საკითხები ტესტირებისთვის

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

საკითხები:

1) რით ახსნით ჯგუფურ ნადირობას ჰარისის ქორის ზოგ პოპულაციებში?

ჰარისის ქორებში ჯგუფური ნადირობა არ არის აუცილებელი, ვინაიდან ამ ფრინველებს


დამოუკიდებლადაც შეუძლიათ ნადირობა. თუმცა კოოპერაციული ნადირობის ერთ-ერთი
სარგებელი არის ის, რომ იგი აადვილებს მსხვერპლის დაჭერას მსხვერპლი
სახეობებისთვის სამალავებით მდიდარ ტერიტორიებზე. ამ ჰიპოთეზას ეწოდა
„გამოწვევებით სავსე ჰაბიტატის ჰიპოთეზა“. ერთ-ერთი კვლევის თანახმად,
მსხვერპლი სახეობების სიუხვე ისეთ ტერიტორიებზე შეინიშნებოდა, რომელიც მდიდარი
იყო სამალავებით და აქ ნადირობა ამის გამო გართულებული იქნებოდა. კომპლექსურ
ჰაბიტატებში ჯგუფური ნადირობა გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე
ერთგვაროვან ჰაბიტატებში. არსებობს სხვა ჰიპოთეზებიც. კოოპერაციული გამრავლების
მქონე ფრინველებში დამხმარეები, რომლებიც თვითონ არ მრავლდებიან , მაგრამ
გამრავლებაში მონაწილე წყვილს ეხმარებიან ბარტყების გამოზრდაში , წინა წლების
შთამომავლობაა. ისინი არ ჩქარობენ მშობლიური ბუდიდან წასვლას , რადგან გარშემო
საკვებით მდიდარი ტერიტორიები არც ისე ბევრია. ამის საფასურად ისინი მონაწილეობენ
და-ძმის გამოზრდაში და ჯგუფურ ნადირობაში. შესაძლებელია, მშობლიურ ტერიტორიაზე
გახანგრძლივებულად დარჩენის მიზეზი იყოს მეწყვილის პოვნის სირთულე . ასევე
მეცნიერები არ გამორიცხავენ გადარჩენის ალბათობის ზრდას (ახალგაზრდა
ფრინველები გამოცდილები არიან ბარტყების გაზრდასა და ნადირობაში ); მშობლების
ტერიტორიის მემკვიდრეობით მიღებას, ნათესაურ გადარჩევის ხელშეწყობას და სხვა.
რამოდენიმე წელი მშობლებთან ერთად ნადირობა და ბარტყებზე ზრუნვა გამოცდილების
დაგროვების შესაძლებლობაა, ასეთი ფრინველები უფრო მზად არიან სხვადასხვა Page 3
გამოწვევებისთვის. მშობლების დაღუპვის შემდეგ მათ რჩებათ მშობლების ტერიტორია ,
ხოლო და-ძმებზე ზრუნვით თავიანთი გენების ნაწილის გავრცელებასაც უწყობენ ხელს ,
მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ პერიოდში არ მრავლდებიან. როგორც ზემოთ აღინიშნა,
ნაშიერების მიერ ჯგუფის მოგვიანებით დატოვება, როდესაც ისინი უფრო გამოცდილები
არიან საკვების მოპოვებაში და შთამომავლობაზე ზრუნვაში, შეიძლება იყოს ჯგუფური
ცხოვრების კიდევ ერთ-ერთი მიზეზი - ნაშიერების გაზრდილი გადარჩენადობის
ჰიპოთეზა: the increased-survival-of-offspring hypothesis/ ISOOH.

ნადირობის წარმატება იზრდება ჯგუფის სიდიდის ზრდასთან ერთად , ასევე ჯგუფის


სიდიდის ზრდასთან ერთად იზრდება მსხვილი მსხვერპლის (კურდღლების ) დაჭერის
ალბათობაც, რაც მეტყველებს მსხვილი მსხვერპლის ჰიპოთეზის/Large Prey
Hypothesis(LPH) სასარგებლოდ. ჰარისის ქორის სიკვდილიანობის 3.9% გამოწვეულია
საკუთარი მსხვერპლით (მაგალითად, კურდღლის მიერ მიყენებული დაზიანებებით ).

კოოპერაციული ნადირობა ქორებს მსხვილი მსხვერპლის მოპოვების საშუალებას


აძლევს, მსხვერპლის დაჭერისა და დამორჩილებისთვის უფრო მოკლე დრო სჭირდებათ ,
ამიტომ საღამოსაც შეუძლიათ ნადირობა და ასწრებენ მსხვერპლის მონადირებას
დაბნელებამდე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსხვერპლი სახეობების
ნაწილი საღამოობით არის აქტიური. ე.ი. დრო, როდესაც მტაცებლის და მსხვერპლის
აქტიურობა გადაიფარება, ლიმიტირებულია (გრაფ.1.) ლიმიტირებული სანადირო
დროის ჰიპოთეზა limited-hunting-time hypothesis – LHTH.
ჯგუფი უკეთ იცავს მოპოვებული საკვების ლეშს, ვიდრე ერთი ფრინველი ან წყვილი .
შესაძლებელია ესეც იყოს ჯგუფებად შეკრების მიზეზი - ლეშის დაცვის ჰიპოთეზა: the
carcassguarding hypothesis/CGH. ჯგუფურად ლეშის დაცვა უფრო იოლია სხვა
მტაცებლებისგან, ან ლეშიჭამიებისგან და შესაძლებელია საკვების მთლიანად მოხმარება

2) რატომ ერთიანდებიან ლომები პრაიდებად?

შეზღუდული რესურსების ოპტიმალური ექსპლოატაცია (გამოყენება ), კონკურენცია სხვა


სახეობებთან, გამრავლებაში წარმატების მიღწევა- აი რამოდენიმე , მაგრამ არა ყველა
მიზეზი ერთ ჯგუფად შეკრებისა. მოდით, უფრო დავაკონკრეტოთ, რატომ შეიძლება
ჯგუფური ცხოვრების ნირი სასარგებლო ყოფილიყო? დიდი ზომის მსხვერპლზე ნადირობა
და მისი დამორჩილება, სხვა მტაცებლებისგან თავის დაცვა, სოციალური დასწავლა და
ინფორმაციის გადაცემა. ალოპარენტული ზრუნვა (როდესაც სოციუმის წევრი სხვის
ნაშიერზე ზრუნავს), გადარჩენა მძიმე გარემო პირობებში- ეს ის ძირითადი სარგებელი ,
რაც სოციალურ ცხოვრებას მოაქვს.

3) როგორ იცვლება ლომების სოციალური სტრუქტურა გარემო ფაქტორების გავლენით?

ანთროპოლოგიური ფაქტორი

ზამბიაში, სადაც დღემდე ნადირობენ ლომებზე, თანაც ძირითადად ხვადი ლომების


მოპოვება ხდება, მათი სოციალური ქცევა განსხვავებულია. პრაიდები მცირე ზომისანი
არიან. ხვადი არ აკონტროლებს მთლიანად პრაიდის ტერიტორიას. ამის შედეგად ,
მეზობელი პრაიდის მამრები შეიძლება გადადიოდნენ ერთმანეთის პრაიდებში და
უწყვილდებოდნენ მეზობელ ძუ ლომებს. შეწყვილება სხვადასხვა პრაიდების მამრებსა და
მდედრებს შორის ხშირი მოვლენაა. ხვადმა შეიძლება შეიძინოს „კომპანიონი “ ხვადი მის
მერე, რაც უკვე ყავს საკუთარი პრაიდი. აღწერილი ცვლილებები სავარაუდოდ ნადირობის
წნეხით არის გამოწვეული.

მძიმე ბუნებრივი

პირობები კალაჰარის უდაბნოში კი სოციალური ქცევის ცვლილებას მძიმე ბუნებრივი


პირობები იწვევს. მსხვერპლი სახეობების რაოდენობის და ზომის სიმცირე , რაც ჰაბიტატის
არახელსაყრელი კლიმატური პირობებით აიხსნება, არ იძლევა დიდი პრაიდების
წარმოქმნის შესაძლებლობას. მდედრების გადასვლა-გადმოსვლა ერთი პრაიდიდან
მეორეში, ისევე როგორც ერთი პრაიდის მამრის სხვა პრაიდის მდედრებთან შეწყვილება
ხშირი მოვლენაა.

ჰაბიტატის თავისებურება

აფრიკის გარდა ლომების მცირერიცხოვანი პოპულაცია შემორჩენილია ინდოეთში ,


გირის პროვინციის ტერიტორიაზე, სადაც იგი დაცულია. მამრები და მდედრები ცალკე
ცხოვრობენ. ხვადები ძუებს მხოლოდ მაშინ უერთდებიან, როცა მათ ესტრუსი ეწყებათ .
გირის ტერიტორიაზე ლომების ძირითადი მსხვერპლი სახეობაა ირემი აქსისი , ანუ
ჩიტალი (Axis axis), რომელიც შედარებით მცირე ზომისაა, საშუალოდ 30-40 კგ-ს იწონის.
ამიტომ მდედრებს არ უღირთ მამრებისთვის საკვების განაწილება . ლომების რიცხოვნობა
ამ ტერიტორიაზე არ არის იმდენად მაღალი, რომ მდედრებს მამრის დახმარება
სჭირდებოდეთ თავდაცვისას. ასეთ პირობებში ცალკე ცხოვრება ოპტიმალური
სტრატეგიაა. ლომების სოციალური სისტემა ძალზე პლასტიურია, რაც რიცხოვნობის
რეგულაციის და არსებულ გარემო პირობებთან შეგუების შესაძლებლობას იძლევა .
შესაბამისად, ლომების გადარჩენადობაც იზრდება.

4) კონფლიქტი და კოოპერაცია ლომების სოციუმში

ლომების სოციუმი პრაიდი) ორი სუბერთეულისგან შედგება: ერთი, შედარებით მუდმივი


- ერთმანეთის მონათესავე მდედრები (დები, დედა და შვილები, დეიდაშვილები ); ხოლო
მეორე, ცვალებადი - სქესმწიფე, გამრავლებაში მონაწილე მამრი, ან ზრდასრული
სქესმწიფე მამრების კოალიცია და ორივე სქესის ბოკვერები. რატომ არის პრაიდის მეორე
ნაწილი ცვალებადი? მამრები პრაიდში მანამდე რჩებიან, სანამ მათ სხვა, უფრო ძლიერი
მამრები არ განდევნიან და პრაიდის მდედრებს არ დაისაკუთრებენ . სამი წლის მამრები ან
ნებით მიდიან პრაიდიდან, ან მათ განდევნიან პრაიდის ზრდასრული წევრები .
ახალგაზრდა მამრები გადადიან მომთაბარე (ნომადურ) ცხოვრების ნირზე . მათ ჯერ
საკუთარი ტერიტორია არ აქვთ და არ ყავთ ძუ ლომები. მომთაბარე ცხოვრების ნირი სულ
ცოტა, 1 წელი გრძელდება. ხანდახან ახალგაზრდა მომთაბარე მამრებს ბებერი ლომი
(ლომები) უერთდება, რომელიც განდევნილი იყო მისი პრაიდიდან. ერთი პრაიდიდან
წამოსული ახალგაზრდა მამრები ხშირად ქმნიან ალიანსებს (კოალიციებს ), რომელიც
მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ალიანსში შეიძლება 2-დან 8 ლომამდე
შედიოდეს. ზოგჯერ სრულიად უცხო ლომები ერთიანდებიან მარტოხელა მომთაბარე
ფაზის გავლის შემდეგ. გაერთიანებები მომგებიანია სხვა ზრდასრული ლომების
დასამარცხებლად გამრავლების უფლების მოპოვებისთვის. კოალიციის მიზანი ერთია -
დაისაკუთროს მდედრი ლომების ჯგუფი. ამისათვის უნდა შეებრძოლოს უცხო პრაიდის
წევრ მამრ ლომებს, რომლებიც პრაიდის ბოკვერების მამები არიან. რაც უფრო ძლიერია
კოალიცია, მით მეტი შანსი აქვს განდევნოს პრაიდის მამრები, „მოარჯულოს“ პრაიდის
მდედრები და მოიპოვოს გამრავლების უფლება. მამრი ლომების პრაიდში ცხოვრების
პერიოდი ხანმოკლეა (2-3 წელი), სანამ მათ (ან მას) უფრო ძლიერი კონკურენტები არ
განდევიან ან გაანადგურებენ. ამიტომ ისინი იძულებულნი არიან მაქსიმალურად სწრაფად
დატოვონ რაც შეიძლება მეტი ნაშიერი. როდესაც პრაიდს ახალგაზრდა ლომების
კოალიცია თავს ესხმის, პრაიდის მამრები ერთ გუნდად იკვრებიან და ცდილობენ
გაუმკლავდნენ ახალმოსულებს. ეს თითოეული „ადგილობრივი“ მამრის სასიცოცხლო
ინტერესს წარმოადგენს. თუ პრაიდს ხვადების სხვა კოალიაცია დაეპატრონა , ისინი წინა
მამრების ყველა ბოკვერებს ხოცავენ. ბოკვერების მეოთხედი იღუპება შემოჭრილი
მამრებისგან. ინფანტიციდი (ნაშიერების მოკვლა) ლომებში ხდება არა იმიტომ , რომ ისინი
სისხლისმსმელი ურჩხულები არიან, არამედ იმიტომ რომ ძლიერი კონკურენციის
პირობებში შესძლონ საკუთარი გენების გავრცელება. მდედრებს ესტრუსი 2 არ ეწყებათ ,
ე.ი. არ მრავლდებიან მანამდე, სანამ ბოკვერებს არ წამოზრდიან . ბოკვერები დედასთან 3
წლამდე რჩებიან, ე.ი. სამი წელი ძუ ვერ გამრავლდება. ამასობაში პრაიდი სხვა მამრებმა
შეიძლება ჩაიგდონ ხელში. ამიტომ კლავენ ახალმოსული მამრები წინა მამრების მიერ
დატოვებულ ბოკვერებს. ბოკვერის გარეშე დარეჩენილ მდედრს ესტრუსი ეწყება და
მასთან შეჯვარება შესაძლებელი ხდება. პრაიდის მამრები ცდილობენ მიიღონ
„პრევენციული“ ზომები: ყოველ ღამეს პატრულირებენ თავიანთი პრაიდის ტერიტორიას
და ხმამაღალი ღრიალით ატყობინებენ უცხო მამრებს თავიანთი ტერიტორიის
დაკავებულობის შესახებ. რაც უფრო ძლიერია ხმა, მით მეტ ტერიტორიას „მონიშნავს “
მამრი. ამას ეწოდება „ტერიტორიის მონიშნვა ბგერით“. პრაიდის წევრები ღრიალით
ერთმანეთს საფრთხის შესახებ ატყობინებენ, ან /და დახმარებას სთხოვენ .
ე.წ.“დახმარების თხოვნის ღრიალის“ გაგონების შემდეგ შემთხვევების 43%-ში პრაიდს
მოშორებული მდედრები პრაიდში ბრუნდებოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე ,
ღრიალის ძირითადი ფუნქციებია: 1) ტერიტორიის მონიშნვა; 2)პრაიდის სხვა
წევრებისთვის უცხოების შესახებ ინფორმაციის შეტყობინება; 3) დახმარების თხოვნა ; 4)
საკუთარი პრაიდის წევრების შორიდან ამოცნობა. როდესაც მდედრი გამრავლებისთვის
მზადყოფნაში (ესტრუსში) მოდის, მამრებს შორის იწყება კონფლიქტი მდედრთან
შეწყვილების უფლების მოპოვების გამო. აქ უკვე თავს ჩანს იერარქია. დომინანტ მამრს
შეწყვილების უპირატესობა აქვს. ხშირად პრაიდში მდედრებს ესტრუსი სინქრონულად
ეწყებათ. ამიტომ როდესაც დომინანტი მამრი ერთ მდედრს უწყვილდება , სხვა მამრები
სხვა მდედრებთან შეწყვილებას ცდილობენ ისე, რომ დომინანტმა მათ თვალი არ მოკრას .
დომინანტი ცდილობს რაც შეიძლება მეტ მდედრს შეუწყვილდეს, თუმცა იგი ამას
ყოველთვის როდი ახერხებს, რადგან შეწყვილების პროცესი ლომებში საკმაოდ
ხანგრძლივია და ხშირად რამოდენიმე დღე გრძელდება. მდედრი ლომები ცდილობენ
რამოდენიმე მამრს შეუწყვილდნენ. ამის მიზეზად მეცნიერები მიიჩნევენ მდედრის მიერ
თავის დაზღვევას იმ შემთხვევაში, თუ ის მამრი, რომელიც მას პირველად შეუწყვილდა ,
უნაყოფო აღმოჩნდა, ან რატომღაც განაყოფიერება არ მოხდა. მეორე ძირითად მიზეზად
ითვლება ის, რომ მამრებმა არ უნდა იცოდნენ, რომლებია მათი ბოკვერები და ყველა
ბოკვერზე ერთნაირად იზრუნონ და დაიცვან უცხო მამრების შემოჭრის შემთხვევაში . .
პრაიდის წევრები დგანან დილემის წინაშე - მიიღონ მონაწილეობა ნადირობაში და
მიიღონ შესაძლო დაზიანებები, დახარჯონ დიდი ენერგია, თუ დაელოდონ , სანამ ერთ -
ერთი მათგანი მოკლავს მსხვერპლს, დანაყრდება და დარჩენილი ხორცი მიირთვან .
მაგრამ თუ მსხვერპლი ზებრა ან კამეჩია, რომლის ხორცი მთელს პრაიდს ეყოფა , მაშინ
ნადირობაში პრაიდის ყველა მდედრი მონაწილეობს. ამ დროს დახარჯული ენერგია , ანუ
„საფასური“ გამართლებულია, რადგან არის შანსი მსხვერპლის დიდი ნაჭრის შეხვედრის .
ამიტომ მიღებული მოგება ამართლებს გაღებულ „ხარჯებს“. ნადირობისას კოოპერაციას
ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ჯგუფის წევრი ვერ მიაღწევს წარმატებას დამოუკიდებლად .
ამისათვის იგი იძულებულია გადაიხადოს „საფასური“: გაუზიაროს თავისი „აღმოჩენილი “
მსხვერპლი სხვებს. სწორედ „კომუნალური ძუძუს წოვება“ უდევს საფუძვლად
ლომების გასაოცარი კოოპერაციის უნარს და არა საკვების დამოუკიდებლად
მოპოვების შეუძლებლობა. თუ რომელიმე მდედრმა უფრო გვიან გააჩინა ბოკვერები,
ის მხოლოდ მაშინ უერთდება პრაიდის სხვა მდედრებს, თუ მათი ბოკვერების ასაკი
სამ თვეს არ აღემატება. რადან პრაიდში ყველა ბოკვერს ყველა ძუ აწოვებს ძუძუს
საჭორიების შემთხვევაში, პატარ ბოკვერი უფრო დიდ ბოკვერებთან ყოველთვის
დაიჩაგრება და მშიერი დარჩება.

საბოლოო ჯამში, ბაგაში გაერთიანებული მდედრები აუმჯობესებენ არ აიმდენად


თავიანთი ნაშიერების კვებას, რადგან მარტოხელა ლომებსაც კარგად შეუძლიათ
ბოკვერის გამოკვება, არამედ აუმჯობესებენ თავიანთი ბოკვერების და საკუთარი
თავის დაცვის ხარისხს. შეიძლება ითქვას, რომ „ბაგების“ ჩამოყალიბების პირველადი
მიზეზი-დაცვაა. მარტო მამრი ლომები არ წარმოადგენს ერთადერთ პრობლემას .
მდედრები აგრეთვე ტერიტორიალურები არიან და იცავენ თავიანთ სანადირო
ტერიტორიებს, საბუნაგე და წყლის დასალევ ადგილებს. დიდი პრაიდების მდედრები
თავს ესხმიან და კლავენ მეზობელი მცირე პრაიდების მდედრებს .

5) რა არის სოციუმი? სოციალური ცხოვრების დადებით და უარყოფითი მხარეები

სოციუმი არის ერთი სახეობის ინდივიდების კოოპერაციის საფუძველზე ორგანიზებული


ჯგუფი

6) ორგანიზაციის რა დონეზე შეიძლება ვისაუბროთ სოციალურობაზე?

7) რა მნიშვნელობა აქვს რთულ კომუნიკაციას ცხოველთა სოციუმების შენარჩუნებაში ?

8) რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური ცხოვრება ღია, სამალავებს მოკლებულ


ჰაბიტატების ათვისებაში?

9) ცხოველთა რეპროდუქციული სტრტაეგიები (კონფლიქტამდე სქესთა შორის )

I გამრავლების მოდელი - მონოგამია მონოგამიის დროს მდედრი და მამრი ქმნიან


წყვილს სულ მცირე ერთი სეზონის, ხოლო ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში .
ფრინველებში მონოგამია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მონოგამები არიან
გედები, ალბატროსები, ქარიშხალები, თუთიყუშების ნაწილი. ითვლება, რომ
ფრინველებში მონოგამია ყველაზე გავრცელებული სტრატეგია (ფრინველების
დახლოებით 90% ახასიათებს). როგორც ჩანს, ფრინველების უმრავლესობას ისეთ
პირობებში უწევთ ცხოვრება, რომელშიც წყვილი უფრო ადვილად ზრდის ბარტყებს და
იცავს ტერიტორიას, ვიდრე მარტო დედა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მონოგამიის
დროსაც კი ორივე მშობლის წვლილი შთამომავლობის აღზრდაში ერთნაირი არ არ არის .
მაგალითად, ერთ-ერთი სახეობის კაკაბი ქმნის წყვილს, მაგრამ ბარტყების გამოკვებაზე
მხოლოდ დედა ზრუნავს, მამა კი მხოლოდ ბუდის ტერიტორიას იცავს. ბეღურასნაირების
ნაწილში, ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობენ დედაც და მამაც. ზოგ კოდალაში ,
ყანჩებში, მამრები არა მარტო კვებავენ ბარტყებს და იცავენ ტერიტორიას , არამედ
მდედრთან ერთად მორიგეობით ზიან კვერცხებზე (როგორ ფიქრობთ, რატომ
განსხვავდება მამის მშობლური ქცევა მონოგამიის დროს ფრინველებში ?).

You might also like