You are on page 1of 11

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება

მარიამი თოდაძე

რეფერატი

თემაზე: ფული -კაცობრიობის უდიდესი გამოგონება

ქუთაისი

2020
სარჩევი
შესავალი

რა არის ფული?

როდის წარმოიშვა ფული?

ფულის განვითარება

ფული, როგორც განსაკუთრებული საქონელი

ფულის სახეები

თანამედროვე ფული

რა ანიჭებს ფულს ღირებულებას?

რა ფუნქციები გააჩნია ფულს?

რა არის ფულადი სისტემა?

საქართველოს ფულადი სისტემა

ვინ აკონტროლებს ფულის მიმოქცევას?


შესავალი
კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე მრავალი რამ ისწავლა და გამოიგონა: ელექტრული
დენი, ტელეფონი, ტელევიზორი, ინტერნეტი, ავტომანქანა, საათი და ა.შ. თამამად შეიძლება
ითქვას, რომ ფულიც ადამიანის გონების ნაყოფია. ჩემი აზრით, იგი არა უბრალო, არამედ ერთ-
ერთი უდიდესი გამოგონება. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია წარმოიდგინოთ როგორი
იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ფულის გარეშე.

ვფიქრობ, ამ საკითხზე თითოეულ თქვენგანს ხშირად გიფიქრიათ, ალბათ ბავშვობაში იმაზეც კი


გიოცნებიათ ნეტავ ფული არც კი არსებობდესო. მაგრამ, რასაკვირველია, ეს უკანასკნელი
არანაკლებ პრობლემებს გამოიწვევდა.

მოცემული რეფერატის მიზანია განიხილოს ფულის წარმოშობა, ევოლუცია, სახეები, ფუნქციები,


მიწოდება, მიმოქცევა და რეგულირება, რათა კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს მისი განსაკუთრებუ-
ლობა და მნიშვნელობა.

რა არის ფული?
ტერმინი „ფულის“ წარმოშობა დაკავშირებულია ბიზანტიურ სამონეტო ერთეულ ფიოლისთან.
ფული ოდითგანვე იწვევდა ადამიანთა დაინტერესებას. მრავალი მკვლევარი, ეკონომისტი,
ფილოსოფოსი თუ საქმოსანი შეეცადა თავისი შეხედულება ჩამოეყალიბებინა ამ ფენომენის
შესახებ. რასაკვირველია, ყოველი მათგანის განმარტება ერთმანეთისაგან განსხვავებულია, თუმცა
ყველა თანხმდება, რომ იგი უნიკალურია და განსაკუთრებული ძალა გააჩნია. რომაელი პოეტისა
და მწერალ პუბლილიუს სირიუს სიტყვებით: „ მხოლოდ ფულს მოჰყავს მთელი სამყარო
მოქმედებაში“. [1, გვ. 7]

განსაკუთრებით საინტერესოა კემპბელ მაკკონელის და სტენლი ბრიუს წიგნში „ეკონომიქსი:


პრინციპები, პრობლემები და პოლიტიკა“ შემოთავაზებული განმარტება: „ფული აჯადოებს
ადამიანებს. მის გამო ისინი იტანჯებიან, ისინი მის გამო შრომობენ. ისინი იგონებენ მის მოპოვების
ყველაზე დახვეწილ ხერხებს და მისი ხარჯვის ოსტატურ წესებსაც. ფული ერთადერთი
საქონელია, რომლის გამოყენება არ შეიძლება სხვანაირად, თუ არა მისი მოშორებით. ფული ვერ
დაგაპურებთ, ვერ ჩაგაცმევთ, ვერ შეგიფარებთ და ვერ გაგართობთ მანამ, ვიდრე არ დახარჯავთ ან
არ დააბანდებთ მას. ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ფულისათვის და ფულიც ყველაფერია
ადამიანებისათვის. ფული მომაჯადოებელი, გამეორებადი, ცვლადი ნიღაბია გამოცანისა“.

ფული ამას გარდა ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. იგი


სინამდვილეში უფრო მეტია ვიდრე ეკონომიკური სისტემის პასიური კომპონენტი ან უბრალო
ინსტრუმენტი, რომელიც ეკონომიკას ამუშავებს. [2 გვ 103] სწორად მოქმედი ფულადი სისტემა
მთელს ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, ხელს უწყობს რესურსებისა და სიმძლავრეების
ოპტიმალურ გამოყენებას, დოვლათის ფორმირებას, შესაძლოა სრულ დასაქმებასაც კი, უკეთეს
შემთხვევაში თავიდან გვაცილებს ან ასუსტებს ისეთ გარდაუვალ პრობლემას, როგორიც
ინფლაციაა. ცუდად ფუნქციონირებადმა სისტემამ კი შესაძლოა უკუპროცესები გამოიწვიოს,
კერძოდ: ქვეყანაში წარმოების დონის კლება, დასაქმებისა და ფასების დონის ხშირი და მკვეთრი
რყევა, რესურსების არასწორი გადანაწილება, მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება და ა.შ., რაც
საბოლოოდ აისახება არა მხოლოდ სახელმწიფოს ეკონომიკაზე, არამედ მთელს საზოგადოებაზე.

როდის წარმოიშვა ფული?


ფულის წარმოშობა საქონელგაცვლის გაფართოებასთანაა დაკავშირებული.
თავდაპირველად გაცვლას მარტივი ანუ შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა - ერთი საქონელი
უშუალოდ იცვლებოდა მეორეზე. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, როცა ადამიანებმა
სხვადასხვა პროდუქტის წარმოება დაიწყეს და საჭიროებებიც გაეზარდათ, საქონელთა გაცვლა
რეგულარული გახდა და გადაიზარდა ღირებულების სრულ ანუ გაშლილ ფორმაში. ეს
უკანასკნელი სულაც არ იყო საუკეთესო, რადგან მოუხერხებელი და რთული აღმოჩნდა:
მყიდველისა და გამყიდველის ინტერესები ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს. თუკი ერთს სურდა
თავისი საქონელი გაეცვალა ხორბალზე, მეორეს ესაჭიროებოდა არა შეთავაზებული შაქარი,
არამედ ყავა. აღსანიშნავია, რომ შემდეგ პერიოდში სხვადასხვა საქონელი (ხარი, კვერნის ბეწვი,
ჩაი, კაკაო და ა. შ.) ასრულებდა საყოველთაო ეკვივალენტის როლს ანუ ყველა პროდუქტი
იცვლებოდა ამ საქონელზე. ადამ სმიტი წიგნის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და
მიზეზების შესახებ (ტომი I)“ მეოთხე თავში აღნიშნავს, რომ „აბესინიაში ვაჭრობისა და გაცვლა-
გამოცვლის ჩვეულებრივ საშუალებას წარმოადგენს მარილი, ინდოეთის ნაპირების ზოგიერთ
ნაწილებში - განსაკუთრებული სახის ლოკოკინები, ნიუფაუნდლენდში - გამხმარი ვირთევზა,
ვირგინიაში - თამბაქო...დღესაც არსებობს შოტლანდიაში სოფელი, სადაც არაჩვეულებრივი
მოვლენა არაა ეს, რომ მუშას ფულის ნაცვლად ლურსმნები მიაქვს მეპურის დუქანში ან
ლუდხანაში.“ [3] სამწუხაროდ, მალევე ამანაც ვერ გაამართლა.
საზოგადოებამ მყიდველებისა და გამყიდველებისათვის ცხოვრების გამარტივების მიზნით
გადაწყვიტა შეექმნა ისეთი რამ, რისი გადატანაც ადვილი და მოსახერხებელი იქნებოდა, ამასთან
ექნებოდა გარკვეული ღირებულება და შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ საქონელზე უშუალოდ
გადაცვლა. ასე გაჩნდა უნიკალური ფენომენი „ფული“.

ფულის განვითარება
პირველ ხანებში ფული გამოდიოდა უშუალოდ ოქროს (აგრეთვე ვერცხლის)ზოდების სახით,
რაც საკმაო სიძნელეებთან იყო დაკავშირებული: ზოდების დაჭრა-დანაწილება, აწონა, ხარისხის
შემოწმებადა ა. შ. ამიტომ ზოდები თანდათან შეცვლა მონეტამ, რომელიც წარმოადგენდა
ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) დამზადებულ განსაზღვრული ფორმის, წონისა და
ღირსების (სახელმწიფო ღერბით დადასტურებულ) ფულის ნიშანს. მისი პირველი ეგზემპლარის
მოჭრა დაიწყო ძველ რომში ტაძარ იუნიონ-მონეტის გვერდით. აქედან წარმოდგა თვით ტერმინი
მონეტა. [4. გვ 49]
პირველი მონეტები დაახლოებით 2500 წლის წინ მცირე აზიის ტერიტორიაზე მაშინდელი
სახელმწიფო ლიდიის ტერიტორიაზე გამოიგონეს. მონეტებს ჭრიდნენ ძველ ჩინეთშიც, თუმცა
მათი უმეტესობა ძირითადად ბრინჯაოსგან მზადდებოდა და შუაში ნახვრეტი ჰქონდა. კოლხეთი
თამამად შეიძლება იმ პიონერ სახელმწიფოთა შორის მოვიაზროთ, რომლებმაც პირველი ფული
შექმნეს - პირველი ქართული მონეტა ძვ.წ VII-VI საუკუნეში მოიჭრა.
იმდროინდელი მონეტები ძვირფასი ლითონებისგან - ვერცხლი, ოქრო, ბრინჯაო -
მზადდებოდა. მათი ღირებულება წონის მიხედვით განისაზღვრებოდა: რაც უფრო მძიმე იყო
ფული, მით უფრო დიდი იყო მისი ღირებულება. მონეტებზე დატანილი იყო წონა, ამასთან
სხვადასხვა სახის დეტალები: ლომი, ხარი, მზე, არწივი, მეფეთა სახელები, ქვეყნის
სახელწოდებები, რათა ასე უფრო მარტივი ყოფილიყო მათი განსხვავება.
ისტორიულად განასხვავებენ ვერცხლის მონომეტალიზმს, როცა მიმოქცევაში წამყვანი იყო
ვერცხლის ფული, ბიმეტალიზმს, როცა ვერცხლთან ერთად გამოიყენებოდა ოქრო და ოქროს
მონომეტალიზმს- მიმოიქცევა ოქროს მონეტები.
ძვირფასი ლითონების გამოყენება მართალია მოსახერხებელი იყო, თუმცა გარკვეული სახის
პრობლემებთან იყო დაკავშირებული: თანდათან რთულდებოდა საჭირო მინერალების მოპოვება,
ადამიანები მონეტას ფორმას უცვლიდნენ ან ადნობდნენ მასალის მისაღებად, ხშირად
აყალბებდნენ ფულს სხვა მინერალების შერევით. აქედან გამომდინარე, ქვეყნებმა უფრო იაფასიანი
მასალით დაიწყეს მონეტების მოჭრა, რაც დღემდე გრძელდება.
მომდევნო პერიოდში, საბაზრო ურთიერთობათა განვითრების კვალობაზე, მიმოქცევიდან
ოქროს მონეტები თანდათანობით გამოდევნა ქაღალდის ფულმა. პირველი ქაღალდის ფულის
პროტოტიპი შეიქმნა ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში. დიდი და მნიშვნელოვანი
საქმეები დიდ თანხებს მოითხოვდნენ, შესაბამისად დიდი რაოდენობით ძვირფას ლითონებს,
რომელთა გადატანაც ხშირად დაბრკოლებას წარმოადგენდა. რადგანაც ქაღალდი ჩინეთში
საკმაოდ გავრცელებული იყო და იაფიც ღირდა, იმპერატორმა 10000 სპილენძის მონეტის მაგიერ
დააბეჭვდინა მაღალი ხარისხის ქაღალდი, რომელზეც დატანილი იყო ნიშნები .მასიურად
ბანკნოტების ბეჭვდა 1024 წლიდან იწყება.
ჩინეთიდან ქაღალდის ფული ევროპაში რამდენიმე საუკუნის დაგვიანებით ჩავიდა. სანამ
პირველ ოფიციალურ ევროპულ ბანკნოტებს გამოუშვებდნენ მანამდე ვექსილს იყენებდნენ,
რომელზეც მითითებული იყო გაცემული ოქროსა და ვერცხლის რაოდენობა. პირველი ფული
საფრანგეთში დაიბეჭდა 1571 წელს, სტოკჰოლმის კერძო, საემისიო ბანკში-პირველი ოფიციალური
ბანკნოტები ევროპაში -1661 წელს, ამერიკაში - 1690 წელს, ხოლო რუსეთში ეკატერინე II-ის
მეფობის დროს.
ფული, როგორც განსაკუთრებული საქონელი
როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, საზოგადოებამ მყიდველებისა და გამყიდველებისათვის
ცხოვრების გამარტივების უნიკალური ფენომენი „ფული“ შექმნა. საინტერესოა რატომ არის ფული
უნიკალური ფენომენი და რატომ უწოდებენ მას განსაკუთრებულ საქონელს.
მოგეხსენებათ, ფულის გამოგონებამდე დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები
ცდილობდნენ მათ წინაშე არსებული პროდუქტებიდან ამოერჩიათ ისეთი, რომელიც თავისუფლად
გადაიცვლებოდა ნებისმიერ საქონელზე და მოხსნიდა გაცვლისას არსებულ წინააღმდეგობებს.
რადგანაც ამ მიდგომამ ვერ გაამართლა, შექმნეს ახალი საქონელი-ფული, რომელიც საქონელთა
სამყაროს ცენტრი გახდა. მისი უნიკალურობა და განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას
ახასიათებს ჩვეულებრივი საქონლის ყველა თვისება, მაგრამ დანარჩენებისაგან განსხვავებით
მხოლოდ მისი გადააცვლაა დაუბრკოლებლად შესაძლებელი პროდუქტსა და მომსახურებაზე.
ფულის სახეები
ფულს გააჩნია რამდენიმე სახე:
1. ხურდა მონეტები - ფულის შეუფერხებელი მიმოქცევის აუცილებელ ატრიბუტს
წარმოადგენს. ის ცნობილია ბილონური მონეტის სახით. მაგალითად: საქართველოში
მიმოიქცევა - თეთრი; აშშ - ცენტი, რუსეთი - კაპიკი, იტალია-ევროცენტი,
2. ქაღალდის ფული - წარმომადგენლობითი ღირებულების მქონე ფულის ნიშანი,
რომელსაც სახელმწიფო ბეჭდავს იძულებითი წესით საკუთარი ხარჯების დასაფარავად.
საქართველოში მიმოიქცევა - ქართული ლარი, ამერიკის შეერთებულ შტატებში - ამერიკული
დოლარი; რუსეთში რუბლი; გაერთიანებული სამეფო - ფუნტი-სტერლინგი, ავსტრალია-
ავსტრალიური დოლარი; ინდოეთი - რუპია [5. გვ 55 ]
3. საკრედიტო ფული - საემისიო ბანკების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებია,
რომლებიც შეიცავენ ვალდებულებას განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდისათვის.
საკრედიტო ფულის თავდაპირველი სახე იყო თამასუქი, რომელიც კომერციული კრედიტის
განვითრების საფუძველზე აღმოცენდა, ხოლო მისი განვითარებული ფორმაა - ბანკნოტი.
საკრედიტო ფულის სახეებია: ობლიგაცია, აქცია, საბანკო ჩეკი და სხვა. [3. გვ 55].

თანამედროვე ფული
XXI საუკუნეში თითქმის ყველა სფეროში დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები.
გამონაკლისი არც საბანკო-საფინანსო სისტემა აღმოჩნდა. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი
ფულსაც შეეხო და მისი კიდევ ერთი სახე ჩამოყალიბდა ელექტრონული ფულის სახით.
დღეისათვის რთულია იპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც ბანკში ანგარიში არ გააჩნია და არ
სარგებლობს პლასტიკური ბარათით. პლასტიკური ბარათები დიდი ხანია უამრავი ადამიანის
ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მათზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება და ჩვენი ცხოვრების
ყველა სფეროში იჭრება,იქნება ეს ინტერნეტი, საერთაშორისო კავშირგაბმულობა, დაზღვევა,
ვაჭრობა, რეკლამა, გართობის ინდუსტრიაში და სხვ. მათი გამოყენება ძალიან მოსახერხებელია:
ბანკნოტებისა და ხურდებისაგან განსხვავებით მჩატეა, არ სველდება, არ იჭმუჭნება,
მოსახერხებელია შორ მანძილზე გადატანა,ინახავს გარკვეული სახის ინფორმაციას, რომლის
საშუალებითაც მარტივად და სწრაფად ხორციელდება: გადახდისას საჭირო სულაც აღარაა ფულის
ძებნა, ერთი გატარება და ფული გადახდილია. აღსანიშნავია, რომ პლასტიკური ბარათების
რაოდენობის ზრდამ გარკვეულწილად ნაღდი ფულის შემცირების ტენდენცია ჩამოაყალიბა.
ბიტკოინი - მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალებაა 1.
ამასთან ის არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, ამიტომაც არავის შეუძლია
ანგარიშის გაყინვა. მისი გამომგონებლის ვინაობა დღემდე საიდუმლოდ რჩება. მხოლოდ ის არის
ცნობილი, რომ ვიღაც პროგრამისტმა სატოში ნაკამოტოს სახელით 2008 წლის ნოემბერში
საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ბიტკოინის პროტოკოლი,
ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა.
ბიტკოინი წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მისი შეძენა შეიძლება
ელექტრონულად სხვა ვალუტების (ევროს, დოლარის, იენის და ა.შ.) გამოყენებით. ამისთვის

1
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C
%E1%83%98
საჭიროა არსებული პლატფორმებიდან რომელიმეზე, მაგალითად, Coinbase-ზე ბიტკოინის
საფულის გახსნა, რომლის მართვა შესაძლებელია სმარტფონით, პერსონალური კომპიუტერით,
პლანშეტითა და სხვა მოწყობილებებით.
კომპანია Bitfury-ი ბაზარზე 2011 წელს გამოცჩნდა, როგორც „მაინერი“ ფირმა, თუმცა დროთა
განმავლობაში სრულად ინტეგრირებულ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის კომპანიად გარდაიქმნა. მას
ოფისები სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ჰონკონგში, ლონდონსა და ამსტერდამშია
განთავსებული,ხოლო მისი დატანცენტრები- საქართველოსა და ისლანდიაში. კომპანიის
დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარის მოადგილის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის
მრჩეველთა კომიტეტის წევრი, გიორგი კიკვაძეა. 2 [6. ]
მიუხედავად იმისა,რომ „მომავლის ფულის“ სახელით ცნობილი კრიპტოვალუტა თითქმის
მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, სახელმწიფოთა მხრიდან მოწონებითა და ნდობით
ნაკლებად სარგებლობს. ქვეყანათა უმრავლესობაში, მათ შორის კი საქართველოში, სადაც
უშუალოდ მზადდება ბიტკოინი, საკანონმდებლო ბაზით მწარმოებელი კომპანიები
შეზღუდულები არ არიან ანუ ეს სფერო არ კონტროლდება. ქვეყანათა გარკვეული ნაწილი
უარყოფითადაა განწყობილი ციფრული ვალუტისადმი და თვლის, რომ ის ძირს უთხრის
სახელმწიფოთა მონეტარულ სუვერენიტეტს. მაგალითად, Facebook-ის 2019 წლის 18 ივნისს
განცხადებას საკუთარი კრიპტოვალუტის Libra-ს წარმოებას შესახებ, რომელიც 2020 წლიდან
როგორც ცალკე აპლიკაციად, ასევე Fecebook-სა და whatsapp-ის საშუალებით იქნება
ხელმისაწვდომი, უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა
მინისტრისაგან. მისი აზრით, ფულის პრივატიზაცია ერთი მოთამაშის ხელში, რომელსაც
დედამიწის მასშტაბით ორ მილიარდ მომხმარებელზე მეტი ჰყავს, სისტემურ რისკებს შეიცავს;
ნებისმიერ ჩავარდნას ახალი ვალუტის ფუნქციონირებასა და რეზერვების მართვაში კი
მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემების გამოწვევა შეეძლება.3 [6]

რა ანიჭებს ფულს ღირებულებას ?


ჩინეთში გამოშვებული პირველი ქაღალდის ფულისაგან განსხვავებით დღევანდელ
ქაღალდის ფულს ოქროს გარკვეული რაოდენობა აღარ შეესაბამება ანუ უწინდებურად ფულის
სანაცვლოდ ბანკიდან ოქროს გამოტანა შეუძლებელია. თუ ასეა, მაშინ რა ამყარებს ფულს?

პასუხი საკმაოდ მარტივია. ფულს ამყარებს მიმოქცევაში არსებული საქონელი. თუკი


საქონლის რაოდენობა მიმოქცევაში არსებულ ფულთან შედარებით მცირე იქნება, მაშინ ფული
გაუფასურდება და საქონლის ფასებიც ძალიან მოიმატებს. მოკლედ რომ ვთქვათ, დაეცემა ფულის
მსყიდველუნარიანობა და ღირებულება.
ფულს ღირებულებას 3 მახასიათებელი ანიჭებს:
1. მისაღებობა - ნებისმიერი სახის ფული ითვლება ფულად მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის
გამო, რომ ადამიანები მას ფულად ღებულობენ. დავუშვათ, ჩვენ ვცვლით 30 ლარს მაღაზიაში
ტანსაცმელსა ან მაისურზე. რატომ ღებულობს გამყიდველი საქონლის სანაცვლოდ „ქაღალდის
ნაგლეჯს“? პასუხი მარტივია: იგი იღებს ქაღალდის ფულს, რადგან იცის, რომ სხვებიც მის მსგავსად
მზად იქნებიან მიიღონ ფული საქონლისა და მომსახურების სანაცვლოდ. გამოდის, ყველა ჩვენგანი
2
https://forbes.ge/news/1429/ra-aris-bitkoini
3
http://www.tabula.ge/ge/story/155541-safrangetis-finansta-ministrs-surs-evropashi-facebook-is-kriptovaluta-aikrdzalos
ფულს იღებს რაღაცის სანაცვლოდ, რადგან ვიცით, რომ იგი ნებისმიერ მომენტში შეიძლება
გავცვალოთ რეალურ, ღირებულ ნივთებსა თუ მომსახურებაზე.
2. კანონიერი საგადასახადო საშუალება- ჩვენ რომ ფულის ღირებულებისა და
ყოვლისშემძლეობის გვჯერა, ეს ნაწილობრივ კანონის დამსახურებაცაა: თავად სახელმწიფომ
გამოაცხადა ნაღდი ფული კანონიერ საგადასახადო საშუალებად. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი
ოპერაცია, იქნება ეს ყიდვა-გაყიდვა, სესხის აღება-დაფარვა თუ სხვა უნდა განხორციელდეს
სწორედ ამ ფულის გამოყენებით. ჩვენს ეკონომიკაში ქაღალდის ფული დეკრეტული ფულია-
ფულია იმის გამო, რომ სახელმწიფომ ასე დააკანონა და არა იმიტომ, რომ რომელიმე ძვირფასი
ლითონითაა გამყარებული.
3. შედარებითი იშვიათობა- უფრო ფუნდამენტურ დონეზე ფულის ღირებულება არსებითად
მოთხოვნა-მიწოდების ფენომენია; ანუ ფულის ღირებულება განისაზღვრება მისი იშვიათობით.
ფულის სარგებლიანობა, ცხადია საქონელსა და მომსახურებაზე გაცვლის მის უნიკალურ უნარში
მდგომარეობს როგორც ახლა, ისე მომავალში.

რა ფუნქციები გააჩნია ფულს?


ფულს, ისევე როგორც ყველაფერს გარკვეული ფუნქცია გააჩნია. მარქსისტული ეკონომიკური
ლიტერატურის მიხედვით ფული 5 ფუნქციას, ასრულებს: ფული როგორც: ღირებულების
საზომი; გადახდის საშუალება; მიმოქცევის საშუალება; დაგროვების საშუალება და მსოფლიო
ფული. ბოლო პერიოდში ეკონომისტების უმრავლესობა ამ ხუთი ფუნქციიდან მხოლოდ
სამის არსებობას აღიარებს. ესენია:
1. ფული, როგორც მიმოქცევის საშუალება -პირველ რიგში ფული მიმოქცევის საშუალებად
ითვლება. იგი გამოიყენება ყიდვა- გაყიდვის პროცესში. საცხობის მუშებს არ სურთ, რომ
მათ გადაუხადონ, მაგალითად, კვირაში 200 ცალი ფუნთუშით. საცხობის მცხობელს არ
სურს აგრეთვე მიიღოს, დავუშვათ, ცოცხალი თევზი თავისი ფულის სანაცვლოდ. ფული კი
იოლად მიიღება გადახდის საშუალებად, რადგან ყველამ იცის, რომ მისი გამოყენებით
ბაზარზე ნებისმიერ საქონელსა და მომსახურებას შეიძენს. [2. გვ 104] იგი მყიდველს და
გამყიდველს ბარტერული გაცვლისას წარმოშობილი უხერხულობისგან იცავს, რადგან
თავადაა მიმოქცევის საშუალება;
2. ფული, როგორც ღირებულების საზომი- საზოგადოება ფულის დახმარებით აქტიურად
ითვლის მისთვის სასურველი თუ არასასურველი საქონლისა და მომსახურების
ღირებულებას. ამ შემთხვევაში ფული შეგვიძლია SI სისტემაში არსებულ საზომ ერთეულებს
შევადაროთ. როგორც კილოგრამი ზომავს სხეულის მასას, აგრეთვე ვზომავთ ფულის
საშუალებით ნებისმიერი კეთილდღეობის ღირებულებას. ჩვენ არ გვჭირდება საქონლის
ფასის გამოსახვა სხვა საქონლით, თუნდაც მარცვლეულით, ფერადი ფანქრებით, მარილით,
შაქრით თუ ახალთახალი „პორშეთი“. მომხმარებლებს მოხერხებულად შეუძლიათ ორი ან
რამდენიმე საქონლისა თუ რესურსების შედარება.
3. ფული, როგორც დაგროვების საშუალება- ფული დაგროვების საშუალებასაც წარმოადგენს.
როგორც ვიცით, ფული ერთადერთი საქონელია, რომლის დახარჯვით ან გამრავლებით თუ
მიიღებ სიამოვნებას, მაგრამ ქართული ზღაპრის არ იყოს არსებობენ ადამიანები,
რომელთაც ფულის შეგროვება უფრო უყვართ. ამით ისინი სიმდიდრის დაგროვებასა და
მოსალოდნელი „შავი დღისაგან“ თავის დაღწევას ცდილობენ.
რა არის ფულადი სისტემა?
ფულადი სისტემა წარმოადგენს ფულად ურთიერთობათა ერთობლიობას,რომელიც მოიცავს
ფულის დამზადებას, ემისიას, მიმოქცევას და მიმოქცევიდან ამოღებას.

პირველი ფულადი სისტემა საბაზრო ეკონომიკის წარმოშობასა და განვითარებასთან ერთად


მე-16-17 საუკუნეებში ჩამოყალიბდა. ისტორიულად განარჩევენ ლითონურ ფულად სისტემას,
რომელიც „ოქროს სტანდარტის“ გაუქმებამდე არსებობდა და საკრედიტო და ქაღალდის ფულად
სისტემას.

განარჩევდნენ ფულად სისტემის ორი ტიპს:

 ბიმეტალიზმი - საყოველთაო ეკვივალენტის სახით ორი ძვირფასი ლითონი - ვერცხლი


და ოქრო- მიმოიქცეოდა.
 მონომეტალიზმი - საყოველთაო ექვივალენტის როლს ერთი რომელიმე ლითონი- ან
ვერცხლი ან ოქრო- ასრულებდა.

ფულადი სისტემა თავისმხრივ მოიცავს რამდენიმე ელემენტს, კერძოდ:

ფულის ერთეული - კანონმდებლობით დაწესებული ეროვნული ვალუტა,რომელიც


გამოიყენება ნებისმიერი საქონლის ღირებულების საზომად და ფასების გამოსახატავად;
ფასების მასშტაბი - არის ფულის ერთეულში მოცემული ძვირფასი ლითონის გარკვეული
წონითი რაოდენობა;
ფულადი ნიშნები- გადახდის კანონიერი საშუალება,რომლის ავერსი და რევერსი თავისი
ქვეყნის ისტორიული ვითარებიდან გამომდინარეა მოხატული და ყველა ნიშანს გააჩნია
სპეციფიკური დამცავი მექანიზმი.
სახელმწიფო აპარატი- ქვეყნის ფულად სისტემის მმართველი.კონკრეტულად, ქვეყნის
ცენტრალური ბანკი,რომლის მთავარ ფუნქციასაც წარმოადგენს ფულად-საკრედიტო
პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
საემისიო სისტემა- ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ ფულის ნიშნების გამოშვება,ხაზინის
მიერ სახაზინო ბილეთებისა და მონეტების ემისიას კანონმდებლობით დადგენილი
საემისიო წესების შესაბამისად.

საქართველოს ფულადი სისტემა


საქართველოს საკუთარი ფულადი სისტემა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამდე არ გააჩნდა. 1918-
1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა შეეცადა შეექმნა ფულადი სისტემა, თუმცა
უშედეგოდ, რადგან 1921 წელს საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა და
შესაბამისად სამანეთო ზონის ნაწილიც გახდა.

1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლისა და რუსეთის მიერ სამანეთო ზონიდან გამოძევების შემდეგ
საქართველო იძულებული გახდა გამოეშვა დროებითი ფულადი ერთეული-კუპონი. მალევე
ქვეყანაში არსებულმა ჰიპერინფლაციამ დააჩქარა ეროვნული ვალუტისა და ახალი ფულადი
სისტემის შექმნა.
ამჟამად საქართველოში ფუნქციონერებს 1995 წლის 23 ივნისს მიღებული „საქართველოს
რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონის“ შესაბამისად არსებული ფულადი სისტემა. დღეს
სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადახდის კანონიერ საშუალებას წარმოადგენს 1995 წლის 25
სექტემბერს მიმოქცევაში გაშვებული ეროვნული ვალუტა- ლარი. იგი უზრუნველყოფილია ოქროს
მარაგით,უცხოეთის ქვეყნების სავალუტო კრედიტებით და საქართველოს ბანკის სხვა აქტივებით.
[5.]

ვინ აკონტროლებს ფულის მიმოქცევას?


ფულის მიმოქცევას სხვადასხვა ქვეყნაში განსხვავებული ინსტიტუტები აკონტროლებენ.
ყველა სახელმწიფოს დამოუკიდებელი ფულადი სისტემა გააჩნია. საქართველოში ფულის
მიმოქცევასა და ზოგადად ფულადი სისტემას კანონის ძალით საქართველოს ეროვნული ბანკი
აკონტროლებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ექსკლუზიურად ფლობს ეროვნული ვალუტის ემისიის
უფლებას: უზრუნველყოფს ბანკნოტებისა და მონეტების მოჭრას და შენახვას. აგრეთვე საბეჭდი
ფორმების, შტამპებისა და მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტებისა და მონეტების შენახვას და
აუცილებლობის შემთხვევაში მათ განადგურებას; აკონტროლებს ქვეყანაში ნაღდი ფულის
მარაგსა და ითვლის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობას; ყოველდღიურად აცხადებს
ეროვნული ვალუტის კურსს უცხოური ვალუტების მიმართ; [5 გვ. 142]

დასკვნა
ფულმა საზოგადოების განვითარებასთან ერთად თავადაც განიცადა ევოლუცია. ზოგადად
ფულის წარმოშობა საქონლის გაცვლის გაფართოებასთანაა დაკავშირებული. ბარტერის
მოუხერხებლობამ საზოგადოების წინაშე გამოწვევა დააყენა შექმნილიყო ისეთი საქონელი,
რომელსაც საყოველთაო ეკვივალენტის სტატუსიც ექნებოდა, მოსახერხებელი იქნებოდა, როგორც
მისი ტრანსპორტირება, ისე გამოყენება. სწორედ ასე გამოჩნდა ჯერ ოქროსა და ვერცხლის
ზოდები, შემდეგ მონეტები, ქაღალდის ფული, ელექტრონული ფული და დღეს უკვე „მომავლის
ფულით“ ცნობილი კრიპტოვალუტა- ბიტკოინი.
ფულს გააჩნია თავისი წარმოშობისა და განვითარების ისტორია, სხვადასხვა სახე და ფუნქცია.
იგი დღემდე უნიკალურ ფენომენად რჩება და დარჩება, რომლის ღირებულებასაც არა ოქრო ან
რომელიმე ძვირფასი ლითონი წარმოადგენს, არამედ ისევ საქონელი.

ბიბლიოგრაფია
1. Nicolas Brasch/ Money Sense/ 2013/ Tbilisi,Georgia/ Palitra L Publishing;
2. კემპბელ რ. მაკკონელი, სტენლი ლ. ბრიუ, თარგმანი , წინასიტყვაობა,რედაქცია რამაზ
ნამიჭეიშვილისა/ბაზარი, ინფლაცია, ფული და ფულად-კრედიტული პოლიტიკა ამერიკის
შეერთებულ შტატებში/1994 / ქუთაისი/ გამომცემლობა „მოწამეთა“;
3. ადამ სმიტი/გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ (ტომი I)/
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0ekonomik--00-1----0-10-0---
0---0prompt-10---4-------0-0l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-
00&cl=CL4.1&d=HASH0111044339404a507b254614.4.4&gt=1/
4. იზოლდა გაბადაძე, შოთა ლომინაშვილი/ეკონომიკის თეორიული საფუძვლები/ 2018/
ქუთაისი/ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა;
5. გ.ცაავა, ვ.მოსიაშვილი/ ფული, ფულის მიმოქცევა და კრედიტი/2017/ თბილისი/
გამომცემლობა „დანი“
6. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%9D
%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98/ www.ka.wikipedia.org
7. https://forbes.ge/news/1429/ra-aris-bitkoini/ www.forbes.ge
8. http://www.tabula.ge/ge/story/155541-safrangetis-finansta-ministrs-surs-evropashi-facebook-is-
kriptovaluta-aikrdzalos/ www.tabula.ge

You might also like