Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 205

1

ანოტაცია
გეოდეზიის წინამდებარე კურსი წარმოადგენს გეოდეზიის სახელმძღვანელოს,
რომელშიც დამუშავებულია ზოგადი და საინჟინრო გეოდეზიის ძირითადი საკითხები.
სახელმძღვანელოს შედგენისას ავტორი სარგებლობდა პროფესორების: ნ. თევზაძის, გრ.
ხუნჯუას, მ. თევზაძის, ჯ. კეკელიას, სხვადასხვა წლებში გამოცემული სახელმძღვა
ნელოებითა და გეოდეზიის დარგში არსებული სამეცნიერო ლიტერატურით.
სახელმძღვანელოს შედგენისას ავტორი ცდილობდა, რაც შეიძლება მარტივი ენით
ყოფილიყო ასახული დარგის ფუნდამენტური საკითხები, რათა ადვილად
ასათვისებელი ყოფილიყო, როგორც სტუდენტებისათვის, ისე გეოდეზიის დარგში
მომუშავე სპეციალისტებისთვისაც.
საელმძღვანელოში განხილულია გეოდეზიის ისეთი ძირითადი საკითხები
როგორიცაა: დედამიწის ფორმის შესწავლა, ორიენტირების არსი და მიშვნელობა,
მასშტაბის რაობა, გეოდეზიაში გამოყენებული კოორდინატთა სისტემები, ტოპო-
გრაფიული რუკების შედგენის მეთოდები, კუთხმზომი და სასიმაღლო გეოდეზიური
ინსტრუმენტები, ხაზების სიგრძეების გაზომვების არსი და ტექნიკური საშუალებები,
აეროგადაღების არსი და მისი მნიშვნელობა ტოპოგრაფიული რუკის შექმნა
თანამედროვე გეოდეზირი ხელსაწყოები და მათი განმასხვავებელი ნიშნები ტრადი-
ციული ინსტრუმენტებისაგან.
ვფიქრობთ, აღნიშნული სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს როგორც სტუდენტ
ახალგაზრდობას, რომლებიც დაკავებულნი არიან გეოდეზიის შესწავლით უმაღლეს და
საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, ისე გეოდეზიის დარგით დაინტერესებულ
ნებისმიერ პიროვნებას.

2
თავი I.
ზოგადი ცნობები
1.1. გეოდეზიის საგანი და ამოცანები
გეოდეზია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,მიწის დაყოფას”. გეომეტრიასთან
ერთად მასში ძველთაგანვე იგულისხმებოდა გაზომვაც. ასეთი განმარტება აღარ
შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. იგი მხოლოდ მიუთითებს იმ ხასიათის
სამუშაოზე, რომელსაც ძველად აწარმოებდნენ.
გეოდეზია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს დედამიწის ფორმას, ზომებს და
მისი ზედაპირის გამოსახვას სიბრტყეზე გეგმებისა და რუკების სახით. ეს შესწავლა
ხდება გაზომვის საშუალებით, მისი შედეგების შემდგომი, მათემატიკური
დამუშავებით და ქაღალდზე ან ელექტრომატარებლებზე გამოსახვით. გეოდეზია იყოფა
უმაღლეს გეოდეზიად და გეოდეზიად ანუ ტოპოგრაფიად, კოსმოსურ და
თანამგზავრულ გეოდეზიად, კარტოგრაფიად და ფოტოგრამმეტრიად, და საინჟინრო
(გამოყენებით) გეოდეზიად.
უმაღლესი გეოდეზია შეისწავლის დედამიწის ფორმასა და ზომებს, იკვლევს
დედამიწის ქერქის დეფორმაციას, მისი ზედაპირის ცალკეული წერტილების
კორდინატების განსაზღვრის მეთოდებს.
ტოპოგრაფია (ადგილმდებარეობის აღწერა) სწავლობს დედამიწის შედარ-ებით
მცირე ნაწილების გამოსახვის წესებს ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების სახით.
გეოდეზიურ გაზომვათა შედეგებს, რის საფუძველზეც იქმნება ადგილ-
მდებარეობის გეგმები და რუკები დიდი მეცნიერული და სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.
გეოდეზიურ გაზომვათა შედეგებს ეყრდნობა ხმელეთის საუკუნეობრივი მოძრაობის
შესწავლა, ზღვებისა და ოკეანეების დონის ცვალებადობის დადგენა, რკინიგზებისა და
საავომობილო გზების დაპროექტება, მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების მშენებ-
ლობა, სოფლისა და სატყეო მეურნეობათა მოწყობა, ტყის მასივების აღრიცხვა, დიდ
ფართობებზე მორწყვითი და ამოშრობითი სამუშაოების განხორციელება, მსხვილი
სამრეწველო ნაგებობების მშენებლობა, ქალაქებისა და სოფლების დაპროექტება,
ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა, სასოფლო–სამეურნეო მიწების აღრიცხვა,
სამხედრო საქმეში საარტილერიო ცეცხლის ეფექტურად მართვა, ჰაერსაწინააღმდეგო
სანაპირო დაცვა, მოწინააღმდეგის სამხედრო დანადგარების განლაგების კოორდი-
ნატების განსაზღვრა და ა.შ.
უმაღლესი გეოდეზიის ძირითადი ამოცანებია
1. დედამიწის ზედაპირზე ცალკეული წერტილების მართკუთხა ან გეოდე-
ზიური კოორდინატების განსაზღვრა,
2. მთლიანი დედამიწის ფორმისა და ზომის განსაზღვრა,
3. დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ცვლილებების შესწავლა,
გეოდეზიის (ტოპოგრაფიის) ძირითადი ამოცანებია:

3
1. სახელმწიფო გეოდეზიური ქსელის წერტილების გახშირება, ანუ ასაგეგმი
ქსელის შექმნა,
2. აგეგმვითი სამუშაოების წარმოება. (ტოპოგრაფიული გეგმებისა და რუკების
მიღება),
3. ძიების დროს სხვადასხვა გაზომვის ჩატარება.
გეოდეზიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული კარტოგრაფია, რომელიც სწავლობს
მთელი დედამიწის ან მისი დიდი ნაწილების სიბრტყეზე გამოსახვის მეთოდებს.
გეოგრაფიული რუკების შექმნის საკითხებს, იმ მასალების საფუძველზე, რომლებსაც
იძლევა უმაღლესი გეოდეზია და ტოპოგრაფია. კარტოგრაფიის მთავარი მიზანია
ზუსტად ასახოს და გამოიკვლიოს სინამდვილე კარტოგრაფიული გამოსახულების
სახით, როგორც რეალური მოვლენის განსაკუთრებული სივრცითი მოდელი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გეოდეზიის მიმართულება – აეროფოტოგეოდეზია,
რომელიც შეისწავლის აეროსურათების დახმარებით ტოპოგრაფიული გეგმებისა და
რუკების შედგენის მეთოდებს.
მარკშეიდერია წარმოადგენს საინჟინრო დარგს, რომლის მიზანია მიწაზე და
მიწის წიაღში სამთო საქმის წარმოება, სამთო საწარმოს მშენებლობა, გაზომვითი
და საორიენტაციო სამუშაოების წარმოება საბადოთა გამოკვლევის პროცესში და
სხვ.
მარკშეიდერიის ძირითადი ამოცანებია დაპროექტებული გვირაბების დაკვალვა,
არსებული გვირაბების აგეგმვა, საბადოების სივრცითი მდებარეობის განსაზღვრა,
წიაღისეულის მარაგის გამოთვლა და სხვ
საინჟინრო გეოდეზიას აქვს განსაკუთრებული გამოყენებითი მნიშვნელობა,
მეურნეობის სხვადასხვა სფეროში. საინჟინრო გეოდეზიური მეთოდები ფართოდ
გამოიყენება გზების, ხიდების, საგზაო გვირაბების, აეროდრომების, არხების, სამრეწ-
ველო და საყოფაცხოვრებო შენობა ნაგებობების, ჰიდრომელიორაციული მშენებლო-
ბების პროექტირების, მშენებლობის და ექსპლოატაციაში.
საინჟინრო გეოდეზიის ამოცანებში შედის:
მძიმე მრეწველობის, ელექტროენერგიის წრმოების, სამშენებლო ინდუსტრიის,
ყველა დარგის ტრანსპორტის (რკინიგზის,საავტომობილო, საჰაერო, სამდინარო,
საზღვაო და მილგაყვანილობა), პროექტირებისათვის მასალების მოძიება, დაკვალვითი
სამუშაოები, პროექტით გათვალისწინებული ნაგებობების გეომეტრიული ფიგურებისა
და ზომების ნატურში გადატანა, საშემსრულებლო ნახაზების კეთება ობიექტების
პროექტიდან გადახრების გამოსავლენად, ნაგებობათა დეფორმაციების შესწავლა.
ასეთი საკითხების დაყენება და გადაწყვეტა უზრუნველყოფს გეომეტრიულად
უნაკლოდ ვაშენოთ ნაგებობებ, თავიდან ავიცილოთ მიწისქვეშა გაყვანილობათა და
ნაკეთობათა გადაკვეთები და მიწის ზედმეტი სამუშაოები.

4
1.2. გეოდეზიის კავშირი სხვა მეცნიერულ დისციპლინებთან

გეოდეზიას მჭიდრო კავშირი აქვს ასტრონომიასთან, გეოგრაფიასთან,


გეოლოგიასთან, გეომორფოლოგიასთან, გეოფიზიკასთან, მათემატიკასთან. გეოდეზიის
ამოცანების გადაწყვეტის მეთოდები ემყარება მათემატიკისა და ფიზიკის მონაცემებს.
პრაქტიკული ასტრონომია შეისწავლის დედამიწის ზედაპირის წერტილების
განედებისა და გრძედების განსაზღვრის მეთოდებს ციურ სხეულებზე დაკვირვების
საშუალებით. ასტრონომიის ეს მონაცემები აუცილებელია გეოდეზიის ზოგიერთი
ამოცანის გადასაწყვეტად. თუ ამ წერტილებს გეოდეზიური გაზომვებით დავუ-
კავშირებთ დედამიწის სხვა წერტილებს, შეგვეძლება მათი კოორდინატების ანუ მათი
მდებარეობის განსაზღვრა. გეოდეზიური მეთოდებით შედგენილი გეგმები და რუკები
სრულყოფილი რომ იყოს საჭიროა, შესწავლილ იქნას ასაგეგმი ელემენტების ბუნება,
წარმოშობა და განვითარების კანონზომიერება. მასზე გამოსახული რელიეფი უნდა
შეესაბამებოდეს სინამდვილეში არსებულ რეალობას და გამოხატავდეს მათ
დამახასიათებელ ნიშნებს.
გეოდეზია, რომელიც სწავლობს დედამიწის ფორმასა და ზომას, ასევე გაზომვის
მეთოდებს დედამიწის ზედაპირზე, ეს მონაცემები საჭიროა რუკის მათემატიკური
საფუძვლის ასაგებად. ფოტოგრამმეტრიასთან, რომელშიც აეროსურათების დამუ-
შავებით მიიღება მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული გეგმები, ტოპოგრა-ფიასთან,
სადაც აგეგმვათა შედეგად იღებენ ტოპოგრაფიულ რუკებს, ეს უკანასკნელნი კი
წარმოადგენენ რუკის შედგენისათვის ძირითად კარტოგრაფიულ მასალას. ადამიანის
კოსმოსში გაფრენის შემდეგ თანამგზავრებიდან დედამიწის ფოტოგრაფირების
დახმარებით კოსმოსური სურათების დამუშავების შესაძლებლობამ ბიძგი მისცა
კოსმოსური გეოდეზიის განვითარებას. მაშასადამე, გეოდეზისტი უნდა სარგებლობდეს
გეოლოგიის, გეოფიზიკის, გეომორფოლოგიისა და დედამიწის შემსწავლელი სხვა
დარგების მონაცემებით. გეოდეზია მათემატიკის მიღწევებს გამოიყენებს გეოდეზიური
გაზომვების დასამუშავებლად, ასტრონომიული განსაზღვრებები გამოიყენება ე.წ.
გეოდეზიური გაზომვების დროს, მექანიკა და ფიზიკა გამოიყენება ახალი გეოდეზიური
ინსტრუმენტების შესაქმნელად.
ჩვენს დროში, რომელიც ხასიათდება მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებით,
გეოდეზიაც განიცდის ტექნიკურ რევოლუციას, სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს
კომპიუტერული ტექნიკა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით. განსაკუ-
თრებით აღსანიშნავია კარტოგრაფიის ურთიერთკავშირი გეოინფორმატიკასთან,
ტერმინი გეოინფორმატიკა შედგება სამი ძირისაგან: გეოგრაფია, ინფორმატიკა და
ავტომატიკა. თანამედროვე გეოინფორმატიკა წარმოადგენს სისტემურ სახეს, რომელიც
მოიცავს მეცნიერებას ტექნიკას და წარმოებას.

5
1.3. გეოდეზიის განვითარების ისტორია
გეოდეზია, როგორც მეცნიერება წარმოიშვა უძველეს დროში, მაშინ როდესაც
მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო გახდა დედამიწის ზედაპირის შესწავლა. ძვ.
აღ. XVIII საუკუნეში ეგვიპტეში იცოდნენ მიწის გაზომვის ტექნიკა, ხოლო ძვ. აღ. X
საუკუნეში ჩინეთში ადგენდნენ რუკებს და გეგმებს.
პირველად სიტყვა გეოდეზია იხმარა არისტოტელემ ,,მეტაფიზიკაში“. ძვ, აღ. IV
საუკუნეში არისტოტელემ წამოაყენა მოსაზრება დედამიწის ბურთისებური მოყვანი-
ლობის შესახებ, ხოლო ერატოსთენმა ძვ.აღ. III საუკუნეში განსაზღვრა დედამიწის
ფორმა და ზომა.
ძნელია დადგინდეს დრო, თუ როდის დაიწყო პირველი გეოდეზიური
ინსტრუმენტების გამოყენება კაცობრიობამ. შესაბამისი გეოდეზიური გაზომვების და
გეოდეზიური ინსტრუმენტების გარეშე შეუძლებელია აშენებულიყო ძვ. აღ. VI ს-ში
არსებული ისეთი გრანდიოზული საინჟინრო მშენებლობები, როგორიცაა არხი
ნილოსსა და წითელ ზღვას შორის, ან ნილოსის სარწყავი სისტემა.
როგორც სხვა მეცნიერების, ისე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარებაში
დიდი შემოქმედებითი როლი შეასრულა ელინისტურმა კულტურამ. ამ კულტურის
ცენტრი იყო ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული ეგვიპტის დედაქალაქი
ალექსანდრია, თავისი განთქმული მუზეუმითა და ბიბლიოთეკით. აქ ინახებოდა 70
ათასამდე ხელნაწერი. აქვე განათლება მიღებული ჰქონდათ არქიმედეს, ერათოსთენეს,
არისტოტელეს, პტოლომეს და სხვებს. ძვ. აღ. II ს-ში ალექსანდრიელმა ასტრონომმა
ჰიპარხმა გამოიგონა კუთხმზომი გეოდეზიური ინსტრუმენტი - ,,ასტროლაბი”. მანვე
რუკის შესადგენად გამოიყენა კონუსური პროექცია, რომელიც შემდგომ განავითარა
პტოლომემ. პტოლომეს მიერ შედგენილი რუკები ინახებოდა ალექსანდრიის განთქმულ
ბიბლიოთეკაში და ისინი თითქმის V საუკუნემდე იყო ხმარებაში. ერატოსთენე,
რომელიც იყო ალექსანდრიის მთავარი ბიბლიოთეკარი, ითვლება პირველ გეოდე-
ზისტად, ვინაიდან მან პირველად მოახდინა მერიდიანის რკალის სიგრძის გაზომვა
დედამიწის ზომების დასდგენად. მართალია, ერათოსთენეს გაზომვები არაზუსტი იყო,
მაინც მიღებული შედეგები ზუსტი გამოდგა სინამდვილესთან შედარებით. მისი
გამოთვლებით დედამიწის დიდი წრე დაახლოებით უდრის 39700 კმ–ს, რაც საოცარი
შედეგია. (ალ. ასლანიკაშვილი კარტოგრაფია, 1969 წ. გვ 15) როგორც ცნობილია, V - XV
საუკუნეები ხასიათდება კულტურისა და მეცნიერების საერთო დაცემითა და
რეგრესით. მიზეზი ის იყო, რომ რომის იმპერიას შემოესია მომთაბარე ველური ტომები
– ჰუნები, გუთები, ვანდალები, რომლებმაც დაარბიეს ქვეყანა და ცეცხლს მისცეს რომის
კულტურა. ბუნებრივია, ამ პირობებში მეცნიერება არათუ განვითარდა, არამედ
განიცადა რეგრესი, ძველი კულტურა მივიწყებული იქნა და იმდროინდელი რუკები
უფრო დაბალ დონეზე იდგა, ვიდრე წინა პერიოდის რუკები.
XIV საუკუნეში იტალიასა და სხვა ქვეყნებში იწყება ძველი ანტიკური მივიწყებული
კულტურის აღდგენა და აღორძინება. აღორძინების ანუ რენესანსის ცენტრად
გვევლინება იტალიის ქალაქი ფლორენცია. ბუნებრივია ამ პროცესმა ხელი შეუწყო

6
გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარებასაც. ამ პერიოდში ცხოვრობდნენ
გამოჩენილი მეცნიერები: კოპერნიკი, ჯორდანო ბრუნო, გალილეო გალილეი.
კოპერნიკმა უარყო აზრი იმის შესახებ, რომ დედამიწა წარმოადგენდა სამყაროს ცენტრს.
(პტოლომეს გეოცენტრული სისტემა) და შექმნა ახალი მოძღვრება, რომლის თანახმად
დედამიწა და სხვა პლანეტები ბრუნავდნენ მზის გარშემო. (კოპერნიკის ჰელიო-
ცენტრული სისტემა). ამ მოძღვრების წინააღმდეგ სასტიკად გაილაშქრა ეკლესიამ და
მისი მსხვერპლნი გახდნენ კოპერნიკის ერთგული მიმდევრები ჯორდანო ბრუნო და
გალილეო გალილეი. ინკვიზიციამ გაასამართლა ისინი და ჯორდანო ბრუნო კოცონზე
დაწვა, ხოლო გალილეო გალილეი გააძევეს ფლორენციიდან. დიდი დრო დასჭირდა
ადამიანის გონებას, სანამ ამ მოძღვრებას არ მიიღებდა. ეს მოხდა მე-19 საუკუნეში.
1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, ამრიგად, რუკაზე გაჩნდა
ახალი კონტინენტი.
1519-22 წლებში პორტუგალიელი მოზღვაურის მაგელანის ექსპედიციამ პირველად
შემოუარა დედამიწას გარშემო. XVII საუკუნიდან იწყება დედამიწის ფორმისა და ზომის
დეტალური შესწავლა. ახალმა გაზომვებმა დაადასტურა ნიუტონის მოსაზრება, რომ
დედამიწას აქვს ელიფსოიდის ფორმა. 1609 წელს გალილეიმ გამოიგონა სამზერი
ჭოგრი. კეპლერმა 1611 წელს შექმნა ჭოგრი ძაფთა ბადით. სამზერ ჭოგრებში მანძილ-
მზომი ძაფები პირველად 1674 წელს გამოიყენა იტალიელმა მონტანარიმ.
პირველი კუთხმზომი ინსტრუმენტი, რომელიც პრინციპულად წააგავდა თანა-
მედროვე თეოდოლიტს 1730 წ-ს შექმნა ინგლისელმა სისონემ. მენზულა კიპრეგელით
1590 წელს გამოიგონა პრეტორიუსომ. ნიველობამ გამოყენება პოვა მე-19 საუკუნის შუა
ნახევარში. 1890 წელს რუსმა გეოდეზისტმა გედეონოვმა შექმნა მაღალი სიზუსტის
ნიველირი, რომლის ჭოგრზე დამაგრებული იყო თარაზო. 1910 -1913 წ. რუსეთში
დაამზადეს წუთიანი თეოდოლიტი. მანძილის გაზომვის იმპულსური რადიო-ტექნი-
კური მეთოდი პირველად 1925 წელს გამოიყენეს ამერიკელებმა ბრაიტმა და ტიუვიმ.
1944 წელს გრუზინოვის ხელმძღვანელობით შეიქმნა ფაზური რადიო–გეოდე-
ზიური სისტემა, რომელიც გათვალისწინებული იყო 350 კმ-მდე მანძილის გასაზომად
და იძლეოდა ცდომილებას 7 მ-მდე. ასეთი სიზუსტის მანძილსაზომები ვერ უზრუნ-
ველყოფდა მანძილების გაზომვას საკმაო სიზუსტით, ამიტომ საჭირო გახდა
სპეციალური გეოდეზიური მანძილსაზომების შექმნა. ასეთი ტიპის ხელსაწყო შექმნა
უოლდმა, რომლითაც შეიძლებოდა 60 კმ-მდე მანძილის გაზომვა რამდენიმე სანტიმე-
ტრიანი სიზუსტით. ამავე პერიოდში დასავლეთ ევროპაში დაიწყეს ოპტიკური და სხვა
ზუსტი ხელსაწყოების გამოშვება. გამოგონებული იქნა ტაქეომეტრი მოძრავი
სახაზავით.
განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გეოდეზიური ინსტრუმენტების მშენებლო-
ბაში ფირმა ,,კარლ ცაისს-მა’’, რომელმაც პირველმა გამოიყენა ოპტიკურ თეოდო-
ლიტებში მინის წრედი. მოგვიანებით გამოჩნდა ინსტრუმენტები კომპენსტორებით,
რომლებმაც შეცვალეს თარაზოები. ლაზერის დანერგვამ კი დიდი ნახტომი გააკეთა
გეოდეზიურ ინსტრუმენტ მკეთებლობაში.

7
XX საუკუნის ბოლოს სერიულად იწყება ელექტრონული ტაქეომეტრებისა და
გლობალურ პოზიციონირების სისტემის მიმღებების გამოშვება, რომელთა გამოყენებამ
გეოდეზიაში მოახდინა რევოლუცია. აღნიშნულმა გეოდეზიურმა ინსტრუმენტების
გამოგონებამ და მისმა წარმოებაში დანერგვამ ბიძგი მისცა გეოდეზიის შემდგომ
განვითარებას.
საქართველოში გეოდეზია და კარტოგრაფია სათანადო დონეზე იდგა, ჯერ კიდევ
XII საუკუნეში ფართოდ იყენებდნენ ნიველობის პრინციპს, რომლის გამოყენებითაც
გაიყვანეს სამელიორაციო არხები, აიგო მრავალი ნაგებობა. ერთ–ერთ ასეთ რთულ
საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს ვარძია. კლდეში გამოკვეთილი ქალაქი თავისი
დარბაზებით, წყალსადენებით, გვირაბებით.
XIII საუკუნის დასაწყისში ქართველმა მეცნიერმა ვახუშტი ბაგრატიონმა დაწერა
ნაშრომი „აღწერა სამეფოჲსა საქართველოჲსა“, რომელსაც დართული ჰქონდა ავტორის
მიერ შედგენილი 20 რუკა, ცილინდრულ და კონუსურ პროექციაში. ამ რუკებით
თითქმის საუკუნის განმავლობაში სარგებლობდნენ.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის
ინსტიტუტმა 1964 წელს გამოსცა საქართველოს კომპლექსური ატლასი, რომელიც
შეიცავს 194 რუკას და მრავალ დიაგრამას. ამ ფუნდამენტური ნაშრომის შექმნას
ხელმძღვანელობდა ქართველი პროფესორი ალ. ასლანიკაშვილი.

1.4. გეოდეზიაში გამოყენებული საზომი ერთეულები


გეოდეზიური გაზომვითი სამუშაოები წარმოებს დადგენილ გაზომვით სის-
ტემაში, როგორიცაა: მეტრული სისტემა მანძილების გაზომვებში, ფართობის, მასის,
ტემპერატურის, დროის, წნევის, კუთხური და სხვა .
ჩვენს ქვეყანაში ხაზობრივი გაზომვა ხდება საერთაშორისო მეტრულ სისტემაში,
ძირითად საზომ ერთეულად მიღებულია მეტრი, მეტრი მიღებულ იქნა ფრანგი
მეცნიერის მიშენნის და დალამბრეს მიერ. მათ მეტრის ერთეულს საფუძვლად
დაუდეს საგრადუსო გაზომვა, კერძოდ, პარიზის მერიდიანის სიგრძის მეოთხედის 1:10
000 000. ამის საფუძველზე დამზადდა პლატინის კვერთხი, რომლის სიგანე 25 მმ და
სისქე 2,5 მმ, რომელსაც ეწოდა „არქივის მეტრი“ და რომელიც ინახება საფრანგეთის
სახელმწიფო არქივში. დალამბრის მიერ 1800 წელს შესრულებული გაზომვითი
სამუშაოები თითქოს ადასტურებდა გაზომვის სიზუსტეს, მაგრამ შემდგომ დადგინდა,
რომ მეტრის სიგრძე განსხვავდება პარიზზე გამავალი მერიდიანის სიგრძის
მეოთხედის 1:10 000 000–გან. იგი 0,21 მმ–ის ნაკლები გამოვიდა, მაგრამ კვერთხის
შეცვლა მიზანშეუწონლად ჩათვალეს .

8
საზომი და წონათა საერთაშორისო კომიტეტის დადგენილებით 1875 წ–ს
დაადგინეს, გაკეთებულიყო ყველა სახელმწიფოსათვის საფრანგეთის არქივის
თანასწორი კვერთხი, გადაწყვეტილების შესაბამისად დამზადდა 34 კვერთხი, 90%
პლატინისა და 10% ირიდიუმის შენადნობისაგან, რომელთა სიგრძე გამოვიდა 1.02 მ. ეს
კვერთხი წოდებულ იქნა საერთაშორისო პროტოტიპად და დაურიგდა სხვადასხვა
სახელმწიფოს, ძირითად სანიმუშო კვერთხების სახით და ეწოდა მას ეტალონები.
1960 წელს საზომი და საწონი საერთაშორისო გენერალურ კონფერენციაზე მეტრის
სიგრძის უფრო საიმედო ზომის დასადგენად მიიღეს ახალი სტანდარტი, რომლის არსი
მდგომარეობდა ვაკუუმში ნარინჯისფერი ტალღის სიგრძე 150 ცელსიუსის ტემპერა-
ტურისა და 760 მმ ვერცხლისწყლის სვეტის წნევის დროს.
ბრტყელი კუთხის საზომი ერთეულია გრადუსი, რომელიც ტოლია გაშლილი
კუთხის 1/90 ნაწილის. 10 შეიცავს 60’; 1’=60’’. კუთხის მნიშვნელობა შეიძლება
წარმოდგენილი იყოს რადიანებითაც, წრის სიგრძე 2πR შეიცავს 2ρ. აქედან ρ0=57,30;
ρ’=3438’; ρ’’=206265’’ ზოგიერთ ქვეყანაში მაგ. საფრანგეთში, გერმანიაში, კუთხეებს
ზომავენ დეციმალურ სისტემაში. აქ მართი კუთხე იყოფა 100 ნაწილად, რომელსაც
უწოდებენ გონებს (ადრე გრადებს უწოდებდნენ). ანუ წრეხაზი იყოფა 400 ნაწილად. 1
გონი =0,9 გრადუსს და შეიცავს 100 სანტიგონს; (სგონი); ანუ 1000 მილიგონს (მგონი)
ფართობის საზომი ერთეულია კვადრატული მეტრი. 10 000 მ2=1ჰა; 1 000 000
მ2=100ჰა=1კმ2
დროის მასის და ტემპერატურის ასაზომად მიღებულია შესაბამისად სეკუნდი,
კილოგრამი, გრადუსი, ცელსიუსის სკალით. ატმოსფერული წნევის საზომ ერთეულად
მიღებულია ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრი, ანუ მილიბარი (მბ); 1 მბ=0,750,
ვერცხლისწყლის სვეტის მმ. ნორმალურ წნევად მიღებულია 760 მმ. გეოგრაფიული
განედის 450 00 ტემპერატურა C-ზე.
საერთაშორისო სისტემის ერთეულად მიღებულია (SI) გაზომვის სისტემად
მიღებულია პასკალი (Па), 1მმ ვერცხლისწყლის სვეტის = 133,322 პა.

9
თავი II.
დედამიწის ფიგურა
2.1. დედამიწის ფორმა და ზომა
ხმელეთისა და მსოფლიო ოკეანის ზედაპირს ერთად აღებულს დედამიწის
ფიზიკური ანუ ხილული ზედაპირი ეწოდება. ამ ზედაპირს მთლიანად დედამიწის
ნამდვილი სახე ანუ ფიგურა ქვია. დედამიწის ფორმისა და ზომის ცოდნა აუცილებელია
დედამიწის ზედაპირზე ობიექტების განსაზღვრისათვის და მის სწორად გამოსახვისა-
თვის გეგმის, რუკის და ციფრული მოდელის სახით.
დედამიწის ფიზიკური ზედაპირის 71% (დაახლოებით 510 მლნ კვ. კმ) წყალს
უკავია, ხოლო დაახლოებით 29% ხმელეთს. ხმელეთის საშ. სიმაღლე შეადგენს 875
მ-ს. ოკეანის საშ. სიღრმე კი 3800 მ-ია. ამავე დროს ხმელეთის უმაღლესი წერტილი
ზღვის დონიდან 8882 მეტრია (ევერესტი),

სურ. 1. პლანეტა დედამიწა


მე-3 საუკუნემდე გაბატონებული იყო აზრი, რომ დედამიწა წარმოადგენს მრგვალ
დისკოს, რომელიც წყალში დაცურავდა. ძვ. აღ. 384-322 წ. არისტოტელემ გამოთქვა
აზრი დედამიწის ბურთისებური მოყვანილობის შესახებ, (დედამიწის საერთო სახის
პირველი მიახლოვება) ხოლო ერათოსთენმა ასტრონომიული გაზომვების გზით
განსაზღვრა ამ ბურთის სიდიდე, მანვე გეოგრაფიული ბადის საფუძველზე შეადგინა
დედამიწის რუკა, რომელიც თითქმის I საუკუნემდე იყო მიღებული.
ჯერ კიდევ ძვ. აღ. IV საუკუნეში არისტოტელე ამტკიცებდა, რომ დედამიწას
აქვს ბურთისებური მოყვანილობა. ხოლო III საუკუნეში ალექსანდრიელმა მეცნიერმა
ერატოსთენემ განსაზღვრა ამ სფეროს მიახლოებითი სიდიდე. მან ჩათვალა რომ
ქალაქი სიენა და ალექსანდრია მდებარეობდა ერთ მერიდიანზე (სინამდვილეში
განსხვავება 30, რომელთა შორის მანძილი ქარავნების მიმოსვლის სიჩქარისა და დროის
დაკვირვებაზე დაყრდნობით 792 კმ–ის ტოლად მიიღო. ჩატარებული გამოთვლებით
დედამიწის რადიუსი R=6311კმ მიიღო.

10
სურ. 2. არისტოტელე არქიმედე ერათოსთენე
იმ დროისათვის აღნიშნული შედეგი საკმაოდ ზუსტად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ
მთავარი სიზუსტე კი არ არის, მთავარი ის არის, რომ პრინციპი, რომელიც გამოიყენა
ერატოსთენემ, ამჟამადაც გამოიყენება, გეომეტრიული მეთოდით დედამიწის ზომების
დადგენის მიზნით. მეცნიერული საფუძველი ამ საკითხს ჩაეყარა მას შემდეგ, რაც
ნიუტონმა დაამტკიცა, რომ დედამიწას აქვს არა სფეროს, არამედ ელიფსოიდის
ფორმა. (დედამიწის საერთო სახის მეორე მიახლოვება).
ოდესღაც დედამიწა წარმოადგენდა გავარვალებულ თხევად სხეულს,
ანალოგიურად წყლის წვეთისა, ბრუნვის გამო დედამიწას მაშინ უნდა ჰქონოდა
ელიფსოიდის ფორმა, როგორც ეს ნიუტონმა იწინასარმეტყველა. მაგრამ დედამიწის
ქერქის შექმნის პროცესში, მრავალი მილიონი წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზის
გამო მოხდა მასების არათანაბარი განლაგება, სიმკვრივის მიხედვით, რის გამოც
დედამიწამ დაკარგა ელიფსოიდის ფორმა და მიიღო არამათემატიკური ზედაპირი.
ამიტომ დედამიწის ფორმად ღებულობენ არა ხმელეთის ზედაპირს, არამედ მშვიდ
მდგომარეობაში მყოფ მსოფლიო ოკეანის ზედაპირს, რომელიც წარმოდგენით
გაგრძელებულია დედამიწის გარშემო ხმელეთის ქვეშ. ამ ზედაპირს დონებრივი
ზედაპირი ეწოდება.

სურ. 3. გეოიდი

11
მას გერმანელი მეცნიერის ლისტინგის წინადადებით 1873 წ. გეოიდი უწოდეს.
(დედამიწის საერთო სახის მესამე მიახლოვება).
დედამიწის ფიგურის განსაზღვრა შესაძლებელია ასტრონომიული, გეოდეზიური
და გრავიმეტრიული დაკვირვებებით. დედამიწის ნამდვილი სახე შეიძლება განისა-
ზღვროს შემდეგი ელემენტების საშუალებით: 1. რეფერენც ელიფსოიდის  დიდი
ნახევარღერძისა, 2. მისი a (ალფა) შეკუმშულობის, და 3. გეოდეზიურ სიმაღლეთა
ერთობლიობით. სამივე კოორდინატი საშუალებას გვაძლევს დედამიწის ნამდვილი
სახის გეომეტრიულად წარმოდგენისათვის. პრაქტიკული საჭიროების გამო
მოლოდენსკის შემოაქვს არა გეოიდი, არამედ კვაზიგეოიდი (თითქოს გეოიდი). კვაზი-
გეოიდი გეოიდისაგან იმით განსხვავდება, რომ ის არ არის ერთიანი დონებრივი
ზედაპირი, არამედ არის წყვეტილი. ამავე დროს კვაზიგეოიდი ძირითადად ემთხვევა
კრონდშტატის ფუტშტოკის ნოლს. მისი ზედაპირის რეფერენც ელიფსოიდის
ზედაპირიდან გადახრა 0–150 მეტრამდეა (მეოთხე მიახლოვება).
მაშასადამე, ზემოხსენებული მიდგომით დედამიწის საერთო სახედ უძველესი
დროიდან ძვ. აღ. VI საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვით XVII საუკუნემდე სთვლიდნენ
სფეროს; (პირველი მიახლოვება).
შემდეგ XVII საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის დასწყისამდე – სფეროიდს (მეორე
მიახლოვება).
XIX საუკუნის დასაწყისიდან XX საუკუნის პირველ ნახევრამდე – გეოიდს (მესამე
მიახლოვება).
XX საუკუნის II ნახევრიდან დღემდე –კვაზიგეოიდი (მეოთხე მიახლოვება).

2.2. დედამიწის ელიფსოიდი


გეოდეზიური ქსელის აგებისას, როგორც წესი, განსაზღვრავენ არა დედამიწის
ზედაპირის წერტილების კოორდინატებს, არამედ მის პროექციას სიბრტყეზე. იმის
გამო, რომ გეოიდს აქვს რთული არამათემატიკური ზედაპირი, რომლით სარგებლობა
დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ საჭირო გახდა გეოიდის შეცვლა
ისეთი მათემატიკური ზედაპირით, რომელიც კარგად უთავსდება გეოიდს. გეოდეზიაში
გეოიდის ფიგურის ნაცვლად იღებენ ელიფსოიდს. ანუ გეოდეზიური ქსელის ელემენ-
ტები ჯერ გადააქვთ ელიფსოიდის ზედაპირზე, შემდეგ ამ ზედაპირს შლიან
სიბრტყეზე, რაც დაკავშირებულია დედამიწის ზედაპირზე ჩატარებულ გაზომვებში
(კუთხური და ხაზოვანი), შესაბამისი შესწორებების შეტანასთან.
იმისათვის, რომ ელიფსოიდზე დატანილი მანძილების, კუთხეების, აზიმუტების,
ფართობების შედეგები, მცირედ განსხვავდებოდნენ ნატურაში გაზომილი შედეგები-
საგან, საჭიროა შერჩეულ იქნას ისეთი ელიფსოიდი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს
იქნება გეოიდთან სასურველი ქვეყნის ფარგლებში. ეს სიახლოვე განისაზღვრება
ელიფსოიდის ზომების შერჩევაში, და მის სწორ განლაგებაში დედამიწის ტანში, ანუ
როგორც ამბობენ ელიფსოიდის ორიენტირებაში. დედამიწის ზედაპირის ელიფსოიდი

12
ხასიათდება შემდეგი მახასიათებლებით: დიდი ნახევარღერძი a , მცირე ნახევარღერძი
b, და შეკუმშულობა a. (ალფა)

სურ. 4. გეოიდი
ასხვავებენ ელიფსოიდებს: მთლიანი დედამიწის ელიფსოიდი (მსოფლიო ელიფ-
სოიდი), რომელიც ახლოსაა დედამიწის ფორმასთან, და სამუშაო ელიფსოიდი ანუ
რეფერენც ელიფსოიდი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა გეოიდთან ერთი
სახელმწიფოს ან მეზობელ სახელმწიფოთა ჯგუფისათვის. სხვადასხვა დროს
სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული იყო სხვადასხვა ელიფსოიდის ზომა, იხ. ცხრ. 1.
ყოფილ საბჭოთა კავშირში 1942 წლამდე მიღებული იყო ბესელის ელიფსოიდის
ზომები. დედამიწის ელიფსოიდის ახალი უფრო ზუსტი ზომების მისაღებად პროფ. ფ.
ნ. კრასოვსკის ხელმძღვანელობით განხორციელდა საბჭოთა კავშირის, აშშ–ის
აღმოსავლეთ ევროპის, ინდოეთის, ჩრდ. აფრიკის გრადუსული გაზომვების მასალების
დამუშავება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მიიღეს ახალი
ელიფსოიდის ზომები, რომელსაც ეწოდა კრასოვსკის სახელი და რომელიც მიღებულ
იქნა საბჭოთა კავშირში 1946 წლიდან. ამჟამად ელიფსოიდის ზომები განსაზღვრული
აქვს თითქმის ყველა დიდ სახელმწიფოს.

ცხრილი 1
ელიფსოიდის ზომები

ავტორი წელი a b შეკუმშულობა


დალამბრე 1800 6 375 653 6 356 564 1:334
ვალბეკი 1829 6 376 896 6 355 833 1:302.8
ბესელი 1841 6 377 397 6 356 079 1:299,2
კლარკი 1880 6 378 249 6 356 515 1:293.5
ჟდანოვი 1893 6 377 717 6 356 433 1:299
ჰეიფორდი 1906 6 378 283 6 356 868 1:297.8
ჰეიფორდი 1910 6 378 388 6 356 912 1:297
კრასოვსკი 1940 6 378 245 6 356 863 1:298,3

13
1999 წლამდე საქართველოში მიღებული იყო კრასოვსკის ელიფსოიდის ზომები.
დღეისათვის მიღებულია საერთაშორისო ელიფსოიდის პარამეტრები WGS-84 კოორდი-
ნატთა სისტემაში. ეს ზომები შემდეგია:
a =6378137.000 m b=6356752.314 მ.  =1:298,25722. „WGS“84 (World Geodetic Sistem
of 1984) ნიშნავს მსოფლიო გეოდეზიურ სისტემას, 84 კი ამოქმედების წელს. იგი
დამუშავდა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კარტოგრაფიული სააგენტოს
მიერ. კრასოვსკის ელიფსოიდისა და WGS-84 სისტემის ცენტრებს შორის შეუთავ-
სებლობა შეადგენს x  26 მ, y  130 მ, z  81 მ.
სქემა 1.
ელიფსოიდები

მსოფლიო გეოდეზიური სისტემების გარდა, არსებობს ადგილობრიბრივი


სისტემებიც, ადგილობრივი ,,დატუმ”-ის ცენტრი არაა განლაგებული დედამიწის
ცენტრში იგი გადაადგილებულია. ადგილობრივი სისტემების მაგალითებია: CK-95,
CK-42 რუსეთი; NAD-73, NAD-83 აშშ; ED-1950 ევროპა. საქართველოში საერთო
სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ გაზომვათა შედეგების გეგმილ
ზედაპირად მიღებულია WGS-84 ელიფსოიდი.

14
2.3. ელიფსოიდის ნორმალური ხაზები და სიბრტყეები
ნორმალი არის შვეული ხაზი, რომელიც პერპენდიკულარულია შეხების
წერტილის მიმართ გავლებული მხები სიბრტყისა. სიბრტყეებს, რომლებიც
ნორმალზე გადის ეწოდება ნორმალური კვეთები. ნორმალზე უამრავი სიბრტყის
გავლება შეიძლება, მაგრამ მათ შორის უმთავრესია ისინი, რომლებსაც სიმრუდის
უმცირესი და უდიდესი რადუსი ახასიათებთ.

სურ. 5. ელიფსოიდის ნორმალური კვეთები

კვეთს, რომელსაც სიმრუდის უმცირესი რადიუსი ახასიათებს, მერიდიანულ


კვეთს უწოდებენ. PAPA1E1P1EE – მერიდიანული კვეთია.
კვეთს, რომელსაც სიმრუდის უდიდესი რადიუსი ახასიათებს პირველ
ვერტიკალის კვეთს უწოდებენ. პირველი ვერტიკალის კვეთია - SAK
მერიდიანულ კვეთს აღნიშნავენ MMM ასოთი, ხოლო პირველ ვერტიცალს N N
ასოთი, და გამოითვლიან ფორმულით:
 1  e2 
M
1  e 2
sin 2  3 2 


N
1  e 2
sin 2  1 2 
.
ფორმულებში a ელიფსოიდის დიდი ნახევარღერძია, e ელიფსოიდის
ექსცენტრისიტეტი,  განედია, რომლისთვისაც გამოითვლება მთავარი კვეთ
რადიუსები. იმ შემთხვევაში, როდესაც დედამიწის ფორმად აიღება სფეროს
ზედაპირი და არა ელიფსოიდის, მაშინ სფეროს რადიუსი გამოითვლება
ფორმულით:
 1  e2 
R    =6371116 მ.
1  e 2
sin 2  

15
2.4. მერიდიანისა და პარალელის რკალების სიგრძის გამოთვლის
ფორმულები
პარალელის რკალის სიგრძე უდრის პარალელის რადიუსის ნამრავლს შესაბამის
ცენტრალურ კუთხეზე. R=AC ,  =ACB აქედან:
L= r  

სურ. 6. მერიდიანების და პარალელის რკალები

ACO სამკუთხდიდან:
r=AO.sin(90-  ) L= Ncos    .
სადაც N პირველი ვერტიკალის სიმრუდის რადიუსია A წერტილში, ხოლო 
წერტილის განედი. მერიდიანის რკალის სიგრძე გამოითვლება ფორმულით:
s=M( 2  1 ).
ამ ფორმულაში M არის მერიდიანის მცირე რკალის ბოლო წერტილებში სიმრუდის
საშუალო, ხოლო 2  1 იმავე წერტილების განედების სხვაობაა:
თუ დედამიწის ფორმად ელიფსოიდის ნაცვლად სფეროს მივიჩნევთ, მაშინ:
L=Rcos    ’
S=R( 2  1 ).
პრაქტიკაში ამ ფორმულებით მერიდიანებისა და პარალელების რკალის სიგრძეების
გამოთვლას არ აწარმოებენ, ვინაიდან არსებობს სპეციალური ცხრილები, სადაც
მოცემულია მერიდიანის რკალის სიგრძეები სხვადასხვა განედისათვის.

16
თავი III .
დედამიწის ზედაპირის წერტილების მდებარეობის განსაზღვრა
3.1. კოორდინატთა სისტემები
დედამიწის ფიზიკური ზედაპირის წერტილებს გეოდეზიაში აგეგმილებენ
დონებრივ ზედაპირზე შვეული ხაზების საშუალებით. ასეთი დაგეგმილების შემდეგ
ელიფსოიდის ზედაპირზე განსაზღვრავენ წერტილების გეგმურ და სიმაღლურ
მდებარეობას. წერტილების გეგმური მდებარეობის განსაზღვრა ხდება კოორდინატთა
სხვადასხვა სისტემის საშუალებით. კოორდინატთა სისტემები იყოფა: კუთხური,
ხაზობრივი და კუთხურ ხაზობრივი. გეოდეზიაში ყველაზე ხშირად გამოიყენებენ:
გეოგრაფიულ, გეოდეზიურ, ასტრონომიულ, მართკუთხა და პოლარულ
კოორდინატებს.

სურ. 7. მერიდიანი პარალელი ეკვატორი. განედი და გრძედი

დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი წერტილისათვის კოორდინატთა საერთო


სისტემად ითვლება გეოგრაფიული კოორდინატთა სისტემა. ამ სისტემას შეადგენს
დედამიწის ეკვატორი და საწყისი ანუ გრინვიჩის მერიდიანი. პოლუსებში გამავალი
სიბრტყეები ელიფსოიდის ზედაპირზე წარმოქმნის მრუდებს – ელიფსებს, რომლებსაც
მერიდიანები ეწოდებათ. დედამიწის ბრუნვის ღერძისადმი პერპენდიკულარული
სიბრტყეები ელიფსოიდის ზედაპირზე წარმოქმნიან წრეხაზებს, რომლებსაც
პარალელები ეწოდებათ. უდიდეს პარალელს ეკვატორი ეწოდება.
XIX საუკუნის ბოლო წლებამდე საერთო, საწყისი მერიდიანი მიღებული არ იყო.
1493 წელს რომის პაპის სპეციალური დადგენილებით, საწყის მერიდიანად მიღებული
იყო კუნძულ ფეროზე გამავალი მერიდიანი, 1633 წელს ლუდოვიკო XIII საწყის
მერიდიანად მიიჩნია პარიზზე გამავალი მერიდიანი, რომელიც პირობითად 20 –ით იყო 0

დაშორებული ფეროს მერიდიანიდან. რუსეთში საწყის მერიდიანად ითვლებოდა


პულკოვოს ოფსერვატორიაზე გამავალი მერიდიანი.

17
განსხვავებები
გრინვიჩი- პულკოვო....................30˚19’38“
ფერო-გრინვიჩი.............................17˚39΄46˝
ფერო-პულკოვო.............................47˚59΄24˝
1884 წელს, ვაშინგტონში საერთაშორისო გეოგრაფიულმა კონფერენციამ დაადგინა
მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის ერთი საერთო საწყისი მერიდიანი, რომელიც გადის ქ.
გრინვიჩის (ინგლისი) ობსერვატორიაზე.

3.2. გეოგრაფიული კოორდინატებია: განედი (  ), გრძედი(  ).

გეოგრაფიული კოორდინატების ტერმინი წარმოიშვა იმ დროიდან, როდესაც


დედამიწის ფორმად სფეროს მიიჩნევდნენ. მეორე პერიოდში, როცა დედამიწის ფორმად
მიჩნეულ იქნა არა სფერო, არამედ სფეროიდი, შემოდის გეოდეზიური კოორდინატების
და შესაბამისად გეოდეზიური განედის და გეოდეზიური გრძედის ცნება.
გეოგრაფიული განედი (  ) არის კუთხე, რომელიც შეიქმნება მოც. წერტილზე
დაშვებულ შვეულ ხაზსა და ეკვატორულ სიბრტყეს შორის. იცვლება 00-დან 900–
მდე ეკვატორიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით. (900–  , ) კუთხეს ჩრდილოეთიდან
სამხრეთისაკენ გამოსახავენ რკალით, რომელსაც ეწოდება ზენიტის მანძილი.
მაშასადამე,   z  900 .

სურ. 8. გეოგრაფიული კოორდინატები


გეოგრაფიული გრძედი(  ) არის ორწახნაგა კუთხე, რომელიც შეიქმნება მოც.
წრტილზე გავლებულ მერიდიანულ სიბრტყესა და საწყის ანუ გრინვიჩის მერიდი-
ანულ სიბრტყეს შორის. იცვლება 00-დან 1800-მდე. საწყისი მერიდიანიდან
Aაღმოსავლეთით და დასავლეთით.
გეოგრაფიული კოორდინატების გაცნობის შემდეგ შეიძლება დავსკვნათ, რომ
დედამიწის ნებისმიერი წერტილის პარალელის შესაბამისი განედი მუდმივია.
პარალელს რომლის (  )=00 ეკვატორი ეწოდება. წერტლებს რომელთა (  )=900
პოლუსები. წერტილის მერიდიანის შესაბამისი გრძედი მუდმივია. გრინვიჩის ანუ
ნულოვანი მერიდიანის, გრძედი  =0.

18
3.3. გეოდეზიური კოორდინატები
გეოგრაფიული კოორდინატები ორი სახისაა გეოდეზიური და ასტრონომიული.
განსხვავება მათ შორის მხოლოდ ისაა, რომ გეოდეზიურ კოორდინატები განისა-
ზღვრება გეოდეზიური გაზომვების გზით, ასტრონომიული კი ციურ სხეულებზე
ასტრონომიული დაკვირვებებით.
წერტილის მდებარეობა ელიფსოიდზე განისაზღვრება გეოდეზიური კოორდინა-
ტებით. გეოდეზიური კოორდინატებია: B – განედი, L – გრძედი.

სურ. 9. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემა

განედი არის კუთხე, რომელიც შეიქმნება მოც. წერტილზე დაშვებულ ნორმა-


ლის ხაზსა და ეკვატორულ სიბრტყეს შორის. იცვლება 00-დან 900-მდე,
ეკვატორიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით. (ნორმალი არის ელიფსოიდის
ზედაპირისადმი მხები სიბრტყის პერპენდიკულარული ხაზი).
გრძედი არის ორწახნაგა კუთხე, რომელიც შეიქმნება მოცემულ წერტილზე
გავლებულ მერიდიანულ სიბრტყესა და საწყის ანუ გრინვიჩის მერიდიანულ
სიბრტყეს შორის. იცვლება 00-დან 1800 -მდე. საწყისი მერიდიანიდან
Aაღმოსავლეთით და დასავლეთით.

3.4. მართკუთხა კოორდინატთა სისტემა (ზონალური)


პრაქტიკული გამოყენებისათვის გეოდეზიური კოორდინატები ნაკლებად
მოსახერხებელია, ვინაიდან წერტილთა მდებარეობა განსაზღვრულია კუთხურ
ერთეულებში, მაშინ როდესაც პუნქტებს შორის მანძილები ისაზღვრება მეტრულ ერთე-
ულებში. ამავე დროს პრაქტიკული გამოყენების მხრივ ბრტყელი მართკუთხა
კოორდინატების სისტემა უფრო მოხერხებულია.

19
წერტილების მდებარეობის როგორც ელიფსოიდზე, სფეროზე და სიბრტყეზე, ისე
ადგილზე განსაზღვრისათვის გეოდეზიაში გარდა გეოდეზიური კოორდინატებისა
გამოიყენება პირობით მართკუთხა, პოლარული, ბიპოლარული, გაუსის ბრტყელი
მართკუთხა კოორდინატთა სისტემები.
წერტილის მდებარეობა სიბრტყეზე შეიძლება განისაზღვროს ორო ურთიერთ
მართობი XX და YY ღერძისადმი. თუ ამ ღერძების მდებარეობა სიბრტყეზე ცნობილი
იქნება. ღერძთა ასეთ სისტემას მართკუთხა კოორდინატთა სისტემა ეწოდება, ხოლო ამ
ღერძების გადაკვეთის ადგილს კოორდინატთა სათავე. მართკუთხა კოორდინატებია:
აბსცისა – X, და ორდინატა –Y.
მათემატიკაში მიღებულია მართკუთხა კოორდინატთა მარცხენა სისტემა,
რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში: როგორც ცნობილია ღერძები ქმნიან ოთხ
მეოთხედს, ნუმერაცია იწყება ზედა მარჯვენა მეოთხედიდან და ზრდადია საათის
ისრის მოძრაობის საწინააღმდეგოდ. (მარცხენა სისტემა).
გეოდეზიაში გამოყენებულია დეკარტეს კოორდინატთა მარჯვენა სისტემა,
შემდეგი მიზეზებით: როგორც ცნობილია, გეოდეზიაში გამოსავალ, მთავარ
მიმართულებას წარმოადგენს დგომის წერტილის მერიდიანის შესაბამისი საშუადღეო
ხაზი, რომლის მიმართებაა N ჩრდილოეთი, ამიტომ აბსცითა x ღერძი შეუთავსეს
მერიდიანს, ხოლო კვადრატების ნუმერაციის ზრდის მათემატიკაში მიღებული წესი
იგივე დატოვეს, ანუ მარჯვენა სისტემა მიიღეს. ბრტყელ მართკუთხა კოორდინატთა
სისტემაში, მთელი დედამიწის ზედაპირი დაყოფილია 60 – 6 ზონად, ზონის ზედაპირს
0

აგეგმილებენ სიბრტყეზე.
ზონები

სურ. 10. მართკუთხა ზონალური კოორდინატები


ზონაში ღერძითი მერიდიანი ემთხვევა აბსცისთა ღერძს და ვერტიკალურია, ხოლო
ორდინატთა ღერძი ჰორიზონტალურია და ემთხვევა ეკვატორს. (თუმცა ბოლო დროს
გამოიყენება ისეთივე სისტემა, როგორც მათემატიკაში მიღებული კოორდინატთა
სისტემაა).

20
სურ. 11. კოორდინატთა სისტემა
ეკვატორის ჩრდილოეთით აბსცისები დადებითია, სამხრეთით უარყოფითი.
ოორდინატები ღერძა მერიდიანიდან აღმოსავლეთით დადებითია დასავლეთით
უარყოფითი. იხ.ცხრ. 2
ცხრილი 2.
კოორდინატთა ნიშნები

მეეოთხედები
მეოთხედები X Y
I ჩრდილი + +
აღმოსავლეთი (ჩა)
IIსამხრეთ _ +
აღმოსავლეთი (სა)
III სამხრეთ _ _
დასავლეთი (სდ)
IV ჩრდლო + _
დასავლეთი (ჩა)

უარყოფითი ორდინატების თავიდან ასაცილებლად ორდინატთა საწყისი გადააქვთ


დასავლეთით 500 კმ–ით. (ორდინატა თუ 500–ზე მეტია დადებითია, თუ 500–ზე
ნაკლები უარყოფითი) ორდინატების წინ, როგორც წესი, იწერება ზონის ნომერი.
ამ სისტემაში კოორდინატთა სათავე თანხვედრილია მოცემული О წერტილის
ჰორიზონტის სიბრტყესთან, სადაც О წერტილი ამ კოორდინატთა სისტემის სათავეა: x
- ღერძი ყოველთვის მიმართულია ჩრდილოეთისაკენ, ხოლო y - აღმოსავლეთისაკენ.

21
3.5. პოლარული და ბიპოლარული კოორდინატები
ნებისმიერი წერტილის მდებარეობის განსაზღვრისათვის, ან სიბრტყეზე წერტილის
დატანისათვის გეოდეზიაში იყენებენ რადიუს ვექტორსა და დირექციულ კუთხეს
(პოლარული - S მანძილი და Q კუთხე).

სიბრტყეზე მართკუთხა კორდინატებისა და პოლარულ კოორდინატებს შორის


დამაკავშირებელი ფორმულებია:
X  s cos a
.
Y  s sin a
სურ.12. პოლარული კოორდინატები

ამ სისტემაში, სიბრტყეზე ნებისმიერ ადგილზე დანიშნულ O პოლუსსა და პოლა-


რულ OA ღერძის მიმართ M წერტილის სიბრტყეზე გადატანისათვის S რადიუსსა
და Q დირექციულ კუთხეს, რომელსაც პოლარული კოორდინატები ეწოდება.
ბიპოლარული კოორდინატებით წერტილის მდებარეობა სიბრტყეზე განისა-
ზღვრება კუთხური და ხაზოვანი გადაკვეთებით. პირველ შემთხვევაში ბიპოლარული
O1 O2 პოლუსებზე გაზომილი f1 f2 კუთხეები, ან a1 a2 დირექციული კუთხეები
ხაზოვანი გადაკვეთისას კი ადგილზე გაზომილი S1 და S2 რადიუს ვექტორები.

სურ. 13. ბიპოლარული კოორდინატები

22
3.6. სიმაღლური სისტემები
იმისათვის, რომ დედამიწის ზედაპირზე წერტილების მდებარეობა განისაზღვროს
სრულყოფილად აუცილებელია ვიცოდეთ მესამე კოორდინატი, ესაა წერტილის სიმაღ-
ლე. აბსოლუტურ სიმაღლეს აღნიშნავენ H (Z) და ინდექსად უწერენ იმ წერტილის
აღმნიშვნელ ასოს, რომლის სიმაღლეც აინტერესებთ. მაგალითად, A წერტილის
სიმაღლე იქნება HA, ხოლო B წერტილისა - HB.
გეოდეზიაში წერტილის სიმაღლის განსასაზღვრავად გამოიყენება შემდეგი
სიმაღლური სისტემები: ორთოგრაფიული (აბსოლუტური), გეოდეზიური, ნორმალური
და შეფარდებითი.
სიმაღლეთა საწყისად მიღებულია შვეული მანძილი მოცემული წერტილიდან
დონებრივ ზედაპირამდე. ძირითად დონებრივ ზედაპირიდან ათვლილ სიმაღლეს
ორთოგრაფიული ანუ აბსოლუტური სიმაღლე ეწოდება. ხმელეთის წერტილების
აბსოლუტური სიმაღლეები შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
ზღვების სიმაღლე კრონშტანტის ფუტშტოკიდან:
– ბალტიის ზღვა –––––––––– 0,00 მ;
– შავი ზღვა –––––––––––– –0,35 მ;
– აზოვის ზღვა –––––––––– –0,39 მ;
– კასპიის ზღვა ––––––––– –25,69 მ;
– თეთრი ზღვა ––––––––– – 0,52 მ;
– წყნარი ოკეანე ––––––––– –1,87 მ.

წერტილის აბსოლუტურ სიმაღლეს ეძლევა დადებითი ნიშანი (+), თუ იგი ოკეანის


დონიდან მაღლა მდებარეობს, ხოლო უარყოფითი (–) თუ იგი ოკეანის დონიდან დაბლა
მდებარეობს. ხმელეთზე უმრავლეს წერტილთათვის აბსოლუტური სიმაღლეები
დადებითია, მაგრამ არის ადგილები მაგალითად კასპიის ზღვის სანაპიროზე (ბათირი –
132 მ), სადაც აბსოლუტური სიმაღლეები უარყოფითია.

სურ. 14. სიმაღლური სისემები


გეოდეზიური სიმაღლე არის მანძილი ნორმალის მიმართულებით, რომელიც
აითვლება რეფერენც ელიფსოიდის ზედაპირიდან მოცემულ წერტილამდე.

23
ნორმალური სიმაღლე ეს ისეთი სიმაღლეა, რომელიც აითვლება კვაზიგეოიდიდან.

სურ. 15. აბსოლუტური და ფარდობითი სიმაღლეები

დედამიწის ზედაპირის ორ წერტლს შორის სიმაღლეთა სხვაობას ეწოდება ფარდო-


ბითი სიმაღლე. ფარდობით სიმაღლეს, აღმატებას უწოდებენ და აღნიშნავენ h ასოთი.
ნახაზიდან:
h= HB - HA.
საქართველოში დედამიწის ზედაპირის აბსოლუტური სიმაღლეები აითვლება
ბალტიის ზღვის დონიდან, კრონშტანტის ფუტშტოკის ნულპუნქტი.

სურ.16. კრონშტანტის ფუტშტოკი

ფუტშტოკი სპილენძის ფირფიტაა, რომელზედაც მონიშნულია ბალტიის ზღვის


საშუალო დონე დადგენილი მრავალი წლის დაკვირვების შედეგად.

24
თავი IV.
რუკის მათემატიკური საფუძველი
4.1. კარტოგრაფიული პროექციები

რუკის მათემატიკურ საფუძველს წარმოადგენს კარტოგრაფიული პროექცია,


რომელიც გეოგრაფიული ბადით ანუ მერიდიანებისა და პარალელების ბადით არის
წარმოდგენილი. რუკაზე კარტოგრაფიული გამოსახულება წარმოადგენს გარკვეული
ტერიტორიის გრაფიკულ გამოსახულებას, მის მოდელს, რამდენადაც იგი კავშირშია
თვით ორიგინალთან. იმასთან დაკავშირებით, თუ დედამიწის ელიფსოიდიდან,
რომელი მეთოდით გადავიტანთ გამოსახულებას სიბრტყეზე, რა მასშტაბშია იგი
აგებული და ა. შ. კარტოგრაფიული გამოსახულება შეიძლება განსხვავდებოდეს თავისი
მათემატიკური თვისებებით, ანუ ჰქონდეს სხვადასხვა მათემატიკური საფუძველი.
მათემატიკური საფუძველი განსაზღვრავს ფიზიკური ზედაპირიდან ელიფსოიდზე
გადასვლის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს რუკაზე გამოსახულების (შინაარსის
ელემენტების) სწორ განლაგებას განედით გრძედით და სიმაღლით. იგი
დამოკიდებულია გამოყენებული ელიფსოიდის ფორმასა და ზომაზე, აგრეთვე მის
შეფარდებით მდებარეობაზე გეოიდთან.
დედამიწის ზედაპირზე მერიდიანებისა და პარალელების ბადეს გეოგრაფიული
ბადე ეწოდება. თუ იმავე ბადეს გადავიტანთ სიბრტყეზე, მივიღებთ მერიდიანებისა და
პარალელების გამოსახულებას, რომელსაც კარტოგრაფიული ბადე ეწოდება. მაშასადამე,
კარტოგრაფიული ბადე არის გეოგრფიული ბადის გამოსახულება სიბრტყეზე.
ადვილი მისახვედრია, რომ გეოგრაფიული ბადის გამოსახულება სიბრტყეზე მეტ-
ნაკლებად დამახინჯებული იქნება. ეს დამახინჯება მით უფრო დიდი იქნება, რაც
უფრო დედამიწის დიდი ნაწილის გაშლას მოვინდომებთ სიბრტყეზე. დედამიწის
ზედაპირის სიბრტყეზე გამოსახვისას ადგილი ექნება გამოსახულების გახლეჩვას და
გადაფარვას. კარტოგრაფიაში რუკის წინაშე ორი ძირითადი მოთხოვნაა დასმული. 1)
რუკაზე გამოსახულება უნდა იყოს უწყვეტი, 2) დედამიწის ზედაპირის თითოეულ
წერტილს რუკაზე შეესაბამებოდეს მხოლოდ ერთი წერტილი. იმისათვის, რომ
დედამიწის მთლიანი ან მისი ნაწილი გაშალონ სიბრტყეზე მიმართავენ ე. წ.
კარტოგრაფიულ პროექციებს, (რომელსაც მათემატიკური კარტოგრაფია შეისწავლის).
მათემატიკური კარტოგრაფია ადგენს დამოკიდებულებას დედამიწის ზედაპირის
წერტილების გეოგრაფიულ კოორდინატებსა და მის შესაბამის წერტილების მართ-
კუთხა კოორდინატებთან სიბრტყეზე. ეს დამოკიდებულება შეიძლება გამოვსახოთ
შემდეგნაირად:
x=f1(  ,  )
y=f2 (  ,  ).
მერიდიანებისა და პარალელების გადაკვეთის წერტილებს საკვანძო წერტილებს
უწოდებენ და მათ იდენტური წერტილები აქვთ დედამიწის ზედაპირზე.

25
კარტოგრაფიული პროექცია არის სფერული ზედაპირის სიბრტყეზე გაშლის
მათემატიკური ხერხი. იმისათვის, რომ გადავიდეთ დედამიწის ფიზიკური
ზედაპირიდან სიბრტყის კარტოგრაფიულ გამოსახულებაზე, საჭიროა მათემატიკური
თვალთახედვით ჩატარდეს სამი ოპერაცია:
1. დედამიწის ფიზიკური ზედაპირი დავაპროექტოთ დედამიწის ელიფსოიდის
პირობით ზედაპირზე,
2. შევამციროთ ეს პროექცია საჭირო მასშტაბში,
3. გადავიდეთ ელიფსოიდის ზედაპირიდან სიბრტყეზე.
კარტოგრაფიული გამოსახულების ის თავისებურებები, რომელიც წამოიჭრება
პირველი ოპერაციის ჩასატარებლად განპირობებულია რუკის გეოდეზიური
საფუძვლით. მეორე ოპერაციას განაპირობებს რუკის მასშტაბი, ხოლო მესამე
კარტოგრაფიული პროექცია.
გეოდეზიური საფუძველი, მასშტაბი და კარტოგრაფიული პროექცია
წაროადგენს რუკის მათემატიკურ ელემენტებს და მიეკუთვნება რუკის შექმნის
თეორიულ საფუძველს.
როგორც უკვე ითქვა, რუკის გეოდეზიური საფუძველი დაკავშირებულია
დედამიწის ფორმასა და ზომაზე. როდესაც მსჯელობენ მთლიანი დედამიწის ზედა-
პირის ფორმაზე, გულისხმობენ ე. წ. დონებრივი ზედაპირის ფორმას, ანუ წყნარ
მდგომარეობაში მყოფ მთლიანი ოკეანეების ზედაპირს პირობითად გაგრძელებულს
დედამიწის გარშემო ხმელეთის ქვეშ. ასტრონომიულ _ გეოდეზიურ და გრავიმეტ-
რიულ გაზომვებმა დაამტკიცა, რომ დონებრივი ზედაპირი ზუსტად არ ემთხვევა
ელიფსოიდის ზედაპირს. ცნობილი, თუ უცნობი მიზეზების გამო დედამიწის
ზედაპირს აქვს არამათემატიკური ფორმა, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ
დედამიწის ქერქში მასები როგორაა განლაგებული. გეოიდის ფორმის შესწავლა
წაროადგენს რთულ ამოცანას, ვინაიდან იგი არამათემატიკური ფიგურაა, ამიტომ
საჭირო გახდა გეოიდის ზედაპირი შეეცვალათ ისეთი მათემატიკური ზედაპირით,
რომელიც კარგად შეუთავსდებოდა გეოიდს. ცხადია ასეთ ზედაპირად მიღებული
უნდა იქნეს ისეთი ბრუნვის ელიფსოიდი, რომელიც გამოდგება დედამიწის
ხილული ზედაპირის განაზომთა დამუშავებისათვის. ამ ზედაპირს მსოფლიო
ელიფსოიდს უწოდებენ; რომლის არსი იმაში მდგომარეოს, რომ მისი მოცულობა
უნდა იყოს გეოიდის მოცულობის ტოლი და სიმაღლეთა გადახრები იყოს
მინიმუმი. მანამდე კი მსჯელობდნენ ე. წ. რეგიონალურ ანუ რეფერენც
ელიფსოიდებზე. ყოველი დიდი ქვეყანა ცდილობდა გამოეთვალა ისეთი ელი-
ფსოიდის ზომები, რომელიც კარგად შეუთავსდებოდა გეოიდს თავისი ქვეყნის
ტერიტორიის ფარგლებში. ამით აიხსნებოდა ის გარემოება, რომ სხვადასხვა
ქვეყანაში, სხვადასხვა ელიფსოიდის ზომა იყო მიღებული.

26
4.2. გაუსის განივი ტოლკუთხა ცილინდრული პროექცია
ტოპოგრაფიული რუკების მათემატიკურ ფუძედ ყოფილ საბჭოთა კავშირში 1928
წლიდან მიღებული იყო გაუსის განივი ტოლკუთხა ცილინდრული პროექცია, ბესელის
ელიფსოიდზე. ამ პროექციაში დაიწყეს ტოპოგრაფიული რუკების შედგენა 1: 500 000 და
უფრო მსხვილ მასშტაბში, ხოლო 1929 წლიდან 1:500 000 მასშტაბში. აღნიშნული
პროექციის არსი მდგომარეობს შემდეგში:

სურ. 17. გაუსის განივი ტოლკუთხა ცილინდრული პროექცია

დედამიწის ზედაპირი წარმოდგენით იყოფა 60 - 60-იან ზონად. ყოველ


საკოორდინატო ზონას აქვს თავისი ღერძითი მერიდიანი, რომლითაც ზონა ეხება
ცილინდრის შიგა ზედაპირს. შუა მერიდიანს ეწოდება ზონის ღერძითი მერი-დიანი.
პირველი ზონის დასავლეთ მერიდიანს წარმოადგენს გრინვიჩის მერიდიანი, საიდანაც
იწყება ზონების ათვლა და ზრდადია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ზონები
ემთხვევიან საერთაშორისოდ მიღებულ 1:1000000 ფურცლის სვეტებს, მაგრამ ერთმა-
ნეთისგან განსხვავდება 30-ით. ვინაიდან სვეტების ათვლა იწყება გრინვიჩის საწინა-
აღმდეგო მერიდიანიდან და ზრდადია დასავლეთით. ანუ
n=N-30.
სადაც N სვეტის ნომერია. აღნიშნული პროექციის პირველი დამუშავება
ეკუთვნის მე-19 საუკუნის გერმანელ მეცნიერს გაუსს. 1912 წელს გაუსის პროექცია
დაამუშავა კრიუგერმა. ამ უკანასკნელს ეკუთვნის გეოდეზიური კოორდინატებიდან
მართკუთხა კოორდინატებზე გადასვლის ფორმულების დამუშავებაც, ამიტომ
პროექციას ეწოდება გაუს - კრიუგერის პროექციაც.
გაუსის პროექციის განსაკუთრებული თვისება ისაა, რომ თუ ცილინდრის
ზედაპირზე ზონის დაგეგმარების შემდეგ, ცილინდრს გავშლით სიბრტყეზე, ზონის
ღერძითი მერიდიანი და ეკვატორი ურთიერთ პერპენდიკულარული სწორი
ხაზებით გამოისახება. ღერძთი მერიდიანი წარმოადგენს X ღერძს, ხოლო
ეკვატორი - Y ღერძს. ზონის ღერძითი მერიდიანი და ეკვატორი სწორი ხაზებით
გამოისახება, ხოლო მერიდიანები და პარალელები მრუდ ხაზებს წარმოადგენს,
მაგრამ ერთი ფურცლის ფარგლებში ეს იმდენად მცირეა, რომ ისინი სწორი
ხაზებით გამოისახება.
27
სურ.18. ზონა.
ეს სიმრუდე შესამჩნევი ხდება შედარებით წვრილმასშტაბიან რუკებზე.
მასშტაბი გაუსის პროექციაში ღერძა მერიდიანზე 1-ის ტოლია, ეი m=1. (საბჭოთა
კავშირში გამოიყენებოდა როგორც 60 ისე 30–იანი ზონები). აბსცი-სები ეკვატორის
ჩრდილოეთით დადებითია, სამხრეთით უარყოფითი, ორდი-ნატები ღერძითი
მერიდიანიდან აღმოსავლეთით დადებითია, დასავლეთით უარყოფითი. საბჭოთა
კავშირის ტერიტორია მთლიანად ეკვატორის ჩრდი-ლოეთით მდებარეობდა,
ამიტომ აბსცისები ყველგან დადებითი იყო. ცალკეულ ზონებში ორდინატების
ორნიშნიანობა (+ და –) რომ გამოერიცხათ, ღერძით მერიდიანს 0-ის ნაცვლად 500-ს
ანიჭებდნენ. ამრიგად, ორდინატებს დადებითი მნიშვნელობა ექნებათ, მაშინ როცა
500-ზე მეტი იქნება და უარყოფითი - როცა 500–ზე ნაკლები იქნება. ცალკეული
ტრაპეციები გაუსის პროექციაში დაიტანება კოორდინატთა ბადეში, რომელიც
წარმოადგენს ღერძით მერიდიანისა და ეკვატორის პარალელურ ხაზებს.
ვთქვათ, X=5320 ნიშნავს, რომ წერტილი მდებარეობს ეკვატორის ჩრდილოეთით
5320 კმ-ზე. YY=4682 ნიშნავს რომ წერტილი მდებარეობს მე-4 ზონაში ღერძით
მერიდიანიდან აღმოსავლეთით 182 კმ-ზე. (682-500). ხოლო თუ X=3300 მაშინ –
მესამე ზონაში 200 კმ-ზე (500-300). ყოველ ზონაში წერტილს აქვს, როგორც
გეოგრაფიული კოორდინატები, ისე მართკუთხა კოორდინატები X,YY. მოცემული
Gგეოდეზიური კოორდინატებით შეიძლება რთული მთემატიკური ფორმულებით
გამოთვლილ იქნას მართკუთხა კოორდინატები, იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ
ეს გამოთვლები, შედგენილია ე. წ. გაუს-კრიუგერის ცხრილები, რომლითაც გარდა
აღნიშნულისა, შესაძლებელია ტრაპეციის ზომების გამოთვლაც. ამ პროექციაში
გამოსახულების მასშტაბი უდრის:
S y2
m  1 , საიდანაც
s 2R2
y2
S  s(1  )
2R2 .

28
სადაც S არის მონაკვეთის სიგრძე პროექციაზე, ხოლო s – მისი შესაბამისი
მონაკვეთის სიგრძე დედამიწის ზედაპირზე, y – მანძილია (ორდინატი) ღერძითი
მერიდიანიდან მოცემულ წერტილამდე, R – დედამიწის საშუალო რადიუსია.
ფორმულის გარდაქმნის შემდეგ მივიღებთ:
y2
s  S  s  s
2R2 .
ეს ფორმულა საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ რამდენად იქნება გადიდებული
დედამიწის ზედაპირზე აღებული ხაზების სიგრძე, ზონის ზედაპირზე (სიბრტყეზე)
გადატანისას. ამ ფორმულით შეგვიძლია გამოვთვა-ლოთ დამახინჯებები ხაზების
სიგრძეებში. ფართობის დამახინჯება კი გამო-ითვლება ფორმულით:
s y2

s 2R2 ,
ზონის კიდურ მერიდიანზე მასშტაბი მიიღებს მაქსიმალურ მნიშვნელობას:
y 2 max
mmax  1   1.00137 ,
2R2
შესაბამისი ფართობითი დამახინჯება იქნება:
y2 1
2
 .
2R 745
ამრიგად, ექვს გრადუსანი ზონის ფარგლებში, გაუსის პროექცია იძლევა
გამოსახულების დამახინჯების ისეთ სიდიდეს, რომელსაც პრაქტიკული მნიშვნელობა
არა აქვს, რადგან ეს დამახინჯება ნაკლებია იმ შეცდომაზე, რომელსაც ადგილი აქვს
აგეგმვების წარმოებისას.

4.3. მერკატორის მკვეთი ცილინდრული პროექცია


1999 წლიდან საქართველოში ტოპოგრაფიული რუკების მათემატიკურ ფუძედ
მიღებულია მერკატორის განივი ტოლკუთხა ცილინდრული პროექცია, რომელიც
ევროპასა და ამერიკაში 1952 წლიდან გამოიყენება.
დედამიწის ზედაპირი წარმოდგენით იყოფა 60-60-იან ზონად, რომელიც
თავსდება განივ ცილინდრში. ვინაიდან ცილინდრი განივია ნიშნავს, რომ
დედამიწის ღერძი მართობულია ცილინდრის SS1 ღერძისა. ამასთან ცილინდრი
მკვეთია (რაც ძირითადად განასხვავებს გაუს-კრუგერის პროექციისაგან). მაშასადამე,
ცილინდრის დიამეტრი მცირეა ელიფსოიდის ეკვატორულ დიამეტრზე 5102,51
მეტრით და მათი ფარდობა m=0.9996 როგორც ცნობილია, გაუს-კრიუგერის
პროექციაში გამოიყენება მხები ცილინდრი ე. ი. ცილლინდრის ზედაპირი ეხება
ელიფსოიდს 60º- იანი ზონის ღერძით მერიდიანზე.

29
სურ.19. მერკატორის მკვეთი ცილინდრული პროექცია

Aამიტომ ცილინდრის სიბრტყეზე გაშლის შემდეგ ღერძით მერიდიანის


მიმართულებით არავითარ დამახინჯებას ადგილი არ აქვს, მაშასადამე, ღერძით
მერიდიანზე m=1 ღერძითი მერიდიანის აღმოსავლეთით და დასავლეთით
დამახინჯება იმატებს და როგორც აღვნიშნეთ, კიდურ მერიდიანზე დამახინჯება
1:2000 აღწევს. სულ სხვა მდგომარეობაა მკვეთი ცილინდრის შემთხვევაში, სადაც
დედამიწის ზედაპირს დავყოფთ რა 60 ზონად და მოვათავსებთ მას მკვეთ
ცილინდრში. ცილინდრი ზონას გაკვეთს ზონის ღერძითი მერიდიანიდან თანაბრად
დაშორებულ (125 კმ) ზონის ორ კვეთ ხაზში.
D

სურ. 20. მერკატორის მკვეთი ცილინდრული პროექცია.

30
ღერძითი მერიდიანის მიმართულებით დამახინჯება იზრდება და მასშტაბი
m=1.00034, ამრიგად, ორი 3º გრადუსიანი სიგანის ზონა გეგმილდება ჯერ ცილინ-
დრზე, შემდეგ კი, იგი იშლება სიბრტყეზე, რომლის დროსაც ზონის გაკვეთის
ხაზები გამოისახება სწორი ხაზებით, ხოლო დანარჩენი მერიდიანები მრუდი
ხაზებით. სადაც დამახინჯებას ადგილი არა აქვს, ე.ი. m=1, როგორც პროექცის
ანალიზი გვიჩვენებს, ცილინდრის რადიუსი მცირეა ელიფსოიდის ეკვატორულ
რადიუსზე ანუ ცილინდრი ელიფსოიდს კვეთს სამხრეთ განედის 800-იან
პარალელიდან ჩრდილო განედის 800-იან პარალე-ლამდე. ხოლო დანარჩენ 100-იან
ჩრდილო და სამხრეთ ტერიტორიებს ჩამოაჭრის მას. ანუ ცილინდრი კვეთს
ელიფსოიდს და მათი რადიუსების ფარდობა შეადგენს 0.9996–ს. ეს ნიშნავს, რომ
ელიფსოიდზე ზონის ღერძითი მერიდიანის 10 000 მეტრიანი რკალის სიგრძე,
სიბრტყეზე 9996 მ-ის ტოლი იქნება. როგორც აღვნიშნეთ ცილინდრის მიერ
ელიფსოიდის ზედაპირის კვეთის ხაზებზე დამახინჯება ნულის ტოლი იქნება ე. ი.
m=1 ხოლო კვეთის ხაზებიდან ორივე მხარეს დამახინჯება იზრდება. ღერძითი
მერიდიანის მიმართულებით უარყოფითი ნიშნით, ზონის განაპირა მერიდიანისაკენ
დადებითი ნიშნით და ზონის განაპირა მერიდიანზე მაქსიმალური დამახინჯება
შეადგენს 1:2000 ხოლო ზონის ღერძით მერიდიანზე m=0.9996.
თუ გავითვალისწინებთ აღნიშნულს, მერკატორის განივ ცილინდრულ
პროექციაში 1:2000 და უფრო მსხვილ მასშტაბში შედგენილ რუკებზე დამახინ-ჯება
იმდენად მცირე იქნება, რომ მისი მხედველობაში მიღება მიზანშე-უწონელია და
გამორიცხავს მართკუთხა კოორდინატების 600º-იანი ზონიდან 30º-იან ზონაში
გამოყენებას.
როგორც გაუს – კრიუგერის პროექციაში აქაც 60º-იან ზონის ღერძითი
მერიდიანის გამოსახულება სიბრტყეზე მიღებულია X-თა ღერძად, ეკვატორის
გამოსახულება YY ღერძად, მათი გადაკვეთის წერტილი კი მოცემული ზონის
კოორდინატთა სათავედ, მაშასადამე, ყოველ ზონას აქვს დამოუკიდებული
ბრტყელი მართკუთხა კოორდინატთა სისტემა, სადაც აბსცისები ეკვატორიდან
ჩრდილოეთით დადებითია, სამხრეთით უარყოფითი, ოორდინატები ღერძით
მერიდიანიდან აღმოსავლეთით დადებითია, დასავლეთით კი უარყოფითი.
ვინაიდან საქართველოს ტერიტორია განლაგებულია ეკვატორის ჩრდილო-ეთით,
ამიტომ აბსიცისები ყველგან დადებითია, ხოლო იმისათვის, რომ ოორდინატები
თითოეულ ზონაში იყოს დადებითი, კოორდინატთა სათავეს ნოლის ნაცვლად 500
კმ-ს ანიჭებენ. იმისათვის, რომ ერთმანეთისაგან განასხვაონ სხვადასხვა ზონის
ოორდინატი, წინ უწერენ იმ ზონის ნომერს, რომელშიც ეს წერტილი მდებარეობს.
მოხერხებულობისათვის მეზობელ ზონებს აღმოსავლეთით და დასავლეთით აქვთ
საკმაო გადაფარვა იმ მიზნით, რომ გეოდეზიური ქსელის პუნქტების კოორდი-
ნატები, რომლებიც მოხვდება გადაფარვის ზონაში, ორივე ზონაში იქნას
გამოთვლილი. ცალკეული ტრაპეციები მერკატორის პროექციაში დაიტანება
კოორდინატთა ბადეში, რომელიც წარმოადგენს სიბრტყეზე ღერძითა მერიდიანისა

31
და ეკვატორის პროექციების მიმართ პარალელურ ხაზებს, რომელიც ჩვეული წესით
აიგება და რომელსაც კილომეტრულ ბადეს ვუწოდებთ. პრაქტიკულად ეს იმას
ნიშნავს, რომ ქაღალდზე, განსაზღვრული წესით აიგება მერიდიანებისა და
პარალელების ბადე. პარალელურ ხაზებს შორის მანძილი რუკის მასშტაბთან
დაკავშირებით შეესაბამება ერთ, ორ, ან 10 კმ-ს ადგილზე.

4.4. პროექციის მეთოდი გეოდეზიაში


დედამიწის ცალკეული ნაწილების სიბრტყეზე გამოსახვისათვის მიღებულია
პროექციის მეთოდი: დედამიწის ზედაპირს აგეგმილებენ რომელიმე წესით მეორე
ზედაპირზე (მაგ., კონუსზე, ცილინდრზე) შემდეგ ზედაპირს შლიან სიბრტყეზე და
იღებენ რუკას. ეს ხდება მაშინ, როცა გამოსასახავი გვაქვს დედამიწის მთლიანი ან მისი
ნაწილის დიდი ზედაპირი. თუ გვინდა გამოვსახოთ დედამიწის მცირე ტერიტორია,
მისი გადატანა შეიძლება უშუალოდ სიბრტყეზე, რასაც ტოპოგრაფიული რუკა ანუ
გეგმა ეწოდება.
გეოდეზიაში დედამიწის ფიზიკური ზედაპირის სიბრტყეზე (ქაღალდზე)
გამოსახვისათვის გამოიყენება ორთოგრაფიული და ცენტრალური დაგეგმილების
მეთოდეები. გეოდეზიაში გეგმები და რუკები მიიღება ორთოგონალური პროექციის
მეთოდით: სიბრტყეზე ტერიტორიის წერტილების შვეული ხაზებით დაპროექტებით.

სურ. 21. ორთოგრაფიული და ცენტრალური დაპროექტება


პროექციის მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილმდებარეობის
შესასწავლი წერტილებს (A, B, C, D, E) ვერტიკალური (შვეული) ხაზებით აპროექტებენ
Y ზედაპირზე და ღებულობენ ამ წერტილების ჰორიზონტალურ პროექციებს (a, b, c, d,
32
e). Aa; Bb; Cc; Dd; Ee მონაკვეთებს უწოდებენ წერტილების სიმაღლეებს, ხლო მის
რიცხვით მნიშვნელობას ნიშნულებს. წერტილის სიმაღლე წარმოადგენს მის ერთ-ერთ
სივრცით კოორდინატს.

სურ. 22. პროექტირების მეთოდი


ხაზის ორთოგონალურ პროექციას ეწოდება ამ ხაზის ჰორიზონტალური
ქვედებული – S. AB ხაზსა და მის AC პროექციას შორის პroeqcias შორის შექმნილ
 კუთხეს ხაზის დახრის კუთხე ეწოდება.

სურ. 23. ხაზის ჰორიზონტალური პროექცია

როდესაც მანძილი იზომება ლარტყაზე მანძილმზომი ძაფებით, გაზომილი ხაზის


ჰორიზონტალური პროექცია გამოითვლება ფორმულით:
S=Dcos ,
იმ შემთხვევაში, თუ მანძილი გაზომილია ბაფთით, გაზომილი ხაზის
ჰორიზონტალური პროექციის გამოსათვლელი ფორმულა მიიღებს შემდეგ სახეს:
S=Dcos2 ,

33
Aჰორიზონტალური ქვედებულების განსაზღვრისათვის ამ ფორმულის მიხედვით
შედგენილია სპეციალური ცხრილები. (ეგოროვის, ტაქეომეტრიული, ტუგულევის და
სხვ.). თუ გაზომილ სიგრძეს გამოვაკლებთ d შესწორებას, მივიღებთ ხაზის
ჰორიზონტალურ პროექციას:
d  D  d .
მცირე დახრის კუთხის (20–მდე) შემთხვევაში შესწორებას მხედველობაში არ იღებენ.

34
თავი V.
მასშტაბები
5.1. რიცხვითი და ხაზოვანი მასშტაბი
დედამიწის ზედაპირის გამოსახვა დამახინჯების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ
გლობუსზე. გლობუსით სარგებლობა კი ყოველთვის მოხერხებული არ არის, რამეთუ
ნებისმიერი ტერიტორიის სამეურნეო და სხვა მიზნით შესასწავლად ძალზედ დიდი
გლობუსი იქნებოდა საჭირო. მაგალითისათვის წარმოვიდგინოთ 1: 100 000 მასტაბის
გლობუსი, რომლის დიამეტრი 12,7 მ. იქნება.
გეგმებისა და რუკების შესადგენად ადგილზე გაზომილი ხაზის სიგრძეს ამცირებენ
რამდენიმეჯერ. შემცირების ხარისხს მასშტაბი ეწოდება. სხვანაირად რომ ვთქვათ:
მასშტაბი არის გეგმაზე აღებული ხაზის სიგრძის შეფარდება მის ჰორიზონტალურ
პროექციასთან ადგილზე.
მასშტაბი ორგვარია – რიცხვითი და გრაფიკული. გრაფიკული მასშტაბიც
ორგვარია – ხაზოვანი და განივი. რიცხვითი მასშტაბი წარმოადგენს წილადს,
რომლის მრიცხველია ერთი, ხოლო მნიშვნელი რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, თუ
რამდენჯერ არის შემცირებული ადგილზე გაზომილი ხაზი გეგმაზე გადატანისას.
1 1 1 1
რიცხვითი მასშტაბი გამოისახება ასე: ; ; ; და ა. შ. ან 1:1000; 1:2000;
1000 2000 5000 10000
1:5000. 1:1000, რაც ნიშნავს რომ გეგგმაზე 1 სმ–ს შეესაბამება 1000 სმ. ანუ 100 მ.
რიცხვითი მასშტაბის შედარებისას ის მასშტაბია მსხვილი, რომლის მნიშვნელიც
მცირეა. ხაზოვანი მასშტაბი რიცხვითი მასშტაბის გრაფიკუ-ლი გამოსახულებაა. იგი
აიგება შემდეგნაირად: გაატარებენ სწორ ხაზს, რომელ-ზეც მონიშნავენ 1 ან 2 სმ–იან
მონაკვეთებს, რომელსაც ჰქვია მასშტაბის ფუძე. მარცხენა ნაპირა ფუძეს ყოფენ 10 ტოლ
ნაწილად, პირველი მონაკვეთის მარჯვენა ბოლოზე დაუწერენ 0–ს, მარცხენაზე კი
მეტრების იმ რაოდენობას, რომელსც შეესაბამება მასშტაბის ფუძე. მაგ. 1:10 000 – თვის
100; 1:25000 – თვის 250 და ა.შ. ასეთ ხაზოვან მასშტაბს მარტივი ხაზოვანი მასშტაბი
ეწოდება:

სურ. 24. ხაზოვანი მასშტაბები

5.2. განივი მასშტაბი


ზუსტი გაზომვების მისაღებად იყენებენ განივ მასშტაბს. განივ მასშტაბს ააგებენ
შემდეგნაირად: გაატარებენ ქაღალდზე 8–10 სმ–ის სიგრძის მონაკვეთს და დაყოფენ 2
სმ–იან მონაკვეთებად, აღმართავენ მათზე 2 სმ–იან პერპენდიკუ-ლარებს, პირველ და
ბოლო პერპენდიკულარებს ყოფენ 10 ტოლ ნაწილად, მიღებულ წერტილების აერთებენ
35
პარალელური ხაზებით. შემდეგ პირველი ფუძის მონაკვეთებსაც დაყოფენ 10–10 ტოლ
ნაწილებად და მიღებული წერტილებს შეაერთებენ ისე, როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზზე.
მიღებულ დახრილ ხაზებს ტრანსვერსალები ეწოდება.

სურ. 25. განივი მასშტაბით სარგებლობა

ABC და a1b1c სამკუთხედების მსგავსობიდან შეგვიძლია დავწეროთ, რომ:


a1b1 cb1

AB BC ,
საიდანაც განივი მასშტაბის უმცირესი დანაყოფი a1b1 უდრის მასშტაბის ფუძე
გაყოფილი ფუძისა და მისი პერპენდიკულარის დანაყოფთა ნამრავლზე. ანუ:
AK 2
a1b1= = =0,02 სმ(0,2 მმ).
m.n 10.10
RS მონაკვეთის სიგრძე 472.0 მ, MN მონაკვეთის სიგრძე კი 270.0 მ, KL 420,0 მ.
მოცემულ მასშტაბში 1 სმ–ს შეესაბამება 100 მ. ვინაიდან მასშტაბის ფუძე 2 სმ–ია,
ამიტომ პირველ ხაზზე წაეწერება 200, მეორეზე 400, მესამეზე 600 და ა. შ. ხოლო ფუძის
ყოველი დანაყოფი ტოლი იქნება 200:10=20მ. 1 დანაყოფით მაღლა ასვლა იქნება 2 მ.
(20:10=2)
მასშტაბის სიზუსტე. მრავალი ცდით დადასტურებულია რომ, თუ ქაღალდზე
დანიშნულ ორ წერტილს შორის მანძილი 0,1 მილიმეტრზე ნაკლებია და წერტილები
ადამიანის თვალიდან დაშორებულია 25 სანტიმეტრით, მაშინ ორი წერტილის ნაცვლად
თვალს მოეჩვენება ერთ წერტილი. 0,1 მმ მიჩნეულია გრაფიკული მუშაობის
სიზუსტედ. ანუ მასშტაბის სიზუსტე არის ხაზის სიგრძე ადგილზე, რომელიც მოცემულ
მასშტაბში შეესაბამება 0,1 მმ გეგმაზე. ანუ მასშტაბის სიზუსტე არის ის სიგრძე
ადგილზე, რომელიც შეესაბამება გრაფიკის უმცირეს a1b1 ნაწილის ნახევარს. მაგ., 1:
10000 მასშტაბისათვის ტოლი იქნება:
ab l 200
p 1 1    1 მ.
2 2.m.n 2.10.10

36
ცხრილი 3.
მასშტაბის სიზუსტე

მასშტაბი სიზუსტე
1:500 0,05 მ
1:1000 0,10 მ
1:2000 0,2 მ
1:5000 0,5 მ
1:10000 1,0 მ
1:25000 2,50 მ

მასშტაბის სიზუსტით შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რა მინიმალური სიდიდის


მონაკვეთების გამოსახვა შეგვიძლია გეგმაზე მოცემულ მასშტაბში.

37
OთავიVI.
ხაზების ორიენტირება
6.1. ორიენტირების არსი
აგეგმვის დროს საჭიროა გავარკვიოთ ადგილის მდებარეობა ქვეყნის მხარეების
მიმართ. (ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი) მოქმედებას, რომლის
საშუალებითაც ადგილზე არკვევენ, მოცემული ხაზის მიმართულებას ქვეყნის
მხარეებთან დაკავშირებით, ეწოდება ხაზის ორიენტირება, ანუ გაგნება. ცხადია, ქვეყნის
მხარეთა დასადგენად საკმარისია გავიგოთ, ჩვენი დგომის წერტილში გამავალი
გეოგრაფიული ანუ ჭეშმარიტი მერიდიანის მიმართულება. გეოგრაფიული მერი-
დიანის განსაზღვრა ხორციელდება ასტრონომიულად, ცნობილია, რომ დედამიწის
ზედაპირის ყოველ წერტილში გეოგრაფიულ მერიდიანს უკავია სრულიად გარკვეული
მიმართულება, რომელსაც მიიჩნევენ ე. წ. გამოსავალ (საწყის) მიმართულებად.
მერიდიანის მიმართულება მოცემულ წერტილში, შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა
ხერხით და სხვადასხვა სიზუსტით: მიახლოებით, პოლარული ვარსკვლავით და
ზუსტად-სპეციალური ასტრონომიული დაკვირვებებით. ე. ი. ცის მნათობებზე დაკვირ-
ვების გზით.
რუკებსა და გეგმებს ადგენენ ისე, რომ მისი ზედა ნაწილი შეესაბამებოდეს ჩრდი-
ლოეთ მიმართულებას. ადგილზე ჩატარებულ ტოპოგრაფიულ აგეგმვასთან ერთად
აუცილებელია ორიენტირებაც, ე. ი. ასაგეგმი ტერიტორიის მდებარეობის განსაზღვრა
ქვეყნის მხარეებთან დაკავშირებით (ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი,
დასავლეთი).

სურ. 26. მერიდიანების აღნიშვნები


გეოდეზიაში საწყის მიმართულებად მიღებულია გეოგრაფიული (ჭეშმარიტი),
მაგნიტური და ზონის ღერძითი მერიდიანი. მერიდიანების ჩრდილოეთი მიმართუ-
ლება ნაჩვენებია შემდეგი აღნიშვნებით: გეოგრაფიული მერიდიანი ვარსკვლავით,

38
ღერძა მერიდიანი – კუთხით, მაგნიტური მერიდიანი – ისრით. მიღებულია შემდეგი
აღნიშვნები: Aჭ - ჭეშმარიტი აზიმუტი, Aმ - მაგნიტური აზიმუტი,  (ალფა) -
დირექციული კუთხე, g(გამა) - მერიდიანის შეახლოების კუთხე,  (დელტა) - მაგნი-
ტური ისრის მიხრილობის კუთხე. ხაზების ორიენტირებისათვის გეოდეზიაში
არსებობს შემდეგი კუთხეები: გეოგრაფიული ანუ ჭეშმარიტი აზიმუტი, მაგნიტური
აზიმუტი, დირექციული კუთხე, რუმბი.

6.2. გეოგრაფიული (ჭეშმარიტი) აზიმუტი

ხაზის ჭეშმარიტი აზიმუტი ეწოდება კუთხეს, რომელიც მოიზომება ჭეშმარიტი


მერიდიანის ჩრდილო ბოლოდან საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით მოცემულ
ხაზამდე. იცვლება 00–დან 3600–მდე.

სურ. 27. ჭეშმარიტი აზიმუტები


ცნობილია, რომ ჭეშმარიტი მერიდიანები თავს იყრიან პოლუსებში და ისინი
ერთმანეთის პარალელური არ არის. ამიტომ თუ ავიღებთ ნებისმიერ ხაზს და მასზე
განვსაზღვრავთ ჭეშმარიტ აზიმუტს, ისინი სხვადასხვა მნიშვნელობის იქნება. ამ
განსხვავებას აღვნიშნავთ g, რომელსაც მერიდიანების შეახლოვება ეწოდებათ. 1 კმ
მანძილისათვის მერიდინთა შეახლოვება იმდენად მცირეა, რომ მას მხედველობაში არ
იღებენ. შესაბამისად მათ შორის დამოკიდებულება გამოისახება ასე:
Aშებ =Aპირდ.  180
ე. ი. შებრუნებული აზიუტი პირდაპირი აზიმუტისგან განსხვავდება 1800–ით.
მოცემული AB მიმართულების პირდაპირი აზიმუტი იქნება Aპირდ. ხოლო შებრუნე-
ბული აზიმუტი Aშებ. 1 კმ–ზე გრძელი ხაზებისათვის კი :
Aშებ =Aპირდ.  180 +  .
სადაც  მერიდიანების შეახლოებაა.

39
სურ. 28. პირდაპირი და შებრუნებული აზიმუტები

6.3. დირექციული კუთხე

დირექცუილი კუთხე ეწოდება კუთხეს, რომელიც შეიქმნება ღერძითი


მერიდიანის ან მისი პარალელური ხაზის ჩრდილო ბოლოსა და მოცემულ ხაზს
შორის. იცვლება საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით 00-დან 3600-მდე და
აღინიშნება  (ალფა) ასოთი.

სურ. 29. დირექციული კუთხე

კუთხეს, რომელიც მდებარეობს ჭეშმარიტ და ღერძით მერიდიანს შორის


მერიდიანების შეახლოების კუთხე ეწოდება და აღინიშნება (  გამა) asoTi.
 =Aჭეშ -  1 დასავლეთის შეახლოების კუთხის დროს .
 =Aჭეშ. +  2 აღმოსავლეთის შეახლოების კუთხის დროს.

40
6.4. რუმბები
რუმბი არის კუთხე, რომელიც მდებარეობს ღერძთი მერიდიანის უახლოეს ბოლოსა
და მოცემულ მიმართულებას შორის. რუმბი იცვლება 00–900–მდე. აღინიშნება r ასოთი.
რუმბს გარდა გრადუსული სიდიდისა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახელწოდებაც, იმ
მეოთხედის მიხედვით, რომელშიც მდებარეობს მოც. მიმართულება. მაგალითად O - 1
მიმართულება მდებარეობს I მეოთხედში, ამიტომ მისი სახელწოდება იქნება ჩა (NO) და
ა. შ. მეოთხედების მიხედვით რუმბს აქვს შემდეგი სახელწოდებები:
I. მეოთხედში– ჩა (NO)
II. მეოთხედში–სა (SO)
III. მეოთხედში–სდ (WS)
IV. მეოთხედში– ჩდ (NW)

სურ. 30. რუმბები


რუმბებსა და აზიმუტებს შორის დამოკიდებულება შემდეგია:
I მეოთხედში–ჩა r =A
II მეოთხედში–სა r =180-A
III მეოთხედში–სდ r =A-180
IV მეოთხედში–ჩდ r =360-A.

6.5. დედამიწის მაგნიტიზმი


მაგნიტური ისარი დედამიწის ნებისმიერ წერტილში ღებულობს გარკვეულ
მიმართულებას, ამ მიმართულებას მაგნიტური მერიდიანი ეწოდება. ყველა
ჭეშმარიტი მერიდიანი იკვეთება გეოგრაფიულ პოლუსებში, ხოლო მაგნიტური
მერიდიანები – მაგნიტურ პოლუსებში. გეოგრაფიული პოლუსი რომ ემთხვეოდეს
მაგნიტურ პოლუსს, მაშინ მაგნიტური ისარი ზუსტად დაიკავებდა ერთ ბოლოთი
ჩრდილოეთს, ხოლო მეორეთი სამხრეთს. Aამიტომ ჭეშმარიტი მერიდიანის
მიმართულება არ ემთხვევა მაგნიტური მერიდიანის მიმართულებას. მაგნიტური
მერიდიანი გეოგრაფიულ მერიდიანთან ქმნის კუთხეს, რომელსაც მაგნიტური
ისრის მიხრილობა ეწოდება და აღინიშნება  (დელტა) ასოთი. თუ მაგნიტური
მერიდიანი ჭეშმარიტი მერიდიანიდან გადახრილია აღმოსავლეთით, მიხრილობას

41
ეწოდება აღმოსავლეთის და პირიქით. აღნიშნული კუთხე პირველად აღმოაჩინა
კოლუმბმა (1492 წ.) მიხრილობის კუთხე სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვანაირია.
როგორც ცნობილია, არსებობს საუკუნებრივი, წლიური და დღეღამური მაგნიტური
ისრის მიხრილობები. როგორც მრავალწლიანმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, მაგნიტური
ისარი გარკვეული წლების განმავლობაში გადაიხრება ერთი მიმართულებით,
დავუშვათ დასავლეთით, მიაღწევს რა გარკვეულ სიდიდეს ისარი ბრუნდება უკან
აღმოსავლეთით, სადაც ასევე აღწევს იმავე სიდიდეს. საუკუნებრივი ცვლილების
პროცესში მიხრილობა დედამიწის სხვადასხა ადგილზე სხვადასხვაა. ასევე
დადგენილია მაგნიტური ისრის მიმართულების დღეღამური ცვლილება.
მაგალითად დილის 8 სთ-ზე ისარი მაქსიმალურადაა აღმოსავლეთით გადახრილი
საშუალო გადახრიდან. შემდეგ დაახლოებით 10 საათზე ისარი ისევ უბრუნდება თავის
საშუალო მიმართულებას. საუკუნებრივი და დღეღამური ცვალებადობის გარდა
ცნობილა მაგნიტური ისრის ე. წ. შეშფოთება. ზოგჯერ ისარი თითქოს სრულებით
უმიზეზოდ იწყებს შეშფოთებას და რხევას რომელიმე მხარეზე. საშუალო განედზე იგი
აღწევს 20, ხოლო ჩრდილო განედებზე 100. მაგნიტური შეშფოთების ხანგრძლივობა
ერთიდან რამდენიმე დღე გრძელდება. როგორც წესი ძლიერი შეშფოთება იწვევს
პოლარულ ციალს. დადგენილია რომ დღეღამურ ცვალებადობასა და ციალს იწვევს
მზის პერიოდული აქტივობა. გარდა აღნიშნულისა, დადგენილია, რომ მაგნიტური
ისრის შეშფოთებები დაკავშირებულია ქარიშხლლებთან, მიწისძვრასთან, ვულკანურ
ამოფრქვევასთანდა განსაკუთრებით მზის ლაქების უხვად გაჩენასთან.

6.6. მაგნიტური აზიმუტი


მაგნიტური აზიმუტი ეწოდება კუთხეს, რომელიც შეიქმნება მაგნიტური
მერიდიანის ჩრდილო ბოლოსა და მოცემულ მიმართულებას შორის, საათის ისრის
მოძაობის მიმართულებით და იცვლება 00 – 3600–მდე.

სურ. 31. მაგნიტური აზიმუტები


ნახაზზე NS - ჭეშმარიტი მერიდიანია ns - მაგნიტური მერიდიანი. მათ შორის
 - მაგნიტური ისრის მიხრილობის კუთხეა, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც
აღმოსავლეთის ისე დასავლეთის:
Aმაგ. = Aჭეშ –  აღმ .
Aმაგ =Aჭეშ +  დას.
მაგნიტური აზიმუტი განისაზღვრება გეოდეზიური ხელსაწყოთი, რომელსაც
ბუსოლს უწოდებენ.

42
6.7. ბუსოლი და კომპასი
ხაზების მაგნიტურ აზიმუტებს ადგილზე ზომავენ გეოდეზიური ხელსაწყოთი
ბუსოლით (ყიბლანით). ბუსოლი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ხელსაწყო ან
გეოდეზიური ინსტრუმენტის ნაწილი. ბუსოლი შედგება მრგვალი ლითონის
კოლოფისაგან, რომლის ცენტრში მოთავსებულ წვეტანაზე თავისუფლად მოძრავი
მაგნიტური ისარი. კოლოფის ფსკერი დაყოფილი 00–3600.

სურ. 32. ბუსოლი


ბუსოლის დანიშნულებაა მაგნიტური აზიმუტის, აგრეთვე მაგნიტური ისრის
მიხრილობის კუთხის განსაზღვრა. ბუსოლის კოლოფს უკეთებენ მინის სახურავს.
იმისათვის, რომ ნემსის წვეტანა არ გაცვდეს, ისარი სპეციალური ნაწილით აიწევა
მაღლა და მიეკვრება მინის სახურავს. მუშაობის პროცესში კი იმავე მოწყობილობის
საშუალებით ისარი ჩამოეკიდება წვეტანაზე. ბუსოლს შემდეგნაირად იყენებენ:

სურ. 33. კომპასი


ბუსოლით დადგებიან მოცემულ წერტილზე ისე, რომ მისი ცენტრი
გეგმილდებოდეს იმავე წერტილზე. მოუშვებენ ჩამკეტ მოწყობილობას, რის შემდეგაც
ისარი მცირე რხევის შემდეგ დაიკავებს მაგნიტური მერიდიანის მიმართულებას.
ბუსოლს შემოატრიალებენ ისე, რომ 00 დაემთხვეს მოც. მიმართულებას, ამ დროს
ისარზე აღებული ანათვალი მოგვცემს მაგნიტურ აზიმუტის მნიშვნელობას.
თეოდოლიტის კომპლექტში შედის ბუსოლი, რომელიც წარმოდგე-ნილია შედგება: 22.
ბუსოლის კორპუსი; 23. სარკე; 24. მაგნიტური ისარი.

43
თავი VII.
რუკები და გეგმები
7.1. ტოპოგრაფიული რუკები

დედამიწის მთელი ზედაპირის, ან მისი ნაწილის გამოსახვა სიბრტყეზე (ქაღალდზე)


დამახინჯების გარეშე შეუძლებელია, ადგილი ექნება გახლეჩვას და გადაფარვას. ეს რომ
გასაგები იყოს ამისათვის ავიღოთ გლობუსი, რომლის ზედაპირი დაყოფილია ზონებად
მერიდიანების საშუალებით, თუ გლობუსის ზედაპირს, რომელზედაც გამოსახულია
მაგ. ავსტრალია, გავშლით სიბრტყეზე მივიღებთ ზონების ისეთ გამოსახულებას,
როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზზე.

ა. ბ.

სურ. 34. ზონების გამოსახულება გლობუსა და სიბრტყეზე.


თუ დავაკვირდებით ნახაზს მივხვდებით, რომ იქ სადაც ზონები
ერთმანეთისაგან დაშორებულია გარკვეული მანძილით გვექნება გამოსა-ხულების
წყვეტა. მიღებულ წყვეტას თუ შევაერთებთ მივიღებთ იგივე ავსტრა-ლიის
გამოსახულებას, მაგრამ დამახინჯებული სახით. ე.ი. ადგილი ექნება, როგორც
მოხაზულობის, ისე ფართობების დამახინჯებას. როგორც მოყვანი-ლი
მაგალითიდან ჩანს, დედამიწის ზედაპირის ზუსტი და მსგავსი გამოსახულების
მიღება სიბრტყეზე შეუძლებელია. ასეთი რამ მხოლოდ გლობუსზე ხერხდება.
Aამიტომ იძულებული ვართ დავკმაყოფილდეთ დედამიწის ზედა-პირის
დამახინჯებული გამოსახულებით, მაგრამ ვცდილობთ, რომ ეს დამახინჯება იყოს
მინიმალური. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მიმართავენ მათემატი-კურ მეთოდს, ე. წ.
კარტოგრაფიულ პროექციების მეთოდს.
ამრიგად რუკა არის დედამიწის მთლიანი ან მისი ნაწილის შემცირებული და
განზოგადებული გამოსახულება, რომელიც აგებულია ერთ-ერთი კარტოგრაფიული
პროექციის საფუძველზე.
გეგმას კი სხვანაირად ადგენენ: ადგილის წერტილებსა და ხაზებს აგეგმი-ლებენ
სიბრტყეზე და შემდეგ ამცირებენ განსაზღვრული ოდენობით. დედა-მიწის ზედა-
პირის მცირე ტერიტორია, რომელიც არ აღემატება 20  20კმ-ს შეიძლება მიჩნეულ
იქნეს სიბრტყედ.

44
გეგმა არის დედამიწის მცირე ნაწილის შემცირებული გამოსახულება
სიბრტყეზე, დედამიწის სიმრუდის მხედველობაში მიუღებლად. გეგმაზე მასშტაბი
მუდმივია, რუკაზე კი სხვადასხაა.

სურ 35. ტოპოგრაფიული რუკა


გეოგრაფიული რუკები შინაარსის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად: ზოგად-
გეოგრაფიული და სპეციალური. ტოპოგრაფიული რუკები მიეკუთვნება ზოგად-
გეოგრაფიულ რუკებს. სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკები გამოიცემა
1:1 000 000 და უფრო მსხვილ მასშტაბში.
მასშტაბის მიხედვი ტოპოგრაფიული რუკები იყოფა:
მსხვილმასშტაბიან (1:5 000 და1:10 000)
საშუალომასშტაბიან (1:10 000-1:100 000) და
წვრილ მასშტაბიანი (1:1 000 000 და უფრო წვრილი)

45
7.2. ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურა

მსხვილმასშტაბიან რუკაზე გარკვეული ტერიტორიის გამოსახვისათვის საჭირო


იქნება რუკის მრავალი ფურცელი, აღნიშნული გარემოების გამო საჭირო ხდება
შეიქმნას ფურცლების აღრიცხვის გარკვეული სიტემა, რომელსაც რუკების ნომენ-
კლატურას უწოდებენ.
ყველა მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის ნომენკლატურას საფუძვლად უდევს 1:1
000 000 მასშტაბის რუკის ფურცლის ნომენკლატურა. 1:1 000 000 მასშტაბის
ტოპოგრაფიული რუკის ფურცლის ნომენკლატურის მისაღებად დედამიწის ზედაპირი
იყოფა 6 -იან სვეტებად და 8 -იან სარტყლებად. მერიდიანებს შორის მოთავსებულ
ზედაპირს სვეტები ეწოდება, ხოლო პარალელებს შორის მოთავსებულ ზედაპირს -
სარტყლები. სვეტები აღინიშნება არაბული ციფრებით (1,2,3...60-მდე). მათი ათვლა
იწყება გრინვიჩის მოპირდაპირე 180 -იანი მერიდიანიდან და ზრდადია
აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო
მიმართულებით. ზონები იგივე სვეტებია იმ განსხვავებით, რომ ზონების ათვლა იწყება
გრინვიჩის ანუ საწყისი მერიდიანიდან და მათ შორის სხვაობა 30 - ის ტოლია.
მაგალითად თუ სვეტის ნომერია 38, ზონის ნომერი იქნება 8. (38-30)
გარდა ამისა, დედამიწის ზედაპირი სარტყლებად იყოფა 8 -იანი ინტერვალით,
სამხრეთი განედის 80 - იანი პარალელიდან. ჩრდილო განედის 80 პარალელამდე.

სურ. 36. დედამიწის ზედაპირის დაყოფა სვეტებად და სარტყელებად

სულ მიიღება 20 სარტყელი. სარტყლების აღნიშვნა ხდება ლათინური ანბანის


ასომთავრულებით. C- დან X-მდე, (I-სა და O-ს გარდა) სამხრეთიდან ჩრდილოეთის
მიმართულებით. (C,D,E,F, G,H, J, K,L,M,N,P,Q,R,S,T,U,W,X,Y) ამრიგად, სვეტებისა და

46
სარტყელების გადაკვეთაში ვიღებთ 1:1 000 000 მასშტაბის სფერულ ტრაპეციებს. ამ
რუკის ფურცლის ნომენკლატურა შედგება ორი სიმბოლოსაგან, პირველი - ლათინური
ასო, მეორე არაბული ციფრი. მაგალითად 1:1 000 000 მასშტაბის ის ფურცელი
რომელზეც ქ. თბილისი მდებარეობს, აღინიშნება T-38-ით. ეს ნიშნავს, რომ ფურცელი
მდებარეობს T სარტყელში და 38-ე სვეტში, ანუ მე-8 ზონაში. იმის გამო, რომ 1:1000 000
მასშტაბის ზომა საკმაოდ დოდია ( 8  6 ) საქართველოს ტერიტორია კი - სარტყლის
სამხრეთ ნახევრის 4 სიგანის, 40 და 44 -იანი პარალელებით შემოფარგლულ ტერიტო-
რიაზე მთლიანად თავსდება, ამიტომ ტოპოგრაფიული რუკების ფურცლების ზედმეტი
დაყოფის და აღნიშვ-ნების თავიდან აცილების მიზნით 1:1000 000 მასშტაბის რუკის
ფურცლის მხო-ლოდ ნახევარის ( 4  6 ) დაყოფას აწარმოებენ. ამრიგად, საქარ-თველოს
ტერი-ტორია მთლიანად თავსდება ორ ფურცელზე T-37, T–38-ზე.
1:1000 000 მასშტაბის ტრაპეციის ჩარჩოს წვეროების გეოდეზიური კოორდინატები
გამოითვლება შემდეგნაირად: მაგალითად T-38 -თვის: T არის ეკვატორიდან რიგით მე-
6 სარტყლის აღმნიშვნელი ასო, ამიტომ ჩრ. პარალელის განედი იქნება;
6  8  48 - 4=440 ხოლო სამხრეთის 40-ით ნაკლები. ზონის ნომერი იქნება 38-30=8,
8  6  48 და 60-ით ნაკლები აღმოსავლეთზე. ნომენკლატურა T-38.
1:500 000 მასშტაბის რუკის ფურცლის მისაღებად 1:1000 000 რუკის ფურცელი იყოფა
ოთხ ფურცლად და აღინიშნება ლათინური ანბანის ასომთავრულებით E F G H;
ნომენკლატურა იქნება T-38–E, ხოლო ტრაპეციის ჩარჩოს ზომები იქნება 2 განედის
მიმართულებით და 3 გრძედის მიმართულებით.

სურ. 37. 1:500 000 მასშტაბის რუკის ფურცლის ნომენკლატურა


1:200 000 მასშტაბის რუკის ფურცლის მისაღებად 1:1000 000 რუკის ფურცელის
სამხრეთ ნახევარი იყოფა 25 ფურცლად და აღინიშნება რომაული ციფრებით XXVI -დან
L -მდე.
ნომენკლატურა იქნება T-38 – XLII, ხოლო ტრაპეციის ჩარჩოს ზომები იქნება 0 48
განედის მიმართულებით და 112 გრძედის მიმართულებით.

47
სურ. 38. 1:200 000 მასშტაბის რუკის ფურცლის ნომენკლატურა

1:100 000 მასშტაბის რუკის ფურცლის მისაღებად 1:1000 000 რუკის ფურცელის
სამხრეთ ნახევარი იყოფა 90 ფურცლად. განედების მიმართულებით 10 ნაწილად და
გრძედების მიმაართულებით 9 ნაწილად. მიღებული ფურცლების დაყოფა არ ხდება.
ტრაპეციის ჩარჩოს ზომები იქნება 00401 განედის მიმართულებით და 0 24 1 გრძედის
მიმართულებით.
1:100 000; 1:50 000; 1:25000 მასშტაბის რუკის შესაბამისი ნომენკლატურების
მისაღებად 1:1000 000 მასშტაბის ერთი ფურცელი იყოფა 1440 ნაწილად ანუ 1:25 000
მასშტაბის რუკის ფურცლებად პარალელების მიმართულებით 36-ად, მერიდიანების
მიმართულებით 40 ნაწილად. აღნიშნავენ არაბული ციფრებით 1-დან 36-მდე პარალე-
ლების გასწვრივ, ხოლო მერიდიანების გასწვრივ 41-დან 80-მდე. ამრიგად, 1:25000
მასშტაბის რუკის ნომენკლატურა მიიღება ბადის ჰორიზონტალური ზოლების
აღმნიშვნელი ნომრებისა და ბადის ვერტიკალური ზოლების აღმნიშვნელი ნომრების
ერთობლიობით, რომელიც იწერება 1:1000000 მასშტაბის რუკის ნომენკლატურის
შემდეგ. მაგალითად T-38-4635 ტრაპეციის ჩარჩოს ზომები იქნება 00061 განედის
მიმართულებით და 00101გრძედის მიმართულებით.
1:100 000; 1:50 000 მასშტაბის ნომენკლატურა მიიღება1:25 000 მასშტაბის რუკის
ნომენკლატურის მეშვეობით: ამისათვის 1:25000 მასშტაბის რუკის ნომენკლატურას წინ
მიეწერება C ან L ასოები. (სადაც C აღნიშნავს 100, ხოლო L – 50-ს) 1:100 000 ფურცელი
შეიცავს შესაბამისად 1:25000 მასშტაბის 16 ფურცელს, და 1:50 000 მასშტაბის 4
ფურცელს. 1:100 000 რუკისათვის ნომენკლატურა იქნება T–38 - C4804, ფურცლის
ზომები 0 24' განედის მიმართულებით და 0 40' გრძედების მიმართუ-ლებით. 1:5000-
თვის T-38-L4406 ფურცლის ზომები 0 12' განედის მიმარ-თულებით და 0 20' გრძედების
მიმართულებით.

48
სურ. 39. 1:250 000 მასშტაბის რუკის ფურცლის ნომენკლატურა
1:10 000 მასშტაბის რუკის ფურცლის მისაღებად 1:25 000 რუკის ფურცელი იყოფა 4
ფურცლად და აღინიშნება ლათინური ანბანის a b c d ასოებით. ნომენკლატურა იქნება
T-38–4635d ხოლო ტრაპეციის ჩარჩოს ზომები იქნება 0 03' განედის და 0 05' გრძედის
მიმართულებით.

სურ. 40. 1:10 0 000 მასშტაბის რუკის ფურცლის ნომენკლატურა


1:5000 მასშტაბის რუკის ფურცლის მისაღებად 1:10 000 რუკის ფურცელი იყოფა 4
ფურცლად და აღინიშნება არაბული ციფრებით 1, 2, 3 ,4 . ნომენკლატურა იქნება T-38–
' '' ' ''
4635d-4, ხოლო ტრაპეციის ჩარჩოს ზომები იქნება 0 0130 განედის და 0 0230 გრძედის
მიმართულებით.

სურ. 41. 1:5000 მასშტაბის რუკის ფურცლის ნომენკლატურა

49
საქართველოს ტერიტორიისათვის დადგენილია ტოპოგრაფიული რუკების
შემდეგი მასშტაბური რიგი და ტრაპეციის ჩარჩოს ზომები.
ცხრ. 4.
ტრაპეციის ჩარჩოს ზომები

7.3. ადგილმდებარეობის რელიეფი

ხმელეთის ზედაპირი მრავალფეროვანია და გხვდება როგორც დადებითი, ისე


უარყოფითი ფორმები.

სურ. 42. რელიეფის ფორმები

დადებითი ფორმებია: მთები, ვაკეები, დაბლობები, მაღლობები და სხვა.


უარყოფითი ფორმებია: ხევები, ქვაბურები და სხვა.
რელიეფის ფორმებია: 1. ღარტაფი, 2. ქედი, 3,7,11. მთა, 4. წყალგამყოფი, 5,9. უნაგირა, 6.
წყალშემკრები, 10. ფლატე, 12. ტერასა.
ღარტაფი, ღელე, დახრილი გრძელი ჩაღრმავებული ნაწილი. მისი ელემენტებია
ფერდობები და წყლის სადენი, ანუ ტალვეგი.

50
ქედი, დახრილი ამაღლებული ნაწილი მისი ელემენტებია: თხემი და კალთები. თხემის
უმაღლესი ხაზი წყალგამყოფია.
მთა, ტოპოგრაფიული ზედაპირის 200 მ–ზე მეტად ამაღლებული წაგრძელებული
ნაწილი. მისი ელემენტებია: თხემი, ფერდობები და ძირი.
უნაგირა, ტოპოგრაფიული ზედაპირის დაბალი, ვაკე ან ჩაზნექილი მოედანი
ქედის ორ მწვერვალს შორის.
ტერასა, ფერდობებზე საფეხურისებურად გამოყოფილი მოვაკებული ადგილი.
მათ ერთობლიობას ადგილმდებარეობის რელიეფი ეწოდება, ანუ ადგილმდებარეობის
რელიეფი არის დედამიწის ზედაპირის ბუნებრივ ფორმათა ერთობლიობა. რელიეფის
დასახასიათებლად საჭიროა ვიცოდეთ ადგილის წერტი-ლების აბსოლუტური ან
ფარდობითი სიმაღლეები.
დედამიწის ზედაპირის სიმაღლეს ზღვის დონიდან აბსოლუტური სიმაღლე
ეწოდება.
სიმაღლეს ეწოდება ფარდობითი, თუ იგი იზომება კალთის ძირიდან
მწვერვალამდე.
ტოპოგრაფიულ რუკაზე ადგილმდებარეობის რელიეფი ჰორიზონტალებით ანუ
იზოჰიფსებით გამოისახება. ჰორიზონტალის განმარტებისათვის განვიხილოთ ქვემოთ
მოცემული ნახაზი. წარმოვიდგინოთ მთა, რომელიც გაკვეთილია ჰორიზონტალური
და ერთმანეთისგან ტოლ მანძილით დაშორებული სიბრტყეებით, მაშინ კვეთის
სიბრტყეში მივიღებთ მრუდე ხაზებს ანუ ჰორიზონტალებს.

სურ. 43. რელიეფის გამოხაზვა ჰორიზონტალებით

ადგილის ერთნაირი სიმაღლის წერტილების შემაერთებელ მრუდე ხაზს


ჰორიზონტალი ეწოდება.
ჰორიზონტალზე აღებულ ყველა წერტილს ერთნაირი სიმაღლე აქვს. ახლა
წარმოვიდგინოთ, რომ ზემოთ აღნიშნული პარალერული სიბრტყეები ერთნაირი
დაშორებით გავლებულია დაბლიდან მაღლა, მაგალითად, 5,10 და ა.შ. მეტრის

51
დაშორებით. ისინი წარმოადგენენ მეზობელ ჰორიზონტალებს შორის ვერტიკალურ
მანძილს.

სურ. 44. ჰორიზონტალები


ორ მეზობელ ჰორიზონტალს შორის მოთავსებულ ვერტიკალურ მანძილს
რელიეფის კვეთ სიმაღლე ეწოდება. კვეთ სიმაღლე აღინიშნება C ასოთი. ყველა
ტოპოგრაფიული რუკისათვის წინასწარ შერჩეულია კვეთ სიმაღლე, რომელიც
შეიძლება სხვადასხვა იყოს. მისი სიდიდე ძირითადად დამოკიდებულია რუკის
მასშტაბსა და რელიეფზე, ქვემოთ მოცემულია ტოპოგრაფიული რუკების კვეთ
სიმაღლის მნიშვნელობები.
ხშირად რელიეფის ძირითად კვეთ სიმაღლეში, რელიეფი დაწვრილებით ვეღარ
გამოისახება, ამ შემთხვევაში ავლებენ ნახევარ ჰორიზონტალებს, რომელიც უდრის
ძირითადი კვეთ სიმაღლის ნახევარს. რელიეფის თვალსაჩინო კითხვისა-თვის და
ჰორიზონტალების ათვლის გაიოლებისათვის, ყოველ მეხუთე ჰორიზონ-ტალს
ამსხვილებენ და მასზე აკეთებენ სათანადო სიმაღლის წარწერას.
ცხრ.5.
რელიეფის კვეთ სიმაღლეები

ვაკე ბორცვიან მთიან მაღალმთიან


მასშტაბები ადგილებში ადგილებში ადგილებში ადგილებში

1:1000-1:500 0.5 0.5 1 -
1:2000 0.5 1 2 -
1:5000 0.5 1-2 5 -
1:10000 2.5 2.5 5 -
1:25000 2.5 5 5 10
1:50000 10 10 10 20
1:100000 20 20 20 40

რუკაზე ჰორიზონტალების გამოხაზვა ხდება ყავისფრად. არსებობს დედამიწის


ზედაპირის ისეთი ნაწილები, რომლებიც გეგმაზე (რუკაზე) ჰორიზონტალებით აღარ

52
გამოისახება. ასეთებს ეკუთვნის კლდე, ფრიალო კლდე, ხრამი და სხვა. მათი გამოსახვა
გეგმაზე და რუკაზე ხდება სპეციალური პირობითი აღნიშვნებით.

7.4. რელიეფის ხაზვა


რელიეფის გამოსახაზავად საჭიროა წერტილების ნიშნულების ცოდნა. ასეთი
წერტილების შერჩევა ხდება რელიეფის დამახასიათებელ ადგილებში. მათი
საშუალებით კი ინტერპოლაცია. მოქმედებას, როცა ნიშნულების მქონე ორ წერტილს
შორის მოვძებნით წერტილებს, რომლებშიც გაივლიან მოცემული კვეთ სიმაღლის
შესაბამისი ჰორიზონტალები ინტერპოლაცია ეწოდება.

სურ. 45. რელიეფის ოროგრაფიული წერტილები


ვთქვათ, საჭიროა ჰორიზონტალების გატარება A და BABწერტილებს შორის,
რომელთა სიმაღლეებია 55,2 და 56,8 მ, კვეთ სიმაღლე შეადგენს 0,5 მ. მილიმეტ-
რებიან ფურცელს შევუთავსებთ AB ხაზს და გადავიტანთ მასზე იმავე ხაზს,
წავაწეროთ ჰორიზონტალურ ხაზებს 55,5; 56,0; 56,5, ახლა მოვნიშნოთ წერტილები,
რომელთა ნიშნულებია 55,2 და 56,8 ეს წერტილები შევაერთოთ ab ხაზით, აღნიშნული
ხაზი გადაკვეთს მილიმეტებიან ქაღალდის ჰორიზონტალურ ხაზებს 1, 2, და 3
წერტილებში. თუ ამ წერტილებიდან დავუშვებთ პერპენდი-კულარებს ქაღალდის
კიდეზე და შეუთავსებთ მას საინტერპოლაციო ხაზს, მივიღებთ წერტილებს,
რომელზედაც გაივლიან საძიებელი ჰორიზონტალები.

სურ.46. ინტერპოლაცია მილიმეტრებიანი ქაღალდით

53
7.5. ტოპოგრაფიული რუკის პირობითი აღნიშვნები
გეგმებსა და რუკებზე ადგილის სხვადასხვა ობიექტი ტოპოგრაფიული პირობითი
აღნიშვნებით გამოისახება, რომლებიც მეტნაკლებად მათ მოხაზულობებს იმეორებენ.
ჩვენ გარშემო არსებულ სინამდვილეში დედამიწის ზედაპირზე გვხვდება
სხვადასხვა სახის ობიექტი: ჰიდროგრაფია (მდინარეები არხები, ტბები, ზღვები), გზათა
ქსელი (რკინიგზები, ავტომაგისტრალები, საცალფეხო ბილიკები), დასახლებული
პუნქტები, (ქალაქის ტიპის, სოფლის ტიპის), ნიადაგ–მცენარეული საფარი (ბაღები,
ვენახები, ციტრუსის ბაღები, ტყეები, ბუჩქნარი), რომელნიც ტოპოგრაფიული რუკაზე ან
გეგმაზე უნდა გამოისახოს მკაფიოდ და კონკრე-ტულად, გარკვევით და სისრულით.
პირობითი აღნიშვნების რაოდენობა თითქმის 400–ია, მათ სხვადასხვა ფიგურისა
და ხაზის ფორმა აქვთ. ამიტომ მათი გეგმაზე გამოსახვა ხდება საყოველთაოდ
აღიარებული და სახელმწიფო ორგანოების მიერ დამტკიცებული პირობითი
აღნიშვნების საფუძველზე. ისინი ხშირად მოგვაგონებენ ობიექტის გარე სახეს, ზოგჯერ
კი პირობითი ფორმა აქვთ. დამუშავებულია და შედგენილია სხვადასხვა მასშტაბის
პირობითი აღნიშვნების სახელმძღვანელო წიგნები, სადაც წარმოდგენილია მათი
ნიმუშები.
პირობითი აღნიშვნები სამ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ: კონტუ-რული
ანუ მასშტაბური, მასშტაბგარე და განმარტებითი. მასშტაბური პირობითი აღნიშვნებით
გამოისახება ისეთი ობიექტები, რომელთა ფართობი მეტია შესადგენი რუკის ზღვრულ
სიზუსტეზე. მაგალითად ტყეები, სახნავები, ტბები, ბაღები და ა. შ. კონტურული კი
იმიტომ ეწოდება, რომ ასეთი ნიშნები კონტურით გამოისახება.
გზების, მდინარეების, კავშირგაბმულობის ხაზების და სხვა პირობით აღნიშ-ვნებს,
რომელთა სიგრძე რუკის მასშტაბში გამოისახება, ხოლო სიგანე მეტწილად
გადიდებულია, ხაზოვანი პირობითი აღნიშვნები ეწოდება.
თუ ნამდვილი ობიექტის ზომა იმდენად მცირეა, რომ მისი გამოსახვა რუკის
მასშტაბში შეუძლებელია, (მაგალითად ჭები, კავშირგაბმულობის ხაზები და ელექტრო
გადამცემი ხახების ბოძები), მაშინ მათ მასშტაბგარეშე ანუ უმასშტაბო პირობითი
აღნიშვნებით გამოსახავენ.
მაშასადამე, მასშტაბურ პირობით აღნიშვნებში მასშტაბი დაცულია გეგმისა და
რუკის მასშტაბში, მასშტაბგარეშე კი რუკის მასშტაბი დაცული არ არის. გან-მარტებით
პირობით აღნიშვნებს მიეკუთვნება ისეთი აღნიშვნები, რომლებიც იძლევა
ადგილობრივი საგნების დამატებით დახასიათებას. მდინარის სიღრმე, ტყის სიმაღლე,
წარწერები ჰორიზონტალებზე და სხვა. რაც უფრო წვრილია რუკის მასშტაბი, მით
უფრო მცირეა პირობითი აღნიშვნის ზომა და პირიქით.
იყენებენ ისეთ პირობით აღნიშვნასაც, რომელიც საერთოდ არ იკითხება,
მაგალითად მთის უღელტეხილი, ჭაობის სიღრმე, მდინარის სიღრმე, მდინარის
დინების მიმართულების ისარი და ა. შ.

54
სურ.47. პირობითი აღნიშვნები

55
7.6. რუკის ჩარჩო და საკოორდინატო ბადე
გეოგრაფიული რუკის ერთ–ერთი მთავარი ელემენტია საკოორდინატო ბადე.
არსებობს საკოორდინატო ბადის ორი სახე: კარტოგრაფიული, რომელიც მერი-
დიანებთა და პარალელებითაა წარმოდგენილი და მართკუთხა კოორდინატთა ბადე,
რომელიც წარმოდგენილია OX და OY კოორდინატთა ღერძების პარალე-ლური
ხაზებით. ტოპოგრაფიულ რუკებზე რუკის ფურცელს საზღვრავენ მერიდიანები და
პარალელები. რუკას კუთხეში წარწერილი აქვს გეოდეზიური კოორდინატები:
განედები და გრძედები. ფურცლის შიგნით გამოსახულია მართკუთხა კოორდინატთა
ბადე კვადრატების სახით, რომელსაც კოლომეტრული ბადე ეწოდება. ბადის
ვერტიკალური ხაზები პარალელურია ზონის ღერძული მერიდიანის OX ღერძისა და
აქვს განტოლება Y=const. Y-ის მნიშვნელობა რუკაზე წარწერილია ბადის თითოეულ
ხაზზე. ბადის ჰორიზონტალური ხაზები პარალელურია OY ღერძისა და აქვს
განტოლება X=const. X-ის მნიშვნელობა წარწერილია ბადის თითოეულ ხაზზე.

სურ. 48. რუკის ჩარჩო

56
7.7. ამოცანები ტოპოგრაფიულ რუკაზე
ტოპოგრაფიულ რუკაზე გეოდეზიური კოორდინატების განსაზღვრა

კარტოგრაფიული გამოსახულება რუკაზე შემოსაზღვრულია მერიდიანებითა და


პარალელებით, რომელსაც რუკის ჩარჩოს უწოდებენ. ჩარჩოს ჩრდილოეთი და
სამხრეთის განედები, ისევე როგორც გრძედები აღმოსავლეთით და დასავლეთით
რუკაზე წარწერილია ოთხივე კუთხეზე, განედებისა და გრძედების სხვაობა მუდმივია
და დამოკიდებულია რუკის მასშტაბზე. რუკაზე განირჩევა სამი ჩარჩო: ძირითადი ანუ
შიგა ჩარჩო, საგრადუსო და გარეგანი. თანამედროვე ტოპოგრაფიულ რუკებზე
ძირითადი ანუ შიგა ჩარჩო უშუალოდ საზღვრავს ამა თუ იმ ტერიტორიას. საგრადუსო
ჩარჩო აიგება ძირითადი ჩარჩოს მოშორებით, რომელიც იყოფა მინუტებად და
სეკუნდებად. საგრადუსო ჩარჩოს გარეთ აიგება გარე ჩარჩო, რომელიც რუკის
გასალამაზებლად გამოიყენება.
რუკაზე გეოდეზიური განედის ( B) განსაზღვრისათვის მოცემულ წერტილზე
გაავლებენ ჩრდილოეთ ან სამხრეთ პარალელის პარალელურ ხაზს საგრადუსო ბადის
გადაკვეთამდე და აითვლიან რამდენი გრადუსი, მინუტი და სეკუნდი შეესაბამება მოც
წერტილს. გრძედის (L) განსაზღვრისათვის იმავე წერტილზე გაავლებენ აღმოსავლეთ
ან დასავლეთ მერიდიანის პარალელურ ხაზს საგრადუსო ბადის გადაკვეთამდე და
აითვლიან რამდენი გრადუსი, მინუტი და სეკუნდი შეესაბამება მოცემულ წერტილს.
ტოპოგრაფიულ რუკაზე მართკუთხა კოორდინატების განსაზღვრა
ტოპოგრაფიულ რუკაზე გატარებულია მართკუთხა კილომეტრული ბადის ხაზები.
კილომეტრული ბადე იმიტომ ჰქვია, რომ 1:10 000 რუკაზე ბადე გავლებულია ყოველი
10 სმ–ის შემდეგ და შეესაბამება ერთ კილომეტრს, 1:25 000 –იან რუკაზე ყოველი 4 სმ–
ის შემდეგ, და ა. შ.

ცხრ. 6.
კილომეტრული ბადის დაშორება ადგილსა და რუკაზე

რუკის მასშტაბი მანძილი რუკაზე მანძილი ადგილზე


სმ კმ
1:200 000 3 10
1:100 000 2 2
1:50 000 2 1
1:25 000 4 1
1:10 000 10 1
1:5 000 10 0,5

57
კილომეტრულ ბადეზე რუკის აღმოსავლეთ და დასავლეთ კიდეზე წარწერილია
მართკუთხა კოორდინატები: აბსცისები 6065; 6066; და ა. შ. ხოლო ჩრდილოეთ და
სამხრეთ ჩარჩოსთან ორდინატები 43 12; 43 13, სადაც პირველი ციფრი – 4 აღნიშნავს
ზონის ნომერს. თუ საჭიროა რომელიმე A წერტილის მართკუთხა კოორდინატების
აბსცისებისა და ორდინატების განსაზღვრა, მაშინ გაავლებენ მოც. A წერტილზე
კილომეტრული ბადის პარალელურ ხაზებს და წერენ X= 6065; Y=4312 და მიეთითება
რამდენი მეტრი შეესაბამება მოცემულ მონაკვეთებს.
წერტილის ნიშნულის განსაზღვრა
როგორც ცნობილია ტოპოგრაფიულ რუკაზე რელიეფი გამოსახულია
ჰორიზონტალებით (იზოგიფსებით), სადაც მთავარ ჰორიზონტალებზე წარწე-რილია
სიმაღლეები. იმისათვის, რომ განვსაზღროთ წერტილის ნიშნულები (სიმაღლეები),
საჭიროა გავიგოთ მოცემულ ტოპ. რუკაზე რამდენია კვეთ სიმაღლე, ანუ რამდენი
მეტრია მეზობელ ჰორიზონტალებს შორის. რომელიც წარწერილია რუკის სამხრეთ
მხარეზე ხაზოვანი მასშტაბის ქვემოთ.

სურ. 49. ნიშნულის განსაზღვრის წესი


A წერტილის ნიშნული იქნება 75 მ, ვინაიდან წერტილი მდებარეობს 75–იან
ჰორიზონტალზე. C წერტილის ნიშნული 55 მ. თუ წერტილი მდებარეობს ჰორიზონ-
ტალებს შორის მაგ B წერტილი და საჭიროა მისი ნიშნულის განსაზღვრა.
ამისათვის მოცემულ B წერტილის ნიშნული საჭიროა ამ წერტილზე გავატაროთ ორ
მეზობელ ჰორიზონტალზე მართობი, ფარგლით გავზომოთ a და b მონაკვეთებს,
რელიეფის კვეთ სიმაღლე უდრის 5 მ.
a 5
X  HA  h  70  5  72.08 მ,
ab 57
სადაც h რელიეფის კვეთ სიმაღლეა.

58
პროფილის შედგენა
თუ დედამიწის ზედაპირს გაკვეთენ ჰორიზონტალური სიბრტყით, მიიღებენ ხაზს,
რომელსაც პროფილი ეწოდება. ვთქვათ, რუკაზე გატარებულია DE ხაზი და საჭიროა ამ
ხაზის მიმართულებით აიგოს პროფილი. ამისათვის იყენებენ ორ მასშტაბს:
ჰორიზონტალურს და ვერტიკალურს. ჰორიზონტალური მასშტაბი აიღება იგივე რაც
რუკის მასშტაბია, ვერტიკალური კი 10–ჯერ უფრო მსხვილი, ვიდრე ჰორიზონტალური.
იმისათვის, რომ აიგოს პროფილი, გაიგებენ ყველა იმ წერტილის სიმაღლეს, რომელიც
მიიღება DE ხაზის გადაკვეთით ჰორიზონტალებთან. შემდეგ ქაღალდს მიადებენ DE
ხაზს და ამ წერტილებს გადაიტანენ ქაღალდზე.

სურ. 50. პროფილი DE მიმართულების


მიადებენ მას მილიმეტრებიან ქაღალდზე და გადაიტანენ ამ წერტილებს მასზე
გატარებულ ჰორიზზონტალურ ხაზზე, იმისათვის, რომ პროფილის ხაზი ძალიან არ
დაშორდეს საწყის ჰორიზონტალურ ხაზს, ამ უკანასკნელს აძლევენ სათანადო
სიმაღლეს. აღმართავენ მასზე პერპენდიკულარებს და ვერტიკალურ მასშტაბში
გადაზომავენ ჰორიზონტალების დახმარებით განსაზღვრულ ნიშნულებს, მიღებულ
წერტილებს შეაერთებენ ერთმანეთთან და მიიღებენ პროფილს.

სურ.51. პროფილი AB და AG მიმართულებით

59
ტოპოგრაფიულ რუკაზე მოცემული მიმართულების დირექციული კუთხის
აზიმუტისა და მაგნიტური აზიმუტის განსაზღვრა

როგორც ცნობილია დირექციული კუთხე არის კუთხე, რომელიც მოთავსებულია


ღერძითი მერიდიანის ჩრდილო ბოლოდან მოცემულ ხაზამდე, საათის ისრის
მოძრაობის მიმართულებით, ღერძითი მერიდიანი რუკაზე წარმოდგენილია კილომეტ-
რული ბადის ვერტიკალური ხაზებით. თუ ახლა ტრანსპორტირით გავზომავთ კუთხეს
ბადის ვერტიკალური ხაზიდან მოცემულ AB მიმართულებამდე, მივიღებთ
დირექციულ კუთხეს. ჭეშმარიტი აზიმუტის გამოსათვლელად დირექციულ კუთხეს
ალგებრულად ვუმატებთ მერიდიანების შეახლოების კუთხეს და ვიღებთ ჭეშმარიტ
აზიმუტს.
Aჭ =   
 მოცემულია ტოპოგრაფიული რუკის ქვედა მარცხენა კუთხეში და იგი ტოლია –
2022I
მაგნიტურ აზიმუტს კი ვითვლით ფორმულით  - მოცემულია იმავე ნახაზზე და
უდრის 6012I
Am    (   )
თუ
 =66030I
  13 52I   20 22 I
Am  66032I  13052I  (2012 I ) 
Am=54052I

ქვედებულის მასშტაბი (დახრილობის მასშტაბი)

რუკაზე დ გეგმაზე, რომელზედაც გატარებულა ჰორიზონტალები, შეიძლება


ნებისმიერ ადგილზე განისაზღვროს დახრა და ქანობი.

სურ. 52 დახრილობის განსაზღვრა


ნახაზზე AC არის ჰორიზონტალური ხაზი, რომლის სიგრძე არის S, ანუ AB ხაზის
გეგმილი (ჰორიზონტალური პროექცია), BC=h არის B წერტილის აღმატება A წერტილის
მიმართ. AB ხაზის ქანობი ეწოდება აღმატების შეფარდებას ჰორიზონტალურ
პროექციასთან (ქვედებულთან).
h
i  tg 
d

60
მაგალითი. განვსაზღროთ ხაზის ქანობი, რომლის მანძილია 150 მ ხაზის აღმატება
კი h=+2,5 მ.
2,5
i  0.0166  16, 6%
150 .
ქანობი გამოისახება განყენებული რიცხვით–ათწილადით მაგალითად i=0,03.
ქანობი შეიძლება გამოისახოს პროცენტებითაც, მაგალითად 3%–ით, რაც ნიშნავს 3
მეტრით ამაღლებას 100 მეტრ მანძილზე, ანდა 7%0 –ით, რაც ნიშნავს 7 მეტრით
ამაღლებას 1000 მეტრ მანძილზე. თუ i=0.05 ნიშნავს, რომ ადგილის ხაზი მაღლდება ან
დაბლდება ყოველ მეტრზე 5 სმ–ით.
ქვედებულის მასშტაბი საშუალებას იძლევა განისაზღროს დახრილობა i
(მეათასებში ან პროცენტებში), ან დახრის კუთხე  გრადუსებში. გრაფიკის აგების წესი
შემდეგია: მიღებული კვეთ სიმაღლით ითვლიან ჰორიზონტალურ მანძილს
ფორმულით:
h h
d , d
i tg ,
d  hctg .
ამ ფორმულის საშუალებით სხვადასხვა დახრის კუთხისათვის 10 ინტერვალით
გამოითვლება d–ს მნიშვნელობა, თუ რელიეფის კვეთ სიმაღლეს h=5 მ–ს, მაშინ 5 მეტრის
გამრავლებით 00301; 10; 20; და ა. შ. დახრის კუთხის მნიშვნე-ლობებით მიიღება
ქვედებულების მნიშვნელობები მეტრობით.

ცხრილი 7.
ქვედებულის მნიშვნელობები

№  d
1 30I 573.0
2 1 286,5
3 2 143,2
4 3 95,4
5 4 71,5
6 5 57,2
7 10 28,4
8 15 18,4
9 20 13,7
10 25 10,7

ქვედებულის მასშტაბის აგებისათვის ტარდება სწორი ხაზი, რომელზედაც


ნებისმიერ მასშტაბში გადაიზომება კუთხეების სიდიდე.

61
სურ.54. ქვედებულის მასშტაბი და სარგებლობის წესი

მაგალითად 10–სათვის მივიღებთ 1 სანტიმეტრს და მიღებულ წერტილებს წაეწერება


30I; 10; 20; 30; და ა. შ. მიღებულ წერტილებში აღიმართება მართობები, მოცემულ
მასშტაბში გადაიზომება d ქვედებულები. ამ წერტილების ერთმანეთ-თან შეერთებით
მიიღება ქვედებულები.
ხშირად ადგილის დახრილობას ახასიათებენ არა დახრის კუთხით, არამედ
ქანობით:
h
d
i.
ცხრილი 8.
ქანობის მნიშვნელობები

ქანობი 0,001 0,002 0,003 0,004 0,005 0,006 0,007 0,008 0,009 0,01

ქვედებ 1000 500 333 250 200 167 143 125 111 100
ული

ვთქვათ, h=1მ, თუ ჩავსვამთ i ქანობის სხვადასხვა მნიშვნელობას, მაგალი-თად


0,01; 0,02; 0,03; 0,04 მივიღებთ ქვედებულის შესაბამის მნიშვნე-ლობებს.

სურ.55. ქვედებულის მასშტაბი ქანობით

62
დახრილობა განისაზღვრება:

სურ. 56. დახრილობის განსაზღვრა

ხაზის გატარება მოცემული ქანობით

ვთქვათ, რუკაზე მოცემულია ორი A დაB წერტილი და საჭიროა ამ წერტილებს


შორის ისეთი ხაზის გატარება (მაგალითად გზის), რომლის ქანობი იქნება 0,0045,
გავშლით ფარგალს ისე, რომ მისი ერთი წვერო შეუთავსდეს 0,0045–ს ხოლო მეორე
წვერი მის მოპირდაპირე მხარეს ქვედებულის დახრილ ხაზზე. nk მონაკვეთი
აღნიშნული სიდიდის მონაკვეთით ვამოძრავებთ ფარგალს ჰორიზონტალებზე ისე, რომ
A წერტილიდან მივიდეთ B წერტილში.

სურ. 57. გზის გატარება მოცემული ქანობით

7.8. ადგილმდებარეობის ციფრული მოდელი


დღეისათვის საინჟინრო პრაქტიკაში პროექტირების ავტომატიზებისას ასევე
გეოინფორმაციული სისტემების დანერგვით ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა
სფეროში, სულ უფრო ფართო ადგილს იკავებს ადგილმდებარეობის ციფრული
მოდელით წარმოდგენა. ადგილმდებარეობის ციფრული მოდელი ეს არის ადგილის

63
ტოპო–გეოდეზიური ინფორმაციის ელემენტების სიმრავლე, რომელიც თავისთავში
აერთიანებს:
– მეტრულ ინფორმაციას – რელიეფის დამახასიათებელი წერტილების სივრცით
გეოდეზიური კოორდინატები.
– სინტაქსურ ინფორმაციას წერტილებს შორის კავშირის აღსაწერად: შენობა
ნაგებობების, გზების, სახნავების რეზერვუარების, საზღვრების, და ა.შ.
– სემანტიკური ინფორმაცია – საინჟინრო ნაგებობების ტექნიკური მახასიათებლები.
წიაღის გეოლოგიური მახასიათებლები, ტყის მასივების მახასია-თებლები.
– სტრუქტურული ინფორმაცია.
– სხვადასხვა ობიექტების კავშირის დასახასიათებლად.
– ზოგადი ინფორმაცი: კოორდინატთა სისტემა, სიმაღლეები, ნომენკლატურა.
ტოპოგრაფიული ციფრული მოდელი ახასიათებს ადგილმდებარეობის სიტუაციას და
რელიეფს. იგი შედგება ადგილის რელიეფის ციფრული მოდელისაგან და სიტუაციური
(კონტურული) ნაწილისაგან. საინჟინრო საქმეში ხშირად იყენებენ ჰიდროლოგიურ,
საინჟინრო გეოლოგიურ, ტექნიკურ – ეკონომიკურ, და სხვა მაჩვენებლებს. ადგილის
ციფრული მოდელი დგება ისეთ თანამედროვე პროგრამებში, როგორიცაა: ,,AutoCad”,
,,Mapinfo”, ,,GeoniCs”, ,,Autodesk” , ,,civil 3D” და სხვ.

სურ. 58. ადგილის ციფრული მოდელი


ადგილმდებარეობის ციფრული მოდელი ჩაწერილი მანქანურ მატარებლებზე
განსაზღვრული სტრუქტურით და კოდებით წარმოადგენს ციფრულ რუკას. საინჟინრო
გეოდეზიური ამოცანების გადაწყვეტისას გამოიყენებენ ციფრული მოდელების
მათემატიკურ ინტერპრეტაციას, რომელსაც ადგილის მათემატიკური მოდელი
ეწოდება. ადგილის ციფრული მოდელის საწყის ინფორმაციას მიეკუ-თვნება
ტოპოგეოდეზიური აგეგმვის მასალები, გეოლოგიური და ჰიდროლო-გიური
მონაცემები. ადგილის ციფრული მოდელი იყოფა: რეგულარულ, არარეგუ-ლარულ, და
სტრუქტურულ მოდელებად:

64
7.9. თანამედროვე გეოინფორმაციული პროდუქციის ანალიზი
რუკის შედგენისთვის საჭიროა რეალური სამყაროს განსაზღვრული ობიექტების
შერჩევა, მათი დაჯგუფება, კლაკნილი ხაზების გამარტივება და სხვადასხვა კლასების
შერჩეული ობიექტებისათვის პირობითი აღნიშვნების დადგენა. პრაქტიკაში
ჩვეულებრივ გვხვდება ორი ტიპის რუკა: ზოგადგეო-გრაფიული და თემატური რუკები.
ზოგადგეოგრაფიულ რუკებს მიეკუთვნება ტოპოგრაფიული რუკები,
რომლებზეც უჩვენებენ დედამიწის ზედაპირზე ბუნებრივ და ხელოვნურ ობიექტების
კონტურებს. ტოპოგრაფიული რუკა ხშირად გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის
ასახვის საფუძვლად, სადაც რელიეფი გამოსახულია ჰორიზონ-ტალებით, მასზე
აგრეთვე ნაჩვენებია დასახლებული პუნქტები, გზათა ქსელი, მცენარეწული საფარი და
სხვა ობიექტები.
თემატურ რუკებზე მოვლენათა გამოსახვის ხერხების შერჩევისას, ყურადღება უნდა
მიექცეს ცალკეულ მოვლენათა სივრცობლივ განლაგებას მოცემულ ტერიტო-რიაზე.
კარტოგრაფირებისათვის საჭიროა ახალი სახეობის ციფრული ელექტრონული რუკების
გამოყენება, რომლებიც იქმნებიან ავტომატიზირებული კარტოგრაფიული სისტემის
(აკს) და გეოინფორმაციული სისტემის (გის) მეშვეობით.
ციფრული რუკა ეს არის დადგენილი სტრუქტურით და კოდებით მანქანურ
მზიდზე ჩაწერილი ადგილმდებარეობის მოდელი, რომელიც შედგენილია კარტო-
გრაფიული გენერალიზაციის კანონების გათვალისწინებით, რუკებისათვის მიღებულ
პროექციაში, კოორდინატთა სისტემაში და ნომენკლატურაში, რომლის შინაარსი და
სიზუსტე შეესაბამება გარკვეული მასშტაბის რუკას.
ელექტრონული რუკა – არის ვექტორული ან რასტრული რუკა, რომელიც მიიღება
ოპტიკურ დისკზე პროგრამული უზრუნველყოფით და ტექნიკური მოწყობილობების
გამოყენებით, დადგენილ პროექციაში, კოორდინატთა სისტემაში და პირობით
აღნიშვნებში, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის გამოსახვის, ანალიზის მოდელი-
რებისათვის.
ციფრული რუკებისაგან განსხვავებით, რომლის წერტილოვანი, ხაზობრივი და
ფართობრივი ობიექტები ხასიათდება კოდებითა და სივრცობრივი კოორდინატებით,
ელექტრონულ რუკას, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტებისა, აქვს პირობითი
ნიშნები (ნახატი, ზომა, ფერი), სახელწოდებათა წარწერები (შრიფტი, ზომა, ფერი) და,
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამოსახულების ელემენტებს შორის სივრცობლივ-
ლოგიკური კავშირი. უფრო მეტიც, სხვადასხვა სახის ელექტრონულ რუკებს შეიძლება
ჰქონდეს ურთიერთ კავშირი.
ელექტრონული რუკა ელექტრონულ-გამოთვლითი ტექნიკისა და ტექნოლოგიების
გარემოში შექმნილი კარტოგრაფიული მოდელების ერთობლიობაა, რომელიც მოწესრი-

65
გებულია ერთიან პროექციაში, ერთიან კოორდინატთა სისტემაში, ერთიანი პირობითი
აღნიშვნების საფუძველზე.
კარტოგრაფიული ინფორმაციის ელექტრონული სახით წარმოდგენას და შენახვას
ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით აქვს დიდი უპირატესობა და უზრუნველყოფს
მაღალ ეკონომიკურ ეფექტიანობას. ასეთ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს:
– საკუთრივ კარტოგრაფიულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და შესწორებების
ოპერატიულად შეტანის შესაძლებლობა ექსპლოატაციის მთელი პერიოდის განმავ-
ლობაში.
– კარტოგრაფიულ და არაკარტოგრაფიული ინფორმაციის, კარტოგრაფიული
ობიექტებისა და მათ შორის სხვადასხვა კაშირის ერთიან სისტემაში გაერთიანების
შესაძლებლობა.
– ნებისმიერი განზოგადების ჩატარების, სხვადასხვა პარამეტრის ცვლილებათა
დინამიკაზე დაკვირვების შესაძლებლობა, საჭირო ცხრილების, დიაგრამების გამოსახვა
და სხვ.
– კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნილების მიხედვით მისთვის საჭირო რუკის
შექმნა ნებისმიერ მასშტაბში და ნებისმიერი დეტალიზაციით.
– მოდელირების პროგრამებთან მოქმედი დამუშავებული პროცედურების შემად-
გენლობის მუდმივი ცვლის და ამ პროცედურების კორექციის შესაძლებ-ლობა. ამ
შესაძლებლობათა რეალიზაციისათვის საჭიროა, რომ ელექტრონული რუკის შექმნის
პროგრამული სისტემა იყოს მაქსიმალურად ღია, მასში ასახული ინფორმაციის დიდი
მოცულობა მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული და ინფორმაციის ცალკეული ფრაგ-
მენტები ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. ასეთი მრავალფეროვანი მოთხოვნების
საკმარისად მაღალი ხარისხით ერთდროულად დაკმაყოფილება შესაძლებელია მხო-
ლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამული სისტემა, რომლის ბაზაზეც ხდება
ელექტრონული რუკის რეალიზაცია, იქმნება ცენტრალური (ბაზური) მოდელის სახით,
რომელიც დაკავშირებულია, ერთის მხრივ, გრაფიკულ და სხვა მონაცემთა ბაზებთან,
მეორეს მხრივ, სხვადასხვა დამმუშავებელ პროცედურებთან (პროგრამებთან).
საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს მრავალკავშირიანი ინფორმაციის
ნაირსახეობის უშუალოდ მონაცემთა ბაზებში შეყვანა. ასეთი სისტემის შექმნა შეიძლება
მხოლოდ ცოდნის წარმოდგენის, დამუშავებული ენის და ინფორმაციის დამუშავების იმ
მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ,,ხელოვნური ინტელექტის” ამოცანის ფარგლებში
იქმნება.
ცოდნის წარმოდგენის ენას, რომელიც გამოიყენება სისტემაში, უნდა ჰქონდეს
მაღალი გამოხატულებითი შესაძლებლობა და იყოს ადეკვატური, როგორც
კარტოგრაფიული, ასევე არა კარტოგრაფიული ინფორმაციის წარმოდგენისათვის.
ელექტრონული რუკებისადმი წაყენებული მოთხოვნები
ნებისმიერი თემატური რუკის აუცილებელი ელემენტია მისი სახელწოდება და
ტერიტორია, რომლის რუკაც უნდა შედგეს. ელექტრონულ თემატურ რუკას თან
უნდა ახლდეს ლეგენდა, სადაც განლაგდება პირობითი აღნიშვნები, სხვადასხვა

66
გრაფიკი, დიაგრამა და ტექსტური მასალა. მათემატიკური საფუძვლის ძირითად
მოთხოვნილებად რჩება მასშტაბის გრაფიკული ფორმით გამოსახვა.
თემატური რუკების ზოგადგეოგრაფიული საფუძვლი უნდა იყოს
მინიმიზებული რათა არ გადაიტვირთოს რუკა და არ დაიკარგოს მისი შინაარსი.
რუკის მთავარი შინაარსის საჩვენებლად მანქანური გრაფიკის თანამედროვე
არსენალი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ კარტოგრაფიული გამოსახულების
ყველა ცნობილი გრაფიკული მოწყობილობა და მეთოდი. ძირითად მოთხოვნას
წარმოადგენს პირობითი ნიშნების ადაპტირებულობა, რომელიც მდგომარეობს
შემდეგში:
_ ჩვეულებრივი პირობითი ნიშნების კონსტრუქციული ელემენტების რთული
გეომეტრიული ფორმები იცვლება უფრო მარტივი და ადვილად გასარჩევი გრაფი-
კული ელემენტებით.
_ რთული მრუდი ხაზები იცვლება წრეხაზებით, წრეხაზის რკალებით და სხვ.
_ ელექტრონულ რუკებზე ადაპტირებული პირობითი აღნიშვნები ადვილად
გამოსაცნობი უნდა იყოს ისევე, როგორც ჩვეულებრივი რუკების პირობითი აღნი-
შვნები.
_ რაოდენობრივ სკალებს (ჰიფსომეტრიული, კარტოგრამები) უნდა ჰქონდეს
კონტრასტული საფეხურები.
_ შრიფტები უნდა იყოს კარგად კითხვადი და ზომებით პროპორციული.
ელექტრონული რუკები იქმნება ქაღალდზე დაბეჭდილი რუკების, აერო და
კოსმოსური სურათების ბაზაზე. ელექტრონული რუკის მათემატიკური საფუძველი,
კარტოგრაფიული გამოსახულების შინაარსი და პირობითი აღნიშვნები უნდა იყოს
შეთანხმებული და უნიფიცირებული.

67
თავი VIII.
ჭოგრები და თარაზოები
8.1. სამიზნებელი ხელსაწყოები
ოპტიკური ხელსაწყოების შექმნა შემდეგი მიზეზებით არის გამოწვეული:
იმისათვის, რომ დასამზერი საგანი სრულყოფილად გამოჩნდეს, საჭიროა იგი
იმყოფებოდეს საუკეთესო მხედველობის მანძილზე, ამ შემთხვევაში, თვალი
დაუძაბავად უმზერს საგანს მხედველობის კუთხით, რომელსაც თვალის ოპტიკურ
ცენტრთან ადგენს საგნის განაპირა წერტილებიდან წამოსული სხვივები და
ბადურაზე მიიღება გამოსახულება. ცნობილია, რომ გეოდეზიური სამუშაოების
შესასრულებლად საჭიროა შორ მანძილებზე დამზერა, რომელთა მოახლოება
თვალთან შეუძლებელია, ამიტომ საჭირო გახდა შექმნილიყო ოპტიკური სისტემა,
რომლის საშუალებითაც მოხდებოდა საგნების დამკვირვებლისადმი მოახლოვება. ამ
ფუნქციას ასრულებს ოპტიკური მილი ანუ ჭოგრი, სადაც გამოყენებულია
ოპტიკური ლინზები. ასევე საჭიროა გეოდეზიურ ინსტრუმენტებზე ანათვლების
აღება, აქაც გამოყენებულ იქნა გამადიდებელი მინა ანუ ლუპა და მიკროსკოპი.
ისინი წარმოადგენენ გეოდეზიური ინსტრუმენტების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს.
ჭოგრი შედგება ორი ოპტიკური სისტემისაგან: ობიექტივისა და ოკულარისაგან.
ჭოგრებში ძირითადად გამოყენებულია სფერული ლინზები.
კონსტრუქციის მიხედვით ჭოგრი ორგვარია: გარე და შიგა ფოკუსირების.
თანამედროვე გეოდეზიურ ინსტრუმენტებში გამოიყენება შიდა ფოკუსირება, სადაც
გამოსახულება შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი ისე შებრუნებული. ჭოგრის
სიძლიერე ხასიათდება გამადიდებლობით, მხედველიბის არით, გამოსახულების
ნათელობით და მკაფიოობის ძალით. გეოდეზიური სამუშაოების შესრულების
დროს მოითხოვება არა მარტო დამზერა, არამედ გარკვეულ წერტილებზე
დამიზნება და გარკვეული გაზომვების ჩატარება, მაშასადამე საჭიროა ისეთი
ჭოგრის გამოყენება, რომელიც მოგვცემს სამიზნე ხაზს (ღერძს), რაც
განხორციელებულია ჭოგრში ე.წ. ძაფთა ბადის დახმარე-ბით. ამ მიზნით ჭოგრში
მოთავსებულია ლითონის რგოლი – დიაფრაგმა თხელი მინის ფირფიტით,
რომელზედაც გრავირებულია ე,წ. ძაფთა ბადე.

სურ.59. ძაფთა ბადე

68
ძაფთა ბადის დანიშნულებაა საგანზე დამიზნება. ურთიერთპერპენ-დიკალური
ძაფების გადაკვეთის წერტილს, რომელიც მოთავსებულია ბადის ცენტრში, ძაფთა
ბადის ცენტრი ეწოდება.
ძაფთა ბადის მკაფიო გამოსახულება მიიღება ოკულიარის მილაკის ოდნავი
შემობრუნებით. ამ მოქმედებას ჭოგრის თვალზე დაყენება ეწოდება.
საგნის გამოსახულების აგება ჭოგრში. იმისათვის, რომ მივიღოთ საგნის
გამოსახულება ჯერ ჭოგრის ობიექტივი უნდა მივმართოთ საგნისაკენ. (დავმ-
ზიროთ საგანს)

სურ. 60. საგნის გამოსახულების აგება


როგორც ნახაზიდან ჩანს, ობიექტივის საშუალებით ვიღებთ საგნის
შებრუნებულ, ნამდვილ და შემცირებულ ab გამოსახულებას. ოკულიარის საშუ-
ალებით კი ვიღებთ საგნის გადიდებულ და წარმოსახვით გამოსახულებას.
სამზერად ჭოგრის დაყენება ანუ ფოკუსირება, გულისხმობს ჭოგრის თვალ-ზე
და საგანზე დაყენებას. ჭოგრის თვალზე დაყენება კი გულისხმობს ძაფთა ბადის
ოკულარის მთავარ ფოკუსში დაყენებას, ამისათვის საჭიროა ჭოგრი მიმართული
იყოს ცისაკენ და ოკულარი ვაბრუნოთ მანამ, სანამ ბადის ძაფები არ გამოჩნდება
მკაფიოდ. საგანზე დაყენებაში ვგულისხმობთ, რომ დასაკვირვებელი საგანი ჭოგრში
გამოჩნდეს მკაფიოდ, რაც მიიღწევა კრემალიერის ანუ ფოკუსირების ხრახნის
ტრიალით.
ჭოგრის ღერძები. ჭოგრს აქვს სამზერი, ოპტიკური და გეომეტრიული ღერძები.
ძაფთა ბადის და ობიექტივის ლინზის ცენტრების შემაერთებელ წარმოსახვით
სწორ ხაზს ჭოგრის სამზერი ღერძი ეწოდება.
ჭოგრის ოპტიკური ღერძი ეწოდება ობიექტივისა და ოკულარის ლინზების
შემაერთებელ სწორ ხაზს.
ობიექტივისა და ოკულარის მუხლების განივი კვეთის ცენტრების
შემაერთებელ წარმოსახვით სწორი ხაზი არის ჭოგრის გეომეტრიული ღერძი.
სამზერი ჭოგრი არის ოთხნაირი: 1. ასტრონომიული, რომლის ობიექტივი და
ოკულარი შემკრები ლინზებია. 2. ჰოლანდიური ანუ გალილეის სამზერი ჭოგრი,
სადაც ობიექტივია შემკრები, ხოლო ოკულარი გამბნევი. 3. ობიექტივისა და
ოკულარის შემკრებ ლინზებს შორის მოწყობილია გამოსახულების შებრუნებული

69
ლინზების სისტემა. 4. ობიექტივისა და ოკულა-რის შემკრებ ლინზებს შორის
მოწყობილია გამოსახულების შებრუნებული პრიზმების სისტემა.
უკანასკნელ სამი ჯგუფის სამზერ ჭოგრებს ეწოდება მიწიპირული (სახმე-
ლეთო), რომლებიც იძლევა საგნის პირდაპირ გამოსახულებას.
ასტრონომიული სამზერი ჭოგრი კი იძლევა საგნის შებრუნებულ გამოსახუ-
ლებას.

სურ. 61. სამზერი ჭოგრი

1. ობიექტივი, 2. ოკულიარი, 3. ფოკუსირების ლინზა, 4. ძაფთა ბადე,


5. ფოკუსირების კრემალიერი,
სფერული აბერაციები. ჭოგრში მიღებული გამოსახულებანი ხასიათდება რიგი
ნაკლოვანებით, ნაკლი ის არის, რომ გამოსახულება მიიღება ბუნდოვნად,
გაურკვევლად ანუ არ გამოისახება ისე, როგორც სინამდვილეშია. ამ არასასურველ
მოვლენას ზოგადად აბერაციები ეწოდება. ცნობილია აბერაციები: სფერული,
ქრომატული, ასტიგმატიზმი, გამოსახულების სიმრუდე, კომა და დისტორსია.
სფერულ აბერაციას იწვევს შემდეგი მიზეზები: ლინზაზე დაცემული მთავარი
ოპტიკური ღერძის პარალელური სხივები გარდატეხის შემდეგ ერთ წერტილში არ
იკვეთება.

სურ. 62. სფერული აბერაცია


ლინზის ოპტიკურ ცენტრთან ახლომდებარე სხივები იკვეთებიან ლინზიდან
შედარბით დაშორებულ წერტილში, შორს მდებარე სხივები კი - ლინზიდან ახლო F
წერტილში. ეს იწვევს სფერულ აბერაციას ე. ი. საგნის გამოსა-ხულების გაბუნდო-
ვნებასა და დამახინჯებას.
ქრომატული აბერაცია გამოწვეულია იმით, რომ სინათლის თეთრი სხივი
ლინზაში გარდატეხვის შემდეგ იშლება მის შემადგენელ სხვდასხვა ფერის
სხივებად, რომლებიც იკვეთება სხვადასხვა წერტილში. შედეგად ვიღებთ ბუნდოვან
და სხვადსხვა ფერის გამოსახულებას. სფერული აბერაციის მოსასპობად ჭოგრში
ნაცვლად ერთი ლინზისა რთული ლინზა უნდა იქნას დაყენებული.

70
ასტიგმატიზმი ეს ისეთი მოვლენაა, როდესაც წერტილის გამოსახულება
იმყოფება არამთავარ ოპტიკურ ღერძზე. ამ მოვლენის მოსასპობად აქაც გამო-
იყენება საჭირო სისქის რთული ლინზა.
ჭოგრის მთავარ ოპტიკურ ღერძისადმი მნიშვნელოვანი კუთხით საგნიდან
წამოსული პარალერული სხივები, ნაცვლად წერტილისა იძლევა კომეტისმაგვარ
წარეცხილი ფორმის ლაქას, ასეთი სახის აბერაციას კომა ეწოდება.
დისპერსია კი არის შედეგი იმისა, რომ ჭოგრში არ ხდება დანამზერი საგნის
ერთნაირი გადიდება და გამოსახულება მიიღება დამახინჯებულად.
ჭოგრის გამოკვლევა. ჭოგრი ხასიათდება გამადიდებლობით, მხედველობის არის
სიდიდით და ნათელობით.
ჭოგრის გამადიდებლობა. ჭოგრის მთავარი დანიშნულებაა საგნის გამადი-
დებლობა. ეს თვისება მისი მთავარი ტექნიკური მაჩვენებელია.
ჭოგრის გადიდება. არის ობიექტივისა და ოკულიარის საფოკუსო მანძილების
შეფარდება:
fobieqtivi

fokliari
Aან ჭოგრის გამადიდებლობა არის კუთხეების შეფარდება, რომლებითაც ერთი
და იგივე საგანი ჩანს ჭოგრში და შეუიარაღებელი თვალითაც.
ჭოგრის მხედველობის არე. ჭოგრის მხედველობის არე არის სივრცის ის
ნაწილი, რომელსაც მოიცავს თვალი ჭოგრის უძრავი მდებარეობის დროს. იგი არის
ის კუთხე /  /, რომლის წვერი მდებარეობს ობიექტივის ცენტრში და მისი გვერ-
დები გადის ძაფთა ბადის დიაფრაგმის ბოლოებში. მხედველობის კუთხე მიახლო-
ებით გამოითვლება ფორმულით
2000


v ჭოგრის გამადიდებლობაა. გეოდეზიურ ინსტრუმენტებში მხედველობის არე
აღწევს 1 - 20.

8.2. შვეული
შვეული არის უმარტივესი ხელსაწყო, რომლის საშუალებით განისა-ზღვრება
ვერტიკალური მიმართულება. შვეულს იყენებენ ადგილის შერჩეულ წერტილზე
ინსტრუმენტების დასაცენტრად; სარისა და ლარტყის ზუსტად შვეულად
დასაყენებლად. არსებობს ზონარი, ხისტი და ოპტიკური შვეულები. ზონარი
შვეული წარმოადგენს ზონარს, ბოლოში ლითონის ტვირთით, რომელიც
გადაბრუნებული კონუსის ფორმისაა. იგი სიმძიმის ძალის მოქმედებით ყოველ
წერტილში იღებს სრულიად გარკვეულ მიმართულებას, რომელსაც ეწოდება

71
შვეული ხაზი. შვეულის თავისუფალ ბოლოს ჰკიდებენ ინსტრუმენტის შტატივის
ხერხემლის ხრახნზე. ზონარი შვეულით დაცენტრვის სიზუსტე ±3-5 მმ-ია.
კიპრეგელების დასაცენტრად გამოიყენება ე. წ. ორთითა შვეული.

.
სურ. 63. შვეული
ოპტიკური შვეული. თანამედროვე გეოდეზიური ინსტრუმენტები აღჭურვილია
ოპტიკური შვეულებით, რომლითაც დაცენტრვის სიზუსტე ±0.5 მმ-ია. არსებობს
ცალმხრივი და ორმხრივი ოპტიკური შვეულები. პირველით წერტილის
დაგეგმილება ან აგეგმილება შეიძლება მოხდეს ზევით (ზენიტი-საკენ) ან ქვევით
(ნადირისაკენ), ხოლო მეორეთი, როგორც ზენიტის ისე ნადირისაკენ. თანამედროვე
გეოდეზიურ ინსტრუმენტებში გამოყენებულია ლაზერული ცენტრირები.

8.3. თარაზო
თარაზო არის ხელსაწყო, რომლის საშუალებით გეოდეზიური ინსტრუმენტი ან
მისი ცალკეული ნაწილი მოდის ჰორიზონტალურ მდგომა-რეობაში.
კონსტრუქციული თავისებურებების თვალთახედვით არსებობს ცილინდრული და
მრგვალი (სფერული) თარაზოები.
მრგვალი თარაზო (სფერული თარაზო) შედგება მრგვალი მინის
ჭურჭლისაგან (ამპულა), რომლის ზედა ნაწილი სფერული მოყვანილობისაა. მინის
ამპულა მოთავსებულია ლითონის ბუდეში. ამპულის ზედაპირზე შემოხაზულია
რამდენიმე წრეხაზი, საერთო 0 ცენტრით. ამ წერტილს მრგვა-ლი თარაზოს ნულ-
პუნქტი ეწოდება.
A ამპულის სახურავის შიგა სფერული ზედაპირის ნორმალს, რომელიც გადის
ნულ-პუნქტში, ეწოდება სფერული თარაზოს ღერძი. ეს ღერძი შვეულ მდებარეობას
იკავებს მაშინ, როცა ბუშტულა მოთავსებულია ნულ-პუნქტში. სფერულ თარაზოს
არა აქვს მაღალი სიზუსტე, ამიტომ მათი დახმარებით ხდება ინსტრუმენტების ან
ლარტყების ტლანქად (უხეშად) ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში
დაყენება.

72
სურ. 64. მრგვალი თარაზო

ცილინდრული თარაზო - მზადდება მინის ცილინდრული ამპულისაგან


სიგრძით 350-250 მმ, რომლის შიგა ზედაპირ გამოხვეწავენ და გააპრიალებენ ისე,
რომ ამპულის სიმრუდის რადიუსი 200-300 მეტრამდე აღწევდეს. რაც უფრო დიდია
ამპულის შიგა ზედაპირის სიმრუდის რადიუსი, მით უფრო ზუსტია თარაზო.
ამპულას ავსებენ სპირტით, წყლიანი გლიცერინით ან გოგირდოვან ეთერის ხსნა-
რით, რომელსაც აცხელებენ, გაცივების შემდეგ ამპულაში წარმოიშობა სიცარიელე -
თარაზოს ბუშტულა. ცილინდრული თარაზოს ამპულაზე დატანილია სკალა 2 მმ
სიდიდის დანაყოფებით. ამპულა შესაძლებელია მოთავსებული იყოს ლითონის
ბუდეში.

სურ. 65. ცილინდრული თარაზო


თარაზოს ღერძი დაიკავებს ჰორიზონტალურ მდებარეობას, როცა ბუშტუ-ლის
ბოლოები სიმეტრიულად მოთავსდება ნულ-პუნქტიდან. ნულ-პუნქტში მილის შიგა
ზედაპირზე გატარებულ მხებს, თარაზოს ღერძი ეწოდება.
თარაზოს ერთი დანაყოფის შესაბამის ცენტრალურ კუთხეს თარაზოს
დანაყოფის საფასური ეწოდება და აღინიშნება  –თი. რაც მცირეა  , მით უფრო
ზუსტია თარაზო:
206.h

n.d ,

სადაც h –აღმატებაა, n – თარაზოს სიგრძე მმ-ში, d - მანძილი. დანაყოფის


საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია ხელსაწყოთი, რომელსაც გამომცდელი ანუ
ეგზამინატორი ეწოდება. საველე პირობებში კი თარაზოს საფასური განისაზღვრება
ინსტრუმენტით, გეოდეზიურ ინსტრუმენტებში გამოიყენება თარაზოები, რომელთა
დანაყოფის საფასური 1-დან 2II-მდეა.

73
სურ. 66. ცილინდრული თარაზოს საფასური

ზუსტი თარაზოების ერთ-ერთ ბოლოში ჩასმულია მინის ტიხარი, რომელიც


ქმნის საკანს. საკანი თარაზოს ბუშტულის სიგრძის რეგულირების საშუალებას
იძლევა, რაც თარაზოს სხვადასხვა მხარეზე დახრით ხორციელდება. თარაზოს
ნულპუნქტში დაყენებისათვის თარაზოს ზემოდან მოთავსებულია სამი პრიზმა.
თარაზოს ბუშტულას მარცხენა ბოლოდან წასული სხივი პირველი პრიზმის
წიბოებიდან არეკვლის შემდეგ დაეცემა მესამე პრიზმის წიბოზე, გარდატყდება და
იძლევა თარაზოს გამოსახულებას. ასევე მიიღება თარაზოს ბუშტულის მარჯვენა
ბოლოს გამოსახულება. პრიზმები ისეა დაყენებული, რომ ნულპუნქტში მყოფი
თარაზოს ბუშტულის ბოლოები მესამე პრიზმაში ერთმანეთს დაემთხვეს, ასეთ
მდებარეობას კონტაქტური ეწოდება, ამიტომ ამ თარაზოს კონტაქტურ თარაზოსაც
უწოდებენ.

74
თავი IX.
კუთხმზომი ინსტრუმენტები და მათი გამოყენება
9.1. თეოდოლიტი და თეოდოლიტური სამუშაოები

საველე გეოდეზიური სამუშაოების ძირითადი პროცესებია კუთხური და


ხაზოვანი გაზომვები. კუთხეების გასაზომად გამოიყენება სხვადასხვა გეოდე-ზიური
ინსტრუმენტი, რომელთა შორის განსაკუთრებლი ადგილი უკავია თეოდოლიტს.
თეოდოლიტით იზომება ჰორიზონტალური და ვერტიკალური კუთხეები, ხაზები,
მაგნიტური აზიმუტები, აღმატებები.
დანიშნულების მიხედვით კუთხსაზომი ინსტრუმენტებია: უნივერსალები,
თეოდოლიტები და თეოდოლიტ-ტაქეომეტრები.
უნივერსალებს იყენებენ გეოდეზიურ და ასტრონომიული ქსელების შექმნის
დროს. მათი საშუალებით ერთნაირი სიზუსტით იზომება ჰორიზონტალური და
ვერტიკალური კუთხეები.
თეოდოლიტი კუთხმზომი გეოდეზიური ინსტრუმენტია, რომლითაც
ძირითადათ იზომება ჰორიზონტალური კუთხეები, მათ ხშირად უწოდებენ
სატრიანგულაციო ინსტრუმენტებს. ასეთ ინსტრუმენტებს ხშირ შემთხვევაში
ვერტიკალური წრედი არა აქვთ და თუ აქვთ მაშინ ისინი მეორეხარისხოვანი
დანიშნულებისაა.

სურ. 67. თეოდოლიტის ევოლუცია

თეოდოლიტ-ტაქეომეტრები წარმოადგენს თეოდოლიტს ვერტიკალური


წრედითა და მანძილმზომით. მათ ძირითადათ იყენებენ დაკვალვით სამუშაოებში,
ტაქეომეტრიული აგეგმვებისას, სამთო საქმეში და სხვ.
სიზუსტის მიხედვით კუთხსაზომი ინსტრუმენტები იყოფა:

75
ტექნიკური (±15-30") გამოიყენება თეოდოლიტური და ტაქეომეტრიული
სვლებისათვის, სამარკშეიდერო, ნაგებობათა დაკვალვისათვის და სხვ. მათი
მოდიფიკაციებია T15; T20; T30; 2T30; 4T30. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თეოდო-
ლიტებს გარდა T30 აქვთ ოპტიკური ცენტრირები. შესაბამისად მათი აღნიშვნაა T
0,5; T1, სადაც T აღნიშნავს თეოდოლიტს, ხოლო რიცხვი- სიზუსტეს.
ზუსტი (±2-10") III - IV კლასის ტრიანგულიაციისა, პოლიგონომეტრიისა და
მაღალი სიზუსტის დაკვალვითი სამუშაოებისათვის. კუთხის გაზომვის საშ. კვ.
ცდომილება 2 წმ მათი აღნიშვნაა T2; T5K და ა.შ.
T5K კომპენსატორიანია. K აღნიშნავს რომ იგი კომპენსატორიანია.
მაღალი სიზუსტის, კუთხის გაზომვის საშ. კვ. ცდომილება ±0,5 -±1,0". მათ
იყენებენ I-II კლასის ტრიანგულიაციისა, პოლიგონომეტრიისა და განსაკუ-
თრებული სიზუსტის დაკვალვითი სამუშაოებისათვის.
თანამედროვე თეოდოლიტები წარმოადგენს ზუსტ ოპტიკურ ინსტრუ-მენტებს,
რომელთა წრედები დამზადებულია ოპტიკური მინისაგან. როგორც წესი, ყველა
ზემოთ ჩამოთვლილ თეოდოლიტებში ანათვლის აღება ხდება ოპტიკური მიკრო-
სკოპის დახმარებით, რომლიც განთავსებულია სამზერი ჭოგრის გვერდით. თეოდო-
ლიტების ბოლო მოდიფიკაციებში გამოყენებულია მაღალხარისხოვანი სამზერი
ჭოგრები, რომლებიც შეიძლება გადაყვანილი იქნას ზენიტზე. უმრავლეს შემთხვე-
ვაში გამოსახულება შებრუნებულია. ბოლო წლებში დაიწყეს პირდაპირ გამოსა-
ხულებიანი ჭოგრების დამზადება (ასეთ მოდიფიკაციებს უწერენ П ასოს).
ფოკუსირების ხრახნები თეოდოლიტებში T15; T20 ; T30; 2T30 გამოტანილია გვერ-
დით სახურავზე, ხოლო T2; 2T2; T5; 2Т5К; 3T; 3T5K და ა.შ ფოკუსირების ხრახნი
დამაგრებულია ჭოგრზე რგოლის სახით.

9.2. ტექნიკური თეოდოლიტები


ტექნიკური თეოდოლიტების დანიშნულებაა კუთხური გაზომვების ჩატა-რება
საინჟინრო, გეოლოგიური სამუშაოებისათვის, თეოდოლიტური და ტაქეომეტრიული
სვლების ჩატარებისათვის, სამშენებლო ბადის დაკვა-ლვისათვის. ეს ინსტრუმენ-
ტები, როგორც წესი, მცირე მოცულობისაა და შესაბამისად მცირე მასის, ასევე
გამოსაყენებლად ადვილია. მათი ჰორიზონ-ტალური წრედის დიამეტრი 50-80 მმ,
ხოლო ვერტიკალურისა 40-70 მმ, ჭოგრის გამადიდებლობა ასეთ ინსტრუმენტებში
17-25 მმ-ია. ამ თეოდოლიტების რუსული მოდიფიკაციები შემდეგია T15; T20; T30;
2T30. უნგრული TE-D2 , გერმანული Theo-020 , შვეიცარული - vild და ა. შ.

76
სურ. 68. თეოდოლიტი T-30

1. სადგარი ამწევი ხრახნებით, 2. ცილინდრული თარაზო, 3. სადგარი, 4. სამზერი


ჭოგრი, 5. ფოკუსირების ხრახნი, 6. ოკულარი, 7. მიკროსკოპი, 8. სამიზნებელი, 9.
მიკროსკოპის ოკულარი, 11. სარკე, 12. ალიდადის დამჭერი ხრახნი, 13. ალიდადის
მიმმართველი ხრახნი, 19. ლიმბის დასამაგრებელი ხრახნი, 21. ლიმბის მიმმართველი
ხრახნი, 22. ჭოგრის მიმმართველი ხრახნი, 27. ვერტიკალური წრედის ხუფი, 30. დაფა,
32. ბუსოლის სამაგრი.

ტექნიკური მახასიათებლები

ჭოგრის გამადიდებლობა------------20 კრატი


მანძილსაზომოს კოეფიციენტი-----100
თარაზოს საფასური--------------------45
ლიმბის დანაყოფის საფასური-----10´
წონა--------------------------------------------2,2 კგ
ასათვლელი მიკროსკოპის ზედა ნაწილში მოჩანს BB ასო, რომლითაც
აღნიშნულია ვერტიკალური წრედის შტრიხები, ქვედა ნაწილში Г ასო, რომლითაც
აღნიშნულია ჰორიზონტალური წრედის შტრიხები. ყოველი მეექვსე შტრიხზე
წარწერილია გრადუსები. გრადუსები დაყოფილია 6 ნაწილად. ანათვლის შეფასება
ხდება ინდექსის დახმარებით.

.
სურ.69. ანათვლის გამოსახულება ჭოგრში

77
ანათვალი ჰორიზონტალურ წრედზე – 70003I
ანათვალი ვერტიკალურ წრედზე – 358048I
დახრის კუთხეები Т30 გამოითვლება შემდეგი ფორმულებით:
R  Л  180
 ;  R  МО;  МО  L  180
2
2Т30-Si
  0,5( L  R);  R  МО;  МО  R
თეოდოლიტი 4T30

სურ. 70. თეოდოლიტი 4T30


1. ფოკუსირების ხრახნი; 2. ჭოგრის დამჭერი ხრახნი; 3. მიკროსკოპის ოკულიარი; 4.
სამზერი ჭოგრი; 5. სარკე; 6. სადგამი; 7. ტრეგერი; 8. ლიმბის გადასა-ადგილებელი
ხრახნი; 9. ალიდადის დასამაგრებელი ხრახნი; 10. შემასწორებელი ხრახნები; 11.
ოკულიარის დიოპტრული რგოლი; 12. ოკულიარის ხუფი; 13. ალი-დადის თარაზო; 14.
ალიდადის მიმმართველი ხრახნი; 15. ჭოგრის მიმმართველი ხრახნი; 16. სამიზნებელი.

თეოდოლიტი T15

სურ. 71. თეოდოლიტი T15


Л  П  180
 ;  Л  МО;  МО  П  180
2

78
სურ. 72. თეოდოლიტი T15 ანათვლის გამოსახულება ჭოგრში

ტექნიკური მახასიათებლები
ჭოგრის გამადიდებლობა------------25 კრატი
მანძილსაზომოს კოეფიციენტი-----100
თარაზოს საფასური--------------------45
ლიმბის დანაყოფის საფასური-----1´
წონა--------------------------------------------3,1 კგ.

9.3. ზუსტი თეოდოლიტები


ზუსტ თეოდოლიტებს მიეკუთვნება: T5K ;2Т5К ; 3T5K

სურ. 73. თეოდოლიტი 3T5K

თეოდოლიტი 3Т5К წარმოადგენს ოპტიკურ ინსტრუმენტს კომპენსატორით


ვერტიკალურ წრედზე. იმის გამო, რომ ვერტიკალური წრედზე აქვს მოწყობილობა

79
ანათვალზე ნიშნის დასაყენებლად, ამიტომ აღარ საჭიროებს დამატებით
გამოთვლებს.

ტექნიკური მახასიათებლები
კუთხის გაზომვის საშ. კვ. ცდომილება----2"
ჭოგრის გამადიდებლობა------------30 კრატი
მანძილსაზომის კოეფიციენტი-----100
თარაზოს საფასური--------------------15"
ლიმბის დანაყოფის საფასური-----1"
წონა--------------------------------------------4 კ
ანათვალი ჰორიზონტალურ წრედზე 127°05,8´
ანათვალი ვერტიკალურ წრედზე-0°36,´5
სურ. 74. 3T5K ანათვლის გამოსახულება ჭოგრში

9.4. მაღალი სიზუსტის თეოდოლიტები


მაღალი სიზუსტის თეოდოლიტებია Т1; Т2; 2Т2; 2Т2А და ა. შ. აღნიშნული
თეოდოლიტები დიამეტრულად განსხვავდება სხვა თეოდოლიტებისაგან, როგორც
ანათვლების აღების პრინციპით ისე ოპტიკური სქემით.

ზენიტური მანძილი
გამოითვლება
  0,5( Л  П  360);   Л  М 
დახრის კუთხე გამოითვლება
ფორმულით:
  0,5( П  Л )  90;  90  

სურ. 75. თეოდოლიტი 2T2

ტექნიკური მახასიათებლები
კუთხის გაზომვის საშ. კვ. ცდომილება----2"
ჭოგრის გამადიდებლობა------------27,5 კრატი
მანძილსაზომის კოეფიციენტი-----100
თარაზოს საფასური--------------------20´
ლიმბის დანაყოფის საფასური-----1"
წონა--------------------------------------------4,3 კგ

80
9.5. თეოდოლიტის შემოწმება-შესწორება
1. ჰორიზონტალური წრედის ცილინდრული თარაზოს წარმოსახვითი ღერძი
თეოდოლიტის ბრუნვის ღერძის პერპენდიკულარული უნდა იყოს.
თარაზო დააყენებენ ორი ამწევი ხრახნის პარალელურად, თარაზოს ბუშტულა
მოყავთ ნულ-პუნქტში. შემდეგ ალიდადა შემოაბრუნებენ 1800-ზე. თუ თარაზოს
ბუშტულა გადაიხარა ნულპუნქტიდან, გადახრის ნახევარს შეასწორებენ თარაზოს
შემასწორებელი ხრახნებით, (ფოლადის ჩხირით) ნახევარს ამწევი ხრახნების
დახმარებით. (2T5K-ში თარაზოს შესწორება ხდება სვეტზე არსებული ხრახნის
ტრიალით). პირობას ესაჭიროება გამეორება.
2. ძაფთა ბადის ვერტიკალური ძაფი უნდა იყოს ვერტიკალური. ანუ უნდა
მდებარეობდეს მის კოლიმაციურ სიბრტყეში.
თეოდოლიტიდან 8-10 მეტრში ჩამოკიდებენ შვეულს, ჭოგრს მიმართავენ შვეუ-
ლის ძაფზე და დააკვირდებიან გასდევს თუ არა ძაფთა ბადის ვერტიკალური ძაფი
დაკიდებული შვეულის ძაფს. თუ ვერტიკალური ძაფი და შვეული ერთმანეთს
აცდება, მოხსნიან ოკულიარის ხუფს, მოუშვებენ ოთხი დასამაგრებელ ხრახნს და
ძაფთა ბადე შემოაბრუნებენ მანამ, სანამ ვერტი-კალური ძაფი არ გაჰყვება შვეულის
ძაფს.
3. ჭოგრის სამზერი ღერძი ჭოგრის ბრუნვის ღერძის პერპენდიკულარული
უნდა იყოს.
ამ პირობის შეუსრულებლობა იწვევს კოლიმაციურ ცდომილებას. დააყენებენ
ინსტრუმენტს, მოიყვანენ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და დაუმზერენ
დაახლოებით ინსტრუმენტის ჰორიზონტზე შორს მდებარე საგანს. აიღებენ ანათვლებს
ჰორიზონტალურ წრედზე, როგორც მარცხენა წრედზე L1, ისე მარჯვენა წრედზე R1,
მოუშვებენ ჰორიზონტალური წრედის დასამაგრებელ ხრახნს, შემოაბრუნებენ
თეოდოლიტს 1800-ით, ისევ დაუმზერენ ამორჩეულ საგანს და აიღებენ იგივე
ანათვლებს L2, R2 . კოლიმაციური ცდომილება გამოითვლება ფორმულით:
( L  L )  ( R1  R2 )
2c  1 2
2 ’
თუ c აღემატება 1I-ს მაშინ უნდა შევასწოროთ ბოლო ანათვალი.
L2შესწ.=L2-c.
დააყენებენ ჰორიზონტალურ წრედზე ამ შესწორებულ ანათვალზე, ძაფთა
ბადის ცენტრი აცდება დასამზერ წერტილს. ძაფთა ბადის გვერდითი შემასწო-
რებელი ხრახნებით ვერტიკალურ ძაფს დაამთხვევენ იმავე წერტილს. (ეს პირობა
2T5KK სწორდება ჭოგრზე დამაგრებული რგოლის ტრიალით, მაუსტირებელი
გასაღების დახმარებით) პირობას ესაჭიროება გამეორება.

81
4. ნულადგილი უნდა იყოს ნულის ტოლი, ან ნულთან ახლოს.
ამოირჩევენ რომელიმე კარგად ხილული წერტილს, დაუმზერენ წრედი
მარცხნივ აიღებენ ანათვალი L, გადაიყვანენ ჭოგრს ზენიტზე დაუმზერენ იმავე
საგანს და აიღებენ ანათვალს მარჯვენა წრედით R. ნულადგილს გამოითვლიან
ფორმულით:
L  R  180
  (T-30)-Tvis
2
LR
MO  (2T 30) -Tvis.
2
დააყენებენ საშ. ანათვალზე ჭოგრის მიმმართველი ხრახნით, ძაფთა ბადის
გადაკვეთის ცენტრი აცდება დამზერილ საგანს, შეთავსებას ახდენენ ძაფთა ბადის
ზედა და ქვედა ხრახნებით. (2T5K-ში სვეტზე არსებული ხრახნით). პირობას
ესაჭიროება განმეორება.
5. ოპტიკური ცენტრირი. ცენტრირების სიზუსტის ასამაღლებლად თეოდოლიტის
სადგამში ჩამონტაჟებულია ოპტიკური ცენტრირი, რომელიც შედგება: ოკულარისაგან,
ძაფთა ბადისაგან (ორი წრის სახით), ფოკუსირების ლინზისაგან, ობიექტივისაგან და
სხივის 900 კუთხით მიმმართველი პრიზმისაგან. ოპტიკური ცენტრირის შესასწო-
რებლად, დაცენტრავენ ინსტრუმენტს რომელიმე საგანზე, შემოატრიალებენ 1800°-ით
და დააკვირდებიან აცდა თუ არა დაცენტრილ საგანს, აცდენის შემთხვევაში მოხსნიან
ოპტიკური ცენტრირის ხუფს და ჩხირით შემასწორებელი ხრახნებს ატრიალებენ
მანამ, სანამ არ მიაღწევენ სასურველ შედეგს. პირობას ესაჭიროება გამეორება.
6. ანათვლის ასაღები მოწყობილობის რენის განსაზღვრა (2T5K)
ლიმბის ერთი დანაყოფის გამოსახულება ტოლი უნდა იყოს მიკროსკოპიული
სკალის 60 დანაყოფისა. მათ შორის სხვაობას ეწოდება რენი, რომლის მნიშვნელობა
გამოითვლება შემდეგნაირად.
ცხრილი 9.
რენის განსაზღვრა
ანათვლები А А-1 სხვაობა
0°-359° 0°00’,0 358°59’,9 1°00’,1
60°-59° 60°00’,0 59°00’,0 1°00’,0
120°-119° 120°00’,0 119°00’,0 1°00’,0
180°-179° 180°00’,0 178°59’,9 1°00’,1
240°-239° 240°00’,0 238°59’,9 1°00’,1
300°-299° 300°00’,0 298°59’,9 1°00’,1

შეუთავსებენ ლიმბის А შტრიხს მიკროსკოპის ნულოვან შტრიხთან და აიღებენ


ანათვალს (А-1°) შტრიხზე (359°). გამოითვლიან ანათვლების სხვაობას А შტრიხსა
და (А-1°). იგი ტოლი იქნება რენისა. ჰორიზონტალურ წრედზე რენი უნდა
განისაზღვროს ყოველი 600°-ის შემდეგ.

82
სურ. 76. თეოდოლიტი 2T5K რენის შემასწორებელი ხრახნები

საშუალო არითმეტიკული სხვაობებისა უდრის 1°00’04‘’, თუ რენი 3" მეტია, იგი


უნდა შესწორედეს 6 -7 ხრახნების აწევ-დაწევით. ვერტიკალური წრედის რენი
განისაზღვრება 0°; 2°; მინუს 2° მარცხენა წრედზე და იმავე მარჯვენა წრედზე.
ვერტიკალური რენი სწორდება 4 და 10 ხრახნების აწევ-დაწევით.

9.6. ჰორიზონტალური კუთხეების გაზომვა თეოდოლიტით


აგეგმვისათვის საჭიროა მთელი რიგი საყრდენი წერტილი, რომელთა
მდებარეობა წინასწარ უნდა იქნას განსაზღვრული. ასეთ წერტილებს გეოდეზიური
საფუძველი ეწოდება. გეოდეზიური საფუძვლის შექმნა ყველა სახის აგეგმვის
ძირითადი მოთხოვნა და კანონია.
მსხვილმასშტაბიანი აგეგმვის გეოდეზიური საფუძვლის ერთ-ერთ სახეობას
წარმოადგენს ასაგეგმი გეოდეზიური ქსელი. მისი დანიშნულებაა გეოდეზიური
გეგმური და სიმაღლური საფუძვლის გახშირება. ასაგეგმი საფუძვლის შექმნა
შესაძლებელია ე. წ. თეოდოლიტური სვლებით. თეოდოლიტური სვლები ორი
სახისაა: 1. შეკრული და 2. ღია.
თეოდოლიტურ სამუშაოებში ჰორიზონტალურ კუთხეებს ზომავენ ხაზებს
შორის, რომელნიც ქმნიან შეკრულ მრავალკუთხედს, რასაც გეოდეზიაში პოლიგონს
ან ღია სვლებს უწოდებენ.

სურ. 77. შეკრული და ღია თეოდოლიტური სვლა

83
შეკრულ თეოდოლიტურ სვლაში გასაზომ კუთხეებს შიგა კუთხეები ეწოდება,
ხოლო ღია სვლაში – მოხვევის კუთხეები. თუ კუთხეები იზომება 1-ელი, მე-2, მე-3
და ა. შ. მიმართულებით, მაშინ კუთხეებს მარჯვენა კუთხეები ეწოდება, რადგან
ისინი სვლის მიმართულების მარჯვნივ მდებარეობენ. თუ შებრუნებით, მაშინ
კუთხეებს მარცხენა კუთხეები ეწოდება.
თეოდოლიტურ სვლებში იზომება გვერდების სიგრძეები (ფოლადის ბაფთით)
ჰორიზონტალური და ვერტიკალური კუთხეები. თეოდოლიტური სვლები
ეყრდნობა საყრდენ გეოდეზიურ პუნქტებს, რომელთა კოორდინატები წინასწარ
არის განსაზღვრული.

9.7. ჰორიზონტალური კუთხის გაზომვა ილეთების ხერხით


ჰორიზონტალური კუთხის გაზომვის საკმაოდ გავრცელებულ წესს
წარმოადგენს ილეთების ხერხი. სრული ილეთით კუთხის გაზომვის არსი
მდგომარეობს იმაში, რომ კუთხე იზომება ორჯერ: წრედი მარცხნივ და წრედი
მარჯვნივ. განვიხილოთ აღნიშნული წესი.

სურ.78. ჰორიზონტალური კუთხის გაზომვის პრინციპი

1. დააყენებენ თეოდოლიტს საჭირო წერტილზე, დაცენტრავენ (შვეულით ან


ოპტიკური ცენტრირით) და მოიყვანენ ინსტრუმენტს ჰორიზონტალურ მდგომა-
რეობაში.
2. დააყენებენ ლიმბზე ანათვალს 00-თან ახლოს. (წრედი მარცხნივ)
3. დაამაგრებენ ალიდადას და მოშვებული ლიმბით დაუმზერენ მარცხენა წერ-
ტილს, აიღებენ ანათვალს, ორი შეთავსებით.
4. მოუშვებენ ალიდადას და დაუმზერენ მარჯვენა B წერტილს, გამოით-ვლიან
კუთხის მნიშვნელობას. ამისათვის მარჯვენა ანათვალს აკლებენ მარცხენა ანათვალს.
5. გადაიყვანენ ჭოგრს ზენიტზე შემოაბრუნებენ თეოდოლიტს 1800 –ით და
იმეორებენ იგივე მოქმედებებს. აიღებენ შესაბამის ანათვლებს, გამოითვლიან
კუთხის მნიშვნელობას იმავე წესით. გამოყავთ საშუალო ანათვალი კუთხის ორი
მნიშვნელობიდან.

84
ცხრილი 10.
დასამზერი ჰორიზონტალური კუთხეების გაზომვის ჟურნალი

ჰორიზონტალური წრედი
დგომის
წერტილლი

წერტლები
NN
R
L ანათვლები საშ. კუთხის კუთხის საშ.
ჰორ.წრედზე ანათვალი მნიშვნელობა მნიშვნელობა

L00 05 00 06 00
ცენტრ 07 00 175 19 00
L185 25 00 25 00
1 2 25 00 175 19 30
R180 08 00 09 00
ცენტრ 10 00 175 20 00
R355 28 00 29 00
2 30 00

კუთხის გაზომვის მნიშვნელობები იწერება სპეციალურ ჟურნალ-ში, რომლის


ნიმუში მოცემულია ქვემოთ. ორი ნახევარი ილეთით გაზომილ კუთხეებს შორის
დასაშვები ცდომილება შემდეგია T-30-1,5I; T-15.-1I.

9.8. ვერტიკალური კუთხეების გაზომვა


თეოდოლიტურ სამუშაოებში გარდა ჰორიზონტალური კუთხეების იზომება
ვერტიკალური კუთხეები. ჰორიზონტალურ სხივსა და სამზერი ღერძის
მიმართულებას შორის მოთავსებულ კუთხეს დახრის კუთხე ეწოდება.
ვერტიკალური კუთხის გაზომვა ხდება ვერტიკალური წრედის დახმარებით. თუ
დასამზერი წერტილი ჰორიზონტზე მაღლაა, დახრის კუთხე დადებითია, თუ
დაბლა - უარყოფითი. დახრის კუთხე იზომება შემდეგნაირად: აიღებენ ანათვალს
მარჯვენა წრედი R –ით და მარცხენა წრედით L–ით: L ითვლიან ნულ ადგილს,
შემდეგ დახრის კუთხეს.
ნულადგილი (ნა) არის ანათვალი ვერტიკალურ წრედზე, როდესაც ჭოგრი
ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და ვერტიკალური წრედის თარაზო
ნულპუნქტშია. (T30 მოდიფიკაციების თეოდოლიტებს ვერტიკალურ წრედზე თარაზო
არა აქვს, ამიტომ საჭიროა ანათვლის აღების წინ ჰორიზონტალურ წრედზე
მოთავსებული თარაზოს ნულპუნქტში მოყვანა:
2T - 30 თეოდოლიტებში:

85
ნა=(R+L) : 2
  L – na
  (ნა-R)

9.9. პირდაპირი გეოდეზიური ამოცანა


პირდაპირი გეოდეზიური ამოცანის პირობა შემდეგია: მოცემულია საწყისი
წერტილის კოორდინატები _ X1; Y1, ხაზის დირექციული კუთხე –  , და ამ
წერტილებს შორის მანძილი – d , უნდა განისაზღვროს მე–2 წერტილის კოორდინატები
_ X2 ,Y2

სურ. 79. პირდაპირი გეოდეზიური ამოცანა


X2=X1+  X
Y2=Y1+  Y
ფორმულაში საწყისი წერტილის კოორდინატები _ X1; Y1, ცნობილია. საჭიროა
განისაზღვროს  X ;  Y . კოორდინატთა ნაზრდები. მე–2 წერტილის კოორდინა-
ტების _ X2 ,Y2-is მისაღებად
 X=d cos a1,2
 Y=d sin a1,2
 X და  Y ნაზრდების გამოსათვლელად არსებობს სპეციალური ნაზრდე-ბის
ცხრილები, საიდანაც ნაზრდები ამოიღება D და  არგუმენტებით. ნაზრდების
გამოთვლა შეიძლება ნატურალური ცხრილების და კალკულია-ტორის გამოყენე-
ბითაც. შებრუნებული გეოდეზიური ამოცანის პირობა: მოცე-მულია ხაზის ბოლო
წერტილების კოორდინატები: X1: Y1; X2, Y2 საჭიროა განვ-საზღროთ ამ ხაზის
დირექციული კუთხე და მათ შორის მანძილი d.
 X=X2-X1
 Y=Y2-Y1
Y Y 2  Y 1
დირექციული კუთხე tg  = =
X X 2  X 1

მაგალითი: მოც. X1=8069,90; Y1=7777,60; D=242,10;  =124 26’,4


______________
უ.გ. X2=? Y2=?

86
ცხრილი11.
პირდაპირი გეოდეზიური ამოცანა

მოქმედებათა N ფორმულები გამოანგარიშება


8 X2 7932,97
1 X1 8069,90
6 X -136,93
4 cos  -0,56561
3 d 242,10
5 sin  0,82467
7 Y 199,65
2 Y1 7777,60
9 Y2 7977,25

ცხრილი 12.
ნაზრდების ნიშნები

დირექციული
მეოთხედები X Y კუთხე
I + + 00-900
II _ + 900-1800
III _ _ 1800-2700
IV + _ 2700-3600

დირექცული კუთხის გამოთვლის შემდეგ საჭიროა მანძილის ჰორიზონტალური


პროექციის განსაზღვრა.
X X 2  X1 Y Y 2  Y1
d= = ; d= 
cos  cos  sin  sin 
ე. ი. მანძილი გამოითვლება ორჯერ, მათ შორის განსხვავება ნაკლები ან ტოლი
უნდა იყოს 1:2000 მაგალითი: moc. X1=5202,90; X2=6362,80; Y1=8290,70; Y2=7539,30
___________________
უ.გ.  =? d=?

87
ცხრილი 13.
შებრუნებული გეოდეზიური ამოცანა

მოქმედებათაN ფორმულები გამოანგარიშება


N
3 X2 6362,80
1 X1 5202,90
5 X2-X1 +1159,9
4 Y2 7539,30
2 Y1 8290,70
6 Y2-Y1 -751,4
9 sinr 0,54369
10 cosr 0,83930
7 tgr 0,64781
8  32 56’ 09”
11 d 1381,98
12 d 1381,98

9.11. მიუდგომელი მანძილების განსაზღვრა


თეოდოლიტურ სვლების დაგების დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც
გასაზომი ხაზი კვეთს ღრმა ხევს, მდინარეს ან ჭაობს, რის გამოც მისი უშუალოდ
გაზომვა ბაფთით შეუძლებელი ხდება, აღნიშნული გვერდის სიგრძის გამოსა-
თვლელად ადგილზე ააგებენ ორ სამკუთხედს.

სურ.80. მიუდგომელი მანძილი


სამკუთხედები აიგება ისე, რომ  ;  1 კუთხეები არ იყოს 30 –ზე ნაკლები და 150
-ზე მეტი. ხოლო b da b1 ბაზისები ისე უნდა მოინიშნოს, რომ შესაძლებელი იყოს მათი
ადგილზე გაზომვა. გარდა ბაზისებისა, ადგილზე იზომება სამივე  ;  ;  . და 1; 1;  1.
კუთხე. (შეიძლება  კუთხე არ გაზომილიყო და გამოთვლილიყო:   (1800     ) ;

88
 1  (180  1  1 ) ,(მაგრამ აღნიშნული სრულ-დება კონტოლის მიზნით) გაზომავენ რა
სამივე კუთხეს სამკუთხედში, ცდომილებას გაანაწილებენ თანაბრად ისე რომ მივიღოთ
1800 სინუსების თეორემის თანახმად პირველ სამკუთხედში:
b d

sin  sin 
b  sin 
d=
sin 
II სამკუთხედში
b1 d

sin  1 sin 1
b1  sin 1
d
sin  1
ამრიგად, მანძილი გამოითვლება ორჯერ, მათ შორის განსხვავება არ უნდა აღემატე-
ბოდეს სიგრძის 1:2000; დასაშვების შემთხვევაში იღებენ საშუალოს. მაგ:
  90 00I 30II  2  92 17 I 20 II
1
1  52 25I 30II  2  92 17 I 20 II

 1  52 25I 30II  2  37 30 I 10 II

b1=48,32 b2=49,79

ცხრილი 14.
მიუდგომელი მანძილი
b1=48,32 b2=49,75
I სამკ. კუთხეები sin 1 II სამკ კუთხეები sin  2
sin  1 sin  2

1 90 00I 30II 2 92 17 I 20 II

1 52 25I 30II 0,79255 2 50 12 I 30 II 0,76837


1 37 34I 39II 0,60983 2 37 30 I 10 II 0,60880
180 00I 00II d=62,79 180 00 I00 II
d=62,78

აბსოლუტური ცდომილება 0,01,


0,01 1
ფარდობითი ცდომილება = 
62,78 6278 ;
1
დასაშვები ფარდობითი ცდომილება=
2000 .

89
9.12. შეკრული თეოდოლიტური სვლის გამოანგარიშება
შეკრული თეოდოლიტური სვლის გამოანგარიშება ხდება ქვემოთ მოყვანილი
ცხრილის მიხედვით:
ცხრილი15.
შეკრული თეოდოლიტური სვლის უწყისი

1-ელ სვეტში იწერება პოლიგონის წვეროების ნომრები.


მე-2 სვეტში იწერება გაზომილი კუთხეები. (საველე ჟურნალიდან ამოღებული)
ამავე სვეტის ბოლოში იწერება კუთხეების პრაქტიკული ჯამი, რომელიც იანგარი-
შება -  პრ.=  1  2  3  .....n ამ მაგალითში
 პრ=7200 02I,3
გეომეტრიიდან ცნობილია, რომ მრავალკუთხედის კუთხეების ჯამი უდრის
 თეორ=1800 (n-2)
n კუთხეების რიცხვია. ჩვენს მაგალითში  თეორ=7200 00’, კუთხეების პრაქტი-
კულ ჯამს აკლებენ კუთხეების თეორიულ ჯამს და ღებულობენ კუთხურ შეუბ-
მელობას:
f  =  პრ-  თეორ=+2I,3
დასაშვები კუთხური ცდომილება:
f  დას=1 n=2I,4
მიღებული ცდომილება 2I,3 დასაშვებზე ნაკლებია, ე. ი. კუთხეები საკმაო
სიზუსტითაა გაზომილი. ამის შემდეგ კუთხურ ცდომილებას შებრუნებული ნიშნით

90
თანაბრად ანაწილებენ გაზომილ კუთხეებში, რომელიც იწერება გაზომილი კუთხე-
ების თავზე.
მე-3 სვეტში იწერება შესწორებული კუთხეები.
მე-4 სვეტში იწერება გვერდების დირექციულ კუთხეები, პირველი გვერდის
დირექციული კუთხე ცნობილია (გამოითვლიან შებრუნებული გეოდეზიური
ამოცანით)
მომდევნო გვერდის დირექციული კუთხე უდრის, საწყისი გვერდის
დირექციულ კუთხეს დამატებული 1800 და გამოკლებული შესწორებული კუთხე.
მე-5 სვეტში იწერება რუმბები, რომლებიც გამოითვლება ცნობილი ფორმუ-
ლებით:
I მეოთხედში - ჩა r =a
II მეოთხედში - სა r = 1800 - a
III მეოთხედში - სდ r = a - 1800
IV მეოთხედში - ჩდ r = 3600 - a

მე-6 სვეტში იწერება ადგილზე გაზომილი მანძილები. სვეტის ბოლოს კი


პოლიგონის პერიმეტერი.
მე–7 და მე–8 სვეტებში იწერება პოლიგონის გვერდებითა და დირექციული
კუთხეებით გამოანგარიშებული კოორდინატთა ნაზრდები:
 X=d cos 
 Y=d sin 
.სვეტის ბოლოში იწერება ნაზრდების პრაქტიკული ჯამი. შეკრულ თეოდო-
ლიტურ სვლაში ნაზრდების თეორიული ჯამი უდრის ნულს. ცხადია, პრაქტიკულ
და თეორიულ ჯამებს შორის იქნება რაღაც განსხვავება. დასაშვებია თუ არა მათ
შორის განსხვავება, საჭიროა გამოვთვალოთ f აბს da fფარდ.
fაბს  fx 2  fy 2
fabs 1
ffard= 
 2000

თუ ცდომილება დასაშვები არ არის მოწმდება გამოთვლები, თუ


გამოთვლები სწორია და დასშვებია მიღებულ ცდომილებებს შებრუნებული ნიშნით
ანაწილებენ ნაზრდებში გვერდების სიგრძეების პროპორციულად. შესწორებები
გამოთვლილ ნაზრდებს დაეწერება თავზე.
მე-9 და მე-10 სვეტში იწერება შესწორებული ნაზრდები. შესწორებულ
ნაზრდების ჯამი ნულის ტოლი უნდა იყოს.
მე-10 და მე-11 სვეტში იწერება პოლიგონის კუთხეების კოორდინატები X დაYY.
ცნობილია პირველი წერტილის კოორდინატები, ვანგარიშობთ მომ-დევნო
წერტილის კოორდინატებს.

91
მომდევნო წერტილის კოორდინატი უდრის წინა გვერდის კოორდინატს
დამატებული შესაბამისი ნაზრდი:

X2=X1  X
Y2=Y1  Y
და ა. შ. ბოლოს მიიღება საწყისი წერტილის კოორდინატები. ამით მთავრდება
კოორდინატების გამოთვლა, ამის შემდეგ საჭიროა დრობიშევის სახაზავით აიგოს
კილომეტრული ბადე.

9.13. კილომეტრული ბადის აგება დრობიშევის სახაზავით

დრობიშევის სახაზავი წარმოადგენს ლითონის სახაზავს დაცერებული გვერდით,


რომელზედაც 10, 20, 30, 40, 50 სმ-ის შემდეგ შემოხაზულია რკალები და ამოჭრილია
ფანჯრები. სახაზავის სიგრძე 70,711 სანტიმეტრია, რომელიც წარმოადგენს ისეთი კვა-
დრატის დიაგონალის სიგრძეს, რომელთა გვერდები 50–50 სმ–ია. ( 502  502  70.711 ).

სურ. 81. დრობიშევის სახაზავი

დრობიშევის სახაზავი გამოიყენება სწორკუთხა ჩარჩოს ასაგებად და მის


დასაყოფად 10 სანტიმეტრიან მონაკვეთებად. განვიხილოთ კვადრატების ბადის აგების
წესი. სახაზავი ქაღალდის ქვედა მხარეს კარგად გათლილი ფანქრით გაავლებენ AB
სწორ ხაზს, სახაზავს დადებენ გატარებულ ხაზზე ისე, რომ ხაზი მდებარეობდეს
ფანჯრების შუაში და ფანჯრების დაცერებული ნაპირებით შემოხაზავენ რკალებს.
მონიშნავენ O ცენტრს.

სურ. 82. სახაზავის I მდგომარეობა

სახაზავი შეატრიალებენ სახაზავს გატარებული ხაზის პერპენდიკულარულად, ისე


რომ პირველი ფანჯრის შტრიხი კვლავ დაემთხვეს O ცენტრს და შემოვხაზოთ რკალს:

92
სურ. 83. სახაზავის II მდგომარეობა
ახლა სახაზავის O ცენტრი შეუთავსებენ n წერტილს და სახაზავით შემოხაზავენ
რკალს, მიიღებენ კვადრატის ზედა მარცხენა კუთხეში N წერტილს.

სულ. 84. სახაზავის III მდგომარეობა


ანალოგიურად იღებენ კვადრატის ზედა მარჯვენა კუთხეს. კონტროლის მიზნით
ზედა მარჯვენა და მარცენა კუთხეების წვეროებს შეუთავსებენ სახაზავს და გაატარებენ
10 სმ–იანი მონაკვეთებს და აკვირდებიან აცდენის ცდომილებას

სურ. 85. სახაზავის IV მდგომარეობა

93
შეაერთებენ კვადრატის ოთხივე გვერდზე გატარებული მონაკვეთებს
ერთმანეთთან, მიიღებენ 10–10 სმ სიდიდის კვადრატების ბადეს. დრობიშევის
სახაზავით აგებული ჩარჩოს სიზუსტე 0.15–0.20 მმ–ია

94
თავი X.
ნიველობა
10.1. ზოგადი ცნობები ნიველობის შესახებ
ნიველობა ჰქვია გეოდეზიური გაზომვების ერთობლიობას, განისაზღვროს
დედამიწის ზედაპირზე არსებულ წერტილებს შორის აღმატება, ან სიმაღლეები
ასათვლელი ზედაპირიდან. ნიველობის საჭიროება წარმოიქმნა უძველეს დროში,
როდესაც საჭირო გახდა სარწყავი არხებისა და წყალგაყვნილობების მშენებლობა.
პირველ მონაცემები წყლის ნიველირის (ჰიდროსტატიკური) შესახებ უკავშირდება
რომის არქიტექტორს მარკ ვიტრუვიუსს (ძვ. აღ.1 ს) და ძველბერძენ სწავლულს ჰერონ
ალექსანდრიელს (1 ს ). ნიველობის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია სამზერიი
ჭოგრის გამოგონებასთან (მე-16 საუკუნე) ბარომეტრთან – ე. ტორიჩელი (მე–17 ს), ძაფთა
ბადის ჩაყენება ჭოგრში (მე–17 ს.) – პიკარო, ცილინდრულ თარაზოს გამოგონებასთან–
ინგლისელ რამსდენი (მე–18 ს).
მე–19 საუკუნის დასაწყისში სიმაღლეების გასაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა
ტრიგონომეტრიული ნიველობა. ამ წესით განსაზღვრულ იქნა აზოვისა და შავი ზღვის
სიმაღლეთა სხვაობები და მწვერვალ იალბუზის სიმაღლე. ხოლო მე–19 საუკუნის
პირველ ნახევარში სუეცის არხის მშენებლოობის დროს გამოყენებულ იქნა გეომე-
ტრიული ნიველობა.
გეოდეზიაში თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, აგრეთვე
ქვეყნის ტოპოგრაფიული შესწავლის მიზნით, საჭიროა დედამიწის ზედაპირზე
განისაზღვროს გარკვეული წერტილების სიმაღლეები (ნიშნულების). სიმაღლეების
განსაზღვრა შესაძლებელია:
1. გეომეტრიული ნიველობით, ეს ისეთი ნიველობაა, რომლის დროსაც გამო-
იყენება ნიველირების სხვადასხვა მოდიფიკაციები და რომლებიც იძლევიან ჰორიზონ-
ტალურ (თარაზულ) სხივს.
2. ტრიგონომეტრიული ნიველობით, რომელიც დამყარებულია დახრილი
სხივით სიმაღლის განსაზღვრაზე. სიმაღლეთა სხვაობები განისაზღვრება ვერტიკა-
ლურწრედიანი თეოდოლიტებით.
3. ბარომეტრულ ნიველობაში წერტილების სიმაღლეები განისაზღვრება ატმოს-
ფერული წნევის მიხედვით.

10.2. გეომეტრული ნიველობა და გამოყენებული ინსტრუმენტები


გეომეტრიული ნიველობის დანიშნულებაა დედამიწის ზედაპირზე წერტი-
ლების სიმაღლეების განსაზღვრა. სიმაღლეების მთელი სისტემა ერთმანეთთანაა
დაკავშირებული და აქვთ ერთიანი საწყისი. საქართველოში სიმაღლეები განისა-
ზღვრება ბალტიის ზღვის დონიდან. სიზუსტის მიხედვით გეომეტრიული

95
ნიველობა იყოფა: I; II; III; IV კლასის და ტექნიკურ ნიველობად. Yყველაზე ზუსტი
I; II კლასია, შემდეგ III და შემდეგ IV.
თანამედროვე ნიველირების განვითარებაში შეინიშნება შემდეგი ტენდენ-
ციები: ნიველირის ტიპების შემცირება, ცალკეული კვანძების უნიფიცირება და
პირდაპირ გამოსახულებიანი სამზერი ჭოგრები. სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს
კომპენსატორიანი ნიველირები. სიზუსტის მიხედვით ნიველირები იყოფა: მაღალი
სიზუსტის, ზუსტი და ტექნიკური.
მაღალი სიზუსტის - m  0,5 მმ; -- Н-05. Н2. (რუსული) Ni007.Ni002 Rl (იაპონია)
ზუსტი - m  3 mm; - Н-3; Н3К; 3H2KL; (რუსული) C – 300 (იაპონია)
ტექნიკური - m  5 მმ; - H10; Н10КЛ; NT (რუსული); AT-20D (ჩინეთი)
მაღალი სიზუსტის ნიველირები
მაღალი სიზუსტის ნიველირების დანიშნულებაა I – II კლასის ნიველობის და
ზუსტი საინჟინრო მშენებლობებზე ნიველობის ჩატარება. საშ. კვ. ცდომილება 1 კმ-
ზე არ უნდა არემატებოდეს 1,5 მმ. ამ მოდიფიკაციის ნიველირებს მიეკუთვნება Н-
05. Н2.NI007.NI002. რუსული მოდიფიკაციის ნიველირებში ასო Н აღნიშნავს ნივე-
ლირს, ციფრი კლასს, რომელშიდაც შეიძლება იგი გამოყენებულ იქნას, ხოლო К
თუ ნიველირი კომპენსატორიანია

სურ. 86. ნიველირი Н-05

ნიველირ Н-05 ტექნიკური მახასიათებლები


საშ. კვ ცდომილება 1 კმ----------0,5 მმ
ჭოგრის გამადიდებლობა-----------42,3 კრატი
მანძილმზომოს კოეფიციენტი-----100
თარაზოს საფასური--------------------10
წონა--------------------------------------------6 კგ

ნიველირი Н-05 სამზერი ჭოგრის მხედველობის ველი, ნაჩვენებია ნახაზზე.

96
სურ. 87. კონტაქტური თარაზო და ანათვლის აღების პრინციპი

ზუსტი ნიველირები
ზუსტი ნიველირების დანიშნულებაა აღმატება განისაზღვროს საშ. კვ.
ცდომილებით 3 მმ 1 კმ–ზე. ასეთ მოთხოვნებს აკმაყოფილებს ნიველირის შემდეგი
მოდიფიკაციები Н-3; Н3К. „Leica“ და ა.შ.

სურ. 88. ნიველირი H3


1.ამწევი ხრახნები , 2. მრგვალი თარაზო, 3. ელევაციური ხრახნი. 4 . ოკულიარი, 5
.სამიზნებელი, 6. ფოკუსირების ხრახნი 7 . ობიექტივი, 8 . ჭოგრის დასამაგრებელი
ხრახნი, 9 . მიმმართველი ხრახნი, 10 . ცილინდრული თარაზო, 11. ცილინდრული
თარაზოს შემასწორებელი ხრახნები.

სურ. 89. კონტაქტური თარაზო და ანათვლის აღების პრინციპი

97
ტექნიკური მახასიათებლები:
საშ კვ. ცდომილება 1 კმ–ზე ........2,5 მმ
ჭოგრის გამადიდებლობა............31,5 კრატი
მანძილმზომის კოეფიციენტი....100
თარაზოს საფასური 2 მმ .............15
წონა ................................................1.5 კგ

ზუსტი ნიველირი „Leica“

სურ. 90. ნიველირი „Leica“

ტექნიკური მახასიათებლები:
საშ. კვ. ცდომილება ----------2,5 მმ
ჭოგრის გამადიდებლობა-----------31,5 კრატი
მანძილმზომის კოეფიციენტი-----100
თარაზოს საფასური 2 კმ–ზე------------15
წონა--------------------------------------------1,5 კგ

ტექნიკური ნიველირები
მათი დანიშნულებაა ტექნიკური ნიველობის წარმოება, საინჟინრო სამშე-ნებლო
სამუშაოების გეოდეზიური უზრუნველყოფა და სხვა. ტექნიკურ ნიველირებს მიეკუ-
თვნება: ნიველირი HH10; Н10КЛ; NNT. ნიველირი Н10КЛ პირდაპირ
გამოსახულებიანი ჭოგრით.

98
სურ.91. ნიველირი Н10КЛ

ტექნიკური მახასიათებლები
საშ. კვ ცდომილება 1 კმ----------9,0 მმ
ჭოგრის გამადიდებლობა-----------21,5 კრატი
მანძილმზომის კოეფიციენტი-----100
წონა--------------------------------------------2,0 კგ

10.3. გეომეტრიული ნიველობის წესები


არსებობს გეომეტრული ნიველობის ორი წესი: ნიველობა ხაზის შუა ადგილი-
დან და ნიველობა წინ. ნიველობა ხაზის შუა ადგილიდან. ორ წერტილს შუა
ნიველირის დაყენების შემდეგ მისი სამზერი ღერძი მოყავთ ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში, A და B წერტილებში დააყენებენ ლარტყებს. აიღებენ ანათვლებს
ძაფთა ბადის შუა ძაფით.

სურ. 92. ნიველობა ხაზის შუადან


წერტილზე აღებულ უკანა ანათვალს აკლდება B წერტილზე აღებულ წინა ანათ-
ვალი მიიღება აღმატება დადებითი ნიშნით და პირიქით
h=a-b
ე. ი. ხაზის შუადან ნიველობის დროს აღმატება უდრის უკანა ანათვალს
გამოკლებული წინა ანათვალი.

99
ნიველობა წინ. ნიველირს დააყენებენ A წერტილზე, ხოლო B წერტილზე დგავენ
ლარტყას. აიღებენ ანათვალს ლარტყაზე და ზომავენ AA წერტილზე
იარაღის სიმაღლეს i. მაშასადამე, ნიველობა ხაზის წინიდან ჩატარების დროს
აღმატება უდრის იარაღის სიმაღლეს გამოკლებული ლარტყაზე აღებული ანათ-
ვალი.

სურ. 93. ნიველობა წინ

აღმატება გამოითვლება ფორმულით:


h= i-b
პრაქტიკაში უფრო ხშირად გამოიყენება ნიველობა ხაზის შუადან.
ნიველობა, როგორც წესი, ტარდება დიდ მანძილებზე, მაშასადამე, საჭიროა
არა ერთი, არამედ რამდენიმე დგომის გაკეთება ე. ი. უნდა განისაზღვროს h1, h2,
h3…და ა. შ. ... hn

სურ. 94. რთული ნიველობა


h1=a1-b1; h2=a2-b2; h3=a3-b3; hn=an-bn
ე.ი. hab=h1+h2+h3+... hn
ე. ი. რთული ნიველობის დროს აღმატება უდრის აღმატებების ჯამს.
რთულ ნიველობას ეწოდება გრძივი ნიველობა, ანუ სანიველო სვლა.
თუ ცნობილია A წერტილის სიმაღლე HA აღმატება h, ადვილად განისაზღვრება
წერტილის სიმაღლე HBHB= HA+ h
რთული ნიველობის დროს:

HB= HA+  h

100
10.4. სანიველო წერტილების დამაგრება
გეომეტრიული ნიველობის დროს წერტილები რომ არ დაიკარგოს, საჭიროა
მათი ადგილზე დამაგრება სპეციალური ნიშნებით. სანიველო წერტილები მაგრ-
დება მუდმივი და დროებითი ნიშნებით. მუდმივი ნიშნებია: ფუნდამენტური
რეპერი, ყამირის რეპერი, კედლის რეპერი და კედლის მარკები. დროებითი ნიშნე-
ბია: მიწაში ჩასმული ხის ბოძები, სამიჯნე ნიშნები, რიყის ქვები და სხვ.
ფუნდამენტური ნიშნები გამოიყენება I და II კლასის ნიველობაში. ყამირის
რეპერები მზადდება რკინის მილისაგან, რომლის ქვედა ბოლო ჩადგმულია ბეტო-
ნის მონოლითში. ზედა ბოლოში მიდუღებულია თუჯის მარკა, რომელზეც
აღნიშნულია მარკის ნომერი და იმ ორგანიზაციის დასახელება ვინც ასრულებს
ნიველობას.

სურ.95. კედლის მარკა, კედლის რეპერი, ყამირის რეპერი.

კედლის რეპერს ადუღაბებენ შენობის ცოკოლში დაახლოებით 0,5 მ სიმაღლეზე


მიწის ზედაპირიდან. ლარტყის დასაყენებლად მარკის რეპერს აქვს სპეციალური
დასადგმელი. კედლის მარკას აქვს დაახლოებით იგივე მოყვანილობა როგორიც
კედლის რეპერს, იმ განსხვავებით, რომ დასადგმელის ნაცვლად დისკოს ცენტრში
გაკეთებულია პატარა მრგვალი ხვრელი, სადაც ჩაისმება ლითონის ჩხირი მოკლე
ლარტყის ჩამოსაკიდებლად. მარკები კედელში მაგრდება დაახლოებით 1,5 მ
სიმაღლეზე. იმ ადგილებში, სადაც შენობები არ არის მიწაში, გარკვეულ სიმაღლეზე
ჩააბეტონებენ ყამირის რეპერს.

10.5. ნიველირის გამოკვლევა


ცილინდრული თარაზოს საფასურის განსაზღვრა. ვაკე ადგილზე 40-60 მეტრის
დაშორებით შეარჩევენ ორი წერტილს, გაზომავენ მათ შორის მანძილს ბაფთით. AA
წერტილში დადგავენ ნიველირს, BB წერტილში კი ლარტყას. ჭოგრი მიმართავენ
101
ლარტყისკენ, გადახრიან თარაზოს ბუშტულას ობიექტი-ვისაკენ და აიღებენ
ანათვლებს ლარტყაზე (1). თარაზოს ბუშტულას ბოლოებზე (2;3) შემდეგ თარაზოს
ბუშტულა გადაადილებენ ოკულიარისაკენ და აიღებენ ანათვლებს ლარტყაზე (5) და
თარაზოს ბუშტულას ბოლოებზე (6;7). გამოთვლები: (12=1-5); (9=2-6); (10=3-7); (11=4-
8).
თარაზოს საფასურის განსაზღვრა წარმოებს ორი ილეთით სხვადასხვა
მანძილზე. Aამის შემდეგ ითვლიან თარაზოს საფასურს ფორმულით:
206  h

n D
სადაც h- აღმატებაა n-თარაზოს სიგრძე დანაყოფებით, D-მანძილი
ცხრილი 16.
თარაზოს საფასურის განსაზღვრა

ანათვლები ანათვლები ბუშტულას ბოლოებზე


ლარტყაზე a ‚ a „ aa 206  h

2 n D
1–ლი ილეთი d=42,4 მ
(1) 1570 (2) 18 (3) 30 (4) 24,0
(5) 1511 (6) 0 (7) 10 (8) 5,0
(12) 59 (h) (9) 18 (10) 20 (11) 19,0 =15,0
(n)N
მე–2 ილეთი d=48,5 მ
1250 1,5 13,5 7,5
1310 18,0 29,0 23,5
60 16,5 15,5 16,0 =15,9

საშ=15,4
ჭოგრის გამოკვლევა. ჭოგრი ხასიათდება გამადიდებლობით, მხედველობის არის
სიდიდით და ნათელობით.
ჭოგრის გამადიდებლობა. ჭოგრის მთავარი დანიშნულებაა საგნის გამადი-
დებლობა. ეს თვისება მისი მთავარი ტექნიკური მაჩვენებელია
ჭოგრის გამადიდებლობა არის ობიექტივისა და ოკულარის საფოკუსო
მანძილების შეფარდება:
fobieqtivi

fokulari
Aან ჭოგრის გამადიდებლობა არის კუთხეების შეფარდება, რომლებითაც ერთი
და იგივე საგანი ჩანს ჭოგრში და შეუიარაღებელი თვალით. ჭოგრის გამადიდე-
ბლობის განსაზღვრის მიზნით ნიველირიდან 7-10 მეტრში დააყენებენ ლარტყას,
აიღებენ ანათვლებს ზედა და ქვედა ძაფებით შეიარაღებული თვალით ანუ ჭოგრში

102
ყურებით, ახლა საჭიროა ანათვლების აღება შეუიარაღებელი თვალით. ამისათვის
უყურებენ ერთი თვალით ჭოგრში მეორე თვალით ლარტყას. წარმოსახვით ძაფთა ბადე
თითქოს გადმოდის ლარტყაზე, ამ მომენტში იღებენ ანათვლებს იმავე ძაფებით.
შეუიარაღებელი თვალით აღებულ ანათვლების სხვაობას გაყოფენ შეიარაღებული
თვალით აღებულ ანათვლების სხვაობაზე და იღებენ ჭოგრის გამადიდებლობას.
ჭოგრის მხედველობის არე. ჭოგრის მხედველობის არე არის სივრცის ის
ნაწილი, რომელსაც მოიცავს თვალი, ჭოგრის უძრავი მდებარეობის დროს. იგი
არის ის კუთხე, რომლის წვერი მდებარეობს ობიექტივის ცენტრში და მისი
გვერდები გადის ძაფთა ბადის დიაფრაგმის ბოლოებში. მხედველობის კუთხე
მიახლოებით გამოითვლება ფორმულით:
2000


sadac v ჭოგრის გამადიდებლობაა. გეოდეზიურ ინსტრუმენტებში მხედ-ველობის
არე აღწევს 1-2°
მანძილმზომი კოეფიციენტის განსაზღვრა. დააყენებენ ნიველირს, მოიყვანენ
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, სწორ ადგილზე ბაფთით გადაზომავენ D1; D2; D3
მანძილებს და რიგრიგობით აიღებენ ანათვლებს ზედა და ქვედა ძაფებით. სხვაობას
შეადარებენ გაზომილ მანძილებს და მიიღებენ მანძილმზომის კოეფიციენტს.

სურ. 96. მანძილმზომის კოეფიციენტის განსაზღვრა

K1 D1/n1: K2 D2/n2: K3 D3/n3.

კომპენსატორების გამოკვლევა ნიველირებში. ჭოგრს დააყენებენ ერთ-ერთი


ამწევი ხრახნის მინმართულებით. მრგავალი თარაზოს ბუშტულა მოყავთ
ნულპუნქტში და იღებენ ანათვალს ლარტყაზე, რომელიც დაყენებულია ნივე-
ლირიდან 30-40 მეტრში. ჭოგრში ყურებით, წინა ამწევი ხრახნი შემოატრი-ალებენ
ერთი სრული ბრუნვით. პოულობენ ჭოგრის კუთხურ დახრილობას ფორმულით:G

 
L
სადაც l ანათვლის ცვალებადობაა ლარტყაზე, LL მანძილია ნიველირიდან
ლარტყამდე.
ნიველირის ბრუნვის ღერძის დახრის კუთხის მერყეობის კომპენსაციის
განსაზღვრა. შეარჩევენ სწორ ადგილს, გადაზომავენ 200 მ. დანიშნავენ პალოებით.
103
პალოებზე დააყენებენ ლარტყებს, დადგამენ ხაზის შუაში ნიველირს და იღებენ
ანათვლებს ორივე ლარტყაზე. პირველად, როცა მრგვალი თარაზო ნულპუნქტშია
და მეორედ – მისი გადახრის შემდეგ კომპენსატორის მოქმედების დიაპაზონზე.
აღმატება განისაზღვრება ფორმულით h=a-b, პირველად როცა თარაზოს ბუშტულა
იმყოფება ცენტრში, მეორედ – მისი გადახრის შემდეგ. საშ. აღმატებებებს შორის
განსხვავება არ უნდა აღემა-ტებოდეს 3-4 მმ.

10.6. ნიველირის შემოწმება-შესწორება


1. მრგვალი თარაზოს წარმოსახვითი ღერძი ნიველირი ბრუნვის ღერძის
პარალელური უნდა იყოს. თარაზოს დააყენებენ ორი ამწევი ხრახნის
პარალელურად და ამავე ხრახნების ერთდროული ტრიალით ბუშტულა მოყავთ
ნულ პუნქტში, შემოაბრუნებენ ნიველირს 1800–ით, თუ ბუშტულა არ გადაიხარა
პირობა დაცულია, თუ ბუშტულა გადაიხარა, გადახრის ნახევარი შესწორდება თარა-
ზოს შემასწორებელი ხრახნების ტრიალით (შპილკით), ნახევარი კი ამწევი
ხრახნების დახმარებით. პირობას ესაჭიროება გამეორება.
2. ძაფთა ბადის ვერტიკალური ძაფი ნიველირის ბრუნვის ღერძის
პარალელური უნდა იყოს. ქარისაგან დაცულ ადგილზე ჩამოკიდებენ შვეულს
დაახლოებით 20 - 30 მეტრში დააყენებენ ნიველირს და მიმართავენ ჭოგრს შვეული-
საკენ და აკვირდებიან გასდევს თუ არა შვეულის ძაფი ძაფთა ბადის ვერტიკალურ
ძაფს. თუ გასდევს პირობა დაცულია, საწინააღმდეგო შემთხვევაში მოხსნიან ოკულა-
რთან ხუფს, რომელიც იცავს ძაფთა ბადის შემასწორებელ ხრახნებს, დაუშვებენ
დასამაგრებელ ხრახნებს და ძაფთა ბადეს შემოატრიალებენ თავის სიბრტყეში
საჭირო მიმართულებით.
3. ჭოგრის სამზერი ღერძი პარალელური უნდა იყოს თარაზოს წარმოსახვითი
ღერძისა (მთავარი პირობა). შეარჩევენ სწორ ადგილს, დაახლოებით 50-70 მ-ის
დაშორებით ჩაასვამენ პალოებს. ნიველირს დააყენებენ A Aწერტილთან ახლოს 2-3
მეტრში, აიღებენ ანათვლებს: i1.B–BAA წერტილში და b1 – B წერტილში.

სურ. 97. ნიველირის I მდებარეობა


გადადიან BB წერტილთან ახლოს და იმეორებენ იმავეს, იღებენ ანათვლებს i2,
b2 გამოითვლიან X :
i1  i2 b1  b2
X   4მმ
2 2

104
თუ X–ის მნიშვნელობა 4 მმ-ზე ნაკლებია პირობა დაცულია. საწინააღმდეგო
შემთხვევაში, შესწორებული ანათვალი b21=b2-x. დააყენებენ მიღებულ ანათვალზე
ელევაციური ხრახნის ტრიალით, ცილინდრული თარაზო გადაიხრება ნულპუ-
ნქტიდან. მოხსნიან სახურავს, რომელიც ფარავს თარაზოს შემასწორებელ ხრახნებს
და ლითონის ჩხირით აბრუნებენ ზედა და ქვედა ხრახნებს ისე, რომ თარაზოს
ბუშტულა მოვიდეს ნულპუნქტში.
კომპენსატორიან ნიველირებში (მაგ H3K ში) აღნიშნული პირობა ასეთია. როცა
მრგვალი თარაზო ნულპუნქტშია ჭოგრის სამზერი ღერძი უნდა იყოს
ჰორიზონტალური. სრულდება ისევე როგორც წინა შემთხვევაში, შესწორება კი
ხდება ძაფთა ბადის ზედა და ქვედა შემასწორებელი ხრახნებით.

10.7. სანიველო ლარტყები


სანიველო ლარტყები მზადდება 3 – 4 მეტრის სიგრძის და 2 - 2,5 სმ სისქის
გამომშრალი ხის ფიცრისაგან. ლარტყაზე დატანილია სანტიმეტრიანი დანაყოფები,
ერთ ან ორივე მხარეზე. ლარტყის ქვედა ნაწილს ლარტყის ქუსლი ეწოდება.
ერთმხრიან ლარტყაზე დანაყოფები შავი ფერისაა, ორმხრივ ლარტყაზე დანაყოფები
ერთ მხარეზე შავია, მეორეზე წითელი. წარწერები ლარტყაზე აღნიშნულია ყოველ
დეციმეტრთან. შავ მხარეზე წარწერები იწყება ლარტყის ქუსლიდან და იზრდება 0-
დან 30 ან 40 დეციმეტრამდე. ნული შეთავსებულია ლარტყის ქუსლთან. წყვილი
ლარტყებიდან წითელი მხარის ქუსლთან შეთავსებულია წარწერები - ერთ
ლარტყაზე 4687, მეორეზე- 4787. წყვილი ლარტყა ქმნის ლარტყების კომპლექტს;
კომპლექტიან ლარტყაზე წითელი მხარის ნულები ერთმანეთს არ ემთხვევა,
განსხვავება მათ შორის 100 მმ-ია. მაგალითად 1522 უკანა ლარტყაზე და 1920 წინა
ლარტყაზე. h=-399; წითელ მხარეზე 6309 და 6608 h=-299. მაშასადამე, შავ და
წითელ მხარეზე განსხვავება 100 მმ-ია. ამ სიდიდეს ქუსლების სხვაობა ეწოდება.
ასეთი ლარტყით შავ და წითელ მხარეზე განსაზღვრულ აღმატებათა შორის სხვაობა
100 მმ–ია.

სურ. 98. სანიველირო ლარტყები

105
სამ მეტრიანი ლარტყები შეიძლება იყოს მთლიანი, დასაკეცი ან შედგენილი.
ორმხრივი ლარტყები გამოიყენება 3-4 კლსის ნიველობის ჩასატარებლად.
ლარტყაზე ანათვალი შედგება ოთხი ციფრისაგან: მაგალითად 2764 მმ. მეტრი,
დეციმეტრი, სანტიმეტრი, მილიმეტრი. ანათვლის აღების გაადვილების მიზნით,
ყოველი ხუთი დანაყოფი გაერთიანებულია და წააგავს რუსულ E. ლარტყაზე
წარწერილი ციფრებში იგულისხმება მეტრები და დეციმეტრები. სანტიმეტრების
რაოდენობა დაითვლება, ხოლო მილიმეტრები შეფასდება თვალით.

ინვარის ლარტყები.
ინვარის ლარტყები ერთმხრივია, შტრიხებიანია, მაღალი სიზუსტისაა და
ძირითადად გამოიყენება 1 – 2 კლასის ნიველობაში. ლარტყის სიგრძე შეიძლება
იყოს 3.0 ან 1,2 მეტრის. ლარტყის წინა მხარეზე მიმაგრებულია ინვარის ზოლი.
რომელიც დაჭიმულია 20 კგ. ძალით. ზოლზე დატანილია ორი სკალა, რომლებიც
გადაადგილებულია ერთმანეთის მიმართ 2,5 მმ-ით. სკალის ნახევარ დეციმეტრიან
დანაყოფებზე გაკეთებულია წარწერები. ორივე სკალაზე ერთი დანაყოფის
საფასური 5 მმ-ია. ინვარული ზოლი მოთავსებულია ხის კორპუსში. ზოლის ერთი
ბოლო დამაგრებულია ხისტად, ხოლო მეორე ბოლო მიმაგრებულია ზამბარასთან,
ზამბარის დაჭიმვა ხორციელდება ქანჩით. Lლარტყის შვეულ მდგომარეობაში
დასაყენებლად მასზე მიმაგრებულია მრგვალი თარაზო.

10.8. სანიველო ლარტყების გამოკვლევა

აღმატებების განსაზღვრის სიზუსტე დამოკიდებულია ლარტყის დანაყოფების


სიზუსტეზე, ამიტომ მუშაობის დაწყებამდე საჭიროა ლარტყების შემდეგი
გამოკვლევების ჩატარება; (კომპარირება)
1. დეციმეტრული დანაყოფების გამოკვლევა
2. წყვილი ლარტყის საშუალო მეტრის განსაზღვრა
3. ლარტყების შავი და წითელი მხარეების ნულების სიმაღლეთა სხვაობების
განსაზღვრა. (ქუსლების სხვაობები).
4. ლარტყაზე დამაგრებული მრგვალი თარაზოს შემოწმება.
Lლარტყების გამოკვლევა წარმოებს საკონტროლო სახაზავით.
საკონტროლო სახაზავს აქვს დაცერებლი გვერდები, რომელთა ერთ მხარეზე
გამოსახულია 1 მმ-იანი დანაყოფები, მეორეზე - 0,2 მმ-იანი დანაყო-ფები. სახაზავში
ჩასმულია თერმომეტრი, რომლითაც იზომება სახაზავის ტემპერატურა. ანათვლების
ასაღებად სახაზავს აქვს ორი ლუპა, რომლებიც გადაადგილდება სახაზავზე.
სახაზავის სიგრძე 102 სანტიმეტრია.

106
ცხრილი 17.
დეციმეტრული გამოკვლევის ჟურნალი

სახაზავზე

ს შემთხ. ცდ.
დანაყოფები
დანაყოფები

ცდომილება
დეციმეტრებ

დეციმეტრუ
ის ნომრები

საშუალო
სხვაობა

დმ–ლი
აღებული

ლი


ანათვლები მმ
I II
0 0.00 24 24 12
1 100.06 38 32 22 10 9
0
2 200.08 38 30 23 1 0
3 300.10 40 30 25 2 1
4 400.14 40 26 27 2 1
5 500.14 44 30 29 2 1
6 600.12 38 26 25 -4 -5
7 700.10 40 30 25 0 -1
8 800.12 42 30 27 2 1
9 900.12 38 26 25 -2 -3
10 100 .14 40 26 24 -1 -2
10 0.08 28 20 18 -6 -7
11 100.16 38 22 27 9 8
12 200.16 38 22 27 0 -1
13 300.20 44 24 32 5 4
14 400.16 42 26 29 -3 -4
15 500.18 44 26 31 2 4
16 600.16 38 22 27 -4 -5
17 700.18 40 22 29 2 1
18 800.20 46 26 33 4 3
19 900.18 44 26 31 -2 -3
20 1000.24 48 24 36 5 4
20 0.12 26 14 19 -7 -8
21 100.08 22 14 15 -4 -5
22 200.12 20 16 12 -3 -4
23 300.12 30 18 21 9 8
24 400.04 22 18 13 -8 -9
25 500.00 22 22 11 -2 -3
26 600.00 16 16 8 -3 -4
27 700.04 18 14 11 3 2
28 800.02 18 16 10 -1 -2
29 900.06 22 16 14 4 3
30 999.06 18 12 12 -2 -3
+0,27 +0,05

+0.27
დეციმეტრული დანაყოფის სისტემატური ცდომილება s = 0.009mm
30

წყვილი ლარტყის საშუალო მეტრის განსაზღვრა


როგორც ცნობილია, აღმატებები გეომეტრული ნიველობის დროს
განისაზღვრება ორ ლარტყაზე დამზერით, ამიტომ ჯერ უნდა განისაზღვროს

107
თითოეული ლარტყის ერთი მეტრის სიგრძე, შემდეგ წყვილი ლარტყის ერთი
მეტრის საშ. სიგრძე. აღნიშნული გაზომვები მოცემულია ქვემო ცხრილში.
LL=1000-0,01მმ+0,019/t-16°/სადაც t კომპარირების ტემპერატურაა. /13,°1/
ცხრილი 18.
ლარტყების მეტრული გამოკვლევა
ლარტყის ანათვლები ლარტყაზე ლარტყის
ნაწილები საშუალო შესწო ნაწილები
R-L რება ს სიგრძე
L R mm მმ
1-10 0,42 900,52 900,10
0,46 900,58 900,12 -0,06 900,05
900,11
10-20 0,60 1000,72 1000,12
0,20 1000,36 1000,16 1000,14 -0,07 1000,07
20-29 0,18 900,20 900,02
0,40 900,40 900,00 -0,06 900,95
900,01
20-29 0,12 900,14 900,02
0,36 900,36 900,00 -0,06 899,95
900,01
20-10 0,50 1000,70 1000,20
0,42 1000,60 1000,18 1000,19 -0,07 1000,12
10-1 0,12 900,30 900,18
0,24 900,18 900,18 900,18 -0,06 900,12
4,02 11205,2 11201,18 5600,64 -0,38 5600,26
0

5600
ერთი მ–ის საშ. სიგრძე =  1000,04 მმ.
5,6
ვთქვათ, საბოლოო შედეგები შემდეგია:
1. #38 ლარტყის შავი მხარის ერთი მეტრის სიგრძე - 1000,04 მმ
2. .#38 ლარტყის წითელი მხარის ერთი მეტრის სიგრძე - 1000,06 მმ
3.#38 ლარტყის შავი მხარის ერთი მეტრის სიგრძე - 1000,03 მმ
4.#38 ლარტყის წითელი მხარის ერთი მეტრის სიგრძე - 1000,01 მმ
1000,04  1000,06  1000,03  1000,01
წყვილი ლარტყის საშუალო სიგრძე ტოლია
4
=1000,03 mm.
მაშასადამე წყვილი ლარტყის ერთი მეტრის საშუალ;ო შემასწორებელი კოეფი-
ციენტი უდრის +0,03 მმ, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას სანიველო

108
სვლის აღმატებათა ჯამში. ამისათვის საჭიროა აღნიშნული შესწორება გადანა-
წილდეს აღმატებათა ჯამზე, რისთვისაც შესწორება გამრავლდება აღმატებათა
ჯამზე და მიღებულ სიდიდე ალგებრულად დაემატება აღმატებათა ჯამს.
ლარტყების შავი და წითელი მხარეების ნულების სიმაღლეთა სხვაობების
განსაზღვრა. (ქუსლების სხვაობები). ნიველირი მოვიყვანოთ ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში, 10 – 15 მ-ში დავაყენოთ ლარტყა და ავიღოთ ანათვლები შავ და
წითელ მხარეზე. თუ წითელ მხარეზე აღებულ ანათვალს გამოვაკლებთ შავ
მხარეზე აღებულ ანათვალს, მივიღებთ ლარტყის სიმაღლეთა სხვაობას, ანუ
ლარტყის ქუსლების სხვაობას. ასეთი გაზომვა ტარდება არა ნაკლებ ოთხი.
გაზომვები იწერება ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.
ცხრილი 19.
ლარტყის ქუსლების სხვაობის განსაზღვრა

ლარტყის ილეთების ანათვლები ანათვლების


№ № ლარტყაზე სხვაობა დასკვნა
შავი წითელი

1 0442 5229 4787 47-48


2 0520 5307 4787 წყვილი
47 3 0652 5437 4786 ლარტყის შავ და
4 0619 5407 4788 წითელ მხარეზე
საშუალო–4787
1 0505 5193 4688 ანათვლებს
2 0637 5324 4687 შორის სხვაობა
48 3 0622 5950 4686 შეადგენს 100 მმA
4 0628 5995 4688
საშუალო 4687

ლარტყაზე დამაგრებული მრგვალი თარაზოს შემოწმება. შემოწმება ტარდება


შვეულით. დაკიდებენ შვეულს ლარტყაზე დამაგრებულ ჩანგალზე და ლარტყა
დააყენებენ ისე, რომ შვეულის წვერი ზუსტად შეუთავსდეს ქვედა ჩანგლის წვეროს.
თუ ამ დროს ლარტყაზე დამაგრებული მრგვალი თარაზოს ბუშტულა გადაიხრება
ნულპუნქტიდან, ბუშტულა მოყავთ ნულ-პუნქტში თარაზოს შემასწორებელი
ხრახნებით.

109
10.9. ბუნიკი და ომბოხო
ნიველობის დროს ლარტყების დადგმა უშუალოდ მიწაზე მიზანშეწონილი არ არის,
ვინაიდან აქ შესაძლებელია მათ შეეცვალოთ ადგილმდებარეობა, ამიტომ ლარტყებს
დგამენ ან ბუნიკზე ან ომბოხოზე. ბუნიკი წარმოადგენს რკინის სამფეხს, რომლის წონა
დაახლოებით 5 კგ–ია. ბუნიკს ქვემოდან აქვს სამი მახვილი თითი, რომლითაც ის მიწაში
ესობა. ბუნიკის ზედაპირზე მიმაგრებულია ცილინდრისებული A თითი, რომელზედაც
ზემოდან იდგმება ლარტყა. ბუნიკს გადასატანად აქვს სახელური.

სურ. 99. ბუნიკი და ომბოხო

ხშირად ბუნიკების ნაცვლად გამოიყენებენ სპეციალურ ომბოხოებს, ნახ. ბ ან


რკინიგზის სოლებს

10.10. მე-4 კლასის ნიველობა


მე-4 კლასის ნიველობა ტარდება მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული
აგეგმვების სიმაღლური საფუძვლის შესაქმნელად და სხვადასხვა საინჟინრო
ამოცანების გადასწყვეტად. მე-4 კლასის ნიველობაში გამოიყენება Н-3; Н3К. და სხვა
მოდიფიკაციის ნიველირები, რომელთაც აქვთ:
• ჭოგრის გამადიდებლობა 25 მეტი,
• თარაზოს საფასური 2 მმ-ზე 25" –ზე ნაკლები.
• კომპენსატორიან ნიველირებში სამზერი სხივის თვით დაყენების სიზუსტე
არა უმეტეს------0,5
ნიველირი სადგურზე იდგმება ლარტყების შუაში ისე, რომ სამზერი სხივი
მიწიდან არ გადიოდეს 20 სმ_ზე დაბლა. ლარტყები იდგმება ომბოხოებზე ან
რკინის კასტილებზე. ლარტყის შავ და წითელ მხარეზე განსაზღვრულ აღმატებებს
შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მმ-ს. მანძილი ნიველირიდან ლარტყამდე
არ უნდა იყოს 100 მ-ზე მეტი. წინა და უკანა ლარტყების მანძილებს შორის სხვაობა
არ უნდა აღემატებოდეს 5 მ. სექციაში კი 10 მ. მე-4 კლასის ნიველობა ტარდება
ერთი მიმართულებით. სადგურზე მუშაობის თანამიმდევრობა შემდეგია:
1. ანათვალი უკანა ლარტყის შავ მხარეზე ზედა ან ქვედა ძაფით.
2. ანათვალი უკანა ლარტყის შავ მხარეზე შუა ძაფით
3. ანათვალი წინა ლარტყის შავ მხარეზე ზედა ან ქვედა ძაფით

110
4. ანათვალი წინა ლარტყის შავ მხარეზე შუა ძაფით
5. ანათვალი წინა ლარტყის წითელ მხარეზე შუა ძაფით
6. ანათვალი უკანა ლარტყის წითელ მხარეზე შუა ძაფით
გამოთვლები:
(7)=(2)-(1); (8)=(4)-(3); (9)=(6)-(2); (10)=(5)-(4)
(11)=(2)-(4); (12)=(6)-(5); (13)=(11)-(12)=(10)-(9)
მე-13 მნიშვნელობა ანუ ლარტყის შავ და წითელ მხარეზე განსაზღვრული
აღმატებებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მმ-ს; (100მმ. ე.ი. 95- დან 105
მმ-მდე.) საველე გაზომვები ჩაიწერება დადგენილი ფორმის ჟურნალში
სექციაში ნიველობის დამთავრების შემდეგ, ჟურნალში საჭიროა გაკეთდეს
გვერდითი კონტროლი:
(16) ჯამდება შუა ძაფით აღებული ყველა უკანა ანათვალი;
(17) ჯამდება შუა ძაფით აღებული ყველა წინა ანათვალი;
(18) ჯამდება ყველა აღმატება ლარტყის შავ და წითელ მხარეზე;
(19) ჯამდება ყველა საშ. აღმატება;
(20) ჯამდება ნახევარი მანძილები უკან და წინა მხარეზე.
გვერდების ჯამების კონტროლი: (18=16–17); ორმაგი აღმატებების ჯამის ნახევარი –
(18):2 უნდა უდრიდეს საშუალო აღმატებას (19)
ცხრილი 20.
IV კლასის ნიველობის ჟურნალი

სადგურის მანძილები ანათვლები აღმატება საშ.


№ ლარტყაზე აღმატება
უკანა წინა
1 375 (7) 1485 (1) 1358 (3)
372 (8) 1860 (2) 1730 (4) +130 (11)
ყამ. რეპერი +3/+3 (15) +30 (12) +130 (14)
6547 (6) 6517 (5)
№45 - 2
4687 (9) 4787 (10) +100 (13)
260 1005 1209
2 263 1265 1472 –207 –207
2 -1 –3/0 6052 6159 –107
4787 4687 –100
(20)1270 (16)15724 (17)15878
გვერდითი (17)15878 (18)–154:2= (19)–77
კონტროლი –77
(18)–154

111
გვერდითი კონტროლის დამთავრების შემდეგ კეთდება სექციის კონტროლი, სადაც
იწერება:
– მთლიანი სვლის სიგრძე;
– უკანა ანათვლების ჯამი;
– წინა ანათვლების ჯამი;
– აღმატებების ჯამი;
– საშუალო აღმატებების ჯამი.
შენიშვნა: კონტროლი იგივეა, რაც გვერდითი კონტროლის დროს.

10.11. მე-3 კლასის ნიველობა


მე-3 კლასის ნიველობა ტარდება იმ ნიველირებით, რომელნიც აკმაყოფილებენ
შემდეგ მოთხოვნებს.
• ჭოგრის გამადიდებლობა ….........................................................30 კრატი;
• ცილინდრული თარაზოს საფასური (2მმ) არა უმეტეს ----30;
• კომპენსატორიან ნიველირებში სამზერი სხივის თვით დაყენების სიზუსტე
არა უმეტეს.....................................................................................0,5;
მე-3 კლასის ნიველობაში გამოიყენება სამმეტრიანი ლარტყები, რომლის გამოსა-
კვლევად იხმარება ნორმალური სახაზავი, ნიველობა ტარდება პირდაპირ და შებრუ-
ნებული მიმართულებით.
დასაშვები ცდომილებები:
_ ნიველირიდა ლარტყამდე მაქსიმალური მანძილი დასაშვებია .....75 მ;
მანძილები შეიძლება გაიზომოს მანძილმზომებით;
_ მხრებს შორის უტოლობა დასაშვებია…................................2 მ;
– ხოლო მათი დაგროვება სექციაში დასაშვებია ................. 5 მ;
_ სამზერი სხივის სიმაღლე მიწიდან არ უნდა იყოს...... 0,3 მ;
– სადგურზე აღმატებებს შორის სხვაობა დასაშვებია .............3 მმ.
მე-3 კლასის ნიველობაში ანათვლების აღების თანამიმდევრობა შემდეგია:
1. ანათვალი უკანა ლარტყის შავ მხარეზე შუა ძაფით;
2. ანათვალი უკანა ლარტყის შავ მხარეზე ზედა ძაფით;
3. ანათვალი უკანა ლარტყის შავ მხარეზე ქვედა ძაფით;
4. ანათვალი წინა ლარტყის შავ მხარეზე შუა ძაფით;
5. ანათვალი წინა ლარტყის შავ მხარეზე ზედა ძაფით;
6. ანათვალი წინა ლარტყის შავ მხარეზე ქვედა ძაფით;
7. ანათვალი წინა ლარტყის წითელ მხარეზე შუა ძაფი;
8. ანათვალი უკანა ლარტყის წითელ მხარეზე შუა ძაფით.
საველე გაზომვების ჩანაწერები ხდება დადგენილი ფორმის ჟურნალში.

112
ცხრილი 21.
III კლასის ნიველობის ჟურნალი

ანათვლები საკონტრ
# მანძილმზომი ოლო ანათვლები საშ.
ძაფებით აღმატებე უკანა წინა აღმატება აღმატება
უკანა წინა ბი

1572 (20) 1812 (5) -240 (11) 1739 (10) 1972 (4) -232 (14)
1 2130 (6) 6761 (7)
1904 (3) –226 (12) 6430 (8) -331 (15) -231,5(19)
332 (9) 318 (10) +14/+14 4691 (16) 4790 (17) +99 (18)

10.12. მე-2 კლასის ნიველობა


მე-2 კლასის ნიველობა ტარდება პირდაპირი და შებრუნებული მიმართულებით,
ომბოხოებზე ან პალოებზე. სადგურზე დამზერები ხორციელდება შეთავსების
პრინციპით. მე-2 კლასის ნიველობა სრულდება ნიველირებით, რომელნიც
აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
ჭოგრის გამადიდებლობა არა ნაკლებ (კრატი) --------40;
თარაზოს დანაყოფის საფასური არა უმეტეს ----------12;
ნიველირის სამზერი სხივის თვით მომწესებადობის ცდომილება—0,2;
დოლის დანაყოფების უმცირესი საფასური-------------0,05.
მე-2 კლასის ნიველობაში გამოიყენება ნიველირები H-05, H-1, H-2, HA-1,
i-002 i-004, i-007, და ინვარის შტრიხებიანი სანიველო ლარტყები.
ანათვლების აღების თანამიმდევრობა შემდეგია: კენტ დგომებში
1.ანათვალი უკანა ლარტყის ძირითად სკალაზე ზედა ძაფით;
2. ანათვალი უკანა ლარტყის ძირითად სკალაზე ქვედა ძაფით;
3. ანათვალი უკანა ლარტყის ძირითად სკალაზე შუა ძაფით;
4. ანათვალი დოლზე;
5. ანათვალი წინა ლარტყის ძირითად სკალაზე ზედა ძაფით;
6. ანათვალი წინა ლარტყის ძირითად სკალაზე ქვედა ძაფით;
7. ანათვალი წინა ლარტყის ძირითად სკალაზე შუა ძაფით. (ბისექტორით);
8. ანათვალი დოლზე;
9. ანათვალი წინა ლარტყის დამატებით სკალაზე შუა ძაფით (ბისექტორით);
10. ანათვალი დოლზე;
11. ანათვალი უკანა ლარტყის დამატებით სკალაზე შუა ძაფით (ბისექტორით);
12. ანათვალი დოლზე.

113
ლუწ დგომებში ანათვლების აღება იწყება წინა ლარტყიდან.
დასაშვები ცდომილებები:
მაქსიმალური მანძილი --- 65 მ;
მინიმალური ანათვალი ----0,5 მ;
მხრებს შორის უტოლობა სადგურზე --1 მ;
სექციაში --- 2 მ;
აღმატებებს შორის განსხვავება — 0,7მმ ( დოლის 14 დანაყოფი).

ცხრილი 22.
II კლასის ნიველობის ჟურნალი

№ ანათვლები მანძ. ანათვლები ბისექტორი


№ ძაფებით ძაფებით კონტროლი
ძირითადი დამატებითი
უკანა წინა სკალა სკალა
P Б P Б

1 16,99 (1) 28,29(5) უკანა. 22.0(3) 35(4) 81.2(11) 87(12) 59.252(19)


1 27,00(2) 38,30(6) წინა 33.4(7) 33(8) 92.5(9) 87(10) 59.254(20)
10,01(23) 10,01(24) -11.3(13) +2(14) -11.3(16) 0(17) +2(21)

1-2 (25) –11.298(15) –11.300(18) +2(22)

გამოთვლები
(13)=(7)-(3); (14)=(8)-(4); (15)=(13)+(14); (16)=(9)-(11); (17)=(10)-(12); (18)=(16)+(17);
(19)=/(11)+(12)/–/(4)+(3)/;( 20)=/(9)+(10)/–/(8)+(7)/; (23)=(2)–(1); (24)=(6)–(5);(25)=(23)–(24);
კონტროლი
(21)=(18)-(15); (22)=(20) – (19)

114
10.13. სანიველო სვლის გაწონასწორება
სანიველო ჟურნალში გვერდითი და სექციის კონტროლის დამთავრების
შემდეგ საჭიროა სანიველო სვლის გაწონასწორება. ამოიწერეთ სანიველო
ჟურნალიდან სექციაში მანძილებს და აღმატებებს სპეციალურ უწყისში.
ცხრილი 23.
IVკლასის ნიველობის გაწონასწორება

რეპერის მანძილე აღმატებე შესწორებ შესწორებუ სიმაღლე


№ ბი ბი ები ლი ები
ანათვლები
1 2 3 4 5 6
ყამირის 615,229
რეპერი 3,2 +2,885 +0,001 +2,886
№23
დროებით 618,115
რეპერი 6,8 _1,870 +0,003 -1,867
№45
დროებით 616,248
რეპ №425 4,4 +2,136 +0,001 +2,137
ყამირის
რეპერი 14,4 +3,151 +0,005 +3,156 618,385
№210

მე–2 სვეტში იწერება მანძილები, რომლის ბოლოს დაჯამდება და დაიწერება სვეტის


ბოლოში,
მე–3 სვეტში იწერება აღმატებები, სვეტის ბოლოში აღმატებების ალგებრული ჯამი,
მე4 – სვეტში იწერება შესწორებები,
მე–5 იწერება შესწორებული აღმატებები და მათი ალგებრული ჯამი, მე-6 სვეტში
გამოანგარიშებულია წერტილების სიმაღლეები: მომდევნო წერტილის სიმაღლე
უდრის საწყისი წერტილის სიმაღლეს დამატებული შესაბამისი აღმატება.

 h თ.= Hსაბ –Hსაწ=+3,156

 h პრ.=h1+h2+h3+….hn = +3,151

f h=  hთეორ –  hpპრაქ= –5 მმ.

115
f h დას = 20mm =  76 მმ
რაკი მიღებული ცდომილება აღმატებებში დასაშვებზე ნაკლებია, მათი განაწილება
უნდა მოხდეს შებრუნებული ნიშნით. მანძილების პროპორციულად.

10.14. სანიველო ტრასის დაკვალვა და ადგილზე დამაგრება


გრძივი ნიველობის ამოცანაა ყოველ 100 მ–ის ინტერვალით დედამი-წის წერტილების
ნიშნულების (სიმაღლეების) განსაზღვრა. გარდა ამისა, პარალელურად ხდება ტრასის
მარჯვნივ და მარცხნივ შერჩეული წერტი-ლების (განივების ) ნიშნულების განსაზღვრა.
ტრასის მიმართულებით ფოლადის ბაფთით გადაზომავენ 100–100 მეტრს.
(პიკეტებს), მიღებულ წერტილებს ამაგრებენ ხის პალოებით,

სურ.100. სანიველო სვლის წერტილების დამაგრება


ამ პალოს გვერდით ჩაასობენ მეორე პალოს ე.წ. დარაჯულას, დააწერენ პიკეტის ნომერს.
გარდა ამ წერტილებისა ადგილზე ტრასის მიმართულებით არის ადგილები, სადაც იცვლება
ქანობი აქაც საჭიროა დამაგრდეს პალოები, ასეთ წერტილებს საპლუსო წერტილები ეწოდება.
საპლუსო წერტილების მდებარეობის განსაზღვრის მიზნით იზომება მანძილები უკანა
მეზობელი პიკეტიდან თვით პლუს წერტილამდე. აღნიშნულ მანძილს წერენ დარაჯულაზე
(მაგალითად ПК2+38) სანიველო ხაზის ასეთ დანიშვნას და პლიუსებად დაყოფას პიკეტაჟი
ეწოდება.

სურ.101. საპლუსე წერტილების აღება

ტრასის მიმართულებით თეოდოლიტით იზომება მოხვევის კუთხეები.

116
სურ. 102. მოხვევის წერტილების დამაგრება

სანიველირო ხაზის მოხვევის კუთხეების წვეროები უნდა დამაგრდეს ხის


ბოძებით

სურ.103 მოხვევის კუთხეების გაფორმება

ბოძებზე იწერება კუთხის ნომერი, მანძილი უკანა მეზობელი პიკეტიდან და


მოხვევის კუთხის დასახელება (მარჯვენა ან მარცხენა). სანიველო ხაზი მაგრდება
მუდმივი წერტილებით – რეპერებით. დაკვალვის პარალერულად მილიმეტრიან
ქაღალდზე შედგენილი უნდა იქნას საველე, საპიკეტო წიგნაკი, სადაც სქემატურად
ჩაიხაზება მოხვევის კუთხეები, მათი სიდიდეები პიკეტებისა და საპლიუსო
წერტილების ნომრები, აგრეთვე აბრისი.

სურ. 104. აბრისი (კროკი)

117
10.15. გასწვრივ – განივი ნიველობა
სანიველირო ხაზის მომზადების შემდეგ სრულდება ტრასის გასწვრივ–განივი
ნიველობა, რომელიც ტექნიკური ნიველობის პროგრა-მით ხორციელდება.
ნიველირს დგამენ 0 და 1 პიკეტს შორის დაახლოებით შუაზე, მოყავთ სამუშაო
მდგომარეობაში, ლარტყებს აყენებენ საპიკეტო წერტილებზე და იღებენ
ანათვლებს. კონტროლის მიზნით ანათვლები აიღება ლარტყის შავ და წითელ
მხარეზე (ან ინსტრუმენტის ჰორიზონტის შეცვლით). თუ დიდი დაქანების
შემთხვე-ვაში ვეღარ ხერხდება პიკეტებზე დაყენებულ ლარტყაზე ანათვლების
აღება (სხივი გადის ან მიწაში ან ლარტყის თავზე) ასეთ შემთხვევაში ტრასის
გასწვრივ უნდა დაინიშნოს ე. წ, „იქს – წერტილები“. ნახ 105

სურ. 105. X წერტილების აღება

ტრასის ბოლო წერტილი აუცილებლად უნდა მიებას რეპერს ან მარკას.


ნიველობის ჟურნალის ფორმა მოცემულია მე–16 ცხრილში.
/1/ –ანათვალი რეპერზე, (უკანა ლარტყაზე),
/2/ – ანათვალი 0 პიკეტზე (წინა ლარტყა)
/3/ და /4/ –იგივე ანათვლები ნიველირის სიმაღლის შეცვლის შემდეგ.
/5/ – საშ. ანათვალი უკანა ლარტყაზე,
/6/ – საშ. ანათვალი წინა ლარტყაზე,
/7/ – აღმატება,
/8/– ინსტრუმენტის ჰორიზონტი /ი.ჰ/ რომელიც უდრის ჩვენს შემთხვევაში 1–
ლი პიკეტის სიმაღლეს დამატებული ამ წერტილზე აღებული მეორე უკანა
ანათვალი – 0930, ე.ი. ი.ჰ.=499.450+0540=499.990
/9/ – შუალედი წერტილის სიმაღლე, რომელიც უდრის ინსტრუმენტის
ჰორიზონტს გამოკლებული ამ წერტრილზე დაყენებული ლარტყაზე აღებული
ანათვალი 0620 499.990–0.620=499.370.

118
ცხრილი 24.
ტექნიკური ნიველობის ჟურნალი

ანათვლები საშ შუალედ აღმატება იჰ სიმაღლეები


ანათვლები ი
უკანა წინა 500.000
პკ0 0922(1) 1472(2)
0926(5) 1476(6) –0550 (7)
პკ1 0930(4) 1480(3) 499.450

პკ1 0536 2434 499.450


+3 0538 2437 0620 –1899 499.990 499.370(9)
0 (8)
პკ2 0540 2440 497.551

დასაშვები ცდომილება გამოითვლება ფორმულით:

f h  50mm L .

სადაც L სვლის სიგრძეა კილომეტრებში.


შენიშვნა. სანიველირო სვლა იწყება და მთავრდება რეპერზე ან მარკაზე. იმისათვის,
რომ სვლა მივაბათ რეპერს ან მარკას საჭიროა ლარტყა დავაყენოთ კედლის რეპერზე, ან
ყამირის რეპერზე, მეორე ლარტყა იდგმება ომბოხოზე ან ბუნიკზე. ნიველირი
დავაყენოთ ლარტყების შუაზე, დამზერები წარმოებს ჩვეულებრივი წესით. აღმატე-
ბების გამოთვლის წესიც არ იცვლება. მარკაზე სვლის მისაბმელად გამოიყენება
დასაკიდებელი ლარტყა. ამ ლარტყას ნულთან გაკეთებული აქვს ხვრელი. მარკაზე
მიბმის დროს მის ხვრელში ჩასმულ რკინის ჩხირზე მოთავსდება დასაკიდებელი
ლარტყა. დაკიდებულმა ლარტყამ შეიძლება დაიკავოს ორი მდებარეობა. პირველი,
ნიველირის ჰორიზონტი გადის მარკის ცენრის ზემოთ, ამ დროს ლარტყის ნული
ქვემოთ უნდა მოთავსდეს, ხოლო დანაყოფები იზრდებოდეს ზემოთ. მეორე, როდესაც
ნიველირის ჰორიზონტი გადის მარკის ცენრის ქვემოთ, ლარტყა უნდა დავკიდოთ ისე
რომ მისი ნოლი მოთავსდეს ზემოთ. რაკი დაკიდებულ ლარტყაზე ვღებულობთ
უარყოფითი ნიშნის ანათვალს, აღმატების გამოსათვლელი ფორმულა მიიღებს შემდეგ
სახეს.
h=a+b

119
10.16. გრძივი და განივი პროფილის აგება, მრუდის დაკვალვა
სანიველირო ტრასის გრძივი და განივი პროფილის ასაგებად გამოიყენება
სანიველო ჟურნალში ჩანაწერები და გამოთვლილი შავი ნიშნულები. გრძივი
პროფილის ასაგებად ჰორიზონტალური მასშტაბი აიღება ნებისმიერი
მნიშვნელობის, ხოლო ვერტიკალური მასშტაბი ათჯერ უფრო მსხვილი ვიდრე
ჰორიზონტალური. ჩვენ შემთხვევაში ჰორიზონტალური მასშტაბი არის 1:5000,
ხოლო ვერტიკალური მასშტაბი 1:500. განივ პროფილზე კი მასშტაბი ერთი და
იგივე აიღება. პროფილი ჩვეულებრივ იხაზება ან მილიმეტრებიან ქაღალდზე ან
ელექტრო მატარებლებზე (კომპიუტერში) პროფილის აგების თანამიმდევრობა
შემდეგია.

სურ. 106. გრძივი და განივი პროფილი. მრუდის დაკვალვა

აიღებენ საჭირო სიგრძის მილიმეტრებიან ქაღალდს და დაახლოებით შუაზე


გაავლებენ ჰორიზონტალურ ხაზს, ამ ხაზის ზემოთ აგებენ პროფილს, ხოლო
ქვემოთ ათავსებენ პროფილის ბადეს, ისე როგორც ნაჩვენებია ნახაზზე.
1. პირველ ზოლში ჰორიზონტალურ მასშტაბში გადაზომავენ 100 მ–იან
მანძილებს, რაც მოცემულ მასშტაბში 2 სმ–ის ტოლია. იქ სადაც საპლიუსო
წერტილებია მოცემულ მასშტაბში აწერენ მანძილებს. მე–5 ზოლის პირველ
ჰორიზონტალურ ხაზზე აწერენ პიკეტების ნომრებს. მე–3 ზოლში აწერენ შავ
ნიშნულებს დამრგვალებულს სანტიმეტრამდე. მე–7 ზოლში საპიკეტო ჟურნალის
მიხედვით დააქვთ ტრასის გეგმა პირობითი აღნიშვნებით, ხოლო მე–8 ზოლში
წერენ ყამირის შინაარსს. მე–3, მე–4, მე–7, მე–8 ზოლების შევსების შემდეგ აგებენ
გრძივ პროფილს. ამისათვის პირობით ხაზზე გადააქვთ ყველა პიკეტი და საპლუსო
წერტილი. მიღებულ წერტილებში პირობით ჰორიზონტის მართობულად
აღმართავენ შვეულ ხაზებს და მასზე ვერტიკალურ მასშტაბში გადაზომავენ

120
თითოეული წერტილის შავი ნიშნულის მნიშვნელობას, მიღებულ წერტილებს
თანამიდევრობით აერთებენ ერთმანეთთან. ამ ტეხილ ხაზს ეწოდება ტრასის
გრძივი პროფილი. ყველა აღნიშნული მოქმედების გაფორმება ხდება შავი ფერით.
2. საპროექტო ხაზის გავლება. საპროექტო ხაზის გავლებისას ძირითა-დი
მოთხოვნაა ზედაპირის მოსწორებისას მოსაჭრელი და დასაყრელი მიწის
რაოდენობა შესაძლებლობების ფარგლებში იყოს თანაბარი. საპროექტო ხაზის
ქანობი განისაზღვრება ფორმულით:
H 2  H1 h12
i 
d12 d12
სადაც H2-H1 - მოცემული 1-2 საპროექტო ხაზის ბოლო წერტილების ნიშნულებია,
რომელსაც საზღვრავენ პროფილიდან გრაფიკულად.
h1-2=H2-H1 – უბნის ბოლო წერტილების აღმატებაა, d1-2 უბნის თარაზული
სიგრძე მეტრებში, (ისაზღვრება პროფილიდან) საბოლოოდ, მიღებული ქანობი და
უბნის სიგრძეები შეაქვთ პირველ ზოლში. ყველა წარწერა სრულდება წითელ
ფერში.
3.წითელი ნიშნულების გამოთვლა წითელი ნიშნულები ეწოდება საპროექტო
ხაზის ნიშნულს ტრასის მოცემულ წერტილში.
უბნის ბოლოების საპროექტო ხაზების წითელ ნიშნულებს გამოითვლიან
ფორმულით:
H2=H1  id1-2
სადაც H2 - უბნის ბოლო წერტილის წითელი ნიშნულია,
H1 - უბნის საწყისი წერტილის ნიშნული,
i- უბნის საპროექტო ნიშნული,
d1-2 უბნის თარაზული სიგრძე.
საპროექტო ხაზის საწყის და საბოლოო წერტილების წითელი ნიშნულებით
საზღვრავენ უბნის დანარჩენი წერტილების წითელ ნიშნულებს:
H2=H1  id

4.მუშა ნიშნულების გამოთვლა.


მუშა ნიშნულები ეწოდება ტრასის ერთი და იმავე წერტილების შავ და წითელ
ნიშნულებს შორის სხვაობებს. ისინი განსაზღვრავენ ტრასის მოცემულ წერტილში
ყრილის სიმაღლესა და ჭრილის სიღრმეს.
5.ლურჯი ნიშნულების გამოთვლა
საპროექტო ხაზი ზოგიერთ უბანზე კვეთს პროფილის ხაზს. ამ წერტილებს
ნულოვან, სამუშაო წერტილებს უწოდებენ. მანძილი X უახლოეს პიკეტიდან
ნულოვან სამუშაო წერტილამდე განისაზღვრება ფორმულით:
hd
X 1
h1  h2 .

121
სადაც AB პროფილის ხაზია; MN –საპროექტო ხაზია, h1 da h2 წარმოადგენს
შესაბამისი ყრილისა და ჭრილის მუშა ნიშნულს, ხოლო d –პიკეტებს შორის
მანძილი; X გამოითვლება სანტიმეტრის სიზუსტით. ნულოვანი წერტილის H0
ნიშნული განისაზღვრება ფორმულით:
H0= Hწ.ნ  ix.
სადაც Hw.n. არის წინა წერტილის წითელი ნიშნული, ხოლო i არის ქანობი.
ლურჯი ნიშნული იწერება შავი ფერით.

მრუდის დაკვალვა
მრუდის მთავარი წერტილებია: მრუდის საწყისი, (HK) მრუდის ბოლო(KK) და
მრუდის შუა (CK) აღნიშნული წერილები წარმოადგენს ადგილზე მრუდის
კონტურის განსაზღვრის საყრდენს. ადგილზე მრუდის მთავარი წერტილების
განსაზღვრისათვის საჭიროა მრუდის მთავარი ელემენტების ცოდნა: ტრასის
მოხვევის კუთხე –  , რადიუსი - R, რომელიც შეირჩევა ადგლმდებარეობის პირო-
ბებისა და პროექტირების ტექნიკური პირობებიდან გამომდინარე, ტანგენსი–T,
მრუდის სიგრძე–K, ბისექტრისა–Б, დომერი–Д, რომელიც შეიძლება გამოითვალოს
ფორმულებით, ან სპეციალური ცხრილებით (ნ. ა. მიტინ).
მრუდის მთავარი წერტილების საპიკეტაჟო მნიშვნელობები გამოითვლება
ფორმულით:
მრუდის საწყისი=მოხვევის კუთხე –T (НК=УП-Т)
მრუდის ბოლო=მრუდის საწყისი +K (КК=НК+К) , კონტროლი КК=УП+Т-Д
მრუდის შუა=მრუდის საწყისი +K/2, ან მრ. შუა=მრუდის ბოლო–K/2
(СК=НК+К/2), (СК=КК-К/2), სადაც მოხვევის კუთხე ადგლზე განსაზღვრული
პიკეტაჟის მნიშვნელობაა.

ტანგენსი – T  tg
2
R
მრუდის სიგრძე – K  
180
a
ბისექტრისა – Б  R(sec  1)
2
მინაზომი – D  2T  K

122
სურ. 107. მრუდის დაკვალვა
მრუდის საწყისს და მრუდის ბოლოს ადგილზე პოულობენ მოხვევის
წერტილიდან პირდაპირ და უკუ მიმართულებით ტანგენსების გადაზომვით,
მრუდის შუა წერტილის მოსაძებნად მოხვევის წერტილიდან მოზომავენ  /2
კუთხეს, და გადაზომავენ Б ბისექტრისას.

10.17. ფართობის ნიველობა


ფართობის ნიველობა გეომეტრიული ნიველობის საკმაოდ გავრცელებული სახეა და
მას ძირითადათ იყენებენ მიწის სამუშაოების მოცულობის გამოსათვლელად, რისთვისაც
ტოპოგრაფულ ზედაპირს ყოფენ კვადრატებად, სადაც უნდა ჩატარდეს გეომეტრიული
ნიველობა. ამ მიზნით ადგილზე თეოდოლიტით და 20 მ–იანი ბაფთით ააგებენ საჭირო
ზომის მართკუთხედს ან კვადრატს, რომელსაც რელიეფის სირთულიდან გამომდინარე,
ყოფენ 10, 20, 25, 50, 100 მეტრიან კვადრატებად. კვადრატის წვეროებს ადგილზე
ამაგრებენ ორ–ორი პალოთი, (პიკეტის წერტილი და „დარაჯულა“) ადგილზე
დაკვალულ კვადრატების ბადეს გამოხაზავენ ქაღალდზე ნებისმიერ მასშტაბში.
ქაღალდზე გამოსახულ კვადრატების ბადეს დანომრავენ იმ თანამიმდევრობით, როგორც
ეს ნაჩვენებია ნახაზზე. ნიველობა სრულდება მხოლოდ დანომრილ კვადრატებში, ან
ყოველი კვადრატის შუიდან, ან რამოდენიმე სადგურიდან საერთი დამაკავშირებელი
წერტილის გამოყენებით. კვადრტების შუადან ნიველობისას, ნიველირს დააყენებენ
პირველი კვადრატის ცენტრში და იღებენ ანათვლებს ლარტყის შავ მხარეზე კვადრატის
ყოველ წვეროში. შემდეგ ანოლოგიურად მოქმედებენ მეორე კვადრატში. ანათვლების
ჩაწერა ხდება სქემატურ ნახაზზე.

123
სურ.108. ფართობის ნიველობა

კონტროლისათვის მეორე კვადრატში ანგარიშობენ ლარტყებზე აღებულ


ანათვლების სხვაობებს. ანუ 2226–1306=0920; 1074–0152=0922; დასაშვები ცდომილება
ორ სხვაობას შორის უნდა იყოს ± 4 მმ–ზე ნაკლები. თუ სხვობა 2 მმ–ია ე. ი. გაზომვა
სწორადაა შესრულებული. კონტროლი შესაძლებელია, თუ ავღებთ ჯვარედინად
ჩაწერილი ანათვლების ჯამს. ანუ 1306+1074=2380; 2226+0152=2378; თუ სხვაობები
კვადრატების მომოჯნავე გვერდების ორივე წვეროზე დაშვების ფარგლებშია,
ანგარშობენ ინსტრუმენტის ჰორიზონტების საშუალო სხვაობას. საშუალო ანათვალი
2379; შემდეგ გადადიან მესამე კვადრატის ცენტრში და ანოლოგიურად პოულობენ
ნიველირის ჰორიზონტებს შორის სხვაობებს მესამე და მეორე კვადრატებს შორის და ა.
შ. ყველა კვადრატის ნიველობის შემდეგ, ანგარიშობენ ყველა გარე კვადრატების
საშუალო სხვაობების ჯამს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ± 4 მმ√ n. კვადრატების
წვეროების ნიშნულებს პოულობენ კვადრატის ინსტრუმენტის ჰორიზონტისა და
წვეროზე აღებული ანათვლის სხვაობით. ანუ I კვადრატში რეპერის სიმაღლეს
40,705+1,152=41,857 მიღებული შედეგი წარმოადგენს ინსტრუმენტის ჰორიზონტს I
კვადრატში. თუ მიღებულ ი.ჰ. გამოვაკლებთ კვადრატის თითოეულ წვეროზე აღებულ
ანათვალს, მივიღებთ კვადრატის წვეროების ნიშნულებს. ანუ A წერტილის ნიშნული
იქნება 41.857–1.152=40.705; B წერტილის ნიშნული იქნება 41.857–1.306=40.551 და ა. შ.

124
10.18. ტრიგონომეტრიული ნიველობა
ტრიგონომეტრიული ნიველობა ტარდება დახრილი სხივის საშუალებით.
(თეოდოლიტით, ტახომეტრით) ქვემოთ ნახაზზე ნაჩვენებია მარტივი შემთხვევა,
როცა დამზერა წარმოებს იარაღის სიმაღლეზე. თეოდოლტს დააყენებენ A
წერტილში, ლარტყას კი Bწერტილში. ლარტყა-ზე მონიშნავენ იარაღის სიმაღლეს.

სურ. 109. ტრიგონომეტრიული ნიველობა


იარაღის სიმაღლეზე დამზერის შემდეგ აიღებენ ანათვალს ვერტიკა-ლურ
წრედზე, გამოითვლიან დახრის კუთხეს, გაზომავენ მანძილს იარაღიდან ლარტყა-
მდე მანძილმზომით ან ბაფთით, გამოითვლიან მის ჰორიზონტალურ ქვედებულს.
ვთქვათ მანძილი იზომება მანძილმზომი ძაფებით:
D=126 m  =6°
S=D cos 2 S =124,62,
აღმატება გამოითვლება ფორმულით:
h=Dtg
თუ D=126 m  =1°10´
h=2,56
არის შემთხვევები, როცა ვერ ხერხდება იარაღის სიმაღლეზე დამზერა, მაშინ
აღმატება გამოითვლება ფორმულით
h=Dtg +i- .
სადაც i იარაღის სიმაღლეა, ხოლო ლარტყაზე დამზერის სიმაღლე.
მანძილმზომი ძაფებით მანძილის გაზომვის სიზუსტე დიდი არ არის. იგი
დამოკიდებულია ამინდზე, ატმისფეროს მდგომარეობაზე, ლარტყაზე აღებული
ანათვლების სიზუსტესა და დახრის კუთხის გაზომვის სიზუს-ტეზე.

125
10.19. ბარომეტრული ნიველობა

ბარომეტრული ნიველობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ წერტილების


სიმაღლეები ისაზღვრება ჰაერის წნევის გაზომვით. ბარომეტრულ ნიველო-ბაში
გამოიყენება ბარომეტრი. ბარომეტრი ორგვარია: ვერცხლის-წყლიანი ბარომეტრი და
ზამბარიანი ბარომეტრი ანუ ანეროიდი. ვიცით, რომ ბარო-მეტრი ერთნაირ პირობებში
მთის წვერზე უფრო ნაკლებ წნევას უჩვენებს, ვიდრე მთის ძირში, რაც გამოწვეულია
წერტილების სიმაღლეთა სხვაობით. ჰაერის წნევა ყოველ 10 მეტრზე მაღლა ასვლისას
ვერცხლისწყლის სვეტი 1 მმ–ით ეცემა. სწორედ ეს კანონზომიერება უდევს საფუძვლად
ბარომეტრულ ნიველობას.
ბარომეტრული ნიველობით წერტილების სიმაღლეების განსაზღვრის სიზუსტე 3–4
მეტრია. (კარგ მეტეოროლოგიურ პირობებში), ამიტომ ამ ნიველობას იყენებენ მაშინ,
როდესაც საჭირო არაა წერტილების სიმააღლეები განისაზღვროს მაღალი სიზუსტით.
ისეთი როგორიცაა სხვადასხვა სახის წინასწარი კვლევები – საინჟინრო, გეოლოგიური,
გეომორფოლოგიური, ჰიდროლოგიური, ენერგეტიკული და სხვ.

ბარომეტრ–ანეროიდი
ატმოსფეროს წნევის გასაზომად ვერცხლისწყლიანი ბარომეტრი არის შედარებით
ზუსტი ხელსაწყო, მაგრამ ვინაიდან იგი დიდი ზომისაა და ამავე დროს არის
მსხვრევადი, ამიტომ მისი ველზე გამოყენება მიზანშეწონილი არაა. მას ძირითადად
იყენებენ ლაბორატორიულ პირობებში ანეროიდების შესამოწმებლად.

სურ. 110. ბარომეტრ- ანეროიდი


ბარომეტრ-ანეროიდი ნიშნავს ბარომეტრს სითხის გარეშე. იგი წარმოადგენს
ბარომეტრული ნიველობისათვის ერთ–ერთ ძირითად ხელსაწყოს. ანეროიდის მთავარი
ნაწილია გოფრირებული ლითონისაგან დამზადებული კოლოფია, საიდანაც
ამოტუმბულია ჰაერი. ანეროიდის ზედა ნაწილში დამაგრებულია ციფერბლატი,

126
რომელზედაც დატანილია ატმოსფერული წნევის მაჩვენებელი სკალა. ციფერბლატის
ცენტრში მოთავ-სებულია ისარი, რომელიც ღერძით უერთდება სპირალურ ზამბარას.
სკალაზე ისრით აღებული ანათვალი უჩვენებს ატმოსფერულ წნევას დგომის
წერტილში. ანეროიდის ციფერბლატზე დგას თერმომეტრი ტემპერატურის გასაზომად.
ანეროიდზე ანათვლის აღების წინ საჭიროა თითით ფრთხილად დაკაკუნება
ანეროიდის მინაზე. ყოველი დაკაკუნების შიმდეგ ანეროიდი უნდა იძლეოდეს ერთსა
და იმავე ანათვალს.
ანეროიდის შესწორება. ჰაერის წნევა იზომება ვერცხლისწყლის ჩვენებით, ამიტომ
ანეროიდის ჩვენება შეთანხმებული უნდა იყოს ბარომეტრის ჩვენებასან, რისთვისაც
ანეროიდის ჩვენებაში შეტანილ უნდა იქნას შესწორება. ასეთ შედარებას ახდენენ
ცენტრალურ მეტეოროლოგიურ დაწესებულებაში სადაც შეასწორებენ ანეროიდს და
შეავსებენ შემოწმების პასპორტს. პასპორტ-ში მოცემულია წნევის და ტემპერატურის
სპეციალური შესწორებები. ემპირიული გზით დადგენილია შემდეგი სახის გადასაყვანი
ფორმულა,
B0  A  bt  C (760  A)  d
სადაც B0 ნამდვილი წნევაა 00 ტემპერატურის დროს, A ანეროიდის ანათვალია,
bt – ტემპერატურის შესწორებაა, C სკალის ერთი დანაყოფის შესწორებაა, 760 არის
წნევა ზღვის დონეზე, d – ანეროიდის დამატებითი შესწორებაა. ყველა ეს შესწორება
სკალაზე მოგვცემს რამდენიმე მილიმეტრს, ვინაიდან ჰაერის წნევა 1 მმ დანაყოფზე
გვაძლევს 10 მ , ამის გამო მიღებულ შესწორებას მხედველობაში აუცილებლად იღებენ
ცალკეული ანეროიდის პასპორტში მოცემულია აღნიშნული შესწორება სათანადო
ნიშნით.
სიმაღლეების განსაზღვრა. ანეროიდზე მიღებულ ანათვალსა და განსასაზღვრავი
წერტილის სიმღლეს შორის დამოკიდებულება გამოითვლება ლაპლასის ფორმულით:
 t t 
H 2  H1  18470 1  0.0037( 1 2 )  (lg B1  lg B2 )
 2  .
სადაც, H1და H2 საძიებელი წერტილების აბსოლუტური სიმაღლეებია, 18470 მუდმივი
კოეფიციენტია, 0.0037–ტემპერატურის კოეფიციენტია t1 და t2–ჰაერის ტემპერატურაა, B1
და B2– ანეროიდზე აღებული ატმოსფერული წნევაა.
ვთქვათ, B წერტილში, რომელიც A წერტილიდან დაშორებულია ახლო მანძილით
(რამდენიმე კილომეტრით) ისეთივე მეტეოროლოგიური პირობებია, როგორიცაა A
წერტილში და დავუშვათ რომ იმ დროს როდესაც ანეროიდით განისაზღვრა A
წერტილის სიმაღლე H1 განსაზღვრული იყო აგრეთვე B წერტილის სიმაღლე H2,
ვინაიდან A დაB წერტილებში ერთი და იგივე მეტეოროლოგიური პირობებია, ცხადია
H2 სიმაღლეში შევა იგივე შეცდომა რაც A წერტილში გაზომილ H1 სიმაღლეში. ამ ტოლ
შეცდომიანი H1 და H2 სიმაღლეეების სხვაობა (H2-H1), თეორიულად რომ ვიმსჯელოთ
განთავისუფლებული იქნება შეცდომისაგან, ვინაიდან ამ სხვაობის გამოთვლისას
აღნიშნული ტოლი ცდომილებები ერთმანეთს გააბათილებენ. ამის გამო, ცდომილების
მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,

127
სურ. 111. ანეროიდით სიმააღლის განსაზღვრა

ბარომეტრულ ნიველობაში განისაზღვრება არა წერტილების აბსოლუტური


სიმაღლეები, არამედ მათი სიმაღლეთა სხვაობები, რომელთა მიხედვითაც შემდგომ
მიიღებენ წერტილების აბსოლუტურ სიმაღლეებს. ამ სიმაღლეთა სხვაობებში შეაქვთ
ტემპერატურული შესწორებები. სიმაღლეთა სხვაობა რომელიც ნახაზზეა აღნიშნული h
ასოთი მიიღება შემდეგი ფორმულით
t1  t2
h  ( H 2  H1 )  0.004( H 2  H1 ).
2
ამ ფორმულაში შემავალი H2 არის B წერტილის მიახლოებითი სიმაღლე და H1
არის A წერტილის მიახლოებითი სიმაღლე. (ორივე შედეგი ამოღებულია სპეციალური
ცხრილებიდან).
t t
ფორმულაში შემავალი 0.004( H 2  H1 ). 1 2 წარმოადგენს ტემპერატურულ შესწო-
2
რებას. სადაც t1 არის A წერტილში გაზომილი ჰაერის ტემპერატურა, ხოლო t2 – B
წერტილში გაზომილი ჰაერის ტემპერატურა. (ტემპერატურული შესწორებებისათვისაც
შედგენილია სპეციალური ცხრილები). დაკვირვება უნდა ჩატარდეს წყნარ ამინდში,
როდესაც ატმოსფერული წნევა დიდ სივრცეზე უცვლელია და რაც შეიძლება
ერთდროულად ორივე წერტილზე.

128
თავი XI.
ხაზობრივი გაზომვები
11.1. ხაზის სიგრძის საზომი მარტივი ხელსაწყოები
ხაზოვანი გაზომვის თანამედროვე საშუალებები შეიძლება გაიყოს ორ დიდ
ჯგუფად: მექანიკურ და ფიზიკურ–ოპტიკურად. მექანიკურს მიეკუთვ-ნება: ფოლადის
ბაფთები, ფოლადის ხვეულები, ზონარი ხვეულები და სხვ. რომლებიც გამოიყენება
თეოდოლიტურ სვლებში მანძილების გასაზომად, ასგეგმი ქსელის დასაგებად და ა. შ.
ფიზიკურ-ოპტიკური ხელსაწყოები იყოფა ოპტიკურ და რადიოფიზიკურ
მანძილსაზომებად.
მანძილის გაზომვა ოპტიკური მანძილსაზომებით (ორმაგი გამოსახუ-ლებიან
მანძილსაზომები, ძაფებიანი მანძილსაზომები და სხვ.) ემყარება გეომეტრიული
ოპტიკის პრინციპების გამოყენებას. მისი ძირითადი დანიშნუ-ლებაა ასაგეგმი
გეოდეზიური ქსელის შექმნა, თეოდოლიტური სვლების გატარება, ასევე მანძილის
გაზომვა ტაქეომეტრიული აგეგმვის დროს. მათი მთავარი ნაკლია მოქმედების მცირე
მანძილი და დაბალი სიზუსტე.
რადიოფიზიკური მანძილსაზომით მანძილის გაზომვის პრინციპი, ემყარება
ელექტრომაგნიტური ტალღის მიერ გასაზომი მანძილის დროის განსაზღვრას. იმ
შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება რადიოტალღა, მაშინ ხელსაწყოს უწოდებენ
რადიომანძილსაზომს, ხოლო თუ სინათლის ნაკადი, მაშინ – შუქმანძილსაზომს.
რადიო და შუქმანძილსაზომების განმასხვავებელი თავისებურებაა მანძილის
გაზომვის მაღალი სიზუსტე და სამუშაოთა შრომატევადობის მნიშვნელოვნად
შემცირება. ადგილზე ხაზების სიგრძის გასაზომად გამოიყენება სხვადასხვა საზომი
ხელსაწყოები. მანძილების უშუალო გაზომვებისათვის ფართოდ გამოიყენება ფოლადის
ბაფთა, ფოლადის ხვეულა, ზონარის ხვეულა.

სურ. 112. ფოლადის ბაფთა.


ფოლადის ბაფთა კეთდება ზოლოვანი ფოლადისაგან, მისი სიგანეა 15-20 მმ.
სისქე – 0,4-0,5 მმ. ყველაზე უფრო გავრცელებულია 20 მ-იანი ბაფთები. ბაფთას
თავსა და ბოლოში მორგებული აქვს სპილენძის ფირფიტები კბილანებით, რკინის
ჩხირზე მოსადებად. მეტრები მონიშნულია ბაფთის ორივე მხარეზე, დეციმეტრები
აღნიშნულია პატარ-პატარა ნახვრეტებით.

129
სურ. 113. ხვეულა.

ამასთანავე მე-5 დეციმეტრი სხვა დეციმეტრებისაგან განსხვავებით აღნიშნულია


მრგვალი ფირფიტით. მეტრების აღმნიშვნელი ციფრები ერთ მხარეზე წარწერილია
პირდაპირი მიმართულებით, მეორე მხარეზე – შებრუნებული მიმართულებით.
ბაფთას თან ახლავს 10 რკინის ჩხირი, რომელთა დიამეტრი უდრის ბაფთის
ბოლოს ამონაჭერის დიამეტრს. მათი დანიშნულებაა ბაფთის ბოლოები დაამაგროს
მაშინ, როდესაც ბაფთა დაჭიმულ მდგომარეობაშია გასაზომი ხაზის გასწვრივ.
ბაფთის კომპარირება. მანძილების გაზომვამდე ბაფთას და ხვეულას ესაჭიროება
შემოწმება, იმის დასადგენად უდრის თუ არა მისი ფაქტიური სიგრძე 20 მეტრს.
რისთვისაც მუშა ბაფთის სიგრძეს ადარებენ ნორმალურ ბაფთის სიგრძეს. Aამ
პროცესს ბაფთის კომპარირებას უწოდებენ. კომპარი-რება ორი სახისაა:
ლაბორატორიული და საველე.
საველე კომპარირება ტარდება შემდეგნაირად: სწორ ადგილზე ერთიმეორის
გვერდზე დადებენ მუშა და ნორმალურ ბაფთებს, შეუთავსებენ მათ ნულოვან
შტრიხებს ერთმანეთთან და შეადარებენ რამდენად განსხვავდება მათი სიგრძეები
ერთმანეთისგან. აცდენები გაიზომება მილიმეტრიანი სახაზავით. აცდენა შეიძლება
იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.
მუშა ბაფთის სიგრძე ასეთნაირადაც შეიძლება განისაზღვროს. ვთქვათ,
ნორმალური ბაფთით გაზომილი სიგრძე უდრის 60,00 მეტრს, ამავე ხაზის სიგრძე
მუშა ბაფთით უდრის 60,15. მაშასადამე, მუშა ბაფთის სიგრძე უდრის 19,95 მ-ს.
ანუ მუშა ბაფთის შესწორება -0,05 მმ-ია. შემდეგ ეს შესწორება შეაქვთ გაზომილი
ხაზების შედეგებში. გაზომილი ხაზის ნამდვილი სიგრძე ავღნიშნოთ DDD ასოთი,
ცდომილება  -თი, ბაფთის გადაზომვათა რიცხვი-n-ით, მაშინ:
D  (20m  )
მაგალითი:
გაზომილი ხაზის სიგრძე უდრის 315,26 მ,

130
 =+0.03მ
ვიპოვოთ D
315,26
n  15,767
20
D=15,767(20,00+0,03)=15,767  20,03=315,73

11.2. მანძილების გაზომვა ფოლადის ბაფთით


მანძილის გაზომვის წინ, გასაზომი ხაზის თავსა და ბოლოში ასობენ სარებს.
(საორიენტირებლად) ბაფთით ხაზის გასაზომად საჭი-როა ორი პირი: უკანას
უკავია ბაფთის ერთი ბოლო და ერთი ჩხირი, წინას ბაფთის მეორე ბოლო და 9
ჩხირი. უკანა კაცი ბაფთის შტრიხს შეუთავსებს ხაზის თავში დასმულ ჩხირს,
დაადგამს ფეხს ბაფთის სახელურს და მისცემს ნიშანს წინა კაცს ბაფთა დადოს
ხაზის მიმართულებით და გაჭიმოს, შემდეგ დაასოს მიწაში რკინის ჩხირი, ისე
რომ გაუყაროს ბაფთის წინა სახელურს ჭრილში. შემდეგ უკანა კაცი
ამოაძრობს ჩხირს და ორივე გაემართება წინ. როცა უკანა კაცი მივა დასმულ
ჩხირთან აჩერებს წინა კაცს, ბაფთის კბილანას მოსდებს ჩხირს და აძლევს წინა
კაცს მიმართულებას და ა. შ. როცა წინა კაცი მივა გასაზომი ხაზის ბოლოში,
უკანასკნელი დარჩენილი მანძილი გაიზომება ბაფთით და დაემატება რამდენი
ოცი მეტრიც მოთავსდა გასაზომ მანძილში. ვთქვათ, გასზომ ხაზში ბაფთა
მოთავსდა თოთხ-მეტჯერ, ნაშთი მივიღეთ 12,75 მ. მაშინ მთელი ხაზის სიგრძე
გამოითვლება ფორმულით:
D=20n+  D,
სადაც n ბაფთის სრული რიცხვი,  D - ნაშთი, მაშინ,
D=20  14+12,75=292,75მ
მანძილები იზომება პირდაპირი და შებრუნებული მიმართულებით. შემდეგ ხდება
გაზომვის სიზუსტის შეფასება, რისთვისაც გამოყავთ საშუალო
Dpir  DSebr
Dსაშ.= ,
2
პირდაპირ და შებრუნებულ მანძილებს შორის განსხვავება უნდა იყოს:
fs Dpir  DSebr 1
  .
DsaS 2000
თუ გაზომილი მანძილების ფარდობითი ცდომილება მეტია დასაშვებზე, მაშინ
მანძილი თავიდან უნდა გაიზომოს.

131
11.3. მანძილის გაზომვა პარალაქტიკური მეთოდით
აღნიშნული ხერხით მანძილის გაზომვა დამყარებულია ABC სამკუთხედის
ამოხსნაზე, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: S მანძილის განსაზღვრისათვის მაღალი
სიზუსტით იზომება მისი პერპენდიკულარული გვერდი l, რომელსაც ბაზისს
უწოდებენ, ასევე საჭიროა  პარალაქტიკური კუთხის გაზომვა:

სურ. 114. მანძილის გაზომვა პარალაქტიკური მეთოდით


l 
S  ctg
2 2
თუ ფორმულაში შემავალი წევრი l მუდმივია, მაშინ S მანძილის მისაღებად
საკმარისია  კუთხის გაზომვა, ამ კუთხის გასაზომად რუსმა კონსტრუქტორმა
ბელიცინმა შექმნა ოპტიკური ხელსაწყო, რომელიც წარმოადგენს კოლოფში
მოთავსებულ ორ ლინზას. ლინზების წინ მოთავსებულია ბრტყელ ჩაზნექილი ლინზა.
სპეციალური ხრახნებით შესაძლებელია პირველი და მეორე ლინზების გადაადგილება
ჰორიზონტალური მიმართულებით. კოლოფი თავისი ლინზებით წამოეცმება
თეოდოლიტის ობიექტივს. მანვე წარმოადგინა ალუმინის სპეციალური თარაზული
ლარტყა, რომლის ბოლოებზე დამაგრებულ თხელ ფირფიტებზე დატანილია შავი
ზოლები - მარკები. აღნიშნული ლარტყა მაგრდება შტატივზე, რომელიც მუშაობის
დროს იდგმება დგომის წერტილის მოპირდაპირე მხარეს. მარკების ცენტრებს შორის
მანძილი ბელიცინმა 1018 მმ-ის ტოლი აიღო.
ცდებით დადასტურებულია, რომ ბელიცინის მანძიმზომით ხაზების სიგრძეები
იზომება 1:1000 სიზუსტით.
ამ მეთოდით მანძილის განსაზღვრის დროს მიიღება ხაზის ჰორიზონტალური
პროექცია, ამიტომ მასში რელიეფის დახრილობით გამოწვეული შესწორების შეტანა
საჭირო არაა.

132
11.4. ძაფებიანი ოპტიკური მანძილმძომი
მანძილის გაზომფის ფართოდ გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს ძაფებიანი
მანძილმზომი მუდმივკუთხიანი პარალაქტიკური კუთხით. იგი მარტივია და
გეოდეზიურ ინსტრუმენტებში ჩადგმულია ჭოგრში ძაფთა ბადის სახით, სადაც მთავარ
ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ძაფების გარდა აქვს განაპირა ზედა და ქვედა
მანძილმზომი ძაფები.

სურ. 115. ძაფებიანი მანძილმზომი


მათი დახმარებით ლარტყაზე განისაზღვრება მანძილი ორ წერტილს შორის:
D  DI  f   .
სადაც D არის მანძილი ობიაქტივიდან ლარტყამდე, f ობიექტივის ფოკუსური მანძილია,
 – მანძილი თეოდოლიტის ბრუნვის ღერძიდან ობიექტივამდე. სამკუთხედ ABF და
a1b1F–დან
a1b1 ab f
 
AB AB D .
სადაც ab=P მანძილი განაპირა ძაფებს შორის, AB=n ანათვალი ლარტყაზე მანძილმზომ
ძაფებს შორის:
f f
DI  n  D  D  f   n  f 
P P .
f
დამოკიდებულებას ეწოდება მანძილმზომის კოეფიციენტი და აღინიშნება K
P
ასოთი. f   =C მანძილმზომის მუდმივაა:
D=Kn+C
თუ K=100, n=124.3 სმ , D=124, 3 მ.

133
11.5. ფიზიკური მანძილმზომებით მანძილის გაზომვის პრინციპები

რადიო და შუქმანძილსაზომებით მანძილის გაზომვას საფუძვლად უდევს


ელექტრომაგნიტური რხევების გავრცელების სიჩქარის მუდმივობა და ამ სიჩქარის
აღრიცხვის შესაძლებლობა, რეალურ ატმოსფერულ პირობებთან დამოკიდებულე-
ბაში. შუქ და რადიომანძილმზომებით მანძილის გაზომვა დაიყვანება იმ დროის
განსაზღვრამდე, რომლის განმავლობაში რხევები გაივლის ორმაგ მანძილს
გადამცემიდან ამრეკლამდე და პირიქით:F
2D


G Gგანასხვავებენ მანძილსაზომთა ორ სისტემას: 1. პასიური ამრეკლით და 2.
აქტიური ამრეკლით. პასიურ ამრეკლს მიეკუთვნება საგნები, რომლებიც
აირეკლავენ მათზე დაცემულ ელექტრომაგნიტურ ტალღებს. აქტიურ ამრეკლებში
იგულისხმება სპეციალური მიმღებ გადამცემები, რომელებიც იღებენ მანძილ-
მზომით გადაცემულ სიგნალებს აძლიერებს მათ და გამოასხივებენ საპასუხო
სიგნალებს, რაც საშუალებას იძლევა, გაზომვები ჩატარდეს დიდ მანძილებზე და
გაიზარდოს გაზომვის შედეგების სიზუსტე.
შუქმანძილმზომით გამოცემულ სიგნალს ეწოდება პირდაპირი ანუ მაზონდირე-
ბელი სიგნალი, ხოლო არეკვლის შედეგად დაბრუნებულს, არეკლილი სიგნალი.
შუქმანძილმზომები ელექტრომაგნიტური რხევების გამოსხივების ხასიათის
მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად: უწყვეტი და იმპულსური გამოსხივებით.
უწყვეტი გამოსხივებით მანძილის გაზომვა დამყარებულია დროის განსაზღვრის
არაპირდაპირ მეთოდზე, პირდაპირი და არეკლილი ტალღების ფაზური და
სიხშირული თანაფარდობის გამოყენებით. შესაბამისად მანძილმზომებს უწოდებენ
ფაზურს ან სიხშირულს.
იმპულსური კი იმ დროის უშუალო გაზომვაზე, რომელიც გაივლის გადამ-
ცემიდან იმპულსის გამოსხივების მომენტიდან იმავე არეკლილი იმპულსის მიღე-
ბის მომენტამდე. იმპულსური მეთოდით მანძილის გაზომვისას იზომება მოკლე,
ერთმანეთს საკმაოდ ხანგრძლივი პაუზით რეგულარულად მიყოლებული იმ
იმპულსების გავრცელების დრო, რომელიც გამოსხივდება ხაზის დასაწყისში
მდგარი მიმღები გადამცემიდან, გაივლის მანძილს ხაზის ბოლოში მყოფ ამრეკ-
ლამდე და ხაზის დასაწყისს უბრუნდება.

134
11.6. რადიო და შუქმანძილმზომები
რადიო და შუქმანძილმზომები მანძილის გაზომვის სიდიდისა და სიზუსტის
მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად:
1. გეოდეზიური შუქმანძილმზომები – რომლითაც შეიძლება მანძილის გაზომვა 10–
15 კმ–მდე. ამ კლასის მანძილმზომებით გაზომილი მანძილი აკმაყოფილებს I-II
კლასისის ტრიანგულაციისა და პოლიგონომეტრიის მოთხოვნებს.
2. ტოპოგრაფიული რადიო და შუქმანძილმზომები. ამ ჯგუფის მანძილმზომებით
შეიძლება მანძილის გაზომვა 10 კმ–მდე. სიზუსტის მხრივ მათი გამოყენება შეიძლება
III-IV კლასის ტრიანგულაციასა და პოლიგო-ნომეტრიაში.
3. საინჟინრო გეოდეზიური მანძილმზომები. მათი საშუალებით იზომება
შედარებით მოკლე მანძილები. (1 კმ–მდე). ისინი გამოიყენება სხვადასხვა სახის
საინჟინრო გეოდეზიურ საძიებო სამუშაოებში.
შუქმანძილმზომი CT-5 მიეკუთვნება ტოპოგრაფიულ მანძილმზომთა ჯგუფს.
რომლის საშუალებითაც შეიძლება გაიზომოს მანძილი 0.5 კმ–დან 5 კმ–მდე. სიზუსტე
მერყეობს 2–5 სმ კმ–ზე. ამ შუქმანძილმზომის გამოყენება შესაძლებელია IV კლასის და
1–2 თანრიგის ტრიანგულაციასა და პოლიგონო-მეტრიაში მანძილების გასაზომად.
შუქმანძილმზომი CT-5 დამზადებულია ისეთი კონსტრუქციით, რომ მისი გამოყენება
შეიძლება, როგორც დამოუკიდებლად ასევე თეოდოლიტ 2T2 ან სხვა თეოდოლიტთან
კომპ-ლექტში. მისი ექსპლოატაცია შეიძლება: 30°-dan +40°-მდე; ტენიანობა .... 98%;
წნვა 630–800; კვების წყარო....6,0

სურ.116. შუქმანძილმზომი CT-5 თეოდოლიტთან კომპლექტში


ტექნიკური მახასიათებლები:
– მანძილის გაზომვის დიაპაზონი……………………...0,2 –5000 მ.
- ცილინდრული თარაზოს დანაყოფის საფასური.......30II
– მრგვალი თარაზოს საფასური ........................................10I
– კომპლექტის საერთო წონა………………………… 25 კგ–მდე.
კომპლექტში შედის თვით მანძილმზომი, ორი ამრეკლი, ორი კვების წყარო,
აკუმულატორის დასატენი და სამი შტატივი. შუქმანძილმზომ CT-5 _ში

135
გამოყენებულია მანძილის გაზომვის იმპულსური მეთოდი. სინათლის წყაროდ
გამოიყენება ნახევრად გამტარული შუქდიოდი. მანძილის გაზომვა ხდება ორ რეჟიმად –
ზუსტი და მიახლოებითი.
მანძილის გასაზომად შუქმანძილმზომი და ამრეკლი, რომელიც მოთავსებულია
შტატივზე მოყავთ ჰორიზონალურ მდგომარეობაში. შუქმანძილმზომი და ამრეკლი
ოპტიკური შვეულის დახმარებით იცენტრება ადგილზე სასურველ წერტილზე. ახდენენ
მათ ურთიერთორიენტირებას და იწყებენ გაზომვას.
აბრუნებენ ოკულარს ძაფთა ბადის მკაფიო გამოსახულების მიღებამდე. ამის
შემდეგ მიმმართველ ხრახნს აყენებენ საშუალო მდგომარეობაში, მოუშვებენ
დასამაგრებელ ხრახნს და აბრუნებენ ინსტრუმენტს საათის ისრის საწინააღმდეგო
მიმართულებით, სანამ არ გამოჩნდება ამრეკლი, რომელზეც უნდა მოხდეს დამზერა, I
გადამრთველს დააყენებენ რეჟიმში „დამზერა“, –II გადამრთველს – რეჟიმში „ზუსტი“
და აბრუნებენ სიგნალის სახელურს საათის ისრის მიმართულებით ბოლომდე.
იმისათვის, რომ გააძლიერონ სიგნალი, საჭიროა მანძილმზომის გადაადგილება
ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში, რისთვისაც მორიგეობით აბრუნებენ
მიკრომეტრიულ ხრახნებს, სანამ არ მიაღწევენ სიგნალის გაძლიერებას. სიგნალის
მიღება დაფიქსირდება ხმით და ხელსაწყოს ისარი გადაიხრება სკალაზე მარჯვნივ.
ტაბლოზე დაიწერება მანძილის სიდიდე. ახდენენ 3–4 ასეთ გაზომვას, ამოიწერენ და
გამოყავთ საშუალო.
შუქმანძილმზომი CT-5 –ის და ამრეკლის სქემატური ნახაზი ნაჩვენებია ქვემოთ.

სურ. 117. შუქმანძილმზომი CT-5

შუქმანძილმზომ CT-5 მოწყობილობა.


1. ისრული ხელსაწყო, 2. წინახედი, 3. ციფრული სკალა, 4. გადამრთველი, 5-10.
მიმმართველი ხრახნი, 6-9. დამჭერი ხრახნი, 7. გადამრთველი (ზუსტი, კონტროლი,
უხეში.), 8. სახელური „სიგნალი“ 11. ოპტიკური ცენტრირი, 12. ცილინდრული
თარაზო, 13. თარაზოს შემასწორებელი ხრახნი, 14. მიკრო-ტელეფონი 16. საკონტროლო
ანათვლის სახელური.

136
სურ. 118. ამრეკლი

1. პრიზმა; 2. დაფა; 3. დამჭერი ხრახნი; 4. ღერძი; 5. სამზერი; 6. სამაგრი;


7. მარკა; 8. გადამყვანი.

11.7. ლაზერული მანძილმზომი (DISTO)


ამ ინსტრუმენტით შეიძლება გაიზომოს მოკლე მანძილები. (140 მეტრამდე,
ძირითადად გამოიყენება შენობების შიგა აზომვების დროს), რომელიც მეტად მარტივი
და ეფექტურია.

სურ. 119. მანძილსაზომი „დისტო“

137
ლაზერული მანძილმზომი (DISTO)
სიზუსტე...................................  1მმ;
მაქსიმალური მანძილი ...........200 მ;
გაზომვის დრო...........................0.16–1წმ;
მახსოვრობა................................ბოლო 20 განაზომი;
გაბარიტები მმ ...........................143  55  30;
წონა..............................................195 გრ;
განაზომთა მახსოვრობა............5000–მდე;
ტემპერატურული რეჟიმი........ –10+ 500C.

138
თავი XII.
განაზომთა ცდომილების თეორია
12.1. გეოდეზიური სამუშაოები და მისი სიზუსტე

გეოდეზიური სამუშაოები იყოფა: საველე და კამერალურ სამუშაოებად, საველე


სამუშაოებში ძირითადად იგულისხმება საველე აზომვა, კამერალური კი მოიცავს
გამოთვლით და გრაფიკულ სამუშაოებს. აზომვითი პროცესი შედგება ადგილზე
გეოდეზიური გაზომვისაგან, როგორიცაა: აგეგმვითი სამუშაოები, საინჟინრო
დაკვალვითი სამუშაოები, საკადასტრო აზომვები, საგზაო ტრასის დაგება და ა. შ.
გეოდეზიურ გაზომვებში იგულისხმება ჰორიზონტალური და ვერტიკალური
კუთხეების გაზომვა, მანძილების და მისი ჰორიზონტალური პროექციების გაზომვა.
მანძილებისა და კუთხეების გასაზომად იყენებენ სხვადასხვა გეოდეზიურ
ხელსაწყოს: თეოდოლიტებს, ტაქეომეტრებს, ნიველირებს, კიპრეგელებს, ოპტიკურ და
ელექტრონულ მანძილმზომებს, საზომ ბაფთებს და ხვეულას და ა. შ. განაზომები
შეაქვთ დადგენილი ფორმის საველე ჟურნალში, ან ინახავენ ელექრულ საზომი
ხელსაწყოების მეხსიერებაში. ამავე დროს გაზომვების პარალელურად ადგენენ ე. წ.
კროკებს.
გეოდეზიური გაზომვები ტარდება უშუალოდ ველზე მკვეთრად განსხვა-ვებულ
ფიზგეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს გაზომვის სიზუსტეზე. ამიტომ საჭიროა გამოვრიცხოთ ან მინიმუმმდე
დავიყვანოთ ცდომილებები, რომელსაც ვუშვებთ გაზომვებში.
გამოთვლით პროცესში იგულისხმება საველე გაზომვითი შედეგების დამუშავება.
გამოთვლები ხდება განსაზღვრული სქემებით და დადგენილი წესით, რომელიც
საშუალებას იძლევა სწრაფად მოიძებნოს საჭირო სიდიდის შედეგები და დროულად
ვაკონტროლოთ გამოვლითი პროცესები. გამოთვლების გასაადვილებლად იყენებენ
სხვადასხვა დამხმარე საშუალებას, ცხრილებს, გრაფიკებს, ნომოგრამებს, გამომთვლელ
მანქანებს, მიკროელეტრო კალკულატორებს და კომპიუტერებს.
გრაფიკულ სამუშაოებში იგულისხმება საველე გეოდზიური აზომვის საფუძველზე
ნახაზების შედგენა, მიღებული პირობითი აღნიშვნების საფუძვე-ლზე და მისი
გაფორმება.

139
12.2. გეოდეზიაში გამოყენებული საზომი ერთეულები

გეოდეზიური გაზომვითი სამუშაოები წარმოებს დადგენილ გაზომვით სისტემაში,


როგორიცაა მეტრული სისტემა მანძილების გაზომვებში, ფართო-ბის, მასის,
ტემპერატურის, დროის, წნევის კუთხური და სხვ.
ჩვენს ქვეყანაში ხაზობრივი გაზომვები ხდება საერთაშორისო მეტრულ სისტემაში,
ძირითად საზომ ერთეულად მიღებულია მეტრი, მეტრი მიღებულ იქნა ფრანგი
მეცნიერის მიშენის და დალამბრეს მიერ. მათ მეტრის ერთეულს საფუძვლად დაუდეს
საგრადუსო გაზომვები, კერძოდ, პარიზის მერიდიანის სიგრძის მეოთხედის 1:10 000
000. ამის საფუძველზე დამზადებულ იქნა პლატინის კვერთხი, რომლის სიგანე 25 მმ და
სისქე 2,5 მმ, რომელსაც ეწოდა „არქივის მეტრი“ და რომელიც ინახება საფრანგეთის
სახელმწიფო არქივში. დალამბრის მიერ 1800 წელს შესრულებული გაზოვითი
სამუშაოები თითქოს ადასტურებდა გაზომვის სიზუსტეს, მაგრამ შემდგომ დადგინდა
რომ მეტრის სიგრძე განსხვავდება პრიზზე გამავალ მერიდიანის სიგრძის მეოთხედის
1:1 000 000–გან. იგი 0,21 მმ–ით ნაკლები გამოვიდა, მაგრამ კვერთხის შეცვლა ჩათვალეს
მიზანშეუწონლად.
საზომი და წონათა საერთაშორისო კომიტეტის დადგენილებით 1875 წელს დაადგინეს
შექმნილიყო ყველა სახელმწიფოსათვის საფრანგეთის არქივის თანასწორი კვერთხი,
გადაწყვეტილების შესაბამისად დამზადდა 34 კვერთხი, 90% პლატინისა და 10%
ირიდიუმის შენადნობისაგან, რომელთა სიგრძე გამოვიდა 1.02 მ. ეს კვერთხი წოდებულ
იქნა საერთაშორისო პროტოტიპად და დაურიგდათ სხვადასხვა სახელმწიფოს ძირითად
სანიმუშო კვერთხების სახით და მას ეტალონები ეწოდა. 1960 წელს საზომი და საწონი
საერთაშორისო გენერალურ კონფერენციაზე მეტრის სიგრძის უფრო საიმედო ზომის
დასადგენად მიღებულ იქნა ახალი სტანდარტი, რომლის არსი მდგომარეობდა ვაკუმში
ნარინჯისფერი ტალღის სიგრძე 150 ცელსიუსის ტემპერატურისა და 760 მმ
ვერცხლისწყლის სვეტის წნევის დროს.
ბრტყელი კუთხის საზომი ერთეულია გრადუსი, რომელიც ტოლია გაშლილი კუთხის
1/90 ნაწილის. 10 შეიცავს 60’; 1’=60’’. კუთხის მნიშვნელობა შეიძლება წარმოდგენილი
იყოს რადიანებითაც, წრის სიგრძე 2πR შეიცავს 2ρ. აქედან ρ0=57,30; ρ’=3438’;
ρ’’=206265’’გრადუსის გადაყვანა რადიანულ ზომებზე ხდება შემდეგნაირად:
a a' a ''
a  
 '  '' .
ზოგიერთ ქვეყანაში მაგალითად საფრანგეთში, გერმანიაში კუთხეებს ზომავენ
დეციმალურ სისტემაში. აქ მართი კუთხე იყოფა 100 ნაწილად, რომელსაც უწოდებენ
გონებს (ადრე გრადებს უწოდებდნენ). ანუ წრეხაზი იყოფა 400 ნაწილად. 1 გონი =0,9
გრადუსს და შეიცავს 100 სანტიგონს; (სგონი); ანუ 1000 მილიგონს (მგონი).

140
ფართობის საზომი ერთეულია კვადრატული მეტრი. 10 000 მ2=1ჰა; 1 000 000
მ =100ჰა=1კმ
2 2

დროის მასისა და ტემპერატურის ასაზომად მიღებულია შესაბამისად სეკუნდი,


კილოგრამი, გრადუსი, ცელსიუსის სკალით. ატმოსფერული წნევის საზომ ერთეულად
მიღებულია ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრი ანუ მილიბარი (მბ); 1 მბ=0,750,
ვერცხლისწყლის სვეტის მმ. ნორმალურ წნევად მიღებულია 760 მმ. გეოგრაფიული
განედის 450 00 ტემპერატურა C–ზე.
საერთაშორისო სისტემის ერთეულად მიღებულია (SI) გაზომვის სისტემად კი პასკალი
(Па), 1მმ ვერცხლისწყლის სვეტის = 133,322 პა.

12.3. გაზომვის მეთოდები


კუთხის, მანძილის, ან რაიმე სიდიდის გაზომვა იდეალური სიზუსტით შეუძლებელია,
ვინაიდან ერთის მხრივ თვით გეოდეზიური ინსტრუმენტები იძლევა შეცდომებს, მათი
სიზუსტის ფარგლებში და მეორეს მხრივ, არასრულ-ყოფილია ადამიანის გრძნობათა
ორგანოები – მხედველობა, სმენა.
გარდა ამისა, განაზომების სიზუსტეზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი,
როგორიცაა: ტემპერატურისა და წნევის ცვალებადობა, რეფრაქცია, რელიეფი და სხვ.
ამის გამოა, რომ რაც არ უნდა გულმოდგინედ გაიზომოს რაიმე სიდიდე, მაგალითად
მანძილი, ან კუთხე, გაზომვის ცალკეული შედე-გები მაინც არ იქნება ერთმანეთის
ტოლი და მათ შორის სხვაობას ყოველთვის ექნება ადგილი. საძიებელი სიდიდის
ნამდვილი ზომა ყოველთვის უცნობი იქნება, ვინაიდან ადგილი აქვს შეცდომებს.
გაზომვა რამდენიმეჯერ სრულდება. რა საჭიროა დამატებითი გაზომვები? ეს ხდება
გაზომვათა ზუსტი შედეგების საკონტროლოდ. ამრიგად, ერთი გაზომვა აუცილებელია,
დანარჩე-ნები კი დამატებითი. მაგალითად ხაზი გაზომილია ორჯერ, აქედან ერთი
გაზომვა აუცილებელია, ხოლო მეორე დამატებითი. კუთხე გაზომილია ორი სრული
ილეთით, აქედან ერთი აუცილებელია, მეორე კი დამატებითი.
ცდომილებათა თეორიის მიზანია, საძიებელი სიდიდის უალბათესი მნიშვნელობის
განსაზღვრა, ე. ი. ისეთი მნიშვნელობის, რომელიც ყველაზე უფრო უახლოვდება
ნამდვილ სიდიდეს. გარდა აღნიშნულისა, ცდომილებათა თეორიის საშუალებით
შესაძლებელი ხდება, გავიგოთ თუ რა სიზუსტეა დაცული ამა თუ იმ სიდიდის
განსაზღვრაში.
გაზომვები შეიძლება იყოს: პირდაპირი ანუ უშუალო და არაპირდაპირი, ანუ
მეშვეობითი. გაზომვას ეწოდება პირდაპირი, როდესაც ხდება გასაზომ სიდიდის
შედარება თავის საზომ ერთეულთან. მაგალითად ხაზის სიგრძის გაზომვა ბაფთით,
კუთხის გაზომვა თეოდოლიტით და სხვა. გაზომვას ეწოდება არაპირდაპირი, როცა
რომელიმე სიდიდის ზომა მიიღება გამოანგარიშებით, სხვა გაზომვით მიღებული
სიდიდის საშუალებით. მაგ. სამკუთხედში ვზომავთ ორ კუთხეს და ვანგარიშობთ

141
მესამეს. ანდა მიუდ-გომელი მანძილის მაგალითი სამკუთხედში იზომება კუთხეები
და ბაზისი, სინუსების თეორემით გამოითვლება მიუდგომელი მანძილი.
სიზუსტის მიხედვით გაზომვები შეიძლება იყოს: ტოლზუსტი და არატოლზუსტი.
გაზომვას ეწოდება ტოლზუსტი, როცა ერთსა და იმავე სიდიდის გაზომვა ხდება ერთსა
და იმავე შემსრულებლის, ერთსა და იმავე ინსტრუმენტით, ერთსა და იმავე მეთოდით,
ერთსა და იმავე გარემო პირობებში. გაზომვას ვუწო-დებთ არატოლზუსტი, როდესაც
რომელიმე სიდიდის გაზომვა ხდება აერაერთნაირ პირობებში.
პრაქტიკულად დამტკიცებულია, რომ გაზომვის ყველა პირობის დაცვის შემთხვევაშიც
კი გაზომვების შედეგები ჭეშმარიტი მნიშვნელობისგან განსხვა-ვებული აღმოჩნდება.
აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ გაზომვებს თან ახლავს ცდომილებები. სწორედ
ამიტომ ცდომილებათა თეორიის ამოცანაა განაზომთა ცდომილების მიზეზების, მათი
სახეობებისა და თვისებე-ბის შესწავლა.
ცდომილებათა თეორიის ამოცანებია:
– ერთი და იგივე სიდიდის რამდენიმე გაზომვით ყველაზე საიმედო შედეგების
მიღება
– განაზომთა საბოლოო შედეგების სიზუსტის გამოანგარიშება და შეფასება.
– განაზომთა ცდომილების კანოზომიერებათა შესწავლა და სიზუსტის შეფასების
დადგენა.
– დასაშვებ ცდომილებათა ზღვრის დადგენა.
განსაზღვრული დროის მონაკვეთში , რომელიმე ობიექტის პრაქტიკულად უცვლელ
ზომას, ამ ობიექტის ზუსტ ანუ ჭეშმარიტ მნიშვნელობას უწოდებენ. თუ რომელიმე
სიდიდის ჭეშმარიტ მნიშვნელობა ავღნიშნავთ X–ით, იმავე სიდიდის გაზომილ
მნიშვნელობას l – ით, მაშინ მათ სხვაობას ჭეშმარიტი შეცდომა ეწოდება.
  X l
„ცდომილება უდრის, იმას რაც არის, მინუს, რაც უნდა იყოს“.

12.4. ცდომილებათა კლასიფიკაცია

არსებობს ცდომილებათა 3 სახე: 1. სისტემური, 2. შემთხვევითი, 3. უხეში.


სისტემური ცდომილებები. აღნიშნული ცდომილებები ძირითადად გამოწვე-ულია
ინსტრუმენტის გარკვეული ნაკლოვანებებით და მათ მუდმივი ხასიათი აქვთ. მაგრამ ეს
ცვალებადობა ცნობილია და შესაძლებელია მათი მხედველო-ბაში მიღება. ე. ი. ამ
მნიშვნელობის შესწორების სახით შეტანა. მაგალითად, ბაფთის სიგრძე ნორმალურ
სიგრძესთან შედარებით (20მ) მეტი ან ნაკლებია, მაშინ გამოიანგარიშება ეს ცდომილება,
რაც შესწორების სახით შეაქვთ გაზომილ მნიშვნელობაში. სისტემური ცდომილების
გამომწვევი მიზეზებია: ინსტრუმენტი, გარემო პირობები და თვით სამუშაოს
მწარმოებელი. პირველ შემთხვე-ვაში ცდომილებას ეწოდება ინსტრუმენტალური
სისტემური ცდომილება, მეორე შემთხვევაში – გარემოს სისტემური ცდომილება

142
(დედამიწის სიმუდე, რეფრაქცია), მესამე შემთხვევაში – პირადი სისტემური ცდომილება
(გრძნობა-თა ორგანოები, მხედველობა, სმენა და სხვ.).
უხში ცდომილება – ძირითადად გამოწვეულია გაზომვის შემსრულებლის
უყურადღებობით, მაგალითად, თუ ბაფთით იზომება მონაკვეთის სიგრძე და
შემთხვევით გამორჩა ერთი ბაფთა ან ჩათვალეს ერთით მეტი. უხეში შეცდომის
გამოვლენა ადვილია, თუ ჩატარდება საკონტროლო განმეორებით გაზომვა და მოხდება
შესწორება.
შემთხვევითი ცდომილებები სულ სხვა ბუნებისაა. ისინი ყველა გაზომვის
უცილობელი თანამგზავრია. შემთხვევითი ცდომილება მცირე სიდიდისაა, მათი
წარმოშობის მიზეზები ხშირ შემთხვევაში უცნობია. მაგალითად, კუთხეების
გაზომვისას ატმოსფეროს გავლენა, ტემპერატურის მერყეობა და სხვა.

12.5. შემთხვევითი ცდომილების თვისებები


შემთხვევით ცდომილებებს აქვთ შემდეგი თვისებები:
1. რომელიმე სიდიდის მრავალჯერ გაზომვის პროცესში გვაქვს როგორც
დადებითი, ისე უარყოფითი ცდომილებები.
2. განაზომთა რიგში მცირე ცდომილებები უფრო ხშირია, ვიდრე დიდი.
3. შემთხვევით ცდომილებებს აქვს გარკვეული ზღვარი, რომელსაც ისინი არ
გადასცილდება.
4. შემთხვევი ცდომილების საშუალო არითმეტიკული განაზომთა რიცხვის
გადიდებით მიისწრაფვის ნულისაკენ:

1   2  3  ... n
lim 0
n  n

 
ანუ lim 0
n  n

12.6. განაზომთა საშუალო არითმეტიკული და მისი საშუალო კვადრატული


ცდომილება

აღვნიშნოთ სიდიდის ნამდვილი მნიშვნელობა X . ვთქვათ, X სიდიდე გაზომილია


n-ჯერ და მიღებულია მისი შემდეგი მნიშვნელობები a1, a2, a3…..an შეგვიძლია
დავწეროთ, რომ თითოეული განაზომისათვის აუცილებელი შეცდომა  უდრის:
x-a1=  1
x-a2=  2

143
x-a3=  3
…………..

x-an=  n
შევაჯამოთ მარჯვენა და მარცხენა ნაწილები, მივიღებთ:
nx-(a1+a2+a3+…..an) =  1+  2+  3+….  n

a1  a2  a3  ...an 

მაგრამ n   ამიტომ  =0

x 
n n n
a  a  a  ...an
x 1 2 3  a0
n
ფორმულიდან ჩანს, რომ საშუალო არითმეტიკული a0 უდრის ნამდვილ x სიდიდეს.
საშუალო არითმეტიკულის სიზუსტის მხრივ გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე
ცალკეული განაზომი. საშუალო არითმეტიკულის საშუალო კვადრატული ცდომილება
განისაზღვრება ფორმულით:

 2

M
n(n  1) .
n განაზომის რაოდენობა, ხოლო v წარმოადგენს ცალკე განაზომების გადახრებს
საშუალო არითმეტიკულიდან.
მაგალითი. AB ხაზი გაზომილია 5–ჯერ, განაზომთა შედეგები მოყვანილია
ცხრილში.

ცხრილი 25
განაზომთა შედეგები

№ ცალკე გადახრა v v2
განაზომი
1 518.25 –0.15 0.0225
2 518.20 –0.10 0.0100
3 517. 90 +0.20 0.0400
4 517.85 + 0.25 0.0625
5 518.30 –0.20 0.0400
A0=518.10 v  0 v 2
=0.1850

ცალკე განაზომთა საშ. არითმეტიკული a0 = 518.10 მ , v 2


=0.1850

144
საშუალო არითმეტიკულის ცდომილება, თანახმად ფორმულისა:

 2
0,1850
M   0,10 მ
n(n  1) 20
ე. ი აბსოლუტური ცდომილება შეადგენს 0,10 მ. ფარდობითი ცდომილება
გამოითვლება ფორმულით:
M
K
D ,
სადაც D არის გაზომილი სიდიდე 518,10.
M 0.10 1
K  
D 518.10 4680 .

145
თავი XIII.
ტოპოგრაფიული აგეგმვა
13.1. ტოპოგრაფიული აგეგმვის სახეები
გეოდეზიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა დედამიწის ზედაპირის
შემცირებული და განზოგადებული გამოსახვა ქაღალდზე, ამ ამოცანის გადაწყვეტის
მიზნით სათანადო ინსტრუმენტებით ველზე აწარმოებენ გეოდეზიურ გაზომვებს და
მიღებული მასალების მიხედვით ადგენენ ადგი-ლის გეგმას. აგეგმვა ორგვარია:
1. ჰორიზონტალური ანუ ტოპოგრაფიული, როდესაც ასგეგმი ტერიტო-რიის
მხოლოდ კონტურული ნაწილის გამოსახვას გულისხმობს.
2. ვერტიკალური, როდესაც გარდა კონტურული ნაწილისა, დედამიწის ზედაპირის
უსწორმასწორობასაც გამოსახავენ.
ჩვენს ქვეყანაში ტოპოგრაფიულ აგეგმვას აწარმოებენ 1:500, 1:1000, 1:2000, 1:5000,
1:10000, 1:25000, 1:50000, 1:100 000 მასშტაბში.
ტოპოგრაფიული გეგმების და ადგილის ციფრული მოდელის შესადგენად
აუცილებელია, მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებების გატარება: პროექტირება,
გეოდეზიური გაზომვის წარმოება და კამერალური დამუშავება. ღონისძიებათა
კომპლექსს , რომელთა განხორციელების შედეგად, იღებენ ადგილმდებარეობის გეგმას,
ან ციფრულ მოდელს, ეწოდება ტოპოგრაფიული აგეგმვა.
აგეგმვის საფუძველს წარმოადგენს გეგმური და სიმაღლური გეოდეზიური ქსელი,
მაგრამ გეოდეზიური ქსელის წერტილების როდენობა ძალიან მცირეა. ტოპოგრაფიული
აგეგმვების ინსტრუქციის თანახმად ასაგეგმი გეოდეზიური ქსელის წერტილების
სიხშირე საშუალოდ უნდა იყოს 1 პუნქტი მაინც 5–15 კვ. კმ–ზე. სიმაღლური – 1 პუნქტი
5–7 კვ. კმ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი სიხშირე აგეგმვის საწარმოებლად საკმარისი არ
არის. ამის გამო ახდენენ გეოდეზიური ქსელის გახშირებას, ანუ ქმნიან ე. წ.
გამახშირებელ და ასაგეგმ ქსელს. ყველა სახის სამუშაოები გეოდეზიური საფუძვლის
შესაქმნელად სრულდება შემდეგი თანამიმდევრობით:
– გეოდეზიური ქსელის პროექტირება,
– რეკოგნოსცირება,
– პუნქტების დამაგრება,
– საველე გეოდეზიური აზომვები,
– კამერალური სამუშაოები.
გეოდეზიური ქსელის პროექტირება ხდება არსებულ ტოპოგრაფიულ რუკებზე.
შესადგენი რუკის დანიშნულებიდან, მასშტაბიდან და სიზუსტიდან გამომდინარე,
განსაზღვრავენ სამუშაოს ხანგრძლივობას, არსებულ გეოდე-ზიურ ხელსაწყოების
გამოყენების შესაძლებლობას, რაიონის ფიზ–გეოგრა-ფიულ თავისებურებას, პუნქტების
სიმჭიდროვეს, გამახშირებელი ქსელის განვრცობის შესაძლებლობას, ხაზობრივი
გაზომვების სახეობებს და სხვ. საბოლოოდ პროექტირებაში იქმნება წარმოების გეგმა და
დანახარჯების ხარჯთაღრიცხვა.

146
რეკოგნოსცირების შედეგად ადგილზე აზუსტებენ გეოდეზიური ქსელის პროექტს.
საჭიროების შემთხვევაში უკეთებენ კორექტირებას და ადგილზე ამაგრებენ ქსელის
წერტილებს კაპიტალური ან დროებითი ნიშნებით.
საველე გეოდეზიური სამუშაოების შესრულებისას, ტარდება ის აუცილებელი
გაზომვები, რომელიც საჭიროა ქსელის წერტილების გეგმური და სიმაღლური
განსაზღვრისათვის.
კამერალური სამუშაოების მიზანია დამამთავრებელ ეტაპზე მიღებულ იქნას
გამახშირებელი და ასაგეგმი ქსელის წერტილების მართკუთხა კოორდინატები და
სიმაღლეები – X, Y, H. დადგენილ კოორდინატთა სისტე-მაში.
იმის მიხედვით, თუ საველე სამუშაოებს რომელი გეოდეზიური
ინსტრუმენტებით აწარმოებენ, არსებობს შემდეგი სახის აგეგმვები: თეოდოლიტური,
ტაქეომეტრიული, მენზულური, კონტურულ-კომბინირებული, სტერეო ფოტო-
გრამმეტრიული, ელექტრო ტაქეომეტრით და გლობალური პოზიციონირების
სისტემით -,,GPS”-ით.

13.2. ტაქეომეტრიული აგეგმვის არსი და დანიშნულება

სიტყვა ტაქეომეტრია ბერძნულია და სწრაფ აგეგმვას ნიშნავს, იმ გაგებით რომ


ტაქეომეტრიულ აგეგმვაში ერთდროულად განისაზღვრება წერტილის მდებარეობა და
მისი სიმაღლე. ტაქეომეტრიული აგეგმვა შეიცავს ადგილის როგორც ჰორიზონტალურ,
ისე ვერტიკალურ აგეგმვას რომლის მიზანია ადგილის გეგმის მიღება რელიეფის
გამოხაზვით. იმ მიზნით, რომ გამოხაზონ რელიეფი, საჭიროა ვიცოდეთ რელიეფის
დამახასიათებელი წერტილების სიმაღლეები. ტაქეომეტრიულ აგეგმვაში სიმაღლეები
განისაზღვრება თეოდო-ლიტით, ანუ მანძილის და ჰორიზონტალური კუთხის გარდა
იზომება ვერტი-კალური კუთხეებიც. ამგვარ აგეგმვაში გამოყენებულია გეოდეზიური,
ანუ ტრიგონომეტრიული ნიველობის პრინციპი, ე. ი. სიმაღლეები განისაზღვრება
დახრილი სხივით. იმისათვის, რომ ასეთი გაზომვები ვაწარმოოთ საჭიროა,
თეოდოლიტს ჰქონდეს მანძილმზომი ძაფები. პრაქტიკაში გავრცელებულია
მარშრუტული და ფართობის ტაქეომეტრიული აგეგმვები. ტაქეომეტრიული აგეგმვა,
როგორც წესი, ტარდება საყრდენი წერტილებიდან (სადგურიდან). საპიკეტო
წერტილებით გამოისახება კონტურები, რომელსაც სიტუაციურ წერტილებს უწოდებენ.
რელიეფის დამახასიათებელ წერტილებს ოროგრაფიულ წერტილებს უწოდებენ.
სიტუაციური წერტილების განსაზღვრისათვის საჭიროა გაიზომოს მანძილი და
ჰორიზონტალური კუთხე, ხოლო ოროგრაფიული წერტილებისათვის დამატებით
აღმატებები. ანთვლების ჩაწერა ხდება სპეციალურ ჟურნალში. აღმატებების
საშუალებით კი მიიღება წერტილების სიმაღლეები. მანძილები საპიკეტო
წერტილებამდე იზომება მანძილმზომი ძაფებით.

147
სურ. 120. ტაქეომეტრიული აგეგმვა

რელიეფის აგეგმვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პიკეტების


სიხშირეს. პიკეტების სიხშირეზე მოქმედებს აგეგმვის მასშტაბი, კონტურების
სირთულე, რელიეფის ხასიათი და რელიეფის კვეთ სიმაღლე. ზღვრული
მანძილები და რელიეფის კვეთ სიმაღლეები მოცემულია
სადგურზე მუშაობა იწყება თეოდოლიტის დგომის წერტილზე დაცენტრვით,
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოყვანით და გაორიენტირებით. შესაბამისად
პროცესებს ჰქვია: ცენტრირება, ჰორიზონტირება და ორიენტირება.
ცხრილი 26.
ტექნიკური მოთხოვნები ტაქეომეტრიული აგეგმვისას

A მაქს. მანძილი მაქს. მანძილი


გეგმის რელიეფის პიკეტებს შორის ინსტრუმენტიდან
მასშტაბი კვეთ სიმაღლე ლარტყამდე
1:500 0,5 15 100
1:1000 0,5 20 150
1:2000 1,0 60 300
1:5000 2,0 100 350

მე-9 სვეტში იწერება წერტილების ნიშნულები. დგომის წერტილის სიმაღლეს


დამატებული ან გამოკლებული შესაბამისი აღმატება. თეოდოლიტს
აორიენტირებენ სვლის უკანა წერტილზე. (იშვიათ შემთხვევაში გაორიენტირება
შეიძლება ბუსოლითაც). მანძილები დგომის წერტილიდან პიკეტებამდე იზომება
მანძილმზომი ძაფებით, რომელიც იწერება მე-2 სვეტში, შემდეგ იღებენ ანათვლებს
ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ წრედებზე, ჩაიწერება მე-4 და მე-5 სვეტებში.
ანგარიშობენ დახრის კუთხეებს, რომელსაც წერენ მე-6 სვეტში. გაზომილი

148
მანძილები მოყავთ ჰორიზონტალურ პროექციაში და წერენ მე-7 სვეტში. მე-8
იწერება აღმატებები (მანძილითა და დახრის კუთხით, ტაქეომეტრიული
ცხრილებით, ან h=Dtg ).

ცხრილი27
ტაქეომეტრიული აგეგმვის ჟურნალი H3=340.35
მანძილები
ლარტყაზე

ვერტ. წრედზე
ანათვალი

ანათვალი
ჰორ. წრედზე

აღმატება

SeniSvna
#

დახრის

მანძილები

წერტ.
სიმაღლე
შესწ.
კუთხე
#
1 2 3 5 6 7 8 9 10
1 95,2 20 05 00 32 –00 33 95,2 –0,91 339,44 გზა
2 202,0 1 052 +00 12
00 13 202,0 +0,70 341,05 პიკეტი
3 224,0 200 10 00 12 +00 11 224,0 +0,72 341,13 გზა
4 169,0 230 45 00 08 -00 09 19,0 +0,54 341,81
5 133,0 300 00 00 20 -00 21 133,0 –0,81 339,54 სახლი
6 114,0 380 55 00 33 -00 34 114,0 –1,13 339,22
7 161,0 490 00 0031 -0032 161,0 –1,50 338,85
8 205,0 500 37 00 21 -00 22 205,0 –1,31 339,04
9 93,0 520 58 00 54 -00 55 93,0 –1,49 338,86
10 198,0 640 07 00 37 -00 38 198,0 –2,19 338,16

ტაქეომეტრიულ აგეგმვაში პარალერულად უნდა შედგეს საველე ნახაზი ანუ


აბრისი. აბრისს, კროკსაც უწოდებენ. აბრისსზე გამოისახება კონტურებისა და
რელიეფის სქემატური ჩანახაზი. „აბრისზე“ აღინიშნება დგომის წინა და უკანა
წერტილები. ამის შემდეგ აბრისზე დაიტანება პიკეტები, რომლებიც ასახავენ
საგნებისა და კონტურების ადგილმდებარეობას. ადგლობრივი საგნები გამოისახება
სათანადო პირობითი აღნიშვნებით და წარწერებით. Mმასზე აუცილებლად ნაჩვე-
ნები უნდა იყოს დასახლებული პუნქტების, მდინარეებისა და გზების სიგანე და
სხვა მახასიათებლები. სქემაზე ატარებენ აგრეთვე ისრებს, იმ წერტილებს შორის, სადაც
უნდა გატარდეს ჰორიზონტალები რათა გამოვსახოთ რელიეფის ესა თუ ის ფორმა.

149
13.3. ტაქეომეტრიული სვლები

ტაქეომეტრიული აგეგმვის დაწყებამდე საჭიროა ადგილზე შეიქმნას გეგმური და


სიმაღლური საფუძველი, შემდეგ კი ამ საფუძველზე დაყრდნო-ბით ჩატარდეს
ტაქეომეტრიული აგეგმვა. ტაქეომეტრიული სვლის წერტილებს ადგილზე ნიშნავენ ხის
პალოებით. პალოებს გარშემო უკეთებენ წრის, სამკუთხედის, ან ოთხკუთხედის
ფორმის პატარა თხრილს. ტაქეომეტ-რიული სვლების წერტილების
რეკოგნოსცირებისას წერტილებს ისე შეარჩე-ვენ, რომ შესაძლებელი იყოს წერტილის
გარშემო ადგილმდებარეობის კარგად დანახვა და აგეგმვის წარმოება.
ცხრილი 28
ტაქეომეტრიული სვლის გაწონასორება

გვერდ შესწორებ წერტილებ


წერტ. აღმატება ების. ული. ის
№ პირდაპი შებრუნე საშუალ შესწ სიგრძ აღმა სიმაღლეე
რი ბული ო ორებ ეები ტება ბი
ები
∆A 550.00
+3.14 -3.18 +3.16 +1 124.20 +3.17
1 553.17
-4.32 +4.30 -4.31 +2 220.12 –4.29
2 -1.22 +1 20 -1.21 +1 140.34 –1.20 548.88

3 +5.32 -5.34 +5.33 +1 190.23 +5.34 547.68


-1.16 +1.20 -1.18 +2 200.18 –1.16
4 553.02

∆B 551.86
+1,76 -1,82 +1.79 0.007 875.07 +1.86

13.4. ადგილმდებარეობის აგეგმვის მეთოდები


სიტუაციის აგეგმვა ესაა გეოდეზიური გაზომვების გზით ადგილ-მდებარეობის
კონტურებისა და რელიეფის გამოხაზვა ტოპოგრაფიულ რუკასა და გეგმაზე. სიტუაციის
აგეგმვა ხდება შემდეგი ხერხებით: პერპენდიკულარების ხერხით, პოლარული ხერხით,
კუთხური გადაკვეთებით, ხაზობრივი გადაკვეთებით და სტვორების ხერხით.
აღნიშნული ხერხების შერჩევა დამოკიდებულია ასაგეგმი ობიექტის სახეზე, ხასიათზე,
რელიეფზე და მასშტაბზე, რომელშიც უნდა შედგეს გეგმა.
პერპენდიკულარების ხერხი – (მართკუთხა კოორდინატების ხერხი) გამოიყენება
სიგრძეში გაწელილი კონტურების ასაგეგმად, რომელიც განფენილია თეოდოლიტური

150
სვლის გვერდის გასწვრივ. ნახ. 121 a. ცნობილია თეოდოლიტური სვლის AB გვერდის
მართკუთხა კოორდინატები: XA ,YA; XB, YB . საჭიროა აღნიშნულ გვერდს დაუკავშირდეს
რაიმე ობიექტი. ამისათვის დამახასიათებლი K წეტილიდან დაუშვებენ პერპენდი-
კულარს სვლის AB გვერდზე და ხვეულათი გაზომავენ S2 სიგრძეს . S0 არის AB გვერდის
სიგრძე, SI – მანძილი სვლის საწყისი გვერდიდან დაშვებულ პერპენდიკულამდე.

სურ. 121. აგეგმვის ხერხები


პოლარული ხერხი (პოლარული კოორდინატების ხერხი) მდგომარეობს შემდეგში:
თეოდოლიტური სვლის ერთ-ერთი სადგურიდან, მაგ. A წერტილიდან მახასიათებელ K
წერტილამდე განისაზღვრება პოლუსიდან მახასიათებელ წერტილამდე S მანძილითა
და  კუთხით. პოლარული კუთხე იზომება თეოდოლიტით, მანძილი კი მანძილმზომი
ძაფებით.
გადაკვეთების ხერხით (ბიპოლარული კოორდინატები) ადგილ-მდებარეობის
მახასიათებელი წერტილების მდებარეობა განისაზღვრება ასაგეგმი ქსელის ორი
სხვადასხვა წერტილიდან  1 და  2 კუთხეების გადაკვეთაში. (კუთხური გადაკვე-
თებით), ნახ. 121 в ან S1 და S2 მანძილების გადაკვეთაში. (ხაზობრივი გადაკვეთა).
ნახ.121 г. კუთხურ კადაკვეთას იყენებენ მაშინ, როცა მახასიათებელი წერტილი ძნელად
მისადგომ ადგილზე მდებარეობს, ხოლო ხაზობრივი გადაკვეთა, როდესაც ობიექტი
მდებარეობს ასაგეგმი ქსელის წერტილების სიახლოვეს. იმ ანგარიშით რომ  კუთხე არ
იყოს 300–ზე ნაკლები და 1500–ზე მეტი.
გასწვრივობის ხერხი. წერტილის გეგმური მდებარეობა განისაზღვრება ხვეულის
დახმარებით. ნახ.121 г. სადაც A წერტილიდან გადაიზომება მანძილები. აღნიშნული
ხერხი გამოიყენება მაშინ, როდესაც ასაგეგმი ობიექტი მდებარეობს საყრდენი ქსელის ან
თეოდოლიტური სვლის ერთ-ერთი გვერდის გასწვრივ. აგეგმვის შედეგები დააქვთ ე. წ.
კროკზე. ეს არის ადგილ-მდებარეობის ჩანახატი-სქემატური ნახაზი.

151
13.5. ელექტრონული ტაქეომეტრიული აგეგმვა
ახალი გეოდეზიური ინსტრუმენტების გამოგონებამ და წარმოებაში დანერგვამ
დღის წესრიგში დააყენა საველე გეოდეზიური სამუშაოების ავტომატზირებული
სისტემების დანერგვა, რომელიც საშულებას იძლევა ნაკლები დროისა და ნაკლები
ფინანსური დანახარჯებით შეიქმნას მაღალი სიზუსტის ტოპოგრაფიული გეგმები და
რუკები. ასეთ გეოდეზიურ ინსტრუმენტს განეკუთვნება ელექტრონული ტაქეომე-
ტრები, რომელთა მოდიფიკაცია მრავალგვარია. ელექტრონული ტაქეომეტრები
დაფიქსირდება ადგილმდებარეობის დაახლოებით 3000 წერტილი.
ასეთი ტიპის ხელსაწყოები საშუალებას იძლევა გამოირიცხოს ოპტიკური და
ნომოგრამული თეოდოლიტების საშუალებით ჩატარებული ტაქეომეტრიული
აგეგმვისათვის დამახასიათებელი შუალედური ოპერაციები. ისეთი როგორიცაა;
ანათვლების აღება, მისი ჟურნალში ჩაწერა, საველე ჟურნალების დამუშავება,
ქაღალდზე კილომეტრული ბადის აგება, წერტილების დატანა ტრანსპორტირისა და
მასშტაბის სახაზავის დახმარებით, ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმის დახაზვა
კროკების გამოყენებით, რელიეფის ხაზვა, გაფორმება და ა. შ.
ელექტრონული ტაქეომეტრით აგეგმვის წარმოება თითქმის იგივეა, რაც
ჩვეულებრივი ტაქეომეტრიული აგეგმვის დროს, თუმცა მას ახლავს სპეციფი-კური
თანმდევი განმასხვავებელი ნიშნები, როგორიცაა:

სურ. 122. ელექტრონული ტაქეომეტრით აგეგმვა

– ელ. ტაქეომეტრებს აქვთ საშუალება გაზომონ ჰორიზონტალური მანძილები 1,5–


5 კმ–მდე 5 მმ სიზუსტით, ხოლო კუთხეები 4–6II სიზუსტით, არავითარ აუცილებლობას
არ წარმოადგენს წინასწარ შეიქმნას გეგმური ქსელი ისეთივე სიხშირით, როგორიც
საჭირო იყო ტრადიციული აგეგმევის წარმოებისას. ამიტომ ასაგეგმი წერტილების
როდენობას განსაზღვრავს ასაგეგმი ტერიტორიის ფიზიკურ გეოგრაფიული პირობები
და არა სხვა რამ.
– აგეგმვის გეგმურ და სიმაღლურ საფუძველს ქნიან და სახ.გეოდეზიური ქსელთან
მიბმას ახორციელებენ ელექტრო ტაქეომეტრების გამოყენებით.

152
– ქსელის წერტილების შექმნა შესაძლებელია პირდაპირი და შებრუ-ნებული
გადაკვეთების დახმარებითაც, რომელიც ხორციელდება ტაქემეტრის პროგრამული
უზრუნველყოფით.
აგეგმვის დაწყებამდე, ელექტრონული ტაქეომეტრით სრულდება შემდეგი
ოპერაციები: ინსტრუმენტის დაცენტრვა წერტილზე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში
მოყვანა და გაორიენტირება. შესაბამისად პროცესებს ჰქვია: ცენტრირება,
ჰორიზონტირება და ორიენტირება.
შემდეგ საჭიროა ტაქეომეტრის მახსოვრობაში შეყვანილ იქნას ასაგეგმი
წერტილის სიმაღლე, მიმართულების აზიმუტი (დირექციული კუთხე), ასა-გეგმი
წერტილის მართკუთხა კოორდინატები, ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის
კოეფიციენტები, ინსტრუმენტისა და ამრეკლის სიმაღლეები, ამრეკლის ტიპი და სხვ.
საპიკეტო წერტილების შერჩევა და მასზე გაზომვების ჩატარება იგივეა, რაც
ჩვეულებრივი აგეგმვების წარმოებისას, იმ განსხვავებით, რომ აქ ხდება საპიკეტო
წერტილების სემანტიკური ინფორ-მაციის კოდირება.
საველე გაზომვების მონაცემთა ექსპორტს ახორციელებენ საბაზო კომპიუტერებში,
რომელთა დამუშავებაც ხდება შესაბამისი კომპიუტერული უზრუნველყოფით.

13.6. სხვა სახის აგეგმვები


მენზულური აგეგმვის მთავარი ღირსება ისაა, რომ გეგმის შესადგენად არაა საჭირო
რთული კამერალური სამუშაოების ჩატარება. მენზულა ლათინური სიტყვაა და
ნიშნავს მაგიდას. აეროგადაღების განვითარებამდე მენზულით აწარმოებდნენ
წვრილმასშტაბიან აგეგმვებს (1:25000; 1:1:50000). მენზულა აგეგმვა სრულდება
მენზულითა და კიპრეგელით, ამ მიზნით სახაზავ ქაღალდს აწებებენ პლანშეტზე,
შესაძლებელია ქაღალდის წინასწარ დაწებება ალუმინის ფირფიტაზე, შემდეგ ამაგრებენ
მას პლანშედზე. მენზულური აგეგმვის დროს გამოიყენება ინსტრუმენტი კიპრეგელი,
რომლის დროსაც საველე პირობებში იხაზება როგორც კონტურები, ისე რელიეფი.

სურ.123. მენზულა კიპრეგელით

153
კონტურულ კომბინირებული აგეგმვა ხდება თვითმფრინავიდან გადაღებული
აეროსურათებით შედგენილ ფოტოგეგმაზე. საველე პირობებში იხაზება რელიეფი,
კონტურებს კი უკეთდება დეშიფრირება. ამრიგად, ასეთი აგეგმვის დროს კონტურული
ნაწილი იხაზება კამერალურ პირობებში, ხოლო რელიეფის გადაღება ხდება მენზულით
საველე პირობებში. ეს აგეგმვა წარმოადგენს ფოტოგრამმეტრიული მეთოდისა და
მენზულური აგეგმვის კომბინაციას, რამაც განაპირობა მისი სახელწოდება კონტურულ-
კომბინირებული. სტერეოფოტოგრამმეტრიული აგეგმვის დროს რუკის კონტუ-
რული ნაწილი და რელიეფი იხაზება კამერალურ პირობებში სტერეო ინსტრუმენტებზე
აეროსურათების გამოყენებით.

სურ. 124. აერო გადაღება


გლობალურ პოზიციონირების სისტემითG,,GPS”–ით. ტოპოგრაფიული აგეგმვის და
კადასტრული სამუშაოების საწარმოებლად, სულ უფრო ფართო გამოყენებას პოვებს
გლობალურ პოზიციონირების სისტემა „GPS”, რომელიც იძლევა შესაძლებლობას,
ვაწარმოოთ აგეგმვები სანტიმეტრიანი სიზუსტით ღია ადგილებში, სასოფლო
დასახლებებში და სხვ. აღნიშნული სისტემა მეტად ოპერატიულია ინფორმაციის
მოძიების, გამოყენების და გადაცემის შესაძლებ-ლობების თვალსაზრისით.

სურ. 125. გლობალურ პოზიციონირების სისტემა G,,GPS“

154
თავი XIV.
სახელმწიფო გეოდეზიური ქსელი
14.1. საყრდენი გეოდეზიური ქსელი

უმაღლესი გეოდეზიის ერთ–ერთი მეცნიერული ამოცანაა დედამიწის ნამდვილი


სახისა და ოდენობის დადგენა. ამ და სხვა მიზნების განსახორციელებლად დედამიწის
ზედაპირზე განსაკუთრებული მოთხოვნების შესაბამისად შეირჩევა, დამაგრდება და
განისაზღვრება პუნქტების სისტემა. დედამიწის ელიფსოიდის ზედაპირზე მათი
მდებარეობის განსაზღვრა ხორციელდება მაღალი სიზუსტის გეოდეზიური და
ასტრონომიული დაკვირვებებით. პუნქტების ასეთ სისტემას გეოდეზიური საფუძველი
ეწოდება. გეოდეზიურ საფუძველზე დაყრდნობით ხორციელდება ისეთი მეცნიერული
და პრაქტიკული ამოცანები, როგორიცაა დედამიწის ზედაპირის ტოპოგრაფიული
შესწავლა, ქვეყნის კარტოგრაფირება, რთულ საინჟინრო ნაგებობათა პროექტირება,
მშენებლობასთან დაკავშირებული ზუსტი გაზომვების ჩატარება და სხვ.
ასხვავებენ ორი სახის გეოდეზიურ საფუძველს - ჰორიზონტალურს და
ვერტიკალურს. ჰორიზონტალურ საფუძველს მიეკუთვნება პუნქტების სისტემა,
რომელთა მდებარეობა ელიფსოიდის ზედაპირზე გარკვეულ პროექციაში განსაზღვრუ-
ლია სხვადასხვა გეოდეზიური მეთოდებით. ტრანგულაციით, პოლიგონომეტრიით,
ასტრონომიული დაკვირვებებით, გლობალურ პოზიციონირების სისტე-მით ,,GPS”–ით,
და სხვა.
სიმაღლურ საფუძველს შეადგენს პუნქტების სისტემა, რომელთა მდებარეობაც
ვერტიკალურ სიბრტყეში დონებრივი ზედაპირიდან განისაზღვრება მაღალი სიზუს-
ტის გეომეტიული ნიველობით, ნაწილობრივ გეოდეზიური ნიველობით და იშვიათად
ბარომეტრულით.
სახელმწიფო გეოდეზიური ქსელი წარმოადგენს პუნქტების ერთობლიობას,
რომელიც ადგილზე დამაგრებულია სპეციალური ცენტრებით და რომლის მდგრადობა
გეგმურად და სიმაღლურად უზრუნველყოფილია.
სახელმწიფო გეოდეზიური ქსელი წარმოადგენს საწყისს ყველა დანარჩენი ქსელის
შექმნისათვის: გამახშირებელი ქსელი, ასაგეგმი ქსელი და სპეციალური დანიშნულების
გეოდეზიური ქსელი.
საყდენი ქსელი სიზუსტის მიხედვით იყოფა კლასებად:
– გეგმური საყრდენი ქსელი - I; II; III; IV კლასი,
– სიმაღლური - I; II; III კლასის ნიველობა.
გამახშირებელი ქსელი:
– გეგმური I - II თანრიგის.
– სიმაღლური IVკლასის და ტექნიკური ნიველობა.
ასაგეგმი ქსელი:

155
– ხასიათდება შედარებით დაბალი სიზუსტით: მანძილები იზომება 1:1000 და1: 3000
ფარდობითი ცდომილებით, კუთხეები 30II –იანი თეოდოლიტებით.
სიმაღლეები განისაზღვრება ტექნიკური ან ტრიგონომეტრიული ნივე-ლობით.
გეოდეზიური ქსელი თავისთავში აერთიანებს მუდმივმოქმედ ,,GPS” ქსელის
წერტილებს, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს წერტილის მდებარეობა
რეალურ ადგილზე რეალურ დროში.
გეოდეზიური ქსელის შექმნის ტრადიციული მეთოდებია: ტრანგულაცია,
პოლიგონომეტრია, ტრილატერაცია.
ტრანგულაცია (ტრანგულიაცია ბერძნული სიტყვაა და სამკუთხედს ნიშნავს)
წარმოადგენს პუნქტების ურთიერთ დაკავშირების ერთ-ერთ მაღალი სიზუსტის
მეთოდს, რომელიც პირველად 1614 წელს წარმოადგინა ჰოლანდიელმა მათემატიკოსმა
სნელიუსმა და რომელიც ითვალისწინებს წერტილების მდებარეობის განსაზღვრას
ტრიგონომეტრიული ხერხით. ამ მიზნით წერტილებს შეარჩევენ ისე, რომ ყოველი სამი
მომიჯნავე წერტილი შეძლებისდამიხედვით ქმნიდეს ტოლგვერდა სამკუთხედს.
მოთხოვნი-ლებებიდან გამომდინარე ეს წერტილები ერთმანეთისგან დაშორებულნი
უნდა იყოს განსაზღვრული მანძილით და მათ შორის არსებობდეს მხედვე-ლობა.

სურ. 126. ტრანგულაცია

თვით ეს წერტლები ადგილზე მაგრდება განსაზღვრული სახის და ზომის


მიწისქვეშა და მიწისზედა ნიშნებით. ასეთ წერტილებს, რომელთაც დგამენ ხანგრძლივი
გამოყენების მიზნით „პუნქტებს“ უწოდებენ. პუნქტების მდებარეობის
განსაზღვრისათვის სამკუთხედში იზომება სამივე კუთხე. სამკუთხედები ქმნიან
მწკრივს, რომლის თავში და ბოლოში იზომება გვერდების სიგრძეები. ამ გვერდებს
ბაზისები ეწოდება.

156
სურ.127. რთული სიგნალი
გეოდეზიური ქსელის პუნქტებს შორის ურთიერთ ხილვადობის უზრუნ-
ველსაყოფად, ცენტრების თავზე იდგმება გეოდეზიური ნიშნები, ხის ან ლითონის
პირამიდები, მარტივი ან რთული სიგნალები.
პუნქტების მდებარეობის განსაზღვრისათვის ასევე საჭიროა პუნქტიდან პუნქტზე
მიმართულების აზიმუტის ან დირექციული კუთხის ცოდნა. აზიმუტის განსაზღვრა
ხორციელდება ასტრონომიული დაკვირვებებით. სამკუთხედის გვერდების სიგრძეების
და დირექციული კუთხეების დახმარებით, გამოითვლება კოორდინატთა ნაზრდები და
შემდეგ კოორდინატები.
ტრანგულაციის მეთოდით პუნქტების ადგილმდებარეობის განსაზღვრა
ხასიათდება მაღალი სიზუსტით. საჭიროების შემთხვევაში 10–20 კმ–ით დაცილებული
პუნქტებისათვის შეცდომა 3–4 სმ–ია.
პოლიგონომეტრია, (ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს პოლუ - მრავალს, გონია–
კუთხეს, მეტრეო–ვზომავ) ისევე როოგორც ტრანგულაცია, მაღალი სიზუსტის
გეოდეზიური საფუძვლის შექმნის ერთ-ერთი მეთოდია. პოლიგო-ნომეტრიაში
იგულისხმება პუნქტების სისტემა, რომელიც ქმნის შეკრულ მრავალკუთხედებს –
პოლიგონებს, ან ღია სვლებს. ტრიანგულაციის მეთოდი-საგან განსხვავებით,
პოლიგონომეტრიულ მეთოდში იზომება ე. წ. მოხვევის კუთხეები და გვერდების
სიგრძეები.

სურ.128. პოლიგონომეტრიული სვლა


პოლიგონომეტრიის მეთოდი ტრიანგულაციასთან შედარებით უფრო მოგვიანებით
განვითარდა. მეოცე საუკუნემდე სახელმწიფო გეოდეზიური ქსელი მხოლოდ
ტრიანგულაციის მეთოდით სრულდებოდა, პოლიგო-ნომეტრია განიხილებოდა
როგორც ე. წ. დამატება ტრიანგულაციისა. ამისი მიზეზი იყო ის, რომ ამ დროისათვის
მანძილსაზომი ხელსაწყოები უფრო ნაკლებად იყო განვითარებული ვიდრე

157
კუთხმზომი ინსტრუმენტები. შემდგომ პერიოდში პოლიგონომეტრიამ
ტრიანგულაციასთან შედარებით, მოიპოვა უპირატესობა, რაც გამოწვეული იყო
ინვარის მავთულებით მანძილის გაზო-მვის პრაქტიკული მეთოდის დანერგვით და
რადიო და შუქმანძილ-მზომების გამოგონებით. პოლიგონომეტრიის უპირატესობა
ტრანგულა-ციასთან შედარებით გამოიხატება შემდეგში:
– პოლიგონომეტრიაში კუთხეთა გაზომვის სამუშაოები გაცილებით ნაკლებია,
ვიდრე ტრიანგულაციაში.
– პოლიგონომეტრია ორჯერ უფრო იაფია ვიდრე ტრიანგულაცია.
– პოლიგონომეტრიაში გეოდეზიური ნიშნების მშენებლობის აუცილებ-ლობა
უფრო ნაკლებია ვიდრე ტრიანგულაციაში.
პოლიგონომეტრიას და ტრიანგულაციას თავისი გავრცელების და გამოყენების
პირობები აქვს, ამის გამო საყრდენი ქსელის შედგენისას ამა თუ იმ მეთოდის შერჩევა
ხდება იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მეთოდი უკეთესად შეესაბამება ადგილის
პირობებს და დასახულ ამოცანებს.
ტრილატერაცია. (ლათინური სიტყვაა და „ტრილატერუს“ ნიშნავს სამგვერდიანს)
სივრცით სამკუთხედში გაზომავენ გვერდების სიგრძეებს, სინუსების თეორემით
გამოითვლიან კუთხეებს, პირდაპირი გეოდეზიური ამაოცანის დახმარებით მიიღება
წერტილების კოორდინატები. სამკუთხედის გვერდების სიგრძეების მაღალი
სიზუსტით გაზომვის საშუალებას იძლევა თანამედროვე ტაქეომეტრები და
შუქმანძილმზომები.

158
თავი XV.
ადგილმდებარეობის აეროსურათები და მისი გამოყენება ტოპოგრაფიული რუკების
შესადგენად
15.1. აეროგადაღების არსი
თვითმფრინავიდან დედამიწის ხილული ზედაპირის ფოტოგრაფირების პროცესს
აეროგადაღება ეწოდება. აეროფოტოტოპოგრაფია აადვილებს ტოპოგრაფიული რუკის
შედგენის პროცესს, მნიშვნელოვნად ამცირებს საველე სამუშაოებს, საგრძნობლად
აიოლებს გეოდეზისტის შრომას, ამცირებს რუკის შედგენის ვადებს. აეროგადაღების
არსი მდგომარეობს იმაში, რომ დედამიწის ფოტოგრაფირება წარმოებს თვითმფრინავზე
დამონტაჟებული სპეციალური ფოტოაპარატის დახმარებით. აეროსურათზე
ადგილმდებარეობის გამოსახულება მიიღება ცენტრალურ პროექციაში. რაც კარგად ჩანს
სურ.129.

სურ.129. გეგმური აეროგადაღება


სადაც S – საპროექციო ცენტრია, Oo-აეროფოტოაპარატის ოპტიკური ღერძი, So-
აეროფოტოაპარატის ფოკუსური მანძილია და აღინიშნება f k , SO-ფოტოგრაფირების
სიმაღლეა და აღინიშნება H  . o-აეროსურათის მთავარი წერტილი, ხოლო O- მისი
შესაბამისი წერტილი ადგილზე. სურათ სიბრტყის მდებარეობის მიხედვით
აეროსურათები შეიძლება იყოს : გეგმური და პერსპე-ქტული. გეგმურია, როცა
აეროფოტოკამერის ოპტიკური ღერძი შვეულ მდგომარეობაშია და პერსპექტული, როცა
გადახრილია მისგან, არა უმეტს 40–სა.
გადასაღები ტერიტორიის მიხედვით აეროსურათები შეიძლება იყოს მარშრუტული
და ფართობრივი. მარშრუტული აეროსურათები ერთმანეთთან დაკავშირებულია
გრძივი გადაფარვით. ფართობრივი კი როგორც გრძივი, ისე განივი გადაფარვით.
აეროგადაღების მარშრუტი შედგება ფრენის მიმართულებით მიღებული
ურთიერთგადაფარული აეროსურათებისაგან, რასაც გრძივი გადაფარვა ეწოდება.

159
როდესაც გადაფარვა ხდება მეზობელი მარშრუტების აეროსურათებისაგან, განივი
გადაფარვა ეწოდება.

სურ.130. აეროსურათის გრძივი და განივი გადაფარვა

აეროგადაღების მასშტაბის მიხედვით შეიძლება იყოს: მსხვილ-მასშტაბიანი,


საშულომასშტაბიანი და წვრილმასშტაბიანი.
– მსხვილმასშტაბიანია 1:10 000 და უფრო მსხვილი,
– საშუალომასშტაბიანია 1:10 000–დან 1:25000,
– წვრილმასშტაბიანი 1:25000 და უფრო წვრილი.
აეროგადაღებამდე განსაზღვრული უნდა იყოს გადასაღები ტერიტორიის ფართობი,
ამ ტერიტორიის მაქსიმალური და მინიმალური სიმაღლე, აეროგადაღების მასშტაბი,
თვითმფრინავის სიჩქარე, აეროპოტოაპარატის ტიპი და მისი ფოკუსური მანძილი,
ფრენის სიმაღლე და აეროსურათების გრძივი და განივი გადაფარვის პროცენტი და სხვ.

15.2. აეროსურათის ძირითადი ელემენტები


აეროსურათი წარმოადგენს ადგილმდებარეობის ფოტოგრაფიულ გამოსახულებას,
სადაც ადგილმდებარეობის გამოსახულება მიიღება ცენტრალურ პროექციაში. ამ
პროექციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილმდებარეობის წერტილების
გამოსახულებებს სიბრტყეზე იღებენ პროექციის ცენტრში საპროექციო სხივების
გავლით და მათი გადაკვეთით სიბრტყესთან.

160
სურ. 131. აეროსურათის ძირითადი ელემენტები
A,B,C,D - ადგილმდებარეობის წერტილები, ხოლო a, b, c, d მათი შესაბამისი
გამოსახულებები სიბრტყეზე. oSO სურათ სიბრტყის პერპენდი-კულარულია და
უწოდებენ აეროფოტოკამერის ოპტიკურ ღერძს.
მანძილს პროექციის ცენტრიდან ადგილის სიბრტყემდე განსაზღვრულს შვეული
მიმართულებით SO ფოტოგრაფირების სიმაღლე ეწოდება. როგორც ცნობილია
ტოპოგრაფიულ რუკებს ადგენენ ორთოგონალურ პროექციაში. P წარმოადგენს სურათ
სიბრტყეს (პროექციის სიბრტყეს), ხოლო P1 ცენტრალუ-რი პროექციის სიბრტყეს. A,O
და B წაარმოადგენენ ადგილმდებარეობის წერტილებს, ხოლო a,o,b, მათი
ორთოგონალური პროექციებია P სიბრტყეზე. აეროსურათებით ტოპოგრაფიული
რუკების შესადგენად ცნობილი უნდა იყოს ის სიდიდეები, რომლებიც არკვევენ
აეროსურათის მდებარეობას პროექციის ცენტრისა ადგილმდებარეობის მიმართ. იმ
ელემენტებს რომლის დახმარებითაც განისაზღვრება პროექციის ცენტრის მდებარეობა
სურათის სიბრტყის მიმართ, სურათის შიგა ორიენტირების ელემენტებს უწოდებენ,
ხოლო იმ ელემენტებს, რომელთა საშუალებით განისაზღვრება პროექციის ცენტრისა და
სურათ სიბრტყის მდებარეობა სივრცით კოორდინატთა სისტე-მის მიმართ, გარე
ორიენტირების ელემენტები ეწოდებათ.

161
15.3. დამახინჯებები აეროსურათებზე
გეგმურ აეროსურათებზე ადგილმდებარეობის გამოსახულება გარკვეულ-წილად
დამახინჯებულია. დამახინჯება ძირითადად გამოწვეულია ადგილ-მდებარეობის
რელიეფით და აეროსურათის დახრით. ნახ. ნაჩვენებია რელიეფით გამოწვეული
დამახინჯებები.

სურ.132. რელიეფით გამოწვეული დამახინჯება


ნახაზიდან ნათლად ჩანს რომ, P აეროსურათზე მონაკვეთები aa0 და bb0
წარმოადგენს რელიეფის გავლენით გამოწვეულ დამახინჯებას. მათი სიდიდე მით
უფრო დიდია, რაც უფრო დიდია ადგილმდებარეობის ცალკეულ წერტილების
სიმააღლეებს შორის სხვაობა. აეროსურათის დახრით გამოწვეული დამახინჯება
ნაჩვენებია სურ. 133.

სურ.133. აეროსურათის დახრით გამოწვეული დამახინჯება


P0 წარმოადგენს ჰორიზონტალური აეროსურათის სიბრტყეს, P - დახრილი
აეროსურათის სიბრტყეს. ადგილზე ერთსა და იმავე მანძილით დაშორებული A, B, C,D
წერტილები დახრილ აეროსურათზე გამოისახება სხვადასხვა სიგრძის მონაკვეთებით.
აღნიშნულის გამო ვაკე ადგილების აეროსურათებზე სჭარბობს აეროსურათის დახრით
გამოწვეული დამახი-ნჯებები, ხოლო მთიან ადგილებში რელიეფით გამოწვეული
დამახინჯებები.

162
15.4. აეროსურათების სტერეოსკოპიული განხილვა
აეროსურათების სტერეოსკოპიული განხილვა საშუალებას იძლევა შესწავ-ლილ
იქნას ადგილმდებარეობა, განისაზღვროს ცალკეული ობიექტების რაობა, ზოგიერთ
შემთხვევაში მისი სიმაღლე და სხვა მახასიათებლები.

სურ.134. აეროსურათების სტერეოსკოპიული განხილვა

აეროსურათების სტერეოსკოპიული განხილვის საშუალებას იძლევა


აეროსურათების გადაფარვა, რის შედეგადაც ადგილმდებარეობის ერთსა და იმავე
წერტილის გადაღება ხდება ორი სხვადასხვა წერტილიდან. იმისათვის, რომ
სტერეოსკოპიულ მზერისას მიღებულ იქნას ხელოვნური სტერეოეფექტი, გამოიყენება
წყვილი აეროსურათები. სტერეო წყვილი სტერეოსკოპის ქვეშ ისე უნდა განლაგდეს,
რომ მარცხენა თვალი ხედავდეს მარცხენა აეროსურათს, მარჯვენა თვალი კი მარჯვენა
აეროსურათს. სტერეოსკოპული მხედველობა ეს არის ორი თვალით მხედველობა
(ბინოკულარული მხედველობა), რომელიც საშუალებას იძლევა დავინახოთ საგნების
სივრცითი განლაგება. სტერე-ოსკოპში ყურებისას საჭიროა დაძაბული მზერა,
იმისათვის, რომ მივაღწიოთ მზერის ღერძების ისეთ განლაგებას, რომ ერთსახელიანი
კონტურები წარმოდ-გენით შეუთავსონ ერთიმეორეს, მივიღებთ სტერეომოდელს.
აერომეთოდების გამოყენებით ტოპოგრაფიული რუკების შედგენის სქემა ასეთია: 1.
აეროფოტოგადაღება; 2. აეროსურათების გეგმური და სიმაღლური მიბმა; 3.
დეშიფრირება; 4. რელიეფის ხაზვა.

163
თავი XVI.
თანამედროვე გეოდეზიური ხელსაწყოები და ინსტრუმენტები
16.1. გიროსკოპიული ორიენტირება
1952 წელს ფრანგმა მეცნიერმა ფუკომ წარმოადგინა ახალი ხელსაწყო რომელსაც
გიროსკოპი უწოდა. (სიტყვა გიროსკოპი ბერძნულია და ნიშნავს–Gyros-წრეს, რგოლს,
skopeo-ვაკვირდები, ვუყურებ). ამ ხელსაწყოს მთავარ ნაწილს წარმოადგენს სწრაფად
მბრუნავი როტორი. აღნიშნულ ხელსაწყომ სწრაფი გავრცელება პოვა წარმოების
სხვადასხვა სფეროში, მათ შორის გეოდეზიაში და მარკშეიდერიაში - მიწისზედა და
მიწისქვეშა ქსელების ორიენტირებისათვის. მიმართულებათა გიროსკოპიული
ორიენტირება დაფუძნებულია სპეციალური ხელსაწყოს-გიროსკოპული თეოდოლიტის
(გიროთეოდოლიტის) გამოყენებაზე, რომელიც საშუალებას იძლევა განვსაზღროთ
ჭეშმარიტი აზიმუტის მიმართულება.

სურ. 135. გიროტეოდოლიტიის კომპლექტი


გიროთეოდოლიტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია გიროსკოპი. მიწისქვეშა
აგეგმვის ორიენტირებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გიროსკოპული
ხელსაწყოს მთავარი ღერძის ორი თვისება:
1. უცვლელად შეინარჩნოს მიმართულება სივრცეში (თავისუფალი გიროსკოპი).
2. შეასრულოს ჰარმონიული რხევები წონასწორობის მდგომარეობის სიახლოვეს,
რომელიც დაემთხვევა მერიდიანის სიბრტყეს მოცემულ წერტილში (ქანქარისებრი
გიროკომპასი).

164
თავისუფალი გიროსკოპი. გიროსკოპი წარმოადგენს სწრაფად მბრუნავ სხეულს,
რომელიც დაკიდებულია იმგვარად, რომ მის ბრუნვის ღერძს შეუძლია მიმართულების
შეცვლა. ასეთ შემთხვევაში მას ექნება თავისუფლების სამი ხარისხი. ანუ მას შეეძლება
ბრუნვა სამი ურთიერთპერპენდიკულარული ღერძის გარშემო.

სურ. 136. გიროთეოდოლიტის ღერძების მიმართულებები


მისი მთავარი ნაწილია მგრძნობიარე ელემენტი. ხელსაწყოს მთავარ x ღერძს
ეწოდება საკუთრივ გიროსკოპის ბრუნვის ღერძი, y და z ღერძებს კი –კარდანის
ღერძები. გიროსკოპის x ღერძი იცვლის თავის მიმართულებას ადგილობრივი საგნების
მიმართ ჰორიზონტალურ სიბრტყეში (აზიმუტს), y ღერძის ირგვლივ ბრუნვისას კი –
სიმაღლეს ჰორიზონტალური სიბრტყის მიმართ.
თანამედროვე გიროსკოპიულ ხელსაწყოებში გიროსკოპის მბრუნავ დისკოდ
გამოყენებულია ასინქრონული ელექტროძრავის როტორი, რომელიც ბრუნავს
ელექტროენერგიის საშუალებით. რისთვისაც კარდანის შიგა რგოლის ნაცვლად
აყენებენ დახურულ კამერას, რომლის შიგნით ათავსებენ ელექტრო ძრავას. როტორის
ბრუნვის სიჩქარე აღწევს წუთში 60 000 ბრუნს.
თავისუფალი გიროსკოპისათვის დამახასიათებელი თვისებები მჟღავნდება
მხოლოდ მას შემდეგ, რაც როტორს მიეიჭება ბრუნვითი მოძრაობა x ღერძის გარშემო.
როტორის სწრაფი ბრუნვის გავლენით გიროსკოპის ღერძი იძენს თავისებურ
მდგრადობას, ცდილობს შეინარჩუნოს მისთვის პირველად მიცემული მიმართულება
სივრცეში.
გიროსკოპის თვისება – უცვლელად შეინარჩუნოს ღერძის მიმართულება სივრცეში –
პრინციპულად შეიძლება გამოყენებულ იქნას ზედაპირულ და მიწისქვეშა აგეგმვათა
ორიენტირებისათვის.
გიროსკოპი გამოიყენება:
– გვირაბმშენებლობაში,
–ჰიდროოტექნიკურ მშენებლობაში,
– მსხვილი სამრეწველო ობიექტების მშენებლობაში,
– გემთმშენებლობაში,
– სამხედრო საქმეში,

165
დღეისავის ერთ-ერთ ზუსტ და პრაქტიკულად ავტომატიზებულ გირო-
თეოდოლიტს მიეკუთვნება ,,GYROMAT 3000”, რომლითაც შესაძლებელია
განისაზღვროს მიმართულების აზიმუტი მაღალი სიზუსტით.

სურ. 137. გიროთეოდოლიტი „GYROMAT 3000“

აღნიშნული სიზუსტე მიიღწევა სწრაფად მბრუნავი გიროსკოპის დახმარებით,


რომელიც ჩაყენებულია გიროთეოდოლიტში. მისი ღერძი გიროსკოპიული ბრუნვის,
გრავიტაციის და დედამიწის ბრუნვის ურთიერთქმედებათა მიუხედავად ინარჩუნებს
საწყის მიმართულებას.
ჭეშმარიტი მერიდიანის ჩრდილოეთის ბოლოს მიმართულებას. ამრიგად სპეცია-
ლური ელექტრო ოპტიკური სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს ჭეშმარიტი მერიდი-
ანის ჩრდილოეთის მიმართულება. ამ ოპერაციას სულ სჭირდება 15 წუთი. განსაზღვრის
სიზუსტე კი 20II .

16.2. გლობალურ პოზიციონირების სისტემა `GPS~

1957 წელს რუსმა მეცნიერებმა აკადემიკოს ვ. ა. კოელნიკოვის ხელმძღვა-ნელობით


ექსპერიმენტულად დაამტკიცეს დედამიწის ხელოვნური თანა-მგზავრის მოძრაობის
პარამეტრების განსაზღვრის შესაძლებლობა, თუ ცნობი-ლი იქნებოდა მართვის
წერტილის კოორდინატები, რომელმაც უნდა მიიღოს და დაამუშაოს თანამგზავრიდან
გადმოცემული სიგნალების მონაცემები. ასევე დადგინდა შებრუნებული ამოცანის
გადაწყვეტის შესაძლებლობა განსა-ზღვრულიყო დგომის წერტილის კოორდინატები
თუ ცნობილი იქნებოდა ხელოვნური თანამგზავრის მოძრაობის პარამეტრები.
აღნიშნული გამო-კვლევების საფუძველზე 1958–1959 წლებში დამუშავებულ იქნა
რადიო-ნავიგაციური თანამგზავრული სისტემების სტრუქტურა და შემადგენლობა,
რამაც განსაზღვრა თანამგზავრული სისტემების პირველი თაობის სახე. აღნიშნული
სისტემის ამსახველი ტერმინი „ნავიგაციური“ განაპირობა იმ გარემოებამ, რომ თავიდან
ეს სისტემა განიხილებოდა როგორც საზღვაო საქმის სანავიგაციო უზრუნველყოფის

166
საშუალება. პირველი თაობის თანამგზავრულ რადიონავიგაციურ სისტემებს:
როგორიცაა „ციკადა“ (ყოფილი სსრკ) და „ტრანზიტი“ (აშშ), ჰქონდა ორი სერიოზული
ნაკლოვანება: კოორდინატების განსაზღვრის დაბალი სიზუსტე და ამოცანის გადაწყვე-
ტისათვის დროის დიდი ინტერვალი. აღნიშნულმა ნაკლოვანებებმა წარმოშვა
აუცილებლობა შექმნილიყო II თაობის თანამგზავრული სისტემები ,, GPS ~ (აშშ.)
`глонасс~ (სსრკ). ,,GPS” (Global Pozitioning Sistem) გლობალური პოზიციონირების
სისტემა. აღნიშნული სისტემა იმყოფება აშშ. თავდაცვის სამინისტროს მეთვალ-
ყურეობის ქვეშ. პირველი ბლოკის თანამგზავრები გაშვებულ იქნა 1978 წელს,
ექსპლოატაციაში შევიდა 1995 წლიდან და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ დაბალი
სიზუსტის რეჟიმში. სამოქალაქო მიზნებისათვის სისტემა გაიხსნა მხოლოდ 2000 წელს
და ახლა ,,GPS” ღიაა ნებისმიერი მომხმარებლისათვის.
,,ГЛОНACC”- (Гловалная навигационная спутниковая система) გლობალურ
ნავიგაციური თანამგზავრული სისტემა. 1982 წელს ორბიტაზე გაყვანილ იქნა პირველი
თანამგზავრები, რომელიც ექსპლოატაციაში შევიდა 1996 წელს. სისტემა დღესაც
შეფერხებებით მუშაობს.
დიდი ხნის განმავლობაში ინფორმაციის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ
სატრანსპორტო ორგანიზაციები, შემდგომ კოსმოსური ტექნიკის განვითარებამ და
ადგილზე წერტილის მდებარეობის განსაზღვრის მაღალმა სიზუსტემ მიგვიყვანა
თანამგზავრული რადიონავიგაციური სისტემის გეოდეზიური ამოცანების გადაწყვეტის
ფართო გამოყენების აუცილებლობამდე.
თუ ადრე გეოდეზიური საფუძვლის შესაქმნელად უნდა აშენებულიყო
ძვირადღირებული ქსელი, რომელიც ადგილზე დამაგრებული იქნებოდა სპეციალური
ცენტრებით და მასზე დადგმული ყოფილიყო სხვადასხვა კონსტრუქციის გარე
ნიშნები, (პირამიდები, სიგნალები), რომელთა შორის უნდა ყოფილიყო მხედველობა,
თანამგზავრული სისტემების გამოჩენამ ეს სამუშაოები სრულიად უსარგებლო და
გამოუსადეგარი გახადა.
თანამედროვე პირობებში, ერთი მიმღები აპარატის მეშვეობით შესაძლე-ბელია
განისაზღვროს ობიექტის ადგილმდებარეობა 2–3 მ. სიზუსტით. ხოლო ორი მიმღების
დახმარებით, ან მუდმივმოქმედი სადგურების არსებობის შემთხვევაში წერტილის
კოორდინატების განისაზღვრება სანტიმეტრიანი და საჭიროების შემთხვევაში
მილიმეტრიანი სიზუსტით, რაც შესაძლებლობას იძლევა შესრულდეს ნებისმიერი
სახის გეოდეზიური ამოცანები.
ვინაიდან დღეისათვის (GPS) სისტემა უფრო განვითარებულია ვიდრე სისტემა -
,,глонасс”, და მომხმარებელი უფრო ფართოდ გამოიყენებს მას, ამიტომ ჩვენ ყურადღება
გადავიტანეთ გლობალური პოზიციონირების სისტემა `GPS~–ზე.
,,GPS” სისტემის გამოყენების მთავარი ფაქტორებია :
-კოორდინატების ოპერატიულად განსაზღვრის შესაძლებლობა ნებისმიერ ამინდში,
– კოორდინატების განსაზღვრის უწყვეტობა,
- მიმღების მცირე ზომები,

167
- მცირე ენერგო ტევადობა,
- ექსპლოატაციის სიმარტივე,
- მაღალი სიზუსტე.
დღეისათვის გლობალურ პოზიციონირების სისტემებმა ფართო გამო-ყენება ჰპოვა
სამხედრო, კოსმოსური, საჰაერო, საზღვაო, სამდინარო, ავტოსა-გზაო, სარკინიგზო,
საკადასტრო, გეოდეზიურ, ოკეანოგრაფიულ, გეოფიზი-კურ, გეოლოგიურ-სადაზვერვო
და სხვა დარგებში.

16.3. გლობალურ პოზიციონირების სისტემა „GPS” –ით წერტილის კოორდინატების


განსაზღვრის პრინციპი
გლობალურ პოზიციონირების სისტემა „GPS”-ით წერტილის კოორდი-ნატების
განსაზღვრის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: თუ გამოვიყენებთ დეკარტეს
სივრცით კოორდინატების სისტემას, რომლის ათვლის საწყისი დედამიწის ცენტრშია
(გეოცენტრული მართკუთხა კოორდინატთა სისტემა) სურ. 138

სურ. 138. კოორდინატების განსაზღვრის პრინციპი


მაშინ, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის ნავიგაციური კოორდინატები იქნება
XА YА ZА, ხოლო განსასაზღვრავი წერტილის კოორდინატები X р Yр Zр.
მანძილი D, ხელოვნური თანამგზავრიდან მიმღებამდე (წერტილამდე) შეიძლება
წარმოვიდგინოთ ასე:
D D²=(XA-XP )²+(YA-YP)²+(ZA-ZP)²..1,
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური თანამგზავრის კოორდინატები ყოველთვის
ცნობილია. მომენტალურად იზომება მანძილი თანამგზავრსა და მიმღებს შორის, მაშინ
1 ფორმულაში გვექნება სამი უცნობი, წერტილის კოორდინატების სახით. როგორც
აღვნიშნეთ, P წერტილის კოორდინატების განსაზღვრისათვის აუცილებელია გაიზომოს

168
სამი მანძილი Di (i=1,2.,3) სამ ხელოვნურ თანამგზავრამდე. ამავე დროს გაზომვის
მომენტში თანამგზავრის კოორდინატები ХA YA ZA ცნობილი უნდა იყოს:
Di²=(XAi-XP)²+(YAi-YP)²+(ZAi-ZP)²..2,
სადაც i შეესაბამება თანამგზავრის ნომერს. აღნიშნული სისტემა საშუალე-ბას
იძლევა, ვიპოვოთ კოორდინატები YXP, YP , ZP PYგაზომილი მანძი-ლების სხვაობების
შედეგებით:
  D  tsk ,
სადაც ,, tck ”არის მანძილების გაზომვის სკალური დროის სხვაობა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ:
_ დედამიწის ნებისმიერი წერტილის კოორდინატების განსაზღვრა ხელოვნური
თანამგზავრების სიგნალების დახმარებით აუცილებელია თანამ-გზავრის
კოორდინატების (ეფიმერიდების) ცოდნა გაზომვის მომენტისათვის.
_ რადიონავიგაციური თანამგზავრული სისტემის ბალისტიკური სტრუქ-ტურა
უზრუნველყოფს ერთდროული გაზომვების ჩატარებას მინიმუმ ოთხ სატელიტზე.
თუ ცნობილია, რომ ვიმყოფებით თანამგზავრიდან გარკვეულ მანძილზე დავუშვათ
21000 კმ-ზე. მაშინ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ძებნის არეს. თუ ახლა ჩავთვლით,
რომ განსაზღვრულია მანძილი მეორე თანამგზავრამდე. დავუშვათ იგი შეადგენს 22000
კმ, მაშინ სივრცის მონაკვეთი, რომელშიც ჩვენ შეიძლება ვიმყოფებოდეთ
თანამგზავრიდან 21000 კმ–ზე და თანამგზავრიდან 22000 კმ–ზე, არის ორი სფეროს
გადაკვეთის ხაზი ანუ წრე, თუ ჩვენ ამ ხერხით განვსაზღვრავთ მანძილს მესამე
თანამგზავრამდე, ვთქვათ, იგი არის 23000 კმ., მაშინ შესაძლოა ადგილმდებარეობა
დავიყვანოთ ორ წერტილამდე. ეს ორი წერტილი მდებარეობს სივრცეში იქ, სადაც 23000
კმ-იანი სფერო კვეთს 21000 და 22000 კმ-იან სფეროებს.

სურ. 139. მანძილის გაზომვის გზით ადგილმდებარეობის მოძებნის პრინციპი.

როგორ განვსაზღროთ ამ ორი წერტილიდან ჭეშმარიტი ადგლ-მდებარეობა?


ამისათვის უნდა გავზომოთ მანძილი მეოთხე თანამგზავრამდე.

169
G,,GPS” ემყარება კოსმოსში მყოფ თანამგზავრებამდე მანძილების გაზომვას,
ძირითადი იდეა მდგომარეობს ცნობილი ტოლობის გამოყენებაზე. გავლილი მანძილი
უდრის სიჩქარე გამრავლებული მოძრაობის დროზე. ,,GPS” ზომავს დროის იმ მონა-
კვეთს, რომელშიც თანამგზავრის რადიო-სიგნალი გადის დედამიწიდან ხელოვნურ
თანამგზავრამდე. რადიოტალღები ვრცელდება სინათლის სიჩქარით, დაახლოებით
300 000 კმ/წმ. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ შევძლებთ განვსაზღროთ დროის
მომენტი, როდესაც თანამგზავრმა დაიწყო რადიოსიგნალის გადაცემა და მომენტი,
როდესაც ეს გადაცემა მივიღეთ, მაშინ გვეცოდინება, თუ რამდენ ხანს მოდიოდა ის
ჩვენამდე. გავამრავლებთ ამ დროს 300 000-ზე და მივიღებთ საჭირო მანძილს.
ბუნებრივია, რომ საათი, რომელიც გამოიყენება „GPS”-ში უნდა იყოს ზედმიწევნით
ზუსტი, ვინაიდან თუ თანამგზავრი იმყოფებოდა ზენიტში, ანუ ჩვენს თავზე, მაშინ მისი
რადიოსიგნალის გავრცელებას დასჭირდებოდა 0,06 წამი. სწორედ ამიტომ ,,GPS”
თანამგზავრებში გამოიყენება ე. წ. ატომური საათები, რომელიც ზომავს დროს
ნანოსეკუნდის სიზუსტით, ანუ 0.000000001 წმ. სიზუსტით. ასეთი საათები დაახლო-
ებით 100 000 დოლარი ღირს. თითოეულ თანამგზავრზე დგას 4 საათი, გარანტად იმისა,
რომ ერთი მაინც მუშაობს.

სურ. 140. თანამგზავრული კოდების გენერირება


გაზომვისას ყველაზე ძნელი მოქმედება თანამგზავრიდან რადიოსიგნალის
გადმოცემის მომენტის განსაზღვრაა, რისთვისაც ,,GPS”-ის შემქმნელებმა მიმართეს
იდეას, რომელიც მდგომარეობს თანამგზავრებისა და მიმღებების სინქრონიზებაში. ანუ
ისინი ახდენენ ერთსა და იმავე კოდის გენერირებას ზუსტად ერთსა და იმავე დროში.
შემდეგ კი რჩება თანამგზავრიდან კოდის მიღება და ნახვა, თუ როდის წარმოშვა
მიმღებმა იგივე კოდი. ერთი კოდის მეორის მიმართ მიღებული სხვაობა შეესაბამება
დროს, რომელშიც სიგნალმა გაიარა მანძილი თანამგზავრიდან მიმღებამდე.

170
16.4. გლობალური სისტემის შემადგენლობა
გლობალურ პოზიციონირების სისტემა ,,GPS~ არის ავტომატიზირებული ინფო-
რმაციულ – გაზომვითი სისტემა, რომლის შემადგენლობაში შედის სამი ძირითადი
ნაწილი: მართვის სისტემა, კოსმოსური სექტორი და მომხმარებელი.
მართვის სისტემა მოიცავს ნავიგაციური სისტემის თანამგზავრთა დაკვირვებისა და
თანმხლების ძირითად და დამატებით სადგურებს. ორბიტის გაზომვის შედეგები
გადაეცემა ძირითად სადგურს, სადც ხდება თანამგზავრთა ორბიტების ელემენტთა და
სხვა მონაცემთა დამუშავება და გამოთვლა.
კოსმოსური სექტორი შეიცავს 21 ძირითად და 3 დამხმარე თანამგზავრს. ეს 24
თანამგზავრი ბრუნავს 6 ორბიტარულ სიბრტყეში დაედამიწის გარშემო. თითოეულ
სიბრტყეში 4 თანამგზავრია (თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამგზავრების
რაოდენობა 32–მდე გაიზარდა). ორბიტის სიმაღლე 20183კმ–ია. ორბიტალური
ელიფსის ექსცენტრისიტეტი 0,1. ორბიტის დახრის კუთხე ეკვატორულ სიბრტყესთან
600. შეფარდებითი ფაზირება ხელოვნური თანამგზავრებისა ისეთია, რომ ხელოვნური
თანამგზავრების გავლის მომენტში თითოეულ სიბრტყიდან მეზობელ უახლოეს
თანამგზავრამდე ასწრებს 400-ით. ორბიტის სიმაღლე დედამიწის ზედაპირიდან
შეესაბამება თანამგზავრის შემოვლის პერიოდს, რომელიც ტოლია ვარსკვლავთმიერი
დღეღამისა. 11h 57m 58.3s აღნიშნულით მიიღწევა ის, რომ ერთხელ
ვარსკვლავთმიერი დღე-ღამის განმავლობაში თითოეული თანამგზავრი გადის
დედამიწის ზედაპირის ერთსა და იმავე წერტილს, ისე რომ თითოეული მზისმიერი
დღე-ღამე ხელოვნური თანამგზავრის ამ წერტილში 4 მინუტით ადრე გადის, ვიდრე
წინა. თითოეულ ორბიტალურ სიბრტყეში თანამგზავრები მოძრაობენ 1,5 ინტერვალით.

სურ. 141. თანამგზავრების მოძრაობა ორბიტაზე

171
ხელოვნური თანამგზავრების რაოდენობა უზრუნველყოფს თანამგზავრის 100%
ხილვადობის მომცველობას დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი წერტილიდან.
თანამგზავრის ხილვადობის ზონა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან განისა-
ზღვრება თანამგზავრის ჰორიზონტიდან ამაღლების კუთხით და ხელოვნური
თანამგზავრის სიგნალის გადაფარვის ზონით. რაც შეეხება თვით თანამგზავრებს, მათ
აქვთ ბურთისებური ფორმა დიამეტრით 580 სმ. თითოეულის წონა 844 კგ-ია.
თანამგზავრის მიერ გადმოცემული სიგნალები ფიქსირდება დედამიწაზე არსებული
მობილური მიმღებ მოწყობილობებით, რომელთა მდებარეობა დგინდება ავტომა-
ტურად დამზერის მომენტში.
მომხმარებელთა სეგმენტი, სიგნალთა მიმღები აპარატურაა ,,GPS”–ში , რომლის
საშუალებით განისაზღვრება მანძილები სატელიტიდან მიმღებამდე.
სიგნალების სპეციალური დამახინჯება შეიძლება მოხდეს თანამგზავრის
ტაქტიკური იმპულსების შეცვლით ან გადასაცემი შეტყობინების შეკვეცით. ამ
პროცედურამ მიიღო „შერჩევითი შეღწევადობის“ სახელწოდება. ასეთი რეჟიმით
მიღებული სიზუსტის ხარისხი მცირდება 15 მ–დან 120 მ–მდე. იგი შეიძლება
გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო კონფლიქტების დროს.

16.5. კოსმოსურ სივრცეში თანამგზავრის მდებარეობის განსაზღვრა


როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოსმოსურ სივრცეში საჭიროა სატელიტების
(ხელოვნური თანამგზავრების) ადგილმდებარეობის ცოდნა. და ისმის კითხვა როგორ
გავიგოთ კოსმოსურ სივრცეში, სადაა განლაგებული 20 000 კმ მანძილზე დაშორებული
ობიექტი? თანამგზავრები წინასწარ გათვლილ ორბიტაზე გაიყვანება გენერალური
გეგმის შესაბამისად და რადგან 20000 კმ სიმაღლეზე ატმოსფერული დამუხრუჭება არ
არსებობს, ისინი ინარჩუნებენ არსებულ პარამეტრებს ხანგრძლივი დროის
განმავლობაში. თითოეული მიმღები თავის კომპიუტერულ მახსოვრობაში შეიცავს
„ალმანახს“ ე. წ. მუდმივად განახლებად ცნობარს, საიდანაც ჩანს, სად მდებარეობს
მოცემულ მომენტისათვის თითოეული თანამგზავრი. ამავე დროს, ყველა თანამგზავრი
იმყოფება მუდმივი კონტროლის ქვეშ.

სურ.142. სამონიტორო სადგურები

172
არსებობს 5 მიწისზედა საკონტროლო, სამონიტორო სადგური (კოლორა-დო დიეგო
გარსია, ამაღლების კუნძულები, ჰავაის კუნძულები და ქუაიტიანა), რომლებიც
განსაზღვრავენ თანამგზავრების ორბიტებს, ფრენის მართვას, ტრაექტორულ გაზომვებს.
აქედანვე ხდება დროის გაზომვა, ხელოვნური თანამგზავრის საბორტო დროის გადახრა
სისტემური დროიდან. აღნიშნული სადგურებიდან შესაძლებელია საომარი
მდგომარეობის პირობებში სიგნა-ლების დამახინჯება ან კოდების გაშიფვრა, რაც
მოქმედებს სიგნალის მიღების სიზუსტეზე. შემოივლიან რა დედამიწის გარშემო 12
სთ–ში ერთხელ, ,,GPS”-ის თანამგზავრები დღე-ღამეში ორჯერ გადიან საკონტროლო
სადგურების თავზე. ეს საშუალებას იძლევა, ზუსტად გაიზომოს მათი მდებარეობა,
სიმა-ღლე და სიჩქარე. საკონტროლო სადგურების მიერ აღმოჩენილ ორბიტიდან
გადახრებს ეწოდება „ეფიმერიდების შეცდომები“. მას შემდეგ, რაც განისა-ზღვრება
თანამგზავრის მდებარეობა და ორბიტალური შესწორებები, ეს განახლებული
ინფორმაცია გადაეცემა უკან, თანამგზავრზე არსებულ კომპიუტერს, რომელიც შეცვლის
არსებულ ინფორმაციას.

16.6. გლობალური პოზიციონირების სისტემა `GPS~-ის კლასიფიკაცია


არსებობს გლობალური პოზიციონირების სისტემის `GPS~ _ ის მიმღები
მოწყობილობების სხვადასხვა ტიპი, თითოეული მათგანი ასრულებს განსაზღვრულ
ფუნქციას და გათვლილია სხვადასხვა დონის სიზუსტეზე. მაგალითად სანავიგაციო
მიმღებები მიეკუთვნება ნაკლებად რთულ და ნაკლები სიზუსტის მოწყობილობებს,
ვიდრე გეოდეზიური საყრდენი ქსელის წერტილების შესაქმნელად გამოყენებული
მიმღებები.
ძირითადი ამოცანა, რომელიც მიმღებ აპარატურამ უნდა გადაწყვიტოს
შემდეგია: შეარჩიოს ვარსკვლავეთში ხელოვნური თანამგზავრი, მოიძიოს და
ამოიცნოს ნავიგაციური სიგნალი, თვალყური ადევნოს მანძილმზომ სიგნალებს,
გაზომოს სიგნალის გავრცელების დრო, გამოყოს და გაშიფროს ნავიგაციური
შეტყობინების შინაარსი და გაზომვის მომენტში დაიანგარიშოს ხელოვური
თანამგზავრის კორდინატები, გადაწყვიტოს ნავიგაციური ამოცანა, ანუ განსაზ-
ღვროს მიმღების დგომის წერტილის კოორდინატები, გამოსახოს ტაბლოზე
მონაცემები. მიმღები აპარატის სტრუქტურულ სქემაში შედის: ანტენური, მიმღები
და გამომთვლელი მოწყობილობები, მართვის პულტი და ინდიკაცია. პირობითად
შეიძლება გამოვყოთ მიმღები აპარატურის ოთხი ძირითადი მოდიფიკაცია.
I კლასის აპარატურის დანიშნულებაა წერტილის კოორდინატების სწრაფი
განსაზღვრა.
II კლასის - დაბალდინამიკური კოორდინატების განსაზღვრა.
III კლასი აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და არა აქვს მდებარეობის
განსაზღვრის ზუსტი შესაძლებლობა

173
IV კლასის აპარატები, ანუ გეოდეზიური დანიშნულების აპარატები
გეოდეზიური დანიშნულების აპარატებს შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ
რამდენიმე ხელოვნური თანამგზავრის სიგნალები. მიმღები აპარა-ტების კვება ხდება
სპეციალური აკუმულატორებით, მიმღები სტანდარტული სადგომით მაგრდება
სამფეხზე, მისი მუშაობის ტემპერატურული რეჟიმია - 200-დან + 600-მდე. სინოტივე
100%.

16.7. კოორდინატების განსაზღვრის მეთოდები


დღეისათვის არსებობს დედამიწის ზედაპირის წერტილების მდებარე-ობის
განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდი მათი პირობითი კლასიფიკაცია შეიძლება სქემის
სახით წარმოვიდგინოთ. იხ. სქემა.
სქემა 2.
კოორდინატების განსაზღვრის მეთოდები

გამოყენებულ კოორდინატთა სისტემის თვალსაზრისით პუნქტების მდებარეობა


შეიძლება დავყოთ 2 კლასად: აბსოლუტური და შეფარდებითი. აბსოლუტური
მდებარეობის განსაზღვრისას წერტილის კოორდინატები მიიღება თანამგზავრულ
რადიონავიგაციურ კოორდინატთა სისტემაში. შეფარდებით განსაზღვრაში
ვგულისხმობთ ერთი ობიექტის მეორის მიმართ მდებარეობის დაფიქსირებაში.
შეფარდებითი მდებარეობის განსაზღვრისას ერთ მიმღები მოწყობილობას ვდგამთ
ბაზურ (საწყის) პუნქტზე, რომლის კოორდინატები ცნობილია, მეორის კი
განსასაზღვრავ წერტილზე და ვახდენთ ერთდროულ დაკვირვებას.
პუნქტების აბსოლუტური განსაზღვრის სტატიკური მეთოდი მდგომა-რეობს
შემდეგში: მიმღებ მოწყობილობას ვდგამთ წერტილზე და გარკვეული დროის
განმავლობაში ვახდენთ გაზომვებს. დინამიკურ მეთოდში ვგული-სხმობთ, როდესაც
მიმღებს მოვათავსებთ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მოძრაობს.

174
კინემატიკური მეთოდი დინამიკურისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ ობიექტის
მოძრაობის ტრაექტორია განისაზღვრება უშუალოდ ხელოვნურ თანამგზავრზე
დაკვირვებით. გეოდეზიური დანიშნუ-ლებისათვის ყველაზე უფრო ხშირად
გამოიყენება სტატიკური მეთოდი.
სტატიკური შეფარდებითი პოზიციონირება წარმოადგენს პოზიციონი-რების
ყველაზე ზუსტ მეთოდს, რომელსაც იყენებენ გეოდეზისტები. ეს მეთო-დი
განკუთვნილია ორ სტაციონალურ მიმღებს შორის საბაზისო გვერდის განსასა-
ზღვრავად. განსაზღვრის სიზუსტე აღწევს მილიმეტრს კილომეტრზე.
კინემატიკური შეფარდებითი პოზიციონირების დროს ერთი მიმღები
სტაციონალურია, ხოლო მეორე წარმოადგენს მოძრავ აპარატს. ორივე მიმღები
გაზომავას ერთდროულად. განსაზღვრის სიზუსტე აღწევს სანტი-მეტრს კილომეტრზე.
,,GPS” ტექნოლოგიის დახვეწის პროცესში დამუშავებულ იქნა სტატიკური გაზომვის 3
რეჟიმი:
– პირველს რეჟიმს უწოდებენ კლასიკურ სტატიკას ან უბრალოდ სტატიკას.
– მეორე რეჟიმს – სწრაფი სტატიკა,
– მესამე – ე. წ. „რეოკუპაცია“.
თითოეულ ჩამოთვლილ რეჟიმზე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც
ერთსიხშირიანი, ისე ორსიხშირიანი მიმღებები. ორსიხშირიანი სტატიკა წარმოადგენს
ყველაზე უნივერსალურ და ზუსტ რეჟიმს.
ამ დროს დაკვირვებას ვახდენთ იმის მიხედვით თუ რომელი კლასის პუნქტია
არჩეული. დაკვირვების ციკლი მოცემულია ცხრილში.
ცხრილი 29
დაკვირვების ხანგრძლივობა

D
სახელმწიფო დაკვირვების
გეოდეზიური ქსელი ხანგრძლივობა

I კლასის ქსელი 24 h
II კლასის ქსელი 12 h
III კლასის ქსელი 8 h
IV კლასის ქსელი 6 h
I თანრიგი 2 h
II თანრიგი 1 h

სატელიტებიდან წამოსული სიგნალი მიიღება და გადამუშავდება ,,GPS~


ხელსაწყის ,,რესივერში”. სატელიტებიდან მოდის სამი სხვადასხვა ტალღის სიგრძის
სიგნალი, ამ სამი სიგნალიდან ერთი კვლავ გასაიდუმლოებულია და ამერიკის
შეერთებული შტატები იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, დაამახინჯოს

175
სიგნალი ხელოვნურად და მიღებული კოორდინატები იქნება შესაბამისად
დამახინჯებული.

სურ. 143. გლობალურ პოზიციონირების სისტემა „GPS”

სატელიტიდან წამოსული სიგნალის მიღება ხდება ,,GPS” ანტენის საშუალებით.


იგი გადამუშავდება “რესივერში, რომელიც წარმოადგენს ხელსაწყოს ძირითად
კომპონენტს”. იმისდა მიხედვით, თუ რა სახის ,,რესივერი” და მიმღები ანტენა
გამოყენებული და დაკვირვების რა რეჟიმია შერჩეული, მიიღება შესაბამისი სიზუსტის
კოორდინატები.
,,GPS” მიმღები ანტენა დაყენებული უნდა იყოს აუცილებლად ღია სივრცეში, რათა
არ მოხდეს სატელიტიდან მომავალი სიგნალის შეფერხება.

სურ.144. მუდმივმოქმედი სადგურების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე

საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა ,,GPS” ქსელი, რომელიც წარმოადგენს


უმაღლესი კლასის მუდმივმოქმედი სადგურების ერთობლიობას. რომელიც
საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ ე. წ. საბაზისო სადგურის გარეშე, რეალური დროის

176
რეჟიმში და, რაც მთავარია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერი წერტილის
კოორდინატები განისაზღვროს მაღალი სიზუსტით.
,,GPS” მუდმივმოქმედი სადგურების შექმნამ გაცილებით გაადვილდება ე. წ.
სტატიკური რეჟიმით წერტილის კოორდინატების განსაზღვრის შესაძლებლობა, ანუ
მიმღებს დავაყენებთ განსასაზღვრავ წერტილზე და ხელსაწყოს ვამუშავებთ გარკვეული
დროის განმავლობაში. მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა
სიზუსტის კორდინატებია საჭირო მოცემული წერტილისათვის.

GPS-ით აგეგმვა
–jobs data (სამუშაოს შექმნა)
-New job 9 (ახალი სამუშაო)
-Name დავარქვათ სახელი მაგ 10 ENTER დაბლა გამოჩნდება Store
-Store (შექმენი) დავაჭერთ, შეიქმნება Jobs
-Go to Work–ში შევალთ გამოჩნდება Survey
-Survey (აგეგმვა) შევდივართ აგეგმვაში Fn , Conect თუ სიზუსტე გვაწყობს Meas
ვაკვირდებით Stop და store პიკეტი აღებულია და ა. შ.

დაკვალვა
–jobs data (სამუშაოს შექმნა)
-New job 9 (ახალი სამუშაო)
-Name დავარქვათ სახელი მაგ. 10 ENTER დაბლა გამოჩნება Store
-Store (შექმენი) დავაჭერთ, შეიქმნება Jobs
–შევდივართ Stakeout
–Control job-ს ჩამოვშლით ვიპოვით ჩვენს შექმნილ Jobs ნომრით, მაგ. 12 და OK ისევ
OK.
–Point ID ჩამოვშალოთ, ვირჩევთ – New (ახალი)
-Easting შეგვაქვს (აღმოსავლეთი) X ;Enter
- Northing შეგვაქვს (ჩრდილოეთი) Y; Enter
- Elevation შეგვაქვს Z (სიმაღლე) და ;Enter
-Store (დაიმახსოვრე) ისევ - New და თვითონვე დაწერს ისევ შეგვაქვს მონაცემები
OK, OK და გამოჩნდება ოთხკუთხედი ფანჯარა, ვაკვირდებით თუ სიზუსტე დასაშვებია
Conect.
16.8. ელექტრონული ტაქეომეტრები

ელექტრონულ ტაქეომეტრებს უწოდებენ მოწყობილობას, რომელიც


თავისთავში აერთიანებს თეოდოლიტს, შუქმანძილმზომს და მიკრო-ელექტრო
კალკულატორს და რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ჩატარდეს კუთხური და
ხაზობრივი გაზომვები, მათი შემდგომი დამუ-შავების შესაძლებლობით.
აღნიშნული ინსტრუმენტებით შესაძლებელია გაიზომოს ჰორიზონტალური და

177
ვერტიკალური კუთხეები, ხაზის დირექციული კუთხე, მაგნიტური აზიმუტი, ხაზის
ჰორიზონტალური პროექცია, წერტილის სიმაღლე, მართკუთხა კოორდინატები. იგი
შეიძ-ლება იყოს ერთიანი, ან ცალკეული მოდულებისაგან შემდგარი ხელ-საწყო.
ტაქეომეტრები, რომელნიც თავისთავში აერთიანებს ყველა მოწყობი-ლობას
(კუთხურს, ხაზობრივს, კლავიატურა, პროცესორი) ინტეგრირებულ ტაქეომეტრებს
უწოდებენ.
ტაქეომეტრები, რომლებიც შედგება მხოლოდ სკანირებული თეოდო-ლიტისაგან
და მანძილმზომისაგან, მოდულური ტაქეომეტრები ეწოდება.
XX ს. 70-90 წლებში გამოჩნდა ორი ტიპის ელექტრონული ტაქეომეტრები:
ვიზუალური და ელექტრონული ანათვლებით წრე-დებზე. პირველი ტიპის
ტაქეომეტრებში ანათვლების აღება ჰორიზონ-ტალურ და ვერტი-კალურ
წრედებზე ხდებოდა ჩვეული მეთოდით (ვიზუალურად). კუთხის გაზომვის
მიღებული შედეგები შეჰქონდათ მიკროპროცესორში კლავიატურაზე ხელით
აკრეფის გზით. გაზომილ მანძილების შედეგები ავტომატურად გადაეცემოდა
მიკროელექტრო კალკულატორს და ციფრულ ტაბლოს. ეს იყო ტაქეომეტრები Ta-
5 (სსრკ), EOT2000 (გდრ), SM3, SM4 (გფრ), HP3810 (აშშ) და ა. შ.
მეორე ტიპის ელექტრონულ ტაქეომეტრებში ხელსაწყოს კუთხმზომ ნაწილს
წარმოადგენდა ელექტრონული თეოდოლიტი, სადაც კუთხური სიდიდე
ავტომატურად გადაეცემოდა მიკროელექტრო კალკულატორს ხოლო შესაბამისი
მანძილი გამოისახებოდა ტაბლოზე. ასეთ ხელსაწყოებს დასავლური ფირმები
“ტოტელშტეინებს” უწოდებდნენ. თანამედროვე პირობებში ფართოდ გამოიყენება
ისეთი ცნობილი ფირმის ტაქეომეტრები, როგორიცაა: „Sokia“, „Topcon“, „Nicon“,
„Pentex“, „Leica“, „Trimble’. და სხვ. მათ აქვთ პროგრამული უზრუნველყოფა
ნებისმიერი გეოდეზიური სამუშაოს შესასრულებლად. ასაგეგმი ქსელის გახშირება,
აგეგმვის წარმოება, ნატურაში გადატანა, პირდაპირი და შებრუნებული
გეოდეზიური ამოცანა. თუ გადავხედავთ ელექტრონული ტაქეომეტრების
ტექნიკურ მახასიათებლებს კუთხური სიზუსტე შეადგენს 1II-5II. მანძი-ლების
გაზომვის სიზუსტე კი 1 სმ-ია. მანძილები იზომება ფაზური ან იმპულსური
მეთოდით. გაზომვის სიზუსტე დამოკიდებულია ტაქეო-მეტრის ტექნიკურ
შესაძლებლობაზე და გარემო პირობებზე (ჰაერის ტემპერატურაზე, წნევაზე,
სინოტივეზე). მანძილის გაზომვა შესაძლებელია ამრეკლით 1 კმ-მდე და
უამრეკლოდ 5 კმ-მდე. ეს არის მაღალი სიზუსტის ხელსაწყოები, განკუთვნილი
ფართო საველე გეოდეზიური სამუშოების საწარმოებლად.
ტაქეომეტრებს აქვთ შიგა მეხსიერება, ჩამონტაჟებული მიკრო პროცესორი და
პროგრამების ბიბლიოთეკა, რომელიც გამოიყენება მთელი რიგი გეოდეზიური
ამოცანის გადასაწყვეტად. პროგრამებს შორის აღვნიშნავთ რამდენიმე მათგანს:
დგომის წერტილის მონაცემების შეყვანა, მისი კოორდინატების განსაზღვრა
შებრუნებული კუთხური გადაკვეთით, მიუდგომელი მანძილის განსაზღვრა,
დაკვალვა, საბაზისო მანძილისა და რკალის განსაზღვრა, ფართობების განსაზღვრა.

178
უკანასკნელი ფუნქციის გამოყენება მეტად ეფექტურია მიწების გამიჯვნის დროს,
რადგან შესაძ-ლებელია უშუალოდ ველზე სამიჯნე ნიშნების გადაადგილება
ფართობის შეუცვლელად.
ტაქეომეტრით აგეგმვის დროს გააწყობენ რა ინსტრუმენტს, დაუმზერენ
ამრეკლს, იგი ავტომატურად ზომავს მანძილს, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ
კუთხეს. კუთხური და ხაზოვანი გაზომები ხდება საგანზე ერთხელ დამზერით.
გაზომვის შედეგებში ავტომატურად შედის შესწორებები მეტეო პირობებზე
(ზოგიერთი ტაქეომეტრი ავტომატურად ითვლის წნევასა და ტემპერატურას), ხაზის
სიგრძის ჰორიზონტის სიბრ-ტყეზე დაყვანა და სხვ. ტაქეომეტრი უზრუნველყოფს
ციფრულ ინდიკაციას ჰორიზონტალური და ვერტიკალური კუთხეების,
დირექციული კუთხის, დახრილი მანძილის, მის გეგმილის ჰორიზონტალურ
სიბრტყეზე, აღმატების, კოორდინატების და სხვ. ელექტრო გამომთვლელი
მოწყობილობა განაზომთა შედეგების მიხედვით ითვლის კოორდინატთა ნაზრდებს
და აღმატებებს, ყველა შესწორებების მხედველობაში მიღებით. გაზომვის მონაცემი
ინახება სპეციალურ დამამახსოვრებელ მოწყობილობაში, რომელიც შემდეგ
გადაიტვირთება კომპიუტერში, სადაც ხდება ციფრული მოდულის ან
ტოპოგრაფიული გეგმის მიღება.
თანამედროვე ელექტრონული ტაქეომეტრები რობოტიზებულია, რომელიც
ავტომატურ რეჟიმში ახდენს დამზერას ე. წ. აქტიურ ამრეკლზე. ასეთი
ინსტრუმენტები საშუალებას იძლევა აგეგმვა შეასრულოს ერთმა ადამიანმა, რა
შრომის ნაყოფიერებას ზრდის ტითქმის 80 %–ით.

აკუმულატორის ჩადების წესი


ინსტრუმენტს მოყვება დასამუხტი, 12 ვოლტიანი აკუმულიატორ ელემენტი,
რომელიც თავსდება ინსტრუმენტის გვერდით ნაწილში. როგორ ჩავდოთ
ელემენტი: მოვატრიალოთ დამჭერის სახელური და დავაყენოთ ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში, ჩავდოთ ელემენტი ჩარჩოში, მოვატრიალოთ სახელური და
დავაყენოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ჩავდგათ ელემენტის დამჭერი
ინსტრუმენტში, დავა-მაგროთ დამჭერი სახელური ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში დაყენების გზით.
ინსტრუმენტის დაცენტრვა წერტილზე ოპტიკური ცენტრირით
დავაყენოთ შტატივი ისე, რომ ოპტიკური ცენტრირის ძაფთა ბადის
გადაკვეთა დაემთხვეს დგომის წერტილზე დამაგრებულ ზედა მარკას, შემდეგ
შტატივის ფეხების გადაადგილებით მოვიყვანოთ მრგვალი თარაზოს ბუშტულა
ცენტრში და შევამოწმოთ დაცენტრვის სიზუსტე. ზუსტი დამთხვევის მიზნით
ვიმოქმედოთ ამწევი ხრახნებით;
კლავიატურა
1. ჯგუფის შერჩევა და ინფორმაციის შეტანა

179
2. მდგომარეობის ინდიკატორები
3. სისტემური ღილაკები
4. ღილაკები დისპლეის მუშაობისათვის (მენიუში)
5. ფუნქციური ღილაკები
6. დისპლეის ღილაკების პანელი
სისტემური ღილაკები:
[Page] შემდეგ გვერდზე გადასვლა დიალოგური ფანჯრისათვის, რამდენიმე
გვერდის ჩათვლით,
[Menu] სისტემური ინფორმაციის შეღწევის, ინფორმაციის გაწყობის,
მონაცემთა მართვის, მონაცემთა გაცვლის შემოწმების მენიუ,
[User] მენიუში შერჩეული ფუნქციის განსაზღვრა,
[FNG] გაზომვის ფუნქციაში სწრაფი შეღწევა,
[ESG] დიალოგური ფანჯრიდან ან რედაქტირების რეჟიმიდან გამო-სვლა,
საწყის მონაცემებზე დაბრუნება.

16.9. ტაქეომეტრი TS-02

ტაქეომეტრი TS-02 არის მონაცემების გასაზომი, გამოსათვლელი და ჩამწერი


ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება როგორც ჩვეულებრივი აგეგმვის წარმოება, ისე
უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტა, თავისი პროგრამული უზრუნველყოფით
„FlexField” ამ სერიის ინსტრუმენტების სხვადასხვა ვერსიას აქვს განსხვავებული
სიზუსტე და სხვადასხვა შესაძლებლობა.

სურ. 146. ელექტრონული ტაქომეტრი TS-02

180
ელექტრო ტაქეომეტრს აქვს მართვის პანელი, რომელზედაც მოთავ-სებულია
კლავიატურა გაზომვის პროცესის მართვის და ინფორმაციის შესაყვანად.
ტაქეომეტრს შეიძლება ჰქონდეს სინათლური მაჩვენებელი, (ლაზერი) რომელიც
საშუალებას იძლევა დამზერა გავხადოთ ხილული. ელექტრო ტაქეომეტრის
პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებლობას იძლევა გადავჭრათ გეოდეზიურ
ამოცანათა ფართო სპექტრი. გათვალის-წინებულია სადგურის ისეთი მონაცემების
შეტანა და შენახვა როგორიცაა: წერტილის ნომერი, ინსტრუმენტის სიმაღლე,
ოპერატორის სახელი, რიცხვი, დრო, ამინდი. მისი კოორდინატები. ინსტრუმენტით
შესაძლე-ბელია ჰორიზონტალური და ვერტიკალური კუთხეების გაზომვა, ხაზის
დირექციული კუთხის, მაგნიტური აზიმუტის, წერტილის სიმაღლის, კოორდი-
ნატთა ნაზრდების, წერტილის მართკუთხა კოორდინატების, ხაზის ჰორიზონ-
ტალური პროექციის და ა. შ. განსაზღვრა. გათვალისწინებულია კორდინატების
განსაზღვრის შესაძლებლობა გადაკვეთის მეთოდით, მანძილის და
კოოორდინატების განსაზღვრა უამრეკლო რეჟიმით. დაკვალვითი სამუშაოების
საწარმოებლად არსებობს პროგრამები კუთხისა და მანძილის გამოსათვლელად,
წერტილის გადასატანად მოცემული კოორდინატებით და ა. შ.

ინსტრუმენტის კომპლექტი:
- ინსტრუმენტი ტრიგერით;
- კაბელი GEV189;
- მრგვალი თარაზო;
- ბადე ინსტრუმენტის სიმაღლის გასაზომად;
- ბრტყელი ამრეკლი;
-ინსტრუმენტის სიმაღლის საზომი (ხვეულა);
- ობიექტივის ბლენდა და სახურავი;
- კაბელი GEV223 ინსტრუმენტისათვის ;
- მინი პრიზმა;
- იუსტირების მოწყობილობა;
- ოკულიარის ნაცმი;
- აკუმულატორი GEV 211;
- დამტენი მოწყობილობა;
- ბრტყელი და მინი პრიზმა;
- ფლეში;
- აკუმულიატორი GEV 221;
- მინი პრიზმის ჯოხის წამოსაცმელი;
- ოკულიარის საპირწონე;
- სახელმძღვანელო;
- მინიჯოხი.

181
სურ.147 ტაქეომეტრი TS-02 მოწყობილობა

a - ფიქსირებული ღილაკები
b – ნავიგატორი
c –ENTER ენტერი
d –ESC
e -ფუნქციური ღილაკები

182
f- ალფავიტურ ციფრული ღილაკები
– ღილაკი, რომელზეც გამოსახულია ფურცლის გვერდები, დანიშნულებაა
გადაფურცვლა, ანუ ფანჯრის ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე გადა-სვლა.
– FNG კლავიში საშუალებას იძლევა, სწრაფად მოვხვდეთ გაზომვის რეჟიმში:
– 1 და 2 კლავიშები – სამომხმარებლო კლავიშებია შეიძლება მენიუდან შერჩეული
ფუნქციის პროგრამირება.
– ENTER ღილაკის დანიშნულებაა ოპერაციის დადასტურება
– ESC ღილაკი საშუალებას იძლევა გამოვიდეთ სამუშაო ფანჯრიდან ან
რედაქტირების რეჟიმიდან, ისე, რომ განაზომები არ შევინახოთ.
ფუნქციონალური ღილაკები F1F2 F3 F4 მათ ქვედა მხარეს წარწერილი აქვთ
დანიშნულებები.
ცხრილი 30.
TS-02 –ის ტექნიკური მახასიათებლები

NN მახასიათებლები მნიშვნელობები
1 კუთხის გაზომვის სიზუსტე 3II
2 გამადიდებლობა 30 krat
3 მრგვალი თარაზოს მგრძნობიარობა 6’/მმ
4 ელექტრონული თარაზოს 2’’
მგრძნობიარობა
5 ლაზერის სამუშაო დიაპაზონი 5–დან 150 მ–მდე

6 დამზერის სიზუსტე 100 მ–ში 5სმ


7 ტემპერატურული დიაპაზონი –300 – +500
8 წონა 5,2 კგ
9 გაზომვათა შიგა მახსოვრობა 24 000 წერტილი
10 აკუმულატორის ტიპი Li-Ion
11 ძაბვა 7,4 volt
12 სიმძლავრე 2,2 ამპერი–სთ
13 მუშაობის ხანგრძლივობა 10 სთ
14 მანძილის გაზომვის სიზუსტე 1,5მმ
15 ფოკუსირების ზღვარი 1,7მ – ∞

183
ფიგურები

უჩვენებს აკუმულატორის დატენვის დონეს

კომპენსატორი ჩართულია

კომპენსატორი გამორთულია

ამრეკლით გაზომვის რეჟიმი

უამრეკლო გაზომვის რეჟიმი

012 პანელი იმყოფება ციფრულ რეჟიმში

ABC პანელი იმყოფება ალფავიტურ რეჟიმში

ჰორიზონტალური კუთხის გაზომვა საათის ისრის საწინააღმდეგო


მიმართულებით

ეს სიმბოლოები უჩვენებს, რომ აღნიშნული ველი დაკავშირებულია შერჩეულ


ჩამონათვალთან
ისრები ზევით, ქვევით, რომ მოცემულია ფანჯარაში არსებობს რამდენიმე
ფურცელი, რომლის დათვალიერებაც შეიძლება ფიგურის დახმარებით

I . КП – მარჯვენა წრედი
II КЛ– მარცხენა წრედი
შერჩეულია სტანდარტული პრიზმა0000000
შერჩეულია მინიპრიზმა
შერჩეულია პრიზმა ლეიკა 360
შერჩეულია მინიპრიზმა ლეიკა 360
შერჩეულია ამრეკლი ზოლი
შერჩეულია ამრეკლი.
მმმმმმმმნმნმხხხზზზზცცბბბცცც ცცxxxxxccdddxxxxx

დისპლეის ღილაკები
დისპლეის ღილაკები შეირჩევა შესაბამისი F1-F4 -ის დაჭერით. ისინი შემდეგია:

184
A,B,C პანელი გადართულია ალფავიტურ რეჟიმზე;
0,1,2 -პანელი გადართულია ციფრულ რეჟიმზე;
BCE-ჩართულია კუთხური და ხაზოვანი გაზომვები შენახვის რეჟიმით;
PACCT- -ჩართულია კუთხური და ხაზოვანი გაზომვები შენახვის რეჟიმის გარეშე;
EDM -მანძილმზომის ნახვა და შეცვლა;
YXH- გახსნილია კოორდინატების ხელით შეყვანის ფანჯარა;
ВЫXOD-გამოსვლა;
POICK-მოცემული წერტილის ძებნა;
BBOD-ალფავიტური დისპლეის გააქტიურება;
P/NP- ამრეკლით გაზომვის რეჟიმიდან უამრეკლო რეჟიმზე გადართვა;
CПИCOK- დისპლეიზე ყველა საჭირო წერტილის გამოტანა;
OK - გაზომვის შედეგების ან მნიშვნელობების შეტანის დადასტურება;
ПPEDЩ –წინამდებარე აქტიურ ფანჯარაზე გადასვლა;
ЗAП – დისპლეიზე გამოტანილი ინფორმაციის მნიშვნელობა;
RESET- ყველა რედაქტირებული მნიშვნელობის გადაყენება საწყის ინფორმაციაზე;
ПPOCMOT- დისპლეიზე კოორდინატებისა და მონაცემების გამოტანა;
--> დისპლეიზე შემდეგი დონის ღილაკზე გადასვლა;
დისპლეიზე პირველი დონის ღილაკზე გადასვლა;
წერტილების მოძებნა
წეწერტილის მოძებნა წარმოადგენს ფუნქციას, რომელიც მახსოვრობიდან ამოიღება
და გამოიყენება საჭირო გაზომვების ჩასატარებლად.
პირდაპირი ძებნა: მაგალითად – 402 - ПОИСК-ზე დაჭერისას პროექტის ყველა
წერტილი გამოჩნდება დისპლეიზე.

სურ.148. წერტილის მოძებნა

წერტილის ძებნა მოცემული შაბლონით შერჩეული პროექტის ფარგლებში.


XYZ=0
წერტილის კოორდინატების დაყენება ნოლ მნიშვნელობაზე.

185
შაბლონით ძებნა ხორციელდება "*".სიმბოლოს გამოყენებით. ამ ვარსკვლავმა შეიძლება
შეცვალოს ნებისმიერი სიმბოლო, რომლის სრული სახელწოდება უცნობია ან
დაგვავიწყდა.
* მოძებნილ იქნება პროექტში არსებული ყველა წერტილი.
A - მოძებნილ იქნება ყველა წერტილი „სახელწოდებით A“
A*მოძებნილ იქნება ყველა წერტილი, რომელთა სახელწოდება იწყება A-დან, მაგ. A9,
A15, ABCD,A2A
*1 მოძებნილ იქნება ყველა წერტილი რომელთა სახელწოდება იწყება A-დან, მაგ. 1, A1,
AB1.
A* მოძებნილ იქნება ყველა წერტილი, რომელთა სახელწოდება იწყებაA და შეიცავს “1“,
A1, AB1, A51.

16.10. ინსტრუმენტის ჰორიზონტირება ელექტრონული თარაზოს დახმარებით


ელექტრონული თარაზოს დანიშნულებაა ტაქეომეტრის ზუსტი ჰორიზონ-ტირება
ამწევი ხრახნების დახმარებით.
1. დავაყენოთ ინსტრუმენტი ისე, რომ ჭოგრის ბრუნვის ღერძი პარალე-რული იყოს
ორი ამწევი ხრახნისა
2. მოვიყვანოთ მრგვალი თარაზო ნულ პუნქტში ორი ამწევი ხრახნის დახმარებით.
3. ჩავრთოთ ინსტრუმენტი
4. მოვიყვანოთ ელექტრონული თარაზო ნულპუნქტში პირველ ღერძზე ორი ამწევი
ხრახნის ბრუნვით, ისრები უჩვენებენ ამწევი ხრახნების ბრუნვის მიმართულებას,
როდესაც ელექტრონული თარაზო ნულპუნქტში იქნება ისრები შეიცვლება მარკერით
(> ).
5. მოვიყვანოთ ელ. თარაზო ნულპუნქტში მეორე ღერძის მიმართულებით
ამისათვის ვაბრუნოთ მესამე ამწევი, როდესაც თარაზო დაიკავებს ნულ-პუნქტს ისარი
შეიცვლება მარკერით, გამოჩნდება რა სამი მარკერი ნიშნავს რომ ინსტრუმენტი
ზუსტად ჰორიზონტირებულია.ხხზზზზცცბბბცცცცxxxxxccdddx
6. დავაყენოთ ინსტრუმენტი ისე რომ ჭოგრის ბრუნვის ღერძი პარალელური იყოს
ორი ამწევი ხრახნისა.
7. მოვიყვანოთ მრგვალი თარაზო ნულ პუნქტში ორი ამწევი ხრახნის დახმარებით
8. ჩავრთოთ ინსტრუმენტი, თუ ჩართულია დახრის კორექცია ერთ ან ორ ღერძზე,
მაშინ ლაზერული შვეული ირთვება ავტომატურად და ეკრანზე გამოჩნდება
თარაზო/შვეული, სხვა შემთხვევაში დავაჭიროთ FNG კლავიშს, რომელიც ამ
მომენტისათვის გააქტიურებულია და ავირჩიოთ თარაზო- /შვეული
9. მოვიყვანოთ ელექტრონული თარაზო ნულპუნქტში პირველ ღერძზე ორი ამწევი
ხრახნის ბრუნვით, ისრები უჩვენებენ ამწევი ხრახნების ბრუნვის მიმართულებას,
როდესაც ელექტრონული თარაზო ნულპუნქტში იქნება ისრები შეიცვლება მარკერით
(> )

186
10. მოვიყვანოთ ელექტრონული თარაზო ნულპუნქტში მეორე ღერძის
მიმართულებით, ამისათვის ვაბრუნოთ მესამე ამწევი , როდესაც თარაზო დაიკავებს
ნულპუნქტს ისარი შეიცვლება მარკერით, გამოჩნდება რა სამი მარკერი ნიშნავს, რომ
ინსტრუმენტი ზუსტად ჰორიზონტირებულია.

სურ. 149. ინსტრუმენტის მოყვანა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში


მთავარი მენიუ
მთავარი მენიუ წარმოადგენს სასტარტო ფანჯარას, რომელიც მაშინვე გამოჩნდება,
ჩავრთავთ თუ არა ინსტრუმენტს ან თარაზო / შვეულს.
მთავარი მენიუს ფუნქციების აღწერა:
-QQ-съемка
- Прогр
- Управл
- Данные
- Настр

187
მანძილის გაზომვა
ინსტრუმენტებს აქვს ლაზერული მანძილმზომები (FDM), ყველა ვერსიაში
მანძილები განისაზღვრება უჩინარი, ინფრაწითელი სხივის დახმარებით,
რომელიც გამოდის სამზერი ჭოგრის ობიექტივიდან.
ამრეკლის გარეშე მუშაობისას ასევე გამოიყენება ლაზერის წითელი სხივი
დანახვის დიაპაზონში, რომელიც გამოდის ობიექტივიდან ასეთივე წესით.
მოწყობილობის სპეციალური გაწყობა და სხივის გავრცელების შესაბამისი სქემა
შესაძლებლობას გვაძლევს გავზომოთ მანძილი 5 კმ. და მეტი. შეიძლება
გამოყენებული იქნას მინი ამრეკლი, 3600 ამრეკლი და ამრეკლი ბაფთა. ასევე
შეიძლება მანძილის გაზომვა ამრეკლის გამოყენების გარეშეც. მანძილის გაზომვა
არ შეიძლება მოძრავ ობიექტზე (მანქანაზე, ცხოველზე, მოქანავე ხის ტოტზე
და ა. შ.).

16.11. დაკვალვა
programs > stakeout > (სამი ვარიანტია F1-Set Job, F2-station setup F4-Start)
F1-სამუშაოს არჩევა;
F2-ორიენტირება;
არსებობს ორიენტირების რამდენიმე მეთოდი:
1. ორიენტირება კუთხით (orientation with angle) - ამ დროს ვიცით დგომის
წერტილის კოორდინატები და საორიენტაციო კუთხე (ანალოგიურია ბუსოლით
ორიენტირების)
2. ორიენტირება კოორდინატებით (orientation with coordinates) - ამ დროს ვიცით
დგომის წერტილის კოორდინატები და გასაორიენტირებელი წერტილის
კოორდინატები.
3. ორიენტირება გადაკვეთით (resection) - ამ დროს არ ვიცით დგომის წერტილის
კოორდინატები, სამაგიეროდ ვიცით მინიმუმ 2, მაქსიმუმ 10 წერტილის
კოორდინატები, რომლებსაც დავუმზერთ და გავზომავთ. დასაკვალი წერტილების
მონაცემები წინასწარ უნდა იყოს ტაქეომეტრში შეყვანილი. ამისათვის, სანამ მუშაობას
დავიწყებთ წინასწარ შევდივართ manage > fixpoints > new, გამოჩნდება დიალოგური
ფანჯარა და შეგვყავს დასაკვალი წერტილების კოორდინატები.

სურ.150. დიალოგური ფანჯარა კოორდინატების შეყვანამდე

188
სურ.151. დიალოგური ფანჯარა კოორდინატების შეყვანის შემდეგ
F4-start

სურ. 152. სტანდარული დიალოგური ფანჯარა

ნახაზზე მოცემულია სტანდარტული დიალოგური ფანჯარა, სადაც მოცემულია


დასაკვალი წერტილამდე კუთხე და მანძილი. ჰორიზონტალური კუთხეს ვანოლებთ და
ამრეკლს ვაყენებთ ამ მიმართულებით. შემდეგ ხდება მანძილის გაზომვა და
შესაბამისად ამრეკლს ვამოძრავებთ საჭირო მიმართულებით, მანამ სანამ არ გამოჩნდება
დიალოგურ ფანჯარაში მანძილი 0,00მ. მანძილის გაზომვა ხდება (DIST) ღილაკზე
ხელის დაჭერით. შედეგი იხილეთ ქვემოთ ნახაზზე

189
სურ. 153. დიალოგური ფანჯარა მონაცემები განოლებულია

შენიშვნა. Hz - ჰორიზონტალური დასაკვალი კუთხე.


- ჰორიზონტალური მანძილი.
ამის შემდეგ ხდება დაკვალვა!

საზღვრების დადგენისა და მომიჯნავე ნიშნების აღდგენის (დაკვალვის) დროს


ელექტრონულ ტაქეომეტრს მოიყვანენ სამუშაო მდგომარეობაში, ამის შემდგომ დამზერენ
გეოდეზიური საფუძვლის ცნობილ პუნქტებს და შებრუნებული კუთხური გადაკვეთის
გამოყენებით ტაქეომეტრი ავტომატურად მოახდენს კალკულაციას და ეკრანზე გამოიტანს
დგომის წერტილის კოორდინატებს და დირექციულ კუთხეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ
ტაქეომეტრი გაორიენტირებულია და იმყოფება საერთაშორისო კოორდინატთა სისტემაში.
ამის შემდგომ კი ხდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნიშნების აღდგენა
(დაკვალვა) წინასწარ შეყვანილი კოორდიანეტების მეშვეობით.

სურ.154. მომიჯნავე ნიშნების აღდგენა

სურ.155. დიალოგური ფანჯარა მომიჯნავე ნიშნების აღდგენისას

ΔΗΖ-კუთხე დასაკვალ და გაზომილ წერტილებს შორის


-მანძილი დასაკვალავ და გაზომილ წერტილს შორის

190
მიუდგომელი მანძილის განსაზღვრის დროს, ელექტრონულ ტაქეომეტრს გამართავენ,
მოიყვანენ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ზემოთ ხსენებული მეთოდებით
მოახდენენ მის გაორიენტირებას. ამის შემდგომ დამზერენ წერტილებს და მოახდენენ
გაზომვას. შედეგები აისახება ციფრულ ეკრანზე, კერძოდ, ტაქეომეტრი ავტომატურად
მოახდენს რა კალკულაციას დამზერილ წერტილებს შორის გამოითვლის დახრილ
მანძილებს, მათ პროექციას ჰორიზონ-ტალურ სიბრტყეში, შემაერთებელი გვერდების
დირექციულ კუთხეებს, წერტილებს შორის აღმატებებს და ქანობებს.

სურ.156. მიდგომელი მანძილის განსაზღვრა

სურ.157. დიალოგური ფანჯარა მიუდგომელი მანძილის განსაზღვრისა

ფართობების ანგარიშის დროს ვიმეორებთ ზემოთ აღნიშნულ პროცედურებს,


ელექტრონული ტაქეომეტრის მომწესობაში მოსაყვანად. ამის შემდეგ ხდება პირველი სამი
წერტილის განსაზღვრა ბაზური სიბრტყის განსასაზრვრავად, რადგან ნებისმიერი
არამათემატიკური ფიგურის ფართობის განსაზღვრა, როდესაც წერტილები სხვადასხვა
სიმაღლეზე მდებარეობენ საჭიროებს მათ დაგეგმილებას რომელიმე ჰორიზონტალურ
სიბრტყეში, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფართობის კალკულაცია და შედეგების ეკრანზე
გამოტანა.

191
სურ. 158 ფართობების განსაზღვრა

სურ.159. დიალოგური ფანჯარა ფართობების განსაზღვრისას

16.12. 3D ლაზერული სკანერები FARO Focus s150


დღეისათვის ლაზერული სკანირება, რომელიც მანქანათმშენებლობიდანაა
შემოტანილი, გახდა ტოპოგრაფიული აგეგმვების განუყოფელი ნაწილი. სკანერი
საშუალებას იძლევა, დროის მცირე მონაკვეთში შესრულდეს ათიათასობით უამრეკლო
განაზომი, ხოლო სქემატურ ციფრულ რუკასთან ერთად ავაგოთ სრულფასოვანი
სამგანზომილებიანი ფოტომოდელი, შესაბამისად მნიშვნელოვ-ნად შევამციროთ, საველე
სამუშაოების წარმოების დრო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 3D სკანერების
გამოყენება საინჟინრო გეოდეზიისა და მიწის-ქვეშა სიცარიელების მოდელირება.
თანამედროვე 3D სკანერები შედგება ორი ძირითადი კომპონენტისაგან: სკანირების
სისტემისა და ციფრული ვიდეო კამერისაგან. სკანირების სისტემა განკუთვნილია ასაზომი
ობიექტის ფორმის მოდელირებისათვის, ხოლო ციფრული ვიდეოკამერა - ობიექტის
ზუსტი ფერის და ფორმების მისაწოდებლად.
ლაზერული 3D სკანერები თავისი მახასიათებლების მიხედვით შეიძლება დავყოთ
სამ ძირითად კატეგორიად: ფასადური, ინტერიერისა და მობილური. ფასადური
სკანერები დანარჩენებისგან განსხვავებით ბევრად უფრო სწრაფმოქმედია და შეუძლია
უფრო დიდ მანძილებზე მუშაობა, მაგრამ აქვს შედარებით შეზღუდული სკანირების ზონა.

192
ლაზერული სკანერები ძირითადად გამოიყენება ადგილმდებარეობის ღია ადგილების
ასაგეგმად, შენობა ნაგებობების გარე ფასადების სკანირებისათვის, რომელიც შეიძლება
მოვახდინოთ ერთი ან ორი წერტილიდან.
ინტერიერის სკანერებს აქვს მაქსიმალურად ფართო სკანირების შესაძლებლობა,
მაგრამ შედარებით მოკლე მანძილების დიაპაზონზე მუშაობს. შესაბამისად გამოიყენება
შიგა ინტერიერის ან პატარა დახურული სივრცეების (გვირაბები, გამოქვაბულები,
მღვიმეების) სკანირებისათვის.
განსაკუთრებული ადგილი უკავია სკანერ სადგურებს - ე. წ. ტაქეომეტრებს
სკანირების ფუნქციით, რომელთა მუშაობის სიჩქარე გაცილებით ნაკლებია ზემოთ
ნახსენებ სკანერებთან შედარებით. წუთში ათობითი გაზომვა ნაცვლად ათიათასისა.
სკანირების სადგურებს აქვს უფრო მაღალი სიზუსტე - 1-2 მმ ნაცვლად 1-2 სმ-სა. ამიტომ
სკანირების სადგურებს გამოიყენებენ ისეთი გეოდეზიური სამუშაოების საკეთებლად,
სადაც სიზუსტეს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. სკანერებში ერთ-ერთი ბოლო
მიღწევაა - მობილური სკანერები, რომლებიც მსუბუქია, კომპაქტურია და რომელშიც
ინტეგრირებულია ლაზერუ-ლი 3D სკანერები ციფრულ ფოტოკამერებთან და ,,GPS”
მიმღებებთან. აღნიშნული სკანერები შესაძლებელია დაიდგას მანქანის ძარაზე და იქიდან
მოხდეს საჭირო ობიექტების სკანირება.
ლაზერული სკანერება შეიძლება შესრულდეს როგორც ერთი საბაზო წერტილიდან
RTK რეჟიმით, ისე მუდმივმოქმედი რეფერენს სადგურებთან სინქრონში, რაც საშუალებას
გვაძლევს სამუშაოები შესრულდეს მაღალი სიზუს-ტით. საბოლოო ჯამში თანამედროვე
მობილური სკანერები წარმოადგენს უაღრე-სად ეფექტურ ინსტრუმენტს, რომელიც
საშუალებას გვაძლევს ავტომობილით ერთი მგზავრობისას მოვახდინოთ სკანირება
მთელი დასახლებული პუნქტის უმაღლესი სიზუსტით და ისეთი დეტალურობით,
რომელიც შეუძლებელია შესრულდეს ტრადიციული გეოდეზიური ტექნოლოგიით.
სკანერი FARO Focus s150. ლაზერული სკანერი FARO Focus s150-350 სერიის
სკანერებს შეუძლია გაზომვები აწარმოოს:
- სკანირების სიჩქარე 97600 წერტილი წამში.
- 0.6 მ -150 მ მანძილზე;
- მანძილის განსაზღვრის სიზუსტე 1 მმ;
- მანძილის გაზომვის პრინციპი - ფაზური;
-სკანერს შეუძლია 70 მეგაპიქსელიანი ფერადი უპარალაქსო სურათების გადაღება; -
წერტილის განსაზღვრის სიზუსტე 2 მმ;
- პლუს დააგროვოს საჭირო ასაზომი წერტილები.

193
სურ. 160. სკანერი FARO Focus s150
ფოტორეალისტური სივრცითი გამოსახულება წარმოადგენს შესანიშნავ მასალას,
რომელიც გამოყენებას პოვებს გეოდეზიაში, სამთო მშენებლობაში, არქიტექტურაში,
მშენებლობაში, ენერგეტიკაში, საინფორმაციო მოდულირებაში, შენობა ნაგებობათა
დეფორმაციების დაკვირვებაში, სამრეწველო და კულტურუ-ლი მემკვიდრეობის
ობიექტების დოკუმენტირებაში, კრიმინალური და საგამოძიებო შემთხვევების,
სურათების აღდგენაში და მონაცემთა თვალსაჩი-ნოებაში.
ლაზერული სკანერი FARO Focus s150 ყველაზე კომპაქტური და მსუბუქი
ინსტრუმენტია. ზომით 240*200*100 მმ, წონა 5 კგ, რაც საშუალებას გვაძლევს, დავაყენოთ
იგი ყველაზე ძნელად მისასვლელ ადგილებში. სამუშაო ზონა ვერტიკალში შეადგენს 3000;
სამუშაო ზონა ჰორიზონტალში შეადგენს 3600; სკანირების მაქსიმალური ვერტიკალური
სიჩქარე5820 ბრუნი წთ; ლაზერის სიმძლავრე 20 მვატი; სიგნალის სიგრძე 1550 ნმ.
სკანერის იონურ ლითიუმიანი აკუმულატორი 4–5 საათიან უწყვეტი მუშაობის
საშუალებას გვაძლევს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი დატენა
მუშაობის პროცესში. შესაძლებელია სკანერის დისტანციური მართვა, მათ შორის სკანერის
ჩართვა-გამორთვა. ლაზერული სკანერი FARO Focus s150 ექსპლოატაცია მეტად მარტივია
და არ საჭიროებს მომხმარებლის სპეციალურ გადამზადებას. აგეგმვის პარამეტრების
შეტანა, გაწყობა, პროექტის მართვა, სკანირება და სხვა ოპერაციები, თვალსაჩინოა და
ადვილად სწავლებადი.
ლაზერული სკანერი FARO Focus s150 კომპლექტში შედის:
1. ლაზერული სკანერი; 2.ქეისი; 3. ლაზერული სათვალე; 4. მახსოვრობის კარტა SD
cord 32 Gb; 5.კარტ რიდერი; 6. კვების წყარო; 7. ავტონომიური ბატარეა; 8. დამტენი
მოწყობილობა; 9. სერტიფიკატი; 10 ინსტრუქცია; 11. ბაზური პროგრამული
უზრუნველყოფა. დამატებით აქვს შტატივი, სფეროების კომპლექ-ტი სადგამებით.
სენსორები ხელს უწყობს გაზომვების შედეგების მიბმას და საშუალებას იძლევა
შევამციროთ მარკების რაოდენობა აგეგმვების დროს. ელექტრონული კომპასი
საშუალებას იძლევა, ვაორიენტიროთ სივრცითი მონაცემები. ხოლო ორღერძიანი

194
კომპენსატორი აფიქსირებს ვერტიკალური ღერძის გადახრას შვეული მდგომარეობიდან.
გარდა აღნიშნულისა დგომის წერტილის სიმაღლე რეგისტრირდება ბარომეტრული
სიმაღლის მზომით.
სკანერის მიერ ჩატარებული გაზომვები ჩაიწერება SD ბარათზე , რომლის გადატანა
კომპიუტერში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. აგეგმვის შედეგების რეგისტრაცია და
მონაცემთა დამუშავება ხდება Faro SCENE პროგრამული უზრუნველყოფით.

16.13. ციფრული ნიველირები

დღეისათვის, გეოდეზიური სამუშაოების ხარისხისა და სიზუსტის გაზრდასთან


დაკა-ვშირებით ფართოდ ინერგება ციფრული და ლაზერული ნიველირები. ციფრული
ნიველი-რი, ესაა იგივე მაღალი სიზუსტის ოპტიკური ნიველირი, რომლითაც
შესაძლებელია მიღებული ინფორმაციის ავტომატური შეგროვება, შენახვა და
დამუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ძირითადი მოთხოვნები, რაც წაყენებულია
ჩვეულებრივი ნიველობისადმი დაცული უნდა იყოს ციფრული ნიველობის დროსაც.
გეოდეზიური გაზომვითი სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება ე. წ. შტრიხული
ლარტყები, რომლის ერთ მხარეს დატანილია რასტრული სკალა შავი და თეთრი
შტრიხები მონაცვლეობით. მათი დაშორება სიმაღლეში კოდირებულია. სხივური
ტალღები შტრიხული სკალიდან ზემოქმედებს რა ნიველირის დეკოდირებულ
აღმრიცხველზე (მრიცხველზე), ხდება მისი ფიქსაცია და გაშიფვრა. ნიველირის სამზერი
სხივი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოყვანა ხდება კომპენსატორის დახმარებით.
ნიველირის პროცესორი ახორციელებს გაზომილი აღმატების დათვლას და დაჯამებას
0,1 მმ სიზუსტით. იგი ასევე განსაზღვრავს მანძილებს იარაღიდან ლარტყამდე და მხრებს
შორის უტოლობას. ანათვლების აღება გრძელდება დაახლოებით 2–4 წმ–ის
განმავლობაში. ელექტრონულ მოწყობილობას ავტომატურად შეაქვს გაზომილ
აღმატებებში დედამიწის სიმრუდის, რეფრაქციის, და სამზერი სხივის ჰორიზონტიდან
გადახრის შესწორებები. გაზომვის შედეგები შესწორებების გათვალისწინებით
გამოისახება დისპლეიზე და ოპერატორის სურვილისამებრ შეინახება მეხსიერებაში.
პროგრამა ახორციელებს თანამიმდევრულ გამოთვლებს და შედეგები გამოაქვს
დისპლეიზე.

195
სურ.161. ნიველირი „სპრინტერი“

ნიველირი „სპრინტერის“ მოწყობილობა:


a) ინსტრუმენტის ჰორიზონტალურად გადაადგილების სახელური;
b) აკუმულიატორის სათავსო;
c) მრგვალი თარაზო;
d) სამიზნებელი;
e) ფოკუსირების ხრახნი;
f) სახელური;
g) ოკულარი;
h) თხევადკრისტალური ეკრანი;
i) ტრიგერი;
j) ამწევი ხრახნები.

კომპლექტი:
შტატივი, შტრიხკოდიანი ალუმინის ლარტყა, რომლითაც შესაძლებელია 0,7 მმ
სიზუსტით ანათვლის აღება, 4 აკუმულატორბატარეია, აკუმულატორის დასატენი
მოწყობილობა.
ნიველირის დაყენება,
დავდგათ შტატივი, დავაგრძელოთ ფეხები საჭიროებისამებრ, და დავრწმუნდეთ რომ
შტატივის თავი შეძლებისდაგვარად ჰორიზონტალურია, დავამაგროთ შტატივზე
ნიველირი, ამწევი ხრახნებით მრგვალი თარაზო მოვიყვანოთ ნულპუნქტში.
ოკულარის ფოკუსირება:
მივმართოთ ინსტრუმენტი კედელზე ან სუფთა ფურცელზე და ოკულიარი
ვატრიალოთ მანამ, სანამ ძაფთა ბადე მკაფიოდ არ გამოჩნდება.
გამოსახულების ფოკუსირება
მივმართოთ ინსტრუმენტი ლარტყისაკენ და ფოკუსირების ხრახნის ტრიალით
მივაღწი-ოთ გამოსახულების მკაფიოობას. ჩავრთოთ კვების წყარო, ინსტრუმენტი მზადაა
მუშაობი-სათვის.
რეჟიმი
MEAS - გაზომვის რეჟიმი;
MENU - მენიუ;
ADJ - შემოწმების და იუსტირების რეჟიმი;
SET - გაწყობა.

196
16.14. აღმატების განსაზღვრა

1) იმისათვის, რომ ჩავრთოთ ფუნქცია აღმატების განსაზღვრა დავაჭიროთ ∆H ღილაკს.


2) გამოჩნდება შეტყობინება „გავზომოთ პოზიცია“ (MEAS);
3) დავაჭიროთ გაზომვის ღილაკს (გვერდიდან წითელი) იმისათვის რომ, ჩავატეროდ
გაზომვა საწყის ლარტყაზე (რეპერზე), დავაჭიროთ გაზომვის ღილაკს (გვერდიდან
წითელი)
4) დაიწერება ეკრანზე საწყისი სიმაღლე და მანძილი, შემდეგ გამოჩნდება შეტყობინება
„გაზომე“;
5) ისევ დავაჭიროთ გაზომვის ღილაკს იმისათვის რომ, ჩავატაროთ გაზომვა გასაზომ
წერტილზე;
6) შედეგები გამოისახება შემდეგი სახით: აღმატება dH საწყის ლარტყაზე, სიმაღლე და
მანძილი.

197
16.15. სანიველო სვლის ჩატარება
(ორი ლარტყით)
1) ვაჭერთ ,,MENU”-ს ღილაკს საშუალო აღმატების მეთოდის ინიციალიზაციისათვის;
2) მარჯვნივ მდებარე წითელი ღილაკის დაჭერისას ვახდენთ გაზომილი რეპერის
ინიციალიზაციას;
3) წითელი ღილაკის დაჭერისას გამოისახება უკანა ლარტყის განაზომი;
4) „MENU”-ს და წითელი ღილაკის საშუალებით ჩავრთოთ გაზომვა „შეალედური
შედეგი“ ან დავაჭიროთ სიმაღლისა და მანძილის ღილაკს;
5) წითელი ღილაკის დაჭერისას გამოისახება შუალედური შედეგის განაზომი;
6) „MENU”-ს და წითელი ღილაკის საშუალებით გამოვრთოთ გაზომვა „შეალედური
შედეგი“ ან დავაჭიროთ სიმაღლისა და მანძილის ღილაკს, შემდეგ გავზომოთ წინა ლარტყა
7) წითელი ღილაკის დაჭერისას გამოისახება წინა ლარტყის განაზომი;
8) წითელი ღილაკის დაჭერისას სისტემა განაახლებს გამოსახულებას და არის
მოლოდინის რეჟიმში, უკანა ლარტყაზე გაზომვის ჩასატარებლად..

198
ცხრილი 31.
სპრინტერი 200 ტექნიკური მონაცემები


მახასიათებლები ტექნიკური მონაცემები


1 გამადიდებლობა 24 
2 სიზუსტე ჩვეულებრივ 2,0 მმ(100მ)1,5მმ(200 მ)
ლარტყაზე
3 მუშაობის დიაპაზონი 2 მ–დან80 მ–მდე
4 კომპენსატორი  101მაგნიტური
დემფორით
5 დისპლეი თხევად კრისტალური
6 გაზომვის დრო 3 წმ
7 მახსოვრობა 500 განაზომი
8 მონაცემთა გაცვლა RS232
9 კვება 4 ელემენტი AA ტიპის
10 წონა 2,5 კგ
11 ტემპერატურული დიაპაზონი –100+500

199
ლიტერატურა
1. ნ. თევზაძე, საინჟინრო გეოდეზია. ათტომეული. „ განათლება“, თბ. 1977.
2. მ.თევზაძე, ფიზიკური მანძილსაზომები. „განათლება“, თბ, 1996.
3. მ. თევზაძე, თანამედროვე გეოდეზიური ხელსაწყოები“. ტექნიკური უნივერსიტეტი,
თბ. 2004.
4. მ.თევზაძე, მ. მესხი, გამოყენებითი გეოდეზიის კურსი. I ნაწილი, ტექნიკური
უნივესიტეტი, თბ. 2011.
5. ჯ.კეკელია, მათემატიკური კარტოგრაფიის ზოგადი კურსი. თბ. 2004.
6. ი. მათურელი, გეოდეზია მიწათმოწყობის საფუძვლებით. „განათლება“, თბ. 1976.
7. ნ. სანადირაძე, გეოდეზია. „განათლება“, თბ. 1973.
8. გრ. ხუნჯუა. ზოგადი და საინჟინრო გეოდეზია. თსუ, თბ. 1977.
9. ირ. ჯაფარიძე, გეოდეზია. „განათლება“ თბ. 1988.
10 Вл. А. Ансимов, С.В.Макарова, инжинерная геодезия, Хабаровск, 2009.
11 Инструкция Нивелирования I, II, III, IV классов. М, «Недра», 1979.
12 В.А. Гарбунова, Инжинерная геодезия, Кемерово 2012
13 А.В.Маслов, А.В. Гордеев, Ю.Г. Батраков, Геодезия. М, «колос» 2007.
14 Б.Б. Серипинос , «Основи спутникового позицирования». М, «Недра», 1998.
15 Руководство по топографическим съемкам. М, «Недра», 1977
16 Г.Г. Побединский ,Глобалная спутниковая система «GPS» М, «колос» 1999.
17 Ю.К. Неумивакин М.И. Перский, Геодезическое обеспечение землестроительных и
кадастровых работ М, «Геодезиздат»,1996.

200
სარჩევი

ანოტაცია ................................................................................................................................................. 2
თავი I ზოგადი ცნობები
1.1. გეოდეზიის საგანი და ამოცანები ................................................................................................ 3
1.2. გეოდეზიის კავშირი სხვა მეცნიერულ დისციპლინებთან..................................................... 5
1.3. გეოდეზიის განვითარების ისტორია.......................................................................................... 6
1.4. გეოდეზიაში გამოყენებული საზომი ერთეულები.................................................................. 8
თავი II დედამიწის ფიგურა
2.1. დედამიწის ფორმა და ზომა ....................................................................................................... 10
2.2. დედამიწის ელიფსოიდი ............................................................................................................ 12
2.3. ელიფსოიდის ნორმალური ხაზები და სიბრტყეები ......................................................... 15
2.4. მერიდიანისა და პარალელის რკალების სიგრძის გამოთვლის ფორმულები ............ 16
თავი III დედამიწის ზედაპირის წერტილების მდებარეობის განსაზღვრა
3.1. კოორდინატთა სისტემები .......................................................................................................... 17
3.2. გეოგრაფიული კოორდინატებია: განედი (  ), გრძედი(  ). ............................................... 18

3.3. გეოდეზიური კოორდინატები ................................................................................................... 19


3.4. მართკუთხა კოორდინატთა სისტემა (ზონალური) ............................................................... 19
3.5. პოლარული და ბიპოლარული კოორდინატები .................................................................... 22
3.6. სიმაღლური სისტემები ............................................................................................................... 23
თავი IV რუკის მათემატიკური საფუძველი
4.1. კარტოგრაფიული პროექციები .................................................................................................. 25
4.2. გაუსის განივი ტოლკუთხა ცილინდრული პროექცია.......................................................... 27
4.3. მერკატორის მკვეთი ცილინდრული პროექცია ..................................................................... 29
4.4. პროექციის მეთოდი გეოდეზიაში ............................................................................................. 32
თავი V მასშტაბები
5.1. რიცხვითი და ხაზოვანი მასშტაბი ............................................................................................ 35
5.2. განივი მასშტაბი ............................................................................................................................ 35
თავიVI ხაზების ორიენტირება
6.1. ორიენტირების არსი .................................................................................................................... 38

201
6.2. გეოგრაფიული (ჭეშმარიტი) აზიმუტი .................................................................................... 39
6.3. დირექციული კუთხე .................................................................................................................. 40
6.4. რუმბები .......................................................................................................................................... 41
6.5. დედამიწის მაგნიტიზმი ........................................................................................................... 41
6.6. მაგნიტური აზიმუტი................................................................................................................... 42
6.7. ბუსოლი და კომპასი .................................................................................................................... 43
თავი VII. რუკები და გეგმები
7.1. ტოპოგრაფიული რუკები............................................................................................................ 44
7.2. ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურა ............................................................................ 46
7.3. ადგილმდებარეობის რელიეფი ................................................................................................. 50
7.5. ტოპოგრაფიული რუკის პირობითი აღნიშვნები ................................................................... 54
7.6. რუკის ჩარჩო და საკოორდინატო ბადე ................................................................................... 56
7.7. ამოცანები ტოპოგრაფიულ რუკაზე .......................................................................................... 57
7.8. ადგილმდებარეობის ციფრული მოდელი .............................................................................. 63
7.9. თანამედროვე გეოინფორმაციული პროდუქციის ანალიზი ............................................... 65
თავი VIII. ჭოგრები და თარაზოები
8.1. სამიზნებელი ხელსაწყოები ...................................................................................................... 68
8.2. შვეული ........................................................................................................................................... 71
8.3. თარაზო .......................................................................................................................................... 72
თავი IX. კუთხმზომი ინსტრუმენტები და მათი გამოყენება
9.1. თეოდოლიტი და თეოდოლიტური სამუშაოები ................................................................ 75
9.2. ტექნიკური თეოდოლიტები ..................................................................................................... 76
9.4. მაღალი სიზუსტის თეოდოლიტები ....................................................................................... 80
9.5. თეოდოლიტის შემოწმება-შესწორება ..................................................................................... 81
9.6. ჰორიზონტალური კუთხეების გაზომვა თეოდოლიტით ................................................. 83
9.7. ჰორიზონტალური კუთხის გაზომვა ილეთების ხერხით ................................................ 84
9.8. ვერტიკალური კუთხეების გაზომვა ....................................................................................... 85
9.9. პირდაპირი გეოდეზიური ამოცანა ........................................................................................... 86
9.11. მიუდგომელი მანძილების განსაზღვრა .............................................................................. 88
9.12. შეკრული თეოდოლიტური სვლის გამოანგარიშება ........................................................... 90
9.13. კილომეტრული ბადის აგება დრობიშევის სახაზავით ...................................................... 92

202
თავი X. ნიველობა
10.1. ზოგადი ცნობები ნიველობის შესახებ ................................................................................ 95
10.2. გეომეტრული ნიველობა და გამოყენებული ინსტრუმენტები ........................................ 95
10.3. გეომეტრიული ნიველობის წესები ....................................................................................... 99
10.4. სანიველო წერტილების დამაგრება ................................................................................... 101
10.5. ნიველირის გამოკვლევა ......................................................................................................... 101
10.6. ნიველირის შემოწმება-შესწორება ........................................................................................ 104
10.7. სანიველო ლარტყები .............................................................................................................. 105
10.8. სანიველო ლარტყების გამოკვლევა .................................................................................... 106
10.9. ბუნიკი და ომბოხო................................................................................................................... 110
10.10. მე-4 კლასის ნიველობა .......................................................................................................... 110
10.11. მე-3 კლასის ნიველობა ........................................................................................................ 112
10.13. სანიველო სვლის გაწონასწორება ...................................................................................... 115
10.14. სანიველო ტრასის დაკვალვა და ადგილზე დამაგრება .................................................. 116
10.15. გასწვრივ – განივი ნიველობა ............................................................................................... 118
10.16. გრძივი და განივი პროფილის აგება, მრუდის დაკვალვა .............................................. 120
10.17. ფართობის ნიველობა ............................................................................................................ 123
10.18. ტრიგონომეტრიული ნიველობა......................................................................................... 125
10.19. ბარომეტრული ნიველობა .................................................................................................... 126
თავი XI ხაზობრივი გაზომვები
11.1. ხაზის სიგრძის საზომი მარტივი ხელსაწყოები ................................................................. 129
11.2. მანძილების გაზომვა ფოლადის ბაფთით ........................................................................ 131
11.3. მანძილის გაზომვა პარალაქტიკური მეთოდით ................................................................ 132
11.4. ძაფებიანი ოპტიკური მანძილმძომი..................................................................................... 133
11.5. ფიზიკური მანძილმზომებით მანძილის გაზომვის პრინციპები ................................... 134
11.6. რადიო და შუქმანძილმზომები ............................................................................................. 135
11.7. ლაზერული მანძილმზომი (DISTO) .................................................................................... 137
თავი XII. განაზომთა ცდომილების თეორია
12.1. გეოდეზიური სამუშაოები და მისი სიზუსტე .................................................................... 139
12.2. გეოდეზიაში გამოყენებული საზომი ერთეულები............................................................ 140
12.3. გაზომვის მეთოდები ............................................................................................................... 141

203
12.4. ცდომილებათა კლასიფიკაცია ............................................................................................... 142
12.5. შემთხვევითი ცდომილების თვისებები .............................................................................. 143
12.6. განაზომთა საშუალო არითმეტიკული და მისი საშ. კვადრატული ცდომილება........ 143
თავი XIII. ტოპოგრაფიული აგეგმვა
13.1. ტოპოგრაფიული აგეგმვის სახეები....................................................................................... 146
13.2. ტაქეომეტრიული აგეგმვის არსი და დანიშნულება .......................................................... 147
13.3. ტაქეომეტრიული სვლები....................................................................................................... 150
13.4. ადგილმდებარეობის აგეგმვის მეთოდები .......................................................................... 150
13.5. ელექტრონული ტაქეომეტრიული აგეგმვა ......................................................................... 152
13.6. სხვა სახის აგეგმვები ................................................................................................................ 153
თავი XIV. სახელმწიფო გეოდეზიური ქსელი
14.1. საყრდენი გეოდეზიური ქსელი ............................................................................................. 155
თავი XV. ადგილმდებარეობის აეროსურათები და მისი გამოყენება ტოპოგრაფიული
რუკების შესადგენად
15.1. აეროგადაღების არსი ............................................................................................................... 159
15.2. აეროსურათის ძირითადი ელემენტები ............................................................................... 160
15.3. დამახინჯებები აეროსურათებზე .......................................................................................... 162
15.4. აეროსურათების სტერეოსკოპიული განხილვა ................................................................. 163
თავი XVI. თანამედროვე გეოდეზიური ხელსაწყოები და ინსტრუმენტები
16.1. გიროსკოპიული ორიენტირება.............................................................................................. 164
16.2. გლობალურ პოზიციონირების სისტემა „GPS”………………………………………........168
16.3. გლობალურ პოზიციონირების სისტემა „GPS” –ით წერტილის კოორდინატების
განსაზღვრის პრინციპი .................................................................................................................... 168
16.4. გლობალური სისტემის შემადგენლობა .............................................................................. 171
16.5. კოსმოსურ სივრცეში თანამგზავრის მდებარეობის განსაზღვრა .................................... 171
16.6. გლობალური პოზიციონირების სისტემა `GPS~-ის კლასიფიკაცია ............................ 173
16.7. კოორდინატების განსაზღვრის მეთოდები ....................................................................... 174
16.8. ელექტრონული ტაქეომეტრები............................................................................................ 177
16.9. ტაქეომეტრი TS-02 .................................................................................................................... 180
16.10. ინსტრუმენტის ჰორიზონტირება ელექტრონული თარაზოს დახმარებით ............... 186
16.11. დაკვალვა.................................................................................................................................. 188

204
16.12. 3D ლაზერული სკანერები FARO Focus s150...................................................................... 192
16.13. ციფრული ნიველირები ........................................................................................................ 195
16.14. აღმატების განსაზღვრა .......................................................................................................... 197
16.15. სანიველო სვლის ჩატარება................................................................................................... 198
ლიტერატურა ..................................................................................................................................... 198
_Toc5707294

205

You might also like