უელსი - დროის მანქანა

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 140

მკითხველთა ლიგა

ჰერბერტ უელსი

დროის მანქანა

ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ

ჰერბერტ უელსის რეალობად ქცეული ფანტაზიები

მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში შესული ორივე რომანი


ქართულად პირველად გამოდის, არ შეიძლება იმის თქმა, რომ
ჰერბერტ უელსს ქართველი მკითხველი არ იცნობს. ცხადია, ეს
განსაკუთრებით იმ თაობის ადამიანებზე ითქმის, საბჭოთა დროსაც
რომ მოვესწარით და ფართო არჩევანის, უკეთესი თარგმანისა და
„სავალდებულო რუსულის“ ცოდნის გამო, ამ ენაზე თავისუფლად
რომ შეგვეძლო ლიტერატურის კითხვა.

თანაც ჰერბერტ უელსი ის მრავალთაგან იშვიათი მწერალი იყო,


რომელსაც „გარანტირებული“ ჰქონდა პოპულარობა საბჭოთა
კავშირში –- მისი რომანების თავისთავადი ღირსების გარდა,
საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანაც ხელს უწყობდა ამ
პოპულარობას. მიზეზი კი მარტივად აიხსნება: უელსი ორჯერ ეწვია
საბჭოთა კავშირს (უფრო ზუსტად, პირველად საბჭოთა რუსეთს, 1920
წელს სსრკ ჯერ არ არსებობდა), ლენინსაც იცნობდა, სტალინსაც,
მათზე და მათ სახელმწიფოზე ორიოდე „ტკბილი სიტყვაც“ დაწერა
და ეს საკმარისად ითვლებოდა, რომ საბჭოთა ხალხისთვის
„სავალდებულო“ გამხდარიყო მისი რომანების კითხვა.

მით უმეტეს, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვით რომანების


მაღალი დონეც ხელს უწყობდა ამას.

უდავოა, რომ საბჭოთა რუსეთიდან თუ საბჭოთა კავშირიდან


ინგლისში დაბრუნების შემდეგ გამოქვეყნებულ შთაბეჭდილებებში –
ნარკვევებში, სტატიებსა და წიგნებში (მაგალითად, „რუსეთი
წყვდიადში“) უელსი მისთვის ჩვეული სარკაზმით უფრო მეტ
ადგილს კრიტიკას უთმობდა, ვიდრე მუშურ-გლეხური
სახელმწიფოს ქებას, მაგრამ ,,რკინის ფარდის“ გამოღმა ეს ნაწილი არ
ქვეყნდებოდა და ჰერბერტ უელსი ისევ „მგზნებარე სოციალისტად“
და „ჩვენი დიადი ქვეყნის უანგარო მეგობრად“ რჩებოდა.

პოპულარობა კი მას არც სამშობლოში აკლდა: ბრიტანეთსა და


ამერიკაში წარმოუდგენელი ტირაჟებით იყიდებოდა მისი რომანები,
რასაც პოპულარობის გარდა, ჯერ ფინანსური დამოუკიდებლობა,
შემდეგ კი გვარიანი სიმდიდრე და ფუფუნებაში ცხოვრება მოჰყვა.
ამის შემდეგ ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ გამდიდრებულ
მწერალს ,,კალამი დაუჩლუნგდა“ და იქნებ მართალიც იყო, რადგან
მისი საუკეთესო ნაწარმოებები ახალგაზრდულ წლებზე მოდის,
მაგრამ ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჰერბერტ უელსი,
ჟიულ ვერნთან ერთად, სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის
ფუძემდებლად მივიჩნიოთ, თანაც, ჟიულ ვერნისგან განსხვავებით,

2
ჰერბერტ უელსთან გაცილებით მეტია სოციალური თემები და
„სერიოზული ლიტერატურისთვის“ დამახასიათებელი სხვა
მომენტები.

ისე, ერთი უცნაურობა კი უნდა აღინიშნოს: იმ კაცის რომანებში,


რომელზეც სამართლიანად ამბობდნენ, ინგლისის პირველი მწერალი
და პირველი მექალთანეაო, საერთოდ არ არის სასიყვარულო ამბები
(თუ არ ჩავთვლით მის არა-ფანტასტიკურ, ანუ „ჩვეულებრივ“
რომანებს, რომლებმაც წარმატება ვერ მოუტანეს ავტორს). სხვათა
შორის, ამ „ხარვეზის“ შევსებას სცენარებში ეპიზოდების დამატებით
ცდილობდა რეჟისორთა უმეტესობა (მათ შორის რობერტ იანგი და
სტივენ სპილბერგიც), რომლებმაც ეკრანზე არაერთხელ გააცოცხლეს
ჰერბერტისეული ფანტასტიკა.

უელსის ქალები ვახსენეთ და აქ მცირე ადგილის გამო ბევრს


ვერაფერს ვიტყვით, ამაზე მთელი წიგნი შეიძლება დაიწეროს
(თუმცა, დაწერილიც არის, თანაც რამდენიმე), ამიტომ მწერლის
ბიოგრაფიის მხოლოდ რამდენიმე საინტერესო მომენტით
შემოვიფარგლოთ ჰერბერტ ჯორჯ უელსი 1866 წლის 21 სექტემბერს,
შაბათს დაიბადა და ამით ძალიან გააბრაზა დედა, რომელსაც თავის
დღიურში ჩაუწერია: „ეს უიკენდი ჩამშხამდა, ჩემს შვილს
მაინცდამაინც შაბათს მოუნდა ამქვეყნად მოვლინება“, ამბობენ, ეს
თვითონ მწერალმა გამოიგონაო, მაგრამ ის, რომ ნაბოლარა ვაჟი
ყველაზე მოუსვენარი, აბეზარი და ძნელად გასაზრდელი იყო,
ნამდვილად წერია სარა უელსის დღიურში.

ცხადია, მომავალი მწერლის დედა ბავშვთ-მოძულე არ იქნებოდა,


მაგრამ სიღარიბე და გაურკვეველი მომავალი აშინებდა და ამიტომ

3
არ უნდოდა ბევრი შვილის გაჩენა. ასე იყო თუ ისე, მოგვიანებით
თავის ბიოგრაფიაში ჰერბერტ უელსი გესლიანად წერდა, ამის
შემდეგ ჩემმა მშობლებმა შობადობის საწინააღმდეგო ასპროცენტიანი
მეთოდი გამოიმუშავეს, სხვადასხვა ოთახში იძინებდნენო. არადა,
მშობლები მართლაც ბევრს შრომობდნენ, რომ შვილები გამოეკვებათ
და ესწავლებინათ: ერთ მდიდარ მამულში მებაღედ და მოახლედ
მუშაობდნენ; როდესაც ჰერბერტი დაიბადა, იქიდან უკვე წამოსული
იყვნენ და დაგროვილი მცირე თანხით ჭურჭლეულის ფარდული
ჰქონდათ გახსნილი, ჯოზეფ უელსი კი კრიკეტის კარგი მოთამაშე
იყო და ამითაც შოულობდა ცოტა ფულს, სანამ ფეხი არ მოიტეხა და
სპორტს თავი არ დაანება.

სხვათა შორის, ფეხის მოტეხამ მომავალი მწერლის ცხოვრებაშიც


ითამაშა დიდი როლი, ოღონდ როგორც თვითონ ამბობდა,
დადებითი: რვა წლისამ მიიღო ეს ტრავმა და სწორედ მაშინ, რადგან
სახლიდან ვერ გადიოდა, დაუწყია კითხვა და აღძვრია სწავლის
სურვილი.

სურვილი სურვილადვე დარჩებოდა, რომ არა თანდაყოლილი


ნიჭიერება და მიზანსწრაფულობა: 1882 წლამდე შეძლეს მშობლებმა
მისი სკოლის ფულის გადახდა და ჰერბერტს დამლაგებლადაც
მოუხდა მუშაობა და დახლში დგომაც, მაგრამ ჯიუტად
მეცადინეობდა და სტიპენდიის მიღებაც მოახერხა ლონდონის
იმპერიალ- კოლეჯში, რომლის დასრულების შემდეგაც
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების უფლება ეძლეოდა.
კოლეჯში ის იმ დროის უდიდესი მეცნიერების ლექციებს ისმენდა,
მათ შორის ტომას ჰაქსლის, რომელიც ჩარლზ დარვინის მეგობარი
და თანამოაზრე იყო. მასთან ლაბორატორიაშიც მუშაობდა.

4
სტუდენტი ჰერბერტ უელსი

23 წლისამ სამეცნიერო ხარისხი მიიღო ბიოლოგიაში და


მასწავლებლადაც კი დაიწყო მუშაობა ლონდონის საუნივერსიტეტო
კოლეჯში, თუმცა, ორი წლით ადრე, 1აბ7-ში, მას ტუბერკულოზის
ნიშნები აღმოაჩნდა და რამდენიმე თვით თითქმის მიეჯაჭვა საწოლს.
ყოველ შემთხვევაში, სახლიდან ვერ გადიოდა და როგორც ერთხელ,
ბავშვობაში, ახლაც მკურნალობის გარდა, კითხვისთვისაც
ნაყოფიერად გამოიყენა ეს პერიოდი: შელი, კიტსი, ჰაინე, უიტმენი,
პლატონი, სპენსერი, უტოპისტთა ნაშრომები... ამ გენიოსების
შედევრებთან შეხებამ უბიძგა, ალბათ, რომ სწორედ მაშინ სცადა
პირველად ბედი, როგორც მწერალმა და გამოაქვეყნა კიდეც
მოთხრობა „ქრონოსის არგონავტები“, რომლის საფუძველზეც
შეიქმნა შვიდი წლის შემდეგ, 1895 წელს, გამოქვეყნებული პირველი
რომანი „დროის მანქანა“.

რომანის წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა: წარმოუდგენელი


ტირაჟი, ახალი წიგნების შეკვეთები, ფანტასტიკური ჰონორარები!
უელსი იმავე წელს გაშორდა პირველ ცოლს _ თავის ბიძაშვილს,
რომელთანაც 4 წელი იცხოვრა, და ამჯერად თავისი მოსწავლე ემი
რობინსი შეირთო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცოლიანი კაცის
სტატუსს არასოდეს შეუშლია მისთვის ხელი (ოღონდ ამას
„პატიოსნად“, ცოლებისგან დაუფარავად აკეთებდა), რომ ჰქონოდა
ბობოქარი სასიყვარულო თავგადასავლები.

„დროის მანქანას“ მოჰყვა „დოქტორ მოროს კუნძული“, ,,უჩინარი


კაცი”, „სამყაროთა ომები“ –– სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ეს
ნამდვილი რევოლუცია იყო ლიტერატურაში, მკითხველთა

5
თვალწინ, ფაქტობრივად, ახალი ჟანრი იბადებოდა. ცხრაასიან
წლებში უელსმა რამდენიმე „ჩვეულებრივი“ რომანიც გამოაქვეყნა,
მაგრამ უდავო ლიტერატურული ღირსებების მიუხედავად,
მკითხველი მისგან მაინც ფანტასტიკას ელოდა. მანაც არ გაუმტყუნა
მოლოდინი: „პირველი ადამიანები მთვარეზე“, „ზღვის ქალბატონი“,
„ღმერთების საკვები“, „ჭიანჭველათა იმპერია“ და სხვები სწორედ XX
საუკუნის პირველ ათწლეულში შეიქმნა.

რატომ არის დღემდე საინტერესო ჰერბერტ უელსის ლიტერატურა?


სინამდვილეში ხომ იმ ფანტასტიკის დიდი ნაწილი, რომელსაც
აღწერდა, დღეს უკვე აღარ არის ფანტასტიკა? მეორე მხრივ,
შესაძლოა, სწორედ მის მიერ ნაწინასწარმეტყველები დღევანდელი
რეალობაც იყოს ერთ-ერთი მიზეზი ამ ინტერესისა.

თავად განსაჯეთ: მან აინშტაინამდე 10 წლით ადრე დაწერა, რომ


ჩვენი რეალობა ოთხგანზომილებიანი სივრცე-დროა (სწორედ
,,დროის მანქანაში“), 1898 წელს ივარაუდა ქიმიური იარაღის შექმნა,
ლაზერის სხივი, ანტი-გრავიტაცია მთვარეზე, ავიაციის გამოყენება
ომში და თვით ატომური ბომბის შექმნაც კი (სწორედ ამ
სახელწოდებით)...

ამიტომ წავიკითხოთ მეცნიერისა და მწერლის ეს უცნაური რომანები.


და იქნებ გამოვიცნოთ, უახლოეს მომავალში ჰერბერტ უელსის
კიდევ რომელი წინასწარმეტყველება ახდება.

ზვიად დოლიძე

6
დროის მანქანა

(ჰერბერტ უელსი)

დროში მოგზაური (მოდით, ასე დავარქვათ) დაუჯერებელ ამბებს


გვიყვებოდა. ნაცრისფერი თვალები უბრწყინავდა და უციმციმებდა,
სახე კი, რომელიც ჩვეულებრივ ფერმკრთალი ჰქონდა, ასწითლებოდა
და გამოსცოცხლებოდა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და
ვერცხლისფერ შროშანებში ჩახრახნილი ელექტრონათურების ნაზი
კრთომა ჩვენს ბოკალებში ირეკლებოდა. მის მიერვე გაკეთებული
სკამები ისეთი მოხერხებული იყო, თითქოს გვეფერებოდნენ. ოთახში
ნასადილევის ის ნეტარი ატმოსფერო სუფევდა, როცა ფიქრი
თავისუფალია ხუნდებისგან და ადვილად გადადის საგნიდან
საგანზე. და აი, რა და როგორ გვითხრა მან; ყველაზე მნიშვნელოვანს
ნატიფი საჩვენებელი თითის მოძრაობით უსვამდა ხაზს _ მაშინ, როცა
ჩვენ მოდუნებული ვისხედით სკამებზე, გაოგნებული იმ
სერიოზული დამოკიდებულებით, რომელიც მას თავისი პარადოქსის
(როგორც ჩვენ ვუწოდებდით) მიმართ ჰქონდა.

_ გთხოვთ, ყურადღებით მომისმინოთ. მე ახლა რამდენიმე


საყოველთაოდ გავრცელებული ცნების უარყოფა მომიწევს.
მაგალითად, გეომეტრია, რომელსაც ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ,
გაუგებრობას ეფუძნება.

7
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დასაწყისისთვის, ცოტა არ იყოს,
მეტისმეტი იქნება ჩვენთვის? _ ჰკითხა წითურმა ფილბიმ, რომელსაც
კამათი ძალიან უყვარდა.

_ არც გთხოვთ, დამეთანხმოთ, სანამ ამისთვის საკმარისი


გონივრული საფუძველი არ გექნებათ. მაგრამ მოგიწევთ,
დამეთანხმოთ: _ იძულებული იქნებით _ მე ამას მივაღწევ. თქვენ, რა
თქმა უნდა, იცით, რომ მათემატიკური წრფე, რომელსაც სისქე არა
აქვს, წარმოსახვითია და რეალურად არ არსებობს. ხომ ისწავლეთ ეს?
არსებობს ასევე მათემატიკური სიბრტყეც. ეს ყველაფერი
აბსტრაქციებია მხოლოდ.

_ სრული სიმართლეა, _ დაუდასტურა ფსიქოლოგმა.

_ და სწორედ ასევე, რეალურად არ არსებობს კუბიც, რომელსაც


მხოლოდ სიგრძე, სიგანე და სისქე აქვს.

_ აი, ამაში კი არ გეთანხმებით, –– განაცხადა ფილბიმ, _ მყარი საგანი,


რა თქმა უნდა, არსებობს. ყველა არსებული საგანი...

_ ასე ფიქრობს ადამიანების უმრავლესობა, მაგრამ ერთი წუთით


მომისმინეთ _ შეიძლება თუ არა, არსებობდეს ზე-დროული კუბი?

_ ვერ გავიგე, რისი თქმა გსურთ, _ თქვა ფილბიმ.

8
_ შეიძლება თუ არა, რეალურად არსებულად მივიჩნიოთ კუბი,
რომელსაც წამიერადაც კი არ უარსებია?

ფილბი შეფიქრიანდა.

_ აშკარაა, _ განაგრძო დროში მოგზაურმა, _ რომ ყოველ რეალურ


სხეულს ოთხი განზომილება უნდა ჰქონდეს: სიგრძე, სიგანე,
სიმაღლე და არსებობის ხანგრძლივობა. მაგრამ ჩვენი გონების
თანდაყოლილი შეზღუდულობის გამო, ამ ფაქტს ვერ ვამჩნევთ. და
მაინც ოთხი განზომილება არსებობს, რომელთაგან სამს _
სივრცობრივ, მეოთხეს კი დროით განზომილებას ვუწოდებთ.
მართალია, არსებობს ტენდენცია პირველი სამი განზომილების
მეოთხისთვის დაპირისპირებისა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ
ჩვენი ცნობიერება სიცოცხლის დასაწყისიდან დასასრულამდე
ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მხოლოდ ერთი _ ამ უკანასკნელი განზომილების _
მიმართულებით მოძრაობს.

_ ეს, _ თქვა ძალიან ახალგაზრდა კაცმა, რომელიც თავგამოდებით


ცდილობდა, სიგარა ლამპიდან მოეკიდებინა, _ ეს ხომ მართლაც
ცხადია.

_ ასეა, მაგრამ ეს ძალიან ხშირად ეპარებათ მხედველობიდან, _ თქვა


დროში მოგზაურმა ოდნავ ხალის-შეპარული ხმით, _ დრო არის ის,
რასაც გულისხმობს მეოთხე განზომილება, თუმცა, ბევრს, ვინც ამაზე
ლაპარაკობს, წარმოდგენა არა აქვს, რა არის მეოთხე განზომილება. ეს
უბრალოდ სხვაგვარი თვალსაზრისია დროის შესახებ. ერთადერთი
განსხვავება დროსა და ნებისმიერ სამ სივრცობრივ განზომილებას
შორის ის არის, რომ ჩვენი ცნობიერება მასზე მოძრაობს. ზოგიერთ
9
გონებაშეზღუდულს ეს ვერა და ვერ გაუგია. რა თქმა უნდა, ყველამ
იცით, რა აქვთ, ჩვეულებრივ, მეოთხე განზომილების საწინააღმდეგო.

_ მე არ ვიცი, _ თქვა პროვინციის მერმა.

_ ყველაფერი ძალიან მარტივადაა. სივრცეს, როგორც ეს ჩვენს


მათემატიკოსებს ესმით, სამი განზომილება აქვს, რომელთაც სიგრძე,
სიგანე და სიმაღლე ეწოდება, და ის ყოველთვის განისაზღვრება სამ
სიბრტყესთან მიმართებაში, რომლებიც ერთმანეთის მიმართ სწორი
კუთხით არიან განლაგებული. თუმცა, ზოგიერთი ფილოსოფოსი
სვამდა კითხვას: რატომ მხოლოდ ეს სამი განზომილება? რატომ არ
შეიძლება არსებობდეს კიდევ ერთი მიმართულება სწორი კუთხით
დანარჩენი სამისადმი? და ცდილობდნენ კიდეც. ოთხ-
განზომილებიანი გეომეტრია შეექმნათ. სულ რაღაც ერთი თვის წინ
პროფესორმა საიმონ ნიუტონმა ეს საკითხი ნიუ-იორკის
მათემატიკური საზოგადოების წინაშე დააყენა. თქვენ იცით, რომ
ბრტყელ ზედაპირზე, რომელსაც მხოლოდ ორი განზომილება აქვს,
შეგვიძლია სამგანზომილებიანი მყარი სხეული გამოვსახოთ.
ანალოგიურად, ფიქრობენ, რომ სამგანზომილებიანი მოდელის
საშუალებით მოხერხდება ოთხგანზომილებიანი სხეულის გამოსახვა,
თუ ამ საგნის პერსპექტივის დაუფლება გახდება შესაძლებელი.

_ ვფიქრობ, ასეა, – წაიბურტყუნა პროვინციის მერმა, წარბები შეჰყარა


და ჩაფიქრდა· ტუჩებს ისე ამოძრავებდა, როგორც ადამიანი,
რომელიც თითქოს მაგიურ სიტყვებს იმეორებს, – ჰო, მგონი, ახლა
ყველაფერი გავიგე, _ თქვა რამდენიმე წუთის შემდეგ და სახე
გაუნათდა.

10
_ ჰოდა, მე შემიძლია მოგიყვეთ, როგორ ვიყავი ერთ დროს
გატაცებული ოთხგანზომილებიანი გეომეტრიით. სხვათა შორის,
რამდენიმე საინტერესო დასკვნამდე მივედი. მაგალითად, აი,
ადამიანის პორტრეტი რვა წლის ასაკში, მეორე პორტრეტი, როცა ის
თხუთმეტისაა, მესამე _ ჩვიდმეტის, მეოთხე _ ოცდასამი წლის ასაკში
და ასე შემდეგ. ცხადია, ეს ყველაფერი სამი განზომილებაა მხოლოდ
მისი ოთხგანზომილებიანი არსებობისა, რომელიც სრულიად
განსაზღვრული და უცვლელი სიდიდეა.

_ მეცნიერებმა, _ განაგრძო დროში მოგზაურმა ხანმოკლე პაუზის


შემდეგ, რომელიც იმისთვის გააკეთა, რომ მისი ნათქვამი კარგად
გაგვეაზრებინა, _ მშვენივრად იციან, რომ დრო სივრცის მეოთხე,
განსაკუთრებული სახეა მხოლოდ. აი, თქვენ წინაშეა სრულიად
ჩვეულებრივი დიაგრამა _ ამინდის მრუდი. ხახი, რომელსაც თითს
ვაყოლებ, ბარომეტრის მერყეობას გვიჩვენებს. გუშინ ის აი, ამ
სიმაღლეზე იდგა, საღამოს დავარდა, დღეს დილით კი კვლავ აიწია
და ნელ-ნელა მიცოცავდა ზემოთ, სანამ ამ ადგილამდე არ მივიდა.
უდავოა, რომ ვერცხლისწყალს ამ ხაზისთვის არაფერი დაუმჩნევია
საყოველთაოდ აღიარებულ არც ერთ სივრცულ განზომილებაში.
მაგრამ ასევე უეჭველია ისიც, რომ მისი მერყეობა აბსოლუტურად
ზუსტად განისაზღვრება ჩვენი ხაზით, აქედან კი უნდა დავასკვნათ,
რომ ეს ხაზი მეოთხე განზომილებამ _ დრომ გაავლო.

_ ჰო, მაგრამ, _ თქვა ექიმმა, რომელიც დაჟინებით მისჩერებოდა


ნაკვერცხლებს ბუხარში, _ თუ დრო სივრცის მეოთხე განზომილებაა
მხოლოდ, რატომ არის, რომ დღემდე რაღაც განსხვავებულად
მიიჩნევენ? და რატომ არ შეგვიძლია დროში ისევე ვიმოძრაოთ,
როგორც სივრცის სხვა განზომილებებში ვმოძრაობთ?

11
დროში მოგზაურს გაეღიმა.

_ და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სივრცეში თავისუფლად


შეგვიძლია გადაადგილება? დიახ, ადვილად შეგვიძლია მარჯვნივ
თუ მარცხნივ, წინ თუ უკან სვლა და ადამიანები ამას ყოველთვის
აკეთებდნენ. დიახ, ორ განზომილებაში თავისუფლად ვმოძრაობთ,
მაგრამ ზემოთ მოძრაობა? მიზიდულობის ძალა ზღუდავს ჩვენს ამ
შესაძლებლობას.

_ არცთუ მთლად, _ თქვა ექიმმა, _ ხომ არსებობს აეროსტატები?

_ მაგრამ აეროსტატებამდე ადამიანი საცოდავად დახტუნავდა ან


დაცოცავდა დედამიწის ზედაპირის ოღროჩოღროებზე, _
ვერტიკალური მოძრაობის სხვა საშუალება მას არ ჰქონდა.

_ ცოტათი ხომ მაინც შეგვიძლია ვერტიკალურად მოძრაობა? _ თქვა


ექიმმა,

_ მსუბუქად, ბევრად მსუბუქად ქვემოთ, ვიდრე ზემოთ.

_ მაგრამ დროში მოძრაობა სრულიად შეუძლებელია. დროს,


რომელშიც ხარ, ვერსად გაექცევი.

_ ჩემო ძვირფასო მეგობარო, აი, აქ კი ცდებით. სწორედ ამაში ცდება


მთელი სამყარო. ჩვენ ყოველთვის გავურბივართ ახლანდელ დროს
12
ჩვენი სულიერი ცხოვრება, არამატერიალური, განზომილების
უქონელი, თანაბარი სიჩქარით მოძრაობს აკვნიდან საფლავისაკენ
სივრცის მეოთხე განზომილებაში _ დროში. ზუსტად ისევე, როგორც
ვიმოგზაურებდით ქვემოთ, ჩვენი არსებობა დედამიწის
ზედაპირიდან ორმოცდაათი მილის სიმაღლეზე რომ დაწყებულიყო.

_ მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, _ შეაწყვეტინა ფსიქოლოგმა, _


რომ სივრცეში ყველა მიმართულებით თავისუფლად მოძრაობა
შეგვიძლია, დროში კი ვერ იმოძრავებ.

_ აი. სწორედ ეს არის არსი ჩემი დიდი აღმოჩენისა. ცდებით, როცა


ამბობთ, დროში მოძრაობა შეუძლებელიაო. მაგალითად, თუ მე
ძალიან ნათლად ვიხსენებ რომელიმე მოვლენას, მაშინ იმ დროში
ვბრუნდები, როცა ის მოხდა: აზრობრივად ახლანდელ დროში აღარ
ვარ. წამიერად წარსულში ვაკეთებ ნახტომს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ
შეგვიძლია წარსულში რაღაც დროის განმავლობაში დავრჩეთ, ისევე,
როგორც ველურს ან ცხოველს არ შეუძლია ჰაერში დაკიდება
დედამიწიდან თუნდაც ექვსი ფუტის სიმაღლეზე. ამ
თვალსაზრისით, ცივილიზებულ ადამიანს უპირატესობა აქვს
ველურთან შედარებით. მიზიდულობის ძალის მიუხედავად, მას
შეუძლია საჰაერო ბურთის საშუალებით აიწიოს დედამიწის
ზედაპირიდან. რატომ არ შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ ბოლოს და
ბოლოს, ის შეძლებს დროში თავისი მოძრაობის შეჩერებას ან
დაჩქარებას, ან უფრო მეტიც, საწინააღმდეგო მიმართულებით მის
შებრუნებას და მასში მოგზაურობას.

_ ოჰ, ეს, _ დაიწყო ფილბიმ, _ ეს სრულიად...

13
_ რატომაც არა? _ ჰკითხა დროში მოგზაურმა.

_ იმიტომ, რომ საღ აზრს ეწინააღმდეგება.

_ რომელ საღ აზრს? _ ჰკითხა დროში მოგზაურმა.

_ თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ შავი თეთრია, _


თქვა ფილბიმ, _ მაგრამ მე ამაში ვერასოდეს დამარწმუნებთ.

_ შეიძლება, _ თქვა დროში მოგზაურმა, _ მაგრამ მაინც შეეცადეთ ამ


საკითხს ოთხგანზომილებიანი გეომეტრიის კუთხით შეხედოთ. ჯერ
კიდევ დიდი ხნის წინ ბუნდოვანი იმედი მქონდა, შემექმნა მანქანა...

_ რათა დროში გემოგზაურათ? _ წამოიძახა ძალიან ახალგაზრდა


კაცმა.

_ რომელიც თავისუფლად იმოძრავებდა ნებისმიერი მიმართულებით


სივრცესა და დროში იმ ადამიანის სურვილისამებრ, ვინც მას
მართავდა.

ფილბიმ გაიცინა მხოლოდ და არაფერი თქვა.

_ და ამის შესაძლებლობა ექსპერიმენტით დავამტკიცე, _ თქვა დროში


მოგზაურმა.
14
_ ეს საოცრად მოსახერხებელი რამ იქნებოდა ისტორიკოსისათვის, _
ჩაერია ფსიქოლოგი, _ შესაძლებელი გახდებოდა, მაგალითად,
წარსულში გამგზავრება და შემოწმება, რამდენად სწორად არის
აღწერილი ჰასტინგზის ბრძოლა.

_ და არ შეგაშინებდათ, რომ მეტისმეტ ყურადღებას მიიპყრობდით? _


ჰკითხა ექიმმა, _ ხომ იცით, ჩვენი წინაპრები ანაქრონიზმს ვერ
იტანდნენ.

_ შესაძლებელი იქნებოდა ბერძნული ენის შესწავლა თვით


ჰომეროსის თუ პლატონის ბაგეთაგან, _ თქვა ძალიან ახალგაზრდა
კაცმა.

_ და თქვენ, რა თქმა უნდა, გამოცდაზე ჩაიჭრებოდით. გერმანელმა


მეცნიერებმა ხომ ძალიან გააუმჯობესეს ბერძნული ენა.

_ თუ ასეა, მაშინ მომავალში აჯობებდა გამგზავრება! _ წამოიძახა


იმავე ახალგაზრდა კაცმა, _ აბა, წარმოიდგინეთ! შესაძლებელი
გახდებოდა მთელი ფულის ბანკში შეტანა პროცენტით _ და წინ!

_ და აღმოჩნდება, _ შევაწყვეტინე მე, _ რომ მომავლის საზოგადოება


მკაცრად კომუნისტურ საწყისებზეა დაფუძნებული.

_ ეს ყველაზე ექსტრავაგანტური თეორიაა, _ წამოიძახა ფსიქოლოგმა.

15
_ დიახ, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ამაზე არასოდეს მილაპარაკია,
ვიდრე...

_ ვიდრე ამის დამტკიცება ექსპერიმენტით არ შეძელით, _


ჩამოვართვი სიტყვა, _ და თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ...

_ ჰა ბურთი და ჰა მოედანი! ჩაატარეთ ექსპერიმენტი! _ წამოიძახა


ფილბიმ, რომელსაც ამდენი კამათი მოსწყინდა·

_ ჰო, გვაჩვენეთ თქვენი ექსპერიმენტი, _ თქვა ფსიქოლოგმაც, _


თუმცა, რა თქმა ·უნდა, ეს ყველაფერი სისულელეა·

დროში მოგზაურმა გაიღიმა და მზერა მოგვავლო. შემდეგ ისე, რომ


ღიმილი არ მოსცილებია სახეზე, ხელი ჯიბეში ჩაიყო და ნელა გავიდა
ოთახიდან. მისი ფეხსაცმელების ფლატუნი გავიგონეთ _ გრძელი
კორიდორის გავლით ლაბორატორიისკენ მიდიოდა.

ფსიქოლოგმა შემოგვხედა.

_ საინტერესოა, რა განუზრახავს, _ თქვა მან.

_ ალბათ, რაღაც ფოკუსს გვაჩვენებს, _ თქვა ექიმმა.

16
ფილბი მოჰყვა ერთ მეფოკუსეზე, რომელიც ბარსლემში ენახა, მაგრამ
ამბის დასრულება ვერ მოასწრო, რადგან დროში მოგზაური
დაბრუნდა.

ხელთ ოსტატურად ნაკეთი ლითონის მბრწყინავი საგანი ეჭირა _


მაგიდის საათზე ოდნავ დიდი, სპილოს ძვლისა და ბროლივით
გამჭვირვალე რომელიღაც ნივთიერებისგან დამზადებული.

ახლა შევეცდები, ზედმიწევნით ზუსტად აღვწერო ყველაფერი,


რადგან ამას სრულიად დაუჯერებელი ამბები მოჰყვა. მასპინძელმა
ოთახში მდგარი პატარა, რვაკუთხა მაგიდებიდან ერთ-ერთი
ბუხრისაკენ მისწია, ძალიან ახლოს, იმდენად, რომ მაგიდის ორი
ფეხი ბუხრის პატარა ნოხზე აღმოჩნდა. ზედ თავისი აპარატი დადგა;
შემდეგ სკამი მისწია და ჩამოჯდა. აპარატის გარდა, მაგიდაზე იდგა
აბაჟურიანი პატარა ლამპა, რომლიდანაც კაშკაშა სინათლე
იღვრებოდა. ოთახში კიდევ ათიოდე სანთელი ენთო: ორი ბრინჯაოს
სასანთლით ბუხარზე იდგა, დანარჩენი კი _ შანდლებში. ამდენად,
ოთახი ძალიან კარგად იყო განათებული. მე ცეცხლთან ყველაზე
ახლოს მდგომ პატარა სავარძელში ჩავჯექი და ცოტა წინ მივიწიე, ისე,
რომ ბუხარსა და დროში მოგზაურს შორის აღმოვჩნდი. ფილბი უკან
დაუჯდა და მის ზურგს უკნიდან იყურებოდა. ექიმი და პროვინციის
მერი მარჯვენა მხრიდან აკვირდებოდნენ ყველაფერს, ფსიქოლოგი კი
_ მარცხნიდან. ძალიან ახალგაზრდა კაცი ფსიქოლოგის უკან იდგა.
ყველანი გაფაციცებული ვიყავით. ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთ
პირობებში შესაძლებელი იყო ჩვენი მოტყუება, თუნდაც ძალიან
ოსტატურად და მარდად შესრულებული ფოკუსით. დროში
მოგზაურმა ჯერ ჩვენ შემოგვხედა, მერე აპარატს.

17
_ აბა, _ თქვა ფსიქოლოგმა,

_ ეს პატარა აპარატი, _ თქვა დროში მოგზაურმა, ხელები მაგიდაზე


ჩამოაყრდნო და თითები აპარატს შემოაჭდო, _ მხოლოდ მოდელია,
რომლის მიხედვით დროში სამოგზაურო მანქანას ვაკეთებ. შენიშნეთ,
რომ მეტად უცნაური რამ არის? მაგალითად, ამ ფირფიტის ზედაპირი
ძალიან დაბინდულია და, ცოტა არ იყოს, არარეალურის
შთაბეჭდილებას ტოვებს.

მან მოდელის ერთ-ერთ ნაწილზე მიუთითა.

_ აქ პატარა თეთრი ბერკეტია, აი აქ კი, მეორე.

ექიმი სკამიდან წამოდგა და მოდელის დათვალიერებას შეუდგა.

_ მშვენიერი ნახელავია, _ თქვა მან.

_ ორი წელი დასჭირდა ამის გაკეთებას, _ უპასუხა დროში


მოგზაურმა, შემდეგ კი, როცა ყველამ ექიმს მივბაძეთ და მოდელი
დავათვალიერეთ, დასძინა, _ ახლა კი ყურადღება მიაქციეთ: თუ ამ
ბერკეტს დავაწვებით, მანქანა მომავლისკენ დაიძვრება, მეორე
ბერკეტით კი საწინააღმდეგო მიმართულებით. აი, უნაგირი,
რომელზეც დროში მოგზაური უნდა დაჯდეს. ახლა მე ბერკეტს
დავაწვები და მანქანა ამოძრავდება. ის გაქრება, მომავალ დროში
გადავა და ჩვენს თვალთაგან მიეფარება. კარგად დაათვალიერეთ,
დაათვალიერეთ ასევე მაგიდა და დარწმუნდებით, რომ არავითარ
18
ფოკუსთან არა გვაქვს საქმე. სულაც არ მსურს ჩემი მოდელის
დაკარგვა და თანაც შარლატანის რეპუტაციის დამსახურება.

წუთიერი დუმილი ჩამოვარდა. ფსიქოლოგს თითქოს რაღაცის თქმა


სურდა ჩემთვის, მაგრამ გადაიფიქრა. დროში მოგზაურმა თითი
ბერკეტისკენ წაიღო. ფსიქოლოგისკენ შებრუნდა, იდაყვზე წაავლო
ხელი და სთხოვა, საჩვენებელი თითი ბერკეტზე დაეჭირა.

ასე რომ, ფსიქოლოგმა თვითონ გაგზავნა დროის მანქანის მოდელი


უსასრულო მოგზაურობაში. ყველამ დავინახეთ, როგორ შეტრიალდა
ბერკეტი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქ არავითარი
თაღლითობა არ იყო. ქარმა დაქროლა და ლამპაში ალი აცახცახდა.
ბუხარზე ერთ–ერთი სანთელი ჩაქრა. პატარა მანქანა უცებ
შეტორტმანდა, გაბუნდოვანდა, წამიერად თითქოს ჩრდილად იქცა,
მოჩვენებად, კაშკაშა ბროლისა და სპილოს ძვლის მორევად _ შემდეგ
კი გაქრა, დაიკარგა. მაგიდაზე მხოლოდ ლამპა დარჩა.

წუთი ისე გავიდა, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, შემდეგ ფილბიმ


წყევლა-კრულვა ჩაიბურტყუნა.

ფსიქოლოგი გარინდებისგან გამოერკვა და მაგიდის ქვეშ შეიხედა.


დროში მოგზაურმა მხიარულად გაიცინა.

_ დიახ! _ თქვა მან ფსიქოლოგის ეჭვის პასუხად. შემდეგ წამოდგა,


ბუხრის თაროდან სათუთუნე აიღო და ჩვენგან ზურგშექცეული
ჩიბუხის თუთუნით დატენას შეუდგა.

19
ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ.

_ მომისმინეთ, _ თქვა ექიმმა, _ ნუთუ სერიოზულად ფიქრობთ ასე?


ნუთუ მართლა გჯერათ, რომ თქვენი მანქანა დროში სამოგზაუროდ
წავიდა?

_ რა თქმა უნდა, _ უპასუხა მან, ბუხრისკენ დაიხარა და ქაღალდის


ნაგლეჯი ცეცხლში შეაგდო. შემდეგ ჩიბუხი გააბოლა და ფსიქოლოგს
შეხედა (ფსიქოლოგმა, დაბნეულობა რომ დაეფარა, სიგარა ამოიღო,
თავის წაჭრა დაავიწყდა და ამაოდ ცდილობდა მოკიდებას), _ უფრო
მეტსაც გეტყვით, _ განაგრძო ჩვენმა მასპინძელმა, _ მე თითქმის უკვე
დამთავრებული მაქვს დიდი მანქანა იქ, _ მან თავისი
ლაბორატორიისკენ მიგვანიშნა, _ როცა მთლიანად დავასრულებ,
დაგეგმილი მაქვს, თვითონ წავიდე სამოგზაუროდ.

– გინდათ თქვათ, რომ ის მანქანა მომავალში გაემგზავრა? _ ჰკითხა


ფილბიმ.

_ მომავალში ან წარსულში, დარწმუნებით ვერ გეტყვით.

_ ერთი წუთით, _ თქვა გარინდებიდან გამორკვეულმა ფსიქოლოგმა


აღტყინებით, – ალბათ, წარსულში წავიდოდა, თუკი საერთოდ
დავიჯერებთ, რომ სადმე წავიდა.

20
_ რატომ? _ ჰკითხა დროში მოგზაურმა.

_ იმიტომ, რომ სივრცეში რომ არ მოძრაობდეს და მომავლისკენ


მიემართებოდეს, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენთან
დარჩებოდა. ჩვენც ხომ მომავალში ვმოგზაურობთ!

_ მაგრამ თუ წარსულში წავიდა, _ დავძინე მე, _ მაშინ ჯერ კიდევ


გასულ ხუთშაბათს ვნახავდით, როცა აქ ვიყავით, და კიდევ წინა
ხუთშაბათს და ა. შ.

_ სერიოზული არგუმენტია! _ შენიშნა პროვინციის მერმა და


სრულიად გულგრილი გამომეტყველებით დროში მოგზაურისკენ
მიბრუნდა.

_ სრულიადაც არა! _ თქვა დროში მოგზაურმა, ფსიქოლოგს


მიმართავდა, _ თვითონაც ადვილად შეგიძლიათ ამის ახსნა მათთვის.
ეს აღქმის მიღმაა, გრძნობებისთვის მოუხელთებელია.

_ რა თქმა უნდა, _ თქვა ფსიქოლოგმა და ჩვენ მოგვიბრუნდა, _


ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ძალიან ადვილად აიხსნება.
ამაზე ადრეც უნდა მეფიქრა. ეს ჩვენს პარადოქსს ადასტურებს. ჩვენ
მართლაც არ შეგვიძლია დავინახოთ, მართლაც არ შეგვიძლია
აღვიქვათ ამ მანქანის მოძრაობა, ისევე, როგორც არ შეგვიძლია
დავინახოთ ჩხირი სწრაფად მბრუნავი ბორბლისა ან ჰაერში მოძრავი
ტყვია. და თუკი მანქანა ორმოცდაათჯერ, ასჯერ სწრაფად მიქრის
მომავლისკენ, ვიდრე ჩვენ მივდივართ, თუ ის წუთებს მაინც გადის
დროის იმ შუალედში, რომელშიც ჩვენ წამებს გავდივართ, მაშინ
21
უდავოა, რომ მისი აღქმა ჩვეულებრივი აღქმის ერთ
ორმოცდამეათედს, ერთ მეასედს უტოლდება მხოლოდ. ამის გაგება
რთული არ არის, _ მან ხელი იმ ადგილზე გადაატარა, სადაც აპარატი
იდგა, _ მიმიხვდით? _ გვკითხა და გაიცინა.

ერთი წუთი მაინც მივჩერებოდით დაცარიელებულ ადგილს


მაგიდაზე, შემდეგ დროში მოგზაურმა გვკითხა, რას ფიქრობთ ამ
ყველაფრის შესახებო.

_ ახლა ეს ძალიან დამაჯერებელი ჩანს, _ თქვა ექიმმა, _ მაგრამ, მოდი,


ხვალამდე დავიცადოთ. დილით უფრო კარგად მუშაობს თავი.

_ თვით დროის მანქანის ნახვა ხომ არ გსურთ? _ შემოგვთავაზა


დროში მოგზაურმა. მან ლამპა აიღო და გრძელი, გრილი კორიდორის
გავლით ლაბორატორიის კენ წაგვიძღვა. ნათლად მახსოვს ლამპის
მოციმციმე შუქი, მასპინძლის უცნაური, დიდი თავი ჩვენ წინ და
კედელზე მოცეკვავე ჩვენი ჩრდილები. უნდოდ, გაკვირვებით
მივყვებოდით უკან და ლაბორატორიაში შესულებმა, ასე ვთქვათ,

გადიდებული ასლი ვიხილეთ იმ პატარა მექანიზმისა, ჩვენ თვალწინ


რომ გაუჩინარდა. მანქანის ზოგიერთი ნაწილი ნიკელისა იყო, სხვები
_ სპილოს ძვლისა. ისეთი დეტალებიც ჰქონდა, რომლებიც უეჭველად
მთის ბროლისგან იქნებოდა გამოჭრილი ან გამოხერხილი. მანქანა
ძირითადად დასრულებული იყო, გარდა, ალბათ, იმ რამდენიმე
გამჭვირვალე, უცნაურად მოღუნული ძელაკისა, რომლებიც სკამზე
ეწყო, ნახაზების გვერდით. ერთ-ერთი ხელში ავიღე, რათა უკეთ
შემეთვალიერებინა. მომეჩვენა, რომ კვარცისგან იყო დამზადებული.

22
_ მისმინეთ, _ თქვა ექიმმა, _ ნუთუ ამ ყველაფერს მართლა
სერიოზულად უყურებთ? თუ ეს ისეთივე ფოკუსია, როგორიც ის
მოჩვენება, გასულ შობას რომ გვაჩვენეთ?

_ ამ მანქანით, _ თქვა დროში მოგზაურმა, ლამპა თავს ზემოთ ეჭირა, _


ვაპირებ, დრო გამოვიკვლიო, გასაგებია? ასეთი სერიოზული
არასოდეს ვყოფილვარ ჩემს სიცოცხლეში.

არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა, როგორ მიგვეღო მისი სიტყვები.


ექიმის ზურგს უკან ფილბის მზერა დავიჭირე. მან
მრავალმნიშვნელოვნად ჩამიკრა თვალი.

მგონი, მაშინ დროის მანქანისა არც ერთ ჩვენგანს არ სჯეროდა. საქმე


ის არის, რომ დროში მოგზაური იმ ადამიანებს ეკუთვნოდა,
რომლებიც მეტისმეტად ჭკვიანები არიან საიმისოდ, რომ მათი ბრმად
დაჯერება შეიძლებოდეს. ყოველთვის ეჭვს იწვევდა ყველაფერი, რაც
მას შეეხებოდა. ვერასდროს იქნებოდი დარწმუნებული, რომ მისი
თუნდაც გულახდილობის უკან რაღაც გამოუცნობი და აუხსნელი არ
იმალებოდა. იგივე მოდელი ჩვენთვის ფილბის რომ ეჩვენებინა და
საქმის არსი იმავე სიტყვებით აეხსნა, გაცილებით სარწმუნო
იქნებოდა, რადგან ადვილად ჩავწვდებოდით, რა მიზანი
ამოძრავებდა. ფილბის ყველა ძეხვის გამყიდველი გაუგებდა. დროში
მოგზაურს კი ჰქონდა რაღაც იდუმალი, ჩაუწვდომელი და ჩვენ მას
როგორღაც ინსტინქტურად არ ვენდობოდით. მიღწევები, რომლებიც
ნაკლებად ჭკვიან ადამიანს სახელსა და დიდებას მოუტანდა, მასზე,
პირიქით, ეჭვს აღძრავდა და გაფიქრებინებდათ, ამის უკან რაღაც
ხრიკი ხომ არ იმალებაო. შეცდომას უშვებ, როცა ყველაფერი

23
ადვილად გამოგდის. სერიოზული, ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც
მას პატივისცემით ეპყრობოდნენ, არასდროს იყვნენ დარწმუნებული,
რომ მათ არ გააბითურებდა, ისე, უბრალოდ, ხუმრობის გულისთვის,
და ყოველთვის გრძნობდნენ, რომ მათი რეპუტაცია მის ხელში
ადვილად მსხვრევად ფაიფურს ჰგავდა, ბავშვს რომ უჭირავს ხელში.
ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იყო, რომ მთელი კვირა, ხუთშაბათიდან
ხუთშაბათამდე, არც ერთ ჩვენგანს კრინტი არ დაუძრავს დროში
მოგზაურობის შესახებ, თუმცა, უდავოა, რომ ყველანი
დაგვაინტერესა მისმა მოჩვენებითმა დამაჯერებლობამ და, ამასთან,
პრაქტიკულმა განუხორციელებლობამ ასეთი მოგზაურობისა,
სასაცილო ანაქრონიზმმა და სრულმა ქაოსმა, რაც მას მოჰყვებოდა.
პირადად მე განსაკუთრებით მოდელთან დაკავშირებულმა
ექსპერიმენტმა დამაინტერესა. მახსოვს, ექიმს შევეკამათე ამ
საკითხზე, როცა პარასკევს ლინეს საზოგადოების1 შეკრებაზე
შევხვდით ერთმანეთს. ამბობდა, რაღაც ამგვარი ტიუბინგენში
მინახავსო და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, რომ ცდის დროს
ერთ-ერთი სანთელი ჩაქრა. თუმცა, როგორ მოხდა ეს, ვერ გაეგო.

მომდევნო ხუთშაბათს კვლავ რიჩმონდში ჩავედი _ მგონი, დროში


მოგზაურის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმარი მე გახლდით. ცოტა
დამაგვიანდა და სასტუმრო ოთახში ოთხი თუ ხუთი ნაცნობი
დამხვდა.

ექიმი ბუხრის წინ იდგა, ცალ ხელში ფურცლები ეჭირა, მეორეში კი


მაჯის საათი. მივიხედ-მოვიხედე. დროში მოგზაური არსად ჩანდა.

1ლონდონის ლინეის საზოგადოება, ანუ კარლ ლინეს საზოგადოება –


მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1788 წელს და
შვედი ნატურალისტის, ლათინური წაკითხვით, კაროლუს ლინეუსის
სახელი ეწოდა.
24
_ რვის ნახევარია, _ თქვა ექიმმა, _ მგონი, დროა, მაგიდას მივუსხდეთ.

_ მასპინძელი სად არის? _ ვიკითხე მე.

_ აჰ, თქვენ ახლახან მოხვედით? უცნაური რამ ხდება. ეტყობა,


რაღაცამ შეაფერხა. ამ წერილით გვთხოვს, შვიდ საათზე მივუსხდეთ
მაგიდას, თუ არ დაბრუნდება, და შემდეგ გვპირდება, რომ
ყველაფერს აგვიხსნის.

_ დასანანი იქნება, თუ სადილი ჩაგვმწარდება, _თქვა ერთ-ერთი


ცნობილი გაზეთის რედაქტორმა.

ექიმმა ზარი დარეკა.

ადრინდელი სტუმრებიდან ჩემ და ექიმის გარდა, მხოლოდ ერთი _


ფსიქოლოგი ესწრებოდა. სამაგიეროდ, ახლები გამოჩნდნენ: უკვე
ხსენებული რედაქტორი ბლენკი, ერთი ჟურნალისტი და კიდევ
ვიღაც მორცხვი, წვერებიანი კაცი, რომელსაც არ ვიცნობდი და
რომელსაც, როგორც შევნიშნე, მთელი საღამო ხმა არ ამოუღია.
სადილობისას სხვადასხვა ვარაუდი გამოითქვა, თუ სად
შეიძლებოდა ჩვენი მასპინძელი ყოფილიყო და მე ნახევრად
ხუმრობით ვთქვი, დროში მოგზაურობს-მეთქი. რედაქტორმა
მოინდომა, გაეგო, რისი თქმა მსურდა და ფსიქოლოგი მას დიდხანს
და გულ-გამაწვრილებლად უყვებოდა იმ „გონებამახვილური
ფოკუსის“ ამბავს, რომლის მხილველები ერთი კვირის წინ გავხდით.

25
ალბათ, ამბის შუაში იქნებოდა, როცა კორიდორის კარი ნელა,
უხმაუროდ გაიღო. მის პირდაპირ ვიჯექი და ეს პირველად სწორედ
მე შევნიშნე.

_ აჰა, _ წამოვიძახე, _ როგორც იქნა! _ კარი ბოლომდე გაიღო და


დროში მოგზაური დავინახეთ.

მე გაკვირვებისაგან ყვირილი აღმომხდა.

_ ღმერთო ჩემო, რა დაგემართათ? _ შესძახა ექიმმაც.

სუფრაზე მსხდომთაგან ყველა კარისკენ შებრუნდა.

მართლაც უცნაურად გამოიყურებოდა: ქურთუკი ერთიანად


ტალახში ჰქონდა ამოსვრილი, სახელოებზე მწვანე ლაქები აჩნდა; თმა
გასწეწოდა და გაჭაღარავებულიც კი მომეჩვენა, მტვრისაგან, ან იქნებ
იმისგან, რომ ამ დროის განმავლობაში გაუხუნდა. სახე მკვდარივით
გაჰფითრებოდა, ნიკაპზე შავი იარა აჩნდა _ ნახევრად შეხორცებული
იარა; თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა ველურივით, როგორც მძიმე-
გასაჭირ-გადატანილებს სჩვევიათ. ცოტა ხნით ზღურბლზე შეჩერდა
თითქოს სინათლით დაბრმავებული, შემდეგ კოჭლობით შემოვიდა.
ასე, ფეხებ-გადატყავებული მაწანწალები კოჭლობენ. მდუმარედ
მივჩერებოდით და ველოდით, როდის იტყოდა რამეს.

ისე, რომ ერთი სიტყვაც არ დასცდენია, მაგიდასთან ძლივძლივობით


მივიდა და ხელი ბოთლისკენ გაიწვდინა. რედაქტორმა შამპანური
26
დაუსხა და ბოკალი ახლოს მიუჩოჩა. სულმოუთქმელად გადაკრა და
თითქოს ოდნავ მოიკეთა. მაგიდას მზერა მოავლო და სახეზე ჩვეული
ღიმილის-მაგვარი რამ გამოესახა.

_ მაინც რა დაგემართათ, აღარ იტყვით? _ ჰკითხა ექიმმა.

დროში მოგზაურს, მგონი, შეკითხვა არც გაუგონია.

_ ნუ წუხხართ, _ თქვა ენის ბორძიკით, _ ყველაფერი რიგზეა.

გაჩუმდა, კვლავ ბოკალისკენ გაიწვდინა ხელი და შამპანური


სულმოუთქმელად დალია.

_ კარგია, _ ამოთქვა შვებით.

თვალები გაუბრწყინდა, ლოყები ოდნავ შეუვარდისფრდა. მოწონების


გამომხატველი მზერა შეგვავლო, მერე თბილ, მყუდრო ოთახში
ერთი-ორჯერ გაიარ-გამოიარა და, როგორც იქნა, ლაპარაკს მოჰყვა,
ისევ ენის ბორძიკით, თითქოს სიტყვების მოძებნა უჭირსო.

_ წავალ, აბაზანას მივიღებ, ტანსაცმელს გამოვიცვლი, მერე მოვალ და


ყველაფერს მოგიყვებით. მხოლოდ ცოტაოდენი ცხვრის ხორცი
შემახვედრეთ. საშინლად მინდა ხორცი.

27
დროში მოგზაურმა რედაქტორს შეხედა, რომელიც იშვიათი სტუმარი
იყო მის სახლში, და მიესალმა. რედაქტორმა რაღაც ჰკითხა.

_ მხოლოდ ერთი წუთი და გიპასუხებთ, _ უთხრა დროში მოგზაურმა,


_ ხომ ხედავთ, რა დღეში ვარ. წუთში წესრიგში ვიქნები.

ბოკალი მაგიდაზე დადგა და კარისკენ გაემართა. ისევ თვალში მეცა


მისი კოჭლობა და ნაბიჯების ყრუ ხმა. მაგიდიდან წამოვდექი,
სწორედ იმ დროს, როცა ოთახიდან გადიოდა, და ფეხებზე შევხედე.

არაფერი ეცვა დახეული და გასისხლიანებული წინდების გარდა.

გავიდა და კარი გაიხურა. მინდოდა, დავწეოდი, მაგრამ გამახსენდა,


რომ ზედმეტ ფაციფუცს ვერ იტანდა. ცოტა ხნით თავგზააბნეული
ვიყავი.

_ „ცნობილი მეცნიერის უცნაური საქციელი“, _ მომესმა რედაქტორის


ხმა, რომელიც წლების განმავლობაში გამომუშავებული ჩვევის გამო
საგაზეთო სათაურებით აზროვნებდა. ამ სიტყვებმა გაჩირაღდნებულ
სასადილო მაგიდასთან დამაბრუნა.

_ რა ხდება? _ იკითხა ჟურნალისტმა, _ რა, მაწანწალას როლს


თამაშობს? ვერაფერი გამიგია.

28
ფსიქოლოგის მზერა დავიჭირე და მის სახეზე ჩემი აზრების
ანარეკლი დავინახე. დროში მოგზაურობაზე ვფიქრობდი და თვით
მოგზაურზე, ახლა კიბეს რომ მიუყვებოდა კოჭლობით. მგონი, ჩემ
გარდა მისი კოჭლობა არავის შეუმჩნევია.

პირველად ექიმი გამოერკვა და ზარი დარეკა _ ჩვენს მასპინძელს არ


უყვარდა, როცა სადილობისას ოთახში მსახურები იყვნენ, _ და
ცხელი კერძი შეუკვეთა. რედაქტორმა რაღაც წაიბურტყუნა და თავის
დანა-ჩანგალს მიუბრუნდა. მდუმარე სტუმარმაც მიჰბაძა.

ყველა ჭამას შეუდგა. ერთხანს სუფრაზე გაოცების წამოძახილები და


სიჩუმე ერთმანეთს ენაცვლებოდა. რედაქტორის ცნობისმოყვარეობამ
პიკს მიაღწია.

_ ჩვენი საერთო მეგობარი თავის მოკრძალებულ შემოსავალს


მათხოვრობით ხომ არ ივსებს? _ იკითხა მან, _ თუ მასაც იგივე
შეემთხვა, რაც ნაბუქოდონოსორს?

_ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ეს დროის მანქანას უკავშირდება,


_ ვთქვი და ჩვენი წინა შეხვედრის ამბის მოყოლა იმ ადგილიდან
განვაგრძე, სადაც ფსიქოლოგი შეჩერდა. ახალი სტუმრები აშკარად
უნდობლად მისმენდნენ.

რედაქტორი შემეწინააღმდეგა:

29
_ რა დროში მოგზაურობაზეა ლაპარაკი? რა, ადამიანს არ შეუძლია
მტვერში ამოიგანგლოს მხოლოდ იმიტომ, რომ თავის პარადოქსებშია
გახლართული? _ ეს აზრი ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა და
ხუმრობის გუნებაზე დადგა, _ ნუთუ მომავალში ტანსაცმელი და
ჯაგრისები არ ექნებათ?

ჟურნალისტსაც არაფრისდიდებით არ სურდა ჩვენი მონაყოლის


დაჯერება და რედაქტორს შეუერთდა წინა ხუთშაბათის ამბის
გაბიაბრუების ადვილ საქმეში. ორივენი ახალი ტიპის ჟურნალისტები
იყვნენ, მხიარული, მოურიდებელი ახალგაზრდები.

_ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ზეგინდელი დღიდან


გვატყობინებს! _ თქვა თუ უფრო წამოიძახა ჟურნალისტმა სწორედ
იმწამს, როცა დროში მოგზაური ისევ გამოჩნდა. მას ახლა თავისი
საყოველდღეო კოსტიუმი ეცვა და დაღლილ მზერას თუ არ
ჩავთვლით, მის გარეგნობაში აღარაფერი იყო დარჩენილი იმ
ცვლილებისგან, სულ რამდენიმე წუთის წინ ასე რომ გამაოგნა.

_ მისმინეთ, _ მხიარულად თქვა რედაქტორმა, _ ეს ტიპები


ამტკიცებენ, რომ თქვენ მომავალი კვირის შუაში იმოგზაურეთ!
რაიმეს ხომ ვერ გვეტყოდით ჩვენს პატარა როუზბერიზე2? ჰონორარს
რამდენს მოითხოვთ?

2როუზბერის სახელით იგულისხმება არჩიბალდ ფილიპ პრიმროუზი,


როუზბერის მე-5 გრაფი (1847-1929) – შოტლანდიური წარმოშობის
ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე. ვიქტორიას ეპოქის დიდი ბრიტანეთის
ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დედოფლის მმართველობისას
დაიბადა, ასევე მეორე და უკანასკნელი, ვინც დედოფალ ვიქტორიაზე
30
დროში მოგზაური უსიტყვოდ მივიდა მისთვის განკუთვნილ
სკამთან. თავისი ჩვეულებრივი, უშფოთველი ღიმილით იღიმებოდა.

_ სად არის ჩემი ცხვრის ხორცი? _ იკითხა მან, _ რა სიამოვნებაა


ხორცის ნაჭერში ჩანგლის ისევ ჩარჭობა!

_ აბა, მოჰყევით მაგ თქვენს ამბავს, _ წამოიძახა რედაქტორმა.

– ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამბავს, – თქვა დროში მოგზაურმა, _


მშიერი ვკვდები. ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი, სანამ არ დავნაყრდები.
დიდი მადლობა... და კიდევ მარილი, თუ შეიძლება.

– მხოლოდ ერთი სიტყვა, –– ვთქვი მე, -– დროში მართლა


იმოგზაურეთ?

– ჰო, – თქვა დროში მოგზაურმა გამოტენილი პირით და თავი


დამიქნია.

– მზად ვარ, ყოველ სტრიქონში ერთი შილინგი გადავიხადო! _ თქვა


რედაქტორმა.

უმცროსი იყო (მის გარდა დედოფალზე უმცროსი იყო მარკიზი სოლსბერი),


ცნობილი ცხენების მომშენებელი, ინგლისური ფეხბურთის მეცენატი.
31
დროში მოგზაურმა ბოკალი იმ კაცისკენ მისწია, ხმას რომ არ იღებდა,
და მასზე თითით დააკაკუნა. მდუმარე კაცი, რომელიც მას
დაჟინებით მისჩერებოდა, შეკრთა და ღვინო ჩამოუსხა.

სადილი უსიამოვნოდ გაჭიანურდა. შეკითხვებისგან ძლივს


ვიკავებდი თავს და ვგრძნობდი, დანარჩენებიც ჩემს დღეში იყვნენ.
ჟურნალისტი ცდილობდა, დაძაბულობა ანეკდოტების მოყოლით
განემუხტა, მაგრამ დროში მოგზაურს მთელი ყურადღება საჭმელზე
ჰქონდა გადატანილი და მაწანწალასავით მადიანად ილუკმებოდა.

ექიმი მას მისჩერებოდა და სიგარას ეწეოდა. მდუმარე კაცი თითქოს


ჩვეულებრივზე უფრო დარცხვენილი ჩანდა და ნერვიულად სვამდა
შამპანურს.

როგორც იქნა, დროში მოგზაურმა თეფში გვერდზე გასწია და თვალი


მოგვავლო.

_ ბოდიში უნდა მოგიხადოთ, _ თქვა მან, _ პირდაპირ ვკვდებოდი


შიმშილისგან. მართლა საოცარი რამ გადამხდა თავს.

ხელი სიგარისკენ გაიწვდინა, აიღო და ბოლო მოაჭრა.

_ მოსაწევ ოთახში გავიდეთ. ეს მეტისმეტად გრძელი ამბავია


საიმისოდ, რომ ჭუჭყიანი თეფშებით სავსე სუფრასთან მოვყვე.

32
ზარით მსახური იხმო და ჩვენ მეზობელ ოთახში გაგვიყვანა.

_ უამბეთ ბლენკს, დეშსა და ჩოუზს მანქანის შესახებ? _ მკითხა მე,


მოხერხებულ სავარძელში გადაწვა და სამ ახალ სტუმარზე მიმანიშნა.

_ მაგრამ ეს ხომ პარადოქსია მხოლოდ, _ თქვა რედაქტორმა.

_ ახლა დავის თავი არა მაქვს. მოყოლა შემიძლია, კამათი კი _ არა. თუ


გნებავთ, გიამბობთ, რაც შემემთხვა, მაგრამ, გთხოვთ, არ
შემაწყვეტინოთ. დაუძლეველი სურვილი მაქვს, ყველაფერს
მოგიყვეთ. ვიცი, რომ მისი უმეტესი ნაწილი სიცრუედ მოგეჩვენებათ.
დაე, ასე იყოს! ეს მაინც სიმართლეა _ პირველიდან უკანასკნელ
სიტყვამდე... დღეს, დღის ოთხ საათზე, ჩემს ლაბორატორიაში ვიყავი
და მას შემდეგ... სამ საათში რვა დღე გავიარე. ასეთი რამ ჯერ არც ერთ
ადამიანს არ განუცდია! არაქათგამოცლილი და გატანჯული ვარ,
მაგრამ არ დავწვები, სანამ ყველაფერს არ გიამბობთ. მხოლოდ მაშინ
შევძლებ დაძინებას. მაგრამ იცოდეთ, არ შემაწყვეტინოთ.
შევთანხმდით?

_ შევთანხმდით, _ თქვა რედაქტორმა.

და დროში მოგზაურმა დაიწყო თავისი ამბის მოყოლა, რომელიც აქ


მომყავს. ჯერ სავარძელში იჯდა საზურგეზე მიყრდნობილი და
ძალიან დაღლილი ჩანდა, მაგრამ შემდეგ თანდათან გამოცოცხლდა.
გიყვებით მის მონათხრობს და ვგრძნობ კალმისა და მელნის
უძლურებას და, უპირველეს ყოვლისა, თვით ჩემს უუნარობას,
გადმოვცე ამ ამბის ყველა ნიუანსი. თქვენ მას, ალბათ, ყურადღებით
33
წაიკითხავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ მაგიდის ლამპის კაშკაშა შუქით
განათებულ მთხრობელის ფერმკრთალ სახეს და წრფელ
გამომეტყველებას, ვერ მოისმენთ მისი ხმის ჟღერადობას; ვერ
წარმოიდგენთ, როგორ იცვლებოდა მისი სახე თხრობის
განმავლობაში. ჩვენ, მსმენელების უმრავლესობა, გაუნათებელ
ადგილას ვისხედით; მოსაწევ ოთახში სანთლები არ ენთო, ლამპა კი
ჟურნალისტის სახეს ანათებდა მხოლოდ და მდუმარე ადამიანის
ფეხებს მუხლებამდე.

თავიდან დროდადრო გადავხედავდით ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ


მალე ყველაფერი დაგვავიწყდა და მხოლოდ დროში მოგზაურის
სახეს მივჩერებოდით.

_ გასულ ხუთშაბათს რამდენიმე თქვენგანს ავუხსენი დროის მანქანის


მოქმედების პრინციპი და ვაჩვენე ის, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი,
ჩემს სახელოსნოში. ახლაც იქ არის, თუმცა, მოგზაურობით ცოტა
შელანძღულია. სპილოს ძვლის ერთ-ერთი ღერძი გატყდა და
ბრინჯაოს ზოლი გაიღუნა, თუმცა, ყველა სხვა ნაწილი მთელია. ჯერ
კიდევ პარასკევს ვფიქრობდი მის დასრულებას, მაგრამ როცა მის
აწყობას ვცდილობდი, შევნიშნე, რომ ნიკელის ერთ-ერთი დეტალი
მთელი დუიმით ნაკლები იყო იმაზე, რაც მანქანას სჭირდებოდა.
მისმა გადაკეთებამ მომიწია და ამის გამო მხოლოდ დღეს შევძელი
საბოლოოდ აწყობა. დილის ათ საათზე მსოფლიოში პირველი დროის
მანქანა მზად გახლდათ მოგზაურობისთვის. უკანასკნელად
დავათვალიერე ყველაფერი, ყველა ქანჩი მოვსინჯე, კვარცის ღერძი
კიდევ ერთხელ გავპოხე და უნაგირზე დავჯექი. მგონი,
თვითმკვლელი, რომელსაც რევოლვერი აქვს საფეთქელზე
მიბჯენილი, იმავე უცნაური გრძნობით არის შეპყრობილი, რომელიც
მე დამეუფლა, როცა ცალი ხელი გამშვებ ბერკეტს მოვკიდე, მეორე კი

34
_ მუხრუჭს. სწრაფად მოვაბრუნე პირველი და თითქმის
იმავდროულად, მეორეც. მომეჩვენა, რომ შევტორტმანდი.

თითქოს კოშმარში ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დავეცი.

მაგრამ მოვიხედე და ჩემი ლაბორატორია დავინახე _ ისეთი,


როგორიც წუთის წინ იყო. მოხდა თუ არა რაიმე? წამიერად გამიელვა
ფიქრმა, რომ მთელი ჩემი თეორია მცდარია. საათს დავხედე. წუთის
წინ, როგორც მომეჩვენა, თერთმეტი იყო დაწყებული, ახლა კი ის
დაახლოებით ოთხის ნახევარს უჩვენებდა.

სული მოვითქვი, კბილები ერთმანეთს დავაჭირე და ორივე ხელით


გამშვები ბერკეტი შემოვაბრუნე. ლაბორატორია დაინისლა და
გაბუნდოვანდა. მისის უოჩეტი შემოვიდა, როგორც ჩანს, ვერ
შემამჩნია და ბაღში გამავალი კარისკენ გაემართა. ოთახის
გასავლელად, ალბათ, წუთი დასჭირდა, მე კი მომეჩვენა, რომ
რაკეტის სისწრაფით ჩამიქროლა. ბერკეტი ბოლომდე შემოვაბრუნე.
მაშინვე სიბნელემ დაისადგურა, თითქოს ლამპა ჩააქრესო, მაგრამ
შემდეგ წამს „ხვალ“ დადგა და ისევ ინათა. ლაბორატორია
გაფერმკრთალდა და დაინისლა, შემდეგ უფრო და უფრო
გაფერმკრთალდა. „ხვალის“ ბნელი ღამე დადგა, შემდეგ ისევ დღე,
ისევ ღამე, ისევ დღე. ეს ყველაფერი სულ უფრო და უფრო სწრაფად
ხდებოდა. ყურები მიშხუოდა და უცნაური, ბუნდოვანი შეგრძნება
მქონდა, რომ ქვემოთ ვეშვებოდი.

ვშიშობ, ვერ შევძლებ გადმოგცეთ ის უცნაური განწყობა, დროში


მოგზაურობისას რომ გეუფლება. თვითონ თუ არ გამოგიცდია, ვერ
მიხვდები. ძალზე უსიამოვნო შეგრძნებაა _ თითქოს სადღაც
35
მიქრიხარ თავბრუდამხვევი სისწრაფით. უმწეოდ გრძნობ თავს.
გამუდმებით საშინელი წინათგრძნობა გაქვს. სანამ ასე მივქროდი,
ღამეებს დღეები ენაცვლებოდა შავი ფრთების ქნევასავით. მალე ჩემი
ლაბორატორიის ბუნდოვანი მოხაზულობა გაქრა და მზე დავინახე,
ყოველ წუთს ნახტომს რომ აკეთებდა ცაზე აღმოსავლეთიდან
დასავლეთით და ყოველ წუთს ახალი დღე დგებოდა. მეგონა,
ლაბორატორია განადგურდა და ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდი. თითქოს
ჩემთან ახლოს ხარაჩოები აღემართათ, მაგრამ საკმაოდ სწრაფად
მივქროდი საიმისოდ, რომ კონტურები გამერჩია. ყველაზე ზოზინა
ლოკოკინაც კი ჩემთვის ძალიან სწრაფად მოძრაობდა. სიბნელისა და
სინათლის სწრაფი ცვალებადობა საშინლად მტკენდა თვალებს.
დაბნელებისას მთვარეს ვხედავდი, სწრაფად რომ სერავდა ცას და
ფაზებს იცვლიდა ახალ-მთვარეობიდან სავსე-მთვარეობამდე,
ვხედავდი ცაზე წრიულად მოძრავი ვარსკვლავების სუსტ კრთომას.

სულ უფრო მზარდი სისწრაფით მივქროდი და, ბოლოს და ბოლოს,


დღე და ღამე ერთ ნაცრისფრად შეერწყა ერთმანეთს. ცა იმ უცნაური
სილურჯით შეიღება, ისეთი საოცარი ელფერი შეიძინა, ადრიანი
შებინდებისას რომ იცის. კონვულსიურად მოცახცახე მზე ცეცხლოვან
ზოლად იქცა, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. გადაჭიმულ
მოელვარე რკალად, მთვარე კი _ ზოლად, შუქის ნაკადად. უკვე
ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავდი და მხოლოდ ხანდახან, აქა-იქ,
ვამჩნევდი განათებულ რგოლებს, ციურ სილურჯეს რომ ერტყნენ
გარს.

ჩემ გარშემო დანისლული და ბუნდოვანი პეიზაჟი იყო. ჯერ კიდევ


გორაკის ფერდობზე ვიყავი, რომელზეც ახლაც დგას ეს სახლი, და ჩემ
ზემოთ ნაცრისფერი ბინდი აღმართულიყო. ვხედავდი, როგორ
იზრდებოდნენ ხეები და როგორ იცვლიდნენ ფორმას ღრუბლის

36
ქულების მსგავსად: ხან ყვითლდებოდნენ, ხან მწვანდებოდნენ;
იზრდებოდნენ, დიდდებოდნენ, მერე პატარავდებოდნენ და
ქრებოდნენ; ვხედავდი, როგორ აღიმართებოდნენ უზარმაზარი
უფერული შენობები და სიზმრებივით როგორ მიილეოდნენ.
დედამიწის მთელი ზედაპირი იცვლებოდა ჩემ თვალწინ. პატარა
ისრები ციფერბლატებზე, მანქანის სიჩქარეს რომ აჩვენებდნენ, სულ
უფრო სწრაფად ბრუნავდნენ. მალე შევნიშნე, რომ მზის ზოლი
ზემოთ-ქვემოთ მერყეობდა – ზაფხულის ბუნიობიდან, ზამთრის
ბუნიობამდე. მიჩვენებდა, რომ წუთში წელიწადზე მეტს ვფარავდი
და ყოველ წუთს თოვლი მიწას ფარავდა, რაც გაზაფხულის კაშკაშა
მწვანე ფერით იცვლებოდა.

ფრენის პირველი უსიამო შეგრძნებები თანდათან სიმძაფრეს


კარგავდა. ბოლოს ერთგვარ ისტერიკულ მხიარულებად შეერწყნენ
ერთმანეთს. მანქანის უცნაური რყევა ვიგრძენი, მაგრამ ვერ მივხვდი,
მიზეზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემი გონება მეტისმეტად
დაკავებული იყო საიმისოდ, რომ ამაზე მეფიქრა. მომავალში
მივექანებოდი გიჟური სისწრაფით. შეჩერებაზე არც ვფიქრობდი.

ყველაფერი დამავიწყდა, გარდა ჩემი ახალი შეგრძნებებისა, მაგრამ


მალე ეს შეგრძნებები, შიშთან წილნაყარი, ცნობისმოყვარეობით
შეიცვალა. „ჩვენს ჩანასახში მყოფ ცივილიზაციასთან შედარებით,
როგორი გამაოგნებელი განვითარების ტემპი, როგორი პროგრესი
შეიძლება გადამეშალოს, _ ვფიქრობდი მე, _ თუ უფრო ახლოდან
დავინახავ ამ ბუნდოვან, მოუხელთებელ სამყაროს, რომელიც თრთის
და ტორტმანებს ჩემ თვალწინ“. ვხედავდი, როგორ აღიმართებოდნენ
ჩემ გარშემო არაჩვეულებრივი ფორმის ვეებერთელა ნაგებობები,
ბევრად უფრო დიადები, ვიდრე ჩვენი დროის შენობები, მაგრამ
ისინი მოციმციმე ნისლეულისგან ნაქსოვი გეგონებოდათ.

37
დავინახე, როგორ დაიფარა ამ გორაკის ფერდობი ხშირი, მწვანე
საფრით და მთელი წელი ასე დარჩა _ ზაფხულშიც და ზამთარშიც.

იმ ბინდბუნდის მიღმაც კი, გარს რომ მეკრა, დედამიწა საოცრად


მშვენიერი ჩანდა. და უცებ სურვილი გამიჩნდა, გავჩერებულიყავი.

სარისკო ის გახლდათ, რომ ჩემი სხეულის ან ჩემი მანქანისთვის


საჭირო სივრცე შეიძლებოდა, დაკავებული ყოფილიყო. სანამ
უსწრაფესად მივექანებოდი დროში, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მე, ასე ვთქვათ, აირის მდგომარეობაში ვიყავი და შემხვედრ საგნებს


შორის ორთქლივით დავძვრებოდი. მაგრამ შეჩერება იმას ნიშნავდა,
რომ უნდა გავმყარებულიყავი, მოლეკულა-მოლეკულობით
შევჭრილიყავი იმაში, რაც ჩემს გზაზე აღმოჩნდებოდა. ჩემი სხეულის
ატომები ისე ახლოს აღმოჩნდებოდა იმ დაბრკოლების ატომებთან,
რომ მათ შორის შეიძლებოდა მძაფრი ქიმიური რეაქცია მომხდარიყო
_ იქნებ ძლიერი აფეთქებაც, რომლის შემდეგაც მე, ჩემს აპარატთან
ერთად, ყველა შესაძლო განზომილების მიღმა – სრულიად უცხო
მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ამ საფრთხეზე ბევრჯერ მიფიქრია,
როცა მანქანას ვაკეთებდი, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, ეს აუცილებელი
რისკია, რომელზეც წასვლა მომიწევს-მეთქი. ახლა კი, როცა ხიფათი
გარდაუვალი ჩანდა, ძველებურად უდარდელად აღარ ვუყურებდი.
საქმე ის არის, რომ აბსოლუტურად უცხო გარემო, აპარატის ჟღრიალი
და რყევა და, რაც მთავარია, დაცემის მუდმივი შეგრძნება _
ყველაფერი შეუმჩნევლად მოქმედებდა ჩემს ნერვებზე.

38
საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ უკვე ვეღარასოდეს შევძლებდი
შეჩერებას და უცებ, საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, გადავწყვიტე, ეს
გამეკეთებინა. სულსწრაფი ბრიყვივით დავაწექი ბერკეტს და
დავამუხრუჭე. მანქანა მაშინვე გადაყირავდა და თავაწყვეტილი
სიჩქარით გადავეშვი სივრცეში.

ყურებში თითქოს მეხის გრგვინვა მესმოდა. ცოტა ხნით დავყრუვდი,


შემდეგ ძლივს წამოვჯექი და მივიხედ-მოვიხედე. ჩემ გარშემო
თეთრი სეტყვა ეცემოდა სტვენით, მე კი რბილ კორდზე ვიჯექი
გადაყირავებული მანქანის წინ. გარშემო კვლავ ნაცრისფერი ჩანდა
ყველაფერი, მაგრამ მალე ვიგრძენი, რომ ყურებში ხმაური შეწყდა და
კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. როგორც ჩანდა, ბაღში ვიყავი,
მდელოზე, როდოდენდრონებში. მიწაზე დასეტყვილი ალისფერი და
სოსანისფერი ყვავილები ცვიოდნენ. მიწიდან ასხლეტილი სეტყვის
კაკლები ჩემი მანქანის ზემოთ დაფრინავდნენ, დნებოდნენ და
ნესტიან სუდარად ეფინებოდნენ დედამიწაზე. თვალის
დახამხამებაში თავით ფეხამდე გავილუმპე.

„ვერაფერს იტყვი, დიდებული სტუმართმოყვარეობაა, _ ვთქვი მე, –


ასე დახვდე ადამიანს, რომელმაც უამრავი წელი გამოიარა, რომ თქვენ
ენახეთ“.

ვიფიქრე, სულელურად ვიქცევი, ასე რომ ვილუმპები-მეთქი. ავდექი


და გარშემო მიმოვიხედე. ნისლს მიღმა, როდოდენდრონების უკან,
კოლოსალური ფიგურა გავარჩიე, როგორც ეტყობოდა, რომელიღაც
თეთრი ქვისგან ნაკვეთი. სხვა არაფერი ჩანდა).

39
მიჭირს ჩემი შეგრძნებების აღწერა. როცა სეტყვა შენელდა, თეთრი
ფიგურა უფრო ყურადღებით დავათვალიერე. ძალიან დიდი იყო _
ვერცხლისფერი, მაღალი; ვერცხლისფერი ალვის ხე მხოლოდ შუამდე
სწვდებოდა. თეთრი მარმარილოსგან იყო გამოკვეთილი და სფინქსს
ჰგავდა, მაგრამ იმის ნაცვლად, ფრთები გვერდებზე ჰქონოდა
მიდებული, ისე ჰქონდა გაშლილი, გეგონებოდათ, გაფრენას
აპირებსო. კვარცხლბეკი, როგორც ჩანს, ბრინჯაოსგან იყო
ჩამოსხმული და ჟამთა სვლისაგან გამწვანებული. სფინქსის სახე
პირდაპირ ჩემკენ იყო მომართული, მისი უჩინო თვალები თითქოს მე
მომჩერებოდა, ტუჩებზე კი ღიმილი დასთამაშებდა. ავდარს ძალიან
შეელახა, თითქოს სენს გამოეჭამა. ვიდექი და შევყურებდი, ალბათ,
დაახლოებით ნახევარი წუთი, ან იქნებ ნახევარი საათიც. ის თითქოს
ხან მიახლოვდებოდა, ხან მშორდებოდა, იმის მიხედვით, სეტყვა
ძლიერდებოდა თუ სუსტდებოდა. ბოლოს მზერა მისგან გადავიტანე
და დავინახე, რომ სეტყვის ფარდა აიწია, ცა გაიხსნა და მალე მზეც
გამოანათებდა.

ისევ სფინქსის თეთრ ფიგურას ავხედე და უცებ მთელი ჩემი


მოგზაურობის უაზრობას ჩავწვდი. რას დავინახავდი, როცა ნისლი
მთლიანად გაიფანტებოდა. განა არ შეიძლებოდა, ამ დროის
განმავლობაში ადამიანი ისე შეცვლილიყო, რომ ვეღარც კი მეცნო?
იქნებ კიდევ უფრო სასტიკები და მძვინვარენი გახდნენ, სრულიად
დაკარგეს ადამიანური სახე და საზიზღარ, მძლავრ არაადამიანურ
არსებებად იქცნენ? ან იქნებ სულაც რაღაც ველურ არსებას
ვიხილავდი, კიდევ უფრო საშინელსა და გულის-ამრევს, ადამიანთან
მისი მსგავსების გამო - აუტანელ არსებას, რომლის მოკვლა
მომინდებოდა?

40
მიმოვიხედე და რაღაცის კონტურები გავარჩიე _ უზარმაზარი
შენობები უცნაური მოაჯირებითა და მაღალი თაღებით. ისინი
მკვეთრად ჩანდნენ ტყით დაფარული გორაკის ფონზე, რომლის
კონტურები ჭექა-ქუხილის მიწყნარებასთან ერთად ჩემ თვალწინ
თანდათან იკვეთებოდა. პანიკურმა შიშმა მომიცვა. გიჟივით გავექანე
დროის მანქანისკენ და შევეცადე, ამემუშავებინა. იმ დროისთვის
მზის სხივებმა უკვე ღრუბლებიდან გამოაღწია. ნაცრისფერი ფარდა
გაქრა, როგორც სამოსი, მოჩვენებას რომ დასთრევს. ჩემ ზემოთ
ზაფხულის ცის სილურჯეში შემორჩენილი ღრუბლის ნაფლეთებიც
დადნა. ნათლად, მკვეთრად გამოჩნდა უზარმაზარი სველი შენობები,
მზის შუქზე რომ კრიალებდნენ და ჯერ კიდევ გაუმდნარი სეტყვის
კაკლებით იყვნენ მორთული. სრულიად უმწეოდ ვგრძნობდი თავს ამ
უცხო სამყაროში. ალბათ, მსგავს რამეს განიცდის ჩიტი, როცა ხედავს
თავზემოთ მფრინავ ძერას, მასზე თავდასხმას რომ აპირებს.

ჩემი შიში შეშლილობას უახლოვდებოდა. ძალა მოვიკრიბე, კბილები


მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და ხელებითა და ფეხებით შევეცადე,
გადაბრუნებული აპარატი ფეხზე წამომეყენებინა. არაადამიანური
ძალისხმევით როგორღაც მოვახერხე _ აპარატი, ბოლოს და ბოლოს,
გადავაბრუნე, თუმცა, ნიკაპში მაგრად მომხვდა. ცალი ხელი კოფოზე
მედო, მეორე ბერკეტზე მქონდა ჩავლებული. ვიდექი, მძიმედ
ვსუნთქავდი და მზად ვიყავი, მასზე ხელახლა ავმძვრალიყავი.

მაგრამ, როგორც კი უკან დაბრუნების შესაძლებლობა გამიჩნდა,


სიმამაცეც დამიბრუნდა. ცნობისმოყვარეობით, რომელშიც შიშის
წილი სულ უფრო მცირდებოდა, შორეული მომავლის სამყაროს
შევხედე. უახლოესი სახლის კედლის მრგვალ შესასვლელთან
რამდენიმე ფიგურა დავინახე, მდიდრულ, ლამაზ სამოსში
გამოწყობილი. მათაც შემამჩნიეს და ჩემკენ იხედებოდნენ.

41
შემდეგ მოახლოებული ხმები გავიგონე. თეთრი სფინქსის უკან,
ბუჩქებიდან, თავები და მხრები დავინახე ადამიანებისა, რომლებიც
გარბოდნენ. ერთ-ერთი მდელოსკენ მომავალ ბილიკზე გამოხტა,
სადაც მე მანქანის გვერდით ვიდექი. ეს იყო პატარა არსება,
სიმაღლეში ოთხ ფუტზე მეტი არ იქნებოდა, მეწამული ტუნიკა ემოსა,
რომელიც წელთან ტყავის ღვედით ჰქონდა შეკრული. ფერხთ
სანდლები თუ კოტორნები3 ეცვა და მუხლამდე შიშველი ჰქონდა, არც
თავზე ეხურა რამე. თვალში მომხვდა მისი მსუბუქი ჩაცმულობა და
პირველად ვიგრძენი, როგორი თბილი იყო ჰაერი.

საოცრად მშვენიერ ქმნილებად მომეჩვენა, გრაციოზულად, მაგრამ


მეტისმეტად სუსტად. მისმა აწითლებულმა სახემ ჭლექიანის სახე
მომაგონა _ ჭლექიანის სილამაზე, რომლის შესახებ ხშირად გვსმენია.
მისმა დანახვამ თავდაჯერებულობა შემმატა და ხელები მანქანიდან
ავიღე.

რამდენიმე წამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით _ მე


და შორეული მომავლის ეს სუსტი არსება. გაბედულად
მომიახლოვდა და შემომცინა. შიშის ნატამალიც რომ ვერ შევატყვე,
ძალიან გამაკვირვა. ორ სხვა არსებას მიუბრუნდა, რომლებიც მის
შემდეგ მოვიდნენ, და რომელიღაც უცნაურ, ძალიან. ტკბილ,
კეთილხმოვან ენაზე დაელაპარაკა.

3კოტორნები – თასმებიანი, ღია წაღები, მთლიან პლატფორმებზე;


იცვამდნენ შეძლებული მოქალაქეები ან ტრაგიკოსი მსახიობები ძველ
საბერძნეთსა და ძველ რომში.
42
ამასობაში მათ სხვებიც შემოუერთდნენ და მალე ჩემ გარშემო რვა თუ
ათი მოხდენილი ქმნილება იდგა. ერთ-ერთმა რაღაც მკითხა.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ უცებ გავიფიქრე, ამათ ჩემი ხმა ძალიან


უხეშად და მკვეთრად მოეჩვენებათ-მეთქი. ამიტომ თავი გადავაქნიე
მხოლოდ და ჩემს ყურებზე მივანიშნე. იმან, ვინც მომმართა, ნაბიჯი
გადმოდგა, შეჩერდა, ჯერ შეყოყმანდა და მერე ხელზე შემეხო. კიდევ
რამდენჯერმე ასეთივე ნაზი შეხება მხრებსა და ზურგზე ვიგრძენი.
სურდათ, დარწმუნებულიყვნენ, რომ მართლა ვარსებობდი. მათ
ქმედებებში არაფერი იყო ისეთი, რაც შიშს აღგიძრავდათ. პირიქით,
ამ პატარა, საყვარელ არსებებში იყო რაღაც ნდობის აღმძვრელი,
გრაციოზული სილბილე, ერთგვარი ბავშვური უშუალობა. ამასთან,
ისეთი უღონონი ჩანდნენ, რომ იფიქრებდი, თუ დამჭირდა, ამისთანა
ათ-თორმეტს კეგლის ბურთებივით ადვილად გავფანტავო. თუმცა,
როგორც კი შევამჩნიე, რომ პატარა ხელებმა დროის მანქანაში
დაიწყეს ფათური, გამაფრთხილებელი მოძრაობა გავაკეთე. უცებ
გამახსენდა ის, რაც სრულიად მივიწყებული მქონდა _ მანქანა
შეიძლებოდა გამქრალიყო. დავიხარე, ბერკეტები, რომლებიც მანქანას
ამოძრავებს, მოვხსენი და ჯიბეში ჩავიდე. შემდეგ ისევ იმ არსებებს
მივუბრუნდი იმაზე ფიქრში, როგორ დამემყარებინა მათთან
ურთიერთობა.

დაჟინებით ვაკვირდებოდი მათ ნატიფ ფიგურებს, დრეზდენული


ფაიფურის სტატუეტებს რომ მოგაგონებდათ. ერთნაირად დახვეული
თმა ლოყებამდე თუ კისრამდე სწვდებოდათ. უწვერული სახეები
ჰქონდათ, ყურები კი ძალიან პატარა. ასევე პატარა, ნატიფი, ღია
ალისფერი პირები. თვალები დიდი და თვინიერი და _ მოდი, ამას
პატივ-მოყვარეობად ნუ ჩამითვლით _ მათში არ იგრძნობოდა ის
ინტერესი, რომელიც კაცმა რომ თქვას, ჩემ მიმართ უნდა ჰქონოდათ.

43
უკვე აღარ ცდილობდნენ გამოლაპარაკებას, უბრალოდ იდგნენ ჩემ
გარშემო, იღიმებოდნენ და ერთმანეთს ნაზი, მოღუღუნე ხმით
ელაპარაკებოდნენ. საუბარი მე წამოვიწყე. ხელით დროის მანქანაზე
მივანიშნე, შემდეგ ჩემზე, შემდეგ შევყოყმანდი, ვფიქრობდი, როგორ
შეიძლებოდა დროის ცნება გასაგებად ამეხსნა მათთვის და მზეზე
მივუთითე. მაშინვე ერთ-ერთმა ნატიფმა ქმნილებამ, კუბოკრულ
თეთრ-ალისფერ ტანსაცმელში გამოწყობილმა, ჩემი ჟესტი გაიმეორა
და უსაზღვროდ გამაკვირვა, როცა მგრგვინავი ხმა გამოსცა _ აშკარად
მეხის ხმას ჰგავდა.

ცოტა ხანს გაოგნებული ვიდექი, თუმცა, მისი ჟესტის აზრი სრულიად


ნათელი გახლდათ. უცებ გავიფიქრე, სულელები ხომ არ არიან-მეთქი.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რვაას ორი ათასი წლის ეპოქის
ადამიანები _ ჩემი მანქანის მრიცხველის მიხედვით მე სწორედ იმ
დროში ვიყავი _ ჩვენზე გაცილებით წინ იქნებოდნენ წასული
მეცნიერებაში, ხელოვნებასა და საზოგადოდ, ყველაფერში. და უცებ
ერთ-ერთი მისვამს კითხვას, რომლითაც ჩანს, რომ გონებრივი
განვითარებით ჩვენი დროის ხუთი წლის ბავშვის დონეს არ
აღემატება: სერიოზულად მეკითხება, ჭექა-ქუხილის დროს მზიდან
ხომ არ ჩამოვარდიო. და კიდევ, მათი ეს ჭრელჭრული ტანსაცმელი,
სუსტი, დახვეწილი აგებულება, სახის ნაზი ნაკვთები... ცოტა არ იყოს,
იმედი გამიცრუვდა და წამიერად გავიფიქრე, ტყუილად მიწვალია
ჩემი დროის მანქანაზე-მეთქი.

თავის აქნევით მზეზე მივანიშნე და ისე ოსტატურად მივბაძე მეხის


ხმას, რომ შეშინებულებმა ერთი-ორი ნაბიჯით უკან დაიხიეს და
ჩაცუცქდნენ. თუმცა, მაშინვე მხნეობა მოიკრიბეს და ერთ-ერთმა
ჩემთვის სრულიად უცხო, საოცრად ლამაზი ყვავილების გირლანდა
44
ყელზე ჩამომკიდა თანამოძმეთა მოწონების შეძახილებით. იდეა
ყველას მოეწონა, ყვავილებისთვის აქეთ-იქით დარბოდნენ, კრეფდნენ
და ყელზე მკიდებდნენ, სანამ კეთილსურნელებამ ლამის არ
დამახრჩო. თქვენ, რომელთაც მსგავსი არაფერი გინახავთ, ძალიან
გაგიჭირდებათ წარმოდგენა, როგორი მშვენიერი, ნაზი ყვავილები
შექმნა ამ კულტურამ ჩვენგან დაშორებული უთვალავი წლის
განმავლობაში. შემდეგ ვიღაცამ, ეტყობა, აზრი გამოთქვა, მოდი,
უახლოეს შენობაში ასე მივიყვანოთო და მაღალი, რუხი, დაბზარული
ქვის სასახლისკენ წამიყვანეს, თეთრი მარმარილოს სფინქსის
გვერდის ავლით, რომელიც თითქოს ამ ხნის განმავლობაში
დამცინავი ღიმილით შეჰყურებდა ჩემს გაკვირვებას.

შენობას, რომლისკენაც წამიყვანეს, ვეებერთელა შესასვლელი ჰქონდა


და საერთოდ, მთლიანად კოლოსალური იყო. ინტერესით
შევყურებდი ამ პატარა ადამიანების მასას, რომელიც სულ უფრო
იზრდებოდა, და კიდევ შენობის დიდ, ღია შესასვლელს, ბნელსა და
იდუმალებით მოცულს. ზოგადი შთაბეჭდილება ამ სამყაროზე,
რომელსაც ადამიანების მიღმა ვხედავდი, ის იყო, რომ გეგონებოდათ,
ყველაფერი ხშირ, ლამაზ ბუჩქებს და დიდხანს მოუვლელ, მაგრამ
მაინც მშვენიერ, უსარეველო ბაღებს დაუფარავსო. ვხედავდი მაღალ
ღეროებს და უცნაური, თეთრი ყვავილების ლამაზ თავებს.

დაახლოებით ერთი ფუტი დიამეტრისა იქნებოდნენ, გამჭვირვალე


სანთლის ელფერი დაჰკრავდათ და ველურად ამოზრდილიყვნენ
მრავალფეროვან ბუჩქებს შორის. იმ დროს მათი კარგად
დათვალიერება ვერ შევძელი. ჩემი დროის მანქანა უმეთვალყურეოდ
დარჩა როდოდენდრონებში.

45
თაღი მშვენივრად იყო მოჩუქურთმებული. რა თქმა უნდა, მისი
კარგად დათვალიერება ვერ მოვახერხე, თუმცა, როცა მის ქვეშ
გავიარე, გავიფიქრე, ძველ ფინიკიურ სტილშია ნაგები-მეთქი.
გამაოცა იმან. რომ ჩუქურთმები ძლიერ იყო დაზიანებული და ალაგ-
ალაგ ჩამონგრეულიც. კართან რამდენიმე კიდევ უფრო კაშკაშა
ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი შემხვდა და შიგნით შევედით.
ჩემი XIX საუკუნის დასვრილი, მუქი სამოსითა და ყვავილების
გირლანდებით სასაცილო ვიყავი ამ ღია, ნაზი ფერების ტანსაცმელში
გამოწყობილი, შიშველი, ქათქათა-მკლავებიანი და მოცინარი და
მელოდიურად მოღუღუნე მასის შუაგულში.

დიდ კარს უზარმაზარი, კედლებზე ყავისფერი ქსოვილ-გაკრული


დარბაზისკენ მივყავდით. ჭერი დაჩრდილულიყო, ფერად-მინიანი
და ზოგან კი უმინო ფანჯრებიდან ლბილი, სასიამოვნო შუქი
იღვრებოდა. რომელიღაც ძალიან მძიმე თეთრი ლითონის იატაკი ეგო
– ეს ფილები და ფირფიტები კი არა, მთელი ლოდები იყო, მაგრამ
აურაცხელი თაობის ნაბიჯებს ზოგან მათზეც დაემჩნია ღრმა
ნაკვალევი.

დარბაზის გარდიგარდმო უამრავი დაბალი მაგიდა იდგა არა უმეტეს


ფუტის სიმაღლისა, გაპრიალებული ქვისაგან გამოკვეთილი. მათზე
გროვად ეწყო ხილი. ზოგიერთი ვიცანი _ ჟოლოს ჰგავდა, თუმცა,
ზომით დიდად აღემატებოდა, ზოგი ფორთოხალს ჰგავდა, სხვები კი
არასოდეს მენახა.

მაგიდებს შორის რბილი ბალიშები იყო მიმოფანტული. ჩემი


თანამგზავრები მათზე ჩამოსხდნენ და მეც მიმითითეს, სად
დავმჯდარიყავი. უცერემონიოდ შეუდგნენ ხილის ჭამას; ხელით

46
იღებდნენ და კანსა და სხვა ნარჩენებს მაგიდების გვერდებზე
მიმაგრებულ ხვრელებში ყრიდნენ. დიდი თავპატიჟი არ დამიწყია,
რადგან ძალიან მშიოდა და მწყუროდა. ჭამის შემდეგ დარბაზის
დათვალიერებას შევუდექი.

განსაკუთრებით იმან გამაკვირვა, რომ ნახევრად დანგრეული იყო.

ფანჯრების ფერადი მინები, რომლებიც უბრალო გეომეტრიულ


ფიგურებს წარმოადგენდნენ, ზოგან ჩამსხვრეულიყო, სქელი
ფარდები კი მტვრის სქელ ფენას დაეფარა. თვალში ისიც მომხვდა,
რომ კიდე მარმარილოს მაგიდისა, რომელსაც მე ვუჯექი,
დაბზარულიყო. ამის მიუხედავად, დარბაზი ძალიან მდიდრული და
წარმტაცი ჩანდა. ალბათ, იქ ორასამდე კაცი იქნებოდა და მათი
უმრავლესობა ცნობისმოყვარეობით იყო შეპყრობილი _
ცდილობდნენ, იმდენად ახლოს დამსხდარიყვნენ ჩემთან,
რამდენადაც მოახერხებდნენ. პატარა თვალები მხიარულად
უელავდათ, როცა ხილს მიირთმევდნენ. ყველანი მსუბუქ, მაგრამ
გამძლე აბრეშუმის ქსოვილში იყვნენ გამოწყობილი.

თურმე ხილი მათ ერთადერთ საკვებს წარმოადგენს. შორეული


მომავლის ეს ადამიანები მკაცრად ვეგეტარიანელები იყვნენ და
დროებით მეც იძულებული გავხდი, მათსავით ხილი მეჭამა,
მიუხედავად იმისა, რომ ხორცი ძალიან მენატრებოდა. მოგვიანებით
შევიტყვე, რომ ცხენები, რქოსანი პირუტყვი, ცხვრები, ძაღლები იმ
დროისთვის უკვე აღარ არსებობდნენ, ისე, როგორც ერთ დროს
იქთიოზავრები გადაშენდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხილი
საოცრად გემრიელი იყო, განსაკუთრებით ერთი (რომლის მწიფობა
ჩემს იქ ყოფნას დაემთხვა) _ ფქვილოვანი რბილობით, სამწახნაგოვან

47
ნაჭუჭში. ის ჩემს მთავარ საკვებად იქცა. გაოგნებული ვიყავი საოცარი
ხილითა და ყვავილებით, მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე,
საიდან მოდიოდა ისინი.

ასეთი გახლდათ ჩემი პირველი სადილი შორეულ მომავალში.

ცოტა რომ დავნაყრდი, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე ამ ჩემთვის


ახალი ადამიანების ენა შემესწავლა. თავისთავად ცხადია, ეს
აუცილებელი გახლდათ. ვიფიქრე, ხილი დასაწყისისთვის ყველაზე
შესაფერისი თემა იქნება-მეთქი, ერთ-ერთი მათგანი ავიღე და
შევეცადე, კითხვის გამომხატველი ბგერებითა და ჟესტებით
დამემყარებინა ურთიერთობა. დიდხანს ვიწვალე, სანამ
მოვახერხებდი, რაიმე გამეგებინებინა მათთვის. თავიდან ჩემი
სიტყვები და ჟესტები მათ გაოცებულ მზერასა და თავშეუკავებელ
სიცილს იწვევდა, მაგრამ უცებ ერთი ქერათმიანი არსება, როგორც
ჩანდა, მიხვდა ჩემს განზრახვას და ერთი და იგივე სიტყვა
რამდენჯერმე გაიმეორა. ყველა აყაყანდა, ერთმანეთს რაღაცას
უხსნიდნენ. ჩემს პირველ მცდელობას, რამდენიმე მათი მშვენიერი,
მოკლე სიტყვა წარმომეთქვა, დიდი მხიარულება მოჰყვა,
მიუხედავად იმისა, რომ ისინი მასწავლიდნენ, თავს ისე ვგრძნობდი,
როგორც სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს შორის.

მალე ოცამდე არსებითი სახელი დავიმახსოვრე, შემდეგ კი ჩვენებითი


ნაცვალსახელებიც და „,ყოფნა“ ზმნამდეც კი მივედი. სწავლების
პროცესი ჯახირით მიდიოდა, პატარა არსებებს მალე მოსწყინდათ და
ვიგრძენი, რომ ისინი ჩემს შეკითხვებს გაურბოდნენ. სხვა რა ჩარა
იყო, ნელ-ნელა მომიწია მეცადინეობამ, მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს
ახალ ნაცნობებს ეს თვითონ სურდათ, ეს კი საკმაოდ იშვიათად

48
ხდებოდა. არასოდეს შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც ასეთი
უდარდელნი იყვნენ და ასე ადვილად იღლებოდნენ.

ყველაზე მეტად ამ ახალ სამყაროში იმან გამაკვირვა, რომ ამ


ადამიანებს ცნობისმოყვარეობა თითქმის მთლიანად
ატროფირებული ჰქონდათ. ბავშვებივით მოირბენდნენ ჩემთან
გაოცების შეძახილებით, სწრაფად შემათვალიერებდნენ, ინტერესს
მაშინვე კარგავდნენ და მტოვებდნენ, რომ ახალი სათამაშო
მოეძებნათ.

როცა ყველა დანაყრდა და მეც შეკითხვები შევწყვიტე, პირველად


შევნიშნე, რომ დარბაზში თითქმის აღარავინ დარჩა იმ ხალხისგან,
რომლებიც თავიდან იყვნენ ჩემ გარშემო. და რაც უნდა უცნაური
იყოს, მე თვითონაც მალე ვიგრძენი გულგრილობა ამ პატარა ხალხის
მიმართ. როგორც კი შიმშილის გრძნობა დავიკმაყოფილე, პორტიკის
გავლით მზით განათებულ სამყაროში გავედი. ყველგან ასეთ პატარა
ხალხს ვხედავდი, მომავლის ადამიანებს, რომლებიც მცირეოდენ
მანძილზე გამომედევნებოდნენ ხოლმე სიცილით და
გამოლაპარაკებას ცდილობდნენ, შემდეგ კი სიცილს წყვეტდნენ და
თავს მანებებდნენ.

როცა დარბაზიდან გამოვედი, ჰაერში უკვე ღამის სიჩუმე


ჩამომდგარიყო და გარშემო ყველაფერი ჩამავალი მზის თბილი
სხივებით იყო შეღებილი. თავიდან გარემომცველი სამყარო ძალიან
უცნაურად მეჩვენებოდა. ყველაფერი განსხვავებული ჩანდა იმ
სამყაროსგან; რომელსაც მიჩვეული ვიყავი _ ყვავილებიც კი.
უზარმაზარი შენობა, საიდანაც გამოვედი, ფართო მდინარის ხეობის
კალთაზე იდგა, მაგრამ ტემზას, სულ ცოტა, ერთი მილით შეეცვალა

49
თავისი ახლანდელი კალაპოტი. გადავწყვიტე, გორაკის თხემამდე
მიმეღწია, სადამდეც დაახლოებით ერთ-ნახევარი მილი იქნებოდა,
რათა მისი სიმაღლიდან გადამეხედა არემარისათვის ჩვენი
წელთაღრიცხვით რვაას ორი ათას სამოცდათერთმეტ წელს _ 802 071
AD _ სწორედ ამ თარიღს აჩვენებდა ისარი ჩემი მანქანის
ციფერბლატზე.

გზად მიმავალი ვცდილობდი, ყველაფერს დავკვირვებოდი. და


თუნდაც რაიმე ახსნა მომეძებნა განადგურების პირას მყოფი ამ
მშვენიერებისათვის, რა მდგომარეობაშიც ვიხილე სამყარო, _
განადგურების პირას კი ნამდვილად იყო. ოდნავ ზემოთ, გორაკზე,
დავინახე ალუმინით შემოლარტყული გრანიტის ვეებერთელა გროვა,
ციცაბო კედლების გიგანტური ლაბირინთი და წვრილად
დაფშვნილი ქვების გროვები, რომელთა შორის უხვად
ამოზრდილიყო საოცრად მშვენიერი მცენარეები. შესაძლოა, ეს
ჭინჭარი იყო, მაგრამ მის ფოთლებს მომხიბლავი ყავისფერი
დაჰკრავდათ და ახლანდელი ჭინჭრისგან განსხვავებით არ
გსუსხავდა. იქვე, ახლოს უზარმაზარი შენობის ნანგრევები იყო. ვერ
მივხვდი, ადრე რა დანიშნულება შეიძლებოდა ჰქონოდა. იქ კიდევ
ერთი უცნაური რამ. აღმოვაჩინე, მაგრამ ამას მოგვიანებით გეტყვით.

გორაკის კალთაზე ჩამოვჯექი, რათა ცოტა შემესვენა, და როცა


მივიხედ-მოვიხედე, შევნიშნე, რომ პატარა სახლები არსად ჩანდა.

ეტყობა, კერძო სახლები და კერძო მეურნეობა საბოლოოდ გაქრა.

აქა-იქ, სიმწვანეში, უზარმაზარ, სასახლის მსგავს შენობებს ვხედავდი,


მაგრამ პატარა სახლები და კოტეჯები, რომლებიც ასე
50
დამახასიათებელია თანამედროვე ინგლისის პეიზაჟისთვის, არ
დამინახავს.

„კომუნიზმია“, _ ვუთხარი ჩემს თავს და ამ აზრს სხვა ფიქრები


მოჰყვა.

პატარა ადამიანებს შევხედე, რომლებიც უკან მომყვებოდნენ, და უცებ


შევნიშნე, რომ ყველას სხვადასხვა, ხასხასა, მაგრამ ერთი და იმავე
თარგის სამოსი ეცვა, ყველას უწვერული სახე და ქალურად
მომრგვალებული კიდურები ჰქონდა. შეიძლება უცნაურად
მოგეჩვენოთ, რომ ეს ადრე ვერ შევნიშნე, მაგრამ ჩემ გარშემო ხომ
ყველაფერი უჩვეულო გახლდათ. ახლა კი ეს თვალში მეცა. მომავლის
კაცები და ქალები არც ჩაცმულობით, არც აღნაგობითა და მანერებით
არ განირჩევიან ერთმანეთისაგან, ერთი სიტყვით, არაფრით, რაც
დღეს კაცს ქალისგან განასხვავებს. ბავშვები მშობლების
მინიატიურული ასლები იყვნენ. ამიტომაც დავასკვენი, რომ იმ
ეპოქის ბავშვები ძალზე ადრეული განვითარებით გამოირჩევიან,
ყოველ შემთხვევაში, ფიზიკური განვითარებით მაინც. ჩემი ეს აზრი
მოგვიანებით მრავალჯერ დადასტურდა.

ვხედავდი, როგორი კმაყოფილი იყო და უზრუნველად ცხოვრობდა


ეს ხალხი და ჩემთვის სქესთა მსგავსება სავსებით გასაგები გახდა.
კაცის ძალა და ქალის სინაზე, ოჯახის ინსტიტუტი და შრომის
განაწილება მხოლოდ სასტიკი აუცილებლობაა საუკუნისა,
რომელსაც ფიზიკური ძალა მართავს. მაგრამ იქ, სადაც მოსახლეობა
მრავალრიცხოვანი და დაბალანსებულია, სადაც ძალმომრეობა
იშვიათი მოვლენაა, ბევრი ბავშვის დაბადება სახელმწიფოსთვის
არასასურველია, არც ოჯახის ინსტიტუტის აუცილებლობა არსებობს

51
და ამასთან, უეჭველად ქრება სქესთა დაყოფა, განპირობებული
ცხოვრებითა და ბავშვების აღზრდის საჭიროებით. ამ მოვლენის
პირველი ნიშნები უკვე ჩვენს დროში შეიმჩნევა, იმ შორეულ
მომავალში კი, უკვე მთლიანად დასრულებულია. ასეთი გახლდათ
დასკვნები, მაშინ რომ გამოვიტანე. მოგვიანებით შესაძლებლობა
მომეცა, დავრწმუნებულიყავი, რამდენად შორს იყო ჩემი აზრები
სინამდვილისგან.

როცა ამ საკითხზე ვფიქრობდი, ყურადღება მივაქციე ერთ ლამაზ,


პატარა ნაგებობას, რომელიც გუმბათიან ჭას ჰგავდა. თავში გამიელვა,
რა უცნაურია, რომ ჭები ჯერ კიდევ არსებობს-მეთქი.

ისევ ფიქრებში ჩავიძირე. გორაკის თხემამდე ერთი შენობაც აღარ


ჩანდა. სიარული განვაგრძე და მალე მარტო აღმოვჩნდი, რადგან
დანარჩენები ვერ მეწეოდნენ. თავისუფლების შეგრძნებით, უჩვეულო
თავგადასავლის მოლოდინით თხემისკენ მიმავალ აღმართს
შევუყევი.

როცა ავედი, რომელიღაც ყვითელი ლითონისგან გაკეთებული სკამი


დავინახე. რამდენიმე ადგილას მოწითალო ჟანგით იყო გამოჭმული
და რბილი ხავსით ნახევრად დაფარული. სახელურებს გრიფონის
თავის მსგავსი ფორმა ჰქონდათ. დავჯექი და შორეულ სივრცეს
გავხედე ჩამავალი მზით დაფერილს. არაჩვეულებრივად ლამაზი
ხედი გადაიშალა ჩემ თვალწინ. ის იყო, მზე ჰორიზონტს მიეფარა,
დასავლეთი ოქროსფრად ელავდა _ მეწამული და ალისფერი
ზოლები გადაჭიმულიყო მასზე ჰორიზონტალურად. ქვემოთ ველი
გადაწოლილიყო, რომელზეც მოელვარე ფოლადის ზოლებად ტემზა
იღუნებოდა რკალივით. უზარმაზარი ძველი სასახლეები, რომლებიც

52
უკვე ვახსენე, უხვ სიმწვანეში იყო მიმოფანტული. ზოგიერთი უკვე
ნანგრევებად ქცეულიყო, სხვებში კი ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ
ადამიანები. აქა-იქ, ამ უზარმაზარ, ბაღის მსგავს სამყაროში, თეთრი
თუ ვერცხლისფერი ქანდაკებები და გუმბათების თუ ობელისკების
მკვეთრი ვერტიკალური ხახები მოჩანდა. შემოღობილი არაფერი იყო,
ვერც ნიშანი შევნიშნე სადმე, რომელიც ამა თუ იმ ადგილის
მფლობელზე მიუთითებდა და ვერც მიწათმოქმედების კვალს
წავაწყდი. მთელი დედამიწა ერთ დიდ აყვავებულ ბაღად
გადაქცეულიყო.

ვუცქერდი ამ ყველაფერს და ვცდილობდი, ნანახიდან აზრი


გამომეტანა. და აი, როგორი დასკვნები გავაკეთე ჩემი დაკვირვებით
(მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ ისინი ცალმხრივი იყო და მხოლოდ
ნახევრად შეეფერებოდა სინამდვილეს).

მეგონა, კაცობრიობის კვდომას ვხედავდი. წითელმა ზოლმა


დასავლეთით მაფიქრებინა, კაცობრიობის დაისი დაიწყო-მეთქი.
პირველად ვიხილე ის მოულოდნელი შედეგები, რომლებამდეც
ჩვენი დროის საზოგადოებრივმა ურთიერთობებმა მიგვიყვანა. ახლა
იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ეს შედეგები სრულიად ლოგიკური
გახლდათ. ძალა აუცილებლობის შედეგია მხოლოდ.
უზრუნველყოფილ არსებობას დაკნინებამდე მივყავართ. ცხოვრების
პირობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვამ _ ჭეშმარიტმა პროგრესმა
ცივილიზაციისა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება უფრო
უზრუნველყოფილი გახადა, _ გარდაუვლად მიგვიყვანა საბოლოო
შედეგამდე. კაცობრიობა თაობიდან თაობამდე ბუნებაზე
გამარჯვებას ზეიმობდა. ის, რაც დღეს აუსრულებელ ოცნებად
გვეჩვენება, მახვილგონივრულად ჩაფიქრებულ და ხორცშესხმულ

53
პროექტებად იქცა. და აი, როგორი აღმოჩნდა მოსავალი, რომელიც მე
ვიხილე.

ბოლოს და ბოლოს, კაცობრიობის ჯანმრთელობის დაცვა და


მიწათმოქმედება ჩვენს დროში ჯერ კიდევ ჩანასახის
მდგომარეობაშია. მეცნიერებამ ადამიანთა სნეულებების
ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილს გამოუცხადა ომი, მაგრამ ის
შეუპოვრად, ჯიუტად განაგრძობს თავის საქმეს. მიწათმოქმედები და
მებაღეები, სადაც კი ხელი მიუწვდებათ, ანადგურებენ სარეველებს
და მხოლოდ სასარგებლო მცენარეები მოჰყავთ, სხვები კი თავის
გადასარჩენად ბრძოლისთვის არიან განწირული. თანდათან
ვაუმჯობესებთ ჩვენ მიერ შერჩეული მცენარეებისა და ცხოველების
რამდენიმე სახეობას მათგან კარგი ჯიშების გამოსაყვანად _ მოგვყავს
ახალი, საუკეთესო ჯიშის ფორთოხალი, უწიპწო ყურძენი, უფრო
სურნელოვანი და დიდი ყვავილები. რქოსანი პირუტყვის სელექციას
ვეწევით. ყველაფერს თანდათან ვაუმჯობესებთ, რადგან ჩვენი
წარმოდგენები იდეალზე ბუნდოვანია და ცდის საშუალებით
შექმნილი, ცოდნა კი _ უკიდურესად შეზღუდული. თვითონ ბუნებაც
კი მორიდებულია და ნელი ჩვენს მოუქნელ ხელებში. ოდესღაც ეს
ყველაფერი უკეთ იქნება ორგანიზებული. მიუხედავად მორევებისა,
დროის დინება განუხრელად წინ მიექანება. მთელი სამყარო
ოდესღაც გონიერი, განათლებული გახდება, ყველა ერთობლივად
იშრომებს და ეს ბუნების უსწრაფეს და სრულ დამორჩილებამდე
მიგვიყვანს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ბრძნულად, რუდუნებით
დავამყარებთ ბალანსს მცენარეულ და ცხოველურ სამყაროთა შორის
ჩვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც იმ დროის განმავლობაში,


რომელიც ჩემმა მანქანამ გაიარა. ჰაერში აღარ იყვნენ მწერები,

54
დედამიწაზე _ სარეველები და ობი. ყველგან გაჩნდა წვნიანი ხილი
და სურნელოვანი ლამაზი ყვავილები. ყველგან ჭრელჭრული
პეპლები დაფარფატებდნენ. პროფილაქტიკური მედიცინის იდეალი
მიღწეულ იქნა. სნეულების გამომწვევი მიკრობები განადგურდა.

ჩემი იქ ყოფნისას არ მინახავს რაიმე ნიშანიც კი გადამდები


სნეულებისა. ამ ყველაფრის წყალობით ლპობისა და რღვევის
პროცესებმა სრულიად განსხვავებული სახე მიიღო.

საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც დიდი გამარჯვება იქნა


მიღწეული. მე ვნახე, რომ ადამიანები შესანიშნავ სასახლეებში
ცხოვრობდნენ, ძვირფასი ტანსაცმელი ეცვათ და შრომა აღარ
სჭირდებოდათ. არც ბრძოლის კვალი ჩანდა სადმე _ პოლიტიკურის
თუ ეკონომიკურის. ვაჭრობა, მრეწველობა, რეკლამა, დღევანდელი
საზოგადოების საფუძველს რომ წარმოადგენს, მომავლის სამყაროში
საერთოდ გამქრალა. ბუნებრივია, იმ ოქროსფერ საღამოს ჩემი
გარემომცველი სამყარო უნებურად მიწიერ სამოთხედ მეჩვენა.
მოსახლეობის სიჭარბის პრობლემა აღარ არსებობდა, რადგან
კაცობრიობამ, როგორც ჩანს, ზრდა შეწყვიტა.

მაგრამ პირობების შეცვლა უეჭველად იწვევს შეგუებას. რა


წარმოადგენს ადამიანის გონებისა და ენერგიის მამოძრავებელ ძალას,
თუ მთელი ბიოლოგია ერთი დიდი შეცდომა არ არის? მხოლოდ
შრომა და თავისუფლება, ისეთი პირობები, როცა აქტიური, ძლიერი
და მარჯვე გადარჩება, სუსტი კი განადგურდება; პირობები,
რომლებიც უპირატესობას ანიჭებს ნიჭიერი, პატიოსანი ადამიანების
კავშირს, საკუთარი თავის ფლობის ხელოვნებას, მოთმინებასა და
გადაწყვეტილების მიღების უნარს. ოჯახი და მისგან გამოწვეული

55
გრძნობები: ეჭვიანობა, შთამომავლობის სიყვარული, მშობლის
თავგანწირვა _ ეს ყველაფერი გამართლებას პოულობს იმ გარდაუვალ
საფრთხეებში, ჩვენი ახალგაზრდა თაობის თავზე დამოკლეს
მახვილივით რომ ჰკიდია. მაგრამ სად არის ახლა ეს საფრთხეები?
უკვე ჩვენს დროშიც კი აპროტესტებენ ცოლქმრულ ეჭვიანობას, ბრმა
დედობრივ გრძნობებს, ყოველგვარ ვნებას, და ეს პროტესტი სულ
უფრო გაიზრდება, რადგან ყველა ეს გრძნობა უკვე ახლაც კი
აუცილებლად აღარ ითვლება. ისინი ჩვენი უბედურების წყაროა და
როგორც პირველყოფილი, ველური საზოგადოების გადმონაშთები,
შეუთავსებელია სასიამოვნო და ამაღლებულ ცხოვრებასთან.

ამ პატარა ადამიანების ფიზიკურ სისუსტეზე ჩავფიქრდი, მათ


გონებრივ უძლურებასა და უზარმაზარ ნანგრევებზე, ჩემ გარშემო
რომ ვხედავდი. ეს ყველაფერი ბუნებაზე საბოლოო გამარჯვების
შესახებ ჩემს ვარაუდს ადასტურებდა. ომის შემდეგ მშვიდობა
გამეფებულიყო.

კაცობრიობა იყო ძლიერი, ენერგიული და გონიერი. თავის უშრეტ


ენერგიას თავისი ცხოვრების პირობების შეცვლას ახმარდა. და აი,
შეცვლილმა პირობებმა გავლენა იქონია მათ შთამომავლობაზე.

სრული კომფორტისა და უსაფრთხოების ახალ პირობებში,


დაუცხრომელი ენერგია, რომელიც ჩვენს დროში ძალად ითვლება,
სისუსტედ უნდა ქცეულიყო. ჩვენს დროშიც კი ზოგიერთი
მიდრეკილება და სურვილი, ერთ დროს ადამიანის გადარჩენისთვის
აუცილებელი, მისი დაღუპვის მიზეზი გახდა. მაგალითად, სიმამაცე
და მებრძოლი ხასიათი დიდად ვერაფრით ეხმარება ცივილიზებულ
ადამიანს, პირიქით, შეიძლება დაბრკოლებადაც ექცეს. იმ

56
სახელმწიფოში კი, რომელიც ფიზიკურ წონასწორობასა და
კეთილდღეობას ემყარება, ინტელექტუალური თუ გონებრივი
უპირატესობა სავსებით უადგილო იქნებოდა.

მე იმ დასკვნამდე მივედი. რომ ათასწლეულების განმავლობაში


დედამიწაზე არ არსებობდა საფრთხე არც ომის, არც ძალმომრეობის,
არც ველური მხეცების, არც დამასნებოვნებელი მიკრობების. არ
არსებობდა არც შრომის აუცილებლობა. ასეთ პირობებში ისინი,
ვისაც ჩვენ სუსტებს ვუწოდებთ, სულაც არ იყვნენ სუსტები და ისევე
ადვილად ახერხებდნენ შეგუებას, როგორც ძლიერები. უფრო მეტიც.
ისინი უკეთესადაც კი იყვნენ შეგუებული, რადგან ძლიერს ანგრევდა
ის შინაგანი ენერგია, გამოსავალს რომ ვერ პოულობდა. სრულიად
უდავო გახლდათ, რომ ის საოცრად ლამაზი შენობები, რომლებიც მე
ვნახე, იყო შედეგი კაცობრიობის უკანასკნელი ძალისხმევისა იმის
წინ, სანამ ცხოვრების სრულ ჰარმონიას მიაღწევდა _ უკანასკნელი
გამარჯვება, რომლის შემდეგ საბოლოოდ დამყარდა მშვიდობა.
ასეთია გარდაუვალი ბედი ყოველი ენერგიისა სრულიად უსაფრთხო
პირობებში _ როდესაც საბოლოოდ მიაღწევს მიზანს, ის ჯერ კიდევ
ეძებს გამოსავალს ხელოვნებაში, ეროტიკაში, შემდეგი საფეხური კი
უძლურება და დაცემაა.

თვით ხელოვნების მამოძრავებელი იმპულსებიც კი, ბოლოს და


ბოლოს, უნდა გამქრალიყვნენ და თითქმის გამქრალან კიდეც იმ
დროში, რომელშიც მე აღმოვჩნდი. თავის ყვავილებით მორთვა, ცეკვა
და სიმღერა მზის შუქზე _ აი, ესღა დარჩა არტისტული
მიდრეკილებებისაგან. მაგრამ, ესეც კი, ბოლოს და ბოლოს,
თვითკმაყოფილი უმოქმედობით უნდა შეცვლილიყო. ყველა ჩვენს
უნარსა და გრძნობას ტკივილისა და აუცილებლობის სალესი
ამძაფრებს და ეს საძულველი სალესი, ბოლოს და ბოლოს, გატყდა.

57
სანამ ჩამოწოლილ სიბნელეში ვიდექი, მეჩვენებოდა, რომ ამ მარტივი
ახსნა-განმარტებით სამყაროს პრობლემას გასაღები მოვუძებნე და
მშვენიერი, პატარა ხალხის საიდუმლოებებს ჩავწვდი. იქნებ მათ
მიაგნეს შობადობის შეზღუდვის ეფექტურ საშუალებას და
მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა კიდეც. სწორედ ეს შეიძლებოდა
ყოფილიყო მიზეზი მიტოვებული სასახლეების ნანგრევებისა.
ჩემეული ახსნა ძალიან მარტივიც გახლდათ და საკმაოდ
დამაჯერებელიც, ისევე, როგორც მრავალი მცდარი თეორია.

როცა ადამიანის ამ საოცარ და უდავო ტრიუმფზე ვფიქრობდი,


ჩრდილო-აღმოსავლეთით ვერცხლისფერი ზოლიდან ყვითელი
მთვარე ამოცურდა. ქვემოთ ადამიანების პატარა ნათელმა ფიგურებმა
მოძრაობა შეწყვიტეს. ბუმ უხმაუროდ ჩაიქროლა. შეღამებასთან
ერთად ისე აცივდა, ამაკანკალა. გადავწყვიტე, დრო იყო, გორაკიდან
ჩავსულიყავი და ღამის გასათევზე მეფიქრა.

თვალით ნაცნობი შენობები მოვიძიე. ჩემი მზერა ბრინჯაოს


კვარცხლბეკზე მდგარ თეთრ სფინქსზე შეჩერდა. ამომავალი მთვარის
სულ უფრო კაშკაშა შუქზე ფიგურების მოხაზულობა თანდათან
მკვეთრდებოდა. უკვე შემეძლო მკაფიოდ გამერჩია მის გვერდით
ვერცხლისფერი ალვის ხე, როდოდენდრონების ბუჩქების წყება,
მთვარის შუქზე მუქად რომ მოჩანდნენ. აი, მდელოც. კიდევ ერთხელ
შევავლე თვალი და უცებ შიშმა ამიტანა.

„არა, _ დარწმუნებით ვუთხარი საკუთარ თავს, _ ეს ის მდელო არ


არის“.

58
მაგრამ სწორედ იგივე მდელო გახლდათ. ფერმკრთალი, თითქოს
კეთრისგან დაჭმული სფინქსის სახე მისკენ იყო მიმართული.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა დამემართებოდა, როცა ამაში
დავრწმუნდი! დროის მანქანა აღარ ჩანდა!

თითქოს მათრახი გადამიჭირეს სახეზე. მაშინვე თავში გამიელვა


საშინელმა აზრმა, რომ უკან ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი,
სამუდამოდ, უმწეოდ დავრჩებოდი ამ ახალ, უცნაურ სამყაროში!
მხოლოდ ამაზე ფიქრიც კი უკიდურესად მტანჯველი იყო. თითქოს
ყელში წამიჭირესო, სუნთქვა შემეკრა. ძრწოლამ ამიტანა და დიდი
ნახტომებით ფერდობიდან დავეშვი. ერთხელ დავეცი კიდეც და სახე
გავიჭერი, მაგრამ სისხლის შეჩერება არც მიცდია. ფეხზე წამოვხტი და
ისევ გავიქეცი. ვგრძნობდი, სისხლის თბილი ნაკადი როგორ
მეღვრებოდა ლოყებზე. გავრბოდი და საკუთარ თავს ვუმტკიცებდი:
,,უბრალოდ, ალბათ, ადგილი შეუცვალეს, ბუჩქის ძირას დადეს, რომ
გზაზე ხელი არავისთვის შეეშალა“. მიუხედავად ამისა,
თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი. ხანდახან ყველაზე საშინელი შიში
რწმენას წარმოშობს, მაგრამ მე იმთავითვე ვიცოდი, რომ ეს
ყველაფერი სისულელე იყო და თავს ვიტყუებდი მხოლოდ.
წინათგრძნობა მკარნახობდა, რომ მანქანა სადღაც, ჩემთვის
მიუწვდომელ ადგილას წაიღეს. სულს ძლივს ვითქვამდი. გორაკის
თხემიდან მდელომდე დაახლოებით ორი მილი იქნებოდა და ეს
მანძილი ათ წუთში გავიარე. და მე ხომ აღარც ისე ახალგაზრდა ვარ.
გავრბოდი და თან ხმამაღლა ვწყევლიდი ჩემს სულელურ
წინდაუხედაობას, მანქანა ასე ბედის ანაბარად რომ მიმატოვებინა, და
გული ამოვარდნაზე მქონდა. რაც ძალა მქონდა, დავიყვირე, მაგრამ
არავინ გამომეხმაურა. მთვარით განათებულ სამყაროში ერთი
სულიერიც არ ჭაჭანებდა!

59
როცა მდელომდე მივირბინე, ჩემი ყველაზე საშინელი შიში
გამართლდა: მანქანა არსად ჩანდა. ღონე წამერთვა და სიცივემ
ამიტანა. ბუჩქების ტევრს მიღმა ცარიელ სივრცეს გავცქეროდი.
შემდეგ გამძვინვარებულმა მათ გარშემო სწრაფად შემოვურბინე,
თითქოს მანქანა სადმე ახლოს შეიძლებოდა ყოფილიყო დამალული
და ერთბაშად შევჩერდი და თავში ხელი ვიტაცე. ჩემ ზემოთ,
ბრინჯაოს კვარცხლბეკზე, სფინქსი წამომართულიყო _ თეთრი,
თითქოს კეთრისგან დაჭმული, მთვარის შუქით მკვეთრად
განათებული. ისე ჩანდა, თითქოს დამცინავად ეღიმებოდა ჩემს
გაჭირვებაზე.

თავი შეიძლებოდა იმ აზრით მენუგეშებინა, რომ ამ პატარა ხალხმა


მანქანა რომელიღაც შენობაში დამალა, მაგრამ დარწმუნებით
ვიცოდი, რომ საამისო არც ძალა ეყოფოდათ და არც ჭკუა.

არა, მე ახლა მზარავდა ახალი, აქამდე ჩემთვის უცნობი ძალის


გამოჩენა, რომელმაც შესაძლოა, ჩემი გამოგონება გაიტაცა. მხოლოდ
ერთი რამ არ მეეჭვებოდა: თუ რომელიღაც სხვა საუკუნეში ზუსტად
ისეთივე მექანიზმი არ გამოუგონიათ, ჩემი მანქანა უჩემოდ დროში
სამოგზაუროდ ვერ წავიდოდა. ბერკეტების დამაგრების
საიდუმლოება არ ეცოდინებოდათ _ მოგვიანებით გაჩვენებთ ეს რაში
მდგომარეობს _ და მისი გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა. გარდა
ამისა, ბერკეტები მე მქონდა. ჩემი მანქანა გადაიტანეს, სადღაც
სივრცეში დამალეს, მაგრამ დროში ხომ არა? და სად?

მგონი, ჭკუიდან გადავედი. მახსოვს, გამძვინვარებული აქეთ-იქით


ვაწყდებოდი მთვარის შუქით განათებულ ბუჩქებს შორის, სფინქსის
გარშემო. მახსოვს, როგორ შევაშინე რომელიღაც თეთრი ცხოველი,

60
რომელიც მთვარის შუქზე ფურირმად მივიჩნიე. კიდევ ის მახსოვს,
რომ გვიან ღამით ბუჩქებს მუშტები დავუშინე, სანამ მოტეხილმა
ტოტებმა ხელები არ დამიკაწრა და დამისისხლიანა. შემდეგ
ქვითინით, არაქათგამოცლილი ქვის დიდი შენობისკენ გავემართე.
მის დიდ დარბაზში სიბნელე და სიჩუმე დამხვდა. არავინ ჩანდა.
უსწორმასწორო იატაკზე გავსრიალდი, მალაქიტის ერთ-ერთ
მაგიდაზე დავეცი და ფეხი კინაღამ მოვიტეხე. ასანთი ავანთე და
დამტვერილ ფარდებს ჩავუარე, რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ.

შემდეგ იყო მეორე, დიდი დარბაზი, ბალიშებით მოგებული,


რომლებზეც ოცამდე პატარა ადამიანს ეძინა. ჩემი მეორედ გამოჩენა
მათ, რა თქმა უნდა, უცნაურად მოეჩვენებოდათ. მე ხომ იქ ისე
მოულოდნელად გავჩნდი ღამის სიბნელესა და სიჩუმეში, გაუგებარი
სასოწარკვეთილი ყვირილითა და ანთებული ასანთით ხელში.
ასანთი ხომ იმ დროში მივიწყებული აქვთ.

_ სად არის ჩემი დროის მანქანა? _ ვღრიალებდი გაბრაზებული


ბავშვივით. ზოგიერთს ვეცი და შევანჯღრიე კიდეც. ეტყობა, ამან
ისინი ძალიან გააკვირვა. ზოგი იცინოდა, სხვები შეშინებული
ჩანდნენ. როცა ადგნენ და ჩემ გარშემო შემოჯარდნენ, მივხვდი,
სულელურად მოვიქეცი, როცა შევეცადე, მათში შიშის გრძნობა
გამეღვიძებინა. დღის განმავლობაში მათი ქცევების მიხედვით
ადვილად შემეძლო მიხვედრა, რომ ეს გრძნობა აღარ გააჩნდათ.

ასანთი გადავაგდე, ადგილს სწრაფად მოვწყდი და გზად შემხვედრი


ერთ-ერთი მათგანი წავაქციე. ხელის ცეცებით გავიარე დიდი
სასადილო დარბაზი და მთვარის შუქზე გავედი. ჩემ უკან უცებ
შეძახილები და პატარა ფეხების ტყაპატყუპი მომესმა, აქეთ-იქით რომ

61
დარბოდნენ, თუმცა, მაშინ ამის მიზეზს ვერ მივხვდი. ვერც ვიხსენებ,
რას ვაკეთებდი, როცა მთვარე კიდევ უფრო ამაღლდა ცაზე.
მოულოდნელმა დანაკარგმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. ჩემი
თანამედროვეებისგან თავს სამუდამოდ მოწყვეტილად ვგრძნობდი,
თითქოს რაღაც უცნაური ცხოველი ვიყავი უცხო გარემოში.
გაშმაგებული აქეთ-იქით ვაწყდებოდი, ვღრიალებდი და ვწყევლიდი
ღმერთსა და ჩემს ბედს. მახსოვს, როგორ გავიტანჯე იმ საშინელ,
დაუსრულებელ ღამეს, სად არ დავეხეტებოდი სასოწარკვეთილი,
ხელის ფათურით დავბოდიალებდი მთვარის შუქით განათებულ
ნანგრევებს შორის და ბნელ კუთხეებში უცნაურ, თეთრ არსებებს
ვაწყდებოდი, მახსოვს, ბოლოს, როგორ დავეცი სფინქსის ახლოს
გულამოსკვნილი ქვითინით. ტანჯვის მეტი აღარაფერი შემრჩა.
შემდეგ ჩამეძინა და როცა გამეღვიძა, უკვე გათენებულიყო. ჩემ
გარშემო, ხელის გაწვდენაზე, რამდენიმე ბეღურა დახტოდა.

დილის სიგრილით გამოცოცხლებული წამოვჯექი და შევეცადე,


გამეხსენებინა, როგორ მოვხვდი იქ და რატომ მქონდა მარტოობისა
და განწირულობის ასეთი საშინელი გრძნობა. ყველაფერი ნათლად
გამახსენდა, მაგრამ მზის შუქზე მეყო ძალა, გარემოებებისთვის
მშვიდად შემეხედა და თვალი გამესწორებინა. გუშინდელი ჩემი
საქციელის მთელ აბსურდულობას მივხვდი და შევეცადე,
გონივრულად განმესაჯა ყველაფერი.

„მოდი, ყველაზე უარესი წარმოვიდგინოთ, _ ვეუბნებოდი საკუთარ


თავს, _ ვთქვათ, მანქანა საბოლოოდ დაკარგულია და შეიძლება
განადგურებულიც. აქედან მხოლოდ ის გამოდის, რომ მე მომთმენი,
მშვიდი უნდა ვიყო, ამ ხალხის ცხოვრებას გავეცნო, გავიგო, რა
დაემართა ჩემს მანქანას და შევეცადო საჭირო ნაწილები და
ინსტრუმენტები ვიშოვო. ბოლოს და ბოლოს, ახალი მანქანა უნდა

62
გავაკეთო. მაგრამ ეს ახლა ჩემი ერთადერთი იმედია, მართალია,
ძალიან სუსტი, მაგრამ მაინც უკეთესი, ვიდრე სასოწარკვეთილება.
და, ყოველ შემთხვევაში, ეს ხომ საინტერესო, მშვენიერი სამყაროა...
მაგრამ, თუ მანქანა სადმე წაიღეს, მაშინაც მოთმინებაა საჭირო.
როგორმე უნდა მოვახერხო და მივაგნო.

ამ დასკვნამდე მისული წამოვდექი და გარშემო მიმოვიხედე იმ


ადგილის ძიებაში, სადაც ბანაობას შევძლებდი. დაღლილი ვიყავი,
სხეული გაშეშებული და ჭუჭყიანი მქონდა. ცინცხალი დილა
სურვილს მიჩენდა, თვითონაც სუფთა და ცინცხალი ვყოფილიყავი.

ნერვიულობა ქანცს მაცლიდა. ისევ ჩემს მდგომარეობაზე ვფიქრობდი


და მიკვირდა, გუშინ ის სისულელეები რამ ჩამადენინა-მეთქი.

ყურადღებით მოვათვალიერე პატარა მდელო. დრო ამაოდ დავხარჯე


ჩამვლელების გამოკითხვაზე. ჩემი ჟესტები არავის ესმოდა: ზოგი
მეტისმეტად ჩლუნგი ჩანდა, სხვები ჩემს სიტყვებს რატომღაც
ხუმრობად იღებდნენ. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ მათ მოცინარი
სახეებისთვის სილა არ გამეწნა. რა თქმა უნდა, სულელური იმპულსი
იყო, მაგრამ ჩემში ჩაბუდებული შიშისა და ბრმა მრისხანების ეშმაკი
ჯერ კიდევ არ იყო ლაგამამოდებული და ცდილობდა, თავისი ნება
მოეხვია ჩემთვის.

ძალიან დამეხმარა ხშირი ბალახი. სფინქსის კვარცხლბეკსა და ჩემს


ნაკვალევს შორის, სადღაც შუაში, იქ, სადაც გადაყირავებულ
მანქანასთან ვჯახირობდი ჩამოსვლისას, მიწაზე ახალი ნაღარი
დავინახე. იქ სხვა კვალიც ჩანდა: ფეხის უცნაური, ვიწრო ანაბეჭდები,
რომლებიც, როგორც მომეჩვენა, ზოზინას დანატოვარი უნდა
63
ყოფილიყო. ამან წამაქეზა, კვარცხლბეკი უფრო გულდასმით
დამეთვალიერებინა. მგონი, უკვე გითხარით, რომ ბრინჯაოსგან იყო
ჩამოსხმული, მაგრამ ერთი მთლიანი ფილისგან შედგებოდა და
ორივე მხრიდან ოსტატურად შესრულებული პანელებით გახლდათ
მორთული. ახლოს მივედი და დავაკაკუნე. აღმოჩნდა, რომ შიგნით
ღრუ იყო. პანელებს არც სახელურები ჰქონდა და არც საკლიტე,
მაგრამ თუ ისინი კარები იყო, როგორც მე ვივარაუდე, შესაძლოა,
შიგნიდან იღებოდა. ყოველ შემთხვევაში, ნათელი იყო _ გონების
დიდი დაძაბვა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ჩემი მანქანა ამ
კვარცხლბეკში იყო, მაგრამ როგორ აღმოჩნდა იქ, კვლავაც გამოცანად
რჩებოდა.

უცებ თვალი მოვკარი ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყობილ ორ


ადამიანს, რომლებიც ბუჩქებსა და აყვავებულ ვაშლის ხეებს შორის
მიდიოდნენ. შევბრუნდი და ორივე ხელის დაქნევით ჩემკენ
ღიმილით მოვიხმე. როცა მომიახლოვდნენ, ხელი კვარცხლბეკისკენ
გავიშვირე და შევეცადე, ამეხსნა, მისი გაღება მინდა-მეთქი. მაგრამ
ჩემს პირველივე ჟესტზე უცნაურად მოიქცნენ. არ ვიცი, შევძლებ თუ
ვერა, გადმოგცეთ, როგორი გამომეტყველება აღებეჭდათ სახეებზე.
წარმოიდგინეთ, ვითომ რაიმე უხამსი ჟესტი გააკეთეთ კარგად
აღზრდილი ქალბატონის თანდასწრებით _ სწორედ ასეთი სახით
შემოგხედავდათ ის ქალბატონი. ისე წავიდნენ, ვითომ დიდი
შეურაცხყოფა მიმეყენებინოს მათთვის. შემდეგ თეთრ ტანსაცმელში
გამოწყობილ ლამაზ ბიჭს დავუძახე, მაგრამ შედეგი ზუსტად იგივე
აღმოჩნდა. ისე მოიქცა, რომ საკუთარი თავის შემრცხვა, მაგრამ
დროის მანქანა აუცილებლად მჭირდებოდა და არ მოვეშვი. მან
ზიზღით მაქცია ზურგი. მოთმინება დავკარგე, სამი ნახტომით
მასთან გავჩნდი, მისივე გრძელი ტანსაცმლის კალთა კისერზე
შემოვახვიე და სფინქსისკენ წავათრიე, მაგრამ ბიჭს სახეზე ისეთი
საშინელება და ზიზღი გამოეხატა, რომ მაშინვე გავუშვი.

64
მაინც არ ვნებდებოდი. ბრინჯაოს პანელებს მუშტები დავცხე.
მომეჩვენა, რომ შიგნით რაღაც შეირხა. უფრო ზუსტი რომ ვიყო,
ჩახითხითების მსგავსი ხმა გავიგონე, მაგრამ, ალბათ, შევცდი.
მდინარის პირას დიდი ქვა შევარჩიე, დავბრუნდი და მანამდე
ვურტყი კვარცხლბეკს, სანამ ერთ-ერთი პანელი არ დაიჭყლიტა და
მწვანე ნამცეცები არ ჩამოსცვივდა. ამ პატარა, სუსტ ხალხს, ალბათ,
მილის რადიუსში მაინც ესმოდა ძლიერი დარტყმების ხმა, მაგრამ
მაინც არაფერი გამომივიდა. ვხედავდი გორაკის ფერდობს შეფენილ
ხალხის მასას, მალულად რომ მადევნებდა თვალს. გაბოროტებული,
დაქანცული მიწაზე ჩავჯექი, მაგრამ მოუთმენლობა დიდხანს ერთ
ადგილზე ვერ გამაჩერებდა. მეტისმეტად ენერგიული ადამიანი ვარ
საიმისოდ, რომ რაღაც გაურკვეველს ველოდო. შემიძლია წლობით
ვიმუშაო რომელიღაც პრობლემაზე, მაგრამ უმოქმედობა ოცდაოთხი
საათის განმავლობაში სულ სხვა საქმეა.

მალე ავდექი და უმიზნოდ ხეტიალს მოვყევი ბუჩქების ახლო-მახლო,


შემდეგ კი გორაკისკენ გავემართე.

„მოთმინება, _ ვუთხარი საკუთარ თავს, _ თუ გინდა, მანქანა


დაიბრუნო, ამ სფინქსს თავი დაანებე. თუ ვიღაცამ შენთვის მისი
წართმევა გადაწყვიტა, სფინქსის ბრინჯაოს პანელის მტვრევა
არაფერს გიშველის. და თუკი მის გამტაცებელს ბოროტი განზრახვა
არ ჰქონია, მაშინ მის დაბრუნებას მაშინვე მოახერხებ, როგორც კი
ამათ გააგებინებ, რომ მანქანის დაბრუნება გინდა. უაზრობაა აქ
ჯდომა უცხო საგნებს შორის და არაფერს მოგცემს ამ თავსატეხზე
ფიქრი. ეს პირდაპირი გზაა სიგიჟისაკენ. ჯობია, ირგვლივ
მიმოიხედო, დააკვირდე ყველაფერს და ამ ხალხის ზნე-ჩვეულებები

65
შეისწავლო. ერიდე ნაჩქარევად დასკვნის გამოტანას. ბოლოს და
ბოლოს, ყველაფერს მოუძებნი გასაღებს“.

შემდეგ მოულოდნელად მთელი ჩემი თავგადასავლის კომიკური


მხარე დავინახე. გამახსენდა მუხლჩაუხრელი სწავლისა და შრომის
წლები _ რამდენი ვიწვალე, რომ მომავალში მოვხვედრილიყავი და
ახლა კი როგორ მინდოდა იქიდან თავის დაღწევა! მე ხომ საკუთარი
ხელებით ავაწყვე ურთულესი მანქანა, ყველაზე უიმედო მახე,
რომელიც კი ადამიანს ოდესმე შეუქმნია. სამხიარულო რა მქონდა, _
მსხვერპლი ხომ თვითონ მე ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი
და გადავიხარხარე.

უზარმაზარი სასახლის დარბაზში შესულმა დავინახე, რომ პატარა


ხალხი თავს მარიდებდა. შეიძლება სხვა მიზეზიც იყო. მაგრამ ერთ-
ერთი მიზეზი ბრინჯაოს კვარცხლბეკის მტვრევასთან უნდა
ყოფილიყო დაკავშირებული. მოკლედ, აშკარად ვგრძნობდი, რომ
გამირბოდნენ, მაგრამ შევეცადე, ამისთვის მნიშვნელობა არ
მიმენიჭებინა და მათთან გამოლაპარაკება აღარ მიცდია.

ერთ-ორ დღეში ყველაფერი ძველებურად იყო. რამდენადაც შემეძლო,


მათი ენის შესწავლას ვაგრძელებდი და თან დროდადრო
გამოკითხვებით ჩემი მანქანის ადგილსამყოფლის დადგენას
ვცდილობდი. არ ვიცი, მათი ენა იყო მეტისმეტად მარტივი თუ მის
ფაქიზ ნიუანსებს ვერ ჩავწვდი, მაგრამ ის, ჩემი აზრით, მხოლოდ
არსებითი სახელებისა და ზმნებისგან შედგებოდა. განყენებული
ცნებები ძალიან ცოტა, უფრო სწორად, საერთოდ არ იყო, ისევე,
როგორც გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიტყვები. მარტივი
ფრაზებით ლაპარაკობდნენ, რომლებიც სულ ორი სიტყვისაგან

66
შედგებოდა და ვერ ვახერხებდი აზრის გაგებას ან გამოთქმას
უმარტივესი შეკითხვების დასმისა და პასუხის გარდა. გადავწყვიტე,
ფიქრები ჩემი დროის მანქანასა და სფინქსის ბრინჯაოს კარის
საიდუმლოზე მეხსიერების უშორეს კუნჭულებში გადამემალა, სანამ
დაგროვილი ცოდნა მასთან ბუნებრივი გზით არ მიმიყვანდა. მაგრამ
გრძნობა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც გასაგები
იქნება, მკარნახობდა, ჩამოსვლის ადგილიდან შორს არ წავსულიყავი.

როგორც ვხედავდი, სიუხვე და ფუფუნება, რამაც ტემზის ველზე


გამაკვირვა, მთელ გარემომცველ სამყაროში იგრძნობოდა.
თითოეული გორაკიდან უამრავ შესანიშნავ შენობას ვხედავდი
სხვადასხვა მასალისგან ნაშენებსა და სტილით ერთმანეთისგან
განსხვავებულს. ყველგან ჩანდა მარადმწვანე მცენარეების ტევრი,
აყვავებული ხეები და მაღალი გვიმრები· აქა-იქ ვერცხლისფრად
ლივლივებდა წყლის სარკისებური უშფოთველი ზედაპირი, შორს კი,
მოცისფრო, ტალღისებური გორაკები ჩამწკრივებულიყო, ჰაერის
გამჭვირვალე სილურჯეს რომ ერწყმოდნენ. ჩემი ყურადღება
პირველივე დანახვისთანავე მიიპყრო მრგვალმა ჭებმა, რომელთაგან
ბევრი, ეტყობა, ძალიან ღრმა იყო. ერთ-ერთს გორაკის ფერდობზე
წავაწყდი, იმ ბილიკთან, რომელსაც ჩემი პირველი გასეირნების
დროს დავადექი.

როგორც სხვა ჭებს, მასაც ბრინჯაოს ჩარჩო ჰქონდა შემოვლებული და


წვიმისგან პატარა გუმბათი იცავდა. როცა ამ ჭების ახლოს ვიჯექი და
უკუნ წყვდიადს ჩავყურებდი, მათში წყლის ლივლივს ან ანთებული
ასანთის ანარეკლს ვერ ვხედავდი. მაგრამ ყველგან ხმები ისმოდა _
ბუჰ, ბუჰ, ბუჰ, _ უზარმაზარი მანქანების ხმაურის მსგავსი. ასანთის
ალის ბრიალზე დავრწმუნდი, რომ ჭის სიღრმეში გამუდმებით
ჩაედინებოდა სუფთა ჰაერი. ერთ-ერთში ქაღალდის ნაგლეჯი

67
ჩავაგდე და ნაცვლად იმისა, ნელა, ფარფატით წასულიყო, სწრაფად
ჩაეშვა ქვემოთ და გაქრა.

მალე შევამჩნიე, რომ ამ ჭებსა და გორაკების ფერდობებზე შეფენილ


მაღალ კოშკებს შორის რაღაც კავშირი არსებობდა. მათ ზემოთ ჰაერი
დროდადრო ლივლივებდა, სწორედ ისე, ზღვის ნაპირზე რომ
გინახავთ ცხელ დღეს. ამ ყველაფრის შეჯერებით იმ დასკვნამდე
მივედი, რომ კოშკები, ჭებთან ერთად, იდუმალებით მოცულ
რომელიღაც მიწისქვეშა ვენტილაციის სისტემაში შედიოდნენ.
თავიდან მეგონა, მათ სანიტარიული მიზნებისთვის იყენებდნენ.
ასეთი დასკვნა ლოგიკური ჩანდა, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა,
რომ ვცდებოდი.

საერთოდ, უნდა ვაღიარო, რომ მომავალში ყოფნისას ძალიან მცირე


რამ შევიტყვე წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის სისტემისა და
მსგავსი კომუნიკაციების შესახებ. უტოპიურ წიგნებში, მომავალს რომ
გვიხატავდნენ, ყოველთვის დაწვრილებით იყო აღწერილი სახლები,
საზოგადოებრივი წესრიგი და მსგავსი რამეები. ასეთი წვრილმანების
მოფიქრებაზე ადვილი არაფერია, როცა მთელი სამყარო ავტორის
თავში არსებობს მხოლოდ, მაგრამ მოგზაურისთვის, რომელიც
ჩემსავით უცნობ სინამდვილეში მოხვდა, თითქმის შეუძლებელია ამ
ყველაფრის გაგება ხანმოკლე დროის განმავლობაში. წარმოიდგინეთ
ზანგი, რომელიც პირდაპირ ცენტრალური აფრიკიდან მოხვდა
ლონდონში. რას უამბობს ის დაბრუნებისას თავისი ტომის ხალხს?
რას გაიგებს ის რკინიგზის კომპანიებზე, საზოგადოებრივ
მოძრაობებზე, ტელეფონსა და ტელეგრაფზე, სატრანსპორტო
კანტორებსა და საფოსტო დაწესებულებებზე? თუმცა. ჩვენ
შევეცდებოდით, ყველაფერი ეს აგვეხსნა მისთვის. მაგრამ როგორ
მოახერხებდა, თუნდაც იმის გადაცემას, რასაც გაიგებდა? როგორ

68
დააჯერებდა თანამოძმეებს ნაამბობის სიმართლეში? ისიც
გაითვალისწინეთ, რომ ზანგი შედარებით ახლოს დგას დღევანდელ
თეთრკანიანთან, ჩემსა და ოქროს საუკუნის ადამიანებს შორის კი
უფსკრული შეუდარებლად დიდი გახლდათ. ბევრი ისეთი რამის
არსებობას ვგრძნობდი, რაც ჩემს თვალთაგან დაფარული იყო და ეს
მაიმედებდა, მაგრამ, გარდა ზოგადი შთაბეჭდილებისა ერთგვარი,
ავტომატურად მოქმედი ორგანიზაციის შესახებ, სამწუხაროდ, ცოტა
რამის გადმოცემა შემიძლია.

კრემატორიუმების, საფლავებისა და საზოგადოდ, სიკვდილთან


დაკავშირებული რამის კვალს არსად წავწყდომივარ. თუმცა,
სრულიად შესაძლებელია, რომ სასაფლაო (ან კრემატორიუმი) იყო
კიდეც სადღაც იმ არეალს მიღმა, რომელშიც მე მომიწია ყოფნამ. ეს
ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი გახლდათ, რომელიც თავიდანვე
მაინტერესებდა, მაგრამ კარგა ხანს საიდუმლოებით მოცული
რჩებოდა.

სასაფლაოების არარსებობამ გამაოგნა და შემდგომი კვლევებისკენ


მიბიძგა, რამაც კიდევ უფრო განსაცვიფრებელ აღმოჩენამდე
მიმიყვანა: მომავლის ადამიანებს შორის საერთოდ არ იყვნენ
მოხუცები და უძლურები.

უნდა ვაღიარო, რომ მალე ჩემი თავდაპირველი თეორია


ავტომატურად მოქმედი ცივილიზაციისა და კრიზისში მყოფი
კაცობრიობის შესახებ აღარ მაკმაყოფილებდა. თუმცა, უკეთესიც
ვერაფერი მოვიფიქრე. აი, რა მირევდა თავგზას: ყველა დიდი
სასახლე, რომლებიც გამოვიკვლიე, მხოლოდ და მხოლოდ
საცხოვრებლად გამოიყენებოდა – თავიანთი უზარმაზარი

69
სასადილოებითა და საძინებლებით. მანქანასა და სხვა
მოწყობილობებს არსად წავწყდომივარ. და ეს მაშინ, როცა ადამიანებს
შესანიშნავი ტანსაცმელი ეცვათ, რომელსაც დროდადრო განახლება
სჭირდებოდა. მათი სანდლებიც, მართალია, ყოველგვარი ზედმეტი
მორთულობის გარეშე, მშვენიერი და რთული ნაკეთობის ნიმუშს
წარმოადგენდა. ამ ნივთებს ხომ დამზადება სჭირდებოდა, პატარა
ხალხი კი რაიმეს შექმნის არავითარ მიდრეკილებას არ ამჟღავნებდა.
არც საამქროები ჩანდა სადმე, არც სახელოსნოები. არც ის ეტყობოდა,
რომ საქონელი საიდანმე შემოჰქონდათ. მთელ დროს თამაშში,
ცურვაში, ხუმრობანარევ ფლირტსა და ჭამაში ატარებდნენ.
ვერაფრით ვხვდებოდი, რაზე იყო დაფუძნებული ასეთი
საზოგადოება.

ამას დროის მანქანის ამბავიც დაემატა: ვიღაცამ, არ ვიცოდი, რატომ,


ის თეთრი სფინქსის კვარცხლბეკში დამალა. რისთვის? ამ კითხვას
პასუხს ვერაფრით ვცემდი. და კიდევ, ის უწყლო ჭები და კოშკები,
მათ ზემოთ მოლივლივე ჰაერით. ვგრძნობდი, რომ ამ იდუმალებით
მოცული მოვლენების ახსნა არ შემეძლო. ვგრძნობდი _ არ ვიცი,
როგორ აგიხსნათ _ წარმოიდგინეთ, რომ წარწერა ნახეთ, კარგი
ინგლისურით დაწერილი და თქვენთვის სრულიად უცხო
სიტყვებთან შერეული. აი, როგორი მეჩვენებოდა სამყარო რვაას ორი
ათას შვიდას ერთ წელს – ჩემი იქ ყოფნის მესამე დღეს.

იმ დღეს მე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეგობარი შევიძინე. როცა


პატარა ადამიანების ჯგუფს ვუცქერდი, არცთუ ღრმა წყალში რომ
ბანაობდნენ, ერთ-ერთ პატარა ადამიანს კრუნჩხვა დაემართა და
დინებამ წაიღო, რომელიც იმ ადგილას საკმაოდ სწრაფი იყო, მაგრამ
საშუალო მოცურავეც კი ადვილად შეძლებდა თავის დაღწევას.

70
ერთგვარი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ უცნაური ფსიქიკის მქონე ამ
არსებებზე, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ არცერთ მათგანს არ უცდია
იმ გაჭირვებულის გადარჩენა, მათ თვალწინ ყვირილით რომ
ითხოვდა შველას. ამის დანახვისას ტანსაცმელი სწრაფად გავიხადე,
მდინარესთან მივირბინე, წყალში გადავეშვი, ხელი ვტაცე და
ადვილად გამოვათრიე ნაპირზე. ცოტაოდენი დაზელა საკმარისი
შეიქნა, რომ მოსულიერებულიყო და მალე სიამოვნებით შევნიშნე,
რომ სრულიად მოვიდა გონს. მაშინვე მივატოვე, რადგან მაღალი
აზრის არ გახლდით მასზე და მის მსგავსებზე და მისი მადლობა
არაფერში მჭირდებოდა, მაგრამ ამჯერად შევცდი.

ეს ყველაფერი დილით მოხდა. ნაშუადღევს კვლავ შევხვდი იმ პატარა


ქალს, კი, სწორედ ის იყო, როცა ჩემი კვლევების შემდეგ უკან
ვბრუნდებოდი. მან აღტაცების ხმამაღალი შეძახილით მოირბინა
ჩემთან და ყვავილების დიდი გირლანდა მომართვა, როგორც ჩანდა,
პირადად ჩემთვის გაკეთებული. ამ ქმნილებამ ძალიან დამაინტერესა.
ეტყობა, მეტისმეტად მაწუხებდა მარტოობა. ასე იყო თუ ისე,
რამდენადაც შევძელი, ვეცადე, გამეგებინებინა, რომ მისი საჩუქარი
დიდად მესიამოვნა. ორივენი ქვის პატარა ფანჩატურში დავსხედით
და საუბარი გავაბით, რომელიც, ძირითადად, ღიმილით
გამოიხატებოდა. ამ პატარა არსების მეგობრული დამოკიდებულება
მახარებდა, ისე, როგორც ბავშვთან დამეგობრება გამახარებდა.

ყვავილები გავუცვალეთ ერთმანეთს და მან თითები დამიკოცნა. მეც


ასევე ვუპასუხე. მიმახვედრა, რომ უინა ერქვა და თუმცა, არ მესმოდა,
ეს რას ნიშნავდა, ვგრძნობდი, რომ აქ ქალსა და მის სახელს შორის
რაღაც შესაბამისობა იყო. ასეთი გახლდათ ჩვენი უცნაური
მეგობრობის დასაწყისი, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, ხოლო
როგორ დამთავრდა, მოგვიანებით მოგითხრობთ.

71
უინა მთლად ბავშვივით იყო. სულ ჩემ გვერდით ყოფნა უნდოდა,
ყველგან უკან დამსდევდა. ასე რომ, მეორე დღეს აბსურდული აზრი
მომივიდა _ დამეღალა ის, მიმეტოვებინა და მისი შესაბრალისი
ძახილისთვის ყურადღება არ მიმექცია.

„მსოფლიო პრობლემა უნდა გადაიჭრას, _ ვფიქრობდი მე, _


მომავალში იმისთვის არ მოვხვედრილვარ, _ ვუმეორებდი საკუთარ
თავს, _ რომ ქარაფშუტული ფლირტით გავირთო თავი“. მაგრამ,
როგორც კი მივატოვე, ქალს სასო წარეკვეთა. გაშმაგებული
ცდილობდა, უკან დავებრუნებინე. მისმა ასეთმა ერთგულებამ გული
ამიჩვილა და დავუბრუნდი. ამის შემდეგ ის საზრუნავსაც ბევრს
მიჩენდა და სიამოვნებასაც მანიჭებდა. და მაინც, ჩემთვის დიდი
ნუგეში იყო. თავიდან მეგონა, მხოლოდ ბავშვურად ვუყვარდი და
მხოლოდ შემდეგ, როცა უკვე ძალიან გვიან იყო, მივხვდი, რა ვიყავი
მისთვის და რა გახდა ის ჩემთვის. ეს პატარა ქალი თავს მევლებოდა
და, როცა თეთრ სფინქსთან ვბრუნდებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა,
თითქოს საკუთარ სახლში მივდიოდი, და ყოველთვის, როცა გორაკის
თხემს მივაღწევდი, თვალებით ნაცნობ ფიგურას ვეძებდი, ოქროსფერ
არშია-შემოვლებულ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილს.

მისგან შევიტყვე, რომ შიშის გრძნობა ჯერ კიდევ არ გამქრალიყო ამ


სამყაროში. დღისით არაფრის ეშინოდა და გულის ამაჩუყებლად
მენდობოდა. ერთხელ სულელური სურვილი დამებადა, მის
შესაშინებლად საშინლად დავმანჭულიყავი, მაგრამ მას მხიარულად
გაეცინა. მხოლოდ სიბნელის ეშინოდა, შავი საგნების სქელი
ჩრდილებისა. სიბნელე მასზე ისე ძლიერად მოქმედებდა, რომ ამან
ახალ დაკვირვებამდე და განსჯამდე მიმიყვანა. სხვათა შორის,
აღმოვაჩინე, რომ სიბნელის დადგომასთან ერთად ეს პატარა
72
ადამიანები დიდ შენობებში იკრიბებოდნენ და ყველას ერთად ეძინა.
მათთან ღამით შესვლა იმას ნიშნავდა, რომ შფოთი და აურზაური
გამომეწვია. ერთხელაც არ მინახავს, რომ მას შემდეგ, რაც
დაბნელდებოდა, ვინმე ჰაერზე გამოსულიყო ან ღია ცის ქვეშ დაეძინა.
და მაინც, ისეთი სულელი ვიყავი, რომ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი
და მიუხედავად იმისა, რომ უინას ეს ძალიან აწუხებდა, მარტო
ვიძინებდი და არა საერთო საძინებლებში.

მიუხედავად იმისა, რომ უინას ჩემი განმარტოებით ძილი ძალიან არ


მოსწონდა, კეთილგანწყობამ სძლია და ჩვენი ნაცნობობის ხუთი ღამე,
სულ ბოლო ღამის ჩათვლით, ჩემთან ერთად ეძინა, ჩემს მხარზე თავ-
ჩამოდებულს. მაგრამ მასზე საუბარი ჩვენი მოთხრობის მთავარი
თემიდან გადახვევაა. მგონი, მისი გადარჩენის წინადღეს იყო,
განთიადისას რომ გამეღვიძა. ღამემ შფოთიანად ჩაიარა. უსიამო
სიზმარი ვნახე: თითქოს ზღვაში დავიხრჩვი და ზღვის ანემონები
საცეცებით სახეზე მელამუნებოდნენ. შეძრწუნებულს გამეღვიძა და
უცნაური ხილვა მქონდა: თითქოს რაღაც ნაცრისფერი ცხოველი
ოთახიდან გავარდა. შევეცადე, ისევ დამეძინა, მაგრამ ძალიან
აფორიაქებული ვიყავი და მოუსვენრად ვგრძნობდი თავს. ადრიანი
დილა იყო, როცა საგნების კონტურები იწყებს გამოჩენას
სიბნელიდან, როცა გარშემო ყველაფერი უფერული და არარეალური
ჩანს. წამოვდექი და დიდი დარბაზის ქვის ფილებზე გავიარე, შემდეგ
ჰაერზე გავედი _ მზის ამოსვლას მაინც ვიხილავ, რადგან ასე ადრე
მომიწია ადგომამ-მეთქი, გავიფიქრე.

მთვარე ჩადიოდა. მისი მინავლული სხივები და ალიონის პირველი


მკრთალი შუქი იდუმალ ნახევარ-სინათლედ ერწყმოდა ერთმანეთს.
ბუჩქები მუქ-შავად ჩანდა, დედამიწა _ თალხისებრ ნაცრისფრად, ცა
კი უფერული და უღიმღამო იყო.

73
თითქოს გორაკის თავზე მოჩვენება დავინახე. როცა მის ფერდობს
მივუყვებოდი, თეთრი ფიგურები გავარჩიე. ორჯერ თითქოს თეთრ,
მაიმუნისმაგვარ არსებას მოვკარი თვალი, სწრაფად რომ გარბოდა
გორაკის თხემისკენ, ერთხელ კი ნანგრევების გვერდით
მიათრევდნენ. ისე სწრაფად მოძრაობდნენ, ვერც კი შევამჩნიე, სად
გაქრნენ. ალბათ ბუჩქებს მიეფარნენ. გაიხსენეთ, რომ დილის ბინდ-
ბუნდი იდგა და კარგად ვერ ვხედავდი. სიცივემ ამიტანა, სისხამ
დილით რომ იცის ხოლმე. ალბათ, ყველასთვის ნაცნობი შეგრძნებაა.

თვალებს არ ვუჯერებდი.

როცა აღმოსავლეთით ცისკარი გაბრწყინდა და მზის სხივებმა მთელი


სამყარო ჩვეული ელფერით შეღება, ის ადგილი გულდასმით
დავათვალიერე. თეთრი ფიგურების კვალს ვერსად წავაწყდი. ალბათ,
ჩრდილების თამაში იყო მხოლოდ, რაც მე თეთრ ფიგურებად
მომეჩვენა.

„შეიძლება მოჩვენებები იყვნენ, _ ვუთხარი საკუთარ თავს, _ ნეტავ


რომელი დროისანი არიან“.

ეს მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ გრანტ ალენის4 საინტერესო აზრი


გამახსენდა, რომელიც ამბობდა, ყველა მომაკვდავი თაობა თავის
შემდეგ მოჩვენებებს რომ ტოვებდეს, სამყარო მოჩვენებებით

4ჩარლზ გრანტ ბლერფინდ ალენი (1848- I809) –– კანადელი მეცნიერი და


რომანისტი, ევოლუციის თეორიის მხარდამჭერი.
74
იქნებოდა სავსეო. ამ თეორიის მიხედვით, რვაას ორი ათასი წლის
განმავლობაში მათი ურიცხვი რაოდენობა დაგროვდებოდა და
გასაკვირიც არაფერი იყო იმაში, რომ ოთხი მათგანი ვიხილე. თუმცა,
ამ ხუმრობამ ვერ დამამშვიდა და მთელი დილა თეთრ ფიგურებზე
ვფიქრობდი, სანამ უინა არ გამოჩნდა და ეს აზრი ჩემი თავიდან არ
გამოდევნა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მე ისინი თეთრ ცხოველებს
დავუკავშირე, რომლებიც ჩემი მანქანის პირველი ძებნისას
დავაფრთხე. უინამ დროებით გამართო, მაგრამ ამის მიუხედავად,
თეთრი ფიგურები მალე კვლავ დაეუფლნენ ჩემს წარმოსახვას.

უკვე ვთქვი, რომ ოქროს საუკუნის კლიმატი ახლანდელზე ბევრად


თბილია. ამის მიზეზების ახსნას ვერ დავიწყებ. შესაძლოა, მზე უფრო
ცხელი გახდა, ან იქნებ დედამიწა მიუახლოვდა მას. მიჩნეულია, რომ
მზე თანდათან ცივდება, თუმცა, ადამიანებს, რომლებიც დარვინი-
უმცროსის თეორიის მსგავს თეორიებს არ იცნობენ, ავიწყდებათ, რომ
პლანეტები ერთმანეთის მიყოლებით უნდა მიუახლოვდნენ
ცენტრალურ მნათობს და, ბოლოს და ბოლოს, მას უნდა დაეცნენ.
ყოველი ასეთი კატასტროფის შემდეგ მზე განახლებული ენერგიით
ანათებს და სრულიად შესაძლებელია, ასეთი ბედი ხვდა წილად ერთ-
ერთ პლანეტას. მაგრამ როგორიც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ფაქტი
ფაქტად რჩება: მზე უფრო მცხუნვარედ ანათებდა, ვიდრე ჩვენს
დროში.

და აი, ერთ ცხელ დღეს, როგორც მახსოვს, ჩემი ჩასვლიდან მეოთხე


დღეს, როცა ვაპირებდი სიცხესა და მზის დამაბრმავებელ შუქს
გავქცეოდი და თავი გიგანტური ნანგრევებისთვის შემეფარებინა
(დიდ შენობასთან ახლოს, რომელშიც მეძინა და იქვე ვჭამდი),
უცნაური რამ გადამხდა თავს. როცა ქვის გროვებს შორის
მივცოცავდი, ვიწრო გალერეას წავაწყდი, რომლის ბოლო და

75
ფანჯრები ჩამოცვენილი ქვის ლოდებით იყო ჩახერგილი. მზის
კაშკაშა შუქის შემდეგ გალერეა თვალშეუდგამ წკვარამად მომეჩვენა.
ხელის ცეცებით გავუყევი, რადგან სინათლის ასეთი კონტრასტის
შემდეგ თვალების წინ თითქოს ფერად-ფერადი წერტილები
დახტოდნენ. უცებ მონუსხულივით შევჩერდი _ სიბნელიდან წყვილი
თვალი მომჩერებოდა, გალერეაში ვიწრო ხვრელიდან შემოჭრილი
მზის სხივებით გაბრწყინებული.

ინსტინქტური შიში დამეუფლა, გარეული მხეცების მიმართ ადამიანს


ოდითგან რომ მოსდგამს. ხელები მოვმუჭე და მბრწყინავ თვალებს
მივაშტერდი. უკან მიბრუნების მეშინოდა. და წამით გონებაში
გამირბინა ფიქრმა იმ აბსოლუტურ უსაფრთხოებაზე, რომელშიც
თითქოს კაცობრიობა ცხოვრობდა. შემდეგ გამახსენდა ის უცნაური
შიში სიბნელისა. როგორღაც შიშს ვძლიე, ნაბიჯი წინ გადავდგი და
ავლაპარაკდი. უნდა ვაღიარო, ხრინწიანი ხმა მქონდა და
მიკანკალებდა. ხელი გავიწვდინე და რაღაც რბილს შევეხე. იმავე წამს
სიბნელეში მბრწყინავმა თვალებმა იელვა და რაღაც თეთრმა
ჩამირბინა. შეშინებული შევბრუნდი, თვალი გავაყოლე და პატარა,
მაიმუნისმაგვარი არსება დავინახე, ქვემოთ უცნაურად ჩამოშვებული
თავით. ჩემ უკან რომ გარბოდა, განათებულ ადგილას. უცებ
გრანიტის გროვას შეასკდა, წაბარბაცდა და ქვის ნატეხების სხვა
გროვის შავ ჩრდილს მიეფარა.

მე, რა თქმა უნდა, სრული წარმოდგენის შექმნა ვერ მოვასწარი მასზე.


მხოლოდ ის შევამჩნიე, რომ რაღაც ჭუჭყიანი თეთრი იყო და
უცნაურად დიდი, ნაცრისფერ-წითელი თვალები ჰქონდა. თავი და
ზურგი ღია ბალნით ჰქონდა დაფარული, მაგრამ, როგორც უკვე
გითხარით, მეტისმეტად სწრაფად გარბოდა და მისი კარგად დანახვა
ვერ მოვასწარი. იმასაც კი ვერ გეტყვით, ოთხზე გარბოდა თუ ხელები

76
ჰქონდა ისე გრძელი, თითქმის მიწას ეხებოდა. წუთიერი
დაბნეულობის შემდეგ ქვის მეორე გროვის მიღმა გავსდიე. ჯერ
ვერაფერი ვიპოვე, მაგრამ მალე, უკუნ წყვდიადში ერთ-ერთ იმ
მრგვალ, უწყლო ჭას გადავაწყდი, რომელზეც უკვე გიამბეთ. წაქცეულ
სვეტს ნაწილობრივ დაეფარა. უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა, ეს
პატარა არსება ჭაში ხომ არ ჩაძვრა-მეთქი, ვიფიქრე. ასანთი ავანთე,
ქვემოთ ჩავიხედე და პატარა, თეთრი ქმნილება დავინახე დიდი,
მბრწყინავი თვალებით, რომელიც დაჟინებით მიყურებდა და
თანდათან უკუსვლით მშორდებოდა. გამაჟრჟოლა. რაღაც ადამიანი-
ობობას მსგავსი რამ იყო. კედელ-კედელ ქვემოთ მიცოცავდა და მაშინ
პირველად შევნიშნე ლითონის კავები ხელ-ფეხისათვის, რაღაც კიბის
მსგავსს რომ ქმნიდნენ. ამ დროს ჩაბჟუტულმა ასანთმა თითები
დამიწვა, ხელიდან გამივარდა და ჩაქრა. როცა მეორე ავანთე, პატარა
საფრთხობელა უკვე აღარსად ჩანდა.

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე და ჭას თვალ-ჩაშტერებით


ჩავყურებდი. ყოველ შემთხვევაში, კარგა დიდი დრო გავიდა, ვიდრე
იმ დასკვნამდე მივიდოდი, რომ არსება, რომელიც დავინახე,
ადამიანი იყო. თანდათან სიმართლეს ფარდა აეხადა ჩემთვის.
ადამიანები ორ სახეობად დაიყვნენ. არა მხოლოდ ზედა სამყაროს
ნატიფი შვილები იყვნენ ჩვენი ერთადერთი შთამომავლები, ეს
მოთეთრო, გულისამრევი ღამეული არსებაც, თვალწინ რომ
გამიელვა, ასევე მემკვიდრე გახლდათ გარდასული საუკუნეებისა.

გამახსენდა ჰაერის უცნაური ლივლივი ჭების თავზე, ჩემი თეორია


მიწისქვეშა ვენტილაციის შესახებ და მის სისწორეში დავეჭვდი.
მსურდა, მცოდნოდა, მაინც რა როლს ასრულებდა ეს ლემური
კაცობრიობის საბოლოო ორგანიზაციის სქემაში. როგორი იყო მისი
დამოკიდებულება ზედა სამყაროს მშვენიერ მცხოვრებთა

77
უშფოთველობისა და უზრუნველობის მიმართ? რა იმალებოდა იქ,
ჭის სიღრმეში? მის თავზე ჩამოვჯექი, საკუთარ თავს ვარწმუნებდი,
რომ ყოველ შემთხვევაში, მე, არაფერი მქონდა საშიში და
აუცილებელი იყო, ჭაში ჩავსულიყავი, რათა ჩემთვის საინტერესო
კითხვებზე პასუხი მეპოვა. ამასთან, შიშიც მიპყრობდა. როცა ამ
ყოყმანში ვიყავი, ზედა სამყაროს ორმა მშვენიერმა წარმომადგენელმა,
სასიყვარულო თამაშში გართულმა, ჩემ გვერდით ჩაირბინა
განათებული ადგილიდან ჩრდილისკენ. კაცი ქალს მისდევდა და
ყვავილებს ესროდა.

ჩანდა, ძალიან ეწყინათ, როცა დაინახეს, რომ ჭაში ვიხედებოდი


წაქცეულ სვეტზე დაყრდნობილი. ეტყობა, მიღებული იყო, რომ ის
ხვრელები არ შეემჩნიათ. როგორც კი მათ ჭაზე მივუთითე და ვცადე,
კითხვა დამესვა მათ ენაზე, კიდევ უფრო აფორიაქდნენ და ზურგი
მაქციეს. მაგრამ ასანთმა კი მოსტაცა ორივეს თვალი და რამდენიმე
ცალი ავანთე მათ გასართობად. ისევ შევეცადე, რაიმე გამეგო ჭების
შესახებ, მაგრამ კვლავ ამაოდ. მაშინ გადავწყვიტე, უინასთან
დავბრუნებულიყავი, იქნებ მას ეთქვა რამე. მთელი ჩემი წარმოდგენა
ახალი სამყაროს შესახებ გადაყირავდა. მე მქონდა გასაღები, რომ ამ
ჭების, სავენტილაციო კოშკებისა და უცნაური მოჩვენებების
საიდუმლოება გამეგო, ბრინჯაოს კარსა და დროის მანქანის ბედზე
რომ აღარაფერი ვთქვათ. ამასთან, წინათგრძნობაც გამიჩნდა იმ
ეკონომიკური პრობლემის გადაჭრისა, ასე რომ მაინტერესებდა.

აი, როგორი გახლდათ ჩემი ახალი დასკვნა: ნათელი იყო, რომ


ადამიანების ეს მეორე სახეობა მიწის ქვეშ ცხოვრობდა.
განსაკუთრებით, სამმა გარემოებამ მაფიქრებინა, რომ მათი იშვიათი
გამოჩენა დედამიწის ზედაპირზე, როგორც ჩანდა, მიწის ქვეშ
ხანგრძლივი ცხოვრების შედეგი უნდა ყოფილიყო. ამაზე

78
მიანიშნებდა მათი მკრთალი ფერი, რაც საზოგადოდ
დამახასიათებელია სიბნელეში მცხოვრებ ცხოველთა
უმრავლესობისათვის _ მაგალითად, კენტუკის გამოქვაბულის
თეთრი თევზებისათვის. სინათლის ამრეკლავი თვალებიც ასევე
ღამის ცხოველებს აქვთ ხშირად, მაგალითად, კატებსა და ბუებს;
დასასრულ, აშკარა დაბნეულობა დღის შუქზე, ნაჩქარევი,
ფაცხაფუცხით გაქცევა ბნელი ჩრდილისკენ _ ეს ყველაფერი
აძლიერებდა ჩემს ვარაუდს მათი თვალის ბადურის უკიდურესი
მგრძნობიარობის შესახებ.

გამოდიოდა, რომ ჩემს ფეხქვეშ, მიწაში, გვირაბები გადიოდა,


რომელშიც ახალი რასა ცხოვრობდა. სავენტილაციო კოშკები და ჭები
გორაკების ფერდობებზე, _ ყველგან, მდინარის ველის გარდა _
ამტკიცებდა, რომ ეს გვირაბები განშტოებულ ქსელს ქმნიდნენ.

განა ბუნებრივი არ იყო, მევარაუდა, რომ ხელოვნურ მიწისქვეშა


სამყაროში დღის რასის კეთილდღეობისათვის მუშაობდნენ? ეს აზრი
ისე ახლოს იყო სიმართლესთან, რომ მაშინვე დავიჯერე და
ადამიანთა მოდგმის გაყოფის მიზეზის ძიებაზე გადავედი. ვშიშობ,
თქვენ უნდობლად განეწყობით ჩემი თეორიისადმი, მაგრამ მე კი
მალე დავრწმუნდი, რამდენად ახლოს ვიყავი ჭეშმარიტებასთან.

ჩემთვის დღესავით ნათელი ჩანდა, რომ კაპიტალისტსა და მუშას


შორის დღევანდელი სოციალური განსხვავების თანდათანობითი
გაღრმავება გახდა მიზეზი იმ მდგომარეობისა, რომელშიც მომავლის
კაცობრიობა ვიხილე. ეჭვი არ არის, ეს თქვენ სასაცილოდ და
დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ უკვე ახლა არსებობს
გარემოებები, რომლებიც ასეთ შესაძლებლობაზე მიანიშნებენ.

79
არსებობს ტენდენცია, მიწისქვეშა სივრცე ცივილიზაციის იმ
საჭიროებებისათვის გამოიყენონ, რომელთაც განსაკუთრებული
სილამაზე არ მოეთხოვება. მაგალითად, არსებობს მიწისქვეშა
რკინიგზა ლონდონში, შენდება ახალი ელექტრონული მიწისქვეშა
გზები და გვირაბები, არსებობს მიწისქვეშა სახელოსნოები და
რესტორნები და მათი რაოდენობა სულ უფრო მრავლდება. „ცხადია,
_ ვფიქრობდი მე, _ სამუშაოს მიწის ქვეშ გადატანის ეს მიდრეკილება
უხსოვარი დროიდან არსებობს. მიწისქვეშა სახელოსნოები სულ
უფრო და უფრო სიღრმეში იწევდნენ, სადაც მუშებს სულ უფრო მეტი
დროის გატარება უწევდათ, სანამ ბოლოს... და განა ახლაც ვიღაც
უესტ-ენდელი მუშა ისეთ ხელოვნურ გარემოში არ ცხოვრობს, რომ
არსებითად დედამიწის ზედაპირს მოწყვეტილია?“

ამის კვალობაზე კასტურ ტენდენციას მდიდრებისა, რაც უდავოდ


მათი განათლების დონის ამაღლებითაა გამოწვეული, ტენდენციას
უფსკრულის ზრდისა მათსა და უხეშ, უბირ, ადამიანებს შორის,
პრივილეგირებული ფენების მიერ დედამიწის ზედაპირის სულ
უფრო მეტი ნაწილის ხელში ჩაგდებისკენ მივყავართ. ლონდონისა და
სხვა დიდი ქალაქების შემოგარენში ყველაზე მშვენიერი ადგილების
თითქმის ნახევარი გარეშე პირთათვის მიუწვდომელია! ეს
განუხრელად მზარდი უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის
უმაღლესი განათლების ხანგრძლივობისა და სიძვირის შედეგია და
ამასთან, მდიდრების ფუფუნებაში ცხოვრების ჩვევისაც. და განა ეს
იქამდე არ მიგვიყვანს, რომ კლასების ურთიერთშეხება სულ უფრო
ნაკლებად შესაძლებელი გახდება? მათ შორის მჭიდრო
ურთიერთობის არარსებობის გამო, ქორწინებები სხვადა სხვა კლასს
შორის, რომლებიც ახლა ადამიანთა მოდგმის ორ სხვადასხვა
სახეობად გაყოფას ამუხრუჭებენ, მომავალში სულ უფრო და უფრო
იშვიათი გახდება. ბოლოს და ბოლოს, დედამიწის ზედაპირზე
მხოლოდ ქონების მფლობელნი დარჩებიან, რომლებიც დატკბებიან

80
ცხოვრებით, სილამაზესა და განცხრომაში იცხოვრებენ, მიწის ქვეშ კი
აღმოჩნდებიან უქონლები, მუშები, რომლებიც მიწის ქვეშ შრომის
პირობებს შეგუებულნი იქნებიან. და როგორც კი იქ აღმოჩნდებიან,
უეჭველია, ხარკის გადახდა მოუწევთ შეძლებულთათვის თავიანთი
საცხოვრებლების ვენტილაციის საზღაურად. თუკი ამაზე უარს
იტყვიან, შიმშილით დაიხოცებიან ან გაიგუდებიან. ისინი, ვინც
შეგუებას ვერ შეძლებენ, და ურჩები გადაშენდებიან. თანდათან
ერთგვარი წონასწორობა დამყარდება: უქონლები თავისებურად
ისეთივე ბედნიერები იქნებიან, როგორიც მდიდრები _ ზედა
სამყაროს მცხოვრებნი. ასე რომ, ჩემი აზრით, ერთ მხარეს
ბუნებრივად აღმოჩნდება ნატიფი მშვენიერება, მეორე მხარეს კი
უფერული, უბადრუკი სამყარო.

კაცობრიობის საბოლოო ტრიუმფმა, რომელზეც ვოცნებობდი, ახლა


ჩემს წარმოდგენაში სულ სხვანაირი კონტურები შეიძინა. ეს არ იყო ის
ტრიუმფი სულიერი პროგრესისა და კოლექტიური შრომისა,
რომელიც მე წარმომედგინა. მის ნაცვლად ვიხილე ნამდვილი
არისტოკრატია, უახლესი ცოდნით შეიარაღებული, გულმოდგინედ
რომ შრომობდა თანამედროვე ინდუსტრიული სისტემის ლოგიკური
სრულყოფისათვის. მისი გამარჯვება არა მხოლოდ ბუნებაზე
გამარჯვება იყო, არამედ თანამოძმე ადამიანზე გამარჯვებაც.

უნდა გაგაფრთხილოთ რომ ეს მხოლოდ ჩემი თეორია გახლდათ. მე


ხომ მეგზური არ მყავდა, უტოპიური წიგნებისგან განსხვავებით.
შესაძლოა, ჩემეული ახსნა სრულიად მცდარიც იყო, მაგრამ ახლაც
ვფიქრობ, რომ მაინც ყველაზე დამაჯერებელი ჩანდა. თუმცა, ეს,
თავისებურად აბსოლუტურად დასრულებული ცივილიზაცია დიდი
ხანი იყო, რაც გასცდა თავის ზენიტს და დაკნინების ხანაში
იმყოფებოდა. ზედა სამყაროს მცხოვრებთა მეტისმეტმა

81
კეთილდღეობამ ისინი თანდათანობით დეგენერაციამდე, საერთო
გადაგვარებამდე, სიმაღლის, ძალისა და გონებრივი
შესაძლებლობების შემცირებამდე მიიყვანა. ეს აშკარად თვალში
საცემი იყო. მიწის ქვეშ მცხოვრებთ რა დაემართათ, ჯერ კიდევ არ
ვიცოდი, მაგრამ ყველაფერი, რაც აქამდე ვნახე, ცხადყოფდა, რომ
„მორლოკები“, როგორც ზედა სამყაროს მცხოვრებნი უწოდებდნენ,
კიდევ უფრო დაშორდნენ ადამიანის ახლანდელ ტიპს, ვიდრე
„ელოი“ _ მშვენიერი რასა, რომელსაც მე უკვე ვიცნობდი.

შემდეგ საშინელმა ეჭვებმა შემიპყრო. რატომ უნდა წაეღოთ


მორლოკებს ჩემი მანქანა? უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის
სწორედ მათ გაიტაცეს. და თუ ელოები გაბატონებული რასა იყვნენ,
რატომ არ შეეძლოთ ის ჩემთვის დაებრუნებინათ? რატომ ეშინოდათ
ასე სიბნელის? შევეცადე, უინასთვის მეკითხა მიწისქვეშა სამყაროს
შესახებ, მაგრამ კვლავ იმედგაცრუება მელოდა. თავიდან ვერც გაიგო,
რას ვეკითხებოდი, შემდეგ კი უარი განაცხადა პასუხზე. ისე
კანკალებდა, თითქოს ამაზე საუბარი თავზარს სცემდა. როცა არ
მოვეშვი და შეიძლება ცოტა მეტისმეტიც კი მომივიდა, ტირილი
აუვარდა. მხოლოდ იმ ერთხელ იყო, ოქროს საუკუნეში ცრემლები
რომ ვნახე, გარდა იმ ცრემლებისა, მე თვითონ რომ დავღვარე. მაშინვე
შევწყვიტე მორლოკების შესახებ კითხვებით მისი გაწამება და
შევეცადე, ადამიანური მემკვიდრეობის ეს ნიშანი მისი თვალებიდან
გამქრალიყო. მალე ისევ იცინოდა და ტაშს უტყაპუნებდა, როცა მის
წინ საზეიმოდ ავანთე ასანთი.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მთელი ორი დღე გავიდა,


სანამ გადავწყვეტდი, ძიება განმეგრძო ახალი, აშკარად სწორი გზით.
ის თეთრი ფიგურები მაძრწუნებდნენ. უფერულ მატლებს ჰგავდნენ
და სხვა არსებებს, ზოოლოგიურ მუზეუმებში სპირტში რომ ინახავენ.

82
მათი შეხებისას ვიგრძენი, რა გულისამრევად ცივები იყვნენ.
მათდამი შიში ნაწილობრივ ელოებისადმი ჩემი სიმპათიითაც
აიხსნებოდა, რომელთა ზიზღი მორლოკების მიმართ თანდათან მეც
გადმომედო.

შემდეგ ღამეს ძალიან ცუდად მეძინა. ალბათ, ჯანმრთელობა შემერყა.


გაურკვევლობითა და ეჭვებით ვიყავი დათრგუნვილი. ხანდახან შიში
ამიტანდა, რომლის მიზეზს ვერ ვაცნობიერებდი. მახსოვს,
ფეხაკრეფით შევიპარე დიდ დარბაზში, სადაც პატარა ადამიანებს
ეძინათ მთვარის შუქზე. იმ ღამით უინაც მათთან იყო. მათი იქ ყოფნა
მამშვიდებდა. ჯერ კიდევ მაშინ მომივიდა აზრად, რომ რამდენიმე
დღის შემდეგ მთვარე უკანასკნელ მეოთხედში იქნებოდა და ბნელი
ღამეები დადგებოდა, როცა გახშირდებოდა გამოჩენა ამ თეთრი
ლემურებისა, ამ ახალი მატლების, ძველების შემცვლელად რომ
გაჩნდნენ. ბოლო ორი დღე განგაშის შეგრძნება არ მასვენებდა,
ჩვეულებრივ იმ ადამიანისთვის დამახასიათებელი, მოვალეობის
შესრულებას რომ გაურბის. დარწმუნებული ვიყავი, რომ დროის
მანქანას მხოლოდ მაშინ დავიბრუნებდი, თუკი არ შევდრკებოდი და
მიწისქვეშა სამყაროს საიდუმლოებებს ჩავწვდებოდი. მაგრამ
მათთვის თვალის გასწორებას ვუფრთხოდი. ვინმე რომ მყოლოდა
გვერდით, მაშინ სხვა იქნებოდა, მაგრამ სულისშემძვრელ
მარტოობაში ვცხოვრობდი. თვით ფიქრიც კი, რომ ჭის პირქუშ
სიღრმეში ჩავსულიყავი, აუტანლად მეჩვენებოდა. არ ვიცი, გაიგებთ
თუ ვერა ჩემს გრძნობას, მაგრამ გამუდმებით მეჩვენებოდა, რომ
ზურგს უკნიდან საშინელი საფრთხე მელოდა.

ალბათ, მოუსვენრობა და დაუცველობის გრძნობა იყო, დასაზვერად


სულ უფრო და უფრო შორს წასვლას რომ მაიძულებდა.

83
როცა სამხრეთ-დასავლეთით, შემაღლებული ადგილებისკენ
მივდიოდი, ახლა რომ კომვუდი ეწოდება, შორს, პირდაპირ,
შევამჩნიე, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა პატარა ქალაქი ბენსტედი
მდებარეობს, უზარმაზარი მწვანე შენობა იდგა, სტილით ყველა სხვა
შენობისგან განსხვავებული, რაც კი მანამდე მენახა. ზომით ყველაზე
დიდ სასახლეებსაც კი აღემატებოდა. ფასადი აღმოსავლური
სტილისა ჰქონდა, კაშკაშა მწვანედ შეღებილი, მოცისფრო ელფერით.
ჩინური ფაიფურით ნაგებ სასახლეს ჰგავდა. მისი ასეთი
განსხვავებულობა უნებურად გაფიქრებინებდა, რომ რაღაც
განსაკუთრებული დანიშნულება ·უნდა ჰქონოდა და ამიტომ
განვიზრახე, რაც შეიძლებოდა, კარგად დამეთვალიერებინა. მაგრამ
ის პირველად დამღლელი, ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ვნახე,
როცა მზე უკვე ჩადიოდა, ამიტომ გადავწყვიტე, განზრახულის
შესრულება მეორე დღისათვის გადამედო. შინ დავბრუნდი და ღამე
პატარა უინას ალერსში გავატარე. მეორე დილით ნათლად გავიაზრე,
რომ ჩემი ინტერესი მწვანე ფაიფურის სასახლის მიმართ თავის
მოტყუების მსგავსი რამ იყო, ჩემივე გამოგონილი, რათა კიდევ ერთი
დღით გადამედო იმ მიწისქვეშა სამყაროს გამოკვლევა, რომლისაც ასე
მეშინოდა. გადავწყვიტე, დრო აღარ დამეკარგა და იმ დილითვე
ჩავშვებულიყავი ერთ-ერთ ჭაში. პირდაპირ უახლოესი ჭისკენ
გავემართე, გრანიტისა და ალუმინის ნაყარის გვერდით რომ იყო.

პატარა უინა ჩემ გვერდით მორბოდა. ჭამდე ცეკვით მიმყვა, მაგრამ


როცა დაინახა, რომ მისი კიდისკენ დავიხარე და შიგნით ჩავიხედე,
საშინლად აღელდა.

_ მშვიდობით, პატარა უინა, _ ვუთხარი და ვაკოცე.

84
ქალს ხელი გავუშვი, ჭის კედლიდან გადავიხარე და ლითონის
კავების მოსინჯვა დავიწყე. არ დავმალავ, ამას აჩქარებით ვაკეთებდი,
იმის შიშით, ვაითუ, გამბედაობა არ მეყოს და ძლივს დაწყებული
საქმე მივატოვო-მეთქი. უინა თავდაპირველად გაოცებული
მიცქერდა, შემდეგ სასოწარკვეთილი აყვირდა, მომვარდა და სცადა,
თავისი პატარა ხელებით იქიდან გამოვეთრიე. მგონი, ამან უფრო
გამათამამა.

ხელი ვკარი, შესაძლოა, მეტისმეტად ძლიერადაც და მაშინვე ჭაში


დავიწყე ჩაშვება. ზემოთ ავიხედე და უინას სასოწარკვეთილი სახე
დავინახე. გავუცინე, რომ დამემშვიდებინა, მაგრამ მაშინვე
იძულებული შევიქენი, ყურადღება კავებზე გადამეტანა, ჩემს
სიმძიმეს ძლივს რომ უძლებდნენ.

დაახლოებით ორას იარდზე უნდა ჩავშვებულიყავი, მაგრამ რადგან


კედლიდან გამოშვერილი ლითონის კავები პატარა, მსუბუქ
არსებებზე იყო გათვლილი, ძალიან მალე დავიღალე. და არა
მხოლოდ დავიღალე, არამედ დიდი შიშიც ვჭამე. ერთ-ერთი კავი
მოულოდნელად ჩემი სიმძიმით გაიღუნა და კინაღამ ქვემოთ,
უკუნეთში გავექანე. ცოტა ხანს მხოლოდ ცალი ხელით ვიყავი
ჩამოკიდებული და ასეთი გამოცდის შემდეგ შესვენებას ვეღარ
ვბედავდი. მართალია, მალე ხელებისა და ზურგის მწვავე ტკივილი
ვიგრძენი, მაინც ისე სწრაფად განვაგრძობდი ჩაშვებას, როგორც კი
შემეძლო. ზემოთ ავიხედე და ჭის თავის ნახვრეტიდან დავინახე ცის
პატარა, ცისფერი სიმრგვალე. რომელზეც ერთი ვარსკვლავი ჩანდა,
უინას თავი კი ცის ფონზე შავ, მრგვალ ლაქად მოჩანდა. ქვემოდან
სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა მანქანების გუგუნი. ყველაფერი,
ზემოთ პატარა ნახვრეტის გარდა, წყვდიადს მოეცვა. როცა კიდევ
ერთხელ ავიხედე, უინას თავი ვეღარ დავინახე.

85
მტანჯველმა მოუსვენრობამ შემიპყრო. ისიც კი გავიფიქრე, უკან
დავბრუნებულიყავი და მიწისქვეშა სამყაროსთვის თავი
დამენებებინა, მაგრამ მაინც ქვემოთ სვლას განვაგრძობდი. დაბოლოს,
არ ვიცი, რამდენი ხნის შემდეგ, წარმოუდგენელი შვება ვიგრძენი,
როცა ჭის კედელში, ჩემგან მარჯვნივ, ერთ ფუტში, პატარა ხვრელი
დავინახე.

როცა მასში შევაღწიე, აღმოჩნდა, რომ ის ვიწრო, ჰორიზონტალურ


გვირაბში შესასვლელი იყო, სადაც შემეძლო წამოვწოლილიყავი და
დამესვენა. ეს აუცილებლად მჭირდებოდა. ხელები მტკიოდა, ზურგი
საშინლად მტეხდა და მაკანკალებდა იმის შიშით, ძირს არ
ჩავვარდნილიყავი. უკუნი სიბნელეც დამთრგუნველად მოქმედებდა.

ირგვლივ ყველაფერი ავსებულიყო მანქანების გუგუნით, სიღრმისკენ


ჰაერს რომ ტუმბავდნენ.

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექი. ვიღაცის ხელის ნაზმა შეხებამ


გამაღვიძა, ჩემს სახეზე რომ დაფათურობდა. სიბნელეში წამოვხტი,
სასწრაფოდ ასანთი ავანთე და მის შუქზე სამი მოხრილი თეთრი
ფიგურა დავინახე, იმათი მსგავსი, ზემოთ, ნანგრევებში რომ
დაძვრებოდნენ. სინათლის დანახვაზე მაშინვე უკან დაიხიეს.
მორლოკები, როგორც უკვე გითხარით, მთელ სიცოცხლეს სიბნელეში
ატარებდნენ და ამიტომ უჩვეულოდ დიდი თვალები ჰქონდათ. ჩემი
ასანთის შუქი მათმა თვალებმა ვერ აიტანა და ისე აირეკლა, როგორც
ოკეანის ღრმა წყლების თევზების გუგებმა. ოდნავადაც არ
მეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი ასეთ სრულ სიბნელეშიც კი მხედავდნენ
და მხოლოდ სინათლე აშინებდათ. როგორც კი ახალ ასანთს

86
მოვუკიდე, რომ მათი კარგად დანახვა შემძლებოდა, მაშინვე გაიქცნენ
და ბნელ გვირაბში გაუჩინარდნენ, საიდანაც მხოლოდ მათი
მოელვარე თვალები ჩანდა.

დავუძახე და შევეცადე, გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ მათი ენა,


როგორც ჩანს, მიწის ზემოთ მცხოვრებთა ენისგან განსხვავდებოდა,
ასე რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი
უნდა მქონოდა. კვლავ გამიელვა აზრმა, რომ გავქცეულიყავი და
ყოველგვარი კვლევა მიმეტოვებინა, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი,
საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო-მეთქი. ხელის ცეცებით
მივიკვლევდი გზას გვირაბში და ვამჩნევდი, რომ მანქანების გუგუნის
ხმა ძლიერდებოდა. უცებ კედლები თითქოს გადაიწია და ღია
ადგილზე გავედი. ასანთი ავანთე და დავინახე, რომ ფართო, თაღოვან
გამოქვაბულში ვიყავი. კარგად შეთვალიერებაც ვერ მოვასწარი,
რადგან ასანთი მალე ჩამიქრა.

რა თქმა უნდა, ჩემი მოგონებები ბუნდოვანია. სიბნელეში მდგარი


უზარმაზარი მანქანების კონტურები ასანთის შუქზე საოცარ შავ
ჩრდილებს ქმნიდნენ, რომელთაც მოჩვენების მსგავსი მორლოკები
აფარებდნენ თავს. ჰაერი ჩახუთული იყო და ახალ-დაღვრილი
სისხლის სუნი იგრძნობოდა. ცოტა მოშორებით, დაახლოებით
გამოქვაბულის შუაგულში, იდგა ლითონის თეთრი პატარა მაგიდა,
ზედ ახალი ხორცის ნაჭრებით. თურმე მორლოკები
ვეგეტარიანელები არ ყოფილან! მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ
გაოცებულმა გავიფიქრე, ნეტავ რა შინაური ცხოველი შემორჩა ჩვენი
დროიდან, რომლის ხორცი ახლა აქ დევს-მეთქი. გარშემო ყველაფერი
ბუნდოვნად ჩანდა. მძიმე სუნი, მანქანების ვეებერთელა კონტურები,
საზიზღარი ფიგურები _ ჩრდილში განაბულები, სიბნელეს რომ
ელოდნენ მხოლოდ, რომ მოახლოებულიყვნენ. ბოლომდე ჩამწვარმა

87
ასანთმა თითები დამისუსხა, მიწაზე დავარდა, წამიერად სრულ
სიბნელეში წითელ წერტილად გაიელვა და მიინავლა.

მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია, რა ცუდად ვიყავი მომზადებული


ასეთი კვლევებისთვის. დროის მანქანით მოგზაურობაში იმ
აბსურდული რწმენით წავედი, რომ მომავლის ადამიანები ჩვენზე
ყოველმხრივ ბევრად წინ იქნებოდნენ. მე მათთან მივედი იარაღის,
წამლების, თამბაქოს გარეშე _ არადა, ხანდახან როგორ მინდოდა
მოწევა! ასანთიც, საცა იქნებოდა, გამომელეოდა. ის მაინც
მომფიქრებოდა, კოდაკის ფოტოაპარატი წამეღო. შეიძლებოდა იმ
მიწისქვეშა სამყაროსთვის სურათის გადაღება და შემდეგ მისი
მშვიდად შესწავლა.

და აი, ახლა იქ ვიდექი, მხოლოდ იმის ამარა, რითაც ბუნებამ გამაჩინა


_ ხელებით, ფეხებითა და კბილებით. ესენი მქონდა მხოლოდ და
გარდა ამისა, ოთხიოდე ღერი ასანთიც შემომრჩენოდა.

შემეშინდა სიბნელეში მანქანებს შორის გავლისა და ანთებული


ასანთის მხოლოდ ბოლო გაელვებაზე დავინახე, რომ კოლოფში
ღერები თითქმის აღარ დარჩენილიყო. იმ წუთამდე აზრად არ
მომსვლია, რომ ასანთს უნდა გავფრთხილებოდი და თითქმის
ნახევარი კოლოფი იმაზე დავხარჯე, რომ მიწისზედა მცხოვრებლები
გამეკვირვებინა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ეს მათთვის სიახლე
იყო.

ახლა, როცა ოთხი ღერი ასანთიღა დამრჩა, მე თვითონ აღმოვჩნდი


სიბნელეში და ვიგრძენი, ვიღაცის სიფრიფანა თითები როგორ
მელამუნებოდა სახეზე და უსიამო სუნიც მეცა. მომეჩვენა, რომ ამ
88
საშინელი არსებების მთელი ჯგროს სუნთქვა მესმოდა. ვიგრძენი,
ვიღაცის ხელი ფრთხილად ცდილობდა ასანთის კოლოფის
წართმევას, სხვები კი ტანსაცმელზე მექაჩებოდნენ უკნიდან.
აუტანელი იყო სიახლოვე ამ არსებებისა, რომელთაც ვერ ვხედავდი.
მაშინ, იმ სიბნელეში, პირველად ცხადად გავაცნობიერე, რომ მათი
მიზნისა და ქცევებისა არაფერი გამეგებოდა. რაც ძალი და ღონე
მქონდა, დავიყვირე და ისინი აქეთ-იქით მიმოიფანტნენ, მაგრამ მალე
კვლავ ვიგრძენი მათი მოახლოება. ახლა უფრო გაბედულად
მექაჩებოდნენ ტანსაცმელზე და უცნაური ბგერებით მიმართავდნენ
ერთმანეთს.

კანკალმა ამიტანა, ისევ დავუყვირე, ახლა უფრო ხმამაღლა. ამჯერად


დიდად აღარ შეშინებიათ და უცნაურად იცინოდნენ, როცა კვლავ
მომიახლოვდნენ. უნდა ვაღიარო, საშინლად მეშინოდა. ვიფიქრე,
კიდევ ერთ ასანთს ავანთებ და მის სინათლეში გავიქცევი-მეთქი. ასეც
მოვიქეცი, ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯი ამოვიღე, ავანთე და უკან,
ვიწრო გვირაბისკენ წავედი. როგორც კი იქამდე მივაღწიე, ქარმა
დაუბერა, ცეცხლი ჩამიქრო და სიბნელეში მესმოდა, მორლოკები
შემოდგომის ფოთლებივით რომ შრიალებდნენ, და კიდევ, მათი
ფეხის ხმა, წვიმის წვეთების რაკარუკის მსგავსი, როცა
ჩამიქროლებდნენ.

უცებ ერთდროულად რამდენიმე ხელი ჩამეჭიდა. მორლოკები


ცდილობდნენ უკან, გამოქვაბულში შევეთრიე. კიდევ ერთი ასანთი
ავანთე და პირდაპირ მათ სახეებთან გავაქნიე. წარმოდგენაც კი
გაგიჭირდებათ, რა საზიზღარი, ამაზრზენი სანახავი იყო მათი
ფერმკრთალი, უნიკაპო სახეები, დიდი, მოწითალო-რუხი
უქუთუთოებო თვალები! როგორ ველურად მიმზერდნენ
არაფრისმთქმელი, გამოთაყვანებული სახეებით! თუმცა, უნდა

89
გითხრათ, რომ დიდხანს არ შევჩერებულვარ მათ საყურებლად. ისევ
უკან წავედი და როგორც კი მეორე ასანთი დაიწვა, მესამე ავანთე.
ისიც თითქმის ჩაიწვა, როცა, ბოლოს და ბოლოს, ჭის შახტამდე
მივაღწიე. წამოვწექი, რადგან ქვემოთ უზარმაზარი ტუმბოს
გუგუნისგან თავი მიბრუოდა. შემდეგ გვერდით კავი მოვსინჯე და ამ
დროს ფეხებში ჩამავლეს ხელი. როგორღაც მოვახერხე და
უკანასკნელი ასანთის ღერიც ავანთე, მაგრამ მაშინვე ჩაქრა. მაშინ კავს
მაგრად ჩავეჭიდე და შემოჯარულ, ჩემს ტანსაცმელზე ჩაფრენილ
მორლოკებს წიხლებით გავუსწორდი. როგორც იქნა, მათგან თავის
დაღწევა მოვახერხე და სწრაფად ავუყევი ჭის კედელს. ისინი ქვემოთ
იდგნენ, თვალებს ახამხამებდნენ და მიყურებდნენ, გარდა ერთი
უბადრუკი არსებისა, რომელმაც ერთხანს ამომსდია და ნადავლად
კინაღამ ჩემი ფეხსაცმელი მოიგდო ხელთ.

ასვლა უსასრულოდ გაჭიანურდა. როცა უკანასკნელი ოცი, ოცდაათი


ფუტიღა დამრჩა, საშინელი გულისრევა ვიგრძენი. დიდი ძალისხმევა
დამჭირდა, რომ თავს მოვრეოდი. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე
იარდი საშინელება იყო _ ძალა აღარ მყოფნიდა, რამდენჯერმე
თავბრუ დამესხა და ძირს ჩავარდნა გარდაუვალი ჩანდა.

თვითონაც არ ვიცი, როგორ ავაღწიე ჭის თავამდე, ბარბაცით


გამოვედი ნანგრევებიდან და დამაბრმავებელ მზის შუქზე გავედი.
პირქვე დავეცი და მიწაც კი კეთილსურნელოვნად და სუფთად
მომეჩვენა. მახსოვს, როგორ დამიკოცნა უინამ სახე და ხელები და
როგორ ისმოდა ჩემ გარშემო სხვა ელოების ხმა, შემდეგ კი გონება
დავკარგე.

90
ამის შემდეგ ადრინდელზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი. თუ
იმ საშინელ ღამეს არ ჩავთვლით, დროის მანქანა რომ მომპარეს.
მთელი იმ ხნის განმავლობაში იმედი მქონდა, რომ უკან დაბრუნებას
აუცილებლად შევძლებდი, მაგრამ ჩემმა ბოლოდროინდელმა
აღმოჩენებმა რწმენა შემირყია. აქამდე დაბრკოლებას ამ პატარა
ხალხის ბავშვურ უშუალობაში ვხედავდი და კიდევ რაღაც ჩემთვის
უცნობ ძალებში, რომელთა ჩაწვდომა ჩემთვის იმის ტოლფასი იყო,
რომ მათ გადალახვასაც შევძლებდი. ახლა კი სრულიად ახალი
გარემოება გამოჩნდა: საზიზღარი მორლოკები, არაადამიანურები და
მტრულად განწყობილები. მე ისინი ინსტინქტურად მძაგდა. ადრე
ორმოში მოხვედრილი ადამიანის მდგომარეობაში ვგრძნობდი თავს,
მხოლოდ ორმოზე ვფიქრობდი და იმაზე, იქიდან თავი როგორ
დამეღწია, ახლა კი ხაფანგში გაბმულ ცხოველს ვგავდი, მტრის
მოახლოებას რომ გრძნობს.

შეიძლება გაგიკვირდეთ, რომელ მტერს გულისხმობსო: ეს იყო


სიბნელე ახალმთვარეობის წინ. ბნელი ღამეების შიში
თავდაპირველად ჩემთვის გაუგებარი სიტყვებით უინამ ჩამინერგა,
ახლა კი ძნელი მისახვედრი აღარ იყო, ბნელი ღამეების მოახლოება
რას ნიშნავდა. ყოველღამ მთვარე ილეოდა და სიბნელე სულ უფრო
თვალშეუდგამი ხდებოდა. ახლა ნაწილობრივ მაინც ჩავწვდი მიზეზს
იმ ძრწოლისა, რომლითაც მიწისზედა სამყარო იყო შეპყრობილი
სიბნელის მიმართ. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნეტავ რა
საზიზღრობებს სჩადიან მორლოკები უმთვარო ღამეებში-მეთქი. უკვე
დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ჰიპოთეზა ელოების მორლოკებზე
ბატონობის შესახებ სრულიად მცდარი გახლდათ. ადრე, რა თქმა
უნდა, მიწისზედა სამყაროს მცხოვრებნი პრივილეგირებული
კლასები იქნებოდნენ, მორლოკები კი მათი მუშა-მოსამსახურენი,
მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ეს უკვე შორეულ წარსულს
ეკუთვნოდა. ადამიანთა ორივე სახეობა, რომელიც საზოგადოების

91
ევოლუციის შედეგად წარმოიშვა, გადადიოდა ან უკვე გადავიდა,
სრულიად ახლებურ ურთიერთობაზე. კაროლინგების დინასტიის
მსგავსად ელოები მშვენიერ არარაობებად იქცნენ. ინერციით, ისინი
ჯერ კიდევ ბატონობდნენ მიწის ზედაპირზე, მაშინ, როცა
მორლოკებისთვის, უამრავი თაობის, უხანგრძლივესი დროის
განმავლობაში მიწის ქვეშ ცხოვრების გამო, დღის სინათლის ატანა
სრულიად შეუძლებელი შეიქნა. ისინი ძველებურად კერავდნენ
ელოებისათვის ტანსაცმელს, ზრუნავდნენ მათ ყოველდღიურ
საყოფაცხოვრებო პრობლემებზე _ შესაძლოა, ძველი, დიდი ხნის
განმავლობაში ძვალ-რბილში გამჯდარი ჩვეულების გამო. ამას ისე
გაუცნობიერებლად აკეთებდნენ, როგორც ცხენი სცემს ფლოქვებს
მიწაზე ან მონადირე ხარობს, როცა გარეულ ფრინველს
მოინადირებს: ძველი, დიდი ხნის წინ გამქრალი ურთიერთობები
ჯერ კიდევ ასვამენ დაღს ადამიანის ორგანიზმს, მაგრამ, ცხადია,
დამოკიდებულებამ, რომელიც ამ ორ რასას შორის თავიდან
არსებობდა, სრულიად საპირისპირო სახე მიიღო. დაუნდობელი
ნემეზიდა ფეხაკრეფით უახლოვდებოდა გააზიზებულ იღბლიან
რასას.

მრავალი ათასი წლის, მრავალი ასეული თაობის წინ, ადამიანმა


თავის მოყვასს ბედნიერება და დღის სინათლე წაართვა და მიწის ქვეშ
უსიხარულო ცხოვრებისთვის გაწირა. და ახლა მოყვასი უკან
ბრუნდებოდა _ შეცვლილი. ელოებს ძველი გაკვეთილის ხელახლა
სწავლა დასჭირდათ. მათ ცხოვრებაში კვლავ გაჩნდა შიშის გრძნობა.
მოულოდნელად, ის ხორცი გამახსენდა, მიწის ქვეშ რომ ვნახე.

არ ვიცი, რატომ მომივიდა ეს თავში: ის ჩემს აზრებს ლოგიკურად არ


მოჰყოლია, თითქოს გარედან მეწვია. შევეცადე, გამეხსენებინა, ხორცი

92
როგორ გამოიყურებოდა. უკვე მაშინ რაღაც ნაცნობს მაგონებდა
ბუნდოვნად, მაგრამ ვერ მივხვდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო.

ეს პატარა ხალხი უმწეო იყო იმ არსებების სიახლოვეს, რომლებიც


მათ შიშს ჰგვრიდნენ. მე მათგან განვსხვავდებოდი. ჩემი საუკუნის
შვილი გახლდით, ადამიანთა მოდგმის გაფურჩქნის ხანის
წარმომადგენელი, როცა შიში ვეღარ ბორკავდა ადამიანს და
იდუმალებამაც ხიბლი დაკარგა. ყოველ შემთხვევაში, მე თავის დაცვა
შემეძლო. დაუყოვნებლივ გადავწყვიტე, იარაღი გამეკეთებინა. და
უხიფათო ადგილი მეპოვა დასაძინებლად. როცა თავშესაფარი
მექნებოდა, შევძლებდი ამ უცნობ სამყაროს დავპირისპირებოდი
თავდაჯერების თუნდაც იმ მცირე ნაწილით, რომელიც ძალიან
შემერყა, როცა გავიგე, როგორი საშიში არსებების სიახლოვეს
ვცხოვრობდი. ვიცოდი, რომ მანამდე ვერ დავიძინებდი, სანამ ჩემი
სამყოფელი საიმედოდ დაცული არ იქნებოდა. შიშისგან შემაჟრჟოლა,
როცა გავიფიქრე, რომ აქამდეც ბევრჯერ გავმხდარვარ იმ საზიზღარი
ქმნილებების დაკვირვების ობიექტი.

მთელი დღე ტემზის ველზე დავეხეტებოდი, მაგრამ ისეთი


თავშესაფარი, რომელიც მათთვის მიუწვდომელი იქნებოდა, ვერსად
ვიპოვე. ყველა შენობა და ხე ადვილი მისაწვდომი ჩანდა ისეთი
მარჯვე მცოცავებისათვის, როგორიც მორლოკები იყვნენ, თუ მათი
ჭების მიხედვით ვიმსჯელებდით. და მაშინ ისევ გამახსენდა მაღალი
კოშკები და კრიალა გლუვი კედლები მწვანე ფაიფურის სასახლისა.

იმავე საღამოს უინა პატარა ბავშვივით მხარზე შევისვი და


გორაკებით სამხრეთ–დასავლეთისკენ გავემართე. ვვარაუდობდი,
რომ მწვანე ფაიფურის სასახლემდე შვიდი-რვა მილი იქნებოდა,

93
მაგრამ სინამდვილეში თვრამეტ მილამდე გამოვიდა. პირველად ეს
ადგილი მოღრუბლულ დღეს დავინახე, როცა მანძილი ნაკლები
გეჩვენება.

ახლა კი, როცა გზას დავადექი, ყველა სიკეთესთან ერთად


ფეხსაცმელზე ქუსლიც ამძვრა და ფეხში ლურსმანი მერჭობოდა _
ძველი ფეხსაცმელები მეცვა, საშინაო, მხოლოდ შინ რომ ვიცვამდი.

კოჭლობით მივდიოდი. მზე უკვე დიდი ხნის ჩასული იყო, როცა


სასახლე გამოჩნდა, შავ სილუეტად გამოიკვეთა ცის მუქ-ყვითელ
ფონზე.

უინა თავიდან აღტაცებული იყო, მხარზე რომ შევისვი, მაგრამ


შემდეგ მოინდომა, თავისი ფეხით ევლო და ჩემ გვერდით
მოაბიჯებდა. დროდადრო ხან აქეთ, ხან იქით გადარბოდა, რომ
ყვავილები დაეკრიფა და ჩემს ჯიბეებში ჩაეჩურთა. ჯიბე ყოველთვის
აკვირვებდა და, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, ეს ყვავილების ვაზა
იქნებაო, ყოველ შემთხვევაში, მათ ყოველთვის ამ მიზნით იყენებდა...
ჰო, მართლა, როცა ტანთ ვიცვლიდი, ვიპოვე...

დროში მოგზაურმა პაუზა გააკეთა, ხელი ჯიბეში ჩაიყო და მაგიდაზე,


ჩვენ წინ, ძალიან დიდი, თეთრი ბალბის მსგავსი ორი დამჭკნარი
ყვავილი დადო. შემდეგ თხრობა განაგრძო:

_ დედამიწა უკვე საღამოს სიჩუმემ მოიცვა, ჩვენ კი გორაკების


გავლით უიმბლდონისკენ მივდიოდით. უინა დაიღალა და
ნაცრისფერი ქვის შენობაში დაბრუნება მოუნდა, მაგრამ მე მწვანე
94
ფაიფურის სასახლის კოშკებისკენ მივანიშნე, მოშორებით რომ ჩანდა,
და შევეცადე, ამეხსნა, რომ იქ ვიპოვიდით თავშესაფარს.
დაჰკვირვებიხართ, მკვდარი სიჩუმე რომ ჩამოდგება ხოლმე
შებინდებისას. თითქოს ფოთლებიც აღარ ირხევიან. ეს საღამოსთვის
დამახასიათებელი სიჩუმე მოლოდინის ბუნდოვან გრძნობას
აღმიძრავს ყოველთვის. ცა იყო სუფთა, მაღალი და ნათელი, მხოლოდ
დასავლეთით ჩანდა მსუბუქი ღრუბლები. მაგრამ იმ საღამოს
მოლოდინი შიშში იყო განზავებული. სიჩუმეში გრძნობები თითქოს
არაბუნებრივად გამძაფრებული მქონდა. თითქოს გამოქვაბულებსაც
კი შევიგრძნობდი ფეხქვეშ და ლამის მორლოკებსაც კი ვხედავდი,
სიბნელის მოლოდინში ჭიანჭველებივით რომ დაფუთფუთებდნენ
მიწისქვეშა სამყაროში, მეჩვენებოდა, რომ მათ სამყაროში ჩემს შეჭრას
ომის გამოცხადებად აღიქვამდნენ. და რატომ წაიღეს ჩემი დროის
მანქანა?

საღამოს სიჩუმეში მივდიოდით. სულ უფრო ბინდდებოდა და ღამე


ახლოვდებოდა. შორეული ცის ღია სილურჯე ჩამუქდა და
ვარსკვლავები ერთიმეორის მიყოლებით აინთო. დედამიწა
გაბუნდოვნდა და ხეები შავად ჩანდა. უინა დაიღალა და შიშმა
შეიპყრო. ხელი ჩავჭიდე, ვეფერებოდი და ვაწყნარებდი, რაც
შემეძლო. სიბნელის მატებასთან ერთად შიში სულ უფრო მეტად
იტანდა. მომეხვია, თვალები დახუჭა და სახით მხარზე მაგრად
მომეკრა. გორაკის გრძელი ფერდობი ჩავიარე და დაბლობს
დავუყევი. მაშინ იყო, პატარა მდინარეში კინაღამ რომ ჩავვარდი.
ფონი გავიარეთ და საპირისპირო მხარეს, ველხე გავედით. ჩავიარეთ
მძინარე სახლები, ქანდაკება, რომელიც, როგორც მომეჩვენა, რაღაც
ფავნისებრს გამოხატავდა, მაგრამ უთავოს. იქ აკაციები ყვაოდა.
მორლოკები იქამდე არ დამინახავს, მაგრამ ღამე ახლა იწყებოდა
მხოლოდ და ყველაზე ბნელი საათები, სანამ ძველი მთვარე
ამოვიდოდა, ჯერ კიდევ წინ იყო.

95
შემდეგი გორაკიდან, წინ, ფართო, შავ ზოლად გაწოლილი ხშირი ტყე
დავინახე. შევყოყმანდი, არ ვიცოდი, რა მექნა. ტყეს დასასრული არ
უჩანდა, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ქანცი გამიწყდა, ფეხები
საშინლად მტკიოდა. უინას ხელები ფრთხილად მოვიშორე და
მიწაზე ჩამოვჯექი. მწვანე ფაიფურის სასახლე აღარ ჩანდა და არ
ვიცოდი, საით წავსულიყავი. ტყეს გავხედე და უნებურად გავიფიქრე,
ნეტავ რა იმალება მის სიღრმეში-მეთქი. ხეების მჭიდროდ
გადახლართულ ტოტებს შორის, ალბათ, ვარსკვლავები არც კი ჩანდა.
მაშინაც, თუ ტყეში საფრთხე არ მემუქრებოდა _ ის საფრთხე,
რომელზე ფიქრსაც კი თავიდან ვიშორებდი _ იქ მაინც საკმარისად
იქნებოდა ფესვები, რომელთაც შეიძლებოდა წამოვდებოდი, ხეები,
რომელთაც შეიძლებოდა შუბლით შევსკდომოდი. გარდა ამისა, ისე
გატანჯული ვიყავი იმ დღის თავგადასავლებით, რომ სიარულის
თავიც აღარ მქონდა და გადავწყვიტე, ღამე ღია ცის ქვეშ
გამეტარებინა.

კარგი იყო, რომ უინას მაგრად ეძინა. მზრუნველად გავახვიე ჩემს


ქურთუკში, მის გვერდით ჩამოვჯექი და მთვარის ამოსვლას
დაველოდე. გორაკის ფერდობზე სრული სიჩუმე სუფევდა, სულიერი
არ ჭაჭანებდა, მაგრამ ტყის სიბნელიდან დროდადრო შარიშური
ისმოდა. ჩემ ზემოთ ვარსკვლავები ციმციმებდნენ, რაც ძალიან
მამშვიდებდა. ნათელი ღამე იდგა. ცაზე ნაცნობი
თანავარსკვლავედები აღარ იყო: მათ ახალი კონფიგურაცია შეიძინეს
ვარსკვლავების იმ ნელი გადაადგილების გამო, რომელიც შესამჩნევი
ადამიანთა ასეულობით თაობის შემდეგ ხდება. როგორც ჩანდა,
მხოლოდ ირმის ნახტომის თანავარსკვლავედი დარჩენილიყო
ვარსკვლავური მტვრის ნაკადად. სამხრეთით რომელიღაც, ჩემთვის
უცნობი ვარსკვლავი კაშკაშებდა. ჩვენს სირიუსზე უფრო კაშკაშაც კი
იქნებოდა. ყველა ამ მოციმციმე წერტილს შორის ლბილად და
96
თანაბრად ბრწყინავდა დიდი პლანეტა, დიდი ხნის მეგობრის
სათნოდ მოღიმარ სახესავით.

ვარსკვლავების ცქერამ ადამიანური საზრუნავები და სატკივრები


უბადრუკად მომაჩვენა. გავიფიქრე, რა უსაზღვროდ შორს იყვნენ
ისინი და როგორ ნელა ბრუნავდნენ უცნობი წარსულიდან უცნობ
მომავალში. დავფიქრდი იმ წრეებზე, რომელთაც დედამიწის ღერძი
შემოწერს სივრცეში. მან ეს იმ რვაას ორი ათასი წლის განმავლობაში,
რომელიც მე დავფარე, მხოლოდ ორმოცჯერ გააკეთა და ამ დროის
განმავლობაში მთელი ადამიანური ნაღვაწი, ყველა ტრადიცია,
მთელი რთული ორგანიზაცია, ყველა ერი, ენები, ლიტერატურა,
ადამიანური მისწრაფებანი და თვით მოგონებებიც კი ადამიანზე,
ისეთზე, როგორსაც მე ვიცნობდი, გაქრა. ამის ნაცვლად გაჩნდა
სუსტი არსება, რომელსაც აღარ ახსოვდა თავისი მაღალი წარმოშობა,
და კიდევ საზიზღარი თეთრი ქმნილება, რომელსაც შეძრწუნებული
გავურბოდი. ვფიქრობდი იმ დიდ შიშზე, რომელიც ადამიანთა ორ
რასას შორის გამეფებულიყო და პირველად, აცახცახებული და
თავზარდაცემული, მივხვდი, რა იქნებოდა ის ხორცი, მიწისქვეშა
სამყაროში რომ ვნახე. არა, ეს მართლაც მეტისმეტი საშინელება იყო.
პატარა უინას შევხედე, ჩემ გვერდით რომ ეძინა, მის პატარა,
ვარსკვლავისებრ სახეს, და საშინელი ფიქრი მაშინვე უკუვაგდე.

მთელი ის გრძელი ღამე ვცდილობდი, მორლოკებზე არ მეფიქრა და


თავი რომ შემექცია, ვარსკვლავების ახალ განლაგებაში ძველი
თანავარსკვლავედების კვალის პოვნა მოვინდომე. ცარგვალი
მთლიანად მოკრიალებულიყო, თუ რამდენიმე ფაფუკ ღრუბლის
ფთილას არ ჩავთვლით· დროდადრო ვთვლემდი. როცა ასეთმა ყოფამ
ძალიან დამღალა, აღმოსავლეთით სუსტი სინათლე გაკრთა –
უღიმღამო ცეცხლის ანარეკლის მსგავსი და მის შემდეგ ძველი

97
მთვარე ამოვიდა, თხელი და თეთრი, შემდეგ კი მას დილის ცისკრის
პირველი სხივები წამოეწია და გადაეღვარა, ჯერ ფერმკრთალი,
შემდეგ კი ყოველწუთიერად სულ უფრო მკვეთრი, ალისფერი და
თბილი. არცერთი მორლოკი არ მოგვახლოებია იმ ღამით და
საერთოდ, თვალიც არ მომიკრავს რომელიმე მათგანისთვის. დღის
სინათლესთან ერთად ჩემი ღამეული შიში გაიფანტა და ლამის
სასაცილოც კი მეჩვენებოდა. წამოვდექი და ვიგრძენი, რომ ფეხი,
რომელზეც ქუსლ-ამძვრალი ფეხსაცმელი მეცვა, კოჭთან გამსივებოდა
და ქუსლი მტკიოდა.

უინა გავაღვიძე და ერთად დავუყევით გზას ქვემოთ. ტყეში შევედით,


რომელიც ახლა მწვანე და სასიამოვნო იყო და არა შავი და შიშის
მომგვრელი, როგორც ღამით. ხილით ვისაუზმეთ, შემდეგ კი
რამდენიმე მშვენიერ პატარა არსებას შევხვდით, რომლებიც მზის
გულზე იცინოდნენ და ცეკვავდნენ, თითქოს ღამე ბუნებაში არც კი
არსებობდა. და ამ დროს კვლავ გამახსენდა ის ხორცი, მორლოკებთან
რომ ვნახე. ახლა ჩემთვის საბოლოოდ ნათელი გახდა, რა ხორციც იყო
და სულით და გულით შემეცოდა ის პატარა ნაკადული,
კაცობრიობის ოდესღაც მძლავრი დინებიდან რომ შემორჩა.

აშკარად ჩანდა, რომ ოდესღაც, საუკუნეების თუ ათასწლეულების


წინ, მორლოკებს საჭმელი გამოელიათ. შესაძლოა, ერთხანს
ვირთხებითა და სხვა საზიზღარი არსებებითაც იკვებებოდნენ. თვით
ჩვენს დროშიც კი ადამიანი ნაკლებად აქცევს ყურადღებას იმას, თუ
რით იკვებება, ვიდრე ოდესღაც _ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე ამას
თუნდაც მაიმუნი აკეთებს. მისი წინასწარ-განწყობა ადამიანის
ხორცის მიმართ ღრმად ფესვგადგმული ინსტინქტი არ არის. და აი,
რას სჩადიოდნენ ადამიანთა ეს არაადამიანი ნაშიერები.

98
შევეცადე, საკითხისთვის მეცნიერული თვალსაზრისით შემეხედა.
ყოველ შემთხვევაში, მორლოკები ნაკლებად ადამიანები და ჩვენგან
უფრო დაშორებული იყვნენ, ვიდრე ჩვენი წინაპარი კანიბალები,
ჩვენამდე სამი-ოთხი ათასი წლით ადრე რომ ცხოვრობდნენ. ის
მაღალგანვითარებული ტვინი კი, რომლისთვისაც კანიბალიზმი
ტანჯვა იქნებოდა, საბოლოოდ გაქრა. მე რა მქონდა სანერვიულო? ეს
ელოები ხომ მხოლოდ და მხოლოდ ნაპატივები პირუტყვები იყვნენ,
რომელთა გამრავლებას ჭიანჭველას მსგავსი მორლოკები ხელს
უწყობდნენ, რათა საკვებად გამოეყენებინათ. ალბათ, თვალყურსაც
ადევნებდნენ, რომ ელოებს კარგად ეკვებათ...

ამ ფიქრებით ვიყავი გართული, ამასობაში კი პატარა უინა ჩემ ახლოს


ცეკვავდა.

ვცადე, მორლოკების მიმართ ზიზღი დამეთრგუნა და თავი ვაიძულე,


მეფიქრა, რომ ეს მდგომარეობა მკაცრი სასჯელი იყო ადამიანთა
ეგოიზმისათვის. ადამიანებს ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრება
სურდათ თანამოძმეთა მძიმე შრომის ხარჯზე და თავს
აუცილებლობით იმართლებდნენ და ახლა იგივე აუცილებლობა მათ
საწინააღმდეგოდ შებრუნდა. მე კარლაილის5 მსგავსად ისიც კი
ვცადე, ზიზღის გრძნობა აღმეძრა ჩემში ამ უბადრუკი,
გადაგვარებული არისტოკრატიის მიმართ, მაგრამ ესეც კი ვერ
მოვახერხე. როგორი დიდიც უნდა ყოფილიყო მათი სულიერი
დაცემა, ელოები გარეგნულად მაინც ძალიან ბევრ ადამიანურ ნიშანს
ინარჩუნებდნენ და უნებურად თანავუგრძნობდი მათ. მათთან
ერთად ვიზიარებდი დამცირებასა და შიშს.

5თომას კარლაილი (1795-1881) – შოტლანდიური წარმოშობის მწერალი,


პუბლიცისტი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი.
99
ჯერ კიდევ ვერ გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი.
უპირველესად მინდოდა, უხიფათო ადგილი მომეძებნა და ლითონის
ან ქვის იარაღი გამეკეთებინა. ეს აუცილებელი იყო. შემდეგ იმედი
მქონდა, ცეცხლის გაჩაღებასაც მოვახერხებდი, რომ ჩირაღდანი
მქონოდა. ვიცოდი, რომ ეს ყველაზე ეფექტური იარაღი იქნებოდა
მორლოკების წინააღმდეგ. ამის გარდა, მინდოდა, რაღაც ისეთი
მოწყობილობა შემეკოწიწებინა, რომლითაც თეთრი სფინქსის
კვარცხლბეკის ბრინჯაოს კარების შენგრევას მოვახერხებდი.
განზრახული მქონდა, კედლის-მნგრეველი მოწყობილობა
გამეკეთებინა, დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ იმ კარში შევაღწევდი
და ჩირაღდანს შევიტანდი, ჩემს დროის მანქანას ვიპოვიდი და ამ
საშინელ სამყაროს თავს დავაღწევდი. ვფიქრობდი, რომ მორლოკებს
ძალა არ ეყოფოდათ, შორს წაეღოთ. გადავწყვიტე, უინა ჩვენს დროში
წამომეყვანა. ამ გეგმებზე ვფიქრობდი და იმ შენობისკენ
განვაგრძობდი გზას, რომელიც საცხოვრებლად ავირჩიე.

დაახლოებით შუადღისას მწვანე ფაიფურის სასახლეს მივაღწიე.

ნახევრად დანგრეული, მიტოვებული შენობა აღმოჩნდა.


ფანჯრებიდან მინების ნამსხვრევები იყო გამოჩრილი. მწვანე
პირნაკეთობა ლითონის დაჟანგული კარკასიდან ჩამოყრილიყო.
სასახლე მაღალ, ბალახმოდებულ ფერდობზე იდგა. ჩრდილო-
აღმოსავლეთით გავიხედე და გავოცდი, როცა დიდი ესტუარი
დავინახე, უფრო სწორად, ზღვის უბე იქ, სადაც, ჩემი აზრით, ჩვენი
უონდსვორთი და ბეტერსი უნდა ყოფილიყო ოდესღაც. მაშინვე
გავიფიქრე, რა დაემართა ან რა ემართება ზღვაში მცხოვრებ არსებებს-
მეთქი, მაგრამ ამაზე დიდხანს არ მიფიქრია.

100
სასახლე მართლა ფაიფურის აღმოჩნდა. მთელ მის ფასადზე წარწერა
იყო ჩემთვის უცნობ ენაზე. სულელური აზრი მომივიდა _ იქნებ უინა
დამხმარებოდა წარწერის შინაარსის გაგებაში, მაგრამ მას თურმე
წერა-კითხვისა არაფერი გაეგებოდა. ის ყოველთვის უფრო მეტად
მეგონა ადამიანი, ვიდრე იყო სინამდვილეში, ალბათ, იმიტომ, რომ
მისი სიყვარული ასეთი ადამიანური იყო.

უზარმაზარი, დამტვრეული, საგდულიანი კარის მიღმა, რომელიც


ბოლომდე იყო გაღებული, ჩვეულებრივი დარბაზის მაგივრად
გრძელი გალერეა დავინახეთ ჩამწკრივებული ფანჯრებით. მაშინვე
მივხვდი, რომ მუზეუმში ვიყავით. კერამიკის ფილებით მოგებული
იატაკი მტვრის სქელ ფენას დაეფარა და ასეთივე სქელი, ნაცრისფერი
მტვერი ედო უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ ნაირ-ნაირ, საოცარ
ნივთებს. დარბაზის შუაგულში უცნაური, ახორხლილი რამ შევნიშნე
_ აშკარად ვეებერთელა ჩონჩხის ქვედა ნაწილი იყო. მისი ფეხების
ფორმით დავადგინე, რომ ეს მეგათერიუმის ტიპის გადაშენებული
ცხოველი იქნებოდა. გვერდით, სქელი მტვრის ქვეშ, მისი თავის ქალა
და ზედა კიდურების ძვლები ეწყო, ერთ ადგილზე კი, სადაც
სახურავიდან წვიმის წყალი ჟონავდა, ძვლების ნაწილი თითქმის
მთლიანად დაშლილიყო. კიდევ იქით, გალერეაში, ბრონტოზავრის
უზარმაზარი ჩონჩხი მოჩანდა. ჩემი ვარაუდი, რომ ეს მუზეუმი იყო,
გამართლდა. გალერეის კედლებზე ვიპოვე ის, რაც თავიდან
დაბრეცილი თაროები მეგონა, მაგრამ მინის ვიტრინები აღმოჩნდა.
ალბათ, ჰერმეტულად იყო თავდახურული, რამდენიმე ძალიან
კარგად შენახული ექსპონატის მიხედვით თუ ვიმსჯელებდი.

ნამდვილად უზარმაზარი მუზეუმის ნანგრევებში ვიყავით _ სამხრეთ


კენსინგტონის მსგავს, მაგრამ გაცილებით გვიანი პერიოდის
მუზეუმში. აქ უეჭველად იქნებოდა პალეონტოლოგიური

101
განყოფილება წიაღისეულის არაჩვეულებრივი კოლექციით, თუმცა,
გარდაუვალი ნგრევა, ერთხანს ხელოვნურად შეჩერებული და
ბაქტერიებისა და სოკოების განადგურების წყალობით
ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით ძალადაკარგული, მაინც
აგრძელებდა თავის საქმეს. აქა-იქ პატარა ხალხის მიერ მუზეუმის
დათვალიერების კვალს წავაწყდი. იშვიათი წიაღისეულიც ვნახე,
მათგან ნაწილებად დამსხვრეული ან ლერწამზე გირლანდებად
აცმული. ზოგიერთ ადგილას ვიტრინები აეგლიჯათ. ეს მორლოკების
ნახელავია-მეთქი, გავიფიქრე. სასახლე სრულიად ცარიელი იყო.
მტვრის სქელი ფენა ჩვენი ნაბიჯების ხმას ახშობდა. ყველაფერს
ინტერესით ვათვალიერებდი. უინა მომიახლოვდა, რომელიც აქამდე
იმით ერთობოდა, რომ ზღვის ზღარბს დამრეც მინაზე ასრიალებდა,
მშვიდად ჩამკიდა ხელი და გვერდით ამომიდგა.

ისეთი გაოცებული ვიყავი კაცობრიობის არსებობის


ინტელექტუალური პერიოდის ამ იავარქმნილი ძეგლით, რომ იმ
სარგებელზე აღარც მიფიქრია, რომელიც შეიძლებოდა მიმეღო. ჩემს
მანქანაზე ფიქრიც კი ამომივარდა დროებით თავიდან.

ზომების მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, მწვანე ფაიფურის


სასახლეში არა მხოლოდ პალეონტოლოგიური გალერეა უნდა
ყოფილიყო. აქ იქნებოდა, ალბათ, ისტორიული განყოფილებაც და
შესაძლოა, ბიბლიოთეკაც. ჩემთვის ეს გაცილებით საინტერესო იყო,
ვიდრე დაცემის პერიოდის გეოლოგიური გამოფენა. დათვალიერება
განვაგრძე და მივადექი მეორე, უფრო პატარა გალერეას, რომელიც
პირველს კვეთდა. ალბათ, ეს მინერალოგიური განყოფილება
იქნებოდა და გოგირდის დანახვამ დენთი გამახსენა, მაგრამ
გვარჯილას ან რომელიმე აზოტმჟავას მარილს ვერსად წავაწყდი.
ისინი, ალბათ, მრავალი ასეული წლის წინ დაიშალა. მაგრამ

102
გოგირდი თავიდან არ ამომდიოდა და ათასგვარი ფიქრი მოსვენებას
არ მაძლევდა. სხვა ყველაფერი აქ დიდად არ მაინტერესებდა, თუმცა,
ეს განყოფილება სხვებზე უკეთ შემონახულიყო. მე მინერალოგიის
სპეციალისტი არ გახლავართ, ამიტომ შენობის ნახევრად
დანგრეული ფრთისკენ გავეშურე, პირველი გალერეის
პარალელურად რომ იყო და რომლიდანაც შევედი. ეს ახალი
განყოფილება, ალბათ, ბუნებისმეტყველებას ეძღვნებოდა, მაგრამ
ეტყობოდა, უკვე დიდი ხნის წინ ისე შეცვლილიყო, რომ ვეღარაფერს
გაარჩევდი. რამდენიმე მოკრუნჩხული და გაშავებული ნარჩენი
იმისა, რაც, ალბათ, ადრე მხეცების ფიტული იყო, გამხმარი ჭიის
პარკები ქილებში, რომლებიც ოდესღაც სპირტით იქნებოდა სავსე,
შავი მტვერი, ხმელი მცენარეებისგან დარჩენილი _ აი, ის ყველაფერი,
რაც იქ ვნახე. ძალიან ვინანე. საინტერესო იქნებოდა, თვალი
გამედევნებინა, როგორ ნელა, თანდათან და მოთმინებით იქნა
მიღწეული სრული გამარჯვება ცხოველურ და მცენარეულ
სამყაროებზე. იქიდან უზარმაზარ, ცუდად განათებულ გალერეაში
ამოვყავით თავი. იატაკი თანდათან დაბლდებოდა, თუმცა, არცთუ
დიდი კუთხით იმ ბოლოდან, რომელშიც ჩვენ ვიდექით. ჭერიდან
თანაბარი შუალედებით თეთრი ბურთულები ეშვებოდა. ზოგი
მათგანი დაბზარული ან ნაწილებად დამტვრეული იყო და
უნებურად დამებადა აზრი, რომ ეს შენობა ადრე ხელოვნური
სინათლით ნათდებოდა. აქ უფრო ჩემს გარემოში ვგრძნობდი თავს,
რადგან ორივე მხარეს დიდი მანქანების ჩონჩხები იყო
ჩამწკრივებული, გაფუჭებულები, ზოგი დამტვრეულიც, თუმცა,
რამდენიმე შედარებით უკეთ შემონახულიყო. თქვენ იცით, რომ
მანქანები ჩემი სისუსტეა, და მინდოდა, უფრო დიდხანს
შევყოვნებულიყავი იქ, მით უმეტეს, რომ უმეტესობა ახალი და
ჩემთვის უცხო ჩანდა და შემეძლო მხოლოდ მევარაუდა, რა
დანიშნულება ჰქონდა თითოეულ მათგანს. ასე მეგონა, თუ ამ
პრობლემას გადავჭრიდი, მორლოკებთან ბრძოლის მძლავრ იარაღს
ვიპოვიდი.

103
უეცრად უინა მომეკრო. ეს ისე მოულოდნელი იყო, რომ შევკრთი. ის
რომ არა, ალბათ, იატაკის დახრილობას ყურადღებას არც მივაქცევდი.
გალერეის ის ბოლო, საიდანაც მე შევედი, მიწის ზედაპირიდან
საკმაოდ მაღლა ადიოდა და ორიოდე ვიწრო ფანჯრის შუქით იყო
განათებული. რაც უფრო წინ მივიწევდით, გორაკის ფერდი
მაღლდებოდა, ფანჯრებამდე ადიოდა და ფარავდა მას. ასე რომ,
ბოლოს მხოლოდ ჩაღრმავება დარჩა, როგორც ლონდონური
ნახევარსარდაფის წინ არის ხოლმე, პატარა ღრიჭოდან კი მხოლოდ
ოდნავ შესამჩნევი სინათლის ზოლი აღწევდა. ნელა მივიწევდი წინ,
ინტერესით ვათვალიერებდი მანქანებს. ისე ვიყავი გართული ამ
საქმიანობით, რომ სინათლის თანდათანობითი შესუსტება ვერც
შევნიშნე, სანამ უინამ, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტად
ეშინოდა, ჩემი ყურადღება არ მიიპყრო. მაშინღა შევამჩნიე, რომ
გალერეა უკუნი წყვდიადისაკენ მიემართებოდა.

შევჩერდით. არ ვიცოდი, რა მექნა. გაუბედავად მივიხედ-მოვიხედე.


შევნიშნე, რომ მტვრის ფენა აქ უფრო თხელი და ალაგ-ალაგ
არათანაბარი სისქის იყო. კიდევ იქით, სიბნელეში, მტვრიან იატაკზე
პატარა, ვიწრო კვალი ჩანდა. მათ დანახვაზე მივხვდი, რომ
მორლოკები ახლოს იქნებოდნენ. ვიგრძენი, დროს ტყუილად
ვკარგავდი მანქანების დათვალიერებაზე და გამახსენდა, რომ
შუადღე უკვე კარგა ხნის გადასულიყო, მე კი ჯერაც არ მქონდა
იარაღი, თავშესაფარი და ცეცხლის მოპოვების საშუალება. უცებ
შორს, ბნელი გალერეის სიღრმეში, ისეთივე ფაჩუნი გავიგონე,
ისეთივე უცნაური ბგერები, როგორიც იქ, ჭის სიღრმეში.

უინას ხელი ჩავკიდე და უცებ თავში ახალი აზრი მომივიდა _


მივატოვე ის და მანქანისკენ გავემართე, რომლიდანაც ბერკეტი იყო
104
ამოშვერილი, იმის მსგავსი, რკინიგზის საგუშაგოზე რომ იყენებენ.
ქვესადგამზე ავცოცდი, ორივე ხელებით ბერკეტს ჩავეჭიდე და
მთელი წონით დავაწექი. მარტო დარჩენილმა უინამ ტირილი
დაიწყო.

ჩემი გათვლა სწორი აღმოჩნდა: სულ რაღაც წუთის ზეწოლის შემდეგ


ბერკეტი გატყდა და მე უინასთან დავბრუნდი ხელში კომბლით,
რომელიც საკმარისად საიმედო იყო იმისთვის, რომ ყველა შემხვედრი
მორლოკისთვის თავი გამეჩეჩქვა. როგორ მინდოდა, თუნდაც ერთის
მოკვლა მაინც! თქვენ შეიძლება ერთ-ერთი ჩვენი შთამომავლის
მოკვლის სურვილი არაადამიანურად მოგეჩვენოთ. მხოლოდ ის, რომ
უინას მიტოვება არ მინდოდა, და კიდევ შიში, რომ შეიძლებოდა
დროის მანქანა დაზიანებულიყო, თუ მორლოკების ცემას
დავიწყებდი, მაკავებდა, მაშინვე ქვემოთ, გალერეაში ჩავსულიყავი
და იმ საზიზღარი არსებების განადგურება დამეწყო.

მარჯვენა ხელში კომბალი მეჭირა, მარცხენა კი უინაზე მქონდა


გადახვეული, როცა იმ გალერეიდან გამოვედით და მეორისკენ
გავემართეთ. ის კიდევ უფრო დიდი ჩანდა და თავდაპირველად
სამხედროების სამლოცველო მეგონა კედლებზე გადმოკიდებული
დახეული დროშებით. მაგრამ მალე ამ ყავისფერ და შავ ნაფლეთებში
დახეული წიგნების კვალი შევიცანი. ფურცლები იმდენად
გახუნებულიყო, რომ ასოები აღარც კი აჩნდა. აქა-იქ დაბრეცილი
ყდები და ლითონის დამსკდარი ბალთები ეგდო, თავიანთ წარსულ
დანიშნულებაზე მჭევრმეტყველურად რომ მიგვანიშნებდნენ.
მწერალი რომ ვყოფილიყავი, ამის დანახვაზე ფილოსოფიურ
მსჯელობას მოვყვებოდი ყოველგვარი პატივმოყვარეობის ამაოების
შესახებ, მაგრამ რადგან მწერალი არა ვარ, ყველაზე მეტად იმ
კოლოსალური შრომის ამაოდ დაკარგვამ დამწყვიტა გული, რაზეც ამ

105
დაფლეთილი ფურცლების პირქუში გროვები მეტყველებდა. თუმცა,
უნდა ვაღიარო, რომ იმ წუთს ფილოსოფიური საზოგადოების
პერიოდული ჟურნალი გამახსენდა და კიდევ, ოპტიკის შესახებ ჩემი
ჩვიდმეტი სტატია.

ფართო კიბეზე ავედით და თავი ამოვყავით ახალ დარბაზში,


რომელიც ოდესღაც გამოყენებითი ქიმიის განყოფილება იქნებოდა.
იმედი მქონდა, იქ რაღაც სასარგებლოს ვნახავდი. ერთი კუთხის
გარდა, სადაც ჭერი იყო ჩამოქცეული, გალერეა შესანიშნავად
შემონახულა. სწრაფად მივდიოდი თითოეულ გადარჩენილ
ვიტრინასთან და ბოლოს ერთ-ერთში, რომელიც მართლაც
ჰერმეტულად იყო დახურული, რამდენიმე კოლოფი ასანთი ვიპოვე.
სულმოუთქმელად ველოდი, სანამ არ ვნახავდი, მოეკიდებოდა თუ
არა. ადვილად აინთო, ოდნავაც არ იყო დანესტიანებული. უინას
მივუბრუნდი:

_ იცეკვე! _ ვუყვირე მათ ენაზე.

ახლა კი მართლა გვქონდა იარაღი საშინელი არსებების წინააღმდეგ,


რომლებისაც გვეშინოდა. და აი, ამ მიტოვებულ მუზეუმში, მტვრის
სქელ ნოხზე, უინას გასახარად საზეიმოდ შევასრულე უცნაური
ცეკვა, თან მხიარულად ვუსტვენდი სიმღერას ,,ჩემო შოტლანდია“. ეს
გახლდათ ნაწილობრივ მოკრძალებული კანკანი6, ნაწილობრივ

6კანკანი – ფრანგული ცეკვა, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში


მონპარნასის კაფეებში დაიბადა;
106
სტეპი7, ნაწილობრივ კი სქირთ-დანსი8 (ისე, რომ სერთუკის კალთები
მიფრიალებდა) და ნაწილობრივ ჩემი იმპროვიზაცია. თქვენ ხომ
იცით, გამომგონებლობის როგორი ნიჭით ვარ დაჯილდოებული.

ასანთის ეს კოლოფი, რომელიც ჟამთასვლას გადაურჩა, მიუხედავად


დროის დამანგრეველი მოქმედებისა, ბედის ნამდვილი საჩუქარი
გახლდათ. ჩემდა. გასა კვირად, კიდევ ერთი მოულოდნელი აღმოჩენა
გავაკეთე: ქაფური ვიპოვე დალუქულ ქილაში, რომელიც, ვფიქრობ,
შემთხვევით იყო ჰერმეტულად დახურული. თავიდან პარაფინი
მეგონა და ქილა გავტეხე, მაგრამ აშკარად ქაფურის სუნი
დატრიალდა. ეს აქროლადი ნივთიერება საყოველთაო ნგრევის
პერიოდს გადაურჩა, შესაძლოა, მრავალ ათას საუკუნეს. ამან
გამახსენა ერთი სეპიით9 ნახატი სურათი, რომელიც მილიონობით
წლის წინ დაღუპული და გაქვავებული ბელემნიტის10 ნამარხისგან
იყო დამზადებული. ქაფურის გადაგდებას ვაპირებდი, როცა უცებ
გამახსენდა, რომ ის წვისას მკვეთრ სინათლეს გამოსცემს და
ამიტომაც მისგან მშვენიერი სანთლის გაკეთება შეიძლებოდა. მაშინვე
ჯიბეში ჩავიდე. სამაგიეროდ, ვერსად ვიპოვე ასაფეთქებელი

7 სტეპი – ცეკვა ფეხების რიტმული ბაკუნით.


8 სქირთ-დანსი (ინგლ. “Skirt-dance”) – XIX საუკუნის ბოლოს ევროპისა და
ამერიკის ბურლესკსა და ვოდევილის თეატრებში პოპულარული ცეკვის
ფორმა, რომლის დროსაც მოცეკვავე ცეკვის ერთ-ერთ ელემენტად კაბას
(Skirt – კაბა) იყენებს, კალთების სხვადასხვაგვარად ფრიალის მეშვეობით.
განსაკუთრებით ეფექტური იყო პროჟექტორების ფერად შუქზე.
9 სეპია (ბერძნ. σηπία, ლათ. Sepia – თავფეხიანი მოლუსკი) – ღია ყავისფერი

საღებავი, რომელიც მზადდება ზღვის მოლუსკებისაგან და რომელსაც


იყენებენ კალმითა და ფუნჯით ხატვისას. XVIII საუკუნიდან სეპიას
უწოდებენ გრაფიკის ერთ-ერთ ტექნიკურ სახეობას.
10 ბელემნიტები (ლათ. Belemnitida) – ამომწყდარ ცხოველთა რიგი

თავფეხიანთა კლასისა. ცხოვრობდნენ კარბონული პერიოდიდან


პალეოგენურამდე.
107
ნივთიერება ან რომელიმე სხვა საშუალება სფინქსის ბრინჯაოს კარში
შესაღწევად. რკინის ბერკეტი მაინც, ალბათ, ყველაზე საიმედო
გახლდათ იმ საშუალებებს შორის, რომელთაც იმ დრომდე წავაწყდი.
ასე იყო თუ ისე, გალერეიდან მეტად გახალისებული გამოვედი.

ყველაფრის მოყოლას ვერ შევძლებ, რაც იმ გრძელ დღეს ვიხილე.


ძალიან მომიწევს გონების დაძაბვა, თანამიმდევრობით რომ
მოგიყვეთ ჩემს იმდღევანდელ ძიებებზე. მახსოვს, გრძელი გალერეა
დაჟანგული იარაღით და ჩემი მაშინდელი ყოყმანი: ნაჯახი ან ხმალი
ხომ არ ამერჩია რკინის ბერკეტის ნაცვლად? ორივეს ერთად წაღება
არ შემეძლო. რკინის ძალაყინი უფრო გამოსადეგი იქნებოდა
ბრინჯაოს კარის შესამტვრევად. მრავალი იარაღი ვნახე, პისტოლეტი
თუ შაშხანა. თითქმის ყველა ერთიანად იყო ჟანგით გამოჭმული.
თუმცა, ზოგიერთი, რომელიღაც უცნობი ლითონისგან გამოჭედილი,
შესანიშნავად იყო შენახული. მაგრამ ვაზნები და ტყვია-წამალი კი
მტვრად ქცეულიყო. ჩანს, გალერეის ერთი კუთხე ოდესღაც დაიწვა
და შემდეგ ჩამოინგრა. მეორე ადგილას კერპების დიდი კოლექცია
იყო: პოლინეზიური, მექსიკური, ბერძნული, ფინიკიური –
დედამიწის ყოველ კუთხეში შეგროვებული. ამ დროს დაუძლეველ
სურვილს ავყევი და ჩემი სახელი სამხრეთამერიკულ ქვის მონსტრზე
წავაწერე, ყველაზე მეტად რომ გამაოცა.

საღამოს ინტერესი გამინელდა. გალერეიდან გალერეაში


გადავდიოდი, რომლებიც მტვრიანი, მდუმარე, უმეტესად
დანგრეულიც იყვნენ. მათში მხოლოდ ჟანგის გორები და
დანახშირებული ნამტვრევები ეყარა. ერთ ადგილას მოულოდნელად
კალის მაღაროს მოდელს წავაწყდი, შემდეგ კი, სრულიად
შემთხვევით, მჭიდროდ თავდახურული ვიტრინა ვიპოვე დინამიტის
ორი კოჭით.

108
_ ევრიკა! _ წამოვიძახე გახარებულმა და ვიტრინა გავტეხე.

მაგრამ უცებ ეჭვი მომეძალა. შეფიქრიანებული შევჩერდი. პატარა


გვერდითი გალერეა შევარჩიე და ცდა ჩავატარე. ასე არასოდეს
გამცრუებია იმედი, როგორც იმ ხუთ-ათ წუთში, როცა აფეთქებას
ველოდი და არაფერი მოხდა. რა თქმა უნდა, ორივე მოდელი იყო
მხოლოდ. ამას მათი დანახვისთანავე უნდა მივმხვდარიყავი. ეს რომ
არა, დარწმუნებული ვარ, მაშინვე თეთრი სფინქსისკენ გავექანებოდი
და ერთი აფეთქებით მოუსავლეთში გავუშვებდი თავის ბრინჯაოს
კარიანად და (როგორც მოგვიანებით დავრწმუნდი) დროის მანქანას
ვეღარასოდეს დავიბრუნებდი.

როგორც მახსოვს, მთავარი შენობის შიგნით პატარა ეზოში გავედით.


მწვანე ბალახში ხილის სამი ხე იდგა. იქ დავისვენეთ და
დავნაყრდით. უკვე ბინდდებოდა და ჩვენს მდგომარეობაზე
დავფიქრდი. მალე დაღამდებოდა, უსაფრთხო ადგილი კი ნაპოვნი არ
გვქონდა. თუმცა, ახლა ეს დიდად არ მაღელვებდა. მორლოკებისგან
თავდასაცავი საუკეთესო საშუალება _ ასანთი _ ხელთ მქონდა.
ყოველი შემთხვევისთვის, თუ უფრო მკვეთრი სინათლე
დამჭირდებოდა, ჯიბეში ქაფური მედო. ვფიქრობდი, რომ ყველაზე
უკეთესი ღამის ღია ცის ქვეშ, კოცონთან გატარება იქნებოდა, დილით
კი დროის მანქანის ძებნას შევუდგებოდი. ამისთვის ერთადერთი
საშუალება რკინის ძალაყინი იყო. მაგრამ ახლა, რაკი უკეთ გავერკვიე
ვითარებაში, ბრინჯაოს კარისადმი სრულიად განსხვავებული
დამოკიდებულება მქონდა. აქამდე, სანამ არ ვიცოდი, შიგნით რა იყო,
მისი გატეხა არ მინდოდა. არ მეგონა, რომ კარი ძალიან მაგარი
გამოდგებოდა. იმედი მქონდა, ჩემი ბერკეტით ადვილად
შევამტვრევდი.
109
როცა სასახლიდან გამოვედით, მზე ჰორიზონტს ჯერ კიდევ არ
მიჰფარებოდა. გადავწყვიტე, მეორე დილით ადრიანად
დავბრუნებულიყავი თეთრ სფინქსთან, ჯერჯერობით კი,
დაბნელებამდე, შევსულიყავი ტყეში, რომელმაც წინა
მოგზაურობისას, როცა აქეთ მოვდიოდი, დამაბრკოლა. განზრახული
მქონდა, რაც შეიძლებოდა მეტი მანძილი გამევლო, შემდეგ. კი
კოცონი დამენთო და მისგან დაცულს დამეძინა. გზადაგზა ხმელ
ტოტებსა და ბალახს ვაგროვებდი. ამ ტვირთით წინ მივიწევდით,
თუმცა, უფრო ნელა, ვიდრე ვვარაუდობდი და თან უინა ძალიან
დაიღალა. მეც საშინლად მეძინებოდა. როცა ტყემდე მივაღწიეთ,
მთლად ჩამობნელდა. სიბნელის შიშის გამო უინას უნდოდა, გორაკის
ფერდობზე დავრჩენილიყავით, ტყის პირას. მაგრამ საფრთხის
გრძნობა წინ მერეკებოდა, ნაცვლად იმისა, გონზე მოვეყვანე და
შევეჩერებინე. მთელი ღამე არ მიძინია და ორი დღე იყო,
აღგზნებული და გაღიზიანებული ვიყავი. ვგრძნობდი, როგორ
მეპარებოდა ძილი და მასთან ერთად – მორლოკები.

სანამ ასეთ გაურკვევლობაში ვიყავით, ჩვენ უკან, ბნელ ბუჩქებში,


სამი მიმალული არსება გავარჩიე. მაღალი ბალახი და ბუჩქნარი
გვერტყა გარს, ასე რომ, შეეძლოთ ისე ვერაგულად მოგვპარვოდნენ,
ვერაფერი გაგვეგო. ტყე რომ გადაგვევლო, ჩემი გათვლით,
დაახლოებით ერთი მილის გავლა მოგვიხდებოდა. ვფიქრობდი, თუ
ღია ფერდობზე მოვახერხეთ გასვლა, სრულიად უსაფრთხო ადგილს
ვიპოვით დასასვენებლად-მეთქი. გზას ასანთითა და ქაფურით
გავინათებდი, მაგრამ თუ გამუდმებით ასანთის ანთება
დამჭირდებოდა, ცეცხლის დასანთებად შეგროვილი ტოტები უნდა
მიმეტოვებინა. მინდოდა თუ არა, ამის გაკეთებამ მომიწია. სწორედ
მაშინ მომივიდა აზრად, რომ ჩვენს მეგობრებს მეტად გავართობდი,
თუკი ტოტებს დავწვავდი. შემდეგ მივხვდი, ეს სიგიჟე იქნებოდა,
110
მაგრამ მაშინ ასეთი მანევრი ჩვენი უკან დახევის შესანიშნავ ხერხად
ჩავთვალე.

არ ვიცი, ჩაფიქრებულხართ თუ არა ოდესმე იმაზე, როგორი იშვიათი


რამ იქნება ცეცხლი ზომიერ კლიმატში _ იქ, სადაც ადამიანი არ არის.
მზის მხურვალება იშვიათად არის საკმაოდ ძლიერი საიმისოდ, რომ
რომელიმე ხეს ცეცხლი წაეკიდოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი
სხივები ცვრის წვეთებით არის ფოკუსირებული, როგორც ხანდახან
ტროპიკულ ქვეყნებში ხდება. მეხი ეცემა და კლავს, თუმცა, დიდ
ხანძარს იშვიათად თუ გამოიწვევს. მცენარეულობა, რომელიც ლპება,
ხანდახან იხრწნება შინაგანი ქიმიური რეაქციისგან, მაგრამ ხანძრის
მიზეზი ესეც იშვითად ხდება. დაცემისა და გადაგვარების იმ
პერიოდში დედამიწაზე მივიწყებული ჰქონდათ ცეცხლის მოპოვების
საიდუმლო. წითელი ენები, ტოტებს რომ შეესივნენ, უინასთვის
სრულიად ახალი და გამაოგნებელი რამ იყო. სურდა, მიერბინა და
ცეცხლთან ეთამაშა. შევარდებოდა კიდეც ცეცხლში, მე რომ არ
შემეკავებინა. ხელი ჩავავლე და მიუხედავად იმისა, რომ
წინააღმდეგობა გამიწია, მოურიდებლად გავიგდე წინ, ტყისკენ. ცოტა
ხანს ცეცხლი გვინათებდა გზას, შემდეგ უკან გავიხედე და ხეებს
შორის დავინახე, ცეცხლი უახლოეს ბუჩქებზე გადასულიყო და
გველივით დაკლაკნილი ენები გორაკის ფერდობს ზემოთ
მიუყვებოდნენ. გამეცინა და კვლავ ბნელი ხეებისკენ შევბრუნდი.

ყველაფერი წყვდიადით იყო მოცული. აკანკალებული უინა მომეკრო,


მაგრამ ჩემი თვალები სწრაფად შეეჩვივნენ სიბნელეს და უკვე
რაღაცის გარჩევა შემეძლო საიმისოდ, რომ ხეებს არ შევსკდომოდი.

111
ჩვენს თავს ზემოთაც ყველაფერი სიბნელეში იყო გახვეული –
მხოლოდ ოდნავ განათებული ცის ნაგლეჯი ჩანდა. ასანთს არ
ვანთებდი, იმიტომ, რომ ხელები დაკავებული მქონდა. მარცხენა
ხელით პატარა უინა მიმყავდა, მარჯვენაში კი ძალაყინი მეჭირა.

ცოტა ხანს არაფერი მესმოდა ფეხებქვეშ ტოტების ტკაცუნის, ქარის


მსუბუქი დაბერვის, საკუთარი სუნთქვისა და ყურებში ბაგაბუგის
გარდა. შემდეგ ჩემ უკან ფეხების ბაკუნი მომესმა, მაგრამ შეუპოვრად
განვაგრძობდი წინსვლას. ნაბიჯების ხმა სულ უფრო გარკვევით
ისმოდა და მასთან ერთად უცნაური ბგერები და ხმები, სწორედ
ისეთი, მიწისქვეშა სამყაროში რომ გავიგონე. აშკარა იყო, მორლოკები
მოგვსდევდნენ და გვეწეოდნენ კიდეც. მართლაც, შემდეგ წამს
ვიგრძენი, რომ ვიღაც ტანსაცმელზე ჩამეჭიდა, შემდეგ კი ხელზეც.
უინა აცახცახდა და გაინაბა.

ახლა კი ასანთი ნამდვილად უნდა ამენთო, მაგრამ ჯიბიდან რომ


ამომეღო, უინა უნდა ჩამომესვა. ასეც მოვიქეცი, მაგრამ სანამ ჯიბეში
ხელებს ვაფათურებდი, ჩემს ფეხებთან, სიბნელეში, ბრძოლა გაჩაღდა.
უინა ხმას არ იღებდა, მორლოკების ბუტბუტი ისმოდა მხოლოდ.
ვიღაცის პატარა, რბილი ხელი ჩემს ზურგზე აცურდა და კისერზეც კი
შემეხო. ასანთმა გაიჩხაკუნა და დაიშიშინა. როცა აინთო, გაქცეული
მორლოკების თეთრი ზურგები დავინახე. ჯიბიდან სასწრაფოდ
ქაფური ამოვიღე და მის ასანთებად მოვემზადე, რომ თუკი ასანთი
ჩაქრებოდა, სიბნელეში არ დავრჩენილიყავით. უინას შევხედე.
პირქვე დამხობილი უძრავად იწვა და ხელებით ფეხებზე
ჩამბღაუჭებოდა. შიშით დავიხარე მისკენ, ძლივს სუნთქავდა. ქაფური
ავანთე და მიწაზე დავაგდე. ის გაიპო, აბრიალდა და მორლოკები და
მათი ჩრდილები განდევნა ჩვენგან. მუხლებზე დავდექი და უინა

112
წამოვაყენე. ტყეში, ჩვენ უკან, ჯგროს შარიშური და ბუტბუტი ისევ
ისმოდა.

როგორც ჩანდა, უინას გრძნობა ჰქონდა დაკარგული. ფრთხილად


გადავიწვინე მკლავზე, ავდექი და ის იყო, გზის გაგრძელება
დავაპირე, უცებ ნათლად მივხვდი, რომ ჩიხში მოვექეცი _ ხან უინაზე
ზრუნვაში და ხან ასანთის ასანთებად ჯახირში აქეთ-იქით
ვტრიალებდი და ახლა წარმოდგენა არ მქონდა, საით წავსულიყავი.

შეიძლებოდა პირით სულაც მწვანე ფაიფურის სასახლისკენ ვიდექი.


ცივმა ოფლმა დამასხა. დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა.

საჭირო იყო მოქმედება. გადავწყვიტე, ცეცხლი დამენთო და იქვე


დავრჩენილიყავი. უინა, რომელიც ჯერ კიდევ არ იძვროდა, ხავსიან
ჯირკზე ჩამოვსვი და სანამ ქაფური იწვოდა, სასწრაფოდ დავიწყე
ხმელი ტოტებისა და ფოთლების შეგროვება. გარშემო, აქა-იქ,
სიბნელეში, მორლოკების თვალები ელავდა ბადახშებივით.

ქაფურმა უკანასკნელად გაიელვა და ჩაქრა. ასანთი ავანთე და


დავინახე, ორი თეთრი არსება უინას უახლოვდებოდა, მაგრამ
სასწრაფოდ პირი იბრუნეს. ერთი შუქმა ისე დაარეტიანა, პირდაპირ
მე შემომასკდა და როცა დავარტყი, ვიგრძენი, მისმა ძვლებმა როგორ
გაიტკაცუნა. თავზარდაცემულმა მორლოკმა დაიყვირა, რამდენიმე
ნაბიჯი გადადგა ბარბაცით და წაიქცა. ქაფურის მეორე ნატეხი ავანთე
და ცეცხლისთვის ტოტების მოგროვება განვაგრძე. შევნიშნე, რომ
ფოთლები აქ სავსებით ხმელი იყო, რადგან ჩემი ჩამოსვლის შემდეგ,
ანუ ერთი კვირა, არ უწვიმია. ამიტომ ხეებს შორის ჩამომტყდარი
ტოტების ძებნას თავი დავანებე და მის ნაცვლად ხტომით ხის ქვედა
113
ტოტების მტვრევა დავიწყე. მალე ცეცხლი დავანთე _ მახრჩობელა
კვამლი დააყენა ნედლმა და ხმელმა ტოტებმა. ასე იყო თუ ისე,
ქაფური დავზოგე. იქ დავბრუნდი, სადაც ჩემი ძალაყინი და უინა
დავტოვე. ვცდილობდი, ქალი გონებაზე მომეყვანა, მაგრამ მაინც
მკვდარივით იწვა. იმასაც კი ვერ მივხვდი, სუნთქავდა თუ არა.

ახლა კვამლი პირდაპირ სახეში მეცა და თავი, რომელიც ისედაც


დამძიმებული მქონდა ქაფურის სუნით, კიდევ უფრო დამიმძიმდა.

ცეცხლი, ალბათ, ერთ საათს მაინც არ ჩაქრებოდა. არაქათგამოცლილი


მიწაზე დავჯექი. მომეჩვენა, რომ ტყეში გაუგებარი, თვლემის
მომგვრელი ჩურჩული ისმოდა. მგონი, წამიერად ჩამთვლიმა, მაგრამ
მაშინვე თვალები გავახილე. კვლავ სიბნელე იდგა და მორლოკები
ტანზე ხელებს მიფათურებდნენ. მათი ჩაჭიდებული თითები
მოვიშორე და სწრაფად დავიწყე ჯიბეში ასანთის ძებნა, მაგრამ ვეღარ
ვიპოვე. მორლოკები ისევ ჩამებღაუჭნენ და წრეში მომიქციეს.

მაშინვე გავიაზრე, რაც მოხდა. ჩამძინებოდა და ცეცხლი ჩამქრალიყო.


საშინელმა შიშმა ამიტანა. ტყე დამწვარი ხის სუნით იყო სავსე
ხელები ჩამავლეს კისერში, თმაში, ხელებში და ცდილობდნენ,
წავექციე. საზიზღარი იყო ამ რბილ-სხეულიანი ქმნილებების შეხება,
თანდათან რომ მაბობღდებოდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ
შემზარავ ობობას ქსელში ვიყავი გაბმული. მაინც დამძლიეს და
წამაქციეს. ვიღაცის ბასრი კბილები კისერში ჩამესო. გადავბრუნდი
და მაშინვე ჩემი ხელი რკინის ბერკეტს შეეხო. ამან ძალა შემმატა,
ადამიანის მსგავსი ეს ვირთხების ხროვა ჩამოვიფერთხე, წამოვხტი და
ბერკეტის ქნევა დავიწყე. ვცდილობდი, იქ მომერტყა, სადაც მათი

114
თავები უნდა ყოფილიყო. ვგრძნობდი, ჩემი დარტყმები ძვალ-რბილს
რომ უერთიანებდათ. წუთიერად მათგან გავთავისუფლდი.

იმ უცნაურმა გზნებამ შემიპყრო, რომელიც, როგორც ამბობენ,


ხშირად ეუფლებათ ხოლმე ომის დროს. ვიცოდი, რომ მე და უინას
აღარაფერი გვიშველიდა, მაგრამ გადავწყვიტე. ჩემი სიცოცხლე
ძვირად დამესვა მორლოკებისთვის. ზურგით ხეს მიყრდნობილი
ვიდექი და მთელი ძალით ვიქნევდი რკინის კომბალს. ტყე
მორლოკების ღრიალით იყო სავსე. წუთი გავიდა. განწირულად
გაჰკიოდნენ და სულ უფრო და უფრო სწრაფად მოძრაობდნენ, მაგრამ
ახლოს არც ერთი აღარ მოდიოდა. ფეხს არ ვიცვლიდი და
ვცდილობდი, სიბნელეში რაიმე გამერჩია. თანდათან იმედი
გამიჩნდა. იქნებ მორლოკებს შეეშინდათ-მეთქი. და უცებ უცნაური
რამ მოხდა – ჩემ გარშემო სიბნელემ გაფანტვა დაიწყო. მორლოკებს
ბუნდოვნად უკვე ვარჩევდი. სამი მათგანი ჩემს ფეხებთან
იკრუნჩხებოდა, სხვები კი, რაც უნდა დაუჯერებელი ყოფილიყო
ჩემთვის, ჯგროდ გარბოდნენ შუაგული ტყისკენ. ზურგები უკვე
თეთრი კი არა, წითელი ჰქონდათ. გაოგნებულმა დავინახე, წითელი
ზოლი ვარსკვლავების შუქით განათებულ ხეებს შორის რომ გასხლტა
და მაშინვე მივხვდი, საიდან გაჩნდა ნამწვის სუნი და მონოტონური
ბუტბუტი, ახლა რომ საშინელ ღრიალად იქცა, და წითელი ნაკადი
გაქცეული მორლოკებისა.

ხეს მოვცილდი, უკან გავიხედე და უახლოეს ხის შავ ტანებს შორის


დავინახე, რომ ტყეს ხანძარი მოსდებოდა და სწრაფად მოიწევდა
ჩემკენ. ეს ჩემი პირველად დანთებული კოცონის შედეგი იყო.

115
უინას ვეძებდი, მაგრამ არსად ჩანდა. შიშინი, სტვენა და ცეცხლში
გახვეული ხეების ტოტების ტკაცატკუცი მესმოდა. რკინის ძალაყინს
დავავლე ხელი და მორლოკების კვალდაკვალ თავქუდმოგლეჯილი
გავიქეცი. ცეცხლის ალი კვალში მედგა. მარჯვნივ ხანძარმა
გადამასწრო, გზა მომიჭრა, და მარცხნივ გავიქეცი. ერთი მორლოკი,
დაბრმავებული, მე შემომასკდა და მერე პირდაპირ ცეცხლში დურთა
თავი.

ამის შემდეგ ყველაზე საშინელი რამ ვნახე იმათ შორის, რისი მოწმეც
მომავალში გავხდი. ხანძრისგან ყველაფერი დღესავით განათებული
იყო. ცეცხლის ზღვაში შევნიშნე გორაკი თუ ყორღანი, რომლის
წვერზე ნახევრად გამხმარი კუნელი იდგა. უფრო შორს, ტყის
შუაგულში, ყვითელი ალი ბობოქრობდა და გორაკი ცეცხლის ღობით
იყო გარშემორტყმული. ფერდობზე ოცდაათი თუ ორმოცი მორლოკი
შექუჩებულიყო. ცეცხლის ელვარებისგან დაბრმავებულები თავგზა-
დაბნეული დარბოდნენ და ერთმანეთს აწყდებოდნენ.

დამავიწყდა, რომ თვალისჩინი დაკარგული ჰქონდათ და როგორც კი


მომიახლოვდნენ, შიშისგან გონდაკარგულმა გამძვინვარებით დავცხე
ჩემი რკინის კომბალი. ერთი მოვკალი და ბევრიც დავამახინჯე.
მაგრამ რომ დავინახე, ერთი მორლოკი ხელების ცეცებით
მიიკვლევდა გზას მეწამულ შუქზე კუნელებს შორის და მათი კვნესაც
გაგიგონე, დავრწმუნდი, რა უმწეონი და თავზარდაცემულნი იყვნენ
და ცემა შევწყვიტე.

ხანდახან ზოგიერთი დამეჯახებოდა და ისე ცახცახებდნენ, რომ


მაშინვე გზას ვუთმობდი. ერთხელ, როცა ალი მინავლდა, შემეშინდა,
ამ საძაგელ არსებებს ისევ არ დავენახე. ისიც კი გავიფიქრე, მანამდე

116
რამდენიმე ხომ არ მოვკლა-მეთქი, მაგრამ მალე ცეცხლი კვლავ
თვალისმომჭრელად აბრიალდა. დავეხეტებოდი გორაკზე
მორლოკებს შორის, თავს ვარიდებდი მათთან შეჯახებას და
ვცდილობდი, უინა მეპოვა, მაგრამ ის არსად ჩანდა.

ბოლოს, გორაკის თავზე ჩამოვჯექი და ბრმა არსებების ამ უცნაურ


ხროვას ვუცქერდი, ცეცხლის ალის შუქზე ხელების ფათურით რომ
დაეხეტებოდნენ და ერთმანეთს არაადამიანური ხმებით ეძახდნენ.
ცაზე კვამლის უზარმაზარი ქულები დაცურავდა და წითელი
ბალდახინის იშვიათ ნაფლეთებს შორის, ისე შორიდან, თითქოს სხვა
სამყაროს ეკუთვნოდნენ, პატარა ვარსკლავები ციმციმებდნენ. ორი
თუ სამი მორლოკი ისევ შემომასკდა.

ავკანკალდი და მუშტები დავცხე, რომ სწრაფად მომეცილებინა


თავიდან.

ეს კოშმარი თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა. ხელებს ვიჭამდი და


გაგიჟებული გავკიოდი, რომ ეს საშინელი სიზმარი
დასრულებულიყო და გამღვიძებოდა. მუშტებს მიწას ვუშენდი,
ვდგებოდი, შემდეგ. ისევ ვჯდებოდი, ხან ბოლთას ვცემდი და მერე
ისევ ვჯდებოდი. თვალებს ვიფშვნეტდი, ღმერთს ვევედრებოდი,
გამღვიძებოდა. სამჯერ დავინახე დარეტიანებული, აგონიაში
ჩავარდნილი მორლოკები, როგორ ჩაცვივდნენ ცეცხლში. ბოლოს
მინავლული ხანძრის, კვამლის ქულებისა და ხეების ჩაშავებულ
ღეროებს ზემოთ, ამ საცოდავი არსებების ნარჩენებს მიღმა, სინათლის
პირველი სხივები აციალდა.

117
უინას ძებნა განვაგრძე, მაგრამ ვერ ვიპოვე. მგონი, მისი პატარა
სხეული ტყეში დარჩა. მან, ასე თუ ისე, თავი დააღწია მისთვის
გამზადებულ საშინელ ხვედრს. ამის გაფიქრებისას კვლავ მომინდა ამ
საზიზღარ, უმწეო არსებებს დავრეოდი, მაგრამ თავი შევიკავე.
გორაკი, როგორც უკვე ვთქვი, ერთგვარი კუნძული იყო ტყეში. მისი
წვერიდან, კვამლის საბურველს მიღმა, უკვე შემეძლო მწვანე
ფაიფურის სასახლე გამერჩია და მისი წყალობით თეთრი
სფინქსისკენ გამეკვლია გზა. როცა კარგად ინათა, მივატოვე წყეული
მორლოკები, ჯერ კიდევ რომ კვნესოდნენ და ხელების ცეცებით
დაეხეტებოდნენ გორაკზე, ფეხებზე ბალახბულახი შემოვიხვიე და
მხრჩოლავ ფერფლზე, ტან-ჩაშავებულ ხეებს შორის გავიარე, სადაც
აქა-იქ ცეცხლი ჯერ კიდევ ღვიოდა. დროის მანქანის სამალავი
ადგილისკენ ავიღე გეზი. ნელა მივდიოდი, რადგან მთლად
გამომეცალა ღონე.

გარდა ამისა, ვკოჭლობდი და უინას საშინელი სიკვდილის გამო


თავზარდაცემული ვიყავი. ახლა, როცა აქ, ჩვეულ გარემოში ვზივარ,
უინას სიკვდილი უფრო ცუდ სიზმრად მეჩვენება, ვიდრე ნამდვილ
დანაკარგად. იმ დილით კი კვლავ სრულიად მარტო დავრჩი და ეს
აუტანელი იყო. გამახსენდა ჩემი სახლი, თქვენ, ჩემი მეგობრები და
მტანჯველი სევდა შემომაწვა.

როცა დილის ნათელი ცის ქვეშ, აკვამლებულ ფერფლზე


მივაბიჯებდი, ერთი აღმოჩენა გავაკეთე _ შარვლის ჯიბეში ასანთის
რამდენიმე ღერი ჩარჩენილიყო. ეტყობოდა, კოლოფიდან ამოცვივდა,
სანამ წაიღებდნენ.

118
დილის რვა თუ ცხრა საათისთვის ყვითელი ლითონის იმ სკამს
მივაღწიე, რომელზე მჯდარიც იქ ჩასვლის საღამოს ჩემთვის უცნობ
სამყაროს ვათვალიერებდი. თავი ვერ შევიკავე და მწარედ გამეცინა
ჩემს თავდაჯერებაზე, როცა გამახსენდა, როგორი ნაჩქარევი დასკვნა
გავაკეთე მაშინ. ახლაც ჩემ წინ მშვენიერი სურათი იყო გადაშლილი –
იგივე საუცხოო მცენარეულობა, მშვენიერი სასახლეები და
დიდებული ნანგრევები, იგივე ლივლივი ვერცხლისფერი
მდინარისა, ნაყოფიერ ნაპირებს შორის რომ მიედინებოდა. აქა-იქ,
ხეებს შორის, მომხიბლავი პატარა ქმნილებების ხასხასა ტანსაცმელი
გაკრთებოდა. ზოგიერთი სწორედ იმ ადგილას ბანაობდა, სადაც უინა
გადავარჩინე, და ამის გახსენებაზე გული მეწურებოდა. მთელ ამ
მშვენიერ სანახაობას თავს დაჰყურებდა შავი ლაქების მსგავსად
წამომართული გუმბათები, რომლებიც მიწისქვეშა სამყაროში
ჩამავალ ჭებს გადაჰფარებოდნენ. ახლაღა მივხვდი, რა იმალებოდა
ზედა სამყაროს სილამაზის მიღმა. რა მხიარულად ატარებდნენ დღეს!
ისევე მხიარულად, როგორც მინდორში საბალახოდ მიშვებული
ნახირი. პირუტყვივით, მათაც არ იცოდნენ, რა იყო მტერი და მუდამ
უზრუნველად იყვნენ. ასევე შეხვდებოდნენ თავიანთ დასასრულს.

ძალიან დამაღონა იმაზე ფიქრმა, თუ რა ხანმოკლე გამოდგა ტრიუმფი


ადამიანური გონებისა, რომელმაც თვითმკვლელობა ჩაიდინა.
ადამიანები შეუპოვრად ისწრაფოდნენ კეთილდღეობისა და
სიამოვნებისაკენ, ისეთი სოციალური წყობისაკენ; რომლის ლოზუნგი
უსაფრთხოება და სიმშვიდე იქნებოდა. მათ დასახულ მიზანს
მიაღწიეს _ და აი, ასეთ შედეგამდე მივიდნენ _ ოდესღაც
კაცობრიობამ მიაღწია იმას, რომ თითოეულის სიცოცხლე და ქონება
სრულიად დაცული იყო. მდიდარმა იცოდა, რომ მის სიმდიდრესა და
ფუფუნებაში ცხოვრებას არაფერი ემუქრებოდა, ღარიბი კი იმას
სჯერდებოდა, რომ მისი სიცოცხლეც დაცული იყო და
გარანტირებული სამუშაოც ჰქონდა. უდავოა, რომ ამ სრულყოფილ

119
სამყაროში არ არსებობდა არც უმუშევრობა და არც გადაუწყვეტელი
სოციალური პრობლემები... და დაისადგურა დიადმა სიმშვიდემ.

ჩვენ გვავიწყდება ბუნების კანონი, რომელიც ღაღადებს, რომ ტვინის


მოქნილობა ერთგვარი კომპენსაციაა იმ საფრთხეების,
ცვლილებებისა და უკუღმართობებისათვის, რომელშიც ადამიანს
უწევს ცხოვრება. არსება, რომელიც სრულ ჰარმონიაშია გარემომცველ
პირობებთან, მანქანად იქცევა. ბუნებას არ სჭირდება აზროვნება,
სანამ ჩვევა და ინსტინქტი გამოუსადეგარი არ გახდება. იქ, სადაც არ
ხდება ცვლილებები, სადაც არ არის ცვლილებების აუცილებლობა,
არც აზროვნების საჭიროებაა. გონება მხოლოდ იმ არსებებს
სჭირდებათ, რომელთაც ათასგვარ გასაჭირსა და საფრთხესთან
უწევთ გამკლავება.

ვფიქრობ, სწორედ ასეთი გზით მივიდა ზედა სამყაროს ადამიანი


თავის უმწეო მშვენიერებამდე, ქვედა სამყაროს ადამიანი კი _ წმინდა
მექანიკურ შრომამდე. მაგრამ ამ გაწონასწორებულ მდგომარეობას
ერთი რამ აკლდა, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ მექანიკურად
სრულყოფილი ყოფილიყო _ მუდმივი უცვლელობა.

დროთა განმავლობაში ქვედა სამყაროს მარაგები ამოიწურა. და აი,


გაჭირვება, ყველაფრის თავიდათავი, რამდენიმე ათასი წლის
განმავლობაში შეკავებული, კვლავ გამოჩნდა და ქვემოთ თავის
საქმიანობას შეუდგა. ქვედა სამყაროს მობინადრეებმა, რაკი საქმე
ჰქონდათ რთულ მანქანებთან, რაც ჩვევების გარდა გარკვეულწილად
აზროვნებასაც მოითხოვდა, თავიანთ გაველურებულ არსებაში უფრო
მეტი ადამიანური ენერგია შეინარჩუნეს, ვიდრე მიწის ზემოთ
მცხოვრებმა ადამიანებმა. როცა საჭმელი გამოილია, მორლოკებმა

120
საკვებად იმის გამოყენება დაიწყეს, რასაც მათ ცხოვრების ძველი წესი
უკრძალავდა. აი, ასე წარმომიდგა მე ეს ყველაფერი, როცა
უკანასკნელად შევხედე რვაას ორი ათას შვიდას ერთი წლის
სამყაროს. იქნებ ჩემეული ახსნა მცდარია _ ადამიანებს ხომ
შეცდომები ხშირად მოსდით, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია და საჭიროდ
ჩავთვალე, მეთქვა თქვენთვის.

დამქანცავი შრომის, მღელვარებისა და შიშის შემდეგ, რაც ბოლო


დღეებში გადავიტანე, და მიუხედავად უინაზე დარდისა, ეს სკამი,
მშვიდობიანი პეიზაჟი და მზის თბილი სხივები მაინც მშვენივრად
მეჩვენებოდა. საშინლად დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა.

ფიქრებში გართულს ჩამთვლიმა და მეც აღარ გავძალიანებულვარ _


კორდზე წამოვწექი და კარგად გამოვიძინე.

მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე გამეღვიძა. ახლა აღარ მეშინოდა,


რომ მორლოკები მძინარეს ხელში ჩამიგდებდნენ. გავიზმორე. ავდექი
და გორაკის ფერდობს დავუყევი თეთრი სფინქსისკენ. ცალ ხელში
ძალაყინი მეჭირა, მეორით კი ჯიბეში ასანთს ვათამაშებდი. და აი,
ახლა, აქ მელოდა ყველაზე დიდი მოულოდნელობა. როცა თეთრ
სფინქსს მივუახლოვდი, ბრინჯაოს კარი ღია დამხვდა _ ორივე
ნახევარი სპეციალურ ღარებში ჩაეცურებინათ ქვემოთ.

მონუსხულივით შევჩერდი. ვერ გადამეწყვიტა, შევსულიყავი თუ არა.

შიგნით პატარა ოთახი მოჩანდა, კუთხეში კი, შემაღლებულ ადგილას,


დროის მანქანა იდგა. მისი ბერკეტები ჯიბეში მქონდა.
121
ამრიგად, მთელი ჩემი გულმოდგინე სამზადისი თეთრი სფინქსის
ალყაში მოსაქცევად ფუჭი გამოდგა: მათ ქედი მოიხარეს, დამნებდნენ.
ძალაყინი მოვისროლე. უკმაყოფილოც კი ვიყავი, რომ არ დამჭირდა.

მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა დავიხარე ოთახში შესასვლელად,


უცებ ერთმა აზრმა გამიელვა. მაშინვე გამოვიცანი მორლოკების
პრიმიტიული ჩანაფიქრი. სიცილი ძლივს შევიკავე, ბრინჯაოს
ზღურბლს გადავაბიჯე და დროის მანქანას მივაშურე. ჩემდა
გასაკვირად, გულმოდგინედ გაეწმინდათ და გაეპოხათ. შემდეგ ისიც
კი ვიფიქრე, იქნებ მორლოკებმა მანქანა ნაწილებად დაშალეს და მისი
დანიშნულების გამოცნობა სცადეს-მეთქი.

სანამ ვიდექი, ჩემს მანქანას ვუცქერდი და მისი შეხებაც კი


მსიამოვნებდა, მოხდა ის, რასაც მოველოდი – ბრინჯაოს პანელები
აიწია და კარი ტკაცანით დაიკეტა. მახეში გავები. ყოველ
შემთხვევაში, ასე ეგონათ მორლოკებს. ამის გაფიქრებაზე
მხიარულად გამეცინა.

ისინი უკვე ჩემკენ მორბოდნენ საზიზღარი ხითხითით. მშვიდად


ვცადე, ასანთი გამეკრა. ისღა დამრჩენოდა მხოლოდ, ბერკეტები
დამემაგრებინა და მოჩვენებასავით გავმქრალიყავი, მაგრამ სულ
მცირე რამ გამომრჩა მხედველობიდან: ეს საზიზღარი ასანთი
მხოლოდ ყუთზე ინთებოდა. სად გაქრა ჩემი სიმშვიდე! პატარა
გულისამრევი არსებები მიახლოვდებოდნენ, ერთ-ერთი შემეხო
კიდეც. ბერკეტებით ვიგერიებდი, თან მანქანაში გადაფოფხებას
ვცდილობდი. ვიღაცამ ხელი ჩამავლო, შემდეგ კიდევ რამდენიმე
ხელი ბერკეტებს ჩაებღაუჭა. ვცდილობდი, გამომეგლიჯა და თან მათ

122
ჩასამაგრებელ ბუდეებს ვსინჯავდი მეორე ხელით. ერთხელ
მორლოკებმა გამომტაცეს კიდეც ბერკეტები და სიბნელეში იატაკზე
მომიწია ძებნამ. მორლოკებს თავის ქნევით ვიგერიებდი და
რამდენიმე მათგანის თავის ქალის მტვრევის ხმაც გავიგონე. ეს კიდევ
უფრო შეუპოვარი ბრძოლა იყო, ვიდრე ის, ტყეში რომ გადავიტანე.

ბოლოს და ბოლოს, ბერკეტები დავამაგრე და მოვაბრუნე. ჩემს ტანს


ჩაბღაუჭებული ხელები მოეშვნენ. სიბნელე გაქრა. გარშემო არაფერი
იყო მიმქრალი შუქისა და ხმაურის გარდა, რომელიც უკვე
აღგიწერეთ.

უკვე გიამბეთ იმ ავადმყოფურ და ბუნდოვან შეგრძნებებზე,


რომელთაც დროის მანქანით მოგზაურობა იწვევს. მაგრამ ამჯერად,
გარდა ამისა, უნაგირზე ცუდად ვიჯექი _ როგორღაც გვერდულად
ვიყავი ჩამოკიდებული და თავს მყარად ვერ ვგრძნობდი. არ ვიცი,
რამდენ ხანს გაგრძელდა ასე. ვერც კი ვამჩნევდი, რომ მანქანა
ვიბრირებდა და ირყეოდა. როცა შევძელი, ციფერბლატებისთვის
შემეხედა, გავოგნდი: ერთ-ერთი დღეებს აჩვენებს, მეორე _ ათასობით
დღეს, მესამე _ მილიონობით და მეოთხე კი მილიარდობით დღეს _
თურმე ნაცვლად იმისა, ბერკეტები უკან მომებრუნებინა, ისე
მოვატრიალე, მანქანა წინ გაქანდა, დროში. როცა მაჩვენებელს
შევხედე, ისარი, ათასებს რომ აღნიშნავს, დღეების, საათის, წამის,
ისრის სიჩქარით ბრუნავდა _ მე ისევ მომავალში მივქროდი.

რაც უფრო წინ მივდიოდი დროში, ყველაფერი ძალზე უცნაურ იერს


იძენდა. ნაცრისფერი ბინდი პულსირებდა და მუქდებოდა, შემდეგ _
მიუხედავად იმისა, რომ დიდი სისწრაფით მივიწევდი წინ, _ დღე-
ღამის მოციმციმე მონაცვლეობა დაიწყო, რაც, ჩვეულებრივ, მანქანის

123
არცთუ ძალიან დიდ სიჩქარეზე მეტყველებს. ეს მონაცვლეობა სულ
უფრო ნელი და მკაფიო გახდა. თავიდან ძალიან გამიკვირდა. დღე-
ღამე უკვე ისე სწრაფად აღარ ცვლიდა ერთმანეთს. მზეც თანდათან
ანელებდა მოძრაობას ცაზე, სანამ არ მომეჩვენა, რომ დღე-ღამე
ასწლეულივით იწელებოდა. ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე ბინდი
ჩამოწვა, რომელშიც მხოლოდ დროდადრო იჭრებოდა ბნელ ცაზე
გაელვებული კომეტის კაშკაშა სინათლე. ჰორიზონტს ზემოთ
წითელი ზოლი გაქრა, რადგან მზე უკვე აღარ ჩადიოდა. ის ახლა
აღმოსავლეთით ამოიმართებოდა და იქვე ეშვებოდა, თან სულ უფრო
დიდდებოდა და მუქი წითელი ხდებოდა. მთვარე უკვალოდ გაქრა.
ვარსკვლავები სულ უფრო ნელა მოძრაობდნენ თავიანთ წრიულ
ორბიტაზე. ისინი სინათლის ერთი, მთლიანი ზოლიდან ცალკეულ
მხოხავ სინათლის წერტილებად იქცნენ. ბოლოს, ცოტა ხნით ადრე,
სანამ მანქანას შევაჩერებდი, დიდი, მუქი წითელი მზე ჰორიზონტს
ზემოთ გაირინდა. უზარმაზარ გუმბათს ჰგავდა, თითქოს იწვოდა
ნელ ცეცხლზე, რომელიც დროდადრო მთლად ინავლებოდა.
ერთხელ ჩვეულებრივად გამობრწყინდა კიდეც, მაგრამ მალე ისევ
პირქუში მუქი წითელი ფერი დაუბრუნდა. მზის ამოსვლა-ჩასვლის
შეწყვეტამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ პერიოდული
დამუხრუჭება, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა. დედამიწამ ბრუნვა
შეწყვიტა. ის მზისკენ ცალი მხრით იყო მიბრუნებული, ისე, როგორც
მთვარეა დედამიწისკენ მობრუნებული ჩვენს დროში. რაკი მახსოვდა
ჩემი წინა სწრაფი დაცემის ამბავი, ფრთხილად დავიწყე მანქანის
მოძრაობის შენელება. ისრები სულ უფრო ნელა ბრუნავდა, სანამ ის,
რომელიც ათას დღეს უჩვენებდა, სავსებით არ გაჩერდა, ის კი,
რომელიც დღეებს უჩვენებდა, უკვე ერთ მთლიან წრედ აღარ ჩანდა.
სიჩქარე კიდევ უფრო შევანელე და ჩემ თვალწინ თანდათან
უკაცრიელი ნაპირის მოხაზულობა გამოიკვეთა.

124
ძალიან ნელა შევაჩერე და სანამ მანქანიდან ჩამოვიდოდი, მივიხედ-
მოვიხედე. ცა ძველებურად ცისფერი აღარ იყო. ჩრდილო-
აღმოსავლეთით მელანს ჰგავდა და წყვდიადის სიღრმიდან
ფერმკრთალი ვარსკვლავები მკვეთრად, თანაბრად ანათებდნენ.
თავზე მუქი წითელი, უვარსკვლავებო ცა დამყურებდა, სამხრეთ-
აღმოსავლეთით კი ღიავდებოდა და მეწამული ხდებოდა. იქ
ჰორიზონტის ხახით გადაჭრილი წითელი, უძრავი მზე ჩანდა. მუქი
ყავისფერი კლდეებით ვიყავი გარშემორტყმული და სიცოცხლის
ერთადერთი ნიშანი, რომელიც თავიდანვე შევამჩნიე, მუქი მწვანე
მცენარეულობა იყო, სამხრეთ-დასავლეთით კლდეების შვერილებს
რომ მოსდებოდა. ეს ხშირი, მდიდრული სიმწვანე ტყის ხავსს თუ
ლიქენს ჰგავდა, გამოქვაბულებში რომ იზრდება, მცენარეებს,
რომლებიც მუდმივად ნახევრად სიბნელეში იზრდებიან.

ჩემი მანქანა დაფერდებულ ნაპირზე იდგა. სამხრეთ-დასავლეთით.


ჰორიზონტის გამოკვეთილ ხაზამდე, ზღვა გადაჭიმულიყო.

არც მოქცევა იყო და არც ტალღები ჩანდა, რადგან სიოც კი არ


იძვროდა. მხოლოდ დროდადრო წყლის ჭავლი ოდნავ აიწეოდა და
დაიწეოდა, თითქოს ზღვა მშვიდად სუნთქავდა, თავისი მარადიული
სიცოცხლის ნიშნებს ჯერ კიდევ ინარჩუნებდა. ნაპირის გასწვრივ, იქ,
სადაც წყალმა უკან დაიხია, მზის სხივებით აწითლებული მარილის
ფენა მოჩანდა. თავი ტყვიასავით დამძიმებული მქონდა და შევნიშნე,
რომ სუნთქვა ამიჩქარდა. ამან მთაზე ასვლის ჩემი ერთადერთი
მცდელობა მომაგონა და მივხვდი, რომ ჰაერი ადრინდელზე მეტად
იყო გაიშვიათებული.

125
შორიდან, დანისლული სანაპიროდან, გულგამგმირავი წივილი
გავიგონე და უზარმაზარი თეთრი პეპლის მსგავსი არსება დავინახე.

აფრინდა, რამდენჯერმე წრე შემოწერა და დაბალ გორაკებს იქით


გაუჩინარდა. წივილი ისეთი ავის მომასწავებელი იყო, უნებურად
შევკრთი და უნაგირზე უფრო მყარად დავჯექი. ისევ მიმოვიხედე და
უცებ დავინახე, რომ ის, რაც წითელი კლდე მეგონა, დაიძრა და ნელ-
ნელა მიახლოვდებოდა. ურჩხულისებრი რამ იყო, კიბოს მსგავსი.
წარმოიდგინეთ ამ მაგიდისოდენა მრავალფეხა კიბო, ნელა და
თითქოს გაუბედავად წინ რომ მოიწევს უზარმაზარი მარწუხებით,
შოლტივით გრძელი საცეცებითა და გადმოკარკლული თვალებით,
ლითონივით მოლაპლაპე შუბლის ორივე მხარეს რომ უელავდა.
მთელი ზურგი საზიზღრად დაღარული და ხორკლიანი ჰქონდა,
ალაგ-ალაგ მწვანე ფსკით დაფარული. ვხედავდი, როგორ ირხეოდა
და თრთოდა მის პირთან უამრავი საცეცი.

შეძრწუნებული შევყურებდი ჩემკენ მხოხავ ამ ურჩხულს და უცებ


ლოყაზე რაღაცამ შემიღიტინა, თითქოს ბუზი დამჯდომოდეს. ვცადე,
ხელის აქნევით მომეშორებინა, მაგრამ შეგრძნება მაშინვე განახლდა
და თითქმის იმავდროულად მსგავსი რამ ყურთანაც ვიგრძენი. ხელი
გავიქნიე და ძაფის-მაგვარი რამ მომყვა, რომელიც სწრაფად
დამისხლტა. ჟრჟოლა-ატანილი შევბრუნდი და დავინახე, რომ ეს
სხვა, ურჩხულის მსგავსი კიბოს საცეცები იყო, რომელიც სწორედ ჩემ
უკან იდგა. თვალებს მძვინვარედ ატრიალებდა და ნადავლის
მოლოდინში პირი დაეფჩინა. თავისი უზარმაზარი, წყალმცენარეების
ლორწოთი დაფარული მოუქნელი მარწუხები ჩემკენ ჰქონდა
მოღერებული! მყისვე ბერკეტს ჩავავლე ხელი და ჩემსა. და ურჩხულს
შორის მაშინვე ერთთვიანი მანძილი გაჩნდა, მაგრამ მე ჯერ კიდევ იმ
ნაპირზე ვიყავი, და როგორც კი შევჩერდი, ისევ ის ურჩხულები

126
დავინახე. პირქუში ცის ქვეშ, პრიალა მწვანე ხავსსა და ლიქენებს
შორის, ათობით დახოხავდნენ წინ და უკან.

ვერც კი აღგიწერთ, როგორ გაუდაბურებულიყო სამყარო.


აღმოსავლეთით _ მეწამული ცა, ჩრდილოეთით _ სიბნელე, მკვდარი
მარილიანი ზღვა, ქვიანი ნაპირი, რომელზეც ეს საზიზღარი არსებები
დაღოღავდნენ. ერთფეროვანი, მწვანე, შხამიანი ლიქენები,
გაიშვიათებული ჰაერი, ფილტვებს რომ მტკენდა, _ ეს ყველაფერი
დამთრგუნავ შთაბეჭდილებას ახდენდა. ასი წლით წინ
გადავინაცვლე და იგივე მეწამული მზე ვიხილე, მხოლოდ უფრო
დიდი და მქრქალი; იგივე მომაკვდავი ოკეანე, იგივე ნაცრისფერი,
ცივი ჰაერი და წითელ კლდეებსა და მწვანე ლიქენებს შორის
მღოღავი უამრავი კიბოსმაგვარი ურჩხული. დასავლეთით კი,
ჰორიზონტს ქვემოთ, უფერული ნამგალი დავინახე – უზარმაზარი
სავსე მთვარის ჩანასახი. ასე განვაგრძობდი დროში სვლას
ვეებერთელა, ათასწლიანი და მეტი ნახტომით დედამიწის იდუმალი
მომავლით დაინტერესებული და მონუსხულივით მივშტერებოდი,
მზე დასავლეთით როგორ დიდდებოდა და უფერულდებოდა,
როგორ ქრებოდა სიცოცხლე. დაბოლოს, ოცდაათ მილიონზე მეტი
წლის შემდეგ მზის უზარმაზარმა წითელმა გუმბათმა ჩაბნელებული
ცის მეათედი ნაწილი დაფარა.

შევჩერდი, რადგან კიბოები გამქრალიყვნენ, მოწითალო ნაპირი კი


უსიცოცხლო ჩანდა, მკრთალ მწვანე ხავსსა და ლიქენს თუ არ
ჩავთვლით. აქა-იქ თოვლის ნაფლეთები მოჩანდა. საშინლად ციოდა.

თეთრი ფიფქები ნელა ეცემოდნენ მიწაზე. ჩრდილო-აღმოსავლეთით,


ვარსკვლავებს ქვემოთ, პირქუშ ცაზე რომ მიმოფანტულიყვნენ,

127
თოვლი ბრწყინავდა და წითელ-თეთრი მთების ტალღოვანი
მწვერვალები აღმართულიყვნენ. ზღვის სანაპირო ზოლი ყინულით
მოსარკულიყო და მთელ თვალსაწიერზე უზარმაზარი ყინულის
ლოდები მოჩანდა, თუმცა, ჩამავალი მზის სხივებით აწითლებული
მარილიანი ოკეანის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ გაყინულიყო.

მივიხედ-მოვიხედე, მაინტერესებდა, ცხოველთა სამყაროს კვალი თუ


შემორჩენილიყო. ისევ ბუნდოვანი შიშით ვიყავი შეპყრობილი და
მანქანის უნაგირს არ ვშორდებოდი. არც ცაზე, არც ზღვაში და არც
ხმელეთზე ცხოველთა სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანდა. მხოლოდ
კლდეებს მოდებული მწვანე წყალმცენარეები მოწმობდნენ, რომ
სიცოცხლე ჯერ მთლიანად არ გამქრალიყო. ზღვა ძალიან
დაშორებოდა ადრინდელ ნაპირს და ქვიშიანი ფსკერი
გაეშიშვლებინა. მომეჩვენა, რომ თავთხელში შავი რამ დახტოდა,
მაგრამ, როცა დაჟინებით დავაკვირდი, აღმოჩნდა, რომ არ იძვროდა.
ვიფიქრე, თვალმა მომატყუა, შავი ქვა იქნება-მეთქი. ცაზე უჩვეულოდ
კაშკაშა ვარსკვლავები ენთო, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ თითქმის აღარ
ციმციმებდნენ.

უცებ დავინახე, რომ ცაზე, დასავლეთით, მზის დისკო მოხაზულობას


იცვლიდა და კიდეზე ბზარი თუ ღრმული გაუჩნდა, რომელიც სულ
უფრო იზრდებოდა. წუთით შეძრწუნებული მივშტერებოდი, როგორ
ეხვეოდა მზე ბნელში, შემდეგ მივხვდი, რომ დაბნელება იწყებოდა.
ალბათ, მთვარემ ან პლანეტა მერკურმა ჩაუარა მზის დისკოს. რა თქმა
უნდა, უპირველესად მთვარეზე გავიფიქრე, მაგრამ შემდეგ იმ
დასკვნამდე მივედი, რომ სინამდვილეში დედამიწასთან ძალიან
ახლოს ჩვენი სისტემის ერთ-ერთმა დიდმა პლანეტამ ჩაიარა.

128
სწრაფად ღამდებოდა. აღმოსავლეთის ცივმა ქარმა დაჰბერა და
თეთრმა ფიფქებმა იმატა ჰაერში. ზღვიდან ტალღების ტყლაშუნი
მესმოდა, მაგრამ ამ უსიცოცხლო ხმების გარდა სამყაროში სიჩუმე
გამეფებულიყო. სიჩუმე? არა, შეუძლებელია, აღწერო ის მდუმარება.
სიცოცხლის ხმები: ცხვრების ბღავილი, ჩიტების ჭიკჭიკი, მწერების
ბზუილი, ფუსფუსი – ყველაფერი, რითაც სავსეა სიცოცხლე – უკვე
წარსულს ეკუთვნოდა. სიბნელის მოახლოებასთან ერთად თოვამ
იმატა. თეთრი ფიფქები აცეკვდა თვალწინ. ყინვა ძლიერდებოდა.
შორეული მთების თეთრი მწვერვალები ერთიმეორის მიყოლებით
ბნელში ინთქმებოდა. ქარი ნამდვილ ქარიშხლად იქცა. შავი ჩრდილი
ჩემკენ მოცოცავდა. რამდენიმე წამში ცაზე მხოლოდ მიმქრალი
ვარსკვლავებიღა ჩანდა. ირგვლივ წყვდიადმა დაისადგურა.

ამ თვალშეუდგამი სიბნელის შიშმა ერთიანად დამიმონა. ძვალსა და


რბილში გამჯდარი სიცივე და ტკივილი, სუნთქვისას რომ
ვგრძნობდი, აუტანელი გახდა. ვკანკალებდი და გულისრევის
ძლიერი შეგრძნება მქონდა. შემდეგ ცაზე მხე გაჩნდა, გავარვარებული
რკალის მსგავსი. მანქანიდან გადმოვედი, რომ აზრზე მოვსულიყავი.
თავბრუ მეხვეოდა და იმის ძალაც კი არ მქონდა, უკან დაბრუნებაზე
მეფიქრა. გატანჯულმა და დაბნეულმა უცებ მეჩეჩზე, მზის
სხივებისაგან აწითლებული წყლის ფონზე, რაღაცის მოძრაობა
გავარჩიე. საეჭვო უკვე აღარაფერი იყო _ მრგვალი, ბურთისხელა, ან
შეიძლება, უფრო დიდი, არსების ზედა ნაწილიდან საცეცები
გადმოდიოდა. სისხლისფერ წყალზე შავად ჩანდა და ხტუნვა-
ხტუნვით გადაადგილდებოდა. ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი,
მაგრამ თავზარდამცემმა ფიქრმა, რომ უმწეოდ უნდა ვგდებულიყავი
ამ შორეულ და საშინელ ნახევრად სიბნელეში, მაიძულა, უნაგირზე
შევფორთხებულიყავი.

129
ასე რომ, უკან გამოვემგზავრე. ეტყობა, ცოტა ხნით გონება დავკარგე.
შემდეგ კვლავ გამოჩნდა მოციმციმე წყება დღეებისა და ღამეებისა,
მხე კვლავ ოქროსფრად აენთო, ცას კი ჩვეული სილურჯე
დაუბრუნდა. სუნთქვა გამიადვილდა. ქვემოთ დედამიწის
კონტურები სწრაფად იცვლებოდა. ისრები ციფერბლატებზე
საწინააღმდეგო მიმართულებით ტრიალებდა. ბოლოს, კვლავ
დავინახე კაცობრიობის დაცემის პერიოდის შენობების ბუნდოვანი
მონახაზები. ისინი იცვლებოდნენ, ქრებოდნენ და სხვები
ჩნდებოდნენ. როცა ისარი, დღეებს მილიონებში რომ აჩვენებდა,
ნულზე შეჩერდა, სიჩქარე შევამცირე. თანამედროვე შენობების
არქიტექტურა შევიცანი. დღის ათასობით აღმნიშვნელი ისარი
გამგზავრების დროს უბრუნდებოდა.

დღე და ღამე ერთმანეთს სულ უფრო ნელა ცვლიდა. და აი, ჩემ


გარშემო ლაბორატორიის კედლები გამოიკვეთა. მანქანა ფრთხილად
გავაჩერე.

უცნაური მოვლენის მოწმე გავხდი. უკვე გითხარით, როცა


სამოგზაუროდ გავემართე და ჯერ კიდევ დიდი სიჩქარით არ
მივდიოდი, ოთახში მისის უოჩეტი შემოვარდა. როგორც მომეჩვენა,
რაკეტის სისწრაფით მოძრაობდა. როცა დავბრუნდი, კვლავ იმ
მომენტს შევესწარი, როცა ლაბორატორიას კვეთდა, მაგრამ ახლა მისი
ყოველი მოძრაობა უკუსვლად მეჩვენებოდა. ჯერ მეორე კარი გაიღო
ოთახის შორეულ კუთხეში, შემდეგ უკან მოსიარულე მისის უოჩეტი
გამოჩნდა და იმ კარს მიღმა გაუჩინარდა, რომლიდანაც ადრე
შემოვიდა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მომეჩვენა, რომ ჰილიერს
ვხედავდი, მაგრამ მან წამიერად ჩაიქროლა, გაელვებასავით.

130
მანქანა გავაჩერე და კვლავ ვიხილე ჩემი საყვარელი ლაბორატორია,
ჩემი ინსტრუმენტები და ხელსაწყოები იმ სახით, როგორც დავტოვე.
ქანც-გაცლილი მანქანიდან გადმოვედი და სკამზე დავჯექი. მთელ
სხეულში ჟრჟოლა მივლიდა, მაგრამ თანდათან დავწყნარდი.

ლაბორატორია ისეთივე იყო, როგორიც ყოველთვის. მეგონა, ჩამეძინა


და ეს ყველაფერი მესიზმრა-მეთქი.

მაგრამ არა! არც მთლად ძველებურად იყო ყველაფერი. დროის


მანქანა მოგზაურობაში ლაბორატორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ
კუთხიდან გაემგზავრა, დაბრუნდა კი ჩრდილო-დასავლეთით და იმ
კედლის პირდაპირ გაჩერდა, რომელთანაც თქვენ ნახეთ. ზუსტად
ასეთივე მანძილი იყო მდელოდან თეთრი სფინქსის
კვარცხლბეკამდე; რომელშიც მორლოკებმა ჩემი მანქანა დამალეს.

ერთხანს აზროვნების უნარი წამერთვა. ბოლოს ავდექი და


კორიდორში გავიარე კოჭლობით. ქუსლი ისევ მტკიოდა. ტალახში
ვიყავი ამოგანგლული. მაგიდაზე „პელ-მელ გაზეტის“ ნომერი
დავინახე. დღევანდელი იყო. საათზე დავიხედე – რვა სრულდებოდა.
თქვენი ხმები და თეფშების წკარუნი მომესმა. ისეთი დაღლილი და
მისუსტებული ვიყავი, უცებ ვერც გადავწყვიტე შემოსვლა, მაგრამ,
როცა საჭმლის სასიამოვნო სუნი ვიგრძენი, კარი შემოვაღე.
დანარჩენი თქვენც იცით. დავიბანე და ვისადილე, ახლა აქა ვარ და
ჩემს ამბავს გიყვებით.

_ ვიცი, _ თქვა ხანმოკლე პაუზის შემდეგ., _ ეს სრულიად


დაუჯერებლად გეჩვენებათ. ჩემთვის კი ყველაზე დაუჯერებელი ის

131
არის, რომ აქ ვზივარ, ამ ჩვეულ გარემოში, თქვენს მეგობრულ სახეებს
ვხედავ და ჩემს თავგადასავალს გიამბობთ.

მან ექიმს შეხედა.

_ არა, სულაც არ ველი, რომ დამიჯერებთ. ჩათვალეთ ეს სიცრუედ ან


წინასწარმეტყველებად. დაე, გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი მესიზმრა
ჩემს ლაბორატორიაში. წარმოიდგინეთ, რომ კაცობრიობის
მომავალზე ვფიქრობდი და ეს ამბავი შევთხზე, ხოლო ის, რომ
ვამტკიცებ, ეს ამბავი მართლა მოხდა-მეთქი, ხრიკად ჩამითვალეთ,
სურვილად, რომ მეტი ინტერესი აღგიძრათ მის მიმართ. ჩათვალეთ
ის თუნდაც გამოგონილ ამბად. რას იტყვით?

ჩიბუხი პირიდან გამოიღო და ძველი ჩვეულებისამებრ ნერვიულად


დაიწყო მისი კაკუნი ბუხრის ცხაურაზე. წუთიერი სიჩუმე
ჩამოვარდა, შემდეგ სკამები აჭრიალდა და ნოხზე ფეხსაცმელების
ფლატუნი გაისმა. დროში მოგზაურიდან მზერა მის მსმენელებზე
გადავიტანე. ყველანი ჩრდილში ისხდნენ და მათ წინ ბუხრის
ცეცხლის ათინათი ციალებდა. ექიმი დაჟინებით მისჩერებოდა
მთხრობელის სახეს. რედაქტორმა მეექვსე სიგარა მოსწია და მის
ბოლოს დააცქერდა. ჟურნალისტი საათს ათამაშებდა ხელში, სხვები,
როგორც მახსოვს, გაუნძრევლად ისხდნენ.

რედაქტორმა ღრმად ამოიოხრა და ადგა.

_ რა დასანანია, რომ სტატიებს არ წერთ, _ თქვა და დროში მოგზაურს


ხელი მხარზე დაადო.
132
_ თქვენ არ გჯერათ?

_ იცით, რა...

_ ასეც ვფიქრობდი.

დროში მოგზაური მოგვიბრუნდა:

_ სად არის ასანთი? _ იკითხა მან, მოუკიდა, ჩიბუხი გააბოლა

და თქვა:

_ უნდა ვაღიარო, მე თვითონაც მიჭირს დაჯერება და მაინც...

მისი თვალები უტყვი კითხვით მისჩერებოდნენ თეთრ, დამჭკნარ


ყვავილებს, მაგიდაზე რომ ეწყო. შემდეგ ხელი, რომელშიც ჩიბუხი
ეჭირა, შეაბრუნა და თითებზე ჯერ კიდევ შეუხორცებელ ჭრილობებს
დახედა.

ექიმი წამოდგა, ლამპასთან მივიდა და ყვავილები შეათვალიერა.

133
_ რა უცნაური ბუტკოები აქვთ, _ თქვა მან.

ფსიქოლოგი წინ გადაიხარა და ხელი ერთ-ერთი ყვავილისკენ


გაიწვდინა.

_ იცით, რომ უკვე პირველის თხუთმეტი წუთია? _ თქვა


ჟურნალისტმა, _ როგორ წავალთ შინ?

_ სადგურზე ეტლები იქნება, _ გამოეპასუხა ფსიქოლოგი.

_ უცნაურია, _ თქვა ექიმმა, _ ვერ გამიგია, ეს რა ჯიშის ყვავილებია.


ნებას ხომ არ მომცემთ, თან წავიღო?

დროში მოგზაურს სახეზე ყოყმანი გამოეხატა, შემდეგ უცებ თქვა:

_ რა თქმა უნდა, არა.

_ არა, მართლა, სად იპოვეთ ისინი?

დროში მოგზაურმა ხელი შუბლზე მიიდო. იმ ადამიანის სახე


ჰქონდა, რომელიც ცდილობს, აზრი მოიკრიბოს.

_ უინამ ჩამიდო ჯიბეში.


134
მან ოთახში მიმოიხედა.

_ ასე მგონია, ყველაფერი ირწევა ჩემ თვალწინ. ეს ოთახი, თქვენ და


მთელი ეს გარემო _ ჩემი თავი თითქოს ამდენს ვეღარ იტევს.
გავაკეთე კი ოდესმე დროის მანქანა ან მისი მოდელი? შეიძლება ეს
ყველაფერი სიზმარი იყო. ამბობენ, მთელი ცხოვრება სიზმარიაო,
თანაც საშინელი, ხანმოკლე სიზმარი, მაგრამ რაც არის, ეს არის, სხვა
მაინც არ დაგესიზმრება. შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე. და საიდან
გაჩნდა ეს სიზმარი? ერთი კარგად უნდა დავხედო ჩემს მანქანას.
საერთოდ არსებობს კი?

ლამპას ხელი დასტაცა და კორიდორისკენ წავიდა. ალი კრთოდა და


დროდადრო წითლად ბრიალებდა, ჩვენ უკან გავყევით. ლამპის
მოციმციმე შუქზე დაბალი, დამახინჯებული, გაღუნული, მაგრამ, რა
თქმა უნდა, იგივე მანქანა იდგა ჩვენ წინ _ ბრინჯაოსგან, შავი ხისგან,
სპილოს ძვლისა და გამჭვირვალე ბრჭყვიალა კვარცისგან
დამზადებული. ხელით შევეხე _ საგრძნობი იყო და რეალური.
სპილოს ძვალი მუქ ზოლებსა და ლაქებს დაეფარა, ქვედა ნაწილებზე
ბალახი და ხავსი მიჰკრობოდა, ლითონის ერთ-ერთი ძელაკი
გაღუნულიყო.

დროში მოგზაურმა ლამპა სკამზე დადგა და დაზიანებული ნაწილი


თითებით მოსინჯა.

_ ახლა ცხადია, _ თქვა მან, _ რომ, რაც გიამბეთ, სიმართლეა.


მაპატიეთ, რომ ამ სიცივეში მოგიყვანეთ.

135
ლამპა აიღო. არც ერთ ჩვენგანს ხმა არ ამოუღია და უკან, მოსაწევ
ოთახში დავბრუნდით.

როცა წინკარში გვაცილებდა, მასპინძელი რედაქტორს პალტოს


ჩაცმაში დაეხმარა. ექიმმა შეხედა და არცთუ თავდაჯერებულად
უთხრა, გადაღლილი ხარო.

დროში მოგზაურმა გადაიხარხარა.

მახსოვს, კარში მდგარმა რამდენჯერმე მოგვაძახა:

_ ღამე მშვიდობისა.

მე და რედაქტორი ერთი ეტლით წავედით. როგორც თქვა, მთელი ეს


ამბავი „ეფექტური გამონაგონი“ გახლდათ, მე კი მიჭირდა რაიმე
დასკვნის გაკეთება – ეს ამბავი ისეთი დაუჯერებელი და
ფანტასტიკური იყო, მთხრობელის ტონი კი ისეთი გულწრფელი და
მართალი. თითქმის მთელი ღამე არ მეძინა და ამაზე ვფიქრობდი.
მეორე დილით გადავწყვიტე, დროში მოგზაური კვლავ
მომენახულებინა.

მითხრეს, ლაბორატორიაშიაო. მის სახლში გაშინაურებული ვიყავი,


ამიტომ პირდაპირ იქით გავეშურე, მაგრამ ლაბორატორია ცარიელი
დამხვდა. წუთიერად დროის მანქანის წინ შევჩერდი, ხელი

136
გავიწვდინე და ბერკეტს შევეხე. იმავე წამს ამხელა მანქანა, მძიმე და
მყარი, შეინძრა როგორც ფოთოლი ქარის დაბერვისგან. ამან
განმაცვიფრა და ჩემი ბავშვობა გამახსენა, როცა ზოგიერთი საგნის
ხელის ხლებას მიკრძალავდნენ. უკან დავბრუნდი, კორიდორი
გავიარე და მოსაწევ ოთახში დროში მოგზაური დავინახე, ის იყო,
შინიდან გასვლას აპირებდა. ცალ ხელში ფოტოაპარატი ეჭირა,
მეორეში – ჩანთა.

ჩემს დანახვაზე გაეცინა და იდაყვი გამომიწოდა ჩამოსართმევად.

_ ძალიან დაკავებული ვარ, _ მითხრა მან, _ მინდა, იქ ვიყო.

_ ანუ ეს ყველაფერი მართალია? დროში მართლა მოგზაურობთ?

_ რა თქმა უნდა, ვმოგზაურობ, _ თქვა და თვალებში ჩამხედა.


შეყოყმანდა. ოთახს თვალი მოავლო.

_ მხოლოდ ნახევარი საათი მჭირდება. ვიცი, რატომაც მოხვედით და


ამას ძალიან ვაფასებ. აქ ჟურნალები დევს. თუ საუზმემდე მოიცდით,
მე ეჭვმიუტანლად დაგიმტკიცებთ, რომ დროში მოგზაურობა
შესაძლებელია. ნიმუშებს გიჩვენებთ და იმ ყველაფერსაც, რაც
საჭიროა. ნებას დამრთავთ, წავიდე?

დავეთანხმე, თუმცა, კარგად ვერც კი გავიგე, რისი თქმა უნდოდა.


თავი დამიქნია და კორიდორში გავიდა. მისი ლაბორატორიის კარის
მიჯახუნების ხმა გავიგონე. დავჯექი და გაზეთის კითხვა დავიწყე.
137
მაინც რის გაკეთებას აპირებდა საუზმემდე? სარეკლამო განცხადება
ვნახე გაზეთში და უცებ გამახსენდა, რომ რიჩარდსონთან მქონდა
დანიშნული შეხვედრა საგამომცემლო საქმის გამო. საათს დავხედე.

უკვე ვაგვიანებდი. ავდექი და კორიდორისკენ წავედი, რომ ეს დროში


მოგზაურისთვის მეთქვა.

როცა ლაბორატორიის კარის სახელურს ჩავჭიდე ხელი, წამოძახილი


გავიგონე, უცებვე უცნაურად რომ მიწყდა, შემდეგ რაღაცამ
გაიტკაცუნა და დარტყმის ხმაც გაისმა. კარი შევაღე და შევედი. ჩემ
გარშემო ჰაერის ძლიერი ნაკადი დატრიალდა და მინის გატეხის ხმა
მომესმა. დროში მოგზაური ლაბორატორიაში არ იყო. წამიერად
მომეჩვენა, რომ რაღაც ბუნდოვანი, ადამიანის ლანდის მსგავსი რამ
გამიკრთა თვალწინ, რომელიც შავი ხისა და ბრინჯაოს მბრუნავ
მასაში იჯდა _ ფიგურა ისეთი გამჭვირვალე იყო, რომ სკამი მის უკან,
რომელზეც ნახაზები ეწყო, სრულიად მკაფიოდ ჩანდა. თვალის
მოფშვნეტაც ვერ მოვასწარი, რომ ხილვა გაქრა. მასთან ერთად გაქრა
დროის მანქანაც. ლაბორატორიის შორეული კუთხე ცარიელი იყო და
იქ მხოლოდ მტვრის მსუბუქი ღრუბელი დარიალებდა. ერთ-ერთი
ზედა ფანჯრის მინა ჩამტვრეულიყო.

გაოგნებული ვიდექი. ვხედავდი, უჩვეულო რამ მოხდა, მაგრამ რა,


უცებ ვერ გავიაზრე. სანამ ასე ვიდექი, ბაღში გამავალი კარი გაიღო და
ზღურბლზე მსახური გამოჩნდა.

ერთმანეთს შევხედეთ. უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა.

138
_ მითხარით, _ ვკითხე მას, _ მისტერ... ამ კარიდან გავიდა?

_ არა, სერ, აქედან არავინ გასულა. მეგონა, აქ იყო.

ახლა ყველაფერს მივხვდი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა,


რიჩარდსონს სწყენოდა, გადავწყვიტე, დროში მოგზაურის
დაბრუნებას დავლოდებოდი: დამეცადა, მისი ახალი, შესაძლოა,
უფრო უცნაური ამბების, ნიმუშებისა და ფოტოებისათვის, რომელთა
ჩვენებსაც დამპირდა. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი მოლოდინი
ამაოა. უკვე სამი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც ის გაქრა და მას
შემდეგ აღარავის უნახავს.

ეპილოგი

ახლა მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. დაბრუნდება თუ


არა ოდესმე? შეიძლება წარსულში გაქანდა და პალეოლითის ხანის
სისხლისმსმელ ველურებს ჩაუვარდა ხელში ან ცარცის ზღვის
მორევში ჩავარდა, ან კიდევ იურული ეპოქის ურჩხულისებრ
ხვლიკებში მოხვდა ვეებერთელა წყალ-ხმელეთზე? შეიძლება ახლაც
მარტო დაეხეტება პლეზიოზავრებით მოფუთფუთე ოოლიტის
რიფებში ან ტრიასული ხანის მარილიანი ზღვების უდაბურ
ნაპირებზე? ან იქნებ მომავალში გაემგზავრა და ადამიანთა მოდგმის
აყვავების ხანაში მოხვდა ერთ-ერთ უახლოეს საუკუნეში, როცა
ადამიანს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ადამიანური სახე, მაგრამ
ურთულესი საკითხები და ყველა საზოგადოებრივი პრობლემა, ჩვენი
ეპოქისგან ნამემკვიდრევი, უკვე გადაჭრა?

139
პირადად მე, არ მჯერა, რომ ეს-ეს არის დაწყებული კვლევების,
მეცნიერების ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის
ჩვენი საუკუნე კულმინაციური მომენტი იყოს კაცობრიობის
განვითარებაში. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ, აი, მას კი
სხვანაირად მიაჩნდა. ჩვენ არაერთხელ გვიდავია ამ საკითხზე ჯერ
კიდევ დიდი ხნით ადრე, დროის მანქანის გამოგონებამდე, და მას
კაცობრიობის მომავალი ყოველთვის უნუგეშოდ ეხატებოდა.
ცივილიზაციის განვითარება მისთვის უთავბოლოდ დახვავებული
მასალის გროვა იყო, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად
ჩამოინგრეოდა და მის შემქმნელებს გასრესდა.

ასეც რომ იყოს, ჩვენ არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ეს


ცხოვრება განვაგრძოთ. ჩემთვის მომავალი ბუნდოვანია, შავი და
ცარიელი, მხოლოდ აქა-იქ განათებული მისი საოცარი
მონათხრობით. ნუგეშად ორ უცნაურ თეთრ ყვავილს ვინახავ,
დამჭკნარსა და გახუნებულს, სიფრიფანა ფურცლებით, როგორც
მტკიცებულებას იმისა, რომ იმ დროს, როცა ადამიანური გონება და
ძალა ქრება, მადლიერების გრძნობა, სინაზე და კეთილგანწყობა
კვლავაც ცოცხლობს კაცთა გულებში.

140

You might also like