Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

მენდელეევის პერიოდულობის ცხრილი

1869 წელს, რუსმა ქიმიკოსმა, დიმიტრი მენდელეევმა (1836-1907) გამოაქვეყნა ქიმიური ელემენტების
პერიოდულობის ცხრილი. მომდევნო წელს, გერმანელმა ქიმიკოსმა, ლოთარ მაიერმა გამოაქვეყნა მენდელეევის
პერიოდულობის ცხრილის მსგავსი ცხრილი, რომელშიც ელემენტები დალაგებული იყო ფარდობითი ატომური
მასის ზრდის მიხედვით. ამ ცხრილში 27 ელემენტი იყო გაერთიანებული. ბევრი ელემენტი ცხრილის გარეთ
აღმოჩნდა, რაც შეცდომით გამოთვლილმა ფარდობითმა ატომურმა მასამ განაპირობა.
მენდელეევი თავისი სტუდენტებისთვის წერდა ქიმიის წიგნს, მას სურდა ყველა ცნობილი ელემენტი
დაეხასიათებინა ქიმიური თვისებების მიხედვით. ასევე ყველა ელემენტისთვის შექმნა ბარათი, სადაც მიუთითა
ელემენტის სიმბოლო, ვალენტობა, ფარდობითი ატომური მასა, ოქსიდის და ჰიდროქსიდის ფორმულა. მან
აღმოაჩინა, რომ თუ ელემენტებს დაალაგებდა ფარდობითი ატომური მასის ზრდის მიხედვით,
ზოგიერთი ქიმიური თვისება მეორდებოდა გარკვეული ინტერვალის შემდეგ. თვისებების ასეთ
გამეორებას პერიოდული გამეორება უწოდა. პერიოდულობის მაგალითია მთვარის მოძრაობა დედამიწის
გარშემო. სურათზე წარმოდგენილია მენდელეევის მიერ შექმნილი პირველი პერიოდულობის ცხრილი.

მენდელეევის მიერ
გამოქვეყნებული პირველი
პერიოდული სისტემა.
ვერტიკალურ სვეტებში
ელემენტები დალაგებულია
მასის ზრდის მიხედვით.
კითხვის ნიშნით
აღნიშნულია ჯერ
აღმოუჩენელი, მაგრამ
აღწერილი ელემენტები,
რომლებიც შემდეგ
აღმოაჩინეს.

სურათზე მოცემულ პერიოდულობის ცხრილში, ატომური მასა იზრდება სვეტებში, ზემოდან ქვემოთ.
სვეტები დალაგებულია მარცხნიდან მარჯვნივ. თუ თანამედროვე სისტემას შევადარებთ, ჰორიზონტალური
მწკრივები ჯგუფებს შეესაბამება, სადაც მსგავსი თვისებების ელემენტებია განლაგებული. მენდელეევისთვის
გამოწვევა იყო იოდის და ტელურის განლაგება. მასისი ზრდის მიხედვით დალაგების დროს ტელური აღმოჩნდა
ქლორსა და ბრომს შორის, იოდი კი გოგირდის და სელენის ჯგუფში. მან ამ ელემენტებს შეუცვალა ადგილები,
რადგან მიხვდა, რომ ტელური უფრო მეტ მსგავსებას იჩენს გოგირდთან და ჟანგბადთან, ვიდრე ქლორთან და
ბრომთან. იოდი კი პირიქით, ქლორს და ბროს ემსგავსება ქიმიური თვისებებით. როგორც სურათიდან ჩანს, იოდი
მოთავსებულია ტელურის შემდეგ. მენდელეევი თვლიდა, რომ შეცდომა იყო დაშვებული იოდის და ტელურის
მასის გამოთვლაში. მენდელეევისთვის არაფერი იყო ცნობილი იზოტოპების შესახებ და მისი მოსაზრება მასების
გამოთვლის შესახებ მცდარი აღმოჩნდა. თუმცა ამ ორ ელემენტს ადგილები სწორად შეუცვალა.
როგორც სურათიდან ჩანს, ზოგიერთ ადგილას სიმბოლოს ნაცვლად კითხვის ნიშანი წერია. თუთიასა (Zn)
და დარიშხანს (As) შორის ორი თავისუფალი ადგილია.მენდელეევი თვლიდა, რომ უცნობი ელემენტების
ატომური მასები უნდა ყოფილიყო 68 და 70, ქიმიური თვისებებითაც მის მწკრივში მოთავსებული ელემენტები
მსგავსები უნდა ყოფილიყვნენ. ცხრილში მოცემულია ალუმინის მსგავსი ელემენტის ნაწინასწარეტყველევი და
გალიუმის რეალური თვისებები.

You might also like