Professional Documents
Culture Documents
რეფერატი
მარიამი თოდაძე
რეფერატი
ქუთაისი
2020
სარჩევი
შესავალი
რა არის ფული?
ფულის განვითარება
ფულის სახეები
თანამედროვე ფული
რა არის ფული?
ტერმინი „ფულის“ წარმოშობა დაკავშირებულია ბიზანტიურ სამონეტო ერთეულ ფიოლისთან.
ფული ოდითგანვე იწვევდა ადამიანთა დაინტერესებას. მრავალი მკვლევარი, ეკონომისტი,
ფილოსოფოსი თუ საქმოსანი შეეცადა თავისი შეხედულება ჩამოეყალიბებინა ამ ფენომენის
შესახებ. რასაკვირველია, ყოველი მათგანის განმარტება ერთმანეთისაგან განსხვავებულია, თუმცა
ყველა თანხმდება, რომ იგი უნიკალურია და განსაკუთრებული ძალა გააჩნია. რომაელი პოეტისა
და მწერალ პუბლილიუს სირიუს სიტყვებით: „ მხოლოდ ფულს მოჰყავს მთელი სამყარო
მოქმედებაში“. [1, გვ. 7]
ფულის განვითარება
პირველ ხანებში ფული გამოდიოდა უშუალოდ ოქროს (აგრეთვე ვერცხლის)ზოდების სახით,
რაც საკმაო სიძნელეებთან იყო დაკავშირებული: ზოდების დაჭრა-დანაწილება, აწონა, ხარისხის
შემოწმებადა ა. შ. ამიტომ ზოდები თანდათან შეცვლა მონეტამ, რომელიც წარმოადგენდა
ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) დამზადებულ განსაზღვრული ფორმის, წონისა და
ღირსების (სახელმწიფო ღერბით დადასტურებულ) ფულის ნიშანს. მისი პირველი ეგზემპლარის
მოჭრა დაიწყო ძველ რომში ტაძარ იუნიონ-მონეტის გვერდით. აქედან წარმოდგა თვით ტერმინი
მონეტა. [4. გვ 49]
პირველი მონეტები დაახლოებით 2500 წლის წინ მცირე აზიის ტერიტორიაზე მაშინდელი
სახელმწიფო ლიდიის ტერიტორიაზე გამოიგონეს. მონეტებს ჭრიდნენ ძველ ჩინეთშიც, თუმცა
მათი უმეტესობა ძირითადად ბრინჯაოსგან მზადდებოდა და შუაში ნახვრეტი ჰქონდა. კოლხეთი
თამამად შეიძლება იმ პიონერ სახელმწიფოთა შორის მოვიაზროთ, რომლებმაც პირველი ფული
შექმნეს - პირველი ქართული მონეტა ძვ.წ VII-VI საუკუნეში მოიჭრა.
იმდროინდელი მონეტები ძვირფასი ლითონებისგან - ვერცხლი, ოქრო, ბრინჯაო -
მზადდებოდა. მათი ღირებულება წონის მიხედვით განისაზღვრებოდა: რაც უფრო მძიმე იყო
ფული, მით უფრო დიდი იყო მისი ღირებულება. მონეტებზე დატანილი იყო წონა, ამასთან
სხვადასხვა სახის დეტალები: ლომი, ხარი, მზე, არწივი, მეფეთა სახელები, ქვეყნის
სახელწოდებები, რათა ასე უფრო მარტივი ყოფილიყო მათი განსხვავება.
ისტორიულად განასხვავებენ ვერცხლის მონომეტალიზმს, როცა მიმოქცევაში წამყვანი იყო
ვერცხლის ფული, ბიმეტალიზმს, როცა ვერცხლთან ერთად გამოიყენებოდა ოქრო და ოქროს
მონომეტალიზმს- მიმოიქცევა ოქროს მონეტები.
ძვირფასი ლითონების გამოყენება მართალია მოსახერხებელი იყო, თუმცა გარკვეული სახის
პრობლემებთან იყო დაკავშირებული: თანდათან რთულდებოდა საჭირო მინერალების მოპოვება,
ადამიანები მონეტას ფორმას უცვლიდნენ ან ადნობდნენ მასალის მისაღებად, ხშირად
აყალბებდნენ ფულს სხვა მინერალების შერევით. აქედან გამომდინარე, ქვეყნებმა უფრო იაფასიანი
მასალით დაიწყეს მონეტების მოჭრა, რაც დღემდე გრძელდება.
მომდევნო პერიოდში, საბაზრო ურთიერთობათა განვითრების კვალობაზე, მიმოქცევიდან
ოქროს მონეტები თანდათანობით გამოდევნა ქაღალდის ფულმა. პირველი ქაღალდის ფულის
პროტოტიპი შეიქმნა ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში. დიდი და მნიშვნელოვანი
საქმეები დიდ თანხებს მოითხოვდნენ, შესაბამისად დიდი რაოდენობით ძვირფას ლითონებს,
რომელთა გადატანაც ხშირად დაბრკოლებას წარმოადგენდა. რადგანაც ქაღალდი ჩინეთში
საკმაოდ გავრცელებული იყო და იაფიც ღირდა, იმპერატორმა 10000 სპილენძის მონეტის მაგიერ
დააბეჭვდინა მაღალი ხარისხის ქაღალდი, რომელზეც დატანილი იყო ნიშნები .მასიურად
ბანკნოტების ბეჭვდა 1024 წლიდან იწყება.
ჩინეთიდან ქაღალდის ფული ევროპაში რამდენიმე საუკუნის დაგვიანებით ჩავიდა. სანამ
პირველ ოფიციალურ ევროპულ ბანკნოტებს გამოუშვებდნენ მანამდე ვექსილს იყენებდნენ,
რომელზეც მითითებული იყო გაცემული ოქროსა და ვერცხლის რაოდენობა. პირველი ფული
საფრანგეთში დაიბეჭდა 1571 წელს, სტოკჰოლმის კერძო, საემისიო ბანკში-პირველი ოფიციალური
ბანკნოტები ევროპაში -1661 წელს, ამერიკაში - 1690 წელს, ხოლო რუსეთში ეკატერინე II-ის
მეფობის დროს.
ფული, როგორც განსაკუთრებული საქონელი
როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, საზოგადოებამ მყიდველებისა და გამყიდველებისათვის
ცხოვრების გამარტივების უნიკალური ფენომენი „ფული“ შექმნა. საინტერესოა რატომ არის ფული
უნიკალური ფენომენი და რატომ უწოდებენ მას განსაკუთრებულ საქონელს.
მოგეხსენებათ, ფულის გამოგონებამდე დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები
ცდილობდნენ მათ წინაშე არსებული პროდუქტებიდან ამოერჩიათ ისეთი, რომელიც თავისუფლად
გადაიცვლებოდა ნებისმიერ საქონელზე და მოხსნიდა გაცვლისას არსებულ წინააღმდეგობებს.
რადგანაც ამ მიდგომამ ვერ გაამართლა, შექმნეს ახალი საქონელი-ფული, რომელიც საქონელთა
სამყაროს ცენტრი გახდა. მისი უნიკალურობა და განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას
ახასიათებს ჩვეულებრივი საქონლის ყველა თვისება, მაგრამ დანარჩენებისაგან განსხვავებით
მხოლოდ მისი გადააცვლაა დაუბრკოლებლად შესაძლებელი პროდუქტსა და მომსახურებაზე.
ფულის სახეები
ფულს გააჩნია რამდენიმე სახე:
1. ხურდა მონეტები - ფულის შეუფერხებელი მიმოქცევის აუცილებელ ატრიბუტს
წარმოადგენს. ის ცნობილია ბილონური მონეტის სახით. მაგალითად: საქართველოში
მიმოიქცევა - თეთრი; აშშ - ცენტი, რუსეთი - კაპიკი, იტალია-ევროცენტი,
2. ქაღალდის ფული - წარმომადგენლობითი ღირებულების მქონე ფულის ნიშანი,
რომელსაც სახელმწიფო ბეჭდავს იძულებითი წესით საკუთარი ხარჯების დასაფარავად.
საქართველოში მიმოიქცევა - ქართული ლარი, ამერიკის შეერთებულ შტატებში - ამერიკული
დოლარი; რუსეთში რუბლი; გაერთიანებული სამეფო - ფუნტი-სტერლინგი, ავსტრალია-
ავსტრალიური დოლარი; ინდოეთი - რუპია [5. გვ 55 ]
3. საკრედიტო ფული - საემისიო ბანკების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებია,
რომლებიც შეიცავენ ვალდებულებას განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდისათვის.
საკრედიტო ფულის თავდაპირველი სახე იყო თამასუქი, რომელიც კომერციული კრედიტის
განვითრების საფუძველზე აღმოცენდა, ხოლო მისი განვითარებული ფორმაა - ბანკნოტი.
საკრედიტო ფულის სახეებია: ობლიგაცია, აქცია, საბანკო ჩეკი და სხვა. [3. გვ 55].
თანამედროვე ფული
XXI საუკუნეში თითქმის ყველა სფეროში დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები.
გამონაკლისი არც საბანკო-საფინანსო სისტემა აღმოჩნდა. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი
ფულსაც შეეხო და მისი კიდევ ერთი სახე ჩამოყალიბდა ელექტრონული ფულის სახით.
დღეისათვის რთულია იპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც ბანკში ანგარიში არ გააჩნია და არ
სარგებლობს პლასტიკური ბარათით. პლასტიკური ბარათები დიდი ხანია უამრავი ადამიანის
ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მათზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება და ჩვენი ცხოვრების
ყველა სფეროში იჭრება,იქნება ეს ინტერნეტი, საერთაშორისო კავშირგაბმულობა, დაზღვევა,
ვაჭრობა, რეკლამა, გართობის ინდუსტრიაში და სხვ. მათი გამოყენება ძალიან მოსახერხებელია:
ბანკნოტებისა და ხურდებისაგან განსხვავებით მჩატეა, არ სველდება, არ იჭმუჭნება,
მოსახერხებელია შორ მანძილზე გადატანა,ინახავს გარკვეული სახის ინფორმაციას, რომლის
საშუალებითაც მარტივად და სწრაფად ხორციელდება: გადახდისას საჭირო სულაც აღარაა ფულის
ძებნა, ერთი გატარება და ფული გადახდილია. აღსანიშნავია, რომ პლასტიკური ბარათების
რაოდენობის ზრდამ გარკვეულწილად ნაღდი ფულის შემცირების ტენდენცია ჩამოაყალიბა.
ბიტკოინი - მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალებაა 1.
ამასთან ის არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, ამიტომაც არავის შეუძლია
ანგარიშის გაყინვა. მისი გამომგონებლის ვინაობა დღემდე საიდუმლოდ რჩება. მხოლოდ ის არის
ცნობილი, რომ ვიღაც პროგრამისტმა სატოში ნაკამოტოს სახელით 2008 წლის ნოემბერში
საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ბიტკოინის პროტოკოლი,
ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა.
ბიტკოინი წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მისი შეძენა შეიძლება
ელექტრონულად სხვა ვალუტების (ევროს, დოლარის, იენის და ა.შ.) გამოყენებით. ამისთვის
1
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C
%E1%83%98
საჭიროა არსებული პლატფორმებიდან რომელიმეზე, მაგალითად, Coinbase-ზე ბიტკოინის
საფულის გახსნა, რომლის მართვა შესაძლებელია სმარტფონით, პერსონალური კომპიუტერით,
პლანშეტითა და სხვა მოწყობილებებით.
კომპანია Bitfury-ი ბაზარზე 2011 წელს გამოცჩნდა, როგორც „მაინერი“ ფირმა, თუმცა დროთა
განმავლობაში სრულად ინტეგრირებულ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის კომპანიად გარდაიქმნა. მას
ოფისები სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ჰონკონგში, ლონდონსა და ამსტერდამშია
განთავსებული,ხოლო მისი დატანცენტრები- საქართველოსა და ისლანდიაში. კომპანიის
დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარის მოადგილის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის
მრჩეველთა კომიტეტის წევრი, გიორგი კიკვაძეა. 2 [6. ]
მიუხედავად იმისა,რომ „მომავლის ფულის“ სახელით ცნობილი კრიპტოვალუტა თითქმის
მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, სახელმწიფოთა მხრიდან მოწონებითა და ნდობით
ნაკლებად სარგებლობს. ქვეყანათა უმრავლესობაში, მათ შორის კი საქართველოში, სადაც
უშუალოდ მზადდება ბიტკოინი, საკანონმდებლო ბაზით მწარმოებელი კომპანიები
შეზღუდულები არ არიან ანუ ეს სფერო არ კონტროლდება. ქვეყანათა გარკვეული ნაწილი
უარყოფითადაა განწყობილი ციფრული ვალუტისადმი და თვლის, რომ ის ძირს უთხრის
სახელმწიფოთა მონეტარულ სუვერენიტეტს. მაგალითად, Facebook-ის 2019 წლის 18 ივნისს
განცხადებას საკუთარი კრიპტოვალუტის Libra-ს წარმოებას შესახებ, რომელიც 2020 წლიდან
როგორც ცალკე აპლიკაციად, ასევე Fecebook-სა და whatsapp-ის საშუალებით იქნება
ხელმისაწვდომი, უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა
მინისტრისაგან. მისი აზრით, ფულის პრივატიზაცია ერთი მოთამაშის ხელში, რომელსაც
დედამიწის მასშტაბით ორ მილიარდ მომხმარებელზე მეტი ჰყავს, სისტემურ რისკებს შეიცავს;
ნებისმიერ ჩავარდნას ახალი ვალუტის ფუნქციონირებასა და რეზერვების მართვაში კი
მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემების გამოწვევა შეეძლება.3 [6]
1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლისა და რუსეთის მიერ სამანეთო ზონიდან გამოძევების შემდეგ
საქართველო იძულებული გახდა გამოეშვა დროებითი ფულადი ერთეული-კუპონი. მალევე
ქვეყანაში არსებულმა ჰიპერინფლაციამ დააჩქარა ეროვნული ვალუტისა და ახალი ფულადი
სისტემის შექმნა.
ამჟამად საქართველოში ფუნქციონერებს 1995 წლის 23 ივნისს მიღებული „საქართველოს
რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონის“ შესაბამისად არსებული ფულადი სისტემა. დღეს
სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადახდის კანონიერ საშუალებას წარმოადგენს 1995 წლის 25
სექტემბერს მიმოქცევაში გაშვებული ეროვნული ვალუტა- ლარი. იგი უზრუნველყოფილია ოქროს
მარაგით,უცხოეთის ქვეყნების სავალუტო კრედიტებით და საქართველოს ბანკის სხვა აქტივებით.
[5.]
დასკვნა
ფულმა საზოგადოების განვითარებასთან ერთად თავადაც განიცადა ევოლუცია. ზოგადად
ფულის წარმოშობა საქონლის გაცვლის გაფართოებასთანაა დაკავშირებული. ბარტერის
მოუხერხებლობამ საზოგადოების წინაშე გამოწვევა დააყენა შექმნილიყო ისეთი საქონელი,
რომელსაც საყოველთაო ეკვივალენტის სტატუსიც ექნებოდა, მოსახერხებელი იქნებოდა, როგორც
მისი ტრანსპორტირება, ისე გამოყენება. სწორედ ასე გამოჩნდა ჯერ ოქროსა და ვერცხლის
ზოდები, შემდეგ მონეტები, ქაღალდის ფული, ელექტრონული ფული და დღეს უკვე „მომავლის
ფულით“ ცნობილი კრიპტოვალუტა- ბიტკოინი.
ფულს გააჩნია თავისი წარმოშობისა და განვითარების ისტორია, სხვადასხვა სახე და ფუნქცია.
იგი დღემდე უნიკალურ ფენომენად რჩება და დარჩება, რომლის ღირებულებასაც არა ოქრო ან
რომელიმე ძვირფასი ლითონი წარმოადგენს, არამედ ისევ საქონელი.
ბიბლიოგრაფია
1. Nicolas Brasch/ Money Sense/ 2013/ Tbilisi,Georgia/ Palitra L Publishing;
2. კემპბელ რ. მაკკონელი, სტენლი ლ. ბრიუ, თარგმანი , წინასიტყვაობა,რედაქცია რამაზ
ნამიჭეიშვილისა/ბაზარი, ინფლაცია, ფული და ფულად-კრედიტული პოლიტიკა ამერიკის
შეერთებულ შტატებში/1994 / ქუთაისი/ გამომცემლობა „მოწამეთა“;
3. ადამ სმიტი/გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ (ტომი I)/
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0ekonomik--00-1----0-10-0---
0---0prompt-10---4-------0-0l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-
00&cl=CL4.1&d=HASH0111044339404a507b254614.4.4>=1/
4. იზოლდა გაბადაძე, შოთა ლომინაშვილი/ეკონომიკის თეორიული საფუძვლები/ 2018/
ქუთაისი/ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა;
5. გ.ცაავა, ვ.მოსიაშვილი/ ფული, ფულის მიმოქცევა და კრედიტი/2017/ თბილისი/
გამომცემლობა „დანი“
6. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%9D
%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98/ www.ka.wikipedia.org
7. https://forbes.ge/news/1429/ra-aris-bitkoini/ www.forbes.ge
8. http://www.tabula.ge/ge/story/155541-safrangetis-finansta-ministrs-surs-evropashi-facebook-is-
kriptovaluta-aikrdzalos/ www.tabula.ge