Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 234

ერიკ-ემანუელ შმიტი

ორი მამაკაცი
ბრიუსელიდან

მოთხრობები

ორი მამაკაცი ბრიუსელიდან


იმ დღეს ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილმა ოცდაათიოდე წლის მამაკაცმა კარზე
ზარს ჩამოჰკრა და იკითხა, ნამდვილად ის იყო თუ არა დიასახლისი ჟენევიევ
პიასტრი გრენიესი, რომელიც ორმოცდათხუთმეტი წლის წინ, 13 აპრილს წმინდა
გუდულის საკათედრო ტაძარში ედუარდ გრენიეს მისთხოვდა. ჟენევიევს ცოტა
დააკლდა, დაუპატიჟებელი სტუმრისთვის პირში არ მიეხალა, არა, ბატონო, არც
ერთ ტელეთამაშში მონაწილეობას არ ვიღებო და კარი იქვე, ცხვირწინ არ
მიეხურა; სრულიად საწინააღმდეგოდ კი მოიქცა – მუდამ გარშემომყოფებზე
მზრუნველობით შეურვებულმა ამჯერად მოახერხა, მოჯარებულ ფიქრებს
გამკლავებოდა და მშვიდი და გაწონასწორებული ხმით თქვა: „დიახ“.

პასუხით აღფრთოვანებული ლურჯი კოსტიუმი წარუდგა, როგორც ნოტარიუსი


დემელმეისტერი და აუწყა, რომ ჟენევიევი ჟან დემენსის ერთადერთი მემკვიდრე
ბრძანდებოდა.

– უკაცრავად? – ქალს მოულოდნელობისგან თვალები შუბლზე აუვიდა.

– არ იცოდით, რომ გარდაიცვალა?

ჟენევიევმა მისი გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა, მეტიც, წარმოდგენაც


კი არ ჰქონდა, რომ ასეთი ადამიანი ამქვეყნად საერთოდ არსებობდა. ეს გვარ-

1
სახელი მასში არანაირ მოგონებებს არ აღძრავდა... ჟან დემენსი... გამოდის, რომ
ფეხების გარდა ნეირონებიც ღალატობს. ღმერთო, სულ დაჩაჩანაკებულა და ეს
არის. ჟან დემენსი? ჟან დემენსი?... დაბნეულმა თავი დამნაშავედ იგრძნო.

– მე... მეხსიერება მღალატობს. იქნებ ცოტა რამ მიამბოთ მის შესახებ. რამდენი
წლის იყო ბატონი?

– ერთსა და იმავე წელს ხართ დაბადებულები.

– სხვას რას მეტყვით?

– ბატონი დემენსი ბრიუსელში ცხოვრობდა, ლეპუტრის გამზირზე, 22-ე ნომერში.

– იმ უბანში სტუმრადაც არავის ვწვევივარ.

– დედოფლის გალერეაში დიდხანს ჰქონდა საიუველირო მაღაზია. „გულის


სწორისთვის“ – ასე ერქვა დაწესებულებას.

– დიახ, დიახ, გამახსენდა, ბრწყინვალე მაღაზია იყო.

– სულ რაღაც ხუთი წლის წინ დახურა.

– ხშირად ვჩერდებოდი სამკაულების ვიტრინის წინ, მაგრამ შესვლით არასდროს


შევსულვარ.

– უკაცრავად?

– არ მქონდა ამის საშუალება... არა, ნამდვილად არ ვიცნობ.

ჟენევიევ გრენიემ მიიჩნია, რომ პატარა დეტალის დამატება ურიგო არ იქნებოდა.

– ძალიან ვწუხვარ.

პასუხად ნოტარიუსმა თავი ასწია და მკაფიოდ წარმოთქვა:

– ქალბატონო, თუ რამე საიდუმლო გაქვთ, შეგიძლიათ არ გამიმხილოთ. აქ


იმისთვის არ მოვსულვარ, ბატონ დემენსთან თქვენს ურთიერთობებს
კომენტარები დავურთო. მე მისი უკანასკნელი ნების შესრულება დამევალა... მან
გადაწყვიტა, ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ დაესახელებინეთ, მაგრამ არ
დასცალდა.

ჟენევიევმა გონს მოსვლა ვერ მოასწრო, რომ ნოტარიუსმა განაგრძო:

2
– ქალბატონო გრენიე, მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: ყაბულსა ხართ
მემკვიდრეობის მიღებაზე? იფიქრეთ, თქვენს განკარგულებაში კიდევ რამდენიმე
დღეა. მაგრამ ერთი კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: თუ
დათანხმდებით, შეიძლება ქონებაც გერგოთ და ვალებიც.

– რა?

– კანონი ანდერძით მიღებული ყველა მატერიალური ღირებულების სრული


განკარგვის უფლებას იძლევა. ამავდროულად, ის მემკვიდრის მიერ
დატოვებული ვალების პირწმინდად გასტუმრებასაც გულისხმობს.

– და შეიძლება ვალებიც ჰქონოდა?

– ზოგჯერ მხოლოდ ვალებს თუ უტოვებენ მემკვიდრეებს. ამ შემთხვევაში


კანონი მიკრძალავს გიპასუხოთ, ქალბატონო.

– თქვენ ხომ იცით, მითხარით!

– კანონი, ქალბატონო, ფიცი მაქვს დადებული.

– პატივცემულო, მე დედათქვენისტოლა ქალი ვარ. თქვენ ხომ არ უკრავდით


ხანდაზმულ დედას ასეთ ხაფანგში თავს?

– არა, ქალბატონო, ანდერძის პირობებს ვერ გაგიმხელთ. სავიზიტო ბარათს


დაგიტოვებთ. მობრძანდით ჩემთან კაბინეტში, როცა გადაწყვეტილებას
მიიღებთ.

მამაკაცმა ქუსლები ერთმანეთს მიარტყა და ქალს დაემშვიდობა.

მომდევნო დღეებში ჟენევიევი გამუდმებით მომხდარზე ფიქრობდა. უახლოესი


მეგობრის აზრითაც დაინტერესდა: სიმონას ტელეფონზე უამბო ყველაფერი,
ოღონდ უთხრა, ეს ამბავი მეზობელ ქალს გადახდა თავსო.

სიმონამ იმწუთასვე ჩასძახა ყურმილში:

– სანამ პასუხს გასცემდეს, შენმა მეზობელმა უნდა გაიკითხ-გამოიკითხოს, რაც


შეიძლება მეტი ინფორმაცია დააგროვოს. რა პროფესიისაა ის კაცი?

– სამკაულების მაღაზიას ფლობდა.

3
– ეს არაფერს ნიშნავს. შესაძლოა, ერთ დროს მდიდარი იყო, მაგრამ არ არის
გამორიცხული, გაკოტრებულიყო.

– მაღაზია ხუთი წლის წინ დაუხურავს.

– აბა, მე რა გითხარი? გაკოტრებულა და ეგ არი.

– მოიცა, მოიცა, სიმონა. ნუ დაგავიწყდება, რომ ჩვენს ასაკში ადამიანებს ერთი


სული აქვთ, სამსახურს თავი მიანებონ.

– სხვა რა იცი?

– ლეპუტრის გამზირზე ცხოვრობდა.

– საკუთარ ბინაში?

– მე მგონი...

– ეს რა არგუმენტია? თუ საქმე ცუდად მისდიოდა, შეეძლო დაეგირავებინა


საკუთარი ბინა.

– ამ შემთხვევაში ვინ შეიძლება საქმის კურსში იყოს?

– მისი ბანკი, მაგრამ გაგიგია, ბანკი ასე ადვილად გასცემდეს ინფორმაციას?


რისგან გარდაიცვალა?

– აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე?

– თუ შენი მეზობლის ახლობელი ავადმყოფობისგან გარდაიცვალა, საგანგაშო


არაფერია. აი, თუ თავი მოიკლა, მაშინ სანერვიულო ჰქონია, ეს იმას ნიშნავს, რომ
ვალებში იხრჩობოდა.

– ნუ ამუქებ, სიმონა. თავი სხვა მიზეზითაც შეეძლო მოეკლა. აი, მაგალითად,


საშინელი ამბის შეტყობის შემდეგ. შეიძლება ექიმმა უთხრა, კიბო გაქვსო.

– მმმ...

– ან შეიძლება მისი შვილები ავიაკატასტროფაში მოყვნენ.

– ბავშვები ჰყავდა?

– არა. მის განკარგულებაში ბავშვების შესახებ არაფერია ნათქვამი.

4
– მმმ......ვერ დამაჯერებ, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო... ეჭვი მღრღნის.

– სიმონა, ჩვენ არ ვიცით, რისგან გარდაიცვალა ის კაცი.

– სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ შენი მეზობელი მაგარი გაქექილი ვინმეა.

– არ იყო მისი საყვარელი, დაწყნარდი?

– ო, ჟენევიევ, ახლა მთლად ნუ გამოიშტერებ თავს. ქალმა ოქრო-ვერცხლით


გაძეძგილი ტომარა მიიღო მემკვიდრეობით და შენ მიმტკიცებ, რომ ლამაზი
თვალების გულისთვის? ისე, რომ მისი საყვარელი არ ყოფილა? არა, ძვირფასო,
ამას ვერაფრით დავიჯერებ.

კითხვა, დასთანხმებოდა თუ არ დასთანხმებოდა მემკვიდრეობის მიღებას, მაინც


პასუხგაუცემელი დარჩა. ამას მოჰყვა სხვა დეტალებიც: ვინ იყო ის ბატონი? რა
აკავშირებდა გარდაცვლილს მემკვიდრესთან? თავის მხრივ, ჟენევიევმა, მეორე
უარყოფითი აზრის მოსმენის შემდეგ, ამჯერად ბიძაშვილისაგან, რომელიც ერთ-
ორ კაპიკს შოულობდა რომელიღაც სადაზღვევო კომპანიაში, ღმერთმა უწყის, რა
მაქინაციების წყალობით, საზოგადოებრივი აზრის კვლევას თავი მიანება.
დილიდან საღამომდე საწყალი ჟენევიევი ორ ურთიერთგამომრიცხავ
გადაწყვეტილებას შორის წრიალებდა: დავთანხმდე თუ უარი განვაცხადო,
გავიდე თამაშიდან თუ პირიქით, გავაორმაგო ფსონიო? მიუხედავად იმისა, რომ
ორჭოფობამ საერთოდ დააკარგვინა ძილი და მოსვენება, ამ აგზნებულ
მდგომარეობას მაინც ატანდა გემოს. როგორც იქნა, მის ცხოვრებაში
თავგადასავლების ნიავმა დაუბერა... ჟენევიევი არ ცხრებოდა, გაუთავებლად
წონიდა ნებისმიერ გარემოებას.

სამოცდათორმეტი საათის ტვინის ჭყლეტის შემდეგ ჟენევიევმა არჩევანი


გააკეთა. მხიარული მოთამაშე მეტრ დემელმეისტერთან გამოცხადდა.

გონიერი ადამიანი სიფრთხილეს გამოიჩენდა და ასეთ საეჭვო წინადადებას არამც


და არამც არ დაჰყაბულდებოდა. ჟენევიევი საღი აზრის საპირისპიროდ მოიქცა –
დასთანხმდა მემკვიდრეობის მიღებას. მას ხომ სძულდა ზომიერება, მშიშარა და
მოკრძალებული თავშეკავებულობა, რომელსაც მთელი სიცოცხლე
საყვედურობდა საკუთარ თავს. სხვათა შორის, ოთხმოცი წლის ასაკში აღარ
უფრთხოდა მოსალოდნელ უსიამოვნებებს... თუ მემკვიდრეობით მხოლოდ
ვალები ერგება, ცხადია, მათ გასტუმრებას ვერ შეძლებს, რადგან სახელმწიფო
დახმარება საარსებო მინიმუმს არ აღემატება. მრავალმილიონიანი მოვალეც რომ
5
გამხდარიყო, არავის მოუვიდოდა აზრად, მისთვის ეს უბადრუკი პენსია აეწაპნა.
ჟენევიევი ამ ვარაუდს გულთან ახლოს არ იკარებდა, რადგან გრძნობდა, რომ, თუ
ძალიან ჩაუღრმავდებოდა, მისი თავქარიანობა შესაძლოა ცუდად
შემოჰბრუნებოდა: რომც გაერისკა, არაფერსაც არ რისკავდა.

მოკლედ, ძალიან კარგადაც მოიქცა. ერთი მაგიური სიტყვის წარმოთქმა და...


თავზე მთელი ფორტუნა დაეფერთხა: სოლიდური თანხა საბანკო ანგარიშზე,
სამი ბინა ბრიუსელში (იქიდან ორი ქირავდებოდა), ავეჯი, ფერწერული ტილოები,
ხელოვნების ნიმუშები ლეპუტრის გამზირის 22-ში. აგარაკი საფრანგეთის
სამხრეთში. ამ მოულოდნელი აღზევების დასადასტურებლად ნოტარიუსმა
მზადყოფნა განაცხადა, მთელი ეს მემკვიდრეობა ემართა.

– ვიფიქრებ თქვენს წინადადებაზე, ბატონო. მაინტერესებს, ანდერძს რაიმე


წერილი ხომ არ ერთვოდა?

– არა.

– დოკუმენტი ან რაღაც მსგავსი ჩემს სახელზე?

– არა.

– რა ახირებამ უკარნახა, არჩევანი მაინცდამაინც ჩემზე შეეჩერებინა?

– მას ოჯახი არ ჰყავდა.

– გასაგებია, მაგრამ რატომ მე?

ნოტარიუსმა ჟენევიევს ჩუმად მიაპყრო გამჭოლი მზერა. აშკარად ჩანდა, რომ


ეჭვები ღრღნიდა.

„ეს ქალი, – გაიფიქრა მეტრმა, – ან კომერსანტის საყვარელი იყო და ახლა


გამოცდას მიწყობს, რამდენად ტაქტიანი ვარ, ან სრულ სიმართლეს ღაღადებს და
ჩემს პრაქტიკაში ყველაზე უცნაური შემთხვევის წინაშე აღმოვჩნდი...“

ჟენევიევი დაჟინებით განაგრძობდა:

– მეტრ, თქვენ ხომ იცნობდით მას?

– არა, დოსიე სანოტარო კანტორის ჩემი წინამორბედისგან შეძენისას მერგო.

– სად არის დასაფლავებული?

6
ნოტარიუსს კარგად ესმოდა, რომ ჟენევიევის კლიენტად შენარჩუნება
გაუჭირდებოდა, თუ თავიდანვე თანამშრომლობის სურვილს არ გამოავლენდა.
ოთახიდან გაქრა, კლერკებს დავალებები ჩამოურიგა და სულ რაღაც ხუთი წუთის
შემდეგ ქაღალდით ხელში დაბრუნდა.

– იქსელის სასაფლაო, პირველი რიგი, მე-2 კვადრატი, მარცხენა მხრიდან მე-5


საფლავი.

ჟენევიევმა იმ დღესვე მიაშურა სასაფლაოს.

***

საძაგელი ამინდი იდგა. ცა შავ ღრუბლებს დაეფარა. თუმცა აქა-იქ მზის სხივები
მაინც ახერხებდნენ შავბნელი გალავნის გარღვევას და ნაცრისფერ ნაკადულებად
იღვრებოდნენ სასაფლაოს კედლებზე მგლოვიარე ადამიანების სევდიან
სახეებზე. წვიმა ახალი გადაღებული ჩანდა, რაზეც ჯერ კიდევ სველი
ქვაფენილები მიუთითებდა, თუმცა პირქუში ცა ისევ იმუქრებოდა თქეშით.

ჟენევიევი ავტობუსიდან რომ ჩამოვიდა, სასაფლაოს შესასვლელთან


ჩამწკრივებული სამი კაფეს წინ აღმოჩნდა. ვიტრინებიდან ჩანდა, რომ სამივე
დაწესებულება ცარიელი იყო და პირგამეხებული ოფიციანტები უსაქმურობისგან
თვლემდნენ. აშკარად არ გახლდათ გასვენებების დღე. ჟენევიევმა შარფი ყელზე
შემოიხვია, მათი სამუშაოს წარმოდგენაზეც კი გააჟრჟოლა. ისინი ხომ
სიკვდილით ვაჭრობდნენ: ქვრივებს ბალახ-ბულახის ნაყენს მიართმევდნენ,
ლიმონათს – ობლად დარჩენილ ბავშვებს, ხოლო ლუდს – თავდავიწყებას
მოწყურებულ მამაკაცებს. აშკარაა, რომ აქ ხელსახოცებს ცრემლების შესაშრობად
უფრო იყენებდნენ, ვიდრე პირის მოსაწმენდად... რადგან ნაჭედი რკინის
მონუმენტური კარი მის წინაშე არ გაიხსნა, ჟენევიევმა მარჯვენა კუტიკარით
შეაღწია სასაფლაოზე. მიესალმა კომუნალური მომსახურების ლურჯსამოსიან
თანამშრომელს და მალევე მიადგა მუხებით შემორკალულ მომცრო ზომის
მოედანს.

ხეივანს რომ გაუყვა, მის ფეხქვეშ ხრეში აჩხრიალდა. თითქოსდა პატარა კენჭები
აფრთხილებდნენ: „წადი, წადი აქედან, შენ აქ უცხო ხარ. დაბრუნდი იქ, საიდანაც
მოსულხარ“. დიახ, ისინი ცამდე მართლები იყვნენ. დიახ, სრულ ჭეშმარიტებას
ღაღადებდნენ. არაფერი ესაქმებოდა მდიდართა დასახლებაში. მართალია,
7
სახლები აკლდამებისა და მავზოლეუმის ზომამდე შემცირებულიყვნენ, მაგრამ
მათი მდიდრულობა და ბრწყინვალება, ქანდაკებების მონუმენტურობა და
პომპეზურობა, მათი საზეიმო ობელისკები ჟენევიევს ახსენებდნენ, რომ ერთი
უბრალო, ხანდაზმული და ჯიბეგაფხეკილი ქალი იყო, რომელსაც არასდროს
მისცემია შანსი, ამ სამყაროს რომელიმე წარმომადგენელთან ურთიერთობა
ჰქონოდა. მაღალი, ლურჯი კედრების ქვეშ აღმართული ზოგიერთი ქანდაკების
ასაკს უკვე გადაეცილებინა ორი საუკუნისთვის. უხერხულ მდგომარეობაში
ჩავარდნილი ჟენევიევი საკუთარ თავს ეკითხებოდა: რატომ არის გენეალოგიის
წარმოჩენა ასეთი მნიშვნელოვანი მხოლოდ მდიდრებისათვის? ნუთუ უპოვართ
წინაპრები არ ჰყავთ?

თავდახრილი ჟენევიევი ნელა მიიწევდა წინ. თავისთვის წამდაუწუმ იმეორებდა:


„არა, მე ვერასდროს შევძლებ ჩემთვის ერთი მოკრძალებული ნაკვეთის
დაქირავებას“.

თუმცა, ახლა, როცა...

ჟენევიევმა შანსები აწონ-დაწონა და შეძრწუნებულს გააჟრიალა, პირჯვარიც კი


გადაიწერა, რათა თავი დაეცვა როგორც ადგილისგან, ასევე შავბნელი
წინათგრძნობისა და აზრებისაგან.

– ერთი... ორი... სამი... ოთხი... ხუთი. არის! აქ არის! მუქი ფერის პრიალა
საფლავის ქვაზე, რომელზეც თავდახრილი ხეები ირეკლებოდა, ოქროს ასოებით
გამოეყვანათ „ჟან დემენსი“. წარწერიდან მარჯვნივ მიცვალებულის ფოტო
ამოეტვიფრათ: ორმოციოდე წლის შავგვრემანი, შავთვალება მამაკაცი პირდაპირი,
გულწრფელი მზერით, მკვეთრი ნაკვთებითა და სავსე ტუჩებით,
პირგაბადრული, გამვლელებს შეჰღიმოდა. „რა სიმპათიური მამაკაცია!..“

ჭეშმარიტად, ჟენევიევი ამ მამაკაცს ნამდვილად არ იცნობდა. ცხადია, არც


ურთიერთობა ჰქონია მასთან ოდესმე. არა, ნამდვილად არასდროს! მაგრამ მის
სახეში მაინც ეცნო რაღაცა... საიდან ასეთი განცდა? შეიძლება ეს მისი სახასიათო
გარეგნობით არის გამოწვეული.... ისე, ეს ხმელთაშუაზღვისპირული ნაკვთები
არაერთ შავტუხას შეიძლება ჰქონდეს, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ შენი
ნაცნობები არიან. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ჟენევიევი ამ კაცს სადღაც
გადაჰყრია, მაგრამ, უბრალოდ, ვერ იხსენებს... ერთხელ მაინც, ჰა, დიდი-დიდი
ორჯერ, მაგრამ სად ნეტავი? ყოველ შემთხვევაში, არასდროს გამოლაპარაკებია.
ამაში დარწმუნებული იყო.
8
ჟენევიევი პორტრეტის ჭვრეტაში ჩაეფლო. რატომ აირჩია ამ ადამიანმა, რა
შეიძლებოდა მისი დიდსულოვნებისა და ხელგაშლილობის მოტივი ყოფილიყო?
იქნებ ჰყავდა ძმა, რომლის არსებობის შესახებ მან არაფერი იცოდა?
ტყუპისცალი? სრული აბსურდია! მშობლები ხომ არ დაუმალავდნენ? თუ
მართლა არსებობდა, ერთ დღეს როგორმე ისურვებდა დის გაცნობას, არა?

მოულოდნელად ახალი კითხვა წამოიჭრა. ეს ჟან დემენსი რატომ არ გამოჩნდა


სიცოცხლეშივე? რატომ გამოეცხადა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ?

საიდუმლო შეჰღიმოდა მას ანთრაციტივით შავი ქვიდან. საგონებელში


ჩავარდნილ ჟენევიევს ისეთი განცდა დაეუფლა, რომ კეთილისმყოფელი
საკუთარი გამოსახულების მიღმიდან თვალს არ აცილებდა. ჟენევიევმა ენის
ჩლექით წაილუღლუღა:

– მმმ... გმადლობთ. გმადლობთ თქვენი საჩუქრისათვის... რომელიც ასეთი


დაუჯერებელი და მოულოდნელია ჩემთვის. ისე, ხელსაყრელი შემთხვევისას,
ურიგო არ იქნებოდა, აგეხსნათ, რატომ და რისთვის, ასე არ არის?

პორტრეტი განათდა. ჟენევიევმა ეს დაპირებად აღიქვა.

– შესანიშნავია. მე... მე თქვენი იმედი მაქვს.

გაღიზიანებულმა ჟენევიევმა გადაიხარხარა. არა, მაინც რა სულელი ქალია!


როგორ შეეძლო ასეთი ხმამაღალი საუბარი საფლავის გრანიტის ფილასთან?!
გვერდით გაიხედა, N4 ნაკვეთის საფლავის ქვა ზუსტად ჟან დემენსისას ჰგავდა.
ღმერთო ჩემო, მსგავსი? არაფრით განსხვავებული? გვარ-სახელისა და
პორტრეტის გამოკლებით, ცხადია, ყველაფერი – ქვის ზომა და ფერი, გვერდიდან
ჩასმული თხელი თითბრის ჯვარი – ერთი ერთში იმეორებდა მეზობლის საფლავს.
ოქროს ასოებიც, გრაფიკაც და ესთეტიკაც ანალოგიური იყო.

– „ლორან დელპენი, – ერთი ამას შეხედე, ის ხუთი წლით ადრე გარდაცვლილა“.


ეს თვალშისაცემი მსგავსება ჟენევიევს ამ ორ საფლავს შორის, უფრო სწორად, ამ
ორ მამაკაცს შორის არსებულ შესაძლო კავშირზე აფიქრებინებდა. მეტი
ყურადღებით დააკვირდა პორტრეტს: ოცდაათიოდე წლის ქერათმიანი მამაკაცი,
გასაოცრად მიმზიდველი. ისეთივე სიმპათიური, როგორიც ჟან დემენსი. ამ
დასკვნის გამოტანის შემდეგ ჟენევიევმა გამოძიება შეწყვიტა.

– მგონი, ჭკუიდან ვიშლები...

9
ისევ ჟან დემენსს მიუბრუნდა, დამნაშავის გრიმასით მოუბოდიშა, უხერხული
და დაბნეული კნიქსენიც გამოაცხო; და სწორედ ამ დროს შეამჩნია, რომ ჟან
დემენსის განსასვენებელს, განსხვავებით სხვა საფლავის ქვებისგან, არც
ლარნაკი ამშვენებდა და არც ყვავილების ქვესადგამი. იქნებ წინასწარ განჭვრიტა,
რომ თაიგულებით დახუნძლული, მის საფლავზე არავინ მივიდოდა. ჟენევიევმა
თავისთვის გადაწყვიტა, რომ მორიგი ვიზიტისას აუცილებლად თაიგულს
მიიტანდა, შემდეგ კი გასასვლელისკენ იბრუნა პირი.

– და მაინც, რა დიდებული კაცია, – ამოიოხრა ხეივნის დატოვებისას.

თუ დილით ჟენევიევი თავს დედამიწის ზურგზე ყველაზე იღბლიან ადამიანად


მიიჩნევდა, რომელსაც ასეთი ენით აღუწერელი საჩუქარი მიართვეს, ახლა ამას
სიამაყის გრძნობაც დაერთო – მისი კეთილისმსურველი ხომ საოცრად
მომხიბლავი მამაკაცი აღმოჩნდა!

თუმცა, საიდუმლო, რომელშიც ამ მამაკაცის ზრახვები იყო გახვეული, მისთვის


სულ უფრო და უფრო დამთრგუნველი და აუტანელი ხდებოდა.

– და რატომ? რისი გულისთვის? რატომ ის და რატომ მე?

***

ორმოცდაათი წლის წინ წმინდა გუდულის სახელობის საკათედრო ტაძრის


ზარები მთელი ძალით რეკავდნენ.

საკურთხევლის წინ ქორფა და პირმშვენიერი, შროშანივით ჰაეროვანი და


მიმზიდველი, თეთრი ქათქათა ტიულის კაბით მოსილი ჟენევიევ პიასტრი
ჯანმრთელ, ლაღ და კუნთმაგარ ედუარდ გრენიეს სამარადჟამო ცოლქმრულ
ერთგულებას ჰპირდებოდა. დიახ, ედუარდს, მეტსახელად ედის, რომელსაც სულ
ალმური გადასდიოდა სახეზე იმის გამო, რომ იძულებული გახდა, თავისი
სპეცტანსაცმელი ამ საგანგებო დღისთვის ნაქირავებ კოსტიუმზე გადაეცვალა.
აღელვებულნი, აღტყინებულნი და ბედნიერებას მოწყურებულნი, ორივენი
პირდაპირ ბრდღვიალებდნენ. ბიძის წყალობით მათ მოიპოვეს უფლება, ამ
დიდებულ და პრესტიჟულ ტაძარში ექორწინათ, სადაც უმრავლეს შემთხვევაში
ცერემონიები მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრთა მონაწილეობით ტარდებოდა, და
არა თავიანთი უბნის უბადრუკ და პირქუშ ეკლესიაში. მღვდელი მათ თავს

10
დასტრიალებდა, როგორც ორ ფასდაუდებელ მარგალიტს, ხოლო მათ უკან
შექუჩებული ნათესავები და ახლო მეგობრები პირდაპირ თრთოდნენ იმის
გაფიქრებაზე, რომ მთელი ღამე ქეიფი და დროსტარება მოუწევდათ. სრულიად
აშკარა იყო, რომ ჟენევიევის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და საინტერესო
პერიოდი იწყებოდა...

მაშინ აზრადაც არ მოუვიდოდა თავში, მოეხედა, თუ რა ხდებოდა ნათესავებისა


და ახლობლების მწკრივებს მიღმა, ამ უზარმაზარი ტაძრის სიღრმეში, კარიბჭის
სიახლოვეს, საიდანაც თვითონ შემოვიდა, მამამისის მკლავს ჩაბღაუჭებული.

ბოლოსწინა სვეტთან სიბნელეში, წმინდა მოციქულის, სიმონ ზელოტეს


ქანდაკებას ამოფარებული, მოოქრული ხერხი რომ ეპყრა ხელთ, ორი
ჩაფიქრებული მამაკაცი მუხლებზე დაჩოქილიყო. ისინი ზუსტად იმეორებდნენ
იმ წყვილის მოძრაობებს, რომელიც საკურთხევლის წინ ყველაზე განათებულ
ადგილას იდგა.

როდესაც მღვდელმა ედი გრენიეს ჰკითხა, იყო თუ არა თანახმა, ჟენევიევი


ცოლად შეერთო, ორი მამაკაციდან ერთ-ერთმა, შავგვრემანმა მტკიცედ
წარმოთქვა: „დიახ!“ შემდეგ, როცა მღვდელმა იმავე შეკითხვით ჟენევიევს
მიმართა, ქერათმიანმა სახეაღაჟღაჟებულმა ყმაწვილკაცმა თანხმობა განაცხადა.
მიუხედავად იმ ათიოდე მეტრისა, რომელიც მათ საქორწილო ცერემონიალს
აცილებდა, ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოსდა ღმერთის წარგზავნილი ეკლესიის
ვიტრაჟებიდან მხოლოდ მათ მიმართავდა.

კიურემ წარმოთქვა: „გაცხადებთ ქორწინების წმინდა კავშირით


გადაჯაჭვულებად“ და როცა მოწყალე ღმერთის წინაშე ოფიციალურ ცერემონიაზე
ახლად შეუღლებულმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ტუჩებში აკოცა,
არაოფიციალურმა წყვილმა თავის კუთხეში ზუსტად იგივე ჟესტი გაიმეორა.
ხოლო როცა ჟენევიევი და ედი ორღანიდან გადმოღვრილი რელიგიური ჰიმნის
თანხლებით ნიშნობის ბეჭდებს უცვლიდნენ ერთმანეთს, შავგვრემანმა მამაკაცმა
ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაცურა, საიდანაც ამოიღო ორი ბეჭედი, რომლებიც
მათ ერთიმეორეს ჩუმად მოარგეს თითებზე.

ისინი არავის შეუმჩნევია. მათთვის არც მაშინ მიუქცევიათ ყურადღება, როცა


ლიტურგიის დასრულების შემდეგ მექორწილეები ცენტრალური
გასასვლელისკენ დაიძრნენ. ისინი კი, აღელვებულნი და მუხლებზე დაჩოქილნი,
განაგრძობდნენ ლოცვას.
11
სანამ პარმაღზე ტრადიციული მილოცვები მიმდინარეობდა, ორი მამაკაცი
მადლიან ნახევარსიბნელეში მედიტირებდა. როცა „ვაშა, ვაშას“ ძახილი და
მანქანების გნიასი შეწყდა, მათ დაცარიელებული კიბის ზედა მოედანზე ასვლა
გადაწყვიტეს, სადაც არც ფოტოგრაფი იყო, რომელიც ამ ბედნიერ წამებს
სამუდამოდ დააფიქსირებდა და არც ნათესავები, მათი ბედნიერების მოწმენი,
რათა ტაში დაეცხოთ და ბრინჯი შეეყარათ მათთვის.

ერთადერთი თვითმხილველი ქალაქის რატუშის გოთიკური კოშკი აღმოჩნდა,


რომლის თავზეც წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი მცხუნვარე მზის
დამაბრმავებელ სხივებში დემონს ანადგურებდა. ორი მამაკაცი ლეპუტრის
გამზირის 22-ე ნომერში მდებარე სახლისკენ გავარდა, რომელიც შავგვრემანს
ეკუთვნოდა. დახურეს დარაბები. უფრო თავისუფლებს, ვიდრე ჟენევიევი და
ედი იყვნენ, სულაც არ დასჭირვებიათ გვიან ღამემდე ლოდინი, რათა სარეცელზე
თავიანთი ვნებები დაეცხროთ.

***

მისდა გასაოცრად, ჟანს შეუყვარდა ლორანი.

როგორც კი ზრდასრული ადამიანის ცხოვრების ორომტრიალში ჩაერთო, ჟანმა


მყისიერად შემთხვევითი და სწრაფწარმავალი შეხვედრების, ცეცხლოვანი
სიამოვნებებისა და უპასუხისმგებლო საყვარლების მთელი არმია შეაგროვა.
ხორციელი იმპულსებით გართულს, ბარებსა და საუნებში ნადირობისათვის
არაერთი საათი შეუწირავს, აწყობდა რეიდებს ბაღებშიც, დაძვრებოდა ღამის
კლუბებშიც, სადაც კვამლის ბურუსსა, – რომელსაც ვერ იტანდა, – და მუსიკის
გუგუნში, – რომელზეც გული ერეოდა, – აუცილებლად დაადგამდა თვალს
საკბილოს, რომლის სახლში წაცაქცაქებას შეძლებდა. ეს თავისუფალი,
უპასუხისმგებლო, შეუზღუდავი, აღვირახსნილი და ავხორცული ყოფა ერთი
შეხედვით ძალიან ხიბლავდა ჟანს, სანამ ერთ დღესაც ლორანს არ გადაეყარა.
როგორც კი გადაეხვია და აკოცა, შეიგრძნო, რომ ცხოვრება, რომელსაც ეწეოდა,
სულაც არ იყო ისეთი ბრწყინვალე, დიდებული და გამორჩეული, როგორადაც
აქამდე მიიჩნევდა. მართალია, მან ის ტკბობით, ორგაზმითა და ნარცისული
ექსტაზით აღავსო, მაგრამ ამავდროულად უკურნებელი ცინიზმითაც დაასნეულა,
როგორც დონ ჟუანი, რომელსაც არ ესმოდა, თუ რას ნიშნავდა ერთგულება და
მიჯაჭვულობა და მარადიული ძიებისა და ყველაფრის თავიდან დასაწყებად იყო
12
განწირული; ის პარტნიორებში მხოლოდ სიამოვნების მიმნიჭებელ ინსტრუმენტს
ხედავდა; რაც უფრო ხშირად იკმაყოფილებდა სექსუალურ წადილს, მით უფრო
ნაკლებად აფასებდა მამაკაცთა კომპანიას; რაც უფრო ხშირად ეძლეოდა
სიყვარულს, მით უფრო კარგავდა ის ღირებულებას მის თვალში. მოკლედ,
პარტნიორებს აღიქვამდა არსებებად, რომლებიც პატივისცემის ღირსნი არ იყვნენ.

ლორანმა მას ცხოვრების გემო და სურნელი დაუბრუნა, მეტიც, მისდამი


პატივისცემის გრძნობით განმსჭვალა.

ეს ახალგაზრდა ქერათმიანი გამნათებელი „პარკის სამეფო თეატრიდან“ დიდი


ენთუზიაზმითა და სიმსუბუქით ერთვებოდა ყოველდღიურ საუბრებში. არ
იზარებდა საყიდლებზე სიარულს, არც სამზარეულოში ტრიალს და, რა თქმა
უნდა, მთელი სულით და გულით ეძლეოდა ლოგინში მასთან ერთად
სიყვარულს. ყველაფერი სიხარულით აღავსებდა და აღაფრთოვანებდა. ლორანის
გამოჩენის შემდეგ ჟანი ძირფესვიანად გარდაიქმნა. მან, ვისაც ტკბობისა და
ავხორცობის გარდა არაფერი იზიდავდა, სიყვარული აღმოაჩინა. ძლიერი
ხასიათისა და ნების მქონე ადამიანში მსგავსმა რევოლუციამ უკიდურესობებსაც
მისცა გასაქანი: ის აღმერთებდა ლორანს, საჩუქრებში ახრჩობდა, კოცნიდა,
ეხვეოდა, აულაგმავი ჟინით შეპყრობილი, მისკენ ილტვოდა.

ამგვარად, სწორედ ჟანს მოუვიდა აზრად მათი ურთიერთობის კურთხევა.


რადგან საზოგადოება კრძალავდა ორი მამაკაცის ოფიციალურ ქორწინებას,
გადაწყვიტა, ხრიკისათვის მიემართა და ამით ტაბუსთვის გვერდი აევლო. ჟანსაც
და ლორანსაც ისე უხაროდათ ერთად ცხოვრება, სულაც არ ადარდებდათ, რომ
სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ, პირიქით, გაუცნობიერებლად
ეამაყებოდათ კიდეც თავიანთი მარგინალური მდგომარეობა, თავს იშვიათ
არსებებად მიიჩნევდნენ და განდობილთათვის დამახასიათებელი სიამოვნებით
თრთოდნენ. ერთდროულად ხილულ და უხილავ სამყაროში ტრიალებდნენ:
ჩვეულებრივ საზოგადოებაშიც და მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილ
იატაკქვეშეთშიც, ყოველდღიურ ყოფაში კი სულაც არ ღელავდნენ იმის გამო, რომ
სხვებისთვის ხელმისაწვდომი მათთვის აკრძალული იყო. რადგან ამისკენ
ილტვოდნენ, თამაშის წესი მდგომარეობდა იმაში, რომ საწადელს ეშმაკობით
სწეოდნენ.

ასე დაქორწინდნენ ისინი წმინდა გუდულის საკათედრო ტაძარში, ედისა და


ჟენევიევის ზურგს უკან, ნაშუადღევს, 13 აპრილს.

13
შემთხვევითობის წყალობით ორმა წყვილმა ქორწინების ტრადიციული
ცერემონიალი გაიზიარა. ამით მათი დაახლოება დასრულდებოდა, ლორანს,
რომანტიკული აღტყინებით შეპყრობილს, მერიის დაფიდან ოფიციალური
განცხადება რომ არ ჩამოეგლიჯა, რომელიც ამ ქორწინების შესახებ იუწყებოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ეს განცხადება ფოტოალბომში ჩააკრა, შემდეგ კი
თავიანთი განცხადება დახატა, რომელიც ჟან დემენსისა და ლორან დელპენის
შეუღლებას ადასტურებდა. ყალბი განცხადება მათ თვალში სავსებით
სარწმუნოდ, დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

გვარი გრენიე ალბომში მუდმივი არსებობის წყალობით, ორივეს მეხსიერებაში


ჩაებეჭდა. აი, რატომ გააოგნა ერთიც და მეორეც განცხადებამ, რომელიც „ლე
სუარში“ დაიბეჭდა და საზოგადოებას ჯონი გრენიეს, ედისა და ჟენევიევის
ვაჟიშვილის დაბადებას ამცნობდა. იმ დილას, შეიძლება სულაც პირველად, მათ
დაეუფლათ განცდა, რომელიც შესანიშნავადაა ცნობილი ყველა
ჰომოსექსუალისთვის – მათ გულის ტკივილით გააცნობიერეს, რომ რაგინდ
ძლიერიც უნდა ყოფილიყო მათი სიყვარული, ის ნაყოფს მაინც ვერ გამოიღებდა.

ისინი ნათლობის ცერემონიალზე დასასწრებად წავიდნენ.

ბიძა, რომელმაც უწინ ცა და დედამიწა შეაზანზარა იმისთვის, რომ ედისა და


ჟენევიევს წმინდა გუდულის საკათედრო ტაძარში დაეწერათ ჯვარი, არც
ამჯერად მჯდარა გულხელდაკრეფილი, მაგრამ უბნის უბიწო მარიამის
ეკლესიაზე უკეთესი ვერაფერი გაახერხა, სადაც დიდებულად მჟღერი
გრანდიოზული ორგანი გაუბედურებული ფისჰარმონიის ქოშინს ჩაენაცვლებინა,
ხოლო კიურეს ქადაგება ანტიკური ეპოქის რეპროდუქტორებიდან
გულისგამაწვრილებელი შიშინით იღვრებოდა. არც დედობრივი ბედნიერებით
მთვრალ ჟენევიევს, არც ახალდაბადებულით აღფრთოვანებულ ჟანსა და ლორანს
ამ რადიკალური განსხვავებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, მხოლოდ ედის
თუ ეტყობოდა ჭმუნვა და დარდი. როგორც კი ეკლესიის გაყვითლებული,
ჭუჭყითა და ოფლით გაზინტლული სკამებისა და ნაჩქარევად გაკეთებული,
სრულიად უგემოვნო და უხარისხო ვიტრაჟების გარემოცვაში აღმოჩნდა, სადაც
გასანთლული ხის ქანდაკებები ნაირ-ნაირი ხელოვნური ყვავილებით
საგულდაგულოდ მოერთოთ, – აქ კი ნამდვილად გადაეჭარბებინათ
კონსიერჟებისათვის თავიანთი სადგომების მოკაზმვაში,– მექანიკოსი რეალობას
დაუბრუნდა: ოცდაექვსი წლის ასაკში მიხვდა, რომ ქორწინებამ გვარიანად
მოაბეზრა თავი. მართალია, ჟენევიევი კვლავაც ხალისიანი, სიცოცხლით აღსავსე
14
და მგზნებარე რჩებოდა, მაგრამ ცოლქმრული ჭაპანი მას გამუდმებით სინდისის
ქენჯნის განცდას აღუძრავდა. ამიერიდან, როცა მეგობრებს ბისტროში ხვდებოდა,
თავს დამნაშავედ გრძნობდა; ასევე იტანჯებოდა, როცა ზედმეტი მოუვიდოდა,
ხუმრობდა და ლაზღანდარობდა, როცა გოგოებს ეარშიყებოდა; როცა ათასგვარი
სისაძაგლით იყორავდა მუცელს, მაგალითად, შემწვარი კარტოფილით ან
ძირტკბილას შაქარყინულებით, იმის ნაცვლად, რომ ჟენევიევის მიერ
მონდომებითა და სიყვარულით მომზადებული კერძები მიერთმია; როცა
ხელებგადაჯვარედინებული ლოგინზე იყო გაშხლართული და უკანასკნელ ხმაზე
უსმენდა რადიოს, როცა შინ უსაქმოდ დაყიალობდა საცვლების ამარა, მოკლედ,
როცა ისე იქცეოდა, როგორც ქორწინებამდე. ვერ იტანდა, როცა ამოწმებდნენ,
უთვალთვალებდნენ, შენიშვნებზე ხომ საერთოდ გულისრევა ემართებოდა, ვერც
ვერასდროს აიძულა თავი, უკეთესი გამხდარიყო, ეზრუნა საკუთარ ჰიგიენაზე,
ყოფილიყო კეთილგონიერი, ლოიალური, ეგრძნო პასუხისმგებლობა ოჯახის
წინაშე. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, მის ჭეშმარიტ ბუნებასთან შეუსაბამო
გახლდათ. და ამის ატანა არ შეეძლო მხოლოდ იმისთვის, რომ ცოლთან
დაწოლილიყო, როცა ამის სურვილი დაებადებოდა. მოკლედ, ჭაპანი სულაც არ
ეტკბილა ვაჟბატონს. ამას გარდა, ამ ერთი მუჭა ნაშიერის დანახვაზე, დღე და
ღამე უკანასკნელი ხმით რომ ხაოდა და ძილი და მოსვენება დააკარგვინა,
ხვდებოდა, რომ ჯოჯოხეთი ამით არ დამთავრდებოდა. ცერემონიის დროს ედი კი
ცდილობდა, მოქცეულიყო, როგორც წესი და რიგია, და გარეგნულად მაინც
არაფერი შესტყობოდა, მაგრამ მისი პირქუში იერი მხედველობიდან არ
გამოჰპარვია ორ მამაკაცს, რომლებიც სამლოცველოს სიღრმეში
ჩასაფრებულიყვნენ. ჟანი და ლორანი ნანახისგან გაოგნდნენ. როგორ? ამ
დოყლაპიას, როგორც ჩანს, არცა აქვს გააზრებული, როგორ გაუმართლა
ცხოვრებაში, ასეთი ოჯახის პატრონი რომ გახდა! აი, ნამდვილი ყეყეჩი! მათ
მთელი თავიანთი სიმპათია სახეგაბადრულ და გასხივოსნებულ ჟენევიევზე
გადაიტანეს.

მეორე დღეს მამაკაცებმა თავიანთ რჩეულთან საბავშვო ეტლი აფრინეს, თანაც


პატარა ბარათი დაურთეს, რომელშიც დაწერეს, რომ მერიის სოციალური
სამსახური ულოცავდა ბედნიერ მშობლებს ახალშობილის ამქვეყნად
მოვლინებას.

***
15
შემდეგ ორივე წყვილი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. თითოეული
თავისებურად ცდილობდა რეალობასთან ზიარებას და საკუთარი ჭეშმარიტების
აღქმას.

ჟანი და ლორანი ისევ ისეთი ნეტარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ერთი წამითაც


არ დაუფლებიათ განცდა, რომ მათ კეთილდღეობას წყალი შეუდგა. იმის შემდეგ,
რაც ჟანმა რამდენიმე საინტერესო არტპროექტს მოაბა თავი, რომელიც მას
თეატრში ლორანთან ერთად მუშაობის შანსს მისცემდა, იგი საბოლოოდ
დარწმუნდა, რომ დიდი გაქანებისა და ტალანტის პატრონი ვერ იყო.
სასოწარკვეთას არ მისცემია, არც ხელმოცარვით აღძრულ სიმწარეს დაუტანჯავს
დიდხანს, ადგა და მშობლების მიერ დატოვებული ფულით მაღაზია შეიძინა,
სადაც ძვირფასი სამკაულებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. როგორც დახვეწილი
გემოვნების პატრონმა, მალევე მოიგო ქალების გული. სუსტი სქესის
წარმომადგენლებს სალონის პატრონი ძალიან მოსწონდათ და არც თვითონ
აკლებდა მათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისთვის გაუცნობიერებელ სითბოსა და
ყურადღებას. მოკლედ, ჟანს კარგად წაუვიდა საქმე. მისი კომერცია
ყოველწამიერად ყვაოდა. „გულის სწორისთვის“ ბრიუსელელი კოკეტკებისთვის
უსწრაფესად იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მისამართად. გონივრული და
მართებული რჩევები ქალაქის ლამაზმანებმა ჟანს დაუფასეს.

რაც შეეხება სიყვარულს, ჟანი და ლორანი უწინდებურად გიჟდებოდნენ


ერთმანეთზე. არ დაუმალავთ, რომ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ არც
პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება მოსვლიათ აზრად. ამ ურთიერთობის
არც რცხვენოდათ და არც პრეტენზიები გამოუთქვამთ. იყვნენ თავიანთთვის,
ჩუმად და მოკრძალებულად. მათი პოზიციის ფორმულირება ალბათ ასე
შეიძლებოდა: „როგორც გსურდეს, ისე გაიგე“. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ
ლიბერტალიანური შეხედულებების ზეგავლენით, საზოგადოებაც უფრო და
უფრო გულმოწყალე და შემწყნარებლური ხდებოდა; პოლიტიკური პარტიებიც
აქტივისტების დაუღალავი შემოტევებისგან თავგაბეზრებულნი, უარს
ამბობდნენ ერთსქესიანთა კავშირების წინააღმდეგ დისკრიმინაციული
ღონისძიებების მხარდაჭერაზე. მართალია, ჟანმა და ლორანმა მოიწონეს
პოზიციათა მსგავსი შერბილება და ლოიალურობა, მაგრამ თავიანთ
გადაწყვეტილებას მაინც არ გადასულან. თუ გსურს ბედნიერი იყო, ნუ
დაენახვები უცხო თვალს, იცხოვრე შენთვის განცალკევებულად; ისინი იმ

16
შეყვარებულებად დარჩნენ, რომლებმაც ოდესღაც სიბნელეში, ტაძრის ერთ-ერთ
სვეტს ამოფარებულებმა თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს.

ამდენი სიმორცხვითა და მოკრძალებულობით გამძაფრებულმა მათმა


ერთმანეთისადმი ლტოლვამ, ჟინმა და გატაცებამ პირვანდელი სიმწველე
შეინარჩუნა.

ედიმ და ჟენევიევმა სხვა გზა აირჩიეს. ჯონის ღნავილი, გაუთავებელი ტირილი


და ავადმყოფობა საკმარისი საბაბი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ედი ოჯახს ნელ-
ნელა დაშორებოდა. პროფილაქტიკაში მუშაობის დასრულების შემდეგ შინ კი არ
გარბოდა, არამედ ძმა-ბიჭებთან ერთად სვამდა ან კარტის თამაშით იქცევდა
თავს. ოჯახში მხოლოდ დასაძინებლად ბრუნდებოდა. ჟენევიევი მშვენივრად
აცნობიერებდა, რომ ქმარს მის მიმართ გული გაუცივდა, მაგრამ წივილ-კივილი
არ აუტეხავს, ამაში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა: თუ ედიმ ზურგი
შეაქცია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ ქანცგაწყვეტილი, საკუთარი თავის
მოვლა-ზრუნვისთვის ვეღარ იცლიდა, ბავშვს საკუთარი რძით კვებავდა, მისი
საუბრებიც მხოლოდ სახვევების, პამპერსების, სარეცხი ფხვნილებისა და
სიროფების გარშემო ტრიალებდა.

შემდეგ გოგონა შეეძინათ. ედიმ შესთავაზა, ახალშობილისთვის მინი დაერქმიათ,


მიკის საპატარძლოს სახელი. იდეით შთაგონებული ედი პატარა ბავშვივით
ერთობოდა. სიცილით ბჟირდებოდა, როცა ჰაერში ასროლილ ჩვილს იჭერდა და
თაგვის სახელით მიმართავდა. ჟენევიევს, ქმრის გადაწყვეტილებით
შეძრწუნებულს, პროტესტი არ გამოუთქვამს იმის შიშით, რომ ედის
ბავშვებისადმი ისედაც მყიფე მიჯაჭვულობა ზიზღში არ გადაზრდილიყო.
ჯანდაბას, ატაროს ეს მეტსახელი, შეიძლება მისი წყალობით მაინც მოიპოვოს
პატარა მინიმ მამის სიყვარულიო, – გაიფიქრა.

ჟანი და ლორანი ამ დროს მოგზაურობდნენ და მორიგი ჩვილის ამქვეყნად


მოვლინებაზე არაფერი იცოდნენ. ჟენევიევიც იმედგაცრუებული დარჩა, რომ
მერიის სოციალურმა სამსახურმა ამჯერად მათზე არ იფიქრა. არა უშავს, იმ
ნახმარ ეტლს გამოვიყენებ, რომელსაც სიძველის არაფერი ეტყობა და
ცინცხალივით გამოიყურებაო, – დაიმშვიდა თავი.

***

17
გავიდა ათი წელიწადი. ჟანი და ლორანი დროდადრო იხსენებდნენ ედისა და
ჟენევიევს, მაგრამ ეს უფრო ბუნდოვანი და მინავლებული მოგონება იყო, ვიდრე
მძაფრი და კონკრეტული. მათი სახეები ნელ-ნელა წარმავალი ახალგაზრდობის
კუთვნილებად იქცა. ისინი არ ცდილობდნენ შეეტყოთ, რას იქმოდა მათი კეთილი
მოგონებების ჩარჩოებში მოქცეული წყვილი.

მაგრამ შემთხვევითობამ – ოჰ, ისევ ეს მზაკვარი შემთხვევითობა! – სხვანაირად


წარმართა ყველაფერი.

ჟანმა ერთ დღესაც მაღაზიაში დამლაგებლად აიყვანა ზონზროხა, მასიური


იტალიელი ანჟელა, რომელსაც თამამად ეთქმოდა ჭორ-ბიუროს თანამშრომელი.
მიუხედავად ამ პატარა „ცოდვისა“, იყო პატიოსანი მუშაკი და ცხოვრობდა
მაროლში, უბრალო ხალხით დასახლებულ უბანში. ერთხელაც, ჩვრით
აღჭურვილმა, ხანგრძლივი მონოლოგისას თავისი მეზობლები გრენიები (ერთი
„რ“-ს მაგივრად ოთხი დაახვავა) ახსენა. ჟანს ელდა ეცა.

ჟანმა თავი მოიკატუნა, რომ ძალიან აინტერესებდა მისი ყბედობა, თან


ეშმაკურად რამდენიმე შეკითხვა შეაპარა.

გაგონილმა ძალიან დაადარდიანა.

ედი გრენიე პროფილაქტიკიდან დაეთხოვათ. მისი სიზარმაცე და სისტემატური


დაგვიანება პატრონს ყელში ამოსვლოდა.

ჟენევიევი იძულებული გახდა, მუშაობა დაეწყო. მარჯვე ხელების პატრონი


სახლში კერავდა, თან ბავშვებისთვის თვალყურის დევნებასაც ახერხებდა. ქმარს
ერთხელაც არ გასჩენია ცოლისადმი მადლიერების გრძნობა. მუდამ
ბუზღუნებდა, ჟენევიევს რამდენიმე ბანკნოტს ასწაპნიდა, მერე კი ქუჩა-ქუჩა
დაძრწოდა.

იმ საღამოსვე ჟანმა მოიმიზეზა, რომ კლიენტისათვის შენაძენი სახლში უნდა


მიეტანა და ანჟელას შესთავაზა, ბარემ შენც მიგიყვან სახლშიო. ოტის ქუჩაზე
ჟანმა ტროტუარზე მოკლესახელოებიან, ტანზე მომდგარ პოლოში ჩაცმულ
ფანფარონს მოჰკრა თვალი, რომელსაც ჟღალთმიანი გოგონასთვის გაეყარა
ხელკავი. დროს უქმედ არ კარგავდა, თავის ტურფას, წამდაუწუმ დუნდულებზე
ეღლაბუცებოდა.

18
– Che miseria! – აწიკვინდა ანჟელა, – Ecco il mio vicino [აი, ნაძირალა, ეს ჩემი
მეზობელია (იტალ.).].

ჟანს დიდი ძალისხმევა დასჭირდა საიმისოდ, რომ ამ თავაშვებულ მამაკაცში


საკურთხევლის წინ მდგარი აღელვებული და ბერძნულ ქანდაკებასავით
ჩამოსხმული სასიძო ამოეცნო. ედი, რომლის სახეც ასე ღრმად ჩაებეჭდა
მეხსიერებაში, გასქელებულიყო, სახე დაჰბიჟვინებოდა, გადაადგილებისას ლამის
ქარბუქს აყენებდა. მის ჟესტებს, სახის გამომეტყველებასა და, ზოგადად, იერს
მხოლოდ ვულგარულს თუ უწოდებდი. მძიმეწონიანობა თითქოსდა მის
ჭეშმარიტ არსს გამოხატავდა, რომელიც ახალგაზრდობაში მასში ჯერ კიდევ
თვლემდა. ზედმეტ კილოგრამებში მატერიალიზდებოდა მისი ხელჩაქნეულობა,
თავგასულობა და სულიერი სიზარმაცე.

ჟანმა თვალები დახუჭა.

– შეუძლოდ ხომ არ გრძნობთ თავს, ბატონო დემენს?

– არა, არა, უბრალოდ, ამ კაცის ცოლი შემეცოდა.

– ღალატობს უბედურს senza, vergogna [უსირცხვილოდ, უნამუსოდ (იტალ.).].

სანამ რენარის ქუჩაზე მდებარე დაბალი სახლის წინ ანჟელას ჩამოსვამდა, ჟანმა
შეიტყო, რომ ედი უბანში საყოველთაო გაკიცხვის ობიექტად ქცეულიყო,
ჟენევიევს კი ყველას პატივისცემა და სიყვარული დაემსახურებინა. მორჩილებას
იგი გარკვეულწილად გაეკეთილშობილებინა. მის სევდასაც ღირსეულობის
ელფერი დაჰკრავდა. ამიტომაც ანდობდნენ მუშტრები სამოსის შეკერვას ან
გადაკეთებას. ნამდვილად გულწრფელად თანაუგრძნობდნენ.

ღამე ლეპუტრის ქუჩის სამზარეულოში ჟანმა ლორანს ყველაფერი წვრილ-


წვრილად უამბო. ამ უკანასკნელსაც გუნება წაუხდა.

– საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლის და აღარც მალავს, არა? – წამოიყვირა


ლორანმა, – აი, ნამდვილი ღორი! ელემენტარული ჩვეულებების დაცვა განა
აუცილებელი არ არის?

– არის და თან ყოველთვის.

საყვარლებმა ერთმანეთს თვალებში ჩახედეს, მიუხვდნენ ერთურთს, შემდეგ კი


თავიანთ საქმეებს მიუბრუნდნენ: ერთი ბოსტნეულის დასუფთავება-გარეცხვას

19
შეუდგა, მეორე – მაგიდის გაშლას. აზრთა გაცვლა-გამოცვლით კიდევ ერთხელ
დაადასტურეს თავიანთი უხმო შეთანხმება.

ჟანი და ლორანი ილუზიებით არ იტყუებდნენ თავს. შესანიშნავად ესმოდათ,


რომ მამაკაცებს ძალიან უჭირთ, გაუძლონ ცდუნებას, მაგრამ ამავდროულად ისიც
იცოდნენ, რომ დაუშვებელია, წამიერ გატაცებას დამანგრეველი შედეგები
მოჰყვეს. თუმცა, ქალები ყოველთვის ცდილობენ საწინააღმდეგოს დამტკიცებას.
მამაკაცი შეიძლება ვინმეს ლოგინში ჩაუგორდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს,
რომ ამის შემდეგ თავისი თანამგზავრი – ქალი თუ კაცი – ნაკლებად ეყვარება.
სხეულისა და გულის ძახილს ერთმანეთში ნუ ავურევთ. მამაკაცისთვის სექსი და
ღრმა გრძნობები ხშირ შემთხვევაში მკვეთრადაა გამიჯნული.

ჟანმა და ლორანმა მთელ რიგ საკითხებში თანხმობას მიაღწიეს. რაც შეეხება


გრძნობებს, ისინი ერთმანეთის ერთგულებად დარჩნენ, თუმცა ეს სულაც არ
ნიშნავდა ფიზიკურ ერთგულებასაც. იკრძალებოდა მხოლოდ გრძნობების
საჯაროდ გამომზეურება და სხვისი შეყვარება. მცირედი, შეუმჩნეველი
გადახვევების მიმართ ტოლერანტულები იყვნენ, სანამ ეს თვალში საცემი არ
გახდებოდა და სავალალო შედეგით არ დასრულდებოდა. სწორედ მსგავსი
შეთანხმების წყალობით უყვარდათ ერთმანეთი და არ სჭირდებოდათ
გამოეყენებინათ სისასტიკე, რომელიც გრძნობებს ანადგურებს.

ამ შეხედულებებით აღჭურვილებმა, ედის უხეშობისათვის უმკაცრესი ვერდიქტი


გამოუტანეს – საშინლად შეიძულეს იგი ჟენევიევის დამცირებისათვის. თუ
ლიბიდომ შემოგიტია ადამიანს, კი, ბატონო, შეგიძლია ჟინი სხვაგან დაიცხრო,
მაგრამ რა საჭიროა „საქმენი საგმირონი“ მთელ ქვეყანას მოსდო და ახლობელს
გული ატკინო.

მომდევნო თვეებში ბევრი იფიქრეს პარალელურ ოჯახზე, რომლის დაკნინება


მათ მოსვენებას არ აძლევდა. ცხადია, სიამოვნებით ჩაერეოდნენ, რათა ნგრევა
შეენელებინათ, მაგრამ რა მიზნით, ან რა უფლებით?

საუბრისას მშვენივრად აცნობიერებდნენ იმ განსხვავებას, რომელიც მათ


კავშირებს შორის არსებობდა. კი წუწუნებდნენ და ნანობდნენ თავიანთ
უუნარობას, ჰყოლოდათ მემკვიდრეები, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მათ ერთ
ჭერქვეშ ცხოვრება ბავშვების გულისთვის ხომ არ გადაუწყვეტიათ? მართალია,
მათ ერთსქესიან წყვილს ჩაუყარეს საფუძველი, მაგრამ ამავდროულად ეს
ანომალიურობა ერთსაც და მეორესაც საგრძნობლად უადვილებდა ცხოვრებას.
20
როგორც ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს, მათ უკეთ ესმოდათ
ერთმანეთის, ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან შექმნილ
წყვილს. იქნებ სწორედ ამაში მდგომარეობდა მარგინალობის უპირატესობაც.

***

შობას ანჟელას მორიგი ქაქანისგან ჟანმა დაადგინა, რომ ჟენევიევი ორსულად


იყო.

– Quale cretino [რა კრეტინია! (იტალ.)]! გარეთ ხომ გაუქინძავი არ დატოვა


არაფერი, რაც კი მოძრაობდა. ეს ნაძირალა, სახლში დაბრუნებული აუცილებლად
ცოლსაც უნდა დაახტეს ზედ! Povera [საწყალი (იტალ.).]! ჟენევიევს ახლა უკვე
ოთხი პირდაფჩენილის გამოკვება მოუწევს: un marito incapace [უუნარო ქმრის
(იტალ.).] და სამი ბალღის.

სახლში დაბრუნებულმა ჟანმა ლორანს მოსალოდნელი დაბადების შესახებ


აუწყა.

ნათლობის დღეს ისინი ცერემონიაზე გაემართნენ, სადაც ეკლესიის სიღრმეში


დამალულებმა კვლავ იხილეს იმ თხუთმეტი წლის წინანდელი კურთხევის
მონაწილენი. დროს ზოგიერთებზე გამანადგურებლად ემოქმედა. გარკვეული
ძალისხმევა დასჭირდათ მათ ამოსაცნობად. ზოგს ნაოჭები მომრავლებოდა,
ზოგმა თითქოსდა სიმაღლეში იკლოო, ზოგიც მშვენივრად შემონახულიყო,
პატარები მოჩიტულიყვნენ და მოზარდები გამხდარიყვნენ, მოზარდებს კი
ზრდასრულობისათვის მიეღწიათ.

ჟანისა და ლორანის ცნობისმოყვარეობის მთავარი ობიექტი მაინც ჟენევიევი


გახლდათ. თვალს არ აცილებდნენ მას: თითქმის არ შეცვლილიყო, მის ლამაზ,
ნათელ და სწორნაკვთებიან სახეს მხოლოდ ბრწყინვალება დაეკარგა. ალბათ
აუხდენელი ოცნების პირდაპირი შედეგი! საწყალი, ძალიან დაძაბული ჩანდა,
ახალშობილს ნერვულად ჩაფრენოდა, შიშსა და განგაშს შეეპყრო. ძნელი არ იყო
იმის მიხვედრა, რომ ეს ჩვილი მისი ბოლო იმედი იყო. შეკრებილი
საზოგადოებისადმი მიმართული მუნჯი ყიჟინა: „ხომ ხედავთ, მე ჯერ კიდევ მისი
ცოლი ვარ! ედის კვლავაც ვუყვარვარ!“ უბედურ ქალს ვერ დაეშვა, რომ მისი
ცხოვრება სრული კატასტროფა გამოდგა.

21
ედი კიდევ ყველას თავს აწონებდა, მომგებიან პოზებს ირგებდა. დედლებით
გარშემორტყმულ გაფხორილ მამალს წააგავდა. ჟენევიევისთვის ერთხელაც არ
შეუხედავს, თითქოსდა ის არც იდგა მის გვერდით, ვერც უფროსი
ბავშვებისათვის – ჯონისა და მინისათვის მოიცალა. ერთი წამიც კი არ გაიმეტა ამ
ანგელოზებისთვის, მთელი მისი მეცადინეობა იმაში მდგომარეობდა, რომ იქ
მყოფი ყველა ლამაზი ქალი მოეხიბლა. პაწაწინა კლაუდია მხოლოდ იმისათვის
აიყვანა ხელში, რათა ეჩვენებინა, რომ სითბოსა და სინაზის ფრქვევაც შეეძლო.
კარგად ჰქონდა გათვლილი, რომ მსგავსი სცენისადმი მშვენიერი სქესის
წარმომადგენლები გულგრილნი ვერ დარჩებოდნენ.

ჟანი და ლორანი სცენას გაოგნებულები ადევნებდნენ თვალყურს. მიხვდნენ,


რომ ცოლ-ქმარი ჯოჯოხეთში ჩასვლას აგრძელებდა. რჩებოდა მხოლოდ ერთი
კითხვა: როდის დაეშვებიან ისინი უფსკრულის ფსკერზე? შინ დაბრუნებული
ჟანი და ლორანი თავდავიწყებით მიეცნენ სიყვარულს. ამჯერად
განსაკუთრებულად გრძნობდნენ უსაფრთხოების და დამშვიდების
აუცილებლობას. თითქოსდა ერთმანეთში გადახლართულ ხელებსა და ფეხებს
მათი გარე, სასტიკი და ულმობელი სამყაროსგან დაცვა შეეძლოთ.

კიდევ ორი წელი მიიწურა. მაღაზიაში ჟანმა ანჟელას მონაროშის წყალობით


გრენიეების წყვილზე რაღაც-რაღაც დეტალები მაინც დაადგინა: ისინი
განაგრძობდნენ ურთიერთნგრევას, მაგრამ გაყრისგან თავს იკავებდნენ.
მოგვიანებით ანჟელამ დოსიეს კიდევ ერთი დეტალი დაუმატა: მიუხედავად
თავისი ორმოცი წლის ასაკისა, ჟენევიევი კიდევ ერთხელ დაორსულებულიყო.

– Non capisco niente [ვერაფერი გამიგია! (იტალ.)]! როცა ქალი ასეთ ცხოველთან
ცხოვრობს, აბებით თავი არ უნდა დაიცვას? თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო
დემენს?

– მმმ... აბა, რა გითხრათ...

– მომიტევეთ: მე ისეთ ადამიანებზე გელაპარაკებით, რომლებსაც თქვენ ვერც კი


წარმოიდგენთ. თქვენ ხომ ისეთი ჯენტლმენი ბრძანდებით. Non farete soffrire mai
una signora [ქალბატონს ტანჯვას ვერ მიაყენებთ (იტალ.)].

გულისხმიერი ჟანი თავისი მამაკაცური იერით არაერთ ქალს ხიბლავდა. ამ


უკანასკნელთ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ შეიძლებოდა ამ ახოვან მამაკაცს
მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისკენ საერთოდ არ გაჰქცეოდა თვალი.

22
ანჟელა თავის პატრონს მრავალრიცხოვანი კლიენტურიდან ზოგიერთ
გამორჩეულ და დახვეწილ ქალბატონთან ბობოქარ რომანებს მიაწერდა. რაც
შეეხება ლორანს, ანჟელამ გაცნობისთანავე დაასკვნა, რომ მისი ცხოვრების ნირი
არაფრით განსხვავდებოდა თავისი უფროსის ცხოვრების ნირისგან. მას, როგორც
ჭეშმარიტ იტალიელ ქალს, ჩვეულს იმას, რომ მამაკაცებს ერთად თავმოყრას
არაფერი ურჩევნიათ, აზრადაც არ მოსვლია, ეფიქრა, თუ რა აკავშირებდათ მათ
სინამდვილეში.

– საშინელება ისაა, ბატონო დემენს, რომ ჟენევიევი ბედნიერი ჩანს, ამ ბავშვს


მუცლით რომ ატარებს. დიახ, esibisce [გამოფენა, გამოშვერა (იტალ.)] ამ თავის
უზარმაზარ მუცელს წინ, გეგონება, ეტლშია გამოჯგიმული და ფანჯრიდან
იყურება. quarant’anni [და ეს ორმოცი წლის ასაკში (იტალ).]!

ამჯერად „ლესუარში“ განცხადება არ გამოუქვეყნებიათ. ბურჟუა ბიძას,


რომელმაც თავის დროზე წმინდა გუდულის საკათედრო ტაძარში ჯვრისწერის
ორგანიზება იტვირთა, სულ ახლახან ღმერთისთვის მიებარებინა სული.
მიუხედავად ყველაფრისა, ანჟელას მიერ გაფრთხილებული ჟანი და ლორანი
პატარა დავიდის ნათლობის ცერემონიალს მაინც დაესწრნენ.

ჟო-დე-ბალის მოედანი, სადაც ყოველ ცისმარე დღეს ძველმანებით მოვაჭრეთა


ბაზრობა თუხთუხებდა, უკვე დაცარიელებულიყო. სველ ქვაფენილზე ყველგან
ფეხით გათელილი გაზეთები, ჟამთასვლისგან დაღლილი სავარძლებიდან
ამოგლეჯილი სატენები, მუყაოს გაბრტყელებული კოლოფები და გაჭეჭყილი
ტაშტები მიმოეყარათ. სანამ შეგვიანებული მოვაჭრეები დარჩენილი საქონლით
წარწერებით აჭრელებულ ფურგონებს ტვირთავდნენ, ორი შავკანიანი ქალი
ნარჩენებში იქექებოდა და მოწონებულ ნივთებს ცელოფანის ტომრებში ტენიდა.
ამ დროს სპორტულ ქურთუკსა და რეზინის სათევზაო ჩექმებში აღკაზმული
ხანდაზმული მამაკაცი თავისთვის საინტერესო აღმოჩენით დაიმედებულ
თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. თან ისეთი იერი ჰქონდა, გეგონება, თავს
იმართლებდა, საგანგებოდ კი არ მოვსულვარ, შემთხვევით გამოვიარეო.

მუქი წითელი აგურისგან ნაშენი ეკლესიის წინ მდგომი ჟანი და ლორანი


საკუთარ თავს ეკითხებოდნენ, აქ რისი გულისთვის მოვეხეტეთო. ალბათ ჩვევას
უფრო დაჰყვნენ, ვიდრე ჭეშმარიტ სურვილს. ეს თამაში მათ უკვე აღარ
ართობდათ. მართალია, წლების განმავლობაში ედის კიცხავდნენ, მაგრამ
ამჯერად კრიტიკის ობიექტად ჟენევიევი გაიხადეს. რატომ იყო ეს ქალი ასეთი

23
ინერტული და უმოქმედო? რატომ არ რეაგირებდა? იმის ნაცვლად, რომ უღირსი
კაცისგან შორს დაეჭირა თავი, ნუთუ კიდევ ეძლეოდა მას. ის ან პათოლოგიურად
სუსტია, ან დღემდე უყვარს ქმარი, რაც ასევე პათოლოგიად შეიძლება
ჩაითვალოს. ვერ გადაეწყვიტათ, რომელ არჩევანზე შეჩერებულიყვნენ:
სისუსტეზე თუ მაზოხიზმზე. უეცრად მოუნდათ საერთოდ გაჰქცეოდნენ
ქორწინების ჯოჯოხეთურ წრედს. რა აქვთ მათ საზიარო ამ წყვილთან? უკვე
არაფერი! ეკლესიის ზღურბლზე ერთმანეთს შეჰპირდნენ, რომ ბოლოჯერ
ინტერესდებოდნენ ედითა და ჟენევიევით. მორჩა! ამას წყალი არ გაუვა!

მათ უბიწო მარიამის ეკლესიაში შეაბიჯეს, რომელსაც ასევე ესპანელების


საყდარსაც უწოდებენ იმის გამო, რომ იქ ესპანურენოვანი ქვეყნებიდან
ჩამოსული იმიგრანტები იყრიდნენ თავს. უცნაური არქიტექტურა კი ჰქონდა ამ
ნაგებობას: ყვითელი კედლებით და ჭერიდან ჩამოშვებული ლამპრებით უფრო
სასადილოს წააგავდა, ვიდრე საკულტო ადგილს. მათ ლარნაკებში ჩაწყობილ
ხელოვნური ყვავილების თაიგულებს გვერდი აუარეს, ამოჩემებულ მყუდრო
ადგილს მიაშურეს და მყისიერად ხის საკურთხევლის გარშემო ატეხილი
აჟიოტაჟის ანალიზს შეუდგნენ.

ჟენევიევს სრული მეტამორფოზა განეცადა, ათი წლით მაინც


გაახალგაზრდავებულიყო და სიმაღლეშიც დაახლოებით ოცი სანტიმეტრით
მომატებულიყო. პირმშვენიერი, ელეგანტურად გამოიყურებოდა, თუმცა
უბრალოდ მოსილი ჩანდა. ემოციების გამოხატვას არ ერიდებოდა და პატარა
დავიდს მხურვალედ იკრავდა გულში. შორიახლოს ედი იდგა. პირქუში და
გაუპარსავი, სტუმრებს სათითაოდ აკვირდებოდა მოდარაჯე ავი ძაღლივით და
მტრულად იბღვირებოდა. წინა ცერემონიებთან შედარებით, სულაც არ
იბღინძებოდა. როცა კარმა გაიხრჭიალა და ვიღაცის აჩრდილი ნეფის მოპირდაპირე
მარჯვენა ნაწილისკენ გასრიალდა, ჟანმა და ლორანმა იყნოსეს, რომ რაღაც
უჩვეულო უნდა მომხდარიყო.

შავგვრემანი, ტიპური ესპანური შესახედაობის, როგორც ჩანს, შეუმჩნევლად


დარჩენის სურვილით შეპყრობილი მამაკაცი სავარძელს ისე აეკრა, ლამის შიგ
ჩაიკარგა.

ცერემონია დაიწყო.

ჟენევიევი გაბადრული სახით დროდადრო ეკლესიის ყველა კუთხე-კუნჭულს


ათვალიერებდა: ხან მარცხნივ გაიხედავდა, ხან – მარჯვნივ. მისი საქციელი იმაზე
24
მიანიშნებდა, რომ ამ სივრცეში უცხოს შემოჭრა უფრო იგრძნო, ვიდრე დაინახა.
წამიერად ჩვილი მაღლა ასწია, რათა მისი დანახვა შორიდანაც შესაძლებელი
გამხდარიყო.

ესპანელი ყურადღებით ადევნებდა თვალს ნათლობის რიტუალს, ხან


იჩოქებოდა, ხან ისევ წელში იმართებოდა, როგორც ამას საჭიროება ითხოვდა,
თავის ლოცვებს დუდუნებდა, ფსალმუნებსაც აყოლებდა ხმას და საჭირო
ადგილებში მონდომებით „ამინსაც“ ურთავდა.

ჟანმა და ლორანმა ერთმანეთს ირონიულად თვალი ჩაუკრეს: მამაკაცი ზუსტად


ისე იქცეოდა, როგორც ისინი წმინდა გუდულის ტაძარში ჯვრისწერის დროს. ის
აშკარად თვლიდა, რომ პირდაპირ იყო დაკავშირებული ნათლობის
ცერემონიალთან.

– აი, მამაც, – ჩაიჩურჩულა ლორანმა.

– კარგი ვინმე ჩანს.

– აშკარად, – დაეთანხმა ლორანი, – შენ გგავს.

შედარებით ენამოსწრებულმა ჟანმა სიტყვა ვერ იპოვა საპასუხოდ.

– ამასთან ერთად, – დაამატა ლორანმა, – თუ მხედველობა არ მღალატობს,


ბავშვიც უეჭველად შავგვრემანი უნდა დადგეს.

– ჰმ, სიმართლე გითხრა, სულაც არ ვარ აღფრთოვანებული იმით, რომ ჟენევიევს


საყვარელი გამოუჩნდა. თუმცა, ჩემთვის უფრო სიმპათიური ნამდვილად გახდა,
– შენიშნა ჟანმა.

– ჩემთვისაც, – განაგრძო ლორანმა, – მით უმეტეს, რომ ჩვენი გემოვნება


ერთმანეთს ემთხვევა.

ქათინაურისგან ჟანს ლამის სუნთქვა შეეკრა: თხუთმეტწლიანი ერთობლივი


ცხოვრების შემდეგ მსგავსი კომპლიმენტები მასზე უფრო ძლიერ მოქმედებდნენ,
ვიდრე იმ შემოდგომის დღეებში, როცა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
ლორანმა დაბღვერილი ედი ყურადღებით შეათვალიერა.

– ქმარმა არაფერი იცის, მაგრამ ეჭვები ღრღნის. ჩანს, რომ ყნოსვა გაუმძაფრდა .
მშვენიერი რქა კი დაიდგა.

25
– ადრე უნდა დაეწყო, – ორივეს გაეცინა.

ესპანელი წამოხტა და მომცინარეებს ავი მზერა მიაპყრო. მისმა სიბრაზემ ორი


მამაკაცი არამცთუ დაამშვიდა, არამედ პირიქით, ძლიერ გაახალისა. ხარხარი
აუტყდათ და, რიტუალისთვის ხელი რომ არ შეეშალათ, გასასვლელისკენ
გაცვივდნენ.

ჟო-დე-ბალის მოედანზე მანქანაში ჩასხდნენ და სიცილისგან წამოსული


ცრემლები შეიმშრალეს.

– დროზე მოვქუსლეთ იქიდან. ედი შენთან რომ მოსულიყო, დარწმუნებული


ვარ, რომ ბავშვის მამად ჩაგთვლიდა.

– კმარა. შენც ნუ აჰყევი ახლა იმ ჭორებს მსგავსებებზე.

– კი არ ავყევი, გეუბნები, რომ ეს თვალში საცემია. ერთი წინ გაიხედე და


მიხვდები...

იმ მომენტში ესპანელი ეკლესიიდან გავიდა. აღარ დაელოდა ცერემონიალის


დასრულებას და სწრაფი ნაბიჯით მენაგვეებისა და მაწანწალების ბრბოში შერგო
თავი. ცხადია, არავითარი სურვილი არ ჰქონდა, ვინმეს ამოეცნო.

– ისეთივე თმა, ისეთივე გამხდარი და ტანადი, თავის დაჭერის ისეთივე მანერა.


იმნაირადვე აწყობილი სხეული, – დაასკვნა ლორანმა, – გეთანხმები იმაში, რომ
სახის ნაკვთები განსხვავებული აქვს. ალბათ ზოგიერთი სხვა დეტალიც, რომლის
შემოწმება მე არ შემიძლია, თუმცა დიდი სურვილი კი მაქვს.

– უწინდებურად გიყვარვარ?

– აბა, სხვა რა გგონია? – წაიბუზღუნა ლორანმა მხრების აჩეჩით.

– შინ დავბრუნდეთ და დაგიმტკიცებ, რომ მე...

შინაგანად აღელვებულმა და მთრთოლვარე, მაგრამ გარეგნულად მშვიდმა და


სრულიად გაწონასწორებულმა ლორანმა მანქანა დაქოქა და ლეპუტრის
გამზირისკენ აიღო გეზი.

ყოველ ჯერზე ნათლობიდან მობრუნებულები, სადაც გრენიეების ოჯახს


უთვალთვალებდნენ, ლორანი და ჟანი ბობოქარ სიყვარულს ეძლეოდნენ. მათ
ალერსს ყოველთვის გამოუთქმელი გრძნობები კვებავდნენ. ამ ჯერზე ვნებას

26
სიუხეშე შეერია, მაგრამ სიუხეშე გათვლილი და კონტროლს
დაქვემდებარებული, რომელიც ნიშნავდა: „ძალიან ძლიერ მინდიხარ!“ – და ეს
ყოველივე უბრუნებდა მათ პირველი შეხვედრებისა და გადახვევა-ჩახუტებების
ხიბლს.

***

დავიდის დაბადებით მათი კავშირის რენესანსიც დაიწყო. ჟანმა და ლორანმა


მიივიწყეს ეკლესიის ზღურბლზე ერთმანეთისთვის მიცემული დაპირება: იმ
დღიდან მოყოლებული, ედი და ჟენევიევი აღარ ენახათ. ახლა ისინი გაფაციცებით
ადევნებდნენ თვალყურს, რა ხდებოდა მაროლის უბანში.

ანჟელას ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჭორებზე დაყრდნობით, კაცი იქაურ მდგომარეობაზე


სრულ და ამომწურავ წარმოდგენას ვერაფრით შეიქმნიდა. ამიტომაც ლორანმა
საქმე მთლიანად თავის ხელში მოიქცია. რადგან „პარკის სამეფო თეატრში“
ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა იმ ელექტრიკოსებთან და სცენის
მემანქანეებთან, რომლებიც მაროლის უბანში ცხოვრობდნენ, ლუდის
გადასაკრავად მათთან ერთად კაფეში სიარული ჩვევად გაიხადა. საჭიროებიდან
გამომდინარე, მან ბოულინგიც კი შეიყვარა.

ამგვარად, რამდენიმე თვის თავზე ლორანის დოსიე საკმაოდ შთამბეჭდავი


აღმოჩნდა: ესპანელი თურმე სულაც არ ყოფილა ესპანელი, არამედ იტალიელი და
ერქვა ჯუზეპე და იყო ცოლშვილიანი. აი, რითი აიხსნებოდა მისი უკიდურესი
თავშეკავება და მოკრძალება.

ჟენევიევსა და ჯუზეპეს შორის არსებულ კავშირზე არავის უეჭვია, მაგრამ


აშკარად თვალში საცემი კი იყო. შეუძლებელია, ამ ლამაზ, ენერგიულ და თავის
თავში დარწმუნებულ ქალს ბავშვის ეტლით გადაყროდი და არ შეგემჩნია, რომ
სიყვარულის ზეგავლენით გაიფურჩქნა და ასჯერ უფრო მშვენიერი, მიმზიდველი
და სასურველი გახდა.

ბოლოს ანჟელამ განაცხადა, რომ მეზობელ ბინაში კინკლაობებისას, რომელიც მის


ყურამდეც აღწევდა, ჟენევიევი დაჟინებით ითხოვდა განქორწინებას...

27
– ქმარი წინააღმდეგია და ეს სავსებით გასაგებია: ცოლი რომ წაუვიდეს, მთლად
ჯიბეგაფხეკილი დარჩება. მაგრამ ჟენევიევი პოზიციას არ თმობს. ეს ქალი ბოლო
დროს ძალიან შეიცვალა, უკვე ვეღარ ვცნობ...

– ფიქრობთ, რომ საყვარელი გაიჩინა?

– Scherzate [ხუმრობთ, ეტყობა (იტალ.).]! როცა ასეთ pezzo [რეგვენთან (იტალ.)]


ცხოვრობ, ცხადია, ყველაზე გონივრული საყვარლის გაჩენა იქნებოდა, მაგრამ
ჟენევიევი ამის გამკეთებელი ქალი ნამდვილად არ არის! Santa Madonna...

როგორც კი ანჟელამ მაღაზია დატოვა, ჟანი ლორანს მიუბრუნდა და გრძნობით


წარმოთქვა:

– ჩვენმა პატარა ჟენევიევმა ბრძოლა დაიწყო.

– აშკარად ვამაყობ მისით.

– შეძლებს კი გამარჯვებას?

– შენ რომ ის ნახო გულში ჩახუტებული დავიდით, ამ შეკითხვას არ დამისვამდი.

ჟანი და ლორანი დიდხანს საუბრობდნენ ჟენევიევზე, ედიზე, ჯუზეპეზე,


დავიდზე, მინიზე, ჯონსა და კლაუდიაზე, თითქოსდა საქმე ეხებოდა საკუთარ
ოჯახს. ისინი ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ იმ მეორე წყვილის, ტყუპისცალი
ოჯახის ისტორია, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის ადამიანები
მათ ახლობლებად იქცნენ.

არც ის მოსვლიათ თავში აზრად, რომ ვინმეს შემთხვევით მათი გვარ-სახელები –


ჟან დემენსი და ლორან დელპენი – ტყუპისცალ ოჯახში წარმოეთქვა და ვერ
მიმხვდარიყვნენ, ვისზე იყო ლაპარაკი.

ანჟელამ ჭორებს შორის პაუზისას პატრონს აუწყა, რომ მისი მეზობელი ქალი
საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას აპირებდა. ქმარი კი უარობდა განქორწინების
მიცემას, მაგრამ ჟენევიევს გადაეწყვიტა, ის მომხდარი ფაქტის წინაშე
დაეყენებინა და ბავშვებთან ერთად სხვაგან გადაბარგებულიყო. ჟანი შეეცადა,
სიხარული დაემალა, მოგვიანებით კი ანჟელას საყიდლებზე გასვლით ისარგებლა
და მაინც დაურეკა ლორანს თეატრში, რათა მისთვის ცხელი ამბავი ეცნობებინა.

საღამოს ჟანმა და ლორანმა მოვლენების სასიხარულო განვითარების აღნიშვნა


საბლონის მოედანზე „სამეფო ხამანწკებში“ გადაწყვიტეს, სასიამოვნო ლურჯ
28
ინტერიერში, რომელიც მათ ზღვას აგონებდა. შამპანურზე თანხა ნამდვილად არ
დაუზოგავთ. მაროლის ამ მრავალსართულიან, ნესტიან შენობებში მობინადრე
მუშათა ფენიდან რომელი კაცი ან ქალი წარმოიდგენდა, რომ მათი საცხოვრებელი
სახლების სახურავებს ზემოთ, იქ, დედაქალაქის ყველაზე ძვირად ღირებული
რესტორნის რომელიღაც მაგიდასთან ორი ელეგანტური მამაკაცი ერთ-ერთი
მათთვის ახლობელი, უმშვენიერესი ქალის ემანსიპაციას იზეიმებდა, რომელიც
წელებზე ფეხს იდგამდა და დღე და ღამეს ოფლის ღვრაში ატარებდა.

მომდევნო ორშაბათს მათ ბევრი იფიქრეს იმაზე, თუ როგორ დახმარებოდნენ


ჟენევიევს ისე, რომ მისი ეჭვები არ გამოეწვიათ. გადაწყვიტეს, მოქმედების
ადრინდელი სტრატეგია შეენარჩუნებინათ, ანუ საჩუქრებს უკან
გაუჩინარებულიყვნენ. შეთხზეს სავარაუდო სცენარებიც, მაგრამ სამშაბათს
ყველაფერი თავდაყირა დადგა. ანჟელამ რაღაც მომენტში ჟანს უთხრა:

– ოჰ, წარმოგიდგენიათ, სინიორ დემენს, ედი გრენიეს შეტევა ჰქონდა. ბრახ და,
ტვინში სისხლი ჩაექცა.

– გარდაიცვალა!

– არა, სასწრაფოთი საავადმყოფოში გააქანეს. ახლა რეანიმაციაშია. იმედი მაქვს,


მაღალი ღმერთი questo diabolo დროულად გაუყენებს ჯოჯოხეთის გზას.

– ანჟელა, თუ ღმერთი გწამთ, აბა, რას ამბობთ? გულმოწყალება გამოიჩინეთ!

– ედის საჯდომი აქაც კარგად ეწვოდა, ამიტომ იქ როგორმე აიტანს კოცონს.


Almeno [ყოველ შემთხვევაში (იტალ.)] მოუწევს ჩადენილი ღორობებისთვის
პასუხისგება, Si, lo so [ვიცი (იტალ.).], რომ რასაც ვამბობ, შეიძლება
არაქრისტიანულია, მაგრამ questo monstro [ეს მონსტრი (იტალ.)] რასაც აკეთებდა,
ქრისტიანული იყო? ასე რომ, მიეზღოს სამაგიერო.

ჟანმა სიამოვნებით მიუტევა ცოდვა ანჟელას, რადგან თვითონაც სრულად


იზიარებდა მის შეხედულებას.

რამდენიმე საათის განმავლობაში ჟანსა და ლორანს მგზნებარედ სწყუროდათ


ედის სიკვდილი და სულაც არ შეშმუშნულან თავიანთი სურვილის სისასტიკის
გამო. ისინი მხოლოდ იმაზე დარდობდნენ, რომ ამ ინციდენტს შეიძლება
ჟენევიევის ბედნიერება გადაევადებინა.

29
თავიდან, ყოველდღიური პატაკების ჩაბარებისას, ანჟელა იუწყებოდა, რომ
ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურად უცვლელი იყო. შემდეგ განაცხადა,
ოდნავ უკეთ არისო და ბოლოს ომახიანად, თითქოსდა ნანატრ გამარჯვებას
ახმოვანებსო, განაცხადა, ედი რეანიმაციიდან კარდიოლოგიურ განყოფილებაში
გადაიყვანესო. დროის გასვლასთან ერთად ანჟელას სრულიად
გაუცნობიერებლად მიავიწყდა თავისი წყევლა-კრულვა და ედის ავადმყოფობას
მეზობელი ქალის თვალებით აღიქვამდა. მცირედი გაუმჯობესებაც კი ახარებდა
და ავადმყოფის სრულ გამოჯანმრთელებას ნატრობდა. ბუნებით
კეთილმოსურნესა და კეთილგანწყობილს, ლამის მოენახულებინა ადამიანი
თაიგულით ხელში, რომელზეც სინამდვილეში გული ერეოდა.

რამდენიმე კვირის თავზე ანჟელა ცოცხის ტარს დაეყრდნო და გამოაცხადა:

– ბატონო დემენს, მე ხომ უკვე გელაპარაკეთ ჩემს მეზობელ ქალზე, ყოჩაღ


ჟენევიევ გრენიეზე?

ჟანი დაიძაბა და პასუხისგან თავი შეიკავა. გაუკვირდა, რომ ანჟელას უკვე


დავიწყებოდა, რაც აქამდე იქაქანა. შეიძლება ეს უწყვეტი ვერბალური ფაღარათის
ბრალიაო, გაიფიქრა მან და უდარდელი ხმით ჰკითხა:

– აი, იმ ქალზე, ქმარს რომ უნდა გაშორდეს?

– Ecco [ესეც ასე (იტალ.)]! თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გადაიფიქრა.

– როგორ თუ გადაიფიქრა?

– ქმარს დღეს გამოწერენ, მერე კი რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი


დაიწყება.

– ამისთვის შესაბამისი დაწესებულებები არსებობს.

– თქვენ გგონიათ, მე სხვა რამე ვუთხარი, სინიორ დემენს? Parola per parola
[სიტყვა სიტყვით (იტალ.)] მეც იგივე გავუმეორე და იცით, რა მიპასუხა? ის ჩემი
შვილების მამაა და ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს, რომ in questo stato [ასეთ
მდგომარეობაში (იტალ.)] მივაგდოო. აქედან გამომდინარე, უარს ამბობს
ადრინდელი გეგმების განხორციელებაზე. სხვათა შორის, ვერ მივხვდი, რას
suggurisce [გულისხმობდა (იტალ.)]

30
„სხვა პროექტებში“ – ის ხომ მხოლოდ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას
აპირებდა და არა პროფესიის გამოცვლას... სხვათა შორის, შევპირდი,
საავადმყოფოში მოვალ და დაგეხმარები-მეთქი. ხუთ საათზე! თქვენ შეგიძლიათ
დღევანდელ normas tolgo [აქ: ჩამომიკლოთ (იტალ.)] რამდენიმე წუთი. ხვალ
ავანაზღაურებ.

– უკეთეს ვარიანტს შემოგთავაზებ, ანჟელა. მე გაგიყვანთ იქ, სამკაული მაქვს


მისატანი კლიენტთან.

– Fantastico!

ხუთ საათზე ჟანმა ანჟელა სენ პიერის საავადმყოფოს წინ ჩამოსვა. როცა ის
ჰოლში გაუჩინარდა, მანქანა შორიახლოს დააყენა, შემდეგ კი ოტის ქუჩის
კაფესკენ გაემართა.

ნახევარი საათის შემდეგ მუყაოს ჩემოდნებით დახუნძლული ანჟელა ისევ


გამოჩნდა.

ჟენევიევი მოაგორებდა ინვალიდის ეტლს, რომელშიც დონდლო,


გაუბედურებული და ფერმკრთალი ედი იჯდა, მას ძირს ჩამოვარდნილი ქვედა
ყბიდან დუჟი ეღვენთებოდა – ხორცის ნაჭერი, რომელიც ნებისმიერი ბიძგისას
თანთალებდა. მარჯვენა მხარე ტერფით თხემამდე პარალიზებული ჰქონდა. ამ
ინერტულ, თავის გემოზე მოყანყალე თავს ზემოთ ჟენევიევის სახე სრულიად
უმეტყველო და უემოციო ჩანდა: ცვილის კანი, გაფითრებული ტუჩები,
სივრცისთვის მიშტერებული სრულიად დაბნეული მზერა.

ჟანს ერთი სული ჰქონდა, ქუჩაში გავარდნილიყო და ხმამაღლა ეღრიალა: „შეეშვი


მას! სიცოცხლე გაგიმწარა, მომავალშიც უარესს დაგმართებს. გაიქეცი
ჯუზეპესთან და ხელიდან არ გაუშვა“.

მაგრამ იმ მზრუნველობის შემხედვარემ, რომელსაც ჟენევიევი ეტლის


გაგორებისას იჩენდა, – ფრთხილობდა, ბორბლები ღრმულებში რომ არ
ჩავარდნილიყო, ასწორებდა გადასაფარებელს, ავადმყოფი რომ არ გაჰყინვოდა, –
ჟანი მიახვედრა, რომ ის თავის გადაწყვეტილებას ცოცხალი თავით არ
გადავიდოდა. ეს ქალი ბედნიერებას მსხვერპლად სწირავდა და თავს ცოცხლად
იმარხავდა, რაც სიკეთის სახელით ჩადენილი თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.
ჩანდა, რომ ჟენევიევმა ჯუზეპეს სიყვარულს ედის შეცოდება ამჯობინა.

31
ჟენევიევმა რამდენიმე მეტრის დაშორებით ჩაუარა. იმის დანახვაზე, თუ როგორი
სინაზითა და სიფრთხილით მიახრიალებდა ქვაფენილზე ამ ბოსტნეულით სავსე
ეტლს მაროლის უბნისკენ, ჟანს გაცოფება აღფრთოვანებაში გადაეზარდა. აი,
კეთილშობილებაც ამას ჰქვია! „ჭირშიც და ლხინშიც“ ითხოვდა კიურე, წმინდა
გუდულის ვიტრაჟების ფერადი ნათებით გასხივოსნებული. ჟენევიევმა მაშინ
ვალდებულება აიღო, დაიფიცა ღმერთის წინაშე. და მან დანაპირები შეასრულა.
ლხინი ხანმოკლე აღმოჩნდა. ჭირს კი დასასრული არ უჩანდა. ჟანი თავისი ნებით
იქცა არარაობად. საინტერესოა, შესწევდა კი უნარი მსგავს თავგანწირვაზე
წასულიყო?

შეძრული ისევ ჩაჯდა მანქანაში და დიდხანს დაქროდა გვირაბში, რომელიც


ქალაქს უვლიდა გარს, უმიზნოდ და უმიზეზოდ, ღრმად ჩაფიქრებული.

როცა ჟენევიევის გეგმების რადიკალური შემოტრიალება შეიტყო, ლორანიც


მღელვარებამ მოიცვა. როგორ შეიძლება, ადამიანმა ბედნიერებაზე წინ სხვა რამე
დააყენოს? მსგავსი რამ თვითონ ვერც კი წარმოედგინა... ჟენევიევმა, რომლის
გადაწყვეტილებასაც მათ მხარი არ დაუჭირეს, ორივე დააფიქრა და ეჭვები
აღუძრა.

იმ საღამოს ლორანმა ჟანს კითხვა დაუსვა:

– თუ ერთ მშვენიერ დღეს ხეიბარი გავხდი, არ გადამიყვარებ?

– არ ვიცი. აქამდე მხოლოდ სიხარული მოგქონდა ჩემთვის. და შენ?

– მეც იმავეს ვიტყოდი.

ისინი დაფიქრდნენ.

– სინამდვილეში ჩვენი სიყვარული თავისთავად მოგვეცა, ჩვენ დიდი ვერაფერი


წვლილი მიგვიძღვის, – დაასკვნა ლორანმა.

ჟანმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებით შეპყრობილებმა ერთმანეთს გადახედეს.


ნუთუ საჭიროა ერთმანეთს მიჯაჭვულობის ხარისხი და სიძლიერე
დაუმტკიცონ?! ეს ხომ სრული აბსურდია! საუბარი შეწყვიტეს და კინოში
წავიდნენ.

32
***

მომდევნო თვეებმა ჟენევიევის თავგანწირულობა დაამტკიცეს.

ლორანი, რომელიც კვლავ განაგრძობდა კოლეგებთან ერთად მაროლის ბარებში


დროსტარებას, ხშირად ხედავდა ჯუზეპეს სულ უფრო და უფრო პირქუშს, სულ
უფრო და უფრო დათრგუნულსა და განადგურებულს.

– „თუთიყუშის“ მეპატრონის თქმით, ჯუზეპე იტალიაში დაბრუნებას აპირებს, –


მოახსენა მან ერთ დღესაც ჟანს, – სახის უკმაყოფილო გამომეტყველებას კი
მოჯარებულ ნოსტალგიას აბრალებს.

– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. და რა გამოვიდა? დავიდს ნამდვილი მამა არ


ეცოდინება?

– ასეთია უკანონოდ დაბადებული ბავშვების ბედი. ამ დროს ყველაფერს დედა


წყვეტს.

შავბნელმა ელფერმა, რომელიც მოვლენებმა შეიძინეს – გამოცხადებული


კატასტროფის ქრონიკა! – მამაკაცთა წყვილის ინტერესი გრენიების ოჯახისადმი
გაანელა.

მათდა უნებურად, მალე მიავიწყდათ კიდეც მეორე წყვილის არსებობა, ახალი


მეგობრები გაიჩინეს, ხშირად მოგზაურობდნენ.

შეიძლება მათ, უბრალოდ, შეეშინდათ... რომელი ერთი არ დაზაფრულა სხვის


უბედურებასთან ხშირი შეხებისას და არ გაუფიქრია, ამ კატასტროფამ მეც არ
მიმსხვერპლოსო?

შემდეგ, როცა ვრწმუნდებით, რომ უბედურება გადამდები ვირუსი ნამდვილად


არ არის, მაშინ უკვე თვით უბედურების კი არ გვეშინია, არამედ იმის, თუ როგორ
მოვიქცევით, როცა მის პირისპირ აღმოვჩნდებით. ინერცია, რომელიც მძიმე
სიტუაციებში ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს და გვაძლებინებს, შინაგან
ნეგატიურ ძალებსაც ფართოდ უღებს კარს; იმ ძალებს, რომლებიც გვაიძულებენ,
ჩავიხედოთ სიცარიელეში, გვიბიძგებენ, გადავიხაროთ მოთუხთუხე კრატერში,
მივუახლოვდეთ ლავას და მისი მომაკვდინებელი ოხშივარით ვისუნთქოთ.

თვითგადარჩენის ინსტინქტით შეპყრობილი ჟანი და ლორანი განზე გადგნენ.

33
***

გავიდა რამდენიმე წელი.

ჟანი და ლორანი ორმოცდაათს მიუახლოვდნენ, არც ისე სასიამოვნო და


კომფორტულ ასაკს მამაკაცებისთვის. ეს ის პერიოდია, როცა უკუთვლა იწყება.
მომავალი მათ აღარ ეჩვენებოდათ უსასრულოდ, ეს მხოლოდ ის დრო იყო,
რომელიც საცხოვრებლად დარჩათ. მოვლენების დაჩქარებას კი არ ცდილობდნენ,
არამედ მათ შენელებას. ძლიერ გაიოცებდნენ, მათთვის ვინმეს რომ
შეეხსენებინა, სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ყოველდღე ჟენევიევზე რომ
საუბრობდნენ.

უწინდებურად უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ეს სიყვარული ერთგვარ ჩვევაში


გადაეზარდათ და სულაც არ აღიქვამდნენ მას, როგორც სასწაულს. თითოეული
საკუთარ თავს ეკითხებოდა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, სხვა არჩევანი
რომ გაეკეთებინა, ცხოვრების თანამგზავრად სხვა კომპანიონი რომ აერჩია და არა
ეს, რომელსაც ყველა სხვა ანაცვალა... ცხადია, ეს თავბრუდამხვევი კითხვები
უპასუხოდ რჩებოდა და რაც მართალია, მართალია – მათ ყოველდღიურ
ცხოვრებასაც მოღუშულსა და სევდიანს ხდიდა.

ჟანს სალონშიც აღარ უწევდა ანჟელას უსასრულო ჭორაობის მოსმენა, რადგან


იტალიელმა დატოვა რენარის ქუჩა, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა და ცხადია,
მეზობლებიც გამოიცვალა.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჟანი ვიტრინას სამკაულებით ამშვენებდა, მოეჩვენა,


რომ რაღაც უცნაური ხილვები დაეწყო: შუშის მეორე მხარეს ქალბატონი, რომლის
სახეც ნაცნობი ეჩვენა, დაახლოებით ათი წლის ლამაზ ბიჭუნას ლილაქვის
სამაჯურზე მიუთითებდა. ჟანმა აღარ იცოდა, რომლისთვის ეცქირა – დედისთვის
თუ შვილისთვის. ქედუხრელი, თავნება, ჟინიანი და თვალხატულა ჟენევიევის
ბედნიერ დედად გარდაქმნამ გააკვირვა, ბიჭუნას მოელვარე სილამაზემ კი
აღაფრთოვანა.

დავიდი და ჟენევიევი გალერეაში სეირნობდნენ და ვიტრინებში გამოფენილ


სამკაულებზე საკუთარ შეფასებებს ერთმანეთს უზიარებდნენ. სულაც არ
შეუმჩნევიათ, რომ ჟანი, ვიტრინის მიღმა სიბნელეს შეფარებული, გაფაციცებით
ათვალიერებდა მათ.

დავიდის სილამაზემ ის თხემით ტერფამდე შეძრა.


34
ცნობისმოყვარე დედა-შვილმა გზა განაგრძო. ჟანს თავისუფლად შეეძლო
გამოვარდნილიყო მაღაზიიდან, დასწეოდა მათ, დაეყოლიებინა ისინი
სამკაულების დათვალიერებასა და მათ მორგებაზე. მაგრამ გაშეშებული, ვერ
რეაგირებდა, ვიტრინა მათ შორის გადაულახავ წინაღობად ამოსვეტილიყო, ყრუ
კედლად ქცეულიყო წარსულსა და აწმყოს შორის.

ვახშამზე, როცა ჟანმა დღის ამბავი ლორანს მოუყვა, ამ უკანასკნელმა დასცინა


მას, მაგრამ უბოროტოდ. ბოლოს მაინც ჰკითხა:

– მართლა ასეთი ლამაზია დავიდი?

– სრული სიმართლე გითხარი.

მეორე დღეს ლორანმა იგივე შეკითხვა დაუსვა ჟანს.

– ლამაზია დავიდი?

ჟანმა თავის კანტურით დაუდასტურა და შეეცადა მის აღწერას.

გავიდა კიდევ ერთი დღე. ლორანმა აკვიატებული კითხვით ისევ მიმართა ჟანს:

– ძალიან ლამაზია? და როგორი სილამაზეა ეს?

ახლა ლორანი ყოველდღიურად უბრუნდებოდა ამ თემას და თან მცირედი


ინტერვალებით...

ჟანი ხვდებოდა, რომ ლორანის კითხვას ამომწურავად ვერ პასუხობდა, ამიტომაც


კითხვაზე კითხვითვე პასუხობდა.

– გინდა მისი ნახვა? შეგვიძლია წავიდეთ და სახლთან დავუდარაჯდეთ.

ლორანს სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა.

ხუთის ნახევარზე ლორანმა და ჟანმა მანქანა მაროლის უბანში, ოტის ქუჩაზე


გააჩერეს, იმ სახლის სადარბაზოსგან ოდნავ მოშორებით, სადაც ჟენევიევი
ცხოვრობდა.

მოულოდნელად ბავშვი გამოჩნდა და ჟანმა მისკენ თითი გაიშვირა.

დავიდმა ზურგზე ჩანთა გადაიგდო და ტროტუარს აუყვა, კი არ მიაბიჯებდა,


არამედ ცეკვავდა, მსუბუქი და ლაღი, როგორც თავად სიხარული.

35
ლორანი წინ გადაიხარა, თვალებგადმოკარკლული და სუნთქვაშეკრული
ყურადღებით ათვალიერებდა, ამავდროულად სახეზე ალმური ეკიდებოდა.

მეგობრის უკიდურესი მღელვარებით შემცბარი ჟანი ლორანს მიუბრუნდა. ამ


უკანასკნელს კისერზე ძარღვები გამოჰბერვოდა.

ბიჭუნამ გზა ღიმილით გადაჭრა, მალე საკუთარი სახლის სადარბაზოში შევიდა,


უფრო სწორად, შეხტა.

ლორანმა შვებით ამოისუნთქა.

– დარწმუნებული ვარ, შვილი რომ გყოლოდა, გამოხოხილი დავიდი იქნებოდა.

იმწამს ჟანი მიხვდა, როგორი მგზნებარებით უყვარდა საყვარელს.

ისინი დიდხანს ისხდნენ ჩუმად, თითებგადაჭდობილნი, საზურგეზე მიბნედილი


თვალებით მისვენებულნი. მათ გრძნობებსა და სიყვარულის ძალით გაჯერებულ
ემოციას ფრუსტრაციაც ერთვოდა, სასოწარკვეთილი და მტკივნეული
გაცნობიერება იმისა, რომ მათ ბავშვები არასდროს ეყოლებოდათ.

– ნუთუ ეს ასე გაკლია? – ჩაიჩურჩულა ჟანმა.

– ბავშვი?

– ჰო, ბავშვი.

– მე შენ მაკლიხარ, შენ, ოღონდ ისეთი, როგორიც პატარაობაში იყავი, ჟანი


მინიატურაში, ჯიბის ჟანი, რომლისთვისაც მე საჭირო ვიქნებოდი. მე
თავდაუზოგავად ვიზრუნებდი მასზე, გავუფრთხილდებოდი ისე, რომ არც
შენთვის განკუთვნილ სიყვარულს დააკლდებოდა ერთი წვეთი. მე შემიძლია,
მეტი სიყვარული გავცე, ჩემი საცავები ჯერჯერობით არ ამოწურულა.

ლორანს გაეღიმა. გახარებულმა იმით, რომ სათქმელს მოაბა თავი, ჟანს ჰკითხა:

– და შენ?

ჟანმა დუმილი არჩია. ის გონებაში არასდროს ცდილა, საკუთარი ოცნებები და


იმედგაცრუებები სიტყვებით გამოეხატა. მით უმეტეს, ისეთი ლექსიკით,
როგორიც ლორანმა ეს-ეს არის გამოიყენა. ჟანმა სასაუბრო თემა შეცვალა:

– რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი სენტიმენტალური იყავი.

36
– იმის ნაცვლად, რომ პასუხი გამცე, იერიშზე გადმოდიხარ. შენ?

ჟანი გაშეშდა. ლორანმა გამოკვეთილად, გეგონება, ყრუ-მუნჯს მიმართავსო,


კითხვა გაიმეორა.

– და შენ?

– მე... მსგავსი ფიქრების უფლებას საკუთარ თავს არასდროს ვაძლევდი. ეს რომ


დამეშვა, აუცილებლად დავიწყებდი წუწუნს, რომ ჰომოსექსუალი ვარ, ოხვრას,
კვნესას... დავიტანჯებოდი.

– ყველაფერი წესრიგშია, როგორც უწინ?

– ვერა. მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოსდა ყველაფერი აჟურში იყოს.

– გულის სიღრმეში მაინც ხომ მეთანხმები? აღიარე! თქვი, რომ გშურს ამ


ჰეტეროსექსუალების, რომლებიც კურდღლებივით მრავლდებიან, მაშინაც კი,
როცა სულაც არ გიჟდებიან ერთმანეთზე. თქვი, რომ ისურვებდი, გყოლოდა
ბავშვი, რომელიც აქ ირბენდა და ფეხებს შორის გაგვებლანდებოდა, ბალღი,
რომელიც ჩვენ დაგვემსგავსებოდა. თქვი ეს, რაღას ელოდები, თქვი ბოლოს და
ბოლოს!

ჟანმა ლორანის დაჟინებულ მზერას გაუძლო, ნელა, თითქოს საკუთარი


სურვილის საწინააღმდეგოდ, თვალებით დაეთანხმა. იმწუთასვე იგრძნო, რომ
ქუთუთოები ებერებოდა და ეწვოდა. შემდეგ თვალზე ხელი აიფარა და
აზლუქუნდა, თუმცა ვერ გაეგო, რატომ. ლორანმა ჟანი თავისკენ მიიზიდა და
აიძულა, მოდუნებულიყო .

დამაბნეველი სინაზე...

როცა გონს მოეგნენ, ლორანი საჭეს ჩააფრინდა, შემდეგ კი ღიმილით წარმოთქვა:

– საბედნიეროდ, ბავშვმა ვერ შეგვამჩნია, ისე კი, იხალისებდა ამ ორი


გადაღძუებული „გიჟის“ ემოციურ კაკანზე.

***

იმ დღიდან მოყოლებული, დავიდი მაროლის უბნის ყველაზე იღბლიანი ბიჭი


გახდა. დღე არ გავიდოდა ისე, რომ ქუჩაში ფული არ ეპოვა. თუ გათამაშების
37
დროს იღბლიან ბილეთს ვერ გამოჰკრავდა ხელს, აუცილებლად მიიღებდა
რომელიმე საქველმოქმედო ასოციაციის მიერ გამოგზავნილ მოსაწვევს
თეატრალურ წარმოდგენაზე. ამქვეყნად მოზარდი თაობის სწავლა-განათლებაზე
მზრუნველ ადამიანებს რა გამოლევს?! აბა, ვის საფოსტო ყუთში ჩაუყრიათ
ამდენი უფასო ფირფიტა, წიგნი თუ სუნამო? მისი ბინის კართან ფოსტალიონი
დროდადრო ალაგებდა მერიიდან გამოგზავნილ საჩუქრებს – თუ ველოსიპედს,
თუ ჩოგბურთის ჩოგანს, თუ გორგოლაჭებიან ციგურებს. შემოდგომაზე წილად
ერგო უფასო საგზური საბერძნეთში, სადაც შეეძლო წაბრძანებულიყო საყვარელ
ადამიანთან ერთად. და ეს რა დამსახურებისთვის, – თურმე ნუ იტყვით,
მეცენატების ანონიმური ორგანიზაცია აღფრთოვანებულა მისი სასკოლო
წარმატებებით და გასამხნევებლად ჯილდოს ასეთი ფორმა შეერჩია.
რასაკვირველია, დავიდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ათენს დედის
თანხლებით გაემგზავრა. ასეთ იღბლიანობას ლეგენდის დაბადებაც მოყვა.
დავიდს თავის მხიარული ზნის წყალობით ადრეც უთვალავი ნაცნობ-მეგობარი
ჰყავდა. ახლა კი ის ფორტუნის რჩეულად იქცა. მოზრდილებიც არ თაკილობდნენ
ამ ბიჭუნასთან მეგობრობას და სანამ ლოტოში მიიღებდნენ მონაწილეობას,
აუცილებლად დაეკითხებოდნენ რჩევას, განსაკუთრებით მისი ფავორიტი
ციფრებით ინტერესდებოდნენ.

ოცდაათიოდე თანატოლთან ერთად დავიდმა ივნისში პირველი ზიარებაც მიიღო.


ნოტრ-დამ-დე-ლა-შაპელის უზარმაზარ ეკლესიაში, რომლის მრევლი მეტწილად
კათოლიკე პოლონელებისგან შედგებოდა, ლორანი და ჟანი მშობლებისა და
ნათესავების – ბიძიების, დეიდების, ბიძაშვილ-დეიდაშვილებისა და და-ძმების
შთამბეჭდავ ბრბოს შეერივნენ. ერთი სიტყვით, დამალვა სულაც არ
დასჭირვებიათ. წინა რიგში დასხდნენ, რათა დავიდის ცქერით გული ეჯერათ.

ამიერიდან დღე არ გავიდოდა ისე, დავიდზე ერთხელ მაინც არ ეფიქრათ.


ლორანმა „პარკის სამეფო თეატრი“ დატოვა და რეჟისორად მოეწყო „გალერიში“,
პაწაწინა თეატრში, სადაც ძირითადად ვულგარული კომედიები იდგმებოდა.
შესვენების დროს ლორანი „გულის კოზირში“ შეირბენდა ხოლმე. ამ ორ
დაწესებულებას ერთმანეთს ოციოდე მეტრი თუ აცილებდა. ერთად
გადაკრავდნენ ხოლმე იქვე ბარში ერთ ჭიქა ღვინოს, ბჭობდნენ ყველაფერზე და
არაფერზე. დავიდსაც, ცხადია, არასდროს ივიწყებდნენ. შესვენების შემდეგ
ორივენი თავიანთ სამუშაოს უბრუნდებოდნენ.

38
ერთხელ, შუადღისას, როცა ლორანი და ჟანი მეგობრის მიერ იაპონიიდან
ჩამოტანილ ჩაის აგემოვნებდნენ, შემოსასვლელთან ვიღაცამ ზარს ჩამოკრა.
ორივენი მოულოდნელობისგან ხელში კოვზმომარჯვებულნი გაშეშდნენ.

ზღურბლზე დავიდი იდგა.

მას უკვე შეუსრულდა თხუთმეტი წელი, ჰქონდა ნახშირივით შავი ხუჭუჭა თმა,
წითელი ტუჩები, ხმაც შესცვლოდა, ხახაში თითქოსდა ქვა ჰქონდა გაჩხერილი –
ბავშვური ფალცეტი მოზრდილის ბასში გადასდიოდა.

– დღე მშვიდობისა, – თქვა და ზურგს უკან კარი მიიხურა.

„დანაშაულის ადგილზე“ გამოჭერილმა ჟანმა და ლორანმა ყმაწვილს ვერც


სიტყვით უპასუხეს და ვერც ჟესტით, ბრინჯივით დაიბნნენ, როგორც მსგავს
შემთხვევებში იტყვიან ხოლმე.

დავიდი გასაოცარი სითამამით მიუახლოვდა მათ და ორივეს შეჰღიმა. ამ


ღიმილისგან თითქოსდა მთელი მაღაზია თვალისმომჭრელად განათდა.

– საჩუქარს ვეძებ.

ჟანი და ლორანი ჯერ კიდევ გაშეშებულები და მოულოდნელობისგან


თვალებგადმოკარკლულები იდგნენ.

– მალე დედების დღე დადგება.

უზარმაზარი ძალისხმევის შემდეგ ჟანს ნორმალური იერი დაუბრუნდა,


სერიოზულად დააქნია თავი, თითქოსდა იმ იშვიათ განდობილთაგანი იყო,
რომლებმაც უწყიან, რომ თხუთმეტში დედების ზეიმია.

გამყიდველის გამგებიანობით გამხნევებულმა დავიდმა განაგრძო:

– დედაჩემი გიჟდება თქვენს მაღაზიაზე.

სიტყვა „თქვენის“ გაგონებაზე ჟანსა და ლორანს ერთბაშად ლოყები


აუღაჟღაჟდათ.

ლორანი გონს მოეგო:

– ეს ჩემი მაღაზია არ არის, მისია – ჟანის საკუთრებაა.

39
გაოგნებულმა ჟანმა საყვარელს გადახედა. რა საჭირო იყო ეს მინიშნება. ნეტავი
რა ჰქონდა მხედველობაში? რაზე მიანიშნებდა? თუ ამ განმარტებით ჩვენს
წყვილს განუდგა? იქნება ამ უცოდველი მოზარდის წინ ჰეტეროსექსუალის
გათამაშება გადაწყვიტა?

ისე იყო გაცოფებული ჟანი ახსნა-განმარტებების მოთხოვნას აპირებდა, რომ


ლორანმა შეაჩერა და წარბებშეჭმუხნილმა იმპერატიული ტონით წარმოთქვა:

– მიხედე ახალგაზრდა მამაკაცს, მე კიდევ ჩაის ბოლომდე დავლევ.

ჟანმა გააცნობიერა, რომ კლიენტი უყურადღებოდ დარჩა. დავიდს მიუბრუნდა,


ვიტრინისკენ ხელი გაიშვირა და თავაზიანად უთხრა:

– მაჩვენეთ, კონკრეტულად რა მოეწონა დედათქვენს.

ჟანმა დავიდი გამოფენილ სამკაულებთან მიიყვანა.

ლორანი სხვაგან გადაჯდა, რათა უკეთ ეცქირა სცენისთვის.

ცოცხალი და ხალისიანი დავიდი გასაოცარი ოსტატობით პოულობდა სიტყვებსა


და გამოთქმებს, რათა აეხსნა, რა მოსწონდა და რა არა. მას არ ჰქონდა არც ის
სიმორცხვე, არც ის მოუქნელობა ან თავაშვებულობა, რომელიც მისი ასაკის
არაერთი მოზარდისთვისაა დამახასიათებელი. თანამოსაუბრესთან ის სულაც არ
გრძნობდა უხერხულობას, თავი ღირსეულად ეჭირა და მშვენივრად ახერხებდა
მისთვის სასურველი სოციალური კავშირის დამყარებას. ბეჭდების, სამაჯურების,
ძეწკვებისა და საყურეების რიგრიგობით გადმოლაგებისას და მოზარდისათვის
ახსნისას, ჟანი მიხვდა ლორანის წეღანდელი საქციელის მიზეზს – მან
დელიკატურობის გამო დაუთმო დავიდთან გასაუბრების პრიორიტეტი.

ამდენად, ლორანსაც მიეცა შესაძლებლობა თავის გემოზე, სრულიად


შეუზღუდავად ეთვალთვალა მათთვის.

დავიდს ერთ-ერთი სამაჯურის, – ჩანდა, რომ გამორჩეულად მოსწონდა, –


საკეტზე მიბმული იარლიყის დანახვისას გააჟრჟოლა.

– ეს ფასია?

თანხის დანახვაზე, რომელიც ალბათ დედამისის ორი თვის ჯამაგირისოდენა იყო,


მოზარდმა ფერი დაკარგა. ჟანმა მყისიერად გასცა პასუხი:

40
– არა, ეს ნაკეთობის ფასი კი არ არის, არამედ საინვენტარო ნომერი.

– ააა, გასაგებია, – მოაყოლა თითქმის დამშვიდებულმა დავიდმა.

– როგორც კი შეარჩევთ, ჩემს დავთარში ნომრის შესატყვის თანხას ვნახავ.

დავიდი ეჭვობდა, რომ ნივთის შესაძენად საჭირო თანხა ჰქონოდა, მაგრამ


იხტიბარი არ გაიტეხა, ჟანს გახედა და მინავლებული ხმით ჰკითხა:

– ეს სამაჯური, მაგალითად, რა ეღირება?

ჟანი სამუშაო მაგიდისკენ გაეშურა და ცოტა ხანში სრულიად ნეიტრალური ხმით


წარმოთქვა:

– რა თანხა გაქვთ გათვალისწინებული საჩუქრის შესაძენად?

დავიდი გაფითრდა, ნერწყვი ნერვულად გადაყლაპა. გრძნობდა, რომ სასაცილო


მდგომარეობაში ჩაიგდო თავი და ოდნავ გასაგონი ხმით ჩაიდუდღუნა:

– ორმოცდაათი.

პროფესიონალისთვის ნიშნეული ჟესტით ჟანმა ბლოკნოტი გახსნა და ვითომ


მისთვის საჭირო მონაცემების ძებნას შეუდგა.

– ორმოცდაათი ბრძანეთ, არა? – გადაამოწმა ჟანმა, – სავსებით საკმარისია, ფული


მოგრჩებათ კიდეც – ეს სამაჯური ორჯერ ნაკლები ღირს – ოცდახუთი.

– ოცდახუთი? – წაიწკმუტუნა დავიდმა. არც კი სჯეროდა თავსდაცემული


ბედნიერების.

– დიახ, ოცდახუთი და რახან ეს ჩვენს მაღაზიაში თქვენი პირველი შენაძენია,


შემიძლია მცირედი ფასდაკლებაც შემოგთავაზოთ. ვთქვათ, ოცდაორი. ამაზე
ნაკლებად ვერ მოგყიდით. მოკლედ, ოცდაორად, ახალგაზრდავ!

დავიდს თვალები აუციმციმდა.

ჟანმა და ლორანმა გამგებიანი მზერა გაუცვალეს ერთმანეთს. სინამდვილეში


სამაჯური ორმოცდაორჯერ უფრო ძვირი ღირდა, მაგრამ წამების შედეგადაც კი
არც ერთი და არც მეორე ამას არ აღიარებდა.

ჟანი ლორანს მიუახლოვდა.

41
– ნუ ჩქარობთ, ყმაწვილო, დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ.
ხომ ხედავთ, დავთარს ჯერჯერობით გახსნილს ვტოვებ. თუ კიდევ რამე
მოგეწონებათ, ღირებულებასაც მოგახსენებთ.

ბიჭმა სხვაგვარი მზერა მოავლო მის გარშემო დახვავებულ საგანძურს, რომელიც


მოულოდნელად მისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო და უფრო სერიოზული
ინსპექციის ჩატარებაზე გადავიდა.

ჟანი თვალს არ აშორებდა ბიჭუნას.

– დედათქვენი სამკაულებს აგროვებს?

– არა, რას ამბობთ! – გაიკვირვა დავიდმა, – როგორც კი ცოტა ფული ჩაუვარდება


ხელში, ჩვენ გვახარჯავს, საკუთარ თავზე კი არასდროს ფიქრობს.

– და მამათქვენი?

კითხვა კუთხეში მიმჯდარმა ლორანმა დასვა, რომელმაც ცნობისმოყვარეობას


ვეღარ სძლია.

დავიდი შემოტრიალდა.

– მამაჩემი ინვალიდია, ბატონო. კი ისურვებდა, დაგვხმარებოდა, მაგრამ


ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ლაპარაკიც კი უჭირს.

– გიყვართ ის?

აღშფოთებული და შეურაცხყოფილი დავიდი დაიძაბა.

– რა თქმა უნდა, ბატონო. საწყალი მამიკო... არ გაუმართლა ცხოვრებაში.


სამაგიეროდ, მე გამოვდექი იღბლიანი, ასეთი მშობელი რომ მყავს.

ჟანმა და ლორანმა რამდენიმე წუთით მეტყველების უნარი დაკარგეს.

იმ სამყაროში, დავიდმა ასეთი მონდომებით რომ დაუხატა ცნობისმოყვარე


მამაკაცებს, მისი ნამდვილი მამა ედუარდი იყო, რომელიც ზრუნავდა შვილზე,
ეთაყვანებოდა და ელოლიავებოდა მეუღლეს. ედი მუშაობაში გაასწორებდა
დღედაღამეს, დამბლას რომ არ გაეტეხა წელში. რა სულისშემძვრელი მიამიტობაა!
ასეთმა სულიერმა სისუფთავემ სულით ხორცამდე გააოგნა მამაკაცები,
რომლებიც ახლა დავიდს აღიქვამდნენ, როგორც ციდან დემონებთან
ჩამობრძანებულ ანგელოზს.
42
ნახევარი საათის შემდეგ დავიდი რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა. ის
ორჭოფობას შეეპყრო, ძვირფას სამაჯურსა და მარგალიტის საყურეებს შორის
არჩევანი ვერ გაეკეთებინა. ვარდისფრად სახეშეფაკლულ–მა საყვარლებმა
გამარჯვებულის იერით გადახედეს ერთმანეთს. ორივეს სისხლი მოაწვათ
საფეთქლებზე. სავსებით იზიარებდნენ დავიდის არჩევანს, რომელმაც
საბოლოოდ მაინც მაღაზიის ყველაზე ძვირფასი ნივთი – მარგალიტებიანი
საყურეები მოიწონა. ისეთი შეუსაბამობა წარმოიშვა სამკაულის რეალურ
ღირებულებასა და დავიდის ფინანსურ შესაძლებლობას შორის, რომ მამაკაცებმა
ომის მოგება გონებაში წინასწარ მიულოცეს ერთმანეთს. აი, სიცრუე, რომელიც
ღირსეულად დაასრულებდა ამბავს და ზღაპრულ ბრწყინვალებას შესძენდა მას.

– მინდოდა მეკითხა, თუ... – წაილუღლუღა დავიდმა.

– დიახ, გისმენთ.

– ეს ნამდვილად მარგალიტებია?

ჟანს ისე სურდა ბიჭს დახმარებოდა, რომ მის შეცდომაში შეყვანაზეც მოაწერდა
ხელს, მაგრამ კლიენტი სულაც არ ჩანდა თითზე ადვილად დასახვევი.

– მართალი ბრძანდებით, ახალგაზრდავ. ამ ფასად, ცხადია, ნამდვილ


მარგალიტებს ვერ შეიძენთ. მაგრამ შეხედეთ ყურადღებით, განა საყურეები
უბრალო შუშის ნატეხებს ჰგავს? რომც დაარტყათ, არაფერი მოუვა.

– მართლა? – ჩუმად წარმოთქვა დაინტრიგებულმა დავიდმა.

– დიახ, აქ ლაპარაკია ნახევრად ძვირფას ქვაზე, რომელიც ბრაზილიაში


მოიპოვება. ის თამამად შეიძლება ნამდვილ მარგალიტებს ჩაენაცვლოს. მას
„ემეროდინოს“ უწოდებენ. ერთი შეხედვით ვერაფერს მიხვდება კაცი.
პროფესიონალებიც კი ცდებიან. მხოლოდ ქიმიურმა ანალიზმა შეიძლება
განსხვავება გამოავლინოს. მირჩევნია, არ მოგატყუოთ.

– გმადლობთ.

– მაგრამ თქვენ არაფერი გიშლით ხელს, დედათქვენს უთხრათ, რომ ეს


ნამდვილი მარგალიტებია.

– ო, არა, რას ამბობთ! დედაჩემს ვერაფრით გავაგებინებ და არც დაიჯერებს, რომ


მე მათი შეძენა მოვახერხე.

43
– გადაწყვიტეთ, როგორც გნებავთ.

მას შემდეგ, რაც დავიდმა საგანძური ხელში მოიქცია, ათასი მადლობა გადაუხადა
ბატონებს დახმარებისა და რჩევებისათვის. თითქოსდა გააცნობიერა, რომ მათ
წინაშე დავალებულიც კი იყო და წავიდა, ჟანიც და ლორანიც ქანცგაწყვეტილნი
სავარძლებში მოწყვეტით ჩაეშვნენ.

– წარმოგიდგენია?.. ის აქ მოვიდა...

– გვესაუბრა.

– დავიდი!

– ბრავო! „ემეროდინოს“ გამო. მაგარი რამე კი მოიგონე. კინაღამ მეც წამოვეგე


ანკესზე.

ლორანი წამოდგა და „დედოფლის გალერეას“ შეავლო მზერა, სადაც ჯერ კიდევ


ისმოდა დავიდის ნაბიჯების ხმა, შემდეგ კი ჟანს მიაშტერდა.

– თუ ერთ დღესაც უბედურება დაგვატყდება თავს, ჩემი დიდი სურვილია,


მთელი ჩვენი ქონება დავიდის სახელზე დარჩეს.

– რა?

– წარმოიდგინე, – განაგრძო ლორანმა, – სადღაც მივფრინავთ და პილოტი ძრავას


გაუმართაობის შესახებ აცხადებს. სანამ თვითმფრინავი აფეთქდება, ორი რამით
შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ. ჯერ ერთი, იმით, რომ ერთად დავიხოცებით და
მეორე იმით, რომ ჩვენ ორმა დავიდი გავამდიდრეთ.

– ორასი პროცენტით გეთანხმები! – მხარი აუბა ჟანმა. მეორე დღეს მათ


ნოტარიუსი მოინახულეს და ორი იდენტური ანდერძი შეადგინეს: წყვილიდან
ერთ-ერთის სიკვდილის შემთხვევაში მთელი ქონება ცოცხლად დარჩენილზე
გადავიდოდა, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი – ყველაფერი დავიდ
გრენიეს სახელზე ფორმდებოდა.

გვიან ღამე ჟანმა და ლორანმა სამ ბოთლ შამპანურს წირვა გამოუყვანეს.


ფუჟერებს ერთმანეთს უჭახუნებდნენ და რიგრიგობით სიტყვით გამოდიოდნენ.
ისინი მიმართავდნენ იმ შორეულ ყმაწვილს, რომელსაც იმ მომენტში ალბათ
ღრმა ძილით ეძინა და არც კი დაესიზმრებოდა, რაც ახლა მის თავს ხდებოდა.

44
მხურვალე მოხსენების შემდეგ ორივენი დილამდე ბობოქარი სიყვარულის
მორევში შთაინთქნენ.

***

ყოველ წელს დედების დღის მოახლოებისას დავიდი მაღაზიაში ბრუნდებოდა.


ბავშვურ სიმკვირცხლესა და სინორჩეს მაინც ინარჩუნებდა, რაც მას შეუდარებელ
და ამაღელვებელ მომხიბლაობას სძენდა. მოკლედ, მისი ნახვა ადამიანთა თვალს
ახარებდა.

წელიწადში ერთხელ მას მასპინძლობდნენ კომერსანტები, რომლებსაც, როგორც


თვითონ ვარაუდობდა, წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ თუ ნახულობდა,
არადა, არც კი ეჭვობდა, რომ ის ორი მას გამუდმებით უთვალთვალებდა.
ობიექტს უყურადღებოდ არასდროს ტოვებდნენ, არც კოლეჯიდან გამოსვლისას
გაკვეთილების შემდეგ, არც სპორტულ შეჯიბრებებსა და წლის მიწურულის
სპექტაკლში მონაწილეობისას. მოკლედ, დავიდის არც ერთი საჯარო გამოსვლა
აღუნუსხველი არ დარჩენიათ. ჩუმად შეერეოდნენ ორივენი ბრბოს და ვერც
დავიდი და ვერც ჟენევიევი მათ ვერ ამჩნევდნენ. დისტანციის შემცირებაზე
შეგნებულად არ წავიდნენ. მათი მიჯაჭვულობა დავიდისა და ჟენევიევისადმი
ოკულტური უნდა დარჩენილიყო, ისევე როგორც მათი სიმბოლური ჯვრისწერა
წმინდა გუდულის საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი სვეტის უკან. ისიც მართალია,
რომ ერთხელ, როცა დავიდმა დრამატული ხელოვნების მიმართ ინტერესი
გამოავლინა, ლორანმა მას თეატრის კულისების დათვალიერება შესთავაზა.
ერთხელაც ჟანმაც ურჩია ერთ-ერთი კინოშედევრის ნახვა, რომელიც იქვე, უბნის
კინოთეატრში გადიოდა. საბედნიეროდ, მეორე არასდროს კარგავდა
სიფრთხილეს, არასდროს ტოვებდა საგუშაგოს და გადაცდენის შემთხვევაში
ყოველთვის მზად იყო, ჩარეულიყო. დავიდსა და წყვილს შორის არავითარ
შემთხვევაში არ უნდა ჩამოყალიბებულიყო ამხანაგური ან მეგობრული
ურთიერთობა. მართალია, მის ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ უთვალთვალებდნენ,
მაგრამ მასთან მიახლოებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.

თვრამეტი წლის რომ გახდა, დავიდმა ნახმარი მოტოციკლეტი შეიძინა.


საყვარლებს ამის გამო კინაღამ თავისი დაემართათ. შიშობდნენ, რამე
უბედურება არ დაიტეხოს თავსო. საღამოობით აუცილებლად გაივლიდნენ
რენარის ქუჩაზე, სადაც გრენიეები ბინადრობდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ,
45
რომ მოტოციკლეტი შესასვლელთან შორიახლოს იყო მიბმული, უვნებელი და
საღ-სალამათი. როგორც კი ლურჯ მოტოციკლეტს მოჰკრავდნენ თვალს, წყვილი
შვებით ამოისუნთქავდა ხოლმე. რა თქმა უნდა, ვერც ჟანი და ვერც ლორანი
წარმოიდგენდა იმას, რაც ნოემბრის თვის ერთ სამშაბათს დატრიალდა.

დილით გაზეთიდან, კერძოდ, რუბრიკას „სხვადასხვას“-ს კითხვისას შეიტყვეს,


რომ სამხრეთის სადგურთან ახლოს, რომელიც სანაქებო რეპუტაციით
მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა, დიდი შეხლა-შემოხლა და ბათქი ამტყდარა,
შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაჭრილა. ერთი ადგილზე გარდაცვლილა.
გარდაცვლილი მოტოციკლეტიანი ლიცეუმელი ყოფილა, რომელსაც საერთო
არაფერი ჰქონია კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ანგარიშსწორებასთან“.

ჟანი და ლორანი გაფითრდნენ. იქნებ ეს სულაც დავიდია!

რადგან სტატიაში არც ერთი გვარ-სახელი არ იყო მითითებული, ისინი


წამოხტნენ, მანქანაში ჩასხდნენ და მაროლის უბნისაკენ აიღეს გეზი. რა თქმა
უნდა, გზაში ბევრი იხალისეს საკუთარ სიგიჟეზე, თან თავს იმშვიდებდნენ,
ათეულობით, მეტიც, ასეულობით ახალგაზრდაა მოტოციკლეტებზე შემომხტარი
და რაღა მაინცდამაინც დავიდს უნდა დასტაკებოდა მსგავსი უბედურებაო.
მოკლედ, მშვიდ და უდარდელ ადამიანებს თამაშობდნენ, გულის სიღრმეში კი
წარმოუდგენლად ღელავდნენ. საშინლად დამთრგუნველი წინათგრძნობა მათ
კარნახობდა, რომ დავიდს უბედურება შეემთხვა.

ისინი უმიზეზოდ სულაც არ ღელავდნენ. ცამდე მართლები აღმოჩნდნენ: როცა


სახლს მიუახლოვდნენ, დაინახეს, რომ მოტოციკლეტის ადგილი ცარიელი იყო,
მეზობლები კი კედლის გასწვრივ ყვავილებს აწყობდნენ.

დავიდი გარდაიცვალა: მისი მოტოციკლეტი მოცურდა, როცა მთვრალი


მოჩხუბრებისთვის გვერდის ავლას ცდილობდა.

***

ეკლესიაში პანაშვიდებზე აქამდე იშვიათად თუ ენახათ ამდენი გულწრფელად


მგლოვიარე ადამიანი. დავიდი ნამდვილი კერპი იყო. მას

ეთაყვანებოდნენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები,


განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ისინი, ვინც ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდას
46
იცნობდა, მისით მოხიბლულიყო და ახლა კი ამ მოულოდნელ სიკვდილს ვერ
შერიგებოდა.

ჯონი, მინი, კლაუდია – მისი ძმა და დები, – ჩაწითლებული ქუთუთოებით,


ვარამისგან სახემონჯღრეულები, მთელი ძალით ცდილობდნენ, თავიანთი უძირო
ტკივილისათვის ყველას დასანახად გადმონთხევის საშუალება არ მიეცათ.
ცხადია, ისურვებდნენ ტერფით თხემამდე გლოვას მისცემოდნენ, მაგრამ
ტკივილის გასაჯაროებას ვულგარულად მიიჩნევდნენ. საბედნიეროდ, მათმა
ყურადღებიანმა მეუღლეებმა იტვირთეს დავიდის დისშვილებსა და
ძმისშვილებზე ზრუნვა, რომლებიც ასევე შეძრულნი იყვნენ ახალგაზრდა ბიჭის
გარდაცვალებით. ისინი ეგებებოდნენ გასვენებაზე მოსულ სტუმრებს.

ჟენევიევი არ ტიროდა. ქანდაკებასავით გაშეშებულსა და ფერმკრთალს, უემოციო


და ცარიელი მზერა ადამიანთა თავებს ზემოთ შორეული სივრცისათვის მიეპყრო.
თითქოსდა მასში ყველაფერი ჩაკვდა. გახევებული არავის უყურებდა.
ტუჩებმოკუმული მისასამძიმრებელ სიტყვებს მექანიკური თავის დაქნევით
პასუხობდა, თითქოსდა თვითონ კი არ იდგა იქ, არამედ ავტომატური,
უსულგულო აპარატი.

რიგის ბოლოს, ორგანთან ახლოს, ედი თავის ეტლში ათად მოკეცილიყო.


გადარეცხილ სახეზე ძნელი იყო რაიმე ემოციის ნაკვალევის გარჩევაც კი.
ნამდვილად გლოვობდა? თუ კმაყოფილი იყო, რომ შვილი, რომლის
ბიოლოგიური მამაც ის არ გახლდათ, საბოლოოდ გაუჩინარდა? უძლური სხეული
საიმედოდ ინახავდა საიდუმლოს.

რაც შეეხება ჟანსა და ლორანს, მიცვალებულის შესანდობარი წირვისას


ღირსეულად ეჭირათ თავი, მაგრამ როცა კუბო ასწიეს, მათ მხნეობამ უღალატა.
წარმოგიდგენიათ? მათი დავიდი, მათი ახალგაზრდა და მომხიბლავი დავიდი
ახლა ამ ხის ყუთში განისვენებს, რომელიც მის მეგობრებს მხრებზე შემოუდგამთ
და დარბაზის გავლით მიასვენებენ. ჟანმა და ლორანმა სკამები უკან მოისროლეს
და გასასვლელისკენ გაცვივდნენ, სამგლოვიარო კორტეჟი უკან ჩამოიტოვეს.
პარმაღზე არც კი შეყოვნებულან, თავიანთი მანქანისკენ მოკურცხლეს, ჩასხდნენ
და სასწრაფოდ შინისკენ აიღეს გეზი. ბინაში როცა დაიგულეს თავი, დარაბები
დაკეტეს და სრულ სიბნელეში თავიანთი სასოწარკვეთილება გადმოანთხიეს...

47
***

ბრიუსელელი მამაკაცები შეიცვალნენ. აქამდე ბედ-იღბალი რაღაცნაირად


ანებივრებდა მათ, მაგრამ უბედურებამ – დავიდის სიკვდილმა – მათი
სიფრთხილე მოადუნა. საკუთარი ნაოჭების, ჭაღარა თმისა და მწუხარების უკვე
აღარ რცხვენოდათ. ისინი მოულოდნელად სწრაფად დაბერდნენ.

მათმა არსებობამ აზრი დაკარგა. როგორც კი სამოცი წლის ასაკს გადააბიჯა,


ლორანი პენსიაზე გავიდა, პროფესიას უკვე აღარ მოჰქონდა მისთვის სიხარული
და ბედნიერება. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, აქტიური ცხოვრებისათვის
ზურგის შექცევა საბედისწერო აღმოჩნდა. ლორანი ხშირად უჩიოდა
ჯანმრთელობას, მჩხვლეტავ ტკივილებს გულის არეში. სამედიცინო შემოწმებამ
გაფანტული სკლეროზი გამოავლინა, ავადმყოფობა, რომელიც ერთი საშინელი
თვისებით გამოირჩევა: მისი ევოლუცია სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს და
ხშირ შემთხვევაში შედეგების პროგნოზირებას არ ექვემდებარება. ლორანს კი
დაუსვეს დიაგნოზი, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, დრო რამდენი დარჩა: ერთი
წელი თუ ოცი. მარტვილობის დასაწყისში ლორანი ჯერ კიდევ აკითხავდა ჟანს
მაღაზიაში და ცდილობდა, მიხმარებოდა. მაგრამ მალე გაუსაძლისი
ტკივილებისგან ლოგინს მიეჯაჭვა. დროზე დაიჭირეს თადარიგი და ინვალიდის
ეტლი შეუკვეთეს.

როცა ეს აგრეგატი ლეპუტრის გამზირზე მოიტანეს, ლორანმა ღვარძლიანად


წამოიყვირა:

– ხომ ამბობდი, არ ვიცი, განსაცდელში როგორ მოვიქცევიო, ა, ბატონო, დადგა


განსაცდელის ჟამიც და შეგიძლია საკუთარი თავი გამოსცადო.

ჟანი ლორანს მიუახლოვდა და ტუჩებზე თითი დაადო.

– გამოცდა შენ უნდა ჩააბარო და არა მე. იძულებით არ ვზრუნავ შენზე, მე


არაფერს ვწირავ, მე შენ მიყვარხარ.

ლორანი, რომელიც ვერაფრით ეგუებოდა ფიზიკურ დაჩაჩანაკებას და ბევრს


დარდობდა საკუთარ დეგრადირებულ იმიჯზე უცხოთა თვალში, დღითი დღე
აგრესიული ხდებოდა, გამუდმებით ეძებდა საბაბს მეგობრებთან საჩხუბრად,
რომლებიც მის სანახავად მოდიოდნენ. ირგვლივ მხოლოდ სიცარიელეს ქმნიდა,
შემდეგ კი, როგორც უსამართლო და დაბნეული ბავშვი, წუწუნებდა, რატომ
არავინ მეკარებაო. ეკბინა, ჭრილობა მიეყენებინა და ბოლოს მოეკლა სიტყვებით –
48
აი, რაში ვლინდებოდა მისი უკანასკნელი ძალაუფლება და მამაკაცურობა.
ენერგიას მხოლოდ ცოფის გადმონთხევაში ხარჯავდა.

მდგომარეობიდან გამომდინარე, ჟანმა გადაწყვიტა, სახლი შეეძინა პროვანსში და


ამით უზრუნველეყო განმარტოება, მზის სხივებით ტკბობა და ბუნებასთან
სიახლოვე... შესაძლოა, მშვიდი სიკვდილიც... მოელაპარაკა შუამავლებს მე-18
საუკუნით დათარიღებული, ოქროსფერი აგურით ნაშენი სასახლის შესყიდვის
პირობებზე. ბრიუსელის მაღაზიის მართვა სანდო პირს ჩააბარა. ასე და ამგვარად,
ბრიუსელელი მამაკაცები საცხოვრებლად საფრანგეთის სამხრეთში
გადაბარგდნენ.

როცა ლორანი შობის წინა დღეს გარდაიცვალა, ჟანმაც გადაწყვიტა, თავი მოეკლა.
მოციმციმე ნაძვის გვერდით მოეწყო, რომლის ქვეშაც უკვე სრულიად
უსარგებლო საჩუქრები ეყარა და შეადგინა იმ ადამიანების სია, რომელთა
გაფრთხილებაც აუცილებლად მიიჩნია, ასევე გადაუდებელი საქმეების
ჩამონათვალი. წინასწარ მოხაზა, სად და როგორ უნდა ჩატარებულიყო
გასვენების ცერემონიალი, იფიქრა იმ ცვლილებებზეც, რომლებიც საქმეთა
წარმოებაში უნდა მომხდარიყო. მოკლედ, ბრძანებებისა და მითითებების
საკმაოდ შთამბეჭდავი სია გამოუვიდა.

ბევრი იფიქრა და დაასკვნა, რომ დიდი უტაქტობა იქნებოდა ყველა ამ უმადური


საქმის უცხო ადამიანებისთვის გადაბარება. მათ მიმართ პატივისცემით
განმსჭვალულმა ჟანმა თვითმკვლელობის აქტი დროებით გადადო.

ჟანი ლორანის ცხედრით ბრიუსელს დაუბრუნდა. იქსელის სასაფლაოზე ორი


ადგილი შეიძინა და მალე მოკრძალებულ სამგლოვიარო ცერემონიალსაც მოაბა
თავი.

შეხვდა ნაცნობ ნოტარიუსს, მან თავის კაბინეტში ჟანი აიძულა, გასცნობოდა


დოკუმენტს, რომლის გადაკითხვას სიკვდილი ერჩივნა. ის ლორანის მემკვიდრე
გახდა. ისარგებლა რა შეხვედრით, კანონის წარმომადგენელმა ჟანს ურჩია,
საკუთარი ანდერძისთვისაც გადაეხედა, რადგან დღესდღეობით არსებულ
ვარიანტს ძალა დაეკარგა. ახლა ის უკვე ორი მიცვალებულის – ლორანისა და
დავიდის მითითებას საჭიროებდა.

49
ჟანი მიხვდა, რომ საქმე საგანგებო დაფიქრებას ითხოვდა. ბოლო წლების
განმავლობაში, როცა ის ლორანის აგონიას მალავდა, ჟანი დაშორდა მეგობარ-
ამხანაგებს, ნაცნობებს, ყოფილ კლიენტებს, შორეულ ნათესავებს. ბევრმა ვერ
გაუძლო მის წამებას, არც თანაგრძნობა გამოუხატავთ. და მაინც, ვინ იყო მის
მიმართ ყველაზე გულისხმიერი? ვის მიენიჭოს უპირატესობა?

რამდენიმე სახელი ამოუტივტივდა მეხსიერებაში. შეიძლებოდა ამ


კანდიდატურებზე დაფიქრება, მაგრამ რატომღაც დიდი ენთუზიაზმი ვერც ერთმა
აღუძრა. ორჭოფობისგან დაქანცული, უკვე აპირებდა, ნოტარიუსისთვის
სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამონათვალი ეთხოვა, როცა
გონებაში მოულოდნელად ერთმა ხატებამ გაუელვა: საავადმყოფოდან გამოსული
ჟენევიევი ინვალიდის ეტლს მიაგორებს, რომელშიც პარალიზებული ედი ზის. რა
თქმა უნდა, ჟენევიევი თუ გაიგებდა მხოლოდ, რის გადატანაც მას ბოლო დროს
მოუწია! მხოლოდ ჟენევიევს თუ შეეძლო მისი წამების სიღრმისეული გააზრება
და აღქმა-შეგრძნება. განა ამ ქალმა მთელი თავისი ცხოვრება ინვალიდ ადამიანს
არ შესწირა? განა მან არ დაკარგა ახლობლები: ჯუზეპე, რომელიც იტალიაში
გადაიხვეწა, თავისი საყვარელი დავიდი. თავისი? თავიანთი დავიდი... ლორანს
ისე უყვარდა ის...

ჟანმა გადაიხარხარა.

ნოტარიუსმა გადაწყვიტა, რომ მისი კლიენტი შეუძლოდ გრძნობდა თავს.

– ბატონო დემენს, ცუდად ხომ არ გრძნობთ თავს?

– არა...

თუ ლორანი დავიდს საკუთარ შვილად აღიქვამდა, ჟანსაც ხომ თავისუფლად


შეეძლო, ჟენევიევი მიეჩნია თავისი შვილის დედად?

– წარმოგიდგენიათ, წარსულში მე გარკვეული თვალსაზრისით, ცოლიანი კაცი


გახლდით. აი, სწორედ იმ ქალს მსურს ყველაფერი დავუტოვო.

და ჟანმა ნოტარიუსს უკარნახა ანდერძი, რომელმაც ჟენევიევ გრენიე,


დაბადებით პიასტრი, რომლის ჯვრისწერაც ბრიუსელში წმინდა გუდულის
საკათედრო ტაძარში 13 აპრილს შედგა, მის კანონიერ მემკვიდრედ გადააქცია.

50
***

ამის შემდეგ ჟანმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო თავი მოეკლა. სამწუხაროდ,


ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის უფლება მას შესაშურმა ჯანმრთელობამ არ
მისცა. ვერაფერს გააწყობ! სევდას, მწუხარებას, მწარე სინანულს შეეძლო
მისთვის სიცოცხლე ჯოჯოხეთად ექცია, მაგრამ წართმევით ვერანაირად
წაართმევდა. როცა უსაქმურობისგან კლასიკურ რომანებს კითხულობდა, ჟანს
შურდა იმ დროების, როცა ადამიანები სიყვარულის სევდისგან კვდებოდნენ...
პრინცესა დე კლევი ხომ ჩამოდნა და ჩამოხმა ძალიან შთამბეჭდავად, ბალზაკის
ლამაზმანებიც... მაგრამ თვითონ რატომ აღმოჩნდა ასეთი კერკეტი? რატომ მას არ
ეტაკა არაფერი? „რა თქმა უნდა, ქალები... – გაიფიქრა მან, – შეიძლება ისინი
უფრო ძლიერად განიცდიდნენ, – შეიძლება სქესი უშლიდა ხელს,
სიყვარულისგან მომკვდარიყო?– იქნებ ეს ბედნიერება მხოლოდ ქალების
ხვედრია?“

ხუთწლიანი ხეტიალის შემდეგ ჟანს საშინელი გრიპი ეტაკა და ლოგინად


ჩავარდა. მიზანდასახულმა, – ცხადია, სიფრთხილემაც ითამაშა გარკვეული
როლი, – იზრუნა იმაზეც, რომ ექიმი მხოლოდ მაშინ გამოეძახა, როცა ძალიან
გვიანი იქნებოდა. როცა იგრძნო, რომ აღსასრულის ჟამი დადგა, ჟანმა თვალები
დახუჭა და ლორანზე ფიქრებში გადაეშვა, რადგან გულის სიღრმეში ჯერ კიდევ
არ გამქრალიყო ბავშვურად ჯიუტი კათოლიკური რწმენა. სურდა, რომ ის, რასაც
პატარაობაში უჩიჩინებდნენ, სიმართლე გამომდგარიყო: სიკვდილის შემდეგ ისევ
შეერთებოდა საყვარელ ადამიანს.

იმედითა და რწმენით აღსავსე ჟანი ღიმილიანი სახით გარდაიცვალა.

***

კერძო ვილის აივნიდან ჟენევიევი ვარდისფერი ქვიშით მოკირწყლულ ბილიკებს


გასცქეროდა, ტკბებოდა განიერი გამზირის გასწვრივ გაშენებული უმშვენიერესი
გაზონებით, სადაც შუშის ფარნებს ნაყოფით დახუნძლული მაღალი წაბლის
ხეები ზღაპრულად გაენათებინათ. სელის კოსტიუმში გამოწკეპილი სანაპიროს
მობინადრენი ამაყად დაასეირნებდნენ თავიანთ ძაღლებს. მოვლილი ჯიშიანი
ძაღლები ხეივანში თავისუფლად დარბოდნენ, პატრონებზე არანაკლებ

51
მედიდურნი და ძვირფასად მოკაზმულნი. ჟენევიევი ლეპუტრის გამზირის 22
ნომერში გადაბარგებულიყო.

ისე, სიტყვა „გადაბარგება“ იყო თუ არა სინამდვილეში არსის ადეკვატური? ამ


სახლში ხომ ათჯერ უფრო მეტი ავეჯი დახვდა, ვიდრე საბარგო მანქანამ
მაროლის უბნიდან გადმოიტანა.

წუთი წუთზე შვილებიც გამოჩნდებოდნენ...

თვითონ კი თავისი კეთილმქმნელისა და მფარველის საიდუმლოს ჯერ კიდევ


ვერ ჩასწვდომოდა.

ჟანს სახლში ყველა საბუთი, წერილი და ფოტოალბომი გადაებუგა, რომელსაც


შეეძლო მისი ცხოვრების შესახებ მოეყოლა. ვერც ჭორებმა გაუწიეს მაინცდამაინც
დიდი სამსახური. სახლს უკვე აღარ ჰყავდა საკუთარი კონსიერჟი. შენობის
დასუფთავება-დალაგებას, აგერ უკვე ათი წელია, თურქული ფირმა
უზრუნველყოფდა, რომელშიც თანამშრომლები გასაოცარი სისწრაფით
იცვლებოდნენ. ძველი მობინადრენიც გადასულიყვნენ, ახლები კი მხოლოდ
მარტოხელა მოხუცს თუ იხსენებდნენ.

ცოდვითა და წვალებით შეგროვებული მტკიცებულებებიდან მხოლოდ


სევდისმომგვრელი და დამთრგუნველი არასრული და უთავბოლო ამბავი
შეკოწიწდა. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ჟანი პირწავარდნილი მიზანთროპი იყო,
სხვანი ჰყვებოდნენ, საიდუმლო კავშირი ჰქონდა გათხოვილ ქალთანო. მავანი და
მავანის თქმით, – ეს ყველაზე აბსურდული ვერსია გახლდათ, – ჟანს ჰყავდა
ჰომოსექსუალი მეგობარი, აი ის, ვისი საფლავიც მან სასაფლაოზე შენიშნა.
ამქვეყნად ბოროტ ადამიანებს რა გამოლევს!.. როგორ შეიძლებოდა ისეთი
მამაკაცური ადამიანის, მან რომ ფოტოებზე იხილა, ბიჭის მკლავებში
წარმოდგენა?!.

ზარი დარეკეს. შვილები მოვიდნენ.

ჟენევიევს აუცილებლად მოუწევდა ახსნა-განმარტებების მიცემა.

პირველი მინი შემოვარდა და დედას გადაეხვია, აღფრთოვანებულმა იმწუთას


სახლის დათვალიერება დაიწყო. ხუთი წუთის შემდეგ ჯონი და კლაუდიაც
შემოცვივდნენ. მათ კი ისურვეს ამ ვიზიტისთვის პატარა შესავალი

52
წაემძღვარებინათ და ჟენევიევთან ხანმოკლე უეშმაკო საუბარი გააბეს, თუმცა
მალევე შეუდგნენ შენობის შესწავლას.

– ჩაი დავაყენე და ტორტი შევუკვეთე თქვენთვის, – გამოაცხადა ჟენევიევმა.

სიტყვებში „ტორტი შევუკვეთე“ დაძაბულობა გამოკრთოდა. მათი წარმოთქმისას


დიასახლისმა გააცნობიერა, რომ უკვე მოესწრო მდიდარი ქალებისთვის
ნიშნეული მანერების მორგება.

როგორც კი შვილები მაგიდას შემოუსხდნენ, დედას ცნობისმოყვარე მზერა


მიაპყრეს.

– დიახ, არაფერს დაგიმალავთ, ბავშვებო. მთელი ეს უზარმაზარი ქონება


მემკვიდრეობით გადმომეცა.

გაოცებისგან პირდაფჩენილი შვილების წინაშე ჟენევიევმა ჩამოთვალა უძრავ-


მოძრავი ქონება, რომელიც ამიერიდან მის მფლობელობაში გადადიოდა. ამ
განცხადებით ჟენევიევი ეცადა, მათთვის თავისი გულღიაობა დაედასტურებინა,
დაემტკიცებინა, რომ გულწრფელად ამბობდა, რაც იცოდა, ყოველგვარი მიკიბვ-
მოკიბვის გარეშე. სინამდვილეში ის მომავალი მოვლენებისაკენ
ითავისუფლებდა გზას.

შვილები აწრიალდნენ. გაგონილმა მათზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

ამასობაში ჟენევიევმა დაჭრა უბანში სახელგანთქმული მარწყვის ტორტი და


ჩამოასხა ჩაი. ცდილობდა, ამოსასუნთქად რამდენიმე წუთი მოეგო. მაგრამ
დაუდგრომელმა მინიმ შეკითხვის დასმა არ დაახანა.

– და რატომ?

– რა რატომ? – ძლივს გამოთქვა ჟენევიევმა.

– რატომ დაგიტოვა იმ ბატონმა ყველაფერი?

ჟენევიევი სამივე შვილის გამომეტყველების შესწავლას შეუდგა. მათ სახეებზე


აშკარად იკითხებოდა პასუხი, რომელიც მათ თავად ჰქონდათ მოფიქრებული.
შვილები დარწმუნებულები იყვნენ, ისევე როგორც ნებისმიერი, ვისთანაც
ჟენევიევს ამ თემის განხილვა უწევდა, რომ ის ჟან დემენსის საყვარელი იყო. ამ
ვარიანტს ყველა უსიტყვოდ იჯერებდა.

53
ჟენევიევს წინ დიდი ბრძოლა ედო. აუცილებლად მოუწევდა თავის მართლება,
დაუშვებელის დაშვება, წარმოუდგენელში დარწმუნება, მოკლედ, ამოუხსნელი
გამოცანის ამოხსნა.

ჟენევიევმა ფინჯანი წინ გასწია და მაღალი სკამის საზურგეს მიეყრდნო.

– არა, ბავშვებო, მე თქვენს მოტყუებას არ ვიკადრებ.

პირდაღებული შვილები დედას თვალს არ აცილებდნენ და თითქოს ჩურჩულით


მის სათქმელ სიტყვებს კარნახობდნენ. ჟენევიევი რაღაც მომენტში დაიბნა, ვერ
გაერკვია, რა ხდებოდა მის თავს, რაღაც მომენტში თვითონვე მოესმა სიტყვები,
მის ბაგეთ რომ მოსწყდნენ.

– ჟან დემენსი ჩემი საყვარელი იყო. დიახ, ჟან დემენ-სი იყო მამაკაცი, რომელიც
ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა.

შოკირებულმა ჟენევიევმა in petto [თავისთვის (იტალ.)] წარმოთქვა: „მომიტევე,


ჯუზეპე“.

რადგან შვილები ელოდნენ, ჟენევიევმაც განაგრძო.

– ჩვენ ვგიჟდებოდით ერთმანეთზე. ეს მოხდა ოცდახუთი წლის წინ. მაშინ


ვაპირებდი, თქვენთვისაც ამეხსნა, გამეცნო და გამომეცხადებინა, რომ მე და ედი
გაყრას ვაპირებდით, შემდეგ... მამათქვენი ავად გახდა. ვერ დავტოვე მარტო,
გადავწყვიტე, მომევლო მისთვის...

მისდა გასაკვირად, ჟენევიევს ხმა აუკანკალდა, ამ იგავ-არაკის მოყოლამ ძალიან


ააღელვა. შეიძლება იმის გამო, რომ სიცრუის ნიღაბს უამრავი სიმართლე იყო
ამოფარებული?

მინი დედამისის ხელს შეეხო, თითქოსდა ამ ჟესტით კეთილგანწყობა და


მხარდაჭერა დაუდასტურაო, შემდეგ კი მშვიდი, მაგრამ სევდიანი ხმით ჰკითხა:

– რატომ არაფერი გვითხარი მამის სიკვდილის შემდეგ?

– ჟანმა არ ისურვა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ძალიან იტანჯებოდა.

54
– იმიტომ, რომ გვერდით არ ჰყავდი?

– არა მარტო.

ჟენევიევს ყურები უხურდა. ხვდებოდა, რის თქმასაც პატარა აპირებდა და


ეშინოდა ამის დაჯერების. მის ტუჩებს შემდეგი სიტყვები მოსწყდა.

– ჟანი თქვენი ძმის – დავიდის მამა იყო. მისმა სიკვდილმა გაანადგურა და


ვერასდროს ეწია შვებას.

ჟენევიევი აზლუქუნდა. სუნთქვა შეეკრა და სათქმელი ბოლომდე ვერ მიიყვანა.


თუმცა, იყო კი საჭირო?

ბავშვები წამოცვივდნენ, რათა დედას მოჰფერებოდნენ, გაბრუებულებს


დაემშვიდებინათ ადამიანი, რომელიც ემოციებსა და გრძნობებს დღენიადაგ
მალავდა და გასაქანს არ აძლევდა.

ამგვარად, ჟენევიევ გრენიემ, იმ ჟენევიევმა, რომელსაც დავიდის სიკვდილის


შემდეგ თვალებიდან ერთი კურცხალიც კი არ გადმოვარდნია, ჟენევიევ გრენიე
პიასტრმა, 55 წლის წინ, 13 აპრილს, ნაშუადღევს, წმინდა გუდულის საკათედრო
ტაძარში ედი გრენიეზე ჯვარი რომ დაიწერა, სიცრუეს ამოფარებულმა, საკუთარი
გრძნობები ბოლომდე გადმოანთხია. ბოლოს და ბოლოს, ის დაიტირებს
შეუმდგარ და განადგურებულ ცხოვრებას, დაკარგულ სიყვარულსა და
სიკვდილის მიერ წართმეულ ვაჟიშვილს.

ძაღლი
ეძღვნება ემანუელ ლევინასის ხსოვნას.

ენოს ცის ქვეშ სემუელ ჰეიმანი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სოფლის


ექიმად მუშაობდა და უკიდურესად მკაცრი, მაგრამ ყველასგან დაფასებული
მკურნალის რეპუტაცია დაემკვიდრებინა. სამოცდაათის ზღვარს როცა გადააბიჯა,
კაბინეტის კარზე მიკრული სპილენძის აბრა ჩამოხსნა და სოფლის მობინადრეებს
გამოუცხადა, დღეიდან მიღებას ვწყვეტო. მიუხედავად ადგილობრივთა
55
პროტესტისა, სემუელ ჰეიმანი ჯიუტად მიღებული გადაწყვეტილების ერთგული
დარჩა: გავიდა პენსიაზე, რის გამოც მეზობლებს ამიერიდან მოუწევდათ
სოფლიდან ხუთი კილომეტრით დაცილებულ მეტეში ჩახეტება, სადაც მათ
ახალგაზრდა, სულ ახლახან დიპლომირებული კოლეგა მოემსახურებოდა თავის
არცთუ ისე დიდი ხნის წინ გახსნილ მშვენივრად აღჭურვილ კაბინეტში.

მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ექიმ ჰეიმანის მისამართით საჩივარი


არ გამოთქმულა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მას სინამდვილეში ხეირიანად
კაციშვილი არ იცნობდა.

ვერც იმას დავიკვეხნი, სოფელში ჩემი დამკვიდრებიდან მოყოლებული, მის


შესახებ ბევრი რამ შევიტყვე-მეთქი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ
ქალიშვილის აღზრდაზე თვითონ უზრუნია და ყოველთვის ერთი და იგივე
ძაღლი ჰყოლია. ეს იყო და ეს.

– ერთი და იგივე? – ვიკითხე გაკვირვებულმა.

– დიახ, ბატონო, ერთი და იგივე, – მიპასუხა ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს


მდებარე ერთადერთი კაფეს, „პეტრელის“ მფლობელმა, – ბოსერონი.

კი ვერ მივხვდი, კომერსანტი სერიოზულად მელაპარაკებოდა თუ მეხუმრებოდა,


მაგრამ საუბარში ფრთხილად მაინც ავყევი.

– ჩვეულებისამებრ, ბოსერონები ათი-თორმეტი წელი თუ ცოცხლობენ.

– ექიმ ჰეიმანის ბოსერონი, სახელად არგოსი, აგერ უკვე ორმოცი წელიწადია


ცოცხლობს. მეც ორმოცის ვარ და გარწმუნებთ, რომ მათ ცალ-ცალკე ერთი დღე არ
უცხოვრიათ. სულ ერთად ვხედავ. თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ სოფლის
ასაკოვან მობინადრეებს...

თავით მანიშნა ტელევიზორის შორიახლოს, მაგიდის გარშემო შემოკრებილ ოთხ


კაფანდარა ბებრუცანაზე, კუბოკრულ პერანგებში ჩაფლულნი თავიანთთვის
კარტს რომ თამაშობდნენ.

ჩემი გაოგნებული სახის დანახვაზე კაფეს მეპატრონეს ხმამაღალი სიცილი


აუტყდა.

– ვიხუმრე, ბატონო, უბრალოდ, იმის თქმა მსურდა, რომ ექიმი ჰეიმანი ამ ჯიშის
ერთგულია. ყოველ ჯერზე, როცა ბოსერონი უკვდება, ყიდულობს ისევ და ისევ

56
ბოსერონს, რომელსაც კვლავ არგოსს არქმევს. ამგვარად, დარწმუნებული მაინც
არის, რომ არაფერი ეშლება და ნამდვილად თავის ცუგას უწყრება, როცა
გაბრაზებულია.

– ზარმაცი კაცი ჩანს ეს თქვენი ექიმი, – ხმამაღლა შევნიშნე საკუთარ თავზე


გაბრაზებულმა, ასე ადვილად რომ მოვტყუვდი.

– ზარმაცი? ეს სიტყვა ექიმ ჰეიმანის დასახასიათებლად კაცს ნამდვილად არ


გამოადგება, – ჩაიდუდღუნა ბარის მფლობელმა და ჩვრით თუნუქის დახლის
წმენდას შეუდგა.

მომდევნო თვეების განმავლობაში მოვახერხე, შემეფასებინა, რამდენად


მართალს ბრძანებდა ეს ჭორიკანა. მცონარებაში მას ნამდვილად ვერ დასდებდი
ბრალს: მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, ექიმს არც სისუსტე ეტყობოდა და
არც მოშვებულობა. ეს ოთხმოცი წლის კერკეტი ბებერი არ იზარებდა და თვითონ
ასეირნებდა ძაღლს საათების განმავლობაში, თვითონვე ჩეხდა შეშას,
მესვეურობდა რამდენიმე ასოციაციას, ამას გარდა, უვლიდა უზარმაზარ ბაღს,
რომელიც გარს ერტყა ცისფერი ქვით ნაშენ, სუროთი მოსილ პატარა ციხე-კოშკს.
ამ ჭეშმარიტად ბურჟუაზიული პომპეზური ნაგებობის უკან არავინ სახლობდა
თვალუწვდენელ სივრცეზე. თითქმის შორეული ტურნიბუსის ტყემდე მინდორ-
ველები და ბუჩქნარები იყო გადაჭიმული. ტურნიბუსის მუქლურჯ ზოლსა და
სოფელს შორის მოქცეული ეს სასაზღვრო მდებარეობა აწყობდა სემუელ ჰეიმანს.
ეს მას ორი სამყაროს გასაყარზე ცხოვრების საშუალებას აძლევდა. ამით
ადამიანებთანაც ინარჩუნებდა კონტაქტს და ცხოველებთანაც. ზოგჯერ,
სოფლელებთან ყბედობით თავგაბეზრებული, თავისი ერთგული კომპანიონის
თანხლებით, ხანგრძლივი დროით დედაბუნების წიაღში იკარგებოდა.

ამ წყვილს ქუჩის შესახვევში თუ გადაეყრებოდით, უთუოდ გაოცდებოდით:


გზაზე მიდიოდა ორი აზნაური, იერით უბრალო და პროვინციელი, მაგრამ
ელეგანტური, ერთი – ორ ფეხზე, მეორე კი – ოთხ თათზე, მსგავსნი აღნაგობით
და სიარულის მანერით, ამაყნი, ჯანიანები, კარგად ჩამოსხმულები, ნაბიჯის
გადადგმისას თავდაჯერებულნი, ძლიერნი, გაწონასწორებულნი, დინჯნი და
აუღელვებელნი. შემხვედრთ შორიდან პირქუშ, მკაცრ, თითქმის ულმობელ
მზერას მიაპყრობდნენ, რომელიც მანძილის შემცირებასთან ერთად ნელ-ნელა
ლმობიერი და კეთილგანწყობილი უხდებოდათ. თუ ძაღლსა და ადამიანს შორის
განსხვავების მოძებნას შეეცდებოდით, მხოლოდ დამატებით იდენტურ ნიშნებს

57
თუ აღმოაჩენდით: ერთი ტვიდის ან ხავერდის სამოსს ატარებდა, მეორე კი –
სქელი ბეწვისას, მოკლედ შეკრეჭილ თავზე, შედარებით გრძელ სხეულზე,
ორივეს ხელთათმანები ეცვა, ერთს – ნამდვილი, მეორეზე თავად დედაბუნებას
ეზრუნა და კიდურებზე ჟღალი თათმანები მიეხატა. ჰეიმანს სახის ფერმკრთალი
კანის ფონზე კუპრივით შავი წარბები ამშვენებდა, არგოსის შავ ბეწვზე კი
თვალების ჩალისფერი კონტურები იკვეთებოდა და ეს კონტრასტი მათ
განსაკუთრებულ ექსპრესიულობას სძენდა. ორივეს წინ გამოზნექილი ამაყი
მკერდი ჰქონდა – პატრონი თავის დღეში ყელზე შარფშემოხვეული დაიარებოდა,
მისი ოთხფეხა მეგობარი კი ყელზე ქარვისებრი ლაქით იწონებდა თავს.

თავიდან მხოლოდ ვესალმებოდი და ჩვენი ურთიერთობაც ამით ამოიწურებოდა.


არადა, მე, როგორც ხანგრძლივი ლაშქრობებისა და ხეტიალის მოყვარულს,
ხშირად ვხედავდი მათ შაბათობით და კვირაობით, როცა ჩემი სამი ძაღლით
გარშემორტყმული შორეულ მინდვრებში მივიჩქაროდი.

სემუელ ჰეიმანი შეხვედრისას წმინდა წყლის ფორმალური რევერანსით


შემოიფარგლებოდა ხოლმე, მისი არგოსი ჩემი კომპანიონების მიმართ
გაცილებით მეტ თავაზიანობას იჩენდა. ხუთი-ექვსი ასეთი შეხვედრის შემდეგ,
რახან მე ჩემსას არ ვიშლიდი და მასთან ჯიუტად ერთი-ორი სიტყვის გაცვლას
ვცდილობდი, საუბარში ამყვა, ოღონდ დიდი სიფრთხილით, როგორც უცნობი
უცნობს, ფამილარობაზე უმნიშვნელო მინიშნების გარეშე. მოგვიანებით ცოტათი
გულთბილი გახდა და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ კარგად ხედავდა, როგორ
უხაროდა არგოსს ჩემს ყაჩაღებთან შეხვედრა. ჩემდათავად პარტია მოგებულად
ჩავთვალე. თუმცა, როცა სოფელში ლაბრადორების ესკორტისგან თავისუფალმა,
სალამი მივაგე, პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. რამდენადაც მივხვდი, მის მიერ
გარემომცველი სამყაროს გაშიფვრა ცხოველით იწყებოდა და ადამიანით
მთავრდებოდა: ჩემი ძაღლები მან კარგად დაიმახსოვრა და სიამოვნებით
ესალმებოდა, მე კი მისთვის მხოლოდ გაურკვეველი და ბუნდოვანი სახე ვიყავი,
სამ საბელს უაზროდ რომ დასტრიალებდა თავს; ეს დასკვნა იმ დღეს
დამიდასტურდა, როცა ჩხირკედელაობისას დავიჭერი და კაფეს მეპატრონემ
სასწრაფოდ ყოფილ ექიმთან გამაქანა. როცა სემუელ ჰეიმანი ჩემკენ გადმოიხარა
და ტკივილების მიზეზის დადგენას შეეცადა, ისეთი განცდა დამეუფლა,
თითქოსდა ის უფრო ავადმყოფობას მიმართავდა, ვიდრე მის წინ გაშოტილ
ადამიანს. მე მისთვის არც მეტი, არც ნაკლები, მორიგი შემთხვევა ვიყავი და
მხოლოდ პროფესიული აუცილებლობის გამო გამსინჯა. ის უფრო მოვალეობის

58
შეგრძნებით იყო ნაკარნახევი. საკუთარი ნების გამოხატვა, ინიციატივის
გამოჩენა, დახმარების ხელის გაწოდება, თუ ეს მოვალეობის ზღვარს
სცილდებოდა, მოხუცს უხერხულობაში აგდებდა.

გამოხდა ხანი. ექიმს აშკარად დაეტყო პროგრესი. თუ ზოგიერთ ჩავარდნას არ


მივიღებთ მხედველობაში, ჩემს ამოცნობას ძაღლებისგან დამოუკიდებლად
ახერხებდა. შემდეგ, როცა შეიტყო, რომ მწერალი ვიყავი, საკუთარი სახლის კარიც
გამიღო.

ჩვენ შორის ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.


ჩემი წიგნები მოსწონდა, მე კიდევ მის თავშეკავებულობასა და
მორიდებულობაზე ვგიჟდებოდი.

ვეპატიჟებოდი ჩემთან სახლში. თვითონაც მეპატიჟებოდა. მას შემდეგ, რაც


საერთო მისწრაფება აღმოგვაჩნდა, საბაბად ერთი ბოთლი ვისკი სავსებით
საკმარისი იყო, ერთმანეთს რომ შევხვედროდით. მოვკალათდებოდით ხოლმე
ბუხართან და ალაოს პროპორციებზე ვბაასობდით, ასეთ უჩვეულო გემოს რომ
აძლევს ამ ფასდაუდებელ ნექტარს; ასევე ამ სასმელისთვის საჭირო ტორფის
ცეცხლზე გამოშრობასა და ხეების საუკეთესო ჯიშებზე კასრების
დასამზადებლად. სემუელი ზღვის სანაპიროზე განლაგებულ სპირტის ქარხნებს
ანიჭებდა უპირატესობას. მარწმუნებდა, რომ ვისკი დაძველებისას
წყალმცენარეების, მარილისა და იოდის არომატებით იჟღინთებოდა.
მიდრეკილებამ ალკოჰოლის ამ სახეობისადმი, წყლების შეფასების უნარი
გაგვიმძაფრა, რადგან ყველაზე მაგარი 55 ან 60 გრადუსიანი single casks რომ
დაგვეგემოვნებინა, ორივეს ხელში ორ-ორი ჭიქა გვეჭირა – ერთი ვისკით, მეორე
კი წყლით, – რაც ჩვენი პირის ღრუს ბურცობებს აიძულებდა, დეგუსტაციის
საუკეთესო წყაროები ეძებნათ.

როცა შევაბიჯებდი ოთახში, სადაც სემუელ ჰეიმანი თავის ძაღლთან მთელ დღეს
ატარებდა, ყოველთვის ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომ ვაწუხებდი. ადამიანი
და ცხოველი გაშეშებულები ისხდნენ, ღირსეულნი, საოცრად ლამაზნი, სიჩუმეში
ჩაძირულნი, გაერთიანებულნი თეთრი ნათებით, რომელიც ფარდების გავლით
ოთახში იღვრებოდა. რა დროსაც არ უნდა წამესწრო მათთვის, ერთსაც და
მეორესაც თავი ერთნაირად ეჭირათ: ხან ღრმად ჩაფიქრებულები იყვნენ, ხან
მეოცნებენი, ხანაც მხიარულნი ან დაღლილნი... როგორც კი ზღურბლს
გადავაბიჯებდი, მობინადრეთა პოზა იცვლებოდა: ჩემი უხეში შეჭრა სურათს

59
აიძულებდა, გამოცოცხლებულიყო. გაკვირვებული ცხოველი დრუნჩს ჰაერში
ასწევდა, ბრტყელ თავს გვერდზე გადახრიდა, წინ გამოიშვერდა და კაკლისებრი
თვალების მზერით თხემით ტერფამდე მათვალიერებდა. „შეიძლება ასე
გაუფრთხილებლად შემოჭრა? იმედი მაქვს, საამისო საბაბი მაინც გექნებოდათ...“
პატრონი უფრო ზანტად რეაგირებდა. ოხვრას შეიკავებდა, გაიღიმებდა და
აუცილებლად თავაზიანობის რომელიმე ფორმულას ჩაიბურდღუნებდა, რომელიც
გაღიზიანებულ „ახლა რაღამ შეგაწუხას“ ვერ მალავდა. ამ მარადიული თათბირით
ხელფეხშებორკილი მისი ორი მონაწილე მიუხედავად იმისა, რომ დღეებსაც
ერთად ატარებდნენ და ღამეებსაც, თითქოსდა ერთმანეთით ვერ ძღებოდნენ და
ყოველი გაზიარებული წუთით ტკბებოდნენ, თითქოსდა მათთვის ამქვეყნად
არაფერი იყო ისეთი სრულყოფილი და საამური, ვიდრე ერთმანეთის
გვერდიგვერდ სუნთქვა. ვინც არ უნდა შეჭრილიყო მათთან, ის აუცილებლად
ანგრევდა სისავსის ამ ღრმა, მძაფრ, ამაღლებულ და ნათელ განცდას.

წიგნებისა და ვისკის მიღმა ჩვენი საუბრები სწრაფად იწრიტებოდა. სემუელს


ზოგადი თემები გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ პირადულზე თხრობასაც
გაურბოდა – ბავშვობა საერთოდ არასდროს გაუხსენებია, ახალგაზრდობის
წლებზე, სასიყვარულო თავგადასავლებსა და ინტიმურ ცხოვრებაზე სიტყვა არ
დასცდენია. გეგონება, ეს ოთხმოცი წლის ბებერი მხოლოდ გუშინ მოევლინა
ქვეყანას და მოსაყოლად არც არაფერი დაჰგროვებიაო. მე კიდევ წამძლევდა
შიგადაშიგ სული და მოვხსნიდი გუდას პირს, მაგრამ თვითონ – ნურას
უკაცრავად. ქალიშვილის ხსენება, რომელიც ნამიურში საადვოკატო ფირმის
პატრონი იყო, საგრძნობლად ცვლიდა მის ნიღაბს, როგორც ჩანს, უზომოდ
უყვარდა, ამაყობდა მისი წარმატებით და არც მალავდა ამას. მაგრამ ამ
შემთხვევაშიც, მიუხედავად გულწრფელობისა, ბანალური ფრაზებით
შემოიფარგლებოდა ხოლმე. ჩემთვის დავასკვენი, რომ ეს კაცი ცხოვრებაში
არაფრის გულისთვის არ აღგზნებულა, არაფრის გულისთვის ანთებულა და რომ
მისი მთელი შინაგანი ცხოვრება მხოლოდ მე ერთადერთს მეხსნებოდა
ხელისგულივით, როცა ამ განუმეორებელი წყვილის – მოხუცისა და მისი
ოთხფეხა მესაიდუმლის წინ აღმოვჩნდებოდი ხოლმე.

შარშან ზაფხულში უცხოეთში დაგეგმილმა ტურნემ მაიძულა, რამდენიმე თვით


ქვეყანა დამეტოვებინა. გამგზავრების წინა დღეს მან დამცინავი ხმით მისურვა
„ბედნიერი მოგზაურობა, როგორც მწერალს, რომელიც უფრო მეტს ყბედობს,
ვიდრე წერს“. ჩემდათავად შევპირდი, რომ რამდენიმე ღირებულ წიგნს

60
ჩამოვუტანდი, ასევე იშვიათ სასმელებს, რათა ზამთრის სევდიან დღეებში არ
მოგვეწყინა.

***

იმან, რაც დაბრუნებისას შევიტყვე, თხემით ტერფამდე შემძრა.

ერთი კვირით ადრე არგოსს ქუჩაში მანქანა დასჯახებოდა.

ხუთი დღის შემდეგ კი სემუელმა თავი მოიკლა.

მთელი სოფელი თავზარდაცემული იყო. ემოციისგან ხმადაკარგულმა მებაყლემ


ახალი ამბავი ჯერ კიდევ მანამდე მაუწყა, სანამ სახლში ფეხს შევდგამდი:
დამლაგებელს ექიმი სამზარეულოში იატაკზე გაშხლართული ეპოვა. ტვინისა და
სისხლის შხეფებს კედლები წითლად შეეღება. პოლიციის დასკვნის თანახმად,
უბედურს თოფი აეღო და პირდაპირ პირში ესროლა.

„დიდებულია“, – გავიფიქრე.

სხვის სიკვდილზე ყოველთვის არაერთგვაროვნად ვრეაგირებთ: იმის ნაცვლად,


რომ დარდსა და მწუხარებას მივცემოდი, აღვფრთოვანდი. ამ სანახაობრივი,
გრანდიოზული, კანონზომიერი დასასრულის მიმართ ჩემი ბუნებრივი რეფლექსი
თაყვანისცემა იყო. სემუელი და მისი ძაღლი ბოლომდე განუყოფელნი დარჩნენ.
ამ ორმაგ სიკვდილში მე მხოლოდ რომანტიზმის უზენაესობა, რომანტიზმის
ზეიმი ამოვიკითხე. ეჭვგარეშეა, რომ ერთის სიკვდილმა მეორის სიკვდილს
მოუმზადა ნიადაგი. როგორც მათ სჩვეოდათ, თითქმის სინქრონულად
იმოქმედეს: ეს ქვეყანა ძალადობრივი სიკვდილით ერთდროულად დატოვეს.

გარკვეული დროის შემდეგ გონს მოვეგე და ამასწინანდელი ნააზრევის გამო


სასტიკად ვუსაყვედურე საკუთარ თავს.

„ნუ იქნები სასაცილო... ვის გაუგია, პატრონი შუბლში ტყვიას იხლიდეს იმის
გამო, რომ მისი ძაღლი მანქანამ გაიტანა? იქნებ სემუელი
თვითმკვლელობისათვის დიდი ხანია ემზადებოდა, მაგრამ ჩანაფიქრი
სისრულეში ვერ მოეყვანა, რადგან მეგობარს ასე უპატრონოდ ვერ დატოვებდა.
როცა ეს საზრუნავი მოეხსნა, მასაც ხელ-ფეხი გაეხსნა... შეიძლება სემუელმა
გაიგო, – სანამ უბედური შემთხვევა არგოსს იმსხვერპლებდა, – რომ მძიმე და

61
უკურნებელი სენით იყო ავად. არ ისურვა, აგონიაში ამოხდომოდა სული... დიახ,
დიახ, რაღაც ამდაგვარი მიზეზი აუცილებლად იარსებებდა... თუ ეს ყველაფერი
უბრალოდ დამთხვევათა მონაცვლეობას უნდა მიეწეროს? მას დარდისგან თავი
არ მოუკლავს. არამც და არამც. რა თქმა უნდა, ადამიანი იმის გამო, რომ მის
ძაღლს მანქანამ გადაუარა, თავს არ იკლავს“.

და მაინც, რაც უფრო კატეგორიულად უარვყოფდი პირველ ჰიპოთეზას, მით


უფრო რეალური იყო მისი ალბათობა.

გაღიზიანებულმა უარი ვთქვი შინ დაბრუნებაზე და „პეტრელისკენ“ ავიღე გეზი,


სემუელის სულის საცხონებლად ერთი ხომ უნდა გადამეკრა და
თანასოფლელებთან ერთად მომეგონებინა.

სამწუხაროდ, ჭორებმა კიდევ უფრო შორს გაუტიეს, ვიდრე ჩემმა უეშმაკო


წარმოსახვამ. ბარშიც, განიერი ტროტუარის მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებულ
მაგიდებს, სიცივის მიუხედავად, ლუდის დასალევად მიმსხდარი მუდმივი
მუშტრებიც, მოკლედ ყველა, როგორც ერთი, მიიჩნევდა, რომ ექიმმა ჰეიმანმა
სიცოცხლე საკუთარი ძაღლის სიკვდილის გამო მოისწრაფა.

– ერთი გენახათ, როცა დაგლეჯილი ცხოველი ხელში აიყვანა. საშინელება იყო


ნამდვილად.

– რა? მისი სევდა?

– არა, მისი ზიზღი. რამდენჯერმე ამოიგმინა: „არა!“ სულ ცაში იფურთხებოდა.


თვალები სისხლით გაევსო, შემდეგ ჩვენ მოგვიტრიალდა. ჩვენც მაშინ
მივცვივდით და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამოჟლეტას გვიპირებდა:
არადა, ჩვენ რა შუაში ვიყავით? ღმერთო, ახლაც თავიდან არ ამომდის მისი
გამოხედვა. თვალების ნაცვლად ხანჯლები რომ ჰქონოდა, ყველას ამოგვჟუჟავდა.

– სად მოხდა ეს?

– ვილეს გზაზე, ტრონშონის ფერმას როგორც კი გასცდები.

– და ვინ გადაუარა მანქანით?

– არ ვიცით, გაიქცა ის ნაძირალა.

– ძალიან კი მიკვირს, ის ძაღლი ხომ მეტისმეტად ჭკვიანი იყო... მანქანებს


ერიდებოდა. პატრონს ცოტათიც არ სცილდებოდა.
62
– ყური მიგდეთ, – ჩაერია მარიზა, ექიმის დამხმარე ქალი, – ორივე – ექიმიც და
ძაღლიც თურმე თხრილთან ქამა სოკოებს ეძებდნენ. ამ დროს საიდანღაც
სატვირთო მანქანა გამოვარდნილა. ექიმისთვისაც გაუკრავს ცოტათი, ძაღლი კი
გაუტანია, წელში გადაუტეხია საწყალი. მძღოლს კარგად დაუნახავს, მაგრამ
ვითომც არაფერი, ერთი სანტიმეტრითაც არ გადაუწევია მანქანა. აი, ნამდვილი
ნაძირალა!

– ასეთი ნაძირალები დღეს ძალიან კი მომრავლდნენ.

– საწყალი ძაღლი!

– საწყალი ძაღლი და საწყალი ექიმი.

– მაგრამ ძაღლის გამო ღირდა კი შუბლში ტყვიის დახლა?!

– ხომ იცით, უბედურება რაც არის? აზროვნების უნარს აკარგვინებს ადამიანს.

– გეთანხმები, მაგრამ თავის მოკვლა მაინც ნამეტანია.

– ჯანდაბა! ჰეიმანი ხომ ექიმი იყო? არაერთხელ საკუთარი თვალით უნახავს,


როგორ კვდებიან ადამიანები. რატომ აქამდე არ მოიკლა თავი?

– შეიძლება საკუთარი ძაღლი ადამიანებზე მეტად უყვარდა?

– ვშიშობ, რომ ჭეშმარიტებას ამბობ.

– გეყოფათ, რა! აქამდე მას არაერთი ძაღლი მოჰკვდომია, მაგრამ თავი არ


გაუგიჟებია. მეორე დღესვე მშვიდად ყიდულობდა ხოლმე ახალს. ზოგიერთებს
კი უკვირდათ ძალიან, საერთოდ რომ არ იცდიდა.

– უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არგოსი სხვებს რაღაცით ბევრად სჯობდა.

– ან ექიმი გადაიღალა უზომოდ.

– ერთი წუთით. წინა ძაღლები ბუნებრივი სიკვდილით, ანუ სიბერისგან


კვდებოდნენ. მათთვის მძღოლს არ გადაუვლია და ნაფლეთებად არ უქცევია.

– თქვენ რაც გნებავთ, ის იფიქრეთ, მაგრამ მე აზრს ვერ შემაცვლევინებთ – არ


შეიძლება ძაღლის ასეთი სიყვარული!

– ასე ძლიერ გიყვარდეს ძაღლები და ადამიანები კი – ნაკლებად?

63
ამ ფრაზის შემდეგ ბარში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ყავის მადუღარა
უსტვენდა. ტელევიზორში ტიერსეს შედეგებს აცხადებდნენ. საყოველთაო
ყურადღებით დაბნეული ხარაბუზა კედელს მიეხეთქა. თითოეული საკუთარ
თავს ეკითხებოდა: რომელია უფრო ადვილად შესაყვარებელი – ძაღლი თუ
ადამიანი? რომელი უკეთ მოგვაგებს სიყვარულს სიყვარულის წილ?

კითხვამ ყველა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

შინ ღრმად ჩაფიქრებული დავბრუნდი, მექანიკურად გადავუსვი თავზე ხელი


ლაბრადორებს, რომლებიც ჩემს დანახვაზე დასაბმელები

გახდნენ, სწრაფი ქიცინისგან ლამის კუდები მოსძვრათ. იმწუთას გავიაზრე, რომ


მე არ ვპასუხობდი ისე თბილად ჩემი კომპანიონების სიყვარულს, როგორც ამას
ექიმი ჰეიმანი ახერხებდა... მან არგოსისადმი ერთგულებაში საგრძნობლად
გამისწრო წინ. არგოსთან ექიმს წმინდა... დიდი სიყვარული აკავშირებდა.

ყველაზე ძვირადღირებული ვისკის ბოთლი გავხსენი – დაძველებული, კუნძულ


ისლის ალაოზე დაყენებული.

***

მეორე დღეს მისი ქალიშვილი მომადგა კარზე. თითქმის არ ვიცნობდი მირანდას,


სულ ორ-სამჯერ თუ შევხვედრივარ. თუმცა ვაღიარებ, მისდამი მწველი სიმპათია
პირველი დანახვისთანავე გამიჩნდა. გახსნილი, ნათელი, პირდაპირი და
დამოუკიდებელი ეთქმოდა, თითქმის უხეში, შორს იყო ყოველგვარი
კოკობზიკობისა და სიყალბისაგან. მირანდა განასახიერებდა იმ თანამედროვე
ქალებს, რომლებიც გაჯადოებენ მაშინაც კი, როცა სრულიადაც არ ცდილობენ
ამას. თავიდანვე ისე მომმართა, როგორც ჭეშმარიტ ჯენტლმენს – ორაზროვანი
მინიშნებების გარეშე. მეც მყისიერად მოვიხიბლე, თან ისე ძლიერ, რომ
მოგვიანებით, როცა მისი სახის ნაკვთების სინატიფე და გასაოცარი ფეხები
დავაფიქსირე, ერთგვარი გაკვირვება დამეუფლა, რომელიც ძალიან შორს როდი
იყო აღფრთოვანებისგან.

იმ ნისლიან დილას მოვლენილმა მომღიმარმა მირანდამ შემოსვლისთანავე


პირდაპირ მომახალა, ხომ არ გაწუხებო. მეც დავარწმუნე, რომ არა. შეძენილი

64
კრუასანები დააქნია და ყავის მოდუღება შემომთავაზა. მისი დილაადრიანი
შემოჭრა ერთდროულად ბუნებრივიც იყო და დამპყრობლურიც.

სამზარეულოში მივუსამძიმრე, თავდახრილი მისმენდა, – ვერ გაიგებდი, ამ დროს


რაზე ფიქრობდა, – შემდეგ ჩემ პირდაპირ მოკალათდა.

– მამაჩემს ძალიან უყვარდა თქვენთან ბაასი. აუცილებლად მოგიყვებოდათ


რაღაც-რაღაცებს, რომელთა თქმაც ჩემთან მოერიდებოდა...

– ღმერთო, ჩვენ მხოლოდ ლიტერატურასა და ვისკიზე ვყბედობდით... დიახ,


ძირითადად ლიტერატურასა და ვისკიზე.

– ზოგჯერ ზოგად თემებზე საუბრისას ადამიანის მეხსიერებაში საინტერესო


მოგონებებიც წამოიფანტებიან ხოლმე.

დავჯექი და გამოვუტყდი, რომ მიუხედავად ჩემი არაერთგზის მცდელობისა,


ჩვენს საუბრებში რაიმე პირადული ერთხელაც არ გაჟღერებულა.

– ძალიან იცავდა თავს, – დაასკვნა მირანდამ.

– ვისგან?

ვიგრძენი, რომ მირანდა სასოწარკვეთილი იყო. უკან მაინც არ დაიხია და


განაგრძო.

– როგორ თუ ვისგან? მისი ერთადერთი ქალიშვილი გახლავართ. ძალიან მიყვარს,


მაგრამ ვაღიარებ, არაფერი ვიცი მამაჩემზე. სანიმუშო კაცი იყო, მაგრამ ჩემთვის
მაინც უცხო ადამიანად დარჩა. ერთ რამეს ვსაყვედურობ მხოლოდ: მზად იყო,
ნემსის ყუნწში გამძვრალიყო, ჩემი ყველა კაპრიზი დაეკმაყოფილებინა, ერთის
გარდა – არ გამომტყდარიყო, ვინ იყო სინამდვილეში.

მირანდამ ჩანთიდან სქელტანიანი წიგნი ამოიღო.

– შეხედეთ.

აბრეშუმის ქაღალდის ქვეშ მუყაოს ყოველ გვერდზე წარწერიანი პორტრეტი


ჩაეკრა. ალბომის ფურცვლას მელანქოლიურად შევუდექი. იწყებოდა სემუელისა
და ედიტის – ჟღალთმიანი და ლამაზტუჩება ლამაზმანის ქორწილის ფოტოებით.
მათ ფეხებთან ბოსერონი გაწოლილიყო, თავაწეული და ამაყი. იფიქრებდით,
მათი ბავშვიაო. შემდეგ მოჰყვებოდა ჩვილი ბავშვის ფოტოების უსასრულო

65
ფერხული, მასაც ყველგან ძაღლი იცავდა. საოჯახო ფოტოებზე კი ოთხნი
იღიმებოდნენ: წყვილისა და ძაღლისგან შემდგარი ტრიო, პლუს ბალღი. როდესაც
მირანდას ხუთი წელი შეუსრულდა, ედიტი გარდაიცვალა.

– რა დაემართა დედათქვენს?

– ტვინის კიბო. ძალიან მოკლე ხანში მოუღო ბოლო.

შემდეგ ოჯახი განსხვავებული შემადგენლობით გამოჩნდა: მბრძანებლის


გვერდით მეუღლის ადგილი ძაღლს დაეკავებინა. მირანდა კი მათ წინ
იპრანჭებოდა.

– რა შეამჩნიეთ? – უხეშად იკითხა მირანდამ.

– მმმ... აქ ვერ ვნახე მამათქვენის ბავშვობისა და ყრმობისდროინდელი ფოტოები.

– მისი მშობლები ომში დაიღუპნენ. მამაჩემს არ უყვარდა მათზე ლაპარაკი, ისევე


როგორც ბევრ ებრაელს, რომელთა ოჯახები ომში ამოჟლიტეს. არაფერი ვიცი
ბებია-პაპაზე, არც დეიდებსა და ბიძიებზე. მხოლოდ მამა გადარჩა.

– როგორ?

– ომის დროს კათოლიკურ პანსიონში მალავდნენ... ნამიურში მღვდელმა


შეიფარა... მამა ანდრემ. სხვა ვერაფერი შეამჩნიეთ?

მივხვდი, საითკენაც მიბიძგებდა. როგორც მე, როგორც არაერთი თანასოფლელი,


მირანდაც უამრავ კითხვას უსვამდა საკუთარ თავს ძაღლის როლსა და
მნიშვნელობაზე: ნუთუ მისმა სიკვდილმა უბიძგა მამაჩემს საშინელი აქტის
ჩადენისკენ?

მე ყველანაირად ვცდილობდი, ამ თემას არ შევხებოდი. ვვარაუდობდი, რომ


მსგავსი ეჭვები ქალიშვილისთვის უსასრულო ტანჯვის წყარო შეიძლებოდა
გამხდარიყო.

მირანდა დაჟინებულ, მომთხოვნ, კატეგორიულ და მიმნდობ მზერას არ


მაცილებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ამოვღერღე:

– როგორი ურთიერთობები გქონდათ მამათქვენის ოთხფეხა მეგობრებთან?

შვებით ამოისუნთქა: მე მთავარი ამოვიღე მიზანში. მირანდამ ფინჯანი დაცალა,


სკამის საზურგეს მიეყრდნო და ქვემოდან ამომხედა.
66
– მამას ყოველთვის მხოლოდ ერთი ძაღლი ჰყავდა – ბოსერონი, სახელად არგოსი.
მე უკვე გავხდი ორმოცდაათის და მთელი ამ ხნის განმავლობაში ოთხს
ვიცნობდი.

– რატომ მაინცდამაინც ბოსერონი?

– წარმოდგენა არა მაქვს.

– და რატომ არგოსი?

– არც ეგ ვიცი.

– და თქვენ რას ფიქრობდით ამ ყველაფერზე?

მირანდა ორჭოფობამ შეიპყრო. ჩანდა, საკუთარი აზრების ხმამაღლა გამოთქმას


არ იყო ჩვეული. თუმცა ამის სურვილი აშკარად ეტყობოდა.

– ოთხივე მიყვარდა. მიყვარდა გატაცებით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ,


ისინი კარგი ძაღლები იყვნენ: ალერსიანები, გიჟმაჟები და, რაც მთავარია,
ერთგულები. შემიძლია ვთქვა, დებისა და ძმების მაგივრობას მიწევდნენ...

ფრაზა დაუსრულებელი დატოვა. სანამ გააგრძელებდა, გარკვეული დროით


ფიქრებში ჩაიძირა.

– დედის მაგივრობასაც მიწევდნენ და ცოტათი მამისასაც...

მირანდას თვალები დაენამა. თვითონვე უკვირდა საკუთარი სიტყვების. ვეცადე,


დავხმარებოდი, გასათამამებლად პატარა ბიძგი მიმეცა.

– და-ძმის მაგივრობას რომ გიწევდნენ, ეს სადღაც კიდევ შემიძლია გავიგო.


მამათქვენის ავტორიტეტის ქვეშ მოქცეულნი, ეს ძაღლები თქვენი მეგობრებიც
ხდებოდნენ. მაგრამ... ვერ დავიჯერებ, რომ მათ დედაც ჩაგინაცვლეს... ნუთუ
მართლა?

მზერა უმეტყველო გაუხდა, თვალები იატაკს მიაშტერა, მაგრამ მათ გამჭვირვალე


უძრაობაზე ადვილად მიხვდებოდით, რომ ისინი იქ, შიგნით, მოგონებებში
იქექებოდნენ.

– არგოსს მამაზე უკეთ ესმოდა, თუ მოწყენილი ვიყავი, გაბრაზებული ან


დარცხვენილი; არგოსს, შეუძლებელია, არ ეყნოსა. ინტუიციურად გრძნობდა ჩემს
ნებისმიერ განწყობას, როგორც დედა... და მამაჩემს ატყობინებდა. დიახ, დიახ,
67
რამდენჯერ შეუხსენებია არგოსს მამაჩემისთვის, რომ მე ყურადღებას
ვსაჭიროებდი, აიძულებდა, ჩემთვისაც დაეგდო ყური, გულწრფელად
დამლაპარაკებოდა. ასეთ წუთებში, როცა მამიკო მას ემორჩილებოდა, არგოსი
წამით არ გვცილდებოდა, შორიახლო დაჯდებოდა და რიგრიგობით ხან მას
შესცქეროდა, ხან მე; სურდა, დარწმუნებულიყო, რომ მისთვის გაუგებარ
ადამიანების ენაზე მამაჩემს ვუხსნიდი იმას, რაც მან, ძაღლმა, მყისიერად გაიგო.

ხმა უფრო თბილი და წყვეტილი გაუხდა, თმის შესწორებისას ხელები


უკანკალებდა, მირანდა სრულიად გაუცნობიერებლად, ჩემ თვალწინ იმ გოგონად
გარდაიქმნა, რომელზეც ჰყვებოდა.

– შემდეგ, – განაგრძო მან, – არგოსი ჩემთვის არც კოცნას იშურებდა და არც


სითბოს, როგორც დედა... მამა ყოველთვის თავშეკავებული იყო. ვინ იცის,
რამდენი დრო გაგვიტარებია მე და არგოსს ერთმანეთის გვერდიგვერდ ხალიჩაზე
გაწოლილებს ფიქრსა და ბჭობაში. ის იყო ერთადერთი, რომელსაც ვეხებოდი და
ერთადერთი, რომელიც მეხებოდა, როგორც დედა, ასე არ არის?

მე მეკითხებოდა პატარა დაბნეული გოგონა და ჩემგან ელოდა დასტურს, რომ


მან ზუსტად განსაზღვრა ის, რაც მას ასე ძალიან აკლდა.

– როგორც დედა, – ექოსავით გამოვეხმაურე.

დამშვიდებულმა მირანდამ შემომღიმა.

– ხშირად არგოსის სუნი ამდიოდა. იმიტომ, რომ ზედ მახტებოდა და მლოკავდა.


იმიტომ, რომ სულ ფეხებში მებლანდებოდა. იმიტომ, რომ მეხახუნებოდა.
იმიტომ, რომ მისთვის აუცილებელი იყო დაემტკიცებინა, რომ ვუყვარდი. ჩემს
ბავშვობაში არგოსის სუნს ვგრძნობდი, აი, მამისას – არა. მას ყოველთვის შორს
ეჭირა თავი და მხოლოდ სისუფთავისა და ცივილიზაციის სურნელს აფრქვევდა,
აი,

ისეთს, ფლაკონებს რომ ასდით – ოდეკოლონისას ან ანტისეპტიკისას,


მამაკაცისას ან ექიმისა. მხოლოდ მე და არგოსს გვქონდა ზუსტად ერთნაირი
სუნი.

გადმომხედა და მე მის მაგივრად წარმოვთქვი:

– როგორც დედას...

68
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. ვერ გამებედა მისი დარღვევა, რადგან ვგრძნობდი,
რომ მირანდა თავისი წარსულის ბედნიერ მოგონებებში დაფარფატებდა. მისი
გლოვა დაიწყო. მაგრამ გლოვა ვის გამო? მირანდა სემუელს გლოვობდა თუ
არგოსს?

ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მირანდა ჩემს აზრებს კითხულობდა, რადგან


მოულოდნელად დამიზუსტა:

– როგორც კი მამაჩემზე ფიქრს ვიწყებ, აუცილებლად არგოსზეც მეფიქრება. სადაც


ერთია, იქ მეორეცაა. მამამ ძალიან კარგად იცოდა თავისი შესაძლებლობების
ზღვარი და ამიტომაც სრულ ნდობას უცხადებდა თავის მეგობარს, რათა გაეგო ის,
რასაც თვითონ ვერ ჩასწვდომოდა. ხშირად მეჩვენებოდა, რომ მხოლოდ მას
მიმართავდა კონსულტაციისათვის, მეტიც, ეყრდნობოდა მისგან მიღებულ
რჩევებს. ამიტომაც არგოსი შეადგენდა მამაჩემის ნაწილს, მინდოდა მეთქვა, მის
ფიზიკურ, ემოციურ და მგრძნობელობით ნაწილს. არგოსი ცოტათი მამაჩემი იყო
და პირიქით, – მამაჩემი – არგოსი. თქვენ ალბათ გეჩვენებათ, რომ სისულელეებს
ვროშავ?

– არა, რას ამბობთ, სულაც არა.

ისევ მოვადუღე ყავა. უკვე აღარ განვიცდიდით საუბრის გაგრძელების


აუცილებლობას. ჩვენ მივაღწიეთ იმ სიმშვიდეს, რომელსაც უზრუნველყოფს არა
ჭეშმარიტების გარკვევა, არამედ საიდუმლოსთან მიახლოება.

ყავის დასხმისას დავამატე:

– თქვენ ფიქრობთ, რომ ბოლო არგოსი რაღაცით მაინც აღმატებული იყო


წინამორბედებზე?

მირანდა შეკრთა. იგრძნო, რომ დღის მთავარ თემას ვუახლოვდებოდით.

– ბოლო არგოსი არაჩვეულებრივი და თავისებურად ერთადერთი და


განუმეორებელი იყო, ისევე როგორც მისი წინამორბედები.

– მამათქვენს ის გამორჩეულად უყვარდა?

– მე ვიტყოდი, რომ მამაჩემი უფრო ჩაიკეტა.

პირდაღებულებს, მეტყველების უნარი წაგვერთვა. საუბარი მეც მსურდა და


მირანდასაც, მაგრამ ვერც ერთს ვერ გაგვებედა.
69
ბოლოს მირანდამ მომაყარა:

– აქ ყველა დარწმუნებულია, რომ მამაჩემმა თავი ძაღლის გამო მოიკლა.

დაჟინებული მზერა მომაპყრო.

– განა ასე არ არის?

გარკვეული ძალისხმევა დამჭირდა, რომ ამომეღე‑ რღა:

– ეს წმინდა წყლის აბსურდია, მაგრამ... მაგრამ ნამდვილად ასეა. ჩვენ თითქმის


ინფორმაციის გარეშე დავრჩით: ძალიან ცუდად ვიცნობდით მამათქვენს.
ბუნებრივია, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთს დავუკავშირეთ.

– მამაჩემს ეს საშინლად არ მოეწონებოდა, უბრალოდ, ზიზღს მოჰგვრიდა.

თავი ძლივს შევიკავე, რომ არ შემესწორებინა: „ეს თქვენ არ მოგწონთ, რომ


ადამიანები ასე მიიჩნევენ“, – მადლობა ღმერთს, ტაქტის გრძნობა ჯერ კიდევ
შემომრჩა.

მირანდა წინ გადმოიხარა.

– დამეხმარეთ.

– რა ბრძანეთ?

– დამეხმარეთ დავადგინო, რაც მოხდა.

– და რატომ მე?

– იმიტომ, რომ მამა თქვენ ძალიან გაფასებდათ. და კიდევ იმიტომ, რომ მწერალი
ხართ.

– მწერალი რომ ხარ, სულაც არ ნიშნავს, გამომძიებელიც იყო.

– მწერალი, სხვების მიმართ ყოველთვის ცხოველ ინტერესს ამჟღავნებს.

– სიმართლე თუ გნებავთ, მე არაფერი ვიცი მამათქვენზე. ერთი დეტალიც კი.

– თქვენს არცოდნას თქვენი წარმოსახვა შეავსებს. წარმოიდგინეთ, მეც მაქვს


თქვენი წიგნები წაკითხული და შევამჩნიე, რომ, როცა რამე არ იცით,
დახმარებისთვის ფანტაზიას მიმართავთ. მე მჭირდება თქვენი გენია
ჰიპოთეზებისა.

70
– ერთი წუთით! მე ვყვები იმას, რაც მომეპრიანება, რაც თავში მომივლის. ჩემი
მონათხრობისგან ადამიანი დიდ ამბებს არ უნდა ელოდოს. ის არაფერს
გვავალდებულებს. მე სიამოვნებას ვეძებ და არა ჭეშმარიტებას.

– თქვენ იმის თქმა გსურთ, რომ ჭეშმარიტება უფრო დიდი სიმახინჯეა, ვიდრე
დუმილი? გემუდარებით, მიშველეთ, გამოიჩინეთ გულმოწყალება!

მისი ფართოდ გახელილი ლურჯი თვალები მემუდარებოდნენ. მირანდას


ცეცხლოვანი თმა ბრაზისა და ცოფისგან ელვარებდა.

ეს ქალი ისე მომწონდა, რომ მეტი ფიქრის ძალა აღარ შემწევდა – ავდექი და
დავეთანხმე.

ნაშუადღევს მამამისის ციხე-კოშკში ვეახლე. იმით დაიმედებულნი, რომ რაღაც


საინტერესოს აღმოვაჩენდით, მამამისის ქაღალდებში წესრიგის დამყარებას
შევუდექით. ორი თუ სამი სრულიად უშედეგო საათის შემდეგ ხმამაღლა
განვაცხადე:

– მირანდა, მამათქვენის ყველა ძაღლი ერთი და იმავე ადგილიდანაა წამოყვანილი


– არდენის საშენიდან.

– და რა მერე?

– აგერ უკვე ორმოცდაათი წელია, რაც კონტრაქტს ერთი და იგივე პიროვნება


აწერს ხელს, ვინმე...

ამ დროს კარზე ზარი გაისმა.

მირანდამ გაუღო. ზღურბლზე გრაფი დე სირი ამოსვეტებულიყო – მხცოვანი


მამაკაცი საცხენოსნო ჩექმებში, ძველმოდური სინატიფით მოსილი. ცხენი,
რომელიც ალაყაფის ძელზე მიება, ჩვენს დანახვაზე აჭიხვინდა.

ეს ოჯახი, რომელიც უწინ რამდენიმე ფერმასა და სამ ციხე-კოშკს ფლობდა, დღეს


აქედან დაახლოებით ათი კილომეტრით დაშორებულ მამულში ცხოვრობდა.

მირანდამ სტუმარი შემოიპატიჟა და ბუხრის გარშემო წრიულად შემოლაგებული


სავარძლებიდან ყველაზე მაღალზე მიუთითა. დენდი მოკრძალებით წამოიწია
წინ, თვალებით ოთახს ათვალიერებდა. ბოხი ხმით მასპინძელს თავშეკავებული
მადლობა გადაუხადა, თითქოსდა წმინდათაწმინდა ტაძარში შესვლის უფლება
დართესო.
71
– მამათქვენი... განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ. მთელი ჩემი შეგნებული
ცხოვრების განმავლობაში პირადად მე იშვიათად ვყოფილვარ მსგავსი
ჰუმანიზმის, ხელგაშლილობისა და სიკეთის, ადამიანთა წილხვედრი ტკივილის
გაგებისა და აღქმის უნარის თვითმხილველი. ის არ საჭიროებდა ახსნა-
განმარტებებს, მყისიერად სწვდებოდა არსს. თანადგომის იშვიათი ნიჭით
დაჯილდოებული ადამიანი იყო!

მე და მირანდამ გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. სემუელ ჰეიმანის


ადამიანური თვისებების ქება-დიდება რომც გადაგვეწყვიტა, ამ სიტყვებს
უეჭველად არ ავირჩევდით, რადგან მივიჩნევდით, რომ ეს ღირებულებები მას,
უბრალოდ, არ გააჩნდა.

– ჩემზე თუ გელაპარაკათ? – ჰკითხა გრაფმა დე სირმა მირანდას.

– არა.

გრაფს ისევ აუჭარხლდა სახე და გაიღიმა – ეს დუმილი, ეს ართქმა მისთვის


მიცვალებულის სათნოების დამადასტურებელი კიდევ ერთი უტყუარი
მაგალითი იყო.

– მეგობრობდით? – შეჰბედა მირანდამ.

– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გადაბმული მეგობრები ვიყავით, ძალიან ვეცადე,


რომ მტრად მოვკიდებოდი, მაგრამ მისი დიდსულოვნების წყალობით, მაინც ვერ
გავხდი მისი არაკეთილმოსურნე.

– უკაცრავად, ვერ გიგებთ...

– ჩვენ საიდუმლოებებს ვუზიარებდით ერთმანეთს. თავისი საიდუმლოებები მან


საფლავში ჩაიტანა, მალე მეც ჩემსას თან გავიყოლებ.

გაღიზიანებულმა მირანდამ ხელისგული სავარძლის საზურგეს დაარტყა.

– აი, სწორედ რომ ეს არის მამაჩემი – საიდუმლოებათა სკივრი. აუტანელია!

ასეთ აგრესიაზე გრაფს ქვედა ტუჩი ჩამოუვარდა. წამწამები ააფახულა. ნერწყვი


გადაყლაპა და რაღაც გაუგებარი ჩაიდუდღუნა. სურდა, რამენაირად
დაემშვიდებინა მირანდა, მაგრამ ვერ გაერკვია, როგორ.

მირანდა გრაფს მივარდა:

72
– ამას დედაჩემთან რამე კავშირი აქვს?

– ვერ მიგიხვდით სათქმელს...

– თქვენი ჩხუბი მასთან, კამათი, რომელიც მოგიტევათ! ეს დედაჩემსაც ეხებოდა?

– არავითარ შემთხვევაში.

გრაფმა პასუხი თითქოსდა ამოისტვინა, თავდაჯერებით და გადაჭრით. ცხადია,


იწყინა, რომ მირანდამ მსგავსი რამ საერთოდ დაუშვა გონებაში. ქალმა მის
თვალში ვულგარულობის დასაშვებ ზღვარს გადააბიჯა.

– მეტი არაფერი გსურთ მითხრათ? – არ ცხრებოდა მირანდა.

გრაფმა მუხლებზე დაწყობილი ხელთათმანები ნერვულად დაჭმუჭნა და ერთი-


ორჯერ ჩაახველა.

– დიახაც, რომ მსურს!

– და რაღას ელოდებით?

– მსურს, მამათქვენის ხსოვნას პატივი მივაგო. დამრთავთ თუ არა ნებას, მისი


დასაფლავების ორგანიზება მე ვიტვირთო?

– რა ბრძანეთ?

– ვისურვებდი, მისთვის ისეთი გასვენება მომეწყო, როგორსაც ის იმსახურებდა –


უმაღლესი კატეგორიის, ღირსეული, პომპეზური, მდიდრული და დახვეწილი.
დამრთეთ ნება, საკუთარი ხარჯებით მოვაწყო დასაფლავების ცერემონია,
ყვავილებითა და გვირგვინებით მოვრთო ეკლესია, მოვიწვიო გუნდი და
ორკესტრი, ვიქირავო ძვირადღირებული კატაფალკი, რომელშიც ჩემი საჯინიბოს
ჯიშიან ცხენებს შეაბამენ.

გრაფი უკვე დნებოდა წარმოსახული სცენებისგან.

მირანდამ მზერა მომაპყრო, რომელშიც გარკვევით იკითხებოდა, „ამ ბებერმა


ყორანმა საერთოდ გააფრინა“, შემდეგ კი მხრები აიჩეჩა.

– ალბათ თქვენთვის უნდა მეკითხა: „მერედა რატომ?“ მე კიდევ გიპასუხებთ:


„რატომაც არა“. თანახმა ვარ! მოაწყვეთ, რაც გნებავთ, გულმოწყალე ბატონო,
თქვენთვისვე ჩამიბარებია ცხედარიც.

73
გრაფს მირანდას სითამამისა და თავაშვებულობისაგან სახე მოეღრიცა, მაგრამ
კრინტი არ დაუძრავს. დაკმაყოფილდა მხურვალე მადლობების ღვრით და
გასასვლელი კარისკენ გაემართა.

როგორც კი სტუმარი გაუჩინარდა, გაკვირვებულმა მირანდამ გრძნობები


თავისუფლად ამოაფრქვია:

– გრაფი დე სირი! წარმოგიდგენია? ტიპი მოდის და აცხადებს, მამაშენის


საუკეთესო მეგობარი ვიყავიო. არადა, მამას ჩემთან მის შესახებ არასდროს
უსაუბრია, მისი სახელი ჩემთან ერთხელაც არ უხსენებია. გადავირიე, კაცი
საიდუმლოებებით ყოფილა დახუნძლული...

ისევ დავუბრუნდი დოკუმენტებს, რომლებიც ხელში მეჭირა.

– მე დაჟინებით მოვითხოვ, აუცილებლად მოინახულოთ საშენი, სადაც


მამათქვენი ორმოცდაათი წლის განმავლობაში ძაღლებს ირჩევდა.

– და რისთვის?

– შეიძლება ბოსერონების მომშენებელს გაანდო ის, რასაც თქვენ გიმალავდათ.

– კეთილი, ბატონო! და როდის მივდივართ?

***

სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ არდენის კლაკნილ გზებს მივადექით,


რომლებიც ქარბუქისგან აფორიაქებულ ტყეებს შესეოდნენ. დასახლებები ნელ-
ნელა იშვიათდებოდა, ისეთი განცდა დაგვეუფლა, რომ სრულიად განსხვავებულ,
ნამდვილ ვეგეტატიურ სამყაროში შევიჭერით. ხავსმოხვეული ნაძვები არც
მაღალი იყო და არც დაბალი, მაგრამ მთელ არემარეზე მეფობდნენ, მჭიდრო
მწკრივებს გაუვალი მასები ჩამოეყალიბებინათ, იქაურობა იერიშზე
გადასასვლელად მზადმყოფ არმიას წააგავდა. ტოტები წვიმის მსხვილი
წვეთების სიმძიმეს ვერ უძლებდნენ და პირდაპირ ჩვენი მანქანისკენ
იზნიქებოდნენ. ვშიშობდი, ამ არასტუმართმოყვარე, პირქუშ და მტრულად
განწყობილ მიდამოებში არ ჩავრჩენილიყავით.

ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიეთ ძაღლების საშენს „ბასტიენი და ვაჟიშვილები“.


გამაყრუებელი ყეფის თანხლებით, რომელიც რამდენიმე შენობიდან ჩვენამდე
74
აღწევდა, ვცდილობდით, მანქანასთან მოსული ყმაწვილკაცი დაგვერწმუნებინა,
რომ ჩვენი მიზანი მწყემსი ნაგაზის ლეკვის შეძენა ან ძაღლის პანსიონატში
ჩაბარება კი არ იყო, არამედ ფრანსუა ბასტიენთან პირადად შეხვედრა, რომელიც
ორმოცდაათი წლის განმავლობაში მირანდას მამას ბოსერონებით ამარაგებდა.

– პაპაჩემთან წაგიყვანთ, – დაასკვნა მან ეჭვნარევი ხმით.

მეგზურმა დაბალჭერიან ოთახში შეგვიყვანა, კედლებზე სპილენძის ქვაბები


აეხოხოლავებინათ. ხელით ნაქარგი გადასაფარებლით დამშვენებულ მაგიდებზე
თუჯის ნაირ-ნაირი ნივთები დაეხვავებინათ – განძეულობათა ჭეშმარიტი
გამოქვაბული სიძველეების მოყვარულთათვის, ჩემთვის და მირანდასთვის კი –
თავბრუდამხვევი ქაოსი.

ჩვენთან შესახვედრად აქაურობის გამგებელი, ძაღლების გამოცდილი


მომშენებელი ფრანსუა ბასტიენი გამობრძანდა. როცა ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი
შეიტყო, მირანდას მოკრძალებულად მიუსამძიმრა და დაჯდომა შემოგვთავაზა.

მირანდამ წვრილ-წვრილად აუხსნა ჩვენი ექსცენტრიკული ლაშქრობის მიზეზი.


უთხრა, რომ გიჟდებოდა მამამისზე, მაგრამ თითქმის არაფერი იცოდა მის პირად
ცხოვრებაზე. შეეძლო თუ არა მოხუცს, დახმარებოდა მას?

– ღმერთო ჩემო, პირველად მამათქვენს როცა შევხვდი, ომი სულ ახალი


დამთავრებული იყო. ძაღლი სულ ცოტა ხნის წინ მოჰკვდომოდა. ფოტო მაჩვენა
და მთხოვა, ზუსტად მსგავსი ბოსერონის პოვნაში დავხმარებოდი. ჩემთვის ეს,
ცხადია, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა...

– ფიქრობთ, რომ მამაჩემს ყოველთვის ჰყავდა ძაღლი? ბოსერონები ყოველთვის


უყვარდათ მის ოჯახში?

სრულიად გაუცნობიერებლად გონებაში სხვადასხვა ჰიპოთეზის თხზვას


მოვყევი, რომლებიც მის უცნაურ საქციელს ასე თუ ისე

გარკვეული ლოგიკის ჩარჩოებში მოაქცევდა: ბოსერონი შეიძლებოდა ობლის


წარსულთან შემაკავშირებელ ძაფად და დაკარგულის განსახიერებად მიგვეჩნია.
ამ შემთხვევაში ამ არაჯანსაღ მიჯაჭვულობას მეტწილად ნათელი
მოეფინებოდა...

ფრანსუა ბასტიენმა მალევე გააცამტვერა ჩემი დასკვნები და ვარაუდები.

75
– არა, რას ბრძანებთ, ბოსერონი, რომელიც მან დაკარგა, მისი პირველი ძაღლი იყო
– ამაში მე სრულად დარწმუნებული ვარ. იმხანად ბატონი ჰეიმანი ისე ერკვეოდა
ძაღლებში, როგორც მე ქსოვაში, არც მეტი, არც ნაკლები. იძულებული გავხდი,
მისთვის გარკვეული რჩევები მიმეცა.

ჩემს თეორიაში მსუბუქი მოდიფიკაციები შევიტანე.

– შეიძლება ძაღლი სწორედ მაშინ გამოუჩნდა, როცა იმალებოდა?

– იმალებოდა?

– დიახ, მამაჩემს ომის დროს კათოლიკურ პანსიონში მალავდნენ, – დაადასტურა


მირანდამ.

მასპინძელმა ნიკაპი მოიფხანა – გაისმა მშრალი ტკაცუნი, თითქოსდა წვერზე


ასტამი გადაუსვესო.

– იმალებოდა? რა საინტერესოა... მე კიდევ დარწმუნებული ვიყავი, რომ ტყვედ


იყო ჩავარდნილი.

– უკაცრავად?

– საკონცენტრაციო ბანაკში იყო გამომწყვდეული.

– თვითონ გითხრათ ამის შესახებ?

– არა, თვითონ არაფერი მოუყოლია. ვერც ამიხსნია, რატომ დამებადა ეს აზრი.

ფრანსუა ბასტიენი შუბლშეჭმუხნილი მოგონებებში იქექებოდა.

– ჰო, გამახსენდა. ეს ფოტოს გამო იყო. აი, იმ ფოტოს გამო, რომელზეც ძაღლთან
ერთადაა გადაღებული და ერთგვარი უნიფორმა აცვია. ზურგს უკან
მავთულხლართებიც კი მოჩანს. დიახ, ნამდვილად მავთულხლართებია.

ღრმად ამოისუნთქა.

– როცა მამათქვენი გავიცანი, მედიცინაში პირველ ნაბიჯებს დგამდა – სწავლა


ახალი დაწყებული ჰქონდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ყოჩაღი ვინმე იყო..
ჯიბეგაფხეკილ ადამიანს იმხანად შეიძლებოდა შიმშილისგან სული
გასძვრომოდა, თუ სოფლიდან ნათესავები არ წაეშველებოდნენ. საწყალ
სტუდენტს ღამე დარაჯად მუშაობა უწევდა, რათა სწავლის ფული გადაეხადა.

76
მახსოვს, თავიდან უარი ვუთხარი ლეკვის მიყიდვაზე – თანხის რამდენიმე
თვეზე გადანაწილება მომინდომა, რაც ძალიან არ მაწყობდა. „რად გინდა ძაღლის
აყვანა, – მივახალე, – თავად შიმშილისგან კუჭი გიხმება, ძაღლს რაღა უნდა
აჭამო. ეტყობა, არ იცი, ბოსერონები რა ღორმუცელები არიან. გირჩევნია, ძველის
ფოტო ჯიბით ატარო, ვიდრე ახალი გამოკვებო“. იცით, რა მომახალა
დაუფიქრებლად: „თუ ძაღლი არ მეყოლება, მოვკვდები“.

მირანდას გააჟრჟოლა. სწორედ ის სიტყვები მოისმინა, რომელთა მოსმენასაც არ


ისურვებდა. მოხუცი კი, მოგონებების ტყვეობაში, დაჟინებით განაგრძობდა.

– დიახ, დიახ, ზუსტად მახსოვს... თქვა, ძაღლს თუ არ გავიჩენ, მოვკვდებიო. ჰო,


მერე კიდევ დაამატა: „ძაღლი გვერდით თუ არ მეყოლება, ვერ გადავრჩები“, თან
ეს ფრაზა ისე კი არ დამიბრეხვა, უგულოდ და უემოციოდ, როგორც ეს იმ
ჭორიკანა დედაკაცებს სჩვევიათ, ძაღლები მხოლოდ დროის შესავსებად და თავის
შესაქცევად რომ სჭირდებათ, არა, აღშფოთებული იყო, ცოფიანს ჰგავდა,
გეგონება, ღვიძლი გაუყუჩებლად ამოაგლიჯესო. მეც, რა მექნა, შევიცოდე და
განვადებაზე დავთანხმდი. მივყიდე ლეკვი, რომელსაც არგოსი დაარქვა. ახლა
ვფიქრობ, რომ ძალიან სწორადაც მოვიქეცი. მამათქვენი ექიმი გახდა,
შემოსავალიც კარგი ჰქონდა და, რაც მთავარია, მთელი სიცოცხლე ჩემს საშენსაც
უერთგულა. მაშინ სუფთა გულის კარნახით ვიმოქმედე და როგორც ხედავთ,
ჩემმა კაპიტალდაბანდებამ გაამართლა.

– რატომ არგოსი?

– წინამორბედსაც ასე ერქვა.

– ხშირია, როცა პატრონები ყველა ძაღლს ერთსა და იმავე სახელს არქმევენ?

– არა, ექიმ ჰეიმანის გარდა ჩემი კლიენტებიდან ერთი და იგივე სახელი


საკუთარი ძაღლებისთვის არავის დაურქმევია.

– და რატომ მოხდა ასე ჰეიმანის შემთხვევაში? თქვენ როგორ ფიქრობთ?

– მიდი და, გაიგე ახლა, თუ რატომ. როგორც ჩანს, პირველი ძაღლი ძალიან
ძვირფასი იყო მისთვის.

– და ბოლოც, – დავამატე მე, – ექიმმა ჰეიმანმა მისი სიკვდილიდან ხუთი დღის


შემდეგ თავი მოიკლა. საწყალს ქუჩაში მანქანამ გადაუარა.

77
მოხუცი თვალებგადმოკარკლული და პირდაფჩენილი გაირინდა. კი შეამკობდა
ერთი ორი „ტკბილი“ სიტყვით მსგავსი სისულელის ჩამდენ ადამიანს, მაგრამ
მირანდას გამო იკავებდა თავს.

ჩვენი საუბარი კიდევ დაახლოებით ოცი წუთი გაგრძელდა, მაგრამ ფრანსუა


ბასტიენის მეხსიერების მარაგი საკმაოდ მწირი აღმოჩნდა, სანთებელას ქვასავით
გაცვეთილი, რომელსაც რამდენიც არ უნდა ჩამოკრა, ერთ ნაპერწკალსაც კი არ
გადმოგისვრის. დიდი მადლობა გადავუხადეთ და უკან დავბრუნდით.

გზა იყო უსასრულო და მდუმარე. ორივენი ფიქრებში გადავეშვით. ვერ


გაგვერკვია, შეიძლებოდა თუ არა, გვერწმუნა ბებერი ფრანსუა ბასტიენის
მონათხრობი. სემუელ ჰეიმანი საკონცენტრაციო ბანაკში? სემუელ ჰეიმანი ოცი
წლისაც ისევე შეაქცევდა ცხოვრებას ზურგს, როგორც ოთხმოცი წლის ასაკში,
მისთვის ძაღლის ყოლის უფლება რომ წაერთმიათ? ეს ფრაზები პასუხებს კი არ
იძლეოდნენ, არამედ მხოლოდ ახალ კითხვებს და თავბრუდამხვევ ეჭვებს
შობდნენ... სემუელ ჰეიმანის ცხოვრებას ნათელი კი არ მოეფინა, არამედ სქელი
და შიშის მომგვრელი ბურუსი გადაეფინა. მე და მირანდა ერთმანეთს
თავაზიანად დავშორდით. საკუთარი იმედგაცრუების გადახარშვა რატომღაც
ცალ-ცალკე, სიმარტოვეში ვამჯობინეთ.

***

მეორე დილით, სრულ მცონარებაში, როცა გალღობილ და შემდეგ კი შემთბარ


კრუასანებს ფინჯან ყავაში ვაწობდი, ვიღაცამ კარის ზარს ჩამოკრა. ვიფიქრე,
ალბათ მირანდა მეახლა-მეთქი. ფოსტალიონმა დაზღვეული წერილი
გადმომაწოდა. მსგავსი გზავნილები, გამოგიტყდებით, ყოველთვის შიშის ზარს
მცემდა. სახედაჯღანულმა ხელი მოვუწერე და დავემშვიდობე. შემდეგ კი
კონვერტის თვალიერებას შევუდექი. გამაჟრჟოლა, როცა გამომგზავნის სახელი
წავიკითხე – ექიმი სემუელ ჰეიმანი.

წერილი სამი რიცხვით იყო დათარიღებული – მისი გარდაცვალების დღით.

კარი დავხურე და ზურგით ავეკარი. ზაფრისგან მოვიკუნტე. ჯაშუშს


დავემსგავსე, რომელიც უცხო თვალს ემალება. მე მივიღე წერილი
მიცვალებულისგან! გინდ დაიჯერეთ, გინდ არა! თითები ისე ამიკანკალდა,
გახსნისას შიგთავსი კინაღამ შემომეხა.
78
შიგ სამი დოკუმენტი იდო.

მოკლე, ერთგვერდიანი წერილი.

ფოტოსურათი.

აკინძული გვერდები.

თავიდან წერილი წავიკითხე:

„სალამი მწერალს, რომელიც უფრო მეტს ყბედობს, ვიდრე წერს.

მოგმართავთ თქვენ, რადგან ერთდროულად ორი უბედურება დამატყდა თავს.


წერის არც ტაქტი გამაჩნია და არც ნიჭი. არადა, სულ მცირე, ეს ორი თვისება მაინც
მჭირდება, სამოცწლიანი დუმილი რომ დავარღვიო.

თანდართული გვერდები განკუთვნილია ჩემი ქალიშვილისთვის, მაგრამ


ვისურვებდი, ისინი მისთვის პირადად თქვენ გადაგეცათ ხელში. რასაკვირველია,
მათი წაკითხვისა და გაკეთილშობილების შემდეგ. მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ,
ამ გვერდებს სისხარტე და გრაციოზულობა შესძინოთ. მე მდუმარებიდან
მუსიკის ჰანგებში გადაშვება არაფრით არ გამომივა. გემუდარებით, გააკეთეთ ეს
ჩემთვისაც და მისთვისაც. მირანდასთვის მხოლოდ იმიტომ ვიყავი ჩაკეტილი,
რომ მისი უსაფრთხოება დამეცვა. სიცოცხლეშივე ენის ამოდგმა მხოლოდ
მოუშუშებელ ჭრილობას თუ მიაყენებდა მას. ახლა, როცა მივდივარ, ეს ჯავშანი
შეიძლება მძიმე ტვირთად იქცეს. გადაეცით მას, რომ მამობრივი სიყვარული –
ძნელი სიყვარულია, რადგან ის საკუთარ თავს სპონტანურობის უფლებას ვერ
მისცემს, ის მხოლოდ ყველა სხვა სიყვარულზე უფრო ღრმად გააზრებული
შეიძლება იყოს. რა არ მოვიმოქმედე, რა არ ვიღონე, ჭეშმარიტი მამა რომ
დავმდგარიყავი. არც ძალ-ღონე დავიშურე და არც ჭკუა-გონება. ამ ქვეყნის
დატოვებისას მხოლოდ ერთ ადამიანზე ვფიქრობ და ეს ჩემი მირანდაა. მხოლოდ
მას ვტოვებ დედამიწაზე, სხვას არავის და არაფერს. ბედნიერი ვარ, რომ ამ
ძვირფას, მეტიც, სასწაულებრივ ძღვენს ვტოვებ, მის სილამაზეს, მის გონებას, ამ
გაცისკროვნებულ, ძლიერ და მოკაშკაშე პიროვნებას, ასეთ... ჩემო გოგონავ,
ვამაყობ შენით“. ბოლო ფრაზებს სიმხნევე და გამბედაობა აკლდა. ასოებიდან
ზოგი მარჯვნივ იყო გადახრილი, ზოგიც– მარცხნივ. როგორც ჩანს, ემოციამ
შეუშალა ხელი, წერა გაეგრძელებინა.

79
რა შეიძლებოდა, ამოგვეკითხა ფრაზებში, როცა რამდენიმე წუთის შემდეგ ბოლო
სიტყვა ტყვია-წამალს უნდა ეთქვა?

ვფიქრობ, როცა სემუელ ჰეიმანი გვერდის ბოლომდე ჩავიდა, მან განგებ,


სრულიად გააზრებულად შეწყვიტა წერაც და შეგრძნებაც... უფრო მეტად რომ
გაგვნდობოდა, ხელი შეეშლებოდა ჩანაფიქრის განხორციელებაში – დარჩებოდა
ჩვენთან... გამბედაობა და სილაჩრე თანაცხოვრობენ, ეს ერთი და იმავე გრძნობის
ორი განსხვავებული სახეა.

საძინებელ ოთახში ავედი და ლოგინზე გავიშხლართე. სემუელ ჰეიმანის


ნაჩქარევი ხელწერით გადავსებული გვერდების გაშიფვრას შევუდექი.

„ხშირად ისეთი განცდა მეუფლება, რომ ბავშვობა საერთოდ არ მქონია. მისგან


შემორჩენილი მოგონებები ვიღაც სხვას ეკუთვნის. ის ნამდვილად არ ვარ მე. აი,
ის მოსიყვარულე, სანდომიანი, რომელიც, ხელებგაშლილი, მზად იყო, მთელ
სამყაროს გადახვეოდა და რომელიც ასე თრთოდა მისი ენით აღუწერელი
სილამაზის ხილვაზე. ბიჭუნა – დარწმუნებული იმაში, რომ მარადიულად
იცოცხლებდა, უფრო მეტხანს, ვიდრე ადამიანები და ცხოველები, კიდევ უფრო
ხანგრძლივად, ვიდრე ღრუბლები, მზე, ზღვები და მინდორ-ველები. დილით,
როგორც კი ლოგინიდან წამოხტებოდა, ეზოში ჩარბოდა, ამაყად თავაწეული მზეს
შესძახებდა ხოლმე, ღმერთო, ნუ ადგები, შეგიძლია, განაგრძო ძილი, მე უკვე
მღვიძავს და აქ ყველაფერი წესრიგშია. დარდი ნუ გექნება, მე მივხედავ
ყველაფერსო. არა, მე არ ვიყავი ის ბიჭი, რომელიც ყოველთვის ახერხებდა, ეპოვა
მისაყრდნობი მხარი, ის ბიჭუნა, რომელიც ტკბილად იძინებდა დედის მკერდზე.
ის დაუმარცხებელი, რომელიც ოცნებობდა, რომ მოგვიანებით ეზიარებოდა
მუსიკას, ლიტერატურას, ცეკვებს, ფერწერას, მედიცინას, არქიტექტურას და
იცხოვრებდა ციხე-კოშკში, ის ბიჭუნა – დამპყრობელი, ოპტიმისტი, სიხარულითა
და ბედნიერებით მჩქეფარე, ახლობელთა სიყვარულით მთვრალი, ის პრინცი,
რომელსაც არასდროს შეჰპარვია ეჭვი, რომ ყველას უყვარდა და თვითონაც დიდი
სიყვარულის ღირსი იყო, არა, ის მე არ ვყოფილვარ: ის ვიღაც გადამთიელი იყო.

იმიტომ, რომ ცხოვრება მე მოგვიანებით დავიწყე. იმ „მესთვის” კი ყველაფერი


განშორებით დაიწყო.

ერთ მშვენიერ დღეს დასაჭერად კარზე მოგვადგნენ. ექვსნი ვიყავით: ბებია, პაპა,
მშობლები, ჩემი უფროსი და და მე.

80
რასაკვირველია, ჩვენ ბევრად უფრო ადრე შეგვეძლო გაგვეცნობიერებინა ის
დიდი საფრთხეები, რომლებიც ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის აღზევებისას
გველოდა, მაგრამ ჩვენ, ჰეიმანები, მიდრეკილები ვიყავით, სათანადოდ არ
შეგვეფასებინა ყოველი მოვლენის საშინელება, ვვარაუდობდით, რომ „ეს
უკანასკნელი იყო“ და რომ „წარმოუდგენელია, ამაზე უარესი შემდგომში რამე
მომხდარიყო“. სინამდვილე, სამწუხაროდ, ბევრად საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე
ჩვენ წარმოგვედგინა.

მოკლედ, 1942 წელს გესტაპოელები ჩვენს სახლსაც მოადგნენ. მე და ჩემი და


ჩვენს ოთახში ვკითხულობდით, როცა ზარის ხმა გაისმა. რიტამ, როგორც კი
გაიგო, თუ როგორ უყვიროდნენ მშობლებს, სათამაშოების ყუთში დამმალა,
ზემოდან თოჯინები დამაყარა და მიბრძანა: „არ გაინძრე“. მოგვიანებით, როდესაც
დაუპატიჟებელი სტუმრები ჩვენთანაც შემოცვივდნენ, მან ფანჯარასთან
მიირბინა და ხმამაღლა დაიყვირა, თითქოსდა მე ეზოში ვთამაშობდი: „გაიქეცი,
სემუელ, გაიქეცი, სახლში არ დაბრუნდე! ჩვენს დასაჭერად მოვიდნენ“. რიტას
სახეში გაარტყეს, რათა ხმა ჩაეკმინდა, მაგრამ მისმა ეშმაკობამ გაჭრა – ისინი მის
მიერ დაგებულ ხაფანგში გაებნენ. ჩხრეკაზე არც უფიქრიათ, სასწრაფოდ
გაცვივდნენ გარეთ და ამგვარად სახლში სრულიად მარტო აღმოვჩნდი.

ერთი საათის შემდეგ გავბედე და სამალავიდან ამოვძვერი. დავბორიალებდი


ცარიელ ოთახში და თან რიტას ვწყევლიდი. კი, რასაკვირველია, მე ვიყავი
თავისუფალი... მაგრამ რა თავში უნდა მეხალა ეს თავისუფლება? ათასჯერ
მერჩივნა, ოჯახთან ერთად აღმოვჩენილიყავი. ბოროტმა დამ მშობლებისა და
ბებია-ბაბუას გარეშე დამტოვა, ეგოისტმა ისინი თავისთვის დაიტოვა, მე კი
სამუდამო სიმარტოვისთვის გამწირა. საერთოდ არ ვიყავი უბედურებას ჩვეული
და ჩემმა ტკივილმა გამოსავალი იპოვა – გიჟივით დავრბოდი, მუშტებს
ვურტყამდი ავეჯს, ვლანძღავდი დას. ცოფით დაბრმავებულს, საერთოდ
გადამავიწყდა ნამდვილი ჯალათები.

ხმაურზე მეზობელი ქალი მიხვდა, რომ მიუხედავად ჩხრეკისა, ჰეიმანების


სართულზე ცოცხალი არსება დარჩა. ქალბატონი პასკიე ჩამოვიდა და დამინახა,
თუ როგორ ვტიროდი ცხარე ცრემლებით; მყისიერად შეაფასა სიტუაცია და იმ
საღამოსვე წამიყვანა სოფელში თავის ნათესავებთან.

ამის შემდეგ, მირანდა, მე ვიქეცი იმ „გაქცეულ ბიჭუნად“, რომელსაც მოკლედ,


მეტისმეტად მოკლედ, დროდადრო ვახსენებდი შენთან. თავიდან ბეღლებში –

81
რამდენიმე გამოვიცვალე, – მმალავდნენ, მოგვიანებით, წინააღმდეგობის
მოძრაობის ადგილობრივი ქსელის წყალობით ობოლი ქრისტიანის გამოგონილი
სახელით ნამიურის კათოლიკურ ლიცეუმში გამამწესეს. რამდენიმე თვე ვერ
ვწყნარდებოდი, ცოფმა არა და არ გამიარა. საბოლოოდ მამა ანდრეს, – ეს ის
მღვდელია, რომელმაც ჩვენი გადამალვა იტვირთა, – ლმობიერებამ, სითბომ,
თანაგრძნობამ, გონიერმა სიფრთხილემ და ზრუნვამ შედეგი გამოიღო და
მივხვდი, რომ ჩემმა დამ კი არ მომიშორა თავიდან და სიმარტოვისთვის გამწირა,
არამედ ტრაგიკული სვე-ბედისგან მიხსნა. როცა ეს ჩემს გონებამდე დავიდა,
საშინელი გრიპი მეტაკა და ორი კვირა ორმოცგრადუსიანი სიცხით მედპუნქტის
ლოგინში ვიტანჯე.

სამაგიეროდ, – ცხადია, შენ ეს დაგიმალე, – მსგავსი სიტუაცია ომის


დასასრულამდე არ გაგრძელებულა.

1944 წელს ვიღაცამ დამაბეზღა და ნაცისტებმა დამიჭირეს.

ისე, ძალიან უცნაურად კი აეწყო ყველაფერი. მამა ანდრეს, ჩვენს მხსნელს, სულ
უფრო და უფრო აფრთხობდა გერმანელთა მოულოდნელი ვიზიტები და
გახშირებული ჩხრეკები. მოკავშირეთა გადმოსხმისა და მეორე ფრონტის გახსნის
შემდეგ ხომ ისინი

საერთოდ გამხეცდნენ. იმ ღვთისნიერმა ჩვენი გაქცევა იტვირთა. ყველა


ფიქრობდა, რომ ჩვენ 1944 წლის ივნისის ერთ ღამეს უგზო-უკვლოდ
გავუჩინარდით. სინამდვილეში. სამეურნეო ნაგებობის სხვენზე ვიმალებოდით,
სადაც უხმაუროდ გადაადგილება და ჩურჩულით ლაპარაკი გვებრძანა. სასტიკად
აგვეკრძალა ცხაურიდან თავის გამოყოფა და გაბოლება. ანდრე დღეში ორჯერ
ამოდიოდა, საჭმელს გვაწვდიდა და ჩვენი ექსკრემენტები გაჰქონდა. სხვენზე
გასასვლელს კედლის კარადა მალავდა, რომლის თაროებს მამა ანდრე ყოველ
ჯერზე ხსნიდა. და, აი, ერთხელ, ოთხშაბათს, ზუსტად დღის თორმეტ საათზე
გესტაპოს მანქანებმა ლიცეუმის ხრეშით მოკირწყლული ეზო ჩხრიალით
გამოიარეს და გესტაპოელები შენობაში შემოიჭრნენ. პირდაპირ კარადას
მიადგნენ, გადმოყარეს შიგთავსი და ჩვენს დასაჭერად ამოვიდნენ.

ერთი წამითაც არ დაეჭვებულან, მოაბიჯებდნენ თვითდაჯერებულნი,


თითქოსდა ზედმიწევნით იცოდნენ, სადაც უნდა ვეძებნეთ.

82
გაგრძელებას უფრო სწრაფად მოგიყვები. მთელი სიცოცხლე ვცდილობდი, ის
თვეები მეხსიერებიდან ამომეშალა, ვირწმუნებდი თავს, რომ ეს პერიოდი ჩემს
ცხოვრებაში საერთოდ არ ყოფილა.

მალინამდე სატვირთო მანქანით გადაგვიყვანეს, დოსენის ყაზარმაში ებრაელთა


დროებით ბანაკში შეგვყარეს. აი, იქ დაიწყო, რაც დაიწყო – სრული კოშმარი,
შიმშილი, წყურვილი, უძილო ღამეები, კონფისკაცია იმ უმნიშვნელოსი, რაც
გვებადა, გაჭედილი საპირფარეშოები, ქალების გოდება, ბავშვების ყვირილი. და
რაც მთავარია – მოლოდინი. აბსურდული ლოდინი... ყოველ წუთს, ყოველ წამს
ველოდით იმ მატარებლის ჩამოდგომას, რომელიც ყველაფერზე მეტად
გვაფრთხობდა. ამას არ ერქვა სიცოცხლე. უარესის მოლოდინში ჩვენ თვითონვე
ვუშლიდით საკუთარ თავს, გვეცოცხლა. მსგავსი რამის გადატანა კიდევ ერთხელ
მომიხდა, როცა დედაშენი გვტოვებდა. ექიმებმა გამომიცხადეს, რომ
სასიცოცხლოდ დათვლილი საათები დარჩენოდა და გადავწყვიტე, საერთოდ არ
მომეხუჭა თვალი. სრულიად უგონო, ხმაურიანად სუნთქავდა. დაიჯერებ?
დაახლოებით ღამის სამ საათზე, გაწამებულს, წამთვლიმა. მალევე გამომაღვიძა
სიჩუმემ! დიახ, გამეღვიძა არა ხმაურისგან, არამედ სიჩუმისგან, რადგან ეს
ედიტის უკანასკნელ ამოსუნთქვას ნიშნავდა. მანამდე ასჯერ, როგორც კი
ამოსუნთქვას დააგვიანებდა, პანიკური შიში მიპყრობდა, ლოგინიდან ვხტებოდი.

მოკლედ, ბრიყვულად და ჯიუტად ამ დროებით ბანაკში მოთმინებით


ვიხანგრძლივებდით სიცოცხლეს. მანამდე კი მე და ჩემმა ამხანაგებმა
ინგლისური რადიოთი შევიტყვეთ, რა დღეში აგდებდნენ გერმანელები
პოლონეთში გადასროლილ ებრაელებს.

ჩვენ გარშემო ბევრმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ბევრსაც არ სურდა ამის
დაჯერება. მე კიდევ პირში წყლის ჩაგუბება ვამჯობინე. რა საჭირო იყო,
შიშისთვის საშინელების დამატება.

ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოდგა ჩემი მატარებელიც.

დიახ, ვამბობ „ჩემი მატარებელი“. იმიტომ, რომ მე ველოდი მას, მზად ვიყავი
მისთვის: აღსრულდა ჩემი ბედ-იღბალი! როცა ფლანდრიელი ეს-ეს-ელები
საქონლის გადამყვანი ვაგონებისკენ მიგვერეკებოდნენ, თავში მხოლოდ ერთი
აზრი მიტრიალებდა: ნუთუ ეს ის შემადგენლობაა, რომელმაც დედა, მამა, ბებია,
პაპა და რიტა გადაიყვანა?

83
შიშის განცდა საერთოდ გამიქრა. შეიძლება, უბრალოდ, ხანგრძლივმა ზაფრამ
გამომაშტერა? არა, საერთოდ გამიქრა გრძნობები. ერთგვარი გონი ბევრად უფრო
ღრმა, ვიდრე ჩემი გონიერებაა, გულგრილობაში ჩაიძირა და ტანჯვისგან მიცავდა.

მატარებლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

ერთმანეთს მიტმასნილები, უჰაერობისგან ვიგუდებოდით, შიმშილისგან გული


მიგვდიოდა. ამიერიდან ჩვენ არც დრო გვეკუთვნოდა და არც სივრცე.

ეს-ეს-ელებმა გარეთ გამოგვყარეს.

რატომ მაინცდამაინც აქ და არა სადმე სხვაგან?

ბაქანზე გავიაზრე, რაც ჩემმა მშობლები გამოიარეს. დახარისხება, გადარჩევა,


განშორება ნაცნობებთან. რამდენიმე წუთში ყველა ამხანაგი დავკარგე. ჯგუფი,
რომელშიც გამამწესეს, დიდხანს მიაბიჯებდა ღამის წკვარამში, სანამ ბარაკს
მიაღწევდა, სადაც შეგვრეკეს. ჭუჭყისგან აქოთებულ და ტარაკანებით გაძეძგილ
ლეიბებზე ადგილი ვერ ვიპოვე. ჩავიცუცქე და ზურგით კედელს მივეყრდენი.
ხიწვს ვლოკავდი, რათა შიმშილი მომეტყუებინა. რული მომერია.

თხუთმეტი წლის ვიყავი“.

შევეშვი კითხვას, გავაღე ფანჯარა და სოფლის სუფთა ჰაერს დავეწაფე. დამწვარი


ხისა და დამბალი ფოთლების ერთმანეთში არეული სურნელი მეამა.

სემუელ ჰეიმანს მივყავდი იქ, სადაც წასვლის სურვილი საერთოდ არ მქონია. იქ,
სადაც, სხვათა შორის, არც არავის სურს წასვლა...

შევძლებ კი გავუძლო თხრობის დარჩენილ ნაწილს?

შეძრულმა თავშესაქცევად რაღაც საქმეები გამოვიგონე. წიგნებს ადგილები


შევუცვალე. დავკეცე სამი პერანგი და კარადაში შევინახე. ვიფიქრე, რომ ფინჯანი
ჩაი ჩემთვის, უბრალოდ, მისწრება იქნებოდა და სამზარეულოს შევეფარე.
მივაშტერდი წყალს, რომელიც ნელ-ნელა იწყებდა გაცხელებას, მერე კი –
დუღილს. დავისხი და ბალახის შეკვრა ჩავაგდე, რომელმაც მალევე გამოუშვა
რუხი ფერის საცეცები. ბერგამოტის სურნელით აივსო მთელი სივრცე. ისე
ვსვამდი, გეგონება, ცხოვრებაში პირველად ჩავიტკბარუნე ამ ნაყენით პირი.

რიტუალმა ცოტათი დამამშვიდა. ისევ ჰეიმანის გვერდებს დავუბრუნდი.

84
„მეორე დღეს, გაღვიძებულზე, ისეთი განცდა დამეუფლა, რომ სულ სხვა
ადამიანად ვგრძნობდი თავს, ცოტა შეუძლოდ, სისუსტე მომდევნო დღეებშიც
გამომყვა. იმედი მაინც ჩამესახა.

ჩემი წინანდელი ხანგრძლივი მოთმინების მიზეზიც გაირკვა...

ყველა უსამართლობა და დამცირება იმიტომ გადავიტანე, რომ ახლობლებთან


შეხვედრის სურვილით ვსულდგმულობდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა სასჯელს –
სიშიშვლე, რეცხვა, წმენდა, ტილები და გაკრეჭა, წინამხარზე ნომრის ამოტვიფრა,
სალაფავი საჭმლის მაგივრად, მუშაობა ქარხანაში ქანცგამწყვეტი გადასვლების
შემდეგ – ამ ყველაფერს მივაფურთხე, არად ჩავაგდე, ერთი წუთითაც არ
ჩამომიყრია ყურები, არ დამიკარგავს სასოება, ვაკვირდებოდი არემარეს,
ვიკვლევდი შორეულ ბარაკებამდე, გულს მხოლოდ ნათესავებთან შეხვედრის
სურვილი მითბობდა. ეს იყო მათრახი, რომელიც მოდუნების საშუალებას არ
მაძლევდა.

პატიმრებს არ ვასვენებდი, ათას შეკითხვას ვუსვამდი, ვესაუბრე ყველას,


ვისთანაც ამის საშუალება მომეცა. საკმარისი იყო, მივახლოვებოდი და ჩემი ძალა
და სინორჩე დაენახათ, უმალ ხვდებოდნენ, რაც გადამხდომოდა თავს. პირს
როგორც კი დავაღებდი, უკვე იცოდნენ, რა უნდა მეთხოვა. მავანი გულგრილად
აქნევდა თავს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჩემიანების გვარ-სახელს ვეტყოდი. ჩვენ
შორის ვისაც გაუმართლა და გაზის კამერას ასცდა, მომუშავე პირუტყვი
ხდებოდა და ექვს თვეზე მეტს ვერ ძლებდა. შანსი არ იყო, რომ დედიკო, მამიკო,
ბებია, პაპა და რიტა გადარჩენილიყვნენ.

ჩემმა გონიერებამ მოულოდნელი შედეგი გამოიღო. თავი მაღლა ავწიე და


გადავწყვიტე, რაც არ უნდა მომხდარიყო, მტრის წინაშე ქედი არ მომეხარა. მერე
რა, რომ ისინი ამოიხოცნენ, საშინლად ეწამნენ, ჯანდაბას ეს ყველაფერი.
მთავარია, რომ მე დავრჩე ცოცხლებში. ეს მოვალეობაა. ჩემი მოვალეობა მათ
წინაშე. რიტამ სამუდამოდ მარგუნა ეს მწარე ხვედრი – გადავრჩე!

ჩემმა დამ არჩევანი ჩემზე შეაჩერა, მან ასე ინება. ახლა მე ზედმიწევნით
ვაცნობიერებდი, რომ რჩეული ვიყავი და არასდროს გადავიქცეოდი მსხვერპლად.
რიტა ჩემი გულისთვის რისკს არ შეუშინდა. შესაძლოა, მან საკუთარი სიცოცხლეც
საფრთხეში ჩააგდო... თუ მოვკვდები, ეს რიტას ხელმეორედ გარდაცვალება
იქნება.

85
და ბრძოლა გადარჩენისთვის დაიწყო!

სამწუხაროდ, იმ სამყაროში მიწევდა ცხოვრება, სადაც ამ გადაწყვეტილების


განხორციელება ძალიან ძნელი იყო. ბანაკის მმართველობა, რომელსაც ჩვენი
პირუტყვად გარდაქმნა დაესახა მიზნად, პირადი ნების ყოველგვარ
გამოვლინებას ჩანასახშივე კლავდა. თუ რამე ადამიანური შემოგვრჩენოდა,
ოსვენციმი გვართმევდა: აქ ჩამოსვლით უკვე გამოვემშვიდობეთ მშობლიურ
სახლს, დავკარგეთ სოციალური სტატუსი, ფული, რასაკვირველია, თუ ვინმეს
რამე ჰქონდა, დავკარგეთ ასევე გვარ-სახელები, სამოსი, ღირსება, თმა, დავრჩით
შიშველნი – შიშველნი პატიმრის უნიფორმაშიც კი. ესეც ხომ სიშიშვლე იყო –
დაყვანილი ამოსვირინგებულ ნომრებამდე, ჩვენ ვიქეცით შრომის მორჩილ
იარაღებად, საცდელ კურდღლებად ექიმებისთვის. მე გარდავისახე პირუტყვად,
უსულო საგნად უმაღლესი რასის – ნაცისტების ხელში, რომლებმაც მიინიჭეს
უფლება, მომქცეოდნენ ისე, როგორც მოეპრიანებოდათ.

თავიდან ქარაფშუტულად ვფიქრობდი, რომ ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა


თავგადასავალი, ისიც კი მახსოვს, რომ ირონიულად ვინიშნავდი საკუთარი
დეგრადაციის ეტაპებს. ჩემში ჯერ კიდევ ცოცხლობდა ცნობიერება. ცნობიერება
ჯიუტი მოზარდისა, რომელსაც სწამს ცხოვრების, რომელმაც მტკიცედ
გადაწყვიტა, იცოცხლოს, არ დაიხიოს უკან მაშინაც კი, თუ ამისთვის უმძიმესი
გამოცდების გამოვლა მოუწევს.

მაგრამ ქანცგაწყვეტისგან, ცემისა და წამებისგან ყოველდღე ვსუსტდებოდი.


წარმოუდგენლად ბევრი ტკივილის გადატანა მიწევდა.

როგორ დავუსვა საბოლოო წერტილი იმ დამცირებებს ისე, რომ აღარ ვიტანჯო


მათგან? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აღიარებ, რომ არ
იმსახურებ იმაზე უკეთეს ბედ-იღბალს, ვიდრე მოგიმზადეს, თუ დათანხმდები,
რომ იყო ღორზე უარესი, განავალი, – აი, ეს უნდათ შენგან, ამის გამოჩარხვას
ცდილობენ. მოკლედ, თუ საკუთარ შინაგან სამყაროს განუდგები, გაუძლებ!

ხუთი თვის მიწურულს მე უკვე აღარ ვაფარებდი თავს საკუთარ გონებას,


დამცავი ჯავშანი გაცვდა, ჩემგან მხოლოდ ძვალი და ტყავი დარჩა, რომელსაც
სციოდა, უძლური სხეული ჭრილობებით დასერილი ფეხებითა და შიმშილისგან
გამომხმარი კუჭით, უსასრულო დიარეით გაწამებული საჯდომითა და
ნაწლავებით, მომჩვარული კუნთებით, რომლებიც აღარ მემორჩილებოდნენ, ჩემს

86
ბრძანებებზე აღარ რეაგირებდნენ. დროდადრო საკუთარ სხეულსაც ვტოვებდი:
მაშინ მე ვიყავი სიცივე, მაშინ მე ვიყავი შიმშილი, მაშინ მე ვიყავი ტკივილი.

გადარჩენის ჩემ მიერ შემუშავებულ გეგმას წყალი შეუდგა. მხოლოდ არქაულ-


ცხოველური ინსტინქტი, რომელიც არც ნებაზეა დამოკიდებული და არც გუნება-
განწყობაზე, მშველოდა სიცოცხლის შენარჩუნებაში. მე ვხოხავდი,
ლუკმაპურისთვის ვიბრძოდი, ვემორჩილებოდი ნაცისტებთან ბინძურ
გარიგებაში შესულ პრივილეგირებულ პატიმრებს, რათა ცემა-ტყეპა თავიდან
ამეცილებინა. რომელიმე ჩვენიანის აგონია უკვე აღარ იყო ჩემი დარდისა და
ჭმუნვის საგანი, მე მხოლოდ მომაკვდავის ჯიბეებში ვიქექებოდი იმ იმედით,
რომ გადამალულ საკბილოს აღმოვუჩენდი, ან საგანს, რომლის გადაცვლასაც
შევძლებდი. ქარხნისკენ ხანგრძლივი სიარულის დროს ან უკანა გზობაზე ისე
გადავაბიჯებდი ხოლმე მიცვალებულს, ნერვიც კი არ ამიტოკდებოდა. საერთოდ
დავკარგე თანაგრძნობის უნარი. თვალები გამომიშრა და გამომიცარიელდა,
როგორც მიცვალებულს... ტირილისთვის არც მეცალა. თუ რომელიმე მკვდარს
ამოვიცნობდი, მის მიმართ მხოლოდ შური მიპყრობდა: აი, გაყინული სხეული,
რომელსაც დღეის ამას იქით აღარ შესცივდება.

ქარიანი და დაღვრემილი პოლონური შემოდგომა უკვე ზამთრის გამყინავი


სუსხით სუნთქავდა. ერთ დილასაც სიცივემ ამიტანა და მთელი სხეულით
მაძაგძაგებდა. უეცრად შორს თვალი მოვკარი მილებიდან ამოფრქვეულ შავ
კვამლსა და ფერფლს. მათი წარმოშობის დადგენა არ გამჭირვებია. ჩემთვის
გავიფიქრე, რა კარგია იქ, აღარც ქარი გიბერავს და აღარც გცივა. იფურჩქნები და
ხარ უზომოდ ბედნიერი. დიახ, დიახ, ისე ვიყინებოდი, ვოცნებობდი, იმ ღუმელში
ფერფლად ვქცეულიყავი. ცეცხლის ენები ჩემს სხეულს ლოკავენ, ეფერებიან.
ღვთისნიერია ეს ცეცხლი. უკვე აღარ ვარტყამ კბილს კბილზე. როგორი მაამებელი
სითბოთი ვივსები“.

***

მეორედ მოვიშორე თავიდან სემუელ ჰეიმანის ნაწერები. დანაშაულის განცდა


მახრჩობდა. პირდაპირ გულს მირევდა. დამნაშავე ვიყავი, რომ ეს აღსარება
მირანდამდე წავიკითხე, დამნაშავე ვიყავი, რომ მასთან ვმეგობრობდი და
წარმოდგენაც კი არ მქონდა, იმ მოწამეობრივ გზაზე, რომელიც მან გამოიარა.
ალბათ საარაკოდ სულელი და ზედაპირული ვჩანდი მის თვალში. კითხვა
87
როგორც კი შევწყვიტე, თვალი იმ ფოტოსკენ გამექცა, რომელიც კონვერტში იდო.
ვიცანი! ეს ის ფოტო იყო, რომელზეც ფრანსუა ბასტიენი საშენში ვიზიტისას
გველაპარაკა. ეკლიანი მავთულების გალავანს მიღმა ჩონჩხივით გამხდარი,
უცნაურ უნიფორმაში ჩაცმული მოზარდი იდგა ძაღლის თანხლებით, რომელსაც
ყველა ნეკნს დაუთვლიდით. ბიჭუნა სემუელ ჰეიმანს ჰგავდა, ყოველ
შემთხვევაში, მხოლოდ ასეთად თუ წარმოისახავდა ადამიანი ყრმა და დამშეულ
სემუელ ჰეიმანს. რაც შეეხება ბოსერონს, ის ზუსტი ასლი იყო იმ არგოსის,
რომელსაც მე ვიცნობდი. სურათზე უკვე შეიმჩნეოდა პატრონსა და ძაღლს შორის
არსებული სრული თანხმობა. ობიექტივის წინ თავს ორივენი უხერხულად
გრძნობდნენ, მაგრამ მაინც შეჰღიმოდნენ მას. საინტერესოა, ვინ ვის ჰბაძავდა.
ძაღლი პატრონს? პატრონი ძაღლს? ვინ და როდის გადაიღო ეს ფოტო?

არა, ტექსტი ნამდვილად უნდა ჩამეკითხა ბოლომდე.

„მირანდა, ახლა ვუახლოვდები იმ მთავარ სათქმელს, რომელიც მოგცემს


საშუალებას, გაიგო, როგორ მამასთან ცხოვრობდი.

ეს იყო 1945 წლის იანვრის დასაწყისში. ბრძოლების გამოძახილი ჩვენამდე ვერც


აღწევდა, არ ვიცოდით, მიიწევდნენ თუ არა წინ ამერიკელები ნორმანდიაში
გადმოსხმის შემდეგ, რუსები ჩვენკენ მოდიოდნენ თუ უკან იხევდნენ, მოკლედ,
თოვლში გავიჭედეთ და ზამთარს დასასრული არ უჩანდა.

ვგრძნობდი, რომ ვსუსტდებოდი. ფიზიკურ უძლურებას კიდევ უფრო


გამოკვეთილად ვამჩნევდი ფლამანდიელ პეტერზე, რომელიც ოსვენციმში
თითქმის ჩემთან ერთად ჩამოვიდა. ეს მაღალი ჯანიანი ბიჭუნა, ჯანმრთელი
ქათქათა კბილებით, გაძვალტყავებულ წვრილთვალება ვირთხას დაემსგავსა,
სახეზე ნაცრისფერი გადაეკრა, ნაკვთები უშნოდ გამოეკვეთა, თვალები
ფოსოებში ჩაეკარგა. ჩემთვის ის სარკის როლს ასრულებდა. ერთი რამ ვერ გამეგო
მხოლოდ – ამ დაღარულ-დაკოდილი სახის შუაგულში როგორ შეუნარჩუნდა მის
კბილებს ჯანმრთელი და თვალისმომჭრელი სიქათქათე. ზოგჯერ ამ კბილებისკენ
ჩუმად გავაპარებდი ხოლმე თვალს და მინანქრიანი კლავიშების მწკრივს ისე
ვებღაუჭებოდი მზერით, როგორც დამხრჩვალი მაშველ რგოლს და რატომღაც
ვფიქრობდი, რომ ჩვენ ყველანი იმ დღეს დავიხოცებოდით, როცა მას ეს
ბრჭყვიალა ბრილიანტები დასცვივდებოდა.

სიცივე, ქარი და თოვლი ჩვენი სხეულების სიღრმეში შეიჭრნენ. უწინდებურად


ქარხანაში ვღვრიდით ოფლს, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ სამუშაომ იკლო და
88
რიტმიც არ იყო ისეთი დაძაბული, როგორიც თავდაპირველად: ჩვენ უარს
ვამბობდით ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაგვერქმია, რომ გერმანული
მრეწველობა ნელ-ნელა კნინდებოდა. ვშიშობდით, რომ რეალობის აღიარება
იმედს ჩაგვისახავდა, იმედი კი სიცოცხლეს მოგვიშხამავდა. ეს გაორებული
მდგომარეობა ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს – მთელი ძალ-ღონით
ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ ჯერ კიდევ არ დავჩაჩანაკებულვარ,
გამოსადეგი, შრომისუნარიანი ვიყავი და არც ჯანმრთელობას ვუჩიოდი.

ერთ დილას გამოგვიცხადეს, რომ ბანაკში გვტოვებდნენ.

დარჩენილი გონიერების უბადრუკმა ნაწილაკებმა განგაში ატეხეს. ნუთუ ჩვენს


დახვრეტას აპირებენ?

მთელი დღე შიშსა და ცახცახში გავატარეთ. მეორე დღის განთიადმა იგივე ამბავი
გვაუწყა. ქარხანაში დღესაც არ მივდივართ! აი, მაშინ გავიაზრეთ, რომ
შეკვეთების გარეშე დარჩენილ ქარხანას უმუშევრობის ხანა დაუდგა.

მიუხედავად გაუსაძლისი ყინვისა, ზოგიერთები გასანიავებლად გავიდნენ. მეც


მათ მივბაძე, მაგრამ სეირნობისას ბარაკის კედლებს არ გავცილებივარ.

ჩემგან საკმაოდ შორს სამი ჯარისკაცი ძაღლს ეთამაშებოდა, რომელიც ეკლიანი


გალავნის მიღმა წინ და უკან დარბოდა. ისინი მას თოვლის გუნდებს ესროდნენ
და ძაღლიც ყოველ ჯერზე გუნდას ოსტატურად იჭერდა, ეგონა, ან თავს
იკატუნებდა, რომ მისი ყბებს შორის შეკავება შეეძლო. რასაკვირველია, თოვლი
კბილებს შორის ეფშვნებოდა, რის გამოც გაკვირვებული ყეფდა, თითქოსდა
მისთვის მოწყობილი ბოროტი ფარსის გამო ბრაზობსო. ძაღლის რეაქციაზე
ჯარისკაცები ხალისობდნენ და ხმამაღლა ხორხოცებდნენ. შორიახლო დამალულს
მეც მეცინებოდა ცუგას სიჯიუტეზე, მხიარულ სირბილზე, შეხტომებზე, იმ
უდარდელ მხიარულებაზე, რომლითაც ის, მიუხედავად არაერთგზის მარცხისა,
თამაშს აგრძელებდა.

შემდეგ სამმა ჯარისკაცმა ზარების ხმაზე იქაურობა დატოვა და ჩვეული


მოვალეობის შესრულებას მიუბრუნდა. როცა ისინი თვალთახედვის არეალიდან
გაქრნენ, ძაღლმა ბარიერის გადალახვა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
იმედგაცრუებულმა იწკმუტუნა, უკანა თათებზე ჩამოჯდა და თავი გვერდზე
გადახარა.

89
მისკენ გავემართე. რატომ? არ ვიცი... მით უმეტეს, რომ არც ჩემი საქციელი იყო
დიდი გონიერებით გამორჩეული. ტყვე, ბანაკის საზღვარს უნდა მოვრიდებოდი.
მე მაინც მივუახლოვდი ძაღლს.

როგორც კი შემამჩნია, კუდი ააქიცინა და მთელი ყბით გამიღიმა. რაც უფრო


მცირდებოდა ჩვენ შორის მანძილი, მით უფრო უძლიერდებოდა ეიფორია. ახლა
ის უკვე ადგილზე ცეკვავდა.

დაუფიქრებლად შევკარი გუნდა და ეკლებს ზემოდან გადავუგდე. დიდი


ენთუზიაზმით გამოქანდა, შეხტა, დაიჭირა და კბილებს შორის დაფშვნა, მერე
აღშფოთდა, ბოლოს ჩემკენ გამოიხედა და მხიარული წკმუტუნი მორთო. აშკარად
კმაყოფილი ჩანდა. კიდევ ერთი გუნდა გადავუგდე. მერე კიდევ ერთიც. არ
იზარებდა, ყოველ ჯერზე ენერგიულად გამორბოდა, თითქოსდა რაღაც უხილავი
და მოუხელთებელი ძალა მართავსო. სირბილით მთვრალი ხტოდა,
კოტრიალობდა, ტრიალებდა, უწყვეტი მოძრაობის ხიბლს ეძლეოდა.

ორად მოვიკაკვე, მუხლებით თოვლში ჩავემხე. თვალებიდან ცრემლის ნიაღვარი


წამსკდა; სისველისგან ლოყები ამეწვა. ღმერთო, რა სასიამოვნო იყო ეს
ნიაღვარი... როგორც იქნა, გულიანად ავტირდი. ისე, როდის ვიტირე ბოლოს?
რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი გული არანაირი განცდით არ
შეძრულა? რამდენი ხანია, რაც ადამიანური რეაქცია არ მქონია?

როცა თავი ავწიე, ძაღლი დავინახე. სქელ ბეწვში მოსილი არხეინად გრძნობდა
თავს, კითხვის ნიშნიანი და შეშფოთებული მზერით მომშტერებოდა.

გავუღიმე, მან დასტურის მოლოდინში ყურები ცქვიტა. მისი პოზა ნიშნავდა:


„ვინერვიულო თუ არა?“

მე ტირილს ვუმატე, მაგრამ თან მეღიმებოდა. ძაღლისთვის ეს მაინცდამაინც


გასაგები პასუხი ვერ იყო.

მისკენ გავეშურე. ძაღლმა სიამოვნებისგან წკმუტუნი იწყო.

როცა ერთმანეთს ერთი მეტრიღა გვაცილებდა, მან წკმუილით დრუნჩის


მავთულხლართში გაყოფა სცადა. მეც მისკენ დავიხარე. ხელისგულით ძაღლის
თბილი სუნთქვა ვიგრძენი, თითით მის რბილ და სველ ცხვირს შევეხე.
გახარებული მკოცნიდა. მეც საპასუხოდ საუბარი გავუბი. ისე ველაპარაკებოდი,
როგორც დღემდე არავისთან მილაპარაკია ბანაკში.

90
რა ვუთხარი მას? ვუთხარი, რომ მადლობას ვუხდიდი. ვუთხარი, რომ გაცინება
მაიძულა, არადა, მთელი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გამღიმებია.
მთავარიც ვუთხარი, რომ მაიძულა, მეტირა და რომ ეს ცრემლები სიხარულის
ცრემლები იყო და არა მწუხარებისა და სევდის. შემძრა, რომ ჯარისკაცების
შემდეგ შემომხედა და მიმიღო. არც დამიშვია, რომ ჩემი ნახვა გაუხარდებოდა –
ის კი არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ საერთოდ ვერ შემამჩნევდა, რადგან,
ჩვეულებისამებრ, მე ვიყავი გამჭვირვალე და შევეგუე იმას, რომ არავინ მაქცევდა
ყურადღებას, ვიქეცი რასად, რომელიც უნდა ამოწყდეს, ხოლო სიკვდილამდე
იმუშაოს. რადგან ჯარისკაცებს უყვარდათ ცხოველები, მე მივეკუთვნებოდი
ძაღლებზე დაბლა მდგომ რასას. ხოლო როცა მან სიხარულით მიმიღო, მე ისევ
ადამიანად ვიქეცი. დიახ, როგორც კი ისეთივე ინტერესითა და მოუთმენლობით
შემომხედა, როგორითაც ჯარისკაცებს, მან უმალვე დაკარგული ადამიანობა,
ადამიანური იერსახე დამიბრუნა. მის თვალში მეც ისეთივე ადამიანი ვიყავი,
როგორიც ნაცისტები. აი, რატომაც ვტიროდი... საერთოდ, დამვიწყებოდა, რომ
ადამიანი ვიყავი და არც მქონდა იმედი, რომ ოდესმე გარე სამყაროსთან
ადამიანური ურთიერთობები აღმიდგებოდა, რომ ჩემ მიმართ ვინმე
პატივისცემით განიმსჭვალებოდა. მან მე ადამიანური ღირსება დამიბრუნა.

ჩემი ხმის გაგონება გაუხარდა და თავისი წითელი ხისფერი თვალებით


მომაშტერდა. ცხვირ-პირს ხან თანხმობის, ხანაც საყვედურის ნიშნად მანჭავდა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ზედმიწევნით ესმოდა, რასაც ვეუბნებოდი.

როგორც კი დავწყნარდი, შევამჩნიე, რომ ძალზე გამხდარი იყო. ნეკნებს


დაუთვლიდა კაცი, საწყალს ადგილს ვერ უნახავდი, საიდანაც ძვლები გარეთ არ
გამოსჩხეროდა. მასაც აკლდა მთავარი. და მიუხედავად ყველაფრისა, შეეძლო ასე
უდარდელად ეთამაშა...

– გშია, არა, ჩემო პატარავ? როგორ მინდა, გიშველო, მაგრამ, სამწუხაროდ,


არაფერი მაქვს შენთვის.

ძაღლმა ფაფუკი კუდი ამოიძუა. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ჩანდა, მაგრამ


მაინც არ გამინაწყენდა. ისევ ნდობით აღსავსე თვალებით მიმზერდა. ჩემგან
რაღაც სასწაულს მოელოდა. ალბათ დარწმუნებული იყო, რომ სასწაულების
მოხდენა შემეძლო. მას ჩემი სჯეროდა.

91
წარმოგიდგენია, მირანდა? იმ დღეს მე, ვინც ყოველდღიურად ხმელი პურისთვის
ვიბრძოდი და გარდაცვლილთა ჯიბეებში ნამცეცებისთვის ვიქექებოდი, სადილზე
ლობიოს ნაწილი ჩვარში გავახვიე და საღამოს მას მივურბენინე.

ჩემს დანახვაზე ძალიან გაიხარა. აქნია და აქნია მარაოსავით ფაფუკი კუდი, გავას
ისე ატრიალებდა, თავბრუ დამეხვა. რამდენიმე საათში მისი ნდობა მოვიპოვე.
ძაღლის სიხარულმა გული ამიჩუყა, მით უმეტეს, რომ არც მომავალში ვაპირებდი
მისთვის იმედის გაცრუებას. ლობიო მავთულხლართს მიღმა გადავუყარე.
შურდულივით გამოქანდა, დააცხრა ზედ და რამდენიმე წამში ჩემს ძღვენს წირვა
გამოუყვანა. მერე თავი ასწია: „კიდევ?“ ავუხსენი, რომ მეტი არაფერი მქონდა
მისთვის. რამდენჯერმე მოილოკა დრუნჩი და თავი გააქნია. როგორც ჩანს, ჩემი
ახსნა-განმარტება მიიღო.

სირბილით გამოვიქეცი იქიდან. როგორც კი წკმუტუნი ჩამესმა, სიჩქარეს ვუმატე.


ბარაკში შევვარდი, გული საგულიდან ლამის ამომვარდნოდა. საკუთარ თავს
ვუსაყვედურე, რომ მოხეტიალე, გაუბედურებული ძაღლის გულისთვის თავი
საფრთხეში ჩავიგდე. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის განკუთვნილი
რაციონის ნახევარი გამოვიზოგე, მავთულხლართს მივუახლოვდი და ჩემდა
უნებურად სიმღერა წამოვიწყე. პატიმრები მოულოდნელობისგან გაირინდნენ:

– კი, მაგრამ რა გეტაკა? – დაინტერესდა ერთ-ერთი.

მე ხმამაღლა გავიცინე. მეზობლებს ეგონათ, რომ ჭკუიდან შევიშალე, ზურგი


შემაქციეს და თავიანთ საქმეს მიუბრუნდნენ.

ჩემი სულიდან უფრო ხმამაღალი სიმღერა ისმოდა, ვიდრე ჩემი სიცივისგან


დამსკდარი ბაგეებიდან. მივხვდი, რომ ძაღლს ჩემთვის ბედნიერება მოჰქონდა.

ასე და ამგვარად, ვსარგებლობდი ამ უჩვეულო უმუშევრობით და


თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი გალავნისკენ, რათა ოთხფეხა მეგობარი
გამომეკვება.

ერთი კვირის შემდეგ ბანაკი საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს.

ვაღიარებ, რომ თავიდან ამის დაჯერება ვერავის გაებედა. თუმცა, დაკვირვებული


თვალი რაღაც ნიშნებს ჯერ კიდევ რუსების გამოჩენამდე აუცილებლად
შეამჩნევდა – ჯარისკაცების ნაწილი იქაურობას ტოვებდა, გახშირდა ჩხუბი და
კინკლაობა გამყიდველ „კაპოებს“ შორის, ღამე იდგა გაუთავებელი გნიასი,

92
მანქანების გრუხუნი – მაგრამ მაშინაც კი, როცა ვარსკვლავებიანი
გამათავისუფლებლები საკუთარი თვალით ვიხილეთ, ჩვენ ორჭოფობისა და
უნდობლობის ტყვეობიდან ვერა და ვერ გამოვდიოდით. იქნებ ეს სულაც
ხაფანგია? ან ნაცისტების მიერ გამოგონილი მორიგი გარყვნილი ხრიკი? გრძელ
შინელებში ჩაცმული ფეხოსნები გაკვირვებულები გვათვალიერებდნენ,
ზოგიერთებს კი ზიზღი ვერ დაემალათ. ალბათ ჩვენ მოჩვენებებს უფრო
ვგავდით, ვიდრე ცოცხალ ადამიანებს...

არავინ უღიმოდა ჯარისკაცებს, არც არავინ ემადლიერებოდა მათ. ადგილს


მივეყინეთ, გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა ხომ საერთოდ არ შეგვეძლო.
მადლიერება ის სათნოება იყო, რომელიც ჩვენ დიდი ხანია დავივიწყეთ. მხოლოდ
მაშინ, როცა რუსებმა პროდუქტების საწყობები გახსნეს და ნადიმზე დაგვიძახეს,
ცოტათი გამოვცოცხლდით და მოძრაობა დავიწყეთ.

საშინელი სცენა კი იყო საყურებლად. ჩვენ ვკბეჩდით ლორის ნაჭრებს, პურს,


პირში ვიყრიდით პაშტეტებს; ტერმიტებს ვგავდით, ხის ნატეხს რომ შეესევიან
ხოლმე, ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდით, გვერდით არც კი ვიყურებოდით,
ჩვენს თვალებში არანაირი სიამოვნება არ იკითხებოდა, გარდა შიშისა, რომ ვინმეს
ხელის შეშლა არ ეფიქრა.

ზოგიერთი ჩვენგანი ამ სიუხვისგან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა –


მათი ორგანიზმი საერთოდ გადაჩვეულიყო საკვების მიღებასა და მონელებას. რა
მოხდა მერე? ის უბედურები მაძღრები მაინც წავიდნენ ამქვეყნიდან.

შუაღამისას, მუცელამოყორილმა, თეთრკბილება პეტერს ღამე მშვიდობისა


ვუსურვე და ძაღლის საძებნელად გალავანს გავუყევი... მომხდარი სასწაულის
შემდეგ მე მასში ამიერიდან მხოლოდ მფარველ ანგელოზს, კარგი ამბის
მაუწყებელს ვხედავდი. მისი გამოჩენა დამეხმარა, გამეძლო იმ დღეებისთვის,
რომლებიც ჩემს გათავისუფლებას წინ უძღოდა. ჯიბეში მისთვის პაშტეტი მედო
და ერთი სული მქონდა, მენახა, თუ როგორ გადასანსლავდა მას.

ამაოდ ველოდი. ძაღლი არსად ჩანდა. წავუმღერე კიდეც, ვილაპარაკე, ვიფიქრე,


იქნება და, ხმა მაინც მივაწვდინო-მეთქი. უშედეგოდ.

სევდა მომეჯარა. ცრემლებიც მომერია. დიდი სისულელე კი იყო, ასეთ საღამოს


ტირილი, იმ დროს, როცა ცხოვრებას დავუბრუნდი და ისევ მოვიპოვე
თავისუფლება... მე კი – დაუჯერებელია პირდაპირ – მაწანწალა ძაღლზე

93
ვდარდობდი, რომელსაც მხოლოდ ერთი კვირა თუ ვიცნობდი. მე, ვისაც მხოლოდ
კრიჭა შემეკრა, როცა გავაცნობიერე, რომ მშობლები დამეღუპნენ.

მეორე დღეს პატიმართა ჯგუფთან ერთად ბანაკი დავტოვე.

და ისევ დიდხანს მივაბიჯებდით გადათეთრებულ დაბლობში. არაფერი


შეცვლილა. ისევ ის იძულებითი უსასრულო გზა, რომელიც ერთხელ უკვე
გამოვიარეთ... ზოგიერთები ვეღარ უძლებდნენ და ეცემოდნენ, როგორც უწინ. და
როგორც უწინ, არავინ ჩერდებოდა, რათა ისინი თოვლში სიკვდილისგან
გადაერჩინათ.

უეცრად კოლონის მარჯვენა მხრიდან ყეფა მომესმა.

ჩვენკენ ძაღლი მორბოდა.

მუხლებზე დავეშვი და მისკენ ხელები გავიშვირე – მკერდზე მეტაკა და


გაშმაგებით სახე სულ ამილოკა. მისი ენა, ჩემთვის მოულოდნელად ხორკლიანი,
ცოტა არ იყოს, უსიამოვნო მეჩვენა, მაგრამ მაინც მივეცი უფლება, ყველგან
დავენერწყვე. ძაღლი, რომელიც სიყვარულით მკოცნიდა, იყო საპატარძლო,
რომელიც არ მელოდებოდა, ოჯახი, რომელიც უკვე აღარ მყავდა, ერთადერთი
არსება, რომელიც მეძებდა და მიპოვა.

პატიმრები გვერდს გვიქცევდნენ და ზანტად განაგრძობდნენ თავიანთ გზას


თოვლის ნამქერებში. მე და ძაღლი კი ვაგრძელებდით სიცილ-ხარხარს,
ბედნიერებით მთვრალებს შეხვედრა ენით აღუწერელი სიხარულით გვავსებდა.

ფეხზე მხოლოდ მაშინ წამოვდექი, როცა შემადგენლობის კუდი


თვალსაწიერიდან გაქრა.

– წამოდი, ძაღლო, უნდა დავეწიოთ, თორემ დავიკარგებით.

ბრტყელი თავის კანტურით დამთანხმდა, კბილებდაკრეჭილი და ყბიდან


ენაგადმოგდებული სირბილში ამყვა, რათა, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ
იყო, ჯგუფს დავწეოდით. საიდან აღმოცენდა ჩვენში მსგავსი ძალა?.

იმ საღამოს დასაძინებლად პირველად დავწექით ერთად. მას შემდეგ ვერაფერი


დაგვაშორებდა ერთმანეთს – ქალიც კი, – დედაშენს მაშინ შევხვდი, როცა მან
უკვე დამტოვა.

94
სკოლაში, სადაც ჩვენი რაზმი ღამის გასათევად შეყოვნდა, მე ჩემი ძაღლის
სქელბეწვიან მხარს მიტმასნილი ნაკლებად ვიყინებოდი, ვიდრე ჩემი ამხანაგები.
მეტსაც გეტყვი – ვეფერებოდი ხელის გულით მის სატინასავით რბილ თავს და
ისევ აღმოვაჩინე, რას ნიშნავს შეხება, კონტაქტი, სინაზე და ადამიანური
სიახლოვე. ეს იყო ნამდვილი ნირვანა. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი
სურვილით თბილ სხეულს არ შევხებივარ? წამიერად ისეთი განცდა დამეუფლა,
რომ ჩემს გადახვეწას და კატორღას წერტილი დაესვა. ჩემი ძაღლის გვერდით, არ
ჰქონდა მნიშვნელობა, სად მოვხვდებოდი, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც
სამყაროს ცენტრში მოვექცეოდი.

შუაღამისას, როცა ყველა ხვრინავდა და დაორთქლილი სარკმლიდან მთვარემ


შემოიჭყიტა, მე ჩემს მეგობარს, ყურებჩამოყრილს ღრმა ძილით რომ ეძინა და
მცველ ძაღლთან მსგავსება დაეკარგა, თვალებში ჩავხედე და სახელიც
მოვუფიქრე.

– მე შენ არგოსად მოგნათლავ. ასე ეძახდნენ ულისეს ძაღლს.

შუბლი შეიჭმუხნა. მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ჩემს ნათქვამს


ჩასწვდა.

– არგოსი... გახსოვს, ვინ იყო არგოსი? ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელმაც


ულისე ამოიცნო, როცა ოცწლიანი გაუჩინარების შემდეგ ითაკაში დაბრუნდა.

არგოსმა თავი დამიქნია. ეს ნაკლებად ჰგავდა დასტურს. ალბათ უფრო ხათრი არ


გამიტეხა და მასიამოვნა. მომდევნო დღეებში ძალიან მოსწონდა საკუთარი
სახელის ამოცნობა, რომელიც ჩემს ბაგეებს სწყდებოდა, მოგვიანებით
რეაგირებითა და მორჩილებით მიმტკიცებდა, რომ ნამდვილად ასე ერქვა.

გზა შინისკენ უსასრულოდ გაწელილი, წყვეტილი და შემოვლითი გამოდგა.


ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრების უჩვეულო კოჰორტა
გავერანებულ და დამშეულ ევროპაში ბორძიკით გადაადგილდებოდა. იმ
ევროპაში, სადაც მათ გარეშეც მიგრანტები ყოველდღიურად ემატებოდნენ
მგლოვიარე მოსახლეობას, რომელსაც ჯერჯერობით ვერც გაერკვია, ვისთვის
მოეხარა ქედი, ვის დამორჩილებოდა. ჩვენ – ცოცხალ ჩონჩხებს – „წითელი ჯვრის“
ერთი პუნქტიდან მეორეში დაგვათრევდნენ, ყველაფერი მატარებლებზე იყო
დამოკიდებული და განთავსების შესაძლებლობაზე. რაც მთავარია, აუცილებელი
იყო ასევე ბოლო ბრძოლებისთვის გვერდის აქცევა. ნამიურში რომ ჩამეღწია,

95
ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლა მომიწია – მოგვიანებით
სტამბოლში გემზე ავედი, ვიყავი სიცილიაზეც. როგორც იქნა, მარსელს ჩავაღწიე,
მთელი საფრანგეთი გადავსერე და ბოლოს მატარებლით ბრიუსელში ჩავედი.
მთელი მოგზაურობის მანძილზე არგოსი გვერდიდან არ მომშორებია.
შემხვედრნი, იმათ გარდა, ვინც მხრებს იჩეჩდნენ, გაოცებას ვერ მალავდნენ მისი
გაწვრთნილობისა და დაგეშილობის გამო... არადა, ძაღლის გაწვრთნაზე არც
არასდროს მიფიქრია, არც რამის გაკეთება დამიძალებია, თუნდაც ერთხელ. მაშინ
ძაღლების სამყაროს საერთოდ არ ვიცნობდი. ჩვენ, უბრალოდ, ძალიან
მივეჯაჭვეთ ერთმანეთს და ამით უზომოდ ბედნიერები ვიყავით. საკმარისი იყო,
მარჯვნივ წასვლა გამევლო გულში, რომ არგოსსაც მინიშნების გარეშე მარჯვნივ
აეღო გეზი. როცა ჩვენს ფოტოს ვათვალიერებ, – ერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა
გადაგვიღო დროებით ბანაკში, – მესმის, თუ რატომ გავუძელით დეფიციტს,
დისკომფორტს, შიშსა და უიმედობას – ჩვენი გამძლეობისა და ენერგიის უშრეტი
წყარო ჩვენი წყვილი, ჩვენი კავშირი იყო. თითოეული ცდილობდა, მხოლოდ
მეორესთან ერთად გადარჩენილიყო.

უკიდურესად დამშეულიც კი, არგოსი ელოდებოდა, სანამ ჩემს წილ პურს


დავღეჭავდი. ადამიანი მის ადგილას ყელს გამომჭამდა. ის კიდევ ითმენდა,
დარწმუნებული იმაში, რომ მასაც ვუწილადებდი. ადრე მე ხომ გაყოფა აზრადაც
არ მომივიდოდა. თუ ადამიანებს მიამიტურად ღმერთისა სწამთ, ძაღლებსაც
სჭირთ ეს უბედურება – ადამიანებისა სჯერათ. მოკლედ, მისი პატივისცემა მე
კეთილს მხდიდა. არგოსის მზერის ქვეშ მეც ნელ-ნელა ადამიანი ვხდებოდი.

მთელი ოდისეის მანძილზე მშობლებზე ერთხელაც არ მიფიქრია. ჩემ გარშემო


არაერთი გადარჩენილი ოცნებობდა ახლობლებთან შეხვედრაზე და ეს
ბუნებრივია. თუ ისინი დაეხსნენ უცილო სიკვდილს, სულაც არაა გამორიცხული,
რომ მათი დედებიც და მამებიც გადარჩენილიყვნენ. მე თავიდანვე ამოვიგდე ეს
აზრი და ყრუდ და ჯიუტად მჯეროდა, რომ ჩემიანებიდან ამქვეყნად ცოცხლებში
უკვე არც ერთი აღარ ეწერა.

***

ნამიურში როგორც კი ჩავედი, ჩვენი ბინისკენ გავქანდი და კარზე დავაკაკუნე.

96
არაფერი შეცვლილიყო – იგივე ბაქანი, გაპრიალებული იატაკი, იგივე ხმაურები
და სუნები. სამი წამის განმავლობაში, სანამ აქერცლილ და დაბზარულ აბრას
შევცქეროდი, გული კინაღამ საგულიდან ამომივარდა: დავუშვი, რომ
შეიძლებოდა სასწაული მომხდარიყო. გასაღების ნაცნობმა ხრჭიალმა გულის
წასვლამდე ამაღელვა.

კარიდან თავი გამოყო ღამის პერანგში ჩაცმულმა ქალმა.

– რა გნებავთ?

– მე...

– დიახ, გისმენთ.

ქალისკენ წავიწიე, რათა მის ზურგს უკან ორი ოთახი უკეთ შემეთვალიერებინა.
იქ ცოტა რამ თუ შეცვლილიყო – შპალერის, ფარდებისა და ავეჯისთვის ხელი არ
ეხლოთ, მხოლოდ მობინადრეები არ მეცნო. ქმარი უსახელო მაისურში მაგიდას
მისჯდომოდა, წინ ნახევრად სავსე ბოთლი ედგა, ორი ბალღი იატაკზე მუყაოს
კოლოფს დაათრევდა.

რასაკვირველია, ბინა სხვებისთვის მიექირავებინათ... იმწუთშივე გავიაზრე, რომ


ამქვეყნად არაფერი მებადა, სრულიად მარტო დავრჩი.

– მმმ... ბოდიშს გიხდით. სართული შემეშალა.

ვერ გავბედე ქალბატონისთვის მეთქვა, რომ ამ ბინაში ვცხოვრობდი... ალბათ


შემეშინდა, რომ გესტაპო სასწრაფოდ მოვარდებოდა ჩემს ასაყვანად.

ქალს ეჭვისგან სახე მოეღრიცა.

საკუთარი სიცრუის გასამტკიცებლად ფეხის წვერებზე ერთი სართულით მაღლა


ავედი.

მიგერამ, რომელსაც დედაჩემის კუთვნილი სივრცე დაეპყრო, კარის დაკეტვისას


თავისთვის წაიბუზღუნა:

– ამ ადამიანს მაინცდამაინც სანდო სიფათი არ აქვს.

ზედა სართულის მეზობელ ქალთან დავრეკე. დამინახა თუ არა, ძალიან აღელდა,


ლამაზი სახე მოულოდნელობისგან დაეძაბა, ვერ გაებედა, საკუთარ ინტუიციას
მინდობოდა.
97
– ღმერთო... ეს შენ ხარ? არა, ეს ნამდვილად შენ ხარ?

– დიახ, ქალბატონო პასკიე, ეს მე ვარ – სემუელ ჰეიმანი.

ქალბატონმა პასკიემ ხელები გაშალა, მე მისკენ გავქანდი და კისერზე


ჩამოვეკიდე. ორივენი ცხარე ცრემლებით ვტიროდით. ამ დროს დაუჯერებელი
რამ მოხდა. სანამ ვეხვეოდი, ეს თითქმის უცნობი ქალბატონი ჩემთვის დედად,
მამად, ბებიად, პაპად და დად გარდაიქმნა – ყველა იმ ადამიანად, რომლებიც ასე
მენატრებოდნენ, და ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ჩემს დანახვაზე უზომოდ
გაიხარებდნენ.

მომდევნო კვირების განმავლობაში ამ გულკეთილმა და სამართლიანმა ქალმა


ჩემს ბედ-იღბალზე ზრუნვა დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩემ დასაცავად
სოლიდარობის მოძრაობა გააჩაღა. სახურავქვეშ ერთი პაწაწინა ოთახი დამითმო –
მეორე დღესვე ჩამწერა ლიცეუმში, იზრუნა იმაზეც, რომ ნორმალურად მესვა,
მეჭამა და ჩამეცვა. შემდეგ, – ეს იყო საუცხოო სიურპრიზი – ერთ კვირადღეს,
სადილად ჩემს მხსნელთან, მამა ანდრესთან წამიყვანა, რომელმაც
სიხარულისგან ისე ჩამიხუტა გულში, კინაღამ დამახრჩო.

მამა ანდრემ და ქალბატონმა პასკიემ ჩემი მეურვეობა იტვირთეს. ერთ რამეში


ვერა და ვერ შევთანხმდით და ამის მიზეზი არგოსი იყო. ქალბატონი პასკიე და
მღვდელმსახური მიიჩნევდნენ, რომ სრულიად გაუმართლებელი და
მიუტევებელი უგუნურება იყო ძაღლის გამოკვება, როცა ირგვლივ ამდენ
ადამიანს შიმშილისგან კუჭი უხმებოდა. მე თავდახრილი ვპასუხობდი, რომ ამას
არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ მე ყოველთვის ვუწილადებდი არგოსს ჩემი
ულუფის ნახევარს, როგორი უმნიშვნელოც, პაწაწინაც არ უნდა ყოფილიყო ის,
რომ მერჩივნა, მე მოვმკვდარიყავი შიმშილისგან, ვიდრე ძაღლი. ამ სიტყვებზე
ქალბატონ პასკიეს ბრაზისგან სახე აუჭარხლდებოდა ხოლმე. მისთვის, ამ
დიდსულოვანი ადამიანისთვის, მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება არსებობდა: ჯერ
ადამიანები, მერე – ძაღლები. მე კიდევ ცოცხალ არსებებს შორის არსებულ
გრადაციაზე საუბრის გაგონებაც არ მსურდა – ისედაც ბევრი ვიტანჯე აქამდე ამ
უსამართლო იერარქიისგან: მე, მეორეხარისხოვან ადამიანს, უამრავჯერ მინახავს,
როგორ იხოცებოდნენ ზეადამიანების ქვეყანაში ჩემი თანამოძმეები. შეიძლება
მეც დავთანხმდი მსგავს უსამართლობას, რამეთუ ვხედავდი და არასდროს
დამიძრავს კრინტი. კმარა! ნუღა მიმითითებენ დაბალ და მაღალ რასებზე! არც
ქალბატონი პასკიე, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად გრძნობდა ჩემს

98
სიტყვებში შეკავებულ სიმწარეს, თავის პრინციპებს არასდროს გადასულა.
სინამდვილეში, როცა ერთად გვხედავდა და ხვდებოდა, რომ არგოსი ჩემთვის
უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალო ძაღლი, ის მაინც თმობდა პოზიციას.

როგორც კი ნორმალური ცხოვრება მეღირსა, მეც ნორმალურად დავიწყე


აზროვნება: შურისძიება მწყუროდა. მსურდა, დამედგინა, ვინ დაგვასმინა – ვინ
გაწირა მამა ანდრესთან შეფარებული ათი ებრაელი. ათი ბავშვი. სწავლის
პარალელურად, დამოუკიდებელი გამოძიება წამოვიწყე.

ვფიქრობდი, ბევრს ვიქექებოდი მოგონებებში, დაგვიანებით ვაანალიზებდი


მავანისა და მავანის საქციელსა და სიტყვებს, ვარკვევდი, რა ბედი ეწიათ მათ.
მირანდა, აქ ნამდვილად არა მაქვს იმდენი დრო, რომ ყველაფერი გამოწვლილვით
მოგიყვე, ჩამოგითვალო ჩემი მცდელობანი, ხრიკები, მართებული და მცდარი
ნაბიჯები, დასკვნები და ვერდიქტები, რომლებიც გამომქონდა და, ცხადია,
ეჭვები, რომელთა ქვეშაც ესა თუ ის ადამიანი ექცეოდა, ერთ დასკვნას გაგანდობ
მხოლოდ: გესტაპოს ჩვენი თავშესაფრის არსებობის შესახებ ვინმე მაქსიმ დე
სირმა აცნობა.

ინტერნატში ერთად ვსწავლობდით, მაქსიმ დე სირი ჩემი ტოლა იყო –


თხუთმეტი წლის, შეძლებული მშობლები ჰყავდა, დიდი წარმოდგენა ჰქონდა
საკუთარ თავზე და შარში გახვევა უყვარდა. ღმერთმანი, არ ვიცი, რამ მოაფიქრა,
რომ 1943 წელს, როდესაც სწავლა განვაახლეთ, მეტოქეობას და მის დაჯაბნას
მოვინდომებდი. ეს სრული აბსურდი იყო! მით უმეტეს, მაღალი ნიშნებითა და
დიდი გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩეოდა არც ერთ საგანში,
იქნებოდა ეს ბუნებისმეტყველება, ლიტერატურა, ლათინური, ბერძნული თუ
ფიზკულტურა; გაკვეთილის დროს აუცილებლად გადმოიხრებოდა ჩემკენ და
ჩამჩურჩულებდა: „მიფრთხილდი, ჰეიმან, აუცილებლად დაგაგდებ ბეჭებზე“.
პასუხისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი, ფლეგმატურად მხრების აჩეჩით
ვკმაყოფილდებოდი, რაზეც უფრო ცოფდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს,
წარმოდგენა არა მაქვს, თუ როგორ, ჩემი ებრაული წარმოშობა იყნოსა: ამის
შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: შეჯიბრი სტიმულიდან ზიზღში გადაიზარდა. მერე
რა, რომ ჩემი ნიშნები მისაზე ბევრად უფრო აღმატებული იყო, მის თვალში მე
მაინც თვითმარქვიობის ინკარნაცია ვიყავი, დაწყევლილი ჯიშის სამარცხვინო
ნაშიერი, რომელიც დედამიწას მხოლოდ იმიტომ მოევლინა, რათა სიბინძურე,
ჭუჭყი და გარყვნილება აფრქვიოს, დახოცოს და ანგრიოს. ანტისემიტიზმი,
რომლითაც მისი წრის ჰაერი იყო გაჟღენთილი, ნებისმიერი უგვანო საქციელის
99
გამართლების საბაბს აძლევდა. ის დონით ჩემზე დაბლა კი არ იდგა, ეს მე ვიყავი
ურჩხული და საძულველი მოდგმის გამგრძელებელი. კატეხიზმოს
გაკვეთილებზე არაერთხელ გამოსულა სიტყვით, რათა „ებრაულ რასაზე“
საძაგლობები მოეროშა. მამა ანდრე ცდილობდა, მისთვის ყველაფერი
დაწვრილებით აეხსნა, გონება გაეხსნა და მისი შეხედულებების სიმცდარე
შეეგნებინებინა, ხშირად იესოს სახელით აღშფოთებასაც ვერ მალავდა, მაგრამ
არაფერი გამოსდიოდა. მაქსიმ დე სირი თავისი შუაში უზადოდ გაყოფილი
ვარცხნილობით, ახალ ტყავის ჩექმებში გამოპრანჭული, მარად თვითკმაყოფილი
ადგებოდა, თავის დოსტებს თვალს ჩაუკრავდა და მამა ანდრეს ცინიკურად
პასუხობდა, რომ მისი დიდი რიდი და პატივისცემა ჰქონდა, რომ ის ასევე
ეთაყვანებოდა ისეთ გონიერ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ შარლ მორასი,
ინტელექტუალები „აქსიონ ფრანსეზიდან“, ლეონ დეგრელი და დიდი მარშალი
პეტენი, რომელიც საფრანგეთს მართავს.

მე ვფიქრობ, რომ სწორედ მისმა საქციელმა აიძულა მამა ანდრე, ჩვენი გაქცევა
გაეთამაშებინა. როცა ომის დასრულების შემდეგ ეს დეტალი შევახსენე,
მღვდელმა პასუხი არ გამცა. არადა, რა დამავიწყებს იმ ამბავს, სამუდამოდ რომ
ჩამებეჭდა მეხსიერებაში. იმ სუსხიან დილას, როცა ცხაურადან თავი გამოვყავი
და ნისლით დაფარულ სკოლის ეზოში გაჯგიმულ, ხელი ხელზე გადაჭდობილ
მაქსიმ დე სირს მოვკარი თვალი, რომელიც მტრული გამომეტყველებით
ნაგებობის ბოლო სართულს მიშტერებოდა. ნუთუ დამინახა მაშინ? მყისიერად
ბნელეთში შევრგე თავი, მაგრამ ამაში დარწმუნებული დღემდე ვერ ვარ.
მომდევნო დღეებში – ეს მოგონება მეხსიერებაში მოგვიანებით ამომიტივტივდა –
ერთ-ერთი ჩვენგანი ირწმუნებოდა, რომ აშკარად მოესმა ხმა კარადის მიღმა,
რომელიც მალავდა ჩვენს სადგომს. ის ყოველ ჯერზე ფიქრობდა, რომ მამა
ანდრემ უღალატა ჩვეულ განრიგს და სამალავის შესამოწმებლად სხვა დროს
გამოცხადდა. ეჭვს გარეშეა, რომ მაქსიმ დე სირმა რამდენჯერმე გადაამოწმა ჩვენი
ადგილსამყოფელი და მხოლოდ შემდეგ ჩაუკაკლა გესტაპოს ყველაფერი.

მირანდა, ალბათ შენ მეტყვი, რომ ეს არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ადამიანს
ბრალი დასდო. შენ წარმოიდგინე, ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
ამაში დარწმუნებული ვიყავი. სხვათა შორის, დღეს უფრო მეტად, და მალე
მიხვდები, თუ რატომ.

გავიკითხ-გამოვიკითხე მაქსიმ დე სირის თაობაზე და შევიტყვე, რომ


სწავლისთვის თავი მიენებებინა, რათა მამის დანატოვარი მამულები ემართა –
100
რამდენიმე ფერმა, საჯინიბოები და ხელოვნური წყალსაცავები ზუთხის
მოსაშენებლად.

ერთ კვირას იმ მიდამოებისკენ გამიწია გულმა, უფრო ზუსტად, ეინოს


რეგიონისკენ. იმ კილომეტრების შემდეგ, რაც მე და არგოსმა, ოსვენციმიდან
წამოსულებმა, მთელ ევროპაში გამოვიარეთ, ჩემი შინაყუდობა და ადგილიდან
ფეხმოუცვლელობა ძაღლს მძიმე ტვირთად აწვა და ამ ჩემს მოულოდნელ
გადაწყვეტილებაზე უზომოდ გაიხარა. პატარა ლეკვს დაემსგავსა, სასეირნოდ
მუდამ გარეთ რომ მიუწევს გული. არგოსმა ისევ იგემა სივრცითა და ხეტიალით
მონიჭებული სიამოვნება, რომელსაც თან ერთვოდა მოვალეობის განცდაც.
მოკლედ, მან ხალისით იტვირთა თანმხლების როლი. დროდადრო ჯოხს,
რომელსაც ვეყრდნობოდი, სათამაშოდ ვიყენებდი. მოვისროდი რაც შეიძლება
შორს მაღალ ბალახებში. არგოსი გარბოდა, წამში პოულობდა და გამარჯვებული
იერით უკან მომირბენინებდა ხოლმე, როგორც ძვირფას ნადავლს, ყოველ ჯერზე
ენერგიული და რაც მთავარია, ამაყი.

შემთხვევითობის ნებით, როცა დე სირების სასახლეს მივაღწიე და მურყანის


მესერს მივყვებოდი, ჩემგან არც ისე შორს, მარჯვენა მხარეს თვალი მოვკარი
ცხენს, რომელიც თოხარიკით მიიწევდა წინ. ზედ შემოსკუპებული მხედრის
სილუეტი მეცნო: მაქსიმ დე სირს ცხენით მამულებში გასეირნება განეზრახა.

ნაბიჯს ავუჩქარე და პირდაპირ მის კვალს დავადექი. რა თქმა უნდა, სულაც არ


მქონდა განზრახული, დავწეოდი, მაგრამ მე აუცილებლად მჭირდებოდა ეს
დევნა.

ტყისკენ მიმავალი ბილიკების გასაყარზე, ცოტა არ იყოს, დავიბენი. შევჩერდი და


არგოსს ვუხმე. ვკითხე, საითკენ გაუტია მხედარმა-მეთქი. რადგან საქმეში
ჩაერთო, აღგზნებულმა ცხვირი ასწია, მთელი სერიოზულობით დაყნოსა ჰაერი,
შემდეგ პირველი თათი სამხრეთისკენ გადადგა. დევნა გავაგრძელეთ.

გავიდა საათი. დე სირს ისევ კვალში ვედექით. ვიფიქრე, რომ ნადავლი ხელიდან
დამისხლტა. ამ დროს მოულოდნელად ტყე შეთხელდა, ცა განათდა და ჩვენ წინ
გრძელ, მწვანე ზოლს მოვკარი თვალი – ოსპით წალეკილი წყლის საცავი. ცაცხვის
ხეს მიბმული ცხენი დავლანდე, ასი მეტრით ქვემოთ – წელში მოხრილი
სილუეტი: მაქსიმ დე სირი სოკოებს აგროვებდა ხავსმოკიდებულ ქვებს შორის.

ჯოხი მაგრად ჩავბღუჯე ხელში და გეზი მისკენ ავიღე.

101
ვერც კი შეამჩნია, როგორ მივუახლოვდი, მხოლოდ მაშინ ასწია თავი, როცა
გამხმარ ტოტს დავაბიჯე და ტკაცანი გაისმა. დამინახა თუ არა, თვალები
შიშისგან შუბლზე აუვიდა: მიცნო!

მრისხანებას ვერ მოვერიე და მისკენ გავეშურე. დე სირმა პირი დააღო და


შესაბრალისი ყვირილი აღმოხდა.

ნაბიჯს ავუჩქარე. წარმოდგენა არ მქონდა, რის გაკეთებას ვაპირებდი. უბრალოდ,


რაღაცნაირმა შინაგანმა შავბნელმა მოთხოვნილებამ შემიპყრო, ამ
მოთხოვნილებით გამეჟღინთა ყველა კუნთი და მოძრაობა. ნუთუ განზრახული
მქონდა, რომ დამერტყა. არა, არა მგონია. უბრალოდ, ვაპირებდი, ჩადენილი
დანაშაულის პირისპირ დამეყენებინა და სულაც არ ვფიქრობდი, რა მოჰყვებოდა
ამას.

როცა სამი მეტრის მანძილზე მივუახლოვდი, წამოხტა და მთელი ძალით


მოქუსლა. მივხვდი, რომ ჩემგან თავდასხმას ელოდა და ეს ჯოხი იარაღი ეგონა.

მის რეაქციაზე კინაღამ გული ამერია. საცოდავი, ქვეშაფსია! მხოლოდ


სიმდაბლეებზე თუ ხელეწიფება ფიქრი! ვეცადე, შემეჩერებინა.

– გაჩერდი, სად გარბიხარ?.. გაჩერდი, გეუბნები...

ის კიდევ გარბოდა და გოჭივით ჭყვიტინებდა.

ეს უკვე მეტისმეტი იყო.

მეც დავედევნე.

ხელები ასწია. სიმსუქნისგან ძლივს სუნთქავდა, წონასწორობა დაკარგა,


ბორძიკობდა, ბოლოს დაიჭყავლა: „არა, არა!“

მე მაინცდამაინც არ ვჩქარობდი. საკონცენტრაციო ბანაკში გატარებული ერთი


წლის მიუხედავად, სირბილში ვჯაბნიდი. ისიც მართალია, რომ მასზე უფრო
ხმელი და მსუბუქი ვიყავი.

იმ ზონზროხამ რაღაც ფესვს გამოჰკრა ფეხი და მოცელვით ძირს გაიშხლართა.


იმის ნაცვლად, რომ უმალ ფეხზე წამომდგარიყო, ჭყვიტინი მორთო, როგორც
ღორმა, რომელსაც წამი წამში ყელს გამოჰღადრავენ.

– ხმა ჩაიგდე, რეგვენო, – ვუყვირე.

102
დე სირს სუნთქვის უკმარისობა დაეწყო, იხრჩობოდა, დუჟი გადმოუვიდა,
ოფლმა დაასხა, თვალები გადმოკარკლა – მოკლედ, სველი, გასაცოდავებული და
გულისამრევი იყო – ძირს გართხმული შესაწირი საქონელი.

გადავწყვიტე, ერთი მაგრად ჩამეზილა მისთვის სიფათში. თუ დარწმუნებულია,


რომ სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებდი, რატომაც არა? რატომ დამეკლო ეს
სიამოვნება! ღრმად ჩავისუნთქე და გასაქანი მივეცი მრისხანებას, რომელიც ჩემი
ტვინის სიღრმეებში დაგროვებულიყო და გადმონთხევას ლამობდა: კი, კი, ახლა
შევდგები და ძვალ-რბილს გავუერთიანებ. დაე, სამართალმა პური ჭამოს!
ჩემთვის, ყველასთვის მივასიკვდილებ და აქვე მივაგდებ, დაე, დაიხრჩოს
საკუთარი სისხლის გუბეში. შურისძიება! ის გადაიხდის ჩადენილი
დანაშაულისთვის. ვიძიებ შურს ჩემი მშობლებისათვის, ბებია-პაპისთვის,
დისთვის. სამაგიეროს გადავუხდი ექვსი მილიონი ამოჟუჟული ებრაელის
სახელით ამ არაკაცსა და იმბეცილს, რომელიც ახლა, ღმერთმა უწყის, რას
ბურდღუნებს თავისთვის.

კეტი აღვმართე.

ამ დროს ჩაერია არგოსი: მაქსიმს ეძგერა, მკერდზე შესდგა და ყეფა დაიწყო.

მაქსიმ დე სირმა ღრიალი მორთო, დარწმუნებული იყო, რომ ჩემი ძაღლი


ნაფლეთებად აქცევდა. მაგრამ ამ დროს სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა.
არგოსმა დე სირს სახე აულოკა, მოსცილდა, წაიყეფა და მის გარშემო სირბილს
მოჰყვა. არგოსი მთელი თავისი მოქმედებით მიანიშნებდა, რომ მზად იყო, მასთან
ერთად ეთამაშა.

ყბაჩამოვარდნილი შევცქეროდი არგოსს. დაუჯერებელია! როგორ? ჩემმა არგოსმა,


რომელიც ასე გრძნობს ჩემს სასოწარკვეთილებას, ვერაფერი იყნოსა? და ამ
საპასუხისმგებლო ჟამს, როცა ჯავრი უნდა მეყარა, როცა სამართალს პური უნდა
ეჭამა და როცა ეს არაკაცი უნდა გამენადგურებინა?

ძაღლი თავისას არ იშლიდა. იდგა თავდახრილი და კუდს აქიცინებდა – მაქსიმს


დაუვიწყარ თამაშში ეპატიჟებოდა. მოუთმენლობისგან ხმამაღლა ყეფდა, რაც
ნიშნავდა: „ჰე, მიდი, წამოდექი, გეყოფა ძირს კოტრიალი, დროა, ცოტა
გავერთოთ!“ მაქსიმმა ძაღლს შეხედა, დარწმუნდა, რომ მისი მხრიდან საფრთხე
არ ემუქრებოდა და მომლოდინე მზერა ჩემზე გადმოიტანა.

103
არგოსმაც ეშმაკურად გადმომხედა, თითქოსდა მეუბნებოდა: „როგორი დონდლოა
ეს შენი ძმაკაცი, გაინძრეს, რა ცოტა.“

მოულოდნელად გონება გამინათდა და ყველაფერს მივხვდი. ცოფმა უკან დაიხია.


ძარღვებში შვება ვიგრძენი. გავუღიმე არგოსს. კეტი, რომელიც ხელში მეჭირა,
მთელი ძალით მოვიქნიე და ძალიან, ძალიან შორს მოვისროლე. არგოსი,
რომელიც თვალს არ მაცილებდა, ადგილიდან მოწყდა იმის იმედით, რომ ჯოხს
მანამდე დაიჭერდა, სანამ ძირს დაეცემოდა. ფერწასულმა და
ტუჩებაკანკალებულმა მაქსიმმა შიშჩამდგარი თვალებით ამომხედა.

ხელები მკერდზე გადავაჯვარედინე.

– ადექი, ძაღლი მართალია.

– ვერ გავიგე?

– ძაღლი მართალია. მან არ იცის, რომ შენ ნაძირალა ხარ, რომ დაგვასმინე მე და
ჩემი ამხანაგები ომის დროს, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ შენ ადამიანი ხარ.

არგოსმა კეტი ფეხებთან დამიდო. მე ყურადღება არ მივაქციე. ძალიან ვიყავი


გართული მაქსიმის თვალიერებით. მაშინ მოთმინებიდან გამოსულმა არგოსმა
ფეხზე მომფხანა.

– კეთილი, მიდი, ეძებე, ჩემო არგოს!

მისი შესაძლებლობების გამოსავლენად და დასაფასებლად კეტი გაუვალი


ბუჩქნარის შუაგულში გადავაგდე.

ამ ჯიშიანმა ძაღლმა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ნიშნავს ჯიშიანობის


კონცეფცია, ეს-ეს არის გადაარჩინა მაქსიმ დე სირი, ისევე როგორც მე მიხსნა სულ
რაღაც ერთი წლის წინ. ამის ახსნა მაქსიმისთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან
მომიწევდა, ამ საძაგელი ჩამშვებისთვის ღრმად პირადული განცდები
გამეზიარებინა.

არგოსმა ამაყად მომართვა კეტი ზედ ჩამოკონწიალებული მაყვლის ტოტებით.


ვანიშნე, რომ მივდიოდით. პროტესტი არ გამოუთქვამს. მყისიერად აუწყო ფეხი
ჩემს რიტმს. კეტი პირიდან არ გაუშვია, გეგონებოდათ, ერთგული მსახური
პატრონს მიჰყვებოდა ქოლგით ხელში, იმ შემთხვევისათვის, თუ მისი საჭიროება
დადგებოდა.

104
ტალახში ამოგანგლული და ტანსაცმელდაჭმუჭნილი მაქსიმ დე სირი უკან
მოგვყვებოდა, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული
დისტანციით მაინც ჩამოგვრჩა. მადლობას მიხდიდა, მაგრამ გადაჭარბებული და
დაუჯერებელი თავმდაბლობით. ამ ადამიანში გაუგონარ ქედმაღლობას
გაუგონარი თვითდამცირება დაუჯერებელი სისწრაფით შეიძლებოდა
ჩანაცვლებოდა.

– უპატიებელი რამ ჩავიდინე, სემუელ. არაკაცურად მოვიქეცი. მე ამას ვაღიარებ.


ჩვენ მაშინ ხშირად ვცდებოდით. ნაცისტებმა ძალით დაგვიმორჩილეს, ისევე
დავიწყეთ ფიქრი, როგორც მათ. გეფიცები, ჩემი შეცდომის ძალიან მრცხვენია.

ვუსმენდი, მაგრამ მისი ერთი სიტყვაც არ მჯეროდა. აღსარება ყალბი და


ჩინებულად გათამაშებული მეჩვენა. მიუხედავად ყველაფრისა, გულის სიღრმეში
მაინც უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდი თავს: მე ვამხილე დამნაშავე, საკუთარ
ნამოქმედარში ჩავაყოფინე ცხვირი, გამოვუტანე ვერდიქტი, არგოსმა კი უკვე
მეორედ გამიწია ფასდაუდებელი სამსახური. ის რომ არა, უკანასკნელი
ბარბაროსივით მოვიქცეოდი. ხუთწლიანი ომის მიწურულს მან ჩემი აღზრდა
იტვირთა და შემაგნებინა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი სიდიადე. გმირია ის, ვინც
დღენიადაგ ცდილობს, ადამიანობა არ დაკარგოს, როგორც სხვებთან, ასევე
საკუთარ თავთანაც.

***

ესეც ასე, მირანდა, ახლა შენ უკვე იცი ჩემი ამბავი, ჩვენი ამბავი – ჩემი და
არგოსის. ამავდროულად, ეს შენი ამბავიცაა, რადგან შენ ზედმიწევნით იცნობდი
მომდევნო არგოსებსაც, რომლებიც დამეხმარნენ სიცოცხლის გაგრძელებაში.

არგოსის გარეშე ამქვეყნად დიდი ხნის სიცოცხლე არ მეწერა. არაერთი


გადარჩენილის მსგავსად, მომაკვდინებელი სევდა შემიპყრობდა და თუ
მიზეზების კვლევას დავიწყებდი და ყველაფერზე გული ამიცრუვდებოდა,
უკურნებელ დეპრესიაში გადავეშვებოდი, პირველივე ავადმყოფობას
ჩავებღაუჭებოდი, რომელიც ამქვეყნიდან გამისტუმრებდა.

არგოსი იყო ჩემი მხსნელი. ის ამავდროულად ჩემი მფარველი და მეგზურიც


გახდა. ადამიანის პატივისცემა არგოსმა მასწავლა. ბედნიერებასაც მან მაზიარა.
დღევანდელი დღითა და წამიერებით ტკბობაც მან მასწავლა.
105
მსგავსი რაღაცების საჯაროდ თქმა შეუძლებელია: აბა, განაცხადე ხალხში,
სიბრძნე ძაღლმა მასწავლაო, იმწუთასვე დებილად შეგრაცხავენ. და მაინც, ჩემს
შემთხვევაში ნამდვილად ასე მოხდა. იმ არგოსის სიკვდილის შემდეგ, სხვა
არგოსები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ერთი შეხედვით, ვითომ მსგავსნი, მაგრამ
სინამდვილეში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულნი. მე ყოველთვის უფრო
მჭირდებოდნენ ისინი, ვიდრე მათ მე.

ჩემი უკანასკნელი არგოსი ხუთი დღის წინ მოკლეს.

ხუთი დღე – ეს ის დროა, რომელიც ამ აღსარების დაწერას მოვანდომე.

მე ვთქვი „ჩემი უკანასკნელი არგოსი“ იმიტომ, რომ უკვე არც დრო მაქვს და არც
სურვილი, რათა არდენს ჩავიდე ახალი ლეკვის ჩამოსაყვანად. ჯერ ერთი, ისე
დავბერდი, მასზე ადრე მოვკვდები, მეორეც, ჩემი ბოლო თანამგზავრი
დაუჯერებლად წააგავდა იმ პირველ არგოსს, რომელიც გატაცებით მიყვარდა.
ჩემთვის წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ ის იმ უვარგისმა მძღოლმა
მომიკლა. თუ აქ დავრჩი, ისევ შევიძულებ ადამიანებს, მე კი ეს არ მსურს: ჩემი
ყველა ძაღლი საწინააღმდეგოს მასწავლიდა.

დასასრულ, კიდევ ერთ მოგონებას მოგიყვები. ათი წლის წინ ანტიკური


ნივთების ბაზრობაზე სრულიად შემთხვევით პეტერს გადავეყარე. აი, იმ
თეთრკბილება ყმაწვილს, რომელიც ბანაკში გავიცანი. მობერებულიყო, მაგრამ
ისევ ისე უელავდა თეთრი კბილები. სასაუბროდ კაფეში განვმარტოვდით. ქიმიის
მასწავლებელი და უზარმაზარი ოჯახის პატრონი გამხდარიყო. იმ დღეს ლამის
ჭკუიდან იყო გადამდგარი: ერთ-ერთ შვილიშვილს ეცნობებინა, რომ რაბინობას
აპირებდა.

– რაბინი! წარმოგიდგენია?! შეიძლება თუ არა ჩვენ კიდევ ვიწამოთ ღმერთი იმის


შემდეგ, რაც გადავიტანეთ? ისე, შენ გწამს ღმერთი?

– არ ვიცი.

– მე უკვე არ მწამს და არც არასდროს ვიწამებ.

– უნდა გამოგიტყდე, რომ იქ, ტყვეობაში თავიდან ვლოცულობდი. აი,


მაგალითად, მაშინ, როცა მატარებლიდან ჩამოგვყარეს და ეს-ეს-ელები ჩვენს
გადარჩევას შეუდგნენ.

106
– რას ამბობ? სხვები – ის კაცები, ქალები და ბავშვები გაზის კამერებში რომ
გაიგუდნენ, შენ გგონია, რომ არ ლოცულობდნენ?

– მართალი ხარ, – წავიჩურჩულე.

– აბა, რა, თუ ღმერთი არსებობს, მაშინ სად ჯანდაბაში იყო, როცა ოსვენციმში
ვიხოცებოდით?

მაგიდის ქვეშ არგოსს თავზე ხელი გადავუსვი. ვერ გავბედე პეტერისთვის


მეთქვა, რომ ღმერთი ძაღლის მზერაში გამომეცხადა“.

***

სემუელის აღსარება გულში ჩავიკარი და დიდხანს არ გავნძრეულვარ –


წაკითხულზე ვფიქრობდი.

გარეთ, ცის კაბადონზე ღრუბლები მიცურავდნენ, ღრუბლები მრგვალნი,


სწრაფნი და მსუბუქნი, როგორც ბოულინგის ბურთები ცის ლურჯ ოკეანეში.
ხეებიდან ბოლო ფოთლები წყდებოდნენ და შიშველი ტოტების ლაბირინთების
გავლით, ტრიალ-ტრიალით ძირს ეშვებოდნენ. როგორც ყოველთვის, ამ იდუმალ
რეგიონში დაისის მზე თბილი ოქროსფერი სხივებით ბრდღვიალებდა.
ნაშუადღევის პირქუში, მოღუშული და ნაცრისფერი საათების შემდეგ დღე
თითქოსდა ღრმა სინანულს გამოთქვამდა, რომ გამგზავრება უწევდა.

მივხვდი, რომ მთელი დღე სემუელზე ვფიქრობდი. დადგა დრო, როცა ეს


ფურცლები მისი ქალიშვილისთვის უნდა გადამეცა. სენდვიჩი სწრაფად
გადავსანსლე, შემდეგ კი ძაღლების სანახავად გავედი. მთელი ერთი კვირა ხომ
არ ვიყავი და დაბრუნების შემდეგაც ვეღარ მოვიცალე მათთვის, მხოლოდ
რამდენჯერმე მცირე ხნით დავხედე. ახლა კი ჩემს დანახვაზე გაიხარეს და
თავისუფლად მოფერების უფლება მომცეს. მზად იყვნენ, უსასრულოდ
ეთამაშათ, სითბოთი და თაყვანისცემით აღსავსე თვალებით შემომცქეროდნენ.
მაგრძნობინეს, რომ მათი კერპი გავხდი, რომ პატრონის სტატუსი მომანიჭეს, ეს
იმ დროს, როცა სახლის მცველი ედვინი დღე და ღამე თავს ევლებოდა. მათი
ერთგულებისა და ჩემი უმადურობისგან, რბილად რომ ვთქვა, უხერხულად
ვიგრძენი თავი. მე ხომ ჩემს ოთხფეხა მეგობრებს ყოველთვის „სამყაროს ყველაზე
განებივრებულ ძაღლებად“ მოვიხსენიებდი. ეჭვი შემეპარა, რომ პატივისცემის

107
ერთ მეათედსაც კი ვიმსახურებდი. ბევრი ვეფერე, მსურდა, დამემშვიდებინა,
რადგან ჩემისთანა უღირსი ადამიანი შეუყვარდათ.

ამის შემდეგ მთელი სოფელი გადავსერე, რათა მირანდას სახლამდე მიმეღწია.

უსაქმურობისგან თავგაბეზრებულ, ამ უსაშველოდ მაღალ, ჟღალთმიან ქალს


თავშესაქცევად მამის ბაღში ტრიალი დაეწყო. მოძველებული ტალავერი
წესრიგში მოეყვანა, შეშაც დაეჩეხა და ფარდულში შეეტანა. ახლა კი იდგა და
ნახელავით ტკბებოდა. შემამჩნია თუ არა, კარიბჭისკენ გამოქანდა. მიხვდა, რომ
რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.

კარს ბოქლომი შეწუხებული სახით ახსნა. მისი ორივე ხელი ჩემსაში მოვიქციე და
ნელა, თითქმის საზეიმოდ ხელნაწერები ზედ დავულაგე. მამის ხელნაწერის
დანახვაზე გააჟრიალა.

– როგორ... საიდან...

– გამგზავრებამდე თქვენთვის თავისი საიდუმლოს გაზიარება გადაწყვიტა.


რადგან საკუთარი თავის იმედი დიდად არ ჰქონდა, დახმარებისთვის მე
მომმართა. მიიჩნევდა, რომ მე თავიდან უნდა გადამეწერა და ჩამესწორებინა
ტექსტი. რა თქმა უნდა, ცდებოდა.

– რომ...

– მე წაგიკითხავთ წერილს ხმამაღლა. ამგვარად მის ნებასაც შევასრულებ.

ბუხართან მოვკალათდით. მე ცეცხლი ავაგიზგიზე, ჩამოვასხი ვისკი და კითხვას


შევუდექი.

მეორედ გადაკითხვისას ტექსტმა უფრო მეტად ამაღელვა. შეიძლება იმიტომ,


რომ მოვლენებს ამჯერად ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი, უფრო სემუელის
მიერ გამოგონილ ფორმულირებაზე გავამახვილე ყურადღება. შეიძლება იმიტომ,
რომ მირანდას შინაგან მღელვარებას ვგრძნობდი. ფერმკრთალ და წაგრძელებულ
სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა, უხმოდ, მშვიდად, მოკრძალებულად,
ყოველგვარი სლუკუნის გარეშე.

როგორც კი კითხვას მოვრჩი, ისევ შევავსე ჭიქები. სემუელის აზრებისგან


თავბრუდახვეულს, სიჩუმეც კი ხმაურიანი მეჩვენა. შემდეგ გადავხედეთ
ერთმანეთს და მირანდას საძილე ოთახში ავედით. თითქოსდა სხვანაირად არც კი

108
შეიძლებოდა მომხდარიყო: სიკვდილისა და აღორძინების შესახებ თხრობის
შემდეგ, რომელშიც ღრმა სასოწარკვეთილება ბედნიერების სიბრძნეში
არეულიყო, ჩვენ აუცილებლად უნდა მივცემოდით სიყვარულით ტკბობას. ის
ღამე ერთად გავატარეთ. ერთ ლოგინში ერთმანეთისადმი ღრმა პატივისცემითა
და რიდით განმსჭვალულნი, ერთდროულად ვტკბებოდით და ვდარდობდით
კიდევაც, ხან ვხალისობდით, ხანაც ცხოველურ ლტოლვას ვემონებოდით,
ზოგჯერაც – დახვეწილ თამაშებს. არ მახსოვს წამიც კი, როცა ერთმანეთის არ
გვესმოდა... ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, ყველაზე ვნებიანი და
დიდებული ღამე, რომელიც კი ოდესმე ცხოვრებაში გამიტარებია.

მეორე დღეს დამშეულებმა კაფე „პეტრელს“ მივაშურეთ. არაჩვეულებრივი


ამინდით გულგახარებულ პატრონს კერამიკულ ფილაზე გაკეთებული წარწერა
გარეთ ჩამოეკიდა: „შიდა ეზოში თქვენ გელოდებათ მაგიდები ჩრდილქვეშ!“
ნაჩქარევად წავიკითხეთ. ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ საათიღა რჩებოდა.
სასწრაფოდ უნდა ჩაგვეცვა და სემუელის დასაფლავებაზე
გამოვცხადებულიყავით.

გრაფ დე სირს წუწურაქობას ვერ დასწამებდი. ჩანდა, რომ გვარიანად


დახარჯულიყო. გვირგვინებითა და თეთრი ვარდების წნულებით მორთული
ოთხი ოჩანი ცხენი, ოქრო-ვერცხლში აღკაზმული და სირაქლემას ბუმბულებით
თავდამშვენებული, ძველ ბალდახინს მოედნის შუაგულისკენ მიაგორებდა.
ეკლესიაში ყვავილების ტევა აღარ იყო. ნავში [ეკლესიის შენობის ცენტრალური
ნაწილი.] ბიჭების გუნდს დაეკავებინა ადგილი, გვერდებზე კი – ორკესტრს.

წესის აგებისას ეროვნული თეატრის სამი მსახიობი ლექსებს კითხულობდა.

მაქსიმ დე სირი ნერვიულობდა. დროდადრო ჩუმად მირანდასკენ იხედებოდა,


რათა შეემოწმებინა, მოსწონდა თუ არა მას ცერემონია.

– ერთი იმას შეხედე, – ყურში ჩამჩურჩულა მირანდამ, – მე მგონი, სირცხვილის


გრძნობისგან ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულა.

– მით უკეთესი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამოუსწორებელი


არამზადაა და არაფერი ეშველება, უბრალოდ, როგორც სემუელი იტყოდა,
ცდილობს, ადამიანს დაემსგავსოს.

– მამაჩემმა კი მიუტევა, მაგრამ თვითონ საკუთარი თავისთვის ჯერ კიდევ ვერ


უპატიებია.
109
– ის ამას ვერც ვერასდროს მოახერხებს. მხოლოდ გარდაცვლილებს თუ აქვთ
მიტევების უფლება.

სასიყვარულო სამკუთხედი
მან ის ვერ შენიშნა.

გასაკვირი აქ არაფერია, ალბათ იმიტომ, რომ სულაც არ იყო თვალში საცემი... ის


მიეკუთვნებოდა იმ ნაცრისფერი მამაკაცების მასას, რომლებსაც
გამოსამზეურებლად სახე კი არა აქვთ, არამედ სიფათი, სხეულის ნაცვლად –
ერთგვარი ფიტული, რის გამოც სამოსი რაღაცნაირად შიგნიდან ებერებათ.
გამორიცხულია, მსგავსი ტიპაჟი დაგამახსოვრდეთ. შეიძლება ათჯერ ჩაგიაროთ,
მაგრამ ერთხელაც ვერ დაინახოთ. ის უფრო კარს ჰგავს, უაზროდ რომ იღება და
იხურება. ასეთები ისე შევლენ და გამოვლენ შენობიდან, რომ მზერა მათზე
ერთხელაც არ შეგიჩერდებათ.

მოკლედ, ქალმა კაცი ვერ შეამჩნია.

უნდა ითქვას, რომ ქალი უკვე აღარ უყურებდა მამაკაცებს... რომ შეხედო,
ხალისიც უნდა გქონდეს. ის კიდევ სულაც არ იყო ამისთვის განწყობილი.
მართალია, ჯერ კიდევ გამოკრთებოდა ხოლმე საზოგადოებაში, მაგრამ მხოლოდ
იმიტომ, რომ ფული სჭირდებოდა, თანაც სასწრაფოდ! იმ ორი ბავშვისთვის ხომ
უნდა მოევლო? მათ საცხოვრებელზე და საჭმელ-სასმელზე ხომ უნდა ეფიქრა?
ოჯახმა უკვე შეატყობინა, რომ დედასა და მის ორ ნაშიერს ზაფხულის
მიწურულს სარჩოს შეუწყვეტდა. რაც შეეხება მულს, იმ წუწურაქსა და ფულით
გაძეძგილ ტომარას, მისგან დახმარებაზე საერთოდ არც კი უნდა ეოცნება.

დიახ, გარკვეული დრო ნამდვილად დასჭირდა, რომ ის რიგიანად


შეეთვალიერებინა.

ისე კი, შეამჩნევდა საერთოდ, ის კაცი ასეთი აბეზარი რომ არ ყოფილიყო და იმ


გადავსებულ სალონში ქალბატონამდე გზა მუჯლუგუნებით რომ არ გაეკაფა?

იმდენი ქნა, ბუხარსა და უზარმაზარ თაიგულს შორის გაეკვეხა, კედელს აეკრო.


მის ცხვირწინ ამოისვეტა. ესეც არ იკმარა, ცოტა ხანში საუბარში ჩაითრია. უფრო
110
სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ ყბედობდა მხოლოდ ის, ქალს მისთვის
ნამდვილად არ სცხელოდა: გამუდმებით აქეთ-იქით იცქირებოდა, ვინიცობაა, ამ
წყეულ საღამოზე თვალი დაედგა ვინმესთვის, ვინც რაღაცაში გამოადგებოდა.
გამოსადეგი კაცი კი მისთვის მომავალ დამქირავებელს ნიშნავდა. სხვა ინტერესი
მას არ ჰქონდა. როგორმე სამსახური უნდა ეშოვა და ერთი-ორი კაპიკის
გულისთვის წელებზე ფეხები დაედგა, ეს იყო და ეს, სხვა კი არაფერი...
მამაკაცები? კაცი მისთვის უკვე აღარ არსებობდა. მორჩა! საკმარისად აძლია და
კმარა. ორაზროვნების გამოსარიცხად, მოდით, დავაკონკრეტოთ – ბევრი გაიღო
ერთი მამაკაცის გულისთვის. ეს იყო მისი ქმარი! ის კიდევ ადგა და, გაუჩინარდა.
თან ამ ასაკში – კი იყო ისე, ოცდაათის და რამდენიმე თვის. თუმცა, რაც
მართალია, მართალია – სასიკვდილოდ მაინც ნაადრევი ასაკია. მით უმეტეს, რომ
ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა. რასაც ქალზე ვერ იტყოდით: როცა
ტკივილების დაყუჩება ბადენში უწევდა, სადაც პროცედურების მთელ
კომპლექსს იტარებდა, ქმარი გულხელდაკრეფილი არასდროს მჯდარა, წელში
წყდებოდა, ოფლს ღვრიდა, სულ სადღაც გარბოდა. აი, მაშინ, ცხრა წლის წინ რომ
მიმხვდარიყო, ერთ დღესაც ქმარი სრულიად მარტოს, ჯიბეგაფხეკილს, ვალებისა
და ორი ობლის ამარა დატოვებდა, საინტერესოა, მაინც გაჰყვებოდა ცოლად? რა
თქმა უნდა, არა. დედამისი იქნებოდა სასტიკი წინააღმდეგი! საყვარელი დედა...
მაგრამ რას იზამ. ოცი წლის ასაკში განა ბევრი რამ გვიყრია თავში? არა მგონია,
ოცდაათის ან სამოცი წლისებსაც დიდად გვქონდეს თავი გამოტენილი... ჩვენ
წარმოდგენა არა გვაქვს მომავალზე, იმიტომ რომ საკუთარი ხელებით
ვაკოწიწებთ მას.

ეკტოპლაზმა მის გვერდით გაურკვეველი ბგერებს გამოსცემდა. ჯანდაბა,


იხმაუროს, სხვა გამოსავალს ვერც ვხედავ. ასე მთლად მიგდებულად მაინც არ
გამოვიყურები. არადა, საზოგადოებაში ამაზე უარესი ხინჯი არ არსებობს:
გამოჩნდები მარტო და მაშინვე ეულად მოგნათლავენ. ვენა მაინცდამაინც არ
სწყალობს იმ ადამიანებს, რომლებიც მისი თამაშის წესებს პატივს არ სცემენ.

ნეტავი რაზე ყბედობდა? თუმცა, აქვს კი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა?


ტონით თუ ვიმსჯელებთ, არც ცივი და უემოციო ჩანდა და არც აგრესიული.
კიდევ კარგი, შეიძლებოდა უარესი ყოფილიყო.

რა მოხდება ვითომ, აი, ის აბრეშუმის კოსტიუმში გამოწკეპილი ცნობილი ყორანი


რომ დავითრიო მოკაუჭებული ცხვირით? ამბობენ,

111
რომ კონცერტებს აწყობს და მუსიკოსებსაც ხეირიანად უხდის. არა, ნამდვილად
ღირს სატყუარას გადაგდება... ძალიან გვიანაა: ტიპი უკვე დატყდა...

სწორედ ამ დროს სევდისმომგვრელმა მეზობელმა სახელით მიმართა.

– თქვენ, რა, მიცნობთ? – გაიკვირვა მან.

მეზობელმა ქედი მოიხარა და მიუსამძიმრა.

– ადრე შევხვედრივართ ერთმანეთს? – არ ცხრებოდა ქალი.

– თქვენმა დამ, შესანიშნავმა მომღერალმა, რომლის მოსმენის ბედნიერება


რეგენსბურგში მომეცა, ეს-ეს არის მიამბო თქვენი ტრაგედიის შესახებ. ნება
მიბოძეთ, ისევ მოგისამძიმროთ...

„რა ბატი ვარ, ისე, კაცმა რომ თქვას, – გაიფიქრა მან, – დავძრწივარ წინ და უკან,
ღობე-ყორეს ვედები, ნადავლი კი აგერ ყურის ძირში მყოლია: მოდი, ერთი
გავარკვიოთ, ვინ არის ეს ვაჟბატონი და სადაურია მისი ეს ოდნავ შესამჩნევი
აქცენტი?“

დიდი ენთუზიაზმით ჩაება საუბარში და მალევე გაარკვია, რომ კაცი


დიპლომატია, ჩამობრძანდა კოპენჰაგენიდან და ჭკუა ეკეტება ვენაზე.

– გიყვართ მუსიკა?

– გაგიჟებით.

ქალმა არ დაიჯერა და კაცი თავით ფეხამდე შემფასებელი მზერით შეათვალიერა.


ნამდვილად ასეა. გამორიცხულია, რომ ეს ადამიანი სერიოზულად რამით
ყოფილიყო გატაცებული. ასე რომ, ის უბრალოდ, აბამდა.

გართობის მიზნით ქალმა გადაწყვიტა, ჭადრაკის დაფაზე უფრო თამამი სვლები


გაეკეთებინა.

– მეც ვმღერი, – წაილუღლუღა მან, – ჩემს დას ვერ ვჯობნი, მაგრამ ურიგოდ
ნამდვილად არ გამომდის. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ მე უფრო ამაღელვებელი
ვარ.

– რას ამბობთ?!

– ერთსა და იმავე პედაგოგებთან ვსწავლობდით, საუკეთესოებთან.

112
აღფრთოვანების ნიშნად კაცმა ტუჩებით სტვენის მსგავსი ბგერები გამოუშვა.
ქალმა ის მოატყუა. კაცი ქალის მიერ დაგებულ სატყუარაზე წამოეგო. ქალი უკვე
ჰონორარს ითვლიდა.

– ხომ არ ისურვებდით, ჩამოვსულიყავი და დანიელებისთვის მემღერა?

კაცი ქალს ხელში ჩააფრინდა.

– დანიელებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე კი ნამდვილად დიდი სიამოვნებით


მოგისმენდით.

***

ნუთუ ქალი ჯერ კიდევ მომნუსხველია? იდგა და საკუთარ სხეულს სარკეში


ათვალიერებდა, ხინჯებს ან თვალს არიდებდა, ან დიდხანს არ ყოვნდებოდა. იმ
შემთხვევაში, თუ კაცი მუცელზე მომრავლებულ ცხიმიან ნაკეცებს – ორსულობის
დაუვიწყარ მოგონებებს, – ვიწრო ტორსს ქვემოთ განიერ თეძოებს ან
წაგრძელებულ წვრილნაკვთებიან სახეს არ შეუშინდებოდა და თუ
გადმოკარკლულ ყავისფერ თვალებს „დიდ შავ ტბებად“ მონათლავდა და კიდევ
წამწამებს ქვეშ მომრავლებულ პატარ-პატარა ნაოჭებს არაფრად ჩააგდებდა,
რატომაც არა – ის თავისუფლად შეიძლებოდა მამრს მოსწონებოდა.

ბევრი „თუ“ კი გამოუვიდა, არა?

აბა, რა გითხრათ, ის კაცი კი გადაირია მასზე. დიახ, ის, ვინც მილიონი სხვა
მამაკაცისგან არაფრით გამოირჩეოდა, პირიქითაც კი იყო.

საკუთარი ორეული სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა ყურადღებით. ამ


სილუეტში მხოლოდ სილამაზეს ხედავდა, რა სჭირდა იმ კაცის დასაწუნი?

აი, ამას ჰქვია მოულოდნელად თავს დაცემული წარმატება! და მაინც, ვინ


მოთვლის ამქვეყნად რამდენი ახალგაზრდა ქვრივი დაიარება. ჯიბეგაფხეკილსა
და ზურგზე ორ ბავშვმოკიდებულს საერთოდ რომელი მამაკაცი შეხედავს?
მიუხედავად ამ სავალალო წინაპირობისა, ის მას საღამოს მაინც სთხოვს ხელს.
ქალი ამაში თითქმის დარწმუნებული იყო.

113
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ვითომ ის არის? ხედავ, როგორი სულსწრაფია,
საღამომდეც კი ვერ მოითმინა. ეტლით მოადგა კარზე! საბედნიეროდ, ბიჭები
დღეს ბებიასთან სადილობდნენ.

კარი გააღო, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრო, სასამართლოს


აღმასრულებელს უკვე შემოედგა ცალი ფეხი ოთახში. ქალმა კარის მიხურვა
სცადა:

– ბატონო, რაღაც გეშლებათ!

– მე თქვენ გიცანით და გაუწყებთ, რომ არც არაფერი მეშლება. სულ ტყუილად


იცვლით წამდაუწუმ ბინებს. კვალში გიდგავართ. გადამიხადეთ!

– საკუთარი შვილების ნორმალურად გამოკვებაც კი არ შემიძლია და თქვენ


გინდათ, ჭკუიდან გადამიყვანოთ?

– თამასუქები უნდა გამისწოროთ.

– ეს ჩემს ქმარს უნდა გაესწორებინა, მე რა შუაში ვარ?

– თანხმობა ხომ განაცხადეთ ვალების მემკვიდრეობაზე?

– არასდროს მითქვამს, ბავშვებს დავამშევ, რათა მდიდრებმა ერთი ადგილი


გაისუქონ-მეთქი.

– ფული! ტვინი ნუ წაიღეთ თქვენი ყბედობით! ფული!

საკუთარ ძალებში დარწმუნებული შეუვალი სასამართლოს აღმასრულებელი


კარს მოაწვა. კიდევ ცოტაც და, შემოვიდოდა... ქალმა იქვე მდგარ ტანისამოსის
საკიდარს ხელი დაავლო და მთელი ძალით მოძალადის ტყავის ფეხსაცმელში
ჩაარჭო.

კაცმა დაიღრიალა, ინსტინქტურად ფეხი უკან გაწია. ქალმა კარი მიაჯახუნა და


ურდული გადარაზა.

– ნუ გგონიათ, რომ ასე ადვილად დამეხსნებით, – იყვირა აღშფოთებულმა, –


აუცილებლად დავბრუნდები.

ქალმა შვებით ამოისუნთქა. ძალიან კმაყოფილი დარჩა, რომ დაუპატიჟებელმა


სტუმარმა მოცდას გაცლა ამჯობინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბა, როგორ
წავიდოდა პაემანზე?
114
სწორედ იმ მომენტში, როცა ქალი თავისთვის ვარდისფერ სამომავლო გეგმებს
აწყობდა, მას საკუთარი სავალალო ფინანსური მდგომარეობა შეახსენეს.
საშინლად გაღიზიანებული ტუალეტის მაგიდას მიუჯდა, რათა გრძელი,
აბურდული შავი თმა დაევარცხნა. ეს თავშესაქცევი მას ყველაზე საშინელი
მღელვარებისა და ნერვიულობის დროს უდიდეს შვებას ჰგვრიდა.

ერთი საათის შემდეგ ზინგერშტრასეზე, ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში


ის თაყვანისმცემელს სახლში ესტუმრა, სადაც ეს უკანასკნელი სრულიად მარტო
ცხოვრობდა. გაშლილი მაგიდა დახვდა: ჩაი და ათიოდე მადისმომგვრელი
ნამცხვარი.

კაცი მდიდარი არ იყო, მაგრამ არც ფულის უქონლობას უჩიოდა. არც ლამაზი
ეთქმოდა, მაგრამ სასწაულებრივად ქალებს მაინც იზიდავდა. არც დახვეწილ
დიპლომატს ჰგავდა, უფრო საკვირაოდ ჩაცმულ სოფლიდან ჩამობრძანებული
ხეპრეს მოგაგონებდათ, მაგრამ სტუმარს კი ჭამდა თვალებით.

– რაღაცა უნდა გითხრათ, – წაილუღლუღა მან.

ქალს კმაყოფილებისგან სახე აუჭარხლდა. როგორც ჩანს, მასპინძელი საქმის


გაჯანჯლებას სულაც არ აპირებდა. სუნთქვაშეკრულმა და
ხელებგადაჯვარედინებულმა თვალები მოკრძალებით დახარა და სანუკვარ
შემოთავაზებას დაელოდა.

– ბოლო დღეებში ძალიან ვღელავდი, – სერიოზული ტონით წამოიწყო მან.

ქალმა კინაღამ დააბრეხვა, მეცო, მაგრამ თავი შეიკავა. სულაც არ სურდა, ამ


საზეიმო წუთებისთვის რაიმე ჩრდილი მიეყენებინა.

– მოკლედ... კი არ ვიცი, საიდან დავიწყო... მე...

– ბრძანეთ, გისმენთ, – თქვა ქალმა და გასამხნევებლად ზედ ღიმილიც დაურთო.


კაცმა თვალები ააფახულა. აშკარად ღელავდა იმ ფრაზების გამო, რომელთა
წარმოთქმასაც აპირებდა.

– დიახ, საქმე ეხება... საქმე ეხება თქვენს გარდაცვლილ მეუღლეს.

– ბატონოო?

ქალს მოულოდნელობისგან მთელი სხეული დაეჭიმა. კაცმა თავის კანტურით


ნათქვამი დაუდასტურა.
115
– ჩვენ მის შესახებ არასდროს გვისაუბრია.

– ღმერთო ჩემო, და რას ხედავთ ამაში სასაუბროს?

ქალმა მყისიერად ინანა თავისი გაწიწმატება. ხაფანგი დამიგო! თუ ახლა ქმრის


გამასხარავებას ეცდებოდა, უეჭველად დატოვებდა შთაბეჭდილებას უმადური
ქალისა, რომლისთვისაც უცნობია ისეთი ცნებები, როგორიცაა პატივისცემა,
მიჯაჭვულობა, კეთილგანწყობა. და პირიქით, თუ გადაჭარბებული სიყვარულით
გაიხსენებდა, მაშინ დაემსგავსებოდა მგლოვიარე ქალს, რომელიც ჯერჯერობით
ვერ ავლენს მზაობას, ახალ ურთიერთობებში გადაეშვას. მას წარსულის სრული
აღმოფხვრა მართებდა. ამავდროულად ელეგანტურობის შენარჩუნებაზეც უნდა
ეფიქრა.

– ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა მას ცოლად გავყევი. გიჟდებოდა ჩემზე.


ძალიან სასაცილო, ხელგაშლილი და გულკეთილი ვინმე კი იყო. არავის ჰგავდა.
თქვენ ალბათ გაინტერესებთ, მიყვარდა თუ არა ის?

– დიახ, ძალიან...

ქალი ვა-ბანკზე წავიდა და მტკიცედ განაცხადა.

– დიახ, მე მიყვარდა ის.

თაყვანისმცემელს სახიდან დაძაბული გამომეტყველება გაუქრა. უუფ! ქალმა


სწორი სვლა გააკეთა. გადარჩა.

– დიახ, მე ის მიყვარდა, – განაგრძო გათამამებულმა, – ის იყო ჩემი პირველი და


უკანასკნელი სიყვარული. ერთადერთი. ასეა თუ ისე, მე ის ყოველთვის
მეყვარება.

კაცს სახე დაეღრიჯა. ქალი დაფრთხა, იფიქრა, რომ თუ თავს სათნოების ნიმუშად
წარმოაჩენდა, მამაკაცს უკუაგდებდა. სასწრაფოდ ახალი სვლის მოფიქრება და
გაქცეულის უკან მობრუნება იყო საჭირო.

– ისე მიყვარდა, რომ მის ნაკლულ მხარეებს საერთოდ ვერ ვამჩნევდი. მაშინ
მეჩვენებოდა, რომ ის ბრწყინვალე და შეუდარებელი იყო, ნიჭიერი, რომელსაც
ბედნიერი მომავალი ელოდა. იცით ალბათ – ის მუსიკას თხზავდა...

კაცმა დასტურის ნიშნად ამოისუნთქა. ქალს გაეღიმა.

116
– თქვენი ირონიული ჩაცინება ჩემთვის გასაგებია. მართალიც ბრძანდებით. აბა,
რა პროფესიაა კომპოზიტორობა. სრულიად არასერიოზული, მე თუ მკითხავთ,
ყოველ შემთხვევისთვის, ეს არ არის ის საქმე, რომელიც ადამიანს სიმაღლეებს
დააპყრობინებს. მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ სცემს პატივს
ხელოვან ადამიანებს. განსაკუთრებით მათ, ვინც წარმატებას ვერ მიაღწია.

– სრულიად უსამართლოდ...

ქალი წამით შეყოვნდა. „არ დაგავიწყდეს, რომ ეს ადამიანი მუსიკაზე გიჟდება!“


თხრობაში მცირეოდენი შესწორების შეტანის შემდეგ კი განაგრძო:

– მოკლედ, ძალიან ბევრი დრო დაკარგა დაკვეთების მოლოდინში, ლექციებზე


სირბილში, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ბინის ქირა ხომ უნდა გადაეხადა?
თავიდან ვითმენდი იმ დიდ უწესრიგობას, რომელსაც ჩვენი ცხოვრება ერქვა.
ცხადია, ყველაფერს ვიტანდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ასე დიდხანს არ
გაგრძელდებოდა. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის თავზე...

აქ ქალს ერთი სული ჰქონდა, წამოეყვირა: „რამდენიმე წლის თავზე მივხვდი, რომ
ეს იყო შეუმდგარი, სრულიად უიღბლო ადამიანი, რომ ჩვენი ცხოვრება ღრმა
ტლაპოში ჩაეფლო, საიდანაც ამოძრომა დიდხანს არ გვეწერა“. მიუხედავად
ყველაფრისა, ქალმა თანამოსაუბრის გემოვნებისა და მისწრაფებების
გათვალისწინებით, შინაგანი ვნებათაღელვა მაინც შეარბილა.

– მივხვდი, რომ მეტისმეტად ამაყი იყო, რათა კარიერაში წარმატებისთვის


მიეღწია. საერთოდ მოკლებული იყო წინასწარი გათვლების უნარს.
უკომპრომისო იყო. ესმოდა, რომ მუსიკაში საუკეთესოა. ყველაზე აღმატებული.
და ამას ამტკიცებდა! ეს მისთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება გახლდათ. ასე ხომ
წარმოუდგენელია... რასაკვირველია, ყველას გაუცრუა იმედი. განსაკუთრებით
იმათ, ვინც ცდილობდა, დახმარებოდა.

კაცმა შვება იგრძნო. ადგა და მაგიდის გარშემო სიარულს მოჰყვა.

„ესეც ასე! – გაიფიქრა ქალმა, – აბსცესი გასკდა. ის ნელ-ნელა მშვიდდება. ბოლოს


და ბოლოს გამომიტყდება“.

– მე...

„რა მორცხვია!“

117
– მე...

– გეშინიათ ჩემი?

კაცმა თავი გააქნია. ქალმა ყურში ჩასჩურჩულა.

– გისმენთ.

– მე... მე მომეწონა ნაწარმოები, რომელიც გუშინ შეასრულეთ.

ღმერთო, ისევ მუსიკაზე? ქალმა გაღიზიანება არ შეიმჩნია და ძალზე თავაზიანი


ტონით უპასუხა.

– ეს მისი შექმნილია.

კაცს აღფრთოვანებისგან სახეზე ალმურმა გადაუარა.

– ამაში დარწმუნებული ვიყავი. გამოდის, მე შემიძლია, მისი სტილი ამოვიცნო.

ქალი გულში სიცილისგან ჩაბჟირდა: „მისი სტილი? რა სტილზე მელაპარაკება ეს


კაცი? არავითარი სტილი არ ჰქონია. უბრალოდ, იმეორებდა იმას, რაც ესმოდა.
ერთი უბადრუკი მიმბაძველი იყო. ბარემ ეთქვა, რომ საშრობს სტილი აქვს“.

რადგან საუბარი ვერა და ვერ ჩადგა სასურველ კალაპოტში, ქალს ის საშინლად


მოჰბეზრდა. კაცს, როგორც ჩანს, სულ სხვა რამ უტრიალებდა თავში, ამიტომაც
საეჭვო იყო, ქალისთვის დღეს ან ხვალ ხელი ეთხოვა. რა სულელია, რომ მსგავსი
რამ საერთოდ წარმოიდგინა! ალბათ ასაკის გამო. აბა, სხვა რა ეტაკა? ისევე,
როგორც ოცდაათს გადაცილებულ გამოტვინებულ დეიდებს სჩვევიათ, ამანაც
ირწმუნა, რომ ისევ ისეთივე ახალგაზრდა, ლამაზი და სასურველია, როგორც
უწინ. სრული იმედგაცრუება! ყოველ შემთხვევაში, ამ დანიელის ატანა უკვე
აღარ შეეძლო და ხომ არ წასულიყო საერთოდ?

– თუ არ გამინაწყენდებით, დაგტოვებთ. დილიდან ვერ ვგრძნობ თავს კარგად.

– რა სამწუხაროა, მაგრამ გამოგიტყდებით, ძალიან ვარ თქვენით გატაცებული. აი,


ახლა ვაპირებდი თქვენთვის ერთად ცხოვრება შემომეთავაზებინა.

***

118
კეთილი, ცოლად არ შეურთავს, მაგრამ ისე აეწყო ყველაფერი, თითქოს ასეც
მოხდა, ანუ მისთხოვდა. ერთად მოეწყვნენ იუდენშტრასეზე მდებარე
კომფორტულ ბინაში (ქირას კაცი იხდიდა). ერთად ჭამდნენ და სვამდნენ, ერთად
ეძინათ და ერთად უვლიდნენ ორ ბიჭს, რომელთა აღზრდა ძირითადად იმაში
მდგომარეობდა, რომ დილით პანსიონში გასაგზავნად მოემზადებინათ, რომელიც
ქალმა იდეალურ გამოსავლად მიიჩნია.

ჰქონდა კი ქალს წუწუნის საბაბი?

– რას აკეთებ? მოდიხარ ჩემთან ერთად? – დაუძახა ქალმა.

კორიდორიდან პასუხად კაცის გაურკვეველი ბურდღუნი გაისმა.

ქალმა ისევ მოუთმენლად აჭრა კარტის დასტა. რაც მართალია, მართალია, ძალიან
კი უყვარდა თავისი დანიელი. დიახ, ძალიან აფასებდა მის ღირსებებს. ამა თუ იმ
თვისებას კი არა კონკრეტულად, არამედ ყველას, ერთად აღებულს. ეს კაცი, არც
მეტი არც ნაკლები, ღირსებათა ანთოლოგია გახლდათ, სათნოებათა კრებული. ეს
ქალს სიმშვიდისა და უსაფრთხოების გრძნობით აღავსებდა. მისი წინამორბედი
უფრო მანკიერებით იყო გაძეძგილი, ვიდრე ღირსებებით. ვარდი იყო ეკლიანი და
დანიელი კი ვინაა? დიდი იორდასალამი... უსურნელო, სწრაფწარმავალი
სილამაზით...

ქალი სიცილისგან ჩაბჟირდა. საწყალი კაცუნა, მერე რამდენს დასცინოდა ქალი


კაცს. ყურადღებით! მიჯაჭვულობის გამო და არა ბოროტი განზრახვით. ის ისეთი
ბეჯითია, ისეთი სერიოზული, ისეთი სრულყოფილი, ყურადღებიანი და
ტაქტიანი, შეუძლებელია, ამ ყველაფერზე არ იხალისო, წინააღმდეგ
შემთხვევაში...

ქალი შეჩერდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში – რა?

„ჭკუას უხმე და წესიერად მოიქეცი, – დატუქსა თავი გონებაში, – ნუ


გაანადგურებ იმას, რაც ხელთ გიპყრია“.

წინამორბედთან სულაც არ ზრუნავდა სრულყოფილებაზე, რადგან თვითონ


ქმარი ძალიან შორს იყო სრულყოფილებისგან. ამ დანიელთან კი არასდროს არ
უნდა მოდუნებულიყო, საკუთარი თავისთვის ეთვალთვალა, თავი შეეკავებინა.
დაემალა, რომ შეეძლო სხვანაირადაც მოქცეულიყო, წარმოჩენილიყო როგორც
119
პირწავარდნილი ნაძირალა, ტუტუცი და გაუზრდელი, მოკლედ, ნამდვილი
ღორი. ის ვერაფერს მიხვდებოდა, მისთვის ხომ მსგავსი რამ წარმოუდგენელია.
ცხადია, საშინლად არ მოეწონებოდა. დანიელის წინაშე ქალმა თავისი
პიროვნების შავბნელ მხარეებს ერთგვარი ფარდა ჩამოაფარა. თუნდაც, გნებავთ,
პირბადე ქვრივი ქალისა.

ისევ ჩაბჟირდა.

კაცი მიუახლოვდა და ხელზე ეამბორა.

– რა გაცინებს?

– ვერ გეტყვი. არ ვიცი, შესაძლოა იმის გამო, რომ ბედნიერი ვარ.

– ვგიჟდები შენს გიჟმაჟ ხასიათზე, – ამოიოხრა მან.

– ამდენ ხანს რას აკეთებდი? დიპლომატიურ ფოსტას არჩევდი?

ქალმა არც კი იცოდა, რას წარმოადგენდა დიპლომატიური ფოსტა, მაგრამ


ამჯერად უბრალოდ ამ სიტყვების ჟღერადობით მოიხიბლა.

– არა, პარტიტურებს ვალაგებდი.

– უკაცრავად, ვერ გავიგე.

– შენი ქმრის პარტიტურებს აღვნუსხავდი და ვათარიღებდი.

ქალს სახეზე შავმა ღრუბელმა გადაუარა. რაა? ეს კაცი ისევ საათებს სწირავს
ადამიანს, რომლის გვერდითაც მან საშინელი ცხოვრებით იცხოვრა.

– ძვირფასო, შენ, რა, ნაწყენი ხარ?

ქალი გაიბუტა.

– ჩვენი გულისთვის მე წარსული დავივიწყე. შენ კიდევ გაუთავებლად ჩემს


ქმართან მაბრუნებ.

– მე შენი ქმარი კი არ მაინტერესებს, არამედ მუსიკოსი. ის იყო გენია.

„აი, სადამდე მივედი“. ახლა უკვე ბოდავს. პირველი ამბიციური კუდაბზიკობით


იყო სნეული, ეს კიდევ... ღმერთო, რატომ, რატომ? რა დავაშავე ასეთი“.

– ვეჭვიანობ.

120
– რა?!

– დიახ, ვეჭვიანობ, რომ შენ, უკიდურესად დაკავებული ადამიანი, მას ამდენ


დროს უთმობ.

– მოიცა, მოიცა, ეჭვიანობ ჩემს დამოკიდებულებაზე შენს პირველ ქმართან,


რომელსაც მე საერთოდ არ ვიცნობდი და რომელიც გარდაცვლილია?

– რატომ ამბობ „პირველს“? მე რა მეორე ქმარიც მყავს?

ქალი სანამ პასუხს მიიღებდა, კაცს მტრულ მზერას არ აშორებდა. კაცმა თავი
დახარა, გეგონება, დანაშაული აღიარაო. ერთი სიტყვაც კი არ წარმოუთქვამს.

ქალი აცრემლებული გავარდა და საძინებელში ჩაიკეტა.

***

– მშვიდი და წყნარი ჩანხარ, – შენიშნა დამ.

– ვიცი, ნამდვილად ასეა. წარმოგიდგენია, ადრე შეწყალებებით მედგა სული. ჩემს


მუსიკოსს ვალების გარდა არაფერი დაუტოვებია. ვერც ერთ სამსახურში ვერ
გაჩერდა იმდენ ხანს, რომ ქვრივის პენსიის იმედი მქონოდა. წარმოუდგენელია,
არა? ერთი გროშიც არ დამიტოვა.

– ასეთი ხასიათის ადამიანისგან არც მიკვირს...

– ახლა კი ჩემი დანიელის წყალობით ხან აქედან მერიცხება ფული, ხან იქიდან.
და რაც მთავარია, ვხარჯავ, როგორც მომეპრიანება. ეს მას სულაც არ ანაღვლებს.

მისმა დანიელმა, როგორც თვითონ ახსენა, მიაგნო საშუალებას, თუ როგორ ეშოვა


ქალს ფული. ყველა პარტიტურის მოგროვების, აღწერისა და დათარიღების
შემდეგ დანიელი მათ გაყიდვას შეეცადა. დაუჯერებელია! არადა, ადრე სახლში
ადგილს ვერ მოიძიებდი, სადაც ეს ხელნაწერები არ ეყარა – ფორტეპიანოს ქვეშ,
საწოლში, სამზარეულოში, სავარძლებზე დაყრილი ბალიშების ქვეშ... იმ კაცმა
კიდევ თავში ჩაიბეჭდა, რომ ამას შეიძლებოდა რაიმე ღირებულება ჰქონოდა და
დაიწყო გამომცემლებზე ნადირობა, სათითაოდ ტვინი გაუბურღა ყველას.
გასაკვირი ის იყო, რომ დროდადრო მისი მეცადინეობა წარმატებით
გვირგვინდებოდა. აი, ახლახან სულ გათავხედდა და ორი გამომცემელი

121
დაუპირისპირა ერთმანეთს. მოკლედ, ცხვირს იბზუებდა და ვერ გადაეწყვიტა,
რომლისთვის მიენიჭებინა უპირატესობა. ბაზარზე თავი დაიმკვიდრა, როგორც
ერთ-ერთმა ყველაზე შნოიანმა და იღბლიანმა კომერსანტმა. დიახ, დანიის
დიპლომატიური მისიის საქმეთა, აი, ამ რწმუნებულმა. ამასთან ერთად,
იურიდიული ტერმინოლოგიის ზედმიწევნით ცოდნამ მას შეაძლებინა ყველაზე
სარფიანი კონტრაქტებისთვის გამოეკრა ხელი. სხვათა შორის, როგორც ქვრივის
ნდობით აღჭურვილი პირი, თვითონვე მართავდა ხელშეკრულებებს. ქალმა
უყოყმანოდ გადასცა მის მაგივრად ხელმოწერის უფლებაც. ზოგჯერ ქალი მის
ზურგს უკან დგებოდა და კითხულობდა წერილებს, რომლებსაც ნეგოციანტი
თხზავდა. კვდებოდა სიცილით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის კალამს
გამოჰყავდა სიტყვები – „ჩემი აწ გარდაცვლილი ძვირფასი მეუღლე“.

აღფრთოვანებულმა დამ სოლიდარობისა და კმაყოფილების ნიშნად თავი


დაუქნია და დაამატა:

– და სხვა მხრივ როგორ მიდის საქმეები?

– ძალიან თბილი, რბილი და გაწონასწორებული ადამიანია, გასაოცრად


ყურადღებიანი.

რასაკვირველია, მას საერთო არაფერი ჰქონდა წინამორბედთან. ახლა ის


ცხოვრობდა ნამდვილ ჯენტლმენთან, რომელიც არ იგინებოდა, არ
იფურთხებოდა, არ აბოყინებდა, არ აკუებდა და არც ჰაერს წამლავდა,
მეტყველებდა ოთხ ენაზე, არასდროს ამბობდა უხეშ სიტყვებს. ეს იყო კაცი,
რომელიც სიყვარულსაც კი თავაზიანად ითხოვდა. ისე, უნახავს კი ოდესმე
შიშველი? არასდროს. ასეთი საქციელი ქალს „დამასვენებელი“ და „მისი
ასაკისთვის შესატყვისი“ ეჩვენებოდა. და მაინც, ქალი დროდადრო ნოსტალგიით
იხსენებდა იმ სისულელეებს, რომლებსაც ის, პირველი, ძალუმად როშავდა, მის
უსირცხვილო სიშიშვლეს, აღვირახსნილ და დაუოკებელ სექსუალობას,
სხვადასხვა ნეტარებას, რომელთა ხმამაღლა აღწერას დღესაც მოერიდებოდა და
რომლებსაც იმ ოხერმა ასეთი მონდომებით აზიარა...

– გიყვარს? – ჰკითხა ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა დამ.

– რა თქმა უნდა, – უპასუხა კითხვით ლამის შეურაცხყოფილმა დამ, – ვინ


გგონივარ?

– მაშინ ცოლად რატომ არ გირთავს?


122
დის კითხვამ საშინლად გააღიზიანა. ეს ის კითხვა იყო, რომლისგანაც თავადაც
დაეკარგა მოსვენება. საპასუხოდ, შეეცადა, რაც შეიძლება მშვიდი და
აუღელვებელი ტონი მოერგო.

– ოჰ, ეს ისეთი ბუნებრივია და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. იცი, როცა


საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობ კაცი, ბევრად ჯობს, ცელიბატის
ერთგული დარჩე. მოიყვან ცოლს და უკვე აღარ მიიჩნევი, როგორც მობილური
თანამშრომელი და ცხადია, საუკეთესო თანამდებობების იმედიც არ უნდა
გქონდეს.

– რას მეუბნები?!

– აბა, რა!

– თუმცა, ავსტრიაში...

– ის დანიელია.

– ჰო, რა თქმა უნდა.

ქალი მშვენივრად მიხვდა, – თუმცა ამის ხმამაღლა გაცხადება არამც და არამც არ


სურდა, – რომ დიპლომატები მხოლოდ მაშინ ქორწინდებიან, როცა ქალის
სტატუსი მათ კარიერას მეტ ბრწყინვალებას სძენს. სამწუხაროდ, თვითონ არ
გახლდათ საპატივცემულო და დასაფასებელი ოჯახის წარმომადგენელი, არც
კეთილშობილი გვარის მატარებელი, რჩებოდა ერთი ვაიმუსიკოსის ქვრივად,
რომელიც დღენიადაგ სასამართლოს აღმასრულებელს ემალებოდა...

– კი არ მახსოვს, ვინ მითხრა, თურმე დანიელები შეუდარებელი საყვარლები


ყოფილან... – წაილუღლუღა უფროსმა დამ მინაზებული ხმით და თან სალოკი
თითი ამობურცულ ხორციან ტუჩებზე გადაისვა.

„გააჩნია, ვინ ქადაგებს ამას!“ – ჩაფიქრდა უმცროსი და.

***

ამჟამად ყველაზე შხამიან ენებსაც კი უნდა ეღიარებინათ, რომ მან შესანიშნავად


აიწყო ცხოვრება.

123
ბრილიანტით მოოჭვილმა ბეჭედმა მზე აირეკლა. გასაოცარი სიკაშკაშე. სიცილ-
კისკისი, მხიარულება. მოსახდენი მოხდა, მან ის ცოლად შეირთო! თორმეტი
წელი კი მოუწია ლოდინმა, მაგრამ საბოლოოდ მან ის მაინც შეირთო!

შორს, პარკში, წყალსაცავის უწყინარ ზედაპირზე, მტირალა ტირიფების ჩრდილში


ისე მედიდურად დაცურავდნენ გედები, გეგონებოდათ, აქაურობის ბატონ-
პატრონები მხოლოდ ისინი არიანო.

ქალი ტერასაზე შეყოვნდა, რათა საკუთარი ბედნიერებით სიმარტოვეში კიდევ


მეტხანს დამტკბარიყო. არა უშავს, სტუმრები მოიცდიან, ოდნავ მოგვიანებით
შეუერთდება მათ.

ბარონესა! ვინ იფიქრებდა, რომ ის ერთ დღესაც ბარონესა გახდებოდა? თან


ორმოცდაშვიდი წლის ასაკში! ხანგრძლივი კატორღის შემდეგ მან ყველაზე დიდ
მოგებას გამოჰკრა ხელი. არადა, თავიდან თითქოსდა ყველა და ყველაფერი მის
წინააღმდეგ იყო დარაზმული. ასაკი, პირველი ქორწინება, ორი ვაჟიშვილი, არც
ისე სახარბიელო ჯანმრთელობა, დამთრგუნველი მატერიალური მდგომარეობა
და სრულიად უსამართლო რეპუტაცია თავქარიანი ქალისა, რომელიც
აბსოლუტურად უუნაროა, ოჯახს გაუძღვეს, როგორც წესი და რიგია. ახლა კიდევ
ეს ლაქიები და მლიქვნელები მის წინაშე ქედს იხრიან! ყველაფერთან ერთად,
მათი სიყვარული ეკურთხა პრესბურგის საკათედრო ტაძარში გამართულ
ბრწყინვალე ცერემონიალზე. თუმცა ისინი განსხვავებული რელიგიური
აღმსარებლობისანი იყვნენ – ქალი კათოლიკე გახლდათ, კაცი – პროტესტანტი,
ქალს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი ბედნიერება გულით გაუხარდათ.
განსაკუთრებულ სიამოვნებას თავის მტრებზე ფიქრი განაცდევინებდა. აი, იმ
აშაღლარა დედაკაცებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მისი მზე საბოლოოდ
ჩაესვენა. ხომ გასკდებოდნენ გულზე, როცა ის სამსალები ჩემი ქორწინების
შესახებ შეიტყობდნენო.

და ეს ნაწილაკი რად ღირს! ახლა ის მარტო ნიშნობის ბეჭედს კი არ ატარებდა,


არამედ ნაწილაკსაც. რა თქმა უნდა, დანიელს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა
მეუღლის ახირება – რომელიც დაჟინებით ითხოვდა, რომ მისთვის „ბარონესათი“
მიემართათ და თან აუცილებლად გვარისთვის წინ ნაწილაკი „ფონ“ დაერთოთ.
ცდილობდა, აეხსნა ცოლისთვის, რომ მისთვის ახლახან სახელმწიფოს მიერ
ბოძებული რაინდის წოდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ღირებული და
საამაყო იყო, ვიდრე ოჯახისთვის დიდგვაროვნების ტიტულის მინიჭება.

124
– მოიცა, მოიცა. თუ შენ რაინდობა მოგანიჭეს, გამოდის, რომ მე რაინდის რჩეული
ქალი ვარ. ამას გარდა, ვერავინ დამიშლის ჩემს გვარს წინ დავურთო ეს
არაჩვეულებრივი ნაწილაკი, რომელიც მას ასე აკლდა.

ზოგჯერ ქალს ახალ ადამიანებთან შეხვედრის მწველი სურვილი იპყრობდა –


უბრალოდ, იმისთვის, რომ თავის წარმატებებზე ექაქანა. პუბლიკა... აი, რა აკლდა
მას აქ. ცხადია, კოპენჰაგენი – ეს პრანჭია და ლამაზი ქალაქი თავისი წითელი
სახლებით ძალიან მოსწონდა,

მაგრამ ეს არ იყო ვენა! ღიმილიან და მშვიდ ადამიანებს აქ რიტმი, დინამიკა


აკლდათ. მათთვის მთავარი იყო, ლუდით გაევსოთ სტომაქი და აჭრილი რძე
ეხვრიპათ.

– ნუ წუწუნებ, გეთაყვა, ნუ აფურთხებ იმ ჭაში, საიდანაც წყალს სვამ, – უბრძანა


ქალმა საკუთარ თავს.

ქალი სევდამ კი არ მოიცვა, არამედ ერთგვარმა მომთენთავმა აპათიამ,


რომლისთვისაც თავი ვერა და ვერ დაეღწია. შეიძლება ამის მიზეზი ის იყო, რომ
ერთხელ და სამუდამოდ თავი დაანება ყავის სმას, – ერთადერთ ნარკოტიკს,
რომელიც წინა ცხოვრებიდან შემორჩენოდა. მაშინ ცხოვრების ბოჰემურ სტილზე
შეყვარებულ იმ თავქარიანთან ერთად ყოველ წამს შეიძლებოდა რაღაცა
მომხდარიყო: ყველაზე ცუდიც და ყველაზე კარგიც. მაგრამ სტაგნაცია
გამორიცხული იყო. აქ კი დღეები, ერთმანეთისგან არაფრით გამორჩეულნი,
გულისგამაწვრილებლად მიიზლაზნებიან. სასიამოვნო, მაგრამ ერთფეროვანი
გასეირნება, კითხვა, ტარო. ყველაფერი ერთად კი უფრო პირქუში და
სევდისმომგვრელი იყო, ვიდრე გამაღიზიანებელი. მაგრამ რა გაეწყობა. როგორც
ჩანს, ეს არის ის ხარკი, რომელიც სიმდიდრის, დიდგვაროვნებისა და
უსაფრთხოებისათვის უნდა გაიღო...

მან ამოიოხრა და სალონში მობაასე სტუმრებს შეუერთდა.

– უმაღლესი კლასის მუსიკოსი, საუკეთესო, უბადლო, – წამოიყვირა მამაკაცთა


გარემოცვაში მოქცეულმა ქმარმა.

„ღმერთო ჩემო, ისევ ძველს მიუბრუნდა? ეს უკვე გაუსაძლისი ხდება. დილა აღარ
იკმარა, გავახელ თუ არა თვალს, ამაზე ლაპარაკს მაიძულებს, ახლა
ნაშუადღევსაც გადასწვდა. ჩვენი წყვილი ორი ადამიანისგან კი არ შედგება,
არამედ სამისგან, დიახ, ეს არის სამკაციანი წყვილი, სადაც არ უნდა წავიდე, ორი
125
ქმარი მახლავს თან. პირველი, რომლის შესახებ საუბრით მეორე მიჭედავს ყურს
და მეორე, რომელიც პირველზე მელაპარაკება“.

დიპლომატი არ ცხრებოდა, შლიდა ხელებს და ხმამაღლა განაგრძობდა:

– კოპენჰაგენმა ის აუცილებლად უნდა აღმოაჩინოს, კოპენჰაგენმა მისი


ნაწარმოებები უნდა დაუკრას.

„საწყალი! ცდილობს, დაარწმუნოს ადამიანები, ჩემი კუთვნილი პარტიტურები


შეიძინონ. ძალიან თავაზიანი საქციელია მისი მხრიდან და როცა გამოსდის, ამას
ჩემთვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს. რა თქმა უნდა, უფრო ჩემთვის ირჯება,
ვიდრე თავისთვის, მაგრამ ახლა, როცა დააწინაურეს და ხელფასი ოთხჯერ
გაუზარდეს, შეუძლია სარეკლამო კამპანიას ცოტათი შეეშვას“.

– როცა მის მუსიკას უსმენ, – განაგრძობდა ის მორჩილი აუდიტორიის


მისამართით, – ხვდები, რომ ეს ადამიანი ერთგვარი ანგელოზი იყო.

„რას ბოდავს ეს კაცი. მსგავსი ხეპრე და მსგავსი ღორი, ცხოვრებაში არ


შემხვედრია. ანგელოზი? ეტყობა, რომ იმ ანგელოზის შიბლა არ უნახავს. ალბათ
არც იცის, რომ ეს ფრთაშესხმული ანგელოზი დღე და ღამე გარყვნილებაზე
ფიქრობდა“.

– დიახ, – განაგრძობდა დანიელი, – აშკარაა, რომ მას მაღალი ღმერთი


შთააგონებდა. შეიძლება მისი ყური პირდაპირ იჭერდა იმას, რასაც შემოქმედი
ყურში ჩასჩურჩულებდა.

„აი, რეგვენი! ჩემი პირველი მხოლოდ შვიდ ნოტს იყენებდა, რათა მაღალი
ღმერთის, ცოდვილი, მრუში ან მოღალატე ცოლისთვის ხორცი შეესხა. მთელი
მისი ტექნიკა შვიდ ნოტზე იყო დაფუძნებული. ეს მუსიკოსის ხრიკებია, სხვა კი
არაფერი“.

– მე, რომელსაც ღმერთი გამიწყრა და საძაგელი ლექსები დამაწერინა, კიდევ


კარგი, დროზე მივხვდი და შევეშვი ამ საქმეს, ძალმიძს გენიის ამოცნობა.
მერწმუნეთ, ქალბატონებო და ბატონებო, ეს ადამიანი ძალიან კარგად თხზავდა!

„ბოთე! შეწყვიტე მასზე ლაპარაკი. ნუ გაიხდი თავს სხვების დასაცინად!


შეიძლება ურიგოდ არ თხზავდა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ
გადასარევად მჟიმავდა!“

126
ქალს სლოკინი აუტყდა, რაც ბევრმა მისი ქმრის სახელის ხსენებასა და ემოციურ
ფონს მიაწერა, ადგა და ისევ ტერასას მიაშურა.

***

ქალი სავარძელში ფეხებგაფარჩხული მოკალათებულიყო, ზურგით საზურგეს


მიჰყრდნობოდა და მის წინ მდგარ პიუპიტრს თვალს არ აცილებდა. საფეთქლები
უხურდა, ვერაფრით აღექვა რეალობა, რომელიც ცხვირწინ გადაშლოდა.

არა, ორი აზრი არ არსებობს – მისი მეორე ქმარი პირველის ცხოვრებასა და


მოღვაწეობას აღწერდა.

მისი დანიელი ბიოგრაფიას წერდა... აი, რითი შეიძლებოდა ახსნილიყო ბოლო


წლების მუხლმოუდრეკელი მოღვაწეობა. აი, თურმე რისთვის გამოძეძგა სახლი
ჟურნალ-გაზეთებითა და პროგრამებით, რომლებიც ზვინებად დაეხვავებინა, აი,
თურმე რატომ ჰქონდა ასეთი ინტენსიური მიმოწერა გაჩაღებული მუსიკოსის
ნაცნობ-მეგობრებთან! მულთანაც კი – იმ ჯოჯოხეთის მაშხალასთან. არადა, ხომ
აუკრძალა იმ სამსალასთან ყოველგვარი კონტაქტი. აი, თურმე რატომ უყვარდა
ჩემთან წარსულზე ბჭობა. რა შეიძლება ამას დაერქვას ღალატის გარდა? მან
კიდევ საყვარლის გულწრფელი ცნობისმოყვარეობისა ირწმუნა, რომელსაც
საყვარელი ქალის ყრმობის წლებთან ზიარება გადაუწყვეტია. რა გამოვიდა?
მასალების სასოწარკვეთილ ძიებაში გადაშვებულმა მწერალმა ის, უბრალოდ,
გამოიყენა.

სხვა... მუდამ სხვა... პირველი... მუდამ პირველი... მას მკვდარს უფრო მეტი
ადგილი ეჭირა, ვიდრე ცოცხალს.

სასოწარკვეთილი ხელნაწერებს ათვალიერებდა. თავისთვის კი მტკიცე


გადაწყვეტილება მიიღო. ერთად მოექუჩებინა ისინი და სასწრაფოდ
გაენადგურებინა. „რა უბედურებაა სხვის მკლავებში მომწყვდეული ქალის
ცხოვრების აღწერა?! აი, საშინელი მანკიერება თუ გნებავთ!“ უეცრად
ქაღალდების გროვიდან ერთი გვერდი გამოაძრო:

„მისი ქორწინება დაუჯერებლად ბედნიერი გამოდგა. ქალიც უაღრესად თბილი


და მგრძნობიარე შეხვდა, რომელმაც გაუგო მას და თავდავიწყებით შეიყვარა.
ეთაყვანებოდა ბუმბერაზ ხელოვანს და შეძლო მის ხასიათსა და ტემპერამენტს

127
შერწყმოდა. მალევე მოიპოვა ქმრის ნდობა. თავის მხრივ, ქმარიც აღმერთებდა,
გადაუშალა გული, არაფერს უმალავდა, უმნიშვნელო მარცხებსა და ფეხის
აცდენებშიც კი გამოუტყდა. ქალიც სინაზითა და მუდმივი ზრუნვით პასუხობდა.
დღესაც ერთი რამ აკერია პირზე; „წარმოუდგენელია, ყველაფერი არ
მიგეტევებინა, არ შეგეწირა მისი კეთილდღეობისთვის, როცა ის ასეთი კეთილი
და თბილი ადამიანი იყო“.

მიუხედავად საშინელი გუნება-განწყობისა, ქალს გაეღიმა. ეს გულუბრყვილო


ადამიანი ზუსტად ისე ჰყვება ამბავს, როგორც ქალმა მოუთხრო. მიამიტურად
დაიჯერა მისი სიცრუე. საუბრებისას ქალი მთლიანად სწყდებოდა რეალობას და
ივიწყებდა ჭეშმარიტებას, ყველა ღონეს მიმართავდა, თავისი საქციელი ისეთად
წარმოეჩინა, როგორიც იდეალურ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო და არა ისეთად,
როგორიც სინამდვილეში იყო – მან მომგებიანი როლი შეარჩია. აქედან
გამომდინარე, წლების განმავლობაში საკუთარ თავს ისე ხატავდა, როგორსაც
ახლანდელი ქმარი ისურვებდა, რომ ის წინამორბედთან ეხილა. მისთვის,
უწინარეს ყოვლისა, მთავარი იყო, ცოცხალს მოსწონებოდა, გაემართლებინა,
მეტიც, შთაეგონებინა მისი სიყვარული. სინამდვილეში ის პირველ ქორწინებას
მეორე ქმრის თვალთახედვითა და შეფასებით უბრუნდებოდა, რათა ამ
უკანასკნელისთვის ეამებინა.

მომდევნო გვერდების ნაჩქარევი გადაკითხვისას ქალი კიდევ ერთხელ


დარწმუნდა, რომ ბიოგრაფი მის გასაოცარ პორტრეტს ძერწავდა.

– ყოველ შემთხვევაში, ეს ცოტათი მაინც არბილებს ჩემი მზაკვარი მულის


ვერაგობებს!

ამ შეფასებით ის მიხვდა, რომ ყაბულს იყო, უცნაურ, სრულიად უჩვეულო


საგამომცემლო პროექტში ჩართულიყო. სინამდვილეში ასეთი ბიოგრაფია
შეიძლებოდა მასვე გამოსდგომოდა. მოულოდნელად ახლანდელი ქმრის
გარდაცვლილზე გაუნელებელი მეცადინეობის გამო უფრო და უფრო
ალაპარაკდნენ, დაიწყეს მისი ნაწარმოებების შესრულება, მავანმა და მავანმა
თავი მის მიმდევრადაც კი გამოაცხადა. ყოველ შემთხვევაში, მისი ვაჟიშვილების
პედაგოგებმა მაინც! რა უაზრო და გაუგებარი მანერაა!.. მიუხედავად
ყველაფრისა, ილუზიებით ტკბობას არ უნდა მისცემოდა. მსგავსი მდგომარეობა
ციებ-ცხელებაზე დღეგრძელი ვერ იქნებოდა. ეს უკვე იყო გარდასულ დღეთა
მუსიკა, ადამიანები კი დღევანდელს უსმენენ. აუდიტორიას ვერ შეცვლი.

128
მიუხედავად ხანმოკლე დაინტერესებისა, ძალიან მალე ყველაფერი წარსულში
ჩაიძირება.

დაბოლოს, თუ მოხდა სასწაული და ვინმე მისი ცხოვრებით დაინტერესდა,


ბიოგრაფია დუმდა იმ სიბინძურესა და უგვანობაზე, რომელიც აწ გარდაცვლილი
ქმრის ოჯახმა მასზე გადმოანთხია.

ზურგს უკან სილუეტმა გაუელვა.

– ჩემს ქაღალდებში იქექები?

ქალი ადგა და ქმარს გადაეხვია.

– ჩემო ძვირფასო, რასაც შენ მკითხველს სთავაზობ, არაჩვეულებრივია.

– მართლა ასე ფიქრობ? – იკითხა ქმარმა ეჭვნარევი ხმით.

– იცი, ის აუცილებლად იამაყებდა შენით.

პასუხის ნაცვლად კაცმა ამოიოხრა, ლოყები აუჭარხლდა, კისრის ძარღვები


დაებერა, თვალთ დაუბნელდა.

„ის შენით უეჭველად იამაყებდა!“ ქალი ქმრის თვალიერებას შეუდგა და მიხვდა,


რომ მისმა სიტყვებმა ის უფრო ღრმა მღელვარებასა და ემოციებში გადააგდეს,
ვიდრე იმ დღეს რაინდის ორდენის გადაცემამ, ან ქორწინების ცერემონიალმა.

***

– კი, დედა, გარწმუნებ.

– არა, შეუძლებელია. ეს ხომ ნამდვილი გროტესკია!

– გეფიცები, მთხოვა, ამის გულისთვის მამიდასთან წავსულიყავი და


დავლაპარაკებოდი.

– მამიდასთან? შენ, რა, კიდევ ხვდები იმ წუნკალს?

– დედა, ყველამ იცის, რომ ის ჩემზე გიჟდება.

– რასაკვირველია, შენში საკუთარი ძმის მემკვიდრეს ხედავს, მაგრამ ავიწყდება,


რომ შენ ჩემი შვილიც ხარ. ვერასდროს მიტანდა!

129
– დედა...

– კეთილი. ამას არა აქვს მნიშვნელობა. შენ ამბობ, რომ...

– კი, მამინაცვალმა მითხრა, რომ სიკვდილის შემდეგ ისურვებდა, მამის


აკლდამაში შენ გვერდით დაემარხათ.

– სრული კოშმარი!

გაცოფებული, ლამის დასაბმელი, თმააბურდული ქალი იმ ოთახისკენ გავარდა,


რომელიც ქმარმა კაბინეტად გადაიკეთა, მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ ბოლოს
და ბოლოს დაერღვია ის თავაზიანი დუმილი, რომლითაც მის ახირებებს აქამდე
იტანდა. ისედაც ხშირად ეუფლებოდა განცდა, რომ ისინი სამნი ცხოვრობდნენ,
იმდენად იყო მეორე ქმარი პირველზე გადარეული. მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე
ყოველგვარ ზღვარს გადასცდა... აკლდამაში აწ გარდაცვლილის მხოლოდ
მოგონება აღარ იქნებოდა – ის სხეულად გარდაიქმნებოდა. და ისინი, სამივენი,
ერთ შენობაში აღმოჩნდებოდნენ, სამუდამოდ ერთმანეთის გვერდიგვერდ
მისვენებულნი – ის და მისი ორი ქმარი.

როცა ბიბლიოთეკაში შევარდა, ძირს სპარსულ ხალიჩაზე გაშოტილ ქმარს მოჰკრა


თვალი, რომელიც ძლივს სუნთქავდა.

– ო, ძვირფასო... დროულად მოხვედი...

ქმარს ისევ მოუარა შეტევამ. სხვათა შორის, ბოლო დროს ეს შეტევები ძალიან
გახშირდა. არცაა გასაკვირი, რომ სიკვდილი და საფლავის ქვები აიკვიატა.

როგორც კი ცოლი მიუახლოვდა, სახე გაუნათდა: საწყალი! როგორ უყვარს.


მეუღლის დანახვაზე უღიმღამო ჩამქრალი თვალები საოცრად მეტყველი გაუხდა.

ქალს სიფიცხემ და აღშფოთებამ ნელ-ნელა გადაუარა, ახლა მხოლოდ იმაზე


ფიქრობდა, როგორ ეშველა ქმრისთვის – თავი წამოუწია, დაუნიავა, რათა უფრო
თავისუფლად ესუნთქა.

ჯანდაბას ეს აკლდამა, ჯანდაბას ეს საფლავის ქვები. რა დროს ამ სისულელეებზე


ფიქრია? ამის შესახებ მოგვიანებით დაელაპარაკებოდა, როცა შესაფერისი დრო
დადგებოდა.

დივანზე დასვა, ირგვლივ ბალიშები შემოულაგა. კაცი დამშვიდდა. სახეზე


ვარდისფერი გადაეფინა.
130
– ძალიან კი შემაშინე, – თბილად უსაყვედურა ცოლმა ქმარს.

– ჯერ კიდევ შემრჩა ჯანი.

„ნეტავი ეს სიმართლე იყოს. არავითარი სურვილი არა მაქვს, მეორედ


დავქვრივდე“.

დიდხანს ისხდნენ ხელიხელჩაკიდებულნი და მიმწუხრის მზის სპექტრით


ტკბებოდნენ. შემდეგ ქმარი სერიოზული გამომეტყველებით ცოლს მიუბრუნდა:

– რაღაც მინდა გთხოვო, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს და ჩემთვის ძალიან


მნიშვნელოვანია.

„ღმერთო, რა დავაშავე, ახლა გაბურღავს ტვინს იმ მავზოლეუმით და ამ


მდგომარეობაში, ცხადია, უარს ვერ ვაჯახებ“.

ქალმა მშვიდი ხმით თქვა:

– გისმენ, ძვირფასო, რა გინდა რომ მთხოვო?

– ატარე მისი გვარი.

– ვერ გავიგე?

– ყოფილი ქმრის გვარი დაიბრუნე.

ქალს თვალები ცრემლებით გაევსო, ისეთი განცდა დაეუფლა, რომ კიდევ ცოტაც
და, დაიხრჩობოდა.

– რა? ჩემზე უარს ამბობ?

– არა, ჩემო ჩიტუნიავ, ახლა უფრო ძვირფასი ხარ ჩემთვის, ვიდრე ოდესმე.
უბრალოდ, მსურს, რომ საზოგადოებაში ჩემი სიყვარულისა და მისი გენიის
ინკარნაციად შენ გაღიარონ – კონსტანს ფონ ნისენი, მოცარტის ქვრივი.

გული
– ნათლია, იცი, რას გეტყვი? სულაც არა ხარ ვალდებული, ყოველ ჯერზე წააგო.

131
ალუბლისფერ მოკლესახელოებიან მაისურში ჩაცმული ბიჭუნა ვალეტებისა და
ტუზების შეგროვებას შეუდგა, თან ქალს სითბოთი სავსე მზერა შეავლო.
პარტნიორს ნახევრად გულწრფელი, ნახევრად გათამაშებული აღშფოთებისგან
გააჟრჟოლა.

– თუ გგონია, რომ ამას განგებ ვაკეთებ, ძალიანაც ცდები. ან მე არ ვარ ფორმაში,


ან შენ ხარ უძლეველი მოთამაშე.

დაეჭვებულ იონასს ჩაეღიმა და კარტის აჭრა განაგრძო.

ალბა სიყვარულით შესცქეროდა უხეშ, შეუღებავ ხალიჩაზე ფეხმორთხმით


მჯდარ ყმაწვილს – მის უღონო, სუსტ ტორსს, გამხდარ მკლავებს, უსაშველოდ
გრძელ ხელის მტევნებსა და თითებს. მიუხედავად რეგულარული პრაქტიკისა,
ბიჭს მაინც ვერ განუვითარდა გამოცდილი მოთამაშეებისათვის
დამახასიათებელი სიმარჯვე და მოხერხებულობა. მოძრაობებზე არც სწრაფი
ითქმოდა და არც ზუსტი, არასდროს მოუვიდოდა აზრად, თამამი და გაბედული
ჟესტებისათვის მიემართა, ასე რომ ხიბლავთ გოგონებს. ჭრიდა კარტს დინჯად
და ზანტად, შეიძლება ითქვას, ფლეგმატურად. ალბას სწორედ ეს მოსწონდა
ყმაწვილში, ყოველ ჯერზე ასე ოსტატურად რომ უქცევდა გვერდს ეშმაკურად
დაგებულ ხაფანგს, რომელსაც მოზარდები ათასში ერთხელ თუ დაუძვრებიან
ხოლმე. უდარდელი და აუჩქარებელი იონასი ყოველთვის გაურბოდა საგანგებო
ეფექტებსა და ფანდებს, რომელთა მიზანი მხოლოდ შთაბეჭდილების მოხდენა
თუ იყო. თვალში ნაცრის შეყრის სურვილსაც არასდროს შეუპყრია, მოკლედ,
თხემით ტერფამდე განსხვავებული იყო და თვით ყველაზე პირწავარდნილი
თაღლითიც კი ამ ბიჭს ერთ დასაძრახ მანერასაც ვერ უპოვიდა.

ალბას გაეცინა.

– იცი, რა ვიფიქრე ამწუთას? იქნებ ამ თამაშზე არც მე ვგიჟდები და არც შენ?

იონასმა გაკვირვებით ამოხედა, ქერა დატალღული თმა უკან გადაეყარა. ალბამ


ახსნა-განმარტება სცადა.

– წარმოიდგინე, ერთ მშვენიერ დღეს ვარკვევთ, რომ საერთოდ არ გვიყვარს


თამაში. არც მისტიგრი გვეხატება გულზე და არც ბელოტი, ვთვალთმაქცობთ და
ამდენ დროს მხოლოდ იმიტომ ვფლანგავთ, რომ ერთმანეთს ვასიამოვნოთ.

ალბამ ჩაიქირქილა.

132
– არა აქვს მნიშვნელობა, რას მოვიმოქმედებდი შენი გულისთვის, ყველა
შემთხვევაში ეს ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნებოდა.

მოზარდის განცხადებამ ალბას ლამის გული აუჩუყა. რა საყვარელია ეს ყმაწვილი


და რა ლამაზია მისი ტუჩების კონტურები, ისეთივე წითელი, როგორიც მისი
მაისური...

– ჩემთვისაც, – ჩაილუღლუღა ალბამ და მოზღვავებული ემოციის მოთოკვას


ეცადა.

რატომ არ ჰგვანან სხვა მამაკაცები მას? რატომ არ არიან ისეთივე სუფთები,


ისეთივე უბრალოები, ყურადღებიანები და დიდსულოვანნი, როგორიც ის? მაშინ
ხომ მათი შეყვარება ადვილზე ადვილი იქნებოდა! რატომ აეწყო ურთიერთობა
ბევრად უფრო ადვილად დისშვილთან, ვიდრე საკუთარ შვილთან ან ქმართან?
ალბამ თავი შეარხია ამ უადგილო და არცთუ ისე სასიამოვნო ფიქრების
გასაფანტად. და რიხიანად გამოაცხადა:

– შენ ჯადოქარი ხარ!

– ნუთუ?

– ან მაგი.

– დაუჯერებელია! მე, რა, რომელიმე ტრიუკი გამომივიდა?

სანამ პასუხს გასცემდა, ალბა წინ გადმოიხარა, იონასს ცხვირზე უბწკინა და


გამოაცხადა:

– შენ გულების ქურდი ხარ!

ალბას წამიერად უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. ვერ მოირგო შესატყვისი ტონი,


ღიმილიც ნაძალადევი გამოუვიდა და აღფრთოვანებაც აშკარად გადაჭარბებული.

იონასს თვალებზე ბინდი გადაეფარა. სახის გამომეტყველებაც შეეცვალა.


გაფითრდა. თავი ფანჯრისკენ შეატრიალა. ტუჩის კუთხეში სიმწრისა და
სინანულის ნაკეცი გამოესახა.

– ზოგჯერ ისე მინდა ჯადოქარი ვიყო.

ალბა მთელი სხეულით შეირხა. შეიძლება ქალმა მსგავსი სიბრიყვე წამოროშოს?!


მხოლოდ ახლა გაიაზრა თავისი ხუმრობის უსასრულო იდიოტიზმი. და რას
133
ნიშნავს გულების ქურდი? სიტყვები, რომელთა წარმოთქმას აუცილებლად უნდა
ერიდო ბიჭთან, რომელიც...

ალბა სასწრაფოდ წამოდგა. საფეთქლები ისე უხურდა, ლამის გასკდომოდა.


მოულოდნელად გაქცევის სურვილმა მოუარა. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს
გარემო. „ჩემ მიერ ჩადენილი უხამსობის კვალიც კი არ უნდა დარჩეს. ბიჭმა
არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს საკუთარ უბედურებაზე...“

ალბა ფანჯრისკენ გავარდა.

– ყელში ამომივიდა ეს კარტი. გასეირნებაზე რას იტყოდი?

გაკვირვებულმა იონასმა ალბა ყურადღებით შეათვალიერა:

– რატომაც არა!

იონასის გულწრფელმა გაოცებამ ალბა აღაფრთოვანა. ამ შეთავაზებით სულაც არ


მოქცეულა ბიჭის დედასავით, რომელიც ბავშვს გადაჰფოფრებია, ცივ ნიავს არ
აკარებს და ცხადია, არც ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.

– ნათლიავ, მერედა, რომ მოვსრიალდეთ?

– ამის დიდი იმედი მაქვს!

– ვაშა! მე შენი კომპანიონი ვიქნები.

განავარდების მომლოდინე ძაღლებივით აგზნებული ალბა და იონასი კარადებს


ეძგერნენ. ამინდის შესაფერისი სამოსის ძებნაში ყველაფერი გადააქოთეს და
თავდაყირა დააყენეს. და ცოტა ხანში ქურთუკებში, დათბილულ ხელთათმანებსა
და ჩექმებში გამოწკეპილნი გარეთ გაცვივდნენ.

ეზოში მათ გამამხნევებელმა და მჩხვლეტავმა სუსხმა დაჰკრა. ყინვა ძვალ-


რბილში ატანდა. სწორედ ასეთ ამინდს ელოდნენ.

ხელიხელჩაკიდებულნი, ფრთხილი ნაბიჯებით ბილიკს აუყვნენ.

დილა იყო დამაბრმავებელი. უღრუბლო კრიალა ცაზე მზე კაშკაშებდა. თოვლს


ყველაფერი წაეშალა. ბორცვებიც, გუბურებიც, გზებიცა და მინდორ-ველებიც.
დედამიწას თეთრი ფუმფულა სუდარა მოეცვა. აქა-იქ მოჩანდა სახლები.
თოვლით დამძიმებულ ჯუჯა არყის ხეებს მოკრძალებით დაეხარათ თავები. ამ
სპეტაკ ზეწარზე ნაკადულებს წვრილი შავი ძაფები გაევლოთ.
134
ქვემოთ კი ხმაურიანად სუნთქავდა ზღვა და არემარეს მარილისა და
წყალმცენარეების მძაფრი სუნით ჟღინთავდა.

იონასს გააჟრჟოლა.

– შენი აზრით, ეს ზამთრის მიწურულია თუ გაზაფხულის დასაწყისი?

– ოცდაერთი მარტი ჩვენთან შუაგული ზამთარია. მზე კი მიიწევს მაღლა, მაგრამ


თერმომეტრი – ნურას უკაცრავად. ყინვა ჯერ კიდევ დიდხანს გასტანს. იქნება
თოვლიც.

– გაგიჟებით მიყვარს ჩვენი მხარე! – შესძახა იონასმა.

ალბას გაეღიმა. საინტერესოა, რომელ გეოგრაფიულ წერტილს ადარებს ეს


ყმაწვილი თავის მხარეს? მას ხომ კუნძული ერთხელაც არ დაუტოვებია? ბიჭის
აღფრთოვანება სულ სხვა რამეს გამოხატავდა: მას უყვარდა ცხოვრება, ტკბებოდა
სიცოცხლით, თუმცა, ადგილობრივი კლიმატის მსგავსად, ის ხშირად ადვილად
გადასატანი როდი იყო.

მობილური ტელეფონი აწკრიალდა. სქელი ხელთათმანების მიუხედავად,


იონასმა საჭირო ღილაკს დააჭირა და თავის მეგობარ რაგნარს მიესალმა.

– ხომ მშვიდობაა?

– ეიაფოლმა (ვულკანი ისლანდიის სამხრეთში) გაიღვიძა.

– რას ამბობ? ვულკანმა?

– წუხელ ღამით...

იონასმა განაგრძო რაგნართან საუბარი. ალბა პანიკამ შეიპყრო. „ქოხი!“ –


ბავშვობის სახლი, სადაც ის და მისი და ცხოვრობდნენ, იმ ადგილიდან ხელის
გაწვდენაზე მდებარეობდა. ნუთუ სეისმური ბიძგებისგან დაინგრა? არ არის
გამორიცხული, ლავის ნაკადს გადაევლო ან ფერფლქვეშ მოექცია იგი.

სანამ იონასი საუბრობდა, ალბა ერთ ადგილას ფეხებს აბაკუნებდა, შემდეგ


თოვლზე წრიულ მოძრაობას მოჰყვა, საშინლად ნერვიულობდა, რადგან
დაზუსტებით არაფერი იცოდა. ორი ასწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც ვულკანს
საღათას ძილით ეძინა. ამ ხნის განმავლობაში ამ თიხითა და ბალახ-ბულახით
გადახურული სახლის ჭერქვეშ მისი ოჯახის რამდენიმე თაობა შეენაცვლა

135
ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ჯერ დედამისისთვის, შემდეგ კი მისთვისაც და
დისთვისაც ქოხმახი იმ დასასვენებელ ადგილად იქცა, სადაც ქალაქიდან შორს,
წელიწადში ერთხელ ერთი თვის თავისუფლად გატარება შეიძლებოდა. ეს იყო
საამური, ღრმა წარსულით, ოლაფსდოტირთა ოჯახის დიადი ისტორიით
გაჟღენთილი დღეები.

იონასი, როგორც კი მეგობართან საუბარი დაასრულა, სასწრაფოდ ალბასთან


გამოქანდა, ერთი სული ჰქონდა, სანამ ახალ ამბებს ეტყოდა.

– საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ფიმვორდუხალის უღელტეხილზე


ვულკანი ამოიფრქვა. არ არის გამორიცხული, რომ მოსალოდნელი წყალდიდობის
გამო ფლოტსხლიდის მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდეს.

– წყალდიდობა?

– ლავის სიმხურვალის გამო ფირნის ყინულები და ყინულის ლოდები წყლად


გარდაიქმნება, ნათლია.

ალბამ შვებით ამოისუნთქა; ქოხი კატასტროფის ზონაში არ მდებარეობდა.

გააცნობიერა თუ არა ეს, ალბა მიხვდა, რომ ერთი წამითაც არ უფიქრია


ფერმერებზე. რადგან მისი სახლი წლის განმავლობაში ცარიელი იყო,
სულელურად თავისი შემთხვევა კუნძულის ყველა მობინადრეზე გაავრცელა.
არადა, ისინი აქ მუდმივად ცხოვრობდნენ და მათ სიცოცხლეს პირდაპირი
საფრთხე ემუქრებოდა.

– წარმოდგენა თუ აქვთ შედეგებზე? – იკითხა მან.

– გეოლოგების თქმით, ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდება.

– უნდა წავიდე. ხვალვე უნდა გავუდგე გზას.

ისევ ენერგიულად ჩააფრინდა ბიჭს მკლავში, გეგონება, ახლავე აპირებდა მის


დიდ გზაზე გაყოლიებას.

თავდაპირველად იონასი ალბას ნაკარნახევ რიტმს აჰყვა, მაგრამ მალე ქალი


მიხვდა, რომ ბიჭს სუნთქვა გაუხშირდა, ნაბიჯს ვეღარ უწყობდა და უკან
ექაჩებოდა.

136
ალბა შემოტრიალდა: ყმაწვილს სახეზე ადამიანის ფერი აღარ ედო, ტუჩები
მოეკუმა, სუნთქვა უჭირდა და დროდადრო ჰაერში ნაცრისფერი ორთქლის
მსუბუქ ბოლქვებს უშვებდა.

– ცუდად ხომ არ ხარ, იონას?

– ძალიან სწრაფი ხარ ჩემთვის, ვეღარ გეწევი.

„ბიჭს მდგომარეობა აშკარად გაუუარესდა, – გაიფიქრა მან, – უკვე ესეც აღარ


შეუძლია. იქნებ დიდი სისულელე ჩავიდინე, სასეირნოდ რომ გამოვიყვანე?
სწორად იქცევა კატრინი, გარეთ ცხვირის გაყოფასაც რომ უკრძალავს. აბა, ჩქარა,
რაც შეიძლება სწრაფად, სახლში. ოჰ, არა, არა, სწრაფად კი არა, რაც შეიძლება
ნელა!“

ალბას მოეჩვენა, რომ მისმა ფიქრებმა იონასის ყურამდეც მიაღწია: ბიჭმა სული
მოითქვა, უფრო ჩაებღაუჭა დეიდამისს იდაყვზე. მოსეირნენი დიდი
სიფრთხილითა და გაწონასწორებული ნაბიჯებით შინ დაბრუნდნენ.

როგორც კი ოთხ კედელშუა დაიგულეს თავი, ქალმა ბიჭს ცხელი შოკოლადი


შესთავაზა, მაგიდას მოხერხებულად შემოუსხდნენ და ოხშივარადენილი
შოკოლადის წრუპვას შეუდგნენ. მალე შეწყვეტილი საუბრის გაგრძელების
ხასიათზე მოვიდნენ.

– ალბათ არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ჭკუა მეკეტება ბუნებრივ


კატაკლიზმებზე, – გამოაცხადა იონასმა.

– შენ გიჟი ხომ არ ხარ?

– მიყვარს ძლიერი ბუნება, მიყვარს, როცა გვამცირებს და მუდმივად გვახსენებს


თავის უძლეველობას. ვგიჟდები, როცა ქედმაღლურად ჩვენს ადგილზე
მოგვსვამს ხოლმე.

– მაშინ კეთილი იყოს შენი მობრძანება: ისლანდია სწორედ რომ ის ქვეყანაა,


სადაც უნდა დაბადებულიყავი.

– ნათლია, გგონია, არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ? დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენი


სული მთელ დედამიწას შემოუფრენს, ზემოდან აკვირდება და ბოლოს
გადაწყვეტს, სად დამკვიდრდეს? „მოდი, ჰა, აქ დავეშვები, მომწონს დედამიწის
ეს ნაგლეჯი, აი, ეს ოჯახიც არ ჩანს ურიგო, შევეწყობი უეჭველად!“

137
– მავანი და მავანი ასე მიიჩნევს.

– ეჭვიც არ მეპარება. ამიტომაც მე და ჩემმა მზრუნველმა ანგელოზმა


გადავწყვიტეთ, რომ დედამიწის ზურგზე შენ და დედაჩემი თუ შეძლებდით
ისეთი ტვირთის ზიდვას, როგორიც მე ვარ.

ალბას ლოყები აუჭარხლდა. ვერ გაერკვია, მოეწონა თუ არა დისშვილის


სიტყვები, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო – ნათქვამმა თხემით ტერფამდე შეძრა.
სხვათა შორის, ეს ბიჭი მხოლოდ ამით იქცევდა თავს დღიდან ამქვეყნად
მოვლენისა, როცა სამშობიაროში ქანცგაწყვეტილი კატრინის ხელებიდან ჩაიბარა
და ის ფართოდ გახელილი თვალებით მიაშტერდა. სიცოცხლის პირველი
წუთიდანვე ბიჭმა გადაწყვიტა, რომ ორი დედა ეყოლებოდა – დები
ოლაფსდოტირები. არც ერთს და არც მეორეს ჩვილის სურვილი არ
გაუპროტესტებია. უცხოებისთვის დეიდისა და დისშვილის მსგავსი
მიჯაჭვულობა ფრიად გასაკვირი და აუხსნელი ჩანდა, მაგრამ ტრიუმვირატის
წევრებისათვის – კატრინის, ალბასა და იონასისთვის – ეს სიახლოვე
თავისთავადი და სრულიად ბუნებრივი იყო. როცა რვა თვის შემდეგ ალბას
თავად შეეძინა ვაჟიშვილი ტორი, არც კი გაუვლია გულში, მეორე დედის როლი
ვინმესთვის დაეთმო.

გარედან მანქანის სიგნალი მოისმა. მოსაუბრეებს წარბები შეეჭმუხნათ. ასე ადრე


ნეტავი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?

შემოვარდა ლოყებაღაჟღაჟებული კატრინი, ქაქანით, ორივე ჯიბეში


გადანაწილებული გასაღებების ჩხრიალით.

– დილის რანდევუ გაუქმდა, მას მიჰყვა შეკრებაც, რომელიც მოგვიანებით უნდა


გამართულიყო. ვისარგებლე გარემოებით და თქვენ სანახავად გამოვქანდი. ეჭვი
არ მეპარება, რომ საქმის კურსში ხართ.

– ეიაფოლი?

– წარმოგიდგენიათ, ას ოთხმოცდაშვიდი წელი ხვრინავდა. როგორ უნდა


გამოგეღვიძოს ას ოთხმოცდაშვიდ- წლიანი ძილქუშის შემდეგ?!

– მე სხვანაირად ვიტყოდი: როგორ შეიძლება ას ოთხმოცდაშვიდი წელი გეძინოს?


– ჩაილუღლუღა იონასმა.

დებმა ერთმანეთს გადახედეს.


138
ალბამ კატრინის კითხვას მანამდე უპასუხა, სანამ ხმამაღლა იტყოდა.

– ხვალ ვაპირებ წასვლას. ვნახავ, რა მდგომარეობაა და გავარკვევ, რამდენად


დაცულია სახლი საფრთხისგან.

– გმადლობ, ალბა. თუ ქოხი...

კატრინმა ხმა ჩაიგდო, ფრაზა ვერც დაამთავრა. დები საკუთარ თავს ვერ
გამოსტყდომოდნენ, რომ ძირძველი სახლის გაქრობა იმავდროულად ოჯახური
სიმბოლოს გაუჩინარებასაც ნიშნავდა. ჯერ ისედაც თითზე ჩამოსათვლელნი
დარჩნენ. მხოლოდ ორი და. მეორეც – თითოეულს მხოლოდ ერთი ბავშვი ჰყავდა.
ამას გარდა, იონასს ყველაზე ნაკლები...

– არ გინდა საძინებელში გამომყვე? პარიზიდან ჩამოტანილ საცვლებს გაჩვენებ.

კატრინი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში მუშაობდა და ხშირად


უწევდა მოგზაურობა, განსაკუთრებით ევროპაში. ყოველ ჯერზე ახალი ქვედა
თეთრეული ჩამოჰქონდა, რა თქმა უნდა, საჩუქრები არც იონასისთვის
ავიწყდებოდა.

იონასმა წაიბუზღუნა:

– ოჰ, თქვენ და თქვენი საცვლები! ქალებს უამისოდ არ შეგიძლიათ:


ბრჭყვიალები, მაქმანები და ათასი ოხრობა.

– შენ კიდევ მოიცადე ერთი-ორი წელიწადი და, მიხვდები, რომ ამ საცვლებს


ბიჭებიც არ უყურებენ გულგრილად.

ქალები მეორე სართულზე ავიდნენ და კატრინის ოთახში საწოლზე


მოხერხებულად მოკალათდნენ. ამჯერად დეფილე არ შემდგარა. კატრინს
საჩვენებელი არც საცვლები ჰქონდა და არც ბიუსტჰალტერები. დებმა, უბრალოდ,
ამოჩემებული კოდით ისარგებლეს, რათა „ტეტ-ა-ტეტ“– მოწმის გარეშე საუბარი
შესძლებოდათ.

– ალბა, ძალიან ვღელავ. გუშინ იონასს კლინიკაში გამოკვლევების მთელი სერია


ჩაუტარდა, დღეს დილით პროფესორ გუნარსონის საგანგაშო დასკვნა მივიღე –
თანდაყოლილი პათოლოგია პროგრესირებს. იონასს შეიძლება გული ნებისმიერ
წამს სამუდამოდ გაუჩერდეს.

139
– მესმის, რასაც ამბობ. თხუთმეტი წლის ბიჭის ფიზიკური აქტიურობა ოთხმოცი
წლის მოხუცისას წააგავს.

– გუნარსონის აზრით, იონასის შველა მხოლოდ გადანერგვაშია. ლოდინი


სიკვდილის ტოლფასია. უნდა ვიჩქაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში...

– კატრინ, უკვე რამდენიმე თვეა ერთსა და იმავეს იმეორებ! მითხარი, აბა, რა


შეგვიძლია ვიღონოთ?

– იონასი მომლოდინე პაციენტთა სიაშია ჩაწერილი, მაგრამ რად გინდა? დონორი


ჯერჯერობით არსაიდან ჩანს. ჩვენ ისლანდიაში ვცხოვრობთ, ქვეყანაში, რომლის
მოსახლეობის რაოდენობა სამასი ათასს არ აღემატება!

– არ არის აუცილებელი, რომ გული, რომელსაც გადაუნერგავენ, ისლანდიური


იყოს. დაგავიწყდა, ეტყობა, რაც ექიმმა გუნარსონმა ბრძანა, დღეს შეიძლება
ნებისმიერი ორგანო თვითმფრინავით სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოიტანონო.

– ეს თეორიულად დასაშვებია, აი, პრაქტიკულად საკითხი ბევრად უფრო


რთულია. მეც გავიკითხ-გამოვიკითხე და, აი, რა შევიტყვე: ორგანოები გადააქვთ
ქვეყნის შიგნით, მიმდებარე ქვეყანაშიც და არა კონტინენტიდან კონტინენტზე.
კონტინენტიდან ველურ კუნძულზე, რომელიც არაფრის შუაგულში მდებარეობს,
საერთოდ გამორიცხულია. იონასი მოკვდება, ალბა. იონასის დღეები
დათვლილია, თუ არ ჩავერიეთ, ტრაგედია გარდაუვალია. მაინც ვფიქრობ, რომ...

ალბა მიხვდა, რომ კატრინის მოხსენება მხოლოდ შესავალი იყო, ერთგვარი


შემზადება უარესის სათქმელად. თავის დას მოხარშულს იცნობდა –
კალკულატორი! კეთილი, ხელგაშლილი, კეთილშობილი განზრახვებით
ანთებული, მაგრამ კალკულატორი. დაბადებით ტაქტიკოსს შეეძლო
უკიდურესად ინტიმური საუბარი ისე წარემართა, როგორც გენდირექტორს
კადრების გადარჩევისას.

– აბა, მითხარი რა გაქვს მხედველობაში?

– ევროპაში უნდა გადავბარგდეთ, პარიზში ან ჟენევაში დავმკვიდრდეთ. იქ


შანსი, შესაფერის დონორს მივაკვლიოთ, ბევრად უფრო დიდია.

იმ მომენტში ალბა ინტუიციურად ხვდებოდა, რომ კატრინი სათქმელს ბოლომდე


არ ამბობდა.

140
– ვერ იტყვი უფრო გარკვევით? შენ, იონასი და... მე?

– რასაკვირველია.

– გინდა, რომ ევროპაში თქვენთან ერთად წამოვიდე?

– კი, ძალიან გთხოვ. სანამ იონასი ტრანსპლანტანტს არ მიიღებს, ძალიან


მჭირდები, იმიტომ რომ ხშირად მომიწევს მოგზაურობა.

ალბამ დას მკაცრი მზერა მიაპყრო, გეგონება, მათრახი გადაუტყლაშუნაო.

– რატომ გგონია, რომ შენ ხარ ერთადერთი, ვინც მუშაობს. მართალია,


საერთაშორისო მნიშვნელობის პოსტი არ მიჭირავს, მაგრამ მეც მმართებს
მუშაობა, ერთი-ორი კაპიკი მეც მჭირდება.

– ალბა, შენ როგორც ხელოვანი ადამიანი, ჩემსავით ხელფეხშებოჭილი


ნამდვილად არ ხარ. ილუსტრაციები საბავშვო წიგნებისათვის შეგიძლია ხატო,
სადაც მოგეპრიანება.

– მართალია, მაგრამ თუ გახსოვს, ქმარი რომ მყავს?

კატრინმა თავი დახარა. ალბამ ჟინიანად განაგრძო:

-ხომ არ დაგავიწყდა, რომ მეც მყავს ვაჟიშვილი, მოზარდი, რომელიც


თავისებურად უამრავ საზრუნავს მიჩენს.

კატრინმა თავი დახარა და ღრმად ამოიოხრა, შემდეგ კი უღონო, მინავლებული,


თავისი ნამდვილად გატეხილი ხმით, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო
პოლიტიკოსი ქალის ავტორიტეტულ ხმასთან, ამოილუღლუღა:

– ალბა, იმიტომ არ გთხოვ, რომ ეგოიზმი მალაპარაკებს; დახმარებას იმიტომ


გთხოვ, რომ მარტოს არაფერი გამომივა. გთხოვ იმიტომ, რომ ოპერაცია
რეალურად ჩატარდეს. გთხოვ კიდევ იმიტომ, რომ გამოსავალი მეტწილად
შენზეა დამოკიდებული. მხოლოდ მისი გულისთვის, მხოლოდ იონასისთვის
გთხოვ, ალბა.

ალბა იონასის მდგომარეობაზე დაფიქრდა და მარადიულმა კონფლიქტმა,


რომელიც ხან უპირისპირებდა და ხანაც მჭიდროდ აკავშირებდა სათაყვანებელ
დასთან, მყისიერად მეორე პლანზე გადაინაცვლა. მან მთელი სხეულით

141
შეიგრძნო სასწრაფო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ემოციისგან
ყელში ბურთი გაეჩხირა. იონასის ყოფნა-არყოფნის საკითხი ბეწვზე ეკიდა.

– ვიფიქრებ.

ალბამ დას შუბლზე აკოცა და წამოდგა.

– გეფიცები, აუცილებლად ვიფიქრებ. თუ იონასს უბედურება დაემართა, მე...

ფრაზა დაუმთავრებელი დარჩა. ამ მომენტში კატრინი მიხვდა, რომ ალბას


გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

***

– არ გესმის, რომ გელაპარაკები?

ოთახის ზღურბლზე გაყინული ალბა თავის თოთხმეტი წლის ვაჟიშვილს – ტორს


მიმართავდა, რომელსაც კომპიუტერის ეკრანისთვის თვალი ვერ მოეცილებინა.
მისი გაწაფული თითები კლავიშიდან კლავიშზე თავბრუდამხვევი სისწრაფით,
ჰაეროვნად, ოსტატურად დაქროდნენ. ვირტუალურ სამყაროში თავით
ფეხებამდე გადაშვებულს, ვერც კი ეგრძნო დედამისის შემოსვლა. ალბამ
ამჯერად უფრო ღვარძლიანად განაგრძო:

– ვერ გამიგია, რაშია საქმე? რა ხდება შენს თავს? დაყრუვდი თუ სულ


გამოგაჩერჩეტა ამ კომპიუტერმა? ბავშვობაში შეგეძლო ლაპარაკი, ახლა რა გჭირს,
მეტყველების უნარი დაკარგე? ისლანდიური დაგავიწყდა?

ტორი კვლავ არ რეაგირებდა. ყურსასმენებით აღჭურვილი, მონუსხული


განაგრძობდა თამაშს. ალბამ გააცნობიერა, რომ ბოლო რამდენიმე თვის
განმავლობაში ვაჟიშვილი ეკრანიდან გადმოღვრილი ლურჯი ფერის ტალღებში
ჩაძირული თუ ენახა. ოთახში ჩაკეტილი ტორი თამაშის გამო გარე სამყაროს
მოწყვეტილი იყო და მხოლოდ მონიტორის მოცისფრო შუქით ნათდებოდა.

– იქნებ უკვე აღარ ეკუთვნი ადამიანთა მოდგმას, იქნებ მუტაცია განიცადე და


ციფრულ სამყაროში გადაბარგდი. ტორ, შენ გელაპარაკები.

აქ ალბას გადმონთხეული საყვედურების ცოტათი შერცხვა, შედარებით მშვიდი


ტონი არჩია, საიდანაც წინანდელი გაცეცხლება ჯერ კიდევ გამოსჭვიოდა.

142
– ტორ, შენ უკვე აღარ თვლი თავს ამ ოჯახის წევრად, არა? ისეთი განცდა მაქვს,
რომ აღარ მყავს შვილი.

ტორი ღრიალით უკან გადავარდა:

– ჯანდაბა!

მალევე მოვიდა გონს, ისევ ეკრანისკენ გადაიხარა და დაძაბულმა და


გაღიზიანებულმა გაათკეცებული სიჩქარით განაგრძო კლავიატურაზე ბრახუნი.

ალბას სიხისტე და სიუხეშე ირონიაში გადაიზარდა:

– ძვირფასო, ხომ ვერ ამიხსნიდი, რა ხდება შენს თავს? მწვანებალნიანმა


მონსტრმა ხომ არ შემოგიტია? თუ მედიევალური ეპოქის რაინდი გადმოვიდა
შეტევაზე, ან ჯარისკაცი ზუნუგულაის პლანეტიდან?

ტორმა ღილაკს დააჭირა. ეს იყო ფინალური აკორდი. ტორს აშკარად


გამარჯვებულის სიცილი აუტყდა.

ალბამ, ვითომ გახარებულმა, მებრძოლი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

– ბრავო, მართალია, მარადისობისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში მწვერვალები ვერ


დაიპყარი, მაგრამ რამდენიმე პრივილეგიას მაინც წაეპოტინე, იმუნიტეტი
გაიმყარე, ხელშეუხებლობის გარანტია მოიპოვე... რა თქმა უნდა, შენთვის
ბევრად უფრო მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევა არარსებულ სამყაროში,
ვიდრე აქ, ამ ცოდვილ მიწაზე. როგორც ჩანს, ასეულობით ვირტუალური მტრის
ამოჟლეტა უფრო გხიბლავს, ვიდრე საკუთარი დედისთვის ყურის გდება.

გამარჯვებით უზომოდ კმაყოფილი ტორი თავისთვის ღიღინებდა.

– სამწუხაროა, რომ ამერიკაში არ ვცხოვრობთ, იქ უეჭველად მექნებოდა იარაღის


ტარების უფლება. დაგადებდი შუბლზე და დავაკვირდებოდი შენს რეაქციას.
ცხადია, იფიქრებდი, რომ გასროლას ვაპირებ და გაავსებდი შარვალს.
პისტოლეტის ლულა თუ გაიძულებდა ჩემთან ლაპარაკს. დიახ, ტორ, კოლტი თუ
გამოგახედებდა ჩემკენ. სხვა გზას მე ვერ ვხედავ.

ნაცნობი ხელები ალბას წელს შემოეჭდო, ცხელი ტუჩები კისერზე მიეწება,


ძლიერი მენჯი მის საჯდომს მიეკრა.

მაგნუსმა ყურში ჩასჩურჩულა:

143
– ალბა, თუ გესმის მაინც, რასაც ლაპარაკობ?

– მესმის, თუმცა ძნელად...

მისი სხეული სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა... ალბამ იცოდა, რომ ქმრის


მაგიური გადახვევა მალე დაამშვიდებდა. ბოლო შხამის შესხურება მაინც
მოასწრო:

– მაშინაც კი, როცა ღმერთმა უწყის, რას ვროშავ, მისგან განსხვავებით, რეალობის
შეგრძნებას არ ვკარგავ და გადასარევად მესმის, რაც ჩემ გარეშემო ხდება.

ცოლ-ქმარი მოზარდს ყურადღებით ათვალიერებდა, ის კიდევ თავით ფეხამდე


ვირტუალურ სამყაროში ჩაძირულიყო და მათ არსებობას საერთოდ ვერ ამჩნევდა.

– ჩვენ ვაჟიშვილი კი არ გვყავს, არამედ აკვარიუმში თავის გემოზე მიშვებული


თევზი. ვერ ვიტან აკვარიუმის თევზებს!

– ალბა, გთხოვ, ნუ დაიქოქე ისევ. ხომ შეიძლება ოდნავ მაინც განიმუხტო?

მაგნუსი თითქოსდა მეუღლის დამშვიდებას ეცადა. ამის მიღწევა კი მისთვის


ძუძუების სრესით დაიწყო. ალბა გრძნობდა, როგორ ყოვნდებოდნენ საჭიროზე
მეტხანს ქმრის მსხვილი თითები ყველაზე სენსიტიურ წერტილებზე. „საძაგელი
ეგოისტი! ჩემი დამშვიდება მას ნაკლებად ადარდებს, ერთი სული აქვს ოთახში
წამაცაქცაქოს და გამჟიმოს“. ალბამ მისი მოშორება განიზრახა, მაგრამ მათრობელა
სურნელს ვერ გაუძალიანდა. უფრო სწორად, ორმა გარემოებამ შეაყოვნა:
აუტანელი იყო ტორის ყურება, თავდავიწყებით რომ უკაკუნებდა კლავიატურას.
მერე ამ დაკუნთული, ჯანიანი და გაუმაძღარი მოსული კაცის სუნი – მწიფე
მსხალს რომ აგონებდა, პილპილივით მძაფრი არომატით, რომელიც დღიდან
პირველი შეხვედრისა, მაგნიტივით იზიდავდა და იკრავდა.

როგორც ბავშვები, მშობლებს რომ ემალებიან, ისინი საძინებელში გაიძურწნენ.


რაც არ უნდა მომხდარიყო, სახლს ცეცხლიც რომ მოჰკიდებოდა, ტორი მაინც
ვერაფერს მიხვდებოდა...

ქმრის მიერ უხვად გაცემული სითბოს, მოფერებისა და სწრაფი შხაპის შემდეგ


ალბამ იგრძნო, რომ ენერგიით აივსო და მზად იყო, ყოველდღიურ წვრილმან
საქმეებზე მიეტანა იერიში. ომახიანად გამოაცხადა, სადილს სულ ცოტა ხანში
მოგართმევთო.

144
***

როცა ბეშამელმოსხმული შებოლილი ცხვრის ხორცი და შემწვარი კარტოფილი


სუფრაზე გამოიტანა, ალბამ ქმარ-შვილს უხმო. დაძახება და მაგნუსის მოვარდნა
ერთი იყო. ტორი კი აყოვნებდა გამოცხადებას.

– შეგიძლია წახვიდე და შეამოწმო, რომ შენი ვაჟიშვილი ჯერ კიდევ ცოცხალია,


გეთაყვა?

მაგნუსი უხალისოდ წამოდგა და ზანტად გაემართა დერეფნის ბოლოსკენ;


მობრუნდა, სუფრას მიუჯდა და დანა-ჩანგალი მოიმარჯვა.

– გაიგო?

– მგონი.

– თუ მიხვდა, რაზე დაუძახე?

– ვერ გეტყვი.

– ნუთუ არ გაშფოთებს, რომ შინ ვაჟიშვილის მაგივრად ჩამოყალიბებული ზომბი


გყავს?

– ამას მოზარდობის კრიზისს უწოდებენ. კლასიკაა, რა. ყველაფერი მოგვარდება,


ამისთვის დროა საჭირო.

– შენ საიდან იცი, რა არის საჭირო? ჩვენს დროში არავის ჰქონია კომპიუტერი.

– სამაგიეროდ, გვქონდა სიგარეტები, ტარიანები და ალკოჰოლი...

– შენ იმის თქმა გინდა, რომ ჩვენი ბიჭი ვირტუალურ ნარკოტიკზე შეჯდა?

– გარკვეული გაგებით, კი.

– და შენ არ რეაგირებ?

მაგნუმს სახეზე უკმაყოფილო გრიმასა გამოეხატა. აშკარად არ სურდა


პოლემიკაში ჩართვა, თავისთვის რაღაცა გაუგებრად ჩაიბურდღუნა, შემდეგ
კოვზი მოიმარჯვა და თვითმომსახურებას შეუდგა.

– გადასარევია! ტორს აღარ ელოდები?

145
– მშია.

– შევეშვით, არა, სუფრასთან მართებული ქცევის პრინციპებს?

– ყური მიგდე, ალბა, ტორმა გვარიანად გამიშრო სისხლი და შენც ნუ ამომიყვანე,


რა, ყელში ბოლოს და ბოლოს!

მაგნუმმა გამოსვლა დაამთავრა თუ არა, მოზრდილი ხორცის ნაჭერი პირში


გაიქანა.

ამ სიუხეშისგან ალბას თავში აზრების მთელი კორიანტელი დატრიალდა: „როცა


ჩემთან სექსი სურს, ის ზრდილობის ეტალონია“, „შვილის აღზრდა ფეხებზე
კიდია“, „ცხოველია სუფთა, პირველყოფილი პრიმატი, რომელიც მხოლოდ
საკუთარ სტომაქსა და პენისზე ზრუნავს“, „რაღაც მომენტში მეზიზღება ეს კაცი“,
„ახლა თუ ტორის ოთახში შევედი, ნამდვილად გავუხეთქავ თავს იმ მამაძაღლს...“

ალბა წამოხტა და შემოსასვლელი კარისკენ გავარდა, გამოაღო კედლის კარადა და


აკანკალებული ხელით მრიცხველი გამორთო.

ბინა წკვარამში ჩაეფლო. ალბა დატკბა იმ გრძელი და ღრმა წუთით, როცა მთელი
ეს სივრცე მხოლოდ მას ეკუთვნოდა.

ცოტა ხანში გაისმა მოზარდის გულისგამაწვრილებელი წუწუნი:

– ჯანდაბა! იქნებ გამაგებინოთ, რა ხდება ამ სახლში?

„რა საშინელი ხმა აქვს ამ ბავშვს! ცხვირისმიერი... აუტანელი... ეს გადასვლები


დაბლებიდან მაღლებში... გულის ამრევი ტრემოლოები... არა, ეს არ არის ჩემი
შვილის ხმა! აბსოლუტურად კონტროლს დაუქვემდებარებელი“.

– ავარია მოხდა!

„თავისი ოთახიდან ღნავის, არც კი წამოდგა, ეს ცხვირმოუხოცავი, ეს ნეხვის ჭია,


ესა!“

– ალო! შუქი წავიდა! არის სახლში ვინმე ცოცხალი?

„ნორმალური ბავშვი ან დედას დაუძახებდა, ან მამას. ეს დეგენერატი


კითხულობს, მანდ ვინმე თუ არისო. გეგონება, სახლში კი არ ცხოვრობდეს,
არამედ სასტუმროში“.

146
– ოლა! ვინმე ზრუნავს ავარიის შედეგების ლიკვიდაციაზე?

„წადი, შენი!“

ტორმა ბოლოს იკადრა წამოდგომა და ბნელ დერეფანში გავიდა. როცა დედამისს


მოჰკრა თვალი, ღრმად ამოიოხრა:

– ეს დიდი ხანი გაგრძელდება.

– რა გაგრძელდება დიდი ხანი?

– რახან შენ ითავე შეკეთება, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ხნის საქმეა.

– შენ ფიქრობ, რომ მაგისთვის ვარ აქ დარჭობილი?

ტორმა პირი გააღო. „არა, რა, ეს ბიჭი მოსიარულე უმეცრებაა“. ალბამ იფეთქა:

– დიახ, დიახ, ტორ. შენ არაფერი მოგესმა. შენი აზრით, ვინ ვარ მე? დედაშენი?
თუ ენერგომომსახურების რიგითი თანამშრომელი გამოძახებით, რომელიც შუქს
მოგართმევს, რომ შენ ღილაკზე დააჭირო და თამაშების უძირო ზღვაში გადაეშვა?
არ დაგავიწყდეს, რომ მომსახურებისთვის მე მიწევს ანგარიშის განაღდება.

ტორი თითქოსდა ადგილს მიეყინაო. ალბამ გადაწყვიტა, მდგომარეობით


ესარგებლა.

– აბა, სასწრაფოდ მაგიდასთან! სალაპარაკო მაქვს თქვენთან – შენთან და


მამაშენთან.

ტორმა უხამსი ხმა გამოსცა, შემდეგ ჯიუტად წაიწია მრიცხველის მწვანე


ღილაკისკენ, სურდა, დაეჭირა, მაგრამ ალბა ჩააფრინდა ხელში და ამის
საშუალება არ მისცა.

– ხელი არ ახლო, ეს ჩემი გამომრთველია.

– შენ ხომ არ გაჟუილებს?

– საიდან იცი, რომ მაჟუილებს? და როდიდან დამისვი მსგავსი დიაგნოზი?


მერამდენე თვეა, არც დამლაპარაკებიხარ და არც შემოგიხედავს?

ტორმა ისევ სცადა, მრიცხველს მისწვდომოდა. ამჯერად ალბამ ხელზე დაარტყა.


ტორი უკან გახტა. ხელის მტევნები მომუშტა.

147
– რაა? შენ მე გამარტყი!

– ბედნიერი ვარ, რომ ეს მაინც შეამჩნიე.

– ადრე არასდროს გიცემივარ!

– ნამდვილად! როგორც ჩანს, დიდი შეცდომა დავუშვი. აბა, დავიწყოთ თავიდან?

ტორმა საფეთქელზე თითი მიიდო, დაატრიალა, დედამისს მიანიშნა, რომ


გააფრინა და შემდეგ თავის ოთახს მიაშურა.

– ტორ, საით გაგიწევია?

– ჩემი ნივთები უნდა ავიღო.

– ტორ, სალაპარაკო მაქვს შენთან და მამაშენთან.

– ვეღარ დავრჩები იმ სახლში, სადაც მცემენ.

ალბა მაგნუსის დახმარების იმედით სასადილო ოთახისკენ გავარდა.

– შენ რას გაჩუმებულხარ? ჩაერიე, კაცი არ ხარ?

მოქუფრულმა მაგნუსმა მინავლებული და უქეიფო ხმით ძლივს ამოღერღა:

– ტორ, სად მიდიხარ?

– პაპასთან.

ალბა ქმარს მკლავში ჩააფრინდა და ენერგიულად შეანჯღრია.

– შეუშალე ხელი! აუკრძალე სახლის დატოვება!

მაგნუსმა ამოიხვნეშა.

– მე და დედაშენი მაინცდამაინც არ ვეთანხმებით, რომ...

ტორმა დერეფანი გაირბინა და მწივანა ხმით მათ მიაძახა:

– მით უარესი თქვენთვის. კარგად მეყოლეთ.

ტორმა კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.

ცოლ-ქმარი სიბნელეში იდგა. ალბა ბრაზისგან პირდაპირ დუღდა. ბოლოს


მაგნუსს ეტაკა:

148
– ბრავო! აი სანიმუშო მამა! აი, შესაშური ავტორიტეტი!

– ალბა, შემეშვი. თუ გგონია, რომ ჩემზე უკეთესი ხარ, ძალიანაც შემცდარხარ.


იცი, ვინ ხარ? ერთი ისტერიკიანი დედა ხარ, რომელიც შვილს იარაღის შეძენითა
და შუბლის გახვრეტით ემუქრება. დედა, რომელიც შვილს შუქს უთიშავს და
წკვარამში ამყოფებს! გაუგია ვინმეს ასეთი დებილური საქციელი?!

მაგნუსი ადგა, სკამს ხელი ჰკრა და გადააყირავა.

– სად მიდიხარ? მაგნუს, ფეხი არ გაადგა სახლიდან, გიკრძალავ! სად მიდიხარ,


გეკითხები?

მაგნუსმა დათბილული ქურთუკი ჩაიცვა და ცოლს გულგრილად მიაყარა:

– სპორტდარბაზში. აღარ მინდა შენი სადილი, იქ შევჭამ სენდვიჩს და


გავივარჯიშებ კუნთებს. მანამ დავრჩები, სანამ გონებიდან არ ამოვიგდებ იმ
ჯოჯოხეთს, რომელიც აქ მომიწყვე.

კარის ძლიერი მიჯახუნებისგან ლამის მთელი კორპუსი შეინჯღრა.

ალბა მძიმედ ჩაეშვა სავარძელში, თავი ხელის მტევნებში მოიქცია:

– ოჰ, ჩემო იონას, როგორი ბედნიერები ვიქნებით მე და შენ ევროპაში...

***

რადიო ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებულ ბოლო ინფორმაციებს


დუდღუნებდა. მდგომარეობა დიდად სანუგეშო არ იყო – ლავის ახალ-ახალი ჭები
იქმნებოდა, თუმცა სეისმოლოგები ამ მომენტისათვის საგანგაშოს ვერაფერს
ხედავდნენ. მათი ვარაუდით, უახლოეს მომავალში მდგომარეობა არ
გაუარესდებოდა.

ალბამ მალე დატოვა გზა №1, რომელიც მთელ ისლანდიას რკალავდა. ამჯერად
წინ წასვლა გაუჭირდა, ვიწრო გზები აშკარად რეგულარულად არ იწმინდებოდა.
ერთი-ორჯერ ისე ჩაეფლო ნამქერში, რომ იქიდან გამოღწევა დიდი ძალისხმევის
ფასად დაუჯდა. იხტიბარი მაინც არ გაიტეხა, ჯიუტად განაგრძო გზა და ყველაზე
მაღალ წერტილს მაინც მიაღწია. თუმცა, ისიც მოისაზრა, რომ არ იყო

149
გამორიცხული, უკან მოსაბრუნებელი გზა მოსჭროდა. ამიტომაც ჩააქრო ძრავა და
ფეხით აუყვა დათოვლილ აღმართს...

ოციოდე ნაბიჯი როგორც კი გაიარა, ჯიბეები მოიქექა, მაგრამ ამაოდ, მობილური


მანქანაში დარჩენოდა. უკან გამობრუნდა. მანქანის მთელი სალონი გადააქოთა,
სავარძლების ქვეშაც შეიჭყიტა – მობილურს ვერსად მიაკვლია.

ძალიანაც კარგი! გადასარევია, დღეს ვერავინ მიაწვდენს ხმას. ჩიტივით


თავისუფალია. რა ბედნიერებაა! გულმავიწყობამ სიმარტოვისა და ჭეშმარიტი
დამოუკიდებლობის დღე აჩუქა! ამიერიდან ის მხოლოდ საკუთარ თავს
ეკუთვნის.

გალაღებული ალბა ისევ შეუდგა აღმასვლას. დაუბრუნდა


ბავშვობისდროინდელი განცდა– რაოდენ უმწეო და პატარაა ამ თვალუწვდენელი
და უკიდეგანო ბუნების წიაღში. ცეროდენა, ყველასა და ყველაფერს
მოწყვეტილი, თავისუფალი, მაგრამ დაუცველი... შესანიშნავია!

სიხარულისგან გული სულ უფრო და უფრო სწრაფად უცემდა.

თოვლი, ჭუჭყი, ხავსი, ქვები, ნიადაგი – მის ნაბიჯებს ეხმიანებოდნენ სხვაგვარი


ბგერებით, რომლებსაც ასე კარგად იყო ნაჩვევი პატარაობიდანვე.

ერთი საათის შემდეგ „ქოხიც“ გამოჩნდა, ციცაბო ფერდობებს შორის ბუდესავით


რომ შეყუჟულიყო.

ამ მომენტში ალბამ გაიფიქრა, რომ ამოფრქვევის საფრთხე მეტისმეტად


გადაჭარბებულად შეაფასა. სულაც არ იყო საჭირო ასეთი გაბუქება, ყველაფრის
შავ ფერებში წარმოსახვა. სახლს აშკარად არაფერი ემუქრებოდა. შეიძლება
ყველაფერი იმიტომ გამოიგონა, რომ აქ მოსვლა მისთვის სასიცოცხლო
მოთხოვნილებას წარმოადგენდა...

ალბას სახეზე ზღვის მსუბუქი ბრიზი ეფერებოდა. ეს უფრო ჰაერის სუნთქვა იყო,
ვიდრე მოულოდნელად ამოვარდნილი ქარი. ალბა შეჩერდა, რათა მის წინ
გადაშლილი საოცრებით დამტკბარიყო. ღრმად სუნთქავდა. ისეთი განცდა
დაეუფლა, რომ დაბრუნდა იქ, სადაც ყოველთვის უნდა ყოფილიყო, არასდროს არ
უნდა გასცლოდა აქაურობას. ალბა მშობლიურ მიწას შეერწყა. ისლანდია
ნამდვილად არ არის ქვეყნის დასალიერი, როგორც ამას ამერიკელები და
ევროპელები ვარაუდობენ – უფრო ის წერტილია, რომლისკენაც მთელ

150
მსოფლიოს მიუპყრია მზერა. ეს ის მიწაა, რომელიც ჩრდილოეთი პოლუსის,
აფრიკის, ალასკისა და რუსეთის ქარებით სუნთქავს და იკვებება, მიწა, რომელიც
უთვალავმა გადამფრენმა ფრინველმა ამოიჩემა, განსაკუთრებით პოლარულმა
თეთრშუბლა და მხიარულმა იხვებმა. მიწა, სადაც ხანგრძლივი მოგზაურობის
შემდეგ ნორვეგიიდან დინებას გამოყოლილი ხის მორები ნავსაყუდელს
პოულობდნენ.

ალბას მშობლიური სახლი უხმობდა. პირქუშ კლდეებს შორის მისი სისხლივით


მუქი წითელი ფასადი შორიდანაც თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა.

როცა თითქმის ნახევარკილოიან კლიტეს ჭრილში ატრიალებდა, ალბამ შეამჩნია,


რომ საღებავი ალაგ-ალაგ დამსკდარიყო და ჩამოყრილიყო. ზაფხულში სამუშაო
ნამდვილად თავზე საყრელი იქნებაო, გაიფიქრა თავისთვის. ვთხოვ იონასს, რომ
წამომყვეს, ამ ანტიკვარიატის განახლება-გასუფთავებაში მშვენივრად შეიქცევს
თავს, თუ, რა თქმა უნდა, ზაფხულამდე გადანერგვა გაუკეთდება.

კარი ჯიუტად არ თმობდა პოზიციას; ყინვას ხეც გაეჭედა. კარგა ხნის ჯახირის
შემდეგ ალბამ სახლში შეაღწია; ლამპის ზეთის ის ნაცნობი სუნი ეცა ცხვირში,
ისევ ის ლორი, წყლის ბაკანის თავზე დაკიდებული. თივა, რომლითაც ლეიბებს
ტენიდნენ და ზაფხულში გარეთ გაჰქონდათ, რომ ზედ მიყრილებს პოლარული
მზის ქვეშ ენებივრათ.

სახლში ისე ციოდა, ალბას შეეშინდა, აქ არ გავიყინოო, და ბუხარში ცეცხლი


ააგიზგიზა. ამის შემდეგ დალაგებას შეუდგა. ისე მიიწურა დღე, არც კი
შეუმჩნევია. ჭერზე დაკიდებულ ლამპას დროდადრო გაწმენდა სჭირდებოდა. ეს
რომ არა, ვერც კი იგრძნობდა, რომ გარეთ წკვარამი ღამე ჩამოწოლილიყო.

ჩვეულებისამებრ, დღის მეორე ნახევარი ქოხმახში შეუმჩნევლად გადიოდა.


ახლაც იგივე განმეორდა, შეიძლება იმიტომ, რომ მწუხრი ბავშვობას დაუკავშირა
– მედიტაციური ხანა, რომელიც უსასრულოდ გაიწელება ხოლმე, როგორც
მარადიულობის ანარეკლი!

ალბა, ლამპის შუქის მოწითალო ორეულში მოქცეული, რომლის მიღმაც


უსასრულო უკუნეთი ფეთქავდა, კიდევ კარგა ხანს იჯდა მონუსხული და
ქალაქიდან გამოქცევით ტკბებოდა.

რვა საათზე ყველაფერი, რაც ანათებდა და იწვოდა, გადაამოწმა, ბუხარში ნაცარი


მიქექ-მოქექა, დარწმუნდა, რომ დარჩენილი ნახშირი ბოლომდე დაიწვა და
151
ნაღვერდალიც მიინავლა. ბოლოს, ღრმა სინანულის გრძნობით შეპყრობილმა,
კარი გასაღებით ჩაკეტა და მანქანისკენ გაემართა. გაუჭირდა დაღმასვლა, ვეღარ
ხედავდა, სად ადგამდა ფეხს, ირგვლივ ყველაფერი მელნისფერ სიბნელეს
შთაენთქა.

როგორც კი მანქანის სალონში იგულა თავი და ცოტათი შეთბა, სიმშვიდეც


დაუბრუნდა, რადიო ჩართო და გზას გაუდგა.

ჟურნალისტი ისევ ამოფრქვევაზე ყბედობდა. მთავრობას შეზღუდვები მოეხსნა,


ვულკანთან მიახლოების უფლება ისევ დაერთოთ. აშკარად ჩანდა, რომ სიტუაცია
ნელ-ნელა სტაბილური ხდებოდა.

ალბა მანქანას ნელა მართავდა, თითქოს ბულვარზე მისეირნობსო, ამით უფრო


ტკბებოდა, ვიდრე სიჩქარით. რადგან წყვდიადს პეიზაჟები მიეჩქმალა, გასაქანი
წარმოსახვას მისცა, თავი ჟენევაში წარმოიდგინა. კატრინს ამ ქალაქში – „წითელი
ჯვრის საერთაშორისო შტაბში“, უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა. აი, კატრინი
იონასს დასტრიალებს თავს ოპერაციის შემდეგ. სინამდვილეში მისი და სრულ
ჭეშმარიტებას ქადაგებდა – შვეიცარიაშიც შეეძლო ისევე მშვენივრად ეხატა,
როგორც რეიკიავიკში. რაც შეეხება მის ქმარ-შვილს... არა! მათი გულისთვის
ნამდვილად არ ღირს მოგზაურობაზე უარის თქმა. ისინი ამას არ იმსახურებენ!
ცოტა ხანში მათთვის სახელების გადარქმევით გაერთო. ტორს მეტსახელად
„ტორი უდარდელი“ შეარქვა, მაგნუსს კი – „მაგნუს მცონარე“.

ქალაქში როგორც კი ჩააღწია, დამოუკიდებლობის დღის ღირსეულად


დაგვირგვინების მიზნით, გადაწყვიტა რომელიმე ღამის ბარში შეევლო და
ნაღებიანი ყავა მიერთმია. ასეც მოიქცა. შემდეგ კი შინ დაბრუნდა. საინტერესოა,
ტორმა და მაგნუსმა მისი არყოფნა საერთოდ შეამჩნიეს? მაგნუსმა ალბათ კი.
თავად მოუწევდა ვაჟბატონს სადილის მომზადება. აი, ტორი... ძალიან ვეჭვობ.
ის-ის იყო, ჰოლის შემინული მძიმე კარი უნდა შეეღო, როცა ეზოდან მანქანის
კარის მიჯახუნების ხმაური შემოესმა, შემდეგ ჩქარი ნაბიჯის ხმა კიბეზე. ბოლოს
სიბნელეში ვიღაცამ ხმამაღლა დაიყვირა:

– ალბა!

ალბა შემოტრიალდა და დაინახა აცრემლებული კატრინი, რომელიც ბორძიკითა


და ხელის ცეცებით მისკენ მოილტვოდა.

– ალბა!.. ალბა!..
152
კატრინი დას მკლავებში ჩაუვარდა, ხმის ამოღებაც ვერ მოეხერხებინა.

ალბა მიხვდა, რომ იონასის თავს უბედურება დატრიალდა. ნუთუ ავად გახდა?
ღმერთო დიდებულო... ხომ არ გარდაიცვალა? არა, არა, ღმერთო შენ მიშველე!
მიეც ძალა მის გულს, გაუძლოს!

ალბამ კატრინი გულში ჩაიხუტა, კოცნიდა, ამშვიდებდა, თან ლუღლუღებდა.

– მითხარი, კატრინ... ყველაფერი მითხარი, ჩემო საყვარელო, ნუ აყოვნებ...


მითხარი, გთხოვ...

კატრინი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ჩინებულად ახერხებდა სიმშვიდის


შენარჩუნებას, ახლა ბრინჯივით დაბნეულიყო და ხმის ამოღება ვერ გაებედა.

ალბა უარესისთვის მოემზადა და ჩუმი ხმით ტირილს მოჰყვა: საწყალი იონასი...


ვერც კი მიაღწია მოზრდილობის ასაკს... ნუთუ ძლიერ იტანჯა? ჰქონდა კი
გაცნობიერებული, რა ხდებოდა მის თავს... ოოო, ჩემი იონასი, ლამაზტუჩება
იონასი, გალანტური და შეყვარებულივით ყურადღებიანი. რა საშინელებაა!

კატრინი მოსწყდა დას და ღრმად ამოისუნთქა. არაადამიანური ძალისხმევა


დასჭირდა, რომ ამოელუღლუღა:

– ტორი გარდაიცვალა.

– რა თქვი?

უკიდეგანო სიცივემ ალბა ადგილს მიაჯაჭვა.

კატრინმა განაგრძო:

– ტორი დილით ავარიაში მოჰყვა, შენი მამამთილის სახლიდან მოპედით სახლში


ბრუნდებოდა, ყინულზე მოსრიალდა და აყირავდა. თვითონ თავით ბეტონის
ბოძს შეეხეთქა... მუზარადი სახლში დავიწყებოდა... ადგილზევე განუტევა
სული.

ალბამ დას საშინელი მზერა მიაპყრო, რომელიც ამბობდა: „არა, ჩემო საყვარელო,
შენ აშკარად რაღაცა გეშლება, თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს პირველ რიგში
შენი იონასია და არა ტორი“.

ალბა შესასვლელ კარს ხელებით მიაწვა, ბორძიკით კიბისკენ გაემართა, სანამ


იქამდე მიაღწევდა, გონება დაკარგა და მოწყვეტით ძირს გაიშხლართა.
153
***

სამი დღის განმავლობაში ალბა არავის დალაპარაკებია. ოთახში ჩაიკეტა.


საწოლზე იჯდა გაშეშებული. ფარდები დააშვებინა, მაგნუსს შემოსვლა
აუკრძალა, იმავდროულად ბრძანა, არავინ შემოეშვათ, არც სატელეფონო
ზარებზე შეეწუხებინათ.

როცა მაგნუსი რამდენჯერმე მასთან დალაპარაკებას შეეცადა, ალბა ცივად და


უემოციოდ შეტრიალდა. მეხუთე მცდელობაზე მაგნუსმა თავი ვერ შეიკავა და
იერიშზე გადავიდა:

– ალბა, ბოლოს და ბოლოს მეც ეს-ეს არის ჩემი ვაჟიშვილი, ჩვენი ვაჟიშვილი
დავკარგე. მინდა ეს მწუხარება შენთან ერთად გავიზიარო.

სიტყვა „მწუხარების“ გაგონებაზე ალბამ თითქოსდა ღრმა ძილს თავი დააღწია,


ქმარს გამჭოლი მზერა მიაპყრო, მისი კვადრატული მხარ-ბეჭის, დაკუნთული
ტორსისა და ხარივით ძლიერი და მსხვილი ძარღვებით დაქსაქსული კისრისა და
კეფის რუდუნებით თვალიერებას შეუდგა. მექანიკურად გასწია ხელები,
რომლებიც მის თეძოებზე დასეირნობდნენ, არც ქმრის გაწითლებული თვალები
მოეწონა. თავისთვის დაასკვნა, რომ ესთეტიკური თვალსაზრისით, ცრემლები
ნაკლებად მიესადაგებოდა სისხლმჩქეფარე, ტემპერამენტიანი შავგვრემანის
იმიჯს და დამწუხრებულმა და იმედგაცრუებულმა ღრმად ამოისუნთქა:

– შენთან გასაყოფი და საზიარო არაფერი მაქვს, მაგნუს.

– გაბრაზებული ხარ ჩემზე?

– რაზე უნდა ვიყო გაბრაზებული?

– რა ვიცი, აბა?

– არა, არ გიბრაზდები, მაგნუს. შემეშვი, მარტო დამტოვე.

რეპლიკების ამ ხანმოკლე გაცვლა-გამოცვლამ ალბას არაქათი გამოაცალა,


თვალები დახუჭა.

კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა ყოფილიყო ნაწყენი ან გაბრაზებული მაგნუსზე.


ის ხომ სრულიად უუნარო იყო, მისი მწუხარება გაეზიარებინა. ვერაფერს

154
გრძნობდა. მას შოკისთვის ჯერ კიდევ ვერ დაეღწია თავი. ეს თავზარდამცემი
ამბავი გამუდმებით გამოყოფდა გამაქვავებელ შხამს და ბლოკავდა ნებისმიერ
ემოციას, აზროვნების უნარს.

ალბამ გადაწყვიტა, ტორის გასვენების დღეს დალოდებოდა.

ალბა მოთმინებით ელოდა.

დასწრებოდა დასაფლავების ცერემონიალს, გაეცილებინა ტორი იმქვეყნიურ


სამყოფელში – აი, ეს იყო მისი ერთადერთი მიზანი.

შემდეგ კი...

სამი დღის განმავლობაში კატრინი არაერთხელ მიადგა ალბას ოთახის კარს,


უკაკუნებდა, ევედრებოდა, ფხოჭნიდა, შეშვებას ეხვეწებოდა.

ყოველ ჯერზე მოზღვავებული ენერგიით შეპყრობილი ალბა ლოგინიდან


შლეგიანივით წამოვარდებოდა ხოლმე, კარისკენ გავარდებოდა და გასაღებით
კეტავდა. არა, არამც და არამც! – ნებისმიერი, მაგრამ კატრინი, არავითარ
შემთხვევაში. ალბას ამის მიზეზი ვერაფრით აეხსნა. არა, კატრინი ნამდვილად
არა... მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი კარს მიღმა ჯიუტად მოლაპარაკებების
გამართვას ლამობდა... სხვათა შორის, ყურსარჭები მებისმიერი ხმისა და ხმაურის
დაგმანვის საშუალებას იძლეოდა, მათ შორის, კატრინის ვედრებისასაც.

რამდენჯერმე ძილ-ღვიძილის ზღვარზე მყოფ ალბას იონასის სახე მოელანდა,


სასწრაფოდ განდევნა ეს ხატი გონებიდან. არა, მას იონასზე კი არ უნდა ეფიქრა,
არამედ ტორიზე, რაც ხშირად არ გამოსდიოდა. თითქოს მოგონებები ვიღაცამ
წაართვა. გეგონება, ვაჟიშვილი არც არასდროს ჰყოლია. უცნაურია არა?

სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მომხდარა. ალბა


ტორიზე ფიქრს ვერა და ვერ ახერხებდა, სამაგიეროდ, უსიამოვნო და
დამთრგუნველი განცდები იპყრობდა ყოველთვის, როცა კი იონასი მის ფიქრებში
შემოიჭრებოდა.

კიდევ ერთი რამ აგდებდა შოკში – ეჭვი. მის ტკივილს გამჭვირვალე კედლის,
უფრო სწორად, გამჭვირვალე შუშის მიღმა დაებუდებინა, რომლის გასწვრივაც ის
წრიალებდა, ადგილს ვერ პოულობდა. დროდადრო მწველი სურვილი იპყრობდა,
ეს ტიხარი ნაკუწებად ექცია და მთელი ძალით ეტანჯა, ზოგჯერ ამ ტკივილის

155
მშვიდი თვალიერებით კმაყოფილდებოდა, ტკივილისა, რომელთან მისასვლელი
გზაც მისთვის დაგმანული იყო.

გასვენებაზე ალბა გარე სამყაროსგან თავს შარფითა და შავი სათვალეებით


იცავდა, მაგნუსის მკლავს ჩაჰფრენოდა. დინჯად, უემოციოდ და მუნჯად
თამაშობდა მისთვის განკუთვნილ როლს. ალბა წამიერად დაუბრუნდა
რეალობას, როცა სამგლოვიარო რიტუალების სამსახურის თანამშრომლებმა კუბო
ორმოსთან მიიტანეს. ეს შავი თხრილი ნაპირებზე დათოვლილი ტუჩებით
უხამსობად მიიჩნია და აღელდა: ხომ არ შესცივდებოდა ტორის ამ ყინვისგან
გაქვავებულ ჰუმუსში. შემდეგ ასწია თავი, მაღლა, ცაში მოფარფატე თოლიას
მოჰკრა თვალი და იმ მომენტიდან სხვაზე არაფერზე უფიქრია.

მანქანის სალონში მოულოდნელად გაშეშდა, ერთი ადამიანი მოისაკლისა;


ცერემონიას იონასი არ ესწრებოდა. როგორ მოხდა, რომ გასვენებაზე არ
გამოცხადდა და ტორის, თავის სათაყვანებელ დეიდაშვილს არ გამოემშვიდობა?

ალბა კატრინისკენ გაემართა, რომელიც თავის მანქანას რაღაცნაირად


არაბუნებრივად, ლარივით წელში გამართული მიჰყრდნობოდა.

– სად არის იონასი?

– ძვირფასო, იმდენი რამე მაქვს შენთვის ასახსნელი...

– კი, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ გეკითხები, სად არის იონასი?

დასთან კონტაქტის განახლებით გახარებულმა კატრინმა ალბას მხარზე ხელი


გადასდო:

– როგორც იქნა, ჩემთან ლაპარაკი ისურვე.

– სად არის იონასი?

– მართლა გინდა იცოდე, სად არის?

– რასაკვირველია.

– საავადმყოფოშია. ოპერაცია გაუკეთდა. ვვარაუდობ, რომ გადანერგვა


წარმატებული გამოდგა.

კატრინის მთელ სხეულს სითბომ დაუარა, თითქოსდა ახლა დაუბრუნდა, შეეხო


ის აღფრთოვანება, რომლის განცდის იმედიც მას რამდენიმე კვირის წინ ჩაესახა.
156
– ძალიან მიხარია, კატრინ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ის გადარჩა.

სიტყვა „გადარჩა“ სამკურნალო თვისებების მატარებელი აღმოჩნდა. ამ სამი


მარცვლის წყალობით მგრძნობიარობა მთლიანად აღუდგა.

ამ სიტყვამ გააგებინა, რომ იონასი იცოცხლებდა.

„გადარჩამ“ აუხსნა, რომ ტორი მოკვდა.

სიხარული და სიმწარე ალბას სხეულში თითქოს ერთმანეთს შეერწყა, ეს ნარევი


მის ნაწლავებში დუღდა, ბობოქრობდა, ბოლოს, როგორც გაღვიძებული
ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა, გარეთ გადმოიღვარა. ალბა ცხარე ცრემლებით
ზლუქუნებდა.

კატრინმა და გულში ჩაიკრა, მაგნუსიც მათ შეუერთდა, კმაყოფილი იმით, რომ


ალბა მოკვდავთა სამყაროს დაუბრუნდა.

***

საღამოს ალბამ კატრინს გაანდო, რომ დისშვილის მონახულება სურდა.

როცა დებმა რეანიმაციის განყოფილებაში შეაღწიეს, მათ წინ მყისიერად


ულვაშებიანი მედდა ამოისვეტა, სელაპის აღნაგობითა და საფანტივით წვრილი
კბილებით. მნახველებს სთხოვა, ოცი წუთი მოეცადათ, სანამ ექიმთა გუნდი
პროცედურებს მორჩებოდა. დები თხოვნას უსიტყვოდ დაემორჩილნენ და იმავე
სართულზე კაფეტერიაში გადაინაცვლეს, რომლის მანდარინისფრად
გადაღებილი კედლებიც საბავშვო ბაღის მობინადრეებს უფრო გაამხიარულებდა.
კატრინმა გადაწყვიტა დისთვის ოპერაციის დეტალები მოეთხრო:

– ხუთ საათზე დაგვირეკეს, დაუყონებლივ საავადმყოფოში გამოცხადება


გვიბრძანეს. სანამ ამ მოკლე მარშრუტს დავფარავდით, მე და იონასი
ვცდილობდით, გაგვეგო, რა გველოდა წინ. რა გინდა შეიტყო, იონას? აგიხსნიან,
რომ გაგიხსნიან გულის ფიცარს, გადაგიხერხავენ ნეკნებს, ამოგიღებენ გულს და
ჩაგიკერავენ ახალს, მოკლედ, გეტყვიან, რომ ოპერაცია მეტისმეტად რისკიანია.
იმავდროულად გაგაფრთხილებენ, რომ ქირურგიული ჩარევა შეიძლება უნაკლოდ
განხორციელდეს, გართულებები კი რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყოს. ეს ის
დროა, რომელიც საჭიროა იმის დასადგენად, შენმა სხეულმა უცხო ტრანსპლანტი

157
მიიღო თუ უკუაგდო. საბოლოოდ მაინც კარგია, რომ ასე დაგვაჩქარეს, შენც
ნაკლებად იდარდებ და დაიტანჯები.

– როგორ მოიქცა იონასი?

– რა თქმა უნდა, ცდილობდა, შინაგანი მღელვარება ჩემთვის დაემალა,


თითქოსდა ჩვეულებრივ რუტინულ სამედიცინო შემოწმებაზე მიდიოდა. დიდ
პატივს ვცემ მის გამბედაობასა და ვაჟკაცობას. მეც ვეცადე, ყოჩაღად დამეჭირა
თავი.

– ბოლომდე?

– ანესთეზიამდე.

კატრინმა ტუჩები მოკუმა, თხრობის გაგრძელების შეეშინდა, – ოპერაციის დროს


ისე გაუჭირდა თავის ხელში აყვანა და მღელვარების მოთოკვა, რომ კორიდორში
ორჯერ აერია გული. ალბათ, ასე გაგრძელდებოდა დამამშვიდებლებით რომ არ
გაეჭყიპათ.

– როგორ გრძნობს თავს?

– კარგად, როგორც ჩანს, გამოჯანმრთელების პროცესი ნელ-ნელა მიიწევს წინ.


აპარატებთანაა მიერთებული, რომლებიც სიცოცხლეს უნარჩუნებენ. მიუხედავად
ყველაფრისა, თვალები გამუდმებით უციმციმებს. რამდენიმე სიტყვაც
წარმოთქვა.

– რა მაინც?

– შენზე მკითხა, როდის მოვაო.

ალბამ ცრემლები შეიმშრალა. იონასის მიჯაჭვულობამ კიდევ უფრო ააღელვა,


ახლა, როცა სანუგეშოდ ისღა დარჩა.

კატრინი ყველაფერს მიხვდა და ხელზე მოუჭირა:

– დალიე შენი ყავა, ძვირფასო. წავალ და გავიგებ, როგორ მიდის საქმეები. მალევე
მოვბრუნდები.

ალბამ თავი დაუქნია, შემდეგ ნელა წარმოთქვა:

– ნუ დარდობ, როგორმე შევიკავებ თავს და აღარ ვიღრიალებ.

158
– გმადლობ, ალბა.

კატრინი დას დაშორდა. სანამ ოთახს დატოვებდა თქვა:

– მით უმეტეს, რომ იონასმა არაფერი იცის.

– რა არ იცის?

– ტორის შესახებ.

ალბას გააჟრჟოლა. მისი რეაქციის დანახვაზე კატრინმა გადაწყვიტა, აეხსნა:

– არ მეყო გამბედაობა იონასისთვის გაღვიძებისას ყველაფერი მომეყოლა.


დავინდე... თავისი უკიდურესად მძაფრი მგრძნობიარობით, არ ვიცი, როგორი
რეაქცია ექნებოდა. მოგვიანებით გავაგებინოთ, როცა დავრწმუნდებით, რომ
საიმედოდ დადგა ფეხზე.

კატრინმა დას მუდარით სავსე თვალებით შეხედა, თანხმობას ეხვეწებოდა.

– განა მართალს არ ვამბობ?

ალბამ უემოციო ყრუ ხმით უპასუხა:

– კი, რა თქმა უნდა.

კატრინი ნეონის მომწვანო შუქით განათებული სარეანიმაციო განყოფილების


დერეფნების ლაბირინთებში გაუჩინარდა.

როგორც კი თავი მარტოდ დაიგულა, ალბას ნერვებმა უმტყუნა: „დისშვილს


გადავეხვევი და დავუმალავ, რომ საკუთარ ვაჟიშვილს დავტირი? რატომ
ირწმუნეს ეს სისულელე. იონასი დაუყონებლივ უნდა ჩააყენოს საქმის კურსში,
წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ შევალ მის სანახავად. უარს ვამბობ ამ მასკარადში
მონაწილეობის მიღებაზე“.

რამდენიმე წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რათა ალბას თავისი არგუმენტები


წესრიგში მოეყვანა და დას მომზადებული დახვედროდა.

მოულოდნელად დერეფანი უჩვეულო მღელვარებამ და ხმაურმა მოიცვა. ოთხი


ექთანი ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, ჯგუფად შეკრულები ლამის მირბოდნენ,
გვერდით ინტერნი მიქროდა. ორნი წინ, როგორც კორტეჟის დაწინაურებული
ორი მოტოციკლისტი, მესამეს ლითონის ყუთი ეჭირა, მეოთხე კი პროცესიას

159
ხურავდა. ინტერნი დროდადრო ფეხს ითრევდა, თუმცა კოლოფს წამითაც არ
აცილებდა თვალს, თითქოს მასში შეუფასებელი საგანძური ინახებოდა.

კორტეჟმა კუთხეში შეუხვია, სადაც აბრა ეკიდა წარწერით: „საოპერაციო ბლოკი“.

მოვლენათა სისწრაფის გამო სცენას ალბა თავიდან ბოლომდე ვერ ჩაწვდა, ვერც
დათვალიერება მოასწრო, ის კია, რომ ერთობ დაინტერესდა. ალბა ექთანს
მიუბრუნდა დახმარებისათვის, რომელიც კაფეტერიაში სტაფილოს წვენს სვამდა.

– ეს რა იყო?

– ორგანო მოიტანეს გადასანერგად.

– საიდან?

– ოჰ, ქალბატონო, ეს ტოპ-საიდუმლოა. ყველაფერი საათივითაა აწყობილი –


ორგანოს ტრანსპორტირება ოლიმპიურ მარათონს დაემსგავსა. თხევადი აზოტის
წყალობით, ორგანოს შენახვა რამდენიმე საათი ხერხდება. ბუნებრივია, ყოველი
წუთი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მიხვდით ალბათ, რატომ გარბოდნენ
ტყვიანაკრავებივით.

ალბამ ექთანს მადლობა გადაუხადა, ფიქრებს კი გასაქანი მისცა. გამოდის, ერთი


უნდა მომკვდარიყო, მეორეს რომ ეცოცხლა. დრამა კომედიის საპირწონედ. ასე არ
მოხდა მის ცხოვრებაში? ტორი გარდაიცვალა, იონასი კი ტრანსპლანტით
დაჯილდოვდა...

ალბა უსწრაფესი მოძრაობით წელში გაიმართა, შემდეგ ტკივილისგან მთელი


სხეულით შეინძრა, საფეთქლები ოფლისგან დაენამა.

– ტორი! იონასი!

ალბას მეხი დაეცა. გონება გაუნათდა: ტორის გული იონასს გადაუნერგეს. ალბა
სასწაულებრივად განიმუხტა. გონებაში დიდხანს უკირკიტა ამ ფრაზას, ბოლოს
კი მისი გაძევება სცადა. „ზღაპრებს ვთხზავ“.

კატრინი დაბრუნდა.

– ხუთი წუთის შემდეგ მორჩებიან. ქირურგს ერთი-ორი სიტყვა მინდა ვუთხრა და


მოვბრუნდები.

– ერთი წამით! კი არ მითხარი ზუსტად, როდის ჩატარდა გადანერგვა.


160
შეკითხვისგან დაბნეულმა კატრინმა აღარ იცოდა, რა ეპასუხა, ბოლოს რაღაც
გაუგებრად ჩაიდუდღუნა:

– გადანერგვა... ოთხი დღის წინ.

– ოთხშაბათს?

– მ-მ-მ... კი, ოთხშაბათს.

– იმ დღეს, როდესაც...

– რა?

– ტორის გარდაცვალების დღეს?

კატრინმა თავი დააქნია, თქვა „კი“ და გაქრა.

კაფეტერია გაუფერულდა. მოსწყდა რეალობას. კედლებმა დაკარგეს სიმკვეთრე,


ყველაფერი სისხლისფრად გადაიდღაბნა. ალბა მობილურს დასწვდა.

– მაგნუს, მე...

– საავადმყოფოში ხარ? როგორ გრძნობს თავს იონასი?

– ჯერ არ მინახავს. მაგნუს, ამისთვის კი არ გირეკავ. ხომ ვერ მეტყვი...

ალბამ არ იცოდა, რა სიტყვებით გამოეხატა სათქმელი.

– რა იყო, ალბა? ჰო, მითხარი, გისმენ...

როგორც კი სათქმელს მოაბამდა თავს, ალბა გადაეშვებოდა სულ სხვა სამყაროში,


სადაც არაფერი იქნებოდა ისე, როგორც უწინ.

– ალბა, გისმენ...

არა, უნდა წარმოვთქვა ეს სიტყვები, გამბედაობა მმართებს.

– მაგნუს, ტორისთვის რომელიმე ორგანო ხომ არ ამოუჭრიათ?

ალბამ წარმოიდგინა ადამიანი, რომელიც შვილის სხეულს ჭრიდა და


შიგნეულობაში ფუთფუთებდა. გააჟრჟოლა.

161
სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაიწელა. ბოლოს გაისმა
მაგნუსის ყრუ ხმა, რომლისთვის სიხარულისა და დინამიზმის მინიჭებას ის სულ
ტყუილუბრალოდ ცდილობდა:

– შესაძლებელია. შენ ხომ იცი, რომ ტორიმ დონორის კონტრაქტს მოაწერა ხელი;
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა მოსწავლეები ამ პრობლემით
დააინტერესა. როცა ექიმებმა კითხვა დამისვეს, ვუპასუხე, რომ ასეთი იყო ტორის
ნება.

– ჩემთვის არ უნდა გეკითხა?

– მთელი დღე, დილიდან საღამომდე ამაოდ ვცდილობდი შენთან დაკავშირებას.


ალბა... გაიხსენე, ისე გაქრი სახლიდან, მობილურიც კი დაგრჩა.

– და მაინც... როცა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევს


ადამიანს...

– ერთი ოცჯერ მაინც დაგირეკე, ალბა!

– კი, მაგრამ...

– კეთილი, მაგრამ ეს რამეს შეცვლიდა? შენ აუცილებლად ტორის


გადაწყვეტილებას დაეთანხმებოდი. შენც იმავეს იტყოდი და სხვათა შორის, ამას
მე ვერ დაგასწრებდი. კარგად გიცნობ და შესანიშნავად ვიცი შენი
შეხედულებები.

– და მერე?

– მერე, რა?

– ტორის რომელიმე ორგანო ამოაჭრეს თუ არა?

მაგნუსი რამდენიმე წამით შეყოვნდა, შემდეგ კი თქვა:

-თუ კარგად დავფიქრდებით, ძალიან დიდი შანსია, რომ ამოეჭრათ. როცა თავის
ქალისათვის მიყენებული ძლიერი ტრავმის გამო, ტორის ტვინმა ფუნქციონირება
შეწყვიტა, სხეულის დარჩენილი ნაწილი საღ-სალამათი დარჩა.

– გამოდის, სწორედ ის ინტაქტური [ინტაქტური – მიკროორგანიზმი ან რომლიმე


უჯრედი ყოველგვარი დამუშავების ან ზემოქმედების გარეშე.] ნაწილი
გამოიყენეს. რა ამოაჭრეს კონკრეტულად?
162
– ვერაფერს გეტყვი. არ ვიცი.

– როგორ არა, იცი!

– არ ვიცი ნამდვილად და არც არასდროს გვეცოდინება.

– არ მჯერა შენი.

– ასეთია კანონი. პრინციპული კითხვა დამისვეს და პრინციპული პასუხიც


გავეცი. დანარჩენი ჩვენ არ გვეხება.

– რას მელაპარაკები? ეს რა მოიგონე? არა მაქვს უფლება, ვიცოდე, თუ როგორ


აქნეს ჩემი შვილი? არ მაქვს უფლება, დავინტერესდე, რა უყვეს ამ ნაკუწებს? ეს
რა კოშმარი მესმის!?

მაგნუსმა წამიერად პასუხისგან თავი შეიკავა და თავისთვის გაუგებრად


ჩაიბურდღუნა. შემდეგ მშვიდი და შემრიგებლური ტონით განაგრძო:

– სად ხარ, ჩემო კატუნია? გამოგივლი და წამოგიყვან.

მაგნუსისა და კატრინის გარდა ვერავინ მიხვდა, რატომ უარობდა ასე ჯიუტად


ალბა დისშვილის სასთუმალთან მიახლოებას. ყველამ გაიკვირვა, რომ ნათლიამ,
რომელიც ნათლულის გარეშე ზედიზედ ორი დღე ვერ ძლებდა, ეს თითქმის
დაუჯერებელი ურთიერთობა გაწყვიტა. მავანნი ერთგვარ ეჭვიანობაზე
ალაპარაკდნენ – ერთი ბავშვი მოკვდა, მეორე გადარჩა. ახლობლებმა ეს ჰიპოთეზა
მყისიერად უარყვეს, დუჟმორეულნი იცავდნენ ალბას, მსგავსი სიმდაბლე
შეუძლებელია ალბას ხალას და გულწრფელ ხასიათს მიეწეროსო.

ამასობაში ალბამ მუშაობა განაახლა. „ალბომი მაქვს დასამთავრებელი“, –


ბუზღუნით პასუხობდა, როცა ვინმე მასთან საუბარს შეეცდებოდა.
სინამდვილეში, მას მართლაც უნდა მოება თავი ანდერსენის ერთ-ერთი ზღაპრის
ილუსტრაციებისათვის, უზომოდ კმაყოფილი იყო იმით, რომ ფერწერამ მისთვის
დამცავი მექანიზმის როლი იტვირთა – მოაცილა აბეზარი ადამიანები და საკუთარ
ფიქრებთან მარტო დარჩენის შესაძლებლობაც მისცა. საღებავებითა და
ფუნჯებით აღჭურვილი, დილიდან საღამომდე თავის ცოფს ებრძოდა, მისი
გამომწვევი მიზეზი მოსვენებას არ აძლევდა, უბრუნდებოდა ღია ჭრილობას,
რომელსაც ვერა და ვერ შეეკრა პირი: ვაჟიშვილს გული ამოაცალეს და
დაუკითხავად მის დისშვილს გადაუნერგეს. კატრინმა ეს დაზუსტებით იცოდა,
მაგრამ მასთან ამის შესახებ საუბარს თავს არიდებდა. რაც შეეხება მაგნუსს,
163
მისთვის ყველაფერი სულერთი იყო, ეს ამბავი სულაც არ ადარდებდა.
„პრინციპული საკითხია, პრინციპული საკითხია“, – ამოეჩემებინა. მამაკაცები
ყველანი ლაჩრები არიან, საკუთარ პრინციპებს ებღაუჭებიან და ამგვარად
საკუთარ სულიერ მდგომარეობასა და განწყობაზე თვალს ხუჭავენ.

ღამე ალბა ინტერნეტში ძვრებოდა, საათობით იქექებოდა, კანონმდებელთა


ახსნა-განმარტებების კითხვას არ იზარებდა, უგზავნიდა კითხვებს ეთიკური
ნორმების დაცვის კომიტეტებს, შიფრავდა ფსიქიატრების რეკომენდაციებს,
ავადმყოფთა ასოციაციებსაც მიმართა– იყო თუ არა შესაძლებელი გადასანერგი
ორგანოების მარშრუტისათვის თვალყურის მიდევნება? და მიუხედავად
ოფიციალური აკრძალვისა, არსებობდა თუ არა კანონში სუსტი ადგილები,
რომლებიც მშობელს ურღვევი დუმილის დარღვევის უფლებას მისცემდა.

მაგნუსი ალბას დაუღალავ მეცადინეობას სრულიად ფუჭად მიიჩნევდა და


სკეპტიკურად აფასებდა:

– რაში გარგია იმის ცოდნა, თუ რა უყვეს ჩვენი დაღუპული ვაჟიშვილის გვამს?

– ჯერ ერთი, ჩემი ვაჟიშვილის გვამი, ისევ და ისევ ჩემი ვაჟიშვილია, მეორეც –
როცა მას ორგანო ამოაჭრეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

– შენ ერთმანეთში ურევ კარდიოლოგიურ სიკვდილსა და ცერებრალურ


სიკვდილს, განსხვავებას ვერ ხედავ გულის გაჩერებასა და ტვინის კვდომას
შორის.

– არაფერსაც არ ვურევ. მისი გული ცემდა და ის მას მკერდიდან ამოაგლიჯეს.

ყოველ საღამოს ტვინის ჭყლეტისა და გამუდმებული ფიქრის შედეგად ალბას


უცვლელად ერთი და იგივე დასკვნა გამოჰქონდა: ტორი მოკლეს, რათა იონასს
ეცოცხლა.

მაგნუსი ყოველ ჯერზე წყობიდან გამოდიოდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა, ალბა


რეალობისთვის დაებრუნებინა.

– თავის ქალა გახეთქილი ჰქონდა, სხვა ორგანოები მექანიკურად განაგრძობდნენ


მუშაობას, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, მათი გაჩერება
გარდაუვალი იყო.

– შენ ექიმი ხარ?

164
– ამ საქმეში შენზე მეტი ნამდვილად გამეგება.

– სულაც არ მაინტერესებს, რა გესმის შენ. მე მსურს გავიგო.

– ამ ძიებებითა და კვლევებით მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს მოიშხამავ.

– ის უკვე მოშხამულია.

მსგავსი სცენებისათვის წერტილი რომ დაესვა, რომელიც გამთენიამდე


შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, მაგნუსი დგებოდა, კარს გაიჯახუნებდა და
სპორტდარბაზში მიდიოდა.

ტორზე გამოცხადებული გლოვა ანგრევდა წყვილს. ალბა ზედმიწევნით


აცნობიერებდა, რომ ცოლქმრული ურთიერთობების დანგრევის თავი და თავი
თვითონ იყო. მიუხედავად ამისა, ამ გაუსაძლის მდგომარეობაში თავისთვის
სიამაყის საბაბს მაინც პოულობდა: „ყოველ შემთხვევაში, მე არანაირ გარიგებაში
არ შევსულვარ, მხოლოდ სიმართლის დადგენა მსურს“.

იყო საღამოებიც, როცა ალბა ტკივილის დაშოშმინებას ახერხებდა, ეს


დამსახურება უფრო მაგნუსის გამოცდილი ხელების ოსტატობას უნდა მიეწეროს,
მისი კანის მათრობელა სურნელს, ბალანს, რომელიც მასში ველურ სინაზეს
აღვივებდა და საოცარ სიმშვიდეს ჰგვრიდა. სამწუხაროდ, როგორც კი ფიზიკური
ტკბობა დასასრულს უახლოვდებოდა და მათი სხეულები ერთმანეთს
შორდებოდნენ, ალბა ისევ ტორიზე ფიქრობდა და თავს დამნაშავედ მიიჩნევდა.

და რაში მდგომარეობს მისი დანაშაული?

იმაში, რომ რამდენიმე წუთი ცხოვრობდა ისე, თითქოსდა შვილმკვდარი დედა


სულაც არ ყოფილიყო.

ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ამაში ხედავდა ალბა საკუთარ დანაშაულს.

***

იონასი რეანიმაციის განყოფილებიდან რეაბილიტაციის კარდიოლოგიურ ცენტრში


გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც შეიტყო დეიდაშვილის ტრაგიკული დაღუპვის
შესახებ, დღე არ გავიდოდა ისე, ნათლიისთვის ელექტრონული ფოსტით წერილი
რომ არ მიეწერა. იონასი გზავნილებში იუმორის დიდი გრძნობით, მხიარულ

165
ფერებში აღწერდა საავადმყოფოში გატარებულ დღეებს და დეიდას მის გარშემო
მყოფი ადამიანების – პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის გაშარჟებული
პორტრეტებით გახალისებას ცდილობდა. მოკრძალებული და თავშეკავებული
ფრაზებით, ნათლიის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიასაც ეხებოდა და ასევე
მორიდებულად მისი სიმწრის გაზიარებასაც ცდილობდა. იონასის პირველივე
წერილის პირველივე სიტყვისგან გულდათუთქული ალბა, ამიერიდან
ნათლულისგან მიღებულ ყველა წერილს გაუხსნელად ანადგურებდა. თავიდან
არ ამოსდიოდა გზავნილის პირველი ფრაზა: „ახლა მკერდქვეშ სხვა გული მიცემს,
მაგრამ ამის გამო სულაც არ შევცვლილვარ“. ეს აღიარება ალბას მოსვენებას არ
აძლევდა, გამანადგურებელ აკვიატებად ექცა. ეს განცხადება მეორედ კლავდა
ტორის, კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მისი გულის გადანერგვას
სხვა ადამიანის ორგანიზმში რაიმე ძირეული ცვლილებები შეეძლო გამოეწვია.
საძაგელი ბიჭი! წმინდა წყლის ეგოიზმიდან გამომდინარე, ღმერთმა უწყის...

რამდენიმეკვირიანი განდეგილობის შემდეგ ალბამ ანდერსენის ზღაპრის


ილუსტრაციები გამომცემლობაში წაიღო და მთავარი რედაქტორისა და ამ
უკანასკნელის თანამშრომელთა სახეებზე აღბეჭდილი გამომეტყველების
მიხედვით, მყისიერად მიხვდა, რომ ციდან ვარსკვლავები ნამდვილად არ
მოუწყვეტია.

– რა ხდება, არ მოგწონთ?

– ცოტა პირქუში არ გეჩვენებათ? აკლია მხიარულება და ის ხალისი, რაც ასე


ნიშნეულია ავტორის შემოქმედებისათვის.

– მე კიდევ ახლა განსხვავებულად აღვიქვამ საგნებს. ადრე უფრო მიამიტი


გახლდით. მჯეროდა ბედნიერების.

– ჩვენ ვგიჟდებოდით იმ მიამიტი ადამიანის ხედვაზე.

– მეც ვგიჟდებოდი იმ მიამიტობასა და სიმსუბუქეზე, უბრალოდ, ახლა უკვე აღარ


ვარ ასეთი, შევიცვალე...

როგორც კი დაკვეთისგან ხელ-ფეხი გაეხსნა, ალბას მიეცა საშუალება, მთელი


დარჩენილი დრო საკუთარი ძიებებისათვის შეეწირა. ტორის გული
სინამდვილეში იონასის მკერდქვეშ ფეთქავდა? ინფორმაციის მოძიებითა და
დახარისხებით, მისი მიჭრა-მოჭრით დღენიადაგ დაკავებულმა ალბამ
ჭეშმარიტებას ვერ მიაგნო, მაგრამ მასთან მიმყვანი ორი გზა მაინც მონიშნა –
166
ერთი ლეგალური, მეორე – არალეგალური. ლეგალური გზა ტრანსპლანტაციის
ცენტრში შეხვედრის დანიშვნას გულისხმობდა, არალეგალური „ლიბერარიას“
აქტივისტებთან გაერთიანებას, რომლებიც კანონის დარღვევას სთავაზობდნენ.

აკვიატებისგან ალბას გონება არ ამღვრევია, არ დაუკარგავს გარჩევისა და საღი


აზროვნების უნარი, ამიტომაც გადაწყვიტა, თავდაპირველად ტრანსპლანტაციის
ცენტრს სწვეოდა. იქ ადმინისტრატორმა – ბატონმა სტურლუსონმა უმასპინძლა,
რომელიც ქრომირებულ სამუშაო მაგიდას მისჯდომოდა და კედლები აფიშებით
დაეფარა, რომლებზეც აღდგენილ ჯანმრთელობას ქება-დიდებას ასხამდნენ:
თითოეულისთვის რეციპიენტის ზედმეტად აჭრელებული ფოტოები დაერთოთ.
თავი ტურისტული სააგენტოს სარეკლამო განყოფილებაში გეგონებოდათ.

ალბას ბატონი სტურლუსონის სამდღიანი წვერის დანახვამ მაგნუსი გაახსენა: აი,


კიდევ ერთი ბასკიც. სულ არ არის გამორიცხული, რომ ყველა ირლანდიელი
შავგვრემანი ბასკი მეზღვაურების ნაშიერები იყოს. გამოხოხილი მაგნუსია,
ოღონდ უფრო გამხდარი და ნაკლებად მიმზიდველი. ალბას მთელ სხეულში
განგაშის ზარმა დაკრა. „იყუჩე, იყუჩე, დაშოშმინდი, ნუ გაიგიჟე ახლა თავი.
ისტერიკა – არავითარ შემთხვევაში! არ ჩაიდინო ის, რასაც მაგნუსი მუდმივად
გსაყვედურობს“.

ალბა ზედმეტი წრიალისა და ფორიაქის გარეშე ეცადა, ადმინისტრატორისთვის


მიზეზი აეხსნა: დედას გარდაცვლილი შვილისა, რომელმაც მისცა თანხმობა
ორგანოების დონორობაზე, ცხადია, ქმართან ერთად, – დააზუსტა მან, ამჟამად
აქვს სურვილი, გაარკვიოს, რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით.

– თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ, ქალბატონო. საზოგადოებას ჰაერივით


სჭირდება თქვენისთანა ადამიანები.

– რა მოხდა შემდეგ? ანუ რა დაემართა ჩვენი შვილის სხეულს?

– ჩვენ გონივრულად ვიმოქმედეთ, ანუ იურიდიულად გამართულად, თქვენი


ნებართვის ფარგლებში. თქვენი კეთილშობილი თანხმობის წყალობით, ალბათ
კიდევ ერთი სიცოცხლე გადარჩა.

– „ალბათ“... შეუძლებელია, ამაში უფრო დარწმუნებული ვიყო?

– ქალბატონო, ჩვენ კატეგორიულად გვეკრძალება დაინტერესებულთა


დეტალებში გარკვევა.

167
– ეს დეტალები ხომ თქვენ ხელთაა?

ბატონმა სტურლუსონმა კომპიუტერზე მიუთითა.

– რა თქმა უნდა. ჩვენ ვინახავთ ყველა ინფორმაციას. სამედიცინო


თვალსაზრისით ეს აუცილებელია – ჩვენ აუცილებლად უნდა ვადევნოთ
თვალყური ტრანსპლანტების მოძრაობას.

– მითხარით მეც.

– არა მაქვს უფლება.

– გთხოვთ.

ბატონმა სტურლუსონმა უარის ნიშნად თავი გააქნია, რასაც შედეგად მის


ანთრაციტისფერ პიჯაკზე ქერტლის ძალუმი ცვენა მოჰყვა.

ალბამ კომპიუტერს ოდნავ შეახო ხელი.

– ყური მიგდეთ, მონაცემები ამ კოლოფშია, თქვენ საჭირო ღილაკზე თითს აჭერთ,


მე კი პარალელურად ვმშვიდდები.

– რატომ ითხოვთ ინფორმაციას ასეთი დაჟინებით? ვერაფერი გამიგია..

ალბა გაირინდა. აბა, საიდან უნდა იცოდეს პასუხი? უბრალოდ, ეს მისთვის


აუცილებელი იყო! გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი! ამ მომენტში მთელი
არსებით მხოლოდ სიმართლის გაგება ეწადა.

– მე თქვენ გეკითხებით, რატომ არსებობთ-მეთქი?

– უკაცრავად?

– იცით, რისი თქმა მსურს? ადამიანებს ხშირად ძალიან მნიშვნელოვან


კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ მოგვიხერხებია? თქვენ, აი, თქვენ თავისუფლად
შეგიძლიათ ჩემთვის ამის გაკეთება. გისმენთ.

– მე ფიცი დავდე, ქალბატონო.

ალბამ სკამიანად უკან დაიხია, შუბლი შეეჭმუხნა, ტუჩები და ნესტოები


აუკანკალდა.

168
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ ნორმალურია მოხელე, რომელიც მხოლოდ იმისთვის
ირჯება, რომ თვის მიწურულს კუთვნილი ხელფასი აიღოს, სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვან – მისთვის, ცხადია, სრულიად ფუჭ და უსარგებლოს, –
ინფორმაციას ფლობდეს ჩემს შვილზე იმ დროს, როდესაც მე – ამ ბავშვის დედას,
რომელმაც ის ამქვეყნად მოავლინა, გაზარდა, უყვარდა და ახლა კი მას გლოვობს,
ამ ინფორმაციისადმი მიმავალი ყველა კარი დაგმანული მაქვს?

– ნორმალურია თუ ანორმალური – ამას კანონი არეგულირებს.

ალბა მიხვდა, რომ, ცოტაც და, ამ კაცს მოკლავდა.

ადმინისტრატორმა ალბას განზრახვა საკუთარი კანით იგრძნო.

მცირე ხნით ალბას თვალებში მკვლელი ალი ჩაუდგა. ყველაფერი ისეთი მარტივი
ეჩვენებოდა: ამ ნაძირალას საკუთარი ხელით დაახრჩობდა, შემდეგ კი
კომპიუტერს გახსნიდა. რა შეიძლება ახლა ამაზე ადვილი იყოს? არც არაფერი!

მოხელის შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთი ამოიბურცა. ალბას გულში მკვლელის


ნეტარება ჩაეღვარა. მას სიკვდილი სწყუროდა. წამიც და ის ამ საძაგელ არსებას
ყელს ნაფლეთებად უქცევდა.

მოულოდნელად მცველი შემოვიდა.

– მეძახდით? პრობლემა ხომ არ წარმოიქმნა?

მცველის სიმაღლე ორ მეტრს სცდებოდა, რაც შეეხება მკლავებს, ეს უნდა გენახათ


– ალბასაც და ადმინისტრატორსაც, ორივეს ერთად აღებულს, სამჯერ მაინც
შემოავლებდა წრეს.

ალბა მიხვდა, რომ ბიუროკრატმა განგაშის ღილაკს დააჭირა თითი.

– არა, გილმარ, ყველაფერი წესრიგშია, – ამოიოხრა ბატონმა სტურლუსონმა, –


გააცილეთ ქალბატონი. ძალიან აღელვებულია, ახლახან დაღუპულ ვაჟიშვილს
გლოვობს. დიდი მადლობა ვიზიტისთვის, ქალბატონო, და ნება მიბოძეთ, კიდევ
ერთხელ მოგილოცოთ.

ოთახიდან რომ გადიოდა, ალბას ერთი სული ჰქონდა, ამ ვაჟბატონისთვის


თვალებში ჩაეფურთხებინა, მაგრამ მალევე მოთოკა ნერვები. ისე არ
დაიმცირებდა თავს, რომ ადმინისტრაციული მანქანის ამ უსულო ჭანჭიკისთვის
ყურადღება მიექცია.
169
ზღურბლზე გადაბიჯებისას ალბა შემოტრიალდა და სახეში მიახალა:

– გაგეპარსათ მაინც... ჯერ ხომ ისედაც არ უქნიხართ ღმერთს და მერე ამ წვერმა


ხომ საერთოდ მაიმუნს დაგამსგავსათ.

***

ამიერიდან ალბა პაიკებთან საქმეს აღარ დაიჭერს. ამ დიდ ჭადრაკის დაფაზე


უფრო მნიშვნელოვანი ფიგურებისთვის – მეფე-დედოფლისათვის უნდა
მიეხედა, მოკლედ, სისტემას უნდა დასტაკებოდა.

ნაშუადღევს ინტერნეტგვერდზე „ლიბერარიას“ რამდენიმე ხელმომწერს


დაუკავშირდა. მეამბოხეთა ამ კლუბს იგივე მიზნები დაესახა, რაც თვითონ:
ემხილა სახელმწიფო, ებრძოლა სრულიად გაუმართლებელი აკრძალვების
სიმრავლესთან... თავისუფლება ინდივიდუუმებს, თვითონვე განაგონ თავიანთი
სიცოცხლე, აიკრძალოს უამრავ საქმეთა საიდუმლოების ბურუსში გახვევა.

ჯგუფის ხელმძღვანელთან რამდენიმე სატელეფონო გასაუბრების შემდეგ,


რომელიც, როგორც თვითონ, ამ სისტემისთვის საძირკვლების მორყევის იდეით
იყო შეპყრობილი, ალბა ორშაბათ საღამოს კაფე „ორ სირინოზში“ არაფორმალურ
თავყრილობაზე მიიწვიეს. ჯგუფის სულისჩამდგმელის, ერიკ ლო რუჟის –„ერიკ
წითურის“ თქმით, დაახლოებით ოცდაათამდე იქნებოდნენ.

როცა ალბამ ტავერნის შეზეთილი კარი შეაღო, შიგნით მხოლოდ ოთხი ადამიანი
დაითვალა. ერთი ქონდრისკაცი, ერთი ჟღალთმიანი ლამაზი გოგონა, რომელიც
ფრჩხილებს იკვნეტდა, ერთი კაფანდარა გაძვალტყავებული ქერა მამაკაცი და
ერთიც პანკი გოგონა მწვანედ გადაღებილი თმით.

ალბამ საათს დახედა, ადრე ხომ არ მომივიდა მოსვლა ან ადგილი ხომ არ


შემეშალაო. არაფერიც არ შეშლია, იქ მივიდა, სადაც დაიბარეს. ამასობაში
კაფანდარა, შებოლილ ქაშაყს რომ წააგავდა, წამოიმართა და ალბას თავისი
ბავშვური ხელი დაუქნია.

– ერდა? – ჰკითხა.

– დიახ, – დაუდასტურა ალბამ, რომელმაც თავისი კვლევა-ძიებისთვის ეს


მეტსახელი დაირქვა.

170
– მე კიდევ ერიკ წითური მქვია, – წარუდგა ის და მაგიდასთან მიიპატიჟა.

ალბა გრძელ სკამზე დაეშვა და შეკრებილებმა საუბარი დაიწყეს, თან ნელ-ნელა


ლუდს წრუპავდნენ. თავიდან სახელმწიფოს დიქტატორულ ქმედებებს შეეხნენ
და ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ, ალბათ უფრო იმის შესამოწმებლად,
იყვნენ თუ არა შეხვედრისათვის აუცილებელ ფაზაში. ატმოსფერომ ნელ-ნელა
იწყო გახურება. საუბრისას ტემპერამენტიანი, მგზნებარე და ლირიკული ერიკ
წითური არჩეულ მეტსახელს ამართლებდა. არადა, შემოსვლისას ალბამ
ნამდვილად ვერ დაინახა მსგავსება ამ თევზსაჭერ ანკესსა და მე-10 საუკუნის
გმირ ვიკინგს შორის, რომელიც ჯერ ნორვეგიიდან განდევნეს, შემდეგ კი
ისლანდიიდანაც, ბოლოს გრენლანდიისკენ აიღო გეზი და მანამდე
დაუსახლებელი სანაპიროები აღმოაჩინა. ახლა ალბა აშკარად გრძნობდა იმ
მამაკაცისა და ამბიციური წინაპრის უკვდავი სულის გამოძახილს
თანამოსაუბრეში.

ჯგუფში უმიზეზოდ არავინ გაერთიანებულა. თითოეული წევრის მიერ


გამოვლილი ცხოვრებისეული გზა ნათლად მეტყველებდა ჩართულობის საბაბზე.
ერიკ წითურმა საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ დაიხალა შუბლში ტყვია
ბანკის სესხის კაბალური პროცენტებით გაწამებულმა მამამისმა. არ ულხინდა
პანკ გოგონასაც. ჯერ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში მოხვედრილიყო,
მოგვიანებით კი – არასრულწლოვანთა შრომა-გასწორების კოლონიაში. ქერა
აკრობატისთვისაც რამდენჯერმე ეკრათ ციხეში თავი სახელმწიფო
დაწესებულებაში ოფიციალური დოკუმენტების მოპარვის გამო. თურმე
სამხილებს ეძებდა ხალხის რჩეულთა კორუფციულ გარიგებებზე. ალბა ყველაზე
ძლიერ წითურმა, ფაიფურისსახიანმა ვილმამ ააღელვა. მათ საზიაროდ ერთნაირი
ამბავი აღმოაჩნდათ. ნაზ და სუსტ ვილმას ახლახან ქალიშვილი დაჰღუპვოდა და
წარმოდგენა არ ჰქონდა, სად გაუჩინარდა მიცვალებულის ორგანოები.

ამ მოულოდნელმა მსგავსებამ ალბა თხემით ტერფამდე შეძრა. სხვა სიტუაციაში


ყმაწვილქალს საერთოდ არ მიაქცევდა ყურადღებას. ყველაფერს თავი რომ
დავანებოთ, მისი უგემოვნო ჩაცმულობა, დაჭმული ფრჩხილები და
გაყვითლებული კბილები აურევდა გულს. ამჯერად საკუთარი ესთეტიკური
კრიტერიუმები გვერდზე გადადო და მთელი ყურადღების კონცენტრირება
ვილმას პიროვნებაზე ამჯობინა, რომელიც მასზე ნაკლებად არამც და არამც არ
იტანჯებოდა. როცა ვილმა გარდაცვლილ ქალიშვილს იხსენებდა, მჟღერი და
დაშაქრული ხმა აუცილებლად აუკანკალდებოდა, დროდადრო სულაც
171
ჩაუწყდებოდა ხოლმე და მსმენელები ცრემლებამდე მიჰყავდა. ალბა ხომ
საერთოდ მოურიდებლად ზლუქუნებდა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ
ვილმა მხოლოდ მისთვის ჰყვებოდა.

ატმოსფეროთი წაქეზებულ ალბას არც თავისი თავგადასავალი დაუმალავს –


სტურლუსონთან შეხვედრა თავიდან ბოლომდე შეულამაზებლად მოჰყვა.
დამსწრეებმა გულწრფელი თანაგრძნობა გამოუცხადეს, ბევრი ივიშვიშეს,
აღშფოთდნენ და ყველამ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ალბამ იმ უგულო
ჩინოვნიკის დახრჩობა ვერ მოასწრო. სანამ ალბა ჰყვებოდა, ვილმა მას
მონუსხულივით უმზერდა. კეთილგანწყობილმა მიღებამ უდიდესი სიამოვნება
მოჰგვარა ალბას, რომელსაც ტრანსპლანტაციის ცენტრში გათამაშებული სცენის
მაგნუსისათვის მოყოლა ვერ გაებედა.

– დაგეხმარები, – შესთავაზა „სასტვენმა“, ქერა აკრობატმა, – ვეცდები, შევძვრე


მათ გვერდზე და მუსრი გავავლო იქაურობას.

– შეგიძლია ამის გაკეთება?

ვილმამ და ალბამ თავიანთი აღფრთოვანება გულწრფელად გამოხატეს.


„სასტვენს“ ქათინაურები ძალიან ეამა, ლამის დადნა.

***

ალბა სახლში დამუხტული დაბრუნდა. როგორც იქნა, გადაეყარა მასავით


უსამართლოებისგან აღშფოთებულ ადამიანებს. განსაკუთრებით ვილმა
ესიმპათიურა...

დაწოლამდე მასთან გზავნილი აფრინა: „ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით. იმედი


მაქვს, დიდხანს ვიქნებით ერთად“. რამდენიმე წამში ალბას ტელეფონის ეკრანი
განათდა: „შენთან მეგობრობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალამდე“.

ამგვარად ალბამ პარალელური ცხოვრებით იწყო ცხოვრება, რომელსაც სათუთად


მალავდა. არც მაგნუსთან დასცდენია სიტყვა მის შესახებ და არც კატრინთან.
ვილმას ყოველ ცისმარე დღეს ხვდებოდა. ქალები შესანიშნავად უგებდნენ და
ეხმარებოდნენ ერთმანეთს; მოთქვამდნენ და ტიროდნენ ერთად.

172
***

საავადმყოფოში იონასს აშკარად ეტყობოდა გამოჯანმრთელება. მისმა სხეულმა,


როგორც ჩანს, მიიღო ტრანსპლანტი. ძალიან დარდობდა იმის გამო, რომ ნათლიამ
აქამდე მისი მონახულება ვერ მოახერხა. უმატა დაჟინებული წერილების
გზავნას. არ გაჭრა. ბოლოს მაგნუსსა და კატრინს დააკისრა დეიდის კარზე
ელჩობა.

– რა დაგიშავა ბავშვმა? – გაკვირვებას ვერ მალავდნენ კატრინი და მაგნუსი.

ალბას სულ უფრო და უფრო უჭირდა საკუთარი გაჯიუტების ახსნა. ვერც იმას
გაახმოვანებდა, რომ იონასისთვის გამოტანილი ვერდიქტი მეტწილად მისი
კვლევა-ძიების შედეგებით იყო განპირობებული: მან ან მოიპარა ტორის გული,
რის გამოც სიცოცხლის ბოლო წუთამდე შეიძულებდა, ან ის ცოცხლობს უცხო
ადამიანისგან გადმონერგილი გულის წყალობით. თუ მეორე ვერსია
დადასტურდა, ალბა მას დიდი სიამოვნებით მოინახულებს.

ოჯახის წევრების მიერ თავგაბეზრებულმა ალბამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა,


იონასისთვის წერილი მიეწერა. ასეც მოიქცა, მაგრამ დისშვილისადმი გამოხატულ
გრძნობებში ბოლომდე გულწრფელობას მოერიდა. მისდამი თავისი დღევანდელი
განწყობა დროებით დაივიწყა და გარდასულ დღეთა ემოციებით აღიჭურვა.
მოსიყვარულე ნათლიის როლში შესულმა წერილი გამოაცხო, რომელიც მხოლოდ
სიყვარულითა და თანაგრძნობით ფეთქავდა. უსტარმა ერთბაშად ყველა შეძრა.
ასლები ქმარსაც გადაუგზავნა, დასაც და საკუთარ თავსაც.

როგორც კი ხანმოკლე შვებულება მოიპოვა, ალბა ვილმას – თავის ახალ დას


ეახლა, რომელიც მას საკუთარი აზრებისა და ფიქრების ხმამაღლა და
შეულამაზებლად გადმოფრქვევის საშუალებას აძლევდა.

ერთხელაც, ნაშუადღევს, იმის გამო, რომ კაფეში დასაჯდომი ადგილი ვერ


იპოვეს, ხოლო ვილმას ძალიან უნდოდა ახალგაცნობილი მეგობრის ფერწერას
გასცნობოდა, ალბამ მისი სახლში მიპატიჟება გადაწყვიტა.

ვილმა ყოველ ნივთს თვალებგადმოკარკლული ათვალიერებდა, ხელუხლებელი


უმნიშვნელო დეტალიც კი არ დატოვა, დაინტერესდა მათი ფასებითა და
სადაურობითაც კი. მოკლედ, ისე აღფრთოვანდა, ვიზიტის მიზეზიც კი
დაავიწყდა. კმაყოფილმა ალბამ სტუმარს მეგზურობაც გაუწია და გემოზე
ტკბობის თავისუფლებაც მისცა.
173
ტორის ოთახის კართან ალბა შეყოვნდა.

– მისი სიკვდილის დღიდან მოყოლებული, აქ ფეხი არ შემიდგამს.

ალბამ იცოდა, რომ მაგნუსმა ტორის ოთახი დაალაგა, ამიტომ შედეგის დანახვა
შიშს უსახავდა. რაც არ უნდა მოემოქმედა ქმარს, მის ტანჯვასა და ტკივილს
მაინც არაფერი დააკლდებოდა. მაგნუსმა ან ყველაფერი ისევ ისე დატოვა,
როგორც იყო – ამ შემთხვევაში პირქუშ მავზოლეუმში მოუწევდა შესვლა, ან
მოზარდის ყოველგვარი ნაკვალევი გააქრო. აი, მაშინ ნამდვილად შვილს უკვე
მეორედ გამოჰგლეჯდნენ ხელიდან.

– შეიძლება ფრიად უცნაურია, – თქვა ვილმამ, – მაგრამ ჩემი ქალიშვილის


ნივთებს მუდამ თან დავატარებ. აი, შეხედე, ეს მისი დღიურია. შენ, რა, ასე
გააგრძელებ ცხოვრებას დაგმანული ოთახის გვერდით?

ალბას „ლურჯწვერა“ გაახსენდა, პეროს ზღაპარი, რომლის ილუსტრაციებზე


მუშაობა ოდესღაც მოუწია. იქ ახალგაზრდა მეუღლეს ვერ გადაუტანია ის, რომ
ქმარი საიდუმლო ოთახში შესვლას უკრძალავს, მხოლოდ ცნობისწადილმა და
ჭეშმარიტების დადგენის მწველმა სურვილმა გადაარჩინა ის უცილო სიკვდილს.

– ჯერჯერობით კი.

ვილმას ესმოდა, რომ აქ დაჟინება სრულიად უშედეგო იქნებოდა და შეეშვა.


უეცრად კორიდორში კაუჭზე ჩამოკიდებულმა ძველმა გასაღებმა მიიქცია
ყურადღება.

– ეს რა არის?

სალონში დაბრუნებულმა ალბამ სიამოვნებით უამბო სტუმარს თავის „ქოხზე“ –


სამხრეთში, ეიაფოლიდან არც ისე შორს მდებარე ბავშვობისდროინდელ სახლზე.

მოულოდნელი ხმაურისგან ქალებს კინაღამ გული გაუსკდათ. მაგნუსი


ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნებულიყო. ლოყებშეფაკლული ქალები ფეხზე
წამოდგნენ, გეგონება, დანაშაულის ადგილზე წაასწრესო.

– გამარჯობა, ფისუნია.

გაყინული ალბა არ რეაგირებდა. მაგნუსმა შეტევა განაახლა.

– იქნებ გამაცნო სტუმარი.

174
ალბამ თავი შეარხია, რათა გარინდებიდან გამოსულიყო.

– მაგნუს, გაიცანი ეს ვილმაა, ჩემი ახალი მეგობარი.

დაინტერესებულმა მაგნუსმა წვრილტანიან ვილმას ნაჩქარევი მზერა შეავლო,


რომელშიც ერთდროულად მსუბუქმა შფოთვამაც გაიელვა. არ იყო ჩვეული, რომ
ველურ და მოუხელთებელ, საკუთარ დასა და ნათლულს ზედმეტად მიჯაჭვულ
ალბას სახლში „ახალი მეგობრები“ მიეპატიჟებინა.

ვილმამ მაგნუსს მთელი პირით შეჰღიმა, მარჯვენა ხელით კოკეტურად აიფუვა


თმა, რასაც თეძოების მაცდური რხევები მიაყოლა. ამ ჟესტმა იმდენად გააკვირვა
ალბა, რომ რაღაც მომენტში გაიფიქრა, ალბათ მომეჩვენაო.

– გაგაცილებ, ვილმა.

– მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, – გაურკვევლად წაიდუდღუნა მაგნუსმა და


სააბაზანო ოთახში შერგო თავი.

სანამ სამ სართულს ჩაივლიდნენ, ვილმა ისევ იმ მგლოვიარე და დარდიან ქალად


გარდაიქმნა, რომელსაც ალბა კაფე „ორ სირინოზში“ პირველი შეხვედრის დროს
გაეცნო.

ალბას მალევე დაუბრუნდა სიმშვიდე. ბოლოს და ბოლოს მას და ვილმას იმდენი


რამ აქვთ საზიარო, სრულიად ნორმალურია, რომ ერთსა და იმავე მამაკაცს
დაადგან თვალი.

ნაცრისფერი თოვლის ფონზე, ტროტუარის გასწვრივ მიმავალ ვილმას რომ


აკვირდებოდა, ალბა საკუთარ თავს ერთ ჭეშმარიტებაში გამოუტყდა: ვილმა მას
საკუთარ ჭირ-ვარამს დაუფარავად უზიარებდა, თვითონ კი იონასზე კრინტიც არ
დაუძრავს, რომ ნათლულმა მისი შვილის გული მიითვისა.

შინ დაბრუნებულმა მაგნუსს მიმართა:

– გეთაყვა, ნურაფერს მკითხავ.

– სამწუხაროა, – ღრმად ამოისუნთქა მაგნუსმა, – მსურდა, გამეგო, სად გადაეყარე


ამ ჟღალ თაგვს.

გუშინ ან გუშინწინ, ალბა თუ მოინდომებდა, აუცილებლად იპოვიდა საბაბს


ქმართან საკინკლაოდ – რა ხუმრობაზეა ლაპარაკი, როცა შვილი საფლავში ჯერაც

175
არ გაცივებულა. დღევანდელ ირონიას მართლაც უმტკივნეულოდ გადაურჩა.
იმიტომ, რომ ალბამ ასე ისურვა.

***

დილით, ადრე, მოულოდნელად კატრინი დაადგათ თავზე. მაგიდაზე


ორცხობილების ფუთა დააგდო და გაუფრთხილებელი თავდასხმის
გასამართლებლად საუზმის მომზადებას შეუდგა. მაგნუსი ცოტა არ იყოს,
დარცხვენილმა შეათვალიერა, ჰქონდა ამის საბაბიც – სიძეს, მიუხედავად დროისა
და ადგილის შეუსაბამობისა, პიჟამაში გენიტალიები თვალში საცემად
გამოჰბერვოდა, ბოლოს მზერა ალბაზე გადაიტანა.

– ჩემო ძვირფასო დაო, ერთი სამსახური უნდა გთხოვო.

კატრინმა ისეთი ინტონაციით წარმოთქვა ეს ფრაზა, თითქოს ამბობდა: დაო,


ერთი დავალების შესრულება უნდა გიბრძანო და უარის თქმა გულშიც კი არ
გაივლოო.

– იონასს ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ, მე კიდევ ყელამდე საქმეებში ვარ


ჩაფლული. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ჟენევაში მიწევს გაფრენა.
მნიშვნელოვანი კრება უნდა ჩავატარო. საერთაშორისო სტრატეგიასთან
დაკავშირებული პრობლემები, „წითელი ჯვრის“ თანამშრომლობა „წითელ
ნახევარმთვარესთან“ და ასე შემდეგ... გამორიცხულია, რომ შეკრება თავიდან
ავიცდინო, შენ მოგიწევს იონასის სახლში გადაყვანა და ჩემი არყოფნისას მასზე
ზრუნვა. უკვე მოველაპარაკე ლივს, ასე რომ, მთლად მარტო არ იქნები. ის
იზრუნებს სადილების მომზადებასა და საყიდლებზე. ორივენი ერთად, ვფიქრობ,
მოერევით საქმეს. ლივი უკვე დავითანხმე. შენ რას ფიქრობ?

ჩვეულებისამებრ, უფროსი დის პირისპირ ალბა ყოველთვის ბრუვდებოდა და


იმწამსვე კარგავდა წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარ უნარს: ახლაც კატრინმა
ის მოსალოდნელი ფაქტის წინაშე უაპელაციოდ დააყენა. და მიიჩნევდა, რომ
ერთადერთი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე, რომელსაც ჰქონდა უფლება,
სამსახურეობრივი ინტერესები ოჯახურ მოვალეობებზე მაღლა დაეყენებინა.
საოცარი ის იყო, რომ ლივის, მოსამსახურე ქალის მორჩილებას, რომელსაც არც ისე
ურიგოდ უხდიდა და საკუთარი დის მოცალეობას, – აუნაზღაურებელს, ცხადია! –

176
ერთსა და იმავე დონეზე აყენებდა.

– განა დამიტოვე არჩევანის უფლება? – გამოცრა კბილებში ალბამ და ჩაის წრუპვა


განაგრძო.

ასეთი გახლდათ ალბას მანერა თანხმობის გამოხატვისა, რომელიც, აი, უკვე


ორმოცი წელია, არ შეცვლილა.

***

კარდიოლოგიური ცენტრისკენ ნელი ნაბიჯებით მიმავალ ალბას იონასთან


შეხვედრა შიშის ზარს სცემდა: ნუთუ დისშვილი გაკერპდებოდა და ჯიუტად
მოსთხოვდა მისი ხანგრძლივი თავშეკავებისა და უცნაური დაშორების ახსნა-
განმარტებას? იპოვის კი საკუთარ თავში ძალას, მოზარდის შეკითხვებზე
ადეკვატური პასუხები გასცეს? მოახერხებს საკუთარი სევდის, ტკივილის,
ბრაზისა და გულისტკენის დამალვას? ის ხომ ისე ძლიერ შეიცვალა ტორის
სიკვდილის დღიდან. იონასი კი დავაჟკაცდა გადატანილი ოპერაციის შემდეგ.
ერთმანეთს ორი სრულიად უცხო ადამიანი შეხვდება, რომლებსაც თავის
მოკატუნება და უკვე გამქრალი სიყვარულისა და სიახლოვის გათამაშება
მოუწევთ.

ალბამ როგორც კი პალატის ზღურბლს გადააბიჯა, მოხდა სასწაული: ისინი


შემწყალებელ ნათებაში შთაინთქნენ, სიმშვიდითა და სიკაშკაშით რომ ავსებდა
მათ ურთიერთობებს. გადაეხვივნენ ერთმანეთს. დაიწყეს ხუმრობა, სიცილ-
ხარხარი, სიხარულით მთვრალებმა ისაუბრეს აქეთურ-იქითურზე...

იონასი ბოლო კვირის მოვლენებს საერთოდ არ დაჰბრუნებია, შეიძლება სწორედ


ამიტომაც გამოუვიდათ შეხვედრა უბრალო, სითბოთი და სინაზით გაჟღენთილი.
საყვარელი დეიდის გვერდით ყოფნით უზომოდ ბედნიერი იონასი ვერ
წყნარდებოდა, სხაპასხუპით ლაპარაკობდა, დასმულ კითხვებზე თვითონვე
პასუხობდა, ბრწყინავდა და კაშკაშებდა. ალბას კი ისეთი განცდა დაეუფლა, რომ
თავით ფეხებამდე საამურ წარსულში გადაეშვა, როცა ნათლულთან
ურთიერთობას მისთვის მხოლოდ ბედნიერება და სიხარული მოჰქონდა.
გარკვეული დროით ეფემერული ამნეზიის ტყვეობაშიც კი მოექცა: დისშვილის
მხიარული და ორიგინალური მოსაზრებებით გულგამთბარს რეალობის
177
შეგრძნებების უნარი მოუდუნდა. გაიფიქრა, რომ შინ დაბრუნებულს
აუცილებლად დახვდებოდა მისთვის კარგად ნაცნობი სურათი – კომპიუტერის
ეკრანს მიწებებული პირქუში ტორი.

ექიმებმა და ექთნებმა იონასს საგანგებო გაცილებაც კი მოუწყვეს. იონასიც არ


დარჩა ვალში – თავისი საქციელითა და ენაკვიმატობით მთელი სამედიცინო
პერსონალი მოაჯადოვა. „გამოგვიარე აუცილებლად, – გაიძახოდნენ, – მაშინაც კი,
როცა არაფერი გაწუხებს“. ალბა იმის გაფიქრებაზე, რომ ასეთი ქარიზმატული
ყმაწვილის ნათლია იყო, სიამაყის გრძნობით აღივსო.

ალბამ იონასი გაასკეცებული სიფრთხილით გადაიყვანა სახლში, რომელიც


რეიკიავიკიდან ნახევარი საათის სავალი გზით იყო დაცილებული. იონასი
იქცეოდა როგორც ტყვე, რომელმაც ეს-ეს არის, თავისუფლება დაიბრუნა. რასაც
ხედავდა, უზომო სიხარულით ავსებდა, თვრებოდა სინათლით, ფერებით, იმ
უმნიშვნელო ცვლილებითაც კი, რომელიც ბუნებას მისი საავადმყოფოში
გადაყვანის შემდეგ განეცადა. ზამთარი ნელ-ნელა თმობდა პოზიციებს, მაგრამ
გაზაფხული ომახიანად ფეხის შემოდგმას აჯანჯლებდა. დროდადრო
მოულოდნელად მოვარდნილი ნერვული ქარბუქი შემორჩენილი თოვლის
კორიანტელს აყენებდა ჰაერში.

სახლში მშვიდობიანად მისულებს, სადილი დახვდათ, რომლის მომზადებაზე


ლივს ეზრუნა: მშრალი თევზი და ჭვავის ცხელ-ცხელი ორცხობილები.
გადაჭარბებული მღელვარებისა და გზისგან დაქანცული იონასი თეფშით ხელში
დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორი ჩართო.

ეკრანზე ჩანდა შთამბეჭდავი ამოფრქვევები მყინვარის თავზე, ცაში ატყორცნილი


გიგანტური ღრუბლები. იონასს თავქვეშ ხელი ამოედო და მონუსხული
შესცქეროდა გამოსახულებას. ვულკანი ეიაფოლი მცირეოდენი სულის მოთქმის
შემდეგ ისევ ბობოქრობდა. პირველ ამოფრქვევას დიდი ზარალი არ მოჰყოლია –
არც ადამიანები დაღუპულან და არც დიდი ნგრევები აღუნუსხავთ. სამაგიეროდ,
მეორე აღმოჩნდა თავზე ხელაღებული – მუსრს ავლებდა გზებს, ფერმებს,
სატელეფონო კაბელებს.

ალბა და იონასი ძალაუნებურად ქოხზე აფორიაქდნენ, მაგრამ კადრების


კალეიდოსკოპურმა მონაცვლეობამ მათი წარმოსახვა უფრო შორს მოისროლა და
ისინი დედამიწის შემოქმედის ძალების ჰიპნოზს დანებდნენ.

178
როგორც ჩანს, გუშინდელი დღიდან მოყოლებული ბუნებას საკუთარი
კინოსეანსის ჩვენება გადაეწყვიტა, რომელიც ბევრად უფრო სანახაობრივი,
საშინელი და დამზაფვრელი იქნებოდა, ვიდრე ჰოლივუდის ბუნებრივი
კატასტროფებისადმი მიძღვნილი ნებისმიერი ბლოკბასტერი, უთვალავი
სპეცეფექტის გამოყენებით.

თავიდან მყინვარი შეინძრა, რასაც მალევე ამოფრქვევა მოჰყვა. მაგმის


მხურვალება ყინულის ღრმა ფენებსაც მისწვდა და წყლად აქცია. კლდეებს შორის
გამდნარი მასა, რომელიც ერთგვარი ყინულის სარქველით იყო დაფარული, ნელ-
ნელა გროვდებოდა. როცა წნევამ კულმინაციურ წერტილს მიაღწია, სარქველი
დაიბზარა და სითხის გიგანტურმა ჭავლებმა ჰაერში იხუვლა. დროდადრო წყლის
გამოტყორცნას ქვა-ღორღისა და გაზების გამოსროლა ენაცვლებოდა. შედარებით
მომცრო ფრაგმენტები და ნაწილაკები კრატერიდან ახლო რადიუსში ცვიოდა.
მტვრის ღრუბლები ცაში ვერტიკალურად რამდენიმე კილომეტრზე
ატყორცნილიყო. მოლეკულების შეჯახებისგან წარმოქმნილი ელვის კაშკაშა
კლაკნილები კრატერის თავზე გამუდმებით ტკაცუნებდნენ.

– წარმოგიდგენია, ალბა, ყოველთვის, როცა ჩვენს ცხოვრებაში რამე


ღირსსახსოვარი ხდება, ეიაფოლი ჭკუიდან გადადის, გამორიცხულია, რომ თავი
არ შეგვახსენოს. იფურთხებოდა, როცა ერთმანეთს დავშორდით, ახლა კი
ამოფრქვევით ზეიმობს ჩვენს შეხვედრას. ჩვენ შორის კოსმიური ძალები
მოქმედებენ.

ალბა ღიმილით დაეთანხმა.

დღე ჩვეული დინებით გაგრძელდა. ორგანიზმის მიერ ტრანსპლანტის


უკუგდების თავიდან აცილების მიზნით, ექიმებმა იმუნიტეტის დამწევ
სპეციალურ პრეპარატებს მიმართეს. ამიტომ იონასი განსაკუთრებით მიკრობებს,
ვირუსებსა და ბაქტერიებს უნდა გაფრთხილებოდა.

ალბამ და იონასმა ძველი ჩვევები გაიხსენეს: კარტის თამაში, ფორტეპიანოს ოთხ


ხელში დაკვრა, ერთმანეთის გვერდიგვერდ კითხვა და ფილმების ყურება.

– ნათლია, ახლა უკვე აღარ ხატავ?

ალბამ თავი დააქნია. ხატვა მისთვის სულის შეხსნა-გათავისუფლების ტოლფასი


იყო, სული კი ალბას მეტად ამღვრეოდა და აფორიაქებოდა. ჯობდა, დახურული
დაეტოვებინა. ალბას უცნაური რამ შეემთხვა: ის ორად გაიყო. ალბა ზედაპირული
179
და ალბა სიღრმისეული. ორივენი მშვიდობიანად თანაარსებობდნენ. პირველი
ერთ რამეს გაფიქრებინებდათ მხოლოდ: ეს რა თბილი, ტკბილი, ყურადღებიანი
და გაწონასწორებული დეიდაა, რომელიც საყვარელ დისშვილთან ასე
მხიარულად თანაცხოვრობსო. მეორე, ანუ სიღრმისეულ ალბაში პირწავარდნილი
ქოლერიკი ბუდობდა, ცოფიანი და ფხუკიანი, რომელიც მოზარდს მუდამ ეჭვის
თვალით შესცქეროდა. მის ყოველ ფრაზას სასტიკ სასამართლოს უწყობდა,
ბავშვის მიერ წარმოთქმული ყოველი უეშმაკო სიტყვის მიღმა ცბიერებასა და
ღალატს ხედავდა. ეს იყო ქალი, რომელიც ყოველწამიერად რევანშისთვის
ემზადებოდა და მოთმინებით ელოდა, როდის ჩამოკრავდა სამაგიეროს მიგების
ზარი; როგორც კი დარწმუნდებოდა, რომ მან მოიპარა ტორის გული, რომ მისი
ვაჟიშვილი იონასის გულისთვის მოკლეს, ალბას ვერაფერი დააკავებდა –
მყისიერად შურს იძიებდა.

აი, რა უტრიალებდა თავში ალბა-დემონს, იმ დროს, როდესაც ალბა-ანგელოზი


დისშვილთან მშვენივრად იქცევდა თავს. ორივენი, ერთ საზიარო გარსში
გახვეულნი, შეხმატკბილებულად ეწეოდნენ ყოველდღიურ ჭაპანს.

ჯერჯერობით ალბას ლოდინი მიესაჯა. „ სასტვენს“ მისთვის არ სცხელოდა, სხვა


მისია უნდა დაესრულებინა. ლოდინი კი გაუსაძლისი ხდებოდა.

ერთ საღამოს იონასს კაპრას ერთ-ერთი კომედიის ყურებისას ჩაეძინა. ალბა


მიუახლოვდა და დაიხარა. ნუთუ არ არსებობს საშუალება, რომელიც
დამანახვებს, ფეთქავს თუ არა ტორის გული იონასის მკერდქვეშ?
გამორიცხულია, რომ ეს დედამ ვერ დაადგინოს. გრძნობათა ორგანოებიც კი
არაფერ შუაშია. ინსტინქტმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია, ინსტინქტი
უნდა ამეტყველდეს. საკმარისია, მის სხეულთან ახლოს დავიჭირო თავი და
გონებით ემოციებს გავეხსნა.

ალბა დაჟინებით უმზერდა მოზარდს.

მოულოდნელად სიახლოვის ძლიერი განცდით გაივსო. მის წინ მხოლოდ იონასი


კი არ გაწოლილიყო, ალბა უფრო მეტს გრძნობდა. ეს იყო რაღაც უცნობი
მოძრაობა, რომელიც გარედან იონასში იღვრებოდა, აცოცხლებდა მისი ტუჩების
ჭრილს, ამოძრავებდა მის გრძელ, უფრო გოგონებისთვის დამახასიათებელ
ლამაზ წამწამებს, ეს მოძრაობა ძარღვებშიც იგრძნობოდა, მკლავებშიც. ამისგან
ვიწრო მკერდი ხან იბერებოდა, ხან იჩუტებოდა: იონასში მისი ვაჟიშვილი
იღიმებოდა: თუ რამე იყო საუკეთესო ამ სხეულში, ჯანმრთელი ან მთავარი – ეს
180
იყო ტორი. და ის მოკლეს, რათა ამ უსარგებლო დავრდომილისთვის სიცოცხლე
გაეხანგრძლივებინათ. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს! ასე იყო ეს!

ალბამ გადაწყვიტა, ამ ექსპერიმენტისთვის წერტილი დაესვა. წარმოუდგენელი


იყო შვილის მკვლელისთვის ასე გაეღიმა. ამიერიდან ვერც ლოლიავს
გააგრძელებდა. ეს მხოლოდ თვალთმაქცობა იქნებოდა. თვალთმაქცობა კი სხვა
არაფერია, თუ არა ღალატი.

„ნუ მიბრაზდები, ტორი, მე აუცილებლად ვიძიებ შურს“.

და მაინც როგორ? მე ვიცი, როგორც. ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს:


მოვაწყობ გამჭოლ ქარს, უბრალოდ, დამავიწყდება ფანჯრების დაკეტვა. საჭმელს
ვადაგასული და დაზიანებული პროდუქტებისგან მოვუმზადებ. არ გამოდგება?
პრობლემებს შევიქმნი? მართალია. ადვილად დამიმტკიცებენ, რომ დამნაშავე მე
ვარ. მაშ, როგორ?

უეცრად ალბა სიხარულით ცას ეწია: გადასარევია! ბავშვების ზეიმი! ოციოდე


ბავშვს აქ უნდა მოუყაროს თავი. მათგან მშვენიერი მკვლელთა შენაერთი
შეიკვრება. ბაქტერიოლოგიური ომი! მიკრობების ნადიმი! ცნობილია, რომ
ბავშვები სნეულებათა ყველაზე დიდი გადამტანები არიან. იონასიც აიკიდებს
მიკრობს, ბაქტერიას ან ვირუსს, რომლის წინააღმდეგ მისი დაუძლურებული
იმუნური სისტემა ვერაფერს გახდება. ნადიმი ტრაგიკული დასასრულით!
დამნაშავე ან არავინაა, ან ყველა! იონასის ამხანაგების, მათი და-ძმების
დახმარებით ალბა დაასნეულებს ჯერ იონასს, მერე კი მთელ სახლს.

სიის შესადგენად ალბა მეორე ოთახში განმარტოვდა.

როგორ მოიყვანოს ჩანაფიქრი სისრულეში კატრინის დაბრუნებამდე? სწრაფი


მოქმედებაა საჭირო. ზოზინი გამორიცხულია. შესაძლებელია თუ არა ამ ცოცხალი
ბომბების შექუჩება თექვსმეტ აპრილამდე? კატრინი ნამდვილად თექვსმეტში
ბრუნდება? ალბა თარიღს ზუსტად ვერ იხსენებდა. არადა, დღეს უკვე
თოთხმეტი იყო...

იმ ღამეს ალბამ მოსაწვევებიც მოამზადა, გადაამოწმა საფოსტო ინდექსები და


ელექტრონული მისამართები.

დაღლილ-დაქანცულს რული მოერია. წავიდა და დაწვა. გარეთ უკვე ინათა.

181
15 აპრილის დილას კატრინმა მათ ავტომოპასუხეზე საგანგაშო გზავნილი
დაუტოვა: „იონას, ალბა, ხვალ ვერ ვბრუნდები, როგორც ვაპირებდი. შვეიცარიამ
საკუთარი საჰაერო სივრცეები ჩაკეტა. ჩვენ გამო, ეიაფოლის გამო! ესეც ჩემი
ბედი, რა! მოგიწევთ კიდევ ცოტა ხანი უჩემოდ ყოფნა. არ ვიცი, რამდენ ხანს
გასტანს ეს მდგომარეობა. გკოცნით!“

დილით გაღვიძებისთანავე ალბამ და იონასმა კატრინის ინფორმაცია


გადაამოწმეს. სამხრეთ-დასავლეთის ქარს ვულკანური ფერფლი ჩრდილოეთ
ევროპისკენ გაერეკა. ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, ფერფლის ნაწილაკებს
შეეძლოთ თვითმფრინავების ძრავები გაეჭედათ, არ იყო გამორიცხული,
ხელსაწყოების მაჩვენებლებიც შეეცვალათ. აეროპორტების პასუხისმგებელი
პირების გადაწყვეტილებით, არაერთი ქვეყნის საჰაერო სივრცე დროებით
დაიხურა. პირველები ინგლისი და პოლონეთი აღმოჩნდნენ, მათ მაგალითს
ბელგიამ, შვეიცარიამ, ნორვეგიამ, დანიამ და ირლანდიამაც მიჰბაძეს.

დეიდამ და დისშვილმა ამბავი სხვადასხვაგვარად აღიქვეს.

იონასი ეროვნული სიამაყის გრძნობით აღივსო.

– წარმოგიდგენია, ნათლია, ისეთი პაწაწინა და მოკრძალებული ქვეყანა,


როგორიც ჩვენ ვართ, საერთაშორისო ფრენების გაუქმების უფლებას აძლევს
საკუთარ თავს. მაგარია! ნახე, რამდენი რეისი გადაიდო! ეს მილიონობით ზარალს
ნიშნავს.

ალბამ კი ამ მოვლენაში ბედის ნიშანი დალანდა: რახან კატრინი ჟენევაში


გაიჭედა, მას მოქმედების სრული თავისუფლება ეძლეოდა, ჩაფიქრებული გეგმა
ბოლომდე უნდა მიეყვანა – მკვლელობისკენ მიმავალი გზა მისთვის ხსნილი იყო.

დისშვილს გამოუცხადა, რომ გრანდიოზულ სიურპრიზს უმზადებდა, შემდეგ კი


თავის ოთახში ჩაიკეტა, რათა მოწვეული სტუმრებისათვის გადაერეკა: ზეიმი
ხუთშაბათისთვის, ზეგ საღამოსთვის დანიშნა. დღის განმავლობაში ოციოდე
ადამიანი გამოეხმაურა და აღუთქვეს, რომ უსიკვდილოდ ეახლებოდნენ.

ოთხშაბათს, როცა დღესასწაულების ორგანიზატორი დაწესებულებების


პრეისკურანტს ეცნობოდა, მობილური აწკარუნდა. ვილმა ურეკავდა.

– ვიპოვე!

182
– რა იოპვე?

– ვიცი, რაც უქნეს ჩემს ქალიშვილს.

– როგორ?

– სტურლუსონი! ტრანსპლანტაციის ცენტრში. როგორც შენ, მეც წავედი იქ, რათა


მისთვის პირი მომექონა და რაღაც-რაღაცები დამეცინცლა. შენ წარმოგიდგენია,
მასთან დალაპარაკებაც კი არ დამჭირდა. საუბარი კარს უკან მოვისმინე. ქირურგს
ესაუბრებოდა ერთი ოპერაციის შესახებ. სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა ჩემი
გოგოც.

– ეს არ არის საკმარისი, ვილმა.

– ვიცი, რასაც ვამბობ.

ამ გაღიზიანებულ პასუხში ალბამ შიშით საკუთარი თავი ამოიცნო.

– მოდი, ჩვენს კაფეში შევხვდეთ ერთმანეთს, – ლამის უბრძანა ვილმამ.

დაბნეული ალბა იონასთან ბუნდოვანი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა,


მოახტა მანქანას და რეიკიავიკისკენ აიღო გეზი.

როცა „ორ სირინოზში“ შევარდა, ვილმა მკლავში ჩააფრინდა. ალბა დაზაფრული


შესცქეროდა ვილმას. ისეთი განცდა დაეუფლა, რომ ადამიანის ხელი კი არა,
ბასრკლანჭება ფრინველი ჩაებღაუჭა.

– მიშველე.

– რაში?

– დამეხმარე ბავშვის მოტაცებაში.

– რომელი ბავშვის?

– იმის, რომელსაც ტრანსპლანტი ერგო.

გაოგნებულმა ალბამ ხელი გაითავისუფლა და უკან გადაიწია.

– რატომღაც მეგონა, რომ შენ მხოლოდ დეტალების დადგენა გაინტერესებდა.

– ყველაფერი მხოლოდ იმისთვის წამოვიწყე, რომ ქალიშვილი დამებრუნებინა.

183
– „ქალიშვილი დაგებრუნებინა...“ შენი ქალიშვილი გარდაიცვალა, ვილმა.

– ცდები, – ამოიკვნესა ვილმამ, – თუ ჩემი გოგოს გული სადღაც ფეთქავს, ის ისევ


ცოცხალია. თუ მისმა გულმა უცნობ სხეულს სული შთაბერა, ის მე აუცილებლად
მიცნობს. თუ მისი გული ცემს, მე მას აუცილებლად ვჭირდები. მე მას ვენატრები,
ის მიხმობს. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ, როგორც უწინ.

ვილმას თვალები ცრემლებით დაენამა.

– თუ ფეხს ავითრევ, იფიქრებს, რომ უყურადღებოდ მივაგდე.

„ვილმამ გააფრინა“. ალბა კარგად ხედავდა, სადამდე მიიყვანა ტანჯვამ ეს


ადამიანი.

– ალბა, დამეხმარე, ერთად წავიდეთ.

– არა, მე არ გეთანხმები.

– არ გინდა, დამეხმარო?

– ძალიან მინდა დაგეხმარო, მაგრამ ყველაფერზე წამომსვლელი ნამდვილად არ


ვარ. შენ ახლა აშკარა ბოდვებში ხარ, ვილმა.

– მათხოვე შენი მანქანა.

– არა.

– კეთილი. უშენოდ წავალ.

აჭარხლებული, აღგზნებული, ვითარცა მეომარი ამორძალი, გაძვალტყავებული


ვილმა წამოხტა და გასასვლელისკენ გაქანდა. ალბამ მისი შეყოვნება სცადა.

– შეეშვი ჩანაფიქრს, ვილმა, ეს სრული სიგიჟეა. შენ აღმოჩნდები უცნობი და არა


საკუთარი გოგონას პირისპირ.

– შენ არაფერი გესმის!

ამ სიტყვებით ვილმა შურდულივით გავარდა ქუჩაში. სანამ ალბა ლუდის ფულს


იხდიდა, უბედური დედა ქარბუქში გაუჩინარდა, რომელიც ქალაქს თავს
დასტყდომოდა.

184
თავგზააბნეული ალბა ორჭოფობამ მოიცვა. რაღაცა უნდა მოიმოქმედოს... ეს
აუცილებელია... მაგრამ როგორ? იქნებ პოლიციას მიმართოს დახმარებისთვის?
არა, ჯერ ადრეა. შეაჩეროს ვილმა? მაგრამ ალბამ არ იცოდა, სად ცხოვრობდა ის
შეშლილი.

ალბა შინ დაბრუნდა და ერიკ წითურს – „ლიბერარიას“ „ბელადს“ მისწერა. მან


სასწრაფოდ მოიწერა წერილი, რომელშიც ადასტურებდა, რომ ვილმა მთლად
დაწყობილ ჭკუაზე ვერ იყო, რომ მთავარი კითხვა ღიად რჩებოდა: ვინ მიიყვანა ის
ამ მდგომარეობამდე? ამას თან ერთვოდა ისლანდიის მთავრობის წინააღმდეგ
გადმონთხეული არგუმენტებით გამაგრებული ოთხგვერდიანი დიატრიბა.

ალბა მიხვდა, რომ „ლიბერარიას“ მხრიდან დახმარების დიდი იმედი


მაინცდამაინც არ უნდა ჰქონოდა.

ამ დროს მაგნუსმა შემოაღო კარი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში


პირველად გაუხარდა ქმრის დანახვა. გავარდა და მკლავებში ჩაუვარდა.

– ჩემი გულისთვის დაბრუნდი?

– რა თქმა უნდა.

– მაგნუს, იცი, როგორ მიყვარხარ?

როგორც ალბა ვარაუდობდა, ამ სიტყვებმა კონკრეტული ასახვა მაგნუსის ჯინსზე


პოვა: მამაკაცის ორგანიზმზე მსგავსი ზეგავლენის მოხდენის უნარი ალბას
ყოველთვის დიდ სიამოვნებას განაცდევინებდა. ამჯერადაც ცოტა არ იკმარა და
უფრო შორს გაუტია. მენატრებოდიო, გული მიკვდებოდა, ასე შორს რომ
მეგულებოდიო, – ჩასჩურჩულა ყურში. იმპროვიზაცია თვითონაც გაიკვირვა და
თავის თავს ეკითხებოდა, ამ ჩემს მონაჩმახში სიმართლის ნაწილიც ხომ არ
ურევიაო.

მაგნუსმა ალბა ხელში აიყვანდა დივანზე დააწვინა. შემდეგ ექსპერტის


გამოცდილი ხელებით დინჯად და აუჩქარებლად გააშიშვლა.

ერთი სეანსი არ იმყოფინეს. აქცია რამდენჯერმე განმეორდა. დროც თავზე


საყრელი ჰქონდათ. დამალვის საჭიროებაც არ იდგა. ტორი უკვე აღარ იყო
ცოცხალი. ლივი კიდევ იონასს ადგა თავზე.

185
ჩაცმისას ალბას ვილმა გაახსენდა. იმასაც მიხვდა, რომ მაგნუსთან ლოგინში
კოტრიალმა გვარიანად გაართო. ღირდა ვილმაზე ქმრისთვის მოეთხრო?
არავითარ შემთხვევაში. მაშინ იძულებული გახდებოდა, ხურჯინისთვის თავი
მოეხსნა და თავის თავზე ყველაფერი დაეფქვა...

– იქნებ წამოსულიყავი კატრინთან? დარჩებოდი ჩემთან და იონასთან ერთად.

– შეიძლება, მაგრამ იქიდან სამსახურში როგორ წავიდე?

– მე წაგიყვან.

მაგნუსმა თანხმობა გრძელ და სველ კოცნაში ჩააქსოვა. საქმე კინაღამ დივანზე


დასრულდა...

***

როდესაც კატრინის სახლთან მანქანა დააყენეს, ორივემ უმალ უჩვეულო


სიტუაციის ნიშნები შეამჩნია. ვიღაცას გარე განათება გამოერთო. კატრინი მას
ქარბუქის დროს ყოველთვის ანთებულს ტოვებდა, რათა მანქანებს გზის
გაკვლევაში ხელი არ შეშლოდათ. კარგად როცა დააკვირდნენ, დაინახეს, რომ
შიგნითაც ბნელოდა.

ზღურბლამდე დარჩენილი სამი საფეხური როგორც კი აიარეს, შეამჩნიეს, რომ


გამჭოლი ქარისგან კარი ქანაობდა.

ალბა და მაგნუსი სირბილით შეცვივდნენ ბინაში. მაგნუსი მაინც დაწინაურდა,


მზად იყო, ბინის ქურდს პირველი შერკინებოდა. შენობაში ჩამიჩუმი არ ისმოდა.
დაიწყეს ყვირილი, რომელიც უპასუხოდ დარჩა.

– შეუძლებელია! იონასი შინ უნდა იყოს, – ჩაილუღლუღა ალბამ.

განაგრძეს ხმამაღალი ძახილი. ამაოდ. შემდეგ ოთახებში იწყეს ძებნა. იონასს


ვერსად მიაკვლიეს. ბოლოს სამზარეულოში, იატაკზე უგონოდ გაშხლართული
ლივი აღმოაჩინეს.

მაგნუსმა მალევე მოიყვანა ის გონებაზე. ამასობაში ალბამ პოლიცია და სასწრაფო


დახმარების მანქანა გამოიძახა.

ექიმების მოსვლამდე ლივმა თვალები გაახილა და მოჰყვა, რაც გადახდათ თავს.


186
– კარზე უცნობმა ქალმა დარეკა. ვიფიქრე, ალბათ ამ წარღვნაში გზა აერია-მეთქი
და გავუღე. მკითხა, იონასი აქ ხომ არ ცხოვრობსო. სიმართლე გითხრათ, ძალიან
გამიკვირდა. მაშინ ამიხსნა, მედდა ვარ იმ საავადმყოფოდან, სადაც იონასს გული
გადაუნერგეს და სურვილი გამიჩნდა, ჩვენი განყოფილების ყველასგან
გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი პაციენტი მომენახულებინაო.
ნათქვამში ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, თან ისეთი მომხიბვლელი ღიმილი
დასთამაშებდა სახეზე. ჟღალ თაგუნიას ჰგავდა... მოკლედ, დავუჯერე და
იონასთან შევიყვანე, შემდეგ რაც მოხდა, ახლაც ვერ გამიგია... თავიდან თაფლი
იყო, მერე ისე უყვირა და უღრიალა ჩვენს პატარას, მეც მივვარდი, მაგრამ თვალის
დახამხამებაში ისეთი გამომიქანა, თვალთ დამიბნელდა. მერე არაფერი მახსოვს.
ღმერთო, ბავშვს ხომ არ მოაწია რამე? მასაც სცემა?

– ის, უბრალოდ, შინ არ არის, – დაუზუსტა მაგნუსმა.

– თან წაიყვანა, – დაამატა ალბამ, – ბავშვი გაიტაცეს.

მაგნუსი და ლივი მისკენ შეტრიალდნენ. ალბას თვითდაჯერებულობა


გაუკვირდათ.

***

ალბა გვიან ღამემდე უყვებოდა პოლიციელებს, რაც იცოდა და რასაც ეჭვობდა თუ


ვარაუდობდა. ალბას სხვა მოსაზრება არ გააჩნდა. იონასის გამტაცებელი მხოლოდ
ვილმა შეიძლებოდა ყოფილიყო.

მაგნუსი შორიახლოს იჯდა და ყველაფერს ყურადღებით ისმენდა. ალბა ხომ,


გარკვეული გაგებით, მისთვისაც ჰყვებოდა.

საუბედუროდ (სამწუხაროდ), ალბამ ვილმას მხოლოდ სახელი და მობილურის


ნომერი იცოდა, რომელზეც ის ახლა უკვე აღარ პასუხობდა, რის გამოც მისი
ლოკალიზება ვერ ხერხდებოდა. იდენტიფიცირებისათვის პოლიციელები
ქალიშვილის გარდაცვალების თარიღს დაეყრდნენ. ალბამ იცოდა, რომ ეს თარიღი
იონასის ოპერაციის დღეს ემთხვეოდა.

187
შედეგმა მონიტორზე ამოანათა. იმ დღეს ისლანდიაში მხოლოდ ორი მოზარდი
დაფიქსირდა, რომლებიც შესაძლოა ორგანოების დონორები გამხდარიყვნენ –
ვინმე ჰელმა ვილმადოტირი და ტორი მაგნუსონი.

ალბამ თავი დახარა, თითქოსდა დანაშაულზე წაასწრესო და სასამართლოს


წინაშე მოუწევდა წარდგომა. რამდენიმე წამის შემდეგ მაგნუსს ნაჩქარევი მზერა
შეავლო, რომელიც უკვე მიხვდა, რა მეგობრობა აკავშირებდათ ალბასა და
ვილმას, ჩასწვდა მეუღლის აკვიატებული ძიებების არსსაც. გაისიგრძეგანა
ცოლის დაშორებისა და გაუცხოების მიზეზებიც.

ერთ-ერთმა პოლიციელმა გაკვირვებით ჰკითხა:

– გოგოს გული შეიძლება ბიჭს გადაუნერგონ?

– გული სასქესო ორგანო არ არის, – უპასუხა მაგნუსმა.

– არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ იონასმა იმ დღეს სწორედ მისი


გული მიიღო, – დაამატა ალბამ.

– შეიძლება ჭკუიდან გადადგეს ადამიანი, – დაასკვნა პოლიციელმა.

ალბა დაფიქრდა მისი გაქცევის მიზეზზე: ვილმას იონასის დატყვევება სურდა,


რათა ჰყვარებოდა იგი. ალბას კი იმიტომ, რომ მოეკლა ის. ღმერთო, როგორ
დავუშვი მსგავსი რამ? ალბა უეცრად მიხვდა: რამხელა უგუნურობაა, მიიჩნიო,
რომ ვიღაცის სხეული შენი საკუთრებაა და რომ კიდევ უფრო დიდი სისულელეა,
გამოთქვა უფლება ადამიანზე, რომელსაც ორგანო გადაუნერგეს. როგორც ჩანს,
ალბამ გაჭიანურებულ კოშმარს თავი დააღწია.

შესაძლოა... მაგრამ დაიწყო მეორე კოშმარი – იონასი დაიკარგა.

პოლიციელები წავიდნენ. ალბამ და მაგნუსმა სახლი დაკეტეს და ჩუმად


რეიკიავიკში დაბრუნდნენ. გამუდმებით ფიქრობდნენ სუსტ და დაუცველ
იონასზე, რომელიც თავზე ხელაღებულ ქალს ჩაუვარდა ხელში.

შინ დაბრუნებულმა მაგნუსმა ორი სკამი აიღო და ალბას მის პირისპირ დაჯდომა
უბრძანა. ალბამ სცადა, ქმარს გადახვეოდა, მგზნებარედ მიეკრა მის სხეულს,
მაგრამ მაგნუსმა ენერგიულად მოიშორა.

– შენ, აი, აქ დაჯდები და ყურს დამიგდებ, ალბა.

188
– კი, მაგრამ...

– არ მომეკარო, თორემ იძულებული გავხდები, დაგაბა.

ალბა დაჯდა და მორჩილად დახარა თავი, როგორც უხამსი საქციელისთვის


დასჯილმა გოგონამ.

– მსურს, სიმართლე გითხრა, ალბა. შემისწორე, თუ სადმე შეცდომას დავუშვებ.


შენ გრცხვენია, შელაპარაკების შემდეგ ტორი უყურადღებოდ რომ მიაგდე,
დაამცირე, ლანძღე და თათხე, როგორც ჰარპიამ. დაემუქრე... ახლა კი გსურს, ეს
მოგონება მეხსიერებიდან ამოიშალო. ყველა ღონეს მიმართავ, გაექცე მას და თავი
დამნაშავედ არ ცნო, სინდისის ქენჯნისგან დაიცვა თავი. ბოროტი ნება
გიბიძგებს, დაივიწყო ტორი, ვერ ისვენებ, კედლებს აწყდები და აგრესია,
რომელიც საკუთარი თავის წინააღმდეგ უნდა მიგემართა, იონასსა და
საზოგადოებას გადაანთხიე.

ალბა ატირდა.

– მე ცუდი დედა გამოვდექი!

– სულაც არა. შესანიშნავი დედა იყავი. თუმცა იმ საღამოს, რაც მართალია,


მართალია, ნერვებმა გიმტყუნა, საკუთარ თავს კონტროლი ვერ გაუწიე და
ზედმეტი მოგივიდა. მაგრამ სხვა საღამოებსაც მოვსწრებივარ, როცა შენ
სრულიად უნაკლო იყავი. ვაღიარებ, რომ ტორი არ იყო ფრთაშესხმული
ანგელოზი. მისი შეყვარება ბევრად უფრო ძნელი იყო, ვიდრე იონასისა.
მიუხედავად ყველაფრისა, მე და შენ ვგიჟდებოდით ჩვენს შვილზე და მისი
აღზრდისთვის არაფერი დაგვიკლია.

მაგნუსი ალბას წინ მუხლებზე დაეცა.

– შენ გაუბრაზდი იონასს იმისთვის, რომ სიკვდილის კლანჭებს დაეხსნა.


გონებაში, ღმერთმა უწყის, რა არ შეთითხნე და წარმოისახე. თავი დაირწმუნე
იმაში, რომ ტორი მოკლეს იმისთვის, რათა იონასს ეცოცხლა. ხედავ, სანამდე
მიხვედი. ეს იყო ბოდვა, რომელიც შენ გაწყობდა და ხელს გიშლიდა საკუთარი
ტკივილისა და უბედურების აღქმაში. კმარა, ალბა. ამიერიდან მსგავს
სისულელეებზე აღარ იფიქრებ.

– უკვე აღარ ვფიქრობ.

189
– ვიცი, იმიტომ, რომ, როგორც იქნა, ჩემი მოსმენა ისურვე.

მაგნუსმა ალბა მამობრივი სითბოთი მხარზე მიიკრა და დამშვიდების საშუალება


მისცა.

როცა ცოლმა სული მოითქვა, მაგნუსი ადგა და კარადა გააღო.

– ცოტა „შავ სიკვდილზე“ რას იტყვი?

ალბას გააჟრჟოლა. სულ დავიწყებოდა, რომ ასე უწოდებენ ადგილობრივ


ბერგამოტით არომატიზებულ არაყს.

თითო-თითო გადაკრეს. ცოტა ხანში მაგნუსმა მეორეც დაისხა.

– ახლა კიდევ იფიქრებ და ვილმაზე სულ წვრილ-წვრილად მომიყვები. იქნება და,


გამოვიცნოთ, სად შეიძლება იონასს მალავდეს.

***

ალბას განთიადამდე რული არ მიეკარა. გამუდმებით წრიალებდა. ხან მარცხენა


გვერდზე მიწვა, ხანაც მარჯვენაზე, ხანაც კედელს აეკრა, ლამის აღარ სუნთქავდა,
რათა მაგნუსს არ გაჰღვიძებოდა. ცდილობდა, თავი ვილმას ადგილზე
წარმოედგინა, მაგრამ არ გამოსდიოდა.

დილის შვიდ საათზე უბნის ინსპექტორს დაურეკა, რომელმაც ნომერი დატოვა იმ


იმედით, რომ პროფესიონალები ბევრად უფრო ქმედითნი და ეფექტურნი
აღმოჩნდებოდნენ, ვიდრე ალბა.

უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა პოლიციელმა ქალს მოახსენა, რომ


ძიება, ცხადია, უშედეგოდ, მაგრამ მაინც გრძელდებოდა, რომ ჯერჯერობით ვერ
დაედგინათ, სად მალავდა ვილმა დატყვევებულ იონასს. შეეტყოთ, რომ ვილმა
უმუშევარი იყო, ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ კი – უსახლკარო, არც
ნათესავები დარჩენოდა.

მონათხრობმა ალბა თხემით ტერფამდე შეძრა. სად შეიძლება იონასი ყოფილიყო?


იქნებ ბიჭს ხელ-ფეხი შეუკრა და პირზე ალიკაპი დაადო, რათა გაქცევა ან
საშველად დაძახება ვერ შესძლებოდა? ქუჩაში გაჭრა რომც მოეხერხებინა, ამ

190
ყინვა-ქარბუქში დიდხანს ვერ გაძლებდა. ბუნებრივი სტიქიის წინაშე უძლური
აღმოჩნდებოდა...

ალბამ ბინაში ბორიალი დაიწყო, სხვათა შორის, სიარული ყოველთვის შველოდა


ფიქრში. დროდადრო ტორის კარის წინ ყოვნდებოდა, ღრმად ამოიოხრავდა და
ისევ უკან გამოტრიალდებოდა.

მოულოდნელად მისი ყურადღება ერთმა დეტალმა მიიპყრო. რაღაცა მოისაკლისა.


უფრო დეტალურად დაათვალიერა. „ქოხის“ გასაღები გამქრალიყო.

– მაგნუს!

ალბამ ქმარი სასწრაფოდ გააღვიძა და თავისი აღმოჩენა გაუზიარა: ვილმამ


იონასთან ერთად თავი მთის სახლს შეაფარა.

– და როგორ ავიდოდა იქ, ხომ მითხარი, მანქანა არა აქვსო...

– მოიპარავდა. როცა ბავშვს იტაცებ, თავისუფლად შეგიძლია მანქანის გატაცებაც.


ასე არ არის? მაგნუს, მან იონასი ისლანდიის ყველაზე საშიშ ადგილას წაიყვანა.

გაცოფებული მაგნუსი კედლის კარადას ეცა და თბილი სამოსი გადმოალაგა.

– აბა, ჩქარა. ვიცვამთ და მივდივართ!

***

ფერფლს მთელი სამყარო გარდაექმნა. გეგონება, ბუნებამ სამგლოვიარო მანტია


მოისხაო.

ვულკანური ღრუბლების უკიდეგანო, დამთრგუნველი და შავბნელი ქარავანი


მათ თავს ზემოთ სივრცეებს იპყრობდა, ქროდა ქარი და წუილით ეხეთქებოდა
მანქანას. შავი სუდარა ალაგ-ალაგ სქელდებოდა, ალაგ-ალაგ თხელდებოდა, მერე
ისევ იბერებოდა და შიშისმომგვრელ ფიგურებს ქმნიდა – წარღვნის მაუწყებელ
საყვირებს, დემონებს, ხარებს, კამეჩებს, ტროლებს, ქიმერებს – სასტიკი და
პირსისხლიანი ურჩხულების მთელ ლაშქარს.

რაც უფრო უახლოვდებოდა მანქანა ამოფრქვევის ეპიცენტრს, ღრუბლების


სუდარა კონტურებს კარგავდა, დაბლა იშლებოდა და შავბნელ თაღს ქმნიდა,
რომელიც სინათლეს ეფარებოდა. უღელტეხილს მიღმა ეს ტყვიისფერი სახურავი
191
დედამიწას შეერწყა, ჩამობნელდა, გზის გაკვლევა თითქმის შეუძლებელი გახდა:
მანქანამ ერთგვარ გაუვალ, შავ, გაუმჭვირვალე პიურეში შეტოპა.

ალბა და მაგნუსი ყოველ წამს ბარიერის წარმოქმნას შიშობდნენ, რომელიც მათ


დაწინაურების საშუალებას მოუსპობდა. ზონა სიცოცხლისთვის საშიში
გამხდარიყო და ადამიანებისთვის ყოველგვარი მიმოსვლა აეკრძალათ. იმის
გაფიქრებაზე, რომ იონასი იძულებული იყო, ეს სულშემხუთავი გაზი ესუნთქა,
ცოლ-ქმარს ძარღვებში სისხლი ეყინებოდა.

მოგვიანებით შორს მოციმციმე წერტილებს მოჰკრეს თვალი. ხელისუფლების


ბრძანებით, საშიში ზონა ელექტრონათურებით შემოერკალათ. მაგნუსმა
უსაფრთხოების მიზნით მანქანა გააჩერა, ფარები გამორთო და აუყვა დატკეპნილ
შარას, რომელიც მთავარი მაგისტრალის პარალელურად მიიკლაკნებოდა.

– როგორ მოახერხა ვილმამ აქამდე მოღწევა? – იკითხა ეჭვებით შეპყრობილმა


ალბამ.

– ნუ გავიწყდება, რომ მას იონასი ახლდა თან. აი, მას კი რეგიონის ნებისმიერ
კუთხე-კუნჭულში შეუძლია თვალდახუჭულმა გზა გაიკვლიოს.

– იონასი ვილმას თავის ცოდნას არავითარ შემთხვევაში არ გაუზიარებდა.

– მუქარით შეიძლება ადამიანს ნებისმიერი ინფორმაცია დასცინცლო.

ალბამ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. იონასი ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდა.


ღმერთო, მიეცი ძალა და გააძლებინე.

მათ „ჩერიოტს“ სულ უფრო და უფრო უჭირდა გზის გაკვლევა. იქაურობა არა
მარტო ფერფლით იყო დაფარული, არამედ ქვა-ღორღითაც.

უეცრად მაგნუსმა დაამუხრუჭა. გზა ბობოქარ ნიაღვარს გადაეჭრა. წინსვლა


შეუძლებელი იყო.

ალბამ და მაგნუსმა კაპიუშონები დაიხურეს, დამცავი ნიღბები მოირგეს და გზა


ფეხით განაგრძეს.

ირგვლივ აპოკალიფსი სუფევდა.

ქარი ღმუოდა, გარშემო ყველაფერი ტრიალებდა, მოსიარულეებს დაწინაურება


სულ უფრო და უფრო უჭირდათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ

192
გრიგალი მწვერვალებიდან ეშვებოდა, გზად კლდეებზე მიხეთქებისას
ილესებოდა და ბოლოს მგზავრებს ესობოდა, როგორც უმოწყალო დაშნა.

როცა პლატოს მიადგნენ, რომელზეც ბარაკი იყო გაშენებული, შემხვედრი


გრიგალის წყალობით შემოგარენს მცირე ხნით უცნაური

ნათელი გადაეფინა. რამდენიმე წამის განმავლობაში არემარე ლეთარგიულ


ძილში შთაინთქა, რომელიც უფრო აგონიას წააგავდა. ამ დროს დალანდეს
პირდაპირ სახლთან მიყენებული ჯიპი.

– წარმოგიდგენია, აქამდე მოუღწევიათ. ალბათ შიგნით არიან, დარწმუნებული


ვარ.

ალბა და მაგნუსი სირბილით გაცვივდნენ წინ, მაგრამ თითქოს მთელი სამყარო


მათ წინააღმდეგ დაირაზმა: ნაწვიმარზე ფერფლი და თოვლი ერთმანეთში
არეულიყო და გაუვალ წებოვან ტლაპოდ ქცეულიყო. ყოველი ნაბიჯის გადადგმა
არაადამიანურ ძალისხმევად უჯდებოდათ. ზეგანზე ქარს მათთან
საბრძოლველად სულ სხვა სტრატეგია შეერჩია. ის მათ ჩხრეკდა, ფხაჭნიდა,
სახეში ულაწუნებდა, ისე ხმაურობდა, ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. მისი
ცხოველური ღმუილი ყოველ ჩანაფიქრს ანადგურებდა. გეგონებოდათ, ქარბუქს
დედამიწის ზედაპირის პირწმინდად მოსუფთავება გადაუწყვეტიაო.

როგორც იქნა, ბარაკს მიაღწიეს. საკვამურიდან კვამლის თხელი ზოლი


ამოდიოდა, რომელსაც ქარი ნაკუწებად გლეჯდა და აქეთ-იქით მიაქანებდა.

მაგნუსმა ალბას ანიშნა, კრინტი არ დაეძრა. სურდა, ვილმას მოულოდნელად


დასხმოდა თავს. მხრით კარს მიეხეთქა და შეანგრია.

ვილმა მთვლემარე იონასის ფეხებთან იჯდა. ვერც კი მოასწრო შემოჭრილი


ადამიანის შემჩნევა. მაგნუსმა ის თავში ძლიერი დარტყმით გააბრუა და ხელ-
ფეხი შეუკრა.

შებორკილი ვილმა გაკვირვებული აფახულებდა თვალებს. როცა გააცნობიერა,


რაც ხდებოდა მის თავს, არაადამიანური ხმით აღრიალდა.

ალბა იონასისკენ გაქანდა. ბავშვს სახის ნაკვთები დასჭიმვოდა, საშინლად


დაქანცული და გამხდარი ჩანდა. სუნთქვა უჭირდა. ალბამ მას ფერმკრთალ
ლოყებზე გაულაწუნა.

193
იონასმა თვალები გაახილა და მისკენ დახრილი ნათლია აღმოაჩინა.

– დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემ საშველად მოხვიდოდი...

იონასის ხმის გაგონებაზე ვილმა გაათკეცებული ენერგიით აკივლდა.

– დაგვანებეთ თავი. ხელი არ ახლოთ მას. ის ჩემი ქალიშვილია. მე ის მშვენივრად


ვიცანი. წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც უთვალთმაქცია. ძალიან თავაზიანად
მომეპყრო. განა ეს დამამტკიცებელი საბუთი არ არის?

მაგნუსი ეცადა, ვილმასთვის პირში ჩვარი ჩაეჩურთა. ამ დროს წითურმა თაგვმა


ხელზე უკბინა და მთელი ძალით ფეხებს შორის ამოარტყა. მაგნუსს
ტკივილისგან სახე მოეღრიცა.

– რა უნდა ვუყო ახლა ამ შეშლილს?

ალბა მათ შორის ჩადგა, თვალებით სიმშვიდისკენ მოუწოდა და ბრძანა:

– აი, აქ მიაბი. ცოტა ხანს დავისვენებთ მისგან. მე კიდევ პოლიციას გამოვიძახებ.

– მიშველე, ალბა, – ამოიგმინა ვილმამ, – ვიცი, რომ საქციელს მიწონებ, შენ


ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც მხარს მიჭერს.

– ვილმა, შენ ავად ხარ, თან ძალიან მძიმედ, მაგრამ იმედი მაქვს, ექიმები
იზრუნებენ შენზე და ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანენ.

– თქვენთან ერთად წამოვალ, წამიყვანეთ აქედან, გთხოვთ!

ალბამ ძლივს შეიკავა თავი, რომ მისთვის სახეში სილა არ გაეწნა.

– არ გენდობი, ვილმა! ხედავ, რა დღეში ჩააგდე იონასი. ბავშვი ძლივს სუნთქავს.

მაგნუსმა იონასს თბილად ჩააცვა, სახეზე ნიღაბი მოარგო და ზედმეტი სიტყვების


გარეშე მხრებზე შემოისვა.

– მაგრად ჩამებღაუჭე, ბიჭო, მივდივართ!

მაგნუსმა და იონასმა ბარაკი დატოვეს.

გარეთ კი ქარს კიდევ უფრო მოეკრიბა ძალები, სასტიკი და ულმობელი


გამხდარიყო. ნუთუ ბუნების ეს ხანგრძლივი, მოუთვინიერებელი ცოფი და
აგრესია ასე უსაშველოდ უნდა გაგრძელდეს?

194
წითელი სახლი მთელი ძალით უძალიანდებოდა ქარის იერიშებს, ხრჭიალებდა,
ზანზარებდა, კანკალებდა, წუწუნებდა, თრთოდა, შიგნიდან ვილმას მოთქმა
ისმოდა.

მაგნუსი და იონასი ბორძიკ-ბორძიკით გაუდგნენ გზას, გრიგალი მათ ხან


მარცხნივ მოიქნევდა, ხან მარჯვნივ, რამდენჯერმე სულ სხვა მიმართულებით
გადაისროლა. ძალ-ღონის მოკრება შეუძლებელი გახდა. სტიქიას თითქოს
გადაეწყვიტა, ნაგავი გამოეხვეტა როგორც ადამიანთა თავებიდან, ასევე
მიმდებარე ზეგნებიდან.

მოულოდნელად მათ უცნაური ხმაური მოესმათ. უჩვეულოდ მზარდი გრუხუნი –


ეს იყო ქვების სეტყვა!

– სადმე შეაფარეთ თავი, ჩქარა, ჩქარა!

ალბამ კლდის შვერილისკენ მიუთითა, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა. ის და


კატრინი პატარაობისას ამ შვერილის ქვეშ სათამაშო ქოხმახებს აგებდნენ.
ყველანი იქითკენ გაქანდნენ. ციდან სხვადასხვა წონა-ზომის ქვა-ღორღი ცვიოდა.
ხან კვერცხებივით წვრილი, ხანაც რიყის ქვებივით მსხვილი.

იონასმა წამოიყვირა, ალბამ და მაგნუსმა ერთმანეთს დაზაფრულებმა


გადახედეს, იფიქრეს, რომ თავში ქვა მოხვდა და დაიჭრა. იონასმა თითი წითელი
ბარაკისკენ გაიშვირა, რომელიც სიშორის გამო ძლივს მოჩანდა. უზარმაზარ
ლოდს სახურავი ჩაენგრია. ნაკუწებად ქცეული საკვამურიდან ამოვარდნილი
ცეცხლის ალი ერთადერთი ოთახის კოჭებს მოსდებოდა.

რამდენიმე წუთში ხანძარი მთელ სახლს მოედო, რომელსაც ქარი


ყოველწამიერად აღვივებდა. ყველაფერი ნაცარტუტად იქცა. ბოლოს ქარის
ძლიერმა ტალღამ ყველაფერი ჰაერში აიტაცა და პლატოზე მიმოფანტა.

***

ალბას ჩაეღიმა. ეს გაბნეული შუქი და მსუბუქი ქარი გაზაფხულისა და ახალი


ცხოვრების დაბადებას იუწყებოდა.

195
მოწმენდილ ცაზე მზე კაშკაშებდა. ქათქათა თოლიები აღგზნებულად,
ხმაურიანად იცინოდნენ. მალე ეს ქვასავით მკვრივი მიწა დალბება, ამოხეთქავს
ბალახი. ალასკური ლოპინარები ფერდობებსა და ბორცვებს ლურჯად დაფერავენ.

ალბა საფოსტო ყუთის წინ იდგა და „სასტვენს“ ელოდებოდა. ამ უკანასკნელმა


ალბას სხაპასხუპით ახალი ამბები ჩაუკაკლა. წუხელ საავადმყოფოს ინტერნეტ-
გვერდი გაეტეხა და მნიშვნელოვანი დოკუმენტები ამოებეჭდა.

ალბამ ის შორიდან შეამჩნია. ველოსიპედს მოხტომოდა და აღმართზე


ენერგიულად ირწეოდა. მისი კაფანდარა სილუეტის შემხედვარეს აუცილებლად
გაუჭირდებოდა დანამდვილებით ეთქვა, რომელი იყო უფრო თხელი –
ველოსიპედი თუ მისი პატრონი. მიუახლოვდა ალბას და გამარჯვებულის იერით
დოსიე ააფრიალა.

– ესეც ასე!

– არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა.

– რევოლუციაში მონაწილეობით, ამხანაგო! ახლა უნდა დაგტოვოთ, შეიძლება


დაგვინახონ.

ის შეტრიალდა და თავისუფალი სვლით ფერდობზე დაეშვა. ალბამ თვალი


გააყოლა. იმდენ ხანს უცქირა, სანამ მამაკაცი რეიკიავიკისკენ მიმავალ გზაზე
წერტილად არ გადაიქცა და ბოლოს საერთოდ არ გაუჩინარდა ჰორიზონტიდან.

ალბა კონვერტით ხელში იმ ოთახში დაბრუნდა, სადაც იონასს ეძინა, კატრინი


ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ კიდევ ვერ მოსულიყო გონს.

ალბამ კონვერტიდან დოკუმენტები სათითაოდ ამოალაგა. არც კი შეუხედავს, რა


ეწერა შიგ. ყველა ერთად მოაქუჩა და საჭრელ აპარატში გადაუძახა. ფურცლები
ნელ-ნელა ქუცმაცდებოდა. ალბას კი პარალელურად ძალ-ღონე ემატებოდა,
გამოცოცხლდა, სიხარულითა და მგზნებარებით აივსო. შემდეგ სამზარეულოში
გავიდა, ჩაი და გახუხული პური მიირთვა.

მოულოდნელად უკნიდან ხმაური მოესმა. გამოჩნდა მარჯნისფერ პიჟამაში


ჩაცმული ოქროსთმიანი იონასი, ენერგიული და ღიმილიანი, აისივით ლამაზი
იყო.

196
– რა სამწუხაროა, რომ ჩემი დაბრუნების დღისთვის დაგეგმილი ზეიმი გააუქმე, –
ჩაილუღლუღა იონასმა, – წარმოგიდგენია, როგორ გაიხარებდნენ ჩემი
მეგობრები?

ალბამ იონასს თეფშზე დალაგებული ოხშივარადენილი საუზმე გადააწოდა.

– მოგვიანებით. ზეიმი არ გაუქმებულა, ის მხოლოდ გადაიდო, დაიმახსოვრე.


ჰოდა, ახლა ერთი ხელი ბელოტი ხომ არ გვეთამაშა?

ბავშვი-აჩრდილი
ჩემ წინ, გრძელ სკამზე ქალი მოკალათებულიყო და ჩიტებს აჭმევდა; ბეღურები,
წიწკანები და სკვინჩები თავდაპირველად მიახლოებისას დიდ სიფრთხილეს
იჩენდნენ; მორცხვობდნენ, წამდაუწუმ ფრთებს შლიდნენ, თითქოსდა
შიშობდნენ მიწაზე გავლით ფრენა არ დაგვავიწყდესო. მზად იყვნენ, ყოველ
უმნიშვნელო მოძრაობაზე ჰაერში გაენავარდათ. ცოტა ხანში მაინც მეტი სითამამე
შეეტყოთ, ძირს დაეშვნენ და მშვიდად გაიარეს, სხვებიც შემოემატნენ, ფეხებს
მიუახლოვდნენ და სკამის წინ ერთგვარი ნახევარწრე შეკრეს, მათხოვართა და
უპოვართა ქორალი გეგონებოდათ, უკვე გათავხედებულნი, ნამცეცების საკენკად
სკამზე ახტომასაც აღარ ერიდებოდნენ. ზოგიერთები ქალის ფეხებსა და
მკლავებზე ჩამოსხდნენ. საკენკით ცდუნებულმა გულწითელამ თანამოძმეები
სულ ცემა-ტყეპით გაყარა, ამასობაში არენაზე გაფხორილი მტრედებიც
შემობაჯბაჯდნენ.

სანახაობამ დამაინტერესა. რა თქმა უნდა, ერთი ასჯერ მაინც ვყოფილვარ მსგავსი


სცენის შემსწრე, როცა გარე სამყაროსადმი სრულიად ინდიფერენტული მავანი
ქუჩის ცხოველებს ნადიმს უწყობდა. და მაინც, მომეჩვენა, რომ იმ დღეს რაღაც
განსაკუთრებული ხდებოდა. ქალი, რომელიც როლში შეჭრილიყო, უჩვეულო
ჩანდა. სულაც არ შეესატყვისებოდა ჩემს ცნობიერებაში აქამდე ჩამოყალიბებულ
კლიშეებს. არც მაწანწალას ჰგავდა და არც უპოვარს, არც ასაკოვანი ჩანდა; ეს
ქერათმიანი, ძვირფას სელის კოსტიუმში გამოწკეპილი მშვენიერება სილამაზის
სალონიდან ეს-ეს არის გამოსულიყო და თავისი იერით საშუალო კლასისადმი
197
კუთვნილებას ადასტურებდა, რაზეც მისი რუჯი მეტყველებდა, უტყუარი ნიშანი
შეძლებული კლასის წარმომადგენლის მიერ ზღვაზე ან ალპურ ფეშენებელურ
კურორტზე გატარებული არდადეგებისა. მოკლედ, ბურჟუა ბანოვანი პარიზის
საზოგადოებრივ პარკში ჩიტებს მასპინძლობდა. მეგობარმა, რომელიც თან
მახლდა, მუჯლუგუნი მკრა და წაილუღლუღა:

– ერთი ამ ქალბატონს შეხედე!

ხეივანში გამოჩნდა დაახლოებით სამოციოდე წლის, ერთი შეხედვით საკმაოდ


ჯანიანი მამაკაცი, როგორც ჩანს, სპორტით გატაცებული. ასაკით და ტიპაჟით
ძალიან წააგავდა ჩვენს ბატონს. ხანგრძლივი გარბენის შემდეგ ადგილს ეძებდა
ჩამოსაჯდომად. ისე, რომელი პარიზელი იტყოდა უარს გასული საძაგელი კვირის
შემდეგ დილის მაამებელ მზის სხივებს მიჰფიცხებოდა! მამაკაცმა მიიხედ-
მოიხედა და შეამჩნია, რომ ჩამოსაჯდომი მხოლოდ ბეღურებით
გარშემორტყმული ქალის გვერდით დარჩენილიყო.

კაცი სკამზე მოეწყო, ქალს ზედაც არ შეხედა, მისალმებაზე ხომ საერთოდ არ


უფიქრია. ისე იქცეოდა, თითქოს სკამზე სრულ სიმარტოვეში აღმოჩნდა. ჩაახველა
და ყელი ჩაიწმინდა, შემდეგ კი ამოიღო გაზეთი და გაშალა. თან ისე ფართოდ,
რომ მეზობელი ქალის ტერიტორიასაც გადასწვდა.

ქალმა თავი მოიკატუნა, თითქოს არავინ შეუმჩნევია. წამით მომეჩვენა, რომ


ნამცეცები მამაკაცს მუხლებზე გადააყარა, რომ ამ გათავხედებულ ფრთოსნებს
მასზე მიეტანათ იერიში.

ჩვენ შორის წყვილმა ჩაიარა. კაცმა თავი ასწია და მიესალმა. სამ წამში ქალმაც
იგივე გააკეთა. შემდეგ ორივენი აუღელვებლად თავიანთ საქმიანობას
მიუბრუნდნენ. საერთო ნაცნობების ყოლა მათ სიახლოვეზე სულაც არ
მიანიშნებდა.

მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა „ფიგაროს“ ერთი გვერდი აიტაცა და სკამის


ბოლოსკენ მოისროლა. ქალი არ განძრეულა, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
კაცს გარკვეული ძალისხმევა დასჭირდა, რომ გაფრენილი გვერდი დაეჭირა.

მცირე ხნის შემდეგ ქალი დაიხარა, კალთიდან ჩანთა გადმოუგორდა, რომელიც


ზუსტად კაცის წვივებთან შეჩერდა. კაცი, სრულიად ინდიფერენტული, მხოლოდ
პოზის შეცვლით დაკმაყოფილდა – ფეხი ფეხზე გადაიდო.

198
უცხოებივით ისხდნენ, და მაინც, პარადოქსულად იგრძნობოდა, რომ როგორც
ერთი, ისე მეორე მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ ყურადღება არ მიექციათ
ერთმანეთისთვის. დაძაბულობა, სიძულვილის ტალღები, რომლებსაც ისინი
აფრქვევდნენ და გარინდება, რომელსაც იწვევდნენ, მხოლოდ იმაზე
მიანიშნებდა, რომ ეს ორნი ცოცხლობდნენ და სუნთქავდნენ ერთი მიზნით
შეპყრობილნი – ერთმანეთისთვის ეთქვათ: შენ ჩემ გვერდით არ არსებობ.

– შენ წარმოიდგინე, რომ ისინი ცოლ-ქმარნი არიან, – წარმოთქვა ჩემი


გაოგნებული იერით გახალისებულმა მეგობარმა.

– შეუძლებელია! ხუმრობ?

– სულაც არა. სხვათა შორის, ერთსა და იმავე ადგილზე ცხოვრობენ.

– ერთ ბინაში?

– კი, მაგრამ ერთად არა.

– ნუ როშავ სისულელეებს...

– მათ ბინა ორად გაყვეს. სათადარიგო შესასვლელით კაცი სარგებლობს.


მშენებლებმა კედელი ამოიყვანეს, რათა ეს ორი პიროვნება ერთმანეთს არასდროს
შეხვედროდა. სინამდვილეში, ისინი დღეში ოცჯერ მაინც ხვდებიან ერთმანეთს:
კიბეზე, ჰოლში, მაღაზიებში, ქუჩაში. მათ ხომ თავიანთი ჩვევები შეინარჩუნეს.
მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ერთმანეთს ვერ ამჩნევენ.

– მაშაყირებ?

– შენ ისინი რამდენიმე წლის წინ უნდა გენახა. გიჟდებოდნენ ერთმანეთზე.


უბნის თვალში – ხომ იცი, ვოგეზების მოედნის ირგვლივ ყველა ყველას იცნობს –
ისინი იდეალურ წყვილს განასახიერებდნენ, თანხმობისა და სიამტკბილობის
მოდელს, ბედნიერი კავშირის პარადიგმას. ვინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე
დასრულდებოდა.

– რა მოხდა მაინც მათ შორის?

– ერთ მშვენიერ დილას ქონება ორად გაყვეს – ბინა, შალე მთებში, აგარაკი
ზღვაზე – და ერთმანეთთან ურთიერთობა გაწყვიტეს. ეს მოხდა სრულიად
მოულოდნელად.

199
– შეუძლებელია...

– ხომ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება. რატომ არ შეიძლება განხეთქილებაც


ასეთივე მოულოდნელი იყოს?

– მინდა გავერკვე...

– ბედი გწყალობს. სრულ სიმართლეს სევერინის ერთმა დაქალმა მაზიარა.

– სევერინი? და ვინ არის ეს სევერინი?

– ქალი, რომელიც ჩიტებს კვებავს და ახლა ზუსტად შენ წინ ზის.

***

სევერინ და ბენჟამენ ტრუზაკები კეთილდღეობის ნიშანთა კოლექციას ქმნიდნენ:


ლამაზები იყვნენ, ახალგაზრდები, დახვეწილები, კარიერაც შესაშური შეიქმნეს.

ბენჟამენ ტრუზაკმა ადმინისტრირების ეროვნული სკოლა დაამთავრა, მუშაობდა


ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ურთულეს დავალებებს წარმატებით
ართმევდა თავს. უქებდნენ ფხიანობასა და ბრწყინვალე ჭკუას,
ავტორიტეტულობას, საქმეში სიღრმისეულად გარკვევის უნარს, გაცნობიერებას
იმისა, თუ რას ნიშნავს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესები.

სევერინი დამოუკიდებელი ჟურნალისტი გახლდათ და წარმატებით ყიდდა


თავისი ნიჭიერი და სხარტი კალმის მსუბუქ, თავშესაქცევ და ხშირად ზომიერი
ირონიით გაჯერებულ ნაყოფს ქალთა ჟურნალზე. შეეძლო დაეწერა გასართობი
სატირული ამბავი ფუნთუშების წარმოებაზე. ასევე ათი სატირული გვერდი
ფრჩხილების ლაქის ათფერიან გამაზე, მთავარი რედაქტორები
აღფრთოვანებულები იყვნენ მისი გონივრული ფრივოლურობით.

ერთი შეხედვით, არაფერი აკლდათ, გარდა ტრადიციული ოჯახისა, რომლის


შექმნასაც ისინი ჯერჯერობით არ ჩქარობდნენ, სამომავლო საქმედ მიიჩნევდნენ.
სამაგიეროდ, გართობას, სიამოვნებას დახარბებულნი დადიოდნენ რესტორნებსა
და კაფეებში, კინოთეატრებში, მოგზაურობდნენ, იმეგობრებდნენ ახალ
ადამიანებს, სპორტითაც იყვნენ გატაცებულნი.

200
როცა სევერინი ოცდათხუთმეტისა გახდა, პანიკურმა შიშმა მოიცვა. ამხელა დრო
გასულიყო და ბავშვის ყოლაზე ჯერჯერობით არ ეფიქრა. გადაწყდა ნამდვილი
ოჯახის შექმნა.

იმხანად სევერინის დამ ამქვეყნად მოავლინა ბავშვი, რომელიც იშვიათი სენით


იყო დაავადებული. თუ სევერინი უმცროსი დის ხვედრზე ჭმუნავდა, ბენჟამენი
საკუთარ – მისი და სევერინის ერთობლივ მომავალზე დარდობდა.

– არ ვიცი, რა გველოდება წინ, ძალიან მეშინია. ხომ ხედავ, შენს ოჯახში ხეიბარი
ბავშვები იბადებიან, წარმოიდგინე, მსგავსი ტრაგედია ჩვენსას რომ დაატყდეს
თავს. ასეთი რამ სახუმარო არ არის, სევერინ!

სევერინმა თავიდან სასტიკად გაკიცხა ბენჟამენი, იბუზღუნა, ბევრი იწუწუნა,


გადადო ანალიზები, ბოლოს მაინც დაჰყაბულდა, რადგან დედობის სურვილს
სულ უფრო ღრმად გაედგა მასში ფესვები.

ექიმმა, ბენჟამენის მეგობარმა ქალმა, რომელიც სამინისტროში გაიცნო, წყვილს


ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მიახალა, რომ ცოლიც და ქმარიც ისეთი
გენების მატარებლები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ მათ შთამომავლებში
სერიოზული პათოლოგიები განევითარებინათ.

– ანუ? ამიხსენით, რას ნიშნავს ეს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ, როცა დაორსულდებით, შესატყვის ანალიზებს


ჩაგიტარებთ და საქმის კურსში ჩაგაყენებთ.

სევერინმა და ბენჟამენმა შვებით ამოისუნთქეს. ამ ახალმა აღმოჩენამ და


სავარაუდო რისკმა ისინი ძალიან კი დაადარდიანა, მაგრამ სამომავლო
პროექტისათვის ზურგი მაინც არ შეუქცევიათ. ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში,
რამდენიმე ცრუ მოლოდინის შემდეგ სევერინი, როგორც იქნა, დაორსულდა.

სევერინსა და ბენჟამენს ისე გაუხარდათ, რომ ენთუზიაზმით შეპყრობილებს


კინაღამ დაავიწყდათ მათთვის მიცემული რეკომენდაციები: საბედნიეროდ,
მეგობარმა ექიმმა, რომელსაც ბენჟამენი ისევ შეხვდა საერთაშორისო
კოლოკვიუმზე, ამ უკანასკნელს ვალდებულებების შესრულება შეახსენა.

ერთ ღრუბლიან (მოქუშულ) დილას, რვა საათზე ძველთაძველი საავადმყოფოს


ერთ-ერთ უსახურ და სევდისმომგვრელ კაბინეტში ექსპერტმა გენეტიკოსმა
სევერინს, რომელსაც მომრგვალებული მუცელი ამაყად ორივე ხელით ეჭირა,
201
აუწყა, რომ ნაყოფი ძალიან საშიში ავადმყოფობით – მუკოვისციდოზით იყო
სნეული, რის გამოც სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ სისტემებში ლორწო
უგროვდებოდა. ექიმმა პატიოსნად გაუმხილა ცოლ-ქმარს, რომ მათ მომავალ
ბავშვს ფილტვების ქრონიკული უკმარისობა და მძიმე სამკურნალო კურსების
გავლა ემუქრებოდა. საბოლოოდ ბავშვს სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან
შეუმცირდებოდა. საუბრისას ექიმმა სევერინს უთხრა, რომ ფორსმაჟორული
მიზეზის გათვალისწინებით და მიუხედავად წინ წაწეული ორსულობისა,
შეეძლო აბორტის უფლებით ესარგებლა.

დაიწყო ტანჯვა-წამების ხანგრძლივი კვირა. სევერინი და ბენჟამინი ერთ


კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ვერაფრით შეჩერებულიყვნენ –
შეენარჩუნებინათ ბავშვი თუ არა. აქედან გამომდინარე, მათი განწყობაც
კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა: ხან ეჩვენებოდათ, რომ ჰქონდათ
ძალა და უნარი, ძნელად აღსაზრდელი ბავშვისთვის მოევლოთ, ხანაც ეს
პერსპექტივა მათ ფსიქოლოგიურად თრგუნავდა. ჯანდაცვის სამინისტროში
მომუშავე მეგობრებიც მათ პარადოქსულ, სულ ურთიერთგამომრიცხავ
ინფორმაციებს აწვდიდნენ. ერთნი ვარაუდობდნენ, რომ მათი ნაშიერი
თხუთმეტი წლის ასაკამდეც ვერ მიაღწევდა, სხვანი კიდევ ამტკიცებდნენ, რომ
ის ორმოცდახუთამდე იცოცხლებდა. ვისთვის უნდა ერწმუნათ?
სპეციალისტებიც, რომლებსაც მათ კონსულტაციებისთვის მიმართეს, ასევე
განსხვავებულ რჩევებს იძლეოდნენ. ერთ საღამოსაც სევერინმა და ბენჟამენმა
გადაწყვიტეს, ბედ-იღბალს მინდობოდნენ – გააგორეს კამათლები. ამ თამაშის
პირველი პასუხისგან საშინლად უკმაყოფილონი დარჩნენ. გააგორეს მეორედაც,
რადგან დამფრთხალნი უარობდნენ საკუთარი ბედ-იღბლის
შემთხვევითობისთვის მინდობას. ჩაიარა კვირამ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც
ვერ მიიღეს.

ცოლ-ქმარს გამოსავალი ერთმა სატელევიზიო გადაცემამ აპოვნინა. პულტით


ხელში არხიდან არხზე ხეტიალისას, მათი ყურადღება ერთმა რეპორტაჟმა
მიიპყრო, რომელშიც წამყვანი მძიმედ სნეული ბავშვების მოვლაზე
ლაპარაკობდა. პოლიტიკური მიზეზების გამო, – ხელი შეეშალათ
მთავრობისათვის ინვალიდების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში, –
ჟურნალისტი, როცა ავადმყოფებისა და მათი მშობლების ყოველდღიურ ყოფაზე
ჰყვებოდა, ყველანაირად ცდილობდა, დეტალები ზედმეტად შავ ფერებში
წარმოეჩინა, რათა მდგომარეობას გაუსაძლისი ტრაგედიის სახე მიეღო. სევერინი

202
და ბენჟამენი ჟურნალისტის პოზიციამ ისე აღაშფოთა, ლამის გული აერიათ.
ამავდროულად ცრემლმორეულებმა ნათლად წარმოისახეს გოლგოთას მთა,
რომელიც მათ და ახალშობილს უნდა გადაელახათ. მორალურად
განადგურებულებმა გადაწყვეტილებაც მიიღეს – ორსულობის შეწყვეტა, რის
შესახებაც საავადმყოფოს მყისიერად აცნობეს.

კვირები, რომლებიც აბორტს მოჰყვა, კინაღამ უკანასკნელი აღმოჩნდა მათ


ერთობლივ ცხოვრებაში. საშინლად აგრესიულები გახდნენ, ლანძღვა-გინება არც
ერთმა ითაკილა და არც მეორემ, კინკლაობამ მუდმივი ხასიათი შეიძინა, მაგრამ
გულის სიღრმეში თითოეული უფრო მაინც საკუთარ თავს საყვედურობდა.
სევერინი მიიჩნევდა, რომ ამ დაწყევლილი გენის მატარებელი და უბედურების
თავი და თავი თვითონ იყო და შესაბამის სასჯელსაც იმსახურებდა –
გაწამებულმა, ბენჟამენს განქორწინება შესთავაზა. ბენჟამენი თავს
იდანაშაულებდა იმაში, რომ დიდხანს ეწინააღმდეგებოდა მეუღლის დედობის
სურვილს და ახლა დამოუკიდებლობის ისევ მოპოვებისკენ უბიძგებდა.
თითოეული თავს უბედურად მიიჩნევდა. თითოეული ფიქრობდა, რომ მას ვერ
გაუგეს. უბედურებამ, რომელსაც მათი ერთ მუშტად შეკვრა შეეძლო, ისინი
ერთმანეთს დააცილა. ცოლ-ქმარი ბავშვზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობდა.
ამიტომაც ის ნელ-ნელა მოჩვენებად გარდაიქმნა. სევერინი მიიჩნევდა, რომ ქმარი
მის ქალურ ტკივილს აკნინებდა, თავის მხრივ ბენჟამენი თვლიდა, რომ სევერინს
მისი მამაკაცური განცდები და ტკივილები საერთოდ არ მიჰქონდა გულთან. ნელ-
ნელა, უხმაუროდ და მოკრძალებულად ერთმაც და მეორემაც ადიულტერი
ურთიერთობის სასურველ ფორმად აღიარეს. დიახ, ღალატობდნენ ერთმანეთს
უსიხარულოდ და უხალისოდ. სიამოვნებას ამაში ვერც ერთი პოულობდა. თუმცა
შემთხვევით პარტნიორს ცოლიც და ქმარიც სასოწარკვეთილი ადამიანის
მონდომებით უვარდებოდა ლოგინში: იმ ადამიანს ემსგავსებოდნენ, რომელმაც
ცხელ გულზე წყალში გადახტომა და თავის დახრჩობა განიზრახა. „თუ დინება
წამიღებს, ახია ჩემზე, თუ არადა, როგორმე გავცურავ ნაპირამდე“.

მათი ქორწინება ფსიქოთერაპიამ გადაარჩინა.

ისევ დაიწყეს უდარდელი ცხოვრება, როგორც შეუღლების პირველ წლებში:


მოგზაურობდნენ ბევრს, განაახლეს ურთიერთობები მივიწყებულ მეგობრებთან,
მისდევდნენ სპორტის საყვარელ სახეობებს. მშობლობა ვერ გამოუვიდათ,
სამაგიეროდ, ისევ გახდნენ შესანიშნავი საყვარლები, რაც მთავარია,
თანამოაზრენი.
203
„ჩემი ბავშვი – ეს ჩვენი ქორწინებაა“, – იტყოდა ხოლმე სევერინი მათი წყვილით
აღფრთოვანებულ ნაცნობ-მეგობრებთან.

რახან ბავშვის ყოლის ყოველგვარი შანსი ამოეწურათ, მათი ტანდემი


თვითმიზნად გარდაიქმნა. ათასჯერ მაინც შეჰღიმებდნენ დღის განმავლობაში
ერთმანეთს, თითქოსდა ეს-ეს არის შეხვდნენ ერთიმეორეს. ოცწლიანი
ცოლქმრობის მიწურულს ბენჟამენი ისევ ისე ყიდულობდა თაიგულებს, როგორც
მაშინ, როცა სრულიად ახალგაზრდა სასიძო იყო. სევერინი ახლაც დაუზარლად
დაქროდა მაღაზიებში, რათა ისეთი სამოსი გამოექექა, ასე რომ იზიდავს და
ნუსხავს მამაკაცებს. ლოგინში ისინი ენერგიასა და ძალას არ იშურებდნენ, რათა
დახვეწილი და განახლებული სიამოვნებებისთვის გაესინჯათ გემო,
ამავდროულად არ ავიწყდებოდათ მოულოდნელობის გარკვეული დოზის
შენარჩუნებაც.

„ჩემი ბავშვი – ჩვენი წყვილია!“ მათი წყვილი მართლაც იქცა მათი ერთობლივი
მეცადინეობის ნაყოფად, მუდმივი ყურადღების საგნად, გამომგონებლობის
უშრეტ წყაროდ.

ასე შეეძლოთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე განეგრძოთ და მომავალში ტრისტან


და იზოლდას თანამედროვე სახისთვის ჩაეყარათ საფუძველი, რომ არა ერთი
სრულიად მოულოდნელი შემთხვევა შამონიში...

***

შეეძლოთ კი წარმოედგინათ, რომ ალპები მათი კავშირის საფლავი გახდებოდა?


მთები ამ ორი სპორტსმენისთვის თამაშისა და სიამოვნების ტერიტორიად
აღიქმებოდა. ეს ნიშნავდა თვალისმომჭრელი ნათებისგან დაბრმავებას, სიჩქარით
თრობას, შეუძლებლის შეძლებით აღძრულ ეიფორიას. შეიძლება მავანი ზღვის
სანაპიროზე წყალსა და ქვიშას შორის ბავშვობაში ვარდება, სევერინი და
ბენჟამენი ახალგაზრდობას მაშინ იბრუნებდნენ, როცა რომელიმე უღელტეხილზე
აღმოჩნდებოდნენ: ფეხით სიარული, ლაშქრობები, ციცაბო კლდეებზე ცოცვა –
სიმაღლის დაპყრობის ნებისმიერი დასაშვები საშუალება მათ უზომო სიხარულს
ჰგვრიდა.

ასე გრძელდებოდა იმ საბედისწერო ექსპედიციამდე...

204
იმ დილით, სანამ მზე ამოიწვერებოდა, ისინი საბაგირო გზის სადგურს მიადგნენ,
ჩასხდნენ ვაგონში და მწვერვალისკენ დაიძრნენ – „egui-diu-siud“.

სევერინმა და ბენჟამენმა, როგორც გამოცდილმა მოთხილამურეებმა,


გადაწყვიტეს, კომფორტული ბილიკებისთვის თავი აერიდებინათ, სადაც
ისეთივე ხალხმრავლობა იყო, როგორიც პარიზის დიდ ბულვარებზე და მთების
სილამაზით სიმარტოვეში დამტკბარიყვნენ.

მათ წინ ალპების საუცხოო პანორამა გადაიშალა. ცისკენ აზვირთული


მწვერვალები: პიკები, კრატერები, კბილანები, წვეტიანი კლდეების, ტერასებისა
და პლატოების მუდმივი მონაცვლეობა.

პრივილეგია სწორედ ასეთი უნდა ინატროს კაცმა! ყოველ წამს ხელშეუხებელ და


შეურყვნელ სივრცეებს იპყრობდნენ, უბიწო ქათქათა თოვლს. მათ გარშემო
ყველაფერი სუფთა იყო, სიჩუმეც კი. ეუფლებოდათ განცდა, რომ ამ უღრუბლო
ცისქვეშეთში, ამ სუფთა და ჯანმრთელ ჰაერზე მცხუნვარე მზის ქვეშ ისინი
ენერგიით ივსებოდნენ და აღორძინებას განიცდიდნენ.

ჩაშავებული და უსიხარულო დაბლობიდან შორს მწვერვალები მათ მზერას


შეურყვნელი, უბიწო, ქალწულებრივი კონტურებით ატკბობდა.

სევერინი და ბენჟამენი დაბლა ეშვებოდნენ. შორიდან ზღვის ტალღებზე


მოლივლივე მოცურავეებს წააგავდნენ. ნელ-ნელა ჰაერი ლიქიორივით
სქელდებოდა, რომელიც მათში მსუბუქ თრობას იწვევდა. მოძრაობები უფრო
თავისუფალი, გრაციოზული და ჰარმონიული გაუხდათ. მზის სხივების
ათინათში სრიალისგან ენით აღუწერელი სიამოვნებით ივსებოდნენ.

ცოტა ხანში მძიმე და გამჭვირვალე თოვლის საფარზე გავიდნენ. ყველაფერი


ბრდღვიალებდა და ბრჭყვიალებდა.

მოულოდნელად ბენჟამენმა, რომელმაც მეგზურის როლი მოირგო, მთელი ძალით


შეჰყვირა. სევერინი წინ გადმოიხარა და თვითონაც სასოწარკვეთილ კივილს
მოჰყვა.

მათ ფეხქვეშ მკვრივი მიწა გაქრა, ერთ წამში ისინი უკვე ჰაერში ტრიალებდნენ.
შემდეგ ციცაბო კლდეს მიეხეთქნენ, ვერაფერს ჩაებღაუჭნენ და ტრიალ-ტრიალით
ძირს დაეშვნენ. გვერდები სულ გადაეტყავათ. ისეთი განცდა დაეუფლათ, რომ ეს

205
საშინელი ვარდნა არასდროს დასრულდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა,
ყინულოვან პლატოზე დაეხეთქნენ და ჯოჯოხეთიც შეწყდა.

გავიდა რამდენიმე წამი. გაბრუებული სევერინი და ბენჟამენი თვალებს უაზროდ


ატრიალებდნენ, ვერც მიმხვდარიყვნენ ჯეროვნად, რა უბედურება დატრიალდა
მათ თავს, თუმცა მალევე გაარკვიეს, რომ ვარდნისას თხილამურები და ჯოხები
დაეკარგათ. გონს მოსულები საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ნაპრალში მოედინათ
ბრაგვანი.

აქაც სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ განსხვავებული, თითქოსდა


ჩახშული, მახრჩობელა, შიშისმომგვრელი. ჩიტების ჟღურტული აქამდე ვერ
აღწევდა, გარე სამყაროს ვერც ერთი სხვა ხმაურიც, უმნიშვნელო ბგერაც კი,
თითქოსდა სიცოცხლის ყოველგვარი ნიშანწყალი ჩამკვდარიყო.

– ცოცხალი ხარ, სევერინ?

– მგონი კი, ცოცხალი და მთელი. შენ?

– ვფიქრობ, მეც.

იმის დადგენა, რომ საღ-სალამათები გადარჩნენ, მათ ოპტიმიზმის საბაბს სულაც


არ აძლევდა. მნიშვნელოვანი პრობლემა გადაუჭრელი რჩებოდათ: როგორ
გაეღწიათ აქედან? რა მანძილით იყვნენ ზედაპირს დაშორებულნი? არანაკლებ
თხუთმეტი-ოცი მეტრისა... გარე დახმარების გარეშე ეს წარმოუდგენელი იყო.

სევერინმა და ბენჟამენმა ყვირილი მორთეს.

რიგრიგობით შესცქეროდნენ ვიწრო ჭრილს, საიდანაც ცა იჭყიტებოდა და


ყვიროდნენ: დახმარება სწორედ იქიდან უნდა მოვლენოდათ, ციდან, იმ
ფატალური ტიხრების მიღმა, რომლებმაც ისინი შთანთქეს.

პირი ეწვოდათ, ლორწოვანი გარსი გამოუშრათ, ხელ-ფეხი გაუშეშდათ. ნელ-ნელა


ნესტიანი სიცივე შეტევაზე გადავიდა, ქსოვილის ფენები მისთვის წინაღობას ვერ
ქმნიდა. გამყინვარება კეფიდან დაიწყო, შემდეგ სახელურებსა და
ხელთათმანებში შეძვრა, გაყინა წინდები, რის შემდეგაც ფეხსაცმელებს მიადგა.

ისინი გამუდმებით ყვიროდნენ.

206
სანამ შველას ითხოვდნენ, საკუთარი ხმები მათ ძალას მატებდნენ,
დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყვირილით, ერთმანეთის ხმების გადაფარვით
ჯოჯოხეთურ გნიასს ქმნიდნენ.

სრულიად ამაოდ...

მათი არავის ესმოდა.

გასაგებია, რატომაც. სადაფივით კრიალა თოვლის ქერქმა ისინი დააშორა


ყოველგვარ გაკვალულ გზას და ისეთ ადგილას გადაისროლა, სადაც
თავგადასავალი დღემდე არავის უძებნია. მათი ყვირილი ვინმე გაბედულის
სმენას რომ მისწვდომოდა, რაც ნაკლებად დასაშვები იყო, ის სადღაც ახლომახლო
უნდა აღმოჩენილიყო.

რამდენიმე ქანცგამწყვეტი საათის შემდეგ მათ ღრიალის ყოველგვარი სურვილი


გაუქრათ, ემოციების მონაცვლეობა გაუსაძლისი ხდებოდა, იმედს პასუხად
ყოველ ჯერზე სასოწარკვეთილება მოჰქონდა...

იდგნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ: ტუჩები და ნიკაპი უკანკალებდათ,


სახეები დაუბიჟვინდათ...

– ჩვენ აქ დავიხოცებით, – წაილუღლუღა სევერინმა.

სევდიანმა ბენჟამენმა ვარაუდი თავის კანტურით დაუდასტურა.

სევერინმა თვალები დახარა, ლოყებზე მწველი ცრემლები გადმოეღვარა.


ბენჟამენმა მეუღლის ხელთათმანს ხელი მოუჭირა, რათა მას მისთვის მზერა არ
აერიდებინა.

– სევერინ, შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული ხარ. გამიმართლა,


რომ ერთ დღეს ჩემი ცხოვრების გზაზე გადაგეყარე და გავიცანით ერთმანეთი. შენ
შეძელი ჩემი შეყვარება. საფლავში სხვა უკეთეს მოგონებას მე ვერ ჩავიტან.

სევერინს თვალები გაუფართოვდა, მონუსხულივით შესცქეროდა ქმარს, ბოლოს


გაბრუებულმა წარმოთქვა: – უკეთესი მოგონება იმქვეყნად არც მე გამყვება.

ბენჟამენმა ყინულს ფეხები ააგლიჯა და სევერინს მიუახლოვდა. ეს უკანასკნელი


მკლავებში ჩაუვარდა. დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს თავდავიწყებით.

207
შემდეგ მოსწყდნენ ერთმანეთს, მომძლავრებულებმა ისევ უხმეს საშველად.
ფილტვების გახეთქვამდე ღრიალებდნენ, თუმცა ილუზიებს არც ახლა მისცემიან.
მშვენივრად იცოდნენ, რომ ვერავისაც ვერ მიაწვდენდნენ ხმას. უბრალოდ,
გადაწყვიტეს, რომ დაბნეული მოთხილამურეების როლი ბოლომდე ეთამაშათ.

თოვლის აკლდამა ყინულის კედლებით დუმილს ინარჩუნებდა. ერთი რამ


შეიცვალა მხოლოდ – ზემოდან ჩამოღვრილი შუქი აღარ იყო ისეთი კაშკაშა, ცაც
თითქოსდა გაცვდა და ფერი გადაუვიდაო. მალე მიმწუხრი შთანთქავდა
იქაურობას...

იმის გაფიქრებაზე, რომ ღამის გატარება წკვარამში მოუწევდათ, ორივეს


გააჟრჟოლა.

– ჰეი, ჰეი, არის აქ ვინმე?

ორივეს მოულოდნელობისგან ააძაგძაგა. მათ ზემოთ, ჭრილში თავმა გაიელვა. ეს


იყო ახალგაზრდა ენერგიული გოგონა სახის ნატიფი ნაკვთებით. ცოლ-ქმარს
გულისცემა აუჩქარდა. ორივენი აყვირდნენ.

– წავალ და მაშველებს მოვიყვან, – ჩამოსძახა მათ გოგონამ წკრიალა ხმით.

– თქვენ ვერ მოასწრებთ დაბლობში ჩასვლა-ამოსვლას. მალე დაღამდება. ბაგირი


ჩამოგვიგდე.

– თხილამურებზე ვსრიალებ. ბაგირი საიდან უნდა მქონდეს?

სევერინი და ბენჟამენი იმედგაცრუებულნი შესცქეროდნენ ერთმანეთს. იმედის


ნაპერწკალი ჩაქრა. ზემოთ თავიც გაუჩინარდა.

ბენჟამენი შეხტა და მთელი ძალით კედელს მიეხე‑ თქა.

– ჰეი, სად წახვედით? ნუ მიდიხართ! გთხოვთ!

დაზაფრული ბენჟამენი შეშლილივით აღრიალდა. სრულიად უემოციო, მუმიას


დამსგავსებული სევერინი მას თვალს არ აცილებდა.

შემდეგ ისევ ჩამოწვა სიჩუმე – მკვრივი, დამთრგუნველი, უხეში და მწკლარტე.

ვერც ერთს და ვერც მეორეს ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება ვერ გაებედა.


სიცივისგან მთელი სხეული უკანკალებდათ.

208
დრო მიიზლაზნებოდა. ერთი წუთი, ათი, ნახევარი საათი, ერთი საათი. გოგონა
უკვე აღარ დაბრუნდება.

– დაიჭირეთ!

გოგონა ზემოდან დაჰყურებდა მათ, შემდეგ ნაპრალში ნარინჯისფერი თოკი


გამოჩნდა. გოგონა ძალიან გონიერი და მოხერხებული აღმოჩნდა: ყველაზე
ახლომდებარე სასრიალო ბილიკისკენ გაქცეულიყო, რომელიც ქერელის გვარლით
იყო შემოსაზღვრული, ბოძიდან ბოძამდე გადაჭიმული ყველაფერი მოეგლიჯა და
ისევ უკან მობრუნებულიყო. გვარლის ერთი თავი კლდეზე მყარად
დაემაგრებინა, მეორე კი ნაპრალში შეეცურებინა...

გვარლს პირველი სევერინი ჩაებღაუჭა. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ათი


წუთის შემდეგ ზედაპირზე ამოძვრა, ცოტა ხანში ბენჟამენმაც იგივე მანევრი
წარმატებით განახორციელა.

ცოლ-ქმარი ყინულის ტყვეობას დაეხსნა და თოვლზე გაიშხლართა. უკვე


ღამდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გაითოშნენ და სხვადასხვა სახის
დაბეჟილობისგან იტანჯებოდნენ, თავიანთ მხსნელს მაინც ყურადღებით
დააკვირდნენ. ოცი წლის მელისა სიცილს ვერ იკავებდა, იმდენად ზღაპრული და
დაუჯერებელი მოეჩვენა მათი გადარჩენის ამბავი.

***

შალეში სევერინი და ბენჟამენი გათბნენ, მოიწესრიგეს თავი, მიმართეს ექიმს,


წაისვეს ამ უკანასკნელის მიერ გამოწერილი მალამოები, მიიღეს გამაყუჩებლები
და ანთების დამცხრობი პრეპარატები. დაბოლოს, მელისას დაურეკეს.
გამგზავრებამდე სურდათ, მისთვის კიდევ ერთხელ გადაეხადათ მადლობა.

მელისამ, თავის მხრივ, ისინი მოურიდებლად დაპატიჟა საღამოზე, რომელსაც


მეგობრებთან ერთად აწყობდა.

სევერინმა და ბენჟამენმა სიცოცხლისკენ მობრუნება 18-25 წლის ახალგაზრდების


კამპანიაში იზეიმეს, რომლებიც ერთმანეთს ბავშვობის წლებიდან იცნობდნენ და
არდადეგებსაც ერთად ატარებდნენ. სრიალებდნენ და დროც მხიარულად და
შინაარსიანად გაჰყავდათ.

209
ღვინის, ხუმრობებისა და რესტორანში გამეფებული საერთო მხიარულებისგან
მოთენთილი სევერინი და ბენჟამენი თავიანთ კეთილისმყოფელს თვალს არ
აცილებდნენ. მელისა, რომელიც საცეკვაო მოედანზე ცეცხლოვან როკს ცეკვავდა,
მათ თვალში ყველა ღირსებას ერთად უყრიდა თავს: ძალას, გონიერებას,
სიცოცხლისუნარიანობას, მხნეობას, სიკეთესა და უშრეტ ენერგიას.

ერთი ახალგაზრდა, რომელმაც მათი მზერა დაიჭირა, ცოლ-ქმარს მიუახლოვდა.

– არაჩვეულებრივია, არა, ჩვენი მელისა?

– უდავოდ, – ენთუზიაზმით დაეთანხმა სევერინი.

– მეც თქვენს აზრს ვიზიარებ. მის შემხედვარეს, უბრალოდ, გული მიკვდება, –


ხმადაბლა წარმოთქვა ყმაწვილკაცმა, – განა ვინმეს მოუვა თავში, რომ ეს
ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგონა მძიმედაა ავად.

– რა ბრძანეთ?

– მელისა მუკოვისციდოზისგან იტანჯება. თქვენ, რა, არ იცოდით?

სევერინს და ბენჟამენს სახე მიტკალივით გაუთეთრდათ. მეტყველების უნარი


დაკარგეს, ხელები აუკანკალდათ, მოულოდნელობისგან პირი დააღეს,
სავარძლებს მიჯაჭვულები, მელისას მიაშტერდნენ: მასში მათი დაუბადებელი
ბავშვის აჩრდილი ამოიცნეს.

მწერლის დღიურიდან
ჩვევად მექცა ნაწარმოების ხელმეორედ გამოცემისას ჩემი დღიურიდან
ამონარიდების დართვა და მივხვდი, რომ მკითხველს ეს ძალიან მოსწონს.
შიგადაშიგ ამ გვერდებს პირველ გამოცემებსაც ვამატებ. ახლა შეგიძლიათ
გაეცნოთ იმ ნაწყვეტებს, რომლებიც წინამდებარე წიგნს ეხება.

ავტორის შენიშვნა

210
ერთი ახლობელი, რომელსაც უნიჭიერეს თეატრალურ გრიმიორად მივიჩნევ,
ჰყვება, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი მისი და მეგობარი ფსიქიატრის მიერ
ჩამოყალიბებულ ახლა უკვე მრავალწლოვან წყვილს. ეს ორი მამაკაცი რამდენიმე
ათეული წლის წინ დაქორწინდა, არც მეტი, არც ნაკლები, ეკლესიაში, ერთ-ერთ
სვეტს ამოფარებული, იმ დროს, როდესაც საკურთხევლის წინ ჩვეულებრივი
საქორწინო ცერემონიალი მიმდინარეობდა.

ამბავმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა – სიყვარული და იუმორი ხომ


ისე იშვიათად ერწყმიან ერთმანეთს. არაფერს ვამბობ მორჩილებასა და
თავმდაბლობაზე! პირადად მე ამ ადამიანებს ჭეშმარიტ ქრისტიანებად აღვიქვამ –
ამ ორ სრულიად უპრეტენზიო შეყვარებულს ეკლესიის წიაღში ღმრთის
კურთხევის მიღება გადაეწყვიტათ.

მათი საქციელი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს ვნების ძალას, რომელსაც


მიუფურთხებია ყველა თქვენი აკრძალვისთვის. მისთვის არ არსებობს ანტურაჟი,
არ აინტერესებს, რას იტყვის ხალხი. ვირტუალურად აღწევს იმას, რისი უფლებაც
მას არა აქვს.

ეს, ასე ვთქვათ, „ტყუილი ქორწილი“ უკვე ოცდაათი წელია, რაც გრძელდება...

„და რას ნიშნავს კანონიერი ქორწინება“? – ვკითხე მეგობარს.

ამაზე პასუხი მას არ ჰქონდა.

ამ საკითხზე დაფიქრებამ ძალიან ჩამითრია. დარჩნენ თუ არა დანაპირების


ერთგულნი ისინი, ვინც საჯაროდ ერთმანეთს ერთგულებასა და თანალმობას
ეფიცებოდა. ლეგიტიმური ქორწილი, რომელსაც საზოგადოება ურტყამს კვერს,
აღმოჩნდა თუ არა ისეთივე სიცოცხლისუნარიანი, როგორიც არაკანონიერი
ქორწინება?

***

ვუბრუნდები ჩემს მეგობრებს, „იატაქვეშა შეუღლებულებს“. იმის გამო, რომ


საზოგადოებამ ისინი თავისი რიგებიდან უკუაგდო და განდეგილებად, გნებავთ,
მარგინალებად აქცია, ოფიციალურად შეუღლებულთა საპირწონედ თავიანთ
„ერთგულებას“ ახალი გააზრება და მნიშვნელობა ხომ არ უპოვეს?

211
მათი მუდმივობა არც მნიშვნელობის დასაჭურისებაში მდგომარეობს და არც
აკრძალვათა რაოდენობით არის განპირობებული. ამ შემთხვევაში ერთგულება
პოზიტიურია და თითოეულს მოუწოდებს, უბოძოს მეორეს ის, რაც ერთმანეთს
შეჰფიცეს: სიყვარული, დახმარება, ყურადღება, მხარდაჭერა, თანადგომა.
ერთგულება არ აღიქმება აკრძალვად – ჩემ გარდა, არავის მოეფეროო. იმ ჩემი ორი
მეგობრისათვის, რომლებმაც ამა თუ იმ მომენტში გაბედეს და ალიანსს მიღმა
უარი არ უთქვამთ საკუთარ თავგადასავლებზე, ქორწინება სულაც არ ნიშნავდა
გალიას, სადაც ერთმა მეორე უნდა გამოკეტოს.

მახსენდება ჩემი დიდრო, ისეთი, როგორიც ის გავხადე, როგორიც ავამეტყველე


დრამაში „აღვირახსნილი“. მიუხედავად ყველაფრისა, მე ღრმად ვარ
დარწმუნებული, რომ მსგავსი ლიბერალური ერთგულება ბევრად უფრო
ადვილად შეიძლება აღმოცენდეს ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის,
რადგან ამ შემთხვევაში იმისათვის, რომ მეორეს გაუგო, საკმარისია, საკუთარ
თავს ჩაუღრმავდე, იმ დროს, როდესაც ქალისა და მამაკაცის კავშირში უცხოს
მოთვინიერება გიწევს.

ღალატი ტრადიციულ წყვილში ტრაგედიად აღიქმება და შეიძლება


ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვიოს. კაცები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ამ
ვნებათაღელვებს, გარეგან პულსაციებს, რომლებიც მათ ეფემერული
კავშირებისკენ უბიძგებენ. მამაკაცური სექსუალურობა სპონტანური ბუნებისაა.
კაცი შეიძლება დაემონოს ამ პულსაციას, ან არა, საყურადღებო ისაა, რომ ისინი
დროებით გატაცებას არ გაურბიან, სულაც არ გმობენ. სინამდვილეში ისინი
ხელიდან არ უშვებენ უჩვეულო შემთხვევით ვარიანტებს: ეს ადვილი ჩასადენია,
როცა უშვებ, რომ მეორე შენ თვითონა ხარ. ქალისა და მამაკაცის კავშირში სხვა
მუდამ სხვად რჩება. აქ ცოტა ადგილია გულწრფელობისა და
შორსმჭვრეტელობისათვის. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს რომ
გაუგო, შემეცნების გრძელი და რთული გზა უნდა გამოიარო. აი, მხოლოდ ამის
შემდეგ თუ შეძლებ გაუგო იმ „სხვას“...

***

მგზავრობისას დღიურში ნაჩქარევად დავჯღაბნე ამბავი სახელწოდებით „ორი


ბრიუსელელი მამაკაცი“. პარიზში, ჩრდილოეთის სადგურზე ის ჯერ კიდევ
ჩანასახოვან მდგომარეობაში არსებობდა, საათისა და ოცი წუთის შემდეგ,
212
ბრიუსელში, სამხრეთის ვაგზალზე ამ სქელი ბურუსით მოცულმა ამბავმა,
თხევადი ლითონის მსგავსად, კონკრეტული ფორმა მიიღო, თხრობის
კონტურებიც გამოიკვეთა, გამოჩნდა დასაწყისი და დასასრული, ასევე
სხვადასხვა პერსონაჟი თანმხლები ორგანული გართულებებითა და
ცვლილებებით. გავანაღდებ თუ არა ოდესმე იმ უზარმაზარ ვალს, რომელიც
რკინიგზებისა მმართებს? ჩემი წიგნების უმრავლესობა ხომ მათი წყალობით
მოევლინა ქვეყნიერებას. სანამ ვაგონი მარწევდა, მე მათ ვიგონებდი,
ვფიქრობდი, ვთხზავდი, ვინიშნავდი...

ყველაფერი ხატიდან დაიწყო! ორი მამაკაცი საქორწინო ცერემონიის დროს


საიდუმლოდ ერთიანდება. თავიდან ორი წყვილი – ერთი, რომელიც
საკურთხევლის წინ ბრწყინავს და მეორე, რომელიც ბოლო რიგებში სიბნელეში
იმალება, – შემთხვევით ხვდებიან ერმანეთს, მაგრამ უკანონო წყვილი
გაფაციცებით უთვალთვალებს ქალსა და კაცს, რომლებიც ეკლესიაში მათი
კავშირისთვის ღვთიური კურთხევის მისაღებად გამოცხადებულან.

ეს ამბავი საშუალებას მაძლევს ვაჩვენო განსხვავება ჰომოსექსუალ და


ჰეტეროსექსუალ წყვილებს შორის, გამოვკვეთო ის სპეციფიკური ტკივილები და
სიხარული, რომელიც თითოეული კავშირისთვისაა ნიშნეული; რომელიც ხშირ
შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი და რადიკალურად განსხვავებულია.
მონახაზი თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა გავაცნობიერე, – ეს ჩემთვისაც
სიურპრიზი აღმოჩნდა,– რომ ყველაზე ბედნიერი ტანდემი შეიძლება სულაც არ
აღმოჩნდეს ის, რომელიც საზოგადოებამ აღიარა და რომელსაც ტაშისკვრით და
ოვაციებით შეხვდა ეკლესიის პარმაღზე.

ქალისა და მამაკაცის შეუღლება გარეგანი წნეხის პირობებში ხორციელდება. მათ


ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ყველანაირად ამხნევებენ, მაგრამ ამავდროულად თავს
ახვევენ, ავალდებულებენ, აიძულებენ. ეს არის მოდელების, მაგალითებისა და
დირექტივების სამეფო. ამას შეიძლება „დაკვეთის ფილოსოფია“ დაერქვას. როცა
ორი მამაკაცი ერთიანდება, ისინი, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ მოუნიშნავ
ტერიტორიაზე იწყებენ თავგადასავალს, მით უმეტეს, რომ საზოგადოება არ
მიესალმება ამ კავშირს და მაშინაც კი, როცა იძულებულია ის აიტანოს, მათზე
დიდ იმედებს არ ამყარებს, არაფერს მოელის ამ ადამიანებისგან. იბადება
პარადოქსული თავისუფლება – იცხოვრო იმით, რაც აკრძალულია და რისი
გულისთვისაც არასდროს აგცდება გაკიცხვა და სიძულვილი.

213
***

არსებობს თუ არა წმინდა წყლის ჰომოსექსუალური ტანჯვა. არსებობს! იმიტომ,


რომ ამ სიყვარულის ნაყოფი შეუძლებელია ბავშვი იყოს, მაშინაც კი, როცა ეს
ტრფობა ძალიან ძლიერი, გნებავთ, მარადიულია.

ცხადია, უნაყოფობისგან მარტო ჰომოსექსუალები როდი იტანჯებიან, არსებობენ


სტერილური ჰეტეროსექსუალი წყვილებიც.

***

დავასრულე „ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“ .

არ ვიცი, რა კატეგორიაში გავამწესო ის – მინირომანია? თუ გრძელი ნოველა?

***

მკითხველთა რეაქციამ ძალზე გამამხნევა. „ორმა მამაკაცმა“ გულგრილი არავინ


დატოვა, სრულიად განსხვავებული აზროვნებისა და ცხოვრების ნირის მქონე
ადამიანებს შეეხო.

ბედნიერი ვარ, მაგრამ კითხვა უპასუხოდ მრჩება: რა მოვუხერხო ამ ტექსტს?

გამოვცე ისე, როგორც არის, თუ დავიცადო, სანამ სხვა ტექსტებს დავამატებ?


მაგრამ როგორ ტექსტებს და რისთვის?

***

როგორც იქნა, საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, რომლის პასუხსაც მალევე


მივაგენი.

„ბრიუსელელ მამაკაცებს“ გამოუჩნდნენ ნათესავები, რომლებიც მეც


წარმიდგინეს... მოკლედ, დაიბადნენ ამბები იდენტური თემატიკით
გადაჯაჭვულნი – უხილავი სიყვარული.

214
***

ერთი ამბისგან ყოველთვის მეორე იბადება. თუ პირველს ჩაავლე ხელი, შანსი


გაქვს, სხვებიც შეთხზა.

მოთხრობების კრებული – ეს ის მწყერია, რომელიც მე ერთსა და იმავე


ტერიტორიაზე მოვინადირე. მართალია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან,
მაგრამ საზიაროც მაინც ბევრი რამ აქვთ. ასე რომ არ ყოფილიყო, ეს ძალადობას
დაემსგავსებოდა – მათი ბუნებრივი გაერთიანება შეუძლებელი გახდებოდა. ჩემი
ნოველების კრებულს მე მოვიაზრებ, როგორც ერთ მთლიან ნაწარმოებს, რომლის
ნაწილები ორგანულად შეერწყნენ ერთმანეთს. სინამდვილეში არც კრებულია და
არც ანთოლოგია. აბა, რა გამოვიდა? გამოვიდა, რომ ერთიმეორის მიყოლებით
ვწერ ამბებს, რომლებისგან შეიქმნება ერთი საერთო სივრცე-წიგნი
სახელწოდებით „ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“.

***

„ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“ – როცა ამ მოთხრობას ვწერდი, ერთი აზრი


მოსვენებას არ მაძლევდა, ანუ გამუდმებით ვფიქრობდი იმ გრძნობებზე,
რომლებშიც არც საკუთარ თავს ვუტყდებით და არც ახლობლებს ვუზიარებთ.
ისინი არსებობენ, ჩვენში ცოცხლობენ, ენერგიით გვმუხტავენ და მიუხედავად
ამისა, მაინც სადღაც ჩვენი ცნობიერების მისადგომებთან დაბანაკებულან.
ამგვარად ჟანი და ლორანი, ჩემი ორი ბრიუსელელი ვაჟბატონი, ჟენევიევით
გატაცებულნი, ერთგვარი ვირტუალური ქალურობით შეიმოსებიან, შემდეგ კი
ვირტუალურ მამობასაც გაუსინჯავენ გემოს, როცა დავიდზე ზრუნვას
იტვირთავენ.

მათი ცხოვრება სიღრმისეულ გრძნობათა არქიტექტურაზეა დაფუძნებული. ეს


არის მკაფიოდ გამოკვეთილი, ფორმულირებული არქიტექტურა, ის
არამატერიალურია, არ არსებობს, მაგრამ მთელ ნაგებობას მოიცავს. სიმბოლურად
უამრავი სწრაფვა, ჟინი, სურვილი და წადილი ისხამს ფრთას.

***
215
ჩვენ ყველანი ორი – რეალური და წარმოსახვითი – ცხოვრებით ვცხოვრობთ.

ეს დები-ტყუპები, სინამდვილეში სიამის ტყუპები არიან. ისინი არ არიან


ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულნი, როგორც ეს შეიძლებოდა
წარმოგვედგინა– არსებულის პარალელური სამყარო გარდაქმნის მას, მეტიც,
დიამეტრალურად შეცვლის.

გატაცებით ვწერ მორიგ ნოველას – „ძაღლი“. მას ორი წყარო კვებავს: ჩემი პირადი
ცხოვრება და ის ფიქრები, რომელიც ფილოსოფოსმა ემანუელ ლევინასმა აღუძრა
„ეკოლ ნორმალის“ ახალგაზრდა ასპირანტს გასული საუკუნის ოთხმოციან
წლებში, როცა ის დისერტაციაზე მუშაობდა.

პირადი ცხოვრება: ყოველთვის ვცხოვრობდი ცხოველების გარემოცვაში და იმედი


მაქვს, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მექნება მათი სიახლოვით ტკბობის
საშუალება. უკვე სამი წელია, რაც სიბა-ინუს ჯიშის სამი წარმომადგენელი ჩემი
სამწერლო საქმიანობის თანამოზიარე და თანამონაწილეა. ახლა ხვადი სიბა
სამუშაო მაგიდის ქვეშ, პირდაპირ ჩემს ფეხებთან წევს, ძუები შორიახლო
გაშხლართულან: ერთი – ხალიჩაზე, მეორე – თავის ქვეშაგებზე. ისინი ჩემი
მუსიკალური პარტნიორებიც ბრძანდებიან: პირდაპირ მოქრიან, როგორც კი
ფორტეპიანოს მივუჯდები. წამოწვებიან ინსტრუმენტის ქვეშ, რათა ხმის
ვიბრაციები შეიგრძნონ. შოპენს ისინი არა მარტო ყურით, არამედ მთელი
თავიანთი სხეულით უსმენენ. ისინი ჩემი შეუცვლელი ამხანაგები არიან
სეირნობისა და თამაშის დროსაც. როცა მათ მივმართავ, მე ველაპარაკები ცოცხალ
არსებებს, აღჭურვილთ გონებით, მგრძნობიარობით, გრძნობებითა და
მეხსიერებით. ჩემთვის ისინი სათამაშოები როდი არიან, არამედ
ინდივიდუუმები, ჩემთვის ძვირფასები და ჩემზე გაგიჟებულები. თუმცა,
ზოგიერთები სულაც არ მიწონებენ ასეთ საქციელს.

გამუდმებით ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი ძაღლები ბედნიერები იყვნენ. მე ხომ


ვაღიარე, რომ ძალიან მიყვარს ისინი.

ინტელექტუალური ცხოვრება... ოცი წლის ასაკში შემძრა ემანუელ ლევინასის


ტექსტმა – „ძაღლის სახელი“, რომელიც მან გამოაქვეყნა კრებულში „ძნელი
თავისუფლება“. ის ჰყვება, რომ როცა ნაციზმის დროს შრომით კოლონიაში იყო
გამომწყვდეული, ხშირად აკითხავდა მაწანწალა ძაღლი. ეს მხიარული და

216
მოსიყვარულე ცხოველი ებრაელებს სულაც არ ეპყრობოდა, როგორც
„მეორეხარისხოვან არსებებს“, როგორც „ქვეადამიანებს“. მისთვის ისინი
სრულიად ნორმალურები იყვნენ. ამ ძაღლმა – ნაცისტური გერმანიის
უკანასკნელმა კანტიანელმა, გონებას მოკლებულმა, აუცილებელს იმისთვის,
რომ საკუთარი პულსაციებისათვის უნივერსალურობა შეეძინა – ლევინასს
დაკარგული ადამიანურობა აპოვნინა.

ტექსტი თუნდაც იმიტომ არის საინტერესო, რომ ის სრულ წინააღმდეგობაშია


მეტრის ფილოსოფიასთან!

ემანუელ ლევინასი მართლაც მიიჩნევს, რომ კაცობრიობის ჩამომყალიბებელი


ძირითადი გამოცდილება სახის ცქერაა. ადამიანის სახე აფიქსირებს მეორე
ადამიანის სახეს და სუბიექტთაშორის ურთიერთობებში შედის. „ადამიანი
ხედავს მზერას და არა თვალებს, იმიტომ, რომ მეორესთან შეხვედრის
საუკეთესო საშუალება მდგომარეობს იმაში, რომ არც კი შეამჩნიო მეორის
თვალები. როცა უცნობის თვალების ფერს ვაკვირდებით, ჩვენ მასთან სოციალურ
ურთიერთობაში ვერ შევდივართ“. ამ მომენტში ადამიანი სხვაში, არა ისეთში,
როგორიც თვითონაა, ცნობს და აღიარებს მოყვასს, იმას, ვინც პატივისცემის
ღირსია, იმას, რომელიც სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო. მაჟრჟოლებს იმის
გაფიქრება, რომ სახის გამოცდილება საბოლოო ჯამში სხვა არაფერია, თუ არა
ეთიკური გამოცდილება. „სახე არის ის, რასაც ვერ მოკლავ, ან ყოველ შემთხვევაში
ის, რომლის აზრი მდგომარეობს მტკიცებაში – „შენ ვერანაირად შეძლებ
მოკვლას“. მკვლელობა, რაც მართალია, მართალია, ბანალური ფაქტია; შეიძლება
მოკლა სხვა, ეთიკური მოთხოვნილება არ წარმოადგენს ონტოლოგიურ
აუცილებლობას. მკვლელობის აკრძალვა მკვლელობას შეუძლებელს ვერ გახდის,
მაშინაც კი, როცა აკრძალვის ძალაუფლება ჩადენილი ბოროტების გამო სინდისის
ქენჯნას იწვევს. ბოროტება ავთვისებიანია („ეთიკა და უსასრულობა“). ფაშისტები
ებრაელების, ბოშებისა და ჰომოსექსუალების არასრულფასოვან არსებებად
გამოცხადებით და მათი ცხოველებთან გათანაბრებით, ავტომატურად
განუდგნენ სახის ჭვრეტის ამ გამოცდილებას. და მიუხედავად ყველაფრისა,
„საჭვრეტი“ სახის პირველ გზავნილად მაინც სიტყვები რჩება: „შენ ვერანაირად
შეძლებ მოკვლას!” გამოდის, რომ ეს ბრძანებაა. სახის გამოჩენაში ბრძანებაა
ჩაქსოვილი, თითქოსდა პატრონი ამეტყველდა“.

ველურობის უცნაურობანი. ის შეძენილ გამოცდილებას ემორჩილება და კარგავს


მხედველობის უნარს.
217
ძაღლს ამის უნარი არ გააჩნია.

ის უფრო ადამიანურია, ვიდრე ადამიანი? ყოველ შემთხვევაში, ძაღლები


რასისტები ნამდვილად არ არიან. იდეოლოგია მათ თავგზას ვერ აუბნევს. და
რატომ ხედავს ძაღლი იმ სახეს, რომელსაც ჯალათი ვერ ხედავს? და თვითონ
ძაღლს აქვს კი სახე?

როცა ეს კითხვა ლევინასს დაუსვეს, მან პასუხს თავი აარიდა. მისი, როგორც
ტყვის გამოცდილება, რომელიც მაწანწალა ძაღლს უყვარდა, სადღაც მისი
აზროვნების ველზე, კიდეზე დარჩა. ჩემმა მასწავლებელმა ულმის ქუჩიდან,
ფილოსოფოსმა ჟაკ დერიდამ გაბედა და უფრო შორს წავიდა. ერთ-ერთ ბოლო
პერიოდში გამოქვეყნებულ ტექსტში იგი წერს, როცა ჩემი კატის წინ შიშველი
აღმოვჩნდი, მოულოდნელად სირცხვილის გრძნობა დამეუფლაო. ოდესმე ამას
ისევ დავუბრუნდები...

***

ნოველა „ძაღლის“ მიწურულს დგება საკითხი მიტევების შესახებ.

მივუტევოთ?

ამაზე რთული ამქვეყნად არაფერი მეგულება.

ამ შემთხვევაში ჩემი გმირი, ექიმი სემუელ ჰეიმანი ახერხებს, ცხადია, ძაღლის


წყალობით, მოღალატეში შემორჩენილი ადამიანობის ნაკვალევი აღმოაჩინოს და
შურისძიებაზე ხელი აიღოს. მე ვგიჟდები ამ პერსონაჟზე თავისი სიძლიერის
გამო. მეტიც, მასში ისტორიული პიროვნების გამოძახილიც კი მესმის, რომელსაც
უამრავი დრო შევწირე, ეს გახლავთ ოტო ფრანკი – ანე ფრანკის მამა.

ამ დღეებში რეჟისორი სტივ სუისა თეატრში „რივ გოშ“ ფრანსის იუსტერთან და


სხვა მსახიობებთან ერთად რეპეტიციას გადის ჩემ მიერ საგანგებოდ დაწერილი
პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლისა – „ანე ფრანკის დღიურის გარშემო“.
ამსტერდამის „ანე ფრანკის სახლის“ ისტორიკოსებისა და ბაზელის ანე ფრანკის
ფონდის თანამშრომლების წყალობით შევიტყვე, რომ ოტო ფრანკს არასდროს
გამოუხატავს სოლიდარობა და დახმარების სურვილი ძიებისადმი, რომლის
მთავარი მიზანი იყო, დაედგინა, ვინ გასცა მისი ოჯახი და მეგობრები, რომლებიც
ერთ-ერთ სამეურნეო ნაგებობაში იმალებოდნენ. იმ დროს, როდესაც ჩემს
218
ტექსტში ერთ-ერთი პერსონაჟი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, თუ როგორ
შეუძლია ნაძირალას ღამე მშვიდად იძინოს იმის შემდეგ, რაც რვა ადამიანი
სასიკვდილოდ გაიმეტა, ოტო ფრანკი მხოლოდ ამბობს: „მე მეცოდებიან მისი
შვილები“.

ოტომ არ ისურვა, ძალადობისათვის ძალადობითვე ეპასუხა, მან შურისძიების


გარკვეულწილად სამართლიან აქტში მხოლოდ უსამართლო ქმედება დაინახა. ეს
ძალიან ამაღლებული აზროვნებაა.

მეტისმეტია? ვერაფერს გეტყვით, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით


შემიძლია: თუ ჩემი ახლობლები აგრესიის მსხვერპლნი გახდებიან, მზად ვარ,
იარაღი ავიღო ხელში და მოძალადეს გავუსწორდე. ზოგჯერ ჩემი გმირები,
მორალური თვალსაზრისით, ჩემზე უფრო მაღლა დგანან.

***

„ძაღლი“ ემოციურად ძალიან დამუხტულმა დავასრულე.

თუმცა არ ვთვლიდი, რომ სემუელ ჰეიმანს რამეში ვგავდი, ჩვენ მხოლოდ


ძაღლებისადმი მიჯაჭვულობა თუ გვქონდა საზიარო, მე ვერაფრით გამირკვევია,
არის თუ არა ის იმ ლატენტური მიზანთროპიის მატარებელი, რომელსაც ჩემში
გამუდმებით ვთრგუნავ და ზედაპირზე გადმონთხევის საშუალებას არ ვაძლევ.

მოდი, შევთანხმდეთ: მე მიმიჩნევენ ცნობისწადილით შეპყრობილ, მხიარულ და


სიცოცხლეზე შეყვარებულ ადამიანად; ვგიჟდები კაცობრიობასა და მის თანმხლებ
სირთულეებზე, მიხარია, როცა ახალ ადამიანებს ვხვდები, მაინტერესებს
განსხვავებული ინდივიდები და ნაწარმოებები. ასე რომ არ იყოს, ჩემგან არც
მწერალი დადგებოდა, არც დრამატურგი და არც მკითხველი. მიუხედავად ამისა,
ჩემი რწმენა ადამიანებისადმი სადღაც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდება ხოლმე.
რეგულარულად მიწევს არაადამიანური ძალისხმევის გაწევა, რათა ეს რწმენა
განვიმტკიცო, იმდენად შელანძღულია ის დღევანდელი ძალადობებით,
უსამართლობით, სიბრიყვით, არასრულყოფილებითა და უფხოობით,
სილამაზისადმი გულგრილობით, და რაც მთავარია, უნიჭობის, უფერულობისა
და უნიათობის აღიარებით.

219
უნდა გვიყვარდეს ადამიანი... მაგრამ რაოდენ ძნელია მისი შეყვარება! ისევე,
როგორც ძნელია, გახდე ოპტიმისტი, სანამ პესიმიზმისთვის გემო არ
გაგისინჯავს. ასევე შეუძლებელია სიძულვილის გარკვეული დოზის გარეშე
კაცობრიობის მიმართ კეთილი და ნაზი გრძნობებით განეწყო. ყოველი გრძნობა
თავის თავში ატარებს საკუთარ ანტიპოდს. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელი
კუთხიდან მივუდგებით მას.

***

რა ბედნიერებაა! ისევ მოცარტთან – ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე


მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად აღმოვჩნდი (მე ვლაპარაკობ
გარდაცვლილებზე). ის ჩემში აღფრთოვანების ისეთ ძლიერ განცდას აღძრავს,
აღვივებს სილამაზის კულტს, სიხარულის ისეთი ენერგიით მკვებავს და
ყოველთვის საიდუმლოს შემაცბუნებელი აღიარებისკენ მივყავარ.

ამჯერად ნამდვილად არ მაქვს განზრახული მოცარტი ფრანგულად


ავამეტყველო, როგორც ეს „ფიგაროს ქორწინებაში“ ან „დონ ჟუანში“ გავაკეთე.
ამას გარდა, არ ვაპირებ, მოგიყვეთ „ჩემი ცხოვრება მოცარტთან ერთად“, არა, ამ
ნოველაში მას თითქმის უხილავი ჭვირნიშნის ფუნქცია დაეკისრება.

გაოგნებული ვარ, თუ როგორი სისწრაფით, – გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე


წელიწადში, – მიექანებოდა მოცარტი წყვდიადიდან სინათლისაკენ, უსახელო
მუსიკოსიდან – აღიარებისა და დიდებისაკენ! არადა, სულ ცოტა ხნის წინ ნემსის
ყუნწში ძვრებოდა, რათა სამუშაო ეშოვა, რომელიმე შეკვეთისთვის გამოეკრა
ხელი. ის გარდაიცვალა ოცდაათი [ავტორს შეცდომა აქვს დაშვებული. როგორც
ცნობილია, მოცარტი 35 წლისა გარდაიცვალა (რედ. შენიშვნა).] წლის ასაკში და
საერთო საფლავში მიაბარეს მიწას, არავის მოუვიდა თავში, რომ ბოლო გზაზე
გაეცილებინა, მაგრამ განვლო ორმა ათეულმა წელმა და მოცარტი მთელი
ევროპისათვის მუსიკალური გენიის ემბლემად იქცა, ის დიდების მწვერვალზე
აღმოჩნდა, საიდანაც დღემდე ფეხი არ მოუცვლია.

და რა მოხდა მაინც? მოცარტი, მე-18 საუკუნის კომპოზიტორი ჭეშმარიტ


კარიერას მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიქმნის და გახდება ევროპის ნომერ
პირველი მუსიკოსი – ახალი ტიპის ხელოვანის ინკარნაცია. მუსიკოსები მას
მიანიჭებენ უპირატესობას, უყვართ, მეტიც, ეთაყვანებიან მას – ჰაიდნმა ის

220
„სამყაროს ყველაზე დიდ კომპოზიტორად“ შერაცხა. ის დიდების შარავანდედით,
განსაკუთრებული აურით შეიმოსა რომანტიზმის ეპოქაში, როცა მომდევნო
თაობის შემოქმედები – ბეთჰოვენი, როსინი, ვებერი, უფრო მოგვიანებით,
შოპენი, მენდელსონი, ლისტი და ბერლიოზი დამოუკიდებელი კომპოზიტორები
გახდნენ. მათ ფრთები შეასხეს მოცარტის სანუკვარ სურვილს – დაშორდნენ
ხელისუფლებს, აღარ ემორჩილებოდნენ გვირგვინოსანთა და დიდებულთა
კაპრიზებს, რომლებიც სამუსიკო ხელოვნებაში თავს გემოვნების მეტრებად და
დამამკვიდრებლად მიიჩნევდნენ. ამიერიდან თავად მუსიკოსები კარნახობენ
პუბლიკას, რა არის კარგი და რა არის მიუღებელი მუსიკაში. მოცარტი მათი
მუსიკოსი ხდება – მუსიკოსთა მუსიკოსი. მოგვიანებით ის გახდება სახალხო
მუსიკოსი და ბოლოს კი – საკულტო.

ამ გზაზე მნიშვნელოვანი როლი მოცარტის ქვრივს – კონსტანსას, დაბადებით


ვებერს, ენიჭება, ასევე ბარონ ნისენს, კონსტანსის მეორე ქმარს. ორივემ დიდი
ამაგი გასწია წლების განმავლობაში, რათა კომპოზიტორის ნაწარმოებებისათვის
ერთად მოეყარათ თავი, აღენუსხათ, გამოეცათ და ხელი შეეწყოთ მათი
დაკვრისათვის.

ისტორიკოსები დავობენ, რომლის როლია უფრო მნიშვნელოვანი ამ საქმეში –


კონსტანსის თუ ბარონ ნისენის. მათი უმრავლესობა, მოცარტის მამაზე და დაზე
დაყრდნობით, გვთავაზობს, კონსტანსი აღვიქვათ პირმშვენიერ ქარაფშუტად და
მოუწესრიგებელ ფეთხუმად, რომელსაც არ ძალუძს საპასუხისმგებლო,
პრაგმატულ და ხანგრძლივ საქმიანობას გაუძღვეს. კონსტანსის
ბოლოჟამინდელი ბიოგრაფები მის რეაბილიტაციას ლამობენ და წამდაუწუმ
გვახსენებენ იმ ჯაფას, რომელიც მან ქმრის გარდაცვალების შემდეგ გასწია.

ისიც ფაქტია, რომ, როცა ამ სიუჟეტის სიღრმეებში ქექვას დაიწყებ, აუცილებლად


შეამჩნევ, რომ ბარონ ნისენის წვლილი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი. მან
უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე უბრალო დახმარება და თანადგომაა. ამ
მიზანდასახულმა, გატაცებულმა, აღფრთოვანებულმა და ჯიუტმა ადამიანმა
თავი მოაბა პარტიტურების კლასიფიკაციას, აქტიური, ნაყოფიერი მიმოწერა გააბა
გამომცემლებთან, გამართა მოლაპარაკებები ცოლის მაგივრად. ამ
უკანასკნელისგან ხელმოწერის უფლებაც კი მიიღო, რათა ემართა ყველაფერი,
რასაც კავშირი ჰქონდა მოცარტთან. დაბოლოს, არქივებისა და თანამედროვეთა
ჩვენებებისა და მოგონებების შექუჩების შემდეგ, თავად მიჰყო ხელი
კომპოზიტორის ვრცელი ბიოგრაფიის წერას. ამ უზარმაზარ ნაშრომში, სხვათა
221
შორის, სწორედ ის იწყებს კონსტანსის – მისი ამჟამინდელი მეუღლისა და
მოცარტის ყოფილი ცოლის რეაბილიტაციასა და ამით საკადრის პასუხს გასცემს
ნანერლ მოცარტის, კომპოზიტორის დის მომაკვდინებელ განცხადებებს. მის
მიერ მომხიბლავი კონსტანსის დაცვა სავსებით ლოგიკურია, მაგრამ
ამავდროულად უცნაურობებით აღსავსეც. ლოგიკურია იმიტომ, რომ ის ამ
ქალთან ცხოვრობს, უცნაური კი იმიტომ, რომ მას ცხოვრება თავისი მეტოქის
აჩრდილთან უწევს.

ერთობ მიმზიდველი და მაცდუნებელია, თუ ადამიანი მსგავს საქმიანობაში


თავისთვის სახალისოსა და გასართობს იპოვის, როგორც ეს ანტუან ბლონდელმა
მოახერხა; ან ახსნა-განმარტებით გასაღები მოუძებნო დათრგუნულ
ჰომოსექსუალობას, როგორც ამას აკეთებს ჟაკ ტურნიე „უკანასკნელ მოცარტში“ .
რაც შემეხება მე, ვამჯობინებ, დავრჩე ისევ ისე მონუსხული ამ საიდუმლოებით –
ერთი მამაკაცის მხრიდან მეორით გატაცება, რომელიც ადრე მისი ცოლის ქმარი
იყო.

ამ ოჯახს მე მხოლოდ სამი ადამიანისგან შემდგარს ვხედავ. ჩემთვის ეს


სამეულის თანაცხოვრებაა.

***

რატომ უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი – ერთადერთი გასაღები ბარონ ნისენის


დამოკიდებულების ასახსნელად მოცარტისადმი? გატაცება, რომელსაც ის ცოლის
პირველი ქმრისადმი ავლენს, მხოლოდ ერთ ფერში რატომ უნდა იყოს
წარმოჩენილი. მხედველობაში მაქვს გენიის თაყვანისცემა, ჰომოსექსუალური
ტენდეციები, ფინანსური ინტერესი, სასიყვარულო სამკუთხედი.

რატომაც არა ვითომ, ეს ყველაფერი ერთად?!

ლიტერატურა არ სწყალობს ძალიან მარტივ იდეებსა და ზრახვებს და ჩვენც


სიფრთხილის გამოჩენისკენ მოგვიწოდებს. ამ მიმართულებით ის სრულიად
განსხვავდება იდეოლოგიისგან, რომელიც მრავალრიცხოვნობაში მუდამ
ელემენტარულის გამოქექვას ცდილობს.

222
იდეოლოგები, წარმოუდგენლად ხარბნი, ცდილობენ, გარეგანი გამოვლინებების
სიმრავლე ერთ მარტივ, ადვილად ამოსაცნობ პრინციპამდე დაიყვანონ და აღარც
უფიქრდებიან საკუთარ ფარულ ცრურწმენას: ჭეშმარიტება უნდა იყოს მარტივი.

მერედა, რატომ?

რატომ არ შეიძლება რთული იყოს? მრავალი მიზეზით ნაქსოვი?

საითკენ წაგვიყვანს სიმარტივით ცდუნება?

სიმარტოვის განათლებული იდეალი თავიდან გზას გვინათებს, შემდეგ კი


გვიბნელებს და ჩვენც გვაბრმავებს.

რომანისტები, სირთულის მოციქულები, მიგვითითებენ კავშირებზე, არ


ზღუდავენ თავიანთი კვლევების არეალს, არც რაიმე კონკრეტულ მიზანს
ისახავენ. იდეოლოგები კი იქექებიან ამ მრავალფეროვნებაში, რათა საფუძველს
მიაგნონ.

იდეოლოგები არსს აცლიან, ფიტავენ ცხოვრებას, რომანისტები კი სინათლით


ავსებენ.

***

მორალისტისგან კარგი რომანისტი ვერასდროს დადგება. და თუ მან მაინც


გადაწყვიტა რომანისტობა, რეპროდუცირებული რეალობა გამოცივებული
გამოსდის, ის საოპერაციო განათებას წააგავს, ის ცოცხალს ანაწევრებს,
ლაბორატორიის სუნით ჟღენთს.

იმის ნაცვლად, რომ სამშობიარო სახლში წაგვიყვანოს, მორგში გვკეტავს.

ამან შეიძლება დაგაინტერესოს, მაგრამ მოხიბვლით ვერასდროს მოიხიბლები,


თუ, რა თქმა უნდა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის პოეზიამ არ გაგიტაცა.

***

მოგზაურობა ისლანდიაში დედაჩემთან ერთად.

გემი მიაპობს ტალღებს და მარადიული დღისკენ მიგვაქროლებს.

223
წყლისა და ცის უსასრულობაში ჩვენ მამაზე ვფიქრობთ, რომელმაც სულ რაღაც
ორი კვირის წინ დაგვტოვა.

ვიხსენებთ მას მშვიდად, მოწიწებითა და სიხარულით. ისეთი განცდა


გვეუფლება, რომ მას ჩვენი საუბარი ესმის, ყურადღებით გვიგდებს ყურს,
როგორც ყოველთვის სჩვეოდა.

რატომღაც ვგრძნობდი, რომ კრუიზი, რომელში გამგზავრებაც მამაჩემის


აგონიამდე დიდი ხნით ადრე გადაწყდა, გლოვის პერიოდს დაემთხვეოდა.
საწყალი, წლების განმავლობაში იტანჯებოდა, ამიტომ მსგავსი დასასრული
ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური
გვეჩვენა.

თვითონაც იცოდა, რომ კვდებოდა, ნატრობდა, რაც შეიძლება მალე დამდგარიყო


ეს დასასრული. არაერთხელ მესაუბრა ამ თემაზე. ცდილობდა, სანამ წავიდოდა,
დედაჩემი რაღაცნაირად ჩემთვის გადმოებარებინა, რათა მე მეტვირთა მასზე
ზრუნვა. ჩვენ ბედნიერად ვგრძნობთ თავს, რომ მისი ნების შესრულება
შევძელით.

ამ მოგზაურობაში არის რაღაც ნათელი, გამაწონასწორებელი და


დამამშვიდებელი. შეიძლება ეს სულაც აღსრულებული ბედ-იღბლის სინათლეა?

***

მოქმედება ნოველისა, რომელიც თავში მიტრიალებდა და გულის გადანერგვას


ეხებოდა, ისლანდიაში გადავიტანე.

მომწონს ეს ქვეყანა, სადაც უკვე მესამედ მივემგზავრები. იქნება ეს ზამთარში,


თუ ზაფხულში, – მეჩვენება, რომ იქ წელიწადის მხოლოდ ორი დროა, –
ყოველთვის მაოცებს ეს უხეში ვულკანური წარმოშობის ქერქი, რომელიც
შუაგულ ზღვაში ამოზვირთულა. ბუნების მუდმივი შეგრძნება არა მარტო
ფლორითა და ფაუნით არის განპირობებული, არამედ ნიადაგითაც, რომლის
წიაღშიც აგრესიული და საშიში ძალები ბინადრობენ. ლავას შეუძლია კისერი
მოუგრიხოს კლდეებსა და მყინვარებს და თვალის დახამხამებაში მიწასთან
გაასწოროს. ეს ვერაგი ძალები თვლემენ და თრთიან, ეს მუდმივი დუღილია.
ნიადაგი იბზარება და ფეთქდება. თუ გსურთ, შეიგრძნოთ, როგორ ფეთქავს,

224
ცოცხლობს დედამიწა და არა მცენარეები და ცხოველები, აუცილებლად
ისლანდიას უნდა მიაშუროთ.

ამ ბაზალტისა და ფერფლის ქვეყანაში ადამიანები ერთდროულად


განსაკუთრებული სითბოთი, გულისხმიერებითა და სიმკაცრით გამოირჩევიან.
საოცარი ნარევი კი გამოდის. ბუნების მუდმივ წნეხს ისინი მორჩილებით
პასუხობენ. ადამიანები აქ ერთმანეთისთვის მხოლოდ სითბოსა და მეგობრობას
ასხივებენ. განა აქ არ შეიკრიბა მე-19 საუკუნეში ისტორიაში პირველი
პარლამენტი?

„გული“ ერთი ქალის ამბავს გვიყვება, რომელსაც დისშვილი უფრო შეჰყვარებია,


ვიდრე საკუთარი ვაჟი. დედობრივი სიყვარული მასში დისშვილთან
ურთიერთობის დროს უფრო ვლინდება, ვიდრე საკუთარ შვილთან. როცა შვილი
მოულოდნელად ეღუპება, იმისათვის, რომ გამოისყიდოს ან სულაც გაექცეს
დანაშაულს, და ამას შესანიშნავად აცნობიერებს, დისშვილს შეიძულებს. მასში
მგზნებარე თაყვანისცემას ასეთივე მგზნებარე და მოუთვინიერებელი
სიძულვილი ჩაენაცვლება.

ეს იმპულსური ქალი, რომელიც საკუთარი აზრების უფრო ფუნჯით


გამოხატვასაა ჩვეული, ვიდრე სიტყვებით, აბსოლუტურად უუნაროა, გაიაზროს,
აკონტროლოს თავისი ემოციები. თვითანალიზზე ხომ საერთოდ ზედმეტია
ლაპარაკი. და საერთოდ, მისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ სულიერი
განცდებისა და განწყობის ფრაზებით გადმოცემას არ შეეცდებოდა, რადგან
ყოველ ჯერზე, როცა ის ამის გაკეთებას ცდილობს, შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
ქმარზე, რომელსაც მკლავებში დაუფიქრებლად უვარდება, მხოლოდ ზიზღით
ლაპარაკობს. სათაყვანებელ დას ტირანად აღგვიწერს. ახლად შეძენილი
მეგობარი ვილმა ფრთაშესხმულ ანგელოზად ეჩვენება, როცა ის სინამდვილეში
შიშისმომგვრელი დემონია. რაც შეეხება საკუთარ ვაჟიშვილს, მის თვალში ის
მხოლოდ მანკიერებათა ერთი გრძელი ჩამონათვალია...

არსებობენ ადამიანები, რომელთაც თვითგამოხატვისათვის სიტყვები არ


ჰყოფნით. ალბა მათ იყენებს მხოლოდ იმისათვის, რომ საკუთარი თავი გასცეს,
არამომგებიანი კუთხით წარმოაჩინოს.

ჩემი ნოველა ალბას თვალთახედვის გაშუქებით იწყება და ამიტომაც უარს


ამბობს ფსიქოლოგიურ ანალიზზე, მხოლოდ ფაქტების კონსტანტაციით

225
შემოიფარგლება. ის თითქოს ფილმის მოქმედებას აღგვიწერს. ზოგჯერ ისეთი
განცდა მეუფლება, რომ ამბავს კამერის დახმარებით ვთხზავ და არა კალმის.

***

ვილმა ალბას ორეულია. ამ ორ დედას საერთო ტრაგედია აერთიანებს. როგორც


არაერთი ჩვენი თანამედროვე, ისინი ვერ იტანენ მორალურ ტკივილებს.

ჩვენი არეული და ხშირ შემთხვევაში გაუგებარი დროება უარს ამბობს


ტკივილებზე, ტანჯვაზე. მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანობის შემდეგ, რომლის
მთავარი სიმბოლო ჯვარზე გაკრული სულთმობრძავია, ჩვენი მატერიალისტური
სამყარო ცდილობს, განდევნოს ტკივილი – გოლგოთას მთა. მოგეჯარა სევდა? რა
პრობლემაა – შეგიძლია მედიკამენტები ჩაიყარო პირში, მიმართო ნარკოტიკებს
და სულაც მკურნალ ექიმს.

ვილმა და ალბა ამ პრინციპით მოქმედებენ, რათა წუხილი და ნაღველი გააქრონ.

ტკივილისადმი უგრძნობლობისკენ მუდმივი სწრაფვა მათ აუტანელ


ურჩხულებად გადააქცევს. ერთს იონასის გატაცება სურს, მეორეს – მისი მოკვლა.
ისინი ან იპარავენ ბავშვს ან კლავენ მას და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ
საკუთარი უბედურებისათვის თვალი ვერ გაუსწორებიათ.

მოქმედება... ხშირად მიფიქრია, რომ ძლიერი, ფხიანი და ენერგიული ადამიანები


ორმოცი-ორმოცდაათი წლის ასაკში თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს.
საკუთარ ცხოვრებაში ჩარევას ჩვეულნი, ისინი თავიანთ ტანჯვას სწორედ რომ
მოქმედებით გამოხატავენ – ან თავს ჩამოიხრჩობენ, ან ტყვიას დაიხლიან
შუბლში.

თვითმკვლელობა უფრო მოქმედების სურვილით არის ნაკარნახევი და არა


სურვილის ცვეთით.

თვითმკვლელობა– გაუგებრობის გამო.

თვითმკვლელობა – საკუთარი უბედურებისათვის სახეში შეხედვის


შეუძლებლობის გამო.

ყოველი სიბრძნე ტანჯვის აღიარებითა და თანხმობით იწყება.

226
***

„გული“ პირადად მე კითხვით მომმართავს. რა არის ინდივიდუუმი?

ნაწილი ინდივიდუუმისა – ეს ჯერ კიდევ ის არის? ჩემი გული, თირკმლები,


ღვიძლი – ეს მე ვარ?

გადანერგვა ორგანოებს განიხილავს, როგორც ბიოლოგიური მექანიკის


ურთიერთჩანაცვლებად დეტალებს. ის ქადაგებს, რომ ადამიანი ცერებრალური
სიკვდილის გამო, როგორც კი გრძნობების გამოხატვის უნარს კარგავს, ამ
ნაწილების საწყობად გარდაიქმნება.

„მე“ – ეს თურმე სხეულის ცოცხალი და სინქრონული მთლიანობა ყოფილა,


შემდეგ კი მისგან მხოლოდ გამოცალკევებული ელემენტები რჩება, ადრე რომ
მთლიანობას ქმნიდნენ.

ვილმა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ცოცხალი თავით არ უშვებს ამას.


ფიქრობს, რომ საკუთარი ქალიშვილის გული მისი ქალიშვილია.

ალბა, პირიქით, ფიქრობს, რომ გულის ამოჭრით ტორი გაანადგურეს.

სინამდვილეში, ერთიც და მეორეც უკუაგდებენ სიკვდილს. ვილმა მას უარყოფს,


ალბას ურჩევნია, იფიქროს, რომ შეიძლებოდა მისი თავიდან აცილება.

მე, როგორც გადანერგვის მომხრეს, მომწონს აზრი, რომ სიკვდილი შეიძლება


სასარგებლოც იყოს.

დედამიწაზე ბევრ უკვდავს რომ მოგვეყარა თავი, იქნებოდა კი თანაცხოვრება


შესაძლებელი? მოგვიწევდა რაღაცის მოფიქრება, რომ მომავალი თაობების
განთავსებაც შეგვძლებოდა.

სიკვდილი – ეს ცხოვრების სიბრძნეა.

***

თუ რომანტიზმი ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ კავშირში მდგომარეობს,


მაშინ „გული ფერფლქვეშ“ ჭეშმარიტად რომანტიკული ნოველაა. დედამიწის

227
ძალები ბრაზდებიან, ცოფდებიან და მძვინვარებენ ჩემს გმირებთან ერთად,
შემდეგ კი შოშმინდებიან და მათ გულებში სიმშვიდე და სიწყნარე ისადგურებს.

***

ვწერ ბოლო ნოველას – „ბავშვი-აჩრდილი“, უფრო სწორად, დავიწყე მისი


გადაწერა, რადგან რამდენიმე თვის წინ უკვე გამოვიგონე მისი ერთ-ერთი
ვერსია.

ნოველის დაწერისკენ ფრიად მნიშვნელოვანმა და მწველმა შემთხვევამ მიბიძგა.


გაზეთმა, რომელსაც აქტიურად ვკითხულობ და ძალიან ვაფასებ, მთხოვა,
საშობაო ზღაპარი დამეწერა. უარი, რა თქმა უნდა, არ მითქვამს და ცოტა ხანში ეს
ამბავი გავუგზავნე. მგონი, რედაქციაში ყველა უხერხულ მდგომარეობაში
ჩავაგდე... მეც მეუხერხულა... ჩემი ტექსტი აბსოლუტურად არ შეესატყვისებოდა
იმას, რასაც ისინი მთხოვდნენ. „ბავშვი-აჩრდილი“ საკმაოდ რადიკალური
ნაწარმოებია, მწკლარტე, თუ შეიძლება ასე ითქვას, და მასში არაფერია
ზღაპრული, არც გულთბილობასა და კეთილშობილებაზეა ლაპარაკი, არც
ხუმრობა და ყბედობაა, რომელიც ასეთი აუცილებელია საშობაო
თხრობებისათვის.

სანამ მთავარი რედაქტორი ტელეფონზე უხერხულობისგან რაღაც ჩემთვის


გაუგებარს ბუტბუტებდა, მე გამოვემშვიდობე ღრუბლებს და ცოდვილ
დედამიწაზე დავეშვი. აზრადაც არ მომსვლია, რომ ტექსტი სეზონური
მოთხოვნილებების შესატყვისი უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,
რომ ჟურნალისტიკაში ვერასდროს ვიმუშავებდი და ვერც ვერასდროს
შევასრულებდი დაკვეთებს. ამას სჭირდება გარკვეული ნიჭი, რომელიც მე არ
გამაჩნია.

ჟურნალის რედაქცია ელეგანტურად გამოვიდა უხერხული მდგომარეობიდან,


მათ ჩემს წინანდელ გამოცემებში დაიწყეს ქექვა ისეთი მოთხრობისა, რომელიც
„საშობაო სულისკვეთებით“ იქნებოდა გაჟღენთილი.

***

228
„ბავშვი-აჩრდილის“ დაწერისკენ ახლობლებმა მიბიძგეს. ძალიან მიყვარს და დიდ
პატივსაც ვცემ მათ და არ შემეძლო, ეს არ აღმენიშნა და ამავდროულად თემა
დახურულად გამომეცხადებინა.

რომელი მშობელი არ დაუზაფრავს და გონებაში არ დაუშვია ექიმის შესაძლო


განცხადება: „თქვენი ბავშვი ვერ იქნება ნორმალური“? თუმცა ასევე ვიცით, რომ
ერთნი უდრტვინველად თანხმდებიან ბედის ნაბოძებ საჩუქარს, სხვანი კიდევ
ზურგს აქცევენ. საქებარი სიტყვები არასდროს გამომელევა იმათ მისამართით,
ვინც ამა თუ იმ ავადმყოფობით ტანჯული ბავშვის ყოლაზე ყაბულს არიან,
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მზად ვარ, ქვა ვესროლო იმათ, ვინც ასეთი
ბავშვის ყოლა არ ისურვა და აბორტი ამჯობინა. სხვათა შორის, შეიძლება ეს
ერთსა და იმავე მშობლებს ეხებოდეს. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ
სნეულ ბავშვებს ჯანმრთელ ბავშვებთან ერთად ზრდიან, თუმცა მათ თავზე
მაინც დაფარფატებს ერთი ან რამდენიმე ბავშვის აჩრდილი, რომელთა ამქვეყნად
მოვლინებაზე უარი თქვეს.

ძალიან კარგად ვგრძნობ იმ ტკივილს, რომლითაც ჩემი მეგობარი თავის


მხიარულ, სიცოცხლით აღსავსე, ლამაზ, ჭკვიან, თუმცა იშვიათი დაავადებით
სნეულ გოგონას შესცქერის და ფიქრობს მის დაუბადებელ დებსა და ძმებზე,
რომელთაც მან და მისმა ცოლმა სუნთქვისა და სიცოცხლის უფლება არ მისცეს
თავისი ქალიშვილის შემხედვარე. როცა სიხარულისა და სიყვარულისგან თრთის,
გამორიცხულია, ის მათ არდაბადებას არ ნანობდეს. როცა გოგონა საავადმყოფოში
მიჰყავს მორიგ პროცედურებზე და ნერვიულობს შესაძლო ინფექციებზე, ის
ალბათ თავს იმართლებს და ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს მართებულად
მიიჩნევს. დარწმუნებული ვარ, რომ მუდმივად

საკუთარი თავის გამართლებასა და გამტყუნებას შორის მერყეობს. სწორედ ეს


სინანული, ეს რყევები ანიჭებს მას იმ ჭეშმარიტად ადამიანურ სიღრმეს,
რომლითაც ახლობლებს ასე გვხიბლავს და გვაოცებს.

***

ამას წინათ წავიკითხე სამეცნიერო სტატია, რომლის ავტორი ამტკიცებდა, რომ


შოპენი ტუბერკულოზმა კი არ იმსხვერპლა, როგორც იმხანად იყო მიჩნეული,

229
არამედ მუკოვისციდოზის ერთ-ერთმა ფორმამ, იშვიათმა ავადმყოფობამ,
რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ექიმების მიერ იდენტიფიცირებული.

თავბრუ დამეხვა.

რადგანაც ვიცოდი, რომ დღეს არსებობს გენეტიკური ტესტები, რომელთა


წყალობითაც შესაძლებელია უამრავი ავადმყოფობის გამოვლენა ჩასახვამდე და
ორსულობის პერიოდში, წარმოვისახე, თუ როგორ ეპატიჟებიან შოპენების
წყვილს საავადმყოფოში, აცნობენ მათ სასუნთქი გზების იმ დაზიანებებს,
რომლებისგანაც მათი ვაჟიშვილი დაიტანჯება, ასევე ეუბნებიან, რომ ამ
უკურნებელი სენის გამო მათი ნაშიერის სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთობ
შეიზღუდება, აფრთხილებენ, როგორი გაუსაძლისი იქნება როგორც ბავშვის, ასევე
მათი ცხოვრება. შესაძლოა, ჯანდაცვის ექსპერტს მათში დანაშაულის გრძნობაც
აღეძრა იმის მტკიცებისას, თუ რაოდენ ძვირი დაუჯდებოდა საზოგადოებას
ავადმყოფი ბავშვის დაბადება.

არ არის გამორიცხული, შოპენებს უარი ეთქვათ ფრედერიკის დაბადებაზე.


შედეგად, ჩვენ, კაცობრიობას, დაგვაკლდებოდა ის გენიალური მუსიკა, ასე რომ
გვილამაზებს და გვივსებს სიმარტოვეს.

არ მსურს ძველ ტერმინს – „ევგენიკას“ მივმართო, რომელიც ჩემთვის


თავზარდამცემია, რადგან პირდაპირ კავშირშია იმ საშინელებებთან, რომლებიც
ნებისმიერს გააოგნებდა.

დღეს სიცოცხლის ველზე სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ე. წ. „ბუღალტრის


ლოგიკა“. ადამიანები ითვლიან, თუ რამდენი დაუჯდება საზოგადოებას ესა თუ
ის ავადმყოფობა.

მოკლედ, მოხდა ის, რასაც ვშიშობდით: ჩინოვნიკებმა ზედმიწევნით


დაიანგარიშეს, რამდენი ჯდება სიცოცხლე. იკითხავთ, მაინც რამდენი? იმდენი,
რამდენიც მათ გადაწყვიტეს. არც მეტი, არც ნაკლები. პრაგმატულმა
ინგლისელებმა დააარსეს „კლინიკური სრულყოფილების ეროვნული
ინსტიტუტი“ – NICE, უმაღლესი ინსტანცია ჯანდაცვის სფეროში; ის
განსაზღვრავს თანხას, რომლის გაღებაზეც საზოგადოება თანახმაა, რათა
ადამიანს წამლებისა და მკურნალობის წყალობით ერთი წლით
გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე. მოიმარჯვეთ თქვენი კალკულატორები: ეს 40 000
ფუნტ-სტერლინგია წელიწადში. თუ მკურნალობის ახალი მეთოდი უფრო ძვირი

230
ჯდება, სოციალური დაზღვევა, NICE-ის აზრით ზურგგამაგრებული, უარს
აცხადებს ნამეტის ანაზღაურებაზე; ამ ბუღალტრულმა ლოგიკამ, რომელიც
წყლის ზედაპირზე მოტივტივე ლაქას წააგავს, უკვე ჩააღწია ავსტრიაშიც და
შვედეთშიც. ეჭვგარეშეა, რომ მსგავსი იდეების გავრცელებას დიდად უწყობს
ხელს სახელმწიფო ვალების კრიზისიც.

გამოდის, რომ რაციონალიზმი ყოველთვის გონივრული როდია.

აბა, რა ხეირი ყრია ისეთ ეკონომიკურ რაციონალიზმში, თუ მას იერიში მიაქვს


ადამიანზე, თავს ესხმის მის ღირსებასა და უნიკალურ და განუმეორებელ
ხასიათს?

ეკონომიკური რაციონალიზმი სრული აბსურდია, თუ ის მხოლოდ ბარბაროსობას


შობს – იდეოლოგიას, რომლის თანახმადაც ერთნი უფრო ღირებულნი არიან,
ვიდრე სხვანი.

ეკონომიკური რაციონალიზმი აზრს კარგავს, თუ ის საზოგადოების მიზნებს ვერ


ხედავს: უზრუნველ ყოს მისი წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

მხოლოდ ეკონომიკური რაციონალიზმი არაადამიანურია.

***

„ბავშვ-აჩრდილში“ მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ტანჯვისა და ტკივილების


თემას.

რაც მართალია, მართალია, ჩვენი დროება ვერ იტანს ვერანაირ ტანჯვას.

შეიძლება თუ არა, ადამიანი იყოს ბედნიერი და ამავდროულად ტანჯული. ამ


კითხვას დღეს უმრავლესობა უარყოფითად პასუხობს.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი გენეტიკური სენით დაავადებული ოცი წლის


მელისა თავს ბედნიერად გრძნობს. მიუხედავად შეტევებისა, მიუხედავად იმისა,
რომ იძულებულია, ყოველდღიურად ათასგვარი ანტიბიოტიკის კოქტეილი
მიიღოს, ჩაიტაროს მასაჟები და რესპირატორული ერთსაათიანი ვარჯიშები, ის
ცოცხლობს, უხარია, ხალისობს, იცინის, უყვარს, ეთაყვანება, სწავლობს. მას
შეუძლია სხვათა სიცოცხლის გადარჩენაზეც იზრუნოს და ერთ დღეს თვითონაც
ახალ სიცოცხლეს მისცეს დასაბამი...
231
ბედნიერება არ ნიშნავს, დაემალო ტანჯვას; მას ჩვენი არსებობის ქსოვილში
უნდა მიუჩინო ადგილი.

როგორია სიცოცხლე, რომელიც ღირს ცხოვრებად?

ამ კითხვაზე იმდენივე პასუხი არსებობს, რამდენიც ადამიანია ამქვეყნად.

ვერასდროს შევეგუები იმას, რომ ამას ჩემ და სხვების მაგივრად მავანი


წყვეტდეს.

ნებისმიერი თანხმობა, თუნდაც ორ ადამიანს შორის, ამ საკითხთან მიმართებით


საეჭვო მეჩვენება. თუ სამმა ერთად მოიყარა თავი, ვთვლი, რომ ეს უკვე
დიქტატურაა.

***

აი, წიგნიც დასრულდა. გადაკითხვისას ვცდილობ, ვიპოვო ის ძაფები, რომლებიც


მის ქსოვილს ქმნიან.

აშკარად იკვეთება დაფარული არქიტექტურის თემა. ჰომოსექსუალი წყვილი


ედისა და ჟენევიევის კანონიერ ქორწინებაში პოულობს მხარდაჭერას. ექიმი
ჰეიმანი აპოკალიფსს მხოლოდ იმ გრძნობების წყალობით გადაიტანს, რომელიც
მას ძაღლთან აკავშირებს. კონსტანსასა და გეორგ ნისენის დუეტი სინამდვილეში
ის მატერიალური ტრიოა, რომელშიც მოცარტს ცენტრალური ადგილი უჭირავს.
ალბა დისშვილისადმია დედობრივი გრძნობებით გამსჭვალული და არა
საკუთარი შვილისადმი. სევერინისა და ბენჟამენის ოჯახური წყვილი ძლიერდება
და მტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ბავშვის ყოლაზე იტყვიან უარს, მათი
კავშირი გარდაიქმნება მიზნად, რაკი საშუალება ვერ გახდა.

ჩემს წიგნში ასევე ვხედავ შუამავლის აუცილებლობას. როდესაც საკუთარ


ჰომოსექსუალურ გამოცდილებას ადარებენ ჰეტეროსექსუალურთან, ჟანსა და
ლორანს უკეთ ესმით თავიანთი გზა – არის ის ია-ვარდებით მოფენილი თუ მძიმე
განსაცდელისა და ტანჯვის გზაა. სემუელ ჰეიმანი საკუთარი ძაღლის – არგოსის
წყალობით ადამიანთა მოდგმის დაფასებას იწყებს. საკონცენტრაციო ბანაკის
შემოგარენში მოწანწალე ძაღლის მზერა ხელს ააღებინებს შურისძიებაზე და
მიაღებინებს გადაწყვეტილებას, მიუტევოს ნაძირალასა და მოღალატეს. ნისენის
საარქივო საქმიანობა და საგამომცემლო მოღვაწეობა მოცარტს მივიწყების ქაოსს
232
გამოჰგლეჯს, ამასთან ერთად, შვედს თავის ახალ მეუღლეში მუსიკოსის ყოფილი
ცოლი უყვარს. ალბა ვილმას აღვირახსნილი და შლეგური საქციელისა და
მაგნუსის გონივრული ჩარევის წყალობით ნელ-ნელა თვითგაგებასა და
თვითანალიზს იწყებს. რაც შეეხება სევერინს და ბენჟამენს, მელისას გამო
საკუთარ წარსულს გადახედავენ, თვითონ გოგონა მრავალსახოვან პერსონაჟად
წარმოჩინდება. მასში იკითხება ხსნაც, რადგან ის მათ გადაარჩენს, და
შურისძიებაც, იმიტომ რომ მისი გამოჩენა სევერინის აბორტს მკვლელობის
ელფერს სძენს. ის მათ ერთი უფსკრულიდან ამოათრევს და მეორეში
გადაისვრის.

დაბოლოს, მე ამ წიგნში სიმბოლოების ხორცშესხმასაც ვხედავ: დავიდი იმ ორ


ბრიუსელელ მამაკაცს ვირტუალურ მამობას ჩუქნის. ჟანი კი ჟენევიევს
ცხოვრების მიწურულს აღიარებასა და წარმატებას სთავაზობს, რომელსაც ადრე
არასდროს ღირსებია. არგოსებმა ექიმ ჰეიმანს მეუღლე, ხოლო მირანდას – დედა
ჩაუნაცვლეს. მოცარტი გეორგ ნისენს გენიის შარავანდედით მოსავს, რომლის
გამოვლენაც მუსიკოსმა ყრმობის წლებში ვერ მოახერხა, როცა ლექსებს წერდა.
ასევე ჰარმონიას შეიტანს დიდი შემოქმედის პირად ცხოვრებაში გეორგ ნისენი,
მოცარტის ქვრივის მეორე ქმარი. ბავშვის გამტაცებელი ვილმა ალბას ნეგატიური
ნაწილის განსახიერებაა, მაგრამ იონასი მისცემს მას შანსს, გაიფურჩქნოს როგორც
დედის ჩამნაცვლებელი. რაც შეეხება ახალგაზრდა მელისას, იგი ჩვენს თვალში ის
ბავშვია, რომელზეც სევერინმა და ბენჟამენმა უარი თქვეს.

***

ჩემი მეგობრები – ბრუნო და იანი მეუბნებიან, ეს ნოველები ასევე სიყვარულსაც


ეძღვნებაო.

***

ეს ჩემთვის იმდენად ბუნებრივია, რომ ვერც გავაცნობიერე. ისე, დამიწერია კი


ოდესმე რამე, რაც სიყვარულს არ ეხება?

აღფრთოვანებული უცხოელი მკითხველები კიდევ ერთხელ იტყვიან, „ეს


ყველაფერი იმდენად ფრანგულია“.

233
თავიდანვე მაწუხებდა ერთი რამ: ყველა ტექსტის მთლიანობაში აღქმას მხოლოდ
გარკვეული დროის ჩავლის შემდეგ ვახერხებ. მათი ერთიანობა თითქოსდა ჩემი
წადილის შედეგი კი არ არის, არამედ აღმოჩენა; ფრაზები, პერსონაჟები,
სიტუაციები, ამბები – ეს ის წვენებია, რომლებიც ჩემი ტვინიდან
გადმოიღვრებიან.

შეიძლება ვაზი ბურგუნდიულის ან ბორდოს დიდებაზე ოცნებობდეს იმ დროს,


როდესაც მისგან კაცმა მხოლოდ ბოჟოლე თუ შეიძლება დააყენოს.

234

You might also like