ჭელიძე, ვახტანგ - ქართლის ცხოვრების ქრონიკები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 702

ვახტანგ ჭელიძე

ქართლის ცხოვრების ქრონიკები

წიგნი პირველი, თავი პირველი.

მსოფლიოს ფიზიკურ რუკას რომ დახედავთ, პირველად გაგიძნელდებათ


საქართველოს მიგნება - მეტად უმნიშვნელო ტერიტორია უჭირავს ჩვენს პლანეტაზე.
არ ვიცი, ვინმეს გამოანგა- რიშებული აქვს თუ არა, ამ დიდი, მრგვალი ციური
სხეულის მერამდენედ ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ
მეტისმეტად პატარაა და ვისაც წინასწარ არა აქვს მისი ადგილი გააზრებული ამ დიდ
რუკაზე, მიგნება უსათუოდ გაუძნელდება.
დავაკვირდეთ და მოვძებნოთ ეს პატარა ქვეყანა. იგი მდებარეობს ჩრდილოეთ
განედის
41007 და 43035 და აღმოსავლეთის გრძედის 40005 და 46044 შორის.
კარგად დავაკვირდეთ მის მოხაზულობას, რელიეფს... ფიზიკურ რუკაზე ადვილად
გაარჩევთ ტბებს, მდინარეებს, მთებსა და ბარს...
იმ გეოგრაფიულ სარტყელს, რომელშიაც საქართველოა მოქცეული, ზომიერი
ჰქვია, მაგრამ დაკვირვებული კაცი ადვილად მიხვდება, რომ ცხოვრების პირობები
აქ საკმაოდ მკაცრია. ამ მცირე ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მაღალსა და მიუვალ
მთებს უჭირავს, სადაც მრისხანე დაგრძელი ზამთარი თარეშობს ხოლმე. მაგრამ
ცხოვრების პირობების სიმკაცრე მარტო მთიელი მოსახლეობისათვის კი არ არის
შემაწუხებელი. ეს პირქუში მთები ქვეყნის შუაში ვიწრო ზოლად გაჭიმული ბარის
მოსახლეობასაც ხშირად აგემებს სიმწარეს.
გაზაფხულობით აქაური მზე ერთბაშად მოიკრებს ხოლმე ძალას და მცხუნვარე
სხივებს უხვად გზავნის. მთიდან მოვარდნილი ლანქერები და ნიაღვრები წალეკით
ემუქრება ყანებს, ზვრებსა და ბაღებს, თვითონ სოფლებს. არც ზაფხული და
შემოდგომაა ყოველთვის მშვიდობიანი. გლეხი შიშით გახედავს ხოლმე
ჯანღმოხვეულ მთებს, საიდანაც არც თუ იშვიათად დაიძვრება მუჭისტოლა შავი,
ვერაგი ღრუბელი, სამხრეთისკენ გამოსწევს, თანდათან გაიზრდება, გაიშლება და
ბარის მოსახლეობას საშინელ უბედურებად დაატყდება.
თქვენ ყველას წაგიკითხავთ ნიკო ლომოურის მოთხრობები, ალბათ გახსოვთ,
რა სასოებით შეჰყურებს გლეხი თავის ვენახსა და ბაღს. რთველისათვის ემზადება,
ოცნების კოშკებს აგებს... მთელი წლის შრომამ გაუმართლა, ბაღში ტოტები დახრილა
ნაყოფის სიმძიმით, ვენახი ქარვისფერი მტევნებით დახუნძლულა. გლეხი სასოებით
შეჰყურებს წლის სარჩოს. ეშველა, ახლა იგი ვალებსაც გაისტყმრებს, გადასახადებსაც
გადაიხდის, სახლს სახურავს გამოუცვლის, ქალს გაამზითვებს, მტერს მტრულად
დახვდება დამოყვარეს მოყვრულად...
მაგრამ დაიძრა სწორედ ის მუჭისტოლა ვერაგი ღრუბელი და ზედ რთველის
წინ, როცა თითქოს ყოველგვარი საშიშროება გავლილი იყო, მთელი წლის ნაწვავ-
ნადაგი ერთბაშად ჩაუნთქა და ჩაულეწა. თანაც, ამ რამდენიმე წუთის სეტყვამ
მხოლოდ ერთი წლის მოსავალი როდი გაანადგურა. კახეთშიიტყვიან ხოლმე,
ნასეტყვარი მცენარე შვიდ წელიწადსა კვნესისო. რა მზრუნველი ხელი, რა
მოთმინება, რამდენი შრომა და ენერგია არის საჭირო, რომ დასეტყვილი ბაღი და
ვენახი მობრუნდეს და მოსულიერდეს, კვლავ ნაყოფით დაიხუნძლოს და გლეხს
გაწეული ამაგი დაუფასდეს.

1
დიდი ილია ამბობდა:ჩვენი ხალხი უმთავრესად მიწის მუშაობას მისდევს.
წლითიწლობით მიწას ჩაჰყურებს, ატრიალებს, ხნავს, სთესავს, ვაზს უვლის,
ბოსტნეული მოჰყავს; წელებზე ფეხს იდგამს, თავს მაღლა არ იღებს, ჯაფას არ
ერიდება, ძალ ღონეს არა ზოგავს, ოღონდ წლის საზრდო მოიპოვოს. მაგრამ აი წელს
სეტყვამ გაუნადგურა წლის ნაღვაწი საზრდო, მერმის კალიამ ხელცარიელზე დასო,
მესამე წელს კიდევ სხვა ღვთის რისხვა დაატყდა თავსა. წლის ნაწვავ-ნადაგი
ხელიდამ გამოეცალა...
აგერ, ჩვენს დრომდე შიშის ზარსა სცემდა ხალხს კახეთის პატარა, ლამაზი და
უწყინარი, თავისთავად საოცრად პოეტური ნაკადული დურუჯი. ვერ ივარაუდებდი,
როდის მოვარდებოდა ეს პატარა მდინარე რისხვად და ერთბაშად წალეკავდა
სოფლებს, ზვრებს, ბაღებს, ყანებს.
იშვიათად გამოერეოდა წელიწადი, რომ სტიქიის მავნე ძალებს თავისი
სისასტიკე მშვიდობიანი მშრომელი გლეხობის ნაწვავ-ნადაგზე არ გამოეცადა.
ამიტომაც უწოდა ქართველმა ხალხმა მოსავალს ჭირნახული. ასე ჭირის ოფლით
იწევდა ყოველ მარცვალ ხორბალსა და ყოველ მტევან ყურძენსა.
ზოგჯერ გაჯიუტდებოდა ეს მთები, გაჯიქდებოდა, ერთ ფთილა ღრუბელს არ
გამოატარებდა ბარისკენ. მცხუნვარე მზისგან დახეთქილ მიწას ალმური ედებოდა,
ჯეჯილი ხმებოდა, უდროოდ შემჭკნარი ნაყოფი მიწაზე ცვიოდა, ხალხს საშინელი
შიმშილი ემუქრებოდა... ცის ნამი სანატრელად იყო გამხდარი. ხალხი რამდენიმე
კილომეტრის მანძილიდან სახედრებით ეზიდებოდა წყალსა...
მრავალი კეთილი საქმის წყაროც იყო ეს მთები, ბევრი სიკეთე ახსოვს მათგან
ჩვენს ხალხს, მაგრამ თან მუდამ შიშში ჰყავდა მოსახლეობა და თუ
გაჭირვეულდებოდა დაგაჯიქდებოდა, ბევრი უბედურების მიზეზიც ხდებოდა.
ისე გაწყვეტდა ხოლმე წელში ხალხს ამითანა სტიქიური უბედურება, რომ
რამდენიმე წელიწადს ვერ გაიმართებოდა, შვებით ვეღარ ამოისუნთქავდა...
დახმარებისა და შველის იმედიც არავისგან ჰქონდა... შველა რა მოსატანია- სტიქიური
ძალებისგან გამწარებული ჩვენი ხალხი ცალი თვალით რომ თავის უბედურებას,
თავის გაჩანაგებულ ზვრებსა და ბაღებს დასცქეროდა, მეორეთი შორს იყურებოდა,
საზღვრებისაკენ- მტერიც გაიგებდა ჩვენს გასაჭირს და დრო არ იხილთოს, თავს არ
დაგვესხასო...
ყოველ განათლებულ ხალხს აინტერესებს გაიგოს თავისი ქარსული: საიდან
მოსულა, მისი შორეული წინაპრები ვინ ყოფილან, როგორ უცხოვრია და აქამდე
როგორ მოუღწევია. სწორედ ამ დიდი ინტერესის შედეგია ის ლეგენდები, რაც ამა თუ
იმ ხალხის წარმომავლობის შესახებ საუკუნეების განმავლობაში შეთხზულა. ეს
ლეგენდები მეცნიერულ საფუძველზე არ არის დაფუძნებული, მაგრამ მაინც
საინტერესო და საყურსდღებოა.
ასეთი ლეგენდა ჩვენცა გვაქვს, მაგრამ ამას ქვემოთ გიამბობთ, ახლა კი ერთი
უცნაური ლეგენდა გავიხსენოთ.
ეს ლეგენდა თუ ზღაპარი ასე იწყება:ღმერთმა რომ ქვეყნიერება შექმნა,
გადაწყვიტა ხალხისთვის გაენაწილებინა იგი. მოდგა და დაანაწილა მთელი ეს
პლანეტა. სულ დაარიგა ზღვა და ხმელი, ზოგი ვის არგუნა და ზოგი ვის. არავინ
გამოუტოვებია, ვინც კი ეახლა. მაგრამ ქართველთა წინაპრებს დაგვიანებიათ და,
ღმერთთან რომ გამოცხადებულან, უკვე მთელი ქვეყნიერება განაწილებული
დახვედრიათ (სხვათა შორის, ზოგი ვარიანტი ამ ლეგენდისა იმასაც აზუსტებს, თუ
რატომ შეგვიანებიათ ქართველებს ღმერთთან გამოცხადება- გაშლილ სუფრას
უსხდნენ და თავი ვერ მიანებესო!) . შეწუხდა თურმე ღმერთი- ეს ჩემი საყვარელი
2
ხალხი როგორ დამავიწყდაო. მაგრამ საყვედურიც კი არა ჰკადრა გვიან
გამოცხადებისათვის, არც ცივა, არც აცხელა, აიღო და თავისი წილი მიწა-წყალი,
სადაც თვითონ უზენაესს ერთ დროს ყხვი კალთა დაუბერტყავს, განებივრებყლ
ქართველებს აჩუქა, თვითონ კიზეცაში ავიდა და იქ დამკვიდრდა.
ასე მიიღეს დაუდევარმა ქართველებმა საცხოვრებლად ღვთის წილი,
სამოთხის სადარი ადგილი, უხვმოსავლიანი, ნოყიერი, ჯანსაღი... მთაც ლამაზი,
ბარიც ლამაზი, ცაც ლამაზი... ამ ღვთის წილ კუთხეს ქვეყნად ბადალი არა ჰყავს.
ერთი სიტყვით, ბედს ეწიენ და ღმერთმა მოახმაროთ, იცხოვრონ გალაღებულად,
დიდი თავის შეწუხება არაფერზე სჭირდებათ, ღმერთი ყველაფერს უხვადა
სთავაზობს. უკუღმართადაც რომ ჩააგდონ მარცვალი მიწაში, მაინც წაღმართად
ამოვა....
მაგრამ გაგრძელება აღარა ღირს.
როგორც ხედავთ, ეს ლეგენდა კი არ არის, ხუმრობაა. თანაც, მეტად უკბილო
ხუმრობა. მიუხედავად ამისა, ხშირად გაიგონებთ ამ ხუმრობას ჩვენში. ალბათ თქვენც
გექნებათ გაგონილი. ზოგჯერ ისეთი რიხითა და სიამაყით იტყვის ამას ზოგი
ჩვენებური კაცი, გული გეტკინება. ეტყობა, კარგად არ უფიქრდება, რასა ჰყვება, და
იმეორებს და იმეორებს ვარიაციებით, სხვადასხვა ნიუანსებით... ალბათ თქვენც
შენიშნავდით, რა ამბით დაამთავრებს ამ ანეკდოტს- უკუღმართად რომ ჩააგდო
მიწაში მარცვალი, მაინც წაღმართად ამოვაო, უამბობს ჩვენი ქვეყნის გასაცნობად
ჩამოსულ უცხოელს, და ნიშნის მოგებით ჩაივინებს.
კი, ბატონო, მთაც ლამაზი გაქვს და ბარიც, ვინ გედავებათ, ნამდვილად ასეა.
მაგრამ აბა ერთი იმავე რუკას გადაავლეთ თვალი. მართლა არსად არის ასეთი
ლამაზი და უხვი ადგილი ამ პლანეტაზე?
რა ბრძანებაა! რამდენიც გნებავთ! ყველგან, ქვეყნიერების ყველა კუთხეში.
ყველა ადგილს თავისი დამახასიათებელი სილამაზე და მომხიბლაობა აქვს,
თავისი კოლორიტი. ყველა მხარე რომ ზუსტად ერთმანეთს ჰგავდეს, ცხოვრება
საშინლად მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა.
სულ სხვა ამბავია, რომ ყველას თავისი სამშობლო, თავისი ქვეყანა უყვარს და
ეამაყება. ეს ასეც უნდა იყოს. ყველა წესიერი ადამიანი თავისი ქვეყნის პატრიოტია.
მაგრამ ეს სულაც არ უნდა უშლიდეს მას ხელს, სხვისი ქვეყანაც დააფასოს და პატივი
სცეს. თავისი სამშობლოს სიყვარულმა არ უნდა დააბრმავოს და სხვისი ქვეყნის
სილამაზის აღქმაში ხელი არ შეუშალოს.
თანაც, როცა ჩვენ სამშობლოსა და მშობლიურ ქვეყანას ვამბობთ, მარტო მიწა-
წყალსა და გეოგრაფიულ გარემოს კი არ ვგულისხმობთ, არამედ, და უმთავრესად,
ხალხს. მათ, ვინც ამ მიწა-წყლის პატრონია, ვისაც ეს მიწა-წყალი სისხლით დაუცავს,
გაუმშვენიერებია, ვინც ამ მიწა-წყალზე ბინადრობს, შრომობს, იღვწის და დიდი
ისტორიის ესტაფეტას გადასცემს შთამომავლობას.
სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა? ამ სიტყვებს რომ ამბობდა
პოეტი, მარტო მიწა- წყალს კი არ გულისხმობდა. უპირველეს ყოვლისა, ხალხს
გულისხმობდა, მრავალტანჯულ, მრავალჭირნახულ, მშრომელ, პატიოსან, მამაც,
გმირ, თავისუფლებისმოყვარე, ავკარგიან ხალხს...
ჩვენს დროში, ტექნიკისა და საერთოდ ცხოვრების საარაკო პროგრესის
საუკუნეში, ძალიან გაადვილებულია სხვათა ქვეყნების ხილვა, იმათი ხალხისა და
ზნე-ჩვეულებების გაცნობა. სულაც არ არის სავალდებულო, უშუალოდ ნახო ეს
ქვეყნები. ჩვენ ყოველდღიურად შევყურებთ კინო და ტელეეკრანებზე ჩვენი
პლანეტის ყოველი კუთხის ზუსტ, ფერადოვან გამოსახულებას, ვეცნობით ამა თუ იმ
3
ქვეყნის ხალხთა ცხოვრების წესებს, ზნე-ჩვეულებებს, ხასიათს... დავრწმუნდებით,
რომ მართლაც ყველა კუთხეს თავისი საოცარი სილამაზე და მიმზიდველობა აქვს.
მარად თოვლით დაფარული მწვერვალების ხილვა მარტო საქართველოში როდი
ახარებს თვალს, არც ბარისა და მთის პეიზაჟების საოცარი კონტრასტი, არც ზღვის
გამჭვირვალე ლაჟვარდოვნება და მთის ჩქარი მდინარეების მომხიბლავი მუსიკა!..
არა, სულაც არა! კიდევ ვიმეორებ, ყველა ქვეყანას თავისი სილამაზე და
მომხიბლაობა აქვს, და ასეთ პეიზაჟებს, ამაზე უკეთესსაც, მდინარეებისა და ტყეების
ასეთ მუსიკას, ამაზე უფრო კეთილხმოვანსაც, სხვაგანაც ბევრს ნახავთ და მოისმენთ.
მთელი სიყალბე ამ ანეკდოტისა, რომელსაც რატომღაც ლეგენდა აქვს
შერქმეული, მარტო ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყანა მთელ დანარჩენ ქვეყნიერებაზე
უფრო ლამაზად და მიმზიდველად არის დასახული. მეორე და უმთავრესი
ბოროტება ის გახლავთ, თითქოს ამ ღვთის წილ წალკოტში მობინადრე ხალხს თავის
შეწუხება და ხელის განძრევა არაფერზე სჭირდებათ, რასაც კი ინატრებს, ყველაფერს
მზამზარეულად მიართმევს ბუნება. ოღონდ კი ინატროს!
ხედავთ, რა მკრეხელობაა!
ეს რომ ასე არ არის, თქვენ ყველამ კარგად იცით. თქვენ მოწმენი ხართ იმისა,
თუ როგორ შრომობს ჩვენი ხალხი ზამთარ-ზაფხულ, მთელი წლის განმავლობაში, რა
თავაუღებელი შრომითა ქმნის სახალხო დოვლათსა და რა საპატიო ადგილი უჭირავს
მას სწორედ ასეთი დაუზარელი შრომის გამო მოძმე ხალხთა შორის.
ახლა, ჩვენს დროში, რაღა თქმა უნდა, მუშაობის პირობები სულ სხვაა, შრომაც
სათანადოდ არის დაფასებული. ახლა მინდვრებში გუგუნებენ, ჩაის პლანტაციებში
ახალი მანქანები გამოჩნდა და მეჩაიეებს მეტად მძიმე შრომა შეუმსუბუქა...
ახლა აღარც ის სტიქიის ძალებია აგრერიგად საშიში. ძველად?
უფროსი თაობის ადამიანებს, რომელთაც ბათუმიდან თბილისამდე
მატარებლით უმგზავრიათ, კარგად ეხსომებათ, აგერ, ღვენი საუკუნის ოციანი
წლების დასასრულამდე რას წარმოადგენდა ზემო, მთიანი იმერეთის გლეხობის
კარმიდამოები და საყანე ადგილები. ეს იყო ციცაბო კლდეებზე ბუნებას
გამოგლეჯილი თითო მტკაველა მწირი ნაკვეთები, საცა ფუტკარივით დაუზარელ
ქართველ გლეხს, ვინ იცის, რა ვაი-ვაგლახით დაეთესა სიმინდი და ვაგონის
სარკმლიდან შეგეძლო დაგენახა - ხეზე თოკით გამობმული, მთის თაკარა მზით
გათანგული გლეხი იმ ერთი ციცქნა ცერად დაკიდებულ ყანაში, რა გაჭირვებით
ურტყამდა თოხს გამომხმარ მიწას, რა სიმწრის ოფლსა ღვრიდა...
ეს შედარებით ახლობელი სურათია. ამავე სურთის შორეულ დროში
გადატანას ნუ შევეცდებით ( ეს დრო უკვე არც ერთი თაობის თანამედროვე ადამიანს
აღარ ეხსომება), მაშინ იმ ხესთან, რომელზედაც თოკით გამობმული გლეხი
დავინახეთ, ჩახმახშემართული თოფიც უნდა წარმოვიდგინოთ.
ასეთი იყო ცხოვრების მკაცრი კანონი. ასეთი მწარე იყო ჩვენი ხალხის
ცხოვრება. ქართველ გლეხს ცალ ხელში თოხი ან ნამგალი ეჭირა, მეორეში- თოფი.
ასეთი სურათები კარგად აქვთ გაცოცხლებული ჩვენს კლასიკოსებს. უნებურად
გაგახსენდება უიარაღოს შესანიშნავი მოთხრობა მამელუკი... ასე გრძელდებოდა
საუკუნეების განმავლობაში. ლუკმაპურის მოპოვება დღე-ღამის მძიმე, თავაუღებელი
შრომით ხერხდებოდა.
მაგრამ, როცა ამას ვამბობთ, აქვე ერთი საყურადღებო და ძალიან
მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა გავიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების
მანძილზე ასეთი გაჭირვებით უხდებოდა ჩვენს ხალხს ლუკმაპურის მოპოვება, იგი
სულაც არ ცდილობდა საქმე იმით გაეიოლებინა, რომ შედარებით ადვილად მოსაწევ
4
საკვებს დასჯერებოდა და, ოღონდ კი შიმშილ-წყურვილი მოეკლა, არც სუფრის
მრავალფეროვანებაზე ეფიქრა და არც საგანგებოდ შერჩეულ დელიკატესებზე;
ოღონდ კი გამწარებული სული გაეტანა და არც ცხოვრების გალამაზებასა და
გამშვენიერებაზე, სულიერი კულტურის ამაღლებაზე ეზრუნა.

პირიქით. დიდი დაკვირვება და კვლევა-ძიება არ არის საჭირო იმის


დასადგენად, რომ ჩვენი ხალხი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამას და ჩვენი
კერძების სიუხვე და მრავალფეროვანებაც, რომ ასე საქვეყნოდ სახელგანთქმულია და
რაც ტრადიციულად უხსოვარი დროიდან და ძალიან შორეული წინაპრებიდან გვაქვს
გადმოცემული, სწორედ ამით აიხსნება. ეს კი უბრალო საქმე ნუ გეგონებათ. ეს
მაღალი კულტყრის ნიშანია.
მეჩვიდმეტე საუკუნის ერთი იტალიელი მოგზაური გაკვირვებითა და
აღფრთოვანებით აგვიწერს, რა შრომასა სწევდნენ ქართველები ღომის მოსაყვანად.
იგი დაწვრილებით მოგვითხრობს, ჯერ საგანგებოდ მოამზადებდნენ ნიადაგს, ოთხ-
ხუთჯერ მოხნავდნენ და გააფხვიერებდნენ მიწასაო ( კარგად გაითვალისწინეთ, რას
ნიშნავდა მაშინ ძველებური კავითა და სახნისით მიწის ოთხჯერ მოხვნა!), მერე
ღომის ყანას რამდენჯერმე გამარგვლა და გათოხნა სჭირდებოდა. თანაც, ღომის
გამარგვლა ათჯერ მეტ შრომას, ცოდნასა დამოთმინებას მოითხოვს, ვიდრე,
მაგალითად, სიმინდისა, რომლის კულტურა გაცილებით უფრო გვიან შემოვიდა
საქართველოში. მოსავლის მოწევის შემდეგაც, ღომის გაცეხვას, გაცხრილვასა და
დარკვევასაც უზომოდ დიდი და გაფაციცებული შრომა სჭირდება.
აქვე უსათუოდ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმავე ნაკვეთზე
გაცილებით ნაკლები შრომისა და ენერგიის დახარჯვით შეიძლებოდა ჭვავის ან
პურის მოყვანაც და, სხვათა შორის, ყფრო ბარაქიანიც იქნებოდა. მაგრამ ჩვენი
წინაპრები არ მოერიდნენ შრომასა და წვალებას და სხვა კულტურასთან ერთად,
სიმინდის შემოტანის შემდეგაც ამ შესანიშნავ დელიკატესსაც იწევდნენ. ვიმეორებ, ეს
არის სწორედ მაღალი კულტურის მაჩვენებელი.
თუმცა არც ხორბალი ყოფილა დავიწყებული.
მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ხორბლის ჯიბეში ყველაზე მეტი
საქართველოში ყოფილა გამოყვანილი- 12 მთავარი ჯიში და მათი 130 სახესხვაობა!
ამათში, რამდენიმე ისეთი ჯიშის ხორბალია, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არა
გვხვდება.
სულაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს რომელ კუთხეშიაც არ უნდა
მიხვიდე, სულ სხვადასხვა ყველს მოგართმევენ. შესანიშნავი თუშური გუნდის
ყველი, იმერული, მეგრული სულუგუნი, სვანური... და რომელი ერთი
ჩამოვთვალოთ.

არც შემთხვევითია ეს და არც იოლად დამკვიდრებული ტრადიცია. ამდენი


ყველის გამოყვანას შრომა სჭირდებოდა, ენერგია, ცოდნა, საქმის სიყვარული და,
საერთოდ, მაღალი კულტურა, რომელშიაც აქ ჩამოთვლილ თვისებებს გარდა სხვაც
ბევრი თვისება იგულისხმება. ხომ შეიძლებოდა სულ უწვალებლად და თავის
შეუწუხებლად იმ რძის პირდაპირ მოხმარა?!.
ჩვენი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან დიდი საყოფაცხოვრებო
კულტურა გამოამჟღავნა და წარმოუდგენლად ძნელი პირობების მიუხედავად
შესანიშნავი ტრადიციები დაგვიტოვა.

5
ბერძენი მწერლები გაკვირვებით შენიშნავდნენ, კოლხეთში პატარა ძროხები
ჰყავთ, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ძალიან ბევრს იწველიანო.
არა, ეს უბრალო რამე ნუ გეგონებათ. ტანმორჩილ ძროხას საკვები ცოტა
სჭირდება, მისი მოვლაც ადვილია, მოწველით კი ბევრს იწველის.
არც ის ძროხები ყოფილა ბუნებისაგან მზამზარეულად ნაბოძები, იმასაც
გამოყვანა სჭირდებოდა. ესე იგი, ცოდნა და შრომა, შრომა, დიდი მოთმინება, საქმის
სიყვარული. ანუ ისევ და ისევ მაღალი კულტურა!
არც ის არის შემთხვევითი, რომ საქართველოს ყოველ კუთხეში სულ
განსხვავებულ ყურძნის ჯიშებს შეხვდები და ღვინის დაყენების წესიც სულ
განსხვავებულია. ოთხასზე მეტი ჯიშის ვაზი გვქონია. ოთხასი! ამ პატარა
ტერიტორიაზე! ეხუმრებით?! და საინტერესო ის არის, რომ ყველა ჯიშს თავისი
სახელი აქვს. ოთხასზე მეტი სახელწოდება ყურძნისა!
ივანე ჯავახიშვილს ჩამოთვლილი აქვს ზოგიერთი ჯიშის სახელწოდება, და
ამისი წაკითხვაც კი სიამოვნებასა გგვრის.
რქაწითელი. თავცეცხლა. ოქრქულა. ჩხავერი. თავკვერი. მტევანდიდი.
ძელშავი. თითა. ჭრელყურძენა. სანთელა. ღრუბელა. მწვანურა. მელისკყდა.
ხარისთვალა. ბუდეშური. ყორნისთვალა. ჩიტისთვალა. მაჭკვატყრი. კვაწახურა.
კრახუნა. დევისთვალა. ბურძღალა. ფაჩხატა. მტრედისფეხა. მჟაველა. ბროლა. ფითხა.
მწკლარტა. ქიწნურა. ტვიშურა. ადრეულა. სათვალიო. ციცვა. ოჯალეში...
ლექსივით არის, არა!
კითხულობ და გიხარია. სიამაყით გევსება გული. ყველას რას ჩამოთვლი1
ამიტომაც მრავალფეროვანი და ერთმანეთისაგან სავსებით განსხვავებული ღვინოები
მოგვეპოვება.
ღვინის ასეთ მრავალფეროვნებას თავისი დიდი სიკეთე აქვს. ზოგი მაჭრობაშია
კარგი, ზოგი-რაც უფრო დაძველდება; ზოგი-მსუბუქია, ზოგი-მძიმე; ზოგი სიცხეში
დასალევადა სჯობს, ზოგი ნამდვილად საზამთრო ღვინოა, ზოგი უფრო სათყთია,
ზოგი შორ მგზავრობასა და ნჯღრევას კარგად იტანს... ისიც გასათვალისწინებელია,
რომ თუ ერთ ჯიშს, შედარებით სათუთს, ვთქვათ, გვალვიან წელიწადს
გაუჭირდებოდა, მეორე უფრო გამძლე გამოდგებოდა და გლეხი მთლად არ
გაუბედურდებოდა...
ერთი სიტყვით, ყურძნისა და ღვინის ამ საარაკო მრავალფეროვნებას უბრალო,
თავშესაქცევი მნიშვნელობა კი არა აქვს- ღრმა პრაქტიკული და ეკონომიკური
საფუძველი უდევს. ამიტომაც გამართლებულია ის განუზომლად დიდი შრომა,
საოცარი გულმოდგინება და მოთმინება, რაც ამდენი ჯიშის ვაზის გამოყვანას
სჭირდებოდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, ღვინის კულტურა, რაც ამჟამად ფართოდ არის
გავრცელებული მთელ მსოფლიოში, ქართველებიდან მოდისო. ამას ამტკიცებენ
ლინგვისტებიც, ეთნოგრაფებიც, არქეოლოგებიც, მეღვინეებიც და სხვა დარგის
მეცნიერებიც. რომ გადაჭარბებულ პატრიოტულ სიამაყედ და თავგამოდებად არ
ჩაგვითვალონ, ჩვენ მოვეშვათ ამის მტკიცებას. მაგრამ ერთი რამ კი უდავოა და არც
კვეხნაში ჩამოგვერთმევა- საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ღვინის
ქვეყანა მაინც არის, და ქართველ ხალხს ყველაზე დიდი ტრადიციები, ჩვევები და
გამოცდილება აქვს ამ საქმისა.
არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა იმის
დამადასტურებელი ნივთიერი საბუთები, რომ ქართველი ხალხის წინაპრები
რამდენიმე ათასწლეულის წინათ იყვნენ დაუფლებულნი ღვინის დაყენების
6
ხელოვნებას. საინტერესოა ისიც, რომ იმ უძველეს ხანაშიაც ღვინის დაყენების
ხელოვნება და პროცედურა საკმაოდ რთული და განვითარებული ყოფილა. ამას
ადასტურებენ მიწის სიღრმეში აღმოჩენილი ძველისძველი რთული მოწყობილობის
მარნები, აგრეთვე ქვევრები, სასმისები,- რომლებზედაც მხატვრის დახვეწილი
ხელითა და გემოვნებით არის მოხატული ნადიმის სცენა,- ვენახის მოვლისა და
ღვინის დაყენებისათვის საჭირო მრავალფეროვანი ხელსაწყოები...
ბერძენი ქსენოფონტე, რომელმაც ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში
იმოგზაურა იმ ტერიტორიაზე, სადაც ქართველური ტომები ცხოვრობდნენ,
გაკვირვებით შენიშნავს აქაური ღვინის სიმაგრესა და განსაკუთრებულ არომატს.
წყალგაურევლად არ შეიძლება მისი დალევაო. ძნელი სათქმელია ჩვენი წინაპრებიც
ურევდნენ თუ არა წაყლს, ამაზე ბერძენი მოგზაური არას ამბობს, მაგრამ ეს კი
ფაქტია, და დაყენებაზე ნაკლები ხელოვნებით არც მისი მოხმარა იცოდნენ .
თავს ნებას მივცემ, ამ საკითხზე ცოტა ხნით შევჩერდე. ღვინის სმა
საქართველოში მუდამ ზომიერად იცოდნენ. ყოველგვარ ვითარებაში სვამდნენ
ღვინოს- ლხინში, ჭირში, გასამხნევებლად , გუნების გამოსაკეთებლად, ჯანის
მოსამატებლად, ხალხთან კეთილი ურთიერთობის დასამყარებლად, მეგობრობის
გასამტკიცებლად, მტერზე გამარჯვების აღსანიშნავად, ყოველგვარ დღეობებსა თუ
დღესასწაულებზე, ქორწილებში, ნათლობებში, მეფედ კურთხევის დროს,
ხალხმრავალ ნადიმებზედაც და მყუდრო საოჯახო სადილებზრდაც...
ახლაც ჩვენი გლეხი კაცი სუფრას ისე არ მიუჯდება, თუ გვერდზე
მამაპაპისეული, ღვინის სპეციფიკურ ფერგადაკარგული ხელადა არ მოიდგა.
გადაჰკრავს ერთ-ორს, დაილოცება, გახალისდება და მერე, რა მძიმე სამუშაოც არ
უნდა ელოდეს, გულიანად და ენერგიულად შეებმება. თანაც, ყოველდღიური
ტრაპეზის დროს უფრო განელებულ ღვინოს შეექცეოდნენ. დღესაც სახარჯოს
უწოდებენ ასეთ ღვინოს.
ძველად თიხის პატარა ფიალებითა სვამდნენ. არქეოლოგიური გათხრების
დროსაც აღმოაჩინეს ასეთი ფიალები. მერე, ფიალებთან ერთად, მინის პატარა
ჭიქებიც გაჩნდა. პატარა ჭიქები!.. იქნებ თქვენც გინახავთ, აქა-იქ დღევანდლამდე
შემორჩენილია ოჯახებში წელში გამოყვანილი, კოხტა ღვინის ჭიქები, ჩვენში
ქართულ ჭიქას ეძახიან. რამდენადაც ვიცი, საქართველოში არც აკეთებდნენ ასეთ
ჭიქებს, შემოჰქონდათ. და სწორედ ის არის საინტერესო, რომ მაინც ქართული ერქვა:
იმ ფაქტს ესმებოდა ხაზი, რომ ღვინოს საქართველოში ამ პატარა ჭიქითა სვამდნენ.
ამიტომაც ერქვა ქართული ჭიქა. სინამდვილეში, ჭიქა კი არ იყო ქართული, ამ ჭიქით
სმა იყო ქართული.
დიდ ღრეობებში ყანწებიც დატრიალდებოდა ხოლმე, მოზრდილი ყანწები,
მარგამ ამას უფრო სწიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, და ვისაც დალევა არ შეეძლო,
არც აძალებდნენ. ამიტომაც მთვრალი კაცი იშვიათი იყო. შეზარხოშდებოდნენ ხოლმე
დიდ ღრეობებში. ეს იყო და ეს. უფრო მეტად გახალისდებოდნენ. ქეიფის მთავარი
არსი სმა კი არ იყო, მოლხენა იყო- სიმღერა, ცეკვა, თამაში, მოსწრებული სიტყვა-
პასუხი... ერთხელაც რომ დამთვრალიყო კაცი ისე, რომ ფეხი არეოდა, მთელი
სოფლის სამასხრო გახდებოდა, თითით საჩვენებელი შეიქმნებოდა, ლოთი
შეერქმეოდა და ამ სახელს ძნელადღა თუ მოიშორებდა.
იქნებ იკითხოთ, მაშ როგორღა უნდა ავხსნათ, რომ იმავე უცხოელ მოგზაურთა
ჩანაწერებსა და ზოგიერთ ჩვენს ქრონიკაშიაც, მართალია ძალიან იშვიათად, მაგრამ
მაინც გამოჩნდებოდა ზოგიერთი ჩვენებური კაცის სახელი, რომელსაც ბლომად
ღვინის დალევა შესძლებია და ყვარებიაო. ეს სულ სხვა საქმეა. და, სხვათა შორის,
7
ესეც ამაგრებს ჩვენს გამოთქმულ მოსაზრებას. ეს უჩვეულო შემთხვევა იყო. თითო-
ოროლა კაცი თუ გამოჩნდებოდა ხოლმე მთელ ქვეყანაში ასეთი. ისიც ყოველთვის
არა. და იმდენად იშვიათი იყო ეს, საერთო ჩვეულებისგან იმდენად განსხვავებული,
რომ, იმ ძნელი ინფორმირების პირობებშიაც კი, მთელმა საქაეთველომ იცოდა ასეთი
კაცის სახელი. და იცინოდნენ ამაზე, მასხრად იღებდნენ. უკვირდათ. თუ გახსოვთ,
ლუარსაბ თათქარიძის იმერეთიდან გამოუწერეს ერთი ასეთი მსმელი კაცი. იმხანად
მხოლოდ იმერეთში აღმოჩნდა. ალექსანდრე დიუმა რომ ჩამოვიდა საქართველოში,
მაშინ საერთოდ არ აღმოჩნდა ასეთი მსმელი კაცი და იცინოდნენ კიდეც, სტუმარმა
სირცხვილი გვაჭამაო.
ალბათ განმეორება აღარცაა საჭირო, რომ ყურძნის ასე მრავალფეროვანი
ჯიშების შერჩევასაც, ამდენი ღვინის გამოყვანა- დაყენებასაც განუზომელად დიდი
შრომა, ენერგია, ცოდნა და საქმის სიყვარული სჭირდებოდა; ესე იგი,ისევ და ისევ
მაღალი კულტურა.
ალბათ თქვენ თვითონვე გინახავთ, ბევრს მონაწილეობაც
მიგიღიათ,რამდენჯერ უნდა დაბარონ და გათოხნონ ზვარი, რამდენჯერ შეწამლონ,
შეყელონ, გასხლან. გაფურჩნონ, გადააწვინონ, გააპატიონ, მორწყან... ვაზო, შვილივით
ნაზარდო, ვკითხულობთ ერთ ხალხურ ლექსში. ყოველ ძირ ვენახს, ყოველ ლერწს
წელიწადში რამდენჯერმე უნდა შეავლოს ხელი გლეხმა. გლეხკაცი იტყვის ხოლმე,
სამასჯერ მაინც თუ არ შემოუარე თითო ვაზს, ისე არ დაისხამს და არ დამწიფდებაო.
არანაკლებ მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს ღვინის დაყენება...
იქნებ ვინმემ ისიც იკითხოს, თუკი ამდენი ღვინო მოდიოდა საქართველოში და
თვითონ კი ბევრი სმა არ უყვარდათ, ეს ღვინო სად მოჰქონდათო?
ვაჭრობდნენ. ჯყიდდნენ. საქართველოს საზღვრებს გარეთ გაჰქონდათ.
ის მოსაზრებაც ყალბია, თითქოს ქართველებს ვაჭრობა და აღებ-- მიცემა ჭირის
დღესავით სძულებოდეთ და თითქოს ქართველი კაცის რაინდულ სულს ასეთი
ვაჭრობა არ უთავსდებოდეს. არა. ამას არაკეთილად განწყობილი ადამიანი თუ
მოგიგონებს.
ივანე ჯავახიშვილს მოჰყავს კონკრეტული მაგალითები, თუ რამდენი ღვინო
გაჰქონდათ საქართველოდან, რამდენ ღვინოსა ჰყიდდნენ. სხვათა შორის, ღვინის
მრავალი ჯიშის გამოყვანა ნაწილობრივ ამასაც უკავშირდებოდა. მრავალფეროვანი
ასორტიმენტი იყო საჭირო. თანაც, ისეთი ღვინოები უნდა გამოეყვანათ, რაც შორ
გზასა და ნჯღრევას აიტანდა, თავის არომატსა და თვისებებს არ დაკარგავდა.
სხვა დარგებსაც გადავხედოთ. თუ არა განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა
და მაღალი კულტურა, მაშ რით უნდა აიხსნას, რომ ამ პატარა ქვეყანაში, ამ პატარა
ტერიტორიაზე, თითქმის ნაბიჯს ვერ გადადგამ, მკვიდრად ჩამჯდარი, ამაყად
ყელმოღერებული და შესაშურებელი სისადავითა და გემოვნებით ნაგები ტაძარი,
კლდეში გამოჭრილი ქალაქი, ან ციხე- სიმაგრისა და ძველი აკადემიის ნანგრევი არ
შეგვხდეს.
ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო!
.. აღმოხდა აღფრთოვანებულ პოეტს, როცა ამაყად წამომართულ, იშვითი
ჩუქურთმებით შემკულ ტაძარს შეხედა.
ამ ტაძრებისა და ციხე- სიმაგრეების ასაკი სხვადასხვა: ზოგს ათასხუთასი წელი
შესრულებია, ზოგს- ათასი, რვაასი... ისინი ქართველი ხალხის სულ სხვადასხვა
თაობების მმიერაა აგებული, სულ სხვადასხვა პირობებში-- ზოგი მშვიდობიანი
ცხოვრების დროს, ზოგი გამძაფრებული ომებისა და შიშიანობის დროს... ცოტათი
მოითქვამდა თუ არა სულს ჩვენი ხალხი, მაშინვე ისეთი ძეგლის აგებაზე ზრუნავდა,
8
რაც თანამედროვეების თვალსაც გაახარებდა და შტამომავლობასაც საამაყოდ
ექნებოდა, მტერს გულს გაუხეთქავდა, მოყვარეს სიხარულს მოჰგვრიდა...
ზემოთ ყველაზე უფრო ხნოვანად ათას ხუთასი წლის ძეგლი ვახსენეთ.
უფროსი და – ძმანიცა ჰყავს ამ ძეგლებს. ისე ხნიერი და ხანდაზმული, რომ მათი
ასაკის ზუსტი დადგენა შეუძლებელიც არის, მიახლოებით თუ ვივარაუდებთ.
ათეული საუკუნეების განმავლობაში მიწა გადაფარებოდა მათ, მშვიდადა
თვლემდნენ და მხოლოდ ჩვენს დროში, ჩვენი არქეოლოგების წყალობით გახდა
ცნობილი მათი არსებობა.
როცა ათეული საუკუნეების წინათ ნაგებ გალავანის ნანგრევებს ნახავ მიწაში,
სიამაყე დაგეუფლება, წარმოიდგენ, რომ ეს გალავანი ერთ დროს მტკიცედ ერტყა
უძველეს ქალაქს, ოცნების თვალით გააცოცხლებ იმ ქალაქის მჩქეფარე ცხოვრებას,
მედიდურად აღმართულ კარიბჭეში შემომავალ გამარჯვებულ ლაშქარს, რომელსაც
ბედაურზე გადამჯდარი, აბჯარასხმული მხედართმთავარი მოუძღვის. ჩაჩქანიდან
ჩამოშლილი ჭაღარა მოუჩანს მხედარს. დათრთვილული წარბების ქვემოთ
სევდიანად მომღიმარე თვალებს შენიშნავ. გამარჯვებული ბრუნდება, მაგრამ ძვირად
დასჯდომია ეს გამარჯვება. ქუჩაში გამოფენილი გოგო- ბიჭები მხიარული ყიჟინით
ხვდებიან მხედრიონს, სახლების აივნებიდან სუნთქვაშეკრული ხანდაზმული
მანდილოსნები აკვირდებიან ლასქარს – ჯერ არ იციან, სრული სიხარულის მაცნეა ეს
ლაშქარი მათთვის თუ პირადი მწუხარებაც მოაქვს. ოდნავ შეღსბული ფანჯრებიდან
ყმაწვილი ქალები შიშნარევი მღელვარებით ზვერავენ ომადან დაბრუნებულ
ჭაბუკებს.
ერთი სიტყვით, როცა ძველი გალავნის ნანგრევებს ნახავ მიწაში, ერთბასად
სიამაყე დაგეუფლება. მაგრამ როცა უძველესი აბანოს ნანგრევებს, ძველისზველი
მარნისა და მილების ან სარწყავი არხების ნაშთებს წააწყდები, სიამაყეც მოგიცავს და
გაკვირვებაც – რა დიდი საყოფაცხოვრებო კულტურა ჰქონიათ შენს წინაპრებს! რა
შრომისმოყვარე და ბრძენი ხალხი ყოფილა!
არსებობენ სხვა ძველთაძველი ძეგლებიც, იქნებ იმ მიწაგადაფარებულ
გალავნებსა და აბანოებზე უფრო ხნიერებიც, მაგრამ შენ მაინც ახალი და შენი
თანამედროვე გგონია, რადგან მათი მჩქეფარე მაჯისცემა არასოდეს დუნდება... უფრო
სწორი იქნება, თუ ვიტყვით, განუწყვეტელ მჩქეფარე სისხლად უვლიან ისინი ერის
სასიცოცხლო არტერიებს და ყოველ ახალ დროში ახლებურად წარმოგვიდგებიან.
შენი ქვეყნის ავსა და კარგს შენ შეჩვეული ხარ და ამიტომ გარეშე თვალი უფრო
ადვილად შენიშნავს. ყოველი ამ საქმის სპეციალისტი თუ არასპეციალისტი
უცხოელი გაკვირვებულია ჩვენი ხალხური სიმღერებით, მათი პოლიფონიურობით,
მათი საარაკო მრავალფეროვნებითა და სიმრავლით. ქართული სიმღერა ისეთი
საოცარი ფენომენია, მარტო ამითაც რომ სცადო ჩვენი ხალხის ხასიათის
ჩამოყალიბება, არ გაგიძნელდება...
ამ პატარა ქვეყნის ყოველ კუთხეს თავისი სიმღერები აქვს, მეორე კუთხის
სიმღერებისაგან განსხვავებული, თვითმყოფადი და საოცრად მელოდიური. თუ
სვანური სიმღერები შეუდარებელი გრანდიოზულობით, მონუმენტურობითა და
ჰეროიკული ჟრერადობით გაოცებს, იქვე ორმოციოდე კილომეტრის დაშორებით
მეგრული სიმღერების თბილ ლირიზმს მოჰყევხარ აღფრთოვანებაში, ამათგან
სავსებით განსხვავებულია სინფონიასავით რთული, მრავალხმიანი გურული
სიმღერები, იმერული სიმღერების სიმკვირცხლე და ომახიანობა, ქართულ – კახურის
საოცარი ეპიურობა...

9
აბა, დააკვირდით, მარტო შრომის სიმღერა რამდენია: ათეულობით ნადური
სიმღერა, გუთნური, მთიბლური, სამკალი, სავენახე, კალოური, ურმული, კევრული...
და რომელ ერთს ჩამოთვლით! ახლა ბრძოლის ომახიანი სიმღერები! ეს სიმღერები
ამხნევებენ მებრძოლს. რომ შემოსეული მტერი მოიგერიოს და გააძევოს თავისი
ქვეყნიდან. გულს უკაჟებენ, სულს უსპეტაკებენ, თავის წმიდა
მოვალეობასშეახსენებენ, მამულის სიყვარულით აღაგზნებენ.
და ამ ვაჟკაცურ სიმღერებს ერთგვარი სევდაც დაჰკრავს ხოლმე. არაგვო,
უყარაულე ომში წასულსა ვაჟკაცსა
სევდაგარეული სიმტკიცით აღავლენს გუნდი, და ანკარა მდინარეზე არეკლილი
მთავრის სხივები თითქოს გზას უნათებენ ომში მიმავალ ლაშქარს...
რამდენი სანადიმო და საქორწინო სიმღერა, სატრფიალო, სალაღობო,
სარიტუალო, ძილისპირული...
ეს სიმღერები, როგორც განუყრელი და უერთგულესი მეგობრები, მუდამ თან
ახლდა ჩვენს ხალხს, და ჟღერდა განუწყვეტლივ-ხან როგორც ომის მრისხანე მარში,
ხან როგორც შრომის რიტმული ყიჟინა, ხან როგორც სევდიანი რეკვიუმი...
უცხოელი კომპოზიტორები რომ ისმენენ ჩვენს სიმღერებს, პირველად არა
სჯერათ, რომ ხალხურია, გაკვირვებულები არიან. თანაც, რამდენი ასეული სიმღერა
გვაქვს, ყველა ერთმანეთისაგან განსხვავებული და ერთმანეთზე უკეთესი.ესეც არ
არის შემთხვევით. ესეც შრომისმოყვარეობისა და მაღალი სულიერი კულტურის
ნიშანია...
მაგრმ ეს შორს წაგვიყვანს. ყველა დარგს რას ჩამოვთვლი!
ასე დაჟინებით რომ ვიმეორებთ ჩვენი ხალხის შრომისმოყვარეობაზე, ამით
განა ვინმეს ვედავებით, განა იმისი შიში გვაქვს, ვაითუ ვინმემ არ დაგვიჯეროსო. არა,
რაკი ჩვენი ისტორიის მოყოლა განვიზრახეთ, თავდაპირველად ხალხის ხასიათის
ჩვენება ვცადეთ.
რიგორც ცალკეული ადამიანი ხასიათით განირჩევა მეორისაგან, ასევე ყოველ
ერს თავისი ხასიათი აქვს. ადამიანზე იტყვიან ხოლმე-მეტისმეტად გოროზია, ცივი,
უკარება, გულს არ გაგიხსნის, პურძვირია, უქნარა, უმეგობრო და გაუტანელი; ან
არადა : გულღია კაცია, კეთილი, სათნო, მშრომელი, სტუმართმოყვარე, სამეგობრო...
ასევე შეგვიძლია ხალხიც დავახასიათოთ. ასეთი დახასიათება ძნელია-ადამიანისაც
და ერისაც. შეიძლება ზოგი რამ გამოგვრჩეს, ზოგი რამ უზუსტოდ გამოგვივიდეს.
მაგრამ მთავარი დამახასიათებელი თვისებები იშვიათად შეგვეშლება.
ჩვენი ხალხის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი კი შრომისმოყვარეობაა.
შრომისმოყვარეობა და პატიოსნება. ეს ორი თვისება ერთმანეთისაგან განუყოფელია.
სწორედ ამ დიდი შრომისმოყვარეობის, პატიოსნებისა და სიბრძნის წყალობით
მოაღწია ჩვენმა ხალხმა დღემდე, ათასი განსაცდელი გამოიარა, მრავალ
უსამართლოებასა და ძალმომრეობას შეეჯახა, რამდენჯერ ბეწვზწე ეკიდა მისი
არსებობა, რამდენჯერ თითქოს განადგურდა და აღარავის ეგონა, თუ წამოდგებოდა...
მაგრამ საოცარი შრომისმოყვარეობისა და სიბრძნის წყალობით გადარჩა და
ჩვენს დრომდე მოიტანა თავისი დიდი ისტორია, მაღალი სულიერი კულტურა და
ტრადიციბი.
საინტერესოა, როგორ ახასიათებს ქართველებს ვახუშტი ბატონიშვილი:
ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი, ჰაეროვანნი, შავით თვალ - წარბ-
თმოსანნი, თეთრ-ყირმიზნნი, იშვიათ შავგვრემანნი და მოყვითან, იშვით თვალ-
ჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ... წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვით სქელნი,
მხნენი, მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობითა შინა კადნიერ,
10
მკვირცხლნი, მსწრაფლნი... სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყვარენი;
ამაყნი, ლაღნი, სახელის მეძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისთა სახელთათვის არა
ჰრიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა; სტუმართა და უცხოთა მოყვარენი,
მხიარულნი; უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან, არარა შეიჭირვიან; უხვნი; არცა თვისსა
და არც სხვისასა კრძალავენ; საუნჯეთა არამმესველნი1, გონიერნი, მსწრაფლ
მიმხდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყვარენი...და იმავე წიგნში სხვა ადგილას:გარნა
თუ სძლიან ვინმე მძლავრთაგანნი, არა დაემორჩილონ, არამედ კვალად იპყრიან
თვისნივე წესნი და არა დაუტევიან ღმერთნი და მეფე და ჩვეულებანი თვისნი...როცა
ჩვენი ხალხის ხასიათზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ მისი
მშვიდობისმოყვარეობა. ესეც შრომისმოყვარეობასთან არის დაკავშირებული. როცა
ადამიანი მუშაობაშია გართული და დღენიადაგ მიწას ჩაჰკირკიტებს, მიწიდან
მოელის ხსნასა და შვებას, ის ვეღარც კი მოიცლის, რომ თავი ასწიოს და აქეთ-იქით
დაიწყოს ყურება, სხვის დოვლათს შურითა და ავი ზრახვებით უცქიროს.

2
არის ერთი ავადმყოფობა, რასაც ნოსტალგია ეწოდება. ეს არის სამშობლოს
ისეთი ავადმყოფური სიყვარული, როცა მშობლიური ქვეყნის გარეთ ვეღარ გაუძლია
ადამიანს, დაავადებულა, ვეღარ მოუსვენია, დარდისაგან ჩამომხმარა და სიკვდილის
პირას მისულა. სამშობლო ყველას უყვარს, მაგრამ ეს სიყვარულზედაც კიდევ უფრო
ძლიერი გრძნობაა.
სულაც არ მინდა ჩვენი ხალხის ამ წმიდათაწმიდა გრძნობას რაიმე
ავადმყოფობის სახელი შევარქვა, სამშობლოს მოშორება მეტნაკლებად ალბათ
ყველასათვის ძნელია და მათ შორის ქართველი ხალხიც ერთი პირველთაგანია. ისეა
მიჯაჭვული თავის ქვეყანას და მიწა-წყალს, რომ მოშორება მეტისმეტად უჭირს.
ალბათ ამით უნდა აიხსნას, რომ სხვა ქვეყანაში სამუდამოდ დამკვიდრებულ
ქართველს იშვიათად შეხვდები. ალბათ ამიტომაც ათქმევინა პოეტმა ქართველ კაცს –
- ვერ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.
ამ რამდენიმე ათეული წლის წინათ პარიზში ცალკე წიგნად გამოიცა ერთი ქართული
ზღაპარი. მერე, მალევე, ინგლისურადაც ითარგმნა და გამოიცა ეს წიგნი, მგონი
გერმანულადაც. ყოველ შემთხვევაში ფრანგული და ინგლისური გამოცემები მე
თვითონ მინახავს. წიგნს დართული აქვს წინასიტყვაობა, ერთი ცნობილი ფრანგი
მეცნიერისა. წინასიტყვაობაში ქართველ ხალხზედაც აღფრთოვანებით ლაპარაკობს
ავტორი, მის ისტორიაზედაც და, რაც მთავარია, ეს ზღაპარი დახასიათებულია,
როგორც ღრმა ფილოსოფიური ნაწარმოები.
ბავშვობისას მე თვითონ ბევრი მიკითხავს ქართული ზღაპრები, თედო
რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილი და გამოცემული, მაგრამ, გამოგიტყდებით, ამ
ზღაპრისათვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცაღა შინაარსი
კარგად მახსოვდა. ახლა კი, ამ წინასიტყვაობის წაკითხვის შემდეგ, ისევ მოვძებნე
თედო რაზიკაშვილის ზღაპრების წიგნი და კვლავ წავიკითხე. აღარ მოვყვები მის
შეფასებას, უბრალოდ გიამბობთ, რადგან სწორედ ამ გრძნობას ეხმაურება ეს
ზღაპარი, რაზედაც ახლა ლაპარაკი გვქონდა.
ზღაპრის სახელწოდებაა მიწა თავისას მოითხოვს.
ერთი ყმაწვილი კაცი აიხირებს, უკვდავებას უნდა ვეწიოო და რაკი ირგვლივ
ხედავს, რომ ადრე თუ გვიან, ყველა კვდება, გადაწყვეტს უკვდავების საძებნელად
სადმე სხვაგან წავიდეს.

11
ბევრი იარა თუ ცოტა, მიადგა ერთ ირემს, რომელიც ერთ ადგილას დგას და
თავი ცაში მიუმართავს. ირემი ეტყვის ჭაბუკს, დარჩი ჩემთან, მანამ ჩემი რქები ცას არ
მიებჯინება, შენც ცოცხალი იქნები და მეცაო.
დაფიქრდა ყმაწვილი, მართლაც მაცთუნებელი იყო ირმის სიტყვები – – –
როდის უნდა გაზრდოდა იმოდენა რქები, რომ ცას მიბჯენოდა. მაგრამ ბოლოს მაინც
არჩია წასულიყო, მე უკვდავება მინდა, აქ კი, მართალია, ძალიან დიდი ხნის შემდეგ,
მაგრამ ოდესმე ხომ მაინც უნდა მოვკვდეო.
გაშორდა ირემს და წავიდა.
იარა, იარა და მიადგა ერთ დიდ უფსკრულს. უფსკრულის პირას პაწაწინა ჩიტი
შენიშნა. ჩიტმა უთხრა - დარჩი ჩემთან, მანამ ამ უფსკრულს სკლინტით ამოვავსებ,
შენც ცოცხალი იქნები და მეცაო.
ეს სიტყვებიც მაცთუნებელი ჩანდა, მაგრამ ჭაბუკმა მაინც წასვლა არჩია.
იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა და მიადგა ერთ ბროლის კოშკს. ბევრი
უტრიალა, მაგრამ კარს ვერ მიაგნო. ბოლოს ერთგან ბზარივით რაღაც შენიშნა. მიაწვა
ხელით და კარი აღმოჩნდა. შევიდა. ხედავს ტახტზე ახალგაზრდა ქალი ზის,
მზეთუნახავი, ავ თვალს არ ენახვება. ქალმა უთხრა, დარჩი ჩემთან და უკვდავებას აქ
ეწევი, მუდამ ასეთი ახალგაზრდა იქნებიო. ჭაბუკსაც მეტი რა უნდოდა. დარჩა იმ
ქალთან.
გავიდა რამდენიმე დღე თუ კვირა და ჭაბუკს მოუსვენრობა დაეტყო,
აწრიალდა, ვეღარ დავრჩებიო, გამოუტყდა ქალს, შენ კი ძალიან მიყვარხარ, მაგრამ
ჩემი მიწა წყალი და ჩემიანები მომენატრა, თუ ახლავე არ წავედი, ნამდვილად
მოვკვდებიო. ქალმა ბევრი უშალა. შენიანებს ახლა სადღა ნახავ, უკვე რამდენიმე
საუკუნეა ჩემთან ხარ, შენ ეს რამდენიმე დღედ გეჩვენება, თორემ იმდენმა ხანმა
ჩამოიარა, რაც ჩემთანა ხარ, წარმოდგენაც კი ძნელიაო.
ბიჭმა მაინც არ დაიშალა. მაშინ ქალმა უთხრა-აჰა, ეს სამი ვაშლი წაიღე და
როცა მოგშივდეს, ჭამეო.
გამოეთხოვა ჭაბუკი ქალს და იმავე გზით წამოვიდა.
იმ დიდ უფსკრულს რომ მიუახლოვდა, სადაც წინათ ჩიტი ნახა, ხედავს
უფსკრული სკლინტით არის ამოვსებული, ჩიტი კი მომკვდარა. მაშინღა მიხვდა,
რამდენი ხანი გაეტარებინა ბბროლის კოშკში. ირემსაც რქები ცისათვის მიებჯინა და
მომკვდარიყო.
ბოლოს თავის სამშობლოსაც მიუახლოვდა. იმ გზამ მიიყვანა, თორემ ისე რას
მიაგნებდა-ყველაფერი შეცვლილიყო. ვაშინგტონ ირვინგის ერთი მოთხრობის
გმირისა არ იყოს, ირგვლივ ხაიხიც უცნაურად მოეჩვენა, მათი მეტყველებაც.
ჭაბუკს ქალის მოცემული ვაშლები გაახსენდა, ამოიღო ერთი ვაშლი და
შეჭამა.ხელადვე თმა გაუთეთრდა და წელში მოიკაკვა-დაბერდა. მეორე ვაშლიც
ამოიღო და შეჭამა. მუხლები ერთბაშად მოეკეცა, თითქოს ენაც წაერთო და
მიხრწნილ-დაჩაჩანაკებული ბერიკაცი იქვე ჩაჯდა. ჯიბისაკენ ხელის წაღება სცადა,
მაგრან ვერ მოახერხა. იქვე ბავშვები თამაშობდნენ. ანიშნა, ჯიბიდან ვაშლი
ამომიღეთო. შეჭამა ვაშლი და სულიც განუტევა.
ჩვენს ხალხზე ხშირად გაიგონებთ, სტუმართმოყვარე ხალხიაო. ამით მარტო ის
კი არ იგულისხმება, რომ ჩვენ კარგ სუფრას გავუშლით სტუმარს და ტკბილ
სადღეგრძელოს ვეტყვით. ეს ცნება ცოტა უფრო ფართოდ უნდა გავიგოთ. უფრო
სრული იქნება თუ ვიტყვით, მეგობრის მოყვარულიო.
ჩვენი წინაპრები ყოველთვის დიდი პატივისცემითა და გულთბილი
ყურადღებით ეპყრობოდნენ მეზობლებს და მუდამ მეგობრების ძიებაში იყვნენ.
12
მრავლისმეტყველია დიდი პოეტის სიტყვები – ვინც მეგობარსა არ ეძებს, იგი თავისა
მტერია. აქაც პოეტი უსათუოდ თავისი ხალხის ფიქრსა და სულისკვეთებას
გამოხატავს. იქნებ ეს გამოთქმა ოდესღაც ანდაზადაც იყო ხალხში და მერე
რუსთაველმა თავის პოემაში გამოიყენა. ყოველ შემთხვევაში. მერე მაინც,
რუსთაველისავე სხვა აფორიზმებივით, ანდაზად იქცა და ვინ იცის მას შემდეგ
რამდენი თაობისა და ასაკის ადამიანს გაუმეურებია, რა ვითარებაში.
ამასვე ადასტურებს მრავალი ანდაზა. თქვენ ყველას გახსოვთ, ალბათ
თვითონვე რანდენჯერ გითქავმთ ძალიან გავრცელებული გამოთქმა: ძმა ძმისთვისო-
შავი დღისთვისო.
ამ ძმობის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს ჩვენი ხალხის ურთიერთობა
ჩვენს შესანიშნავ მეგობრებთან სომეხ ხალხთან. რამდენჯერ განსაცდელის დროს
მხარში ამოსდგომია სომეხი ხაკხი ქართველებს და რამდენჯერ სომხებისაკენ
გამოსროლილი ისრისათვის ქართველებს მიუშვერია მკერდი, რამდენჯერ
ულმობელი მტრისაგან შევიწროებული და დევნილი სომეხი ქართველს
შეუვრდომებია...
მაგრამ განა მარტო სომხებთან ჰქონდათ ქართველებს ასეთი კეთილი
ურთიერთობა.
ჩვენმა მეცნიერებმა განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში მიაკვლიეს მრავალ
საბუთსა და მასალას, რაც ადასტურებს, რომ ჩვენს წინაპრებს უხსოვარი დროიდანვე
განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა ჰქონიათ ჩრდილო კავკასიის ხალხთან.
მართალია, ჩვენი ისტორიის ავბეთიდობის პერიოდში ყოფილა გარკვეული
გაუგებრობის შემთხვევები, მაგრამ, ქვემოთ ვნახავთ, ასეთი შემთხვევები დროებითი
იყო ხოლმე, ბრმა გაუგებრობის შედეგი და ჩვენი ხალხების საუკუნოვან
მეგობრობაზე გავლენა არ მოუხდენია. სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ იმ დროებით
გაუგებრობებს ვერ შეურყევია საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული
ურთიერთსიმპათიები ქართველთა და იმ ხალხთა შორის. ორივე ხალხსა ჰყოფნიდა
სიბრძნე, სწრაფ დავიწყებისათვის მიეცათ ასეთი უნებური უსიამოვნებები და კვლავ
აღედგინათ სასურველი მეგობრობა და კეთილურთიერთობა.
ალბათ ყველასათვის ცნობილია ჩვენი ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე
როგორი დაძაბული ურთიერთობა იყო ჩვენს მეზობელ ლეკებთან და რა ზიანი
მიაყენა ამან ორივე ხალხს. აგერ მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებამდე
გაგრძელდა ეს დაძაბული ურთიერთობა. მაგრამ როგორც კი საქართველოს სულის
ამოთქმის საშუალება მიეცა, მაშინვე ჭკვიანური და ღრმად გააზრებული პროპაგანდა
გაჩაღდა ჩვენში ლეკებთან ძველი მეგობრული ურთიერთობის აღსადგენად. და
ორივე ხალხისდა სასიქადულოდ უნდა ითქვას, მათ სწრაფად მოიშუშეს
გაუგებრობით მიყენებული ჭრილობა და კვლავ ძმობა და მეგობრობა აღადგინეს.
ჩვენი პატარები დღესაც სიხარულით კითხულობენ, ხოლო უფროსი თაობის
ადამიანები მთრთოლვარე სიხარულით იგონებენ მარავალჯერ გადაკითხულ,
ამაღელვებელ მოთხრობას, ნამდვილი მეგობრობის ჰიმნს, იაკობ გოგებაშვილის
იავნანამ რა ჰქმნას, რომელიც სწორედ იმ ხანად შეიქმნა, იმ გარკვეული და გასაგები
მიზნებით.
აბა, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები,
(თითქმის ყველა მოთხრობა) ვაჟა-ფშაველას პოემები, და დარწმუნდებით, როგორის
სითათუთით და სიყვარულით უფრთხილთდებოდნენ ჩვენი მოწინავე ადანიანები ამ
საუკუნებრივ ძმობასა და მეგობრობას. რა სიმპათიებით არის ამ ნაწარმოებებში
დახატული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ჩრდილო კავკასიის პატარა ხალხების
13
პატიოსნება, რაინდობა და გმირობა, რა მეგობრობა და სიყვარული აკავშირებთ მათ
ქართველ ხალხთან!

ზემოთ ძველი ხალხური ზღაპარი მოვიშველიეთ, რათა უფრო თვალსაჩინოდ


გვეჩვენებინა ჩვენი ხალხის ხასიათის ერთი მხარე. ფოლკლორული ნაწარმოებები
საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა და ივსებოდა, სხვადასხვა დროისა და
თაობების ადამიანთა ხელში გადადიოდა და იხვეწებოდა. ამიტომაც ხალხური
ზღაპრები, ლექსები და თქმულებები უფრო ცოცხლად, ხატოვნად და, რაც მთავარია,
სიმართლით გვაცნობს ხალხის ხასიათსა და სულისკვეთებას. ამ ნაწარმოებებში
თვალსაჩინოდ ჩანს ხალხის სიმპათიები და ანტიპათიები, ვინ უყვარს მას და ვინ არ
უყვარს, როგორი მოქმედებაა ქებისა და პატივისცემის ღირსი და რა საქცილია
დასაგმობი...
ქართველ ხალხს ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ძველისძველი
ფოლკროლი აქვს. თქვენ რომ დღეს ლამაზად დასურათებულ ზღაპრებს
კითხულობთ, ალბათ არც კი დაფიარდებით, როდის არის შექმნილი ეს ზღაპრები.
საინტერესო კია ამის ცოდნა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგი ზღაპრის ასაკი ათას, ორი
ათას წელსაც აღემატება.
ამ ზღაპრებსა და თქმულებებს შორის ყველაზე ოფრო ძველი და ალბათ ერთ-
ერთი ყველაზე საინტერესოც არის თქმულება ამირანზე.
ჩვენი ფოლკროლისტების აზრით იგი ოთხიათასამდე წლის წინათ არის
შექმნილი. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს დრომდე ამ ზღაპრის ძალიან
ბევრმა ვარიანტმა მოაღწია. საქართველოს ყველა კუთხეში იგი თითქმის სხადასხვა
ვარიანტით არის შემონახული. მისი ასეთი პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ხალხს
განსაკოთრებით მოსწონდა და უყვარდა. ალბათ კარგად ეხმაურებოდა ხალხის
გრძნობებს, მისწრაფებებსა და სულისკვეთებას.
მეცნიერების აზრით. თქმულებას ჩვენს დრომდე სრული სახით არ მოუღწევია.
მართლაც, აშკარად ეტყობა, რომ ბევრი ეპიზოდი დაკარგულია, დროთა ვითარებაში
დავიწყებას მისცემია. არის ისეთი სიტუაციები, რასაც მიტივირება აკლია და
უსათუოთ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ასეთი ეპიზოდი თავიდან თქმულებაში
იქნებოდა. სხვადასხვა კოთხეში შემონახული ვარიანტები ავსებენ ერთმანეთს, მაგრამ
ზოგი ეპიზოდი მაინც დაკარგული უნდა იყოს.
ეს თქმულება თქვენ ალბათ გახსოვთ. ჩვენს დრომდე მოაღწია ნარევმა
ტექსტმა-ლექსის სტრიქონებს სხვა ცვლის. ამასთან, უმეტესი ნაწილი ამ ლექსებისა
უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე პროზა:როცა სტრიქონები დროთა ვითარებაში
დაიკარგა, მომდევნო თაობებმა იგი პროზაული თხრობით შეცვალეს. პროზაული
ნაწილი რომ უფრო მერმინდელია, ამის დადასტურება იმითაც შეიძლება, რომ
სწორედ ამ ნაწილშია შესული ქრისტიანული სარწმუნოების ელემენტები, ე. ი.
უძველესი ამბავი, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ახალი დროის
ელემენტებითა და ფაქტურით შეივსო და შეიცვალა.
ამას იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ სწორედ ეს ლექსის სტრიქონები, ესე იგი
თქმულების უძველესი ნაწილია საინტერესო, მკითხველი აღფრთოვანებაში მოჰყავს
სტრიქონის საოცარ გამართულებას, ექსპრესიულობას და უდიდეს პოეტურობას.
მარგალიტებივით არის ეს სტრიქონები გაბნეული.

14
დააკვირდით. ერთი მარჯვედ მოქნეული ფრაზით როგორ ახერხებს ათეულ
საუკუნეთა წინანდელი უცნობი პოეტი გმირის დახასიათებას:
ბადრი ქალსა ჰგავს ლამაზსა, საქმარედ გამზადებულსა;
უსუპი-ბროლის ციხესა, თავ-ბოლო განაგრებულსა;
ამირან შავსა ღრუბელსა, საავდტოდ გამზადებულსა.
და იქვე კიდევ, როგორი იუმორით არის დახასიათებული ამირანი:
ცოტა კაცია ამირან, ცოტა სმა-ჭამა ეყოფა:
სადილად ბუღა-კამეჩი,ვახშმად არც სამი ეყოფა...
როგორ ლაკონურად და ხატოვანად აცოვხკებს ბრძოლის სურათს:
...მიწა და მყარი ხვიოდა,
იმათ ნაომერ ადგილზედ
სუ ქვა და ლოდი ცვიოდა:
დევი და ამირან შეიბნენ,
მიწას გაჰქონდა გრიალი.
ანდა:
ან ჩადი, ბადრო, ან ჩავალ,
ან ჩამიბოძვე მე ცხენი.
უსუპის მუზარადისა
აღარ ამოდის ნაჟღერი.

ერთი სიტყვით, საოკონეების წყვდიადიდან გადმოსული ეს ძველისძველი


სტრიქონები დღესაც გაუხუნებელი შუქით ელვარებენ და პოეზიამოყირჭებულ
თანამედროვე ადამიანსაც კი თავისი მაღალი პოეტურობითა და ექსრესიულობით
ანცვიფრებენ.
მაგრამ ამჟამად ამ ჩქმულების მაღალი პოეტურობა როდი გვაონტერესებს
იმდენად, რამდენადაც მისი ღრმა აზრი და ფილოსოფი8ა: სწორედ ეს აზრი და
ფილოსოფია ეხმაურება ქართველი ხალხის მისწრაფება-სულისკვეთებას და მისივე
დასახასუათებლად გამოგვადგება.
ამირანს, როგორც თქვენ შენიშნავდით, გამუდმებული ბრძოლა აქვს
მრავალრიცხოვანი ბოროტი სულების-დევებისა და გველეშაპების წინააღმდეგ,
რომლებიც ქვეყნად თავისოფლად დათარეშობენ და ადმიანებს ცხოვრებას
უძნელებენ. ამირანი ქვეყნად სამართლიანობისა და თავისუფლების დამკვიდრებას
ცდილობს. ამ ბრძოლების დროს ბევრჯერ ჩავარდება იგი განსაცდელში, მაგრამ
საოცარი ღონისა და საზრიანობის წყალობით ყოველთვ8ის ბედნიერად აღწევს
განსაცდელს თავს და კვლავ დაჩაგრულთა ქომაგად გვევლინება.
საბოლოოდ ამირანი წინ აღუდგება უზენაესი ძალის-თვითონ ღმერთის
უსამართლობასა და ძალმომრეობას. თანამედროვე სიტყვებით რომ ვილაპარაკოთ,
ღმერთი აქ ყოველგვარი პროგრესულის წინააღმდეგ გვევლინება, იგი აფერხებს
ადამიანთა ცხოვრების ნორმალურ განვითარებას.
აი, ამან გამოიწვია ამირანის გაგულისება და ამანვე გააბედინა, ღმერთის
წინააღმდეგ აღემართა ხელი. მანვე პირველად შეურყია ავტორიტეტი უკვე
ბოროტებად ქცეულ უზენაეს ძალას,რომელიც ვერავითარ ახალს, ცოცხალ აზრს ვერ
ურიგდება და ადამიანის განვითარებას წინ ეღობება.
სწორედ ეს არის გმირის უდიდესი დამსახურება კაცობრიობის წინაშე და არა
იმდენად ბოროტების ცალკეულ გამოვლენათა, მრავალრიცხოვანი დევებისა და
გველეშაპების წინააღმდეგ ბრძოლა.

15
რაკი ერთხელ შეერყა ავტორიტეტი უზენაეს ძალას, ადამიანთა მომდევნო
თაობებს შემდგომი ბრძოლები უკვე გაადვილებული აქვს, გზა გაკვალულია.
კონკრეტული მიზეზი ღმერთთან შეჭიდებისა თქმულებაში ბურუსით არის
მოცული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ესეც ერთ-ერთი ის ეპიზოდია, რაც დროთა
ვითარებაში დავიწყებას მისცემია. არადა, ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ვცადოთ, იქნებ მოხერხდეს ამ ეპიზოდის აღდგენა?!
ზღაპრების სიუჟეტები მოარულია. ერთ ქვეყანაში რომ გაიგონებ ერთ ზღაპარს,
იმის მსგავსს იქნებ სხვა ქვეყანაშიც მოჰკრა ყური. ეს შეიძლება გავლენითაც აიხსბას;
ანდა შეიძლება ერთნაირი სიუჟეტის ამბავი დამოუკიდებლადაც წარმოშობილიყოს
სხვადასხვა ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში მეცნიერები არკვევენ, და ხშირად
წარმატებითაც, ამა თუ იმ ქვეყნის პრიორიტეტს. ზოგჯერ კი ამისი დადგენა
შეუძლებელი ხდება. მაშინ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ
სიუჟეტს, რომელიც უბრალო ამბავს კი არ წარმოადგებს, არამედ ქვეტექსტად თავისი
ფილოსოფია გასდევს.
ამირანის თქმულების მსგავსი სიუჟეტი ზოგი სხვა ხალხის ფოლკროლშიაც
მოიპოვება, მაგრამ მათ ის ფილოსოფიური სიღრმე და აზრის გამოკვეთილება
აკლიათ, რაც ასე დანახასიათებელია ჩვენი თქმულებებისათვის. გამონაკლისს
წარმოადგენს ბერძენთა ძველი თქმულება პრომეთეოსზე.

ამ თქმულებაშიაც ზუსტად ის ფილოსოფიაა გატარებული, რაცამირანში. აქაც


ბერძენი გმირი ჩაგრულთა ქომაგად გვევლინება, ქვეყნად სანართლიანობის
დამკვიდრებასა ცდილობს, ბოროტ ძალებს მუსრს ავლებს და ხალხის
კეთილდღეობისათვის იბრძვის.
საბოლოოდ პრომეთეოსიც უზენაესი ძალის ავტორიტეტს აღუდგება და
ღმერთის წინააღმდეგ ხელს შემართავს. სასჯელიც ერთია-გაგულისებული ღმერთი,
ამირანის მსგავსად, პრომეთეოსსაც კლდეზე მიაჯაჭვავს და სამუდამო ტყვეობას
მიუსჯის.
იქაც, ბერძნულ თქმულებაშიაც, ასევე როგორც ქართულში სახალხო გმირი
ბედს არ ურიგდება, ცდილობს თავი დაიხსნას, ღმერთს ოფრო მეტის შეუპოვრობით
მიეჭრას და ტახტი მიუნგრიოს.
მაგრამ იქაც, ისევე როგორც ქართულ თქმულებაში, გმირი განწირულია...
საინტერესო ისაა, რომ ისევე როგორც ქართულ თქმულებაში, ბერძნულშიაც
გმირი კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალზეა მიჯაჭვული. ასეა ეს ბერძენი
დრამატურგის ესქილეს ტრაგედიაში, რომელიც ცნობილი თქმულების
ლიტერატურულ დამუშავებას წარმოადგენს, ამასვე ადასტურებენ სხვა ცნობილი
ბერძენი მწერლები და მოგზაურები, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის VI
საუკუნიდან მოყოლებული, ესე იგი, ორი ათას ექვსასამდე წლის წინათ!
ჩვენს მეცნიერებს აპოლონ როდოსელის საინტერესო ცნობები მოჰყავთ.
როცა აპოლონ როდოსელი არგონავტების კოლხეთისაკენ გალაშქრებას
აგვიწერს, ერთ მეტად მნიშვნელოვანსა და საინტერესო ფაქტს გადმოგვცემს:
არგონავტებმა შორიდანვე მოჰკრეს თვალი შავი ზღვის მიღმა წარმომართულ
კავკასიონის მწვწრვალებს, სადაც ღმერთის მიერ მიჯაჭვული გმირი პრომეთეოსი
იტანჯება:მას გულღვიძლს უკორტნის არწივი. მოუშუშდება თუ არა გნირს ჭრილობა,
არწივი კვლავ მივარდება და კვლავ ამოუკორტნის.
აპოლონ როდოსელი ყვება: როცა არგონავტები კოლხეთს მიუახლოვდნენ,
შენიშნეს , როგორ გადაუქროლა მათ გემს ფრთების ტლაშუნით ულმობელმა არწიბმა

16
და კავკასიონის ერთ-ერთი მწვეწრვალისაკენ გაეშურა. ფრინველის ფრთების
ძალუმმა ქნევამ ზღვაც კი ააღელვა. ამის შემდეგ დიდი ხანი აღარ გასულა და
არგონავტებს გულისშემძვრელი გმინვა შემოესმათ. არწივი გულს უკორტნიდა გმირს.
გმინვა თანდათან მიწყნარდა და მოგზაურებმა მალევე დაინახეს უკან
გამობრუნებული ფრინველი...

ის ფაქტი, რომ ბერძნული მითის გმირი კავკასიონის ერთ-ერთ მწვეწრვალზეა


მიჯაჭვული, არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. მით უმეტეს, იმასაც თუ
გავითვალისწინებთ, რომ საქართველოშიაც, იმ უძველეს დროშივე, ასეთი თქმულება
არსებობდა. ივანე ჯავახიშვილს მოჰყავს გამოჩენილი ბერძენი მწერლებისა და
მეცნიერების ცნობები, რომლებიც პრომეთეოსის მითს პირდაპირ ჩვენებურ
თქმულებადა თვლიან, საბერძნეთში ჩვენგან გატანილად. ძველი ბერძენო
მოგზაურები პირდაპირ აცხადებენ-კავკასიაში ის ადგილიც გვაჩვენეს, საცა გმირია
მიჯაჭვულიო.
მართლა საქართველოდან არის ეს მოთი წასული საბერძნეთში, თუ ამ ორ
ქვეყანაში დამოუკიდებლად შეიქმნა თქმულება სანართლიანობისათვის მებრძოლ,
თავისუფლებისმოყვარულ გნირზე, ამისი დადგენა საქმეა.
ჩვენთვის ამჟამად საინტერესო ის არის, რომ ორივე თქმულება - ამირანიცა და
პრომეთეოსიც - ერთნაირია, ერთი იდეა აქვთ, ერთი ფილოსოფია, და დეტალებშიაც
ენთხვევიან ერთმანეთს. ამიტომ იქნებ შესაძლებლად ჩავთვალოთ, ჩვენს
თქმულებაში საგულისხნებელი და აწ დაკარგული ზოგიერთი ეპიზოდი, ბერძნული
მითის საშუალებით აღვადგინოთ.
ბერძნული მითის ზოგ ვარიანტში (არა ყველაში) შენახულია კონკრეტული
მიზეზი გმირზე ღმერთის განრისხებისა:
ადამიანთა კეთილდღეობისათვის გმირმა ცეცხლი მოსტაცა ღმერთს და
მიწაზე ჩამოიტანა. ცეცხლი კაცობრიობის ბედნიერი მომავლის სიმბოლო და
საწინდარია. თუ მართლაც შესაძლებელი იქნება ბერძნული მითის მოშველიებით ამ
ეპიზოდის აღდგენა ჩვენს თქმულებაში, მაშინ ამირანის ზოგად ჰუმანურ მოქმედებას
კონკრეტული მიზანდასახულება მიეცემა და მისი მნიშვნელობაც კიდევ უფრო
გაიზრდება.
ჩვენი თქმულების მიხედვით, ამირანის ყურშა მთელი წლის განმავლობაში
ლოკავს ჯაჭვს, რითაც მისიპატრონი პალოზეა გამობმული; ჯაჭვი თანდათან
წვრილდება და ის არის უნდა გაწყდეს, რომ დიდ ხუთშაბათ დღეს მლელი ქვეყნის
მჭედლები უროს დაავლებენ ხელს და ერთდროულად დაჰკრავენ თავიაათ
გრდემლებზე. ჯაჭვი ისევ გამსხვილდება და ამირანის განთავისუფლების დროც
ერთი წლით გადაიწევს, რათა მომავალ დიდ ხუთშაბათს ისევ ისე გადასწიონ გმირის
გათავისუფლება...
ვაი მჭედლების ბრალი, ამირანმა თუ აიწყვიტოს ამბობს თქმ ულება ( ნუ
გაგიკვირდებათ, რომ აქ დიდი ხუთშაბათია ნახსენები. ეს დღე გაცილებით უფრო
გვიან, ქრისტიანობის გავ რცელების შემდეგ არის მორგებული თქმულებაზე, ძველად
კი, წარმართობის ხანაში ხუთშაბათი ცის დღედ ითვლებოდა. ეს იმითაც არის
საგულისხმო, რომ სწორედ ციდან ცეცხლის მოტაცების ფაქტს უკავშირდება ამბავი!)
ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს: უეჭველუია, მჭედლობის ხელოვნებასა და
ამირანს შორის რაღაც კავშირი უნდა არსებობდეს და მჭედლებს რაღაც დანაშაული ან
უმადურობა უნდა ჰქონდეთ ჩადენილი ამირანის წინაშე, რომ ამირანს მათი

17
შურისძიება სწყურია, ხოლო მჭედლებს ამირანის რისხვისა ეშინიათ დააკვირდით
სიტყვა უმადურს!
დიდი მეცნიერი ალღოთი გრძნობს, რომ მჭედლებს რაღაცუმადურობა
გამოუჩენიათ ამირანის მიმართ. ეტყობა, სხვა ვერაფერი გააგულისებდა ასე სიკეთის
მთესველსა და კაცთმოყვარე გმირს. უმადურობა ისეთი მწარე გრძნობაა, რაც
ყველაზე უფრო ატკენს გულს ადამიანს და გაამწარებს.
ცოტა ფანტაზია მოვიშველიოთ და გავშალოთ ჩვენი სახელოვანი მეცნიერის ეს
მინიშნება.
მჭედლის ხელობა-რკინის დამუშავებაა.რკინის დამუშავებას კი ცეცხლი
სჭირდება. ცეცხლი ამირანმა ღმერთს მოსტაცა, და მიწაზე ჩამოიტანა. ამით ყველაზე
დიდიამაგი (გარეგნულად, რაღა თქმა უნდა) მჭედლებს დასდო. ამიტომ ისინი
ყველაზე მეტად არიან დავალებულები ამირანისაგან. გულში იქნებ გრძნობდნენ
კიდეც ამ მადლობას. მაგრამ ამირანი გოროზი კაცია. იქნებ ზედმეტად დააყვედრა
მჭედლებს ეს სიკეთე. ან იქნებ დიდი რამ ხარკიც დაადო1...
ასეა თუ ისე, მჭედლებმა ბილწი ადამიანის სულმდაბლობა გამოიჩინეს:
უზენაესის განრისხება რომ დაინახეს, ამირანს გადაუდგნენ.
თუ ამ ვარაუდს ვირწმუნებთ, მაშინ იმ ჰიპოთეზასაც უფრო გაუმტკიცდება
საფუძველი, რომ თქმულება საქართველოდან არის წაღებული, რადგან ბევრი
მეცნიერი რკინის დამუშავებას სწორედ ქართველთა რომების უძველეს წინაპრებს
უკავშირებს.
როგორც ხედავთ, ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჰიპოთეზა მეორე არანაკლებ
მნიშვნელოვან ჰიპოთეზას ამაგრებს.
რაკი რკინის პირველ დამმუშავლებლებზე ჩამოვარდა სიტყვა, მოდი ერთხელ
კიდევ ჩავხედოთ ამირანის თქმულებას და ვცადოთ უფრო საფუძვლიანად
დავასაბუთოთ ეს ჰიფოთეზა. ამჯერად, წმინდა ფსიქოლოგიური მხრიდან.

მაშინ სად იყავ, შავ ბადრო,


როცა ჩემ ხმალი წრთებოდა?
ცა ჭექდა, მიწა გრგვინავდა,
სამჭედლო ექანებოდა,
მჭედლები, მემჭედურები
ერთმანეთს ეფარებოდა!.
ეს სტრიქონები დამოუკიდებელ ლექსად არის ცნობილი. ასეა ამჟამად
გავრცელებული ხალხში. მაგრამ დიდი დაკვირვება არ არის საჭირო, რომ მიხვდეთ-
იგი ამირანის თქმულების ნაგლეჯია. ივანე ჯავახიშვილი სწორედ ამირანის
თქმულებას უკავშირეს. ალბათ ერთ დროს თქმულების შემადგენელი ნაწილი იყო,
მერე ამოვარდა და დამოუკიდებელ ლექსად იქცა.ასეთი რამე ხდება ხოლმე.
ამას მარტო ის არ გვაფიქრებინებს, რომ ლექსში თქმულების ერთ-ერთი გმირი
ბადრია ნახსენები, არმედ ამ სტრიქონების საერთო პათოსი და ტონი.
დააკვირდით ამ ლექსს, მისი წარმომთქმელის ტონსა და სიამაყეს.
ხომ აშკარადა ჩანს, რომ იგი აქ უბრალო, ჩვეულებრივ ამბავს არ გვაცნობს,
არამედ როგორც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანსა და არაჩვეულებრივ მოვლენას,
ისე გადმოგვცემს ამას, თანაც საკმაოდ შესამჩნევი სიამაყითა და გოროზობით!...
სიამაყით იმიტომ იქნება, რომ მან აწრთო ხმალი და სხვა ამას ჯერ ვერ ახერხებს!
თანაც მჭედლები, მემჭედურები ისეა ნახსენები, რომ აქა-იქ, კანტი- კუნტად
გაფანტული საცოდავი, აბუჩად აგდებული და გაღატაკებული ხელოსნები კი არ

18
უნდა ვიგულისხმოთ, არამედ მთელი კასტა ამ ხელობის ადმიანებისა. რომელთაც
საზოგადოებაში საპატიო ადგილი უჭირავთ და პატივისცემით ექცევიან. თანაც
ისეთი დახარბებითა და გულმოუყირჭაობით გადმოგვცემს ამას ლექსის ავტორი,
რომ, უნდა ვიფიქროთ, ეს ხელობა და საერთოდ ეს საქმე - რკინის წრთობა და
გამოკვერვა - ახალი შემოღებულია... მასაც კი უკვირს - ლექსის ავტორს - და აშკარად
მოელის, რომ სხვაც გაკვირვებული და აღფრთოვანებული დარჩა.
აქვე ერთი გარემოებაც გავიხსენოთ.
თქმულებაში არის ეპიზოდი, როცა ამირანი იძულებუილია ყამარის მამასა და
მის ლაშქარს შეებრძოლოს. მაგრამ ყამარის მამა ცის მბრძანებელია, მის ხელთ არის
მთელი სამხედრო ძლიერება და, ბუნებრივია, ამირანს გაუჭირდება მასთან
უთანასწორო ბრძოლა. მაშინ ყამარი გადაუდგება მამას და ბრძოლის საიდუმლო
ხერხს ასწავლის ამირანს, მამას დაამარცხებინებს...
ასეთივე ეპიზოდს ვხვდებით ცნობილ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების
შესახებ. იქაც ბერძნების გმირი ვერაფერს გახდება, ვერ შეასრულებს იმ დიდ მისიას,
რისთვისაც კოლხეთშია გამოგზავნილი. და იქაც კოლხეთის მეფის ასული მედეა
გადაუდგება მამას – ბრძოლისა და მოქმედების ხერხებს ასწავლის სატრფოს.
იქნებ ეს მსგავსება შემთხვევითი არ იყოს!...
მაგრამ ასეთი დასკვნების გამოტანა ფოლკლორისტების საქმეა.ჩვენ კი
მხოლოდ იმიტომ გავიხსენეთ ამირანის თქმულება, რათა ჩვენი ხალხის ხასიათის
კიდევ ერთ შტრიხს გავცნობოდით; და რაკი ეს თქმულება ყვრელაზე უფრო
პოპულარულია ჩვენში, რაკი თქმულების გმირიც ყველაზე უფრო საყვარელია ჩვენი
ხალხის შეგნებაში, დაგვესკვნა, რომ ქართველი ხალხის ერთი მთავარი და თითქმის
ყველაზე უფრო დამახასიათებელი თვისება თავისუფლების სიყვარულია.
საოცარია. აკი ზემოთაც ვთქვით, რომ ეს თქმულება თითქმის ყველაზე
უძველესია ქართულ ფოლკლორში; მეცნიერების აზრით, იგი რამდენიმე ათეული
სწაუკუნის წინათ შეიქმნა.
ეტყობა, იმ უხსოვარ დროსაც ისეთივე დღეში იყო ქართველი ხალხის წინაპრები,
როგორც მომდევნო ათეულ საუკუნეებში, როცა ამირანივით ტანჯული და
გაწამებული, ურიცხვი მტრისაგან გვემული და გათელილი სულის სიმხნევეს მაინც
არა ჰკარგავდა და შეუპოვრად იბრძოდა თავისუფლებისათვის!
იმ შორეულ საუკუნეების ჩვენს ყოფასა და ცხოვრებაზე შედარებით ძუნწი
ცნობები მოგვეპოვება. ამ ბოლო ორი ათას წელს კი ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ,
ქართველ ხალხს იმისთანა ხანა ისტორიისა არ დასდგომია, რომ მტრისაგან
მოსვენებული ყოფილიყოს ზედმიყოვლებითა და განუწყვეტლივ ასი წელიწადი
მაინც ერთად. საქართველო დღედაღამ იარაღით ხელში იდგა, მტერი ყოველ
მხრიდანმ მოწოლილი იყო. ომობდა, სისხლსა ღვრიდა...
მაინც რა იყო მიზეზი, რომ ყველამ საქართველოს ასაკლებად მოიცალა?
შორეული ქვეყნებიდანაც კი გამწარებით მოეშურებოდნენ და ჩვენი ხალხის
გაჟლეტას ლამობდნენ!

ერთი ჩვენი მეგობარი უცხოელი მწერალი საქართველოსადმი მიძღვნილ წიგნში


წერს:
უმშვენიერესი ქვეყანა, საქართველო, თავისი ანთოლოგიური ბუნებით და
ნოყიერი მიწით, ტურფა ასულებითა და ჯანიანი ბავშვებით ათას გადამთიელს
უღვიძებდა მადას: მონღოლებს, სპარსელებს , თურქებს... მტაცებელი ურდოები ,
სულერთია-გააჩნდათ თუ არ გააჩნდათ შემოქმედებითი უნარი, ერთი ჟინით იყვნენ

19
ყელამდე აღვსილი: როგორმე უშრომლად და პატიოსანი ოფლის დაუღვრელად
მიეთვისებინათ სხვისი შრომითა და გარჯით მოპოვებული დოვლათი და სიმდიდრე.
ისინი დაძრწოდნენ და ფეხით თელავდნენ საქართველოს მთებსა და ველებს,
მიჰქონდათ სარჩო- საბადებელი, იტაცებდნენ ქალებს თავიანთი ჰარამხანებისათვის
და ბავშვებს -შეთხელებული მხედრობის შესავსებად. ძარცვავდნენ ქვეყანას
გაუმაძღარი კაცის სიშმაგით და ყოველგვარი სირცხვილის გარეშე.
დიახ. ერთი მიზეზი ესეც გახლავთ. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი
გარემოება, რის გამოც ჩვენი ქვეყნისაკენ იყო მოპყრობილი ბევრი ახალო მდებარე თუ
შორეული ქვეყნისა და ხალხის თვალი და ყურიო.
უფრო თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ ეს მიზეზი, ისევ დავხედოთ
მსოფლიო რუკას.
დიდი დაკვირვება სულაც არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ
საქართველო ხიდივით არის იმ ე. წ. ძველ ქვეყნებს შორის, რომლებიც გარკვეულ
საუკუნეებში თავიანთი ეკონომიური, კულტურული, პოლიტიკური და სამხედრო
ძლიერებით ტონს აძლევდნენ კაცობრიობის ცხოვრებასა და ისტორიას.
ეს, ერთსა და იმავე დროს, ბედნიერებაც იყო ჩვენი ხალხისათვის და
უბედურებაც. ბედნიერებაც იმიტომ, რომ განვითარებულ და დაწინაურებულ
ქვეყნებთან განუწყვეტელი ურთიერთობა სასურველ გავლენას ახდენდა ქვეყნის
საერთო პროგრესზე.
ამ ქვეყნებისათვის საქართველო ხელსაყრელი სავაჭრო გზაც იყო, და მეტად
მოსახერხებელი სამხედრო- სტრატეგიული ადგილიც. თუ რომელიმე დიდი ქვეყანა
მოახერხებდა საქართველოს მთლიანადდაპყრობას, ან თავის გავლენის სფეროში
მოქცევას მაინც, იმ ქვეყანას უკვე გაუადვილდებოდა სხვა დიდ სახელმწიფოებთან
ურთიერთობა, ეს საშუალებას მისცემდა თავისი პოლიტიკა მოეხვია სხვებისათვის,
თავისი გავლენის სფერო გაეფართოებინა. ნაკლები მნიშვნელობა არც იმას ჰქონდა,
რომ მათ ხელში მოექცეოდა და მოკავშირედ გაუხდებოდა აგრეთვე მთელ
მსოფლიოში განთქმული ქართელი მხედრობაც.
სავაჭრო გზაო როცა ვამბობთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საზღვაო გზა
ინდოეთისაკენ დასავლეთის ქვეყნებმა ძალიან გვიან აღმოაჩინეს. ვასკო და გამამ
მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვით 1497 წელს გადასერა წყნარი ოკეანე და ინდოეთს
მიადგა. მანამდე კი ინდოეთის მდიდარი საქონელი ვაჭრებს დასავლეთისაკენ
სანახევროდ ხმელეთით მიჰქონდათ. წამოიღებდნენ ინდოეთიდან, მდინარე
ამუდარიით კასპიის ზღვაში შევიდოდნენ, მერე მტკვრით შემოვიდოდნენ
საქართველოში, ტაშისკარიდან შორაპნამდე საქარავნო გზით გადაჰქონდათ
საქონელი, მერე სამდინარო ხომალდებით გაივლიდნენ რიონს, ჩავიდოდნენ ფოთში
და იქიდან უკვე ზღვით დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს მიადგებოდნენ.
ასეთ სავაჭრო მარშრუტს ვარაუდობდნენ მეცნიერები ისტორიის გარკვეულ
პერიოდებში.
საბერძნეთის, რომის, ხოლო უფრო მოგვიანებით ევროპის სხვა სახელმწიფოთა
სამეფო კარი და წარჩინებულთა სასახლეები, საკმაოდ მომრავლებული
გემოგახსნილი სეფექალები და დიდებულები გულისფანცქალით ელოდნენ ყოველი
ახალი ქარავნის გამოჩენას, რასაც მათთვის ჩამოჰქონდააღმოსავლეთის ძვირფასი და
სანუკვარი საქონელი, ფუფუნების საგნები - სიფრიფანა ქსოვილები, ათასნაირი
ატლასი და ფარჩეული, იშვიათი ნუგბარი საჭმელი, ყოველნაირი სანელებელი. . .
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რამდენი ვეება სავაჭრო გემი მიაპობს ახლა
ოკიანეებს, რამდენი საჰაერო ლაინერი სერავს სივრცეს, რა საქონელი შემოაქვთ
20
ინდოეთიდან თუ აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან, იქითაც რამდენი საქონელი
მიაქვთ, რა გაცხოველებული ვაჭრობაა გამართული! მაშინ ასეთი სავაჭრო
ურთიერთობა მეტისმეტად გაძნელებული იყო.
საერთოდ, ცნობილია, რომ უფრო მოგვიანებით, გვიანდელ საუკუნეებში, როცა
ნაოსნობა საკმაოდ განვითარდა და სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ხალხთა
ურთიერთობებიც უფრო განმტკიცდა, დასავლეთის მდიდარი და გავლენიანი
ქვეყნები თავგამოდებით ცდილობდნენ, ფულსა და ენერგიას არ ზოგავდნენ,
არავითარი რისკს არ არიდებოდნენ, რათა ინდოეთისაკენ საზღვაო გზა აღმოეჩინათ,
რადგან სხმელეთო გზით საქონლის გადაზიდვა გაცილებით უფრო ძვირი ჯდებოდა
და უფრო სახიფათოც იყო. დროსაც მეტს მოითხოვდა.

ამიტომაც, ზედიზედ ეწყობოდა საზღვაო ექსპედიციები ინდოეთისკენ გზის


გასაგნებად.
თქვენ ყველას გეხსომებათ, რომ ესპანეთიდან დაძრული ხომალდების ქ
არავანიც, მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულში, რომელსაც ცნობილი
მეზღვაური და გეოგრაფი ქრისტეფორე კოლუმბი ხელმძღვანელობდა, მაშინდელი
მსოფლიოსათვის უცნობი ამერიკის კონტინენტის აღმოსაჩენად კი არ
გამგზავრებულა, არმედ ინდოეთის გზის გასაკვლევად და დასადგენად. და როცა
კოლუმბმა უცნობ ხმელეთზე შედგა ფეხი, გახარებულს,ინდოეთის მიწა ეგონა.
ერთი სიტყვით, სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული მიზნებით ძველი
დროის დიდ ქვეყნებს მუდამ გაფაციცებით ეჭირათ თვალი საქართველოსაკენ, მუდამ
იმის ცდაში იყვნენ, როგორმე დაემორჩილებინათ ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ქართველი
ხალხის ხასიათის ერთ მთავარ თვისებად ჩვენ აკი თავისუფლების სიყვარული
ვახსენეთ. ქვემოთ ვნახავთ, რომ ეს პატარა ხალხი მუდამ მედგარ წინააღმდეგობას
უწევდა მტრის ურიცხვ ურდოებს და უთანასწორო ბრძოლაში იმას მაინც ახერხებდა,
მონად არავის გახდომოდა, თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება დიდი ხნით
არ დაეკარგა.
მართალია, ჩვენი ხალხის სულიერად გატეხასა და სრულ მოსპობას ვერ
ახერხებდნენ მტრის ურდოები, მაგრამ აუნაზღაურებელ ზიანს კი აყენებდნენ
ქვეყანას-მოსახლეობას სისხლისაგან ცლიდნენ, ეკონომიკას არყევდნენ, კულტურის
უშესანიშნავეს ქმნილებებს სპობდნენ და აქრობდნენ.
ახლა შეუძლებელია იმის აღნუსხვა, ქართული ხელოვნებისა და
ლიტერატურის რა უძვირფასესი ქმნილებანი სამუდამოდ მოსპეს და იმსხვერპლეს
მტრის ურდოებმა. გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ხელოვნებისა და
ლიტერატურის შემორჩენილი და აწ საქვეყნოდ ცნობილი მარგალიტები თავის
დროზედაც ასევე კენტად იყვნენ; თითქოს მხოლოდ ის შეექმნას ქართველი ხალხის
გენიას, რანაც ჩვენს დრომდე მოაღწია...
თავის მხრივ, ბევრი ის ქვეყანა რომელიც საქართველოს მოსპობას ლამობდა,
თვითონვე გაცამტვერდა და აღიგავა პირისაგან მიწისა, ან არა და, თავისი გავლენის
ძალა დაკარგა და გარდა მკაცრი ძალმომრეობის მწარედ მოსაგონებელი, უკადრისი
სახელისა, ვერაფერი კვალი დატოვა კაცობრიობის სამოქალაქო და კულტურის
ისტორიაში.

ქართველი ხალხი კი თავიუსფალ ხალხთა ძმურ ოჯახში განახლებული ძალითა


და ენერგიით შრომობს და იღვწვის, ახალ-ახალი წვლილი შეაქვს საკაცობრიო
კულტურის საგანძურში, ხოლო ის ძველი დიდი და თვითმყოფადი კულტურა,

21
რომელსაც მრავალი განსაცდელი დასტყდომია თავს, დიდი ,ზიანიც განუცდია და
ისტორიის ავბედითობის გამო დროთა ვითარებაში თითქოს დაუკარგავს კიდეც
თავისი საკადრისი სახელი და პოპულარობა, როგორც ფერფლი და აღმდგარი
ფენიქსი, კვლავ უკვდავების შუქით ელვარებს და სულ ახალახალ
თაყვანისმცემლებსა და მეგობრებს იჩენს.

4
კიდევ ერთხელ დავხედოთ მსოფლიო რუკას. ქართველების სისხლით მონათესავე
ერი მოვძებნოთ, მათი განაყოფი, მათი ძმა თუ ბიძაშვილი.
გაგიძნელდებათ მოძებნა.
ეს პატარა, მცირე რიცხოვანი ხალხი თითქოს ცალად მოევლინა ქვეყანას,
სისხლით ნათესავი არ უჩანს. სხვა ხალხებს ჰყავთ ასეთი ნათესავები, ქართველებს-
არა. იქნებ იმიტომაც გამუდმებით მეგობრების ძიებაში იყვნენ ჩვენი წინაპრები?!
იქნებ სწორედ ამან ათქმევინა პოეტს: ვინც მეგობარსა არ ეძებს, იგი თავისა მტერია ,
იქნებ ხალხშიაც მიტიმ დამკვიდრდა გამოთქმა: მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო...
დროთა ვითარებაში შეიძინა კიდეც კარგი მეგობრები-ნამდვილი ძმები და
ჭირისუფლები. თქვენ ყველამ კარგად იცით, ზემოთაც ვახსენეთ, ქართველი ხალხი
ახლა თავისუფალ ერთა ძმურ კავშირშიაა გაერთიანებული და უნათესავობას
სულაც აღარა გრძნობს. ეს გაერთიანება ხუთი ათეული წლის წინათ მოხდა. წინათაც,
ძველ დროშიაც გაუწევიათ ასეთი ძმობა მეზობელ ხალხებს, სომხებს, მაგალითად,
კავკასიის პატარა ერებს, უფრო მოგვიანებით რუს ხალხს.
ერთი სიტყვით, ამჟამად უნათესაობას სულაც არა გრძნობს ჩვენი ხალხი.
მაგრამ მაინც ხომ საინტერესოა, საჭიროც არის, კარგად ვიცოდეთ ჩვენი ასავალ-
დასავალი! ილია წერდა, ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს... ერის
დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის
ისტორიას ივიწყებსო ...
ამიტომ გვაინტერესებს ჩვენი წარმომავლობის, ჩვენი ნათესავების ამბავი.
მაგრამ, რუკას რომ დავცქერით, სისხლით მონათესავეს ვეერა ვპოულობთ.
შეიძლება კი არა ჰყოლოდეს? ძნელი დასაჯერებელია. მაშ, რა მოხდა? სად წავიდნენ
ართველების სისხლით ნათესავები და განაყოფები? აბა,ძველი რუკა გადმოვიღოთ და
ძველი რუკას დავხედოთ. უნებურად თვალი რუკაზე ჩვენი ქვეყნის ახლომახლო
გაგვირბის. ეს უნებრივია- შენი ძველი განაყოფები ახლო უნდა ეძებო.
იმ ტერიტორიას, რაც ამჟამად საქართველოს უჭირავს, (სხვადასხვა დროის
ძველ რუკებზე) უშუალოდ ემიჯნება ხეთების სახელმწიფო... ძველი დროის
უდიდესი სახელმწიფოები... უძველესი და უდიდესი კულტურის ხალხები. დროის
ულმობელმა სვლამ, ისტორიის ყოვლისმომსპობმა ქარტეიხლებმა გაანადგურეს ეს
სახელმწიფოები. იქნებ სწორედ ეს ხალხები იყვნენ ჩვენი სისხლით ნათესავები და
განაყოფები?! მით უმეტეს, რომ მათაც ასეთივე ძველი და თვითმყოფადი კულტურა
ჰქონიათ.
ასეთი ვარაუდი უნებურად აღიძვრება, როცა ძველ რუკებს დავხედავთ და ამ
ხალხების დიდ კულტურას გავითვალისწიენბთ.
ერთ დროს ამას ამტკიცებდა კიდეც ზოგიერთი მეცნიერი. საერთოდ, ჩვენი
ხალხის წარმომავლობის საკითხხის გასარკვევად დიდი ხანია მუშაობენ მეცნიერები.
კვლევა-ძიება უფრო ინტენისურად წარიმათა მას შემდეგ, რაც ჩვენს დროში,
საქართველოში სამეცნიერო აკადემია ჩამოყალიბდა. ამ საკითხსა სწავლობენ

22
ცალკეული ინსტიტუტები - ჩვენი ისტორიკოსები, არქეოლოგები, ეთონგრაფები,
აანთროპოლოგები, ენათმეცნიერები...
ენათმეცნიერები იმიტომ,რომ ენა ცოცხალი მატიანეა, არასოდეს არა კვდება.
მართალია, დროთა მსვლელობაში ცვლილებას განიცდის, ზოგი სიტყვა სულაც
იკარგება, ზოგი მნიშვნელობას იცვლის.მაგრამ მაინც მეტად საყურადღებო
ფაქტეიბის დადგენაა შესაძელბელი, დიდი სინათლის შეტანა შეუძლია ამ
წყვდიადით მოცულ საკითხში. მით უმეტეს, სხვა მეცნიერებათა მონაპოვრებთან
ერთად. ამიტომაც ასე ენერგიულად და ნაყოფიერად მუშაობენ ჩვენი მეცნიერები.
ერთი მაგალითი მოვიტანოთ და ცხადი გახდება, თუ რა საინტერეოსა ასეთი
კვლევა.
თქვენ ყველას გაგიოგნიათ ქართული სიტყვა თავდაყირა. ეს ისეთ მოქემდებას
გაამოხატასვ, როცა ადამიანი ფეხებს ჰაერში შემართავს და თავს კი ქვემოთ მოაქცევს,
რამეზე დააყრდნობს, ვთქვათ, მიწაზე. ჩვეუელბრიივ სიტყვააა, ერთ გარკვეულ
ცნებას გამოხატავს, ასეთი ისტყვები ათასოსიბთ გვხვდება ენაში.
მაგრამ განსაუკთრებულ მნიშვენოლბას იძენს და ემცნიერებისათვის
საინტერესო ხდება, როცა გავაანალიზებთ და გავითავილსწინებთ, რომ ეს რთუული
შედგენილოიბს სიტყვა ორი დამოუკიდებელი მინშვნეელობის სიტყვისაგან შედგება;
ამასთან ამ რთული ისტყვის პირევლი ნაწილი-თავი-სავსებით გასაგებიაა დღეს
ჩვენთვის.

მეორე ნაწილი

ყირა?ყირაც გასაგებია. ეს უკვე ომქმედებას გამოხატავს. აკი იტყივან, ყირა გაასჭიმაო!


მაგრამ ამითი კი რა არის საინტერესო მეცნიერებისათვის ეს სიტყვა, არაემდ
იმითი, რომ ყირა თურმე ურარტულად მიწასა რქმევია. ცთუნება დიდია, ჩვეინ
სიტყვა თავდაყირა სწორედ ურარტულ ყირას დაუკავიშროთ. ესე იგი, არა უბრალოდ
ყირის გაჭიმვა, არამედ თავით მიწაზე დაყრდნობა წარომიდგინო და ამით
ურარტულ ენასთან შენი ენის ნათესაბოა გიუილსხმო.
საინტერესოა, არა?
ასეთ პატარა მაგალითს შეუძლია ნათელი მოჰფიონს ძალიან მნიშვნელოვანსა
და საუკუნეების განამვლობაში ბურუსით მოცულ პრობლემბს.
ჩვენ აქ ერთი ისტყვა გაივხსენეთ. სხავ ისტყვებიც არსებობს, ურარტული
სიტყვები, როემლთაც დღემდე შეუნარჩუნებიათ ქართულში ძველისძველი
მნიშვნელოაბ და დღეს სულ ადვილი ეშსაძლებელია უაღრესად საინტერეოს და
მინშვნელოვაანი აღმოჩენის გასაღები გახდეს.
ასეთი მაგალითები ბლომად არის ოტანილი აკაემიკოს გიორგი მელიქიშვილის
წიგნებში, რომელბიც ამ თემას მიეეძღვნება. ერთი და ორი ასეთი მააგლითი, რაღა
თქმა უნდა, იმის საუფძველს არ გვააძლევს, გადაჭრითა ვთქვათ რამე. საეთი
დამთხვევა სულაც შემთხვევით ხდება ზოგჯერ. მაგრამ საგულისხმოა, და კვლევა-
ძიება გრძელდება. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არა ცალმხრივად, არამედ
კონფლექსურად. აქვე უნდა შევნიშნოთ: მაგალითების სიმრავლე იმის უცილობელი
ამუწყებელი კი არ არის, თითქოს ორ ხალხს შორის უსათუოდ სისხლით ნათესაობა
რასებობდეს. გიორგი მელიქიშვილი, მაგალითად, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ
შესაძლებელია ურარტუელთა გარკვეული ნაწილი დრორთა ვითარებაში ქართველ
ხალხში გაითქვიფა. ურარტუს სახელმწიფო მოისპო, ხალხის ერთი ნაწილი კი დარჩა,

23
ქართველ ხალხს შეერია, მისი ენა და კულტტურა მიიღო. ასეთი ასიმილაციის დროს
ზოგი რამ თავისიც შემოიტანეს ჩვენს ენასა და კულტურაში.
ესეც მხოლოდ ჰიპოთეზაა და ოდესმე იქნებ მეტი ნათელი მოეფინოს ჯერჯერობით
თითქმის წყვდიადით მოცულ საკითხს. ერთი სიტყვით, ამ საკითხის დადგენა
და გაადწყვეტა მომავლის საქმეა. ჩვენ კი ისევ რუკას დავხეოდთ. ოღონდ ამჯერად
ცოტა უფრო შორს გადაივტაონთ მზერა. იბერია! შევნიშნავთ რუკაზე წარწერას ჩვენი
ქვეყნისაგან შორს, სადღაც, პირინეის მთებში. ამ წარწერამ ალბათ იმიტომ მიიპყრო
ჩვენი ყურადღება, რომ ერთ-ერთი პერიოდის ძველ რუკაზე ჩვენი ქვეყანაც ასე
მოიხსენიება- იბერია.
შემთხვევითია ეს მოვლენა, თუ რაიმე საფუძველი აქვს?
არსებობს გადმოცემა, რომ ოდესღაც ერთი ქართველი ბერი კავკასიის პატარა
იბერიიდან გაემგზავრა ქართველი ხალხის ძმების გასაცნობად, რომლებიც ძალიან
შორსს, დიდ იბერიაში ეგულბოდა...
ეს ლეგენდაა და ადვილი შესაძლებელია, სინამდვილესთან არაფერი კავშირი
ჰქონდეს. მაგრამ ჩვენი საუკუნის ოციან წლებში გამოჩენილმა მეცნიერმა ნიკო მარმა
იმოგზაურა იმ შორეულ იბერიაში და დაწერა წიგნი პირინეის გურია. თვით
სათაურიც კი წიგნისა, როგორც ხედავთ, ბევრის მეტყველია. ვერასდიდებით ვერ
ვარწმუნებდი, რომ ჩვენს დროში სასწაულები შეიძლება მოხდეს, - ასე იწყება ეს
საინტერესო წიგნი, - მაგრამ მოხდა ერთი სასწაული... საღამოს მატარებლით გავედით
პარიზიდან, საფრანგეთის სამხრეთისაკენ გავემგზავრეთ, პირინეისაკენ, და დილით
მოლეონს რომ გავსცდით და სოფელ ტარდეცში შევედით, სწორედ იქ დაგვხვდა
სასწაული - ჩვენ კავკასიაში აღმოვჩნდით, გურიაში. მეცნიერი გაოცებული დარჩა
მსგავსებით, რაც ბასკებსა და ქართველებს შორის აღმოაჩინა - გარეგნული
შესახედაობითაც, ენითაც,ზნე-ჩვეულებითაც...
გავიდა რამდენიმე ხანი, და ისევ დაინტერესდნენამ საკითხით ცალკეული
მაცნიერები, თანაც არა მარტო ჩვენი მეცნიერები, არამედ უცხოელებიც. აღმოჩნდა,
რომ ძალიან ბევრი სიტყვასაერთო აქვთ ბასკებსა და ქართველებს, ბევრი
გრამატიკული თავისებურებაც, ბევრი ჩვეულებაც...
ბოლო წლებში კიდევ უფრო გაცხოველდა ინტერესი ამ საკითხის მიმართ.
გამოქვეყნდა ბევრი საინტერესო სტატია სხვადასხვა პროფესიის ადამინებისა,
რომელთაც კონკრეტული მაგალითი მოჰქონდათ ბასკებისა დაქართველების
ენობრივი, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიუთლითუ სხვა სახის მსგავსებისა.
გარკვეული დასკვნის გამოტანა, რაღა თქმა უნდა, ძალიან ნაადრევია. ამ საკითხს
საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება, და, თანაც, არა ცალმხრივი, არამედ
კომპლექსური.
მანამდე კი ალბათ ერთი რამე შეიძლება უყოყმანოდ ითქვას: თუ მართლა
განაყოფი ძმები არიან ეს ორი ხალხი, მაშინ მათი პირვანდელი საერთო სამშობლო
კავკასია უნდა იყოს, ანუ ის ტერიტორია, სადაც ახლა ქართველები ბინადრობენ.
ძველად ზოგიერთი მეცნიერნი, მათ შორის ზოგი ჩვენი მეცნიერნიც,
ვარაუდობდა, რომ, ძალიან დიდი ხნის წინათ,უხსოვარ დროში, ქართველები
თავიანთ დღევანდელ სამყოფელში საიდანღაც მოვიდნენო, და კვლევე ძიების
მთელი პათოსი იქითკენ იყო მიმართული, გაერკვიათ მაინც საიდან შეიძლებოდა
ქართველი წინაპრები მოსულიყვნენ.ამ პათოსს ძველი ბერძენი მწერლების
შეხედულებანიც აძლიერებდა.

24
ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდიტე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე
საუკუნეში ცხოვრობდა, ესე იგი, თითქმის მთელი ორი ათას ხუთასი წლის წინათ,
ამტკიცებდა, ქართველები ეგვიპტელი წარმოშობის ხალხიაო.
მაინც როგორ მოხვდნენ საქართველოში?
ამაზეც აქვს პასუხი ბერძენ ისტორიკოსს.
ეგვიპტის ერთ-ერთი მეფე სალაშქროდ იყო ამ მხარეში და მოლაშქრეთა ერთი
ნაწილი, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ფაზისში დარჩაო.
ასეთი რამ ხდებოდა ისტორიაში და ამიტომ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი
არაფერი ჩანს.
სხვა ბერძენი ისტორიკოსები ამტკიცებდნენე, ქართველები დასავლეთის
იბერიიდან არიან წამოსულებიო. საუკუნეების მანძილზე იყო გამეფებული ასეთი
მოსაზრებანი, რადგან საქართველოს ისტორია ისეთი მაშტაბის მეცნიერული
კვლევის საგანი არასოდეს ყოფილა, როგორც ეს ჩვენს დროში გახდა შესაძლებელი.
ბოლოდროინდელმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა, განსაკუთრებით კი
არქეოლოგიურმა და ენათმეცნიერულმა მონაპოვარმა დიდი სიცხადე შეიტანეს
საქმეში.
ახლა გადაჭრით შეიძლება თქმა, რომ ქართველები უხსოვარი დროიდან
ყოფილან თავიანთი დღევანდელი მიწა-წყლის პატრონები. მათი დღევანდელი
კულტურა გაგრძელება და განვითარებაა იმ დიდი კულტურისა რაც რამდენიმე
ათასწლეული წინათ ისახებოდა და ყალიბდებიდა ამავე ტერიტორიაზე. ძველად ამ
თეორიას მხოლოდ ცალკეული მეცნიერები იზიარებდნენ.ახლა კი თითქმის
დაკანონებულია და საეჭვოდ აღარავინ თვლის.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არქეოლოგ ბორის კუფტინის
გამოკვლევებს.
კუფტინმა დიდი არქეოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. თრიალეთის
მიდამოებში და მიაკვლია ნიმუშებს მაღალი კულტურისას, რაც იქ მობინადრე ხალხს
ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინათ შეუქმნიათ. მანვე დაამტკიცა, რომ ეს
კულტურა შემდგომ საუკუნეებში უკვე საქვეყნოდ აღიარებული დიდი და
დახვეწილი ქართული კულტურის წინა საფეხურია, ამ კულტურის ცენტრები
სწორედ აქ არსებობდა და ქართველი ხალხის პირვანდელი სამშობლოც სწორედ აქ
არისო.
კუფტინი ჩვენი საუკუნის 20-30-იან წლებში მოღვაწეობდა. უფროსი თაობის
თანამედროვე ადამიანებს ახლაც ემახსოვრებათ მაღალი, წვერმოშვებული, წელში
გამართული მოხუცი. ქუჩაში შესამჩნევად ჩქარი, ემოციური ნაბიჯით დადიოდა,
სათვალის მინების მიღმა გამომზირალი ჭროღა თვალები სივრცეს მისშტერებოდა,
თითქოს ირგვლივ არაფერს უყურებდა, ქართველთა იმ შორეულ წინაპრებს ეძებდა
და ესაუბრებოდა...
კუფტინის შემდეგ მისმა მოწაფეებმა განაგრძეს თრიალეთის კულტურის
არქეოლოგიური შესწავლა. ამ რამდენიმე წლის წინათ გამოვიდა პროფესორ ოთარ
ჯაფარიძის წიგნი არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში. წიგნში წარმოდგენილია
თრიალეთის ძველი კულტურის იშვიათი ნიმუშები.
და როცა რამდენიმე ათასი წლის წინათ გამომწვარი, იშვიათი გემოვნებით
გამოყვანილი და მოხატული ქვევრებისა თუ სურების რეპროდუქციებს შევცქერით,
უნებურად ვუკავშირებთ სასიამოვნო ფაქტის, რომ იმ უძველესი ოსტატების
შორეული თთამომავლების ნახელავმა კერამიკამ ახალი, ჩვენს დროში ლამის მთელი
თანამედროვე მსოფლიო მოიარა და ყველგან არნახული წარმატება მოიპოვა.
25
საინტერესოა, რომ კუფტინმა ამ სიტყვებით ჩამოაყალიბა თავისი თეორია:აქ
შეინიშნება უძველესი დროიდან კულტურის განვითარების ადგილობრივი უწყვეტი
ჯაჭვიო!
უწყვეტი ჯაჭვი!

დავხედოთ მსოფლიო რუკას. ქართველების სისხლით მონათესავე ერი მოვძებნოთ,


მათი განაყოფი, მათი ძმა თუ ბიძაშვილი.
გაგიძნელდებათ მოძებნა.
ეს პატარა, მცირე რიცხოვანი ხალხი თითქოს ცალად მოევლინა ქვეყანას,
სისხლით ნათესავი არ უჩანს. სხვა ხალხებს ჰყავთ ასეთი ნათესავები, ქართველებს-
არა. იქნებ იმიტომაც გამუდმებით მეგობრების ძიებაში იყვნენ ჩვენი წინაპრები?!
იქნებ სწორედ ამან ათქმევინა პოეტს: ვინც მეგობარსა არ ეძებს, იგი თავისა მტერია ,
იქნებ ხალხშიაც მიტიმ დამკვიდრდა გამოთქმა: მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო...
დროთა ვითარებაში შეიძინა კიდეც კარგი მეგობრები - ნამდვილი ძმები და
ჭირისუფლები. თქვენ ყველამ კარგად იცით, ზემოთაც ვახსენეთ, ქართველი ხალხი
ახლა თავისუფალ ერთა ძმურ კავშირშიაა გაერთიანებული და უნათესავობას
სულაც აღარა გრძნობს. ეს გაერთიანება ხუთი ათეული წლის წინათ მოხდა. წინათაც,
ძველ დროშიაც გაუწევიათ ასეთი ძმობა მეზობელ ხალხებს, სომხებს, მაგალითად,
კავკასიის პატარა ერებს, უფრო მოგვიანებით რუს ხალხს.
ერთი სიტყვით, ამჟამად უნათესაობას სულაც არა გრძნობს ჩვენი ხალხი.
მაგრამ მაინც ხომ საინტერესოა, საჭიროც არის, კარგად ვიცოდეთ ჩვენი ასავალ-
დასავალი! ილია წერდა, ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს... ერის
დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის
ისტორიას ივიწყებსო ...
ამიტომ გვაინტერესებს ჩვენი წარმომავლობის, ჩვენი ნათესავების ამბავი.
მაგრამ, რუკას რომ დავცქერით, სისხლით მონათესავეს ვეერა ვპოულობთ.
შეიძლება კი არა ჰყოლოდეს?ძნელი დასაჯერებელია.
მაშ, რა მოხდა? სად წავიდნენ ქართველების სისხლით ნათესავები და განაყოფები?
აბა,ძველი რუკა გადმოვიღოთ და ძველი რუკას დავხედოთ. უნებურად თვალი
რუკაზე ჩვენი ქვეყნის ახლომახლო გაგვირბის. ეს ბუნებრივია- შენი ძველი
განაყოფები ახლო უნდა ეძებო.
იმ ტერიტორიას, რაც ამჟამად საქართველოს უჭირავს, (სხვადასხვა დროის
ძველ რუკებზე) უშუალოდ ემიჯნება ხეთების სახელმწიფო... ძველი დროის
უდიდესი სახელმწიფოები... უძველესი და უდიდესი კულტურის ხალხები.
დროის ულმობელმა სვლამ, ისტორიის ყოვლისმომსპობმა ქარტეიხლებმა
გაანადგურეს ეს სახელმწიფოები.
იქნებ სორედ ეს ხალხები იყვნენ ჩვენი სისხლით ნათესავები და
განაყოფები?! მით უმეტეს, რომ მათაც ასეთივე ძველი და თვითმყოფადი კულტურა
ჰქონიათ. ასეთი ვარაუდი უნეუბრად აღიძვრება, როცა ძველ რუკებს
დავხედავთ და ამ ხალხების დიდ კულტურას გავითვალისწიენბთ.

ერთ დროს ამას ამტკიცებდა კიდეც ზოგიერთი მეცნიერი.


საერთოდ, ჩვენი ხალხის წარმომავლობის საკითხხის გასარკვევად დიდი ხანია
მუშაობენ მეცნიერები. კვლევა-ძიება უფრო ინტენისურად წარიმათა მას შემდეგ, რაც
ჩვენს დროში, საქართველოში სამეცნიერო აკადემია ჩამოყალიბდა. ამ საკითხსა

26
სწავლობენ ცალკეული ინსტიტუტები - ჩვენი ისტორიკოსები, არქეოლოგები,
ეთონგრაფები, აანთროპოლოგები, ენათმეცნიერები...
ენათმეცნიერები იმიტომ,რომ ენა ცოცხალი მატიანეა, არასოდეს
არა კვდება. მართალია, დროთა მსვლელობაში ცვლილებას განიცდის, ზოგი სიტყვა
სულაც იკარგება, ზოგი მნიშვნელობას იცვლის.მაგრამ მაინც მეტად საყურადღებო
ფაქტეიბის დადგენაა შესაძელბელი, დიდი სინათლის შეტანა შეუძლია ამ
წყვდიადით მოცულ საკითხში. მით უმეტეს, სხვა მეცნიერებათა მონაპოვრებთან
ერთად. ამიტომაც ასე ენერგიულად და ნაყოფიერად მუშაობენ ჩვენი მეცნიერები.
ერთი მაგალითი მოვიტანოთ და ცხადი გახდება, თუ რა საინტერეოსა ასეთი
კვლევა.
თქვენ ყველას გაგიოგნიათ ქართული სიტყვა თავდაყირა. ეს ისეთ მოქემდებას
გაამოხატასვ, როცა ადამიანი ფეხებს ჰაერში შემართავს და თავს კი ქვემოთ მოაქცევს,
რამეზე დააყრდნობს, ვთქვათ, მიწაზე. ჩვეუელბრიივ სიტყვააა, ერთ გარკვეულ
ცნებას გამოხატავს, ასეთი ისტყვები ათასოსიბთ გვხვდება ენაში.
მაგრამ განსაუკთრებულ მნიშვენოლბას იძენს და ემცნიერებისათვის
საინტერესო ხდება, როცა გავაანალიზებთ და გავითავილსწინებთ, რომ ეს რთუული
შედგენილოიბს სიტყვა ორი დამოუკიდებელი მინშვნეელობის სიტყვისაგან შედგება;
ამასთან ამ რთული ისტყვის პირევლი ნაწილი-თავი-სავსებით გასაგებიაა დღეს
ჩვენთვის.

მეორე ნაწილი

ყირა?ყირაც გასაგებია. ეს უკვე ომქმედებას გამოხატავს. აკი იტტყივან, ყირა


გაასჭიმაო!
მაგრამ ამითი კი რა არის ასინტერესო მეცნიერებისათვის ეს სიტყვა, არაემდ
იმითი, რომ ყირა თურმე ურარტულად მიწასა რქმევია. ცთუნება დიდია, ჩვეინ
სიტყვა თავდაყირა სწორედ ურარტულ ყირას დაუკავიშროთ. ესე იგი, არა უბრალოდ
ყირის გაჭიმვა, არამედ თავით მიწაზე დაყრდნობა წარომიდგინო და ამით
ურარტულ ენასთან შენი ენის ნათესაბოა გიუილსხმო.
საინტერესოა, არა?
ასეთ პატარა მაგალითს შეუძლია ნათელი მოჰფიონს ძალიან მნიშვნელოვანსა და
საუკუნეების განამვლობაში ბურუსით მოცულ პრობლემბს.
ჩვენ აქ ერთი ისტყვა გაივხსენეთ. სხავ ისტყვებიც არსებობს, ურარტული
სიტყვები, როემლთაც დღემდე შეუნარჩუნებიათ ქართულში ძველისძველი
მნიშვნელოაბ და დღეს სულ ადვილი ეშსაძლებელია უაღრესად საინტერეოს და
მინშვნელოვაანი აღმოჩენის გასაღები გახდეს.
ასეთი მაგალითები ბლომად არის ოტანილი
აკაემიკოს გიორგი მელიქიშვილის წიგნებში, რომელბიც ამ თემას მიეეძღვნება. ერთი
და ორი ასეთი მააგლითი, რაღა თქმა უნდა, იმის საუფძველს არ გვააძლევს,
გადაჭრითა ვთქვათ რამე. საეთი დამთხვევა სულაც შემთხვევით ხდება ზოგჯერ.
მაგრამ საგულისხმოა, და კვლევა-ძიება გრძელდება. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ,
არა ცალმხრივად, არამედ კონფლექსურად. აქვე უნდა
შევნიშნოთ: მაგალითების სიმრავლე იმის უცილობელი ამუწყებელი კი არ არის,
თითქოს ორ ხალხს შორის უსათუოდ სისხლით ნათესაობა რასებობდეს. გიორგი
მელიქიშვილი, მაგალითად, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შესაძლებელია
ურარტუელთა გარკვეული ნაწილი დრორთა ვითარებაში ქართველ ხალხში

27
გაითქვიფა. ურარტუს სახელმწიფო მოისპო, ხალხის ერთი ნაწილი კი დარჩა,
ქართველ ხალხს შეერია, მისი ენა და კულტტურა მიიღო. ასეთი ასიმილაციის დროს
ზოგი რამ თავისიც შემოიტანეს ჩვენს ენასა და კულტურაში.
ესეც მხოლოდ ჰიპოთეზაა და ოდესმე იქნებ მეტი ნათელი მოეფინოს
ჯერჯერობით თითქმის წყვდიადით მოცულ საკითხს.
ერთი ერთი სიტყვით, ამ საკითხის დადგენა და გაადწყვეტა მომავლის
საქმეა. ჩვენ კი ისევ რუკას დავხეოდთ. ოღონდ ამჯერად ცოტა უფრო შორს
გადაივტაონთ მზერა.
იბერია! შევნიშნავთ რუკაზე წარწერას ჩვეინ ქვეყნისაგან შორს, სადღაც, პირინეის
მთებში. ამ წარწერამ ალბათ იმიტომ მიიპყრო ჩვენი ყურადღება, რომ ერთ-ერთი
პერიოდის ძველ რუკაზე ჩვენი ქვეყანაც ასე მოიხსენიება- იბერია.
შემთხვევითია ეს მოვლენა, თუ რაიმე საფუძველი აქვს?
არსებობს გადმოცემა, რომ ოდესღაც ერთი ქართველი ბერი კავკასიის პატარა
იბერიიდან გაემგზავრა ქართველი ხალხის ძმების გასაცნობად, რომლებიც ძალიან
შორსს, დიდ იბერიაში ეგულბოდა...

ამას უფრო დაწვრილებით ქვემოთ გავეცნობით. აქ კი იმიტომ ვახსენეთ,


რომგავიდა რამდენიმე საუკუნე, და ამ საკითხით კვლავდა დაინტერესდნენ.
ჩვენი საუკუნის ოციან წლებში გამოჩენილმა მეცნიერმა ნიკო მარმა
იმოგზაურა იმ შორეულ და დაწერა წიგნი პირინეის გურია.
თვით სათაურიც კი წიგნისა, როგორც ხედავთ, ბევრის მეტყველია.
ვერასდიდებით ვერ ვარწმუნებდი, რომ ჩვენს დროში სასწაულები შეიძლება მოხდეს,
-ასე იწყება ეს საინტერესო წიგნი, -მაგრამ მოხდაერთი სასწაული... საღამოს
მატარებლით გავედით პარიზიდან, საფრანგეთის სამხრეთისაკენ გავემგზავრეთ,
პირინეისაკენ, და დილით მოლეონს რომ გავსცდით და სოფელ ტარდეცში შევედით,
სწორედ იქ დაგვხვდა სასწაული - ჩვენ კავკასიაში აღმოვჩნდით, გურიაში.
მეცნიერი გაოცებული დარჩამსგავსებით, რაც ბასკებსა და ქართველებს შორის
აღმოაჩინა - გარეგნული შესახედაობითაც, ენითაც,ზნე-ჩვეულებითაც...
გავიდა რამდენიმე ხანი, და ისევ დაინტერესდნენამ საკითხით ცალკეული
მაცნიერები, თანაც არა მარტო ჩვენი მეცნიერები, არამედ უცხოელებიც. აღმოჩნდა,
რომ ძალიან ბევრი სიტყვასაერთო აქვთ ბასკებსა და ქართველებს, ბევრი
გრამატიკული თავისებურებაც, ბევრი ჩვეულებაც...
ბოლო წლებში კიდევ უფრო გაცხოველდა ინტერესი ამ საკითხის მიმართ.
გამოქვეყნდა ბევრი საინტერესო სტატია სხვადასხვა პროფესიის ადამინებისა,
რომელთაც კონკრეტული მაგალითი მოჰქონდათ ბასკებისა დაქართველების
ენობრივი, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიუთლითუ სხვა სახის მსგავსებისა.
გარკვეული დასკვნის გამოტანა, რაღა თქმა უნდა, ძალიან ნაადრევია. ამ საკითხს
საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება, და, თანაც, არა ცალმხრივი, არამედ
კომპლექსური.
მანამდე კი ალბათ ერთი რამე შეიძლება უყოყმანოდ ითქვას: თუ მართლა
განაყოფი ძმები არიან ეს ორი ხალხი, მაშინ მათი პირვანდელი საერთო სამშობლო
კავკასია უნდა იყოს, ანუ ის ტერიტორია, სადაც ახლა ქართველები ბინადრობენ.
ძველად ზოგიერთი მეცნიერნი, მათ შორის ზოგი ჩვენი მეცნიერნიც,
ვარაუდობდა, რომ, ძალიან დიდი ხნის წინათ,უხსოვარ დროში, ქართველები
თავიანთ დღევანდელ სამყოფელში საიდანღაც მოვიდნენო, და კვლევე ძიების
მთელი პათოსი იქითკენ იყო მიმართული, გაერკვიათ მაინც საიდან შეიძლებოდა

28
ქართველი წინაპრები მოსულიყვნენ.ამ პათოსს ძველი ბერძენი მწერლების
შეხედულებანიც აძლიერებდა. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდიტე, რომელიც ჩვენს
წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა, ესე იგი, თითქმის მთელი ორი
ათას ხუთასი წლის წინათ, ამტკიცებდა, ქართველები ეგვიპტელი წარმოშობის
ხალხიაო.
ამასვე იმეორებს მეექვსე საუკუნის მწერალი აგათია სქოლასტიკოსი: ამბობენ,
რომ კოლხები ეგვიპტიდან გადმოსახლებული არიან... დიდი ხნის წინ...
მაინც როგორ მოხვდნენ საქარტველოში?
ამაზეც აქვს პასუხი ბერძენ ისტორიკოსს.
ეგვიპტის ერთ-ერთი მეფე სალაშქროდ იყო ამ მხარეში და მოლაშქრეთა ერთი
ნაწილი, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ფაზისში დარჩაო.
ასეთი რამ ხდებოდა ისტორიაში და ამიტომ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი
არაფერი ჩანს.
სხვა ბერძენი ისტორიკოსები ამტკიცებდნენე, ქართველები დასავლეთის
იბერიიდან არიან წამოსულებიო. საუკუნეების მანძილზე იყო გამეფებული ასეთი
მოსაზრებანი, რადგან საქართველოს ისტორია ისეთი მაშტაბის მეცნიერული
კვლევის საგანი არასოდეს ყოფილა, როგორც ეს ჩვენს დროში გახდა შესაძლებელი.
ბოლოდროინდელმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა, განსაკუთრებით კი
არქეოლოგიურმა და ენათმეცნიერულმა მონაპოვარმა დიდი სიცხადე შეიტანეს
საქმეში.
ახლა გადაჭრით შეიძლება თქმა, რომ ქართველები უხსოვარი დროიდან
ყოფილან თავიანთი დღევანდელი მიწა-წყლის პატრონები. მათი დღევანდელი
კულტურა გაგრძელება და განვითარებაა იმ დიდი კულტურისა რაც რამდენიმე
ათასწლეული წინათ ისახებოდა და ყალიბდებიდა ამავე ტერიტორიაზე. ძველად ამ
თეორიას მხოლოდ ცალკეული მეცნიერები იზიარებდნენ.ახლა კი თითქმის
დაკანონებულია და საეჭვოდ აღარავინ თვლის.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არქეოლოგ ბორის კუფტინის
გამოკვლევებს.
კუფტინმა დიდი არქეოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. თრიალეთის
მიდამოებში და მიაკვლია ნიმუშებს მაღალი კულტურისას, რაც იქ მობინადრე ხალხს
ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინათ შეუქმნიათ. მანვე დაამტკიცა, რომ ეს
კულტურა შემდგომ საუკუნეებში უკვე საქვეყნოდ აღიარებული დიდი და
დახვეწილი ქართული კულტურის წინა საფეხურია, ამ კულტურის ცენტრები
სწორედ აქ არსებობდა და ქართველი ხალხის პირვანდელი სამშობლოც სწორედ აქ
არისო.
კუფტინი ჩვენი საუკუნის 20-30-იან წლებში მოღვაწეობდა. უფროსი თაობის
თანამედროვე ადამიანებს ახლაც ემახსოვრებათ მაღალი, წვერმოშვებული, წელში
გამართული მოხუცი. ქუჩაში შესამჩნევად ჩქარი, ემოციური ნაბიჯით დადიოდა,
სათვალის მინების მიღმა გამომზირალი ჭროღა თვალები სივრცეს მისშტერებოდა,
თითქოს ირგვლივ არაფერს უყურებდა, ქართველთა იმ შორეულ წინაპრებს ეძებდა
და ესაუბრებოდა...
ჯუფტინის შემდეგ მისმა მოწაფეებმა განაგრძეს თრიალეთის კულტურის
არქეოლოგიური შესწავლა. ამ რამდენიმე წლის წინათ გამოვიდა პროფესორ ოთარ
ჯაფარიძის წიგნი არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში. წიგნში წარმოდგენილია
თრიალეთის ძველი კულტურის იშვიათი ნიმუშები.

29
და როცა რამდენიმე ათასი წლის წინათ გამომწვარი, იშვიათი გემოვნებით
გამოყვანილი და მოხატული ქვევრებისა თუ სურების რეპროდუქციებს შევცქერით,
უნებურად ვუკავშირებთ სასიამოვნო ფაქტის, რომ იმ უძველესი ოსტატების
შორეული თთამომავლების ნახელავმა კერამიკამ ახალი, ჩვენს დროში ლამის მთელი
თანამედროვე მსოფლიო მოიარა და ყველგან არნახული წარმატება მოიპოვა.
საინტერესოა, რომ კუფტინმა ამ სიტყვებით ჩამოაყალიბა თავისი თეორია:აქ
შეინიშნება უძველესი დროიდან კულტურის განვითარების ადგილობრივი უწყვეტი
ჯაჭვიო!
უწყვეტი ჯაჭვი.
ანუ ამ ცნების გამომხატველი უფრო თანამედროვე ტერმინით რომ სთქვათ,
ესტაფეტა.
და, აჰა ესრაფეტა, ანუ უწყვეტი ჯაჭვი!
იმის მიხედვით, თუ დღეს რა მოწონება აქვს მთელის მსოფლიოში ქართულ
კერამიკას, ოქრომჭედლობასა და ჭედური ხწლოვნების ნიმუშებს, შეგვიძლია ის
ძველი საუკუნეებიც გავაცოცხლოთ. წარმოვიდგინოთ, რა ხარბი თვალებით
მიშტერებოდნენ. ასეთ ნივთებს აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან გზად
გამოვლილი უცხოელი ვაჭრები, რომელთაც მარტო საქონელის მაზანდა კი არ
იცოდნენ კარგად, არამედ ამ საქონლის ღირსებათა შეფასებაშიაც დახელოვნებულები
იყვნენ...
ერთი სიტყვით, იმ სუსტ და ძველი დროის მეცნიერთა მიერ კანტიკუნტადა
და ყოყმანით გაზიარებულ ჰიპოთეზას, რომ ქართველები თავიდანვე ამ მიწა-წყალზე
ბინადრო9ბდნენ, საფუძველი გაუმაგრა და ლაქმის აქსიომად აქცია ბოლო ხანებში
ჩატარებულმა დიდმა არქეოლოგიურმა გათხრებმა და ბოლოდროინდელმა
ენათმეცნიერულმა ამ მონაპოვრებმა. ამ ჰიპოთეზას სულ უფრო და უფრო მეტი
მომხრე უჩნდება ჩვენს ქვეყანაშიაც და უცხოეთშიაც. ეჭვი არ უნდა ვუიქონიოთ, რომ
მომავალი არქეოლოგიური, ენათმეცნიერული და სხვა სამეცნიერო დარგების
მონაპოვრები კიდევ უფრო განამტკიცებენ ამ თეორიას, მეტ შუქს მოჰფენენ და მეტ
კონკრეტულ დასაბუთებას მოგვცემენ.
აქვე ერთ სალითხს მივაქციოთ ყურადღება. არქეოლოგიური გათხრების
შედეგად მოპოვებულ უძველესი დროის ნივთებს ზოგჯერ წარწერები უცხო ენაზე,
უმეტესად ბერძნულ ენაზე აქვს. ხომ არ გვაძლევს ეს იმის საფუძველს, რომ
დავვეჭვდეთ-ეს ნიმუში იქნებ ქართული არ იყოსო?
საქმე ის არის,რომ ბერძნული ენა ფართოდ იყო გავრცელებული მაშინდელ
მსოფლიოში და ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს.
რომაელი არიანე, რომელმაც მეორე საუკუნეში იმოგზაურა მაშინდელ
საქართველოს სამხრეთ ნაწილში, წერს, რომ იგი წააწყდა ქვებზე ბერძნულ წარწერებს.
მაგრამ დამახინჯებული ბერძნულით დაუწერიათო, წერს, რადგან ბარბაროსებს ენა
კარგად არ სცოდნიათო (ბარბაროსებს დღევანდელი მნიშვნელობით კი არ
ხმარობდნენ იმ დროს-ყველა არაბებს უწოდებდნენ).
ამ ცნობაში საშინელება ის არის,რომ არაბებს, ამ შემთხვევაში ქართველებს,
ბერძნულ ენაზე უწერიათ, თუმცა, როგორც ჩანს, გაწაფული არა ყოფილან
ბერძნულში.
ასე რომ, ბერძნული წარწერა არ უნდა გაგვიკვირდეს. ტლანქი შედარება რომ
მოვიშველიოთ, ეს ისე არ უნდა გაგვიკვირდეს, როგორც უკვე შევეჩვიეთ და არ
გვიკვირს, რომ ყველგან, ყველა ქვეყნის ექიმები რეცეპტებს ლათინურად წერენ.ან
მეორე ამგვარივე ტლანქ შედარებას რომ მივმართოთ: სულ სხვადასხვა ქვეყნებში, -
30
ვთქვათ, შვეციაში, ნორვეგიაში, არაბეთში, ინდოეთში, დანიაში და სხვაგან, -
დამზადებულ საქონელს რომ ინგლისური წარწერა აქვს, ამა და ამ ქვეყანაშია
დამზადებული...
ანუ ამ ცნების გამომხატველი უფრო თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ,
ესტაფეტა.
და, აჰა, ესტაფეტა, ანუ უწყვეტი ჯაჭვი!
იმის მიხედვით, თუ დღეს რა მოწონება აქვს მთელს მსოფლიოშიქართულ კერამიკას,
ოქრომჭედლობისა და ჭედური ხელოვნების ნიმუშებს, შეგვიძლია ის ძველი
საუკუნეებიც გავაცოცხლოთ. წარმოვიდგინოთ, რა ხარბი თვალებით
მისშეტერებოდნენ ასეთ ნივთებს აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან გზად
გამოვლილი უცხოელი ვაჭრები, რომელთაც მარტო საქონლის მაზანდა კი არ
იცოდნენ კარგად, არამედ ამ საქონლის ღირსებათა შეფასებაშიაც დახელოვნებულები
იყვნენ. . .
ერთი სიტყვით, იმ სუსტ და ძველი დროის მეცნიერთა მიერ კანტიკუნტადა და
ყოყმანით გაზიარებულ ჰიპოთეზას, რომ ქართველები თავიდანვე ამ მიწაწყალზე
ბინადრობდნენ, საფუძველი გაუმაგრა და ლამის აქსიომად აქცია ბოლო ხანებში
ჩატარებულმა დიდმა არქეოლოგიურმა გათხრებმა და ბოლოდროინდელმა
ენატმეცნიერულმა მონაპოვრებმა. ამ ჰიპოთეზას სულ უფრო და უფრო მეტი მომხრე
უჩნდება ჩვენს ქვეყანაშიაც და უცხოეთშიაც. ეჭვი არ უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალი
არქეოლოგიური, ენათმეცნიერული და სხვა სამეცნიერო დარგების მონაპოვრები
კიდევ უფრო განამტკიცებენ ამ თეორიას, მეტ შუქს მოჰფენენ და მეტ კონკრეტულ
დასაბუტებას მოგვცემენ.
აქვე ერთ საკითხს მოვაქციოთ ყურადღება. არქეოლოგიური გათხრების
შედეგად მოპოვებულ უძველესი დროის ნივტებს ზოგჯერ წარწერები უცხო ენაზე,
უმეტესად ბერძნულ ენაზე აქვს. ხომ არ გვაძლევს ეს იმის საფუძველს, რომ
დავვეჭვდეთ - ეს ნიმუში იქნებ ქართული არ იყოსო?
საქმე ის არის, რომ ბერძნული ენა ფართოდ იყო გავრცელებული მაშინდელ
მსოფლიოში და ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს.
რომაელი არიანე, რომელმაც მეორე საუკუნეში იმოგზაურა მაშინდელ
საქართველოს სამხრეთ ნაწილში, წერს, რომ იგი წააწყდა ქვებზე ბერძნულ წარწერებს.
მაგრამ დამახინჯებული ბერძნულითდაუწერიათო, წერს, რადგან ბარბაროსებს ენა
კარგად არა სცოდნიათო. (ბარბაროსებს დღევანდელი მნიშვნელობით კი არ
ხმარობდნენ იმ დროს - ყველა საბერძნეთს უწოდებდნენა.
ამ ცნობაში საინტერესო ის არის, რომ არაბერძნებს, ამ შემთხვევაში
ქართველებს, ბერძნულ ენაზე უწერიათ, თუმცა, როგორც ჩანს, გაწაფული არა
ყოფილან ბერძნულში.
ტლანქი შედარება რომ მოვიშველიოთ, ეს ისევე არ უნდა გაგვიკვირდეს,
როგორც უკვე შევეჩვიეთ და არ გვიკვირს , რომ ყველგან, ყველა ქვეყნის ექიმები
რეცეპტებს ლათინურად წერენ. ან მეორე ამგვარივე ტლანქ შედარებას რომ
მივმართოთ: ალბათ ხშირად გექნებათ ნანახი სხვადასხვა ქვეყნებში, - ვთქვათ,
შვეციაში, ნორვეგიაში, არაბეთშ, ინდოეთში, დანიაში და სხვაგან, - დამზადებული
საქონელი, რომელსაც ინგლისური წარწერა აქვს, ამა და ამ ქვეყანაშია დამზადებული.

თავი მეორე.

31
ვარაუდობენ, რომ თეორიულად მისაღწევია, ჩვენს პლანეტაზე უძველეს დროს
წარმოშობილი ბგერების აღდგენა და მოსმენა. თუკი ოდესმე მართლა მოხერხდა, ეს
იქნება უდიდესი საოცრება. თუმცა მას შემდეგ, რაც ადამიანმა ატმოსფერო გაარღვია
და კოსმოსი გავიდა, რაც ჩვენმა სახელოვანმა კოსმონავტებმა უჰაერო სივრცეში
კოსმოსური ხომალდის კარი გამოაღეს და გარეთ გამოვიდნენ, ჩვენ კი ამას ჩვენს
საკუთარ სახლში ტელე ეკრანებზე შევცქეროდით, რაც მთვარეზე მოსიარულე
ადამიანები ვიხილეთ იმავე ტელეეკრანებზე, გასაკვირი თითქოს არარაფერი აღარ
უნდა იყოს. მართლა მიაღქევს თუ არა მეცნიერება ამას, ან როდის მიაღქევს, ეს
მომავლის საქმეა. პრაქტიკულად ეს იქნებ ძალიან დიდიხნის შემდეგ
განხორციელდეს.
მაგრამ ჩვენ ნუ დაველოდებით, საკუთარი ფანტასია მოვიშველიოთ და ჩვენს
წარმოდგენაში თვითონვე შევქმნათ ისეთი მანქანა, რომელიც ათეული საუკუნეების
წინა დროში გვამოგზაურებს. ფანტასტიკურ რომანებში აკი ხდება ასეთი რამე!
ოღონდ ახლა ჩვენ იმ გაბედულ ფანტასტებზედაც მეტი გაბედულება გამოვიჩინოთ
და ბგერას გამოსახულებაც დავუმატოთ, ისეთი მანქანა შევქმნათ, რომელიც
გვაჩვენებს კიდეც საუკუნეების წინათ მომხდარ ამბებს და იმდროინდელ ბგერებსაც
მოგვასმენინებს.
მაშ, ასე, ჩავრთოთ ჩვენს წარმოდგენაში შექმნილი მანქანა. მოქმედება
გადავიტანოთ შორს, შორს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოტხე საუკუნის დასაწყისში.
მოქმედების ადგილად ავიღოთ ჩვენი ქვეყნის უკიურესი სამხრეთი რაიონები.
იმ დროისათვის აქ სწორედ ქართველების წინაპარი ტომები ბინადრობდნენ.
მაგრამ, მანამ ჩვენი მანქანის დახმარებით მეოთხე საუკუნის დასაწყისში მომხდარი
ზოგიერთი ამბის გაცოცხლებას ვცდიდეთ, საჭიროა ისიც ავღნიშნოთ, რომ ცოტა
უფრო ძველად, ესე იგი ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეზე რამდენიმე ხნის
წინათ, ამავე ტერიტორიზე, საცა ახლა ჩვენი ამბები უნდა დატრიალდეს, დიდი და
ძლიერი ომობრივი გაერთიანება იყო.
სწორედ ასე უწოდებენ მათ ჩვენი ისტორიკოსები:
ტომობრივი გაერთიანებები!
რადგან სახელმწიფო იქნებ ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. თუმცა ისე ძლიერი
ჩანს ეს გაერთიანებები, თან ტომთა მეთაურიც ისე ძლევამოსილად წარმოგვიდგება,
რომ, თუ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული სახელმწიფო, ეს პროცესი არცთუ შორეული
დროის საქმეა. სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიჯნაზეა უკვე მისული.
ერთი სიტყვით, ამ ტერიტორიაზე არსებობენ ძლიერი ტომობრივი
გაერთიანებები. ეკონომიური და სამხედრო თვალსაზრისით ეს გაერთიანებები
იმდენად ძლიერი ყოფილან, რომ მათ ანგარიშს უწევენ და სათანადო მოკრძალებით
ექცევიან მაშინდელი ძლევამოსილი მეზობელი სახელმწიფოები.
ანგარიშს უწევენო, როცა ვამბობთ, ამით ის უნდა ვიგულისხმოთ, რომ
აგრერიგად ვერ უბედავენ იარაღის შემართვასა და ხელყოფას.
მაგრამ არის პერიოდები, როცა ეს დიდი მეზობელი სახელმწიფოები
მეტისმეტად აღზევებულია, ქართველთა წინაპარი ტომები კი- დასუსტებული;
ყოველ შემთხვევაში, დასუსტებული ეჩვენება გაამაყებულ მეზობლებს. და მაშინ
ისინი ამ ძლიერ ტომების წინააღმდეგ გალაშქრებას არ ერიდებიან.
შემორჩენილია ამ აღზევებული სახელმწიფოების მეფეთა ჩანაწერები. ერთ
ასეთ ჩანაწერს პირდაპირ მოვიტან გიორგი მელიქიშვილის წიგნიდან მცირე
შემოკლებით:

32
გავემართე სალაშქროდ კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ. სამეფო ქალაქი კოლხთა მეფისა
ბრძოლით დავიპყარი, მისი მოსახლეობა გადავბუგე... რკინის ბეჭედი გავაკეთებინე...
ქალაქები დავწვი და დავანგრიე, ქვეყანა გავაჩანაგე... აი, რა ვაჟკაცობა ჩავიდინე მე:
8100 ყმა წამოვიყვანე, 9110 დედაკაცი გამოვრეკე, აგრეთვე 17.300 სული მსხვილ ფეხა
რქოსანი პირუტვი, 31.600 სული წვრილ ფეხა რქოსანი პირუტყვი
...
ასეთი წარწერები სხვაც ბევრი სემორჩა. იმავე წიგნიდან კიდევ ერთი წარწერა
მოვიტანოთ, იმგვარივე კუპიურებით:

...გავემართე მე სალაშქროდ დიდი ქვეყნის წინააღმდეგ... ქალაქი ზუა, დიაოხის


ქვეყნის სამეფო ქალაქი, გადავწვი... 105 ციხე-სიმაგრე დავანგრიე, 453 ქალაქი
დავწვი... 15.181 ყრმა, 2.734 მამაკაცი, 10.604 დედაკაცი, 4426 ცხენი, 10478 სული
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 73.770 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი
წამოვიყვანე
...
ამასაც არ დასჯერებია მეტისმეტედ გაამაყებული დამპყრობელი,
ყოველწლიური ხარკიც დაუწესებია ქართველი ხალხის წინაპრებისათვის:

41 მინა სუფთა ოქრო (მინა დაახლოებით ნახევარ კილოს უდრის), 37 მინა ვერცხლი,
1000 ცხენი, 300 სული რქოსანი პირუტყვი, 100 ძროხა

...
კითხულობ ამ ჩანაწერებს და უნებურად ფიქრობ, რა დღეში ყოფილან ჩვენი
წინაპრები უხსოვარი დროიდანვე და როგორა ჰგვანან ერთმანეთს დამპყრობლები!
რა სიამაყით გაიძახის: გადავწვი, დავანგრიე, გამოვრეკე, მოვსპე... წლობით ნაშენები
დაანგრია, ოფლითა და ტანჯვით გამოზრდილი მოსპო და გაანადგურა და მაინც
როგორა ტრაბახობს! 8.000 ყრმა! 15.000 ყრმა! ეხუმრებით!...
სხვათა შორის, იმ პირველი წარწერის ბოლოში დამყრობელს არც ის დავიწყნია
ეთქვა: ეს საქმენი მე ერთ დღეში აღვასრულეო!
ადვილი სათქმელია!
იმ ერთი დღის შემდეგ გავიდოდა კიდევ წლები, შრომის და მშვიდობის
მოვარე ხალხი ახალ ქალაქებსა და ციხესიმაგრეებს ააგებდა, კვალვ ათასობით სულ
საქონელს დაზრდიდა, ახალი, ჯანმრთელი თაობა წამოიჩიტებოდა...
და ისევ უთანასწორო და უსამართლო ბრძოლები!.. ისევ ნგრევა და ჟლეტა!..
ერთი ასეთი წარწერის ავტორი-მეფე წყელვა-კრულვას უგზავნის ყველას, ვინც
კი გაბედავს და ამ წარწერიან ქვას მოსპობს. მთელი ნათესაობით მოისპოს და
გადაშენდესო, იწევლება.
ხედავთ, როგორ ეამაყება საშინელი სისასტიკე და მტარვალობა შორეულ
შთამომავლობასაც უნდა შემოუნახოს თავისი გაუგონარი
გმირობა!

აქ ნახსენები ნგრევა და ჟლეტა ჩვენი ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-


დასავლეთის რაიონებს ეხება. ქვემოთ ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ, მომდევნო
საკუნეებშიაც რამდენი სისხლი და ცრემლი უღვრიათ ამ წარწერებში მოხსენიებული
ჩვენი შორეული წინაპრების შთამომავლებს.

33
მაგრამ იყო მშვიდობიანი ცხოვრების უფრო დიდი პერიოდები, როცა ხალხი
დიდი ხნით მოითქვამდა სულს, მოისვენებდა, გალაღდებოდა, გაიფურჩქნებოდა... და
მაშინ მშრომელი ხალხის ენერგია დიდ შემოქმედებით საქმეებს ხმარდებოდა.
ცოცხალი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ ასეთ პერიოდებში ჩვენი ხალხის
სიძლიერის მაშტაბებზე, გავიხსენოთ ბერძნული მითი არგონავტების კოლხეთში
მოგზაურობის შესახებ.
მითი ზღაპარია და, ამდენად, თითქოს დაშორებულია სინამდვილისაგან,
მაგრამ ბევრი რამ მასში მშრალ ისტორიაზე მეტადაც საყურადღებოა, რადგან იგი
ამბავს ცოცხლად გადმოგვცემს, ადამიანთა ცოცხალ ურთიერთობასა და
ფსიქოლოგიქს გაგვაცნობს. კერძოდ, ამ მითში, მეცნიერების აზრით, სწორედ ის
ადგილები, სადაც კოლხეთის სამეფო კარი და საერთოდ კოლხეთია აღწერილი,
ძალიან ახლოსა დგას სინამდვილესთან.
ჩვენ რომ ზემოთ ქართველთა უძველესი ტომების დიდი გაერთიანებები
ვახსენეთ, ეს ეხებოდა შორეულ დროს, ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე-მეექვსე თუ
კიდევ უფრო შორეულ საუკუნეებს. იმხანად განსაკუთრებით ძლიერი ყოფილა
კოლხეთის დიდი გაერთიანება.
მაგრამ მაშინდელი კოლხეთის საზღვრები ისე კი არ უნდა ვიგულისხმოთ,
როგორც ეს დღეს წარმოგვიდგენია. კოლხას რომ ახსენებდნენ იმდროინდელი
ბერძნები, გაცილებით უფრო დიდ ტერიტორიას გულისხმობდნენ მასში შედიოდა
მთელი დღევანდელი დასავლეთი და სამხრეტი საქართველო, აღმოსავლეთ
საქართველოს გარკვეული ნაწილი და კარგა ვრცელი ტერიტორია დღევანდელი
საქართველოს გარეთაც, შავი ზღვის გაყოლებაზე და იმის სამხრეთ-
აღმოსავლეთითაც.
როცა ამოდენა ტერიტორიას წარმოვიდგენთ და იმასაც გავითვალისწინებთ,
რომ ეს ტერიტორია მჭიდროდ იყო დასახლებული, სახალხო მეურნეობაც საკმაოდ
განვითარებული და მრავალ ფეროვანი ჰქონდა და განთქმული მხედრობაც ჰყავდა,
მაშინ უკვე ადვილად ასახსნელი იქნება ის მოწონება და პატივისცემა, რასაც არა
მარტო უშუალოდ მოსაზღვრე მეზობლები, არამედ უფრო შორეული
სახელმწიფოებიც, კერძოდ საბერძნეთიც იჩენდა მის მიმართ.
ჩვენ უკვე ვახსენეთ ცნობილი ბერძნული ტქმულება არგონავტებზე.
თქმულების მიხედვით სახელგანთქმული გმირი იაზონი ორმოცდაათამდე ბერძენი
მებრძოლის თანხლებით კოლხეთს მიემგზავრება, რათა იქიდან ოქროს საწმისი
ჩამოიტანოს. ერთი ვერსიით, ეს საწმისი საბერძნეთის კუთვნილება იყო და
შემთხვევით მოხვედრილა კოლხეთში: ოქროსსაწმისიანმა ვერძმა დასაღუპად
განწირული ორი ბერძენი ძმა შეისვა ზურგზე და კოლხეთსკენ გააფრინა
გადასარჩენად... კოლხეთში ვერძი დაკლეს და მსხვერპლად შეწირეს ღმერთს, ოქროს
საწმისი კი არეოსის ტყეში მუხაზე დაჰკიდეს და დარაჯად ურჩხული მიუჩინეს. ახლა
იაზონი მიემგზავრება, რათა უკანვე დაუბრუნოს ბერძნებს ოქროს საწმისი, რაც
ბედნიერების სიმბოლოს წარმოადგენს...
რაკი მთელი ეს მითი სიმბოლურია და ღრმა ქვეტექსები აქვს, მისი პირველი
ნაწილიც ისე ხომ არ უნდა მივინიშნოთ, რომ წინა პერიოდშიაც, - ე. ი. მაშინ, როცა,
თქმულების მიხედვით ბერძნული ოქროსსაწმისიანი ვერძის კოლხიდაში მოხვედრაა
ნაგულისხმევი, - ამ ორ ქვეყანას გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიური
ურთიერთობა ჰქონდა? ხო მარ უნდა მივინიშნოთ, რომ ძლიერმა კოლხეთმა მაშინ
გარკვეული უსიამოვნება მიაყენა ბერძენთა სახელმწიფოს და რაკი სამაგიეროს
გადახდა მაშინდელ ძლიერ კოლხეთთან აშკარა და პატიოსანი ბრძოლით ვერ
34
მოხერხდა ან არაგონივრულად ჩათვალეს, ხერხს მიმართას, ეშმაკობა იხმარეს და
შურისსაძიებლად გამოცდილი მეომრებისაგან შემდგარი რაზმი გაგზავნეს?!
თუ ეს ასეა, მაშინ კოლხეთის ძლიერება უფრო შორეული საუკუნეებიდან
უნდა მოდიოდეს...
ყოველ შემთხვევაში, ახლა, იაზონის გამგზავრების დროს, კოლხეთი ძლიერსა
და მდიდარ ქვეყანას წარმოადგენს.
თქმულებაში აღწერილია კოლხეთის მეფის აიეტის დიდებული სამეფო კარი.
ასეთი სამეფო კარი მხოლოდ დიდსა და ძლიერ სახელმწიფოს შეიძლებოდა ჰქონოდა.
მითში რეალური მდგომარეობაა გადმოცემული მაშინდელი კოლხეთის
სიდეადე ბევრი სხვა ფაქტებითაც დასტურდება.
აქვე გავიხსენოთ ფრანგი მეცნიერს დიუბუას სიტყვები:
თვით მეფე, რომელმაც არგონავტები მიიღო და მისი ერიც განათლებით ბევრად
უფრო მაღლა იდგა იმ ავანტურისტებზე, რომელნიც ესტუმრნენ მას გასაძარცავად და
სტუმართ-მასპინძლობის წესის დასარღვევად
.
უფრო მოგვიანებით ბერძნებს კოლხეთში რამდენიმე სავაჭრო ახალშენიც
ჰქონდათ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაზისი, დიოსკურია,
პიტიუნტი... (ეს სახელწოდებები დღემდე არ შერჩენიათ ამ ადგილებს დღეს მათ
ფოთს, სოხუმს და ბიჭვინთას ვუწოდებთ).
ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ამ ქალაქების ბატონ-პატრონები ყოფილიყვნენ
ბერძნები. არა, ახალშენებს აქ პირობით თუ ვახსენებთ. ეს მხოლოდ მათი სავაჭრო
პუნქტები იყო, სამოსახლოები. ისე კი ამ დიდი ქალაქების გამგებლობა,
მმართველობა, მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა კოლხეთის
სახელმძღვანელობა კოლხეთის სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ეს სავაჭრო ქალაქები
უშუალოდ იყო დაკავშირებული იმ დიდ საერთაშრისო სავაჭრო გზასთან, რაზედაც
ზემოთ გვქონდა ლაპარაკი.
თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ კოლხეთის ცხოვრების რიტმი და
მაჯისცემა, საკმარისი იქნება ორიოდე დეტაილ გავიხსენოთ.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი დიდი სავაჭრო
გზის ერთი უბანი შორაპანი - ფოთი იყო. შორპანაში შემოტანილი საქონელი
სამდინარო გემებს, ჯერ ყვირილით, ხოლო შემდეგ რიონით, ქალაქ ფაზისში
შეჰქონდათ. (სხვათა შორის, რიონი და ყვირილა ერთ მდინარედ მიაჩნდათ
მაშინდელ ბერძნებს და სახელიც ერთი ჰქონდათ - ფაზისი). მანძილი შორაპნიდან
ფოთამდე ასორმოცდაათ კილომეტრამდე თუ იქნება, და ამ პატარა მონაკვეთზე,
ძველი ბერძენი მწერლების ცნობით, 120 ხიდი იყო აგებული.
120 ხიდი ერთმდინარეზე!...
ამას რომ წარმოვიდგენთ, იმის გათვალისწინებაც ადვილია, რა
გაცხოველებული ვაჭრობა იქნებოდა ამ ადგილებში, რა მისვლა მოსვლა, რა მჩქეფარე
და აფუსფუსებული ცხოვრება! ჯერ მარტო მომსახურე ხალხი რამდენი
დასჭირდებოდა იმ სამდინარო გემებს (გემები კი ალბათ განუწყვეტლივ სერავდნენ
მდინარეს), მთელ ტრასას, იმდენ ხიდს!..
წყლის დონე ხომ მდინარეში წელიწადის სხვადასხვა დროს თანაბარი არ
იქნებოდა, ლანქერობისა და წვიმიანობის დროს, რაც აქ ძალიან ხშირად იცის, დიდი
მდინარის შენაკადი პატარა მთის ნაკადულები ერთბაშად მოვარდებოდნენ და
მთებიდან ჩამორეცხილი ღორღით, ზვავით, ხეებით აავსებდნენ სანაოსნო მდინარეს.

35
ნაოსნობა საშიში გახდებოდა. საჭირო იყო არხის განუწყვეტელი წმენდა, მოვლა,
დასუფთავება...
აქ მთელი დიდი შტატი უნდა ვიგულისხმოთ მეთვალყურემეზღვაურებისა,
გზის შემკეთებლებისა, სხვადასხვა ხელობის ადამიანებისა.
ახლა გვალვიანი წლები წარმოვიდგინოთ.
ზოგჯერ ერთმანეც გადაებმებოდა აგვალვიანი წელიწადები, ცის ნამი
სანატრელი გახდებოდა, მდინარეები დაიწრიტებოდა, გემების მიმოსვლა
შეუძლებელი შეიქნებოდა.
არა და, ცალკე შავი ზღვის ნავსადგურებში მომდგარი დიდი საზღვაო გემები,
ცალკე კასპიისაში აქეთ აღმოსავლეთის საქონელს ელოდებიან სულმოუთქმელად
უცხოელი ვაჭრები, იქით დასავლეთის საქონელია გადასაზიდი.
როგორა გგონიათ, ასეთ ვითარებაში დასხდებოდნენ, გულხელს დაიკრეფდნენ
და ლოდინს დაუწყებდნენ, როდის აიწევს მდინარის კალაპოტში წყალიო?!
არა. ასეთ დროს სამარქაფო ხმელეთის გზა უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც
ალბათ მდინარის გაყოლებაზე გადიოდა.
იმ გზასაც თავისი მომვლელი სჭირდებოდა, თავისი მეთვალყურე, თავისი
შემკეთებლები...
საზღვაო გზასაც და სამდინარეოსაც მეკრობეთა ბანდებისგან დაცვა
დასჭირდებოდა. ამიტომ მთელიგზის გაყოლებაზე საგუშაგო პუნქტები უნდა
ვიგულისხმოთ, სადაც ალბათ პატარ-პატარა გარნიზონები იდგა...

ერთი სიტყვით ცხოვრება დუღდა. რა ჯურის კაცს არ ნახავდი ამ ქალაქებში, რა


ენაზე მოლაპარაკეს! ხანძლივი მშვიდობიანი წლების განმავლობაში, რაღა თქმა
უნდა, სხვა სახელმწიფოებთან ვაჭრობა განსაკუთრებით განვითარდებოდა.
მართლაც, ინტესიური სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ ბერძნებთან,
რომლებიც დაინტერესებული ყოფილან განსაკუთრებით გემსაშენი მასალით. ასეთი
მასალით კოლხეთი იყო განთქმული.
და გაჰქონდათ კიდეც დიდძალი ხე-ტყე, გაჰქონდათ აგრეთვე სელი, რკინის
ნაწარმი, თაფლი, სელის ზეთი... იქიდან, უმთავრესად ფუფუნების საგნები
შემოჰქონდათ. რაღა თქმა უნდა, მაშინდელი გაბატონებული კლასებისათვის.
ჩვენ შეგვიძლია გონების თვალით წარმოვიდგინოთ, რა ამბავი შეიქმნებოდა
ყოველი სავაჭრო ხომალდის გამოჩენისას დიდ საზღვაო ნავსადგურში - ფაზისში,
დიოსკურიაში, პიტიუნტში... რა მხიარული ყიჟინით შეხვდებოდნენ ნავსადგურში
მძიმედ შემომავალ გემს. აქ იქნებოდნენ ნავსადგურის მუშები, ადგილობრივი
მეზღვაურები, ვაწრები, სეირის საყურებლად გამოსული ხალხი...
დრო სწრაფად მიედინება, ადამიანის ფსიქოლოგია კი მძიმედ იცვლება.
ამიტომაც ადვილი გასაცოცხლებელია ასეთი სურათი.
გემს მოყოლილი უცხოელი ვაჭრები ადგილობრივებს ეძებენ. ჯერ შორიდან
დაიწყებენ საუბარს - თარჯიმანი ბევრ მათგანს არცა სჭირდება. ისე, გამოცდილი
თარჯიმნებიც არიან ნავსადგურში, და კარგა ბლომადაც. ამ მთისას იტყვიან, იმ
მთისას...

როგორ იმგზავრეთ? როგორი ამინდი შეგხვდათ?.. ათენში როგორი ამინდებია?


..

36
მოსვლას რა პირი უჩანს აქეთ?
..

გზაში ალბათ დაიღლებოდით! დიდი ღელვა ხო მარ ყოფილა?.. ჰელესპონტი ხომ


მშვიდობიანათ გამოსცურეთ?

ოჯახში ხომ მშვიდობაა?


...
იმაზე ლაპარაკს, რისთვისაც გული უფანცქალებთ, თითქოს არა ჩქარობენ.
მაგრამ ამის დროც თავისით მოვა...

ეს თქვენი ქალიშვილი მე უფრო დიდი მახსოვდა!

ეს მეორეა, ის უკვე....

აჰ გაათხოვეთ? უკვე გქონდათ ქორწილი? მომილოცავს! თითქოს გულმა


მიგრძნო, საჩუქარი ჩამოვუტანე, მშვენიერი სამაჯური...

და ახლა კი იქნებ ბუნებრივად მოჰყვეს ამას, კიდევ რა ჩამოიტანა.


საერთოდ,
ფრთხილად დაიწყება ასეთი საუბარი. ადგილობრივი ვაჭარი მოიმიზეზებს:

წყლები სულ დაშრა, ხეები ვეღარ დააცურეს... გაუწვალდათ,


ძვირი დაგვიჯდა
...
მოსულსაც აქვს მოსამიზეზებელი:

გაძვირდა ცხოვრება... გზაში მეკობრეები

ადამიანის ფსიქიკა მძიმედ იცვლება.


ზღვისპირა დიდ სავაჭრო ქალაქებს გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი
სავაჭრო და კულტურული ცენტრები იყო ქვეყნის სიღრმეში, კერძოდ მდინარე
რიონის გაყოლებაზე.
ერთი ასეთი კულტურის ცენტრი იყო, მაგალითად, დღევანდელი ვანის
ტარიტორიაზე, დასავლეთ საქართველოში.
თითქმის ასი წლის წინათ წარმატებით დაწყებული არქეოლოგიური
გათხრები ვანში ახლაც ასეთივე წარმატებით გრძელდება და ჩვენი უძველესი
მაღალი სულიერი დაყოფითი კულტურის სულ ახალ და ახალ ფურცელს ავლენს.
გამოვიდა რამდენიმე დიდი კრებული-
ვანიI-ვანიII,
ვანიIII,
ვანიIV, რომელშიაც მოცემულია ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური
კვლევა-ძიების მეცნიერულიანალიზი და აქ აღმოჩენილი ნივთებისა და

37
სამკაულების რეპროდუქციები, აგრეთვე მიწის ქვეშ მიკვლეული სხვადასხვა
ნაგებობათა ნანგრევების ფოტოები.
კრებულების უბრალო თვალის გადავლებითაც კი დარწმუნდება ნკითხველი,
რომ კოლხეთის ესუძველესი ქალაქი თავისი საერთო და საყოფაცხოვრებო
კულტურით მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების დონეზე
იდგა და კაცობრიობის საერთო პროგრესს მხარდამხარ მიჰყვებოდა.
საყურადღებო ის არის, რომ ვანის მდიდარი არქეოლოგიური მონაპოვარი
და, ამდენად, მთელი ეს მაღალი ხელოვნება ადგილობრივია, ჭეშმარიტი
ქართული. ამას ჯერ კიდევ ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა მიმდინარე
საუკუნის დასაწყისში:

ოქროს საყურეები, სამაჯურები, სარტყელები, სარტყელების სამკაულები და


აგრეთვე სხვა ნივთები ოქროისა, რომელნიც აქ იპოვებისნ, ჩვენის აზრით,
უმეტეს შემთხვევაში შორიდან მოტანილი არ არიან, არ არიან, არამედ აქ
ნაკეთები. არც მათი საკეთებელი ოქროა შორიდან მოტანილი... თუ თქვენ ღელე
საქვაბიას ნაპირს აჰყვებით, ადვილად დარწმუნდებით ქარხნების ნაშთებიდან,
რომ ღელეში ოქროს სილა უცრიათ და ურეცხიათ და ასევე ქარხნებიც
ჰქონიათ.
ასეთ დასკვნამდე მივიდა მეცნიერი იმ არქეოლოგიური მონაპოვრების
საფუძველზე, რაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გამოვლინდა ვანის
მიდამოებში.
მას შემდეგ თანამედროვე ქართველი მეცნიერების მიერ აქ
დიდნაგებობანი, უამრავი ძვირფასი ნივთი და სამკაული. ამ მონაპოვრების
შესწავლამ და ანალიზმა სავსებით გაამართლა დიდი მეცნიერის ვარაუდი.
თანამედროვე მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვანის (და, ამდენად,
ძველი კოლხეთის) მდიდარი კულტურა ნამდვილად თვითმყოფადია.
განიხილავს რა ცალკეულ ნივთებს, პროფესორი ოთარ ლორთქიფანიძე
შენიშნავს: ვანში მოპოვებული სამკაულები, ხასიათდებიან გასაოცარი მხატვრულ
სტილისტური ერთიანობით. მათ ადგილობრივ, ე. ი. კოლხურ წარმომავლობაზე
მიუთითებს მხატრული ფორმის ორიგინალურობა, რაც მეტწილად მხოლოდ
კოლხეთისთვისაა დამახასიათებელი, ზოგიერთ შემთხვევაში გენეტურად
უკავშირდება ( როგორც ფორმით, ასევე დეკორით) წინამორბედი ხანის
ბრინჯაოს კულტურის ძეგლებს და, როგორც წესი, არ გვხდება კოლხეთისა (და
საერთოდ ძველი საქართველოს) ფარგლებს გარეთ.... ვანსა და კოლხეთის სხვა
ცენტრებში ნაპოვნი ნივთების ადგილობრივი წარმოშობის უტყუარი
წარმოშობაა მათი სტილისტური და ტექნიკური ერთიანობაა...
...შეიძლება თამამად ვივარაუდოთ, რომ ძველ ვანში არსებობდა სწორედ
პროფესიონალ ხელოსანთა მძლავრი სკოლა....
ძვ. წ. VI-IV სს კოლხური კერამიკა წარმატებით უწევდა მეტოქეობას
იმდროინდელ მსოფლიში აღიარებულ ბერძნულ მხატვრულ კერამიკას
.
კოლხეთის სახელმწიფოში რომ მართლაც დიდად იყო განვითარებული
ვაჭრობა- აღებ-მიცემობა და, ამდენად, ქვეყანა ეკონომიური და კულტურული
თვალსაზრისით მაღალ დონეზე იდგა, იმითაც მტკიცდება, რომ ბოლო
რამდნიმე ათეული წლის განმავლობაში ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე
იმდენი ლითონის ფული აღმოაჩინეს, რამდენიც ალბათ არსად არ

38
აღმოუჩენიათ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში.სულ სხვადასხვა, სხვადასხვა
სისტემისა და ნომინალის ათასობით მონეტები. თითქმის ყველა მაშინდელი
დიდი სახელმწიფოს მონეტებს ნახავთ ახლა ჩვენს მუზეუმებში- ბერძნულს,
რომაულს, სპარსულ....
ჩამოთვლაც კი ძნელია.
და მათ შორის - (ყველახე საინტერესო სწორედ ეს არის ჩვენთვის) 
კოლხურ
მონეტებს, ე. წ. კოლხურ თეთრს!
ეტყობა კოლხური მონეტაც ისეთივე უფლებებითა და პატივისცემით
სარგებლობდა მაშინდელ საზოგადოებაში, როგორც ხვა ქვეყნების ფული.
ფართოდ ყოფილა იმხანად გავრცელებული და არქეოლოგიური გათხრების
შედეგადაც ბლომად აღმოჩნდა. თან, არა მარტო ჩვენს ტერიტორიაზე,
არამედ სხვა ქვეყნებშიაც. ამიტომაც კოლხურ მონეტებს სხვა ქვეყნების
მუზეუმშიაც შევხდებით.
თვითონ ფულის მოჭრის ფაქტიც კი ბევრის მეტყველია. ეს თავისთავად
უკვე დიდი, საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმწიფოს არსებობა
გულისხმობს.
დღემდე აღმიჩენილი ძველი კოლხური მონეტა ძვ. წ. VI საუკუნით
თარიღდება. ეს თავისთაად უტყუარი ნიშაია, რომ ძველი წელთაღრიცხვით
მეექვსე საუკუნეში არსებობდა კოლხეთის დიდი სახელმწიფო; ამდენად, ამ
სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი კიდევ იქით, შორეულ დროში
გადაიწევს.
თანაც, ვინ იცის, იქნებ უფრო ხნიერი კოლხური მონეტაც იმალებოდეს
მიწის სიღრმეში და ოდესმე გამომზეურდეს!...
ეს სავსებით მოსალოდნელია, რადგან ის დიდებული სამეფო კარგი და,
ამისდა მიხედვით, ძლევამოსილი სახელმწიფო, რაც ჩვენ მიერ ნახსენებ
ბერძნულ მითშია აღწერილი, კიდევ უფრო შორეულ საუკუნეებს
განეკუთვნება.
საინტერესოა ერთი ფაქტი. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, უძველესი
მონეტა, საერთოდ, ძვ. წ. მერვე- მეშვიდე საუკუნით თარიღდება. გამოდის, რომ
კოლხური მონეტა ერთ- ერთი უძველესი ყოფილა ქვეყნად!
არა მარტო ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებით იყო კოლხეთი
განთქმული იმ დროინდელ მსოფლიოში, შესაბამისად მაღალი იყო მისი
კულტურა.
ძველი წელთაღრიცხვით მერვე-მეშვიდე საუკუნეში კოლხებს უკვე
საკიუთარი დამწერლობა აქვთ, ამას ძველი ბერძენი მწერლები გადმოგვცემენ.
იმავე მწერლობის მცნებით, გზების მიმართულების მაჩვენებელი საგანგებო
ფირფიტებიც კი ჰქონდათ. ესც, თავიუსთავად, მაქღალი კულტურის
ნიშანია!..
აქვთ სასწავლებლები, აქვთ საკუთარი მწერლები, მწიგნობრები,
ორატორები. (საგანგებო რიტორიკული სკოლაც არსებობდა, სადაც ბერძენი და
ადგილობრივი ახალგზრდები სწავლობდნენ...) მერე , შექმნეს რამე იმ მწერლებმა
და მწიგნობრებმა? ჩვენამდე მოაღწია?
შექმნეს, მაგრამ ჩვენამდე არ მოუღწევია.
დანამდვილებით ჟშეიძლება ამის თქმა?
დანამდვილებით.
39
როცა ჩვენი ხალხის იმ დროინდელი ხელოვნების დახვეწილი
გემოვნებითა და დიდი ოსტატობით შესრულებულ ნიმუშებს ვეცნობით, როცა
იმ დრინდან წამოსულ და თაობიდან თაობაში გადმოტარებულ ზეპირი
სიტყვიერების მაგალითებს მხოლოდ ვკითხულობთ, როცა იმას
გავითვალისწინებთ, რა აქტიური და ცხოველური ურთიერთობა ჰქონდათ ჩვენს
წინაპრებს დიდი კულტურის მატარებელ უძველეს ხალხებთან, საეჭვო უკვე
აღარეფერია.
თქვენ ხშირად გაიგონებთ ჩვენ ხალხზე-უძველესი ხალხიაო. ამას სხვებიც
ამბობენ ჩვენზე და ჩვენც ამაყად წარმოვთაქვავთ ხოლმე. ამ შემთხვევაში
უძველესობა კი არ არის მთავარი, მთავარი ის არის, ხალხს შემოქმედებითი
სული ჰქინდეს.
შემოქმედებითი სული! ჩვენ ეს რაღაც მისტიკურ ფაქტორად კი არ უნდა
წარმოვიდგინოთ. ეს უბრალო რამეში ვლინდება ხოლმე.
გააკეთა ადამიანმა დოქი, გამოწვა, შიგ წყალი ჩაასხა, ან ღვინო, და
სუფრაზე შემოდგა. დოქს არ გასდის, ისედაც მარჯვე მოსახმარია-არც ძალიან
დიდია, არც ძალიან პატარა. მაგრამ პატრონი მაინც უკმაყოპილოდ გახედავს
ხოლმე, არ მოსწონს, ვერ მოუსვენია: კარგი მოსახმარია, მაგრამ ლამაზი არ არის-
ტუჩს უფრო კოხტად უნდა გამოყვანა, სჯობს ყელიც უფრო მაღალი და
მოღერებული ჰქონდეს, ირემი რომ მოიღერებს ხოლმე ტყეში ყელს...

და ახალი დოქის გამოყვანას შეუდგა. სანამ ტუჩი არ გაუკოხტავა. ყელი


არ მოუღერა და ყელმოღერებულ ირემს, ან გედს, ანდა სულაც თავის სატრფოს
არ დაამსგავსა, ვერ მოისვენა.
ახალი დოქი უფრო კოხტად წამოიმართა სუფრაზე, თითქოს მართლაც
ამაყად მოიღერა ყელი, თითქოს მღერის!...
მაგრამ გავიდა რანდენიმე დღე და პატრონი მაინც უკმაყოფილო გახედავს
თავის დოქს- მოხატულიც რომ იყოს, აჯობებს: თვალს გაახარბებს გულს
გაახარბებს, გუნებას გამომისწორებს...
და როცა დღეს მუზეუმში გამოფენილ ჩვენი წინაპრების მიერ ათეული
საუკუნეების წინათ შექმნილ დოქებს დახედავ, მართლაც უხარია თვალსა და
გულს. მისი სილამაზე და სისადავე გხიბლავთ.
სისადავე?
კაცმა რომ ერთი სიტყვით გთხოვოს ჩვენი ძველი ხელოვნების
დახასიათება, მრავალ ღირსებათა შორის, ერთი უმთავრესი ღირსება
დამისახელეო რომ გითხრას, უსათუოდ ეს მომხიბლავი სისადავე უნდა
დაუსახელო.
ააშენა ადამიანმა სახლი, კედლები ამოიყვანა, დახურა, კარებიც შეჰკიდა,
სარკმლები დაატანა, წინ ფართო აივანი მოადგა... როცა დაამთავრა, შემოუარა,
ახედა, აათვალიერა, ახლა ცოტა მოშორებით წავიდა და იქიდან გამოხედა.
კარებსა და აივანს რომ ჩუქურთმები ჰქონდეს, აჯობებს: თვალს გაახარებს,
გულს გაახარებს...
და ვეღარ მოისვენა. მოდგა და იმდენი დრო დახარჯა იმ ჩუქურთმებზე,
სახლის აშენებას არ მონდომებია იმდენ ხანს.
სამაგიეროდ სახლი გახალისდა, გალამაზდა, ლაზათი მიემატა, თითქოს
სული ჩაედგა, თითქოს ესეც მღერის, თითქოს სტუმარს უღიმის, ეპატიჟება...

40
ძველი ბერძენი მწერლები საგანგებოთ აღნიშნავენ ქართული სახლების
სილამაზეს. რატომ მიიქციეს მათი ყურადღება ამ ხის სახლებმა? სწორედ ამის
გამო. გაუღიმეს იმ სახლებმა, თვალი და გული გაუხარეს, თორემ სახლი ისე რა
სახსენებელი იყო, ყველას აქვს თავისი სახლი და თავშესაფარი...
ეტყობა, მაშინვე დიდ მოწონებაში იყო კოლხური საქონელი, დიდი
გასავალი ჰქონდა. ამიტომაც ისე ამაყად ადებდნენ მარკას ძველი ოსტატები
თავიანთ ქმნილებებს:კოლხმა გამაკეთა, კოლხმა მომხატა... ბერლინის
მუზეუმშია დაცული ძვ. წ. VI საუკუნეში თიხის ჭურჭელი, რომელსაც ასეთი
წარწერები აქვს...
რომ გავშიფროდ ეს ორი სიტყვა, ქვეტექსტი ასეთი იქნება: შეიძინეთ! რაკი
კოლხის გაკეთებულია, ესე იგი, კარგია- ლამაზი, მაგარი, იყიდეთ, თორემ მერე,
ბევრიც რომ ეძიოთ, ვეღარ იშოვნით...
რეკლამები იმ დროშიაც სცოდნიათ!
ისევ ჩვენს ამბავს დაუბრუნდეთ.
მაშ, რატომ ვერ მოაღწია იმდროინდელი დამწერლობის ნიმუშებმა, რისი
არსებობაც ასე უდავოდ და უყოყმანოდ გამოვცხადდეთ!
იმიტომ რომ განადგურდა. თავისი გაფურჩქვნისა და აღზევების
პერიოდშივე რამდენიმე დიდმა ქარტეხილმა გადაუარა კოლხეთის სამეფოს. ამ
ქარტეხილმა იმსხვერპლეს ლიტერატურისა და ხელოვნების საუკეთესო
ნიმუშები, ქალაქები დაიგრა, ცხოვრების წესი დაირღვა, ნახევარი მოსახლეობა
(იქნებ უფრო მეტიც) დაიღუპა, გადარჩენილთაგანაც ზოგი სად გაირიყა და
ზოგი სად, სხვა პირობებში მოხვდა.
ზემოთ ჩვენი უძველესი ქალქი ვანი ვახსენეთ .
მიწის ზედადაპირიდან თითქოს საგანგებოდ ზეაზიდური, არცთუ ძალიან
მაღალი გორაკი სათვალთვალოკოშკივით გადაჰყურებს იმერეთის ბარს აქედან,
ყოველი მხრით, თითქმის მტელი ორმოცდაათი კილომეტრის დიამეტრზე მახვილ
თვალს შეუმჩნეველი არაფერი დარჩება. ახლა ამ გორაკზე პატარა იმერული სოფელია
შეფენილი. წითელკრამიტიანი, ყელმოღერებული კოხტა ოდები შორიდანვე
გიღიმიან, გულს სიხარულით გივსებენ. შორიდანვე მოგესმის ძაღლების კანტი
კუნტი ყეფა და მამლების გაბმული ყივილი. ეს იმის ნიშანია, რომ სოფელი
ბედნიერია და მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობს.
არა, იმ ძველი ქალაქის ნაშთი არ არის ეს სოფელი. ახალია. ორიოდე საუკუნის
წინათ რამდენიმე ოჯახი გადმოსულა ლეჩხუმიდან და აქ დასახლებულა.
დღევანდელი სოფელი იმ ოჯახების ნამატს წარმოადგენს. მონდომებულ ადამიანს არ
გაუძნელდება იმის დადგენა, რამ აიძულა ეს ხალხი მეთვრამეტე საუკუნეში
ლეჩხუმიდან აყრილიყო და აქ გადმოსახლებულიყო. იქნებ საგვარეულო შუღლი
ჰქონდათ და სისხლის აღებას აქ შეაფარეს თავი?.. ან და სულაც იქნებ მეწყერებმა
გამოაქციეს!..

ამჟამად ამისი გარკვევა ჩვენთვის სულაც არ არის საინტერესო. უფრო საგულისხმო


ის არის, რომ, როცა ლეჩხუმიდან დაძრული ხალხი სამოსახლოდ ამ ადგილს
ირჩევდა, ალბათ დიდხანს ჭოჭმანობდნენ, მწირ მიწაზე რამეს თუ გავახარებთო:
სადაც არ დაჰკრეს წერაქვი, წითელი მიწა გამოჩნდა!
მაგრამ მთებიდან მოსული ხალხი მაინც ვეღარ მოშორდა აქაურობას, რადგან
თავიანთი საყვარელი მთები თითქოს თან გამოჰყვათ.

41
ნათელ ამინდში მზით შეფერილი გრძლად გაწოლილი თოვლიანი კავკასიონი
თითქოს აქვეა, შენს გვერდით, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს ხელსაც კი
მიაწვდენ. მზის ჩასვლის დროს, კარგ ამინდში, დასავლეთით ლურჯად ჩამუქებულ
ზღვასაც გაარჩევ-ჩვენს შავ ზღვას, ანუ პონტოს ზღვას, როგორც აქ დამკვიდრებული
ჩვენი უძველესი წინსპრები ეძახდნენ ათეული საუკუნეების წინათ.
ჩვენი ხალხის იმ უძველესმა წინაპრებმაც ალბათ ამ ნიშნით აირჩიეს ეს
ლამაზი გორაკი: გულის გასახარელი ადგილიც იყო, კარგი სათვალთვალო პუნქტიც,
სტრატეგიულადაც მარჯვე, კარგი დასამხარიც, კოლხეთის სავარაუდებელ
დედაქალაქ ქუთაისიდანაც ახლოს მდებარეობდა და სანაოსნო მდინარე ფაზისიც
იქვე ჩამოუდიოდა. შორაპანშიაც ადვილად მოხვდებოდა აქედან კაცი და ფაზისის
ნავსადგურშიაც...
ერთი სიტყვით,მაშინ, იმ უხსოვარ დროს, ამ ნიშნებით დაფუძნდა აქ1 დიდი
ქალაქი.
არქეოლოგიური მონაპოვარი მიახლოებით სიზუსტით აღგვიდგენს სურათს,
თუ როგორა დუღდა ამ ქალაქში ცხოვრება ორი ათას ხუთასი და კიდევ უფრო დიდი
ხნის წინათ...
მერე ერთბაშად შემწყდარა ამ დიდი ქალაქის მჩქეფარე სიცოცხლე.
რამდენიმე ხნის შემდეგისევ აღორძინებულა...
და კვლავ შემწყდარა...
ახლა უკვე ძალიან დიდი ხნით,თითქმის მთელი თვრამეტი-ოცი საუკუნით.
და იმ კოლოსარული ნგრევის კვალს, რამაც ათეული საუკუნეების წინათ
ჩაჰკლა სისხლ მჩქეფარე ქალაქის სიცოცხლე,ახლა კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე
შეხვდები მიწის პირიდან თითქოს საგანგებოედ ზეაზიდულ გორაკზე,რომლის
ზედაპირიდან ამჟამად ლამაზი იმერული სოფელი შემოგციცინებს, ხოლო მიწის
წიაღიდან,-საცა არ უნდა დაჰკრა წერაქვი,-ჯერ დიდებული ცხოვრებისა და მერე
შემაძრწუნებელი ტრაგედიის ფურცლები შემოგანათებს...

ზემოთ რომ წითელი მიწა ვახსენეთ, რამაც ლამის შეცდომაში შეიყვანა


სამოსახლოს საძებნელად ლეჩხუმიდან დაძრულა ჩვენი ახლო წინაპრები და ლამის
აფიქრებინა, მწირ ნიადაგზე მოვხვდითო,მარტო კერამიკული და საოქრომჭედლო
ქარხნების ძველთაძველი წიდა კი არ არის, არამედ ყოვლისმომსპობი და ყოვლის
დამანგრეველი ხანძრის ჟანგისფერი ნაკვალევი...
ახლა ძნელია თქმა-მოულოდნელი იყო თუ არა თვითონ კოლხეთისათვის ის
პირველი დიდი ქარ ტერხილი, რამაც, ჩვენი მეცნიერების ვარაუდით, ძვ. წ. მე-8
საუკუნის მეორე ნახევარში გადაუარა.
ისე კი ერთბაშად მოვარდა, თანაც მარტო ერთი კუთხიდან კი არ შემოჭრილა-
დიდი ფრონტი გამოაქრღვია ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან,
მთელი კავკასიონის გაყოლებაზე.
ეს იყო კიმერიელებისა და სკვითების დიდი შემოსევა, რამაც არა მარტო
კოლხეთი და კოლხეთის სამეფოს მოსაზღვრე სხვა ქართველი ტომები, რომელთა
შორის განსაკუთრებით მუშქები ანუ მესხები უნდა აღინიშნოს, ლამის მთელი მცირე
აზია წალეკა.
,,ასარჰადან მეფის დროიდან მოყოლებული მცირე აზია თანდათან
კიმერიელებით აივსო და წალეკილ იყო, წერს ივანე ჯავახიშვილი.

42
ეს იყო მრავალრიცხოვანი მომთაბარე ხალხები, ჩინებულად გაწვრთნილი
მხედრები და თავზეხელაღებული მეომრები.მათი გამოჩენაშიშის ზარდსა სცემდა
მოსახლეობას.
,,კიმერიელთა შემოსევამ ქართველ ტომებს საშინელი ზარალი მისცა და
შესამჩნევად შეამცირა
... ,,ასეთი საშინელი გავლენა ჰქონდა კიმერიელთა... შემოსევას მცირე აზიაში
ქართველების ძლიერებასა და ბედიღბალზე, -წერს ივანე ჯავახიშვილი.
ეს შემოსევები თავისი მასშტაბითა და ბუნებით, აგრეთვე თვითონ შემოსეული
ხალხის ბუნებითაც, ალბათ, უფრო გვიან საუკუნეებში მომხდარ მონღოლების
შემოსევას შეიძლება შევადაროთ.
პირველი დიდი ქვეყანა, რაც ამ მეომარ ტომებს თავიანთი ლაშქრობის გზაზე
შეხვდათ, კოლხეთი იყო, და ამიტომაც, უნდა ვივარაუდოთ, ყველაზე მეტ ზიანსაც
მიაყენებდნენ. ქალაქებს დაანგრევდნენ მეურნეობას მოსპობდნენ და გათელავდნენ,
ხალხს გაჟლეტდნენ...
ამ მომთაბარე, მეომარი ტომების მონღოლებთან შედარების ცთუნება იმანაც
გამოიწვია, რომ კიმერიელების და სკვითების შემოსევა რამდენიმე ნაკადად მოხდა.
გადაიარა ერთმა ტალღამ, რისი წალეკვაც მოასწრო, წალეკა და ახლა სხვა ქვეყნებში
შეიჭრა. პირველი დარტყმისაგან გაოგნებულმა მოსახლეობამ გონს მოსვლა ვერ
მოასწრო, რომ ახლა მეორე ტალღა დაეძგერა...
ამ შემოსევების შედეგად კოლხეთმა თანდათანობით დაკარგა თავისი
ძლიერება და ტერიტორიულადაც შევიწროვდა. თანაც როგორც ჩანს, მარტო
სამხრეთით კი არ შევიწროვდა, არამედ ჩრდილოეთითაც: არეულობით ისარგებლეს
ჩრდილოეთით მოსაახლე სხვა მთის ტომებმაც და ბარში ჩამოიწიეს.

კიმერიელები და სკვითები სადღა გაქრნენ? ეს ამოდენა მეომარი და ძლიერი


ხალხი?
ისინი მოედვნენ ვრცელსა და თვალუწვდენელ ტერიტორიას და თვითონვე
გაითქვიფნენ დაპყრობილ ხალხებში. ზოგი სად შერჩა ზოგი სად.
ასეა ხოლმე: როცა მხოლოდ ფიზიკური და სამხედრო ძლიერებით მოერევი
სხვას ხოლო სულიერი კულტურის მარაგი ცოტა მოგონების მეტს ვეღარაფერს ტოვებ
ქვეყნად. თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია იმ ხალხებისათვის, რომელთა გაქელვა უკვე
მოასწარი....
ამას მალე მოჰყვა იმდროისათვის საკმაოდ გაძლიერებული და აღზევებული
სახელმწიფოს სპარსეთის მოწოლა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. სპარსეთის ძლიერმა
სახელმწიფომ თავის გავლენის სფეროში მოაქცია ეს ტერიტორია (იმ ძველი
კოლხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი) და თავის ერთ-ერთ სატრაპიოდ
გაეხადა,
კოლხეთის სამეფო, როგორც უკვე ითქვა,უფრო ჩრდილოეთისკენ შევიწროვდა.
ამის შემდეგაც იგი კილხეთის სამეფოდ იწოდება, მაგრამ ის ძველი დიდება უკვე
აღარ შერჩენია. მართალია, ძველი ინერციით კვლავაც გრძელდება ვაჭრობა, აღებ-
მიცემობა, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა, ცხოვრება კვლავ დუღს,მაგრამ არა
წინანდელი მასშტაბითა და მოცულობით.
კოლხეთის სამეფო, როგორც უკვე ითქვა, უფრო ჩრდილოეთისკენ
შევიქროვდა. ამის შემდეგაც იგი კოლხეთის სამეფოდ იწოდა, მაგრამ ის ძველი
დიდება უკვე აღარ შერჩენია. მართალია, ძველი ინერციით კვლავაც გრძელდება

43
ვაჭრობა, აღებ -მიცემობა, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა, ცხოვრება კვლავ დუღს,
მაგრამ არა წინანდელი მასშტაბით და მოცულობით.
ამდენად, ის უძველესი დიდი კოლხეთი და მერმინდელი კოლხეთის სამეფო
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ.
ჩრდილოეთისკენ შევიწროებული კოლხეთის სამეფო სპარსეთმა მთლიანად
ვერ დაიმორჩილა, თავისი სატრაპიად ვერ აქცია, იმ სიშორეს ვეღარ გასწვდა, ძალა არ
ეყო. მაგრამ მაინც საკმაო სუსხი აჩვენა და იძულებული გახდა, პერიოდულად
გარკვეული ხარკი გაეღო, მართალია არცთუ ისე მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ხარკი
იყო და სიმბოლურად მორჩილებას ნიშნავდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი, როგორც ითქვა, თავის სატრაპიად გაიხადა
სპარსეთმა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს იყო ქართველი ტომებით
დასახლებული დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს გარკვეული ტერიტორია,
მთელი სამხრეთი საქართველო და დღევანდელი საქართველოს გარეთაც სამხრეთით
მომიჯნავე ტერიტორიის ერთი ნაწილი, სადაც აგრეთვე ქართველი ტომები
მოსახლეობდნენ...
მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი მანქანის საშუალებით მეოთხე საუკუნის დროინდელი
სურათები გვინდოდა გაგვეცოცხლებინა, ჩვენი ხალხის უძველესი ისტორიის
ზოგიერთი ეპიზოდი გვეხილა..

ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის დასაწრისია.ესე იგი, ამბავი,


რომელსაც ჩვენ ახლა ვიხილავთ და მოვისმენთ, დაახლოვებით ორიათას სამას -
ოთხასი წინათ მოხდა.
ჩვენი მანქანის ეკრანზე თანდათათანობით გამოისახა საქართველოს სამხრეთი
რაიონები. რელიეფი კარგად ნაცნობი იქნება იმათთვის, ვისაც ჩვენი ქვეყნის ამ
ჟამინდელი უკიდურესი სამხრეთი და მისი მოსაზღვრე ტერიტორია მოუვლია.
ოღონდ ბევრ ამჟამად მოტიტვლებულ გორაკს ტყის ქოჩორი ამშვენებს, მდინარეებიც
უფრო დიდი და ხმაურიანი ჩანს. ტყეები თეთრად შემოსილან-ზამთარია. ყინავს.
ახლა თოვლით არის დედამიწა შემოსილი. მაგრამ ტყისპირს ვიწრო განაკაფი
გასდევს, ეტყობა გზა უნდა იყოს. და სწორედ ამ გზაზე გამოჩნდა ხათხი. გაწკაპულან
და უხმოდ-მოდიან. ბევრნი არიან, ბოლო არ უჩანთ. ზოგი ცხენზე ზის, ზოგი
ქვეითად მოდის, უწესრიგოდ არეულად ერთმანეთში. ოდნავ გაყინული თოვლი ვერ
იმაგრებს სხეულის სიმძიმეს და ფეხი ეფლობათ. მძიმედ სუნთქავენ და ნასუნთქი
ჰაერი ყინვით გაკრიალებულ ჰაერში თეთრ ორთქლად ამოდის-შორიდან რომ
შეხედავ, მთელი ეს გრძლად გაწკაპული მხედრობა ნისლ მოდებული მძიმედ
მოძრავი მდინარე გეგონება.
დიახ, მეომრები არიან, მაგრამ არც სალაშქროდ მიმავალ მხედრობასა ჰგავს და
არც ნაომარს. არც გამარჯვების სიხარული ეტყობათ, არც დამარცხეწბის გულის
ტკივილი და არც ომისწინა შიში თუ მღელვარება. და სახეზე რომ დაღლილობას
ამჩნევთ, ესეც ბრძოლის დაღლილობა კი არ არის-ძნელი დიდი ხნის მგზავრობისა და
შიმშილ-წყურვილისაგან არიან ასე გასავათებულები.

მოდის ეს ამოდენა ჯარი და თოვლის ხრაშუნის გარდა არაფერი ისმის.


კრინტსაც არა სძრავენ. ზოგჯერ ყვავების გუნდი თუ გადაიფრენს ჩხავილით. მაგრამ
იმის თავიც აღარა აქვთ, რომ ახედონ და თვალი ფააყოლონ.

44
მეწინავე რაზმი ირმების ნაკვალევს შენიღშნავს. ნაკვალევზე ეტყობა,
მდინარეზე ჩამოსულან დასარწყულებლად, და უკანვე გაბრუნებულან. ამ კოხტა
ნაფეხურებს კი გაადევნებენ თვალს, მაგრამ გამოდევნებას აზრი არა აქვს.
და მიდიან თავ ჩაღუნულები, თავიანთივე ამონასუნთქი ორთქლის ნისლ
მოხვეულები. გაოფლილ ცხენებსაც ოფლის ოხშივარი ასდით. მიდიან, საომარი
საჭურველი ზოგი თავად მიაქვთ, ზოგი მონებისთვის აუკიდიათ და ისინიც
შორიახლო მიჰყვებიან.
მიაქვთო, იმიტომ ვამბობთ, რომ იარაღი ასხმული არა აქვთ, სპილენძის
ჯავშანზე ზოგს თბილი ქურთუკლი მოუსხამს, დიდი ფარი და მძიმე შუბი
ერთმანეთზდე მდაუკრავთ და ზურგზე მოუკიდიათ, წელზე მ,ოკლე მახვილი
უყანყალებთ, მუზარადები ზოგს მონებისათვის მიუნდვია და შიშველი თავი ცივი
ჰაერისათვის მიუშვერია.
ეს დიდი მხედრობა, ეტყობა, რაზმებად უნდა იყოს დაყოფილი. მართალია,
მწყობრში არ არიან. უთავ ბოლოდ მიედინებიან, მაგრამ რაზმები მაინც
დაშორებულები არიან ერთმანეთისგან, მხედრობის შუაში და ბოლოში საომარ
ეტლებსა და ურმებს დაინახავ. ურმეზედაც შენიშნავ ადამიანებს, მაგრამ ესენი
მეომრები არ უნდა იყვნენ, ამას ჩაცმულებაზეც შეატყობ და ხანზედაც. ბევრ მათგანს
ჭაღარა გამორევია. ალბათ ან ექიმები იქნებიან, ან მზარეულები, ან ქურუმები...
რამდენიმე ურემზე ქალებსაც შენიშნავ, საეჭვო ყოფაქცევის ქალები უნდა იყვნენ...
აშკარად ეტყობა, უცხო მხდედრობაა, პირველად არიან ამ ადგილებში.
გაფაციცებით ათვალიერებენ მიდამოს. ეს უბრალო ცნობისმოყვარეობა როდია.
ისინი, ვინც ჩინით გამოირჩევიან და, ჩანს, სარდლები უნდა იყვნენ, ხშირად
შეჯგუფდებიან, და ასევე, ცხენებიდან ჩამოუხდომლად, რაღაცას თათბირობენ,
ზოგჯერ მზვერავებსაც გაგზავნიან მახლობელ სერებზე, შორს იყურებიან, ხელს
იშვერენ, ადგილმდებარეობას ამოწმებენ.
სამტროდ მოსული ლაშქარი არა ჩანს, მტერი ასერ არ შემოესევა ქვეყანას.
მაგრამ მოყვარესაც რომ არა ჰგავს!
ეგერ, შორს მთის სოფლები გამოჩნდა, ფერდობზე შეფენილი, თოვლის თეთრ
სარქველდახურული კოხტა სახლები. ლაშქქრის მეწინავე რაზმი იქითკენ გაეშურა,
სხვა რაზმებიც მიჰყვნენ.
პატარა სოფლებია, თითქმის ერთმანეთზე გადაბმული, მაგრამ კაცის ჭაჭანება
არ ჩანს, ძაღლის ყეფასაც კანტი-კუნტად გაიგონებთ, საკვამური მილებიდან კვამლი
არ ამოდის. ზღაპრებში რომ გაქვავებული სოფლები წაგიკითხავთ, ისეა. გაქვავებულ
-გათოშილი სოფლები!
ყინარ მაგრამ ლაშქარს დიდად არ გაჰკვირვებია ეს უცნაური მოვლენა ეტყობა,
აქამდეც ბევრი შეხვდათ ასეთი
გაქვავებულკი
სოფელი. როცა მიუახლოვდნენ, უცნაური და ამაღელვებელი სანახაობა
გადაეშალათ. მაგრამ ამ დამშეულსა და გასავათებულ მხედრობას აღელვების
უნარიც აღარ ჰქონდა.
სოფლიდან გამომავალ ფართო გზაზე საოცარ სანახაობას ხედავ.. მთელი
სოფლის ნაფეხურები თოვლზეა აღბეჭდილი. დიდი, პატარა, სულ პაწაწინა,
ცოტათი მომცრო, კოხტა ფეხი... ზოგი წყვილად მომავალი, ზოგი ცალ-ცალკე... აგერ,
დიდი ქალამნის ნაფეხური და იქვე სულ პატარა: მამაკაცს ბავშვისათვის ჩაუჭიდია
ხელი და მოჰყავს; დიდი ნაფეხური უფრო ღრმად წასულა თოვლში, პატარა
ნაფეხური ოდნავღა აჩნია შეყინულ თოვლს.
45
აგერ, ისევ წყვილად მომავალი ორი ადამიანის ნაფეხური- ერთი უფრო
მოზრდილია, მეორე პატარა, კოხტა. ერთი ჭაბუკისაა, მეორე ყმაწვილი ქალისა.
გინდა, გააცოცხლო სურათი, მომაღლოდ ააყოლო თვალი ჰარში, და ორი
ახალგაზრდა ადამიანის სახეები წარმოიდგინო, რომელთაც ამ ერთი საათის წინ აქ
გაუვლიათ. ჭაბუკი გვერდზე მოყვება ახალგაზრდა ქალს, მაგრამ ხელის
მიშველებას ვერ ბედავს. აქამდე გვერდზე გასვლასაც ვერ გაბედავდა - მშობლებისა
და გარეშეთა რიდით, შიშით...მაგრამ საშინელმა შიშმა ის მოკრძალების შიში
თითქოს გააქარწყლა. აქამდე თუ შორიდან თვალის შევლებასაც ერიდებოდა, ახლა,
აგერ, გვერდზე მოყვებოდა...
ნაფეხურები, ნაფეხურები... ყოველი ზომის ფეხი. ზოგი ქალამნიანი, ზოგი შიშველი.
შეყინულ თოვლს თითების გამოსახულებაც კარგად აჩნია. ზოგი ღრმად ჩამჯდარი,
ზოგი თოვლის ზედაპირზე ოდნავ გამოსახული. დაკვირვებული ადამიანი ამ
ნაფეხურების პატრონთა ხასიათებსაც კი გამოიცნობს, ისე თვალსაჩინოა თოვლზე
დახატული მთელი სოფლის სურათი. ზოგ ნაფეხურს აჩქარება ეტყობა - უფრო
შიშიანია ეს ადამიანი. ზოგი დინჯად მოედინება. ზოგან შენიშნავ - უკანვე
შებრუნებულა, რამდენიმე ნაბიჯი გადაუდგამს... და იქვე თოვლზე, ხედავ, რაღაც
მძიმე საგანი დავარდნილა... ეტყობა, თოვლში დაცემულ მოხუცს მიეშველა, ან
დასნეულებულ ადამიანს, ან ფეხმიძიმე ქალს... თითქოს გესმის კიდეც
გაჭირვებული ადამიანის კვნესა, მომეშველეო...
მაგრამ ამას ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი მანქანის ეკრანზე. ჩვენს ნაცნობ ლაშქარს
ეს სულაც არ აწუხებს. მათ უკვე შენიშნეს ის, რაც აინტერესებდათ და მხიარული
ყიჟინაც მორთეს.
ამ ფართო გზის ნაპირებზე-აქეთაც და იქითაც - საქონლის ნაფეხურები ჩანდა.
საქონელიც გამოერეკათ, და სწორედ ამან გაახარა ლაშქარი. სოფლის გზის
მოსახვევთან გორაკები იწყებოდა და ნაკვალევიც იკარგებოდა- უხვევდა გზა.
სარდლების მცირე ბჭობის შემდეგ ლაშქარი ორად გაიყო, ქვეითები და
ეტლები სოფლის გზას გაჰყვნენ, მთთხედრებმა კი ნაფეხურებს მისდიეს.
ჩვენ ჯერ სოფელში დარჩენილებს მივადევნეთ თვალი. შეესია ეს ამოდენა
ლაშქარი სოფელს-არც მასპინძელი მოუკითხავთ, არც სტუმრის რიდი გახსენებიათ,
ყანას შემოჩვეული დათვებივით გადაათვალიერეს ყველაფერი, პირწმინდად
გაფრცქვნეს და აღარაფერი დაუტოვებიათ. სახლებიდან დოქები გამოუტანიათ და
სათითაოდ იყუდებდნენ პირზე, წითელი ღვინო საყელოში ეწუწებოდათ, დაცლილ
დოქებს იქვე ახეთქებდნენ. ყველა ცდილობს როგორმე ირგუნოს ღვინო,
ერთმანეთზედაც გაიწიეს, მაგრამ საქმე უსისხლოდ დამთავრდა-ღვინო სარდლებს
ერგოთ. სტუმრები უკმაყოფილონი ჩანან, იგინებიან, ბუზღუნებენ - მასპინძლებმა
საკადრისი სტუმართმოყვარეობა ვერ გამოამჟღავნეს, სადღაც გაილალნენ და
სანოვაგეც თან წაიღეს , რისი წაღებაც სახელდახელოდ მოხერხდებოდა. არადა ამ
დაქანცული ლაშქრისათვის მართლაც რომ მისწრება იყოადამიანური დასვენება,
სახელდახელოდ შემწვარი ხორცი, ახალ გამომცხვარი თბილი და რბილი პური...
თითქოს აქაური ხალხი სტუმართმოყვარეაო. არ გამართლდა. და უკმაყოფილონიც
ამიტომ არიან. ამიტომ იგინებიან. ამიტომ ამტვრევენ ყველაფერს, რისი დამტვრევაც
კი მოხერხდება...
ეს დიდი ლაშქარი მტრული ზრახვებით მართლაც არ მოსულა ამ ქვეყანაში.
შემთხვევით მოხვდნენ, შინ მომავლება გზად გამოიარეს. უკვე რამდენიმე თვეა გზაში
არიან და მობეზრდნენ, გული გაუწვრილდათ, სანოვაგე შემოელიათ, დაიმშნენ,
დაიქანცნენ. ეს გახლავთ ბერძენთა ათითასიანი ლაშქარი, სპრსეთის უფლისწულის,
46
კიროსის მიერ დაქირავებულუი, რომელსაც გადაუწყვეტია ძმას ტახტი წაართვას და
თითონ დაჯდეს ტახტზე. ასეთი სურვილები ხშირად წამოუვლიათ ხოლმე სამეფო
ოჯახის შვილებს. და მთელი უბედურება ის არის, რომ ამ უწყინარ
ყინარ მაგრამ ლაშქარს დიდად არ გაჰკვირვებია ეს უცნაური მოვლენა ეტყობა,
აქამდეც ბევრი შეხვდათ ასეთი
გაქვავებულკი
სოფელი. როცა მიუახლოვდნენ, უცნაური და ამაღელვებელი სანახაობა
გადაეშალათ. მაგრამ ამ დამშეულსა და გასავათებულ მხედრობას აღელვების
უნარიც აღარ ჰქონდა.
სოფლიდან გამომავალ ფართო გზაზე საოცარ სანახაობას ხედავ.. მთელი
სოფლის ნაფეხურები თოვლზეა აღბეჭდილი. დიდი, პატარა, სულ პაწაწინა,
ცოტათი მომცრო, კოხტა ფეხი... ზოგი წყვილად მომავალი, ზოგი ცალ-ცალკე... აგერ,
დიდი ქალამნის ნაფეხური და იქვე სულ პატარა: მამაკაცს ბავშვისათვის ჩაუჭიდია
ხელი და მოჰყავს; დიდი ნაფეხური უფრო ღრმად წასულა თოვლში, პატარა
ნაფეხური ოდნავღა აჩნია შეყინულ თოვლს.
აგერ, ისევ წყვილად მომავალი ორი ადამიანის ნაფეხური- ერთი უფრო
მოზრდილია, მეორე პატარა, კოხტა. ერთი ჭაბუკისაა, მეორე ყმაწვილი ქალისა.
გინდა, გააცოცხლო სურათი, მომაღლოდ ააყოლო თვალი ჰარში, და ორი
ახალგაზრდა ადამიანის სახეები წარმოიდგინო, რომელთაც ამ ერთი საათის წინ აქ
გაუვლიათ. ჭაბუკი გვერდზე მოყვება ახალგაზრდა ქალს, მაგრამ ხელის
მიშველებას ვერ ბედავს. აქამდე გვერდზე გასვლასაც ვერ გაბედავდა - მშობლებისა
და გარეშეთა რიდით, შიშით...მაგრამ საშინელმა შიშმა ის მოკრძალების შიში
თითქოს გააქარწყლა. აქამდე თუ შორიდან თვალის შევლებასაც ერიდებოდა, ახლა,
აგერ, გვერდზე მოყვებოდა...
ნაფეხურები, ნაფეხურები... ყოველი ზომის ფეხი. ზოგი ქალამნიანი, ზოგი შიშველი.
შეყინულ თოვლს თითების გამოსახულებაც კარგად აჩნია. ზოგი ღრმად ჩამჯდარი,
ზოგი თოვლის ზედაპირზე ოდნავ გამოსახული. დაკვირვებული ადამიანი ამ
ნაფეხურების პატრონთა ხასიათებსაც კი გამოიცნობს, ისე თვალსაჩინოა თოვლზე
დახატული მთელი სოფლის სურათი. ზოგ ნაფეხურს აჩქარება ეტყობა - უფრო
შიშიანია ეს ადამიანი. ზოგი დინჯად მოედინება. ზოგან შენიშნავ - უკანვე
შებრუნებულა, რამდენიმე ნაბიჯი გადაუდგამს... და იქვე თოვლზე, ხედავ, რაღაც
მძიმე საგანი დავარდნილა... ეტყობა, თოვლში დაცემულ მოხუცს მიეშველა, ან
დასნეულებულ ადამიანს, ან ფეხმიძიმე ქალს... თითქოს გესმის კიდეც
გაჭირვებული ადამიანის კვნესა, მომეშველეო...
მაგრამ ამას ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი მანქანის ეკრანზე. ჩვენს ნაცნობ ლაშქარს
ეს სულაც არ აწუხებს. მათ უკვე შენიშნეს ის, რაც აინტერესებდათ და მხიარული
ყიჟინაც მორთეს.
ამ ფართო გზის ნაპირებზე-აქეთაც და იქითაც - საქონლის ნაფეხურები ჩანდა.
საქონელიც გამოერეკათ, და სწორედ ამან გაახარა ლაშქარი. სოფლის გზის
მოსახვევთან გორაკები იწყებოდა და ნაკვალევიც იკარგებოდა- უხვევდა გზა.
სარდლების მცირე ბჭობის შემდეგ ლაშქარი ორად გაიყო, ქვეითები და
ეტლები სოფლის გზას გაჰყვნენ, მთთხედრებმა კი ნაფეხურებს მისდიეს.
ჩვენ ჯერ სოფელში დარჩენილებს მივადევნეთ თვალი. შეესია ეს ამოდენა
ლაშქარი სოფელს-არც მასპინძელი მოუკითხავთ, არც სტუმრის რიდი გახსენებიათ,
ყანას შემოჩვეული დათვებივით გადაათვალიერეს ყველაფერი, პირწმინდად
გაფრცქვნეს და აღარაფერი დაუტოვებიათ. სახლებიდან დოქები გამოუტანიათ და
47
სათითაოდ იყუდებდნენ პირზე, წითელი ღვინო საყელოში ეწუწებოდათ, დაცლილ
დოქებს იქვე ახეთქებდნენ. ყველა ცდილობს როგორმე ირგუნოს ღვინო,
ერთმანეთზედაც გაიწიეს, მაგრამ საქმე უსისხლოდ დამთავრდა-ღვინო სარდლებს
ერგოთ. სტუმრები უკმაყოფილონი ჩანან, იგინებიან, ბუზღუნებენ-მასპინძლებმა
საკადრისი სტუმართმოყვარეობა ვერ გამოამჟღავნეს, სადღაც გაილალნენ და
სანოვაგეც თან წაიღეს, რისი წაღებაც სახელდახელოდ მოხერხდებოდა. არადა ამ
დაქანცული ლაშქრისათვის მართლაც რომ მისწრება იყოადამიანური დასვენება,
სახელდახელოდ შემწვარი ხორცი, ახალ გამომცხვარი თბილი და რბილი პური...
თითქოს აქაური ხალხი სტუმართმოყვარეაო. არ გამართლდა. და უკმაყოფილონიც
ამიტომ არიან. ამიტომ იგინებიან. ამიტომ ამტვრევენ ყველაფერს, რისი დამტვრევაც
კი მოხერხდება... ეს დიდი ლაშქარი მტრული ზრახვებით მართლაც არ მოსულა ამ
ქვეყანაში. შემთხვევით მოხვდნენ, შინ მომავლება გზად გამოიარეს. უკვე რამდენიმე
თვეა გზაში არიან და მობეზრდნენ, გული გაუწვრილდათ, სანოვაგე შემოელიათ,
დაიმშნენ, დაიქანცნენ. ეს გახლავთ ბერძენთა ათითასიანი ლაშქარი, სპრსეთის
უფლისწულის, კიროსის მიერ დაქირავებულუი, რომელსაც გადაუწყვეტია ძმას
ტახტი წაართვას და თითონ დაჯდეს ტახტზე. ასეთი სურვილები ხშირად
წამოუვლიათ ხოლმე სამეფო ოჯახის შვილებს. და მთელი უბედურება ის არის, რომ
ამ უწყინარ.
თავი მესამე.

თავი III
1.
აი, ეს ლეგენდაც.
სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა
და კავკასიანთა (თქვენ ალბათ მიხვდით, რომ აქ კავკასიის ხალხებია ჩამოთვლილი)
ერლი მამა ჰყავდათ, ძმები იყვნენ. მამის სახელია თარგამოსი. თარგამოსი ნოეს
შვილიშვილი ყოფილა. იმ ნოესი, რომლის სახელთანაც დიდი წარღვნის ბიბილიური
თქმულებაა დაკავშირებული.
ნოეს შთამომავლობა ძალიან დიდი ყოფილა და, როცა გაიყვნენ, თარგამოსს
წილადა ხვდომია ქვეყანა, რომელსაც აღმოსავლეთით გურგანის ანუ კასპიის ზღვა
ემიჯნებოდა, დასავლეთით
ზღვა პონტოსი
ანუ შავი ზღვა, სამხრეთით ორეთის ანუ ქურთის მთა, ხოლო ჩრდილოეთით 
კავკასიის მთა.
რვა ვაჟი ჰყოლია თარგამოსს ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მივაკანი, ლეკი,
ჰეროსი, კავკასი და ეგროსი (როგორც ხედავთ, ისევ კავკასიის ხალხთა შვილებია
ჩამოთვლილი). როცა ესენიც გამრავლდნენდა ერთად ვეღარ ეტეოდნენ, მამამ აიღო
და თავისი წიხლვდომილი დიდი ქვეყანა, ღირსებისდაგვარად, რვა ვაჟიშვილს
გაუყო. ლეგენდის მიხედვით ჩამოთვლილია, ვის რა ერგო.
ცხოვრობდა რვა ძმა ტკბილად და სვებედნიერად, მაგრამ ერთი დიდი
საწუხარი მაინც ჰქონდათ: რვანივე კაცობრიობის პირველ მეფეს ნებროთს (ეს მეფეც,
რაღა თქმა უნდა, ლეგენდარულია) მორჩილებდნენ, რატომ უნდა ვმორჩილებდეთ
ვიღაც სხვას, ან ხარკი რატომ უნდა ვაძლიოთო. უფროსმა ძმამ ჰაოსმა მოუხმო
დანარჩენ შვიდ ძმას და უთხრა:

48
მოგვცა ღმერთმან მაღალმან ძალი და სიმრავლე ნათესავისა ჩვენისა. აწ შეწევნითა
დამბადებლისათა ვიყვნეთ არა ვისა მონა, და არავის ვმსახურობთ, თვნიერ ღმერთისა
დამბადებლისა

ძმებმა მოიწონეს უფროსუ ძმის გადაწყვეტილება და განუდგნენ ნებროთს,აღარ


მისცეს ხარკი. ნებროთს, ეტყობა, სხვაც ბევრი ჰყავდა დამორჩილებული. რომ
გაიგეს,თარგამოსის შვილები განუდგაო, ისინიც გადუდგნენ, იმათაც შეუწყვიტეს
ხარკის მიცემა.
ბუნებრივია, ნებროთი გაბრაზდებოდა. შეკრიბა ჯარი და პირველად, რაღა თქმა
უნდა, თარგამოსიანთა წინააღმდეგ გამოილაშქრა, რადგან მთელი უბედურება
სწორედ მათგან სჭირდა. გაიმართა საშინელი ბრძოლა, რომელშიაც რვა ძმამ
გაიმარჯვა.ნებროთის ჯარი დამარცხდა.

ზღაპარსა ჰგავს არა? აკი თავიდანვე ვთქვით, ლეგენდას გავიხსენებთო.


ზღაპარია. ზღაპარია იმიტომაც, რომ საფუძვლად მეორე დიდი ზღაპარი უდევს,
ბიბლიური ზღაპარი.
მოდი ახლა ის ზღაპარიც გავიხსენოთ.
ღმერთმა რომ ქვეანა შეკმნა და ხალხი გააჩინა, თვითონაც ცაში ავიდა და
იქიდან
დაჰყურებდა თავის შექმნილ ქვეყანას. ხალხი თანდათან გამრავლდა, ცხოვრობდნენ
ტკბილად და ბედნიერად, ღმერთს მორჩილებდნენდა ყოველ ცისმარზე
ლოცულობდნენ.
მერე, როგორღაც, ცნობისმოყვარეობამ წამოუარათ: ვნახოთ ერთი ვინ არის ის
ღმერთი, ამდენს ვლოცულობთ და თვალი კი ერთხელაც არ შეგვივლიაო.
გადაწყვიტეს ცაში ასულიყვნენ და ენახათ.
გადაწყვეტა კი ადვილია, მაგრამ შესრულებას აღარ იკითხავთ?! როგორ გინდა
ცაში ახვიდე?! იფიქფრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს, მაღალი გოდოლი ანუ კოშკი
აეშენებინათ. აჰყვებოდნენ ნელ-ნელე აკ გოიდოლს და ცაში ავიდოდნენ.
რაკი მოიფიქრეს, აღარც დააყოვნეს, სშეუდგნენ გოდოლის ნშენებლობას,
მთელი ხალხი დაეხვია და ეხვია და ამიტომაც ბაბილონის გოდოლი შეარქვეს მერე
იმ კოშკს.
ღმერთმა რომ გადმოხედა და ეს ამბავი დაინახა, ჯერ გაეცინა ხაკლხის
უგუნურებაზე, დააცადა, აბა თავისით თუ მოვლენ გონსაო. მაგრამ როცა ნახა აღარ
ხუმრობდნენ, და კოშკს უკვე კარგად მომაღლოდ შეემართა თავი ცაში , განრისხდა
თურმე ღმერთი. ჭკუა აურია გოდოლის მშენებელ ხალხს, სულ სხვადასხვა ენაზე
აალაპარაკა. რაღაცას კი ყაყანებდნენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმოდათ. აირია
ყველაფერი, გოდოლს რაღას ააშენებდნენ, მიანებეს თავი და ეს ამოდენა ხალხი,
ყველა თავისებურად მოუბნე და მოუბარი, გაიფანტა , მთელს დედამიწას მოედო.
მაშინ იყო ,რომ თარგამოსმა და მისმა მრავალრიცხოვანმა ოჯახმა კავკასიისკენ
გამოსწიეს.
სწორედ ასე წერია ლეგენდაში:
და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონის გოდოლი, და
განეყვნეს მუნ ენენი და განიბნიეს მუნით ყოველსა ქვეყენასა. და. და წარმოვიდა ესე

49
თარგამოს ნათესავითურთ მისით და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა
კაცთშეუვალთა
...
აი ეს ზღაპარია იმ ლეგენდის საფუძველი.

მაგრამ, აბა კარგად დავაკვირდეთ. მართლა ეს ზღაპარი აქვს საფუძვლად


ჩვენი ხალხის წარმომავლობის ლეგენდას? იქნებ მხოლოდ გარეგნულად ჩანდეს ასე
და სინამდვილეში კი სულ სხვაგვარად იყოს საქმე.
დიახ, სწორედ ასეა. მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე. იმ რელიგიურ ლეგენდას
კი სულ სხვა საფუძველი, სხვა აზრი და სხვა მიზანდასახულობა აქვს.
მაინც რა საფუძველი და რა მიზანდასახულობა აქვს?
სანამ ამას გავარკვევდეთ, ჯერ ის ვნახოთ, საიდან მომდინარეობს ლეგენდა.
იგი შესავალი ნაწილივით წამძღვარებული აქვს ქართლის ცხოვრებას,
ისტორიული ნარკვევებისა თუ ქრონიკების კრებულს, რომელშიც მოთხრობილია
ქართველი ხალხის თავგადასავალი, მისი ისტორია, მისი ცხოვრებისა და
განვითარების გზა.
როდის დაიწერა ეს ქრონიკები? უფრო სწორი იქნება, თუ ვიკითხავთ, როდის
იწერებოდა ეს ქრონიკები?
ამისი დანამდვილებით თქმა ძნელია, ალბათ შეუძლებელიც, იმიტომ, რომ
პირვანდელი ხელნაწერები ამ ნარკვევებისა თუ ქრონიკებისა თუ ქრონიკების
ადროთა ვითარებაში დაკარგულა, განადგურებულა, აღარა ჩანს.
მაშ ჩვენამდე როგორ მოაღწია?
ჩვენამდე მოაღწია იმ პირვანდელი ხელნაწერების ასლებმა, ან იქნებ
გადამუშავებულიმა ვარიანტებმაც. თვითონ ეს ცალკეული ქრონიკები ერთად
კრებულად, ერთ წიგნად, ეტყობა, მეთერთმეტე საუკუნის მიწურულში
ჩამოყალიბდა და ქართლის ცხოვრება ეწოდა.
რა პირობებში მოხდა ეს? ვის მოაფიქრდა? რა იყო ასეთი კრებულის შედგენის
უშუალო მიზეზი?
დანამდვილებით ამის თქმაც ძნელია, მაგრამ შეგვიძლია კი ვივარაუდოთ.
როგორც უკვე ითქვა, აღნიშნული კრებული შეიქმნა მეთერთმეტე საუკუნეში.
როგორია ეს დრო საქართველოში?
მოვუსმინოთ ივანე ჯავახიშვილს:
... სამეფოს საქმეები აწეწილ-დაწეწილი იყო... ქვეწყანა აოხრებული...ქართლის
ჭალაკები და ნაჭარმაგევი ნადირთ ბუნაგად იქცა... ქართლში თურქები
დაძრწოდნენ... თბილისის საამიროსა და თრიაკეთის გარდა, მთელი სამხრეთ-
დასავლეთი საქართველო მათ ეპყრათ და თავისუფლად დანავარდობდნენ... ძმათა
შორის მტრობასა და ძმობას, თურქთა ნავარდობას, ბუნების მრისხანებაც ზედ
დაერთო... იქვწე მემატიანის სიტყვებს იშველიებს დიდი მეცნიერი:

... მოოხრებულუ იყო ქართლი... თვინიერი ციხეთასა სადამე არა იყო კაცი სოფელსა
შინა.

ესე იგი ხალხი ციხეებს იყო შეფარებული, გარეთ გამოსვლას ვერ


ბედავდა,მინდვრები არ იხვნებოდა, არ ითესებოდა, ხალხი შიმშილით იხოცებოდა.
მეორე დიდი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი ამასვე წერს:

50
,,გატყევდა ქვეყანა და აღარა იყო მუშაკობა, რამეთუ წმინდანი ეკლესიანიცა
სახლად პირუტყვთა იქმნენ და არა იყო ღონისძიება
...
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამას წინ უსწრებდა ბიზანტიის კეისართან
ხანგრძლივი და გამანადგურებელი ომი, რამაც სისხლისგან დაცალა საქართველო,
ადვილი წარმოსადგენია, როგორი ვითარება იქნებოდა ამ დროს ჩვენს ქვეყანაში.
ყველას აწუხებდა ეს მდგომარეობა. ხალხი საგონებელში ჩავარდნილიყო. ვინ
როგორ გამოხატავდა ამ წუხილს,ვინ როგორ. ყველაზე მეტად შეჭირვებული და
შეწუხებული, რაღა თქმა უნდა, მშრომელი ხალხი იქნებოდა. თურქების შემოსევა
იყო, გზებზე ყაჩაღების თარეში თუ გათავხედებული ფეოდალების თავაშვებულობა
(ანუ რასაც ზემოთ ჩვენი ისტორიკოსი ,,ძმათა შორის მტრობას
უწოდებს), ეს ყველაფერი ქართველი გლეხკაცის თავზე ტყდებოდა.
ქვეყნის განათლებულ და მოწინავე ადამიანებს აწუხებდათ ეს, სულ ამაზე
ფიქრობდნენ, მთავარი საზრუნავი და თავსატეხი ეს იყო.საცა კი შეხვდებოდნენ
ერთმანეთს, ამაზე ლაპარაკობდნენ, რადგან ლხინისა და განცხრომისათვის აღარავის
ეცალა.
ივანე ჯავახიშვილს იქვე მოჰყავს მემატიანის სიტყვები: ,,..არცაღა იქნა
ლხინება კაცთა
. გავლენიანი ადამიანები, ქვეყნის თავკაცები საგანგებოდ იკრიბებოდნენ და
ფიქრობდნენ, ბჭობდნენ, ღონისძიებებს სახავდნენ, თუ როგორ ეშველათ
გატიალებამდე მისული ქვეყნისთვის.
ასეთი შეკრების დროს, რაღა თქმა უნდა, ძველ დროსაც გაიხსენებდნენ, კიდევ
როდის იყო ასეთ განსაცდელში ჩვენი ქვეყანა. მაშინ რა უწამლეს, რა იღონეს, რა
ღონისძიებანი დასახეს. იქვე იმასაც შენიშნავდნენ, რომ გარდასულ დროთა
მოვლენების აღმნუსხვნელი ქრონიკები უკვე აღარ იშოვება, გაცვდა,
დაიკარგა.საჭიროა თავი მოუყაროს კაცმა. გადაწეროს, ერთ წიგნად შეკრას,
გაამრავლოს. ახალგაზრდობა ამ ქრონიკებზე უნდა იზრდებოდეს, სამეფო კარზე,
მონასტრებშიც. უნდა იგრძნონ და შეიგრძნონ ახალგაზრდებმა,რომ მთავარი
უბედურება შინაგანი შუღლი და ქიშპობაა , ერთმანეთის გაუტანლობა, საზოგადო
საქმის მიმართ გულგრილობა. უნდა შეისწავლონ ახალგაზრდებებმა თავიანთი
წინაპრების ისტორია, მათი ავიცა და კარგიც...

უნდა ვიფიქროთ, რომ ასე ბჭობდნენ და მსჯ ელობდნენ ქვეყნის მოწინავე


ადამიანები.
გავა ამის შემდეგ რვა საუკუნე და ილია ჭავჭავაძე იმასვე დაწერს: ,,შვილნა
უნდა იცოდეს, სად და რაზე გაჩერდა მამა, რომ იკიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის
წევა.შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო შემცდარი, რაში იყო მართალი
და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად და რა კეთილი
ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და
რისთვის და რაში უქმობდა
...
ალბათ ასევე მსჯელობდნენ ის ჩვენი შორეული წინაპრები და დაბეჯითებით
მოითხოვდნენ, ყმაწვილებისათვის ქვეყნის წარსული ესწავლებინათ. ჩვენი
მეცნიერები პირდაპირ აღნიშნავენ, რომ ეს ქრონიკები მაშინდელ სკოლებში
ისწავლებოდა. პირველ რიგში ასწავლიდნენ, რაღა თქმა უნდა, უფლისწულებსა და

51
წარჩინებული ოჯახის შვილებს, რომელთაც დიდი სახელმწიფოებრივი
თანამდებობისთვის ამზადებდნე- მათ კარგად უნდა სცოდნოდათ წინაპრების
ისტორია, რათა იმათი გმირობა და შემართება მაგალითად ჰქონდათ, ხოლო იმათი
შეცდომები თავიდან აეშორებინათ.
ერთი სიტყვით, მრავალ ღონისძიებათა შორის, რაც იმ საგანგებო ვ ითარებაში
დაისახებოდა, ესეც ერთ-ერთი ღონისძიება იქნებოდა. მაშინვე მოიძებნებოდა ჭკვიანი
და განათლებული ადამიანი, რომელსაც ამასთან, კალამიც კარგადფ უჭირდა, და
დავალება მიეცემოდა:შეეგროვებინა სხვადასხვა დროის ისტორიული გამოკვლევები,
ქრონიკები, ყოველგვარი ხასიათის ისტორიული მასალები... დაეხვეწა,
დაემუშავებინა, შეევსო და ერთ წიგნად შეეკრა.
დაახლოებით ასეთ ვითარებაში გადაწყდებოდა ზემოთნახსენები ქრონიკების
შეკრება-შწდგენისა და ერთ წიგნად შეკვრის საკითხი. ასეთი ნვარაუდის უფლება და
საფუძველი ჩვენ გვაქვს.
რაკიღა ამ ღონისძიების გატარება მიზანშეწონილად და საჭიროდ ჩათვალეს,
ახლა უკვე კონკრეტულიდ შეუდგებოდნენ შესაფერისი ადამიანის მოძებნას და
შერჩევას...
არჩევანი მართლაც მარჯვე გამოდგა. კაცმა, რომელიც შეარჩიეს, ჩინებულად
გაართვა თავი საქმეს.

ეს ოყო ლეონტი მროველი, რუისის არქიეპისკოპოსი, დინჯი და ბრძენი


ადამიანი, დიდი პატრიოტი, კარგი კალმის პატრონი. წიგნი, რომელიც მან
შეადგინადადაამუშავა, ეროვნულ საგანძურად იქცა და უდიდესი სამსახური გაუწია
მომდევნო თაობების სახელმწიფო მოღვაწეებსაც, მწიგნობრებსაც და, საერთოდ,
ყველა განათლებულ ადამიანს...
ჩვენ რომ ზემოხსენებული კრება ვივარაუდეთ, ამის საფუძველს მარტო ის
გუმანი კი არ გვაძლევდა, არამედ ისიც, რომ ერთი ასეთივე კრება მართლაც იყო იმ
ჩვენი სავარაუდებელი კრების შვიდი საუკუნის შემდეგ. შვიდი საუკუნის შემდეგაც
თითქმის იმგვარივე სიტუაციაში შეიკრიბნენ ქვეყნის განათლებული და მოწინავე
ადამიანები და საკითხიც იმგვარადვე დაისვა.
ამჯერად ეს მოხდა უფლისწულ ვახტანგის თაოსნობით, რომელიც შემდეგ
ტახტზე ავიდა და მეფე ვახტანგ მეექვსე გახდა.
მეთერთმეტე საუკუნეში შედგენილი ქართლის ცხოვრება
შემდომი დროის გადამწერებს შეერყვნათ, დაემახინჯებინათ, ისედაც არ
იშოვნებოდა, სანთლით საძებნელი იყო, განმართეს. და სხუაცა წერილნი მოიხუნეს,
რომელიმე სომეხთა და სპარსთა ცხოვრებისაგან გამოხუნეს, და ესრეთ აღწერეს
.
საქმის მცოდნენი მოიწვიეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, შეაგროვეს
ყველა საჭირო მასალა, რაზედაც კი ხელი მიუწვდებოდათ, და შეუდგნენ მეტად
ძნელსა დასერიოზულ მუშაობას...
ერთი სიტყვით, სწორედ ისე როგორც ეს ჩვენი ვარაუდით, მეთერთმეტე
საუკუნეში მოხვდა.
ახლა ისევ იმ ლეგენდას დავუბრუნდეთ
რაკი ლეონტი მროველი სასულიერო პირი იყო, იქნებ ახლა მომენტით
ისარგებლა, მარჯვე შემთხვევა გამოიყენა და ბიბლიური თემის პოპულარიზაცია
გადაწყვიტა, იქნებ არც კი შეუთხზავს ეს ლეგენდა, მაგრამ ხალხში იყო
გავრცელებული, ან ვინმეს დაწერილიც ჰქონდა, და, აჰა გამოიყენა, ისეთ წიგნს

52
წაუმძღვარა, რომელივც, იცოდა, ფართოდ გავრცელდებოდა, ყველა სკოლასა და
დიდებულის სახლში შწვიდოდა, ყველა განათლებული ქართველის თანამგზავრი
გახდებოდა!
აქ თითქოს დაუჯერებელი არაფერია. სულაც არ არის გასაკვირი,რომ მაღალმა
სამღვდელო პირმა რელიგიურ თემას პოპულარიზაცია გაუკეთოს. ვიმეორებ, ეს
მოსალონელიც არის ასეთი რამ ხდებოდა ხოლმე და ბუნებრივადაც მიაჩნდათ. მით
უმეტეს, რომიმ დროის მეისტროიენი თავიანთი ხალხის წარმომავლობას ბიბლიურ
თემებს უკავშირებდნენ.

იქნებ თვითონვე სჯეროდა ამ მოთხრობის ჭეშმარიტება?!


ეს უფრო საეჭვოა. ისეთი ბრძენი ადამიანი, რა თქმა უნდა , ამ ზღაპარს არ
დაიჯერებდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მოსალოდნელიიყო, რომ თავის
თავის იდეოლოგიას გაამაგრებდა და მორწმუნე ხალხს კიდევ ერთხელ
შეახსენებდარელიგიურ არაკს ქვეყნის გაჩენის შესახებ!
მაგრამ, არა ლეონტი მროველს ამ მიზნით არ წაუმძღვარებია ეს ლეგენდა
თავისი კრებულისთვის. საერთოდ ბოროტად არ გამოუყენებია დაკისრებული
მოვალეობა, თავისი რელიგიგიური მსოფლმხედველობის პოპულარიზეციას ზომაზე
მეტად არ მოჰყოლია.
პირიქით, როცა შვიდი საუკუნის შემდეგ ვახტანგის სამეცნიერო კომისიამ
კარგად შეისწავლაქართლის ცხოვრების მროველისეული ვარიანტიცა და სხვა
მასალებიც.იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ მშვენიერ კრებულს სწორედ საეკლესიო
მასალები აკლდა!
კომისიამ, რომელშიაც მართალია, სასულიერო პირებიც იქნებოდნენ, მაგრამ
უნდა ვიგულისხმოთ, ერის კაცები სჭარბობდნენ, ნაკლად ჩაუთვალა უმაღლესი
ჩინის სამღვდელო პირს, რომ მან თავის წიგნში საეკლესიო, რელიგიური თემები
გამოტოვა! თანაც, არა ყურით მოთრეული თემები, არამედ წიგნის ორგანული და
შემადგენელი ნაწილი! და გამოასწორა კიდეც ვახტანგის კომისიამ ეს ნაკლი-თავის
ვარიანტში ასეთი საეკლესიო თემებიჩაურთო. რატომ მოხდა ასე? იქნებ
ლეონტი მროველს არა სწამდა ის საქმე, რასაც ემსახურებოდა? იქნებ ურწმუნო იყო?
არა, რაღა თქმა უნდა. იგი ქრისტიანული მსოფლმხედველობის ერთგული
მიმდევარი, დამცველი და პოპულარიზატორი იყო. ეს ამწიგნშიაც მძაფრად
იგრძნობოდა. აქ ჩვენ უხვად ვხვდებით ამნაირ პასაჟებს. და როცა ვამბობთ,
ხელსაყრელი შემთხვევა ბოროტად არ გამოუყენებიაო, ამით მხოლოდ იმას
ვგულისხმობთ, რომ ზედმეტი არ უქნია, ძალიან არ გადაუჭარბებია. და იმიტომაც
მიიჩნია ეს ნაკლად ხუთი საუკუნის მერმინდელმა კომისიამ. იმიტომაც შეავსო ასეთი
ეპიზოდებით. თორემ, გაგიხარიათ, რელიგიური თემები და ქრისტიანული ეკლესიის
პროპაგანდა ისედაც ბლომად იყო წიგნში. ლეონტი მროველი ბრძენი იყო.
მეტისმეტი- რეტისრეტიო, ერთი ქართული ანდაზა ამბობს. ლეონტი მროველი
მშვენივრადა გრძნობდა, რომ წინა საუკუნეებში ზედმეტი მოუვიდათ, მეტისმეტად
გამოიდეს თავი ისეთი პეოპაგანდა გასწიეს ქრისტიანული რელიგიისა, ისე
ჩასჩიჩინებდნენ და ცხვირში ჩრიდნენ, რომ ხალხი გააბეზრეს, ყელში ამოუყვანეს.
ზედმეტი პროპაგანდა უკვე საწინააღმდეგო რეაქციას იწვევდა. ეს იცოდა ამ ბრძენმა
კაცმა, გრძნობდა, რომ ამითი წიგნს ზემოქმედების ძალას დაუკარგავდა, და შეკვეცა .
ლეონტი მროველი ბრძენიც იყო და კარგი მწერალიც. კომპოზიციის შესანიშნავი
გრძნობა ჰქონდა. ყოველ წიგნს თავისი ძირითადი და დამხმარე თემები აქვს,
სათანადო აქცენტები სჭირდება. მროველმა ჩინებუთლად იცოდა, რა დანიშნულება

53
ჰქონდა ამ ნაშრომს, იცოდა ვისთვის და რისთვის იყო იგი გამიზნული, იცოდა, რომ
წიგნი, რომელსაც იგი ამზადებდა, საერთო ხასიათისა იყო. რელიგიური
ეპიზოდებით ზედმეტათ გადატვირთა კი ავნებდა, მისამართს დაუკარგავდა,
ძირითადაქცენტებს შეცვლიდა, მკითხველს შეცდომაში შეიყვანდა და მთავარი
თემის სიმძაფრეს გაანელებდა. თუ ასეა, მაშინ ამ შესავალსაც მოშვებოდა, რაღა
რელიგიური ზღაპრით დაიწყო?! ესეც სავსებით ბუნებრივია-ამოდენა წიგნში
პირველი სიტყვა ღმერთს ეკუთვნოდა. ეს იყო, როგორც აუცილებელი სამკაული,
თავსართი. ასე იყო დაკანონებული. გავიხსენოთ ვეფხისტყაოსნის
ჩესავალი! ბრძენმა ნწიგნობარმა ორმაგად გამოიყენა ეს. შესავალი ტექსტი თან
ღმერთისადმი მიმართვასაც წარმოადგენს და თან თან კი ის ღრმა ქვეტექსტი აქვს,
რაც მთელს წიგნს გასდევს ლეიტმოტივად და რისთვისაც, საერთოდ, იგი დაიქერა და
შეიქმნა. თქვენ ალბათ ხვდებით ამ ქვეტექსტს. ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ
მარხულობისაგან გამხდარი, ზრუნვისაგან ჩუბლაღარული, ენერგიული თეთრწვერა
მოხუცი კაცი, რომელიც სანთლის მქრქალი შუქით განათებულ პატარა მაგიდას უზის
წერს. ვიწრო სარკმლიდან ღამის მძიმე წყვდიადი შემოდის და ჭოტის შორეული
კივილი შემოაქვს. სენაკში პირქუშ მყუდროებას დაუსადგურებია. მოხუცის
დაძარღვულ ხელს ლამაზი ქართული ასოებით გამოჰყავს: პირველად ვახსენოთ ესე,
რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა,
მეგრელთა და კავკასიანთა
...წერს იგი, ხოლო თავისთვის კი ფიქრობს და თითქოს ბუტბუტებს კიდეც:
მრავალტანჯულო შვილნო ჩემნო, ქართველნო და ბინადარნო მთელის კავკასიისა. ეს
მიწა-წყალი, რომელიც თქვენ საცხოვრებლად გარგუნათ ღმერთმა, ისეთ ადგილზე
მდებარეობს, რომ თვალი ყველას აქეთკენ გამოურბის, მტერსაც და მოყვარესაც,
მეზობელ სახელმწიფოსაც და შორეულსაც. თქვენი ურთიერთ სიყვარული და
კეთილი მეზობლობა მტერს თვალში ეჩხირებოდათ, შურთ იმათ თქვენი, დღენიადაგ
იმას ცდილობენ მოშალონ ეს სიყვარული, შუღლი ჩამოაგდონ, ერთმანეთს
გადაგკიდონ, დაგასუსტონ და ადვილად დაგამარცხონ. ნუ წამოეგებით, შვილნო
ჩემო, მტრის ანკესზე, ნუ მოშლით ურთიერთ სიყვარულს, ერთმანეთის სატკივარი
საკუთარ სატკივრად მიიჩნიეთ, ერთმანეთის ჭირი და ლხინი გაიზიარეთ..
და ასეთი ქვეტექსტის შემცველ იმ პირველ ზღაპარს იქვე მოსდევს
მეორე ამგვარივე ალეგორიული არაკი, როგორც კონკრეტული მაგალითი
ურთიერთსიყვარულისა და მეგობრობის დიდი სიკეთისა, როგორც ერთგვარი
განმარტება მთავარი არაკის ქვეტექსტისა: კაცობრიობის ლეგენდარული მეფე
ნებროთი შეებრძოლა თარგამოსის შვილებს, კავკასიის ბინადართ. ძმები
ერთსულოვნადწამოიშალნენ დაპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად და
ამიტომაც სძლიეს კაცობრიობის პირველი მეფის ძლევამოსილ მხედრობას. ამ მეორე
არაკის ქვეტექსტი მეტად მარტივი და ადვილად გასაგებია. ჩვენ ქვემოთ ვნახოთ,
როცაკავკასიის მკვიდრნი ასე ერთსულოვნად გამოდიოდნენ მომხდურიმ მტრის
წინააღმდეგ, ადვილად იმარჯვებდნენ ხოლმე. მაგრამ ხშირი იყო ისეთი პერიოდები,
როცა ვერაგი მტერი მაინც ახერხებდა მოძმე ხალხების ერთმანეთზე გადაკიდებას,
და მაშინ მტრის საქმე გაადვილებული იყო. იქნებ ვინმემ იკითხოს-რაღა
ქვეტექსტებითა წერდა, ბარემ პირდაპირ ეთქვა, რისი თქმაც სურდაო. საქმე ის არის,
რომ ამითი მან უფრო აამაღლა თავისი სათქმელი, მეტი ელვარება და მნიშვნელობა
მისცა. მეტი დამაჯერებლობა. მხატვრული ხერხი გამოიყენა. თუ ჩვენ ასე
გავიაზრებთ შესავალ ლეგენდას, მაშინ ბევრი უნაყოფო თავისმტვრევა აღარ
დაგვჭირდება იმის გასარკვევად, თუ საიდან მომდინარეობს ეს ზღაპარი დაქ შეიცავს
54
თუ არა იგი ჭეშმარიტების ელემენტებს. იმის
დასადასტურებლად, რომ ლეონტი მროველს სწორედ ეს ქვეტექსტი ჰქონდა
ნაგულისხმევი, სხვა საბუთებიც შეიძლება მოვიშველიოთ. წიგნი რომ ბიბლიის
არაკით იწყება, ეს, როგორც ითქვა, სულაცარ არის გასაკვირი, რადგან იმ დროის
საქრისტიანო ქვეყნების მემატიანენი თავისი ხალხის წარმომავლობას სულ ასე,
ბიბლიის არაკებზე ამყარებდნენ. ძველი სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელიც
სომხების წარმომავლობას ასევე ბიბლიას უკავშირებს. მაგრამ საინტერესო სწორედ ის
არის, რომ იქ მარტო სომეხი ხალხია ნახსენები, კავკასიის სხვა ხალხებისაგან
დამოუკიდებლად. ასევე შეეძლო ეს გაეკეთებინა ლლეონტი მროველსაც.მასაც ხომ
შეეძლო ქართველთა გვარტომობა ბიბლიის არაკისათვის დაეკავშირებინა და
კავკასიის სხვა ხალხები სულაც არ ეხსენებია. ამით იგი არც ტრადიციას დაარღვევდა
და არც ქრისტიანული ეკლესიის მსოფლმხედველობას უღალატებდა. მაგრამ მაშინ
აზრი აღარ გამოუვიდოდა, რასაც მროველისეული ქვეტექსტი შეიცავს და რა
სულისკვეთებითაც სურდა მას თავისი ხალხის აღზრდა და რა სულისკვეთებითაც
სურდა მას თავისი აღზრდა და დარაზმვა. ამრიგად, წიგნის შესავალი ლეგენდა
კავკასიის ყველა კავკასდიის ყველა ხალხისადმი მიმართვას წარმოადგენს, ყველას
ეკუთვნის. და, ეტყობა, ამას მაშინვე მიხვდნენ:არ გაუვლია ამის შემდეგ დიდ ხანს,
რომ ქართლის ცხოვრება სომხებმა თარგმნეს. ეს იშვიათი მოვლენაა!
ერთი საინტერესო შემთხვევაც გავიხსენოთ ამ სომხურ თარგმანთან
დაკავშირებით. როგორც უკვე ითქვა, მეთვრამეტე საუკუნეში ვახტანგმა საჭიროდ
ჩათვალა სამეცნიერო კომისია გამოეყო, რომელიც რედაქციას გაუკეთებდა და
გადაახალისებდა საუკუნეების განმავლობაში გადამწერთა მიერ შერყვნილსა და
დამახინჯებულ ტექსტს .თანაც წიგნი უკვე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და
ახალი ხელნაწერები იყო საჭირო. თითქმის ორი წელიწადი იმუშავა კომისიამ,
ტექსტი გაწმინდა, გაასუფთავა, გაასწორა, შეავსო. ესე იგი, რედაქცია გაუკეთა და
გაამრავლა.
ამის შემდეგ, ეტყობა, უფრო ფრთხილად ამ რედაქტირებულ - გასწორებულ და
აღდგენილ-ტექსტს ექცეოდნენ, ამ ახალ დედნებს უფრთხილდებოდნენ. ძველებს კი,
დროთა განმავლობაში შერყვნილსა და ბევრი ხმარებისაგან გაცრეცილ-
დაგლეჯილებს, ისეთი ყურადღებით აღარ მოჰკიდებიან და თანდათანობით
დაიკარგა კიდეც ისძველი დედნები.
ასე ხდება ხოლმე-ვეფხისტყაოსნის არა თუ ავტორისეული, სხვათა მიერ
გადაწერილი იმდროინდელი დედნებიც არ არის შემონახული. პოემის ყველაზე
უძველესი ხელნაწერი მეხუთმეტე საუკუნით თარიღდება. ასე მოუვიდა ჩვენი
ხალხის ამ მეორე შესანიშნავ ქმნილებას -ქართლის ცხოვრებასაც.
მაგრამ მაშინ ყურადღება არავის მიუქცევია, რადგან ვისაც წიგნი
დასჭირდებოდა, შეეძლო ვახტანგის კომისიის მიერ რედაქტირებული უფრო სუფთა
დედნებით ესარგებლა.
გასულ საუკუნეში კი, ხალხთა ეროვნულმა თვითშეგნებამ ერთბაშად გაიღვიძა
და გრძნობდა მეტად ფაქიზი და მტკივნეული გახდა, ჩვენი ხალხის მიმართ არა
კეთილად განწყობილმა ზოგმა ადამიანმა ისარგებლა ჩვენი ახლო წინაპრების
დაუდევრობით და ქართლის ცხოვრების სიძველე ეჭვქვეშ დააყენა. ეს წიგნი
მეთვრამეტე საუკუნეში დაიწერაო, განაცხადეს.აკი ვახტანგმა შექმნა საგანგებო
სამეცნიერო კომისია-ამას ხომ თქვენც არ უარყოფთო?-და იმ კომისიას დააწერინა ეს
მართლაცდა კარგი წიგნიო.

55
მაგრამ ამ კარგ წიგნს აღარავითარი ფასი არ ექნებოდა, თუკი მისი სიძველის
დამტკიცება არ მოხერხდებოდა და მართლაც მეთვრამეტე საუკუნეში შექმნილად
აღიარებდნენ. ვის რად უნდოდა, ვის რაში გამოადგებოდა ან რა საინტერესო
იქნებოდა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-მესამე საუკუნეების ამბავი ზეპირად
აღდგენილი და მოთხრობილი ახალი წელთაღრიცხვის მეთვრამეტე საუკუნის
მეცნიერთა მიერ, რა დიდი და ღრმად განათლებული მეცნიერებიც არ უნდა
ყოფილიყვნენ ისინი?! რა მეცნიერული ღირებულება უნდა ჰქონოდა მას?!
არადა, ძველი ხელნაწერები არ ჩანდა. საკმარისი იყო ვახტანგის დრომდე
ორმოცდაათამდე წლის წინათ გადაწერილი დედანი ეპოვათ და ეს უკვე ყველაფერს
გაარკვევდა, სადავო აღარაფერი იქნებოდა, და ის არა კეთილის მოსურნე
ვაჟბატონებიც კუდამოძუებულები გაიძურწებოდნენ.
ვის შეეძლო სიმართლე ეთქვა? ვახტანგიცა და იმ სამეცნიერო კოომისიის
წევრებიც, მათი შთამომავლობის რამდენიმე თაობაც, დიდი ხანია წასულები იყვნენ
ამ ქვეყნიდან. სხვა დამამტკიცებელი საბუთი-ესე იგი, ძველი დედნები-აღარსად
იყო.შემორჩენილი იყო მხოლოდ იმის დამტკიცებული საბუთი, რომ ვახტანგმა
მართლაც გამოყო მეცნიერ კაცთა რაღაც კომისია, რომელიც საისტორიო წიგნზე-
ქართლის ცხოვრებაზე მუშაობდა. მარტო ეს საბუთი კი უიმძველდედნებოდ, კიდევ
უფრო აფუჭებდა საქმეს და არაკეთილისმსურველთა წისქვილზე ასხავდა წყალს.
ჩვენი გამოჩენილი მოღვაწეების ცხარე ფიცი და ზეპირი მტკიცება ფუჭი იყო. ასე
შემთხვევით შეიძლებოდა ხელიდან გამოგვცლოდა უდიდესი ეროვნული საუნჯე,
რომლის დაკარგვა ისეთივე დანაკლისი იქნებოდა, როგორც, მაგალითად,
ვეფხისტყაოსნის
თარიღებზე რომ შემოგვდავებოდა ვინმე (თუმცა ამისი ცდაც ბევრი იყო თავის
დროზე!) და მეთორმეტე საუკუნის ეს დიდებული ქმნილება მეთვრამეტე საუკუნით
დაეთარიღებინათ.
არადა, როცა ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილმა ადამიანებმა
ნახეს, ძველი დედნების პოვნა ვეღარ მოუხერხებიათო, კიდევ უფრო ალესეს ენა და
ვინ იცის, რას არ იგონებდნენ და რას არ გაიძახოდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ
ლამის ჩვენი ხალხისა და ისტორიისადმი მეგობრულად განწყობილი ადამიანებიც
დაეჭვდნენ. არა თუ უცხოელები, ლამის ჩვენ საკუთარ მეცნიერებსაც შეერყათ რწმენა.
და სწორედ ამ დროს-ამაზე იტყვიან ხოლმე, ძმა ძმისთვისაო-საქმეს უშველა იმ
სომხურმა თარგმანმა! ჩვენი ხალხის დიდმა მეგობარმა ფრანგმა მეცნიერმა მარი
ბროსემ, რომელიც იმხანად სწორედ ქართლის ცხოვრებას
ამზადებდა ქართულ-ფრანგულად გამოსაცემად, და უკვე ორჭოფობდა, ვაითუ
გამართლდეს ის ხმები და წიგნი ვახტანგის დროინდელი გამოდგესო... სწორედ ამ
საბედისწერო დროს მან შემთხვევით აღმოაჩინა ქართლის ცხოვრების
სომხური თარგმანი, შესრულებული ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში!
ამის შემდეგ საეჭვო, რაღა თქმა უნდა, აღარაფერი იყო. ბევრი სასქაული ხდება
ბუნებაში, მაგრამ ამ სასწაულს ვერავინ ირწმუნებს-მეთვრამეტე საუკუნეში დაწერილ
წიგნს მეთორმეტე საუკუნეში სომხურად ვერ თარგმნიდნენ! არაკეთილისმოსურნე
ადამიანებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. პირიქით, ახლა ამ ფაქტმა კიდევ უფრო
აამაღლა წიგნის ავტორიტეტი და მნიშვნელობა.
სხვათა შორის, ამის შემდეგ გავიდა კიდევ რამდინიმე ათეული წელი და
თანდათანობით ის ძველი, ვახტანგიმდელი დედნებიც აღმოჩნდა და გამომზეურდა.
ახლა ქართლის ცხოვრების წიგნები, სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ ჩვეული
სიყვარულითა და კეთილსინდისიერებით რედაქტირებული და დამუშავებული,
56
ყველა შემონახულ ხელნაწერთა და ძველ ნაბეჭდ ტექსტებთან შედარებულ-
შეჯერებული და ისეთი სამეცნიერო აპარატურით აღჭურვილი, როგორც
მეცნიერების თანამედროვე დონეს შეჰფერის, უკვე ჩვენი მკითხველის
განკარგულებაშია.
თავი მეოთხე.

თავი IV

1.
ვისაც არ უნდა ჰკითხოთ დღეს საქართველოს ძველი დედაქალაქი, უსათუოდ
მცხეთას დაგისახელებს.

თითქმის ასეც არის, მაგრამ მაინც დაზუსტება სჭირდება. საქმე ისაა, რომ
მცხეთა დედაქალაქი იყო არა მთელი საქართველოსი დღევანდელი გაგებით, არამედ
ქართლისა, ანუ, როგორც უცხოელები ეძახდნენ, იბერიის სამეფოსი, რომელიც
დაახლოებით დღევანდელ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა
(ცოტათი უფრო გაფართოებულს), მაგრამ გარკვეულ პერიოდში მთელი
საქართველოს სინონიმსაც წარმოადგენდა, ისევე როგორც უფრო ძველად კოლხეთის
სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა (ცოტათი უფრო
გაფართოებულს), მაგრამ, გარკვეულ პერიოდში, მთელი საქართველოს სინონიმად
იყო მიჩნეული.

ცოტა უფრო გაფართოებულსო, როცა ვამბობთ, კოლხეთისათვის ვგულისხმობთ


ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს, რომელიც დღევანდელი ზღვისპირეთის
საქართველოს სამხრეთით ეკრა, ხოლო იბერიისათვის, გარდა დღევანდელი
აღმოსავლეთი საქართველოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიისა, დასავლეთი
საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილსაც, შორაპნამდე.
ეს ერთი, მეორეც ისა, რომ ქართველ ტომთა დიდ გაერთიანებას აღმოსავლეთ
საქართველოში, მანამ სამეფო ჩამოყალიბდებოდა და თავის დედაქალაქად მცხეთას
აირჩევდა, მთავარი ქალაქი სხვა ჰქონდა. მეცნიერები ასეთ ქალაქად უფლისციხეს
ვარაუდობენ, ქვაში გამოკვეთილ დიდ ქალაქს, რომელიც ცოტა უფრო დასავლეთით
მდებარეობს.
ჩვენ ზემოთაც რამდენჯერმე ვახსენეთ ქართველ ტომთა გაერთიანებები. ეს ის
პერიოდია, როცა სახელმწიფო ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ უკვე აშკარად ჩანს
რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი მოახლოებულია, აღმოსავლეთ
საქართველოში ეს პროცესი თან დააყოვნა და თან დააჩქარა სპარსეთის ე.წ.
აქემენიდების ძლიერი სახელმწიფოს არსებობამ.
უცნაური მსჯელობა გამოგვივიდა, არა? თან დააყოვნა და თან დააჩქარა!
საქმე ის არის, რომ განვითარებულ სახელმწიფოსთან აქტიური სავაჭრო და
სხვა ხასიათის ურთიერთობანი აჩქარებს ქვეყნის საერთო განვითარებას და ამდენად
სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესსაც აახლოებს. მაგრამ ასეთი დიდი
სახელმწიფოს ახლო მეზობლობა ამავე დროს ხელს უშლის კიდეც ამ პროცესის
საბოლოო დაგვირგვინებას. თითქოს პარადოქსალურია, მაგრამ ასეა. კერძოდ,
სპარსეთის დიდი სახელმწიფოსათვის უფრო ხელსაყრელი იყო დაქვემდებარებული
ჰყოლოდა, უფრო მერმინდელი ტერმინი რომ გამოვიყენოთ თუ ვასალურ არა,
ნახევრად ვასალურ მდგომარეობაში მაინცა ჰყოლოდა მეზობელი ტომები. სწორედ

57
ამან დააყოვნა იბერიის სახელმწიფოს საბოლოო ჩამოყალიბება. ისე კი ნიადაგი
მომზადებული იყო. განვითარების ეს პროცესი ჩქარა მიმდინარეობდა.
განსაკუთრებით მას შემდეგ დაჩქარდა პროცესი, როცა მცირე აზიაში მოსახლე
დიდი ქართველი ტომები, კიმერიელების შემოსევის შემდეგ, სამხრეთიდან
ჩრდილოეთისაკენ დაიძრნენ და ზოგი მათგანი Dდღევანდელ აღმოსავლეთ
საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე სხვა ქართველ ტომებში გაითქვიფა.
კიმერიელები ჩვ.წ.მეშვიდე საუკუნეში შეესიენ მცირე აზიას; მაშ, იქაურ
ქართველ ტომთა ჩრდილო - აღმოსავლეთისაკენ დაძვრაც ასე უნდა დათარიღდეს.
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მცირე აზიის ტერიტორიაზე მოსახლე ქართველ
ტომთაგან ყველაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მუშქები ანუ მესხები იყვნენ. ეს
ტომები ტავის დროზე ხეთების ძველ სახელმწიფოსთან ახლო ურთიერთობაში
ყოფილა, იმ პერიოდში კი, როცა მათ კიმერიელები შეესიენ, თავისი საერთო
მაღალიკულტირითაც და ძლიერებითაც ყველა მეზობლისაგან გამოირჩეოდნენ.
მეცნიერების ვარაუდით, სწორედ მესხების დიდი ნაკადი შეერია ახლანდელ სამხრეტ
და სამხრეთ - აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომებს.
ეს ალბათ თანდათანობით ხდებოდა და აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა
დიდ, მნიშვნელოვან ერთეულად გაერთიანებაც მძიმედ, მაგრამ მტკიცედ
მიმდინარეობდა.
თავისთავად იგულისხმება: ასეთი მაღალი კულტურის მატარებელ ძლიერ
ტომთან გათქვეფა სასურველ შედეგს გამოიღებდა. ასეც მოხდა. მარტო ის ფაქტიც კი,
რომ ამ გაერთიანებამ ცენტრად უფლისციხე აირჩია და კლდეში ისეთი
გრანდიოზული ციხე - ქალაქი გამოკვეთა, რომელსაც დღემდე აღფრთოვანებაში
მოჰყავს მნახველი, ბევრის მეტყველია. ეს თავისთავად მიუთითებს მისი
დამფუძნებელი ხალხის დიდ კულტურაზეც და სიძლიერეზედაც. ამ ხალხს არა
მარტო მშენებლობის, არამედ საერთოდ, ცხოვრების მაღალი კულტურაც ჰქონდა,
დიდად დახვეწილი გემოვნებაც, ფართო გონებრივი ჰორიზონტიცა და მდიდარი
ტრადიციებიც, ამასთან, შორს გამიზნული გეგმებიც.

ვინ იცის, იქნებ მათ შორეულ, ჯერ კიდევ კარგად ჩამოუყალიბებელ გეგმებში
შედიოდა მთელ ქართველ ტომთა ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანება!

ეს იქნებოდა მართლაც გაბედული და დიდი ისტორილი ნაბიჯი. ჩვენ ასეთი


გაბედული ვარაუდის უფლებას გვაძლევს თვითონ ამ ციხე - ქალაქის საარაკო
გრანდიოზულობა.
ახლა ძნელი აღსადგენია, აქ მობინადრე ხალხს რა ოცნებანი ასულდგმულებდა
და იმავე დროს ძილს უფრთხობდა, რას ფიქრობდა, რითი სუნთქავდა. მაგრამ,
ვიმეორებ, შტამბეჭდავი გრანდიოზულობა ამ ციხე - ქალაქისა, უფლებას გვაძლევს
გადაჭრითა ვთქვათ, რომ ეს ოცნებანიც გრანდიოზული უნდა ყოფილიყო.
2.
როცა უფლისციხეზე, როგორც დიდი გაერთიანების ცენტრზე დავიწყეთ
ლაპარაკი, ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს მცხეთა იმ დროს სულაც არ არსებულიყოს.
არსებობდა, მაგრამ, პატარა დასახლება იყო, იქნებ მეორეხარისხოვანი ქალაქი, მაშინ
როდესაც უფლისციხე ალბათ ტომთა გაერთიანების ცენტრსა თუ დედაქალაქს
წარმოადგენდა.
მცხეთა უხსოვარი დროიდან არსებობდა, ამას ადასტურებს არქეოლოგიური
გათხრები, იქ აღმოჩენილი სამარხები. უძველესდროინდელიც და მერმინდელიც,

58
თითქმის ყველა დროისა და ეპოქისა. ამაზე ქვემოთაც გვექნება საუბარი, ახლა კი
გავიხსენოთ მეთაში აღმოჩენილი ერთი პატარა სამარხის ამბავი. პატარაო იმიტომ
ვთქვით, რომ ბავშვის სამარხია, მცხეთელი მწყემსი ბიჭისა.
ივანე ჯავახიშვილი თავის ერთ წერილში გვამცნობს, რომ მცხეთის
არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინეს მწყემსი ბიჭის სამარხი.

ყმაწვილის ჩონჩხთან ერთად, - წერს მეცნიერი, - ხარისა და ცხვრის თავ-ძვლებიც


აღმოჩნდა და, რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, ძვლისაგან გაკეთებული,
გალიპული და კარგად დაცული გვაქვს ბრინჯაოს ხანის პატარა მწყემსის საფლავი,
მთელი მისი კუთვნილებითურთ
.
მახსოვს ამ საფლავის აღმოჩენის ამბავი, ეს იყო ჩვენი საუკუნის ოცდაათიანი
წლბის მიწურულში, მაშინ ბევრს მოსწყტვიტა ცრემლიოთხიათასამდე წლის წინათ
დაღუპული პატარა მწყემსის გახსენებამ. ჩვენი მეცნიერიც ქრონიკის მშრალი ენით
გადმოგვცემს, მაგრამ ამ სტრიქონებს როცა კითხულობ, თითქოს ჩაგესმის, როგორი
გაბზარული ხმით ყვება იგი ამ ამბავს.
პატარა მცხეთელი ბიჭის ძველისძველი სამარე და სამარეში ჩატანებული ხარი
და სალამური.!

უნებურად ერთი ძველი ქართული ზღაპარი გამახსენდა. ზღაპრის მიხედვით,


ბიჭის სახელი არ არის ჩვენთვის ცნობილი. ცნობილია ხარის სახელი.

დიახ, წიქარა ჰქვია ხარს. ბიჭის სახელი კი ჩვენ აღვადგინოთ. იქნებ მახარე
ერქვა. იქნებ ასეთი სახელი არცა ჰქონიათ მაშინ იმ ცვენ უძველეს წინაპრებს, მაგრამ
ჩვენ მაინც ასე ვუწოდოთ, მახარე შევარქვათ პატარა მცხეთელ ბიჭს.
წამოფრინდებოდა პატარა მახარე დილაადრიან, ტოროლას დაასწრებდა
გაღვიძებას, წყაროსთან მიირბენდა, პირზე წყალს შეისხამდა, გუდაშიპურისა და
ყველის ნატეხს ჩაიდებდა, მხარზე წამოიგდებდა, გადააჯდებოდა თავის წიქარას,
სალამურს ააწკრიალებდა და ჰერი!...
დილის ბურანში მყოფ სოფელს სალამურის ტკბილი ჰანგები მოედებოდა,
მთელი სოფლის თვალი იყო მახარე, ყველგან სიცოცხლე და სიხარული შეჰქონდა.
აი შენ გაიხარეშვილო, აი, შენ დაურჩი დედას
...
მაგრამ, როგორც ნახეთ, პატარა მწყემსმა ვერ გაიხარა. რა პირობებში მოხდა
მისი დაღუპვა ძნელი დასადგენია.. .
რაკი ასე გვიძნელდება მისი თავგადასავლის აღდგენა, არადა საინტერესო კია,
მოდი ისევ ვირწმუნოთ, რომ მცხეთელი პატარა მწყემსი სწორედ იმ ზღაპრის გმირია.
ზღაპარი თქვენ კარგად გეხსომებათ. არ მეგულება კაცი, რომ ეს მშვენიერი ზღაპარი
არ იცოდეს იშვიათი მეგობრობისა და ერთგულების ჰიმნი! ვინ იცის იქნებ სწორედ
ამ პატარა მცხეთელი მწყემსის გაწამებული ცხოვრების ამბავი უდევს საფუძვლად
ჩვენი ბავშვების საყვარელ ზღაპარს!.
პირველი მთხრობელი უფრო რეალისტურად მოჰყვებოდა ამბავს, მერე და
მერე გაალამაზებდნენ, ფანტასტიკურ ელემენტებს შეურევდნენ, როგორც საერთოდ
ხდება ხოლმე და, აჰა, გამოიარა რამდენიმე ათეული საუკუნე, დაიხვეწა, დაიწმინდა.
რამდენი თაობის ბავშს მოსწყვიტა ცრემლი, რამდენი ადამიანი გაასპეტაკა, რამდენს
დიდი ერთგულებისა და წმინდა მეგობრობის ცეცხლი დაუნთო გულში!...

59
ერთი სიტყვით, აღმოსავლეთ საქართველოში თანდათანობით მზადდებოდა
ნიადაგი კიდევ ერთი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის. უკვე მოხდა
მოსახლეობის დიფერენციაცია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი
იმდროინდელი სამარხები ამ დიფერენციაციის ძალიან მკაფიო და მეტყველ სურათს
გვაძლევენ.

საჭირო იყო პატარა ბიძგი და სახელმწიფო უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბდებოდა.


სწორედ ამ დროს საერთაშორისო ცხოვრების სარბიელზე მოხდა ისეთი რამ,
რამაც იბერიის სამეფოს ჩამოყალიბებაც განაპირობა და საერთოდ ცხოვრების
დინებასაც გეზი შეუცვალა. თუ სპარსეთის ძლიერი სახელმწიფო აქამდე
აბრკოლებდა ქართლის სამეფოს შექმნას, ახლა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თვითონვე
პირველი ხელშემწყობი გახდა ამ საქმისა.
3.
სპარსეთის ძლიერ სახელმწიფოს, რომლის ჰეგემონია აშკარა იყო მთელს მცირე
აზიაში, მოულოდნელად დაუპირისპირდა კიდევ უფრო მრისხანე და აქტიური
შემტევი ძალა - მაკედონელთა დინასტია. ჩანდა, რომ საბერძნეთის ძლიერი
სახელმწიფო სპარსეთის ჰეგემონობას ვერ მოითმენდა. ორი დიდი და მრისხანე
სახელმწიფოს ტერიტორიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. ორივე
სახელმწიფოსათვის უაღრესად დიდი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა
ენიჭებოდა იმას, თუ ვისი გავლენის სფეროში მოექცეოდა კავკასია და კერძოდ
საქარველო, ამას, რაღა თქმა უნდა, მოქიშპე სახელმწიფოებიც კარგადა გრძნობდნენ
და აქართელოს მმართველი წრეებიც.
როგორც ყოველთვის ასეთ დროს, ახლაც, ბუნებრივია, ორი ტენდენციის
ნაკადი გაჩნდებოდა ქვეყნის მმართველ წრეებში: თანამედროვე ტერმინითრომ
ვთქვათ, ერთნი სპ[არსეთის ორიენტაციისა იქნებოდნენ, მეორენი - საბერძნეთისა.
ერთმანთში მოქიშპე სახელმწიფოებსაც თავთავიანთი ფარული აგენტურით გაბმუ
ლი ექნებოდათ კავშირი ერთს ერთ ჯგუფთან, მეორეს - მეორესთან.
იმ სისხლისმღვრელ შეტაკებებსა და ომებს გარდა, რაც ამ ორ სახელმწიფოს
შორის წარმოებდა და რაც კარგად არის ცნობილი, არანაკლებ დაძაბული უნდა
ყოფილიყო ეს ფარული, დიპლომატიური ომიც. სპარსეთის სახელმწიფოს უკვე
ერჩივნა ძლიერი და ერთთმართველი მეფე ჰყოლოდა საქართველოში, რომელიც
ყოველგვარ პირობებში მას დაუჭერდა მხარს. სწორედ რომ გვირგვინოსანი მეფე და
არა უბრალო მამასახლისი, რომლის უფლებები მეტად შეზღუდული, ხოლო
ავტორიტეტი მეტისმეტად სუსტი იყო.
სწორედ ასეთი მამასახლისები ჰყავდა იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოს
სხვადასხვა კუთხეს, თუ ქალაქს, როგორც `ქართლის ცხოვრების~ ავტორი
მოგვითხრობს.
ოთხი ასეთი ქალაქია ჩამოთვლილი მემატიანის მიერ: კასპი (თავისი
უფლისციხით), სარკინე (მცხეთის მახლობლად), ურბნისი და უძრხე (დღევანდელი
აბასთუმნის ტერიტორიაზე), მცხეთასაც თავისი მამასახლისი ჰყავდა.
მოქიშპე სახელმწიფოების ფარული ბრძოლები ხომ უკვე ვახსენეთ, არანაკლებ
დაძაბული ფარული ბრძოლები იქნებოდა ქვეყნის შიგნით იმ სხვადასხვა
ორიენტაციის ჯგუფებს შორის.
ახლა “ქართლის ცხოვრებაში” ჩავიხედოთ და ვნახოთ, როგორ დაგვირგვინდა
ეს ბრძოლები. ოღონდ წინასწარ უნდა შეგახსენოთ, რომ ფარული ბრძოლების შესახებ

60
მემატიანე პირდაპირ არაფერს ამბობს, ეს უნდა ვიგულისხმოთ, სტრიქონებს შორის
წავიკითხოთ.

ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, რომ გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი და


ლამის მთელი მსოფლიო დაიმორჩილა – დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქვეყნისანი.
საქართველოზედაც გამოილაშქრა, მაგრამ ქალაქები და ციხეები ისეთი გამაგრებული
დახვდა, პირველად ვერაფერი დააკლო.
მერე, ეტყობა, საგანგებოდ მოემზადა და კიდევ გამოილაშქრა. ახლაც
გაუძნელდა, რადგან ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად
მბრძოლნი.
ბოლოს დაჰყო თავისი ლაშქარი და ყველა ციხეს ცალ-ცალკე ალყა შემოარტყა.
მაინც გაუძნელდა, მთელი ექვსი თვე უტრიალა და ძლივს აიღო. სარკინეს
აღებას კიდევ უფრო დიდი ხანი დასჭირდა – თერთმეტი თვე ამაოდ უტევდა...
საბოლოოდ დაიპყრო ალექსანდრემ მთელი ქართლი, თავისი წესრიგი
დაამყარა, ერისთავად თავისივე ნათესავი აზონი დაუნიშნა,
ასიათსი კაცი ქუეყანით ჰრომით (ესე იგი, ბერძნები) ჩამოიყვანა და დაუტოვა.
თვითონ კი გაბრუნდა.
თანამედროვე მეცნიერები უარყოფენ ალექსანდრე მაკედონელის ქართლში
ყოფნას. იყო თუ არ იყო თვითონ ალექსანდრე ქართვლში, ერთი რამ ცხადია: აზონის
დანიშვნა და საერთოდ ბერძნული პოლიტიკის გამარჯვება მისი აქტიური ჩარევით
მოხდა.
ალბათ უფრო სარწმუნოა ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის მოსაზრება:
შესაძლებლად მიგვაჩნია საქართველოს დაჭერა არა თვით ალექსანდრეს მიერ,
არამედ იმის ჯარისაგან.
მარი ბროსეც თითქმის ამასვე წერს: არბელის გამარჯვების შემდეგ
ალექსანდრე უეჭველად დაედევნა დარიოსს სპარსეთის ჩრდილოეთ მხარეებში და
იძულებული შეიქნა სომხეთი და შემდეგ ივერია დაეპყრა.
ამის შემდეგ ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, თუ რა მკაცრი რეჟიმი
დაამყარა აზონმა საქართველოში, რა სისასტიკითა და გულქვაობით ექცეოდნენ იგი
და მისი დამქაშები ადგილობრივ მოსახლეობას. ხალხი სულ გაჟლიტა. ცოტად თუ
ბევრად მოხდენილ ახალგაზრდა ქართველს ვერ იტანდა, მუსრს ავლებდა.

ეტყობა, რაღაც დიდი ბუნებით ნაკლი ჰქონდა, რაკი ასეთი შურითა და


ბოროტებით გულგავსებული იყო. მემატიანე ,,მესისხლეს
უწოდებს, ანუ სისხლისმსმელს თანამედროვე ენით რომ ვთქვათ.
უნდა ვიფიქროთ, რომ თავისუფლების მოყვარე ხალხი ვერ მოითმენდა ასეთ
თავაშვებულ სისასტიკეს, ალბათ შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს, იქნებ
თავდასხმაც მოუწყეს, მაგრამ გადარჩა სისხლისმსმელი მტარვალი.
ამას ზეპირად კი არ ვვარაუდობთ. ცოტა ქვემოთ მემატიანე იმასაც გვაუწყებს,
რომ მტარვალს ბრძანება გაუცია – სადაც კი ნახოთ იარაღასხმული ქართველი, იქვე
მოჰკალითო – ყოველმან ქართველმან რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი.
აშკარაა, რომ ეს დამატებითი ღონისძიება მოსახლეობის შეუპოვრობამ და
დაუმორჩილებლობამ გამოიწვია... ვახუშტი ბატონიშვილი წერს, ამით იყო ჭირი
დიდი საქართველოსა შინა აზონის გამო

61
. მცხეთა სულ მოშალა, ზღუდეები მოუნგრია, ეტყობა ასეთი ზღუდე ირგვლივ ერტყა
ქალაქს, რადგან იქვეა ნათქვამი, რომ ოთხი ციხე ხელუხლებელი დატოვა, დანარჩენი
ზღუდეები დაანგრიაო. თუკი ოთხი ციხე-სიმაგრე დატოვა და მაინც წერენ,
მოარღვივნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთო, ადვილი
წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ეს ზღუდენი. თანდათანობით გააფართოვა
თავისი მბრძანებლობის სფერო – დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი,
კახეთიდან მოკიდებული შავ ზღვამდე. ესე იგი, ეგრისიც (კოლხეთი) დაიმორჩილა.
ჩრდილო კავკასიის ხალხსაც მისწევდა – ოსებს, ლეკებსა და სხვებს დაადო ხარკი.
მემატიანის ცნობით, ალექსანდრე მაკედონელისაგან ნაბრძანები ჰქონდა:
ჰმსახურებდნენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისას... და პატივსცემდნენ
მზესა და მთოვარესა და ვარსკვლავთა ხუთთა
...
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ქართლის მტარვალმა გასტეხა ეს სიტყვა და
კერპთაყვანისმცემლობა შემოიღო, გაცისა და გაიმის კერპები ააგო...
თუ ჩვენ მართლაც ვირწმუნებით იმ ვარაუდს, რომ ქართლში ფარული
ბრძოლა წარმოებდა საბერძნეთისა და სპარსეთის ორიენტაციის დაჯგუფებათა
შორის, მაშინ არ არის გასაკვირი, რომ საბერძნეთის ორიენტაციის ჯგუფმა გაიმარჯვა.
ფართო მოსახლეობის მხარდაჭერა ამ ჯგუფს უფრო ექნებოდა.

საქმე ის არის, რომ სპარსეთი ასე თუ ისე უკვე მბრძანებლობდა ქართლში და უნდა
ვიგულისხმოთ, მათგან უკვე შევიწროებული იყო მოსახლეობის თითქმის ყველა
ფენა, ხოლო როცა ჰორიზონტზე ახალი ძალა გამოჩნდა, ბუნებრივია, ხალხმა იმედის
თვალი იმ ახალ ძალას მიაპყრო, რომელსაც შეიძლებოდა დამპყრობელი
სპარსელებისაგან განთავისუფლება და შვება მოეტანა.
ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ საბერძნეთის ორიენტაციის ჯგუფი
აგიტაციასაც გააჩაღებდა საბერძნეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ, რაც სპარსეთის
ბატონობით უკმაყოფილო ხალხს უფრო განუმტკიცებდა ხსნისა და
გათავისუფლების იმედს.
აი, ამან გაუადვილა ბერძნების ორიენტაციის ხალხს საქმე.
როგორც ვხედავთ, საბერძნეთს საკმაოდ მოუქნელი და უჭკუო პოლიტიკა
უხმარია. ანგარიში არ გაუწია არც ხალხის ბუნებასა და ხასიათს, არც საერთაშორისო
სიტუაციას და არც ქვეყნის საშინაო მდგომარეობას. ქართლის გამგებლობა ჩააბარა ამ
საქმისათვის ყოვლად შეუფერებელსა და უვარგის უცხოელს, ბუნებით მტარვალსა
და მოუქნელ ადამიანს.
რაღა გასაკვირია, მან მალე აიმხედრა მოსახლეობა და ის ხალხი, ვინც ადრე
იმედის თვალით შესცქეროდა, ახლა მტრად გადაიკიდა. ამით დიდად გაუადვილა
საქმე მეორე ჯგუფსა და, ამდენად, სპარსეთის სახელმწიფოს.
როგორი იქნებოდა სპარსეთის პოლიტიკა, თუკი მეორე ჯგუფი მოახერხებდა
გამარჯვებას?
ეტყობა, სპარსეთმა ვერ მოასწრო, თორემ მას უკვე გამზადებული ჰყავდა კაცი,
რომელსაც ქართლის სამეფო ტახტზე დასვამდა და იბერიის სახელმწიფოს პირველ
მეფედ გამოაცხადებდა.
ვინ იყო ეს კაცი?
მცხეთის მაშინდელი მამასახლისი სამარი, ან არადა ძმა მისი, რომლის სახელი
ისტორიას არ შემოუნახავს. უფრო მოსალოდნელია, რომ სწორედ ეს ძმა იყო მეფედ

62
გამიზნული – სპარსეთის ორიენტაციის კაცი, მაგრამ კარგი მამულიშვილი,
განათლებული და წარჩინებული მოხელე, თანაც მამასახლისის ძმა, სპარსულის
კარგად მცოდნე. ნაკლებ მნიშვნელოვანი არც ის ფაქტი უნდა ყოფილიყო, რომ
ცოლად მას სპარსი ქალი ჰყავდა. იქნებ სპარსეთის სამეფო კარზედაც იყო ნამსახური.
მოსალოდნელია, რომ სპარსეთისა და სპარსეთის ჯგუფის ეს გადაწყვეტილება
ცნობილი იყო ხალხისათვის.
როცა ბერძნები შემოვიდნენ, ბუნებრივია, მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრთა
დარბევა დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა, როგორც მოსალოდნელი იყო, შეიპყრეს
მოთავეები, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, სამეფოდ გამზადებული კაცი და მისი ძმა,
და მოსპეს.

ესე სამარ და ძმა მისი... მოკლულ იყო ალექსანდრესგან, ვკითხულობთ ქართლის


ცხოვრებაში.
ზოგმა მკვლევარმა ეს ისე გაიგო, თითქოს ბრძოლის ველზე მოეკლათ სამარი
და მისი ძმა. არა, ბრძოლაში არ მოუკლავთ ისინი.
აი რას წერს ვახუშტი ბატონიშვილი:
ამან (ალექსანდრე მაკედონელმა) მოსრნა შემოსრულნი წარმართნი სრულიად,
თვინიერ ქართლოსიანთა და ურიათა გვართა, არამედ ურჩნი თვისნი
ქართლოსიანიცა, ვითარცა ფარნავაზის მამა, ბიძა და სხვანიცა...
დავაკვირდეთ აქ სიტყვა ურჩს. ეს უკვე თავისთავად საფუძველს უმაგრებს
ჩვენს ვარაუდს. ესე იგი, სამარი და მისი ძმა ბრძოლის ველზე კი არ მოუკლავთ,
საერთო ბრძოლაში. შეიპყრეს, როგორც ურჩნი, ანუ შეთქმულების მონაწილენი, ჯერ
დილეგში ჩაამწყვდიეს და მერე მოაკვლევინეს.
ამის შემდეგ რა მოხდა?
ბუნებრივია, რომ სამეფოდ გამზადებულ პირს ეყოლებოდა თავისი ამალა,
ახლობლები, მსახურები... სამარის ძმამ მოასწრო და, მანამ შეიპყრობდნენ, თავისი
უერთგულესი მსახური და მცველი, (ვივარაუდოთ, რომ ესეც ქართველი კაცი
იქნებოდა, ვთქვათ მთიელი) გააფრთხილა:
ახლავე დაავლე ხელი ჩემს სამი წლის ბიჭს და მთაში გახიზნე. გახსოვდეს, რომ შური
იმან უნდა იძიოს, ის უნდა გახდეს ქართლის მეფე!

ეს მსახური, გარდა იმისა, რომ ერთგული და პატიოსანი იყო, ჭკვიანი და


მარჯვეც გამოდგა. მაშინვე მთაში გაიხიზნა მეფედ გამზადებული პატრონის ცოლ-
შვილი და მომავალი მეფის აღზრდაც თვითონვე იკისრა.
ბავშვის არსებობის ამბავი თითქმის ყველას გადაავიწყდა, გარდა რამდენიმე
დიდგვაროვანი შეთქმულისა, რომლებიც აზონის სასტიკი ტერორის დროს
მიიმალნენ და დიდი სიფრთხილით მოქმედებდნენ. ამ ხალხთან მუდმივი კავშირი
ჰქონდა ბავშვის გამზრდელს. მას დროდადრო ჩამოჰქონდა ამბავი, რომ ბიჭი
იზრდება, სულ უფრო და უფრო მშვენდება, ჩინებული მეომარი დგება, ჭკვიანი,
პატიოსნება და სამართლიანობა ახლავე ეტყობა.
რაღა თქმა უნდა, სავარაუდებელია, რომ ბავშვს შურისძიების გრძნობითაც
ზრდიდნენ.
და, აი, დავაჟკაცდა ეს ბავშვი.
მემატიანე ასე გვიხასიათებს მას:
ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი

63
დიახ, ფარნავაზი გახლდათ ბავშვის სახელი, მომავალში ქართლის პირველი
მეფე...
როცა დრო მომწიფდა, შეთქმულებმა გადაწყვიტეს უკვე სამოქმედო ასპარეზზე
გამოეყვანათ ჭაბუკი, ოღონდ ფრთხილდა და შენიღბვით. საჭიროდ ჩათვალეს,
როგორმე აზონის ამალაში ჩაერიცხათ იგი, მაგრამ, რაღა თქმა უნდა ისე, რომ აზონს
არა სცოდნოდა ჭაბუკის ნამდვილი ვინაობა.
ეს ახლა აღარც იქნებოდა ძნელი, ბავშვის არსებობა აღარავის ახსოვდა, იმ
ამბებს შემდეგ ოც წელზე მეტმა განვლო, აზონი ამასობაში შებერდა, ჭაბუკი
ქართველების გაჟლეტის ჟინმაც გადაუარა. ახლა ნადირობის ჟინი მოერია,
ნადირობაზე იყო გადამკვდარი. შეეძლო მთელი დღეები ენადირა, და სადაც კი
ნახავდა კარგ მონადირე ვაჟკაცს, უსათუოდ თავის ამალაში ჩარიცხავდა.
და, აჰა, ფარ ნავაზს აზონის ამალაში ვხედავთ.
როგორ მოხვდა ჭაბუკი მტარვალის ამალაში, ეგეც შეიძლება უფრო
კონკრეტულად წარმოვიდგინოთ.
ვთქვათ ასე:
გალაღებულ მტარვალს ქალაქის განაპირას დიდი ასპარეზობა გაუმართავს.
ასპარეზობაში ბევრმა ჭაბუკმა გამოიჩინა თავი. გამოჩნდა ერთი უცნობი ჭაბუკიც,
ჩაცმულობაზე ეტყობა, მთიელი უნდა იყოს. აზონის ყურადღება ჯერ მაშინ მიიქცია
ჭაბუკმაროცა მან ჯორითში ყველას გაასწრო. მერე როცა სოფელში შეჯიბრება
გაიმართა, უცნობმა ჭაბუკმა ყველა მოხიბლა. გაუშვეს ერთი ხოხობი და მალე მეორეც
დაადევნეს. როცა ფრინველები კარგა მაღლა აიჭრნენ ზეცაში და ლამის თვალს
მიეფარნენ, უცნობმა ჭაბუკმა ორი ისრის ტყორცნით ჯერ ერთი ჩამოაგდო, შემდეგ
მეორე. ასპარეზობის შემდეგ სანადიროდ იახლა აზონმა უცნობი ჭაბუკი და ამის
შემდეგ თავიდან აღარ მოუშორებია.
შეთქმულები გაფაციცებით მოქმედებდნენ. მათ ფარული მოლაპარაკებია
გამართეს ეგრისის მმართველ ქუჯისთან, რომელიც თვითონვე მეტისმეტად
შევიწროებული იყო აზონისაგან. შეიქმნა ფარული მისვლა მოსვლა.
გაითვალისწინეს ყოველი წვრილმანი.
ჭაბუკი ფარნავაზი ფრთხილად, მაგრამ მტკიცედმოქმედებდა. მას
დავალებული ჰქონდა ნიადაგი მოესინჯა თვით აზონის საგანგებო მხედრობაში,
რომელიც მხოლოდ უცხოელი ჯარისკაცებისაგან შედგებოდა, მტარვ ალი
მმართველითავისიანების მიმართაც იმგვარადვე გულქვა იყო, ბევრი ბერძენი
ჯარისკაცი გადაიმტერა და შეთქმულები გრძნობდნენ, რომ მხედრობის გარკვეული
ნაწილის გადმობირება შეიძლებოდა.

საქმე თითქოს კარგად აეწყო.


და ამ დროს ჭაბუკის დედას ნერვებმა უღალატეს. ეჩვენება, რომ აზონმა უკვე
ეჭვი აიღო ფარნავაზის ვინაობაზე. აქამდე ემუდარებოდა დედა შვილს, გასცლოდა
აქაურობას და სპარსეთში გადახვეწილიყო, ბიძებთან. ახლა მისი მოთხოვნა
კატეგორიული იყო, განწირული ადამიანის მუდარასა ჰგავდა.
ჭაბუკი იძულებული შეიქმნა დათანხმებულიყო.

ქართლის ცხოვრების
მემატიანეს აქ ერთი ლამაზი სიზმარი მოჰყავს. ფარნავაზი რომ დაიყოლია დედამ და
სპარსეთს წასვლა გადააწყვეტინა, იმ ღამეს ჭაბუკმა სიზმარი ნახა.

64
ვითომ ერთ უკაცრიელ სახლში მოხვდა. რამდენს არ ეცადა ამ სახლიდან
გამოსვლას, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა - კარს ვერ მიაგნო. დაღონდა ფარნავაზი.
და ამ დროს უცებ სარკმლიდან მზის შუქი შემოიჭრა, ჭაბუკს წელზე შემოერტყა და
სახლიდან გაიყვანა (განიზადა და გაიყვანა სარკუმელსა მას). მინდორში რომ გავიდა,
უცნაური სასწაული იხილა: მზე დაბლა დაშვებულიყო (იხილა მზე ქუე - მდაბლად).
მისწვდა ხელით დღის მანათობელს და ცვარი მოჰხოცა, პირზე მოისვა.
ამ დროს გაეღვიძა კიდეც. სიზმარი რომ აღადგინა გონებაში, იფიქრა,
სპარსეთში წასვლით ალბათ რაიმესიკეთეს ვეწევიო (მე წავალ ასპანს და მუნ კეთილს
მივეცემი).
ქვემოთ ვნახავთ, რომ ეს კეთილი მას აქვე ელოდა, თავისივე სამშობლოში. მეორე
დღეს კიდევ ერთი სასწაულივით რამ შეემთხვა ფარნავაზს. ეს უკვე ცხადში მოხდა,
მაგრამ ისე კი ესეც სიზმარსა ჰგავდა. თითქო ქუხანდელი სიზმრის გაგრძელება იყო.
იმ უცნაური სიზმრისაგან გაოგნებული ჭაბუკი სანადიროდ გაემგზავრა. მცხეთის
მახლობლად, ტყით დაბურულ დიღმის ველებსა და თბილისის მიდამოებში კარგი
სანადირო ადგილები იყო. რაკი ასეთ არეულ გუნებაზე იყო, არავინ იახლა, მარტო
წავიდა. დიღომში წამოაგდო ირემი და ერთხანს სდია. მერე მშვილდი მოზიდა,
სტყორცნა ისარი და მოახვედრა. დაჭრილმა
ირემმან მცირედ წავლო და დაეცა ძირსა კლდისასა. ჭაბუკი მიიჭრა ნადირთან და ამ
დროს კოკისპირული წვიმა დაუშვა (დაასხა წვიმა მძაფრი). ჭაბუკმა კლდეში იქვე
გამოქვაბული შენიშნა. ამოიღო ჩუგლუგი და გამოქვაბულის კარი გამოანგრია.

და აქ ელოდა სწორედ სასწაული.


მიუწვდომელი განძი დახვდა- უთვალავი ოქრო - ვერცხლი და თვალ-მარგალიტი
იხილა.
მაშინვე წუხანდელი სიზმარი გაახსენდა. ხელადვე გამობრუნდა იმ წვიმაში, დედას
და დებს ეს ამბავი გაანდო და იმავე ღამეს შეუდგნენ განძის მოტანასა და საიმედო
ადგილას დამალვას. ხუთ ღამეს მოუნდნენ მის გამოკრებას.
ეს განძი მალე გამოადგათ. ქუჯისთან ხომ ადრევე ჰქონდათ მოლაპარაკება
გამართული. ფარნავაზმა სიხარულით აცნობა თავის მოკავშირეს-დიდძალი განძის
პატრონი გავხდი და ახლა მტრის წინააღმდეგ ბრძოლა გვიადვილდებაო. Aხლა მათ
უკვე შეეზლოთ ლაშქარი გაემრავლებინათ...
დედის შიში კი (ფარნავაზის გამო) სულაც არ ყოფილა საფუძველს მოკლებული-
აზონი ცბიერი კაცი გახლდათ. სასახლე ჯაშუშებითა ჰყავდა სავეს. შეიძლებოდა
მართლა აღძვროდა ეჭვი.
შეთქმულებმა რომ გაიგეს ჭაბუკის მოულოდნელი გადაწყვეტილება,დააჩქარეს საქმე,
აჯანყების ვადა გადმოწიეს და ქუჯის ენერგიული მხარდაჭერით აზონს შეუტიეს.
ამჯერად კარგად მომზადებული აღმოჩნდა შეთქმულება. მას მხარი დაუჭირეს
აზონისაგან შევიწროებულმა კავკასიის ხალხებმაც, კერძოდ, ლეკებმა და ოსებმა.
ფარნავაზმა აზონის საგანგებო მხედრობიდან ათასი კაცის გადმობირება მოახერხა.
შეერთებულმა ლაშქარმა, რომელსაც მერე მთელმა ქართლმა დაუჭირა მხარი,
ადვილად მოახერხა მტარვალის დამარცხება.
მაგრამ იქნებ იმის გამო, რომ აჯანყება დააჩქარეს და ამიტომ ყველა დეტალი, რაც
ადრევე საგულდაგულოდ და დიდი სიზუსტით ჰქონდათ შეთქმულებს
მოფიქრებული, ვეღარ დაიცვეს, აზონი ცოცხალი გადარჩა და თავი კლარჯეთის
ციხეს შეაფარა, იქ გამაგრდა...

65
შეგახსენებთ, რომ მემატიანე ქრონიკის ლაკონიურობით გადმოგვცემს ამ ამბავს,
დეტალები ჩვენი ვარაუდია: უნდა ვიფიქროთ, რომ ასე მოხდებოდა. ან არადა:
შესაძლებელია ასე მომხდარიყო.
როცა მემატიამე ქრონიკის სიტყვაძვირობით გვამცნობს:
ესე სამარ და ძმა მისი, მასა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან, ხოლო
დედასა ფარნავაზისა წარეყვნა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო
კავკასიად. და მუნ აღზრდილ იყო და მოსრულ იყო მცხეთას
... უსათუოდ ვიგულისხმოთ რომ იმ ისტორიულ ვითარებაში, იმ კონკრეტულ
სიტუაციებში, სწორედ ასე წარიმართებოდა მოვლენათა მსვლელობა: ძმებს, როგორც
უთუოდ სეთქმულების მონაწილეებს, სასტიკად გაუსწორდებოდნენ, მთავარი
შეთქმულის ოჯახს ამ კაცის ახლობელი და ერთგული ადამიანი გახიზნავდა და
უპატრონებდა, ბავშვს გაზრდიდა...
თანაც, ბავშვი რომ მარტო დედის აღზრდილი არ არის, ეს ყველაფრით ჩანს - იგი
შემმართებელი მხედარია,
ხელოვანი მონადირე... იგულისხმება, რომ გამოცდილ აღმზრდელს გაუზრდია,
თანაც განსაკუთრებული მიზნებით, სამეფოდ.
ფარნავაზის შემდგომი მოღვაწეობა, მისი გონივრული საშინაო და საგარეო
პოლიტიკა სრულ უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მას მრავალმხრივი
განათლება მიუღია და იმ პირობებში, ხიზნობის დროს, რამდენიმე აღმზრდელი
დასტრიალებდა თავს. ეს კი თავისთავად, ამაგრებს ვარაუდს დიდი შეთქმულების
არსებობისა და იმის შესახებ, რომ გავლენიანი წრეები ფარნავაზს პატარაობიდანვე
მეფედ ამზადებდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ, რათა განზრახვა
შეესრულებინათ.
აქედანვე უნდა ვივარაუდოთ, რომ აზონი ცბიერი მმართველი იყო, მისი დამარცხება
უთუოდ ძნელი იქნებოდა. 27 წლისა იყო ფარნავაზი, როცა ტახტზე ავიდა. Eეტყობა,
მანმადე ვერ მოხერხდა აზონის დამარცხება.
როცა მემატიანე მოკლედ გვამცნობს,
ხოლო მონადირეობითა მისითა იქმნა მეცნიერ(ესე იგი, აზონმა გაიგო, რომ
ფარნავაზი კარგი მონადირე იყო) აზონისა და სეიყურა იგი აზონმან
მონადირეობისათვის, ეს უფლებას გვაძლევს ჩვენს ნავარაუდევ კონკრეტულ
სიტუაციაში წარმოვადგინოთ მტარვალი მმართველისა და ჭაბუკის შეხვედრა. მით
უმეტეს, რომ მსგავსი სიტუაციები გვხვდება ისტორიასი საერთოდ, და კერძოდ
საქართველოს ისტორიის შემდგომ პერიოდშიაც.
როცა მემატიანის გადმოცემის მიხედვით
...იყო შიში და ძრწოლა მას ზედა...(და) რქუა ფარნავაზს დედამან მისმან: შვილო
ჩემო... წარმიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათან ჩემთა თანა და გარენე შენ ცოცხალი
ხელისაგან აზონისა, უსათუოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ დედა ამაოდ არ შიშობს,
ასეთი შიშის საფუძველი მართლაც არსებობს...
როცა მატიანეში ვკითხულობთ:
მაშინ ათასი მხედარი რჩეული ჰრომთა (ბერძენთა) მათგანი, რომელთა ბოროტი
წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა, ესეც
უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ აზონთან დაახლოების დროს ფარნავაზი
ბერძენთა მხედრობაში ნიადაგს სინჯავდა, მეგობრებს იჩენდა, მეომრებს თავისკენ
იბირებდა. აბა, ის ერა აზრი ექნებოდა მის დაახლოებას აზონთან? გარკვეული და

66
ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი რომ არა ჰქონოდა, ომ სიგიჟე იქნებოდა მისი
მოქმედება!...
აქვე მკითხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე უნდა შევაჩერო:
მოქცევაი ქართლისაის მიხედვით, აზონი ქართველთა ერთ-ერთი ტომის
წარმომადგენელია, იგი არიან ქართლდან მოსულა, არიან ქართლის-ქართველთა
უძველესი საცხოვრისის მეფის შვილია. სად იყო ეს ძველესი საცხოვრისი, ან
ნამდვილად არსებობდა თუ არა იგი, ამის შესახებ სხვადასხვაგვარი მოსაზრებაა-
ზოგი ვარაუდობს, რომ იგი სადღაც კავკასიის სამხრეთით იქნეოდა, ზოგის აზრით (გ.
მელიქიშვილი), საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა, და რაკი ეს
ტერიტორია ერთ დროს ირანის სამფლობელოში შედიოდა, უფრო ჩრდილოეთით
მობინადრე ზირითადი მოსახლეობა ქართველებისა ირანის ქართლს ანუარიან
ქართლს ეძხიან.
ლეონტი მროველი, რომლის თხზულებასაც ეყრდნობა უმთავრესად ჩვენი მოთხრობა
ფარნავაზსა და აზონის შესახებ, არ იზიარებს უძველესი საისტორიო წყაროს ამ
ცნობას, და, როგორც ნახეთ, აზონი უცხოელად, ბერძნად მიაჩნია. საერთოდ, ლეონტი
მროველი ერთგულად მისდევს მოქცევაი ქართლისაის ცნობებს, და რაკი ეს ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტი არ გაიზიარა, ეტყობა მას ჰქონდა დამატებითი მასალა, რაც
აზონის ბერძნობას ადასტურებდა. მით უმეტეს,რომ ამბების განვითარების
მიხედვით, უფრო ლოგიკური სწორედ ეს ცნობა ჩანს. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს,
რომ ტრადიციულად პირველ ქართველ მეფედ ფარნავაზი ითვლება, მიუხედავად
იმისა, რომ მის წინ, თითქმის მთელი სამი ათეული წელიწადი, აზონი მეფობდა
ქართლში. ესეც უთუოდ ანგარიშგასაწევია. ამიტომაც ვაძლევთ ამ საკითხში
უპირატესობას ლეონტი მროველის ცნობას...
საბოლოოდ აზონის დესპოტური მმართველობის დამარცხებას დიდად შეუწყო ხელი
მაკედონელთა დინასტიის რღვევამ, რაც ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის
შემდეგ დაიწყო და დიდი სისწრაფით წარიმართა.
კლარჯეთს შეფარებულმა აზონმა მაშველი მხედრობა გამოიწვია საბერძნეთიდან და
ერთი წლის შემდეგ ფარნავაზს შემოუტია. მაგრამ არც ფარნავაზს გაუტარებია ეს
ერთი წელიწადი უქმად. განდევნა თუ არა ბერძნები, უპირველეს ყოვლისა,
საიმედოდ გაამაგრა მცხეთის ოთხივე ციხე. მერე მთელს ქართლს გასწვდა და ყველა
ციხესა და ქალაქში საიმედო ხალხი ჩააყენა. ამავე დროს დესპანი გაუგზავნა
ასურასტანის (სირიის) მეფე ანტიოქოსს ძღვენი მიართვა, სოლიდარობა აღუთქვა და
შველა სთხოვა. ანტიოქოსმა მხარი დაუჭირა ფარნავაზს, სამეფო გვირგვინი
გამოუგზავნა, შვილი უწოდა და სომხეთის ერისთავებსაც უბრძანა, დახმარება
გაუწიეთო.
ასე რომ აზონის შევსებულ მხედრობას ფარნავაზი კარგად მოზადებული დახვდა.
გადამწყვეტი ბრძოლა არტაანში გაიმართა, რომელსაც მაშინ ქაჯთ-ქალაქი ერქვა.
მართალია, იოლი ომი არ ყოფილა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქართველთა მხედრობამ
სძლია და დაამარცხა ბერძნების ლაშქარი. აზონი მოკლეს.
გამარჯვებული ფარნავაზი აურაცხელი ნადავლით მცხეთას გამობრუნდა. დაიწყო
ფარნავაზიანთა დინასტია.

ქვეყნის ცხოვრებაში ეს არ ყოფილა ისეთი ჩვეულებრივი მომენტი, როდესაც ერთი


მეფე მეორეს შეცვლის ხოლმე. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფარნავაზი პირველი მეფე
იყო ივერიისა. ქვეყანა ახალი ცხოვრების გზას დაადგა, ახალი ერა დაიწყო,
მმართველობის ახალი სისტემა ყალიბდებოდა, იცვლებოდა არა მარტო სახელმწიფო

67
სტრუქტურა და გარეგნული სახე, არამედ ცალკეულ ადამიანთა ცხოვრების შინაარსი
და ურთიერთობა. უფრო გაბედულად თუ ვიტყვით, მათი ხასიათი და ფსიქიკაც
ქვეყნისა და ერის მომავლისათვის განუზონლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას,
თუ თავიდანვე როგორი გეზი მიეცემოდაახალ ცხოვრებას, რა ტრადიციები
დამკვიდრდებოდა, რა ხასიათის საკითხები წამოიწევდა წინა პლანზე და რაზე
გაამახვილებდა ახალი მმართველი ყურადღებას. თანამედროვე ტერმინით რომ
ვთქვათ, მას განუზომლად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შთამომავლობის
წინაშე.
როცა იბერიის პირველ მეფეზე ვლაპარაკობთ, სწორედ ამ მასშტაბით უნდა
შევაფასოთ მისი მოღვაწეობა.
ფარნავაზი მომზადებული აღმოჩნდა ასეთი დიდი მისიისათვის მან ბრძნულად და
გონივრულად წარმართა საქმე.
ქართლის ცხოვრების მემატიანის ძუნწად მოწოდებული ცნობები ჩვენ ასეთი
განცხადების უფლებას გვაძლევს.
საგარეო პოლიტიკის დარგში მისი მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ სცადა კეთილი
ურთიერთობა დაემყარებინა იმ დროისათვის ერთ-ერთ უძლიერეს ბერძნულ
სახელმწიფოსთან, ე.წ. სელევკიდების სამეფოსთან. თანაც ჭკვიანმა პოლიტიკოსმა
იმდენი მოახერხა, რომ ეს კავშირი, როგორც მფარველისა და მორჩილი ქვეყნის
ურთიერთობა კი არ ყოფილიყო, არამედ როგორც ორი თანაბარუფლებიანი
სახელმწიფოსი.
ამის შემდეგ, რაკი სამხრეთით გარანტირებული ჰქონდა მშვიდობა, გადაწყვიტა
ჩრდილოელ მეზობლებთანაც ასეთივე მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა. აქ
მან მოყვრობით გაამაგრა მეგობრობა: დაი ოვსთა მეფეს მიათხოვა, ხოლო თვითონ
დურძუკელი ქალი შეირთო ცოლად.
სულ სხვაგვარი მდგომარეობა იყო დასავლეთით. მეზობელი კი არ ეთქმოდა ამ
სახელმწიფოს, ღვიძლი ძმა იყო. რაც უგრო მალე დააკანონებდა ფარნავაზი ამ ძმობას,
მით უფრო სასარგებლო იქნებოდა ერისათვის.
ეგრისთან სამხედრო კავშირი ხომ ჯერ კიდევ მაშინ შეჰკრა, როცა აზონის წინააღმდეგ
აჯანყებას აწყობდა. ძნელია იმის თქმა, რა მოლაპარაკება ჰქონდათ ეგრისის
ოფიციალურ მმართველ ქუჯისა და იბერიის მომავალ მბრძანებელს ფარნავაზს,
მაგრამ, მეისტორიის სიტყვებით, ქუჯიმ მაშინ სრული მორჩილება გამოუცხადა:
შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, შენ გმართებს უფლება ჩემი... უკუეთუ
მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი.
გამარჯვების შემდეგ ფარნავაზმა თავისი მეორე დაი მიათხოვა ეგრისის მმართველს
ცოლად და გარდა საკუთრივ ეგრისისა, სვანეთის ტერიტორიაც მას უბოძა და
ერისთავად დაამტკიცა.
ქუჯიმ თავის სატახტო ქალაქად ციხე-გოჯი აირჩია. ფარნავაზს, როგორც ჩანს, არ
უსარგებლია ქუჯის შეთავაზებით და მონად არ გაუხდია იგი
საშინაო პოლიტიკის დარგში მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ქვეყნის
საერისთაოებად დაყოფა. სე გონივრულად და ბრძნულად იყო მაფიქრებული ეს
დაყოფა, ეტყობა, ისე კარგად იყო გათვალისწინებული ცალკეულ კუთხეთა
შთამომავლობითი, ეთნოგრაფიული თუ სხვა თავისებურებანი, რომ შემდეგ
საუკუნეებში არათუ დაირღვა ეს დაყოფა, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა.
დაიხვეწა, ჩამოყალიბდა დაუფრო მოგვიანებით, საუკუნეების განმავლობაში
ადმინისტრაციული დაყოფის ქვაკუთხედი გახდა.

68
იქნებ იმდროინდელ დაყოფასვე უნდა ვუმადლოდეთ მთელ იმ სილამაზეს, რასაც
მთლიანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა ეთნოგრაფიული სხვაობა ქმნის. ეს
ადმინისტრაციული დაყოფა განსაკუთრებით იმითი იყო მნიშვნელოვანი, რომ ერის
მთლიან, მონოლითურ ერთეულად ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.

ეგრისის გარდა, რომელიც ცალკე უნდა მოვიხსენიოთ, მთელი დანარჩენი


სახელმწიფო ფარნავაზმა რვა საერისთავოდ დაჰყო და თითოეულს თავისი
გამგებელი ერისთავი დაუნიშნა. აი, ეს სამთავროებიც:
მარგვისისა ანუ არგვეთისა. ეს არის დღევანდელი იმერეთის ერთი ნაწილი, ლიხის
მთიდან რიონამდე. მასვე ემორჩილებოდა რაჭა-ლეჩხუმიც. ამ საერისთავოში ორი
დიდი ციხე ააშენა - შორაპანი და დიმნი.
კახეთისა. მდინარე არაგვიდან ჰერეთამდე. აქ შედიოდა კახეთი და კუხეთი.
ხუნანისა ანუ გარდაბანისა. ტერიტორია ერდუჯის (ქციის) მდინარიდან
თბილისამდე და გაჩიანამდე.
სამშვილდისა. მდინარე სკვირეთიდან ტასირისა და აბოცის მთებამდე.
წუნდისა ანუ ჯავახეთისა. ფარავნის ტბიდან მტკვრის სათავემდე.
ოძხრისა ანუ სამცხე-აჭარისა.
კლარჯეთისა. არსიანის მთიდან ზღვამდე.
მერვე და მთავარი, ეგრისის საერისთაო, ჩვენ უკვე ვთქვით.
დარჩა შიდა ქართლი, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი- თბილის-არაგვიდან
ტაშისკარ-ფარვანამდე. აქ სპასპეტი დანიშნა ფარნავაზმა. ეს იყო მეფის შემდეგ
პირველი კაცი სახელმწიფოში.
დიდი ღონისძიებანი გაატარა ფარნავაზმა ქვეყნის თავდაცვისა და სამხედრო
ძლიერებისათვის. უპირველეს ყოვლისა აღადგინა მცხეთის დიდი ზღუდე, რომელიც
ბერძნებმა დაანგრიეს. აღადგინა და გაამაგრა აგრეთვე ციხე-სიმაგრეები მთელს
სახელმწიფოში. ააშენა ახალი ციხეებიც.
სამეფოს ასეთი დაყოფა, როგორც ითქვა, გარანტია იყო უფრო სრულყოფილი
ერთობისა და სიმტკიცისა. ასეთ პირობებში მეფე უფრო ადვილად ახერხებდა
ოპერატიულ ხელმძღვანელობას და კონტროლს.
მემატიანეს არ დავიწყნია ეთქვა, რომ მეფე დროდადრო მოინახულებდა ხოლმე
თავის საერისთავოებს და ადგილზე ამოწმებდა, ადგილზე ხელმძღვანელობდა.
შემთხვევითი არ არის, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს, ჩვეულებრივ, სხვადასხვა
საერისთაოში ატარებდა. უნდა ვიფიქროთ, არა იმისათვის, რათა საცხოვრებელი
ადგილის ხშირი მონაცვლეობით მეტი პირადი სიამოვნება მიეღო, არამედ
იმისათვის, რომ უფრო მარჯვედ წარემართა ქვეყნის გამგებლობა და ხაზი გაესვა
ცალკეულ საერისთავოთა თანაბარუფლებიანობისათვის.

თუენი გაზაფხულისა და სთულისა არისანი დაყვის მცხეთას, სამეუფეოსა ქალაქსა;


და თუენი ზამთრისანი დაყვის გაჩიანთა; ხოლო თუენი ზაფხულისანი-წუნდას. და
ჟამითი ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და
კლარჯნი და განაგის ყოველი საქმე დაშლილი.
უმადურობა არ გამოუჩენია მეფეს იმ ათასი ბრძენი ჯარისკაცის მიმართ, რომელთაც
გადამწყვეტ მომენტში მხარი დაუჭირეს და აზონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მაგრამ
ფარნავაზმა, ეტყობა, მაინც სიფრთხილე გამოიჩინა და ეს ხალხი ერთად არ გააჩერა-
აზნაურობა უბოძა და დაქსაქსა,
განყვნა სხვადასხვა ხევთა და ქუეყანათა შინა.

69
არც რელიგია დავიწყნია ფარნავაზს. უფრო საშური საქმეებისაგან რომ მოიცალა,
მცხეთაში, ე. წ. ქართლის მთაზე კერპი ააგო და არმაზი უწოდა იმ კერპს.
ამის გამო მთასაც შეეცვალა სახელი დამას შემდეგ უკვე არმაზის მთად იწოდებოდა.
მაგრამ მთავარსა და ყველაზე მნიშვნელოვანს ფარნავაზის მოღვაწეობაში, რითაც მა
უდიდესი ღვაწლი დასდო შთამომავლობას,
ქართლის ცხოვრების მემატიანე ძალიან ძუნწად გადმოგვცემს, ორიოდე სიტყვით:

ამან (ფარნავაზმა) განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა (ესე იგი, აღარ
ლაპარაკობდნენ) სხუა ენა ქართლსა შინა, თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა
მწიგნობრობა ქართული.

უფრო კარგად რომ ჩავწვდეთ ამ სიტყვების აზრს, ცოტა უკან დავბრუნდეთ და


ქართლის ცხოვრების
წინა თავებში თითქმის ამდენივე სიტყვებისაგან შემდგარი ორი სტრიქონი
მოვძებნოთ.
და იზრახებოდა (ესე იგი ლაპარაკობდნენ) ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური,
ქართული, ხაზარული1, ასურული, ებრალი და ბერძნული. ესე ენანი იცოდეს
ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა
.
კარგად დავაკვირდეთ ამ ბოლო სტრიქონებს. როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს
მემატიანე? იმას, რომ საქართველოში ექვსი ენა ყველამ ჩინებულად იცოდაო?! არა.
ამას არ გულისხმობს. კიდეც რომ ასე ყოფილიყო სინამდვილეში, ამ ფაქტის აღნიშვნა
არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა. ან თუ მოინდომებდა ამ ფაქტის აღნიშვნას,
სხვაგვარად დაწერდა და არა ასე. აქ, ამ სიტყვებში, ის არის ნაგულისხმევი, რომ
საქართველოში იმ დროს, გარკვეული ვითარებისა და სიტუაციის გამო, ერთი
სახელმწიფო ენა არა ჰქონდათ, ზემოთ ჩამოთვლილი ექვსივე ენა თანაბარფასოვანი
და თანაბარ უფლებიანი იყო. ქვეყანაში ყველაფერი არეული იყო. აი, ასეთი ახსნა
უფრო ლოგიკური. უფრო ლოგიკური კი არა, სხვაგვარად ამისი ახსნა არც შეიძლება.

ასე გადაჭრით იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ამის უფლებას, გარდა აზრის


ლოგიკურობისა, იმავე მემატიანის სიტყვები გვაძლევს, ფარნავაზის მოღვაწეობის
დახასიათებულად თქმული.
ჩვენ ეს სიტყვები უკვე ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:

ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა
თვინიერ ქართულისა.
აი, ეს სიტყვები ამაგრებს იმ წინა სტრიქონების შესახებ გამოთქმულ ჩვენს ვარაუდს.
აქ რაღაა ნაგულისხმევი? აქ ის არის ნაგულისხმევი, რომ ფარნავაზმა მის მიერ
გაერთიანებულ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად ქართული
დააკანონა. სახელმწიფო ენად! ასე რომ არ იყოს, მაშინ რა გამოდის: ხალხი
საქართველოში ექვს ენაზე ლაპარაკობდა-ზოგი ბერძნულად, ზოგი ასურულად,
ზოგი ეგრაულად... ან, ხან ბერძნულად, ხან ასურულად, ხან ებრაულად... მოვიდა
ფარნავაზი და ყველას კლიტე დაადო პირზე-არ გაბედოთ, ქართულის გარდა სიტყვა
არ დაგცდეთო?! ამას, ძალიანაც რომ სდომოდა, ვერ მოახერხებდა, რადგან
საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნებიც სახლობდნენ, ასურელებიც, და

70
ებრაელებიც... გარდა ამისა, სხვადასხვა ჯურის ვაჭრები მიდი-მოდიოდნენ
განუწყვეტლივ.
ხოლო ის ფაქტი, რომ მან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად
ქართული დააკანონა, უდიდესი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ფაქტი და ძლიერი მმართველის შორს გამიზნული ნაბიჯია. ამით მან საფუძველი
ჩაუყარა ქართველი ტომების გაერთიანებისა და შემჭიდროების საქმეს. ამ
მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი აწორედ ეს უნდა ყოფილიყო. ე
სარის ფარნავაზის მთელი მოღვაწეობის ამოსავალი წერტილი, მისი მეფობის
მთავარი არსი.
ფარნავაზმა რომ ქართველი ტომების გაერთიანება დაისახა მიზნად და ამ მხრივ
ბევრიც გააკეთა, ეს უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაეთვალოს, მაგრამ მან რომ ასეთი
ერთობის ქვაკუთხედად ენა დასახა, ეს უკვე მისი დიდი სიბრძნისა და
შორსმჭვრეტელობის უტყუარი ნიშანია.
როცა ყველაფერ ამას გაითვალისწინებ, მოგეჩვენბა, თითქოს იგი არ არის სათანადოდ
დაფასებული შთამომავლობის მიერ.
სამოცდახუთი წელი იეფა ფარნავაზმა და გარდაიცვალა ღრმა მოხუცი. როგორც
მემატიანე გადმოგვცემს, დაკრძალეს წინაშე არმაზისა კერპისა.
4.
ფარნავაზი მისმა შვილმა საურმაგმა შესცვალა
მეფობდა საურმაგ ბედნიერ მრავალთა წელთა, ასე ამთავრებს
ქართლის ცხოვრების მემატიანე თავის პატარა მოთხრობას საურმაგზე.
ამ მონათხრობში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არაფერია აღნიშნული. მემატიანე
ძუნწ ცნობებს გვაწვდის. ეტყობა, მნიშვნელოვანი არც არაფერი გაუკეთებია ქართლის
სამეფოს რიცხვით მეორე მეფეს. ერთადერთი ე სარის ნათქვამი, რომ უმატა ყოველთა
სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა.
ციხე-სიმაგრეთა შეკეთება-შენების პატოის, ეტყობა, ინერციით გადმოჰყვა მამისაგან,
და არა მარტო საურმაგს, არამედ ფარნავაზიანთა დინასტიის სხვა
წარმომადგენლებსაც.
აქედანაც ჩანს, რა ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი გამგებელი იყო ფარნავაზი.
მართალია, მთელი სამოცდახუთი წელიწადი
მშვიდად და უშფოთველად
იმეფა, მაგრამ იგი უკვე ხედავდა, რომ მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში
ატმოსფერო კვლავ იძაბებოდა და ადრე იქნებოდა თუ გვიან ეს საავდრო ღრუბლები
ქართლის თავზედაც გადმოივლიდნენ. ამიტომ ეშურებოდა იგი ციხეების შენებასა
და გამაგრებას თავის სიცოცხლეშიაც და მემკვიდრეებსაც, ეტყობა, ასე უანდერძა.
განსაკუთრებით საიმედოდ იყო გამაგრებული მცხეთა.
არმაზ-ციხის ნანგრევები, რომელსაც შფოთიანი საუკუნეების მანძილზე მიწა
გადაფარებოდა და ჩვენი დროის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს და გათხარეს,
გაკვირვებას იწვევს თავისი გრანდიოზულობითაც, სიმკვრივითაც და
არქიტექტულური დახვეწილობითაც. თქვენ ალბათ დაგაინტერესებთ, იმ მაღალ
მთაზე, რომელიც ახლანდელი საჰესის საგუბარის წინ წარმართულა, რა ძალამ ააშენა
ამოდენა ციხე-ქალაქი?! მაშინ ხომ ტექნიკა მეტისმეტად დაბალ დონეზე იდგა.
თითოეული ქვისა თუ სხვა საშენი მასალის ატანა ხელით ხდებოდა...
ახლა ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, რა შრომა და ენერგია, რამდენი დროა
დახარჯული თითოეული ასეთი შენობის ასაგებად. თქვენ ყველას მოგეხსენებათ,
რომ დღეს, რა უმნიშვნელო და პატარა შენობაც არ უნდა აშენდეს, წინასწარ შედგება

71
ხოლმე პროექტი, გეგმა, ხარჯთაღრიცხვა. ამ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას ათას
ადგილას განიხილავენ, დაამტკიცებენ, კარგად შეამოწმებენ, აწონ დაწონიან და მერე
შეუდგებიან მუშაობას. რაც უფრო დიდი და მნიშვნელოვანია ნაგებობა, მით უფრო
მეტი სიდინჯითა და სიფრთხილით ეკიდებიან საქმეს, მცოდნე და გამოცდილი
არქიტექტორები და მშენებელ-ინჟირნები ხელმძღვანელობენ. ყოველ თანამედროვე
ქალაქს თავისი მთავარი არქიტექტორი და მხატვარი ჰყავს. ისინი ათასნაირად
ზომავენ, ამოწმებან, გენერალურ გეგმებს ადგენენ, აბა ესა თუ ის შენობა ამ რელიეფს
თუ მოუხდება, სხვა შენობათა ანსამბლში როგორი გამოჩნდება, მისი გარეგნული სახე
უპასუხებს თუ არა იმ შინაარსს, რასაც იგი უნდა ემსახუროს!..
თქვენ იქნებ გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ ასეთი მთავარი არქიტექტორი და მთავარი
მხატვარი ჩვენს წინაპრებს მაშინაც ჰყოლიათ, იმ უხსოვარ დროში.
ოცდაათიან-ორმოციან წლებში რომ გათხრები ჩატარდა მცხეთაში, იქ ერთ
საინტერესო საფლავის ქვას წააწყდნენ. ზედ წარწერა ჰქონდა, რომ ამ ქვის ქვეშ
განისვენებს მცხეთის არქიტექტორი და მხატვართუხუცესი!..

აქ განისვენებს მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი ავრელი აქოლისი. ჩემი


მეუღლითურთ, ბევრაზურიათურთ,ვთხოვ მეგობრებსა და გამვლელებს ყური
უგდონ (...), რათა არავინ დააზიანოს... და ა. შ.
ასე გაშიფრა ეს წარწერა სიმონ ყაუხჩიშვილმა.
აქვე შევნიშნავთ: რასაც პირდაპირ ვკითხულობთ, მარტო ის ფაქტი კი არ არის
საგულისხმო ამ წარწერაში. სიმონ ყაუხჩიშვილი წერს:
მხატვართუხუცესი (არქიზოგრაფოს) ბერძნულ სამწერლო ლექსებში არა გვხვდება,
არც ძველ ბერძნულში, არც ბიზანტიურში XII საუკუნემდე... იმიტომ, რომ ამ
ტერმინით გამოსახატავი ცნება ბერძნულ სინამდვილეში არ არსებობდა... ეს
ბერძნული ტერმინი ადგილობრივი საჭიროებისათვის არის შექმნილი მცხეთაში
არსებული თანამდებობის პირის (მხატვართუხუცესის) გამოსახატავად. მაშასადამე
ავრელი აქოლისი მცხეთაში შემთხვევით მოხვედრილი პირი კი არ უნდა იყოს,
არამედ ადგილობრივ მუდმივად მომუშავე... თუნდაც რომ დავუშვათ, რომ აქოლისი
საბერძნეთიდან ჩამოსული ოსტატია და არა მკვიდრი ქართველი, რომაული სახელის
მატარებელი, მაინც იგი ჩანს ისეთ პირად, რომელიც მცხეთაში დამკვიდრებულა,
ადგილობრივ დაოჯახებულა და მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის მაღალი
თანამდებობა სჭერია.
ყურადღება მივაქციოთ: ეს რთული შედგენილობის სიტყვა
არქი - ზოგრაფოსი
ორი ბერძნული სიტყვისაგან შედგება; და ცალ - ცალკე ალბათ ორივე სიტყვა
იხმარებოდა იმდროინდელ ბერძნულ სალაპარაკო და სალიტერატურო ენაში ასეთი

შედგენილი
ფორმით კი არ გამოიყენებოდა. ცნება არ იყო ასეთი. გამოდის, რომ იგი პირდაპირ
არის გადატანილი ქართულიდან:
მხატვართუხუფესი ანუ
მთავარ-მხატვარი

არქი-ზოგრაფოსი. ხომ ხედავთ, პირდაპირი თარგმანია. ქართულში ალბათ ყოფილა


ცნება (ასეთი თანამდებობა) და ქართულიდან სიტყვასიტყვით უთარგმნიათ
ბერძნულად.

72
აი, ასეთ საინტერესო ფაქტს შემოგვინახავს ხოლმე ზოგჯერ ძველისძველი ქვა. ისეთ
ფაქტს, რაც აშკარად მეტყველებს შენი წინაპრების მაღალ კულტურაზე.
თუმცა ეს ბერძნული წარწერა არც კი იყო საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ასეთი
მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი უსათუოდ ეყოლებოდათ ჩვენს წინაპრებს.
ზემოთ რომ უფლისციხე ვახსენეთ, ეს კლდეში გამოკვეთილი გრანდიოზული
ქალაქი, მისი ინტერიერები, მისი პალატები, სამსახიობო დარბაზი და დერეფნები...
ეს ხომ თავისით, სტიქიურად არ გაკეთდებოდა!
ამ უძველეს თეატრზე შეიძლებოდა ცოტათი შევჩერებულიყავით. რაკი საქმე
ორი ათას ხუთასი წლის წინანდელ საქმეს ეხება, რაღა თქმა უნდა, ბუნებრივია
მკვლევარების სიფრთხილე და გაუბედავად გამოთქმული ვარაუდი ქართლის
უძველეს ქალაქ უქლისციხეში თეატრის არსებობის შესახებ. მაგრამ ვისაც ერთხელ
მაინც დაუთვალიერებია ეს ქვაში გამოკვეთილი გრანდიოზული ქალაქი, ვისაც ამ
ქალაქის უბნები და ქუჩა-შუკები მოუვლია, დიდი დარბაზები და საასპარეზო
მოედნები უნახავს, მაღალი ბოძებისა და პილასტრების ნანგრევებისათვის შეუვლია
თვალი, იმას შეუმჩნეველი არ დარჩებოდა არც ოდნავ შემაღლებული თაღოვანი
სცენა, რომელსაც ქვაშივე კოხტად გამოკვეთილი პარტერი ეკვრის...
და თუ კაცი ნიჰილისტურად არ არის განწყობილი, თან მდიდარი ფანტაზიაც
თუ აქვს, არ გაუჭირდება გონების თვალით წარმოიდგინოს, რა სულგანაბული
შეჰყურებს მაშინდელი მაყურებელი (დღევანდელზე ცოტათი უფრო უშუალო და
ალბათ ცოტა უფრო მიამიტიც) სცენაზე დატრიალებულ მოქმედებას.
დარბაზი ხალხით არის გაჭედილი, მაყურებელთა შორის შენიშნავთ ომიდან
ახლად დაბრუნებულ მეომრებს, რომელთაც მძიმე საომარი აღჭურვილობა შინ
დაუტოვებიათ და სპექტაქლზე ხანჯლის ამარა წამოსულან. ისინი თავიაანთი
ემოციების გამომჟღავნებას სულაც არ ერიდებიან.

ძნელი სათქმელია, მაყურებელთა დარბაზში რომელი ადგილი უფრო


საპატიოდ ითვლებოდა მაშინ... იქნებ ის ქვით შემაღლებული სავარძლები,
რომლებიც წრიულად მორკალური პარტერის განაპირას არის
ჩამორიგებული დარომელთა სავსებით წაშლა ვერ მოუხერხებია საუკუნეთა
ქარტეხილებს. ამ სავარძლებში ქალაქის მაშინდელ მამასახლისსა და მის ოჯახს, მის
ახლობლებს მოუკალათნიათ. ქვის პილასტრებში გამაგრებული ჩირაღბნები
მკრთალად ანათებს სცენას.
თამამი ფანტაზიის პატრონს შეუძლია სცენაზე წარმოდგენილი მოქმედებაც
გააცოცხლოს...
აგერ, სცენის მომიჯნავე ოთახიდან, რომელიც ალბათ კულისების
დანიშნულებას ასრულებს, სამი ვაჟკაცი გამოდის. მაყურებელს, რაღა თქმა უნდა, არ
უჭირს მათი ცნობა, მაგრამ ხალხური ეპოსის ძალიან ნათელი და კონკრეტული
დახასიათების წყალობით, არც ჩვენ გაგვიძნელდება: ესენი არიან გმირი ამირანი და
მისი ძმები... და გაიშლება სცენაზე ამ ეპოსის ცალკეული ეპიზოდები-დევთან
შებრძოლება, ყამარის მოტაცება... ეს ეპიზოდები ჩვენთვის უკვე ნაცნობია ეპოსის
მიხედვით. . .
ერთი სიტყვი, ქვეყანაში კულტურული ცხოვრება ჩქეფდა. . .
როგორც ვხედავთ, ფარნავაზის დაწყებული საქმე მისმა შვილმა და ფარნავაზთა
დინასტიის შემდეგმა მეფეებმა განაგრძეს - მცხეტასაც მიუმატეს ახალი ციხე -
სიმაგრეები და საკულტო ნაგებობანი და საქართველოს კუთხეებსაც.

73
მეფე ფარნავაზმა ხომ `მშვიდად და უშფოთველად~ იმეფა, ასეთივე ბედი ერგოთ
მომდევნო მეფეებსაც. მართალია, იყო შეხლა-შემოხლა, ბრძოლა, შეტაკება, მაგრამ
ხანმოკლე და ადგილობრივი მნიშვნელობისა, ისეთი დიდი გრიგალი, რომელიც
მთელს ქვეყნებს ამოაგდებს ხოლმე ცხოვრების ნორმალური კალაპოტიდან, კარგა
ხანს არ დატრიალებულა. დიდი მეომარი სახელმწიფოები, განვლილი
კატასტროფების შემდეგ, თავიანთივე საშინაო საქმეებში გახლართულიყვნენ და
ფართო მასშტაბით ომებისათვის ძალა აღარ ჰყოფნიდათ.
ადგილობრივი მნიშვნელობის შეტაკებანი რომ ვახსენეთ, იგულისხმებოდა,
მაგალითად, დიდებულთა შეთქმულება საურმაგის წინააღმდეგ, რისი მიზეზიც
ამჟამად ძნელი დასადგენი ხდება. უნდა ვიფიქროთ, რომ ქართლის მეორე მეფეს
მამის ტაქტი და მოქნილობა არ გამოჰყვა და ტლანქი პოლიტიკის გამო ხალხი
აიმხედრა. ამას ის მოჰყვა, რომ საურმაგმა დედულეთიდან მაშველი ძალები
გამოიყვანა და, როგორც უკვე ითქვა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლა
გაიმართა.
საბოლოოდ საურმაგმა იმძლავრა და ტახტი შეინარჩუნა. ამ ბრძოლას დიდი
სისხლისღვრა არ მოჰყოლია.

იგულისხმება აგრეთვე ძურძუკების შემოსევა მეფე მირვანის დროს.


ჩვენ ვიცით, რომ ფარნავაზმა ძურძუკებთან და ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხებთან
მეგობრული ურთიერთობა დაამყარა და კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ.
შედეგი დროის მეფეებმა, ეტყობა, ვეღარ მოახერხეს ამ გონივრული პოლიტიკის
გაგრძელება და ამას ის მოჰყვა, რომ ძურძუკები კახეთს შემოესიენ. აქაც მალე
დამთავრდა ომი – მტერი უკუაქციეს და მთებში გააბრუნეს. მირვანმა დიდხანს სდია
თავისი ჯარით.
შევიდა მირვანი დურძუკეთს, – გადმოგვცემს ქართლის ცხოვრება – ... და შეაბნა
კარნი ქვიტკირითა და უწოდა სახელი დარუბალ.
თქვენ ალბათ მიხვდით, რომ აქ დარიალზეა ლაპარაკი.
ეს იყო და ეს. ისეთი დიდი ქარიშხალი, რაც ხალხს ცხოვრების ნორმალურ დინებას
დიდი ხნით დაურღვევდა, კარგა ხანს აღარ დატრიალებულა. ამას კი განუზომელად
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ იმ დროს, როცა, ის-იყო, სახელმწიფო
ჩამოყალიბდა, როცა ქართველი ტომები გაერთიანდნენ და თავიანთი ქვეყნის
საზღვრები მტკიცედ შემოხაზეს, როცა ხალხის ეროვნული ხასიათი და თვისებები
იხვეწებოდა და გარკვეული ფორმა ეძლეოდა...

ქართველი ხალხის შემოქმედებით ნიჭს გასაქანი მიეცა. ჩვენ უკვე ვახსენეთ ციხე-
სიმაგრეები, საკულტო ნაგებობანი, თავდაცვის ზღუდეები... ეს ყველაფერი ხალხის
ნიჭმა და შრომამ შექმნა. იმ ციხე - სიმაგრისა თუ ზღუდის ყოველი ქვა მშრომელი
ადამიანის ხელს მოუტანია და დაუდვია... უხეირო სიტყვა შევარჩიეთ. კი არ
დაუდვია, დაუმკვიდრებია, სიყვარულით დაუშენებია. ისე მყარად და მტკიცედ, რომ
გრძელმა და ქარიშხლიანმა საუკუნეებმა ვერ დაშალეს, ვერაფერი დააკლეს.
თქვენ ალბათ ხშირად გესმით, გაკვირვებას გამოთქვამენ ხოლმე, ცდილობენ
გაარკვიონ – რა საშენი მასალა ჰქონდათ ასეთი იმ ჩვენს შორეულ წინაპრებს, შენების
რა საიდუმლო იცოდნენ, რომ უძველესდროინდელი კედლები, რომელთაც ათასი
სეტყვა და ნიავღვარი, ათასი ნგრევა და მიწისძვრა გამოუვლიათ, კვლავ მტკიცედა და
ამაყად დგანან.

74
ასეთი მასალა და შენების საიდუმლო ალბათ მართალც არსებობდა. მაგრამ ჰქონდათ
კიდევ ერთი საყოველთაოდ ცნობილი საიდუმლო, ურომლისოდაც არაფერი
ხეირიანი არ გაკეთდება. ეს არის სიყვარული და გულმოდგინება. თითოეულ იმ
პატარა ქვასა თუ აგურს, რასაც ჩვენ ჩაკირულსა და ერთად შენივთებულს ვხედავთ
ორიათას ხუთასი წლის წინ ამოყვანილ კედლებში, მშრომელი კაცის დაძარღვული
და დახორკლილი ხელი იმდენჯერ შეხებია ალერსითა და სიყვარულით, იმის
აღდგენა და გამოთვლა რომ შეიძლებოდეს ახლა, გაკვირვება მოგვიცავდა და ვერ
დავიჯერებდით. ქართველი კაცის ყოველგვარ ნახელავში ჩანს ეს სიყვარულით და
გულიანად გაკეთებული საქმე.
ეს სტრიქონებიც ხომ ქართველი კაცის შექმნილია:
წუთისოფელი ასე, დღეს ღამე უთენებია, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს
უშენებია. რა თქმა უნდა, აქ შენება პირდაპირი მნიშვნელობით არ არის ნახმარი,
მაგრამ ესეც იგულისხმება... ყველაფერი იგულისხმება – მეგობრობაც, ქალ-ვაჟის
ტრფიალიც, და-ძმური სიყვარულიც, მოსავლის მოწევაც, ვაზის ახალი ჯიშების
გამოყვანაც, ციხე-სიმაგრის აშენებაც, პატარა ქოხის აშენებაც... ყველაფერი,
ყველაფერი. უსიყვარულოდ ხეირიანი არაფერი გაკეთებულა.
ციხე - სიმაგრეებსა და საკულტო ნაგებობებს რომ ვახსენებთ, ეს ქვეყნის ცხოვრების
ერთი მხარეა. ეს ე. წ. საზოგადოებრივი მნიშვნელობის ნაგებობებია. ახლა
იმდროინდელი ქართველი გლეხკაცის ეზოშიაც ჩავიხედოთ, მის ყანებს, ბაღებსა და
ზვრებსაც გავხედოთ. მის სახლსა და ბეღელსაც შევავლოთ თვალი.

ქართლის ცხოვრების მატიანე ამაზე სდუმს. იქ მარტო მეფეების ცხოვრება და


ზოგჯერ კანტი - კუნტად დიდი, საზოგადოებრივი მნიშვნელობის მშენებლობათა
ამბავია მოთხრობილი. ქვეყნის ცხოვრების ეს მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მხარე
ჩვენ უნდა ვეძიოთ, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ და აღვადგინოთ. აღდგენა კი ძნელი არ
არის, თუკი სკეპტიკურად და ნიჰილისტურად არ შეხედავ საქმეს და ბევრ ისეთ
რამეს, რაც უეჭველად იგულისხმება, მეტისმეტად გაბედულ ფანტაზიად არ მიიჩნევ.
ბოლოს და ბოლოს, ის დიდი ტრადიციები, რაც ჩვენს წინაპრებს სახალხო
მეურნეობისა და კულტურის ყველა დარგში გადმოუციათ, ხომ თანდათანობით
იქმნებოდა, საუკუნეების განმავლობაში, დინჯად, უხმაუროდ, შრომითა და
მოთმინებით. ისიც ხომ ფაქტია, რომ ასეთი ტრადიციები იმ თითებზე დასათვლელ
შედარებით ხანგრძლივი მსვიდობიანობის პერიოდებში უფრო ინტენსიურად
იქმნებოდა. ხალხს ძლივს მიეცა საშუალება გაერთიანებულიყო, ერთმანეთში ძმური
ურთიერთობა დაემყარებინა, საერთო ენაზე ალაპარაკებულიყო, იმ ენაზე, რომელიც,
აგერ, სახელმწიფო ენად დაუკანონეს, ყოველ წუთში თავდასხმისა და აწიოკების შიში
არა ჰქონოდა...
და, აჰა, მშრომელმა და ნიჭიერმა ხალხმა გაშალა კიდეც თავისი შემოქმედებითი
ნიჭი.
იმ მრავალ ვაზის ჯიშთაგან, რაზედაც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი, ვინ იცის, მაშინ,
სწორედ იმ პერიოდში რამდენი გამოიყვანეს!
ჩვენ რა ვიცით, რომ განთქმული დოლის პური, მაგრამ იქნებ არ იცოდეთ, მისი
სიკეთე რა არის. დოლის პურის სიკეთე ის არის, რომ გამძლეა, ადვილად ეგუება
ყოველგვარ პირობებს, გვალვას... და რაც მთავარია მარცვალი ადვილად არა ცვივა,
როგორაც არ უნდა გადაქელო, არ ჩაილეწება, ნელ-ნელა წამოსწევს თავს და
გაიმართება, წამოდგება, ჭირგამოვლილი, კიდევ უფრო გამაგრდება. მთელმა

75
მხედრობამ! თქვენ უკვე მიხვდით, რისთვის დასჭირდა ქართველ კაცს ამისთანა
ჯიშის გამოყვანა. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რამდენი წვალება და მოთმინება
დასჭირდებოდა ამას. რამდენი შრომა, შრომა...
იქნებ ის გრძელხორთუმიანი ფუტკარიც მაშინ გამოიყვანეს ჩვენმა გლეხებმა, რამაც
მთელს მსოფლიოში გაითქვა სახლი და რითაც ძალიან გვეამაყება! ამასაც რამდენი
წვალება და მოთმინება დასჭირდებოდა! და შრომა, შრომა....
რა თქმა უნდა, ძნელი დასადგენია, სწორედ იმ დროს რა შექმნეს,. რა გამოიყვანეს
ჩვენმა წინაპრებმა, მაგრამ ზოგადად მაინც ხომ შეგვიძლია გავიზიაროთ და ამ
ზოგადიდან კონკრეტული წარმოდგენა შევიქმნათ. თქვენ ყველას გაგიგონიათ
ძველებური ქართული აგური, ძველებური ქართული კრამიტი... იქნებ სწორედ ამ
წლებში იქმნებოდა ეს, იქმნებოდა, უმჯობესდებოდა, ახლდებოდა...
თითქმის იმავე ხანებში, რა დროის ამბებსაც ჩვენ ახლა ვყვებით, იწერებოდა
გამოჩენილი ბერძენი გეოგრაფოსის სტრაბონის წიგნი. ჩვენი ქვეყნის მაშინდელი
ყოფის შესახებ ბევრ საგულისხმოს გადმოდგვცემს იგი, პატიოსანი მეცნიერის
პირუთვნელობით, ოღონდ მეტისმეტად შეკუმშულად. დავუგდოთ ყური ბერძენ
გეოგრაფს. აქ ციტატი ერთი ძველი ქართული გამოცემიდან მომაქვს უცვლელად:

ივერია თავის სივრცეს მომეტებულს ნაწილზე მოფენილია სოფლებითა და


ქალაქებით, რომელნიც ისე კარგად არიან ნაშენი, რომ იქ ჰპოულობთ კრამიტიან
სართულებსა, საცხოვრებელ სახლებსა, რომელნიც აღმართულნი არიან იმ რიგზე, რა
რიგსაც სახუროთმოძღვრო წესდება მოითხოვს, – ბაზრებსა და საზოგადო
შენობებსა...
ჩვენდა უნებურად ხდება ხოლმე: როცა მშრომელს ან შრომას ვახსენებთ, უსათუოდ
ფიზიკურად მომუშავე ადამიანი უნდა წარმოვიდგინოთ – ან ყანაში თოხით
მომუშავე, ან სამჭედლოში ურომომარჯვებული, ან მშენებლობის ხარაჩოზე
შემდგარი. ერთაბაშად ვერ ვიაზრებთ, რომ მხატვრის, მუსიკოსის, მწერლის და
საერთოდ შემოქმედი ადამიანის შრომა ისეთივე მძიმე დას კიდევ უფრო დაძაბულია,
მეტ სულიერსა და, თუ გნებავთ, ფიზიკურ ენერგიასაც მოითხოვს.
თქვენ ყველას წაგიკითხავთ შუშანიკის წამება და იცით, რომ იგი შექმნილია მეხუთე
საუკუნეში. ეს ნაწარმოები ჩვენამდე მოღწეულ პირველ მხატვრულ ნაწარმოებად
ითვლება და იქვე, სადაც კი ამ ნაწარმოებს განიხილავენ, ყოველთვის აღნიშნავენ,
სრულიად სამართლიანად, რომ ასეთი სრულყოფილი მხატვრული ნაწარმოები არ
შეიძლება პირველი იყოს. მანამ ეს ნაწარმოები შეიქმნებოდა, ქართულ ლიტერატურას
განვითარების საკმაოდ დიდი გზა უნდა გაევლო.
სავსებით სწორი მოსაზრებაა. და კონკრეტულად თუ მოვინდომებთ იმ საუკუნეების
დათარიღებას, როცა ქართული მხატვრული ლიტერატურა თავისი განვითარების
პირველ საფეხურებს გადიოდა, სწორედ იმ დროში მოვხვდებით, რომელზედაც ახლა
ვსაუბრობთ.

თავი მეხუთე.
თავი V

1.
დამთავრდა ხანმოკლე შესვენებისა და მშვიდობიანად ამოსუნთქვის პერიოდი. ჩვენი
ქვეყნის ირგვლივ კვლავ იარაღის ჟრარუნი გაისმა. აქამდეც წარმოებდა ბრძოლები

76
ქვეყნის შიგნითაც (ეს ჩვენ უკვე ვთქვით) და გრეთაც, მაგრამ ასეთი მასშტაბი არ
მიუღია. ახლა კი უფრო დამძიმდა ზეცა საავდრო ღრუბლებით. შეიქმნა ძალიან
რთული პოლიტიკური ვითარება.

გასაოცარ სახილავს წარმოადგენს ეს ეპოქა, – შენიშნავს ისტორიკოსი დიმიტრი


ბაქრაძე და გულისხმობს დროს ალექსანდრე მაკედონელის ტახტზე ასვლიდან (ძვ. წ.
336წ.) ახალი წელთაღრიცხვის 65 წლამდე, და იქვე დასძენს, აზიის პოლიტიკური
მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალაო.

მაგრამ ვიდრე ამ კონკრეტულ ვითარებას განვიხილავდეთ, კიდევ ერთხელ


გავიხსენოთ წინა თავში მოთხრობილი ამბები.
იქ თქვენ ალბათ ერთი ლაფსუსი მოგეჩვენათ. წინა თავში ნათქვამი იყო, რომ
დამპყრობელი ბერძნების გასაძევებლად ქართველებმა დახმარებისათვის ბერძნებს
მიმართეს. იმათაც დაუზარლად აღუთქვეს დახმარება და არა მარტო თავად გაუწიეს
თანაგრძნობა, სომხებსაც კი დაავალეს, თქვენც დაეხმარეთო.
არა, ეს შეცდომა არ არის. ნამდვილად ასე იყო: დამპყრობელი ბერძნების
გასაძევებლად ქართველებმა დახმარება ბერძნებსა სთხოვეს. ხოლო როცა, დიდი
ბრძოლებისა და სისხლისღვრის შემდეგ გააძევეს დამპყრობელი ბერძნები, დიდხანს
მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ ბერძნებთან.
სწორედ ასე გვიწერია, ამ სიტყვებით.
საქმე ის არის, რომ როცა ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მაკედონელთა დიდი
იმპერია დაიშალა, ალექსანდრეს სარდლები, როგორც მოსალოდნელი იყო,
ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, კონფლიქტი წარმოიშვა, ბრძოლები გაიმართა და
ბერძენთა დიდი იმპერიის საფუძველზე რამდენიმე, ერთმანეთის მიმართ
ანტაგონისტურად განწყობილი ბერძნული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომლებიც
ისტორიაში ელინისტური სახელმწიფოების სახლითაა ცნობილი.
ამ სახელმწიფოთაგან ჩვენთვის განსაკუთრებით ორი სახელმწიფოა საინტერესო,
რადგანაც ისინი საქართველოს მეზობლად მდებარეობდნენ და გარკვეული გავლენაც
მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე.

ეს სახელმწიფოები, როგორც ითქვა, ბერძნული სახელმწიფოები იყვნენ, თუმცა ეს


იმას როდი ნიშნავს, თითქოს მათი მოსახლეობა მხოლოდ ბერძნები ყოფილიყო.
ზემოთნახსენებ ორი სახელმწიფოდან ერთი ყველაზე უფრო დიდი და ძლიერი იყო
მთელ ელინისტურ სახელმწიფოთა შორის და სელევკიდების სამეფო ერქვა; სელევკი
გახლდათ ამ სახელმწიფოს დამაარსებელი, ალექსანდრეს სარდალი, და
სახელწოდებაც იქიდან მოდის.
სწორედ ამ სახელმწიფოსთან ჰქონდათ ქართლის პირველ მეფეებს მეგობრული
ურთიერთობა. იგი მდებარეობდა ჩვენი ქვეყნის სამხრეთითა და სამხრეთ-
აღმოსავლეთით და ძალიან დიდი ტერიტორიაც ეჭირა. მას ეპყრა მიდია,
მესოპოტამია, ელმა, პართია, ბაქტრია, სირიის ერთი დიდი ნაწილი (სხვათა შორის,
ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი ასეცა წერს-ფარნავაზმა დახმარებისათვის
სირიის მეფეს მიმართაო), სომხეთიც... იმიტომაც ასე გულდაჯერებით დაავალა იმ
სახელმწიფოს მაშინდელმა გამგებელმა სომეხთა ერისთავებს, ქართველებს
დახმარება აღმოუჩინეთო.

77
მეორე სახელმწიფო იყო პონტოს სამეფო, ჩვენი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით.
გადმოცემით, იგი დააარსა სპარსეთის უკანასკნელი მეფის ერთ-ერთმა სატრაპმა
მითრიდატემ. ამიტომაც მითრიდატეთა დინასტიასაც უწოდებენ. თავდაპირველად
პონტოს სამეფო არ იყო ისეთი ძლიერი, მაგრამ თანდათანობით მოიკრიბა ძალა,
ტერიტორია გაიფართოვა (ნაწილობრივ ქართველთა ტერიტორიის ხარჯზე) და
საკმაო ძლიერებას მიაღწია.
სელევკიდების სამეფომ უყოყმანოდ იმიტომ აღუთქვა ქართველებს დახმარება, რომ
იმხანად განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა პონტოსთან, პონტო კი
აზონს უჭერდა მხარს; ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, აზონი მითრიდატეს შვილი
იყო.
მცხეთიდან განდევნილმა და კლარჯეთში შეხიზნულმა აზონმა სწორედ პონტოდან
მიიღო მაშველი ძალები და ერთი წლის შემდეგ კიდევ გაუმართა ბრძოლა ფარნავაზს.
ეს ჩვენ ვიცით. ისიც ვიცით, რომ ეს ბრძოლა ქართველების გამარჯვებით
დამთავრდა, მაგრამ დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა ფარნავაზს გამარჯვება,
რადგან აზონმა მითრიდატესაგან, ეტყობა, დიდი მაშველი ძალები მიიღო.
ფარნავაზმა კარგად იცოდა სელებკიდების სამეფოსა და პონტოს ურთიერთობა და
ამით ისარგებლა: როცა შველასა თხოვდა ანტიოქოს I-ს, წინასწარვე იყო
დარწმუნებული, რომ იგი დაეხმარებოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სელევკიდების ძლიერ სამეფოს თანდათანობით შეერყა


საფუძველი. თქვენ ალბათ გაკვირვებით შენიშნეთ, რამდენ სახელმწიფოსა ფლობდა
იგი. თითოეული ეს ქვეყანა, დამოუკიდებლად, საკმაოდ დიდი და ძლიერი იყო.
თანაც, ყველა აქ ჩამოთვლილ სახელმწიფოში ცალკე ხალხი უნდა ვიგულისხმოთ,
თავისი ტრადიციებით, ხასიათებით, თავისი ლხინითა და ჭირით, თავისი
ტკივილითა და სიხარულით, თავისი პრეტენზიებით, თავისი კაპრიზებით, თვისი
ისტორიითა და იმედებით... ამდენი ხალხის დაპყრობა და კიდევ მოსვენებული
ცხოვრება ძალიან ძნელია. ამდენი ხალხის მფლობელს ძილი დაკარგული უნდა
ჰქონდეს. ადრე იქნება თუ გვიან, ეს სახელმწიფოები გამოფხიზლდებიან, ძალას
მოიკრებენ, წლობით გულში ჩახვეული სიძულვილი და ბოღმა ერთბაშად იფეთქებს
და მრისხანე ძალად იქცევა.

ზედმიწევნითი სისწორით ძნელია თქმა, მალე მოხდა ასეთი აფეთქება თუ გვიან


სელევკიდების სამეფოში, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა, და ამას
ალბათ გარეშე დიდმა ფაქტორმაც შეუწყო ხელი. სელევკიდების სამეფოს ნელ-ნელა
შემოეცალა დიდ-დიდი ქვეყნები – პართია, ბაქტრია, სომხეთი...
ახლა სომხეთმა იწყო ნელ-ნელა გაძლიერება და გაფართოება და სომხეთის
ინტერესები ახლა სელევკიდების ინტერესებს შეეჯახა. ეს თანდათანობით ხდებოდა,
ათეული წლების განმავლობაში, და ასე თანდათანობით ქართლის სამეფოს
მეზობლად ახალი ძლიერი სახელმწიფო ყალიბდებოდა, ე. წ. `დიდი არმენია~.
მადა ჭამაში მოდიოს, ამ გაძლიერებულ სამეფოს ეტყობა სულ უფრო და უფრო
გაეღვიძა მადა, და თავის კეთილ მეზობელსაც გადმოსწვდა, ქართლის სამეფოსაც
ჩამოაჭრა მიწა-წყალი, თანაც კარგა დიდი ტერიტორია. ჩამოაჭრა სამხრეთით,
ჩამოაჭრა აღმოსავლეთით... ასე მაგალითად, ჰერეთის კამბეჩოვანი (ანუ როგორც
უცხოელები უწოდებდნენ კამბისენა) ერთბაშად `დიდი არმენიის~ საზღვრებში

78
აღმოჩნდა. სტრაბონი პირდაპირ წერს, სომხეთის სახელმწიფომ იბერებს მიწები
ჩამოაჭრაო (აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველომ მალევე დაიბრუნა ეს მიწა-წყალი).
სწორი არ იქნებოდა, თუ ყველაფერ ამას მხოლოდ სომხების სახელმწიფოს
გაძლიერებას მივაწერთ. ამ დროისათვის, ეტყობა, ქართლის ძლიერი სახლმწიფოც
დასუსტდა. ეტყობა, თავი იჩინა სამეფოს შინაგანმა ბრძოლებმა და ინტრიგებმა.
«ქართლის ცხოვრება» ცოტა უფრო რბილად გვიხატავს ამ ბრძოლების სურათს,
მაგრამ სტრიქონებს შუა მაინც ამოიკითხავს კაცი, რომ შინაგანი წინააღმდეგობა ამ
დროისათვის გამძაფრებულა.
«ქართლის ცხოვრებაში» კერძოდ, ნათქვამია: რაკი ფარნაჯომ მეფემ თავისი მამა-
პაპის კერპებს უღალატა და ცეცხლთაყვანისმცემლობის შემოტანა სცადა, ხალხი
აუჯანყდა და ხელად სომხეთიდან გამოიწვია იქაური უფლისწული, რათა ქართლის
ტახტზე მეფედ დაესვაო. ფარმაჯომმა სპარსელები დაიხმარა, მაგრამ სომხებისა და
ქართველების შეერთებულმა მხედრობამ სძლია, ფარნაჯომი ბრძოლის ველზე დაეცა,
მაშინ მოიყვანეს სომხების უფლისწული არშაკი და ტახტზე დასვესო...
თუ გავითვალისწინებთ «დიდი არმენიის» ექსპანსურ ზრახვებს და «ქართლის
ცხოვრების» მონაყოლსაც სიმართლესთან მიახლოვებულად მივიჩნევთ, მაშინ უნდა
ვივარაუდოთ, რომ სომხების სახელმწიფოს ფარული აგენტები ეყოლებოდა ქართლის
სამეფოში, ეს აგენტურა ტახტის ოპოზიციურ ჯგუფს დაუკავშირდებოდა,
შეაგულიანებდა ამ ჯგუფს, თქვენ ოღონდ დაიწყეთ და მაშველი ძალები
გამზადებულიაო... საბაბიც ადვილად გამოიძებნა – ფარნაჯომმა «კერპნი
ქართველთანი მოიძულა», «სპარსთა სჯული შეიყვარა» და მცხეთაში «საცეცხლე
ჰქმნა»...
ესე იგი, ქართველთა მაშინდელ რელიგიას – კერპთაყვანისმცემლობას გადაუდგა და
ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო.
რელიგია და სჯულის საკითხი მუდამ ისეთი ფაქიზი რამ არის, გამოცდილი
პოლიტიკოსები ყოველთვის მარჯვედ იყენებდნენ ხოლმე, როცა სახელმწიფოში
თავისი პოლიტიკური კურსის გატარებას მოინდომებდნენ.
ახლაც ტახტის ოპოზიციამ და სომხეთის სახელმწიფოს აგენტებმა, ეტყობა, მარჯვედ
გამოიყენეს ფარნაჯომის მიერ ქართველთა კერპების «მოძულება», ნეიტრალურად
განწყობილი ხალხის გარკვეული ნაწილი გადაიბირეს.
და აჰა, ციხე შიგნიდან ადვილად გატყდა, დამპყრობლებს ტახტის ოპოზიციამ
გაუადვილა საქმე... «ქართლის ცხოვრების» ქრონიკა ამისთანა ვარაუდის საფუძველს
გვაძლევს.
გაივლის კიდევ რამდენიმე ხანი და სომხებიცა და ქართველებიც ერთ ბანაკში
აღმოჩნდებიან, «ერთ ბედის ქვეშ», საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებულები.
ქვეყნის დასავლეთით როგორიღა მდგომარეობაა, ეგრისის მხარეს?
დამთხვევა მოხდა, თუ აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით «დიდმა
არმენიამ» დაუწყო საქართველოს შევიწროება, სამხარეთ-დასავლეთიდან «მცირე
არმენიამ» შემოუტია და იქაც ჩამოაჭრა ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. სტრაბონი
ამასაც გვამცნობს, ჩამოთვლის კიდეც «მცირე არმენიის» მიერ მიტაცებულ რაიონებს.
მაგრამ - «მცირე არმენია» შედარებით სუსტი სახელმწიფო იყო, ეროვნული
შემადგენლობით ძალიან ჭრელი, და სულ მალე თავისი დაპყრობილი
ტერიტორიიანად ადვილად გადაყლაპა უკვე გაძლიერებულმა პონტოს სამეფომ. ჩვენ
აკი ვთქვით, პონტოს სამეფო თანდათან გაძლიერდაო.
ამ ტერიტორიასაც არ დასჯერდა პონტოს მმართველი, უფრო ჩრდილოეთითაც
გამოიწვია, კოლხეთის სიღრმეში შემოიჭრა, ოღონდ დასავლეთი საქართველოს ის
79
ტერიტორია, რომელიც ქართლის სამეფოს გავლენის სფეროში მოექცა,
ხელუხლებელი დარჩა.
საქართველოს ტერიტორის დაპყრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პონტოს
სახელმწიფოსათვის – აქ იგი შოულობდა მეომარ ძალას, რაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო მისთვის გაუთავებელი ომების დროს, აქედანვე გაჰქონდა იმავე
ომებისათვის საჭირო ხე-ტყე, სავაჭრო და საომარი ხომალდების ასაგებად, გაჰქონდა
აგრეთვე ბევრი სხვა დეფიციტური საქონელი.
პონტოს სამეფო განსაკუთრებით მითრიდატე მეექვსე ევპატორის დროს გაძლიერდა
ძვ. წ. მეორე საუკუნის ბოლოსა და პირველი საუკუნის დასაწყისში.
და, იგულისხმება, ჩვენი ხალხის ექსპლოატაციაც ამ დროს უფრო აუტანელი გახდა.
თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რაღა თქმა უნდა, ვერ ურიგდებოდა უცხოელ
დამპყრობთა ძალმომრეობას და შეუპოვარ წინააღდეგობას უწევდა. ბერძენი
მწერლებისავე წყაროების მიხედვით ცნობილია კოლხების აჯანყებები მითრიდატეს
წინააღმდეგ. ასეთი აჯანყება რამდენჯერმე მომხდარა და საკმაოდ დიდი
მასშტაბითაც. ადვილი წარმოსადგენია, როგორ უსწორდებოდა მტარვალი
დამპყრობელი აჯანყებულებს.
როცა ამ პერიოდის მოვლენებს იხილავენ, ისტორიკოსებს ჩვეულებრივ სტრაბონის
ერთი საინტერესო ცნობა მოჰყავთ. ახლაც გავიხსენოთ ეს ადგილი სტრაბონის
ქრონიკებიდან:
მითრიდატე ევპატორის ძალაუფლება რომ გაძლიერდა, – გვაუწყებს ბერძენი
გეოგრაფოსი, – იგი მთელ ქვეყანას (იგულისხმება კოლხეთი) დაეპატრონა. ქვეყნის
მმართველადა და გამგებლად მუდამ რომელიმე თავის მეგობარს აგზავნიდა ხოლმე.
ერთხელ ბიძაჩემიც დანიშნა. სამხედრო ფლოტის მთავარ ძალებს სწორედ აქედან
იღებდა მეფე.

რა ადვილადა წერს! ჩაავლებდა ხელს თავის რომელიმე მეგობარს და ქვეყნის


მმართველად გაგზავნიდა. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რა პირობებში მოხდებოდა
ასეთი მმართველის «შერჩევა» და დანიშვნა. ან ნადიმობის დროს, სიმთვრალეში. ან
ნადირობის დროს, ან ვინ იცის!.. ზოგი თვითონა სთხოვდა, გამგზავნეო, ზოგი სხვას
ათხოვნინებდა... ახლა მოდექი და არკვიე – რისთვის, რა მიზნით, რა ნიშნით, რა
გამორჩომისთვის... მთავარი ის იყო, რომ ეს «მეგობარი» მმართველი მისი ერთგული
იქნებოდა და ყოველგვარ დავალებას შეუსრულებდა – ბლომად მეომარ ძალებს,
მონებსა და ხე-ტყის მასალას, აგრეთვე სხვა დეფიციტურ საქონელს გაიტანდა.
და გაჰყავდათ და გამოჰქონდათ ქართველი ჯანიანი გოგო-ბიჭები, საქართველოს
მიწაზე გაზრდილი ასწლოვანი ხეები, ქართველი კაცის მოწეული ჭირნახული...

ქვეყნის გამგებლის შერჩევაც ამ ნიშნით ხდებოდა. მისი ერთგული მეგობარი უნდა


ყოფილიყო და ეს საქმე ეკეთებინა, რაც შეიძლება მეტი გაეზიდა ქვეყნიდან.
ორგულობასა და ამ მთავარი გზიდან გადახვევას არავის აპატიებდა.
ერთხელ შვილი დანიშნა კოლხეთის მმართველად და ღალატი რომ შენიშნა (შვილმა
მოინდომა კოლხეთის დამოუკიდებელი მეფე გამხდარიყო), მოაკვლევინა. სხვა
ნიშნით შერჩევა არ არსებობდა – ან თუ მეტისმეტად გულქვა და მტარვალია და
ვაითუ ადგილობრივ მოსახლეობას ვერ შეეთვისოს; ან თუ უჭკუო კაცია და
გონივრულად ვერ გაუძღვეს ქვეყანას; ან თუ ადგილობრივი ხალხის ჩვევებსა და
ტრადიციებს ალღო ვერ აუღოს!..

80
არა, ამას კაცი არ დაგიდევდათ. საზომი ერთი იყო: მისი ერთგული მეგობარი უნდა
ყოფილიყო და რაც შეიძლება მეტი გაეზიდა, რაც შეიძლება მეტი მიეტანა
მეფისათვის.
მალე სომხეთის მეფემ ტიგრან მეორემ და მითრიდატე ევპატორმა საერთო ენა
გამონახეს და გადაწყვიტეს ერთმანეთთან შეთანხმებით გაენაწილებინათ სხვისი
მიწა-წყალი. სომხეთს, განსაკუთრებით, არ ასვენებდა პართია, მისი მეზობელი დიდი
სახელმწიფო, მასთანა ჰქონდა გაუთავებელი ჩხუბი, ტერიტორიის განსაზღვრულ
ნაწილს ედავებოდა.
რაკი სელევკიდების დიდი სახელმწიფო დაიშალა, ახლა პონტოსაც გაეღვიძა მადა იმ
სახელმწიფოში შემავალ სხვა ქვეყნების დასაპყრობად, თავისი სახელმწიფოს
საზღვრების კიდევ უფრო გასაფართოებლად; საერთოდ, მთელ მცირე აზიაში
მოუნდა ჰეგემონობა...

მაგრამ ამ დროს საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდა სახელმწიფო, რომელმაც არა


მარტო ამათი გეგმები ჩაშალა, არამედ მთელი მაშინდელი მსოფლიოს ცხოვრებას
შეუცვალა გეზი და კალაპოტიდან ამოაგდო.

2
«ამ დროს გამოჩნდაო», როცა ვთქვით, ეს არ იყო მთლად ზუსტი. უფრო სწორი
იქნებოდა, მხოლოდ ის გვეთქვა, ამათი გეგმების შესრულებას შეუშალა ხელი, ამათ
წინააღმდეგ ახლა გააქტიურდაო, რადგან ეს სახელმწიფო უკვე დიდი ხნის
«გამოჩენილი» იყო და დიდი ხანია ერეოდა სხვათა საქმეებში.
ჩვენ რომ სელევკიდების სახელმწიფოს დაშლაზე ვლაპარაკობდით, შინაგანი
წინააღმდეგობის გარდა, რაც იქ წარმოიშვა და თანდათანობით გაძლიერდა, ისიც
ვახსენეთ, სელევკიდების სახელმწიფოს დაშლის გარეშეE დიდმა ფაქტორმაც შეუწყო
ხელიო. მაშინაც სწორედ ამ გარეშე-სახელმწიფოს ვგულისხმობდით, რომელმაც ვერ
მოითმინა იმიტომ, რომ მის ინტერესებს ემთხვეოდა, მისი მეტისმეტად გაბედული
და გიჟური გეგმების განხორციელებას უშლიდა ხელს.
გავშალოთ მსოფლიო რუკა და ახლა ის მადაგაღვიძებული სახელმწიფო მოვძებნოთ,
რომელმაც გარკევულ პერიოდში მთელი მაშინდელი მსოფლიო ააფორიაქა.
რაკიღა საქართველოსა და მის მოსაზღვრე მეზობლების ამბებთან დაკავშირებით
გავიხსენეთ ეს სახელმწიფო, თქვენ, ბუნებრივია, სადმე ჩვენს მეზობლად ეძებთა მას.
არა, შორს, შორს, მარცხნივ, დასავლეთით მოძებნეთ... აპენინის ნახევარკუნძულზე!
დიახ, ეს მადაგაღვიძებული სახელმწიფო რომის იმპერია გახლდათ. ჩვენ
ალექსანდრე მაკედონელზე ვთქვით, მსოფლიო ჰეგემონობა მოუნდაო. როგორც
ვიცით, მას არ დასცალდა. ახლა რომის იმპერიას მოუნდა მსოფლიო ჰეგემონობა.
ჰეგემონობა! ასეთ რბილ სიტყვას შეარჩევენ ხოლმე ზოგჯერ ისტორიკოსები და ამით
საშინელ სისასტიკესა და არაადამიანურ გულქვაობას შეალამაზებენ. სჯობს კი
თავისი ნამდვილი სახელი დაერქვას ყელაფერს. ჰეგემონობა კი არა, მთელი
მსოფლიოს გაქელვა და გასრესა მოუნდა, ხალხების გაჟლეტა და მოსპობა, ძარცვა,
სახელმწიფოების განადგურება და მიწის პირისაგან აღგვა...
გასაკვირია, არა? აბა, რა ესაქმებოდა ამ გადამთიელს საქართველოსთან და
სომხეთთან, რომელთაც ის იყო თავიანთი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს და, როგორც
კი ცოტათი მაინც მოასვენებდნენ ბოროტი ზრახვებით აღზევებული მეზობლები,
როგორც კი ცოტათი მაინც ამოისუნთქავდნენ და ხმალს გვერდზე გადადებდნენ,

81
მაშინვე შრომასა და თავიანთ შემოქმედებით ცხოვრებას მიუბრუნდებოდნენ
ხოლმე?! რა ესაქმებოდა რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებულ ქვეყანას? რა
ჰქონდა სადავო და გასაყოფი?!
ისევ რომ მოვიშველიოთ ჩვენი საუკუნეთა მხილველი მანქანა, საოცარ სურათს
დავინახავთ.
თითქმის მთელ ახლანდელ დასავლეთ ევროპას რომაელი ჯარისკაცები მოსდებია.
გამოდიან და გამოდიან რომიდან თავით ფეხებამდე შეიარაღებული ლეგიონები და
მთელს ევროპაში იფანტებიან. დაპყრობილ ტერიტორიაზე თავის წესრიგს
ამყარებდნენ, თავიანთ წესებსა და ჩვეულებებს სხვა ხალხებს ახვევენ თავს,
მოსახლეობას მხეცურად ჟლეტენ, მთელი დოვლათი, რაც კი ადამიანებს
მშვიდობიანი შრომით შეუქმნიათ, გამოაქვთ და რომში გზავნიან. რისი გაგზავნაც არა
ხერხდება, ან არა სჭირდებათ, სპობენ და ანადგურებენ.

სწორედ ამ დოვლათის მოსაპოვებლად დაძრულან შეიარაღებული ლეგიონები


რომიდან და მთელს ევროპას მოსდებიან. ამ დოვლათისა და ცოცხალი
მონებისათვის. გაზულუქებულ რომის არისტოკრატიას ფუფუნების საგნები
სჭირდება, მუქთი მუშა-ხელი სჭირდება, ამ უშველებელ, პარაზიტად ქცეულ სხეულს
აღარაფერი ჰყოფნის...
და აჰა, გამოაქვთ და გამოჰყავთ. თითქმის მთელი მერმინდელი ევროპა, ჩრდილო-
აფრიკა, ეგვიპტე, მცირე აზია, სირია გაძარცვეს და გადათელეს...
ასეთი საშინელი მხეცობა თითქოს არ უთავსდება ჩვენს წარმოდგენას დიდი,
განათლებული რომის შესახებ. რომს რომ ახსენებენ, ჩვენ მაშინვე ამ ქვეყნის დიდი
და მრავალფეროვანი კულტურა წარმოგვიდგება, მისი შესანიშნავი ხელოვნება,
თავისი სილამაზითა და გრანდიოზულობით განსაცვიფრებელი თექტრალური და
სპორტული ნაგებობანი....
ეს სულ სხვა მხარეა. ეს მშრომელი ხალხის ნიჭმა და შრომამ შექმნა და არაფერი აქვს
საერთო სისხლიან დამპყრობლებთან, რომელთაც მოახერხეს ქვეყნის მთელი
სამხედრო ძლიერება ხელში ჩაეგდოთ და შემდეგ გამოეყენებინათ არა მარტო სხვა
ხალხების დასარბევად, არამედ საკუთარი ხალხის დასამონებლადაც.
თქვენ ყველას წაგიკითხავთ იტალიელი მწერლის ჯოვანოლის წიგნი «სპარტაკი»,
სადაც აღწერილია რომის მაშინდელი ყოფა, ერთი მხრივ, ზღაპრულ ფუფუნებაში
მცხოვრები საზოგადოების მცირე ნაწილი, და, მეორე მხრივ, მრავალრიცხოვანი
გაღატაკებული მშრომელი ხალხი. ამ წიგნში იგრძნობა რომის იმპერიის საგარეო
მდგომარეობაც, მისი გაუთავებელი ომები, რაც მძიმე ტვირთად აწევს არამარტო
დაპყრობილ ხალხებს, არამედ თვით რომის მშრომელ მოსახლეობასაც. წიგნში
აღწერილია სწორედ მონების დიდი აჯანყება სპარტაკის მეთაურობით. თქვენ იცით,
რომ ეს აჯანყება საბოლოოდ სისხლში ჩაახრჩვეს...
და, აი, როცა შინაგანი საქმეები ასე «მოაწესრიგეს», დამპყრობლებმა მზერა
აღმოსავლეთისაკენ გადაიტანეს – საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნისაკენ.
ეს მოხდა სწორედ სპარტაკის დამარცხების ხუთიოდე წლის შემდეგ, როცა შინაგანი
შფოთი ერთგვარად დააშოშმინეს და «საგარეო საქმეებისათვის» მოიცალეს უფრო
სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ეს «საგარეო საქმეები» ნაწილობრივ იმ შინაგანი
არეულობის დასაშოშმინებლად ჭირდებოდათ. მტარვალების ცნობილი ხერხია: როცა
ქვეყნის შიგნით ხალხის უკმაყოფილება და მღელვარება იზრდება, სხვა ქვეყნებთან
ურთიერთობას გაამწვავებენ ხოლმე, ომს წამოიწყებენ, რათა საკუთარი ხალხის

82
ყურადღება იქით გადაიტანონ და შინაგანი დაძაბულობა ერთგვარად შეანელონ.
ვიმეორებ, ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც იყო.
მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი. მთავარი კი სულ სხვა რამ გახლდათ და ჩვენ ეს უკვე
ვიცით.
მთავარი იყო ისევ ის საერთაშორისო სავაჭრო გზა, რომელიც საქართველოზე
გადიოდა და რითაც რომაელ დამპყრობლებს ინდოეთიდან და აღმოსავლეთის სხვა
ქვეყნებიდან საქონელი უნდა გაეზიდათ.
ეს ერთი.
მეორე:
აქედან მონები გაეყვანათ – როგორც მუქთი მუშა - ხელი და როგორც მუქთი
მეომრები. მათ კარგად იცოდნენ ქართველი მეომრის ფასი.
მესამე: ამიერკავკასია და, განსაკუთრებით საქართველო, მათ სჭირდებოდათ,
როგორც სტრატეგიული პუნქტი. ისინი ხომ მსოფლიო ბატონობას ლამობდნენ,
ხოლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სრულ და მყარ ბატონობას ისე ვერ მიაღწევდნენ,
თუ ამიერკავკასიაში არ გამაგრდებოდნენ.
გარდა ამისა, საქართველოში გამაგრება მათ ჭირდებოდათ ჩრდილოეთიდან
მოსალოდნელი თავდასხმების შესაკავებლად. რადგან სწორედ საქართველოს
ჩრდილო საზღვრებზე ეგულებოდათ რამდენიმე უღელტეხილი. თუ ამ
უღელტეხილებს საგულდაგულოდ გაამაგრებდნენ, მაშინ უფრო ადვილად
შეაკავებდნენ ჩრდილოეთით მოსახლე განთქმულ მეომარ ხალხებს. ამიტომაც
სჭირდებოდათ, ქართლის სამეფო მათი გავლენის სფეროში მოქცეულიყო.

აი, მთავარი მიზეზები, რის გამოც ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის


ნახევარში რომიდან კავკასიისაკენ დაიძრა დიდი ლაშქარი.
შეგახსენებთ: ეს მოხდა სპარტაკის ცნობილი აჯანყების ჩახშობის რამდენიმე წლის
შემდეგ.
სანამ საშუალოდ საქართველოში გამოილაშქრებდა რომის მხედრობა, რამდენიმე
შეტაკება პონტოს მპყრობელის მითრიდატე ევპატორის წინააღმდეგ მოუხდა. ჩვენ
აკი ვთქვით, რომ რომაელი იმპერიალისტები ვერ იტანდნენ ძლიერი სახელმწიფოს
არსებობას იმ ადგილებში საითკენაც თავისი იმპერიის საზღვრების გაფართოებასა
ლამობდნენ. ჯერ ხომ სელევკიდების ძლიერ სახელმწიფოზე გაილაშქრეს და
დაამარცხეს, ახლა პონტოს გაძლიერება რომ შენიშნეს, პონტოს სახელმწიფოს
წინააღმდეგაც მოაწყვეს ლაშქრობა და ზედიზედ რამდენიმე დამარცხებაც აგემეს.

პონტოს ცბიერი და მრისხანე მბრძანებელი მითრიდატე-იხტიბარს მაინც არ იტეხდა


და სულ ახალ ბრძოლას ამზადებდა მტრის წინააღმდეგ.
ეს იყო ორი დამპყრობელი სახელმწიფოს ხანგრძლივი და თითქმის განუწყვეტელი
ომი უმთავრესად სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე თავიანთი ბატონობის
დასამკვიდრებლად.
რომის იმპერიის აღმოსავლეთში არა ჰყოლია ისეთი შეუპოვარი და მრისხანე
მოწინააღმდეგე, როგორიც მითრიდატე იყო. ეს იყო მეტად რთული და საინტერესო
პიროვნება – ჭკვიანი სარდალი, შეუპოვარი მეომარი, გოლიათური აღნაგობისა და
ძალის პატრონი, მოქნილი და ნიჭიერი პოლიტიკოსი, შესანიშნავი ორატორი, დიდად
განათლებული კაცი, მრავალი ენის მცოდნე (22 ენა იცოდა და თავის
მრავალრიცხოვან ქვეშევრდომ ტომებთან სალაპარაკოდ თარჯიმანი არა

83
სჭირდებოდაო, რომაელი მწერლები გადმოგვცემენ), ხელოვნების მოყვარული და
მეცენატი (სხვათა შორის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების კოლექციონერი),
იშვიათი ვაჟკაცური ღირსებით შემკული ადამიანი, რაც ხელს არ უშლიდა მტრის
წინააღმდეგ დაუჯერებელი ცბიერება გამოეჩინა და ვერაგული მახეები დაეგო...
მითრიდატემ მოახერხა სომხეთსა და ქართლთანაც გამენახა საერთო ენა რომის
წინააღმდეგ. მაგრამ რომთან ამ თითქმის გადაბმულ ომებში მას ბედი არა სწყალობდა
და ისევ და ისევ მარცხდებოდა.
ვიდრე საბოლოო და გადამწყვეტ ბრძოლას გაუმართავდა პონტოს ჯარებს, რომის
მხედრობამ კიდევ უფრო წინ წაიწია და ახლა სომხეთს დაესხა.

აი, ამ ბრძოლებში ცხედავთ ჩვენ სომხების მხარდამხარ მებრძოლ ქართველ


მეომრებს. ამის წინანდელი კონფლიქტი და უსიამოვნებანი მათ, ეტყობა, დაივიწყეს,
გონივრულად მოიქცნენ და მრისხანე მტერს შეერთებული ძალით დახვდნენ. რა თქმა
უნდა, ეს არ იყო მხოლოდ კეთილმეზობლური ჟესტი, ქართველები ალბათ კარგად
გრძნობდნენ, რომ ხვალ მათი ჯერიც დადგებოდა და ცალკე მყოფს ძლიერი მტერი
უფრო ადვილად მოერეოდა. სწორედ რომაელებს ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა
Dივიდე ეტ იმპერა – გათიშე და იბატონე!... ამ გამოთქმის არსებობა
ქართველებისათვის მაშინ იქნებ ცნობილი არ იყო, მაგრამ რომაელი
იმპერიალისტების ვერაგულ პოლიტიკას ხომ აშკარად ხედავდნენ: ისინი ცალკეულ
სახელმწიფოებს შეესეოდნენ ხოლმე, სათითაოდ, დაიპყრობდნენ, ფეხს კარგად
მოიკიდებდნენ; საფუძვლიანად გაბატონდებოდნენ და სხვა ქვეყანას მერეღა
შეუტევდნენ.
სომხეთის ტერიტორიის დაცვის დროს, ბრძოლებში, ქართველი მხედრობა
განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი გმირობით. ბერძენი ისტორიკოსები
ხაზგასმით აღნიშნავდნენ: ტიგრან მეორეს ყველაზე მეტად იბერიელი მეომრების
იმედი ჰქონდაო.
მაგრამ რომის გაწაფულსა და მრისხანე ლაშქარს ქართველ-სომეხთა შეერთებულმა
მხედრობამ ვერაფერი დააკლო. დამარცხდა სომხეთი. ეს იყო ზამთრის პირას.
რომაელთა სარდალმა შემდგომი წინსვლა რატომღაც ვეღარ გაბედა, ხეირიანად
დამკვიდრებაც ვეღარ მოასწრო სომხეთში, რომ უკანვე გაბრუნდა. ალბათ ამას
იმპერიის საშინაო მდგომარეობაც მოითხოვდა.
ეს იყო ძველი წელთაღრიცხვით 68 წელს.
ამის შემდეგ ორი წელი არც კი გასულა და, რომაელმა დამპყრობლებმა კვლავ
განაახლეს აღმოსაველთის კამპანია. ამჯერად სარდალი შეცვალეს, ჯარიც
გააძლიერეს და უფრო მტკიცე გადაწყვეტილებითა და კონკრეტული მიზნებით
დაიძრნენ აღმოსავლეთისაკენ. მიზანი ნათელი იყო: პონტოსა და სომხეთის
საბოლოო განადგურება და მაჯერად უკვე საქართველოს დაპრობაც.
ახალმა სარდალმა, ცნობილმა პომპეუსმა, წარმატებით შეასრულა ეს კონკრეტული
გეგმა. ადვილად გაანადგურა წინა ომებში რამდენჯერმე დამარცხებული და
დასუსტებული პონტო, თუმცა რომის დაუძინებელი მტერი, მრისხანე მითრიდატე
არც ახლა შეურიგდა ბედს – გადარჩენილი ლაშქრით ჩრდილოეთისაკენ გაიქცა,
კოლხეთში. იგი იმედოვნებდა ძალების მოკრებას და რომისათვის გადამწყვეტი
ბრძოლის გამართვას.
მაგრამ მის ოცნებას ახდომა არ ეწერა: მეორე ვაჟმაც არ გაუმართლა და, საბოლოოდ,
ამ მოუსვენარმა მმართველმა პანტიკაპემში (ახლანდელი ქერჩი) თავი მოიწამლა.

84
ტიგრან მეორის სუსტი წინააღმდეგობაც მალე დაძლია პომპეუსმა. სასტიკად
დაამარცხა სომხეთის ლაშქარი. სომხეთს წაართვა კაპადოკია, კილიკია, სირია,
ფინიკია, ქურთისტანი... ტიგრანი იძულებული გახდა, რომაელ სარდალს ხლებოდა,
მის წინაშე მუხლებზე დაჩოქილიყო და მორჩილების ნიშნად, დამპყრობლისათვის
თავისი ცხენი, მახვილი და გვირგვინი გადაეცა.
ამის შემდეგ უკვე საქართველოსკენ დაიძრა რომის ლაშქარი.
ცნობილი ისტორიკოსი მომზენი, როცა პომპეუსის საქართველოზე გალაშქრების
ამბავსა ყვება, ასე ახასიათებს ჩვენს ხალხს – რომაელებმა გაილაშქრეს ამ მამაცი,
განათლებული და მიწის მუშაკი ხალხის წინააღმდეგიო.

3
რომაელთა მხედრობას ჩვენ ზემოთ მრისხანე ლაშქარი ვუწოდეთ. მართლაც მრისხანე
იყო – მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილი და გაწაფული ჯარისკაცები, სამხედრო
ხელოვნებას კარგად დაუფლებული, გამოცდილი სარდლები, იმ დროისათვის
ჩინებული შეიაღაღება...
მაგრამ ომის დროს არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ფსიქოლოგიურ მომენტსაც:
ძლევამოსილ რომაელთა მხედრობის მოახლოება ქვეყნებისათვის შიშის ზარი იყო და
ეს უკვე ნახევარ გამარჯვებას უდრიდა. ქართველებს არ შეიძლებოდა არა
სცოდნოდათ, რომ დღეს თუ ხვალ მათი რიგიც დადგებოდა და ეს არამკითხე,
დაუპატიჟებელი გადამთიელი დამპყრობელი მასაც ეწვეოდა.
სომხეთზე რომაელთა ბოლო გალაშქრების ამბავი რომ გაიგო ქართველთა მეფე
არტაგმა, ხელად დესპანი აფრინა პომპეუსთან და, უნდა ვივარაუდოთ, კარგა
ძვირფასი ძღვენიც მიართვა, მეგობრობა და ერთგულება შესთავაზა. თან კი ჩუმად
საომარი თადარიგი დაიჭირა, უპირველეს ყოვლისა, დედაქალაქის მთავარი ციხე –
არმაზციხე – გაამაგრა, ალბათ ჯარიც შეავსო...
სხვა პირობებში, სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ეს თავისებური
წინდახედულობა იქნებ სწორი და გამართლებულიც ყოფილიყო, მაგრამ ახლა
აშკარად უარესი გამოდგა. ცბიერმა სარდალმა ძღვენი კი მიიღო, მაგრამ მეგობრობის
ფიცი როდი ირწმუნა. იმასაც მიუხვდა, რომ მეგობრობის ფიცი ქართველთა მეფეს
რომაელებისათვის თვალის ასახვევად, დროის მოსაგებად ჭირდებოდა.

და კიდევ უფრო დააჩქარა საქართველოზე გალაშქრება, ოღონდ დესპანისათვის ასე


არ უთქვამს. პირიქით, მადლობა და ასეთივე მეგობრობა შემოუთვალა არტაგს.
ერთი სიტყვით, დესპანები ტკბილი სიტყვით გამოისტუმრა პომპეუსმა და მალე
თვითონაც დაედევნა მთელი ლაშქრით. არტაგი კი ამ დროს, დამშვიდებული,
არმაზციხეს ამაგრებდა და გულში ალბათ კმაყოფილი იყო თავისი საზრიანობისა.
იქნებ იმასაც კი ფიქრობდა, საბოლოოდ მოვულბე გული რომაელებს და აქეთკენ
პირს აღარც იზამენო... ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც ჰქონდა – მტრის
შემოსევის ვადა დიდი ხნით გადავწიეო.
ასეთი ვარაუდის საფუძველს ის გვაძლევს, რომ მტერი მოულოდნელად მოადგა
მცხეთას და მეტისმეტად დამშვიდებულ მეფეს სავსებით მოუმზადებელს მოუსწრო.
ქართველმა მეომრებმა, ეტყობა, თავგანწირვით იბრძოლეს. რომაულივე წყაროების
მიხედვით იმ პირველ ბრძოლაში ცხრა ათასი ქართველი დაეცა! იმდროინდელი
მასშტაბების მიხედვით ეს ძალიან დიდი მსხვერპლია.

85
არტაგ მეფემ, ეტყობა, ამჯერადაც იჩქარა, აღარც კი დაიცადა გაეგო ბრძოლის ბედი,
თავისი მცველი რაზმით სწრაფად გაირბინა ხიდი და მტკვარგადაღმა გავიდა. იმის
შიშით, რომ მტერი არ დამედევნოსო, მობრუნდა და იმ ერთადერთ ხიდს ცეცხლი
წაუკიდა.1 ამით მდინარეზე გადასვლის საშუალება მოუსპო თავისივე ჯარის
ნაშთებსაც, რომელთაც დაერია მტრის ლაშქარი და უფრო ადვილად გაავლო მუსრი.
ქვემოთ ვნახავთ, რომ მსგავს სიტუაციებში შემდეგი საუკუნეების ქართველთა
მეფეებსა და სარდლებს მეტი ჭკუა და გმირობა გამოუჩენიათ...
ახალ მცხეთაში ისევ შეკრიბა კარი არტაგმა და კიდევ ერთხელ სცადა მრისხანე
სარდლის გულის მოლბობა. შემოუთვალა: ჩემივე ხელით აგიგებ ხიდს, ჯარისთვის
სანოვაგესაც მოგართმევ, ოღონდ ახლა მაინც დავმეგობრდეთო.
პომპეუსმა, ეტყობა, ახლაც ტკბილი თანხმობა და მეგობრობა შეუთვალა არტაგს.
მაგრამ, როცა მასპინძლობის პურმარილით დანაყრებული ლაშქარი მასპინძლებისავე
მიერ სახელდახელოდ აგებულ ხიდზე გაიყვანა, ისევ წამოუარა გულმავიწყობამ. აღარ
გაახსენდა თავისი ვაჟკაცური ისტყვა და ისევ შემართა მახვილი.
არტაგს მეორე ხიდიც აღმოაჩნდა, ჯერ გასავლელად და მერე დასანგრევად: სწრაფად
გადაირბინა მდინარე არაგვი და კარგად გამაგრებულ ზადენციხეს მიაშურა, ხიდი კი
აქაც დააწვევინა და მტკვრის ლაშქრის დევნა შეაჩერა.
მაგრამ მტრის ლაშქრის გარდა, საკუთარი ხალხიც დარჩა არაგვგამოღმა. შეიქმნა
ფიცხელი, მაგრამ მეტისმეტად უთანასწორო ბრძოლა: ერთ მხარეს გათავხედებული
და გამარჯვებისაგან ფრთაშესხმული მტრის მრავალრიცხოვანი ლაშქარი და მეორე
მხარეს უსარდლოდ მიტოვებული ქართული მხედრობის ნაფლეთები!
ქართველებმა გმირული წინააღმდეგობა გაუქიეს მტერს... მაგრამ ძალა აღმართსა
ხნავს! რაღა თქმა უნდა, ვერაფერს გახდებოდნენ.
ეს ბრძოლები უნდა ვივარაუდოთ არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. არაგვი მაშინ,
ეტყობა, საკმაოდ დიდი იყო. გადაცურვაც კი გაძნელდა და ბევრი ქართველი მეომარი
დაიხრჩო.
ზადენციხემდე ვეღარ მისდია მტერმა მეფეს, არაგვი ვეღარ გადალახა. ბრძოლა
დამთავრებულად ჩათვალა და დაღლილ-დაქანცული რომაელი მხედრობა უკანვე
შემობრუნდა მცხეთისაკენ.

მათ კი ჩათვალეს ბრძოლა დამთავრებულად, მაგრამ სინამდვილეში ქართველთაგან


კიდევ დიდი უსიამოვნება ელოდათ.
არაგვისპირას მაშინ ტყე იყო. მდინარის ნაპირიდან შემობრუნებულ ლაშქარს,
მცხეთაში მისვლამდე ეს ტყე უნდა გაევლო. შემოვიდნენ თუ არა ტყეში რომაელი
მეომრები, გაისმა ერთბაშად ყურისწამღები ზუზუნი და რომაელი ჯარისკაცების
ერთი ნაწილი მოცელილივით დაწვა მიწაზე. მოულოდნელობისაგან გაოგნებულმა
რომაელებმა გამორკვევა ვერც კი მოასწრეს, რომ ზუზუნის ახალი ტალღა წამოვიდა
და ამჯერადაც ჯარისკაცების ახალი ტალღა გააწვინა.
გმირ ქართველ მეომრებს გადაეწყვიტათ, ასე იოლად არ დაეთმოთ მტრისათვის
საკუთარი მიწა-წყალი და უკანასკნელი განწირული ბრძოლა გაუმართეს.
უკანასკნელი მათთვის იყო ბრძოლა და ეს თავიდანვე იცოდნენ.
როცა გონს მოვიდნენ რომაელები და მაღალ ხეებზე შეფენილი, მშვილდმოზიდული
ქართველები დაინახეს, თავიანთი გრძელი შუბები მოიმარჯვეს; მაგრამ ამ
გაბურდულ ტოტებში შუბებით რას გახდებოდნენ. არადა, ჩქარა უნდა ეღონათ რამე:
ხეებიდან წამოსული ისრები მიწაში უქმად არ ერჭობოდა. ისღა მოიფიქრეს, რომ
ნაჯახები მოძებნეს და ხეებს დაუწყეს მოჭრა.

86
ადვილი წარმოსადგენია, რამდენი ჯარისკაცი გამოესალმებოდა სიცოცხლეს, მანამ
ხეებს მოიჭრიდნენ. არც ის არის ძნელი წარმოსადგენი, როგორ გაუსწორდებოდა
გმირ მეომრებს მტრის გამწარებული ლაშქარი...

არმაზციხეში ბატონკაცურად გამაგრებულ პომპეუსსა და ზადენციხეს შეფარებულ


არტაგ მეფეს შორის მოლაპარაკება დაიწყო. ამჯერად უფრო პირდაპირი და
კონკრეტული. მოლაპარაკებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მეფური ძღვენის მირთმევა
რომაელი სარდლისათვის.
საინტერესო სანახავი იქნებოდა ორ, აქეთ-იქით მედიდურად წამომართულ ციხე-
სიმაგრეებს შორის მიმავალ-მომავალი დესპანები. როგორც ითქვა, არტაგმა არაგვის
ხიდიც მოსპო და ახლა ამ დესპანებს ბევრჯერ მოუხდებოდათ ადიდებული არაგვის
გადაცურვა და გადმოცურვა.
მოლაპარაკება დიდხანს გაგრძელდა, რადგან პირობები, რასაც რომაელი სარდალი
აყენებდა, მეფეს ძალიან ემძიმა.
გამარჯვებული მტრის სარდალს დათაფლული სიტყვები და ერთგულების
მხურვალე ფიცი არ აკმაყოფილებდა: მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისაკენ
მიეჩქარებოდა, რათა ახლა დასავლეთ საქართველოც დაეპყრო და პონტოს
ლტოლვილ მეფესაც გასწორებოდა, რომელიც იმჟამად იქ შეფარებული ეგულებოდა,
მაინც ფეხს ითრევდა. უსიტყვო კაპიტულაციისა და მორჩილების ნიშნად, აგრეთვე
ყოველგვარი მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად პომპეუსი
მძევლებად შვილებსა სთხოვდა მეფეს. არტაგს უმძიმდა შვილების მიცემა.
როცა ძალიან გაჯიქდა რომაელი სარდალი და მეფემაც შეატყო, რომ მხოლოდ
ლიტონი სიტყვებითა და მდიდრული საჩუქრებით ვერ გატეხდა, ალბათ შესთავაზა –
ერთი შვილი მაინც იკმარეო, მაგრამ ცბიერი სარდალი არა ტყდებოდა, იგი კარგად
ხედავდა, რომ, ადრე თუ გვიან, მეფე იძულებული გახდებოდა დათანხმებულიყო.
ასე გაჭიანურდა მოლაპარაკება. და დაკითხის საბოლოო გადაწყვეტა ძალიან
მარტივი მიზეზის გამო მოხდა: გაჭიანურებული მოლაპარაკების დროს არაგვი
თანდატანობით დაპატარავდა, წყალმა შესამჩნებად იკლო და რომაელთა
ლაშქრისათვის უკვე ძნელი აღარ იყო მისი გადალახვა. არტაგმა რომ დაინახა არაგვის
მარჯვენა ნაპირას მომდგარი, მდინარის გადმოსალახავად გამზადებული რომაელთა
მხედრობა, სასწრაფოდ გაუგზავნა პომპეუსს მძლეველები და ზავიც შეიკრა.
პომპეუსმა მცხეთაში მეციხოვნე რაზმი დატოვა და დასავლეთ
საქართველოსკენ გაეშურა. დაიპყრო კოლხეთიც, ქვეყნის მმართველად იქ თავისი
მეგობარი არისტარქი დანიშნა და თვითონ რომში გაბრუნდა, სადაც მეტად
უსიამოვნო შინაგანი ბრძოლები ელოდა იულიუს კეისართან.

ამრიგად, მთელ საქართველოში რომაელთა ბატონობა დამკვიდრდა, ან,


როგორც უფრო სახოვნად გამოთქვამს ამას ივანე ჯავახიშვილი,
ასე მაგრად ჩადგეს ფეხი რომაელებმა დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში.

საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ამის შემდეგ საქარტველოს


სრული, მონური მორჩილება გამოეჩინოს რომის მიმართ.

87
არა, ქარტველები ხელსაყრელ შემთხვევას არ უშვებდნენ და აჯანყებას
აჯანყებაზე აწყობდნენ რომაელი დამპყრობლების წინააღმდეგ. მართალია, ამ
აჯანყებებს სრული გათავისუფლება არ მოჰყოლია, მაგრამ მაინც სასურველი
შედეგი გამოიღო.
რომს ძვირი უჯდებოდა საქართველოსთან ასეთი ურთიერთობა, დიდი
მსხვერპლი სჭირდებოდა არადა, საქართველოს დათმობა მას არ შეეძლო, რადგან
გამოცდილი რომაელი პოლიტიკოსებიმიხვდნენ,რომ მტელს კავკასიაში ყველაზე
დიდი გავლენა საქართველოსა ჰქონდა, ამასთან იგი საიმედო ზღუდეს
წარმოადგენდა ჩრდილოეთიდან მომდგარი მეომარი ხალხების შესაკავებლად,
ვისი შიშიც არ შეიძლებოდა არა ჰქონდა რომს.
და რაკი არც დათმობა შეეძლოთ საქართველოსი და სრული
დამორჩილებაც ძვირი უჯდებოდათ, პოლიტიკა შეცვალეს, ეს პატარა ქვეყანა
მეგობრად გაიხადეს.
რაღა თქმა უნდა, ქართველებისათსის ნათელი იყო ასეთი მეგობრობის
ნამდვილი არსი, მაგრამ ამ გართულებულ სიტუაციაში მაინც ასე სჯობდა, და
ქართველი მეფეებიც იტყუებდნენ თავს ამ მეგობრობით.
რომის პოლიტიკის შეცვლას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჯერ ერთი,
პართიის სახელმწიფო გაძლიერდა და მეტისმეტად გამომწვევად იქცეოდა რომის
მიმართ; არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაეწია რომს ამ მოვლენისათვის: პარტია
თუ მოახერხებდა საერთო ენის გამონახვას რომით უკმაყოფილო
საქარტველოსთან, ეს უკვე საგრძნობლად შეარყევდა რომაელთა სიძლიერესა და
ავტორიტეტს აღმოსავლეთში.მეორეც: რომის შიგნითაც გაძლიერდა პარტიებსა და
ჯგუფებს შორის წინააღმდეგობა. ასეთ პირობებში სასურვერლი იყო,
აღმოსავლეთში ძლიერი სახელმწიფო ჰყოლოდათ მოკავშირედ.

იბერია კი ამ დროისათვის თანდათანობით მოღონიერდა და ძლიერი


სახელმწიფო გახდა. სომხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორია დაიბრუნა და
უკვე ისე გაეხსნა მადა, რომ იქათაც დაიწყო ყურება, სხვა ტერიტორიასაც
შეედავა სომხეთს. საამისოდ უკვე ძალაც შესწევდა და რომის მეგობრული
დახმარების იმედიცა ჰქონდა. ერთი სიტყვით,სულ რაღაც ერთი სასაუკუნის
განმავლობაში სომხეთთან ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა,როლები
შესცვალეს.

იმხანად იბერიის მეფეჭკვიანი პოლიტიკოსი და კარგი მეომარი ფარსმან


პირველი იყო.
რომთა წინასწარი შეთანხმების შემდეგ ფარსმანის ლაშქარი შეიჭრა
სომხების ტერიტორიაზე და აიღო სომხეთის მაშინდელი დედაქალაქი არტაქსატი
ტახტზე დასასმელად ფაზრსმანმა თავისი ძმა მითრიდატე
მოამზადა(აკვირდებით, იმ საუკუნეებში როგორა ჰყვარებიათ სამეფო ოჯახებში
სახელი მითრიდატე?! დიდი სიფრთხილე სჭირდება ადამიანს, რომ ერთმანეთში
არ აურიოს).

სომხეთის დედაქალაქში იბერიელების ასე უცერემონიო შეჭრა ვერაფრად


ეჭაშნიკა პართიის მეფე არტახანს. იგი თავისად თვლიდა ამ დროისთვის
დასუსტებული სომხეთის სახელმწიფოს,ამიტომ სასწრაფოდ შეკრიფა დიდი

88
ლაშქარი, სარდლად თავისივე შვილი იროდი დაუნიშნა და იბერიელთა
მხედრობისკენ დასძრა.
ბრძოლის დაწყების წინ, რომაელი ისტორიკოსის გადმოცემით, ფარსმანმა
სიტყვით მიმართა თავის ჯარს.მეფე ხედავდა, რომ პართიელთა ლაშქარი
გაცილებით უფრო დიდი ჩანდა. საჭირო იყო სამართლიანობისი და გამარჯვების
რწმენა შთაეგონებინა ჯარისთვის და, როგორც გადმოგვცემენ, მართლაც
მგზნებარე და ლოგიკურად დასაბუთებული სიტყვით მიმართა ფარსმანმა
ჯარისკაცებს, ბრძოლის ც ეცხლი წაუკიდა.,,აქ ვაჟკაცები არიან,- თავისი ჯარისკენ
გაშალა ამაყად ხელი თურმე სარდალმა – ,,იქ კი საშოვარია ზიზღია მიუთითა
პართიელების მდიდრულად აღკაზმულ მხედრობაზე და ამით დაამთავრა
თავისი საბრძოლო მოწოდება...
იმავე მეისტორიის გადმოცემით, გაიმართა სამკვდრო-სასიცოცხლო
ბრძოლა, რომლის ბედი ვინ იცის როგორ გადაწყდებოდა, რომ გახურებული
ბრძოლისა და ხოცვა-ჟლეტის დროს მოულოდნელად ერთმანეთს პირისპირ არ
შეყროდა ორი სარდალი-ფარსმანი და ოროდი.
ორთა ბრძოლაში ფარსმანმა იმარჯვა, მახვილით თავი გაუხეთქა პართიელების
სარდალს. ჭრილობა სასიკვდილო არ ყოფილა. ცხენი დაფეთდა და თავგაჩთეხილი
მხედარი გაიტაცა. ჯარი პანიკამ მოიცვა. ელვის სისწრაფით გავრცელდა ხმა, ოროდი
მოკლესო, პართიელები აირიენ და გამარჯვება იბერიელებს დარჩათ. ამის შემდეგ
საქმე ძალიან გართულდა. რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის
თქმით,,აღმოსავლეთის ძალები დაიქსაქსა, მდგომარეობა ,,გაბუნდოვანდა...
მითრიდარტემ ისარგებლა შემთხვევით და თავისი ძმის- იბერიის მეფის დახმარებით
და რომაელთა მხარდაჭერით, სამეფო ტახტზე ავიდა...

გამოხდა ხანი. მითრიდატე კვლავ სომხეთში მეფობს (,,ჩვენი შეწევნითო, არ


ავიწყდება რომაელ ისტორიკოსს შენიშნო). მაგრამ თანდათანობით ძმებს შორის
უთანხმოების ბზარი გაჩნდა.სულ უფრო და უფრო მატულობდა ეს უთანხმოება.
ფარსმანს ალბათ თავისი სახელმწიფოს ტერიტორიის გაფართოება მოუნდა ძმის
სამეფოს ხარჯზე, მითრიდატემ წინააღმდეგობა გაუწუია. საბოლოოდ ისე გამწვავდა
ურთიერთობა ძმებს შორის, რომ ფარსმანი საომარ სამზადისს შეუდგა.
ომის დაწყება ერთმა შინაურმა საქმეები დააჩქარა.
ფარსმანს ვაჟი ჰყავდა, სახელად რადამისტი - რომაელი ისტორიკოსის
გადმოცემით, შესანიშნავი ვაჟკაცი და მეომარი.,, მშობლიურ ხელოვნებაში
გაწვრთნილი. რადამისტი სულ უფროდაუფრო ვერ ეგუებოდა სიბერეში შესული
მამის ჭირვეულ ხასიათს. ვერ ეგუებოდა დედინაცვალსაც,რომელიც, ეტყობა,
კანონიერი უფლისწულის დაჩაგვრასა ცდილობდა და სამეფო ტახტზე ასასვლელად
თავის შვილს, რადამისტის გერ-ძმას მითრიდატეს ამზადებდა.
ფარსმანს მოეჩვენა, რომ რადამისტი მის ტახტს ემუქრებოდა და ამიტომ
შვილის ტავიდან მოშორება სცადა. ძმასთან გაგზავნა სომხეთში საიდუმლო მისიით-
ბიძაშენს თავი ისე მოაჩვენე,თითქოს შინიდან იყო გაქცეული, როგორმე შეიტკბე და
თან კი ჩუმჩუმად სომეხი დიდებულები გადმოიბირეო.
ამით ორ კურდღელს იჭერდა ფარსმანი: ძმის დამარცხებისათვის საფუძველს
ამზადებდა და შვილსაც თავ იდან იშორებდა.
ბიძამ დიდი პატივით მიიღო ძმისწული. რადამისტი კი მეტად საძრახ საქმეს
შეუდგა-ბიძის წინააღმდეგ საიდუმლო მოლაპარაკება გამართა სომეხი

89
დიდებულების გადმოსაბირებლად.როცა საამისო დრო დადგა, ფარსმანმა დიდი
ლაშქარი მისცა შვილს. რადამისტი მოულოდნელად მიუხდა მოუმზადებელ
მითრიდატეს,ჯერ გარნის ციხეში მოიმწყვდია და მერე კი ისიცა და მისი ოჯახიც
მუხანათურად გაჟლიტა.
მაგრამ დიდხანს ვერ იმეფა ბიძის მოღალატემ,პართიელებმა განდევნეს
სომხეთიდან.
თუმცა ეს პირვ ელი განდევნა დროებითი გამოდგა.ეს ამბავი ზამთრის პირად
მოხდა. პართიელებს ერთბაშად გამოელიათ სურსათი.ამას დაერთო შავი ჭირის
ეპიდემია,და გამარჯვებული პართიელები იძულებული გახდნენ თავისი ნებით
დაეტოვებინათ სომხეთი. ტახტს ისევ რადამისტი დაეუფლა.

ამჯერად მან გაუმართლებელ სისასტიკეს მიმართა-განუკითხავად დაუწყო


დასჯა სომეხ დიდებულებს, რომელთაც ბრალს სდებდა ორგულობაში. დიდებულები
აუჯანყდნენ და, ამჯერადაც პართიელების დახმარებით, რადამისტის სასახლეს ალყა
შემოარტყეს. მეფემ ძლივს მოახერხა გამოპარვა და თავის ფეხმძიმე ცოლთან ერთად
საქართველოში გამოიქცა. აჯანყებულები არ მოეშვნენ- დაედევნენ გაქცეულ მეფეს
და, ეტყობა, საშიშროებაც შეიქმნა, რომ დაეწეოდნენ და შეიპყრობდნენ. არაქსს რომ
მიადგა, ცოლი მდინარეში მოიქნია და კიდევ უფრო სწრაფად გამოემართა...
დიდხანს აღარ გაგრძელებულა უფლისწულის ტრაგიკული ცხოვრება.
რამდენიმე ხნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული რადამისტი მამამ
მოაკვლევინა, როგორც მოღალატე. ზოგი ისტორიკოსის აზრით, ეს რომაელების
მტკიცე მოთხოვნით მოხდა.
სხვათა შორის, რადამისტის ცხოვრება ტრაგედიის სიუჟეტად აქვს
გამოყენებული ფრანგ მწერალ კრებილიონს (,,რადამისტი და ზენობია). ჰენდელი
ოპერას უძღვნის რადამისტის ტრაგიკულ თავგადასავალს. ოპერას ისეთი ემოციური
ძალა ჰქონდა, რომ მეთვრამეტე საუკუნის ევროპელ მანდილოსნებს ცრემლს
აღვრევინებდა ქართველი უფლისწულისა და მისი მეუღლის თავზე ათასშვიდასი
წლის წინათ დატრიალებული ტრაგედია. ჩვენამდე არ მოღწეულა, ქართულად რა
სიტყვებით შესტიროდა უბედური უფლისწული თავისივე ხელით მოკლული ცოლის
აჩრდილს, რომელიც ალბათ მოსვენებას არ აძლევდა. ჰენდელი კი იტალიურად ასე
ტიროდა:OMBRA CARA DI MIA SPOSA(,,ძვირფასი აჩრდილი ჩემი მეუღლისა)...
ფარსმან პირველის შემდეგ ქართლის სამეფო ტახტზე მისი შვილი -
რადიმისტის გერი-ძმა -მითრიდატე ავიდა. მამისა არ იყოს, მითრიდატესაც
სამხრეთისაკენ ეჭირა თვალი, სამეფო ტერიტორიის გაფართოებისათვის იღწვოდა.
სიმტკიცე და ენერგიაც მამისა გამოჰყვა.მიტომაც მოიხსენიებს ერთი იმდროინდელი
არამეული წარწერა მამასთან ერთად,როგორც,,დიდს *(მითრიდატე,მეფე დ ი დ ი, ძე
ფარსმანისა, დიდი მეფისა...). ეს წარწერა1940 წელს აღმოჩნდა, არმაზისხევის
არქეოლოგიური გათხრების დროს, და კიდევ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ
ცნობას გვაწვდის, როგორ გაილაშქრა მითრიდატემ სომხეთში. ლაშქრობა
წარმატებით დამთავრებულა: ქართველ დიდი სიფრთხილითა და გულმოდგინებით
მოუწყვია გალაშქრება, წინასწარ ჩრდილო მეზობლებს მოლაპარაკებია და
დამხმარედ ალანების მხედრობაც გამოუყვანია.
მითრიდატე ჭკვიანი პოლიტიკოსი ყოფილა: სანამ სამხრეთით დიდ
ლაშქრობას მოაწყობდა, ჯერ რომთან ურთიერთობა მოაწესრიგა. თუ არა რომაელთა
მხარდაჭერა, სამხრეთში დიდ ლაშქრობას ისეთი წარმატებით ალბათ ვერც
დაამთავრებდა. ესეც უნდა გავითვალისწინოთ:რომი ამ დროს თვითონვეა

90
დაინტერესებული,,მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოსთან(რომის
მმართველებს ხომ დროდადრო წამოუვლიდა შორეულ თუ ახლო მეზობელ
წვეყნებთან მეგობრობის ჟინი; იმისდა კვალობაზე, თუ როგორი პოლიტიკური
ატმოსფერო იყო იმხნად).
მკითხველისთვის იქნებ საინტერესო იყოს, რომ ცნობა რომის მაშინდელი
მმართველობის,, მეგობრული
ურთიერთობისა მითრიდატესთან ერთ ბერძნულ წარწერას შემოუნახავს, რომელიც
მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს.წარწერა 75 წლით არის
დათარიღებული და საგულისხმო ცნობას გვაწვდის: აქ ნათქვამია, რომ რომაელები
ქალაქის გალავანს უმაგრებენ,, იბერთა მეფეს მითრიდატეს, მეფე ფარსმანის და
დედოფალ ჰამაზასპუჰის ძეს, კეისრისა და რომაელების მეგობარსა და მოყვარეს...

რა მტკიცე საფუძველი აქვს ამ,,მეგობრობას და რამდენად გულწრფელია


გალავანზე ამოკვეთილი სიტყვები, ეს ჩვენ უკვე ვიცით, და ქვემოთაც ბევრჯერ
ვნახეთ.

დრო გადიოდა, რომის იმპერატორები ერთმანეთს ცვლიდნენ, ახალ-ახალი


მეფეები ადიოდნენ ირანის, სომხეთის და საქართველოს ტახტებზედაც. ამის და
მიხედვით იცვლებოდა საერთაშორისო პოლიტიკაც, ცალკეული ქვეყნების
ურთიერთობა და დამოკიდებულება...ხალხთა შორის ურთიერთობა!..
მეფეები პოლიტიკას ცვლიან-ხან სწორად, ხან შეცდომით...და ამ შეცდომის
სიმწარე ხალხებმა უნდა იგემონ!

ძნელი დასადგენია, საკუთარი მეფეების არასწორი პოლიტიკის შედეგად


მოხდა, თუ რომაელთა და სპარსელთა უხეშმა ჩარევამ გამოიწვია, მაგრა ფაქტი ის
არის, რომ ურთიერთობა სომხეთსა და დანარჩენ ხალხთა, განსაკუთრებით
ქართველთა შორის, მეტისმეტად გამწვავდა. დაიწყო გაუთავებელი ომები.
ქართლის ცხოვრების მემატიანე,აგრეთვე უცხოელი ისტორიკოსები აგვიწერენ
ამ ომების ისტორიას. ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ხან ერთი ქვეყნის ხელში
გადადის, ხან მეორისაში. რომიცა და ირანიც, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები
იყვნენ, მუდმივი შუღლი ჰქონდა ამ ორ ქვეყანას. არ შეკავშირებულიყვნენ, არ
ემეგობრათ და დიდ სამხედროდ არ ქცეულიყვნენ. იმხნად, როგორც
ვხედავთ,მიაღწიეს კიდეც ამას.

ქართლის სამეფო მმართველობაში იმ საუკუნეებში ერთი უცნაური რამ
შეინიშნება- ორმეფობა ანუ ორმმართველობა. წყვილ- წყვილად არიან,,ქართლის
ცხოვრებაში დასახელებული ქართლის მეფეები- ბარტომ და ქართამ, ფარსმან და
კაოს, აზორკ და არმაზელ, ამაზასპ და დეროკ... წინა თავებში თუ ვკითხულობთ,
მაგალითად ,,მეექვსე მეფე არტაგ, ახლა, ამ ორმეფობის დროს წერია:,, მეთერთმეტე
მეფენი ბარტონ და ქართამ ან,, მეთოთხმეტე მეფენი ამაზასპ და დეროკ...
არა, აქ დასავლეთ საქართველო(ეგრისი) და აღმოსავლეთ
საქართველო(ქართლი) კი არ იგულისხმება, არამედ თვით ქართლში არის ეს
ორმეფობა. ერთი მეფე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ზის და რეზიდენციად
არმაზის ციხე აქვს, მეორე მეფე- მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მცხეთაში. ერთს

91
მარჯვენა სანაპირო ემორჩილება, მტკვრის მთელ გაყოლებაზე, მეორეს- მარცხენა
სანაპირო,ანუ ,,შიდა ქართლი, როგორც ქართლის ცხოვრების მემატიანე მოიხსენიებს
ხოლმე.
რაღაც უცნაური გაყოფაა- ერთი სამეფოა, ერთ პოლიტიკას ატარებენ, მეფე კი
ორი ჰყავთ.,,ქართლის ცხოვრების მემატიანე არ იძლევა ამის ახსნას. უფრო გვიანი
დროის ისტორიკოსები კერძოდ თეიმურაზ ბატონიშვილი კი ასეთ განმარტებას
გვთავაზობს:
,,განყოფდა ქალაქსა მცხეთასა საშუალ მდინარე მტკვარი,გამოღმით მცხეთა და
გაღმით არმაზი. დაადგინა(ადერკიმ) პალატასა შინა მცხეთისასა ქართამ და პალატასა
შინა არმაზისას ბარტომ და ამცნა მათ ,რათა ერთი მათგანი განაგებდეს ყოველსა
საქმესა სამხედროსასა და გარეგანთ საქმესა ;ხოლო მეორე უმზადებდეს მას ყოველსა
საჭიროებასა:საჭურველთა, საზრდოთა და ყოველთა სახმართა სამხედროსათაჩ
.
როგორც ვხედავთ, ამ განმარტების მიხედვით, სახელმწიფოს ფუნქციებს
ინაწილებს ეს ორი მმართველი:ერთი შინაგან საქმეებს განაგებს, მედორე- საგარეო
და სამხედრო საქმეს. ვინ იცის, იქნებ რომაული,, ტრიუმვირატის წაბაძულობით
შემოიღეს მმართველობის ასეთი წესი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმავე
პერიოდში ამგვარივე ,,ორმეფობაყოფილა სომხეთშიაც.
რაღა თქმა უნდა, ორ მმართველს მუდამ არ ექნებოდა აზრის ერთიანობა.
განხეთქილებაც ხშირი იქნებოდა. ხან უმნიშვნელო, ხან უფრო სერიოზული.
სწორედ ასეთი სერიოზული განხეთქილება მოხდა ,,ორმეფობის უკანასკნელ
საფეხურზე- ფარსმან ქველისა და მირდატის ანუ მითრიდატეს ( ისევ მითრიდატე!)
შორის. ეს ორი მეფე,,ქართლის ცხოვრებაში მოხსენებული არიან, როგორც,,მ
ეთხუტმეტე მეფენი.

თავი მეექვსე.
თავი VI

1.
ჩვენი საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულში განსაკუთრებით გაცხოველდა
არქეოლოგიური ძიებანი მცხეთის მიდამოებში. გამოვლინდა და გამომზეურდა
ბევრი საინტერესო მასალა. საუკუნეების წინათ მიწაში ღრმად ჩაფლულმა, მტვრის
სქელი ფენისაგან ჩამქრალმა ძვიფასმა სამკაულმა და ნივთებმა ერბაშად აღიდგინეს
ძველი ელვარება და თითქოს ენა ამოიდგეს, სასურველი სიზუსტით გაგვიცოცხლეს
ჩვენი წინაპრების იმდროინდელი ცხოვრება- მათი ყოველდღიური საზრუნავი, მათი
ოცნებანი, მისწრაფებანი, მათი ყოფის ყოველი დეტალი.
ამ ძვირფასი მონაპოვრის წყალობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, არა მარტო ზოგადად
წარმოგვედგინა ის სოციალური დიფერენციაცია, რაზეც გაკვრით ზემოთაც გვქონდა
ლაპარაკი და რაც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში განსაკუთრებით
გაღრმავებულა ქართლის სამეფოში, არამედ მაშინდელი მცხეთის ქუჩებში ამაყად
მოარული დიდებილი ქალბატონისთვისაც კი შეგვევლო თვალი, მისი მოყვანილობაც
გვეხილა, მისი ჩაცმულობაც, დიდი გემოვნებითა და დახვეწილი ოსტატობით
გამოჭედილი მისი სამკაულებიცა და, წარმოიდგინეთ, მისი თმის ვარცხნილობაც კი.
მრავალ, წვრილ გრეხილებად დაწნული თმა მომაღლოდ და კოხტად შემოუხვევია ამ
მშცენიერ ქალს მოგრძო თავზე, მშვილდივით მოზიდული, ყურებისაკენ გაფრენილი

92
წარბები თითქოს შუბლის კანსაც ჭიმავს და სახის საერთო გამომეტყველებასაც ცივ
სიამაყეს აძლევს. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შტაბეჭდილებაა - როგორც კი
ყორნისფერი წარბების ქვეშ ღრმად ჩამჯდარი ცისფერი თვალები გაიღიმებს, ცივი
გამომეტყველება ერთბაშად გაქრება და ქალის ეშხიანი სახე გულისწამღებ სითბოს
გამოასხივებს. მომაღლო კისერს კიდევ უფრო მაღალს აჩენს ზემოთ ავარცხნილი თმა
და სზეულზე მჭიდროდ მომჯდარი კაბის მაღალი საყელო.
ყელმოღერებულ ქალს გვერდით მოჰყვება მაღალი, მხარბეჭიანი ვაჟკაცი. თუ ქალის
გამომეტყველება თავიდან ცივი მოგეჩვენათ, ვაჟკაცის სახე პირველივე შეხედვით
ხასიათის საოცარ სირბილეს ამჟღავნებს. წაბლისფერი თმა ტალღებად ადგას თავზე
და კარგად ეხამება ასევე ტალღოვან, მოკლე წვერსა და ოდნავ ჩამოშვებულ
ულვაშებს. დიდრონი თვალები სიკეთესა და სათნოებას ასხივებს.

მოდის ეს ლამაზი ცოლ-ქმარი მცხეთის ქუჩებში და ყველა მათ შენატრის. მოდიან


მძიმე ნაბიჯით, დინჯი მუსაიფით, ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ და სულაც
არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ბედნიერება იქნებ ხანმოკლე გამოდგეს...
ეტყობა, მართლაც ხანმოკლე გამოდგა მათი ბედნიერება. ეტყობა,
ახალგაზრდობაშივე დაიღუპა ვაჟკაცი. ძნელი სათქმელია, როგორ და რა ვითარებაში.
იქნებ ბრძოლის ველზე მტერთან პირისპირ შებმულს უმუხთლა ბედმა, იქნებ
მოღალატის ვერაგულად გამოსროლილმა ისარმა გაუპო გული, იქნებ ვინმე
გაიძვერამ ჩასცა მახვილი ზურგში, ან არადა ბრმა ბედისწერის მსხვერპლი შეიქმნა...
ფათერაკს რა გამოლევს. ეს კი აშკარად ჩანს, რომ ახალგაზრდობაშივე წასულა
ამქვეყნიდან, დაუობლებია ბავშვები, დაუქვრივებია ახალგაზრდა ცოლი...
ასე უყოყმანოდ იმიტომ ვლაპარაკობთ, ახალგაზრდობაში დაიღუპაო, რომ
როცა დაქვრივებულმა ქალბატონმა თავისი ოქრომჭელი დაიბარა და უბრძანა, რაიმე
სამკაულზე ქმრის სახე გამოეჭედა, რათა სამარადისო ერთგულების ნიშნად
განუშორებლად თანა ჰქონოდა და მწუხარებისაგან გულში გაჩენილი ჭრილობა
არასოდეს შეხორცებოდა, დახელოვნებულმა ოსტატმა სწორედ ისეთი გამოჭედა
ვაჟკაცი, როგორიც ჩვენ მცხეთის ქუჩებში ვიხილეთ.
ოსტატის თვალი მახვილია - ცოლიცა და ქმარიც პროფილში უფრო ლამაზი იყო და,
აჰა, შესთავაზა ქალბატონს: თქვენს სახესაც გამოვჭედავ ისე რომ ერთმანეთს
შესცქეროდეთ და ერთმანეთის ცქერით ტკბებოდეთო.
ქალბატონს მოეწონა ოსტატის ჩანაფიქრი და ახლა ისიც დაავალა, ამ
გამოსახულებაზე სიტყვებიც ამოჭერიო, და თვითონვე უკარნახა:
,,ჯავახ, სიცოცხლევ ჩემო. კარპაკი.

ადვილად მისახვედრია, რა სიმწრით აღმოხდებოდა ეს სიტყვები დიდებულ


ქალბატონს... მაშინ რას წარმოიდგენდა, რომ მისი მწუხარების გულწრფელი
თანამგრძნობნი მრავალი ასეული წლის შემდეგაც აღმოჩნდებოდნენ, როცა ჩვენი
საუკუნის ოცდაათიანი წლებში არქეოლოგებმა მიწის წიაღში ამ უძველეს სამკაულს
მიაგნეს. მზის სინათლემ არა მარტო ელვარება დაუბრუნა ათას რვაასი წლის წინათ
გემმაზე ამოკვეთილ სიტყვებს, არამედ თითქოს იმ დიდებილი ქალბატონის
მწუხარებით გატეხილი ხმაც ააჟღერა. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ბერძნულ წარწერაში
,,ჯავახი ,,ზევახად იქცა, ნურც ის დაგაეჭვებთ, რომ რაკი წარწერა ბერძნულია, იქნებ
მასზე გამოსახული ადამიანებიც ბერძნები იყვნენ!

93
არა, ცოლ-ქმარიც ქართველები არიან, ოქრომჭედელიც ქართველია... მხოლოდ
წარწერაა ბერძნული. ამის მიზეზი ჩვენ ზემოთაც ავხსენით...
ვერავინ იტყვის, რამდენ წელიწადს ატარა ეს მშვენიერი გემმა ჯერ ჯავახის
ერთგულმა მეუღლემ, მერე მისმა შვილმა.. მერე საუკუნეების მტვერი გადაეფარა,
ჩაქრა, ჩაიფერფლა და ჩვენი საუკუნის ოცდაათიან წლებში კვლავ აელვარდა, ახლა
უკვე ჩვენ წარმოდგენაში გააცოცხლა მასზე გამოსახული ადამიანები.
,,ზევახს არმაზის არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლენილ სხვა წარწერებშიაც
ვხვდებით. განსაკუთრებით საინტერესოა ერთერთი აკლდამის ქვაზე გამოკვეთილი
დიდი ორენოვანი წარწერა. თუ ისტორიკოსების ვარაუდს ვირწმუნებთ და ამ
წარწერაში მოხსენიებულ ზევახს ჩვენთვის უკვე ცნობილ გემმის ზევახთან
გავაიგივებთ, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, რა მწარე ბედი რგებია მის წარჩინებულ
მეუღლეს, ამაყსა და მდიდარ ქალბატონ კარპაკს.
ვერც წარჩინებამ უშველა და ვერც სიმდიდრემ – სიკვდილის მსახვრალი ხელი
ყველას ერთნაირად უსწორდება. ჯერ იყო და უდროოდ დაქვრივდა, მერე კი, ეტყობა,
შვილის დაკარგვის სიმწარეც გამოსცადა.
ზემოთნახსენები ორენოვანი წარწერა სწორედ ამას მოგვითხრობს:
,,მე, სერაფიტი, ფარსმან მეფის მცირე პიტიახშის ზევახის ასული, ფარსმან მეფისავე
ეზოს მოძღვრის აგრიფას ძის, იბერთა ახლანდელი დიდი მეფის ხსეფარნუგის ეზოს
მოძღვრისა და მრავალ გამარჯვებათა მომპოებელის იოდმანგანის ცოლი... ვაგლახ,
ვაგლახ, რა ახალგაზრდა წახვედი, რა სათნო და მშვენიერი იყავი, სილამაზით,
ქვეყნად ვერავინ შეგედრებოდა!... ოცდაერთი წლისა გარდაიცვალე.
ასეთია იმ ორეროვანი წარწერის შინაარსი. დაახლოებით ასეთი იქნებოდა წარწერის
ტექსტი, ქართულად რომ ამოეკვეთად ქვაზე.
მეცნიერებმა გაშიფრეს წარწერის ტექსტი – შინაარსი თქვენ უკვე იცით.
ბერძნული წარწერა მცირედ განსხვავდება არამეულისაგან, შინაარსი ორივე
წარწერისა – ერთია. ზემოთმოყვანილი თარგმნილი ტექსტი ორივე წარწერის
ელემენტებს შეიცავს და მცირედ განსხვავდება ორიგინალის დალაგებისაგან.
შინაარსობლივად – ადექვატურია.
ადვილი წარმოსადგენია, რა მღელვარება მოიცავდა იმ მეცნიერს, რომელმაც
ათასრვაასი წლის შემდეგ პირველად ახადა მიწის სქელფენაგადაკრულ სარკოფაგს
სარქველი და ასეთი რამე აღმოაჩინა!
შეუდარებელი სილამაზე საუკუნეების მტვერმა შთანთქა. მხოლოდ ამ წარწერისა და
ჩვენივე ფანტაზიის დახმარებით თუ წარმოვიდგენთ სწორუპოვარი სილამაზის
პატრონ ახალგაზრდა ქალს. თუ კიდევ არ აღმოჩნდა დამატებითი ცნობები, რაღა
თქმა უნდა, შეუძლებელია დადგენა, რა პირობებში მოკვდა ყმაწვილი ქალი.
იქნებ ნადირობის დროს დაიღუპა!
ანდა Aიქნება სასახლის ჭორების მსხვერპლი გახდა!...
ასეთი ვარაუდები რომანისტების საქმეა. იქნებ დაიწეროს კიდეც რომანი ამ თემაზე.
და რაც უფრო გაბედული იქნება ასეთი ვარაუდები, შეიძლება მით უფრო ახლოს
აღმოჩნდეს სინამდვილესთან.
იმ პირველმხილველი მეცნიერის გარდა, სხვების გულიც ააღელვა მაშინ ამ
აღმოჩენამ. ჩვენმა პოეტებმა დაგვიანებით უძღვნეს სექსები ათას რვაასი წლის
წინანდელ სილამაზეს. იქნებ მაშინაც ჰყავდა მას მეხოტბე, ქალის სიცოცხლეშივე,
მაგრამ იმ ლექსებმა, სხვა იმდროინდელი ლიტერატურული ძეგლების მსგავსად, ჩვენ
ეპოქამდე ვერ მოახწიეს, განადგურდნენ...

94
ასე დაწვრილებით რომ შევჩერდით უდროოდ დაღუპული ლამაზი ქალის საფლავზე,
ამით ის კი არ გვინდა მკითხველს გული აუჩვილოთ.
არა. ეს საფლავი და არმაზელ ერისთავთა სხვა სამარხები იმიტომაც გავიხსენეთ,
რათა უფრო თვალსაჩინოდ წარმოგვედგინა ჩვენი ხელოვნების მაშინდელი დონე.
ჩვენმა არქეოლოგებმა გამოსცეს საინტერესო კრებული ,,მცხეთა I რომელშიც
მოცემულია ოცდაათიანი წლების არქეოლოგიური გათხრების ისტორია, გათხრების
შედეგად მოპოვებული ნივთების აღწერა და ანალიზი. კრებულს დართული აქვს ამ
ნივთების მაღალხარისხოვანი რეპროდუქციები.
ვინც ვერ მოახერხებს, უშუალოდ იხილოს ნივთები და სამკაულები საქართველოს
სახელმწიფო მუზეუმში, ეს კრებული მაინც უსათუოდ უნდა ნახოს... იშვიათ
ოსტატობითა და ხელოვნებით გამოჭედილი, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს
სამკაულები – გულსაკიდები, ყელსაბამები, სამაჯურები, სამკაულები, საწვირეები,
თავსაკრავები, დიადემები, ქამრები, საყურეები, ქინძისთავები, მძივები, ბეჭდები,
ბეჭდები, კილიტები, მედალიონები... სულ სხვადასხვა ზომისა, სხვადასხვა
მოყვანილობისა, სხვადასხვა გამოსახულებებით, განსხვავებული სტილითა და
გემოვნებით შესრულებული. არა ერთი და ორი! უხვად! თითქოს საგანგებოდ
განუზრახავთ, რომ ორი ათასამდე წლის შემდეგ, შორეულ შთამომავლებს ცოცხალი
წარმოდგენა შექმნოდათ იმდროინდელი ხელოვნების მაღალ დონეზეც,
წარჩინებულთა საარაკო სიმდიდრეზეც და იმ მკვეთრ ქონებრივ განსხვავებაზეც, რაც
წარჩინებულთა და მდაბიოთა შორის არსებობდა. რადგან იმავე ქალაქში, ერისთავთა
პირქუში აკლდამების ცოტა მოშორებით, აღმოჩენილია ღარიბი მშრომელი ხალხის
სადა და ყოველგვარ სამკაულებს მოკლებული სამარხები...
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში შედარებით პატარა მასშტაბის
არქეოლოგიური გათხრები აწარმოა მცხეთაში უცხოელმა არქეოლოგმა ბაიერნმა. იგი
გაკვირვებით შენიშნავს, მცხეთა თავის დროზე დიდი და მდიდარი ქალაქი ყოფილა,
აქაურ მოსახლეობას ფუფუნებით ცხოვრება ჰყვარებია, და თვითონ ქალაქი მეომარი
ხალხით ყოფილა დასახლებული. უცხოელ არქეოლოგს ეს ათქმევინა
მრავალრიცხოვანმა და მრავლფეროვანმა სამხედრო საჭურველმა, რაც სამარხებში
აღმოჩნდა.
როცა ზემოთ სერაფიტის საფლავის ქვის წარწერა მოვიყვანეთ, თქვენ ალბათ
ყურადღება მიაქციეთ სიტყვა ,,პიტიახშს. ეს ტერმინი სამეფო კარის დიდი მოხელის
თანამდებობას აღნიშნავს და დაახლოებით ,,ერისთავს
შეესატყვისება ( ,,ერისთავითავის დროზე თანამდებობას წარმოადგენდა და გვარად
უფრო მოგვიანებით იქცა ). ამავე წარწერაში საინტერესოა პიტიახშის ეპითეტი
,,მცირე. ასეთი ყოფილა ამ მაღალი თანამდებობის გრადაციები - მცირე ერისთავი
(ანუ ,,ცოტა ერისთავი), ერისთავი და ერისთავთ ერისთავი...

2.
იბერიისაგან სავსებით განსხვავებული პირობები შეიქმნა რომაელთა ბატონობის
დროს დასავლეთ საქართველოში. იბერიის დიდ სახელმწიფოსთან რომ მოკავშირის
როლს თამაშობდა რომი და მუდამ იმას ცდილობდა, მასთან კეთილ-მეგობრული
ურთიერთობა ჰქონოდა, ეს იბერთა მიმართ მისი განსაკუთრებული სიმპათიებით კი
არ აიხსნება. ასეთ დამოკიდებულებას სულ სხვა საფუძველი და მიზეზი ჰქონდა.
ჩვენ უკვე ვიცით ეგ მიზეზი. ჯერ ერთი, რომ იმპერიის მმართველები სულ იმის
შიშში იყვნენ, ირანსა და სომხეთთან არ შეეკრათ იბერებს კავშირი რომის
წინააღმდეგ. მაშინ აღმოსავლეთში მას ძლიერი და მეტად საშიში მოწინააღმდეგე

95
კოალიცია გაუჩნდებოდა. ამის გარდა, იბერიის ძლიერი სახელმწიფო საიმედო
ზღუდეს წარმოადგენდა ჩრდილოეთიდან მომდგარი მეომარი ხალხების
მოსალოდნელი თავდასხმების შესაკავებლად. რომის მმართველებს ერჩივნათ, არ
გაენაწყენებინათ იბერიის სამეფო და როგორმე მეგობრული ურთიერთობა
შეენარჩუბნებინათ, რადგან მისი სრული დამორჩილება და ვასალურ სახელმწიფოდ
მოქცევა ძალიან გაუჭირდებოდათ.
დასავლეთ საქართველოს მდგომარეობა სულ სხვა იყო. კოლხეთის სამეფოს ზღვა
ერტყა და რომაელებისათვის ადვილად მისადგომი იყო - გარნიზონების
გამაგრებასაც ადვილად მოახეხებდა, ჯარების სწრაფ გადაყვანა-გადმოყვანასაც, და,
საერთოდ, მთელი ქვეყნის კონტროლსაც. ამიტომ აქ მათ, როგორც ივანე
ჯავახიშვილი შენიშნავს, ადვილად განუხორციელებიათ. ,,თავიანთი საყვარელი
პოლიტიკური მცნება Divide et impera- დააქუცმაცე და იბატონე! - ,,გაერთიანებული
კოლხეთის მაგიერ ოთხი სამეფოს შექმნისათვის ხელი შეუწყვიათ
.
ზემოთ ჩვენ მიერ მოხსენებულმა რომაელმა მოხელემ არიანემ ახალი
წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ოცდაათიან წლებში მოხსენება მიართვა
იმპერატორ ადრიანეს. მოხსენებაში ჩამოთვლილია ეს ოთხი სამეფო. თანაც, რომაელი
მოხელე ამ სამეფოთა მმართველობასაც ასახელებს და იმასაც მიუთითებს, ვისგან
აქვთ ბოძებული მათ მეფობა.
ლაზების მეფე მალასს ხელისუფლება შენგანა აქვს მიღებული, სწერს
იმპერატორ ადრიანეს თავისი მოხელე. აფშილების მეფეს იულიანეს მეფობა შენი
მამისაგან მიუღია, ხოლო ამათი მეზობელი აბასკებისა და სანიგების მეფეებსაც
შენგანა აქვს ხელისუფლება ბოძებულიო.
ახლა ძნელი დასადგენია, კონკრეტულად როგორ მიმდინარეობდა კოლხეთის
დიდი სახელწიფოს დაშლის პროცესი, მაგრამ უეჭველია, ეს რომის უშუალო
მონაწილეობითა და მისი პოლიტიკის თანამიმდევრული გატარების შედეგად
მოხდებოდა. ქვეყნის დოვლათის გატანასაც უფრო ადვილად მოახერხებდა
დაქუცმაცებული საეხელმწიფოდან დამპყრობელი და მონების გაყვანაც. ქვეყნის
მართვისთვისაც უფრო მცირერიცხოვანი გარნიზონები ეყოფოდა.
ამავე პერიოდს ეკუთვნის კოლხეთის მოსაზღვრე მთიელი ტომების შემოსევა
და ბარში დასახლება. რომის მმართველები ყოველნაირად უწყობდნენ ხელს
მეკობრეების მომრავლებას. მთელი სანაპიროს გასწვრივ ზღვას მეკობრეთა კარჭაპები
სერავდნენ, ისინი მშვიდობიანი სოფლებიდან და ქალაქებიდან იტაცებდნენ ტყვეებს
და მუქთად აბარებდნენ რომაელებს. რაც უფრო აიმღვრეოდა წყალი, მით უფრო
ხელსაყრელი იყო დამპყრობელისათვის... და ამღვრევდნენ წყალს, დაპარპაშებდნენ,
საშინელ ექსპლუატაციას უწევდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
თავისუფლებისმოყვარე ხალხი ამას, რა თქმა უნდა, ვერ ურიგდებოდა. ამიტომ
გახშირდა აჯანყებები.
მაგრამ აჯანყებათა სტიქიურობისა და მათი მასშტაბის სიმცირის გამო
დამპყრობლები ადვილად უსწორდებოდნენ აჯანყებულებს. თუმცა ზოგჯერ დიდი
მასშტაბის აჯანყებაც იფეთქებდა და მთელს ადგილობრივ ტომებს მოედებოდა.
განსაკუთრებით ცნობილია ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყება ანიკეტის
ხელმძღვანელობით; ისტორიაში იგი ცნობილია ,,ანიკეტის აჯანყების
სახელწოდებით.
ეს მოხდა პირველი საუკუნის სამოცდაათიან წლებში, სპარტაკის ცნობილი აჯანყების
საუკუნე ნახევრის შემდეგ.

96
სპარტაკი იმიტომ გავიხსენეთ, რომ ორივე აჯანყებას - სპარტაკისას და ანიკეტისასაც -
ჰქონდა რამდენიმე საერთო ნიშანი. ანიკეტიც, სპარტაკის მსგავსად, ყოფილა მონაა; ამ
აჯანყებასაც, კოლხეთის სხვა აჯანყებებთან შედარებით, ძალიან დიდი მასშტაბი
მიეცა - რამდენიმე ტომი აღსდგა რომაელების წინააღმდეგ, მათ მიემხრნენ
მრავალრიცხოვანი მონები. აჯანყებულებმა მოახერხეს ძალაუფლების რამდენიმე
წლით ხელში ჩაგდება, დაარბიეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი ტრაპიზონი, სადაც
რომაელთა დიდი გარნიზონი იდგა; რომაელი მოსახლეობა და გარნიზონი
გაჟლიტეს; სულ უფრო და უფრო საშიშ სახეს ღებულობდა აჯანყება. ტყეს რომ
ცეცხლი გაუჩნდება და თანდათანობით მოედება, ეს აჯანყებაც ნელ-ნელა, მაგრამ
მტკიცედ აფართოებდა მოქმედების რადიუსს. კოლხეთში განლაგებული რომაული
ჯარები ვერაფერს ხედავდნენ და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა რომიდან
საგანგებო ლაშქარი გამოგზავნეს, მოხერხდა აჯანყების ჩახშობა.
დამარცხებული ანიკეტი და მისი თანამებრძოლები ნავით ზღვაში შეიჭრნენ
და ჩრდილოეთით გასწიეს. დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზე შეაფარეს
თავი. იქაურმა მეფემ შეივრდომა. ზოგი მკვლევარი მდინარე ხობის შესართავთან
ვარაუდობს იმ ადგილს, სადაც ანიკეტი და მისი თანამებრძოლები შეიფარეს, ზოგი -
ენგურის მიდამოებში. საბოლოოდ, ეტყობა, აჯანყებულები გასცეს - რომაელებმა
მიაგნეს მათ, და ადგილობრივ მეფეს კატეგორიულად მოსთხოვეს ანიკეტი და მისი
თანამებრძოლები.
ძნელი სათქმელია, რომაელების მუქარამ შეაშინა მეფე თუ მათგანვე შეთავაზებულ
საჩუქრებს დაეხარბა: ფაქტი ის არის, რომ ვაჟკაცისათვის შეუფერებელი საქციელი
გამოიჩინა და აჯანყებულები რომაელებს ჩააბარა.
დროთა ვითარებაში მდგომარეობა დასავლეთ საქართველოშიაც შეიცვალა.
იმ სამეფოთაგან, რომლებიც ჩვენ ზემოთ ჩამოვთვალეთ, ყველაზე ძლიერი და დიდი
ლაზების სამეფო გამოდგა. მან თანდათანობით გააფართოვა თავისი ტერიტორია და
რამდენიმე ხნის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ჰეგემონობა მოიპოვა. ლაზების
სამეფომ, როგორც ჩანს, შეიერთა ჩრდილოეთით მოსაზღვრე სახელმწიფოები. უფრო
მოგვიანებით ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენაც გაიწია და სურმის ქედს მიადგა, ესე
იგი, იბერიის ტერიტორიის ნაწილიც შეიერთა.
ეს, რაღა თქმა უნდა, უფრო მოგვიანებით მოხდებოდა, მას შემდეგ, როცა იბერიამ
დაკარგა თავისი ძლიერება. იმდროინდელ უცხოელ ავტორთა წყაროებში ლაზების
სამეფო უკვე კოლხეთის სახელმწიფოს სინონიმად გვევლინება.
ლაზების ასე გაძლიერებას ალბათ იმანაც შეუწყო ხელი, რომ ახლა უკვე რომის
იმპერიასაც დასჭირდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე თავისი მოკავშირე
ძლიერი სახელმწიფო ჰყოლოდა. საქმე ის არის, რომ ამ დროისათვის შავი ზღვის
სანაპიროს მახლობლად ჩრდილოეთით მომდგარი მომთაბარე ტომები უკვე მრისხანე
ძალად იქცა არა მარტო დასავლეთ საქართველოსათვის, არამედ რომის
იმპერიისათვისაც. უკვე რეალური საშიშროება იყო, რომ ეს ტომები დღეს თუ ხვალ
რომის იმპერიასაც შეესეოდნენ.
მეექვსე საუკუნის მწერალი პროკოფი კესარიელი წერს: ,,ლაზები რომაელების
ქვეშევრდომები იყვნენ, მაგრამ ხარკს კი არ უხდიდნენ რომაელებს, არც სხვა რამით
ემორჩილებოდნენ (გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი მეფის მემკვიდრეს კეისარი
ძალაუფლების სიმბოლოს უგზავნიდა ხოლმე)... ლაზები მტკიცედ იცავდნენ
ჩრდილოეთის საზღვრებს და საშუალებას უსპობდნენ მტრულად განწყობილ ჰუნებს,
მათი (ლაზების) მოსაზღვრე კავკასიის მთიდან ლაზიკაზე გამოვლით რომაელთა
მიწაწყალზე შემოჭრილიყვნენო...
97
ეს გახდა ახლა მთავარი საზრუნავი რომაელებისათვის. ამ კონკრეტულმა
გარემოებამ აუძგერა დამპყრობლებს ლაზების სასიყვარულოდ გული. ამან და იმ
რეალურმა მდგომარეობამაც, რომ ლაზების გაძლიერებულ და მდიდარ
სახელწიფოსთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება უფრო გონივრული იყო
იმხანას რომისათვის, ვიდრე იარაღით დაშინება და მორჩილებაში მოქცევის ცდა;
ამას იმხანად ვერც მოახერხებდნენ.
ამდენად, პროკოპი კესარიელის ცნობა ლაზიკის ქვეშევრდომის შესახებ
მთლად ზუსტი არ უნდა იყოს და ალბათ ტერმინის შერბილებას მოითხოვს. აი, ამან
გაუთბო რომს გული დასავლეთ საქართველოს მიმართ. სხვაგვარი სიმპათიები და
მეგობრული გრძნობები, რაღა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოს მკვიდრთა
მიმართ არა ჰქონიათ. პირიქით, ამაზე რამდენიმე ხნის წინათ აკი თვითონვე შეუწყო
ხელი კოლხეთის დიდი სახელმწიფოს დაშლას, აკი თვითონვე აქეზებდ ბარში
ჩამოხვეწილ მთიელთა ტომებს, მშვიდობიანი სოფლები ერბიათ და რაც შეიძლება
მეტი ტყვეები მოეტაცებინათ.
ახლა კი რომაელებს სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდათ. სპარსეთთან მათი
ურთიერთობა სულ უფრო და უფრო რთულდებოდა და იძაბებოდა. არც ევროპის
კონტინენტზე ჰქონია მოსვენებული ცხოვრება და ძილი, ყველგან მედგარ
წინააღმდეგობებს აწყდებოდა. აჯანყებებმა თითქმის ქრონიკული ხასიათი მიიღო
აღმოსავლეთსშიაც, გალიაშიაც, ბრიტანეთის კუნძულებზედაც... ამას ემატებოდა
შინაგანი წინააღმდეგობების მეტისმეტი გართულება. რომს უკვე ძალა აღარ
შესწევდა, საკუთარი ჯარით ემაგრებინა დაპყრობილი ქვეყბენის საზღვრები; და
როგორც კი რომელიმე მხრიდან სერიოზული საშიშროება დაემუქრებოდა, მაშინვე
იმას შეეცდებოდა, ,,მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა ამ მხარეში არსებულ
,,მოკავშირე სახელმწიფოსთან. სწორედ ამან განაპირობა რომის ლოიალური
ურთიერთობა ლაზიკასთან და ამანვე შეუწყო ხელი ლაზთა სამეფოს კიდევ უფრო
გაძლიერებას.
საინტერესოა ცოტათი უფრო მოგვიანო დროის უცხოელი მწერლის აგათია
სქოლასტიკოსის სიტყვები ლაზების შესახებ; ,, ლაზები დიდი და მეტად სახელოვანი
ხალხია. ისინი მბრძანებლობენ სხვა დიდ ტომებზე. ლაზები ამაყობენ კოლხთა ძველი
დიდებით და ძალიან ქედმაღლობენ. უნდა ითქვას, არც თუ უსაფუძვლოდ. იმ
ხალხთა შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოზე არიან დამოკიდებული, მე არ
მეგულება არც ერთი სხვა ხალხი ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული,
ბედნიერი სიმდიდრითა და ქვეშევრდომთა სიმრავლით... ბარაქიანი მოსავლით,
თვითონ ხალხის ხასიათის სილამაზითა და სიმკვირცხლით... მას შემდეგ რაც არგო
მოადგა კოლხეთის ნაპირებს, კოლხებმა ხელი მიჰყვეს მეზღვაურობას და
ვაჭრობაშიაც დიდ სარგებლობას ნახულობენ. და საერთოდ ისინი სრულებითაც არ
არიან ბარბაროსები... რომაელებთან კავშირის დამყარების შემდეგ ლაზები-კოლხები
გადავიდნენ მოწესრიგებულ სახელმწიფოებრივ წყობილებაზე და კანონებზე
დამყარებულ ცხოვრებას ეწევიან... (ხომ ასე აქებს, მაგრამ ბოლო სტრიქონში მაინც
დიდმპყრობელური ქედმაღლობა გამოსჭვივის – უსათუოდ რომაელებთან კავშირმა
გაანათლა და გააბედნიერაო! არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ იმაზე შვიდი-რვა
საუკუნის წინათაც კოლხებს ცივილიზებული ხალხისათვის შესაფერი კანონებიცა და
წესრიგიც ჰქონიათ).
ეს ყველაფერი უფრო მოგვიანო დროის ამბებია და გაძლიერებული ლაზიკის
შესახებ უფრო დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი. იმდროინდელ უცხოელ
მწერალთა გადმოცემით, ლაზიკის სამეფოს დედაქალაქი ციხე-გოჯი (ნოქალაქევი)
98
იყო. ის ადგილი, სადაც რამდენიმე საუკუნის წინათ ეგრისის მმართველს ქუჯის
ედგა ტახტი.
ეს უძველესი ქალაქი სენაკიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე
მდებარეობს. ახლა აქ არქეოლოგოური გათხრები და გაცხოველებული მეცნიერული
კვლევა-ძიება მიმდინარეობს... უკვე გამოვლინდა ძველი ქალაქის მტკიცედ ნაგები
გალავანი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მიწა ფარავდა. მარტო ამის
მიხედვითაც შეგვიდძლია წარმოდგენა ვიქონიოთ ძველი ქალაქის სიდიადესა და
ძლევამოსილებაზე...

3.
ბუნებრივია, ირანის დიდი სახელმწიფო ვერ შეურიგდებოდა აღმოსავლეთში რომის
ჰეგემონობას. და არც ურიგდებოდა. მაგრამ ომებში, რაც ამ ორ სახელმწიფოს შორის
პერიოდულად იმართებოდა ხოლმე, ჩვეულებრივ ირანი მარცხდებოდა, ვერ იქნა და
ვერ მოახერხა ძალების ისე მობილიზება რომ ძლევამოსილ რომს გამკლავებოდა.
თუმცა, ამდენი დამარცხების მიუხედავად, ფარხმალს მაინც არა ჰყრიდა და ვერ
ითმენდა რომაელების ბატონობას იმ მიწა-წყალზე, რაც თვისი გავლენის სფეროდ
ჰქონდა ნავარაუდევი. ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი მძიმე სახელმწიფოს
წინააღმდეგ ბრძოლის დროს ირანი მოკავშირეებს ეძებდა. უპირველეს ყოვლისა,
მისთვის აუცილებელი იყო სომხეთისა და, განსაკუთრებით, საქართველოს
მოკავშირეობა. უამათოდ იგი რომის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა.

ეს, რაღა თქმა უნდა, კარგად ჰქონდათ შეგნებული სახელმწიფოს მესვეურებს


და მუდამ იმის ცდაში იყვნენ, ასეთი კავშირი მეზობელ ქვეყბნებთან არ მოეშალათ.
უნდა ვიგულისხმოთ, რომ მათ თავიანთი დაზვერვა ეყოლებოდათ ქართლის სამეფო
კარზე, უფრო დაძაბულ პერიოდებში, ჯაშუშების ქსელი გაიზრდებოდა და ქვეყნის
შიგნით ირანის ორიენტაციის ხალხი გააქტიურდებოდა. ხოლო ასეთი ორიენტაციის
ხალხი რომ იყო ქართლის მმართველ წრეებში, ეს აშკარაა. ჩვენ რომ ზემოთ
ფარსმანისა და მირდატის (მითრიდატეს) შორის დიდ სამოქალაქო ომზე
ვლაპარაკობდით, იქ ხომ უსათუოდ იგრძნობოდა არა მარტო პროსპარსული
ჯგუფების არსებობა ქართლის სამეფო კარზე, არამედ ირანის დაზვერვის აქტიური
საქმიანობაც! სწორედ ამის შემდეგ იყო ფარსმან ქველის მოწამვლაც.
ასეთი სადაზვერვო საქმიანობა არც მომდევნო წლებსა და საუკუნეებში
შენელებულა. ბუნდოვანი, (ან იქნებ მათ წარმოდგენაში კონკრეტულად და მკაფიოდ
გამოკვეთილი), მომავლის მოლოდინში სპარსელი სახელმწიფო მოღვაწეები კავშირს
არ წყვეტდნენ საქართველოსთან. იყო, ალბათ, გავლენიან სახელმწიფო პირთა
მისვლა- მოსვლა (რამდენადაც ეს გარკვეულ სიტუაციაში მოსახერხებელი
იქნებოდა),მიწერ-მოწერა, მოსაკითხის მირთმევა, დამოყვრება...
ჩვენ რომ ზემოთ მცხეთის არქეოლოგიური ძიებების შედეგად მოპოვებული
ნივთები ჩამოთვალეთ, იქ მხოლოდ ძვირფასი სამკაულები ვახსენეთ. მაშინ
გვინდოდა გვეჩვენებინა ის ქონებრივი და სოციალურ-პოლიტიკური
დიფერენციაცია, რაც იმხანად იყო საქართველოში. არქეოლოგიური გათხრების
დროს აღმოჩენილ სხვა მნიშვნელოვან ნივთებზე აღარაფერი გვითქვამს.
იმ დიდი არქეოლოგიურ-ისტორიული აღმოჩენების დროს გამოვლინდა
რამდენიმე ვერცხლის თასი, რომლებზედაც გამოსახულია სხვადასხვა უცხოელი
მოღვაწენი. ერთ თასზე ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, იმპერატორ ადრიანეს
გამოსახულებას. ეს წარმოადგენს ვერცხლის პატარა ბიუსტს. მეორე თასზე

99
გამოსახულია ადრიანეს ინტიმური მეგობრის ანტინოეს რელიეფური პორტრეტი. ეს
ანტინოე უდროოდ დაღუპულა, და ადრიანემ ნილოსის პირას, იმ ადგილზე, საცა
ანტინოემ თავი დაიხრჩო, ქალაქი დააარსა, ანტინოპოლისი უწოდა. მარმარილოსაგან
მისი ბიუსტი გამოაქანდაკებინა და ღვთაებად გამოაცხადა...

ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა, სხვათა შორის, იშვიათი გემოვნებითა და


ნატიფი ოსტატობით შესრულებული ნივთი – თასი, რომელზედაც ქალღმერთის
გამოსახულებაა. ქალღმერთს ხელში უჭირავს მიწისაგან ბოძებული სხვადასხვა
ნაყოფით გამოტენილი დავლათიანობის ყანწი.
აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის განმარტებით ეს ნამუშევარი წარმოადგენს
ადგილობრივ შექმნილ ერთგვარ პარალელს თუ ახალ ვარიანტს იმხანად რომის
იმპერიაში ფართოდ გავრცელებული ცნობილი კიბელას გამოსახულებისას. შალვა
ამირანაშვილი იქვე დასძენსთ:

100
ქართულმა ხელოვნებამ თავისებური განმარტება მისცა ნაყოფიერების ქალღმერთის
გამოსახულებას, შექმნა სახვითი ხელოვნების გასაოცარი მხატვრული ღირსების
ნიმუში.
რომაელ სახელმწიფო მოღვაწეთა ზემოთ ნახსენები გამოსახულებანიც, როგორც
ჩანს, ქართველი ოსტატების მიერ არის შესრულებული.
მაგრამ იმავე სანარხებში აღმოჩნდა კიდევ ერთი ვერცხლის თასი, რომელიც
იმითაც იპყრობს ყურადღებას, რომ მასზე გამოსახულია არა რომაელი ან ბერძენი
სახელმწიფო მოღვაწე, არც დასავლური მითოლოგიის რაიმე ეპიზოდი, და თანაც
შესრულებულია არა ქარტველი ოსტატის მიერ. ქარტველი ოსტატის მიერ რომ
არუნდა იყო შესრულებული, ამას გვაფიქრებინებს
თასზე თასზე ამოკვეტილი ფარული წარწერის შინაარსი. წარწერა დაზიანებულია,
მაგრამ მეცნიერებმა მაინც მოახერხეს მისი წაქითხვა.
ღვთაებრივი პაპაკის ძის ღვთაებრივი არდაშის პიტიახში პაპაკი (ამ თასს)
უძღვნის გურზან ქვწყნის (ესე იგი, იბერიის) პიტიახშს არზამსს.
ასე გაშიფრა ეს წარწერა შალვა ამირანაშვილმა.
პაპაკის ორჯერ ხსენებამ არ უნდა დაგვაბნიოს: სეხნიები ყოფილან – პაპაკი
რქმევია სპარსეთის იმდროინდელი მეფის არდაშირის მამას და პაპაკი რქმევია
აგრეთვე არდაშირის პირიახშსაც, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა გაუბამს
იბერიის პიტიახშ არზამესთან. და თასზე სწორედ სპარსი პიტიახშის პაპაკის სახე
უნდა იყოს ამოკვეთილი – ნამდვილი აღმოსავლური ტიპი.
ვერცხლის თასებზე გამოსახულ, თავშიშველ და მკერდგაღეღილ რომაელ
დიდებულთაგან განსხვავებით, სპარს პიტიახშს დიდკაცური, აღმოსავლური
მომაღლო თავსაბურავი დაუკოსებია, რომელზედაც ნამგალა მთვარე და პაწაპინა
წრეები უბრწყინავს (იქნებ ვარსკვლავები, ან უბრალო ორნამენტები). თავსაბურავს
იმგვარივე წრეებითა და ჯვარედინა ხაზებით მოხატული არშია აქვს შემორტყმული,
რომელიც კეფაზე ბაფთად იშლება იშლება და ჰაერში უფრიალებს. ტანსაცმელიც
მდიდრული და დიდკაცური უჩანს სპარს წარჩინებულს, იმგვარივე პაწაწინა
წრეებით უგემოკვნოდ მოხაზული. სახე ხშირი, აღმოსავლურ ყაიდაზე დაყენებული
წვერი უფარავს. მარჯვენა მკლავი, რასაც ისეთივე უგემოვნოდ სამკაულებით
მოხატული გრძელი სახელო უფარავს, ზეაუწევია, და რაღაც საგანი (ალბათ,
ვარდისათვის სურდა ეს საგანი დაემსგავსებინა ოქრომჭედელს), ცხვირთან
მიუტანია.
ასკარად ეტყობა, თავი გამოუდვია ოსტატს, რათა გამოსახული სპარსი
წარჩინებულისათვის სათნოებისა და სინაზის იერი მიეცა. მაგრამ პიტიახშის საკმაოდ
ცბიერ გამომეტყველებას ვერც ცხვირთან მიტანილი ვარდი ჯმატებს რაიმე სინაზეს
და ვერც ყვავილების გაშლილი თაიგული, რაშიაც მთელი ეს პორტრეტია ჩასმული.
რომაელი მოღვაწეების გამოსახულებანი რომ ვნახეთ ნივთებზე, ეს გასაკვირი
სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ მაშინდელი რომისა და საქართველოს
ურთიერთობას. ერთ დროს ასეთი წესი ყოფილა დამკვიდრებული: სუფრის
საზეიმოდ მორთვისას უნდა გამოეტანათ და დაედგათ გამოსახულება რომის
იმჟამინდელი კეისრისა, ვისთანაც იბერიის მეფეს მეგობრული ურთიერთობა
ჯქონდა. პროფესორი მაცულევიჩი ამ ნივთებს დიპლომატიურ ვერცხლის სერვიზს
უწოდებს.
ერთი სიტყვით, როცა ამას გავითვალისწინებთ, მაშინ სულაც აღარ უნდა იყოს
გასაკვირი რომაელი სახელმწიფო მოღვაწეების გამოსახულებანი საქართველოში

101
აღმოჩენილ ნივთებზე. სპარსი პიტიახშის გამოსახულების აღმოჩენა კი ერთგვარ
გაკვირვებას იწვევს. მაგრამ აქაც თუ მოვიშველიებთ იმავე გამოთქმას და ამ ნივთსაც
დიპლომატიური სერვიზის
ერთ შემადგენელ ნაწილად მივიჩნევთ, ყველაფერი გასაგები გახდება.
რომაელ სახელმწიფო მოღვაწეთა გამოსახულებიანი ნივტებიოფიციალურ
დიპლომატიურ მისიას ასრულებდნენ, ეს ნივთები კი არაოფიციალური, საიდუმლო
დიპლომატიური მისიით გამოგზავნეს საქართველოში. ამას ალბათ დიდი
სახელმწიფოებრივი მოლაპარაკებაც უძღოდა წინ (თანაც, საიდუმლო
მოლაპარაკება!): ან ზოგადი ხასიათისა - ორი მეზობელი ქვეყნის შემდგომი
მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისათვის, მესამე, დამპყრობელი ქვეყნის
წინააღმდეგ; ან კონკრეტული ხასიათისა - რაიმე სამხედრო ოპერაციასთან (ვთქვათ,
ტახტის ხელში ჩაგდებასთან) დაკავშირებული!... სულაც, იქნებ, ნიშანი იყო ეს ნივთი:
როგორც კი ამ ვერცხლის თასს მიიღებდა არზამეს პიტიახში, შეთქმულთათვის
სიგნალი უნდა მიეცა და მოქმედება დაეწყო!...
ეს თასი, სხვათა შორის, ქალის სამარხში იპოვნეს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ
საფლავში მიცვალებულს ჩაატანდნენ ისეთ ნივთებს, რაც სიცოცხლეში
განსაკუთრებით უყვარდა. ეტყობა, არზამეს პიტიახშის ცოლსა თუ ქალიშვილს
ძალიან საამაყოდა ჰქონდა სპარს დიდებულთან თავისი ქმრისა (თუ მამის)
მეგობრობა. მარჯვედაციყენებდა ამას წარჩინებული ქალბატონი, ხელსაყრელ
შემთხვევას არ გაუშვებდა, რომ არ აღენიშნა თავისი უპირატესობისთვის არ გაესვა
ხაზი.სახლში თვალსაჩინო ადგილას ედგა ეს თასი და ხშირ-ხშირად,სასოებით,
შეავლებდა ხოლმე თვალს სპარსი პიტიახშის ცბიერ გამომეტყველებას.
სტუმრიანობის დროს საგანგებოდ გააპრიალებდა და ცხვირწინ დაუდგამდა შურით
გულგავსებულ წარჩინებულ მანდილოსნებს.
იქნებ მათი დიალოგის აღდგენაც კი მოხერხდეს.
ჩემი არზამესი და პაპაკი რომ სანადიროდ იყვნენ ან არადა, პაპაკსაც ძალიან უყვარს
ეს კერძიან კიდევ პაპაკი რომ წავიდა, მეორე დღესვე რამდენი ხანია პაპაკი აღარ
გსტუმრებიათ!
-დაგესლავს დიასახლისის გაუთავებელი ტრაბახით გაბეზრებული სტუმარი.

ვეღარ იცლის გეთაყვა, ვეღარ იცლის. ან კი როგორ უძლებს, მთელი საქვეყნო


საქმეები მას აწევს, ჩემი არზამესისა არ იყოს და აქ ორაზროვნად გაიღიმებს
დიასახლისი, უსიტყვოდ ანიშნებს სტუმრებს, რომ მთელი სამეფო საქმეები მარტო
მის ქმარს აწევს მხრებზე, მაგრამ რად გინდა-ვისი ღვაწლი დაუფასებიათ, რომ....
რას იზამ უნდა მიუტევო.. სხვა დროშიაც გამოუჩენიათ წარჩინებულ ქალბატონებს
ასეთი სისუსტე.
ზოგი წარჩინებული მანდილოსანი გულში ალბათ დასცინოდა კიდეც პიტიახშის
მეუღლეს იქნებ ერთმანეთშიაც ხუმრობდნენ და ქირქილებდნენ სტუმარი
ქალბატონები
ჩვენი პაპაკი!...პაპაკის თასი!
ეს მანდილოსნები კი იქნებ სულაც რომაული ორიენტაციის წარჩინებულთა
ოჯახებიდან იყვნენ!...
ეს ყველაფერი, რაღა თქმაუნდა, ვარაუდებია, მაგრამ სავსებით შესაძლებელი ამ
ვარაუდების გამაგრება ჩვენ
ქართლის ცხოვრების ქრონიკებითაც შეგვიძლია.

102
ფარსმან ქველის მოწამვლის შემდეგ გავიდა რამდენიმე ათეული წელი და
ქართლის სამეფო ტახტზე ვხედავტ მეფე ამაზასპს. ფარსმან ქველი ამაზპს პაპის
მამად ეკუთვნოდა და, მემატიანის სიტყვებით, ამაზასპი ჰგავდა კიდეც თურმე თავის
პეპერას-იყო კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან ქუელისა

ეს მხოლოდ გარეგნული მსგავსებით. ისე კი ამ მეფეს სულ სხვა პოლიტიკა


უწარმოებია, თავისი წინაპრის პოლიტიკისაგან სავსებით განსხვავებული.
მემატიანის ცნობით, ჯერ ოსებს ებრძოდა ამაზასპი. ოსები თვითონვე შემოესივნენ
თურმე ქართლს. არაგვის პირას, მთის ძირში, ახლანდელი მისაქციელის მახლობლად
საფურცლეში გაიმართა პირველი ბრძოლა ამაზასპის გამარჯვებით დამთავრდა.
საინტერესო ის არის, რომ აქაც ბუმბერაზების შერკინება გამართულა თვითონ
ამაზასპს უბრძოლია გმირულად
განვიდა ამაზასპ მშვილდითა და იწყო სროლა გულითად ფიცხელითა და მკლავითა
ძლიერითა...ჰკრის ისარი, რომელსა ვერ დაუდგის სიმაგრემან, საჭურველისამან
.ესე იგი, მისი ნატყორცნი ისარი ჯაჭვის პერანგსაც გლეჯდა.
თხუთმეტი ბუმბერაზი მოკლა თურმე იმ დღესა ამაზასპმა ეს ბრძოლები დიდ ხანს
გაგრძელებულა. მეორე წელს უკვე თვითონვე შეუკრებია მხედრობა,მტერს შესევია
და სასტიკად დაუმარცხებია
ბუნებით პატივმოყვარე ამაზასპს ქვეყნის მმართველისათვის ძალიან არა სასურველი
და საზიანო სენი შეჰყრია-ამდენ გამარჯვებას მეტისმეტად გაუამაყებია და
გაუგოროზებია, ცხვირი აუბზეკია და თავისივე ქვეშევრდომებს დარევია , ამისთვის
მოიძულეს იგი ერმან ქართლისამან, გადმოგვცემს მემატიანე. რაკი ერთხელ ასცდა
სწორ გზას მეტისმეტად შესტოპა-ახლო მეზობლები მტრად მოიკიდა
და შეიყუარა სპარსნი... სწორედ ამიტომ შევაჩერე მკითხველის ყურადღება ამაზასპის
მეფობაზე

შეიყურა სპარსნი!

ესე იგი, სპარსეთის ორიენტაციის ყოფილა. იმ ჯგუფს თანა უგრძნობდა, ვინც


სპარსეთთან უფრო მჭიდრო საქმიანი და იქნებ საიდუმლო კავშირს მოითხოვდა,
(საიდუმლო კავშირს რომის იმპერიის წინააღმდეგ!) მაგრამ ამაზასპისა და მისი
თანამზრახველი ჯგუფის შეხედულებებსა და გეგმებს ყველა არ იზიარებდა სამეფო
კარზე. პირიქით, სპარსეთის საწინააღმდეგო მოძრაობის მიმდევარნი, ეტყობა, მეტიც
ყოფილან. ამ სხვადასხვა ორიენტაციის ჯგუფებს შორის დაძაბული ბრძოლები ჩანს -
ჯერ ფარული, მერე უკვე აშკარა.
მემატინის სიტყვებს -
და შეიყუარნა სპარსნი
- მოსდევს აბზაცი:
მაშინ (ესე იგი, მას შემდეგ, რაც ამაზასპმა აშკარად დაიჭირა სპარსეთის მხარე)
განდგეს ერისთავნი დასავლეთისანი საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ერისთავნი
გასდგომიან - ეგრისის ერისთავები, ოძრხისა, კლარჯეთისა, წუნდისა
აქ უბრალო კინკლაობა კი არ არის, საქმე სახელმწიფოს პოლოტიკურ კურსს
ეხება. როგორც ვხედავთ დიდი შეთქმულებაა! შეთქმულებმა წინასწარ მოამზადეს
ჯარი, ოსებთანაც მოლაპარაკება გამარტეს, თუ საჭირო შეიქმნა, ლაშქარი
მოგვაშველეთო, და სამეფო ტახტზე ასაყვანად მოამზადეს ამაზასპისვე დისწული
რევი.

103
ცხადია, სახელმწიფო გადატრიალება უსისხლოდ არ დამთავრდებოდა
ამაზასპმა სპარსეთიდან მაშველი ჯარი გამოიწვია და ომი გაუმართა შეთქმულებს.
ქართველები, ეტყობა, ცოტაღა შემორჩა გაამაყებულ მეფეს: როცა მემატიანე
მოგვითხრობს, სპარსელები მოიწვიაო, იქვე დასძენს:
და შეკრიბნა ქართველნიცა, რომელნი დარჩომოდეს!...
ისეთ კონტექსტშია ეს სიტყვები მოქცეული, რომ აშკარად ჩანს, ერთგული
ქვეშევრდომები კანტი - კუნტადღა შემორჩენია მეფეს. ამიტომაც ამაზასპის ლაშქარი
დამარცხდა, ღვითონ ამაზასპი ბრძოლაში მოკლეს და სამეფო ტახტზე ავიდა რევი.

თავი მეშვიდე.
თავი VII
I
ზერელედ თუ შევხედავთ საქმეს, იქნებ მართლაც მოეჩვენოს ადამიანს, რომ
მოვლენა, რაზედაც ჩვენ ახლა გვექნება ლაპარაკი, თავისთავად მოხდა, ქვეყნის
პოლიტიკურ ცხოვრებას არც შეხებია და არც არაფრით უკავშირდებოდა. ასეთი
გულუბრყვილო ვარაუდის საფუძველს ის ლამაზი ლეგენდაც იძლევა, რაც
მემატიანეს აქვს მოთხრობილი.
როცა ქართლის სამეფო ტახტზე მირიან მეფე იჯდა, ერთმა კაპადოკიელმა
ქალწულმა, სახელად ნინომ, გადაწყვიტა თავისი სამშობლოდან საქართველოსკენ
წამოსულიყო და ქართლი ქრისტეს რჯულზე მოექცია. ასეთივე სახელწოდება აქვს
წიგნსაც, სადაც ეს ლეგენდაა მოთხრობილი – «მოქცევაი ქართლისაი». ამ წიგნში
ნინო თვითონვე გვიამბობს თავის ამბავს, პირველ პირში ყვება. მოგვიანო დროის
მწერლებმა პერიფრაზირება გააკეთეს და მათ ვარიანტებში უკვე მესამე პირშია
თხრობა. ჩვენც ამ ვარიანტების მიხედვით გავეცნოთ.

დიახ, საქმე ეხება საქართველოში ქრიატიანობის გავრცელებასა და


დამკვიდრებას. ეს მოხდა მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.

მაგრამ სანამ ჩვენ ქართლის განმანათლებლის ნინოს ლეგენდას


გავიხსენებდეთ, ცოტა უკან დავიხიოთ და ჩვენს მატიანეში ფარნავაზიანთა
დინასტიის რიცხვით მეათე მეფის ადრეკის მეფობის ქრონიკას ჩავხედოთ. ვახუშტი
ბატონიშვილის ადრეკის მეფობა ასე აქვს დათარიღებული – 2 წ. ქრისტეს წინ და 55
წ. ქრისტეს შემდეგ.
«ხოლო პირველსავე წელს მეფობისა მისისა, – გვაუწყებს მემატიანე, – იშვა
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ბეთლემს ურასტანისასა». და, მემატიანის გადმოცემით,
მაშინვე დაძრულან მოგვნი აღმოსავლეთიდან იერუსალიმისაკენ.
იერუსალიმელ ებრაელებს მოეჩვენათ, ეს ამოდენა ხალხი ქვეყნის
ასაოხრებლად მოდისო, და ჯერ არც კი შესულიყვნენ უცხოელები იერუსალიმში,
რომ შეშინებყლებმა, მცხეთელ ებრაელებთან აფრინეს კაცი მეტად სამწუხარო. ეს რომ
გაიგეს მცხეთელმა ებრაელებმა, «იქმნა მათ შორის გლოვა და ტირილი».
მაგრამ პირველი ცნობა მცდარი გამოდგა და მალე სულ სხვა ამბავი მოვიდა
იერუსალიმიდან (როგორც ჩანს, იერუსალიმელ ებრაელებს მჭიდრო კავშირი
ჰქონიათ მცხეთელ ებრაელებთან) – სპარსელები იერუსალიმის ასაოხრებლად კი არ
მოსულან, არამედ ვიღაც ახალშობილისათვის თაყვანისცემადო.

104
ქრონიკაში შემდეგ მოთხრობილია, რომ გავიდა ოცდაათი წელი ქრისტეს
შობიდან და მცხეთელ ებრაელებს კვლავ მოუვიდათ მოციქულები იერუსალიმიდან.
იტყობინებოდნენ: უკვე გაიზარდა ის ყრმა და თავს ღვთის ძედ აცხადებსო. ლამის
სულ გადაიბიროს ხალხი, ლამის მოსეს რჯული გააქარწყლოს და გააცამტვეროს.
დაყოვნება აღარ შეიძლება, ახლავე მოგვეშველეთ, რათა «განვიკითხოთ და
განვბრჭოთ მას ზედა», შური ვიძიოთ და ჩვენი მამების რჯული დავიცვათო.
(სახარების არაკების მიხედვით, იმდენი სასწაულები მოუხდენია იესო ქრისტეს, რომ
იერუსალიმელი ებრაელები შურით სკდებოდნენ. მეთორმეტე საუკუნის ერთი
ქართველი მწიგნობარი შენიშნავს: «ხოლო ჰურიათა ნათესავნი, მღვდელნი და
მწიგნობარნი, შურითა განიხერხებოდეს».)
მცხეთელმა ებრაელებმა მაშინვე შეარჩიეს იერუსალიმში გასაგზავნად
«მეცნიერნი სჯულისანი» – ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი.
გამგზავრების წინ დედა გულმხურვალედ შეავედრა ელიოზს: იმ
მღვდელმოძღვრებისა და ფარისევლების ბოროტ განზრახვას შენ ნუ გაიზიარებ, ნუ
აჰყვები მათ, «ნუ, შვილო ჩემო, გევერდრები, ნუ. რამეთუ უეჭველად უწყოდე,
ვითარმედ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყველთა»... «ნუ ეზიარები დათხევასა
სისლისა მის მისისასა». დაც ასევე შეემუდარა ელიოზს და თან ისიც დააბარა. ან
სამოსელი ჩამომიტანე ქრისტესი, ან რაიმე ნივთი, რასაც კი მისი წმინდა ხელი
შეხებიაო.
იურუსალიმში «შეკრებილ იყო ერი ჰურიათი», «განიკითხეს, განბრჭეს» და
გადაწყვიტეს ჯვარს ეცვათ ქრისტე.
საქართველოდან წარგზავნილი ებრაელები განზე იდგნენ, შორიდან
შეჰყურებდნენ დაღვრემილები, არ მიუღიათ მონაწილეობა ქრისტეს წამებაში.
როცა ქრისტე ჯვარზე გააკრეს და ლურსმნებით დააჭედეს, ჩაქუჩის ხმა
იერუსალიმიდან მცხეთაში მოსწვდა ელიოზის დედას: «ხოლო ოდეს დამსჭუალეს
უფალი და პასანიკმან კუერითა დაჰკრა სამსჭუალთა (ესე იგი, როცა ჩაქუჩი
დაუშინეს ლურსმნებს), აქა დედასა ელიოზისსა ესმა, და იკარჩხლნა (იკივლა) და
თქვა: მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქვენისა
მაცხოვარი და იქმნენით მკვლელ შემოქმედისა. ვაი თავსა ჩემსა, რომელ არა წინადვე
მოვკუედ, რათამცა არა სმენილ იყუ ყურთა ჩემთა»...
და მართლაც მაშინვე მოკვდა, ვეღარ გაუძლო.

წამების შემდეგ წილი ჰყარეს ქრისტეს კვართზე (ანუ პერანგზე) და ერგოთ


მცხეთელ ებრაელებს. წამოიღო ეს კვართი ელიოზმა და მცხეთაში მობრუნდა.
საშინელი ტირილითა და გოდებით მიეგება თავისი დაი სიდონია. ქრისტეს კვართი
რომ დაინახა ქალმა, სასოებით გამოართვა, გულში ჩაიხუტა, და მაშინვე განუტევა
კიდეც სული.
ეს ამბავი ხელად მოედო ქალაქს. მთელი მცხეთა გამოეფინა სანახავად. მეფეც
მოვიდა.
ქრისტეს კვართს რომ მოჰკრა ადერკმა თვალი, ძალიან მოეწონა, ჩავიცვამო,
გადაწყვიტა და ბრძანა, აქ მომეცითო, მაგრამ კვართი თითქოს მკვდარი დედაკაცის
სხეულს შეენივთა – ვერას დიდებით ვერ გამოგლიჯეს. ელიოზმა ასევე დამარხა
თავისი და, კვართჩახუტებული...

105
ახლა კი ისევ კაპადოკიელი ქალწულის ამბავს დავუბრუნდეთ.
წარჩინებული დედ-მამის შვილი ყოფილა ეს ქალი. მამა, ზაბილონი,
ახალგაზრდობაში განთქმული მეომარი იყო თურმე და რომის იმპერატორმა
მხედართმთავრობა უბოძა. ლეგენდა გადმოგვცემს ერთი დიდი ბრძოლის ისტორიას,
რომელშიც ზაბილონს გაუმარჯვნია და ტყვედწამოყვანილი მტრის წარჩინებული
მეომრები ქრისტეს რჯულზე მოუქცევია. დედა იერუსალიმის პატრიარქის და
ყოფილა. თორმეტი წლისა რომ გახდა «ღირსი და ყოვლად ნეტარი ნინო», მშობლებმა
გაჰყიდეს მთელი საცხოვრებელი, «წარვიდნენ იერუსალიმად და განუყვეს
გლახაკთა». ნინო დაეწაფა ქრისტეს მოძღვრებას. სარა ბეთლემელი ასწავლიდა
საღმრთო სჯულს – «ხარებასა და ნათლის ღებასა, ჯვარცუმასა და აღდგომასა, და
სუდრისათვის და ტილოთა, და ჯუარისათვის და კუართისა»...
კვართის ამბავს რომ მოუყვა მოძღვარი, ნინო დაინტერესდა, სად არის ახლა ის
კვართიო, და სწორედ მაშინ გაიგონა პირველად მცხეთა: «ჰხუდა იგი წილად
ჰურიათა მცხეთელთა». «სად არს მცხეთაი?» ჩაეკითხა ნინო და მოძღვარმა ამ
ქალაქის ადგილსამყოფელიც უთხრა.
ასე გადმოგვცემს ლეგენდის ამ ნაწილს მეთორმეტე საუკუნის ქართველი მწიგნობარი
არსენ ბერი.
ქრისტეს მოძღვრებაზე ფანატიკურად შეყვარებული ახალგაზრდა ქალი დღედაღამ
ამაზე ფიქრობდა, ნატრობდა – იმ ადგილის ნახვის ღირსი გამხდარა, სადაც
მაცხოვრის კვართი ინახებაო. სულ ამას შესთხოვდა ღვთისმშობელს. მისი ხატი წინ
ესვენა და მუდამ ამაზე ლოცულობდა.

ლეგენდის მიხედვით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი ყოფილა.


ქრისტეს ამაღლების შემდეგ, «რაჟამს წილ-იდგეს მოციქულთა», ესე იგი როცა
ქრისტეს რჯულის საქადაგებლად მოციქულებმა ქვეყნები გაინაწილეს, ქრისტესავე
ნებით, საქართველო ღვთისმშობელს ერგო. ლეგენდა გვამცნობს, რომ მაცხოვარი
ღვთისმშობელს გამოეცხადა და პირდაპირ დაავალა, ანდრია პირველწოდებული
«წარავლინე ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, (ესე იგი, საქართველოში ანდრია
მოციქული გაგზავნეო) და თანა – წარატანე ხატი შენი... და შენ წილ ხატი იგი
მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა».
მემატიანეს გადმოცემით, ანდრია მოციქული და სიმონ კანანელი მართლაც
მოვიდნენ საქართველოში ქრისტეს სჯულის საქადაგებლად. ანდრია მოციქული
სამეგრელოში მოღვაწეობდა, სიმონ კანანელი კი დღევანდელი აფხაზეთის
ტერიტორიაზე. გადმოცემით, სიმონ კანანელი იამვე ხანებში გარდაიცვალა და აქვეა
დაკრძალული, ნიკოფსიაში, ანუ დღევანდელ ახალ ათონში. ლეგენდაში ნათქვამია,
რომ, როცა მეფე ადრეკმა მეგრელების მოქცევის ამბავი გაიგო, საშინლად განრისხდა
და ჯარი გაგზავნა სამეგრელოში, «იძულებით კუალადვე მიაქცივნა მეგრელნი»...

ერთი სიტყვით, პირველი მისიონერების მოღვაწეობა საქართველოში წარმატებით


ვერ დამთავრებულა. რა მოხდა მომდევნო ხანებში, ამაზე ლეგენდა სდუმს.
მეთერთმეტე საუკუნის ქართველი მეცნიერი ეფრემ მცირეც გაკვირვებულია ამ
მოვლენით: თუკი პირველივე საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა მოაქცია
ქართლი, რამდენიმე საუკუნის შემდეგ კიდევ ქრისტეს სჯულის ქადაგება რაღა
საჭირო იყოო, და იქვე დაასკვნის: ალბათ დავიწყნიათ საქართველოში ანდრია
მოციქულის ქადაგება და ისევ წარმართობა გაბატონებულაო.

106
და, აი, მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ქრისტეს რჯულზე ფანატიკურად
შეყვარებული ქალწული გულმხურვალედ შესთხოვს ღვთისმშობელს – შენს
წილხვდომილ ქვეყანაში გამაგზავნეო. მართლაც, ერთ ღამეს ქალაწულს ძილში
გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: «წარვედ ქუეყანად ჩრდილოეთისა და
უქადაგე სახარებაი ძისა ჩემისაი, და ჰპოო შენ მადლი წინაშე ღმრთისა და მე ვიყო
მფარველი და ხელის ამპყრობელი (შემწე) შენი».
ქალწული ერთბაშად შეკრთა და ღვთისმშობელს შეჰკადრა; «დედოფალო, ვითარ
შესაძლებელ არს ეგე ჩემ მიერ? რამეთუ მე დედაკაცი ვარ უნდოი (უღირსი) და
უსწავლელი»... მაშინ ღვთისმშობელმან ხელი აღმართა და იქვე, საწოლის თავზე
გადმოშვებულ ვაზს ლერწი შეატეხა, «შექმნა მისგან ჯუარი და მისცა ხელთა ღირსსა
ნინოს და რქუა: ესე იყოს მცველი შენი და ამით სძლო ყოველთა წინააღმდგომთა
შენთა, და წარემართოს ქადაგებაი შენი და მე ვიყო შენ თანა და არა დაგეტყო შენ».
გაეღვიძა ნინოს და, მართლაც, ვაზის ლერწებისაგან შეკრული ჯვარი ხელთა ჰქონდა.
შემკრთალი და შეშინებული ყმაწვილი ქალი მაშინვე ბიძასთან მიიჭრა, ჯვარი აჩვენა,
ყველაფერი უამბო და სთხოვა: «წარმავლინე, მამაო, ვითარცა ბრძანებულ არს ჩემდა
საღმრთოისა მიერ ბრძანებისა».

ლეგენდა მოგვითხრობს, როგორ მიიყვანა პატრიარქმა ნინო ქრისტეს საფლავთან და


ობოლი დისწული მაცხოვარსა და ღვთისმშობელს შეავედრა. მაგრამ პირდაპირ
საქართველოში არ წამოსულა ნინო. ლეგენდაში ამას მოსდევს რამდენიმე ეპიზოდი
კაპადოკიელი ქალწულის ცხოვრებისა: ჯერ რომში გაემგზავრა იგი და რამდებნიმე
წარჩინებულ ქალბატონს ქრისტიანობა მიაღებინა. მოთხრობილია, რა განსაცდელი
გადახდა თავს ყმაწვილ ქალს და როგორი სულის სიმტკიცე გამოიჩინა.

რამდენადაც ამ ეპიზოდებს საქართველოს ისტორიასთან კავშირი არა აქვს, ჩვენც


გამოვტოვოთ.
გამოხდა ხანი. მას შემდეგ, რაც ნინოს ღვთისმშობელი გამოეცხადა, ეტყობა,
რამდენიმე წელმა გაიარა. ამ ხნის განმავლობაში ყმაწვილი ქალი კიდევ უფრო
მტკიცედ დაეუფლა ქრისტეს სჯულს, განვლილმა განსაცდელმა სულიერადაც უფრო
გამოაწრთო.
და ერთ ზამთარს, დევნილსა და მარტოდ შთენილ ახალგაზრდა ქალს ჩვენ
საქართველოს სამხრეთ საზღვარზე ვხედავთ. იგი ვერ გაუტეხია განვლილი წლების
მძიმე განსაცდელსა და გასაჭირს, არც გაურკვეველი მომავლის შიში აკრთობს, ვაზის
ლერწებისაგან შეკრული ჯვარი მკერდზე მიუკრავს და მტკიცე ნაბიჯით მოემართება
უცნობი ქვეყნისაკენ. პირველად უნდა დააგდას ფეხი მან ამ მიწას, მაგრამ ქვეყნის
ასავალ-დასავალი უკვე კარგად იცის და აქაური ხალხის სიყვარულიც წინასწარვე
მტკიცედ ჩაუნერგავს გულში.
როგორც უკვე ითქვა, ეს იყო ზამთრის პირას. ეტყობა, მოულოდნელად თოვლი
ჩამოჰყარა და ახალგაზრდა ქალს გზა გადაუკეტა. იძულებული გახდა იქვე,
საქართველოს საზღვარზე გამოეზამთრებინა. ხოლო, როცა მოიწია ზაფხული, იგი
«აღმოვიდა მთათა ჯავახეთისათა და მიემთხვია (მივიდა, მიაღწია) ტბასა, რომელსა
ეწოდების ფარავნაი».
მეთევზეები თანაგრძნობით შეხვდნენ შორიდან მომავალ ქალს და თევზი
მიუკითხეს. საღამო ხანს მწყემსებმა მთის საძოვრებიდან ფარა ჩამორეკეს ტბის პირას.

107
კაპადოკიელი ქალწული გამოელაპარაკა მწყემსებს და ვინაობა და სადაურობა
ჰკითხა.
ქართველები აღმოჩნდნენ – ზოგი საფურცლედან იყო, ზოგი შიგ მცხეთიდან.
მცხეთა რომ გაიგონა, ქალს «ფრიად ნუგეშინის ეცა (გულს მეოფონა). და კუალად
მიხედნა და იხილნა მთანი ჩრდილოისანი ჟამსა ზაფხულისასა სავსენი თოვლითა.
შეძრწუნდა და ილოცვიდა და მოადინნა ცრემლნი». მეტი მღელვარებისაგან ტირილი
მოერია.
მაცდუნებელი თემაა მხატვრისათვის. ცისფერი ტბის ფონზე დგას შავი ფლასებით
შემოსილი ახალგაზრდა ქალი. გულზე ვაზის ლერწმებისაგან შეკრული ჯვარი
მიუსვენებია და ცრემლით დანამული დიდრონი თვალები ჩრდილოეთით გრძლად
გაწოლილი მთებისათვის მიუპყრია. სიამაყეც გამოსჭვივის ამ ლურჯ, მეოცნებე
თვალებში, ქალური სინაზე და სათნოებაც, ნებისყოფის სიმტკიცეა და იმ ჯერეთ
უნახავი ხალხის მიმართ დედობრივი სიყვარულიც, რომელთა შორის, ზაფხულის
მზით გაცისკროვნებული თოვლიანი მთების კალთებზე ბინადრობს. ხასიათის
სიმტკიცე და ზებუნებრივი ძალა გამოსჭვივის მის ზომიერად გამხდარ სხეულშიც,
დგომის მანერაშიც, ჯვარზე დასვენებულ გრძელ, მეტყველ თითებშიაც... ქალის წინ
ვიწრო ბილიკი იწყება და იქვე ჩირგვნარში იკარგება. კიდევ რამდენი გზა უნდა
გაიაროს ამ ქალიშვილმა, რათა საყვარელი ხალხი წარმართული სიბნელის
ტყვეობისაგან იხსნას და განახლებული ცხოვრება მოუტანოს. პირველივე შეხედვა
დაუჯერებელ რწმენას აღგიძრავს: ამ მეოცნებე თვალების პატრონს მართლაც ასეთი
ნებისყოფის ადამიანს განუსაზღვრელი ზემოქმედების ძალა ექნება და სხვათა
გულების ანთებაც არ გაუჭირდება.
ნინო ფრთხილობდა, მწყემსებისათვის არ გამოუმჟღავნებია, რას განზრახვით იყო
მოსული. თუმცა ამისი ცთუნება უნდა აღძროდა: ესმოდა, როგორ ევედრებოდნენ
მწყემსები თავიანთ უსულო ღმერთებს არმაზსა და ზადენს და «აღუთქმიდეს მათ
შესაწირავთა, ოდეს მოვიდეთ მშვიდობითო».
ქრისტეს მოძღვრებით გულანთებული ქალისათვის წარმართული ღმერთების ასეთი
სასოებით მოხსენიება, რაღა თქმა უნდა, გულისამრევი იქნებოდა. მაგრამ არაფერი
თქვა, თავი შეიკავა, «მიიღო ქვაი და დაიდვა სასთუნალ და მიწვა განუსუენებად».

ძილში ისევ გამოეცხადა ღვთაება და ახლა უკვე კონკრეტული დარიგებანი მისცა,


როგორ უნდა მოქცეულიყო.
მეორე დღეს გაუდგა «გზათა ძნელითა და ფიცხელითა, ნახნა ჭირნი დიდნი
გზათაგან და შიში დიდი მხეცთაგან, ვიდრეღა მიაღწია ადგილსა მას, სადა წყალმან
აღმოსავლეთით იწყო დინება»...
ვისაც მოვლილი აქვს ის ადგილები, თვალსაჩინოდ წარმოიდგენს კაპადოკიელი
ახალგაზრდა ქალის მოგზაურობას. ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ
დღევანდელი მოტიტვლებული ზეგნებისა და გამეჩხერებული ტყით შემოსილი
გორაკების ნაცვლად, მაშინ მრავალფეროვანი ნადირით გამოტენილი, დაბურული
ტყეები უნდა გაევლო.
როგორც ვხედავთ, მართლაც მარტოდმარტოს გადმოუვლია უდაბური ტყით
დაფარული ჯავახეთის ქედი და მტკვრის პირას წამოსულა, სადმე ბორჯომის
ხეობაში – აქედან ხომ მართლაც აღმოსავლეთით მიედინება მტკვარი.
აქ კი უკვე გზებზე ხალხმრავლობა იყო. «და მიერითგან (აქედან) იქმნება ლხინება
მისი, რამეთუ პოვნა მუნ მოგზაურნი, რომელთა თანა მიიწია სანახებსა ქართლისასა».

108
ამ სიტყვებიდან ჩანს, რა შიშით გამოუვლია ყმაწვილ ქალს ის გრძელი და ძნელი გზა.
ჩავიდა ქალაქ ურბნისს. აქაც გული ეტკინა, რათა იხილა ხალხი, რომელიც «ცეცხლსა,
ქვათა და ძელთა ღმერთად თაყუანის-სცემდეს».
ერთი თვე ურბნისში გაატარა. ნინო წინასწარვე მიხვდებოდა, რომ ქართლის
დედაქალაქში მალე რაღაც საკულტო დღესასწაული ჰქონდათ და მთელი ხალხი
იქითკენ დაიძრებოდა. ამას მიხვდებოდა იმ ფუსფუსისა და გაცხოველებული
სამზადისის მიხედვით, რასაც მთელი ქალაქი მოეცვა. ამ სამზადისის მიხედვითვე
შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ გარდა საკულტო დღესასწაულისა, მცხეთაში დიდი
ბაზრობაც გაიმართებოდა ამ დღეს.
და მართლაც, ერთი თვის შემდეგ «დღესა ერთსა აღიძრეს ერთნი დიდნი მით
ქალაქით, წარმავალნი დიდად ქალაქად სამეუფეოდ, მცხეთად, მოვაჭრებად
სახმართა რათამე და ზორვად (მსხვერპლის შესაწირავად) წინაშე არმაზ ღმრთისა
მათისა».
ცოცხლად და თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ არა მარტო საკულტო
დღესასწაულის, არამედ მაშინდელი საქართველოს დედაქალაქის გრანდიოზულობა
და ცხოვრების საოცარი მჩქეფარება, თავს ნებას მივცემ მემატიანის ორიოდე აბზაცი
მოვიტანო. ზემოთაც ითქვა, ზოგი ქრონიკა უცვლელად უნდა ჰქონდეს ლეონტი
მროველს შეტანილი თავის წიგნში. ამ პატარა ნაწყვეტში მართლაც ისე ცოცხლად
არის აღწერილი მცხეთის დიდი, ისტორიული დღე, რომ დაუჯერებელიცაა, იგი
პირველმხილველის კალამს არ ეკუთვნოდეს.
«და აჰა ესერა, ხვალისა დღე იყო ხმა ოხრისა და საყვირისა; გამოვიდა ერი ურიცხვი,
ვითარცა ყვავილნი ველისანი [2], და ზარი საშინელი გამოვიდოდა [3], და ჯერეთ
მეფე არღა გამოსრულ იყო. და ვითარ მოიწია ჟამი იწყო სილვტოლა და
მიდასმომალვა ყოვლისა კაცისა, შიშით საფარველისა თვისსა შეილტვოდა. და აჰა,
მყის გამოვიდა დედოფალი ნანა, და ნელიად მოვიდოდა ერი. [5] და შეამკუნეს
ყოველნი ფოლოცნი. თვითოფერითა სამოსლებითა და ფურცლითა და იწყო
ყოველმან ერმან ქებად მეფისა. მაშინ გამოვიდა მირიან მეფე საზარელითა და
თვალშეუდგამთა ხილვითა.
«და ჰკითხა წმიდამან ნინო დედაკაცისა ვისმე ჰურიასა, ვითარმედ: «რა არს ესე?»
ხოლო მან რქუა: «ღმერთი ღმერთის არმაზს მიუწესს, რომელ არა არს მისსა გარეშე
სხუა კერპი». მაშინ მყის უკუე წარვიდა წმიდა ნინო ხილვად არმაზისა! და აღივსნეს
მთანი იგი დროშებითა და ერითა, ვითარცა ველნი ყვავილითა.
«ხოლო წმიდამან ნინო შეუსწრო ციხედ არმაზად [10], და დადგა იგი მახლობლად
კერპისა მის ნაპრალისა ზღუდისასა. და ხედვიდა საკვირველებასა მიუწვდომელსა
და ენითა გამოუთქმელსა... რამეთუ დგა კაცი ერთი სპილენძისა და ტანსა მისსა ეცუა
ჯაჭვი ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და
ბივრილი, და ხელთა მისთა აქუნდა ხრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა, და
იქცეოდა ხელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებიან, თავი თვისი სიკუდილად განწირის...
და კუალად იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი; და მარცხენით
მისსა უდგა კაცი ვერცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი – იგი ღმერთად
უჩნდა ერსა მას ქართლისასა»...
დასანანია, რომ მკვეთრი თემატური გამიზნულობა საშუალებას არ აძლევს
ლეგენდის ავტორს, ცოტათი გვერდზე გადაუხვიოს და მცხეთისავე სხვა უბანში
შეგვახედოს, ის დიდი ბაზრობა გვაჩვენოს, სადაც მკითხველს საშუალება ექნებოდა
ეხილა არა მარტო ქართლის ყოველი კუთხიდან სავაჭროდ ჩამოსული ზღვა ხალხი;
არამედ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მრავალი უცხოელი ვაჭარიც, დიდ-დიდი
109
საპალნეებით გამოტენილი დახლები, დახვეწილი გემოვნებით მოხატული
სხვადასხვა ფორმის კერამიკული ნაწარმი, ჩაფები, სურები, ქვევრები... ხონჩებზე
დახვავებული ქართული მადლიანი მიწის მრავალფეროვანი ნაყოფი... და უსათუოდ
მაჭარიც. დააკვირდით ერთ საინტერესო დეტალს: ეს დღესასწაული ექვს აგვისტოს
გამართულა. ექვსი აგვისტო ყოფილა ქართული წარმართული ღმერთის არმაზის
დღე. ექვსი აგვისტო! ქრისტიანული ფერისცვალებაც ხომ ექვს აგვისტოს მოდიოდა!
ვითომ შემთხვევითია ეს?! იქნებ იმაზე ათასი წლის წინათაც, ძველი წელთაღრიცხვის
მეშვიდე-მეექვსე საუკუნეშიაც სწორედ აგვისტოს დასაწყისში იმართებოდა ასეთივე
გრანდიოზული ბაზრობა-დღესასწაული და მას პირდაპირ მოსავლის დღეს
ეძახდნენ!..
ერთი სიტყვით, დასანანია, რომ ლეგენდის ავტორმა ბაზრობაზე არ შეგვახედა.
არმაზის კერპები კი, როგორც ვნახეთ, ძალიან კარგად აგვიწერა.
ამ უსულო ბრჭყვიალა საგნებსა სცემდა ხალხი თაყვანს და ასეთი საოცარი
უგუნურების ხილვაზე ნინოს გული მოეწკურა, ტირილი მოერია. გვერდზე მიდგა,
ხალხს მოფარებულმა ხელები ცისკენ აღაპყრო და ღმერთს გულმხურვალედ
შეევედრა: უფალო, ისმინე შენი უღირსი მონისა და მხევლის ვედრება, აჩვენე ამ
ხალხს შენი ძლიერება, ისეთი სასწაული მოუვლინე, რომ მხოლოდ შენ გიცნან
ჭეშმარიტ ღმერთად და დიდება შენ მოგიძღვნანო.
დაასრულა თუ არა ლოცვა ნინომ, ამოიჭრა ძლიერი ქვენა ქარი. შავი ღრუბლები
წამოიშალა, ჩამობნელდა, და საშინელი ქუხილი ატყდა. ხალხი დაფრთხა,
დაფანტულ ფარასავით აირია, აღარც ღმერთები გახსენებიათ, აღარც თავიანთი მეფე
და დედოფალი, წეღან თუ დიდი მოწიწებითა და საგანგებო ცერემონიალის დაცვით
მოდიოდნენ, ახლა იშვირეს ფეხი და ვინ საითაც მოახერხა, გაიქცა. ციდან «ლიტრისა
სწორი
სეტყვა წამოვიდა და სანამ არ დაანგრია კერპები, მთელი ის «ზღუდე და ყოველი
შენებულებაი, და სანამ «კლდეთა ნაპრალსა არ შტააბნივნა, აღარც გადაუღია.
წმინდა ნინო იქვე იდგა, მაგრამ სავსებით უვნებელი დარჩა. ქარი რომ ჩადგა და
სეტყვაც დაცხრა, ნინო გამობრუნდა, კლდეს გამოჰყვა. კლდის ძირში ერთი ხე იყო,
რომელიც ბაგრატს მეფეს უყვარდა, საგრილობლად ჰქონდა ამოჩემებული. აქ შედგა,
ხეზე ჯვარი გამოსახა და ლოცვას მოჰყვა.
Qქარიშხლის მეორე დღეს, გათენებისთანავე, მეფეცა და მთელი ხალხიც კერპების
სამყოფელისაკენ გაეშურნენ. Bბევრი იძიეს თავიანთი ღმერთების ნაშთები, მაგრამ
ვეღარ იპოვეს. შეიქმნა მითქმა-მოთქმა, ვარაუდები... ზოგი ამბობდა, ჩვენს არმაზს
ქალდეველთა ღმერთი ითრუვან გადაეკიდა და სულ იმის საქმე იქნება; აკი ამას
წინნათ ჩვენმა არმაზმა «მას ზედა ზღუა მოაქცია, და აწ მან შური იძია და მის მიერ
მოიწია ესეო
... ზოგი რას ვარაუდობდა ზოგი რას, როგორც ასეთ ვითარებაში ხდება ხოლმე.

თავი მერვე.
თავი VIII
1.
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: ირანი ვერ შეურიგდა ქართველების ქრისტეს
სჯულზე მოქცევას. ამის შემდეგ მისი პოლიტიკა უფრო გამოკვეთილად მტრული
შეიქნა. აშკარა ბრძოლის გარდა, რაღა თქმა უნდა, გააძლიერა ფარული
ძირგამომთხრელი მუშაობა, სამეფო კარზედაც და მთელ ქვეყანაშიც. იგი დიდხანს არ

110
კარგავდა იმედს, რომ ქართველები, ადრე თუ გვიან, ახალ სჯულს დაგმობდნენ და
კვლავ გავლენიანი მეზობლების სარწმუნოებას მიიღებდნენ.
მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად დატრიალდა. ქრისტიანობა უფრო
სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე მათ წარმოედგინათ; მძიმედ, მაგრამ მაინც
ვრცელდებოდა ახალი სარწმუნოება, თანდათანობით ედებოდა მოსახლეობის
სხვადასხვა ფენას, ნელ - ნელა მთებშიაც გაიკვლია გზა; იზრდებოდა და
ძლიერდებოდა ქრისტიანული ეკლესია.
ზემოთ ითქვა, მთიელები დიდი ხალისით შეხვდნენ ახალ სარწმუნოებასო. იქაც
შეაღწია ქრისტიანულმა რელიგიამ და მტკიცედ დამკვიდრდა. თუმცა ეს პროცესი
დიდხანს გაგრძელდა. ზოგან მთელი ორი - სამი საუკუნე, და კიდევ უფრო მეტიც
დასჭირდა. მეთერთმეტე საუკუნის მემატიანე რომ გადმოგვცემს, ქრისტიანობა მთაში
მძიმედ ვრცელდებოდაო, იქვე შენიშნავს, ზოგ ადგილას დღემდეც – ესე იგი,
მეთერთმეტე საუკუნემდეც – არ მოქცეულან ქრისტეს სჯულზეო.
ეს შეეხებოდა ქვეყნის განაპირა, კანტიკუნტად გაფანტულ მიუვალ მთის სოფლებს და
ქვეყნის საერთო მდგომარეობაზე გავლენას, რა თქმა უნდა, ვერ მოახდენდა.
მირიანის მომდევნო მეფეები, ეტყობა, კარგად ვერ ჩაწვდნენ თავიანთი წინაპრის
გადაწყვეტილების სიბრძნეს და ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს ახალი რელიგიის
გავრცელებას და დამკვიდრებას, აგებდნენ ქრისტიანულ ტაძრებსა და
სამლოცველოებს...
მატიანეში ყოველ გვერდზე ვხვდებით ასეთ ფრაზებს:
დაჯდა მეფედ ძე მისი (მირიანის) ბაქარ, ვითარცა მამა მისი. და ამან მოაქცევინა
უმრავლესნი კავკასიანი, რომელი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა...
დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ, და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა. და მან
აღაშენა ეკლესია თუხარისა ციხესა შინა... და მატა შემკობა და შენება ერუშეთისა და
წუნდისა ეკლესიათა...
იყო კაცი მორწმუნე... გამოაჩინა ჯუარნი და შეკაზმა ეკლესიანი...
განამრავლა ჯუარნი და განაახლა ეკლესიანი ყოველსა ქართლსა შინა...
ეს ფრაზები ეძღვნება სხვადასხვა ქართველ მეფეს, რომლებიც მირიანის შემდეგ
მთელი საუკუნე ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა დროს ასულან ტახტზე.
მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ მეფეთა საქმიანობას. ეტყობა, ისეთი
მნიშვნელოვანი არაფერი მოხდა მათ საშინაო მოღვაწეობაში.
სამაგიეროდ, მეზობელი დიდი ქვეყნების ურთიერთობაში მოხდა რამდენიმე
მნიშვნელოვანი მოვლენა, რამაც, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის ცხოვრებაზეც
გარკვეული გავლენა მოახდინა. თქვენ უკვე ხვდებით, რომ საქმე შეეხება ირანსა
დააღმოსავლეთ რომის – ანუ ბიზანტიის იმპერიის ურთიერთობას და მათ
დამოკიდებულებას საქართველოსთან.

ზემოთ ნახსენები იყო ნიზიბინის ზავი. ეს ზავი რომის იმპერიასა და ირანს


შორის დაიდო მესამე საუკუნის მიწურულში, ორმოცი წლის ვადით. მაშინ რომის
მხედრობამ სძლია ირანისას და, რაღა თქმა უნდა, ზავიც ირანისთვის
არახელსაყრელი იქნებოდა. კერძოდ, ზავის პირობების იმ პუნქტს, რომლის
მიხედვითაც საქართველო და სომხეთი ოფიციალურად რომის იმპერიის გავლენის
სფეროში მოექცნენ, ირანი დიდ ხანს ვერ შეურიგდებოდა. იქნებ შემთხვევითი არ
იყოს ის ფაქტი, რომ საქართველომაც და სომხეთმაც ქრისტიანობა სწორედ
ნიზიბინის ზავის პერიოდში მიიღეს.

111
და აჰა, ერთი წელიც არ გასულა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადების დღიდან, რომ ირანმა, კარგა ხნის შესვენების შემდეგ,
კვლავ დაძრა ლაშქარი ბიზანტიის წინააღმდეგ.
ეს მოხდა ირანის შაჰის შაბურ მეორის დროს. ბრძოლის ასპარეზად ამ ჯერადაც
მესოპოტამია იქცა. ამ დროისათვის ნიზიბინის ზავსაც უკვე ვადა გასდიოდა. მაგრამ
ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს შაბურ მეორე ზავის პირობების ერთგული დამცველი
იყო და ხელშეკრულების ვადის გასვლასღა ელოდა, რათა საომარი მოქმედება
დაეწყო.
რაღა თქმა უნდა, არა. იგი ზავის ვადის გასვლამდე დიდი ხნით ადრეც
უყოყმანოდ და სინანულის უქეჯვნელად შემართავდა მახვილს თავისი ისტორიული
მტრის წინააღმდეგ, მაგრამ აქამდე, ეტყობა, მისთვის ეს ხელსაყრელი არ იქნებოდა.
ახლაც იქნებ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამ გაამწარა და დააჩქარებინა
ომის გამოცხადება ბიზანტიისათვიის!

ასე იყო თუ ისე, შაბურ მეორემ ომი დაიწყო. აქვე შევნიშნავთ, რომ ეს ომი
ხანგძლივი გამოდგა, ორ ათეულ წელზე მეტს გასტანა. მესოპოტამიიდან საომარმა
მოქმედებებმა სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ირანის მხედრობამ სომხეთის
წინააღმდეგობაც გასტეხა.
მაგრამ, საქართველოზე პირველ ხანებში, ეტყობა, არ გამოულაშქრიათ; ძნელი
სათქმელია, რატომ. იქნებ თავისი მხედრობის მეტისმეტ დაფანტვას მოერიდნენ, მით
უმეტეს, რომ ქართველთა ისტორიული მოკავშირეების – ჩრდილო კავკასიის
ხალხთა შიშიც ექნებოდათ.
ისე დამთავრდა ეს ოცდახუთწლიანი ომი, რომ იბერიას იგი არ შეხებია. ყოველ
შემთხვევაში, იმდროინდელი წყაროები ამის შესახებ სდუმან. იმას კი გადმოგვცემენ
მაშინდელი წყაროები, რომ ბიზანტიის იმპერატორს მდიდრული ძღვენი უგზავნია
იბერიის მეფისათვის, ოღონდ კი მას ნეიტრალიტეტი დაეცვა და ირან – ბიზანტიის
ომში ირანის მხარე არ დაეჭირა.
ირან – ბიზანტიის ოცდახუთწლიანი ომიც ზავით დამთავრდა. ამ ჯერადაც
დიდი ხნით დათქვეს ზავის ვადა – მთელი ოცდაათი წლით. წინა ზავისაგან
განსხვავებით ახალი ზავი ხელსაყრელი არ გამოდგა ბიზანტიისათვის. ნიზიბინიც
დაიბრუნა ირანმა, მესოპოტამიის სხვა ქალაქებიც, ხუთი პროვინციაც, ახალი ზავის
პირობებში ნათქვამი იყო, რომ ბიზანტია მფარველობას აღარ გაუწევდა სომხეთს და
არც სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა.
ჩვენთვის განსაკუთრებით იმითაა ეს ზავი საინტერესო, რომ შიგ
საქართველოზე არაფერია ნათქვამი.
ზავის დადების შემდეგ დიდ ხანს აღარ გაუვლია და ირანის ლაშქარი კვლავ
შეიჭრა სომხეთში. ამჯერად, მეტი გულდაჯერებითა და გააფთრებით. უფრო მტკიცე
გადაწყვეტილებითაც: საბოლოოდ გაეტეხათ და აეოხრებინათ ჯერ სომხეთი, შემდეგ
საქართველო; ახალმიღებული სარწმუნოებაც მოესპოთ, მათთვის ეროვნული მეობაც
წაერთმიათ.
პირველ ხანებში სპარსელებმა მართლაც წარმატებით დაიწყეს თავიანთი
განზრახვის შესრულება – სომხეთის ცალკეული პროვინციები დაარბიეს, ხალხი
გაჟლიტეს; დედოფალი სასტიკად აწამეს...
სპარსთა ასეთ იოლ გამარჯვებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სომხეთის სამეფო
კარზე დიდი ოპოზიციები აღმოჩნდა. ზოგი სომეხი ერისთავი მტრის ჯარის

112
შემოსევისთანავე გაუდგა მეფეს და სპარსელლების მხარეზე გადავიდა. ამან, რაღა
თქმა უნდა, ძალიან გაუადვილა საქმე სპარსელებს.

თუ წინა ომებში ქართლი ნეიტრალიტეტს იცავდა და განზე იდგა (ყოველ


შემთხვევაში, მისი მონაწილეობა იმ დროინდელი წყაროების მიხედვით არა ჩანს),
ახლა ქართველები, ეტყობა, კარგად მიხვდნენ შაბურ მეორის ვერაგულ განზრახვას
და სწრაფად გაგზავნეს მაშველი ძალები მოძმე სომხეთის დასახმარებლად. ამასთან,
ამ დახმარებას მარტო სიმბოლური მნიშვნელობა კი არა ჰქონია. სომეხი მემატიანის
ცნობით სწორედ ქართველებმა იხსნეს მტრის მხედრობის მიერ შესაპყრობად
განწირული არშაკ მეორე და საქართველოში გააქციეს.
მაგრამ არშაკ მეორეს საქართველოში რა მოასვენებდა, როცა სომხეთიდან
ზედიზედ ცუდი ამბები მოსდიოდა: სპარსელებისა და გადამდგარი ადგილობრივი
ფეოდალების შეერთებულ ლაშქარს ერთიანად დაენგრია და მიწის პირთან
გაესწორებინა არშაკის მიერ დაარსებული ქალაქი არშაკავანი. არშაკმა შველა სთხოვა
ქართლის მეფეს და მაშველი ქართველი მხედრობით სომხეთისაკენ გაეშურა. მტერმა
მაინც მოახერხა მოტყუებით მისი შეპყრობა.
სომხეთის დამარცხების შემდეგ ირანის ლაშქარი ქართლს მოადგა. ქართლსში
ამ დროს საურმაგი მეფობდა. ქართველებმა, ეტყობა, დიდი წინააღმდეგობა ვერ
გაუწიეს ირანის ძლიერ მხედრობას. მტერმა ქართლის მეფე საურმაგი განდევნა.
ტახტზე ირანის ორიენტაციის კაცი ასპაგური ანუ ვარაზ – ბაკური დასვეს.
ეს მოხდა 368 წელს.

და ამის შემდეგ ისევ ორმეფობასა ვხედავთ ქართლში. ოღონდ ამჯერად ცოტა ხნით.
აი როგორ მოხდა ეს:
სამშობლოდან გადახვეწილი საურმაგი ბიზანტიის იმპერატორს მიადგა
დახმარებისათვის. იმპერატორმა კარგად გაითვაილისწინა, რა საშიში ძალად
იქცეოდა აომხეთსა და იბერიაში ფეხმოკიდებული და საბოლოო გამარჯვებებით
მეტისმეტად გაამაყებული ირანი. ამის შებდეგ იგი, რაღა თქმა უნდა, ზავის ვადას
აღარ ადელოდებოდა და კვლავ შემართავდა მახვილს თავისი ისტორიული მტრრის
წინააღმდეგ. ბიზანტიისათვიის ჯობდა, საქართველოშივე დაბანდებულ 
დაყოვნებულიყო ირანის ლაშქარი. და სწორედ ამიტომ, და არა მეგობრული
თანაგრძნობით, საურმაგს იმპერატორმა თორმეტი ლეგიონი გააყოლა.
ამოდენა ლაშქარი რომ მიუახლოვდა საქართველოს საზღვრებს, ვაზარ 
ბაკური დაფრთხვა და სწრაფად შეუთვალა საურმაგს – ომი ნუ გვინდა, რაღა
საალალბედოდ გავიხადოთ საქმე, ეს ქვეყანა ორივეს გვეყოფა, ორივემ მშვიდობიანად
ვიმეფოთ, მაინც ბიძაშვილიები ვართო; შენ მტკვარგაღმა საქართველო გქონდეს,
მტკვარგამოღმა მე ვიქნებიო.
ეს აზრი, ეტყობა, საურმაგსაც დაუჯდა ჭკვაში. ბიზანტიის იმპერატორიც რას
კარგავდა - საქართველოს ორ სამეფოდ გაყოფის შემთხვევაში ქვეყნის იმ ნაწილში,
რომელიც უშუალოდ მის სახელმწიფოს ემიჯნებოდა,თავისივე ორიენტაციის კაცი
ეყოლებოდა მეფედ და მისი სახელმწიფოსათვის მაინც ჯებირი იქნებოდა. ერთი
სიტყვით, შეთანხმდნენ.
მაგრამ, როგორც ირკვევა, ორმეფობა დიდხანს მაინც აღარ გაგრძელებულა,
რადგან ირანისთვის სულაც არ ყოფილა ხელსაყრელი მეზობელი ქვეყნების ასეთი
მშვიდობიანი შეთანხმება და საერთო მშვიდობიანი ცხოვრება. შაბურს, ჩანს, მალევე

113
აღუდგენია ვარაზ – ბაკურის ერთმეფობა და ქართლისათვის კარგა მძიმე ხარკი
დაუდვია.

ვარაზ – ბაკური ირანის ორიენტაციის კაცი იყო, ქრისტიანობა სძულდა, თუმცა


ქვეშევრდომების შიშით ამის აშკარად განცხადებას ვერ ბედავდა, ანუ, როგორც
მემატიანე გადმოგვცემს,
ვერ იკადრებდა ერისაგან განცხადებად სჯულისა სიძულვილისა...
მაგრამ ისე კი
არა სადა აღაშენა ვკლესია, არცარა მათა შენებულთა და ყოველიღავე იქცეოდა
უსჯულოთ.
ასეთი სანდო კაცი იყო ვარაზ - ბაკური სპარსელებისათვის. მაგრამ
სიფრთხილეს თავი არა სტკივა, შაჰი მაინც არ ენდო და მუდმივი მეთვალყურე
გამოუგზავნა - პიტიახში, რომელსაც უპირველეს ყოვლისა, რაღა თქმა უნდა, ხარკის
აკრეფას დაავალებდა.
აქვე შევნიშნავთ, რომ ამ პიტიახშს რეზიდენცია დედაქალაქიდან მოშორებით
იყო, მცხეთის სამხრეთ – აღმოსავლეთით; ეს იყო პატარა დაბა, სადაც შემდეგ ქალაქი
თბილისი დაფუძნდა.
ვერაფერი სასიამოვნო იქნებოდა ვარაზ - ბაკურისათვის მუდმივი
მეთვალყურე. ადვილი წარმოსადგენია, რა კაცს გამოგზავნიდა შაჰი. ალბათ როგორ
მედიდურად და გამომწვევად ეჭირა თავი. როგორი გაფხორილი შევიდოდა
სასახლეში, როგორ შეუბღვერდა ვეზირებს... ფეხით თელავდა არა მარტო
ქართველთა სარწმუნოებას, არამედ მათ მეობას, მამა-პაპათა ადათებსა და
ჩვეულებებს.

თავი მეცხრე.

1.
დავუბრუნდეთ ქართლის სამეფოს.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ სპარსელების დაუძინებელ მტერს ქართლის
უფლისწულ მირდატს სპარსი პიტიახშის ქალი შეუყვარდა და მამასა სთხოვა, ცოლად
მომგვარეო. თანაც, - მეტი გულდაჯერებისათვის, რათა მეფე არჩილის თანხმობა
ნამდვილად მიეღო, -სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ მოტივებსაც დაუკავშირა ეს:
ამით იქნებ ირანთან ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდესო.
ასეთი დამოყვრება ზოგჯერ მართლა ახდენდა ხოლმე გარკვეულ გარდატეხას
სახელმწიფოების ურთიერთობაში.
მაგრამ ამჯერად სასურველი გავლენა ვერ მოუხდენია. პირიქით, თითქოს
განგებო, იმ დროიდან მოკიდებული კიდევ უფრო დაიძაბა ირანთან ურთიერთობა.
ირანის მმართველებმა, ეტყობა, გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ მოესპოთ
საქართველოსა და სხვა მეზობელი პატარა ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობა და
ადგილობრივი მოსახლეობა გაესპარსებინათ.
მთავარი იერიში, რაღა თქმა უნდა, სარწმუნოებაზე მიიტანეს.
სხვა მხრივაც ბევრი სისასტიკე გამოიჩინეს - გადასახადები გაზარდეს,
სამხედრო ბეგარა დაამძიმეს... გაფაციცებით დაუწყეს ძებნა უკმაყოფილო და განზე
გამდგარ ქართველ ფეოდალებს, რათა მარჯვედ გამოეყენებინათ ისინი სამეფო კარის
წინააღმდეგ. ქართლსა, და სხვა ქვეყნებსაც მტკიცე დავალება მისცეს -

114
ყოველწლიურად ეგზავნად ირანისათვის ლაშქარი შორეულ ქვეყნებში საომრად.
ამით ისინი ორ კურდღელს იჭერდნენ: თავიაანთ მხედრობასაც აძლიერებდნენ და,
ამასთან,მტრულად განწყობილ ქვეყანაში ახალგაზრდობას - მათთვის პოტენციურად
ყველაზე აქტიურსა და საშიშ ძალას - ამეჩხერებდნენ. თან იმის იმედიც ჰქონდათ,
რომ გაწვეული ახალგაზრდების ნაწილი ომებში გაწყდებოდა. ნაწილს კი თავიაანთ
რჯულზე მოაქცევდნენ, ენასა და ქართულ ადათებს გადაავიწყებდნენ, ჩაისიძებდნენ,
გადააგვარებდნენ...
იმისი აღნიშვნა იქნებ არც კი იყოს საჭირო, რომ პატარა ქვეყნებიდან გაწვეულ
ჯარისკაცებს ყველაზე საშიშ ბრძოლებში უკრავდნენ თავს და ყველაზე მძიმე
საქმეებს შეასრულებინებდნენ.
ბარემ აქვე შევნიშნოთ, რომ უცხოეთში გადახვეწილი ქართველი
ახალგაზრდების გადაგვარება და თავიაანთ რჯულზე მოქცევა ვერ მოუხერხებიათ
სპარსელებს. ქართლის ძირითადი მოსახლეობისათვის რჯულის შეცვლა ხომ მით
უფრო ძნელი იყო, და რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო ძნელდებოდა.
შაჰმა იეზდიგერდ მეირემ უკიდურეს ზომას მიმართა - ქართლის, სომხეთისა
და ალბანეთის მმართველები სპარსეთის მაშინდელ დედაქალაქ ქტეზიფონში
დაიბარა მოსალაპარაკებლად.
თუმცა იმას, რაც შაჰის კარზე მოხდა, მოლაპარაკება მხოლოდ ირონიულად
შეიძლება ეწოდოს. ფაქტიურად შაჰი ლაპარაკობდა და დაბარებული ხალხი კი
უსმენდა. თანაც შაჰის ლაპარაკი საკმაოდ მკაცრი გამოდგა. კაცრი და კონკრეტული.
მან მოითხოვა, სამივე ქვეყანას ქრისტეს სჯული დაეგმოთ და მაზდეანობა მიეღოთ.
თუ თანხმობას განაცხადებდნენ ამაზე, დიდ პატივსა და დასაჩუქრებას პირდებოდა,
უარს თუ იტყოდნენ, დაბარებულ ხალხს ხომ გარდაუვალი დაღუპვა ელოდა, მაგრამ
საბოლოოდ გაანადგურებდნენ ასევე მათ ქვეყნებს.
სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაახლოვებით წინასწარვე იცოდნენ, რატომ
იყვნენ დაბარებულები შაჰთან, და გზაშივე მოასწრეს შეთანხმება, ამიტომ ახლა ბევრი
ფიქრი და ჭოჭმანი აღარ დასჭირვებიათ. კარგიო, აღუთქვეს, თქვენს ბრძანებას
შევასრულებთო. გამოეთხოვენ და წამოსასვლელად მოემზადნენ.

მაგრამ შაჰი კარგად მიხვდა მათ ეშმაკობას და ყველა დაბარებული როდი


გამოუშვა. ღაკი ყველაზე მეტად ქართველების შიში ჰქონდა, ქართველ
წარმომადგენელთაგან ამ ჯგუფის მეთაური ქართლის პიტიახში არშუშა დაიტოვა
მძევლად. დანარჩენები გამოუშვა, რათ სამსობლოში დაბრუნებულივნენ და ბრძანება
შეესრულებინათ. თანაც, გზაში მოწყენილობა რომ არ ეგრძნოთ, კარგა ბლომად
მოგვებიც გამოატანა, რომელთაც ამ სამ ქვეყანაში მაზდეანობა უნდა ექადაგებინათ
და გაევრცელებინათ.
700 მოგვი გამოუტანებიათ მაშინ სპარსელებს!
ეს პატარა ძალა როდია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოგვები კარგა
გაქნილი პოლიტიკური ჯაშუშებიც იქნებოდნენ და წმინდა რელიგიური საქმიანობის
გარდა, სხვაც ბევრი, სასულიერო პირისათვის უკადრისი და შეუფერებელი
დავალებაც ექნებოდათ...
აქედანვე ჩანს, რომ მტკიცედ ქონია გადაწყვეტილი ირანს, ჩრდილოელი
მეზობელი პატარ ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობის მოსპობა და მათი
განადგურება...
აქვე მოკლედ შევნიშნავთ, რომ სპარსელებმა ამჯერედაც ვერ განახორციელეს
თავიანთი ვერაგული და არაადამიანური გეგმა. ისეთ წინააღმდეგობას წააწყდნენ

115
ამიერკავკასიის ქვეყნებში, რომ იზულებული შეიქმნენ, უკან დაეხიათ და სამივე
ქვეყანაში გადასახადების კი შეემსუბუქებინათ.
ამრიგად, შაჰმა ქართველთაგან მძევლად დაიტოვა ქართლის პიტიახში არშუშა.
დავიხსომოთ ამ კაცის სახელი. ქვემოთ კიდევ გავიხსენებთ მას.

არჩილი 434წ გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე, ჩვენთვის უკვე


ცნობილი მირდატი.
დაწვრილებითი ცნობები მირდატის მეფობისა ისტორიას არ შემოუნახავს.
მემატიანე ზოგადი ფრაზით გადმოგვცემს:
და მეფობდა იგი, ვითარცა მამა მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა.
სხვა ადგილას, როცა ამგვარადვეა ხოლმე დახასიათებული ესა თუ ის მეფე,
«ქართლის ცხოვრების ავტორი იქვე ცამოთვლის , რა ეკლესიები და ტაძრები ააშენა,
რა ღონისძიება ჩაატარა ქრისტიანობის შემდგომი გავრცელებისა და
დამკვიდრებისათვის. აქ ჩამოთვლილი არ არის, სახელდობრ რა ააშენა მირდატმა.
მაგრამ ზემოთ მოყვანილი ფრაზის მიხედვით უნდა ვიგულისხმოთ, რომ მირდატსაც
მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის, მიუხედავად თავისი ხანმოკლე ზეობისა.

იქნებ გაუკვირდეს ადამიანს: ასე მოკლე ხანში როგორ მოახერხა მან


ქრისტიანობის დასამკვიდრებლად ამდენი ღვაწლის გაწევა, სწორედ იმ დროს, როცა
ირანი სულ უფრო მეტი აქტიურობითა დაგააფთრებით ერეოდა ქვეყნის სასინაო
საქმეებში.თანაც, როგორც ვიცით, მირდატს თანამეცხედრედ ესვა ქრისტიანობის
დაუზინებელი მტრის, თავგამოდებული მაზდეანის ოჯახიდან გამოსული ქალი,
სპარსი პიტიახშის ბარზაბოდის ასული საგდუხტი!..
ეტყობა, მართლაც ისეთი ღრმა იყო მათი სიყვარული, რომ ქალს მამა-პაპათა
რჯული ადვილად დაავიწყებინა და არა ტუ ქმრის სარწმუნოება მიიღო,
ქრისტიანობის ერთგულ და თავგამოდებულ დამცველადაც მოგვევლინა( სწორედ
მან ააშენებინა სამშვილდეში სიონის ტაძარი)
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ დროს ქართლის დედაქალაქში მთავარ
ეპისკოპოსად ცნობილი მობიდანი ზის, «ნათესავად სპარსი, სპარსული ორიენტაციის
გამტარებელი, რომელიც გარეგნულად კი "აჩუენებდა მართლმადიდებლო- ბასა,
ხოლო იყო ვინმე მოგვი, ურჯულო და შემშლელი წესთა".
როგორც ვხედავთ, პირველი სამღვდელო პირი ქალაქსა და სამეფო კარზე,
თვითონვე იყო დაუძინებელი მტერი ქრისტიანობისა და, ამ კონკრეტულ
შემთხვევაში, საქართველოსი. მაგრამ ისეთი ცბიერი და ბრძენი იყო, რომ დიდხანს
ახერხებდა თავის შენიღბვას, მეფეც, მისი მემკვიდრეცა და მთელი სამეფო კარიც
"ჰგონებდეს მორწმუნედ". ესე იგი, მორწმუნე ეგონათ და ვერაფერი შეატყვეს. ეს კაცი
ქრისტიანული იდეების პროპაგანდის ნაცვლად "ფარულად წერდა წიგნებსა ყოვლისა
საცტურებისასა", ანუ ისეთ წიგნებს, სადაც მაზდეანური სარწმუნოების იდეები იყო
გატარებული.
ახლა ისიც ვიკითხოთ: შეიძლება კი შემთხვევითობად აიხსნას ის ფაქტი, რომ
ქართლის სამეფოში ქრისტიანული ეკლესიის მთავარ სამღვდელო პირად
მაზდეანური სარწმუნოების მატარებელი იჯდა? თანაც ამ სარწმუნოების ბრმა
მიმდევარი კი არა, არამედ მისი თეორეტიკოსი, ისეთი წიგნების ავტორი, რომელიც
გარეგნულად ქრისტიანულსა ჰგავდა, ხოლო სინამდვილეში მაზდეანურ იდეებს
ატარებდა!

116
ანდა, შეიძლება ეს ბრძოლა მხოლოდ რელიგიური ჩარჩოებით შემოიფარგლოს?
ასეთი ახსნა გულუბრყვილობა იქნებოდა.
არა, ეს არის გააფთრებული პოლიტიკური ბრძოლა! ირანი, აგერ უკვე
მერამდენე საუკუნეა, თანმიმდევრულად და შეუპოვრად ატარებს თავის პოლიტიკას.
და ახლა მას მტკიცედ გადაუწყვეტია, ბოლოს და ბოლოს მოიპოვოს სანატრელი
ჰეგემონობა ამიერკავკასიაში, ხოლო ამით, ერთის მხრივ,ბიზანტიის იმპერიასთან
ბრძოლაც გაიადვილოს და, მეორეს მხრივ, თავის გავლენის სფერო კავკასიონის
მაღალი ქედის გადაღმა მდებარე ჩრდილოეთის ქვეყნებზედაც განავრცოს!
ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, თუკი მეზობელი ქვეყნის მთავარ სამღვდელო
პირად თავისი აგენტის დასმა მოახერხა, როგორც ჯაშუშის ქსელი ექნება ირანს
ქართლის სამეფო კარზე და მთელს ქვეყანაში!
ამისი გათვალისწინება უსათუოდ საჭიროა, რათა უფრო თვალსაჩინოდ
წარმოვიდგინოთ, რა რთულ ვითარებაში ავიდა სამეფო ტახტზე მირდატის
მემკვიდრე!..
მაგრამ ეს ცოტა უფრო მოგვიანებით მოხდა, ჩვენ კი იმაძე შევჩერდით, რომ
მირდატისა და მისი ახალგაზრდა მეუღლის სიყვარული მართლაც მგზნებარე
ყოფილა, რაკი სპარსი პიტიახშის ოჯახიდან გამოსულ ქალს მამა-პაპათა რჯული
დაავიწყებინა და ქმრის სარწმუნოება მიაღებინა. "ქართლის ცხოვრების" მემატიანე
ძუნწად გადმოგვცემს: "საგდუხტ დედოფალმა გამოიკითხა სჯული ქრისტესი"... და
ქმარმა "მოჰგუარნა კაცნი სჯულისა მეცნიერნი, და უთარგმნეს სახარება უფლისა
ჩუენისა იესო ქრისტესი"...

ამრიგად, ქართლის სამეფო ტახტზე 434 წელს ავიდა მირდატი და შეუდგა


ქვეყნის მართვას.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ის აწუხებდა, რომ შვილი კარგა ხანს არ ეყოლათ –
"არა ესვა ძე, არცა ასული", გვამცნობს ვახუშტი ბატონიშვილი.
გავიდა რამდენიმე ხანი და ქალიშვილი შეეძინათ.
ესეც ნახევარი სიხარული იყო, რადგან მემკვიდრედ, ისიც ისეთი რთული
პოლიტიკური ვითარების დროს, ვაჟი უნდოდათ. ქალს ხვარამზე დაარქვეს.
ოთხი წელი კიდევ გავიდა და ახლა კი ვაჟი მიეცათ, რომელსაც ვარან-ხოსრო-
ტანგი უწოდეს. ეს სპარსული გამოთქმით. ქართულად კი – ვახტანგი. ბავშვი
აღსაზრდელად წაიყვანა სპასპეტმა საურმაგმა (ასეთი წესი იყო: უფლისწული
რომელიმე წარჩინებულის ოჯახში უნდა აღეზარდათ).
გავიდა კიდევ ექვსი წელი და მესამე შვილი შეეძინათ. ამჯერად ისევ ქალი,
რომელსაც მირანდუხტი დაარქვეს და აღსაზრდელად კასპის სპასპეტს მიაბარეს.
მაგრამ მირანდუხტი ავბედით ვარსკვლავზე დაიბადა. ერთი წელიც არ გასულა
მისი დაბადებიდან, რომ მირდატ მეფე, ჯერ ისევ სავსებით ახალგაზრდა ვაჟკაცი,
გარდაიცვალა. ახლა ძნელი გასარკვევია, როგორ და რა ვითარებასი. იმისი
წარმოდგენა კი ადვილია, რა დღეში ჩავარდა დედოფალი, რომელსაც სამი
მცირეწლოვანი შვილი დარჩა – თერთმეტი წლის ხვარამზე, შვიდი წლის ვახტანგი
და ერთი წლის მირანდუხტი.
უდროოდ დაქვრივებული ახალგაზრდა წვრილშვილიანი ქალი ყველა
თავისებურად საბრალოა. ღარიბი ოჯახის ქალი რომ დაქვრივდება, ყველა იმას
გაიფიქრებს – წვრილშვილს რა დააზრდევინებსო, და მხარში ამოუდგება ხოლმე
მტერ-მოყვარე. მეზობლები, ნათესავები, მეგობრები უმამობას არ აგრძნობინებენ
ობლებს.

117
ეს ისე ითქმის, თორემ მამის მაგივრობას ვინ გაუწევს!
საგდუხტს თითქოს ასეთი გაჭირვება არ უნდა დასდგომოდა. მეფის შვილს ვინ
რას გაუჭირვებდა! საჭმელ-სასმელი არ მოაკლდებოდათ და ჩაცმა-დახურვა!..
ესეც ისე ითქმის, თორემ აბა უფრო კარგად ჩავხედოთ საქმეს. ყველაფერს თუ
კარგად გავითვალისწინებთ, აღარ უნდა გაგვიჭირდეს იმის წარმოდგენა, რა უბედურ
დღეში ჩავარდებოდა ახალგაზრდა დედოფალი.
სამეფო კარი და მთელი მმართველი აპარატი ირანისა და ბიზანტიის
აგენტურით იყო სავსე. მეფის გარდაცვალება, რაღა თქმა უნდა, გაააქტიურებდა,
უპირველეს ყოვლისა, ირანის აგენტურას, რომლის სათავეში იქნებ მთავარი
ეპისკოპოსი მობიდანი უნდა ვიგულისხმოთ.
მსხვილი ფეოდალები თავიაანთ ციხეებში გამაგრებულან და
პატივმოყვარული თვალი სამეფოს კარისაკენ მიუპყრიათ. დარწმუნებული
ბრძანდებოდეთ, ყველას სამეფო ტახტზე აქვს პრეტენზია – ოღონდ კი ერთი მცდარი
ნაბიჯი გადადგას ქალმა, არავინ დაინდობს, ხელადვე მიესევიან და ატყდება
გააფთრებული შინა ბრძოლა ტახტის ხელში ჩასაგდებად.
ჩრდილოეთის გადმოსასვლელები, რომლებიც ძველ დროში საგულდაგულოდ
ჰქონდათ ქართველებს გამაგრებული, ახლა ირანისავე ზირგამომთხრელი
მოქმედების წყალობით, შერყეულა, და კავკასიის ქედს გადაღმა მობინადრე ხალხები,
რომელთაც აქამდე კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდატ ქართლის
სამეფოსთან, ახლა მტრულად იქცევიან. კაცმა არ იცის, როდის გადმოლახავენ
სახღვარს და ქვეყანას როდის ააოხრებენ...
ბევრი ისეთი დაბრკოლება ექნებოდა ახალგაზრდა დედოფალს, რომელთა ერთ
ნაწილს ადვილადე წარმოიდგენს კაცი, ზოგის წარმოდგენა კი ამჟამად ჩვენთვის
შეუძლებელი არის.

ასეთ დღეში ჩავარდნილ ქალს, რაღა თქმა უნდა, მამის ოჯახის იმედი უნდა
ჰქონოდა, გულსაც იქითკენ უნდა გაეწია.
მაგრამ თითქოს ყველამ მის წინაარმდეგ შეკრა პირი. მამისაგან გულითადი
თანაგრძნობის ნაცვლად მტკიცე ბრძანება მოუვიდა – ახლავე დაჰგმე ქრისტეს
რჯული და შენცა და შენმა შვილებმაც, მთელმა შენმა ქვეყანამ
ცეცხლთაყვანისმცემლობა აღიარეთო...
არა. ამას პირდაპირ ასე არ გვამცნობს მემატიანე. ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ ეს.
უნდა ვიგულისხმოთ არა ზოგადი ვარაუდით, რომ ამგვარ ვითარებაში ნამდვილად
ასე მოხდებოდა: მეფის უეცარი გარდაცვალება ირანის ხელისუფალთ უსათუოდ
აღუძრავდა იმედს, რომ სპარსი ქალის გადაბირება ადვილი იქნებოდა და ასეთ
სიტუაციაში უფრო ადვილად მოახერხებდნენ სახელმწიფო გადატრიალების
მოწყობას; ამიტომაც აიძულებდნენ მამას, მტკიცე ბრძანება მიეცა თავისი
ქალისათვის. . .
არა. მარტო ზოგადი ვარაუდით კი არ უნდა ვიდულისხმოთ ეს, არამედ
მემატიანისავე შემდგომი მონათხრობის საფუძველზე.
ახალგაზრდა დედოფალს მძიმე განსაცდელი და გამოცდა არგუნა ბედმა.
ყველაფერი დამოკიდებული იყო მის სწორ ნაბიჯზე. საკმარისი იყო, მცირე რამ
შეშლოდა და შეიძლებოდა ყველაფერი უკუღმა დატრიალებულიყო.

118
ზოგჯერ მართლაც უსამართლოა ხოლმე ისტორია. ეს ქალი თითქმის
დავიწყებასაა მიცემული. არადა, იგი გმირის სახელს იმსახურებს: თავისი ქმარ 
შვილისა და იმათი ყვეყნის მხურვალე სიყვარულით, შესაშურებელი გამბედაობითა
და საოცარი საზრიანობით ახალგაზრდა ქალმა მძიმე სიტუაციაში, უკიდურესი
დაძაბულობის დროს, ქვეყანა განსაცდელს გადაარჩინა.
პირველივე მისი ნაბიჯი გაბედული და გონივრული გამოდგა.
მემატიანის მოთხრობის მიხედვით, დაქვრივებული დედოფალი საჩქაროდ
მოეთათბირა რამდენიმე ერთგულ კაცს და სასწრაფოდ გაემგზავრა ბარდავს,
მამასთან, და ფეხებში ჩაუვარდა.

განიღო თავი, და უყარნა მუხლნი, და აღმოუყარნა ძუძუნი მისნი, დავარდა პირსა


ზედა და დადვა პირი თვისი ფერხთა მისთა ზედა, დაალტობდა ფერხთა მამისა
თვისასათა ცრემლითა
...
ვკითხულობთ ქართლის ცხოვრებაში
.
ალბათ ჰქონდა ასეთი განწირული მოქმედების საფუძველი, თორემ ისე რა
ძალა ადგა. ალბათ სარწმუნო ცნობები მოეპოვებოდა, რომ თუ იგი თავისი ნებით არ
უარყოფდა ქრისტეს რჯულს და სხვა, ჩვენთვის ამჯამად უცნობ, პოლიტიკურ
რეფორმებს არ გაატარებდა ირანის სახელმწიფოს სასარგებლოდა და ირანისავე მეფის
კარნახით, ბარზაბოდის ლაშქარი უკვე გამზადებული იყო!. . .
ეს თუ არ ვიგულისხმეთ, ისე ძნელი ასახსნელი იქნება ქალის მოქმედება.
ქართლის ახლადდაქვრივებული, მგლოვიარე დედოფალი მკერდგაღეღილი
შევარდეს მამისეულ სახლში, მამის წინ დაემხოს და მდუღარე ცრემლებით ფეხები
დაულბოს!.

უნებურად მოგინდება ეს ამაღელვებელი სურათი გააცოცხლო.


უცნაური მხედრების პატარა ჯგუფი მძიმე ნაბიჯით უახლოვდება რანის
პიტიახშის სასახლეს. უცნაურიო, რომ ვამბობთ, ეს მარტო მხედრების სიმცირეს კი არ
შეეხება, არამედ მათ შემადგენლობას. თვალის ერთი მოვლებით შეატყობ, რომ
ყველაზე საპატიო ადამიანი ამ მხედრებში შავმანტია მოსხმული მანდილოსანი უნდა
იყოს, რომელსაც თავზედაც შავი საბურავი მოუხვევია.
სასახლის გალავანს რომ მიუახლოვდნენ, წარჩინებული მანდილოსანი ოდნავ
დაწინაურდა. დაკვირვებული თვალი ამ მოძრაობაზედაც შეატყობდა, რომ ქალი
გაწაფული მხედარი იყო – არც ფერდებში ამოუკრავს ცხენისათვის, არც მათრახი
მოუქნევია, აღვირიც კი არ შეურხევია, ისე დაემორჩილა ცხენი მხედრის ფიქრთა
დენას.
წარჩინებულ მანდილოსანს მარცხნივ ახალგაზრდა ქალი მოჰყვებოდა,
ჩაცმულობაზე ეტყობოდა, დაბალი წარმოშობისა. ქალს თხელ საბანში გახვეული
ბავშვი ჰყავდა ცალი ხელით გულზე მიკრული, მეორეთი აღვირი ეჭირა.
სიფრთხილისათვის ბავშვს ატლასის ძვირფასი ბაფთა ჰქონდა შემოხვეული, ბაფთის
ბოლოები ქალს ბჭებზე შემოეკრა. მარჯვნივ ლურჯა ცხენებზე ამხედრებული ორი
ბავშვი ახლდა მანდილოსანს – ბიჭი და გოგონა. ტანით ბიჭი უფრო მოსული ჩანდა,
მაგრამ სახეზე აშკარად შეატყობდი, გოგონა იყო უფროსი.

119
ამ პირველ მწკრივს შორიახლო ორი მამაკაცი მოჰყვებოდა – ერთს, მსუბუქად
შეიარაღებულს, ეტყობოდა, დიდგვაროვანი იქნებოდა და, მეორე ალბათ მსახური
იყო. ამასაც მხოლოდ ხანჯალი ეკრა, და ეს იყო და ეს. ასე შეუიარაღებლად გამოსვლა
იმ დროში მეტისმეტად იშვიათი იყო, ამიტომაც თვალშისაცემი და უცნაური, მით
უმეტეს ასე შორეულ გზაზე წამოსულებისათვის.
ერთი სიტყვით, მხედრების ეს ჯგუფი უახლოვდებოდა სპარსეთის პიტიახშის
სასახლეს. ეს იყო ქართლის ახალგარდაცვლილი მირდატის დაობლებული ცოლ –
შვილი და მათი მხლებლები, ქართლის დედაქალაქიდან საგანგებო მისიით
წამოსულები. ამიტომაც უფრო უცნაურად მოგვეჩვენა ამალის სიმცირე. ასე მოისურვა
დედოფალმა, რათა იმ მისიას, რისი შესრულებაც მან იკისრა, ოფიციალობა
ჩამოშორებოდა და უფრო ინტიმური ხასიათი მიცემოდა. სწორადაც მოიქცა, როგორც
ბოლოს გამოირკვა.
ალაყაფის კართან არც კი მისულან, მოშორებით შეაჩერეს ცხენები.
დიდგვაროვანი ვაჟკაცი ყველაზე უმალ ჩამოხტა უნაგირიდან და შავმანტია მოსხმულ
მანდილოსანს მიეახლა, ბიჭისაკენ რომ გადადგა ნაბიჯი, ბიჭი ელვისსისწრაფით
ჩამოფრინდა თავისი ლურჯადან. ვაჟკაცს თვალები გაუბრწყინდა, ეტყობა, ესიამოვნა
ბავშვის სიმარდე, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. მანდილოსანმა თავსაბურავი
მოიშორა და მანტიაც მოიძრო.
ძველი ავტორები, როცა უნდათ ადამიანის სხეულის სილამაზე გადმოსცენ,
საროს შეადარებენ ხოლმე. რაკი ჩვენი გმირები იმ უძველესი დროის ადამიანები
არიან, ნურც ჩვენ დავარღვევთ ტრადიციას. ქალი ძაძებში იყო გახვეული,მაგრამ ეს
ულამაზო ფლასებიც ვერ მალავდა მისი სხეულის იშვიათ სილამაზეს. შავი თმის
გაშლილი კავები ბეჭებზე ჩამოშლოდა ახალგაზრდა ქალს. გულში დაგუბებულ ჩუმ
სევდას თითქოს ელვარება წაერთმია მერცხლის ბოლოსავით გაშლილი წამწამების
წრილში ჩამჯდარი ბუდეშური თვალებისათვის, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი სინაზე
მიეცა, რაც ძალიან უხდებოდა ფერმკრთალ სახეს და კიდევ უფრო სანდომიანსა
ხდიდა. შუბლს ზემოთ თმაზე ძვირფასი ქვებით შემკული დიადემა ედო – მისი
ერთადერთი სამკაული.
მანდილოსანი მოახლეს მიუბრუნდა, ბალღი მომაწოდეო, სპარსულად უთხრა.
ვაჟკაცმა დაასწრო, მოახლეს ბავშვი ფრთხილად ჩამოართვა და მოწიწებით
გადასცა დედოფალს.
თქვენ გამომყევითო, ქართულად მიმართა დედოფალმა გოგონასა და ბიჭს,
მხლებლებს უხმოდ ანიშნა, აქვე დამელოდეთე, ბალღი გულზე მიიკრა და ალაყაფის
კარი შეაღო.
მსახურებმა ადრევე შენიშნეს უცნაური მხედრების მოახლოება, შეიცნეს კიდეც,
ვინ იყვნენ, და თავიანთ მბრძანებელს მოახსენეს.
პიტიახში პარმაღზე გამოსულიყო და ქუშად გადაჰყურებდა მისკენ უხერხული
ნაბიჯით მიმავალ ოთხ ახლობელ ადამიანს, რომელთაგან ორი ჯერ საერთოდ არ
ენახა. მოხუცს, ამ ოთხი ადამიანიდან ეტყობა ერთი უფრო აინტერესებდა და სწორედ
მისთვის მიეშტერებინა კუშტად მოწკურული თვალები. ქალმა რომ მამის
დაჟინებული მზერა იგრძნო, კიდევ უფრო გაუძნელდა ისედაც გაძნელებული
ნაბიჯები. არ ეგონა, ასე თუ გაუჭირდებოდა ამ მაღალ გალავანშემოვლებულ,
მწვანედ აბიბინებულ ეზოში ფეხის შემოდგმა. ყოველი გოჯი ამ ვრცელი ეზოსი
უთვალავჯერ ექნებოდა ფეხდანადგამი ოჯახის ნებიერს. ყოველი ძირი ხე, ყოველი
ბუჩქი, ლამის ყოველი ძირი ბალახი მისთვის ნაცნობი და საყვარელი იყო. აქედან
შესცქეროდა იგი ცის მნათობების უცნაურ მოძრაობას, დღე- ღამის გაუთავებელ
120
მონაცვლეობას, წელიწადის დროთა საამურ ცვლილებებს... რამდენჯერ ასკინკილით
გაურბენია ეს ბილიკი, რამდენჯერ ცხენი შემოუგელვებია ნადირობიდან
დაბრუნებულს და გაქანებული ცხენიდან გადმომხტარა... აქ აიდგა ფეხი, აქ
წამოიჩიტა, აქ დაქალდა, ამ ეზოს გალავანზე შემომჯდარმა მოჰკრა პირველად
თვალი ჯაჭვის პერანგში ჩამჯდარ, მძიმე აბჯდარასხმულ უცხოელ ვაჟკაცს, რომელიც
სამტროდ იყო მოსული, სიძულვილით გულავსებული, და ერთბაშად საყვარელი
ადამიანი შეიქმნა...
მაგრამ არც მაშინ, როცა ფეხს იდგამდა და ძლივს დაბაჯბაჯებდა, არც შემდეგ, როცა
საყვარელ ვაჟკაცთან ერთად უკანასკნელად ჩაიარა ეზო, არასოდეს, ასე არ
გაძნელებია ამ მოკირწყლული ბილიკის გავლა. სიმწრის ოფლი დაასხა და ის იყო
კიბესაც მიადგა...
მაგრამ მიწიდან დაძრული ფეხი ვეღარ შედგა საფეხურზე, იქვე ჩაიკეცა.
გოგონა დედასთან ჩაცუცქდა, ბიჭი კი უძრავად იდგა და კიბეზე მდგარ უცნაურ
მოხუცს მიშტერებოდა.
ახლაღა შეხედა მოხუცმა ბიჭუნას და თვალი ვეღარ მოაშორა. კარგახანს
იდგნენ ასე: კიბის თავზე – გაჭაღარავებული მოხუცი კაცი, კიბის ძირში – მისი
შვიდი წლის შვილიშვილი. იდგნენ და იბღვირებოდნენ. თითქოს გადაუწყვეტიათ,
ერთმანეთს შეეჯიბრონ, ვინ უფრო დიდხანს გაუსწორებს თვალსაო.
პირველი პაპა გატყდა. კუშტი გამომეტყველება თანდათანობით
ცნობისმოყვარეობამ შეცვალა, მუშტრის თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა ბიჭუნა,
მერე ნელ-ნელა სიამოვნების შეკავებული ღიმილი გადაეშალა სახეზე.
პაპებს ყოველთვის ეჩვენებათ ხოლმე, რომ შვილიშვილები რაღაცათი მათ
ჰგვანან. საგდუხტი ამასობაში ფეხზე წამომდგარიყო და პაპისა და შვილიშვილის
უსიტყვო დიალოგს აკვირდებოდა.
როცა შენიშნა, ბერიკაცს სახეზე ღიმილი გადაეშალა, ხოლო ბიჭუნა მაინც
კუშტად შეჰყურებდა, შვილს ქართულად უთხრა:

– ვახტანგ, პაპაა შენი!


ეს სიტყვები ხმადაბლა იყო წარმოთქმული, მაგრამ ბერიკაცს, ეტყობა, სმენა
მახვილი ჰქონდა და გაიგონა. ოღონდ პირველი სიტყვა ეუცნაურა.
– რაო? რა ჰქვია? – იკითხა მან სპსრსულად.
შვილმა და შვილიშვილმა ერთდროულად უპასუხეს: საგდუხტმა სპარსული
გამოთქმით, ბიჭუნამ – ქართულით:
– ვარან-ხოსრო-ტანგ.
– ვახტანგი.
ახლა კი ვეღარ დაფარა ღიმილი ბარზაბოდმა და კიბეზე დაეშვა. ქალი
მუხლებზე მოეხვია. პაპამ ხელში აიტაცა შვილიშვილი...
– რამდენი წლისა ხარ? – ჰკითხა სპარსულად.
– შვიდის, – უპასუხა ბიჭუნამ ქართულად და სწრაფადვე დასძინა:
– შვიდისა და სამი თვის.
მოხუცმა ქალს გადახედა.
– სპარსული არ იცის? – ხმაში საყვედური გაისმა. – ქართულიც იცის, –
შეკითხვაზე პირდაპირ არ უპასუხა მამას ქალიშვილმა.
– ქართული უკეთ ვიცი, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ბიჭმა ქართულად.
– აბა სპარსულად დამელაპარაკე და ეგერ რომ ბედაურს ხედავ გაჩუქებ.

121
ბიჭუნამ ეზოში ფეხის შემოდგმის თანავე შენიშნა დაწინწკლული ბედაური,
რომელსაც მეჯინიბე დაატარებდა და თვალი ვერ მოსწყვიტა. უცხო ხალხი რომ
დაინახა პირუტყვმა, ყურები ცქვიტა, ნესტოები დაბერა, კისერი წაიგრძელა, პატარა
თავი მათკენ გაიშვირა და ჭკვიანი თვალებით დააკვირდა ეზოში შემოსულებს...
პაპას სიტყვები ეტყობა, მაცთუნებელი იყო, რადგან ბიჭმა პასუხი დააგვიანა
ჯერ ბედაურისაკენ გააპარა თვალი, მერე პაპას ახედა წარბებს ქვემოდან და
გატეხილი ხმით უპასუხა ქართულად:
– მეცა მყავს ჩემი ლურჯა.
– არ გიყვარს პაპა? – ჩაეკითხა ბერიკაცი.
– მიყვარს, – ჩაილაპარაკა ბიჭმა.
– პაპის ხასიათი გამოჰყოლია, – თქვა ბერიკაცმა და ბავშვი დაუშვა, ემძიმა.
თავზე დაადო ხელი.
მამის ალიკვალიაო, ქალს უნდოდა ეთქვა, ბაგე გახსნა, მაგრამ აღარაფერი
უთქვამს. ცრემლმორეულმა გაუღიმა.
რას იფიქრებდა სპარსი პიტიახში, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს პატარა
ბიჭუნა, მისი სისხლი და ხორცი, ირანის საშიში და შეურიგებელი მტერი გახდებოდა.
თუმცა ბარზაბოდი ვერ მოესწრო ამ დროს, იგი ამის შემდეგ მალევე
გარდაიცვალა და შაჰმა რანის პიტიახშობა მისსივე ძეს, საგდუხტის ძმას ვარაზ-
ბაკურს გადაულოცა.
ქალიშვილის ცრემლებმა საბოლოოდ გატეხეს Јქართველთათვის ბოროტის
ყოფად გამზადებული" მოხუცი პიტიახშიო, შენიშნავს მემატიანე.

მაგრამ ეს პირობა მაინც ჩამოართვა პიტიახშმა თავის ასულს, ქართლის


დედოფალს: მოგვებს გამოვგზავნი ქართლში ქართველთაგან ვინც კი მოიწადინებს
ჩვენი რჯულის მიღებას, თქვენ ხელს ნუ შეუშლით. ძალდატანებით კი არავის
დავაგმობინებთ თქვენს სარწმუნოებასო.
მართლაც გაგზავნა ბარზაბოდმა ქართლში მოგვები და გააყოლა თავიანთივე
ეპისკოპოსი ბინქარანი.

მემატიანის სიტყვებს თუ ვერწმუნეთ, წარჩინებული პირების, გადაბირება ვერ


მოუხერხებიათ ბინქარანსა და მის თანაშემწე მოგვებს, მხოლოდ წურილსა ერსა (ანუ
უბრალო ხალხს) შეერია ცეცხლისმსახურება. ეტყობა მობიდანი ძირგამოუთხრელ
მუშაობას თავისი ექნა. ახლა კი, როცა ირანიდან ოფიციალურად ჩამოსულმა
მისიონერმა მოგვებმა თავიანთი სარწმუნოების აშკარა პროპაგანდა დაიწყეს
საწინააღმდეგო ძალა მეტისმეტად სუსტი აღმოჩნდა. ხალხი გმობდა ქრისტიანობას
და მაზდეანობას ღებულობდა. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, Јამისთვის მწუხარე
იყო საგდუხტ დედოფალი". იგი კარგად გრძნობდა საქმის ნამდვილ არსს: იცოდა,
რომ სპარსი მისიონერების საქმიანობაში სარწმუნოება სულც არ ყოფილა მთავარი, ეს
შეფარული პოლიტიკური ბრძოლა იყო, საქმე ქვეყნისა და ხალხის ბედიღბალს
შეეხებოდა.

და ამჯერადაც ბრძნული ნაბიჯი გადადგა ქართლის ახალგაზრდა


დედოფალმა: მთავარი ეპისკოპოსის მობიდანის ნაცვლად, რომელიც, ეტყობა, სწორე
დიმ ხანებში გარდაიცვალა, სასწრაფოდ გამოითხოვა ბიზანტიიდან ახალი

122
მთავარეპისკოპოსი მიქაელი – კაცი ჭეშმარიტად ერთგული თავისი სარწმონოებისა
და საქმისა, ამასთან მტკიცე, შეუპოვარი და არდამთმობი.
სწორედ მიქაელის თაოსნობით (ოღონდ, უნდა ვიგულისხმოთ, დედოფლის
ჩაგონებითა და რჩევით); დაჭვეს საჯაროდ მობიდანის ბოროტი წიგნები" და ამან
განუზომლად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე. ვახუშტი ბატონიშვილი
წერს: ესე მიქაელ აღუდგა ბინქარანს მხნედ და ასწავებდა ერთა ჭეშმარიტსა
სარწმუნოებასა ქრისტიანობისასა"... და იქვე: და მოძღვრიდა ვახტანგს საღრმთო
წერილით. ხოლო ვახტანგ ისწავებდა გულსმოდგინედ ყოველსა".
ცოტა უფრო ქვემოთ გამოჩენილი ისტორიკოსი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს
ვახტანგის გულმოდგინებას საღმრთო სჯულის შესწავლის საქმეში, და იქვე დასძენს,
რომ მარტო საღმრთო წერილს როდი ასწავლიდნენ მცირე წლოვან მეფეს: ხოლო
ვახტანგ იყო სწავლის მოსწრაფე ფრიად საღრმთო – სამხედროთა.
ასეთი ძუნწი ცნობები გვაქვს ვახტანგის ბავშვობის წლებზე. მაგრამ
ისტორიკოსის ზემოთ მოტანილი ფრაზა ისეა აგებული, რომ თითქოს უფრო მეტს
მიგვანიშნებს. საღმრთო – სამხედროთაო. როცა ვკითხულობთ, ამ ორ სიტყვას შორის
თითქოს მეცნიერების მრავალი დარგია ნაგულისხმები.
სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ჩვენ ვნახეთ, რა სიყვარული გამოიჩინა
ახალგაზრდა დედოფალმა თავისი ქმრის ქვეყნის მიმართ, და ვარაუდები სულაც არ
არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ დედოფლის უპირველესი საზრუნავი
იქნებოდა ამ დიდი ქვეყნისათვის ღირსეული პატრონი აღეზარდა.
პატარა უფლისწული ბავშვობიდანვე ხედავდა იმ დაძაბულ ბრძოლას, რაც
სამეფო კარსა და მეფის უეცარი სიკვდილით გათავხედებულ ფეოდალებს შორის
გაჩაღებულიყო. ეს ბრძოლები ზოგჯერ ალბათ მეტისმეტად გამძვინვარდებოდა და
მცირე წლოვანი მეფის მეურვეს, ქართლის ახალგაზრდა დედოფალს ძალისა და
ენერგიი დიდი დაძაბვა სჭირდებოდა თავგასული ფეოდალების ასალაგმავად.
უფლისწული ხედავდა აგრეთვე საგარეო ურთიერთობის უკიდურეს
დაძაბულობასაც. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა და კაცმა არ იცოდა, როდი
იფეთქებდა დიდი ომი. სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა ირანის ურთიეთობა
ბიზანტიასთან და ამიტომ სულ უფრო და უფრო მეტ მორჩილებას მოითხოვდა ირანი
ქართლის სამეფოსაგან. ქვეყანა აირია. ქრისტიანობას, რომელიც წინა საუკუნეში,
მრავალ წინააღმდეგობათა მიუხედავად, ფართოდ გავრცელდა და მტკიცედ
დამკვიდრდა, საფუძველი ერყეოდა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ჯგროდ შემოსეული
მოგვები ადვილად ახერხებდნენ წვრილი ერის თავიანთ რჯულზე მოქცევას.
მერედამერე, თანდათანობით, კარიერის მოყვარულმა ფეოდალებმაც იწყეს ქრისტეს
სარწმუნოების დაგმობა. სამაგიეროდ ირანი მათ დიდ პატივსა და გამდიდრებას
ჰპირდებოდა. თუ ასე წავიდოდა საქმე, ქრისტიანობას აშკარა საფრთხე ემუქრებოდა
და ამით საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და საერთოდ
არსებობასაც. ეს კარგად ესმოდა დედოფალსაც, მის ერთგულ ვეზირებსაც და პატარა
უფლისწულსაც.
შემაშფოთებელი ცნობები მოდიოდა ჩრდილოეთიდანაც. თუ წინათ
ჩრდილოეთის გადმოსასვლელებს კონტროლს ქართველები უწევდნენ, კავკასიის
მთების გასაღები მათ ხელში იყო, ამ დროისათვი მდგომარეობა შეიცვალა: ახლა ხან
ირანი უწევდა ცონტროლს ამ გადმოსასვლელებს (როცა თვითონ აღმოსავლეთის სხვა
ქვეყნებთან ომში არ იყო ჩაბმული და ჯარები მეტისმეტად დაქსაქსული არა ჰყავდა),
ხან ჩრდილოეთის მობინადრე ტომები...

123
გადაჭრით, რა თქმა უნდა, ვერ იტყვი, ირანის გამოლაშქრების შიში უფრო
ჰქონდა იმხანად ქართლის სამეფოს თუ ჩრდილოეთისა. ალბათ მეტი შიში ირანისა
ექნებოდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ირანთან ურთიერთობა მეტისმეტად
გამწვავებული იყო; მეორეც, ირანს გარდა საკუთარი მრავალრიცხოვანი აგენტებისა,
მტკიცე დასაყრდენი ძალა ჰყავდა თვით ქართველ ფეოდალთა შორის, რომლებიც
სულ უფრო და უფრო გამომწვევად იქცეოდნენ და მცირეწლოვანი უფლისწულისა
და ახალგაზრდა ქვრივი დედოფლის მიმართ მორჩილება სამარცხვინოდ მიაჩნდათ...
რაკი მეტი შიში ირანისა ჰქონდათ, მთავარი ყურადღებაც ირანის
საზღვრისაკენ იქნებოდა მიქცეული.
მოხდა კი პირიქით. მცირეწლოვან ვახტანგს პირველი დიდი უსიამოვნება
სწორედ ჩრდილოეთიდან შეხვდა.
მაშინ უფლისწული ათი წლისა იყო.
ჩრდილოეთის საზღვარი გადმოლახა მტრის ურიცხვმა ლაშქარმა და მთელი
ქართლი აიკლო, მტკვრის ზემო კალთიდან მოკიდებული ხუნანამდე არ
დაუტოვებიათ სოფელი, რომ არ აეოხრებინათ, რანსა და მოვაკანსაც მისწვდნენ,
ირანის საპიტიახშოს, წარტყუენეს იგიცა და განვლეს კარი დარუბანდისა#.
როგორც ვხედავთ, დარიალი გადმოულახავთ, აუკლიათ მთელი ქვეყანა და
იმავე გზით კი აღარ გაბრუნებულან, დარუბანდის კარით გადასულან.
მემატიანე სიტყვაძუნწობითა და ლაკონიურად გადმოგვცემს ამ ამბავს. მთელი
ის საშინელება, რაც მშვიდობიან ქვეყანაში მტრის ჯარის ასეთ მოულოდნელ
ამაწიოკებელ შემოსევას მოჰყვება ხოლმე, დაწვრილებით არ არის მოთხრობილი, ჩვენ
უნდა ვიგულისხმოთ და გონების თვალით წარმოვიდგინოთ.
ბაღები და ნათესები გადათელეს, ვაზი აჩეხეს, სახლები ცეცხლს მისცეს, ვინც
სახელდახელოდ გახიზვნა ვერ მოასწრო, ტყვედ წაასწრეს, ტაძრები დაანგრიეს, ვინც
კი გაბედა და ურჩობა გაუწია, იქვე აკუწეს, გაირეკეს ნახირი და... წავიდნენ.
შეგვეძლო სხვაც ბევრი დეტალი ჩამოგვეთვალა, მთელი ის უბედურება
დაგვეხატა, რაც მტრის ჯარის შემოსევას მოჰყვებოდა. ამისი წარმოდგენა ძნელი არ
არის. არც პირველი ყოფილა ჩვენი ხალხისათვის მტრის ასეთი მარავალრიცხოვანი
ლაშქრის შემოსევა და არც ბოლო და უკანასკნელი...
მაგრამ რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა ამ შემოსევას. მტრის
ურდოებმა ქალაქებს გვერდი აუარეს და სოფლები ააოხრეს. არამედ ციხე-ქალაქნი
დაურჩეს, თვინიერ კასპისა. ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს... გვამცნობს მემატიანე.
დავაკვირდეთ ამ ფაქტს: ქალაქთაგან მხოლოდ კასპი აუოხრებიათ, დანარჩენი ციხე-
ქალაქებისათვის გვერდი აუქცევიათ და წასულან.
ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ? რატომ აუქციეს ქალაქებს გვერდი?
ვითომ იქ ნაკლები დოვლათი ეგულებოდათ? ან ნაკლები ხალხი იქნებოდა
გასაწყვეტი, თუკი ხალხის ჟლეტის წყურვილი ჰკლავდათ?! რამ შეაძულათ ასე
სოფელი, ან ქალაქები რამ შეაყვარათ?
ანდა ვინ იყო მტერი? რა ლაშქარი შემოესია ჩვენს ქვეყანას? Aმას თუ
გავარკვევთ, მაშინ იქნება იმის ახსნაც გაადვილდეს, რატომ აუქციეს ქალაქებს
გვერდი და მხოლოდ სოფლებს დასჯერდნენ!
აშკარად ჩანს, რომ შემოსეული ლაშქარი მრავალრიცხოვანი იყო. ამას
მემატიანეც აღნიშნავს. ასეთ მრავალრიცხოვან ჯარს ალბათ ქალაქების აღებაც არ
გაუძნელდებოდა. და მოახერხებდა(ისევე, როგორც მოახერხა კასპის აღება). მით
უმეტეს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე მეფე არ იჯდა...

124
მაგრამ ქალაქების აღებას მეტი დრო და ორგანიზებულება დასჭირდებოდა.
ყოველი ქალაქისათვის ალყა უნდა შემოერტყათ, მოთმინებით დაეცადათ, ციხე
ქალაქებში გამომწყვდეული მოსახლეობა და გარნიზონი გაეწვალებინათ, ფარული
დივერსიული მოქმედება ეწარმოებინათ, მერყევი ელემენტები გამოეძებნათ,
მოღალატეები შეეგულებინათ, გარეშე სამყაროსთან დამაკავშირებელი საიდუმლო
ხვრელები მოეძებნათ და გადაეჭრათ...
ასეთია ომის ულმობელი კანონი. როცა სხვისი ტერიტორიის დაპყრობას
გადაწყვეტს მეომარი სახელმწიფო, ზუსტად იცავს ხოლმე ამ კანონებს.
მაგრამ საქმეც ის არის, რომ მტერს ამჯერად ტერიტორიის დაპყრობა სულაც
არა ჰქონია განზრახული. ეტყობა, ამას ვერც მოახერხებდა. ეჩქარებოდა. ალყისა და
ნელი დივერსიული ბრძოლის დრო არა ჰქონდა. უნდა აეოხრებინათ, გაექურდათ
ქვეყანა. რის წაღებასაც მოასწრებდნენ, წაეღოთ და წასულიყვნენ. რადგან კარგად
იცოდნენ, რომ თუ დიდხანს დააყოვნნებდნენ, თვითონვე წააგებდნენ. სამშობლოსა
და თავისუფლებისმოყვარე მამაცი ხალხი არ შეარჩენდა. გაძარცვავდნენ ქვეყანას,
ნადავლს წაიღებდნებ, ტყვეებს წაასხამდნენ და წავიდოდნენ. მერე, რაღა თქმა უნდა,
იმ ტყვეების გამოსასყიდ ფულსაც მიიღებდნენ...
ასეთი ხასიათის მძარცველობითი ომი შემთხვევით შეკოწიწებულ,
განსაზღვრული და კონკრეტული მიზნებით გაერთიანებულ ჯგუფებსა და ტომებს
უფრო შეჰფერის, ვიდრე თავისი ხასიათით ჩამოყალიბებულ ხალხსა და
სახელმწიფოს, თუნდაც ძალიან აგრესიული იყოს ეს სახელმწიფო. მით უმეტეს, რომ
იმ ხალხს, საიდანაც მტრის მრავალრიცხოვანი ურდო შემოესია ჩვენს ქვეყამას,
ქართველების მიმართ მტრულად განწყობილი ხალხი თუ სახელმწიფო არც
გვეგულება.
ყოველ შემთხვევაში, დიდი სურვილიც რომ აღძვროდა ჩრდილოეთით
მოსაზღვრე ხალხებს ქართლის სამეფოზე ყაჩაღური თვდასხმისა, მოერიდებოდა,
თუნდაც იმის შიშით, რომ მამაცი ხალხი საბოლოოდ არ შეარჩენდა, მეზობელ
ქვეყანას ადვილად გადაუხდიდა სამაგიეროს.
ის ერთი ქალაქი რაღა იყო? კასპზე რატომ გამოიდეს ასე თავი და მთელს
ქართლში, რომელიც მდიდარი ქალაქებით იყო საქვეყნოდ განთქმული, კასპი რატომ
ამოარჩიეს?
იმიტომ, რომ ყურმოკვრით იცოდნენ, კასპში ტახტის მემკვიდრე იზრდებოდა,
და ამის მოტაცებას თუ მოახერხებდნენ, ქართლის სამეფო კარი უფლისწულის
ტყვეობიდან გამოსასყიდად ფულსა და საგანძურს არ დაიშურებდა. აკი მართლაც
გაიტაცეს მეფის შვილი, ოღონდ უფლისწული კი არა, სამი-ოთხი წლის ასული
გვირგვინოსანი მეფისა.
მოტყუვდნენ! უფლისწული ეგულებოდათ, და იმისი მცირეწლოვანი დაი კი
შერჩათ ხელში. რომ სცოდნოდათ, იქნებ არც გამოედოთ თავი და ქალაქის
აღებისთვის ზედმეტი დრო არ დაეხარჯათ, ზედმეტი ჯარისკაცებიც არ გაეწყვიტათ.
ერთი სიტყვით, დიდი გრიგალი რომ მოვარდება ხოლმე, ყველაფერს
წახვეტავს და მხოლოდ კლდეები დარჩება უვნებელი, ასევე მტრის
მრავალრიცხოვანმა ურდომ მთელი ქართლი ააოხრა და მხოლოდღა
საგულდაგულოდ გამაგრებული ქალაქები და ციხე-სიმაგრეები დარჩა უვნებელი.
მემატიანე ასე გადმოგვცემს ამ ამბავს: მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა,
გარდმოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხვნი და მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ
ვიდრე ხუნანამდე, და მოაოხრნეს ველნი, არამედ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, თვინიერ

125
კასპისა. ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს და ტყუეყვეს, და წარიყვანეს დაი ვახტანგისი
მირანდუხტ, სამი წლის ქალი"...

როგორც ვხედავთ, ვახტანგ გორგასლის ბიოგრაფი აქ პირდაპირა წერს, ოსების


ლაშქარი შემოესია ქართლსაო. სწორედ აქედან არის ფართოდ გავრცელებული
ვერსია, რომ ვახტანგ გორგასლის ბავშვობაში (როცა იგი ათი წლისა იყო), ქართლის
სამეფო ოსეთის ლაშქარმა ააოხრა.
მაგრამ ეს ცნობა, ისე როგორც სხვაც ზოგი რამ ამ მოთხრობაში, მთლად სწორი
არ უნდა იყოს. ივანე ჯავახიშვილი, სხვა (უმთავრესად უცხო მწერალთა) ისტორიულ
წყაროებზე დაყრდნობით, უფრო ფრთხილად შენიშნავს, მაშინ ქართლსა და სომხეთს
ჰუნების სახელით ცნობილი სხვადასხვა ტომი შემოესია, ისიც სხვათა წაქეზებით".
მარი ბროსეც არ იმეორებს ვახტანგის ბიოგრაფის ცნობას. იგი წერს: როდესაც მეფე
ვახტანგი ცხრა წლისა შეიქნა, დიდძალი რასმოსოკის ანუ ყაბარდოს ჯარი შემოესია
ალბანიას, სომხეთსა და ივერიას"...
ჩვენი თანამედროვე მეცნიერი ლაშა ჯანაშიაც ეჭვით ეკიდება ხალხში გავრცელებულ
ვერსიას, იგი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ოსების ლაშქრობით ცნობილი შემოსევა,
იქნება სხვა ისტორიული წყაროებით დადასტურებულ ჰუნთა ტომების ლაშქრობას
ნიშნავდეს, და წერს: სამოციანი წლების შუა ხანებში ჰუნთა ზოგიერთმა ტომმა
(სარაგურებმა, აკატირებმა და სხვებმა) გადმოლახეს

1 არსებობს ვრცელი ბიოგრაფიული მოთხრობა ვახტანგის ცხოვრებაზე, რომელიც,


მეცნიერების აზრით, მეთერთმეტე საუკუნის მწერალს ჯუანშერს ეკუთვნის. ეს
მოთხრობა ქართლის ცხოვრების" კრებულშია შესული. ავტორს ალბათ
გამოყენებული აქვს უფრო ძველი, ვახტანგის თანამედროვეთა მიერ შედგენილი
ქრონიკები. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ვრცელ მოთხრობაში ბევრი რამ არის
ზღაპრული და გაზვიადებული, იგი მაინც ფასდაუდებელ განძს წარმოადგენს
სპეციალისტებისათვისაც და მკითხველთა ფართო წრისთვისაც (თედო ჟორდანიას
აზრით, ეს მოთხრობა ცალკე საკითხავ წიგნად უნდა ყოფილიყო შეთხზული და
შემდეგ შეტანილი მატიანეში"). ზღაპრულობასა და გაზვიადებაზე როცა
ვლაპარაკობთ, მაშინდელი ეპოქაც კარგად უნდა გავითვალისწინოთ და იქნებ ზოგო
რამ ზღაპრულად აღარ მოგვეჩვენოს. ყოველ შემთხვევაში, ძნელი არ არის ზღვარის
გავლება ზღაპრულსა და რეალურს შორის.

კავკასიონის ქედი"... და ა. შ.
ეტყობა, იმ დიდ ლაშქარში ოსების რაზმებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ამას არ
შეიძლება ეწოდოს ოსეთის შემოსევა ეს ალბათ იყო ჰუნების სხვადასხვა ტომი,
რომელთაც ოსების ცალკეული რაზმებიც ახლდა. და რაკი ჰუნების ცალკეულ ტომთა
სახელწოდებანი კარგად არ იცოდნენ, ხოლო ამ ლაშქარში ოსების ჯგუფებიც
მონაწილეობდნენ, ბუნებრივია, მთელს მხედრობას ოსები უწოდეს. ასე შევიდა ეს
ცნობა პირვანდელ საისტორიო წყაროებში და შემდეგ ასევე დაკანონდა.
ყმაწვილი მეფე შორიდან ადევნებდა თვალყურს დიდი ლაშქრის
გამანადგურებელ მსვლელობას ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე და გულში,
ეტყობა, იმ დღეზე ოცნებობდა, როცა მას, ქვეყნის მცირეწლოვან გვირგვინოსანს,
უფლებას მისცემდნენ ხმალი შეემართა მტრის წინააღმდეგ.

126
2
ასეთი უფლების გამოთხოვა ძალიან დააჩქარა ყმაწვილმა მეფემ. თხუთმეტი
წლისა რომ შეიქნა (ვახუშტის ვერსიით ცამეტი წლისა), მოიწვია ქართლის
წარჩინებულები, მხედართმთავრები, მაღალი სამღვდელო პირნი, სამეფო ტახტზე
დაჯდა და კრებას თავისი განზრახვა გააცნო.
ჯუანშერს ვრცლად აქვს გადმოცემული ვახტანგის მიმართვა დიდი სამეფო
საბჭოსადმი. ბიოგრაფი ხაზს უსვამს, რომ ვახტანგს შურისძიების გრძნობა არ
ასვენებდა ამასწინანდელი დარბევისა დად ის გატაცების გამო. მოუწოდებდა ახლავე
გაელაშქრათ ოსეთის წინააღმდეგ და შელახული თავმოყვარეობა აღედგინათ.
სწორი არ იქნება, ჭაბუკი მეფის სალაშქრო მოწოდება მხოლოდდამხოლოდ
შურისძიების გრძნობით ავხსნათ.
იმ დიდი სამხედრო-პოლიტიკურ ღონისძიებათა შორის, რაც ვახტანგ
გორგასალმა გაატარა თავისი ზეობის დროს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო
ბრძნული და დროული ღონისძიება. უამისოდ მას სხვა დიდი სახელმწიფოებრივი
საქმეების გაკეთებაც გაუძნელდებოდა. უამისოდ, საერთოდ, შეუძლებელი იქნებოდა
ოცნებაც კი საქართველოს დამოუკიდებლობის მისარწევად, რაც ვახტანგ
გორგასალის მთელი მოღვაწეობის არსს წარმოადგენს.

ჩვენ ხელთ არა გვაქვს ვახტანგის ომების დაწვრილებითი ისტორია, მათი უშუალო
მონაწილის ან მხედართმთავრის ჩანაწერები. სხვადასხვა საუკუნეებისა და
სხვადასხვა ქვეყნების მეფეთა მიერ გადახდილი ბრძოლების ასეთ ჩანაწერებს ბევრს
იცნობს ისტორია, და გაცილებით უფრო ძველი დროისას.
იქნებ ვახტანგსაც ჰყავდა ასეთი მემატიანე, რომელიც ყოველ საღამოს,
ბრძოლების მიწყნარების შემდეგ, როცა ჰაერში ჯერ კიდევ იდგა ხმლების ჩახაჩუხისა
და ისრების ზუილის ხმა, მბჟუტავი კვარის სანთელთან მიჯდებოდა და წერდა
გადახდილი ბრძოლების ისტორიას. ირგვლივ დაჭრილი მეომრების შეკავებული
კვნესა ჩაესმოდანიავს მოჯქონდა განვლილი დღის ბრძოლების დროს შეპყრობილ
ტყვეთა გამწარებული გმინვა და ჩურჩული - ან გაქცევის გეგმებს აწყობდნენ ისინი, ან
ბედს ემდუროდნენ, ან თავიანთ მხედართმთავარს წყევლიდნენ თუ აუგად
იხსენიებდნენ.
მთავარსარდლის კარავიდან სინათლე გამოკრთოდა. თვითონ მეფის გარდა აქ
იყვნენ სპასპეტი ჯუანშერ, არტავაზ საურმაგის ძე, ბივრიტიან სეფეწული და კიდევ
რამდენიმე ვაჟკაცი; ხვალის ბრძოლების გეგმას აწყობდნენ, ასისთავების ანგარიშს
ისმენდნენ დაჭრილი მეომრების რაოდენობასა და მათი მდგომარეობის შესახებ,
ტყვეების რაოდენობის შესახებ.
ხოლო კიდევ უფრო გვიან, როცა სავსე მთვარე შუბის ტარზე ჩამოეკიდებოდა
ცაში, ჭაბუკი თავისი განუყრელი მეგობრების თანხლებით ფეხით ჩამოუვლიდა
მტელი სღის მძიმე ბრძოლებში დამშვრალ და ახლა მიძინებულ ლაშქარს. გუშაგებს
ჩუმად გამოელაპარაკებოდა.
არა. ასეთ ისტორიას ჩვენამდე არ მოუღწევია. არადა, ისეთი მაშტაბის ომები,
რაც ვახტანგს გადაუხდია, უსათუოდ იმსახურებს უფრო დაწვრილებით შესწავლას.
ჯუანშერის მიერ შედგენილი ზემოთ ნახსენები ბიოგრაფია ვახტანგისა ზოგადია,
ტანაც გაცილებით უფრო გვიან დაწერილი და ცოცხალ სურათს ვერ გვიქმნის ვერც
ვახტანგის ცალკეულ ომებსა და ბრძოლებზე და ვერც მის ცხოვრებასა და
მოღვაწეობაზე საერთოდ.

127
სამწუხაროდ, ვახტანგის ცხოვრებას ჯერჯერობით არც მხატვრულ
ლიტერატურაში უპოვნია სათანადო ასახვა. ორიოდე ძველისძველი ხალხური ლექსი
მხოლოდღა მიგვანიშნებს ამ ადამიანის სიდიადესა და სამშობლოს წინაშე მისი დიდი
ღვაწლის მნიშვნელობაზე. ბევრი საინტერესო ეპიზოდის გაცოცხლება კი შეეძლო
ვახტანგ გორგასალის ცხოვრებიდან რომანისტს.

ї
ერთი ასეთი ეპიზოდი იქნებოდა ალბათ ვახტანგის პირველი ლაშქრობიდან
დაბრუნება.
ეს იყო 458 წელს.
ოთხი წლის წინათ შინიდან გასული, მრავალ ბრძოლაგადახდილი
გამარჯვებულილაშქარი შინ ბრუნდება, ქართლის დედა - ქალაქს მცხეთას
უახლოვდება. დედაქალაქის მისადგომებს რომ მიადგნენ, მეფემ დასვენება ბრძანა.
ჯარი მდინარის პირას (ამ მდინარედ ჩვენ შეგვიძლია ქსანი მივინიშნოთ)
სახელდახელოდ დაბანაკდა, ხელად გააცაღეს კოცონები, დაიბანეს, გასუფთავდნენ,
დანაყრდნენ, ცხენებს მოსარტავები მოუშვეს და ბალახზე მიუშვეს მერე ბუკის
მოწოდებაზე, ხელადვე მოემზადნენ, მოეწყვნენ და რაზმებად ჩამწკრივებულები
მხედრული სიმრერით დედაქალაქისაკენ დაიძვრნენ.
თექვსმეტი წლისა იყო ჭაბუკი მეფე, როცა წვერულვაშ ახლადაშლილი პირველ
ლაშქრობაში გაემგზავრა, ხმა საბოლოოდ კერ კიდევ არ ჩამოყალიბებოდა
და ახლა კი ოცი წლის ვაჟკაცი ბრუნდებოდა, წვერულვაშდამშვენებული,
ხმადაბოხებული, დადინჯებული, ზრდადასრულებული გოლიათი. მემატიანის
ცნობით, ამ დროს
იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა,
რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიოს, უპყრის რქა და დაიჭირის, და ცხენი
ჭურვილი აღიღს მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა იქნებ
მეისტორიის ცნობა ვახტანგის გარეგნობის აღწერისას უფრო მართალი იყოს და მეტ
ნდობას იმსახურებდეს, იქნებ ჩვენი ეჭვები იყოს გადამეტებული და უსაფუძლო!..
შორიდანვე გამოჩნდა მცხეთის გალავან გარეთ გამოსული ზღვა ხალხი, რომლებიც
მწყობრი ნაბიჯით მოდიოდნენ, ქვეითად, გამარჯვებული ჭაბუკი მეფისა და
ლაშქრის შესახვედრად. ცოტაც კიდევ და ვახტანგმა დამხვდურებში დედა გაარჩია.
ცხენი გააჩერა და ჩამოქვეითდა. ჯუანშერმა ხელი ასწია და მყისვე მთელი ლაშქარი
შედგა. ვახტანგმა აღვირი მხლებლებს მიუგდო და დედის შესახვედრად ფეხით
გაემართა.
რომ მიუახლოვდნენ, დედას თავსაბურავ ქვეშ შენიშნა, ყორნისფერ თმაში თოვლის
ფიფქები გარეოდა. სახეზედაც – თვალებთან და პირის ჭრილთან ნაოჭები გასჩენოდა.
,,რა მუხთალია ბედი, – გაიფიქრა ვახტანგმა, – რა მალე წაგლიჯა ბედნიერება
დედაჩემს. სიხარული მწუხარებად და ზრუნვად შეუცვალა
.
ფეხი ააჩქარა, ხელები გაშალა, დედის მოსახვევნად გაეშურა, მაგრამ ახლოს რომ
მივიდა, გადაიფიქრა, თავი შეიკავა, გადაწყვიტა, რომ მის საერთო და ახლანდელ
მდგომარეობას არ შეეფერებოდა. დაიჩოქა და კალთაზე ეამბორა. დედა მიუხვდა,
წამოაყენა და თვითონ ჩაეკრა გულში გოლიათ შვილს. ,,ვახტანგ, როგორ
შეცვლილხარ, როგორ დავაჟკაცებულხარ, დედა გენაცვალოს!

128
ბოლო სიტყვები დედის საყვარელი გამოთქმა იყო . რაღაცნაირად ტკბილად
გამოთქვამდა ხოლმე, უცხოელებს რომ სჩვევიათ, რომელთაც ქართული
მოგვიანებით შეუსწავლიათ. დედა ბავშვობაში ვახტანგსაც ძალიან უყვარდა, ასე რომ
მიმართავდა დედა. ოღონდ, როცა წამოიზარდა ვახტანგი, სხვების გასაგონად აღარ
უთქვამს დედას ეს სიტყვები, შეატყო, რომ ჭაბუკი რამდენჯერმე წამოწითლდა.
ცალკე ეტყოდა ხოლმე. ახლაც ჩურჩულით უთხრა და ღაწვებზე ცრემლი
ჩმოუგორდა. ვახტანგსაც ცრემლმა გაუბრწყინა თვალები და ახლა შუბლზე ემთხვია
დედას. ახლაღა გადახედა თავის დებს...
ხალხი სიხარულის ცრემლებით შეხვდა გამარჯვებული ლაშქრის დაბრუნებას.
,,სიმრავლე ქალაქისა მამათა და დედათა, – მოგვითხრობს მემატიანე, ,,მიუფენდეს
სახელთა და სამოსელთა მათთა ფერხთა ქუეშე მისთა. და აყრიდეს თავსა დრამას და
დრაკანსა, და აღწევნულითა ხმითა შეასხმიდეს ქებასა; რამეთუ არა რომელსა მეფესა
ექმნა ეგევითარი ძლიერი წყობა
.
საღამო ხანს სვეტიცხოვლის ძველისძველ ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს,
ტაძარი, მაღალ გალავანშემოვლებული ეზო და მახლობელი ქუჩები ხალხით იყო
გადაჭედილი. პატარა ტაძარში ტევა არ იყო. დაძველებულიყო კიდეც და მაშინ
გადაწყვიტა ვახტანგმა, მირიანისდროინდელ ამ ხის ეკლესიის ადგილზე ქვის დიდი
ტაძარი აეგო...
ასეთი გამარჯვების აღსანიშნავად მეფემ დიდი წყალობა გასცა. გლახაკებს
სახელმწიფო სალაროდან უხვად დაურიგეს ფული. იმათ, ვინც განსკუთრებით
გამოიჩინა თავი ომებში, მეფემ წარჩინება უბოძა, ბიძას, ვარაზ-ბაკურს, დამატებით
გაუგზავნა ძღვენი: ათასი მონა და ორი ათას ცხენი. ათი ათასი მონა და ოციათასი
ცხენი სპარსთა მეფეს გაუგზავნა, ბინქარან ეპისკოპოს გაატანა და ასული სთხოვა
შაჰს, ბალენდუხტი, შაჰმა დიდი სიხარულით მიიღო ძღვენი, ასულიც მიათხოვა და
მზითვად მისცა ,,სომხით და ყოველნი მეფენი კავკასიანნი.

3.
ქართლის ახალგაზრდა მეფის სახელი უკვე მთელს ახლო აღმოსავლეთში
გავრდნილიყო და შაჰს, ჯერ ერთი, ეამაყებოდა ასეთი კაცის მოყვრობა და მეგობრობა,
მეორეც, მას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა, სიხარულით რომ მიიღო ვახტანგის
გაგზავნილი ძღვენი და ქალიშვილიც რომ დიდი სიხარულით მიათხოვა.
ვახტანგსაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, როცა ირანის მეფეს ძღვენს უგზავნიდა
და ემოყვრებოდა.
ირანმა ბოლო ხანებში მაგრად მოიკიდა ფეხი კავკასიაში. ალბანეთი და სომხეთი
სასტიკად მოსდრკა და ნამდვილ ვასალებად გაიხდა – რაც კი ეწადა, ყველაფერს
აკეთებდა ამ ქვეყნებში. საქართველოში, მართალია, უფრო ფრთხილად მოქმედებდა,
რადგან მუდამ შიში ჰქონდა, ქართლის მეფეს სამხედრო კავშირი არ შეეკრა
მოსაზღვრე ბიზანტიასთან და ჩრდილოეთიდანაც არ გამოეყვანა მაშველი ძალები,
მაგრამ მიუხედავად ამისა, აქაც, ქართლის სამეფოშიაც, ოფიციალური აგენტებისა თუ
ჯაშუშების დიდი ქსელით, აქტიურად მოქმედებდა ცეცხლთაყვანისმცემლობის
გასავრცელებლად. ხოლო თუ ქრისტიანული სარწმუნოების დამხობას მოახერხებდა,
მერე ქვეყნის პოლიტიკური დამორჩილება უფრო ადვილი იყო.
მართლია, ვახტანგმა დიდი გამარჯვება იზეიმა ჩრდილოეთითაც და დასავლეთითაც,
მაგრამ ახალგაზრდა მეფისათვის ამას თავგზა არ აუბნევია. გრძნობდა, რომ ირანთან
ურთიერთობის გამწვავება ჯერ მეტისმეტად ნაადრევი იყო, ჯერ თავგადასული

129
ფეოდალები უნდა აელაგმა, ეკლესიის საქმეები მოეწესრიგებინა... აჩქარებით
შეიძლებოდა სულ გაეფუჭებინა საქმე.
და დროის მოგების მიზნით ისევ მეგობრული ურთიერთობა ამჯობინა, თუმცაღა
მაშინვე იცოდა, რომ საბოლოოდ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება ირანთან
შეუძლებელი იქნებოდა.
ირანის შაჰსაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები, როცა ვახტანგის მეგობრული
სურვილები სიხარულით მიიღო. ქართველი მხედრის სიმამაცე კარგად იყო ცნობილი
მთელს ახლო აღმოსავლეთში. მით უმეტეს, ბოლო გამარჯვების შემდეგ ვახტანგისა
და მისი ლაშქრის დიდება ქვეყანას მოეფინა. ირანს ახლა სწორედ ძლიერი მოკავშირე
სჭირდებოდა ჯერ ერთი საბერძნეთის წინააღმდეგ და მეორეც აღმოსავლეთის
საომარი ოპერაციების დასამთავრებლად, რაც დიდი ხანია დაწყებული ჰქონდა და
ბოლო კი არ უჩანდა. ვახტანგისთანა კარგ მოკავშირეს შაჰი სად იშოვიდა!
ეს, რაღა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს, თითქოს შაჰს გული მოებრუნებინოს
საქართველოზე.
არა, მას ერთი წუთითაც არ უფიქრია შეესუსტებინა მოქმედება საქართველოში
ცეცხლთაყვანისმცემლობის გასავრცელებლად. ქრისტიანული სარწმუნოების
წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა და ყოველგვარი შესაძლებელი ხერხებით
– ოფიციალურადაც და ფარულადაც. ვახტანგისა და შაჰის ურთიერთობა გარკვეულ
დრომდე ისეთ ორმაგ დიპლომატიურ თამაშსა გავდა, როცა ორივე მხარემ
მშვენივრად იცის მეტოქის ნამდვილი ზრახვანი და თავს მაინც ისე აჩვენებს, თითქოს
არ ვიციო...

ამრიგად, ვახტანგმა ცოლად შეირთო ირანის შაჰის ასული ბალენდუხტი. მაგრამ


ქორწილის გადახდა ძლივს მოასწრო, რომ სიმამრმა შემოუთვალა, ბიზანტიის
წინააღმდეგ უნდა გაილაშქროო – ,,მოუწერა მან ბრძოლა კეისრისა, რამეთუ კეისარი
განსრულ იყო ბრძოლად სპარსთა
.
ზოგი ჩვენი ისტორიკოსი საეჭოდ მიიჩნაევს ამ ცნობას, ვახუშტი და მარი ბროსე
უყოყმანოდ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, თუ მართლა გაიყვანა ვახტანგმა დიდი
ლაშქარი (200.000 თავისი ძირითადი მხედრობა, და ერთი ამდენი კიდევ ბიძის –
ვარაზ – ბაკურის ჯარი) ბიზანტიის წინააღმდეგ სალაშქროდ, ეს მოხდა არა სიმამრის
ხათრით, არამედ იმიტომ, რომ ქართლის სამეფოს თავისი ინტერესები ჰქონდა;
კერძოდ, სამხრეთ საქართველოში ვახტანგი ტერიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილს
ედავებოდა ბიზანტიას, და დაიბრუნა კიდეც. ბრძოლის შემდეგ, რომელშიაც
ვახტანგმა დიდი სამხედრო ნიჭი და შემართება გამოამჟღავნა, ,,... უკუმოსცა
(დაიბრუნა) კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი,
ზღვითაგან ვიდრე არსიანთამდე, და ხევნი რომელნი მოსდგმანან ღადოთა
. თქვენ ალბათ გახსოვთ, როდის წაართვეს საქართველოს ეს ტერიტორია.
ვახტანგმა თავისი ძუძუმტე არტავაზი ამ მხარის ერისთავად დაადგინა და უბრძნა,
რათა არტანუჯის დიდი ციხე – სიმაგრე აეგო, აგრეთვე შესაფერისი ადგილი შეერჩია
ხევში და მონასტერიც აეშნებია, ,,ვითარცა ეხილნეს მონასტერნი საბერძნეთისანი
, თან ჩუმად გაენდო არტავაზს, ისეთი ციხე – სიმაგრე უნდა ააგო, რომ ირანთან ომი
როცა გვექნება, აქ თავის შეფარება შეგვეძლოსო – ,,უკეთუ განძლიერდეს სპარსნი
ჩუენ ზედა, საყუდელი ჩუენი აქა ყოფად არს
.

130
ჩვენ ქვემოთ ვნახავთ, მართლაც როგორ გამოადგა ვახტანგის შორეულ შთამომავალს
ეს ციხე – სიმაგრე.
შორს იხედებოდა ვახტანგი, ბრძენი მმართველი იყო, გრაძნობდა რომ ირანი თავისას
არ მოიშლიდა, მასთან მეგობრობა მხოლოდ დროებითი და მოჩვენებითი იყო.
ბარემ აქვე შევნიშნოთ: არტავაზმა მეფის ბრძანებისამებრ, მართლაც ააშენა
არტანუჯის დიდი ციხე, ოპიზის ცნობილი მონასტერი, შეაკეთა და განაახლა ძველი
ციხეები, ააშენა კიდევ სამი ახალი ეკლესია...
ხედავთ, რა დროიდან და ვისი თაოსნობით იწყება სამხრეთ საქართველოში დიდი
ქართული კულტურის აღორძინება და შემდგომში განვითარება!.. კეთილმა თესლმა
კეთილი ნაყოფი გამოიღო – გაივლის კიდევ რამდენიმე საუკუნე და აქ, ამ
ადგილებში, საქართველოს სამხრეთში, საიდანაც ერთ დროს ქართველთა წინაპრები
ტონს აძლევდნენ მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებას,
კვლავ აღორძინდება და გაიფურჩქნება ქართული კულტურა, კვლავ ტონს მისცემს
შუა საუკუნეების მსოფლიო ცხოვრებას, ხელოვნებისა და ლიტერატურის ისეთი
ნიმუშები შეიქმნება, რაც საკაცობრიო კულტურის საგანძურში დაიჭერს ადგილს.
ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი. ახლა კი ჩვენს ამბავს მივყვეთ.
ამ დროს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზედაც და ვახტანგ გორგასალის
პირად ცხოვრებაშიაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გარდაიცვალა ვახტანგის
სიმამრი, ირანის შაჰი და ტახტზე ავიდა მისი შვილი. ვახტანგის პირად ცხოვრებაში
კი ის ცვლილება მოხდა, რომ ბალენდუხტმა ტყუპი შვილი შვა – ქალ-ვაჟი, და
თვითონ მშობიარობას გადაჰყვა. ვაჟს დაჩი დაარქვა ვახტანგმა. ეს იყო ტახტის
მემკვიდრე.
ირანთან ურთიერთობა თანდათან დაიძაბა. იქნებ ეს სამეფო ტახტზე ახალი შაჰის
ასვლამ გამოიწვია. სპარსელებმა გააძლიერეს ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა.
ისინი აშკარად გამომწვევად იქცეოდნენ. არ ერიდებოდნენ პროვოკაციებს.
სამაგიეროდ ქართლის ახალგაზრდა მეფე იქცეოდა ბრძნული სიფრთხილით.
ყოველნაირად ცდილობდა წინ გადაეწია ირანთან ომი, ჯარს წვრთნიდა და
ამზადებდა. ციხეებს ამაგრებდა ერთგულ ფეოდალებს რაზმავდა. მემატიანე
პირდაპირ წერს:
...მოელოდა იგი სპარსთა მეფის მოსვლას, ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა, და
ჰკაზმავდა მხედართა, და განამზადებდა ბრძოლად სპარსთა.
რაკი ირანი ასე გამომწვევად იქცეოდა, მეფემ საჭიროდ ჩათვალა აღეკვეთა სამეფოში
სპარსელი ჯაშუშებისა და მოგვების პარპაში. ამ ჯაშუშების არაოფიციალერი
ხელმძღვანელი ბინქარან მაცთური დაატყვევა და საპყრობილეში შეაგდო, მოგვები
გარეკა.
სამი წელი მაინც მოიგო ვახტანგმა თავის ფრთხილი პოლიტიკით. ამ ხნის
განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო: ციხე-სიმაგრეებიც გაამაგრა და ჯარიც
მოამზადა.
464 წელს კი სპარსეთის ლაშქარი ქართლის სამეფოში შემოიჭრა. მაგრამ შაჰი ალბათ
აჩქარდა და კარგად ვერ მოზომა. მას თურმე სომხეთისა და კავკასიის მთავრების
დახმარების იმედი ჰქონდა, ესენი კი არ გამოჰყვნენ, მეზობლური და მეგობრული
ერთგულება გამოიჩინეს. ვახტანგმა ბიზანტიის იმპერატორთან აფრინა კაცი და
დახმარება სთხოვა. კეისართნ ახლა მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა. კეისრის ასული
მისი დანიშნული იყო და ცოლად უნდა შეერთო. აქამდეც შეირთავდა მაგრამ
როგორც მემატიანე გადმოგვცემს, ,,ვერ მოიცალა მოყვანებად ცოლი ბერძენთა მეფისა
ასული... რამეთუ მოელოდა იგი სპარსთა მეფის მოსვლასა
131
...
კეისარმა მაშინე ვერ მოაშველა ჯარი ვახტანგს, რადგან ამ დროს მისი მხედრობა სხვა
ბრძოლაში იყო ჩაბმული. ქართველებს მარტოდმარტო მოუხდა ირანის დიდი
ლაშქრის შეჩერება.
და არა მარტო შეჩერება.
ვახტანგი თავისი რჩეული რაზმითAთვითონვე შეიჭრებოდა ხოლმე ყველაზე
დაძაბულ ბრძოლაში და მტერს რისხვის ზარს სცემდა. მუზარადზე მგელი და ლომი
ჰქონდა გამოსახული ქართლის მეფეს: წინა მხარეს მგელი, უკან – ლომი. სადაც კი
შეიჭრებოდა ეს დევგმირი მომარი, მტრის ჯარისკაცები ყვირილს ასტეხდნენ ხოლმე:
,,დურაზ გორგასალ (,,მოერიდეთ თავსა მგლისასა; ,,გორგ ირანულად ,,მგელსა
ნიშნავს) და გარბოდნენ. აქედანვე წარმოსდგა ქართლის მეფის ვახტანგ პირველის
სახელი გ ო რ გ ა ს ა ლ ი.
ბრძოლები უმთავრესად მცხეთის მისადგომებსა და თბილისს შორის წარმოებდა.
თიბილისი მაშინ დაბურულ ტყეში ჩამჯდარი სოფელი თუ პატარა ქალაქი იყო. აქვე
დიდი ციხე-სიმაგრე კალა ჰქონდათ ქართველებს. ბრძოლაში უპირატესობა ხან ერთი
ლაშქრის მხარეზე იყო, ხან მეორეზე. მეტი წარმატება მაინც ვახტანგსა ხვდა. ეტყობა,
მართლაც კარგად მოემზადა.
გავიდა ოთხი თვე. ირანის შაჰის იმედები, რომ თავის დიდი ლაშქრით ხელად
შემუსრავდა ქართველების ლაშქარს, ფუჭი გამოდგა. და ალბათ მერე ნანობდა რატომ
ავჩქარდიო.
ყოველ შემთხვევაში, როგორც კი გაიგო, ბიზანტიის კეისარი მაშველ ჯარს უგზავნის
ვახტანგსო, ხელად მოციქული მიუგზავნა ქართლის მეფეს და შეუთვალა: ნეტა რას
ვაკლავთ თავს ერთმანეთს?! ძმები ვართ! ვემსახუროთ ჩვენ-ჩვენ ღმერთს და ვიყოთ
მშვიდობიანადაო.
საოცარია, აბა რა არის: თვითონ უთვალავი ჯარი შეკრიბა, მოამზადა,
დაუპატიჟებლად და დაუკითხავად შემოიჭრა მშვიდობიანი მეზობილის მიწა-
წყალზე, რომელსაც ყოველი მშვიდობიანი დღე ყველაფერს ერჩივნა ქვეყნად,
რომელსაც თავისი გეგმები ჰქონდა, თავისი სიხარული და სატკივარი, თავისი
ხვალინდელი დღე... ააოხრა ეს მეზობელი, სახლ-კარი დაუნგრია, ვაზები აუჩეხა,
ბაღები გდაუთელა, საქონელი გაურეკა, ხალხი გაუჟლიტა, წვრილშვილი ააყრევინა
და მთებში გაახიზვნინა...
ახლა კი მომდგარა და ამავე მეზობელს უტიფრად უმტკიცებს, ძმები ვართ და ომი ნუ
გვინდაო!
მწარედ გაეცინა ვახტანგს, მაგრამ რა უნდა ექნა. ოღონდ კი ახლა მაინც მოშვეოდა
მტერი და აღარ დაეძებდა. ხომ ჩინებული მეომარი იყო, მაგრამ ომი სულაც არ
ყოფილა მისი მოწოდება – ახალ ტაძრესა და მონასტრებზე ოცნებობდა, ახალ
ქალაქებზე, ახალ კულტურის კერეზე. ქვეყნის შენებისა და აღორძინების დიდი გემა
ჰქონდა. ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, თანახმა გახდა მოლაპარაკებისა.
თუკი მოასვენებდნენ, მეტი რა უნდოდა.
ზავი ბერძნებსაც ძალიან გაეხარდათ, ,,რამეთუ ეშინოდა ბერძენთა – ნუ უკუე
შევიდნენ საბერძნეთად სპარსნი და მოაოხრონ იგი.
და თქვეს შეყრის ადგილი და დაზავდნენ. ეს მოხდა თბილისის მახლობლად.
თვითონ სოფელი თბილისიცა და ციხე კალაც ბრძოლების დროს ერთიანად
მოოხრებულიყო.

132
ომის წამომწყები, ირანის შაჰი, ეტყობა, თვითონაც ისე იყო გახარებული დაზავებით,
რომ ვახტანგს მიმართა: ,,ითხოვე ჩემგან, რაცა გნებავს თავისა შენისათვის. ანუ სხვა
ვისთვისაც გნებავს.
და როგორა გგონიათ, ვახტნგმა რა უპასუხა?!

,,მნებავს, რათა იყოს მშვიდობა შენ შორის და კეისრისა.


აჰა. მშვიდობიანი ქვეყნის შვილის ფიქრი და ოცნება. ოღონდ კი ერთმანეთში
დაზავდნენ და მორიგდნენ, ოღონდ კი მოასვენონ და იმათი სხვა აღარაფერი უნდა.
ახლა ვახტანგმა გადაწყვიტა, რომ ორი დიდი მეომარი ქვეყანა მოარიგოს
ერთმანეთში. რათა მისი ქვეყნის მეზობლად მშვიდობა იყოს და მის ხალხს
მშვიდობიანი ცხოვრებისა და მოქმედების საშუალება მისცენ.
ირანის მეფეს ვერაფრად ესიამოვნა ვახტანგის სიტყვები. არც დაუმალავს, პირდაპირ
უთხრა: მე შენთან ძმობა და მეგობრობა იმიტომ მინდა, რომ შეერთებული ძალით
მივეჭრათ ბერძნებს და ერთხელ და სამუდამოდ ვასწავლოთ ჭკუა – როგორც კი
დროს იხელთებენ, სულ ჩვენკენ მოიწევენო.
საბოლოოდ მაინც დაზავდნენ.
ზავის მიხედვით ირანი ბიზანტიას უბრუნებდა პალესტინას ქალაქ იერუსალიმით,
სამაგიეროდ ბიზანტიელები გადასცემდნენ ირანს მესოპოტამიის რამდენიმე ქალაქსა
და მდინარე ტიგროსის სათავის ერთ ნაწლს. საქართველოს ურბუნდებოდა აგრეთვე
ტერიტორიის განსაზღვრული ნაწილი, წინა ხანებში მიტაცებული ირანის მიერ.
შეთანხმდნენ ამაზე, დაიწერა ზავის პირობები, ხელი მოაწერეს (ბიზანტიის მხრით
პროკონსული ლეონი მონაწილეიბდა მოლაპარაკეაში) მაშინდელი წესის მიხედვით
მდიდრული საჩუქრები უბოძეს ერთმანეთს და დაიშალნენ.
ვახტანგი გახარებული იყო, რაკი ეშველა და მოასვენეს.

მაგრამ მოსვენება მაინც არ ეწერა.შინ მობრუნება ძლივს მოასწრო, რომ ახალგაზრდა


შაჰის მოციქული მოუვიდა. ეტყობა, ეს ზავი ჩემს საზარალოდ შეგვიდგენიაო,
უთვლიდა შაჰი ქართლის მეფეს. ,,სპარსნი მოხუცებულნი ძალიან გამიბრაზდნენ:
იმათ იმედი ჰქონდათ, ბერძნებს სულ შევმუსრავდით და რა გამოვიდა, იქით მივეცი
იმოდენა ქალაქიო. ამ შესავალის შემდეგ შაჰი პირდაპირ სწერდა ვახტანგს: ახლა ამას
გთხოვ, შენი და ცოლად მომათხოვო, შენც წამოდი, დაისვენე, მოყვრებს გაეცანი, და
მერე გამომყევი ,,მწედ ჩემდა ინდოეთს, სინდეთსა და აბაშთა ზედა, რამეთუ მათგან
დამდაბლებულ არს მეფობა ჩემი.
წელი მოსწყვიტა ვახტანგს შაჰის დანაბარებმა.
ვახუშტი ბატონიშვილი პირდაპირ წერს ,,მსმენელსა ვახტანგს მძიმედ აღუჩნდა...
მაგრამ ეტყობა, სხვა გზა აღარ ჰქონდა და თანახმა გახდა. იქნებ იმ მოსაზრებითაც,
რომ ამით უფრო დიდი ხნით მშვიდოას გამოგლეჯდა გაუმაძღარ მეზობელს, რადგან
ზავი, ბოლოს და ბოლოს, ფარატინა ქაღალდი იყო. ქვეყნის მშვიდობიანი მშენებლობა
კი, ვახტანგისავე გეგმით განხორციელდებოდა, მის არ ყოფნაში. საბერძნეთთან
იმხანად ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, რომ იქიდან თავდასხმის საშიშროება არ იყო.
ერთადერთი ეს იყო, რომ კვლავ დიდი ხნით უნდა გადაედო საეკლესიო რეფორმა,
რასაც, ფაქტიურად, საეკლესიო მნიშვნელობა როდი ჰქონდა, ქვეყნის საერთო ბედ-
იღბალზედაც იქონიებადა გავლენას. რამდენი ხანია, ვახტანგი ამ რეფორმაზე
ფიქრობდა, მაგრამ აჩქარება არ უყვარდა, მით უმეტეს ასეთ დიდსა და რთულ

133
საქმეში, რაზედაც შემდეგ ბევრი რამ იყო დამოკიდებული. გადადო ბიზანტიის
იმპერატორის ასულის შერთვაც.
ერთი სიტყვით, გადაწყდა, უმცროსი და მირანდუხტი, შაჰისათვის მიეთხოვებინა
ვახტანგს და თვითონ 10.000 ბერძენი ჯარისკაცის თანხლებით გამგზავრებულიყო.
ვახტანგი გრძნობდა, რომ აღმოსავლეთში დიდ ხანს დაყოვნდებოდა. ამ ხნის
განმავლობაში ვინ იცის, როგორ დატრიალდებოდა საქმე. ამიტომ გამგზავრების წინ
სამეფო გვირგვინი დაადგა თავის ხუთი წლის ვაჟს დაჩის და ,,დაუტოვა მის თანა
შვიდნი წარჩინებულნი მისნი

მემატიანე ჩამოგვითვლის ამ შვიდ ერისთავს. დაუბარა აეშენებინათ დაჩისათვის


ქალაქი უჯარმა. მათვე დაუბარა ტაძრებისა და ციხესიმაგრეების აშენება სამეფოს
სხვადასხვა კუთხეში.
მეფემ თან იახლა ოთხი ერისთავი: კლარჯეთის ერისთავი არტავაზი, წუნდის
ერისთავი ნასასი, ოძრახის ერისთავი ბივრიტიანი და თავისი ეჯიბი, ანუ
მსახერთუხუცესი, საურმაგი – უახლოესი მეგობრები, შესანიშნავი მეომრები და
ვაჟკაცები, რომელთაც მეფე ყველა ბრძოლაში თან იახლებდა ხოლმე.
ამჯერად ამათგან ერთს არ ეწერა შინ დარუნება. ეს იყო მეფის დიდი ეჯიბი
საურმაგი, საურმაგ სპასპეტის ძმისწული, არტავაზის ბიძაშვილი, ვახტანგის
თანაშეზრდილი და მისი დიდი მეგობარი. სინდთა ქვეყანაში ბრძოლის დროს ერთ-
ერთმა ბუმერაზმა ვახტანგი გაიწვია ბრძოლაში, რადგან ვახტანგს სახელი ყველგან
გავარდნოდა და იცოდნენ, რომ მის მოკვლას თუ მოახერხებდნენ გამარჯვებაც უფრო
ადვილი იქნებოდა. ამასთან საქმე წინასწარ ისე იყო მოწყობილი, რომ, ვინც კი
გავიდოდა სინდთა ფალავანთან საბრძოლველად, გარდაუვალი სიკვდილი ელოდა,
ხაფანგი დაუგეს ქართველთა მეფეს: სინდთა ფალავანი გაიტყუებდა მეტოქეს,
შეიყვანდა ვიწრო გასასვლელში, სადაც ათი რჩეული მეომარი ჰყავდათ დამალული...
და ეს ათი კაცი ადვილად მოკლავდა ხაფანგში შეტყუებულ მეომარს.
დილა რომ გათენდა და, ჩვეულებისამებრ, მტრის მაცნეებმა მათი პირველი ფალავნის
გამოსვლა გამოაცხადეს, რომელიც მეტოქედ აუცილებლად ვახტანგს მოითხოვდა,
საურმაგმა, თითქოს გულმა უგრძნოო, მეფეს დაასწრო. გზა გადაუჭრა, წინ გამოვიდა
და შესძახა: შენ ვინა მყავხარ, რომ მეფეს იწვევ – შენ ხომ მონა ხარ და მეც მონა
შეგებრძოლებიო. გავიდა და გაიტყუეს. ის იყო მიეწია საურმაგი უკანდახეულ
ფალავანს, სცა კიდეც ოროლი და მოკლა, მაგრამ ამ დროს გამოუვარდნენ
ჩასაფრებული მეომრები და იქვე გაათავეს.
ვახტანგის მწუხარება ორმაგად მძიმე იყო: ჯერ ერთი, გულითადი მეგობარი დაკარგა,
და მეორეც მის გამო მოხდა ყველაფერი ეს. ფაქტიურად ხომ ეს ფალავანი მასთან
საბრძოლველად შეარჩიეს და ხაფანგიც მას დაუგეს. როგორც მოსალოდნელი იყო,
ვახტანგმა შური იძია: თვითონ სინდთა მეფეს მიეჭრა გააფთრებული რაინდი, ჯერ
ოროლით დაჭრა, მერე ფეხით დაითრია და ასე თრევით მოიყვანა სპარსთა მეფის
წინაშე...
რვა წელიწადი დაჰყო ვახტანგმა აღმოსავლეთში და როგორც იქნა ეღირსა შინ
მობრუნება.
მაგრამ მანამ ქართლის დედქალაქში მოვიდოდა, გზიდანვე გაეგზავნა ხალხი
ბიზანტიაში. ჯერ ერთი, მისი ცოლი უნდა წამოეყვანათ, ბიზანტიის კეისრის ასული
ელენე, რომელიც უკვე დიდი ხნის დანიშნლი ჰყავდა. მეორეც, წინასწარ
მოლაპარაკეის მიხედვით, უნდა ჩამოეყვანათ სამღვდელო პირები პეტრე და სამოელი
– პირველი მათგანი კათალიკოსად უნდოდა ვახტანგს, მეორე ეპისკოპოსად.

134
კათალიკოსობა აქამდე ქართლის ეკლესიაში არა ყოფილა. მთავარი
სამღვდელო პირი მთავარეპისკოპოსი იყო. და ეს თანამდებობა მიქაელს ეპყრა.
როგორც ვხედავთ, დიდი საეკლესიო რეფორმის გატარება გადაწყვიტა ვახტანგმა.
გარდა იმისა, რომ ამ რეფორმის საფუძველზე მთავარეპისკოპოსის წოდების
ნაცვლად კათალიკოსობა შემოიღეს და ავტოკეფალობა ანუ ქართული ეკლესიის სხვა
ქვეყნებისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს, კიდევ რას გულისხმობდა
კონკრეტულად რეფორმა, გაურკვეველია, მაგრამ ეს კი ცხადია, და ჩვენც ბარემ აქვე
შევნიშნოთ, რომ მას პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე
წმინდა საეკლესიო და რელიგიური. იგი ხელს უწყობდა ქვეყნის ცენტრალიზაციას
და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებას, რაც ვახტანგის მოღვაწეობის ძირითად
ხაზსა და მისწრაფებას წარმოადგენდა! ხელს უწყოდა გათავხედეული ფეოდალების
ალაგმვას, და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას.
ამსთან, რაკი ატოკეფალიას მიაღწიეს, მეფის ხელისუფლებას გაცილებით
უფრო მეტი უფლება ეძლეოდა ქვეყნის მათავარი მღვდელმთავრის – კათალიკოსის –
დანიშვნაში, თუკი მეფე თავის სიმაღლეზე აღმოჩნდებოდა და ეკლესიას ზედმეტი
თავისუფლების ნებას არ მისცემდა. ასეთ ვითარებაში ეკლესია ხელს კი არ
შეუშლიდა, არამედ მხარს დაუჭერდა მეფეს დიდი ეროვნულ-პოლიტიკური
საკითხების გადაწყვეტასა და გატარებაში.
გარდა კათალიკოსობის შემოღებისას, კიდევ რაში მდგომარეობდა ვახტანგის
საეკლესიო რეფორმა?
ამზე საისტორიო წყაროები დუმს. ჩვენი მეცნიერები ვარაოდობენ მხოლოდ,
რომ საქმე ეხებოდა იმას, თუ რას აირჩევდა ჩვენი ეკლესია – დიოფიზიტობასა თუ
მონოფიზიტობას.

საქმე ის არის, რომ თანდათანობით ქრისტიანულ სარწმუნოებას ბევრი


მიმდინარეობა თუ მიმართულება გაუჩნდა. მთელს ქრისტიანულ საყაროში შეიქმნა
გაუთავებელი დავა და მსჯელობა იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ქრისტეს
მოძღვრება და კონკრეტულად როგორ გმოვლინდება იგი. ესე იგი, საქმე ეხებოდა არა
თვით ქრისტიანული მოძღვრების მიღებასა თუ დაგმობას, არამედ მისი არსის
გაგებასა და ჩამოყალიბებას. რაკი ქრისტეს მთავარ მოძღვრებას არცერთი
მიმართულება არ უარყოფდა, საქმე ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მათ შორის
უთანხმოება უმნიშვნელო და არა პრინციპული ხასიათისა ყოფილიყოს.
არა! სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები იყო გაჩაღებული ცალკეულ
მიმართულებათა შორის. ერთი იმ დროინდელი უცხოელი მწერალი შენიშნავს,
მხეცები არ არიან ერთმანეთის მიმართ ისე დაუნდობლები, როგორც ქრისტიანობის
ცალკეული მიმართულების წარმომადგენლებიო.
მიმართულება სხვაც იყო, მაგრამ იმ დროისათვის ორი მთავარი მიმდინარეობა
გამოიკვეთა – დიოფიზიტებისა და მონოფიზიტებისა.
ტლანქად რომ ჩამოვაყალიბოთ მათი დოქტრინა, ასეთი იქნება: დიოფიზიტეის
აზრით, ქრისტე ღმერთ-კაცია, ესე იგი ორი საწყისი, ორი ბუნება აქვს (აქედან
წარმოდგება ამ მიმდინარეობის სახელწოდებაც: ,,დიო ბერძნულად ორს ნიშნავს):
ღვთიური და ადამიანური, მიწიერი ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტესთვის უცხო არ
ყოფილა ადამიანთა ვნებათაღელვანი, მიწიერი ინტერესები... და ეს ადამიანებმაც არ
უნდა მოიკლონ. მონოფიზიტების მტკიცებით, ქრისტეს მხოლოდ ერთი ბუნება აქვს

135
(,,მონო ბერძნულად ერთს ნიშნავს) – ღვთიური. ამიტომ ისინი მოითხომდნენ
ყოველგვარი ადამიანურის ალაგმვასა და შეკვეცას, ასკეტურ ცხოვრებას.
ასეთი იქნება ტლანქი დახასიათება ამ ორი ქრისტიანელი მიმდინარეობისა.

მონოფიზიტები ამტკიცებდნენ, მაგალითად, ჯვარცმის შემდეგ ქრისტე ნამდვილად


კი არ მომკვდარა, არამედ ,,ს ა ო ც რ ა დ ანუ მოჩვენებით მოკვდა, რადგან ერთი
ბუნება ჰქონდა, ღვთიური, და მისი სიკვდილი არ შეიძლებოდა, იგი ხომ მოკვდავი არ
ყოფილაო. ამის საწინააღმდეგოდ დიოფიზიტები ამტკიცებდნენ, რომ ქრისტე ჯვარს
ეცვა და მოკვდა არა ,,საოცრად (მოჩვენებით), არამედ ნამდვილად, რადგან იგი ორ
ბუნებიანი იყო და როგორც ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი, ისიც შეიძლებოდა
მომკვდარიყოო. ,,ძე მხოლოი მამისაგან შობილი... სწორი მამისა... რომელმან
აღსასრულსა ჟამთასა შეიმოსა სიმდაბლით უძლური კაცებაი ჩუენი საშოსა შინა
წმიდისა ქალწულისასა, ჯვარს ეცუა და მოკუდა ჭეშმარიტად და არა საოცრად
ბუნებითა ხორცთათა (თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ციტირებულლი ტექსტი
დიოფიზიტების ტრაქტატიდანაა ამოღებული). ეკლესიის ისტორიამ ბევრი იცის
ასეთი ცხარე პაექრობა.

ბრძოლა ამ ორ მიმართულებას შორის უკიდურესად დაიძაბა მეხუთე


საუკკუნეში და ქალკედონის საეკლესიო კრებაზე (451 წელს) ბიზანტიის იმპერიამ
დიოფიზიტობა აღიარა. დანარჩენი ქვეყნები ზოგი მონოფიზიტობას მიემხრო, ზოგი
დიოფიზიტობას. ამსთან აღმოსავლეთის ქვეყნებმა უმთავრესად მონოფიზიტობა
აღაიარეს. და ეს არ იყო შემთხვევითი.
ირანი თვითონ ხომ მაზდეანობას აღიარებდა, ამდენად, იგი დაუძინებელი
მტერი იყო საერთოდ ქრისტიანობისა და ყოველნაირად ცდილობდა, იმ ქვეყნეში,
რომლებიც მას ,,თავის წილად მიაჩნადა, ქრისტიანობა მოესპო და მაზდეანობა ანუ
ცეცხლთაყვანისმცემლობა გაევრცელებინა. ჩვენ ეს უკვე ვიცით. მაგრამ რაკი ამს
მიღწევა შეუძლებელი გამოდგა, ორ უბედურებას (მონოფიზიტობასა და
დიფიზიტობას) შორის ისევ ის ერჩივნა, რაც ბიზანტიის საეკლესიო დოქტრინას
დაუპირისპირდებოდა. ესე იგი, მას ერჩივნა საქართველოშიაც და სომხეთშიაც,
აღმოსავლეთის სხვა ქვეყნეშიაც მონოფიზიტებს გაემარჯვნათ. ეს საშუალებას
მისცემდა ირანს, საქართველო და სომხეთი დაეპირისპირებინა ბიზანტიისათვის.
რა მდგომარეობა იყო საქართველოში? ან უფრო კონკრეტულად: ვის უჭერდა
მხარს ვახტანგ გორგასალი? რომელი მიმდინარეობის აღიარებას ისახავდა მიზნად
მისი საეკლესიო რეფორმა?
ეს საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. ივანე ჯავახიშვილი გამოთქვამს
მოსაზრებას, რომ მიქაელ მთავარეპისკოპოსი იყო ქალკედონის ცნობილი საეკლესიო
კრების გადაწყვეტილების მომხრე, იგი აღიარებდა დიოფიზიტობას, ხოლო ვახტანგ
მეფე მონოფიზიტი იყო, და მათი კონფლიქტიც ამ ნიადაგზე წარმოიშვა.
(სხვთა შორის გარკვეული დროის შემდეგ ქართულმა ეკლესიამ
ოფიციალურად აღიარა დიოფიზიტობა. მაგრამ ეს უფრო მოგვიანეით მოხდა და
თავდაპირველად ჩვენში მონოფიზიტობა იყო).
ზოგიერთი გამოჩენილი მეცნიერი არ იზიარებს ივანე ჯავახიშვილის ამ
ვარაუდს. მათი აზრით, უფრო მოსალოდნელია, მიქაელი მონოფიზიტი ყოფილიყო,
ხოლო ვახტანგს დიოფიზიტებისათვის დაეჭირა მხარი და განხეთქილების მიზეზიც
ეს ყოფილიყოს, ეს მეცნიერები თავიანთ ჰიპოტეზას იმით ამაგრებენ, რომ, რაკი
ვახტანგი ირანის დაუძინებელი მტერი იყო და მისი მოღვაწეობის ძირითად აზრს

136
ირანისაგან დამოუკიდელობის მიღწევა წარმოადგენდა, არ შეიძლებოდა სწორედ ის
საეკლესიო მიმდინარეობა აერჩია, რასაც ირნი მხარს უჭერდა.
ამზე უფრო დაწვრილებით შეჩერება, ვფიქრობ საჭირო აღარ არის. მთავარი
ისაა, ვახტანგ გორგასალმა გადაწყვიტა შეესრულებინა თავისი დიდი ხნის
განზრახული: ჩაეტარებინა დიდი საეკლესიო რეფორმა, მოეპოვებინა ქართული
ეკლესიის ავტოკეფალობა, დაეწესეინა კათალიკოსის თანამდებობა და შეეცვალა
ეპისკოპოსები.
ჩვენ უკვე ავღნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ამს ჰქონდა არა
იმდენად საეკლესიო, არამედ პოლიტიკურ-სახელმწიფოერივი მნიშვნელობა.
ამასთან, ვახტანგს წინასწარვე ჰყავდა შეგულებული საკათალიკოსო კაცი.
ეს იყო პეტრე, რომელსაც იგი ბიზანტიასთან ომის დროს გაეცნო. ბიზანტიის
ომიდან მორუნებულ ვახტანგს, როგორც ვნახეთ, მალევე მოუხდა აღმოსავლეთში
საომრად წასვლა და მაშინ ვეღარ მოახერხა თავისი განზრახვის შესრულება, ახლა კი,
ჯერ სამშობლოში არ მორუნებულიყო, გზიდანვე გაგზავნა ხალხი პეტრეს
მოსაყვანად, რომელიც საქართველოს კათალიკოსი უნდა ყოფილიყო.

ეტყობა მიქაელსაც ჰყავდა თავის ხალხი მეფის ამალაში, რომელთაც გზიდანვე


შეატყობინეს მთავრეპისკოპოსს მთელი ამბავი.
მიქაელი ბუნებით ფიცხი კაცი იყო. ვახტანგი რომ საეკლესიო რეფორმის
გატარეას აპირებდა, ეს მან ადრევე იცოდა, მაგრამ ასე თუ გასწირავდა თავის ხელში
გაზრდილი უფლისწული, ეს ვეღარ წარმოედგინა. გაცხარდა საშინლად და ჯერ ისევ
არ მოსილიყო მეფე თავის სამეფოში, რომ შეუთვალა: რა პირით მოდიხარ
საქართველოში, როცა შენს ქვეყანასაც უღალატე და ქრისტეს სჯულსაც – მაზდეანობა
მიგიღიაო!
ეს, რაღა თქმა უნდა, აშკარა ცილისწამება იყო.
დედაქალაქს რომ მიუახლოვდნენ მეფე და მისი ამალა, რა თქმა უნდა, მთელი
სამეფო კარი და მოსახლეობა დიდის ზარ-ზეიმით გამოეგებნენ.
აქვე იყო ქართლის მთავარ ეპისკოპოსიც.
მაგრამ, სხვებისაგან განსხვავებით, მთავარეპისკოპოსი დაბღვერილი ჩანდა.
სხვები ღიმილად იღვრეოდნენ, სამშობლოდან ამდენი ხნით წასულ მეფეს ქებითა და
დიდებით ავსედნენ, ბრწყინვალე გამარჯვებას ულოცავდნენ, შვილის ქებას
მოახსენებდნენ, რომელიც ვახტანგმა წასვლის წინ მეფედ აკურთხა. . . მიქაელი კი
თითქოს პირში წყალი დაუგუბებიაო, განზე იდგა გაბუტული და ხმას არ ირებდა.
მეფე ძალიან განაწყენებული იყო მღვდელმტავარზე იმ საშინელი
ცილისწამებისატვის, რაც გზაშივე მიაგება მიქაელმა, და მანამ შინ მობრუნდებოდა,
გადაწყვეტილი ჰქონდა, მკაცრად გაეკიცხა. მაგრამ ახლა, სასაცილოდ გაბუტულ
ეპისკოპოსს რომ შავლო თვალი, გაბრაზებამ გადაუარა, იფიქრა, მოხუცი კაცია, ჩემზე
ამაგი აქვსო . გადმოხტა ცხენიდან და, მაშინდელი წესის მიხედვით, მღვდელმთავარს
საამბორებლად მიეახლა.

რაკი მღვდელმთავრებად ვახტანგმა ერთგული ხალხი დანიშნა, ამით უფრო


გაიადვილა თავისი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება. ეს პოლიტიკა კი
რამდენიმე სიტყვიტაც შეიძლება გადმოიცეს: სასტიკი ბრძოლა ფეოდალების
თვითნებობების აღსაკვეტად ქვეყნის ცენტრალიზაციის განმტკიცებისათვის,
დაუნდობელი ბრძოლა მაზდეანური სარწმუნოების ჭინააღმდეგ, რაც უპირველეს
ყოვლისა, ირანისაგან ქართლის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მოასწავებდა,

137
ფართოი მაშტაბის მშენებლობა - ქალაქებისა, ციხე - სიმაგრეებისა, ეკლესიებისა, რაც
იმავე დროს კულტურის კერებს წარმოადგენდა. . .

რამდენიმე სიტყვა ამ ნაწარმოების შესახებ.


როგორც ითქვა, იგი პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლია, რომელიც ათას
ქარტეხილებს სასწაულებრივად გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია. მაგრამ სწორედ ეს
პირველი ლიტერატურული ძეგლი გვაძლევს იმის უტყუარ საბუთს, რომ იგი არ
შეიძლება პირველი იყოს. მას წინ უძღვის მხატვრული ლიტერატურის განვითარების
ძალიან გრძელი და დიდი გზა. ჯერ ერთი, ავტორი ამ ნაწარმოებში თვითონვე
მიუთითებს კიდევ სხვა ნაწარმოებზე, წიგნის პირველ ნაწილზე, რომელიც აშკარად
დაკარგულია. აქვე ნახსენებია სხვა ლიტერატურული ნაწარმოებები – ევანგელის
თარგმანები, ე.წ. ნებროთის წიგნი...
მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ჩვენს უყოყმანო განცხადებას, რომ იგი პირველი
ლიტერატურული ნაწარმოები არ არის და ამის წინ ქართულ მხატვრულ
ლიტერატურას დიდი გზა გაუვლია, თვითონ რომანის ანალიზი გვაძლევს.

მხატვრული ლიტერატურისა და თუნდაც ხელოვნების რომელიმე დარგის ასეთი


უნაკლო და სრულყოფილი ნაწარმოები ასე ერთბაშად და ასე შემთხვევით არ იქმნება.
დიდი ტრადიციაა საჭირო, დიდი დრო. . . და ეს გზა მართლაც გაკვალა ჩვენმა
ხალხმა ამ რომანის შექმნამდე საუკუნეების განმავლობაში.
სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ისეთი ფოლკლორული ნაწარმოები არსებობდეს,
როგორიც ამირანის თქმულებაა და მის პარალელურად მთელი ათასხუთასი წლის
განმავლობაში მწერლობა არ ჩაისახოს და განვითარდეს, შეუძლებელია; ისეთი
მასშტაბის თეატრი არსებობდეს, როგორიც უფლისციხის თეატრია და მის
პარალელურად მწერლობა არ აღმოცენდეს, ეგეც შეუძლებელია.
უსათუოდ იყო დიდი მწერლობა. მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოებები. . .
დაიკარგა მერე ეს თხზულებები. საქართველოს ტერიტორიაზე იმდენი ქარტეხილი
დატრიალდა, იმდენი ცეცხლი აგიზგიზდა, იმდენჯერ გადათელა იგი ათასი ჯურის
მტერმა, რომ ხალხის გენიის შექმნილი შედევრებიც განადგურდა – ზოგი
შემთხვევით, ზოგი გაბოროტებით, ზოგი შეუგნებლობით, ზოგი შურით, და ვინ
იცის. . .
ეს ძეგლიც ხომ შემთხვევით არის აღმოჩენილი და გამომზეურებული. ხომ
შეიძლებოდა (და მოსალოდნელიც უფრო ეს იყო) ეს ძეგლიც განადგურებულიყო,
ზოგი სხვა ძეგლიც და მაშინ ჩვენი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები
,,ვეფხისტყაოსანი იქნებოდა? როგორც ესაა დაუჯერებელი, როგორც არ შეიძლება
ვირწმუნოთ, რომ ,,ვეფხისტყაოსანი პირველი ლიტერატურული ძეგლია და ამით
დაიწყო ქართული მხატვრული ლიტერატურა, ასევე დაუჯერებელია ისიც, თითქოს
,,შუშანიკის წამება პირველი ლიტერატურული ნაწარმოები იყოს და იაკობ ხუცესს
მწერლობაში წინაპრები არ ჰყავდეს.
თხზულების გარჩევა შორს წაგვიყვანს, თორემ შეიძლებოდა დაგვესახელებინა
რამდენიმე ისეთი კომპონენტი რომანისა, რომლებიც მას უკვდავებას ანიჭებენ და,
ასეთი ხანდაზმულობის მიუხედავად, თანამედროვე ნაწარმოების ჟღერადობას
აძლევენ. მისი საოცრად თანამედროვე და საოცრად დინამიური დიალოგი, ფრაზის
ოსტატური ლაკონურობა, გამომსახველ საშუალებათა სიძუნწე, ჩუმი იუმორი. . .

138
ჩვენ რამდენჯერმე რომანი ვუწოდეთ ამ ნაწარმოებს და, მიუხედავად იმისა, რომ
სულ რამდენიმე გვერდს შეიცავს, იგი მართლაც რომანია: გამძაფრებული ოჯახური
დრამა, ძლიერი ადამიანის სულიერი სიმარტოვე და დაპირისპირება ობივატელურ
გარემოსთან, დიდი დრამატიზმი. . .
უფრო მოგვიანო საუკუნეებში ამ თემისათვის არა ერთ გამოჩენილ რომანისტს
მიუმართავს და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი შეუქმნია. იქნებ ჩვენივე ბრალი
იყო, რომ ამ რომანმა მეტი რეზონანსი ვერ მოიპოვა მსოფლიო ლიტერატურაში.
ლიტერატურის ისტორიკოსებსა და თეორიტიკოსებს უყვართ ხოლმე უსათუოდ
რომელიმე ჟანრის მტკიცედ შეკრულ ჩარჩოებში მოაქციონ ნაწარმოები და მერე ამის
მიხედვით წარმართონ მისი გარჩევა და მასზე მსჯელობა.
თავიდანვე ისეთი იარლიყი მიაკერეს ამ რომანს, რომ ამით ერთბაშად მოსპეს,
დააკნინეს და საერთაშორისო ასპარეზზე გატანის პერსპექტივა მოუშალეს.
აგიოგრაფიული ნაწარმოები შეარქვეს, რაც უსათუოდ უსამართლობა და შეცდომა
იყო. არ შეიძლებოდა. ისევე როგორც არ შეიძლება რელიგიური ნაწარმოებები
ვუწოდოთ აღორძინების ეპოქის დიდი მხატვრების უკვდავ ტილოებსა და
ქანდაკებებს. ეს ხომ მართლაც დიდი შეურაცხყოფა და დამცირება იქნებოდა აქ
ნაგულისხმევ უდიდეს ქმნილებათა ავტორებისა! რელიგიური იმ ქმნილებებში
მხოლოდ ფონი თუ ფაბულაა, თორემ ისე გადმოცემულია გამძაფრებული
ადამიანური ვნებათღელვანი, დიდი სიყვარული და დიდი სიძულვილი, სათნოება,
შური, სიკეთე, ჰუმანიზმი, ბოროტება. . . ყველაფერი ის, რაც ადამიანის ცხოვრებასა
სდევს თან.
ასევეა იაკობ ხუცესის რომანიც. აქ მხოლოდ ქარგაა აგიოგრაფიული. . .
აღორძინების დიდ ქმნილებებს რომ შევადარეთ იაკობ ხუცესის თხზულება, განა
მხატვრული ღირსებებით და მნიშვნელობით დავაყენეთ მათ გვერდით. არა. რა
ადგილი უნდა ეჭიროს ამ ნაწარმოებს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, ამისი
გარკვევა დღეს არ არის ჩვენი ამოცანა. ეს სპეციალისტებისა და მომავლის საქმეა.
ყველა ჩვენი მკვლევარი აღნიშნავს ამ თხზულების მაღალ მხატვრულ დონეს,
შენიშნავს, რომ იგი გამოდის აგიოგრაფიული ჟანრის ჩარჩოებიდან. . .
და მიუხედავად ამისა, ყველა ქრესტომათიასა, სახელმძღვანელოსა, დიდ და მცირე
მეცნიერულ გამოკვლევასა თუ ცალკეულ გამოცემაში დღემდე მაინც შეაქვთ, როგორც
აგიოგრაფიული ნაწარმოები! თითქოს გაუმართლებელ თავმდაბლობას ვიჩენთ და
ამით უსამართლოდ ვამცირებთ შესანიშნავ რომანს.

თუ ჩვენ თვითონვე ვიძახებთ, გინდა თუ არა, აგიოგრაფიული ნაწარმოებიაო,


ავტორისთვისაც ,,შედარებით მომზადებული პირის მეტი ვერაფერი ეპითეტი
გამოვიმეტეთ, რაღა გასაკვირია, რომ სხვაც ჩვენს სიტყვებს ენდოს და აღარ
გამოგვედავოს, კამათი აღარ დაგვიწყოს.
ვინც დასავლეთ ევროპის ცალკეული ქვეყნების აგიოგრადიული ჟანრის
ნაწარმოებებს გაეცნობა, თუ ამავე დროს ,,შუშანიკიც აქვს წაკითხული, იგი მაშინვე
დარწმუნდება, რომ იაკობ ხუცესის რომანის მოქცევა ამ ჟანრში, რბილად რომ
ვთქვათ, უსამართლობაა.
ძალიან მარჯვე და სამართლიანი სახელი მოუძებნა ამ და ამავე ჟანრის ზოგ სხვა
თხზულებებს პავლე ინგოროყვამ – ,,ბიოგრაფიულ-ისტორიული მხატვრული
ლიტერატურა. ახლა მაინც გადავიყვანოთ იაკობ ხუცესი და მისი შესანიშნავი რომანი
დიდი მწერლობის პანთეონში, საიდანაც ისინი უფრო ადვილად მოახერხებენ
შესაფერისი ადგილი დაიმკვიდრონ მსოფლიო ლიტერატურაში.

139
როცა ვახტანგ გორგასლის მშენებლობითს მოღვაწეობაზე ვლაპარაკობთ, არ
შეიძლება ცალკე არ გამოვყოთ ჩვენი მშვენიერი დედაქალაქი თბილისი, რომელიც
ხალხს საუკუნეების განმავლობაში ვახტანგის სახელთან დაუკავშირებია.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ძველი ლეგენდა, რომელიც თბილისის დაარსების
ისტორიას მოგვითხრობს.
ვახტანგ მეფე ერთხელ მცხეთიდან სანადიროდ გაემგზავრა. გაიარა დიღმის ველი და
დაბურულ ტყეში შევიდა, სადაც მას ხოხბები ეგულებოდა. აგერ, მწევრებმა
წამოაფრინეს ხოხობი, მას მიმინო დაედევნა, თითქოს დაეწია კიდეც. . . და უცებ
ორივე ფრინველი გაქრა, ვეღარ გაიგეს, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ. ალბათ კარგი
გაწვრთნილი მიმინო იყო და დაენანა მეფეს, ან ცნობისმოყვარეობამ იმძლავრა – ასე
იყო თუ ისე, მხლებლებს უბრძანა, მიმინო დაძებნეთო. ბევრი ძებნა არც
დასჭირვებიათ – იქვე იპოვეს, ცხელ გუბეში ჩაფუფქულიყვნენ მიმინოცა და მისი
მსხვერპლიც. გაუკვირდა მეფესაც და მის ამალასაც მიწიდან მოჩუხჩუხე ცხელი,
ქაფქაფა წყალი. ცოტა იქით წადგეს ფეხი და ისევ წყლის გუბურა, ამჟამად თბილი და
საამური. დაინტერესდა მეფე და კარგად დაათვალიერა ის ადგილი. ბევრგან
აღმოჩნდა მიწიდან ამოჩუხჩუხე თბილი წყაროები. იბანავა და საამური საბანაო
გამოდგა. მოეწონა ვახტანგს აქაურობა და გადაწყვიტა, ქალაქი გაეშენებინა. ააშენა
კიდეც. სახელი ხომ თავიდანვე ჰქონდა შერქმეული – თბილი წყლების ადგილს
თბილისი უწოდა.
ასეთია ლეგენდა. თქვენ იგი ბევრჯერ მოგისმენიათ და გახსოვთ.
მაგრამ ლეგენდას სწორედ იმიტომ ჰქვია ლეგენდა, რომ იგი ზღაპრულია. თუმცა
ზოგი რამ მასში იქნებ სინამდვილესაც ჰგავდეს.
ეს ლეგენდა როგორღა მივიღოთ? აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია?
პირდაპირი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე ძნელია. არ არის ნამდვილი. . . მაგრამ ზოგი
რამ მაინც სინამდვილედ შეიძლება მივიღოთ. ანუ ზოგი რამ მართლაც შეიძლება
ნამდვილი იყოს.
მაგალითად, ის ფაქტი, რომ ვახტანგი ხოხბებზე სანადიროდ დიღმის
მიმართულებით გაემგზავრა და დაბურულ ტყეში შევიდა, სინამდვილესა ჰგავს.
ჰგავს კი არა და, ნამდვილად ასე იქნებოდა. ამ ადგილებში ხშირად დადიოდნენ
ხოლმე სანადიროდ მეფეები და უფლისწულები. კარგი სანადირო ადგილები იყო,
მრავალფეროვანი ფრინველებითა და ნადირით გამოტენილი. ზემოთაც ვახსენეთ,
ფარნაოზ მეფეც ნადირობდა ამ ადგილებში.
სამაგიეროდ, სინამდვილეს არ შეეფერება, თითქოს აქაური წყლები პირველად
ეხილოთ მეფესა და მის მხლებლებს, თითქოს ერთი სახლიც არა მდგარა აქა და,
საერთოდ, აქაურობა სულ უცნობი იყო.
არა. ზემოთაც აღვნიშნეთ, აქ ძალიან დიდი ხნიდან, უხსოვარი დროიდან
დასახლებული ადგილი იყო. ძნელი სათქმელია, მაშინ რა ერქვა ამ დასახლებულ
ადგილს, ჩვენებურად კი ან დაბა ვუწოდოთ ან პატარა ქალაქი. . .
აქვე უხსოვარი დროიდან აშენებული ჰქონდათ დიდი ციხე-სიმაგრე მთაზე,
რომელზედაც ამჟამად ნარიყალას ციხის ნანგრევებსა ვხედავთ.
აქვე სადმე უნდა ვიგულისხმოთ დიდი საბაჟო. საბაჟოს ირგვლივ გაშენებული
ფუნდუკები, სადაც შორიდან მომავალკი ვაჭრები ისვენებდნენ და ღამეს ათევდნენ
ხოლმე. ჩვენ ვიცით, რომ აღმოსავლეთიდან წამოსული დიდი საერთაშორისო
სავაჭრო გზა სწორედ აქ გამოივლიდა და მცხეთაში შევიდოდა. დედაქალაქში
შესვლის წინ, სწორედ ამ ტერიტორიაზე უსათუოდ უნდა ვიგულისხმოთ დიდი
საბაჟო პუნქტი. იქნება კონკრეტულადაც წარმოვიდგინოთ ეს ადგილი. მერმინდელი
140
მეტეხის ტაძრის მიდამოებში, სადაც კლდოვანი ნაპირები მდინარე მტკვრისა ძალიან
მიახლოებულია ერთმანეთთან, ისე როგორც არსად; თითქოს საგანგებოდ ამოყვანილ
ჯებირებში მოექციოთ მდინარე.
ერთი სიტყვით, აქ უხსოვარი დროიდან იყო დაფუძნებული პატარა ქალაქი და ამ
მარტივი მიზეზის გამო მას ვახტანგი ვეღარ აღმოაჩენდა. აი, ეს არ შეეფერება
ლეგენდაში სინამდვილეს. ესე იგი, მთავარი ძარღვი ლეგენდისა სინამდვილე არა
ყოფილა.
და მაინც შეიძლება იგი ნამდვილი იყოს.
ისევ ლეგენდას დავუბრუნდეთ. ნამდვილი შეიძლება აქ იყოს ისიც, რომ ვახტანგს
მიმინოცა და ნანადირევი ხოხობიც თბილ გუბეში ჩაეხრჩო. ეს გუბეები წინათაც ენახა
ვახტანგს, მაგრამ აქამდე შიგ არ ებანავა. ახლაც, დაქანცულს, დასიცხულსა და
მოშიებულს ბანაობა მოუნდა და იბანავა. ძალიან ეამა. თითქოს ერთბაშად მოეხსნა
ტვირთი. სახსრები საამურად დაუამდა, შვება იგრძნო. მერე მიუჯდა
სახელდახელოდ გაშლილ სუფრას, იქვე შემწვარ ცვრიან მწვადებს შეექცა, ჩაციებული
კახური ღვინო დააყოლა, საღამო ხანს სამხრეთის მხრიდან მობერილმა ნიავმა შუბლი
გაუგრილა. ესეც ძალიან ეამა. . .
ახლა კი ფანტაზია მოვიშველიოთ და ლეგენდის ჩარჩოებიდან გამოვიდეთ. ზოგი
ისეთი რამ წარმოვიდგინოთ, რაც ნამდვილად შეიძლებოდა მომხდარიყო და რაც
მერე გამართლებას მისცემს მთელს ლეგენდას.
ზაფხულის დღე ტაატით გადის ხოლმე. სამხარს რომ მორჩა მეფე, ბრძანა, ამაღამ აქ
დავრჩებითო, სამხრეთით წამომართულ მაღალსა და ძალიან ლამაზ მთაზე ბრძანა
კარვის გაშლა. ამ მთას კარგა ხნის შემდეგ დავითის მთა შეარქვეს. ახლა მთაწმინდა
ჰქვია. მთაზე რომ ავიდნენ, დღეს ღამე ეყრებოდა და მდინარეს ლურჯად
ჩამუქებული ცის ფერი დასდებოდა. ეგერ იწყებოდა., ჰე, ლამის დიღმის არეებში და
რუსთავ-ქალაქთან იკარგებოდა. სამხრეთიდან განუწყვეტლივ მოჰქონდა ნიავს
საამური სიგრილე. . .
კარგად რომ დაბნელდა, მეციხოვნეებმა კალას ციხეში ლამპრები აანთეს და შორიდან
ლამაზად აკიაფდა სინათლე. თვალი რომ კარგად შეეჩვია სიბნელეს, საბაჟოს
სინათლეებიც გამოჩნდა. კალას ციხის გაღმა, პირდაპირ, საცა ახლა ისანია
გაშენებული, დაბურულ ტყეს ქუშად ჩაემუქებინა მთელი ის კუთხე, და იმ ადგილას,
სადაც გამოშვერილი კლდფე მდინარეს გადმოყუდებია და სადაც ახლა ვახტანგის
ძეგლი და უფრო მომაღლოდ მეტეხის ტაძარი დგანან, მეფეს მეორე ციხე-სიმაგრე
მოეჩვენა, უფრო გრანდიოზული და უფრო ქუში.
მთვარე ივახშმებდა და ბრჭყვიალა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გუმბათივით
გადმომხობოდა ვეება ტაფობს. და იდგა ეს ტაფობი, როგორც ცის გამჭვირვალე
გუმბათგადმოხურული დიდი სალოცავი. ვახტანგმა დიდხანს ვერ მოსწყვიტა თვალი
ცის სილამაზეს, მერე უცებ რომ დახედა ტაფობს, ერთბაშად ისე მოეჩვენა, თითქოს ცა
ამობრუნებულიყოს და ტაფობს ფსკერზე მოქცეოდეს.
მალევე გაქრა ეს ზმანება და, ახლა ტყეში აქა-იქ სოკოებივით ამოსული სახლებიდან
გამოკრთა სუსტი სინათლეები. ესეც ძალიან ლამაზი იყო.
სოფელს რა ჰქვია? – იკითხა მეფემ.
და მხლებლებს გაუკვირდათ, რადგან მეფემ იცოდა ამ სოფლის სახელი.
თბილისი ერქვა, ალბათ იმ თბილი წყლების გამო.
ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს მტკვარში ვარსკვლავი ჩავარდა და მდინარემ ქვემოთ
გამოაქანაო, რაღაც მოძრავი სინათლე გამოჩნდა და სიმღერის შორეული ხმაც მოისმა.
მეტივეები ტივებს მიაცურებდნენ. მოგვიანებით მთვარე ამობრწყინდა და მისი
141
სხივებით განათებულ ტაფობს, ღამის გრანდიოზულ სიჩუმეში, სულ სხვა იერი და
სილამაზე მიეცა. . .
ვახტანგს იმ ღამეს არ უძინია.
განთიადისას უკვე სხვა სილამაზე ჰქონდა აქაურობას. შავნაბადშემოხვეული მთის
გადაღმიდან ამოწვერილმა დღის დიდმა მნათობმა ჯერ იმ მთას გამოხედა – გაუცინა
და მოუალერსა, რომელზედაც ამჟამად ვახტანგი იდგა. მერე, როცა უფრო ამაღლდა
მტრედისფერ ცაში, დიდ ტაფობს დააფრქვია ოქროს სხივები, რუხი ნისლის
თხელფთილებშემოხვეული მტკვარი მოავარაყა, მდინარის პატარა შენაკადებსაც,
რომელიც თავისი ანკარა და ჩქარი ტალღებით მალე იკარგებოდა დიდ მდინარეში.
და უფრო ქვემოთ, ამ წმინდა მთის ძირშივე ჩამომდინარე ღელეს, რომლის
შესუსტებული ხმაური მეფის ყურამდეც აღწევდა.
სანახაობა იყო მომაჯადოებელი და ვახტანგმა დიდხანს ვერ მოსწყვიტა თვალი.
იმ ხანებში მეფემ გაახშირა ნადირობა. ოღონდ მხლებლებს ის უკვირდათ,
სანადიროდ წაბრძანებული მეფე იშვიათად თუ სტყორცნიდა ისარს. მისი ფიქრები
სხვა რაღაცას დასტიალებდა. უფრო სერიოზულსა და მნიშვნელოვანს. ოღონდ
მხლებლებისათვის ამოუცნობს. რამდენჯერმე საგულდაგულოდ მოიარა ტაფობი.
ცხენს ხშირად შეაჩერებდა, გახედავდა, მუშტრის თვალით დააკვირდებოდა,
წავიდოდა და ისევ მობრუნდებოდა.
ახლო-მახლო მთებზე შეფენილი სოფლებიც მოიარა – ტაბახმელა, წავკისი, კოჯორი,
წყნეთი . . . იქაურ გლეხებს გაესაუბრა.
და მხლებლებისთვისაც მაშინ აეხადა მეფის იდუმალ ფიქრებს ფარდა, როცა
რამდენიმე ხნის შემდეგ სამეფო საბჭოზე ბრძანა: კალის ციხის მიდამოებში ქალაქი
უნდა დავაფუძნოთ და ის იქნება ჩვენი სატახტო ქალაქი. ახლავე გაემგზავროს
მცხეთის მთავარი ხუროთმოძღვარი და თავისი აზრი მოგვახსენოს! ალბათ ვადაც
მისცა.
აქვე შევნიშნავთ, რომ ვახტანგს ამ გეგმის განხორციელება არ დასცალდა. მისმა
მემკვიდრემ შეასრულა მამის ანდერძი.
ასეთი შეიძლება იყოს ამ ძალიან გავრცელებული ლეგენდის ზღაპრული მხარე და
სინამდვილე. ასე დაარსდა ჩვენი ლამაზი დედაქალაქი. ჩვენი ხალხის დედაცა და
შვილიც, მისი გამოულეველი ტკივილიცა და სიხარულიც, გაუნელებელი
სიყვარულიცა და მუდმივი საზრუნავიც, პატარძალივით მორთული, უბერებელი,
დედის ღიმილივით ტკბილი და საყვარელი ადამიანივით მღელვარე თბილის.
ყოველი დიდი აზრის, დიდი იდეის, წამოწყების, ოცნების, სიკეთის წყარო. ერის
ბურჯი, ძალა და სინდისი.
გამოჩენილი ფრანგი მწერალი ანდრე მორუა წერს პარიზის შესახე, ეს მარტო
სატახტო ქალაქი კი არ არის საფრანგეთისა, არამედ უფრო მეტი – იგი ტვინია
მთელი დიდი სხეულისაო. ეს სიტყვები ჩვენს შეგვიძლია გავიმეოროთ თბილსის
შესახებ. ფრანგი მწერალი იქვე დასძენს, ეს სულაც არ ნიშნავს თითქოს საფრანგეთის
პროვინციებში გამოჩენილი ხალხი არ მოღვაწეობდესო. და ეს სიტყვებიც შეგვიძლია
გავიმეოროთ.
ქალაქს თანდათანობით მიეცა თავისი სახე, თავისი განუმეორებელი კოლორიტი.
უბნებად დაიყო, ქუჩებად დაისერა, და ეს ქუჩები საქართველოს თითქმის ყველა
ლამაზი სოფლისა და ქალაქის სახელით მოინათლა.

142
რამდენი დედა-ქალაქია ქვეყნად, რამდენჯერაც არ უნდა მოინახულო, თავს ვერ
დაგახსომებს, ვერ მოგანატრებს, თავის ეშხსა და გემოს ვერ გამოიტანს. ისეთი
დედაქალაქებიც არის, ერთი ნახვით რომ შეიყვარებ, თავიდან და გულიდან ვერ
ამოშლი, სატრფოს თვალებივით რომ მუდამ თან გახლავს, შეუცნობელი სიხარულით
გავსებს, თავისი სპეციფიკური სურნელით სულს გიბრუნებს. სულ ცოტა ხნითაც რომ
მოინახულო, თავისი ცხოვრებით გაცხოვრებს. . . ამ დედაქალაქთა რიცხვს ეკუთვნის
ჩვენი თბილისი.
გარდა ზღაპრული ლამაზი მდებარეობისა და მომხიბლავი ბუნებისა, კიდევ რამ
გადააწყვეტინა ვახტანგ გორგასალს საქართველოს დედაქალაქი მცხეთიდან
თბილისში გადმოეტანა?
დანამდვილებით ძნელი სათქმელია. ალბათ სამხედრო-სტრატეგიულმა
მოსაზრებებმა. ირანთან მოახლოებული ბრძოლების დროს მტერი თბილისის ციხის
აღებას თუ მოახერხებდა, ისე გამაგრდებოდა იქ, რომ მერე მეტისმეტად
გაძნელდებოდა მასთან ბრძოლა, იმისი იქიდან გამოდევნა და, ამდენად
საქართველოს ტერიტორიიდან განდევნა.

4.

ახლა კი ჩვენს ამბავს მივჰყვეთ.


სპარსეთიდან დაბრუნებულ მეფეს, ეტყობა, უსიამოვნო ამბები დახვდა
საქართველოში. მტრულად განწყობილ ფეოდალებს კვლავ აუწყვეტიათ და თავს
გასულან, და ირანსაც მაგრად მოუკიდებია ფეხი საქართველოში,
ცეცხლთაყვანისმცემლობას უკვე აშკარად და აქტიურად ქადაგებენ. ამიტომაც
აიძულეს, თუ დაარწმუნეს ალბად ქართლის მეფე, აღმოსავლეთის ექსპედიციებში
წასულიყო.
საგულისხმოა, რომ სწორედ ამ წლებში მოხდა შუშანიკის წამება, რამაც იმაზე
მეტი გამოხმაურება ჰპოვა საქართველოშიაც და მეზობელ სომხეთშიაც, ვიდრე ეს
თითქოს მოსალოდნელი იყო.
ვახტანგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ირანთან დიდი კონფლიქტი
გარდაუვალი იყო და თადარიგი დაიჭირა. ციხე-სიმაგრეებს დაუწყო კეთება და
აშენება, ტაძრებიც გაამრავლა, რადგან ირანი სწორედ სარწმუნოების გზით უტევდა
და დიდ დამპყრობლურ-პოლიტიკურ გეგმებს რელიგიის სამოსელში ახვევდა.
ალბათ თბილისის შენება-გამაგრებაც იმიტომ დააჩქარა. მაგრამ როგორც უკვე
აღინიშნა, ვერ მოასწრო.
ვახტანგის ბიოგრაფი არას ამბობს, სხვა ორიგინალური საისტორიო წყაროებიც
სდუმან, მაგრამ ჩვენი თანამედროვე მეცნიერები უცხოელ, განსაკუთრებით კი ძველ
სომეხ მემატიანეთა ცნობებზე დამყარებით ვარაუდობენ, რომ ვახტანგს აჯანყება
მოუწყვია ირანის წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, მან შეარჩია ხელსაყრელი დრო, როცა ირანიც მოუცლელი იყო –
ჯარის დიდი ნაწილი აღმოსავლეთში ჰყავდა დაბანდებული, ამიერკავკასიის
ქვეყნებშიაც ირანის საწინააღმდეგო მოძრაობა უკიდურესად დაძაბულიყო და
ქართლის მეფემ გადაწყვიტა, ესარგებლა, საქართველოს ისტორიული მტერი
ერთხელ და სამუდამოდ განედევნა ქვეყნიდან.
დაიწყო იმით, რომ გამდგარ ფეოდალებს გაუსწორდა. მოაკვლევინა, მაგალითად,
გადაგვარებული პიტიახში ვარსქენი, შუშანიკის ქმარი. უნდა ვიგულისხმოთ, რომ

143
სხვა გამდგარ ფეოდალებსაც ასევე გაუსწორდებოდა, თუმცა კონკრეტული ცნობები
ამის შესახებ არ შემონახულა.
მხოლოდ ამ წინასწარი ღონისძიების გატარების შემდეგ დაიწყო აჯანყება.
პირველ ხანებში კარგად წავიდა აჯანყებულთა საქმე – სწორედ ისე, როგორც
წინასწარ ჰქონდა ნავარაუდევი მეფეს. ქართლში მდგარი ირანის ჯარის ნაწილები
განდევნეს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავდა, აჯანყების წარმატებით
დაგვირგვინებაზე ლაპარაკი მეტისმეტად ნაადრევი იყო. ომის ყველაზე მძიმე
პერიოდი ახლა იწყებოდა, როცა მტერი გონს მოვიდოდა და მთავარ ძალას
დასძრავდა.
ეს, რაღა თქმა უნდა, ვახტანგმაც კარგად იცოდა, ყველაფერი
გათვალისწინებული ჰქონდა.
წინასწარი მოლაპარაკების მიხედვით, სწორედ ამ დროს უნდა მოშველებოდა
მას მეზობელი სომხეთის მხედრობა, აგრეთვე ალბანეთის ჯარის ნაწილები და, რაც
ყველაზე მთავარია, ჩრდილოეთიდან ჰუნების რაზმები, რომლებიც შეპირებული
იყვნენ, ნიშნის მიცემისთანავე დაიძვრებოდნენ. ეს სავსებით საკმარისი იყო იმ
ვითარებაში ირანის დასამარცხებლად. ვახტანგს ყოველი შემთხვევისთვის,
ბიზანტიის კეისრის იმედიც ჰქონდა, რადგან ტკბილი ნათესაური ურთიერთობის
გარდა, ირანის დამარცხება არანაკლებ, და უფრო მეტადაც, სასურველი იყო
ბიზანტიისათვის.
მაგრამ როცა გადამწყვეტი მომენტი დადგა, ჰუნებმა დაიგვიანეს სომხეთის
მხედრობამ ყოყმანი დაიწყო, ვაითუ ჰუნები სულაც არ მოგეშველონ და ჩვენ მარტო
ვერას დავაკლებთ ძლიერ მტერს, ტყუილ-უბრალოდ ხალხი გაგვეჟლიტებაო.
აშკარად ეტყობოდა, სომხეთის მხედრობაში ძლიერი ჯაშუშების ქსელი ჰქონდა
ირანს. ბიზანტიამაც ვერ მოახერხა მაშველი ჯარის გამოგზავნა. ასე რომ, ვახტანგი
თავისი მცირერიცხოვანი ლაშქრით სპარსთა ორი დიდი არმიის პირისპირ აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, მაინც ჰქონდა იმედი. თუკი სომხები, გამოცდილი სარდლის ვაჰან
მამიკონიანის ხელმძღვანელობით დაეხმარებოდნენ, როგორმე სძლევდა სძლევდა
მტრის მრავალრიცხოვან ლაშქარს.
კვლავ გაიმართა მოლაპარაკება სომხებთან. მამიკონიანი თავად ჭკვიანი და
კარგი ვაჟკაცი იყო, კარგად ჰქონდა შეგნებული მდგომარეობის მდგომარეობის
სერიოზულობა, მაგრამ გრძნობდა, რომ საკუთარ არმიაში მოღალატეები
მომრავლებოდნენ, და უჭირდა გამოსვლა. მისი პირობა ასეთი იყო – თუ ჰუნები
გამოვლენ, მეც მზადა ვარ, მაშინვე მოგეშველოთო. ჰუნები კი არა და არა ჩანდნენ.
საბოლოოდ მაინც დაიყოლია ქართლის მეფემ სომხების სარდალი.
გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა მტკვრის ნაპირას, ჭარმანაინის ველზე ( დღეს ეს
სახელწოდება აღარ შერჩენია ამ ადგილს. ჩვენი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ
გარდაბნის მახლობლად გაიმართა ბრძოლა). და მოხდა ის, რისი შიშიც ჰქონდა
სომხების სარდალს: ჯარში მოღალატეებმა იმძლავრეს, პანიკა შექმნეს და სომხეთის
ლაშქარი გაიქცა. ბრძოლა ქართველებისა და სომხების შეერთებულმა ლაშქარმა
წააგო. ირანმა კვლავ მოიკიდა ფეხი ქართლში.
ამ აჯანყებას ერთგვარად სასურველი გავლენა მაინც მოუხდენია. ირანელებს
ნაწილობრივ უკან დაუხევიათ და უფრო ლმობიერ და ლოიალურ პოლიტიკას
დასდგომიან.
საბოლოოდ კი ირანთან ურთიერთობა მაინც გამწვავებული დარჩა. ირანი
რჩებოდა ჩვენი ხალხის ყველაზე საშინელ და ბოროტ მტრად. და
ცალკეული ბრძოლებიც ირანთან ჟამიდან ჟამად მაინც ჰქონდა ჩვენს ხალხს.
144
სწორედ ერთი ასეთი შეტაკების მსხვერპლი გახდა სამოც წელს მიღწეული,
ჯერ კიდევ ენერგიით აღსავსე მეფე ქართლისა. მოგიყვებით ამ ეპიზოდს.
ამითვე მთავრდება ჯუანშერის ვრცელი მოთხრობა ვახტანგ გორგასლის
ცხოვრებისა და მოღვაწეობაზე.
ირანის შაჰმა მოციქული გამოუგზავნა ქართლის მეფეს და შემოუთვალა,
ბერძნებზე გალაშქრებას ვაპირებ, შენი ლაშქარი მოგვაშველე და შენ თვითონ
ისარდლეო. თანაც ასული სთხოვა ვახტანგს, ცოლად მომათხოვე, « რათა ვიყო მე
ვითარცა ერთი შვილი შენთაგანიო. როგორცა ჩანს ხარკიც მოითხოვა
ქართველებისაგან. ჯუანშერი იქვე დასძენს, ვახტანგი ამ დროს აშენებდა ქალაქსა
ტფილისისასა და საფუძველი ოდენ დაედვაო ვახტანგმა რომ დანაბარები მოისმინა,
თქვა ეს იგივეა, კაცს უთხრა, მახვილი გამილესე, გულში უნდა გაგიყაროო!
მართლაც ასე იყო: დაამარცხებდა თუ არა ბიზანტიას, ირანი მეორე დღესვე
შეუდგებოდა ამიერკავკასიის სრულ მოსპობას და ეს საქმე მაშინ გაადვილებულიც
იქნებოდა.
ეს ცხადზე უცხადესი იყო, და ამიტომაც ბევრს არც კი დაფიქრებულა, ისე
დააბარა მოციქულს: შენს მეფეს გადაეცი, ჯერ ჩვენთან საბრძოლველად მოემზადოს
და მერე გაემართოს საბერძნეთისკენო.
ასე მოხდა ირანის ლაშქარი საქართველოსკენ დაიძრა ვახტანგმა წინასწარ
გააფრთხილა ხალხი ვინც ბრძოლის შემძლებელი არ იყო მთებსა და ტყეებში
გახიზნულიყნენ.
შემოესია ირანის უთვალავი მხედრობა კახეთს. შემუსრეს კამბეჩოვანი, ჭერმისციხე,
ველისციხე და იორს რომ მოადგნენ, დაიბანაკეს. ვახტანგსაც საკმაოდ
მრავალრიცხოვანი ლაშქარი შეეკრიბა. ოღონდ, ჯუავშერის გადმოცემით,
რიცხობრივი შეფარდება ამ ორი ლაშქრისა აშკარად სპარსელებისათვის იყო
ხელსაყრელი: შვიდას ორმოცი ათასი სპარსი და ორას ორმოცი ათასი ქართველი.
შეება ორი ლაშქარი იორთან ერთმანეთს და შამი დღის განმავლობაში
სისხლისმღვრელი ბრძოლები იყო, « დაეცემოდა ორთავე შპათაგან ურიცხვი
.
ვახტანგი გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადა. მას კარგად ჰქონდა
შეგნებული, რომ ამ ომის ბედზე მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული
საქართველოს მომავალი ბედიღბალი. ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილობდა და
ფხიზლობდა.
რამდენი შემთხვევა ვიცით ომების ისტორიიდან, როცა მხედართმთავარი
მშვილდივით მოზიდულ ფრაზას მოჰფენს ლაშქარს, და ეს ფრაზა, როგორც
მგზნებარე მოწოდება აღაფრთოვანებს მებრძოლს, შეუძლებელს გააკეთებინებს.
თქვენ ალბათ გახსოვთ, როგორი სიტყვით მიმართა თავის მხედრობას
პართელებთან გადამწყვეტი ომის წინ ფარსმან პირველმა...
გადამწყვეტი შეტევის წინა ღამეს სწორედ ასეთი მოწოდებით მიმართა
ვახტანგმა თავის ლაშქარს.
ოღონდ ვახტანგის მოწოდება უფრო კონკრეტულად იყო ჩამოყალიბებული იმ
სახიფათო ვითარებისდა შესაბამისად, რაც ერთბაშად შეიქმნა საქართველოში
სპარსელების მრავალრიცხოვანი ლაშქრის მოულოდნელად შემოჭრით.
ვახტანგ გორგასალმა მოუწოდა ლაშქარს, რათა ყოველ ჯარისკაცს...
მაგრამ სიტყვა-სიტყვით მოვიტანოთ იგი ჯუანშერის მოთხრობიდან:

145
«ყოველი კაცი, რომელი დარჩეს სიკუდილისაგან და მტერთა ჩუენთაგანისა
თავი ანუ ხელი არა გამოიტანოს, ჩუენ მიერ მოკუედინ იგი.
ამ სიტყვებით ვახტანგმა თავის ლაშქარს აგრძნობინა მთელი სერიოზულობა
მდგომარეობისა.
და მაგალითი თვითონვე მისცა.
განთიადის ბინდ-ბუნდში თავისი პატარა რაზმით პირველი შეიჭრა ლომივით
მტრის ბუნაგში, შაჰის კარავი შეარღვია და შევარდა. შაჰმა ალბათ ადრევე შეავლო
თვალი და ცხენზე შეჯდომა მოასწრო. ვახტანგი მის შვილს ბარტომს მივარდა და
თავი წააცალა.
მაგრამ ამ საბედისწერო წუთში, «მუნ შინა სპარსმან ვინმე სცა ისარი მკერდსა
ვახტანგისსა, და იყო ბრძოლა ვიდრე შუადღემდე.
ეტყობა, დიდხანს ვერ გაიგეს ვახტანგის დაჭრა ვერც მტერმა და ვერც
შინაურებმა, რადგან ქართველთა მეფე სისხლისაგან იცლებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა,
ბრძოლას მაინც აგრძელებდა. იცოდა, რომ მისი დაჭრის გამხელა ჯარზე
მომაკვდინებლად იმოქმედებდა, მტერს კი აღაფრთოვანებდა.

ის ბრძოლა ვახტანგის გამარჯვებით დამთავრდა. მტრის დამარცხებული


ლაშქარი იქიდან აიყარა და რუსთავში ჩადგა.
მეფე სისხლისაგან იცლებოდა. ბრძოლაგადახდილმა ახლობლებმა ახლაღა
შენიშნეს და მისცვივდნენ. უჯარმაში წაიყვანეს. ვახტანგმა სპასალარს უბრძანა,
ჯარში არეულობა არ შეეტანათ და ადგილიდან ფეხი არ მოეცვალათ.
სპარსელებს ჯაშუშები გამოულევად ჰყავდათ, ხელად გაიგეს მეფის დაჭრის
ამბავი. ისიც გაიგეს, რომ ჭრილობა მძიმე იყო და ვახტანგს საამქვეყნო პირი არ
უჩანდა. ისარს ფილტვიც შეეხია. გული მოიცეს, უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბეს
და მთელს ქართლს მოედვნენ. მოაოხრეს თბილისი, მცხეთის შემოგარენი – (შიგ
დედაქალაქში ვერ შეაღწიეს)...
სიკვდილის მოახლოვება რომ იგრძნო, ვახტანგმა ახლობლებს მოუხმო და
ანდერძი დაუტოვა: ქრისტეს რჯული გწამდეთ და «და ეძიებდეთ ქრისტესთვის
სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა
(ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, ქრისტეს რჯულის დასაცავად ბრძოლა მამულისთვის
ბრძოლასთან იყო გაიგივებული), ნუ შეურაცხობთ მამულს ჩვენსას და «სიყვარულსა
ბერძენთასა ნუ დაუტეობთ. იგი გრძნობდა, რომ ყველაზე ბოროტი და საშიში მტერი
ქართლისთვის ირანი იყო. და ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მას ძლიერი მოკავშირე
სჭირდებოდა; ასეთი, როგორც იმ დროს საბერძნეთი იყო. მერე შვილებს გაუნაწილა
სამეფო. დაჩის ქართლის სამეფოს გვირგვინი მიუბოძა. ცოლ-შვილი მეგობრებს
ჩააბარა და სული განუტევა.
ზემოთ ჩვენ მემატიანის სიტყვები მოვიტანეთ: «მუნ შინა სპარსმან ვინმე სცა
ისარი მკერდსა ვახტანგისსა... ათას ხუთასი წლის წინათ გარდაცვლილ ადამიანზე
სინანულს იშვიათად გამოთქვამენ ხოლმე. დროს თავისი გააქვს... მაგრამ მაინც უნდა
გამოვთქვათ სინანული.
ნეტა მართლა მტრის გამოსროლილ ისარს მოეკლა გორგასალი! მაშინ
თვითონაც დამშვიდებით დალევდა სულს!
ზემოთაც ითქვა, ჯუანშერის მოთხრობილ ბიოგრაფიაში ბევრი რამ არის
შელამაზებული. მტრის ისარს არ მოუკლავს ქართველების სასიქადულო
მხედართმთავარი, იგი ღალატით მოკლეს. ფეოდალების ღალატმა იმსხვერპლა.

146
თავისივე მონას მოაკვლევინეს, რომელმაც იცოდა, სადა ჰქონდა გარღვეული რკინის
პერანგი მეფეს...
«ხოლო მოიკლა იგი სპარსთა ბრძოლასა შინა მონაყოფილისაგან მისისა,
რამეთუ იცოდა განახევი ჯაჭვისაი ღლიასა ქუეშე; და აღიპყრა რა ხმალი თვისი, რათა
სცეს კაცსა სპარსთაგანსა, მონამან მან ბოროტმან ჰკრა ისარი ღლიასა ქუეშე და მით
მოკლა... გადმოგვცემს ერთი ისტორიული ცნობა.
ჩვენ შეგვიძლია მუხლიც მოვიყაროთ შესანიშნავი ქართველი მოღვაწისა და
მხედარმთავრის წინაშე. სვეტიცხოვლის ტაძარში რომ შეხვალთ, ადვილად მიაგნებთ
მის საფლავს – ძველებურად გამოჭრილ გრძელ საფლავის ლოდს და ზედ
გამოკვეთილ მახვილს გორგასლისას.
სადად და გემოვნებით არის ეს საფლავი მოწყობილი. ისე როგორც
ჭეშმარიტად დიდ მოღვაწეს შეეფერება.
ეს ახლა გაკეთდა, ჩვენს დროში.
გადმოცემით, ძველად დიდ საფლავის ქვაზე გორგასალის სხეულის
გამოსახულებაც ყოფილა. მემატიანე წერს:
და საფლავსა მისსა ზედა წერილ არს ხატი მისი, სწორი ასაკისა მისისა. (ასაკი ამ
კონტექსტში სხეულის მოყვანილობას ნიშნავს).
მერე მოიშალა და დაიკარგა ეს ქვა.
იმავე გადმოცემით, გორგასლის აბჯარი და აღჭურვილობაც დიდხანს
ინახებოდა და ამ აბჯრითაც ადვილად წარმოიდგენდი მის ახოვანებასა და
დევგმირულ ძალას. თაობიდან თაობას სასოებით გადასცემდნენ ამ აბჯარს, როგორც
ძვირფას რელიკვიას.
მერე ესეც დაიკარგა – ჟამთა სიავემ იმსხვერპლა...
მაგრამ მადლიერ მშრომელ ხალხს გულში შემორჩა მისი სახელი და საგმირო
საქმენი, და თაობიდან თაობას გადასცემდნენ ხოლმე მის სიყვარულს. ამისი წაშლა
უკვე აღარ შეეძლო ჟამთა სიავესა და დროის დაუნდობელ ქარტეხილებს. ათას
ხუთასი წლის შემდეგაც ყველა ქართველის ოჯახში პატარები ტიტინს ამ ცასავით
წკრიალა სტრიქონებით იწყებენ:

ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,


ციდან შემოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შესდგა,
მაღალ მთებმა იწყეს დრეკა.
თავი მეათე.
თავი X
1
მამისავით დიდი მასშტაბის მოღვაწე არ ყოფილა დაჩი, მაგრამ მამის
დაწყებული საქმე ბევრი დარჩა დასასრულებელი და მაინც კარგად გაართვა თავი. ამ
საქმითაგან მთავარი მაინც თბილისის მშენებლობის დამთავრება და მცხეთიდან
დედა-ქალაქის გადატანა იყო. მემატიანე ძუნწად გვაუწყებს ამას:

განასრულნა ზღუდენი თბილისისანი, და, ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა


სახლად სამეუფეოდ
. ესე იგი მას დაუტანა სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისს. თბილისი სატახტო
ქალაქად იქცა, მცხეთაში კათალიკოსის სამყოფელი დარჩა.

147
თუ გავითვალისწინებთ, რა მდგომარეობა იყო შექმნილი ქვეყანაში
სპარსელების ბოლო შემოსევის შემდეგ, ძნელი მისახვედრი აღარ უნდა იყოს,
როგორი სიძნელეების გადალახვა მოუხდებოდა ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრეს.
ახლა ისიც გავითვალისწინოდ, მეფის ვერაგულად მოკვლის შემდეგ როგორ
გააქტიურდებოდა ოპოზიცია - გამდგარი ფეოდალები - რომლებიც სამეფო კარის
ყოველ დიდ წამოწყებას ხელს უშლიდნენ და რომელთა სინდისი, ეჭვი არ არის,
სახელოვანი მეფის სისხლით იყო შებღალული.
მაშ, როგორღა გაართვა თავი ახალგაზრდა მეფემ ამოდენა საქმეს?
რამდენიმე ერეთგული ერისთავის დახმარებით. და, რაც მთავარია, მშრომელი
ხალხის აქტიურიდა ენერგიული მხარდაჭერით, ხალხის უშუალო მონაწილეობით,
რომელიც არასოდეს არ მოტყუვდება და რომელსაც ყოველთვის სწორი
სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მხარე უჭირავს.
ჩვენი ხალხის დაუშრეტელმა ენერგიამ და შრომისმოყვარეობამ კიდევ
ერთხელ მოახდინა სასწაული, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი შემოქმედებითი
ნიჭი, სულიერი სიმტკიცე და შინაგანი რწმენა ამოუწურავი იყო.
ჩვენ ხომ ამავე მემატიანეს გადმოცემით ვიცით: როცა პირველ შეტაკებაში
დამარცხებულმა და შემცბარმა სპარსელებმა გაიგეს, როგორ,
დამძიმდა ვახტანგ წყლულებისაგან, გული მოიცეს და ერთიანად
მოაოხრეს ტფილისი და არმაზი ქართლი...
ასეთ ვითარებაში არც გასაკვირი იქნებოდა და არც დასაძრახი, დროებით მაინც
გადაედოთ დაწყებული საქმე, მაგრამ დაჩიმ ასე არ ისურვა და ხალხიც მხარში
ამოიუდგა. აქედანაც ჩანს, რომ დედაქალაქის თბილისში გადატანა უბრალო კაპრიზი
და ახირება არ ყოფილა, არამედ დიდი სამხედრო-სტრადეგიული,
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა; და სწორედ სპარსელების შემოსევების
უფრო ადსვილად მოსაგერიებლად, რაც ბახტანგის სიკვდილის შემდეგ,
იგულისხმება, კიდევ უფრო გახშირდებოდა, ალბათ საჭირო იყო გაემაგრებინათ
თბილისის ზღუდეები და დედაქალაქიც იქ გადეტანათ.
ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ, რა გაცხოველებული მუშაობა იქნებოდა
თბილისის მშენებლობაზე. ეს ალბად ჭეშმარიტად საერთო-სახალხო საქმე იყო,
რაშიაც აქტიურად მონაწილეობდნენ არა მარტო ახლო მდებარე სოფლები,
რომელთათვის თბილისის მოახლოება საამაყო იყო და, ამდენად, თავისგამოდებაც
მართებდათ, არამედ ქართლის სამეფოს თითქმის ყველა ქალაქი და სოფელი.
ცალკეულ საერისთაოებს პირდაპირ სეწერეილი ექნებოდათ საშენი მასალაც,
მუშახელიც, გამწევი ძალაც...
საინერესო იქნებოდა ამ გრანდიზოზული სურათის გაცოცხლება.
განუწყვეტელ ნაკადად მოედინება ურმები ქართლის ყოველი კუთხიდან,
მაოაქვთ და მოაქვთ აგური, ქვიშა,კირი,ქვა... მეურმეები ვეღარ ასდიან მშენებლობებს.
მცხეთის, რუსთავის, კასპის ხელოსნები სულ აქ გადმობარგებულან - ხუროები,
კალატოზები, ქვითხუროები...
დამხმარე მუშები მეზობელ სოფლებიდან ჩამოკრეფილან - წყნეთელები,
წავკელები, დიღმელები, ტაბახმელები...
შორეული სოფლებიდან მოსულებსაც ბევრს ნახან - წილკნელებს,
საფურცლელებს, ხერკელებს, მუხრანელებს...
დღე და ღამე გასწორებული აქვთ, აშენებენ, კედლები ამოჰყავთ, მცხეთური
წითელი კრამიტით ხურავენ, აივნებისათვის საგულდაგულოდ გამოჰყაქვთ ლამაზი

148
ჩუქურთმები... მართალია, საშური საქმეა, მაგრამ თაბისი პეწი და ლაზათიხომ უნდა
ჰქონდეს საქართველოსდედაქალაქს, თავისი ანუმეორებბელი სახე და სილამაზე!
მცხეთის მთავარი ხუროთმოძღვარი ერთავად აქ ტრიალებს. ერტი უბნიდან
მეორე უბანში გადადის, ყოველი მხრიდან შეავლებსთვალსშენობას, შორიდან
გამოხედავს, საერთო ანსამბლში ჩადგმულს წარმოიდგენს, ადგილმდებარეობას
უფარდებს... და აღფრთოვანებას ვერ მალავს - რა დიდებულად შეურჩევია სახელოვან
მე ეს ადგილი საქართველოს დედაქალაქისათვის... ოსტატი ოსტატს ეჯიბრება,
მშენებელი - მშენებელს...
და დაუჯერებელი სისწრაფით წარმოიმართება ხოლმე ლამაზი საცხოვრებელი
სახლები, სავაჭროები, აბანოები...

გრანდიოზული მშენებლობაა, ჭეშმარიტათ საერთო-სახალხო...


იმიტომაც ერთბაშად გაითქვა სახელი საქართველოს დედაქალაქმა.
როცა რამდენიმე ხნის შემდეგ მტერმა პირველად აიღო ეს ქალაქი, ერთმა
ძველმა ისტორიკოსმა ასე დაახასიათა იგო: აიღეს ნებიერი, ვაჭრობით განთქმული,
სახელოვანი დიდი ქალაქი თბილისიო.
ხედავთ, რა მალე გაუთქვამს სახელი ქართლის დედაქალაქს! აქედან კი
შეგვიძლია დავასკვნათ, როგორი ტემპითა და მასშტაბით უშენებიათ იგი დაჩის
დროს.

მოქცევაი ქართლისაი
ხატოვნად და დიდი ექსპერიმენტულობით გადმოგვცემს თბილისის ზრდას:
...მეფობდა დაჩი და კათალიკოზი იყო სამოელ. ამისსქა ზე ქალაქსა თბილისს კაცნი
დასხდეს და მარიამ წმინდასა ეკლესიაი...
მაშინ მცხეთაი ათხელდებოიდა და თბილისი ეშენებოდა, არმაზი შემცირდებოდა და
კალაი განდიდდებოდა...

რაკი სატახტო ქალაქი გადმოიტანეს, რაღა თქმა უნდა, სამეეფო კარს უბრალო
ხა;ლხიც ბევრი გადმოჰყვებოდა. და მადენად მცხეთაში, რომ ელიც ახალ
კათალიკოსისსამყოფლად იქცა, მოსახლეობა შეთხელდებოდდა.
მაგრამ ზემოთ მახსენები მტრის პირველი დიდი შემოსება შეეხება უფრო
მოგვიანო პერიოდს. სახელდობრ, მეშვიდე საუკუნის დასაწყისს. და ის მტერიც სხვა
იყო, სპარსელები არ ყოფილან.
მანამდე კი, ვახტანგ გორგასალის გარდაცვალების შემდეგ ირანი სულის
ამოთქმის საშუალებას აღარ აძლევდა საქართველოს. საეკლესიო მატიანე
გადმოგვცემს:
შემდგომად მისა (იგულისხმება ვახტანგ გორგასალისა) მოიწივნეს სპარსთაგან
ქართველთა ზედა დიდნი ჭირნი

ჭირი მართლაც დიდი იყო.


ისე გათავხედდნენ სპარსელები, რომ ქართველებს ლამის მიცვალებულების
თავიაანთი ჭესით დამარხვა აუკრძალეს. სპარსეთის შაჰმა კავადმა იბერიაში
ცეცხლთაყვანისმცემლობის აღდგენა გადაწყვიტა, ბრძანა მოგვობის ყველა წესი
მტიცედ დაეცვათ, და, სხვათა შორის მიცვალებულები მიწაში არ დაემარხათ.
ეს კი უკვე მეტიმეტი იყო. უძველესი კულტურის ხალხს ეუბნებოდნენ,
მიცვალებულებს მიწაშიკ ნუ დამარხავ - ძაღლებს გადაუგდეო! რაღა თქმა უნდა

149
თავისუფლების მოყვარე ხალხი ამას ვერ მოითმენდა და როგორც მოსალოდნელი
იყო, აჯანყებები გახშირდა. ხან სტიქიური იქნებოდა ეს აჯანყებები, ხან წინასწარ
მომზადებული თვითონ სამეფო კარის მიერ.

განსაკუთრეწბით შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწევია სპარსელებისათვის


გურგენ მეფეს. აჯანყება მოუწყვია. წინასწარ საიდუმლო მოლაპარაკება გაუმართავს
ბიზანტიის კეისართან და კეისარსაც სამხედრო დახმარება აღუთქვამს; ირანის
წინააღმდეგ ყოველი ასეთი გამოსვლა ხომ მისთვის იყო ხელსაყრელი.
მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, როცა ქართველებმა აჯანყება დაიწყეს და
გულდამშვიდებულები ბიზანტიის მაშველ ჯარს ელოდნენ, კეისარმა იუსტინემ
გასტეხა თავისი
ვაშკაცური სიტყვა და ჯარი აღარ მიაშველა ქართველთა მეფეს, სამხედრო
დახმარებაზე უარი თქვა და მორიალური დახმარება აღმოუჩინა; მეფე და მისი ჯარი
თავის სახელმწიფოში შეიფარა. მრავალრიცხოვანი სპარსელების წინააღმდეგ
ბრძოლაში დამარცხებულმა გურგენმა ჯერ ლაზიკას, ხოლო შემდეგ ბიზანტიას
შეაფარა თავი და იქვე დარჩა მთელი ოჯახით. მისი შვილები შერმდგომ ბიზანტიის
გამოჩენილი სარდლები გახდნენ. ჯარიკაცი და სარდალი სწორედ თავის ქვეყანას
სჭირდებოდა, ისინი კი იძულებულნი შექმნენ სხვის სამსახურში ჩამდგარიყვნენ!
ბედის დაცინვაა!
ასეთი მწარე ბედი შემდეგაც ბევრჯელ რგებიათ ჩვენი ქვეყნის შვილებსაც
თავისთავად იგულისხმება, რომ მეფის ოჯახთან ერთად უცხოეთში ბევრი ქართველი
დიდებულის ოჯახი გადაიხვეწებოდა და იქვე ჩარჩებოდა, თანდათან
გადაგვარდებოდა, თავის ქვეყანსა აღარაფერში გამოადგებოდა...
გამოხდა მცირე ხანი და მტერმა მოახერხა ქართლში მეფობის გაუქმება. ამით
უფრო კიდევ გაიადვილა თავისი გავლენის გავრცელება და გაფართოება (ამას წინ
უსწრებდა მეფობის გაუქმება სომხეთსა და ალბანეთში). დაპყრობილ ქვეყანაში თავის
მმართველები, ანუ მარზაპნები დანიშნა. ქალაქებში ჯარი ნაწილები ჩააყენა...
მემატიანე გადმოგვცემს:
ვითარცა მეფობაი დაესრულა ქართლსა შინა, სპარსნი განძლიერდესა... ქართლი
უმეტესად დაიპყრესდა კავკასიანთა შევიდეს და კარნი ოვსეთისანი აიგნეს და ერთი
დიდი კარი ოვსეთისავე და ორნი დეალეთის დაერთი პარჭუნს დორძოკეთისადა იგი
მთიულნი გომარდად დადგინეს და სხუაი ვინმე კაცი დაადგინეს მთავრად
წანარეთისა ხევსა და მორჩილებაი დასდვეს მისო.
ხომ ხედავთ: მოახერხა თუ არა მეფობის გაუქმება ქართლში, მაშინვე
ჩრდილოეთს მისწვდა და ჩრდილოეთის ზღუდეებს დაეუფლა! ეს სავსებით
გასაგებია: ჩვენ ხომ ვიცით, რომ მას მუდამ კავკასიისხალხთა კავშირსა და
მეგობრობის შიში ჰქონდა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, იოლადვე
გადაუჭრიდა ხოლმე საქართველოს კავკასიის სხვა ხალხებთან დამაკავშირებელ
გზას.
უცხოელი დამპყრობლის დამძიმებული ველი მთლიანად მშრომელ ხალხს
დააწვა. მტერი ამჯერად განუხრელად ატარებდა დამპყრობლის ცბიერულ
პოლიტიკას: დიდი ფეოდალები დააწინაურეს, დაასაჩუქრეს ყოველგვარ სიკეთეს
შეპირდნენ და გადაიბირეს, ანუ როგორც მემატიანე გადმოგვცემს, წარიბირნეს
ლიქნიოა(მეფობის გაუქმება ხომ ამავე ფეოდალების დახმარებით მოახერხეს!).
დაქრთამულ ერისთავებს დაუჩლუნგეს ეროვნულითვით შეგნება, ადვილად
მოატყუეს, სრული მორჩილებასა და ხარკის ძლევის პირობა ჩამოართვეს.

150
ერისთავები რას კარგავდნენ - ხარკი ხალხს უნდა ეხადა: დამპყრობლის უღელი ხომ
მათ დააწვათ.
და ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა არც
ერთი წუთით არ შენელებულა... ერთი იმდროინდელი იზანტიელი მწერალი
გადმოგვცემს ჩვენი ხალხის მაშინდელ განწყობას: ქართველებვი ვერანაირად ვერ
ურიგდებოდნენ სხვათა ბატონობას და შესაფერ დროს უცდიდნენ, რომ აჯანყება
მოეწყოთ.
ქართლში მეფობის გაუქმებაზე როცა ვლაპარაკობთ ეს უშუალოდ დაჩის
ზეობას კი არ მოჰყოლია. დაჩის შემდეგ რამდენიმე მეფეს კიდევ ახსენებს მემატიანე:
და მერე ხდება მეფობის გაუქმება.
ეს იყო 523 წელს. ე.ი. ვახტანგ გორგასალის გარდაცვალებიდან ოცდაერთი
წლის შემდეგ. ხოლე ბიზანტიასა და სპარსეთს შორის 523 წელს დადებულმა
საუკუნო ზავმა. როგორც ივანე ჯავახიშვილი გადმოგვცემს, დააკანონა ეს მეფობა,
რადგანაც ქართველების ვითომცდა მფარველმა ბიზანტიელებმა სპარსელებთან
მოლაპარაკების დროს, თავი არ შერიწუხეს... მეფობის გაუქმების წინააღმდეგ
არაფერი უღონიუათ და ამით, რასაკვირველია, თითქოს გაუქმებისათვის დასტურიც
მიუციათ.
ერთი სიტყვის დაჩის შემდეგ მეფობის გაუქმებამდა, მემატიანე რამდენიმე
მეფეს კიდევ ახსენებს. მათ დროს თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა,
გარდა იმისა რომ ჯუანშერის მოთხრობაში ლაპარაკია სპარსელების განუწყვეტელ
თარაშზე.

2
ჯუანშერისავე მოთხრობაში მოხსენიებულია კიდევ ერთი ფაქტი, რაზედაც
განსაკუთრებით უნდა შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება. რაზედაც ამ მოვლენას
დისი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ხალხის ცხოვრებაში. ეს ეხება ფარსმან მეექვსის
მეფობას.

მისივე ფარსმანის – ზე – ვკითხულობთ


ქართლოის ცხოვრებაში – მოვიდა იოვანე შუამდინარით, რომელსაც ეწოდა
ზედაზადნელი, განმანათლებელი ქართლისა და განმწმენდელი სჯულისა,
მაშენებელი ეკლესიათა...
ანასვე გვამცნობს მოქცევაი ქართლისაი : და მისა შემდგომად მეფობდა
ფარსმან სხვაი.. და მაშინ მოვიდა ნეტარი იოვანე ზედაზადნელი შუვა მდინარით
ასურეთისაით. იგი და ათორმეტნი მოწაფენი მისთანა მოვიდნენ.
დიახ, საქმე ეხება ასურელ მამათა საქართველოში მოსვლასა და მიღვაწეობას.
ეს ფაქტები ისტორიაში საკმაოდ პოპულარულია და თქვენც უსათუოდ
გაგონილი გეგნებათ. ასურელ მამათა სახელებს უკავშირდაბა მონასტრებისა და
მეუდაბნოეობის დამკვიდრება საქართველიში, ისტორიულად ცნობილი და
მნიშვნელოვანი მონასტრების დაარსება, ქრისტიანული სარწმუნოების შემდგომი
პოპულარიზაცია და მისისიწმინდისათვის ბრძოლა... ხოლო რამდენადაც
ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ბრძოლა იმ დროს ირანის დამპყრობელური
მოქმედების წინააღმდეგ ბრძოლასაც მოასწავებდა, ასურელი მამების მოღვაწეობაც
სცილდება წმინდა საეკლესიო – რელიგიურ ფარგლებს და სამოქალაქო ისტორიის
საგანსაც წარმიადგენს, სახემწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.

151
ასურელ მამათა მოსვლის თარიღზე მათ ეროვნულ წარმომავლობასა,
მოღვაწეობის მიზანსა და ხასიათზეჩვენს მეცნიერებს ერთმანეთისაგან
განსხვავებულუ, ხოლო ზოგ რამეში სავსებით საპირისპირო აზრი აქვთ.
ტრადიციულად ისინი ათცამეტი (ანუ ცამეტ) ასურელ მამად იწოდწბიან.
იოვანე ზედაზნელი და ათორმეტნი მოწაფენი მისთანა მოვიდნესო, აკი გვამცნიბს
მოქცევაი ქართლისაი. მაგრან როცა ჩამოთვლიან ხოლმე ამ ათცამეტ მამას,
ფაქტიურად ცამეტზე მეტი გამოდი, და სხვადასხვა მკვლევართა მიერ ჩამოთვლილი
სახელები არც ემთხვევა ერთმანეთს. ეტყობა, აქ გაიცინეს მიწაფეები. ან არადა, კიდევ
მოვიდნენ დამატებით.
ქართლის ცხოვრება ასე ჩამოთვლის მათ სახელებს (ამ სიას ვახუშტიც
იმეორებს) : 1, ზედაზადნელი (ანუ იოვანე ზედაზნელი), 2, დავით გარესჯელი (ანუ
გარეჯელი), 3, სტეფანე ხარსელი, 4, იოსებ ალავერდელი, 5, ზენონ იყალთოელი, 6,
ანტონ მარტომყოფელი, (ანუ მარტყოფელი), 7, ისე წილკლნელი, 8, თათე
სტეფანწმინდელი (ანუ, ვახუშტის მიხედვიდვით, მამებელი), 9, შიო მღვიმელი,
10,ისიდორე სამთავნელი , 11, აბიბოს ნეკრესელი, 12, მიქელ ულმობელი, 13, პიროს
ბრეთელი, 14, ილია დიაკონი.
ამათი წინანძღოლი თუ მასწავლებელი იყო იოანე, რომელსაც მემეატიანის
ცნობით, მრავალმხრივი განათლება ჰქონია მიღებული და დახეელოვნებული
ყოფილა სენთა კურნებაში. და, როგორც, ქართლის ცხოვრების არაკი გვაუწყებს,
ნასვე შთააგონა ანგელოზმა, წამისულიყო ქართლად ათორმეტით მოწაფითურთ.
ქართლის ცხოვრებაში მოცემუკია ამ ათცამეტ მამათგან ზოგიერთის
შემოკლებით ცხოვრება. ასურელ მამათა ცხოვრების წიგნებმა, უფრო გავრცობილად,
დამოუკიდებელი სახითაც მოახწია ჩვენამდე. ეს ცხოვრებანი ფაქტიურად რელიგიურ
ზღაპრებს წარმოადგენს.
ასე მაგალითად, იოანეს ცხოვრებაში ნათქვამია, რომ რაკი ზედაზნის მთაზე
პირველთაგან (ე. ი. თავიდან, ძველთაგანვე) კერპნი აღმართულ იყვნეს, და მათ (ამის
გამო) დამკვიდრებულ იყო მუნ ეშმაკთა სიმრავლე, იოანემ ეს მთა აირჩია თავისი
მონასტერისათვის და განუწყვეტელი ლოცვით ეშმაკები სულ განდევნა. წინათ ამ
მთაზე წყარო არ ყოფილა და იოანემ ლოცვით მთასა მას ურწყულსა წყარო გემრიელი
გამოდინა... რომლისა სმითა და ცხებითა მდაბიურთაგან მრავალი სნეული
განიკურნებოდეს. დათვები ისე მოათვინიერა, ხალხს აღარ ერჩოდნენ. რაკიღა სნეთა
კურნებაში ადრევე ყოფილა დახელოვნებული, მიჰყავდა მასთან საპყრები, და ისიც
ხელად კურნავდა.
დავითის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ იგი დამოწაფებული თანა მივიდა
და გარეჯის უდაბნო აირჩია სამოღვაწეოდ. მაგრამ მანამ დავითი გარეჯის უდაბნოში
მოღვაწეობას შეუდგებოდა, რამდენიმე ხანი თბილისში დაყოვნებულა და,
გადმოცემით, ბინა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მთის კალთაზე
დაუდვია.
მთავარი მაგისტრალით რომ შეხვალ თბილისში – სულერთია, სამხრეთიდან
თუ ჩრდილოეთიდან - შორიდანვე მოჰკრავ თვალს თეთრად მოქათქათე გუმბათიან
შენობას, რომელიც თითქოს გულში ჩაუკრავს ამ მთას. ეს დავითის სახელობის
ეკლესიაა (სწორედ იმ დავით გარეჯელისა), გაცილებით უფრო გვიან აშენებული.
ძველად, დავითის დროს, პატარა მონასტერი იდგომებიდა. შემდეგ კი მისივე
სახელი მიეცა მთასაც - მამადავითის მთა შეარქვეს და დიდხანს უწოდებდნენ ასე
უფრო მოგვიანებიტ წმინდა მთ უწოდეს დაისე მარჯვე გამოდაგა ეს სახელწოდება,

152
რომ ძველი სახელი თანდათან დავიწყებას მიეცა და ახლა ყველა მთაწმინდას ეძახის -
სულ მოკლე დროიდ ჩამოსული სტუმარი და მასპინძელიც.
ეს ლამაზი მთა, გულში ჩახუტებული თეთრი შენობებით, თანდათანობით
იქცა საქართველოს დედაქალაქის სიმბოლოდ; როგორი მცირე მასშტაბით
გამოსახული არ უნდა იხილო ქაღალდსა თუ ლითონზე, მაშინვე იცნობ, რომ
თბილისია. კიდევაც რომ არ იყოს ადამიანი ნამყოფი ჩვემს დედაქალაქში, გაგონებით
მიხვდება და იცნობს.
უფრო მოგვიანებით ტექნიკის განვიტარების საუკუნეში, ამ სიმბოლოს მთის
ძირიდან მწვერვალისაკენ გაჭიმული ორი ზოლიც დაემატა - ეს უკვე
ფუნიკულიორის რელსრებია; გასულ საუკუნეში მოაწყვეს აქ ფუნიკულიორი და მას
შემდეგ ყოველდღ რამდენჯერმე ადი-ჩადის ხოლმე მთის კალთაზე კუს სისწრაფიდ
ლითონის ჯავშან გადაკრული ვაგონები, ქალაქის მცხოვრებლები და
მრავალრიცხოვანი სტუმრები აჰყავს, რათა ქალაქის სიცხეს მცირე ხნით მოარიდოს
და მტკვრის გრძელი, ვერცხლისფერი ზოლით ორად გაყოფილი დიდი,
თანამედროვე ქალაქის განუმეორებელი სილამაზის ცქერით დაატკბოს.
ჩვენს დროს მთის მწვერვალზე მაღალი სატელევიზიო კოშკი წამომართეს,
რომელიც ისე შეერწყა გარემოს, და რასაც მნახველის თვალიც ისე მალე შეეგუა, რომ
ახლა უამკოშკოდ ვერც წარმოგვიდგენია თბილისის ლამაზი სიმბოლო.
ძველ დროში სასოებით შეავლებდნენ სორიდან თვალს წმინდა მთის კალთას
მიხუტებულ ქათქათა შენობას და ბევრი ალბათ პირჯვარსაც გამოისახავდა. ეს
მორწმუნე ხალხი იყო.
ახლაც, თანამედროვე ადამიანებიც, სასოებითა და მოკრძალებით გახედავენ
ხოლმე იმ ადგილს: ჩვენს საუკუნეში აქ ქართველ მოღვაწეთა პანთეონი მოეწყო და
ერის რჩეულისვილები - ილია, აკაკი, ვაჟა, ბარათასვილი... აქ განისვენებენ. ამან
კიდევ უფრი განანტკიცა მთისათვის ერთდროს მარჯვედ შერქმული სახელწოდება..
როგორც ითქვა, გარეჯის უდაბნოსაკენ მიმავალი დავიტი თბილისსი
დაყოვნებულა და ბინა იმ მთის კალთაზე დაუდვია, საიდანაც ახლა თეთრად
მოქათქათე გუმბათიანი შენობა გადმოგვყურებს. ახლა ძნელი სათქმელია,
რამდენიხნით შეჩერებულა დავითი საქართველოს დედაქალაქში, მაგრან ერთი
ძველი და მეუდაბნოისათვის სეუფერებელი ლეგენდაუკავშირდება თბილისში
ყოფნის პერიოდს.

დავითი აქ გამიჯნირებულა, ახაგაზრდა მომაზონი შეჰყვარებია. ადამიანის


ბუნებას გაუმარჯვნია ქრისტიანული ასკეტიზმის მძიმე, სულის შემხუთავი ჯაჭვები
დაუმსხვრევია.
როგორც ჩანს, დავითი ერთ-ერთი პირველი პროტოტიპი იყო ამ საკმაოდ
მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებისა, რაც მომდევნო საუკუნეებში შეიქმნა მსოფლიო
ლიტერატურაში.
ეტყობა, ისეთი ძლიე ყოფილა დავითისა და იმ უცნობი მონაზვნის
სიყვარული, რომ მიჯნურებს დაფარვა ვერ მოუხერხებიათ და გამჟღავნებულა,
საქვეყნოდ გავარდნილა.
ლეგენდის ეს ნაწილი დაუჯერებელი სულაც არ არის.
მაგრამ მომდევნო დროის საეკლესიო მოღვაწეებს თავისებურად
დაუმთავრებიათ იგი და აშკარად ზღაპრული დასასრული მიუციათ: თითქოს
ფეხმძიმე მონაზონს ცილი დაეწამებინოს წმინდა ბერისათვის ბავშვს მისგან ველიო
და, როცა დრო დადგა, ბავშვის მაგივრად ქვა ეშვა. აქედან წარმოდგება იმ ადგილის

153
სახელწოდებაც, სადაც ძველად ალბათ დედათა მინასტერი იდგა ქაშუეთი. ორონდ
ის მიმაღლო გუმბათიანი შენობა, რომელიც ახლთავისსსი ლამაზჩუქურთმებიანი
შენობა ახლაც ამშვენებს რუსთაველის პროსპექტს, გაცილებით უფრო
გვიანდელია.დავითის დროს უფრო პატარა მონასტერი იდგა.
ამ ლეგენდაშისაინტერწსო ის არის, რომ მკაფიოდ გვიჩვენებს, რა მარჯვედ
იყენებდნენ საეკლესიო მორვაწეები ყველაფერს ქრისტიანული რელიგიის
გასამტკიცებლად: ბერად შემდგარ ადამიანის რვთის მსახურისათვის შეუფერებელი
საქმე შეემღხვა და რაკი ეს ამბავი ძალიან გახმაურდა, რაკი დამალვა ვერ მოახერხეს
მისი, ასე მარჯვედ დააბოლოეს რელიგიული სასწაული.

აქ მოთხრობილი ლეგენდა ზემოთნახსენებ ცხოვრებაში არ არის


გადმოცემული. ცხოვრებაში ჩვენ სხვა ლეგენდას ვკითხულობთ:
დავითისა და მისი მიწაფე ლუკიანეს ძალიან მზიმე პერიოდები დახვდათ
გარეჯში - მეტისმეტად ცხელი ზაფხული და ცივუ ზანთრი სცოდნოდა იქ და
მეუდაბნოეებმა მოთმინებით გადაიტანეს
სიცხენი მზისანი და ნეფხვანი (ყინვები) ზამთრისანი.
უფრო ზნელი მოსათმენიშეიქმნა შიმშილი. და აი, ერთ დღეს წმინდა მამებს
ირმები მოევლინა. დავითი მაშინვე მიხვდა ამ სასწაულს და მოწაფეებს დაავალა,
მოწველეო. ამის შემდეგ მუდამ დღე გამოეცხადებიდათ ხოლმე ირმები:
სამნი ირემნი ნუკროსასნი მოვიდიან და მოწველიან და ხაჭოსა დამისსა ჭამდიან.
მერეთითქოს ერთი ნუკრი მძვინვარევეშაპმა შთნთქა და დავითის ლოცვით, ის
ვეშაპი ველსა ყარაისასა მეხის ტეხითა შეიწვა.
სხვა ზაპრული და დაუჯერებეელი ამბებიც არის მოთხრობილი ცხოვრებაში,
მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დიდი ლიტერატურულ-შემოქმედებითი
მუშაობა, რაც ამ მონასტერში გაჩაღდა. დავითმა დიდი ორგანიზატორული ნიჭი
გამოაჩინა ეს ადგილი ქართული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანის ცენტრად
იქცა. აქ იწერებოდა და ითარგმნებოდა წიგნები, და ამ წიგნებს დღესაც
აღფრთოვანებაში მოჰყავს ადამიანი.
დიდი გემოვნებით შესრულებული კედლის მოხატულობანი დღემდე
შემორჩენია უძველესი შენობების ნანგრევებს და იმ დიდ შემოქმედებით
ატმოსფეროზე მიგვანიშნებენ, რაც საუკუნეების წინათ და საუკუნეების
განმავლობაში აქა სუფევდა.
დაწვრილებით არის მოთხრობილი შიოს ცხოვრეხაც, რომელმაც, სამოღვაწეოდ
მცხეთის დასავლეთ მხარე აირჩია - ,, დასავლეთ - კერძო მცხეთისა, მარჯუენით
მდინარესა მტკვარსა, რომელსა ჰქვიან მღვიმე, ღრმათა ხევთა ფრიადთა.
ეს ადგილი ძეგვის სადგურის პირდაპირ არის, მტკვრის მარცხენა მხარეს.
შორიდანაც შენიშნავთ ცითელ სახურავიან მოზრდილ შენობას (ეს შენობა ახალია)
და, კარგად რომ დაკვირდებით, უფრო მომცრო ძველ მონასტერსაც. სხვათა შორის,
ამ ადგილებში გულისხმობენ მეცნიერები ზემოთ რამდენჯერმე ნახსენებ ძველ ქალაქ
სარკინეთს. თუ ლეგენდის მიხედვით დავით გარეჯელს ირმები მოევლინა
მასაზრდოებლათ, შიო მღვიმელისათვის მტრედს მოჰქონდა საზრდო - ,, დღითი-დღე
მტრედისა მიერ საზრდელი მოეღებოდა.
სხვა,, ასურელ მამებზედაც არის ასეთი არაკები ქართლის ცხოვრების
მატიანეში.

154
ზოგადი წარმოდგენა რომ გვქონოდა ისტორიაში საკმაოდ ცნობილ ,,ათცამეტ
ასურელ მამათა მოღვაწეობის ხასიათზა და რაობაზე, ჩვენ სამ ყველაზე უფრო
ცნობილ ,,მამაზე შევაჩერეთ მკითხველის ყურადღება -იუანე ზედაზნელზე, დავით
გარეჯელსა და შიო მღვიმელზე. აბიბოს ნეკრესელზე ზემოთაც გვქონდა ლაპარაკი.
აბიბოსის სახელს უკავშირდება მთიელების ქრისტიანულად მოქცევა კახეთის იმ
რაიონში. ჩვენ აკი ზემოთ შევნიშნეთ, იმ ადგილებში გაძნელდა ქრისტეს რჯულის
გავრცელება და აბიბოს ნეკრესელი რო მოვიდა, ჯერ ისევ ცეცხლთაყვანის მცემლები
დახვდნენო, ალვნიდან ყვარლისაკენ რომ მიემგზავრებით, ხელმარცხნივ მთებში
ახლაც შენიშნავთ იმ ძველი მონასტრის ნაშთებს, რომელიც აბიბოს ნეკრესელს
დაუარსებია შემორჩენილია ვრცელი მოთხრობა აბიბოს ნეკრესელზე, იგი,
ნეცნიერების აზრით, ეკუთვნის მეცხრე საუკუნის მოღვაწეს არსენ 1 კათალიკოსს.
მაგრამ მას, თავისი მოთხრობისათვის, გამოყენებული უნდა ჰქონდეს გაცილებით
უფრო ადრინდელი წყაროებ, რომლებიც დროთა ვითარებაში დაკარგულა.
აბიბოს ნეკრესელი სპარსელებმა აწამეს და მოკლეს. ამითაც მტკიცდება, რომ,
ასურელ მამათა
მოღვაწეობა წმინდა საეკლესიო რელიგიური ჩარჩოებით არ შემოიზღუდება. ან,
უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ისინი თავის საეკლესიოს მოღვაწეობით ქვეყნის
პოლიტიკურ ცხოვრებაშიაც აქტიურად ერეოდნენ. იქნებ ამითვე განმტკიცდეს ზოგი
მეცნიერების ვარაუდი, რომ ეს,, მამები
წარმოშობით ასურელები კი არ ყოფილან, არამედ ქართველები იყვნენ, უცხოეთში
( კერძოდ ასურეთში) მოღვაწეობდნენ. დიმიტრი ბაქრაძე თითქმის უყოყმანოდ
აცხადებს მათ ქართველობას და წერს, ძველად ქართველების მოღვაწეობა უცხო
ქვეყნებიში, კერძოდ ანტიოქიაში და მის მახლობლად, ჩვეულებრივი მოვლენა იყოო.
ხოლო როცა საჭირო გახდა, წავოვიდნენ ეს მოღვაწენი. ან იქნებ მოიწვიეს (მარი
ბროსე პირდაპირ ამბობს, ფარსმან მექსვემ დ ა ი ბ ა რ ა ცამეტი ბერიო). ეს ვარაუდი
ერთ საინტერესო ისტორიულ ცნობას ემყარება.. როცა მაშინდელი კათალიკოსი
ევლავიოსი მიეგება,, ასურელ მამებს, ,, მოიკითხა ასურულითა ენითა, ხოლო მათ
ქართულ პასუხ უგეს...
ბარემ აქვე შევნიშნოთ; ფარსმან მეექვსის მეფობაში კიდევ ის მოხდა
საგულისხმო რომ ქართველებს უფლება მიეცათ კათალიკოსად ქართველი კაცი
შერჩიათ (მანამდე კათალიკოსები საბერძნეთიდან მოჰყავდათ, უცხო ტომის ხალხი).
,,აქათგან (ამიერიდან) არღარა მოიყვანებდეს კათალიკოზსა საბერძნეთით, არამედ
ქართველნი დასხდებოდეს წარჩინებულთა ნათესავნი , გვამცნობს ჯუანეში.
ესეც დიდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. და, თავის მხრივ, ესეც ამაგრებს იმ
მოსაზრებას, რომ სპარსელებთან დაძაბული ურთიერთობის დროს ეკლესია უფრო
აქტიურად ებმებოდა ქართველი ხალხის ეროვნული დამოუკიდებლობისათვის
ბრძოლაში.

3
ზემოთ ითქვა, რომ 506 წელს საქართველოს, ალბანეთის და სომხეთის
გაერთიანებულმა საეკლესიო კრება, რომელიც ისტორიაში დვინის კრების სახელით
არის ცნობილი, მონოფიზიტობა აღიარა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ქართლის
სამეფოში თანდათანობით დიოფიზიტების მიმართულება გაძლიერდა და
მონოფიზიტებსა და სხვა მომდინარეობათა წინაღმდეგ გაფთრებულ ბრძოლებში
გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა.

155
იმის შეხსენება იქნებ არც კი იყოს საჭირო, რომ სარწმუნოებრივი გეზის
არჩევაში დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი.
ქართველები კვლავ ბიზანტის ორიენტაცისანი და დიო ფიზიტების თანდათანობითი
გაძლიერებაც ამითი უნდა აიხსნას. სომხეთზე, ეტყობა, სპარსელებს უფრო ძლიერი
გავლენა მოუხდენია, და, იმდენად, იქ მონოფიზიტობამ იმძლავრა. ამ ნიადაგზე
ურთიერთობა
ორ მეზობელ ქვეყანასა და მათ ეკლესიებს შორის დაიძაბა. როცა მექვსეე საუკუნის
სამოცდაათიან წლებში სომხებმა ქართველებს მოსთხოვეს გამოსვლა
ქალკედონიტების ანუ დიოფიზიტების წინააღმდეგ, მათ უარი მიიღეს.
ეს უკვე დიდი განხეთქილების პირველი სიგნალი იყო. ურთიერთობა სულ
უფრო და უფრო წვავდებოდა. ამას ხელს უწყობდა მეზობელი დიდი
სახელმწიფოების ფარული თუ აშკარა ზეგავლენა-სპარსელებისა განსაკუთრებით
სომხებზე და ბიზანტიელებისა განსაკუთრებით ქართველებზე. და როგორც
მოსალოდნელი იყო, ამ დაძაბულობას სრული განხეთქილება მოჰყვა. სამი ქვეყნის
აერთიანებული საეკლესიო კრების შემდეგ გადის ზუსტად ერთი საუკუნე და 607-608
წელს ქართული ეკლესია ოფიციალურად და საბოლოოდ აღიარებს დიოფიზიტობას.
ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს: მეშვიდე საუკუნის დამდეგს აღმოსავლეთ
საქართველოს სარწმუნოებრივ სფეროში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომელსაც
ქართველი ერის მთელი მერმინდელი ისტორიისათვის უაღრესი მნიშვნელობა
ჰქონდა. ამ ცვლილებამ ორი მეზობელი ერი ერთმანეთს დააშორა და მათი გაჰყარა.

ამ სიტყვებში მკაფიოდ იგრძნობა, თუ რა გავლენას ახდენდა სარწმუნოებრივი


საკითხი ქვეყნის საერთო ცხოვრებასა და განვითარებაზე. ამავე სიტყვებში დიდი
მეცნიერის გულისტკივილიც გამოსჭვივის იმის გამო, რომ ორი მეზობელი და
მეგობარი ქვეყნის ცხოვრების გზები გაიყარა.მათ შორის განხეთქილება მოხდა.

ნიადაგი ამ განხეთქილებისათვის, როგორც ვნახეთ, დიდი ხნის განმავლობაში


მზადდებოდა, იმის და კვალობაზე, რომ ქართული ეკლესია სულ უფრო და უფრო
დიოფიზიტობისაკენ იხრებოდა, ხოლო სომხური ეკლესია მონოფიზიტობის
ერთგული რჩებოდა; შესაბამისად, ქართული პოლიტიკური ორიენტაცი კვლავ
ბიზანტიისაკენ იხრებოდა, ხოლო სომხეთმა იმხანად ვერ დააღწია თავი ირანის
გავლენას.
ჩვენ ხელთა გვაქვს მეცხრე საუკუნის ქართველი მოღვაწის, მცხეთელი
კათალიკოსის არსენ დიდი საფარელის თხზულება განყოფისათვის ქართლისა და
სომხითისა, სადაც გადმოცემულია ზოგიერთი გარემოება ორი მეზობელი ქვეყნის
სარწმუნოებრივი განხეთქილებისა. ისტორიკოსი თედო ჟორდანია განიხილავს ამ
თხზულებას და დაასკვნის: მემატიანე ამით და სხვა ფაქტებითაც, ცხადათ
გვიმტკიცებს, რომ ერთადერთი მიზეზი ამ ორ ერთა შორის მომხდარის
განხეთქილებისა იყო მხოლოდ პოლიტიკური მდგომარეიბა სომხითისა სპარსთა და
ბერძენთა ერთმანეთს შორის ქიშპობაში იმაზე, თუ რომელს მათგანს უნდა
დასთმობოდა პირველობა აღმოსავლეთში და კერძოდ ქართლ-სომხეთში... ეს იყო
საერთო და მთავარი მიზეზი. მაგრამ როგორც ყოველთვის ასეთ ვითარებაში, ახლაც
კონკრეტული საბაბი უნდა ჰქონოდა განხეთქილებას, ერთგვარი ბიძგი, რამაც
წლობით მომწიფებული საქმე ადგილიდან დაძრა.
ასეთი კონკრეტული მიზეზი მართლაც არსებობს.

156
ერთი ძველი სომხური წიგნის წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავაცოცხლოთ
მაშინდელ ქართველ და სომეხ მთავარ სამღვდლო პირთა პაექრობა. ეს არის
ეპისტოლეთა წიგნი, რომელშიაც მოცემული ქართველი და სომეხი კათალიკოსების
მიწერ-მოწერა. სწორედ ამ წერილებით ვგებულობთ განხეთქილების უშუალო
საბაბსაც და ბევრ ისეთ ფაქტსაც, რაც განხეთქილებას უკავშირდება. ცურტავში,
შუშანიკის სახელობის ეკლესიაში, შუშანიკის ხათრით,და როგორცგადმოქვცემენ,
მისივე თაოსნობით, მღვდელმსახურება სომხურ ენაზეც ჰქონდა. იმხანად, მეშვიდე
საუკუნის დასაწყისში, ამ ეკლესიის ეპისკოპოსი იყო ვინმე მოსე, რომელიც, ეტყობა,
თავისი პირდაპირი სამსახურებრივი მოვალეობით არა კმაყოფილდებოდა და
გაფაციცებით ადევნებდა თალს საქართველოში დიოფიზიტების სულ უფრო და
უფრო მზარდ გააქტიურებას.

საფუძველს მოკლებული არ იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ ასეთი დავალება


ჰქონდა მას სპარსი მმართველებისაგან. და მისეც ალბათ სისტემატურად აწვდიდა
ცნობებს ქართლში მომხდარი ამბების შესახებ. ზემოთნახსენებ თხზულებაში არსენ
კათალიკოსი პირდაპირ წერს:მაშინ სომეხთა შეასმინეს ქართლი მეფესა თანა
სპარსთა, ვითარმედ ჰრომთა უპყრია სარწმუნოება. და როცა გაირკვა, რომ საქმემ
სერიოზული ხასიათი მიიღო ცურტავის ეპისკოპოსმა, ალბათ იმავე სპარსთა
დავალებით, მოქმედება დაიწყო. აშკარად აიმაღლა ხმა ქართული ეკლესისა და
ალბათ თვით კათალიკოსის წინააღმდგ. და ამით ეთიკისა და სუბორდინაციის წესი
დაარღვია.
ეპისკოპოსის თავაშვებულობის ამბავი კათალიკოსის ყურამდე
მივიდა.ქართლის კათალიკოსი იმ დროს კირიონი იყო, თავგამოდებული
დიოფიზიტი და მტკიცე ხასიათის ადამიანი, რომელიც, სხვათა შორის, მანამ
კათალიკოსი გახდებოდა,კა ხეთში მოღვაწეობდა. კირიონმა მაშინვე დაიბარა
ცურტაველი ეპისკოპოსი. მაგრამ მოსე, ეტყობა, არ გამოცხადდა და სომხეთში გაიქცა,
სომხეთის კათალიკოსს მოსთხოვა, უფრო აქტიურად და შეუპოვრად გაელაშქრა
ქართული ეკლესიის წინააღმდეგ.
ეს მართლაც ასე მოხდა. დაიწყო წერილების მიწერ-მოწერა. წმინდა საეკლესიო
საკითხები ნაწილობრივ ეროვნულშიაც გადაიზარდა. უფრო გამოიკვეთა
უთანხნმოების პოლიტიკური ხასიათი დაჯერებაც კი გვიჭირს,-პროვოკაციულად
სწერდა სომხეთის კათალიკოსი კირიონს,- რომ ერთგული ქვეშევდომი თავის
მფარველსა და თანა მოაზრეს გადაუდგეს და უცხო სახელმწიფოს შეეკრას
სიყვარულითო.
ცურტაველი ეპისკოპოსი მოსე პირდაპირ მოუწოდებდა სომხეთის მარზაპანს,
ქართლს შეესიეთ და ააოხრეთ. ერთი სიტყვით, პაექრობა სულ უფრო და უფრო
მწვავდებოდა.
ბოლოს მოსე ეპისკოპოსი დავიწყებას მიეცა, მისი აგორებული გუნდა კი
ზვავად იქცა და ისეთი ძალით დაეჯახა ორი მეგობარი ქვეყნის მტკიცე და სანუკვარ
კავშირს, რომ მათ შორის დიდი უფსკრული გაჩნდა, და იმ უფსკრულის ამოვსება
დიდხანს ვერ მოხერხდა.
ჩვენი ხალხების მტერსაც ეს უნდოდა. თუკი მოახერხებდნენ მოძმე ხალხთა
შორის უთანხმოების ჩამოგდებას, ამით საქმეს იადვილებდნენ, უფრო იოლად
ახერხებდნენ თავიაანთი დამპყრობლური პოლიტიკის გატარებას. უჭირდათ ხოლმე
ასეთი გამთიშველი პოლიტიკის გატარება, მაგრამ, სამწუხაროდ ზოგჯერ მაინც

157
ახერხებდნენ. ახლაც მარჯვედ გამოიყენეს სამღვდლო პირთა შორის ატეხილი დავა
და ორ მეზობელ და მეგობარ ხალხს დიდი ზიანი მიაყენეს.

როგორც ითქვა, ეს განხეთქილება საბოლოოდ 607-608 წელს ჩამოყალიბდა.


მანამდე კი ქართველი ხალხი სომხების მხადაჭერითა და დახმარებით ზედიზედ
აწყობს აჯანყებას დამპყრობლების წინააღმდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია 571
წლის აჯანყება, რომელიც სომხეთში დაიწყო და რომელსაც მამიკონიანთა ცნობილი
გვარის წარმომადგენელი ვარდანი მეთაურობდა. სომხებს მაშინვე დაუჭირეს მხარი
ქარველებმა, ჩანს ბიზანტიაც ამოუდგა მხარში და მტერს დამარცხება და დიდი
ზარალი მიაყენეს.
როცა ასე ერთობლივად და დარაზმულად გამოდიოდნენ, საქმე
გაადვილებული იყო.
ალბათ გახსოვთ, რომ საქართველოში ამ დროს უმეფობა: სპარსელებმა
გააუქმეს მეფობა ქართლშიც და კიდევ უფრო ადრე სომხეთშიაც; ამით თავიანთი
დამპყრობლური პოლიტიკის გატარება გაიადვილეს. ახლა, სპარსთა წინააღმდეგ ამ
გახშირებული აჯანყებების დროს, როცა ქართლი და მთელი ამიერკავკასია
ამბოხებათა ცეცხლში იყო გახვეული და მტერს დიდი ზარალი მოსდიოდა,
ქართველებმა, ეტყობა, გადაწყვიტეს, მეფობის აღდგენისთვის ხელ საყრელი დრო
დადგაო და ბიზანტიასთან მოლაპარაკება გამართეს:მაშინ შეიკრიბნენ ყოველნი
ივერიის ერისთავნი და ითხოვეს მეფედ თვისად ბერძენთა კეისრისაგან ნათესავი
თვისთა მეფეთა, წერს ვახუშტი.
დააკვირდით სიტყვებს ნათესავი თვისთა მეფეთა!
ეს იმაზე მიგვანიშნებს,რომ ქართლის ერისთავებს წინასწარვე კარგად აუწონ-
დაუწონიათ ყველაფერი და სანამ ბერძნებს დახმარებასა სთხოვდნენ, ყკვე შერჩეული
ჰყოლიათ სამეფო კაცი - მეფის შთამომავალიც და თავად ღირსეული პიროვნებაც.
მაგრამ რომელი მეფისა? ვინ უნდა ყოფილიყო მეფის შთამომავალი?
უნებურად გაგახსენდებათ ვახტანგ გორგასლის შვილები. ვახტანგის ორი
შვილი ბერძენთა ცოლისაგან - და -ძმა-აკი სამხრეთ საქართველოში წავიდნენ! და
ქართლის ერისთავებს მეფედ სწორედ ვახტანგის შვილიშვილი, მირდატის დისწული
შეურჩევიათ. ეს გახლდათ სამხრეთ საქართველოს უკიდურესი მხარის სპერის
მთავარი ბაგრატოვანთა შთამომავალი, განათლებული და ღირსეული კაცი,
საქართველოს ეს კუთხე ბიზანტიას ემიჯნებოდა და მისი გავლენის სფეროში იყო.
უნდა ვიგულისხმოთ,სამეფოდ შერჩეულ კაცს განათლება ბიზანტიაში ექნებოდა
მიღებული, როცა ქართველმა ერისთავებმა ბიზანტიის იმპერატორს ეს კაცი სთხოვეს
მეფედ, ეს მოსთვისაც სასურველი იქნებოდა. ამ კაცის სახელი გვარამი გახლდათ.
უბოძა მას კეისარმა თავის მაღალი წოდება კუროპალატობა და საქართველოში
გაგზავნა. და შემოკრიბეს ყოველილ ერისთავნი სპასპეტნი ივერიისანი, კათალიკოსი
სვიმეონ და ეპისკოპოსნი და აკურთხეს მეფეთ, განაგრძობს ვახუშტი.
ბევრი კეთილი საქმეა დაკავშირებული ვარამის სახლელთან; ამან გუარამ
კუროპალატმან იწყო ციხეთა და ქალაქთა, ქართლის ცხოვრების მემატიანე
გადმოგვცემს და იქვე განაგრძობს:იყო კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა.
ამან იწყო ეკლესია ჯვარისა პატიოსნისა; და აქამომდე ჯვარი ველსა ზედა იყო, და
ქმნა ეკლესია წელთამდის ოდენ... ამანვე ვუარამ კუროპალატმა განაახლა საფუძველი
ტფილისისა სიონისა.

158
როგორც ვხედავთ, თბილისის ცნობილი სიონის ტაძრის საძირკველი გვარამის
დროს ჩაუყრიათ. ალბათ მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარს. ხოლო მშენებლობა
დასრულებულა გვარამის შვილიშვილის ანდარნასეს დროს.
შემდგომათ ამის გუარამისა განასრულეს აღშენება ტფილისის
სიონისა:ნახევარი ერთმან ვინმე ქურივმან დედაკაცმან და ნახევარი ყოველმან ერმა,
ჟამსა პირველის ანდარნასე თავისასა და იგი ანდარნასეცა შეწია აღშენებასა მისსა,
მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების მემატიანე.
თქვენ ალბათ ყურადღება მიაქციეთ, რომ გვარამის სახელთან არის
დაკავშირებული ჯვარის ტაძრის შენებაც. დახ, აქ მცხეთის ჯვარი იგულისხმება.
მაგრამ არა ის დიდებულლი ძეგლი, რომელიც ბუნებრივად შერწყმია და შენივთებია
ზედაზნის მთის კალთებიდან თითქოს საგანგებოდ წამოოზრდილ მომაღლო.
არა, ეს უნიკალური ტაძარი ცოტა უფრო მოგვიანო დროს ეკუთვნის, ვარამის
შვილის დროს დაწყებულა მისი შენება.
გვარამმა კი უფრო პატარა ეკლესია ააშენებინა იმ ადგილას, სადაც ორი სამი
საუკუნის წინათ ხის დიდი ჯვარი აღმართეს და სადაც ახლა ეს დიდებული ტაძარი
დგას.
რამდენ ხანს შეინარჩუნა გვარამმა მეფობა, ძნელი სათწმელის. ეტყობა, მასაც
და მის შთამომავლებსაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ სპარსელებისგან, რადგან
მემატიანე მათ უკვე მთავრებად მოიხსენიებს და არა მეფეებად.

ქრისტიანობის გავრცელების ამბავს რომ ვყვებოდით, ჩვენ იქ ზოგი ლეგენდა,


რაც წმინდა ნინოს სახელთან არი დაკავშირებული, არ გაგვიხსენებია. გამოვტოვეთ
მაგალითად ერთი ლამაზი ამბავი.
სვეტიცხოველი რომ ააშენეს და მრავალი სასწაულის მხილველი ხალხი სულ
ახალ-ახალ საოცრების მოლოდინში იყო, მართლაც მოხდა კიდეც ერთი საოცრება.
ყოველღამე, განსაზღვრულ დროს ვარსკვლავთა კრებულს მოსწყდებოდა ხოლმე
ერთი პატარა გუნდი და ახალშენებული ეკლესიის თავზე მომაღლოდ გაჩერდებოდა.
ჩამოვიდის ჯუარი ცეცხლისა ზეცით,-გვამცნობს ქართლის ცხოვრების ავტორი,- და
მისა გარემოს, მსგავსათ გვირგვინისა ვარსვლავისთა, და დაადგრის კელესიასა ზედა,
ვიდრე განთიადნი.
ხოლო როცა ირიჟრაჟებდა, ამ გვირგვინის ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა:
ერთი წარვიდის აღმოსავლით და ერთი დასავლით
ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი კი ნელი -ნელიად განვიდის მიერ კერძო არაგუსა,
და დადის ბორცუსა მას ზედა კლდისასა... და მუნით აღიმაღლის ზეცად.
ესე იგი, ეს მთავარი ვარსკვლავი ნელა დაიძრებოდა და არაგვის გაღმა
აღმრთულ ბორცვს დადგებოდა უმაღლოდ.
ნინომ ბრძანა, მოეძებნათ ის ადგილები, სადაც ეს სამი ვარსკვლავი გაჩერდა,
და დიდი ჯვრები აღემართათ.
მთავარ ვარსლკულავს ბევრი ძებნა არა სჭირდებოდა, მცხეთიდანვე კარგად
ჩანდა, ლამაზი ბორცვის თავზე ცაში მომაღლო მოკაშკაშე...
და იმ ადგილას, საცა ახლა ჯვრის დიდებულლი ტაძარი დგას ხის დიდი
ჯვარი აღმართეს. ლეგენდა გადმოქვცემს მრავალ სასწაულს, რაც ამ ჯვართან არის
დაკავშირებული. მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის.
ჩვენთვის საინტერესოა სხვა რამ: როგორი იქნებოდა ნამდვილი ვითარება ამ
ჯვრის ამართვისა?

159
დიმიტრი ბაქრაძე მოჰყავს საინტერესო ცნობა: წინაქრისტიანულ პერიოდში
ჩვეულებისამებრ მცხოვრებნი თაყვანს სცემდნენ არმაზს ყოველდღე განთიადისას,
თავიანთის სახლის სართულებიდან და ვისაც იმისთვის მსხვერპლის შეწირვა
ჰსურდა ის გავიდოდა მდინარის და ტაძრებს დაუკლავდა მსხვერპლსა.
ყველაფერი ნათელია: კერპი, საგანგებოდ ისეთ ადგილას იყო აღმართული,
რომ ხალხს მუდამ თვალ წინ ჰყოლოდათ. გამოაღებდა თუ არა დილით სახლის კარს,
თავისი ფართო აივნიდან პირველად მისთვის შევლო თვალი, მას მისალმებოდა, მას
შემოუდარებოდა, მისთვის შეეჩივლა, თავისი წუხილი თუ სიხარული მისთვის
გაენდო დღე მისით გათენებულიყო და მისითვე დაღამებულიყო.
და, აჰა, მოვიდა ახალი რელიგია, ის ძველი კერპები დაუმსხვრია, ის იდუმალი
იმედი თუ სასაობა მოუსპო...
და ახლა რაღა ჰქნას?
სატრაპნი ქალაქისანი აღდგნენ და იტყოდნენ: ვისღა უნდა თაყვანი ვცეთო
ნაცვლად კერპთა?- მოჰყავს ლანგლუას სიტყვები დიმიტრი ბაქრაძეს, სცნეს, რომ
ქრისტეს ჯვრის ნიშანსაო. გათალეს ჯვარი და აღმართეს ქალაქის აღმოსავლეთად
ქედზე, რომელსაც ქალაქით ჯყოფდა აგრეთვე მცირე მდინარე. გათენდა დღე და
ყველა მცხოვრებმა თაყვანი სცა მას.
ასე რომ, როდესაც მეშვიდე საუკუნის ოციან წლებში ბიზანტიის მრისხანე
კეისარმა, გამოჩენილმა სარდალმა ჰერაკლემ გადაწყვიტა ერთხელ და საბოლოოდ
გასწორებოდა ირანს, მას თბილისის წინააღმდეგ ბრძოლაც მოუხდა, სადაც
ქართველები კარგად ყოფილან გამაგრებული.
სპარსეთის წინააღმდეგ წამოწყებულ დიდ ომში ჰერაკლემ დახმარებისათვის
ხაზარებს მიმართა. ამ დროისათვიძხაზარების გავლენის სფერო დიდად
გაფართოებულიყო კავკასიონის ჩრდილოეთ მხარეში. მათ ფაქტიურად ჰუნები
შესცვალეს და ჰუნების მსგავსადვე მრისხანე ძალადვე იქცნენ. შიშის ზარსა სცემდნენ
ახლომახლო ქვეყნებს. ხაზარების სამეფო ვოლგიდან აზოვის ზღვამდე იყო
გადაჭიმული. ასე, რომ მათთან მოკავშირეობა, განსაკუთრებით ახლა, როცა ჰერაკლემ
გადამწყვეტი ომი დაიწყო სპარსელების წინააღმდეგ, ბიზანტიისათვის ხელსაყრელი
იქნებოდა. ჯერ ერთი, ამით კავკასიის ქვეყნებსაც დააშინებდა და მათ სპარსელებთან
დაახლოებისა და მოკავშირეობის შესაძლებლობას მოუსპობდა.
იმიტომაც მიმართა ჰერალკემ დახმარებისათვის. ხაზარები თანახმა გახდნენ,
და მართლაც ჩრდილოეთიდან ხაზართა დიდი ლაშქარი დაიძრა ჯიბღუ ხაკანის
მეთაურობით (ხაზართა სამეფოს მმართველს «ხაკანს» ეძახდნენ, «ხაკანის» ტიტული
ჰქონდა).
კეისარი თბილისის მისადგომებთან შეეგება თავის ახალ მოკავშირეს და რაკი
ამ კავშირზე დიდ იმედებს ამყარებდა, გადაწყვიტა, საგანგებოდ დახვედროდა.
გრანდიოზული წვეულება გადაუხადა.
კარგად რომ შეზარხოშდნენ სტუმარიცა და მასპინძელიც, მასპინძელმა თავისი
ქალიშვილის სურათი გამოიტანა (ალბათ საგანგებოდ წამოღებული) და სტუმარს
აჩვენა, ცოლად მივათხოვებ შენს შვილსო, აღუთქვა, ბიზანტიის ძლევამოსილ
კეისართან დამოყვრება ხაზარების მთავრისათვისაც საპატიო და სასარგებლო იყო.
შეჰფიცეს ერთმანეთს გულითადი მეგობრობა და გადაწყვიტეს, ხვალვე შესეოდნენ
ქალაქს, ურჩობისა და კადნიერებისათვის სასტიკად დაესაჯათ.
ღვინით გულმოცემულებს ეს ძალიან იოლ საქმედ ეჩვენათ.
მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ისე იოლი აღარ გამოდგა თბილისის აღება. როგორც
ითქვა, ქართველებს მოესწროთ ქალაქის საგულდაგულოდ გამაგრება.
160
სპარსეთიდანაც მაშველი ჯარი მიიღეს, ბიზანტიისა და ხაზარების შეერთებული
მხედრობა ვერაფერს გახდა.
ქართველებს კარგად გაეგოთ მათი წვეულებისა და ფიცის ამბავი და ახლა
სასაცილოდ იღებდნენ. დიდი გოგრა გამოიტანეს, ზედ ხაზართა სარდლის სახე
გამოსახეს და ციხის გალავანზე შემოდეს, თვალსაჩინო ადგილას. ხმლებითა
ჩხვლეტდნენ სარდლის «თავს» და მხიარულად ხარხარებდნენ: «აგერ, თქვენი ჯიბღუ
ხაკანი, მობრძანდით, თაყვანი ეცით!
არც კეისარი დაუნდვიათ, იმისთანა სიტყვები აკადრეს, გამეორებაც კი ძნელია.
ალბათ შენიშნეს, რომ კეისარს ცანცარა წვერი ჰქონდა და, როგორც «ქართლის
ცხოვრების» მემატიანე გადმოგვცემს, ციხისთავმა გადმოსძახა: «ვაცისა წუერნი
გასხენ და ვაცბოტისა კისერი გათქს
.
გამწარდნენ მძახლები. უკიდურეს ღონეს მიმართეს. ქვის სასროლი მანქანები
გამოიტანეს. ციხის კედლებს ლოდები დაუშინეს მაგრამ ამაოდ. ციხისმცველბი ვრ
გატეხეს. მერე მტკვრის დაგუბება და ქალაქზე მიშვება გადაწყვიტეს – ქვითა და
ქვიშით გამოვსებულ ნისკარტებს უშვებდნენ მდინარეში...
მაინც ვერაფერს გახდნენ.
მოითათბირეს შეერთებული მხედრობის სარდლებმა. კეისარი თავისი ლაშქრით
სპარსეთს გაემართა საომრად, ხოლო ხაზართა მთავარი შინისაკენ გაბრუნდა.
თბილისის მისადგომებთან თავისი შვილი შათი დასტოვა.
სპარსეთში გაუმართლა კეისარს, დიდი დამარცხება აგემა მტერს, ამას სპარსეთში
სახელმწიფო გადატრიალ;ება მოჰყვა.
შათიმ ერთი წლის შემდეგ განაახლა თბილისზე შეტევა. მისი საქმე ახლა
გაადვილებულიც იყო, რადგან სასტიკად დამარცხებული სპარსეთი ვეღარ
დაეხმარებოდა თბილისის მცველებს. სპარსეთის ფრონტზე ჰერაკლეს ბრწყინვალე
გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, მორალური მხნეობაც მოემატებოდა კეისრის
მოკავშირესა და სასიძოს.

და ორი თვის თავგანწირული ბრძოლის შემდეგ მართლაც მოახერხა ქალაქის აღება,


მეციხოვნეები ერთიანად ამოჟლიტეს, ქალაქის მცხოვრებლებს მუსრი გაავლეს.
როგორც ცხვრის ფარის ბღავილი, ისეთი ღრიალი იდგა ქალაქშიო, გადმოგვცემს
სომეხი ისტორიკოსი. უმოწყალოდ ჟლეტდნენ უმწეო ბავშვებსა და ქალებს. გვამებს
ფეხით თელავდნენ. და როცა სულ გაჟლიტეს ქალაქის მცხოვრებნი, როცა
უკანასკნელი კვნესის ხმაც მიწყდა, მაშინღა მიხვდნენ, რომ მათი ხმლები სისხლით
დაძღნენო.
თავისთავად იგულსიხმაბა, რომ ეს ნებისმიერი და მდიდარი ქალაქი პირწმინდად
გაძარცვეს.
მეციხოვნეების ორი მეთაური შეუპყრიათ ხაზარებს და კეისრისათვის მიუგვრიათ.
კეისარს ჯერაც არ განელებოდა შარშანდელი შეურაცხყოფის სიმწარე. ტყვეებს
თვალები დათხარა, ჩამოახრჩობინა, მერე ტყავი გახადეს, თივით გატენეს და ციხის
გალავანზე გადმოკიდეს.

მაგრამ ამით არ დამთავრებულა მრისხანე კეისრის შურისძიება. ახლა რელიგიური


ლაშქრობა მოაწყო, და არა მარტო სპარსელთა აშკარა მომხრეების –
ცეცხლისმსახურების – წინააღმდეგ. თავისივე რჯულის ქრისტიანებსაც (ოღონდ
მონოფიზიტებს) დაერია და შეუწყალებლად ჟლიტა (ეს არ იყო მარტო შურისძიება –

161
ამით იგი დასაყრდენ ძალას უსპობდა სპარსეთს საქართველოში). ამ ქრისტიანმა
კაცმა ქრისტიანულ ტაძრებში (განსაკუთრებით თბილისსა, მცხეთასა, და უჯარმაში)
სისხლის ნიაღვრები ადინა:
ყოველთა ზედა წარჰმართა მახვილი და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლისანი
დიოდეს, გადმოგვცემს მემატიანე. ასე განწმიკნდა მან შჯული ქრისტესი.
ლიტერატურისა და ხელოვნების ძეგლები, რასაც კი მონოფიზიტობის სული
დაჰკრავდა (ანუ რაც მოეჩვენათ მონოფიზიტურად; ასეთ დროს ძნელია გარჩევა),
ერთიანად გაანადგურეს.
«მთელი მწერლობა, ერთხელ უკვე გადაკეთებული და «გადასწორებული
მონოფიზიტურ ყაიდაზე, ახლა ხელახალი ჯიჯგნის საგნად იქცა, წერს სიმონ
ჯანაშია.
ასე დამყარდა მეშვიდე საუკუნის ოციან წლებში ბიზანტიის სრული ბატონობა
საქართველოში.
მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ვიცით, რომ ამას ირანი დიდი ხნით ვერ შეურიგდებოდა.
როგორც კი ცოტათი სულს მოითქვამდა და მოღონიერდებოდა, მაშინვე შეეცდებოდა,
დაკარგული უფლებებისა და გავლენის აღდგენას საქართველოშიც და კავკასიის სხვა
ქვეყნებშიაც.
და ვინ იცის როგორ დატრიალდებოდა საქმე, რომ ამ დროს საერთაშორისო
ასპარეზზე ახალი დიდი ძალა არ გამოჩენილიყო, რამაც ერთიანად შესცვალა ძალთა
თნაფარდობა და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაც სულ სხვაგვარად წარმართა.
თავი მეთერთმეტე.
თავი 11.
1.
მას შემდეგ, რაც კეისარმა სასტიკი დამარცხება აგემა ირანს, ამიერკავკასიის
ქვეყნებშიაც ბიზანტიის ჰეგემონობა კვლავ განამტკიცა, ურჩნი მკაცრად დასაჯა,
კავკასიის მთებზე მომდგარ ხაზარებთან მეგობრული ურთიერთობა შეაკოწიწა და
ბრწყინვალე გამარჯვებებით გაამაყებული დაბრუნდა სიმდიდრითა და ფუფუნებით
გალაღებულ კონსტანტინოპოლში, რომელიც მაშინ მსოფლიოს დედა - ქალაქად
ითვლებოდა, – ბიზანტიის პოლიტიკურ და სამხედრო ძლიერებას დიდხანს
აღარაფერი ემუქრებოდა; უკვე რამდენი ხანია მას ასეთი მტკიცე და მყარი
მდგომარეობა არა ჰქონია.

ასე ეგონათ ბიზანტიის მმართველებს. გულარხეინად იყვნენ. ბიზანტიის


მთავარი მტერი და მეტოქე ირანი კარგა ხანს ფეხზე ვერ წამოდგებოდა. ისე ვეღარ
მოღონიერდებოდა, რომ მრისხანე მეზობლისა და მეტოქის წინააღმდეგ მახვილი
შეემართა. საქართველო და ამიერკავკასიის სხვა პატარა ქვეყნებიც დიდ
წინააღმდეგობას ვეღარ შეძლებდნენ, რადგან ზურგი აღარა ჰქონდათ გამაგრებული,
ჩრდილოეთოდან ხაზარები მოსდგომოდათ და ცალი თვალი გამუდმებით ამ
მრისხანე მტრისკენ უნდა სჭეროდათ ქართველებს, ბიზანტიის წინააღმდეგ დიდი
მასშტაბის ლაშქრობას ვეღარ მოახერხებდნენ, პატარ-პატარა აჯანყებებს კი ისედაც
შეჩვეული იყო ძლიერი მეზობელი და ადვილად ჩააქრობდა...
ერთი სიტყვით, დიდი საშიშროება თითქოს არსაიდან ემუქრებოდა
ბიზანტიას.
ალბათ ასეთი იმედით იტყუებოდნენ თავს ბიზანტიის მმართველები. მაგრამ
ეს იმედები დროებითი და მოჩვენებითი გამოდგა. ბოლოდროინდელმა დიდმა

162
სამხედრო წარმატებებმა სინამდვილეში საერთაშორისო ასპარეზზე მისი
ჰეგემონობის შესუსტებას შეუწყო ხელი.
ნათქვამია, მეზობლის კეთილდღეობა შენც უნდა გიხაროდეს და მის
გაძლიერებას ყოველნაირად უნდა შეუწყო ხელიო.
ეს სიბრძნე ხშირად ავიწყდებოდათ ხოლმე გვირგვინოსან მმართველებს და
რაღა გასაკვირია, ბიზანტიის მაშინდელ კეისარსაც დავიწყნოდა.
ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბიზანტია და ირანი, ეს ერთმანეთის მოსაზღვრე ორი
დიდი სახელმწიფო, დასაბამიდანვე მტრობდნენ ერთმანეთს, მუდმივ
წინააღმდეგობაში იყვნენ, სულ ქიშპი ჰქონდათ, ვერა და ვერ მორიგდნენ,ვერ მოხაზეს
თავიანთი ჰეგემონების საზღვრები მცირეაზიასა და ამიერკავკასიაში, სხვისი მიწა-
წყლით ვერ გაძღნენ... განუწყვეტელი პმები ჰქონდათ. ხან ერთი ჩამოათლიდა
ტერიტორიის განსაზღვრულ ნაწილს, ხან მეორე. ხან ერთი იმძლავრებდა და
გააფართოებდა თავის გავლენის სფეროს, ხან მეორე. პატარა საბაბი იყო საკმარისი,
სიტუაციის ოდნავი შეცვლა, რომ მტრობის ჩახვეული ნაღვერდალი გაღვივებულიყო
და ომის მძვინვარე ხანძარს არა მარტო ორივე მეომარი ქვეყანა, არამედ მეზობელად
მცხოვრები პატარა ხალხებიც მოეცვა...
ამ გაუთავებელი ქიშპობის დროს ხან ერთის მხარეზე იხრებოდა ბედის
სასწორი, ხან მეორისაზე. ზოგჯერ წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლებოდა ამინდი.
გამარჯვებული ქვეყანა ხეირიანად ვეღარც კი ასწრებდა გამარჯვების ნაყოფით
დატკბობას, რომ ბედისწერა ახლა მარცხს უმზადებდა...
იყო უფრო ხანგრძლივი პერიოდებიც. როცა დამარცხებული ქვეყანა დიდხანს
ვეღარ წამოსწევდა თავს, დიდხანს ვერ გაიმართებოდა წელში...
მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც გაიმართებოდა და ახალი ომისათვის მოიკრებდა
ძალღონეს.
და ისევ ისევ ომი, ისევ ბედის სასწორი.ისევ ერთის გამარჯვება და
მეორის დამარცხება.
შეჩვეული ჭირივით იყვნენ ერთმანეთისათვის.
და ანდაზისა არ იყოს, იქნებ ამჯერადაც შეჩვეული ჭირი ემჯობინებათ, იქნებ
როგორმე მორიგებულიყვნენ ერთმანეთში, საომარი ძალა და ენერგია ნაწილობრივ
მაინც დაეზოგათ იმ მრისხანე ძალის დასაპირისპირებლად, რომელიც ადრე თუ
გვიან სამხრეთიდან დაიძრებოდა და ორივე ქვეყანას წალეკვით
დაემუქრებოდა...მაგრამ ერთმანეთის სიძულვილითა და მტრობით დაბრმავებულებს
შორს ჭვრეტის უნარი წართმეოდათ და ვერა ხედავდნენ ახალი, დიდი სახელმწიფოს
აღორძინებას...
ბოლო გამარჯვებით გაამაყებულ ბიზანტიას თითქოს მართლაც არა ჰქონია
შიშის საფუძველი, ჰერაკლე კეისარს თითქოს მართლაც ჰქონდა უფლება ეფიქრა,
დიდხანს ვერავინ გაბედავს ჩემს წინააღმდეგ მახვილის შემართვასო.
მაგრამ უფრო ღრმად თუ ჩავუკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ
განუწყვეტელმა ომებმა ორივე ქვეყანა საკმაოდ დაასუსტა – გამარჯვებულიცა და
დამარცხებულიც.ორივე დაიცალა სისხლისაგან, ორივეს მხედრობა გაბეზრდა ამდენი
ბრდზოლებით, და შემართების ის ნაპერწკალი ჩაუქრა, ურომლისოდაც შეტევაც
ძნელია და შემოსეული მტრის მოგერიებაც.

ამიტომაც საკმარისი გახდა ასპარეზზე ახალი დიდი ძალა გამოჩენილიყო, რომ


ორივე სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი ირანს, ადვილად დააყრევინეს ფარ-ხმალი
და ბიზანტიის მოჩვენებითი სიძლიერეც ადვილად გატეხეს.

163
მაგრამ მანამ ეს მოხდებოდა, ბოლო გამარჯვებით გულმოცემული კეისარი
დამშვიდებული გახლდათ.
ეს იყო მეშვიდე საუკუნის ოციანი წლები. ჩვენ ხომ ისიც ვიცით, რომ სწორედ
628 წელს (ბიზანტიის ჯარების მიერ ირანის სასტიკად დამარცხების რამდენიმე ხნის
შემდეგ), თავიანთი მნოკავშირე ბიზანტიელების გამარჯვებით გულმოცემულმა
ხაზარებმა მიწასთან გაასწორეს საქართველოს დედაქალაქი და მცხოვრებლები
ერთიანად გაჟლიტეს.

ამას დაემატა ჰერაკლეს


რელიგიური ლაშქრობა, როცა მან განავლინნა ქადაგნი თბილისს და მცხეთას და
უჟარმას...

წარჰმართა მახვილი და ეკლესიასა შინა მდინარენი სისხლისანი ადინა.

ეს საქართველოს აღმოსავლეთით.
ეგეც არ აკმარა: სამხრეთ-დასავლეთითაც ჩამოაჭრა ტერიტორიის ნაწილი...
წარუხვნეს (წაართვეს, წაიღეს) ბერძენთა საზღვარი ქართლისა სპერი სა ბოლო
კლარჯეთისა, ზღვის პირნი ეგრისის წყალს იქითნი.

ასეთი გამარჯვებების შემდეგ რაღა გასაკვირია, კეისარს იმედი ჰქონოდა, რომ


ბიზანტიის მდგომარეობა დიდხანს იქნებოდა მტკიცე და მყარი. მაგრამ აკი ვთქვით,
ეს იმედები მოჩვენებითი აღმოჩნდა და სწორედ ამ დიდმა გამარჯვებებმა დააჩქარეს
საერთაშორისო ასპარეზზე მისი ჰეგემონობის შესუსტებაო.
ისტორიის სარბიელზე ახალი დიდი სახელმწიფო გამოჩნდა, რომელმაც ამ ორ
ერთმანეთზე წაკიდებულ მეზობელს, ორივეს ერთად – ბიზანტიასაც და ირანსაც –
თავიანთივე ვასალებ – ქვეშევრდომებიანად გადაყლაპვა მოუნდომა. ამ ახალმა
სახელმწიფომ საქართველოშიაც შემოაღწია და საუკუნეთა განმავლობაში იბატონა,
თანაც ჩვენი ხალხის ცხოვრებაზე ისეთი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რომ
საჭირო იქნება მოკლედ მაინც გავეცნოთ მას.
ამ დიდი სახელმწიფოს საზღვრები უფრო სამხრეთით უნდა ვეძებოთ,
მეწამული ზღვისა, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის შორის. დიახ, ეს
გახლდათ არაბეთის დიდი სახელმწიფო.

უხსოვარი დროიდანვე ბინადრობდნენ აქ არაბული ტომები, მაგრამ


დაქსაქსულები იყვნენ, ცხოვრების წესითა და საქმიანობით ერთმანეთისგან
განსხვავდებოდნენ, ნადირობდა, როცა გაუჭირდებოდა, არც ძარცვაზე ამბობდა
უარს; ზოგი უფრო მტკიცედ იყო მიჯაჭვული თავის მიწა – წყალს; ზოგი ვაჭრობასა
და აღებ – მიცემობას მისდევდა (გეოგრაფიული მდებარეობა და დიდი,
განვითარებული ქვეყნების მეზობლობა ხელსაყრელ პირობებსა ჰქმნიდა ვაჭრობის)...
სარწმუნოებაც სხვადასხვაგვარი ჰქონდათ.... და ალბათ ამის გამოც არაბული
ტომების ერთ დიდი სახელმწიფოდ გაერთიანება დიდხანს ვერ მოხერხდა. იმიტომაც
ვთქვით, ისტორიის სარბიელზე აცალი დიდი სახელმწიფო მართლაც ახალი იყო,
თორემ ისე უხსოვარი დროიდანვე ბინადრობდნენ ეს ტომები.

ამდენად, მათი არსებობა არც ბიზანტიისა და ირანისთვის ყოფილა უცნობი. ის


კი არადა, ბიზანტიელები და სპარსელები გაუთავებელი ომების დროს თავიანთი

164
ლაშქრების შესავსებად ზოგჯერ ქირაობდნენ კიდეც მამაც არაბ ჯარისკაცებს,
განსაკუთრებით ჩრდილოეთით მოსახლე ტომიდან. ეს იყო ცნობილი ბედუინების
ტომი – მარჯვე მხედრები და მეომრები .
ზოგჯერ არაბთა ცალკეული ტომები დამოუკიდებლადაც შესეოდნენ
ჩრდილოეთით მოსაზღვრე მდიდარ მეზობალ სახელმწიფოებს.
მაგრამ ეს ლაშქრობანი, ჩვეულებრივ, არაორგანიზებული იყო, სტიქიური, და
ამიტომაც ნაკლებ საშიში: დაარბევდნენ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და უკანვე
ბრუნდებოდნენ. მათი მოგერიება დიდი სახელმწიფოებისათვის ძნელი სულაც არ
ყოფილა.
ასე იყო მეშვიდე საუკუნემდე.
მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევარში კი მდგომარეობა სავსებით
შეიცვალა.არბთა ცალკეული ტომები გაერთიანდნენ და ერთი დიდი სახელმწიფო
შეიქმნა. ამას ალბათ მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საერთო სარწმუნოების
გავრცელებამ. ერთიანი სახელმწიფოს სახელმწიფოს შექმნაც სწორედ ამ რელიგიის
მქადაგებელი მუჰამედის, ანუ მაჰმადის სახელს უკავშირდება.
ეს ახალი სარწმუნოება ისლამის სახელით არის ცნობილი, სარწმუნოების
მიმდევრებს კი მუსლიმებს, ანუ, ირანული გამოთქმით, მუსლიმანებს უწოდებდნენ.
ხოლო რაკი ეს სარწმუნოება მუჰამედმა ანუ მაჰმადმაგაავრცელა, ამ რჯულის ხალხს
მაჰმადიანებსაც ეძახიან. ამჟამად ამ ბოლო სახელწოდებით უფრო არის იგი
ცნობილი...
ამ სახელწოდების უბრალო ხსენებითაც თქვენ ყკვე ხვდებით, რა გავრცელება
მოუპოვებია ახალ სარწმუნოებას. იგი თავიდანვე მრისხანე ძალად დაუპირისპირდა
ქრისტიანულ რელიგიის და ქრისტუანული სარწმუნოების მსგავსადვე, არა მარტო
პოლიტიკურ იდეოლოგიად იქცა გარკვეული სახელმწიფოებისათვის, არბეთს მათ
მრისხანე ადმინისტრაციულ ხაზის სამხედრო ძალადაც.
ეს ახალი სარწმუნოებაც, ქრისტიანობის მსგავსად, მონოთეისტური იყო,
ესეიგი, ერთ ღმერთს აღიარებდა, და, სხვათაშორის, ქრისტიანობის დიდი
გავლენასაც განიცდიდა. ვისაც მუსლიმანების საღვთო წიგნი, ყურანი წაუკითხავს და
ამასთან ქრისტიანულ სახარებასაც იცნობს, ზოგი რომ საერთო მოეჩვენება.
ისტორიკოსები გაკვირვებით შენიშნავენ, რას საოცარი სისწრაფით გავრცელდა ეს
ახალი სარწმუნოება და, ამისდა შესაბამისად, რა მიკლე დროში მოხერხდა არაბეთის
ერთ დიდ სახელმწიფოთ გაერთანება!
ამას თავისი ახსნა აქვს – მუჰამედი ღარიბთა ფართო მასებს დაეყრდნო...
თავიდან ფრთხილად შეუდგა საქმეს მუჰამედი – მარტო თავისიანებში ქადაგებდა
ახალ რელიგიურ მოძღვრებას, ალაჰის მოციქულად და წარმომადგენელად უფრო
მოგვიანებით გამოაცხადა თავი, როცა კარგად დარწმუნდა, რომ მიმდევრების წრე
სწრაფად ფართოვდებოდა. თავდაპირველად იგი, უღარიბეს ფენებზე დაყრდნობით,
მდიდრებს დაუპირისპირდა, რომლებიც უკანონო და უსამართლოდ იძენენ
აურაცხელ ქონებას. (ეს გარკვეულ დრომდე, მანამ იგი პოპულარობასა და
გამარჯვებას მიახწევდა, მერე კი, ქრისტიანული რელიგიის მსგავსად, ისიც
გაბატონებული კლასის იდეოლოგიად იქცა).
ახალი სარწმუნოების სწრაფი გავრცელებაც ამან განაპირობა. მდიდრებისაგან
გაყვლეფილი დიდი მასა მოსახლეობისა უყოყმანოდ დგებოდა ახალი მქადაგებლის
მხარეზე და, განწირული ხსნას მისგან ელოდა. მმართველი წრეებისა და მდიდრების
გააფთრებულ წინააღმდეგობას არ ეპუებოდა. ახალი რჯულის აღიარებისთვის

165
საპყრობილეში აგდებდნენ, სტანჯავდნენ, აწამებდნენ, მაგრამ მაინც არა
ტყდებოდნენ.
მუჰამედის პირველი ბიოგრაფი, მერვე საუკუნის მწერალი იბნისჰაკი აგვიწერს,
რა სასტიკ დევნას განიცდიდნენ მუჰამედის პირველი მიმდევრები მდიდრებისაგან.
ერთხელ რომელიღაც ხეობაში წააწყდნენ ლოცვის დროს ისლამის რჯულის
მიმდევრებს და ხელჩართული ბრძოლა გაიმართა; ღატაკმა მაჰმადიანმა უცებ
საიდანღაც აქლემის ყბა გამოაძრო და თავში ხეთქა მაჰმადის რჯულის
თავგამოდებულ მოწინააღმდეგეს.ეს იყო პირველი სისხლი, რაც ისლამის ღირსების
დასაცავად დაიღვარაო, შენიშნავს მწერალი.

პირველი სისხლი! ამის შემდეგ კი სისხლი ძალიან ბევრი დაიღვარა, და არა


მარტო ქვეყნის შიგნით, ისლამის რჯულის არაბ მოსახლეობაში გავრცელებისათვის,
არამედ, და უმთავრესად, ამ ახალი რელიგიის სხვა ქვეყნებში გავრცელების დროს,
როცა ისლამი სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს, უმთავრესად კი ქრისტიანობას
უპირისპირდებოდა.
როგორც ითქვა, თავიდან დიდი სიფრთხილით მოქმწდებდა მუჰამედი,
მაგრამ როცა მიმდევრების მრავალრიცხოვანი არმია გაიჩინა და ისლამის რჯული
მთელს არაბეთს მოჰფინა, თავდაჯერებულმა ლამის მთელი ქვეყნიერება ომში
გამოიწვია.

გადმოცემის მიხედვით, 628 წეთს, ესე იგი, ბიზანტიის მიერ ირანის სასტიკად
დამარცხების შემდეგ, მალევე, მუჰამედის ბიზანტიის მრისხანე კეისრისათვის
შეუთვლია, სრული მორჩილება გამომიცხადეო. ასეთ ულტიმატუმს ჩვეულებრივ,
ომი მოჰყვება ხოლმე... მუჰამედიც ალბათ ამას გულისხმობდა.

მაგრამ სხვა ქვეყნებისაკენ დაპყრობითი გალაშქრებანი ცოტა უფრო მოგვიანებით


დაიწყო, მუჰამედის შემცვლელებისა თუ მოადგილეების – ხალიფების დროს
(ხალიფა მოადგილეს ნიშნავს. იგულისხმება მუჰამედის მოადგილეები, ანუ
შემცვლელები, ქვწყნის ახალი მმართველები. აქედანვე წარმოდგება ხალიფატი – ანუ
ხალიფების სამფლობელო.)
განსაკუთრებით გააძლიერა დაპყრობითი გალაშქრებანი რიცხვით მეორე
ხალიფამ ომარმა, რომელიც 634-644 წლებში იყო ხალიფად. ანუ სწორედ იმ დროს,
როცა ირანი ახალი დამარცხებულია ბიზანტიელების მიერ. ქართველებსაც, უნდა
ვიგულისხმოთ, ცოცხლად და მტკივნეულად ახსოვთ ის სისხლის მდინარეები, რაც
ჰერაკლე კეისარს რელიგიური ლაშქრობის საბაბით დაუდენია აღმოსავლეთ
საქართველოში; ასევე ცოცხლად და მტკივნეულად ახსოვთ ისიც, თუ როგორ
ჩამოაჭრეს სამხრეთით ტერიტორიის საკმაოდ დიდი და მჭიდროდ დასახლებული
ნაწილი...
ბიზანტიის სისასტიკე ცოცხლად ახსოვდათ სხვა დაპყრობილ ხალხებსაც,
რომლებიც ამ დიდი და მჭიდროდ დასახლებული ნაწილი...
სწორედ ამან გაუადვილა საქმე არაბებს. მათთან ბრძოლაში ჰერაკლე კეისრის
ლაშქარი მარცხს მარცხზე განიცდიდა. ამ ომების მემატიანენი გადმოგვცემენ, როგორ
უერთდებოდნენ არაბების მხედრობას ბიზანტიის ლაშქრის მეომრები, რომლებიც
გაუთავებელი ომებით გაბეზრებულები იყვნენ და ხსნას ახალ ძალაში ხედავდნენ. აქ
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ხანებში არაბები ფრთხილად მოქმედებდნენ,
მსუბუქ და ადვილად გადასახდელ ხარკს ადებდნენ დაპყრობილ მოსახლეობას, მათ

166
ეროვნულ მეობას არ შეურაცხყოფდნენ, სარწმუნოებას არ უბღალავდნენ,
ეკლესიებისათვის ხელი არ უხლიათ.
მერვე საუკუნის მწერალი ერთ სინტერესო ეპიზოდს გადმოგვცემს:
როცა ხალიფა ომარი დაპყრობილ ქვეყანაში შევიდა, ადგილობრივ
ქრისტიანულ ეკლესიაში მივიდა და მღვდელს მიმართა, ლოვვა მინდაო. აქვე
ილოცეო, მღვდელამ მიუგო. ომარმა არ ინება. მღვდელმა ახლა კონსტანტინეს
სახელობის ეკლესიაში მივიდა და მღვდელს მიმართა, ლოცვა მინდაო. აქვე ილოცეო,
მღვდელმა მიუგო. ომარმა არ ინება. მღვდელმა ახლა კონსტანტინეს სახელობის
ეკლესიაში შეიყვანა და იქ შესთავაზა ლოცვა. არა, არც აქ ვილოცებ, მიუგო ომარმა და
კიბეზე გამოვიდა, კიბეზე ილოცა მარტოდმარტო, – გადმოგვცემს ისტორიკოსი, –
ლოცვა რომ დაამთავრა, მღვდელს მიმართა:
ო პატრიარქო, მიხვდი, რად არ ვილოცე ეკლესიაში?.. აქ რომ მელოცა, ეკლესიას
უსათუოდ დაჰკარგავდი, მუსლიმანები აღარ შეგარჩენდნენ, იტყოდნენ, აქ ომარმა
ილოცაო და წაგართმევდნენ.ახლა კი ქაღალდი მომიტანე, ბრძანება უნდა
დაგიცერო...
და დაუწერა ომარმა ბრძანება, რომლითაც მუსლიმანებს უკრძალავდა ამ
ეკლესიაში ლოცვას.
იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი სიფრთხილით მოქმედებდნენ
თავდაპირველად არაბები დაპყრობილ ქვეყნებში, მოვიტანთ კიდევ ერთ ცნობას,
რომელიც ასევე მერვე საულუნის არაბ მწერალს ეკუთვნის.
არაბმა სარდალმა აბუ-უბეიდმა შეგროვილი ხარკი უკანვე დაუბრუნა
მოსახლეობას, რადგან მოულოდნელად თავისი ლაშქრით ეს ქალაქი უნდა
დაეტოვებინა და ამდენად შესაძლებლობა აღარ ექნებოდა ქალაქის მოსახლეობა
გარეშე მტრის შემოსევებისაგან დაეცვა: ხარკი სწორედ იმ მოტივით ჰქონდა
მიკრეფილი, რომ საჭიროებისდა მიხედვით მცხოვრებლები გარეშე მტრისაგან
დაეცვა, და რაკი იძულებული გახდა პირობა დაერღვია, ხარკიც უკანვე დაებრუნა.
ეს მოხდა სირიაში, და მოსახლეობა, რომელიც დაჩვეული იყო ბიზანტიის
ხელისუფალთა უსამართლობასა და ძალმომრეობას, ბუნებრივია, გაკვირვებული და
გახარებულუ დარჩა.
რაღა გასაკვირია, რომ ბერძნების მიერ დამონებული ხალხი სიხარულით
შეხვდებოდა ახალ ძალას, რომელსაც შეიძლებოდა მათთვის სასურველი
თავისუფლება მოეტანა.
ამგვარად ბიზანტიამ ზედიზედ დაკარგა სირია, პალესტინა, ეგვიპტე...
ხოლო როცა ირანიც დაევცა, ჯერისაქართველოსა და ამიერკავკასიის სხვა
ქვეყნებზე მიდგა.

როგორც ვარაუდობენ, არაბები საქართველოს პირველად მეშვიდე საუკუნის


ორმოციანი წლების დასაწყისში (642-43 წ.წ.) სწვევიათ, ესე იგი ომარის ხალიფობის
დროს. მაგრამ, ეტყობა, ეს უფრო დარბევითი შემოჭრა იყო და ქართველებს არ
გასძნელებიათ მოთარეშე რაზმების განდევნა.

ძნელი სათქმელია, მიხვდნენ თუ არა მაშინვე ჩვენი წინაპრები, რა ძალას


წარმოადგენდა ის დიდი მხედრობა, რომლის მოთარეშე რაზმები მათ ადვილად
მოიგერიეს. მაგრამ გავიდა ამის შემდეგ რამდენიმე წელი და როცა 654 წელს კიდევ
მოადგნენ არაბები საქართველოს, – ამჯერად გაცილებით უფრო დიდი ლაშქრითა და
უფრო სერიოზული გადაწყვეტილებითაც,რომ აქ მტკიცედ დამკვიდრებულიყვნენ, –

167
ქართველებს არავითარი წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ.პირიქით, შეეგებენ
შორიდან მოსულ ლაშქარს, საჩუქრები მიართვეს და ქათინაურებიც კი მოახსენეს –
თქვენი ერი თვით ღმერთის მიერ არის დაწინაურებულიო.
ქართველებმა, ეტყობა, კარგად შეაფასეს მდგომარეობა და გონივრული
გადაწყვეტილება მიიღეს. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა ჰქონდა. დიდი
მხედრობის შეჩერებას მაინც ვერ მოახერხებდნენ, ტყუილუბრალოდ უნდა
გაწყვეტილიყო ხალხი და ქვეყნაც აოხრებას ვერ გადარჩებოდა.
ქართლის მმართველთა გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, ეს იმ პირველი
ხელშეკრულებითაც მტკიცდება, რაც არბთა და ქართველთა შორის დაიდო და
რომელსაც ისტორიაში დაცვის სიგელის სახელწოდებით იცნობენ.
არაბთა სარდალს ჰაბიბ აბნ-მასლამას ძალიან ესიამოცნა ასეთი მიღება და
ბრძანა, მორთმეული ძღვენი იმ ხარკის ანგარიშში ჩაითვალოს, რომელიც ახლა უნდა
მოგვეკრიბა მოსახლეობაშიო.
ეს იყო არაბი სარდლის ჭკვიანური ჟესტი, რითაც მან ხალხის გული მოიგო.
ზემოთნახსენები ხელშეკრულების, ანუ დაცვის სიგელის მიხედვით,
ქართველებს ყოველწრიული ხარკი უნდა ეძლიათ არაბებისათვის. ეს ხარკი
კომლობრივი ყოფილა და თითო კომლისაგან წელიწადში თითოდინარი უნდა აეღო,
ამისდა მიუხედავად, რამხელა იქნებოდა კომლი. ამასთან, ხელშეკრულების
მიხედვით, ქართველებს აკრძალული ჰქონდათ კომლების გაერთიანება, რათა, ამით
არ ესარგებლათ და ხარკის შესამცირებლად რამდენიმე კომლი ხელოვნურად არ
გაერთიანებულიყო. აქვე საყურადღებოა ერთი საკითხი. ხელშეკრულების ამ მუხლს
მოსდევს მეორე, რითაც მტკიცდება, რომ მოლაპარაკების დროს ქართველებს
ღირსეულად სჭერიათ თავი და არაბებიც იძულებულები გამხდარან, მათთვის
ანგარიში გაეწიათ: არაბებსაც ეკრძალებოდათ ქართველი მელომურენი
დაენაწილებინათ და ამრიგათ ხარკი გაედიდებინა. მიუხედავად ამისა, რომ ცხადია,
ქართველები ამის შემდეგ ყოველნაირად შეზღუდავდნენ ოჯახების ბუნებრივ
გაყოფას, შეეცდებოდნენ ერთ ოჯახად დარჩენილიყნენ. და თითო ასეთი ოჯახი
ალბათ ზოგჯერ რამდენიმე ფაქტიურ ოჯახს შეადგენდა.
ხელშეკრულების მიხედვითვე არაბები ხელს არ ახლებდნენ ეკლესიებსა და
მონასტრებს, საერთოდ სარწმუნოებრივ საკითხში არ ჩაერეოდნენ. მაგრამ თუკი
ვინმე მოისურვებდა მუსლიმის რჯულის მიღებას, იძმობდნენ, დიდი პატივით
მოექცეოდნენ, ყოველგვარ შეღავათს მისცემდნენ და ხარკისაგანაც
გაანთავისუფლებდნენ.ოღონდ რაკიღა ერთხელ მიიღებდა მაჰმადის რჯულს, მორჩა,
მერე უფლება აღარ ჰქონდათ რჯულის კვლავ შეცვლისა, სიკვდილით დასჯა ელოდა.
ქართველები ვალდებულებას კისრულობდნენ, საკუთარი ლაშქარი მიეშველებინათ
არაბებისათვის, როცა ისინი ღმერთის მტრებს ეომებოდნენ. სამაგიეროდ, არაბებიც
მოვალენი იყვნენ ქართველები გარეშე მტრისგან დაცვათ.
როგორც ვხედავთ, ეს პირველი ხელშეკრულება საკმაოდ ლმობიერი ჩანს.
ხარკი შედარებით იოლი გადასახდელია, ეროვნულ მეომრებსაც ანგარიშს უწევდნენ
სარწმუნოებას არ უბღალავენ, შინაურ საქმეებში არ ერევიან და, თუ გაუჭირდათ,
სამხედრო დახმარებასაც აღუთქვამენ.
ეს საბუთი თითქოს არც კი ჰგავს დამპყრობელის შედგენილს. დამპყრობელი
ქვეყნის უღელი გაცილებით უფრო მძიმეა და მწარეა. ეს ქართველებსაც ბევრჯერ
ჰქონდათ განოცდილი სხვა დამპყრობლებთაგან. თანაც, პირველ ხანებში,
დაკისრებულ ხარკს არავინ მოხელეები კი არ აგროვებდნენ, თვითონ ქართველ
ერისას უნდა შეეგროვებინა და ერთად გადაეცათ.
168
მაგრამ ეს ეხება არაბთა ბატონობის პირველ პერიოდს, როცა ისინი შედარებით
ფრთხილად მოქმედებდნე. მერე კი თანდათანობით შეიცვალა მდგომარეობა. მათი
ბატონობა სულ უფრო და უფრო მკაცრი გახდა, სულ უფრო და უფრო ერეოდნენ
ისინი დაპყრობილი ქვეყნის შინაურ საქმეებში, ხარკიც გაზარდეს და დაამძიმეს და
სარწმუნოებრივი თავისუფლებაც ტლანქად შეზღუდეს.
მაგრამ ეს უფრო მოგვიანებით მოხდა.
ამჯერად კი არაბები აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებსაც არ
გასცილებიან, დასავლეთ საქართველოში არ გადასულან. ის კი არადა, სახალიფოში
ამტყდარი დიდი სამოქალაქო ომების გამო, აღმოსავლეთ საქართველოშიც კარგად
ვერ დამკვიდრებულან; განზრახული რომ ჰქონდათ, ისე მტკიცედ ვერ მოუკიდიათ
ფეხი.

სახალიფოში შინაგანმა ბრძოლებმა კარგა ხანს გასტანა, და ქვეყნის შინაგანი


ცხოვრება არც მას შემდეგ დაწყნარებულა, როცა ერთი ხალიფა მეორემ შეცვალა.
დამპყრობთა შინაგანი დაძაბულობა, რაღა თქმა უნდა, გავლენას მოახდენდა
დაპყრობილ ქვეყნებშიაც. დაპყრობილი ხალხი შემთხვევით ისარგებლებდა, მონობის
უღელის გადაგდებას შეეცდებოდა.
ბიზანტიაც, რაღა თქმა უნდა, დროს იხელთებდა და სცდიდა თავისი
დაკარგული უფლებების და გავლენის აღდგენას ამიერკავკასიის ქვეყნებში.
იქით, ხაზარებსაც ხომ თავიანთი პრეტენზიები ჰქონდათ. მათ აკი ამას წინათ
დალაშქრეს საქართველო და მისი დედაქალაქი მიწასთან
გაასწორეს.დამპყრობელისათვის ეს საკმარისია, რათა ამ ქვეყანაზე პრეტენზია
განაცხადოს, თავის ქვეშევრდომათ ჩათვალოს და სხვა დამპყრობელს არ დაანებოს.
ხაზარებს, რაღა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ არაბების ძლევამოსილი
ლაშქრობანი და ხელსაყრელი მომენტის მოლოდინში იქნებოდნენ.
ამგვარი რეაქცია უნდა გამოეწვია არაბების შინაგან არეულობას.
სწორედ ასე მოხდა. სომხებს, ალბანელებსა და ქართველებს მართლაც
უსარგებლიათ დამპყრობთა შინაგანიო უთანხმოებითა და დაძაბულობით და ხარკის
ძლევაზე უარი განუცხადებიათ. იქნებ ბიზანტიამაც წააქეზა ისინი საამისოდ. ყოველ
შემთხვევაში, ბიზანტიამ ისარგებლა ამიერკავკასიაში შექმნილი მდგომარეობით და
არაბებს აგრძნობინა, ამ ქვეყნებს ასე ადვილად არ დავუთმობთო. იმ მომენტში
არაბებიც მოერიდნენ ურთიერთობის ზედმეტად გამწვავებას და ზავი შეჰკრეს
ბიზანტიასთან, რომლის მიხედვითაც, სომხეთსა და საქართველოში აღებული ხარკი
მათ შუაზე უნდა გაეყოთ.
ასე ადვილად გასწირა თავისი ძველი მოკავშირე და მეგობარი პატარა ქვეყანა
ძლიერმა ბიზანტიამ: რაკი ნახა მაინც განწირული იყო, ცოტათი თვითონაც მოითბო
ხელი.

ეს იყო 686 წელს.


ეტყობა, შინაგანი შფოთი და არეულობა არც ამის შემდეგ დამცხრალა
არაბეთში. ასე რომ, ბიზანტიის კეისარმა იუსტინე მეორემ ალბათ იფიქრა, არაბებთან
ისეთი ზავის შეკვრა შეცდომა იყო, რაღა შუაზე გაყოფილ ხალხს დავყაბულდე , რა
მჭირს გადამთიელთან საზიარო, ხარკიც მთლიანად მე მეკუთვნის და ამ ქვეყნებში
ბატონობასაც ვერავინ შემეცილებაო.
686 წელს შეკრიბა დიდი ლაშქარი და ლეონტის სარდლობით ამიერკავკასიის
ქვეყნებში გაგზავნა ბიზანტიის ბატონობის აღსადგენად. ლეონტის მართლაც

169
დაუმარცხებია ამიერკავკასიაში მყოფი არაბების მხედრობა; სომხეთი, საქართველო
და ალბანეთი კვლავ დაუმორჩილებია.
ამ ცნობებს ბიზანტიელი მწერლები გვაწვდიან. იქ ნათქვამია, როგორ
გაჟლიტეს ბერძნებმა სარკინოზები ( ანუ არაბები)...
მაგრამ ეს ბრძოლები ხომ ჩვენს მიწა-წყალზე ხდებოდა, ჩვენი ხალხის
დასაპყრობად, მართალია, ამ შემთხვევაში ერთი დამპყრობელი მეორეს არ
ეცილებოდა, ბრძოლა მათა ჰქონდათ ერთმანეთში, ასე აგვიწერს ამას უცხოელი
მემატიანე. მაგრამ იმავე ბროძელებში, (რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე
ჰქონდათ გაჩაღებული), ინტერესთა იმ საშინელ ჭიდილში ჩვენი ხალხი განზე ხომ არ
იდგომებოდა, გააფთრებული ბრძოლების შორიდან მეთვალყურედ? ძალიანაც რომ
სდომოდათ განზე დგომა, ვინ დაანებებდა!
ისტორიკოსი ქრონიკის სიმშრალით გადმოგვცემს ხოლმე ფაქტებს, მის
მოვალეობას არ შეადგენს ბელეტრისტის თვალით გააცოცხლოს მოვლენები.
მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდდენი ადგილობრივი
მკვიდრის სიცოცხლე შეიწირა ორ უცზოელ დამპყრობს შორის მათ დასამონებლად
გამართულმა ბრძოლამ! რამდენი ახალგაზრდა მეომარი გაიჟლიტა, რამდენი სოფელი
განადგურდა, რამდენი სახლი დაიწვა, რამდენი ოჯახი თალხით შეიმოსა, რამდენი
ბალღი დაობლდა და რამდენი მოხუცი უპატრონოდ დარჩა...
გავიდა ამის შემდეგ ერთი წელი და ახლა უკვე ხაზარები შემოესიენ
საქართველოსაც და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებსაც. ახლა ხაზარებმა დააყენეს
სისხლის ტბორები, სახლები გადაწვეს, საქონელი გაირეკეს, სოფლები დაანგრიეს,
მრავალი ბალღი დააობლეს და მრავალი მოხუცი უპატრონოდ დასტოვეს...
არა, ამას ასე ედაწვრილებით არ გადმოგვცემს სომეხი მემატიანე, იგი მოკლედ
შენიშნავს, ხაზარები შემოიჭრნენ და ქართლი, სომხეთი და ალბანეთი დაიპყრეს
გააფთრებულ ბრძოლაში ქართლისა და სომხეთის მთავრები გაჭლიტესო...

მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თითო მთავარს რამდენი


სოფელი და კუთხე მიჰყვებოდა, რამდენი ახალგაზრდა მეომარი და სოფლისა და
ქალაქის მშვიდობიანი მცხოვრები.
ერთი სიტყვით, ქვეყანა დიდ განსაცდელში ჩავარდა. ხალხს ამოსუნთქვის
საშუალებაც აღარ ჰქონდა. ჯერ ერთი მრისხანე მტერი არ მოეგერიებინა, რომ ახლა
მეორე დამესამე გამოჩნდებოდა, ერთმანეთზე სასტიკი და ულმობელი. ხან ერთს
უნდა შებრძოლებოდა, ხან მეორეს, ხან მესამეს. ხან ერთთან უნდა მოესინჯა
მშვიდობიანი მოლაპარაკების ნიადაგი, ხან მეორესთან და ხან მესამესთან. ხმალი
მუდამ ამოღებული უნდა ჰქონოდა ქარქაშიდან იმ მტრის დასახვედრად რომელიც
ასპარეზზე გამოჩნდებოდა. ისინი კი სწრაფათ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
საერთოდ მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევარი დიდი მერყეობით ხასიათდება.
დიდი ხნით, მტკიცედ, ამიერკავკასიის ქვეყნებში ვერც ერთი დამპყრობელი ფეხს ვერ
იკიდებს. მათი წარმატებები დროებითი და გარდამავალია.
მერვე საუკუნის დასაწყისიდანვე მდგომარეობა იცვლება-არაბების
უპირატესობა უფრო აშკარა ხდება.
და ამ დროიდანვე განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება მათი სიმკაცრე და
სისასტიკე.
ჩვენ რომ ზემოთ შევნიშნეთ, ქართლის ერისთავი გონივრულად მოიქცა, როცა
არაბების ძლევამნოსილ ლაშქარს საჩუქრებითა და ქათინაურებით შეხვდაო, ეს
თითქოს არ უთავსდება თავისუფლებისმოყვერული ხალხის ხასიათს, მის გმირულ

170
სულსა და ვაჟკაცურ შემარლებას! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქართველი ხალხი ამის
წინათაც და შემდეგაც მტკიცედ და შეუპოვრად დახვედრია ყველა დამპყრობელს.
ზოგჯერ დამარცხებულა კიდეც, მაგრამ თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისსათვის გმირული ბრძოლებით საერთო სიმპათია
დაუმსახურებია. მორჩილად არავის წინაშე არ დაუხრია თავი.
მაშ ახლა რატომღა იყო გონივრული შემოსეული მტრისათვის მორჩილების
გამოცხადება? როგორღა შევუთავსოთ ეს მის ხასიათს?
კარგად თუ დავაკვირებით, ეს იმდენად მორჩილება კი არ იყო, რამდენადაც
დიპლომატიური და ტაქტიკური ნაბიჯი. იქნებ არც შემთხვევითი და არც
უმნიშვნელო არა ყოფილა ის ფაქტი, რომ დაცვის სიგელი ანუ ხელშეკრულება,
რომელიც მტრის ლაშქრის შემოსვლისთანავე დაიდო, დაპყრობლის ნაკარნახევ
სამარცხვინო ზავს კი არა ჰგავს. ამ ხელშეკრულებაში მოცემული ზოგი მუხლი
თითქოს თანაბარ უფლებებში აყენებს ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც...
რაღა თქმა უნდა, ესეც დამპყრიბლის ტაქტიკა იყო, მაგრამ მაინც ჰქონდა
გარკვეული მნიშვნელობა.
ამას გარდა, ეს იყო დროებითი მოვლენა, ხალხს სულის მოთქმის საშუალებას
აძლევდა, რათა ღონის მოკრებისა და მობილიზების დრო და შესაძლებლობა
მისცემოდა უფრო გადამწყვეტი მოქმედებისათვის.
რაცა არა სჯობა, გაცლა სჯობსო! იმ ომენტში ქართველები წინააღმდეგობას
ვერ გაუწევდნენ არაბების მრისხანე ძალას, ქვეყანა განადგურდებიდა.
,წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა ჰქონდა არც პოლიტიკური და არც პოლიტიკური
თვალსაზრისით. აქ ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ქართველები ალბათ
ფსიქოლოგიურადაც მოუმზადებელი იქნებოდნენ ახალგამოჩენილი მტრის
წინააღმდეგ საბრძოლველად; რადგან ბიზანტიელებისა და ხაზარებისაგან
უკიდურესად შევიწროებული და გაწამებული მოსახლეობა, საფიქრებელია,
დროებით მაინც, ერთგვარ ხსნასაც კი ელოდა ამ ახალი ძალისაგან (ისევე როგორც ეს
ბიზანტიის მიერ დაპყრობილ სხვა ქვეყნებში მოხდა), რადგან ეს ძალა უპირველეს
ყოვლისა, სწორედ ბიზანტიელებსა და ხაზარებს, ანუ ისევ დამპყრობლებს
უპირისპირდებოდა. ამიტომ იმხანად მართლაც ასეთი მშვიდობიანი შეხვედრა
ჯობდა.
და ქართველების მაშინდელი ნაბიჯი გაამართლა კიდეც მოვლენათა
შემდგომმა მსვლელობამ.
გავიდა ხანი, ხალხმა ძალა მოიკრიბა, დამპყრობელსაც კარგად გაეცნო, ალღო
აუღო, მისი ასავალ-დასავალი გაიგო, ეტყობა მეზობელ ქვეყნებთანაც,
განსაკუთრებით კი სომხებთან გააბეს კავშირი და გახშირდა აჯანყებები
დამპყრობელთა წინააღმდეგ. დამპყრობლები ახლა უკვე იმ ერთი სახის ხარკს აღარ
სჯერდებიან, რაც თავდაპირველად დაადვეს ქართველებს. მაშინ საკომლო
გადასახადი შეაწერეს, ჯიზია. ახლა მეორე სახის, უფრო მძიმე, გადასახადიც
დააკისრეს ე.წ. ხარაჯა ანუ საადგილ-მამულო გადასახადი. და ყველასე ერთნაირად
ახდევინებდნენ ამ გადასახადს-მწირი მიწის პატრონსაც და ნოყიერ მიწიანსაც. არავინ
დაგიდევდა, რა მოსავალს იღებდა ამ ადგილზე მეურნე.
დამპყრობლის სისასტიკე ცხოვრების სხვა სფეროსაც მისწვდა. წინათ თუ
სარწმუნოებას არ უბღალავდნენ დაპყრობილთ, ახლა აქაც დაიწყეს ტლანქი ჩარევა.
ერთი სიტყვით, დამპყრობელთა სისასტიკე სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო
ხდებოდა და აჯანყებებმაც იმატა. ამის კვალობაზე გახშირდა დამსჯელი რაზმებიც.
აჯანყებებს სისხლში ახრჩობდნენ.
171
2
და აქ უნდა გავიხსენოთ ერთი სახელი, რომელიც კიდევ რომ არ უხსენო,
უნებურად გაახსენდება ქართველ ადანმიანს, როცა არაბობაზე ჩამოვარდება ხოლმე
სიტყვა თუნდ იმ სიტუაციაში სულაც არ იყოს ეს სახელი სახსენებელი. მემატიანესაც
კი შეშლია და არაბების პირველი შემოსვლა საქართველოში სწორედ ამ სახელთან
დაუკავშირებია, ე. ი. საუკუნეზე მეტით დაურღვევია ისტორიული სინამდვილე,
რადგან არაბები, როგორც ვნახეთ, მეშვიდე საუკუნისპირველ ნახევაში მოევლინენ
პირველად საქართველოს , ამ სახელის პატრონი კი მერვე საუკუნეში განოჩნდა.
ბევრი უცხოელის სახელი შემოუნახავთ ტკბილადჩვენს ხალხს. შვებს,ეს
მარტო იმითი კი არ აიხსნება, რომ მის ცხოვრებაზე შექმნილი ლიტერატურული
ძეგლი ერთ-ერთი უძველესია ქართულ მწერლობაში, არამედ იმითაც რომ, ამ
ადამიანის ცხოვრება ხალხთა დიდი წმინდა მეგობრობის იშვიათი ნიმუშია.
არც ბოროტების დავიწყება შეიძლება. თუნცა ბოროტი სახელი უფრო ცოტა
შემოუნახავს ჩვენს ხალხს.
და იმ მცირერიცხოვანი სახელების პატრონთა შორის, რომლებიც ხალხის
მეხსიერებაში გულქვაობისა და არაადამიანური სისასტიკის სიმბოლოდ
დარჩნენ,ისიც ერთ -ერთი პირველთაგანია ,ვისზედაც ზემოთ დავიწყეთ ლაპარაკი.
თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ჩვენ ახლა მურვან ყრუზე უნდა ვილაპარაკოთ.
ანუ მურვან ყრუზე, როგორც ზოგიერთი წყარო მოიხსენიებს.
საკუთარი სახელი ასეთი ცვლილებებით შემოუნახავს ისტორიას,
ქართველების მიერ შერქმეული მეტსახელი კი ყველგან ერთნაირად არის, და
ადამიანის ფიზიკურ ნაკლზე კი არ მიუთილებს, არამედ იმაზე, რომ ეს ავად
სახსენებელი კაცი ყურს არაფერს მიუპყრობდა-არც რჩევას, არც მუდარას, არც
შეგონებას, არც უმქეო ადამიანის კვნესასა და მოთქმას... ყველაფრის მიმართ ყრუ იყო.

ამისთვის ეწოდა მეორედ ყრუ, რომელ არა მიითუალვიდა სიტყუასა განმზრახთასა,


გადმოგვცემს მემატიანე. საინტერესო ცნობა მოაქვს სინმონ ჯანაშიას: გურიაში
ეხლაც გაუგონარ კაცს მურვანს ეძახიან, წერს მეცნიერი...
გურიასაც მისწვდაო?! გაიფიქრეთ ალბათ თქვენ. მთელი კავკასია მოიარა და
ყველგან სისხლის რუები დააკენა.

მოვლო ყრუმან ყოველი კავკასია და დაიპყრო კარი დარიელისა და


დარუბანდის ა. და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა
საზღუართა ქართლისათა. და ვითარცნა რამეთუ მეფენი ქართისანი და ყოველნი
ნათესავნი მათნი წარვიდეს ეგრისად და მუნით კუალად მიიცვალნეს აფხაზელად,
შეუნდა კუალად მათსა და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისისანიცა...
და ვერვინ შემძლებელ იყო წყრობად ყრუსა, რამეთუ იყუნეს სპანი მისნი უფროს და
უმრავლეს ჭალაკთა ეგრისისათა
... გადმოგვცემს მემატიანე.
ას ოცი ათასიანი ლაშქრით მოედო საქართველოს მურვან ყრუ.
ეს იყო 735 წელს. მემატიანის სიტყვები ვერავინ შემძლებელ იყო წყრობად
ყრუსა, ისე კი არ უნდა გავიგოდ, თითქოს წინააღმდეგობა არსად გაეწიოთ მურვან
ყრუს ლაშქრისთვის. ვერ მოერიენ, ვერა სძლიეს, იმოტომ, რომ მრავალ რიცხოვანი
ლაშქრით იყო და ქვას ქვაზე არ სტოვებდა. წინააღმდეგობას კი ყველგან უწევდენენ.

172
ისტორიას შემოუნახავს მურვან ყრუს წინააღმდეგ თავგამოდებით მებრძოლი
ქართველი გმრების სახელები. მათ შორის უპირველესად უნდა მოვიხსენიოთ
აარგვეთის მთავარნი დავითი და კონსანტინე.
მედგარი წინააღმდეგობის მიუხდავად, მტერმა საბოლოოდ ეს კუთხეც
დაიპყრო და გაანადგურა. თვითონ დავითი და კონსტანტინე, რაკი მაჰმადიანობა არ
მიიგეს, და ამით, კონკრეტულ შემთხვევაში, სამშობლოს არ უღალატეს, მურვან ყრუმ
სასტიკად აწამებინა.
ჩვენ ხელთ არის დავიდისა და კონსტანტინეს ღვაწლისა და წამების წიგნი,
რომელიც, უფრო ძველი წყაროების საფუძვეზე საბოლოოდ დამუშავებია მეთორმეტე
საუკუნის ავტორს. აქ დაწვრილებით არის მოთხრობილი ორი ქართველი გმირს
საოცარი შეუპორვრობისა და სულიერი სიმტკიცის ამბავი. ნაწარმოები
გამოკვეთილად ქრსტიანულ-რელიგიური ტენდენციითაა დაწერილი.მაგრამ ჩვენ
რამდენჯერმე შევნიშნეთ, რომ მაშინ ყოველგვარი ეროვნული-ქრისტიანული
რელიგიის სამოსლში იყო გახვეული და ქრისტიანული სარწმუნოების სახელით
გვევლინებოდა. ამიტომ აღარ უნდა გაგვიძნელდეს, რომ იმ რელიგიური სამოსელის
ქვეშ სამშობლოსათვის თავდადებული მეომრების და ეროვნული გნჟმირობა და
პატირიოტული შემართება დავინახოთ.
ნაწარმოები იმითაცაა საინტერესო რომ თვალსაჩინოდ გვიცოცხლებს მტრი
ლაშქრის შემაძრწუნებელ ძლიერებას. მანამ საქართველოში შემოიჭრებოდა ეს
ლაშქარი, ჯერ ააოხრა და მოსრა და ტყუე-ყო ქუეყანაი საბერძნეთისაი და
სასომხითოისაი ზღუამდე, გვაუწყებს ავტორი.
და იქვე დასძენს:
და მერე მოეფინა, ვითარცა ღრუბელი სიბნელისაი, სიმრავლეთა.

წიგნი მეორე, თავი პირველი.

თავი I
1.
არაბთა პირველ შემოსევას როგორც უკვე ითქვა, უცხოელთა განუწყვეტელი
თარეში და ხანგრძლივი ბატონობა მოჰყვა საქართველოში. ქვეყნის დედაქალაქი და
მისი მოსაზღვრე კუთხეები ოთხი საუკუნე უცხოელ დამპყრობთა ხელში იყო
თითქმის ოთხი საუკუნე, ეს ხომ მთელი იტორიაა.
ოთხასი წელიწადი იმისთვისაც კმარა, რომ ხალხმა ცხოვრების განვითარების
მაღალ დონეს მიაღწიოს, ახალი შედევრები შექმნას მწერლობაშიც, ხელოვნებაშიც,
ყოფითი კულტურის ყველა დარგსი.... გარკვეული წვლილი შეიტანოს საკაცობრიო
ცივილიზაციაში; ამაღლდეს, განვითარდეს, სხვა ხალხებზედაც იქონიოს კეთილი
გავლენა, კაცობრიობის საერთო ცხოვრებას ტონი მისცეს...
ამის თქმა მით უფრო თამამად შეგვიძლია ხალხზე, რომელსაც უკვე მოუსწრია
და გამოუმჟღავნებია დიდი შემოქმედებითი ენერგია, ეროვნული მეობა
ჩამოუყალიბებია და აღმავლობის გზაზედა დგას; რომლის დიდი ნიჭსა და გასაოცარ
შრომისმოყვარეობას უკვე შეუქმნია საერთო-საკაცობრიო მნიშვნელობის შედევრები:
რომელსაც უკვე ჯვრის მონასტერი აუგია, უკვე დაწერია
შუშანიკის წამება, მსოფლიო მწერლობის შედევრები უთარგმნია, თვით მყოფადი
ხელოვნების მრავალი დარგით მთელს მაშინდელ მსოფლიოში გაუთქვამს სახელი;
ასობით სიმღერა შეუქმნია; თეატრის გარემოს ჩასწვდომია და საკუთარი თეატრი
ჩამოუყალიბებია; მაღალი სასოფლო-სამეურნეო კულტურები გამოუყვანია, ყანები

173
ხელოვნური არხებით დაუსერავს... რომელიც თავისი შესაშური საყოფაცხოვრებო
კულტურით ქვეყნად ყველაზე ცივილიზებულ ხალხსაც ტოლს არ დაუდებს...
მეორე მხრივ, ოთხასი გრძელი წელიწადი იმისთვისაც კმარა, რომ რაგინდ
დიდი და განვითარებული ხალხო იყოს, დაკნინდეს დაჩაჩანაკდეს, გადაგვარდეს,
ბედს დამორჩილდეს და მონობის უღელი მოირგოს, სულიერად გატყდეს და
განადგურდეს, თავისი მეობა დაკარგოს; რაც კი მნიშვნელოვანი წინაპრებს
შეუქმნიათ, იმასაც ვერ მოუაროს და ახალი ვეღარაფერი შექმნას, ისტორიის
ფერხულიდან ამოვარდეს, საერთო-საკაცობრიო კულტურის განვითარებას მოწყდეს
და სადღაც განზე აღმოჩნდეს - დამცირებული, დაბეჩავებული, დაკნინებული,
რწმენადაკარგული, ნიჭდაჩლუნგებული, მისწრაფება შეზღუდული, განვითარების
წყურვილგამშრალი, მაღალ სულიერ იდეალებს მოკლებული...

ოთხასი წელი მთელი ისტორიაა.


ამ ოთხასი წლის განმავლობაში იყო პერიოდი, როცა განსაკუთრებით
გამძაფრდებოდა ხოლმე მდგომარეობა, ერის ბედი ბეწვზე დაეკიდებოდა, მისი
ყოფნა-არყოფნის საკითხი მთელი სიმწვავით დადგებოდა.
შემოსული მუდამ მძიმე და აუტანელია. ვინ იქნება ისეთი გულუბრყვილო,
იფიქროს, დამპყრობლის უღელი ზოგჯერ მაინც შემსუბუქდებაო. არა. მონობის
უღელი მუდამ მძიმეა და არაბი დამპყრობლების უღელიც არასდროს
შემსუბუქებულა. მაგრამ ზოგჯერ განსაკუთრებით სასტიკი ხდებოდა გახდებოდა
ხოლმე დამპყრობელი, წალეკვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებოდა ჩვენი ხალხი,
ფიზიკური მოსპობა და გადაშენება დაემუქრებოდა.
ასეთი ყოვლის-მომსპობი ცეცხლის ნიაღვრები პერიოდულად მოვარდებოდა
ხოლმე.
საქართველოს ყველა კუთხეს მისწვდა არაბთა სარდალი მურვან ყრუ. ეს მოხდა 735
წელს. ჩვენ ეს უკვე ვიცით. აღმოსავლეთ საქართველოდან დაიწყო და ცეცხლითა და
მახვილით მოედო მთელს ქვეყანას – აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ სამხრეთ
საქართველოს, მერე დასავლეთს და იქიდან ისევ სამხრეთისაკენ შეტრიალდა. თავისი
მრავალრიცხოვანი ლაშქრით სულ გადათელა ქვეყანა. ციხეები და ტაძრები
დაანგრია, საცხოვრებელი სახლები გადაბუგა, ხალხი გაჟლიტა. ლამის ერთიანად
მოსპო სიცოცხლე ამ პატარა მიწა-წყალზე. და ადგილ-ადგილ (ეს ქართველი
მემატიანის გამოთქმაა) თუკი რამე გადაურჩა მის მახვილს, თუკი აქა-იქ მაინც დარჩა
ჩაუმქრალი კერა, იმას საშინელი ჭირი მოუვლინა – თვითონ წავიდა და უკურნებელი
სენი დატოვა; ეს სენი მიუსია იმათ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა
გამანადგურებელ ცეცხლს.
გავიხსენოთ, რომ ჯუანშერის ცნობით, მურვან ყრუს აფხაზეთში ლაშქრობის
დროს მოსწყდა სატილთა სარკინოზთა ოცდათხუტმეტი ათასი... აშკარაა, რაღაც
საშინელი სენი დარევია მტრის ლაშქარს. ცოტა ხნის შემდეგ, სწორედ იმ ხანებში,
როცა მურვან ყრუს გვემური ლაშქარი აფხაზეთიდან სამხრეთ-საქართველოსკენ
მიიქცა, აქაც, ტაო-კლარჯეთშიაც გავრცელდა ეს სენი. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა
გადმოგვცემს: «ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ყოველნი ციხენი და მოვლო
შევშეთიცა და ღადონი. და კუალად შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან
მოაოხრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედიღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ.

ამ ორი ცნობის მიხედვით აშკარაა, რომ სატლი (რა სენსაც უნდა გულისხმობდნენ
ამით მემატიანეები) მურვან ყრუს შეუტანია სამხრეთ საქართველოში

174
ჰუნების ბელად ატილაზეა ნათქვამი, სადაც ფეხს დადგამს, იმ ადგილას
ბალახი არ მოდისო. მურვან ყრუზედაც იგივე შეიძლება ითქვას. შეიძლება კი არა, აკი
ამასვე ამბობს ჩვენი მემატიანე: ისე
განეყრუნა ქუეყანა ესე ყრუსა, დაღაცთუ გარდავლნა ჟამნი მრავალნი მშვიდობით,
არღარა მოგებულ იყო კუალსა თვისასა.
და მეორე მემატიანის ცნობაც: «და ჩაიარა უღმერთომან მურვან ყრუ ზღვის
პირი და გამოიხუნა ციხენი და ქალაქნი ზღვის პირისა!..
და იქვე: ... არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა
ყოლადვე...

ჩვენს მემატიანეებს, მართალია, ძუნწად, მაგრამ ისეთი ექსპრესიულობით


შემოუნახავთ ეს ცნობები, როცა კითხულობ, უნებურად აცოცხლებ შემზარავ
სურათებს.
ბუნებრივია, ასეთი ცეცხლის ნიაღვრები ბევრჯერ მოედებოდა ჩვენს ქვეყანას
ოთხასი წლის განმავლობაში – ზოგჯერ ძალიან ფართო რადიუსითა და საშინელი
სისასტიკით, ზოგჯერ შედარებით ნაკლები მასშტაბითა და უფრო ნაკლები
სიმწვავითაც. ჩვენს მემატიანეებს აღნუსხული არა აქვთ ყველაფერი. მხოლოდ
ზოგიერთი ასეთი დარბევისა და შემუსვრის ამბავს გადმოგვცემენ ისინი. ბევრი
დარვა-აოხრების ცნობები, რასაც ჩვენს მემატიანეებთან ვერა ვნახულობთ, შეგვიძლია
მოვიპოვოთ სხვა ქვეყნების იმდროინდელ ისტორიკოსთა წყაროებში – ბიზანტიელ
ისტორიკოსებში, სომხებისაში, თვითონ არაბებისაში ... და ჩვენი თანამედროვე
მეცნიერები ამ უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით ცდილობენ, მთავარი მაინც
გამოკრიფონ, რათა საერთ წარმოდგენა შეგვექმნას ამ მრავალრიცხოვანი სასტიკი
ბრძოლებისა.
კითხულობ უცხოურ წყაროებში თითოეული ასეთი შემოსევის ამბავს და
თითქოს არაფერიო, ისე გადმოგვცემს, ვთქვათ, რომელიმე არაბი ისტორიკოსი
თხუთმეტი, ოცი, ოცდახუთი ათასი ქართველი მეომრის გაჟლეტისა და
საქართველოს რომელიმე კუთხის აოხრების ამბავს...
აბუ ჯაფარის ხალიფობის დროსო, აუღელვებლად მოგვითხრობს ერთი არაბი
ისტორიკოსი, კახეთის შესამუსრავად გაილაშქრა სარდალმა ალ-ჰასან კაჰტაბის-
ძემაო. ისეთი მედგარი წინააღმდეგობა დახვედრიათ არაბებს კახეთში, რომ ვერაფერი
გაუწყვიათ და სარდალი იძულებული გამხდარა, დამატებითი ჯარი გამოეთხოვა
ხალიფასგან. ხალიფასაც არ დაუყოვნებია, მრავალრიცხოვანი ლაშქარი მოუშველებია
გამოცდილი სარდლის ალ-ჰარისის მეთაურობით. არაბი ისტორიკოსის სიტყვით,
გამართულა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რამაც თურმე რამდენიმე დღეს გასტანა.
არაბი ისტორიკოსი აჯამებს ბრძოლის შედეგებს თექვსმეტი ათასი ქართველი
ჯარისკაცი მოუკლავთ ამ ბრძოლაში! დიდძალი ტყვე წამოუყვანიათ და
გამარჯვებულები თბილისისკენ წამოსუან, სადაც, როგორც პირველ წიგნში უკვე
ითქვა, მათი მთავარი შტაბი, საამირო იყო.
მაგრამ სანამ თბილისს ჩამოვიდოდნენ, სარდალს ერთბაშად რაღაცამ
წამოუარა, დაერივნენ ამ უიარაღო ტყვეებს და ერთიანად გაჟლიტეს (ტყვეების
რიცხვს არ ასახელებს არაბი ისტორიკოსი, ისე კი, ეტყობა, საკმაოდ ბევრი ტყვე
ჰყოლიათ). მერე თავისი დიდი ლაშქრიდან რაზმები გამოუყვია და მშვიდობიანი
სოფლებისათვის შეუსევია.
ეს გახლავთ ერთი «პატარა» ეპიზოდი, თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ,
ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლა, ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვანთაგანი, რაც

175
არაბთა ხანგძლივი ბატონობის დროს მომხდარა. და რის ამბავსაც ჩვენ არაბი
ისტორიკოსის იაკუბის მონათხრობით ვიცნობთ. ჩვენ მემატიანეებს, მრავალი სხვა
ასეთი რბევის მსგავსად, გამოტოვებული აქვთ ეს ბრძოლა, ყველას ვერ
ჩამოთვლიდნენ, ძნელი იყო.
ყველას აღდგენა და ჩამოთვლა შეუძლებელიც არის.
ყველას, რაღა თქმა უნდა, არც უცხოური წყაროები შემოგვინახავდა.
მაგრამ როცა ვცადე, უცხოური წყაროების დახმარებით დაახლოებით მაინც
აღმენუსხა ის გამანადგურებელი რბევანი, რაც სხვადასხვა დროს ჩვენს ხალხს
არაბებისგან განუცდია, საკმაოდ გრძელი სია გამოვიდა. იმაზე გაცილებით დიდი,
ვიდრე ვვარაუდობდი. სწორედ ამის გამო აქ არ მომაქვს.
მაგრამ საინტერესო ნუსხა კი არის.
ვცადე ქრონოლოგიურად დამელაგებინა, წლებისმიხედვით (ეს წლები
ზოგჯერ ზუსტად არის წყაროებში მითითებული, ზოგჯერ მიახლოებით აღადგენ იმ
ხალიფისა, ამირისა თუ სარდლის მიხედვით, რომელთაც პირდაპირი თუ
არაპირდაპირი მონაწილეობა მიუღიათ ცალკეულ რბევასა და ბრძოლაში და
რომელთა ცხოვრების თარიღები ცნობილია ისტორიაში).

ნუსხა დიდ ქაღალდზე შევადგინე. ამ გაშლილი ქაღალდის მარჯვენა მხარე,


ძირითადი ნაწილი, არაბების წინააღმდეგ ბრძოლებს დასუთმე, მარცხენა მხარეს კი
ის «დამატებითი» ბრძოლები ჩამოვწერ, რაც ჩვენს ხალხს სხვა შემოსეულ მტრებთან
გადაუხდით, ვთქვათ, ხაზარებთან, ანდა «მეგობარ» ბიზანტიელებთან... და
მიმართულების მაჩვენებელი ისრით იმავე ხანებში არაბების წინააღმდეგ გადახდილ
ბრძოლებთან დავაკავშირე.
ასე, მაგალითად, როცა ნუსხაში აღნიშნული მაქვს ქართლის ერისთავის ნერსეს
მიერ გადახდილი ბრძოლა არაბების წინაარმდეგ (აქვე შევნიშნოთ, რომ ეს ომი
ქართლის ერისთავმა მოიგო და არაბი სარდალი ბარაბა გააქცია), იქვე ისარი
მანიშნებს, ამ გაშლილი ქაღალდის მარცხნივაც გავიხედო, სადაც მიწერია: «ამავე
ხანებში ხაზარებს დაურბევიათ სომხეთი და ქართლი და ამ ქვეყნის მთავრები
ერთიანად გაუჟლეტიათ». (ეს არის მეშვიდე საუკუნის ოთხმოციანი წლების
მიწურული. ჯერ მურვან ყრუ არა ჩანს, იგი 40 წლის მერე მოევლინება
საქართველოს).
მეშვიდე საუკუნის მიწურულისთვის ბიზანტიელების მეტისმეტად
შეუვიწროებიათ თავიანთი მეზობელი და «მეგობარი» ქვეყანა ეგრისი. და როცა
ეგრისის მაშინდელი პატრიკოზი სერგი ბიზანტიელების წინააღმდეგ ვერაფერს
გახდა, ძალიან სარისკო გზას დაადგა, უფრო შორეულ მტრებთან – არაბებთან –
გამართა მოლაპარაკება. ორ უბედურებას შორის, ნაკლები არჩია, უფრო შორეულ
მტერთან შეკრა კავშირი ახლო მყოფი მტრის წინააღმდეგ, ალბათ იმის იმედით, რომ
შორეული მტერი იმდენს ვერ დააზარალებდა. (შეგახსენებთ, რომ ამ დროს ჯერ
კიდევ არ გამოჩენილა მურვან ყრუ და აქაურ ხალხს ჯერ არ გამოუცდია იმ შორეული
მტრის მთელი სისასტიკე: ამან იქნებ ერთგვარად მაინც გაამართლოს ეგრისის
პატრიკოზის მეტისმეტად საჩოთირო ნაბიჯი.)
იმის გარჩევას ნუღარ შევუდგებით, რამენად სწორი იყო ეგრისის მაშინდელი
პატრიკოზის გადაწყვეტილება. ეს ფაქტი იმიტომ გავიხსენე, რომ ჩვენს ნუსხაში იმ
ადგილას, საცა აღნიშნული მაქვსმე-8 საუკუნის დასაწყისი და საცა მიწერია:
არაბების ჯარი ციხე-გოჯსა და მახლობელ ციხეებში გამაგრებულა.ისინი დასავლეთ
საქართველოს იპყრობენ

176
... ამ ადგილას ისარი მაჩვენებს, მარცხნით გაიხედეო, სადაც ასეთი შენიშვნა
ჩამიწერია: «ბიზანტიის კეისარი, ნაცვლად იმისა, რომ გაერკვეს, რამ ააღელვა
ეგრისელები და არაბებთან კავშირის შეკვრა რამ გადააწყვეტინათ, იმის ნაცვლად,
რომ მშვიდობიანად და ჭკვიანურად სცადოს თავისივე გაფუჭებული საქმის
გამოსწორება, ალანებთან გამართავს მოლაპარაკებას, ცდილობს ჩრდილოეთის
პატარა ხალხებთან შეკრას სამხედრო კავშირი და, შურისძიებით გულგავსებულმა,
ალანთა ჯარი საქართველოს შემოუსიოს.
ან კიდევ:
მე-8 საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში (ეს უკვე მურვან ყრუს შემდეგ
ხდება) არაბი ისტორიკოსის ბალაძორის ცნობით, არაბების ლაშქარი არაგვის ხეობას
შეესია და ააოხრა. ასეთი ჩანაწერი მაქვს ჩემი ნუსხის ძირითად, მარჯვენა მხარეს.
მაგრამ იქვე ისარი ისევ მაჩვენებს, მარცხნივ გავიხედო. აქ მიწერია: ამავე ხანებში, 764
წელსხაზარები შეესევიან ქართლს, დაარბევენ თბილისს, ქართლის სოფლებს,
ქვეყანას ააოხრებენ, მოსახლეობას გაჟლეტენ.
ამ შემოსევაზე ჩვენ ზემოთ გვქონდა ლაპარაკი. ეს იმდროინდელი ამბავია, როცა
ქართველ ქალს შორიდან გაუმიჯნურდა ხაზართა ხაკანი და მერე, უარით
გაგულისებულმა, მთელი ქართლის დასასჯელად დიდი ლაშქარი გამოგზავნა
უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული სარდალი ბლუჩანი.
როგორც ვხედავთ, სამ ფრონტზე ბრძოლა უხდება იმ დროს ჩვენს ხალხს:
შედარებით ახლად გამოჩენილი მრისხანე მტრის არაბების წინააღმდეგ თითქმის
განუწყვეტელი ბრძოლები და უკვე შეჩვეული ჭირის – ბიზანტიისა და ხაზარების –
პერიოდული, მაგრამ არანაკლებ მრისხანე შემოტევების მოგერიება.
სიმონ ჯანაშიამ ქართველი ხალხის ამ სამ ფრონტზე დაძაბულ ბრძოლას «სამი
მხრით ხმლის ქნევა» უწოდა.
იმ ჩემს ნუსხაში, რომელიც შავი მელნით მაქვს შედგენილი, ყურადღებას
იქცევს მეტი თვალსაჩინოებისათვის წითელი ასოებით გამოყვანილი ერთი სიტყვა,
სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე განმეორებული.
ერთგან სამჯერ ზედიზედ მეორდება ეს სიტყვა, ერთმანეთზე გადაბმით:

აჯანყება, აჯანყება, აჯანყება...


ეს არის მერვე საუკუნის დასაწყისიდან, როცა დამპყრობლის უღელი
მეტისმეტად დამძიმდა და მონურ მორჩილებას შეურიგებელმა,
თავისუფლებისმოყვარე ხალხმა აჯანყებები გაახშირა.
აჯანყებათა სისხლში ჩასახშობად ხალიფა ზედიზედ გზავნის დამსჯელ
ექსპედიციებს, სულ ახალ-ახალ ჯარებს, სხვადასხვა სარდლის მეთაურობით. თავის
სარდლებსაც ვერ ენდბა და ერთმანეთის მიყოლებით ცვლის სარდლებსა და
მმართველებს. პავლე ინგოროყვას გამოუთვლია, რომ მარტო ჰარუნ-არ-რაშიდის
ხალიფობის დროს, 23 წლის განმავლობაში, 17 მმართველი შეუცლიათ კავკასიაში.

ამ საუკუნის (მერვე საუკუნის) ოციან წლებში რამდენჯერმე დალაშქრეს და ააწიოკეს


ქართლი», ვკითხულობ იმ ჩემს ჩანაწერში,
ხალხი მაინც ვერ გატეხეს და ამას მოჰყვა 735 წელს, ხალიფა ჰიშამის დროს, მერვან-
იბნ-მუჰამედის (მურვან ყრუს) სასტიკი ლაშქრობა»...

177
დავყურებ ამ გაბმულ ბრძოლების გრძელ ნუსხას, გონებაში ვფურცლავ ჩვენი
ისტორიის დიდი წიგნის გვერდებს – განუწყვეტელი ბრძოლების წლებს – და
მაგონდება ერთი შოტლანდიური ლეგენდა...
ამ პატარა ქვეყანას გაუთავებელი ბრძოლები ჰქონდა თავის არაკეთილად
განწყობილ მეზობლებთან. დიდხანს გრძელდებოდა ეს ბრძოლები. ინგლისს
მტკიცედ გადაეწყვიტა ჩრდილოეთით მოსაზღვრე მეზობლის გადაყლაპვა. ეტყობა,
მუდამ ასეთი იყო მცირერიცხოვანი ხალხის ბედი, რომელსაც დაპყრობის ჟინით
აგზნებული უფრო დიდი ქვეყანა ესაზღვრება. შოტლანდიელი ხალხი გმირულად
იცავდა თავს და მადაგაღვიძებულ მეზობელს საკმაო სიმწარეს აგემებდა. ინგლისი
უტევდა, შოტლანდია იგერიებდა. ამოისუნთქავდა თუ არა ინგლისი გართულებული
საგარეო ურთიერთობებისგან, დაგეშილი მწევარივით მაშინვე ჩრდილოეთით
დაიძვრებოდა.
დრო გადიოდა, მეფეები ერთმანეთს ცვლიდნენ, რამდენი რამე იცვლებოდა
ქვეყნების ცხოვრებასა და ურთიერთობაშიც, მეზობელი პატარა ხალხის დაპყრობის
ჟინი კი უცვლელი რჩებოდა.
დაპყრობელი განსაკუთრებით გააქტიურდა მეთოთხმეტე საუკუნის
დასაწყისში.
ინგლისის არმიამ ზედიზედ შეუტია მეზობელს და, გააფთრებული
წინააღმდეგობის მიუხედავად, დამარცხება დამარცხებაზე აგემა.
შოტლანდიელებიუ მაინც არ ჰყრიდნენ ფარ-ხმალს. ვერა და ვერ მოხერხდა მათი
გატეხა. იჟლიტებოდნენ და მაინც მედგრად ხვდებოდნენ მტერს.
ხალხს ყველა ბრძოლაში წინ უძღოდა გმირი მეფე-სარდალი რობერტ ბრუსი.
ეს ლეგენდაც მას შეეხება.
ერთ-ერთი შეტევის დროს მტერმა ლამის სულ გაჟლიტა შოტლანდიელები.
ცოცხლად დარჩენილი ჯარისკაცები, როდესაც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება
ხოლმე, აირივნენ და გაიფანტნენ რობერტ ბრუსმა იმდენი მოახერხა, რომ
გარშემორტყმულ მტრის ლაშქარს დაუსხლტა და უღრან ტყეში თავი შეაფარა ერთ
ძველისძველ მიტოვებულ ქოხს.

ჯაჭვის პერანგი არც კი გაუხდია, ისე მიეგდო კუთხეში ქანცგაწყვეტილი, მშიერ-


მწყურვალი, სასომიხდილი მეფე. მაგრამ გამწარებულსა და გატანჯულს ძილი არ
ეკიდებოდა, გადახდილი სასტიკი ბრძოლის სისხლიანი სურათები ედგა თვალწინ...
ომი წაგებული იყო. ამ უსამართლო ბრძოლაში დამპყრობელმა, ბოლოს და ბოლოს,
გატეხა პატარა ხალხის თავგანწირული წინააღმდეგობა და მისი ქვეყანა დაიპყრო.
ამას მოჰყვებოდა ხოლმე საშინელი დამცირება, ეროვნული თავმოყვარეობის
შელახვა, ამაყი მთიელი ხალხის. ღირსების შებღალვა, მისი ადათ-ჩვეულებების
შეგინება, ცხოვრების წესის დარღვევა, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული
კანონების ფეხით გათელვა, ოჯახების დამშევა და გაპარტახება, ჭაბუკების გაჟლეტა,
ბერიკაცების სიბერის გამწარება, ყმაწვილი ქალების ნამუსის ახდა, ბავშვების
გადაგვარება...
ასეთია დაპყრობითი ომის ულმობელი კანონი.
სასოწარკვეთილი ვაჟკაცის აფორიაქებულ გონებას კონკრეტულად გამოკვეთილ
სურათებად ეხატებოდა მთელი უბედურება...
ხსნა არსად იყო. ომი წააგეს. არც მას, არც მის ლაშქარს, მთელს ხალხს საცდელი არ
დაუკლით, გმირულად დაუხვდნენ მტერს. ლაშქრის დიდი ნაწილი გაიჟლიტა,
დანარჩენი გაიფანტა. რაღა აზრი ჰქონდა ხელახლა ლაშქრის შეგროვებას!...

178
ასე ფიქრობდა ქოხის კუთხეში მიგდებული დამარცხებული სარდალი-მეფე.
სიძველისაგან ჩამომპალ ისლის სახურავში ჩამავალი მზის სხივებს შემოეჭვრიტა.
ერთი ობოლი სხივი ობობას ბუდეს მისწვდომოდა. ობობა ქსელის ერთ კუთხეში
მიყუჟულიყო. მეფემ ანგარიშმიუცემლად ასწია ჯერ ისევ ხელში შერჩენილი მახვილი
და ობობას ქსელი დაუშალა. გავიდა ცოტა ხანი და შენიშნა, რომ ისევ გაუბამს ქსელი
და ისევ კუთხეში მიყუჟულა ობობა. ბრუსმა ახლაც თავიდა უნებურადასწია მახვილი
და კვლავ ჩამოუშალა. ხოლო როცა მესამედაც გააბა ობობამ ქსელი, მეფე უკვე
დაინტერესდა. წამოჯდა. და ალბათ ახლა გაუელვა იმ ბედნიერმა ფიქრმა. ახლა უკვე
აქეთკენ მოიმართა მისი არეული გონება. კიდევ ჩამოშალა ქსელი და გაფაციცებით
დაელოდა. შეჰყურებდა, როგორი დაუღლელი მონდომებით ტრიალებდა ობობა...
მეოთხედაც გააბა, მეხუთედაც, მეექვსედაც...
ხოლო როცა მესვიდედაც გააბა ქსელი, მეფეს უკვე გაკვირვება აღარ ეტყობოდა.
მას უკვე ბედნიერი გადაწყვეტილების სხივი უნათებდა სახეს.

თუკი უსუსური მწერი ზედიზედ შვიდი დამარცხების შემდეგ მაინც გაუტეხელი


სულითა და იმედით შეუდგა საქმეს, მე რაღა ღმერთი გამიწყრაო. და მტკიცე
ნაბიჯით გამოვიდა ქოხიდან.
გადამწყვეტი ბრძოლა შოტლანდიელმა ხალხმა მოიგო.
ეს იყო იტორიაში კარგად ცნობილი ბანოკბერნის ბრძოლა.
ეს ლეგენდაა. ლამაზი სოტლანდიური ლეგენდა. მაგრამ მართლაც რომ
მომხდარიყო ასეთი რამ, ცვენ მაინც ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს შემთხვევა
უბრალოდ ბიძგი იყო. დიდი იტორიული მოვლენები ასე უბრალოდ შემთხვევით არა
ხდება. მთავარი ფაქტორი, რამაც გატანჯულ ხალხს ისევ ააღებინა იარაღი
გადამწყვეტი ბრძოლისათვის, ამ ხალხის გაუტეხელი სული იყო. მონობისადმი
შეურიგებლობა. თავისუფლების სიყვარული.
მით უფრო მტკიცედ შეგვეძლო ესა ვთქვათ ჩვენს ხალხზე. რომელიც
სხვადასხვა მტრის განუწყვეტელი შემოსევის, რბევისა და განადგურების
მიუხედავად, არა ტყდებოდა და მტერს მუდამ მედგრად ხვდებოდა. ერთგან უკვე
გავიხსენეთ ვახუშტისეული დახასიათება ჩვენი ხალხისა: «ზნენი აქვნდათ
პირმტკიცობა, მტერთა ზედა ერთობა, თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლა, მაგრად
დგომა მისთვის... გარნა თუ სძლია ვინმე მძლავრთაგანი, არა დაემორჩილიან».
ამით აიხსნება საარაკო შეუპოვრობა, რაც ქართველმა ხალხმა თავისი
ისტორიის იმ გრძელ მონაკვეთზე გამოიჩინა.
საარაკო შეუპოვრობა არა მარტო აჯანყებებისა და უთანასწორო ბრძოლებში
გამოვლენილი, როცა იარაღშემართული ებრძოდა მასზე გაცილებით
მრავალრიცხოვან მრისხანე მტერს, არამედ, და უმთავრესად, შემოქმედებით შრომაში
გამოხატული, როცა იგი ათასჯერ დანგრეულსადა მიწასთან გასწორებულს კვლავ
აშენებდა, აღადგენდა. ხატავდა, აქანდაკებდა, თხზავდა, ქმნიდა...
ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვნახავთ, რომ სწორედ ამ საშინელი რბევის
წლებში, როცა მტერმა თითქოს სულ ჩაკლა სიცოცხლე პატარა ქვეყანაში, ჩვენს
გაუტეხელ ხალხს ყანებში ახალი, გაუმჯობესებული იარაღი შეაქვს, ესე იგი
მეურნეობას აუმჯობესებს: ახალი ტაძრების კედლები ამოჰყავს და ხელში
ფუნჯმომარჯვებული ამ კედლებზე ისეთ ფრესკებს ხატავს, რაც მრავალი საუკუნის
შემდეგ აღფრთოვანებაში მოიყვანს განათლებულ კაცობრიობას. გამანადგურებელი
ნგრევის ხმა ესმის, ნიავს ცეცხლის კვამლი მოაქვს, დარწმუნებული არ არის, რომ ეს
მისი ახალი ნაღვაწი გადაურჩება ცეცხლის ნიაღვარს. და მაინც ხატავს, მაინც ქმნის,

179
რადგან კარგად აქვს შეგნებული, რომ ამითაც ამარცხებს მტერს – ამ მაღალი
შემოქმედებით თავისივე ხალხს მორალურად ზრდის და ამაღლებს, სულიერ
სიმტკიცესა და სიმხნევეს ჰმატებს, მტერს კი მიწასთან ასწორებს.

შოტლანდიური ლეგენდა ალბათ იმანაც გაგვახსენა, რომ ქართველ მწერალს


ვასილ ბარნოვს ერთი თავისი რომანის მთავარი გმირი სწორედ იმგვარადვე
იმედმიხდილი ჰყავს დახატული, როგორც იმ უცხოური ლეგენდის პერსონაჟი
ვიხილეთ.
ამ ეპიზოდს რომანის დასაწყისშივე ვხვდებით. აქაც რომანის გმირი მეფეა.
ქართველთა მეფე. საბედისწერო ბრძოლა გადაუხდია არაბებთან უთანასწორო
შერკინებაში სასტიკად დამარცხებული და განადგურებული გამოქცეულა. თან
წამოუყვანია ცოლ-შვილი, ახლობლები, იმ სასტიკ ბრძოლაში გადარჩენილი
მხედრობის ნაშთი და გეზი უცხოეთისკენ აუღია. ბიზანტიას უნდა შეაფაროს თავი.
სწორედ ასე იწყება რომანი.
დამარცხებული მეფე საქართველოს სამხრეთში, სადღაც ფარავნის ტბის
მიდამოებში თავისთვის მიგდებულა და უცნაურად გაოგნებულს, ფიქრის თავიც კი
აღარა აქვს. დანა პირს არ უხსნის. განმარტოებულია. ახლოს არავის იკარებს.
ერთგული მსახური შორიდან უთვალთვალებს. ახლოს მისვლას ვერ ბედავს. მეფის
ოჯახი – ცალკე კარავშია. ვერც დედოფალს გაუბედავს მეუღლესთან შესვლა.
თხრობის საერთო ტონისა და მოვლენათა შემდგომი განვითარების მიხედვით
იგრძნობა: მეტისმეტად პატივმოყვარე დედოფალი გაბრაზებულიც კი უნდა იყოს
მეფეზე. რომ მან მტერი ვერა სძლია და ასეთ დღეში ჩააგდო დედოფალიცა და
უფლისწულებიც – ურემზე შესვა და უბრალო ხალხთან ერთად, უცხო ქვეყანაში
გადასახვეწად დაძრა თავშესაფრის საძებლად, როგორც ღატაკი და მაწანწალა.
ავტორთან ერთად მივყვებით მეფის არეულ ფიქრთა დენას. მწერალი თანდათან
ამზადებს ნიადაგს, რომ იმ მოულოდნელ ბრძოლას, რომელიც მართლა მოხდა და
რომელმაც ქართველთა მეფეს მოულოდნელი გამარჯვება მოუტანა, რაღაცნაირი
საფუძველი მოუმზადოს: როგორც ზემოთ ნაამბობ ლეგენდაში ობობამ უშველა
შოტლანდიის მეფეს, ისევე მოუძებნოს რომანის დასაწყისშივე საბოლოოდ
გულგატეხილ ჩვენს მეფესაც რაღაც იმპულსი და ბიძგი, ისევე მოაბრუნოს მისი
განწირული ფიქრთა დენა და შეუძლებელი შეაძლებინოს...

ეს მისია რომანის ავტორს მეფის ერთგული მსახურისათვის დაუკისრებია,


ბრძენი და მამაცი ქართველი ვაჟკაცისათვის...
მაგრამ ჩვენ აქ შევჩერდით, ნუღარ გავყვებით რომანის მსვლელობას. ამ
ეპიზოდს ისევ დავუბრუნდებით. ოღონდ ცოტა უფრო სხვა ვითარებაში ვიხილავთ
მეფეს.

ზემოთ მოთხრობილი ეპიზოდი მერვე საუკუნის მიწურულსა თუ მეცხრე საუკუნის


დასაწყისში მოხდა. სახელდობრ რომელ წელს, ამისი დადგენა არ ხერხდება.
პერსონაჟი რომანისა გახლავთ ქართლის ერისმთავარი აშოტ – პირველი, შემდგომში
მეფე, ვისაც ბიზანტიის იმპერატორმა კურაპალატობაც უბოძა. ზოგი მას მხოლოდ

180
კურაპალატად მოიხსენიებს. ქართველმა ხალხმა მაღალი არაოფიციალური
ტიტულიც მიანიჭა – აშოტ დიდი უწოდა.
აშოტ პირველი მოღვაწეობდა მერვე საუკუნის დასასრულსა და მეცხრე
საუკუნის დასაწყისში.
ზოგიერთ ისტორიკოსს უფრო ზუსტად აქვს განსაზღვრული მისი ზეობის
წლები: 786 – 826. ასე აქვს ეს მოცემული ვახუშტი ბატონიშვილს. ამავე აზრისანი
არიან, ივანე ჯავახიშვილი და ზოგი სხვა მეცნიერიც.
ჩვენ მოვერიდეთ ამ ტრადიციული განსაზღვრის განმეორებას, რადგან
შემდეგი დროის გამოკვლევებში ეს თარიღები საეჭვოდ მიიჩნიეს. განსაკუთრებით
გარდაცვალების თარიღი. კორნელი კეკელიძე, მაგალითად, დამაჯერებლად და
ლოგიკურად ასაბუთებს, რომ აშოტ პირველის გარდაცვალების თარიღად
შეუძლებელია 826 წელი მივიღოთ. ამ მოსაზრებას ზოგი სხვა მკვლევარიც იზიარებს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს აშოტის ზეობის წლების
განსაზღვრას, მკითხველის ყურადღებას აღარც შევაჩერებდით...
როგორც საისტორიო წყაროებით ირკვევა, აშოტის წინ ქართლის ერისმთავარი
ყოფილა ადარნასე, აშოტის მამა: ადარნასეს წინ სტეფანოზი; სტეფანოზის წინ –
ნერსე, იოანე საბანისძის ცნობილი მოთხრობის აბოს წამების ერთ-ერთი პერსონაჟი...
უფრო შორს ნუღარ წავალთ.
ზემოთ ერთგან ითქვა, როგორ ელვის სისწრაფით იცვლებოდნენ არაბთა
მმართველები ჩვენს ქვეყანაში. იმავე მიზეზების გამო ქართველ მთავრებსაც ძალიან
მალ-მალე ცვლიდნენ (ცვლიდნენო, იმიტომ ვამბობთ, რომ ერისმთავრების
დანისვნასა და გადაყენებას, როგორც ჩანს, ხალიფები განაგებდნენ) და ალბათ
გაგვიძნელდებოდა კიდეც უფრო ღრმად წასვლა და წინა ერისმთავრების
ქრონოლოგიური რიგის დადგენა.

ეს ამჟამად არცა გვჭირდება.


ამჟამად ჩვენ ორი ერისმთავარი გვაინტერესებს.
თვალსჩინოებისთვის სქემა მოვხაზოთ. ოღონდ ახლა წაღმა მოვჰყვეთ – ნერსე
ერისთავით დავიწყოთ, რომელსაც სიცხადისათვის პირობით, ნერსე მეორე
ვუწოდოთ.
სქემა დაახლოებით ასეთი იქნება:
ნერსე , სტეფანოზი, ადარნასე,აშოტი
როგორც ვხედავთ, ჩვენი სქემა, რომელიც სხვადასხვა ისტორიული წყაროს
მიხედვით არის შედგენილი, ნერსეთი იწყება და მთავრდება აშოტით.
დროის მიხედვით ეს არის შედარებით პატარა მონაკვეთი, ისტორიული
მნიშვნელობით კი იგი მეტად საგულისხმო და საყურადღებოა. პავლე ინგოროყვა ამ
პერიოდს ახასიათებს, როგორც
ახალ ხანას, მოსაბრუნ თარიღს... და რაკი დროის ამ შედარებით მცირე მონაკვეთს
ასეთი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში, ჩვენც უფრო დაწვრილებით გავეცნოთ.
სქემაზე გამოსახულ ოთხ ერისთავთაგან ჩვენ განსაკუთრებით ორი განაპირა
გვაინტერესებს – ნერსე და აშოტი. სწორედ მათა ხვდათ წილად, განსაკუთრებული
როლი ეთამაშათ ერის ცხოვრებაში, ამათ დაეკისრათ ისტორიული მისია.
ამასთან, აშოტის სახელმწიფო მოღვაწეობა წყაროებში უფრო სრულად არის
გაშუქებული, მისი საქმიანობა უფრო თვალსაჩინო და გამოკვეთილია. ორი მაღალი
ტიტული აქვს მას მეფისა და კურაპალატისა, მოიხსენიება აგრეთვე როგორც აშოტ

181
დიდი. იმ ეროვნული ღვაწლის მიხედვით, რაც სამშობლოს დასდო, იგი სავსებით
იმსახურებს ამ არაოფიციალურ ტიტულს.
ნერსე?
ნერსეზე რისი თქმა შეიძლება?
ვინც დაკვირვებით გაეცნობა ჩვენი ისტორიის ამ მონაკვეთს, უსათუოდ ის
აზრი დაებადება, რომ ნერსე მეორის მოღვაწეობა ჩრდილშია მოქცეული, არა ჩანს,
თითქოს საგანგებოდ არავის მოუცლია მისი ღვაწლის აღსანუსხავად.
სამართლიანობა მოითხოვს, გაიფანტოს ის ბურუსი, რაშიაც მისი ღვაწლი გახვეულა
და ღირსეულ მამულიშვილს თავისი მიეზღას. ეს იქნებ არც ისე ძნელი აღმოჩნდეს.
მთავარია, სიყვარულით მოეკიდო საქმეს და ისტორიული წყაროების მიერ ძუნწად
მოწოდებულ ცნობებში მეტი გაბედულებით ჩაიხედო.

ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ წყაროებში არეულია ამ პერიოდის ქართლის


მმართველთა ზეობის წლები და თანამიმდევრობა. ამას თითქმის ყველა მკვლევარი
უჩივის. მატიანის ამ მონაკვეთზე წერს კორნელი კეკელიძე – რაღაც ნაგლეჯები
ისტორიული გადმოცემისა შემოუნახავს, მაგრამ ერთმანეთშია არეული ყველაფერიო.
სხვა მკვლევარებიც მიუთითებენ, რომ ამ ადგილას რაღაც მონაკვეთი უსათუოდ
ამოვარდნილია. სხვადასხვა წყაროს ცნობა ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.
ისტორიულ წყაროებში ნერსე მეორე გაკვრით არის მოხსენიებული.
სასხვათაშორისოდ. სხვა უფრო მნიშვლენებთან დაკავშირებით.

მატიანე ქართლისა, მაგალითად, გვაუწყებს:


რამეთუ მამა მისი ნერსე (ადარნასეს მამა). ძე ვარაზ-ბაკურ ანთიპატრიკისა, და ამის
ვარაზ-ბაკურის მამა, სახელთ გუარამ კურაპალატი. ძე პირველისა სტეფანოზისი და
ძმა დემეტრესი, – ესენი გარდაცვალებულ იყვნეს....
და მორჩა, მეტი არაფერი.
მეორე ისტორიული წყარო, სუმბათ დავითის ძის ქრონიკაც ასევე გაკვრით და
სასხვათაშორისოდ გვაუწყებს: .. და მერმე (ერისთავობდა) ნერსე და ძენი მისნი
ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე. და ძენი მისი გურგენ ერისთავი, აშოტ
კურაპალატი...
და აქაც მეტი არაფერი.
წმინდა საისტორიო წყაროები მეტს არაფერს იუწყებიან.
თუმცა არა. ერთ ძალიან მნიშვნელოვან საისტორიო წყაროშიც არის
მოხსენიებული ნერსე ერისთავი ეს არის
მოქცევაი ქართლისაი. ამ ძეგლის ერთ ვარიანტში ვკითხულობთ
და მერმე [ერისთავობდა] ნერსე დიდი და ძენი მისნი: ფილიპე და სტეფანოზი.
ადარნასე და გუარამ... და ძენივე ადარნასესნი აშოტ და გურგენ...
ერთი სიტყვით ასეთ ძუნწ ცნობებს გვაწვდიან წმინდა საისტორიო წყაროები.
მაგრამ ნერსე ერისთავი ანუ ნერსე მეორე მოხსენიებულია აგრეთვე ბელეტრისკაში,
საყოველთაოდცნობილ მოთხრობებში –
აბოს წამებასა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში.
ოღონდ აქაც სხვა მოვლენებთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ადგილები ამ მოთხრობებიდან.

182
აბოს წამებაში ნაწარმოების მთავარი გმირი არაბი ჭაბუკუ აბო ბაღდადიდან
საქართველოში გამოჰყვება არაბთა ნამყოფ ნერსე ერისთავს და აქ ქრისტიანულ
სარწმუნოებას მიიღებს, რისთვისაც მაჰმადიანები მას აწამებენ. ამავე მოთხრობაში,
ასევე აბოს ამბებთან დაკავშირებით, ნახსენებია, რომ სარკინოზთაგან (არაბთაგან)
კვლავ ათვალწუნებული ერისთავი ნერსე ჯერ ხაზარეთში გადაიხვეწება თავისი
მრავალრიცხოვანი მხლებლებითთურთ, ხოლო იქიდან მერე დასავლეთ
საქართველოში გადავა.
კიდევ უფრო მწირია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ცნობები. აქ მხოლოდ ის
არის ნათქვამი, რომ გრიგოლ ხანძთელი ნერსე ერისთავის ცოლის ძმისწული იყო და
იზრდებოდა ნერსეს ოჯახში.
ეს არის და ეს.
ასე კონკრეტულად ვხვდებით ცნობებს ქართლის ერისმთავრის ნერსე მეორის
შესახებ. და, როგორც ვნახეთ, ეს ძუნწი ცნობებიც უმთავრესად დაკავშირებულია
სხვა მოვლენებთან. საგანგებოდ მასზე დაწერილი არაფერი შემოუნახავს ისტორიას.
სავარაუდებელი კია, რომ ასეთი ნაწარმოები არსებობდა. ნაწარმოები, რომელშიაც
გადმოცემული იქნებოდა ნერსე ერისთავის მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა.
ალბათ, იყო ასეთი ნაწარმოები და, სხვა მრავალ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან
ერთად, დაიღEუპა. ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ნერსეს მოღვაწეობის
ფართო მასშტაბი და დიდი ეროვნული მნიშვნელობა.
გავიხსენოთ, როგორ ახასიათებს მას
მოქცევაი ქართლისაი
.

და მერმე [ერისმთავრობდა] ნერსე დიდი...


ამავეს იმეორებს მერჩულეც:...სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე
ერისთავისასა...
ნერსე დიდი!
რითი იყო მაინც ნერსე ერისთავი დიდი?
ის მწირი ცნობები თითქოს ვერ გვიხსნის იმას, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ვერ
გვაგებინებს, რატომ უწოდეს ნერსეს
დ ი დ ი? რა გმირობისთვის? რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის? რა ასეთი
ღვაწლი მიუძღვის ერისა და ქვეყნის წინაშე? ისე ხომ ამ წოდებას არავინ მიანიჭებდა!
მეფის ტიტული შეიძლება ჰქონდეს უღირსსა და ხალხისთვის უსარგებლო ადამიანს
– რამდენი ამისთანა მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ.
იმისი მაგალითიც ბევრი ვიცით, როცა ოფიციალური ტიტულები არა ხალხის
წინაშე დამსახურებისათვის, არამედ გარკვეული დიპლომატიური მოსაზრებიტ
მიუბოძებიათ ქვეყნის მმართველებისათვის. სწორედ ამ პერიოდში ბიზანტიის
კეისრებმა რამდენი მეზობელი სახელმწიფოს მმართველს ჩამოურიგეს
კურაპალატისა და მაგისტროსის მაღალი წოდება! ალბათ ანგარიშიც გაგვიჭირდება...
ამით ისინი საკუთარ საქმეს აკეთებდნენ, ერთგულ ხალხს იმრავლებდნენ, იმ
ქვეყნებში არეულობა შეჰქონდათ, თავიანთი დიდი იმპერიის ძლიერებას
ამაგრებდნენ.

ამ არაოფიციალურ ტიტულს კი ჭეშმარიტი დამსახურებისა და დიდი


მამულიშვილობისათვის ანიჭებდნენ... და ამაში ხალხი არასოდეს ცდება.

183
ეტყობა, ნერსე ერისთავს აქვს ქვეყნისა და ხალხის წინაშე ასეთი დამსახურება
და ჩვენთვის ცნობილი არ არის. სამართლიანობა მოითხოვს, გაიფანტოს ის ბურუსი,
რაშიაც მისი ღვაწლი გახვეულა და ღირსეულ მამულიშვილს თავისი მიეზღას.
იქნებ, მოხდეს...
ჯერ ვცადოთ სქემაზე გამოსახული ერისთავების ნათესაური
ურთიერთობებისა და ზეობის თარიღის განსაზღვრა.
როგორც ვნახეთ, სუმბათ დავითის ძის ცნობით, ნერსეს შვილები არიან
სტეფანოზი, ადარნასე და ფილიპე, ხოლო ადარნასეს შვილები აშოტი და გურგენი.

მატიანე ქართლისას მიხედვითაც, ადარნასეს მამაა ნერსე, ადარნასეს ძმები არიან


ფილიპე და სტეფანოზი და ადარნასეს შვილია აშოტი.
ამრიგად, თუ ამ ცნობებს ვირწმუნებთ, გამოდის, რომ ნერსე მამა იყო სტეფანოზისა
და ადარნასესი. და პაპა – აშოტისა.
მაგრამ იოანე საბანის ძის მიხედვით, ხაზარეთსა და შემდეგ დასავლეთ
საქართველოში ლტოლვილი ნერსეს მაგივრად ხალიფა მაჰდიმ ქართლის ერისთავად
დანიშნა ნერსეს დ ი ს წ უ ლ ი (და არა შვილი) ს ტ ე ფ ა ნ ო ზ ი.
ეს ცნობა ზემოყვანილ საისტორიო წყაროების ცნობებს არ უთავსდება..
იქნებ, ნერსეს ჰყავდა შვილიც სტეფანოზი და დისწულიც, თავისი შვილის სეხნია?!
იქნებ, ორივე სტეფანოზმა იერისმთავრა სხვადასხვა დროს ქართლში, და ეს
ქრონოლოგიურედ არეულია წყაროებში?!
ძნელი დასაჯერებელია, რომ თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში ორ
სტეფანოზს ემეფოს, ამასთან ერთი შვილი ყოფილიყოს ძველი ერისნთავრისა, მეორე
– დისშვილი, და ეს მოვლენა საგანგებოდ არ იყოს აღნიშნული რომელიმე
საისტორიო წყაროში. უფრო მოსალოდნელი ის არის, რომ ერთ-ერთ წყარო ცდება და
ერთმანეთში ურევს შვილსა და დისშვილს.
ამასთან, მხოლოდ იოანე საბანის ძე ამბობს, რომ სტეფანოზი დისშვილი იყო
ნერსესი, დანარჩენი წყაროები ვერსიას არ ადასტურებენ. იმ წყაროებში სტეფანოზი
შვილად არის მოხსენიებული.
ალბათ სწორედ ამ წყაროებს უნდა ვერწმუნოთ. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ
იოანე საბანის ძის ცნობა ცალად არის, ხოლო იმ ფაქტს, რო სტეფანოზი ნერსეს
შვილია, რამდენიმე წყარო იმეორებს.

არა, უმთავრესად იმიტომ უნდა ვერწმუნოთ იმ წყაროებს, რომ იქ სწორედ ეს


საკითხია მთავარი, საგანგებოდ ამისთვისაა დაწერილი, ავტორები საგანგებოდ
შთამომავლობითი თანმიმდევრობისა და ქრონოლოგიის ცნობებს გვაწვდიან, სხვას
არაფერს. იოანე საბანის ძის მოთხრობაში კი წინა პლანზე სულ სხვა საკითხია
წამოწეული და ამას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ეძლევა. ის კი არადა, სულაც
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომაც, უფრო სავარაუდებელია, სწორედ აქ
ვეძიოთ კალმისმიერი ლაფსუსი, ან ავტორისავე მიერ დაშვებული, ან შემდეგი
დროის გადამწერებისგან.
ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს, როცა აბოს წამებასა და გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრებაში მოცემულ ცნობებს ადარებს ერთმანეთს:
გიორგი მერჩულე სცდება მხოლოდ, როდესაც ამბობს, ვითომც ნერსე უშვილო
ყოფილიყოს: მას, როგორც აბო თბილელის მარტვილობიდან ჩანს, შვილები ჰყოლია.

184
მეცნიერი აღარ დაინტერესებულა გაეშიფრა, ვინ უნდა ყოფილიყვნენ ნერსეს
შვილები. ალბათ იმიტომაც, რომ ეს ძალიან გარკვევით არის ნათქვამი ზემონახსენებ
საისტორიო წყაროებში.
ახლა იმ ერისთავთა ზეობის თარიღსაც გადავხედოთ.
როდის გახდა ნერსე ქართლის ერისთავი, წყაროების მიხედვიტ ცნობილი არ
არის. ჩვენ მხოლოდ ვიცით, რომ იგი ერისთავი ყოფილა 772 წელს. იოანე საბანის ძის
ცნობით, სწორედ ამ წელს დაიბარა იგი ხალიფამ ბაღდადში.
არ არის ცნობილი არც ის, ვინ ერისმთავრობდა ქართლში იმ სამ წელიწადს,
როცა ნერსე ხალიფას საპყრობილეში იყო, ბაღდადს.
იქნებ, მისი რომელიმე შვილი?
იქნებ, სწორედ ის ფილიპე, რომლის ერისმთავრობის თარიღი და დრო
საერთოდ უცნობია, ხოლო წყარო კი თითქოს გვაუწყებს მის ერისმთავრობას («და
მერმე [ერისმთავრობდა] ნერსე და ძენი მისნი ფილიპე» და ა.შ.). მით უმეტეს, რომ
ნერსეს შვილების (შემდგომში ერისთავებად მოხსენიებულების) ჩამოთვლი
თანამიმდევრობა სწორედ ასეტია: ფილიპე, სტეფანოზი, ადარნასე...
ნერსე ხელმეორედ ერისთავობის ტიტულს იღებს 775 წელს და მთელს 5-6
წელიწადს ერისმთავრობს. 780 – 781 წელს კი კვლავ განურისხდებიან.
და ამ დროს, როგორც ვიცით, იგი ჯერ ხაზარეთში გადაიხვეწება, მერე –
დასავლეთ საქართველოში. ხალიფა მაჰდი ერისმთავრობას უბოძებს სტეფანოზს.

გამოხდა ამის შემდეგ ხანი და ნერსე კვლავ შეიწყნარეს, თბილისში


დაბრუნების ნება მისცეს, ოღონდ ერისმთავრობა აღარ დაუბრუნებიათ, ერისთავად
ალბათ კვლავ სტეფანოზი რჩება.
რომელ წლამდეა სტეფანოზი ქართლის ერისმთავარი?
ზემოთაც ითქვა, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, 786 წლიდან ქართლის
ერისმთავარია აშოტ I. თუ ამ ცნობას ვერწმუნეთ, მაშინ 780 (781) წლიდან ნერსეს
ქართლიდან გადახვეწის შემდეგ, რამდენიმე წელიწადს უერისმთავრია სტეფანოზს,
როგორც ჩანს, 786 წლამდე.
კორნელი კეკელიძე საეჭვოდ მიიჩნევს ამ თარიღს. თუ 786 წლიდან
ერისმთავრობს (ტრადიციით) აშოტი. როდისღა ერისმთავრობდა სტეფანოზი?
კითხულობს იგი და ამდენად საეჭვოდ მიიჩნევს, რომ აშოტი 786 წლიდან
ყოფილიყოს ქართლის ერისთავი.
თანაც, სტეფანოზის შემდეგ ერისმთავრად მოხსენიებულია ადარნასე.
ადარნასეს როდისღა უნდა ეერისმთავა? თითქოს ჩიხში შევდივართო, ამბობს
მეცნიერი.
ჯერ სტეფანოზის ზეობის საკითხს მივხედოთ. აქ თითქოს არაფერი უნდა იწვევდეს
ეჭვს: სტეფანოზმა იერისმთავრა ნერსეს ხაზარეთსა და აფხაზეთში გამგზავრების
შემდეგ – ესე იგი, 780 (თუ 781) წლიდან... ხოლო რაკი აშოტი 786 წლიდან
ერისმთავრობს, თავისთავად უნდა ვიგულისხმოთ, რომ სტეფანოზს სწორედ 786
წლამდე უერისმთავრია.
მოკლე ზეობა ჰქონია.
ან კი რა გასაკვირია: არეული დროა. გარედან მტრები უტევენ (და საიდან
აღარა!), ქვეყნის შიგნით სისიხლიანი ტერორი მძვინვარებს, მომრავლებული
მთავრები ერთმანეთს არ ინდობენ და განუწყვეტელი ურთიერთბრძოლა აქვთ,
ქვეყნად ცუდი ხალხი მომრავლებულა – ღალატი, დასმენა, ორგულობა და

185
გაუტანლობა ჩვეულებრივი მოვლენა გამხდარა. ძნელია ასეთ პირობებში ქვექნის
მართვა . . .
იქნებ სტეფანოზიც იმ საშინელი ტერორის მსხვერპლი გახდა! იქნებ მისი
ერისმთავრობიდან გადაყენების მიზეზები არც ისე ძნელი დასადგენი იყოს!
როგორც ცნობილია, 786 წლის 6 იანვარს ჭაბუკი აბო, რომელმაც მაჰმადის
რჯული დაგმო და ქრისტიანობა მიიღო, აწამეს და დაწვეს. ეს არ იყო ადამიანის
ჩვეულებრივი დასჯა, არაბებმა გადაწყვიტეს, სხვების დასაშინებლად, საგანგებოდ
დაესაჯათ რჯულის მოღალატე არაბი. რათა სხვას აღარ აღვძროდა ამნაირი
სურვილი, სხვას აღარ გაებედა ღალატი. თავიდანვე თანამემამულეების დაშინებაც
უნდოდათ ამითი და ქართველებისაც, მაგრამ ვერ მოზომეს, ვერ გაითვალისწინეს,
როგორი გამოხმაურება ექნებოდა ერთი უბრალო ჭაბუკის დასჯას და მოტყუვდნენ.
აბოს წამება ფაქტიურად დიდი პოლიტიკური სკანდალი გამოვიდა.
თქვენ ალბათ გეხსომებათ, რა მოჯყვა ამას.
მთელი ქალაქი ფეხზე დადგა. ხალხის დაშინება უნდოდათ არაბებს და
პირიქით კი გამოუვიდათ:
ხალხმა სულაც დაივიწყა შიში, თითქოს უფრო გამამაცდა.
იოანე საბანის ძე აკი პირდაპირ წერს:

მაშინ იყო ს ი მ რ ა ვ ლ ე მ ა ნ ქალაქისამან ქრისტიანეთამან და გ ა ნ ა გ დ ე ს შ ი შ ი


მძლავრთაი მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას მოხუცებუნი მირბიოდეს
კუერთხებითა თვისითა, მკელობელნინ(ხეიბრები) ელდომით (ხტომით, სირბილით),
ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ხდომი რბიოდეს ცრემლითა და მიაქუნდა
მათ თანა სანთლები და საკუმეველი ხელითა თვისითა იქნებ თავის დროზე
იოვანესაც:უმთავროდ დარჩენილი ქვეყანა მეზობელ სამთავროს შეუერთეს იმ
არსებითი მიზეზებისა და მიზნების გამო, რაზედაც ზემოთ ითქვა.
ასეთი დასკვნის შემდეგ უნებურად ისმება კითხვა:ვინ შეიძლებოდა
ყოფილიყო ამ საქმის თაოსანი, ბიოძგრის მიმცემი, დამჩქარებელი?..რაკი შეთანხმება
იყო, სულისჩამდგმელები და ორგანიზატორებიც იქნებოდნენ!თავისითხომ არ
გაკეთდებოდა ასეთიო საქმე ?!..ობიექტურად როგორადაც მომზდებული უნდა
ყოფილიყო ნიადაგი, ასეთდიდ საქმეს თაოსანი მაინც ხომ სჭირდებოდა?!
ყურადღება მივაქციოთიმ ფაქტს, რომ მემატიანის მიერ ასე მოკლედ გადმო
ცემული ამბავი ლეონ მეორის მიერ დასავლეთსაქართველოს დაკავების თითქმის
მაშინვეე მოჰყვა ნერსეს მოგზაურობა ხაზარეთსა დააფხაზეთში!ისიც
გავითვალისწინოთ, რომ ასეთი დიდი აქტი (ლეონ მეორის მიერ მთელიი დასავლეთ
საქართველოს გაერთიანება ხაზარებთან შეუთანხნებლად ვერ მოხდებოდა. ხაზარებს
თავიაანთ გავლენის სფეროდ მიაჩნდათ საქართველო.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ხაზართა ხაკანის მეორე შვილიშვილი მეორე
ქალიშვილის შვილი, სწორედ ამ დროს ბიზანტიის იმპერატორია! გვირგვინოსანი
დეიდაშვილები აფხაზთა მთავარი და ბიზანტიის იმპერატორი სეხნიები არიან:
ლეონ II აფხაზთა მთავარი და ბიზანტიის იმპერატორი ლეონ IV ხაზარი!

მკითხველს ისიც უნდა შევახსენო, რომ, როგორც ზემოთ, ითქვა, ამ


დროისათვის ეგრისს საკუთარი მთავრები არ ჰყოლია, ქართლის მთავრები
განაგებდნენ.მემატიანის მიერ ნახსენები იოვანე ჯუანშერი ქართლის მეფის არჩლის
შვილები იყვნენ. ამასთან:იოვანე ამ დროს გარდაცვლილია, ჯერ კიდევდ ცოცხალია

186
ღრმად მოხუცი ჯუანშერი, რომელიც უძეოდ გადაეგო (787წელს), ხოლო ეს
ჯუანშერი, რსიძე იყო ნერსესი – აშოტის დის ლატავრის ქმარი!ასე რომ, ქართლის
ერისთავს მორალური უფლებაც ჰქონდა, იურიდიულიც, აქტიურად ჩარეულიყო
დასავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საქმეში.
ხოლო ეს ერთ-მთავარი რგოლი, მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო დიდი
ეოროვნული იდეისა, რაც ნერსეს კარზე ყალიბდებოდა და რაზედაც ჩვენ უკვე
გვქონდა ლაპარაკი.
ერთი სიტყვით, დასავლეთ საქართველოში ჩამოყალი8ბდა დიდი სამეფო,
რომელიც ისტორიულ ლიტერატურაში ეგრის აფხაზეთის სამეფოს სახელით არის
ცნობილი.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მთლიანი შექმნის გზაზე.
სახელდობრ რომ,ელ წელს მოხდა აფხაზთამთავრის მიერ ეგრისის სამთავროს
შეერთება, დაზუსტებული არ არის. მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ ამაზე,
მაგრამ მათი ვარაუდებფი დიდად არ შორდება ერთმანეთს. ზუსტი თარიღის
დადგენა იქნებ შეუძლებწლიც იყოს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს
მოხდა მერვე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისშივე.
უფრო გადაჭრიყთ იმისი თქმა შეიძლება, რომ ეს 7უშუალოდ მოჰყვა ხაზარეთ-
აფხაზეთში ნერსეს მოგზაურობას.
იქნებ ახლა მაინც ავხსნათ ნერსე ერისთავის იმ დიდი მისიისსაიდუმლო!
დაისევ იმ კითხვას უნდა დავუბვრუნდეთ:შეიძლება შემთხვევით მომხდარიყო
ყველაფერი ეს?
ეს ამბები ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა. ცალკეულ მოვლენებსა და
ფაქტების ჩვენ ვიცნობთიმ მწირე ცნობებით, რაც ძნელბედობაგამოვლილ
ისტორიულ წყაროებს შემოუნახავს. ამიტომ სკეპტიკურად განწყოიბილ ადამიანს
იქნებ მეტისმეტად თამამი მოეჩვენოსჩვენი ვარაუდი, როცა მაშინდელი ადამიანების
ფიქრებისა და საზრუნავცის კონკრეტულად ჩამოყალიბებასაც კი ვცდილობთ. მაგრამ
სკეპტიკოსის სიჯიუტეს თუ მოვიშორებთ და კარგად დავაკვირდებით,
დავრწმუნდებით, რომ ასეთი დაეჭვების საფუძველი არ არსებობს.

თანაც, უსამართლოდ დავიწყებული მამულიშვილების აჩრდილები


გვავალდებულებენ , უფრო გაბედულად ჩავიხედოთ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ
წყაქროებში და მათი მოღვაწეობის ამბავი წავიკითხოთ. გავშიფროთ ის, რაც ეჭვს არ
იწვევს და უსათუოდ იგულისხმება. რისი ვარაუდის უფლებაც ლოგიკური ანალიზი
გვაძლევს.
საბედისწეროდ, ბევრი ვიცით ჩვენს ისტორიაში დიდი მამულიშვილური
შემრთების, მაღალი მაღალი ზნეობისა და საერთო ეროვნული ინტერესებისადმი
დამორჩილების ფაქტები.
ნერსე ერისთავი ერთი ასეთი მამულიშვილია.

თავი მეორე.
თავი II

ეგრის - აფხაზეთის ერთ დიდ სამთავროდ ჩამოყალიბება და


დამოუკიდებლობის მოპოვება, რასაც მალევე მოჰყვა საბერძნეთის ეკლესიისაგან
დასავლეთი საქართველოს ეკლესიის გამოყოფა, ჩვენ ბიზანტიის იმპერიის

187
დასუსტებას დაუკავშირეთ. სწორედ ასე გადმოგვცემს ქართველი მემატიანე. მისი
სიტყვებიც რამდენჯერმე გავიხსენეთ - რაჟამს მოუძლურდეს ბერძენიო...
ალბათ საინტერესო იქნება, ცოტა უფრო გავშალოთ ეს საკითხი.
სხვა დროსაც გვახსოვს ჩვენ ბიზანტიის იმპერია დიდი ომებისაგან
დასუსტებული, ზოგჯერ სასტიკად დამარცხებულიც...
საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთში ჰეგემონობაზე ჯერ დასავლეთ
რომის იმპერიას და მერე ბიზანტიას განუწყვეტლივ ეცილებოდნენ, განსაკუთრებით
სპარსეთი. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო მათ შორის გაჩაღებული; ხან ერთი
იმძლავრებდა, ხან - მეორე.
როცა არაბები გამოჩნდნენ ჰორიზონტზე და სპარსეთი დაეცა, ასეთივე
სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლა გაჩაღდა არაბებსა და ბერძნებს შორის. ხან
ერთისკენ იხრებოდა ბედის სასწორი, ხან - მეორისკენ.
ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
მაგრამ საბერძნეთი მაინც მუდამ იცლიდა, რათა თავისად დაგულებულ
ქვეყანაში წესრიგი ჰქონოდა და დიდი პოლიტიკური თავისუფლება არ მიეცა.
პირიქით, არაბებთან ურთიერთობის გამწვავების დროს მეტი გაფაციცებითაც
ზრუნავდა ჩვენი ქვეყნისათვის, მეტ სიფრთხილეს იჩენდა.
მერვე საუკუნის დასაწყისში, სანამ საიმპერეტორო ტახტზე ლეონ ისავრი
ავიდოდა (სწორედ ის ცბიერი ახალგაზრდა, რომელიც იმპერატორობამდე
რამდენიმე ხნის წინად ჩვენ კავკასიის მთებში ვიხილეთ, დიდძალი ფულითა და
ვერაგული ძრაზვებით აღჭურვილი, საგანგებო მისიით გამოგზავნილი, რათა
როგორმე ალანები მოესყიდა და მეზობელი ქართველებისათვის მიესია), ბიზანტიის
იმპერია განადგურების პირას იყო; არავის ეგონა, თუ გადაურჩებოდა იმ
დროისათვის სამხედრო ძლიერების ზენეტში ასულ არაბეთს.
მაჰმადიანთა სამყარო ასეთი მრისხანე და ძლევამოსილი არასოდეს ყოფილაო,
ამ პერიოდზე წერენ ისტორიკოსები... სწორედ ამ ხანებში ხდება არაბებიუს
ძლევამოსილი სვლა დასავლეთისაკენ და პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობა...
ამავე ხანებში მთელი წელიწადი ჰქონდა შემორტყმული ალყა კონსტანტინოპოლს, და
იმპერიის დიდებული დედაქალაქის მცხოვრებნი დღე დღეზე ელოდნენ გარდაუვალ
მოსპობას (ეს იყო 717 წელს. მკითხველისათვის ალბად საინტერესო იქნება, რომ
არაბების არმიას სარდლობდა გამოცდილი მხედართმთავარი მასლამა.
ქართბველებმაც კარგად გაიცნეს ეს სარდალი: კონსტანტინოპოლის ზემოაღნიშნული
ოპერაციის რამდენიმე წლის შემდეგ მან საქართველო მიითარეშა და ყველგან
გულქვაობისა და საშინელი სისასტიკის კვალი დატოვა)...
და იმპერიისათვის ასეთ მძიმე დღეებშიაც ბიზანტიის მმართველთა
მზრუნველობა არ მოჰკლებია ჩვენს ქვეყანას. ეს მძიმე დღეები სულ მალე, - ლეონ
ისავრის ზეობის წლებში, - ბიზანტიის სამხედრო -პოლიტიკური ძლიერებისა და
ბედნიერების წლებმა შეცვალა.
ახლა უკვე ბერძნების არმია გახდა მტრის რისხვა...
მაგრამ სხვათა ქვეყანაზე ჰეგემონობისათვის მებრძოლ დამპყრობელთა ბედი
ძალიან მერყევი და ცვალებადია. მერვე საუკუნის დასასრულისათვის, - ანუ იმ
პერიოდისათვის, რომელზეც ჩვენ ახლა ლაპარაკი გვაქვს, - მდგომარეობა კვლავ
შეიცვალა. ბიზანტიის იმპერიას ისევ განრისხებია ომის ღმერთი, და თუ ცოტა ხნის
წინ მოწინააღმდეგე ჰყავდა დაჯაბნილი, ახლა თვითონვე დაცემულა, მისი სამხედრო
ძალა და ავტორიტეტი ისე დაქვეითებულა, რომ იძულებულია ხარკი უხადოს არა

188
მარტო ძლიერ სახელმწიფოს, არამედ შედარებით პატარა ქვეყნებსა და სახანოებსაც
კი...
ერთი სიტყვით, ამ დროისათვის იმპერიის საგარეო მდგომარეობა მართლაც
არასახარბიელი იყო.
მაგრამ ბუნებრივად ისმის კითხვა: თუკი სხვა დროს, ზოგჯერ უფრო დიდი
გასაჭირის დროსაც, ახერხებდა ბიზანტია, თავისუფლება არ მიეცა მეგობარი პატარა
ქვეყნისათვის, ახლა რაღა მოხდა? რა ასეთი მოუცლელობისა თუ უყურადღებობის
სენი შეეყარა, რომ იქვე, ყურის ძირში, მხედველობიდან გამორჩა დიდი სამთავროს
ჩამოყალიბებაც (რომელმაც მალე დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადა თავი),
ეკლესიის გამოყოფაც?.. ეს ყველაფერი ხომ მისი ინტერესების საწინააღმდეგო დ იყო?
ამით ხომ მას ეცლებოდა ძალა! საყრდენი ეცლებოდა! ასეთი რა საგანგებო
მდგომარეობა შეიქნა, ასე როგორ დაბრმავდნენ იმპერიის ახლი მმართველები?!
მდგომარეობა მართლაც საგანგებო იყო.
წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, როცა ბიზანტიის იმპერია უკიდურესი
განსაცდელის წლებშიაც კი იცლიდა მეზობელი პატარა ქვეყნისათვის, ახლა საგარეო
მდგომარეობის გართულებას დიდი შინაგანი არეულობაც დაერთო. იქნებ უფრო
სწორი იყოს, თუ ვიტყვით - საგარეო მდგომარეობის გაუარესებასაც იმ საშინაო არევ -
დარევამ შეუწყო ხელი.
ივანე ჯავახიშვილი წერს: სწორედ მერვე საუკუნეში ბიზანტია დასუსტებული
იყო არაბებთან ბრძოლითა და შინაური საეკლესიო უთანხმოებისა და გამწვავებული
ბრძოლისა გამო ხატების თაყვანისმცენკებსა და უარმყოფელთა შორის.
შინაური ბრძოლები! თანაც, საეკლესიო ბრძოლები!
საგულისხმოა ივენე ჯავახიშვილის სიტყვები: საქართველოს ეკლესიის
დასავლეთ - აღმოსავლეთი ნაწილების დაახლოება შესაძლებელია VIII - IX-ს.
მომხდარიყოს, იმ დროს როდესაც საბერძნეთი სამღვდელმთავრო საყდერები
ხატისმებრძოლ პატრიარქებს ეპყრათ და როდესაც მცხეთაში მოდიოდნენ
ხელდასხმისათვის ისეთი შორეული ქვეყნიდანაც, როგორიც იყო გუთეთი.
იმიტომაც შევაჩერეთ მკითხველის ყურადღება. რაკი იმპერია საეკლესიო
ბრძოლებს დაუუძლურებია და ჩვენი ეკლესიის გამოყოფაც ამსთან არის
დაკავშირებული, ბუნებრივია, ბევრი საგულისხმო საკითხი გამოჩნდა, რაც ჩვენს
ქვეყანასაც შეეხო, და მკითხველსუსათუოდ დააინტერესებს.
უცნაური სახელწოდება კი აქვს, არა, ამ საეკლესიო ბრძოლას?
ხატების თაყვანისცემელთა და უარმყოფელთა ბრძოლა!
კარგად რომ გაჩხრეკ და გასინჯავ, ისტორიაში კარგად ცნობილ ბევრ სხვა
რელიგიურ ბრძოლათა მსგავსად, ესეც პოლიტიკურ და ეკონომიურ საკითხებს
უკავშირდება. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი და დღევანდელი ადამიაბისათვის
ღიმილის მომგვრელი საკითხია, მაგრამ სამკვდრო - სასიცოცხლო დინასტიური
ბრძოლა გამოიწვია, კარის ინტრიგები გააჩაღა და ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანულ ეკლესიებში იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის,


მოციქულების, წმინდანების, აგრეთვე სახარების სახვადასხვა ამბავთა ხატები
შემოიღეს, - ესე იგი, III - IV საუკუნეების შემდეგ, - კარგა ხანი გავიდა და საეკლესიო
მოღვაწეების ერთმა ჯგუფმა საეჭვოდ დასახა ხატები ეკლესიებსა და ტაძრებში. ამ
ხალხს - ხატების მოწინააღმდეგეებს -ხატის მებრძოლები შეარქვეს. ისინი
დაუპირისპირდნენ იმათ, ვინც საჭიროდა და აუცილებლად თვლიდა ეკლესიებში
ხატების გამოფენას. ხატების მომხრეებს ხატისთაყვანისმცემლები უწოდეს.

189
თქვენ ქრისტიანობას ბღალავთ, - ასეთი ბრალდება წაუყენეს
ხატისმებრძოლებმა ხატის თაყვანისმცემლებს, - ხატების თაყვანისცემა ხომ იგივე
კერპთაყვანისმცემლობააო! ურჯულოები დაგვცინიანო. ებრაელები და არაბები
მართლაც დასცინოდნენ ქრისტიანებს - ნახატებს და შეშას ეამბორებითო (ჯვარს
გულისხმობდნენ), მრავალ ღმერთსა სცემთ თაყვანსო - ბოლოსდაბოლოს ვინ არის
გამოსახული ხატებზე? - კითხულობდნენ ხატისმებრძოლები, - თუ თვითონ
ღმერთია, ეს წმინდა სახარებას ეწინააღმდეგება, რადგან ჩვენ ხომ ვიცით, რომ
ღმერთი აუწერელი და შეუცნობელი სულიაო. ასე რომ, ხატი ღმერთის გამოსახულება
კი არ არის, ესე იგი კერპიაო. და, ამდენად, თქვენც კერპთაყვანისცემლები ხართო.
ხატისთაყვანისცემელთა არგუმენტი ძალიან მარტივი და, ერთის შეხედვით,
საეჭვო იყო: ეს ტრადიციით გადმოდის და უნდა დავიცვათო. უზენაესის
გამოსახუკებას რომ ვცემთ თაყვანს, ეს თვითონ მამაღმერთის თაყვანისცემააო.
ხატების წყალობით ადამიანი უფრო ადვილად უახლოვდებოდა ღმერთსაო. ღმერთი
ხომ ხორცშესხმულ ქრისტედ გამოეცხადა ადამიანებს; ასევე, ხატის ჭვრეტით
ადამიანი ღვთის ძალასა და მადლს გრძნობს და განიცდისო...
თავდაპირველად ბრძოლა ისეთი დაძაბული არა ყოფილა , მაგრამ , რაც დრო
გადიოდა, ეს ორი მწინააღმდეგე ბანაკი სულ უფრო და უფრო ყალიბდებოდა, სულ
უფრო და უფრო გამოიკვეთა მათი თეორიები, არგუმენტები... და ბრძოლაც დაიძაბა
და გამწვავდა.
განსაკუთრებით გააფთრებული გახდა ბრძოლა მას შემდეგ როცა
კონსტანტინოპოლის ერთ დიდ ტაძარში ხატისმებრძოლებმა ქრისტეს გამოსახუკება
ჩამოხსნეს და განადგურება მოინდომეს. პირველი სისხლიანი შეტაკებაც ამას მოჰყვა.
ხატისთაყვანისმცემელი ფანატიკოსები მისცვივდნენ ხატის მებრძოლებს რომელთაც
ისინი ერეტიკოსებს ეძახდნენ და იქვე აკუწეს.
ასე რომ, ერთი შეხედვით თითქოს ღიმილისმომგვრელი დავა ფაქტიურად
გააფთრებული ბრძოლებისა და სისხლისღვრის საფუძველი გახდა.
აქვე ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც უნდა შევახსენოთ მკითხველს. იმ
ქვეყნებში, სადაც ხატისმებრძოლებმა იმძლავრეს, კარგა დიდი ხნით შეფერხდა
ხელოვნების ისეთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარება, როგორიცაა კედლის
მონუმენტური მხატვრობა. საქართველოში კი, რაკი იგი ხატის თაყვანისმცემელი
დარჩა, კიდევ უფრო განვითარდა ეს დარგი.

მელე იმ დიდ დავაში სახელმწიფო მოღვაწეები ჩაებნენ და ამან კიდევ უფრო


გაამწვავა ბრძოლა, იმპერატორი ლეონ ისავრი ხატისმებრძოლთა მხარდამჭერი
გამოდგა.
და არა პასიური თანამგრძნობი, არამედ აქტიური მებრძოლიც. როგორც
ვარაუდობენ, ქრისტეს ხატის ჩამოხსნა და განადგურების ცდაც იმპერატორის
წაქეზებით მოხდა, რადგან კათალიკოსი ხათისთაყვანისმცემელი იყო და, რომის
ეკლესიის მხარდაჭერით, - რომელიც აგრეთვე ბოლომდე ხატის ერთგული დარჩა, -
ცდილობდა, ძლიერი კოალიცია შეექმნა ხატისმაბრძოლთა წინააღმდეგ.
იმპერატორმა ახლაც რტადიკალურ ზომებს მიმართა - კათალიკოსი გადააყენა და
ხატისმებრძოლი სამღვდელო პირით შესცვალა.
ამს კი მალევა მოჰყვა ოფიციალური აკრძალვა ხატებისა.
ჩვან რომ ასე საეკლესიო ბრძოლასთან დაკავშირებით შევნიშნეთ,
პოლიტიკური მხარეც აქვსო, შეგვიძლია უფრო დავაკონკრეტოთ ეს.

190
სხვა საკითხებთან ერთად, ბიზანტიის იმპერატორისათვის იმიტომაც იყო
ხელსაყრელი ხატისმებრძოლთა გამარჯვება, რომ თუკი გაბატონებულ
ხატისთაყვანისმცემლობას დაამარცხებდნენ, ამით თავისთავად შეირყეოდა და უკვე
გაბატონებული ძლიერი საეკლესიო იერარქია, ხოლო ახალ ძალას, რომელიც
იმპერატორისავე წაქეზებითა და მხარდაჭერით მოქმედებდა, იგი უფრო ადვილად
დაიმორჩილებდა. ამას გარდა, პერიფერიების დიდებულებაზე დაყრდნობით, -
რომლებიც თავიდანვე ხატისმებრძოლთა მხარეზე აღმოჩნდნენ და ამით
დედაქალაქის დიდებულებს დაუპირისპირდნენ, - იმპერატორი უფრო ადვილად
მოახერხებდა ლონსტანტინოპოლის მეტისმეტად გაძლიერებული და
გათავხედებული დიდგვაროვნების მოთოკვას, რომელთაც თავი დამოუკიდებლად
წარმოედგინათ და იმპერატორის მიმართაც გამომწვევად იქცეოდნენ (იგულისხმება,
რომ დედაქალაქის დიდებულები თაყვანისმცემელთა ბანაკში იყვნენ).
ეკონომიური თვალსაზრისით როცა განვიხილავთ საკითხს, მცირე
მნიშვნელობა როდი ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ, თუ კი ხატისმებრძოლები გამარჯვებას
მიახწევდნენ და ეკლესიებში ხატებს ჩამოხსნიდნენ, სახელმწიფო ხაზინა ერთბაშად
გამდიდრდებოდა იმ ძვირადღირებული თვლებითა და ოქროთი, რითაც ხატები იყო
შემკული. თავიანთი გაღარიბებული სალაროს შესავსებად ბიზანტიის იმპერატორებს
დიდი ხანია თვალი ეჭირათ საეკლესიო განძეულობაზე... და ახალ ხელსაყრელი დრო
დაუდგათ, კანონით მიეღოთ ეს სიმდიდრე.
როგორც ვხედავთ, მთლიანად უანგარო ვერ იქნებოდა იმპერატორი ლეონ
ისავრი (ხოლო უფფრო მოგვიანებით მისი მემკვიგრეები), როცა ამ რელიგიურ
დავაში ჩაება...
თითქმის მთელი ერთი საუკუნე ქრისტიანული სამყარო ამ გააფთრებულმა
ბრძოლებმა შესძრა. ბრძოლის არავითარი ხერხს არ ერიდებოდნენ, ოღონდ კი
მოწინააღმდეგისათვის სახელი გაეტეხათ და ზიანი მიეყენებინათ.
საგგანგებოდ უნდა შევნიშნოთ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების თითქმის
ყველა ეკლესია ხატებისმებრძოლთა ბანაკში აღმოჩნდა და მთელს აღმოსავლეთში
ერთადერთი გამობნაკლისი საქართველო დარჩა, რომელსაც არასოდეს დაგნია
ხატისთაყვანისმცემლობა. პირიქით ,მის ერთგულ დამცველად გამოდიოდა.
და, აი მივადექით კიდეც საკითხს, რაც ჩვენთვის ახლა ძალიან საინტერესო და
მნიშვნელოვანია.
ის ფაქტი, რომ ბიზანტიაში სამკვდრო - სასიცოცხლო საეკლესიო ბრძოლა
ჰქონდათ, ერთ მხრივ, ძალიან შეუშლიდა ხელს კონსტანტინოპოლის სსაპატრიარქოს,
სხვისი ქვეყნის საეკლესიო საქმეებში აქტიორად ჩარეულიყო; მეორეს მხრივ, კიდევ
უფრო დააჩქარებდა ბიზანტიის ეკლესიისაგანკ, - სადაც ამ დროს ხატის მებრძოლთა
მძვინვარებდა, - დასავლეთ საქართველოს ეკლესიის გამიჯვნას, რადგან აქ
ძველებურადვე ერთგულნი იყვნენ ხატისთაყვანისმცემლობისა; საქმე
გაადვილებული ექნებოდა მცხეთის ეკლესიასაც, რომელიც, უნდა ვივარაუდოთ, ამ
დროისათვის აქტიურად მოქმედებდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის
შემოერთებისათვის, და ეგის - აფხაზეთის მმართველებსაც, რომლებიც აგრეთვე
დაინტერესებული უნდა ყოფილიყვნენ ორი ქართული ეკლესიის გაერთიანებით.
ახლა უკვე დასავლეთ საქარველოს ეკლესიიდან რომელიმე მღვდელმთავარი
ხელდასხმისათვის ბიზანტიაში ვეღარ წავიდოდა, რადგან იქ ხატის მებრძოლები
დახვდებოდნენ, ხოლო თვითონ ხატისთაყვანისმცემელი იყო, ბუნებრივია იგი
მცხეთაში უნდა წასულიყო და იქ კურთხეულიყო.

191
არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოდან, სხვა ქვეყნებიდანაც მცხეთაში
ჩამოდიოდნენ ხელდასმისათვის ხატისთაყვანისმცემელი მღვდელმთავრები. ჩვენი
მემატიანე მოგვითხრობს, რომ გუთელი ეპისკოპოსი იუანე ხელდასხმისათვის
მცხეთას ჩამოვიდა და აქ ეკურთხა, ქართოლ ეკლესიაში; რადგან
ხატისთაყვანისმცემელი იყო და საბერძნეთში იმჟამად ვერ ეკურთხებოდა.

ზოგი მკვლევარი საგანგებოდ აღნიშნავს ერთ გარემოებას: საქართველოს


დასავლეთ - აღმოსავლეთ მხარეთა ეკლესიების გაერთიანების საქმეში ალბათ
გარკვეული როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ აფხაზეთის სამთავროს მიერ ეგრისის
შეერთების შემდეგ მთელი არგვეთის მხარე ადმინისტრაციულად ეგრის - აფხაზეთის
ახლად ჩამოყალიბებულ სამთავროში აღმოჩნდა, საეკლესიო გავლენის
თვალსაზრისით კი არგვეთის სამრევლო კვლავ მცხეთას ემორჩილებოდა. როგორც
ვიცით, არგვეთი ამის წინ ქართლის სამთავროს უკიდურესი დასავლეთი ნაწილი იყო
და, ბუნებრივია ეკლესიაც მცხეთის სამწყოს ეკუთვნოდა. ახლა ადმინისტრაციულად
შეიცვალა მისი მდგომარეობა, მაგრამ ეკლესია ისევ მცხეთას ეკუთვნოდა, წირვა -
ლოცვა ქართულ ენაზე იყო. ეს მართლაც მნიშველოვანი მომენტია.
და ამ დროიდანვე შეინიშნება ერთი საგულისხმო ამბავი.
საქართველოს ეკლესიის ბიზანტიისაგან ჩამოშორება და მცხეთი სამწყოში
შესვლა ერთი მხარეა. როგორც კი ამს მიაღწევდნენ ქართული ეკლესიების
გაერთიანების მესვეურნი, ბუნებრივია, არა ნაკლებ ძნელად გადასაწყვეტ
პრობლემას წააწყდებოდნენ: საჭირო იყო ამ ახალ ქართულ ეკლესიაში ბერძნული
გავლენის დაძლევა.ეს კი იოლი საქმე იქნებოდა, იმასაც თუ გავითვალისწინაბთ, რომ
მთელი ღვთისმსახურება, მთელი საეკლესიო რიტუალები დასავლეთ საქართველოს
ეკლესიებში ბერძნულად სრულდებოდა.დილიოთ ბერძნული მამო ჩვენოს
ბუტბუტით წამოდგებოდა აქაური ქართველი და საღამოს ბერძნულივე ლოცვით
შეეწვებოდა დასაძინებლად. მთელი საეკლესიო შტატი ბერძნული იყო... ტაძარში,
სადაც განახლებული ეკლესიის მრევვლი შევიდოდა წირვის მოსასმენად თითქოს
კვლავ ბერძნული გუგუნი იდგა და ბერძნული სიტყვები ისმოდა. ეს იყო
ფსიქოლოგიური მხარე - ასეთი გუგუნი დიდხანს ვერ გაეცლებოდა იმ საყდრების
თაღებსა და გუმბათებს, ბერძნულ წირვა - ლოცვას შეჩვეულ ადამიანთა სმენას...
და ამ დროს ჩვენ ვხედავთ გაშლილ საეკლესიო მშენებლობას, რაც ახალი
სამეფოს, უშუალოდ მეფის თაოსნობითა ადა მონაწილეობით ხდება. თანაც,
საყურადღებო ის არის, რომ ძველ კათედრებსა შლიან და ახალს სუ სხვა ადგილას
აშენებენ და ამკვიდრებენ. ეს ხომ გაცილებით უფრო ძნელი იყო - ძველის მოშლა და
მოტიტვლებულ ადგილზე აშენება ახლისა! და მაინც აკეთებდნენ ამას, რადგან ამით
უფრო ადვილად ამოიშლებოდა ხალხის ფსიქიკიდან ბერძნული ეკლესიის გავლენა,
უფრო ადვილად დაავიწყებდნენ ბერძნულ მამაოჩვენოს და ქართულს უფრო
ადვილად შეაჩვევდნენ. ყოველივე ამით კი დიდი ეროვნული საქმე კეთდებოდა. ესეც
მნიშვნელოვანწილად ამზადებდა ნიადაგს მომავალი დიდი გაერთიანებისათვის.
ნიკო ბერძენიშვლს ჩამოთვლილი აქვს, როგორ თანდათანობით იშლებოდა,
დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ვთქვათ რომელიმე გუდაყვისა თუ
ფოთის კათედრები და როგორ აშენებდნენ ახლებს - ჭყონდიდს, ბედიას...
და ისევ გრიგოლ ხანძთალი უნდა გავიხსენოთ.
განა შემთხვევითია ის ამბავი, რომ სწორედ ამ პერიოდში ტაო - კლარჯელი
ბერები - ეს ამქვეყნიური ცხოვრებიდან გამდგარი მეუდაბნოენი - დასავლეთ
საქართველოში მისვლა - მოსვლას გაახშირებენ?! შემთხვევით მოხდა, რომ გრიგოლ

192
ხანძთელის უერთგულესი მოწაფენი და უახლოესი მეგობრები თეოდორე და
ქრისტოფორე ერთბაშად აფხაზეთში აღმოჩნდნენ?.. სამეფო კარზე! თვითონ აფხაზთა
მეფესთან საქმიან საუბარში გართულნი!
რა საქმიანი საუბარი ექნებოდათ, ამს წინასწარ გვაცნობაბს გიორგი მერჩულე:
აქ უნდა გულსა მათსა საღმრთოი შური მონასტრისა შენებისაიო, გადმოგვცემს. ესე
იგი, ეკლესიის შენების ჟინს წამოუვლია ჩვენი ნაცნობი ბერებისსათვის და წასულან,
გაპარულან (ფარულად წარვიდეს)...
და სად წასულან?
დასვლეთ საქართველოში, აფხაზეთის სამეფოში!...
ტაძრების შენების ჟინმა რომ მოუარათ, ეს ერთი მხარეა, მაგრამ რაღა მაიცხდამ
აინც აფხაზეთის სამეფოში გასწიეს?..
იქნებ საგანგებოდ მიწვეულებიც იყვნენ?!
ამას ისიც გვაფიქრებინებს, რომ ისინი გეზს აიღებენ დედაქალაქისაკენ,
სატახტო ქალაქისაკენ, ქუთაისის სამეფო კარზე მივლენ, და შინიდან ფაცხა - ფუცხით
გაპარულ ბერებს - ტყე - ღრეებში ხეტიალით გატანჯულებს, დაღლილ -
დაქანცულებს, მშიერ მწყურვალებს, ტანსაცმელჩამოხეულ - ჩამოგლეჯილებს და
ალბათ ფეხშიშველებს , - პირდაპირ მეფესთან შეუძღვებიან; აფხაზეთის მეფე
დემეტრე მეორესთან აქვთ აუდენცია.
მართლაც საგანგებოდ მიწვეულებს არა ჰგვანან?!
თანაც, კარგად დააკვირდით: მონასტრების შენების შურით (ჟინით)
გულგავსებული თეოდორე და ქრისტეფორე მარტონი კი არ გაიპარებიან, არამედ თან
ძმანიცა ვინმე წარეყვანეს!

ხედავთ, რა ხდება?
დიდი ჯგუფი მიდის, მთელი ექსპედიცია! საგანგებოდ მომზადებული და
აღჭურვილები მიდიან.
და როგორა გგონიათ ის ძმანიცა ვინმე ვინ უნდა იყვნენ? მოგზაურობისა და
უცხო ქვეყნების ხილვის ჟინით გზნებული ცნობისმოყვარე ხალხი?
რა სათქმელია! მშენებლები არიან - ხუროები, ქვითხუროები, კალატოზები...
აი, რა მოძრაობაა, რა მისვლა - მოსვლა, როგორ თანდათან უბრუნდება თავის
კალაპოტს საერთო ქართული კულტურის განვითარება, როგორ თანდათან
მზადდება ნიადაგი მთლიანი საქართველოს შექმნისათვის.
ამის შემდეგ აღარ უნა გაგვიკვირდეს, თუ საიდან გაჩნდა ოპიზელი ოსტატის
სახელი მარტვილის ტაძარზე! ან რატომ ჰგავს დრანდის ტაძარი დიდებულ ჯვარს!
რატომ ვნახულობთ მსგავსებას იმავე მარტვილის ქანდაკებასა და წარწერებსა და
კუმურდოს ქანდაკებასა და წარწერებს შორის.
წარწერა მარტვილის ტაძრის ქვაზე ფრანგ მეცნიერ დიუბუას უნახავს გასული
საუკუნის მიწურულში, და კიდევ კარგი, რომ ჩაუწერია და ჩვენთვის შეუნახავს.

193
ქრისტე, შეიწყალე მიქელ გალატოზი ოპიზარი...
საუკუნეების სიღრმიდან გვაწვდიდა ხმას ოპიზელი ოსტატი. და დიდხნს
ისმოდა ეს ქვაზე ამეტყველებული და ქვით შემუნახული ზმა. მერე ერთბაშად გაქრა
ქვაცა ხმაც. აღარ არის! ისევე, როგორც ბევრი სხვა, მეტყველი ფაქტი ჩვენი
დიდებული ისტორიისა... იმის გამო, რომ კარგად ვერ მოვუარეთ, სამუდამოდ
დაიკარგა და წყვდიადმა შთანთქა.
ექვთიმე თაყაიშვილს მარტვილის ქრისტეს ქანდაკება და გამობერვილმა
წარწერებმა კუმურდოს ქანდაკება და წარწერები მოაგონა.
გიორგი ჩუბინაშვილი საგანგებოდ განიხილავს დრანდის ტაძრისა და ჯვრის
მსგავსებას. და თუმცა ეს ცოტა უფრო წინა დროისა, მაინც საგულისხმოა. ზემოთ
ერთგან შევნიშნეთ: სწორედ ასეთი გაცხოველებული კულტურული ურთიერთობანი
უმზადებდა ნიადაგს იმ დიდ პოლიტიკურ აქტს, რასაც ჩვენი ხალხისათვის
სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. შემდეგ, რაღა თქმა უნდა, სულ უფრო
ვითარდებოდა ეს ურთიერთობა ქვეყნის ცალკეულ კუთხეთა შორის.
ისევ ჩვენ ბერებს დაუბრუნეთ. მეფემან აფხაზთამან დემეტრი დიდითა
პატივითა პატივ - სცა და ადგილსა კეთილსა დაამკვიდრნა... განაგრძობს თხრობას
გიორგი მერჩულე.

მეფე ღირსეულად დახვედრია მშენებლებს, კარგად გამასპინძლებია, და


კეთილ ადგილზე მოსაწყობადაც თვითონვე უზრუნვია. აშკარაა, საგანგებოდ
მიუწვევიათ ჩნენი ბერებიცა და მშენებელთა მთელი ჯგოფიც. მოილაპარაკეს. ტაძრის
პროექტი ერთად გასინჯეს. ყველაფერი აწონ - დაწონეს.
გავა ამის შემდეგ რამდენიმე ხანი - სულ მცირე დრო - და გრიგოლ ხანძთელსაც
დასავლეთ საქართველოში ვხედავთ. თავის მოწაფეებს ჩააკითზავს.
საინტერესოა, რომ მარტო არც ის ჩასულა, ისიც სხვებთან ერთად ჩავიდა: თანა
წარიყვანნა ოთხნი ძმანნი...
და გრიგოლიც დემეტრე მეფეს ესტუმრა!...
შეარჩევენ მონასტრის ადდგილს და უწოდა სახელი მისი უბეი (ივანე
ჯავახიშვილის აზრით, ეს უნდა იყოს უბისი, ზემო იმერეთში).
და კიდევ ერთი მნიუშვნელოვანი ფაქტი უნდა გავიხსენოთ მერჩულეს
მოთხრობიდან.
თეოდორე და ქრისტეფორე რომ გაიპარნენ ხანძთიდან ქუთაისში, მათ ახდათ
ვინე ილარიონი, რომელსაც თან წაეღო კეთილნი წიგნნი. საეკლესიო წიგნები წაუღია!
ქართული წიგნები!
გრიგოლსაც აღმოაჩნდა საკუთარი წიგნები და ეს წიგნები იქ დატოვეს
(დავეუტევნა მონასტერსა მას).

ეს უმნიშვნელო დეტელი როდია.


როგორც ზემოთ ვნახეთ, ახალ ქართულ ეკლესიას უსათუოდ სჭირდება
ქართული წიგნები და ვინ უნდა მიაწოდოს ეს წიგნები, თუ არა გრიგოლ ხანძთელმა.
ზოგი მკვლევარის აზრით, ეს ილარიონი გრიგოლ ხანძთელს ჩამოუყვანია
ბიზანტიიდან. ეს სავსებით შესაძლებელია. და თუ ამას ვირწმუნებთ, მაშინ იქანებ
ისიც ვივარაუდოთ, რომ ხანძთელმა ეს ბერი საგანგებოდ ჩამოიყვანა, რათა შემდეგ აქ
გამოეგზავნა. ხოლო საიდან გაჩნდა ქართველი ბერი (ილარიონი) ბიზანტიაში, ან
ქართული წიგნები საიდან აღმოჩნდა, ამაზე ქვემოთ გვექნება ლაპარაკი.

194
ერთ ფაქტზეც უნდა შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება.
ბერების ხანძთიდან აფხაზეთის სამეფოში გაპარვის ამბავი ისე უცნაურად
ჟღერს, არც კი გინდა დაიჯერო. ჩვენ რომ გრიგოლ ხანძთელს ვიცნობთ და ისიც
ვიცით რა ურთიერთობა ჰქონდა მას თავის მოწაფეებთან, კერძოდ თეოდორესა და
ქრისტეფორესთან, ძნელი დასაჯერებელია, ამ ბერებს გაპარვა გაებედოთ,
გრიგოლისათვის ეკადრებინათ ეს! ისიც როგორ - მთელი ჯგუფის თანხლებით!
პირდაპირ რომ არ გვეუბნებოდეს ავტორი გაიპარნენო (ფარულად წარვიდეს) და
მოთხრობიდანვე არ ვგებულობდეთ, რომ მერე გრიგოლიც მათ საძებრად არის
ჩასული, მთელი ეს ეპიზოდი - აფხაზეთში ჩასვლა და მონასტრების შენება - თითქოს
მიგვანიშნებს, რომ გრიგგოლთან შეთანხმებით, მოსი თაოსნობით და მისი უშუალო
მონაწილეობით ხდება ყველაფერი; თითქოს ბერების წასვლამდე ჰქონდათ
მოლაპარაკება აფხაზეთის მეფესა და გრიგოლს და ბერები მერე ამ მოლაპარაკების
საფუძველზე წავიდნენ. აბა, ისე, ან მეფესთან მისვლას როგორ გაბედავდნენ
საცოდავი ბერები, ან სასახლეში შესვლას როგორ მოახერხებდნენ და მეფეც როგორ
მიიღებდა?!
იმდენად სარწმუნოა ამ საქმეებში გრიგოლის მონაიწილეობა, რომ უნებურად
ფიქრობ, განგებ ხომ არ დასჭირდა ავტორს გაპარვის მოგონებაო.
გიორგი მერჩულე სიტყვის ოსტატია. ზემოთ რამდენჯერმე ახსენა, და ახლა,
ემოციური ზეგავლენის ძალარომ არ დაჰკარგოდა თავისსავე მწერლურ ხერხს,
ამჯერად პირდაპირ აღარ გვითხრა. თეოდორტეს და ქრისტეფორეს (ან, ვთქვათ,
გრიგოლს) ღმერთი გამოეცხადა და უბრძანა, დასავლეთ საქართველოში წადით
მონასტრები ააშენეთო.პირდაპირ არ გვითხრა ეს, მაგრამ ისე კი მიგვანიშნა; როცა იგი
წერს აქუნდა გულსა მათსა საღრმთოი შური მონასტრის შენებისაო, ამ ფრაზაში
თითქოს ნაგულისხმევია, რომ ღმერთი გამოცხადებია ამ ბერებს და ღმერთს
შთაუგონებია დასავლეთ საქართველოში წასვლა მონასტრების ასაშენებლად. და
რაკი პირდაპირ არ გვითხრა, ის გაპარვის ეპიზოდიც ამიტომ მოიგონა. ასე გინდა
იფიქრო, იმდენად დაუჯერებელია ბერების გაპარვის ამბავი და ისე არ ეგუება ეს ამ
ეპიზოდის სხვა მნ იშვნელოვან დეტელებს.
მაგრამ ახლა ამისი ძიება ფუჭი და უსაფუძვლოა, რადგან ავტორი პირდაპირ
წერს, ფარულად წავიდნენო, რა უფლება გვაქვს, არ დავიჯეროთ!...
და ჩვენც აქ იმიტომ კი არ ვახსენებთ, თითქოს ამ ვარაუდის დამტკიცებასა
ვცდილობდეთ, არამედ იმიტომ, რომ უფრო ღრმა მნიშვნელობა მივცეთ გრიგოლისა
და მისი მოწაფეების აფხაზეთის სამეფოში ჩასვლას. რადგან ყველაფერი იმის
გათვალისწინების შემდეგ, რაც წყაროებს ცვენამდე მოუტანია და რაც ისტორიაში
კარგად ცნობილი მოვლენების მიხედვით თავისთავად იგულისხმება, ამას მართლაც
ღრმა ეროვნული მნიშვნელობა ეძლევა.
თავი მესამე.
3.
როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო, მისი საზღვრები, როგორც
ვნახეთ, კარგა ვრცლად გაიჭიმა. კახეთის სამთავროში მოექცა საკუთრივ კახეთი,
კუხეთი და გარდაბანი.
როგორც ითქვა, ყაზბეგი ყოფილა პირველი ცენტრი ამ სამთავროსი.
ეს იყო წინარების სამკვიდრო ადგილი.
იმისდა კვალობაზე, თუ როგორ ფართოვდებოდა ახალი ფეოდალური
სამთავრო და როგორ მოიწევდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ანუ მთიდან
ბარისაკენ, იცვლებოდა აგრეთვე სამთავროს ცენტრიც.

195
ამსთან დაკავშირებით ერთი დამახასიათებელი მოვლენაც.
სამთავროს ცენტრის გადაადგილებას რომ გაადევნო თვალი და სხვა არაფერს
მიხედო, გაოცებული დარჩები მისი მოძრაობის სისწრაფით.მთავარი კი ის არის, რომ
ეს მოძრაობა ძალიან ცოცხლად და შთამბეჭდავად გვიხატავს კახეთის ფეოდალური-
და საერთოდ ფეოდალური-სამთავროს ხასიათსა და ბუნებას, მის საოცარ
დაუდგრომლობას, გაფართოებისა და ახალი ტერიტორიების შემოერთებისკენ
სწრაფვა, სიხარბეს, მიწით გაუმაძღრობას, გულმოუყირჭობას...
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა რამესაც გვაჩვენებს ეს. გვაჩვენებს იმას, თუ
როგორ გასჭირვებია შორიდან მოსულ დამპყრობელს, როგორ თანდათან
ვიწროვდება თბილისის ამირას საზღვრები და როგორ თანდათანობით უახლოვდება
ბარს-ქვეყნის გულს-ჯერ ქვეყნის უფრო მოფარებულ ადგილას, ქვეყნის განაპირას
ჩამოყალიბებული ახალი სამთავრო.
ყაზბეგიდან ჯერ, ეტყობა, უჯარმაში გადაინაცვლა სამთავროს
ცენტრმა.უჯარმა ხომ საგულდაგულოდ ნაგები ციხე-ქალაქი იყო და ახალი
სამთავროს ცენტრობას კი არა, დიდი სახელმციფოს დედაქალაქობასაც კარგად
შეიფერებდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, დიდხანს არც აქ ყოფილა სამთავროს ცენტრი.
გარკვეული დროის შემდეგ თიანეთისაკენ გადაუნაცვლია.
ივრის ხეობაში იმდენი ციხე-საგრის ნანგრევებსა და საერთოდ ძველი
დიდებისა და ძლიერების ნიშანს შეხვდები, ეჭვი არ არის, ეს კუკუთხე თავის დროზე
მჭიდროდ იყო დასახლებული.უნდა ვიფიქროთ, ეკონომიკურად ძლიერი
იქნებოდა.ამიტომ არც გასაკვირია, რომ სამთავროს ცენტრად თიანეთი აირჩიეს.
კახეთის მთავართა რეზიდენციად მეცნიერები ბოდოჯის სასახლეს ვარაუდობენ. ეს
თიანეთის მახლობლად უნდა ვიგულისხმოდ. ვარაუდობენ ცხრაკარას, რომლის
ნანგრევებითიანეთიდან ორიოდე კილომეტრზე არის.
როგორც ვნახეთ,თავიანთი დედაქალაქისმიმართ დიდი ერთგულებით ვერ
დაიტრაბახებენ უძველესი კახეთის ანუჯ წინარიის მთავრები.ამ ქალაქზეც მალე
აცრუვებიათ გული. ცუდად მობალახე ხარივით აუღერიათ თავი და
აღმოსავლეთისაკენ შექცეულან.უვლიათ, უვლიათ, და ამჯერად მართლაც ძვირფასი
მარგალიტისათვის მიუგნიათ-მთელი ამ კუთხის თვალი, მშვენიერი თელავი
აურჩევიათ...
და მართლაც ისეთი ჯადო აღმოსჩენია ამ ტურფა ქალაქს, რომ მისთვის ვეღარ
უღალატიათ, სამუდამოდ აქ დამკვიდრებულან.
კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ: მთიდან როგორ სულ უფრო და უფრო
ბარისკენ მოიწევს სამთავროს ცენტრი. ეს მრავალმხრივ საინტერესოა.
როგორც ითქვა, სამთავროს თანდათანობით გაძლიერებასაც მოასწავებს-სულ უფრო
და უფრო ფართოვდება, სულ უფრო და უფრო ნაკლები შიში აქვთ დამპყრობლისა! ...
მაგრამ სამთავროს ცენტრისთელავში გადმოტანის უფრო მოგვიანებით
ვარაუდობენ, როცა კახეთმა ჰერეთიც შეიერთა და კახეთ-ჰერეთის სამთავროდ
იქცა.ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს: თურდოს ხევის სამხრით არის თელავი,
რომელიც ჰყო კვირიკემ პირველ გამეფებულმა კახეთს და ჰერეთს...
კვირიკე მეთერთმეტე საუკუნეში ცხოვრობდა.მერვე საუკუნის დასასრულსა
და მეცხრეს დასაწყისში კი, ანუ იმ პერიოდში, რომლის ამბებსაც ახლა მოგითხრობთ,
კახეთის მთავარია გრიგოლი. 787-827- ასე ვარაუდობდნენ მისი ზეობის წლებს. ასე
აქვს ეს მოცემულივახუშტი ბატონიშვილს.

196
მთავარიო, ვთქვით და აქვე განმარტებაა საჭირო, რადგან კახეთის მთავარს
პირობით თუ უწოდებთ ამ სახელს, თორემ ისე სულ სხვა ტიტული ჰქონიათ.
კახეთის ისტორიის ამ მონაკვეთს რომ ეცნობი,თვალში მოგხვდება ერთი
უცნაური ტერმინი-ქ ო რ ე პ ი ს კ ო პ ო ს ი.
ასე უწოდებენ კახეთის სამთავროს მმართველს ანუ მთავარს.
მარტო კახეთის მთავარს აქვს ასეთი ტიტული.
ვიცით, რომ ეპისკოპოსი სასულიერო პირია, საეკლესიო მოღვაწე, და ახლა
როცა სამოქალაქო-ადმინისტრაციული თანამდებობის სახელწოდებად შეგვხვდა,
ბუნებრივია, გაგვიკვირდსა, გვეჩოთირა. გაკვირვება კიდევ უფრო დიდი იქნება,
როცა ამ სახელწოდების სინონიმად მეორე სიტყვასაც შევხვდებით-ქორიკოზს.

197
ქართლის ცხოვრება ქორეპისკოპოსს უწოდებს კახეთის მთავარს, ვახუშტი
ბატონიშვილს, ეტყობა, კალმის ლაფსუსად მიუღია ეს და თვითონ ყველგან
ქორეპისკოპოსის ნაცვლად ქორიკოზსა წერს. ისტორიკოლს დიმიტრი ბაქრაძეს
სამართლიანად მიაჩნია ეს გასწორება: ცხადია, რომ ქორეპისკოპოსი ქართლის
ცხოვრებაში შეცდდომით არის ხმარებული,- წერს დიმიტრი ბაქრაძე და იქვე
მიუთითებს საბა ორბელიანზე, რომელსაც გადამწერის შეცდომად მიაჩნია ეს:
ქორიკოზი უნდა იყოს და გადამწერს შეცდომა მოსვლია, ქორეპისკოპოსი
დაუწერიაო. ქ ო რ ე პ ი ს კ ო პ ო ს ი, საბასვე განმარტებით, უსამწყსო ეპისკოპოსსა
ნიშნავს. ქ ო რ ი კ ო ზ ი კი-ქვეყნის ისრეთ მართველს, რომელსაც მეფის ტოტულის
სახელდება ვერ გაუბედავს (ქორიკოზი-მონაცვლე მეფისა, რომელ ვერ იკადროს
მეფედ სახელის დება...).
თანამედროვე მეცნიერთაგან ზოგი იზიარებს ვახუშტისა და დიმიტრი
ბაქრაძის მოსაზრებას, რაც, თავისთავად, საბას განმარტებას ემყარება, ზოგს მიაჩნია,
რომ ქართლის ცხობვრებაშისწორად არის ტიტული დაწერილი და გადამწერებს
არავითარი შეცდომა არ მოსვლიათ. დაიტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს
საგანგებო გამოკვლევებს ამ საკითხზე. შვენთვის ამჟამად ეს საინტერესო არ არის.
ჩვენ იმაზე შევჩერდით, რომ კახეთის მთავრის-ანუ ქორეპისკოპოსის-
გრრიგოლის ზეობის თარიღად მიღებულია 787-827 წლები.
ამ თარიღმა თქვენ ალბათ უნებ ურად ერთი სხვა მთავრის ზეობის წლებიც
მოგაგონათ.
დიახ, აშოტ დიდსა კახეთის მთავარ (ქორეპისკოპოს) გრიგოლს ერთ დროს
უცხოვრიათ. მათიო ზეობის წლები თითქმის თანხვდება ერთმანეთს.
ქვემოთ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ორი ისტორიული პირი ბრძოლის ველზე
შეხვდებიან ერთმანეთს, როგორც მოსისხლე მტრები...
მაგრამ ჯერ ჰერეთის სამთავროს გადავავლოთ თვალი...

4
ვარაუდობენ, რომ ჰერეთის სამთავროც მერვე საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა,
ესე იგი კახეთის სამთავროს პარალელურად; ისტორიას ძუნწი ცნობები შემოუნახავს,
მაგრამ მაიც გადაჭრით შეიძლება ვთქვათ: კახეთის სამთავროსთან განუწყვეტელ
ბრძოლაშიაც. ზემოთაც შევნიშნეთ: ვინ იცის, ალბათ რამდენჯერ გადაიწია საზღვრის
ხაზმა-ვეჟინი, ჭერემი, ველისციხე, ნეკრესი და ხორნაბუჯი ალბათ ხან ერთი
სამთავროს ფარგლებში იყო, ხან მეორისაში.

რაკიღა ფეოდალური საზოგადოების ხასიათს გავეცანით, აღარ უნდა


გაგვიკვირდეს მათ შორის განუწყვეტელი შუღლი და მტრობა.
ჰერები ერთ-ერთი უძველესი ქართული ტომია. ეს ჩვენ ტრადიციული
გადმოცრმითაც ვიცით. ლეონტი მროველი რომ თარგამოსის შვილებს ჩამოთვლის
ქართლის ცხოვრების დასაწყისში, ერთ-ერთ ძმად აქ ჰეროსია დასახელებული.
და მიუხედავად იმისა, რომ ქართლის ცხოვრებისეს შესავალინაწილი
ზღაპრულად მიაჩნიათ, მასში მაინც არის ჭეშმარიტების ანარეკლი, და , ამდენად,
საჭიროა მეტი ნდობითაც მოვექცეთ.კერძოდ, გადმოცემის ამ ზღაპრულ ნაწილში
კარგად არის მინიშნებული ჰერების ნათესაური სიახლოვე საქართველოს სხვა
კუთხის შვილებთან.
თანამედროვეისტორიოგრაფიაშიც ასეა მიღებული და დადგენილი: ჰერების
კულტურულ-ეთნიკურ შერწყმასა და ქართლთან ჰერეთის ტერიტორიულ შეერთებას

198
ძველი წერთაღრიცხვის წინარე სხაუკუნეებით განსაზღვრავენ. ჰერების შერწყმა
ქართლ-კახელებთან ჯერ კიდევ ჩვენი ცელთაღრიცხვის უწინარეს დაიწყო და
მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, წერს პროფესორი თენგიზ
პაპუაშვილი ჰერეთის ისტორიისადმი მიძღვნილ გამოკვლევაში. განსაკუთრებით
ინტენსიური ხდება ეს პროცესი,-განაგრძობს გამოკვლევის ავტორი,-ძველი
წერთაღრიცხვის IV საუკუნის დასასრულსა და III საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც
ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, წარმოიქმნა ქართლის
(იბერიის) ადრეკლასობრივი სახელმწიფო.
თქვენ ალბათ ხვდებით, რომ აქ ფარნავაზის ეპოქაა ნაგულისხმევი
და იქვე: ჰერეთის კახეთთან შერწყმის პროცესი უფრო იმ გარემოებამ დააჩქარა,
რომ ჰერული ტომები, ეთნიკური თვალსაზრისით, ძალზე ახლოს იდგნენ
აღმოსავლურ ქართულ ტომებთან-ქართებთან და კახებთან.
გიორგი მელიქიშვილის აზრითაც ჰერეთი უკვე ძველი წერთაღრიცხვის მესამე
საუკუნეში ქართლის სახელმწიფოში შედის.
ჰერეთი ჯერ ქართლის სამეფოს ვასალური ქვეყანა იყო, - ვკითხულობთ მარიამ
ლორთქიფანიძის გამოკვლევაში, - ...მერე კი უშუალოდ შეუერთდა ქართლის
სამეფოს.
შეგვიძლია უფრო შორსაც წავიდეთ: უძველესი დროის მატერიალური
კულტურის შესწავლის საფუძველზე მტკიცდება, რომ ტომები, რომელთაც ჰერეთის
ტერიტორიაზე უცხოვრიათ, უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ქართულის
კულტურის შექმნაში. არქეოლოგიური მასალის მიხედვით, მეცნიერებმადაადგინეს,
რომ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის II-I ათასწლეულის მიჯნაზე ამ ადგილებში
გავრცელებული მატერიალური კულტურა განუყრელად უკავშირდება ქართლის
მატერიალურ კულტურას.
ძველი ჰერეთის საზღვრების დადგენა უფრო გაგვიძნელდება, ვიდრე
საქართველოს სხვა კუთხეებისა, რადგან ეს საზღვრები ცვალებადი იყო ხოლმე.
მიხლოებით კი ასე შეგვიძლია განვსაზღვროთ: იგი უშუალოდ ეკვრის კახეთის
სამთავროს და ჩვენთვის უკვე ცნობილი აღმოსავლეთ-სამხრეთი საზღვარი ამ
სამთავროისა, ჰერეთის სამთავროს ჩამოყალიბების პერიოდში მაინც, ჰერეთის
ჩრდილო -დასავლეთ საზღვარს წარმოადგენს. აქედან იგი იშლება
აღმოსავლეთისაკენ უფრო, ვიდრე სამხრეთისაკენ. უფრო ადვილი დასადგენია
ჩრდილოეთი და სამხრეთი საზღვრები, რამდენადაც ისინი ბუნებრივ ზღუდეებს
წარმოადგენენ: ჩრდილოეთით ჰერეთის სამთავროც, მსგავსაც კახეთისა, კავკასიონის
მთებს ებჯინება, ხოლო სამხრეთით - მდინარე მტკვარს, და მტკვრის დინებას
მიჰყვება აღმოსავლეთისაკენ (ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკურისა ჩრდილოთ...
გვაუწყებს ლეონტი მროველი).
ასევე ძუნწად, მაგრამ უფრო გამოკვეთილად ვხვდებით ცნობებს ჰერეთის
შესახებ უფრო მოგვიანო დროუს წყაროებში.
ჯუანშერის გადმოცემით ვიცით, მაგალითად, რომ ახალი წელთაღრიცხვის
მეხუთე საუკუნეში ჰერეთი ვახტანგ გორგასალის დიდი სახელმწიფოს ერთ-ერთი
საერისთავო იყო.
გავიხსენოთ ის პერიოდი, როცა ვახტანგს სპარსეთის მეფე გაიწვევს ინდოეთს
სალაშქროდ.
სალაშქროდ გამგზავრების წინ მეფე თავის ხუთი წლის მემკვიდრეს დაჩის
გვირგვინს დაადგამს და შვიდ წარჩინებულს დაუტოვებს.

199
ამ შვიდ წარჩინებულთაგან ერთ-ერთი - სხვათა შორის, მემატიანის
ჩამოთვლის თანამიმდევრობითს მიხედვით, რიცხვით მესამე (იქნებ ესეც არ იყოს
შემთხვევითი) - ჰერეთის ერისთავია.
ვახტანგ გორგასალის სახელს ჰერეთში ფართო ფართო საზოგადოებრივ-
კულტურული მოღვაწეობა უკავშირდება. ვახტანგმა რომ დიდი საეკლესიო რეფორმა
მოახდინა და საბერძნეთიდან კათალიკოსი და ეპისკოპოსები მოიწვია, რამდენიმე
ეპისკოპოსი ჰერეთს განაწესა.
რამდენიმე ეპისკოპოსი! იმ მოწვეულ თორმეტთაგან!..

საგულისხმოაერთი დეტალიც ჯუანშერის მოწოდებული ცნობიდან, ვახტანგის


მიერ მოწვეულ ეპისკოპოსთაგან ერთ-ერთის ჭერემს გამწესების შესახებ. ეს ჭერემი -
მაშინდელი ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი - ვახტანგის აშენებული
ყოფილა:
დასუა... ერთი (ეპისკოპოსი) ჭ ე რ ე მ ს, მისსავე (ესე იგი, ვახტანგისავე)
აღშენებულსა და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელი იგი
მანვე აღაშენა...
დააკვირდით: ქალაქიც საკმაოდ დიდი ყოფილა, ხშირმრევლიანი, რაკი ამ
ქალაქის თავშიაც და ბოლოშიაც ეკლესია ააშენა!
საგულისხმოა ისიც, რომ გორგასალი თავის პირმშოს სწორედ ამ მხარეს
უანდერძებს: ხოლო ძესა მისსა პირმშოსა პირველისა ცილისასა, დაჩის, მისცა ქალაქი
ჭერემისა და ნეკრესისა, და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი...
(ნეკრესიც, ჭერემიცა და მთელი კამბეჩოვანიც მაშინდელ ჰერეთში შედიოდა).
კიდევ ერთი ცნობა, სადაც ვახტანგ გორგასალის განსაკუთრებული ყურადღება
ჩანს ამ მხარის მიმართ.
უფრო მოგვიანებით, მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ არჩილ მეფე რომ
ეგრისიდან გადმოვა და კახეთად მოვა, წუქეთის (ჰერეთში) დამკვიდრდება და,
თავისი დიდი წინაპრის მსგავსად, იგიც მშენებლობას მიჰყოფს ხელს: დაჯდა წუქეთს
და აღაშენა კასრი (ამ ადგილს ჩვენი მეცნიერები თანამედროვე კახის მიდამოებში
გულისხმობენ, ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკაშია), და ხევსა ლაკუასტისასა
აღაშენა ციხე. და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა
წუქეთი...
ესე იგი, თავის დროზე ეს წუქეთი ვახტანგ გორგასალს, ეტყობა, ქვეყნის
ერთგული ხალხისათვის მიუბოძებია და ახლა, არჩილის დროს, მერვე საუკუნის
მეორე ნახევარში, მემატიანის ცნობის მიხედვით, იმ მთავართა ერთ-ერთი
შთამომავალი განაგებდა; არჩილმა მასვე დაუტოვა - არა ინება წაღებადწუქეთი.
წუქეთი ჰერეთის განაპირა ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარეა.
კითხულობ მემატიანის ძუნწ ცნობებს და ერთხელ კიდევ აღფრთოვანებაში
მოჰყავხარ შესანიშნავი ქართველი მოღვაწის ვახტანგ გორგასლის საიბრძნესა და
შორსმჭვრეტელობას.
ჰერთი ხომ ქვეყნის განაპირა კუთხე იყო ციხე-სიმაგრეების აგება
ბუნებრივადაც ჩაითვლებოდა, ამას დიდი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა არა
სჭირდებოდა, ყველა ჭკვათამყოფელი გაგებული ქვეყნისა ასე მოიქცეოდა. პირველი
დარტყმა საქართველოს დაუძინებელი მტრის სპარსეთისა - აღმოსავლეთიდან
წამოვიდა იგი თუ სამხრეთიდან ამ კუთხეს უნდა ეგემნა. ამას ცოტად თუ ბევრად
გამოლცდილი მმართველი ქვეყნისა უსათუოდ გაითვალისწინებდა, და ვახტანგის

200
სიბრძნესა და შორსმჭვრეტელობაზე რომ ვლაპარაკობთ, ციხე-სიმაგრეების
მშენებლობას კი არ ვგულისხმობთ.
გორგასალის სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა ამ შემთხვევეში ის არის, რომ
ციხე-სიმაგრეების გვერდით - და უფრო ფართო მასშტაბებითაც - მან აქ კულტყურის
კერები შექმნა.
დროთა ვითარებაში ეს კულტურის კერები უფრო მედგრად დახვდებოდა
მტერს - ეროვნული თვითშეგნება ყოველგვარ ციხე-სიმაგრეზე მტკიცე და მედგარი
დამცველი იქნებოდა; თანაც, ამ განაპირა კუთხეში მოსალოდნელი იყო არა მარტო
ხმალშემართული მტრის ლაშქრის შემოჭრა, არამედ უცხო იდეოლოგიის შემოტანაც,
რაც სწორედ ეროვნული მეობის შენარჩუნებას დაემუქრებოდა და რასაც ვერავითარი
სიმაგრეები ვერ აღუდგებოდა; მას სწორედ კულტურის კერები უნდა გამკლავებოდა.
ვიმეორებთ, ისიც საგულისხმოა, რომ ეს კუთხე ვახტანგმა უფლისწულს უბოძა და
ამით კიდევ უფრო გაესვა ხაზი ამ მხრიდსადმი მის განსაკუთრებულ
დამოკიდებულებას.
როცა კულტურის კერებზე ვლაპარაკობთ, ისე არუნდა წარმოვიდგინოთ,
თოითქოს კანტი-კუნტად, აქა-იქ ეულად ჩაედგათ თითო ეკლესია და ამით
მორჩენილიყვნენ საქმეს.
არა, აქ ფართო მასშტაბის გაცხოველებური კულტურული მნიშვნელობა და
საქმიანობა უნდა ვიგულისხმოთ.
სომხური საისტორიო წყაროების მიხედვით, გორგასალისავე დროს აქ
რამდენიმე საეპისკოპოსო იყო - კაწარეთისა, ჭერმისა, ბოდბესი, ხორნაბუჯისა,
გიშისა... მომდევნო საუკუნეებში გრძელდებოდა ვახტანგის დიდი მასშტაბით
დაწყებული მოღვაწეობა. ასე მაგალითად, აქ ნახსენები არ არის ჩვენთვის უკვე
ცნობილი ნეკრესის საეპისკოპოსო, სადაც ასურელ მამათა ერთ-ერთი
წარმომადგენელი აბიბოსი მოღვაწეობდა. აქვე უნდა ვახსენოთ დავით გარეჯელის
დიდი კულტურული მოღვაწეობა. გარეჯაც მაშინდელი ჰერეთის ტერიტორიაზე იყო.
ჩვენი ისტორიკოსები ასახელებენ სხვა საეპისკოპოსოებსაც. ანუ ქართული
კულტურის ცენტრებს - რამდენადაც იმ დროს სწორედ ასეთ საეკლესიო ცენტრში
მიმდინარეობდა გაცხოველებული კულტურული საქმიანობა.

სხვათა შორის, დიდი ხანი არც კი გასულა ვახტანგ გორგასლის შემდეგ, რომ
ჰერეთში საეკლესიო ბრძოლები დაიწყო.

ისევ საეკლესიო ბრძოლები!


ეს ბრძოლები განსაკუთრებით გამწვავდა მეშვიდე საუკუნიდან და ლამის სამი
საუკუნე გაგრძელდა, მეტნაკლები სიმწვავით. ეს იყო ძველი ბრძოლის გაგრძელება
სომხურ-ქართულ ეკლესიებს შორის და ჩვენ აქ იმიტომ ვახსენენებთ, რომ იგი
ხშირად რელიგიურ სფეროს სცილდებოდა და ეროვნულ-პოლიტიკურ ხასიათს
ღებულობდა.
ბრძოლა, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, თითქმის სამ საუკუნეს გაგრძელდა,
ზოგჯერ ისე გამძვინვარდებოდა, რომ მოწინააღმდეგეები არაფერს ერიდებოდნენ 
არც დაქრთამვას, არც სისხლის ღვრასა და თვით უმაღლეს სამღვდელო პირთა
წამებას.საინტერესო ცნობას გვაწვდის არსენ კათალიკოსი საფარელი. ჩვენ ვიცნობთ
ამ არსენს გრიგოლ ხანძთელის აღზრდილს.
არსენ კათალიკოსი ასეთ ამბავს აგვიწერს. მეშვიდე საუკუნის დასაწყისში
კათალიკოს აბრამის შემდეგ სომეხთა საკათალიკოსო ტახტზე კომიტოსი ადის. თავის

201
წინაპრისაგან განსხვავებით, რომელიც ქალკედონიტთა სასტიკი მოწინააღმდეგე იყო
და აშკარა გააფთრებული გამოდიოდა დიოფიზიტების წინააღმდეგ, კომიტოსმა
ბრძოლის სხვა ხერხს მიმართა. ეს კათალიკოსი სიმდიდრის ყოფილა -რომელი იყო
მდიდარ და მოხარკე სამოსელთა და სახედართა ზედა, რომელიცა თუალთაგან
პატიოსანთა ბივრილთა შეამკობდა თავსა კუერთხისასა. როგორც ითქვა, ამ
მდიდარმა კათალიკოსმა გადაწყვიტა აშკარა ბრძოლაზე ხელი აეღო (ეტყობა, ამ
ბრძოლამ სასურველი შედეგი არ მისცა) და სხვა გძას დასდგომოდა: ჰერეთის
მაშინდელი კათალიკოსს დაქრთამვა მოუნდომებია.
და შეუსრულებია კიდეც თავისი განზრახვა.
ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო, ანდაზა ამბობს. ახლა სამოთხეშიაც შეუხწევია,
რადგან, უნდა ვიფიქროთ, ასეთ მაღალ სამღვდელო პირებს თავი სამოთხეში
ეგულებოდათ. ამ კომიტოსმაო, არსენ საფარელი განაგრძობს, უფროის ყოველთასა
შესძინა ცილობასა ქალკიდონისასა (ესე იგი, ყველაზე მეტი წინააღმდეგობა გაუწევია,
მეტი ვნება მიუყენებია მოწინააღმდეგეებისათვის), და მისცა შვიდი საეპისკოპოსო
ხელთა ქუეშე ჰერთა კათალიკოზისასა და შეიერთა იგი და შეჩუენებად სცა კრება
ქალკიდონისაი
.
როგორც ვნახეთ, გაუქრთამავს, მოუსყიდია.
არსებობს ცნობა იმის შესახებაც, რომ სხვა ვითარებაში მაღალი სამღვდელო
პირის საჯარო წამებასაც არ ერიდებიან: ჯაჭვით დააბამენ კათალიკოსს და ისე
გვემენ.

ასეთი სიმწვავით ხასიათდება ე.წ. საეკლესიო - რელიგიური ბრძოლები


რომელიც ყოველთვის სულ სხვა პოლიტიკური სარჩული აქვს ხოლმე. პირველ
წიგნში ჩვენ ვნახეთ, რა სისხლის ნიაღვრები დააყენა ბიზანტიის იმპერატორმა
ჰერაკლემ თავისი ღმერთის სახელით.
ახლაც ასე ხდებოდა. როგორც ვნახეთ, მოწინააღმდეგენი არაფერს
ერიდებოდნენ, არავითარ ღონისძიებებს არ თაკილობენ. ბრძოლის სიმწვავეს აქაც
იგივე მიზეზები განაპირობებდა: სარწმუნოებრივი უთანხმოებების მიღმა აქაც
ეროვნულ-პოლიტიკური დაპირისპირება იმალებოდა.
მასალების მეტისმეტი სიმწვავის გამო ძნელი ხდება აღადგინო ან
სამთავროების მმართველთა ურთიერთობანი, მოღვაწეობა, საქმიანობა, ის სიკეთე
თუ ვნება, რაც ხალხისა და ქვეყნისთვის მოუტანიათ... თუნდაც ის კორდინატული
ბრძოლები თუ სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, რაც მათ სახელთან
არის დაკავშირებული... ძველი ორიგინალური თუ უცხო წყაროების შეჯერება -
შედარებისა და ანალიზის წყალობით უფრო ადვილად მოხერხდა ამ მთავართა
ზეობის თანმიმდევრობისა და თარიღების დადგენა: ჩვენს მეცნიერებს სასურველი
სიზუსტით მოუხერხებიათ ამ თარიღების დადგენა და ახლა, ისტორიის
სახელმძღვანელოებისა და სპეციალური გამოკვლევების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია
სქემა მოვხაზოთ, სია შევადგინოთ ამ სამთავროების მმართველთა ზეობისა...
საკმაოდ გრძელი გამოვიდა ეს სიები და აქ არ მოვიტანეთ. ამჯამად ეს
ჩვენთვის საინტერესო არ არის, განსაკუთრებულს არაფერს გვეტყვის, არაფერზე
მიგვანიშნებს. ზოგიეთი მთავრის ზეობას, რომელთა სახელს მნიშვნელოვანი
ისტორიული მოვლენები უკავშირდება, თანდათანობით მოვიხსენიებთ, თავ-თავის
ადგილას.

202
მაგალითად, საუკუნოვანი ბრძოლების შემდეგ ჰერეთში
ანტიქალკედონიტებზე ქალკედონიტების საბოლოო გამარჯვება მოხდა ჰერეთის
მთავრის იშხანიკისა და მისი დედის დინარ დედოფლის დროს... მდინარი ადრე
დაქვრივებულა და ქმრის - ადარნასე პატრიკის გარდაცვალების შემდეგ იგი კარგა
ხანს თავის შვილთან, იშხანიკთან ერთად მართავდა ჰერეთს... ძალინ ენერგიული და
ჭკვიანი ქალი ჩანს. ასე მოიხსენ იებენ მას ისტორიული წყაროები.
რაკი სიტყვამ მოიტანა, ბარემ შევნიშნოთ, რომ მდინარ დედოფალი კლარჯელ
ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნის... აშოტ დიდის შთამომავალია...

აჩშოტისაო, ვამბობთ, რადგან ეს დინასტია აშოტისგან იწყება.


ასე წერენ. ასეა მიღებული. თუმცა ალბად ამასაც განმარტება სჭირდება.
აშოტს ჩვენ უკვე ვიცნობთ. ზემოთ ვიხილეთ იგი, არაბთაგან დამარცხებნული
და თავისი სამთავროდან ლტოლვილი..
როგორც ვნახეთ, გეზი ბიზანტიისკენ აუღია და ცოლ-შვილთან ერთად
მიოემგზავრება.
კარგა გრძელი გზა - ქართლიდან ფარვნის ტბამდე - სწრაფად უვლია, მტრსგან
დევნილს, და ახლა, როცა გადაწყვიტა სამშობლოს გამოვედი, მტერი აქ ვეღარ
მომწვდებაო, დაღლილი და გატანჯული, ვაჟკაცი თთავის კარავში განმარტოვდა,
მძიმე ფიქრს მისცა თავი.
თავი მეოთხე.
თავი IV
1.
ოპიზის ტაძრის ბარელიეფს შემოუნახავს აშოტ დიდის გამოსახულება და ჩვენ
საშუალება გვაქვს ამ შესანიშნავი ვაჟკაცის გარეგნობაც ვიხილოთ-თვალი შევავლოთ
მის ფართო მხარბეჭს, გრძელ ხელებს, რომლებთაც ოპიზისავე ტაძრის მოდელი
უპყრიათ, შუბლზე გადმომჯდარ ხშირ, სწორად ჩამოვარცხნილ თმას, ზომიერად
ჩამოშვებულ ასევე ხშირ წვერს, ალალი და დიდსულოვანი ადამიანის სქელ
ტუჩებს,ზრუნვით დაღადულ შუბლს და ფართოდ გაღებულ დიდრონ თვალებს...
ეს თვალები მტკიცე ნებისყოფის ადამიანის ლმობიერებასაც ასხივებს,
სიბრძნესაც, სათნოებასაც, სიკეთესაც, ამქვეყნიური ვნებებით ტკბობის ჟინსაც,
თითქოს რაღაც გაფრთხილებასაც შთამომავლობის მიმართ, რომელთაც ისინი
საუკუნეების სიღრმიდან გამოსცქერიან, და,-იქნებმხოლოდ იმათთვის, ვინც უკვე
იცისამ კაცის ცხოვრების ზოგი დეტალი,-საყვედურსაც... გაკვირვების გრძნობასთან
უცნაურად შერწყმულ საყვედურსაც.
ამ ბარელიებს,-და მთელ ტაძარსაც,-მეცხრე საუკუნის პირველი მეოთხედის
ბოლო წლებით ათარიღებენ.
თუ აშოტის გარდაცვალების თარიღის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს
ვირწმუნებთ, ამის შემდეგ დიდხანს აღარც აღარც კი უცოცხლია ბარელიეფზე
გამოსახულ ადამიანს...
ყურადღებას იპყრობს ის, რომ მარტო საკუთარი თავის გამოსახვას არ
დასჯერებია ქართველთა მეფე-უცნაური მეზობლობა მოუსურვებია: კიდევ ორ
გამოსახულებას ვხედავთ მისივე დაკვეთით ამოჭრილ ბარელიეფზე.

შრიალმა დააშინა და გადააწყვეტინა, თავისი ღვთისმოსაობა საქვეყნოდ და


საშვილიშვილოდ აღებეჭდა-საკუთარი ქვეშევრდომებისთვისაც ეჩვენებინა ეს და
ზეცის ბინადართათვისაც შეეხსენებინა?!

203
ქვეყნის გვირგვინოსნისათვის არც ერთი გრძნობაა უცხო და არც მეორე. დიდი
ამბიციით აგზნებული მეფეც ბევრი იცის ისტორიამ და მოახლოებული სიკვდილის
შიშით ღვთისმოსავად ქცეულიც... გასაკვირი სულაც არ არის, აშოტ კურაპალატიც
მოეცვა ამ მიწიერ გრძნობებს, მით უმეტეს, რომ მას ღვთის შიში და რიდი მუდამა
ჰქონდა.
მაგრამ ასეც რომ წარვმართოთ ჩვენი ფიქრი და ვარაუდი,ქართველი მეფის
ჩანაფიქრს მაინც ვერ ამოვიცნობთ, ბარელიეფზე გამოსახულ უცნაურ მეზობლობას
მაინც ვერ ავხსნით. მაცხოვრის შიში და სიყვარული, ვთქვათ, გასაგებია, მაგრამ
ბიბლიის ლეგენდარული მეფე? ეს რაღას მიგვანიშნებს? მისი მეზობლობა რაღად
დასჭირდა ჩვენს მეფეს?
სწორედ ბიბლიის ლეგენდარული მეფე დაეხმარა მეცნიერებს ამ ბარელიეფის
ქარაგმის ამოხსნაში...
არსებობს ძველი თქმულება,რომლის მიხვედვითაც ბაგრატიონები დავით
წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან, იერუსალიმიდან ოდესღაც წამოსულები
და საქართველოს მიწა-წყალზე დამკვიდრებულები... და როგორც მეათე საუკუნის
ბიზანტიელი ისტორიკოსი გადმოგვცემს, ქართველ ბაგრატიონებს თავი მოჰქონდათ
ამ შორეული ნათესაობით!
თავი მოჰქონდათ იმიტომ, რომ ჯერ ერთი დავითი ღვთაების მიერ იყო მეფედ
დადგენილი და ცხებული! რაღა გასაკვირია, რომ ესახელებოდათ თვით ღმერთის
მიერ ნაკურთხი მეფის შთამომავალობა. საამაყოდ მარტო ესეც ეყოფად.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი.
ამ ნათესაობიდან სხვა რამეა უფრო საამაყოა და თავმოსაწონი.
საქმე ის არის, რომ დავითისავე ნათესავი ყოფილა იესო ქრისტეც! ყოვლად
წმინდა ღვთისმშობლის მეუღლე იოსები დავით წინასწარმეტყველის შორეული
შთამომავალი იყო... რაკი ბაგრატიონები იმ ლეგენდარული მეფე დავითის
ნათესავები ყოფილან და იმავე დავითის შთამომმავალია იესო ქრისტე, გამოდის, რომ
ქართველი გვირგვინოსნები თვით მაცხოვარსაც ნათესავად მოხვდებიან!
ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავები ყოფილან! ამაზე საამაყო სხვა რა უნდა
ყოფილიყო იმ დროში?და ამაყობდნენ კიდეც ქართველი ბაგრატიონები.
ეტყობა, ისე საქვეყნოდ და ისეთი რიხით ამაყობდნენ, რომ უცხოელ ისტორიკოსსაც
ყურადღება მიუქცევია და საგანგებოდ აღნიშნავს თავის ცნობილ თხზულებაში
(მხედველობაში მაქვს ბიზანტიის იმპერატორისა დამწიგნობარის კონსტანტინე
პორფიროგენეტის დე ადმინისტრანდო იმპერიო).ამიტომ არის, რომ ბაგრატიონების
სამეფო გერბზე ქრისტეს კვართი და ებრაელთა ლეგენდარული მეფის დავითუის
ქნარი და შურდულია გამოსახული (ამ შურდულით მოკლა დავითმა გოლიათი ).
ბაგრატიონების გერბზე გამოსახულია აგრეთვე ხმალი, სასწორი და სამეფო
გვირგვინი, დანდობილი ორ ლომზე ზედვე აწერდნენ დავით წინასწარ მეტყველის
სიტყვებს: ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხჰყოს იგი:
ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდარსა შინა. აი, რატომ ვხედავთ ოპიზის
ტაძრის ბარელიეფზე აშოტ ბაგრატიონს, იესო ქრისტესა და დავით
წინასწარმეტყველთან ერთად! არა სენტიმენტალური გრძნობებით აშლილმა
ფანტაზიამ გადააწყვეტინა ქართველთა მეფეს ასეთი უცნაურად დაკავშირებული
კრებულის გამოკვეთა ქვაში, არამედ კონკრეტულმა ძალიან რეალისტურმა მიზნებმა.
ქართველი მეფე საჯაროდ აცხადებს, რომ იგი ქრისტეს ნათესავია, ქრისტეს
კურთხევითა და ნება სურვილით არის ქვეყნის ბატონ-პატრონი და ტყუილ

204
უბრალოდ თას ნურავინ შეიწუხებს, ნურავინ შეეცილება მას ამაში!.. ნურც თვისტომი
ფეოდალები და ნურც სხვა ქვეყნების გვირგვინოსნები!..
ასეთი განცხადება უსათუოდ საჭირო იყო მაშინ-უკვე მიმდინარე და,
განსაკუთრებით, მოსალოდნელი დიდი ბრძოლების დროს მთლიანი საქართველოს
სამეფო ჰეგემონობისათვის : თუკი ქრისტესთან ნათესაობის ამ ვერსიიას კარგად
დაამკვიდრებდა საკუთარი და მეზობელ ხალხების შეგნებაში ახალი სამეფო გვარი,
მაშინ მათი დინასტია დღეგრძელი და სვებედნიეი აღმოჩნდებოდა. მიტომაც ასე
თავგამოდებით იღვწოდნენ მის გასავრცელებლად.

ამის შემდეგ, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს, რომ ზემოთ მოყვანილი თქმულება
სწორედ იმ ხანებში, ესე იგი აშოტის ზეობის დროს უნდა ჩამოყალიბებულიყო და
გავრცელებულიყო.

(აქვე ისიც შევნიშნოთ, რომ ასეთი გამომგონებლობით მარტო


ბაგრატიონთა სამეფო სახლი ვერ დაიკვეხნის: მრავალი სამეფო სახლი ჩვენი
მეზობელი და ჩვენგან ძალიან დაშორებული ქვეყნებისა ასევე თავგამოდებით
ცდილობდა ღვთაების შთამომავლებად და ახლობლად დაესხა თავი და ამით ძალა
და ავტორიტეტი გაემაგრებინა, როგორც საკუთარი წვეშევრდომების, ისე გარე
წვეყნების თვალში). ასეთი მარჯვედ გამოგონილი და ჩამოყალიბებული თქმულება
ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ. სწორედ რომ გამოგონილი და
ჩანოყალიბებული ამ დინასტიის ფუძემდებელთა მიერ!
სინამდვილეში? სინამდვილეში როგორია საქმის ვითარება? ცნობილია,
რომ ბაგრატიონების უძველესი სამყოფელი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-
დასავლეთში მდებარეობდა, ისტორიაში კარგად ცნობილი სპერის რაიონში, ანუ
დაახლოებით იმ მიდამოებში, სადაც ამჟამად თურქეთის ქალაქი ისპირი
მდებარეობს.
ეს ტერიტორია უშუალოდ ეკვროდა ბიზანტიის სახელმწიფოს, და
დამპყრობელი ქვეყნის ფსიქოლოგიას თუ გავითვალისწინებთ, არ უნდა
გაგვიკვირდეს, რომ თვალი მუდამ მასზე ეჭირათ მეზობელი და მეგობარი ქვეყნის
იმპერატორებს... ზოგჯერ, ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მძიმე წლებში,
დასძრავდა ხოლმე თავის ჯარს მეზობელი და ამ მოზრდილ ტერიტორიას
საქართველოს ჩამოაჭრიდა, საზღვარს გაასწორებდა და შეალამაზებსდა. და ამიტომაც
ვკითხულობთ ჩვენს მატიანეში ასეთ სიტყვებს: მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა
საზღვარი ქართლისა : ს პ ე რ ი და ბოლო კლარჯეთისა,ზღვის პირი... კ უ ა ლ ა დ
წარიღოო, შეგვახსენებს მემატიანე! ხშირად წამოუვლიდა ხოლმე მეზობელს ასეთი
ჟინი. საბაბს რა გამოლევდა: დამპყრობლის ლოგიკა, - როგორც ზემოთ მრავალჯერ
ვნახეთ და ქვემოთაც ხშირად მოგველის ნახვა,- ძალიან მარტივი და უცნაურია...
ზემოთ მოტანილი სიტყვები, კერძოდ, განეკუთვნება თავისი სისასტიკით
ცნობილ ჰერაკლეს იმპერატორობის წლებს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მაშინ ხაზარებთან
შეკრა სამხედრო კავშირი ბიზანტიის იმპერატორმა, დიდი ბრძოლებისა და
ქართველთა შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ თბილისი აიღო და დაანგრია,
ეკლესიებში რელიგიური ბრძოლების მოტივით სისხლის რუები დააყენა. ქვეყანა
გაძარცვა, თან გაიყოლა (წარიხუნა) მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ფიცარნი და
სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი და ის იყო, უკან გაბრუნებულმა
სპერიცა და კლარჯეთის ბოლოც წარიღო...

205
ერთი სიტყვით, ბაგრატიონები სპერის მკვიდრნი იყვნენ, წარმოშობით ქართველები.
ისინი უხსოვარი დროიდანვე მთავრები ყოფილან ამ მხარისა. ხან უფრო ფართოდ
გაიჭიმებოდა აღმოსავლეთისაკენ მათი სამთავროს საზღვრები, ხან
შევიწროვდებოდა, საგარეო და საშინაო მდგომარეობისდა შესაბამისად. ასე რომ,
ბაგრატიონთა სამფლობელო ძველთაგანვე ყოფილა მთელი სამხრეთი ჩვენი ქვეყნისა-
კლარჯეთი, ჯავახეთი, სამცხე...ამ დინასტიის დასასრულის ზუსტი თარიღის
დადგენა უფრო ადვილია, მისი დასაწყისის განსაზღვრაა ძნელი. როცა ვამბობთ,
აშოტ კურაპალატია ამ დინასტიის დამწყებიო, ეს განსაზღვრა პირობითია.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ბაგრატიონების დინასტია უფრო შორიდან იწყება.
მაგალითად, ქართლის ცხოვრების ცნობილი ვახტანგისეული რედაქციის მიხედვით,
ბაგრატიონების დინასტია იწყება მეექვსე საუკუნის მიწურულიდან, გვარამ
კურაპალატის დროიდან. ჩვენს მკითხველს ახსოვს ეს გვარამი, რომელიც მეექვსე
საუკუნის მიწურულში მართავდა ქვეყანას და რომლის სახელთანაც
დაკავშირებულია თბილისში სიონის ტაძრის მშენებლობის დაწყება, მცხეთის ჯვრის
ძველი ტაძრის აშენება, მრავალი ციხე-სიმაგრის მშენებლობა (ხოლო გუარამ
ამაგრებდა ციხე-ქალაქთა მოლოდინსათვის სპარსთა... ეს სიტყვები ვახუშტის
ეკუთვნის და ესეც გავიხსენეთ თავის ადგილას). სწორედ ამ გვარამის შვილი იყო
სტეფანოზი, მამისაგან განსხვავებით,დიდი ურწმუნო და გოროზი ერისმთავარი,
რომელმაც მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან...
ქართლის ცხოვრების ვახტანგისეული რედაქციის მიხედვით, სწორედ ამ
გვარამით იწყება ბაგრატიონთა დინასტია. დიდი ხნის უმეფობის შემდეგ ქართლის
ერისთავებმა საბერძნეთის იმპერატორს მიმართეს თხოვნით-მეფე შეგვირჩიეო, და
იმპერატორმაც ეს გვარამი გამოუგზავნა. გავიხსენოთ მემატიანის
სიტყვები:ხოლო ეს გუარამ იყო დედით ხოსროიანი და მამით ბაგრატოანი...
როგორც ვხედავთ, ორი დიდი სამეფოს დინასტიის სისხლი ჰქონია გვარამს.
ამდენად, იგი ხოსროიანთა ბოლო და ბაგრატიონთა პირველი წარმომადგენელია.
აქვე გავიხსენოთ ვასილ ბარნოვის სიტყვები. ქართველი მწერალი გონება
მახვილურად შენიშნავს: ბიზანტიელებმა სწორედ ხოსროიანების
დასაპირისპირებლად დაიახლოვეს და დააწინაურეს ბაგრატიონები, რადგან
ხოსროიანები ტრადიციულად სპარსეთისაკენ იხრებპოდნენ, ბაგრატიონები კი მათი
ერთგულები იყვნენო. თვალი გავადევნოთ გვარამის მემკვიდრეობას დედის
მხრით.გვარამი ვახტანგ გორგასალის შვილიშვილი ყოფილა (გავიხსენოთ,რომ
ვახტანგი ხოსროიანი იყო). ვახტანგ გორგასალს ხომ ბერძენი ცოლისაგან ვაჟებიც
ჰყავდა და ქალიც, რომელთაც მერე სამხრეთ საქართველოს განსაზღვრული ნაწილი
მიებოძათ. ვახტანგ გორგასალის ქალი ბერძენი ცოლისაგან, ანუ მირდატის და
შეურთავს სპერის მთავარს ბაგრატიონს.მათ ეყოლათ შვილი გვარამი (აი, საიდან
არის იგი დედით ხოსროიანი და მამით ბაგრატიონი), რომელსაც ბიზანტიის
კეისარმა კურაპალატობა უბოძა და ქართლის მმართველად გამოგზავნა, ქართლისავე
ერისთავების თხოვნით. მაგრამ იმ დიდი არეულობის დროს, როცა სპარსელებმა
საქართველოში მეფობა გააუქმეს, გვარამ კურაპალატმა, ეტყობა, მეფის სახელი ვერ
დაიმკვიდრა (გავიხსენოთ, რას გადმოგვცემს მემატიანე გვარამის მემკვიდრე
სტეფანოზზე: მეფობის სახელი ვერ იკადრა (ვერ გაბედა) სპარსთა და ბერძენთა
შიშისაგან...) და რაკი მეფობა ვერ დაიმკვიდრა, ხოლო სამეფო დინასტიის დასაწყისი
სწორედ მეფისაგან იწყება, ტრადიციულად ბაგრატიონთა დინასტიის პირველ
წარმომადგენლად გვარამს კი არ მიიჩნევენ, არამედ აშოტ დიდს, რომელიც,
წყაროების მიხედვით, ქართლში ხანგრძლივი უმეფობის შემდეგ პირველ ქართველ
206
მეფედ გვევლინება. ფაქტიური მდგომარეობით კი, ბაგრატიონების დინასტია
სწორედ გვარამიდან-ანუ 575 წლიდან მომდინარეობს.
აი, როგორ შეგვიძლია მიახლოებით მოვხაზოთ მემკვიდრეობითი სქემა ქართლის
პირველი ბაგრატიონი მმართველიდან დაწყებული აშტამდე: გვარამი-სტეფანოზი-
ადარნასე-სტეფანოზი-გვარამი-ვარაზ-ბაკური-ნერსე-(ჩვენი ნაცნობი ნერსე დიდი!)
სტეფანოზი-ადარნასე (ძმა სტეფანოზისა) აშოტი (ძე ადარნასესი)... როცა ისტორიულ
წყაროებში ვკითხულობთ, ადარნასე თავის სამშობლოში გაემგზავრაო, უკვე
გასაგებია:იგი ბაგრატიონი იყო და გარკვეული და გასაგები მიზეზების გამო (რისი
ვარაუდიც ძალიან ადვილია) თავის მამაპაპისეულ სამყოფელში-სამხრეთ
საქართველოში-წავიდა.
და ახლა ჩვენ მის შვილსაც ვხედავთ იქითკენ მიმავალს - აშოტკურაპალატს,ანუ
აშოტ დიდს,აშოტ ბაგრატიონს!

2
ქართლის ცხოვრებაში ძალიან შეკუმშულად არის გადმოცემული ისტორიული
ფაქტები. ქარაგმები, ქვეტექსტები, ბევრი ნაგულისხმევი რამ, რაც პირდაპირ არ არის
ნათქვამი, ჩვენ თვითონ უნდა გავხსნათ, რა თქმა უნდა, სხვა დამატებითი უცხოური
თუ ორიგინალური წყაროების მოშველიებით. ეს პერიოდი კი, რაც უშუალოდ
აშოტის მეფობას უძღვის წინ, არა მარტო შეკუმშული,არამედ დაკარგულიც კი უნდა
იყოს (ეს ზემოთაც ითქვა). ალბათ ამითვე აიხსნება, რომ ნერსე ერისთავზე, სხვა
მოვლენებთან დაკავშირებულ გარკვეულ ცნობებს იმდროინდელი ბელეტრისტული
ძეგლები გვაწვდის, საისტორიო წყაროებში კი დუმილია...
ამითვე უნდა აიხსნას, რომ ქართლის ერისმთავრის აშოტის სამხრეთ საქართველოში
გამგზავრების ამბავი ბუნდოვანია და უსათუოდ გაშიფვრას მოითხოვს.
სწორედ ამ ბუნდოვანების გამო ზოგიერთ საისტორიო გამოკვლევასა და
ბელეტრისტულ ნაწარმოებში გატარებულია აზრი, რომ ქართლის ერისმთავარ აშოტს
დიდხანს სდევნიდნენ და ავიწროებდნენ არაბები (ეს სავსებით დასაჯერებელია!),
ბოლო ბრძოლაში იგი სასტიკად დაამარცხეს და აშოტმა გაქცევით უშველა თავს, თან
წაიყვანა ცოლ-შვილი და უცხოეთში გადაიხვეწა! საბერძნეთში გაემგზავრა!
ესე იგი აშოტი წასვლა ტაო-კლარჯეთში შემთხვევით მოხდა, გაუთვალისწინებლად,
სტიქიურად... აშოტს რომ იმ ბოლო დამარცხების სიმწარე არ ეგემნა, იქნებ არც
გადაეწყვიტა წასვლა, თბილისშივე დარჩენილიყო და ისეთივე დაძაბული და
რთული ურთიერთობა ჰქონოდა არაბ მმართველებთან, როგორიც მის წინაპრებსა
ჰქონდა...
ეს ურთიერთობა ჩვენთვის ადვილად წარმოსადგენი და აღსადგენია.
ხოლო შემდეგ ასეთივე მოულოდნელი გამარჯვება რომ არა რგებოდა სადღაც
ფარავნის მიდამოებში, იქნებ, საბოლოოდ გულგატეხილს, სულაც მიეტოვებინა
სამშობლო და თავისი ოჯახით ბიზანტიის იმპერატორის კარს შეფარებოდა: ჯერ
თვითონ ჩამდგარიყო იმპერატორის სამხედრო სამსახურში და მერე მისი ვაჟები.
გადაგვარებულიყვნენ, საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის დასაზოგი ჭკუა და
ენერგია სხვისთვის მოეხმარებინათ. ასეთი ფაქტები ჩვენ ხომ აშოტის
წინადროინდელი პერიოდებიდანაც ვიცით, როცა შესანიშნავი ქართველი ვაჟკაცები
გამოჩენილ ბერძენ მხედარმთავრებადა და მეომრებად გვევლინებიან (სწორედ ასე
ვკითხულობთ ერთ ბელეტრისტულ ნაწარმოებში, რომელიც იმ პერიოდის ამბებს
გადმოგვცემს. აქ აშოტის სიტყვებია გადმოცემული ასე ალაპარაკებს მწერალი:

207
იმდენი სიმდიდრე კიდევ დარჩა ჩემს ოჯახს, რომ საცხოვრებლად გვეყოს, ეს
სიმდიდრე თან წამოვიღეთ. გადავალ ბიზანტიაში და უშიშრად დავაბიონავებ ცოლ-
შვილს. მეც იქ დავრჩები-ჩემი სამმსახური და ღვაწლი კარგად ახსოვს
იმპერატორსო)...
აი ის ადგილიც სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში, რომელიც ასეთი ვარაუდების
საფუძველსიძლევა:

208
მაშინ გაძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა დაიწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და
ვერ უძლო წინააღდგომად მათ და აშოტ და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა
წარვიდეს საბერძნეთად და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი ასაკითა
ჩვილნი... და ერი თვისი მციტრედ ჰყვა თანა... დედაწულითურთ და შვილითურთ.
მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი
სვლისაგან,და გარდაჰხდეს განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, და
მცირედ მიერულა. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზთანი. მაშინ
შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ
ზედა, და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ხევსა
შავშეთისასა. ცოცხლად დაუხატავს ქრონიკის ავტორს ლტოლვილი ხალხი!
არაბებისაგან დევნილი მეფის ოჯახი და მცირე ამალა!... ოღონდ ამ ცნობებთან
დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტი იწვევს გაკვირვებას: მეფის დევნილმა,
დამაშვრალ-გაწამებულმა მცირერიცხოვანმა ამალამ როგორა სძლია წინა
გამარჯვებებით ფრთა შესხმულსა და გაამაყებულ დიდ ლაშქარსა მტრისასა?!.. ისიც
გავითვალისწინოთ, რომ ლტოლვილთა ჯგუფში იყვნენ ჩვილი ბავშვებიც,
მოხუცებიც, ქალებიც... ესენი ხომ ხელის შემშლელები იქნებოდნენ ბრძოლის
დროს?! და მაინც გაიმარჯვეს! მოსრნეს სიმრავლენიო
ურიცხუნი როგორ რანაირად?
ქართველ მეომრებს ხშირად მოუხდენიათ სასწაული, ხშირად უძლევიათ რიცხვით
მათზე ბევრჯერ აღმატებული მტრის ლაშქარი...
და ამას უკვე მიჩვეული ვარჩთ, ჩვენს ისტორიას რომ ვფურცლავთ...
მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ძნელი დასაჯერებელია ერთი მუჭა
მეომრებისაგან, რა გააფთრებითაც უნდა იბრძოდნენ ისინი, კალიასავით
მოვარდნილი ურიცხვი ჯარის დამარცხება.
ცოტა სხვანაირად ხომ არ უნდა წარმოვიდგინოთ საქმე?

ქართლის ერისმთავარმა აშოტმა ხომ არ გაიტყუა მტრის დიდი ლაშქარი და


ჯავახეთის მთებში, მარჯვე ადგილას ქართველთა წინასწარ ჩასაფრებული მხედრობა
ხომ არ დაახვედრა?! ერთი სიტყვით, ეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართველთაჩთვის კი
არა, არაბთათვის ხომ არ ყოფილა მოულოდნელი?!

მაგრამ ეს გადაკვრითაც არ არის ნახსენები ძველ წყაროებში და ჩვენც მეტისმეტი


სიფრთხილით ვვარაუდობთ.
უფრო თამამად სხვა რამე შეგვიძლია ვივარაუდოთ.
ქართლის ერისმთავრის რეზიდენციის გადატანა ტაო-კლარჯეთში წინასწარ
საგულდაგულოთ მოფიქრებული აქტია და იმ დიდი გეგმის ერთ-ერთ შემადგენელ
ნაწილს წარმოადგენს, რაზედაც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი.
დიდი საერისმთავროს რეზიდენციის გადატანადს წინ უსწრებდა აშოტოის მამის -
ადარნასე - გადასახლება სასმხრეთში და იქ ნიადაგის მომზადება ახალი დიდი
სამთავროს ჩამოსაყალიბებლად. როგორც უკვე მინიშნებით ითქვა, ამავე დიდ საქმეს
ემსახურებოდა, ამ დიდი საქმის პრელუდიასავით იყო გახურებული სამონასტროს
მშენებლობა არაბთა წინა დიდი და ულმობელი ლაშქრობისა და საშინელი სენისაგან
გავერანებულ მხარეში...
ამრიგად, ყველაფრით აშკარად ჩანს, რომ აშოტ დიდის-ანუ ქართლის სამთავროს-
გადასვლა სამხრეთ საქართველოში წინასწარ კარგად მოფიქრებული, ყოველნაირად
აწონ-დაწონილი, უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გეგმის ერთ-ერთი

209
საფეხურია. ასე რომ, თბილისიდან არტანუჯში ჩასული აშოტ გაციებულ კერაზე არ
მისულა. მას იქ თბილი კერა დახვდა. რაღა თქმა უნდა, აშოტის ჩასვლის
შემდეგ კიდევ უფრო ჩქარი ტემპით გაიშალა ახალი სამთავროს, კერძოდ ამ
სამთავროს ცენტრის არყტანუჯის-მშენებლობა. შემთხვევითი არ არის, რომ ქართლის
ერისმთავარი პირდაპირ თავისი დიდი წინაპრის-ვახტანგ გორგასალის მიერ
აშენებულ ციხეში მივიდა. სუმბატ დავითის ძე შეგვახსენებს: ...იგი განაახლა აშოტ და
აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა
ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას
შინა საფლავი თვისი,და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოპვრებგად...

იბერიის ახალ დედა-ქალაქად არტანუჯის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარაო,


იმიტომ ვამბობთ, რომ ეს ციხე-ქალაქი ძალიან მოხერებულ ადგილას გააშენა თავის
დროზე ვახტანგ გორგასალმა. უკვე ითქვა და ახლა შეგახსენებთ: ბიზანტიაში
ძლევამოსილი ლაშქრობის შემდეგ გორგასალმა დაიბრუნა წინათ მიტაცებული მიწა-
წყალი:

210
...საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი, ზღვითგან ვიდრე
არსიანთამდე, და ხევნი რომელნი მოსდგმანან ღადოთა.
და როცა კვლავ შემოერთებული ტერიტორია დაიარა ვახტანგმა ციხე-სიმაგრისათვის
მარჯვე ადგილის შესარჩევად, მისი მახვილი და შორმჭვრეტელი თვალი იმ
ადგილზე შეჩერდა, სადაც შემდეგ არტანუჯის ციხე-სიმაგრე აშენდა. თავის ძუძუმტე
არტავაზი ამ მხარის ერისთავად დაადგინა და უბრძანა დიდი ციხე-სიმაგრე აეგო.
თან მომავალი ციხე-სიმაგრის დანიშნულებაც ძალიან კონკრეტულად ჩამოაყალიბა:

უკეთუ გამძლიერდენ სპარსნი ჩუენ ზედა, საყუდელი ჩუენი აქა ყოფად არს.
ხედავთ, დიდი მამულიშვილის სიბრძნესა და შორსმჭვრეტელობას! რამდენი ხნის
შემდეგ გამოადგა ეს მის შორეულ მემკვიდრეს!..

მაგრამ გორგასალის ღვაწლი, თუნდაც ამ კონკრეტულ საქმეში, ცალმხრივი იქნებოდა,


მარტო ციხე სიმაგრით რომ დაკმაყოფილებულიყო. ჩვენ ზემოთ ვნახეთ, რომ
საქართველოს მეორე სასაზღვრო მხარეში ციხე-სიმაგრეებთან ერთად, და უფრო
დიდი მასშტაბითაც, ვახტანგ გორგასალმა მონასტრები ააგო- კ უ ლ ტ უ რ ი ს კ ე რ ე
ბ ი შექმნა. აქაც არტავაზს მარტო ციხე-სიმაგრის აშენება კი არ უბრძანა- მონასტრის
აგებაც დაავალა, ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი.
და, მართლაც, აქ მას შემდეგ ქართული კულტურა აყვავდა და გაიფურჩქნა.
მერე, როგორც ვიცით, მურვან ყრუს გამანადგურებელმა ლაშქრობამ ყველაფერი
მოსპო, და ახლა, აგერ, ისევ აღორძინდა. პირველ რიგში აღორძინდა სამეფო ქალაქი.

თავი მეხუთე.
თავი V
და კიდევ ერთი საკვირველება: ამ გადამთიელს აქაური დიდი მამფალისა და
ბრძანებლის ვასალობა კი არ მოუსურვებია, არამედ თითქოს საგანგებოდ უნდა
გააღიზიანოს და გააცოფოსო, თავის სიუზერენად სხვა აურჩევია, სხვა მიწა-წყლის
მფლობელი - ,,იპატრონა დავით ბაგრატის ძეო. იმის ნაცვლად, რომ გუარამ
მამფალიაერჩია პატრონად და მფარველად, მისი ძმისშილის ვასალი გახდა! (სხვათა
შორის, ეს დავითი გრიგოლ ხანძთელის ნათლული იყო).
და მოხდა? ან.ბაღვაშმა როგორ გაბედა ასეთი რამე, ან გუარამ მამფალმა როგორ
მოუთმინა?

იქნებ დავითმა უმტრო ბიძას, გაფართოება მოუნდა, ბიძის მიწა-წყლის


შემოერთება განიზრახა (საბოლოოდ იქნებ უფრო დიდი მიზნებიც ჰქონდა უფრო
დიდ გაფართოებასა და განდიდებას ლამობდა!) და ბაღვაში მიუჩინა, სხვისი ხელით
მოინდომა ამის გაკეთება.
მხოლოდ ჩვენამდე მოღწეული წყაროების მიხედვით ამ კითხვებს გადაჭრილ
პასუხს ვერ გასცემ.
მაგრამ მოვლენათა მსვლელობას მოვყვეთ.
გურამს ორი ვაჟი ჰყავდა, ოღონდ ამ დროისათვის ერთი ალბათ უკვე
გარდაცვლილი იყო. დარჩა ერთი ვაჟი - ნასრი. მამასავით ფიცხი, შეუპოვარი,
დაუდგრომელი...
ოღონდ მამისა არ გამოჰყოლია უნარი, საჭიროების დროს თავშეკავებისა...
ეტყობა, ნასრიმ სწორედ ბიძაშვილს დააბრალა არგვეთელ ლიპარიტ ბაღვაშის
თავხედობა და დავითს გადაემტერა. ასე რომ, ორი ბიძაშვილი - ორი ახალგაზრდა

211
ფეოდალი - ერთმანეთ გადეკიდა. შემზადდა ნიადაგი სამკვდრო-სასიციცხლო
ბრძოლისათვის, აშოტის შთამომავლობაში პირველი ,,ძმათა სისხლის
დანთხევისათვის.
ორი ფეოდალი გადაეკიდა ერთმანეთსო, შევნიშნეთ. ფეოდალური
შუღლისთვის დაჯგუფებებიც არის დამახასიათებელი. მართლაც,. სულ მალე ორი
მტრული ბანაკი ჩამოყალიბდა: ერთ მხარეს - დავითი, ლიპარტ ბაღვაში და სომეხთა
მთავარი, რომელთანაც საერთო ენა გამონახა დავითმა; ხოლო მეორე მხარეს - ნასრი,
მეორე ბიძის -ადარნასეს - შვილი გურგენი და აფხაზთა მეფე, რომელიც ნასრის სიძე
იყო, დის ქმარი.
და წინა ბრძოლები უძღოდა ტრაგედიას, ძმათა შორის რომ დატრიალდა, ჩვენ
არ ვიცით. ისე კი წინასწარი ბრძოლები უსათუოდ უნდა ყოფილიყო.

ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ერთ დღეს ნასრმა გაიტყუა ბიძაშვილი დავითი,
ვერაგულად მოკლა. ,,მის ჟამსა, ვითარცა მოიტყუა ნასრა ძემან გუარამისმან დავით ძე
ბაგრატისი, მამის ძმისწული მისი, და მოკლა იგი, გადმოგვცემს ერთი მემატიანე.
მეორე მემატიანის ცნობაც ადასტურებს ამ ფაქტს:
,,და მოიკლა იგი (დავითი) ხელითა მამის ძმისწულისა თვისისა ნასრა
გუარამის ძისითა...
თითქოს გესმის, როგორ სხაპასხუპით გადმოგვცემს ამ ცნობას მემატიანე და
დაფიქრებასაც აღარ გაცლის, სანამ შენ ამაზე კიდევ უფრო საშინელ რამეს
გაიფიქრებდე, ეშურება იქვე დასძინოს: ,,ხოლო გუარამ მამფალი, მამის ძმა მისი, მამა
ნასრესი, უბრალო იყო სისხლისაგან დავით კურაპალატისათა...

თითქოს გრძნობს, რომ თქვენ ყური გექნებათ მოკრული ასეთი საშინელი ჭორისთვის
და იმიტომ ეშურება, როგორმე გადაგარწმუნოთ. თორემ როდის ყოფილა, რომ ვინმეს
კაცი მოეკლას და იქვე მტკიცებას მოჰყოლოდნენ - მკვლელის მამას წილი არ უდევს
ამ მკვლელობაშიო. ეტყობა, გავრცელდა ასეთი საშინელი ჭორი. (თანაც დააკვირდით,
როგორა ცდილობს, ჩაგიბეჭდოს თავში: გ უ ა რ ა მ მ ა მ ფ ა ლ ი... მ ა მ ი ს ძ მ ა მ ი ს
ი... მ ა მ ა ნ ა ს რ ე ს ი... უბრალო იყოო).
ამნაირი ცოდვა არც გვინდა ვიფიქროთ ისეთ ვაჟკაცზე, როგორიც გუარამი იყო.
მაგრამ ფაქტია, რომ ხალხში ხმა გავარდა და სვებედნიერ კაცს სიბერე ჩაამწარეს.
ამას ისიც დაერთო, რომ შვილიც გადაიხვეწა (ნასრს მაშინვე დაედევნენ და
ძლივს გაასწრო კონსტანტინოპოლში), დარჩა გამწარებული ბერიკაცი
მარტოდმარტო...
და ალბათ ამ დროს გადაწყვიტა მან ბერად აღკვეცა. შვილის მწარე ცოდვების
მონანიება მოინდომა, კაენის ცოდვის გამოსყიდვა...
თუმცა დიდხანს აღარ დასცალდა: დავითი ნასრმა 881 წელს მოკლა. ამავე წელს
გადაიხვეწა იგი ბიზანტიაში. Gურამი კი გარდაიცვალა 882 წელს და დაკრძალეს
მამამისის აშენებულ ტაძარში, ოპიზის ტაძარში.
მოკლული დავითის ნაცვლად, ტახტზე ავიდა მისი შვილი ადარნასე.

ამრიგად, ნასრი ბიზანტიაშია. ქ იგი ხელსაყრელ შემთხვევას უცდის, რათა


სამშობლოში დაბრუნდეს და თავისი მიწა-წყალი დაიბრუნოს, რომელიც მამის

212
გარდაცვალების შემდეგ, როგორც უპატრონოდ დარჩენილი, ბიძაშვილებმა
გაინაწილეს...

ბიზანტიაში ამ დროს კიდევ ერთი ჩვენებური კაცი, ისიც ნასრივით დევნილი,


და ისიც სულმოუთქმელად მომლოდინე, როდის გაუღიმებს ბედი, და როდის
მოახერხებს თავისი უფლებების აღდგენას. ოღონდ ამ ყმაწვილში კაცის წოდება ცოტა
უფრო მაღალია. უფლისწულია ეს ჭაბუკი, აფხაზეთის ტახტის კანონიერი
მემკვიდრე...
უფლისწულის სახელია ბაგრატი, იგი შვილია დემეტრე მეფისა, იმ დემეტრესი,
რომელსაც გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები ესტუმრნენ ქუთაისში. ჩვენ უკვე
გავიხსენეთ, რა პირობებში მოხდა ეს.
დემეტრე რომ გარდაიცვალა, უწლოვანი შვილები დარჩა და ტახტზე
დემეტრეს ძმა გიორგი ავიდა. დიდხანს არ დასცალდა მეფობა გიორგის, მალე
დაიღუპა, და რაკი თვითონ უშვილო იყო, წესით ტახტი უნდა გადასცემოდა მის
ძმისშილებს. მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად დატრიალდა.
ორი შვილი დარჩა დემეტრეს. უფროსი, გიორგისავე სიცოცხლეში, ქართლში
დამკვიდრდა ერისთავად, ეტყობა, ასე არჩია ბიძამ: ტახტზე რომ არ შესცილებოდა,
მოშორებით წაიყვანა, ქართლის ერისთავობა მიუბოძა. თინენი ყოფილა მისი სახელი,
მაგრამ უფრო ხშირად ჩიხის ერისთავად მოიხსენიებენ. უმცროსი შვილის სახელია
ბაგრატი.
ბიძის გარდაცვალების შემდეგ, ან ერთი ძმა უნდა ასულიყო ტახტზე ან მეორე ან
ჩიხის ერისთავი, ან ბაგრატი.
ყველა ასე მოელოდა.
მაგრამ გიორგის ცოლმა მაზლიშვილებისათვის ვერ გაიმეტა ტახტი
შეთქმულება მოაწყო: დაუკავშირდა მთავარს, სახელად ივანეს, და აი რა მოიქმედეს:
რაკი უფროსი ძმა ქართლში იყო და სისხლის სუნი ქუთაისის სასახლეში გვიან
ჩააღწევდა, ჩიხის ერისთავი მოაკვლევინა დედოფალმა; უმცროსი მაზლისწული კი
იქვე ჰყავდა და სისხლის დაღვრას მოერიდა; შეაბოჭინა და ზღვაში ,,შთააგდესო,
მემატიანე გადმოგვცემს (,,ე ც რ უ ა იგი ივანე მთავარსა შავლიანსა და შთააგდეს
ბაგრატ ზღუასაო, გადმოგვცემს ,,მატიანე ქართლისა, და ისტორიკოსი მოსე
ჯანაშვილი ასე განმარტავს ამას: შ ე უ ჩ ნ დ ა ქვრივი დედოფალი ივანე შავლიანს და
ბაგრატი ზღვაში ჩააგდესო).
შებოჭილი, უმწეო ჭაბუკი ალბათ ნავით ღრმად შეაცურეს ზღვაში; თვითონ არ
გაისვარეს სისხლით ხელი, თევზებსა და ფრინველებს მიანდეს ეს საქმე. Mაგრამ
პატარა ბაგრატს, ეტყობა მეგობრებიც აღმოაჩნდნენ. ისინი შორიდან ადევნებდნენ
თვალს შეთქმულთა მოქმედებას; ზღვაში ბედის ანაბარად მიგდებული ნავი გაიტაცეს
და კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს.
სამეფო ტახტზე ვხედავთ შეთქმულ მთავარს ივანეს. ამ ივანემ თავის შვილს
ადარნასეს ცოლად შერთო გუარამ მამფალის ქალიშვილი. მერე, ეტყობა მალევე
მოკვდა მამა და ტახტზე ადარნასე ავიდა. ისტორიაში ივანეცა და ადარნასეც
შავლიანების მეტსახელით არიან ცნობილი.
ბიზანტიაში ჩასულ ნასრს იქ ბაგრატი დახვდა. Bუნებრივია, რომ ერთი
კუთხიდან ჩასული ორი ერთ ბედში მყოფი ახალგაზრდა კაცი მალე გამონახავდა
საერთო ენას. მართლაც, დაუახლოვდნენ ისინი ერთმანეთს, მომავლის გეგმები
დააწყვეს... ბაგრატმა თრიალეთის ახალგაზრდა ფეოდალს აღუთქვა - როგორც კი
დავიბრუნებ ტახტს, შენც მოგეშველები და შენს მიწა-წყალს გადაბრუნებინებო...

213
ბუნებრივია, ბიზანტიის იმპერატორის მხარდაჭერა იქნებოდა საჭირო. ქართველ
წარჩინებულებს პატივისცემით ექცეოდნენ ბიზანტიის სამეფო კარზე. ისტორიას არ
შემოუნახავს ცნობები, რა მოლაპარაკება ჰქონდათ აფხაზეთის დევნილ
უფლისწულსა და თრიალეთის დევნილ მბრძანებელს ბიზანტიის გავლენიან
პირებთან. ანდა ვივარაუდოთ, რომ ისინი დაახლოებული იქნებოდნენ ბიზანტიის
ახალგაზრდა უფლისწულთან ლეონთან, შემდგომში იმპერატორ ლეონ მეექვსესთან.
იქნებ სწორედ ამ ლეონის საშუალებით აპირებდნენ იპმერატორისაგან
სამხედრო დახმარების გამოთხოვნას. იქნებ შეთანხმებულიც იყვნენ...
მაგრამ ამ დროს ბიზანტიის იმპერატორ ბასილს (ბასილ პირველს) უბედურება
შეემთხვა; ნადირობისას ირემმა რქაზე წამოაგო. იმპერატორი დაიღუპა.
ტახტზე უფლისწული ავიდა.
აბა, რა თქმა უნდა, დააჩქარა ბაგრატისათვის სამხედრო დახმარების მიცემის
საქმე.
დიდი ხანი არ გასულა ლეონის ტახტზე ასვლიდან და ბიზანტიის ლაშქარი
გემებით გამოემართა საქართველოსაკენ: ბაგრატმა მაშველი რაზმით შეუტია
უზურპატორ ადარნასეს, მოკლა იგი და ტახტზე ავიდა.
საინტერესოა ერთი ფაქტი: ეგრის-აფხაზეთის ახალმა მეფემ ცოლად შეირთო
უზურპატორ ადარნასეს ქვრივი, დედოფალი, ნასრის და!
რაკი ამათი მეგობრობა დამოყვრებით განმტკიცდა, ბაგრატმა აღარ დააყოვნა,
მისცა კარგა დიდი ლაშქარი ცოლისძმას და სამხრეთ საქართველოში გამოისტუმრა.
ეტყობა, იჩქარეს, კარგად ვერ მოზომეს ყველაფერი, მოწინააღმდეგის ძალა
სათანადოდ ვერ შეაფასეს.

მართალია, დიდი ლაშქრით შეიჭრა სამხრეთ საქართველოში, გზადაგზა


მომხრეებიც გაიჩინა, ოსების ჯარიც მისი მოკავშირე იყო, ბაყათარის მეთაურობით...
პირველ ხანებში წარმატებასაც მიაღწია - დაიპყრო სამცხის სამი ციხე: ოძრხე, ჯვარის
ციხე და ლომსიანთა...
მაგრამ თავდასხმის მოულოდნელობით მოპოვებული უპირატესობა დიდხანს
აღარ გაჰყავთ. ადარნასე მეფემ - შეგახსენებთ, რომ ეს ნასრის მიერ მოკლული
დავითის შვილია - მალე შეკრიბა ლაშქარი: სომხების მაშველი ჯარი, გურგენ
კურაპალატის მხედრობა... საბედისწერო შეტაკება მტკვრის პირას მოხდა, სადღაც
ასპინძის მახლობლად. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ადარნასეს მხედრობამ
სასტიკად დაამარცხა მოწინააღმდეგე; ნასრიც, ბაყათარიცა და აფხაზთა ჯარის
სარდალიც ბრძოლაში მოკლეს (გაქცეულ ნასრს ასპინძაში წამოეწივნენ და იქ
მოკლეს).
ეს მოხდა 888 წელს.

888 წლიდან უკვე ოფიციალურად იწოდება ადარნასე ,,ქართველ მეფედ. ასევე


იგი მოხსენებულია ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ სქემაში, რომელიც ბაგრატ დავითის
ძის ქრონიკის მიხედვით შეუდგენიათ.
ამრიგად, აშოტის შთამომავლობის ერთი შტო ამოწყდა.
მაგრამ ძმათა შორის დატრიალებული ტრაგედია ამით არ დამთავრებულა.
ნასრის მოკვლის შემდეგ გამარჯვებულებს უკვე დამშვიდებულად შეეძლო
გაეყოთ გუარამ მამფალის მიწა-წყალი.

214
ზემოთ ითქვა, რომ ნასრის წინააღმდეგ საბოლოო ბრძოლაში ადარნასეს
გურგენ კურაპალატიც შველოდა (როგორც ჩვენს სქემაზე ხედავთ, ეს გურგენიც
ნასრის ბიძაშვილია, გუარამ მამფალის ძმისშვილი). მაგრამ, ეტყობა, ამ ბრძოლაში
თავისი დამსახურება გააზვიადა გურგენმა, გადაწყვიტა, თავისუფალი მოქმედების
მეტი უფლებაც მოვიპოვეო, აიყარა თავისი მამულიდან (ამ მამულის გაყოფაზე
ისედაც დიდი დავა და შუღლი ჰქონდა თავის ძმისწულ ბაგრატთან), და შავშეთსა და
არტაანში გადასახლდა (,,გურგენ კურაპალატი წარვიდა ტაოთ, კალმახით, მამულით
თვისით, ცხოვრებად შავშეთსა და არტანს).
მეფეს, ეტყობა, არ ეჭაშნიკა კალმახელი ფეოდალის კადნიერება, რაღა თქმა
უნდა, არც ის მოეწონებოდა, რომ მამულების შემომატებისა და გადართოების დიდი
მისწრაფება აღმოაჩნდა მას, და გუშინდელი მოკავშირე და თანამებრძოლი გასწირა.
ხელად გამონახა საერთო ენა გურგენის მტერთან - გურგენისავე ძმისწულ ბაგრატ
არტანუჯელთან; შეებნენ ერთმანეთს აქეთ ადარნასე და ბაგრატი, იქით - გურგენი
(,,ერთ-კერძო გურგენ კურაპალატმან და ერთა მისთა, მეორე-კერძ ადარნასე
ქართველთა მეფემან და ბაგრატ არტანუჯელმან). გაიმართა ფიცხელი ბრძოლა.
გურგენი დაიჭრა, დამარცხდა და გაქცევით უშველა თავს. მაგრამ ჭრილობა
საბედისწერო აღმოჩნდა, წამოეწივნენ, შეპყრეს და დიდხანს აღარც უცოცხლია...

გაჰყურებ სქემას და აგერ კიდევ ერთი ეპიზოდი გამოიკვეთება იმ შფოთიანი


და ბობოქარი ცხოვრებისა. აქ ძმათა სისხლის დანთხევამდე არ მისულა საქმე, მაგრამ
რაც მოხდა, ისიც დამახასიათებელია ფეოდალური საზოგადოებისათვის.
ამჟამად ცოტა ქვემოთ უნდა ჩავყვეთ სქემას. ეს ეპიზოდი მომდევნო თაობის
ცხოვრებიდან არის აღებული. მოთხრობლი აქვს იგი ბიზანტიის კეისარს
კონსტანტინე პორფიროგენეტს.

მკითხველი ალბათ ისედაც მოელის, რომ მომრავლებული და


სიხარბემოლეული ფეოდალების ინტერესები, ადრე თუ გვიან, იმ ჩვენს ნაცნობ
მშვენიერ ქალაქ არტანუჯთანაც მოიყრის თავს და იქაც მოხდება მათი ამბიციების,
მათი დაუოკებელი ვნებისა და მისწრაფების შეჯახება.
წინა ეპიზოდში მოხსენიებული ბაგრატ არტანუჯელი რომ წაეკიდა ბიძა -
გურგენს - და ადარნასე ქართველთა მეფეს მიემხრო, ეს ეტყობა, არტანუჯის გამოც
ყოფილა. არტანუჯს მაშინ გურგენი ფლობდა. და რაკი არტანუჯის მაშინდელი
მფლობელი გურგენი ბრძოლის დროს მოკლეს, ხოლო ამ ბრძოლაში ბაგრატი
ადარნასე ქართველთა მეფის მხარეზე გამოდიოდა, ეტყობა მან, ბაგრატმა, ადვილად
მოახერხა არტანუჯის ხელში ჩაგდება.
მოკვდა ბაგრატი და არტანუჯი მის ერთ-ერთ შვილს გურგენს დარჩა.
ეს გურგენიც მალე მოკვდა, უძეოდ გადაეგდო, და არტანუჯის ციხე-ქალაქის
პატრონი ბაგრატის მეორე შვილი აშოტი გახდა.
ეს არის აშოტ კისკასი, ჩვენ იგი ერთხელ უკვე ვახსენეთ.
ჩვენი ეპიზოდიც სწორედ ამ აშოტ კისკასს შეეხება.
თავისდა ჭირად, აშოტ კისკასმა ქალიშვილი მიათხოვა გურგენ მაგისტროსს1,
როგორცა ჩანს, იმ გურგენის შვილიშვილს, რომელსაც აშოტ კისკასის მამა ბაგრატი
მტრობდა და სწორედ ამ მტრობის შედეგად ბრძოლაში მოკლეს.
ძნელია სათქმელია, სიძეს შთამომავლობით გადმოეცა სეხნია-პაპის დიდი
სიყვარული არტანუჯის მიმართ, თუ თვითონ დამოუკიდებლად მოიხიბლა
მშვენიერი ქალაქით. ფაქტი ის არის, რომ, დამოყვრებისთანავე, სიმამრს წაართვა

215
არტანუჯი და სანაცვლოდ მისცა ყველისციხე და აჭარის წყლის მომიჯნავე
მამულები. . .
მერე ეს სიძე – გურგენიც მოკვდა, ესეც უშვილოდ გადაეგდო, და არტანუჯი
დარჩა მის ქვრივს, აშოტ კისკასის ქალიშვილს, სულაც არ არის გასაკვირი, რომ იმ
ვითარებაში მარტოხელა ქალს ამხელა ციხე-ქალაქს არავინ დაუტოვებდა. მართლაც
კონსტანტინე პორფიროგენეტისავე თქმით, მივიდნენ მასთან (განგებ ვერიდები იმის
ჩამოთვლას, სახელდობრ ვინ მივიდა, რათა უფრო არ დაიხლართოს ერთნაირი
სახელების ისედაც ძნელი გასაგნები ლაბირინთი) და მოურიდებლად უთხრეს: შენ
დედაკაცი ხარ, ამხელა ციხე-ქალაქს ვერ მოუვლიო.
და წაართვეს.
სხვა მიწა-წყალიც წაართვეს.
არტანუჯი არგუნეს აშოტ კისკასისავე ბიძაშვილს სუმბატს. იქნებ იმ მარტივი
და სავსებით ,,გასამართლებული მიზეზითაც, რომ მისი მიწა-წყალი ამ ქალაქს
ესაზღვრებოდა.
სიძეზე კი იყო აშოტ კისკასი გულნატკენი, მაგრამ სიძე რომ მოკვდა,
დაქვრივებულ ქალიშვილზე ისევ მოუბრუნდა გული, და ახლა უსამართლობით
ძალიან განაწყენებული დარჩა - ეს როგორ გამიბედეს, ქალიშვილი ასე როგორ
დამიჩაგრესო.
გადაწყდა, შური ეძია.
მაგრამ რაკი არც ძალა ეყო და არც ფანტაზია, შურისძიების უფრო ღირსეული
ხერხები გამოძებნა, მეტად უკადრისსა და ეროვნული თვალსაზრისით მოღალატურ
გზას დაადგა: ღვარძლით გულგავსებულმა ბიზანტიის კეისარს შეუთვალა მოდი,
არტანუჯი ჩაიბარეო!
ჯერ ვახტანგ გორგასალმა და მერე აშოტ კისკასისავე პაპის პაპამ აშოტ დიდმა
სწორედ იმიტომ ააშენეს და მერე გაამაგრეს ეს ციხე-ქალაქი, რომ ქვეყანა
ბიზანტიელებისაგან დაეცვათ, ახლა კი მათი ბედოვლათი შთამომავალი დიდებულ
საჩუქრად უძღნის იმავე ბიზანტიას!
თითქოს სამახსოვრო ნივთი იყოს!
თანაც, საგულისხმოა, რა გულმხურვალედ აბარებს ვიღაც ბერს, რომელსაც
საქართველოში გზად გაუვლია.
კონსტანტინე პორფიროგენეტს პირდაპირ მოჰყავს აშოტ კისკასის სიტყვები:
გაფიცებ ღმერთსა და პატიოსან ჯვარსაო, - ბერს უთხრა თურმე, - ჩახვალ თუ არა
კონსტანტინოპოლში, მაშინვე ეახლო იმპერატორს და უთხრა, ახლავე გამოგზავნოს
ვინმე, ჩქარა ჩაიბაროს ჩემი ციხე-ქალაქიო.
იმის შეხსენება, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არტანუჯის ციხე-ქალაქს
სტრატეგიულად, პოლიტიკურადაც, ეკონომიურადაც, ალბათ აღარ დაგვჭირდებოდა,
ისღა გავიხსენოთ, რომ როცა ჩვენ ზემოთ, ერთგან, არტანუჯის ციხე-ქალაქის
კონსტანტინე პორფიროგენეტისეული დახასიათება მოვიტანეთ, ის სიტყვები
სწორად ამ ჩვენს ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს გამოთქმული ბიზანტიის
იმპერატოს.
მოისმინა თუ რა აშოტ კისკასის დანაბარები ბიზანტიის მაშინდელმა
იმპერატორმა რომანოზმა, სიხარულით ცას ეწია: ამაზე კარგი ან რა უნდა ენატრა და
ან რა გაეკეთებინა! ხელადვე აფრინა კაცი თავისივე მოხელესთან, რომელიც იმხანად
სწორედ საქართველოში ჰყავდა გაგზავნილი სახელმწიფოებრივი დავალებებით და
შეუთვალა: მიატოვე ყველა საქმე, დაუყოვნებლივ გაქანდი აშოტ კისკასთან და

216
არტანუჯი ჩაიბარე, თან ყოველი შემთხვევისათვის მამკაცი და სანდო ხალხი
იახლეო.

მართლაც, ხელად შეაგროვა იმპერატორის რწმუნებულმა სამასი რჩეული მეომარი და


არტანუჯისკენ გაეშურა.
სამასი ჯარისკაცისაგან შემდგარი რაზმი ცოტა როდია. თანაც, შენს ქვეყანაში
შემოსულ თავით ფეხამდე შეიარაღებულ ამდენ უცხოელ ჯარისკაცს რომ შეხედავ,
გაშურებით მიმავალს, უსათუოდ ეჭვს აღგიძრავს და დაგაფიქრებს. სანამ არტანუჯს
მიაღწევდა, ბერძენთა რაზმს უნდა გაევლო ქართველთა მეფე ადარნასე მეორის მიწა-
წყალი. ადარნასე მეორე ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო და ქართველთა სამეფო
ტახტზე ახლა მისი შვილი დავითი იჯდა. ეს მეორე განშტოებაა აშოტ დიდის
შთამომავლობითი ხისა. მართალია, ეს განშტოება უკვე ჩამოცილებულია არტანუჯს,
ამ ქალაქის ბედი არ აწუხებდეთ.
არტანუჯის მიმართულებით სწრაფად მიმავალი უცხოელი ჯარისკაცები რომ
იხილეს ქართველმა გუშაგებმა, შეაჩერეს და რაზმის წინამძღოლი მეფეს მიჰგვარეს.
დავით მეფემ იმპერატორის რწმუნებულსა ჰკითხა: საით მიდიხართ, რა საქმეზე,
ამდენი ჯარისკაცი რა ამბავიაო?
იმპერატორის მოხელეს წინასწარვე ჰქონდა მოფიქრებული პასუხი და ამიტომ
ეს კითხვა მისთვის მოულოდნელი არა ყოფილა. არ დაბნეულა. მაშინვე უპასუხა
წინასწარ მოფიქრებული პასუხი. და მეფესაც რაღა უნდა ექნა - გზა მისცა. თუმცა
დაეჭვებული ალბათ მაინც დარჩა.
ამრიგად, მივიდა ბიზანტიელი მოხელე იმპერატორის სახელით აშოტ
კისკასთან და მოახსენა, ციხის ჩასაბარებლად მოვედითო. ეს ხალხიც ციხეში
ჩასაყენებლად ჩამოვიყვანეთო.
საყურადღებო დეტალს გადმოგვცემს კონსტანტინე პორფიროგენეტი:
იმპერატორის რწმუნებულს თან ,,აღმოაჩნდა ბიზანტიის დროშა. გამოართვა ეს
დროშა ბედოვლათმა ქართველმა ფეოდალმა, ხელად ტარი გამოუძებნა, დროშა
შემოახვია და იმპერატორის რწმუნებულს დაუბრუნა: აჰა, იმ ქონგურზე აიტანე,
ჩვენი დროშა ჩამოხსენი და ეს ააფრიალე, დე ყველამ გაიგოს, რომ დღეიდან ეს ციხე-
ქალაქი ბიზანტიის კეისრის საკუთრებააო.
იმპერატორის რწმუნებულს ცოტა ეჭვი თუ შიში მაინც ჰქონდა ალბათ გულში,
სანამ არტანუჯში ჩავიდოდა: ძალიან ძნელი დასაჯერებელი იყო, ქართველთაგან ამ
უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სიმაგრის ასე უომრადა და მშვიდობიანად
ჩაბარება. მაგრამ ახლა, შურისძიების ჟინით გონებადაბნელებული კაცის სახე რომ
დაინახა, ყველაფერს მიხვდა, სასწრაფოდ გამოსტაცა დროშა ქართველ ფეოდალს,
ფაცხა-ფუცხით აძვრა ქონგურზე და ბიზანტიის იმპერიის ალამი ააფრიალა, თან
ადიდა ბიზანტიის იმპერატორები, როგორც წესი და რიგიაო, გადმოგვცემს
კონსტანტინე პორფიროგენეტი.
რამდენ ხანს იფრიალა ბიზანტიის დროშამ არტანუჯის თავზე, ამისი ზუსტად
დადგენა ახლა შეუძლებელია. ეტყობა, არც მაინცდამაინც დიდხანს. ამ
აღმაშფოთებელ გამცემლურ და მორალატურ აქტს შეუპოვარი წინააღმდეგობა
დახვდა. იმპერატორის რწმუნებულმა ის კი მოასწრო, რომ თავის დიდ მბრძანებელს
სასიხარულო მოხსენება გაუგზავნა, დაწვრილებით აუწერა, როგორ რა კონკრეტულ
ვითარებაში ჩაიბარა ქართველების განთქმული ციხე-სიმაგრე, როგორ ააფრიალა
ციხის უმაღლეს ქონგურზე ბიზანტიის დროშა და ახლაც როგორ ამაყად ფრიალებს...
ისიც მისწერა: მართალია, სამასი რჩეული ჯარისკაცი ჩავაყენე ციხეში, მაგრამ საჭირო

217
იქნება კიდევ მომაშველოთ სამხედრო ძალა, რადგან აქ ძალიან დაძაბული
მდგომარეობა შექმნაო...
იმპერატორი მოუთმენლად ელოდა ამ ბარათს და ძალიანაც გაიხარა, როცა
დიდი ხნის ნანატრი საქმის ასე სასიკეთოდ დასრულების ამბავი გაიგო.
მაგრამ დამხმარე სამხედრო ძალის გაგზავნა აღარ დასჭირდა, რადგან თავისი
მოხელის სასიხარულო ბარათს თითქმის მაშინვე მიჰყვა საკმაოდ მკვახე და
კატეგორიული ტონით დაწერილი მეორე ბარათი.
ეს ბარათი უკვე ქართველებისაგან იყო.

და როცა, ბოლოს, მეციხოვნეთა წინააღმდეგობა შეწყდა, ციხეში 133 კაცი


აღმოჩნდა – გაწამებული, გატანჯული, დამშეული და უძილობით თვალში სინათლე
დაშრეტილი. . .

. . . და იქვე ერთი საგულისხმო დეტალი: სტეფანე მტბევარი გადმოგვცემს, როგორ


გამოჰყავდათ ციხიდან ეს დატანჯული, მაგრამ სულიერად გაუტეხელი ადამიანები.
და ამ დროს მათ შორის მყოფნი ,,ჩინებულნი იგი აზნაურნი. . . ადარნასე მეფემან
გამოიხსნა
.
დაერივნენ გამხეცებული მოალყენი ერთი მუჭა მებრძოლებს და
შეუბრალებლად გაჟლიტეს – ,,რომელნიმე მახვილთა სცემდეს, რომელნიმე
ჰოროლითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ხორცთა მათთა დანებითა
განაპებდეს, და ღვიძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა პირითა გაეტაცა
.
მეთაური ამ მეომრებისა ყმაწვილი კაცი გამოდგა, მამულისათვის
თავდადებული ქართველი ბიჭი – სახელად გობრონი. წარუდგინეს ეს ჭაბუკი აბულ-
კასიმს. დაიწყო ჩვეულებრივი დიალოგი. დაახლოებით ისეთივე, როგორიც ერთ
დროს მურვან ყრუსა და არგვეთელ ძმებს შორის გაიმართა.
კარგი ვაჟკაცი ხარ და შენი მოკვლა მენანებაო, არაბმა სარდალმა უთხრა, დაგმე
შენი რჯული და შვილივით შეგიყვარებ – დიდ ლაშქარს ჩაგაბარებ, ჩემი მარჯვენა
ხელი იქნები, პატივსა და დიდებას არ მოგაკლებ, იქნები ,,შენ ვითარცა ერთი
რჩეული ჩემთაგანი, საყვარელ იყო ჩემ წინაშე და პატივცემულ ყოველთა ამათგან
ლაშქართა.
მკითხველი ალბათ ელის, რომ ჭაბუკი გობრონი, ყელს ამაყად მოიღერებს, წარბებს
აზიდავს და, მტერს ზიზღით გადახედავს – როგორ მიბედავო, ეტყვის, შენც
შემირცხვენიხარ და შენი რჯულიც თუ მკლავთ, ბარემ მომკალითო. . .
ბევრი გვახსოვს ასეთი ეპიზოდები მსოფლიო აგიოგრაფიული
ლიტერატურიდან და იმიტომაც ვთქვით, მკითხველი ალბათ გობრონისგანაც ამასვე
მოელისო.
არა. გობრონიც ნამდვილი ,,მიწიერი გმირი აღმოჩნდა და მისი მეხოტბე მტბევარიც –
ასევე ,,მიწიერიმწერალი.
ნუო, შეევედრა, მაგას ნუ დამავალებ, ჩემს რჯულსა და ქვეყანას ნუ
დამაგმობინებ. . . ვერ დავგმობო. . .
მაშინ აბულ-კასიმმა მონებს უბრძანა, წაიყვანეთ და გაჟლეტილი და ასო-ასოდ
აკუწული თავისივე თანამემამულეები აჩვენეთო.
გობრონის გმირობაც აქედან იწყება.

218
წაიყვანეს.
და მართლაც საშინელი სანახაობა გადაეშალა ჭაბუკს თვალწინ,
სულისშემძვრელი სურათი.
უკანვე რომ მიიყვანეს, სარდალმა ჰკითხა – რა ქენი, ,,რაი გამოირჩიე თავისა
შენისაო.
და ისეთივე მშვიდი, მაგრამ მტკიცე პასუხი მიიღო.
ახლა ასეთი ბრძანება გასცა სარდალმა: რაკი მკვდრებმა ვერ იმოქმედა, ახლა
წაიყვანეთ და ცოცხლად აჩვენეთ ჟლეტისა და წამების სურათიო.
,,და კუალად წარიყვანეს ნეტარი გობრონ, დაადგინეს შორის დაშთომილთა
მათ მოყუასთა და ურიდად შეერინეს მათ მახვილთა. და ცემასა მას მათსა უწყალოდ
სისხლი მათი ეპკურებოდა მას და რომლისამე გუამი დავარდის მის წინაშე და
რომლისამე გუამი შეგორდის ქუეშე ფერხთა მისთა. და ესრეთ აღესრულნეს წამებანი
მათ ყოველთანი, საშინელებითა ვერ შეაძრწუნეს გული მისი.
არაბმა სარდალმა ალბათ იფიქრა – გულქვა კაცი ყოფილა, რაკი
თანამემამულეების საშინელმა წამებამ ვერ გატეხა; თავიდანვე უნდა
მივმხვდარიყავი. . . თავად აწამეთო, მონებს უბრძანა, ოღონდ თანდათანობით, რომ
ცოცხალი გავტეხოთო. . .

თავისი საქმე კარგად იცოდა მტერმა: ათასობით მოკლულსა და ასო-ასოდ


აკუწულ ადამიანს ეს ერთი ჭაბუკი მიემატებოდა თუ არა, ამას რა მნიშვნელობა
ჰქონდა, სათვალავი ხომ ამით არ გაიზრდებოდა. მთავარი იყო, სულიერად გაეტეხა
ეს ჯიუტი ბიჭი, ქედი მოეხრევინებინა. ამ დაუმორჩილებელი ხალხისათვისაც კარგი
მაგალითი იქნებოდა ესა და თავისი საკუთარი ლაშქრის დასანახადაც საჭირო იყო.
თავი დაახრევინეს ახალგაზრდა მეომარს და ,,სცეს მახვილითა ორგზის ოდენ.
დასჭრეს, მაგრამ სასიკვდილოდ არა. დააცადეს, აბა რას იზამსო.
გობრონმა თავისივე ჭრილობაში ამოავლო ხელი და შუბლზე საკუთარი
სისხლით ჯვარი გამოისახა. სარდლის წინაშე რომ მიიყვანეს, ,,ბრწყინავდა პირი მისი
და შუბლი მისი ელვარედ.
როცა საბოლოოდ დარწმუნდა აბულ-კასიმი, რომ ახალგაზრდა ქართველ
მამულიშვილს ვერ გატეხდა, თავი მოაკვეთინა.
ეს მოხდა 914 წლის 17 ნოემბერს.
სახალიფოს დამსჯელი ექსპედიციის ამ ერთმა დიდმა ტალღამაც გადაიარა.

3
გამოხდა ხანი, ქვეყანამ ბოლო დარბევის ჭრილობები მოიშუშა. . .
და კონსტანტინე მეფე ისევ აბორგდა, ისევ მოუნდა აღმოსავლეთისკენ გალაშქრება.
კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსმა უხმოო, მემატიანე გადმოგვცემს (ეს ის კვირიკეა,
აბულ-ჯასიმმა რომ შეიწყნარა), მაგრამ რაკი გალაშქრებისა და მეზობელი სამთავროს
დარბევის შემდეგ ნადავლიდან უფრო დიდი ნაწილი ეგრის-აფხაზეთის მეფეს ერგო,
ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსტანტინე მეფე თვითონვე შეუთვლიდა და
გაიხდიდა მოკავშირედ კახთა ქორეპისკოპოსს.
ამჯერად კახეთისა და დასავლეთ საქართველოს შეერთებულმა ლაშქარმა ჰერეთზე
გაილაშქრა. პირველად ვეჟინის ციხეს მიადგნენ და ალყაში მოაქციეს. ზემოთა
მხრიდან (,,ზედათ-კერძო) კონსტანტინეს მხედრობა მოადგა, ქვემოდან – კვირიკე.
ბრძოლით აიღეს ციხე და ამ დროს ჰერეთის მთავარი ადარნასეც მოვიდა.
ჩვენ ვიცნობთ ამ ადარნასეს, ადარნასე პატრიკს, დინარ დედოფლის ქმარს.

219
ადარნასე იძულებული გახდა, არახელსაყრელ ზავზე დათანხმებულიყო: ,,მოსცა
აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი, კვირიკეს ირჭობი
(ზემოთ შევნიშნეთ, მეტი წილი აფხაზთა მეფეს ერგო). სხვათა შორის, მემატიანის
ცნობა ადასტურებს აგრეთვე წარწერაც ერედვის წმიდა გიორგის ეკლესიისა,
რომელიც სწორედ იმ ხანებშია აგებული.

,,... ხელმწიფობასა ღმრთივ დამყარებულია წმინდისა კონსტანტინე მეფისასა,


რომელმან ბრძანა და ჩავიდა ჰერეთს შიგან, ჰერთა მეფეი გააქცია და მუნით
მშუიდობით იქცა. ჩისკრად ალავერდს ილოცა, მწუხრ ბრეძას გადაჰხთა. Mეორედ
კუალად ავიდა, ვეჯინის ციხე დალეწა.
კონსტანტინემ რომ ალავერდს ილოცა, ეს ცნობა ,,მატიანე ქართლისასაც
შემოუნახავს და ამისათვის იქნებ არც მოგვექცია ყურადღება. და განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს, სად ილოცა მეფემ! აქ საგულისხმოა ერთი ფრაზა, რის შესახებაც
,,მატიანე ქართლისა არაფერს ამბობს: კონსტანტინეს მეორედაც დასჭირვებია ჰერეთს
წასვლა და ვეჯინის ციხის ,,დალეწვა.
აფხაზთა მეფე კონსტანტინე რომ გარდაიცვალა, ორი შვილი დარჩა -
სხვადასხვა ცოლისაგან. და როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, ახლაც
დიდხანს გაგრძელდა ბრძოლა, თუ ვის დარჩენოდა ტახტი.
ისტორიამ ბევრი იცის ასეთი დინასტიური ხასიათის ბრძოლები ყველა
ქვეყანაში. გაჩნდებიან ხოლმე დაჯგუფებები, ბრძოლა თანდათან იძაბება, მწვავდება,
სისხლიც იღვრება და ხშირად დიდ ხანსაც გასტანს. ახლაც კარგა ხანს გაგრძელდა
ბრძოლა და, ეტყობა, უსისხლოდ ვერც აქ დამთავრდა საქმე. ერთი წლის დაძაბული
ბრძოლის შემდეგ კონსტანტინეს უმცროსი ვაჟი მოკვდა (მოკლესო, მოსე ჯანაშვილი
წერს) და ტახტი დარჩა უფროსს - გიორგის.
გიორგი მეორე გამეფდა 922 წელს.

ქართველი მემატიანე ქებით მოიხსენიებს ამ გიორგის: იყო სრული ყოვლითა


სიკეთითა, სიმხნითა და ახოვნებითა... მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა,
უხვი და მდაბალი... აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსოდ!
...
დიდებული ჭყონდიდის ტაძარი და საეპისკოპოსო კათედრა, რომელზედაც ქვემოთ
კიდევ გვექნება საუბარი, გიორგის დაუარსებია!
მარტო ეს ეყოფოდა სახელად.
გიორგისავე სახელს უკავშირდება ალანების მოქცევა ქრისტიანებად და ამით
ჩრდილო კავკასიის ხალხთა უფრო დაახლოება საქართველოსთან.
ერთი წელი გავიდა დასავლეთ საქართველოში გიორგი მეორის გამეფების
შემდეგ და 923 წელს გარდაიცვალა ქართველთა მეფე ადარნასე მეორე. სამხრეთ
საქართველოში სამეფო ტახტზე ადარნასეს შვილი დავითი ავიდა. 2 მაგრამ
ქართველთა მეფე ამ დროისათვის ისეთი ძლიერი აღარა სჩანს და ქართლისათვის
ვეღარც იცლის. უმთავრესად სამხრეთ საქართველოში ,,მოქმედებდა... და ქართლის
საქმეებს ყურადღებას ვერ აქცევდაო, მოსე კანაშვილი წერს. შინაგანმა შუღლმა და
განხეთქილებებმა შთანთქა მათი ყურადღება და ენერგია.
,,ამიერითგან საქართველოში უპირატესობა და მეთაურობა აფხაზთა მეფეების
ხელთ იყო, შენიშნავს ივანე ჯავახიშვილი.
არის ერთი გარემოება, რის გამოც ტაო-კლარჯეთის მმართველნი ამ პერიოდში
ქართლისათვის ისე აქტიურად ვეღარ იცლიდნენ. ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი.

220
ქართლის მმართველად გიორგი მეორემ თავისი შვილი კონსტანტინე (პაპის
სეხნია) დაადგინა.

ქართლის ახალგაზრდა გამგებელს, ეტყობა, ვერ გამოჰყვა მამის ჭკუა და


სიდინჯე: ქართლისა და მესხეთის დიდებულებმა გადაიბირეს; რაღა მამაშენს
ემორჩილებიო, უთხრეს, ამხელა ქვეყნის მბრძანებელი ხარ, ჩვენც აგერ მხარში
ამოგიდგებით, ვიღა მოგვერევა, ვიღა დაგვამარცხებს, გადაუდექი და თავი ქართლის
მეფედ გამოაცხადე, მერე დასავლეთ საქართველოსაც შემოიერთებ და გახდები
მორჭმული და ძლევამოსილი მეფე, იმპერატორიც კი ხმას ვეღარ გაგცემსო.
ძალიან დიდი იყო ცთუნება. ძნელი გამოდგა ფეოდალური ამბიციის
დათრგუნვა. მოტყუვდა ქართლის ახალგაზრდა გამგებელი. აზნაურებმა მოატყეს.
ვეღარ მოხვდა, რომ ქართლის აზნაურები მისი კეთილდღეობისათვის არა
ზრუნავდნენ. იმათ თავისი საკუთარი საზრუნავი ჰქონდათ, თავისი მუცლის გვრემა.
იგრძნეს, რომ გიორგი მეფე ძალიან განდიდდა, გაძლიერდა, დღეს თუ ხვალ
ქართლშიაც უფრო მაგრად დაიდგამდა ფეხს და აზნაურების თვითნებობას
ალაგმავდა, თავისუფალი პარპაშის საშუალებას მოუსპობდა.
აი, რა აწუხებდა მათ.
პირიქით რომ მომხდარიყო - ახალგაზრდა უფლისწული რომ მოსჩვენებოდათ
უფრო განდიდებულ-გაძლიერებული და ამ აზნაურების ალაგმვის შემძლებელი,
ერთის წუთითაც არ დაფიქრდებოდნენ და მამას ამოუდგებოდნენ მხარში, მასთან
კავშირს მოინდომებდნენ, შვილის წინააღმდეგ წააქეზებდნენ... ეს ფეოდალური
ურთიერთობის უმარტივესი კანონია და ამას უფლისწული ვერ მიხვდა, მოტყუვდა.
ცბიერ აზნაურებს დაუჯერა. თავად მოუნდა განდიდება...
სამი წელი მოიწურა, რაც მამამ ქართლი ჩააბარა და უკვე გააპარტავნდა და
თვითნებობა შეატყო შვილს.
უფრო მეტი თავნებობის დრო და საშუალება აღარ მისცა გიორგიმ. როგორც კი
გაიგო ღალატის ამბავი, ქუთაისიდან დაიძრა და უფლისციხეს მოადგა.

ქართლის გამგებლის რეზიდენცია ხომ უფლისციხე იყო.


კონსტანტინეს უკვე მოესწრო და კარგად გაემაგრებინა ციხე - მას ,,ტბელნი და სხუანი
მრავალი აზნაურნი
შველოდნენ. გიორგი მეფეს ტაოელნი და კახეთის ქორეპისკოპოსი მიეშველნენ.
რამდენიმე დღე ამაოდ უტევდნენ ციხეს გიორგი და მისი მომხრეები.
ვერაფერს გახდნენ. უფლისციხე ძნელი ასაღები იყო. დიდი სამხედრო ძალა
ჭირდებოდა. რაც მთავარია, დიდი დრო. მხედრობა ცოტა როდი ახლდა გიორგის.
თაოელნიც და კახელნიც ხომ მიეშველნენ; რა არ იღონეს, რამდენი არ უტრიალეს,
მაგრამ ციხის აღება მაინც ვერ მოახერხეს. შეუპოვარი ბრძოლა გაჩაღდა. ,,ზოგსა
დღესა შეიბნიან ცხენითა და ზოგსა დღესა ქუეითნი.

საინტერესო დეტალია: რაკიღა მხედრობის ჯიქურ მიხდომითა და ისრების


დაშენით, თუნდაც ფილეკავნებით ვერაფერს გახდნენ (შორიდან ნატყორცნი ისრები
და ქვები ამ ბუმბერაზ კლდეში გამოკვეთილ ქალაქს რას დააკლებდა!), მეორე დღეს,
გამთენიისას, ქვეითი რაზმი დაუყვა მტკვარს.
ვცადოთ ამ ეპიზოდის გაცოცხლება; მდინარეზე ფთილებად მოფანტული
ნისლის სიმსუბუქით მიჰყვებოდა ნაპირს დილის ნისლისფრადვე შენიღბული
მარჯვე ბიჭებისაგან შემდგარი რაზმი. გარდა ხანჯლებისა, სხვა არავითარი იარაღი

221
არა სხმიათ. იმ ადგილს რომ მიუახლოვდნენ, სადაც ციხე-ქალაქიდან გამომავალი
საიდუმლო გვირაბის ყელი ეგულებოდათ, წინამძღოლი, ჭაღარაშერეული კაცი,
რომელიც შორიახლო მიუძღოდა რაზმს, მიწას განერთხო, და თვალისდახამხამებაში
ყველამ მას მიბაძა. ერთხანს ასე მიცოცავდნენ. მერე წინამძღოლმა ხელი ფერდის ქვეშ
შეაცურა და ქარქაშიდან ფრთხილად ამოაძრო ხანჯალი, ხელში მოიმარჯვა... და
წამსვე დილიდ სიმყუდროვეში მდინარის თანაბარ ხმაურს ქარქაშიდან ხანჯლის
ძრობის ოდნავ გაგრძელებული შრიალი შეერთო. წინამძღოლი მარცხენა იდაყვს
დაეყრდნო, ოდნავ წამოიწია. ეს იმის ნიშანი იყო, გვირაბის ყელს მიადგნენ. რაზმი
გაინაბა... ხოლო როცა მოწინავე ჯგუფი ერთ მუშტად შეიკრა და, თითქოს ერთბაშად
ურჩხულის ხახამ შთანთქაო, გვირაბის ჩაბნელებულ ყელში გაუჩინარდა, მათ
ასეთივე შემართული ხანჯლები შემოხვდათ... ხელად დამთავრდა ყველაფერი -
ცელკეული განწირული შეძახილები ყრუდ გამოიჭრა გვირაბიდან და დილის ნიავმა
გაიტაცა.

ქვეითი მეომრების დიდი რაზმი უფრო მოშორებით მიჰყვებოდა მეწინავე


ჯგუფს, გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს წინმიმავალი ამხანაგების მოძრაობას.
ისინი რომ გვირაბის ყელში გაუჩინარდნენ, ეს უკვე დაწყების ნიშანი იყო: შუბები
შემართეს და გაქანდნენ. მაგრამ სისხლით მორწყული შესასვლელი გვირაბისა
ჩაგრეხილი დახვდათ. გონს მოსვლა ვერც მოასწრეს, რომ ზემოდან, ციხის კალთიდან,
სულ სხვადასხვა მხრიდან ისრების სეტყვა წამოვიდა...
მაგრამ შევწყვიტოთ, ნუღარ გავაგრძელებთ. აქ ძმათა სისხლი იღვრება და მისი
გახსენება ათი-თერთმეტი საუკუნის შემდეგაც კი ძნელია.
,,მრავალ დღეთა ამაო ბრძოლის შემდეგ, რაკი ვეღარაფერს გახდა, გიორგიმ
ციხიდან მოტყუება გადაწყვიტა შვილისა, თვითონ, თავისი მხედრებით, განერიდა
ციხეს, ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ხელი ჩაიქნია, აპატია შვილს და
იქაურობას გაეცალა, სულ წავიდა.
სინამდვილეში, მხედრობა გაგზავნა დიდი ხმაურითა და აურზაურით,
თვითონ კი მცირე ამალის თანხლებით იქვე დაიმალა - ალბათ მტკვრის გამოღმა,
ქვახრელში.
შვილს ხალხი მიუგზავნა - თანხლები აზნაურები.
ამათ უთხრეს:
გამოდი, ბედმა გაგიღიმა, მამაშენი მთელი ამალით და დარჩეული მხედრობით
ტაოსკენ გაემგზავრა. სასახლე ცარიელია. მანამ უკან დაბრუნდებოდეს მამაშენი,
ქუთაისში, შენ დაასწარი, ჩვენც გვიახლე და გვიმსახურე, გამაგრდი სასახლეში და
მერე რაღას დაგაკლებსო . . . შენ დაჯედ მეფედ და მამაშენი დარჩეს გარეგნით.
ამჯერად დიდი იყო ცთუნება. ამჯერადაც ძნელი დასათრგუნი გამოდგა
ქართლის ახალგაზრდა გამგებლის ამბიცია. მეორედ მოტყუვდა. თავისი მომხრე
აზნაურები ბევრს უშლიდნენ, სიმართლეს ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ამბიციით
გონებადაბნელებულმა უფლისწულმა არ ისმინა. და მალე სანანებლად გაუხდა ეს.
დაღამებას დაუცადა. როცა კარგად ჩამობნელდა, ციხიდან გამოძვრა, გამოიარა
საიდუმლო გვირაბი და მდინარის პირას გამოვიდა. მტკვარი ხომ იქვეა,
უფლისციხესთან. ტივი წინასწარ ჰქონდა გამზადებული მდინარეზე. შედგა ტივზე
და გამოსცურა.
ახლა მეფის მხლებლებმა იჩქარეს. ტივიდან გადმოსვლა არ აცალეს,
მისცვივდნენ. ,,ვერღარა დაითმინეს და მიეტევნეს შეპყრობად. ტივიდან გადმოსვლა

222
რომ ეცლიათ და ხმელეთზე გამოსულისთვის ჩაევლოთ ხელი, სადღა წაუვიდოდათ,
მაგრამ სიბნელეში დაიბნენ და ტივს ნაპირზე მიდგომა აღარ აცალეს.
უფლისწულს პატარა ეჭვი მაინც ჰქონდა გულში. წინასწარ ჰყავდა მეტივე
გაფრთხილებული. როგორც კი იგრძნო საშიშროება, ტივი უკანვე გაატრიალებინა,
ისე რომ მომხვდურებმა ფეხი ვეღარ დაიმაგრეს ზედ, სველ მორებზე დაუცურდათ
და ტივზე მდგომებმა ადვილად მოიცილეს.
კონსტანტინემ ციხეში შებრუნება გადაწყვიტა. მაგრამ ღამეში, სიბნელეში,
ტივის დამორჩილება ძნელი გახდა, წყალმა ქვევით გააცურა.
მეფე გიორგი გამოცდილი მებრძოლი იყო და ყველაფერი გათვალისწინებული
ჰქონდა. შვილი რას მოატყუებდა! მარდ ცხენებზე ამხედრებული მდევრების ჯგუფი
წინასწარვე გამზადებული ჰყავდა. გადასცურეს ხელად მტკვარი და ციხის
მისასვლელები შეჰკრეს, ციხეში შესასვლელი გზა მოუჭრეს უფლისწულს.
ამის შემდეგ ძნელი აღარ იყო ციხიდან გამოტყუებული უფლისწულის
შეპყრობა. როცა კარგად გათენდა, ახლომახლო ადგილები დაძებნეს და
ბედუკუღმართი უფლისწული კლდეში დამალული იპოვეს. უფლისციხის
მისადგომები და შემოგარენი ხომ სულ კლდოვანია. სწორედ კლდის ნაპრალში
წააწყდა მეფის ერთ-ერთი ჯარისკაცი. შეიპყრეს და გიორგის მიჰგვარეს.
საშინელი გამოდგა მეფის მსჯავრი: ჯერ თვალები ამოუშანთეს უფლისწულს,
მერე დაასაჭურისეს. . .
და ამდენს ვეღარც გაუძლო. ხელში შემოაკვდათ.

თითქოს ახლაღა გამოფხიზლდაო, დანარჩენების მიმართ ლმობიერება


გამოიჩინა მეფემ – უფლისწულის მხარდამჭერი ადგილობრივი აზნაურები და
ტბელნი ციხიდან გამოიყვანა და ,,განუტევნა მშვიდობით. . .

ასეთი ტრაგედია დატრიალდა უფლისციხის მისადგომებთან, მტკვრის პირას.


მკაცრი საუკუნეები იყო!

4
ქართლს უპატრონოდ ხომ აღარ დააგდებდა და ხომ არ დაკარგავდა გიორგი აფხაზთა
მეფე. მეორე შვილი – ლეონი – გადმოიყვანა და ის დასვა ახლა ქართლის
გამგებლად. თავისი სამფლობელოს გაზრდისა და გაფართოების მისწრაფებანი არც
ამის შემდეგ შენელებია. პირიქით, უფრო ფართო მასშტაბის გაბედული მოქმედება
დაიწყო.
ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა მეფე, როგორც უკვე ითქვა, ქართლისთვის ვეღარ
იცლიდა, და რაკი მისი შიში აღარა ჰქონია, ქართლში ახლა უფრო მტკიცედა
გრძნობდა თავს აფხაზთა მეფე. კახეთის მთავარსღა თუ შეეძლო მეტოქეობა გაეწია.
მისი მოკავშირე ფადლა ქორეპისკოპოსი ამასობაში გარდაიცვალა და ტახტზე
ფადლას შვილი კვირიკე ავიდა, პირველი კვირიკეს შვილიშვილი და სეხნია.
,,მატიანე ქართლისა გვაუწყებს: გარდაბნელი აზნაურები გადაუდგნენ კვირიკე
მეორეს და გიორგი მეფესთან გამართეს მოლაპარაკებაო (მოსე ჯანაშვილი უფრო
აკონკრეტებს ამ მოლაპარაკების შინაარსს – ქვეშევრდომობა აღუთქვეს, მეფედ
მიიწვიესო).
ადვილი შესაძლებელია, ამისი ინიციატივა თვითონ გიორგისგან მოდიოდეს;
რადგან ქართლში განმტკიცების შემდეგ მისთვის სწორედ კახეთი იყო
მნიშვნელოვანი.

223
ასე იყო თუ ისე, გარდაბნელები გადაუდგნენ კვირიკე მეორეს. . .
და ჩვენ კახეთში ვხედავთ გიორგი აფხაზთა მეფეს, რომელმაც ,,მოსწყუა და
ასწყვდიდა იქაურობა, და მალევე გამობრუნდა.
ეტყობა, ეს იყო პირველ სადაზვერვო და დასაშინებელ გალაშქრებასავით –
ერთი გაიჯირითა, გადაქელა და უკანვე შემოიქცა; რათა უფრო დიდი სამხედრო
ძალისათვის მოეყარა თავი და მეორედ უკვე უფრო საფუძვლიანად გაელაშქრა; და
ამის შემდეგ კახეთშიაც ისე მტკიცედ დამკვიდრებულიყო, როგორც უკვე ქართლში
გრძნობდა თავს.
ამიტომაც, როცა უკან შემოიქცა, ქუთაისში კი აღარ დაბრუნებულა, ატენში
დაბინავდა, უფლისციხის მახლობლად, სადაც მისი შვილი ლეონი იდგა. შვილს
უნდა შეეგროვებინა მისთვის დიდი მხედრობა კახეთში ხელმეორედ
გასალაშქრებლად.

კვირიკე მეორეს აშკარად არა სწყალობდა ბედი: დაჯდა თუ არა მამის ტახტზე,
ამ ძლიერმა და მადაგახსნილმა მეფემ – გიორგიმ – დაადგა თვალი. ახლაც,
პირველი შემოსევისა და ქვეყნის ნაწილობრივი აოხრების შემდეგ, მიხვდა, რომ
მეორე უფრო დამანგრეველი შემოსევა ელოდა, და აღარ დაუცადა ამას, თვითონვე
ეახლა გიორგისა და ლეონს და მორჩილება გამოუცხადა. გულში, ეტყობა, სხვა რამე
ედვა: ალბათ მოლაპარაკება ექნებოდა ქართლელ ფეოდალებთან, რომელთაც,
როგორც უკვე ითქვა, ძილს უფრთხობდა და მოსვენებას უკარგავდა აფხაზეთის
მეფის ასეთი გაძლიერება.
ამნაირი მოლაპარაკება რომ ნამდვილად ექნებოდა კვირიკე ქორ-ეპისკოპოსს და
რაღაც კონტრშეტევას რომ ამზადებდა, იქიდანაც ჩანს, რომ მორჩილების
მოსახსენებლად თავისი ფეხით მოსულ ქორეპისკოპოსს სტაცეს ხელი აფხაზეთისა და
ქართლის გამგებლებმა და დაატყვევეს. ლეონმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ
გამგზავრებულიყო კახეთს და ქორეპისკოპოსის სახლობაც შეეპყრო. მაგრამ
ქართლის აზნაურებმა წინასწარვე აცნობეს მოსალოდნელი განსაცდელი კვირიკეს
უჯახს და გახიზნეს.
ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებდა ეგრის-აფხაზეთის მეფე რომ ამ დროს
კვირიკეს ძმა – შურტა – არა ხლებოდა მას და ნებაყოფლობით, უბრძოლველად არ
გადაეცა კახეთის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი უჯარმა (შემდეგ
კახეთის რამდენიმე ქალაქს კიდევ ,,დაეუფლა
გიორგი მეფე). იქნებ შურტას მონათვლ ძმისა და ქვეყნის მოღალატედ ცოდვაც იყოს:
რაკი დარწმუნდა, საშველი არ იყო, ქვეყნის გადადგურებას იქნებ ნებაყოფლობით
დამორჩილება ამჯობინა!. .
ასეა თუ ისე, ეგრის-აფხაზეთის მეფე კახეთშიც შეიჭრა.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მტკიცედ დამკვიდრებას. ქვეყანა არეული იყო,
მშვიდობა ვერ დამყარდა. მართალია, კვირიკემ მიმართა მეფეს, ოღონდ ნუ მომკლავ,
ცოცხალი დამარჩინე და კახეთი შენი იყოსო (,,დაულოცა კახეთი გიორგი მეფესაო,
მემატიანე გვაუწყებს), მაგრამ ჯერჯერობით ეს ფუჭი სიტყვები იყო და გიორგი მეფე
თვითონვე თუ არ განიმტკიცებდა თავის მბრძანებლობას კახეთში, ასეთი
,,გადალოცვა ბევრს არაფერს ნიშნავდა. ამჟამად ლეონმა მამაზე მეტი სიფრთხილე
გამოიჩინა, არ აპირებდა კახეთის ქორეპისკოპოსის გაშვებას, მაგრამ მამამ არ უსმინა
და გაუშვეს. ოღონდ მძევლად მაინც დაიტოვეს კვირიკეს შვილი.

224
ვინ იცის, თავიდან რას ფიქრობდა კვრიკე, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სიტყვა გატეხა,
ქართლის აზნაურების შთაგონებით (კიდევ აზნაურები! ხედავთ, როგორ გამწარდნენ,
ვერაფრით ვერ ეგუებიან ერთი მეფის გაძლიერებას, რასაც საბოლოოდ საქართველოს
ცალკეული კუთხეების შეერთება და ერთიანი სახელმწიფოს შექმნა უნდა მოჰყვეს.
ამას გრძნობენ, და სწორედ იმიტომ არიან გამწარებულნი!) და მათივე სამხედრო
დახმარებით ,,დაუწყეს ბრძოლად ციხეთა და მალე სულ დაიბრუნეს (,,მცირედთა
დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი).
საბოლოოდ, კვლავ დაეუფლა კვირიკე თავის სამეფოს.
ასე რომ, უსაფუძვლო არა ყოფილა ლეონის შიში.
არ უსმინა და წინდაუხედაობა გამოიჩინა, კვირიკე ტყვეობისაგან გაათავისუფლა.
ეს მოხდა ზამთრის პირს. ლიხის გადასასვლელზე დიდი თოვლი ჩამოყარა, გზები
შეიკრა და მხედრობის შეგროვებას ახლა აზრი არა ჰქონდა. თანაც, გიორგის, ეტყობა,
ავადმყოფობა შეეჩვია. გაზაფხულამდე დაიცადეს, და, როცა გაზაფხულდა, მხოლოდ
მაშინ გაგზავნა მეფემ ლაშქარი. რაკი თვითონ ავად იყო, ,,წინამძღურად უჩინა
ლეონი.
გაგულისებული ლეონი შეიჭრა კახეთში და რბევა დაიწყო. . .
მაგრამ ამ დროს შინიდან სამწუხაროდ ამბავი მოუვიდა – გიორგი მეფე
გარდაცვლილიყო.
დაღონდა უფლისწული. ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარა ჰქონდა. კვირიკე მეფე
მოიხმო და თითო ცხენოსნის თანხლებით ბაზალეთის ტბის პირას შეხვდნენ
ერთმანეთს. ჯერ არ გაუმჟღავნებია ლეონს მამის სიკვდილი. დაზავებაზე დაუწყო
მოლაპარაკება. ქალიშვილს მოგცემ რძლადო, ესეც აღუთქვა, და მოყვრობით კიდევ
უფრო განუმტკიცა საფუძველი ურთიერთკავშირს. კვირიკე გახარებული დარჩა
საქმის ასე კეთილად დასრულებით.
შორიდან მაცქერალი თავლისთვის საინტერესო და ძალიან უცნაური სანახაობა კი
იქნებოდა ეს მოლაპარაკება; მხედრობისგან განაპირებული მეფეები მძიმედ
დაატარებენ სადავემიშვებულ ცხენებს ტბის გასწვრივ, საქმიან საუბარში არიან
გართული, დროდადრო ლაგამს მოქაჩავენ და შედგებიან, თვალს თვალში გაუყრიან
ერთმანეთს, მერე ისევ მიუშვებენ ლაგამს. . . და, ბოლოს ერთი მათგანი ერთბაშად
მოსწევს სადავეს – ეს კახეთის მეფეა – უზანგს არც კი დაეყრდნობა, ისე
ჩამოფრინდება ცხენიდან და თანამოსაუბრესთან მივარდება, თავლებგაბრწყინებული
ახედავს, და მერე მდბლად დაუხრის თავს . . .

თუ გამოდგებოდა იგი შორული შთამომავლობისათვის. წარწერამ მკვლევარების


ყურადღება ჯერ იმით მიიპყრო, რომ ლეონტი მროველია ნახსენები (წარწერას
ნარკვევი მიუძღვნა გ. გაფრინდაშვილმა და დაინტერესებულ მკითხველს საშუალება
აქვს დაწვრილებით გაეცნოს საკითხს), უფრო ადვილი დასადგენი გახდა ამ
შესანიშნავი მემატიანის ვინაობა, მოღვაწეობის დრო და ადგილი.
მაგრამ სხვა ძვირფასი ცნობებიც შემოუნახავს წარწერას: ,,მე, ლეონტი
მროველმან დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქუაბი ხარისათვის ღმრთეებისა და
დღესა ჭირისასა ნავსაყუდელად რუისისა საყდრისა შვილთათვის ჟამთა შინა ალფ-
არსლან სულტანისაგან ოხრობისათა
.
თქვენ უკვე ხვდებით, რომ მრისხანე მტრის მოლოდინში, ქართველ მოღვაწეს
მთაში საგანგებოდ ქვაბი აუშენებია თავის მრევლის გასახიზნად.

225
რამდენი ასეთი წარწერიანი ქვა მოისპო და გაქრა, რამდენს ჯერ ისევ ბურავს
მიწისა და მტვრის სქელი ფენა და გამომზეურებას ელოდება . . რამდენი ასეთი ქვები,
მღვიმე და გამოქვებული, რასაც ხშირად ვხვდებით ჩვენს მთებში, სწორედ იმ დროს
მოუწყვიათ, უმწეო ბალღებისა და ქალების შესაფარებლად! . . .
წარწერას განიხლავს ზემოთნახსენები ნარკვევის ავტორი და შენიშნავს:
,,კარზედ მომდგარი საშიში მტრისაგან თავდაცვის მიზნით ლეონტი მროველი
თრეხვის მიუდგომელ კლდეებში აშენებს ქვაბთა სახიზარს - საცხოვრებელი და
სამეურნეო (მარანი, წყალსაცავები და სხვა) ნაგებობებით.
აქედნაც კი აშკარად ჩანს ჩვენი ხალხის მაღალი ყოფითი კულტურა. იმ
გაჭირვებისა და შიშიანობის დროსაც, როცა მეზობელი ქვეყნებიდან ზედიზედ
მოდიოდა შიშისმომგვრელი ხმების მტრის ურდოების საშინელი მხეცობის შესახებ;
იმ გაურკვევლი მომავლის მოლოდიში, როცა დაჩქარებით აშენებდნენ თავშესაფრებს
და ცალი თვალი საზღვრისაკენ უჭირავთ, მტერმა არ მოგვისწროსო, ჩვენი ხალხი არ
ივიწყებს მაღალი ყოფითი კულტურისათვის დამახასიათებელ ნაგებობებს. . .
მაგრამ ჩვენთვის ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თვით იმ ფაქტს,
რომ ასეთი სამზადისი ადრევე დაუწყიათ (წარწერა 1066 წლით თარიღდება, არფ-
არსლანის ლაშქრობა ქვეყნის გულში კი 1068 წელს მოხდა).

ასევე ძუნწი და კანტიკუნტი ცნობებით ვგებულობთ, რომ შენდებოდა აგრეთვე


თავდაცვითი ზღუდეები. ერთ ასეთ თავდაცვით ზღუდეს აგებდნენ, მაგალითად,
ახალქალაქის მისადგომებთან.
ამ ზღუდეს აშენებდნენ 1064 წელს, მაგრამ ვერ მოასწრეს, მტერმა არ აცალა
დამთავრება . . .
1064 წელს სულთანი არფ-ასლანი დიდი ლაშქრით სომხეთს შეესია და ქვეყნის
დიდი ნაწილი ააოხრა, დაიპყრო, მოსახლეობა გაწყვიტა. ვის უნდა გაეწია
წინააღმდეგობა? ბიზანტიის ვერაგული მოქმედებით ადგილობრივი მოსახლეობის
ყველაზე გავლენიანი და მოქმედი ძალა ადრევე გადაიხვეწა სამშობლოდან, გაიყვანეს
სომხური მხედრობაც! . . ხოლო ბიზანტიას ძალა აღარ ჰყოფნიდა, ყველგან
დახვედროდა მტერს. აი, რა დღეში ჩააგდო ბიზანტიამ ,,მეგობარი
ქვეყნებიცა და საკუთარი თავიც. ამ გამანდგურებელი ლაშქრობის დროს
დაუნგრევიათ სოხეთის ბევრი დიდი ქალაქი და მათ შორის ,,სახელგანთქმული
ქალაქი ანისი.
ანისის აღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თურქებისათვის, რადგანაც
იმ დროს იგი ,,სომხეთის მხარეს ბიზანტიის პირევლი ქალაქი იყო(სირიელი
მეისტორიის ბარ ჰებრაის ეს სიტყვები მოტანილი აქვს ნოდარ შენგელიას, რომელმაც
უკვე ცალკე გამოკვლევა მიუძღვნა თურქ-სელჩუკთა შემოსევებს) - უკვე ბიზანტიურ
ქალაქად მიაჩნდა ანისი და მის აღებას, როგორც ვხედავთ, დიდი პოლიტიკური
მნიშვნელობა ჰქონდა. ანისის აღება მნიშვნელოვანი იყო სამხედრო
თვალსაზრისითაც. ეს ადგილი ბიზანტიის ქალაქთაგან ყველაზე უფრო
გამაგრებული იყოო, შენიშნავს არაბი მეისტორიე, ციხის კედლები მაღალი მთის
მწვერვალებზე იყო ამოშენებული და თითო მწვერვალზე თითო ციხე იდგაო. ორი
მდინარე გადიოდა ანისში - ერთი დიდი მდინარე არაქსი და მეორე უფრო მომცრო,
სწრაფი მდინარე. მემატიანები ზღაპრულ ციფრებს ასახელებენ, როცა ანისს
აგვიწერენ, ეს ციფრები დაუჯერებელია, მაგრამ იმით არის მნიშვნელოვანი, თუ
როგორი სახელი ჰქონია მაშინვე ამ დიდ ქალაქს. ერთი უცხოელი მემატიანის
ცნობით, მაგალითად, ათასობით ეკლესია მდგარა ანისში! მოგვითხრობენ ქალაქისა

226
და მისი მოსახლეობის საოცარ სიმდიდრეზე, რადგანაც მათ იმ დრომდე მტრის
ლაშქარი არ ენახათო.
დიდხანს უტევდა მტერი ამ მტკიცედ გამაგრებულ ქალაქს, მაგრამ ცადაწვდილ
ციხეებს ვერაფერი მოუხერხა, ქალაქის ორგვლივ აღმართული კედლები მიუვალი
აღმოჩნდა. მხოლოდ ერთ მხარეს ყოფილა კედელი შედარებით დაბალი და მტერმა
გადაწყვიტა, სწორედ აქედან შეჭრილიყო. რა არ სცადეს, რა არ იღონეს, ბრძოლა
ერთი წუთითაც არ ცხრებოდა - არფ-არსლანს კარგად ჰქონდა შეგნებული ამ ქალაქის
მნიშვნელობა - ჭამა და ძილიც კი დაივიწყესო, მემატიანე გადმოგცემს. . . ხოლო
როცა იმედი დაკარგეს ქალაქის აღებისა და არფ-არსლანმა გაბრუნება გადაწყვიტა,
მოხდა უცნაური და საბედისწერო ამბავი: ერთ მხარეს თავისით ჩაინგრა ქალაქის
კედელი და მტერს საშუალება მიეცა თავისუფლად შესულიყო. რა მოხდა? იქნებ
მიწისძვრა იყო და მემატიანეს გამორჩა ამის აღნიშვნა?! არისტაკეს ლასტივერტეცი
ცოტა უფრო სხვაგვარად აგვიხსნის ქალაქის დაცემის მიზეზს: თითქოს ქალაქის
დამცველთა შორის განხეთქილება და უთანხმოება ჩამოვარდნილიყოს,
მიეტოვებინოთ ბრძოლის ველი და გაქცეულიყვნენ. ამით უსარგებლია უკვე
გასაბრუნებლად გამზადებულ მტერს და . . .,,მტრის ჯარებმა რა დაინახეს, მათი
მოპირდაპირე ზღუდიდან გზა ხსნილი იყო, ზღვის ტალღებივით ქალქში შეიჭრნენ,
აამოქმედეს სპარსული მახვილი და არავინ დაინდვეს . . . დედებს მკერდიდან
აგლეჯდნენ ყრმებს და შეუბრალებლად ქვებს ურტყავდნენ. . . ერთი მახვილი სპობდა
მამასა და შვილს. . . გვამებით აივსო ქალაქი . . . გზა გვამებზე გადადიოდა. . .
სისხლით შეიღება წყლის დიდი ნაკადი, რომელიც ქალაქის ახლოს მოედინებოდა
...
ეს მოხდა 1064 წელს, 16 აგვისტოს.
ანისის აღებამდე მტერმა სომხეთის სხვა ქალაქები და ციხე-სიმაგრეები აიღო,
ააოხრეს მთელი მხარე, ყველაფერი მოსპეს, გადაქელეს, გადალახეს მდინარე არაქსი
და საქართველოსკენ დაიძრნენ. მოდიოდნენ ფართოდ გაშლილი ფრონტით, ლაშქრის
მთავარ ძალას თვითონ არფ-არსლანი მეთაურობდა, ფლანგებს სარდლობდნენ მისი
შვილი, შემდგეში სახლეგანთქმული სულთანი მელიქ-შაჰი და ნიზამ ალ-მულქი - ასე
ფართოდ დაძრულს მეტი წამლეკავი ძალა ჰქონდა, მეტ შიშს სთესავდა, დასაპყრობი
ხალხების წინააღმდეგობას ასუსტებდა.
უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით ნოდარ შენგელია დაასკვნის, რომ
საქართველოსკენ მთელი ძალით დაძრულა სულთანი.
მტერი სამხრეთით მოადგა საქართველოს, ჯავახეთში შემოიჭრა. ეს მოხდა,
როგორც ჩანს მოულოდნელად, 1064 წლის ზაფხულის დასაწყისში.
მოულოდნელადო, როცა ვამბობთ, ამით ის უნდა ვიგულისხმმოთ, რომ ზუსტად იმ
დროს არ ელოდნენ მტერს. თორემ საერთო მოლოდიდნი, როგორც ითქვა, ჰქონდათ
და ემზადებოდნენ კიდეც. ეტყობა ფარულად შემოსულან - გეზი სომხეთის გავლით
ბიზანტიისკენ ჰქონდათ აღებული და ერთბაშად საქართველოში შემოიჭრნენ.
მოულოდნელად შემოსევაზე თვითონ ქართველი მემატიანე მიუთითებს:
მტერი ,,უგრძნეულად (მოულოდნელად) მოვიდა და შემუსრა კანგარი და
თრიალეთი, - ვკითხულობთ ,,მატიანე ქართლისაში,- და დღესა ერთსა მარბიოლემან
მისმან მიუწია ყუელის ყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს, ვიდრე
ფანასკერტამდე. და მასვე დღესა ჩემოუწია თორს და ღვივისხევს..
იმდენად მოულოდნელი ყოფილა მტრის შემოჭრა, რომ კინაღამ მეფე
შეუპყრიათ. ტაოდან მომავალი ბაგრატი და მისი ოჯახი - დედა, დაი და შვილი
გიორგი - ამ დროს თურმე ხეკრებულთას ისვენებდნენ. ქედზე რომ გადმოდგა მტრის

227
მარბიელი რაზმი, მაშინრა შენიშნეს და ძლივს გამოასწრეს, ქართლისკენ
გამოემართნენ.

არფ-არსლანის ლაშქარი ახალქალაქისკენ დაიძრა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ


თავდაცვითი ზღუდის აგება ქალაქის მისადგომებთან ქართველებმა ვერ მოასწრეს
(,,არა ზღუდით მტკიცითა განსრულებულ იყო ახალქალაქი). მაგრამ მოვიდა თუ არა
ამბავი, მტერი ახალქალაქისაკენ დაიძრაო, მცველებმა მოასწრეს და ქალაქის
შესასვლელთან დიდი ხიდი ჩაანგრიეს, მტერს ქალქში შესვლა გაუძნელეს.
სულთანმა ბრძანა, იქვე, მდინარის პირას დაეცათ ბანაკი და ახალი ხიდის
აგებას შესდგომოდნენ. მაგრამ, სანამ ხიდს ააგებდნენ, ქალაქის მცველებს ორი
მეომარი გაუგზავნიათ სულთანთან - ჯარი გავატანე და ქალაქი ჩაიბარეო, უთხრეს
თურმე. ამას უცხოური წყაროები მოგვითხრობენ. სულთანმა მაშინვე გაატანა რაზმი.
მაგრამ როგორც კი შეიტყეს მტრის რაზმი ქალაქში, მას ალყა შემოარტყეს და
ამოხოცესო.
ახალი ხიდის აგება მტერს ძვირი დაუჯდა. სამ დღეს გაგრძელდა ბრძოლაო,
ქართველი მემატიანე გადმოგვცემს და ამ სამი დღის განმავლობაში ციხის
კედლებიდან ქართველ მეომართა მიერ გამოტყორცნილი ისრები უქმად არ
იკარგებოდნენ, ახალი ხიდი აგებაზე მომუშავე მტრის მეომრები კარგი სანიშნე იყო
მათთვის.
როგორც ითქვა, სამ დღეს გაგრძელებულა გააფთრებული ბრძოლა, მაგრამ
რაკი ქალაქს მტკიცე ზღუდე არ ეკრა, ვერღარა დაუდგმიდეს ბრძოლათა ძლიერთა
(ესე იგი, უზღუდო ქალაქში მტრისათვის ხანგრძლივი წინააღმდეგობი გაწევა არ
შეიძლებოდაო, ასე განმარტვას მემატიანის სიტყვებს ივანე ჯავახიშვილი),
აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი და განახუნეს კარნი, და შეებნეს ძლიერად, მოსრნეს
პირითა მახვილისათა
.
მედგრად იცავდნენ თვას ქართველი მეომრები იმ სამ დღე, შორიდან უშენდნენ
ისრებს და ახლოს არ უშვებდნენ მტერს. სამი დღის შემდეგ კი, რა ნახეს, მტერი უკვე
გატეხდა მათ წინააღმდეგობას და ქალაქში შეიჭრებოდა, ერთბაშად გახსნეს ქალქის
კარიბჭე და გარეთ გავარდნენ, პირდაპირ ეკვეთნენ მტერს, თუმცა აშკარად
ხედავდნენ, რომ განწირულები იყვნენ. დანებება არ ინდომეს, თავი შეაკლეს მტერს,
გმირულად დასდეს თავი მამულისა და თვასუფლებისათვის. . . ხოლო გარეთ ალბათ
იმიტომ გავარდნენ და ხელჩართული ბრძოლა ქალაქის მისადგომებთან ალბათ
იმიტომ გაუმართეს, რომ ეს საბედისწერო შეტაკება და სამკვდრო-სასცოცხლო
ბრძოლა ქალაქის ქუჩებში არ გამათულიყო და მშვიდობიანი მოსახლეობა, ასე თუ
ისე, არიდებოდა საშინელ ჟლეტას.
ბრძოლა კი მართალც გააფთრებული ყოფილა, მდინარე, მემატიანის ცნობით,
სისხლით შეღებილი ყოფილა. . ქართველების მცირერიცხოვანი ჯარი, რაღა თქმა
უნდა, ვერ გაუკლავდებოდა მტრის ურიცხვ ლაშქარს. შეიჭრა მტერი ქალაქში და
დაატყვევეს ,,ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი. . .
და აქვე ერთი ჩვენამდე მოღწეული ფაქტიც უნდა ვახსენოთ - უმადურობა
იქნება ჩვენი მხრით, ის უსახელო ახალქალაქელი გმირები პატივისცემით არ
გავიხსენოთ, რომელთაც მამაცურად გასწირეს თავი. არაბი ისტორიკოსის
გადმოცემით, ციხის ერთ კოშკში რამდენიმე ქართველი გულადი მეომარი
დარჩენილიყო. ეს ჭაბუკები სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდნენ ,,გამბედაობითა და

228
მამაცობით, ეტყობა დიდი უსიამოვნებაც მიაყენეს ქალაქის ქუჩებში შემოსულ მტრის
რაზმებს: ,,ციხის კოშკს სულტანმა ცეცხლი წაუკიდა და ერთიანად გაანადგურა
მამაცი მეომრები.
ახალქალაქის აღების ამბავს გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების აღმწერიც
გადმოგვცემს (სწორედ იმ წელიწადს და იმ ხანებში, როცა მტერი ახალქალაქს
მოადგა, გიორგი მთაწმინდელი, ხუთი წლით საქართველოში ყოფნის შემდეგ
ბიზანტიაში ბრუნდებოდა), ახალქალაქის ასეთი დარბევი გამო ,,მეფე ბაგრატი
დიდისა მწუხარებასა შთავარდაო, დასძენს ბოლოს გიორგი მთაწმინდელის
ბიოგრაფი.
მეფე რომ დიდმა მწუხარებამ მოიცვა, ეს, რაღა თქმა უნდა, გასაკვირი სულაც
არ არის. გასაკვირი შეიძლება სულ სხვა რამე იყოს. მემატიანის გადმოცემით,
ახალქალაში შესვლისთანავე სულთანმა არფ-არსლანმა ბაგრატ მეფეს მოციქული
გაუგზავნა, შენი დისწული ცოლად მომათხოვეო.
დღეს ცოტა არ იყო უცნაურად და უხერხულადა ჟღერს - ხალხს ასეთი
საშინელი უბედურება დაატყდაო, ქალაქებსა და სოფლებში სისხლის გუბეები
დაუყენაო და მერე იმ ხალხის სიძობა მოინდომო. . . .მაგრამ ასეთი რამე ხდებოდა
ხოლმე. ჩვენ ხაზართა ხაკანის უცნაური გამოჯნურების მაბავიც გვახსოვს - ჯერ რომ
მთელი ქვეყანა ააოხრა და მრე ამ ქვეყნის შვილი შორიდან შეიყვარა, მისი ცოლად
შერთვა მოინდომა (აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თითქმის იმავე ხანებში ქართველი
მეფე ბაგრატი მეორე დიდ გვირგვინოსანს დაუმოყვრდა: თავისი ასული მართა -
გათხოვების შემდეგ მარიამი1 - ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VII-ს მიათხოვა).

ბაგრატსაც, ეტყობა, უხერხულად არ მოსჩვენებია სულთანის სიძეობა და


მიუთხოვებია კიდეც დისწული.
მაგრამ ეს უცებ არ მომხდარა. მართალია, ის ქალი - საპატარძლო - დისწული
იყო ბაგრატ მეფისა, მაგრამ თავისი საკუთარი დედ-მამა და პატრონი ჰყავდა.
ბაგრატის დაი ცოლად ჰყოლია სომხეთის მეფის კვირიკეს ძმას. ახლა როცა ქალის
სულთნის მითხოვებაზე დადგა საქმე და ბაგრატმა კვირიკეს შეუთვალა თავისი
აზრი, სომხეთის მეფე არ დაეთანხმა, არ მოინდომა, ,,არა მოსცა სომეხთა მეფემან". . .
ქართველ მეფეს ხელმეორედ მიუგზავნია მოციქული, ამჯერად ერისთავი ვარაზ-
ბაკურ გამრეკელი. ქართველი მეფის მოციქულს საიდუმლო მოლაპარაკება
გაუმართავს სომეხ დიდებულებთან, გადაუბირებია კიდეც ისინი და ერთ დღეს
,,სამშვილდეს შემომავალი სომეხთა მეფე კვირიკე და ძმა მისი სუმბატ შეიპყრეს
ქუეშის ჭალასა და აცნობეს ბაგრატს". . .
აქ სხვა რამეც არის მნიშვნელოვანი და იმიტომ უფრო შევაჩერეთ მკითხველის
ყურადღება.
როგორც ვიცით, სამშვილდე უძველესი ქართული ციხესიმაგრე იყო. თქვენ
გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის მამა მირდატი, თავის
უფლისწულობის დროს აქ იდგა, აქ იყო მისი სამყოფელი. რამდენიმე ხნის წინ
სამშვილდე სომეხთა მეფემ დაიპყრო. ალბათ გახსოვთ, თუ როგორ მოხდა ეს. ახლა კი
ბაგრატს საბაბი და საშუალება მიეცა, უკანვე დაებრუნებინა ეს მეტად მნიშვნელოვანი
ქალაქი და დიდებული ციხესიმაგრე. და, აი, შეიპყრეს სომეხთა მეფე და მისი ძმა,
უხმეს ბაგრატს და ისიც ,,წარვიდა ქვახურელტათ მსწრაფლ", იქ მიჰგვარეს
შეპყრობილები. ქართველმა მეფემ პირდაპირ დაუყენა საკითხი, სამშვილდე უნდა
დამიბრუნოვო. მაგრამ უარი მიიღო, რადგან სომეხთა მეფის მეორე ძმა ადარნასე
,,შესრულ იყო სამშვილდეს". უკვე მოესწრო ციხეში შესვლა და გამაგრება. მაშინ

229
ბაგრატმა წამოიყვანა იქიდან კვირიკე, სამშვილდეს კარიბჭესთან მიიყვანა, ,,ამართეს
ძელი და გასუეს სომეხთა მეფე კვირიკე სამ დღე". . .
ამან გასჭრა. კვირიკემ მშვიდობა ითხოვა და სამშვილდე ქართველ მეფეს
დაუბრუნა.
მემატიანე იქვე მოგვითხრობს, რომ ბაგრატს თურმე ეახლა ორი სომეხი
ერისთავი -ლუკიის ერისთავი და კაქვაქარისა. კვირიკეს ძმამ სუმბატმა სამი ციხე
კიდევ შესთავაზა ბაგრატს. მაგრამ ბაგრატ მეფემ შეიცოდა, არ ინდომა, არ აიღოო,
ქართველი მემეატიანე დასძენს. სამშვილდეს გარდა ყველა ციხე მათვე დაუტოვა,
,,არამედ სამშვილდე ოდე იურვა სახლად თვისად". ეტყობა, აქვე გადაწყდა
სულთანისათვის დისწულის მითხოვების საქმეც.
ერთი სიტყვით, მაშინვე ვერ მოხერხდა სულთანთან დამოყვრება. სულთანს,
ეტყობა, მიეჩქარებოდა. გაემგზავრა კიდეც. კვლავ სამხრეთისაკენ მიიქცა და ის იყო
ამის შემდეგ მალე ანისი აიღო.
იმხანად მხოლოდ საქართველოს სამხრეთი მხარე დაარბია მტერმა, დანარჩენი
მხარეები მაშინ გადაურჩა დარბევას. ალბათ, სწორი არ იქნება ეს სულთნის
მოყვრული გულჩვილობით ავხსნათ. არა, მას იქით მიეჩქარებოდა, ბიზანტიის
მიმართულებით. ის იყო მისი მთავარი მტერი- მას თუ დაიმორჩილებდა, მერე
გაადვილებული ექნებოდა საქმე და საქართველოსაც უფრო ადვილად მოერეოდა.
ქართველ მეფეს იმედი ჰქონდა, რომ არფ-არსლანთან და ბიზანტიის კეისართან
დამოყვრებით, როგორმე მშვიდობას დაამკვიდრებდა და თავის ქვეყანას დიდ რბევას
ააცილებდა.
ეს ასე არ მოხდა.
ჯერ ერთი, თურქ სულთანს ძალიან მალე გაუცივდა გული ქრისტიან
პატარძალზე, გაშორდა მას და მიათხოვა თავის სარდალს ნიზამ ალ-მულქს.
სამხრეთ საქართველოში პირველი ლაშქრობის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა,
რომ სულთანი არფ-არსლანი უფრო დიდი ლაშქრით და უფრო მტკიცე
გადაწყვეტილებით აც - ამჟამდ უკვე მთელი ქვეყანა დაეპყრო და აეოხრებინა - კვლავ
შემოიჭრა საქართველოში. ოღონდ ამჯერად სომხეთიდან კი არ შემოსულა,
საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოადგა.
შემდგომად სამისა წლისა გამოვიდა სულტანი და შევიდა ჰერეთადაო,
მემატიანე გადმოგვცემს. სწორედ იმ დროს ბაგრატი კახეთში ლაშქრობდა - ვერ იქნა
და ვერ მოხერხდა ამ კუთხის მტკიცედ შემოერთება და ქართველი მეფეც ახლა -უკვე
მერამდენედ - ცდიდა ბედს. მეფეს ლაშქარი წინ გაეგზავნა, თვითონ, ეტყობა,
მოშორებით მიჰყვებოდა. მეფის მხედრობას თავის კონკრეტული დავალება ჰქონდა
და აქ თუ უცხო ლაშქარს წააწყდებოდა, სულაც არ ეგონა. აქაც იმასვე შენიშნავს
მემეატიანე - მტერი მოულოდნელად (უგრძნეულად) შეიჭრა ჰერეთშიო და როცა
ქართველთა მცირერიცხოვანი მხედრობის მეწინავე რაზმმა თურქ-სელჩუკთა
უზარმაზარ ლაშქარს მოჰკრა თვალი, უბრძოლველად შემოიქცა და სწრაფად
მეფესთან მიიჭრა; მტრის ლაშქარს, ეტყობა, არც შეუნიშნავს. მეფემ რომ სულტანის
შემოსევი ამბავი გაიგო, ხელადვე ქართლში გაბრუნდა და იქ გამგრდა. საომარი
მზადება დაიწყო.
არაბული წყაროები დაწვრილებით მოგვითხრობენ ამ შემოსევის ამბავს.
შემოსულა თუ არა მტერი კახეთში, აქაური მდიდარი ტყეები არ მოსვლია თვალში.
ტყის სიძულვილი ალბათ ისედაც ჰქონდათ სელჩუკებს, რაკი ტყე დიდი ჯოგების
საძოვრად ვერაფერი გამოსადეგია. აქ კი ისიც დაემატა, რომ ტყებში მათ თავიაანთი
სახლ-კარიდან გახიზნული მოსახლეობა შენიშნეს. კი არ შენიშნეს და, ტყეში
230
გახიზნული მამაცი ხალხი დიდ უსიამოვნებას აყენებდა მათ დასარბევად მოსულ
ლაშქარს. ეს რასა ჰგავსო, სულთანს უბრძანებია. ამ ტყისთვის როგორ აცდენენ
ამოდენა მიწებსო - ბრძანა თურმე და შემოდგომის წითელ-ყვითლად აბრიალებულ
ტყეს ცეცხლი გაუჩინა - ნამდვილი ცეცხლის ალები მიუსია.
ჯერ უხალისოდ მოეკიდა ცეცხლი ნედლ ბუჩქნარს, მძიმედ ამოძრავდა,
ცოცვით წამოვიდა, მერე კი როცა წვიმებით დამბალი მიწა კარგად გამოშრა და გვიანი
შემდგომის ჭახჭახა ჰაერიც გახურდა, ერთბაშად იხუვლა, გაიზარდა, გაიბერა,
ზღაპრის ურჩხულივით ათასი ენა გამოიბა და ყოველი მიმართულებით დაიძრა,
ატკაცუნდა, აგრიალდა, არემარე გაბმულმა გრგვინვამ გააყრუა, ცაში აიჭრა ცეცხლის
ენები, თითქოს შემოდგომის დამცხრალ მზეს იწვევს და ედავებაო. . .

სულ გადაიწვა და განადგურდა საუკუნოვანი მუხნარი და შერეული,


დაბურული ტყეები. მთები გატიტვლდა და განიძარცვა. მოჰყვა მერე სულთანი და
სათითაოდ აიღო ყვლა ციხე, დაიპყრო მთელი მხარე, ყველაფერი გაანადგურა,
,,იმდენი სიმდიდრე ჩაიგდო ხელში, რომ მისი აღწერა შეუძლებელიაო", არაბი
ისტორიკოსი დასძენს.
კახეთის მეფე აღსართანი არც აქამდე გამოირჩეოდ დიდი რჯულიერი და
მამულიშვილური სიმტკიცით. ახლა, ამოდენა ლაშქარი რომ ნახა, ხელად მოხიკა და
მოაგროვა დიდი ძღვენი, სულთანს მიართვა და უთხრა - თქვენი ვარ, თქვენად
მიგულე, რჯულსაც თქვენსას მივიღებ და ხარჯსაც წესიერად გადაგიხდითო.. .
თქვენმა რჯულმა მომიზიდა, თორემ რა ძალა მადგა, მოვსულიყავიო. აღუთქვა და
წინადაიცვითა კიდეც- მაჰმადიანობა მიიღო.
სულთანმა, რაღა თქმა უნდა, მოუწონა, კაცი შენ ჰყოფილხარო, უთხრა.
ციხეები, რისი აღებაც უკვე მოესწრო, უკანვე დაუბრუნა, რაც ქარველმა მეფემ
დატოვა, ის ციხეებიც მას ჩააბარა, ერთი სამი კვირა აქ გაატარა - ალბათ, ტკბილად
იქეიფეს და ინადირეს დიდმა სულთანმა და მისმა ახალმა ქვეშევრდომმა. სულთანმა
კახეთის მბრძანებელს თურმე საგანგებო მასწვლებელი მიუჩინა, რომელიც მაჰმადის
რჯულს უნერგავდა.
კახეთიდან ქართლისკენ რომ გაემართა, სულთანმა თან იახლა თავისი ახალი
მოკავშირეები - ახალგამაჰმადიანებული აღსართანი (ადვილი წარმოსადგენია
როგორ გამოიდებდა თავს ეს გადაგვარებული კაცი, რათა თავისი ახლი ღმერთისა და
ახალი პატრონის გული მოეგო), სომეხთა მეფე კვირიკე და თბილისის ამირა. თქვენ
გახსოვთ, რა გულმოსულები არიან ესენი ბაგრატ მეფეზე!. ახლა ისიც
წარმოიდგინეთ, რა საშინელ შურისძიებას დაატეხენ თავს არა ბაგრატ მეფეს,
რომელსაც ვერ მისწვდებიან - მეფეს ფეხმარდი ცხენი ჰყავს - არამედ ათასობით და
ათიათასობით მშვიდობიან მოსახლეობას - ბალღებს, ყმაწვილებს, მოხუცებს. . .
წინ მიიწევდა არფ-არსლანის ხუთასათასიანი ლაშქარი და გზად ყველაფერს
სპობდა და ანადგურებდა. მკვლევარებს მოჰყავთ არაბული წყაროს ცნობა: ,, შემდეგ
სულთანი გაემართა აფხაზთა მეფე ბაგრატის წინააღმეგ და თავის ჯარებს სრული
თავისუფლება მისცა, ეს ვილაიეთები გაენადგურებინათ".
როცა უცოელი მწერალი საგანგებოდ აღნიშნავს, სულთანმა თავის ჯარებს
უფლება მისცა, სოფლები გაენადგურებინათო, უკვე ყველფერი ნათელი ხდება. რაღა
განსაკუთრებული უფლება უნდოდა, ისე კი არა სპობდნენ ყველაფერს?! ეს
განსაკუთრებული უფლება იმას ნიშნავს, რომ სულთანს საგანგებოდ გაუფრთხლებია
თავის მეომრები, ქვა ქვაზე არ დატოვოთო. გული მოსდიოდათ, ასე დამუშავებულ

231
ზვრებსა და ბაღებს რომ ხედავდნენ, მაშინვე იმას გაიფიქრებდნენ რამდენი საძოვარი
სცდებაო!. .
და უკვე ძნელი წარმოსადგენი აღარ უნდა იყოს რა დღეს დააყრიდნენ ამდენი
ბრძოლებით გამკაცრებული სელჩუკი მეომრები საქართველოს მშვიდობიან
მოსახლეობას, რა დღე დაადგებოდა ლამაზ ქოჩორა მთებსა და ბორცვებს, გრძლად
გაწოლილ ქედებზე თავმომწონედ მოშრიალე ტყეებს, რომელიც თითქოს ცალკე
სამყარო იყო, თავისი ცხოვრება ჰქონდა, თავის წესი და კანონი. ცალკე სამყარო იყო
და მისი ცხოვრების წესი კარგად ეგუებოდა ადამიანთა დიდ სამყაროს, ადამიანთა
ცხოვრების წესს.
ზემოთ ჩვენ ვახსენეთ თხოთის დაბურული ტყე, არაგვის სანაპიროდან
ქსნისაკენ გაშილი მუხნარი, საიდანაც მერე ქართლის დიდმა სოფელმა მიიღო
სახელწოდება. . .
ახლა რომ მატარებლით მიდიხარ ქართლის გულში და ვაგონის სარკმლიდან
გზრის პირას გაწოლილ გატიტვლებული ბორცვებს გასცქერი, სულ იმ ცეცხლის
საქმეა. ცეცხლმა გადასძოვა ამ ბორცევბიდან ამაყად გამომზირალი ხეები და ბუჩქები,
ცეცხლმა გამოწვა და გამოაშრო ნიადაგი, გამომშრალი ნიადაგი მერე წვიმასა და
წყალს ვერ გაუმაგრდა, ჩაოინგრა, ჩამოირეცხა. . .
გზა, რომელზედაც მტერი მოძრაობდა, მაშინ ამ ადგილებში გადიოდა. სწორედ
ამ ადგილებს მოედო მტერი. დიმიტრი ბაქრაძე წერს: კახეთიდან დაძრულმა
სელჩუკების ჯარმა იორი და გადალახა და მცხეთის მახლობლად დაბანაკდა, აქედან
კი არფ-არსლანმა მარბიელი რაზმები დაგზავნა კახეთის მხარეებში, ყველა
მიმართულებითო და რასაც კი მისწვდნენ ეს რაზმები, მოსპეს, გაანადგურეს.
სიღრმეებში შესვლას ვერა ბედავდნენ, ვერ ახერხებდნენ, გზის გასწვრივ, გზის ახლო-
მახლო მოითარეშეს, აქ იჯერეს გული.
ამის შემდეგ მართლაც აღარ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი, რა დღე
დაადგებოდა იმ ლამაზ ჩუქურთმიან სახლებს, მარნებს, ბეღლებს, შვილივით
მოვლილ ზვრებსა და ბაღებს. . . იმ დიდებულ ტაძრებს, რომელთაც ასე
აღფრთოვანებით აგვიწერდნენ ხოლმე უცხოელი თუ ქართველი მემატიანეები.

ესენი ყველაფერი დაინთქა, მიწასთან გასწორდა, გაცამტვერდა, აოხრდა.


ჯერ თბილის აიღეს, მერე მარბიელი რაზმები დაიშალნენ და ქართლს
მოედვნენ.
,,და იყო ქართლსა შინა პური და ღვინო ფრიადი". . .
კარგი მოსავალი აუღიათ იმ წელს. ეს ამბავი ზამთრის პირას ხდება - 1068 წლის
დეკემბერია, მოსავალი უკვე დაბინავებული აქვთ და მტერს რომ ეცლია, ახლა
ქორწილები იქნებოდა გაჩაღებული ქართლის სოფლებში.
წელიწადის ამ დროს გახშირდებოდა ხოლმე ქორწილები, ამ დროს ეყრებოდა
საფუძველი ახალ კერას, ახალ სიცოცხლეს. მუდამ ასე იყო - ამას წინათაც, ამის
შემდეგაც. ამ დროს მეტი თავისუფლება ჰქონდა გლეხკაცს, ამ დროს ვაზს სძინავს და
ნაკლები პატრონობა სჭირდება, ბაღს სძინავს, მიწა თეთრ საბანში გახვეულა და მასაც
სძინავს - ისიც ნაკლებ ყურადღებას მოითხოვს, ჭირნახული დაბინავებული აქვს
გლეხს, აქამდე ღვინოს მოასწრებდა დადუღებასა და დაწმენდას, შეშაც მოიმზადა და
მოიმარაგა. ახლა საქონლის გამოზამთრებაზეღა უნდა იზრუნოს; სამეურნეო
იარაღები გააახლოს, ტარები დაუცვალოს, მოპიროს, მოამზადოს; მტერ-მოყვარეს
კაცურად დახვდეს, ახალი მოყვრები გაიჩინოს. .

232
როგორც ვნახეთ, მტერმა არ დააცალა, მხიარული მაყრულისა და
მრავალჟამიერის ნაცვლად, გაბმული გმინვა გაისმის. მთის ბილიკებსა და
წავარნებზე, ყველგან, ყველგან თქვენ ხედავთ გახიზნულ მოსახლეობას. მიერეკებიან
საქონელს და ჯალაბი მიჰყავთ – მიჰყავთ დაჩაჩანაკებულ ბერიკაცებს, ნაადრევად
დაკაცებულ ბიჭებს, გაჭირვებისაგან გაკაჟებულ დედაკაცებს. . . ცდილობენ,
გაასწრონ აღმოსავლეთიდან დაძრულ ცეცხლის ნიაღვარს, რომლის ცხელი სუნთქვა
ძალიან შორსა სწვდება. . . ცრემლგამშრალი, გათოშილი ბალღები ხელში
აუტატებიათ და მიდიან. . .
ვისაც მოყვრები ეგულება მთაში, უფრო მტკიცე ნაბიჯით მიდის, უფრო
სწრაფადაც: ალაბედზე წასულებს სიარულზე შეატყობ - უფრო მერყევი და სუსტი
ნაბიჯი აქვთ, გაუბედავი; კეთილი ადამინების იმედით მიდიან - ვინც შეიხიზნებს,
ლუკმას გაუყოფს, კერიის სითბოს გაუზიარებს. . . იქ მაინც თუ შერჩათ ლუკმა და
კერიის სითბო! მიდიან და უკან რომ მოიხედავენ, მთის კალთებიდან ქართლის
ველებზე მიმოფანტული სოფლები ჩანს, აქედანვე ხედავენ, როგორ იქცევა და
იღუპება ეს სოფლები, როგორა ნთქავს ცეცხლი.

მიდიან ცალ-ცალკე ოჯახები, მიდიან ჯგუფ-ჯგუფად, მიდიან გმინვით და


კვნესით. ზოგჯერ მტრის მარბიელი რაზმები მისწვდებიან ლტოლვილებს და
შეუბრალებლად ჟლეტენ, მუსრს ავლებენ - ,,მოისრა ურიცხვი სული ქრისტიანეთა".
. . ვკითხულობთ ,,მატიანე ქართლისაში".
აბა, დააკვირდით; ეს დიდებული მატიანე ხომ საერთოდ ძალიან სიტყვაძუნწი
და ლაკონურია. ზედმეტ სიტყვას, მაღალფაროდვან ლაპარაკს გაურბის, მხოლოდ
ფაქტებს გადმოგვცემს, თითქოს მშრალად მეცნიერული პირუთვნელობითა და
ობიექტურობით მოგვითხრობს და კომენტარებს კი ერიდება. . . მაგრამ, აქ ვეღარ
შეუკავებია თავი მემატიანეს და ნახეთ, როგორ აგვიწერს ამ ამბებს:
,,მოისრა ურიცხვი სული ქრისტიანეთასა. . . და იქმნა საძაგელ ქუეყანა
ქართლისა სახილველად კაცთა: მოოხრდეს ყოველნი ეკლესიანი და სიმრავლისა
მძორისათა არღარა დაედგომოდეს ქუეყანასა თუალნი: და ცოდვათა ჩუენთა
მოსაგებელსა რისხვაა ღმრთისასა ზეთით ცაი წამებდა, და სისხლის მწვიმელი
ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა; და იქმნა ღამე უკუნი, ვითარცა
ნათელი დღისა და იყო ხილვა მისი საშინელი და შესაძრწუნებელი და არე-მარე
სისხლის წვიმა ეხილვა კაცთა და იქმნა ზამთარი სასტიკი; რომელი გარდაეხუეწა და
მიმართა მთათა, მოსწყდა იგიცა სიფიცხისაგან ზამთრისა". . .
უბედურ კაცს ქვა აღმართში მოეწიაო. ზამთარი ადრე დადგა იმ წელიწადს -
დიდი თოვლი ჩამოყარა და მკაცრი ყინვები დაიჭირა. როგორც ვნახეთ, მთებში
გახიზნული ხალხი გაითოშა და გაწყდა (,,რომელი გარდაეხუეწა და მიმართა მთათა,
მოსწყდა იგიცა სიფიცხისაგან ზამთრისა").
თვითონ სულთანი არფ - არსლანი კარბს დამდგარა - ქართლის გულში - ქსანს
რომ გასცდები, იქვე დასავლეთით. მარბიელი რაზმები მტრისა არგვეთში გადასულა
და სვერის ციხემდე სულ დაურბევიათ სოფლები. სვერის ციხე კარგად ჰქონია
გამაგრებული ქართველ მეფეს და მისი აღება მტერს გასჭირვებია. საბოლოოდ, დიდი
ბრძოლის შემდეგ, ეს ციხეც აუღიათ.
ბაგრატმა გადაწყვიტა, მოლაპარაკება გაემართა სულთანთან. თავისთავად
იგულისხმება, ზავი ასეთ პიროებებში მძიმე იქნებოდა ქართველებსიათვის, მაგრამ
სხვა გზა არ იყო.

233
მეექვსე.

1.
მკითხველის ყურადღება ალბათ ერთმა ფრაზამ მიიპყრო წინა თავში;აშოტ დიდის
შთამომავლობის ერთი განშტოება არტანუჯს უკვე ჩამოცილებული იყო.
ძნელი დასადგენია,ზუსტად რა კონკრეტულმა ისტორიულმა პირობებმა შეუმზადა
ამას ნიადაგი,მაგრამ ჩვენამდე მოღწეული წყაროები აშკარად მეტყველებენ,რომ უკვე
მეცხრე საუკუნის მეორე ნახევრიდან სამხრეთ საქართელოში ორი ძირითადი
მმართვრლობის შტო გამოიკვეთა:ერთი უფრო ჩრდილოეთით, მეორე კი-
სამხრეთით,ანუ კლარჯეთის შტო და ტაოს შტო.კლარჯეთის ცენტრად არტანუჯი
დარჩა, ტაოს ცენტრად კი ბანა იქცა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი საგულისხმო ფაქტი.აშოტ დიდის შვილთაგან გუარამის
შტო ხომ სულ ამოწყდა.ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. დარჩა ორი შტო-ადარნასესი და
ბაგრატისა. და საინტერესო სწორედ ის არის,რომ კლარჯეთის სახლს ადარნასეს
შთამომავლები განაგებენ და ისინი, შესაბამისად, კლარჯებად ან არტანუჯელებად (ან
არადა, კლარჯ-არტანუჯელებად)იწოდებიან, ხოლო ტაოს შტოში ბაგრატის
შთამომავლებს ვხედავთ, და ალბათ იმიტომ, რომ ბაგრატს თავის დროზე
უპირატესობა მიეცა ძმათა შორის, ახლაც უპირატესობა ამ შტოს აქვს, ქვეყნის
ოფიციალური გამგებელი ამ შტოიდან არის, სწორედ ამ შტოის უმაღლეს
წარმომადგენელს ეწოდება ქართვეთა მეფე.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ პირველი მეფე ქართველთა ადარნასე იყო,ძმათა შინა
ბრძოლებში მოკლული დავითს შვილი.
და დასუეს ქართველთა მეფედ ადარნასე,ძე დავით კურაპალატისა.ხოლო ამას ამან
ადარნასე მეფობასა შინა მისსა აღაშენა ბანა,ხელითა კვირიკე ბანალესითა,რომელ
იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ, გვაუწყებს მატიანი ქართლისა

როგორც ვხედავთ, ადარნასეს დროს უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულა


ქართველთა სამეფო და მის ცენტრად ბანა ქცეულა. ახალ სატახტო ქალაქთან, რაღა
თქმა უნდა, საეპისკოპოსოც დაარსდა და პირველი ქართველთა მეფე ტაძარს უშენებს
ახალ საპისკოპოსოს.

ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო ქართველთა მეფის რეზიდენცია თუ ქალაქი. არც


ნანგრევები შემონახულა ამ რეზიდენციისა თუ ქალაქისა,არც წერილობითი ან
ზეპირი აღწერილობა. არა-და, საინტერესო კი იქნრბოდა.
საინტერესო იქნებოდა არა იმდენად მაშინდელ ჩვენს სამშენებლო-
სახუროთმოძღვრებო ხელოვნებაზე წარმოდგენის შესავსებად ამ სფეროში ცვენი
ხალხის საარაკოდ მაღალი კულტურის ბევრი ნიმუში შემონახულა, და
ამდენად,საკმაოდ სრული წარმოდგენა გვაქვს. საინტერესო იქნებოდა სულ სხვა
თვალსაზრისით:უპირველეს ყოვლისა, იმის გასათვალისწინებლად, იმის
წარმოდგენის შესავსებად, თუ რა მაშტაბის გეგმები და პერსპექტივები ჰქონდა
ქართველთა მეფეს...
ისევე როგორც, ვთქვათ,უფლისციხე გვიქმნის საკმაოდ ნათელ წარმოდგენას მისი
მშენებელი ხალხის ძალიან ფართო და შორსგამიზნულ პერსპექტივებზე
საქმე ის არის , რომ ისტორიას ძუნწი ცნობები შემოუნახავს ჩვენი ხალხის

234
ცხოვრების ამ პერიოდზეც, და ყოველი კონკრეტული ფაქტი თუ საგანი, რაც კი ამ
მხრივ ჩვენს წარმოდგენას შეავსებს, საყურადღებო და საგულისხმოა.
ერთი სიტყვით წარმოდგენა არა გვაქვს მეფის რეზიდენციაზე. სამაგიეროდ, საკმაო
ცნობები მოგვეპოვება იმ ტაძარზე, რომელიც ადარნასე მეორეს აუშენებია. და ამის
მიხედვითაც კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა მაშტაბების გეგმები ჰქონია ქარტველთა
პირველ მეფეს.

ძალიან გვიანი დროისაა ის წერილობითი აღწერილობანი და შთაბეჭდილებანი, რაც


ბანას დიდებული ტაძარის შესახებ გვაქვს.უკვე საკმაოდ შელახული უნახავს იგი ამ
შთაბეჭდილებათა პირველ ავტორს მეცხრამეტე საუკუნის ორმოციან წლებში;პატარა
სოფლის მოშორებით, უდაბურ მდგარი ნანგრევები ძველი დიდებისა-თორმეტი
მკაცრი საუკუნის მოწმე, ჩამონგრეული, შებილწული, შეურაცხყოფილი,
მრავალჭირნახული და ჭირგამოვლილი, და მაინც ამაყი დიდებით გამომზირალი
ჩვენი ბდიდებული ბანა.ბევრი ავისმოსურნე სტუმრებია მას იმ გრძელი საუკუნეების
განმავლობაში, ბევრი მტრობითა და ღვარძლით გაჟრენთილი გულის პატრონი,
ბევრი ავიბულ გუმბათს... და კეთილმოსურნე მეგობრის თვალს უკვე შელახული
დახვედრია.
ქვემოთ მოტანილ შთაბეჭდილებათგან ყველაზე ადრინდელი 1843 წლით
თარიღდება და იგი უცხოელ ავტორს ეკუთვნის.

35 წლის შემდეგ კვლავ უნახავს ბანა კეთილმოსურნე თვალს, და ეს უკვე მეორე


შთაბეჭდილებაა.
ესეც უცხოელისა.კიდევ რამდენიმე წელი და უკვე ქართველი მეცნიერები
ეწვევიან მას მოსიყვარულე შვილის გულის ტკივილით შემოუვლიან ამდენი ხნის
უპატრონოდ მიტოვებულს თრთოლვით შეახებენ ხელს, მიუალერსებენ...
და მრავალისმეტყველი ფოტოსურათებიც, რაც ტაძრის გრანდიოზულობასა
და ჩვენი ხალხის მაღალ კულტურასა და შემოქმედებითის გენიაზე მიგვანიშნებენ,ამ
დროისა.
სამწუხაროა, რომ იმ პირველ მნახველს ვერ აღუბეჭდავს ფოტო-ფირზე ბანა-
იმისი მარტო შთაბეჭდილება და ზოგადი აღწერილობა გვაქვს. სამწუხაროო, იმიტომ
ვამბობთ, რომ მო მდევნო ოცდაათიოდე წელიწადში ეს უძ ველესი ჭირგამოვლილი
ძეგლი ძალიან შეცვლილა და დაზარალებულა. რაც თორმეტმა მკაცრმა საუკუნემ
ვერ დააკლო, იმ მომდევნო ოცდაათიოდე წელიწადში დასტყდომია თავს.
აქვე მომაქვს ჩვენამდე მოღწეული რამდენიმე წერილობითი აღწერილობა და
შთაბეჭდილება, ოღონდ არა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
ჯერ ქართველ მეცნიერს მოვუსმინოთ.

ეს სიტყვები ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც პირველად 1902


წელს მოინახულა ნანგრევები. ამ დროს უკვე თელახული იყო ტაძარი, ზემოთ
ნაზსენები ფოტოებიც ამდროინდელია. ერთგან სინანულით შენიშნავს ექვთიმე
თაყაიშვილი, ნეტა იმ ოცი-ოცდაათი წლის წინათ მოხერხებულიყო ტაძრის ფოტო-
ფირზე აღბეჭვდაო. ექვთიმე თაყაიშვილის აღწერილობა და შთაბეჭდილებანი
რუსულ კრებულში გამოქვეყნდა 1909 წელს, ამიტომაც არის დაწერილი რუსულად.
იმავე კრებულშია
დაბეჭდილი გერმანელი მეცნიერის შთაბეჭდილებაც. როგორც იტქვა, ეს უფრო

235
ძველია, 1843 წლისაა.
პირველი დღიურის დაწერიდან მეორე დღიურის დაწერემდე, იმ 35
წლის განმავლობაში ძველი ტაძარი დიდი ბრძოლების უშუალო მონაწილე გახდა.რაც
შფოთიან საუკუნეებს გადაურჩა ,სწორედ ახლა,რუსეთ-თურქეთის ომის დროს
დაინგრა და განადგურდა.
ქართველმა მეცნიერებმა,როგორც უკვე ითქვა,უფრო მოგვიანებით იხილეს
ტაძრის ნანგრევები,როცა წარწერიანი ქვები გაზიდული და განადგურებული
იყო,ფრესკები-ჩამოშლილი,გუმბათი-ჩამონგრეული,დამახინჯებული და
თავდასაცავად ახალ კოშკებ დაშენებული.
აი, 1881 წლის ჩანაწერიც, რომელიც ქართველ მეცნიერს დიმიტრი ბაქრაძეს
ეკუთვნის:

ვინ იცის, რამდენი საიდუმლო გაიყოლა თან იმ წარწერიანმა ქვებმა,


გომურისასსენებლად რომ გაზიდეს...
ახლა კლარჯეთისკენაც გავიხედოთ.
ქვეყნის ცენტრმა რომ ტაოში გადაინაცვლა და ქართველთა მეფის ტახტი
ბანაში დაიდგა, ეს იმას კი არ ნიშნავს, კლარჯელ მთავრებს ფარ-ხმალი დაეყაროთ.
არა. რა სათქმელია! ფეოდალი რის ფეოდალია, თუკი შთამომავლობით თავისივე
ტოლ მეფეს მეტოქეობასა და ქიშფობას გაუწევს. კლარჯელი მთავრები იხტიბარს არ
იტეხენ და თუ ადარნასემ ბანა ააშენა და ახალი საეპისკოპოსო დააარსა, არც
არტანუჯის გამგებელი აშოტ კუხი ჩამორჩა, და კეთილშობილური გაჯიბრებითა თუ
ბოროტი ქიშპობა-შურით-როგორც გენეობთ, ისე მონათლეთ-თითქმის იმავე ხანებში
ტბეთის დიდებული ტაძარი ააშენა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყანამ მოიგო მხოლოდ, რადგან კიდევ ერთი


დიდებული კერა შეიქმნა ქართული კულტურისა;აქაური მოღვაწეები-მტბევრები-
შესანიშნავ ქართველ მწერლებად მოგვევლინენ.
ზემოთ ბანას იდებული ტაძრის დასახასიათებლად რამდენიმე მოგზაურის
შთაბეჭდილებები გავიხსენეთ. რაკი სიტყვამ მოიტანა, ტბეთის ტაძრის
დასახასიათებლადაც გავიხსენოთ ერთი მოგზაურის სიტყვები:

რაკი ისტორიას მწირი ცნობები შემოუნახავს და იძულებული ვართ, პატარა


მინიშნებბეითაც კი ვივარაუდოთ ბევრი არამ, რათა ასე თუ ისე სრული წარმოდგენა
შეგვექმნას იმდროინდელ ცხოვრებასა და ურთიერთობაზე, ინტერესმოკლებული არ
იქნება, ერთ არც თუ უმნიშვნელო ფაქტს მივაქციოთ ყურადღება.
ადარნასე მეორე 888 წლიდან იწოდება ქართველთა მეფედ. მთელი მინამდელი
ისტორიის მანძილზე პირველად ხვხვდებით ამ წოდებას. მანამდე ჩვენ ვიცოდით
მეფე იბერთა ანუ იბერიისა , მეფე კოლხეთისა, მეფე ლაზიკისა, აფხაზეთისა და
ეგრის-აფხაზეთისა, ჰერეთისა, კახეთისა, თვითონ ტაო-კლარჯეთისა (სულერთია,
ოფიციალური იყო ეს წოდება თუ არა), ქართველთა მეფე კი პირველად ამ დროიდან
გვხვდება.

ქართველთა მეფე! და არა მეფე ქართლისა?

236
სყრას უნდა მივაწეროთ ასეთი წოდების შემოღება და დამკიდრება? ქართველი
ხომ საერთო სახელია ქართლელისაც?!.. ქართველთა მეფეპრელუდიასავით ხომ არ
არის სრულად საქართველოს მეფისა?
ასე ხომ არ უნდა გიგულისხმოთ? რაკი ქართველთა მეფის წოდება მიიღო, ეს თავისი
გეგმებისა და პერსპექტივების საჯარო განცხადებას ხომ არ ნიშნავდა? ერთგვარ
გამოწვევადაც ხომ არ გაისმა?!.ამით უფრო მძაფრად და გამომწვევად და
დაუპირისპირდა ეგრის-აფხაზეთის მეფეს, რომელიც აგრეთვე მთელს ქვეყანაში
ჰეგემონობის მოპოვებისაკენ მიისწრაფვოდა?!
სამწუხაროდ, ასე განებივრებულები არა ვართ-ასე გაშლილისა და
დაწვრილებით ცნობებს ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყაროები არ
გვაწვდიან.ამ შემთხვევაშიაც მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია.კერძოდ,ადარნასე
მეორეზე ძალიან მწირი შემოუნახასვს ქართულ წყაროებს. ჩვენი ისტორიკოსები ამ
მწირ ცნობებს სომხური წყაროებით ავსებენ. სომხურ ისტორიულ წყაროებშიაც პოვა
ახსნა ქართველთა მეფის ცხოვრებამ და საქმიანობამ.საქმე ის არის,რომ ქართველთა
მეფე ადარნასე სომეხთა მეფის მოკავშირედ გვბევლინება,და მისი საქმიანობა
მეზობელი ხალხის საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

891 წელს გარდაიცვალა სომხეთის მეფე, და, აჰა,ქართველთა მეფე ქართველთა


მეფე ადარნასე სომხეთში მიემგზავრება, რათა სამძიმარი უთხრადს უფლისწულ
სუმბატს .
შორიდან მართლაც ასე ჩანს-თიტქოს მართლაც ეს არის ადარნასეს
გამგზავრების მიზანი. სინამდვილეში კი სულ სხვა მიზანი უნდა ჰქონდეს მის
გამგზავრებას, უბრალოდ სამძიმარზე უფრო მნიშვნელოვანი: ქართველმა მეფემ
მხარი უნდა დაუჭიროს და ხელი შეუწყოს სომხეთის ტახტის კანონიერ
მემკვიდრეს. უფლისწულს მეტოქე გამოუჩნდა- თავისივე ბიძა აბასი.
ძმისწულისათვის ტახტის წართმევა განუზრახავს აბასს... და ქართველი
გვირგვინოსანიც თავისი მცირე ამალით სწორედ იმიტომ მიეშურება სომხეთისაკენ,
რათა მეზობელი და მეგობარი ქვეყნის გვირგვინოსნის შვილს, სომხეთის
ახალგაზრდა უფლისწულისწულს გასაჭირის დროს მხარში ამოუდგეს.
იმავე სომხური წყაროს მიხედვით, ადარნასე გზად ქალაქ კარში შეივლის,
სწორედ ამ აბასთან-უფლისწულისმ ბიძასთან.

გასაკვირი აქ თითქოს არაფერია: შორი აქვს გასავლელი ქართველ მეფეს და


მეზობელ წარჩინებულთან, გარდაცვლილი მეფის ძმასთან შეიარა, შეისვენა,
დანაყრდა, ცხენიც დაასვენა.გარდაცვლილი მეფის ძმასაც მიუსამძიმრა.
არც ის არის გასაკვირი, რომ, როგორც ასეთ ვითარებაში ხდება ხოლმე,
დაყოვნდა კიდეც, იმაზე მეტი შეაგვიანდა, ვიდრე გათვალისწინებული ჰქონდა:
მეფეს ხომ მეფური დახვედრა უნდოდა, და ეს უცებ ვერ მოხერხდა.მასპინძელსაც ხომ
ანგარიში უნდა გაეწიოს, გვირგვინოსანი სტუმრისათვის ღირსეული დახვედრის
საშუალება მიეცეს...და ცოტათი რომ შეყოვნდა სტუმარი, გასაკვირი სულაც არ არის.
პირველად მართლაც არ გაჰკვირვებიათ ქართველთა მეფე ადარნასესა და მის
მხებლებს... არც ჩვენ გაგვკვირვებია, ჩვენი საუკუნეთა მხილველი მანქანის
საშუალებით რომ შევყურებთ ჯერ გაჭიანურებულ სამზადისს და მერე ასევე
გაჭიანურებულ სადილს...
გაკვირვება ჩვენ თანდათანობით მოგვიცავს... სტუმარი მეფეცა და მისი
მხლებლებიც თანდათანობით შეცბუნდებიან...

237
სტუმარი წასვლას ეშურება, მასპინძელი ცდილობს გაახანგრძლიბოს სუფრა.
ცოტა ხანს კიდევ... მაინც დროზე ჩახვალ, მზე ჯერ შუბის ტარზე დგას (არადა,
მზე რამდენი ხანია გადაიხარა!), ბევრს აღარ დაგაყოვნებთ, ერთხელ კიდევ
მოვიხსენიოთ ჩემი უდროოდ გარდაცვლილი ძმის სული... სტუმრისავე სიტყვებით
ინუგეშებს თავს მასპინძელი-რა ვქნათ, ღმერთმა ასე ინება, ყველანი სიკვდილის
შვილები ვართ...
და უკვე შეწუხებული და ოწტა არ იყოსგაბეზრებული სტუმარიც მერამდენედ
იმეორებს: რა ვქნათ, ღმერთმა ასე ინება, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ...
ყველაფერს საზღვარი აქვს და მით უფრო გვირგვინოსნის მოთმინებას. ამათი
მოთმინების ფიალა უფრო ჩქარა ივსება ხოლმე...
და ჩვენ ვხედავთ, როგორ თანდათან მოერია გაგულისება მეფეს, როგორ
თანდათა დაირღვა მასპინძლის ჩვეული თავაზიანი პატიჟის წესი და რიგი.
საბოლოოდ გაბეზრებული მეფე რომ წამოდგა წასასვლელად, მასპინძელი ისე
გაკადნიერდა, რომ ჩამოქაჩვაც კი ჰკადრა... და მეფის მხლებლებმა უნებურად
წაიღესხელიხანჯლისაკენ, ერთმანეთს გადახედეს-რა ვქნათ, არ შევიმჩნიოთ
შემთვრალი მასპინძლის თავხედობა თუ ვიწყინოთო?!.

რა გასაკვირია, რომ მეფე თავის ხლებლებზე ადრე მიხვდა


ყველაფერს:სიმთვალე და მასპინძლის ჩვეულებრივი ახირება აქ არაფერ შუაში იყო,
აბასს თავისი საზრუნავი ჰქონდა, თავისი ანგარიშები. და როცა ქართველთა მეფემ
აშკარად შეატყო ეს, თავის მხლებლებს, ცხენები გამოიყვანეთო.
ამის შემდეგ უკვე ხელჩართულ ბრძოლას დაემსგავსა თავაზიანობას
გადაცილებული პატიჟი მასპინძლისა...
მეფემ იმარჯვამ, მოახტა ცხენს და ასე ჯიქურ, სტუმარ-მასპინძლის ადათის ასე
უცნაური დარღვევით, გამოუთხოვებლად და მადლობის უთქმელად გამოვარდა
ეზოდან...
ქართველთა მეფის ეჭვები დადასტურდა: აშკარა გახდა, ორმ აბასი ნამდვილად
აპირებდა ულფისწულისათვის ტახტის წართმევას(იქნებ იმიტომაც შეუხვია
ადარნასემ აბასსთან... რათა ნამდვილად დარწმუნებულიყო თავისი ეჭვების
საფუძვლიანობაში!).
ამრიგად, ჩავიდა თუ არა ქართველთა მეფე, სომეხ უფლისწულს მიუსამძიმრა
და მაშინვე თალხები გაახდევინა, მეფის სამოსელი ჩააცვა, მეფედ კურთხევა
დააჩქარებინა...
უკან რომ გამობრუნდა, ამჯერად, რაღა თქმა უნდა, არ აპირებდა აბასთან
გამოსვლას-რა კარგიმასპინძლობა ახსოვდა!მაგრამ აბასს ჩასფრებული ჰყავდა თავისი
ხალხი:სტაცეს ხელი ქართველტა მეფეს და აბასს მიჰგვარეს. აბასმა შეიპყრო და
გამოკეტა.
ეს რომ სომხეთის ახალგაზრდა მეფემ გაიგო, შეწუხდა, ბიძას საკუთარი შვილი
გაუგზავნა მძევლად და მეგობარი და მოკავშირე ქართველი მეფე გამოისყიდა.
სომეხთა მეფის სუმბატისა და ადარნასე ქართველთა მეფის მეგობრობასაც
გარკვეული მიზანი ჰქონდაო, ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს.
მოვლენათა მსვლელობა ააშკარავებს ამ კავშირის საფუძველს.
აბა, ქართულ წყაროებში ჩავიხედოთ.
,,მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი... გვაუწყებს
,,მატიანე ქართლისა.

238
ეს მომხდარა 904 წელს.
ჩვენთვის უკვე გასაგებია გაძლიერებული ქართველი მთავრების ლტოლვა
ქართლისაკენ, ქვეყნის და მთელი კავკასიის გულის დასაპყრობად. ამაზე ზემოთაც
გვქონდა საუბარი. აფხაზთა მეფემ, ეტყობა, თავი მოღონიერებულად ჩათვალა და
აჰა, ქუთაისიდან ,,დაიპყრო ქართლი. სხვა მთავრებს დაასწრო. ეს, რაღა თქმა უნდა,
ძალიან უსიამოვნოდ დარჩებოდა ადარნასე მეორეს, რომელსაც თვითონვე ჰქონდა
პრეტენზიები ჰეგემონობაზე, და რომელმაც აკი ქართველთა მეფის წოდება
დაიმკვიდრა.
აი, აქ დასჭირდა ადარნასეს სომეხი მეფის მოკავშირეობა.
თუმცა ეს გამოთქმა იქნებ მთლად ზუსტი არ იყოს. უფრო სწორი იქნებოდა თუ
ვიტყვით, ურთიერთმოკავშირეობა დასჭირდათო, რადგან სომხეთის მეფეს თავისი
ინტერესები ჰქონდა, მასაც ეჭირა თვალი ქართლზე. იმდროინდელ სომეხ
ისტორიკოსს თუ ვერწმუნრთ, კონსტანტინეს შეერთებულ ძალით ბრძოლაში, რაც
აფხაზთა მეფის მიერ ქართლის დაპყრობას მალევე მოჰყვა, სწორედ ადარნასე
ეხმარებოდა სომეხთა მეფეს.
ქართველი მემატიანეც უსმს ხაზს ქართლის დაპყრობის გამო სომეხთა მეფის
გაგულისებას: როცა კონსტანტინეს მიერ ქართლის დაპყრობის ამბავს გადმოგვცემს,
იქვე დასძენს ჩვენი მემატიანე:[ამის გამო] ,, და ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ
ტიეზერაკალი; გამოილაშქრა სპითა დიდითა, და მოადგა უფლისციხესა... და
წარიღეს ციხე ხერხითა (აქ იმ მნიშვნელოვან ფაქტსაც დავაკვირდეთ, რომ
ქართლითვის ბრძოლა იმ პერიოდში სწორედ უფლისციხის გარშემო ხდება)

კონსტანტინემ რომ შეატყო,ადარნასე-სუმბატის შეერთებული მხედრობასთან


ვერაფერს გახდებოდა, მოწინააღმდეგეებს დაზავება სთხოვა.
გაიმართა კიდეც საზაო მოლაპარაკება. მაგრამ მოლაპარაკების დროს სტაცეს
ხელი და კონსტანტინეს (სომეხი ისტორიკოსი გადმოსცემს, ეს ადარნასეს ბრძანებით
მოხდა) და ტყვე მეფე სომხეთში გაგზავნეს...
გვირგვინოსანთა ასეთი კავშირები მუდამ ცვალებადი და მერყევია ხოლმე.
ამის შემდეგ, ეტყობა, დიდი ხანი აღარ გასულა, და ისეთი რამ მოხდა, რამაც
ერთმანეთს გადაჰკიდა სომხეთის მეფე სუმბატი და ადარნასე.
სუმბატმა თავის ტყვესთან საერთო ენა გამონახა და ერთგვარი სეპარატული
მოლაპარაკება წამიწყო. შეთანხმდნენ, შეკავშირდნენ, ქართველი მემატიანის ცნობით,
დამოყვრდნენ კიდეც (,,კეტილად იმზახნეს სუმბატ და კოსტანტი
-სუმბატი თავისი ქალი მიათხოვა აფხაზთა მეფეს), და ეს გუშინდელი ტყვე-დღეს
უკვე სიძე-დიდის პატივით გამოისტუმრა სომეხთა მეფემ, წართმეული უფლისციხეც
დაუბრუნა.
ეს რომ ადარნასე ქართველთა მეფემ გაიგო, საშინლად აღშფოთდა, და ამ
დღიდან მათი მეგობრული და საქმიანი კავშირიც დაირღვა. სომეხი მატიანის
ცნობით, ახლა იგი შურისძიებაზე ფიქრობდა.

2.
ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მეზობელი ქვეყნების მმართველთა ურთიერთობა,
ან უფლისციხის უკანვე დაბრუნების შემდეგ კონსტანტინეს ექსპანსიური
მისწრაფებანი საით გაიშლებოდა, რომ ამ დროს სახალიფოს დამსჯელი ექსპედიციის
კიდევ ერთი დიდი ტალღა არ დაძრულიყო.
ამჯერადაც პირველად სომხეთს დაეძგერა ეს ტალღა.

239
სომეხი ხალხი მედგრად ეკვეთა მტერს, მაგრამ ისეთი მრავალრიცხოვანი იყო
მტრის ლაშქარი და ისე ძლიერი მათი ძგერების პირველი ტალღა, რომ ვერ გაუძლო.
სომხეთის შემდეგ არაბთა დიდი ლაშქარი საქარტველოსკენ დაიძრა.
ეს მოხდა 914 წელს და ისტორიაში კარგად არის ცნობილი აბულ - კასიმის შემოსევის
სახელით. აბულ - კასიმი სარდალი იყო არაბთა იმ მრავალრიცხოვანი ლაშქრისა.
ქართველი მემატიანე ასე გადმოგვცემს ამას:

ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ -კასიმ, ძე აბუ -
საჯისა, რომელთა გამოეგზავნა ამირ 0მუმნსა სპითა დიდითა და ურიცხვითა,
რომელთა არა იტევდა ქუეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა
ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ სომეხთა მეფემან
ვერ დადგნა ზარისა მისისაგან, და წარმოვიდა მუნით მეოტობით და მიმართა მთათა
აფხაზეთისათა, და მუნ იყოფოდა
.
აფხაზეთში გაქცევამ ვერ უშველა სუმბატს წამოეწივნენ, შეიპყრეს და
სომხეთში გააგზავნეს, იქ თავი მოკვეთეს და მოჭრილი თავი ჩამოჰკიდეს.
სომხეთის შემდეგ, როგორც ითქვა, საქართველოს მოადგა აბულ -კასიმი.
მოვიდა თბილისში, დაარბია კახეთი, აიღო ბოჭორმა და უჯარმა კახეთის
ქორეპისკოპოსი მაშინ კვირიკე იყო. კვირიკემ წინასწარვე იცოდა, რა დამანგრეველი
ძალა მოდიოდა მისი ქვეყნის ასაოხრებლად. ისიც შეგნებული ქონდა, რომ თავისი
მხედრობით ამ ძალას წინ ვერ აღუდგებოდა. ამიტომ აიღო თუ არა უჯარმა მტერმა
და ბოჭორმას მიადგა, კახეთის ქორეპისკოპოსი არაბ სარდალს მიეახლა და
მორჩილება მოახსენა.
ვინ გამოგაგზავნათო? - თითქოს ასე უკითხავს არაბ სარდალს, ასე
გადმოგვცემს მემატიანე (ვინ გაწვია აქა მოსვლა?)
დედაჩემმაო, მიუგო ქორეპისკოპოსმა.
არა ვატკინო გული ერთისა შემხვედვარს, - თითქოს ასე უპასუხა აბულ-კასიმმა
(სცოდნია, რომ კვირიკე დედისერთა იყო), მემატიანის სიტყვებით, მოსწონებია
კიდეც ჭაბუკი მთავარი და თავისუფლება უბოძებია, მაგრამ რაკიღა ბოჭორმაში ფეხი
შედგმული ჰქონდა, ეს ციხე აუღია.
არაბ სარდალს ქართლსადა სამხრეთ -საქართელოში ეჩქარებოდა და რაკი
კახეთის მთავარმა და როცა, ბოლოს, მეციხოვნეთა წინააღმდეგობა შეწყდა, ციხეში
133 კაცი აღმოჩნდა – გაწამებული, გატანჯული, დამშეული და უძილობით თვალში
სინათლედაშრეტილი. . .
და აქვე ერთი საგულისხმო დეტალი: სტეფანე მტბევარი გადმოგვცემს, როგორ
გამოჰყავდათ ციხიდან ეს დატანჯული, მაგრამ სულიერად გაუტეხელი ადამიანები.
და ამ დროს მათ შორის მყოფნი ,,ჩინებულნი იგი აზნაურნი. . . ადარნასე მეფემან
გამოიხსნა.
დაერივნენ გამხეცებული მოალყენი ერთი მუჭა მებრძოლებს და შეუბრალებლად
გაჟლიტეს – ,,რომელნიმე მახვილთა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლითა და ისრითა
შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ხორცთა მათთა დანებითა განაპებდეს, და ღვიძლები
იგი მათი, ვითარცა ძაღლთა პირითა გაეტაცა.
მეთაური ამ მეომრებისა ყმაწვილი კაცი გამოდგა, მამულისათვის თავდადებული
ქართველი ბიჭი – სახელად გობრონი. წარუდგინეს ეს ჭაბუკი აბულ-კასიმს. დაიწყო
ჩვეულებრივი დიალოგი. დაახლოებით ისეთივე, როგორიც ერთ დროს მურვან
ყრუსა და არგვეთელ ძმებს შორის გაიმართა.

240
კარგი ვაჟკაცი ხარ და შენი მოკვლა მენანებაო, არაბმა სარდალმა უთხრა, დაგმე შენი
რჯული და შვილივით შეგიყვარებ – დიდ ლაშქარს ჩაგაბარებ, ჩემი მარჯვენა ხელი
იქნები, პატივსა და დიდებას არ მოგაკლებ, იქნები ,,შენ ვითარცა ერთი რჩეული
ჩემთაგანი, საყვარელ იყო ჩემ წინაშე და პატივცემულ ყოველთა ამათგან ლაშქართა.
მკითხველი ალბათ ელის, რომ ჭაბუკი გობრონი, ყელს ამაყად მოიღერებს, წარბებს
აზიდავს და, მტერს ზიზღით გადახედავს – როგორ მიბედავო, ეტყვის, შენც
შემირცხვენიხარ და შენი რჯულიც თუ მკლავთ, ბარემ მომკალითო. . .
ბევრი გვახსოვს ასეთი ეპიზოდები მსოფლიო აგიოგრაფიული ლიტერატურიდან და
იმიტომაც ვთქვით, მკითხველი ალბათ გობრონისგანაც ამასვე მოელისო.
არა. გობრონიც ნამდვილი ,,მიწიერი გმირი აღმოჩნდა და მისი მეხოტბე მტბევარიც –
ასევე ,,მიწიერი მწერალი.
ნუო, შეევედრა, მაგას ნუ დამავალებ, ჩემს რჯულსა და ქვეყანას ნუ დამაგმობინებ. . .
ვერ დავგმობო. . .
მაშინ აბულ-კასიმმა მონებს უბრძანა, წაიყვანეთ და გაჟლეტილი და ასო-ასოდ
აკუწული თავისივე თანამემამულეები აჩვენეთო.
გობრონის გმირობაც აქედან იწყება.
წაიყვანეს.
და მართლაც საშინელი სანახაობა გადაეშალა ჭაბუკს თვალწინ, სულისშემძვრელი
სურათი.
უკანვე რომ მიიყვანეს, სარდალმა ჰკითხა – რა ქენი, ,,რაი გამოირჩიე თავისა
შენისაო.
და ისეთივე მშვიდი, მაგრამ მტკიცე პასუხი მიიღო.
ახლა ასეთი ბრძანება გასცა სარდალმა: რაკი მკვდრებმა ვერ იმოქმედა, ახლა
წაიყვანეთ და ცოცხლად აჩვენეთ ჟლეტისა და წამების სურათიო.
,,და კუალად წარიყვანეს ნეტარი გობრონ, დაადგინეს შორის დაშთომილთა მათ
მოყუასთა და ურიდად შეერინეს მათ მახვილთა. და ცემასა მას მათსა უწყალოდ
სისხლი მათი ეპკურებოდა მას და რომლისამე გუამი დავარდის მის წინაშე და
რომლისამე გუამი შეგორდის ქუეშე ფერხთა მისთა. და ესრეთ აღესრულნეს წამებანი
მათ ყოველთანი, საშინელებითა ვერ შეაძრწუნეს გული მისი.
არაბმა სარდალმა ალბათ იფიქრა – გულქვა კაცი ყოფილა, რაკი თანამემამულეების
საშინელმა წამებამ ვერ გატეხა; თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი. . . თავად აწამეთო,
მონებს უბრძანა, ოღონდ თანდათანობით, რომ ცოცხალი გავტეხოთო. . .

თავისი საქმე კარგად იცოდა მტერმა: ათასობით მოკლულსა და ასო-ასოდ აკუწულ


ადამიანს ეს ერთი ჭაბუკი მიემატებოდა თუ არა, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა,
სათვალავი ხომ ამით არ გაიზრდებოდა. მთავარი იყო, სულიერად გაეტეხა ეს ჯიუტი
ბიჭი, ქედი მოეხრევინებინა. ამ დაუმორჩილებელი ხალხისათვისაც კარგი მაგალითი
იქნებოდა ესა და თავისი საკუთარი ლაშქრის დასანახადაც საჭირო იყო.
თავი დაახრევინეს ახალგაზრდა მეომარს და ,,სცეს მახვილითა ორგზის ოდენ.
დასჭრეს, მაგრამ სასიკვდილოდ არა. დააცადეს, აბა რას იზამსო.
გობრონმა თავისივე ჭრილობაში ამოავლო ხელი და შუბლზე საკუთარი სისხლით
ჯვარი გამოისახა. სარდლის წინაშე რომ მიიყვანეს, ,,ბრწყინავდა პირი მისი და
შუბლი მისი ელვარედ.
როცა საბოლოოდ დარწმუნდა აბულ-კასიმი, რომ ახალგაზრდა ქართველ
მამულიშვილს ვერ გატეხდა, თავი მოაკვეთინა.

241
ეს მოხდა 914 წლის 17 ნოემბერს.
სახალიფოს დამსჯელი ექსპედიციის ამ ერთმა დიდმა ტალღამაც გადაიარა.

3
გამოხდა ხანი, ქვეყანამ ბოლო დარბევის ჭრილობები მოიშუშა. . .
და კონსტანტინე მეფე ისევ აბორგდა, ისევ მოუნდა აღმოსავლეთისკენ გალაშქრება.
კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსმა უხმოო, მემატიანე გადმოგვცემს (ეს ის კვირიკეა,
აბულ-ჯასიმმა რომ შეიწყნარა), მაგრამ რაკი გალაშქრებისა და მეზობელი სამთავროს
დარბევის შემდეგ ნადავლიდან უფრო დიდი ნაწილი ეგრის-აფხაზეთის მეფეს ერგო,
ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსტანტინე მეფე თვითონვე შეუთვლიდა და
გაიხდიდა მოკავშირედ კახთა ქორეპისკოპოსს.
ამჯერად კახეთისა და დასავლეთ საქართველოს შეერთებულმა ლაშქარმა ჰერეთზე
გაილაშქრა. პირველად ვეჟინის ციხეს მიადგნენ და ალყაში მოაქციეს. ზემოთა
მხრიდან (,,ზედათ-კერძო) კონსტანტინეს მხედრობა მოადგა, ქვემოდან – კვირიკე.
ბრძოლით აიღეს ციხე და ამ დროს ჰერეთის მთავარი ადარნასეც მოვიდა.
ჩვენ ვიცნობთ ამ ადარნასეს, ადარნასე პატრიკს, დინარ დედოფლის ქმარს.
ადარნასე იძულებული გახდა, არახელსაყრელ ზავზე დათანხმებულიყო: ,,მოსცა
აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი, კვირიკეს ირჭობი (ზემოთ შევნიშნეთ, მეტი წილი
აფხაზთა მეფეს ერგო).
სხვათა შორის, მემატიანის ცნობა ადასტურებს აგრეთვე წარწერაც ერედვის წმიდა
გიორგის ეკლესიისა, რომელიც სწორედ იმ ხანებშია აგებული.

,,... ხელმწიფობასა ღმრთივ დამყარებულია წმინდისა კონსტანტინე მეფისასა,


რომელმან ბრძანა და ჩავიდა ჰერეთს შიგან, ჰერთა მეფეი გააქცია და მუნით
მშუიდობით იქცა. ჩისკრად ალავერდს ილოცა, მწუხრ ბრეძას გადაჰხთა. მეორედ
კუალად ავიდა, ვეჯინის ციხე დალეწა.
კონსტანტინემ რომ ალავერდს ილოცა, ეს ცნობა ,,მატიანე ქართლისასაც
შემოუნახავს და ამისათვის იქნებ არც მოგვექცია ყურადღება. და განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს, სად ილოცა მეფემ! აქ საგულისხმოა ერთი ფრაზა, რის შესახებაც
,,მატიანე ქართლისა არაფერს ამბობს: კონსტანტინეს მეორედაც დასჭირვებია ჰერეთს
წასვლა და ვეჯინის ციხის ,,დალეწვა.
აფხაზთა მეფე კონსტანტინე რომ გარდაიცვალა, ორი შვილი დარჩა სხვადასხვა
ცოლისაგან. და როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, ახლაც დიდხანს
გაგრძელდა ბრძოლა, თუ ვის დარჩენოდა ტახტი.

ისტორიამ ბევრი იცის ასეთი დინასტიური ხასიათის ბრძოლები ყველა ქვეყანაში.


გაჩნდებიან ხოლმე დაჯგუფებები, ბრძოლა თანდათან იძაბება, მწვავდება, სისხლიც
იღვრება და ხშირად დიდ ხანსაც გასტანს. ახლაც კარგა ხანს გაგრძელდა ბრძოლა და,
ეტყობა, უსისხლოდ ვერც აქ დამთავრდა საქმე. ერთი წლის დაძაბული ბრძოლის
შემდეგ კონსტანტინეს უმცროსი ვაჟი მოკვდა (მოკლესო, მოსე ჯანაშვილი წერს) და
ტახტი დარჩა უფროსს - გიორგის.
გიორგი მეორე გამეფდა 922 წელს.
ქართველი მემატიანე ქებით მოიხსენიებს ამ გიორგის: იყო სრული ყოვლითა
სიკეთითა, სიმხნითა და ახოვნებითა... მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა,
უხვი და მდაბალი... აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსოდ!

242
დიდებული ჭყონდიდის ტაძარი და საეპისკოპოსო კათედრა, რომელზედაც ქვემოთ
კიდევ გვექნება საუბარი, გიორგის დაუარსებია!
მარტო ეს ეყოფოდა სახელად.
გიორგისავე სახელს უკავშირდება ალანების მოქცევა ქრისტიანებად და ამით
ჩრდილო კავკასიის ხალხთა უფრო დაახლოება საქართველოსთან.
ერთი წელი გავიდა დასავლეთ საქართველოში გიორგი მეორის გამეფების შემდეგ და
923 წელს გარდაიცვალა ქართველთა მეფე ადარნასე მეორე. სამხრეთ საქართველოში
სამეფო ტახტზე ადარნასეს შვილი დავითი ავიდა.მაგრამ ქართველთა მეფე ამ
დროისათვის ისეთი ძლიერი აღარა სჩანს და ქართლისათვის ვეღარც იცლის.
უმთავრესად სამხრეთ საქართველოში ,,მოქმედებდა... და ქართლის საქმეებს
ყურადღებას ვერ აქცევდაო, მოსე კანაშვილი წერს. შინაგანმა შუღლმა და
განხეთქილებებმა შთანთქა მათი ყურადღება და ენერგია.
,,ამიერითგან საქართველოში უპირატესობა და მეთაურობა აფხაზთა მეფეების ხელთ
იყო, შენიშნავს ივანე ჯავახიშვილი.
არის ერთი გარემოება, რის გამოც ტაო-კლარჯეთის მმართველნი ამ პერიოდში
ქართლისათვის ისე აქტიურად ვეღარ იცლიდნენ. ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი.
ქართლის მმართველად გიორგი მეორემ თავისი შვილი კონსტანტინე (პაპის სეხნია)
დაადგინა.

ქართლის ახალგაზრდა გამგებელს, ეტყობა, ვერ გამოჰყვა მამის ჭკუა და სიდინჯე:


ქართლისა და მესხეთის დიდებულებმა გადაიბირეს; რაღა მამაშენს ემორჩილებიო,
უთხრეს, ამხელა ქვეყნის მბრძანებელი ხარ, ჩვენც აგერ მხარში ამოგიდგებით, ვიღა
მოგვერევა, ვიღა დაგვამარცხებს, გადაუდექი და თავი ქართლის მეფედ გამოაცხადე,
მერე დასავლეთ საქართველოსაც შემოიერთებ და გახდები მორჭმული და
ძლევამოსილი მეფე, იმპერატორიც კი ხმას ვეღარ გაგცემსო.
ძალიან დიდი იყო ცთუნება. ძნელი გამოდგა ფეოდალური ამბიციის დათრგუნვა.
მოტყუვდა ქართლის ახალგაზრდა გამგებელი. აზნაურებმა მოატყეს. ვეღარ მოხვდა,
რომ ქართლის აზნაურები მისი კეთილდღეობისათვის არა ზრუნავდნენ. იმათ
თავისი საკუთარი საზრუნავი ჰქონდათ, თავისი მუცლის გვრემა. იგრძნეს, რომ
გიორგი მეფე ძალიან განდიდდა, გაძლიერდა, დღეს თუ ხვალ ქართლშიაც უფრო
მაგრად დაიდგამდა ფეხს და აზნაურების თვითნებობას ალაგმავდა, თავისუფალი
პარპაშის საშუალებას მოუსპობდა.
აი, რა აწუხებდა მათ.
პირიქით რომ მომხდარიყო - ახალგაზრდა უფლისწული რომ მოსჩვენებოდათ უფრო
განდიდებულ-გაძლიერებული და ამ აზნაურების ალაგმვის შემძლებელი, ერთის
წუთითაც არ დაფიქრდებოდნენ და მამას ამოუდგებოდნენ მხარში, მასთან კავშირს
მოინდომებდნენ, შვილის წინააღმდეგ წააქეზებდნენ... ეს ფეოდალური
ურთიერთობის უმარტივესი კანონია და ამას უფლისწული ვერ მიხვდა, მოტყუვდა.
ცბიერ აზნაურებს დაუჯერა. თავად მოუნდა განდიდება...
სამი წელი მოიწურა, რაც მამამ ქართლი ჩააბარა და უკვე გააპარტავნდა და
თვითნებობა შეატყო შვილს.
უფრო მეტი თავნებობის დრო და საშუალება აღარ მისცა გიორგიმ. როგორც კი გაიგო
ღალატის ამბავი, ქუთაისიდან დაიძრა და უფლისციხეს მოადგა.

ქართლის გამგებლის რეზიდენცია ხომ უფლისციხე იყო.

243
კონსტანტინეს უკვე მოესწრო და კარგად გაემაგრებინა ციხე - მას ,,ტბელნი და სხუანი
მრავალი აზნაურნი
შველოდნენ. გიორგი მეფეს ტაოელნი და კახეთის ქორეპისკოპოსი მიეშველნენ.
რამდენიმე დღე ამაოდ უტევდნენ ციხეს გიორგი და მისი მომხრეები. ვერაფერს
გახდნენ. უფლისციხე ძნელი ასაღები იყო. დიდი სამხედრო ძალა ჭირდებოდა. რაც
მთავარია, დიდი დრო. მხედრობა ცოტა როდი ახლდა გიორგის. თაოელნიც და
კახელნიც ხომ მიეშველნენ; რა არ იღონეს, რამდენი არ უტრიალეს, მაგრამ ციხის
აღება მაინც ვერ მოახერხეს. შეუპოვარი ბრძოლა გაჩაღდა. ,,ზოგსა დღესა შეიბნიან
ცხენითა და ზოგსა დღესა ქუეითნი.

საინტერესო დეტალია: რაკიღა მხედრობის ჯიქურ მიხდომითა და ისრების დაშენით,


თუნდაც ფილეკავნებით ვერაფერს გახდნენ (შორიდან ნატყორცნი ისრები და ქვები
ამ ბუმბერაზ კლდეში გამოკვეთილ ქალაქს რას დააკლებდა!), მეორე დღეს,
გამთენიისას, ქვეითი რაზმი დაუყვა მტკვარს.
ვცადოთ ამ ეპიზოდის გაცოცხლება; მდინარეზე ფთილებად მოფანტული ნისლის
სიმსუბუქით მიჰყვებოდა ნაპირს დილის ნისლისფრადვე შენიღბული მარჯვე
ბიჭებისაგან შემდგარი რაზმი. გარდა ხანჯლებისა, სხვა არავითარი იარაღი არა
სხმიათ. იმ ადგილს რომ მიუახლოვდნენ, სადაც ციხე-ქალაქიდან გამომავალი
საიდუმლო გვირაბის ყელი ეგულებოდათ, წინამძღოლი, ჭაღარაშერეული კაცი,
რომელიც შორიახლო მიუძღოდა რაზმს, მიწას განერთხო, და თვალისდახამხამებაში
ყველამ მას მიბაძა. ერთხანს ასე მიცოცავდნენ. მერე წინამძღოლმა ხელი ფერდის ქვეშ
შეაცურა და ქარქაშიდან ფრთხილად ამოაძრო ხანჯალი, ხელში მოიმარჯვა... და
წამსვე დილიდ სიმყუდროვეში მდინარის თანაბარ ხმაურს ქარქაშიდან ხანჯლის
ძრობის ოდნავ გაგრძელებული შრიალი შეერთო. წინამძღოლი მარცხენა იდაყვს
დაეყრდნო, ოდნავ წამოიწია. ეს იმის ნიშანი იყო, გვირაბის ყელს მიადგნენ. რაზმი
გაინაბა... ხოლო როცა მოწინავე ჯგუფი ერთ მუშტად შეიკრა და, თითქოს ერთბაშად
ურჩხულის ხახამ შთანთქაო, გვირაბის ჩაბნელებულ ყელში გაუჩინარდა, მათ
ასეთივე შემართული ხანჯლები შემოხვდათ... ხელად დამთავრდა ყველაფერი -
ცელკეული განწირული შეძახილები ყრუდ გამოიჭრა გვირაბიდან და დილის ნიავმა
გაიტაცა.

ქვეითი მეომრების დიდი რაზმი უფრო მოშორებით მიჰყვებოდა მეწინავე ჯგუფს,


გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს წინმიმავალი ამხანაგების მოძრაობას. ისინი
რომ გვირაბის ყელში გაუჩინარდნენ, ეს უკვე დაწყების ნიშანი იყო: შუბები შემართეს
და გაქანდნენ. მაგრამ სისხლით მორწყული შესასვლელი გვირაბისა ჩაგრეხილი
დახვდათ. გონს მოსვლა ვერც მოასწრეს, რომ ზემოდან, ციხის კალთიდან, სულ
სხვადასხვა მხრიდან ისრების სეტყვა წამოვიდა...
მაგრამ შევწყვიტოთ, ნუღარ გავაგრძელებთ. აქ ძმათა სისხლი იღვრება და მისი
გახსენება ათი-თერთმეტი საუკუნის შემდეგაც კი ძნელია.
,,მრავალ დღეთა ამაო ბრძოლის შემდეგ, რაკი ვეღარაფერს გახდა, გიორგიმ ციხიდან
მოტყუება გადაწყვიტა შვილისა, თვითონ, თავისი მხედრებით, განერიდა ციხეს,
ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ხელი ჩაიქნია, აპატია შვილს და იქაურობას
გაეცალა, სულ წავიდა.

სინამდვილეში, მხედრობა გაგზავნა დიდი ხმაურითა და აურზაურით, თვითონ კი


მცირე ამალის თანხლებით იქვე დაიმალა - ალბათ მტკვრის გამოღმა, ქვახრელში.

244
შვილს ხალხი მიუგზავნა - თანხლები აზნაურები.
ამათ უთხრეს:
გამოდი, ბედმა გაგიღიმა, მამაშენი მთელი ამალით და დარჩეული მხედრობით
ტაოსკენ გაემგზავრა. სასახლე ცარიელია. მანამ უკან დაბრუნდებოდეს მამაშენი,
ქუთაისში, შენ დაასწარი, ჩვენც გვიახლე და გვიმსახურე, გამაგრდი სასახლეში და
მერე რაღას დაგაკლებსო
. . . შენ დაჯედ მეფედ და მამაშენი დარჩეს გარეგნით.
ამჯერად დიდი იყო ცთუნება. ამჯერადაც ძნელი დასათრგუნი გამოდგა ქართლის
ახალგაზრდა გამგებლის ამბიცია. მეორედ მოტყუვდა. თავისი მომხრე აზნაურები
ბევრს უშლიდნენ, სიმართლეს ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ამბიციით
გონებადაბნელებულმა უფლისწულმა არ ისმინა. და მალე სანანებლად გაუხდა ეს.
დაღამებას დაუცადა. როცა კარგად ჩამობნელდა, ციხიდან გამოძვრა, გამოიარა
საიდუმლო გვირაბი და მდინარის პირას გამოვიდა. მტკვარი ხომ იქვეა,
უფლისციხესთან. ტივი წინასწარ ჰქონდა გამზადებული მდინარეზე. შედგა ტივზე
და გამოსცურა.
ახლა მეფის მხლებლებმა იჩქარეს. ტივიდან გადმოსვლა არ აცალეს, მისცვივდნენ.
,,ვერღარა დაითმინეს და მიეტევნეს შეპყრობად. ტივიდან გადმოსვლა რომ ეცლიათ
და ხმელეთზე გამოსულისთვის ჩაევლოთ ხელი, სადღა წაუვიდოდათ, მაგრამ
სიბნელეში დაიბნენ და ტივს ნაპირზე მიდგომა აღარ აცალეს.
უფლისწულს პატარა ეჭვი მაინც ჰქონდა გულში. წინასწარ ჰყავდა მეტივე
გაფრთხილებული. როგორც კი იგრძნო საშიშროება, ტივი უკანვე გაატრიალებინა,
ისე რომ მომხვდურებმა ფეხი ვეღარ დაიმაგრეს ზედ, სველ მორებზე დაუცურდათ
და ტივზე მდგომებმა ადვილად მოიცილეს.
კონსტანტინემ ციხეში შებრუნება გადაწყვიტა. მაგრამ ღამეში, სიბნელეში, ტივის
დამორჩილება ძნელი გახდა, წყალმა ქვევით გააცურა.
მეფე გიორგი გამოცდილი მებრძოლი იყო და ყველაფერი გათვალისწინებული
ჰქონდა. შვილი რას მოატყუებდა! მარდ ცხენებზე ამხედრებული მდევრების ჯგუფი
წინასწარვე გამზადებული ჰყავდა. გადასცურეს ხელად მტკვარი და ციხის
მისასვლელები შეჰკრეს, ციხეში შესასვლელი გზა მოუჭრეს უფლისწულს.
ამის შემდეგ ძნელი აღარ იყო ციხიდან გამოტყუებული უფლისწულის შეპყრობა.
როცა კარგად გათენდა, ახლომახლო ადგილები დაძებნეს და ბედუკუღმართი
უფლისწული კლდეში დამალული იპოვეს. უფლისციხის მისადგომები და
შემოგარენი ხომ სულ კლდოვანია. სწორედ კლდის ნაპრალში წააწყდა მეფის ერთ-
ერთი ჯარისკაცი. შეიპყრეს და გიორგის მიჰგვარეს.
საშინელი გამოდგა მეფის მსჯავრი: ჯერ თვალები ამოუშანთეს უფლისწულს, მერე
დაასაჭურისეს. . .
და ამდენს ვეღარც გაუძლო. ხელში შემოაკვდათ.
თითქოს ახლაღა გამოფხიზლდაო, დანარჩენების მიმართ ლმობიერება გამოიჩინა
მეფემ – უფლისწულის მხარდამჭერი ადგილობრივი აზნაურები და ტბელნი
ციხიდან გამოიყვანა და ,,განუტევნა მშვიდობით. . .

ასეთი ტრაგედია დატრიალდა უფლისციხის მისადგომებთან, მტკვრის პირას.


მკაცრი საუკუნეები იყო!

245
ქართლს უპატრონოდ ხომ აღარ დააგდებდა და ხომ არ დაკარგავდა გიორგი
აფხაზთა მეფე. მეორე შვილი – ლეონი – გადმოიყვანა და ის დასვა ახლა ქართლის
გამგებლად. თავისი სამფლობელოს გაზრდისა და გაფართოების მისწრაფებანი არც
ამის შემდეგ შენელებია. პირიქით, უფრო ფართო მასშტაბის გაბედული მოქმედება
დაიწყო.
ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა მეფე, როგორც უკვე ითქვა, ქართლისთვის
ვეღარ იცლიდა, და რაკი მისი შიში აღარა ჰქონია, ქართლში ახლა უფრო მტკიცედა
გრძნობდა თავს აფხაზთა მეფე. კახეთის მთავარსღა თუ შეეძლო მეტოქეობა გაეწია.
მისი მოკავშირე ფადლა ქორეპისკოპოსი ამასობაში გარდაიცვალა და ტახტზე
ფადლას შვილი კვირიკე ავიდა, პირველი კვირიკეს შვილიშვილი და სეხნია.
,,მატიანე ქართლისა
გვაუწყებს: გარდაბნელი აზნაურები გადაუდგნენ კვირიკე მეორეს და გიორგი
მეფესთან გამართეს მოლაპარაკებაო (მოსე ჯანაშვილი უფრო აკონკრეტებს ამ
მოლაპარაკების შინაარსს – ქვეშევრდომობა აღუთქვეს, მეფედ მიიწვიესო).
ადვილი შესაძლებელია, ამისი ინიციატივა თვითონ გიორგისგან მოდიოდეს;
რადგან ქართლში განმტკიცების შემდეგ მისთვის სწორედ კახეთი იყო
მნიშვნელოვანი.
ასე იყო თუ ისე, გარდაბნელები გადაუდგნენ კვირიკე მეორეს. . .
და ჩვენ კახეთში ვხედავთ გიორგი აფხაზთა მეფეს, რომელმაც ,,მოსწყუა და
ასწყვდიდა
ოქაურობა, და მალევე გამობრუნდა.
ეტყობა, ეს იყო პირველ სადაზვერვო და დასაშინებელ გალაშქრებასავით – ერთი
გაიჯირითა, გადაქელა და უკანვე შემოიქცა; რათა უფრო დიდი სამხედრო
ძალისათვის მოეყარა თავი და მეორედ უკვე უფრო საფუძვლიანად გაელაშქრა; და
ამის შემდეგ კახეთშიაც ისე მტკიცედ დამკვიდრებულიყო, როგორც უკვე ქართლში
გრძნობდა თავს.
ამიტომაც, როცა უკან შემოიქცა, ქუთაისში კი აღარ დაბრუნებულა, ატენში
დაბინავდა, უფლისციხის მახლობლად, სადაც მისი შვილი ლეონი იდგა. შვილს
უნდა შეეგროვებინა მისთვის დიდი მხედრობა კახეთში ხელმეორედ
გასალაშქრებლად.
კვირიკე მეორეს აშკარად არა სწყალობდა ბედი: დაჯდა თუ არა მამის ტახტზე,
ამ ძლიერმა და მადაგახსნილმა მეფემ – გიორგიმ – დაადგა თვალი. ახლაც,
პირველი შემოსევისა და ქვეყნის ნაწილობრივი აოხრების შემდეგ, მიხვდა, რომ
მეორე უფრო დამანგრეველი შემოსევა ელოდა, და აღარ დაუცადა ამას, თვითონვე
ეახლა გიორგისა და ლეონს და მორჩილება გამოუცხადა. გულში, ეტყობა, სხვა რამე
ედვა: ალბათ მოლაპარაკება ექნებოდა ქართლელ ფეოდალებთან, რომელთაც,
როგორც უკვე ითქვა, ძილს უფრთხობდა და მოსვენებას უკარგავდა აფხაზეთის
მეფის ასეთი გაძლიერება.
ამნაირი მოლაპარაკება რომ ნამდვილად ექნებოდა კვირიკე ქორ-ეპისკოპოსს
და რაღაც კონტრშეტევას რომ ამზადებდა, იქიდანაც ჩანს, რომ მორჩილების
მოსახსენებლად თავისი ფეხით მოსულ ქორეპისკოპოსს სტაცეს ხელი აფხაზეთისა და
ქართლის გამგებლებმა და დაატყვევეს. ლეონმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ
გამგზავრებულიყო კახეთს და ქორეპისკოპოსის სახლობაც შეეპყრო. მაგრამ
ქართლის აზნაურებმა წინასწარვე აცნობეს მოსალოდნელი განსაცდელი კვირიკეს
უჯახს და გახიზნეს.

246
ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებდა ეგრის-აფხაზეთის მეფე რომ ამ დროს
კვირიკეს ძმა – შურტა – არა ხლებოდა მას და ნებაყოფლობით, უბრძოლველად არ
გადაეცა კახეთის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი უჯარმა (შემდეგ
კახეთის რამდენიმე ქალაქს კიდევ ,,დაეუფლა გიორგი მეფე). იქნებ შურტას
მონათვლ ძმისა და ქვეყნის მოღალატედ ცოდვაც იყოს: რაკი დარწმუნდა, საშველი არ
იყო, ქვეყნის გადადგურებას იქნებ ნებაყოფლობით დამორჩილება ამჯობინა!. .
ასეა თუ ისე, ეგრის-აფხაზეთის მეფე კახეთშიც შეიჭრა.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მტკიცედ დამკვიდრებას. ქვეყანა არეული
იყო, მშვიდობა ვერ დამყარდა. მართალია, კვირიკემ მიმართა მეფეს, ოღონდ ნუ
მომკლავ, ცოცხალი დამარჩინე და კახეთი შენი იყოსო (,,დაულოცა კახეთი გიორგი
მეფესაო, მემატიანე გვაუწყებს), მაგრამ ჯერჯერობით ეს ფუჭი სიტყვები იყო და
გიორგი მეფე თვითონვე თუ არ განიმტკიცებდა თავის მბრძანებლობას კახეთში,
ასეთი ,,გადალოცვა ბევრს არაფერს ნიშნავდა. ამჟამად ლეონმა მამაზე მეტი
სიფრთხილე გამოიჩინა, არ აპირებდა კახეთის ქორეპისკოპოსის გაშვებას, მაგრამ
მამამ არ უსმინა და გაუშვეს. ოღონდ მძევლად მაინც დაიტოვეს კვირიკეს შვილი.
ვინ იცის, თავიდან რას ფიქრობდა კვრიკე, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სიტყვა
გატეხა, ქართლის აზნაურების შთაგონებით (კიდევ აზნაურები! ხედავთ, როგორ
გამწარდნენ, ვერაფრით ვერ ეგუებიან ერთი მეფის გაძლიერებას, რასაც საბოლოოდ
საქართველოს ცალკეული კუთხეების შეერთება და ერთიანი სახელმწიფოს შექმნა
უნდა მოჰყვეს. ამას გრძნობენ, და სწორედ იმიტომ არიან გამწარებულნი!) და მათივე
სამხედრო დახმარებით ,,დაუწყეს ბრძოლად ციხეთა
და მალე სულ დაიბრუნეს (,,მცირედთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი).
საბოლოოდ, კვლავ დაეუფლა კვირიკე თავის სამეფოს.
ასე რომ, უსაფუძვლო არა ყოფილა ლეონის შიში.
არ უსმინა და წინდაუხედაობა გამოიჩინა, კვირიკე ტყვეობისაგან გაათავისუფლა.
ეს მოხდა ზამთრის პირს. ლიხის გადასასვლელზე დიდი თოვლი ჩამოყარა, გზები
შეიკრა და მხედრობის შეგროვებას ახლა აზრი არა ჰქონდა. თანაც, გიორგის, ეტყობა,
ავადმყოფობა შეეჩვია. გაზაფხულამდე დაიცადეს, და, როცა გაზაფხულდა, მხოლოდ
მაშინ გაგზავნა მეფემ ლაშქარი. რაკი თვითონ ავად იყო, ,,წინამძღურად უჩინა
ლეონი.
გაგულისებული ლეონი შეიჭრა კახეთში და რბევა დაიწყო. . .
მაგრამ ამ დროს შინიდან სამწუხაროდ ამბავი მოუვიდა – გიორგი მეფე
გარდაცვლილიყო.
დაღონდა უფლისწული. ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარა ჰქონდა. კვირიკე
მეფე მოიხმო და თითო ცხენოსნის თანხლებით ბაზალეთის ტბის პირას შეხვდნენ
ერთმანეთს. ჯერ არ გაუმჟღავნებია ლეონს მამის სიკვდილი. დაზავებაზე დაუწყო
მოლაპარაკება. ქალიშვილს მოგცემ რძლადო, ესეც აღუთქვა, და მოყვრობით კიდევ
უფრო განუმტკიცა საფუძველი ურთიერთკავშირს. კვირიკე გახარებული დარჩა
საქმის ასე კეთილად დასრულებით.
შორიდან მაცქერალი თავლისთვის საინტერესო და ძალიან უცნაური
სანახაობა კი იქნებოდა ეს მოლაპარაკება; მხედრობისგან განაპირებული მეფეები
მძიმედ დაატარებენ სადავემიშვებულ ცხენებს ტბის გასწვრივ, საქმიან საუბარში
არიან გართული, დროდადრო ლაგამს მოქაჩავენ და შედგებიან, თვალს თვალში
გაუყრიან ერთმანეთს, მერე ისევ მიუშვებენ ლაგამს. . . და, ბოლოს ერთი მათგანი
ერთბაშად მოსწევს სადავეს – ეს კახეთის მეფეა – უზანგს არც კი დაეყრდნობა, ისე

247
ჩამოფრინდება ცხენიდან და თანამოსაუბრესთან მივარდება, თავლებგაბრწყინებული
ახედავს, და მერე მდბლად დაუხრის თავს. . .

მთლიანად აჯანყებული ფოკას ხელში აღმოჩნდა და მის გამარჯვებაში ეჭვი


აღარავის ეპარებოდა.მან მთელი მცირე აზია დაიპყრო და დაიმორჩილა...
ქართველი მეფის გვერდები ფართო იყო-აჯანყებულ ფოკასთან კავშირით იგი
თავისი ქვეყნის კიდევ უფრო გაფართოებასა და ახალი ტერიტორიების
შემოერთებაზე ოცნებობდა. და ამ ოცნების ასრულებას თითქმის აღარაფერი
ეღობებოდა...ამასთან, ფოკა თუ გაიმარჯვებდა, დავითს მეტი გარანტია ექნებოდა,
რომ იმ დროებით ბრძანებულ მიწა-წყალს საბოლოოდ დაინარჩუნებდა.
უზურპატორი სულ ახალ და ახალ გამარჯვებას ზეიმობდა.ბიზანტიის ლამის
ბლოკადაში მოექცა და უეჭველი განადგურება ელოდა...
გადამწყვეტ ბრძოლაშიც გამარჯვება ფოკას მხარეზე იყო. ომის ბედი უკვე
გარკვ ეული ეგონათ. კიდევ ცოტა და ბარდა ფოკა საბილოო გამარჯვებას იზეიმებდა.
და რომ უფრო დაეჩქარებინა ეს სანატრელი წუთი, გადაწყვიტა იმპერატორი
ბასილი მოეკლა, რომელიც იქვე იყო ბრძოლის ველზე. ეს იქნებოდა ომის
დამთავრების ბოლო აკორდიც და იმისი უტყუარი გარანტიაც, რომ ფოკა ტახტის
ეერთადერთი მფლობელი, დიდი იმპერატორის მბრძანებელი გახდებოდა.
ფოკამ იმპერატორისკენ გააქანა ცხენი...
მაგრამ ამ დროს მოულოდნელი რამ მოხდა.
მანამ იმპერატორს წამოეწეოდა, უზურპატორმა ცხენი გვერდზე შეატრიალა,
ჩამოხტა, მიწაზე გაწვა და სულიც ამოხდა.
ხმა გავრცელდა, თითქოს მისი ფარეში მოესყიდოთ და უზურპატორისათვის
ბრძოლის წინ შხაპი შეეპარებინოთ...
მკითხველი ადვილად წარმოიდგენს, რა დღეში აღმოჩნდებოდა დავით
კურაპალატი.
არ გაუმართლა ქართველ მეფეს.თითქოს ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ უნდა
დამთავრებულიყო და ფოკას უეცარმა სიკვდილმა შეატრალა საქმე.რისიღა იმედი
უნდა ჰქონოდაგაგულისებული იმპერატორისგან?

არაბი ისტორიკოსის ცნობით, იმპერატორს ქართველი მეფის სიკვდილით


დასჯაც გადაუწყვეტია, მაგრამ მერე გადაუფიქრებია. დავითმა თურმე პატიება
სთხოვა და აღუთქვა, თქვენგან ბოძებული მიწა-წყალი თქვენვე დაგრჩეთ, მე რომ
მოვკვდებიო.კაცმა რომ თქვას, ამას რაღა დავით კურაპალატის ფიცი და დასტური
სჭიორდებოდა?!
ზოგიერთი კვლევარის აზრით, ამ ნმარცხის შემდეგ დავით კურაპალატმა
ხიზანტიის იმპერეტორს თითქოსაღუთქვა,არა მარტომთლიანად აჯანყებული ფოკას
ხელში აღმოჩნდა და მის გამარჯვებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა.მან მთელი მცირე
აზია დაიპყრო და დაიმორჩილა...
ქართველი მეფის გვერდები ფართო იყო-აჯანყებულ ფოკასთან კავშირით იგი
თავისი ქვეყნის კიდევ უფრო გაპართოებასა და ახალი ტერიტორიების
შემოერთებაზე ოცნებობდა. და ამ ოცნების ასრულებას თითქმის აღარაფერი
ეღობებოდა...ამასთან, ფოკა თუ გაიმარჯვებდა, დავითს მეტი გარანტია ექნებოდა,
რომ იმ დროებით ბრძანებულ მიწა-წყალს საბოლოოდ დაინარჩუნებდა.
უზურპატორი სულ ახალ და ახალ გამარჯვებას ზეიმობდა.ბიზანტიის ლამის
ბლოკადაში მოექცა და უეჭველი განადგურება ელოდა...

248
გადამწყვეტ ბრძოლაშიც გამარჯვება ფოკას მხარეზე იყო. ომის ბედი უკვე
გარკვ ეული ეგონათ. კიდევ ცოტა და ბარდა ფოკა საბილოო გამარჯვებას იზეიმებდა.
და რომ უფრო დაეჩქარებინა ეს სანატრელი წუთი, გადაწყვიტა იმპერატორი
ბასილი მოეკლა, რომელიც იქვე იყო ბრძოლის ველზე. ეს იქნებოდა ომის
დამთავრების ბოლო აკორდიც და იმისი უტყუარი გარანტიაც, რომ ფოკა ტახტის
ეერთადერთი მფლობელი, დიდი იმპერატორის მბრძანებელი გახდებოდა.
ფოკამ იმპერატორისკენ გააქანა ცხენი...
მაგრამ ამ დროს მოულოდნელი რამ მოხდა.
მანამ იმპერატორს წამოეწეოდა, უზურპატორმა ცხენი გვერდზე შეატრიალა,
ჩამოხტა, მიწაზე გაწვა და სულიც ამოხდა.
ხმა გავრცელდა, თითქოს მისი ფარეში მოესყიდოთ და უზურპატორისათვის
ბრძოლის წინ შხაპი შეეპარებინოთ...
მკითხველი ადვილად წარმოიდგენს, რა დღეში აღმოჩნდებოდა დავით
კურაპალატი.
არ გაუმართლა ქართველ მეფეს.თითქოს ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ უნდა
დამთავრებულიყო და ფოკას უეცარმა სიკვდილმა შეატრალა საქმე.რისიღა იმედი
უნდა ჰქონოდაგაგულისებული იმპერატორისგან?

არაბი ისტორიკოსის ცნობით, იმპერატორს ქართველი მეფის სიკვდილით დასჯაც


გადაუწყვეტია, მაგრამ მერე გადაუფიქრებია. დავითმა თურმე პატიება სთხოვა და
აღუთქვა, თქვენგან ბოძებული მიწა-წყალი თქვენვე დაგრჩეთ, მე რომ
მოვკვდებიო.კაცმა რომ თქვას, ამას რაღა დავით კურაპალატის ფიცი და დასტური
სჭიორდებოდა?!
ზოგიერთი კვლევარის აზრით, ამ ნმარცხის შემდეგ დავით კურაპალატმა
ხიზანტიის იმპერეტორს თითქოსაღუთქვა,არა მარტო თქვენგან ბოძებულ
ტერიტორიას, მთელ ჩემს სამეფოს თქვენ დაგიტოვებთ, მე მაინც უმკვიდრო ვარო.
ეს არ უნდა იყოს მართალი, და აი რატომ.
დავით კურაპალატს ამის შემდეგაც არ დაუყრია ფარ-ხმალი-ძველებური
ენერგიულობითა და შეუპოვრობით განაგრძობდათავისი სამეფოს გაფართოებას,
ახალი კუთხეების შემოერთებას.უკვე ძალიან მოხუცი იყო, მაგრამ მაინც არ
ისვენებდა, მაინც იბრძოდა, ახალ-ახალ კუთხეებს უმატებდა თავის სამეფოს.ზემოთ
რომ ქალაქ მანასკერტისაღების ამბავი ვახსენეთ, ეს სწორედ იმ ხანებში მოხდა, იმ
მარცხის შემდეგ.სხვა ქალაქებისათვის ბრძოლების ისტორიაც შემოუნახავთ
წყაროებს.ყველაზე ვერ შევჩერდებით-ძალიან შორს წაგვიყვანს. სიკვდილის დღემდე
არ დამცხრალა დავით კურაპალატი... დადარაჯებული იყო და როგორც კი მარჯვე
შემთხვევე მიეცემოდა, სამხრეთით მოსაზღვრე ამირებს დაესხმოდა, ქალაქსა და
სოფლებს გამოჰგლეჯდა ხოლმე
ეს ბოლო ორი სიტყვა ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის და კარგათგადმოგვცემს დავით
კურაპალატის მაშინდელ განწყობილებას:როგორ გაფაციცებით ცდილობს,
მაჰმადიანი დამპყრობლებისაგან გაათავისუფლოს მოსაზღვრე მიწა-წყალი და
შემოიერთოს სწორედ რომ გამოგლიჯოს დამპყრობელს და თავისი სამეფოს
საზღვრები უფრო იქით გადასწიოს, შორს გაიჭრას!
როგორც ითქვა, სწორედ ამ ხანებში აიღოს დიდი ქალაქი მანასკერტი.ერთი არმია
რომ გარდაიცვალა და მისი ადგილი მეორემ, მისივე დისწულმა დაიკავა, ქართველმა
მეფემ ალყა შემოარტყა მანასკენტს.ეტყობა კარგა ხანს ჰყავდა მოქცეული

249
ალყაში.ბობლოს კი ქალაქის დამცელ მაჰმადიანთა წინააღმდეგობა გატეხა დავით
კურაპლატმა, მაჰმადიანები განდევნა და ქალაქში ქართველები და სომხები ჩაასახლა.
მანასკერტი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო პოლიტიკურ0-ეკონომიური
თვალსაზრისითაც.სტრატეგიულადაც... ქართველი მეფე ამ აქ მტკიცე ბაზას იქმნიდა
შემდგომი ბრძოლებისთვისაც (მიტომაც არ დაახანა და ქართველი და სომეხი
მოსახლეობა ჩაასახლა;ქართველებითა და სომხებით აავსოო, ივანე ჯავახიშვილი
წერს) მაჰმადიანი დამპყრობლები გვიან მოვიდნენ გონს, გვიან მიხვდნენ, რომ ამ
ქალაქის დაკარგვა არ შეიძლებოდა,რადაც უნდა დაგვიჯდეს, უკანვე უნდა
დავიბრუნოთო, თქვეს. და ძალიან უსუსურ ხერხს მიმართეს ქალაქის
დასაბრუნებლად:მოციქულები მიუგზავნეს ქართველ მეფეს-ახლავე დაგვიცალე
ქალაქი, თორემ, იცოდე, გამოვილაშქრებთო,
დაშინება მოუნდომეს!
რა სიტყვებით უპასუხა ელჩებს კურაპალატმა, ეს არ ვიცით, გულში კი მაინც
გაიფიქრებდა-რაღა დასაბრუნებლად იხდიდით საქმეს, დაპყრობილი გქონდათ ეს
ქლაქი და,თუკი ასე გულით გინდოდათ და ძალაც შეგწევდათ, მაშინ დაგეცვათო
უარი შეუთვალა
მართლაც დაიძრა მაჰმადიანი ამირების შეერთებული მხედრობა. ქართველ მეფეს
ადრევე დაეჭირა თადარიგი:ბაგრატ მეორისა და სომეხი მეფეების მაშველი ძალები
თანა ჰყავდა.ძნ3ელი სათქმელია, რას ელოდა ააააამირების კოალიცია, ისე გულიანად
რომ მოდიოდა, მაგრამ ქართველ-სომეხთა შეერთებულ ლაშქარს რომ
მოუახლოვდნენ, ეტყობა, შეფიქრიანდნენ და უყბრძოლველადვე გაბრუნდნენ,პირში
ჩალაგამოვლებულები
ეს990 წლის ახლო ხანებპი უნდა მომხდარიყოო, ივანე ჯავახიშვილი წერს.
მანასკერტის დაკარგვა ხომ თავისთავად დიდი მარცხი და ზარალი იყო
მაჰმადიანებისათვის, ახლა ამ გალაშქრებამ
სულ უფრო გაუფეჭათ საქმე:ქართველები კიდევ უფრო გაამხნევა, საკუთარ მეომრებს
კი რწმენა დაუკარგა.დავით კურაპალატსაც ეს უნდოდა-კიდევ უფრო გაიწია
სამხრეთით...ახალი ტერიტორიები შემოიერთა.

მაჰმადიანმა ამირებმა გადაწყვიტეს რომ მეტი დათმობა


უკვე ეღარ შეიძლებოდა-მოილაპარაკეს ერთმანეთში, მეორედ შეადგინეს სამხედრო
კოალიცია და 100.000-იანი ლაშქარით (100.000-იანითო, ასე გადმოგვცემს სომეხი
მემატიანე) ტაოსკენ გამოემართნენ.მაჰმადიანთა შეერთებულ მხედრობას ამჯერადაც
ატრაპატაკანის ამირა მამლანი სარდლობდა, ის იყო კოალიციის სული და გული.
ეს მოხდა 998 წელს, ესე იგი იმ პირველი ფუჭი ლაშქრობის შემდეგ მთელ რვა
წელს გაუვლია, თუკი პირველ შეერთებულ ლაშქრობას
990 წლით დავათარიღებთ.

რვა წელი ისტორიაში დროის ძალიან მცირე მონაკვეთია, ერთი გაელვებაც კი


არ არის. რვა წელიწადი ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი დროა, მით უმეტეს,
როცა ეს ადამიანი თავისი ცხოვრების მწვერვალიდან თავდაღმა დაშვებულა...არ
გვინდა მამლანისა და მისი მოკავშირე ამირების მამაცობაში ეჭვი შეგვეპაროს, მაგრამ
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სწორედ ეს ფაქტი გათვალისწინებული
ჰქონდათ იმათ, როცა მხოლოდ რვა წლის შემდეგ შეიგნეს მანასკერტის დაკარგვის
მთელი სერიოზულობა და გაბრაზება-გაგულისების უფლება ახლაღა მისცეს თავს.

250
მაჰმადიანების რისხვა-დავით კურაპალატი-ჯერ 990 წელსაც მოხუცებული იყო
და ახლა, მით უმეტეს, მაგრად მორეოდა სიბერე.
მაჰმადიანთა ლაშქრის წინააღმდეგ იგი ვერ გაუძღვებოდა თავის მხედრობას!
იქნებიმიტომ ითმინეს ამდენმა მამლანმა და მისმა მოკავშირეებმა.
მაგრამ დავით კურაპალატის ქვეყანაში ჭკვიან სარდალსა და გულად მეომარს
რა გამოლევდა! ჯარის წინამძღოლობა მეფემ ამჯერად აპარსალ გაბრიელ
ოჩოპინტრეს ძეს დაავალა. ჯარი მიაშველეს სომხეთის მეფეებმაც და ქართველმა
მეფემ გურგენმა. გურგენ მეფის გამოგზავნილ მხედრობას სარდლობდაფერსი ანუ
ფერისი.შესანიშნავი ვაჟკაცი, ცნობილი მთავართ-მთავარის ჯოჯოკის ძე. მკითხველს
ალბათ ახსოვს, რომ ეს ჯოჯიკი თან ახლდა მთავარ ერისთავს ბარდა კლიაროსის
წინააღმდეგ ომში. როგორც ვხედავთ, მამაცა და შვილიც დავით კურაპალატის
ერთგული ჯარისკაცები ყოფილან. ფერსი ჯოჯიკის ძეს კიდევ შევხვდებით ქვემოთ,მ
ცოტა უფრო განსხვავებულ ვითარებაში-მის ტრაგიკულ ბდს გავეცნობით. მაგრამ ეს
უფრო მოგვიანო დროის ამბავია. ახლა კი ამ მამაცმა მეომარმა მტერზე საერთო
გამარჯვება გაინაწილა.

ასიათასიანი ლაშქრით გამოემართა მტერიო, სომეხი მემატიანის სიტყვები


მოვიტანეთ ზემოთ. ქართველების და სომხების მხედრობა რა შედერებაა-გაცილებით
ნაკლები იყო.ისე რომ გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე და მაშველ მხედრობათა სარდლები,
ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდნენ- ამოდენა ლაშქარს ჩვენ რას დავაკლებთო...გაბრიელ
ოჩოპინტრეს ძემ ხერხი იხმარა-ისე მოაჩვენა მაჰმადიანებს, თითქოს ჯერ არ
აპირებდნენ ბრძოლის დაწყებას, მერე კი ერთბაშად დაესხა თავს, შეუტია და გააქცია.
უკან დაედევნენ გაქცეულ მამლანს და კარგა ხანს სდიეს, მერე ნადავლი წამოიღეს და
გამობრუნდნენ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უსახელებიათ თავი მესხ ძმებს
გამრეკელებს.
ერთი სიტყვით, ბიზანტიის კეისართან განცდილი მარცხის შემდეგ დავით
კურაპალატმა, როგორც ვნახეთ, კიდევ ბევრი ბრძოლა გადაიხადა, და წარმატებითაც.
და თუკი მთელი მისი სამეფოს ბედი გადაწყვეტილი იყო, თუკი მაინც ბიზანტიას
უნდა შეერთებოდა, ასე რატომ გამოიდებდა თავს?!თუკი ხვალ- ზეგ მაინც უნდა
წაერთმიათ მისი მემკვიდრეებისათვის, კიდევ უფრო გაფართოებისა და ახალი
ტერიტორიეის შემოერთებისათვის რატომღა იწვალებდა, ხალხს ტყუილ უბრალოდ
რად გაჟლეტდა?!ეტყობა, ის ვერსია უნდა იყოს სარწმუნო, რომლის მიხედვითაც
იმპერატორი ბასილი მისგანვე ნაბოძები კუთხეების წართმევით დაემუქრა და
საბოოლოოდ მხოლოდ ამ კუთხეების ბიზანტიისთვის უკანვე დაბრუნებაზე
შეთანხმდნენ.
გარდაიცვალა დავით კურაპალატი 1001 წლის გაზაფხულზე როცა ახალი
წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული ის იყო დამთავრდა და მეორე
ათასწლეული იწყებოდა.უკვე ღრმად მოხუცებული იყო ღვაწლმოსილი მეფე, და არ
გინდა დაიჯერო ერთი სომხური წყაროს ცნობა, თითქოს 31 მარტს, აღდგომა დღეს
რაღაც საწამლავი შეეპარებინოთ მისთვის. ალბათ არც არის მართალი. ქართველი
მემეტიანე ამაზე არას ამბობს.მარი ბროსე რომ გადმოგვცემს მის ცხოვრების ამბავს,
თითქოს ერთბაშად შეკრთაო, ასე ამთავრებს თხრობას:ჩვენ ვერ ვირწმუნებთ ამ
დაუჯერებელ ამბავს და ამიტომ გამეორებაც არა ღირსო...
როგორც უკვე ითქვა, დავით კურაპალატზე საკმაო ცნობები შემოუნახავს
ისტორიას, ქართველი და უცხოელი მემეტიანეები თითქმის სრულ წარმოდგენას
გვიქმნიან ქართველი მეფის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე...თითქმის სასურველი

251
სიხარულით გვიხატავენ მის პორტრერტს. ზემოთ ჩვენ უკვე გავეცანით რამდენიმე
დახასიათებას.ალბათ გახსოვთ, როგორი ქებით მოიხსენიებს სომეხი მემეტიანე
სტეფანოს ტარონელი, როგორ საგანგებოდ აღნიშნავს მოიუს მშვიდობის
მოყვარეობას:დააწყნარა ომები თითწმის ყველა ქვეყანაში, მშვიდობა დაამყარა და
აღმშენებლობას მიჰყო ხელიო...
აგერ, მეორე სომეხი მემეტიანისეული დახასიათებაც: ...კაცი ძლიერი, ქვეყნის
მშენებელი, გულუხვი და ღატაკთა მოყვარე, მან ჭეშმარიტად დაამყარა მშვიდობა
ეს სიტყვებიც ძველ მემეტიანეს ეკუთვნის-არისტაკეს ლასლასტივერცეს...

თანამედროვე მეცნიერსაც მოვუსმინოთ-აი, რასა წერს ივანე ჯავახიშვილი: იგი


სახელგანთქმული იყო ყველგან, როგორც შინ, საქართველოში, ისე გარეთ-სომხებსა
ბერძნებსა და არაბებს, შორის ძლიერებითა და მაღალი და ზნეობრივი
თავისებურებით...
ამდენი იომა კაცმა, მაგრამ ომის სიყვარული, როგორც მისივე თანამედროვე
მემეტიანე გადმოგვცემს, არა ყოფილა. პირიქით, მშვიდობისმოყარე იყო, ომები
დააწყნარაო, და როცა მისი ცხოვრების ცალკეულ ეპიზოტებს ვკინძავთ, უნებურად
ჩვენს ყურადღებას ერთი მოვლენა აქცევს, ერთი საგულისხმო დეტალი.
დავითმა რომ შვილობილი ბაგრატი უფლისციხეს წაიყვანა, რათა მისთვის
ქართლის სამეფო ჩაებარებინა, ქვახრელს დაბანანაკდა თავისუი დიდი
ლაშქარით,გეხსომებათ, რომ უფლისციხეში მაშინ კახეთის ქორეპისკოფოსი იდგა
ჯარით, ისიც მტკიცე გადაწყვეტილებით მოვიდა რათა ქართლს
დაუფლებოდა.იმიტომაც მოიყვანა ამოდენალაშქარი დავით კურაპალატმა, მაგრამ
ერთბაშად კი არ შეუტია, ქვახვრელს დაბანაკდა.
ამრიგად, ამ პატარა ტერიტორიაზე, უფლისწულის ირგვლივ, მტკვრის გაღმა-
გამოღმა უცებ ქართველთა ორი დიდი მხედრობა დაუპირისპირდა ერთმანეთს.
აქ ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს. ასევე შევნიშნეთ კიდევ ზემოთ.
მაგრამ მოხდა საკვირველება.აიყარა კახეთის ჯარი და უკანვე დაბრუნდა,
უომრად, სისხლის დაუღვრელად.
ეს ერთი.
მეორე: დავით კურაპალატთან მისი შვილობილი ბაგრატი დაასმინეს-შენს
წინააღმდეგ დიდი ლაშქარი მოჰყავსო, გადაუწყვეტია მოგკლას და შენი სამეფო
დაიპყროსო. დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი მხედრობა, მეზობელი ქვეყნების
მეფენიც მოიშველია და ჯავახეთისაკენ გამოეშურა, ,სადაც ბაგრატის ლაშქარიც იდგა.
უნდა ვიფიქროთ, რომ დავითი გაცოფებლი იქნებოდა ასეთი უმადურობა
აღმზრდელისაგან ძნელი მოსათმენია;ბუნებრივია, იგი საგანგებოდ დასჯის
შვილობილს, რომელსაც მოსაკლავადაც კი გაუმეტებია აღმზრდელი. ზემოთ ჩვენ
ვნახეთ, რა სასტიკად გაუსწეორდა გვირგვინოსანი მამა ღვიძლ შვილს, როცა
ორგულობა და ღალატი შენიშნა.ამრიგად, გამოეშურა თავისი დიდი ლაშქარით
დავით კურაპალატი, მოვიდა ჯავახეთს სადაც, შვილობილი იდგა და
მოწინააღმდეგის მახლობლად დაბანაკდა.მაშინვე კი არ შეუტია მიუხედავათ იმისა,
რომ ჯარი გაცილებით მეტი ჰყავდა და ადვილად დაამარცხებდა.მემეტიანე
საგანგებოდ აღნიშნავსა:დავითს ურიცხვი ჯარი ჰყავდაო(არა იყო რიცხვი), და ეს
მოწინააღმდეგემაც იგრძნო- კარგად რომ დაზვერა დავითის ლაშქარი, მიხვდა, ვერ
გაუმკლავდებობა. და ასეთ პირობებში დავით კურაპალატმა- ბრძოლაში ნაწრთობმა
და გამოცდილმა სარდალმა- ერთბაშად კი არ შეუტია: მოვიდა დსა დაბანაკდა; იცდის

252
გეგონება - მოწინააღმდეგის ჯარის შეკრებას და გაძლიერებას აცდისო. ერთბაშად
რომ შეეტია ხელად დაამარცხებდა მაგრამ არა. დაბანაკება არჩია.
და აქაც ამ პატარა ტერიტორიაზე, დგას ერთმანეთის პირისპირ ქართველთა
ორი ლაშქარი. თავიანთი ბანაკებიდან ისინი ხედავენ კიდეც.
აქაც ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს, ეს თითქმის გარდაუვალია...
და უცებ ჩვენ იმის მოწმე ვხდებით, როგორი მამაშვილური სიყვარულით
გადაეხვივნენ ერთმანეთს ამ ორი მრისხანე ჯარის სარდლები.აქაც უომრად
დამთავრდა ყველაფერი, ძმათა სისხლკის დაუღვრელად.ამის წინ კი, როცა კახთა
ქორეპისკოფოსი გურანდუხტს, გურგენს და ჯერ კიდევ უწლოვან ბაგრატს
გაიტაცებს და ქართლს დაეუფლება (იმ პირველ ლაშქარში არ ავურიოთ- ეს მეორედ
გამოილაშქრა კახეთის მთავარმა. კახეთის ქორეპისკოფოსის წინააღმდეგ მეორედ
გაბედა ასეთი თავხედობა კახეთის მთავარმა;თანაც ახლა ქვეყნის დაუფლება კი არ
იკმარა დავითის შვილი ყაჩაღურად გაიტაცა და საგანგებოდ გააფრთხილა ქართლის
აზნაურები:ეს ამიერიდან თქვენი მბრძანებელია ამას უნდა დაემორჩილოთ
ყველანიო....
ქართლის აზნაურებს უთხრა მაგრამ სხვების გასაგონადაც იყო თქმულ ახლა
კი თითქოს ნამდვილად გარდაუალია ძმათა სისხლის ღვრას, ერთხელ უკვე
მოვყევით , როგორ კეთილად დამთავრდა ეს ამბავი.
დავით კურაპალატზე რომ ვკითხულობთ დაისმის კითხვა-ნუთუ ყველაფერი
თავისით მოხფდა, დავითის დამოუკიდებლად.

დავით კურაპალატზე ჩვენს ზარმოდგენას გაბნეული წარწერები ავსებენ.


წარწერები ნივთებზე თუ საგნებზე...
ქრისტე შეიწყალე დავით კურაპალატი
ვკითხულობთ დავითის დროს მოჭრილ ფულზე და თვითონ ის ფაწტიც, რომ
ფულზე მისი სახელია ამოკვეთილი, ბევრ რამეს გვეუბნება
ქრისტე, ადიდე დღეგრძელობით დავით კურაპალატი, ამინ
ვკითხულობთ დავითისეულ ჯვარზე...რა სიტყვებით უპასუხა ელჩებს კურაპალატმა,
ეს არ ვიცით, გულში კი მაინც გაიფიქრებდა-რაღა დასაბრუნებლად იხდიდით საქმეს,
დაპყრობილი გქონდათ ეს ქლაქი და,თუკი ასე გულით გინდოდათ და ძალაც
შეგწევდათ, მაშინ დაგეცვათო
უარი შეუთვალა
მართლაც დაიძრა მაჰმადიანი ამირების შეერთებული მხედრობა. ქართველ
მეფეს ადრევე დაეჭირა თადარიგი:ბაგრატ მეორისა და სომეხი მეფეების მაშველი
ძალები თანა ჰყავდა.ძნ3ელი სათქმელია, რას ელოდა ააააამირების კოალიცია, ისე
გულიანად რომ მოდიოდა, მაგრამ ქართველ-სომეხთა შეერთებულ ლაშქარს რომ
მოუახლოვდნენ, ეტყობა, შეფიქრიანდნენ და უყბრძოლველადვე გაბრუნდნენ,პირში
ჩალაგამოვლებულები
ეს 990 წლის ახლო ხანებპი უნდა მომხდარიყოო, ივანე ჯავახიშვილი წერს.
მანასკერტის დაკარგვა ხომ თავისთავად დიდი მარცხი და ზარალი იყო
მაჰმადიანებისათვის, ახლა ამ გალაშქრებამ
სულ უფრო გაუფეჭათ საქმე:ქართველები კიდევ უფრო გაამხნევა, საკუთარ მეომრებს
კი რწმენა დაუკარგა.დავით კურაპალატსაც ეს უნდოდა-კიდევ უფრო გაიწია
სამხრეთით...ახალი ტერიტორიები შემოიერთა.
მაჰმადიანმა ამირებმა გადაწყვიტეს რომ მეტი დათმობა

253
უკვე ეღარ შეიძლებოდა-მოილაპარაკეს ერთმანეთში, მეორედ შეადგინეს სამხედრო
კოალიცია და 100.000-იანი ლაშქარით (100.000-იანითო, ასე გადმოგვცემს სომეხი
მემატიანე) ტაოსკენ გამოემართნენ.მაჰმადიანთა შეერთებულ მხედრობას ამჯერადაც
ატრაპატაკანის ამირა მამლანი სარდლობდა, ის იყო კოალიციის სული და გული.
ეს მოხდა 998 წელს, ესე იგი იმ პირველი ფუჭი ლაშქრობის შემდეგ მთელ რვა
წელს გაუვლია, თუკი პირველ შეერთებულ ლაშქრობას
990 წლით დავათარიღებთ.
რვა წელი ისტორიაში დროის ძალიან მცირე მონაკვეთია, ერთი გაელვებაც კი
არ არის. რვა წელიწადი ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი დროა, მით უმეტეს,
როცა ეს ადამიანი თავისი ცხოვრების მწვერვალიდან თავდაღმა დაშვებულა...არ
გვინდა მამლანისა და მისი მოკავშირე ამირების მამაცობაში ეჭვი შეგვეპაროს, მაგრამ
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სწორედ ეს ფაქტი გათვალისწინებული
ჰქონდათ იმათ, როცა მხოლოდ რვა წლის შემდეგ შეიგნეს მანასკერტის დაკარგვის
მთელი სერიოზულობა და გაბრაზება-გაგულისების უფლება ახლაღა მისცეს თავს.
მაჰმადიანების რისხვა-დავით კურაპალატი-ჯერ 990 წელსაც მოხუცებული იყო
და ახლა, მით უმეტეს, მაგრად მორეოდა სიბერე.

მაჰმადიანთა ლაშქრის წინააღმდეგ იგი ვერ გაუძღვებოდა თავის მხედრობას!


იქნებიმიტომ ითმინეს ამდენმა მამლანმა და მისმა მოკავშირეებმა.
მაგრამ დავით კურაპალატის ქვეყანაში ჭკვიან სარდალსა და გულად მეომარს
რა გამოლევდა! ჯარის წინამძღოლობა მეფემ ამჯერად აპარსალ გაბრიელ
ოჩოპინტრეს ძეს დაავალა. ჯარი მიაშველეს სომხეთის მეფეებმაც და ქართველმა
მეფემ გურგენმა. გურგენ მეფის გამოგზავნილ მხედრობას სარდლობდაფერსი ანუ
ფერისი.შესანიშნავი ვაჟკაცი, ცნობილი მთავართ-მთავარის ჯოჯოკის ძე. მკითხველს
ალბათ ახსოვს, რომ ეს ჯოჯიკი თან ახლდა მთავარ ერისთავს ბარდა კლიაროსის
წინააღმდეგ ომში. როგორც ვხედავთ, მამაცა და შვილიც დავით კურაპალატის
ერთგული ჯარისკაცები ყოფილან. ფერსი ჯოჯიკის ძეს კიდევ შევხვდებით ქვემოთ,მ
ცოტა უფრო განსხვავებულ ვითარებაში-მის ტრაგიკულ ბდს გავეცნობით. მაგრამ ეს
უფრო მოგვიანო დროის ამბავია. ახლა კი ამ მამაცმა მეომარმა მტერზე საერთო
გამარჯვება გაინაწილა.
ასიათასიანი ლაშქრით გამოემართა მტერიო, სომეხი მემატიანის სიტყვები
მოვიტანეთ ზემოთ. ქართველების და სომხების მხედრობა რა შედერებაა-გაცილებით
ნაკლები იყო.ისე რომ გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე და მაშველ მხედრობათა სარდლები,
ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდნენ- ამოდენა ლაშქარს ჩვენ რას დავაკლებთო...გაბრიელ
ოჩოპინტრეს ძემ ხერხი იხმარა-ისე მოაჩვენა მაჰმადიანებს, თითქოს ჯერ არ
აპირებდნენ ბრძოლის დაწყებას, მერე კი ერთბაშად დაესხა თავს, შეუტია და გააქცია.
უკან დაედევნენ გაქცეულ მამლანს და კარგა ხანს სდიეს, მერე ნადავლი წამოიღეს და
გამობრუნდნენ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უსახელებიათ თავი მესხ ძმებს
გამრეკელებს.
ერთი სიტყვით, ბიზანტიის კეისართან განცდილი მარცხის შემდეგ დავით
კურაპალატმა, როგორც ვნახეთ, კიდევ ბევრი ბრძოლა გადაიხადა, და წარმატებითაც.
და თუკი მთელი მისი სამეფოს ბედი გადაწყვეტილი იყო, თუკი მაინც ბიზანტიას
უნდა შეერთებოდა, ასე რატომ გამოიდებდა თავს?!თუკი ხვალ- ზეგ მაინც უნდა
წაერთმიათ მისი მემკვიდრეებისათვის, კიდევ უფრო გაფართოებისა და ახალი
ტერიტორიეის შემოერთებისათვის რატომღა იწვალებდა, ხალხს ტყუილ უბრალოდ
რად გაჟლეტდა?!ეტყობა, ის ვერსია უნდა იყოს სარწმუნო, რომლის მიხედვითაც

254
იმპერატორი ბასილი მისგანვე ნაბოძები კუთხეების წართმევით დაემუქრა და
საბოოლოოდ მხოლოდ ამ კუთხეების ბიზანტიისთვის უკანვე დაბრუნებაზე
შეთანხმდნენ.
გარდაიცვალა დავით კურაპალატი 1001 წლის გაზაფხულზე როცა ახალი
წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული ის იყო დამთავრდა და მეორე
ათასწლეული იწყებოდა.უკვე ღრმად მოხუცებული იყო ღვაწლმოსილი მეფე, და არ
გინდა დაიჯერო ერთი სომხური წყაროს ცნობა, თითქოს 31 მარტს, აღდგომა დღეს
რაღაც საწამლავი შეეპარებინოთ მისთვის. ალბათ არც არის მართალი. ქართველი
მემეტიანე ამაზე არას ამბობს.მარი ბროსე რომ გადმოგვცემს მის ცხოვრების ამბავს,
თითქოს ერთბაშად შეკრთაო, ასე ამთავრებს თხრობას:ჩვენ ვერ ვირწმუნებთ ამ
დაუჯერებელ ამბავს და ამიტომ გამეორებაც არა ღირსო...
როგორც უკვე ითქვა, დავით კურაპალატზე საკმაო ცნობები შემოუნახავს
ისტორიას, ქართველი და უცხოელი მემეტიანეები თითქმის სრულ წარმოდგენას
გვიქმნიან ქართველი მეფის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე...თითქმის სასურველი
სიხარულით გვიხატავენ მის პორტრერტს. ზემოთ ჩვენ უკვე გავეცანით რამდენიმე
დახასიათებას.ალბათ გახსოვთ, როგორი ქებით მოიხსენიებს სომეხი მემეტიანე
სტეფანოს ტარონელი, როგორ საგანგებოდ აღნიშნავს მოიუს მშვიდობის
მოყვარეობას:დააწყნარა ომები თითწმის ყველა ქვეყანაში, მშვიდობა დაამყარა და
აღმშენებლობას მიჰყო ხელიო...
აგერ, მეორე სომეხი მემეტიანისეული დახასიათებაც: ...კაცი ძლიერი, ქვეყნის
მშენებელი, გულუხვი და ღატაკთა მოყვარე, მან ჭეშმარიტად დაამყარა მშვიდობა
ეს სიტყვებიც ძველ მემეტიანეს ეკუთვნის-არისტაკეს ლასლასტივერცეს...
თანამედროვე მეცნიერსაც მოვუსმინოთ-აი, რასა წერს ივანე ჯავახიშვილი: იგი
სახელგანთქმული იყო ყველგან, როგორც შინ, საქართველოში, ისე გარეთ-სომხებსა
ბერძნებსა და არაბებს, შორის ძლიერებითა და მაღალი და ზნეობრივი
თავისებურებით
...

ამდენი იომა კაცმა, მაგრამ ომის სიყვარული, როგორც მისივე თანამედროვე


მემეტიანე გადმოგვცემს, არა ყოფილა. პირიქით, მშვიდობისმოყარე იყო, ომები
დააწყნარაო, და როცა მისი ცხოვრების ცალკეულ ეპიზოტებს ვკინძავთ, უნებურად
ჩვენს ყურადღებას ერთი მოვლენა აქცევს, ერთი საგულისხმო დეტალი.
დავითმა რომ შვილობილი ბაგრატი უფლისციხეს წაიყვანა, რათა მისთვის
ქართლის სამეფო ჩაებარებინა, ქვახრელს დაბანანაკდა თავისუი დიდი
ლაშქარით,გეხსომებათ, რომ უფლისციხეში მაშინ კახეთის ქორეპისკოფოსი იდგა
ჯარით, ისიც მტკიცე გადაწყვეტილებით მოვიდა რათა ქართლს
დაუფლებოდა.იმიტომაც მოიყვანა ამოდენალაშქარი დავით კურაპალატმა, მაგრამ
ერთბაშად კი არ შეუტია, ქვახვრელს დაბანაკდა.
ამრიგად, ამ პატარა ტერიტორიაზე, უფლისწულის ირგვლივ, მტკვრის გაღმა-
გამოღმა უცებ ქართველთა ორი დიდი მხედრობა დაუპირისპირდა ერთმანეთს.
აქ ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს. ასევე შევნიშნეთ კიდევ ზემოთ.
მაგრამ მოხდა საკვირველება.აიყარა კახეთის ჯარი და უკანვე დაბრუნდა,
უომრად, სისხლის დაუღვრელად.
ეს ერთი.
მეორე: დავით კურაპალატთან მისი შვილობილი ბაგრატი დაასმინეს-შენს
წინააღმდეგ დიდი ლაშქარი მოჰყავსო, გადაუწყვეტია მოგკლას და შენი სამეფო

255
დაიპყროსო. დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი მხედრობა, მეზობელი ქვეყნების
მეფენიც მოიშველია და ჯავახეთისაკენ გამოეშურა, ,სადაც ბაგრატის ლაშქარიც იდგა.
უნდა ვიფიქროთ, რომ დავითი გაცოფებლი იქნებოდა ასეთი უმადურობა
აღმზრდელისაგან ძნელი მოსათმენია;ბუნებრივია, იგი საგანგებოდ დასჯის
შვილობილს, რომელსაც მოსაკლავადაც კი გაუმეტებია აღმზრდელი. ზემოთ ჩვენ
ვნახეთ, რა სასტიკად გაუსწეორდა გვირგვინოსანი მამა ღვიძლ შვილს, როცა
ორგულობა და ღალატი შენიშნა.ამრიგად, გამოეშურა თავისი დიდი ლაშქარით
დავით კურაპალატი, მოვიდა ჯავახეთს სადაც, შვილობილი იდგა და
მოწინააღმდეგის მახლობლად დაბანაკდა.მაშინვე კი არ შეუტია მიუხედავათ იმისა,
რომ ჯარი გაცილებით მეტი ჰყავდა და ადვილად დაამარცხებდა.მემეტიანე
საგანგებოდ აღნიშნავსა:დავითს ურიცხვი ჯარი ჰყავდაო(არა იყო რიცხვი), და ეს
მოწინააღმდეგემაც იგრძნო- კარგად რომ დაზვერა დავითის ლაშქარი, მიხვდა, ვერ
გაუმკლავდებობა. და ასეთ პირობებში დავით კურაპალატმა- ბრძოლაში ნაწრთობმა
და გამოცდილმა სარდალმა- ერთბაშად კი არ შეუტია: მოვიდა დსა დაბანაკდა; იცდის
გეგონება - მოწინააღმდეგის ჯარის შეკრებას და გაძლიერებას აცდისო. ერთბაშად
რომ შეეტია ხელად დაამარცხებდა მაგრამ არა. დაბანაკება არჩია.
და აქაც ამ პატარა ტერიტორიაზე, დგას ერთმანეთის პირისპირ ქართველთა
ორი ლაშქარი. თავიანთი ბანაკებიდან ისინი ხედავენ კიდეც.
აქაც ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს, ეს თითქმის გარდაუვალია...

და უცებ ჩვენ იმის მოწმე ვხდებით, როგორი მამაშვილური სიყვარულით


გადაეხვივნენ ერთმანეთს ამ ორი მრისხანე ჯარის სარდლები.აქაც უომრად
დამთავრდა ყველაფერი, ძმათა სისხლკის დაუღვრელად.ამის წინ კი, როცა კახთა
ქორეპისკოფოსი გურანდუხტს, გურგენს და ჯერ კიდევ უწლოვან ბაგრატს
გაიტაცებს და ქართლს დაეუფლება (იმ პირველ ლაშქარში არ ავურიოთ- ეს მეორედ
გამოილაშქრა კახეთის მთავარმა. კახეთის ქორეპისკოფოსის წინააღმდეგ მეორედ
გაბედა ასეთი თავხედობა კახეთის მთავარმა;თანაც ახლა ქვეყნის დაუფლება კი არ
იკმარა დავითის შვილი ყაჩაღურად გაიტაცა და საგანგებოდ გააფრთხილა ქართლის
აზნაურები:ეს ამიერიდან თქვენი მბრძანებელია ამას უნდა დაემორჩილოთ
ყველანიო....
ქართლის აზნაურებს უთხრა მაგრამ სხვების გასაგონადაც იყო თქმულ ახლა
კი თითქოს ნამდვილად გარდაუალია ძმათა სისხლის ღვრას, ერთხელ უკვე
მოვყევით , როგორ კეთილად დამთავრდა ეს ამბავი.
დავით კურაპალატზე რომ ვკითხულობთ დაისმის კითხვა-ნუთუ ყველაფერი
თავისით მოხფდა, დავითის დამოუკიდებლად.
დავით კურაპალატზე ჩვენს ზარმოდგენას გაბნეული წარწერები ავსებენ.
წარწერები ნივთებზე თუ საგნებზე...
ქრისტე შეიწყალე დავით კურაპალატი
ვკითხულობთ დავითის დროს მოჭრილ ფულზე და თვითონ ის ფაწტიც, რომ
ფულზე მისი სახელია ამოკვეთილი, ბევრ რამეს გვეუბნება
ქრისტე, ადიდე დღეგრძელობით დავით კურაპალატი, ამინ
ვკითხულობთ დავითისეულ ჯვარზე...გარდაიცვალა დავით კურაპალატი 1001 წლის
გაზაფხულზე როცა ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული ის იყო
დამთავრდა და მეორე ათასწლეული იწყებოდა.უკვე ღრმად მოხუცებული იყო
ღვაწლმოსილი მეფე, და არ გინდა დაიჯერო ერთი სომხური წყაროს ცნობა, თითქოს
31 მარტს, აღდგომა დღეს რაღაც საწამლავი შეეპარებინოთ მისთვის. ალბათ არც არის

256
მართალი. ქართველი მემეტიანე ამაზე არას ამბობს.მარი ბროსე რომ გადმოგვცემს მის
ცხოვრების ამბავს, თითქოს ერთბაშად შეკრთაო, ასე ამთავრებს თხრობას:ჩვენ ვერ
ვირწმუნებთ ამ დაუჯერებელ ამბავს და ამიტომ გამეორებაც არა ღირსო...
როგორც უკვე ითქვა, დავით კურაპალატზე საკმაო ცნობები შემოუნახავს
ისტორიას, ქართველი და უცხოელი მემეტიანეები თითქმის სრულ წარმოდგენას
გვიქმნიან ქართველი მეფის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე...თითქმის სასურველი
სიხარულით გვიხატავენ მის პორტრერტს. ზემოთ ჩვენ უკვე გავეცანით რამდენიმე
დახასიათებას.ალბათ გახსოვთ, როგორი ქებით მოიხსენიებს სომეხი მემეტიანე
სტეფანოს ტარონელი, როგორ საგანგებოდ აღნიშნავს მოიუს მშვიდობის
მოყვარეობას:დააწყნარა ომები თითწმის ყველა ქვეყანაში, მშვიდობა დაამყარა და
აღმშენებლობას მიჰყო ხელიო...
აგერ, მეორე სომეხი მემეტიანისეული დახასიათებაც: ...კაცი ძლიერი, ქვეყნის
მშენებელი, გულუხვი და ღატაკთა მოყვარე, მან ჭეშმარიტად დაამყარა მშვიდობა
ეს სიტყვებიც ძველ მემეტიანეს ეკუთვნის-არისტაკეს ლასლასტივერცეს...
თანამედროვე მეცნიერსაც მოვუსმინოთ-აი, რასა წერს ივანე ჯავახიშვილი: იგი
სახელგანთქმული იყო ყველგან, როგორც შინ, საქართველოში, ისე გარეთ-სომხებსა
ბერძნებსა და არაბებს, შორის ძლიერებითა და მაღალი და ზნეობრივი
თავისებურებით...
ამდენი იომა კაცმა, მაგრამ ომის სიყვარული, როგორც მისივე თანამედროვე
მემეტიანე გადმოგვცემს, არა ყოფილა. პირიქით, მშვიდობისმოყარე იყო, ომები
დააწყნარაო, და როცა მისი ცხოვრების ცალკეულ ეპიზოტებს ვკინძავთ, უნებურად
ჩვენს ყურადღებას ერთი მოვლენა აქცევს, ერთი საგულისხმო დეტალი.
დავითმა რომ შვილობილი ბაგრატი უფლისციხეს წაიყვანა, რათა მისთვის
ქართლის სამეფო ჩაებარებინა, ქვახრელს დაბანანაკდა თავისუი დიდი
ლაშქარით,გეხსომებათ, რომ უფლისციხეში მაშინ კახეთის ქორეპისკოფოსი იდგა
ჯარით, ისიც მტკიცე გადაწყვეტილებით მოვიდა რათა ქართლს
დაუფლებოდა.იმიტომაც მოიყვანა ამოდენალაშქარი დავით კურაპალატმა, მაგრამ
ერთბაშად კი არ შეუტია, ქვახვრელს დაბანაკდა.
ამრიგად, ამ პატარა ტერიტორიაზე, უფლისწულის ირგვლივ, მტკვრის გაღმა-
გამოღმა უცებ ქართველთა ორი დიდი მხედრობა დაუპირისპირდა ერთმანეთს.
აქ ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს. ასევე შევნიშნეთ კიდევ ზემოთ.

მაგრამ მოხდა საკვირველება.აიყარა კახეთის ჯარი და უკანვე დაბრუნდა,


უომრად, სისხლის დაუღვრელად.
ეს ერთი.
მეორე: დავით კურაპალატთან მისი შვილობილი ბაგრატი დაასმინეს-შენს
წინააღმდეგ დიდი ლაშქარი მოჰყავსო, გადაუწყვეტია მოგკლას და შენი სამეფო
დაიპყროსო. დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი მხედრობა, მეზობელი ქვეყნების
მეფენიც მოიშველია და ჯავახეთისაკენ გამოეშურა, ,სადაც ბაგრატის ლაშქარიც იდგა.
უნდა ვიფიქროთ, რომ დავითი გაცოფებლი იქნებოდა - ასეთი უმადურობა
აღმზრდელისაგან ძნელი მოსათმენია;ბუნებრივია, იგი საგანგებოდ დასჯის
შვილობილს, რომელსაც მოსაკლავადაც კი გაუმეტებია აღმზრდელი. ზემოთ ჩვენ
ვნახეთ, რა სასტიკად გაუსწეორდა გვირგვინოსანი მამა ღვიძლ შვილს, როცა
ორგულობა და ღალატი შენიშნა.ამრიგად, გამოეშურა თავისი დიდი ლაშქარით
დავით კურაპალატი, მოვიდა ჯავახეთს სადაც, შვილობილი იდგა და
მოწინააღმდეგის მახლობლად დაბანაკდა.მაშინვე კი არ შეუტია მიუხედავათ იმისა,

257
რომ ჯარი გაცილებით მეტი ჰყავდა და ადვილად დაამარცხებდა.მემეტიანე
საგანგებოდ აღნიშნავსა:დავითს ურიცხვი ჯარი ჰყავდაო(არა იყო რიცხვი), და ეს
მოწინააღმდეგემაც იგრძნო- კარგად რომ დაზვერა დავითის ლაშქარი, მიხვდა, ვერ
გაუმკლავდებობა. და ასეთ პირობებში დავით კურაპალატმა- ბრძოლაში ნაწრთობმა
და გამოცდილმა სარდალმა- ერთბაშად კი არ შეუტია: მოვიდა დსა დაბანაკდა; იცდის
გეგონება - მოწინააღმდეგის ჯარის შეკრებას და გაძლიერებას აცდისო. ერთბაშად
რომ შეეტია ხელად დაამარცხებდა მაგრამ არა. დაბანაკება არჩია.
და აქაც ამ პატარა ტერიტორიაზე, დგას ერთმანეთის პირისპირ ქართველთა
ორი ლაშქარი. თავიანთი ბანაკებიდან ისინი ხედავენ კიდეც.
აქაც ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს, ეს თითქმის გარდაუვალია...
და უცებ ჩვენ იმის მოწმე ვხდებით, როგორი მამაშვილური სიყვარულით
გადაეხვივნენ ერთმანეთს ამ ორი მრისხანე ჯარის სარდლები.აქაც უომრად
დამთავრდა ყველაფერი, ძმათა სისხლკის დაუღვრელად.ამის წინ კი, როცა კახთა
ქორეპისკოფოსი გურანდუხტს, გურგენს და ჯერ კიდევ უწლოვან ბაგრატს
გაიტაცებს და ქართლს დაეუფლება (იმ პირველ ლაშქარში არ ავურიოთ- ეს მეორედ
გამოილაშქრა კახეთის მთავარმა. კახეთის ქორეპისკოფოსის წინააღმდეგ მეორედ
გაბედა ასეთი თავხედობა კახეთის მთავარმა;თანაც ახლა ქვეყნის დაუფლება კი არ
იკმარა დავითის შვილი ყაჩაღურად გაიტაცა და საგანგებოდ გააფრთხილა ქართლის
აზნაურები:ეს ამიერიდან თქვენი მბრძანებელია ამას უნდა დაემორჩილოთ
ყველანიო....
ქართლის აზნაურებს უთხრა მაგრამ სხვების გასაგონადაც იყო თქმულ ახლა
კი თითქოს ნამდვილად გარდაუალია ძმათა სისხლის ღვრას, ერთხელ უკვე
მოვყევით , როგორ კეთილად დამთავრდა ეს ამბავი.

დავით კურაპალატზე რომ ვკითხულობთ დაისმის კითხვა-ნუთუ ყველაფერი


თავისით მოხფდა, დავითის დამოუკიდებლად.
დავით კურაპალატზე ჩვენს ზარმოდგენას გაბნეული წარწერები ავსებენ.
წარწერები ნივთებზე თუ საგნებზე...
ქრისტე შეიწყალე დავით კურაპალატი
ვკითხულობთ დავითის დროს მოჭრილ ფულზე და თვითონ ის ფაქტიც, რომ
ფულზე მისი სახელია ამოკვეთილი, ბევრ რამეს გვეუბნება
ქრისტე, ადიდე დღეგრძელობით დავით კურაპალატი, ამინ
ვკითხულობთ დავითისეულ ჯვარზე...
2.
ვინ იცის, როგორ წარიმარტებოდა მეზობელი ქვეყნების მმართველთა ურთიერთობა,
ან უფლისციხის უკანვე დაბრუნების შემდეგ კონსტანტინეს ექსპანსიური
მისწრაფებანი საით გაიშლებოდა, რომ ამ დროს სახალიფოს დამსჯელი ექსპედიციის
კიდევ ერთი დიდი ტალღა არ დაძრულიყო.
ამჯერადაც პირველად სომხეთს დაეძგერა ეს ტალღა.
სომეხი ხალხი მედგრად ეკვეთა მტერს, მაგრამ ისეთი მრავალრიცხოვანი იყო
მტრის ლაშქარი და ისე ძლიერი მათი ძგერების პირველი ტალღა, რომ ვერ გაუძლო.
სომხეთის შემდეგ არაბთა დიდი ლაშქარი საქარტველოსკენ დაიძრა.
ეს მოხდა 914 წელს და ისტორიაში კარგად არის ცნობილი აბულ -კასიმის შემოსევის
სახელით. აბულ - კასიმი სარდალი იყო არაბთა იმ მრავალრიცხოვანი ლაშქრისა.
ქარტველი მემატიანე ასე გადმოგვცემს ამას:

258
ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ -კასიმ, ძე აბუ -
საჯისა, რომელთა გამოეგზავნა ამირ 0მუმნსა სპითა დიდითა და ურიცხვითა,
რომელთა არა იტევდა ქუეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა
ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ სომეხთა მეფემან
ვერ დადგნა ზარისა მისისაგან, და წარმოვიდა მუნით მეოტობით და მიმართა მთათა
აფხაზეთისათა, და მუნ იყოფოდა
.
აფხაზეთში გაქცევამ ვერ უშველა სუმბატს - წამოეწივნენ, შეიპყრეს და
სომხეთში გააგზავნეს, იქ თავი მოჯკვეთეს და მოჭრილი ტავი ჩამოჰკიდეს.
სომხეთის შემდეგ, როგორც ითქვა, საქართველოს მოადგა აბულ -კასიმი.
მოვიდა თბილისში, დაარბია კახეთი, აიღო ბოჭორმა და უჯარმა
კახეთის ქორეპისკოპოსი მაშინ კვირიკე იყო. კვირიკემ წინასწარვე იცოდა, რა
დამანგრეველი ძალა მოდიოდა მისი ქვეყნის ასაოხრებლად. ისიც შეგნებული
ჯქონდა, რომ თავისი მხედრობით ამ ძალას წინ ვერ აღუდგებოდა. ამიტომ აიღო თუ
არა უჯარმა მტერმა და ბოჭორმას მიადგა, კახეთის ქორეპისკოპოსი არაბ სარდალს
მიეახლა და მორჩილება მოახსენა.
ვინ გამოგაგზავნათო? - თითქოს ასე უკითხავს არაბ სარდალს, ასე
გადმოგვცემს მემატიანე (ვინ გაწვია აქა მოსვლა?)
დედაჩემმაო, მიუგო ქორეპისკოპოსმა.

არა ვატკინო გული ერთისა შემხვედვარს, - თითქოს ასე უპასუხა აბულ -კასიმმა
(სცოდნია, რომ კვირიკე დედისერთა იყო), მემატიანის სიტყვებით, მოსწონებია
კიდეც ჭაბუკი მთავარი და თავისუფლება უბოძებია, მაგრამ რაკიღა ბოჭორმაში ფეხი
შედგმული ჰქონდა, ეს ციხე აუღია.
არაბ სარდალს ქართლსადა სამხრეთ - საქართელოში ეჩქარებოდა და რაკი
კახეთის მთავარმა
და როცა, ბოლოს, მეციხოვნეთა წინააღმდეგობა შეწყდა, ციხეში 133 კაცი აღმოჩნდა –
გაწამებული, გატანჯული, დამშეული და უძილობით თვალში სინათლედაშრეტილი.
. . . და აქვე ერთი საგულისხმო დეტალი: სტეფანე მტბევარი გადმოგვცემს, როგორ
ამოჰყავდათ ციხიდან ეს დატანჯული, მაგრამ სულიერად გაუტეხელი ადამიანები.
და ამ დროს მათ შორის მყოფნი ,,ჩინებულნი იგი აზნაურნი. . . ადარნასე მეფემან
გამოიხსნა.
დაერივნენ გამხეცებული მოალყენი ერთი მუჭა მებრძოლებს და შეუბრალებლად
გაჟლიტეს – ,,რომელნიმე მახვილთა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლითა და ისრითა
შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ხორცთა მათთა დანებითა განაპებდეს, და ღვიძლები
იგი მათი, ვითარცა ძაღლთა პირითა გაეტაცა.
მეთაური ამ მეომრებისა ყმაწვილი კაცი გამოდგა, მამულისათვის თავდადებული
ქართველი ბიჭი – სახელად გობრონი. წარუდგინეს ეს ჭაბუკი აბულ-კასიმს. დაიწყო
ჩვეულებრივი დიალოგი. დაახლოებით ისეთივე, როგორიც ერთ დროს მურვან
ყრუსა და არგვეთელ ძმებს შორის გაიმართა.
კარგი ვაჟკაცი ხარ და შენი მოკვლა მენანებაო, არაბმა სარდალმა უთხრა, დაგმე შენი
რჯული და შვილივით შეგიყვარებ – დიდ ლაშქარს ჩაგაბარებ, ჩემი მარჯვენა ხელი
იქნები, პატივსა და დიდებას არ მოგაკლებ, იქნები ,,შენ ვითარცა ერთი რჩეული
ჩემთაგანი, საყვარელ იყო ჩემ წინაშე და პატივცემულ ყოველთა ამათგან ლაშქართა.

259
მკითხველი ალბათ ელის, რომ ჭაბუკი გობრონი, ყელს ამაყად მოიღერებს, წარბებს
აზიდავს და, მტერს ზიზღით გადახედავს – როგორ მიბედავო, ეტყვის, შენც
შემირცხვენიხარ და შენი რჯულიც თუ მკლავთ, ბარემ მომკალითო. . .

ბევრი გვახსოვს ასეთი ეპიზოდები მსოფლიო აგიოგრაფიული ლიტერატურიდან და


იმიტომაც ვთქვით, მკითხველი ალბათ გობრონისგანაც ამასვე მოელისო.
არა. გობრონიც ნამდვილი ,,მიწიერი
გმირი აღმოჩნდა და მისი მეხოტბე მტბევარიც – ასევე ,,მიწიერი მწერალი.
ნუო, შეევედრა, მაგას ნუ დამავალებ, ჩემს რჯულსა და ქვეყანას ნუ დამაგმობინებ. . .
ვერ დავგმობო. . .
მაშინ აბულ-კასიმმა მონებს უბრძანა, წაიყვანეთ და გაჟლეტილი და ასო-ასოდ
აკუწული თავისივე თანამემამულეები აჩვენეთო.
გობრონის გმირობაც აქედან იწყება.
წაიყვანეს.
და მართლაც საშინელი სანახაობა გადაეშალა ჭაბუკს თვალწინ, სულისშემძვრელი
სურათი.უკანვე რომ მიიყვანეს, სარდალმა ჰკითხა – რა ქენი, ,,რაი გამოირჩიე თავისა
შენისაო.
და ისეთივე მშვიდი, მაგრამ მტკიცე პასუხი მიიღო.
ახლა ასეთი ბრძანება გასცა სარდალმა: რაკი მკვდრებმა ვერ იმოქმედა, ახლა
წაიყვანეთ და ცოცხლად აჩვენეთ ჟლეტისა და წამების სურათიო.
,,და კუალად წარიყვანეს ნეტარი გობრონ, დაადგინეს შორის დაშთომილთა მათ
მოყუასთა და ურიდად შეერინეს მათ მახვილთა. და ცემასა მას მათსა უწყალოდ
სისხლი მათი ეპკურებოდა მას და რომლისამე გუამი დავარდის მის წინაშე და
რომლისამე გუამი შეგორდის ქუეშე ფერხთა მისთა. და ესრეთ აღესრულნეს წამებანი
მათ ყოველთანი, საშინელებითა ვერ შეაძრწუნეს გული მისი.
არაბმა სარდალმა ალბათ იფიქრა – გულქვა კაცი ყოფილა, რაკი თანამემამულეების
საშინელმა წამებამ ვერ გატეხა; თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი. . . თავად აწამეთო,
მონებს უბრძანა, ოღონდ თანდათანობით, რომ ცოცხალი გავტეხოთო. . .
თავისი საქმე კარგად იცოდა მტერმა: ათასობით მოკლულსა და ასო-ასოდ აკუწულ
ადამიანს ეს ერთი ჭაბუკი მიემატებოდა თუ არა, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა,
სათვალავი ხომ ამით არ გაიზრდებოდა. მთავარი იყო, სულიერად გაეტეხა ეს ჯიუტი
ბიჭი, ქედი მოეხრევინებინა. ამ დაუმორჩილებელი ხალხისათვისაც კარგი მაგალითი
იქნებოდა ესა და თავისი საკუთარი ლაშქრის დასანახადაც საჭირო იყო.
თავი დაახრევინეს ახალგაზრდა მეომარს და ,,სცეს მახვილითა ორგზის ოდენ.
დასჭრეს, მაგრამ სასიკვდილოდ არა. დააცადეს, აბა რას იზამსო.
გობრონმა თავისივე ჭრილობაში ამოავლო ხელი და შუბლზე საკუთარი სისხლით
ჯვარი გამოისახა. სარდლის წინაშე რომ მიიყვანეს, ,,ბრწყინავდა პირი მისი და
შუბლი მისი ელვარედ.
როცა საბოლოოდ დარწმუნდა აბულ-კასიმი, რომ ახალგაზრდა ქართველ
მამულიშვილს ვერ გატეხდა, თავი მოაკვეთინა.
ეს მოხდა 914 წლის 17 ნოემბერს.
სახალიფოს დამსჯელი ექსპედიციის ამ ერთმა დიდმა ტალღამაც გადაიარა.

3
გამოხდა ხანი, ქვეყანამ ბოლო დარბევის ჭრილობები მოიშუშა. . .

260
და კონსტანტინე მეფე ისევ აბორგდა, ისევ მოუნდა აღმოსავლეთისკენ გალაშქრება.
კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსმა უხმოო, მემატიანე გადმოგვცემს (ეს ის კვირიკეა,
აბულ-ჯასიმმა რომ შეიწყნარა), მაგრამ რაკი გალაშქრებისა და მეზობელი სამთავროს
დარბევის შემდეგ ნადავლიდან უფრო დიდი ნაწილი ეგრის-აფხაზეთის მეფეს ერგო,
ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსტანტინე მეფე თვითონვე შეუთვლიდა და
გაიხდიდა მოკავშირედ კახთა ქორეპისკოპოსს.
ამჯერად კახეთისა და დასავლეთ საქართველოს შეერთებულმა ლაშქარმა ჰერეთზე
გაილაშქრა. პირველად ვეჟინის ციხეს მიადგნენ და ალყაში მოაქციეს. ზემოთა
მხრიდან (,,ზედათ-კერძო) კონსტანტინეს მხედრობა მოადგა, ქვემოდან – კვირიკე.
ბრძოლით აიღეს ციხე და ამ დროს ჰერეთის მთავარი ადარნასეც მოვიდა.
ჩვენ ვიცნობთ ამ ადარნასეს, ადარნასე პატრიკს, დინარ დედოფლის ქმარს.
ადარნასე იძულებული გახდა, არახელსაყრელ ზავზე დათანხმებულიყო: ,,მოსცა
აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი, კვირიკეს ირჭობი
(ზემოთ შევნიშნეთ, მეტი წილი აფხაზთა მეფეს ერგო).
სხვათა შორის, მემატიანის ცნობა ადასტურებს აგრეთვე წარწერაც ერედვის წმიდა
გიორგის ეკლესიისა, რომელიც სწორედ იმ ხანებშია აგებული.
,,... ხელმწიფობასა ღმრთივ დამყარებულია წმინდისა კონსტანტინე მეფისასა,
რომელმან ბრძანა და ჩავიდა ჰერეთს შიგან, ჰერთა მეფეი გააქცია და მუნით
მშუიდობით იქცა. ჩისკრად ალავერდს ილოცა, მწუხრ ბრეძას გადაჰხთა. მეორედ
კუალად ავიდა, ვეჯინის ციხე დალეწა.
კონსტანტინემ რომ ალავერდს ილოცა, ეს ცნობა ,,მატიანე ქართლისასაც
შემოუნახავს და ამისათვის იქნებ არც მოგვექცია ყურადღება. და განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს, სად ილოცა მეფემ! აქ საგულისხმოა ერთი ფრაზა, რის შესახებაც
,,მატიანე ქართლისა არაფერს ამბობს: კონსტანტინეს მეორედაც დასჭირვებია ჰერეთს
წასვლა და ვეჯინის ციხის ,,დალეწვა.
აფხაზთა მეფე კონსტანტინე რომ გარდაიცვალა, ორი შვილი დარჩა - სხვადასხვა
ცოლისაგან. და როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, ახლაც დიდხანს
გაგრძელდა ბრძოლა, თუ ვის დარჩენოდა ტახტი.
ისტორიამ ბევრი იცის ასეთი დინასტიური ხასიათის ბრძოლები ყველა ქვეყანაში.
გაჩნდებიან ხოლმე დაჯგუფებები, ბრძოლა თანდათან იძაბება, მწვავდება, სისხლიც
იღვრება და ხშირად დიდ ხანსაც გასტანს. ახლაც კარგა ხანს გაგრძელდა ბრძოლა და,
ეტყობა, უსისხლოდ ვერც აქ დამთავრდა საქმე. ერთი წლის დაძაბული ბრძოლის
შემდეგ კონსტანტინეს უმცროსი ვაჟი მოკვდა (მოკლესო, მოსე ჯანაშვილი წერს) და
ტახტი დარჩა უფროსს - გიორგის.
გიორგი მეორე გამეფდა 922 წელს.
ქართველი მემატიანე ქებით მოიხსენიებს ამ გიორგის: იყო სრული ყოვლითა
სიკეთითა, სიმხნითა და ახოვნებითა... მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა,
უხვი და მდაბალი... აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსოდ!

დიდებული ჭყონდიდის ტაძარი და საეპისკოპოსო კათედრა, რომელზედაც ქვემოთ


კიდევ გვექნება საუბარი, გიორგის დაუარსებია!
მარტო ეს ეყოფოდა სახელად.
გიორგისავე სახელს უკავშირდება ალანების მოქცევა ქრისტიანებად და ამით
ჩრდილო კავკასიის ხალხთა უფრო დაახლოება საქართველოსთან.
ერთი წელი გავიდა დასავლეთ საქართველოში გიორგი მეორის გამეფების შემდეგ და
923 წელს გარდაიცვალა ქართველთა მეფე ადარნასე მეორე. სამხრეთ საქართველოში

261
სამეფო ტახტზე ადარნასეს შვილი დავითი ავიდა.1 მაგრამ ქართველთა მეფე ამ
დროისათვის ისეთი ძლიერი აღარა სჩანს და ქართლისათვის ვეღარც იცლის.
უმთავრესად სამხრეთ საქართველოში ,,მოქმედებდა... და ქართლის საქმეებს
ყურადღებას ვერ აქცევდაო, მოსე კანაშვილი წერს. შინაგანმა შუღლმა და
განხეთქილებებმა შთანთქა მათი ყურადღება და ენერგია.
,,ამიერითგან საქართველოში უპირატესობა და მეთაურობა აფხაზთა მეფეების ხელთ
იყო, შენიშნავს ივანე ჯავახიშვილი.
არის ერთი გარემოება, რის გამოც ტაო-კლარჯეთის მმართველნი ამ პერიოდში
ქართლისათვის ისე აქტიურად ვეღარ იცლიდნენ. ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი.
ქართლის მმართველად გიორგი მეორემ თავისი შვილი კონსტანტინე (პაპის სეხნია)
დაადგინა.

ქართლის ახალგაზრდა გამგებელს, ეტყობა, ვერ გამოჰყვა მამის ჭკუა და სიდინჯე:


ქართლისა და მესხეთის დიდებულებმა გადაიბირეს; რაღა მამაშენს ემორჩილებიო,
უთხრეს, ამხელა ქვეყნის მბრძანებელი ხარ, ჩვენც აგერ მხარში ამოგიდგებით, ვიღა
მოგვერევა, ვიღა დაგვამარცხებს, გადაუდექი და თავი ქართლის მეფედ გამოაცხადე,
მერე დასავლეთ საქართველოსაც შემოიერთებ და გახდები მორჭმული და
ძლევამოსილი მეფე, იმპერატორიც კი ხმას ვეღარ გაგცემსო.
ძალიან დიდი იყო ცთუნება. ძნელი გამოდგა ფეოდალური ამბიციის დათრგუნვა.
მოტყუვდა ქართლის ახალგაზრდა გამგებელი. აზნაურებმა მოატყეს. ვეღარ მოხვდა,
რომ ქართლის აზნაურები მისი კეთილდღეობისათვის არა ზრუნავდნენ. იმათ
თავისი საკუთარი საზრუნავი ჰქონდათ, თავისი მუცლის გვრემა. იგრძნეს, რომ
გიორგი მეფე ძალიან განდიდდა, გაძლიერდა, დღეს თუ ხვალ ქართლშიაც უფრო
მაგრად დაიდგამდა ფეხს და აზნაურების თვითნებობას ალაგმავდა, თავისუფალი
პარპაშის საშუალებას მოუსპობდა.
აი, რა აწუხებდა მათ.
პირიქით რომ მომხდარიყო - ახალგაზრდა უფლისწული რომ მოსჩვენებოდათ უფრო
განდიდებულ-გაძლიერებული და ამ აზნაურების ალაგმვის შემძლებელი, ერთის
წუთითაც არ დაფიქრდებოდნენ და მამას ამოუდგებოდნენ მხარში, მასთან კავშირს
მოინდომებდნენ, შვილის წინააღმდეგ წააქეზებდნენ... ეს ფეოდალური
ურთიერთობის უმარტივესი კანონია და ამას უფლისწული ვერ მიხვდა, მოტყუვდა.
ცბიერ აზნაურებს დაუჯერა. თავად მოუნდა განდიდება...
სამი წელი მოიწურა, რაც მამამ ქართლი ჩააბარა და უკვე გააპარტავნდა და
თვითნებობა შეატყო შვილს.
უფრო მეტი თავნებობის დრო და საშუალება აღარ მისცა გიორგიმ. როგორც კი გაიგო
ღალატის ამბავი, ქუთაისიდან დაიძრა და უფლისციხეს მოადგა.
ქართლის გამგებლის რეზიდენცია ხომ უფლისციხე იყო.
კონსტანტინეს უკვე მოესწრო და კარგად გაემაგრებინა ციხე - მას ,,ტბელნი და სხუანი
მრავალი აზნაურნი

შველოდნენ. გიორგი მეფეს ტაოელნი და კახეთის ქორეპისკოპოსი მიეშველნენ.


რამდენიმე დღე ამაოდ უტევდნენ ციხეს გიორგი და მისი მომხრეები. ვერაფერს
გახდნენ. Uფლისციხე ძნელი ასაღები იყო. Dიდი სამხედრო ძალა ჭირდებოდა. რაც
მთავარია, დიდი დრო. Mხედრობა ცოტა როდი ახლდა გიორგის. თაოელნიც და
კახელნიც ხომ მიეშველნენ; რა არ იღონეს, რამდენი არ უტრიალეს, მაგრამ ციხის

262
აღება მაინც ვერ მოახერხეს. შეუპოვარი ბრძოლა გაჩაღდა. ,,ზოგსა დღესა შეიბნიან
ცხენითა და ზოგსა დღესა ქუეითნი.

საინტერესო დეტალია: რაკიღა მხედრობის ჯიქურ მიხდომითა და ისრების დაშენით,


თუნდაც ფილეკავნებით ვერაფერს გახდნენ (შორიდან ნატყორცნი ისრები და ქვები
ამ ბუმბერაზ კლდეში გამოკვეთილ ქალაქს რას დააკლებდა!), მეორე დღეს,
გამთენიისას, ქვეითი რაზმი დაუყვა მტკვარს.
ვცადოთ ამ ეპიზოდის გაცოცხლება; მდინარეზე ფთილებად მოფანტული ნისლის
სიმსუბუქით მიჰყვებოდა ნაპირს დილის ნისლისფრადვე შენიღბული მარჯვე
ბიჭებისაგან შემდგარი რაზმი. გარდა ხანჯლებისა, სხვა არავითარი იარაღი არა
სხმიათ. იმ ადგილს რომ მიუახლოვდნენ, სადაც ციხე-ქალაქიდან გამომავალი
საიდუმლო გვირაბის ყელი ეგულებოდათ, წინამძღოლი, ჭაღარაშერეული კაცი,
რომელიც შორიახლო მიუძღოდა რაზმს, მიწას განერთხო, და თვალისდახამხამებაში
ყველამ მას მიბაძა. ერთხანს ასე მიცოცავდნენ. Mერე წინამძღოლმა ხელი ფერდის
ქვეშ შეაცურა და ქარქაშიდან ფრთხილად ამოაძრო ხანჯალი, ხელში მოიმარჯვა... და
წამსვე დილიდ სიმყუდროვეში მდინარის თანაბარ ხმაურს ქარქაშიდან ხანჯლის
ძრობის ოდნავ გაგრძელებული შრიალი შეერთო. წინამძღოლი მარცხენა იდაყვს
დაეყრდნო, ოდნავ წამოიწია. Eს იმის ნიშანი იყო, გვირაბის ყელს მიადგნენ. რაზმი
გაინაბა... ხოლო როცა მოწინავე ჯგუფი ერთ მუშტად შეიკრა და, თითქოს ერთბაშად
ურჩხულის ხახამ შთანთქაო, გვირაბის ჩაბნელებულ ყელში გაუჩინარდა, მათ
ასეთივე შემართული ხანჯლები შემოხვდათ... ხელად დამთავრდა ყველაფერი 
ცელკეული განწირული შეძახილები ყრუდ გამოიჭრა გვირაბიდან და დილის ნიავმა
გაიტაცა.
ქვეითი მეომრების დიდი რაზმი უფრო მოშორებით მიჰყვებოდა მეწინავე ჯგუფს,
გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს წინმიმავალი ამხანაგების მოძრაობას. ისინი
რომ გვირაბის ყელში გაუჩინარდნენ, ეს უკვე დაწყების ნიშანი იყო: შუბები შემართეს
და გაქანდნენ. მაგრამ სისხლით მორწყული შესასვლელი გვირაბისა ჩაგრეხილი
დახვდათ. გონს მოსვლა ვერც მოასწრეს, რომ ზემოდან, ციხის კალთიდან, სულ
სხვადასხვა მხრიდან ისრების სეტყვა წამოვიდა...
მაგრამ შევწყვიტოთ, ნუღარ გავაგრძელებთ. აქ ძმათა სისხლი იღვრება და მისი
გახსენება ათი-თერთმეტი საუკუნის შემდეგაც კი ძნელია.

,,მრავალ დღეთა ამაო ბრძოლის შემდეგ, რაკი ვეღარაფერს გახდა, გიორგიმ ციხიდან
მოტყუება გადაწყვიტა შვილისა, თვითონ, თავისი მხედრებით, განერიდა ციხეს,
ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ხელი ჩაიქნია, აპატია შვილს და იქაურობას
გაეცალა, სულ წავიდა.
სინამდვილეში, მხედრობა გაგზავნა დიდი ხმაურითა და აურზაურით, თვითონ კი
მცირე ამალის თანხლებით იქვე დაიმალა - ალბათ მტკვრის გამოღმა, ქვახრელში.
შვილს ხალხი მიუგზავნა - თანხლები აზნაურები.
ამათ უთხრეს:
გამოდი, ბედმა გაგიღიმა, მამაშენი მთელი ამალით და დარჩეული მხედრობით
ტაოსკენ გაემგზავრა. სასახლე ცარიელია. მანამ უკან დაბრუნდებოდეს მამაშენი,
ქუთაისში, შენ დაასწარი, ჩვენც გვიახლე და გვიმსახურე, გამაგრდი სასახლეში და
მერე რაღას დაგაკლებსო . . . შენ დაჯედ მეფედ და მამაშენი დარჩეს გარეგნით.
ამჯერად დიდი იყო ცთუნება. ამჯერადაც ძნელი დასათრგუნი გამოდგა ქართლის
ახალგაზრდა გამგებლის ამბიცია. მეორედ მოტყუვდა. თავისი მომხრე აზნაურები

263
ბევრს უშლიდნენ, სიმართლეს ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ამბიციით
გონებადაბნელებულმა უფლისწულმა არ ისმინა. და მალე სანანებლად გაუხდა ეს.
დაღამებას დაუცადა. როცა კარგად ჩამობნელდა, ციხიდან გამოძვრა, გამოიარა
საიდუმლო გვირაბი და მდინარის პირას გამოვიდა. მტკვარი ხომ იქვეა,
უფლისციხესთან. ტივი წინასწარ ჰქონდა გამზადებული მდინარეზე. შედგა ტივზე
და გამოსცურა. ახლა მეფის მხლებლებმა იჩქარეს. ტივიდან გადმოსვლა არ აცალეს,
მისცვივდნენ. ,,ვერღარა დაითმინეს და მიეტევნეს შეპყრობად. ტივიდან გადმოსვლა
რომ ეცლიათ და ხმელეთზე გამოსულისთვის ჩაევლოთ ხელი, სადღა წაუვიდოდათ,
მაგრამ სიბნელეში დაიბნენ და ტივს ნაპირზე მიდგომა აღარ აცალეს.
უფლისწულს პატარა ეჭვი მაინც ჰქონდა გულში. წინასწარ ჰყავდა მეტივე
გაფრთხილებული. როგორც კი იგრძნო საშიშროება, ტივი უკანვე გაატრიალებინა,
ისე რომ მომხვდურებმა ფეხი ვეღარ დაიმაგრეს ზედ, სველ მორებზე დაუცურდათ
და ტივზე მდგომებმა ადვილად მოიცილეს.
კონსტანტინემ ციხეში შებრუნება გადაწყვიტა. მაგრამ ღამეში, სიბნელეში, ტივის
დამორჩილება ძნელი გახდა, წყალმა ქვევით გააცურა.
მეფე გიორგი გამოცდილი მებრძოლი იყო და ყველაფერი გათვალისწინებული
ჰქონდა. შვილი რას მოატყუებდა! მარდ ცხენებზე ამხედრებული მდევრების ჯგუფი
წინასწარვე გამზადებული ჰყავდა. გადასცურეს ხელად მტკვარი და ციხის
მისასვლელები შეჰკრეს, ციხეში შესასვლელი გზა მოუჭრეს უფლისწულს.
ამის შემდეგ ძნელი აღარ იყო ციხიდან გამოტყუებული უფლისწულის შეპყრობა.
როცა კარგად გათენდა, ახლომახლო ადგილები დაძებნეს და ბედუკუღმართი
უფლისწული კლდეში დამალული იპოვეს. უფლისციხის მისადგომები და
შემოგარენი ხომ სულ კლდოვანია. სწორედ კლდის ნაპრალში წააწყდა მეფის ერთ-
ერთი ჯარისკაცი. შეიპყრეს და გიორგის მიჰგვარეს.
საშინელი გამოდგა მეფის მსჯავრი: ჯერ თვალები ამოუშანთეს უფლისწულს, მერე
დაასაჭურისეს. . .
და ამდენს ვეღარც გაუძლო. ხელში შემოაკვდათ.
თითქოს ახლაღა გამოფხიზლდაო, დანარჩენების მიმართ ლმობიერება გამოიჩინა
მეფემ – უფლისწულის მხარდამჭერი ადგილობრივი აზნაურები და ტბელნი
ციხიდან გამოიყვანა და ,,განუტევნა მშვიდობით. . .

ასეთი ტრაგედია დატრიალდა უფლისციხის მისადგომებთან, მტკვრის პირას.


მკაცრი საუკუნეები იყო!

4
ქართლს უპატრონოდ ხომ აღარ დააგდებდა და ხომ არ დაკარგავდა გიორგი
აფხაზთა მეფე. მეორე შვილი – ლეონი – გადმოიყვანა და ის დასვა ახლა ქართლის
გამგებლად. თავისი სამფლობელოს გაზრდისა და გაფართოების მისწრაფებანი არც
ამის შემდეგ შენელებია. პირიქით, უფრო ფართო მასშტაბის გაბედული მოქმედება
დაიწყო.
ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა მეფე, როგორც უკვე ითქვა, ქართლისთვის
ვეღარ იცლიდა, და რაკი მისი შიში აღარა ჰქონია, ქართლში ახლა უფრო მტკიცედა
გრძნობდა თავს აფხაზთა მეფე. კახეთის მთავარსღა თუ შეეძლო მეტოქეობა გაეწია.
მისი მოკავშირე ფადლა ქორეპისკოპოსი ამასობაში გარდაიცვალა და ტახტზე
ფადლას შვილი კვირიკე ავიდა, პირველი კვირიკეს შვილიშვილი და სეხნია.
,,მატიანე ქართლისა გვაუწყებს: გარდაბნელი აზნაურები გადაუდგნენ კვირიკე

264
მეორეს და გიორგი მეფესთან გამართეს მოლაპარაკებაო (მოსე ჯანაშვილი უფრო
აკონკრეტებს ამ მოლაპარაკების შინაარსს – ქვეშევრდომობა აღუთქვეს, მეფედ
მიიწვიესო).
ადვილი შესაძლებელია, ამისი ინიციატივა თვითონ გიორგისგან მოდიოდეს;
რადგან ქართლში განმტკიცების შემდეგ მისთვის სწორედ კახეთი იყო
მნიშვნელოვანი.
ასე იყო თუ ისე, გარდაბნელები გადაუდგნენ კვირიკე მეორეს. . .

და ჩვენ კახეთში ვხედავთ გიორგი აფხაზთა მეფეს, რომელმაც ,,მოსწყუა და


ასწყვდიდა იქაურობა, და მალევე გამობრუნდა.
ეტყობა, ეს იყო პირველ სადაზვერვო და დასაშინებელ გალაშქრებასავით – ერთი
გაიჯირითა, გადაქელა და უკანვე შემოიქცა; რათა უფრო დიდი სამხედრო
ძალისათვის მოეყარა თავი და მეორედ უკვე უფრო საფუძვლიანად გაელაშქრა; და
ამის შემდეგ კახეთშიაც ისე მტკიცედ დამკვიდრებულიყო, როგორც უკვე ქართლში
გრძნობდა თავს.
ამიტომაც, როცა უკან შემოიქცა, ქუთაისში კი აღარ დაბრუნებულა, ატენში
დაბინავდა, უფლისციხის მახლობლად, სადაც მისი შვილი ლეონი იდგა. შვილს
უნდა შეეგროვებინა მისთვის დიდი მხედრობა კახეთში ხელმეორედ
გასალაშქრებლად.
კვირიკე მეორეს აშკარად არა სწყალობდა ბედი: დაჯდა თუ არა მამის ტახტზე,
ამ ძლიერმა და მადაგახსნილმა მეფემ – გიორგიმ – დაადგა თვალი. ახლაც,
პირველი შემოსევისა და ქვეყნის ნაწილობრივი აოხრების შემდეგ, მიხვდა, რომ
მეორე უფრო დამანგრეველი შემოსევა ელოდა, და აღარ დაუცადა ამას, თვითონვე
ეახლა გიორგისა და ლეონს და მორჩილება გამოუცხადა. გულში, ეტყობა, სხვა რამე
ედვა: ალბათ მოლაპარაკება ექნებოდა ქართლელ ფეოდალებთან, რომელთაც,
როგორც უკვე ითქვა, ძილს უფრთხობდა და მოსვენებას უკარგავდა აფხაზეთის
მეფის ასეთი გაძლიერება.
ამნაირი მოლაპარაკება რომ ნამდვილად ექნებოდა კვირიკე ქორ-ეპისკოპოსს
და რაღაც კონტრშეტევას რომ ამზადებდა, იქიდანაც ჩანს, რომ მორჩილების
მოსახსენებლად თავისი ფეხით მოსულ ქორეპისკოპოსს სტაცეს ხელი აფხაზეთისა და
ქართლის გამგებლებმა და დაატყვევეს. ლეონმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ
გამგზავრებულიყო კახეთს და ქორეპისკოპოსის სახლობაც შეეპყრო. მაგრამ
ქართლის აზნაურებმა წინასწარვე აცნობეს მოსალოდნელი განსაცდელი კვირიკეს
უჯახს და გახიზნეს.
ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებდა ეგრის-აფხაზეთის მეფე რომ ამ დროს
კვირიკეს ძმა – შურტა – არა ხლებოდა მას და ნებაყოფლობით, უბრძოლველად არ
გადაეცა კახეთის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი უჯარმა (შემდეგ
კახეთის რამდენიმე ქალაქს კიდევ ,,დაეუფლა
გიორგი მეფე). იქნებ შურტას მონათვლ ძმისა და ქვეყნის მოღალატედ ცოდვაც იყოს:
რაკი დარწმუნდა, საშველი არ იყო, ქვეყნის გადადგურებას იქნებ ნებაყოფლობით
დამორჩილება ამჯობინა!. .

ასეა თუ ისე, ეგრის-აფხაზეთის მეფე კახეთშიც შეიჭრა.


მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მტკიცედ დამკვიდრებას. ქვეყანა არეული
იყო, მშვიდობა ვერ დამყარდა. მართალია, კვირიკემ მიმართა მეფეს, ოღონდ ნუ
მომკლავ, ცოცხალი დამარჩინე და კახეთი შენი იყოსო (,,დაულოცა კახეთი გიორგი

265
მეფესაო, მემატიანე გვაუწყებს), მაგრამ ჯერჯერობით ეს ფუჭი სიტყვები იყო და
გიორგი მეფე თვითონვე თუ არ განიმტკიცებდა თავის მბრძანებლობას კახეთში,
ასეთი ,,გადალოცვა ბევრს არაფერს ნიშნავდა. ამჟამად ლეონმა მამაზე მეტი
სიფრთხილე გამოიჩინა, არ აპირებდა კახეთის ქორეპისკოპოსის გაშვებას, მაგრამ
მამამ არ უსმინა და გაუშვეს. ოღონდ მძევლად მაინც დაიტოვეს კვირიკეს შვილი.
ვინ იცის, თავიდან რას ფიქრობდა კვრიკე, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სიტყვა
გატეხა, ქართლის აზნაურების შთაგონებით (კიდევ აზნაურები! ხედავთ, როგორ
გამწარდნენ, ვერაფრით ვერ ეგუებიან ერთი მეფის გაძლიერებას, რასაც საბოლოოდ
საქართველოს ცალკეული კუთხეების შეერთება და ერთიანი სახელმწიფოს შექმნა
უნდა მოჰყვეს. ამას გრძნობენ, და სწორედ იმიტომ არიან გამწარებულნი!) და მათივე
სამხედრო დახმარებით ,,დაუწყეს ბრძოლად ციხეთა და მალე სულ დაიბრუნეს
(,,მცირედთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი).
საბოლოოდ, კვლავ დაეუფლა კვირიკე თავის სამეფოს.
ასე რომ, უსაფუძვლო არა ყოფილა ლეონის შიში.
არ უსმინა და წინდაუხედაობა გამოიჩინა, კვირიკე ტყვეობისაგან გაათავისუფლა.
ეს მოხდა ზამთრის პირს. ლიხის გადასასვლელზე დიდი თოვლი ჩამოყარა, გზები
შეიკრა და მხედრობის შეგროვებას ახლა აზრი არა ჰქონდა. თანაც, გიორგის, ეტყობა,
ავადმყოფობა შეეჩვია. გაზაფხულამდე დაიცადეს, და, როცა გაზაფხულდა, მხოლოდ
მაშინ გაგზავნა მეფემ ლაშქარი. რაკი თვითონ ავად იყო, ,,წინამძღურად უჩინა
ლეონი.

გაგულისებული ლეონი შეიჭრა კახეთში და რბევა დაიწყო. . .


მაგრამ ამ დროს შინიდან სამწუხაროდ ამბავი მოუვიდა – გიორგი მეფე
გარდაცვლილიყო.

დაღონდა უფლისწული. ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარა ჰქონდა. კვირიკე


მეფე მოიხმო და თითო ცხენოსნის თანხლებით ბაზალეთის ტბის პირას შეხვდნენ
ერთმანეთს. ჯერ არ გაუმჟღავნებია ლეონს მამის სიკვდილი. დაზავებაზე დაუწყო
მოლაპარაკება. ქალიშვილს მოგცემ რძლადო, ესეც აღუთქვა, და მოყვრობით კიდევ
უფრო განუმტკიცა საფუძველი ურთიერთკავშირს. კვირიკე გახარებული დარჩა
საქმის ასე კეთილად დასრულებით.
შორიდან მაცქერალი თავლისთვის საინტერესო და ძალიან უცნაური
სანახაობა კი იქნებოდა ეს მოლაპარაკება; მხედრობისგან განაპირებული მეფეები
მძიმედ დაატარებენ სადავემიშვებულ ცხენებს ტბის გასწვრივ, საქმიან საუბარში
არიან გართული, დროდადრო ლაგამს მოქაჩავენ და შედგებიან, თვალს თვალში
გაუყრიან ერთმანეთს, მერე ისევ მიუშვებენ ლაგამს. . . და, ბოლოს ერთი მათგანი
ერთბაშად მოსწევს სადავეს – ეს კახეთის მეფეა – უზანგს არც კი დაეყრდნობა, ისე
ჩამოფრინდება ცხენიდან და თანამოსაუბრესთან მივარდება, თავლებგაბრწყინებული
ახედავს, და მერე მდბლად დაუხრის თავს. . .

მთლიანად აჯანყებული ფოკას ხელში აღმოჩნდა და მის გამარჯვებაში ეჭვი


აღარავის ეპარებოდა.მან მთელი მცირე აზია დაიპყრო და დაიმორჩილა...
ქართველი მეფის გვერდები ფართო იყო-აჯანყებულ ფოკასთან კავშირით იგი
თავისი ქვეყნის კიდევ უფრო გაფართოებასა და ახალი ტერიტორიების
შემოერთებაზე ოცნებობდა. და ამ ოცნების ასრულებას თითქმის აღარაფერი

266
ეღობებოდა...ამასთან, ფოკა თუ გაიმარჯვებდა, დავითს მეტი გარანტია ექნებოდა,
რომ იმ დროებით ბრძანებულ მიწა-წყალს საბოლოოდ დაინარჩუნებდა.
უზურპატორი სულ ახალ და ახალ გამარჯვებას ზეიმობდა.ბიზანტიის ლამის
ბლოკადაში მოექცა და უეჭველი განადგურება ელოდა...
გადამწყვეტ ბრძოლაშიც გამარჯვება ფოკას მხარეზე იყო. ომის ბედი უკვე
გარკვ ეული ეგონათ. კიდევ ცოტა და ბარდა ფოკა საბილოო გამარჯვებას იზეიმებდა.
და რომ უფრო დაეჩქარებინა ეს სანატრელი წუთი, გადაწყვიტა იმპერატორი
ბასილი მოეკლა, რომელიც იქვე იყო ბრძოლის ველზე. ეს იქნებოდა ომის
დამთავრების ბოლო აკორდიც და იმისი უტყუარი გარანტიაც, რომ ფოკა ტახტის
ეერთადერთი მფლობელი, დიდი იმპერატორის მბრძანებელი გახდებოდა.

ფოკამ იმპერატორისკენ გააქანა ცხენი...


მაგრამ ამ დროს მოულოდნელი რამ მოხდა.
მანამ იმპერატორს წამოეწეოდა, უზურპატორმა ცხენი გვერდზე შეატრიალა,
ჩამოხტა, მიწაზე გაწვა და სულიც ამოხდა.
ხმა გავრცელდა, თითქოს მისი ფარეში მოესყიდოთ და უზურპატორისათვის
ბრძოლის წინ შხაპი შეეპარებინოთ...

მკითხველი ადვილად წარმოიდგენს, რა დღეში აღმოჩნდებოდა დავით


კურაპალატი.
არ გაუმართლა ქართველ მეფეს.თითქოს ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ უნდა
დამთავრებულიყო და ფოკას უეცარმა სიკვდილმა შეატრალა საქმე.რისიღა იმედი
უნდა ჰქონოდაგაგულისებული იმპერატორისგან?
არაბი ისტორიკოსის ცნობით, იმპერატორს ქართველი მეფის სიკვდილით
დასჯაც გადაუწყვეტია, მაგრამ მერე გადაუფიქრებია. დავითმა თურმე პატიება
სთხოვა და აღუთქვა, თქვენგან ბოძებული მიწა-წყალი თქვენვე დაგრჩეთ, მე რომ
მოვკვდებიო.კაცმა რომ თქვას, ამას რაღა დავით კურაპალატის ფიცი და დასტური
სჭიორდებოდა?!
ზოგიერთი კვლევარის აზრით, ამ ნმარცხის შემდეგ დავით კურაპალატმა
ხიზანტიის იმპერეტორს თითქოსაღუთქვა,არა მარტომთლიანად აჯანყებული ფოკას
ხელში აღმოჩნდა და მის გამარჯვებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა.მან მთელი მცირე
აზია დაიპყრო და დაიმორჩილა...
ქართველი მეფის გვერდები ფართო იყო-აჯანყებულ ფოკასთან კავშირით იგი
თავისი ქვეყნის კიდევ უფრო გაპართოებასა და ახალი ტერიტორიების
შემოერთებაზე ოცნებობდა. და ამ ოცნების ასრულებას თითქმის აღარაფერი
ეღობებოდა...ამასთან, ფოკა თუ გაიმარჯვებდა, დავითს მეტი გარანტია ექნებოდა,
რომ იმ დროებით ბრძანებულ მიწა-წყალს საბოლოოდ დაინარჩუნებდა.
უზურპატორი სულ ახალ და ახალ გამარჯვებას ზეიმობდა.ბიზანტიის ლამის
ბლოკადაში მოექცა და უეჭველი განადგურება ელოდა...
გადამწყვეტ ბრძოლაშიც გამარჯვება ფოკას მხარეზე იყო. ომის ბედი უკვე
გარკვ ეული ეგონათ. კიდევ ცოტა და ბარდა ფოკა საბილოო გამარჯვებას იზეიმებდა.
და რომ უფრო დაეჩქარებინა ეს სანატრელი წუთი, გადაწყვიტა იმპერატორი
ბასილი მოეკლა, რომელიც იქვე იყო ბრძოლის ველზე. ეს იქნებოდა ომის
დამთავრების ბოლო აკორდიც და იმისი უტყუარი გარანტიაც, რომ ფოკა ტახტის
ეერთადერთი მფლობელი, დიდი იმპერატორის მბრძანებელი გახდებოდა.

267
ფოკამ იმპერატორისკენ გააქანა ცხენი...
მაგრამ ამ დროს მოულოდნელი რამ მოხდა.
მანამ იმპერატორს წამოეწეოდა, უზურპატორმა ცხენი გვერდზე შეატრიალა,
ჩამოხტა, მიწაზე გაწვა და სულიც ამოხდა.
ხმა გავრცელდა, თითქოს მისი ფარეში მოესყიდოთ და უზურპატორისათვის
ბრძოლის წინ შხაპი შეეპარებინოთ...

მკითხველი ადვილად წარმოიდგენს, რა დღეში აღმოჩნდებოდა დავით


კურაპალატი.
არ გაუმართლა ქართველ მეფეს.თითქოს ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ უნდა
დამთავრებულიყო და ფოკას უეცარმა სიკვდილმა შეატრალა საქმე.რისიღა იმედი
უნდა ჰქონოდაგაგულისებული იმპერატორისგან?
არაბი ისტორიკოსის ცნობით, იმპერატორს ქართველი მეფის სიკვდილით დასჯაც
გადაუწყვეტია, მაგრამ მერე გადაუფიქრებია. დავითმა თურმე პატიება სთხოვა და
აღუთქვა, თქვენგან ბოძებული მიწა-წყალი თქვენვე დაგრჩეთ, მე რომ
მოვკვდებიო.კაცმა რომ თქვას, ამას რაღა დავით კურაპალატის ფიცი და დასტური
სჭიორდებოდა?!
ზოგიერთი კვლევარის აზრით, ამ ნმარცხის შემდეგ დავით კურაპალატმა
ხიზანტიის იმპერეტორს თითქოსაღუთქვა,არა მარტო თქვენგან ბოძებულ
ტერიტორიას, მთელ ჩემს სამეფოს თქვენ დაგიტოვებთ, მე მაინც უმკვიდრო ვარო.
ეს არ უნდა იყოს მართალი, და აი რატომ.
დავით კურაპალატს ამის შემდეგაც არ დაუყრია ფარ-ხმალი-ძველებური
ენერგიულობითა და შეუპოვრობით განაგრძობდათავისი სამეფოს გაფართოებას,
ახალი კუთხეების შემოერთებას.უკვე ძალიან მოხუცი იყო, მაგრამ მაინც არ
ისვენებდა, მაინც იბრძოდა, ახალ-ახალ კუთხეებს უმატებდა თავის სამეფოს.ზემოთ
რომ ქალაქ მანასკერტისაღების ამბავი ვახსენეთ, ეს სწორედ იმ ხანებში მოხდა, იმ
მარცხის შემდეგ.სხვა ქალაქებისათვის ბრძოლების ისტორიაც შემოუნახავთ
წყაროებს.ყველაზე ვერ შევჩერდებით-ძალიან შორს წაგვიყვანს. სიკვდილის დღემდე
არ დამცხრალა დავით კურაპალატი... დადარაჯებული იყო და როგორც კი მარჯვე
შემთხვევე მიეცემოდა, სამხრეთით მოსაზღვრე ამირებს დაესხმოდა, ქალაქსა და
სოფლებს გამოჰგლეჯდა ხოლმე.
ეს ბოლო ორი სიტყვა ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის და კარგათგადმოგვცემს დავით
კურაპალატის მაშინდელ განწყობილებას:როგორ გაფაციცებით ცდილობს,
მაჰმადიანი დამპყრობლებისაგან გაათავისუფლოს მოსაზღვრე მიწა-წყალი და
შემოიერთოს სწორედ რომ გამოგლიჯოს დამპყრობელს და თავისი სამეფოს
საზღვრები უფრო იქით გადასწიოს, შორს გაიჭრას!
როგორც ითქვა, სწორედ ამ ხანებში აიღოს დიდი ქალაქი მანასკერტი.ერთი არმია
რომ გარდაიცვალა და მისი ადგილი მეორემ, მისივე დისწულმა დაიკავა, ქართველმა
მეფემ ალყა შემოარტყა მანასკენტს.ეტყობა კარგა ხანს ჰყავდა მოქცეული
ალყაში.ბობლოს კი ქალაქის დამცელ მაჰმადიანთა წინააღმდეგობა გატეხა დავით
კურაპლატმა, მაჰმადიანები განდევნა და ქალაქში ქართველები და სომხები ჩაასახლა.
მანასკერტი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო პოლიტიკურ0-ეკონომიური
თვალსაზრისითაც.სტრატეგიულადაც... ქართველი მეფე ამ აქ მტკიცე ბაზას იქმნიდა
შემდგომი ბრძოლებისთვისაც (მიტომაც არ დაახანა და ქართველი და სომეხი
მოსახლეობა ჩაასახლა;ქართველებითა და სომხებით აავსოო, ივანე ჯავახიშვილი
წერს) მაჰმადიანი დამპყრობლები გვიან მოვიდნენ გონს, გვიან მიხვდნენ, რომ ამ

268
ქალაქის დაკარგვა არ შეიძლებოდა,რადაც უნდა დაგვიჯდეს, უკანვე უნდა
დავიბრუნოთო, თქვეს. და ძალიან უსუსურ ხერხს მიმართეს ქალაქის
დასაბრუნებლად:მოციქულები მიუგზავნეს ქართველ მეფეს-ახლავე დაგვიცალე
ქალაქი, თორემ, იცოდე, გამოვილაშქრებთო,
დაშინება მოუნდომეს!
რა სიტყვებით უპასუხა ელჩებს კურაპალატმა, ეს არ ვიცით, გულში კი მაინც
გაიფიქრებდა-რაღა დასაბრუნებლად იხდიდით საქმეს, დაპყრობილი გქონდათ ეს
ქლაქი და,თუკი ასე გულით გინდოდათ და ძალაც შეგწევდათ, მაშინ დაგეცვათო
უარი შეუთვალა
მართლაც დაიძრა მაჰმადიანი ამირების შეერთებული მხედრობა. ქართველ მეფეს
ადრევე დაეჭირა თადარიგი:ბაგრატ მეორისა და სომეხი მეფეების მაშველი ძალები
თანა ჰყავდა.ძნ3ელი სათქმელია, რას ელოდა ამირების კოალიცია, ისე გულიანად
რომ მოდიოდა, მაგრამ ქართველ-სომეხთა შეერთებულ ლაშქარს რომ
მოუახლოვდნენ, ეტყობა, შეფიქრიანდნენ და უყბრძოლველადვე გაბრუნდნენ,პირში
ჩალაგამოვლებულები
ეს 990 წლის ახლო ხანებში უნდა მომხდარიყოო, ივანე ჯავახიშვილი წერს.
მანასკერტის დაკარგვა ხომ თავისთავად დიდი მარცხი და ზარალი იყო
მაჰმადიანებისათვის, ახლა ამ გალაშქრებამ სულ უფრო გაუფეჭათ საქმე:ქართველები
კიდევ უფრო გაამხნევა, საკუთარ მეომრებს კი რწმენა დაუკარგა.დავით
კურაპალატსაც ეს უნდოდა-კიდევ უფრო გაიწია სამხრეთით...ახალი ტერიტორიები
შემოიერთა.

მაჰმადიანმა ამირებმა გადაწყვიტეს რომ მეტი დათმობა უკვე ეღარ შეიძლებოდა-


მოილაპარაკეს ერთმანეთში, მეორედ შეადგინეს სამხედრო კოალიცია და 100.000-
იანი ლაშქარით (100.000-იანითო, ასე გადმოგვცემს სომეხი მემატიანე) ტაოსკენ
გამოემართნენ.მაჰმადიანთა შეერთებულ მხედრობას ამჯერადაც ატრაპატაკანის
ამირა მამლანი სარდლობდა, ის იყო კოალიციის სული და გული.
ეს მოხდა 998 წელს, ესე იგი იმ პირველი ფუჭი ლაშქრობის შემდეგ მთელ რვა
წელს გაუვლია, თუკი პირველ შეერთებულ ლაშქრობას 990 წლით დავათარიღებთ.
რვა წელი ისტორიაში დროის ძალიან მცირე მონაკვეთია, ერთი გაელვებაც კი
არ არის. რვა წელიწადი ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი დროა, მით უმეტეს,
როცა ეს ადამიანი თავისი ცხოვრების მწვერვალიდან თავდაღმა დაშვებულა...არ
გვინდა მამლანისა და მისი მოკავშირე ამირების მამაცობაში ეჭვი შეგვეპაროს, მაგრამ
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სწორედ ეს ფაქტი გათვალისწინებული
ჰქონდათ იმათ, როცა მხოლოდ რვა წლის შემდეგ შეიგნეს მანასკერტის დაკარგვის
მთელი სერიოზულობა და გაბრაზება-გაგულისების უფლება ახლაღა მისცეს თავს.
მაჰმადიანების რისხვა-დავით კურაპალატი-ჯერ 990 წელსაც მოხუცებული იყო
და ახლა, მით უმეტეს, მაგრად მორეოდა სიბერე.
მაჰმადიანთა ლაშქრის წინააღმდეგ იგი ვერ გაუძღვებოდა თავის მხედრობას!
იქნებიმიტომ ითმინეს ამდენმა მამლანმა და მისმა მოკავშირეებმა.
მაგრამ დავით კურაპალატის ქვეყანაში ჭკვიან სარდალსა და გულად მეომარს
რა გამოლევდა! ჯარის წინამძღოლობა მეფემ ამჯერად აპარსალ გაბრიელ
ოჩოპინტრეს ძეს დაავალა. ჯარი მიაშველეს სომხეთის მეფეებმაც და ქართველმა
მეფემ გურგენმა. გურგენ მეფის გამოგზავნილ მხედრობას სარდლობდაფერსი ანუ
ფერისი.შესანიშნავი ვაჟკაცი, ცნობილი მთავართ-მთავარის ჯოჯოკის ძე. მკითხველს
ალბათ ახსოვს, რომ ეს ჯოჯიკი თან ახლდა მთავარ ერისთავს ბარდა კლიაროსის

269
წინააღმდეგ ომში. როგორც ვხედავთ, მამაცა და შვილიც დავით კურაპალატის
ერთგული ჯარისკაცები ყოფილან. ფერსი ჯოჯიკის ძეს კიდევ შევხვდებით ქვემოთ,მ
ცოტა უფრო განსხვავებულ ვითარებაში-მის ტრაგიკულ ბდს გავეცნობით. მაგრამ ეს
უფრო მოგვიანო დროის ამბავია. ახლა კი ამ მამაცმა მეომარმა მტერზე საერთო
გამარჯვება გაინაწილა.

ასიათასიანი ლაშქრით გამოემართა მტერიო, სომეხი მემატიანის სიტყვები


მოვიტანეთ ზემოთ. ქართველების და სომხების მხედრობა რა შედერებაა-გაცილებით
ნაკლები იყო.ისე რომ გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე და მაშველ მხედრობათა სარდლები,
ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდნენ- ამოდენა ლაშქარს ჩვენ რას დავაკლებთო...გაბრიელ
ოჩოპინტრეს ძემ ხერხი იხმარა-ისე მოაჩვენა მაჰმადიანებს, თითქოს ჯერ არ
აპირებდნენ ბრძოლის დაწყებას, მერე კი ერთბაშად დაესხა თავს, შეუტია და გააქცია.
უკან დაედევნენ გაქცეულ მამლანს და კარგა ხანს სდიეს, მერე ნადავლი წამოიღეს და
გამობრუნდნენ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უსახელებიათ თავი მესხ ძმებს
გამრეკელებს.
ერთი სიტყვით, ბიზანტიის კეისართან განცდილი მარცხის შემდეგ დავით
კურაპალატმა, როგორც ვნახეთ, კიდევ ბევრი ბრძოლა გადაიხადა, და წარმატებითაც.
და თუკი მთელი მისი სამეფოს ბედი გადაწყვეტილი იყო, თუკი მაინც ბიზანტიას
უნდა შეერთებოდა, ასე რატომ გამოიდებდა თავს?!თუკი ხვალ- ზეგ მაინც უნდა
წაერთმიათ მისი მემკვიდრეებისათვის, კიდევ უფრო გაფართოებისა და ახალი
ტერიტორიეის შემოერთებისათვის რატომღა იწვალებდა, ხალხს ტყუილ უბრალოდ
რად გაჟლეტდა?!ეტყობა, ის ვერსია უნდა იყოს სარწმუნო, რომლის მიხედვითაც
იმპერატორი ბასილი მისგანვე ნაბოძები კუთხეების წართმევით დაემუქრა და
საბოოლოოდ მხოლოდ ამ კუთხეების ბიზანტიისთვის უკანვე დაბრუნებაზე
შეთანხმდნენ.
გარდაიცვალა დავით კურაპალატი 1001 წლის გაზაფხულზე როცა ახალი
წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული ის იყო დამთავრდა და მეორე
ათასწლეული იწყებოდა.უკვე ღრმად მოხუცებული იყო ღვაწლმოსილი მეფე, და არ
გინდა დაიჯერო ერთი სომხური წყაროს ცნობა, თითქოს 31 მარტს, აღდგომა დღეს
რაღაც საწამლავი შეეპარებინოთ მისთვის. ალბათ არც არის მართალი. ქართველი
მემეტიანე ამაზე არას ამბობს.მარი ბროსე რომ გადმოგვცემს მის ცხოვრების ამბავს,
თითქოს ერთბაშად შეკრთაო, ასე ამთავრებს თხრობას:ჩვენ ვერ ვირწმუნებთ ამ
დაუჯერებელ ამბავს და ამიტომ გამეორებაც არა ღირსო...
როგორც უკვე ითქვა, დავით კურაპალატზე საკმაო ცნობები შემოუნახავს
ისტორიას, ქართველი და უცხოელი მემეტიანეები თითქმის სრულ წარმოდგენას
გვიქმნიან ქართველი მეფის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე...თითქმის სასურველი
სიხარულით გვიხატავენ მის პორტრერტს. ზემოთ ჩვენ უკვე გავეცანით რამდენიმე
დახასიათებას.ალბათ გახსოვთ, როგორი ქებით მოიხსენიებს სომეხი მემეტიანე
სტეფანოს ტარონელი, როგორ საგანგებოდ აღნიშნავს მოიუს მშვიდობის
მოყვარეობას:დააწყნარა ომები თითწმის ყველა ქვეყანაში, მშვიდობა დაამყარა და
აღმშენებლობას მიჰყო ხელიო...

აგერ, მეორე სომეხი მემეტიანისეული დახასიათებაც: ...კაცი ძლიერი, ქვეყნის


მშენებელი, გულუხვი და ღატაკთა მოყვარე, მან ჭეშმარიტად დაამყარა მშვიდობა
ეს სიტყვებიც ძველ მემეტიანეს ეკუთვნის-არისტაკეს ლასლასტივერცეს...

270
თანამედროვე მეცნიერსაც მოვუსმინოთ-აი, რასა წერს ივანე ჯავახიშვილი: იგი
სახელგანთქმული იყო ყველგან, როგორც შინ, საქართველოში, ისე გარეთ-სომხებსა
ბერძნებსა და არაბებს, შორის ძლიერებითა და მაღალი და ზნეობრივი
თავისებურებით...
ამდენი იომა კაცმა, მაგრამ ომის სიყვარული, როგორც მისივე თანამედროვე
მემეტიანე გადმოგვცემს, არა ყოფილა. პირიქით, მშვიდობისმოყარე იყო, ომები
დააწყნარაო, და როცა მისი ცხოვრების ცალკეულ ეპიზოტებს ვკინძავთ, უნებურად
ჩვენს ყურადღებას ერთი მოვლენა აქცევს, ერთი საგულისხმო დეტალი.
დავითმა რომ შვილობილი ბაგრატი უფლისციხეს წაიყვანა, რათა მისთვის
ქართლის სამეფო ჩაებარებინა, ქვახრელს დაბანანაკდა თავისუი დიდი
ლაშქარით,გეხსომებათ, რომ უფლისციხეში მაშინ კახეთის ქორეპისკოფოსი იდგა
ჯარით, ისიც მტკიცე გადაწყვეტილებით მოვიდა რათა ქართლს დაუფლებოდა.
იმიტომაც მოიყვანა ამოდენალაშქარი დავით კურაპალატმა, მაგრამ ერთბაშად კი არ
შეუტია, ქვახვრელს დაბანაკდა.
ამრიგად, ამ პატარა ტერიტორიაზე, უფლისწულის ირგვლივ, მტკვრის გაღმა-
გამოღმა უცებ ქართველთა ორი დიდი მხედრობა დაუპირისპირდა ერთმანეთს.
აქ ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს. ასევე შევნიშნეთ კიდევ ზემოთ.
მაგრამ მოხდა საკვირველება.აიყარა კახეთის ჯარი და უკანვე დაბრუნდა,
უომრად, სისხლის დაუღვრელად.
ეს ერთი.
მეორე: დავით კურაპალატთან მისი შვილობილი ბაგრატი დაასმინეს-შენს
წინააღმდეგ დიდი ლაშქარი მოჰყავსო, გადაუწყვეტია მოგკლას და შენი სამეფო
დაიპყროსო. დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი მხედრობა, მეზობელი ქვეყნების
მეფენიც მოიშველია და ჯავახეთისაკენ გამოეშურა, ,სადაც ბაგრატის ლაშქარიც იდგა.
უნდა ვიფიქროთ, რომ დავითი გაცოფებლი იქნებოდა - ასეთი უმადურობა
აღმზრდელისაგან ძნელი მოსათმენია;ბუნებრივია, იგი საგანგებოდ დასჯის
შვილობილს, რომელსაც მოსაკლავადაც კი გაუმეტებია აღმზრდელი. ზემოთ ჩვენ
ვნახეთ, რა სასტიკად გაუსწეორდა გვირგვინოსანი მამა ღვიძლ შვილს, როცა
ორგულობა და ღალატი შენიშნა.ამრიგად, გამოეშურა თავისი დიდი ლაშქარით
დავით კურაპალატი, მოვიდა ჯავახეთს სადაც, შვილობილი იდგა და
მოწინააღმდეგის მახლობლად დაბანაკდა.მაშინვე კი არ შეუტია მიუხედავათ იმისა,
რომ ჯარი გაცილებით მეტი ჰყავდა და ადვილად დაამარცხებდა.მემეტიანე
საგანგებოდ აღნიშნავსა:დავითს ურიცხვი ჯარი ჰყავდაო(არა იყო რიცხვი), და ეს
მოწინააღმდეგემაც იგრძნო- კარგად რომ დაზვერა დავითის ლაშქარი, მიხვდა, ვერ
გაუმკლავდებობა. და ასეთ პირობებში დავით კურაპალატმა- ბრძოლაში ნაწრთობმა
და გამოცდილმა სარდალმა- ერთბაშად კი არ შეუტია: მოვიდა დსა დაბანაკდა; იცდის
გეგონება - მოწინააღმდეგის ჯარის შეკრებას და გაძლიერებას აცდისო. ერთბაშად
რომ შეეტია ხელად დაამარცხებდა მაგრამ არა. დაბანაკება არჩია.
და აქაც ამ პატარა ტერიტორიაზე, დგას ერთმანეთის პირისპირ ქართველთა
ორი ლაშქარი. თავიანთი ბანაკებიდან ისინი ხედავენ კიდეც.
აქაც ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს, ეს თითქმის გარდაუვალია...
და უცებ ჩვენ იმის მოწმე ვხდებით, როგორი მამაშვილური სიყვარულით
გადაეხვივნენ ერთმანეთს ამ ორი მრისხანე ჯარის სარდლები.აქაც უომრად
დამთავრდა ყველაფერი, ძმათა სისხლკის დაუღვრელად.ამის წინ კი, როცა კახთა
ქორეპისკოფოსი გურანდუხტს, გურგენს და ჯერ კიდევ უწლოვან ბაგრატს
გაიტაცებს და ქართლს დაეუფლება (იმ პირველ ლაშქარში არ ავურიოთ- ეს მეორედ
271
გამოილაშქრა კახეთის მთავარმა. კახეთის ქორეპისკოფოსის წინააღმდეგ მეორედ
გაბედა ასეთი თავხედობა კახეთის მთავარმა;თანაც ახლა ქვეყნის დაუფლება კი არ
იკმარა დავითის შვილი ყაჩაღურად გაიტაცა და საგანგებოდ გააფრთხილა ქართლის
აზნაურები:ეს ამიერიდან თქვენი მბრძანებელია ამას უნდა დაემორჩილოთ
ყველანიო....
ქართლის აზნაურებს უთხრა მაგრამ სხვების გასაგონადაც იყო თქმულ ახლა
კი თითქოს ნამდვილად გარდაუალია ძმათა სისხლის ღვრას, ერთხელ უკვე
მოვყევით , როგორ კეთილად დამთავრდა ეს ამბავი.
დავით კურაპალატზე რომ ვკითხულობთ დაისმის კითხვა-ნუთუ ყველაფერი
თავისით მოხფდა, დავითის დამოუკიდებლად.

დავით კურაპალატზე ჩვენს ზარმოდგენას გაბნეული წარწერები ავსებენ.


წარწერები ნივთებზე თუ საგნებზე... ქრისტე შეიწყალე დავით კურაპალატი
ვკითხულობთ დავითის დროს მოჭრილ ფულზე და თვითონ ის ფაწტიც, რომ
ფულზე მისი სახელია ამოკვეთილი, ბევრ რამეს გვეუბნება.

ქრისტე, ადიდე დღეგრძელობით დავით კურაპალატი, ამინ


ვკითხულობთ დავითისეულ ჯვარზე...რა სიტყვებით უპასუხა ელჩებს კურაპალატმა,
ეს არ ვიცით, გულში კი მაინც გაიფიქრებდა-რაღა დასაბრუნებლად იხდიდით საქმეს,
დაპყრობილი გქონდათ ეს ქლაქი და,თუკი ასე გულით გინდოდათ და ძალაც
შეგწევდათ, მაშინ დაგეცვათო
უარი შეუთვალა
მართლაც დაიძრა მაჰმადიანი ამირების შეერთებული მხედრობა. ქართველ
მეფეს ადრევე დაეჭირა თადარიგი:ბაგრატ მეორისა და სომეხი მეფეების მაშველი
ძალები თანა ჰყავდა.ძნ3ელი სათქმელია, რას ელოდა ააააამირების კოალიცია, ისე
გულიანად რომ მოდიოდა, მაგრამ ქართველ-სომეხთა შეერთებულ ლაშქარს რომ
მოუახლოვდნენ, ეტყობა, შეფიქრიანდნენ და უყბრძოლველადვე გაბრუნდნენ,პირში
ჩალაგამოვლებულები
ეს 990 წლის ახლო ხანებში უნდა მომხდარიყოო, ივანე ჯავახიშვილი წერს.
მანასკერტის დაკარგვა ხომ თავისთავად დიდი მარცხი და ზარალი იყო
მაჰმადიანებისათვის, ახლა ამ გალაშქრებამ სულ უფრო გაუფეჭათ საქმე:ქართველები
კიდევ უფრო გაამხნევა, საკუთარ მეომრებს კი რწმენა დაუკარგა.დავით
კურაპალატსაც ეს უნდოდა-კიდევ უფრო გაიწია სამხრეთით...ახალი ტერიტორიები
შემოიერთა.
მაჰმადიანმა ამირებმა გადაწყვიტეს რომ მეტი დათმობა უკვე ეღარ შეიძლებოდა-
მოილაპარაკეს ერთმანეთში, მეორედ შეადგინეს სამხედრო კოალიცია და 100.000-
იანი ლაშქარით (100.000-იანითო, ასე გადმოგვცემს სომეხი მემატიანე) ტაოსკენ
გამოემართნენ.მაჰმადიანთა შეერთებულ მხედრობას ამჯერადაც ატრაპატაკანის
ამირა მამლანი სარდლობდა, ის იყო კოალიციის სული და გული.
ეს მოხდა 998 წელს, ესე იგი იმ პირველი ფუჭი ლაშქრობის შემდეგ მთელ რვა
წელს გაუვლია, თუკი პირველ შეერთებულ ლაშქრობას 990 წლით დავათარიღებთ.
რვა წელი ისტორიაში დროის ძალიან მცირე მონაკვეთია, ერთი გაელვებაც კი
არ არის. რვა წელიწადი ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი დროა, მით უმეტეს,
როცა ეს ადამიანი თავისი ცხოვრების მწვერვალიდან თავდაღმა დაშვებულა...არ
გვინდა მამლანისა და მისი მოკავშირე ამირების მამაცობაში ეჭვი შეგვეპაროს, მაგრამ
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სწორედ ეს ფაქტი გათვალისწინებული

272
ჰქონდათ იმათ, როცა მხოლოდ რვა წლის შემდეგ შეიგნეს მანასკერტის დაკარგვის
მთელი სერიოზულობა და გაბრაზება-გაგულისების უფლება ახლაღა მისცეს თავს.
მაჰმადიანების რისხვა-დავით კურაპალატი-ჯერ 990 წელსაც მოხუცებული იყო
და ახლა, მით უმეტეს, მაგრად მორეოდა სიბერე.
მაჰმადიანთა ლაშქრის წინააღმდეგ იგი ვერ გაუძღვებოდა თავის მხედრობას!
იქნებიმიტომ ითმინეს ამდენმა მამლანმა და მისმა მოკავშირეებმა.
მაგრამ დავით კურაპალატის ქვეყანაში ჭკვიან სარდალსა და გულად მეომარს
რა გამოლევდა! ჯარის წინამძღოლობა მეფემ ამჯერად აპარსალ გაბრიელ
ოჩოპინტრეს ძეს დაავალა. ჯარი მიაშველეს სომხეთის მეფეებმაც და ქართველმა
მეფემ გურგენმა. გურგენ მეფის გამოგზავნილ მხედრობას სარდლობდაფერსი ანუ
ფერისი.შესანიშნავი ვაჟკაცი, ცნობილი მთავართ-მთავარის ჯოჯოკის ძე. მკითხველს
ალბათ ახსოვს, რომ ეს ჯოჯიკი თან ახლდა მთავარ ერისთავს ბარდა კლიაროსის
წინააღმდეგ ომში. როგორც ვხედავთ, მამაცა და შვილიც დავით კურაპალატის
ერთგული ჯარისკაცები ყოფილან. ფერსი ჯოჯიკის ძეს კიდევ შევხვდებით ქვემოთ,მ
ცოტა უფრო განსხვავებულ ვითარებაში-მის ტრაგიკულ ბდს გავეცნობით. მაგრამ ეს
უფრო მოგვიანო დროის ამბავია. ახლა კი ამ მამაცმა მეომარმა მტერზე საერთო
გამარჯვება გაინაწილა.
ასიათასიანი ლაშქრით გამოემართა მტერიო, სომეხი მემატიანის სიტყვები
მოვიტანეთ ზემოთ. ქართველების და სომხების მხედრობა რა შედერებაა-გაცილებით
ნაკლები იყო.ისე რომ გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე და მაშველ მხედრობათა სარდლები,
ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდნენ- ამოდენა ლაშქარს ჩვენ რას დავაკლებთო...გაბრიელ
ოჩოპინტრეს ძემ ხერხი იხმარა-ისე მოაჩვენა მაჰმადიანებს, თითქოს ჯერ არ
აპირებდნენ ბრძოლის დაწყებას, მერე კი ერთბაშად დაესხა თავს, შეუტია და გააქცია.
უკან დაედევნენ გაქცეულ მამლანს და კარგა ხანს სდიეს, მერე ნადავლი წამოიღეს და
გამობრუნდნენ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უსახელებიათ თავი მესხ ძმებს
გამრეკელებს.
ერთი სიტყვით, ბიზანტიის კეისართან განცდილი მარცხის შემდეგ დავით
კურაპალატმა, როგორც ვნახეთ, კიდევ ბევრი ბრძოლა გადაიხადა, და წარმატებითაც.
და თუკი მთელი მისი სამეფოს ბედი გადაწყვეტილი იყო, თუკი მაინც ბიზანტიას
უნდა შეერთებოდა, ასე რატომ გამოიდებდა თავს?!თუკი ხვალ- ზეგ მაინც უნდა
წაერთმიათ მისი მემკვიდრეებისათვის, კიდევ უფრო გაფართოებისა და ახალი
ტერიტორიეის შემოერთებისათვის რატომღა იწვალებდა, ხალხს ტყუილ უბრალოდ
რად გაჟლეტდა?!ეტყობა, ის ვერსია უნდა იყოს სარწმუნო, რომლის მიხედვითაც
იმპერატორი ბასილი მისგანვე ნაბოძები კუთხეების წართმევით დაემუქრა და
საბოოლოოდ მხოლოდ ამ კუთხეების ბიზანტიისთვის უკანვე დაბრუნებაზე
შეთანხმდნენ.
გარდაიცვალა დავით კურაპალატი 1001 წლის გაზაფხულზე როცა ახალი
წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული ის იყო დამთავრდა და მეორე
ათასწლეული იწყებოდა.უკვე ღრმად მოხუცებული იყო ღვაწლმოსილი მეფე, და არ
გინდა დაიჯერო ერთი სომხური წყაროს ცნობა, თითქოს 31 მარტს, აღდგომა დღეს
რაღაც საწამლავი შეეპარებინოთ მისთვის. ალბათ არც არის მართალი. ქართველი
მემეტიანე ამაზე არას ამბობს.მარი ბროსე რომ გადმოგვცემს მის ცხოვრების ამბავს,
თითქოს ერთბაშად შეკრთაო, ასე ამთავრებს თხრობას:ჩვენ ვერ ვირწმუნებთ ამ
დაუჯერებელ ამბავს და ამიტომ გამეორებაც არა ღირსო...
როგორც უკვე ითქვა, დავით კურაპალატზე საკმაო ცნობები შემოუნახავს
ისტორიას, ქართველი და უცხოელი მემეტიანეები თითქმის სრულ წარმოდგენას
273
გვიქმნიან ქართველი მეფის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე...თითქმის სასურველი
სიხარულით გვიხატავენ მის პორტრერტს. ზემოთ ჩვენ უკვე გავეცანით რამდენიმე
დახასიათებას.ალბათ გახსოვთ, როგორი ქებით მოიხსენიებს სომეხი მემეტიანე
სტეფანოს ტარონელი, როგორ საგანგებოდ აღნიშნავს მოიუს მშვიდობის
მოყვარეობას:დააწყნარა ომები თითწმის ყველა ქვეყანაში, მშვიდობა დაამყარა და
აღმშენებლობას მიჰყო ხელიო...
აგერ, მეორე სომეხი მემეტიანისეული დახასიათებაც: ...კაცი ძლიერი, ქვეყნის
მშენებელი, გულუხვი და ღატაკთა მოყვარე, მან ჭეშმარიტად დაამყარა მშვიდობა
ეს სიტყვებიც ძველ მემეტიანეს ეკუთვნის-არისტაკეს ლასლასტივერცეს...
თანამედროვე მეცნიერსაც მოვუსმინოთ-აი, რასა წერს ივანე ჯავახიშვილი: იგი
სახელგანთქმული იყო ყველგან, როგორც შინ, საქართველოში, ისე გარეთ-სომხებსა
ბერძნებსა და არაბებს, შორის ძლიერებითა და მაღალი და ზნეობრივი
თავისებურებით...

ამდენი იომა კაცმა, მაგრამ ომის სიყვარული, როგორც მისივე თანამედროვე


მემეტიანე გადმოგვცემს, არა ყოფილა. პირიქით, მშვიდობისმოყარე იყო, ომები
დააწყნარაო, და როცა მისი ცხოვრების ცალკეულ ეპიზოტებს ვკინძავთ, უნებურად
ჩვენს ყურადღებას ერთი მოვლენა აქცევს, ერთი საგულისხმო დეტალი.

დავითმა რომ შვილობილი ბაგრატი უფლისციხეს წაიყვანა, რათა მისთვის


ქართლის სამეფო ჩაებარებინა, ქვახრელს დაბანანაკდა თავისუი დიდი ლაშქარით,
გეხსომებათ, რომ უფლისციხეში მაშინ კახეთის ქორეპისკოფოსი იდგა ჯარით, ისიც
მტკიცე გადაწყვეტილებით მოვიდა რათა ქართლს დაუფლებოდა.იმიტომაც
მოიყვანა ამოდენალაშქარი დავით კურაპალატმა, მაგრამ ერთბაშად კი არ შეუტია,
ქვახვრელს დაბანაკდა.
ამრიგად, ამ პატარა ტერიტორიაზე, უფლისწულის ირგვლივ, მტკვრის გაღმა-
გამოღმა უცებ ქართველთა ორი დიდი მხედრობა დაუპირისპირდა ერთმანეთს.
აქ ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს. ასევე შევნიშნეთ კიდევ ზემოთ.
მაგრამ მოხდა საკვირველება.აიყარა კახეთის ჯარი და უკანვე დაბრუნდა,
უომრად, სისხლის დაუღვრელად.
ეს ერთი.
მეორე: დავით კურაპალატთან მისი შვილობილი ბაგრატი დაასმინეს-შენს
წინააღმდეგ დიდი ლაშქარი მოჰყავსო, გადაუწყვეტია მოგკლას და შენი სამეფო
დაიპყროსო. დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი მხედრობა, მეზობელი ქვეყნების
მეფენიც მოიშველია და ჯავახეთისაკენ გამოეშურა, ,სადაც ბაგრატის ლაშქარიც იდგა.
უნდა ვიფიქროთ, რომ დავითი გაცოფებლი იქნებოდა - ასეთი უმადურობა
აღმზრდელისაგან ძნელი მოსათმენია;ბუნებრივია, იგი საგანგებოდ დასჯის
შვილობილს, რომელსაც მოსაკლავადაც კი გაუმეტებია აღმზრდელი. ზემოთ ჩვენ
ვნახეთ, რა სასტიკად გაუსწეორდა გვირგვინოსანი მამა ღვიძლ შვილს, როცა
ორგულობა და ღალატი შენიშნა.ამრიგად, გამოეშურა თავისი დიდი ლაშქარით
დავით კურაპალატი, მოვიდა ჯავახეთს სადაც, შვილობილი იდგა და
მოწინააღმდეგის მახლობლად დაბანაკდა.მაშინვე კი არ შეუტია მიუხედავათ იმისა,
რომ ჯარი გაცილებით მეტი ჰყავდა და ადვილად დაამარცხებდა.მემეტიანე
საგანგებოდ აღნიშნავსა:დავითს ურიცხვი ჯარი ჰყავდაო(არა იყო რიცხვი), და ეს
მოწინააღმდეგემაც იგრძნო- კარგად რომ დაზვერა დავითის ლაშქარი, მიხვდა, ვერ
გაუმკლავდებობა. და ასეთ პირობებში დავით კურაპალატმა- ბრძოლაში ნაწრთობმა

274
და გამოცდილმა სარდალმა- ერთბაშად კი არ შეუტია: მოვიდა დსა დაბანაკდა; იცდის
გეგონება - მოწინააღმდეგის ჯარის შეკრებას და გაძლიერებას აცდისო. ერთბაშად
რომ შეეტია ხელად დაამარცხებდა მაგრამ არა. დაბანაკება არჩია.

და აქაც ამ პატარა ტერიტორიაზე, დგას ერთმანეთის პირისპირ ქართველთა


ორი ლაშქარი. თავიანთი ბანაკებიდან ისინი ხედავენ კიდეც.
აქაც ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს, ეს თითქმის გარდაუვალია...
და უცებ ჩვენ იმის მოწმე ვხდებით, როგორი მამაშვილური სიყვარულით
გადაეხვივნენ ერთმანეთს ამ ორი მრისხანე ჯარის სარდლები.აქაც უომრად
დამთავრდა ყველაფერი, ძმათა სისხლკის დაუღვრელად.ამის წინ კი, როცა კახთა
ქორეპისკოფოსი გურანდუხტს, გურგენს და ჯერ კიდევ უწლოვან ბაგრატს
გაიტაცებს და ქართლს დაეუფლება (იმ პირველ ლაშქარში არ ავურიოთ- ეს მეორედ
გამოილაშქრა კახეთის მთავარმა. კახეთის ქორეპისკოფოსის წინააღმდეგ მეორედ
გაბედა ასეთი თავხედობა კახეთის მთავარმა;თანაც ახლა ქვეყნის დაუფლება კი არ
იკმარა დავითის შვილი ყაჩაღურად გაიტაცა და საგანგებოდ გააფრთხილა ქართლის
აზნაურები:ეს ამიერიდან თქვენი მბრძანებელია ამას უნდა დაემორჩილოთ
ყველანიო....
ქართლის აზნაურებს უთხრა მაგრამ სხვების გასაგონადაც იყო თქმულ ახლა
კი თითქოს ნამდვილად გარდაუალია ძმათა სისხლის ღვრას, ერთხელ უკვე
მოვყევით , როგორ კეთილად დამთავრდა ეს ამბავი.
დავით კურაპალატზე რომ ვკითხულობთ დაისმის კითხვა-ნუთუ ყველაფერი
თავისით მოხფდა, დავითის დამოუკიდებლად.
დავით კურაპალატზე ჩვენს ზარმოდგენას გაბნეული წარწერები ავსებენ.
წარწერები ნივთებზე თუ საგნებზე...

275
ქრისტე შეიწყალე დავით კურაპალატი
ვკითხულობთ დავითის დროს მოჭრილ ფულზე და თვითონ ის ფაწტიც, რომ
ფულზე მისი სახელია ამოკვეთილი, ბევრ რამეს გვეუბნება
ქრისტე, ადიდე დღეგრძელობით დავით კურაპალატი, ამინ
ვკითხულობთ დავითისეულ ჯვარზე...გარდაიცვალა დავით კურაპალატი 1001 წლის
გაზაფხულზე როცა ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული ის იყო
დამთავრდა და მეორე ათასწლეული იწყებოდა.უკვე ღრმად მოხუცებული იყო
ღვაწლმოსილი მეფე, და არ გინდა დაიჯერო ერთი სომხური წყაროს ცნობა, თითქოს
31 მარტს, აღდგომა დღეს რაღაც საწამლავი შეეპარებინოთ მისთვის. ალბათ არც არის
მართალი. ქართველი მემეტიანე ამაზე არას ამბობს.მარი ბროსე რომ გადმოგვცემს მის
ცხოვრების ამბავს, თითქოს ერთბაშად შეკრთაო, ასე ამთავრებს თხრობას:ჩვენ ვერ
ვირწმუნებთ ამ დაუჯერებელ ამბავს და ამიტომ გამეორებაც არა ღირსო...

როგორც უკვე ითქვა, დავით კურაპალატზე საკმაო ცნობები შემოუნახავს


ისტორიას, ქართველი და უცხოელი მემეტიანეები თითქმის სრულ წარმოდგენას
გვიქმნიან ქართველი მეფის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე...თითქმის სასურველი
სიხარულით გვიხატავენ მის პორტრერტს. ზემოთ ჩვენ უკვე გავეცანით რამდენიმე
დახასიათებას.ალბათ გახსოვთ, როგორი ქებით მოიხსენიებს სომეხი მემეტიანე
სტეფანოს ტარონელი, როგორ საგანგებოდ აღნიშნავს მოიუს მშვიდობის
მოყვარეობას:დააწყნარა ომები თითწმის ყველა ქვეყანაში, მშვიდობა დაამყარა და
აღმშენებლობას მიჰყო ხელიო...
აგერ, მეორე სომეხი მემეტიანისეული დახასიათებაც: ...კაცი ძლიერი, ქვეყნის
მშენებელი, გულუხვი და ღატაკთა მოყვარე, მან ჭეშმარიტად დაამყარა მშვიდობა
ეს სიტყვებიც ძველ მემეტიანეს ეკუთვნის-არისტაკეს ლასლასტივერცეს...
თანამედროვე მეცნიერსაც მოვუსმინოთ-აი, რასა წერს ივანე ჯავახიშვილი: იგი
სახელგანთქმული იყო ყველგან, როგორც შინ, საქართველოში, ისე გარეთ-სომხებსა
ბერძნებსა და არაბებს, შორის ძლიერებითა და მაღალი და ზნეობრივი
თავისებურებით...
ამდენი იომა კაცმა, მაგრამ ომის სიყვარული, როგორც მისივე თანამედროვე
მემეტიანე გადმოგვცემს, არა ყოფილა. პირიქით, მშვიდობისმოყარე იყო, ომები
დააწყნარაო, და როცა მისი ცხოვრების ცალკეულ ეპიზოტებს ვკინძავთ, უნებურად
ჩვენს ყურადღებას ერთი მოვლენა აქცევს, ერთი საგულისხმო დეტალი.
დავითმა რომ შვილობილი ბაგრატი უფლისციხეს წაიყვანა, რათა მისთვის
ქართლის სამეფო ჩაებარებინა, ქვახრელს დაბანანაკდა თავისუი დიდი
ლაშქარით,გეხსომებათ, რომ უფლისციხეში მაშინ კახეთის ქორეპისკოფოსი იდგა
ჯარით, ისიც მტკიცე გადაწყვეტილებით მოვიდა რათა ქართლს
დაუფლებოდა.იმიტომაც მოიყვანა ამოდენალაშქარი დავით კურაპალატმა, მაგრამ
ერთბაშად კი არ შეუტია, ქვახვრელს დაბანაკდა.
ამრიგად, ამ პატარა ტერიტორიაზე, უფლისწულის ირგვლივ, მტკვრის გაღმა-
გამოღმა უცებ ქართველთა ორი დიდი მხედრობა დაუპირისპირდა ერთმანეთს.
აქ ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს. ასევე შევნიშნეთ კიდევ ზემოთ.

მაგრამ მოხდა საკვირველება.აიყარა კახეთის ჯარი და უკანვე დაბრუნდა,


უომრად, სისხლის დაუღვრელად.
ეს ერთი.

276
მეორე: დავით კურაპალატთან მისი შვილობილი ბაგრატი დაასმინეს-შენს
წინააღმდეგ დიდი ლაშქარი მოჰყავსო, გადაუწყვეტია მოგკლას და შენი სამეფო
დაიპყროსო. დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი მხედრობა, მეზობელი ქვეყნების
მეფენიც მოიშველია და ჯავახეთისაკენ გამოეშურა, ,სადაც ბაგრატის ლაშქარიც იდგა.
უნდა ვიფიქროთ, რომ დავითი გაცოფებლი იქნებოდა ასეთი უმადურობა
აღმზრდელისაგან ძნელი მოსათმენია;ბუნებრივია, იგი საგანგებოდ დასჯის
შვილობილს, რომელსაც მოსაკლავადაც კი გაუმეტებია აღმზრდელი. ზემოთ ჩვენ
ვნახეთ, რა სასტიკად გაუსწეორდა გვირგვინოსანი მამა ღვიძლ შვილს, როცა
ორგულობა და ღალატი შენიშნა.ამრიგად, გამოეშურა თავისი დიდი ლაშქარით
დავით კურაპალატი, მოვიდა ჯავახეთს სადაც, შვილობილი იდგა და
მოწინააღმდეგის მახლობლად დაბანაკდა.მაშინვე კი არ შეუტია მიუხედავათ იმისა,
რომ ჯარი გაცილებით მეტი ჰყავდა და ადვილად დაამარცხებდა.მემეტიანე
საგანგებოდ აღნიშნავსა:დავითს ურიცხვი ჯარი ჰყავდაო(არა იყო რიცხვი), და ეს
მოწინააღმდეგემაც იგრძნო- კარგად რომ დაზვერა დავითის ლაშქარი, მიხვდა, ვერ
გაუმკლავდებობა. და ასეთ პირობებში დავით კურაპალატმა- ბრძოლაში ნაწრთობმა
და გამოცდილმა სარდალმა- ერთბაშად კი არ შეუტია: მოვიდა დსა დაბანაკდა; იცდის
გეგონება - მოწინააღმდეგის ჯარის შეკრებას და გაძლიერებას აცდისო. ერთბაშად
რომ შეეტია ხელად დაამარცხებდა მაგრამ არა. დაბანაკება არჩია.
და აქაც ამ პატარა ტერიტორიაზე, დგას ერთმანეთის პირისპირ ქართველთა
ორი ლაშქარი. თავიანთი ბანაკებიდან ისინი ხედავენ კიდეც.
აქაც ძმათა სისხლი უნდა დაიღვაროს, ეს თითქმის გარდაუვალია...
და უცებ ჩვენ იმის მოწმე ვხდებით, როგორი მამაშვილური სიყვარულით
გადაეხვივნენ ერთმანეთს ამ ორი მრისხანე ჯარის სარდლები.აქაც უომრად
დამთავრდა ყველაფერი, ძმათა სისხლკის დაუღვრელად.ამის წინ კი, როცა კახთა
ქორეპისკოფოსი გურანდუხტს, გურგენს და ჯერ კიდევ უწლოვან ბაგრატს
გაიტაცებს და ქართლს დაეუფლება (იმ პირველ ლაშქარში არ ავურიოთ- ეს მეორედ
გამოილაშქრა კახეთის მთავარმა. კახეთის ქორეპისკოფოსის წინააღმდეგ მეორედ
გაბედა ასეთი თავხედობა კახეთის მთავარმა;თანაც ახლა ქვეყნის დაუფლება კი არ
იკმარა დავითის შვილი ყაჩაღურად გაიტაცა და საგანგებოდ გააფრთხილა ქართლის
აზნაურები:ეს ამიერიდან თქვენი მბრძანებელია ამას უნდა დაემორჩილოთ
ყველანიო....
ქართლის აზნაურებს უთხრა მაგრამ სხვების გასაგონადაც იყო თქმულ ახლა
კი თითქოს ნამდვილად გარდაუალია ძმათა სისხლის ღვრას, ერთხელ უკვე
მოვყევით , როგორ კეთილად დამთავრდა ეს ამბავი.
დავით კურაპალატზე რომ ვკითხულობთ დაისმის კითხვა-ნუთუ ყველაფერი
თავისით მოხფდა, დავითის დამოუკიდებლად.
დავით კურაპალატზე ჩვენს ზარმოდგენას გაბნეული წარწერები ავსებენ.
წარწერები ნივთებზე თუ საგნებზე...
ქრისტე შეიწყალე დავით კურაპალატი
ვკითხულობთ დავითის დროს მოჭრილ ფულზე და თვითონ ის ფაწტიც, რომ
ფულზე მისი სახელია ამოკვეთილი, ბევრ რამეს გვეუბნება
ქრისტე, ადიდე დღეგრძელობით დავით კურაპალატი, ამინ
ვკითხულობთ დავითისეულ ჯვარზე.
თავი მეშვიდე.
თავი VII

277
1.
ბაგრატის შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა მისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი.
თორმეტი წლისა იყო, რაჟამს მეფე იქმნაო, ერთი ისტორიული წყარო გადმოგვცემს;
სხვა ცნობის მიხედვით, თერთმეტი წლისა ყოფილა, როცა მეფედ ეკურთხა.
იმისი შეხსენება, თუ როგორი ქვეყანა ჩაიბარა უფლისწულმა, იქნებ საჭირო
არც იყოს. ზემოთ ჩვენ ვნახეთ რა სიმტკიცითა და შეუპოვრობით მიაღწია
საქართველოს ბოლო მეფემ -ახალგაზრდა უფლისწულის მამამ-ქვეყნის
გაერთიანებას,რა თანმიმდევრულად ატარებდა თავის პოლიტიკას, როგორ
შემოიერთა ცალკეული კუთხეები, როგორ დაუნდობლად ებრძოდა ყველას, ვინც
გზაზე გადაეღობებოდა და ამ დიდი საქმის შესრულებაში ხელს შეუშლიდა.
ერთი სიტყვით, ტახტის მცირეწლოვან მემკვიდრეს ბაგრატმა დიდი და ძლიერი
ქვეყანა ჩააბარა. და თითქოს უზრუნველი მეფობა უნდა რგებოდა გიორგი პირველს:
ქვეყანა მოღონიერებული იყო, გაერთიანებული, აყვავებული... მტრები და
ორგულები დათრგუნვილი... მეტი რაღა უნდოდა?! ახლა ყველაფერი მასზე იყო
დამოკიდებული. მამის პოლიტიკას თუ განუხრელად გაატარებდა, თუ ძალად არ
აშლიდა მამის დალაგებულ ქვეყანას, ყველაფერი სასურველად უნდა წარმართლიყო:
თვითონ მოსვენებული უნდა ყოფილიყო და ქვეყანაც, ხალხიც!..
თითქოს მართლაც სანატრელი ზეობა უნდა ჰქონოდა ტახტის ახალგაზრდა
მემკვიდრეს. მოვლენათა ლოგიკური განვითარება თითქოს მართლაც ასეთი უნდა
ყოფილიყო!.. მაგრამ ასე არ მოხდა. ქვეყნის მართვასა და სახელმწიფოს პოლიტიკურ
ცხოვრებას თავისი ლოგიკა აქვს და, როცა საშინაო მდგომარეობას განვიხილავთ, იქვე
გარემოცვა და საერთაშორისო ვითარებაც თუ არ გავითვალისწინეთ, მსჯელობა
ხშირად ცალმხრივი გამოგვივა და მოვლენათა განვითარება ალოგიკური
მოგვეჩვენება.
გიორგი პირველის მეფობა მეტად რთული და მძიმე გამოდგა.
მკითხველი ალბათ ტრადიციის მიხედვით, ახალგაზრდა მეფის დახასიათებას
მოელის. ჩვენ უნდა დავარღვიოთ ეს ტრადიცია და სულ სხვა ისტორიული პირის
დახასიათება მოვიტანოთ.
იშვიათად რგებია ქვეყნის ბრძანებელს ისეთი ხანგრძლივი ზეობა, როგორც
ბიზანტიის კეისარს ბასილ მეორეს არგუნა ბედმა: მას უმეფია 976-1025 წლებში.
ლამის ნახევარი საუკუნე! ჩვენ ვიცნობთ ამ კეისარს. ჯერ ისევ უწლოვანი იყო,
პირველად რომ შევხვდით. ალბათ გაგონდებათ შიშით შეპყრობილი ბიზანტიის
დედაქალაქი, როცა მას ,,გალაღებული
ბარდა სკლიაროსი გადანდგურებით ემუქრებოდა. ისიც გეხსომებათ, რომ იმ
საშინელი განსაცდელის დროს, როცა დღე-დღეზე ელოდნენ კონსტანტინოპოლის
ქუჩებში მტრის რაზმების გამოჩენას და მაშინდელი მსოფლიოს ,,ნებიერი ქალაქის
დარბევას, სასახლეში გამოკეტილ დედოფალს წარუდგინეს ქართველი ბერი
თორნიკე. სასახლის კარის იმედები ახლა ამ ბერზე იყო...
ჩვენ ამაზე დაწვრილებით ვისაუბრეთ და ახლა აღარ დავუბრუნდებით. იმასღა
შეგახსენებთ, რომ დედოფალმა თავის შვილებს ორ ობოლ ძმას უბრძანა,
უცხოელი ბერის წინაშე მუხლი მოედრიკათ. ერთ-ერთი ძმა სწორედ ბასილი
გახლდათ...
მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინათ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. იმ ქართველი
ბერის მისია მაშინ ბიზანტიის ტახტის მცირეწლოვან მემკვიდრეთა სასიკეთოდ
დამთავრდა... მერე ისიც ვნახეთ, რა პირობებში შევხვდნენ ერთმანეთს ბიზანტიელ

278
ტახტის მემკვიდრეთა მაშინდელი მსხნელი ქართველი მეფე და ის ბასილი, ამჯერად
უკვე სახელგანთქმული კეისარი, მტრის რისხვა ბასილ მეორე.
ქართველ მეფეს მაშინ ღალატი დასწამა კეისარმა, საშინელი სასჯელი ელოდა და, ვინ
იცის, სიკვდილისაგან იქნებ სწორედ იმან იხსნა მოხუცი დავით კურაპალატი, რომ
ბიზანტიის მბრძანებელს ბავშვობის მძიმე დღეები გაახსენდა. ზოგჯერ სასტკი
გვირგვინოსნებისთვისაც არ იყო უცხო მადლიერების კეთილშობლური გრძნობა,
თუმცა გულჩვილობით არ გამოირჩეოდა ბიზანტიის კეისარი.

თავდაპირველად ბასილი ჩუმი უფერული ფიგურა იყოო, ვკითხულობთ ისტორიის


წიგნებში. ეს მეფობის დასაწყისში. მალე შეიცვალა ყველაფერი. მალე გახდა ბასილ
მეორე ,,კოლორიტული ფიგურა
. სიტყვაძვირობა ბოლომდე შეინარჩუნა (ენაბრგვილიც ყოფილა), მაგრამ ამას ხელი
არ შეუშლია, მეზობელი ქვეყნების რისხვად ქცეულიყო. ენერგიული და ჭკვიანი
იყოო, გადმოგვცემენ; ძუნწი არა ყოფილა, ერთგულ ხალხს წარჩინებებსა და
ჯილდოებს უხვად ურიგებდა, მაგრამ მიწის ხარბი იყო და ერთ გოჯ მიწას არ
გაიმეტებდაო. ეს დამახასიათებელი დეტალია!.. დინჯი და თავშეკავებული ყოფილა,
ადვილად ვერ გააგულისებდი, მაგრამ თუ გაბრაზდებოდა, მტრისას! – შებრალების
იმედი არავის არ უნდა ჰქონოდაო. გულღრძო კაცი იყო, იმ მრისხანე საუკუნეებშიაც
კი გაუგონარი გალქვაობით გამოირჩეოდა. შემთხვევითი არ იყო, რომ
ბულგართმჟლეტი შეარქვეს: გაუთავებელი ომები ჰქონდა ბულგარელებთან და
მუსრი გაავლო ამ ქვეყანას, ქვა ქვაზე არ დაუტოვებია. . .
ბულგარელებთან ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ, რომელიც, აქვე უნდა ითქვას, მან
მოიგო, დაერია ტყვეებს და 15.000 ტყვე ბულგარელს თვალები დათხარა. თხუთმეტი
ათას ტყვეს! გამარჯვებულზე სავსებით მინდობილ უმწეო ადამიანებს! და ეს
მოიმოქმედა გამარჯვებულმა მეფე-სარდალმა, რომელიც გულმოწყალებას უნდა
იჩენდეს და წყალობას არიგებდეს! ეს მართლაც გაუგონარი გულქვაობაა.
და კიდევ ერთი შემაძრწუნებელი დეტალი.
ეს თხუთმეტი ათასი სინათლედაშრეტილი ტყვე რაზმებად დაჰყო მეფე-სარდალმა,
და თითოეულ რაზმს, რომელშიაც ორივე თვალით დაბრმავებული ასი კაცი იყო, ცალ
თვალგამოთხრილი თითო მეთაური თუ მეგზური მიუჩინა – ბულგარეთის მეფეს
გაუგზავნა ეს შემაძრწუნებელი საჩუქარი. . .
ნუთუ მარტო შურისძიების საშინელი ჟინი იყო ეს? შურისძიება გულქვა
გვირგვინოსნისა, რომელიც მტერს მეტისმეტად გაუგულისებია? არაიშვიათად
ვხვდებით ისტორიაში ამნაირ ფაქტებს, თუმცა ასეთი დაუოკებელი შურისძიება
ვერაფერს ამბობს დიდი ქვეყნის გვირგვინოსანზე.
მაგრამ ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბიზანტიის კეისრის საშინელი სისასტიკე
იქნებ მარტო შურისძიებით კი არ ავხსნათ, არამედ სხვა რამითაც: ეს იქნება
თვალსაჩინო გაკვეთილიც იყო არა მარტო დაუმორჩილებელი ბულგარელებისათვის,
რომელთაც აგერ რამდენი ხანია ასე შეუპოვრად ებრძოდა ბიზანტია, არამედ
სხვებისთვისაც. იმ ურჩი მოწინააღმდეგეებისათვისაც, რომლებიც ირგვლივ ერტყა
იმპერიას და რომელთა წინააღმდეგ გასალაშქრებლადაც ბულგარეთის
დამორჩილების შემდეგ ,,მოიცლიდა ბასილ კეისარი. აბა, რომელი მოწინააღმდეგე
გაბედავდა ურჩობას ამ შემაძრწუნებელი გაკვეთილების შემდეგ?! (ეს გაუგონარი
გულქვაობა 1014 წლის ზაფხულში მოხდა).
აი, როგორი პერსპექტიული მოწინააღმდეგე დახვდა მცირეწლოვან მეფე გიორგი
პირველს, როემლცი საქართველოს სამეფო ტახტზე სწორედ 1014 წელს ავიდა, ანუ იმ

279
დროს, როცა ბიზანტიის იმპერატორ ბასილს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ჰქონდა
ბულგარეთთან.
თითქმის მთელი თავის მეფობა და ძალ-ღონე გიორგი პირველმა ბიზანტიის კეისრის
წინააღმდეგ ბრძოლას შეალიაო, წერს ივანე ჯავახიშვილი.

მაგრამ ეს დიდი ბრძოლები გიორგის გამეფებისთანავე არ დაწყებულა. ტახტის


ახალგაზრდა მემკვიდრეს ჯერ შინა ბრძოლები ელოდა.
ზემოთ ითქვა, ბაგრატ მასამემ შინა მტრები და ორგულები დაიმორჩილა და
დათრგუნაო. ეს მხოლოდ დროებითი და მოჩვენებითი გამოდგა. დიდი ფეოდალები
თავისას როგორ მოიშლიდნენ, თავისუფალ პარპაშს იყვნენ დაჩვეულები და უხმო
მორჩილებას როგორ შეურიგდებოდნენ?! როგორც კი ნახეს, ტახტზე მცირეწლოვანი
მეფე ავიდა, გადაწყვიტეს ჩვენი დრო დამდგარაო, მორჩილების ნიღაბი მოიშორეს და
გადაუდგნენ. დამახასიათებელია, რომ ეს მოხდა ქვეყნის განაპირა კუთხეში –
ჰერეთ-კახეთის დიდგვაროვანმა აზნაურებმა წამოჰყვეს თავი, მეფის ერისთავები
შეიპყრეს და ძველი მმართველები დასვეს, ისევ გამოეყვნენ გაერთიანებულ
საქართველოს.
სამწუხაროდ, ასე ძუნწად გვაწვდის ამ ცნობას ქართველი მემატიანე და იმას კი აღარ
გადმოგვცემს, ყრმა მეფე და სამეფო კარი როგორ შეხვდნენ ამ უსიამოვნო ფაქტს,
რომელიც იმითაც იქნებოდა დამაფიქრებელი, რომ, სხვა კუთხეების დიდგვაროვან
აზნაურებსაც აღუძრავდნენ ამნაირ ,,დამოუკიდებლობის
სურვილს.
არას ამბობს ამ ფაქტზე უცხოური წყაროებიც. გიორგი პირველის მეფობაზე
რამდენიმე უცხოური ცნობა არსებობს, მეტ-ნაკლებად სრული. ეს ცნობები ავსებენ
ერთმანეთს, და ქართველი მემატიანეების მონათხრობთან ერთად, კარგად
გვიხატავენ დროის იმ მონაკვეთის პოლიტიკურ ცხოვრებას1.

ამრიგად, ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა სამეფო კარი დიდგვარიან


აზნაურთა თავნებობას, არ მოგვეპოვება. იქნებ დროებით უყურადღებოდაც კი
დატოვეს ეს მოვლნა, რადგან სხვა საქმე მოითხოვდა მთელს გულისყურსა და ძალთა
მობილიზებას, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე.
უკვე ითქვა, უცხოური წყაროები ავსებენ ერთმანეთსო. ქრონოლოგიური და
ლოგიკური თანმიმდევრობით თუ ავკინძავთ ამ ცნობებს, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს
ის, რომ ყრმა მეფისა და მისი მრჩევლების ყურადღება მაშინ მთლიანად
სამხრეთისაკენ ყოფილა მიპყრობილი.
ზემოთაც ითქვა, სახალიფოს დღეები უკვე დათვლილი იყო და ასეთ ვითარებაში
ქართველი მმართველების გულისყური იქითკენ იყო მიმართული, მათი მთავარი
საზრუნავი ის გახდა, რომ ქართული მიწა-წყალი, რომელიც გარკვეულ პერიოდში
მტერს დაეპყრა, ისევ შემოეერთებინათ, სხვას – ამ შემთხვევაში, ბიზანტიას – არ
დაესწრო ამ ტერიტორიის დაპყრობა. ასეთი აზრი და გადაწყვეტილება მტკიცედ
ჩამოყალიბდა ქართველთა შეგნებაში და იგი ეროვნულ მისწრაფებად იქცა, მთელი
ხალხის სულისკვეთებას გამოხატავდა. როგორც ვნახეთ, ამ პოლიტიკას ატარებდნენ
დავით კურაპალატი, ბაგრატ მესამე. . . და, ბუნებრივია, ამავე პოლიტიკის
გამგრძელებელი იქნებოდა მათი მემკვიდრეც, თუკი იგი თავისი სახელოვანი
წინაპრების ღირსეულ მემკვიდრეობას გასწევდა.
დროის ამ მონაკვეთს რომ განიხილავს დიდი რუსი ბიზანტიოლოგი უსპენსკი და
ბიზანტიის იმპერიასთან საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების

280
ურთიერთობის ამბავს გადმოგვცემს, იქვე ახსენებს ამ ქვეყნების მმართველებს და
ქართველ მეფე გიორგი პირველს ასე ახასიათებს – ???????? ??????? ????????
?????????????.
ეს დახასიათება მარტო ახალგაზრდა მეფეზე კი არ გვიქმნის წარმოდგენას, არამედ
სამეფო კარისა და მთელი ხალხის განწყობილებისა და სულისკვეთებას
გადმოგვცემს.
ყრმა გიორგი რომ ავიდა სამეფო ტახტზე, ბიზანტიის იმპერატორ ბასილს მთელი
სამხედრო ძალები ბულგარეთის ფრონტზე ჰყავდა თავმოყრილი. ძალიან დიდხანს
გააწვალა ამ ქვეყანამ იმპერატორი, ეშურებოდა, ჩქარა დაეპყრო ბულგარეთი, რათა
საიმედო ზურგი ჰქონოდა და მერე აღმოსავლეთში უფრო დამშვიდებულადა და
გულდაჯერებით ებრძოლა. აღმოსავლეთში კი დიდი ოპერაციები ჰქონდა
ჩასატარებელი. გამოცდილი პოლიტიკოსი, რაღა თქმა უნდა, ყველაზე კარგად
გრძნობდა, რომ სახალიფოს დიდი დღე აღარ ეწერა და აღმოსავლეთში კვლავს
მტკიცედ უნდა განეცხადებინა ბიზანტიის იმპერიის პრეტენზია თავის
ჰეგემონობაზე.
ქართველმა მეფემ და მისმა მრჩევლებმა ხელსაყრელად ჩათვალეს მომენტი და რაკი
ბასილი ბულგარელებთან გააფთრებულ ომში იყო ჩაბმული, მხედრობა დაძრეს,
კვლავ დაიკავეს ის მიწა-წყალი და ციხე-სიმაგრეები, რაც რამდენიმე ხნის წინათ
დავით კურაპალატმა დაიბრუნა და დავითის სიკვდილის შემდეგ კი ისევ წაიღო
ბიზანტიამ. ამ ცნობას ზუსტად ასე გვაწვდის იაჰია ანტიოქიელი, მეთერთმეტე
საუკუნის არაბი ისტორიკოსი, რომელიც უშუალოდ მომსწრე იყო იმ ამბებისა.
ბიზანტიისათვის პირველხარისხოვანი სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობა
ჰქონდა ამ ტერიტორიას და, რაღა თქმა უნდა, ასე იოლად არც დათმობდა. უნდა
ვიგულისხმოთ, ამისი იმედი არც ქართველებს ექნებოდათ, ეს მიწა-წყალი რომ
დაიკავეს, განა სულ არა ჰქონიათ წინააღმდეგობის მოლოდინი! მაგრამ რაკი ბასილი
ბულგარეთთან ომში იყო ჩაბმული და მთელი სამხედრო ძალა იქა ჰყავდა, ქართველი
აქ სუსტ წინააღმდეგობას ელოდნენ. სუსტი წინააღმდეგობის დაძლევა კი, რაღა თქმა
უნდა, არ გაუჭირდებოდა იმ დროისათვის საკმაოდ ძლიერ სამეფოსა და მის
მხედრობას.
მართლაც, გაიგო თუ არა ბასილ მეორემ ყრმა ქართველი მეფის კადნიერების ამბავი,
წერილი მისწერა (ამ ცნობას უკვე სომეხი მემატიანე გვაწვდის), კატეგორიულად
მოითხოვა იმ ტერიტორიის უკანვე დაბრუნება, რაც ერთ დროს დავით კურაპალატს
ეპყრა.
ასევე კატეგორიული იყო ახალგაზრდა ქართველი მეფის პასუხიც – ერთ სახლსაც კი
არ დავთმობო, ბიზანტიის იმპერატორს უპასუხებდა.
ასეთი პასუხით გაგულისებული იმპერატორი ჯარს გზავნის ქართველი მეფის
წინააღმდეგ, რათა ბრძოლით დაიბრუნოს ,,წართმეული
ტერიტორია.
ქართველები მომზადებულნი დახვდნენ ბიზანტიის ჯარს (,,მათ წინააღმდეგ
გამოვიდნენ ტაოელი ვაჟკაცებიო, სომეხი მემატიანე გადმოგვცემს), მედგარი
წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და დაამარცხეს, უკანვე გააქციეს ბერძნები.
ეს იყო ყრმა მეფის პირველი ბრძოლა და პირველი გამარჯვება. თუმცა ქართველები
ალბათ თვითონვე გრძნობდნენ, რომ ეს გამარჯვება საბოლოო არ ყოფილა და არც
დიდად საამაყო იყო, დიდი სიხარულის საფუძველი არა ჰქონიათ, რადგან,
ტავისთავად იგულისხმება, მათ მცირერიცხოვანი ჯარი დაამარცხეს, იმპერატორი იმ

281
დროს დიდ სამხედრო ძალას ვერ გამოგზავნიდა აღმოსავლეთით, გააფთრებული
ბრძოლების ფრონტს ვერ დაასუსტებდა დასავლეთში.
ამ ფაქტებს რომ გადმოგვცემს სომეხი მემატიანე არისტაკეს ლასტივერტეცი, ამბავს
ასე ამთავრებს: ასე მიეცი დასაბამი ტაოს ქვეყნის დაცემასაო.
იაჰია ანტიოქიელი პირდაპირ წერს: გიორგი მეფე არც კი ცდილა თავისი შეცდომა
გამოესწორებინა; იმის ნაცვლად, რომ მამა-ბიძასავით იმპერატორისათვის
ერთგულება გამოეცხადებინა, გაჯიუტდა და ყოყლოჩინობა დაიწყო. . .
სხვა სხვის ომსა ბრძენიაო. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს მემატიანეები მას შემდეგ
ჰყვებიან ამბავს, როცა უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო და დამარცხებული
ქვეყნები დამპყრობლის უღელში გმინავდნენ. შეეძლო თუ არა, ყველაფერი
გაეთვალისწინებინა ქართველ მეფეს? როცა მან მამა-ბიძისათვის ბიზანტიელთაგან
წართმეული ტერიტორია დაიკავა, ბასილ კეისარი ჯერ ისევ ბულგარეთის
წინააღმდეგ იბრძოდა და კაცმა არ იცოდა, ეს ომიც როგორ დამთავრდებოდა. . .
გარდა ამისა, ვინ იყო იმის გარანტიის მომცემი, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ
მრავალწლიან ომში გამარჯვებული იმპერატორი იმ ტერიტორიით
დაკმაყოფილდებოდა და ახალი ტერიტორიების დასაპყრობად ქვეყნის
სიღრმეებისაკენ არ გაუწევდა გული?! მთელი წინა ისტორია ხომ ბიზანტიელ და მათ
წინამორბედ რომაელ იმპერატორთა ასეთი სიხარბისა და სულწასულობის მწარე
გაკვეთილს იძლეოდა?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ აღმოსავლეთში ისე ვერ გამაგრდებოდა
ბიზანტია, აღმოსავლეთის ჰეგემონობას ისე ვერ მიაღწევდა, თუ მტკიცედ არ
მოიკიდებდა ფეხს საქართველოში! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბასილი მეორე, თუკი იგი
დასავლეთში გაიმარჯვებდა, ადრე თუ გვიან უსათუოდ დაიძრებოდა საქართველოსა
და სომხეთის დასაპყრობად. ახლა ისიც ვიკითხოთ, როდის უფრო ადვილად
გაუმკლავდებოდნენ ქართველები ბიზანტიის მხედრობას – როცა იგი გამარჯვებით
ფრთაშესხმული და გალაღებული იქნებოდა თუ მძიმე ბრძოლებში გაბმულსა და
ძალადაქსაქსულს? არ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი არ გაეთვალისწინებინა ქართველ
მოღვაწეებს.
არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხიც, წმინდა ფსიქოლოგიური ხასიათისა, რასაც
აგრეთვე ანგარიში უნდა გაეწიოს.

მას შემდეგ, რაც ბაგრატმა ცალკეული კუთხეები გააერთიანა, საქართველო უკვე


ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა გახდა. იმდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ბოლო
ათეულ წლებში, ისეთი ცვლილებები განიცადა ცხოვრების სხვადასხვა სფერომ, რომ
ამან ადამიანის ფსიქიკაზეც მოახდინა სასურველკი გავლენა. ჯერ კიდევ ცოცხალ
მოგონებად ჰქონდათ, როგორც გუშინ მომხდარი ამბავი, და ახალ თაობებს ამაყად
უამბობდნენ, როგორ გაუჭირდა ძლიერი ბიზანტიის სამეფო კარს და ძლევამოსილმა
ქართულმა მხედრობამ როგორ იხსნა განსაცდელისაგან სწორედ ის იმპერატორი,
რომელიც ახლა დასავლეთში თვითონ თესავდა შიშს და სისხლის გუბეებს აყენებდა;
ქვეყანა მოღონიერდა, სული მოითქვა, გაძლიერდა, ისე ამაღლდა ქართველი ხალხის
საყოფაცხოვრებო და საერთო სულიერი კულტურის დონე, ისეთი რეზონანსი მიეცა
მეზობელ ქვეყნებში და თვით ბიზანტიაში, რომ ეს ადამიანს – ამ ქვეყნის
ქვეშევრდომს – საკუთარ თვალშივე ამაღლებდა, ღირსებასა და სიმხნევეს ჰმატებდა;
საკუთარი ძალის რწმენას უორკეცებდა, აამაყებდა. . . ის დრო უკვე დიდი ხნის
წასული იყო, როცა ხალხს, და განსაკუთრებით კი მმართველ წრეებს თავი ბიზანტიის
ვასალად წარმოედგინათ, როცა მთელს ქვეყანაში ეს მორჩილების ვასალური
სულისკვეთება სუფევდა.

282
ახლა სულ სხვა სურათი იყო, ახლა ყველაფერი შეცვლილიყო, ქვეყანა მოღონიერდა,
ეკონომიკურად გაძლიერდა, განვითარების მაღალ დონეს მიაღწია; ახლა ბიზანტიას
ტოლს არ უდებდნენ-თითქმის ცხოვრების არც ერთ სფეროში-პოლიტიკაშიც,
სამხედრო საქმეშიაც, კულტურის სხვადასხვა სფეროში... ქვემოთ ჩვენ ვნახავთ, რა
ამაყად ეპაექრებიან ქართული კულტურის მოღვაწეები ბიზანტიელებს...
აი, ასეთი განწყობილება იყო ქვეყანაში, როცა
დამოუკიდებლობისათვის დაუცხრომელმა მებრძოლმა
მეფემ თავისი მხედრობა დაძრა და ცოტა ხნის წინათ უსამართლოდ წართმეული
ტერიტორია დაიკავა.
ეს საკითხები თუ არ გავითვალისწინეთ, ისე ძნელი იქნება შეფასება ახალგაზრდა
მეფის და სამეფო კარის მოქმედებისა.
თუმცა ამის შეფასება არც განგვიზრახავს: ჩვენ იმას ვცდილობდით, არსებული
ისტორიული ცნობები ერთმანეთისათვის მიგვესადაგებინა და ფაკტიური
მდგომარეობა დაგვეხატა, ამასოაში კი ცოტათი წინ გავიჭერით.

პირველი იოლი გამარჯვების შემდეგ გიორგი მეფე გულხელდაკრეფილი არა


მჯდარა.იგი გაფაციცებით ადევნებდა თვალს ბასილ მეორის ბრძოლებს დასავლეთში
დაიმპერიის წინააღმდეგ სამხედრო კოალიზაციას ამზადებდა ბულგარეთის
დასაპყრობად გააფთრებული ბრძოლები კი კვლავ გრძელდებოდა.
ბულგართმჟლეტი კვლავ არაადამიანურად უსწორდებოდა მოწინააღმდეგეს.
როგორც ცნობილია,ეს ხანგრძლივი ომი 1018 წელს ბიზანტიის გამარჯვებით
დამთავრდა.ბულგარეთის დამარცხება ლახვარი გამოდგა აღმოსავლეთის მეზობელი
ქვეყნებისათვისაც-საქართველოსა და სომხეთისთვისაც.ამიერიდან ბასილ მეორეს
უკვე შეეძლო მთელი სამხედრო ძალები აღმოსავლეთში გადმოესროლა. ბერძნების
შემოტევა გარდაუვალი იყო,ომს დღე-დღეზე მოელოდნენ.და ამ დროს, ეტყობა,უფრო
გააქტიურდა ქართველი მეფე,უფრო დააჩქარა ანტიბიზანტიური კოალიზაციის
შექმნა.
ზოგ გამოკვლევაში ჩამოთვლილნიც არიან ამ დიდი კოალიციის მონაწილენი.
ესენი არიან მეზობელი ქვეყნების მმართველები-მეფეთა მეფე იოანე, სუმბატი, მისი
ძმა აშოტი, ვასპურაკანის მეფე სენექერემი (სხვათა შორის,სენექერემი სიმამრი იყო
მეფე გიოგისა) იბნ ად-დაირანი ანუ დერენიკი.შეთქმულებს, როგორც ეტყობა
კავშირი ჰქონდათ ბიზანტიის იმპერიაში შემავალ მცირეაზიელ დიდებულებთან
ნიკიფორე ქსიფესთან და ნიკიფორე ფოკასთან,რომლებიც თავად უკმაყოფილონი
იყვნენ კეისრისა, თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ და აჯანყებას ამზადებდნენ. იქნებ
უნიშვნელო არ იყოს ეს ფაქტი,რომ ნიკიფორე ფოკა, რომელსაც წარვიზს
უწოდებდნენ(ასევე მოიხსენიებენ მას ქართველი მეისტორიენი) შვილი იყო ცნობილი
ბარდა ფოკასი.თქვენ ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ბარდა ფოკა დავით კურაპალატთან
მეგობრობდა,და ერთ დროს სწორედ ბასილ მეორის წინააღმდეგ მოაწყეს
შეთქმულება. ამის გამო უყურებდა იმპერატორი მის შვილს-ახლანდელი
შეთქმულების მონაწილე ნიკიფორე ფოკას-ეჭვის თვალით, დაჩაგრული ჰყავდა,მამის
დანაშაულს ხშირად შეახსენებდა,ღირსეულად არ აფასებდა,შესაფერ თანამდებობას
არ აძლევდა(ყოველ შემთხვევაში,თვით ნიკიფორეს ასე ეჩვენებოდა და ამიტომაც
მოხერხდა შეთქმულებაში მისი ჩათრევა);არც ის უნდა იყოს უმნიშვნელო ფაქტი რომ
მცირეაზიელ დიდებულთა შთქმულებაში მონაწილეობდნენ ქართველი
დიდგვაროვანი ფერის ჯოჯიკის ძე და სიძე ანდრონიკე.ჩვენ ვიცნობთ ამ ფერის
ჯოჯიკის ძეს,მამლანის წინააღმდეგ ომის მონაწილეს დავით კურაპალატის დროს.

283
ადვილი შესაძლებელია,სწორედ ამ ქართველი დიდებულისა და განთქმული
მხედართმთავრის საშუალებით დაუკავშირდა მეფე გიორგი ბერძენ
დიდებულებს.უმნიშვნელო არ არის ის ფაქტი,რომ ფერის ჯოჯიკსის ძე სიძე იყო
მეფისა-ბაგრატ მესამის ასულისა, ანუ გიორგის და ჰყავდა ცოლად.
იყო კიდევ ერთი მონაწილე ამ დიდი კოალიზაციისა და სწორედ მისი
მონაწილეობაა ახლა ჩვენთვის საინტერესო და საყურადღებო,რადგან ამით
მტკიცდება, რა სიფრთხილით მზადდებოდა ანტიბიზანტიური ბლოკი,რათა
წარმომადგენელიგამარჯვების სრული გარანტია ყოფილიყო.კოალიციის ეს
მონაწილე გახლდათ ეგვიპტის ხალიფა ალჰაქიმი მასთან მიწერ-მოწერა ჰქონია
ქართველ მეფეს.
იაჰია ანტიოქიელის ცნობით, გიორგი პირველი ეგვიპტის ხალიფას კონკრეტულ
მითითებას აძლევდა-ერთობლივად დაეწყოთ ბრძოლა ბიზანტის იმპერატორი
წინააღმდეგ; ქართველთა მხედრობა ჩრდილოეთიდან შეუტევდა, და
ერთდროულად ალ-ჰაქიმი სამხრეთიდან დასძრავდა თავის მხედრობას; იმპერეტორი
ორ ცეცხლს შუა მოექცეოდა . ქართველებს სომეხი მმართველები მიეშველებოდნენ
თავიაანთი ჯარით... და
ამ დროს ალბათ თვით ბერძენი დიდგვაროვანი შექმულებიც აჯანყდნენ.
კოალიციის არსებობა ეჭვს არ იწვევს. ამას ძველი საისტორიო წყაროები
ადასტურებენ, და ამ წყაროებზე დაყრდნობით ასეტ დასკვნამდე მივიდნენ დიდი
მეცნიერი უნსპენსკია და ჩვენი თანამედროვე მეცნიერებიც. ხოლო რაკი
ანტიბიზანტიური კოალიცია არსებობდა. ცვენ ყველა საფუძველი გვაქვს მისი
მოქმედების თანმიმდევრობა ისე ვიგულისხმო, როგორც ზემოთ ცამოვაყალიბეთ.
როგორც ვხედავთ, შეთქმულება კარგად ყოფილა მოფიქრებულა, ყველაფერი
გატვალისწინებული ჰქონიათ, და ბასილი მართლაც ცუდ დღეში აღმოჩნდებოდა,
თუ შეთქმულების მონაწილენი ერთსულოვნებას არ დაარღვევდნენ, საერთო საქმეს
არ უღალატებდნენ და ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც თავიდან ჰქონდათ
დაგეგმილი.
კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. იშვიატად მომხდარა, რომ ასეთი დიდი
სამხედრო - პოლიტიკური შეთქმულებანი ზუსტად წინასწარ ჩამოყალიბებული
გეგმის მიხედვით განხორციელებულიუყოს და ნაწილობრივ მაინც არ
გამნჟღავნებულიყოს.

პირველად გიორგი მეფისა და ალ- ჰაქიმის მოლაპარაკების ამბავი გაუგია


იმპერატორის. რაღა თქმა უნდა, განრისხდებოდა იმპერატორი. ასევე წერს არაბი
ისტორიკოსი, რისხვით აღივსოო.
მაგრამ პოლიტიკურ ინტრიგებსაც და სამხედრო საქმეებსი გამობრძედილმა
ბასილმა გარეგნულად არ შეიმჩნია ეს, არც არავისტვის გაუნდვია თავისი ზრახვები.
სირიაში მივდივარ სალაშქროდაო , გამოაცხადა და ჯარის მომზადება ბრძანა.
ეს, რაღა თქმა უნდა, არავის გაჰკვირვებია და მაშინვე გაფაციცებით შეუდგნენ
სამზადისს.
სინამდვილეში ეს სხვებისათვის თვალის ახვევა იყო. მართლა სირიისკენკი არ
ემზადებოდა იმპერატორი, საქართველოსა და სომხეთზე გალაშქრება გადაწყვიტა.
კარგად რომ დაეფარა თავისი განზრახვა, ანტიიოქისაკენ დაიძრა სურსათი,
საჭურველი, დამხმარე მებრძოლი რაზმები. და უცებ ხმა გავრცელდა ბიზანტიაში-
ეგვიპტის მბრძანებელი ალ ალ-ჰაქიმი უგზო-უკვლბევრიოდ დაიკარგაო. ეს მოხდა
1021 წლის თებერვალში. და ეს იყო არა მმარტო უწყინარი პბევრირელუდია იმ

284
დიდი ომისა, რაც სამხრეთ- საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გამართულოიყო,
არამედ პირველი ლახვარიც მეფე გიორგისთვის, რომელიც ამ უცნაურიცნობის
გაგონებაზე ბევრ რამეს ინიშნებდა და მიხვდებოდა.
ამის [მდეგ ბევრი არარ დაუხანებია ბიზანტიის იმპერატორს, დაზრა წინასწარ
საგულდაგულოდ მომზადებული მრავალრიცხოვანი ბერძნებისა და
უცხოელებისაგან სემდგარი ლასქარი და გაემართა არა სირიისაკენ, როგორ წინასწარ
ჰქონდა გამოცხადებული, არამედ კავკასისაკენ. ბასიანის მისადგომებთან დაიბანაკა.
იქვე მახლობლად დაბანაკდა ქარტველთა ლასქარიც.
,;დაბანაკდეს ორტავე ქვეყანა ბასიანისასა მრავალ დრე, და არა მიმართეს
ბრძოლად ურთიერთას'', გვაუწყებს მემატიანე.
ბრძოლას არ იწყებდნენ არც ბერზნები, რომლებიც საბრზოლველად მოვიდნენ
და არც ქარტველები . ახლოს კი იყვნენ ერტმანეტტან, ხედავდნენ ერტმანეტს,
ერთმანეტის ხმა ესმოდათს.
ახლა უკვე პირისპირ სეიყარნენ ჯერ ისევ სრულიად ახალგაზრდა,
ბრზოლებსა და დიპლომატიაში გამოუცდელი ქართველი მეფე და მრავალრიცხოვან
სამხედრო თუ პოლიტიკურ ბრზოლებსი გამოწრთობილი, ბრზენი, ცბიერი და
დაუნდობელი იმპერატორი ბიზანტიისა.

იგი ამ ახალგაზრდა ქარტველი მეფის მამასაც იცნობდა, პაპასაც, სახელოვან


მამობილსაც... სულ სხვადასხვა ვითარებაში შეხვედროდა მათ.
ახლა კი, აგერ, მათ მემკვიდრესთან, ჯერ ისევ სავსებით ახალგაზრდა
ქართველ მეფესთან საომრათ გამოსულიყო.
ერთმანეთის მახლობლად დაბანაკებულიყვნენ და ელოდნენ.
რას ელოდნენ?
თუკი საბრძოლველად გამოემართა განრისხებული იმპერატორი, რაღას
უცდიდა-ქართველთა ლაშქარი იქვე ცხვირწინ ჰყავდა. ერთი ნისანი იყო საკმარისი,
რომ კონსტანტინეპოლიდან საბრძოლველად წამოყვანილი ურიცხვი ლაშქარი
მოწინააღმდეგეს მისეოდა და სამკვდრო-სასიცოცხლო ხელჩართული ბრზოლა
გაჩაღდებოდა...
არა, იოლი არ იქნებოდა ეს ბრძოლა. მართალია,ბასილი მოვიდა ''ყოვილითა
სპითა საბერძნეთისათა და უცხოთესლითა ურიცხვითაო '', ქართველი მემატიანე
გვამცნობს, მაგრამ მოუმზადებელია არც ქართველი მეფე დახვედრია... არაბი
ისტორიკოსი ცნობით, გიორგის მთელ საქართველოში სეუკრებია ჯარი (ეს
თავისთავად დიდი ძალა იყო ) და ამასთან ''დასახმარებლათ მოუწვევია, ვინც კი
შეძლო უცხოელებიო .''ზემოთ რომ სომეხი მმართველები ვახსენეთ,
ანტიბიზანტიური კოალიცის მონაწილენი, იმატი ლასქარნი ახლა გიორგისთან
იქნებოდნენ.იმპერატორი, ეტყობა, მოერიდა შებმას, სცადა დაეზოგა ჯარი, რადგან
როგორც ქვემოთ ვნახავთ ბრძოლები ბევრი ელოდა და მოლაპარაკება დაიწყო
ქართველ მეფესთან.ქართველი მემატიანე ამაზე არას გვეუბნება,იქნებ გამორჩა,იქნებ
შემდეგი დროის დამწერლებმა შემთხვევით გამოტოვეს...ზოგი უცხოური წყარო ასეთ
მოლაპარაკებას მიგვანიშნებს.უსპენსკი პირადად წერდა ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ
შრომაში:????????? ''??????? ????? ?????? (იმ ადგილიდან სადაც ბანაკი დასცა) ? ????????
? ????????, ????? ??????? ??? ? ????????????? ?????????????'' (ამოდენა ლაშქარიც იმიტომ
ახლდა,უფრო შთამაგონებელი და დამაჯერებელი ყოფილიყო მისი შეგონება, და
ბრძოლა კი მხოლოდ მაშინ დაეწყო,თუკი ასეთი''ფსიქოლოგური შეტევით''ვერ
მოახერხებდა ქართველი მეფის დარწმუნებას)ჩემი ვასალი უნდა გახდე,მიწა- წყალი

285
დამითმო და ბრძოლებში დამეხმაროო,ამას სთავაზობდა? იმპერატორი.მაგრამ იმავე
უსპენსკის დახასიათებით ჩვენ ხომ ვიცით,რომ ახალგაზრდა ქართველი მეფე
თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის დაუცხრომელი მებრძოლი
იყო.თავისუფლებას ასე ადვილად როგორ დათმობდა?!მით უმეტეს,რომ გული
საგულეს ჰქონდა:ჯერ ერთი,მოკავშირეების დახმარებასაც ეყრდნობოდა(უსპენსკი
იქვე წერს:,,???????? ????? ?????? ?? ???? ?????? ? ?? ???????? ?????? ?? ??????? ???????...

დღე-დღეზე ელოდა აგრეთვე ცნობას ბერძენ დიდებულთა აჯანყების


შესახებ,თან იქნებ ალ-ჰაქიმის უცნაური დაკარგვის ამბავი მას ჯერ არ გაეგო და იმის
მოლოდინშიაც იყო,როდის შეუტევდა ბიზანტიას სამხრეთიდან ეგვიპტის ხალიფა!
აი,ასე უნდა წარმოვიდგინოთ საქმე, ასეთი იქნებოდა მოვლენათა ვითარება,
როცა ორივე ლაშქარი ბასიანის მახლობლად იყო დაბანაკებული ,,მრავალდღე და არა
მიმართეს ბრძოლა ურთიერთას''...
მოლაპარაკება ფუჭი გამოდგა.ბასილი,ეტყობა,ვერც მოფერებითა და ვერც
მუქარით ვერას გახდა,ახალგაზრდა მეფე ვერ გატეხა.და ამ დროს მოხდა უცნაური
რამ:საბრძოლველად გამზადებული ქართული მხედრობა ერთბაშად აიყარა და ეს
ამოდენა ლაშქარი უკან გაბრუნდა.გიორგი მეფე ბრძოლას მოერიდაო, ქართველი
მემატიანე გადმოგვცემს .
რა მოხდა?ასე ერთბაშად რამ შეაცვლევინა გადწყვეტილება მეფეს? ბერძენთა
ლაშქრის სიმრავლე სულაც არ უნდა ყოფილიყო მისთვის მოულოდნელი,იმას თუ
ვიფიქრებთ,რომ მოწინააღმდეგისა შეეშინდა და გაბრუნდაო.თანაც,მტრის ლაშქარი
ხომ თავიდანვე იხილა და თუ მართლა შეეშინდა,თავიდანვე გაბრუნდებოდა,აღარ
დააყოვნებდა.
მაშ რა მოხდა?
იქნებ აქამდე არ იცოდა და ახლაღა გაიგო გიორგიმ თავისი ერთ-ერთი მთავარი
მოკავშირის ალ-ჰაქიმის უბედურების ამბავი?
სავსებით შესაძლებელი ვარაუდია.
შეგვიძლია ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც გავიხსენოთ.სომეხი მემატიანის
გადმოცემით,ზემოთ ნახსენები მოკავშირეები გიორგისა მეფეთა მეფე იოანე-სუმბატი
და ვასპურაკანისმბრძანებელი სენექერემი იმპერატორს შეუთანხმდა და თავიაანთი
სამფლობელოები ბიზანტიას გადასცეს. ეს მოხდა სწორედ იმ ხანებში, და ვინ იცის,
როცა ბასილი მშვიდობიანი გზითა და ნებაყოფლობით ცდილობდა ქართველი მეფის
დამორჩილებას, პარალელურად იქნებ ასეთივე მოლაპარაკება ჰქონდა მის
მეზობლებთანაც, და ისინი დაარწმუნა, დაითანხმა. საკმაოდ სერიოზული და
მნიშვნელოვანი არგუმენტი ჰქონდა მას ასეთი დარწმუნებისათვის. ამაზე ქვემოთ
გვექნება ლაპარაკი. ესე იგი, მოკავშირეები იქნებ გაემიჯნენ გიორგის და,
იგულისხმება, ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლიდანაც გამოითიშნენ...
ასე ყო თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ ქართველმა მეფემ ერთბაშად აჰყარა თავისი
ლაშქარი და უკანვე მიიქცა.
ლაშქარი, როგორც უკვე ითქვა, დიდი იყო და მეფე, ეტყობა, წინ მიუძღოდა
მას. ძალიან გრძლად გაიჭიმა ეს ლაშქარი-წინმავალნი რომ მესამე სოფლდან
გადიოდნენ, უკან მავალთ ის იყო ფეხი შედგეს პირველ სოფელში. ასე რომ, მეფემ
გვიან გაიგო რა მოუვიდათ უკან მავალებს.
გამოცდილმა ბასილმა, ეტყობა, დააცადა მოწინააღმდეგეს და, როცა თვალს
მიეფარნენ და გრძლად გაიწელნენ, მაშინღა წამოეწია და კაფვა დაუწყო არიერგარდს.

286
ეს მოხდა სოფელ შირიმთან. ''შეკრბეს უკანმავალნი გიორგისნი და წინმავალნი
ბასილისნიო
გვაუწყებს მემატიანე.
ქართველები გვიან მოეგნენ გონს და მეფესაც
გვიანად ეწია ხმა... ვითარმედ ომი არს უკანმავალთა ზედა
. ამ დროისათვის ქართველებს მძიმე დანაკლისი განეცადათ, მაგრამ, ეტყობა,
ბერძნებიც საგრძნობლად დაზარალდნენ-''მოისრნეს ორკერძოვე მრავლად''.
მეფემ რომ გაიგო ბრძოლის ამბავი, სწრაფად მოატრიალა ცხენი და ბრძოლის
ველისკენ გაქუსლა.

მემატიანე განსაკუთრებ ული გულისტკივილით გვამცნობს დიდებულების


ხურსისა და ლიპარიტის ძის რატის მოკვლას. თქვენ ალბათ სახელების მიხედვით
ხვდებით,რომ ეს რატი ორბელიანების შტოს ერთ-ერთი წარმომადგენელი
იყო,ბაღვაში.
საინტერესოა,როგო აგვიწერს ბრძოლის ველს სომეხი
მეისტორიე.ჯარები...საზარელი გრიალით ეკვეთნენ ერთმანეთს.მახვილებისა და
მუზარადების ნაპერწკლები ირგვლივ მთებს ეფინებოდა. იმპერატორიც კი
გაკვირვებული შეჰყურებდა ქართველი მეომრების სიმამაცეს, რომლებიც
ნიაღვარივით მიეხეთქნენ ბერძენთა ლაშქარს და უკუაქციეს.
ბრძოლა ჩილდრის ტბის მახლობლად გაჩაღდა.ტბას ირგვლივ ბალახით
დაფარული ჭაობიანი ადგილები ერტყა და სწორედ ეს ჭაობი გახდა დიდი მთავარი
რატისათვის საბედისწერო.ცხენი ჭაობში ჩაეფლო და მანამ მხედარი რამეს
მოახერხებდა, ბერძნები მივარდნენ და მახვილით განგმირეს.
მეფე თვითონ აძლევდა მეომრებს გმირობისა და მამაცობის მაგალითს და
თავიანთთვის უხერხული დასაწყისის მიუხედავად,ქართველებმა მაინც იმძლავრეს,
დიდი ზარალი მიაყენეს ბერძენთა ლაშქარს,ნადავლიც ბევრი დარჩათ.ბრძოლის
ბედი სასარგებლოდ შემოტრიალდა და ბასილსა და მის მხედრობას გასაქცევათ
წაუვიდათ საქმე.-''სივლტოვად გფანემზადა ბასილი მეფე''-გვაუწყებს მემატანე.
მაგრამ ამ დროს მოხდა ისეთი გაუგებრობა, რისი ახსნაც ახლა ძალიან
ძნელია,ალბათ სამუდამოდ ბურავს იდუმალების წყვდიადი.გასაქცევად
გამზადებული მხარე კი არ გაიქცა გამარჯვებულებმა დაჰკრეს ფეხი და გამოიქცნენ!
რა მოხდა?
ნუთუ ღალატი იყო?
სხვით აბა რითი უნდა აიხსნას ეს გაუგებრობა?!სხვა აბა რას უნდა
შეეტრიალებინა ასე ბედის სასწორი?! ასეთი შეცდომა რატომ უნდა მოსვლოდა
გამარჯვებულ ლაშქარს?!სადაც ქართველების გამარჯვებისა და გასაქცევად
გამზადებული ბერძნების ამბავს გვატყობინებს მემატიანე,იქნებ,იმავე სიტყვების
გაგრძელებად იგივე მემატიანე გვაუწყებს:''ხოლო ვითა სულმოკლე იქმნეს
ქართველნი, მორიდეს და წარმოვიდეს''.
სულმოკლეობა ადამიანური სისუსტეა და სულაც არ გვინდა
დავიჟინოთ,ასეთი სისუსტე ქართველ მეომრებს არას დიდებით არ
მოვიდოდა.მაგრამაა,ამ სიტუაციისა,და ამ კონტექსტში ეს არ არის ის სიტყვა,რასაც
შეუძლია საქმის ნამდვილი შინაარსი აგვიხსნას.იმიტომაც ვახსენეთ ის მეორე
არანაკლებ უსიამოვნო და არანაკლებ ადამიანური სისუსტის გამომხატველი
სიტყვა,რომელიც იმ სიტუაციაში თითქოს უფრო დასაბუთებულად აგვიხსნიდა

287
გამარჯვებული მხედრობის უცნაურსა და მეტად სამწუხარო-ეს კიდევ ცოტაა-
სავალალო და საბედისწერო საქციელს...
წარმომადგენელი ასე იყო თუ ისე,გამოქცეულ მხედრობას უკან დაედევნა
ბერძნების დიდი ლაშქარი.
ქართველი მემატიანე ძალიან მოკლედ გადმოგვცემს, რა მოხდა შემდეგ.
ქართველები რომ გამობრუდნენ ,,წარმოუდგეს უკანა ბერძენნი და დახოცნეს
ურიცხუნი პირითა მახვილისათა. მოუწია ლაშქარმან არტანს, ტყუე ყვეს და
მოაოხრეს არტანი
.
მემატიანე არ ამბობს, მაგრამ, ეტყობა, ლაშქარი პანიკამ მოიცვა და დაიშალა.
მეფე თრიალეთისაკენ გაეშურა, რათა დაშლილი ჯარი კვლავ შეეკრა და
ახალი მაშველი ჯაწარმომადგენელირები გამოეთხოვა (,,მოირთო ძალა კახეთისა და
ჰერეთისა''). ეს მან კარგად მოახერხა.მაგრამ ვიდრე მეფე კვლავ შეკრებდა ლაშქარს და
საბრძოლველად მოემზადებოდა ,გამოდევნებულმა მოწინააღმდეგემ ჯავახეთი
ააოხრა და თრიალეთში გადავიდა(''ასწყვიდა ქუეყანა ჯავახეთისა,და გარდავიდა
თრიალეთს'').

ისევ პირისპირ აღმოჩნდა ორი ლაშქარი-მოულოდნელი გამარჯვებით


ფრთაშესხმული ბასილის მხედრობა და გიორგის ახლადზსეკრებილი ჯარი, მოძმეთა
სისხლის აღებისა და შურისძიებით რისხვით აგზნებული.
ახლა თრიალეთში უნდა გამართულიუყო გადამწყვეტი ბრძოლა და ვინ
იცის,როგორ წარიმართებოდა საბოლოოდ საქმე...
მაგრამ კვლავ რაღაც მოხდა.კვლავ გაუგებრობა თუი სხვა რამ.. არ დაანებეს
ბრძოლა მეფეს(''გარნა დაუშალეს შებმა'')
იმპერატორი უკანვე გაბრუნდა-ისევ გადაქელა ჯავახეთი და არტანი.''და
კუალად უბოროტესადრე შურისგებით მოაოხრნა ქუეყანანი იგი''.
უცხოელი ავტორები უფრო კონკრეტულად წარმოგვიდგენენ იმ საშინელებათა
სურათს,რაც ბიზანტიის კეისარმა საქართველოში დაატრიალა.არაბი ისტორიკოსის
ცნობით ,''კეისარმა გადაწვა(მოწინააღმდეგის) მიწა-წყალი,მიიტაცა
სურსათი,დაატყვევა,მოკლა და დააბრმავა 200.000 ადამიანი.''

ახლა სომეხ მემატიანე არისტაკე ლასტივერტეცს


მოვუსმინოთ:''...საწყალობელი და ცრემლის მომგვრელი სანახაობა იყო აქ, რადგანაც
მაღალი სამეფო სასახლეები და ტაძრები, რომლებიც დიდი ხარჯითა და
ხუროთმოძღვართა ოსტატობით იყო ნაშენი მხილველთა განსაცვიფრებლად და
მცხოვრებთა სიხარულით დასატკბობად, გადაიწვა, დაინგრა და განადგურდა.ხოლო
მათი მათთან ერთად მახვილით ამოწყდნენ... ძუძუმწოვარა ყრმებს ზოგს დედის
მკერდიდან გლეჯდნენ და ქვებს ურტყავდნენ, ნაწილს კი დედის მკერდზე
აკლავდნენ შუბით და დედის რძეს რყმების სისხლს ურევდნენ, სხვებს
გზაჯვარედინებზე ცხენების ჩლიქებში აგდებდნენ და ხოცავდნენ. ვაი ღმერთო, შენ
მოწყალებას იმ დროს, ვაი მეფის შეუბრალებელ ბრძანებას. მაგრამ ამით არ
დამცხრალა მისი რისხვა, მან კვლავ აღმართა ხელი, რათა ყველა ბოროტებისათვის
გადაეჭარბებინა. ასე გაუკაცრიელდა კეთილ მოწყობილი ქვეყანა. ზამთრის
მოსვლამდე აოხრდა და დაცარიელდა ირგვლივ ყოველივე.

288
დაუწერელი კანონებით მართავდა ქვეყანასაო, ერთი ისტორიკოსი წერს ბასილ
მეორეზე. არც ომის კანონების დაცვა იცოდა ბიზანტიის იმპერატორმა.
ასე გაქელა და მოაოხრა მთელი მხარე, მაგრამ დაპყრობითმაინც ვერ დაიპყრო
და დაიმორჩილა ქვეყანა. ამასობაში, ეტყობა ზამთარი მოახლოვდა და იმპერატორმა
სახიფათოდ მიიჩნია თოვლიან მთებში თარეში, საცა ყველა ბორცვისა და გორაკის
უკან ჩასაფრებული ეგულებოდა თავისი დამოუკიდებლობისათვის ასე
დაუცხრომლად და თავგამეტებით მებრზოლი ხალხის რაზმები. გადაწყვიტა
გაცლოდა ამ საშიშ მთებს და ბარში ,,დაეზამთრებინა.'' ტრაპზონის მახლობლად.
ის ზამთარი უქმად არ გაუტარებია ტრაპზონში ბიზანტიის იმპერატორს. იგი
შეუდგა ფლოტისმომზადებას, რათა გაზაფხულლის დადგომისთანავე ზღვიდან
მოსდგომოდა საქართველოს დაახლა ბარიც დაერბია, ასე დაემთავრებინა ამ ქვეყნის
დაპყრობა. ამავე დროს სომხეთის მეფეებთან ჰქონდა მას დიდი მოლაპარაკება,
ალბათ ადრევე დაწყებული. ბევრი მუქარის თუ ჩიჩინისა და შეგონების
შემდეგკეისარმა, ეტყობა, გატეხა ისინი.
1.
ბაგრატის შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა მისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი.
თორმეტი წლის იყო, რაჟამს მეფე იქმნაო, ერთი ისტორიული წყარო გადმოგვცემს;
სხვა ცნობის მიხედვით, თერთმეტი წლისა ყოფილა, როცა მეფედ ეკურთხა.
იმისი შეხსენება, თუ როგორი ქვეყანა ჩაიბარა უფლისწულმა, იქნებ საჭირო არც იყოს.
ზემოთ ჩვენ ვხედავთ, რა სიმტკიცითა და შეუპოვრობით მიაღწია საქართველოს
ბოლო მეფემ – ახალგაზრდა უფლისწულის მამამ – ქვეყნის გაერთიანებას, რა
თანმიმდევრულად ატარებდა თავის პოლიტიკას, როგორ შემოიერთა ცალკეული
კუთხეები, როგორ დაუნდობლად ებრძოდა ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებოდა და
ამ დიდი საქმის შესრულებაში ხელს შეუშლიდა.
ერთი სიტყვით, ტახტის მცირეწლოვან მემკვიდრეს ბაგრატმა დიდი და ძლიერი
ქვეყანა ჩააბარა. და თითქოს უზრუნველი მეფობა უნდა რგებოდა გიორგი პირველს:
ქვეყანა მოღონიერებული იყო, გაერთიანებული, აყვავებული... მტრები და
ორგულები დათრგუნვილი... მეტი რაღა უნდოდა?! ახლა ყველაფერი მასზე იყო
დამოკიდებული. მამის პოლიტიკას თუ განუხრელად გაატარებდა, თუ ძალად არ
აშლიდა მამის დალაგებულ ქვეყანას, ყველაფერი სასურველად უნდა
წარმართულიყო: თვითონ მოსვენებული უნდა ყოფილიყო და ქვეყანაც, ხალხიც!..
თითქოს მართლაც სანატრელი ზეობა უნდა ჰქონოდა ტახტის ახალგაზრდა
მემკვიდრეს. მოვლენათა ლოგიკური განვითარება თითქოს მართლაც ასეთი უნდა
ყოფილიყო!.. მაგრამ ასე არ მოხდა. ქვეყნის მართვასა და სახელმწიფოს პოლიტიკურ
ცხოვრებას თავისი ლოგიკა აქვს და, როცა საშინაო მდგომარეობას განვიხილავთ, იქვე
გარემოცვა და საერთაშორისო ვითარებაც თუ არ გავითვალისწინეთ, მსჯელობა
ხშირად ცალმხრივი გამოგვივა და მოვლენათა განვითარება ალოგიკური
მოგვეჩვენება.
გიორგი პირველის მეფობა მეტად რთული და მძიმე გამოდგა.
მკითხველი ალბათ ტრადიციის მიხედვით, ახალგაზრდა მეფის დახასიათებას
მოელის. ჩვენ უნდა დავარღვიოთ ეს ტრადიცია და სულ სხვა ისტორიული პირის
დახასიათება მოვიტანოთ.
იშვიათად რგებია ქვეყნის ბრძანებელს ისეთი ხანგრძლივი ზეობა, როგორც
ბიზანტიის კეისარს ბასილ მეორეს არგუნა ბედმა: მას უმეფია 976-1025 წლებში.
ლამის ნახევარი საუკუნე! ჩვენ ვიცნობთ ამ კეისარს. ჯერ ისევ უწლოვანი იყო,

289
პირველად რომ შევხვდით. ალბათ გაგონდებათ შიშით შეპყრობილი ბიზანტიის
დედაქალაქი, როცა მას ,,გალაღებული
ბარდა სკლიაროსი გადანდგურებით ემუქრებოდა. ისიც გეხსომებათ, რომ იმ
საშინელი განსაცდელის დროს, როცა დღე-დღეზე ელოდნენ კონსტანტინოპოლის
ქუჩებში მტრის რაზმების გამოჩენას და მაშინდელი მსოფლიოს ,,ნებიერი ქალაქის
დარბევას, სასახლეში გამოკეტილ დედოფალს წარუდგინეს ქართველი ბერი
თორნიკე, სასახლის კარის იმედები ახლა ამ ბერზე იყო...
ჩვენ ამაზე დაწვრილებით ვისაუბრეთ და ახლა აღარ დავუბრუნდებით. იმასღა
შეგახსენებთ, რომ დედოფალმა თავის შვილებს ორ ობოლ ძმას უბრძანა,
უცხოელი ბერის წინაშე მუხლი მოედრიკათ. ერთ-ერთი ძმა სწორედ ბასილი
გახლდათ...
მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინათ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. იმ ქართველი
ბერის მისია მაშინ ბიზანტიის ტახტის მცირეწლოვან მემკვიდრეთა სასიკეთოდ
დამთავრდა... მერე ისიც ვნახეთ, რა პირობებში შევხვდნენ ერთმანეთს ბიზანტიელ
ტახტის მემკვიდრეთა მაშინდელი მსხნელი ქართველი მეფე და ის ბასილი, ამჯერად
უკვე სახელგანთქმული კეისარი, მტრის რისხვა ბასილ მეორე.
ქართველ მეფეს მაშინ ღალატი დასწამა კეისარმა, საშინელი სასჯელი ელოდა და, ვინ
იცის, სიკვდილისაგან იქნებ სწორედ იმან იხსნა მოხუცი დავით კურაპალატი, რომ
ბიზანტიის მბრძანებელს ბავშვობის მძიმე დღეები გაახსენდა. ზოგჯერ სასტკი
გვირგვინოსნებისთვისაც არ იყო უცხო მადლიერების კეთილშობლური გრძნობა,
თუმცა გულჩვილობით არ გამოირჩეოდა ბიზანტიის კეისარი.
თავდაპირველად ბასილი ჩუმი უფერული ფიგურა იყოო, ვკითხულობთ მის
ბიოგრაფიებში. . . ეს მეფობის დასაწყისში. მალე შეიცვალა ყველაფერი. მალე გახდა
ბასილ მეორე ,,კოლორიტული ფიგურა

. სიტყვაძვირობა ბოლომდე შეინარჩუნა (ენაბრგვილიც ყოფილა), მაგრამ ამას ხელი


არ შეუშლია, მეზობელი ქვეყნების რისხვად ქცეულიყო. ენერგიული და ჭკვიანი
იყოო, გადმოგვცემენ; ძუნწი არა ყოფილა, ერთგულ ხალხს წარჩინებებსა და
ჯილდოებს უხვად ურიგებდა, მაგრამ მიწის ხარბი იყო და ერთ გოჯ მიწას არ
გაიმეტებდაო. ეს დამახასიათებელი დეტალია!. . დინჯი და თავშეკავებული ყოფილა,
ადვილად ვერ გააგულისებდი, მაგრამ თუ გაბრაზდებოდა, მტრისას! – შებრალების
იმედი არავის არ უნდა ჰქონოდაო. გულღრძო კაცი იყო, იმ მრისხანე საუკუნეებშიაც
კი გაუგონარი გალქვაობით გამოირჩეოდა. შემთხვევითი არ იყო, რომ
ბულგართმჟლეტი შეარქვეს: გაუთავებელი ომები ჰქონდა ბულგარელებთან და
მუსრი გაავლო ამ ქვეყანას, ქვა ქვაზე არ დაუტოვებია. . .
ბულგარელებთან ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ, რომელიც, აქვე უნდა ითქვას, მან
მოიგო, დაერია ტყვეებს და 15.000 ტყვე ბულგარელს თვალები დათხარა. თხუთმეტი
ათას ტყვეს! გამარჯვებულზე სავსებით მინდობილ უმწეო ადამიანებს! და ეს
მოიმოქმედა გამარჯვებულმა მეფე-სარდალმა, რომელიც გულმოწყალებას უნდა
იჩენდეს და წყალობას არიგებდეს! ეს მართლაც გაუგონარი გულქვაობაა.

და კიდევ ერთი შემაძრწუნებელი დეტალი.


ეს თხუთმეტი ათასი სინათლედაშრეტილი ტყვე რაზმებად დაჰყო მეფე-სარდალმა,
და თითოეულ რაზმს, რომელშიაც ორივე თვალით დაბრმავებული ასი კაცი იყო, ცალ
თვალგამოთხრილი თითო მეთაური თუ მეგზური მიუჩინა – ბულგარეთის მეფეს
გაუგზავნა ეს შემაძრწუნებელი საჩუქარი. . .

290
ნუთუ მარტო შურისძიების საშინელი ჟინი იყო ეს? შურისძიება გულქვა
გვირგვინოსნისა, რომელიც მტერს მეტისმეტად გაუგულისებია? არაიშვიათად
ვხვდებით ისტორიაში ამნაირ ფაქტებს, თუმცა ასეთი დაუოკებელი შურისძიება
ვერაფერს ამბობს დიდი ქვეყნის გვირგვინოსანზე.
მაგრამ ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბიზანტიის კეისრის საშინელი სისასტიკე
იქნებ მარტო შურისძიებით კი არ ავხსნათ, არამედ სხვა რამითაც: ეს იქნება
თვალსაჩინო გაკვეთილიც იყო არა მარტო დაუმორჩილებელი ბულგარელებისათვის,
რომელთაც აგერ რამდენი ხანია ასე შეუპოვრად ებრძოდა ბიზანტია, არამედ
სხვებისთვისაც. იმ ურჩი მოწინააღმდეგეებისათვისაც, რომლებიც ირგვლივ ერტყა
იმპერიას და რომელთა წინააღმდეგ გასალაშქრებლადაც ბულგარეთის
დამორჩილების შემდეგ ,,მოიცლიდა

ბასილ კეისარი. აბა, რომელი მოწინააღმდეგე გაბედავდა ურჩობას ამ


შემაძრწუნებელი გაკვეთილების შემდეგ?! (ეს გაუგონარი გულქვაობა 1014 წლის
ზაფხულში მოხდა).
აი, როგორი პერსპექტიული მოწინააღმდეგე დახვდა მცირეწლოვან მეფე გიორგი
პირველს, როემლცი საქართველოს სამეფო ტახტზე სწორედ 1014 წელს ავიდა, ანუ იმ
დროს, როცა ბიზანტიის იმპერატორ ბასილს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ჰქონდა
ბულგარეთთან.
თითქმის მთელი თავის მეფობა და ძალ-ღონე გიორგი პირველმა ბიზანტიის კეისრის
წინააღმდეგ ბრძოლას შეალიაო, წერს ივანე ჯავახიშვილი.
მაგრამ ეს დიდი ბრძოლები გიორგის გამეფებისთანავე არ დაწყებულა. ტახტის
ახალგაზრდა მემკვიდრეს ჯერ შინა ბრძოლები ელოდა.
ზემოთ ითქვა, ბაგრატ მასამემ შინა მტრები და ორგულები დაიმორჩილა და
დათრგუნაო. ეს მხოლოდ დროებითი და მოჩვენებითი გამოდგა. დიდი ფეოდალები
თავისას როგორ მოიშლიდნენ, თავისუფალ პარპაშს იყვნენ დაჩვეულები და უხმო
მორჩილებას როგორ შეურიგდებოდნენ?! როგორც კი ნახეს, ტახტზე მცირეწლოვანი
მეფე ავიდა, გადაწყვიტეს ჩვენი დრო დამდგარაო, მორჩილების ნიღაბი მოიშორეს და
გადაუდგნენ. დამახასიათებელია, რომ ეს მოხდა ქვეყნის განაპირა კუთხეში –
ჰერეთ-კახეთის დიდგვაროვანმა აზნაურებმა წამოჰყვეს თავი, მეფის ერისთავები
შეიპყრეს და ძველი მმართველები დასვეს, ისევ გამოეყვნენ გაერთიანებულ
საქართველოს.
სამწუხაროდ, ასე ძუნწად გვაწვდის ამ ცნობას ქართველი მემატიანე და იმას კი აღარ
გადმოგვცემს, ყრმა მეფე და სამეფო კარი როგორ შეხვდნენ ამ უსიამოვნო ფაქტს,
რომელიც იმითაც იქნებოდა დამაფიქრებელი, რომ, სხვა კუთხეების დიდგვაროვან
აზნაურებსაც აღუძრავდნენ ამნაირ ,,დამოუკიდებლობის
სურვილს.
არას ამბობს ამ ფაქტზე უცხოური წყაროებიც. გიორგი პირველის მეფობაზე
რამდენიმე უცხოური ცნობა არსებობს, მეტ-ნაკლებად სრული. ეს ცნობები ავსებენ
ერთმანეთს, და ქართველი მემატიანეების მონათხრობთან ერთად, კარგად
გვიხატავენ დროის იმ მონაკვეთის პოლიტიკურ ცხოვრებას1.
ამრიგად, ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა სამეფო კარი დიდგვარიან
აზნაურთა თავნებობას, არ მოგვეპოვება. იქნებ დროებით უყურადღებოდაც კი
დატოვეს ეს მოვლნა, რადგან სხვა საქმე მოითხოვდა მთელს გულისყურსა და ძალთა
მობილიზებას, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე.

291
უკვე ითქვა, უცხოური წყაროები ავსებენ ერთმანეთსო. ქრონოლოგიური და
ლოგიკური თანმიმდევრობით თუ ავკინძავთ ამ ცნობებს, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს
ის, რომ ყრმა მეფისა და მისი მრჩევლების ყურადღება მაშინ მთლიანად
სამხრეთისაკენ ყოფილა მიპყრობილი.
ზემოთაც ითქვა, სახალიფოს დღეები უკვე დათვლილი იყო და ასეთ ვითარებაში
ქართველი მმართველების გულისყური იქითკენ იყო მიმართული, მათი მთავარი
საზრუნავი ის გახდა, რომ ქართული მიწა-წყალი, რომელიც გარკვეულ პერიოდში
მტერს დაეპყრა, ისევ შემოეერთებინათ, სხვას – ამ შემთხვევაში, ბიზანტიას – არ
დაესწრო ამ ტერიტორიის დაპყრობა. ასეთი აზრი და გადაწყვეტილება მტკიცედ
ჩამოყალიბდა ქართველთა შეგნებაში და იგი ეროვნულ მისწრაფებად იქცა, მთელი
ხალხის სულისკვეთებას გამოხატავდა. როგორც ვნახეთ, ამ პოლიტიკას ატარებდნენ
დავით კურაპალატი, ბაგრატ მესამე. . . და, ბუნებრივია, ამავე პოლიტიკის
გამგრძელებელი იქნებოდა მათი მემკვიდრეც, თუკი იგი თავისი სახელოვანი
წინაპრების ღირსეულ მემკვიდრეობას გასწევდა.
დროის ამ მონაკვეთს რომ განიხილავს დიდი რუსი ბიზანტიოლოგი უსპენსკი და
ბიზანტიის იმპერიასთან საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების
ურთიერთობის ამბავს გადმოგვცემს, იქვე ახსენებს ამ ქვეყნების მმართველებს და
ქართველ მეფე გიორგი პირველს ასე ახასიათებს – ???????? ??????? ????????
?????????????.

2
ეს დახასიათება მარტო ახალგაზრდა მეფეზე კი არ გვიქმნის წარმოდგენას, არამედ
სამეფო კარისა და მთელი ხალხის განწყობილებისა და სულისკვეთებას
გადმოგვცემს.
ყრმა გიორგი რომ ავიდა სამეფო ტახტზე, ბიზანტიის იმპერატორ ბასილს მთელი
სამხედრო ძალები ბულგარეთის ფრონტზე ჰყავდა თავმოყრილი. ძალიან დიდხანს
გააწვალა ამ ქვეყანამ იმპერატორი, ეშურებოდა, ჩქარა დაეპყრო ბულგარეთი, რათა
საიმედო ზურგი ჰქონოდა და მერე აღმოსავლეთში უფრო დამშვიდებულადა და
გულდაჯერებით ებრძოლა. აღმოსავლეთში კი დიდი ოპერაციები ჰქონდა
ჩასატარებელი. გამოცდილი პოლიტიკოსი, რაღა თქმა უნდა, ყველაზე კარგად
გრძნობდა, რომ სახალიფოს დიდი დღე აღარ ეწერა და აღმოსავლეთში კვლავს
მტკიცედ უნდა განეცხადებინა ბიზანტიის იმპერიის პრეტენზია თავის
ჰეგემონობაზე.

ქართველმა მეფემ და მისმა მრჩევლებმა ხელსაყრელად ჩათვალეს მომენტი და რაკი


ბასილი ბულგარელებთან გააფთრებულ ომში იყო ჩაბმული, მხედრობა დაძრეს,
კვლავ დაიკავეს ის მიწა-წყალი და ციხე-სიმაგრეები, რაც რამდენიმე ხნის წინათ
დავით კურაპალატმა დაიბრუნა და დავითის სიკვდილის შემდეგ კი ისევ წაიღო
ბიზანტიამ. ამ ცნობას ზუსტად ასე გვაწვდის იაჰია ანტიოქიელი, მეთერთმეტე
საუკუნის არაბი ისტორიკოსი, რომელიც უშუალოდ მომსწრე იყო იმ ამბებისა
ბიზანტიისათვის პირველხარისხოვანი სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობა
ჰქონდა ამ ტერიტორიას და, რაღა თქმა უნდა, ასე იოლად არც დათმობდა. უნდა
ვიგულისხმოთ, ამისი იმედი არც ქართველებს ექნებოდათ, ეს მიწა-წყალი რომ
დაიკავეს, განა სულ არა ჰქონიათ წინააღმდეგობის მოლოდინი! მაგრამ რაკი ბასილი
ბულგარეთთან ომში იყო ჩაბმული და მთელი სამხედრო ძალა იქა ჰყავდა, ქართველი
აქ სუსტ წინააღმდეგობას ელოდნენ. სუსტი წინააღმდეგობის დაძლევა კი, რაღა თქმა

292
უნდა, არ გაუჭირდებოდა იმ დროისათვის საკმაოდ ძლიერ სამეფოსა და მის
მხედრობას.
მართლაც, გაიგო თუ არა ბასილ მეორემ ყრმა ქართველი მეფის კადნიერების ამბავი,
წერილი მისწერა (ამ ცნობას უკვე სომეხი მემატიანე გვაწვდის), კატეგორიულად
მოითხოვა იმ ტერიტორიის უკანვე დაბრუნება, რაც ერთ დროს დავით კურაპალატს
ეპყრა.
ასევე კატეგორიული იყო ახალგაზრდა ქართველი მეფის პასუხიც – ერთ სახლსაც კი
არ დავთმობო, ბიზანტიის იმპერატორს უპასუხებდა.
ასეთი პასუხით გაგულისებული იმპერატორი ჯარს გზავნის ქართველი მეფის
წინააღმდეგ, რათა ბრძოლით დაიბრუნოს ,,წართმეული
ტერიტორია.
ქართველები მომზადებულნი დახვდნენ ბიზანტიის ჯარს (,,მათ წინააღმდეგ
გამოვიდნენ ტაოელი ვაჟკაცებიო
, სომეხი მემატიანე გადმოგვცემს), მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და
დაამარცხეს, უკანვე გააქციეს ბერძნები.
ეს იყო ყრმა მეფის პირველი ბრძოლა და პირველი გამარჯვება. თუმცა ქართველები
ალბათ თვითონვე გრძნობდნენ, რომ ეს გამარჯვება საბოლოო არ ყოფილა და არც
დიდად საამაყო იყო, დიდი სიხარულის საფუძველი არა ჰქონიათ, რადგან,
ტავისთავად იგულისხმება, მათ მცირერიცხოვანი ჯარი დაამარცხეს, იმპერატორი იმ
დროს დიდ სამხედრო ძალას ვერ გამოგზავნიდა აღმოსავლეთით, გააფთრებული
ბრძოლების ფრონტს ვერ დაასუსტებდა დასავლეთში.

ამ ფაქტებს რომ გადმოგვცემს სომეხი მემატიანე არისტაკეს ლასტივერტეცი, ამბავს


ასე ამთავრებს: ასე მიეცი დასაბამი ტაოს ქვეყნის დაცემასაო.
იაჰია ანტიოქიელი პირდაპირ წერს: გიორგი მეფე არც კი ცდილა თავისი შეცდომა
გამოესწორებინა; იმის ნაცვლად, რომ მამა-ბიძასავით იმპერატორისათვის
ერთგულება გამოეცხადებინა, გაჯიუტდა და ყოყლოჩინობა დაიწყო. . .
სხვა სხვის ომსა ბრძენიაო. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს მემატიანეები მას შემდეგ
ჰყვებიან ამბავს, როცა უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო და დამარცხებული
ქვეყნები დამპყრობლის უღელში გმინავდნენ. შეეძლო თუ არა, ყველაფერი
გაეთვალისწინებინა ქართველ მეფეს? როცა მან მამა-ბიძისათვის ბიზანტიელთაგან
წართმეული ტერიტორია დაიკავა, ბასილ კეისარი ჯერ ისევ ბულგარეთის
წინააღმდეგ იბრძოდა და კაცმა არ იცოდა, ეს ომიც როგორ დამთავრდებოდა. . .
გარდა ამისა, ვინ იყო იმის გარანტიის მომცემი, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ
მრავალწლიან ომში გამარჯვებული იმპერატორი იმ ტერიტორიით
დაკმაყოფილდებოდა და ახალი ტერიტორიების დასაპყრობად ქვეყნის
სიღრმეებისაკენ არ გაუწევდა გული?! მთელი წინა ისტორია ხომ ბიზანტიელ და მათ
წინამორბედ რომაელ იმპერატორთა ასეთი სიხარბისა და სულწასულობის მწარე
გაკვეთილს იძლეოდა?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ აღმოსავლეთში ისე ვერ გამაგრდებოდა
ბიზანტია, აღმოსავლეთის ჰეგემონობას ისე ვერ მიაღწევდა, თუ მტკიცედ არ
მოიკიდებდა ფეხს საქართველოში! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბასილი მეორე, თუკი იგი
დასავლეთში გაიმარჯვებდა, ადრე თუ გვიან უსათუოდ დაიძრებოდა საქართველოსა
და სომხეთის დასაპყრობად. ახლა ისიც ვიკითხოთ, როდის უფრო ადვილად
გაუმკლავდებოდნენ ქართველები ბიზანტიის მხედრობას – როცა იგი გამარჯვებით
ფრთაშესხმული და გალაღებული იქნებოდა თუ მძიმე ბრძოლებში გაბმულსა და

293
ძალადაქსაქსულს? არ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი არ გაეთვალისწინებინა ქართველ
მოღვაწეებს.
არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხიც, წმინდა ფსიქოლოგიური ხასიათისა, რასაც
აგრეთვე ანგარიში უნდა გაეწიოს.
მას შემდეგ, რაც ბაგრატმა ცალკეული კუთხეები გააერთიანა, საქართველო უკვე
ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა გახდა. იმდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ბოლო
ათეულ წლებში, ისეთი ცვლილებები განიცადა ცხოვრების სხვადასხვა სფერომ, რომ
ამან ადამიანის ფსიქიკაზეც მოახდინა სასურველკი გავლენა. ჯერ კიდევ ცოცხალ
მოგონებად ჰქონდათ, როგორც გუშინ მომხდარი ამბავი, და ახალ თაობებს ამაყად
უამბობდნენ, როგორ გაუჭირდა ძლიერი ბიზანტიის სამეფო კარს და ძლევამოსილმა
ქართულმა მხედრობამ როგორ იხსნა განსაცდელისაგან სწორედ ის იმპერატორი,
რომელიც ახლა დასავლეთში თვითონ თესავდა შიშს და სისხლის გუბეებს აყენებდა;
ქვეყანა მოღონიერდა, სული მოითქვა, გაძლიერდა, ისე ამაღლდა ქართველი ხალხის
საყოფაცხოვრებო და საერთო სულიერი კულტურის დონე, ისეთი რეზონანსი მიეცა
მეზობელ ქვეყნებში და თვით ბიზანტიაში, რომ ეს ადამიანს – ამ ქვეყნის
ქვეშევრდომს – საკუთარ თვალშივე ამაღლებდა, ღირსებასა და სიმხნევეს ჰმატებდა;
საკუთარი ძალის რწმენას უორკეცებდა, აამაყებდა. . . ის დრო უკვე დიდი ხნის
წასული იყო, როცა ხალხს, და განსაკუთრებით კი მმართველ წრეებს თავი ბიზანტიის
ვასალად წარმოედგინათ, როცა მთელს ქვეყანაში ეს მორჩილების ვასალური
სულისკვეთება სუფევდა.

ბიზანტიელთა მიერ მიტაცებული ანაკოფია და სამხრეთ საქართველოს


რამდენიმე ციხე-სიმაგრე მოსვრნებას უკარგავდა ყველა ქართველ გვირგვინოსანს და
მათ შორის, რაღა თქმა უნდა, გიორგი მეორესაც. მეფემ ისარგებლა ბიზანყიის მძიმე
მდგომარეობით და გადაწყვიტა, უკანვე დაებრუნებინა ეს მიწა-წყალი. როგორც ჩანს,
ეს ადვილად მოუხერხებია, და არც არის გასაკვირი: ჩვენ ხომ ვიცით, რა მძიმე დღეში
იყო ბიზანტია! ამრიგად, გიორგი მეფემ კვლავ დაიბრუნა ანაკოფია და
მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანის ...
ეს ციხე-სიმაგრეები უკვე თურქებს დაერბიათ და თვითონ გამაგრებულიყვნენ
შიგ. როგორღა მოახერხა გიორგიმ მათი დაბრუნება? იმ დროს მთავარი სამხედრო
ძალა თურქებისა, ეტყობა, უფრო სამხრეთისაკენ იყო მამართული, ამ ციხეებში
პატარა გარნიზონები ჰყავდათ, რომელთა დამარცხება ქართველმა მეფემ შედარებით
ადვილად მოახერხა , და მათ დაბრუნებას ალბათ არც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა,
ანუ, თავიდანვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ისევ წაართმევდნენ, რადგან
თურქების დამარცხება ასეთი პატარა მასშტაბის ბრძოლებით წარმოუდგენელი იყო.
ხოლო დიდი ბრძოლებისათვის ძალა არ შესწევდა მეფეს,

სხვათა შორის ზოგი თურქი ისტორიკოსი მელიქ-შაჰის მომდევნო


გამანადგურებელ ლაშქრობებს იმით ხსნის, თითქოს ქართველი მეფის მიერ
რამდრნიმე ციხის აღებას გაეღიზიანებინოს სულთანი, ამ ქართული ციხეების
საქართველოსთვისვე შემოერთება გამომწვევად მიეხოს!... ეს, რა თქმა უნდა, ასე არ
არის, როგორც ვნახეთ, თურქ-სელჩუკებს ასეთი გამაღიზიანებელი და გამომწვევი
საბაბები არა სჭირდებოდა, გაუღიზიანებლადაც კარგად ახერხებდნენსხნათა მიწა-
წყლის დარბევასა და აოხრებას, და მაშინაც კი, როცა ის დიდი რბევანი ჯერ ისევ წინ

294
იყო, ყველასათვის აშკარა უნდა ყოფილიყო, ეჭვი არავის უნდა შეჰპარვოდა, რომ,
ადრე იქნებოდა თუ გნიან, თურქები უფრო დსაფუძვლიანად მოიცლიდნენ
საქართველოსათვის, რადგან შეუძლებელი იყო ეს კალიასავით მოვარდნილი ტომები
ანატოლიაში დაფუძვნებულიყვნენ ამიერ კავკასიაში დაფუძვნებას კი არა
ცდილობდნენ...
როცა სამხრეთ საქართველოს რამდენიმე ციხის აღების ამბავს გვამცნობს
მემეტიანე, იქვე ერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც გვაგებინებს.განთქმულმა ქარლველმა
მოღვაწემ გრიგილ ბაკურიანესძემ, რომლის სახელთანაც პეტრიწონის ცნობილი
მონასტრის დაარსებაა დაკავშირებული და რომელიც აღმოსავლეთის ზორვანად ანუ
მხედართმთავრად ითვლებოდა, გიორგი მეფეს გადასცა კარის ციხე-ქალაქი და მისი
მომდგომი ქუეყანა
(ეს კარის ციხე რამდენიმე ხნეს წინათ, თურქების შიშით, გაგიკ მეფემ გადასცა
ბიზანტიას).

დიდი რბევაო, ზემოდ ვახსენეთ - ისტორიაში დიდი თურქობის


სახელით არის ცნობილი ის გამანადგურებელი და ყოვლისმომსპობი შემოსევები რაც
საქართველომ თურქ-სელჩუკთაგან განიცადა. დიდი თურქობის დაწყების თარიღად
1080 წელსა თვლიან. გიორგი მეორე, როგორც ვიცით, 1072 წლის მიწურულში ავიდა
ტახტზე. მომდევნო 1073 წელს მას გართულებული და გახშირებული შინაბრძოლები
ჰქონდა თავისივე ფეოდალებთან. მელიქ-შაჰის შეჭრა სამშვილდეში ამის შემდეგ
მოხდა - ალბათ 1074 წელს. და მომდევნო ამბებიც 1074-1077 წლებში მომხდარა.
ხოლო დიდ თურქობას წინ უსწრებდა სელჩუკთა კიდევ ერთი
ადგილობრივი მნიშვნელობის
შემთხვევა.
ეს ასე მოხდა.
რაკი თითონ მოცლა არა ჰქონდა, სულთან მელიქ - შაჰს ვინმე ამირა აჰმედი
გამოუგზავნია საქართველოში ლაშქრით და დაუვალებია, ის ციხე-ქალაქები
წაერთმია ქართველი მეფისათვის, რაც მას გრიგოლ ბაკურიანისძემ მიუბოძა. კარგი
მეომარი იყოო - ძლიერი და მაგრად მოისარიო, ქართველი მემატიანე ასე გვამცნობს
თურქ ამირას. სულთნის დავალების შესრულება არ გასჭირვებია აჰმედს. დაუპყრია
გრიგოლ ბაკურიანის სამფლობელოები - არზრუმი და ოლთისი, დაუპყრია აწ უკვე
ქართველი მეფის სამფლობელო კარი...
და რაკი ასე გაუმართლა და მარჯვედ იომა, ცოტა აქეთაც წამოიწია, ქვეყნის
სიღრმეში, თუმცა სულთნისაგან ასეთი დავალება არა ჰქონია.
მეფე იმ დროს ყველის ციხეში მდგარა, და სწორედ ყველის ციხეს მოადგა
თურქების ჯარი. ეს მოხდა შინა-განცემითა ქრისტიანეთათაო, მემატიანე წერს.
ეტყობა, მართლაც წარმოუძღვა ვინმე შინაური მეფის სადგომისაკენ: დავით
აღმაშენებლის ისტორიკოსი, რომელიც ამას გადმოგვცემს, თვითონ იყო მომსწრე
მომხდარი ამბებისა და არ შეეშლებოდა.
აქაც იოლ გამარჯვებას მიაღწია თურქმა სარდალმა, მეფე და
სპა მისი ურიცხვი
ხელად გააქციეს. ბრძოლა, ეტყობა, არც გაუმართავთ - რაკი მეფე და მისი ჯარი
უბრძოლველად გააქციეს, აღარ გამოუდგნენ თურქები, ნადავლს დააცხრნენ, დიდი
ქონება გაუტაცნიათ... და უკან რომ ბრუნდებოდნენ, ამ ალაფით დატვირთულებს
გზად შემოხვდათ სხვა ამირები - იასი და ბუჟღუში, რომელთაც თურქების ურიცხვი
ლაშქარი მოჰყავდათ, საბერძნეთისაკენ მიემგზავრებოდნენ.

295
საგანგებოთ შევაჩერეთ მკითხველის ყურადღება მემატიანის ამ ცნობაზე.
მას შემდეგ, რაც თურქები ანატოლიაში დასახლდნენ და
მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩუენთა, თარეში ასეთი მარბიელი ლაშქრებისა
- ხან შედარებით მცირესი, ხან მრავალრიცხოვანისა-ჩვეულებრივი გახდა. მემატიანეს
ეს ცნობა საშუალებას გვაძლევს ცოცხლად წარმოვიდგინოთ ჩვენი საზღვრების
გასწვრივ და ჩვენს საზღვრებში, ყველგან, მთელს სამხრეთში ალაფის საშოვნელად
გამოსულა თურქთა მოთარეშე რაზმები. ზოგი საით მადის, ზოგი საით... ხშირად
კონკრეტული გეზი და მიზანი არც კი აქვთ-ისე დათარეშობენ, იქნებ რამეს
წავაწყდეთო.
ახლაც, აგერ, იმ მრავალრიცხოვან ლაშქარს, რომელსაც საქართველოდან
გაბრუნებული ნადავლით დატვირთული უფრო მცირერიცხოვანი ჯარი შემოეყარა,
ხომ ხედავთ საბერძნეთისკენ ჰქონდა გეზი აღებული...

მაგრამ მათ დიალოგს მოვუსმინოთ:


საით გაგიწევიათ? - ამას აჰმედი ჰკითხავს დიდი ლაშქრის სარდლებს იასისა და
ბუჟღუშს.
საბერძნეთისაკენ...(რისთვის მიდიან, რა მიზნით ამას კითხვაც არ უნდა)თქვენ
საიდან?
აჰმედმა პასუხად საქართველოდან წაღებული ოქრო-ვერცხლი აჩვენა და
უამბო რა იოლად, რა იოლად ჩაიგდეს ხელთ ამდენი ნადავლი, მეფე როგორ
გააქციეს, როგორ უპატრონოდ არის მიგდებული ამოდენა სიმდიდრე...
- ნეტა საბერძნეთში რა გინდოდათ?!. აგერ, ყურისძირში ასეთი ქვეყანაა,
დოვლათითა და სიმდიდრით სავსე!..
დიდი შეგონება აღარ დასჭირვებიათ იასისა და ბეღუშს, მოატრიალეს ამოდენა
ლაშქარი ... მოაქციეს გზანი მათნი და მოეფინნენ პირსა ყოვლისა ქუეყანისასა,
ვითარცა მკალნი

მთელი საქართველო აიკლეს, ერთი კუთხე არ დაუტოვებიათ.მემატიანე


კონკრეტულად ჩამოგვითვლის მათ მიერ აოხრებულ კუთხეებს ...ასისფონი და
კლარჯეთნი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი,
სამოქალაქო და ჭყონდიდი აივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა
მკვიდრი ყოველნი. და მასე ერთსა დღესა დაწუეს ქუთათაისი და არტანუჯი, და
უდაბნონი კლარჯეთისანი
...ეს მოხდა ივანობა დღეს. მთელი ზაფხული და შემოდგომა დაჰყვეს ქუეყანა შინა
თურქთა, ვიდრე მოსვლადმე თოვლისა, მოჭამეს ქუეყანა და მოსწყვიტეს, ლუ სადღა
ვინ დარჩომილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ხურელთა ქუეყანისათა. და ესე იყო
პირველი და დიდი თურქობა... ხოლო თუ ვინმე მთიულეთს ანუ სიმაგრეთა სადავე
ვინ დაშთა კაცი, ზამთრისა სიფიცხითა უსახლობითა და შიმშილითა ეგრეცა მოისრა

ეს ასე მოხდა 1080 წელს - ამით იწყება დიდი თურქობა საქართველოში.


ამის შემდეგ უკვე წესად გაიხადეს: გაზაფხულზე, როცა ცოტათი დათბება,
მოვლენ - მთელი თავიანთი ჯოგებით, ჯალაბებით - ააოხრებენ, გადასძოვენ,
გადათელავენ, გადასწვავენ და ზამთრის პირს, როცა სიცივეები დაიჭერს, წავლენ...
და ასე გრძელდება .

296
ამას მოსდევს მემეტიანის სიტყვები, რაც ჩვენ ადრევე მოვიტანეთ: ასე
დაირღვა ქართველი კაცის ცხოვრების წესი - აღარც ხვნა, აღარც თესვა, ის მშვენიერი
გუთანი და სხვა გაუმჯობესებული სამეურნეო იარაღები, საყვარელ ცოცხალ
არსებასავით რომ ეფერებოდა და ეალერსებოდა გლეხი, ლექსებს უთხზავდა: თავისი
ცხოვრების განუყრელ ნაწილად და მოზიარედ თვლიდა, - უქმად გდებისაგან
დაჟანგებულა...გარეთ კაცს ვერ დალანდავ... ნაცვლად კაცთა .მხეცნი და ნადირნი
ველისნი დაემკვიდრეს
ვინც ცოცხალი გადარჩა, სადღაც მიმალულა და გამოსვლას ვერ ბედავს. ამას დაემატა
დიდებულთა შინა ბრძოლები ღალატი, გამცემლობა... ქვეყნის თავზე მძიმე
ღრუბლები ჩამოწოლილა, - სუნთქვა ჭირს, ირგვლივ სისხლის სუნი ტრიალებს.
ყველგან შიში გამეფებულა. მთელი ქვეყანა ცახცახებს.შარაგზებსა და ორღობეებში
ათასთვლიანი შიში ჩასაფრეულა, ჰაერი შიშის დცილებით გავსებულა...
გასაჭირის დროს კაცს მეზობელი და მეგობარი ამოუდგება მხარში,ხელს
გაუმართავს, ანუგეშებს, კიდეც რომ ვერაფერი უშველოს, გაამხნევებს, გულს
გაუმაგრებს, იმედს ჩაუსახავს, რწმენას შემატებს...
ამ დიდი განსაცდელის დროს ქართველებს მეზობელი და
მეგობარი აღარ აღმოაჩნდათ. აღარსად იყო ღონე ხსნისა და შეწევნისა, არცა რა
დამსხნელი ამათ ძვირთ
... დამოუკიდებელი სომხელი ამათ ძვირთა
...დამოუკიდებელი სომხეთი უკვე კარგა ხანია აღარ არსებობდა. - სამხრეთ - აღმოსავ
ლეთით მოსაზღვრე ისტორიულად მეგობარი სახელმწიფო, ბიზანტიის
არაგონივრული პოლიტიკის წყალობით, ადრევე გაუქმდა და მისი მიწა - წყალი ახლა
თურქ ტომებს ეჭირათ;სომეხი ხალხიქართველებზე უფრო დიდ განსაცდელში
ჩავარდნილიყო... ძალი ბერძენთა შემცირებულ იყო, და რომელნი ქუეყანანაი მათ
აღმოსავლეთს ჰქონდეს ზღუასა გარეთ, ყოველი თურქთა დაეპყრა.
მძიმე მეფობა შეხვდა გიორგი მეორეს...
მეფემ დიდებულები მოიხმო და რჩევა ჰკითხა.საბჭომ გადაწყვიტა, სულთანს
ხლებოდა მეფე ისაფანს და და სრული მორჩილება გამოეცხადებინა.
სულთანმნა კარგად მიიღო ქართველი მეფე.ყოველგვარ სიკეთეს შეჰპირდა,
ზედამარბველობას მოვსპობო, აღუთქვა, შიში ნუღარაფრის გექნებათ, იცხოვრეთ
თქვენთვის, ოღონთ ხარაჯას ნუ დამიგვიანებთ, თავის დროზე მაძლიეთო.
მელიქ - შაჰი კარგი მეომარიც იყო და ცბიერი მმართველიც: ფაქტიურად ისე
შეიცვალა რომ რასაც აქამდე ძალმომრეობით ართმევდნენ ქართველ მოსახლეობას,
ახლა თავისი ნებით და მშვიდობიანად უნდა ჩაებარებინათ.
მაგრამ ეგეც დიდი სიკეთე იყო, თუკი სიტყვას არ გატეხავდნენ და ხალხი
ყოველდღიურ რბევას მაინც გადარჩებოდა, ქვეყნად ჩამოწოლილი შიში თუ
ერთგვარად მაინც განელდებოდა; ამის გამო არ გვიხსენებია სულთანის ცბიერება.
მისი ცბიერება სხვა რამეში გამოიხატა.
საქმე ის არის რომ სინსმდვილეში მელიქ - შაჰმა გიორგი მეფეს კახეთი-
ჰერეთი მოსცა , და გიორგიც მოტყუვდა - მიიღო საჩუქარი. კახეთის შემორთება
ქართველი მეფეების საუკუნო ოცნება გამხდარიყო და თუკი ყველაზე საშინელი
მტერი ამ სიკეთეს გაუკეთებდა გიორგის, ამაზე სასურველი თითქოს რა უნდა
ყოფილიყო. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი პატარა დეტელი უნდა
გავიხსენოთ,, და მაშინ გასაგები გახდება რომ ეს სიკეთე ფაქტიურად დიდი
ბოროტება იყო:კახეთს თავისი გამგებელი ჰყავდა , თავისი პატრონი, თავისი მეფე, და
მელიქ - შაჰმა სწორედ ეს სხვისი სამეფო გამოიმეტა. კახეთ- ჰერეთის აღება
297
მშვიდობიანად არ მოხერხდებოდა , ახალი ბრძოლა და ახალი სისხლასღვრა იყო
საჭირო...თანაც ძმათა შორის სისხლისღვრა!...
ამიტომ იყო რომ სულთანმა მაშველი ჯარიც გამოატანა გიორგის კახეთის
დასალაშქრად!ხომ წარმოგიდგენიათ, რაც იქნებოდა სელჩუკების მაშველი ჯარი!
მოახერხებდა თუ ვერ მოახერხებდა გიორგი მეფე სულთანის მაშველი ჯარით
კახეთის აღებას, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არღარა ჰქონდა: სულთანი ერთმანეთს
სამკვდრო სასიცოცხლოდ მაინც გადაეკიდებოდა ფაკტიურად ერთი ქვეყნისა და
ერთი ხალხის ორ კუთხესა და ორ მეფეს (რაც მოხდა კიდეც ); ამიერიდან, როცა
მოეგუნებოდა , უფრო ადვილად გამოიყვანდა კახეთის მეფეს გიორგის წინააღმდეგ
(რაც მალევე )მოხდა; თან, ქართველივე მეფის თანხმობითა და მონაწილეობით,
სწორედ დაზავების შემდეგ საქართველოში ახალ დიდ ლაშქარს აგზავნიდა (

298
წარმოაყოლნა სპანი დიდნი ) სარბევად და ალაფის ასაღებად...ყველაფერ ამით
სულთანი სახელსაც უტეხდა საქართველოს მეფეს (რაც აგრეთვე მოხდა) ...
ამაზე მეტი ცბიერება რაღა უნდა იყოს !
ერთი სიტყვით, გიორგი მეფე კახეთის ასაღებად დამპყრობლის ჯარს
შემოუძღვა და ეს მოხდა რთვლობის დროს. მტრისაგან ნარბევ და განადგურებულ
ქვეყანაში თუ რამე გადარჩა, ან ბოლო რბევის შემდეგ თუკი რამემ მოასწრო გახარება
და აღორძინება, ახლა უნდა მოესპოთ და გაენადგურებინათ, თანაც სწორედ
რთვლობის დროს!
ბრძოლა კარგა ხანს გაგრძელებულა.ვეჟინის ციხის აღება, რომელსაც სულთნის
ლაშქარი მოადგა, ადვილად ვერ მოხერხდა.უნდა ვიფიქროთ, ამ ლაშქარს არც
ეჩქარებოდა.იგი იქვე დაბანაკდა და იქიდან თარეშობდა მთელს კახეთში, ქვეყანას
არბევდა და აოხრებდა.
შეცდომა ადამიანურია და მისგან არავინაა დაზღვეული.მაგრამ შეცდომაც
არის და შეცდომაც. როცა საქმე მაღალ ადამიანურ ღირსებას ეხება, როცა საქმე
მაშინვე ქვეყნის ბედ- იღბალს ეხება და ხალხს სისხლის ფასად ჯდება, ასეთი
შეცდომა ძნელი მისატევებელია...
როცა ლიპარიტ ბაღვაში მოუძღვოდა ბერძნების ლაშქარს ბაგრატ მეოთხის
წინააღმდეგ ასიც კი მიუტევებელი იყო, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ რომ ას სულ
სხვა დროსა და ვითარებაში ხდებოდა.ახლა მეფეს მოსდის ასეთი შეცდომა და ისიც
რა დროს, რა ვითარებაში!...
ამრიგად ასეთი დიდი შეცდომა რომ მოუვიდა გიორგი მეფეს, ეს უკვე ეჭვს არ
იწვევს.იგი არ უნადა გამოძღოლოდა მტრის დიდ ლაშქარს საკუთარივე ხალხის
დასარბევად. ,იმ დროს, იმ ვითარებაში ეს მიუტევებელი იყო, თუკი, რა თქმა უნდა ამ
მსხვერპლს უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად არ მოითხოვდა
გარემოება ( ასეთი რამეც ხდება ხცოლმე. ამის მაგალითებს ჩვენ ვნახავთ ). მთელს
ქვეყანაში ასეთი უბედურება ტრიალებდა, ხალხი ისე იყო ილაჯგაწყვეტილი და
სისხლისგან დაცლილი, ქვეყანას ისთი ვარაქმი დასწოლოდა, ისეთი მწუხარების
ცეცხლი ტრიალებდა, ყოველ ოჯახში დაყოველი ადამიანის გულში, რომ ახლა
გატანჯულ- გაწამებული ხალხისთვის ქვეყნუჟის გონიერი მმართველი ტკივილებს
გააყუჩებას, მათ ნუგეშსა და გამხნევებას მათვის რწმენის გაღვივებას, თითოეული
ადამიანის გადარენას უნდა ცდილიყო.თვითონვე უნდა გაეზიარებინა საერთო
ტანჯვა და ესეც კი გატანჯული ხალხისთვის ნუგეში იქნებოდა.მაგრამ ჩვედნი
საყვედური იმ პირველ შეცდომას არ ეხება -მითუმეტეს, თუკი სამართლიანობას
ბოლომდე მივყვებით, იქნებ ისიც ვიფიქროთ, რომ ქართველი მეფე იმ პირობებში ვერ
მოახერხებდა სულთანისათვის უარის თქმას შემოთავაზებულ სამხედრო
დახმარებაზე...თუკი ეს იდეა პირველად თურქთა მბრძანაბელს გაუჩნდა და არა
ქართველ მეფეს.
საბედისწერო შეცდომა ამის შემდეგ მოხდა.
ზამთარი რომ მოახლოვდა და თოვლი ჩამოყარა , მეფეს მოახსენეს...
ჯობს, მემეტიანეს მოვუსმინოთ:
მეფესა გიორგის მოეხსენა ნადირობა აჯამეთისა; არღარას ზრუნვიდეს სხუასა ,
არცა ელოდა აღებასა ვიჟინისასა და კახთისა, არამედ ლაშქართა თურქთასა , რომელ
ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუეყანა იორის პირი კუხეთი, რომელი
მოოხრდა მუნ დღემდე,. ხოლო თვით გარდავლო მთლა ლიხთა და შთავიდა
აფხაზეთად.

299
კახრგი სანადირო ამინდი დადგაო, და ვეღარ მოისვენა, გულმა იქითგაუწია,
ყველაფერი გადაავიწყდა: სულწასულობა მოერია
კიდსევ ერთხელ წავიკითხოთ ეს აბზაცი და დავაკვირდეთ ფრაზებს - არღარას
ზრუნვიდეს სხუასა ... მისცა ნიჭად (ესე იგი აჩუქაო, მიუბოძაო) სუჯეთი და ყოველი
ქუეყანა იორის პირი... მოოხრდა მუნ დღეინდელად დღემდე ...
ამას გვიამბობს გუიორგისავე თანამედროვე ადამიანი, გიორგის შვილის -
დავით აღმაშენებლის - ისტორიკოსი. სხვისთვის მძიმე ცოდვის დაბრალება თავის
თავად დიი ცოდვაა და ამნაირ ცოდვას ისეთი ათამიანი, როგორიც დავით
აღმაშენებლის ისტორიკოსი იყო, არ იკისრებდა...ვე3რც გაბედავდა .
ვთქვათ, მართლაც ვერ მოახერხა მეფემ სულთნის მიერ შემოთავაზებულ
დახმარებაზე უარის თქმა დაიძულებული გახდა მტრის ჯარს საკუთარი ხალხის
სარბევად შემოჰყოლოდა ( რაც ახლა უკვე, ამ მეორე შეცდომისა თუ დანაშაულის
შემდეგ ძალიან საეჭვო ჩანს ) ; ვთქვათ, სხვა გზა არა ჰქონდა და მტრის ჯართან
ერთად მთელი სამი თვეიძულებული იდგა ხმალშემართული ვეჟინის ციხესთან...ეს
სანადიოროდ წასვლა და მტრის ურიცხვი ჯარის კახეთის ოსაოხრებლად დატოვება
რაღა იყო ! რა გარემოებაც არ უნდა შექმნილიყო, მტრის ჯარის ასე დატოვება და
წასვლა გაუმართლებელია. ძალიან მძიმეა ქვეყნის გამგებლობის ტვირთი და ეს
ტვირთი ხალხისათვის თავგანწირვასა გულისხმობს.
როგორც ფიქრობდა მელიქ - შაჰი სწორედ ისე მოხდა:დიდი ხანი არ გასულა
რომ ახლა კახეთის მეფე ახსართანი იახლა და ახლა იმან სთხოვ სამხედრო
დახმარება.
ახსართანს ჩვენ უკვე ვიუნობთ და მისი საქციელი არც გაგვიკვირდება აქ
მხოლოდ იმას დავძენთ, რომ სულთანთან მის სტუმრობას და მორჩილების ფიცის
დადებას კვლავ ბლომად სისხლი შეეწირა.
ზემოთაც ვახსენეთ ჩვენი ანდაზა - უბედურ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო. ეს
მოარული ანდაზაა და ყველა ხალხი თავისებურად გამოხატავს.რუსები იტყვიან
ხოლმე: უბედურება ცალად არასოდეს არ მოდისო ...
მართლაც არ დარჩენითალა ცალად ჩვენი ხალხისათვის თურქ - სელჩუკთაგან
დატეხილი უბედურება - ბუნებამ ახალი განსაცდელი მოუვლინა. ზედ აღდგომა
დღეს, როცა ქვეყანა ლხინსა და სიხარულს უნდა მისცემოდა (რომელსა შინა
სიხარული და განსუენება ჯერ იყო .. ), უფალმან... შეძრა ქუეყანა
საფუძველითურთ, ესეოდენ სასტიკად. ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი
მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელი დაირღუეს, ეკლესიანი
დაეცნეს, დ სახლი დაინთქნეს და დაზულეს (დაინგრეს ), და იქმნეს საფლავნი მას
შინა მკვიდრთა...
ზოგი წყაროს მიხედვით, ეს საშინელი მიწისძვრა 1089 - წელს მოხდა. ვახუშტის
მიხედვით - 1088 წელს ...მთლავარი ისაა, რომ მიწისძვრამ მთელ წელიწადს
გაგრძელებულა და სულმთლად აუოხრებია ქვეყანა მტკიცედ ნაგები და თმოგვის
ციხეც კიო დაიქცა თურმე და ქვეშ მოიყოლა კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ

მემეტიანე ამ საშინელ უბედურებას მძიმე ცოდვებს აბრალებდს - ღმერთმა


ცოდვების გამო მოგვივლინა ეს რისხვაო. დღეს ჩვენთვისა, რა თქმა უნდა,
გულუპრყვილოა ასეთი მოსაზრება, და იქც იმიტომ კი არ გაგვიხსენებია , მემეტიანეს
გულუპრყვილობა დაგვემტკიცებინა.აქ სხვა რამ იყო საინტერესო.
გიორგი მეორემ სამეფო ტახტი თავის 16 წლის ვაჟს გადაულოცა, მიუხედავათ
იმისა, რომ თვითონ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, და ამის შემდეგ კარგა ხანს

300
იცოცხლა - ოც წელზე მეტი.რატომ? რატომ დათმო მეფემ ტახტი და ჯერ ისევ ბავშვი
უფლისწული რატომ გაამეფა?
გამოთქმულია ძალიან საყურადღებო მოსაზრება, რომ მეფე აიძულეს, დაეთმო
ტახტი, გადამდგარიყო...

შეიძლებოდა უფრო გაგვეშალა და გაგვევითარებინა ეს საგულისხმო ვარაუდი.


ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც
მეფემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ყოვლად გაუმართლებელი უდარდელობა
გამოიჩინა, მას ან პირდაპირ შეჰკადრეს, ან გადაკვრით ანიშნეს, რომ დაეთმო
ტახტი.აშკარად სჩანს, მეფეს ჭკვიანი ვეზირები ჰყავდა - კარგი მამულიშვილები,
ბრძენი ხალხი,...მაგრამ ვერ გატეხეს, ვერ დაიყოლიეს.დიდებას მიჩვეული კაცისთვის
ძნელია პატივისა და დიდების დათმობა. რა არ უთხრეს, რა არ გააგონეს...მაგრამ მეფე
არ ტყდებოდა...
მიწა რომ იძრა და ქვეყანა დაინგრა, ეს უკვე კიდევ ერთი და ძალიან
შთამაგონებელი არგუმენტი გამოდგა მეფეს გასატეხად და
დასაყოლიელებლად.მორწმუნე ხალხისთვის მორწმუნე გვირგვინოსნებისათვის, ეს
ბევრს ნიშნავდა.

ალბათ, ხმებიც კი გავრცელდა, რომ მავანსა და მავანს ღმერთი გამოეცხადა და


პირდაპირ უთხრა, რა მძიმე ცოდვების გამო მოუვლინა მან ქვეყანას
მიწისძვრა...მავანმა და მავანმა ასეთი სიზმარი ნახა...ასეთი გამოსახულება იხილა მან
ცაზე...ასეთი რამ იწინასწარმეტყველა...
ამგვარ ხმებს სწრაფი ფრთები აქვს და ხელად მოეფინება ხოლმე ქვეყანას, მით
უმეტეს, როცა ჰაერი საშინელი შიშითა და, განწირულობით არის მოწამლული... შიშს
მარტო თვალები კი არა აქვს დიდი, ყურებიც ფართოდ აქვს გახსნილი...ხმა ღვთისა
და ხმა ერისაო!... ამჯერად ორივე ხმა შენივთდა და იძულებული გახდა გიორგი მეფე
ტახტი დაეთმო. დიდი მიწისძვრა ის უკანასკნელი წვეთი გამოდგა, რამაც ხალხის
რისხვის ფიალა აავსო...ის უკანასკნელი ბიძგი, რამაც მეფეს უკვე შერყეული რწმენა
საკუთარი თავისა საბოლოოდ დააკარგვინა და ბედნიერი გადაწყვეტილება
მიაღებინა.

(მეორე წიგნის დასასრული)

წიგნი მესამე
თავი პირველი.

1.

წინა წიგნში ჩვენ იქ შევწყვიტეთ მოთხრობა, როცა ქართველი მეფე გიორგი


მეორე იძულებული გახდა, სამეფო გვირგვინი მოეხადა, ტახტიდან ჩამოსულიყო და
გვირგვინიც, ტახტიცა და სამეფო კვერთხიც თავისი შვილისთვის, ჯერ ისევ სავსებით
ახალგაზრდა უფლისწულისთვის დაეთმო.
სამეფო ტახტზე ასვლას, ჩვეულებრივ, სიხარული ახლავს ხოლმე. სამეფოდ
გამზადებულმა ადამიანმა, სულ ერთია, რა ხნისაც არ უნდა იყოს იგი, კარგად იცის,
რა ტვირთს კისრულობს, რა პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო თანამედროეების,
არამედ აგრეთვე წინაპართა და განსაკუთრებით კი მომავალი საუკუნეებისა და

301
თაობების მიმართ. ვინც ჭეშმარიტად ღირსეული მამულიშვილია, იგი წინასწარვე
გრძნობს, ქვეყნად ყველაზე მკაცრი მიუკერძოებელი და თითქმის შეუმცდარი
მსაჯულის – ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობის მთელ სიმძიმეს... და მაინც
სიხარულთან არის დაკავშირებუკლი ეს მოვლენა, რადგან ყოველგვარი ადამიანური
სისუსტე – მათ შორის, უპირველესყოვლისა, ამბიციაც, დიდებისმოყვარეობაც,
სიხარბეცა და შურიც – მისთვის უფრო არის დამახასიათებელი ვიდრე
სახელმწიფოს უბრალო ქვეშევრდომისათვის.
ჯერ ნუ მოვინდომებთ იმის გარკვევას, სიხარულით მიიღო შეთავაზებული
ტახტი და გვირგვინი ახალგაზრდა ქართველმა მეფემ თუ განსაკუთრებული
პასუხისმგებლობის შეგრძნებამ გაუნელა ეს სიხარული. მის თქმა ჩვენთვის ახლა
ძნელიც იქნება...
იქნებ იმის ვარაუდი იყოს უფრო ადვილი, თუ რა გულისფანცქალით
შეჰყურებდნენ მეფის ყოველ გადადგმულ ნაბიჯსა და მოქმედებას სხვები – სამეფო
კარის წარჩინებულნიც, მხედრობაც და ყველა უბრალო ქვეშერმდომიც, მოყვრებიცა
და მტრებიც, კეთილი მეზობლებიცა და მტრულად შემართული ქვეყნებიც... რადგან
ახალგაზრდა უფლისწულმა მეტად მძიმე და უჩვეულო ვითარებაში ჩაიბარა ქვეყანა.
მეფე იქმნა რა დავით, მოოხრებულ იყო ქართლი და თვინიერ ციხეთა სადმე
არა სადა იყო კაცი სოფელსა შინა, არცარა შენებულობა...
ამ სიტყვებით იწყებს მემატიანე დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის
მოთხრობას. ჩვენ ჯერ არ გვითქვამს, რომ ის თექვსმეტი წლის ყრმა, რომელსაც მეფე-
მამამ თვით დაადგნა გვირგვინი მეფობისა, დავით მეოთხე ანუ დავით აღმაშენებელი
იყო.
აღმაშენებელი უფრო მოგვიანებით უწოდა ხალხმა მეფეს და ეს სახელი
თავისთავად გვეუბნება, რა დიდი ღვაწლი გაუწევია ამ ადამიანს ქვეყნისათვის,
ისეთი ღვაწლი და ამაგი, რაც სხვებისას აღემატებოდა, რაც საერთოდ ყველაფერს
აღემატებოდა და რაც მას – ამ დიდებულ მამულიშვილს – ხალხის უკეთეს შვილად
რაცხდა. ხალხი ასე ადვილად არ არიგებს სახელებსა და ტიტულებს. ასეთი
შერქმეული სახელი მუდამ ცხადად გამოკვეთილ განსაკუთრებულ ღვაწლსა და
დამსახურებაზე მიუთითებს, რითაც ამ სახელის პატრონი ყველა დანარჩენისგან
განსხვავდება, რითაც იგი ცხოვრებასა და გრძელ ისტორიას თავის კვალს აჩნევს...
ჩვენ ისეც ხომ ვიცით, რომ შერქმეული სახელი ყოველთვის საამაყო და
სასიქადულო არ არის. ალბათ გახსოვთ, როგორ შეარქვეს ბულგართმჟლეტი ასამდე
წლის წინათ მცხოვრებ დიდი მეზობელი ქვეყნის იმპერატორს, რომელიც შიშის ზარს
სცემდა მაშინდელ მსოფლიოს. და შერჩა ეს სახელი სამუდამოდ, როგორც
მტარვალობისა და განუკითხაობის ნიშანი; სანამ კაცობრიობა არსებობს, ეს სახელიც
იარსებებს, არ წაიშლება, კაცთა მოდგმის სულ ახალ თაობებს გააგებინებს იმ
გვირგვინოსნის არაადამიანური სისასტიკისა და გულქვაობის ამბავს. Dა რაც უნდა
დიდი ამაგი დაედოს ამ კაცს თავისი ხალხისათვის (ამაგს კი მართლაც საკმაოდ
აღნუსხავენ), ეს სახელი მაინც ჩრდილს აყენებს...

ზოგჯერ ცალკეული მემატიანე სუბიექტური შეიძლება იყოს და ცდებოდეს,


ასეთი სახელის შემრქმეველი ხალხი არასოდეს ცდება. მარტო საკუთარი
ხალხისთვის გაწეული ამაგი, თუკი ესა თუ ის ისტორიული პირი ამავე დროს სხვა
ხალხის მომსპობი და დამარბეველია, ამაგათ აღარავისთვია ითვლება, მადლი არა
აქვს.

302
ასამდე წლის წიმათ მცხოვრებიო, მიახლოებით ვთქვი ზემოთ და მერეღა
დავაკვირდი, რომ ზუსტად ასი წელი გამოდის: დავით აღმაშენებელი 1125 წელს
გარდაიცვალა, და თქვენ გეხსომებათ, რომ ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II – იგივე
ბულგართმჟლეტი – 1025 წელს მოკვდა. ოღონდ ბიზანტიის იმპერატორმა მეტ ხანს
იცოცხლა, ქართველი მეფე კი ჯერ ისევ ახალგაზრდა გარდაიცვალა. ახალგაზრდა
ითქმის – 52 წლისა იყო, ამ ქვეყნიდან რომ წავიდა.
ქუთაისში ბაგრატის დიდებული ტაძრის ეზოს აწ უკვე ჩამორღვეულ
გალავანზე თუ შედგებით და პირს ჩრდილო-აღმოსავლეთით იზამთ, დაინახავთ
მომაღლო მთის უბეს მიხუტებულ მეორე დიდებულ ტაძარს, რომელიც დავით
აღმაშენებლის სახელთან არის დაკავშირებული.
ეს სახელგანთქმული გელათია.
ქედან რომ გასცქერი, უსათუოდ ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება, თითქოს
ტაძარი რაღაცნაირი მოკრძალებით მიჰკვრია მთას, ტავს არ გაწონებს, თვალში არ
გეჩრება. ქედან მოშორებით არის, მაგრამ კარგად თუ დააკვირდები, მთავარი შენობის
ირგვლივ რამდენიმე ნაგებობას გაარჩევ.
ამჟამად ჩვენ ერთი, შედარებით პატარა ნაგებობა გვაინტერესებს.
ახლოს მივიდეთ და უფრო კარგად ვნახოთ.
ეს კარიბჭეა. სამხრეთის შემოსავალის კარის ბჭე. და ამ კარიბჭის ქვეშ დიდი
ლოდი დევს – დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა. ლოდის სიდიდეც კი
მიგვანიშნებს, რა ბუმბერაზი კაცი ყოფილა მეფე. ქვის
სიგრძე 4 არშინი და 6 ვერშოკი არის, სიგანე 1 არშინი და 12 ვერშოკიო,
გაუზომავთ ერთ დროს. თავითავად იგულისხმება, რომ ქვა გაცილებით უფრო
გრძელია, მეფე, რაღა თქმა უნდა ამ სინაღლე არ იქნებოდა; ზუსტად განსაზღვრა –
რა სიმაღლისა იყო, ახლა ძნელი მაგრამ ზოგადად კი ლოდის სიდიადე
განსაკუთრებით მიგვანიშნებს მეფის განსაკუთრებულ ახოვნებაზე. ამას მემატიანეც
საგანგებოდ აღნიშნავს.
ახლა ამ ქვის ქვეშ აღარ ასვენია სახელოვანი მამულიშვილი. მოგვიანებით,
როცა მისი რვაწლი უფრო გამიჩნდა და გამოიკვეთა, ამოასვენეს და დიდ ტაძარში
გადაასვენეს, ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს.
ესეც დამახასიათებელია – ალბათ მისივე ანდერძით დაკრძალეს კარიბჭის
ქვეშ და არა ტაძარში, თვითონვე არ ისურვა, რომ ტაძარში დაეკრძალათ, საკუთარი
თავის განდიდებას მოერიდა.
ამ ვეება ქვაზე ახლაც შევნიშნავთ წარწერის კვალს, მაგრამ წაკითხვა აღარაფრით
ხერხდება – წაიშალა:
მავალთაგან და უდებობით წაშლილ არსო
(რაკიღა კარიბჭეში იდო ამოდენა ლოდი, ზედ ბევრი უვლიათ: მეფის სურვილიც
სწორედ ეს იყო). ეს სიტყვები უკვე მეცხრამეტე საუკუნეშია დაწერილი და ეკუთვნის
მიხეილ საბანინს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ქართულ საისტორიო ძეგლთა
გამომზეურებას და შთამომავლობისათვის შენახვას. სწორედ საბანინი გადმოგვცემს
იმ ცნობას, რომ მეფის ნეშტი კარიბჭიდან ტაძარში გადაასვენეს.
მაშინ, ეტყობა, იმდენად გადაშლილი არ ყოფილა ქვაზე წარწერა და საბანინს
როგორღაც მოუხერხებია წაკითხვა – ფრიადის ღორძინებითა და ტანჯვითა
აღმოვიკითხო, წერს.
როგორც ხედავთ, დავით აღმაშენებლის ეპიტაფიაზეა ლაპარაკი. საბანინი ოდნავ
შეცვლილ ტექსტს გადმოგვცემს. სჯობს, ზუსტი ტექსტი გავიხსენოთ.
ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,
303
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღუართა იქით გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალტაგან იმერტა წყალთა შემესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს.

ზოგჯერ თვითონვე თხზავს ადამიანი თავი ეპიტაფიას, რომელსაც მისი ამ ქვეყნიდან


წასვლის შემდეგ საფლავის ქვაზე აღმოკვეთენ ხოლმე. დავით აღმაშენებელი პოეტი
იყო, მაგრამ ეს ეპიტეფია მას ნამდვილად არ დავწერია, მან სხვა ეპიტაფია დატოვა.ამ
სტრიქონებს კი მეცნიერები მიაკუთვნებენ დავით აღმაშენებლისავე თანამედროვეს,
სახელგანთქმულ მეცნიერსა და მწიგნობარს არსენ იყალთოელს. მაგრამ მანამდეც კი,
ვიდრე მკვლევარები ამ სტრიქონების ავტორს დაადგენდნენ, ეჭვიარავის
შეეპარებოდა, რომ იგი დავით აღმაშენებლის შეთხზული არ იყო; დავიტ
არმაშენებელი თავმდაბალი კაცი ყოფილა და თავისი ღვაწლის ასე ჩამითვლას არ
მოჰყვებოდა.
დავით არმაშენებლისადმი მიძღვნილ მეცნიერულ გამოკვლევებში, რომელტა რიცხვი
საკმაოდ სოლიდურია, ყველგან საგანგებოდ არის აღნიშნული ეს ადამიანური
ხასიათის სამკაული – თავმდაბლობა და მოკრძალება.და როცა დიდი
მამულიშვილის გამოსახულებას შევცქერით მისივე ტაძრის ერთ-ერთ კედელზე, აქაც
კარგად არის გადმოცემული ეს უბრალოება. მხატვარს კარგად დაუჭერია გმირის
ხასიათი. შემოგყურებს ტაძრის კედლიდან ღვაწლმოსილი წინაპარი კეთილი
თვალებით, თითქოს ყურადღებიტ გაკვირდება... და ზრუნვა უფრო განოსჭვივის ამ
პატიოსან, თითქოს ოდნავ დაღლილ თვალებში, ვიდრე, ვთქვათ, ქედმაღლობა,
მედიდურობა, სისასტიკე ან ასეთი მდგომარეობის კაცისათვის დამახასიათებელი
სხვა რაიმე ადამიანური სისუსტე.
ეს ნახატი უფრო მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება – მეთექვსმეტე საუკუნის –
მაგრამ ვარადობენ, რომ იგი ძველი ფრესკიდან განუახლებიათ. ასე რომ, უნდა
ვიგულისხმოთ, მსგავსება შენარჩუნებული იქნება. მარჯვენა ხელში ეტრატი უჭირავს
ფრესკაზე გამოსახულ ადამიანს, მარცხენაში – მოდელი გელათის ტაძრისა,
რომელიც მის სახელს უკავშირდება...

ფრესკის მიხედვით მერე სხვა ნახატებიც შექმნილა. აგერ, საბანინის დიდებული


წიგნი – საქართველოს სამოთხე. წიგნში აღმაშენებლის ცხოვრებაა დაბეჭდილი და
აქვე ვხედავთ გელათის ფრესკის ვარიანტულ რეპროდუქციას. მარჯვენა ხელში აქაც
ეტრატი უჭირავს ნახატზე გამოსახულ ადამიანს, მარცხენაში – ხმალი, ქარქაშში
ჩაგებული ხმალი, რომელიც ოდნავ ზეაუწევია და ვადით გულზე მიუკრავს. ეს ორი
საგანი – წიგნი და ხმალი – განუშორებელი და განუყოფელია სურათზე
გამოსახული ადამიანისათვის და მხატვარსაც სიმბოლურად გადმოუცია.როცა ამ
ადამიანის ცხოვრებას გაეცნობით, მერე ისიც თვალსაჩინა გახდება თქვენთვის, თუკი
ამის საშუალება მიეცემა, ხმალს უფრო ადვილად შეელევა იგი ვიდრე იმ ეტრადს,
რომლის ოდნავ ჩამოშლილ ნაწილზე ჩვენ რაღაც შენობის გეგმას ვარჩევთ.
მაგრამ წინ ნუ გავიჭრებით. ისევ იმ სიტყვებს დავუბრუნდეთ, რითაც ეს წიგნი
დავიწყეთ.
... მოოხრებულ იყო ქართლი და თვინიერ ციხეთა სადამე არა სადა იყო კაცი სოფელსა
შინა...
უკვე მერამდენეთ გავიმეორეთ ეს სიტყვები. იმისათვის, რომ პირუთვნელად და
ამომწურვავად შევაფასოთ ახალგაზრდა მეფის მთელი მოღვაწეობა და

304
განსაკუთრებით მისი ზეობის პირველი წლები, კარგად უნდა გავითვალისწინოთ
როგორი ქვეყანა ჩაიბარა მან.
ზემოთ ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II შემთხვევით არ გვიხსენებია. თქვენ იცით,
რომ სწორედ მის დროს დაიწყო, მან დაიწყო გააფთრებული ბრძოლები
საქართველოს წინააღმდეგ და მერე სხვა დამპყრობელმა განაგრძო. პირველად მან
დაარბია და მოაოხრა სამხრეთი საქართველო, მან და მისმა ძმამ იმპერატორმა
კონსტანტინემ; თითქოს საგანგებოდ გაუადვილეს საქმე სელჩუკებს, რომლებიც
ბიზანტიელთა განუწყვეტელი ლაშქრობების შემდეგ მალევე გამოჩდნენ ამ მხარეში...
და მას შემდეგ ჩვენს ქვეყანას მოსვენება აღარ უნახავს. ტკბილ მოგონებადღა იქცა
მშვიდობიანი ცხოვრების ის შედარებით გრძელი პერიოდი, როცა მშვიდობისმოყვარე
და შრომისმოყვარე ხალხის შემოქმედებითნიჭსა და უნარს ფართო გასაქანი მიეცა,
ხალხი გამრავლდა, სოფლები და ქალაქები გაშენდა, მეურნეობის ყველა დარგი
აყვავდა და გაიფურჩქნა, მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებთან ვაჭრობა-აღებმიცემობა
გაიშალა, სულიერი კულტურის დონემ მანამდე არნახულ სიმაღლეს მიაღწია, ქვეყანა
(ანუ ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც მტერს არ ეპყრა) დიდებული ტაძრებითა და
კულტურის კერებით მოიფინა... გავიხსენოთ, რამდენი რამდენი რამ აშენდა,
დაიწერა, ითარგმნა. შეიქმნა... მწერლობის არქიტექტურის, მუსიკის და ხელოვნების
სხვა დარგების სწორედ იმდროინდელი რამდენი უბრწყინვალესი ნიმუში შემორჩა
ისტორიას და დღეს მუზეუმებში რომ ვიხილავთ ან მათ რეპროდუქციებს
ვათვალიერებთ გულს გვიხარებს, სიამაყითა და ჩვენი დიდი წინაპრების მიმართ
მადლიერების გრძნობით გვავსებს...
და უცებ ყველაფერი შეიცვალა, მჩქეფარე სიცოცხლე ერთბაშად ჩაკვდა, სოფლები და
ქალაქები დაცარიელდა, დაინგრა შვილივით მოვლილი ბაღები და ზვრები, გულს
რომ ახარებდა, მტრის ურდოებს აუჩეხავთ და იქიდან ახლა ერთად მოჩიხული
უტვალავი ჯოგების გაბმული ბღავილი მოისმის... სასვებით ნაშენები დიდებული
ტაძრები სადაც ქართული მწერლობის და ხელოვნების მრავალი დარგის ბრწყინვალე
ნიმუშები იქმნებოდა ან მთლად დაუქცევიათ, ან შეუბილწავთ და თავლებად
გაუხდიათ, იქიდან ახლა დიდებული საგალობლების ნაცვლად ცხენების ჭიხვინი
მოიისმის...
ზუსტად ასე გადმოგვცემს მემატიანე:
წმინდანი ეკლესიანი შექმნეს სახლად ჰუნეთა თვისთა, ხოლო საკურთხეველი
ღმრთისანი – ადგილად არაწმინდებისა მათისა
.
თქვენ ალბათ გახსოვთ მემატიანის სხვა სიტყვებიც:
არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა; მოოხრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა და
ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს მას შინა. და იყო ჭირი
მოუთმენელი ყოველთა ზედა მკვიდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და
აღმატებული ოდესვე ყოფილთა სმენილთა და გარდასრულთა ოხრებათასა და
რომელნიმე მწარესა ტყუეობასა მიცემულ იქმნეს, მოხუცებულნი არა შეწყალებულ
იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუტებულ, ხოლო ჩვილნი
მიმოდატაცებულ. ცეცხლი უცხო და მბრძოლი,რომლიტა მოიწუა შენებული ყოველი,
მდინარენი სისხლთანი, ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყველნი ქუეყნისანი...

მთელს სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოედვნენ –


მოეფინნეს პირსა ყოვლის ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი...
ქვეეყნის სამიმთავარი მდინარის აუზები მტრის ურდოებით გაივსო.

305
იოანე ბატონიშვილი თავის
კალმასობაში
წერს: თურქთა დაიპყრეს საქართველო და დაეშვნენ სამთა მდინარეთა სანაპიროთა
ზედა – ესე იგი მტკვარსა, ალაზანსა და იორსა ზედა, სახეთა ამით, რომელ მათ
ელისა მთავართა განიყვეს ამ სახით ადგილნი ესე: ერთი მთავართაგანი ასიათასისა
კომლისა კაცისა დაესახლა მტკვრისა კიდესა ზედა ამიერ და იმიერ; მეორა მთავარი
დაესახლა ასიათასისა კაცითა იორის მდინარის კიდესა ზედა თიანეთიდგან, ვიდრე
ალაზნისა შესართავამდე, რომელიცა ერთვის მახლობელ სამუხისა; ხოლო მესამე
მთავარი დაესახლა ათიათასისა კომლისა კაცითა პანკისიდან ალაზნის სანაპიროსა
ზედა... და დაიპყრეს სახითა ამით ქართლი და კახეთი...

და იმ ადგილებიდან, სადაც ჯგუფ-ჯგუფად ჩამდგარან სელჩუკთა ურდოები,


დროდადრო უფრო ღრმადაც შეიჭრებიან ხოლმე სოფლების სარბევად –
რამეთუ იწყეს მიერითგან რბევად, ტყუენვად და მოოხრებად, წუად, სრვად, და
ტყუეობად ჩუენ ქრისტიანეთა...
თუ წინათ დაზამთრებამდე იკლებდნენ იქაურობას და მერე კი რამდენიმე ხნით –
გაზაფხულის დადგომამდე – მიიქცეოდნენ, ახლა უკვე ზამთარსაც შეეწყვნენ
სელჩუკები, გამოსაზამთრებელი ადგილებიც გამოძებნეს ჩვენს მიწა-წყალზე:
ზამთრისა მოწევნასა თანა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან ჰავჭალასა და დიღომს,
ჩაღმართ მტკურისა და იორის პირთა...

რგორც ხედავთ, კარგათ შეჰგუებიან, გაშინაურებიან ჩვენებურ ზამთარს, კარგად


აუთვისებიატ ჩვენი ხალხის საცხოვრებელი.
...დადგიან ხარგებითა (კარვებით). ცხენისა, ჯორისა, ცხუარისა და აქლემისა მათისა
არა იყო რიცხვი და აქუნდა ცხოვრებასანატრელი: ნადირობდიან, განისუენებდიან და
იხარებდიან, და არა იყო ნაკლულევანება მათ თანა... ესეოდენ დიდი იყო ძალი მათი
და სიმრავლე, რომელ სთქუამცა თუ ყოველი თურქობა ყოვლისა ქვეყნისა იქ არსო.
და არავისგან მოსაგონებელ იყო ოდესცა მათი გასხმა ანუ ვნება, არცა თუ თვით
სულტანისაგან...
რაც კი დედამიწის ზურგზე თურქობაა, ყველას იქ მოუყრია თავი დამათი აქედან
გაყვანა სულთანსაც კი აღარ ძალულს, გულით რომ მოინდომოსო.
დათარეშობდნენ გუნდ-გუნდად ეს მომთაბარე ტომები, გზაზე ძეხორციელს არ
გაატარებდნენ, სადმე მიყრუებულ ადგილას მოფარებულ ყანასა და ზვარს თუ
წააწყდებოდნენ, მაშინვე გადათელავდნენ და მოსპობდნენ...
იმ წელს კი, რა დროიდანაც ჩვენს თხრობას ვაგრძელებთ – ესე იგი 1089 წელს –
თითქოს ჭირი არ აკლდა, ქვეყანას ახალი უბედურება დაემატა: მიწისძვრა შემოეჩვია
და მთელი წლის განმავლობაში საშინელ რისხვად დაატყდებოდა ხოლმე თავს ხან
რომელ კუთხეს ქვეყნისა და ხან რომელს. ხალხი შიშით იძინებდა და საშინელების
მოლოდინში, რათა სიმწრით გატენებული დღე იმავე გაურკვეველი მოლოდინის
შიშში დაეღამებინა.
ასეთ დღეში იყო ქვეყანა 1089 წელს, როცა იგი თექვსმეტი წლის მეფეს ჩააბარეს.
წინა წიგნიდან ჩვენ ვიცით, რა პირობებში მოხდა ეს – რამ აიძულა ჯერ ისევ
ახალგაზრდა მეფე გიორგი მეორე გადამდგარიყო და ტახტი ყრმა უფლისწულისთვის
დაეთმო.
გადატრიალება სასახლეში მოხდა და საშინელ განსაცდელში მიტოვებულ ხალხს –
დაბურულ სოფლებში მიმალულებს, მთებში გახიზნულებს, განაპირა ტყეებში

306
გადახვეწილებს – ვინ იცის, როდის მისწვდა ეს ხმა! მაგრამ, თუნდაც ადრე გაეგოთ,
ცვლიდა კი ეს რამეს? ამსუბუქებდა იმათ მდგომარეობას, ვისაც ეს ხმა მისწვდებოდა?
გულში რამე იმედს ჩაუსახასვდა?...
ძალიან ძნელი დასაჯერებელია. იმედის წყარო გადაწურული იყო, მომავალს
სასიკეთო პირი არ უჩანდა. მეზობელი მხარეებიდან და ქვეყნებიდანაც სანუგეშო
არაფერი ისმოდა. მეზობელ ქვეყნებში, როგორც უკვე ვიცით, კიდევ უფრო ადრე
შეიჭრნენ სელჩუკთა ურდოები.
... განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი მათნი, ციხენი და
ქალაქნი რომელნი აღმოსავლეთს ჰქონდეს და წარვიდეს რომელნიცა აიხუნეს
თურქთა და დაემკვიდრეს მას შინა.
ესეც ქართველი მემატიანის სიტყვებია. ამ ქვეყნების დარბეული ხალხები მით უფრო
ვერ წარმოიდგენდნენ, რომ საქართველოს სამეფო ტახტზე ასულ 16 წლის ყრმას ბედი
დააკისრებდა უდიდეს მისიას – საკუთარი და მეზობელი ხალხების დარაზმვას და
იმ დიდი ბრძოლების მეთაურობას, რასაც საშიში დამპყრობელი ამიერკავკასიის მიწა-
წყლიდან უნდა განედევნა, და აქაური ხალხებისათვის თავისუფლება მოეტანა.
ამის წარმოდგწენა მასაც არ შეეძლო, თვითონ ყრმა მეფეს, რომელმაც
მტრისაგან ასე განადგურებული და დარბეული ქვეყანა ჩაიბარა. მეფეს თავის
ქვეყანაში თავისუფლად მისვლა-მოსვლაც კი არ შეეძლო. იყო მაშინ საზღვარი
სამეფოსა მთა მცირე ლიხთაო, გადმოგვცემ მემატიანე. ეს იმას ნიშნავს , რომ ლიხს
აქეთ – მთელი ქართლი და მესხეთი თურქ-სელჩუკების სათარეშოდ იყო ქცეული.
ნაჭარმაგევს ჩასვლა რომ დასჭირდებოდა მეფეს, წინასწარ მზვერავები უნდა
გაეგზავნა და შეემოწმებინა სელჩუკები იქვე დათარეშობენ, თუ იქ უკვე მოითარეშეს
და ახლა სხვაგან არიან სათარეშოდ გადასულებიო
მეორედ ვახსენეთ ნაჭარმაგევი. იგი ქალაქ გორის მახლობლად მდებარეობს –
იმ დროს ქართლში მეფის სადგომი ეს სოფელი იყო; ამიტომაც ვკითხულობთ
დავითის ეპიტაფიაში – ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამეხსნესო. აქა
ტრიალებს ახლა დიდი ამბები, ქვეყნის ბედი აქა წყდება, ეს კუთხე აურჩევია მტერს
მოსასპობად და გასაქელად, და ქვეყნის გამგებელი სულ აქ უნდა იყოს, ამ
ადგილებში, დარბეული ხალხის სიახლოვეს...
ჩვენ ვიცით, რომ არაბთა მიერ თბილისის დაკავების შემდეგ უფლისციხე
გაძლიერდა მისი მნიშვნელობა კვლავ გაიზარდა. როგორც ვხედავთ, ამ დროისათვის
უფლის ციხეს კვლავ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და ნაჭარმაგევი
დაწინაურებულა... ახლა აქ გადმოუნაცვლებია ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს.
აქ აღიმართა და საქართველოს მტერთა საზარად გაიშალა დავითის
უძლიერესი დროშაო, ჩვენი თანამედროვე ისტორიკოსი შენიშნავს, აქ, ქართლის ამ
პატარა სოფელში. ახლა ამ ადგილას სოფელია
ამჟამად ძველი სახელი აღარ შერჩენია სოფელს, დროთა ვითარებაში სახელი
შეცვლია და ახლა კარალეთი ჰქვია. ლამაზი სოფელია და ახალი სახელიც ლამაზი
დაურქმევიათ. ახლა აქ ჩვენი დროის სისხლსავსე ცხოვრება დუღს. ჯერ დილის
ბინდი არ ავსებს, მათი მკვირცხლი თვალების შუქი სოფლის ორღობეებსა და ველ-
მინდვრებს ანათებს. ვინ იცის, ეს მერამდენე თაობაა იმ შორეულ დღეთა შემდეგ,
როცა აქ საქართველოს გათავისუფლების დიდი გეგმები ყალიბდებოდა. ამის
გამოანგარიშება ძნელი იქნება; ამის წარმოდგენა კი უფრო ადვლია. რა სიფრთხილით
ყალიბდება ეს გეგმები და როგორ ცოცხალ ექოდ ჩაესმის დიდ მამულიშვილს
მომდევნო საუკუნეთა თაობების ეს შორეული ხმები... ეს ჯერ არდარხეული.

307
შორეული ხმები ჰმატებს ხოლმე ძალას დიდ მამულიშვილს, შეუძლებელი
შეაძლებინოს და დაღუპვის პირას მიყვანილი ქვეყანა განსაცდელისგან იხსნას!...
მაგრამ მტრის ურდოების თარეში ერთი მხარეა. თუ გვსურს, სრული
წარმოდგენა შეგვექმნას, რა დღეში იყო ქვეყანა, როცა იგი დავით მეოთხემ ჩაიბარა,
სხვა რამეც უნდა გავიხსენოთ და გავითვალისწინოთ.
ჩვენ უკვე კარგად გავეცანით ფეოდალების ბუნებას – მათ წრესგადასულ
ამბიციებსა და თავაშვებულობას. ვნახეთ, როგორ დადარაჯებულები და
გაფაციცებულები არიან. თუკი შეატყვეს მეფეს ოდნავი სისუსტე და გასაჭირი, –
თუნდაც ეს გასაჭირი ქვეყნის საერთო განსაცდელისგან გამომდინარეობდეს, – ყურს
აღარაფერს ათხოვებენ, ზოგჯერ ქვეყნისა და ხალის განსაცდელსაც არდაგიდევენ,
თავისივე ქვეყნის მტერთანაც კი საერთო ენის გამოძებნას დაკავშირის შეკვრას არ
თაკილობენ. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაუკავშირდა ლიპარიტ ბაღვში ბიზანტიის სამეფო
კარს, ისიც ვიცით,როგორ ადვილად შეკრავდნენ ხოლმე კავსირს დიდგვაროვანი
აზნაურები არაბ ამირებთან...
ასეთივე კავშირსა კრავენი ისინი თურქ-სელჩუკებთანაც, არაფერს ეპუებიან,
არაფერს თაკილობენ, უკან არაფერზე იხევენ...
ამას რომ გავითვალისწინებთ, ძნელიწარმოსადგენი აღარ უნდა იყოს, როგორ
აიწყვეტდნენ ფეოდალები ახლა, როცა ტახტზე თექვსმეტი წლის მეფე იხილეს. ჯერ
ხო გიორგი მეფის სისუსტისა და გაუმართლებელი დათმობების გამო აიშვეს ამ
ფეოდალებმა; თავისუფალ პარპაშს დაჩვეულები ახლა, რაღა თქმა უნდა, მეტს
მოინდომებდნენ... ხომ გახსოვთ, რა დღეში ჩააგდეს თავისმა ერისთავებმ
ახალგაზრდა მეფის პაპა – ბაგრატ მეოთხე!
ახლა კიდევ უფრო ძნელი იყო თავაშვებული ფეოდალების წინააღმდეგ
ბრძოლა. ძნელი არა მარტო იმიტომ, რომ ბაგრატ მეოთხის შვილმა მეტისმეტად
გაათავხედა და გაანებივრა ისინი; არამედ იმიტომ, რომ ძლიერი და გავლენიანი
მოკავშირე მათ ქვეყნის შიგნითვე გაუჩნდა და ბრძოლა იმ მოკავშირის წინააღმდეგ
გაცილებით უფრო ძნელიდა რთული იყო, ვიდრე ბაგრატისათვის, ვთქვათ,
ბიზანტიის სამოკავშირეო გავლენის დაძლევა, როცა ბიზანტიის იმპერატორი
ლიპარიტს ამოუდგა მხარში ქართველლი მეფის წინააღმდეგ.
მაინც ვინ იყო ეს ძლიერი და გავლენიანი მოკავშირე, რომელიც ქვეყნის
შიგნით გაიჩინეს ფეოდალებმა?
ახალგაზრდა მეფის წინააღმდეგ ამხედრებული ფეოდალების მოკავშირე
ეკლესია გამოდგა. ეკლესია გახდა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდგვაროვანთა
საყუდელი და თავშესაფარი. მაგრამ არა უწყინარი და ნეიტრალური თავშესაფარი,
არამედ მეფის წინააღმდეგ ყოველგვარი ბრძოლის ცენტრი და პლაცდარმი.
იმ ბოროტებას, რაც ჯერ კიდევ ბაგრატ მეოთხის დროს გიორგი მთაწმინდელმა
ამხილა და დაგმო, ახლა, ბოლო ას-ასოც წელიწადში კიდევ უფრო ღრმად გაედგა
ფესვები და გაფართოებულიყო, ლამის დაკანონებულიყო. მაღალი საეკლესიო
თანამდებობანი სასულიერო წოდებანი, იყიდებოდა. ცოდნა, განათლება, ნიჭი,
პირადი ღირსება და პირადი დამსახურება პატივში აღარ იყო და ადგილს უთმობდა
ნათესავ-მეგობრობას, მემკვიდრეობითს უფლებებს, ქართამსა და უკანონობას.
ეპისკოპოსები და სხვა მაღალი სასულიერო წოდების პირები, ჩვეულებრივ,
დიდგვაროვან აზნაურთა ოჯახებიდან იყვნენ გამოსულები და ამ თანამდებობებს
ისინი მემკვიდრეობითი უფლებით იჩემებდნენ.
ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ხშირად უღირსებს ჰქონდათ გზა გახსნილი
მაღალი სასულიერო წოდებისაკენ, ღირსეულნი კი განზე რჩებოდნენ...
308
დიდგვაროვანთა ოჯახებიდან გამოსულები თავიაანთსავე ახლობლებს უჭერდნენ
მხარს და, თავად უღირსნი, ახლა ქვეყნის გაერთიანება-გაძლიერებისა და, ამდენად,
პროგრესის წინააღმრდეგ ამხედრებულ აზნაურთა მოკავშირეებად გვევლინებოდნენ.
რაც დრო გადიოდა, უღირსი და თანამდებობისათვის შეუფერებელი პირები
სულ უფრო და უფრო მატულობდნენ. ყველაზე სავალალო ის იყო, რომ ამას ბოლო არ
უჩანდა, კაცმა არ იცოდა სადამდე გაგრძელდებოდა ასე.
შეცდომა იქნება ვიფიქროთ, თითქოს უარყოფითი ძალა მთელი ამ
ბოროტებისა მარტო იმით განისაზღრებოდეს, რომ დიდგვაროვანი ოჯახებიდან
გამოსული სასულიერო პირები გათავხედებულ ფეოდალებს უჭერდნენ მხარს და
მეფეს ცენტრალისტური პოლიტიკის გატარებაში ხელს უშლიდნენ. მარტო ეს
ბოროტება რომ ყოფილიყო, ესეც კი დიდი უბრდურება იქნებოდა, რადგან იმ
ვითარებაში, როცა გარეშე მტერმა მთელი ქვეყანა დაარბია ხალხი გაჟლიტა,
განვითარებული მეურნეობა ერთიანად მოშალა და გაანადგურა... ცალკეული
მთავრებისა და ერისტავების განდგომა დიდ საშიშროებას უქმნიდა ხალხის ბედსა და
მომავალს...
ამ მოვლენას სხვა მხარეც ჰქონდა – უფრო საშიში და დამღუპველი. რაკირა
ეკლესია ზნეობისა და იდეოლოგიის მესვეურად გვევლინებოდა, იქ გამეფებული
ბოროტებაც სწორედ ზნეობის სფეროში იჭრებოდა, ადამიანურ ღირსებას ბღალავდა,
ცინიზმისა და განურჩევლობის ბაცილებს ავრცელებდა, ცუდი მაგალითი გახდა
ახალგაზრდა თაობებისათვის... და ყველაფერი ამის გამო ანტიეროვნული მოვლენა
იყო...
მტრის ბატონობამ ზნეობრივადაც დაარღვია საქართველოს სამეფო, სწორედ ამ
პერიოდზე შენიშნავს გასული საუკუნის მწერალი და მოღვაწე ნიკოლოზ ურბნელი.
ზემოთ ჩვენ რამდენჯერმე მოგვიხდა თქმა სხვადასხვა ისტორიულ პირზე,
ძნელი მეფობა შეხვდაო. როცა დავით აღმაშენებელზე ვლაპარაკობთ, ეს გამოთქმა
სრულად ვერ გამოხატავს არსებულ ვითარებას, მთელი სისავსით ვერ
წარმოგვიდგენს იმ მართლაც მძიმე და გამოუვალ მდგომარეობას, რაც ახალგაზრდა
მეFეს შექმნოდა.
ის კი არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი, რგორ წარიმართებოდა მისი
ფიქრები, როცა ბედმა ასეთი ტვირთი დააკისრა და ამნაირი გამოცდა მოუწყო.
რა გზა უნდა აერჩია? რით დაეწყო? ან გარეშე მტერი როგორ დაემარცხებინა და
ან შინაური როგორ დაეთრგუნა? როგორ აელაგმა გათავხედებული ერისთავები,
რომლებიც ზოგჯერ მტერტან საერთო ენის გამონახვას ახერხებდნენ? ეკლესიისათვის
როგორ მოევლო და როგორ გაეწმინდა იგი მემკვიდრეობით გაყოყოჩებულ
დიდგვაროვანთაგან? აწიოკებულ მოსახლეობაში ჯარისკაცები როგორ დაეძებნა, რომ
ლაშქარი შეექმნა და მტერს გამკლავებოდა?ამ დარბეულსა და არეულ ქვეუანაში
წესრიგი როგორ დაემყარეგინა და წინაპართაგან სასოებით გადმოცემული მაღალი
ზნეობა როგორ ექადაგნა? მთაში გახიზნული დაშინებული და განწირული ხალხი
ბარში როგრ დაებრუნებინა, როგორ ენუგეშებინა და დაემშვიდებინა? მტრის
ცხენებითა და ჯოგებით გადაქელილ მიწაში გუთნის კვალი როგორ გაევლო და
თესლი როგორ გაეღივებინა? განადგურებული მეურნეობა როგორ აღედგინა?
დაცემული ქალაქები ფეხზე როგორ დაეყენებინა და როგორ აეღორძინებინა ვაჭრობა-
აღებმიცემობა, რაც ქვეყნის ეკონომიკის ერთ ერთ-ერთი საფუძველია? გზები და
ხიდები როგორ გაემართა? ქვეყნად გამეფებული ბოროტება როგორ დაეთრგუნა და
შელანძღული სამართალი როგორი აღედგინა? ხალხისთვის გამარჯვების რწმენა

309
როგორ ჩაენერგა? ვისი დახმარებითა და ვისი შემწეობის იმედით? როგორ
რანაირად?...
მამას ვერ მიმართავდა ამ კითხვებით – მამამ აკი თვითონვე ვერ გასცა პასუხი
ამ რთულ კითხვებს, ძნელ გამოცდას ვერ გაუძლო და ტვირთი თავიდან მოიშორა,
ჯერ ისევ ხერხემალგაუმაგრებელ შვილს გადაულოცა.
რა უნდა ექნა ყრმა მეფეს? რა ეღონა? ვის მოთათბირებოდა? რჩევა ვისთვის
ეკითხა?.. ჰყავდა კი ასეთი ჭკვიანი და ერთგული ხალხი?
მემატიანის მოთხრობაში არის ერთი საგულისხმო და მრავლისმეტყველი
წინადადება. ეს ამბავი უფრო მოგვიანო პერიოდს ეხება: დავითის გამეფების შემდეგ
სამ ათეულ წელს გაუვლია, ამასობასი ბევრი მნიშვნელოვანი რამ მომხდარა არა
მაეტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მეზობელი ქვეყნებისა და ხალხის ცხოვრებაშიც... ამას
ჩვენ ქვემოთ მოვყვებით. ახლა კი წინ იმიტომ გავიჭერით, რათა მემატიანის ერთი
საგულისხმო დახასიათება გაგვეხსენებინა და მისი დახმარებით ზემოთ დასმულ
კითხვაზე პასუხი გაგვეცა. მემატიანე გადმოგვცემს, როგორ მიემგზავრება დავით
აღმაშენებელი (ვიმეორებ, ეს უფრო გვიანდელი ამბავია – დავითის გამეფებიდან 30
წელი გასულა) დიდად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმის მოსაგვარებლად
მეზობელ ქვეყანაში და თან მიჰყავს...

სწორედ ის არის საგულისხმო, ვინ მიჰყავს და ამიტომ თვით მემატიანეს


მოვუსმინოთ:

... წარემართა და თანა წარიტანა გიორგი ჭყონდიდელი და მწიგნობაეთუხუცესი


თვისი, კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და
გონიერაბითა, განმზრახი სვიანი და ფრთხილი თანააღზრდილი და აღმზრდელი
პატრონისა და თანაგანმკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა...

კარგად დავაკვირდეთ ამ სიტყვებს.


აჰა, ვინ ყოფილა ყრმა მეფის მრჩეველი (განმზრახი), ვის ეთათბირებოდა იგი,
ვისთან ერთად წყვეტდა საქვეყნო, საჭირბოროტო საკითხებს! დააკვირდით,
რამდენჯერ არის ნახსენები სიტყვის ნაწილაკი თან!.. აი, ვისთან ერთად მიიკვლევდა
იგი გზას(თანაგამკაფელი ყოველთა გზათა)...
გამოტქმულია ვარაუდი, რომ გიორგი მეორის გადადგომასა და ყრმა დავითის
გამეფებაში გიორგი ჭყონდიდელიც მიიღებდა მონაწილეობას. ძნელი სათქმელია,
რამდენად სარწმუნოა ეს ვარაუდი, მაგრამ ის კი აღარ იწვევს ეჭვს, რომ დავითის
მეფედ კურთხევის შემდეგ მისიპირველი მრჩეველი და მესაიდუმლე სწორედ
გიორგი ჭყონდიდელი იყო. ჯერ კიდევ დავითის გამეფებამდე იგი იყო
უფლისწულის ერთ-ერთი მასწავლებელი (აღმზრდელიო, მემატიანე გადმოგვცემს);
ძნელი სათქმელია, რაიმე კონკრეტულ საგანს თუ ასწავლიდა იგი – მასწავლებლები
ხომ სხვებიც ეყოლებოდა უფლისწულს! მასწავლებელი იყო, მაგრამ მოწაფე-
მოძღვარს შორის დიდი ასაკობრივი განსხვავება არ ყოფილა – აკი მემატიანე იქვე
გვეუბნება თანააღზრდილიო!
დავითის ისტორიკოსი, მეფის გარდა, სხვათა ქებაზე საერთოდ მეტად ძუნწი
და სიტყვაძვირია, უარყოფით დახასიათებას უფრო იძლევა ხოლმე, და, შეიძლება
ითქვას, ერთადერთი გამონაკლისი გიორგი ჭყონდიდელია. ნახეთ, როგორ
ახასიათებს:

310
კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა , სავსე სიბრძნითა და
გონიერებითა... სვიანი და ფრთხილი
.
ჭეშმარიტი სახელმწიფო მოღვაწე ყოფილა – ბრძენი, გონიერი, სვიანი და
ფრთხილი, ყოველი სიკეტიტ სავსე!..
დიდი ბედნიერებაა, როცა ქვეყნის გვირგვინოსანს ასეთი მრჩეველი და
თანაგამგებელი შეხვდება. დიდი ბედნიერებაა, როცა ქვეყნის მმართველი ასეთ
ჭკვიან, სანდო და ერთგულ ვაზირს გაიჩენს.
მემატიანის დახასიათების წყალობით ჩვენ შეგვიძლია უფრო თამამად
წარმოვიდგინოთ ტახტზე ახლადასულ ყრმა მეფისა და ჯერ ისევ ახალგაზრდა
აღმზრდელ-თანააღზრდილის
საუბარი. ისინი სახლიდან გამოსულან და დასავლეთით აღმარტულ მთის ფერდობს
შედგომიან. ეს არის უფლისწულის ადა მისი აღმზრდელ-მეგობრის საყვარელი
ადგილი; აქ კრძალვით შემოუვლიან ხოლმე დიდებულ ტაძარს, რომელიც
სასიქადულო მეფეს – უფლისწულის დიდ წინაპარს, პაპის პაპას – საქართველოს
ერთიანობისა დასიძლიერის სიმბოლოდ აღუმართავს. უკვე მერამდენედ ააყოლებენ
უსიტყვო მოკრძალებით თვალს ამ გრანდიოზული შენობის კედლებს, მაღალ
კედლებში ვიწრო ზოლებად დატანებულ სარკმლებს, მასიურ სვეტებს, რომელთაც
გასაოცარი ოსტატობით, გულმოდგინებითა და სიყვარულით ამოკვეთილი
ჩუქურტმები აგვირგვინებს, მოლურჯო ცაში ღრმად შეჭრილ გუმბათს... უსუტყვოდ
შეჰყურებენ და ტიტქოს ამ ორი ახალგაზრდა ადამიანის მკერდში ერთი გული
ძგერსო, ერთნაირ ფიცს წარმოთქვამენ – უსიტყვოდ, გაუმხელელად – რომ მთელი
თავიაანთი ცოდნით, სინდისით და ერთგულებით, ძალ-ღონის დაუშურებლად
ემსახურონ მშობელი ქვეყნის თავისუფლებისა და აღორძინების საქმეს.
ხოლო როცა მჭიდროდ ნაშენებ მომაღლო გალავანს ოდნავ გასცდებიან და
დაახლოებით იმ ადგილზე შედგებიან, საიდანაც ჩვენ ჩრდილოაღმოსავლეთით
აღმართულ მთას მიხუტებულ ტაძარს შევყურებდით, ისინი იწყებენ... კი არ იწყებენ
– განაგრძობენ უკვე მერამდენად შეწყვეტილ საუბარს ქვეყნის ბედზე, მის აწმყოსა და
წარსულზე, მის გაურკვეველ მომავალზე...
ამჟამად ეს საუბარი უფრო კონკრეტული და საქმიანია, უფრო
მიზანსწრაპული, პრაქტიკული...
აქ, დიდებული ტაძრის მახლობლად მდგომთ, თითქოს დიდი წინაპრის
შორეული რჩევაც ჩაესმით... უკვე კარგად დაღამებულა და ცაში მომაღლოდ
დაკიდებული მთვარე მკრთალად ანათებს იმ მთის უბესაც, სადაც ჩვენ მეორე
დიდებულ ტაძარს ვხედავთ. ახლა კი ყრმა მეფე და მისი მეგობარი მთვარის
სხივებით განათებულ ქაშანს შეჰყურებენ...
ვინ იცის, მეფეს იქნებ სწორედ მაშინ წარმოუდგა იმ ტაძრის გამოსახულება,
რასაც იგი რამდენიმე წლის შემდეგ სწორეგ იქ ააშენებს!..
მთვარე ანათებს იმ მთის მეორე მხარესაც და თუმცა აქედან არა ჩანს,
ახალგაზრდა გვირგვინოსანი და მისი მეგობარი გონების თვალით ხედავენ მთვარით
განათებულ კიდევ ერთ ტაძარს, სადაც ახლა სამშობლოსათვის თავდადებული
ვაჟკაცები – მეფის სეხნია დავითი და მისი ძმა კონსტანტინე განისვენებენ
(მოწამეთაც აქვეა, სულ ახლოს); თითქოს იმ შორეული წინაპრების ხმაც ჩაესმით
ქვეყნის აალგაზრდა მმართველებს – შეუპოვარი ბრძოლისა და თავდადების
მოწოდება...

311
დავითის ისტორიკოსის მონათხრობი საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ,
რომ მეფეს კარზე თავიდანვე სხვა გონიერი მრჩევლებიც ჰყავდადა, რაც უფრო
საგულისხმოა, მან შემდეგაც შემოიკრიბა
სიბრძნითა და გონიერებით სრული,
სვიანი და ფრთხილი
მამულიშვილები. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას, ქვეყნის მმართველის მოღვაწეობის
შეფასების დროს ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან მეფის მთელი
მოღვაწეობა და ქვეყნის ბედი მნიშვნელოვნად იმაზეა დამიკიდებული, როგორ
მრჩევლებსა და ვაზირებს გაიჩენს.
პასუხი, რაც იმ რთულსა და ძნელ კითხვებს დაუპირისპირებს ყრმა მეფემ და მისმა
გამზრახმა მეგობრებმა, ძალიან ნათელი და მარტივი – თუმცა მეტად ძნელი
შესასრულებელი – გამოდგა და ეს პასუხი მათ თავიანთივე ხალხის ისტორიაში
იპოვეს.
საჭირო იყო ბრძოლა – შეუპოვარი, შეუნელებელი შეურიგებელი, პრინციპული,
მაღალი პოზიციებიდან გამართული ბრძოლა. ბრძოლა არა ცალმხრივი, არა ცალ
ფრონტზე, არამედ ტოტალური, ყველა ფრონტზე გაჩაღებული და მრავალმხრივი.
ბრძოლა მტრის ურდოების საკუტარი მიწა-წყლიდან გასარეკად, ბრძოლა
სეპარატულად განწყობილი თავკერძა აზნაურების ასალაგმავად, ბრძოლა ეკლესიის
გასაწმენდად და ამ დიდი და გავლენიანი ორგანიზაციის ქვეყნის სამსახურში
ჩასაყენებლად, ბრძოლა განადგურებული მეურნეობის აღსადგდენად და
განვიტარების მაღალ საფეხურზე ასაყვანად, ბრძოლა ზნეობრივი სიწმინდის
დასაცავად, ბრძოლა საყოველთაო წესრიგის დასამყარეგლად...
თუ ასე ფართო მაშტაბითა და ასე მრავალმხრივად არ დაიწყებდნენ ბრძოლას,
გამარჯვების მიღწევა სათუო გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მყარი და მტკიცე არ
იქნებოდა ეს გამარჯვება. ისევე, როგორც მტკიცე ვერ გამოდგა ცალკეული
წარმატებანი, რასაც დავითის წინაპრებმა მიაღწიეს ქვეყნის გაერთიანებისათვის
ბრძოლის დროს.
მაგრამ რითი უნდა დაეწყოთ, იმ მრავალ საკითხთაგან რომელი ამოერჩიათ,
რომლისთვის უნდა მიეცატ უპირატესობა?
როგორც ვნახეთ, ბევრი რამ იყო გასაკეთებელი, ბევრი ამოცანა უნდა გადაეწყვიტათ
– დიდი მაშტაბისაც და მცირეც. მაგრამ, ვიდრე დიდი ამოცანების გადაწყვეტას
შეეჭიდებოდნენ, საჭირო იყო ელემენტარული რამის მოგვარება: აოხრებული
სოფლების კვლავ მოშენება და დანგრეული მეურნეობის თანდათანობითი აღდგენა;
ხოლო ამასთან დაკავშირებით, პატარ-პატარა ეპიზოდური ბრძოლებით, – რადგან
გენერალური ბრძოლის გამართვის საშუალება ჯერ არ იყო, – შემოჭრილი მტრის
შევიწროება და მის მიერ დაპყრობილი მიწა-წყლის თანდათანობით გათავისუფლება.
დამფრთხალი, დაშინებული, შეურაცხყოფილი, განადგურებული, სასოწარკვეთილი
ხალხის უკანვე დაბრუნება, დამშვიდება, გულში იმედის ჩასახვა, მოღონიერება.
ეს იყო ახლა გადაუდებელი ამოცანა, ეს იყო საფუძველთა საფუძველი. ამით უნდა
დაეწყო. უამისოდ დიდ ამოცანებს ვერ შეეჭიდებოდა. ითქვა კიდეც, მთავარი
ბოროტება ეკლესიასთან მოდიოდა, ეკლესია გამხდარიყო თავშესაფარი ორგული
ფეოდალებისა, რომლებიც წინ ეღობებოდნენ, ყოველნაირად აბრკოლებდნენ
უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმეს – ქვეყნის გაერთიანებას – და, ამდენად, მტრის
წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ამ ბოროტების წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის
გაჩაღება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდანვე გამომდინარეობდა. მაგრამ ჯერ ასე
ფართო მაშტაბის შეტევა სარისკო და ნაჩქარევი იქნებოდა.
312
მეფემ გონივრული სიფრთხილე გამოიჩია, პირველად ეკლესიისათვის არ
გამოუცხადებია ბრძოლა...
როგორც ითქვა, უპირველესი და გადაუდებელი ამოცანა ის იყო, მთებში გაფანტულ-
გახიზნული ხალხი დაებრუნებინა მეფეს და თანდათანობით, რამდენადაც ამის
საშუალებას გარემოება მისცემდა, დანგრეული მეურნეობა აღედგინა.
თითქოს ძნელი არ იყო იმის გადაწყვეტა, თუ იმ მრავალ საჭირბოროტო
საკითხთაგან, რაც ტახტზე ახლად ასული ყმაწვილი მეფის წინაშე წამოიჭრა, რომელი
ამოერჩია და თავისი რთული მოღვაწეობა რით დაეწყო.

შესასრულებლად იყო ეს ძალიან ძნელი. რადგან მეფეს ჯარი არა ჰყავდა. ჯარი არა
ჰყავდა თუნდაც იმ მცირე მაშტაბის ბრძოლებისათვის, ცალკეული სოფლებისა და
კუთხეების გასათავისუფლებლად, რათა იქ გახიზნული მკვიდრი მოსახლეობა
დაებრუნებინა.
...ტყუებათა დ ზემოხსენებულთა ჭირთაგან მცირე [იყო] გუნდი მხედრობისა და
იგინიცა დაჯაბნებულნი, მრავალგზის მტერთაგან სივლტოლითა უცხენო და
უსაჭურვლონი, და თურქთა მიმართ წყობისა ყოვლად უმეცარნი და ფრიად
მოშიშნი...
ასე ახასიათებს მემატიანე იმ ჯარს, რომელიც ყრმა მეფემ ჩაიბარა.
ამაზე დიდი უბადრუკობის წარმოდგენა ალბათ შეუძლებელიც არის. როგორც
ვხედავთ, ეს ოდნავადაც არა ჰგას იმ განთქმულ ქართულ ლაშქარს, რომელიც მუდამ
მტრის შიშის ზარი იყო, არაერთი სახელოვანი გამარჯვებით დიდება
დაუმკვიდრებია, ხოლო როცა დამარცხების სიმწარეს განიცდიდა, ამ დამარცხების
დროსაც სახელი არ შეურცხვენია და საკუთარი ღირსება არ შეუბღალავს. არა, ეს
ოდნავადაც არ ჰგავდა იმ განთქმულ ლაშქარს; ეს იყო ბრძოლებისატვის
გამოუსადეგარი, სავსებით დეზორგანიზებული ბრბო. რა უნდა ექნა ამ ჯარით მეფეს?
ვის უნდა შებრძოლებოდა? სოფლები, თუნდაც ნაწილ-ნაწილ, როგორ
გაეთავისუფლებინა?
და ახალგაზრდა მეფე შეუდგა თითქოს სავსებით უიმედო საქმეს – ამ უსაჭურვლო
და უცხენო, დაჯაბნებულ-დაკნინებული, მტრისაგან დაშინებული უდისციპლინო
მხედრების წვრთნას, შევსებას, გაძლიერებას... რაც ალბათ ყველაზე ძნელი იქნებოდა
– ცალკეული ჯარისკაცების გულში იმედისა და გამარჯვების რწმენის ჩანერგვას;
სხვებისათვის რწმენის ჩანერგვას მაშინ, როცა თავად თითქოს იმედის არავითარი
საფუძველი არ ჰქონდა. ცხენებისა და საჭურველის ასევე მოთმინებითა და
გულმოდგინედ შეგროვებას...
იქნებ სათქმელად იყოს ეს ადვილი, თორემ აბა, წარმოიდგინეთ, როგორი
მოსაგვარებელი უნდა ყოფილიყო იმ პირობებში, თავაშვებული მტრის თვალწინ ,
დანგრეული და ნაცარტუტად ქცეულ ქვეყანაში!...
დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა მეფეს, ძილი და მოსვენება არ იცოდა,
წარმოუდგენელი მოთმინებითა და გულმოდგინებით ამრავლებდა ლაშქარს,
წვრთნიდა, ბრძოლის ხერხებს ასწავლიდა, თავად აძლევდა გულმოდგინებისა და
სიმამაცის მაგალითს, ბეჯითსა დაყოჩაღს მოუწონებდა, შეაქებდა, დაასაჩუქრებდა,
ჯაბანსა და მცონარს დიაცის კაბას ჩააცმევდა და შეარცხვენდა.
...ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა და კიცხევით ძაგებითაო... ეს მემატიანის სიტყვები
გახლავთ და პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ – ეს ალბათ უკიდურესი
ზომა იყო: ლაჩარსა და ჯაბანს ქალის ტანსაცმელს ჩააცმევინებდა მეფე და ლაშქრის
წინ გაატარებდა...

313
რა ხერხს არ მიმართავდა, რა ღონისძიებას!..
ნუ დაივიწყებთ რომ ეს ყველაფერი თექვსმეტი წლის ჭაბუკს შეეხება, რომელსაც
ბედმა მძიმე გამოცდა გაუმზადა.
რაღა თქმა უნდა, იმ მცირე მაშტაბის შეტაკებებში მტრისთვის წართმეული, დავლად
მოპარული აბჯარ-საჭურველი და ცხენები არ იკმარებოდა მომავალი დიდი
ბრძოლებისათვის, საჭირო იყო დამატებითი ღონისძიებანი – ცხენებისა და
საჭურვლის შეძენა, ვთქვათ, ჩრდილო კავკასიის მეგობრულად განწყობილ ხალხებში;
იქნებ თვით სელჩუკთა იმ ტომებისგანაც, რომლებიც უფრო მოშორებით
დაბანაკებულიყვნენ, საქართველოს საზღვრებს გარეთ,და რომლებთანაც დღეს არა.
მაგრამ ხვალ გარდაუვალი ომი მოელოდა მეფეს; საჭირო იყო, სასწრაფოდ
შეეგროვებინათ მჭედლები, საჭურველის გამჭედავი ხელოსნები. ასეთი მჭედლებითა
და ხელოსნებით მუდამ განთქმული იყო საქართველო (გავიხსენოთ ამირანიდან
მჭედლები, მემჭედურები...), ხოლო დიდი თურქობის დროს, როცა თითქმის მთელი
ქვეყანა დაარბია მტერმა, რარა თქმა უნდა, ხელოსნებიც დაიფანტნენ; და ახლა
უსათუოდ საჭირო იყო მათი შეკრება, წახალისება, ახალი სამჭედლო-სახელოსნოების
სასწრაფოდ დაარსება... ამ ცნობებს ისტორიულ წყაროებში ვერა ვხვდებით – ჩვენ
თვითონ უნდა ვიგულისხმოდ, უსათუოდ ასე იქნებოდა... ქვემოთ უფრო ახლოს
გავეცნობით დავითის მოღვაწეობას და მაშინ ადვილად ვირწმუნედთ ამ ვარაუდს.
არც იმის კონკრეტულ სურათს გვიხატავს მემატიანე, სხვადასხვა მხარეს გაფანტული
ხალხი როგორ მცირე-მცირედ შემოკრებიან და როგორ იწყეს სოფლებადცა
შთამოსვლად და დასხდომად... ამ რთულ პროცესსაც ასე ზოგადი სიტყვებით
გადვმოგვცემს და აქაც ფანტაზია უნდა მოვიშველიოთ სურათის გასაცოცხლებლად...
წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი:
მთის ვიწრო გზაზე ჩოჩიალა ურმები ეშვებიან; მთელი ქარავანია, იქნებ არც ძალიან
დიდი, მაგრამ ამ გზისა და გარემოსათვის მაინც უჩვეულო. უჩვეულოს სხვა რამესაც
შენიშნავთ, როცა მთის დამრეც, ხვეულ გზაზე ურმების ამ ქარავანს გახედავთ.
ჩვეულებრივ, ყოველ ურემს თითო მეურმე ახლავს ხოლმე – ან კოფოზე ზის და
ღიღინებს, ან, თუ დიდი ტვირთი მოაქვს, ხან წინ მოუძღვის, ხან უკან მოჰყვება და
ხარებს აქეზებს, ხშირ-ხშირად შეუძახებს, ჰაერში სახრეს გაატლაშუნებს,
გაუჯავრდება, მიუალერსებს...
და უჩვეულო სწორედ ის მოგეჩვენეგათ, რომ ახლა თითო მეურმე კი არ ახლავს
ურმებს, ბლომად ხალხი მოსდევს, თანაც სულ სხვადასხვა ხნისა – მოხუცები,
ჭაბუკები, ბავშვები...
ზოგიერთ ურემზე აკვანსაც შენიშნავთ. მოხუცები და პატარა ბალღები ურმებზე
დაუსხამთ; ვისაც სიარული შეუძლია, ფეხით მოდის... ჯგუფ-ჯგუფად, ზოგ ურემთან
მეტი, ზოგთან – ნაკლები; ველური ყვავილების სუნით გაჟღენთილ ჰაერს მძაფრი
სტვენით ჰკვეთს მოჩოჩიალე ხელნების შრიალი. სწრაფად ეშვებიან ურმები
ადრეული გაზაფხულის წვენით დარბილებულ გზაზე და ერთ ხმად შენივთებული
შრიალიც, რომელიც ვიწრო ხეობაში გაშლას ვერ ასწრებს, თან მიაქვთ – როგორც
ერთბაშად ამოჭრილი ქარი, რომელიც ჩამოიქროლებს, დატრიალდება და გაქრება,
თითქოს აგორებული ზვავი იყოსო. ამ შრიალს დაუხშავს ფიცრებისაგან შეკრული
ბორბლების რბილი გუგუნიც და ხმებიც ადამიანებისა , რომლებიც თავიაანთ ურმებს
ამოსდგომიან და ფიქრებში წასულნი, იშვიათად თუ გადაუგდებენ ერთმანეთს
სიტყვას.
თქვენ შორიდა შეჰყურებთ ამ სურათს და ამიტომ არ გესმით, იმ ხალხს კი, ურმებს
რომ მოჰყვებიან, მკაფიოდ ჩაესმით და მათივე ფიქრებს ერწყმის ხევიდან ამოჭრილი
314
ბუტბუტი მთის მოდიდებული ნაკადულისა... ერწყმისო ვთქვათ, მაგრამ იქნებ უფრო
სწორი იყოს, თუ ვიტყვით – მათ ფიქრებს წარმართავს ხეობაში ცოცხალი
ლაპარაკივით დარხეული ბუტბუტი ნაკადულისა – ხან მდორე და გაურკვეველი,
ხან მთრთოლვარე და გამძაფრებული, ხანაც გაავებული, როგორც მეტად სწრაფი და
ცვალებადი – სწრაფად ცვალებადი – ფიქრები ამ ადამიანებისა.
ეს – დიდი თურქობის დროს მთაში გახიზნული ხალხია და ახლა საკუთარ სოფელს
უბრუნდებიან. ის ორი მხედარი, ურმების ქარავანს რომ მოუძღვის, სამეფო
ლაშქრიდან გახლავთ საგანგებო დავალებით, რათა დიდი ხნის წინათ მთაში
გახიზნული ოჯახები მშვიდობიანად დაასახლონ მათსავე ნაფუძარზე და და
თვალყური ადევნონ, არაფერი უწესრიგობა მოხდეს.
დიდი ხნის მონატრებულ კერას უბრუნდებიან და ეს უცნაური მდუმარება თითქოს
არ უნდა ეგუებოდეს მათ ახლანდელ განწყობილებას. საქმე ის არის, რომ სიხარულს
შიში თრგუნავს – გაურკვეველი შიში მეტად გაურკვეველი მომავლისა, შიში იმისა,
თუ ხიზნობაში ამდენი ხნის ნალოლიავებ ოცნებას, რასაც ტკბილ მოგონებად
ქცეული მათი ძველი ცხოვრების წესი და იდილია კვებავდა, როგორ შეუთავსებდა
ის, რასაც ახლა თავიაანთ ნაფუძარზე მოელიან – საშინელი ცეცხლისა და ნგრევის
ნაკვალევი, რამაც ერთბაშად წაშალა მათი ჩვეულებრივი ყოფა, და მხოლოდღა
მოგონებამ შემოუნახა ძველი ცხოვრების იდილია.
და მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვადასხვა ასაკის ალხსა ვხედავთ ჩვენ ახლა ამ
ქარავანში – მოხუცებსაც, ახალგაზრდებსაც, ბავშვებსაც, რომლებიც ძალიან
პატარები იყვნენ, როცა საკუთარ კარ-მიდამოს მოსწყვიტეს, ან ზოგი სულაც
ხიზნობაში დაიბადა და, ამდენად, მათი მოგონება მხოლოდღა უფროსების
ნაამბობით ჩამოყალიბებულა, – ფიქრი ყველა მათგანისა ერტი მიმართულებით
დაძრულა, ერთი განცდა და განწყობილება კვებავს, იმიტომაც მოგეჩვენათ, თითქოს
ერთნაირი გამომეტყველება ჰქონდეთ.
ამ ქარავანში თქვენ უსათუოდ გამოარჩევთ ერთ ურემს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ
სხვებისაგან განსხვავებით ცალი ხარი უბია, არამედ უფრო იმიტომ, რომ ყველაზე
მცირერიცხოვანი ოჯახია: მოხუცი ქალი, რომელიც ურემზე ზის და ხელში საქსოვი
უჭირავს – წინდებსა ქსოვს, რძალი ამ მოხუცისა, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც
ჭალისთვის ჩაუვლია ხელი და ურემს კვალში მისდევს და შვილიშვილი, გამხდარი,
ფერმკრთალი ბიჭუნა, რომელიც წინ მიუძღვის ხარს.

ახლა ათი-თორმეტი წლისა იქნება ეს ბიჭუნა, როცა თავიაანთი კარ-მიდამოდან


აიყარნენ და მთაში გაიხიზნენ, ხელში ატატებული მიჰყავდადედას – წლინახევრისა
ძლივს იქნებოდა. და საკუთარი კერიდან აყრის საშინელება, მისი ოჯახის წინანდელი
ცხოვრების წესი და იდილია, რაც ცოცხლად ნანახი სურათებივით დალაგებულა
ბავშვის, ცნობიერებაში, სინამდვილეში საკუთრივ მისი განცდილი კი არ არის,
არამედ სხვათა ნაამბობის მიხედვით ჩამოყალიბებულა. ოღონდ მტკიცედ და
თვალსაჩინოდ, როგორც მისივე თვალით ნანახი და განცდილი. აგერ თუნდაც ეს
მამალი, ურმის კოფოზე რომ წამომდგარა და აქეთ-იქით ამაყად იყურება, ზოგჯერ
მისსავე მოძმეებს რომ გასძახებს – სხვა ურმის კოფოზე ამგვარივე სისამაყით
ყელმოღერებულ მამლებს – ბიჭის წარმოდგენაში თავიანთ ეზოს ღობეზე
წამომდგარა და გომურის წინ მზეზე გაწოლილ მურასთან ერთად ეზოს იცავს და
გუშაგობს; განუწყვეტელი ჭიკჭიკი და ჟრიამული ტყის ფრინველებისა, რომლებიც
თითქოს მასპინძლის გულითადოგით მიაცილებენ ბარში ხიზნებს, ბიჭუნას თავისივე

315
ეზოში ჩაესმის, და შაშვის მოსაკლავად მოზიდულ მშვილდს ხელადვე დაუშვებს,
როგორც კი ბებოს სიტყვებს გაიგონებს –
ცოდოა, შვილო, შაშვი კეთილი მგალობელია, დედის თვალსსინათლევ...
მშვილდ-ისარი მართლაც გადაუკიდია ბიჭუნას – თხილის მშვილდი და პატარა
კაპარჭში გარჭობილი შვინდის ორიოდე ისარი; გვერდზე შურდულიც ჰკიდია –
მარჯვენა მხარეს, მარცხნივ კიკენჭებისათვის პატარა ჩანთა ჩამოუკიდია, მამის
ხალთასავით... მამამ გაუკეთ შვილდიც და შურდულიც. მამა ცოცხალი ჰყავს ბიჭს,
ოღონდ ახლა მეფეს ახლავს ლაშქარში და მოცლა არა აქვს, ცოლ-შვილს იშვიათად თუ
მოინახულებს.
რაკიღა ამ პატარა ოჯახზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ თავიაანთ კარმიდამომდე
მივაცილოთ და იქ გამოვეთხოვოთ, მშვიდობა და ბედნიერება ვუსურვოთ, კეთილი
დაფუძნება, გამრავლება, აღორძინება.
კაცი იმედით ცოცხლობს და იმედით იტყუებს თავს. გაურკვეველ შიშთან ერთად
რაღაც იმედიც ჰქონდათ, როცა მთიდან ბარში – საკუთარი სოფლისაკენ ეშვებოდნენ.
იმის ბუნდოვანი იმედი, რომ ნაკვალევი საშინელი ნგრევისა და ცეცხლისა, რამაც
ისინი ამ ათი-თორმეტი წლის წინათ საკუთარი კერიდან წამოჰყარა და შორს
გადახვეწა, ისეთი საშინელი არ იქნებოდა. მაგრამ შედგეს თუ არა ფეხი სოფელში,
ყოველგვარი იმედი გადაეწურათ. ეს სოფელს აღარა ჰგავდა, აღარც ნასოფლარი
ეთქმოდა. ეს იყო მტრის ცხენებისა და ჯოგების მიერ გადაძოვილ-გადათელილი
საცოდავი სანახაობა.
ამ დროს ბაღები ჭრელად გადაიპენტება ხოლმე – ტყემლის, ბლისა და ნუშის თეთრ
ყვავილებში ატამი ვარდისფრად გადაიშლება და თავს იწონებს. ვაშლისა და მსხლის
ტოტები დაბერილია და სადაცაა, დასკდება, თეთრად იფეთქებს. საადრიო ვაზს უკვე
გაუხელია თვალი და მაცდური ღიმილით გიცინის, ბევრ სიხარულსა და სიამოვნებას
გპირდება...
ეს სურათ მოგონებასღა შემორჩა. ხოლო რასაც ახლა შეჰყურებდნენ, ის საცოდაობა
იყო. ხეხილის მორჩილი აეჩეხათ და შეშად დაეწვათ – ტყეში შეშისთვის
წასასვლელად თავს რატომ შეიწუხებდა მტერი! საშიშიც იყო ტყეში გასვლს –
სწორედ იქ ეგულებოდათ გახიზნული და შურისგების გრძნობით გრზნებული
მკვიდრი მოსახლეობა. ჩიტუნას ჟრურტული არ ჩაესმოდა ბიჭუნას , ჩიტები აღარსად
იყვნენ. ტყის ჩიტებმა საზღვრამდე მოაცილეს მასპინძლის გულითადობით ხიზნები,
აქ კი, ამ გადათელილ ნაფუძარზე მოგონებაშიც გაუჭირდა იმის აღდგენა, რაც მთელი
ათი წლის განმავლობაში მთაში ასულდგმულებდა. ამ ნაფუძარზე ორიოდე მომაღლო
ხე გადაეჩენილიყო და ახლა თითო ყვავი შემომჯდაიყო ამ ხეებზე. ყვავები
მდუმარედ და იქნე ცოტა წყენითაც და გაკვირვებით, ცნობისმოყვარეობით შეხვდნენ
მოსულებს. ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე მეორე მხარეს მიღრიცეს თავი და
დაბლა ჩამოიხედეს. ბიჭმა შურდული მოიძრო და ხელი ხალთისკენ გააქანა, კენჭის
ამოსაღებად, მაგრამ მაშინვე შეჩერდა. ერთადერთ სულიერი მაინც ეს ყვავი იყო და
ალბათ დაენანა.
დედა ურემთან ტრიალებდა, ბებო ნავენახარში გასულიყო, მუხლებზე დაშვებულიყო
და თითქოს რაღაც დაუკარგავს და ეძებსო, მიწას მიშტერებოდა. ბიჭი დაინტერესდა,
შურდული დაუშვა და ბებოსკენ გაემართა. მოხუცმა თავი ასწია და ბიჭუნამ
პირველად დაინახა ბებოს გაღიმებული სახე. ხელი დაუქნია შვილიშვილს, ანიშნა,
ჩქარა მოდიო:
აი, შვილო, ბებოს თვალისსინათლევ. მღელვარების გამო ძლივს მოახერხა მოხუცმა
ხმის გაღება, ეს არის, გენაცვალე, გაუძლია... პაპას დარგულია...
316
როგორც კი მტერ გაიგულა, მრავალჯერ მოხოხნილსა და გადაქელილ ვაზს თავი
ფრთხილად ამოეღო და სწორედ ამ მაცდური ღიმილით იღიმებოდა, იმ სიხარულისა
და ბედნიერების აღმთქმელი ღიმილით.

ახლა აღარაფერი გვიჭირს, შვილო!


... ბებო ბიჭის ქო ჩორს მოსწვდა, მიიზიდა და გულში ჩაიკრა. დედაც უკვე აქ
მოსულიყო და სანამ ურმიდან ხის ნიჩაბს გადმოიღებდნენ, ჩაიმუხლეს და ვაზის
ძირს ხელით დაუწყეს ჩიჩქნა და გაფხვიერება.

2.
ასე თანდათანობით,
მცირე-მცირედ, ხალხი ნელ-ნელა უბრუნდებოდა კერას. ეს ხდებოდა მცირე, პატარა
მაშტაბის, ლოკალური ხასიათის ბრძოლების პარალელურად. ცალკეულ სოფლებს
გაათავისუფლებდნენ, მტრისაგან განწმენდნენ და იქ მოსახლეობა დაბრუნდებოდა,
სახსნისს გადაჩვეული მიწა მოიხვნებოდა, ხნულში თესლი გაღივდებოდა, ეზო
შემოიღობებოდა, ვაზი ჩაიყრებოდა, სოფელში თანდათანობით ძაღლის ყეფა
დამამლის ყივილი გახშირდებოდა,კერა გათბებოდ, ცაში კვამლის მოლურჯო სვეთი
დაეკიდებოდა და კვამლს დარდიც ნელ-ნელა მიჰქონდა...

მეფისა დამის თანაგამზრახთა უდიდესი სიბრძნე სწორედ აქ გამოჩნდა. მტრის


წინააღმდეგ გენერალური შეტევის მომზადება იმ პირობებში წარმოუდგენელი იყო
და სასურველი შედეგი, რა თქმა უნდა, არ მოჰყვებოდა. პატარა ბრძოლებითა
დასოფლების თანდათანობით აღდგენითა და მოშენებით ხალხს ჩამქრალი იმედი
უღვივდებოდა და საბრძოლო განწყობილებას უქმნიდა. მთებიდან ჩამოყვანილი,
თავისსავე კერაზე დაფუძნებული ხალხი დღეს გუთანს გამართავდა, ვაზს
გაახარებდა, კერას გაათბობდა და ეს იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ სახვალიოდ
უკვე მეომრებს შეჰმატებდა მეფის ლაშქარს. ის პატარა ბიწები, მთიდან რომ
ჩამოჰყვნენ გახიზნულ ოჯახებს და დღეა თოხსა და ბარს ძლივს ერევიან, ხნულის
გასწვრივ ზღაპრული ცეროდენებივით დატანტალებენ, ხვალ მეფის უერთგულესი
ჯარისკაცები იქნებიან: მის გვერდით იბრძოლებენ იმ დიდ ომებში, რაც
გარდაუვალია, მას უერთგულებენ, მისთვის თავს გასწირავენ!
მეფე შორს იყურება – მრავალი დიდი ბრძოლა მოელის მის ქვეყანას, სანამ საბოლოო
გამარჯვებას მიაღწევდეს...
ასე გაილია ოთხი წელი. ძნელი სათქმელია, იმ ოთხ წელიწადში რომელ სოფლებში
განახლდა ცხოვრება, რამდენი ადამიანი დაუბრუნდა თავის კარ-მიდამოს...
სამწუხაროდ, ასეთი დაწვრილებითი ცნობებით განებივრებულნი არა ვართ... მაგრამ
ფაქტი ის არის, რომ ქვეყანამ სული მოითქვა და ძნელი აღარ უნდა იყოს იმის
წარმოდგენა, რა ენერგიიითა და მონდომებით მუშაობდა შრომასა და ოჯახს
მონატრებული ხალხი თავიაანთივე მეურნეობის აღსადგენად; რა მადლობელნი
იქნებოდნენ ისინი მზრუნველი და გაჭირვების დროს მათივე გვერდში მდგომი
მეფისა, რომელიც, წლოვანების მიუხედავად, მრავალმოთმინებისა და
სულგრძელობის მაგალითს აძლევდა ქვეშევრდომებს.
მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, ორგული ერისთავებიც აღმოჩნდნენ და გადაუდგნენ
მეფეს...

317
და გამეფების მეოთხე წლისთავზე ახალგაზრდა მეფემ სავსაბით აშკარად და
თვალსაჩინოდ დაანახა ყველას, რომ მტრის მიმართ იგი შეუბრალებელი და სასტიკი
იყო – სულ ერთია, გარეშე მტერი იქნებოდა თუ შინაური; დავიტმა ურჩი
ფეოდალების ალაგმვა გადაწყვიტა.
და ვინ იქნებოდა ასალაგმავი, თუ არა ბაღვაშების მემკვიდრე!
დავითის თანამედროვე ბაღვაშსაც ლპარიტი ერქვა და ამ ლიპარიტმა ახალგაზრდა
მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა მოინდომა. საგულისხმოა, რომ მემატიანე
უკვე ამირად მოიხსენიებს მამ ლიპარიტს – ლიპარიტ ამირამან იწყო მათვე მამულ-
პაპურთა კვალთა სლვაო, ჯერ შედარებით რბილად გადვმოგვცემს ფაქტს. მართალია,
გარეგნულად ქრისტიანი იყო, მაგრამ გვართი ასე მოსდგამდა, – მთელი არსება
ღვარძლითა და ორგულობით იყო სავსეო.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ლიპარიტის ამირობით მოხსენიება უკვე იმის
ნიშანია, რომ იგი კიდევ უფრო სწრაფად დაცურებულა ღალატის სლიპ ბილიკზე და
მაჰმადიანობა მიუღია. ასეთი მოსაზრებისაა, მაგალითად, მარი ბროსე. რამდენად
სწორი ვარაუდია, ამისი გარკვევა ახლა ძნელია, ის კი ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ
დავითის თანამედროვე ლიპარიტი მჭიდროდ შეეკრა სულთანს. ამიტომაც არ
დააყოვნა მისი ალაგმვა აღმაშენებელმა. თუმცა იმ ადრეულ წლებში, სანამ
ახალგაზრდა მეფე მოღონიერდებოდა და ნიადაგს მოამზადებდა, ეს სარისკო იყო.
მაგრამ კლდეკარის ერიათავის დაუსჯელობა და ისე დატოვება უფრო დიდ რისკთან
იქნებოდა დაკავშირებული: იმ განუწყვეტელ ბრძოლებში, რაც ქართველ ხალხს უნდა
დაეწყო თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ, ლიპარიტ ბაღვაშის საერისთავო
სტრატეგიული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი მხარე იყო და მტრის
კონტროლის ქვშ მისი დატოვება უფრო და უფრო საშიში გახდებოდა, ქართველ
ხალხს მომავალ დიდ ბრძოლებში შეუშლიდა ხელს.
მაშინვე საქვეყნოდ აშკარა გახდა, რომ დავითი მამასავით სუსტი და მერყევი არ
ყოფილა, მტკიცე ხასიათისა გამოდგა, მაშინვე ინება გაწურთა მისი (ლიპარიტისა).
ხედავთ რა მტკიცედ და არცთუ უირონიოდ აცხადებს მემატიანე – მისი
გაწურთა ინებაო. ამ სიტყვებში სხვა გასაწურთელი ურჩებისა და ორგულების
გაფრთხილებაც აშკარად იგრძნობა... მუქარაც...
ერთი სიტყვით, შეიპყრო მეფემ ლიპარიტ ბაღვაში და ერთხანს საპყრობილეში ჰყავდა
დამწყვდეული. ზუსტად რამდენ ხანს, არ გვეუბნება მემმატიანე, მაგრამ ამის თქმა კი
არ ავიწყდება: გონიერი ადამიანისთვის ეს დრო სავსებით საკმარისი იყო, ჭკუა
ესწავლაო.
ისევ მწარე ირონია! და გაფრთხილება, მუქარა!
ლიპარიტმა მტკიცე ფიცი მისცა მეფეს – ეს ერთი მაპატიე და სამუდამოდ შენი
ერთგული ვიქნებიო. და ახლა უკვე დიდსულოვნება და სიმამაცე გამოიჩინა მეფემ –
ენდო, აპატია. და გაათავისუფლა –
მითვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა

– ესე იგი ერისთაობა არ წაურთმევია, კვლავ კლდეკარის მბრძანებლად დატოვა.

არა შეუცვალაო, მემატიანე წერს, მაგრამ ალბათ ცოტა განმარტოება მაინც სჭირდება
ამ ფაკტს.
მეფე დავითმა თანდათანვე გადაწყვიტა, რომ ისეთი ხასიათი ფეოდალური
ურთიერთობისა, რასაც მისივე მამა-პაპა ითმენდა, უკვე აღარ გამოდგებოდა, ეს უკვე
ქვეყნის შემდგომ განვითარებას ბორკილად ედებოდა და მოსათმენი აღარ იყო.

318
საჭირო იყო ახალი ხარისხის საზოგადოების შესაფერისი სახელმწიფოებრივი
წყობილებაო, ნიკო ბერძენიშვილი შენიშნავს. მეფს ვეღარ დააკმაყოფილებდა
პირველობა თანასწორთა შორის – ანუ როგორ ამას უფრო მარჯვედ გამოთქვამენ
უცხოური ტერმინით – Primus inter pares და ეს ხელადვე იგრძნეს აზნაურებმა,
იგრძნო, უპირველეს ყოვლისა, კლდეკარის ერისთავმა, რომელიც ასეთ მორჩილებას
ვერ შეურიგდებოდა.
და, აჰა, თუმცაღა მტკიცე ფიცი მისცა, თავის ბუნებას მაინც ვერ უღალატა ორგულმა
ერისთავმა: ფიცის შემდეგ დიდი ხანი აღარ გასულა, რომ
ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და ვითარცა ღორი ინწურება საგორელსა
მწვირისასა
– ძაღლივით თავისივე ამონთხეულს დაუწყო ლოკვა და ღორივით წუმპეში დაიწყო
გორვაო. კლდეკარის ერისთავზეა ეს ნათქვამი, ლიპარით ბაღვაშზე. ხომ ხედავთ,
ახლა როგორ არ ერიდება მემატიანე გამდგარი ერისთავის უკადრისი სიტყვებით
ძაგებას.
ერთი სიტყვით, იმ ფიცის შემდეგ ერთ წელსაც არ გაევლო, რომ კლდეკარის
ერისთავი კვლავ აღუდგა მეფეს. ახლა კი აღარ აპატია დავითმა. დარწმუნდა ძაღლის
კუდი არ გასწორდებაო, მემატიანე გვეუბნება, კირჩხები სწორად არ გაივლისო. და
კვლავ შეიპყრო. ამჯერად ორი წელი ჰყავდა საპყრობილეში, მერე კი გამოიყვანა და
სიკვდილით არ დაუსჯია, მაგრამ აღარც სამშობლოში გააჩერა, – სამუდამოდ
გაასხლა ბიზანტიაში. აქვე შევნიშნოთ, რომ აღარც ღირსებია ლიპარტის სამშობლოში
დაბრუნება, ბიზანტიაშივე გარდაიცვალა.
მემკვიდრე დარჩა ლიპარტს და ალბათ ხვდებით, რომ მას რატი ერქმეოდა. თქვენ
იქნებ იმასაც მოელით, რომ დავით მეფე დაიბარებდა ამ ახალგაზრდა ფეოდალს,
თავზე ხელს გადაუსვამდა და თავისუფალი მოქმედების საშუალებას მისცემდა. სულ
ასე ხდებოდა ხოლმე, რამდენადაც ჩვენ ბაღვაშების ისტორიას ვიცნობთ და
ქართველი მეფეებისა და ამ ურჩი ფეოდალების ურთიერთობას თვალს ვადევნებთ.

ახლა ასე არ მოხდა. მეფემ შეკვეცა მისი უფლებები.


დიდხანს აღარ უცოცხლია რატის, ამის შემდეგ მალე გარდაიცვალა და
ესრეთ დასრულდა სახლი ბაღვიშთა, სახლი განმამწარებელთაო
1, გვამცნობს მემატიანე. არც კი ცდილობს, თავისი დიდი გულისწყრომა და
სიძულვილი ამ ქვეყნიდან წასული კაცის მიმართ მაინც დაფაროს და შეარბილოს.
პირიქით, ნაშობი იქედნესიო, სწორედ ამ უდროოდ გარდაცვლილ რატზე ამბობს,
სუა უკანასკნელი ტხლე რისხვისაო...
მოკვდა რატი და
მამული მათი აღიღო მეფემან. ეს მიწა-წყალი თავის ერთგულ მოხელეს ჩააბარა,
ღირსეულ მამულიშვილს თევდორეს – გიორგი მწიგნობართუხუცესის დისწულს.
კლდეკარის საერისთაო გაუქმდა!..
ეს არ ყოფილა უბრალო მოვლენა. დიდი ისტორიული აქტი გახლდათ. ამით
იწყებოდა დავით აღმაშენებლის დიდი რეფორმები. ამ აქტით მეფე საჯაროდ
აცხადებდა, რომ ამიერიდან მაღალი თანამდებობები მიენიჭებოდათ არა
მემკვიდრეობითა და შორეული წინაპრების დამსახურებების მიხედვით, არამედ
პირადი ნიჭის, ცოდნის, ღირსებისა და დამსახურების კვალობაზე. და რაკი პირადი
დამსახურების მიხედვით მიუბოძებდნენ, თავისთავად იგულისხმება, რომ ეს
თანამდებობები მემკვიდრეობითი აღარც მომავალში იქნებოდა.

319
ამრიგად, კლდეკარის ძველი ერისთავი ახალი ერისთავით კი არ იცვლებოდა,
კლდეკარის საერისთაო უქმდებოდა, ეს მიწა-წყალი სამეფო საკუთრებად
ცხადდებოდა. ამიერიდან ამ მიწა-წყალს მეფე თავის მოხელეს მიუბოძებდა ხოლმე –
ისევ და ისევ დამსახურების და აქედან გამომდინარე თანამდებობის მიხედვით.
როგორც ხედავთ, ეს უკვე ძალიან დიდი ცვლილება იყო ქვეყნის ცხოვრებაში, წინ
გადადგმული გაბედული და პროგრესული ნაბიჯი!
იქნებ
ვეფხისტყაოსნიდანაც
გახსოვთ ერთი ტერმინი, საისტორიო წიგნებშიც შეხვდებით –
საკარგავი,
მოსაკარგავე...
საკარგავი
ის მიწა-წყალია, რომელსაც მეფე გარკვეული დროის განმავლობაში თავის მოხელეს
ჩააბარებდა ხოლმე სამართავად, განსაგებლად.
მოსაკარგავე
– ამ მიწა-წყლის გამგებელია.
მოსაკარგვეობის
ინსტიტუტმა დასრულებული სახე დავით აღმაშენებლის დროს მიიღო, წაკითხავთ
ისტორიის წიგნებში სწორედ მოსაკარგავეები ცვლიდნენ იმ ერისთავებს, რომელთაც
თავის დროზე მეფეთა მიერ განსაგებლად მიცემული მამულები სამემკვიდრეო-
საერისთაოებად აქციეს და თანდათან ისე გაფართოვდნენ, რომ მეფეებსაც
დაუპირისპირდნენ.
აღარ შევუდგებით იმის ანალიზს, რამდენად პროგრესული იყო ეს მოვლენა. როგორ
უხსნიდა გზას ნიჭსა და პირად ღირსებას, როგორ ეძლეოდა საშუალება მეფეს,
ერთგული და ღირსეული ხალხი შემოეკრიბა, თვით თანამდბობის პირნი როგორ
მოინდომებდნენ საკუთარი ღვაწლით სახელი მოეხვეჭათ და მეფის ნდობა
დაემსახურებინათ.... საბოლოოდ კი როგორ შეუწყობდა ეს ხელს ქვეყნის შემდგომ
განვითარებასა და აღორძინებას...
ეს ყველაფერი თავისთავად იგულისხმება.
აქ მთავარი ის არის და მკითხველის ყურადღებაც იმაზე უნდა გავამახვილოთ, რომ
ძველი ფეოდალური ურთიერთობა იცვლებოდა... ჩვენ ვიცით, რომ ერისთავების
ასალაგმავად მეფეების ბრძოლას ძალიან დიდი ისტორია აქვს, მაგრამ მანამდელი
საუკუნოვანი ბრძოლები სავსებით განსხვავდებოდა იმ ბრძოლებისგან, რაც დავითმა
წამოიწყო და გააჩაღა.

1 ერთი საინტერესო ფაქტი: საბა ორბელიანის


სიტყვის კონაში
რომ ჩაიხედოთ, ასეთ განმარტებას ნახავთ:
ბაღვაში – სახლი გამამწარებულთა
...

აქამდე ჩვენ იმის მოწმე ვიყავით, რომ მეფე ცალკეულ გათავხედებულ ერისთავს
ებრძოდა და მის ალაგვმას ცდილობდა. თუკი მოახერხებდა მის ალაგვმას,
საერისთავო
ალაგმულსავე

320
მემკვიდრეს რჩებოდა და ფაქტიურად თითქმის არაფერი იცვლებოდა, ყველაფერი
თავიდან იწყებოდა.
ახლა უკვე არა ცალკეულ ერისთავებს, არამედ საერთოდ ერისთავობას ებრძოდა
დავით აღმაშენებელი.

საინტერესო დაკვირვება აქვს ნიკო ბერძენიშვილს – მთელს თავის ვრცელ


მონათხრობში დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ერთხელაც არ ახსენებს სიტყვა
ერისთავს. ეს შემთხვევით არ არის. როგორც უკვე ითქვა, ამიერიდან მეფე
თანასწორთა შორის პირველი კი აღარ იყო, არამედ იგი სულ ცალკე იდგა, მაღლა, და
ყველანი მისი მორჩილები იყვნენ. მეფემ ერისთავობის საუკუნოებით დაკანონებულ
ინსტიტუტს სავსებით ახალი სახელმწიფოებრივი წყობა დაუპირისპირა...
აქვე უნდა შევნიშნოთ: ამ ახალი წყობის სახელმწიფოსათვის ნიადაგი დიდი ხნის
მომზადებული იყო. გაიხსენეთ, როგორ დაერია ჯერ კიდევ ბაგრატ მესამე ურჩ
ფეოდალებს, თავისივე ახლობლები არ დაინდო და თმოგვის ციხეში ჩაყარა, სადაც
დაიხოცნენ კიდეც. ეს იყო ბრძოლა სწორედ იმ ძველი საერისთავო თუ
საუფლისწულო სისტემის წინააღმდეგ. ხომ ხედავთ, საიდან მოდის ეს ბრძოლა, და
ახლა გადამწყვეტი შეტევა დავით აღმაშენებელსა ხვდა წილად. გადამწყვეტი შეტევა
და არა დაგვირგვინება, რადგან ეს ბრძოლა მერეც გაგრძელდა.
ახლა ისიც ვიკითხოთ, რატომ მაშინვე ვერ მოახერხა ბაგრატ მესამემ გადამწყვეტი
იერიში მიეტანა და გამანადგურებელი ლახვარი ჩაეცა იმ მოძველებული
წყობისთვის, რომელიც აშკარად უშლიდა ხელს ქვეყნის გაერთიანებასა და
განვითარება-გაძლიერებას? აკი ბაგრატ მესამე ბრძენი გამგებელი იყო, არც სიმტკიცე
აკლდა და ჩვენ იმაში დავრწმუნდით, რა თავგამოდებით იბრძოდა და იღვწოდა იგი
ქვეყნის გაერთიანებისთვის! მაშ, რა მოხდა, რატომ ვერ მოახერხა ბაგრატმა ის, რაც
მისმა შორეულმა შთამომავალმა, სავსებით ახალგაზრდა მეფემ გააკეთა?
სანამ ამ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, გავიხსენოთ, სად გადაიხვეწნენ იმ
დიდებულებისა, რომლებიც ბაგრატ მესამემ თმოგვის ციხეში ჩაყარა.
ამას რომ გავითვალისწინებთ, პასუხის გაცემა ჩვენს კითხვაზე ძნელი აღარ უნდა
იყოს.
გარეშე ძალები აბრკოლებდნენ ამ უკვე მომწიფებული რეფორმის გატარებას. და,
უპირველეს ყოვლისა ბიზანტია. ბიზანტია აბრკოლებდა, რადგან მისთვის
ხელსაყრელი არ იყო მეზობელი ქვეყნის გაძლიერება. ბიზანტია თავს უყრიდა ყველა
უკმაყოფილო ქართველ დიდებულს, კალთას აფარებდა და მიეცემოდა თუ არა
ხელსაყრელი შემთხვევა, ქართველი მეფის წინაარმდეგ გამოჰყავდა. რომ ეს უფრო
ნათელი იყოს, ბარემ ისიც გავიხსენოთ, როგორ სცადა ბიზანტიამ, გამოეყენებინა
ბაგრატ მეოთხის ნახევარძმა დემეტრე, რომელმაც თავის დროზე ბიზანტიას შეაფარა
თავი; გეხსომებათ, როგორ გამოატანა ბიზანტიის იმპერატორმა იგი ბაღვაშს, რათა
ბაგრატ მეოტხე ტახტიდან ჩამოეგდო და ის გაემეფებინათ.
ლიპარიტ ბაღვაში ერთადერთი ურჩი ფეოდალი როდი იყო. ახალგაზრდა მეფეს
სხვებიც გადაუდგნენ, მაგრამ მათზე ქვემოთ გვექნება საუბარი. ახლა კი უნდა
გავიხსენოთ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც სწორედ იმ ხანებში მოხვდა
(კერძოდ 1092 წელს) და რამაც დავითს საქმე გაუადვილა, ხელი შეუწყო მისი
გეგმების განხორციელებას.
გარდაიცვალა დიდი სულთანი მელიქშაჰი. მოწამლეს. და რაკი შეთქმულება იყო,
იგულისხმება შინა ბრძოლებიც იქნებოდა. ეს კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ
სელჩუკები სხვებისთვის აგრერიგად ვერ მოიცლიდნენ.

321
სელჩუკთა დიდი სახელმწიფოს დაშლა, რაც ისედაც უკვე დაწყებული იყო, დიდი
სულთანის სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო დაჩქარდა. შინაომებმა, რაც სულთანის
შვილებსა დიდ მოხელე ამირებს შორის ატყდა, მწვავე ხასიათი მიიღო. უზარმაზარი
სახელმწიფო სელჩუკებისა თანდათანობით დაიშალა მცირე საამიროებად,
რომელთაც ერთმანეთში გაუთავებელი შუღლი და ჭიდილი ჰქონდათ.
... შეიქმნა სელჩუკთა სახელმწიფოები სირიაში, ერაყში, ქერმანში, მცირე აზიაში...
– ვკითხულობთ ნ. შენგელიას გამოკვლევაში, რომელიც წინა წიგნშიაც დავიმოწმეთ,
– მთელი იმპერია 12 პროვინციად დაიყო. და ერთი მათგანი, ანატოლიის სელჩუკთა
სახელმწიფო, 19 საამიროსაგან შედგებოდა... თითოეული საამირო
სრულიად დამოუკიდებლად გრძნობდა თავს და, თავის მხრივ, ყოველნაირად
ცდილობდა საკუთარი ტერიტორიის გაფართოებას მეზობლის ხარჯზე... დროთა
ვითარებაში ზოგიერთი საამირო იმდენად გაძლიერდა, რომ დამოუკიდებლობა
მოიპოვა და ნაკლებად ცნობდა სელჩუკთა უზენაეს ხელისუფლებას.

ბუნებრივია, ასეთ პირობებში ქართველი ხალხის ბრძოლა სელჩუკ დამპყრობთა


წინააღმდეგ უფრო გაადვილდებოდა. დავით აღმაშენებელმა, როგორც
მოსალოდნელი იყო, ისარგებლა ამით და კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძო
საქართველოს მიწა-წყალზე მტრის შევიწროება, ქვეყნის გაერთიანებისთვის
დაუცხრომელი ბრძოლა.
როგორც ხედავთ საქართველოსა და მისი მოწინააღმდეგის ბანაკში სულ სხვადასხვა,
ერთმანეთის საწინააღმდეგო სოციალური მოვლენები ხდებოდა. ამასთან, ის, რაც
საქართველოში ხდებოდა, ქვეყნის გაძლიერებას უწყობდა ხელს, ხოლო მტრის
სახელმწიფო სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. ამ ქვეყნის ცენტრალიზაცია
ხდებოდა, იქ – დეცენტრალიზაცია...
რაკი ქართველ მეფეს დიდი ლაშქარი არა ჰყოლია და მეომართა სიმრავლით ვერ
დაუპირისპირდებოდა მტრის მრავალღიცხოვან მხედრობას, სხვა რამე უნდა ეღონა,
რამე ხერხისათვის უნდა მიემართა. მემატიანე პირდაპირ მიუთითეს ასეთ ხერხზე.
ზოგჯერ მეფე მტრის თვალის ასახვევად დიდი ამალით გაემგზავრებოდა ხოლმე
დასავლეთ საქართველოს შორეულ კუთხეში. მეფის გამგზავრების ამბავს მტერიც
გაიგებდა და გათამამებული დაიძრებოდა უპატრონოდ მიტოვებული ადგილეგის
დასარბევადვად და მოსათარეშებლად.

მეფეც ამას ელოდა. ჯარი წინასწარვე ჰყავდა ჩასაფრებული და საომრად


გამზადებული; წამოვიდოდა ხოლმე (გადმოფრინდებოდაო ზოგან ასე წერს
მემატიანე) და სანამ მტერი გონს მოსვლას მოასწრებდა, ქართული მხედრობა
დაერეოდა, ამარცხებდა. ასეთი თანმიმდევრული ბრძოლებით, ასე პატარ-პატარა
გამარჯვებით მეფემ მალე კარგა დიდი მიწა-წყალი გაათავისუფლა და დაიბრუნა.
ასეთი მოულოდნელი შეტევით მტრის ცალკეულ რაზმებს ამარცხებდა, გამარჯვებას
აღწევდა. ხშირ გამარჯვებებს კი დიდი მორალური მნიშვნელობაც ჰქონდა –
ქართველებს აღაფრთოვანებდა, იმედსა და რწმენას ჰმატებდა; მტერს, პირიქით
გულს უტეხდა, რწმენას ურყევდა.
ამავე ხანებში მოხვდა მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა საერთარიშო ცხოვრებაში.
ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს:
ამას ჟამსა გადმოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია...

322
აქ ლაპარაკია ისტორიაში ცნობილ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე. და რამდენადაც მას
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ცოტა უფრო დაწვრილებით
უნდა მოუთხროთ ეს ამბავი მკითხველს.

ფრანგნიო, ქართველი მემატიანე აღნიშნავს. მაგრამ ეს მარტო საფრანგეთი კი არა,


საერთოდ ევროპის ქვეყნები იგულისხმება. სწორედ დასავლეთ ევროპაში დაიწყო ის
დიდი მოძრაობა, რომელსაც ჯვაროსნული ლაშქრობები დაერქვა. ეს იყო
მეთერთმეტე საუკუნის მიწურულს, ანუ რამდენიმე წლის შემდეგ, რაც
საქართველოში სამეფო ტახტზე დავით აღმაშენებელი ავიდა.

ეს ის დროა, როცა
ძალი ბერძენთა შემცირებული იყო და რომელნი ქუეყანანი მათ აღმოსავლეთს
ჰქონდეს ზღვასა გარეთ ყოველი თურქთა დაეპყრა... ქართველი მემატიანის ზემოთ
მოტანილმა წინადადებამ დიმიტრი ბაქრაძეს უცხოელი სებატიეს სიტყვები გაახსენა:
გარდა იმისა რომ, ძალიან შტამბეჭდავია ეს სიტყვები, ჩვენთვის იმითაც არის
საინტერესო, თითქოს საგანგებოდ მემატიანის ფრაზების შესავსებად და
დასაკონტროლებლად დაუწერიაო:
... ბერძნების იმპერია, გარემოცული ყველა მხრით და ფრთაშეკვეცილი, უფრო და
უფრო ილეოდა: ედესა, იკონიუმი, ტარსი, ანტიოქია, ნიკია, ბითანია, კაპადოკია
სრულებით დაკარგულნი იყვნენ კონსტანტინე დიდის მემკვიდრეთათვის. შემდეგ
იმას, როდესაც სელჩუკის დინასტიამ მოგლიჯა ბიზანტიას სირია და მცირე აზია,
დამონავებულის თემების ბერძენნი... ამაოდ სესცქეროდნენ ბიზანტიის მეფეებს,
რომელთაც ყოველივე ძალა მიღებული (ესე იგი წართმეული, გამოცლიცლი)
ჰქონდათ. თვით დანაშთენი იმპერია იმათი, შერყეული საღვთისმეტყველო ბაასით,
სასახლის განხეთქილებით და შინაგანის ბრძოლით (ჩვენ უკვე ვიცით ეს საეკლესიო
ბრძოლებიცა და ჩინაგანი განხეთქილებანიც) ცხადად ირღვეოდა...
მუსულიმანებისაგან უკიდურესად შევიწროებულმა ქრისტიანულმა ბიზანტიამ
დახმარებისთვის მიმართა ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებს, მოუწოდა, რათა საერთო
ძალით გაეთავისუფლებინათ წმინდა ადგილი – პალესტინა – სადაც მიწის ყოველი
გოჯი ქრისტეს სახელთან იყო დაკავშირებული. როგორც ითქვა, ეს ამბავი მეთმერტმე
საუკუნის მიწურულს ხდება, როცა მტელი მცირე აზია თურქ-სელჩუკებს უპყრიათ.
მაგრამ დახმარებისათვის ევროპის ქვეყნებისადმი მიმართვა პირველი არ ყოფილა.
ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნეში არაბთაგან დაშინებულმა ბიზანტიის იმპერატორმა
თეოფილემ სთხოვა შველა ფრანკებს. ზოგიერთი მეცნიერი თეოფილეს ამ წერილს
ჯვაროსნული ლაშქრობების პრელუდიას უწოდებს.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები უფრო
გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა. თვითონ ევროპის ქვეყნებში შემზადდა ნიადაგი
აღმოსავლეთისკენ გასალაშქრებლად. მოხეტიალე მოწანწალე რაინდები, რომელთა
რიცხვი, რაც დრო გადიოდა სულ უფრო და უფრო მატულობდა, მზად იყვნენ,
პირველივე მოწოდებაზე დაძრულიყვნენ და, საკუთარ ქვეყნებში დამშეულებს ბედი
აღმოსავლეთის ნოყიერ მიწა-წყალზე ეძიათ.
ქება აღმოსავლეთის მდიდარი, ნოყიერი მიწებისა სულ უფრო და უფრო
ვრცელდებოდა და მთელს ევროპას ეფინებოდა – საარაკო ამბებს ჰყვებოდნენ ხოლმე
იმ ქვეყნების სიმდიდრეზე, იქაურ უზრუნველ და სანატრელ ცხოვრებაზე... და ეს
მაშინ, როცა მთელი ევროპა შიმშილობდა. წინა წიგნში უკვე შევნიშნეთ: თითქმის
მთელ მეთერთმეტე საუკუნეში – განსაკუთრებით, მის მეორე ნახევარში, ანუ

323
სწორედ იმ წლებში, როცა ჯვაროსნული ლაშქრობები – ევროპაში უამინდობა იყო
და ამის შედეგად საშინელი შიმშილი და ეპიდემიები მძვინვარებდა. ასე რომ, მარტო
მოხეტიალე რაინდებს კი არ ეჭირათ თვალი
მდიდარი აღმოსავლეთისაკენ,, გლეხებსაც მოეკრათ ყური, აღმოსავლეთში
სანატრელი ცხოვრებააო და ოღონდ კი თავიანთ ყოველდღიურ გასაჭირს – შიმშილს,
სნეულებას, მემამულეთა და ეკლესიის მძიმე გადასახადებს – გაქცეოდნენ, მზად
იყვნენ, ქვეყნის კიდემდე ევლოთ და ეწანწალათ...
ასეთი იყო ვითრება ევროპის ქვეყნებში, როცა თურქ-სელცუკები და პაწანიკები
ღრმად შეიჭრნენ ბიზანტიაში და თვით კონსტანტინოპოლს დაემუქრნენ.
კონსტანტინოპოლის მცხოვრებლები მზიან ამინდში საკუთარი სახლის
აივნებიდანაც კი ხედავდნენ ბოსფორის აზიურ სანაპიროზე თურქ-სელჩუკთა
გამომწვევად მოელვარე კარვებს. თურქებისავე მონატესავე ხალხი – პაწანიკები –
მეორე მხრიდან მოსდგომოდა ბიზანტიის დედაქალაქს. იმპერია საშინელ
განსაცდელში იყო, ხსნა არსაიდან ჩანდა... დედაქალაქი პანიკას მოეცვა. Dდღე –
დღეზე მოელოდნენ ქალაქის ქუჩებში მტრის რაზმების შემოჭრას...
იმპერატორი ალექსი კომნენი იზულებული გახდა, დახმარების სათხოვნელად გრაფ
რობერტ ფრანდლიერისათვის მიემართა: ბერძენ ქრისტიანთა უწმინდესი იმპერია
განსაცდელშია – თურქები და პაჭანიკები მოსწოლიან. იერუსალიმიდან
მოკიდებული საბერძნეთამდე მოკიდებული ყველაფერი დაანგრიეს და ააოხრეს.
კონსტანტინოპოლირა შეგვრჩა, მაგრამ ამასაც მუქრებიან და, თუ დროზე არ
მოგვეშველეტ დასავლეთის ქრისტიანები, ყველაფერი დაკარგულია. თვით მე,
იმპერატორს, ვერაფერი მიღონია და მალე იძულებული გავხდები გავიქცე. რარა
უწმინდურ პაჭანიკებსა და თურქებს დარჩეთ კონსტანტინოპოლი – არა სჯობიაა
ტქვენ აიღოთ! აურაცხელი სიმდიდრე და განძია ცვენს დედაქალაქში. მარტო
კონსტანტინოპოლის ეკლესიათა საგანძურიც კი ეყოფა მთელი მსოფლიოს
ეკლესიებს. ყოფილი იმპერატორებისა და ბერძენ დიდებულების სიმდიდრეს ხომ ვინ
დათვლის! მაშ, უდგეხართ – წამოუძეხით თქვენს ხალხს და წამოდით,
გამოილაშქრეთ, ამ სიმდიდრეს თურქებისა და პაჭანიკებს უნ დაუტოვებთ... ჩქარა
სანამ ჯერ კიდევ არის დრო!
ასეთია იმ წერილის შინაარსი, რაც თითქოს ბიზანტიის იმპერატორს რობერტ
ფნანდრიელისათვის გაუგზავნია.
დაუჯერებელია, რომ ასეთი წერილი გაეგზავნოს ბიზანტიის იმპერატორსაო,
მეცნიერები წერენ. მართლაც დაუჯერებელია, ასე ერთბაშად აეღოს ხელი
იმპერატორს ყველაფერზე და მთელი იმპერია თავისივე ნებით სხვისთვის დაეთმოს.
რა თქმა უნდა, ასეთი არ იქნებოდა ბიზანტიის იმპერატორის წერილის შინაარსი.
მაგრამ ამას მაშინ რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ იყო გამრკვევი და გამკითხავი –
ყალბი იყო თუ ნამდვილი, წერილი მთელს ქვეყანას მოეფინა და ისედაც
გასალაშქრებლად შემართული ხალხი კიდევ უფრო გააღიზიანა...
1095 წელს რომის პაპმა ურბან მეორემ სამხრეთ საფრანგეთში – კლერმონში – დიდი
საეკლესიო კრება მოიწვია. ცამეტი არქიეპისკოპოსი ესწრებოდა ამ კრებას, ორას
ოცდახუთი ეპისკოპოსი, აბატები ხომ, ვინ მოთვლის, რამდენი, ფეოდალები,
მემამულეები, დიდებულები... იმდენი ხალხი შეგროვდა, რომ ვერავითარმა
დარბაზმა ვერ დაიტია... შეკრებილთ სიტყვით მიმართა პაპმა. და, უნდა ითქვას, იგი
არცა ცდილა, ნამდვილი ზრახვები შეენიღბა. პირდაპირ მოუწოდა ხალხს – აქ თქვენ
მჭიდროდ ხართ დასახლებული, ვეღარ ეტევით, მწიეი მიწაგაქვთ, წელებზე ფეხს
იდგამთ, მაგრამ საკმარისი პური ვერ მოგიყვანიათ... იმიტომაა, რომ ლამის
324
ერთმანეთი შეჭამოთ, გაუთავებელი ომები გაქვთ, ჭრილობა ვერ მოგიშუშებიათ... აჰა,
მარჯვე შემთხვევა გეძლევათ აღკვეთოთ ეს ომები და სისხლის ღვრა, მტრობა
დააცხროთ, წადით წმინდა კუბოს გამოსახსნელად, წაართვით ის მიწა-წყალი
უწმინდურ ხალხს და თქვენ დაისაკუთრეთ; იქ რძე და თაფლი დაუსრულებლად
მოედინება; იერუსალიმი დედამიწის მარგალიტია, მეორე სამოთხე და სასუფეველი...
წადით, იერუსალიმი გელოდებათ...
აღტყინებულ ბრბოს რაღა ბევრი წაქეზება უნდოდა! კრების დამთავრებისთანავე
შეადგინეს ლაშქარი, დაიკერეს თანსაცმელზე წითელი ჯვრები (სახელწოდება
ჯვაროსნებიც აქედანაა) და 1096 წლის გაზაფხულზე დაიძრნენ...
აქვე უნდა შევნიშნოტ, რომ პირველი მათი ლაშქრობა წარუმატებელი იყო, პირველ
ბრძოლებში მარცხი იგემეს, შემდგომ უფრო ორგანიზებულად მიდიოდნენ და
გამარჯვებასაც აღწევდნენ. რამდენიმე ლაშქრობა მოეწყო.
საინტერესოა შემადგენლობა პირველივე ლაშქრობისა. აქ ევროპის ყველა ქვეყნის,
ყველა ჯურისა და ასაკის ხალხს ნახავდით – ესპანელებს, ნორმანებს, ბრეტანელებს,
ფრანგებს, ინგლისელებს, გერმანელებს... ბერიკაცებს, ჭაბუკებს, პატარა ბიჭებს...
მონასტრებიდან გამოქცეულ ბერებს, მოხეტიალე რაინდებს, საკუთარი მიწა-წყლიდან
ლტოლვილ გლეხებს, დამშეულ ქალაქელებს...
სულ სხვადასხვა ხალხი იყო, მაგრამ ერთი მიზანი ასულდგმულებდათ – მალე
ჩასულიყვნენ იმ მდიდარ ქვეყნებში და გამძღარიყვნენ, მოესვენათ, არხეინ ცხოვრებას
მისცემოდნენ, გამდიდრებულიყვნენ. ამიტომ ტანჯვასა და გასაჭირს, რაც იმ ძნელ
ლაშქრობასთან იყო დაკავშირებული, აღარ დაგიდევდნენ...
აქ ჩვენ აღარ შევჩერდებიტ იმაზე, რომ, სანამ იერუსალიმამდე ჩააღწევდნენ, ჯერ
მთელი ევროპა უნდა გადაელახათ, აეოხრებინათ, გადაეძოვათ... გარდა იმისა, რომ ამ
ქვეყნებსა და ხალხებს ატეხნენ საშინელ უბედურებას, თვითონაც არაადამიანურად
იტანჯებოდნენ. გადმოგვცემდნენ, რომ ერთ დღეს, აგვისტოში, ხუთასი კაცი
წყურვილით მოკვდა, პირი დაეფჩინათ და ჰაერს ღრმად ისუნთქავდნენ, იქნებ ცოტა
შვება მოგვეცესო... ხოლო, როცა ბოლოს მდინარეს მიადგნენ, კიდევ უფრო მეტი იმით
დაიხოცა, რომ ზომიერება ვეღარ დაიცვეს და წყლით გაიბერნენ.
ისტორიულ რომანებში, განსაკუთრებით ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებში,
რომლებიც ჯვაროსნული ომების პერიოდს შეეხება, კარგადა ჩანს რა დიდი მაშტაბი
მიირო ამ მოძრაობამ, რა საამაყოდ ითვლებოდა აღმოსავლეთისაკენ – ჯვაროსნულ
ლაშქრობაში წასვლა, რა სასოებითა და მოწიწებიტ ახსენებდნენ ლაშქრობის
მონაწილეებს, რა პატივით ღებულობდნენ იქიდან დაბრუნებულთ, რა ლეგენდებსა
თხზავდნენ, რა რომანტიკულ საბურველში ხვევდნენ ყველაფერ ამას. ფაქტიურად ეს
იყო არა რელიგიური ბრძოლა
წმინდა მიწის,, გამოსახსნელად, არამედ ჩვეულებრივი დაპყრობითი ომები –
გამდიდრებისა და ნოყიერი მიწა-წყლის ხელში ცასაგდებად.

სპეციალურ ლიტერეტურაში დაწვრილებით არის მოთხრობილი ეს ამბები


დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს.
ჩვენ კი იმიტომ შევაჩერეთ მკითხველის ყურადღება, რომ ზოგი თაობის ჯვაროსნები,
როგორც ქვემოთ ვნახეთ, ქართველ მეომართა პირდაპირი მოკავშირეები აღმოჩნდნენ.
1098 წელს ჯვაროსნებმა აიღეს ანტიოქია, 1099 წელს – იერუსალიმი. სხვათა შორის,
სწორედ იერუსალიმის არების დროს გამოჩნდა მთელი სიშიშვლითა და სისასტიკით
ნამდვილი არსი ჯვაროსნული ლაშქრობისა. ქალაქის აღების შემდეგაც
გამარჯვებულები განურჩევლად ჟლეტდნენ მოსახლეობას, ქუჩებში სისხლის რუები

325
დიოდა, ყველგან ადამიანთა დაგლეჯილი სხეულის ნაწილები ეყარა და ამ
გაჟლეტილი ხალხის გროვაზე თავით ფეხებამდე სისხლში ამოთხვრილი
გამარჯვებულები დაბობღავდნენ.
თავი მეორე.
თავი II
1.
ამრიგად საქართველოს უდიდესი ნაწილი მტრის ურდოებისაგან
განთავისუფლებულია, კახეთ-ჰერეთი შემოერთებულია. მეფემ ახლა ქვეყნის
კულტურულ მშენებლობას მიაქცია ყურადღება. თურქ-სელჩუკთა თარეშმა მარტო
მსოფლის მეურნეობა კი არ დააზარალა, ხალხის სულიერ ცხოვრებასაც თავისი დაღი
დაასვა. ასეთ პირობებში, როცა ტაძრები და საყრდრები ცხენების სადგომად აქციეს,
რაღა თქმა უნდა, მწიგნობრობა და სწავლა-განათლება, რაც უსუალოდ ამ ტაძრებთან
იყო დაკავშირებული, ჩამორჩებოდა და დაზარალდებოდა. და, აი, როგორც
კიცოტათი წელსი გაიმართა ხალხი, ქვეყნის ბრძენმა მმართველმა სწორედ სულიერ
ცხოვრებას მიაქცია ყურადრება.
ერწუხის ომის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ 1106 წელს დავით
აღმაშენებელმა გელათის სახელგანთქმული მონასტრის აშენება დაიწყო.
ზემოთ არაერთხელ შევნიშნეთ, რომ ჩვენი ძველი ეკლესია-ტაძარები
რელიგიურ საკულტო დანიშნულებისათვის შენდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი
იმით იყო, რომ იქ, ამასთან, შემოქმედებითი ცხოვრება დუღდა, წიგნები იქმნებოდა,
მხატვრობა ვითარდებიდა, ფილოსოფიური აზრი მწიფდებოდა... გელათის
მონასტერი კი ისე დაგეგმეს და ააშენეს, რომ თავიდანვე მიეცა დადაესახა ორივე
დანიშნულება: აქ საერო კულტურის სამსახური
შეთავსებით
კი არ იქნებოდა სასულიეროსთან, არამედ თავიდანვე ისე იყო ნავარაუდევი, რომ
ორივეს ერთნაირი უფლება და განვითარების ერთნაირი პირობები ჰქონოდა.
ყველაფერი თავიდანვე გაითვალისწინეს იმისათვის, რომ აქ მეცნიერებები
აღზრდილიყვნენ, მწიგნობრობა და ხელოვნება განვითარებულიყო... აქ აკადემია
უნდა გახსნილიყო, ცნობილი ფილოსოფოს-მწიგნობრები უნდა მოეწვიათ.
ახალგაზრდები აღეზარდათ. ლიტერატურა და ხელოვნება, ფილოსოფიური აზრი
ახალ საფეხურზე აეყვანათ.
ამას პირდაპირ ასე გვეუბნება მემატიანე: ეს ტაძარი
არს ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა
კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად...
ყურადრება მიაქციეთ ამ ფრაზას, რომელიც დიდი აბზაციდან არის
ამოღებული: აქ ნახსენები იერუსალიმი და ათინა სწორედ ამ ორ სფეროზე
მიგვანიშნებენ - სასულიეროსა და საეროზე, თეოლოგიისა და საერთოდ კულტურის -
მწიგნობროის, ხელოვნების, მეცნიერების განვითარებაზე, რამდენადაც იერუსალიმი
სწორედ ქრისტიანული რელიგიის ცენტრად ითვლებოდა, ხოლო ათინა - ანტიკური
(და საერთოდ) ხელოვნების აკვნად.
საგულისხმოა მემატიანის სიტყვები, როცა იგი გადმოგვცემს, როგორ მოიწვია
მეფემ თავის დაარსებულ აკადემიაში მეცნიერები:
და მუნვე შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა
სათნოებითა...
ეს სიტყვები შემთხვევით არ არის დაწერილი. მას შემდეგ რაც რუის-ურბნისის
კრებაამ სასტიკად დაგმო ეკლესიასი გამეფეული ბოროტებანი და

326
ავაზაკნი საყდართაგან გარდამოსთხინეს, ეტყობა, ახალ ტაძარში საგანგებოდ
არჩევდნენ ხალხს - მცოდნეებსა და განათლებულებს, პატიოსანი ცხოვრებითა და
სათნოებით შემკულებს. არჩევდნენ არა მარტო საქართველოში (არა თვისთა ოდენ
სამეფოთა შინა პოვილნი), არამედ ქუეყანისა კიდეთათ, სადათცა ესმა ვიეთმე
სიწმიდე, სიკეთე... სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა აღსავსეობა
... დააკვირდით: კიდევ სიწმიდეს, სიკეთესა და სულიერ სათნოებას უსვამს ხაზს!..
მართლაც საგულდაგულოდ არჩევდა - ეძინა და კეთილად გამოიძინაო
(ესე იგი, იძია და გამოიძია), იქვე დასძენს. ბარემ ისიც შევნიშნოთ, რომ ამ კეთილად
მოძიებლ და მოწვეულ მეცნიერთა შორის უპირველესი ცნიბილი ქართველი
ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო.
გელათის ანსამბლში რამდენიმე შენობა შედის. ძირიტადია ის ტაძარი,
რომელიც დავით აღმაშენებელმა ღვთისმშობლის სახელზე ააშენა. დანარჩენი უფრო
მომცრო ეკლესიები - წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზისა - ცოტა უფრო
მოგვიანო დროს აშენებულა, მაგრამ მთავარიისაა, რომ ეს ტაძრები ერთმანეთ
ერწყმის, საერთო ანსამბლსა ქმნის. ეს კი უფლებას გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ დავით
აღმაშენებელს თავიდანვე ჰქონდა გათვალისწინებული ამ დიდი
საკრებულოს შექმნა.
მთავარ ტაძარს რომ შემოუვლი, იმოდენა ქვებითა და ლოდებით არის ნაგები,
გიკვირს იმ დროს, ტექნიკის მაშინდელ პირობებსი იმ სიმაღლეზე როგორ მოხერხდა
ამოდენა ქვების ატანა.
გელათის გალავანშემოვლებულ ეზოში მუდამ ხალხმრავლობაა, წინაპართა
დიდი შემოქმედებიტ აღფრთოვანებული მადლიერი შთამომავლობის სულ ახალი და
ახალი თაობები მოდიან და პატივისცემის ნიშნად თავსა ხრიან ხელოვნების ამ
დიდებული ძეგლის წინაშე. და როცა შორიდან მოსული სტუმარი ტაძრის კედელში
დატანებულ დიდ ლოდებს დააკვირდება, აქაური გიდი ამაყი ღიმილით ეტყვის - ეს
ლოდები დავით აღმაშენებელს თავისი ხელით ამოუტანიაო...
ეს ლეგენდა ახალი შეთხზული არ არის. ძველი როიდან მოდის. ხალხმა
ზეპირი გადმოცემით იცის, რომ სხელოვანი მეფე თვითონვე მუშაობდა ტაძრის
მშენებლობაზე და კედლები ამოჰყავდა. იმოდენა ლოდებით არის ამოყვანილი
ტაძრის კედლები, რაგინდ გოლიათი ყოფილიყო მეფე, მაინც ძნელი დასაჯერებელია,
აეთ კაცს დაეძრას და მხრებით ამოეტანოს. ეს არ არის მთავარი. აქ მთავარია თვით
ხალხისეული დახასიათება დიდი მამულიშვილისა, ხალხის დიდი მადლიერების
გამოხატულება, როცა იგი ამაგს არ უკარგავს თავის სასიქადულო მოღვაწეს... და
თუნდაც გაზვიადებული იყოს ეს და ქვემოთ მოტანილი ცალკეული ფაქტები, მაინც
დიდად საინტერესო და საგულისხმოა, როგორც დაუცხრომელი სურვილი ხალხისა -
ქვეყნის მართველის ბუნებასა და ხასიათში დემოკრატიზმსა და უბრალოებას
ხედავდეს. ბროსე თავის წიგნში იმასაც კი წერს, მეფე კედლიდან გადმოვარდა და
დაშავდაო. ესეც ხალხური გადმოცემაა. იქვე ისიც არის მოთხრობილი, როგორ
განკურნეს მეფე ადგილობრივმა დასტაქრებმა - ირმის რძეში აბანავებდნენო...
ეტყობა, იმავე ხანებში მეირე დიდ საქმეს მოება თავი. მემატიანე წერს, მეფემ
შესაფერ ადგილას ქსენონი აღაშენაო. ქსენონი საავადმყოფოს ანუ სნეულთა
თავშესაფარს ნიშნავს. მითითებული არ არის, სახელდობრ რა ადგოლას აშენდა ეს
ქსენონი. ალბათ მონასტრისავე მახლობლად, რამდენადაც ეს ყოვლად შუენიერი და
ყოვლითურ უნაკლო ადგილი ქსენონისთვისაც სწორედ რომ შესაფერი იყო.
ადგილობრივი მცხოვრებლები მიგვანიშნებენ კიდეც ტაძრის მახლობლად
ნანგრევებს, სადაც, გადმოცემით, ქსენონი უნდა ყოფილიყო.
327
მაგრამ ამისი თქმა, მეფემ საავადმყოფო ანუ ქსენონი ააშენაო, ცოტა იქნება.
მემატიანის მოთხრობიდან ისიც კარგად ჩანს, როგორ ყოფილა დაინტერესებული
დავით აღმაშენებელი ამ საქმით. მანვე შეკრიბა და მოიწვია მკურნალები და
მოვლელები, მოუმზადა ყოველი სახმარი მათი, უნაკლოდ და უხუებით. მემატიანე
იმასაც საგანგებოდ აღნიშნავს, რომ აქ სხვადასხვა სახის დაავადებას ჰკურნავდნენ.
მარტო ქსენონის აშენებითა და მკურნალების მოწვევით არ დაკმაყოფილდა
დავიტ მეფე, იგი ხშირად დადიოდა ქსენონში, სნეულებს მოინახულებდა, სათითაოდ
ძამოუვლიდა (მოიკითხნის და ამბორს უყვნის თვითოეულსა), დაუყვავებდა,
გაამხნევებდა, მამებრ მზრუნველობდა, ამოწმებდა, როგორი საწოლი, სამოსელი და
ჭურჭელი აქვთო, მომვლელებს გააფრთხილებდა... უნდა ვიგულისხმოთ, რომ აქ მის
ჯარისკაცებსაც კურნავდნენ, მის მხედართმთავრებს, სპასალარებს...
ასეთი მასშტაბის სამკურნალო დაწესებულების დაარსება იმ დროს და იმ
პირობებში თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და კიდევ ერთხელ
ადასტურებს ჩვენი ხალხის დიდ კულტურას.
მაგრამ აქ სხვა რამეა უფრო მნიშვნელოვანი და საგულისხმო.
როგორც ჩანს, ქსენონის დაარსებაცა და მეფის ასეთი განუწყვეტელი
მზრუნველობა-დაინტერესებაც უბრალო ადამიანური გულმოწყალებით არ აიხსნება.
ნიკოლოზ ურბნელი მისაზრებასგამოთქვამს: ამ ქსენონის მნიშვნელობა მარტო იმით
კი არ განისაზღვრება, რომ ავადმყოფებს მკურნალობდნენ, არამედ უმთავრესად
იმით, რომ ეს სამკურნალო აკადემიაც იყო, აქ მკურნალობას ასწავლიდნენ, ექიმებს
ზრდიდნენ, დასტაქრიბაში ხელოვნდებოდნენ...
სამკურნალო აკადემია!.. მაშინ, მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში, ისეთ
პოლიტიკურ ვითარებაში, როცა ქვეყანა მტრის ურდოობით იყო გარშემორტყმული,
წელში ახლაღა იმართებოდა, ჯერ მტერი ქვეყნის მთელი ტერიეორიიდან არ
განედევნა...
ამგვარად შეიქმნა დაწესებულება, რომელიც ხელს შეუწყობდა ქართული
სამედიცინო მეცნიერების შემდგომ განვითარებას, ქართულ მედიცინას კი უკვე
ჰქონდა თავისი დიდი ტრადიცია.

ისე გვიხასიათაბს მემატიანე გელათის მონასტერსა და აკადემიას, ისეთი ამბით


გვატყობინებს, როგორ შეარჩია და მოიწვია მეფემ აქ სამოღვაწეოდ გამოჩენილი
მეცნიერ-მწიგნობარნი, რომ არ გაგვიძნელდება, წარმოვიდგინოთ იმ დაწესებულების
გრანდიოზულობა და მასშტაბი. აქ ასწავლიდნენ მრავალ საგანს - სასულიეროსაც და
საეროსაც, აქ მიმდინარეობდა და ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ხელოვნების
შედევრები...
როგორი შეიძლება ყოფილიყო მაინც გელათის აკადემია?
ჩვენ საშუალება გვაქვს, ახლაც შევავლოთ თვალი ერთ-ერთი უძველესი
ქართული უმაღლესი სასწავლებლის ნაშთს. და, მიუხედავად იმისა, რომ
ნანგრევებია, იგი საუცხოო წარმოდგენას გვიქმნის აკადემიის გრანდიოზულობასა და
მასშტაბზე; ხოლო ეს წარმოდგენა რომ სრულყოფილი იყოს, შეგვიძლია სხვადასხვა
ლიტერატურული წყაროდანაც მოვიშველიოთ ზოგიერთი ცნობა.
გელათის აკადემიის ნანგრევებს იქვე იხილავთ, მონასტრის გალავანშივე,
წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გვერდით, მთავარი ტაძრიდან ცოტა მოშორებით, მისგან
დასავლეტით, ახლა რომ გადააბიჯეთ ამ ნანგრევების ზღუდეს, რაკიღა წინასწარ
იცით, რომ იგი ძველი აკადემიის ნაშთია, საეჭვო აღარაფერი მოგაჩვენებათ -
ერთბაშად აღმოჩნდებით დიდ დარბაზში, რომლის სიგრძე ოცდახუთ მეტრზე მეტია

328
- სიგანე - ათნახევარ მეტრს უდრის. ჭერი დიდი ხანია ჩამონგრევია ამ დარბაზს,
მაგრამ თუ დაინტერესდებით, მაინც არ გაგიძნელდებათ განსაზღვროთ, რა
სიმაღლისა ყოფილა იგი. ჩამონგრეულ-ჩამორღვეული კედლებიც კარგად
მიგანიშნებს ამას; დღემდე დაცემული კედლების სიმაღლე ათ მეტრს უდრის...
რაკი თავიდანვე აკადემიის დიდ დარბაზად მიიღებთ, იმ ვეებერთელა ლოდის
დანიშნულებასაც ადვილად გამოიცნობთ, რომელიც შესვლის თანავე უსათუოდ
მიიქცევს თქვენს ყურადღებას - იგი დასავლეთის კედლის გასწვრივ დევს. ეს
კათედრაა აკადემიის რექტორის, ანუ მოძღვართ-მოძღვრისა. ეს ტერმინი შემდეგი
დროის მკვლევარების მოგონილი არ გეგონოთ, მაშინვე ჰქონია ასეთი სახელწოდება,
როგორც ვარაუდობენ, ბიზანტიური სასწავლებლების გავლენით. მოძღვართ-
მოძღვარიც ჰყოლია გელათდ და წინამძღვარიც. ამასთან, როგორც ჩანს, მოძღვართ-
მოძღვარი უფრო საპატიო თანამდებობაა.
სწავლა-განათლებისა და მწერლობის საქმის წინ წაწევას, უეჭველია ხელს უწყობდა
მოძღვართ-მოძღვარის ინსტიტუტი, რომელიც, რამდენადაც არსებული მასალებით
შეიძლება გათვალისწინებული იქნეს, ამ პერიოდში უნდა წარმოშობილიყო, - წერს
კორნელი კეკელიძე, - მოძღვართ-მოძღვარი სასულიერო პირი იყო. კარის გარიგების
წარჩინებულ დიდხარისხოვან მონაზონთა ოთხეულში მას პირველი ადგილი უკავია,
მას მეტი პატივი აქვს სხვა ეპისკოპოსებთან, წარმოიდგინეთ, თვით კათალიკოსთან
შედარებით... მოძღვართ-მოძღვარი ცხოვრობდა გელათში ეპისკოპოსის ხარესხით...
ტერმინი მოძღვართ-მოძღვარი გვიჩვენებს, რომ ყოფილან ამავე დროს მოძღვარნიც.
ასე იწოდებიან ალბათ ის ოსტატები ან მასწავლებლები, რომელთა ხელში იყო
სწავლა-აღზრდისა და განათლების საქმე...
მოძღვართ-მოძღვრის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მერე დაკანონდა
კიდეც. ძალიან საინტერესო ცნობა შემოუნახავს
ხელმწიფის კარის გარიგებას:
მოძღვართ-მოძღვარი დარბაზს აწვიონ, და შინაური დარბაზის ერი უნდა, და ერთი
ჯორი და სამი ცხენი მოძღვართ-მოძღვრისათვის და ორნი მისთა მოწაფეთათვის. ესე
იგი, როცა დარბაზობაზე მიიწვევდნენ მოძღვართ-მოძღვარს, მას უნდა ხლებოდნენ
კარისკაცები და დიდებულნი, უნდა გაეგზავნათ ერთი ჯორი და სამი ცხენი პირადად
მისთვის, ხოლო მისი მოწაფეებისათვის - დამატებით ორი ცხენი. და როცა დარბაზში
მივიდოდნენ, მეფე მას მეტ პატივსა სცემდა, ვიდრე კათალიკოსს, ჭყონდიდელს და
თავისივე ვაზირებს:
ნოხსა ზედა მესამედ წამოიაროს.
ეს იმის თვალსაჩინო მაჩვენებელია, - წერს ექვთიმე თაყაიშვილი, -თუ როგორ
აფასებდნენ ცოდნას და სწავლა-მეცნიერებას ძველად საქართველოში...
ეს ტრადიცია, როგორც ვნახეთ, გელათიდან მოდის, დავით აღმაშენებლიდან.
ამრიგად, აკადემიის დარბაზს რომ მოვავლეთ თვალი, პირველად მოძღვართ-
მოძღვარის კათედრა დავინახეთ.
ახლა მეტი დაკვირვებით დავათვალიეროთ აქაურობა. კედლებში თახჩებია
გამოჭრილი - ალბატ სამედიცინო იარაღებისა და ხელსაწყოებისთვისო, ზოგიერთი
მკვლევარი შენიშნავს. თუ ამას ვირწმუნებთ, მაშინ საფუძველი უმაგრდება იმის
ვარაუდსაც, რომ ქსენონი ამავე დროს საწავლებელიც იყო და იგი გელათის
აკადემიასთან არსებობდა. აქ ასწავლიდნენ მედიცინის ხელივნებას. თანამედროვე
ტერმინი რომ გამოვიყენოთ, აქ სამედიცინო ფაკულტეტი იყო დიდი აკადემიისა.

329
აგერ ქვისავე მერხები კედლების გასწვრივ. ამ მერხებზე სტუდენტები სხედან -
მომავალი დიდი მეცნიერები, ხუროთმოძღვრები, სახელმწიფო მოღვაწეები...
ჩვენ იმ დროს ჩავრთეთ ჩვენი საუკუნეთა მხილველი მანქანა, როცა აკადემიის
დიდი დარბაზი სტუდენტების აუვსიათ და ლექციის დაწყებას ელოდებიან. ამ დიდი
დარბაზში, ეტყობა, მაშინ იკრიბებიან, როცა ან პაექრობა აქვთ, ვთქვათ, რაიმე სადავო
ფილოსოფიურ საკითხზე, ან საუბარი იშვიათ ასტრონომიულ აღმოჩენაზე, რაიმე
დიდ სამედიცინო პრობლემაზე... ან მაშინ, როცა უცხოეთიდან მოიწვევენ დიდ
მეცნიერებს, და, იგულისხმება, ყველას სურს მოისმინოს... ახლაც აკადემიის
მოძღვართ-მოძღვრის იოანე პეტრიწის (მკვლევარები ვარაუდობან, რომ იოანე
პეტრიწი აკადემიისმოძღვართ-მოძღვარი იქნებოდა) შემოსვლას ელოდებიან. დღეს
მისი საუბარი უნდა მოისმინონ და დარბაზში შეკრებინალ არა მარტო გელათის
აკადემიის სტუდენტები. საგანგებოდ ჩამოსულან იყალთოს აკადემიის მოძღვრები,
უცხოელებსაც შენიშნავთ აქ, მაღალ სასულიერო პირებსაც... კარი იღება, დიდი
მეცნიერი შემოდის; დარბაზში მსხდომნი წამოდგებიან და მოწიწებით დახრიან
თავს...
ჩვეულებრივი ლექციებისთვის უფრო მომცრო დარბაზები და ოთახები აქვთ.
(ამ ამ დიდი დარბაზიდან რომ გახვალთ, ნახავთ ნაგებობათა მთელ სისტემას,
სისტემას ოთახებისა, რომლებიც ერთი დიდი დაწესებულების კუთვნილი უნდა
ყოფილიყო - ს. ყაუხჩიშვილი). სწორედ ამ ოთახებში ტარდება ჩვეულებრივი
ლექციები.
გრანდიოზული შენობა აკადემიისა და თუმცა საუკუნეების გარტეხილებს
თავისი ულმობელი დაღი ამისთვისაც დაუსვამს, დღემდე შემორჩენილი ნანგრევების
მიხედვითაც არ გაგვიძნელდება, წარმოვიდგინოთ მისი სიდიადე.
კაპიტალური გრანდიოზული შენობაო, - სწორედ ასე წერს სიმონ ყაუხჩიშვილი,
რომელმაც ოციან წლებში აქ პირველი სადაზვერვო გამოკვლევა ჩაატარა:
აქ საქმე გვაქვს... რაღაც კაპიტალურ გრანდიოზულ შენობასთან, რომელსაც
დასავლეთის მხრიდან ჰქონდა ფასადი. აქვე, დასავლეთის მხრიდან, მთელი
დარბაზის გასწვრივ შენობას მიდგმული აქვს ე. წ. კონტრფორსები, ქვით ნაგები.
შენობა საერო-სამოქალაქო ხასიათისა უნდა ყოფილიყო: ამის მაჩვენებელია ფართო
კარ-ფანჯრები თავიანთი ნახევარქრიული თაღებით, ვესტიბიული ზედ დადგმული
ოთახებით, რომელთაგან უკანასკნელი ღია ბანს წარმოადგენს. იქნებ ამასვე
ამტკიცებდეს, ამ შენობის აღმოსავლეთიდან მიდგმული მონასტერთან
დამაკავშირებელი სტოა, თავისი დეკორაციული მორთულობით.

მაინც რა საგნებს ასწავლიდნენ აკადემიაში? მკვლევარები ცდილობენ ამის


აღდგენას იმ ძუნწი ცნობების მიხედვით, რაც ძველ წყაროებს შემოუნახავთ, აგრეთვე
ბიზანტიური სისტემის ანალოგიითაც. მოვუსმინოთ კორნელი კეკელიძეს
აქ ასწავლიდნენ
დიალექტიკას ან ფილოსოფიას, რომელიც გულისხმობდა ღვთისმეტყველებასაც
(ფილოსოფოსი იყო იგივეთეოლოგი, თეოლოგი - იგივეფილოსოფოსი), რიტორიკას,
გრამატიკას, არითმეტიკას, ასტრონომიას და მუსიკას (ფართოდ - პოეზია)...
გადიოდნენ იურისპრუდენციასაც...
თქვენ ალბათ ყურადღება მიაქციეთ ასტრონომიას. საგულისხმოა, რომ
ასტრონომეეთ დავით აღმაშენებელიც ყოფილა დაინტერესებული, ობსერვატორია
ჰქონდა მოქყობილი, საიდანაც დაკვირვებას ახდენდა ციურ სხეულებზე...
გაგახსენდებოდათ რუსთაველიც, რომლის თხზულებაში ასტრონომიის ღრმა

330
განსწავლულობა ჩანს. მეცნიერების ეს დარგი განვითარებული ყოფილა
საქართველოში.

2.
როგორც ვნახეთ, ვარაუდობენ, რომ პირველი რექტორი ანუ მოძღვართ-
მოძღვარი გელათის აკადემიისა ქართველი მეცნიერი იოანე პეტრიწი იყო. იგი
უცხოეთიდან საგანგებოდ მოიწვია დავით აღმაშენებელმა და ამით, ერთი მხრივ,
თავიდანვე განსაზღვრა, თავიდანვე აამაღლა ახალდააარსებული სასწავლებლის
როლი და მნიშვნელობა, რამდენადაც პეტრიწი უკვე სახელგანთქმული მწიგნობარი
გახლდათ ჩვენშიაც და ბიზანტიაშიაც, და, მეორე მხრივ, თვით მეცნიერსაც დიდი
პატივი დასდო, რაკიღა ასეთი მასშტაბის სასწავლებლის რექტორად მოიწვია.
თუმცა ეს იყო არა მარტო პატივისცემა და დაფასება, არამედ დიდი მხარდაჭერაც,
რადგან ქართველი მეცნიერი ამ დროს ბიზანტიაში დევნას განიცდიდა.
ალბათ, გეხსომებათ, რომ ბიზანტიაში ქართველი მეცნაერის ასეთი დევნა
პირველი არა ყოფილა. ჩვენ ვნახეთ, როგორ დევნიდნენ და ავიწროებდნენ დიდ
ქართველ მწიგნობარსა და მოღვაწეს ექვთიმე მთაწმინდელს, სხვა ქართველ
მოღვაწეებსაც... მას შემდეგ მთელი საუკუნე გავიდა და აჰა დევნა ისევ გრძელდება.
ამჟამად მეორე ქართველი მწიგნობარი იოანე პეტრიწი განიცდის დევნა-შევიწროებას.

რატომ სდევნიდნენ ერთი საუკუნის წინანდელ მოღვაწეს უცხოეთში, ეს ჩვენ უკვე


ვიცით. ახლა? ახლა რატომღა სდევნიან ქარათველ მოღვაწეს? იგივე მიზეზია თუ სხვა
რამე?
ალბათ, იგივე მიზეზიც არის, რისთვისაც თავის დროზე ექვთიმე მთაწმინდელსა და
მის თანამედროვეებს სდევნიდნენ... რამაც იოანე ზოსიმეს ის საოცარი ნაწარმოები
დააწერინა - ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
... მაგრამ ამჟამად მთავარი და უშუალო მიზეზი სხვა იყო, სხვა გარემოება უნდა
დაასახელოთ.
ოღონთ ჯერ ერთ საინტერესო სურათს გადავავლოთ თვალი.
ჩვენ რომ მიახლოებითი ქრონოლოგიური თანმიმდევობით ვცადოთ შედგენა იმ
გამოჩენილ ქართველ მწიგნობართა სიისა, რომელთაც გრიგოლ ხანძთელის შემდეგ
დავით აღმაშენებლის ეპოქამდე უმოღვაწიათ, ვნახავთ, რომ მწერალთა თაობები
ტალღისებურად მოდიან. მოვა ერთი ტალღა, მწიგნობარ-მოღვაწეთა ერთი დიდი
ჯგუფი, როგორც ერთი ამოსუნთქვა, და მალევე მეორე მოჰყვება, მერე მესამე... ამ
ტალღებს თან მოაქვთ თავიანთი დროისა და ეპოქის სუნთქვა, მისწრაფებანი, იდეები,
ვნებათღელვანი...
თუ გრიგოლ ხანძთელამდე დროდადრო, შემთხვევიდან შემთხვევამდე იფეთქებდა
ხოლმე შემოქმედებითი ეროვნული ენერგია, ახლა უკვე სულ სხვაგვარად არის საქმე.
გრიგოლ ხანძთელმა და მისი დროის მოღვაწეებმა (აქ, რა თქმა უნდა, ნერსე დიდიც
იგულისხმება და აშოტ პირველი კურაპალატიც) ისეთი მტკიცე საფუძველი შეუქმნეს
ქართული კულტურის, და უპირველეს ყოვლისა, მწერობის განვითარებას, რომ ახლა
უკვე კანონზომიერი გახდა მწიგნობარ-მეცნიერთა ახალ-ახალი თაობების მოსვლა.
ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ასეთი ხასიათის წიგნში გაგვიჭირდება იმ თაობათა
ყველა წარმომადგენელი მოვიხსენიოთ.
ჩვენ უკვე გავეცანით, რამდენადაც ამის საშუალებას წიგნის ხასიათი მოგვცემდა, იმ
პირველ დიდ თაობას, მეათე საუკუნის მოღვაწეებს.. ვნახეთ როგორ მოჰყვა იმას
მეორე ძლიერი ტალღა მეთერთმეტე საუკუნის მოღვაწეებისა (საუკუნეებს

331
პირობითათ ვამბობთ, რადგან, ბუნებრივია, საუკუნის ჩარჩოებით არ
შემოიფარგლება მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები), მთაწმინდელების
შესანიშნავი პლეადა - ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი, სტეფანე, ეზრა, ისევ
გიორგი... და აი, მოვიდა მესამე ასეთივე ძლიერი ტალღა (ეს უკვე მეთერთმეტე
საუკუნის დასასრულსა და მეთორმეტის დასაწყისს განეკუთნება), და ამ თაობიდან
უკვე ვახსენეთ არსენ იყალთოელი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი...
ახალი თაობის წარმომადგენლები ზოგჯერ, ზოგიერთ საკითხში უკიდეც თავიანთ
წინამორბედებს, ეპაექრებიან, ეკამათებიან.

თავი მესამე.
თავი III

დავით აღმაშენებლის შემდგომდროინდელ რამდენიმე ისტორიულ-ლიტერატურულ


წყაროში ვხვდებით ფრაზას, სადაც მეთორმეტე საუკუნის ქართველი მეფე თავის
შორეულ წინაპართან ერთად არის მოხსენიებული; და რაკი ეს დაწყვილება ყველგან
ერთნაირ, განსაკუთრებულ კონტექსტშია მოქცეული, უნებურად იპყრობს ჩვენს
ყურადღებას.
,,... მიიღო დროშა სვიანად ხმარებული გორგასლიანი და დავითიანი...
ვკითხულობთ თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობილ თხზულებაში
(ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი)
ანდა:
,,იტყვის რა ზმითა, ურიცხვ რაზმითა გულისმდებელად თვისთა სპათათვის,
გორგასლიანი, დავითიანი დროშა იახლის მსვრელად მტერთათვის. ეს შავთელის
,,აბდულმესიანიდან არის ამოწერილი.
როგორც ვხედავთ, აქ საქართველოს სახელმწიფო დროშაა ნაგულისხმევი და
გასაკვირი და უცნაური თითქოს არაფერი უნდა იყოს. დროშა უძველესი დროიდანვე
ჰქონია ჩვენს ხალხს, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში. ეს დასტურდება
არქეოლოგიური მონაპოვრებით, ამასვე გვიდასტურებს უფრო მოგვიანო
დროინდელი ისტორიული წყაროები. აქ დაწვრილებით არ შევჩერდებით ამაზე,
დაინტერესებული მკითხველი ამასთან დაკავშირებით ბევრ საგულისხმო ცნობას
იპოვის სარა ბარნაველის წიგნში (,,ქართული დროშები რამდენიმე ფაქტს
შეგახსენებთ, როცა ისტორიულ წყაროებში განსაკუთრებული ხაზგასმით არის
მოხსენიებული დროშა.
ქართლის მოქცევის წინ, როცა მთელი ქალაქი არმაზის დღესასწაულზე
ქუჩებში გამოეფინა, საზეიმოდ განწყობილ ხალხს დროშები უჭირავთ ხელში,
ყველგან დროშა ფრიალებს – ,,აღივსნეს მთა-ბარი იგი დროშაითა და ერითა, ვითა
ყუავილითა. დააკვირდით: მემატიანე ცდილობს, განსაკუთრებით ამაღლებული
განწყობილება გადმოქვცეს ხალხისა, და ხედავთ, რა დეტალით აღწევს ამას!
ეს წინაქრისტიანული პერიოდია.
ახლა უფრო მერმინდელ ამბებსაც გადავხედოთ.

თქვენ ალბათ გახსოვთ ლიზიკის მეფე წათე, გახსოვთ, რა პირობებში მოხდა


მისი გამეფება. ეს იყო მეექვსე საუკუნის შუა წლებში, როცა გუბაზ მეფე ვერაგულად
მოკლეს და შეწუხებულ-შეშფოთებული ხალხი მღელვარებით ელოდა, რა
მოხდებოდა, შეასრულებდა თუ არა იმპერატორი იუსტინიანე ლაზების სურვილს და

332
გამოაგზავნიდა თუ არა მეფედ მოკლულის ძმას წათეს. ხოლო როცა ეს ასე მოხდა,
როცა ახალმა მეფემ ფეხი შემოდგა თავის ქვეყანაში, გახარებული ხალხი მას მიეგება...
და ამაღლებულ საზეიმო განწყობილებას უცხოელი მწერალი აგათია სქოლასტიკოსი
აქაც ასეთი დეტალით გადმოქვცემს: ყველგან საყვირების ხმა ისმოდა და დროშები
მაენად ფრიალებდაო.
ალბათ გეხსომებათ კიდევ ერთი დროშის ისტორია, როცა არტანუჯის ციხეზე
სულმოკლე ქართველი ფეოდალის მიერ აღმართულ ბიზანტიის დროშას ჩამოხსნიან
და ზედ კვლავ ქართულ დროშას აღმართავენ... ხედავთ აქაც რა დიდი მნიშვნელობა
მიეცა დროშას, როგორც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოს.
ერთი სიტყვით, ქართულ დროშას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და
გასაკვირი სულაც არ არის, დავითის შემდგომ დროინდელ ისტორიულ-
ლიტერატურულ წყაროებში რომ ვხვდებით მას.
არა, ეს არც გვიკვირს, ჩვენი ყურადღება სულ სხვა რამემ მიიქცია.
,,... გორგასლიანი, დავითიანი დროშა იახლის...
როგორც ხედავთ, აქ დროშა მხოლოდ იმ მნიშვნელობით კი არ არის ნახსენები,
როგორც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, არამედ
სახელდებულია დიდი მამულიშვილების – ვახტანგ გორგასლისა და დავით
აღმაშენებლის სახელი დაურქმევიათ. თანაც აშკარად იგრძნობა, რომ ამით ხალხს,
რომელსაც დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დროშა წინ
მიუძღვის, გამარჯვების რწმენას ემატება, თითქოს ის ორი მამულიშვილიც თან
ახლავს განუყრელად და კვლავ დამოუკიდებლობისაკენ მოუწოდებს. დააკვირდით,
რა მაღალი და მტკიცე რწმენით ამბობს პოეტი – ,,გორგასლიანი, დავითიანი დროშა
იახლის მსვრელად მტერთათვის. და რაკი ორი ადამანის სახეს უკავშირებენ მასს, ან
კიდევ ერთ სიმბოლოს გამოხატავენ: ხალხის ერთიანობის სიბოლოს; რადგან
ყველაზე მეტად ამ ორი მამულიშვილის სახელთან არის დაკავშირებული ბრძოლა
ხალხის ერთიანობის მისაღწევად.

ეს დროშა საუკუნეების მანძილზე მიუძღოდა ჩვენს ხალხს თავისუფლებისა,


დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში.
თითქოს ძნელი დასაჯერებელია, რომ გორგასლის დროინდელ დროშას
მეთორმეტე საუკუნემდე მიეღწიოს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ
დროშა ყოველთვის ქსოვილისა არა ყოფილა. თანაც დაეჭვების საფუძველს გვისპობს
კიდევ ერთი ცნობა; ისიც თამარის ისტორიკოსს ეკუთვნის და ამდენად, სარწმუნოა,
ნდობით განგვაწყობს, რამდენადაც თამარის ისტორიკოსის თხზულება, ივანე
ჯავახიშვილის გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, მაღალი ნდობის ღირსია. ამ
თხზულებაში აღწერილია თამარის დროინდელი ერთ-ერთი ბრძოლა და იქ, სხვათა
შორის, ნათქვამია: ,,და მომხედველთა იხილეს: მიახლოვებოდა მეფე და მისი რაზმი;
როგორც ხედავთ, აქ ლაპარაკია ვახტანგ გორგასლის ინდოეთს ლაშქრობაზე
და იმ დროშაზე რომელიც მას თან ჰქონდა.
ამ ფაქტს ამაგრებს მეორე ცნობაც, რომელიც ჩვენ აგრეთვე შეტანილი გვქონდა
პირველ წიგნში: არსენ ბერის გადმოცემით, გორგასლისა აბჯარი და სამოსელი
მეთორმეტე საუკუნემდე ყოფილა დაცული და, ეტყობა, მერე დაკარგულა. როგორც
იმ აბჯარ სამოსელმა მოაღწია მეთორმეტე საუკუნემდე, ისევე შეიძლება დროშასაც
მოეღწიაო, ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს.
მიხედავად ამისა, ერქვა თუ არა ქართულ დროშას დავით აღმაშენებლამდე
გორგასლიანი, ფაქტი თავისთავად ძალიან საინტერესოა. საგულისხმოა, როგორ

333
დააკავშირა ხალხმა ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისთვის მებრძოლი ორი
გამოჩენილი მოღვაწე, რომლებიც ერთმანეთისაგან ექვსასზე მეტი წლით არიან
დაშორებულნი. რამდენი შესანიშნავი გამგებელი ჰყოლია ქვეყანას ვახტანგ
გორგასლისა შემდეგ დავით აღმაშენებლამდე, რამდენი ჭკვიანი, ბრძენი, ჭეშმარიტი
მამულიშვილიც. და მაინც ხიდი ამ ორ დიდ მოღვაწეს შორის გადო. ერთიანობა
გამხდარა ქართველი ხალხის სანატრელ იდეალად ოდითგან, რადგან მტერი
ყოველთვის მას ებრძოდა, როგორც ჩვენი ხალხის ძლიერებისა და დაუძლეველობის
წყაროს; შეგნებული ჰქონდა, რომ ამ ერთიანობის დარღვევას თუ მოახერხებდა, მერე
დამორჩილება ხალხისა ადვილი იყო.
ჩვენ ვნახეთ, რა საოცარი შორსმჭვრეტელობით მოქმედებდა ვახტანგ
გორგასალი, როცა კავკასიის მეზობელ ხალხებთან მეგობრობას განამტკიცებდა, როცა
კულტურის კერებით მოჰფინა ქვეყანა, განსაკუთრებით განაპირა კუთხეები,
საიდანაც მისმა შორსმხედველმა გონებამ მტრის მოსალოდნელი შემოჭრა განჭვრიტა
და შემდეგ თანდათანობით, საუკუნეების განმავლობაში, მართლაც როგორ საჭირო
გამოდგა ეს თავდაცვის ზღუდეები. ყველგან, ქვეყნის ყოველ კუთხეში, თუნდაც
უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით.
ალბათ გახსოვთ, როგორ გააფრთხილა ვახტანგ გორგასალმა თავისი
უახლოესი ადამიანი - არტანუჯში ციხე და ტაძარი ავაგოთ, სპარსთა მოსალოდნელი
თავდასხმის დროს გამოგვადგებაო. და მერე ისიც ვიხილეთ, მართლაც რა საწირო
გამოდგა ეს ციხე - ქალაქი, როგორ შეეხიზნა არტანუჯს არაბთა განდევნილი
ქართლის სამეფო კარი, თანდათანობით რა მასშტაბის კულტურული მოღვაწეობა
გაჩაღდა აქ, რამაც მერე მტკიცე საფუძველი შეუქმნა ქვეყნის გაერთიანება -
აღორძინებას; გახსოვთ, რა პირობებში ააგო ციხე - სიმაგრეები ჩრდილოეთით,
დარიალის ხეობაში და რამდენჯერ დადასტურდა, რომ ამას მოითხოვდა ქვეყნის
ინტერესები. გახსოვთ, კულტურის ტაძრები ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში...
ძალიან დიდია ღვაწლი, რაც სამშობლოს წინაშე ვახტანგ გორგასალს
მიუძღვის.
ხალხის ერთიანობისათვის, ფარნავაზის შემდეგ გორგასლამდე, მთელი რვა
საუკუნის განმავლობაში, ასე არავის უზრუნვია და ასეთი წარმატებისთვის არავის
პ დავით აღმაშენებლის ღვაწლს, ეს არის გავეცანით, ვნახეთ, რომ მთელი მისი
მოღვაწეობა საუკეთესო დაგვირგვინება გამოდგა იმისა, რაც მისმა შორეულმა
წინაპარმა ისეთი დიდი მასშტაბით დაიწყო. ეს ჩვენ უკვე დაწვრილებით გავიცანით
და აქ სიტყვას არ გავაგრძელებთ. ისევ იმას უნდა დავუბრუნდეთ, რომ ხალხმა
ერთმანეთს დაუკავშირა ორი დიდი მამულიშვილიც სახელი და თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობის მაღალ სიმბოლოს -დროშას - დაარქვა. ამაში ღრმა აზრი და
დიდი სიბრძნეა.
ამრიგად, დავით აღმაშენებლის დროიდან მოკიდებული, ქართულ დროშას,
როგორც თავისუფლებისა, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის სიმბოლოს,
გორგასლიან - დავითიანი რქმევია.
ბუნებრივია, სურვილი აღიძრება - თვალსაჩინოდ წარმოიდგინო ეს დროშა,
მისი ფერი და სახე, დროშასთან დაკავშირებული ზოგი მოვლენა.
ამის საშუალება ჩვენ გვაქვს და არა მარტო დროშის შემორჩენილი ნიმუშით,
რაც უფრო გვიანდელ დროს განეკუთვნება, არამედ ზუსტი აღწერებითაც, რაც
უძველეს ქართულ თუ უცხოურ ისტორიულ წყაროებს შემოუნახავთ.
ასეთ ზუსტ აღწერილობას ვხვდებით, მაგალითად, მეცამეტე საუკუნის სომეხი
მოღვაწის სტეფანოზ ორბელიანის თხზულებაში.
334
ალბათ გვარი გეუცნაურათ და გაგიკვირდათ. დიახ, იმ კლდეკარელი ორბელიანების
შორეული შთამომავალი გახლავთ, რომლებიც დროდადრო მხარში ედგნენ ქართველ
მეფეებს და მათთან ერთად გმირულად იცავდნენ სამშობლო ქვეყანას. დროდადრო
და უფრო ხშირადაც - გადაუდგებოდნენ და სისხლს უშრობდნენ. როგორ გახდა მათი
შთამომავალი სომეხი ისტორიკოსი, ამას თავისი საინტერესო ისტორია აქვს და
ქვემოთ მოგითხრობთ. ახლა კი გავიხსენოთ მისი თხზულებიდან ადგილი, რაც
საშუალებას მოგვცემს თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოდ ძველი ქართული
სახელმწიფო ანუ სამეფო, იგივე სეფე დროშა, როგორც ხშირად უწოდებდნენ ხოლმე.
ჯერ ის შევნიშნოთ, რომ სამეფო დროშა ორნაირი ყოფილა: ,, დიდი დროშა,
რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიტანდნენ ხოლმე, მეორე
კიდევ პატარა დროშა, რომელიც ალბათ სანიადაგოთ სახმარებლად იქნებოდა. ეს
მეორე დროშა პირადად მეფისა იქნებოდაო, იქვე შენიშნავს ივანე ჯავახიშვილი.
სხვათა შორის, ბიზანტიის იმპერატორებსაც სახელმწიფო დროშის გარდა პირადი
დროშებიც ჰქონიათ. თავიაანთი დროშები ჰქონდათ ასევე ამირსპასალარებს,
სპასალარებს, ერისთავთ - ერისთავებსა და ერისთავებს.
ივანე ჯავახიშვილს აქვს აქვს აღწერილობა დროშისა. ტარს ბუნი რქმევია, ისევე
როგორც შუბისტარს ერქვა ბუნი თვით ტილოს კი ალამი. დროშას ამასგარდა ჰქონდა
თავი და ბუდე. დროშის თავი ჯვარის გამოსახულება ყოფილა და ამის გადმობეჭვდას
ყველას როდი ანდობდნენ- საუკეტესო ოქრომჭედლებს ავალებდნენ ხოლმე: ასევე
ალმების დამზადება და გამოხატვა საუკეთესო ოსტატებს ეკისრებოდათ. ზემოთ
სომეხი მემატიანე სტეფანოზ ორბელიანი ვახსენეთ. მისი ცნობით ქართული
სახელმწიფო დროშის ალამი თეთრი ყოფილა, ხოლო ზედ გამოხატული ნიშანი -
წითელი; ამირსპასალარის დროშა კი პირიქით - წითელი ალამი ზედ თეთრი
გამოსახულებით.
თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, სახელმწიფო დროშაზე გამოსახული იყო წმინდა
გიორგი - ,, მეფენი მარადის დროშათა ზედა და ღერბთა მათთა დასწერდეს სახესა
წმიდისა... გიორგისასა. და აქ სრულად უნდა მოვიტანოდ შუა საუკუნეების
პოლონელი მოგზაურის სიტყვები, რაც ივანე ჯავახიშვილს უთარგმნია..
,, ქარველები (გეორგიანი) გიორგი მთავარ მოწამის (რომლის სახელიც თავიაანთვის
ეროვნულ სახელადაც კი აქვთ შეთვისებული უაღრეს თაყვანსა სცემენ და სხვა
წმინდანებზე მეტად განსაკუთრებით სცემენ პატივს, თავის მფარველადაც მიაჩნიათ
და სამხედრო დროშებზე დახატული მისი სახე ყოველთვის დააქვთ ხოლმე .
საგულისხმოა, რომ პოლონელი მოგზაურის ქართული დროშა იერუსალიმში
უნახავს. იერუსალიმშივე უნახავს ქართული დროშა სხვა უცხოელებსაც და მისი
ცნობა ამითარის საინტერესო, რომ იგი პირდაპირ აცხადებს; ქართველებს
განსაკუთრებული უფლება ჰქონიათ, გაშლილი დროშებით შესულიყვნენ
იერუსალიმში. განსაკუთრებული უფლებაო! ესე იგი სხვას არა ჰქონია ამის უფლება.
ზემოთ შევნიშნეთ, ქართულ სახელმწიფო დროშაზე სხვადასხვა გამოხატულებანი
იყო. ამასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ამბავს უნდა დაუბრუნდე.
როგორც უკვე ითქვა, დავით აღმაშენებლის სახელთან ბევრი ლეგენდაა
დაკავშირებული. ერთ ასეთ ლეგენდარულ ამბავს გადმოგვცემს თავის
კალმასობაში
იოანე ბატონიშვილი. დავითი თბილისიდან ქუთაისს მიდიოდა საშენებლად,
მცხეთას რომ მიაღწია (მცხეთის იწროთა ადგილთა შინა), იხილა რქოსანი ცხენი.
შეიპყრა მეფემ ეს ცხენი და ამოსდო წმინდა გიორგის ლაგამი, ამ ცხენით დადიოდა
დავით აღმაშენებელი თავის ვრცელ ქვეყანაში, და ცხენი იგი ესრეთი იყო მკვირცხლი
335
და მალი, რომელ ერთს დღეს ადრე მიდის ტფილისიდან ქუთაისს და მუნიდგან
ქართლს, და ქართლიდან კახეთს, და ეს ცხენი არცა გახდის და არცა მოიღალის.
როგორც ვხედავთ, ამ თავისთავად ლამაზ ლეგენდაში კარგად არის მინიშნებული
დავით აღმაშენებლის საოცარი ენერგია, მუდმივი ზრუნვა, ის ფაქტი, რომ
ხშირხშირად შემოივლიდა ხოლმე თავისი ქვეყნის ყოველ კუთხეს და მის ყურს
არაფერი გამოეპარებოდა. ეს ჩვენ ისედაც ვნახეთ როცა დავით აღმაშენებლის
ცხოვრებას ვეცნობოდით და ამის დასამტკიცებლად არ მოგვიტანია ლეგენდა აქ სხვა
რამ არის საინტერესო. შარა ბარნაველი თავის ზემოთ ნახსენებ წიგნში ვარაუდს
გამოთქვავს: შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს გამოხატულება გორგასლიანი დროშისა,
და ,,ამ გამოხატულებამ გამოიწვია ლეგენდაცო.
ამრიგად, დროშა იყო ხალხის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა, ერთიანობისა
და გამარჯვების მაღალი სიმბოლო და მის მიმართ უდიდესი მოწიწებაც ამით
აიხსნება. დროშა მიუძღოდა წინ მებრძოლებს ქვეყნის გათავისუფლების დროს, მას
შეჰყურებდნენ, მისი ამაყი ფრიალი ამხნევებდათ, არ შემიძლია აქვე არ მოვიტანო
ერთი შესანიშნავი ფრაზა თამარის ისტორიკოსის თხზულებიდან, როგორც
დიდებული ლექსის სტრიქონი: ,,აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯუარისა
და მისთანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა...
ხედავთ, როგორც სულიერს, ცოცხალ, საყვარელ ადამიანს, ისე შეჰყურებენ ამ
დროშას.
ახლა ისიც ვნახოთ როგორ აგვიწერს დამარცხებას უფრო მოგვიანო დროის
ისტორიკოსი, აქაც როგორც ცოცხალი ადამიანივით არის განცდილი დროშა..
,,იქმნა უკუქცევა სუესვიანისა ბედისა, მაღლისა და საჩინოსა დავითიანისა დროშისა
გამარჯუებულისა... აქა ჟამამდე სვიანი იგი ბრძოლათა შინა დროშა დავითიანი და
გორგასლიანი... ხოლო აქა ვითარ იქმნა ცვალება ბედისა ქართველთა ნათესავისა...
აქ კარგადა ჩანს არა მარტო ის თუ რა მაღალი სიმბოლო იყო ქართული დროშა
ომებში, და ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ ისიც გამოსჭვივის, რა დიდი როლი
ჰქონდა მას ბრძოლის დროს, როგორ ამხნევებდა მისი ფრიალი მეომრებს... როცა იმას
ხედავდნენ და იმის შრიალს ისმენდნენ თითქოს ესმოდათ ცოლ-შვილისა და დედ-
მამის მოწოდება, წინაპრების მოწოდება, სატრფოს მოწოდება, მიწისა და კერის
მოწოდება. ამ დროშას რომ იცავდა, თავის ოჯახსაც იცავდა სამშობლოსაც იცავდა.
ხოლო როცა ეს დროშა, დახრილი, უკუიქცეოდა... ჩვენ ვნახეთ, რა მწუხარებით
გადმოქვცემს ამას მემატიანე.

2.
მთელი ისტორია ჩვენი ხალხისა მომხდური მტრის წინააღმდეგ ბრძოლების
ისტორიაა და იმიტომაც ხშირად გვიხდება ლაპარაკი ლაშქარზე, ლაშქრის წყობაზე
და ჯარის სხვადასხვა სახეობაზე... აგერ დროშაზე ვახსენეთ და ისიც ბრძოლებს
დავუკავშირეთ, ჯერ არაფერი გვითქვამს საბრძოლო იარაღებზე, ბრძოლებზე ამდენს
ვლაპარაკობთ და ალბათ საინტერესო იქნება, საომარ იარაღებსაც გავეცნოთ. Aმის
შესახებ მრავალი ცნობა შემოუნახავთ წყაროებს.
რაღა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის მაშინდელი საბრძოლო იარაღებიც დიდად არ
განსხვავდებოდა სხვა ხალხების იარაღებისაგან. მიუხედავად ამისა მაინც
საინტერესო იქნება ჩამოთვლა. საინტერესო იქნება თუნდაც ენობრივი კულტურის
თვალსაზრისით, როცა ფაქტიურად ერთსა და იმავე იარაღს, ერთმანეთისაგან ოდნავ
განსხვავებულს, თავისი სახელი აქვს. მეორე წიგნში ამ თვალსაზრისით გუთნის

336
ნაწილებზე გვქონდა საუბარი და მაშინაც შევნიშნეთ, რომ ეს მაღალი კულტურის
ნიშანია.
ამჟამად ავიღოდ თუნდ ერთი მაგალითი. ქვემოთ საჭურველის ჩამოთვლაში
მშვილდ-ისარს შევხვდებით. ეს ფართოდ გავრცელებული საომარი და სანადირო
იარაღია და გასაკვირი სულაც არ არის, რომ მას ქართულად თავისი სახელი ჰქვია.
სასიამოვნოდ გასაკვირი ის არის, რამდენი სახელი ჰქონია ამ ერთ იარაღს. ვნახოთ
რამდენი სახის ისარი აქვს ჩამოთვილი საბას:
ს ა ყ ა ლ ნ ო - ფრთედაბალი და პირწურილი (და იქვე შენიშნავს რომ მას ყივჩაღნი და
თურქნი ხმარობენ, ალბათ სახელიც იქიდან არის ნასესხები);
ს ა რ ჩ ა - ზომიერი, ფრთემობრდყე;

ქ ე ი ბ უ რ ი - მისგან უგრძესი პირდიდი და ფრთემაღალი;


ქ ი ბ ო რ ჯ ი - სარჩის მსგავსი და პირგანპებული;
ბ ო ძ ა ლი - ქეიბურის მსგავსი, პირდიდი და განპებული;
ყ ო დ ა ლ ი - სარჩის ტოლი, სამფრთოსანი, უპირო, წუერ მრგუალი ( პირუწვერო და
მრგვალი, ასე აზუსტებს ჩუბინაშვილი); ღ რ ჯ ა - ყოდლისა უგრძესი, წუერმწუეტი,
ჯვარულად ჩხირდასმული;
ს ე თ ქ ა - ფრთემაღალი, გრძელი, გრკალშემობმული;
გ ე ზ ი -უფრთო, უპირო;
ს ა მ ა ლ ი - ღარი რკინისა სატყორცებელი და ისარი მტკაველზე მეტი ღარით
სასროლი ( ჩუბინაშვილი უფრო მარტივად გადმოქვცემს, მტკაველზედ მეტი, რკინის
ღარით სასროლი).
თავი მეოთხე.
თავი IV

1.
ამრიგად, მიიწურა პირველი მეოთხედი მეთორმეტე საუკუნისა. დადგა 1125
წელი.
ქართველი მემატიანეს სიტყვით, დავით აღმაშენებელს დიდი გეგმები დარჩა
განუხორციებელი. მოულედნელად გარდაიცვალა ჯერ ისევ ახალგაზრდა კაცი...
კონკრეტულად რა გეგმები იყო ეს, ცნობილი არ არის - არც მევეს უხსენებია იმ
ჩვენთვის უკვუ ნაცნობ ორ ანდერძში და არც მემატიანე გვეუბნება. ამიტომ
გადაჭრით თქმა, რა გეგმები ჰქონდა დიდ მამულიშვილს, ძნელია; შეიძლება
მხოლოდ ვარაუდი, დაფუძნებული იმ ღვაწლისა და საქმიანობაზე, რასაც
განუხრელად ახორციელებდა დავით აღმაშენებელი დღიდან გამეფებისა სიცოცხლის
უკანასკნელ დღემდე. როცა ამ ოცდათექვსმეტწლიან შრომისა და ბრძოლის ძნელ და
გრძელ გზას გავაყოლებთ თვალს, უკვე გზის ის კონტურებიც შეგვიძლია დავინახოთ,
რაც მას უნდა გაევლო, რომ დასცლოდა.
წინა წლებში იმ ძნელ გზაზე ქართელებმა, როგორც ვნახეთ, საშიში და ძნელად
დასამარცხებელი მტერი განდევნეს, ქვეყანა გაათავისუფლეს და არა მარტო
საპუთარი მიწა-წყალი გაწმინდეს დამპყრობთაგან, არამედ მეზობელი და მეგობარი
ხალხების დარაზმვაც მოახერხეს და საზღვრებს იქით შორს გავიდნენ სამხრეთით,
აღმოსავლეთით... დიდი თურქობის გამანადგურებელი რბევისა და ტანჯვა-წამების
შემდეგ ხალხმა, როგორც იქნა, თავისუფლად ამოისუნთქა, ცხოვრების რიტმი
ნორმალური გახდა... ახლა ამისი შენარჩუნებაც გაძნელდებოდა, თუ ჩვენი ხალხი,
მეზობელი და მეგობარი ხალხების დახმარებითა და უშუალო მონაწილეობით,

337
ამიერკავკასიის ტერიტორიიდან მთლიანად არ განდევნიდა მტერს და ამ მიწა-
წყალზე მშვიდობს არ დაამყარებდა.
აი ეს ამოცანა იდგა ამჟამად ჩვენი ხალხის წინაშე.
ახლა ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, იმ დაძაბულ ვითარებაში, - როდესაც
ჩვენი ქვეყნის ირგვლივ მოძუძგურებული ცალკეული საამირო-სასულთანოები
ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ, რათა წინა ბრძოლებში დაკარგულ მიწა-წყალს კვლავ
დაპატრონებოდნენ, - ასეთ ვითარებაში რა სიმტკიცეს გამოიჩენდნენ ქართველები;
მოახეხებდნენ თუ არა, ისიც შეენარჩუნებინათ, რაც დავით აღმაშენებლის დროს
მოიპოვეს, მედგრად გამკლავებოდნენ მრავალრიცხოვანი მტრების შემოსევებს და
ახალი წარმატებებისთვის მიეღწიათ.

შეძლებდა ამას ჩვენი ხალხი? საამისო ძალა და ენერგია ექნებოდა? ან მის მეფეს თუ
აღმოაჩნდებოდა სათანადო სიბრძნე და მხნეობა, ერის ღირსეული წინამძღოლობა
გაეწია და ეს ძნელი ამოცანა გადაეწყვიტა?..
თითქოს ჩვეულებად იქცა - ყოველივე ახალი მეფის ტახტზე ასვლისთანავე თავს
წამოყოფენ ხოლმე უკმაყოფილო ფეოდალები, მტერთან კავშირს გააბამენ და სამეფო
კარს დაუპირისპირდებიან. სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარებაში მეფეს ხელს
უშლიან, გასაქანს არ აძლევენ, სიცოცხლეს უმწარებენ...
ახლა რა მოხდა?
ჩვენ ვნახეთ, როგორ სასტიკად გაუსწორდა დავითი მოღალატე ფეოდალებს, როგორ
ალაგმა ისინი...
ახლა?
ისევ აღუდგნენ ისინი დემეტრეს?
ან ქვეყნის კულტურული მშენებლობა როგორ წარიმართა?
გელათის მთელი კომპლექსის დამთავრება ვერ მოასწრო დავით აღმაშენებელმა - აკი
ანდერძშიც თქვა, ამისი დარდი სამარადისო ტკივილად მიმყვებაო... დემეტრემ თუ
მოახერხა მისი გასრულება? ან ახლო რა კულტურის კერები აშენდა მომდევნო
წლებში? ან რამე თუ დაიწერა, ან რამე თუ შეიქმნა?..
უნებურად წამოიჭრებოდა ეს კითხვები ჩვენს წინაშე, გინდა ყველაფერი გაიგო,
გულისფანცქალით ფურცლავ ისტორიის დიდ წიგნს... და ამ დროს უცებ იწყება
თხრობა! სამ ათელულ წელზე მეტი გავიდა იმეფა დემეტრე პირველმა,

ქართლის ცხოვრებაში
კი მისი ამბავი ოციოდე სტრიქონით არის მოთხრობილი; ვახუშტი ბატონიშვილი 8
თუ 9 სტრიქონით გადმოგვცემს... სხვა ქართულ წყაროებში ორიოდე ბუნდოვან
ფრაზს თუ წააწყდები, იმ წლების რაიმე კონკრეტულ მოვლენასა და გარემოებაზე
მიგვანიშნებს.
ამ პერიოდის შესახებ მეტი ცნობები შემოუნახავს უცხოურ წყაროებს და ჩვენი
ისტორიკოსები სწორედ მათზე დაყრდნობით ავებენ ჩვენს წარმოდგენას დემეტრე
პირველისა და მისი დროის შესახებ. და რაკი ამ პერიოდის ამსახველი ცნობები
სოტაღაა შემორჩენილი, მეტი ყურადღებით დავაკვირდებით ყოველ პატარა ფაქტს,
ყოველ სალკეულ ფრაზასა და სიტყვას, რაც ისტორიას შემოუნახავს.

ჯერ მოუხმოთ იმ წლებს ყველაზე მოძრავსა და მოქნილ მოწმეს; ერთსა და


იმავე დროს ყველაზე უფრო დემოკრატსაც და ყველაზე ბატონკაცსაც., მედიდურსაც
და გაქნილსაც, თავმომწონესაც და თავმოყვარეობა-შელახულსაც, ვინ იცის, ქვეყნად

338
რამდენი უწანწალია, რა შარაგზები მოუვლია, რამდენი სოფელი და ქალაქი
მოუნახულებია, რამდენ ეზო-კარში შესულა, რამდენი კაცის სახლში შეუხედავს, რა
არ უნახავს, რა შუღლისა და სისხლისღვრის, რა სანატრელი იმედისა და მწარე
იმედგაცრუების, რა წამიერი სიამოვნებისა და საშინელი უბედურების მიზეზი
გამხდარა...
მკითხველი იქნებ განსაკუთრებულ რამეს ელის, ჩვენ კი პაწაწკინტელა საგანი
უნდა დავასახელოთ, რომელიც ერთ გრამს ძლივს იწონის...
ეს გახლევთ მონეტა, დემეტრე პირველის დროს მოჭრილი მონეტა, რომელიც
სასწაულით გადარჩენილა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარაა, ბევრი
საგულისხმო ცნობა შემოუნახავს.
მონეტის ავერსიდან თავმომწონედ შემოქვცქერის ლამაზი ქართული
ასომთავრული

-ეს
დემეტრეს
ნიშნავს; და რაკიღა ქვეყნის გვირგვინისნის მეობას გვაცნობს, თავმომწონედაც
იმიტომ შემოგვცქერის, იმიტომ ამოუტიფრავთ ასე ლამაზად და შთამბეჭდავად.
მაგრამ მთავარი, რისთვისაც ეს მონეტა მოვიხმეთ, ქართული საომთავრული
დონი
კი არ გახლავთ, არამედ იმავე მონეტაზე ამოტვიფრული არაბული წარწერა,
რომელის არანაკლების თავმომწონობით გვიცხადებს -
მეფეთა მეფე
და
მესის მახვილიო
ჩვენთვის უკვე ნაცნობი ეს სიტყვები და ის დიდი და ღრმა აზრის შემცვლელი
ქვეტექსტი, რაც აქ იგულისხმება.

დიახ, ბევრის მთქმელია პატარა, თხელ ლითონზე ამოტვიფრული ერთი


ქართული ასო და რამდენიმე არაბული სიტყვა. ქართველი მეფე დემეტრე პირველი
საქვეყნოდ აცხადებს, რომ იგი თავისი მამის მსგავსად, მთელს მახლობელ
აღმოსავლეთში ქრისტიანობის დამცველი და ქომაგია. ეს არის მისი პოლიტიკის
მთავარი არსი, ასე უნდა წარიმართოს კონკრეტულად მისი მოღვაწეობა. დათმობასა
და უკანხედვას არც კი ფიქრობს -მან უნდა გააგრძელოს მამის დაწყებული საქმე და
ქართველ ლაშქარს მომავალ ბრძოლებში წაუძღვეს
მესიის მახვილით…
ქართულ ასომთავრული

არაბულად დაწერა, ამის პასუხიც ვიცით, მეცნიერებმა ამასაც მოუძებნეს ახსნა, და
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ქართველი მეფე შემწყნარებელია სხვა სარწმუნოებისა
და მზად არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა იქონიოს ყველა მეზობელ თუ
შორეულ ქვეყანასთან. სავაჭრო ურთიერთობისათვის კი ამ დროს არაბული
აუცილებელი იყო; ცხადია, ინაზე მიგვანიშნებ, რომ დემეტრე დამოუკიდებელი და
დიდი სახელმწიფოს გვირგვინოსანია; ხოლო თუ რატომ დასჭირდა იმ სიტყვების
არაბული ენა, როგორც ვიცით, გავრცელებული გახლდათ და ამიტომ მონეტიზე
არაბული სიტყვები არც უნდა გაგვიკვირდეს, თუნდაც იმიტიმ, რომ ეს სიტყვები და

339
ამ სიტყვებში დაფარული მიზანი თუ მუქარა მან სწორედ იმ სამყაროს უნდა გააცნოს,
რომელიც არაბულად კითხულობს და ლაპარაკობს.
ბერძნული? ..
ბიზანტია? ..

სოკოებივით მომრავლებული
თურქული საამირო-სასულთნოები ვახსენეთ და ბიზანტია კი, დიდი ბიზანტია – –
ჩვენი ძველი მეზობელი, ჩვენი მტერიცა და მოყვარეც, რომელიც ერთ დროს შიშის
ზარი იყო ახლობელი თუ შორეული ქვეყნებისათვის, თითქოს დაგვავიწყდა...
ბიზანტიამ დაკარგა ძლიერებაც, გავლენაც... თავისი ძველი მეზობელი
ქვეყნებით დაინტერესების ხალისიც, და, ეტყობა, უკვე საბოლოოდ მეორე პლანზე
გადაინაცვლა... თითქოს გასაკვირია, მაგრამ ქართული მონეტაც გამოხატავს
ბიზანტიის მაშინდაელ მდგომარეობას. მიუხედავად იმის, რომ ბიზანტია სულაც არ
არის ნახსენები იმ წარწერებში.
თუ ბაგრატ IV-დან მოყოლებული აქამდისინ მას (ე.ი ქართულ მონეტას) ბიზანტიურ
მონეტებთან ჰქონდა მსგავსება, ახლა გარკვეულად აღმოსავლეთისაკენ უბრუნებია
პირი, – -წერს ქართველი მეცნიერი თამარ ლომოური, – – მონეტაზე ჩნდება
აღმოსავლური ხასიათის ორნამენტები და არაბული წარწერები... დიმიტრი
პირველს... ნაკლები ურთიერთობა ჰქონია დასავლეთთან, სახელდობრ,
ბიზანტიასთან, და მთელი მისი ყურადღება და ინტერესები მიმართული ყოფილა
მის აღმოსავლეთის და სამხრეთის მახლობელ მეზობლებისაკენ.
ისევ იმ სიტყვებს დავუბრუნდეთ –
მესსის მახვილს. მესიის მახვილი!... გამომწვევად ჟღერს ეს სიტყვები. გარდა იმისა,
რომ თითქოს მთელს მაჰმადიანურ სამყაროს ბრძოლაში იწვევს და მახლობელ
აღმოსავლეთში ქრისტიანობის ერთადერთ ქომაგად გვევლინება, ამ სიტყვებში
თავდაჯერებუი კილოც იგრძნობა. ბარემ აქვე შევნიშნოთ: ძლიან მოსწონებიათ ეს
სიტყვები ბაგრატიონ გვირგვინისნებს და არ მარტო შვილი დავით აღმაშენებლისა,
არამედ შორეული მემკვიდრეებიც დაჟინებით იმერებენ, მესიის მახვილი ვარო...
უფრო კონკრეტულადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, საითკენ არის
მოღერებული ეს მახვილი. ახლა უკვე სამხრეთით და აღმოსავლეთით! იქითკენ,
საითაც დავიტ აღმაშენებლის მზერა იყო მიმართული. ღანისაკენ, შირვანისაკენ...
ახლა ეს მხარეები უფრთხობენ მოსვენებას ქართველ გვირგვინოსნებს. აქ
დამკვიდრებულან თურქული საამირო-სასულთნოები, აქედან უთვალთვალბენ
გაძლიერებულ ქრისტიანულ სახელმწიფოს და ხელსაწრელ დროს უცდიან, რათა,
კვლავ შემოესიონ და კვლავ დაიპყრონ, კვლავ ააოხრონ და ცხოვრების თავიაანთი
წესი დაამყარონ... ამიტომ საკუთარიმ ქვეყნის თავდაცვისა, დამოუკიდებლობისა და
ძლიერების შენარჩუნების ინტერესებივე მოითხოვს, უკვე ამდენი გამარჯვებისა და
წარმატების შემდეგ ქართველებმა შეავიწროვონ ეს საასოლთნოები, დაპყრობილი
მიწა-წყლიდან გადარეკონ, თუ ვერ შემოიერთებენ, ისე მაინც შემოიმტკიცონ,
როგორც ყმადნაფიცი და დამოუკიდებელი ქვეყნები!...
ასეთი იყო დავითის გეგმები და რაკიღა ამ გაძლიერებული სახელმწიფოს
მეფობა დაეკისრა, მისმა მემკვიდრემაც უნდა გააგრძელოს სახელოვანი მამის
დაწყებული საქმე... შიშის კანკალით უნდა შემოჰყურებდნენ ეს საამირო-
სასულთნოები
მესიის მახვილის
ელვარებას!..

340
ეს სათქმელად არის ადვილი, თორემ დავით აღმაშენებლის დაწყებული საქმის
გაგრძელება, თავისთავად იგულისხმება, ძალიან ძნელი იქნებოდა...
2.

იმდენ დამარცხებასა და საქართველოს საზღვრების ისე გაფართოვებას მტერი,


რა თქმა უნდა, ვერ შეურიგდებოდა. მართალია, სელჩუკები უკვე აღარ
წარმოადგენდნენ იმ ძველს, პირვანდელ ძალას: საერთაშორისო მოვლენებმა და
უმთავრესად კი ქვეყნის შიგნით ფეოდალიზაციის სწრაფმა განვითარებამ, მართალია,
თავისი ქნა და ვეება სივრცეზე გადაჭიმული დიდი იმპერია სელჩუკებისა დაიშალა,
ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებად დაქუცმაცდა და ამით ძლიერება ნაწილობრივ
დაკარგა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს ძველი გავლენის აღდგენისა და
დაკარგული
მიწა-წყლის დაბრუნების იმედს საბოლოოდ გამოსთხოვებოდნენ.
ზემოთაც გავიხსენეთ ფართოდ გავრცელებული გამოთქნა – – კაცი იმედით
ცოცხლობსო. იმედი ყველას გულში ადვილად მიიკვლევ გზას, გარჩევა არ იცის, და
გაგიკვირდება, ზოგჯერ ისეთ პატარა რამეს მოებღაუჭება ხოლმე.
თუმცა ახლა მტრის გულში ჩასახული იმედი სუსუტი და უმნიშვნელო როდი
იყო...
გაიგეს თუ არა აღმაშენებლის გარდაცვალება, მტრებმა, ეტყობა, გადაწყვიტეს,
ჩვენი დრო დამდგარაო...

ერთ ძველ ხელნაწერს ასეთი ფრაზა შემოუნახავს, რომელსაც ჯერ ვახუშტი


გადმოგვცემს მცირე პერიფრაზებით, მერე კი, 1913 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა
მიაქცია ყურადღება და გამოაქვეყნა. ჯერ წავიკითხოთ თავისი პირვანდელი სახით,
როგორც ის ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა.

...ამვე ქორონიკონსა (ე.ი. 1125 წელს, დავით აღმაშენებლის გარდაცვალების წელლს)...


მიუხდა (დემეტრე) დმანისს, წაუღო ციხე...
ახლა ვახუშტის პერეფრაზირებით:

მეფე იქმნა... დიმიტრი და ამასვე წელსა მოადგა დმანისს და აღიღო იგი ციხითურთ
...
ესი იგი, გემეფებისთანავე მეფე დემეტრეს სამხრეთით გაულაშქრა და ძალიან
მნიშვნელოვანი უძველესი ქართული ციხე და ქალაქი აუღია, საქართველოსთვის
შემოუერთებია.
გასაკვირი აქ არაფერია, როცა გავითვალისწინებთ, რომ მომაღლო ზეგანზე
ამაყად გადმომდგარ ქალაქს, რომელსაც იქვე მოზრდილი მდინარე ჩაუდიოდა,
უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, და არა მარტო პოლიტიკური. ეს იყო დიდი
სახელოსნო და სავაჭრო ცენტრი, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთ-ერთ
უძველეს და უმნიშვნელოვანეს სავჭრო გზაზე მდებარეობდა.

თუკი ამ ქალაქს დაიპყრობდა მტერი, მთელი სამხრეთის დასახლებული


ადგილების დაპყრობაც გაუადვილდებოდა. თრიალეთი და მისი მოსაზღვრე
ადგილები სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვინც იქ კარგად
გამაგრდებოდა, იმას მერე საქმე გაადვილებული ჰქონდა. ამდენად, გასაკვირი სულაც
არ არის, რომ ქართველმა მეფემ უპირველესად ყოვლისა გადაწყვიტა, სწორედ

341
დმანისი გაეთავისუფლებინა. და ჩვენი ყურადღებაც უპირატესად არა თავისთავად
ამ ფაქტმა, არამედ სულ სხვა რამემ მიიპყრო.
საქმე ის არის, რომ ეს დიდი ქალაქი, რომლის გათავისუფლებაც ახლა
ქართველებს მოუხდათ, ერთხელ უკვე, რამდენიმე წლის წინათ, დავით
აღმაშენებელმა გაათავისუფლა მტრისგა და კვლავ საქართველოს დაუბრუნა.
გათავისუფლებულ ქალაქს რაღა გათავისუფლება სჭირდებოდა.
რაკიღა მეორედ მოუხდათ ქართველებს გათავისუფლება, თავისთავად
იგულისხმება, რომ ქალაქი ისევ წაურთმევი მტერს. თანაც ეს მაშინვე მომხდარა,
დავით აღმაშენებლის გარდაცვალებისათანავე. მოძუძგურებულები იყვნენ,
შემოსეულები – – გონს მოსვლაც არ აცალეს ახალ მეფეს, გარდაიცვალა თუ არა
დავით აღმაშენებელი, შეესივნენ დმანისს და აიღეს.

ცნობა იმის შესახებ, რომ დემეტრეს კვლავ მოუხდა დმანისის გათავისუფლება,


სომხურ წყაროებსაც შემოუნახავთ, მაგრამ აქაც ძალიან მოკლედ არის ამბავი
მოთხრობილი და არ ვიცით, რა კონკრეტულ ვითარებაში მოხდა ეს, რომელი საამირო
დაესხა თავს ჩვენს უძველე ქალაქს. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ საამირო-
სასულთნოები ძალიან მომრავლდა. მარტო ანატოლიის სელჩუკთა სახელმწიფოში
ცხრამეტი საამირო შედიოდდაო, ისტორიულ გამოკვლევებში ვკითხულობთ...
ზოგიერთი საამირო ისე გაძლიერდა, რომ თავი დამოუკიდებლად წარმოიდგინა და
სელჩუკთა უზენაეს ხელისუფლებას აღარ სცნობდაო.
ალბათ გენიშნათ! ისეთივე ამბავია, რაც არაბთა ხალიფატს მოუვიდა.
გარდა იმისა, რომ უზენაეს მმართველობას აღარ სცნობდნენ, ეს საამიროები,
რაღა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართაც არა ყოფილან კეთილად განწყობილი და,
უნდა ვიფიქროთ, დაფაცურებულები იქნებოდნენ, ვინ დაასწრებდა, მნიშვნელოვანი
ქალაქები წაეგლიჯათ მეზობელი ქრისტიანული სახელმწიფოსათვის, რომელმაც ის
იყო, ძლიერი და მრისხანე პატრონი დაკარგა.

ერთი სიტყვით, მტერმა გული მოიცა... და, აჰა, აღარ დააყოვნეს – – შეესივნენ
სამხრეთის ამ დიდ ქალაქს და აიღეს, დაეპატრონნენ.
დმანისს როდი დასჯერდნენ – -სამხრეთის მეორე მნიშვნელოვანი ქალაქიც
დაიპყრეს, ხუნანი, რომელიც აგრეთვე დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა და
ახლა ქართველებს ხელმეორედ გათავისუფლება მოუხდათ.
ოღონდ ეს მოხდა ცოტა უფრო მოგვიანებით. იმავე სომხური წყაროს
მიხედვით, ხუნანი 1128 წელს გაუთავისუფლებიათ ქართველებს.
აკი ვთქვით: მტერს კარგად ჰქონდა შეგნებული ამ მხარის სტრატეგიულ-
პოლიტიკური და ეკონომიური მნიშვნელობა და ვერ ელეოდა, ვერა სთმობდა, მათ
დაკარგვას
ვერ ურიგდებოდა.
ქართველებსაც, რაღა თქმა უნდა, კარგად ესმოდათ ამ მხარის მნიშვნელობა.
ამიტომაც იყო, რომ არც მტერს ეთმობოდა, არც ქართველებს და ასე ხელიდან ხელში
გადადიოდა.
სამწუხაროდ, მოკლებული ვართ საშუალებას მოგითხროთ, რა კონკრეტულ
ვითარებაში მოხდა ან ხუნანის გათავისუფლება, ან – -დმანისისა. მაგრამ, თუ რა
გააფთრებული და დაძაბული ბრძოლები გაჩაღებულა ქვეყნის სამხრეთით, ამის
ზოგადად წარმოდგენა სულაც არ არის ძნელი, როცა იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ეს ქალაქები ძნელი მისადგომი იყო.

342
და როცა სამხრეთის ამ ქალაქების – – -ხუნანისა და დმანისისათვის – – -
გამართულ ბრძოლებს წარმოვიდგენთ, უნებურად გაგვახსენდება სამხრეთით
მდებარე კიდევ ერთი დიდებული ქალაქი, რომელიც პოლიტიკურ-
სტრატეგიულადაც, ეკონომიურადაც, მორალურადაც ყველაზე უფრო
მნიშვნელოვანი იყო მთელს იმ მხარეში მდებარე ქალაქთა შორის...
ალბათ მიხვდით, რომ მრავალტანჯულ ქალაქ ანისს ვგულისხმობთ, სომხეთის
ძველ დედაქალაქს.
ყველაზე გააფთრებული ბრძოლები სწორედ ანისის გამო გაიმართა და ძალიან
დიდ ხანსაც გაგრძელდა.
როგორც უკვე ვიცით, დავით აღმაშენებელმა 1124 წელს გაათავისუფლა ანისი,
ქალაქის მაჰმადიანი მფლობელები – – მანუჩე ბენ აბულ-ასვარის მემკვიდრეები
დასავლეთ საქართველოში გადმოასახლა და ქალაქი ქართველებს – – აბულეთსა და
მის ძეს ივანე ორბელიანებს ჩააბარა, შიგ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა – –
მესხები.
მრავალ გზის ნარბევმა განაწამებმა და განძარცულმა ქალაქმა ჭრილობების
მოშუშება იწყო, ხალხმა შვებით ამოისუნთქა, გახიზნული მკვიდრი მცხოვრებლები
თავის ბუდეში დაბრუნდნე, ცხოვრება კვლავ ძველ კალაპოტში ჩადგა, რამდენადაც
ეს შესაძლებელი იქნებოდა იმ ვითარებაში...
და ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა, ქალაქის ბედი, რომ ამ დროს
მოულედნელად არ გარდაცვლილიყო ჯერ ისევ ახალგაზრდა მეფე დავითი.
რაღა გასაკვირია, რომ შორიდან მოძუძგურებული მტერი აღარ დააყოვნებდა
სახელოვანი ქართველი მეფის გარდაცვალებით ისარგებლებდა და სანუკვარი
განზრახვის შესრულებას – ანისის კვლავ ხელში ჩაგდებას – დააჩქარებდა.
მტერს ძალიან
შეუწუხებია
ეს უძველესი ქალაქი. სწორედ ასე გადმოსცემს სომეხი მემატიანე მატე ურჰაელი:
მრავალი შევიწროება განიცადა ანიმ სპარსთა ლაშქრისაგან იმ დროს, როცა
გარდაიცვალა დავითი...
ქართველები იძულებული გამხდარან, ანისი კვლავ ძველი მაჰმადიანი
მფლობელისათვის მანუჩეს მემკვიდრეებისათვის დაებრუნებინათ.
ეს წინასწარი შეთანხმებებით და ნებაყოფლობით არ მომხდარა. ჩათრევას
ჩაყოლვა სჯობიაო. მართლაც ასე აჯობა. ღადგან ქალაქი კი გადასცა ქართველთა
მეფემ - დემეტრემ – მაგრამ თან ყმობისა და მორჩილების ფიცი ჩამოართვა. ე.ი მაინც
ვასალის მდგომარეობაში ჰყავდა ქალაქის მესვეურები.

როგორც სომეხი მემატიანე გადმოგვცემს, ეს ფიცი გაუტეხიათ მანუჩეს


მემკვიდრეებს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ყმადნაფიცობისა და მორჩილების ფიცი ზოგადი
კი არ ყოფილა – ეტყობა, კონკრეტულ საკითხებსაც ითვალისწინებდა. სომეხი
მემატიანე საგანგებოდ შენიშნავს, მაგალითად, რომ წინასწარი შეთანხმების
მიხედვით, ანისის განთქმული ტაძარი, წმინდა კათოლიკე, ქრისტიან სომხებს
დარჩებოდათ და უფლება არა ჰქონდათ მაჰმადიანებს, შიგ შესულიყვნენ. მით
უმეტეს, მის შებღლავას ვერევინ გაბედავდა.
ზოგიერთი წყარო თვით ქალაქის გადაცემის ფაქტსაც უფრო კონკრეტულად
წარმოგვიდგენს.

343
აბულეთს რომ ჩააბარა დავით აღმაშენებელმა ანისი, ქალაქის ძველი
მფლობელები –
ჯაბანი და გულდედალი
აბულ-სოვარის შვილები საქართველოში გადმოასახლა;
რვათა ძეთა მისთა თანა და მხევალთა და სძალთაო, ქართველი მემატიანის სიტყვები
გავიხსენეთ მაშინ. და გაგვიკვირდა კიდეც – ეს რამოდენა შთამომავლობა ჰყოლიაო!..
თურმე სადა ხარ – მეტიც ჰყოლია.
აბულ-სოვარის უფროსი ვაჟი ფადლუნი იმ დროს ანისში არ ყოფილა,
ხორასანში ყოფილა სულთნის კარზე და ამან გადაარჩინა, აღმაშენებელმა ვეღარ
შეიპყრო! ანისის
დაკარგვის
ამბავი, რაღა თქმა უნდა, არ ესიამოვნებოდა შავურ მეორის მემკვიდრეს:
არ ესიამოვნებოდა
რა სათქმელია – უნდა ვიფიქროთ, გაგულისდებოდა კიდეც, მაგრამ შიში ისეთი
რამეა, ყოველგვარ გაგულისებას ხელადვე დააცხრობს. დავით აღმაშენებელი ჯერ
ისევ ცოცხალი იყო და გასაკვირი სულაც არ არის, რომ მისი შიშით ბრაზი მალევე
ჩაიკლა გულში ფადლუნმა: მაგრამ დავიწყებით არ დავიწყებია და არც ამ დიდებული
ქალაქის დაკარგვას შეგუებია, წყენა და მომავლის გაურკვეველი იმედი გულში
ჩაიმარხა და დაიცადი.
დიდი ლოდინი არ დასჭირვებია, ბედმა ჩქარა გაუღიმა ქართველი მეფე ამის
შემდეგ მალე გარდაიცვალა და ამან ერთბაშად არა მარტო წყენა და გაგულისება
გაახსენა ფადლუნს, არამედ ძალა შემატა და ფრთა შეასხა, დიდი ლაშქრით ანისის
ასაღებად დაიძრა.
ქალაქის მცველები აბულეთისა და ივანეს მეთაურობით მაგრად დახვდნენ.
გმირულად იცავდნენ ქალაქს. ერთ-ერთი სომეხი მემეტიანეს ცნობით, მთელი
წელიწადი ალყა ჰქონია შემორტყმული ანისს, მაგრამ დამცველთა წინააღმდეგობა
მაინც ვერ გასტეხა ფადლუნმა, თუმცა ძალიან შეაწუხა...

და სწორედ ამას მოჰყვა ქალაქის გადაცემა ფადლუნისათვის ყმადნაფიცობის


პირობით, წინასწარი მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიხედვით. სწორედ მაშინ
დადეს მანუჩეს შვილებმა ფიცი, რომ ანისი წმიდა კათოლიკე ხელშეუხებელი
იქნებოდა.
მეორე სომეხი მემატიანის ცნობით,ფადლუნი აბულეთთან მისულა და მუდარა
დაუწყია, ქალაქი დამიბრუნეო. რაკიღა მტერი ძალიან აწუხებდა ქალაქს, აბულეთმა
გადაწყვიტა, ქრისტიან მოსახლეობასაც დავინდობ და საკუთარ შვილს ივანესაცო და
მშვიდობიანად დაუთმო ანისი მფლობელს.
ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნო ჩანს, პირველი უფრო ჰგავს მართალს.
მაგრამ,ასე იყო თუ ისე, ქალაქი კვლავ ძველ მფლობელს – შადადიანების
მემკვიდრეს ფადლენ მეოთხეს გადასცეს ყმადნაფიცობის უფლებით.
ანისის დაუფლებამ ფადლუნს მადაც გაუღვიძა სხვა ქალაქების დასაპყრობად და
საქმეც გაუადვილა: სომეხი მემატიანეებისავე ცნობით, მდიდარი და სტრატეგიული
თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ქალაქი დვინი და განძაკი აუღია ამის შემდეგ
მას. თუმცა ტკბილი მოსვენებული ცხოვრება ფადლუნ მეოთხეს არ ეწერა – დიდი
ხანი აღარ გასულა და იგი მოკლეს, ეტყობა, ღალატით.

344
მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო აღარ არის. ფადლუნის შემდეგ ანისი მისი
სახლიკაცების ხელში გადავიდა და გააფთრებული ბრძოლა ქალაქის ხელში
ჩასაგდებად კვლავ გაგრძელდა.
ერთი ასეთი ბრძოლის ამბავს მოგითხრობთ.
ეს ცოტა უფრო მოგვიანები მოხდა, ოღონდ დემეტრესავე მეფობაში. ფადლუნ მეოთხე
ამ დროს ცოცხალი აღარ იყო. ამბავს არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი გადმოგვცემს.
თარგმანი პერიფრაზირებით მოტანილი აქვს თავის წიგნში პ. თოფურიას.
შადადიანის გვარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ანისის მაშინდელმა მფლობელმა
ამირა ფახრ ალდინ შადადმა არზრუმის მფლობელ სალთუკს (ანუ იგივე სალდუხს,
უფრო ხშირად ასე მოიხსენიება ქართულ წყაროებში) შეუთვალა – ქართველებისაგან
მოსვენება აღარა მაქვს, გამამწარეს და თავი მომაძულეს, მოდი, ქალაქს მოგიდი, რაღა
ქრისტიანებს ჩაუვარდეს ხელშიო: შენი მორჩილი ვიქნები და ორივესათვის კარგი
იქნებაო. სალთუკს, ბუნებრივა, გაუხარდებოდა – ანისის დაპყრობა ხლათის
მფლობელებისათვის მუდამ მიუღწეველ ოცნებად გადაქცეულიყო და ახლა, აგერ,
თვითო სთავაზობდნენ, ხელის გაუნძრევლადა და სისხლის დაუღვრელად. რაღა
გასაკვირია, რომ არ დააყოვნებდა და მაშინვე იქითკენ გაემართებოდა.
მაგრამ ტყუილად იჩქარა სალთუკმა. მისი სიყვარული ნაადევი გამოდგა.
სანამ გახარებული სალთუკი ანისს ჩავიდოდა, შადადმა დემეტრე მეფესთან აფრინა
კაცი – ასე და ასეო, შეუთვალა, საცაა სალთუკი მოვა ქალაქის ხელში ჩასაგდებად და
მომეშველეო.
ეტყობა, ესენი წინასწარვე მოლაპარაკებულები იქნებოდნენ. ამას ისიც
გვაფიქრებინებს, რომ ალ-ფარიკისავე ცნობით, ქართველი მეფე ამ დროს სულ ახლოს
აღმოჩნდა, ანისიდან სულ ერთი დღის სავალზე.
დემეტრე, ალბათ ნიშანს ელოდა – მყისვე დაიძრა თავისი ლაშქრით ანისისაკენ,
დაესხა მოულოდნელად თავს სალთუკს, მისი მხედრობა დაამარცხა (ეს ძნელი არც
იქნებოდა, რაკიღა ხლათის მბრძანებელი ქალაქის მშვიდობიანად ჩასაბარებლად
მოვიდა, დიდი ჯარი არც ეყოლებოდა), თვით სალთუკი შეიპყრო და მრავალ
უბრალო ჯარისკაცთან ერთად, ტყვედ წამოიყვანა. მერე სალთუკის გამოსასყიდი
100000 დინარი მიიღო ქართველმა მეფემ. ახლა იმასაც თუ გავითვალისწინებთ,
ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების გამოსასყიდს რამდენს მიიღებდა დემეტრე, ძნელი
წარმოსადგენი აღარ იქნება, რა ზარალში ჩავარდებოდა ხლათის მბრძანებელი.
რა მოხდა? რატომ ასე გასწირა შადადმა მეზობელიდა თავისივე რჯულის კაცი? ასე
მწარედ რად მოატყუა? წყაროებში პირდაპირ მითითებული არ არის ამისი პასუხი.
ალბათ ქართველებთან წინასწარ მოლაპარაკების საფუძველზე მოხდა, ალბათ
ქართველი მეფისაგან რაიმე სამაგიეროს ელოდა და ეს დღეს ჩვენ არ ვიცით...
ის კი ცნობილია, რომ არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ანისის
მაშინდელ გამგებელს ალბათ წააქეზებდა ღალატისათვის.
ანისის მფლობელ შადადს მართლაც ჰქონია საფუძველი შურისძიებისა.
ამის წინ თურმე შადადმა ქალიშვილი სთხოვა სალთუკს და უარი მიიღო. ქალი სხვას
მიათხოვეს... ასე რომ, შადადი შეურაცხყოფილი იყო და სამაგიერო ასე
არავაჟკაცურად გადაუხადა.
მაგრამ ეს იყო 1154 წელს, მანამდე კი ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა.
როგორც ეტყობა, მტერმა ერთხელ კიდევ შემოუტია ქალაქ დმანისს და აიღო: სომეხი
მემატიანე ცნობით, ქართველებს მესამედ მოუხდათ ამ ქალაქის გათავისუფლება.
ასევე მოკლედ გადმოგვცემს მემატიანე – როგორ და რა ვითარებაში მოხდა ეს,
ცნობილი არ არის. ისე კი დაახლოებით 1130 წლის მახლობლად უნდა მომხდარიყო.
345
3.

როგორც ჩანს, ამავე ხნებში მოხდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ, რაზედაც
საგანგებოდ უნდა შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება. ეს უკვე საგარეო საქმეებს კი
არ ეხება, მწვავე შინაპოლიტიკური საკითხია და მით უფრო საინტერესო და
საგულისხმო, რამდენადაც იგი ფეოდალური საზოგადოებისთვის არის
დამახასიათებელი.
თქვენ უკვე ხვდებით, რომ საქმე ეხება ფეოდალების შინა ბრძოლას სამეფო
კარის წინააღმდეგ. იქნებ იმასაც გრძნობთ, რომ ამჯერადაც ორბელიანები გამოდიან
მეფის წინააღმდეგ. ჩვენ ხო მივეჩვიეთ ამას!
ძალიან ბუნდოვანია ის ამბავი, რასაც სომეხი მემატიანე ამ შემთხვევის შესახებ
გადმოგვცემს. ივანე და აბულეთ ორბელიანებთან ერთად აქ ნახსენები არის მეფის ძმა
ვახტანგი, ანუ ცვატა.
თქვენ ალბათ გახლოვთ დავით აღმაშენებლის ანდერძი, უფროს შვილს,
დემეტრეს რომ უბარებს – თუ ღმერთმა ინებო და ვარგყოს ცვატა, შემდგომ მისსე (ე.
ი. დემეტრეს შემდეგ) მეფეჰყოს მამულისა ზედაო.
რაკიღა ივანე ორბელიანს თავისი უფლებები შეკვეცილი მოეჩვენა და გულში
მეფის ღალატი ამოიჭრა, ვახტანგი წააქეზა – რამდენ ხანს უნდა ელოდო ტახტს, ეს
კაცი იქნებ სიკვდილს არც აპირებს, მოვკლათ დემეტრე და ტახტიც შენი იქნება და
მთელი ქვეყანაც, ვითომ რითი არა ხარ ღირსი; ამით შენი სახელოვანი მამის ნებაც
აღსრულდებაო...
ასე გაუადვილა საქმე.
პატივმოყვარეობას ისეთი თვისება აქვს, რომ წარჩინებულთა გულში უფრო
ადვილად დაისადგურებს ხოლმე. ვახტანგის გულისკენაც ადვილად გაიკვლია გზა...
და აი, შეთქმულებს ჩვენ ქალაქ დმანისში ვხედავთ. ალბათ დმანისი ივანესე და
აბულეთს ჰქონდათ ჩაბარებული მას შემდეგ, რაც ისინი ანისიდან წამოიყვანა მეფემ.
(აქვე შევნიშნოთ:განაწყენებული იმიტომ იქნებიდა ივანე ორბელიანი, რომ მეფემ
დიდი ქალაქი ანისი ჩამოართვა და კვლავ შადადიანებს გადასცა). შეთქმულების
გეგმა, ეტყობა, ასეთი იყო: დმანისიდან ივანესავე ჯართ დედაქალაქისაკენ
გაემართებოდნენ, მეფეს მოკლავდნენ და ტახტზე აბრძანდებოდა ახალი მეფე – ივანე
ორბელიანის მორჩილი და გამგონე...
მაგრამ მეფის მოკვლამდე აღარ მისულა საქმე. რაღაც მოხდა. ვერ იტყვი
კონკრეტულად – რა; ივანეს ხომ მამა ჰყავდა აბულეთი, უკვე მოხუცი, მაგრამ,
როგორც ეტყობა, აქტიური პიროვნება. საგულისხმოა, რომ მამა-შვილს თითქმის
ყველა წყაროში ერთად მოიხსენიებენ ხოლმე. აშკარად ჩანს, ერთ პოლიტიკას
ატარებდნენ და ერთად მოქმედებდნენ. და გაურკვეველი ის არის, მამამ აბულეთმა,
აქამდე არ იცოდა შეთქმულების ამბავი და ახლაღა გაიგო?
თუ იქნებ იცოდა, მაგრამ ახლა წამოუარა შიშმა და სიფრთხილემ!..
საქმე საქმეზე რომ მიდგა შეთქმულებს უკვე მოქმედება უნდა დაეწყოთ
წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით, მოხუცი კაცი შვილს წინ დაუდგა და
შეეხვეწა, მაგას ნუ იზამ, სიბერეს ნუ ჩამიმწარებო.
შვილის წინაშე ჭაღარა გაიშალა და განზრახულის აღსრულება დაუშალაო
, სომეხი მემატიანე გადმოგვცემს. მერე როგორ წარიმართა საქმე, ცნობილი არ არის,
მაგრამ, ჩანს, მამა იძულებული გამხდარა, მეფისათვის შეეტყობინაბინა ყველაფერი.
მეფემ რომ გაიგო შეთქმულების ამბავი, დმანისს გაეშურა.

346
აჰა, ჩემი ფეხით მოვედი, შემიპყარი!
– დაცინვით მიმართა დილეგში გამოკეტილ ივანე ორბელიანს.

ეტყობა, მეფეს ერთგულმა ხალხმა ადრევე შეიპყრო მოღალატე.


ცბიერ ფეოდალს პასუხი მზად ჰქონდა:

არა, მეფევ, მე ხელთ მოგეცი შენი ძმა, რომელიც შენს ტახტს ეძიებს

.
ხელად გასწირა ივანე ორბელიანმა მასზე მინდობილი ძმა მეფისა...
ძნელი დასაჯერებელია, ორბელიანის სიტყვები ერწმუნოს მეფეს, მაგრამ,
ეტყობა, უფრო ხელსაყრელი ეჩვენა. ამ რთულ თამაშში თვითონაც ჩარეულიყო.
ირწმუნა
ივანე ორბელიანის სიტყვები და ძმას თვალები გამოთხარა, შეთქმულების მთავარი
მონაწილე ორბელიანი კი ამჯერად შეიწყნარა.
ისიც ძნელი სათქმელია, რატომ შეიწყნარა მეფემ ივანე ორბელიანი, თუკი
მალე მაინც მოსაკლავად ჰყავდა განწირული. მის შემდეგ, ეტყობა, დიდი ხანი არ
გასულა, რომ მეფემ იგი მოაკვლევინა. ერაგულად მოაკვლევინაო, სომეხი მემატიანე
გადმოგვცემს. ოღონდ სანამ მოაკვლევინებდა, მოღალატე ფეოდალმა დიდი
სამსახური გაუწია მეფესაც და ქვეყანასაც – გარნისზე გაილაშქრა და გარნისი აიღო.
ივანე ორბელიანს შვილი ჰყავდა – სახელად თირქაში. ეტყობა, ისიც კარგი
მეომარი იყო. გაიგო თუ არამამის მოკვლის ამბავი, დაჰკრა თირქაშმა ფეხი და ამირთ-
ამარა შაჰ არმენთან გაიქცა. მე შენ გეტყვი, ძალიან შორს იყო სასულთანო-საამიროები
და ადვილად ვერ მიაღწევდა! ან არა და, დიდი პატივით არ მიიღებდნენ ქართველი
მეფის მოღალატე ქვეშერდომს.

ხლათის მფლობელი შაჰ-არმენები, რომელთაც სამხრეთით ვრცლად


გადაჭიმული ტერიტორია ეჭირათ, თითქმის ყველაზე აქტიური ძალა იყო იმ
საამირო-სასულთანოებს შორის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ირგვლივ და მახლობლად
აღმოცენდა.ისინი განსაკუთრებით თავგამოდებით იბრძოდნენ ანისისათვის. მათ
სომხეთის მიწა-წყალი ეპყრათ და, ადვილად მისახვედრია, რომ არმენებად
იწოდებოდნენ. სომხეთის ამ ძველი დედაქალაქისაკენ
მიდრეკილებაც
იმიტომ ჰქონდათ.
შაჰ-არმენმა მართლაც დიდი პატივით მიიღო ქართველი ფეოდალი, მოეფერა,
დაუყვავა, დაასაჩუქრქ, არშარუნის ქვეყანა მიუბოძა და... დიდი წაქეზება, მგონი,
აღარც დასჭირვებია: ამ ქართველმა კაცმა თავისივე ქვეყნის აოხრება დაიწყო, თანაც
დიდის თავგამოდებით, სომეხი მემატიანე გვაუწყებს. პროტესტისა და შურისძიების
უკეთესი საშუალება ვერ მოიგონა უღირსმა მამულიშვილმა, თავისი სამშობლოს
მტერს დაუდგა სამსახურში და მტრისავე მხედრობითა და იარაღ-საჭურველით
საკუთარი ქვეყნის აოხრებას შეუდგა, საკუთარი სოფლები არბია, საკუთარი ხალხი
ჟლიტა.

ასეთივე სურათი, განსხვავებულ სიტუაციასა და ვითარებაში, ჩვენ ამასწინათ


ვიხილეთ, წინა საუკუნეებში... მომდევნო საუკუნეებშიც ვნახეთ.

347
ტიპიური სურათია ფეოდალური საზოგადოების ცხოვრებისა...
დიდხანს გაგრძელდა ფეოდალიზმის ეპოქა. ბოლო არ უჩანდა თავაშვებული
და გაპარპაშებული ფეოდალების ურთიერთბრძოლას, ბრძოლას ქვეყნის
გაძლიერებისა და ცენტრალიზაციის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის სასიცოცხლო
ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, სამშობლოსა და მშობლიური ხალხის
ინტერესების არადჩაგდებასა და უგულებელყოფას.
ერთი სიტყვით, თირქაში გაიქცა და შაჰ-არმენს შეეხიზნა, შაჰის წაქეზებით
დაიწყო მოქმედება.
რამდენ ხანს აოხრა ასე მშობლიური ქვეყანა და მშვიდობიანი მოსახლეობა
მეფეზე გულმოსულმა დიდებულმა, ცნობილი არ არის. იმას კი პირდაპირ
გადმოგვცემს სომეხი მემატიანე, რომ დემეტრე მეფემ საბოლოოდ შეიპყრო ეს ქვეყნის
მარბეველიკაცი და საპყრობილეში ჩააგდო.
მეფეს თითქოს დამშვიდებისა და თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცა:
მთავარი მტერი ხომ ადრევე მოაკვლევინა, შვილი იმისი – თრიქაში – აგერ,
საპყრობილეში ჰყავს... ამით თითქოს ფესვებიც ამოთხარა იმ შეთქმულებისა და
მოისვენა.

არა. ივანე ჯავახიშვილი წერს;


დემეტრე I-ის მეფობის მთელს განმავლობაში 1130 წელს გამომჟღავნებული
შეთქმულეი ანარეკლი მაინც ჩანდა და ეს, რასაკვირველია, ბორკავდა დემეტრე I-ის
საგარეო მოქმედების თავისუფლებას და მტრების წინააღმდეგ ბრძოლას უნელებდა.
თქვენ უკვე გრძნობთ, რომ შეთქმულება კვლავ მოუწყიათ მეფის წინააღმდეგგ.
მაგრამ როდის? რა შეთქმულება? ვინ მოუწყო? რა ვითარებაში?
აბა, ისევ იმ ჩვენ მწირ ცნობებს ჩავხედოთ.
რამდენ ბნელით მოცულ ამბავს მოჰფენს ხოლმე ნათელს სუ რამდენიმე
სიტყვისგან შემდგარი ფრაზა!

ქორონიკონსა: ტ ო: დასაბამითგან: ხ ღ ნ დ: აქა დავით დემეტრეს გაადგა, –


ვკითხულობთ ერთ ძველ ქართულ ქრონიკაში და ქრონიკის გამომქვეყნებელი თედო
ჟორდანია იქვე გვაძლევს განმარტებას:
ესი იგი, ძე მეფისა დამატრესი 1150 წელს
გადადგა
(გადაუდგა) ანუ აუჯანყდა მეფეს, თავის მამას.
და მეტი არაფერი... ახლა ჩვენ უნდა ვარკვიოთ, რა მოხდა, რატომ გადაუდგა
და აუჯანყდა შვილი მამას. ან მერე რა მოხდა, რა მოჰყვა ამ აჯანყებას.

მაგრამ, როგორც ითქვა, ქართული წყაროები ამაზე დუმს: დემეტრეს


ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია სულ რამდენიმე ზოგადი ფრაზით არის
გადმოცემული.
სხვა წყაროების, უმთავრესად სომხური წყაროების, მოშველებით ხერხდება
სინამდვილის აღდგენა.
რაკი შეთქმულებაა, უნებურად განსხვავდება ურბელიანთა საგვარეულო.
თითქოს წარმოუდგენელი გახდა იმათი მონაწილეობის გარეშე მეფის წინააღმდეგ
დიდი შეთქმულებები.
ეს შეთქმულება კი გაცილებით დიდი ყოფილა, მაგრამ ივანე ორბელიანი ამ
დროს უკვე აღარ არის, იგი, როგორც ვიცით, დიდი ხნის წინათ მოაკვლევინა მეფემ, –

348
მისი შვილი თირქაშიც საპყრობილეში ჰყავს დემეტრეს და, ამდენად, შეთქმულებაში
ვერც ის გაერეოდა. ეტყობა, უფლისწულმა სხვა დიდებულები მიიმხრო,
დავით აღმაშენებელი
თანაც ბევრნი. ალბათ საეგებიოდ არ მიაჩნდათ საქმე, გამარჯვების სრული იმედი
ჰქონდათ, საალალბედოდ ხომ არ გაიხდიდნენ საქმე!.. მაგრამ მოტყუვდნენ.
ჯერ ის ვიკითხოთ, რატომ უნდა მოეწყო შეთქმულება უფლისწულს მამის
წინააღმდეგ? რა კონკრეტული მიზეზები ჰქონდა ამისა? საშინელი ღალატისთვის რამ
წააქეზა?
დემეტრე მეფეს ორი ვაჟი ჰყოლია – დავითი და გიორგი. დავითი უფროსია,
ესე იგი, ტახტის კანონიერი მემკვიდრეა...
რომ უფრო გაგვიადვილდეს თვალის მიდევნება, პატარა სქემა მოვხაზეთ (იხ.
წინა გვერდი):
ამრიგად, დავიტ აღმაშენებელს ორი ვაჟი დარჩა დემეტრე და ვახტანგი
(ცვატად წოდებული); ცვატა უშვილოდ გადაეგო. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ დასაჯა
იგი მეფემ შეთქმულებისათვის. დემეტრე პირველს, როგორ ითქვა, ორი ვაჟი ჰყავს –
დავითი და გიორგი.
არსებული წესის მიხედვით, ტახტის მემკვიდრეობა უფროს შვილზე გადადის.
ასე მოდის ეს ჩვენში მეცხრე საუკუნიდან. ამდენად, სავსებით კანონიერი იყო
დემეტრეს გამეფება, რადგან იგი დავით აღმაშენებლის უფროსი შვილია (ვახტანგი
რომ დაიბადა, დემეტრე უკვე 24 წლის ვაჟკაცი იყო); მემკვიდრეობითი უფლების
მიხედვით, ასევე კანონიერი იქნება, დემეტრე პირველის შემდეგ სამეფო ტახტზე მისი
უფროსი შვილი, მისი პირმშო, დავითი ავიდეს.

მაგრამ ამ წესისი დარღვევა თვით გვირგვინოსან მეფეებს განუზრახავთ – ჯერ


დავიტ აღმაშენებელს და მერე მის შვილს – დემეტრეს. თქვენ ალბათ გაგონდებათ
დავით აღმაშებლის ანდერძში ის უცნაორი ფრაზა: მეფე თავის მემკვიდრეს
დემეტრეს მიმართავს – ცვატა რომ გაიზრდება, თუ ღმერთმა ინებოს და ვარგ – იყოს,
ტახტი მეს გადაეციო. ცვატა უწლოვანი იყო (შვიდი წლისა), როცა დავითი
გარდაიცვალა; და მამამ სიკვდელის წინ უმცროსი შვილი უფროსს ჩააბაროს, ამაში
უცნაური და არაჩვეულებრივი არაფერია. არაჩვეულებრივი ის არის, რომ იგი ტახტს
უანდერძებს უმცროს შვილს და ამით არსებულ წესს თვითონვე არღვევს:
მემკვიდრეობითი უფლების მიხედვით, ტახტი დემეტრეს ეკუთვნის, ხოლო
დემეტრეს შემდეგ მის უფროს ვაჟს (დავითს) და არა ძმას!
თვითონ დავით აღმაშენებელს დაურღვევია წესი.
და ამჯერად წესს არღვევს დავითის შვილიც – დემეტრე პირველი. აქ მამის
ანდერძის დარღვევას კი არ ვგულისხმოდთ (დემეტრემ მამის ანდერძი დაარღვია:
ტატხტის დათმობა უმცროსი ძმისთვის – ცვატასათვი – არც უფიქრია), არა, აქ იმას
ვგულისხმობთ, რომ მის გულშიაც უმცროსი შვილის სიყვარულს უმძლავრია.
გიორგი ჰყვარება გამორჩეულად (მარჩეველი ძისა უმცროსისაო:, შემდეგი დროის
მემატიანე წერს) და და გადაუწყვეტია გიორგისთვის გადეაცა ტახტი. ეს, რაღა თქმა
უნდა, უფროსი ძის დავითის საზიანოდ უნდა მომხდარიყო. და ამანვე წააქეზა
უფროსი შვილი, გასდგომოდა მამას.
ამჯერადაც დამარცხდა შეთქმულება, მეფემ გაიმარჯვა და მკაცრად დასაჯეს
შეთქმულნი:

349
...ამოსწყვიდნა ამის სამეფოსა დიდებულნი, რომელნიმე ექსორია ქმნილნი,
რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითა.
ზოგი სიკვდილით დაუსჯია, ზოგი გაუძევებია, ზოგისთვის სხვადასხვაგვარი
სასჯელი დაუდვია.
ბევრი ყოფილან შეთქმულნი.
შვილი დაუნდვია მეფეს, დანაშაული უპატიებია...
იქნებ გულმოწყალებითა და მამობრივი სიყვარულით არ მოსვლია ეს, იქნებ
იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო.
ასეთი დაეჭვების საფუძველს გვაძლევს მომდევნო ამბები.
როგორც ვნახეთ, შეთქმულება მეფის წინააღმდეგ 1150 წელს მოეწყო, მეფემ
გაიმარჯვა.
ამის შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, გავიდა სულ ოთხიოდე წელი, ის იყო
ანისისათვის გამართულ ზემოთნახსენებ ბრძოლაში ხლათის მმართველ სალდუხის
წინააღმდეგ მეფემ გაიმარგვა... და მალე ამ ამბების შემდეგ დემეტრე პირველს
გარეჯის მონასტერში ვხედავთ. რა როგორც მეფეს, უძველესი მონასტრის
მოსანახულებლად მისულს, არამედ როგორც მონაზონს, რომელსაც დემეტრე კი აღარ
ჰქვია სახელად, არამედ ძმა დანიელი.
მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება ერთი საგულისხმო ფაქტი.
დემეტრე პირველის პორტრეტი გამოსახული ყოფილა დავით გარეჯის მონასტრის
კედელზე. და იქნებ სწორედ ამ დროს შეიქმნა ის პორტრეტი, როცა მეფემ საერო
ცხოვრება დათმო და ბერის ჩოხით შემოსილმა დავიტ გარეჯის უდაბნოს მიაშურა,
როგორც ღვთის მონამ. ჩვენს მონასტერში ხომ მწერლები და მხატვრები მუდამ
მოღვაწეოდბნენ. დიდიხანს არსებულა ეს პორტრეტი – ანტონ კათალიკოსისა და
პლატონ იოსელიანის დროსაც – ლამის შვიდი – რვა საუკუნე, და მერე გამქრალა – ან
ახალი საღებავი ქვეშ მოჰყვა ან ჩამოინგრა...
ამრიგად, მეფე ბერად აღიკვეცა (იქნებ ხლათის მმართველ სალდუხის
ტყვეობიდან გათავისუფლებაც ამ მოვლენას უკავშირდება).
და საგულისხმო ის არის, რომ სამეფო ტახტზე ავიდა არა მეფის საყვარელი და
გამორჩეული შვილი გიორგი, არამედ უფროსი ვაჟი დავითი, რომელმაც ამას წინათ
ისეთი დიდი შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ.
დავითის მეფობა ძალიან ხანმოკლე გამოდგა. ერთი წყაროს მიხედვით,
მხოლოდ ერთი თვე უმეფია, მეორე წყაროს მიხედვით – ორი წელიწადი, უფრო
სარწმუნოა შემდეგი დროის ქართველი მემატიანე – დავითს 6 თვე უმეფია. და
ამიტომ დასაძრახი არც არის, რომ სახელოვანი ვერეფერი გაუკეთებია, უფრო
ობიექტურნი ვიქნებით, თუ ვიტქვით, ვერაფრის გაკეთება მოუსწრია, მნიშვნელოვანი
არფერი უკავშირდება მისს ახელს მისსავე ზეობის დროს.
რა პირობებში მოხდადემეტრეს ბერად აღკვეცა და დავითის გამეფება, ეს
საკითხი ბურუსივით არის მოცული. ასეთი ვარაუდის საფუძველზე კი გვაქვს:
ეტყობა, აიძულეს დემეტრე, ბერად აღკვეცილიყო და ტახტი უფროსი შვილისთვის
დაეთმო. ჩანს, ამჯერადაც შეთქმულება მოაწყვეს და უსისხლოდ გადაწყვიტეს
ყველაფერი.
პირველ ხანებში – უსისხლოდ... რადგან სულ მალე, ექვსიოდე თვის შემდეგ,
დავითი მოულედნელად გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა... ისევ დემეტრე, ბერის
ჩოხა გაიხადა და პორფირით შეიმოსა, ხელში კვლავ სამეფო სკიპტრა დაიჭირა.

350
ღმერთმა შეისმინა დემეტრეს ვედრება და დავითს სიცოცხლის დღეები
შეუმცირაო, შემდეგი დროის მემატიანე ცდილობს, დაგვარწმუნოს: და რა გვეთქმის,
ღმერთს მართლაც შეუძლია, როცა მოისურვებს, მაშინ წაიყვანოს ამქვეყნიდან
სამარადისო სიცოცხლისათვის თავისივე გაჩენისლი ადამიანი. მაგრამ ამ
შემთხვევაში მიწიერი ძალის დაუხმარებლად, ეტყობა, არ მომხდარა ეს. მით უმეტეს,
მემატიანისავე სოტყვები ღვთის მიმართ დემეტრეს ვედრების შესახებ უნებურად
დაგაეჭვწბს ადამიანს. შომეხი მემატიანე ვარდან დიდი წერს...
მაგრამ ჯერ ერთი ფაქტი გავიხსენოთ, რომ უფრო გასაგები იყოს ყველაფერი.
ზემოთ ითქვა, თავისი ხანმოკლე მეფობის დროს დავითმა ვერაფრის გაკეთება
მოასწროო.
ეს არ არის მთლად მართალი და ზულტი.
დავითს მოუსწრია, მაგალითად, საპყრობილიდან გამოეყვანა თირქაში, ივანე
ორბელიანის შვილი (რომელიც თავის დროზე დემეტრემ შეიპყრო), და მისთვის
ამირსპასალარობა მიებოძებინა. ტყვედ ქმნილი და პატივახდილი კაცი, სამშობლოს
მოღალატე, თავისივე მამის მტერი, ერთბაშად ასე აუმაღლებია. ეს არ ყოფილა
უბრალო პატიება და გულმოწყალება. საპყრობილიდან გამოიყვანა და
ამირსპასალარობა მიუბოძა, ლამის უმაღლესი თანამდებობა მისცა, ამოდენა ლაშქარი
ჩააბარა, გვერდში ამოიყენა.
მაგრამ ამირსპასალარობაზე პრეტენზია ორბელიანების მეორე შტოს ჰქონდა –
ივანესა და მის შვილს სუმბატ ორბელიანებს, იმათ ჰპირდებოდა დემეტრე მეფე ამ
მაღალ თანამდებობას, ისინი ემზადებოდნენ საამირსპასალაროდ. თირქაში მაშინ
საპყრობილეში იყო და არც უფიქრიათ, ის თუ გადაეღობებოდა გზაზე... ამიტომ
თირქაშის გაამირსპასალარება ბუნებრივია საწყენად დარჩებოდა იმ მეორე შტოს –
ივანესა და სუმბატს. უბრალო წყენა არაფერი. პატივმოყვარე და მაღალი
თანამდებობისათვის გამზადებული კაცი წყენას რას დაყაბულდება... და სომეხი
მემატიანე ვარდან დიდი სწორედ იმას გადმოგვცემს, რომ დავით მეფეს სიციცხლე
მოუსწრაფეს სუმბატმა და ივანემ (ოღონდ ასე დაბეჯითებით კი არ გადმოგვცემს
სომეხი მემატიანე – სიფრთხილეს ხმარობს და იქვე დასძენს:
ზოგიერთის თქმითაო) რადგან ამირსპასალარობას ესენი ელოდებოდნენ, თუკი
ტახტზე დავითის მაგივრად მისი უმცროსი ძმა გიორგი ავიდოდაო.

ახლა დავითი უკვე ცოცხალი აღარ არის და მეფის გამორჩეულ შვილს


აღარაფერი დაბრკოლება არ უნდა გადაეღობოს. მართლაც, დაჯდა თუ არა მეორედ
ტახტზე დემეტრე, ბევრი აღარ დაუყოვნებია და თავისი უმცროსი, საყვარელი შვილი
გიორგი მეფედ აკურთხა, თანამოსაყდრედ დაისვა –
მამამან ძითურთ ძე ტკბილი, შემგუარი მამისა, აღამაღლა თავისა თანა და ძისა
სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა...

ან თირქაშს რა მოუვიდა, ან მის მეტოქე სუმბატსა და ივანეს, ამას ჩვენ ქვემოთ


ვნახავთ, როცა ახალი მეფის გიორგი მესამის ზეობაზე გვექნება საუბარი, ახლა
დემეტრეს ამბავი ჩავათავოთ, რადგან მისი სიცოცხლე უკვე დასასრულს
მიუახლოვდა.
აკურთხა დემეტრემ უმცროსი შვილი გიორგი მეფედ და დიდხანს აღარც
უცოცხლია, 1156 წელს გარადაიცვალა. სიკვილმა მას ბელტის ციხეში მოუსწრო.
დაკრძალეს გელათში, რომლის მშენებლობა მასვე დაუმთავრებია. როგორც ვიცით,
გელათის აშენება დავით აღმაშენებელმა 1106 წელს დაიწყო და ვერ დაასრულა. ამას

351
თვითონვე გვაუწყებს თავის ანდერძში. ამასვე ადასტურებს ერთი ქრონიკა, რომელიც
თედო ჟორდანიამ გამოაქვეყნა:
წელს ჩ რ ლ (ე. ი. 1130 წელს): დავით აღმაშენებელმან გელათი აღაშენა

სჩანს, დიმიტრის, 1130 წელს სრულად გაუთავებია გელათის აღშენება, – შენიშნავს


თედო ჟორდანია, – მექრონიკეს ალბათ საბუთი ჰქონდა, რომ ეს მომხდარა 1130 წელს
... და იქვე:
მეფეს (დავით აღმაშენებელს) თავისსავე სიცოცხლეში ყველაფერი მოუმზადებია
გელათის შემკობისათვის და თითქმის შეუსრულებია, მცირე რამ დაჰკლებია,
რომლის შესრულებაანდერძად დაუდვია დიმიტრისთვის... თვით მეფის (დავითის)
დროსვე გელათი თითქმის შესრულებული ყოფილა და შიგ ბერებიც ცხოვრებულან

აქვე გავიხსენოთ ერთი ფაქტი. ჯერ ეს იქნებ უმნიშვნელო გეჩვენოთ –


სადღეისო ამბებთან თითქოს არაფერი კავშირი აქვს, მაგრამ შემდეგ დაგვჭირდება,
ახლო მომავალში და ჯობს ახლავე დავიხსომოთ. დემეტრეს უფროსი შვილი დავითი
რომ მოკვდა (თუ მოკლეს) იმ მეტად ხანმოკლე მეფობის შემდეგ, მას დარჩა
მცირეწლოვანი მემკვიდრე, სახელად დემეტრე (პაპის სეხნია ყოფილა) რომელსაც
საალერსოდ თურმე დემნას ეძახდნენ (თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, დიდი
ალერსი და განებივრება არ ღირსებია არც ბედისაგან და არც ახლობელი
ადამიანებისაგან) და ჩვენც ამ სახელით დავიხსომოთ, რათა შემდგომ პაპში არ
აგვერიოს.
ახლა კი ჩვენს ამბავს მივყვეთ.
ოცდაათ წელზე მეტს იმეფა დემეტრე პირველმა და ვერ ვიტყვით, რომ
დამშვიდებული ზეობა ჰქონოდეს. სამწუხაროდ, დემეტრეს თავისი მემატიანე არარ
ჰყოლი, თორემ საშუალება გვექნებოდა, უფრო ახლოს გაგვეცნო თვით მეფისა და
მთელი ჩვენი ხალხის მაშინდელი ცხოვრება. ჩვენამდე მოღწეული მწირი ცნობების
მიხედვით დემეტრე
უფრო იგერიედბა მტერს, ვიდრე დავით აღმაშენებელსავით თვით მიჰქონდა მტერზე
იერიშიო. ივანე ჯავახიშვილი წერს, უფრო მეტადო, რადგან ზოგჯერ თვითონაც
გაულაშქრია.
არსებობს თვალსაჩინო მოწმე იმისა, რომ ქართველ მეფეს წარმატებით
გაულაშქრია განძისაკენ. ეს მოწმე დიდი რკინის კარია, რომელსაც ახლაც ნახავთ
გელათის ტაძრის ეზოში, ძველ შესასვლელთან, სადაც დავით აღმაშენებლის
საფლავის დიდი ქვა დევს. კედელზეა მიყუდებული ეს დიდი რკინის კარი, თითქოს
დაღვრემილი და ძველ ელვარებადაკარგული. ორი წარწერა ჰქონია ამ კარს – ერთი
არაბული, რომელიც გვამცნობს, რომ იგი გაჭედილი ყოფილა 1062 წელს. რაღა თქმა
უნდა, ქალაქის გამაგრების მიზნით. ქართული წარწერა გვამცნობს ქართველთა
ძლევამოსილი ლაშქრობის ამბავს, რის აღსანიშნავადაც ეს კარი წამოუღიათ.
ამჟამად უკვე აღარა ჩანს ეს წარწერა კარზე, გადაშლილია, თავის დროზე მარი
ბროსეს წაუკითხავს და გადოუღია, მაშინაც დაზიანებული ყოფილა. და თედო
ჟორდანია, რომელმაც თავის
ქრონიკებში
დაბეჭდა იგი, ასე აღადგენს:
...მეფემან დიმიტრიმ... ნანი (რანი?) დაარღვია და ეს კარი მუ (ნით მოიტანა?) წელსა
მეფობისასა (მისისა?): ი. გ. (ე. .ი 13) ხოლო დასაბამითგან (ხ. ღ.) მ (ბ)

352
.
საგანგედოდ შევაჩერეთ ყურადღება ამ წარწერაზე. ხალხში ფართოდ არის
გავრცელებული თქმულება იმის შესახებ რომ ეს დარუბანდის კარია, დავიტ
აღმაშენებლის მიერ ჩამოტანილი დარუბანდის მხარეს მისი ძლევამოსილი
ლაშქრობის სამახსოვროდ. სინამდვილეში ასე არ გახლავთ. ეს განძის კარია,
ქართველთა 1139 წლის გამარჯვების აღსანიშნავდ წამოღებული.
საფუძველს მოკლებული არც ის ფართოდ გავრცელებული თქმულება
ყოფილა. ამის შესახებ, აი, რასა წერს თედო ჟორდანია:

ამ კარს (იგულისხმება ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ განძის კარს) შეცდომით უწოდებენ
დერბენტის კარად. მაგრამ ეს იმის მომასწავებელი როდია, ვითომ სიცრუვე იყოს
თქმულება იმაზე, რომ გელათში მართლა დაცული იყო დარუბანდის რკინის კარი,
რომელი დავით აღმაშენებელს... დერბენდის შემუსვრის შემდეგ, გელათში
გადმოტანინებია სახსენად და სამადლობლოდ ღვთისა ძლევის მისთვის. გელათში
ორი რკინის კარი ყოფილა დაცული და ორივე დარუბანდის კარებად იწოდებოდა.
ერთი მათგანი, უმძიმესი, როგორც იტყვიან, რკინის მასალად უქცვიათ და გელათის
მონასტრის განსაახლებლად მოუხმარებით.

შეიძლებოდა აქვე მოგვეტანა უცხოელი ისტორიკოსის კიდევ ერთი არცთუ


უმნიშვნელო ცნობა, რომელიც პირველად საქართველოში მეცნიერმა ვლადიმერ
ფუთურიძემ გამოაქვეყნა 1943წელს. ზემოთ გაკვრით ვახსენეთ ეს ფაქტი. ცნობილი
არაბი ისტორიკოსი ფარიკი 1153 წელს სტუმრად ყოფილა საქართველოში, მეფე
დემეტრეს კარზე, ალბათ დიპლომატიური მისიით. მეფეს, ეტყობა, წესად ჰქონდა
დროდადრო თავისი ვრცელი სახელმწიფო შემოევლო, საკუთარი თვალით ენახა, სად
რა ხდებოდა, სად რს მდგომარეობა იყო. . . ამჯერად, უცხოელ მოგზაურთან ერთად
დემეტრეს მთელი სამეფო შემოუვლია და ამას 70 დღე მოსდომებია.
უცხოელი ისტორიკოსი, სამწუხაროდ, ძალიან მოკლედ გადმოგვცემს ამ
გრძელი და საოცარი მოგზაურობის ამბავს. არა-და, საინტერესო იქნებოდა სწორედ
უცხოელი კაცის თვალით დანახული საქმიანი მოგზაურობა მეფისა თავისივე
სახელმწიფოში, მისი შეხვედრები ქვეშერდომებთან – ადგილობრივ
ხელისუფლებასთან, ცალკეულ ფეოდალებთან, უბრალო ხალხთან. . . უცხოელი
კაცის თვალით დანახული მისი ადამიანური ღირსებანი თუ სისუსტეები. ჩვენი
ხალხის მაშინდელი ყოფა. . . ამ მოგზაურობის დროს საინტერესოა ერთი ეპიზოდი,
რომელსაც ისტორიკოსი გსდმოგვცემს.
ერთ ქალაქში, ახლაც კი, 1153 წელს საპყრობილეში ჰყოლიათ დიდგორის
ბრძოლის დროს შეპყრობილი ტყვე. მეფე შეჰპირებია სტუმარს, ხვალ შეგახვედრებ
ტყვესო, მაგრამ იმ ღამეს რაღაც ამბავი შეატყობინეს მეფეს და იძულებულნი
გამხდარან სასწრაფოდ გამობრუნებულიყვნენ. ამ გრძელი მოგზაურობის დროს, რაღა
თქმა უნდა, თბილისშიც იყვნენ, და არაბი მოგზაური და ისტორიკოსი ჰყვება,როგორ
შესულა მეფე მიზგითში და დაუკავებია თავისი მაღალ სკამზე ხატიბის პირისპირ.
როცა გამოდიოდნენ მეფეს 200 დინარი შეუწირავს მიზგითისათვის. დემეტრე
პირველი დიდი ყურადღებით და პატივისცემით ექცეოდა მეცნიერებსო.
ადგილობრივ მუსლიმანებს უამბიათ ფარიკისათვის, მეფე ისეთი პატივისცემით
გვეპყრობა, რომ ასეთ მოპყრობას ბაღდადშიაც ვერ იხილავთო.

353
ზემოთაც ითქვა, მეფის ასეთი პოლიტიკა, რელიგიური შემწყნარებლობა და
სხვა რჯულისა და ხალხის მიმართ მოკრძალება - პატივისცემა იმ კურსის
ერთგულად დაცვა და გაგრძელებაა, რასაც მისი სახელოვანი მამა მტკიცედ
ატარებდა.

ჩვენი მონათხრობი დემეტრე პირველზე სრული არ იქნებოდა, კიდევ ერთი


საინტერესო და საგულისხმო ფაქტი რომ არ აღგვენიშნა.
დემეტრე პირველი შესანიშნავი პოეტი ყოფილა. ეს დიდებული ლექსი და
საგალობელი დემეტრეს ეკუთვნის – შენ ხარ ვენახი, ახლად აღყუავებული,მორჩი
კეთილი, ედემში დანერგული, ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან
შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თვით მზე ხარ გაბრწყინებული.
როცა ამ დიდებულ სტრიქონებს ვკითხულობთ, თითქოს ყურში ჩაგვესმის ის
კეთილშობილი ბგერებიც, რომლებიც სიტყვებისაგან განუყრელია და ავტორსაც
ალბათ ერთდროულად შეუქმნია.
რვაას წელზე მეტია, მოდის დიდებული საგალობელი, თაობიდან თაობას
გადაეცემა ხოლმე, და დღესაც იმავე ძალით გვხიბლავს, გვამაღლებს, გვასპეტაკებს,
გვაოცებს, როგორც ხიბლავდა, ასპეტაკებდა და ამაღლებდა მრავალ თაობას, სულ
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციასა და პირობებში... ეს ლექსი და
საგალობელი კარგად ცნობილია და ჩვენში ბევრმა ისიც იცის, რომ იგი დემეტრეს
ეკუთვნის. მაგრამ ყველასათვის ცნობილი იქნება ის არ იყოს, რომ ჩვენამდე მოაღწია
კიდევ რამდენიმე ლექსმა დემეტრე მეფისა – მაღალი პოეზიის შესანიშნავმა
ნიმუშებმა. ეს ლექსები ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათიებში და
დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია წაიკითხოს, აქ აღარ მოვიტან. მაგრამ არ
შემიძლია მათგან არ გავიხსენო ერთი, რომელსაც მერტო დიდებულ ლექსს ვერ
უწოდებ, იგი საოცარიც არის. საოცარია თავისი მარადიული თანამიმდევრობით,
დიდი ფილოსოფიური სიღრმითა და მსუბუქი, გამჭვირვალე იუმორით, კლასიკური
დახვეწილებითა და ხალხური სისადავით...

ცასა ბეწვითა ეკიდა, ვნახე, კაცი,


და მასვე კაცსა შუბის წვერსა ედგნეს დარბაზნი,
მუმლსა ზედა ჯდა, მინდორს სდევდა ქურციკთა, –
და ზღუასა ზედა მოარბევდა ცხენითა,
და ესერთ ღაღადებდა: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ!

ალბათ რამდენი ქართული ზღაპარი მოგაგონათ ამ ლექსმა და რამდენი სიხარულის


ღიმილი მოგგვარათ. სწორედ იმაშია მისი სიდიდე, რომ ხალხური საფუძველი აქვს...
კითხულობთ დემეტრეს ამ საოცარ ლექსებს, დავით აღმაშენებლის დიდებულ
ქმნილებას და უნებურად გაგონდებათ ამათი თანამედროვე ევროპელი
გვირგვინოსნის (გერმანიის იმპერატორი ჰენრი მეოთხე) მემატიანეს სიამაყითა და
ერთგვარი ნიშანთვისებით დაწერილი სიტყვები – ჩვენმა იმპერატორმა ისე კარგად
იცის კითხვა, რომ სხვებისგან მოწერილ წერილებს, წარმოიდგინეთ, თვითონვე
კითხულობს და აზრიც გამოაქვსო; ხოლო ცოტა უფრო წინა დროის გვირგვინოსანმა
კარლოს დიდმა ვერა და ვერ ისწავლა ასოს გამოყვანა და სამარეში ისე ჩავიდა, წერა –
კითხვა არ იცოდა.

354
დემეტრე მეფის ლექსებზე როცა ვლაპარაკობთ, შეგვიძლია ისიც გავიხსენოთ,
რომ მისთვისაც მიუძღვნიათ ლექსები და საინტერესო ისაა, რომ ამ ლექსების
ავტორები შირვანელი პოეტები არიან – მისივე თანამედროვანი.
ერთ პოეტს – ხაკანის – ოდისა მხოლოდ 12 სტრიქონი შემორჩენილა და ამ
სტრიქონებით ვგებულობთ: შირვანელი პოეტი ქართველ მეფესა სთხოვ, შენს
დასთან, თამართან, და სიძესთან – შირვან შაჰ მანუჩ - იჰრისთან მიშუამდგომლეო.
თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ დავით აღმაშენებელმა თავისი ქალი, დემეტრეს და
შირვან შაჰს ფაჰრ-ად-დინ მანუჩიჰრ მეორეს მიათხოვა 1116 წელს.

მეორე ლექსი, რომელიც ფალაქი შირვანს ეკუთვნის, უფრო სევდიანია. იგი


შეთხზულია ქართველი მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის იმითაა
საინტერესო, რომ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის – დემეტრე პირველი
სამოცდასამი წლისა გარდაიცვალა (ამ ანგარიშით 1093 წელს დაბადებულა). ეს
ლექსები თავისთავად ქართველი მეფის პოპულარებაზე მეტყველებდნენ.
ქართულად არსებულა შესხმა-მოთხრობა, რომელიც
აღმოაჩენს დიმიტრისა, მხნესა ხდომათა შინა და მძლესა ბრძოლასა წინა. თამარ
მეფის ისტორიკოსის ცნობით, იგი გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს იოანე
ჭიმჭიმელს ეკუთვნოდა, მაგრამ დაკარგულა ეს თხზულება, ჩვენამდე არ მოუღწევია.

მეტი თითქმის აღარაფერია ცნობილი დემეტრე პირველის პოლიტიკური და


სამხედრო მოღვაწეობის შესახებ. ეს ძუნწი ცნობებიც სხვადასხვა წყაროდან არის
ამოკრეფილი – ზოგო საიდან და ზოგი საიდან. უნდა ვივარაუდოთ, ალბათ
არსებობდა მისი ცხოვრების წიგნიც და მერე დაიკარგებოდა. ისევე როგორც
დაიკარგა მისი სხვა ლიტერატურული თხზულებანი. დაუჯერებელია, ამ ლექსების
ავტორს სხვა ლექსებიც არ ჰქონდა. მაგრამ ჯერჯერობით არა ჩანს. ჩვენც ამით
დავამთავროთ ერთი თავი ჩვენი გრძელი მოთხრობისა და ვნახოთ, რა მოხდა 1156
წლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როცა დემეტრე პირველი გარდაიცვალა და ქვეყნის
ერთმმართველად მისი უმცროსი შვილი გიორგი მეასმე დარჩა.

თავი მეხუთე.

1.
შემორჩენილია რამდენიმე ფრესკული გამოსახულება გიორგი მესამისა, და
თუმცა სახე ამ ფრესკებზე ისეთი მეტყველი არ არის, როგორც ვთქვათ, სახე მისი
დიდებული პაპისა გელათის ტაძრის კედელზე ან მისივე ასულისა, რომელიც
ჩვეულებრივ, მუდამ გვერდით უდგას მამას, მაინც მთელი მისი სხეული; დგომის
მანერა, ის თავისებური დინამიზმი, რითაც ფრესკებზე მისი გამოსახულება
გამოირჩევა, უსათუოდ მიგვანიშნებს ამ ადამიანის განსაკუთრებულ ენერგიაზე,
დაუდგრომელ ხასიათზე, შეუპოვრობაზე... და იქნებ ცბიერება - სისასტიკეზედაც.
ცოდვა გამოტეხილი ჯობს, ამ შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას ალბათ ისიც უწყობს
ხელს, რომ ისტორიულ წყაროებს გიორგი მესამეზე საკმაოდ ბევრი ცნობა
შემოუნახავს და მისი ცხოვრება უფრო სრულად ვიცით. თითქოს სხვათა
დაუდევრობის გამოსყიდვა გადაუწყვეტიათო, იმ ძუნწსიტყვაობის სანაცვლოდ, რაც
ქართველმა მეისტორიეებმა დემეტრეს ცხოვრების გადმოცემისას გამოიჩინეს, ახლა,

355
მომდევნო დროის მემატიანეები სრულად მოგვითხრობენ დემეტრეს გამორჩეულად
საყვარელი შვილის თავგადასავალს. ამასთან, ქართველ მემატიანეთა თხზულებების
გარდა, ჩვენ ხომ უცხოური წყაროებიც მოგვეპოვება, სხვა მატერიალური საბუთებიც,
რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო თვალსაჩინო წარმოვადგინოთ ეპოქა
მეთორმეტე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან თითქმის იმავე საუკუნის
მიწურულამდე
გიორგი მესამეც მესიის მახვილად გვაცნობს თავს, მასაც ეს სიტყვბი წაუწერია
თავის მონეტაზე... ისიც მიგვანიშნებსრომ სახელოვანი პაპის დაწყებული საქმე უნდა
გააგრძელოს - ამიერკავკასიის ტერიტორიიდან მტრის განდევნა დაუსახავს მიზნად.
დემეტრე პირველს გაუძნელდა ამ ამოცანის შესრულება, იგი თითქოს უფრო
გაუბედავად მოქმედებდა, ივანე ჯავახიშვილის თქმისა არ იყოს, მტრის შემოტევების
მოგერიებას უნდებოდა და თავად ისე გაბედულად ვერ გადადიოდა შეტევაზე.ახლა?
როგორ წარიმართება საქმე? გიორგი მესამეს შემართული მახვილი და ისე
გამომწვევად გაცხადებული რა შედეგს მოუტანს?
ახლა უკვე სხვა მდგომარეობა შრიქმნა გიორგი მესამეზე თამამად შეგვიძლია
ვთქვათგავრცელებული სიტყვები - ძალით შესწევდა ქადილსა. ეს სიტყვები, ალბათ
იმიტომაც გაგვახსენდა, რომ იგი ეკუთვნის პოეტს, რომელიც სწორედ გიორგი
მესამის ზეობის დროს დაიბადა. მაგრამ ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი, ახლა კი
იმას ვამბობდით, რომ გიორგი მესამე მამაზე უფრო მტკიცე და თავის პოლიტიკის
თანმიმდევრულად გამტარებელი გამოდგა; გარეშე თუ შინაურ მტერს ერთნაირი
შეუპოვრობით ხვდებოდა, ხოდა პაპას უფრო დაემსგავსა. ნახეთ რა რიხით იწყებს
ქართველი მემატიანე მისი საქმიანობის აღწერას:

ამან რა იპყრო შარავანდეთი მეფობისა, შვიდ სამეფოდ განწესებული, აღმკულმან


ზენათა პორფირითა და გვირგვინითა, აღიჭურნა მკლავნივცა მუსრვად და
მოწყუედად წინააღმდგომთა ქრისტეს სჯულისათა: აგარიანთა, ისმაიტელთა და
მამადიანთა
.
ხედავთ - ზენათა პორფირით და გვირგვინით აღმკული!...ისევ იმას
მიგვანიშნებს - ღვთისაგან მირონცხებულია და ღვთის ნებით მოქმედებს.
ახლა იმასაც დააკვირდით, როგორ ჩამოთვლის - აგარიანთა ისმაიტელთა და
მამადიანთა!...
სამი სიტყვით გადმოგვცემს და ფაქტიურად კი ერთი და იგივე მტერი
იგულისხმება!...
არ გეგონოთ, ეს შემთხვევით მოუვიდა.
არა, მემატიანემ, კარგად იცის სიტყვის ყადრი და ფასი; ამით სათქმელის
მნიშვნელობას, აძლებინებს, მტრის ძალასა და მრისხანებას გვაჩვენებს, იმასაც
მიგვანიშნებს, რომ იგი მრავალრიცხოვანია და ყოველი მხრით მოძუძგურებული,
მეტი შთამაგონებელი გადმოგვცემს, და საშიშროების ჩვენი ქვეყანა!... რათა მერე
უფრო კარგად დაგვანახოს იმისი ღვაწლი, ვინც საშიში მტრის წინაამდეგ ჩვენი
ხალხის დარაზვმას მოახერხებს და შემდგომი გამარჯვების სულისჩამდგმელი
გახდება...ხოლო ასეთ ვითარებაში მეფის სიმკაცრე და სისასტიკეც-თუ ვინმეს
სისასტიკედ მოეჩვენება შინაური მტრის მიმართ მიღებული ზომები-გაამართლოს და
ახსნა მოუძებნოს...
იცის მემატიანემ თავისი საქმე!..

356
სამხრეთით, სომხეთის ტერიტორიაზე ხდებოდა მტრის ძალების
კონცეტრაცია, იქიდან მეტი საშიშროება ემუქრებოდა ქვეყანას,და გიორგი მესამემაც
სწორედ აქედან დაიწყო.
პირველად ქალაქ კაღზევანზე გაულაშქრია და რაკი ეს ლაშქრობა
საგულდაგულოდ ქონია მომზადებული (მემატიანე საგანგებოდ შენიშნავს, ქვეყნის
ყველა კუთხიდან რჩეული მეომრები და მხედართმთავრები)-სახელოვანი
გამარჯვებაც უზეიმია: .. და წარმოტყუენა ყოველი ხევნები კლდოვანი და ქალაქები
აშორნისა, სომეხთა მეფედ წოდებულის შაჰერმენისა.
წინა თავიდან თქვენ გეხსომებათ, თავისი ზნეობის იმ მეტისმეტად მოკლე დროში
გიორგის უფროსმა დავითმა როგორ გამოიყვანა საპყრობილედან მამის მტერი
თირქაში და ამირსპასალარად აღაზევა. ახლა გიორგი მესამის პირველ გალაშქრებაზე
ვლაპარაკობთ და ალბათ დაგაინტერესებთ, ამირსპასალარად ვინ ახლდა მეფეს
ბრძოლებში.
ისევ თირქაში?
არა, რა თქმა უნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამირსპასალარად ივანეს
ვხედავთ, ორბელიანთა მეორე შტოს წარმომადგენელს. თირქაში ალბათ თვით
დემეტრემ მოიშორა, როგორც კი მონასტრიდან დაბრუნდა და სამეფო ტახტზე ავიდა.
კაღზევანიცა და აშორნიც სომხეთის ტერიტორია იყო, აწ მაჰმადიანი მტრის
მიერ დაპყრობილი, ხოლო ,,შაჰერმენი- იგივე შაჰარმენი-ამ ტერიტორიის ძლიერი და
გავლენიანი მაჰმადიანი დამპყრობელი, რომელსაც, ქართველი მემატიანის სიტყვით,
სომხეთის მეფეს უწოდებდნენ.
პირველი ლაშქრობა, როგორც ვნახეთ, წარმატებით დასრულებულა. მაგრამ ეს
მხოლოდ დასაწყისი იყო. ძალის მოსინჯვას უფრო ჰგავდა მოსალოდნელი დიდი
ბრძოლების წინ,რომელიც ტახტზე ასვლიდანვე ძილსა და მოსვენებას უფრთხობდა
ქართველ მეფეს. რადგან მას კარგად ჰქონდა გათვალისწინებული:თუ იმ ქალაქში არ
იქნებოდა სათანადოდ გამაგრებული, ისე შემდგომ წარმატებას ვერ მიაღწევდა და
სამხრეთითა და სამხრეთ აღმოსავლეთით ურიცხვი მტრის წინააღმდეგ... შემდგომ
წარმატებას კი არა და, უკვე მოპოვებულის შენარჩუნებაც გაუჭირდებოდა. აი, ესა
ჰქონდა შეგნებული და იმიტომაც ითქვა, პირველი გამარჯვება მხოლოდ ძალების
მოსინჯვა თუ მომავალი დიდი ბრძოლების პრელუდია იყოო.

მაგრამ ესდ მტერსაც კარგად ჰქონდა შეგნებული და გათვანისწინებული, და


მისი ყურადღებაც იმ ქალაქისკენ იყო მიპყრობილი; რადგან თუ იქ საფუძვლიანად არ
დამკვიდრდებოდა, ისე გაუძნელდებოდა იმ მიწა - წყლის დაბრუნება, რაც
ქართველებმა დავით აღმაშენებნლისდროს დაატოვებინეს (მტერი კი სულაც არ
გამოსთხოვებოდა ამ ტერიტორიის კვლავ დაპყრობის იმედს);ის კი არადა,
საფრთხეში იქნებოდა სამხრეთის სხვა ქალაქებიც, რომლებიც ამჟამად მას ეპყრა;
იმიტომაც ახდენდა მთავარი ძალების კონცენტრაციას აქ, ამ ქალაქის მახლობლად,
სამხრეთში.
თქვენ უკვე ხვდებით, რომ ეს ქალაქი ჩვენი ძველი ნაცნობი ანისია.

ანისი! ანისი! მრავალბრძოლაგადახდილი, მრავალტანჯული, ათასჯერ


დანგრეული და კვლავ აშენებული, ათასჭირგამოვლილი და მაინც მხნე, უძველესი
და მარად ახალგაზრდა დედაქალაქი ჩვენი მეზობელი ხალხისა.
ზემოთ, ერთგან, ამ ქალაქის სიდიდის უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად
ჩვენ ეკლესიების სიმრავლე აღვნიშნეთ. მას შემდეგ ბევრი ნგრევა განიცადა მტრის

357
განუწყვეტელი შესევებისაგან ქალაქმა და მაინც, ყური დაუგდო, რას ამბობს
ქართული მემატიანე - ამ დიდ ქალაქს შემორცა ათას ერთი ეკლესიაო:
რომელსა შინა მოდღესამდე არს ათას და ერთ ეკლესია!...
აქ შედარებით მომცრო ეკლესიები იგულისხმება, ის დიდი კათედრალი კი,
რომელსაც სომეხი მემატიანე მათე ურჰაელი საკვირველ გადიდებულ ეკლესიას
უწოდებს და რომელიც მტერმა ერთი პირობა მიზგითად აქცია, ზედ ახლათიდან
მოტანილი დიდი ვერცხლის
ნალი
გამოჰკიდა, სანამ დავით აღმაშენებელმა არ ჩამოხსნა და კვლავ ქრისტიანი ჯვარს არ
აღმართავდა, ეს დიდებული ტაძარი, რა თქმა უნდა, ცალკე უნდა მოვიხსენიოთ...
იმ მძაფრი და განუწყვეტელი ბრძოლების წინ, რაც აქ ანისისასთვის უნდა
გაიმართოს და რომლის მოწმეებიც გავხვდებით, ერთხელ კი კიდევ გავიმეოროთ,
რომ ყოველი თვალსაზრისით - პოლიტიკური, სავაჭრო - ეკონომიკურით, სამხედრო -
სტრატეგიით, მორალურით - მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ვინც მოახერხებდა
ანისში კარგად დაფუძნებას, მისთვის მომავალი ბრძოლებიცა და თავისი
პოლიტიკური კურსის გატარებაც გაადვილებული იქნებოდა. კერძოდ,
ქართველებისთვის, რომელთაც, უკვე მოახერხეს თავიანთი მიწა- წყლის მტრისაგან
განთავისუფლება და თრიალეთის ციხესიმაგრეები კვლავ აღადგინეს, ანისის
შემოერთება პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. მაჰმადიანთა
გაერთიანებული ძალის იერიშების მოგერიებას მხოლოდ იმ შემთხვევაში
შეაჩერებდნენ, თუ იმ გზების შეკვრას მოახერხებდნენ, რითაც მათ საქართველოში
შემოჭრის საშუალება ჰქონდდათო, ივანე ჯავახიშვილი წერს.
და აი, ანისის საკითხი ისევ მწვავედ დადგა ქართველი მეფის წინაშე.
ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ხნის წინათ დემეტრე პირველი იძულებული
გახდა, კვლავ მაჰმადიანი მმართველობისათვის დაებრუნუბინა იგი, მართალია,
ყმადნაფიცობის პირობით, მაგრამ ქალაქის მამგებელი მაინც მაჰმადიანი მმართველი
იყო, ქართველი მეფე მუდამ შიშში უნდა ყოფილიყო - არ მიღალატოს და მტერთან
კავშირი არ შეჰკრას. ამიტომ გიორგი მესამეს აღარ აკმაყოფილებდა ასეტი
შეზღუდული უფლებები, გადაწყვიტა ეს ქალაქი სამეფოსთვის შემოერთებინა და
მისი სრული პატრონი გამხდარიყო.
ამგვარად, ანისისაკენ არის მიპყრობილი ყურადღება მაჰმადიანი
დამპყრობლებისაც და ქართველი მეფისაც. ყველა მოელის, რომ დღეს თუ ხვალე აქ
დიდი ბრძოლა გაიმართება...
სამართლიანობა მოითხოვს აქვე შევნიშნოთ - ბრძოლაში ქართველებს უფრო
გაადვილებული ექნებათ საქმე, რადგან მათ მხარში უდგათ ამ მიწა - წყლისა და
ქალაქის ჭეშმარიტი პატრონები, ეს კი მარტო სამხედრო დახმარებას როდი ნიშნავს,
არამედ გაცილებით უფრო მეტს - ეს იმას ნიშნავს, რომ მტრის წინააღმდეგ
ქართველების ბრძოლა სწამართლიანი იქნება. ხოლო სამართლიანობა გამარჯვებაში
კარგი საწინდარია.
მართლაც, დიდი ხანი არ გასულა აშორნის მხარში გალაშქრების შემდეგ, რომ
გაიმართა სასტიკი ბრძოლა ანისისათვის და ამ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს,
შადადიანი მმართველები განდევნეს. ეს მოხდა 1161 წლის აგვისტოში. ბრძოლა,
რომელიც ითქვა, სასტიკი იყო და საამი დღე გაგრძელდა - ,,... სამ დღე ყო ომთა
სიმრავლე და ძგერა ჰუნეთა.

358
ქალაქი მეფემ თავის მანდატურთუხუცესსთან და ამირსპასალარ ივანე
ორბელიანს ჩააბარა, თანაშემწედ კი სარგის მხარგძელი დაუნიშნა, ქალაქში ორი
ათასი ჯარისკაცისაგან შემდგარი გარნიზონი ჩააყენა და უკანვე გამობრუნდა.
ალბად შემთხვევით არ მომხდარა, რომ ქართველთა ანისისაკენ გალაშქრებას
დაემთხვა ქალაქის ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყება შადადციანთა
მართველობის წინააღმდეგ. აჯანყებას, ჩანს, სამღვდელოება ხელმძღვანელობა. ალ-
ფარისაკენ ეს ცნობა უსათუოდ იმას მაგვანიშნებს, რომ ქართველებს მუდმივი
კავშირი ჰქონდათ მაჰმადიანთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში სომეხ მოსახლეობასთან
და შეთანხმებულად მოქმედებდნენ. სხვათა შორის, ამითაც ჩანს , როგორ გამოდიოდა
ქართველი მეფე ამიერკავკასიის ხალხების დამრაზმველად მტრის წინააღმდეგ
ძნელსა და განუწყვეტლივ ბრძოლებში.
გიორგი მესამე ჭკვიანი მმართველი იყო და, რა თქმა უნდა, არც უფიქრია, რომ
ამით საბოლოოდ გათავდებოდა საქმე; მან იცოდა, რომ მტერი ანისს ასე ადვილად
ვერ შეელეოდა; იცოდა, რომ ადრე იქმნებოდა თუ გვიან, ისევ მოუხდებოდა
ანისისათვის ბრძოლა. მაგრამ იმას რას იფიქრებდა, ასე მალე თუ დასჭირდებოდა
გალაშქრება.
ორი თვეც არ გასულა აგვისტოს გამარჯვების შემდეგ, ხოლო ზოგიერთი
უცხოური ცნობის მიხედვით, იმავე თვეში, მეფეის, რომელიც იმ დროს ნაჭარმაგევს
იდგა, ამბავი მოუვიდა, მტერი ანისს დაესხა და მოგვეშველეო.
ანისის დაკარგვამ ძალიან შეაწუხა და ფეხზე დააყენა მაჰმადიანი
მმართველები; ქართველი მემატიანე ხატოვნად გადმოგვცემს ამას:
რომლისა ჯავრისაგან (ანისის დაკარვისაგან) აღიძვრა ნაღველ - ფიცხელობა და
ქედმაღლობა აგარიანთა და ისმაიტელთა
. მოთავეობა შაჰარმენს (ხლათის მფლობელ სუქმან მეორეს) უკისრია; ზემოთაც
შევნიშნეთ, ყველაზე აქტიურად შაჰარმენები მოქმედებდნენ. წამოუძღვა იგი სირიის,
მესოპოტამიის, დიარბექირისა და სხვა კუთხეთა თურქობასო - იქვე ჩამოთვლის ამ
კუთხეების მფლობელებს ჩვენი მემატიანე - და ასე
მრავალთა დიდთა მეპატრონეთა ფადაშახთა სპარსეთისთა თანა... დიდითა და
მიუწვდომელითა ძალითა და უჰამრავითა ლაშქრითა მოვიდა და მოადგა ანისისა
.
მიიღო თუ არა ეს ცნობა მეფემ, სასწრაფოდ შეუდგა ჯარის შეკრებას.
მრავალრიცხოვანი, შეერთებული მხედრების წინააღმდეგ დიდი ლაშქარი იყო
საჭირო; მაგრამ თან სისწრაფეც მართებდა მეფეს - მტერი თუ მოასწრებდა ქალაქში
შესვლას და გამაგრებას, მერე უფრო გაძნელდებოდა საქმე. ამიტომ აღარც კი
დაუცადა ჯარის შეკრებას, ვისი შეგროვებაც სახელდახელოდ მოასწრო, ის წაიყვანა,
თან გაიყოლა იოანე მწიგნობართუხუცესი, სუმბატი (ბერობაში სვიმონი), ამირახორი
ლიპარიტ სუბატის ძე, ბექა სურამელი, ქირქიშ აბულეთის ძე...

სანამ ქართველთა ლაშქარი ნაჭარმაგევიდან ანისს ჩავიდა, მტერს უკვე


მოესწრო ქალაქის მისადგომებთან მისვლა და განაგრებული ზღუდეების გარღვევას
ლამობდა; მემატიანის სიტყვებიდან ჩანს, გამარჯვებაში დარწმუნებული ძალიან
თავდაჯერებული ყოფილან -
კართა ზედა მბრძოლი მაშქრებული და მაძგერებელი ცენთა და აბჯართა
. ბაქიბუქობდნენ და დიდის ამბით აჟღარუნებდნენ აბჯარ - საჭურჭლეს.
როგორც ითქვა, მტერი გამარჯვებაში დარწმუნებული იყო და ამის
გამომჟღავნებას არც ერიდებოდნენ; ყვიროდნენ, ღრიალებდნენ... მხედრობის

359
აღგზნება თითქოს ცხენებსაც გადასდებოდა-ყალყზე დგებოდნენ, ვერ მოესვენათ,
ადგილიდან მოწყვეტას ლამობდნენ, ტორებით მიწას თხრიდნენ, ჭიხვინებდნენ.
ერთი სიტყვით, ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ შეტევისთვისაც და
გამარჯვებისთვისაც.დროშა წინა ხაზისათვის მოეახლოებინათ და ქართველ
მეომრებს ლამის ცხვირწინ გამომწვევად უფრიალებდნენ, გეგონებოდა, უკვე
მოპოებულ გამარჯვებას ზეიმობენო. და ქართველმა მეფე-სარდალმა სიტყვით
მიმართა ჯარს.ეს სიტყვა მოტანილი აქვს მემატიანეს. ჩვეულებრივი სიტყვაა, რითაც
ხშირად მიმართავდნენ ხოლმე ბრძოლის წინ ლაშქარს.
რაკი მტრის დროშა სულ უფრო და უფრო გამომწვევად უფრიალებდათ
თვალწინ, სიტყვის დასასრულს მეფემ თავისი სარდლები-ლიპარიტი, ბექა
სურამელი, და ქირქიში მოიხმო და სიცილით მიმართა: ჩვენს შორის მჯობნი ის იყოს,
ვინც ყველაზე ადრე მისწვდება მტრის მედროშეს და დროშას გააგდებინებსო.
ეს არ იყო უბრალო ახირება. დროშის წართმევას იმ ვითარებაში, როცა მტერი
მეტისმეტად თავდაჯერებული ჩანდა და გამომწვევად იქცეოდა, დიდი
ფსიქოლოგიური გავლენის ძალა იქნებოდა. თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა
ჰქონდა პირველ შეტევას; თუკი თავიდანვე მოახერხებდნენ მტრის რიგებში
არევდარევას შეტანას, იმ გამომწვევ
ქედმაღლობისა და ნაღველფიცხელობას
თუ დაუცხრობოდნენ, მერე უფრო გაუადვილდებოდათ საქმე. სხვებს როდი დააცადა
იმის შესრულება რისკენაც მოუწოდებდა - ჯერ სიტყვე არც კი გაეწყვიტა, რომ
ერთობაში მოსხლიტა ცხენი ადგილიდან და გამომწვევად მოფრიალე დროშისაკენ
გაიჭრა, მედროშეს შუბი აძგერა და დროშა გააგდებინა...
და როგორც მოვლენების შემდგომი განვითარებიდან სჩანს ხელადვე
დამარცხდა ქედფიცხლობა მტრისა. როგორც ქართველი მეფე მოელოდა, დროშის
დაცემა მორალურად გატეხა მტრის ლაშქარი.
ყველა მემატიანე - ქართველებიცა და უცხოელებიც - ერთხმად აღნიშნავენ,
რომ იმ სისხლისმღვრელ ბრძოლაში, რომელიც შებინდებამდე
გაგრძელებულიყო,ქართველების თავგანწირვით უომიათ და გაუმარჯვნიათ. მტერი
გააქციეს და მისდიეს. ხოლო როცა უკან მობრუნდნენ, მაშინღა იხილეს, რომ დიდი
დავლა დარჩათ,,... სიმრავლე კარავთა და სარაფარდათა, სიმდიდრე თუალთა და
მარგალიტთა, ოქროთა ჭედილთა და უჭედელთა, აქლემთა, ცხენთა, ჯორთა და
ყოველთა განძთა, სოფლისა სიმდიდრეთა და მონაგებთა... ამასვე იმეორებს ყველა
უცხოელი მემატიანე მათე ურჰაელის ცნობით, ბრძოლის კარგა ხნის შემდეგ
ბალახებში მეომართა ჯავშნებს პოულობდნენ.

მტრის ლაშქარიძალიან დაზიანებულა იმ დღეს. არაბი ისტორიკოსების


ცნობით, შაჰარმენი 400 მხედრით ძლივს გადარჩა. მათე ურჰაელის ცნობით 7.000 კაცი
დახოცილა, 2.000 -ტყვედ ჩაუგდიათ ქართველებს, ამასთან 6 მთავარი და 150 დიდი
ამირა, (სხვა უცხოელი მემატიანის ცნობით 41.000 კაცი ჩაუგდიათ ტყვეთ
ქართველებს). საერთო რიცხვი შეერტებული რაზმისა, მათე ურჰაელის ცნობით,
80.000 ყოფილა... ბუნებრივია, რომ სხვადასხვა მემატიანე სხვადასხვა რიცხვს
ასახელებს, ზუსტად რა თქმა უნდა, ვერ აღნუსხავდნენ, მაგრამ, როცა ყველა ცნობას
ერთმანეთს შეადარებენ, აშკარა გახდება: მტრის შეერთებული ლაშქარი
მრავალრიცხოვანი ყოფილა, მათთან შედარებით მცირერიცხოვან ქართველებს
თავგანწირვით უბრძოლიათ და სასახელო გამარჯვება მოუპოვებიათ.

360
ჩვენი მემატიანე შენიშნავს, რა სიხარული ყოფილა ქართველთა ლაშქარში.
მეფე სამ დღეს დარჩენილა ანისში, იქაური საქმეები მოუწესრიგებია, 40.000 დრაჰკანი
გაუცია საჩუქრად ანელი მოქალაქეებისათვის - განურჩევლად ეროვნებისა;
გამოუსყიდია ანისიდან წაყვენილი ტყვეები - ქრისტიანებიცა და სხვა რჯულის
ადამიანებიც.

2.
ომიდან დაბრუნებული მეფე პირველად თავის გამზრდელ მამიდა თამარს
ხლებია. ალბად გახსოვთ, ეს ის თამარია, რომელიც შირვანის შაჰს მანუჩიჰრ მეორეს
მიათხოვა დავით აღმაშენებელმა; შაჰი სწორედ გიორგის გამეფების წელს (1156)
გარდაიცვალა, დაქვრივებული ქართველი დედოფალი კი (დედოფალი დედოფალთა

მემატიანე უწოდებს) საქართველოში დაბრუნებულა.


ანისში მეფე გიორგის ახალი ამირა დაუნიშნავს - სატუნი. მაგრამ მალე
ქართველ მეფეს მოღალატეობა დაუწამებია მისთვის და გადაუყენებია, (მეტისმეტმა
თავგამოდებამ დაღუპა ახალი ამირა: ისე საგულდაგულოდ დაუწყია ქალაქის
გამაგრება, რომ მეფეს ეჭვი შეუტანია), ანისის გამგებელად ახლა სარბის ხარმგრძელი
დაუყენებია.
სატუნი კი მართლა მოღალატე აღმოჩნდა: ამირირობიდან გადაყენების შემდეგ
ეს კაცი მაჰმადიან ათაბაგს ხლებია; საბოლოოდ მაინც ყველა მოღალატის ბედი
გაიზიარა - ისევ ჩავარდნია ხელში მეფეს, რომელმაც იგი სიკვდილით დასაჯა.
იმავე 1161 წელს ქართველებს კიდევ გაულაშქრიათ; ახლა უფრო სამხრეთ -
დასავლეთით, არზრუმზე, და აქაც გამარჯვებისათვის მიუხწევიათ. ქართველი
მემატიანე ამის შესახებ არაფერს ამბობს, ამას უცხოური წყაროები გადმოგვცემენ. აქ
მომაქვს არაბი მემატიანის იბნ ალ - ასირის ცნონბა, როგორც ის მოტანალი აქვს თავის
წერილებში ბენიამინ სილაგაძეს:

იმავე წელს გაიმართა ბრძოლა ქართველებსა და აზან არმუნის მფლობელ მეფე


სალთიკს შორის. ქართველებმა სძლიეს მოწინააღმდეგეს და გაანადგურეს სართიის
ლაშქარი. თვითონ სალთიკი შეიპყრეს და ტყვეობიდან მხოლოდ მაშინ
გაათავისუფლეს, როდესაც მისმა დამ შაჰ - ბანუარმა (ხლართის მპყრობელი
შაჰარმენის ცოლმა) ქართველმა მეფემ ძვირფასი საჩუქარი გაუგზავნა და ძმის
გათავისუფლება სთხოვა.
ეს თავისტავად საინტერესო ფაქტია და მარტო ამითაც შეგვიზლია ცოცხლად
წარმოვიდგინოთ, როგორ აუწრიალებია მტერი ქართველთა გახშირებულ
გამარჯვებებს; რა მისვლა -მოსვლა, რა მოლაპარაკება იქნებოდა თავად ეკისრა
ქრისტიან მეფესთან შუადგომლათ თყვეობიდან ძმის საგანდებოდ საჩუქრებს, რა
მოციქულებს გაუზავნიატ...
სომეხი მემათიანე სტეფანოზ ორბელიანი პირდაპირ წერს, ქართველთა
ლაშქარმა ... ყოველი სპარსეთი და თურქისტანი შეაძრწუნაო...
ყველამ იგრძნო, რომ ახალგაზრდა ქართველიმეფე თავისი პაპის დაწყებულ
საქმეს აგძეკბდა და პაპასავით შეუპოვარი იყო.
მაგრამ როგორადაც უნდა სეძლებულიყო მტერი, ცხადია, იგი დამარცხებას არ
შეურიგდებოდა და ფარ-ხმალს არ დაყრიდა. ბუნებრივია, რომ მაჰმადიან სამიროებს
შორის გაიმართებიდა მოლაპარაკება ახალი შეერთებული ლაშქრობის მოსაწყობად,

361
რათა, სანამ ძალიან გვიან არ იყო, ჭკუა ესწავლებინათ თავგადასული ქართველი
მეფისათვის...
სანამ ისინი მოილაპარაკებდნენ და ახალ ლაშქარს შეადგენდნენ, ქართველებმა
დაასწრეს და კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს.
ეს მოხდა ანისისათვის ბრძოლის ზუსტად ერთი წლის თავზე, 1162 წლის
აგვისტოში.
ქართველებმა ამჯერად კიდევ უფრო შორს გაილაშქრეს
მიმართა დიდად ქალაქთად და სახელგამთქმულად დვინად
როგორც ქართველი მემატიანე გადმოგვცემს. დვინი ანისის სამხრეთ 
აღმოსავლეთით მდებარეობს და დიდი სტრარეგიული მნიშვნელობა აქვს; ამას იქვე
მიუთითებს ქართველი მემატიანე:
აწ რომელ არს (ლაპარაკია დვინზე) არარტისა ძირსა ზღვარი სომხეთისა და
ადარბედაგანისა - სწორედ ეს აძლევდა მას დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას.

თვალსაჩინოდ ვნახოთ, რა მტკიცე სამკუთხედი იკვრება და რა უაღრესად


დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიმკურ - ეკონომიკურადაც და სტრატეგიულადაც ამ
სამ დიდ სამხრეთულ ქალაქს.
თბილისი
ანისი
განძა
დვინი

ამ სამ დიდ ქალაქს შორის ხომ მრავალი პატარა ქალაქია და ახლა წარმოგიდგინეთ,
მნიშვნელობის დროს რა გაცხოველებული მიმოსვლა იქნებოდა ქალაქების
დამაკავშირებელი გზებზე სავაჭრო ქარავნებსა: რა მნიშვნელოვანი იყო თითოელი ეს
დიდი თუ პატარა ქალაქი სამხედრო თვალსაზრისით.
ახლა ვნახოთ, როგორ წარიმართა ბრძოლა დვინისათვის.
ქართველი მემეტიანე და ზოგიერთი უცხოური წყაროც საგანგებოთ
მიუთითებენ, რომ პირველი შეტაკება ქართველებსა და დვინის დამცველ მაჰმადიან
მეომრებს შორის ქალაქის გარეთ მომხდარა. ქალაქის დამცველები, ეტყობა, ცდილან
მოწინააღმდეგეების მხედრობა დვინში არ შეეშვათ, ქალაქის გარეთ ეგებებოდნენ და
ბრძოლა იქ გაემართათ, იქვე დაემარცხებინათ, იქვე გაეჯლიტათ და თუ ვინმე
ცოცხალი დარჩებოდა, უკან იქიდანვე გაებრუნებინათ.
ვინ იცის, იქნებ იმიტომაც ერიდებოდნენ მოწინააღმდეგის შეშვებას ქალაქში,
რომ ეშინოდათ, ქალაქის სომხური მოსახლეობა მხარში არ ამოუდგეს ქართველებს
და საქმე კიდევ უფრო არ გაგვიძნელოს.
ამისი მწარე გაკვეთილი მათ ანისიდან და სხვა სომხური ქალაქებიდან
ქონდათ.
ამრიგად, ეს სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა, თუკი
შესრულებას მოახერხებდნენ, საამისო ძალა თუ აღმოაჩნდებოდათ, მაგრამ რაკი
შესრულება ვერ შესძლეს, უარესიც გამოდგა.
ქართველი მეფე - სარდალი, ეტყობა, მიხვდა მტრის განზრახვას,
საბრძოლველად გამოგებებული გამოიტყუა (იქნებ ალყაშიაც, კი მოაქცია, ასეთი
ვარაუდის საფუძველიც არსებობს) და მერე ერთბაშად შეუტია, დაერია, უკან
გაბრუნებაც აღარ დააცადა მუსრი გგაავლო და ასე ბრძოლით შეიჭრა ქალაქში,
ქალაქი და დაარბია.

362
სომეხი მემატიანე ვარდანი საგანგებოდ აღნიშნავს ამ რბევის დროს
ქართველებს ქრისტიანი მოსახლეებისთვის ხელი არ უხლიათო.
ქალაქის ქრისტიანი მოსახლეობა ძირითადად სომხობა იყო და, ბუნებრივია,
ქართველები მათ ხელს არ ახლებდნენ; მაგრამ იმ ვითარებაში, როცა
ხმალშემართული და წინე შეტაკებით გახურებული მხედრობა მოწინააღმდეგის
ქალქში შეიჭრა, როცა ხელჩართული ბრძოლა ახლა ქალაქის ქუჩებში გაიმართა,
სადაც სისხლისმღვრელი მომაკვდავთა გულისმომწურავ კვნესას ერთვის, ასეთ
ვითარებაში ძალიან ძნელია გარჩევა - ვინ დაინდო ვინ დაარბიაო. და რაკი სომეხი
მემატიანე ხაზგასმით შენიშნავს ქრისტიანო მოსახლეობისათვის ხელი არ უხლიათო,
უსათუოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ მეფეს საგანგებოდ ჰყავს თავისი მხედრობა
გაფრთხილებული.
აქაც დიდი დავლა მოუპოვებია გიორგი მესამეს, დიდძალი ტყვეც
წამოუყვანია, თბილისი გაივსო ტყვეებთა და ნადავლითო, ტყვის ფასი თბილისში
თითო დრამი იყოო.
დვინის გამგებლად ქართველ მეფეს ადგილობრივი ფეოდალური ანანია
დაუნიშნავს.

3.
ამის შემდეგ მომხდარ ერთ დიდად მნიშვნელოვან მოვლენას ჩვენამდე
მოღწეული სხვადასხვა წყარო სხვადასხვაგვარად გადმოგვცემს; ზოგი წყარო მთავარი
ამბის გადმოცემისას ემთხვევა ერთმანეთს და მხოლოდ ცალკეული დეტალებით
განსცხვავდება, ზოგისა მთავარი ფაქტიც განსხვავებულია დანარჩენებისაგან...
საქმე ეხება იმ დიდ ლაშქრობას, რომელიც მაჰმადიან მმართველებს
მოუწყვიათ საქართველოს გამარჯვების თვის შემდეგ, 1163 წლის იანვარ-
თებერვალში. ამ ბრძოლებში ქართველები დამარცხდნენ. ზოგიერთი უცხოური
წყარო დამარცხების - ქართველები ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ და
დაუდევრობა გამოიჩინესო.
ყველა არსებული წყაროს ერთმენეთთან შეჯერების შედეგად ასეთი სურათი
ისახებოდა.
ქართველების მიერ დიდი ქალაქების აღებამ და ზედიზედ განცდილმა
რამდენიმე მწარე დამარცხებამ შეშფოთება გამოიწვია მტრის ბანაკებში. და ამჯერად
უფრო დიდი და ძლიერი კოალიცია შეჰკრეს ქართველების წინააღმდეგ (კოალიციაში
შედიოდნენ მრავალი საამიროს მფლობალები, მათ შორის აზერბაიჯანის, ალჯაბანისა
და ინსფაჰანის მფლობელი ათაბაგი ელდიგუზ, ხლათის სულთანი შაჰრამენ სუქმან
კუტუბის ძე, მარაღას მმართველი აყსანკოვის ძე და სხვები).
მაჰმადიანთა ამირები, ათაბაგი და სულთანი თავგანმოდებით ებრძოდნენ
საქართველოს ანისის გამო: მეტად ძნელი იყო მისი დათმობა და თოვლის
ღონისძიებით ცდილოიბდნენ ანისი კვლავ ჩაეგდოთ ხელში, წერს ივანე
ჯავახიშვილი.
როგორც ვხედავთ, ბრძოლა უმთავრესად ანისისათვის არის.
და ისევ ნადირობით იყო გართული, როცა
მოციქული სულთანისა

ეახლა. მეფემ იგი მიიღო ჩვეულებრივ, როგორც მოციქულებს ღებულებენ ხოლ

363
სუნამდვილეში ეს კაცი მოციქული არა ყოფილა, ჯაშუში იყო, მტრის მიერ
მოგზავნილი ჯაშუში და დავალებული ჰქონდა,კარგად დაეზვერა ყველაფერი,გაეგო-
სად იდგა ქართველი მეფე,თან რამდენი კაცი ახლდა და რამდენად მიზანშეწონილი
იქნებოდა მასზე თავდასხმა.
იმდენად მოხერხებული და გაქნილი ჯაშუში გამოდგა ეს კაცი,(კაცი მოგვი და
ტრელიო,ასე ახასიათებს მემატიანე),რომ მის ნამდვილ მისიას ვერავინ მიხვდა.და
მხოლოდ მაშინ გაირკვა ყველაფერი,როცა მძინარე მეფესა და მის ამალას გამთე-
ნიისას მტრის რაზმი დაესხა.
ჯაშუშმა მართლაც კარგად გაზვერა ყველაფერი, ნახა, რომ მეფეს მცველთა
დიდი რაზმი არ ახლდა და აღარ დაუყოვნებია, ხელადვე გაილალა, სულთანს
მიეახლა და მოახსენა:არიქა, ნუღარ დაყოვნდებით, შურისძიებას თუ აპირებთ, ამაზე
უკეთეს დროს ვერ იპოვითო.
იმდენად მოულოდნელი იყო მტრის რაზმის თავდასხმა, რომ მეფე ერთბაშად
გონს ვერ მოეგო და კინაღამ თავი განსაცდელში ჩაიგდო - მტრისკენ მიიწევდა...
ამირსპასალარმა ივანე ორბელიანმა და სხვა დიდეულებმა იმარჯვეს, მოასწრეს
ტანთჩაცმა, აბჯრის ასხმა და ლამის შეპყრობილი წამოიყვანეს მეფე...ამშვიდებდნენ,
მდგომარეობას უადვილებდნენ, რა მოხდაო, ეუბნებოდნენ.ხან ასე მოხდება და ხან
ისეო, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო;ღმერთს გადააბრალეს,-ეტყობა, განვარისხეთ
და ეს სასჯელი მოგვივლინაო, მამობრივი სიმკაცრით დაგსაჯა, როგორც ერთხელ
დავით წინასწარმეტყველიო; მორჩილად მივიღოთ ახლა ეს სასჯელი და გავეცალოთ
იმის იმედით, რომ კვლავ, ჩვეულებრივ, ძლევას და გამარჯვებას მოგვივლენსო. სხვა
მაგალითებიც გაიხსენეს, როცა ბრძენი და უძლეველი მეფე სუსტ ძალას
დაუმერცხებია - ოდესმე ალექსანდრე მაკედონელიც
იძლევა დედაკაცის მიერ, სოლომონი - სიბილასაგან და სამსონ - დალილასგანო...
მაგალითებს რა გამოლევდ!
ეტყობა, ძალიან ძნელი გახდა მეფის დამშვიდება, რომელსაც ალბად, საკუთარ
თავზეც მოსდიოდა გული, რად მოვტყუვდიო. ძნელია დამშვიდება ადამიანისა,
რომელსაც სინდისის ქენჯნა აწუხებდა.
მტერი კი ამ დროს გამარჯვებას ზეიმობდა. დიდი სიხარული იყო მაჰმადიანთა
და საამიროებში - ქეიფობდნენ, ილხედნენ... მარტო ხლათში ალფარიკის ცნობით, 300
ხარი დაუკლავთ ამ გამარჯვების აღსანიშნავად.

როგორც ითქვა, ეს იყო 1163 წლის იანვარ თებერვალი.


ამას მოჰყვება ამბები, რომელთა ერთმანეთთან ლოგიკური დაკავშირება, თუ
მხოლოდ ერთ წყაროს, - ვთქვათ, მარტო ქართველი მემატიანის ცნობით, -
დავეყრდნობით,ძალიან გაგვიძნელდება.
ქართველი მემატიანე ასეთ ცნობას გვაწვდის:
შემდგომად ამისა უბოძა ანისი ;ვისისავე მემამულესა და ითაყუანა თავისი თვისისა
ყმად. და თვით შემოეეხვეწა ელდიგუზ ათაბაგი და ჩამოდგა შუა სულტანსა და
ქართველთა. და ითხიოვა ზავი, აქეთ დედოფალი რუსუდანი, დაი მათი, სულტნის
ცოლყოფილი ჩამოდგ, და შ ეიქმნა მშვიდობა და ზავი რაოდენმე.
ესე იგი ქართველ მეფეს ანისი უბოძებია ქალაქის ძველი პატრონის
ნათესავისათვის ყმადნაფიცობის პირობით. აქამდე ქალაქი შემოერთებული ჰქონდა
და უშუალოდ თავის სამეფოში შედიოდა, ახლა კი ყმადნაფიცობის პირობით ახლი
მაჰმადიანი მმართველისათვის გადაუცია. გამოდის, რომ იძულებულიო გამხდარა,
დაეთმო სად საკუთარ სამეფოში და სად ვასალის უფლებებით დაქვემდებარება!

364
თანაც ეტყობა, დიდი მოლაპარაკება ჰქონდათ. ხომ ნახეთ, ათაბაგ ელდი
გუზისა და მეფისავე დის, შარავანდის სულთანის ცოლყოფილის რუსუდანის
შუამდგომლობით მომხდარა ეს. და უცნაური სწორედ ის არის, რატომ დათანხმდა
ქართველი მეფე ანისის დათმობას. ჩვენ აკი ვნახეთ, რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ
ანისს ქართველი მეფეები, როგორი დაინტერესებულები იყვნენ ქალაქის ხელში
ჩაგდებით. მაშ, ახლა რა მოხდა?

ამის ახსნას ქართულ მატიანეში ვერა ვპოულობთ. უცხოური წყაროები


ავსებენ ამ ხარვეზს და ყველაფერი გასაგები ხდება.
საქმე ის არის, რომ გაგთან ქართველების მარცხის შემდეგ მთელი ოთხი წლის
განმავლობაში მტერი თავგამოდებით იბრძოდა ანისისათვის მის დაპყრობას
ლამობდა. იყო განუწყვეტელი ბრძოლებვი და ვერც ერთ მხარეს ვერ მოესვენა. ვერც
აეღო მტერს ქალაქი და არც ეშვებოდა. ქართველ მეფესაც გაუძნელდა მტრის
წინააღმდეგ განუწყვეტელი ბრძოლა. სერიოზული საშიშროება შეიქმნა ქალაქის სულ
დაკარგვისა. და როცა შუამავლები ეახლნენ გიორგი მესამეს , იქნედბ, ესიამოვნა
კიდეც. ასეა თუ ისე, ამჯერად დათმობა ამჯობინა. ნაწილობრივ დათმობა - ანისის
ყმადნაფიცობის პირობით გადასცა სულთანმა არსლან მაჰმუდის ძეს.

ძნელი სათქმელია, სულთანი გრძნობდა თუ არა, რომ ეს არ იყო საბოლოო


დათმობა; გიორგი მესამემ კი გულში მაშინვე გადაწყვიტა; მიეცემოდა თუ არა
ხელსაყრელი შემთხვევა, კვლავ განუსაზღვრელი უფლებით შემოერთებინა ქალაქი.
რამდენიმე წლის შემდეგ ეს მართლაც ასე მოხდა.
.
მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მემატიანე ერთი უცნაური გალაშქრების ამბავს
გადმოქვცემს. მარტო ჩვენ კი არ გვეჩვენება ეს ლაშქრობა უცნაურად, თვით
მემატიანეც ასე სახავს: იქმნა ესე ვითრი უცნაური (,,უცხო) ლაშქრობა, რომლისა
მსგავსი არავის არაფერი ეხილაო.
და იქნებ უცნაურადაც გეჩვენოთ, რომ მაჰმადიანთა დიდი შეერთებული
მხედრობა ამჯერად ანისს კი არ დაესხა, არც ანისის მიმართულებით წასულან...
ირანს შეიყარნეს... და მოადგეს ციხესა გაგისასა. აიღეს იგი და მოაოხრნეს ყოვალნი
საზღვარნი.
ანისისაგან დიდი მანძილით დაშორებულ უფრო პატარა ციხე-ქალაქს
დაესხნენ.
თითქოს მართლაც უცნაურია: თუკი ანისისათვის იბრძოდნენ, გაგში რა
უნდოდათ! მაგრამ ეტყობა, ეს სამხედრო მანევრი იყო. ქართველი მეფე იმხანად
მტერს ალბად აქეთ არც ელოდა. ღაკი ყველას ყურადღება ანისისაკენ იყო
მიპყრობილი, რაკი ანისეს დაპყრობა გამხდარიყო უპირველეს ამოცანად, რაღა თქმა
უნდა, ქართველი მეფე მის გამაგრებაზე უფრო იზრუნებდა, გარდა იმისა, რომ ანისი
ბუნაბრივადაც, თავისი მდებარეობის გამო, ძნელად მისადგომი იყო.

მოვლენათა შემდგომი განვითარებაც უფლებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ


მტერმა განგებ აირჩია გაგი და იქ შეჩერებას სულაც არ ფიქრობდა.
გაიგო თუ არა გიორგი მესამემ ციხე გაგზე მტრის თავდასხმისა და იქაურობის
აოხრების ამბავი, სასწრაფოდ აწვია ლაშქარი, თანაც, ეტყობა, მრავალრიცხოვანი
დიდი ლაშქრის შეკრება ახლა ქართველი მეფისათვის სულაც არ იყო ძნელი: დავით
აღმაშენებლის რეფორმის შემდეგ მისი მემკვიდრეებიც საგანგებოდ ზრუნავდნენ ამ

365
საქმეზე და ლაშქრის შეკრება უკვე სწრაფად ხერხდებოდა ხოლმე. ქართველი
მემატიანე გადმოგვცემს: როგორც კი გიორგი მეფემ ცნა გაგის აღებისა და აოხრების
ამბავი, მსწრაფლ შემყრელმან შვიდთავე მისთა სამეფოთა, იმერთა და ამერთამან და
გამოასხნა ოვსნი და ქუეყანანი დიდძალნი...
ძალიან დიდი ლაშქარი შეუყრია ქართველ მეფეს, ოსებიც მოუწვევია და
ქუეყანანი დიდძალნიო.
ჩვენი მემატიანისავე სიტყვით, კიდევ უფრო დიდი მხედრობა ჰყოლია მტერს,
იგი იქვე დასძენს:
და მომართა სულტანსა, მყოფსა აურაცხელითა და უამრავითა ლაშქრითა.
მტერს რომ მართლაც მრავალრიცხოვანი, რჩეული ჯარი ჰყავდა გამოყვანილი,
ეს ჩვენ უცხოური წყაროებიდანაც ვიცით. შტეფანოზ ორბელიანი წერს, ათაბაგი
ელდიგუზი მოადგა
მინდორსა გაგისასა... ასი ათასისა კაცითა... და ენება ამოწყუეტა ყოველთა
ქართველთა და შეპყრობა მეფისა.
სწრაფად გაემართა ქართველი მეფე თავისი დიდი ლაშქრით მტრის
კიდევუფრო მრავალრიცხოვანი მხედრობის წინააღმდეგ.
და ახლა ჩვენ მოწმენი უნდა გავხდეთ მძვინვარე, სამკვდრო - სასიცოცხლო
ომისა - იქით მტრის შეერთებული მხედრობა დგას, აქედან შურისძიების ჟინით
შეპყრობილი ქართველთა ლაშქარი მიეშურება და საცაა მისწვდება კიდეც პირველი
იოლი გამარჯვებით ფრთაშესხმულ მტერს. ველით რა მოხდება... მართალია, ძალიან
შორეული ამბავია, მაგრამ რაკი შენი სამშობლოსა და შენი ხალხის სასიცოცხლო
ინტერესებს ეხება, დღესაც გაღელვებს ადამიანს. ერთი სიტყვით, მოუთმენლად
ველოდებით, რა მოხდება...
და დღესაც კი გული გვწყდება, როცა ვგებულობთ, რომ დასანანი შეცდომა
მოსვლია ქართველ მეფეს. მოტყუებულა. თავის მრჩევლებს შეუცდენიათ.
მტერმა რომ მოახლოებული ქართული მხედრობა დაინახა, ხელადვე
შებრუნდა და იქაურობას გაეცალა. წასვლის წინ თითქოს ეთქვათ (ასე გადმოგვცემს
ქართველი მემატიანე):
არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა ქუეყანასა
ზედა, მივრიდოთ თავი და ვეფაროთ.
უთქვამთ ეს იქვე დაუტოვებიათ ყველაფერი, რაც კი თან ჰქონდათ და
გაქცეულან.
ნამდვილად ასე თქვეს თუ არ უთქვამთ, ეს სულერთია, ისედაც იგულისხმება,
რომ ქართველ ლაშქარს მოერიდნენ და გაეცალნენ.
ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ ასე მოეჩვენა მეფესაც და სხვა
მხეართმთავრებსაც.
ეს რომ დაინახა მეფემ, გამოენთო,
მიეტევა სახედ მხეცისაო
მემატიანე წერს. ქართველების მეწინავე რაზმი, რომელსაც, ეტყობა, მეფე ედგა
სათავეში, წამოსწევია კიდეც მტრის არიერგარდს.
მაგრამ მოსალოდნელმა უეჭველმა გამარჯვებამ ფუჭად ჩაიარაო -
გარნა უქმ იქნავე ესევითარი ძლევად განმზადებულება. მიცვივდნენ დიდებულები
მეფეს და დაუშალეს, გასაქანი აღარ მისცეს (ანტაკრა ექმნეს- წინააღმდეგობა
გაუწიეს). დაუჯერებელი ამბავი მოხდა, იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ მეფეს
სადავეში უტაცეს ხელი: გაუშვი, თავად გარბიან და რაღას გამოვეკიდოთ, თუკი
თავად არაფერს გვერჩიან, ჩვენ რაღა ძალა გვადგას, რაღა ზედმეტი სისხლი ვღვაროთ,
366
ღმერთი რაღას განვარისხოთო. ასეთი უსაფუძვლო, უგუნური და ფუჭი მიზეზი
მოუგონესო (ესრეთ მიზეზი უმიზეზო, სიტყუა უსიტყუე, საქმე უქმი)...
მართლაც უსუსური მიზეზი იყო და მეფის შეცდომაც ის არის, რომ დაუჯერა
დიდებულებს, მათ ნებას დაჰყვა. განსაკუთრებით ჰერეთის ერისთავი ვარდან
კოლონკელის ძე აქტიურობდა თურმე, ესე იგი, იმ კუთხის ერისთავი, რომლის
სამფლობელოსაც მტრისგან დარბეული გაგი ესაზღვრებოდა. ეს ყველაფერი
შურმან და მტერობამან ყო ერთი ერთისამანო, მემატიანე დაასკვნის; სულ შურისა და
მტრობის გამო მოხდაო, რადგან კეთილ საქმეს ან უძლურების შეგრძნება თუ
დაარღვევს ან შურიო.
მაგრამ შური ძალიან რბილად შერჩეული სიტყვაა იმისათვის, რაც ალბად
სინამდვილეში მოხდა, აქ ღალატი უფრო ჩანს, და ამს მარტო გუმანი კი არ
გვათქმევინებს, არამედ უცხოური წყაროების პირდაპირი მითითება ღალატზე;
მართლია, ვითარება, რომელშიც ეს ღალატი მოხდა, ცოტა უფრო სხვაგვარია, მაგრამ
ეს ფაქტიურად არაფერს ცვლის.
მეფემ დაუჯერა დიდებულებს, ლაშქარი დაშალა, გაუშვა და, ტაკიღა თავი
გამარჯვებულად ჩათვალა, მხიარულებას მიეცა, ნადირობა დაიწყო (აქვე შევნიშნოთ,
გიორგი მესამე ძალიან კარგი და გატაცებული მონადირე იყო, ნამდვილი ტრფიალი
ნადირობისა. შაგულისხმოა ჩვენამდე მოღწეული ბეჭედი; მასზე გამოსახულია
გიორგი მესამე, რომელსაც მარცხენა ხელზე შევარდენი უზის).
მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ გამარჯვება არ იყო.
სანამ ქართველი მეფე ნადირობდა და იშვებდა, მტერი დროს არ კარგავდა, იგი
გელაქუნს მოადგა (გელაქუნი გაგის სამხრეთით მებარეობს, გოგჩის ანუ სევანის
ტბასთან; ტბასაც ამ დროს გელაქუნი ერქვა). აქ ახალი ძალებით შეივსო მტრის
ისედაც მრავალრიცხოვანი ლაშქარი და ანისისაკენ დაიძრა. მათი მთავარი მიზანი
ხომ ანისის დაპყრობა იყო! Gაგს ხომ განგებ დაესხნენ, მეფის შეცდომაში შესაყვანად!

ნისეს გარნიზონს ამ დროს თორელი მეთაურობდა - მას ჟამსა შინა ანისსა


განამტკიცებდა თორელი დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე
... ამ გვარის წარმომადგენლებს ჩვენ ამის შემდეგ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით და
მემატიანისეული დახასიათება იმათთვის გამოდგება - მუდამ გამოირჩეოდნენ
ვაჯკაცობითა და შემართებით.
მეფე ამ დროს ისევ ნადირობს
შორის მთათა ლორისა და დმანისისათა. რაკიღა მტრის ლაშქარი გაიქცა, გული
საგულესა აქვს, დამშვიდებულია. მან ჯერ არ იცის, რა ხდება ანისში.

თავი მეექვსე.
თავი VI

1
ზემოთ რამდენჯერმე ვახსენეთ
დარბაზი. ამჟამად სხვა ცნების გამოსახატად იხმარება ეს სიტყვა, ისტორიულად კი,
კერძოდ იმ პერიოდში, რომლის ამბებსაც ახლა მოგითხრობთ, სამეფო საბჭოს, ანუ
სახელმწიფოს უმაღლეს სათათბირო ორგანოს ერქვა. ჰქონდა ცოტა უფრო
განსხვავებული შინაარსიც - საერთოდ სამეფო კარს ნიშნავდა. სწორედ ამ

367
მნიშვნელობით ვხვდებით მას ვეფხისტყაოსანში. როცა ტარიელი ამბობს - შევეკაზმე,
დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე
დარბაზისა, იგი სწორედ სამეფო კარს გულისხმობდა.
გავიხსენოთ კიდევ ერთი ადგილი ვეფხისტყაოსნიდან:
ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ...

ალბათ გაგონდებათ: აქ სახელმწიფო სპასპეტზეა ლაპარაკი. ამ მაგალითში


უკვე ორივე მნიშვნელობით ვხვდებით სიტყვას: როცა ავტორი წერს, დარბაზს მივაო,
ამით იგი გვაგებინებს, რომ ავთანდილი სამეფო კარზე მისულა... და იქვე იმასაც
გადმოგვცემს, რომ იგი სადარბაზოდ ანუ სამეფო საბჭოზე დასასწრებად მისულა...
აქედანვე ჩანს, რომ დარბაზის სხდომას დარბაზობას ეძახდნენ.
...დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი. - უბარებს
ავთანდილი შერმადინს; ამ სტრიქონში ერთჯერ არის მოცემული ეს სიტყვა, მაგრამ
ფართო მნიშვნელობით: აქ სამეფო კარიც იგულისხმება, საბჭოც და მეფის ოჯახიც.
რამდენადაც მომდევნო ამბების თხრობისას ხშირად ვახსენებთ დარბაზს,
უფრო ახლოს გავეცნოთ მას.
წყაროებში ხშირად ვხვდებით ამ სიტყვას სხვადასხვა კონტექსტში. იქნებ
ცალკეულმა წყარომ სრული სურათი ვერ დაგვიხატოს, მაგრამ როცა სხვადასხვა
ისტორიულ საბუთში გაფანტულ ცნობებს შევკრებთ და ერთმანეთს მივუსადაგებთ,
ერთმანეთთან დავაკავშირებთ, საერთო წარმოდგენა შეგვექმნება, როგორი
შეიძლებოდა ყოფილიყო დარბაზი.
ისტორიულ წყაროებს როცა ვამბობთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა
დავასახელოთ ზემოთ ჩვენ მიერ უკვე ნახსენები
ხელმწიფის კარის გარიგება - საინტერესო და საგულისხმო ცნობების შემცველი
ძეგლი. იგი მრავალ ისტორიულ საკითხს ჰფენს შუქს; უამისოდ ბევრი რამ
დაფარული და ბურუსით მოცული იქნებოდა.

ამ ძეგლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მას საქართველოს როგორც


სახელმწიფო წყობილების, ისე კულტურული, ეკონომიური და ნივთიერი
კულტურის ისტორიის შესასწავლად უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დარგში
სხვა ასეთი უხვი ცნობების შემცველი ძეგლი ხვიიი საუკუნის დამდეგამდე არ
მოგვეპოვება, წერს ივანე ჯავახიშვილი.
ახლა მეორე დიდ მეცნიერს ექვთიმე თაყაიშვილს მოვუსმინოთ:

ამ ოცდაათი წლის განმავლობაში აუარებელი ძეგლები და ისტორიული საბუთები


აღმოჩნდა და გამოქვეყნდა, რომელთა მეოხებით ქვაკუთხედი ჩაეყარა ჩვენი
ისტორიის შესწავლას, მაგრამ ჯერ არ აღმოჩენილა ძეგლი, რომელსაც საქართველოს
სახელმწიფო წესწყობილების, სახელმწიფო ყოფაცხოვრების და შინაგანი
ორგანიზაციის შესასწავლად ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორც
ხელმწიფის კარის გარიგება
აქვს... ასეთი ძეგლი იშვიათია თვით უაღრეს კულტუროსან დიდ ხალხების და
სახელმწიფოს ისტორიაშიც.
წერილს, საიდანაც ეს სტრიქონებია მოტანილი, ამ სიტყვებით ამთავრებს მეცნიერი:
კარის გარიგების აღმოჩენა ზეიმია ჩვენი ისტორიისათვის.''

368
და მართლაც ზეიმის სახე მიიღო ამ საოცარი ხელნაწერის აღმოჩენამ. საქმე
ეხებოდა ჩვენი ხალხის მაღალი კულტურის დამადასტურებელ კიდევ ერთ
დოკუმენტს, სადაც მრავალი საინტერესო და საგულისხმო ცნობა იყო თავმოყრილი.
ძეგლის აღმოჩენის ამბავი მაშინვე გახმაურდა. მეცნიერები ერთმანეთს ულოცავდნენ,
ექვთიმე თაყაიშვილსა სთხოვდნენ, როგორმე დააჩქარე ძეგლის გამოცემაო...
ეს იყო ჩვენი საუკუნის დასაწყისში.

კარის გარიგების
პოვნამ ძალიან გამახარა. გულწრფელად მომილოცავს და გთხოვთ, რაც შეიძლება
მალე გამოაქვეყნოთ, მოუთმენლად ველი მის დაბეჭდვას, - სწერდა ივანე
ჯავახიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს პეტერბურგიდან 1908 წელს...
ექვთიმე თაყაიშვილს იმიტომ სთხოვდნენ, რომ ძეგლი მან აღმოაჩინა...
სრულიად შეცდომით წააწყდა... სამუდამო დაღუპვისაგან იხსნაო, წერდა ივანე
ჯავახიშვილი...
მეცნიერი ამ ძეგლს წააწყდა არა რომელიმე არქივში, წიგნთსაცავში ან
ტაძარში... გაგიკვირდებათ, ისეთ პირობებში იპოვა უნიკალური ძეგლი. თვითონ
ექვთიმე თაყაიშვილს მოვუსმინოთ:

ხელნაწერი, რომელშიაც დაცულია გარიგება ხელმწიფის კარისა, ჩვენ ვიპოვეთ


რამდენიმე წლის წინათ ქართლში მოგზაურობის დროს ერთ გაპარტახებულ სახლში
და ამოვიღეთ ნაგავიდან, რომელიც ჩვენს თვალწინ გამოგავეს ოთახიდან.
ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში ნაპოვნი ძეგლი სრული არ იქნება. ტექსტი
დაზიანებულია.
თავი და ბოლო აკლია, აკლია აგრეთვე შიგადაშიგ მთელი რვეულები და ცალკე
ფურცლები... საზოგადოდ ხელნაწერის ტექსტს ჩვენამდის ნახევარსაც არ მოუღწევია,
- წერს ექვთიმე თაყაიშვილი.
დანარჩენი ნაწილი იქნებ სწორედ წინა დღეს გაატანეს ნაგავს. ვინ იცის,
რამდენი ასეთი ძეგლი დაღუპულა! მძიმე და შფოთიან საუკუნეებს გაუძლო, და მერე
კი, მშვიდობიან დროს, ჩვენივე დაუდევრობით დაიღუპა.
ასეთი სახითაც კი ძეგლი ფასდაუდებელია. იგი, როგორც ითქვა, უძვირფასეს
ცნობებს შეიცავს, შუქსა ჰფენს ბევრ საინტერესო საკითხს.
სხვათა შორის, ეს ძეგლი გვაწვდის ზემოთ ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ იმ
საყურადღებო ცნობას, რომ ქვეყანაში სასამართლო საქმეებს ჭყონდიდელ-
მწიგნობართუხუცესი განაგებდა:
ჭყონდიდელი ორშაბათ დღეს სააჯო კარსა შიგან დაჯდების. ობოლთა და ქვრივთა
და მიმძლავრებულთა მოჩივართა განიკითხავს.და ყოველი [საბჭოდ ჯდომის ჟამსა]
საწოლის მწიგნობარი გვერდს უზის. და ზარდახანის მწიგნობარს გაგზავნის და
მისის პირით მოახსენებს, რაც ვის რა სჭირს. და რასაც მისის პირით ვერ დაიურვებს,
ადგების და, რა ჟამსაცა ჟამი იყოს, თვით მივა და მაშინ იურვის, რაც ვის უსამართლო
სჭირს, არ მოეშვება, რომ არ დაიურვოს''.
სწორედ აქედან გამოაქვს ივანე ჯავახიშვილს ის მეტად საგულისხმო დასკვნა,
რომ ძველ დროშივე სასამართლო დაწესებულებათა რამდენიმე საფეხური არსებულა
ჩვენში : ''...ცხადი ხდება, რომ ''სააჯო კარი '' საქართველოს უმაღლესი სასამართლო
დაწესებულება უნდა ყოფილიყო მეთორმეტე საუკუნის დამდეგითგან მაინც...''
ამავე ძეგლიდანაა ზემოთ უკვე მოტანილი კიდევ ერთი საყურადღებო ცნობა,
რომ ზარდახნის - ანუ ზარდახანის - აღწერა ყოველწლიურად ხდებოდა და აღწერაში

369
მონაწილეობდნენ ამილახორი, მეაბჯრეთუხუცესი, ზარდახნის [ზარადხანის]
უხუცესი და მწიგნობარი. აქვე ვკითხულობთ, რომ ''ლაშქრობაი და ლაშქრობის
ვეზირობა ამირსპასალარის ხელთ არის''. და ''ამილახორი ვეზირი [ეს ტერმინი ამ
შემთხვევაში თანაშემწის მნიშვნელობით არის ნახმარი] არის ამირსპასალარისა... და
მეაბჯრეთუხუცესი და მეაბჯრენი და მესარტყლენი და საჯინიბოს შემავალნი
ყოველნივე ამილახორის ხელისანი არიან...''
ერთი სიტყვით, ძეგლი მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდის სახელმწიფო
წყობილების შესახებ; გვაცნობს აგრეთვე სამეფო კარის ცხოვრების ძალიან
საინტერესო დეტალებს, ცალკეულ რიტუალებსა თუ ცერემონიებს, ჩვენს თვალწინ
აცოცხლებს საუკუნეების წინანდელ სურათებს.
აქედან ვგებულობთ, მაგალითად, მეფეს მოგზაურობის დროს შვიდასი
შუბოსანი ხლებია... რომ ,,მონადირენი კახეთს და იმერეთს ყველგან არიან. ორას
სამოცი სახლი არის. ტყისმცველნი კიდე არიან. ესენი გიორგობას კარზედ მოვლენ და
თევდორობამდის კარზედ არიან
... ეს იგი, ნოემბრიდან თებერვლამდე სამეფო კარზე ირეოდნენ მონადირეები. ანდა
ვთქვათ: ,,ცხენი რაი ითხოვოს მეფემან, ზარდახნის მოლარე აღვირთმისცემს,
მისრატული (სამეჯინიბოს მოხელე) პირსა აუსხამს, ერთს ყურს გაუყოფს და მეორეს
აღარა. მერმე ზარდახნის მეჯინიბე აუსხამს, საყბეურს შეუსხამს, ზარდახნის მოლარე
უნაგირს გარდასდგამს, საძუეთ აღარ ჩაუყრის, იგივე ზარდახნის მეჯინიბე
შეჰკაზმავს, და წაიყვანს, მისრატულთ უხუცესს მიუყენებს. შეჯდების (იგულისხმება
მეფე) და მათრახი ზარდახნის უხუცესმა მისცეს და ორნივე უკანით იარებიან.
ზარდახნისუხუცესი და ამერითაჩუხჩი წინათ იარების, ჯვარის მტვირთველსა და
მეფეს შუა...

ძეგლი განსაკუთრებული ლაკონურობით ხასიათდება, ავტორი


სიტყვაძვირობს, ძუნწად გვაწვდის ცნობებს, მაგრამ ნათელი სტილის პატრონია და
საოცარი უნარი აქვს, ცოცხლად განგვაცდევინოს ყველაფერი - ხომ ნახეთ, როგორ
დაგვიხატა სურათი, თითქოს ჩვენ თვითონ ვხედავთ სახლიდან გამოსულ მეფეს,
რომელსაც აგერ ბედაური მოართვეს; შევყურებთ, რა გულმოდგინებითა და
სიფრთხილით კაზმავენ ცხენს...
სამეფო კარის ცხოვრების სხვა ეპიზოდებსაც ასევე ცოცხლად აგვიწერს ძეგლის
ავტორი; გვერდძე დაგვიყენებს და გვაყურებინებს, როგორ შეიკრიბება დარბაზი, ვინ
სად დაჯდება, ვის რა აცვია, ფეხზე ვინა დგას ან მეფისაგან რამდენი დაშორებით,
მერე პურობა როგორ გაიმართება, ღვინოს ვინ მიაწვდის მეფეს, მწვადს ვინ
მიართმევს... აბა, კიდევ ნახეთ: ,,...ჭაშნაგირი ხელის მანდილით ცოტა ჩამჩა აქვს. რაი
საჭამადი წამოაყენონ, ჩამჩით ამოიღებს და ხელსა ზედა დაისხამს და აგრეთვე
ღვინოს (თქვენ, რასაკვირველია, ხვდებით ასეთი სიფრთხილის მიზეზს: ჭაშნაგირი
წინასწარ შინჯავს საჭმელსა და სასმელს, რომ მეფეს საწამლავი არ შეაპარონ).
ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, რაც შემდეგ სხვა მეცნიერებმაც გაიზიარეს,
ძეგლი შედგენილია მეთოთხმეტე საუკუნეში, მაგრამ მასში ასახულია უფრო
წინანდელი ცხოვრებაც სამეფო კარისა; კერძოდ ის პერიოდი, რომელსაც ჩვენ ახლა
ვეცნობით.
ამრიგად, ჩვენ განვიზრახეთ, დარბაზს გავეცნოთ.
დარბაზს წევრები, უპირველეს ყოვლისა, რაღა თქმა უნდა, ვაზირები იყვნენ,
ანუ სახელმწიფოს ყველაზე დიდი ხელისუფალნი; აქვე იყვნენ საქვეყნოდ გამრიგე
ხელისუფალნიც, ერისთავთ-ერისთავნი და ერისთავები; ეკლესიის

370
წარმომადგენლები (კათალიკოსი, მოძღვართ-მოძღვარი, დიდი მონასტრების
წინამძღვრები) და ,,უხელონიც, ანუ უთანამდებო ადამიანებიც. აქ ალბათ
იგულისხმება მაღალი წოდების წარმომადგენლები, დიდგვარიანი თავადები და
უსათუოდ დიდვაჭრები... ქვემოთ ჩვენ ვნახავთ, რომ დარბაზის სხდომას მართლაც
ესწრებიან ვაჭართა წარმომადგენლები და საკმაოდ საპატიო წევრებიც არიან,
ანგარიშს უწევენ, მათ რჩევას ყურადღებით ისმენენ.

როგორც ვხედავთ, დარბაზის შემადგენლობა საკმაოდ ფართო ყოფილა.


დარბაზის წევრებს ,,დარბაზის ერს უწოდებდნენ. სწორედ აქედან წარმოსდგება
სიტყვა ,,დარბაისელი: ,,დარბაზისერნი - ,,დარბაისელი... ესე იგი, სიტყვა, რომელიც
ამჟამად დინჯი, ჭკუადამჯდარი ადამიანის ცნებას გამოხატავს, თავდაპირველად
დარბაზის წევრს ნიშნავდა. ეს თავისთავად საინტერესოა.
დარბაზი იკრიბებოდა სხვადასხვა ვითარებაში - დიდ დღესასწაულებთან
დაკავშირებით (ძეგლში ვხვდებით წესებს - როგორ უნდა მოიწვიონ და ჩატარდეს
დარბაზობა ნათლისღებისა და აღდგომის დღესასწაულებში), ან საგანგებო
შემთხვევის დროს (ვთქვათ, ომის გამოცხადების დროს), დიდი შინაგანი
კონფლიქტის გადასაწყვეტად...
ივანე ჯავახიშვილი კონკრეტულად ჩამოთვლის ზოგიერთ საკითხს, რის გამოც
სხვადასხვა დროს დარბაზი მოუწვევიათ და ცნობებს ამის შესახებ ჩვენამდე
მოუღწევია. კანონმდებლობა და უმაღლესი მართლმსაჯულება, ომის გამოცხადების
საკითხი, დიდ ხელისუფალთა არჩევა-დანიშვნის საკითხი. არჩეული
ხელისუფლების დალოცვა და ხელდასხმა, საზეიმო სხდომა გამარჯვებული ლაშქრის
შინ დაბრუნებისა და ზავის ჩამოგდების გამო, დარბაზობა სტუმრად, თუ დახმარების
სათხოვნელად მოსულ მეზობელ და შორეულ მეფე-მბრძანებლების ანდა მათგან
წარმოვლენილი დესპან-მოციქულების მისაღებად და მოსასმენად, დიდი
დღესასწაულების დროს...
დარბაზობის ორი წესი ყოფილა: დიდი დარბაზობა და მცირე დარბაზობა:
,,დარბაზობა, ვითარცა მეფეს ეპრიანოს, დიდის წესითა, და უცროსითა, ვითარცა
ეპრიანოსო - ეს ისე უნდა გავიგოთ, როგორ მიიჩნევდა მიზანშეწონილად მეფე. როცა
სასწრაფოდ გადასაწყვეტი საქმე იყო და დაყოვნება არ შეიძლებოდა, ალბათ მცირე
დარბაზს მოიწვევდნენ.
ქვემოთ ჩვენ საშუალება გვექნება ვნახოთ, როგორ შეიკრიბება დარბაზი ომის
დროს. ახლა კი გაგახსენაბთ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებს,
რომელთაც ჩვენ უკვე გავეცანით და რომლებიც თვალსაჩინოდ გვიჩვენებს დარბაზის
საქმიანობის ხასიათს: ,,მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი
წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა ეკლესიისა განგებისასა დარბაზის კარით
მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა.
აქედანვე ისიც ჩანს, რომ დარბაზს ,,დარბაზის კარსაც
უწოდებდნენ.
დარბაზობას, ჩვეულებრივ, მეფე თავმჯდომარეობდა და წარმართავდა. იგი
იჯდა ,,ტახტსა ზედა ოქროჭედილსა. სხვათა შორის, დარბაზის წევრთაგან ყველას
არა ჰქონია ჯდომის უფლება. მეფის გარდა ისხდნენ აგრეთვე ვაზირები (ისინი
ოქროჭედილ სელებზე ანუ სკამებზე ისხდნენ) და დიდნი ხელისუფალნი (ოღონდ
ამათი სკამები ოქროთი მოჭედილი არა ყოფილა), დარბაზის წევრთა უმრავლესობა კი
ფეხზე იდგა.

371
ფეხზე იდგა მაგალითად ის ოცდაექვსი მწიგნობარი, რომლებიც ძეგლში არიან
მოხსენებული. ოღონდ ყველა მწიგნობრის უწყებრივ მდგომარეობას არ გვაცნობს
ავტორი, მარტო საწოლის მწიგნობარი და ზარდახანის მწიგნობარი ჰყავს
დასახელებული.ეს ორი ცალკე დგას, სხვა მწიგნობართაგან მოშორებით (მეფის
პირისპირო, ასე განმარტავენ მკვლევარები); ეტყობა, მეტი პრივილეგია აქვთ.
დანარჩენი ოცდაოთხი მწიგნობარი კი ჭყონდიდელის მხარეს
ჩამწკრივებულან. იღლიაში ამათაც და იმ ორსაც ,,საწერელი აქვთ - ანუ საწერი
მოწყობილობა, - და მზად არიან, ყოველი მნიშვნელოვანი ფაქტი თუ მოვლენა რაც
დარბაზობაზე ითქმება ან გადაწყდება, და რაც უშუალოდ მათ უწყებას შეეხება,
ჩაიწერონ... (ვაზირთა საბჭოზე კი, ამ მწიგნობართაგან მხოლოდ საწოლის
მწიგნობარს ისწრებენ: დანარჩენებს, ზარდახნის მწიგნობარსაც კი, ვაზირობაზე
დასწრების უფლება არა აქვთ: გარეთ იცდიან და მხოლოდ მაშინ შეუძლიათ შესვლა,
როცა დაიბარებენ). მესტუმრესა და ამირეჯიბს, რომლებიც აგრეთვე ზეზე დგანან,
მანდატურები ამოსდგომიან ზურგს უკან...
დარბაზის შემოსასვლელში დიდი დროშაა აღმართული. დროშასთან დგას
მერემეთუხუცესი - ანუ ცხენის რემების გამგებელთა უფროსი, და კიდევ ერთი
საინტერესო დეტალი: მერემეთუხუცესს მხარზე თავისი ხელობის დამახასიათებელი
იარაღი - საგდებელი ანუ ქამანდი აქვს მოგდებული. მერემეთუხუცესს უკან, რაღა
თქმა უნდა, მერემენი დგანან. ზარდახნის უხუცესები და მსახურთუხუცესი გვერდზე
უდგანან მერემეთუხუცესს...
თქენ ალბათ ყურადღება მიაქციეთ, - ზემოთ, დარბაზის შემადგენლობის
ჩამოთვლის დროს, საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალნი ვახსენეთ. ვინ იყვნენ ისინი?
რას წარმოადგენდნენ საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალნი?

გარდა ცენტრალური სამმართველო აპარატისა, ქვეყანას ადგილებზე,


ცალკეულ კუთხეებში, რაღა თქმა უნდა, თავისი გამგებლები ჰყავდა. ერთ-ერთი
ასეთი გამგებელი ერისთავი იყო. ივანე ჯავახიშვილი წერს: ,,საქვეყნოდ გამრიგე
მოხელეთა შორის პირველი ადგილი ერისთავთ-ერისთავებსა და ერისთავებს
ეჭირათო.
ერისთავი ძველისძველი მოხელეა. ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით
სხვადასხვა ერისთავს. ალბათ გეხსომებათ, მემატიანის გადმოცემით, ჯერ კიდევ
ფარნავაზმა დაჰყო ქვეყანა საერისთავოებად და თითოეულ საერისთავოს თავისი
ერისთავი მიუჩინა. უძველეს დროში ,,ერისთავობა
სამხედრო თანამდებობა იყო და ჯარის უფროსს ნიშნავდა. მერე თანდათანობით
სამოქალაქოდ იქცა.
ჩვენ უკვე მოწმენი გავხდით: ზოგჯერ ისე გაძლიერდებოდა ერისთავი, რომ
მეფესაც ტოლს არ უდებდა და ებრძოდა. ალბათ გახსოვთ ლიპარიტ ბაღვაშისა და
ბაგრატ მეოთხის ურთიერთობა. ერისთავს ჰქონდა თავისი დროშა, ბეჭედი, ,,ცხენი
თოროსანი
და შუბი.
ერისთავი გასამრჯელოს, ანუ ,,სარგოს ღებულობდა. ეს იყო სპეციალური
გადასახადი, საერისთავო გადასახადი. მაგრამ მარტო ამ გასამრჯელოთი როდი
კმაყოფილდებოდა: განსაკუთრებულ შემთხვევებში - ,,დაჭირვებასა რას ჟამსა
ან ,,ლხინსა - დამატებით ერთდროული ბეგარა თუ სავალდებულო ძღვენი უნდა
მიერთმიათ. ასეთ ,,განსაკუთრებულ შემთხვევებს კი ერისთავს რა გამოულევდა:
დაქორწინება, ოჯახის მატება, რაიმე ფათერაკს გადარჩენა თუ ავად გახდომა, ძველი

372
სახლის დანგრევა და ახლის აშენება... ჩვენ ყველას რას ჩამოვთვლით, რას
მივხვდებით, რამდენ ამისთანა განსაკუთრებულ შემთხვევას მოიგონებდა ერითავი...
ამის გამოგონება მარტო მის მიხვედრილობასა და ჭკუაზე კი არ იყო დამოკიდებული,
არამედ უმთავრესად მის მადასა და სინდის-ნამუსზე.
თავდაპირველად ერისთავობა პირადული თანამდებობა იყო და მეფე უნარისა
და დამსახურების მიხედვით მიუბოძებდა ცალკეულ პირებს. მერე კი მთავარი
ბრძოლა სწორედ ამ ნიადაგზე ჰქონდათ ერისთავებსა და მეფეს. ერისთავები მუდამ
იმის ცდაში იყვნენ, მემკვიდრეობითი ყოფილიყო ერისთავობა, მეფე კი, რაღა თქმა
უნდა, მუდამ ეწინააღმდეგებოდა... ჩვენ უკვე ისიც ვიცით, რომ ხან ერთი მხარე
იმარჯვებდა, ხან -მეორე.

იყვნენ აგრეთვე ერისთავთ-ერისთავები. ჩვენ ამათაც შევხვედრივართ ჩვენს


მოთხრობაში.
ერისთავთ-ერისთავობა ისეთი ძველი თანამდებობა არ არის, უფრო
მოგვიანებით უნდა იყოს შემოღებული და, როგორც სახელწოდებიდან შეიძლება
ვივარაუდოთ, მისი უფლებები გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ერისთავისა.
ერისთავი თავად ემორჩილებოდა მას. ივანე ჯავახიშვილს თავის წიგნში ერთი ძველი
ხელნაწერიდან ასეთი ფრაზა მოაქვს: ,,ყოველნი ერისთავნი და აზნაურნი, მღვდელნი
და ყოველნი მსახურნი ერისთავთ-ერისთავისა... ზოგს რამდენიმე საერისთავო
ემორჩილებოდა.
ერისთავთ-ერისთავის სარგო რომ გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა და
,,დაჭირვებასა და ,,ლხინსაც რომ უფრო ხშირ-ხშირად მოიგონებდა, რათა
დამატებითი ძღვენი მიეღო, ამას ალბათ თქმაც კი აღარ უნდა, თავისთავად
იგულისხმება...
მაგრამ არ იფიქროთ, მარტო ეს გადასახადი ჰქონდეს ქვეყნის ძირითად
მოსახლეობას. რა ბრძანებაა. ერისთავებსა და ერისთავთ-ერისთავებს ხომ თავისი
ხელქვეითები ჰყვდათ. გადასახადები ამ ხელქვეითების სასარგებლოდ ცალკე იყო.
რაკი საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფლებზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ
ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მოხელე.
ესენი არიან, უპირველეს ყოვლისა, მწიგნობართუხუცესები და
მოლარეთუხუცესები ცალკე ერისთავებისა და ცალკე ერისთავთ-ერისთავებისა; ამათ
გარდა: ციხისთავები, ხევისუფლები, მამასახლისები, გზირები, მკვირცხმავლები და
მალემსრბოლები.

ჩვენამდე მოუღწევია ერთ უძველეს საბუთს (,,შეუვალობისა და განახლების


სიგელი გიორგი მეორისა შიომღვიმისადმი), რომელიც ჩვენთვის ამჟამად იმითია
საინტერესო, რომ ჩამოთვლილი არიან სწორედ საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფლებანი,
სათანადო გრადაციით: ,,...შემდგომად ჩუენსა მომავალთა მეფეთა, ერისთავთ-
ერისთავთა, ერისთავთა, აზნაურთა, მემამულეთა და მოსაკარგავთა, ციხისთავთა,
ხევისუფალთა, მანდატურთა, შურტათა, ჩინებულთა და ყოველთა საქმისმოქმედთა
დაუმტკიცეთ და ნუვინ უშალავთ ბრძანებასა ამას...
ეს საბუთი იმითაც არის საინტერესო, რომ პირდაპირ გვაუწყებს რა და რა
გადასახადები ყოფილა:
,,აწ ჩუენცა მასვე ზედა გაგუითავისუფლებიან ესე ყოველნი საქონელნი
მღუიმისანი ყოვლისა შესავლისა და გამოსავლისაგან: სახელმწიფოისა,
საერისთავოისა, საციხისოვოისა, სახევისუფლოისა, შურტათა და ჩინებულთაგან და

373
ყოველთა საქმის მოქედთაგან. ესე იგი, გარდა ერისთავთ-ერისთავისა და ერისთავის
სარგოსი ყოფილა აგრეთვე გადასახადი ხელისუფლებისათვის, ციხისთავებისათვის...
ციხისთავები მარტო ციხის უფროსები კი არ იყვნენ, არამედ პატარა ქალაქის
გამგებლებიც (დიდი ქალაქის უფროსს ამირთ-ამირას უწოდებდნენ...).
ცალკე უნდა აღინიშნოს მონაპირე საერისთავოები. ეს სიტყვა თქვენ ალბათ
,,ვეფხისტყაოსნიდან
გეხსომებათ. ,,სანაპირო გაამაგრე, მტერმა ახლოს არ იბარგა
... ,,მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო.
მეორე მაგალითში, როგორც ხედავთ სიტყვა ზმნის ფორმაშია მოქცეული და
გვიადვილებს მონაპირე ერისთავების ფუნქციათა განსაზღვრას, ცოცხლად
წარმოგვადგენინებს მათ საქმიანობას. ვარაუდობენ, რომ მონაპირეთა ინსტიტუტი
თამარის დროიდან არის შემოღებული და დაკავშირებულია სამხედრო-თავდაცვით
ღონიძიებებთან. მონაპირე ერისთავს ევალებოდა საზღვრის დაცვა, აგრეთვე
დაზვერვა და გაგება, თუ რა ხდებოდა მოსაზღვრე ქვეყნებში; ამ ცნობების მიწოდება
სამეფო კარისათვის (,,ღამეთა დღეთავე ზედა დართვიდეს შეუსვენებლად...).
მონაპირე ერისთავს, ბუნებრივია, თავისი ლაშქარი ჰყავდა და ზოგჯერ,
განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა შექმნილი მდგომარეობა დაყოვნებას არ
ითმენდა, მეფესთან შეუთანხმებლად გალაშქრების უფლებაც ჰქონდა. ვიმეორებ:
განსაკუთრებულ შემთხვევაში და არა ყოველთვის. ჩვეულებრივ, მას ყველაფერი
სამეფო კარისათვის უნდა შეეტყობინებინა და მეფის ბრძანებით ემოქმედნა.
მკვლევარები საგანგებოდ აღნიშნავენ სამხედრო დაზვერვის მაღალ დონეს
იმდროინდელ საქართველოში. ამის დასადასტურებლად ,,ვეფხისტყაოსანსაც
იმოწმებენ:

მანდატურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:


ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?
. . . . .
რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე...

სანაპირო საერისთავოები დაარსებული იყო ისეთ სასაზღვრო მხარეებში, საიდანაც


მეტი საშიშროება ემუქრებოდა ქვეყანას. ესე იგი, სამხრეთით და სამხრეთ-
დასავლეთით. ბასილი ეზოსმოძღვარი ჩამოთვლის კიდეც ამ საერისთავოებს.
,,რამეთუ პირველ ქუემოთი სანაპიროი გაგი იყო, რომელნი ჰქონდა ზაქარიას
მხარგრძელსავე, ვარამის მამასა და ესენი მუნ მონაპირობდეს, კაცნი მხნენი,
ბრძოლასა შინა მრავალგზის გამოცდილნი და განმარჯუებულნი, და შიშითა
ღმრთისათა პატრონის ერთგულობითა დიდად საქებელნი.
ამოღმართ ძორაკერტი იყო და ტაშირი, სადათ ზაქარია და ივანე დაიწყეს
პირველად ბრძოლა ლომურად ზემოთ და ქვემოთ, და ყოველსა ადგილსა.
და ზემოთ ჯავახეთი, სადა სარგის მხარგრძელივე თმოგუელი და შალვა
თორელი მონაპირობდეს.
ზედათ არტანი, სადა მესხი მონაპირობდეს, რომელთა შორის იყო ქუარყუარა,
სამცხისა სპასალარი, კაცი დიდად გამარჯუებული და ერთგული მეფეთა.
შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთისა ღადოთა შინა
გამოჩნდა ვინმე კაცი ასპაანის-ძე. გუარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა, ღმერთო,
უბედო. ამას ზაქარია ერქუა სახელი. არცა სახელსა არცხვინა, არცა პატრონისა
წყალობა აუქმა თვისსა ზედა, გარნა საქებელთა ზედა შერთო თავი. მარტოდ იქმოდა

374
მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული, და სხუანი მრავალნი
სახელოვანნი ციხენი და ადგილნი.
ქუემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის-ძენი, და უფროსღა ტბელი, და მახატლის-
ძენი მონაპირობდეს, რომელთა შიშითა განძას და ბარდავს ყრმა მცირე ვერ
აუტირდებოდა დედასა, და ვერცა თურქნი იორის პირსა და მტკუარის პირსა
საძოვარსა აწყენდეს
.
მემატიანის ზემოთ მოტანილ სტრიქონებში კარგად ჩანს, რა დიდი როლი
ენიჭებოდათ მონაპირეებს.
ზემოთ რომ წვრილი მოხელეები ჩამოვთვალეთ, იმათგან ყველას არა ჰქონდა
უფლება დარბაზს დასწრებოდა. ერისთავი და ერისთავთ-ერისთავი კი
განსაკუთრებული პატივით სარგებლობდნენ - ჯერ ერთი, დარბაზის დროს ისხდნენ
და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზურგსუკან თავიანთივე
მოლარეთუხუცესები ედგნენ, რომელთაც ხელში პატრონის ფარი და ხმალი ეჭირათ.
როგორც ხედავთ, დარბაზის შემადგენლობა საკმაოდ დიდი ყოფილა. ამას
სხვადასხვა ისტორიული წყარო გვიდასტურებს. წყაროებში უფრო ნაკლებად არის
მინიშნებული და ჩვენ თვითონ უნდა ვივარაუდოთ, რა ფარული ჭიდილი და
დაპირისპირება იქნებოდა იმავე დარბაზობის დროს ცალკეულ დიდებულთა შორის.
როგორ მწარედ განიცდიან ისინი, როცა მეფე მათსავე ტოლს და ხშირად ნაკლები
ღირსების დიდებულს მეტი პატივით ექცევა, ვიდრე მას.
სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთი არხეინად ზის მთელი კრების
განმავლობაში, მეორე კი დგას და დარბაზობის დამთავრებას ელოდება... დრო კი
ასეთ ვითარებაში უფრო ნელა გადის... სული ელევა, ლამის ფეხზე ჩამოწყდეს ეს
საპატიო კაცი, სხეულიც თითქოს უფრო დაუმძიმდა, ხან ერთ მუხლს მიუნაცვლებს,
ხან მეორეს, ყოველი ორატორის გამოსვლა მეტისმეტად გაჭიანურებული ეჩვენება,
კიდეც რომ არ იყოს გაჭიანურებული; გულს ასკდება... არა-და, რითია იმაზე
ნაკლები!.. და ამ შემთხვევაში იგი გულისხმობს მასზე ცოტათი მაღალი
თანამდებობის პირს, რომელსაც დაჯდომის უფლება აქვს და ზის კიდეც არხეინად,
სკამზე ნებიერად ირწევა და მალ-მალე დაცინვით გამოიხედავს, როცა ამის
გაჭირვებას შენიშნავს... ზოგჯერ ასეც მოეჩვენება ამ კაცს...
თავისთავად იგულისხმება, საკუთარი ღირსებაც გაზვიადებულად
წარმოუდგენიათ და სხვებისადმი მეფის განსაკუთრებული სიმპათიებით უფრო
გაზვიადებულად ეჩვენებათ... რა შურით შეჰყურებენ ვაზირებსაც... და რა
გულისტკივილით უჩივიან ბედის სიმუხთლეს, რომ სხვებს - უფრო უღირსებს -
არგუნა ეს პატივი და ესენი კი უსამართლოდ დაივიწყა, გასწირა... არა-და, მე შენ
გეტყვი, ვერ შეიფერებდნენ ვაზირობას!..
საზეიმო დარბაზობის შემდეგ პურობაც გაიმართერბოდა ხოლმე. ,,ხელმწიფის
კარის გარიგებაში
ამ წვეულების წესებიც არის აღწერილი. საინტერესო იქნება, იმავე ძეგლიდან
გავიხსენოთ კიდევ ერთი დეტალი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ცოცხლად
წარმოვიდგინოთ სურათი.
იგულისხმება, რომ ასეთი დიდი პურობა კარგა ხანს გასტანს და ღამით როცა
დაიშლებიან, დარბაზიდან პირველად, რაღა თქმა უნდა, ვაზირები გამოვლენ, და
თავიანთივე ამალის თანხლებით, გუნდ-გუნდათ, საკუთარი სადგომებისაკენ
გასწევენ. ბნელი ღამეა და ჩვენ ვერა ვხედავთ, ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ
გუნდები ერთმანეთისაგან განცალკევებულები არიან როდი უყადრებენ თავს

375
ერთმანეთს... და იმ ბნელ ღამეში, ძალიან რომ გინდოდეთ, ვერ გაარჩევთ, რომელი
გუნდი ვისია... იქნებ მარტო ლაპარაკით გაარჩიოთ: ხმა გესმით შორიდან, იმ ცალ-
ცალკე ჯგუფების ლაპარაკი სწვდება თქვენს სმენას. საუბრის თემაც განსხვავებულია.
ზოგი კრების შთაბეჭდილებას უზიარებს ერთმანეთს (ფრთხილად, რაღა თქმა უნდა:
სიბნელეში, როცა ღამე ათასი ყურით გისმენს, საფრთხილოა ასეთი ლაპარაკი), ზოგი
მხიარულ ამბავსა ყვება და კიდეც რომ არ იყოს სასაცილო, მაინც აცინებს მსმენელს
(გააჩნია ვინა ყვება და ვინ უსმენს), ზოგი ამინდის ვერაგობას უჩივის... საუბრის
თემას რა გამოლევს!.. ერთი სიტყვით, ჯგუფ-ჯგუფად გამოდიან, გესმით მათი,
დანახვით კი ვერა ხედავთ, მხოლოდ ხმით თუ იცნობთ.
მაგრამ რა ბნელი ღამეც უნდა იყოს და ჩვენ კი იმ ადგილიდან შორს ვიდგეთ,
მათი ლაპარაკიც არ გვესმოდეს, მაინც გამოვიცნობთ, რომელია ჭყონდიდელის
ამალა: მას ორი მაშხალა მოუძღვის წინ და შორიდან წყვილი თვალივით ელავს.
მისგამ მოშორებით რომ ციკლოპებივით თითო მოელვარე თვალსა ხედავთ, ესენი
დანარჩენი ვაზირების ამალები გახლავთ - ვაზირებს თითო მაშხალა მოუძღვით,
ორის უფლება არა აქვთ. ხოლო დანარჩენებს - ერისთავთ-ერისთავებსაც კი, ნურას
უკაცრავად, სულაც არა აქვთ უფლება დარბაზობის შემდეგ გზა მაშხალებით
გაინათონ.
ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ განაწყენებულმა ფეოდალმა ბედის
სამდურავი გაახშიროს! რა სამართალია, ასე დამსახურებულმა ადამიანმა სიბნელეში
ბორძიკით იაროს და კისერი იმტვრიოს... რაღა გასაკვირია, რომ პურობაზე
შეზარხოშებულ ერისთავს გულში შური აღეძრას - შური და სიხარბე ადამიანური
სისუსტეა და დიდებულთა გულში უფრო ადვილად მიიკვლევს გზას... მართალია,
დიდებულთაგან ბევრი ღირსეულია და ადვილად ამარცხებს ამ ქვენა გრძნობებს,
მაგრამ ყველას როდი ჰყოფნის შინაგანი ძალა, მოერიოს...

ჯერ ნუ მოვინდომებთ იმის გამორკვევას, სახელდობრ, ვინ მოერია და ვინ ვერა


- შურს, სიხარბესა და ამბიციას. იქვე მივატოვოთ დარბაზობიდან გუნდ-გუნდად
გამოსული დიდებულები და ახლა სავაზიროს გავეცნოთ.
2

პოპულარულ ისტორიულ ნარკვევებში წაიკითხავთ, რომ სავაზირო, ანუ


ვაზირთა საბჭო, ექვსი ვაზირისაგან შედგებოდა: მწიგნობართუხუცესი-
ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მსახურთუხუცესი.
ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ პოპულარულ ნარკვევებში იქნებ მითითებული არ
იყოს, რომ ასეთი სახე სავაზირომ საბოლოოდ თამარისა და მისი მემკვიდრის დროს
მიიღო. დავით აღმაშენებლის დროიდან ასე არ ყოფილა. აღმაშენებლის დროს
ვარაუდობენ მხოლოდ ერთ ვაზირს - მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს. ჩვენ უკვე
ვნახეთ, როგორ მოაქცია აღმაშენებელმა ეს ორი თანამდებობა ერთი პირის ხელში.
ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობანი მაშინაც იყო, მაგრამ ამ თანამდებობის პირებს
ვაზირები არა რქმევიათ. მათი გავაზირება, როგორც ვარაუდობენ, გიორგი მესამის
დროიდან დაიწყო. ამასთან, ათაბაგის სახელო ანუ თანამდებობა, საერთოდ არ
ყოფილა საქართველოში. იგი თამარის მეფობის დასასრულს შემოიღეს. რატომ და რა
პირობებში, ამას ქვემოთ ვნახავთ. მსახურთუხუცესი კი სავაზიროში თამარის
მემკვიდრემ შეიყვანა, მანამდე ჩვეულებრივი თანამდებობა იყო.
ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი მეფის შემდეგ პირველი კაცი იყო
სახელმწიფოში, მეფის პირველი ვაზირი. შემდეგ მოდიოდნენ ამირსპასალარი და

376
მანდატურთუხუცესი, რომლებიც თანაბარი პატივით სარგებლობდნენ. ზოგიერთ
წყაროში ერთს მოიხსენიებენ წინ, ზოგში - მეორეს.
მაგრამ ისევ მწიგნობართუხუცესს მივუბრუნდეთ. ჩვენ ვნახეთ, რა ქებითა და
მოწიწებით მოიხსენიებს მემატიანე დავით აღმაშენებლის მწიგნობართუხუცეს
გიორგის. იგი თავად იყო განსაკუთრებული პიროვნება, მეფის ,,სავსე სიბრძნითა და
გონიერებითა... ჩვენ ეს უკვე ვნახეთ.
მაგრამ სხვა წყაროთა დახასიათებაც საერთოდ მწიგნობართუხუცესისა
სწორედ ასეთ ყოველნაირად შემკულ ადამიანს გულისხმობს. ,,ხელმწიფის კარის
გარიგებაში
ორგან არის საგანგებოდ აღნიშნული, რომ მწიგნობართუხუცესი მამაა მეფისა და
არავითარი სახელმწიფო საქმე, არავითარი საზრუნავი მეფისა უიმისოდ არ
გადაწყდება და მოგვარდება, სამხედრო საქმეებსა და ჯარსაც კი განაგებს,
მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს თავისი უშუალო პატრონი და გამგებელი ჰყავს.
,,იგი იყო სახელმწიფოს საჭეთმფლობელი და თვით მეფეც კი მის დაუკითხავად არ
მოქმედებდა. შეგახსენებთ, რომ მას, როგორც მაღალი თანამდებობის პირს
(მწიგნობართუხუცესი უსათუოდ ბერი უნდა ყოფილიყო), საეკლესიო საქმეებში
ჩარევის უფლებაც ჰქონდა. მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად, მისი უფლებები
განუსაზღვრელი მაინც არ ყოფილა. მეფისგან დამოუკიდებლად მას მაინც არ შეეძლო
მოქმედება.
მწიგნობართუხუცესს თავისი თანაშენწე ჰყავდა - ეს იყო ,,საწოლის
მწიგნობარი, იგი, როგორც ეტყობა, მწიგნობართუხუცესის პირველ თანაშემწედ
ითვლებოდა, რაკი უფლება ჰქონდა ვაზირთა საბჭოზე დასწრებისა. სხვათაშორის,
საწოლის მწიგნობარი ,,სააჯო კარზედაც გვერდით უზის მწიგნობართუხუცესს.
ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს რომ სხვა ვაზირებთან შედარებით მეტ
პატივსა სცემდნენ, ამას ჩვენ იმ დეტალითაც მივხვდით, როცა პურობიდან გამოსულს
წინ ორი მაშხალა მოუძღოდა.

ზემოთ უკვე ითქვა - ძნელი დასადგენი ხდება, ამირსპასალარსა და


მანდატურთუხუცესს შორის რომელს ჰქონდა უპირატესობა, რამდენადაც ზოგ
წყაროში ერთს მოიხსენიებენ პირველად, ზოგში - მეორეს. ,,ხელმწიფის კარის
გარიგების მიხედვით, ისინი ერთნაირი უფლებებით სარგებლობდნენ - ,,პატივი მისი
(ამირსპასალარისა) და მანდატურთუხუცესისა სწორი არის, მაგრამ, უნდა ვიფიქროთ,
ასეთი გაურკვევლობა ბევრჯერ გახდებოდა მიზეზი ფარული (და ზოგჯერ აშკარა)
შუღლისა, ერთიცა და მეორე თანამდებობის პირიც მუდამ იმის ცდაში იქნებოდა
მეფის მეტი ყურადღება და პატივისცემა დაემსახურებინა... და, ვითარებისდა
მიხედვით, ხან ერთს ერგებოდა მეტი პატივი, ხან მეორეს. ზოგჯერ ეს ორი
თანამდებობა, ანუ სახელო, გაერთიანებული იყო და ერთ პიროვნებას ჰქონდა
ჩაბარებული. მაგალითად, ივანე ორბელიანი, რომელმაც გიორგი მესამის წინააღმდეგ
დიდებულთა შეთქმულება მოაწყო და იმ შეთქმულებისავე მსხვერპლი შეიქმნა,
ამირსპასალარიც იყო და მანდატურთუხუცესიც. ასევე ყოფილან პაპა და მამა ივანე
ორბელიანისა - დიდი ივანე ორბელიანი და სუმბატი...
ამირსპასალარი სახელმწიფოში სამხედრო საქმეებს განაგებდა და, როგორც
,,ხელმწიფის კარის გარიგება გვაუწყებს ,,მას წინათ არვინ იტყვის, რაი ვეზირობა
იყოს - ვაზირთა საბჭოსათვის მას უნდა მოეხსენებინა ომის დაწყების ამბავი და მისი
წარმართვის გეგმა. მას ემორჩილებოდა მთელი ქართული მხედრობა, ყველა
მხედართმთავარი. ოღონდ აქვე უნდა შევნიშნოთ, ომის დროს მეფე იყო ფაქტიური

377
მთავარსარდალი და ამირსპასალარი უკვე მის თანაშემწედ გვევლინებოდა. ჩვენ
ვნახეთ, როგორ მიუძღოდნენ ომებში ჯარს გიორგი მესამე, დემეტრე, დავით
აღმაშენებელი, გიორგი მეორე, ბაგრატ მეოთხე და ყველა მათი წინაპარი.
როგორი იყო ქართული ლაშქარი დავით აღმაშენებლის სამხედრო
რეფორმების შემდეგ, რა სახეობის ჯარისაგან შედგებოდა, ეს ჩვენ უკვე ვიცით და
აღარ გავიმეორებთ: ჯარის ასეთი ორგანიზაცია დიდხანს გაგრძელდა, და როცა
ვახუშტი ბატონიშვილი ქართულ ლაშქარს აგვიწერს, მას სწორედ აღმაშენებლის
დროინდელი სქემა მოაქვს.
როგორც ითქვა, ომის საკითხი ყოველთვის სამეფო საბჭოს უნდა დაედგინა;
მეფე დარბაზს მოეთათბირებოდა ხოლმე. ივანე ჯავახიშვილი შეგვახსენებს
გამოთქმებს მატიანედან - ,,დამასკუნელმან ლაშქრობისამან, ,,დაასკვნეს ლაშქრობა
... ეს იმას ნიშნავს, რომ დარბაზმა იმსჯელა და ლაშქრობა გადაწყვიტა. მხოლოდ ამის
შემდეგ ხდებოდა ლაშქრის წვევა ანუ თანამედროვე ტერმინით - სამხედრო
მობილიზაცია. მეფე ბრძანებდა, წვევის წიგნები დაეგზავნათ. ასეთი ბრძანების
გაცემის უფლება მხოლოდ მეფეს ჰქონდა და დაიწყებოდა მზადება, რაც რაღა თქმა
უნდა სწრაფად ხდებოდა. ზოგჯერ ისე სწრაფად შეკრებდნენ ლაშქარს საქართველოს
ყოველი კუთხიდან, რომ გაგიკვირდებოდა კიდეც. როცა დათქმულ ადგილს ლაშქარი
შეიყრებოდა, მეფე ჩამოუვლიდა და დაათვალიერებდა - ამოწმებდა ჯარის
შემადგენლობას, აღჭურვილობას, საბრძოლო განწყობილებას... გაამხნევებდა,
წააქეზებდა... ლაშქრის ასეთ დათვალიერებას თავისი სახელი ჰქონდა - ,,სპათა
განახვა.
რომ უფრო ცოცხლად წარმოგვიდგინოს ეს ერთგვარი აღლუმის სურათი, ივანე
ჯავახიშვილი ,,ვეფხისტყაოსანს
იშველიებს:

აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,


სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,
ტაიჭთა მათთა სიმაღლე, აბჯართა ხვარაზმულობა.

ომის დამთავრებისა და გამარჯვების შემდეგ ისევ გაიმართებოდა დარბაზობა,


ამირსპასალარი გამარჯვების ამბავს მოახსენებდა მეფესა და დარბაზს, რასაც
,,ლაშქართა გაყრა ანუ ჯარის დათხოვა მოჰყვებოდა.
ამირსპასალარსვე ევალება კურთხევის დროს მეფისათვის სამეფო ხმლის
შერტყმა (,,ამირსპასალარმან ხმალი შეარტყას). კურთხევამდე კი, როცა ეკლესიაში
მიდიოდნენ, ეს ხმალი მასვე (ამირსპასალარს) უნდა წაეღო, თანაც უსათუოდ ორივე
ხელზე დასვენებული. იგულისხმება, რომ ამ დროს ხმალი შიშველი იყო და ქარქაში,
აგრეთვე მეფისავე ფარი და ლახტი, მიჰქონდა მეაბჯრეთუხუცესს, რომელიც მეფეს
უკან მიჰყვებოდა.
ამირსპასალარის თანაშენწე ამილახორი იყო. აკი ,,ხელმწიფის კარის
გარიგებაში წერია: ,,ამილახორი ვეზირი არის ამირსპასალარისა. როგორც უკვე
ითქვა, ამილახორი ესწრებოდა სავაზირო სხდომებს, მაგრამ აქტიურ მონაწილეობას
ვერ ღებულობდა. მისი მდგომარეობა ძალიან მარჯვედ აქვს გადმოცემული
,,ხელმწიფის კარის გარიგების ავტორს: ,,...ვეზირებო ესმის და იგი არას იტყვის,
რასაც არ ჰკითხავენ. და რაი ჰკითხონ, მაშინღა პასუხს იტყვის... იყო თავისთვის
გაჩუმებული, ჰკითხავდნენ რამეს, უპასუხებდა, არა - და სხვების ლაპარაკს ისმენდა...

378
ამილახორი ეტყოდა, მხედრობას განაგებდა, ცხენოსან ჯარს. ამის
დასადასტურებლად მკვლევარები ,,ვეფხისტყაოსნის
ერთ სტრიქონსაც იშველიებენ: ,,ამილახორო, მოასხი რემა, ცხენი და ჯოგია...
ამირსპასალარს ემორჩილებოდნენ მეაბჯრეთუხუცესი, მეაბჯრენი და
სპასალარები - ცალკეული რაზმების სარდლები.
ომის დროს ამირსპასალარსაც, სარდლებსაც, და, რაღა თქმა უნდა , მეფესაც
თავისი აბჯრისმტვირთველები ჰყავდათ. ისინი ბრძოლის დროს თავიანთ პატრონებს
ეხმარებოდნენ: მიაწვდიდნენ საჭირო იარაღს, ისრებს... იგულისხმება, რომ
აბჯართმტვირთველი თავად კარგი მხედარი და მეომარი, მკვირცხლი და ყოჩაღი
მებრძოლი უნდა ყოფილიყო. დროზე და მარჯვედ უნდა მიეწოდებინა ბრძოლის
დროს პატრონისთვის ესა თუ ის საბრძოლო იარაღი, ცხენი მიეშველებინა. ადვილი
წარმოსადგენია, ზოგჯერ როგორი გასაჭირისა და არეულობის დროს ხდებოდა ეს, რა
საბედისწერო ჟამს... ასე, რომ, აბჯრისმტვირთველის როლს ნუ გავაიოლებთ. საკმაოდ
ძნელი და პასუხსაგები საქმე აბარია...
ზემოთ აღვნიშნეთ, წელიწადში ერთხელ ზარდახანის აღწერა-შემოწმება
ხდებოდაო.,,ხელმწიფის კარის გარიგებისავე

ცნობით, ზარდახანაში ინახებოდა მთელი აბჯარი - ,,ჯაჭვი, მუზარადი, ხმალი, ქაფა,


სარკული, მშვილდ-კაპარჭი, ლახტი, შუბი, სრულიად ყოველივე უნაგირი მოჭედილი
და ხამი, აკმაზულობა, რაც ზედ აბია და რაც საცხენე ჯავშანი, მანჯუები აბრეშუმისა,
ცხენის ყელსაბამი მოჭედილი, კანჯრის კუდი და ამისთანა. ყველა, დიდი დროშა,
დაბარჩამანი ორნი თავგადაჭედილნი, ერთი თეთრი და შავი, შუბი სეფე ალმითა, ესე
ყოველი მნათობი, მოჭედილნი ვერცხლითა და სპილენძიანი..
სახელწოდება ,,ამირსპასალარი უფრო მოგვიანებით უნდა იყოს შემოღებული.
ეს თანამდებობა კი თავისთავად იგულისხმება, ძველია და წინათ მთავარსარდალს
და სახელმწიფოში სამხედრო საქმეთა გამგებელს სპასალარს ან სპასპეტს
უწოდებდნენ.
მას შემდეგ რაც ,,ამირსპასალარის
სახელწოდება შემოვიდა, ანუ, ფაქტიურად, დავით აღმაშენებლის დროიდან, ეს
თანამდებობა, როგორც უკვე ვნახეთ ორბელთა გვარის რომელიმე წარმომადგენელს
უჭირავს. ამსვე ადასტურებს სტეფანოზ ორბელიანი. თქვენ გახსოვთ დიდი ივანე
ორბელიანი, მისი შვილი სუმბატი, შვილი სუმბატისა ივანე, ამისი შვილი ისევ
სუმბატი... რა პატივსადები იყო ეს თანამდებობა და ორბელთა გვარის
წარმომადგენლებიც რა ღირსეულად უძღვებოდნენ საქმეს. ერთი ფაქტითაც
შეგვიძლია დავადასტუროთ. ბეთანიის ტაძრის კედელს შემორჩა ფრესკა,
რომელზედაც სუმბატ ორბელია გამოსახული.
მანდატურთუხუცესის თანამდებობა შედარებით ახალია,
მანდატურთუხუცესები კი დავით ღმაშენებლის დროიდან მოიხსენიებიან;
მანდატურთუხუცესი, როგორც ვაზირი, ზოგი მკვლევარის აზრით, გიორგი მესამის
დროიდან უნდა იყოს; მისი შემოღება დავით აღმაშენებლის ,,მრავალმხრივ
ღონისძიებებთან უნდა იყოს დაკავშირებული
, შენიშნავს შოთა მესხია.
ჩვენ უკვე ვნახეთ, თავიდანვე როგორი სიმტკიცე და სიმკაცრე გამოიჩინა
აღმაშენებელმა მოღალატეებისა და ორგულების მიმართ, როგორ ალაგმა თავგასული
ფეოდალების პარპაში. ამას მოითხოვდა ქვეყნის გაერთიანებისა და
ცენტრალიზაციის ინტერესები, უამისოდ საშიში მტრისაგან ქვეყნის

379
გათავისუფლებაც ვერ მოხერხდებოდა... სწორედ ამ საკითხზე აქვს პოლემიკა
დავითის ისტორიკოსს იმ ,,მაბრალოებთან, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მეფის
სიმკაცრის გამო.

აი, საიდან მომდინარეობს საპოლიციო სამსახურის გაძლიერება და ამისთვის


საგანგებო თანამდებობის ანუ სახელოს შემოღება.
ისე არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს აღმაშენებლამდე საერთოდ არა ყოფილიყოს
ასეთი აპარატი. ,,შინაგანი წესრიგის დამცველი საპოლიციო აპარატი, რაღა თქმა
უნდა, მანამდეც იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მეფემ.
ამრიგად, მანდატურთუხუცესი (მოგვიანო ხანაში ამ თანამდებობის პირს
სახლთუხუცესს უწოდებენ) საშინაო საქმეებს საპოლიციო უწყებას განაგებდა,
შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამასთან, იგი ხელმძღვანელობდა დარბაზის
განაწესის შესრულებას. დარბაზობის დროს მანდატურები ანუ მცველები სავაზირო
ოთახს გარეთ ჰყავდა მას დაყენებული და შენობას იცავდნენ. ამ ცნობასაც
,,ხელმწიფის კარის გარიგება გვაწვდის: ,,...მერიგე შორსა დგას, და მანდატურნი
გარეშემო შორს დგანან. და ვისაცა არ უბრძანებენ, არვის მიიყვანენ სიახლოვეს...
მანდატურთუხუცესს ხელთ ეპყრა ოქროს არგანი, რასაც სამანდატურო არგანი
რქმევია და, ამრიგად, მისი ,,ხელისუფლების განსაკუთრებული კუთვნილება და
ნიშანი ყოფილა. მანდატურებსაც ჰქონიათ არგანი, ოღონდ იგულისხმება უბრალო,
არა ოქროსი.
მანდატურთუხუცესს ჰქონია აგრეთვე დავალებული სამეურნეო საქმეებიც.
,,კარის გარიგებიდან ჩანს, რომ ზვრები ,,მანდატურთუხუცესის ხელისანი არიან, იგი
,,სამუშაოსა ზედამდგომელად მანდატურს მისცემს... მასვე მიუთითებს, რომელი
სოფლებიდან რომელ სამეფო ზვრებში გამოიყვანონ გლეხები სამუშაოდ. მანდატური
სულ - ,, ამიერ და იმიერ - სამასი სახლი ყოფილა, ამათგან ,,სამნი აზნაურნი არიან -
იკუნკელისძე, შერაქისძე და ჯარნასძე, დანარჩენები კი - გლეხები.
მანდატურთუხუცესის თანაშემწე ამირეჯიბი იყო. ,,ამირეჯიბს ყოველგან გზა
აქვს საურავისა, სადა გინდ იყოს მეფე, სალაროს, საწოლს, საჭურჭლეს, ყოველგან
მივა და ყოველგან იურვის
... ერთი სიტყვით, ყველგან გზა ხსნილი ჰქონია ამირეჯიბს. აქედანვე ჩანს, რომ ეს
თანამდებობა ძალიან დიდი და საპატიო იყო. ადიუტანტად მას მანდატური ახლდა
ხოლმე (,, ზედამდგომელი ამირეჯიბს მანდატურივე მართებს
- ,,ზედამდგომელი აქ ,,ადიუტანტის მნიშვნელობით იხმარება).

მეჭურჭლეთუხუცესი სახელმწიფო ხაზინის გამგებელი იყო, ანუ თანამედროვე


ტერმინით რომ ვთქვათ, საფინანსო საქმეებს განაგებდა, ფინანსათა მინისტრი იყო.
თუ რა პატივით სარგებლობდა იგი, შეგვიძლია ვივარაუდოთ ერთი ფრაზით, რასაც
,,ხელმწიფის კარის გარიგებაში ვკითხულობთ: ,, დიდი არის მეჭურჭლეთუხუცესი,
ათაბაგობის დაწყებამდი მეოთხე ვეზირი იყო...
მეჭურჭლეთუხუცესს მართლაც დიდი უფლებები ჰქონდა. იგი განაგებდა
ქალაქებს, ვაჭრობის საქმეს და, ამდენად, ქალაქის მესვეურებიცა და ვაჭრებიც მას
ექვემდებარებოდნენ.
მეჭურჭლეთუხუცესსაც ჰყოლია მოადგილე და მას მეჭურჭლეთუხუცესის
ნაცვალი რქმევია.

380
ამრიგად, ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ ძველი სავაზიროს შემადგენლობა. როგორც
ითქვა, მოგვიანებით სავაზიროს შემადგენლობა გაიზარდა და მას დაემატა კიდევ
ორი ვაზირი - ათაბაგი და მსახურთუხუცესი.
,,ხელმწიფის კარის გარიგებაში რამდენჯერმე არის მოხსენებული ათაბაგის
თანამდებობა და ყველგან ისეთივე პატივით, როგორც ამირსპასალარი და
მანდატურთუხუცესი.
ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ანუ მეფის პირველი ვაზირის შემდეგ ამ
სამ ვაზირს ერთად ახსენებენ ხოლმე. ამიტომაც ვაზირთა საბჭოზე მისი ადგილი
ჭყონდიდელის ქვემოთ ყოფილა. ამირსპასალართან ერთად (,,ჭყონდიდელს ქვემოთ
ნოხთა ზედა ათაბაგი და ამირსპასალარი დასხდნენ). ,,ათაბაგობა ქართული
ხელისუფლება არ არის და უცხოეთიდან იყო შეთვისებული, - წერს ივანე
ჯავახიშვილი.
ქვემოთ ვნახეთ, რომ მეფე იძულებული გახდა, ეს თანამდებობა დაეწესებინა.
ივანე ჯავახიშვილი იქვე წერს: ,,ათაბაგობა... ივანე მხარგრძელის პირად
პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იქმნა დაწესებული
. რაკი ფეოდალმა აიძულა მეფე, ასეთი თანამდებობა დაეწესებნა, ეს თავისთავად
მიგვანიშნებს, რომ გამწვავებული შინაგანი წინააღმდეგობის საფუძველზე
შემოუღიათ. სელჩუკთა სახელმწიფოში ათაბაგი ტახტის მემკვიდრის აღმზრდელად
ითვლებოდა (,, ათა მამას ნიშნავს) და ეს მოვალეობა დაეკისრა მას საქართველოშიც.
ის ფაქტი, რომ ათაბაგი უფლისწულის აღმზრდელი იყო, თავისთავად ბევრის
მეტყველია და ამის შემდეგ ადვილი ასახსნელია, რომ მას ვაზირთა შორის პირველი
ადგილი მიეკუთვნა. არც იმის გათვალისწინებაა ძნელი, რომ პატივმოყვარე
ფეოდალი თანდათანობით თავის მდგომარეობასაც აღარ დასჯერდებოდა და მთავარ
ვაზირს - ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს დაუპირისპირდებოდა.
ჩვენ მართლაც გავხდებით ამის მოწმენი.
როგორც ითქვა, უფრო მოგვიანებით დაწესდა მსახურთუხუცესის სახელოც.
სახელწოდებაც კარგად მიგვანიშნებს, რომ იგი მეფის მსახურებს, ანუ სამეფო სახლის
საქმეებს განაგებს და ზოგჯერ, წყაროებში ასე მოიხსენიება - ,,ხელი შინაური.
,,ხელმწიფის კარის გარიგების
მიხედვით მას ემორჩილებოდა სალარო, საწოლი, მესაწოლეთუხუცესი,
მოლარეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი, ციცხვთუხუცესი, მეხილეთუხუცესი.
ამრიგად, ჩვენ უკვე გავეცანით სავაზიროს. აშკარად შენიშნავდით, რომ
ვაზირთაგან ერთი ჯგუფი მეტი პატივითა და უფლებებით სარგებლობს, მეორე -
ნაკლებით. მეტი უფლებებით სარგებლობდნენ ამირსპასალარი და
მანდატურთუხუცესი, რომელთაც შემდეგ შეუერთდა და, თანდათანობით, თავშიაც
მოექცა ათაბაგი; მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი კი შედარებით ნაკლები
პატივითა და უფლებებით სარგებლობდნენ. ის კი არა და, პირველად მათ მხოლოდ
სათათბირო ხმა ჰქონდათ სავაზიროში.
ბუნებრივია, ყველა დიდ საქვეყნო-სახელმწიფოებრივ საქმეს სავაზირო
განიხილავდა. იგი იყო მთავრობა სახელმწიფოსი. სათავეში, რაღა თქმა უნდა, მეფე
ედგა და ის თავმჯდომარეობდა სავაზიროს სხდომებს.
ალბათ საინტერესო იქნება, რვაასი წლის წინანდელ სხდომაზედაც შევიხედოთ
- სავაზიროს სხდომაზე.
,,ხელმწიფის კარის გარიგება
ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს.
ჯერ სამზადისი...
381
,,თუ ვეზირობა იყოს... მოახსენონ ჭყონდიდელსა და ათაბაგსა,
ამირსპასალარსა, მანდატურთუხუცესსა, მეჭურჭლეთუხუცესსა, მსახურთუხუცესსა
და ამილახორსა
. ამილახორი (ამირახორი), როგორც ვიცით, ამირსპასალარის ნაცვალი ანუ
მოადგილეა, სავაზიროს არასრულუფლებიანი წევრი - ესწრება სხდომას და ისმენს
მხოლოდ, თუ არ ჰკითხავენ, აზრის გამოთქმის უფლება არა აქვს. ასეთივე
არასრულუფლებიანი წევრები არიან საწოლოს მწიგნობარი (მწიგნობართუხუცესის
მოადგილე) და ამირეჯიბი (მანდატურთუხუცესის მოადგილე). ამათაც იწვევენ
სხდომაზე, თუმცა როგორც ვნახეთ, ძეგლის ავტორს ხსენებული არა ჰყავს. ეტყობა
გადმწერს გამორჩენია.
ამრიგად, მეფისა და მისი პირველი ვაზირის -
ჭყონდიდელმწიგნობარტუხუცესის გარდა, სავაზიროს შვიდი კაცი ესწრება...

მაგრამ სანამ ისინი სხდომის ოთახში შევიდოდნენ და ვაზირობა დაიწყებოდეს,


ჯერ ოთახი უნდა მოამზადონ სხდომისათვის. ეს ფარეშთუხუცესს ევალება. მან უნდა
,,დაჰფინოს ორხოვა (ოქროსქსოვილი ხავერდი) მომცრო და ზედ სასთაული (ბალიში)
დადვას. რაკი ეს მეფის საჯდომია, იგულისხმება, რომ სასთაულს ოქროჭედილ
ტახტზე დასდებენ. ტახტი ოთახის შუაგულში დგას, კედლებისა და კარისაგან
მოშორებით.
შემდეგ უნდა ,,მოიღონ სუფრის ნოხი და მომრგვალებით დაჰფინონ პირისპირ
(მეფის წინ ნახევარწრედ დაჰფენენო, ექვთიმე თაყაიშვილი განმარტავს) თავსა
სუფრის ნოხისასა სელნი დადგან. სელი ზემოთაც ვახსენეთ - დასაკეცი, უზურგო
სკამია ვაზირებისათვის.
როგორც ითქვა, ძეგლის ავტორი სიტყვაძვირი კაცია და ხშირად ბოლომდე არ
ამბობს იმას, რაც თავისთავად იგულისხმება. ზემოთ, როგორც ვნახეთ, მეფის
ოქროჭედილი ტახტი არ ახსენა, რომელზედაც სასთაული დადეს: ახლა ისიც არა
თქვა, რომ ვაზირთა სელები ოქროთი იყო მოჭედილი, არც ის უთქვამს, რომ ნოხს
ფერხედ მაგიდაზე აფენდნენ. ეს ცნობები მემატიანის თხზულებას (,,ისტორიანი და
აზმანი...) შემოუნახავს.
სავაზირო სხდომის დარბაზის გვერდით ოთახია, რომელსაც სალარო ჰქვია. აქ
კართან დგანან მესაწოლეთუხუცესი და მოლარეთუხუცესი - მსახურთუხუცესის
თანაშემწეები. ისინი სხდომის დროს დარბაზს იცავენ; ვინც დაბარებულია,
გაატარებენ, სხვას არავის შეუშვებენ: ,,და მერმე ვინც უნდათ - მეაბჯრეთუხუცესსა,
განმგეთუხუცესსა, საჭურჭლისნაცვალსა, მესტუმრესა, ზარდახნის მწიგნობარსა, და
ვინცა ხელისუფალნი სამოციქულოდ უნდათ, შეასხამენ და გაგზავნიან ...საწოლის
მეკრე კარს გარეთ არის, ზურგი შემოუქცევია კარით, ან გამოუხშავს. ხელთა არგანი
აქვს, ქვე ზის ვისაცა უბრძანებენ, შემოიყვანს. მერიგე შორსა დგას და მანდატურნი
გარეშემო შორს დგანან; და ვისაცა არ უბრძანებენ, არვის მიიყვანენ სიახლოვეს...
მკაცრი დაცვა ჰქონია სავაზიროს. ალბათ იმასაც მიაქციეთ ყურადღება,
ჩვეულებრივ ვის მოუხმობდნენ სხდომაზე - მეაბჯრეთუხუცესს, განმგეთუხუცესს,
საჭურჭლისნაცვალს, მესტუმრეს, ზარდახნის მწიგნობარს... ანუ სხვადასხვა დარგისა
და უწყებათა მოხელეებს. მთავარი სავარაუდებელი საკითხები, რაც სავაზირომ უნდა
განიხილოს, სწორედ ამათ შეეხება და მათი მონაწილეობით უნდა იმსჯელონ.
ზოგჯერ, საჭიროების მიხედვით სხვა მოხელეებსა და გარეშე პირებსაც მოიწვევენ. აქ
დასახელებულ მოხელეთა შორის თქვენი ყურადღება იქნებ ,,მესტუმრემ

382
მიიქცია: მას ევალება უცხოელი ელჩებისა და დესპანების მიღება, მათთან
ურთიერთობა: ,,სტუმრის მიმღები მოხელეაო
, ასე განმარტავს ექვთიმე თაყაიშვილი.
ამრიგად, ფარეშთუხუცესი მორჩა საქმეს - სხდომის დარბაზი მოაწესრიგა,
ტახტი და სკამები დაალაგა, ძვირფასი ნოხები დაჰფინა... უკვე მოახლოვდა სხდომის
დაწყების დრო, მაგრამ დარბაზში ჯერ ისევ ირევა ხალხი - სასახლის მსახურები,
სხვადასხვა რანგის მოხელეები, რომლებიც დღეს სხდომაზე არიან დაბერებულნი,
მაგრამ გარეთ უნდა დაიცადონ, გამოძახებას უნდა ელოდონ... დიდ დარბაზში ჯერ
ისევ ფუსფუსია, გაბმული ზუზუნი დგას... უკვე მსახურთუხუცესის ჯერი დადგა:
იგი ხელს შემართავს და აფუსფუსებული დარბაზი ერთბაშად დაიცლება,
სამარისებური სიჩუმე გამეფდება. ახლა მალე უნდა დაიწყოს სავაზიროს სხდომა.
და აი, ვაზირები გამოჩნდებიან. თქვენ მათ ტანსაცმლითაც იცნობთ:
ოქრომკერდით ნაქსოვი სამოსელი აცვიათ - სკარამანგები. ეს ტანსაცმელი თამარ
მეფემ შემოიღო ვაზირებისათვის.

როგორც ვნახეთ, მაგიდა და სკამები ადრევე მოუმზადეს ვაზირებს, მაგრამ


სადაც მოუხდებათ, ან სადაც მოესურვებათ, იქ კი ვერ დასხდებიან - ყველას თავისი
ადგილი აქვს მიჩენილი. ყველაზე საპატიო ადგილი, რაღა თქმა უნდა, ჭყონდიდელ-
მწიგნობართუხუცესს ეკუთვნის, როგორც პირველ ვაზირსა და სახელმწიფოში მეფის
შემდეგ, პირველ კაცს. მერე - ათაბაგი (მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა შემოიღეს) და
ამირსპასალარი (,,ჭყონდიდელს ქვემოთ ნოხთა ზედა ათაბაგი და ამირსპასალარი
დასხდნენ), იქვე - მანდატურთუხუცესი (ეს იმ შემთხვევაში, როცა ამ ორ
თანამდებობას სხვადასხვა პირი განაგებს); მეწურწლეთუხუცესისა და
მსახურთუხუცესის თანამდებობაც ტოლფასოვნად ითვლება, ისინი ერთად არიან...
(,,აწე მსახურთუხუცესი მეწურწლეთუხუცესისა გვერდით ზის ვეზირობასა ზედან),
ამათ ზურგსუკან კი ვაზირთა თანაშემწეები დასხდებიან...
შემობრძანდება მეფე და სხდომაც იწყება...
სავაზიროს დამთავრების შემდეგ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი
გადაწყვეტილება-დადგენილებასა თუ ბრძანებას მწიგნობრებს გადასცემს. სულ 26
მწიდნობარია, ეს ჩვენ უკვე ვიცით, და ბრძანებები დარიგდება იმის მიხედვით, თუ
საქმე უწყებრივად რომელ მწიგნობარს შეეხება. მწიგნობრები ,,ასწერენ და იურვიან,
რაც სასურვო იყოს
- ესე იგი, უნდა იზრუნონ, რათა ბრძანება შესრულდეს.
თქვენ, რაღა თქმა უნდა, გაინტერესებთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს
ბრზანება თუ გადაწყვეტილება, რა საკითხები იხილებოდა დარბაზისა თუ
სავაზიროს სხდომებზე. ჩვენ უკვე შევეგუეთ იმას, რომ მრავალი ძვირფასი საბუთი,
რაც სასურველი სისრულით გააცოცხლებდა იმდროინდელ ცხოვრებას, მომდევნო
საუკუნეებში დატრიალებული უბედურების დროს დაიღუპა. არსებობდა ასეთი
საბუთები და აღარ არის, მაგრამ იმ ძუნწი ცნობებითაც კი, რაც შემთხვევით
გადარჩენია ჟამთა სიავეს, ზოგიერთი რამის აღდგენა მაინც ხერხდება. აგერ,
სავაზიროს ბრძანებებსა თუ გადაწყვეტილებებზე გვქონდა საუბარი. ვთქვით, როგორ
დაურიგდებოდა წერილობით ეს ბრძანებები სხვადასხვა დარგისა და უწყების
მწიგნობართ შესასრულებლად... ეს საბუთები განადგურდა. მაგრამ ზოგი რამ აქა-იქ
მაინც შემორჩენილა.
და აი, ჩვენ საშუალება გვაქვს, სავაზიროს ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტილებას
გავეცნოთ. იგი ქვაზეა დაწერილი რვა საუკუნის წინათ. რვაასი წელიწადი ცის ქვეშ

383
ეგდო ეს ქვა წვიმასა, თოვლსა და ქარში, მაგრამ წარწერა მაინც არ გადაშლილა და
ჩვენს დრომდე მოიტანა არა მარტო შინაარსი გადაწყვეტილებისა, არამედ
გაცილებით უფრო საინტერესო ცნობა, თუმცა წარწერის ამომტვიფრავს რვაასი წლის
წინათ წარმოდგენაც კი არა ჰქონდა, ასეთ საგულისხმო ცნობას თუ უნახავდა
შორეულ შთამომავლობას.
წარწერიანი ქვა აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ აღმოაჩინა 1936 წელს,
ექსპედიციის დროს, თრიალეთში, წალკის მიდამოებში.
აი, ეს წარწერაც:
,,სახელითა ღმრთისაითა, ბრძანებითა
ღმრთისა სწორთა თამარის და გიორგისითა,
ჭყონდიდელის, ზაქარია, შალვა,
ოვსიყმა, ვაჩესითა, ჯულაბაის
მოჭირვებითა, სანობაის ძისა ინაისა
ხელითა დაისუა ხელი ესე ღმრთისა
სწორთა მეფეთ-მეფისა
გიორგისი.
ამ სიტყვებს გარდა, ქვაზე ამოკვეთილია გამოსახულება ადამიანის ხელისა,
რაც აადვილებს წარწერის შინაარსის გაგებას. ნიკო ბერძენიშვილი წერს: ხელი ,,იყო
მამულის მფლობელობის ნიშანი, ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი.
ამრიგად, ჩვენამდე მოაღწია ბრძანებამ მამულის მფლობელობის შესახებ.
ნიკო ბერძენიშვილს ,,დიდმნიშვნელოვან სახელმწიფო აქტად
მიაჩნია ეს ბრძანება და ცდილობს დააზუსტოს, კერძოდ რა მფლობელობას შეეხება
იგი. მეცნიერი ასეთ ვარაუდს გვთავაზობს: ,,ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის თრიალეთის
საუფლისწულო (სახასო) ქვეყნად დამტკიცების აქტი. ხელის დასმის ადგილი, წალკა,
თრიალეთის ცენტრი, ამასვე უნდა მიუთითებდეს.
საუფლისწულო მამულების დამტკიცება და ისიც თრიალეთში (ჩვენ უკვე
ვიცით ამ მიდამოების განსაკუთრებული ეკონომიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა)
მართლაც საყურადღებო ფაქტია. მაგრამ ამჟამად ჩვენთვის უფრო საინტერესო ის
არის, რომ მკვლევარებს წარწერა სავაზიროს ერთ-ერთ გადაწყვეტილება-ბრძანებად
მიაჩნიათ.
წარწერის თარიღად ერთხმად ასახელებენ 1207-1212 წლებს, ამ დროს თამარს
თანამოსაყდრედა ჰყავს თავისი შვილი გიორგი, ლაშად წოდებული. ასე, რომ, ვინ
უნდა იყვნენ წარწერაში მოხსენებული ,,ღმრთისა სწორნი
თამარი და გიორგი, ეჭვს არ იწვევს. ესენი არიან თამარ მეფე და მისი შვილი ლაშა
გიორგი.
ამას მოჰყვება კიდევ რამდენიმე დასახელება: ჭყონდიდელი (რომელსაც აქ
სახელით არ მოიხსენიებენ და, მკვლევარების აზრით, ეს სამეფოს კარზე
მისიგანსაკუთრებული მდგომარეობით აიხსნება); ზაქარია - ზაქარია მხარგრძელი, იმ
დროს საქართველოს ამირსპასალარი; შალვა - თორელი-ახალციხელი, რომელსაც
მანდატურთუხუცესად ვარაუდობენ, რამდენადაც იგი ამირსპასალარის შემდეგ არის
დასახელებული, და რაკი მკვლევარები წარწერას უყოყმანოდ სავაზიროს ბრძანებად
მიიჩნევენ და, ამდენად, აქ დასახელებულ პირებს - სავაზიროს წევრებად,
ვარაუდობენ, რომ ოსიყმა მეჭურჭლეთუხუცესი იქნებოდა; ხოლო ვაჩე - ამირახორი,
რადგან სავაზიროში, ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის შემდეგ ეს ორი
ადგილიღა დარჩა. ათაბაგის თანამდებობა, როგორც ვიცით, იმ წლებში ჯერ კიდევ არ

384
იყო შემოღებული, მსახურთუხუცესი უფრო მოგვიანებით შეიყვანეს სავაზიროს
შემადგენლობაში.
სხვა წყაროებით არ დასტურდება ეს ვარაუდი - არც შალვა, არც ოსიყმა და არც
ვაჩე არსად ვაზირებად არ მოიხსენიებიან... ამ გარემოებამ ზოგიერთ მკვლევარს ეჭვი
აღუძრა - იქნებ აქ დასახელებული პირები ყველანი ვაზირები არა არიან, წარწერაში
მხოლოდ რამდენიმე ვაზირია ნახსენები, დანარჩენები კი ამ მხარის მაშინდელი
გამგებლები არიანო. ასეთი აზრი გამოთქვა თავის დროზე ნ. შოშიაშვილმა. გავიდა
კიდევ რამდენიმე ხანი და შოთა მესხიამ თავის უკანასკნელ შრომებში, რომლებიც
მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, გაიზიარა ნ. შოშიაშვილის
მოსაზრება; მისი აზრითაც, წარწერაში დასახელებულთაგან მხოლოდ ორია ვაზირი -
ჭყონდიდელი და ამირსპასალარი ზაქარია, დანარჩენები არიან ერისთავთ-
ერისთავები, ამ მხარის გამგებლები (წარწერაში ნახსენები ჯულაბაი და ინაი ყველა
მკვლევარს უყოყმანოდ ,,ხელდასმის ,,ტექნიკურ შემსრულებლად მიაჩნია).
შოთა მესხიამ კიდევ ურო გაბედული და მეტად საგულისხმო მოსაზრება
შემოგვთავაზა: იგი ამტკიცებს, რომ იმ დროს საერთოდ არავითარი სავაზირო არ
არსებობდა, იყო მხოლოდ ერთი ვაზირი - ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, ეს
მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი კი მეფის ბრძანება არისო... ეს
მნიშვნელოვანი საკითხია და იმიტომაც შევაჩერეთ მკითხველის ყურადღება. თუ
მართლა ვირწმუნებთ, რომ იმ დროს სავაზირო არ არსებობდა და, ამდენად, მეფის
უფლებები შეზღუდული არა ყოფილა, მაშინ ზოგიერთ აწ დაკანონებულ
შეხედულებასაც უნდა გადავხედოთ და შევცვალოთ; ამდენად, ბევრი ისტორიული
ფაქტი სულ სხვაგვარად გაშუქდება...

ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია და სანამ კვლევა ამ მიმართულებით


წარიმართებოდეს, ჩვენ ტრადიციულ დებულებას მივყვეთ.
ამრიგად, ქვამ შემოგვინახა მეტად საყურადღებო სახელმწიფო დოკუმენტი 
ბრძანება ქვეყნის ერთი მნიშვნელოვანი კუთხის საუფლისწულო (სახასო) მამულად
დამტკიცებისა. ბრძანებას ხელს აწერენ მეფეები თამარი და მისი შვილი გიორგი,
აგრეთვე სავაზიროს რამდენიმე წევრი.
მაგრამ თქვენ ალბათ ვაზირების სახელები არ გეცნაურათ. გიორგი მესამისა და
თამარის სავაზიროს ზემოთ ჩვენ შორიდან გავეცანით და ეს სახელები არ
შეგვხვედრია!
საქმე ის არის, რომ ამ დროისათვის შეიცვალა სავაზირო. ეს დოკუმენტი ხომ
1207-1212 წლებისაა, ჩვენ კი 1184 წლის ამბებსა ვყვებოდით და ჩვენი მოთხრობა იმ
ადგილას შევწყვიტეთ, როცა თამარი და მისი მამიდა რუსუდანი გეგუთის
სასახლეში შევიდნენ, რათა მამა და ძე - საქართველოს მეფე გიორგი მესამე
დაეტირათ.

თავი მეშვიდე.
თავი VII
1.

ჰქონდა თუ არა გიორგი მესამეს სულიერი სიმშვიდე და მოსვენებული ძილი იმ შვიდ


წელიწადს-აჯანყების დროიდან სიცოცხლის დასასრულამდე-ძნელი სათქმელია;
ასეთი ცნობები ისტორიულ წყაროებს არ შემოუნახავთ... თუმცა შექსპირის ფანტაზია

385
და ადამიანის ბუნების მისეული სიღრმით ცოდნა იქნებ არც იყოს აუცილებელი,
წარმოვიდგინოთ, რა სულიერი მდგომარეობა შეიძლებოდა ჰქონოდა კაცს, რომელიც
ისეთი სიმკაცრით და ულმობლობით გაუსწორდა აჯანყებულებს-სისხლით
ახლობლებსაც და თანაშეზრდილებსაც, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში
ცხოვრობდა, სუნქავდა, ჭირსა და ლხინს იზიარებდა... მაგრამ შვიდი წლი კაცის
სიცოცხლეში საკმაოდ დიდი ხანია, დრო კი ყველაფრის მკურნალია და ადამიანის
შინაგან აფორიაქებასაც ამშვიდებს ხოლმე; თან კაცის ბუნება ისეთია-თვითონვე
გაფაციცებით ეძებს და პოულობს წამალს, თავისი მოქმედება გაამართლოს და
სულიერი სიმშვიდე აღიდგინოს.
იკმარა თუ არა ამჟამად შვიდმა წელიწადმა ამისთვის, ვერ ვიტყვით, ის კი უფრო
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიცოცხლის ბოლო წლების მთავარი საზრუნავი
მეფეს უკვე მოგვარებულად მიაჩნდა და ამითი მაინც გულდამშვიდებული ამ წავიდა
ამქვეყნიდან. თუ ისევ საეჭვო გახდებოდა ექვსი წლის წინათ ერთხელ უკვე მეფედ
ნაკურთხი და ბაგრატიონთა სადინასტიო ტახტზე ასული მემკვიდრის უფლებები და
ტახტის კანონიერ მფლობელს კვლავ ამ უფლებების დაცვა თუ მოუხდებოდა, ამას ან
გიორგი III როგორ წარმოიდგენდა, ან მისი და რუსუდანი და ან თვით ახალგაზრდა
გვირგვინოსანი.
მაგრამ ასე მოხდა. თამარის მეფობის საკითხი კვლავ დარბაზის მსჯელობის საგნად
იქცა.
უნდა ვიფიქროთ, მარტო მტრულად განწყობილი დიდებულების პროტესტმა კი არ
გამოიწვია ეს: გასაკვირვი სულაც არ არის, რომ დარბაზის სხვა წევრებიც
დაეჭვებულები ყოფილიყვნენ. ძნელი გასაბდი იყო, ამოდენა ქვეყნის მართვა ჯერ
ისევ სავსებით ახალგაზრდა ადამიანისთვის მიენდოთ, «ზღვიდან ზღვამდე» და
«ნიკოფსიიდან არგეწამდე» გადაშლილი ვეებერთელა სახელმწიფოს ბედი 18 წლის
გამოუცდელი ქალისათვის ჩაებარებინათ. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ
ვერაგი და ძლიერი მტერი ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა, რათა «დაკარგული»
მიწა-მიწა კვლავ დაებრუნებინა...
გაართმევდა კი თავს ახალგაზრდა ქალი ასეთ რთულ საქმეს? გაუძღვებოდა ამოდენა
ქვეყანას? გააგრძელებდა დიდი წინაპრების დაწყებულ საქმეს?
აი, ეს ძნელი კითხვა აწვალებდა ახალგაზრდა მეფისადმი კეთილად განწყობილ
დიიდებულსაც კი, როცა დარბაზი საკითხის გადასაწყვეტად შეიკრიბა.
თვით თამარი, როგორც სჩანს, დარბაზს არ ესწრებოდა.
დაწვრილებით ანგარიში ამ სხდომისა არ არსებობს, ჩვენამდე არ მოუღწევია. ჩვენ
მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა სიფრთხილით განიხილავდნენ საკითხს,
როგორ ასწონ-დასწონიდნენ ყველაფერს. მართალია, ასე აზალგაზრდა ადამიანის
გამეფება უცხო არა ყოფილა არც სხვა ქვეყნების, არც საკუთრივ ჩვენი ქვეყნისა და,
კერძოდ, არც ბაგრატიონთა დინასტიის ისტორიაში. ჩვენ გვახსოვს, ამაზე პატარებიც
ასულან სამეფო ტახტზე. ბაგრატ IV ცხრა წლისა იყო, ბედმა სამეფო გვირგვინი რომ
არგუნა.
საჩოთირო აქ სხვა რამე იყო. ამიერიდან ქალი უნდა ყოფილიყო ან ქედმაღალი
დიდებულების მბრძანებელი, ქალის უნდა გადაეწყვიტა დიდი საქვეყნო საქმეები,
ქალი უნდა გასძღოლოდა განთქმულ მხედრობას მტრის წინაააღმდეგ ომში, სამეფო
ხმალი ქალისთვის უნდა შემოერტყათ წელზე!... და ეს საჩოთირო გამოდგა,
გაუძნელდათ უჩვეულო მდგომარეობასთან შეგუება.
თამარის ლეგენდარულმა სახელმა არ უნდა დაგვაბნიოს, ეს სახელი და დიდება
შემდეგ მოვიდა. მისივე თანამედროვე დიდიმა პოეტებმა მერე უმღერეს მეფეს,
386
ლეგენდები მერე ითხზებოდა, სხვადასხვა დროას აშენებულ ტაძრებსა და
ციხესიმაგრეებს, სხვათა მეფობის დროს გაყვანილ არხებს, თამარის სახელი მერე
უწოდა ხალხმა, ხატად და სალოცავად მერე გაიხადა . . . იმ დროს კი, იმ 1124 წელს,
როცა დარბაზს კვლავ უნდა დაემტკიცებინა თვრამეტი წლის ქალის სამეფო ტახტზე
ასვლის საკითხი, თამარის სახელი დარბაზის წევრებისთვის, საერთოდ მისი
თანამედროვეებისთვის ბევრი არაფრის მთქმელი იყო.
მართალია, იმ ექვს წელიწადში, მამის თანამოსაყრდრეობის დროს, ყმაწვილმა ქალმა
თავი გამოიჩინა ჭკუით, განათლებით, სიდინჯითა და სათნოებით. უკვე მოასწრო
მოეხიბლა ყველანი – მეგობრებიც და დარბაზის ნეიტრალურად განწყობილი
წევრებიც. მაგრამ ამოდენა სახელმწიფოს მეფობისთვის კი იკმარებდა ეს?! როგორი
საზრიანობაც არ უნდა გამოეჩინა, მაინც ქალი იყო, თვრამეტი წლის ქალი. და
სარისკოდ მიაჩნდათ მისი გამეფება.
ამრიგად, იმ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად-კვლავ სამეფო ტახტზე
აეყვანათ თუ არა ახალგაზრდა ქალი-შეიკრიბა დიდი დარბაზი, ქვეყნის ყოველი
დიდებულთა ფართო მონაწილეობით:
შემოკრბენ შვიდთავე ამის სამეფო დიდებულნიო, ასე გვაუწყეს მემატიანე.
თავისთავად ცხადია, ახალგაზრდა მეფის მოწინაღმდეგეები უფრო რიხიანად და
მწვავად წარმოადგენდნენ სხდომაზე თავიაანთ არგუმენტებს, გაამუქებდნენ და
გააზვიადებდნენ რისკსა და საშიშროებას, რაც, მათი აზრით, ქალის გამეფებასთან
იყო მოსალოდნელი...
ამის შესაბამისად, მომხრეთა და მხარდამჭერთა მდგომარეობაც, რაღა თქმა უნდა,
რთული იქნებოდა, მათი გამოსვლა-უფრო გაუბედავი, არგუმენტები-მორიდებით და
ფრთხილად გამოთქმული...
ჩვენ კონკრეტულად არც მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს ვიცნობთ და არც
მომხრეებისას. უნდა ვივარაუდოთ მხოლოდ. და იმ სავარაუდო არგუმენტთაგან,
რასაც სხდომაზე წარმოადგენდნენ, უფრო მეტის დაბეჯითებით შეგვიძლია
დავასახელოთ მხარდამჭერთა ერთი მნიშვნელოვანი და თითქმის
გადამწყვეტიარგუმენტი, რომლის გაბათილება ყველას გაუჭირდება.
მხარდამჭერებმა გაიხსენეს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საქართველოს
განმანათლრბელი, რომელსაც კიდევ უფრო რთული და ძნელად შესასრულებელი
მისია ერგო და გაცილებით მეტი წინააღმდეგობა შეხვდა, ვიდრე ჩვეელებრივ მეფეს
არგუნოს ბედმა, ასეთივე ახალგაზრდა ქალი იყო და ჩვენს ქვეყანაში დიდი მისიითნ
იგი საგანგებოდ გამოგზავნა ხვთისმშობელმა.
ჩვენ კი ვიცნობთამ ძველ გადმოცემას.
იმავე გადმოცემის მიხედვით საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვდომილია და
ამ დიდად მნიშვნელოვან ფაქტსაც, რაღა თქმა უნდა, გაიხსენებდნენ.
ეს ისეთი არგუმენტი იყო, რომ მათი დარღვევა, ბუნებრივია, გაძნელდებოდა. ამას
ვერ უგულებელჰყოფდნენ, ვერ უარყოფდნენ, ვერ გააბათილებდნენ... გულში რომ
გაევლოთ, თქმას ვერ გაბედავდნენ.
ასე იყო თუ ისე, მეფის მომხრეებმა გაიმარჯვეს, დარბაზმა გადაწყვიტა, თვრამეტი
წლის თამარი კვლავ ეკურთხებინათ მეფედ. მაგრამ ეს მაინც გაიტანეს
მოწინააღმდეგეებმა-ძველი გადაწყვეტილება კი არ დაამტკიცეს, არამედ ერთხელ
უკვე ნაკურთხი მფის კურთხევა დაადგინეს...
რატომ?

387
თუკი გადაწყვიტეს, მეფედ დაეტოვებინათ, კურთხევა და გვირგვინის ხელახლა
უნდა დაედგმა, კორონაციის მთელი რთული ცერემონიალი გამეორება რაღა საჭირო
იყო.
ერთხელ უკვე ნაკურთხ მეფეს რაღა ხელახლა კურთხევა სჭირდებოდა?
უბრალო ახირება იყო ეს? ახირების გამო გაიმეოროს ქვეყნის ცხოვრებაში ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი აქტი?
არა, ეს არ ყოფილა უბრალო ახირება. ამას თავისი ღრმა აზრი და ქვეტექსტი ჰქონდა.
დარბაზი ამით აგრძნობინებდა მეფეს, რომ მისი უფლებები განუსაზღვრელი არ
ყოფილა, რომ მეფე დიდებულებზე იყო დამოკიდებული, მათი მადლობელი და
დავალებული უნდა ყოფილიყო... პირველი კურთხევის დროს რომ მამამ დაადგა
გვირგვინი ნორჩ მეფეს, ხმალიც მან გადასცაახლა გვირგვინიც, სკიპტრაცა და სხვა
სამეფო ნიშნებიც დიდებულებს უნდა გადაეცათ საზეიმო ვითარებაში მეფისათვის
და ამით საქვეყნოდ განეცხადებინათ თავიაანთი უფლებამოსილება.
აი, ეს აზრი და ქვეტექსტი ჰქონდა მეორედ კურთხევას.
მაგრამ, სანამ მეფის კურთხევის სურათს ვიხილავდეთ, ისევ იმ არგუმენტს
დავუბრუნდეთ, რაც მომხრეებმა დარბაზის სხდომაზე გამოიყენეს.
ზემოთ რომ შევნიშნეთ – უფრო დაბეჯითებით შრგვიძლია დავასახელოთ ერთი
არგუმენტი, რასაც მეფის მომხრეები უსათუოდ წარმოადგენენო, ეს ჩვენ ზეპირად კი
არ გვითქვამს. ამას ერთი საგულისხმო ფაქტი ადასტურებს.
დავიწყოთ იმით, რომ ეს არგუმენტი პირველად ამ სხდომაზე არ თქმულა. ეს ექვსი
წლის წინათაც ითქვა, როცა გიორგი მეფემ თავისი თორმეტი წლის ასული
თანამოსაყდრედ დაისვა.

მეფედ კურთხევის დროს მარტო დარბაზის თანხმობა როდი კმაროდა, საწირო იყო
აგრეთვე ეკლესიის დასტურიც. ეკლესიას მეტი ხმაცა ჰქონდა ამ საქმეში. და როცა
გიორგი მესამემ თავისი ნორჩი ასულის მეფედ კურთხევა გადაწყვიტა, პირველად
სწორედ ეკლესიის მესვეურებს მოელაპარაკა. მაშინ კათალიკოსი იყო ნიკოლოზ
გულაბერის ძე, დიდად განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე, ღირსეული და
სათნო ადამიანი, მწერალი და ფილოსოფოსი...
მაგრამ, როგორც ჩანს, მარტო კათალიკოსის თანხმობა არა კმაროდა, ეკლესიაში
ძლიერი იყო მეორე, კონსერვატიული ფრთა და გიორგი მესამეს მათთანაც მოუხდა
მოლაპარაკება თანხმობის მისაღებად. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, მათთან
მეტი დათმობა დაშჭირდა მეფეს. იმ კონსერვატიულ ფრთას მიქაელ მირიანის ძე
მეთაურობდა და მეფეც სწორედ მას მოელაპარაკა. ასე რომ, გიორგი მესამეს იმის შიში
არა ჰქონდა, კათალიკოსს ვერ დავიყოლიებო, მიქაელის თანხმობა უფრო აფიქრებდა
და მთავარი მოლაპარაკებაც სწორედ მასთან გაიმართა.
ქვემოთ ვნახავთ, რა მიიღო მიქაელმა თანხმობის ჯილდოდ. ახლა კი იმაზე
ჩამოვაგდეთ სიტყვა, რომ თამარის პირველი გამეფების დროსაც, 1178 წელს, ზემოთ
ხსენებული არგუმენტი გაიხსენეს. საყურადღებო ის არის – ჩვენც ამიტომ შევაჩერეთ
საგანგებოდ მკითხველის ყურადღება – რომ ნიკოლოზ გულაბერის ძის ის ერთ-ერთ
თხზულებაში, რომელიც ალბათ სწორედ იმხანად დაიწერა, დიდი ადგილი აქვს
დათმობილი მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ მიაღებინა ქრისტეს რჯული
ქართველებს ქალმა – ,,რაისათვის უკვე დედაკაცი აჩინა და წარმავლინა ღმერთმან
ჩუენდა მომართ
.

388
დააკვირდით ერთსაგულისხმო ფაქტს: აქამდე თითქმის მთელი რვა საუკუნის
განმავლობაში, აზრად არავის მოსვლია ერკვია-რატომ იყო ქართველთა
განმანათლებელი ქალი; პირველად ეს საკითხი თამარის თანამედროვემ, თამარის
ტახტზე ასვლაში აქტიურმა ხელშემწყობმა წამოჭრა. ეს, რაღა თქმა უნდა,
შემთხვევითარ მომხდარა. ჩვენ იქნებ ვერ გავიაზროთ ის დებულებები, რასაც
კათალიკოსი თავის დებულებაში გვთავაზობს, მაგრამ ეს არ არის ამჟამად მთავარი.
მთავარი ისაა, რომ სწორედ თამარის გამეფების დროს-ანუ საქართველოს სამეფო
ტახტზე პირველი ქალის ასვლასთან დაკავშირებით გაიხსენეს წარსულის
მნიშვნელოვანი მოვლენა. და ასე, რა თქმა უნდა, ამ ფაქტის გასამართლებლად მოხდა.
ახლაც, დარბაზის ამ სხდომაზეც, რომელსაც თამარის მეორედ კურთხევა უნდა
დაედასტურებინა, სწორე დეს არგუმენტი იყო მთავარი. და ახლა, უნდა ვიფიქროთ,
ნიკოლოზ გულაბერისძის თხზულებაც გაიხსენეს.
მაგრამ ამჟამად, თამარის მეორე კურთხევის დროს, კათალიკოსი უკვე მიქაელ
მორიანისძე და არა ნიკოლოზ გულაბერისძე. ნიკოლოზი ამ დროს საქართველოში
არც ყოფილა, იერუსალიმში მოღვაწეობდა. და საყურადღებო სწორედ ის არის, რომ
თამარის პირველი გამეფების შემდეგ მალევე დაუნებებია თავი ნიკოლოზ
გულაბერისძეს კათალიკოსობისათვის;

სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგანაო, გვაუწყებს თამარის


ერთ-ერთი ისტორიკოსი. მღვდელმთავრის თავდაბლობას მიაწერს ამ დიდად
მნიშვნელოვან ფაქტს.

მაგრამ, ეტყობა, მარტო ეს არ იყო მიზეზი კათალიკოსის იერუსალიმს გამგზავრება.


ასეთი სურვილი იქნებ მართლაც ჰქონდა მას, მაგრამ სწორედ ახლა, თამარის
გამეფების წელს რომ წავიდა, ეს იქნებ არა მისი თავმდაბლობის, არამედ
ღმვდელთმთავარებთან გიორგი მესამის მოლაპარაკების შედეგი იყო-ამ
მოლაპარაკებამ დააჩქარებინა შესრულება სურვილისა, რაც სხვა ვითარებაში იქნებ
გულიან გადაჰყროდა კიდეც. აშკარად ჩანს, მიქაელ მირიანისძიემ მეფისთვის
მიცემული თანხმობის ჯილდოდ მიიღო კათალიკოსობა. და ნებით თუ უნებლიედ ამ
საქმეს შეეწირა ნიკოლოზ გულაბერისძის საეკლესიო კარიერაც.
ეს იყო ექვსი წლის წინათ. როგორც ვნახეთ, ახლაც თამარის ხელმეორედ ხელმეორედ
კურთხევა გახდა საჭირო, ახლაც დარბაზი მოიწვიეს და, რაღა თქმა უნდა, ახლაც
ეკლესიის დასტური იყო აუცილებელი.
ამჟამად საშიში თითქოს აღარაფერი უნდა ყოფილიყო. ეს კი არა და, ახლა უნდა
გაადვილებულიყო კიდეც საქმე, რადგან მიქაელი ახლა კათალიკოსი იყო,
ოფიციალური პირი გახლდათ, მის სიტყვას ახლა გაცილებით დიდი წონა ჰქონდა
დარბაზსშიაც და დარბაზს გარეთაც, მისი დასტური მთელი ქართული ეკლესიის
დასტურს ნიშნავდა და უკვე გამარჯვებას მოასწავაბდა, თითქმის გამარჯვებას.
მიქაელის თანხმობა კი საეჭვო აღარ უნდა ყოფილიყო, მას უნდა ხსომებოდა ამ
თანხმობისათვის ერთხელ უკვე მიღებული დიდი
ჯილდო და ახალი დასტური უყოყმანოდ მიეცა.
მართლაც, ივანე ჯავახიშვილის აზრით, მიქაელ მირიანისძეს ამ საკითხზე
შუამავლობაც გაუწევია დარბაზის გავლენიან წევრებთან.

389
თამარისათვის სამეფო ტახტზე (მეორედ) ასვლისა და გამეფებისათვის დასტურის
მისაღებადაც წინანდელზე გაცილებით მეტადაც სჭირდებოდა ნიადაგის
მოსამზადებლად მუშაობა. ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, გადამწყვეტი
მნიშვნელიობა წინასწარს საიდუმლო მოლაპარაკებას უნდა ჰქონოდა და მისთვის
ხომ გავლენიანი შუამავლები იყვნენ საჭირო. ასეთ შუამავლად ამ შემთხვევაშიც,
როგორც ირკვევა იგივე გიორგი მესამის მეფობის უკანასკნელ წლებში კათალიკოსად
ქცეული მიქაელ მირიანისძე გამოსულა
.
დაჩვეულს ნუ მოაკლებო!... ძველი ჯილდო დაივიწყა და როგორა გგონიათ, ახლა კი
აღარ მოუნდებოდათ .,,ჯილდოებს დაჩვეულ მღვდელმთავარს სამაგიერო ამ დიდი
სამსახურისათვის?1 ექვსი წლის წინათ მიღებულ ჯილდოს დასჯერდებოდა?
ანგარებიანი კაცის მორალი ცოტა უფრო სხვანაირია, საერთო კანონებს ვერ
მიესადაგება. მიქაელ მირიანისძე მაინცდამაინც საამაყო სახელი არ დარჩენია: იმ
ცნობებისა და დახასიათებების მიხედვით, რაც წყაროებს შემოუნახავთ, ჩვენ
უარყოფითი შეხედეულება უფრო გვექმნება ამ ისტორიულ პირზე, ვიდრე
დადებითი, და ამიტომ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ახლა მას კიდევ უფრო დიდი
ჯილდო მოუსურვებია და, როგორც ჩანს, მიუღია კიდეც... ქვემოთ ვნახავთ, რა
ჯილდო მიიღო..
ამრიგად, დარბაზმა გადაწყვიტა საქართველოს მეფედ ეკურთხებინათ თამარი.
მემატიანრე დაწვრილებით გადმოგვცემს მეფედ კურთხევის ცერემონიალს.
სამეფო ტახტზე რომ აიყვანეს თამარი, ,,მოიღეს გვირგვინი და აღიღეს ხმა
მგალობელთა და ძლევით გვირგვინოსნობისა და მძლედმფლობელობისა და
მოახსენეს ...
ამ ამაღლებული სიმღერის გუგუნში ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ
საღირის ძემ გვირგვინი დაადგა მეფეს.
მემატიანე საგანგებოდ შენიშნავს, რომ მეფედ კურთხევის დროს გვირგვინის
დადგმის უფლება მხოლოდ ლიხთიმერელ ეპისკოპოსსა ჰქონდა. ამჯერად ეს
საპატიო მოვალეობა ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ,,ღისმა და მადლშემოსილმა
ანტონ საღირის ძემ შეასრულა.
ამ დროს, მეორე მხარეს მეფეს გვერდში ედგა რაჭისა და თაკუერის ერისთავი
კახაბერი – ესეც წესოისამებრ, ლიხთ-იმერული დიდებული.
ამის შემდეგ ხმალი უნდა მიერთმიათ მეფისათვის და ,,სრულყვეს მოხელეთა
სვიანთა და დიდებულთა ვარდანის ძეთა საღირის ძეთა და ამანელის ძეთა მოღება
და დადება ხმლისა

მამაკაცი რომ ყოფილიყო მეფე, წელზე შემოარტყამდნენ ხმალს, მაგრამ რაკი ქალი
იყო, მოართვეს და წინ დაუდეს. ,,ამას შინა ჰკრეს სპერმურთა, ბუკთა, ქოსთა და
წინწილთა და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა (თამარის მეორედ კურთხევა
თბილისში მოხდა), სიხარული და შუება და იმედი უიმედო-ქმნილთა. თაყუანისცეს,
დალოცეს და ადიდეს სპათა შვიდისავე სამეფოსათა და დაიპყრეს ჟამიერად
თვითოეულმან თავისი ადგილი ,,გაიმართა დიდი სამხედრო აღლუმი, რომელშიც
მონაწილეობდნენშვიდივე სამეფოდან საგანგებოდ მოწვეული ჯარები; ქუჩები
გაევსო ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდანჩამოსულ ხალხს, იყო საერთო მხიარულება,
სიმღერა, სიცილი..
ასეთი საზეიმო სიხარული და სზეიმო განწყობილება გადამდებია ხოლმე და
მემეტიანეს სიტყვები – საერთო ,,სიხარული, შუება და იმედი უიმედო-ქმნილთა

390
იყოო, იქნებ მართლაც არ იყოს გადაჭარბებული. მით უმეტეს რომ ახალგაზრდა
მეფეს საოცარი გულუხვობა გამოუჩენია; მემატიანე იქვე წრს: თამარმა ,,განხსნა
საჭურჭლენი მონაგებნი პაპათა და მამათა მისთანი...იხსნა მოვალენი ვალთაგან და
მისცა ობოლთა ღონე და ქურივთა ხელმწიფობა ქორწინებად, და ღონიერ ყვნა
გლახაკნი და მდიდარ ღონიერნი
.ქვრივთა ხელმეორედ დაქორწინებაზე ხომ ლაპარაკობს მემატიანე, ეს უფლებას
გვაძლევს ვიგულისხმოთ, რომ გარდა მატერიალური გულუხვობისა, თამარს საერთო
დიდი მანიფესტით დაუწყია თავისი დამოუკიდებელი მეფობა.
მემატიანეს სიტყვებმა ალბათ ვეფხისტყაოსანი მოგაგონათ, თინათინის გამეფების
პეპიზოდი. მსგავსება მართლაც დიდია და რა თქა უნდა, ავტორს თვალწინ თამარის
გამეფების სურათი ედგა, როცა პოემას წერდა.
...თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა
... .... ...
უკუდგეს და თასყვანის-სცეს მეფემან და მისთას სპასთა,
დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა. . .
..............
დღე ერთ გარდახდა. პურობა, სმა- ჭამა იყო, ხილობა,
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა . . . .

თინათინის გულუხვობაც ძალიან ჰგავს იმას, რასაც მემატიანე თამარის შესახებ


აგვიწერს:

მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,


უბრძანა: ,,ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი
.
მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი, –
მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. . .

უბრძანა: ,,წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!


ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!

მოიღეს, გასცა უზომო სიუხვე არ მოსაწყენია.


ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მათ ვითა მეკობრენია. .

არც დაარჩენს ცარიელსა არცა ყმასა და არც ქალსა. . .

2.
ასე ზეიმობდა ქვეყანა. ახალგაზრდა მეფე გულუხვად ასაჩუქრებდა ქვეშერდომებს,
იყო პურობა, სმა-ჭამა, მხიარულება, ველა თავისებურად იშვებდა და იხარებდა,

391
ქუჩებში საზეიმოდ გამოწყობილი მხედრობა გამოფენილიყო, სიმღერისა და მუსიკის
ხმები არა წყდებოდა.
ასე აგვიწერს ამ მოვლენას მემატიანე და საეწვო აქ, რაღა თქმა უნდა არაფერია.
მაგრამ ეს გარეგნული მხარეა ვითარებისა. აბა ვცადოთ და უფრო ღრმად შევიხედოთ
სასახლეშიაც და იქ ბინადარ ადამიანთა გულებშიაც. რა განწყობილება სუფევდა
სამეფო კარზე, რა გუნებაზე იყვნენ თვით მეფე და მისი ვაზირები ?
ანაზე მემატიანე არაფერს ამბობს. ეს ჩვენ თვითონვე შეგვიძლია ვივარაუდოთ იმ
მნიშვნელოვანი მოვლენების მიხედვით, რა მალევე მოჰყვა თამარის მეორედ
გამეფებას.
მაგრამ სანამ ამას მიგითხრობდეთ, გავიხსენოთ ის უმაღლესი მმართველკები,
რომლ;ების თამარის მეორედ გამეფების დროს ქვეყანას განაგებდნენ. ალბათ
გაგონდებათ,-მემატიანემ ერთად თავმოყრილი გვიჩვენაისინი იმ სამგლოვიარო
დღეს, გიორგი მესამის ცხედართან, როცა თამარი და მისი მამიდა რუსუდანი
დარბაზში მეფის დასტირებლად შევიდნენ. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, ანუ
პირველი ვაზირი და მეფის უახლოესი ადამიანი ანტონ გლონისთავისძე,
ამირსპასალარი ყუბასარი, მეჭურჭლეთუხუცესი Yუთლუ-არსლანი, ჩუხჩარხი ანუ
მეფის პირადი გვარდიის, მისი დაცვის უფროსი ვარდან
დადიანი,მეჯინიბეთუხუცესი ჭიაბერი, მსახურთუხუცესი აფრიდონი, პატრიარქ-
კატალიკოსი მიქაელი ამათგან ანტონ გლონისთავისძე, ნაყივჩაყარი ყუბასარი,
ჭიაბერი და აფრიდონი მეფის უერთგულესი ადამიანებოი არიან; ამაზე სხვადასხვა
ადგილას მემატიანეც მიუთითებს და სხვა წყაროებითაც მტკიცდება.

როგორ მიიღო მიქაელმა კათალიკოსობა, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ და იმის შემდეგ,


თითქოს, მიქაელიც მეფის უერთგულეს აადამიანად უნდა მიგვეჩნია. მაგრამ აკი
ვთქვით, მიქაელ მირიანის ძე გაუტაბნელი კაცი იყო, ცბიერი და ანგარებიანი და
ამნაირი ადამიანის ერთგულება ძნელი დასჯერებელია, მუდამ შ9იშში უნდა იყო,მ
რომ არ გიღალატოს და ზურგში მახვილი არ ჩაგცეს
და როცა სამეფო კლარზე შევიხედეთ და იქ მყოფთა განწყობილებასაც უფრო ახლოს
გავეცანით, ხელადვე დავრქმუნდით, რომ აქ სიმშვიდე არა სუფევდა, აქ ჯერ ისევ
ბორგავდა პატივმოყვარეობის ძნელად დასათრგუნი ჟინის თავდავიწყებული ლხენა
და მხიარულება, რასაც მთელი ქვეყანა მოეცვა, სასახლეს არ გაჰკარებოდა, აქ კიდევ
უფრო იძაბებოდა ატმოსფერო
მიქაელით დავამთავრეთ ჩამოთვა.
პირველი ცვლილება სამეფო საბჭოში სწორედ მიაელი% დაიწყო. იმ სამსახურიე
სამაგიეროდ, რაც თამარს მეორედ გამეფების დროს გაუწია, მიქაელმა ძალიან დიდი
ჯილდო მოითხოვა და მიიღო კიდეც: კათოლიკოსობა არ იკმარა ამ ანგარებიანმა და
კარიერისტმა კაცმა, მწიგნობართუხუცესობაც მოითხოვა. ეს იმ საიდუმლო
მოლაპარაკების დროს მოხდა, რაც თამარის მეორედ გამეფებას უძღოდა წინდა,
მართლაც თამარის ტახტზე ასვლიდან დიდი ხანი არ გასულა, რომ მიქაელ მირიანის
ძეს მწიგნობართუხუცესად ვხედავთ.
,,მოევერაგა მწიგნობართუხუცესობაო, სავსებით არარორაზროვნად და
მოურიდებლად გვაუწყებს მემატიანე. ძველი მწიგნობართუხუცესი, მეფის ერთგული
ანტონ გლონისთავისძე კი, როგორც ჩანს, გარეჯს წასულა, ბერად აღკვეცილა მაგრამ
არ იფიქროთ, რაკი პირველი ვაზირობა მიიღო, მიქაელს თიოთქოს კათალიკოსობა
დაეთმოს. ყოვლად უძვეულო ამბავი მოხდა.:სამეფოს პირველი ვაზირი, ფაქტიური
საჭეთმპყრობელი ქვეყნისა, იმავე დროს ეკლესიის საჭეთმპყრობელიც არის! ასეთი

392
რამ ჯერ არ მომხდარა. თანაც ეს ძალთა უბრალო გადაჯგუფება კი არ ყოფილა. არა,
ამით ძირფესვიანად იცვლებოდა ყველაფერი.;

როცა დავით აღმაშენებელმ ეს ორი უმაღლესი სახელო – საეკლესიო და საერო –


გააერთიანა და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა შექმნა, ამით მან
ეკლესია დაუქვემდებარა სახელმწიფოს, ისე მოაწყო საქმე, მეფის ეკლესიაზე
უშუალო, სისტემატური კონტროლის საშუალ;ება ჰქონოდა. ბრძენმა გამგებელმა
საშუალება მოუსპო ქვეყნის უძლიერეს და დიდ გავლენიან ორგანიზაციას, მეფეს
დაპირისპირებოდა და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო საქმეები
ეკეთებინა. როგორც ვნახეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დროული რეფორმა იყო
და ღმაშენებელს ხელი შეუწყოსხვა დიდი საქვეყნო საქმეების მოგვარებაში.
უნდა ვიგულისხმოთ რომ მას შემდეგ, მომდევნო მეფეების დროს, ეკლესიის
მესვეურები ბევრჯერ შეეცდებოდნენ ძველი დამოუკიდებლობის და თავისუფალი
მოწქმედების უფლების აღდგენას, ბევრჯერ მოინდომებდნენ სამეფო კარისთვის
დაპირისპირებას, ათასგვარ წვრილმანსა თუ მნიშვნელოვან საქმეშიო
გამოვლინდებოდა ეს ურჩობა, მაგრამ ისე ბედნიერად იყო მიგნებული ორი დიდი
თანამდებობის შეერთება, რომ მეფე მუდამ ახერხებდა ეკლესიის ურჩობაბის
დაძლევას. ზოგჯერ იქნებ იძულებული გახდებოდა, დაეთმო კიდეც, მაგრამ ეს
მხოლოდ ცალკეულ საკითხებს შეეხებოდა.
ახლა კი, როცა ეკლესიის საჭეთმპყრობელმა თავად შეიერთა საეო ხელისუფლების
უმაღლესი თანამდებობა – ,,სახელმწიფოს მთელი მართვა-გამგეობის ფაქტიური
საჭეთმპყრობელობა, – ამით მდგომარეობა რადიკალურად იცვლებოდა, ამიერიდან
ეკლესიას ექნებოდა გაბატონებული მდგომარეობა, ახლა უკვე ეკლესიას ეძლეოდა
საშიალება სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა გაეკონტროლებინა, ახლა მეფის
უფლებები აღმოჩნდა შეზღუდული.
ახალგაზრდა მეფე გრძნობდა ამას, მაგრამ თავს ძევით ძალა არ იყო, უნდა მიოეთმინა
დროებით, რადგან სამეფო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებანი ამით არ
დამთავრებულა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მეფეს სხვა უსიამოვნებანიც ელოდა.
და ახლა სიტყვა მივცეთ მემატიანეს:
,,ამას ესევითარსა შინა დაწყებასა წყალობისასა იმიერთა და ამიერთა, ძემოთა და
ქვემოთა შვიდთავეთემთასა (ესე იგი, სანამ მეფე, ტახტზე ასვლის აღსანიშნავად,
ქყალობას ურიგებდა სხვადასხვა კუთხის ქვეშერდომებს – ანუ მისი მეორედ
გამეფებისთანავე) იწყეს რომელთამე ძუელებრ კაცთა დაუდგრომელობისა
შემსგავსებული საქმე: და დიდებულთა ვიეთმე ხელისუფალთა ყვეს პიცი ესრეთ,
ვითერმედ: აღარ ვეგებით ძუელთა ხელისუფალთა და გამგაბელთა საქმისათა
ფარმანსა ქუეშე მყოფნი, ვინათგან მათგან დაძრცვილნი და უნატოდ გაძეულნი ვართ,
და გასრულ ვართ უგუაროთა და უხმართაგან.
ძველი განთქმული გვარების დიდებულთ ფიცი შეუკრავთ – უგვაროთა აღზევებასა
და მბრძანებლობას ვეღარ ვითმენთო, მაგათ გამო ვართ უპატიოდ და უსახელოდ
გაძევებულებიო.
თქვენ ალბათ ხვდებით, რას გულისხბობენ ისინი. გიორგი მესამემ ხომ ვაზირები
შეცვალა – ,,დიდგვარიანები
რომელთაც ორგულობა და უგვაროება დასწამა, გადააყენა და უგვაროები
დააწინაურა. მწიგნობართუხუცესის შემდეგ ყველაზე მაღალი თანამდებობა
ამირსპასალარობა და მანდატუხუცესობა მიუბოძა ნაყივჩაღარ,,უგვარო

393
ყუბასარს, რომელმაც მეფეს გაჭირვების ჟამს დიდი სამსახური გაუწია და
ფაქტიურად იხსნა კიდეც; ასევე უგვარო აფრიდონმა, აგრეთვე გიორგი მესამის მიერ
დაწინაურებულმა სდა ,,კაცად ქმნილმა

,,აზნაურის ყრმობისაგან
მსახურეთუხუცესობას მიაღწია.ვარაუდობენ, რომ მეჭურჭლეთუხუცესი
ყურთლუარსლანიც უგვარო იყო, გიორგი მესამის მიერ დაწინაურებული
ერთის მხრივ, ,,დიდგვარიანები კატეგორიულად მოითხოვდნენ ახალგაზრდა
მეფისაგან ,,უგვაროთა გადაყენებას.
დავით აღმაშენებელმ ძლივს მიაღწია იმას, რომ ადამიანის პირადი ღირსებები
გვაროვნულზემაღლა დაეყენებინათ, ნიჭის, უნარისა და დამსახურების მიხედვით
შეერჩიათ ხალხი მაღალ თანამდებობაზე ახლა კი მოითხოვენ ისევ იმ ძველი წესისი
აღდგენას, წოდებრივი და შთამომავლობითი ნიშნით დაწინაურებას და პირადი
ღირსებების არად ჩაგდებას. ეს კი, რაღა თქმა უნდა, ,,საქართველოს
სახელმწიფოებრივი და სოციალური წარმატებისათვის მეტად საზიანო იყო
(ივანე ჯავახიშვილი).
როგორც ვხედავთ, ესეც დავიტ აღმაშენებლის რეფორმის საწინააღმდეგოდ ხდებოდა.
აი, როგორ ბორგავს სხვადასხვა თაობის დიდგვაროვანთა გულში დაგუბებული
ბოღმა აღმაშენებლის რეფორმის გამო, რა გამძლე ყოფილა ეს პროტესტის
გრძნობა!...როცა ძლიერ მოწინააღმდეგეს ხედავს, მიყუჩებულია და მოთმინებით
ელის ხელსაყრელ შემთხვევას და როცა ასეთი შემთხვევა მიეცემა, ან მოეჩვენება,
ხელსაყრელი დრო დადგაო – ფერფლგადაყრილი ნაღვერდალივით გაღვიბვდება,
გაჩაღდება და იფეთქებს.
ახლაც, როცა სამეფო ტახტზე ქალი იხილეს, იფიქრეს – ამაზე ხელსაყრელი შემთხვევა
რაღა უნდა იყოსო, და აღარ დააყოვნეს, ფიცით შეიკრნენ და ის იყო, მეფეს
ულტიმატური წაუყენეს.

და როდი ს მოხდა ეს? აბა დააკვირდით: ახალგაზრდა მეფეს ზეიმის სიხარულიც არ


დააცალეს. გარეთ ჯერ ისევ მიმწყდარიყო საზეიმო ხმაური, ქუჩებში ისევ
დაინახავდით აღლუმის მონაწილე მხედრობის რაზმებს.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ახალგაზრდა მეფის მდგომარეობა. ჯერ იყო და,
გვირგვინოსანი მამის დატირება არ დააცალეს, მისი გამეფების საკითხი გახადეს
საეწვოდა და საწოწმინოდამით რამდენი უსიამოვნება – შეურაცხყოფა, შიში,
გულგატეხილობის სევდა განაცდევინას ახალგაზრდა ქალს.
და ის იყო, თითქოს მოგვარდა ეს საქმე, თითქოს დაცრსა დიდებულთა აბორგებული
ვნებები და ახალგაზრდა მეფის საშუალება მიეცა, დამშვიდობებთ ემართა ქვეყანა,
რომ იმავე ადამიანებმა, რომელთაც თავისი მომავალი გეგმების შესახებ უნდა
მოლაპარაკებოდა, მოულოდნელად ულტიმატუმი წაუყენეს, ახალითავსატეხი და
საზრუნავი გაუჩინეს.
რა პასუხი უნდა გაეცა ამაზე ახალგაზრდა გვირგვინოსანს?..
ნუ ავჩქარდებით და ახლგაზრდა თამარის სიბრძნესა და სიმტკიცეს ამ პასუხის
მიხედვით ნუ შევაფასებთ, რადგან მოთხოვნა, რაზედაც მეფეს პასუხი უნდა გაეცა,
ჩვეულებრივი არა ყოფილა; ეს დარბაზის დიდებულთა ძალიან დიდი გაფიცვა
გახლდათ და მასშტაბით ლამის 1177 წლის ჯანყს შეედრებოდა. ათეული წლობით
დაგუბებულ ბოღმასა და ჩუმ ურჩობას გზა გაეხსნა და ერთბაშად იფეთქა.
დიდებულთა მოთხოვნა მტკიცე და კატეგორიული იყო: გაფიცულთა ასსეტ

394
კატეგორიულ მოთხოვნას ალბათ ახალგაზრდა მეფის შეუპოვარი მამც ვერ
აღუდგებოდა...
თამარი იძულებული გახდა, დიდგვაროვანთა მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა,
ზოგიერთი ვაზირი შეეცვალა, თუმცა, ბუნებრივია, ძალიან ეძნელებოდა ეს.
ეძნელებოდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს მისი უზენაესი უფლებების შეზღუდვას
მოასწავებდა, და იმიტომაც, რომ დანიშნული, ერთგული და საიმედო ხალხის
მოცილება უჭირდა. როგორც ეტყობა, მას ყუბასარის გამეტება გაუძნელდა; ახსოვდა,
რა სამსახური გაუწია ნაყივჩაყარმა გიორგი მესამეს გასაჭირის დროს. ისიც კარგთ
ჰქონდა შეგნებული, რომ ყუბასარისვე წყალობით იჯდა ახლა თვითონ სამეფო
ტახზე, მისი წყალობით ედგა თავზე გვირგვინი... ბუნებრივია, უმძიმდა მუფუს,
უმადურობა გამოეჩინა ასეთი ადამიანის მიმართ.

მაგრამ ყველაზე ადვილად სწორედ ყუბასარის საქმე მოგვარდა, და ამას ხელი შეუწყო
თვითონ ამირსპარსალის ახლანდელმა მდგომარეობამ.საქმე ის არის, რომ ნაყიჩაყარი
ამირსპასარალი მძიმე ავადმყოფი გახლდათ... დამბლადაცემულს ენაც წართმეოდა
და ხელფეხიც აღარ ემორჩილებოდა
სენისა მიერ ფილენჯად წოდებულისა მოღებოდა ერა, ხელი და ფეხი... ასეთი კაცი
მხედართუფროსობას, რაღა თქმა უნდ ავერ გასწევდა, მით უმეტეს იმ დროს, როცა
მეფე ქალი იყო. დიდგვაროვნებასაც რომ არ მოეთხოვათ, დღეს თუ ხვალ
თავისთავად დადგებოდა საკითხი მოხუცი და სნეული მხედარუფროსის
გადაყენების და ახლის დანიშვნისა. ამან გაუადვილა საქმე ახალგაზრდა მეფეს. მას
ისე შეეძლო დაეჭირა თავი, თითქოს შეფიცულ დიდგვაროვანთა კატეგორიულ
მოთხოვნებს კი არ აკმაყოფილებს, არამედ ობიექტერი მდგომარეობა აიძელებს,
თავისივე სურვილის საწინაღმდეგოდ ასეთი ნაბიჯი გადადგასო.

მართლაც, ისე გადააყენა მეფემ ყუბასარი ვაზირობიდან, რომ არც მისი


თავმოყვარეობაშეულახავს და არც პატივი დაუკლია. როგორც ვიცით, ლორე და მისი
ახლომახლო მიდამოები აღმაშენებლის დროიდან ამირსპასალარს ეკუთვნოდა. ასე
დამკვიდრდა ეს ტრადიცია. ამიტომ არც მოხუც ყუბასარს დაწყდებოდა გული და არც
სხვას ვინმეს გაუკვირდებოდა, როცა მეფემ თანამებობასთან ერთადლორეც
ჩამოართვა, რათა ახალი ამირსპასალარისთვის ჩაებარებინა. დანარჩენი კი, რაც რამ
ებადა ყუბასარს, ყველაფერი დაუტოვა(თუმცა შეთქმულები მკაცრათ მოითხოვდნენ
მოღებად ყოვლისა დიდებულისა ქონებისა და სიმდიდრისა). სანამ ძველი ამირ
სპასალარი ცოცხალი იყო მეფეს თავიდან არ მოუშორებია და პატივი არ დაუკვლია:
ეგრეცა სიყუარითა დიდითა და პატივითა დაიჭირა დღემდი მიცველებისა.
თითქოს არ გასწირა თავისი ერთგული ვაზირი, დიდად არ გაუწია ანგარიში
შეთქმულებს... ასე გადმოგვცემს მემატიანე, ცდილობს დაგვარწმუნოს
უქმ იმნა განზრახვა მათიო
ე.ი, შეთქმული დიდგვაროვნების განზრახვა ყუბასარის მიმართ უქმ იქმნაო; მაგრამ
სინამდვილეში ხომ ას ეარ მომხდარა! ფაქტიურად ხომ მაინც დიდგვარიანთა
მოთხოვნას მოჰყვა ამირსპასალარის გადაყენება და მისთვის ლორეს ჩამორთმევა.
მთავარი ეს იყო, ისინი მოითხოვდნენ უგვარო კაცი ვაზირობიდან გადაეყენებინათ,
თორემ სიმდიდრეს მთლიანად ჩამოართმევდა მეფე თუ ნაწილობრივ ამას რა დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა. ან რა შეღავათი ჰქონდა მფისთვის- როგორმე მოეხერხებინა და
თავისი სასურველი და ახლობელი ადამიანის მიმართ ციტაოდენი პატივისცემა

395
გამოეჩინა... არა როგორადაც არ უნდა შეენიღბა მოქმედება ეს მაინც დიდგვარიანთა
გამარჯვებას და ახალგაზრდა მეფის მარცხს მასწავებდა.
რაც შეეხება მეორე უგვარო ვაზირს- აფრეიდონს მეფე იძულებული გახდა, აქ
დიდგვარიანთა მიმართ მეტი დათმობა გამოეჩინა და პირდაპირ მოეცილებინა
მსახურთუხუცესი; მემატიანეც ასევე წერს: აფრიდონი»მოიშალა და დაიმხო, ნებითა
და თნევითა ლაშქართათაო»... მოიშალა და დაიმხოო!: მაშ ამ ერთგული ვაზირის
მიმართ მეფეს უბრალო ყურადღების გამოჩენაც ვერ მოუხერხებია, პატივითაც ვეღარ
დაუჭერია.
ძნელი არ იქნება წარმოვიდგინოთ, რა მითქმა-მოთქმა შეიქნებოდა ქვეყანაში და,
კერძოდ სამეფო კარძე,რა იმედები ჩაესახებოდათ გულში თავისუფალ პარპაშს
მოყვარულ დიდებულებს, რა გეგმებს დაისახავდნენ, რა ამოცანებს... რაკი
გადაწყვიტეს სამეფო სკიპტრა სუსტ ხელს უპყრია და ჩვენი ამინდი დამდგარაო, სულ
აიშვეს და
უგვაროთა
გადაყენებით კი არ დაკმაყოფილდნენ, ახლა ერთმანეთს დაერივნენ
დიდებისათვის ურთიერთს დაუწყეს ზიდვაო, მემატიანე წერს. ჩვენ გავეცანით
ფეოდალის ბულებას და უკვე აღარ გაგვიკვირდება, და არც გაგვიჭირდება იმის
წარმოდგენა, როგორი იქნებოდა ეს
ურთიერთზიდვა. ეს ურთიერთ შორის შუუღლი და კინკლაობა კი აღარ იყო ახლა
გათავისუფლებული მაღალი თანამდებობის დასსპყრობათ ექიშპებოდნენ
ერთმანეთს - ამირსპასალარის, მანდატურთუხუცესისა და მსახურთუხუცესის
სახელოები გათავისუფლდა და ამისთვის გაიმართა ბრძოლა, ამისთვის დაუწყეს
ურთიერთს ზიდვა...
როცა სავაზიროს ვეცნპბოდით, ვნახეთ რომ მეფის პირველი ვაზირის-
მწიგნობართუხუცესის შემდეგ ყველაზე საპატიო ამირსპასალარის თანამდებობა იყო
და, ბუნებრივია, ბევრს აღეძროდა ამირსპასალარობა მიეღო. თან იმასაც ნუ
დაივიწყებთ, რომ ამირსპასალარს ტრადიციულად ეკუთვნოდა... ჩვენ ისიც ვნახეთ
რომ მანდატურთუხუცესის სახელიც ამირ სპასალარისას უტოლდებოდა, ზოგჯერ
უფრო საპატიოდაც კი მიიჩნევდნენ.

ერთი სიტყვით, დიდი ბრძოლა გაიმერთა ამ თანამდებობისაღვის, მაგრამ თამარმა


ამჯერაღ სიმტკიცე გამოიჩინა დაიცადა, არ აჩქარდა. ჯერ სხვა გადაუდებელი საქმე
უნდა მოეგვარებინა; სანამ იმ საქმეს არ მოაგვარებდა, გაუძნელდებოდა ამ
სახელოებისათვის შესაფერი დ სასურველი ადამიანების დამტკიცება.
საქმეს ყველაზე უფრო ის ართულებდარომ, მეფის პირველი მრჩეველი და პირველი
მოადგილე მის შემდეგ სახელმწიფოში უპირველესი კაცი, რომელიც
კარის გარიგებაში
მეფის
მამად
არის მოხსენებული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მით უფროო უნდა გაეწია
მამობა ახალგაზრდა მეფისთვის, თვითონ მტრულად იყო განწყობილი, ყველაზე
საშიში მოწინაღმდეგე და, თუ ჯერ-ჯერობით აშკარა არა, პოტეციური მტერი
გახლდათ, ახალგაზრდა მეფე მას ვერც რჩევას ჰკითხავა ვერც ედებოდა და მისგან
დაფარულადაც კი ვერაფერს გააკეთაბდა; როგორც ზემოთ ვნახეთ ეს კაცი ეკლესიის
საჭეთმპყრობელიც იყო და სახელმწიფოსიც, ასეთი განუსაზღვრელი უფლებები და
მგონი ამის შემდეგაც მეფის გარდა კაციშვილს არ ჰქონია სამეფოში.

396
ახალგაზრდა მეფემ ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა და გონივრული
გადაწყვეტილე მიიღო – რადაც უნდა დასჯდომოდა, მიქაელი მოეშორებინა. მერე
უკვე გაუადვილდებოდა საქმე... ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებდა, სულ უფრო
გაუძნელდებოდა მეფობა, სიცოცხლე გამწარებული ექნებოდა.
მაგრამ ახალგაზრდა მეფემ გონივრული სიფრთხილე იხმარა და იქ კი არ
შეუტია ამ კაცს, სადაც განსაკუთრებით არასასურველი იყო მისთვის.
როგორც უკვე ითქვა, მიქაელი სახელმწიფოს ფაქტიური საჭეთმპყრობელიც
იყო და ეკლესიისაც – ერთსადაიმავე დროს მწიგნობართუხუცესიც გახლდათ და
კათალიკოსიც. არც საეკლესიო საქმეებში იყო იგი სასურველი და არც საეროში,
მაგრამ მეფეს, რაღა თქმა უნდა, მისი საერო თანამდებობა უფრო აწუხებდა, ის უფრო
უშლიდა ხელს, რომ მისი უპირველესი ვაზირი და მრჩეველი იყო. თქვენ ალბად
გახსოვთ ,,ხელმწიფის კარის გარიგებიდან
– ყველა საურავი უმისოდ არ იქნებისო... ეს მწიგნობართუხუცესზეა ნათქვამი.
უმისოდ მეფე ხელს ვერ გაანძრევდა, ვერავითარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას
ვერ მიიღებდა, მწიგნობართუხუცესს ემორჩილებოდა მთელი სახელმწიფო აპარატი...

ამიტომ მეფემ სიფრთხილე იხმარა და ერთი შეხედვით უფრო ძნელი და


გრძელი გზა აირჩია ბრძოლისა: რაკი დარწმუნებული არ იყო, რომ ისედაც საეჭვოდ
აშლილ-ამხედრებული დიდებულები დარბაზში მხარს დაუჭერდნენ, გადაწყვიტა,
პირველად ეკლესიიდან მოეცილებინა, იქიდან გაეთავისუფლებინა...
სხვა პირობებსა და ვითარებაში, გაგიხარიათ, დიდებულები უკანონოდ
აღზევებულ პირველ ვაზირს არ დაინდობდნენ და მიესეოდნენ: მაგრამ ახლა, ამ
რთულ სიტუაციაში, ძნელი გასაბედი იყო მათზე დაყრდნობა და მათი მხარდაჭერის
იმედით ასეთი სარისკო და საჭოჭმანო საკითხის დარბაზზე გამოტანა. ხოლო
კათალიკოსებიდან რომ გაათავისუფლებდა, მერე, ეკლესიაში სახელგატეხილს,
სავაზიროდანაც უფრო ადვილად მოიშორებდა. სავაზიროში უფრო გაძნელდებოდა
კონკრეტული ბრალდებების წაყენება, ეკლესიაში კი, მეფის ზრით, ეს შედარებით
ადვილად უნდა მოგვარებულიყო, როგორც ქვემოთ ვნახავთ, აქ მეტი მხარდაჭერის
იმედიც ჰქონდა მეფეს. ანდაზისა არ იყოს, გრძელი გზის მოვლით, გამარჯვება უფრო
უეჭველი ჩანდა. ასე გადაწყვიტა მეფემ.

და, აი, სრულად ახალგაზრდა მეფე თამარი იწვევს საეკლესიო კრებას. ამ კრებაზეა
დამყარებული მეფის იმედები – მან უნდა გადაწყვიტოს მიქაელის ბედი.
უნებურად გვახსენდება კიდევ ერთი საეკლესიო კრბა, რომელიც რვა ათეული
წლის წინათ ასევე დიდი საკითხის გადასაწყვეტად მოიწვიეს. ჩვენ ისიც დვახსოვს, რა
სიფრთხილით მოამზადა ის კრება დავით აღმაშენებელმა; ჯერ როგორ გაუმაგრა
საფუძველი პოლიტიკურად, იმის წინ რამდენ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია, რა
ავტორიტეტი მოიპოვა, რა შიშის ზარი გახდა მტრებისათვის... და მაინც რა
სიფრთხილით ამზადებდა კრებას, როგორ მოიწვია უცხოეთში მოღვაწე,
პროგრესული ქართველი მეცნიერები, რომელთა მხარდაჭერას გადამწყვეტი
მნიშვნელობა ექნებოდა, და რომელტა მხარდაჭერის იმედი მეფეს უსათუოდ
ჰქონდა... ასეთი სიფრთხილია და მონდომებით მოამზადა მაშინ მეფემ კრება და
გახსნის წინ განზე გადგა, კრების წარმართვა სხვას მიანდო, თვითონ ისე დაესწრო,

397
როგორც უბრალო წევრი – ,,მუნ მჯდომი არა ვითარცა მეფე, არამედ ვითარცა მონა..
თქვენ ალბად გახსოვთ.
რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდა თამარმა იცოდა ეს ყველაფერი და ახლა, როცა
თავად გადაწყვიტა დიდმნიშვნელოვანი კრების მოწვევა, იმ დიდი საეკლესიო კრების
ისტორიასაც წვრილად გაეცნო, კარგად გამოიკითხა ყველაფერი, იმ კრების
ძეგლისწერაც ხელთა ჰქონდა და მასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ისეთი
მნიშვნელოვანი საბუთიც, რასაც ჩვენამდე აღარ მოუღწევია... და თამარმაც, თავისი
დიდი პაპის მსგავსად, ფრთხლად დაიწყო კრების მზადება. მანაც მოიწვია უცხოეთში
მოღვაწე ქართველი მოწინავე მეცნიერები... და მოწვეულთა შორის გახლდათ – ეს
არის სწორედ საინტერესო – ნიკოლოზ გულაბერიძის ძე, საქართველოს
ამასწინანდელი კათალიკოსი, რომელიც ამჟამად იერუსალიმში მოღვაწეობდა: მან,
როგორც ვნახეთ, კათალიკოსობა დასთმო და იერუსალიმს გაემგზავრა არა მართლა
,,სიმდაბლისა ძალითა, არამედ სწორედ მიქაელის ხრიკებით და მეცადინეობით.
ეჭვი არ არის, მეფე საკათალიკოსოდ კვლავ ამ ღირსეულ მამულიშვილს
ამზადებდა... ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ამას წინათ ნიკოლოზ
გულაბერიძეს ,სიმდაბლითა ძალით
არ დაუთმია კათალიკოსობა დაათმობინეს. მიქაელისათვის იყო საჭირო ეს
თანამდებობა.

თავისი მნიშვნელობით, საერთო ეროვნული და თუნდაც საეკლესიო


თვალსაზრისით, ეს კრება ოთხმოცი წლის წინათ გამართულ იმ კრებას, რა თქმა
უნდა, ვერ შეედრებოდა, ეტყობა, შემადგენლობითაც ისეთი მასშტაბისა არ ყოფილა,
მაგრამ რაკიღა განსაკუთრებულ ვითარებაში შეიკრიბა ეკლესიის საჭეთმპყრობელისა
და სახელმწიფოს პირველი ვაზირის ბედი უნდა გადაეწყვიტა, ხოლო ამდენად
ახალფაზრდა მეფის მომავალ მოღვაწეობაზე ტავისი კვალი დაეჩნია, მას
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
სად ჩატარდა კრება, ამას არ გვეუბნება მემატინე, ზოგადად გადმოგვცემს:
,,შეკრიბა ყოველნი ერთსა სადგურსა და დასხნა საყდრებითა
... არც კრების დაწვრილებითი ანგარიში შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ მას
წარმართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ (,,პირად აქუნდა) თვით ნიკოლოზ
გულაბერისძე და ანტონ ქუთათელი საღირისძე, კაცი ,,დიდად განთქმული
სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით.» ერთხელ უკვე ვახსენეთ ჩვენ ეს
ანტონი: ამას წინათ სწორედ მან დაადგა სამეფო გვირგვინი თამარს...
მეფემ სიტყვით მიმართა შეკრებილთ და მოუწოდა: ,,გამოიძიეთ ყოვრლი
კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი...
,,გულარძნილი
– ცბიერს მზაკვარსა და უკუღმართ ადამიანს ნიშნავს, და თუმცა მეფეს პირდაპირ არ
დაუსახელებია, თქვენ, რა თქმა უნდა გრძნობთ, რომ მას მხედველობაში, უპირველეს
ყოვლისა. თავისივე მწიგნობართუხუცესი ჰყავდა. ჩვენა ვგრძნობთ ამას, ხოლო
კრების მონაწილეთათვის ხომ მით უფრო ასკარა იქნებოდა! სხვათა შორის, ეს კაცი,
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათალიკოსი იყო, კრებას არ დასწრებია, არ
დაისწრეს, კრების წინამძღვრებმა ნიკოლოზმა და ანტონმა ,არა ინებეს შორისა მათსა
ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კატალიკოსი. და როგორც ქვერმოტ ვნახავთ, ეს
დიდი შეცდომა იყო: ეს, რაღა თქმა უნდა. კიდევ უფროი გააღიზიანებდა კათალიკოს-
მწიგობართუხუცესის მრავალრიცხოვან მხარეებს.

398
მაგრამ საინტერესოა სწწორედ ის მოტივი, რის გამოც კათალიკოსი საეკლესიო
კრებას არ გააკარეს: ,,... რამეთუ წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისატა და
ჭყონდიდფელ-მაწყუერებლობა და მწიგნობართუხუცესობა მოევერგა უფლისაგან

– უკუღმართი კაცი იყო და ეს თანამდებობანი ვერაგობით ჩაიგდოო.


როგორც ხედავთ, ბრალდება წინასწარვე მკაფიოდ და საკმაოდ მკაცრად
ყოფილა ჩამოყალიბებული და რაკიღა დიდი საეკლესიო მოღვაწენი ასეთი
შეხედულებისა იყვნენ, რაკი მეფის აზრიც მათ შეხედულებას ემთხვეოდა, ჩვენ
უნებურად წინ ვუსწრებთ კრების გადაწყვეტილებას და მოველით, რომ უღირს
მიქაელ მირიანის ძეს კათალიკოსობიდან გადააყენებენ; მერე კი, როგორც ითქვა,
ეკლესიაში სახელგატეხილი კაცის სავაზირდაც მოშორება უფრო გაადვილდება...
და ახლა უკვე სავაზიროს ის სხდომაც გვინდა გავაცოცხლოთ, რომელიც
უღირს და თანამდებობისათვის შეუფერებელ ადამიანს
მწიგნობართუხუცესობიდანაც გაანთავისუფლებს...
მაგრამ არა, აქამდე აღარ მისულა საქმე, რადგნ ამ გეგმის პირველი ნაწილიც
ვერ შესრულდა.
არ ვიცით, კონკრეტულად როგორ წარიმართა კრება, ვინ რა აზრი გამოთქვა,
მეფისა და კრების ,,წინამძღვართა
წინადადებას ვინ დაუპირისპირდა... მემატიანე მხოლოდ იმას გვაუწყებს, რომ
კრებამ მიიღო ეს წინადადება და მიქაელი კვლავ კათალიკოსად დარჩა: ,,ვერა
განაყენეს, დაღაცათუფრიად იღუაწეს... ძალიან მოუნდომებიათ, მაგრამ ვერაფერს
გამხდარან... ესღა მოუხერხებიათ, რომ გადაუყენებიათ ,,სხუანი ვინმე ეპისკოპოსნი...
და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხეს და სხუანი საეკლესიოანი წესნი განმართეს..
მაგრამ მიზანი ამ კრებისა ხომ სულ სხვა რამე იყო – შეცვლიდნენ თუ არა
რამდენუიმე ეპისკოპოსს, ამას მეფისათვის რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მწიფეს
ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო – რისთვის მოიწვიეს კრება და რას მიაღწიეს!
მთავარი საკითხი კვლავ მოუგვარებელი დარჩა.
მოუგვარებელიო, ასე ითქმის თორემ ის საქმე ამის შემდეგ კიდევ უფრო
გამწვავდებოდა. რაკიღა მეფე ასე აშკარად დაუპირისპირდა თავის პირველ ვაზირს,
ბუნებრივის, მათი ურთიერთობა დაიძაბებოდა და ამის შემდეგ მეფეს კიდევ ფრო
გაუძნელდებოიდა მოღვაწეობა, თავისი პოლიტიკის გატარება.
და ეს ახალგაზრდა მეფის კიდევ ერთი მარცხი იყო.
ზერელედ როცა ეცნობი თამარის შესახებ არსებულ მრავალრიცხოვან და
მრავალფეროვან მასალებს, სხვადასხვა, დროისა და ვითარებაში შექმნილ ხალხურ
ლექსებსა და თქმულებებს, ლეგენდებსა და გადმოცემებს, ძველ ფრესკებსა თუ იმ
ფრესკების საფუძველზე შექმნილ უფრო მოგვიანო პერიოდების მხატვართა
ნამუშევრებს, აგრეთვე ზოგიერთ პოპულარულ თუ ნახევრად პოპულარულ
ისტორიულ ნარკვევებს, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება, თითქოს ამ ბედნიერ
ვარსკვლავზე დაბადებულ ადამიანს ყველაფერი მზამზარეულად დახვედროდეს,
უშფოთველი ზეობა ჰქონოდეს, განცხრომით, მშვიდად და აუღელვებლად ეცხოვროს
და ემოღვაწეოს და ქვეყნად უნეტარესი და უბედნიერესი მეფე ყოფილიყოს; არც
საზრუნავი ჰქონოდეს რამე და არც გულსატკენი და შესაწუხებელი შეხვედროდეს.
ასეთი შთაბეჭდილების შექმნას ხელს უწყობს ეპოქის საერთო ეკონომიკურ-
პოლიტიკური გაძლიერება, ქართული კულტურის აღმავლობა... ლიტერატურის,
ხელოვნებისა და საერთოდ მთელი ქართული კულტურის აღმავლობას და მანამდე

399
არნახულ გაფურჩქვნას, რაც თამარის მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა, მართლაც
წინა საუკუნეებმა მოუმზადეს ნიადაგი და როგორც უკვე ვნახეთ, მისი სათავეები არა
მხოლოდ დავით აღმაშენებლის ეპოქაში არამედ უფრო შორს უნდა ვეძიოთ.
მაგრამ ის შთაბეჭდილება, თითქ1ოს თამარს უზრუნველი ზეობა ჰქონდეს და
ყველაფერი იოლად და დაუბრკოლებლად მოეგვარებინოს, მცდარია და იმაზეა
დაფუძნებული, რომ შემდეგ მისი სახელი მართლაც ლეგენდად იქცა. სინამდვილეში
ჩვენი ხალხის ისტორიიდან იქნებ ბევრი ვერ დავასახელოთ ისეთი მეფე, რომელსაც
ამდენი წინააღმდეგობა და გულისტკივილი შეხვედროდეს, თითქოს თამარის სახელს
არ შეჰფერის ეს სიტყვა, მაგრამ, ასეთი ტრაგიკული ცხოვრება ჰქონოდეს.
ჯერ ისევ ბავშვი იყო თამარი, როცა პირველი დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და
ალბათ განუკურნებელი სულიერი ტკივილი მიიღო. ჩვენს ისტორიაში მანამდე
არნახული მასშტაბების შეთქმულება და ჯანყი, რაც დიდებულებმა გიორგი მეფეს
მოუწყვეს, ბოლოს და ბოლოს ხომ თამარის გამო მოხდა. მაშინ თამარი თორმეტი
წლის იყო. მამამ გადაწყვიტა თავისი ნორჩი ასული აეყვანა ტახტზე, და ეს ქვეყნის
თითქმის ყველა დიდებულმა ითაკილა, ელდად მოხვდათ გულზე, უპრეცედენტო
მოვლენა იყო ჩვენს ისტორიაში და ვერ შეეგუენ...
ეს ჩვენ უკვე ვიცით და სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
გიორგი მესამემ სისხლში ჩაახშო აჯანყება. უჩვეულო და შემაძრწუნებელი
ამბავი მოხდა – მთელი გვარი დედა-წულიანად გაიჟლიტა. იმ ამბების ექო
თაობიდან თაობაზე გადადიოდა... გაიხსენეთ, როგორ გადმოგვცემს თითქმის
საუკუნის წინანდელ ამბავს სომეხი მემატიანე: ,,...ყოველნი მამა-ყრმანი, ყოველი
ნათესავი და დედანიცა და მეუღლენიცა მისცა ასახორცად და ანოსაგდებად:
რომელიმე დაარჩვეს, რომელი,ე წყალში მოაშთვეს, რომელიმე კლდეზე დაჩეხეს...
თითქოს ამ სისხლიანი სურათის საკუთარი თვალით მნახველი კაცი
გუშინდელ ამბავს გადმოგვცემდეს, ჯერ კიდევ არ განელებია ახლახან განცდილი
შიში და გაოგნება, თითქოს ამ სიტყვებთან ერთად მთხრობელის შფოთიანი სუნთქვა
ჩაგვესმის და ჩვენც გვაძრწუნებს.
ახლა ისიც გავიხსენოთ, რა სასტიკად გაუსწორდა მეფე თავისავე ძმისწულს,
თამარის ბიძაშვილს... ყოველმხრივ შემკულ გაზრდას...
და ესეც ტახტის გამო მოხდა, იმ ტახტის გამო, რომელსაც მეფე გიორგი
თამარისათვის ამზადებდა. რა საფუძველი არ უნდა ჰქონოდა ამ აჯანყებას
სინამდვილეში, თამარის სახელით ხდებოდა, იმ ტახტის გამო ხდებოდა,
რომელზედაც თამარი უნდა ასულიყო, რომელსაც იგი თავის ბიძაშვილს
ეცილებოდა...
ეს ერთი დიდი სულიერი ჭრილობა, რომელიც, ვინ იცის, იქნებ სიცოცხლის
ბოლომდეც კი მოუშუშებელი გაჰყვა მეფეს.
გავიდა ამის შემდეგ რამდენიმე წელი და ერთხელ უკვე ნაკურთხი მეფის
ხელმეორედ კურთხევა მოითხოვეს, ისევ საეჭვო გახადეს მისი მეფობა, სავაზიროს
ახალი გადაწყვეტილება შეიქმნა საჭირო, და ჩვენ ისიც ვნახეთ, რა ჯილდოს გაღება
დასჭირდა ამისთვის ახალგაზრდა მეფეს, ესეც დიდი წინააღმდეგობა იყო, ამანაც
უსათუოდ ატკინა გული, ესეც სულიერი ტრამვა იყო.
მეორედ კურთხევა ძლივს მოასწრო, რომ კვლავ აიძულეს მეფე, თავისივე
სურვილის საწინააღმდეგოდ ემოქმედნა – სავაზიროდან თავისი უერთგულესი
ხალხი მოეშორებინა, ის ადამინები გაეწირა და გადაეყენებინა, ვისი იმედითაც იგი
მოღვაწეობას იწყებდა, ვისაც ყოველგვარ ვითარებაში მიენდობოდა...

400
ესეც დიდ გულისტკივილთან იყო დაკავშირებული, ესეც სულიერი ტრამვა
იყო მეფისათვის...
ახლაც, აგერ, საფუძვლიანად მოამზადა ნიადაგი, რათა არასასურველი და
მაღალი თანამდებობისათვის შეუფერებელი პირველი ვაზირი მოეშორებინა, და მის
ადგილზე ერთგული და ღირსეული ადამიანი დაენიშნა... და აქაც მარცხის სიმწარე
იგემა. ის რაც საეკლესიო კრებაზე მოხდა, არაპირდაპირ თითქოს მეფის გამოწვევას
ნიშნავდა, მისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება იყო, და, რა თქმა უნდა, გულს
ატკენდა... მარცხს მოასწავებდა...

ახალგაზრდა მეფემ ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა და გონივრული


გადაწყვეტილე მიიღო – რადაც უნდა დასჯდომოდა, მიქაელი მოეშორებინა. მერე
უკვე გაუადვილდებოდა საქმე... ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებდა, სულ უფრო
გაუძნელდებოდა მეფობა, სიცოცხლე გამწარებული ექნებოდა.
მაგრამ ახალგაზრდა მეფემ გონივრული სიფრთხილე იხმარა და იქ კი არ
შეუტია ამ კაცს, სადაც განსაკუთრებით არასასურველი იყო მისთვის.
როგორც უკვე ითქვა, მიქაელი სახელმწიფოს ფაქტიური საჭეთმპყრობელიც
იყო და ეკლესიისაც – ერთსადაიმავე დროს მწიგნობართუხუცესიც გახლდათ და
კათალიკოსიც. არც საეკლესიო საქმეებში იყო იგი სასურველი და არც საეროში,
მაგრამ მეფეს, რაღა თქმა უნდა, მისი საერო თანამდებობა უფრო აწუხებდა, ის უფრო
უშლიდა ხელს, რომ მისი უპირველესი ვაზირი და მრჩეველი იყო. თქვენ ალბად
გახსოვთ ,,ხელმწიფის კარის გარიგებიდან
– ყველა საურავი უმისოდ არ იქნებისო... ეს მწიგნობართუხუცესზეა ნათქვამი.
უმისოდ მეფე ხელს ვერ გაანძრევდა, ვერავითარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას
ვერ მიიღებდა, მწიგნობართუხუცესს ემორჩილებოდა მთელი სახელმწიფო აპარატი...
ამიტომ მეფემ სიფრთხილე იხმარა და ერთი შეხედვით უფრო ძნელი და
გრძელი გზა აირჩია ბრძოლისა: რაკი დარწმუნებული არ იყო, რომ ისედაც საეჭვოდ
აშლილ-ამხედრებული დიდებულები დარბაზში მხარს დაუჭერდნენ, გადაწყვიტა,
პირველად ეკლესიიდან მოეცილებინა, იქიდან გაეთავისუფლებინა...
სხვა პირობებსა და ვითარებაში, გაგიხარიათ, დიდებულები უკანონოდ
აღზევებულ პირველ ვაზირს არ დაინდობდნენ და მიესეოდნენ: მაგრამ ახლა, ამ
რთულ სიტუაციაში, ძნელი გასაბედი იყო მათზე დაყრდნობა და მათი მხარდაჭერის
იმედით ასეთი სარისკო და საჭოჭმანო საკითხის დარბაზზე გამოტანა. ხოლო
კათალიკოსებიდან რომ გაათავისუფლებდა, მერე, ეკლესიაში სახელგატეხილს,
სავაზიროდანაც უფრო ადვილად მოიშორებდა. სავაზიროში უფრო გაძნელდებოდა
კონკრეტული ბრალდებების წაყენება, ეკლესიაში კი, მეფის ზრით, ეს შედარებით
ადვილად უნდა მოგვარებულიყო, როგორც ქვემოთ ვნახავთ, აქ მეტი მხარდაჭერის
იმედიც ჰქონდა მეფეს. ანდაზისა არ იყოს, გრძელი გზის მოვლით, გამარჯვება უფრო
უეჭველი ჩანდა. ასე გადაწყვიტა მეფემ.

და, აი, სრულად ახალგაზრდა მეფე თამარი იწვევს საეკლესიო კრებას. ამ


კრებაზეა დამყარებული მეფის იმედები – მან უნდა გადაწყვიტოს მიქაელის ბედი.
უნებურად გვახსენდება კიდევ ერთი საეკლესიო კრბა, რომელიც რვა ათეული
წლის წინათ ასევე დიდი საკითხის გადასაწყვეტად მოიწვიეს. ჩვენ ისიც დვახსოვს, რა
სიფრთხილით მოამზადა ის კრება დავით აღმაშენებელმა; ჯერ როგორ გაუმაგრა

401
საფუძველი პოლიტიკურად, იმის წინ რამდენ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია, რა
ავტორიტეტი მოიპოვა, რა შიშის ზარი გახდა მტრებისათვის... და მაინც რა
სიფრთხილით ამზადებდა კრებას, როგორ მოიწვია უცხოეთში მოღვაწე,
პროგრესული ქართველი მეცნიერები, რომელთა მხარდაჭერას გადამწყვეტი
მნიშვნელობა ექნებოდა, და რომელტა მხარდაჭერის იმედი მეფეს უსათუოდ
ჰქონდა... ასეთი სიფრთხილია და მონდომებით მოამზადა მაშინ მეფემ კრება და
გახსნის წინ განზე გადგა, კრების წარმართვა სხვას მიანდო, თვითონ ისე დაესწრო,
როგორც უბრალო წევრი – ,,მუნ მჯდომი არა ვითარცა მეფე, არამედ ვითარცა
მონა»... თქვენ ალბად გახსოვთ.
რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდა თამარმა იცოდა ეს ყველაფერი და ახლა, როცა
თავად გადაწყვიტა დიდმნიშვნელოვანი კრების მოწვევა, იმ დიდი საეკლესიო კრების
ისტორიასაც წვრილად გაეცნო, კარგად გამოიკითხა ყველაფერი, იმ კრების
ძეგლისწერაც ხელთა ჰქონდა და მასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ისეთი
მნიშვნელოვანი საბუთიც, რასაც ჩვენამდე აღარ მოუღწევია... და თამარმაც, თავისი
დიდი პაპის მსგავსად, ფრთხლად დაიწყო კრების მზადება. მანაც მოიწვია უცხოეთში
მოღვაწე ქართველი მოწინავე მეცნიერები... და მოწვეულთა შორის გახლდათ – ეს
არის სწორედ საინტერესო – ნიკოლოზ გულაბერიძის ძე, საქართველოს
ამასწინანდელი კათალიკოსი, რომელიც ამჟამად იერუსალიმში მოღვაწეობდა: მან,
როგორც ვნახეთ, კათალიკოსობა დასთმო და იერუსალიმს გაემგზავრა არა მართლა
,,სიმდაბლისა ძალითა», არამედ სწორედ მიქაელის ხრიკებით და მეცადინეობით.
ეჭვი არ არის, მეფე საკათალიკოსოდ კვლავ ამ ღირსეულ მამულიშვილს
ამზადებდა... ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ამას წინათ ნიკოლოზ
გულაბერიძეს ,სიმდაბლითა ძალით» არ დაუთმია კათალიკოსობა დაათმობინეს.
მიქაელისათვის იყო საჭირო ეს თანამდებობა.

თავისი მნიშვნელობით, საერთო ეროვნული და თუნდაც საეკლესიო


თვალსაზრისით, ეს კრება ოთხმოცი წლის წინათ გამართულ იმ კრებას, რა თქმა
უნდა, ვერ შეედრებოდა, ეტყობა, შემადგენლობითაც ისეთი მასშტაბისა არ ყოფილა,
მაგრამ რაკიღა განსაკუთრებულ ვითარებაში შეიკრიბა ეკლესიის საჭეთმპყრობელისა
და სახელმწიფოს პირველი ვაზირის ბედი უნდა გადაეწყვიტა, ხოლო ამდენად
ახალფაზრდა მეფის მომავალ მოღვაწეობაზე ტავისი კვალი დაეჩნია, მას
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
სად ჩატარდა კრება, ამას არ გვეუბნება მემატინე, ზოგადად გადმოგვცემს:
,,შეკრიბა ყოველნი ერთსა სადგურსა და დასხნა საყდრებითა
... არც კრების დაწვრილებითი ანგარიში შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ მას
წარმართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ (,,პირად აქუნდა) თვით ნიკოლოზ
გულაბერისძე და ანტონ ქუთათელი საღირისძე, კაცი ,,დიდად განთქმული
სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით.
ერთხელ უკვე ვახსენეთ ჩვენ ეს ანტონი: ამას წინათ სწორედ მან დაადგა სამეფო
გვირგვინი თამარს...
მეფემ სიტყვით მიმართა შეკრებილთ და მოუწოდა: ,,გამოიძიეთ ყოვრლი
კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი...
,,გულარძნილი
– ცბიერს მზაკვარსა და უკუღმართ ადამიანს ნიშნავს, და თუმცა მეფეს პირდაპირ არ
დაუსახელებია, თქვენ, რა თქმა უნდა გრძნობთ, რომ მას მხედველობაში, უპირველეს

402
ყოვლისა. თავისივე მწიგნობართუხუცესი ჰყავდა. ჩვენა ვგრძნობთ ამას, ხოლო
კრების მონაწილეთათვის ხომ მით უფრო ასკარა იქნებოდა! სხვათა შორის, ეს კაცი,
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათალიკოსი იყო, კრებას არ დასწრებია, არ
დაისწრეს, კრების წინამძღვრებმა ნიკოლოზმა და ანტონმა ,არა ინებეს შორისა მათსა
ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კატალიკოსი». და როგორც ქვერმოთ ვნახავთ, ეს
დიდი შეცდომა იყო: ეს, რაღა თქმა უნდა. კიდევ უფროი გააღიზიანებდა კათალიკოს-
მწიგობართუხუცესის მრავალრიცხოვან მხარეებს.
მაგრამ საინტერესოა სწწორედ ის მოტივი, რის გამოც კათალიკოსი საეკლესიო
კრებას არ გააკარეს: ,,... რამეთუ წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისატა და
ჭყონდიდფელ-მაწყუერებლობა და მწიგნობართუხუცესობა მოევერგა უფლისაგან

– უკუღმართი კაცი იყო და ეს თანამდებობანი ვერაგობით ჩაიგდოო.


როგორც ხედავთ, ბრალდება წინასწარვე მკაფიოდ და საკმაოდ მკაცრად
ყოფილა ჩამოყალიბებული და რაკიღა დიდი საეკლესიო მოღვაწენი ასეთი
შეხედულებისა იყვნენ, რაკი მეფის აზრიც მათ შეხედულებას ემთხვეოდა, ჩვენ
უნებურად წინ ვუსწრებთ კრების გადაწყვეტილებას და მოველით, რომ უღირს
მიქაელ მირიანის ძეს კათალიკოსობიდან გადააყენებენ; მერე კი, როგორც ითქვა,
ეკლესიაში სახელგატეხილი კაცის სავაზირდაც მოშორება უფრო გაადვილდება...
და ახლა უკვე სავაზიროს ის სხდომაც გვინდა გავაცოცხლოთ, რომელიც
უღირს და თანამდებობისათვის შეუფერებელ ადამიანს
მწიგნობართუხუცესობიდანაც გაანთავისუფლებს...
მაგრამ არა, აქამდე აღარ მისულა საქმე, რადგნ ამ გეგმის პირველი ნაწილიც
ვერ შესრულდა.
არ ვიცით, კონკრეტულად როგორ წარიმართა კრება, ვინ რა აზრი გამოთქვა,
მეფისა და კრების ,,წინამძღვართა
წინადადებას ვინ დაუპირისპირდა... მემატიანე მხოლოდ იმას გვაუწყებს, რომ
კრებამ მიიღო ეს წინადადება და მიქაელი კვლავ კათალიკოსად დარჩა: ,,ვერა
განაყენეს, დაღაცათუფრიად იღუაწეს... ძალიან მოუნდომებიათ, მაგრამ ვერაფერს
გამხდარან... ესღა მოუხერხებიათ, რომ გადაუყენებიათ ,,სხუანი ვინმე ეპისკოპოსნი...
და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხეს და სხუანი საეკლესიოანი წესნი განმართეს...
მაგრამ მიზანი ამ კრებისა ხომ სულ სხვა რამე იყო – შეცვლიდნენ თუ არა
რამდენუიმე ეპისკოპოსს, ამას მეფისათვის რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მწიფეს
ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო – რისთვის მოიწვიეს კრება და რას მიაღწიეს!
მთავარი საკითხი კვლავ მოუგვარებელი დარჩა.
მოუგვარებელიო, ასე ითქმის თორემ ის საქმე ამის შემდეგ კიდევ უფრო
გამწვავდებოდა. რაკიღა მეფე ასე აშკარად დაუპირისპირდა თავის პირველ ვაზირს,
ბუნებრივის, მათი ურთიერთობა დაიძაბებოდა და ამის შემდეგ მეფეს კიდევ ფრო
გაუძნელდებოიდა მოღვაწეობა, თავისი პოლიტიკის გატარება.
და ეს ახალგაზრდა მეფის კიდევ ერთი მარცხი იყო.
ზერელედ როცა ეცნობი თამარის შესახებ არსებულ მრავალრიცხოვან და
მრავალფეროვან მასალებს, სხვადასხვა, დროისა და ვითარებაში შექმნილ ხალხურ
ლექსებსა და თქმულებებს, ლეგენდებსა და გადმოცემებს, ძველ ფრესკებსა თუ იმ
ფრესკების საფუძველზე შექმნილ უფრო მოგვიანო პერიოდების მხატვართა
ნამუშევრებს, აგრეთვე ზოგიერთ პოპულარულ თუ ნახევრად პოპულარულ
ისტორიულ ნარკვევებს, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება, თითქოს ამ ბედნიერ

403
ვარსკვლავზე დაბადებულ ადამიანს ყველაფერი მზამზარეულად დახვედროდეს,
უშფოთველი ზეობა ჰქონოდეს, განცხრომით, მშვიდად და აუღელვებლად ეცხოვროს
და ემოღვაწეოს და ქვეყნად უნეტარესი და უბედნიერესი მეფე ყოფილიყოს; არც
საზრუნავი ჰქონოდეს რამე და არც გულსატკენი და შესაწუხებელი შეხვედროდეს.
ასეთი შთაბეჭდილების შექმნას ხელს უწყობს ეპოქის საერთო ეკონომიკურ-
პოლიტიკური გაძლიერება, ქართული კულტურის აღმავლობა... ლიტერატურის,
ხელოვნებისა და საერთოდ მთელი ქართული კულტურის აღმავლობას და მანამდე
არნახულ გაფურჩქვნას, რაც თამარის მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა, მართლაც
წინა საუკუნეებმა მოუმზადეს ნიადაგი და როგორც უკვე ვნახეთ, მისი სათავეები არა
მხოლოდ დავით აღმაშენებლის ეპოქაში არამედ უფრო შორს უნდა ვეძიოთ.
მაგრამ ის შთაბეჭდილება, თითქოს თამარს უზრუნველი ზეობა ჰქონდეს და
ყველაფერი იოლად და დაუბრკოლებლად მოეგვარებინოს, მცდარია და იმაზეა
დაფუძნებული, რომ შემდეგ მისი სახელი მართლაც ლეგენდად იქცა. სინამდვილეში
ჩვენი ხალხის ისტორიიდან იქნებ ბევრი ვერ დავასახელოთ ისეთი მეფე, რომელსაც
ამდენი წინააღმდეგობა და გულისტკივილი შეხვედროდეს, თითქოს თამარის სახელს
არ შეჰფერის ეს სიტყვა, მაგრამ, ასეთი ტრაგიკული ცხოვრება ჰქონოდეს.

ჯერ ისევ ბავშვი იყო თამარი, როცა პირველი დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და
ალბათ განუკურნებელი სულიერი ტკივილი მიიღო. ჩვენს ისტორიაში მანამდე
არნახული მასშტაბების შეთქმულება და ჯანყი, რაც დიდებულებმა გიორგი მეფეს
მოუწყვეს, ბოლოს და ბოლოს ხომ თამარის გამო მოხდა. მაშინ თამარი თორმეტი
წლის იყო. მამამ გადაწყვიტა თავისი ნორჩი ასული აეყვანა ტახტზე, და ეს ქვეყნის
თითქმის ყველა დიდებულმა ითაკილა, ელდად მოხვდათ გულზე, უპრეცედენტო
მოვლენა იყო ჩვენს ისტორიაში და ვერ შეეგუენ...
ეს ჩვენ უკვე ვიცით და სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
გიორგი მესამემ სისხლში ჩაახშო აჯანყება. უჩვეულო და შემაძრწუნებელი
ამბავი მოხდა – მთელი გვარი დედა-წულიანად გაიჟლიტა. იმ ამბების ექო
თაობიდან თაობაზე გადადიოდა... გაიხსენეთ, როგორ გადმოგვცემს თითქმის
საუკუნის წინანდელ ამბავს სომეხი მემატიანე: ,,...ყოველნი მამა-ყრმანი, ყოველი
ნათესავი და დედანიცა და მეუღლენიცა მისცა ასახორცად და ანოსაგდებად:
რომელიმე დაარჩვეს, რომელი,ე წყალში მოაშთვეს, რომელიმე კლდეზე დაჩეხეს...
თითქოს ამ სისხლიანი სურათის საკუთარი თვალით მნახველი კაცი
გუშინდელ ამბავს გადმოგვცემდეს, ჯერ კიდევ არ განელებია ახლახან განცდილი
შიში და გაოგნება, თითქოს ამ სიტყვებთან ერთად მთხრობელის შფოთიანი სუნთქვა
ჩაგვესმის და ჩვენც გვაძრწუნებს.
ახლა ისიც გავიხსენოთ, რა სასტიკად გაუსწორდა მეფე თავისავე ძმისწულს,
თამარის ბიძაშვილს... ყოველმხრივ შემკულ გაზრდას...
და ესეც ტახტის გამო მოხდა, იმ ტახტის გამო, რომელსაც მეფე გიორგი
თამარისათვის ამზადებდა. რა საფუძველი არ უნდა ჰქონოდა ამ აჯანყებას
სინამდვილეში, თამარის სახელით ხდებოდა, იმ ტახტის გამო ხდებოდა,
რომელზედაც თამარი უნდა ასულიყო, რომელსაც იგი თავის ბიძაშვილს
ეცილებოდა...
ეს ერთი დიდი სულიერი ჭრილობა, რომელიც, ვინ იცის, იქნებ სიცოცხლის
ბოლომდეც კი მოუშუშებელი გაჰყვა მეფეს.
გავიდა ამის შემდეგ რამდენიმე წელი და ერთხელ უკვე ნაკურთხი მეფის
ხელმეორედ კურთხევა მოითხოვეს, ისევ საეჭვო გახადეს მისი მეფობა, სავაზიროს

404
ახალი გადაწყვეტილება შეიქმნა საჭირო, და ჩვენ ისიც ვნახეთ, რა ჯილდოს გაღება
დასჭირდა ამისთვის ახალგაზრდა მეფეს, ესეც დიდი წინააღმდეგობა იყო, ამანაც
უსათუოდ ატკინა გული, ესეც სულიერი ტრამვა იყო.

მეორედ კურთხევა ძლივს მოასწრო, რომ კვლავ აიძულეს მეფე, თავისივე


სურვილის საწინააღმდეგოდ ემოქმედნა – სავაზიროდან თავისი უერთგულესი
ხალხი მოეშორებინა, ის ადამინები გაეწირა და გადაეყენებინა, ვისი იმედითაც იგი
მოღვაწეობას იწყებდა, ვისაც ყოველგვარ ვითარებაში მიენდობოდა...
ესეც დიდ გულისტკივილთან იყო დაკავშირებული, ესეც სულიერი ტრამვა
იყო მეფისათვის...
ახლაც, აგერ, საფუძვლიანად მოამზადა ნიადაგი, რათა არასასურველი და
მაღალი თანამდებობისათვის შეუფერებელი პირველი ვაზირი მოეშორებინა, და მის
ადგილზე ერთგული და ღირსეული ადამიანი დაენიშნა... და აქაც მარცხის სიმწარე
იგემა. ის რაც საეკლესიო კრებაზე მოხდა, არაპირდაპირ თითქოს მეფის გამოწვევას
ნიშნავდა, მისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება იყო, და, რა თქმა უნდა, გულს
ატკენდა... მარცხს მოასწავებდა...

მაგრამ თუ აქამდე ფარული ჭიდილი და წინააღმდეგობანი ხვდებოდა მეფეს ,


აშკარად გაცხადებული კატეგორიული გამოწვევა თურმე წინ ელოდა. და ახლა იგი
ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა.
იმ დაძაბული შინაბრძოლების დროს, რაც გიორგი მესამის გარდაცვალებას
მოჰყვა, იქვე, სამეფო კარზე, თურმე დიდი ფარული შეთქმულება მოეწყოთ იქნებ,
უფრო სწორი იყოს, უფრო კარგად გამოხატოს ამბის არსი,
თუ ვიტყვით:დიდი ფარული ორგანიზაცია ჩამოეყალიბებინათ და ეს თავის დროზე
ვერ შენიშნა ახალგაზრდა მეფემ. უფრო მოგვიანებით გამოირკვა, რომ ორგანიზაცია
მრავალრიცხოვანი იყო და, როგორც ჩანს , საკმაოდ გავლენიან ადამიანებს
აერთიანებდა.
მეთაურობდა ამ ორგანიზაციას ყუთლუ-არსლანი, ის ყუთლუ-არსლანი,
რომელსაც ჩვენ ერთხელ უკვე გავეცანით.-მემატიანემ გაგვაცნო, გიორგი მესამის
ცხედართან მდგარი ვნახეთ, ყუთლუ- არსლანი მეჭურჭლეთუხუცესი იყო-
სახელმწიფო ფინანსთა მინისტრი, დიდად გავლენიანი კაცი. ჩვენ შეგვიძლია,
კარგად წარმოვიდგინოთ მისი გავლენის სფერო, თუ გავიხსენებთ, რომ
მეჭურჭლეთუხუცესს
ემორჩილებოდა ქალაქები, ვაჭრები...გავიხსენოთ ,,კარის გარიგებიდან : ,,მისის
ხელისა არიან ძველნი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო, რაც მეფისაა... ქალაქის ამირანი,
მეჭურჭლერნი ქალაქისანი და თვით დარბაზს მყოფნი მეჭურჭლენი.
როცა გავითვალისწინებთმაშინდელი ქალაქების აღორძინებას, მათ როლს
ეკონომიკურ- პოლიტიკურ ცხოვრებასა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობათა
განვითარებაში, უფრო თვალსაჩინო გახდება, რა გავლენიანი იქნებოდა ყუთლუ-
არსლანი და ამდენად რა მასშტაბი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ორგანიზაციას, ანუ
ყუთლუ- არსლანის დასს, როგორც ჩვეულებრივ უწოდებენ ხოლმე ისტორიკოსები...
მაგრამ ჯერ არ გვითქვამს, რა მოთხოვნა წაუყენა ამ დასმამეფეს:როცა ამას
გაავეცნობით,მაშინ უფრო კარგად გამოჩნდება საქმის მთელი სერიოზულობა.
ეს არ ყოფილა ცალკეულ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული
ჩვეულებრივი გამოსვლა, ვთქვათ, რაიმე პრივილეგიების მიღების მიზნით,ან რაიმე

405
კარიერის მისაღწევად. ეს იყო დიდი პოლიტიკური პროგრამა,რაც სახელმწიფო
წყობილების შეცვლას ითვალისწინებდა;და ისეთი გაბედული იყო ეს პროგრამა,რომ
დაჯერებაც გიჭირს.

თავი მერვე.

1.
ზემოთ მოთხრობილი ამბები თითქმის ზედიზედ მოხდა, ერთმანეთის
მიყოლებით, თამარის მეორედ გამეფების პირველსავე წელს. დაიწყო, როგორც
ვნახეთ, მარცხით და ბოლოს ყველაზე ძნელსა და პრინციპულ ბრძოლაში
ახალგაზრდა მეფემ გაიმარჯვა. გამარჯვებამ თამარს მხნეობაც შეჰმატა და
ავტორიტეტიც აუმაღლა. ახლა მეფის უპირველესი ამოცანა სავაზიროს შევსება, ანუ
მთავრობის ახალი კაბინეტის შედგენა იყო. მართლაც, ერთი წელი არც კი
გასულა მას შემდეგ, რაც მემატიანემ მთელი სავაზირო გაგვაცნო, და იმათგან
თითქმის უკვე აღარავინ დარჩენილა. თავისუფალია ამირსპასალარის,
მანდატურთუხუცესის, მსახურთუხუცესის და მეჭურჭლეთუხუცესის
თანამდებობანი. გადახალისება სჭირდება ზოგიერთ სხვა თანამდებობასაც. მაგრამ,
რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს მეფის
პირველი ვაზირის და პირველი თანაშემწის მწიგნობართუხუცესის საკითხი. გიორგი
მესამის სიკვდილის წინ ეს თანამდებობა, როგორც ვიცით, მეფის უერთგულეს
ადამიანს,

406
მისივე გაზრდილს, ბრძენს და გონიერს, პატრონთათვის სვიანს და ერთგულ ანტონ
გლონისთავისძეს ეკავა (ზემოთ ნახსენები ეპითეტები სულ მემატიანეს ეკუთვნის).
მერე ისიც ვნახეთ, რა ვერაგობით წაართვეს ამ ერთგულსა და პატიოსან ადამიანს
თანამდებობა და აიძულეს, გარეჯაში მონაზვნად აღკვეცილიყო.
თამარმა თავისი მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ სცადა,
ერთგული ვაზირი კვლავ ძველ თანამდებობაზე დაებრუნებინა.მაგრამ არ
გამოუვიდა, მწარე მარცხი განიცადა. კათალიკოსი მიქაელ მირიანის ძე იმაზე ცბიერი
და ეშმაკი გამოდგა, ვიდრე ამას ახალგაზრდა მეფე წარმოიდგენდა.
როგორც ვნახეთ, მეფემ შორიდან დაიწყო. რაკიღა სამეფო კარზე მხარდაჭერის
იმედი არა ჰქონდა, ჯერ სცადა, კათალიკოსობიდან გაენთავისუფლებინა ეს კაცი იმის
იმედით, რომ მერე სავაზიროდან უფრო ადვილად მოიშორებდა. არ გამოუვიდა. ვერ
მოახერხა. და დროებით გადადო ეს მნიშვმელოვანი საქმე. დაიცადა. მარჯვე
შემთხვევას დაელოდა.
ახლა კი, რაკი საქმე სასიკეთოდ შემობრუნდა, რაკი ყუთლუასლანის დასის
დამარცხების შემდეგ ახალგაზრდა მეფის ავტორიტეტი ერთბაშად ამაღლდა, თამარმა
გადაწყვიტა, აღარ დაეყოვნებინა და საქმისათვის შეუფერებელი, ანგარებიანი
მწიგნობართუხუცესი მოეშორებინა. ბოლო დიდმა გამარჯვებამ მეფეს, ეტყობა,
მართლაც შეჰმატა გაბედულება:მან უღირსი მიქაელ მირიანის ძე მოიშორა სამეფო
კარიდან და მწიგნობართუხუცესად კვლავ ანტონი დააბრუნა. ეს კიდევ ერთი დიდი
გამარჯვება იყო. ამას რაკიღა მიაღწია, ახლა უკვე ადვილი იყო, ვაზირებად
თავისთვის სასურველი და ერთგული ხალხი დაენიშნა.
სანამ მეფის ახალ სავაზიროს გაგაცნობდეთ, ცოტა ხნით ანტონ
გლონისთავისძის კვლავ მწიგბობართუხუცესად დანიშვნის ამბავს უნდა
დავუბრუნდეთ. მემატიანე რომ გადმოგვცემს, საეკლესიო
კრებაზე ვერა და ვერ მოახერხეს კათალიკოსობიდან მიქაელის გადაყენებაო (არამედ
ვერა განაყენეს, დაღაცათუ ფრიად იღუაწეს...), იქვე დასძენს, რომელი(ე.ი.მიქაელი)
ადრე თვით განაყენა სასჯელმან ღმრთისამანო. ესე იგი, მალე მომკვდარა ეს უღირსი
კაცი, ღმერთს თავად მოუგვარებია ის, რაც ღვთით კურთხეულმა მეფემ ვერ
მოახერხა. ადრე განაყენაო, ესე იგი, მალევე მოკვდაო, მემატიანე ამბობს, მაგრამ
გააჩნია, დროის რა საზომს მიუყენებ ამა თუ იმ მოვლენას. მკვლევარების
გამოანგარიშებით, ეს ადრე კარგა ექვს წელიწადს გაგრძელებულა. ექვსი წელიწადი
მარადისობისათვის მართლაც არაფერია, მაგრამ ერთი ადამიანის, კერძოდ, თამარის
მოღვაწეობაში, საკმაოდ დიდი მონაკვეთია და მეფის მიმართ ავად გაბწყობილი და
უკეთური მწიგნობართუხუცესი ამ ხნის განმავლობაში ბევრ საქმეს წაახდენდა.
რაკი კონკრეტულად არ მიუთითებს მემატიანე, როდის გადააყენა თამარმა
მწიგნობართუხუცესობიდან მიქაელი, მიაჩნდათ, რომ ზემოთმოტანილი შენიშვნა-
ადრე თვით განაყენა სასჯელმან ღმრთისამანო-ეხებოდა მიქაელის კატალიკოსობასაც
და მწიგნობართუხუცესობასაც. ესე იგი, როცა მიქაელი მოკვდა, თავისთავად
გათავისუფლდა ორივე თანამდებობა, რაც მას ეპყრა- საეროცა და სასულიეროც.

ერთხელ ითქვა ასე და მერე ეჭვი აღარავის შეუტანია, რომ შესაძლებელი იყო,
მწიგნობართუხუცესობიდან უფრო ადრე გადაეყენებინა მეფეს მიქაელი, ვიდრე
ღვთის სასჯელი კათალიკოსობიდან განაყენებდა. ამ ბოლო დროს გამოითქვა
ვარაუდი (შ. მესხია), რომ მემატიანის სიტყვები მხოლოდ კათალიკოსობას შეეხება,
მწიგნობართუხუცესობიდან კი მეფეს ადრევე გადაუყენებია არასასურველი
ადამიანი. მას შემდეგ, რაც საეკლესიო კრებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მარცხი

407
განიცადა თამარმა, მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა, მეფის ავტორიტეტი
ამაღლდა და გაიზარდა და ეტყობა ახლა უკვე უფრო ადვილად მოახერხა მისთვის
არასასურველი ვაზირის თავიდან მოშორება. ეს კარგად ჩანს მემატიანის დანარჩენი
ტექსტიდანაც. ამიტომ ვირწმუნოთ ეს ვარაუდი, რაც მკვლევარის მახვილგონივრულ
ანალიზს ემყარება.
ერთი სიტყვით, მწიგნობართუხუცესად კვლავ ანტონ გლონისთავისძე
დააბრუნა თამარმა. ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობა თუ
აქამდე ერთ კაცს ებარა, ახლა გაყო, ამირსპასალარად სარგის მხარგრძელი დანიშნა,
ხოლო მანდატურთუხუცესად - ჭიაბერი. თქვენ ალბათ გახსოვთ ეს
ადამიანები:ერთიცა და მეორეც დიდად დაეხმარა გიორგი მესამეს ორბელთა
აჯანყების ჩაქრობაში.
ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტია და კარგად დავაკვირდეთ.
მართალია, სარგის მხარგრძელი პირველად აჯანყებულთა ბანაკში იყო, მაგრამ
ისიც გეხსომებათ, რომ იგი მალევე გადავიდა გიორგი მესამის მხარეზე და შემდეგ
უკვე მეფეს ეხმარებოდა აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ჭიაბერი კი
თავიდანვე მეფის ერთგული იყო და იმ გასაჭირშიაც ერთგული დარჩა.
ამირახორად, ანუ ამირსპასალარის მოადგილედ, გამრეკელ-თორელი დანიშნა
მეფემ და ჩვენ გვახსოვს, რომ ეს კაციც გიორგი მესამის ერთგული იყო. მართალია,
სულ პირველად ესეც აჯანყებულებთან ვიხილეთ, მაგრამ იმის მოწმეც გავხდით, რომ
ერთ-ერთი პირველი გადაუდგა იგი შეთქმულებს და მეფეს ამოუდგა მხარში.
მაინც რა არის საინტერესო ამ ფაქტში და რატომ შევაჩერეთ ამაზე მკითხველის
ყურადღება?
ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ, ავიდა თუ არა თამარი მეორედ სამეფო ტახტზე,
დიდგვაროვანმა აზნაურებმა მოსთხოვეს გიორგის მიერ ახალაღზევებულ უგვაროთა
გადაყენება. იმდენად კატეგორიული და მტკიცე იყო ეს მოთხოვნა, რომ ახალგაზრდა
მეფე იძულებული გახდა, დაჰყოლოდა და შეესრულებინა.
ეს მეფის ერთგვარი მარცხი იყო, სისუსტე გამოამჟღავნა, თავისივე სურვილის
წინააღმდეგ იმოქმედა, სხვათა ნებას აჰყვა და ერთგული ხალხი მოიშორა.
მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ შემცვლელები მაშინვე არ დაუნიშნავს მეფეს,
თუმცა მსურველები დიდგვარიანთა შორის საკმაოზე მეტი იყო. არ აჩქარდა მეფე,
დაიცადა, თითქოს რაღაცას ელისო.

და აგერ, მართლაც, ამ მაღალ თანამდებობაზე მან შეარჩია ხალხი არა იმის


მიხედვით, რასაც დიდგვაროვნები მოითხოვდნენ, არამედ ძველი წესის თანახმად:
დიდგვაროვნობას კი აღარ მიხედა, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ მამის
პოლიტიკა განაგრძო, გიორგი მესამისავე ერთგული ხალხი დანიშნა, რომელთაც
დიდი დამსახურება ჰქონდათ სამეფო გვარისა და ოჯახის წინაშე.
ყუთლუ-არსლანის დასზე გამარჯვებამ ისეთი ავტორიტეტი მოუპოვა
ახლგაზრდა მეფეს, რომ ახლა მან გაბედულად გაატარა მამის პოლიტიკა, რისგანაც
პირველ ხანებში იძულებული იყო, გადაეხვია. ამ შემთხვევაშიაც გამართლდა
ანდაზის სიბრძნე: გაბედე და ღმერთი გიშველისო.
ახლა უკვე ახაგაზრდა მეფეს შეეძლო, უფრო თავისუფლად ემოქმედა. ესეც
გამარჯვება იყო, დიდი გამარჯვება.
სარგის მხარგრძელის ამირსპასალარად დანიშვნას რომ გვაუწყებს მემატიანე,
იქვე დასძენს: მეფემ უბოძა ლორე სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა, და

408
წყალობა ყო ძისაცა მისისა ზაქარიას დალოცვითა, და ითაყუანა დარბაზის ყმად
უმცროსი შვილი მისი ივანე.
ლორე რომ უბოძა მეფემ ახალ ამირსპასალარს, ეს სულაც არ არის გასაკვირი,
ამიტომ არ მოგვიტანია მემატიანის სიტყვები. ზემოთაც შეგახსენეთ, დავით
აღმაშენებლის შემდეგ ტრადიციად იქცა-ლორე ამირსპასალარის კუთვნილება გახდა,
და ახლაც, რაკიღა სარგის მხარგძელი ამირსპასალარად დანიშნა, ლორეც მას
მიუბოძა.

მემატიანის ზემოთ მოტანილ სიტყვებში სხვა რამეა ჩვენთვის საინტერესო:


სარგის მხარგრძელს შვილებიც მოუყვანია სასახლეში. თქვენ ეს გვარი- მხარგრძელთა
გვარი- რა თქმა უნდა, გაგონილი გექნებათ. აი, საიდან იწყება ამ გვარის ნამდვილი
აღზევება.
ახლა დააკვირდით ტერმინებსაც:
ითაყვანა,
დალოცვითა,
წყალობა იყო... ამ სიტყვებს ჩვეულებრივი მნიშვნელობა კი არა აქვთ აქ, არამედ
განსაკუთრებული აზრის შემცველი ტერმინებია. მკვლევარები ასკვნიან, რომ
თაყვანება-სამეფო სამსახურის პირველი საფეხურია, პირველი დაწინაურება, სამეფო
კარის საიერარქიო კიბეზე პირველი ფეხის შედგმა, (გაიხსენეთ
ვეფხისტყაოსანი:
არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თ ა ყ ვ ა ნ ი ს - მ ც ე ს ა მ ი რ ბ ა რ ა დ ...). ამას
მოჰყვება
დალოცვა
-ეს უკვე მეორე საფეხურია;
შეწყალება
-მესამე საფეხურია...
იმ დროისათვის, როცა მეფემ სარგის მხარგრძელი ამირსპასალარად დანიშნა,
უმცროსი შვილი სარგისისა - ივანე - პირველად მოსულა სამეფო კარზე და მეფემ იგი
ითაყუანა. სარგისის მეორე შვილს - ზაქარიას - ეს საფეხური უკვე გავლილი ჰქონია
და მეფემ მისი
წყალობა ყო დალოცვითა. აქვე შევნიშნოთ: ასეთი
თაყვანება
და
დალოცვა
მუდამ რაიმე თანამდებობაზე დანიშვნას არ ნიშნავდა.
მემატიანის ცნობის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია კარგად გავაცოცხლოთ
სურათი, როგორ მიიყვანა ახალმა ამირსპასალარმა სამეფო კარზე თავისი ორი
ვაჟიშვილი და თამარს წარუდგინა, მოახსენა, რომ ქართველი მეფის
სამსახურისათვის ზრდიდა იგი მათ, სიკვდილის დღემდე მეფის ერთგულები
იქნებოდნენ და მისთვის თავს დასდებდნენ... ქვემოთ ჩვენ ვნახავთ, ორივე ძმამ-
ზაქარიამაც და ივანემაც- მართლაც კარგი სამსახური გაუწია მეფეს. რაკი ამის შემდეგ
მხარგრძელებს ხშირად შევხვდებით, ცოტა უფრო ახლოს გავეცნოთ ამ გვარს.
წარმოშობით მხარგრძელები ქურთები ყოფილან და მერე გასომხებულან,
სომხის რჯული მიუღიათ.ამ ცნობას გვაწვდიან სომეხი მემატიანეები,ეს დასტურდება
სხვა საბუთებითაც. მას შემდეგ, რაც სომხეთის მიწა-წყალი საქართველოს სამეფოში
შემოვიდა, მხარგრძელებს ჩვენ ქართველი მეფეების სამსახურში ხედავთ. ისინი

409
ფაქტიურად უკვე გაქართულებულები არიან. ალბათ გეხსომებათ, ამ გვარის
წარმომადგენელს, სწორედ იმ სარგის მხარგრძელს, რომელსაც თამარმა ახლა
ამირსპასალარობა უბოძა, პირველად ანისში შევხვდით1161წელს. ანისის აღების
შემდეგ გიორგი მესამემ ქალაქის ამირად ივანე ორბელიანი დანიშნა, თანაშემწედ კი
სარგის მხარგრძელი დაუნიშნა. როგორი სამსახური გაუწია მაშინ სარგისმა ივანე
ორბელს, ან ანისიდან წასვლის შემდეგ რას აკეთებდა, სად მოღვაწეობდა, ეს ცნობილი
არ არის. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ორბელთა დიდი აჯანყების დროს სარგისიც
შეთქმულთა შორის აღმოჩნდა, თავის ძველ პატრონს ივანე ორბელიანს ამოუდგა
მხარში. მერე რა მოხდა, ეს ჩვენ უკვე ვიცით და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
სარგისს ძმა ჰყავდა- ვარამი-და ისიც გარკვეულ სამსახურს უწევდა ქართველ
მეფეს. ცნობილია ამ ორი ძმის- სარგისისა და ვარამის ორ-ორი ვაჯიშვილი:
სარგისისა- ზაქარია და ივანე(სწორედ ესენი წარუდგინა ამასწინათ ამირსპასალარმა
მეფეს) და ვარამისა-ზაქარია და სარგისი.
ზაქარია სარგისი (შემდეგში გაგელად (შემდეგში წოდებული) გველად
წოდებული)
ჩვენ მხოლოდ ერთი ნაწყვეტი მოვხაზეთ მხარგრძელთა გენეალოგიური
შტოსი.ამჟამად მეტი არ გვჭირდება. დავიხსომოთ ორი ძმა და მათი ორ-ორი
ვაჟიშვილი. როგორც ითქვა, მომდევნო ამბებში მათ ხშირად შევხვდებით.
ამრიგად, თამარმა ახალი სავაზირო შეადგინა .

მ წ ი გ ნ ო ბ ა რ თ უ ხ უ ც ე ს ი, ანუ მეფის პირველი ვაზირი და


თანაშემწე,რომელიც სახელმწიფოს ყველა საქმეს, მათ შორის მართმსაჯულებასა და
სამხედრო საქმესაც განაგებს-ანტონ გლონისთავისძე;

ა მ ი რ ს პ ა ს ა ლ ა რ ი- სარგის მხარგრძელი;

მ ა ნ დ ა ტ უ რ თ უ ხ უ ც ე ს ი-ჭიაბერი(ჩვენ უკვე ვიცით, მანდატურთუხუცესს


ოქროს არგანი უჭირავს ხელში და მემატიანე ახლაც ხაზს უსვამს ამას:
მისცა [მეფემ] არგანი ოქროსა ხელთა მისთა);

მ ე ჭ უ რ ჭ ლ ე თ უ ხ უ ც ე ს ი (ნაცვლად ყუთლუ-არსლანისა)-კახაბერ
ვარდანის ძე;
მ ს ა ხ უ რ თ უ ხ უ ც ე ს ი(გადაყენებული აფრიდონის ნაცვლად) ვარდან
დადიანი;
ჩ უ ხ ჩ ა რ ე ხ ი- მარუშისძე;
ა მ ი ლ ა ხ ო რ ი(ანუ ამირსპასალარის მოადგილე)-გამრეკელი-თორელი.
და ერისთავები:
ბარამ ვარდანის ძე- ს ვ ა ნ თ ა;
კახაბერ კახაბერის ძე-რ ა ჭ ი ს ა და თ აკ ვ ე რ ი ს ა;
ოთაღო შარვაშის ძე-ც ხ უ მ ი ს ა;
ამანელის ძე- ა რ გ ვ ე თ ი ს ა;
ბედიანი- ო დ ი შ ი ს ა;
რატი სურამელი- ქ ა რ თ ლ ი ს ა;
ბაკურ- ყმა ძაგანის ძე- კ ა ხ ე თ ი სა;
გრიგოლის ძე ასათ- ჰ ე რ ე თ ი ს ა;
ბოცო ჯაყელი- ს ა მ ც ხ ი ს ა.

410
სამეფო კარზე ვნებები თითქოს დაცხრა, მტერიცა და მოყვარეც ყველა
დარწმუნდა, რომ სკიპტრა კვლავ მტკიცე ხელს ეპყრა, ის სისუტე, რაც თითქოს
პირველად გამოამჟღავნა ახალგაზრდა მეფემ, მოჩვენებითი გამოდგა. აშკარად ჩანდა,
რომ თამარს მტკიცედ გადაეწყვიტა, მამისა და დიდი პაპის საქმე და პოლიტიკა
გაეგრძელებინა.

2
თამარი ერთადერთი მემკვიდრე იყო ტახტისა და, რაღა თქმა უნდა,
ბავშობიდანვე ამზადებდნენ მეფობისათვის.ძნელი წარმოსადგენი არ უნდა
იყოს,როგორი იქნებოდა ეს მზადება გიორგი მესამის სამეფო კარზე.უფლისწულს,
რაღა თქმა უნდა, მრავალმხრივი და ღრმა განათლება ჰქონდა მიღებული... ამაზე
სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ცოდნა და განათლება ერთი მხარეა. იგი, რა თქმა უნდა,
მორალულადაც მომზადებული იყო, იცოდა, რომ ყოველგვარ საქმეში
სიდინჯე,სიმტკიცე,სამართლიანობა,გულმოწყალება და მაღალი ნებისყოფა
მართებდა; იცოდა,რომ პირადი ცხოვრება უნდა დაევიწყებინა და, თუ საჭირო
გახდებოდა,-ასეთი მომენტები კი უსათუოდ დაუდგებოდა მაშინდელ რთულ
ცხოვრებაში,- თავი მსხვერპლად მიეტანა...
იცოდაო, ვთქვით... არა მარტო იცოდა, შემზადებული იყო ამისთვის.
მაგრამ რას იფიქრებდა ახალგაზრდა ქალი, რომ პირადი გძნობების
დათგრუნვა და საქვეყნო-საზოგადო მოთხოვნისათვის ანგარიშის გაწევა მას ახლავე
მოუხდებოდა, ტახტზე ასვლის პირველსავე წელს.

თამარს ჯერ აგრძნობინეს, მერე კი კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ უკვე


დრო იყო, დაქორწინებულიყო.
სამეფო კარისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ყველგან და
ყოველთვის ტახტის მემკვიდრის საკითხია. საქართველოს სამეფო ტახტს კი
მემკვიდრე არ ჰყავდა და ეს ქვეყნის მესვეურთ აწუხებდა. უნდა გაჩენილიყო
მემკვიდრე, გაზრდილიყო, ღირსეულად გაეწვრთნათ და აღეზარდათ, რათა ისეთი
დიდი სახელმწიფოს მართვა-გამგებლობა შეძლებოდა, როგორიც საქართველო იყო.
ამას დრო სჭირდებოდა, და, რა თქმა უნდა, უჩვეულო და უცნაური არაფერი ყოფილა
იმაში, რომ ახალგაზრდა მეფე-ქალს მოსთხოვეს, საქმრო აერჩია. ეს, როგორც ითქვა,
ჩვეულებრივი მოვლენა იყო.ასე მოიქცეოდნენ ყოველთვის, ყოველ ქვეყანაში.

აქ კი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა მნიშვნელოვანი მიზეზის გამოც


აჩქარებდნენ ახალგაზრდა მეფე-ქალს, ქმარი შეირთეო.ეს მიზეზი არა ნაკლები
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა გახდათ.საქმე ის არის,რომ იმ გაუთავებელ
ომებში მხედრობას სარდალი სჭირდებოდა, მეფე-სარდალი, ხოლო ქალი, რა ჭკვიანი
და საზრიანიც უნდა ყოფილიყო, სარდლობას, რაღა თქმა უნდა, ვერ გასწევდა.
იქნებ გაიფიქროთ, მხედრობას აკი თავისი ამირსპასალარი ჰყავდაო.
ამირსპასალარი მეფეს ვერ შეცვლიდა; დიდ ომებში სარდლობა მეფეს უნდა
გაეწია, ამ დროს ამირსპასალარი თანაშემწე იყო მეფესარდლისა. ომში, რომელსაც
ქვეყნისა და ხალხის მომავალი უნდა გადაეწყვიტა, ამირსპასალარს ვერ ანდობდნენ
ქვეყნის ბედს.ასეთ დროს მეფის პასუხისმგებლობა და სახელი იყო მთავარი. შორს
რომ არ წავიდეთ, თამარის მამა გიორგი მესამე ხომ თითქმის ყველა წინ მიუძღოდა
ჯარს; თამარის პაპა დემეტრე, დიდი პაპა დავით აღმაშენებელი და სხვებიც, ყველანი-

411
თამარის შორეული წინაპრებიცა და შთამომავლებიც. და, სხვათა შორის,
საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი როდი იყო, სხვა ქვეყნებშიაც ასე ხდებოდა- ომის
დროს მეფე მთავარსარდლობდა ხოლმე.
რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როცა მეფე ამირსპასალს მიანდობდა უფრო
პატარა მასშტაბისა და მცირე მნიშვნელობის ბრზოლებში სარდლობას, მაგრამ
მაშინაც კი მეფის თვალი და ყურადღება არ აკლდა ჯარის სარდალს. ის კი არა და,
მშვიდობიან დროშიაც, ჯარის წვრთნასა და მომზადებას მეფე ხელმძღვანელობდა.
ასე რომ, როცა თამარს აჩქარებდნენ- ქმარი შეირთეო, ამ დროს ტახტის მემკვიდრეზე
არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ლაშქრის გაძღოლის საქმესაც. ამას პირდაპირ
მიუთითებს მემატიანე-ჯარს სარდალი სჭირდებოდა და თამაშს იმიტომ
აჩქარებდნენო.
ღვთივ მირონცხებულიო, მეფეზე იტყვიან ხოლმე, მაგრამ რამდენიც უნდა
თქვან, მეფე ხომ მაინც ადამიანია და ადამიანური ბუნება ხომ მისთვისაც უცხო არ
არის. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩვიდმეტი
წლის ყმაწვილი ქალი, რომელსაც მთელი სამეფო კარი მოუწოდებდა, საქმრო აერჩია.
ეს ასე ითქმის, თორემ სინამდვილეში ხომ არჩევის ნება არა აქვს, სხვები
სთავაზონენ საქმროებს -ზოგი ვის და ზოგი ვის. თანაც მას უფლება არა აქვს, იმ
წრეში აირჩიოს საქმრო, რომელშიც თვითონ გაზრდილა და ტრიალებს;
ქვეშევრდომს, რა საპატიო გვარის დიდებულიც უნდა იყოს იგი, ვერ შეირთავს.
ამის უფლებას არ მისცემენ, ეს ახალ არევდარევას გამოიწვევს სამეფო კარზე და
მთელ ქვეყანაში; საქმრო მან სხვაგან უნდა ეძიოს, სხვა ქვეყანაში, ვინმე
გვირგვინოსანი შეარჩიოა, ისეთი ადამიანი, რომელიც თვალით არ უნახავს და
რომლის არც ხასიათი იცის, არც ზნე და ჩვეულებები. ვინ იცის, სწორედ ამ დროს
რამდენჯერ ინატრა ყმაწვილმა ქალმა, უბრალო ქვეშევრდომი ყოფილიყო და არა
ღვთივ მირონცხებული გვირგვინოსანი; ვინ იცის, რა გრძნობას იკლავდა გულში და
უთქმელად როგორ იტანჯებოდა.არა-და რა მშვენიერი ჭაბუკები ტრიალებდნენ
სამეფო კარზე, რა სახელოვანი რაინდები, განათლებული და ღირსეული
ახალგაზრდები!..
არა, საქმროს არჩევა სულ სხვა ნიშნით ხდებოდა, ადამიანის გულის პასუხს
ყურს არავინ ათხოვებდა, ყმაწვილი ქალი საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა.
ეტყობა, დიდხანს გაგრძელდა ქალწული მეფისათვის საქმროს შერჩევა.ბოლოს
საკითხი დარბაზის კრებაზეც გაიტანეს. შემორჩენილი კანტი-კუნტი ცნობების
მიხედვით შეგვიძლია ეს კრებაც გავაცოცხლოთ.
ჩვენ უკვე ვიცით, ჩვეულებრივი დარბაზობის დროს ვინ ესწრება კრებას, ვინ
სადა ზის, ვინ სადა დგას...
და აი, წამოდგა აბულასანი, ამირა ქართლისა და თბილისისა,
მეტყუელი მკვიდრთა ტბილისისათა შინა, თავად და მეფეთ-მეფისაგან წყალობა-
ხელდასმული
...
რაკიღა თბილისის ამირა იყო, თავისთავად იგულისხმება, რომ ახლო
ურთიერთობა ჰქონდა ვაჭრებთან, ხშირად ხვდებოდა მათ, მათი ასავალ-დასავალი
კარგად იცოდა და ნაირნაირ ამბებს ისმენდა მათგან. ვაჭრები ხომ ერთთავად გზებზე
იყვნენ გაკრულნი,ქვეყნიდან ქვეყანაში დაწანწალებდნენ და სავაჭრო საქონელთან
ერთად ათასნაირი ამბები მიჰქონდათ და მოჰქონდათ, ათასნაირ ჭორებს
ავრცელებდნენ. ეტყობა, სწორედ ვაჭრებისაგან ჰქონდა აბულასანს გაგონილი ის

412
ამბავი, რაც ახლა დარბაზისათვის უნდა მოეხსენებინა.იგი წამოდგა და კრებას
მოახსენა:
-მე ვიცი შვილი ხელმწიფისა ანდრია დიდისა, რუსი მთავრისა, რომელსა
მონობენ სამასნი მთავარნი რუსთანი.
ეს ცნობა მოულოდნელი იყო და ყველა დაინტერესდა. თამარის ხელის
მაძიებელი ბევრი იყო ახლომახლო ქვეყნებში, მაგრამ შესაფერად არავინ მიაჩნდათ-ან
სხვა რწმენისა იყო,ან პატარა ქვეყნის მბრძანებელი, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო
თავს არ გაუყადრებდა. ახლა კი,რუსი უფლისწულის სახელი რომ გაიგონეს, ყველა
დაინტერესდა. რუსეთი დიდი და ძლიერი სახელმწიფო იყო, ეს ყველამ იცოდა
სამეფო კარზე, რუსებიც მართლმადიდებელნი იყვენ და თუკი სასიძო თავად
ღირსეული აღმოჩნდებოდა, საწინააღმდეგო, რაღა თქმა უნდა, არავის ექნებოდა.
რა ნახა, მისმა სიტყვებმა სასურველი შთაბეჭდილება მოახდინა, აბულასანმა
უფრო დაწვრილებით გააცნო დარბაზს რუსი უფლისწულის თავგადასავალი. ადრე
დაობლებულიყო იგი და ბიძას წაერთმია ტახტი, თავისი ქვეყნიდან გამოეძევებინა.
ახლა სუნჯის ქალაქს არის შეფარებული ყივჩაღთა მეფესთანაო; და მოჰყვა რუსი
უფლისწულის ქებას, როგორც ეს ვაჭრებისაგან გაეგონა- ყოველმხრივ შემკული და
ღირსეული ჭაბუკიაო.
აბულასანი დიდად პატივსადები კაცი იყო და სამეფო კარიც ანგარიშს უწევდა,
მისი სიტყვები ჭკუაში დაუჯდათ, დაინტერესდნენე და გადაწყვიტეს, სასწრაფოდ
მოეწვიატ რუსი უფლისჭული. მაშინვე შეარჩიეს სამოციქულო კაცი- თბილისელი
დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი და არ დაუყოვნებიათ, ხელადვე გაგზავნეს.
როგორც ხედავთ, მეტისმეტად აჩქარებულან, სათანადო სიდინჯე ვერ
გამოუჩენიათ, რაც ამისთანა ფაქიზ საქმეში უსათუოდ საჭირო იყო. მემატიანე
საგანგებოდ აღნიშნავს ამ უჩვეულო და უცნაურ აჩქარებას- მოციქულად გაგზავნილ
დიდვაჭარზე წერს: გზაზე ცხენებს იცვლიდა, რათა მალე ჩასულიყო და იმაზე ადრე
ჩამოეყვანა უცხო უფლისწული, ვიდრე სამეფო კარზე მოელოდებოდნენო (

მწრაფლ მისრულმან ცვალებითა ჰუნეთათა წარმოიყვანა [უფლისწული]და მოიყვანა


უწინარე პაემნითა...).
სამეფო კარზე, ეტყობა, ყველას არ მოეწონა არც ასეთი აჩქარება და არც
მოციქულად შერჩეული კაცი. ამას პირდაპირ გვეუბნება თამარის მეორე
ისტორიკოსი. იგი ჯერ შენიშნავს- სასიძო მოიწონეს
ქრისტიანობისა და მარლთმადიდებლობისათვის მათ ნათესავთასაო, და იქვე
დასძენს:
ესე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და
არცა მისსა მეცნიერ იყვნეს, რომელსა იგი მოიყვანებდეს.
როგორც ვნახეთ, მართლაც უცნაური დავალება იყო. მაგრამ, როცა სასიძო
ჩამოიყვანეს, იგი ყველას მოეწონა. ამას თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად
აღიარებს. ერთი წერს: დიდვაჭარმა
მოიყვანა...მოყმე სახე-კეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი
გუარისშვილადაო. მეორე ისტორიკოსი:
შემდგომად ჟამისა მოიწია კაცი იგი წარვლინებული და მოიყვანა კაცი დიდად
გუარიანი, უდიდესი ყოველთა მათ მეფეთა მის კერძოსათა და სახითაცა არა
უმარჯვი, რომელიცა იხილეს რა, ყოველსა კაცთა სთნდა...

413
ყველას მოსწონებია რუსი უფლისწული-პატრიარქს, დიდებულებს, ვაზირებს,
სპასპეტებს,ერისთავებს (სწორედ ასე ჩამოთვლიან მემატიანეები)... მაგრამ იქვე
დასძენენ: მოეწონათ, რადგან მისი ზნე და ჩვეულებები ჯერ არ იცოდნენო-
რამეთუ არარას მეცნიერ იყვნეს ჩვეულებისათვის მისისა.
და ისევ უცნაური აჩქარება. დიდებულებმა კი მოიწონეს სასიძო, მაგრამ იმას
როდი დაეკითხნენ, ვის აზრსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.
მოელაპარაკნენ თამარის მამიდა რუსუდანს, და ისეთივე ფაცხა-ფუცხით, რითაც ეს
კაცი თბილისელ დიდვაჭარს ჩამოაყვანინეს, საქორწინო სამზადისს შეუდგნენ. ისე
რომ, თამარს ქორწინების დროც არა ჰკითხეს.
მოახსენეს თამარს და მათგან (თამარისაგან) ნ ე ბ ა დ ა უ რ თ ა ვ ი გ ა ნ მ ზ ა დ ე ს
ქ ო რ წ ი ლ ი.
ერთი სიტყვით, ყველას მოსწონებია უფლისწული, გარდა იმისა, ვისაც ქმრად
უნდა შეერთო. თამარი წინააღმდეგი ყოფილა ქორწინებისა:
კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყუებელი ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა
ქცევა და საქმე, არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა და არცა ქცევისა. მაცალეთ,
ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი.
მაგრამ ყური არავიმ ათხოვა ყმაწვილი ქალის სიტყვებს, არც მამიდამ და არც
დიდებულებმა; ყველანი
წინააღუდგებოდესო, მემატიანე წერს,
ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა და ესეოდენ მძიმესა საქმესა ს უ ბ უ ქ ა დ შ
ეეხებოდეს.
ამნაირ სერიოზულ საქმეს ასე მსუბუქად მოეკიდნენო! ამაზე მეტი სიმკაცრით
როგორღა უნდა გამოეთქვა მემატიანეს თავისი გულისწყრომა?!
და კიდევ ერთხელ იმეორებს მემატიანე, რათა საუკუნეების შემდეგ ჩვენც
ცოცხლად განგვაცდევინოს, რა დღეში ჩაუგდიათ ახალგაზრდა მეფე-ქალი:
რასაღა მრავალსა ვიტყოდით? შემდგომად მრავლისა ცილობისა თ ვ ი ნ ი ე რ ნ ე ბ ი
ს ა მ ი ს ი ს ა ყვეს ქორწილი და მრავალჟამ იყვნეს განცხრომასა შინა...
როგორც ხედავთ, მემატიანეებმა უკვე გვაგრძნობინეს, რომ ასე უკუღმართად
დაწყებულ საქმეს კეთილი ბოლო არ ექნებოდა.
გიორგი რუსი, როგორც ჩანს, კარგი მეომარი იყო; მემატიანეები ჩამოთვლიან
მცირე მასშტაბის ბრძოლებს, რაც ქართველებს მისი სარდლობით ორი წლისა თუ
ცოტა მეტი ხნის განმავლობაში გადაუხდიათ მტრის წინააღმდეგ.
მაგრამ იმავე ორ წელიწადში გიორგი უფლისწულს ბევრი ისეთი უკუღმართი
ზნე და ჩვეულებაც გამოუმჟღავნებია, რომლის მოთმენა და მიტევება არ
შეიძლებოდა, და რისი გამოსწორებაც ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ
თამარი მაშინვე მიმხვდარა ამას და ისე ითმენდა, რომ არავისთვის გაუმხელია.
მემატიანეები კონკრეტულადაც ჩამოგვითვლიან უფლისწულის მანკიერებებს-
ლოთობდა და
სიმთვრალეთა შინა იწყო მრავალთა საძაგელთა და უშუერთა საქმეთა ქმნად,
რომელთა ნამეტნავ არს აღწერად, სათქმელადაც კი უხერხულიაო.
დიდხანს ითმენდა თამარი- ორ წლამდის, გინა უმეტეს იყო განსაცდელისა
უცხოსა თმენასა შინა, ამას ერთი მემატიანე წერს; მეორე მემატიანე კიდევ უფრო
ცოცხლად გადმოგვცემს ახალგაზრდა ქალის მრავალმომთმენობას:
ორისა და ნახევრისა წელთა, ვ ი თ ა გ უ რ დ ე მ ლ ი მოითმენდა მხნე თამარ... იძია
მრავალი ღონე განკურნებისა მისისა... თვით პირისპირ იწყო მხილებად მისდა,

414
არამედ უფრო განძვინდებოდა რუსი, ვითარცა ღმრთისაგან საფარველ- მოძურცილი.
და იქვე ბიბლიის ერთი მშვენიერი ფრაზა მოაქვს მემატიანეს:

ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა.


ვერ განკურნეს, ვერაფერი უშველეს,
არა იკურნებოდა
-არა თუ ოდენ არა შეიგონა, არამედ უძვირესთა მიმართ იწყო და შერაცხილნიცა
კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა აღმოგდებითა ტანჯნა.
ხოლო როცა სხვა უფრო საშინელი ზნეც შეიტყვეს უფლისწულისა (
უბოროტესთა პირველისათა სოდომურიცა მოიპოვა ქცევა...), და როცა საქვეყნოდ
გამჯღავნდა ეს, როცა უკვე
უგრძნეს ვაზირთა და დიდებულთა, მეტი მოთმენა აღარ შეიძლებოდა.
მემატიანემ შემოგვინახა თამარისავე სიტყვები:
არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა.მე არა
მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვიყრი
მტუერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერ...
და ბედუკუღმართი კაცი გააძევეს-
წარიყვანეს ექსორიაქმნად. ხელცარიელი არ გაუშვიათ რუსი უფლისწული. გაატანეს
აურაცხელი ოქრო და სიმდიდრე, ჩასვეს ნავში და კონსტანტინოპოლს გაგზავნეს:
ბოლოს და ბოლოს მეფე იყო და მეფურად გაისტუმრეს, არაფერი დაუშურებიათ.
როგორც ქვემოთ ვნახავთ, ამჯერადაც იჩქარეს...

მაგრამ, სანამ ჩვენს ამბავს გავაგრძელებდეთ, მკითხველის ყურადღება ერთ


რამეზე უნდა შევაჩეროთ. ზემოთ რამდენჯერმე ვახსენეთ თამარის პირველი
ისტორიკოსი და მეორე ისტორიკოსი. ჩვენამდე ორ თხზულებას მოუღწევია,
რომლებშიაც თამარის ცხოვრება და მოღვაწეობაა გადმოცემული.

პირველი თხზულების სახელწოდებაა


ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი
(ესე იგი, ისტორია და ქება გვირგვინოსანთა) და რაკი თხზულების ავტორის ვინაობა
ცნობილი არ არის, მას მოიხსენიებენ როგორც პირველ ისტორიკოსს. ეს თხზულება
უფრო ფართო და ვრცელია.ამასთან, როგორც სათაურიდანაც ჩანს, აქ მარტო თამარის
ცხოვრებასა და მოღვაწეობას კი არ გვაცნობს ავტორი, არამედ კიდევ ერთი
გვირგვინოსნისას, თამარის მამის გიორგი მესამისასაც.
ტექსტის ანალიზის საფუძველზე მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ
იგი ორი ნაწილისაგან შედგება და ეს ნაწილები სხვადასხვა დროსაა დაწერილი:
პირველი ნაწილი (რომელიც მოიცავს ამბებს 1195 წლამდე) დაწერილი უნდა
იყოს1195ან 1196 წელს, ესე იგი, თითქმის მომხდარი ამბების პარალელურად, ხოლო
მეორე ნაწილს (1195 წლის მომდევნო პერიოდი თამარის გარდაცვალებამდე) დაწერის
თარიღად ვარაუდობენ 1212-1213წლებს (ზოგს თხზულების მეორე ნაწილის დაწერის
თარიღი უფრო აქეთ გადმოაქვს- 1270-95 წლებში).
ზოგიერთი მკვლევარის აზრით (ივანე ჯავახიშვილი, თედო ჟორდანია, პავლე
ინგოროყვა) თხზულების ორივე ნაწილის ავტორი ერთი და იგივე პირია, ზოგი კი
ამტკიცებს, თითქოს თხზულება ორ სხვადასხვა კაცს დაეწეროს. ტექსტმა ჩვენამდე
დამახინჯებულად მოაღწია და ცალკეული ადგილები ხშირად ძნელი გასაგებია.

415
რა თქმა უნდა, საინტერესოა, ვინ უნდა იყოს თხზულების ავტორი.
მკვლევარები ასახელებენ სხვადასხვა ისტორიულ პირს. თედო ჯორდანიას აზრით,
თხზულების ავტორი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ანტონ გლონისთავისძე უნდა იყოს,
გიორგი მესამისა და თამარის დროინდელი მწიგბობართუხუცეს-ჭყონდიდელი,
რომელიც მუდამ თან ახლდა ჯარს და ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის
თვითმხილველი და მონაწილე ყოფილა. სარგის კაკაბაძის აზრით, თხზულების
ავტორი აგრეთვე ჩვენი ნაცნობი მანდატურთუხუცესი ჭიაბერია. ივანე ჟავახიშვილი
კონკრეტულად არ ასახელებს ავტორს, იმას კი უფრო გადაჭრით ამბობს, რომ იგი
საერო, უფრო კი სამხედრო კაცი უნდა უოფილიყო.
თუ ავტორის ვინაობა მკვლევართა დავას იწვევს, თხზულების მაღალი
ღირსება სადავოდ არავისა აქვს. იგი დაწერილია მრავალმხრივ განათლებული
ადამიანის მიერ, რომელიც კარგად იცნობს როგორც დასავლეთის ისე აღმოსავლეთის
ისტორიას და ლიტერატურას, და, რაც ახლა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია,
ისტორიულ სიმართლეს გადმოგვცემს. ივანე ჯავახიშვილის აზრით, თხზულება
დიდი ნდობის ღირსია, ისტორიისათვის ძვირფას წყაროდ
უნდა ჩაითვალოს.
მეორე ისტორიკოსის თხზულების სახელწოდებაა
ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი. ამ თხზულების ავტორად ივანე ჯავახიშვილს
ბასილი ეზოსმოძღვარი მიაჩნია, და რაკი სხვა მოსაზრება არავის წამოუყენებია,
სამეცნიერო ლიტერატურაში თხზულების ავტორად სწორედ იგი მოიხსენიება.
თხსულება, სხვათა შორის, ივანე ჯავახიშვილმა აღმოაჩინა 1923წელს და, მისივე
აზრით, იგი დაწერილი უნდა იყოს 1210-1213წლებში, თამარის მეფობის უკანასკნელ
ხანაში.

პირველი ისტორიკოსის შესახებ ზემოთ მკვლევარების ვარაუდი გავიხსენეთ,


იგი საერო, კერძოდ კი სამხედრო პირი უნდა იყოსო. საინტერესო ის არის, რომ
ტექსტის ანალიზის მიხედვით მეორე თხზულების ავტორად, პირიქით, სასულიერო
პირს ვარაუდობენ. მართალია, აქაც კარგად არის მოთხრობილი ლაშქრობათა
ისტორია, მაგრამ, ივანე ჯავახიშვილის აზრით, რაც სხვა მკვლევარებმაც გაიზიარეს,
ამ თხზულების ავტორის მეფის სარწმუნოებრივ- სასულიერო საქმიანობა უფრო
აინტერესებს.
რაკი ორივე თხზულება ქვეყნის ისტორიის ერთსა და იმავე პერიოდს გვაცნობს
და თითქმის ერთსა და იმავე ფაქტებს გადმოგვცემს, თითქოს მოსალოდნელი იყო,
რომ ტექსტებში ამბების განმეორებასა და პარალელიზმს შევხვდებოდით; მაგრამ ეს
ასე არ არის. სიმონ ყაუხჩიშვილის სიტყვით,
ეს პარალელიზმი მოჩვენებითია. ისტორიული ამბებისა და მეფეთა ცხოვრების
ცალკეულ დეტალებს ორივე ავტორი სულ სხვადასხვანაირად გადმოგვცემს და
ამდენად,
ამ ორი ისტორიკოსის მონათხრობი ერთმანეთს ავსებს. ზემოთ, თამარის პირველი
ქორწინების ამბავს რომ ვყვებოდით,ალბათ შენიშნეთ კიდეც გადმოცემული
დეტალების სხვაობა და იმასაც დააკვირდით,რომ ისინი მართლაც კარგად ავსებენ
ერთმანეთს, საშუალებას გვაძლევენ, სასურველი თვალსაჩინოებით გავაციცხლოთ
წარსულის სურათი.
როცა ორი თხზულების ცალკეული დეტალებით ერთმანეთის შევსებაზე
ვლაპარაკობთ, ერთი საინტერესო ფაქტიც უნდა ვახსენო.

416
ალბათ, გახსოვთ, პირველ წიგნში ლაპარაკი გვქონდა იმაზე, რომ მეთვრამეტე
საუკუნეში ვახტანგ მეექვსის თაოსნობით
სწავლულმა კაცებმა
რედაქცია გაუკეთეს
ქართლის ცხოვრების
სხვადასხვა ვარიანტენბს, შეავსეს და დახვეწეს ისინი. საინტერესო სწორედ ის არის,
რომ თამარის ისტორიის ეს ორი თხზულება მათ გაუერთიანებიათ, თხზულებათა
ცალკეული ფრაზებით ერთმანეთი შეუვსიათ და
ქართლის ცხოვრების
კრებულში ერთ მოთხრობად შეუტანიათ. ასეთი შერწყმის დროს, ზოგი ფრაზა- რაც
აშკარა პარალელიზმსა ქმნიდა- ახლად შედგენილი თხზულებიდან სულაც
ამოვარდნილა. ამგვარად, ჩვენ რომ საშუალება არ მოგვცემოდა, ცალ-ცალკე გვეხილა
ეს თხზულებანი და მხოლოდ ვახტანგისეული რედაქცია გვქონდა ხელთ,
გვეგონებოდა, თითქოს თავიდანვე ერთი ნაწარმოები ყოფილიყოს.

საბედნიეროდ, ამ თხზულებათა ძველი ხელნაწერებიც აღმოჩნდა. თუ


გახსოვთ, ზემოთ ისიც ითქვა, რომ ვახტანგის ეპოქიდან კარგა ხნის შემდეგ, აგერ,
მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის, როცა ძველი წყაროები აღარსად ჩანდა და
მკითხველის ხელთ ჰქონდა მხოლოდ
ქართლის ცხოვრების
ვახტანგისეული რედაქცია, კანტიკუნტად ისევ აღმოჩნდა ამ დიდებული ძეგლების
ძველი ხელნაწერები. ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. თამარის პირველი
ისტორიკოსის თხზულება
ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი
იპოვეს 1884 წელს, ხოლო მეორე-ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, როგორც
უკვე ითქვა, 1923წელს აღმოაჩინა ივანე ჯავახიშვილმა ე. წ. ჭალაშვილისეულ
ხელნაწერში.
რაკიღა ბედზე ორივე თხზულება პირვანდელი სახით აღმოჩნდა, ახლა,
ჩვეულებრივ, ცალ-ცალკე იბეჭდება ისინი და არა ისე შეერთებულ-შერწყმული,
როგორც ვახტანგისეულ რედაქციაში იყო; ასევე ცალ-ცალკეა ეს ორი თხზულება
წარმოდგენილი
ქართლის ცხოვრების
სიმონ ყაუხჩიშვილისეულ გამოცემაში. მკვლევარსა და დაინტერესებულ
მკითხველს თავად შეუძლია თხზულებათა სასურველი შეერთება, სხვადასხვა
დეტალების შერწყმით ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის უფრო სრულად
გაცოცხლება.
ამ ორ ნაწარმოებს გარდა, არსებობს კიდევ ერთი თხზულება ლაშა-გიორგის
დროინდელი მემატიანისა, რომელიც ძალიან ზოგადად და შეკუმშულად, სულ
რამდენიმე აბზაცით გადმოგვცემს თამარ მეფის ცხოვრებას და ფაქტიურად ახალსა
და მნიშვნელოვანს არაფერს შეიცავს; იმიტომაც მთავარ თხზულებებთან ერთად არ
დაგვისახელებია. ეს ნაწარმოები, რაღა თქმა უნდა,
ქართლის ცხოვრების
ყაუხჩიშვილისეულ გამოცემაში არის შესული.
და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხი, ვფიქრობ, მკითხველისათვის
საინტერესო იქნება.

417
მეთვრამეტე საუკუნის ქართველი მოღვაწის ანტონ კათალიკოსის ცნობით,
შოთა რუსთაველს ჰქონია ისტორიული თხზულება, სადაც თამარ მეფის ცხოვრება
და მოღვაწეობა ყოფილა აღწერილი. ანტონ კათალიკოსი პირდაპირ ასახელებს შოთა
რუსთაველს, როგორც
გამომთქმელს მეფის თამარის ცხოვრებისასა...
საინტერესოა, რა?! შოთა რუსთაველს ჩვენ მხოლოდ
ვეფხისტყაოსნით
ვიცნობთ, სხვა ნაწარმოებს ჩვენამდე არაფერს მოუღწევია. არა-და, შეუძლებელია,

ვეფხისტყაოსნის
ავტორს სხვა არფერი ჰქონდეს დაწერილი. მით უფრო საინტერესოა ანტონ
კათალიკოსის ცნობა. მას უსათუოდ საფუძველი ჰქონდა, როცა ამას წერდა. იქნებ
რუსთაველის ისტორიული თხზულებაც ხელთ ეპყრა და მერე დაიკარგა. ან იქნებ იმ
ორ დიდ ისტორიულ თხზულებათაგან, რომლებიც ასე დაწვრილებით და
საინტერესოდ გადმოგვცემენ თამარის ცხოვრებას, ერთ-ერთი სწორედ რუსთაველისა
იყოს! მით უმეტეს, რომ არც ერთი თხზულების ავტორი ცნობილი არ არის- არც
ისტორიანისა და აზმანისა
და არც მეორესი. მართალია, მეორე თხზულების ავტორად ბასილი ეზოსმოძღვარსა
წერენ, მაგრამ ეს მხოლოდ პირობითია: თვით აღმომჩენმა ამ თხზულებისა, ივანე
ჯავახიშვილმა ივარაუდა, იქნებ თხზულებაშივე მოხსენებული პირი ბასილი
ეზოსმოძღვარი იყოს ავტორიო. სხვა საბუთი არ მოიპოვება.

მაშ, იქნებ მართლაც რომელიმე ამ თხზულებათაგანი შოთა რუსთაველს


ეკუთვნოდეს!
რაკი სხვა არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ მოგვეპოვება, ცდუნება
დიდია, თხზულებათა მრავალმხრივი ანალიზის მიხედვით სცადო დადგენა, ერთ-
ერთი მათგანი მართლა ხომ არ შეიძლება რუსთაველისად ჩავთვალოთ. სცადეს
კიდეც, თითქმის მოახდინეს ასეთი ანალიზი: ზოგიერთ მკვლევარს
ისტორიანი და აზმანი
მიაჩნია რუსთაველისად, ზოგს კიდევ
ცხოვრება მეფედ-მეფისა თამარისი.
მეცნიერთა ფართო წრეებში ვერცერთმა მოსაზრებამ მხარდაჭერა ვერ პოვა და
გამოთქმული ვარაუდები ვარაუდებად დარჩა. შეიძლებოდა აქვე დაგვემთავრებინა
ჩვენი მოკლე ინფორმაცია, მაგრამ ასე თუ ისე სრული წარმოდგენა რომ ვიქონიოთ,
მაინც უნდა დავუბრუნდეთ.
საკითხს განსაკუთრებით საინტერესოს ისა ხდის, რომ ანტონ კათალიკოსს
ციტატაც კი მოაქვს რუსთაველის საისტორიო თხზულებიდან... ეს თითქოს
აადვილებს საქმეს: თუ ანტონ კატალიკოსის რუსთაველისად მოტანილი რამდენიმე
სტრიქონი ერთ-ერთ ამ ისტორიულ თხზულებაშიაც აღმოჩნდება, მაშინ იქნებ ბევრი
ჭოჭმანი აღარც იყოს საჭირო, რომ სწორედ ეს ნაწარმოები მივიჩნიოთ
რუსთაველისად. სხვათა შორის, მიაგნეს კიდეც და ნახეს, რომ ანტონ კათალიკოსის
მიერ მოტანილი ციტატი ზუსტად ემთხვევა ერთ აბზაცს თამარის მეორე
ისტორიკოსის თხზულებაში. მაშ, საკამათოც თითქოს აღარაფერი უნდა იყოს, ეჭვს
აღარაფერი უნდა იწვევდეს, თითქოს ყოველგვარი უფლება უნდა გვქონდეს,
აღნიშნული თხზულების ავტორად შოთა რუსთაველი მივიჩნიოთ. თითქოს
სამართლიანობაც აქეთკენ მოგვიწოდებს!

418
მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. ჯერ კიდევ გასული საუკუნის
სამოცდაათიანი წლების დასაწყისში პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა,
რომელმაც პირველმა მიაქცია ყურადღება ანტონ კათალიკოსის სიტყვებს
რუსთაველის საისტორიო თხზულების შესახებ, ორი ნაწარმოების (
ვეფხისტყაოსნისა
და ანტონ კათალიკოსის მიერ მოტანილი ციტატის) სტილური ანალიზის
საფუძველზე გადაჭრით განაცხადა,
ვეფხისტყაოსნის
ავტორი შეუძლებელია იმ ციტატის ავტორიც იყოსო. ამის შემდეგ დიდხანს
აღარავის მიუქცევია ამისთვის ყურადღება და საკითხი თითქოს დავიწყებას მიეცა.
როგორც ზემოთ ითქვა, იმდენად დიდია სურვილი, როგორმე მიაგნო
როსთაველის სხვა თხზულებასაც, რომ ბუნებრივია, საქმე საბოლოო დავიწყებას არ
მიეცემოდა და ამ საკითხით მეცნიერთა ახალი თაობებიც დაინტერესდებოდნენ.
ცოტა ხნის წინათ გამოვიდა პროფესორ კონსტანტინე გრიგოლიას წიგნი, რომელსაც
მეტად მაცდუნებელი სათაური აქვს- თამარის კიდევ ერთი მემატიანე- ისტორიკოსი.
აქ მოკლედ გადმოგცემთ მკვლევარის მოსაზრებას, რასაც იგი აღნიშნულ წიგნში
გვთავაზობს .
როგორც უკვე ითქვა, ანტონ კათალიკოსის მიერ რუსთაველისად მიჩნეული
ციტატი დაემთხვა თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულების ერთ აბზაცს. მაგრა ეს
აბზაცი გვხვდება თხზულების ბოლო ნაწილში,რაც, თავისთავად, საეჭვოა,
თხზულების შემადგენელი ნაწილი იყოს. ნაწარმოებს ფაქტიურად აქვს ერთი
ლოგიკური დასასრული, ეს ნაწილი კი ხელოვნურად არის მიბმული და, როცა
კითხულობ (ქართლის ცხოვრების სიმონ ყაუხჩიშვილისეულ გამოცემაში მას სულ
სამი თუ სამნახევარი გვერდი უჭირავს), ამ უხერხულობას აშკარად
გრძნობ:კომპოზიციურად ერთხელ უკვე დასრულებულ ნაწარმოებს მეორე, ახალი
დასასრული აქვს მიკერებული. ტექსტის საფუძვლიანი ანალიზის მიხედვით, მას
ვერც პირველ თხზულებას (ისტორიანი და აზმანი) მიაკუთვნებ. იგი რომელიღაც
დღემდე უცნობი თხზულების ბოლო ნაწილი უნდა იყოს. ძირითადი ნაწილი
თხზულებისა დაკარგულია, გადარჩენილია ეს ბოლო ნაწილი, რომელიც ამჟამად,
როგორც ითქვა, ბასილი ეზოსმოძღვარის თხზულებას აქვს მიბმული. მეცნიერის
აზრით, ეს არის სწორედ შოთა რუსთაველის აწ დაკარგული თხზულების
დასასრული. წიგნში მოცემულია ამ გადარჩენილი ნაწილის საფუძვლიანი ანალიზი,
რის მიხედვითაც ავტორი მთელი ნაწარმოების სავარაუდო აღნაგობას და ხასიათსაც
გვთავაზობს. მკითხველი ბევრ საინტერესო მასალასა და მოსაზრებას იპოვის ამ
წიგნში.
ამით დავამთავროთ საუბარი თამარის ისტორიკოსებისა და მათი
თხზულებების შესახებ და ისევ ჩვენს ამბავს დავუბრუნდეთ.
3
სულ ორ თუ ორნახევარ წელიწადს იყო გიორგი უფლისწული საქართველოში
და ამ ხნის განმავლობაში ქართველებს რამდენიმე ბრძოლა მოუხდათ მტრის
წინააღმდეგ. მემატიანე ჩამოგვითვლის და მოკლედ აგვიწერს ამ ბრძოლებს. ზოგი
ბრძოლა შედარებით ფართო მასშტაბისა ყოფილა, ზოგი უფრო მცირე. ჩვენ აღარ
მოვყვებით მათ ჩამოთვლას. ისღა შევნიშნოთ, რომ ზოგიერთ ბრძოლაში მეფის
მხედრობას უფლისწული გიორგი სარდლობდა. დაახლოვებით იმავე ხანებში, როცა
უფლისწული გიორგი გააძევეს საქართველოდან-ესე იგი, 1187 წელს- სამეფო კარზე
მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ სარგის მხარგრძელი გარდაიცვალა და

419
ამირსპასარალობა თამარმა უბოძა გამრეკელ-თორელს, რომელიც სარგისის
სიცოცხლეში ამირახორი იყო (გაიხსენეთ:
დიდი გამრეკელიო, ასე მოიხსენიებს მას სტეფანოზ ორბელიანი).
სხვა მნიშვნელოვანი თითქოს არაფერი მომხდარა ქვეყნის საშინაო
ცხოვრებაში. სამეფო დაწყნარებულია, გულში რა ცეცხლი უტრიალებთ
დიდებულებს, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ საჯაროდ მეფის წინააღმდეგ გამოსვლას
ჯერჯერობით ვერავინ ბედავს. ყველა დარწმუნდა, რომ ახალგაზრდა ქალი-მეფე
მტკიცე და ჭჯვიანი გამგებელი იყო.
სამეფო დაწყნარებული იყოო, ვთქვით, თუმცა ამას ერთგვარი განმარტება
მაინც სჭირდება. აქ იმას ვგულისხმობთ, რომ მეფის წინააღმდეგ გამოსვლა აღარავის
გაუბედავს, თითქოს ყველა შეეგუა თავის ბედს. მაგრამ სამეფო კარი მოსვენებული
მაინც არ ყოფილა, უმემკვიდრეობისა და მხედრობის უწინამძღვრობის საკითხი
კვლავ მწვავედ დადგა და იგი თითქმის ერთნაირად აწუხებდა მეფის ერთგულებსაც
და იმათაც, ვინც დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდა და შესაფერ დროსღა
ელოდა, რომ თავისი უკმაყოფილება გამოემჟღავნებინა.
მოდიოდნენ და მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ხელის მთხოვნელები-
წარჩინებული და მდიდარი უფლისწულები და დიდგვარიანები შექსპირის ერთი
პიესისა არ იყოს, ვეღარც კი ასწრებდნენ ერთი მთხოვნელისათვის მიეხურათ კარი,
რომ ჭიშკართან ხელად მეორე გამოჩნდებოდა-დიდი ამალითა და ნაირ-ნაირი
საჩუქრებით ხელდამშვენებული.
თამარის სახელი უკვე შორს გავარდნილიყო; ყველასთვის სასურველი
გამხდარიყო მასთან დაქორწინება, და არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მისი
თანამეცხედრე ამავე დროს ძლიერ ქვეყნის თანაგამგებელი შეიქმნებოდა; მაჰმადიანი
უფლისწულები მზად იყვნენ, თავიანთი რჯული დაეგმოთ და ქრისტეს რჯულზე
მოქცეულიყვნენ. მემატიანე ჩამოთვლის და გვიხასიათებს თამარის ხელისმთხოვნელ
უფლისწულებს, კონკრეტულადაც აგვიწერს ვითარებას-როგორ მოვიდნენე
საქართველოს სამეფო კარზე, აქ როგორ მიიღეს და შემდეგ როგორ გაისტუმრეს,
ზოგი სავსებით უნუგეშოთ და ზოგი ნაწილონრივ ნუგეშცემული.

ალბათ, გაგიკვირდათ, ნაწილობრივ ნუგეშისცემა რას ნიშნავსო, და ამ ერთ


ფაქტს ბარემ გიამბობთ.
ჩვენთვის უკვე ცნობილი კარინის ამირის სალდუხის შვილიშვილმა
მუტაფრადინმა გულში მტკიცედ ამოიჭრა თამართან დაქორწინება, და, რაკი
გაგონილი ჰქონდა, სხვა რჯულისას ქართველი მეფე არ შეირთავსო, გადაწყვიტა,
დაეთმო თავისი რჯული; სხვა სიფრთხილეც იხმარა-შუამავლებს არ ანდო ეს
სერიოზული საქმე და თვითონვე მოვიდა ხელის სათხოვნელად. მაგრამ მოსვლასაც
გააჩნია, მოვიდა ისე, როგორც დიდსა და ძლევამოსილ მბრძანებელს შეეფერება-
თვისით დიდითა ლაშქრითა, მრავლითა დიდებულითა, ხოჯაებითა და
საჭურისითა, მონებითა და მხევლითა, ბარგითა და სიმდიდრითა, სახელმწიფოთა
ძღუნითა კმასაყოფილენითა, თუალისა და მარგალიტისა, საჭურჭლეთა და ლართა
თანა ავაზებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა...
ხედავთ, რა ამბით მოსულა?!ამისთანა კაცის სტუმრობას ეხუმრებით!
სხვათა შორის, მემატიანე აქ ირონიით შენიშნავს- ამისი პაპა სალდუხ ეზდიანი
თამარის სახელოვანმა პაპა დემეტრე მეფემ შეიპყრო და მოიყვანა (... ძალითა და
ღუაწლთა სიმრავლითა ხელთეგდო და მოეყვანა), ახლა კი, აგერ, რა ხდებაო. უდროო
დროს გაუხსენა სასიძოს პაპის მწარე თავგადასავალი.

420
ერთი სიტყვით, სათანადოდ დახვდნენ წარჩინებულ ხელისმთხოვნელს,
რომელმაც თამარს
ნახვასავე თანა რამინისებრი აჩუენა ცრემლთა ნაკადთ-მრავლობა...
რაკიღა რამინს ადარებს, მემატიანე კარგად მიგვანიშნებს, რამდენი ცრემლი
უღვრია მაჰმადიან უფლისწულს.

«შემოდგომა იწურებოდა, როცა უფლისწული მოვიდა ხელის სათხოვნელად.


ამ დიდებულ მასპინძლობასა და ლხინში ზამთარიც გავიდა. ოღონდ ზამთარში
ქვეყნის სამხრეთით წაუყვანიათ სტუმარი, რომ სიცივეს არ შეეწუხებინა. ადვილი
წარმოსადგენია, როგორ გაუმასპინძლდებოდნენ იმ კუთხეებში და სიტყვას აღარ
გავაგრძელებთ. გაილია ზამთარიც და გაზაფხულზე უკვე ქვემო კახეთისა და რანის
სანადირო ადგილები უჩვენებიათ საპატიო სტუმრისათვის. ეს ადგილებიც დიდად
მოსწონებია სალდუხის შვილიშვილს...
ძნელი სათქმელია, ამ გაუთავებელი სტუმრობის დროს ჩაესახა თუ არა გულში
თამარის შერთვის იმედი ახალგაზრდა მუტაფრადინს, თამარსა და მის ახლობლებს
კი, როგორც შემდეგ გამოირკვა, სერიოზულად არც უფიქრიათ მისი სიძობა.

მაგრამ, როგორც ეტყობა, სტუმარი არ ჩქარობდა და მასპინძლები ხომ არ


გააგდებდნენ. და მხოლოდ მაშინ, როცა კახეთიდან ისევ თბილისს მობრუნდნენ,
ხელისმთხოვნელი უფლისწული მიხვდა, რომ დაიწუნეს-
შემოსრულთა ქალაქად სამეფოდ დაამხუეს ქედმაღლობა ტრფიალისა მისისაო,
მემატიანე წერს.
და ნაწილობრივ ნუგეშისცემის ამბავიც ახლა იწყება.
თამარს ერთი ნახევარი-და ჰყავდა, გიორგი მესამის უკანონო შვილი-
ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა, და თამარის ნაცვლად ეს
ქალი შესთავაზეს ხელისმთხოვნელ უფლისწულს. ესეც ხომ მეფის შვილია, ბოლოს
და ბოლოს თამარის დააო, უთხრეს.
ქედმაღლობა დამხობილ
მუტაფრადინსაც, ეტყობა, ჭკუაში დაუჯდა. დაყაბულდა. თამარის ნახევარ-და
შერთეს ცოლად,
გარდაიხადეს ქორწილი სახელოანი. შემოსასა თანა მრავალ-მრავალსა უბოძნეს
ცხენნი და აკაზმულობანი სხუათა საქონელთა და სიმდიდრეთა თანა და ლართა და
წარგზავნეს თვისად საყოფლად არზრუმად.
ისედაც გაგვიგრძელდა სიტყვა და სხვა ხელისმთხოვნელთა ამბავს
დაწვრილებით აღარ გიამბობთ.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შორს ეძებდნენ და იქვე თვალწინ კი ვეღარ
შენიშნავს.
ზემოთ ერთგან რუსუდანის გაზრდილი ყმაწვილი კაცი ვახსენეთ, ეს იყო
დავით სოსლანი, ოსი უფლისწული, ყოველმხრივ შემკული ჭაბუკი და აქამდე არავის
მოჰგონებია, რომ თამარის ქმრად ყველაზე სასურველი სწორედ ეს ახალგაზრდა კაცი
იქნებოდა. შთამომავლობით იგი მეფის გვარისა იყო- დედის მხრითაც და მამის
მხრითაც (ორთავე კერძოთა გუართაგან სახელმწიფო), თანაც ბაგრატიონების
შთამომავალი დედითაც და მამითაც რუსუდანის სახლშიაც სწორედ ამიტომ
იზრდებოდა. რუსუდანის ერთი მამიდა ხომ ოსეთის მეფეს მიათხოვა დავით
აღმაშენებელმა. სწორედ იმ ქალის შთამომავალი იყო დავით სოსლანი-მისი
შვილიშვილის შვილი გახლდათ.

421
მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება, ვნახოთ, როგორღა იყო იგი
მამით ბაგრატიონების შთამომავალი.
ცოტათი უკან დავიხიოთ და გავიხსენოთ გიორგი პირველის შვილი ოსი
ქალისაგან (თუ გახსოვთ, ჩვენ იმ ქალის სახელიც ვიცით-ალდე), ბაგრატ მეოთხის
ნახევარ-ძმა დემეტრე. იგი ტახტს ეცილებოდა ბაგრატ მეოთხეს. რაკი საკუთარი
ძალებით ვერ მოახერხა ტახტის წართმევა, ბიზანტიაში გაიქცა, დაუკავშირდა
ლიპარიტ ბაღვაშს და ახლა ბაღვაშის აქტიური ხელშეწყობითა და ბიზანტიის
იმპერატორის მხარდაჭერით სცადა ბედი...
რა მოუვიდა ტახტისმაძიებელ უფლისწულს, ეს ჩვენ უკვე ვიცით და აღარ
გავიმეორებ.
ბიზანტიაში რომ გაიქცა დემეტრე, აქ შვილი დარჩა, სახელად დავითი. ეს
დავითი ბებიამ (ოსის ქალმა ალდემ)ოსეთში წაიყვანა და იქ ოსთა მეფის ასულზე
დააქორწინა. თვალსაჩინოებისატვის სქემა მოვხაზოთ.

გიორგი I

ბაგრატIV დემეტრე

გიორგიI დავითი

დავითIV დავითი(ცოლად ირთავს


(აღმაშენებელი) დავით აღმაშენებლის ქალს)

ათონი

დემეტრე ცვატა კატაი თამარ რუსუდან(?)


(მისთხოვდა ოს ჯადრონი
უფლისწულს

დავითს)

დავით სოსლანი
(თამარის მეუღლე)

დავით გიორგიIII რუსუდან

თამარი

დავით სოსლანი ღირსეული ჭაბუკი იყო. ყოველმხრივ შემკული-


განათლებული, დარბაისელი, ჩინებული მეომარი და მონადირე... სამეფო კარზე
იზრდებოდა ყველას თვალწინ და ცოტად თუ ბევრად ყველა იცნობდა. იმ დროს

422
ასპარეზობანი ხშირად იმართებოდა ხოლმე და ხედავდნენ, როგორ გამოირჩეოდა ეს
ჭაბუკი მოასპარეზე რაინდთა შორის... ყველასა სჯობდაო, მემატიანე წერს
ყოველსა მშვილდოსნსა, ცხენოსანსა და მცურავსა, მოასპარეზესა მწიგნობარსა და
ყოველსა ნასწავლსა ხელთა სიკეთითა... რაკი ერთხელ დაასახელეს ეს
დიდებული ჭაბუკი თამარის საქმროდ, მერე სხვა აღარავინ უძებნიათ, ყველამ
მოიწონა და ყველა გახარებული იყო. მიუხედავათ ამისა, გასაკვირი სულაც არა არის,
რომ პირველი მწარე გაკვეთილის შემდეგ მეტი სიფრთხილით მოქცეულიყვნენ, ისე
აღარ აჩქარებულიყვნენ... ალბათ დარბაზის სხდომაზეც საგანგებოდ იმსჯელეს,
ყოველ მხრივ აწონ-დაწონეს საქმე, ყველაფერი კარგად გაითვალისწინეს და
გადაწყვიტეს, თავიანთი აზრი თამარისათვის მოეხსენებინათ.
ოღონდ პირდაპირ ვეღარ ჰკადრეს; იმ პირველი შემთხვევის შემდეგ, როცა
თითქმის ძალით დააქორწინეს გიორგი უფლისწულზე, დარცხვენილები იყვნენ;
ახლა რუსუდან დედოფალსა სთხოვეს, ძმისშვილს მოლაპარაკებოდა. რა ვითარებაში
მოხდა ეს მოლაპარაკება, ცნობილი არ არის, ვიცით მხოლოდ, რომ თამარი თანახმა
გახდა. ეახლნენე რუსუდანს დიდებულები(იმერნი და ამერნიო, საგანგებოდ
გვაუწყებს მემატიანე), წამოიყვანეს დედოფალი და მისი გაზრდილი ოსი
უფლისწული(ეტყობა, სამშვილდეში იყო რუსუდანის რეზიდენცია და იქიდან
წამოიყვანდნენ) და დიდუბეში დააქორწინეს თამარი და დავით სოსლანი-

მუნ (სრასა დიდუბისასა ) ქმნეს ქორწილი შესატყვისი და შემსგავსებული


ხელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა.
ეს იყო 1189 წელს.
ზემოთ ითქვა, დავით სოსლანზე თამარის დაქორწინებას ყველამ დაუჭირა მხარი,
სამეფო კარზე ყველამ მოიწონაო.
გარეგნულად მართლაც ასე ჩანდა. ყველა გახარებული იყო. ანკი რა გასაკვირია-
მეფის ერთგული ყველა დიდებული ჭეშმარიტად გახარებული უნდა ყოფილიყო.
მოსალოდნელი დიდი ბრძოლების დროს მხედრობას ღირსეული სარდალი
გამოუჩნდა, და ქვეყნის შიგნითაც ამ ქორწინების შემდეგ თამარის პოზიცია კიდევ
უფრო განმტკიცდებოდა-ახალგაზრდა მეფე-ქალს უკვე ძლიერი მხარდამჭერი
გაუჩნდა... ერთი სიით, თითქოს კვლავ დაწყნარდა და დაშოშმინდა ქვეყანა,
თითქოს ყველა გახარებულია თამარის ქორწინებით და მდგომარეობაც ახალგაზრდა
მეფისა ახლა გაცილებით უფრო მტკიცე და მყარია, ისე ადვილად ვეღარავინ
გაბედავს ურჩობას და თვითნებობას... მაგრამ გავიდა რამდენიმე ხანი და
აშკარა გახდა, რომ ის სიმშვიდე და ურთიერთ კეთილ განწყობილება, რაც თითქოს
სამეფო კარზე სუფევდა, მოჩვენებითი ყოფილა. მდგომარეობა, ეტყობა, თანდათან
იძაბებოდა და მალე იფეთქა კიდეც. ახალმა დიდმა ამბოხებამ იფეთქა.
როგორც ზემოთ ვნახეთ, მემატიანეები კონკრეტულად ასახელებენ რუსი
უფლისწულის გაძევების მიზეზებს და ეს მიზეზები მხოლოდ ზნეობრივ მხარეს
განეკუთვნება. ბოლო დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ ნამდვილი მიზეზი გიორგი
უფლისწულის გაძევებისა იყო არა ის, -ან არა მარტო ის, - რასაც მემატიანეები
ასახელებენ, არამედ უფრო ღრმა პოლიტიკური საკითხები: სამეფო კარზე აშკარად
შინაბრძოლები იყო, თამარსა და მის მომხრე დიდებულებს დაუპირისპირდნენ სხვა
პოლიტიკური ჯგუფები, მათ გამოიყენეს გიორგი უფლისწული (ზოგი მკვლევარის
ვარაუდით, თავიდანვე, რუსი უფლისწულის მოწვევაც მათი თაოსნობით მოხდა)და
ფარული ბრძოლა გააჩაღეს. თამარმა გაიგო ყველაფერი და ის-იყო, უფლისწული
გააძევეს, ოპოზიციას დასაყრდენი მოუსპეს.

423
დაახლოებით ასეთია მოსაზრება, რასაც ისტორიკოსთა ერთი ჯგუფი
გვთავაზობს. ამრიგად, ამ ვარაუდის მიხედვით, რუსი უფლისწული თამარის
მოწინაარმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა.
ძნელი სათქმელია, სინამდვილესთან რამდენად ახლოა ეს ვარაუდი, მაგრამ
მისი ავტორები უმთავრესად ეყრდნობიან იმ საგულისხმო მოვლენებს, რაც თამარის
მეორე ქორწინებას მოჰყვა.
ახალმა ამბოხებამ იფეთქაო, ვთქვით-ამ ამბოხების გულში სწორედ
საქართველოდან ბიზანტიაში გაძევებული გიორგი უფლისწული აღმოჩნდა.
ზემოთ ითქვა, როცა მემატიანე სამშვილდიდან რუსუდან დედოფლისა და
დავით სოსლანის წამოყვანის ამბავს გადმოგვცემს, თითქოს საგანგებოდ აღნიშნავს:
მათ დიდებულები-
ი მ ე რ ნ ი და ა მ ე რ ნ ი
-ეახლნენ და წამოიყვანესო, თითქოს რაღაცას ხაზს უსვამსო. თუმცა ეს ხაზგასმა
ისე თვალშისაცემი როდია. იქნებ არც მიგვექცია ყურადღება, მომდევნო მოვლენების
მიხედვით რომ არ ირკვეოდეს: ერთ-ერთი მხარის დიდებულები თურმე
გულწრფელნი არა ყოფილან, როცა, თითქოს გახარებულებს, თამარის საქმრო
დიდუბეში მოჰყავდათ საქორწინოდ.
დიდი ხანი აღარ გასულა ამის შემდებ და
იმერი დიდებულები, ყველანი გამოუკლებრივ, გადაუდგნენ თამარს და დიდი,
საშიში ამბოხება მოაწყვეს. იმიტომაც მოგვეჩვენა მემატიანის შენიშვნა ირონიულ
მინიშნებად, როცა იგი ამ დიდი ამბოხების წინა ამბებს გადმოგვცემს; როცა აგვიწერს,
როგორი გახარებულები იყვნენ იმერი და ამერი დიდებულები თამარის მეორე
ქორწინებით.

4
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქვეყნის ერთ-ერთ დიდსა და გავლენიან ვაზირს,
მსახურთუხუცესს ვარდან დადიანსა და მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალს, რომლის
სახელსაც მემატიანე არ გადმოგვცემს (სახელს არ გადმოგვცემს, მაგრამ
დახასიათებას ძალიან მკაცრს გვაძლევს:
სჯულითა ბარბაროზი და ქცევითა ტარტაროზი იყოო), რაღაც სახელმწიფოებრივი
საქმე მოუმიზეზებიათ და თითქმის ერთდროულად ერთი იმერეთში
გამგზავრებულა, გეგუთს, ხოლო მეორე-სამხრეთით, კარმ ქალაქს ანუ არზრუმს. არ
ვიცი, რა საქმეები მოიმიზეზეს, როცა მიემგზავრებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში
ერთი საიდუმლო საქმის გამო წავიდნენ. ეტყობა, წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები
და, ჩავიდა თუ არა მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი კარნუ-ქალაქს, იქვე
კონსტანტინოპოლიდან გიორგი რუსიც მოვიდა. და მაშინვე დაიწყეს მოლაპარაკება.
თუმცა მოსალაპარაკებელი ბევრი არაფერი იყო. ყველაფერი გარკვეული და
გადაწყვეტილი ჰქონდათ: ქვეყიდან ამასწინად გაძევებული გიორგი რუსი
საქართველოს სამეფო ტახტზე უნდა აეყვანათ. ეს ერთი საკითხი გახლდათ მათი
საიდუმლო მოლაპარაკების თემა და საგანი. და, როგორც ვხედავთ სათქმელად
ძნელი არც არის. ეტყობა, არც გაძნელებიათ მოლაპარაკება. ყველაფერზე ადვილად
შეთანხმებულან. ამბოხებული დიდებულები გიორგის გაამეფებდნენ და,
სამაგიეროდ, დიდებულთაგან ასე დავალებული ახალი მეფეც წყალობას არ
დაიშურებდა. ოღონდ უნდა ვიფიქროდ, მარტო მეფეს არ მიანდობდნენ ამ წყალობის
განსაზღვრას, თავიდანვე შეთანხმდებოდნენ და კონკრეტულად განსაზღვრავდნენ,
საგანგებოდ ჩამოაყალიბებდნენ, ასეთი რისკისა და კანონიერი მეფის ღალატი

424
საფასურად, ვის რა უნდა რგებოდა .
ამგვარად, დიდებულები რას შეჰპირდნენ დევნილ უფლისწულს, ეს უკვე ვიცით;
სამწუხაროდ, ის არ არის ცნობილი, უფლისწული რითი გადაიხდიდა სამაგიეროს
მას შემდეგ, როცა მას საქართველოს სამეფო ტახტზე აიყვანდნენ. შეგვიძლია
ვიგულისხმოთ, რომ ეს ჯილდოებიც გულუხვი იქნებოდა, მეფე აღზევებას
შეჰპირდებოდა მათ, ახალ კუთხეებსა და ქალაქებს მიუბოძებდა... შეპირებაზე
ადვილი რა არის-ან დიდებულები რას კარგავდნენ და ან დევნილი უფლისწული
რას დაკარგავდა. ერთი სიტყვით, ყველაფერზე ადვილად შეთანხმდნენ. სულ
სხვა საქმეა, რამდენად ადვილად მოახერხებდნენ ამ გეგმის შესრულებას. თუმცა
როგორც ქვემოთ ვნახავთ, ისეთი დიდი მასშტაბისა იყო შეთქმულება, ისე ფართო და
ვრცელ გეოგრაფიულ არეს მოიცავდა, რომ შეთქმულების მეთაურებს სარისკოდ და
საალალბედოდ თავიდანვე არ დაუსახავთ საქმე, გამარჯვბა გარდაუვლად
მიაჩნდათ. ახლა ვნახოთ, როგორ წარიმართა შეთქმულთა გეგმები და საერთოდ
მოვლენები. ოღონდ ახლავე შევნიშნოთ: რაკი თამარი უკვე მეორედ
დაქორწინებული იყო და ქმარი ჰყავდა, თავისთავად ცხადია, შეთქმულები არ
გულისხმობდნენ რუსი უფლისწულის იმავე მდგომარეობაში დაბრუნებას, რაც მას
იმ ორი წლის წინათ ჰქონდა. ალბათ ნავარაუდევი იყო მეფის ტახტიდან
გადმოგდება, რაც თავისთავად ძველი სამეფო დინასტიის შეცვლას ნიშნავდა და
უდიდესი მოვლენა იყო.
შეუნარჩუნებდნენ თუ არა გიორგი უფლისწულს ტახტს გამარჯვებისა
და თამარის მეფობიდან გადაყენების შემდეგ, ეს ცნობილი არ არის, ისე კი
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, როცა სამაგიერო ჯილდოებს მიიღებდნენ ახალი
მეფისაგან-ანუ
მეფე-საგინებელისაგან, როგორც არცთუ უირონიოდ უწოდებს მას მემატიანე,-
დიდხანს აღარ გააჩერებდნენ ტახტზე. ეს ხომ დიდგვარიან დიდებულთა ერთი
დიდი ჯგუფის გამოსვლა იყო და მეფეს მერე ალბათ უფრო დამშვიდებით
შეარჩევდნენ.
ახლა მთავარი იყო გამარჯვება, თამარისა და მისი მხარდამჭერი
დიდებულების ერთხელ და საბოლოოდ დამარცხება და გამადგურება. გიორგი
უფლისწული მათ ახლა გამოიყენებს მხოლოდ. ესეც, სხვათა შორის, ნიადაგს
უმაგრებს იმ მოსაზრებას ავტორებს, რომელთაც გიორგი უფლისწულის გაძევების
ნამდვილ მიზეზად პოლიტიკური ბრძოლები მიაჩნდათ და არა მხოლოდ და არა
იმდენად ზნეობრივი საკითხი. მარტო ზნეობრივი მხარე რომ ყოფილიყო, ახლა ასე
ადვილად და ასე აშკარად ვეღარ გამოიყვანდნენ სახელგატეხილ უფლისწულს,
ისეთი ფართო მხარდაჭერა არ ექნებოდა შეთქმულებას.
მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი რომ კარნუ-ქალაქისაკენ გაემგზავრა,
გზადაგზა, ეტყობა, მთელი სამხრეთ საქართველოს დიდებულებს ჩამოუარა და
მოელაპარაკა. მიიმხრო. შეთქმულთა შორის აღმოჩნდნენ: გუზანი,
პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა , რომელსაც ფაქტიურად ძველისძველ ტაოელ
მეფეთა ადგილი ეჭირა; სამცხის სპასალარი ბოცო,
სხვათა მესხითა დიდებულ-აზნაურითურთ... ესე იგი, მთელი სამხრეთი
საქართველო, მისი დიდი მხედრობა, რადგან, თავისთავად იგულისხმბა, ამ აზნაურ-
დიდებულებს თავიანთი ჯარი გამოჰყავდათ.
მხოლოდ ერთი დიდებული აღმოჩნდა სამხრეთელ დიდგვარიანთა შორის,
რომელმაც საქართველოს კანონიერ მეფეს უერთგულა და მეტად საეჭვო ღალატის
გზას არ დაადგა. ეს დიდებული გახდათ ივანე ციხისჯვარელი, იგივე ყვარყვარე, იმ
425
სულას შთამომავალი, რომელმაც ერთ დროს ასევე პირნათლად უერთგლა თამარის
შორეულ წინაპარს ბაგრატ მეოთხეს ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ.
ეს იყო ერთი ჯგუფი შეთქმულებისა, სამხრეთ საქართველოს დიდებულები,
რომელთა შეთქმულებაში ჩათრევა, ეტყობა, მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალს ჰქონდა
დავალებული.
მეორე უფრო დიდი ნაწილი კი მთელი ლიხთიქითა საქართველო გახლდათ და
იქაურ დიდებულთა გამოსაყვანად, როგორც ვნახეთ, მსახურთუხუცესი ვარდან
დადიანი გაემგზავრა.
ვარდან დადიანზე რომ ვთქვით, დიდად გავლენიანი იყოო, იმას
ვგულისხმობდით, რომ მთელი დასავლეთ საქართველო ნიკოფსამდის, აგრეთვე
ლიხთ-იქით ორბეთი და კაენი მას ემორჩილებოდა; ასე რომ, ეტყობა,
მსახურთუხუცესმა გამოიყენა თავისი გავლენა და მოახერხა შეეყარა
ყოველი სუანეთი და აფხაზეთი, საეგროი (ეგრისი), გურია, სამოქალაქო(ქვემო
იმერეთი), რაჭა, თაკუერი და არგუეთი...
ძნელი წარმოსადგენი აღარ უნდა იყოს, რამოდენა ლაშქარი შეუყრიათ
მეამბოხეებს.
დაიძრა ეს დიდი მხედრობა, შეუერთდა გუზანს და სამცხეს გადმოვიდა;
წამოიყვანეს რუსი უფლისწული და გეგუთში მოვიდნენ.
გეგუთის გრანდიოზულ სასახლეს ჩვენ უკვე ვიცნობთ. სასახლეში რომ
შევიდნენ და მიიხედ-მოიხედეს,შეთქმულები თითქოს ერთბაშად ამაღლდნენ და
გაიზარდნენ, წონა მოემატათ, თავი ქვეყნის ნამდვილ ბატონ-პატრონებად
წარმოიდგინეს...
პატივ მოყვარე ხალხს მოთმინება უფრო ხშირად ღალატობს და ის
ადამიანური სისუსტე, რასაც სულწასულობა ჰქვია, ამით უფრო მოეძალება ხოლმე;
ასე მოუვიდათ ჩვენს ამბოხებულებსაც-რაკი თავი ამ დიდებულ სასახლეში
დაიგულეს, იფიქრეს, რაღას ვუცადოთ, ქვეყნის თითქმის ნახევარზე მეტი ჩვენს
ხელთ არის, წინ ვიღა უნდა დაგვიდგეს, ან ამაზე შესაფერ ადგილს სხვას სადღა
ვნახავთო, და არც აციეს, არც აცხელეს, რუსი უფლისწული მეფედ გამოაცხადეს;
იფიქრეს, ახლა უფრო გაგვიადვილდება ქვეყნის დანარჩენი ნაწილის დაპყრობაო.
ე. ი. ღაღადი დიდი და განსაკვირვებელი კაცთა ცნობისა!
მწარე ირონიით შენიშნავს მემატიანე.
ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?!

ასე საიდუმლოდ ჰქონიათ შეთქმულება მომზადებული,რომ თამარისათვის


სავსებით მოულოდნელი გამოდგა. სამეფო კარზე. ეტყობა, მხოლოდ მაშინ გაიგეს
შეთქმულების ამბავი,როცა მეამბოხეებმა გეგუთის სასახლე დაიკავეს და დევნილი
უფლისწული მეფედ გამოაცხადეს. თამარმა სასწრაფოდ შეკრიბა ერთგული
ერისთავები, სპასალარი და დიდებულნი ჰერეთით, კახეთით, ქართლით, სომხეთით
და სამცხით... შეთქმულების ამბავი რომ გაიგეს აღშფოთდნენ, ერთგულება შეჰფიცეს
მეფეს, მოახსენეს: ეს ჩვენ არ გაგვიგია, ეჭვითაც კი არაფერი ვიცოდით, და გვერწმუნე,
შენთანა ვართ, თავს შენთვის დავდებთო.
ერთგული დიდებულები საბრძოლველად იყვნენ მზად, მაგრამ თამარი ძმათა
შორის სისხლისღვრას მოერიდა და გადაწყვიტა, მშვიდობიანად მოეგვარებინა საქმე.
მოციქულები გაგზავნა ამბოხებულებთან, რათა გაეგო, რას თხოულობდნენ
მეამბოხეები. ჯერ სასულიერო პირები გაგზავნა, იფიქრა, ასე უფრო მშვიდობიანად
წარიმართება მოლაპარაკბაო; პატრიარქი მიუგზავმია, ანტონი ქუთათელიც (ლიხთ-

426
იმერთაგან მხოლოდ ეს ერთი დარჩა ერთგულიო, მემატიანე გადმოგვცემს), სხვა
ეპისკოპოსებიც...
რაკირა სამღვდლო პირებმა ვერაფერი გააწყეს, მერე კარის მოხელეები
მიუგზავნა-ეჯიბი, მესტუმრე... ესე იგი, გამოცდილი დიპლომატები...
მაინც ვერეფერს გახდა...
მეამბოხეებმა, ეტყობა, მეფის სისუსტედ მიიჩნიეს ამდენი სამშვიდობო
მოციქულების გზავნა და უფრო მოიცეს გული. რაღას ვუდგევართო, თქვეს ბარემ
დავიძრათო.
აჯანყებულთა დიდი მხედრობა ორად გაიყო; ნახევარმა, თვით
მეფე- საგინებლითურთ ლიხის მთა გადმოლახა და ქართლში შემოიჭრა-სულ
ააოხრეს სოფლები ნაჭარმაგევსა და გორამდე.მხედრობის მეორე ნახევარს დადიანი
წაუძღვა,გადალახეს რკინის ჯვარი და ციხის ჯვარზე ავიდნენ. ამათაც ააოხრეს
გზადაგზა სოფლები, ქალაქი ოძრხე ცეცხლს მისცეს.
ციხისჯვარში ბოცო და გამდგარი მესხები შეუერთდნენ მეამბოხეებს. ამათი
გეგმა აშკარა იყო:აიღებდნენ ჯავახეთს,თმოგვსა და ახალქალაქს, გადმოივლიდნენ
თრიალეთს... აქ მათ მოკავშირეების იმედი ჰქონდათ: მდინარე ქურდ-ვაჭარს იქით
მთელი სამხრეთ მხარე გამდგარი იყო: გაგი-ივანე ვარდანის ძისა გახლდათ, კაიწონის
პატრონი მაყა აგრეთვე მეამბოხეთა მხარეზე იყო, თვით კაენი ხომ ვარდანს ეპყრა და
აქაური აზნაურები გავლენიან პატრონს უარს ვერ გაუბედავდნენ. ამ ხარის
აზნაურთაგან მხოლოდ ზაქარია ვარამის ძემ შეინარჩუნა მეფის ერთგულება...
როგორც ვხედავთ, მეამბოხეებს გადაუწყვეტიათ, რკალში მოაქციონ თბილისი.
ესენი რომ სამხრეთიდან მიუახლოვდებიან დედაქალაქს, ნაჭარმაგევსა და გორს
დარჩენილი მხედრობა დაიძრება და დასავლეთიდან დაესხმის...
მშვიდობიანი მოლაპარეკით კი სცადა თამარმა საქმის გარიგება, მაგრამ,
პარალელურად, ეტყობა, ჯარს ამზადებდა, და, როცა ნახა, მეამბოხეები აღარ
ხუმრობდნენ, როცა იმაშიაც დარწმუნდა, რომ მოლაპარკებით ვერაფერს გახდებოდა,
ამირსპასალ გამრეკელს უბრძანა, მხედრობა დაეძრა.

სპასალარს უნდა ხდებოდა ოთხი მხარგრძელი(ზაქარია და ივანე, სარგისის


ძენი და ზაქარია და სარგისი, ვარამის ძენი), ზემო და ქვემო თორელები და
სხვები.მეფის ლაშქარი ჯავახეთის გასასვლელებთან უნდა დახვედროდა მეამბოხეებს
და აქეთ აღარ გამოეშვა. იქ მოსინჯავდნენ მოწინააღმდეგის ძალას და თუ საჭირო
შეიქმნებოდა, მეფე მაშველ ძალებს გაუგზავნიდა. სამხრეთისკენ ერთბაშად ვერ
დასძრავდნენ მთელს ლაშქარს, რადგან დასავლეთით-გორსა და ნაჭარმაგევში-
მოწინააღმდეგის მხედრობა იდგა და კაცმა არ იცოდა, როდის დაიძრებოდნენ ისინი
თბილისისაკენ. ლაშქრის ერთი ნაწილი მათ დასახვედრად დარჩა.
გზადაგზა ამირსპასალარის ლაშქარს
ერთგულად დარჩომილი
მესხებიც შეუერთდნენ და ასე შევსებულ შემატებული მხედრობა მტკვარს მიადგა.
აქ ეგულებოდათ,მეამბოხეები და მართლაც აღმოჩნდნენ, მტკვარგაღმა
დაბანაკებულიყვნენ.

ამგვარად, მეფის ერთგულნი მტკვარგამოღმა არიან, შეთქმულნი- მტკვარგაღმა;


და რაკი ერთი მხარეც და მეორეც საბრძოლველად უკვე გამზადებული იყო, აღარ
დაუხანებიათ, დაიწყო კიდეც ბრძოლა.

427
მდინარეზე ამ ადგილას ხიდი იყო და პირველად, რაღა თქმა უნდა, ხიდს
მისცვივდნენ, დამხვდურები-გაღმიდან, ხოლო ახალმოსულები-გამოღმიდან.
ხელჩართული და გააფთრებული ბრძოლა სწორედ ხიდზე გაიმართა.ხიდის
დათმობა არ შეიძლებოდა, ეს თითქმის ბრძოლის წაგებას უდრიდა. მაგრამ ხიდზე,
ბოლოს და ბოლოს, რამდენი მეომარი შეიძლებოდა გაშლილიყო!.. ამიტომ
თავგადადებით კი იბრძოდნენ, მაგრამ დიდი მასშტაბი არ მიუღია ბრძოლას.
ისრებიც გაღმა-გამოღმიდან კანტი-კუნტად დაზუზუნებდნენ, ეტყობა, უფრო
დაზვერვის ხასიათი ჰქონდა დღევნდელ ბრძოლებს.ბინდი ისე ჩამოწვა, ვერც ერთმა
მხარემ ვერ მოახერხა ხიდის აღება და
სიღამემან და წყლის შუა-ყოფამან გაჰყარნა
ისინი.
მოწინააღმდეგენი მდინარის გაღმა-გამოღმა დაბანაკდნენ.რაკი ძალები
მოსინჯეს, ბუნებრივია, ახლა ამისდა მიხედვით დააწყობენ ხვალის საბრძოლო
გეგმებს,და გათენებიდანვე გააფთრებით ეკვეთებიან ერთმანეთს. ხვალინდელი
ბრძოლა გადაწყვეტს ყველაფერს.
მაგრამ მეამბოხეებმა ამჯერად მეტი წინდახედულება და სიფრთხილე
გამოიჩინეს. მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგე უფრო ძლიერი იყო და ხელჩართულ
ბრძოლაში ვერ გაუმკლავდებოდნენ.ამიტომ გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ და
მახლობელ ციხეში გამაგრებულიყვნენ (...ვინათგან არა გვაქუს ძალი და ღონე
შებმისა,მივრიდოთ სიმაგრისაკენ და მუნიდაღმა ოღონითა ვეცადნეთ ღალატსა და
ძლევასა-სიმაგრიდან გამოვარდებოდნენ დროდადრო და უეცარი თავდასხმებით
ზიანს მიაყენებდნენ).
იქნებ მართლაც ასე წარმართულიყო ბრძოლა. თუ მეფის ლაშქარიც
მოწინააღმდეგის გეგმის მიხედვით და მის საკეთილდღეოდ იმოქმედებდა.
მაგრამ მეფის ლაშქარს გამოცდილი სარდალი ჰყავდა. იგი გუშინვე
დარწმუნდა თავისი მხედრობის უპირატესობაში და, ალბათ, მოწინააღმდეგის
ჩანაფიქრსაც კარგად მიხვდა: ციხეში გამაგრება როდი აცალეს მეამბოხეებს. სანამ
ისინი ტორნაძიას მთას მიადგებოდნენ და იქ გამაგრდებოდნენ, ამათ, ეტყობა, გზა
მოუჭრეს და ნიალის ველისაკენ გარეკეს (მიიწივნეს ველსა ნიალისასა და წყალსა
ხინგრისასა...), და აქ ხინგრის წყალთან, ნიალის ველზე, ერუშეთსა და თმოგვს შორის,
გაიმართა ფიცხელი ბრძოლა. მეფის ლაშქარმა გაიმარჯვა, მემბოხეები გააქციეს
(ბევრი დახოცეს და დაატყვევეს), მაგრამ, ეტყობა, აღარ გასდევნებიან,
მოწინააღმდეგემ ისედაც დიდი მარცხი და ზარალი განიცადა. გამარჯვებულები და
გახარებულები გამობრუნდნენ და
მოვიდეს წინაშე ღმრთივ-გვირგვინოსნისა მეფისა და მეფეთ-მეფისა.
მაგრამ ეს ხომ საბოლოო გამარჯვება არ ყოფილა, მეამბოხეთა მეორე ნახევარი
ხომ გორში იდგა და იქიდან გამოსალაშქრებლად ემზადებოდა, ჯერ კიდევ
გამარჯვებული მხედრობის დაბრუნებამდე. მოიტანა თუ არა მახარობელმა
ერუშეთში გამარჯვების ამბავი, დამეფო კარზე სამხედრო საბჭო გაიმართა და
გადაწყვიტეს, დაუყოვნებლივ გაელაშქრათ გორში დაბანაკებულ ამბოხებულებზე.
ჯარს ამ ლაშქრობაში მეფე დავითი გაუძღვებოდა და თან გაიყოლებდა ჭიაბერ
მანდატურთუხუცესს; წაიყვანდნენ ჰერების, კახელებისა და ქართლის რაზმებს,
აგრეთვე ყივჩაღთა ნაწილებს...
გადაწყვიტეს და გაემართნენ კიდეც. მაგრამ გაიგეს თუ არა ერუშეთის მარცხის
ამბავი ქართლში დაბანაკებულმა მეამბოხეებმა, რომელთაც ამასობაში ნაწილი

428
ქართლის მხედრობისა და მთიელთა რაზმებიც შეერთებოდნენ, უბრძოლველად
დათმეს ასპარეზი, უკან გაბრუნდნენ(მსწრაფლ იხმიეს გარდავლა).
ამგვარად, მეამბოხეებმა სასტიკი დამარცხება იგემეს. მეფის ერთგული
ლაშქარი და დიდებულბი გამარჯვებას ზეიმობდნენ. მაგრამ ხომ არ შეიძლებოდა
ამით დამთავრებულიყო ყველაფერი! მეამბოხეებს საკადრისი სასჯელი
ეკუთვნოდათ. ძმათა შორის დაღვრილ სისხლს ხომ არ აპატიებდენ. სამაგიერო უნდა
მიეზღათ მათთვის.
და ახლა უკვე მემბოხეებს გაუხდათ მშიდობიანი მოლაპარაკება სანატრელი.
ზოგმა გაბედა და
ყელსაბელ მობმით
ეახლა თამარს, სრული მორჩილება გამოუცხადა; მაგრამ ბევრს ეშინოდა და სანამ
ჯერ შუამავლები არ გამოუგზავნეს(თანაც ვინ? ზოგმა მაღალ სამღვდელო პირებს-
კათალიკოსსა და ეპისკოპოსებსა სთხოვა თავდებობა; ზოგმა-რუსუდან დედოფალსა
და მანდატურთუხუცესს!)და სანამ მეფური შეწყალების პირობა წინასწარ არ მიიღეს,
ისე ვერ გაბედეს მოსვლა.
მეფემ დიდსულოვნება გამოიჩინა და პატიება აღუთქვა ყველას, გიორგი
უფლისწულის უვნებლად გაშვებაც ბრძანა.და მხოლოდ ამის შემდეგ

გადმოვიდეს სუანნი დიდებულნი და მეხევენი და გარდამოიტანეს რუსი, მეფე-


ყოფილი...
მართლაც ყველა შეინდო თამარმა, ისეთი მძიმე სასჯელი, რასაც ღალატი
იმსახურებდა, არავისთვის დაუდვია. ეს არის, რომ ძველი თანამდებობანი აღარ
შეუნარჩუნა; რუსი უფლისწული გაათავისუფლა და ისიც
მისსა სვეუბედურსა გზასა გაემართა
.
უპირველესად ყოვლისა, რაღა თქმა უნდა, მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი
გადააყენა თამარმა და მის ადგილზე ივანე მხარგრძელი დანიშნა, სარგისის ძე.
სხვებიც, ვინც ამ ამბოხების დროს მტკიცე ერთგულება და დიდი სამსახური გაუწია
მეფეს, უხვად დააჯილდოვა. მემატიანე გადმოგვცემს, მაგალითად, რომ ზაქარია
ვარამის ძისათვის მეფეს უბოძებია
გაგი ქურდვაჭრითა განძამდის მრავლითა საკუთარითა და მრავლითა სანახევროთა
ქალაქებითა, ციხეებით და სოფლებითა. ივანე მხარგრძელს ხომ მსახურთუხუცესობა
მიუბოძა, მასვე მისცა
კაენი და კაეწონი გელაქუნით და სხვითა მრავლითა სახარჯოთა ქალაქითა და
ციხითა:
შეიწყალნეს და დალოცეს სხუანიცა დიდებულნი მრავალნი. ზოგს კონკრეტულადაც
ჩამოგვითვლის მემატიანე: ჭიაბერ მანდატურთუხუცესისათვის
მიუმატები და უბოძებია, მაგალითად,
ჟინვანი, ქალაქი და ციხე მრავლითა მთიულეთითა...
და ქუემოთ წირქუალელნი, ზარტიბის ძენი, გრიგოლის ძენი, ჭიაბერის ძენი და
თავნი კახეთისანი თორღას ძენი,-შეიწყალეს თვითოეულნი თვისითა
წესითა:რომელნიმე ახლად დალოცვითა, რომელნიმე მომატებითა; ეგრეთვე
ქართველნი (ქართლელნი), სომხითარნი, თორელნი, მესხნი და ტაოელნი
.
ამავე ხანებში გარდაიცვალა ამირსპასალარი გამრეკელ-თორელი,
გამოცდილი მეომარი და მეფის ერთგული ადამიანი.

429
დავით აღმაშენებლის დროიდან მოკიდებული ლორე ხომ ყოველთვის
ამირსპასალარის კუთვნილება იყო; შეიცვლებოდა ამირსპასალარი და ლორეც მუდამ
ახალ ამირსპასალარს გადაეცემოდა. ასე იყო სარგის მხარგრძელის
ამირსპასალარობამდე. ხოლო, როცა სარგის მხარგრძელი გარდაიცვალა და მის
ადგილზე ამირსპასალარად თამარმა გამრეკელ-თორელი დანიშნა, სარგისის
შთამომავლობისათვის ლორე აღარ ჩამოურთმევია მეფეს, მათვე დაუტოვა;
გამრეკელ თორელს კი, როგორც ამირსპასალარს, თმოგვი მიუბოძა, სხვა ქალაქებთან
და კუთხეებთან ერთად. ახლა, გამრეკელ-თორელის გარდაცვალების შემდეგ, მისი
შთამომავლობისათვის, თმოგვის გარდა მეფეს არაფერი ჩამოურთმევია და ამით
დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოამჟღავნა გარდაცვლილი ამირსპასალარის
მიმართ. თმოგვი კი ახლა სარგის ვარამის ძეს მიუბოძა, რომელმაც აგრეთვე
ერთგულება დაუმტკიცა მეფეს დიდი ამბოხების დროს.
ამრიგად, ზაქარია მხარგრძელს ამირსპასალარობა მიებოძა
1191წელს.თანამდებობასთან ერთად მას რუსთავიც მიუმატეს.

ზემოთ მემატიანის სიტყვები მოვიტანეთ-თამარმა რუსი უფლისწული


გაათავისუფლა და ისიც
მისსა სვეუბედურსა გზასა გაემართაო. ძალიან შორს არ უტარებია ამ გზას დევნილი
უფლისწული. ისეთი ძლიერი აღმოჩნდა სურვილი, სამეფო ტახტს დაუფლებოდა,
და, ეტყობა, ისე იოლი მოეჩვენა ამ აკვიატებული სურვილის ასრულება, რომ ბოლო
მარცხის შემდეგ მას ბევრი აღარ დაუხანებია. მობრუნდა და კიდევ უფრო მტკიცე
გადაწყვეტილებით დაიძრა საქართველოსკენ. კონსტანტინოპოლი მისთვის სამოთხე
იყო, მაგრამ ვერ შეიღირსაო, მემატიანე წერს, აფრააწყვეტილი ნავივით იბორიალაო,
და მიადგა ამჯერად არა ქართველ დიდებულებს(ამათგან რა ხეირი
დაახსომდებოდა!), არამედ აღმოსავლეთიდან მოუარა და რანის ათაბაგს მიადგა.
როგორც ხედავთ, მართლაც აფრააწყვეტილი ნავივით უბორიალია. ჯერ
თავშესაფარი სთხოვა (და მიიღო კიდეც-შემსგავსებული სვისა მისისაო, მწარე
ირონიით შენიშნავს მემატიანე), მერე კი, ეტყობა, მოურიგდა-შენ ჯარი დამახმარე,
საქართველოს სამეფო ტახტს ჩავიგდებ ხელში, მერე კი...

ადვილად შეგიძლიათ ივარაუდოთ, რა გულუხვ დაპირებებს მისცემდა.


მართლაც, წამოიყვანა ლაშქარი არან-განძიდან და კამბეჩოვანს შემოესია
ჰერეთში, მოარბია და
აიღო სიმრავლე ტყვისა და ნატყუენავისაო.
მაგრამ ახლა უფრო ადვილი გამოდგა უფლისწულისა და მისი დაქირავებული
ჯარის დამარცხება: ხორნაბუჯის პატრონს საღირ მახატელის ძეს სამეფო კარისთვის
არც კი შეუტყობინებია (ალბათ გახსოვთ. მას კარგი გამოცდილება ჰქონდა რუსი
უფლუისწულის წინააღმდეგ ბრძოლისა, თამარმა კი დააჯილდოვა კიდეც იმ
ბრძოლებში ერთგულებისა და თავდადებისათვის, არც მაშველი ჯარი უთხოვია-ისა
და მისი სამი შვილი თავიანთი
მცირედით ლაშქრით
გამოუდგნენ,
მიეწივნეს და გააქცივნეს, ჩამოყარნეს და დახოცნეს... დევნილი უფლისწული ახლა
კი საბოლოოდ გადაიხვეწა.
ეს იყო 1193 წელს.

430
5

სჯეროდა თუ არა თამარს შეთქმულების ყველა მონაწილისა, როცა ისინი


დანაშაულს ინანიებდნენ, ძნელი სათქმელია.მაგრამ ზემოთ მოთხრობილი ამბების
შემდეგ გავიდა რამდენიმე ხანი და ცნობილი გახდა, რომ ყველა როდი იყო
გულწრფელი, როცა მეფი წინაშე
ყელ-საბმელი მობმითა
და მონანიების ცრემლების ფრქვევით მოდიოდა.
შეთქმულების მონაწილე პირველ მოღალატეთა შორის მემატიანე ასახელებს
გუზანს-შავშეთისა და კლარჯეთის პატრონს, რომელიც მეფეს ოდესღაც ტაოს ძველ
მფლობელთა ადგილზე დაუნიშნავს, ახლაც ეს გუზანი გამოდგა მოღალატე.
პირველმა მან დაარღვია თამარისათვის მიცემული ერთგულების ფიცი.
პირველითგანვე წარმწყმედელი თავისა
შაჰარმენს მიეახლა და თან გაიყოლა სამძივარი და კიდევ რამდენიმე აზნაურიშვილი,
მათ შორის მეღვინეთუხუცესი, რომელსაც თავი შავშეთისა და კლარჯეთის პატრონის
მემკვიდრედ მიაჩნდა.
ქართველი დიდებული ხელცარიელი არ მისულა ხლათის მბრძანებელთან,
ხელდამშვენებული ეახლა: ტაოსკარი, ვაშლოვანი და
მრავალი სხვა ციხე
მიართვა
და ქვეშევრდომობა გამოუცხადა.
მემატიანის მოთხრობიდან ჩანს, რომ ამათ ფაცხაფუცხით მოუხერხებიათ
გაპარვა და შაჰარმენთან მისვლა, ოჯახი კი გუზანს აქ დარჩენია; მერე უფრო
ადვილად გადავიყვანო, უფიქრია.
და, აი, გუზანის უფროს შვილს მოჰყავს თურქთა დიდი ლაშქარი (პატრონნი
თორმეტისა დროშისანი),რომელიც გუზანის მიერ შაჰარმენისათვის გადაცემულ
ციხეებში უნდა ჩააყენოს;თვითონ კი გაბრუნდენა და გუზანის ოჯახსაც წაიყვანს.
მაგრამ ეს დავალება ვერ შეასრულეს გუზანის შვილმა და თურქების
მრავალრიცხოვანმა ლაშქარმა. მეფის ერთგული ხალხი, ეტყობა, ფხიზლად
ადევნებდთვალყურს.საზღვარზევე
დახვდნენ მათ ზაქარია ასპანიძე, ძინიელნი, კალმახელნი (ყრმანი კარგნი და
პატრონისაგან შეწყალებულნი), შეებნენ და, თუმცა მცირერიცხოვანი მხედრობით
დახვდნენ, თავგანწირვით იბრძოლეს,
დიდად დაჭირვებული ომი გარდაიხადეს, მტერი გააქციეს, ციხეები და ქალაქები
კვლავ საქართველოს შემოუერთეს, გუზანის ცოლ-შვილი კი ტყვედ წამოიყვანეს.

თვით მოღალატე გუზანს უფრო სავალალო ბედი ერგო.


იგი ხომ უცხოეთში დარჩა შაჰარმენთან. მაგრამ რაკი თვისი სამფლობელო
ქალაქები და ციხეები ვეღარ ჩააბარა ხლათის მბრძანებელს; ბუნებრივია, მისი
მდგომარეობა ახალ პატრონტან სახარბიელო ვერ იქნნებოდა. თან, ცოლ-შვილიც უკვე
ტყვეობაში ჰყავდა, ასეთ პირობებში რაღა მოასვენებდა! ახლა იქნებ ნანობდა კიდეც,
მაგრამ თამარის წინაშე ხომ ვეღარ გამოცხადდებოდა პატიებისათვის, თავდებადაც
უკვე აღარავინ დაუდგებოდა.
ასე რომ, მასაც ჩვეულებრივი მოღალატის ბედი ერგო. აშკარად ვეღარ
გადმოვიდოდა თავის სამფლობელოში, ეს სახიფათო იქნებოდა, შეიპყრობდნენ და
მეფეს მიჰგვრიდნენ. ჩუმჩუმად გადმოიპარებოდა ხოლმე და ზვერავდა, ხელსაყრელ

431
დროს უცდიდა, რათა თავისი სამფლობელო ისევ მიერთმია ახალი ბატონისათვის.
თან, როცა მოახელთებდა, ავაზაკობდა კოლას სადმე მთათა შინა ავაზაკობდა
მალვითაო ,თ ამარის მეორე ისტორიკოსი გადმოგვცემს.
მაგრამ რამდენ ხანს მოახერხებდა ასე
მალვით ავაზაკობას? მას ხომ უთვალთვალებდნენ!..
ერთ დღეს, ასე მალვით რომ იყო გამოსული საავაზაკოდ, თავისივე გლეხებმა
იცნეს-მთიბავებმა. შეიპყრეს ძველი პატრონი-აწ თავისივე ხალხისა და ქვეყნის
მოღალატე-და დავით მეფის წინაშე მოიყვანეს.
დავითისაც ბევრი აღარ უყოყმანია, თამართან აღარ მიუყვანია მოღალატე
გუზანი, შეეშინდა, თამარმა კიდევ არ შეიწყალოსო და დაასწრო, თვითონვე
განოუტანა განაჩენი, თვალები ამოუშანთა-

ხოლო მან (დავითმა) იცოდა დიდი მოწყალება თამარისი, ამისთვის მისცა


შეკითხვამდის თვალნი დასწუნა.
ზემოთ მოტანილი სიტყვები მემატიანისა მოღალატე დიდებულს შეეხება,
მაგრამ თავისთავად აღგვიძრავს კითხვებს, რომელთაც გუზანთან და უკვე
მოთხრობილ ეპიზოდთან კი არა აქვს რაიმე კავშირი, უფრო ზოგადი ხასიათისაა.
დააკვირდიტ სიტყვებს:
მ ი ს ს ა შ ე კ ი თ ხ ვ ა მ დ ი ს თუალნი დასწუნაო...
სწორედ ეს სიტყვები აღგვიძრავს კითხვას:რა უფლებებით სარგებლობდა
მეფის ქმარი?
და რას უწოდებდნენ მას, როგორ მიმართავდნენ?..
ამასთან დაკავშირებით ისიც საინტერესოა:გახდა თუ არა ეს საკითხები
საგანგებო ბჭობის საგნად დარბაზის სხდომაზე, როცა თამარის დაქორწინების საქმე
გადაწყდა და მას ქმარი შეურჩიეს.

ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომ, უნდა ვიფიქროთ, უსათუოდ


იქნებოდა საგანგებო მსჯელობის საგანი. სამწუხაროდ, ასეთი მსჯელობის ანარეკლი
ჩვენამდე მოღწეულ საბუთებს არ შემოუნახავს, მაგრამ მემატიანეების ძუნწად
მოწოდებული ცნობების მიხედვით, ზოგი სხვა საბუთებითაც, ჩვენ მაინც შეგვიძლია
პასუხი გავცეთ ერთ კითხვასაც და მეორესაც.
ჯერ მეორე კითხვას ვუპასუხოთ.
თამარის პირველ ქმარსაც და მეორესაც მ ე ფ ე ს უწოდებდნენ. მემატიანეებიც
ასე მოიხსენიებენ მათ.

კუალად მ ე ფ ე მ ა ნ, შემყრელმან სპათამან ბრძანებითა თამარისითა, მიმართ


დვინად...
ეს გიორგი უფლისწულზეა ნათქვამი.

ესე(გუზანი) შეიპყრეს მთიბათვა თავისათა, და დ ა ვ ი თ მ ე ფ ი ს ა წინაშე


მოიყვანეს...
ამას კი, როგორც ტექსტიდანაც ჩანს, მემატიანე დავით სოსლანზე წერს.
ამ მაგალითების მიხედვითაც აშკარად ჩანს, რომ თამარის ქმარს მ ე ფ ე ს
უწოდებენ. ასე არიან ისინი მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში.
მაგრამ თუკი თამარსაც და მის ქმარსაც მეფეს უწოდებდნენ, როგორღა
გავარჩიოთ, რომელ მეფეზეა ლაპარაკი ამა თუ იმ ისტორიულ ძეგლში?

432
მეფე-ქმარს, ჩვეულებრივ, სახელით მოიხსენიებენ:
მეფე გიორგი
(რუსი),
მეფე დავითი
(სოსლანი). ზოგჯერ კი, როცა ორივე მეფე-თამარიცა და მისი ქმარიც ერთად არის
მოხსენიებული, მემატიანეები საგანგებოდ გამოხატავენ თამარის მიმართ მეტ
პატივისცემას და მას

მეფეთა-მეფეს
უწოდებენ, ქმარს კი უბრალოდ
მეფეს, ასეთი ფრაზა ზემოთ ერთგან შეგვხვდა კიდეც:
მოვიდეს წინაშე ღმრთივ-გვირგვინოსნისა მეფისა და მეფეთ-მეფისა...
ახლა პირველ კითხვას მივუბრუნდეთ.
მაგრამ რა უფლებებით სარგებლობდა ქმარი-მეფე? მასაც ისეთივე უფლებები
ჰქონდა, როგორც თამარს?
ეს კითხვა უფრო საინტერესოც არის და უფრო ძნელიც.მეორე კითხვის პასუხი
პირდაპირ არის მოცემული მემატიანის ტექსტში და, როგორც ვნახეთ, არავითარ ეჭვს
არ იწვევს. ამ კითხვის პირდაპირ პასუხს კი მემატიანის ტექსტში ვერ ვნახულობთ,
მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით იმავე ტექსტს,ამის პასუხსაც მივაგნებთ,აქაც
საეჭვო არაფერია.
პასუხი სავსებით ნათელია.
მ ე ფ ე - ქ მ ა რ ი, რა თქმა უნდა, არ სარგებლობდა იმ უფლებებით, რაც ქვეყნის
ნამდვილ მეფეს თამარსა ჰქონდა. მისი უფლებები შეზღუდული იყო. ცოტად თუ
ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი მას თამართან უნდა შეეთანხმებინა. ჩვენი
მოთხრობა რომ ზედმეტად არ გადამეტვირთა, ზემოთ საგანგებოდ ორი ისეთი
მაგალითი შევარჩიე,რაც პასუხსა სცემს ამჟამად ჩვენთვის საინტერესო ერთ
საკითხსაც და მეორესაც.
როცა მემატიანე წერს, დავით მეფემ (სოსლანმა) გუზანს
თუალნი დასწუნა... მ ი ს ს ა (თამარის) შეკითხვამდისო, აქ აშკარად იგრძნობა, რომ
მტკიცე წესი არსებულა: ასე თუ ისე მნიშვნელოვან საქვეყნო საკითხს მეფე-ქმარი
უსათუოდ თამარს უთანხმებდა, მას ჰკითხავდა, უმისოდ ვერ გადაწყვეტდა, ამის
უფლება არა ჰქონია.
იმდენად მტკიცე იყო ეს წესი, რომ, როცა ერთხელ დაირღვა, როცა ერთხელ არ
შეუთანხმა თამარს ქმარმა საკითხი და თავისით გადაწყვიტა, მემატიანემ საჭიროდ
ჩათვალა, ეს საგანგებოდ აღენიშნა.
საქმეს ის არ სცვლის, რომ მემატიანეს სხვა რამის არგუმენტად მოაქვს ეს
ცნობა: იგი გვაუწყებს, რომ თმარმა თავის ქვეყანაში აკრძალა ადამიანის სიკვდილით
დასჯა და დასახიჩრება, და გუზანს რომ თვალები დასწვეს, ეს ერთადერთი
შემთხვევა იყო და ისიც მის უნებართვოდ მოხდაო. ეს არ ცვლის საქმეს, იმიტომ, რომ
ფაქტი ფაქტად რჩება: რაკი მემატიანე წერს
მისსა (თამარის) შეკითხვამდის
მოხდა ესაო, რა არგუმენტადაც არ უნდა ჰქონდეს მოტანილი ეს სიტყვები,
სულერთია მაინც მიგვანიშნებს, რომ მეფე-ქმარს ყოველგვარი ასე თუ ისე
მნიშვნელოვანი საკითხი თამარისათვის უნდა შეეთანხმებინა, მისი თანხმობით, მისი
დასტურით გაეკეთებინა.
ახლა მეორე მაგალითად.

433
როცა მემატიანე წერს:
კუალად მეფემან, შემყრელმან სპათამან, ბ რ ძ ა ნ ე ბ ი თ ა თ ა მ ა რ ი ს ი თ ა,
მიმართ დვინადო,აქაც აშკარად იგრძნობა ის, რაც ჩვენ ამჟამად გვაინტერესებს. მეფე-
ქმარს უფლება არა აქვს, ასე თუ ისე მნიშვნელოვანი საქმე გადაწყვითოს.
ზემოთ ჩვენ ერთგან შევნიშნეთ, დიდი ომის დაწყება დარბაზის საგანგებო
გადაწყვეტილებითა და
დასკვნით
დაიწყებოდაო და ამის შემდეგ ზოგს იქნებ მოეჩვენოს, რომ ეს მაგალითი ამჟამად
ჩვენთვის საინტერესო საკიტხის დასამტკიცებლად არ გამოდგება, რაკიღა საომრად
გალაშრებას არა მარტო თამარის, არამედ დარბაზის დასტურიც სჭირდებოდა. საქმე
ის არის, რომ ეს არ იყო ისეთი მასშტაბის გალაშქრება, რომელსაც დარბაზის
გადაწყვეტილება სჭირდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი
წვრილი ლაშქრობა
მცირე მასშტაბის ბრძოლა,
ნავარდობა, როგორც ივანე ჯავახიშვილი უწოდებს, რაც ძალიან ხშირად ხდებოდა
(მემატიანე ბევრს ჩამოგვითვლის ასეთ გალაშქრებებს) და რასაც დარბაზის დასტური
არა სჭირდებოდა.
და რაკი მემატიანე საგანგებოდ შენიშნავს, თამარის ბრძანებით, ანუ თამარის
ნებართვით გაილაშქრა მეფე-ქმარმაო, ესეც უსათუოდ მიგვანიშნებს, რომ ასეთი
საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებაც კი თამარის ქმარს არა ჰქონდა.
აქ საინტერესოა სხვა გარემოებაც. ზემოთ ერთგან ითქვა: თამარს
განსაკუთრებით იმიტომ აჩქარებდნენ დაქორწინებას, რომ მხედრობას სარდალი
სჭირდებოდა, დიდ ომში ჯარის წინამძღოლობას ამირსპასალარს ვერ ანდობდნენ, მას
მეფე უნდა გაძღოლოდა (მემატიანე აკი წერს: დიდებულები აჩქარებდნენ თამარს
... წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ს ა ს პ ა თ ა ს ა ით ხ ო ვ დ ე ს, და ყოვლითურთ შეაიწრებდეს
სულსა მისსა). ერთი სიტყვით, მეფე-ქმარის უპირველესი მოვალეობა ჯარის
სარდლობა იყო, და დააკვირდით: ამ საქმეშიაც კი, რაც თითქოს უშუალოდ მას
ეხებოდა, მისი უფლებები შეზღუდული აღმოჩნდა.მცირე მასშტაბის გალაშქრებაც კი
თამარისთვის უნდა შეეთანხმებინა.
ამჟამად ჩვენთვის საინტერესო საკითხის დასამტკიცებლად ისტორიკოს იასე
ცინცაძეს კიდევ ერთი საგულისხმო მაგალითი მოაქვს მემატიანის მოთხრობიდან.
ერთ-ერთი ომის დროს ქართველებმა განძა აიღეს და თამართან შეუთანხმებლად (
ცნობადმდე თამარისა) სპარს მირმირანს
მისცეს შესანახავად. მემატიანის აზრით, ეს მოქმედება არ იყო სწორი და ამიტომაც
ჰკიცხავს სარდლებს- ეს
ვერა კეთილად განაგესო.ამ ბრძოლას ნხარგრძელი სარდლობს, მაგრამ, მეორე
ისტორიკოსის ცნობით, იქვე იყო დავით სოსლანიც, თუ ზაქარია მხარგრძელმა
დავით სოსლანს შეუთანხმა მირმირანისათვის განძის მიცემის საკითხი, - მსჯელობს
მკვლევარი, - მაშინ საყვედური, რომ
ესე ვერა კეთილად განაგეს, დავითსაც ეხება: თამარის დაუკითხავად (
ცნობადმდე თამარისა) მას არ უნდა მიეცაქალაქი მირმირანისათვის. თუ არ
შეუთანხმა ამირსაპასალარმა დავით სოსლანს და დამოუკიდებლად გადაწყვიტა, -
განაგრძობს მსჯელობას მკვლევარი , - მაშინ, ეტყობა, მემატიანე
დავითის კომპეტენციად არც თვლის ასეთი განკარგულების გაცემას, და საბოლოოდ
მაინც ის მტკიცდება, რომ ასე თუ ისე მნიშვნელოვან საქვეყნო საქმეს მეფე-ქმარი

434
დამოუკიდებლად, თამარის უკითხავად ვერ გადაწყვეტდა. ამისი უფლება მას არ
ჰქონდა.
ასეთია პასუხები იმ ორ კითხვაზე, რაც თავისთავად აღგვეძრის, როცა
საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთს ვეცნობით.

სამი წელი გავიდა მეორედ დაქორწინების შემდეგ და თამარს კი შვილი არ


უჩნდებოდა. მემატიანე საგანგებოდ შენიშნავს, რომ ამის გამო დიდი წუხილი იყო
ქვეყანაში. ... წუხდეს და იურვოდეს უნაყოფოებისათვის თამარისა
... როგორც უკვე ითქვა, სამეფო კარზე ყველგან და ყოველთვის განსაკუთრებული
ყურადღებით ეკიდებოდნენ მემკვიდრის საკითხს. ამიტომ გაზვიადებული სულაც არ
არის მემატიანის სიტყვები, როცა იგი გვაუწყებს, რა წუხილი და ურვა იყო
საქართველის სამეფო კარზე უმემკვიდრეობის გამო.
მაგრამ ძალიან დიდხანს აღარ გაგრძელებულა უმემკვიდრეობა. 1193 წელს
თამარს ვაჟი შეეძინა, რომელსაც პაპის სახელი გიორგი დაარქვეს. ბავშვი ტაბახმელას
დაბადებულა, ასე გადმოგვცემს თამარის პირველი ისტორიკოსი.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ზეიმი იქნებოდა სამეფო კარზე და მთელს
ქვეყანაში. მემატიანე არ ერიდება მაცხოვრის შობის სიხარულს შეადაროს ეს
მოვლენა.
...მხურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბახმელისა ბეთლემ-
მყოფელმან მუნ შვა ძე სწორი ძისა ღმრთისასა

... ნამდვილი ზეიმის სახე მისცეს ზეობას, დიდი სიხარულის აღსანიშნავად ტყვეები
გაანთავისუფლეს, ეკლესიებს შეწირულებანი მიართვეს, გლახაკები განიკითხეს...
და ისევ პარალელი მაცხოვრის დაბადებასთან:
...თვით დედოფალმან რუსუდან და გაზრდილმან მისმან მეფემან დავით, და დამან
თამარისმან, და ყოველთა მყოფთა ამის სამეფოსათა, მ ს გ ა ვ ს ა დ მ ო გ უ თ ა ს ა,
ხელყვეს ძღუნებად და მინიჭებად
.
ძვირფასი საჩუქრები გამოუგზავნიათ უცხო სახელმწიფოთა მბრძანებლებს -
მცნობთა გარეთ ბერძენთა მეფეთა, სულტანთა, ათაბაგთა და ამირათა სპარსეთისათა
წარმოავლინეს ნიჭნი და განძნი კმასაყოფელნი
.
მეორე სახელიც უწოდეს ახალშობილს - ლაშა (ანუ პირდაპირ რომ ვთარგმნოთ
- ქვეყნის მანათობელი; ასე აქვს განმარტებული საბას, ასეთსავე განმარტებას
ვკითხულობთ
ქართლის ცსოვრებაშიაც:
...ლაშასა, რომელი განმანათლებელად სოფლისა ითარგმნა) და, ეტყობა, თავიდანვე
შეეჩვიენ უფლისწულის ერთდროულად ორივე სახელით მოხსენიებას.
ტრადიციულად დამკვიდრდა და იქიდანვე მოკიდებული მარტო ერთი სახელით
იშვიათად თუ მოიხსენიებდნენ ლ ა შ ა გ ი ო რ გ ი ს უწოდებდნენ ხოლმე.
ახალდაბადებული უფლისწულის ბედზე მხედრობამ ბარდავისაკენ გილაშქრა
(ბედსა და სუესა ზედა ლაშასა... მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძუელად
ქალაქად). აქ გაუმარჯვნიათ და დიდი დავლითა და მრავალრიცხოვანი ტყვეებით
დაბრუნებულან; მერე

435
თამარისა და ძისა მისისა დღეგრძელობისათვის
გულმოწყალება გამოუჩენიათ და გზაშივე გაუთავისუფლებიათ ოცდაათი ათასი
ტყვე.
ერთი თვე არც კი გასულა ამის შემდეგ, ახლა არზრუმისაკენ გაულაშქრიათ.
როგორც მემატიანე გადმოგვცემს არზრუმელებს შველოდნენ თურმე
სურმანელი, კარელი და სალდუხის ძე ნასრადინ და ორნი ძენი მისნი ლაშქრისა
სიმრავლითა, ქუეითისა და ცხენოსნისათა უამრავითა.
აქ უფრო გააფთრებულ წინააღმდეგობას შეხვედრიან, ფიცხელი ბრძოლა
გაჩაღებულა:
წყობა ჰუნეთა და ხეთქება აბჯართა... და ცისკრისა ბინდსა მისრულთა და
დამწყებელთა ომისათა ღამისა ბინდმან ულხინა გაყრად... ომი ჯერ არ
გათავებულიყო, ღამის სიბნელემ გაყარა მოწინააღმდეგენი და გადამწყვეტი ბრძოლა
სახვალიოდ გადაიდო...

ამ იმედით შეწყვიტა ბრძოლა მოწინააღმდეგემ (ქართველები, ეტყობა, ქალაქის


ბჭეებთან დაბანაკდნენ). მაგრამ ქალაქში გამომწყვდეულმა მეომრებმა რომ მიიხედ-
მოიხედეს, საშინელი სურათის მხილველნი შეიქმნენ ქართველებს უკვე მოესწროთ
და ურიცხვი ტყვე წაეყვანათ, უთვალავი ჯოგი და რემა წაესხათ,
მიუწდომელი ალაფი
ეგდოთ ხელთ... გამწარებულები,
ვითარცა მხეცნი იღრჭენდნენ კბილსა მათსა და წუერსა იფხურიდეს, წვერს
იგლეჯდნენ, მოთქვამდნენ:
ვინა ჩემდა ესევითარი შერისხვა, ვინათგან არაოდეს გვიხილავს ტომი ქრისტიანეთა
საყოფელთა სანახებსა ჩუენთასა
- ეს რა ღვთის რისხვა დაგვატყდაო, ჯერ არ მომხდარა, რომ ამ არემარეს ქრისტიანს
გაევლოსო...
ასე გოდებაში გაატარეს ის ღამე და გადაწყვიტეს, დილით ქუდზე კაცი
გამოეყვანათ და გააფთრებით შეეტიათ მომხდურთათვის, გონს მოსვლაც კი არ
ეცლიათ, კუდით ქვა ესროლინებინათ, გუშინდელი ამბებიც ენანებინათ...

მართლაც, გათენებისას
ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთა, შეიქმნა ზაჰნი ქალაქთა შინა, ქალაქიდან გამოიჭრნენ,
გააწყუეს რაზმი ქუეითისა და ცხენოსნისა, ისრებისა და შურდულის მსროლელნი
ბანებზე გამოიშალნენ, მთელი ქალაქი ფეხზე დადგა, ყველა საომრად აღიკაზმა...
მემატიანე განაგრძობს:დავითმა და მისმა სპამ რომ იხილეს ასე
გულმყარად გამოსრულება მათი, მეხივით დაეცნენ მოწინააღმდეგეს, სულის
მოთქმაც არ აცალეს, დაირეკეს და ქალაქშივე შერეკეს... ერთი სიტყვით, დიდი
გამარჯვება იზეიმეს,
მეფე დავით და ლაშქარნი მისნი მოვიდეს მხიარულნი ქუეყანადვე თვისად...
მემტიანის მოთხრობაში ამას მოსდევს კიდევ რამდენიმე გალაშქრების ამბავი.
მაგრამ ჩვენ მათ აღარ ჩამოვთვლით, ისევე როგორც გამოვტოვეთ მემატიანისავე
აღწერილი იმის წინანდელი ლაშქრობანი. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა არა
ქონიათ, მცირე მასშტაბისანი იყვნენ, ისტორიის სახელმძღვანელოებში ასევე
მოიხსენიებენ -
წვრილი ლაშქრობანიო; ივანე ჯავახიშვილი წერს, ეს

436
ლაშქრობანი მხოლოდ ნავარდობა იყო... ნამდვილი დიდი და ძლიერი ომი შემდეგ
მოხდაო...
და რაკი განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, ზედმეტათ რომ არ დატვირთოთ
წიგნი ერთმანეთის მსგავსი
წვრილი
გალაშქრებების აღწერით, შეგნებულად გამოვტოვე ისინი; უფრო დაწვრილებით იმ
დიდი ომის ამბავს მოგითხრობთ.

და თუ მაინც გადმოგეცით ერთ-ერთი ასეთი


წვრილ გალაშქრების
თუ
განავარდების
ამბავი, არა იმიტომ, რომ იგი ახალშობილი უფლისწულის
ბედსა და სუესა ზედა
მოხდა, არამედ სულ სხვა საკითხისათვის მინდოდა მიმექცია მკითხველის
ყურადღება.
ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ ქართველი ხალხი მუდამ საკუთარ მიწა-წყალზე
შემოსეულ მტერს იგერიებდა და ის განუწყვეტელი ომები, რასაც იგი საუკუნეების
განმავლობაში იხდიდა, თავდაცვითი იყო; ხალხი დასარბევად მოსულ ურდოებს
ებრძოდა, და თავს სწირავდა საკუთარი ქვეყნის, ოჯახის, ღირსებისა და პატიოსნების
დასაცავად. ეს ნამდვილად ასეა და ჩვენ ამში ყოველ ფეხის ნაბიჯზე
ვრწმუნდებოდით, როცა ჩვენი ხალხის გრძელსა და მშფოთვარე ისტორიას
ვეცნობით.
მაშ, რითი შეიძლება ავხსნათ ასეთი ხშირი გალაშქრებანი მეზობელი ქვეყნების
დასარბევად, რასაც თამარის ისტორიკოსის თხზულებაში ვკითხულობთ? ნუთუ
შურისძიების გამოვლინება იყო ეს? რაკი მოწინააღმდეგენი შეუბრალებლად
იკლებდნენ და მიწასთან ასწორებდნენ ჩვენს ქვეყანას, ხალხსა ჟლეტდნენ და
მეურნეობას ანადგურებდნენ, და ეს ასეული წლობით ასე გრძელდებოდა, ახლა,
როცა ძალა მოიკრიბა ჩვენმა ხალხმა, ეკონომიკურად მოღონიერდა და მტრის რისხვა
გახდა, ნუთუ ერთბაშად მოეძალა შურისძიების გრძნობა და წარსული
ძალმომრეობისათვის სამაგიეროს ახლა უხდის?
ნუთუ ასეა?..
იქნებ მართლაც აღეძრას ასეთი კითხვები ადამიანს, როცა თამარის
ისტორიკოსის თხზულებას ეცნობა და მეზობელი ქვეყნებისაკენ იმ წვრილი
გალაშქრებების ამბებს კითხულობს.
ასეთი კითხვები მართლაც აღძრულა სხვადასხვა დროს, ჯერ კიდევ თითქმის
ერთი საუკუნის წინ გამოთქმულა შენიშვნა, რომ ასეთი გალაშქრებანი, კერძოდ ის
გალაშქება
ლაშას სუესა დაბედზე,რომელიც ზემოთ ვახსენეთ, გაუმართლებელი იყო და
გაუმართლებელ სისხლისღვრას იწვევდაო. ამაზე მაშინვე უპასუხა ილია ჭავჭავაძემ
და ადგილებს მისი პასუხიდან აქვე მოვიტანთ, რამდენადაც ის ერთი კუთხით
ძალიან კარგად აშუქებს საკითხს.
ეს გალაშქრებანი ილიას ფუჭად და გაუმართლებლად, იარაღის გამოცდად
სულაც არ მიაჩნია.
ნუთუ ძველისძველ საქართველოს მეისტორიემ ეს ანბანი არ უნდა იცოდეს, რომ მას
შემდეგ, რაკი სომხეთი შეიმუსრა, სამხრეთი ჩვენი ღია დარჩა მტერთათვის

437
შემოსასევად. ამ მიზეზით, სომხეთის შემუსვრის შემდეგ არც ერთი მეფე არ ყოფილა
ღირსეული ამ სახელისა, რომ თვალი სამხრეთისაკენ არა სჭეროდეს და აქეთ
საბრძოლველად არ გასულიყოს... მტრისათვის ისეთი ზარი [უნდა] დაეცა, რომ
დიდხანს აღარ შემოებედნა-რა საქართველოსთვის. ეს იყო პოლიტიკური საჭიროება,
რომელიც ეთავდებებოდა ჩვენს მშვიდობით ყოფნას და არსებობასა... ქართველებს ამ
მხრით გამაგრება რომ მოესწროთ, ვინ იცის, საქართველოს ბედი როგორ
დატრიალებულიყო. საუბედუროდ, ეს ვერ მოასწრეს...
ილია ჭავჭავაძე იქვე მიგვანიშნებს, რომ
ქაართლის ცხოვრებაში
ზოგან ყველაფერი არ არის ბოლომდე თქმული. ადვილი შესაძლებელია, ამ
წვრილი გალაშქრებებისა
და
განავარდების
ამბავი სრულად არ იყოს აქ გადმოცემული. ესე იგი, ნაჩვენებია თამარის მხედრობის
გალაშქრების ამბავი და მიზეზები კი, რამაც უშუალოდ გამოიწვია ეს გალაშქრება,
მითითებული არ არის - ან შეგნებულად არ ჩერდება მათზე მემატიანე, რათა
თავიდანვე აღებული სტილი ლაკონური თხრობისა არ დაარღვიოს, ან დროთა
ვითარებაში ამოვარდნილა; გადამწერებმა მთავარი ყურადღება თვით გალაშქრებასა
და ბრძოლის შედეგზე გაამახვილეს და გამომწვევი მიზეზები კი გამოტოვეს,
როცა ამ საკითხებზე ვლაპარაკობთ, კარგად უნდა გავითვალისწინოდ
მაშინდელი ვითარება, უნდა ფართოდ გადავავლოთ თვალი ჩვენი ქვეყნისა და მისი
მეზობელი - ახლად აღმოცენებული საულთნოების რუკას. ზემოთ ერთგან ვთქვი, ეს
სასულთნოები ჩვენი ქვეყნის ირგვლივ სოკოებივით აღმოცენდნენო. მათ
ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების პროცესი დიდხანს გრძელდებოდა და მეტად
ცვალებადი იყო. ისინი ყალიბდებოდნენ შინაგანი წინააღმდეგობების, ერთმანეთს
შორის გაუთავებელი ომებისა და თავდასხმების პირობებში, ერთი მონაკვეთი მიწისა
ხან ერთ სასულთნოს ეკუთვნოდა, ხან მეორეს...
მართლაც რომ შეგვეძლოს, ზემოდან დავხედოთ ამ გეოგრაფიულ სივრცეს,
ჩვენ ქვეყანასა და მის ირგვლივ აღმოცენებულ ახალ სახელმწიფოებსა და
სასულთნოებს, გზებს, რაც ამ ქვეყნებს ერთმანეთთან და საქართველოსთან
აკავშირებს, ჩვენ დავინახავთ უამრავ მარბეველ რაზმებს, რომლებიც ამ გზებზე
დათარეშობენ, წრიალებენ... ზოგან პატარა-პატარაა ასეთი რაზმები, ზოგან მთელი
დიდი ლაშქარი, რომელიც ზოგჯერ მეტად გაურკვეველი თუ ჩამოუყალიბებელი
მიზნით გამოსულა და დაეხეტება: ან ნადავლს გადაეყრება სადმე და გაიტაცებს, ან
სუსტად გამაგრებულ ქალაქს წააწყდება და მიიტაცებს,- ქალაქს დაარბევს, ტყვეებს
წაასხამს, სიმდიდრეს გაზიდავს და ქალაქში თავის გარნიზონს ჩააყენებს... თუ შერჩა
და არ დაისაჯა, ხომ კარგი, არა-და მაინც რას კარგავს - ერთი დარბევა მაინც ხომ
მოასწრო, ქალაქში ერთი გაჯირითება, ტყვეების წასხმა, ნადავლის წაღება!.. ჩვენი
საუკუნეთა მხილველი მანქანიდან ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ გამუდმებული
თუხთუხი, მოძრაობა, გადაადგილება ასეთი მარბეველი ლაშქრებისა. ისინი
მოსდებიან დიდსა თუ მცირე სავაჭრო-საქარავნო გზებსა და დაეხეტებიან, ზოგი
საით მიდის და ზოგი საით, ზოგჯერ ერთმანეთსაც შეეჩეხებიან და ნუ
გაგიკვირდებათ, ერთმანეთსაც თუ დაერიონ და მუსრი გაავლონ... ზოგჯერ
მემატიანის სიტყვებშივე გამოანათებს მოკლე ფრაზა, რომელიც ერთბაშად შუქს
მოჰფენს ყველაფერს.

438
ერთ-ერთი ასეთი
წვრილი გალაშქრების
ამბავს რომ მოგვითხრობს მემატიანე და გვაუწყებს, როგორ გაემართა ქართველების
მხედრობა რახსისაკენ, იქვე თითქოს სხვათა შიროს შენიშნავს:
და მუნით წამოსრულ იყვნეს ლაშქარნი დვინელნი, ბიჯნელნი და ამბერდელნი
(დააკვირდით, რამოდენა ლაშქარი ჩანს!) მ ე კ ო ბ რ ო ბ ა დ და მ ზ ე რ ა დ ქ ა რ ა ვ
ნ ი ს ა.
დამახასიათებელი მაგალითია და კარგად ხსნის იმას, რაზედაც ახლა ლაპარაკი
გვქონდა. როცა ქართველების მხედრობა რახსისკენ გაემართა, გზაში იგი შეეჩეხა
იქიდან დაძრულ მტრის დიდ, შეერთებულ ლაშქარს, რომელიც
მეკობრობად და მზერად ქარავნისა
გამოსულიყო.
მეკობრობად დაქარავნების მზერად
გამოსული მტრის ასეთი რაზმები - ზოგჯერ ძალიან დიდი (როგორც ახლა, ამ
კონკრეტულ შემთხვევაში), ზოგჯერ უფრო მომცრო, განუწყვეტლივ დაეხეტებოდნენ
ხოლმე დიდ სავაჭრო-საქარავნო გზებზე და ყოველნაირად ხელს უშლიდნენ
ვაჭრობის განვითარებას, საერთოდ ცხოვრების მშვიფობიანად წარმართავს. სანაპირო
რაიონები ხელიდან ხელში გადადიოდა. შენიშნავდით კიდეც, რამდენჯერ ყოფილა
შემთხვევა, მემატიანე გვაუწყებს, რომ საქართველოსა თუ სომხეთის ესა თუ ის
კუთხე, ქალაქი თუ ციხე დიდი ბრძოლისა და სისხლისღვრის შემდეგ აიღო ჩვენმა
მხედრობამ. ამის შემდეგ გადის მცირე დრო და ან იმავე მემატიანის მოთხრობიდან ან
სხვა რამ საბუთიდან ვგებულობთ ვგებულობთ, რომ ჩვენს ჯარს ისევ გააფთრებული
ბრძოლა უხდება იმავე ქალაქის ასაღებად, ამასთან, არც მემატიანის მოთხრობაში, არც
სხვაგან სადმე, მითითებული არ არის, რომ ეს ქალაქი მტერს ისევ მიეტაცებინოს.
ზემოთ საშუალება გვქონდა, დავრწმუნებულიყავით, რამდენჯერ შეემთხვა ასეთი
რამე ანისს, დვინს... ბანა, ოშკი, ხახული თამარის ზეობის პირველ წლებში მტრის
ხელში ყოფილა...
საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ:
მეზობელი მაჰმადიანი მმართველები დროგამოშვებით ცდილობდნენ, რომ
შემოერთებული ადგილები ისევ ჩამოეგლიჯათ საქართველოსათვის
... და იქვე:
დიდ ომებს შორის ქართველი ჯარები განუწყვეტლივ ლაშქრობდნენ საქართველოს
მეზობელ თემებში, იქ ამ ხნის განმავლობაში კვლავ გაძლიერებულ თურქებს
ანადგურებდნენ, ი ბ რ უ ნ ე ბ დ ნ ე ნ მ ტ რ ი ს ა გ ა ნ მ ი ტ ა ც ე ბ უ ლ ს,
უშორეულეს ქართულ ციხე-ქალაქებსა და ახალ ქვეყნებსაც საქართველოს მეფეს
უმორჩილებდნენ.
აი, მთავარი მიზეზი და მიზანი იმ ე. წ.
წვრილი ლაშქრობებისა. მაგრამ ეს საკითხი რთული და მრავალწახნაგოვანია და
როცა იმ გახშირებულ
წვრილ გალაშქრებებზე
ვლაპარკობთ, სხვა რამეც უნდა ვახსენოთ და გავითვალიწინოთ. არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ფეოდალიზმის პირობებში, როცა ფეოდალი
ყოველნაირად ცდილობს
გაფართოებასაც
და გამდიდრებულთა ბიუჯეტში საგრძნობი
სტატია
439
იყო.
ახლა სხვა კუთხითაც შევხედოთ საკითხს.
ჩვენ ვნახეთ, როგორ უხვად ალილდოებს ქართველი მეფე თავის ერთგულ
დიდებულებს - უბოძებს ქალაქებს, ციხესიმაგრეებს, მთელს კუთხეებს... ამ ქალაქებსა
და კუთხეებს თავისი მოსახლეობაც ჰყავს და ამა თუ იმ დიდებულის აღზევებასთან
ერთად შესაბამისად მისი ლაშქარიც იზრდება, მისი სამხედრო ძლიერებაც
მატულობს. ამრიგად, მეფისავე ხალშეწყობით ეს დიდებულები
ნახევრად ხელმწიფობას აღწევენ
და, რაღა გასაკვირია, თვით მეფეს დაუპირისპირდნენ. ეს არის სწორედ
ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი შინაგანი წინააღმდეგობა. მეფე გარკვეული
მოსაზრებებისა და შექმნილი სიტუაციის გამო თვითონვე უწყობს ხელს ფეოდალის
გაძლიერებასა და აღზევებას, ხოლო გაძლიერებული ფეოდალი, რომელსაც უკვე
დიდი ლაშქარიც გაუჩნდა, პოტენციური მოწინააღმდეგე ხდება მეფისა და მეფეს
მუდამ მისი შიში უნდა ჰქონდეს, დღეს არა ხვალ ისე დატრიალდება საქმე, რომ ეს
უზომოდ აღზევებულ-გაძლიერებული ფეოდალი მის გამძლიერებელსავე
დაუპირისპირდება, მის წინააღმდეგ შემართავს მახვილს...
ის დიდი ამბოხება თამარის წინააღმდეგ, რომელიც გიორგი რუსის სახელით
მოხდა, განა ამის დადასტურება არ არის?! ამიტომ მეფე იძულებული ხდება, სულ
იმის ცდაში იყოს, უქმად არ დატოვოს გაძლიერებული ფეოდალები და მათი
მხედრობა. გოირგი მელიქიშვილი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს:
თამარის მეორე ისტორიკოსი
ბასილი ეზოსმოძღვარი საგანგებოდ აღნიშნავს, როგორც მაგალითს იმისა, თუ რა
შეიძლება მოჰყვეს საქმის (ლაშქრობის) გარეშე ხალხის დატოვება.

თავი მეცხრე.
თავი 9
3.

ზემოთ რომ ვწერდით მოკლე დროის განმავლობაში, მეცამეტე საუკუნის


დასაწყისშივე, თთქმის ზედიზედ, ერთმანეთის მიყოლებით სამი დიდი მოვლენა
მოხდაო, პირველს სწორედ ბასიანის ომს ვგულისხმობდით.
ახლა მეორე.
რუქნადინზე ბრწყინვალე გამარჯვება გააადვილა იმ დიდი გეგმის
განხორციელებამ, რაც საქართველოს სამეფო კარს უკვე რამდენიხანია დაესახა.
საქმე ეხება ისტორიაში კარგად ცნობილ ფაქტს-საქართველოს მეზობლად, მის
დასავლეთით, ქართველებისავე თაოსნობით ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას
რომელსაც ტრაპიზონის სამეფო ანუ ტრაპიზონის საკეისრო ეწოდა.
უკვე ითქვა: ბიზაბტია ამ დროისთვის- მეტორმეტე-მეცამეტე საუკუნეთა
მიჯნაზე- ისე იყო დასუსტებული შინაგანი კლასობრივპოლიტიკური ბრძოლებით,
რომ ძლივს უმკლავდებოდა ერთი მხრივ სელჩუკებს, და მეორე მხრივ ჯვაროსანთა
სულ უფრო და უფრო გახშირებულ შეტევებს...
საქართველოს სამეფო კარი დიდი ხანია თვალ ყურს ადევნებდა ბიზანტიაში
მიმდინარე პროცესებს. ერთხელ კიდევ გავიხსენოტ: იქ, შავი ზღვის სანაპირო
ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ბინადრობდნენ ქართველური ტომები- ლაზები,
ჭანები. ამდენად, როცა დრო დადგებოდა, საქართველოს სამეფო კარისათვის

440
გაადვილებული იქნებოდა თავისი გავლენის გაზლიერება. მოვცლენები კი ისე
ვითარდებოდა, რომ დღეს ტუ არა ხვალ,ასეთი შესაფერისი დრო უნდა დამდგარიყო.
ად მართლაც არ დააყოვნა, მალე დადგა.
1204 წელს ჯვაროსნები კონსტანტინოპოლში შევიდნენ და ახლა უკვე
საბოლოოდ დაირღვა ბიზანტიის იმპერიის სიმტკიცე და მთლიანობა.დაიპყრეს თუ
არა კონსტანტინოპოლი ჯვაროსნებმა,ეს ოდესღაც დიდი და მრისხანე იმპერია
მაშინვე დაიშალა და დაქუცმაცდა. მეტოტხმეტე საუკუნის ბიზანტიელი
ისტორიკოსი, გამოჩენილი ფილოსოფოსი და ასტრონომი ნიკოფორ გრიგორსი წერს:
როცა კონსტანტინოპოლი ლათინებმა (ჯვაროსნებმა) აიღეს, ბიზანტიის იმპერია
მძვინვარე ქარიშხალში მოხვედრილ დიდი ხომალდივით ნაკუწ-ნაკუწ დაიმსხვრა და
ეს ნამსხვრევები ხელადვე დაიტაცეს- ზოგმა რომელი და ზოგმა რომელი.
ქართველებს
ხომალდის დამსხვრევისათვის
არ დაუცდიათ: როგორც ეტყობა, თითქმის ერთდროულად შევიდნენ ჯვაროსნები-
კონსტანტინოპოლში და ქართველები-იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შემდეგ
ტრაპიზონის საკეისრო ეწოდა.
ი და მიუვალი მთები-აძნელებდა კავშირს იმპერიის დედაქალაქთან და სხვა
პროვინციებთან; ზღვით უფრო ხერხდებოდა ხოლმე დაკავშირება და ესეც
თავისებურ სიძნელეებს ჰქმნიდა. ნიკოფორე გრიგორასისს ცნობით აქაური
მოსახლეობა თავს, ერთგვარად, დამოუკიდებლად გრძნსთვის უფრო ადვილი იყო
კავშირის დამყარება ეთნიკურად ჭრელ აქაურ მოსახლეობასთან, რომლებშიაც
ქართველები სჭარბობდნენ.
ერთი სიტყვით, საქართველოს სამეფო კარმა ბოლოს და ბოლოს განახორციელა
დიდი სიფრთხილით მოფიქრებული გეგმა: თავის მეზობლად, შავი ზღვის
სანაპიროზე დააარსა ტრაპიზონის სამეფო ანუ საკეისრო. როგორც ეტყობა, ამ გეგმის
განხორციელებ ბასიანის ომში ამასწინდელმა გამარჯვებამაც გააადვილა.
აქვე უნდა გავიხსენოთ ერთი შემთხვევა, რაც უშუალოდ წინ უძღოდა ამ გეგმის
განხორციელებას.
უცნაური დამთხვევა მოხდა: ქართული ლაშქრის ტრაპიზონისაკენ დაძვრას
უშუალო ბიძგი თითქოს ჯვაროსანთა შეჭრამ კი არ მისცა, არამედ ბიზანტიის
მაშინდელი იმპერატორის ალექსი III ანგელოსის უგუნურმა და უხ

ზემოტ ერთგან შევნიშნეთ, რომ უცხოეთში არსებული კულტურის კერები


დროდადრო დახმარებას საქართველოს მეფისგან ირებდნენ. ა ბერებმა
შავისა მთისა, ანტიოქიით და კვიპრისა ჭალაქით, ეგრეთვე მათაწმინდით და
მრავალთა ადგილთათ
... მეფემ
შეიწყნარა
უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბერები,
მრავალდღე არა გაუშვნა,
მერე უბოძა დიდძალი ოქრო
თვით მათთვის და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად
...
აღვსვნა ყოველთა სამხრითა
და გაისტუმრა...

441
ბიზანტიის იმპერატორი ალექსი მესამე ანგელოსი ძალიან ხარბი, ანგარებიანი
და დაუნდობელი კაცი იყო; საკუთარი ზმა არ დაინდო- თვალები დასატხრა და
სამეფო ტახტი წაართვა... უცხოელ ბერებს რას დაინდობდა!.. ოქროს მოყვერული
ყოფილა და, როცა გაიგო ქართველი ბერები თამარ მეფეს დიდძალი ოქროთი
დაუჯილდოვებიაო, თავის მოხელეებს უბრძანა- როგორც კი კონსტანტინოპოლს
ჩამოვლენ ის ბერები, დაესხთ და ყველაფერი წაართვითო... ამაზე ადვილი
შესასრულებელი რა უნდა ყოფილიყო, დაესხნენ უიარაღო ანაფორიან ბერებს და
ყველაფერი წაგლიჯეს.
თამარმა რომ გაიგო ბიზანტიის იმპერატორის უკედრისი საქციელი,
განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნა მცირედნი ვინმე ლიხტ-იქითნი და
წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლომპნი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტიორა,
ამასტრია, არკლია და ყოველნი ადგილნი ფებლარონისა და პონტოსანი და მისცა
ნათესავსა თვისსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილისა, რომელი იყო მაშინ
თვით წინაშე თამარ მეფისა სემოხუეწილი.
ასეს აქვს ახსნილი ტრაპიზონის საკეისროს დაარსება ქართველ მემატიანეს.

ეს ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ქართული მხედრობის


გალაშქრების ნამდვილი მიზეზი იყო არა უბრალო განრისხება ქართველი მეფისა
იმის გამო, რომ ბიზანტიის იმპერატორმა ბერებს ოქრო წაართვე, არამედ ის ღრმა
პოლიტიკური მოვლენები, რაზედაც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი.
ქართველი მემატიანე სიტყვებს ტრაპზომის საკეისროს დაარსების შესახებ
ადასტურებს მეოთოთხმეტე საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი მიქელ
პანარეტოსც:
მოვიდა დიდი კომნენოსი უფალი ალექსი, რომელიც წარმოსული იყო დიდებულ
ქალაქ კონსტანტინოპოლიდან, ხოლო გამოილაშქრა კი იბერიიდან მისი მამიდის,
თამარის გულმოდგინებითა და ღვარწლით და 22 წლისამ დაიპყრო ტრაპიზონი
აპრილში, 1204 წელს.

რა ნათესაობა ჰქონდა ქართველ მეფეს ბიზანტიელ უფლისწულთან, 'ვენ უკვე


ვიცით. ქართველი მემატიანე აღნიშნავნავს, ალექსი კომნეოსი ანდრონიკეს შვილი
იყოო, ხოლო ბიზანტიური წყაროების მიხედვით ალექსი და მისი ძმა დავითი
შვილიშვილები ყოფილან ანდრონიკესი, შვილები მანუელისა; ალბათ გეხსომებათ-
ანდრონიკეს 'ჩენ ადრევე შევხვდით საქართველოში, იგი გიორგი მესამის კარზე იყო
და ერთხელ მონაწილეობაც კი მიიღო ქართველი მეფის შარვანისაკენ ლაშქრობაში.
1185 წელს ანდრონიკე და მისი შვილი მანუელი კონსტანტინოპოლში დაი]უპნენ,
მანუილის მცირეწლოვანი შვილები-ალექსი და დავითი-მაშინ საქართველოში
გააპარეს. და დიდხანს დარჩნენ აქ, იზრდებოდნენ საქართველოსში, თამარის კარზე.
ასე რომ, ბიზანტიელმა უფლისწულებმა კარგად იცოდნენ ქართული და ნაზიარები
იყვნენ ქართულ კულტურას; ქართველ მთავრებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე
ბიზანტიელებსო, შენიშნავენ ბიზანტოლოგები, ქართული ცხოვრების წესსა და
ადათს მისდევენ; მართი სიმპათიები ქართველებისაკენ იყო, ქართველებთან კავშირს
არჩევდნენო, წერს თ. უპსენსკი... დამახასიათებელია, რომ პირველ ხანებში, ანუ
მეცამეტე საუკუნის დასასრულამდე, ტრაპიზ ონის მეფეები ცოლად უმთავრესად
ქართველ ქალებს ირთავდნენ.
ამრიგად, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ქართველი მეფის თაოსნობითა და
უშუალო მონაწილეობით, დაარსდა ახალი სახელმწიფო. ეს იყო დიდად

442
მნიშვნელოვანი მოვლენა. საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკური გავლენა და
ავტორიტეტი ამ მხარესი კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა მისთვის მეტი ანგარიში
უნდა გაეწიათ, ერთის მხრივ, ლათინთა იმპერიას, რომელსაც ბიზანტის
იმპერია[ესცვალა და, მეორე მხრივ, მცირე აზიის სელჩუკთა სამთავროებს.
ამრიგად საქართველოს სამხრეთ -დასავლეთით, ქართველი მეფის თაოსნობითა და
უშუალო
მონაწილეობით, დაარსდა ახალი სახელმწიფო. ეს იყო დიდად მნიშვნელოვანი
მოვლენა. საქართველოს სახელმწიფო. კარის პოლიტიკური გავლენა და ავტორიტეტი
ამ მხარეში კიდევ უფრო გაიზარდ. ახლა მისთვის მეტი ანგარიში უნდა გაეწიათ,
ერთის მხრივ, ლათინთა იმპერიას, რომელმაც ბიზანტიის იმპერია შესცვალა და,
მეორე მხრივ, მცირე აზიის სელჩუკთა სამთავროებს.
რაკიღა მოწინააღმდეგეთა მთავარი ძალები დათრგუნეს, ქართველებისთვის
ახლა უფრო ადვილი იყო სამხრეთიით შორეული ლშქრობანი, და ილასქრებდნენ
კიდეც. ზოგჯერ ისე გაბედულ და ღრმა რეიდებს მოაწყობდნენ, მემატიანეც
გაკვირვებითა და ამავე დროს აღფრთოვანებით შენიშნავს, ქართველებს ამ სიშორეს
უწინ არასოდეს ულაშქრიათო... ქართველებმა მიაღწიეს სამხრეთის ისეთ შორეულ
ქალაქებს, როგორიც იყო მემატიანი, თავზირი, ყაზვინი...
მაგრამ ეს ცოტა უფრო მოგვიანებით მოხდა.

იმ ხანებსი - ესე იგი, ტრაპიზონის იმპერიის დაარსების სემდეგ ერთი-ორი


წლის განმავლობაში, საქართველოს სამეფო კარმა გადაწყვიტა, აეღო სამხრეათის
შედარებით უფრო ახლო მდებარე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი.
ეს იყო კარი ანუ ყარსი, და მას საქართველოსათვის განუზომლად დიდი
მნისვნელობა ჰქონდა როგორც პოლიტიკურ-სტრატეგიული, ისე ეკონომიკური
თვალსაზრისითაც. საკმარისია გავიხსენოთ, რომ იგი დიდ სავაჭრო-საქარავნო
გზაზე მდებარეობდა; ამ ქალაქ\ის დაკარგვით მტერს ხელიდან ეცლებოდაქ ერთ-
ერთი მთავარი პლაცდარმი საქართველოს წინააღმდეგ. მრავალისმეტყველია თვით
სახელწოდებაც -
კარი.
ამას რომ გავითვალისწინებთ, აღარ გაგვიკვირდება ისე დიდი ბრძოლები, რაც
ამ ქალაქისთვის გაიმართა. ქართველებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს და გარე სამყაროს
მოწყვიტეს, მაგრამ მისი აღება მაინც გაძნელდა. ეტყობა, ქართველი მეფე ზედმეტი
სისხლის დაღვრას მოერიდა; როგორც უკვე ითქვა, სავაჭრო გზაზე მდებარეობდა,
მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, კარგად გამარჯვებული ციხე-ქალაქი... თავ, ქართული
სარდლობა დარწმუნებული იყო, რომ დღეს არა, ხვალ-ქალაქი მაინც დანებდებოდა...
ამიტომაც ჯიქურ მიხდომასა და ბევრი ნსისხლის ღვრას დაცდა ამჯობინეს...
მაგრამ მოწინააღმდეგესაც როდი ეთმობოდა... და დიდხანს იყო ქალაქი ასე
ალყაში მოქცეული; ძალან დიდიხანს: დრო გადიოდა. ქართველები იმის იმედს არ
ჰკარგავდნენ - მტერი წინააღმდეგობის გაწევის უსაფუძვლობას მიხვდება და
დაგვნებდებაო. ხოლო ქალაქის მესვეურები სამხრეთიდან თავიანთი თანამოძმეების
დახმარების იმედით იყვნენ...
დახმარება იგვიანებდა, ქალაქის ბინადართა მდგომარეობა კი რაც დრო
გადიოდა, სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ბოლოს, ქალაქის ამიერას,
ეტყობა, გარედან დახმარების იმედი გადაეუწყდა და ქართველებს ზავი სთხოვა.
გაიმართა მოლაპარაკება. როგორც არაბი ისტორიკოსი გადმოგვცემს, ქართველებს,
ურთიერთშეთანხმების მიხედვით, ფული გადაუხდიათ და ქალაქში შესულან.

443
მეფემან აიღო და მიითუალა კარი და დაუტოვა კარის მცველად ახალციხელი ივანე
და აჩინა მონაპირედ, წერს ქართველი მემატიანე. მეორე მემატიანე უფრო
აკონკრეტებს ამ ცნობას: ქალაქი თავად კი არ ჩაუბარებია თამარს შვილისთვის
მიუნდვია:

უბრძანა ძესა თვისსა გრიგორის, რათა შევიდეს და თვით მოითვუალოს ქალაქი და


ციხე.
კარი ქართველებს 1206 წელს აუღიათ.
მკითხველის ყურადღება უნდა შევაჩეროთ ერთ მნიშვნელოვან გარემოზე.
დავით აღმაშენებლისგან განსხვავებით, რომელიც ბრძოლით აღებულ ქალაქს
უშუალოდ შეიერთებდა და საქართველოს სამეფო ტახტს უმორჩილებდა ხოლმე,
თამარი ყმადნაფიცად იხდიდა დაპყრობილ ქვეყნებს და ქალაქებს. ქალაქი კარი კი
გამონაკლისი გახლდათ; იგი უშუალოდ შემოიერთა ქართველმა მეფემ. მემატიანე
ამას კარის მოქალაქეთა თხოვნით ხსნის. კარის მეციხოვნენი
ითხოვდეს მშვიდობასა და ფიცსა, რათა არა განსცეს კარი, ვითარ ანისი და დვინი,
არამედ სამეფოს დაიმჭიროს. ამისთვის მისცა სიტყუა მტკიცე... და ესე ერთი ქალაქი
და ციხე თვისად დაიმჭირა, მათ ყოველთაგან, რომელნი აიხუნა ზორაკერტით
რახსამდის, გაგით განძამდის და ჯავახეთით სპერამდის.
როგორც ვხედავთ, კარელებს თავად უთხოვიათ, ჩვენი ქალაქები შეიერთეთო;
ეს ალბათ მართლაც ასე იყო; მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რაკი კარს
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ეკონომიკურ-სტრატეგიული
თვალსაზრისით, ქართველი მეფე თვითონვე იქნებოდა დაინტერესებული მისი
შემოერთებვისთ.
ამრიგად, ბასიანის ომოც, ტრაპიზონის დაარსებაცა და კარის აღებაც - ეს სამი
დიდი მოვლენა - თითქმის ზედიზედ ერთმანეთის მიყოლებით მოხდა. ოღონდ,
როგორც ითქვა, ისტორიულ წყაროებში ამ მოვლენათა ქრონოლოგიურთა
თანმიმდევრობა სხვდასხვა გვარად არის მოცემული და თანამედროვე მეცნიერები
სხვადასხვაგვარად ვარაოდობენ. ჩვენ აქ ის ვარიანტი ავირჩიეთ, ანუ იმ
ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას მივეცით უპირატესობა, რომელიც ამბების
განვითარების მიხედვით, უფრო ლოგიკური გვეჩვენა.

4
როცა სამხრეთით წარმოებულ ბოლო ბრძოლებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ ტერიტპორიის დიდი ნაწილი აქ სომხური იყო, სომხური
ტომებით დასახლებული. ამჟამად მტერს ჰქონდა დაპყრობილი ეს მიწა-წყალი და
აქაური მკვიდრი მოსახლეობაც მტრის უღელში გმინავდა. დამპყრობლის
ჩვეულებრივი უღლის სიმძიმეს ისიც ემატებოდა, რომ სელჩუკთა ცალკეული
სამთავროებს გაუთავებელი ურთიერთბრძოლები ჰქონდათ და ამ ბრძოლებში
ადგილობრივი მოსახლეობაც იჟლიტებოდა. ამდენად, ქართველების მიერ
სამხრეთით მოწყობილი ლაშქრობანი მოძმე ერისათვის დახმარების ხელის
გაწვდენაც იყო, უახლოესი მეზობლისა და მეგობრის მიმართ ვალის მოხდა. და ამას
მაშინვე ასე აფასებდა სომეხი ხალხი. ზემოთ რამდენჯერმე შევნიშნეთ კიდეც,
როგორ მადლიერებით მოიხსენიებენ სომეხი მემატიანეები ქართველების ამ ძმურ
დახმარებას.
თავისუფლებისმოყვარე სომეხი ხალხი, რაღა თქმა უნდა, არ ურიგდებოდა
თავის მდგომარეობას და ზოგჯერ აჯანყებები იფეთქებდა ხოლმე. ასეთ დროს მათ

444
მუდამ ძველი მეზობლის დახმარების იმედი ჰქონდათ. და ქართველებიც მუდამ
მზად იყვნენ საშველათ. ერთ ასეტ ამბავს გადმოგვცემენ სომეხი და არაბი
ისტორიკოსები.რამდენადაც ამ ამბავს საინტერესო ეპიზოდიც ახლავს,
დაკავშირებული ქართვე მხედართმთავართან, თავს ნებას მივცემ, მოვუთხრო იგი
მკითხველს. ეპიზოდი სხვადასხვა ისტორიული წყაროს განსხვავებული დეტალებით
გადმოუცია. აქ ისე მოგითხრობთ, როგორც არაბ ისტორიკოსს ზაქარია ყაზვინს აქვს
გადმოცემული. ივანე ჯავახიშვილი სწორედ ამ ვარიანტს აძლევს უპირატესობას. (
ეპიზოდი ამოწერილი მაქვს ყაზვინის წიგნიდან - ცნობები საქართველოსა და
კავკასიის შესახებ, რომელიც ო. ცქიტიშვილმა თარგმნა და გამოსცა).
ეს იყო 1210 თუ 1211 წელს სომეხი მოსახლეობის აჯანყება დამპყრობელებმა
ჩააქრეს და სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყებულებს. ქართველი მხედრობა
მისაშველებლად გაემართა. მათ ბრძოლით აიღეს არჭეში და გეზი ხლათისაკენ
დაიჭირეს.
ეს ქალაქები ვანის ტბის მახლობლად მდებარეობს.
ხლათის გამგებელმა რომ გაიგო, ქართული მხედროიბა ქალაქისაკენ მიდისო,
მარად შეშინდა და ჩაიკეტა, ცხვირი აღარ გამოუყვია გარეთ. ქართველებმა ალყა
შემოარტყეს ქალაქს და შეტევის წინ შეისვენეს.
ქალაქს მდინარე ჩაუდიოდა. მდინარეზე ხიდი იყო. ქალაქის გუშაგებმა ხიდი
ჩაანგრიეს ჩუმად და ზედ თივა დააფარეს, თავად თითქოს დაიმალნენ, დაიცადეს:
ხიდზე რომ შედგებოდნენ ქართველი მეომრები, თივა, რაღა თქმა უნდა არ
დაიმაგრებდა და წყალში ჩაცვივდებოდნენ; ეს ქართველთა ჯარში პანიკას
გამოიწვევდა და მერე შეიცლება ყველაფერი სასურველად დამთავრებულიყო.
ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური სამხედრო ეშმაკობა მოუგონია
მოწინააღმდეგეს. იმდენად მარტივი ხრიკი იყო, ალბათ იმედი არც ჰქონდათ,
ბრძოლაში გამოცდილ-გამობრძმედილი ქართველი სარდალი თუ წამოეგებოდა;
ივანე მხარგრძელი წამოეგო და ამას, ეტყობა, ხელი შეუწყოასევე მარტივმა
გარემოებამ.
ქართველ სარდალს თან ვარსკვლავთმრიცხველი ხლებია.
ვარსკვლავთნრიცხველმა თითქოს პატრონს ურჩია ახლავე თუ ამხედრდები და
შეუტევ, დაღამბამდე ხლათი ტახტზე შენ დაჯდებიო. სარდალს სჯეროდა თურმე
თავისი ვარსკვლავტმრიცხველისა. ახლა შემთვრალიც ყოფილა, და მათ დაუჯერა.
ამიტომ ბევრი აღარ უყოყმანია, მოახტა ცხენს და ქალაქის ბჭისკენ გაქუსა.
ვარსკვლავთმრიცველის სიტყვებით წაქეზებულმა ასე საალბედოდ გაიხადა საქმე.
ხიდზე რომ შედგა, თვისითვე ყურადღება არ მიუქცევია;ცხენს ფეხი ჩაუვარდა
და მხედარი პირაპირ მდინარეში ჩაეშვა.აქ გუშაგები გამზადებულები იყვნენ 
სტაცეს ხელი და ქალაქში გააქანეს ნუ მომკლავთო, ივანემ მიმართა თითქოს
გუშაგებს, მე ქართველი სარდალი ვარო. შეიყვანეს და ტახტზე დასვესო, ყაზვინი
გადმოგვცემს...
თუ ამ ცნობებს ვირწმუნებთ, ვარსკვლავთმრიცხველის სიტყვები
გამართლებულა: ჯერ არ დაღამებულიოყო და ქართველი სარდალი უკვე ხლათის
ტახტზე იჯდა.
მაგრამ ვაი ამ ჯდომას: მოლაპარაკება გაიმართა და ვარსკვლავთმრიცხველის
წინასწარმეტყველება კარგა ზვირი დაუჯდა ქართველ სარდალს; შეთანხმბის
მიხედვით, მან გაათავისუფლა ყველა ტყვე და დიდძალი ფულიც გადაიხადა. თან
მრავალწლიანი საზავო ხელშეკრულება დადო და მხოლოდ ამის შემდე
გაათავისუფლეს.
445
სომეხი მემატიანის ცნობით, მსახურთუხუცესმა ივანემ თურმე ისიც აღუთქვა
ხლათის გამგებელს, ჩემს ქალს ტამთას სულთანს მივათხოვებო, და პირობა კიდეც
შეასრულაო.
გალაშქრებათა ამბავს ყველას არ ჩამოვთვლითო, ვთქვით, მაგრამ გული არ
მაძლევს, არ გავიხსენო კიდევ ერთი ლაშქრობის ისტორია, საიდანაც კარგად ჩანს,
ჯერ ერთი, ის, რომ
ქართველთა სრული ძლევამოსდილების
დროსაც კი ( ასე ახასიათებს ავანე ჯავახიშვილი ჩვენი ქვეყნის მაშინდელ
მდგომარეობას), ჩვენს ხალხს არ შეიზლებოდა ერთი წუთით მოედუნებინა
სიფხიზლე - მტერი მუდამ მზად იყო გამოსალაშქრებად, ხელსაყრელ შემთხვევასღა
ალოდა; და ჩანს აგრეთვე ქართველთა მეგობრული ერთგულება მეზობლი ხალხის
მიმართ.
ამ დროს დავით სოსლანი უკვე ცოცხალი აღარ არის. მემატიანე სწორედ ამ
ამბის წინ გვაუწყებს:

მოიწია მწუხარება, რამეთუ მიიცვალა სოსლან დავით, კაცი აღსავსე ყოვლითა


სიკეთითა, საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განშუენებული, ხოლო
წყობათა და ომთა შინა მხნე ვინმე, გულოვანთაგანი, უხვი და მდაბალი სიკეთე
აღმატებული...
მტერი გაფაციცებით ადევნებდა თვალს საქართველოში მიმდინრე ამბებს.
დავითის გარდაცვალეა რომ გაიგეს, გაეხარდათ, გული მოიცეს: ქართულ მხედრობას
მამაცი და გამოცდილი წინამძღოლი მოუკვდა!.. მაგრამ ისიც კარგად იცოდნენ, რომ
გამოცდილი და გუალადი სარდლები სხვებიც ჰყავდა ლაშქარს: ძმები ზაქარია და
ივანე მხარგრძელნი, შალვა ახალციხელი, მისი ძმა ივანე,
სხვანი თორელნი... ამიტომ მაინც სიფრთხილე მართებდა.
და, აი, თამარი დიდმარხვაში გეგუთს გაემგზავრა;
მხარგრძელნი ორივენი მეფის წინაშე იყუნეს. აღდგომა მოახლოებული და
სარდლები, ეტყობა, გეგუთშივე შეხვდნენ თავიანთ დიდ დღესასწაულს. ეს
არდებილის სულთანმა გაიგო და გადაწყვიტა, ხელსაყრელი დრო არ გაეშვა. სანამ
ქართველი მეფე და სარდლები გეგუთში აღდგომას იდღესასწაულებდნენ, მან მეტად
მზაკვრული საქმე ჩაიდინა: სწრაფად სეყარა ჯარი და ანისისაკენ გაემართა.
ფრთხილად მიდიოდა -
წარმოვიდა და აღავლო რახისის პირი და უგრძნობლად ( შეუმჩნევლად, ფარულად)
მოვიდა ანისა; გზა-გზა არავის ავნო, და სწორედ დიდ შაბათს, როცა ანისის
საკათედრო ტაძარი ხალხით იქნებოდა სავსე... მაგრამ მემატიანეს მოვუსმინოთ:

და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა ( ზარი დააგუგუნეს) და განახუნეს


კარნი ქალაქისანი, მყის მიეტევნეს კარსა ქალაქისასა, შეუტევნეს ცხენი... და შევიდეს
ქალაქად. იწყეს ხოცად, კვლავად,ტყუეობად. უმრავლესი ერი იყო ეკლესითა შინა...
ერთი ბევრი და ორი ათასი კაცი ( ესე იგი , თორმეტიათასი კაცი) ეკლესითა შინა,
ვითარ ცხვარი, დაკლეს, თვინიერ მისსა, რომელი უბანთა და ფოლოცთა შინა
მოიკლა. ესოდენ მძვინვარედ მოაოხრეს ანისი და სავსსენი ტყვითა და ალაფითა
მიიწივნეს შინა...
ისევ დიდებული ანისი გახდა მათი საშინელი მხეცობის მსხვერპლი.
მთელი კვირა გავიდა ამ ამბის შემდეგ და მხოლოდ მაშინ,
ახალ-კვირიაკეს, გაიგეს თამარ მეფემ და მხარგრძელებმა.

446
ესმა და დიდად დამძიმდეს და მწუხარებამან მოიცვნა, და რამაცა ყვეს, არა უწოდეს;
გულნი მათნი ცეცხლებრ ენათებოდა...

მხარგრძელებმა მეფეს სთხოვეს ჯარის წვევისა და გალაშქრების ნებართვა და


მეფემაც ნება დართო...
ქართველმა სარდლებმაც სიფრთხილე იხმარეს - მთელ საქართველოში არ
შეუკრებიათ ჯარი, მზადების ამბავი მტერმა არ გაიგოსო. წაიყვანეს მხოლოდ მესხნი,
ტორელნი, თმოგველნი, ჰერ-კახნი სომხითარნი; ანისს შეიყარნენ და იქიდანვე
დაიძრნენ სალაშქროდ... წინასწარვე გამოზომს და იმ დროს ჩავიდნენ არდებილს,
როცა იქ
აიდი
ანუ თავიანთი აღდგომა ჰქონდათ... და როგორც კი ქადაგმა ქადაგება დაიწყო და
გახშირდა მუხთა ყივილი, შეიჭრა... სულთანი მოკლეს, მისი ცოლ-შვილი ტყვედ
წამოასხეს,
ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიზგითთა შინა მოკოლეს, ვითარ მათ ყვეს ანასისა
ეკლესიასა შინა; სხუა უმრავლესი ერი მოსწყვიტეს და სხუა ტყუე-ჰყვეს . მერე იმავე
გზით გამობრუნდნენ და ისევ ანისს მოვიდნენ.
თავი მეათე.

1.

ძალიან გაგვიგრძელდა ომების ჩამოთვლა და აღწერვა. მართლაც, რამდენი ომი და


ბრძოლა გადაუხდია ქართველ ხალხს თამარის ზეობის შედარებით მოკლე
პერიოდში!.. ეცნობი ამ წყაროებს და თითქოს შორიდან დაძრული გაბმული საომარი
ყიჟინა სწვდება სმენას, ბუნდოვნად ჩაგესმის ხმლის განუწყვეტელი ჩახაჩუხი,
ისრების ზუზუნი, ყალყზე შემდგარი ცხენების ჭიხვინი... ასეული წლების წინ
გადახდილი ომების ექო არა წყდება, ტალღებად მოდის, რათა სულ ახალ და ახალ
თაობებს განაცდევინოს უცნაურად შერეული გრძნობა გამარჯვებათა სევდაგარეული
სიხარულისა, დამარცხებათა სიმწარისა, შეცდომათა სინანულისა, სულის
გაუტეხაობის სიამაყისა...
სულ ბრძოლა, სულ შემართული ხმალი და მოზიდული მშვილდი... სხვას თითქმის
არაფერს ვხვდებით მემატიანეების მონათხრობში... თითქოს საგანგებოდ დაესახოთ
მიზნად, მხოლოდ ერთი მხარე გვაჩვენონ ჩვენი შორეული წინაპრების ცხოვრებისა.
თითქოს მეორე მხარე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო არც
არსებულიყოს.... ხალხის ყოფა, შემოქმედებითი შრომა, შენება, ახლის შექმნის
სიხარული... თუნდაც ჩვეულებრივი ურთიერთობა ადამიანებისა – ან ერთმანეთს
როგორა ხვდებოდნენ, ან როგორ შრომობდნენ, რა ცხოვრებისეული ინტერესები
ჰქონნდათ, რითი სულდგმულობდნენ, რა ჭირნახულს იწევდნენ, სუფრას როგორა
შლიდნენ, როგორ ილხენდნენ, რითი ერთობოდნენ, ავადმყოფებს და სნეულებს
როგორ მკურნალობდნენ, მიცვალებულს როგორ დაიტირებდნენ... ამას იქ ვერ
შევხვდებით, მოღალატე ფეოდალების მიერ გაჩაღებული შინა ბრძოლები, მარტო
მეფეთა ცხოვრება და ქება... აგერ, თუნდაც ,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი,
,,ცხოვრება მეფეთმეფისა .... სათაურებიც კარგად გამოხატავენ თხზულებათა
შინაარს, რომელთაც ეს-არის გავეცანით!..

447
ამ თხზულებათა ავტორები ეპოქის შვილები იყვნენ, თავისივე აღწერილ ომებში
მონაწილეობდნენ, სამეფო საბჭოს ესწრებოდნენ, იქნებ შინა ბრძოლებშიაც იყვნენ
ჩარეული, ხალხში ტრიალებდნენ, ხალხის ყოველდღიურ სიხარულსა და მწუხარებას
თვითონვე განიცდიდნენ, იმ დიდი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, სხვებთან ერთად
თვითონვე ქმნიდნენ ცხოვრებას... მათზე კარგად ვის შეეძლო გადმოეცა ჩვენი
ხალხის ყოფა, ყველაფერი ის, რაც ასე საინტერესო გამხდარა დღევანდელი
ადამიანისათვის!..
მაგრამ არა, საჭიროდ არ ჩაუთვლიათ, ცხოვრების ეს მეორე მხარე ნაწილობრივ მაინც
აეწერათ და შთამომავლობისათვის შემოენახათ.
და რა მწირი და ცალმხრივი იქნებოდა ჩვენი წარმოდგენა ქართველი ხალხის
მაშინდელ ცხოვრებაზე, სხვა წყაროებით რომ არ ხერხდებოდეს მისი შევსება!.. რომ
არ ხერხდებოდეს ისეთი დეტალების გამომჟღავნება, და გამოვლენა, რომლებიც იქნებ
ყოველთვის სრულს არა, მაგრამ მიახლოებით წარმოადგენას მაინც გვიქმნის
მაშინდელი ცხოვრების ცალკეულ მხარეებზე. ასეთი ფაქტები თანდათანობით
გამოდის სამზეოზე და ჩვენი წარმოდგენაც მაშინდელ ყოფაზე სულ უფრო და უფრო
ივსება და მდიდრდება.
ზემოთ უკვე ითქვა, როგორი შუქი მოჰფინა სამეფო საბჭოს ცხოვრებასა და
საქმიანობას ერთმა ძველმა, ჩვენამდე არასრულად მოღწეულმა ხელნაწერმა, უფრო
სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ხელნაწერის ცალკეულმა ფურცლებმა, რომლებიც ის-
იყო ნაგვისთვის უნდა გაეტანებინათ, რომ ბედნიერი შემთხვევით იქ ქართველი
მეცნიერი არ შესწრებოდა და დაღუპვისაგან არ ეხსნა.... ვნახეთ, როგორ შემთხვევით
წააწყდა მეორე მეცნიერი ქვას, რომელმაც ძველი ძვირფასი წარწერა შემოგვინახა და
ცხოვრების კიდევ ერთი კუთხე გაანათა...
თანამედროვე მკვლევარი ნიკოლოზ კვეზერელი-კოპაძე, რომელმაც საინტერესო
გამოკვლევა მიუძღვნა ძველი საქართველოს გზებსა და ხიდებს, ერთ მნიშვნელოვან
ამბავს მოგვითხრობს.

შვენი საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს გრემის ნაქალაქარას სწავლობდა


თელავის ისტორიულ-გეოგრაფიული მუზეუმის მაშინდელი დირექტორი, პედაგოგი
ალექსანდრე მამულაშვილი. მან შეისწავლა ძველი ქალაქის წყალსადენი, წყალსაცავი,
აბანო...
უყვარდა ამ კაცს თავისი ხალხის ისტორია, უყვარდა საქმე, რომელსაც
ემსახურებოდა, და ადვილად გასათვალისწინებელი სიძნელეების მიუხედავად,
დიდი მოთმინებითა და გულმოდგინებით სწავლობდა ძველ ნაქალაქარს. დღე და
ღამე გრემში იყო, ოქ ტრიალებდა, ეძებდა, თხრიდა, აკვირდებოდა, აგროვებდა...
და ამ ძიების დროს, ბარით მიწას რომ ჩიჩქნიდა, ისეთ რამეს წააწყდა, რასაც იმ დროს
არ ეძებდა და იქ არც ელოდა. ბარი მოხვდა მიწით დაფარულ, მტკიცედ ნაგებ
კედელს... მაგრამ თითქოს კედელსაც არა ჰგავდა...

იგი დაინტერესდა და გვერდებიც მოუთხარა. კედელი გრძელდებოდა. და უცნაური


ის იყო, რომ ძალიან განიერი ჩანდა. ამსიფართე კედელი აქამდე არც ენახა და არც
გაეგონა.
ივანე ჯავახიშვილი ცოცხალი ბრძანდებოდა მაშინ და თელავის მუზეუმის
დირექტორმა მას აცნობა ახალი აღმოჩენის ამბავი. დიდი მეცნიერი საოცარი
გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა და, რაღა თქმა უნდა, ყურადღებით მოუსმინა
მუზეუმის დირექტორს. მაგრამ ზეპირად რისიმე თქმა ძნელი იყო,

448
დირექტორისეული აღწერის მიხედვით კი მართლაც კედელსა ჰგავდა. ადგილზე
ჩასვლა და შემოწმება, სამწუხაროდ, აღარ დასცალდა მეცნიერს. იგი ამის შემდეგ
მალე გარდაიცვალა.
თელაველმა ენთუზიასტმა თავად განაგრძო ძიება. ეს ხდებოდა 1940 – 1941 წლებში.
ამასობაში ომი დაიწყო და ფართო მასშტაბის ძიება, რაღა თქმა უნდა, შეუძლებელი
გახდა. ენთუზიასტი მკვლევარი მარტოდ განაგრძობდა მუშაობას და მიხვდა, რომ
იგი შემთხვევით წააწყდა უძველეს გზას. თელაველი პედაგოგი ჯერ მხოლოდ ერთ
პატარა მონაკვეთს ხედავდა და აშკარა იყო, რომ გზა ლაგოდეხისაკენ მიემართებოდა;
გრემს ლაგოდეხთან აკავშირებდა... უფრო გაბედული ვარაუდი, რომ ეს იყო არა
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, არამედ დიდი სავაჭრო – საქარავნო მაგისტრალი,
რომელიც თბილისს, გრემის გავლით, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის შარვანის
ქალაქებთან, კერძოდ შემახასთან აკავშირებდა, – მაშინ ძნელი იყო... ამას მერე მიხვდა
მკვლევარი.

და როცა ეს გაბედული ფიქრი აღეძრა, იგი ამ საქმის სპეციალისტს ნიკოლოზ


კვეზერელ – კოპაძეს დაუკავშირდა. აქვე მოვიტან ადგილებს მისი კერძო წერილიდან,
რომელიც ნ. კვეზერელ – კოპაძემ გამოაქეყნა:
ეს არის ,, გზა გრემიდან ლაგოდეხის მიმართულებით მიმავალი, ზოგან ზედ
ქვითკირის ბოგირით (თაღი) , ზოგან ქართული, შავად გამომწვარი აგურით
დაგებული . ეს გზა მიემართებოდა დაახლოებით 10 – 12 კილომეტრზე. მე თვითონ
მოვთხარე სიგანით სამ მეტრამდე. ისე მკვიდრად ნაგებია, რომ ტყეში ხეივანივით
გამოიყურება. ზედ ბალახი ამოსულა... გავთხარე გზა ათიოდე ალაგას და მაინც ვერ
მოვათავე, რადგან მისი კვალი სცილდება საქართველოს ახლანდელ საზღვრებს. მისი
(აგურით ნაგები გზის) კვალი კარგად ეტღობა, განსაკუთრებით შემოდგომას, როცა
სახნავები ხნულებით გადაშაებულია და ზედ აგურის გზის ნაფხვენი კვალი ეტყობა
წითლად. მე– 12 კილომეტრზე გავყევი ამ გზას ყვარლის რაიონის ახალსოფლიდან
ლაგოდეხის რაიონის მდინარე კაბალამდე. მეტი ვეღარ შევძელი დიდი სიცხის,
კოღოების და სხვათა გამო. ამას შემდეგ გავაგრძელებ .
მაგრამ აღარ დასცალდა განზრახვის შესრულება, იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ოღონდ იმ გზიდან წამოღებული ორი ბრტყელი, კვადრატული აგური, რომლის
სისქე 8 სანტიმეტრს უდრის, ხოლო სიგრძე და სიგანე 50 – ს, თელავის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიუტანია და დღესაც შეგიძლიათ იხილოთ მოკლე
წარწერით : ნაპოვნია ძველ სავაჭრო გზაზე სოფელ ახალსოფლის მახლობლად.
სხვათა შორის ასეთი აგური (,, ქართული კვადრატული აგური ) ბევრი გაუზიდავთ
ადგილობრივ მცხოვრელებს: რა ენაღვლებოდათ – ლამაზი, მკვრივი, მზამზარეული
სამშენებლო რომ ჰქონდა, ეს არც ესმოდათ და დიდად არც დაგიდევდნენ.
ეხლა გავშალოთ ამიერკავკასიის ძირითადი საგზაო მარშრუტების რუკა, რომელიც
ლევან ჭილაშვილს თავის წიგნში აქვს მოცემული და მოვძებნოთ ეს მონაკვეთი
ძველი გზისა, თელაველი პედაგოგი შემთხვევით რომ წააწყდა.
არ გაგვიჭირდება მიგნება. აქ ჩვენ მართლაც ვხედავთ დიდ სავაჭრო მაგისტრალს,
რომელიც თბილისიდან გამოდის და კახეთის გავლით ბარდავისკენ მიემართება;
ბარდავიდან ეს გზა შემახიისკენმიდის, მერე კი ჩრდილოეთისკენ აუხვევს და
დარუბანდის გავლით ჩრდილოეთის ქვეყნებს უკავშირდება.

აი, რომელი მაგისტრალის მონაკვეთს წააწყდა თელაველი მკვლევარი.

449
საგზაო მარშრუტების რუკა, რომელიც ერთი კონკრეტული შემთხვევის გამო
გავშალეთ, ძალიან საინტერესო და საგულისხმო გამოდგა. აქ თვალსაჩინოდ ჩანს,
როგორ არის დასერილი მაშინდელი ამიერკავკასიის ტერიტორია დიდი სავაჭრო
მაგისტრალებით და ეს გზები თითქოს თბილისში იყრის თავს – თბილისში
შემოდის და თბილისიდან გადის. კვეხნაში თუ არ ჩამოგვერთმევა, შეგვეძლო
საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი შემოგვეთავაზებინა იმ ეპოქის
თბილისზე – ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ყველა დიდი
სავაჭრო გზა თბილისიდან გადიოდა და თბილისში იყრიდა თავს.
ამაზე გაკვრით ზემოთაც გვქონდა საუბარი. რამდენჯერმე აღვნიშნეთ ის დიდი
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, რაც მასინდელ საქართველოს მეზობელ და
შორეულ ქვეყნებთან ჰქონდა. შევნიშნეთ, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეს
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ქვეყნის მმართველები. ამას რომ
ვლაპარაკობდით, თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ბევრი დიდი სავაჭრო გზა
სერავდა ჩვენს ქვეყანას რა თქმა უნდა, ამისი კიდევ ერთხელ გახსენება, როგორც
ხალხის მაღალი კულტურის დამადასტურებელი ერთ-ერთი ნიშნისა, ზედმეი არ
არის, და, ამდენად, არც გასაკვირვია, ამაზე რომ შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება.
მაგრამ ახლა ჩვენ სხვა რამე უფრო გვაინტერესებს.
გზებიც არის და გზებიც! იქნებ მოვახერხოთ და ვნახოთ, როგორ უვლიდნენ, რა
შრომასა სწევდა ჩვენი ხალხი ამ გზების აგება – მოვლაზე... ამას თუ მოვახერხებთ, ამ
კუთხითაც თუ შევხედავთ ქართველი ხალხის შრომითს კულტურას, ეს,
თავისთავად, მაშინდელი საერთო კულტურის დონეზეც კარგად მიგვანიშნებს,
რადგან კარგად მოვლილი გზები ხალხის საერთო მაღალი კულტურის ერთ-ერთი
დადასტურებაა.
თუ როგორი იყო იმდროინდელი გზები, როგორ აგებდა მას ჩვენი ხალხი, ამის
თვალსაჩინო სურათს თვით იმ გზათა ნაშთები გვაძლევენ, რომელთაც საუკუნეების
სქელი მტვერი გადაფარებიათ და დროდადრო ხან სად წავაწყდებით და ხან სად. ამის
სურათს იმ გზის მონაკვეთიც გვაძლევს, რომელსაც თელაველი მკვლევარი ჩვენი
საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულში წასწყდომია. მასვე მოვუსმინოთ:

,,... სიგანე აგურის ფხვნილის ყრილისა 3 მეთრამდეა. მის აქეთ-იქით ნახევარი მეტრი
ჩვეულებრივი ყრილია წვრილი კენჭებისა. ამას აწეთ-იწით უნდა ჰწონოდა თხრილი.
ამაში მარწმუნებს გზის პროფილი: იგი ამოზნექილია. გზის სიმაღლე მინდვრის
ზედაპირიდან ჭაობნარში ზოგან 70 სანტიმეტრისაა. ჭაობნარში ჩაყრილი ყოფილა
უსწორმასწორო ფორმის თიხის გუნდები წითლად გამომწვარი. ასეთების ნიმუშები,
ადამიანის თავის ოდენა, მუზეუმში მოვიტანე... ბოგირის მისასვლელი
ამაღლებულია, როგორც ახლაა მიღებული გზის მშენებლობაში... ნაფხვენი აგურის
ფენა ზოგან 30 სანტიმეტრის სისწისაა, ზოგან 20-25 სანტიმეტრისაა ...
ამ პატარა მშრალი ანგარიშიდანაც კი, ვფიწრობ, კარგად ჩანს, რა შრომა გაუწევია
ხალხს, რა ჯაფითა და მონდომებით უშენებია და როგორი გზა გაუყვანია.
დავაკვირდეთ გამოთქმებს: ,,ადამიანის თავის ოდენა წითლად გამომწვარი თიხის
გუნდები
... ,, გზის აქეთ-იქით გაჭრილი თხრილი . ალაგ- ალაგ ,, 70 სანტიმეტრი სიმაღლე
გზისა ... ხიდთან სათანდო შემაღლება, ,, როგორც ახალაა მიღებული... ,, 30
სანტიმერი სისქის ნაფხვენი აგურის ფენა... სიმაგრისათვის დაფენილი 8
სანტიმეტრის სისქის შავად გამომწვარი ქართული აგური....

450
თითქმის იმავე ხანებში, როცა თელაველი პედაგოგი და მკვლევარი გრემის
მახლობლად გზის მონაკვეთს წააწყდა, დიდი არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა
დმანისის მიდამოებში, როგორც უკვე ვიცით. დმანისი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ
ცენტრს წარმოადგენდა. მასზე გადიოდა დიდი სავაჭრო-საქარავნო გზა და
პოლიტიკურ-სტრატეგიული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.
აქ მეცნიერთა დიდი ჯგუფი მუშაობდა. საერთო ხელმძღვანელი ივანე ჯავახიშვილი
გახლდათ, კონსულტანტად კი მოწვეული ჰყავდათ გიორგი ჩუბინაშვილი. კვლევის
ვრცელი ანალიზი და ანგარიში დაგვიტოვა ისტორიკოსმა ლევან მუსხელიშვილმა. ამ
ანგარიშიდან ამჟამად გვაინტერესებს ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის აღწერილობა. უნდა
ვივარაუდოთ, ასეთივე იქნებოდა მთავარი გზაც, რომელიც აქ გადიოდა და
რომელსაც ბოლო დრომდე შემორჩა ძალია საინტერესო და დამახასიათებელი
სახელი – ,,აქლემის გზა .
,,...შემდეგ იწყება ნაგლეჯი ქვებით მოკირწყლული ქუჩა, – წერს ლევან
მუსხელიშვილი, – ... ხუთიოდე მეტრის მანძილზე შენახული ქვაფენილი მეტად
დაზიანებულია... კარის ქვაფენილსა და ქუჩის ქვაფენილს შორის აქ ჩვენ ხრეშით
ამოვსებული, 40-დე სანტიმეტრის სიგანის ხარვეზი დაგვხდა. ეს ხარვეზი
საშუალებას გვაძლევს, ზედმიწევნით შევისწავლოთ ქვაფენილის ნაგებობა. ქუჩა აღმა
მიდის საკმაოდ დიდი დაწანებით. მისი ქვაფენილი, დაგებული აგრეთვე პიტალო
კლდეზე. კარის ქვაფენილს ებჯინებოდა, რომელიც არ უშვებდა ქვებს, რომ წინ
გადმოვარდნილიყო. მოზრდილი ნაგლეჯი ქვები ისეა და ქვას შორის ხანებში
ჩაყრილია ხრეში და ქვები ისე მჭიდროთაა ერთმანეთი ჩაჭედილი, რომ მათი
ადგილიდან დაძვრა ყოვლად შეუძლებელია. ამ მარტივი საშუალებით მიხწეულია
ისეთი სიმტკიცე, რომ ქუჩა დღესაც ისევ დგას, როგორც ??? საუკუნეში იდგა ...
გვერდებიდან ქუჩას ქვის კედლები მიჰყვება ...
ამ ორი გზის ზემოთმოტანილი აამ ორი გზის ზემოთმოტანილი აღწერილობიდან,
კარგად ჩანს არა მარტო ის, თუ რა განუსაზღვრელად დიდი შრომითა და
სიყვარულით უშენებია ჩვენს ხალხს გზები, არამედ ისიც, თუ რა მნიშვნელობას
აძლევდნენ ჩვენი წინაპრები გზებს წვეყნის კულტურულ-ეკონომიკური
განვითარებისათვის.
ალბათ ყურადღება მიაწციეთ: ორჯერ გავიმეორეთ თელაველი პედაგოგის ლერძო
წერილში მოტანილი ფრაზა, ,,როგორც ახლაა მიღებულიო , ეს იმას ნიშნავს,
რომ გზების შენების ტექნოლოგია, რაც ჩვენ წინაპრებს რვა საუკუნის წინათ ჰქონიათ,
დღემდე არ მოძველებულა. ეს ხომ მტკიცედ ნაგები თანამედროვე გზატკეცილებია!...
და ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო დაკვირვება იქცევს ყურადღებას ნ.
კვეზერელი-კოპაძის წიგნში. აქ მოტანილია ცნობა ერთ-ეერთი საგზაო ჟურნალიდან,
სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ინგლისსა, პოლონეთსა, ჩეხოსლოვაკიასა და ფინეთში
საინტერესო ცდა ჩაუტარებიათ: ,,ნესტიან ამინდში გზებზე ტენიანობის რამდენადმე
შემცირების მიზნით
ხის ნაცარი გამოუყენებიათ.
ამ ცნობას იმიტომ მიუქცევია ქართველი მკვლევარის ყურადღება, რომ მან იცოდა:
ასეთი ,,ცდები საქართველოში ასეული წლების წინათ ჩაუტერებიათ, ხის ნაცარს
ფართო გამოყენება ჰქონია გზის მშენებლობაში.
და საინტერესო ისიც არის, რომ ამ მნიშვნელოვან ფაქტს მკვლევარი ქართულ
ფოლკლორშიც შეხვედრია, ცნობილია ხალხური ლექსები თორღვაზე... და
რამდენიმე ლექსში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თორღვა ბეგარას კრეფდა:

451
ჩამოთვლილია, კერძოდ რა ბეგარას ადებდა ხალხს, და მათში საგანგებოდ არის
მოხსენებული ,,თითო ტომარა ნაცარი
(,,თქვენც უნდა მომცეთ, ფშავლებო, თითო შიშაგი ცხვარიო, თითო ტომარა ნაცარი,
თითო ბორაის მხარიო). მეორე ლექსში უკვე პირდაპირ არის მითითებული, რისთვის
სჭირდებოდა თორღვას ნაცარი: ,,...ფშავლებს დაადვა ბეგარა კვამლედ ნაცრიან
ცალიო, უზიდვიებავ თორღვასა. მაგით უშრიან გზანიო .
ნ. კვეზერელ-კოპაძე იქვე წერს : ,,იბადება კითხვა, რა თვისებების გამოა ვარგისი ხის
მერქნის ნაცარი ბუნებრივი გრუნტების გასაუმჯობესებლად? უნდა ითქვას, რომ ხის
ნაცარს აღნიშნული თვალსაზრისით ფრისდ საგულისხმო ფიზიკური თვისებები
აქვს, მას თითქმის სულ არ ახასიათებს პლასტიკურობა. მისთვის უცხოა ისეთი
უარყოფითი თვისებაც, როგორიც არის მიმკვრობითობა. ნაცრის ეს თვისებები
ხელსაყრელია გზის ტენიანობის დასაშრობად, ე.ი. გზის თენმედეგობის
უზრუნველსაყოფად.
აქ იმის კვლევას არ გამოვუდგებით, საქართველოში გამოიყენეს პირველად ეს
მართივი, მაგრამ ეგექტური მასალა გზის მშენებლობაში თუ სხვაგან. ეს ამჟამად არც
გვაინტერესებს. ფაქტი ის არის, რომ მას ჩვენი წინაპრები შორეულ წარსულში
იყენებდნენ, და, აგერ, ჩვენი საუკუნის სამოცდაათიან წლებშიც მსოფლიოს
განვითარებული ქვეყნები ცდებს ატარებენ გზის მშენებლობაში მის დასანერგად.
როცა ვამბობთ, საქართველო გზებით იყო დასერილიო, ვგულისხმობთ არა მარტო იმ
სავაჭრო-საქარავნო მაგისტრალებს, რომლებიც ამიერკავკასიისა და მახლობელი
აღმოსავლეთის ქვეყნების დასავლეთთან და ერთმანეთთან აკავშირებდა, არამედ
,,ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა გზებსაც, რითაც საქართველოს
ცალკეული კუთხეები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ...
ეს ბუნებრივიცაა, როცა კარგად გავითვალისწინებთ, რა ეკონომიკური და
კულტურული ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ცალკეულ მხარეებსა და
კუთხეებს ერთმანეთთან.
ამას გარდა, როცა მემატიანეთა თხზულებებში ვხვდებით ცნობებს, როგორ აფრინა,
ვთქვათ, რომელიმე მონაპირემ სასაზღვრო კუთხიდან შიკრიკი მეფის სასახლისკენ;
როგორ დაგზავნა მწიგნობართუხუცესმა ბრძანებები ქვეყნის ყველა კუთხეში და რა
სწრაფად მიიღეს ეს ბრძანებანი ერისთავებმა და ერისთავ-ერისთავებმა;ან რა
სწრაფად შეკრიბა მეფე-სარდალმა მხედრობა მთელს საქართველოში და მომხდურ
მტერს თითქმის საზღვარზევე მიუსწრო, ეს თავისთავად გულისხმობს კარგად
მოვლილ, ხშირ, მოქმედ გზებს... როცა სამეფო კარი დიდვაჭარ ზორაბაბელს ძალიან
სერიოზული დავალებით გაგზავნის ჩრდილოეთისაკენ და ისიც, ,,მსწრაფლ
მისრული ცვალებითა ჰუნეთათა ნავარაუდევ ვადაზე უფრო ადრე
(,,უწინარე პაემნითა) მობრუნდება, ეს თავისთავად გულისხმობს ჩინებულად
მოვლილ გზასაც, გზაზე ხშირ სადგურებსაც, სადაც მგზავრს საშუელება აქვს, ცხენები
გამოცვალოს და იმასაც, რომ დიდვაჭარი კარგად იცნობს ამ გზას. ბევრი უვლია და
ყველა სადგური, ხიდი თუ გადასასვლელი, ყველა აღმართი თუ დაღმართი მისთვის
ნაცნობი და ,,შინაურია. როცა ამას გაითვალისწინებ, უნებურად მოგაგონდება
ზოგიერთი ქრონიკა ამავე პერიოდის ევროპული ცხოვრებიდან. რომაელების მიერ
გაყვანილი დიდებული გზატკეცილები, რითაც ევროპა იყო დასერილი, ამ
დროისათვის უკვე დანგრეული და განადგურებულია. ეთყობა, არ გამოუჩნდა და
დაინგრა. ქვაფენილი აუყრიათ და სახლების ასაშენებლად გაუზიდავთ.
ატალახებულ, ოღრო-ჩოღრო გზაზე ორი ურემი ვერ აუქცევს გვერდს ერთმანეთს. გზა
კი არ არის, ფაქტიურად, ბილიკია. დამახასიათებელია, რომ საგანგებო კანონიც
452
არსებულა: ცარიელ ურემს გზა უნდა დაეთმო დატვირთულისათვის. რაკი ასეთი
კანონის გამოცემა გახდა აუცილებელი, უკვე ძნელი წარმოსადგენი აღარ უნდა
იყოს,როგორი გზები იქნებოდა. ხიდები უმთავრესად ხისა იყო და მალე ლპებოდა
(ქვემოთ ჩვენ ვნახეთ, როგორ ხიდებს აგებდნენ სწორედ ამ დროს საქართველოში).
შემორჩენილია ერთი ბერის ჩანაწერი, რომელსაც რეიმსიდან შარტრამდე –
საფრანგეთის გულში, სადაც შედარებით უკეთესი გზები იყო – უმოგზაურია. მაგრამ
ვაი ამ მგზავრობას! წვიმდა, მდინარე ადიდებულიყო და მოგზაურებმა წყალში
შესვლა ვერ გაბედეს. იძულებული გახდნენ, ხიდი გაევლოთ. და ისეთ დღეში იყო ეს
ხიდი, რომ მგზავრები ცხენებს ფეხქვეშ ფიცრებს უნაცვლებდნენ, მაგრამ ზოგან არც
ეს იუო საკმარისი და რაინდს ფარს დაუფენდნენ ხოლმე.
ზემოთ შევნიშნეთ, რა სწრაფად ხდებოდა ხოლმე საქართველოში ჯარის წვევა,
ბრძანებების დაგზავნა შორეულ კუთხეებში...ქრონიკას შემოუნახავს ცნობა, რომ
სწორედ იმავე პერიოდში, მეთორმეტე საუკუნის მიწურულს, მესამე ჯვაროსნულ
ომის მონაწილე ფრიდრიხ ბარბაროსას გაგზავნილმა წერილმა შვილთან 6 თვის მერე
ჩაახწია; იმპერატორის დაღუპვის ამბავი კი საკუთარ სამეფოში ხუთი თვის შემდეგ
გაიგეს.

2
საქართველო უხვმდინარიანი ქვეუანაა, ხეობებით დასერილი, და როცა გზებზე
ვლაპარაკობთ, თავისთავად წამოიჭრება ხიდების მშენებლობის საკითხი.
მთის ჩქარ და წყალუხვმდინარეებზე ხიდების აგება, რაღა თქმა უნდა, დიდ
სიძნელეებთან იყო დაკავშირებული და მაღალ სამშენებლო კულტურას
გულისხმობდა. ზემოთ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვები გავიხსენოთ:
დავითმა აღაშენა ,,რაოდენნი ხიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რაოდენნი გზანი
საწყინოდ სავალნი, წვაფენილყვნა ... ამ ძუნწ ცნობაში ძალიან მარჯვედ
არის მინიშნებული, რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული ,,საწყინოდ სავალი
გზების;; ქვაფენილით მოკირწუვლა და განსაკუთრებით კი ,,სასტიკ მდინარეებზე
ხიდების გადება.

როგორც უკვე ვნახე, მკვლევარებმა მოახერხეს, ნაწილობრივ მაინც შეექმნათ ჩვენთის


წარმოდგენა, რა ტექნოლოგიით და როგორ გაჰყავდათ გზები ჩვენს წინაპრებს.
როგორი იყო ის გზები ძველ ხიდებზე როცა ვლაპარაკობთ, საქმე იფრო
გაადვილებულია. საბედნიეროდ, ბევრი იმდროინდელი ხიდი შემორჩენილა,
უდაბურ და მიუვალ ხეობებში ახლაც ნახავთ მდინარეებზე ცისარტყელასავით
რკალად გადადგმულ, იშვიათი სილამაზის ხიდებს, რომელთაც ძველი დანიშნულება
დაუკარგავთ, მაგრამ თავისი პირვანდელი სიამაყე და მომხიბლაობა შერჩენიათ და
დგანან როგორც უტყვი მოწმენი და მონაწილენი წარსულის მღელვარე დღეების;
როგორც უტყუარი დასტური იმისა, თუ რა დიდი სამშენებლო ხელოვნება ჰქონია
ჩვენს ხალხს, რა მაღალი ყოფილა მათი კულტურა საერთოდ.
პირველ წიგნში ჩვენ უკვე დავიმოწმეთ ბ. ნადეჟდინის სიტყვები, რომლებიც ჩვენი
წინაპრების მაღალ სამშენებლო კულტურაზე მეტყველებენ. ,,ეს ხიდები
არქიტექტურის შესანიშნავ ძეგლებს წარმოადგენენ, – წერს ბ. ნადეჟდინი, – და
ადასტურებენ მათი მშენებლობის გამომგონებლობისა და საზრიანობას...
ქართველებმა ჯერ კიდევ უძველეს ხანაში მიაგნეს პრაქტიკულად თაღის უველაზე
რაციონალურ ფორმას... ეს ხიდები დღესაც მტკიცედ დგანან და განცვიფრებას
იწვევენ დამრეცი თაღიანი გაბედული მოხაზულობით. კამარის ეს ფორმა მათ

453
აღმოაჩინეს რამდენიმე საუკუნით ადრე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა სტატიკის
კანონები, და გაანგარიშების გზით მიაგნეს იმავე ფორმას, რომელსაც თანამედროვე
ხიდმშენებლობაში იყენებენ. განსაკუთრებით ბევრს ვხვდებით ასეთ ხიდებს
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აჭარაში...
როგორც ცნობილია. თავის დროზე ნიკო მარმა შემოიარა ეს მხარე და მოგზაურობის
დღიური დაგვიტოვა. ბევრ საინტერესო ცნობას შეიცავს ეს ჩანაწერები, მრავალ
ისტორიულ ფაქტს და მოვლენას ფენს ეს მოვლენას ფენს შუქს... ბევრი უძველესი
ძეგლი მას შემდეგ სამუდამიდ დაიღუპა და დაიკარგა და ეს ჩანაწერები რომ არ
გვქონდეს, მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენი ცხოვრებისა ბურუსით იქნებოდა
მოცული.
ახლა იმიტომ გავიხსენეთ ეს ჩანაწერები, რომ მეცნიერი ძალიან ხშირად ახსენებს
სწორედ იმ ძველ ხიდებს, რაზედაც ახლა ვლაპარაკობთ. ზოგან სავსებით მთელი და
დაუნგრეველი დახვედრია მას ეს ხიდები, ზოგან – ნაწილობრივ დარღვეული,
ზოგან – მცირი ნაშთიღა ძველი დიდებული ნაგებობისა, რომელსაც მომდევნო
წლებში სრული გაქრობა ელოდა... და გაქრა კიდეც – მეცნიერის დღიურებში
მოხსენებული ზოგი ხიდი დღეს აღარ არსებობს.
მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება ზოგიერთი ადგილი ამ დღიურიდან.
მოვიტან ცალკეულ ფრაზებს, რომლებიც ამოღებული მაქვს ნ. კვეზერელი-კოპაძის
წიგნიდან.
,,...ეს ხიდი წყალს წაულეკავს ოციოდე წლის წინათ. როგორც ამბობენ,ქვებზე
წარწერები ყოფილა ...
ეს სურევანის ხიდია, მდინარე უვირილასა და იმერხვის შესართავთან.
,,,...მდინარის გაყოლებით რამდენიმე ხნის სიარულის შემდეგ დავინახე ქვის ხიდის
ნაშთები ...
აქ სინკოთის ხიდი იგულისხმება.
,,...კარჩხალზე ქვემოთ არის კიდევ ჩვეულებრივი ტიპის ორი ძველი ხიდი...
,,...გზა მიდიოდა ზემოთ, ბობოქარი კარჩხალის მარჯვენა ნაპირზე. მივაღწიეთ ძველ,
ვიწრო, ერთკამარიან ქვის ხიდს ...
აქ ნაგულისხმევია ხიდი სოფელ წყალთეთრასთან.
,,...წვემოთ, მდინარე იმერხევზე ძველად სამი ხიდი იყო...შემორჩენილია კვალი,
მესამე, ჩამონგრეული, უფრო ოპიზის მახლობლადაა. განსაკუთრებით კარგად ჩანს
ორი ხიდი... როგორც ჩანს, ეს ხიდები, განსაკუთრებით ორთაღიანი, მარტო
ქვეითებისათვის როდი იყო განკუთვნილი,. აქ იყო სავალი გზა: ფორთიდან (
შატბერდიდან) აჩკარაში, შემდეგ ოპისჭალაში, იქიდან კოპორიის ძველი ხიდის
გავლით გვერდში და ჯმერკში.

ამრიგად, ძველი ხიდები განსაკუთრებით ბლომად სამხრეთ საქართველოში –


აჭარასა, შაშვეთსა და ტაო – კლარჯეთში შემორჩენილა. ჩვენ ახლაც გვაქვს
საშუალება, აჭარაში ვიხილოთ ეს ძველი ხიდები.
საგულისხმოა პ. უვაროვის სიტუვები, დაწერილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის
მიწურულში;
,,ეკლესიებისა და ციხე-დარბაზების გარდა არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ
უამრავ ძველ ხიდს, რომლებიც დღემდე შემორჩნენ აჭარისა და შაშვეთის უველა
მდინარეზე და რომლებიც იმდენად მკვიდრნი და გამძლეა, რომ არათუ დღემდე
ხმარობემ პატარა მდინარეებზე, როგორიცაა აჭარის წყალი, არამედ შემორჩნენ უფრო
დიდმნიშვნელოვან პუნქტებში... ეს ხიდები – როგორც დიდები, ისე პატარები,

454
შედგებიან თითო მძლავრი თაღისაგან, რომელიც გადადის მდინარეზე, ხევსა თუ
უფსკრულზე; ხიდები ნაგებია კარგა გათლილი თეთრი კირქვით, ლაზათიანი
ფორმისაა, ბურჯები და წყობა იმდენად მკვრივია, რომ საუკუნეებს გაუძლეს და,
მიუხედავად ამისა, დღემდე ამ მხარეს საუკეთესო და ყველაზე საიმედო ნაგებობებს
წარმოადგენენ .
როგორც წინა წიგნებიდან ვიცით, ეს მხარე 1873 წელს შემოიარა დიმიტრი ბაქრაძემ
და, საგულისხმოა, რომ მასაც განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია
ხიდებისათვის. ,,ასეთი ხიდები (ამ შემთხვევაში იგულისხმება სხალთის ხიდი)
ყველგან გვხვდება აჭარაში, სახელდობრ: საღორეთთან,წედაშო, ცხმორისში,
დანდალოში, ჭვანსა და გურთიოში... აჭარის ხიდებს შორის საუკეთესოა დანდალოსი
და, განსაკუთრებით, სხალთისა, რომლის სიგრძე 40, სიგანე კი 4 არშინია. მათი
კონსტრუქცია ფრიად ორიგინალურია. ეს სხვა არა არარის რა, თუ არა ლამაზი სწორი
თაღები, რომლებიც თამამად გაუდვიად ერთი ნაპირიდან მეორემდე, მოაჯირები და
ბურჯები არა აქვთ,მხოლოდ ერთ მათგანს, სახელდობრ ქედის ხიდს, აქვს შუაში
ბურჯი. ისინი დადუღაბებულია კირით და ქვემოდან და გვერდებიდან
მოპირკეთებულია ოდნავ გათლილი დიდი ყორის ქვებით. ეა ხიდები მშვენივრად
შემორჩნენ და საუკუნეთა მანძილზე დგანან.როგორც ჩანს, ყოველგვარი შეკეთების
გარეშე... ჩემს კითხვაზე, ვინ ააშენა ეს ხიდები, ყველგან ერთსა და იგივეს
მიპასუხებენ ,, თამარ მეფემაო (დიმიტრი ბაქრაძის ზემოთ მოტანილი ანგარიში
რუსულად არის დაწერილი, აქ მომაქვს ნ. კვეზერელი-კოპაძის წიგნიდან).

დამახასიათებელია, რომ ამ ხიდებს თურქები ,,გიურჯი-კეპრის ანუ ქართულ


ხიდებს ეძახდნენ. ასევე უწოდებენ სპეციალისტებიც: ,,ქართული კონსტრუქციის
ხიდები. ,,მათ აქვთ, – წერს კვეზერელი-კოპაძე, – წართული ხიდებისათვის
დამაზასიათებელი ტიპიური ქართული აგებულება და სახე, რასაც უმთავრესად
განაპირობებდა მაღალხარისხოვანი კირის დუღაბის გამოყენება .
გავიხსენოთ ქართული მწერლის თედო სახოკიას სიტყვებიც: ,,ზედ აჭარის წყლის
პირას, სწორედ იმ ადგილას, სადაც ამ რისხვიან მდინარეს რისხვიანივე ტოტი –
სხალთისწყალი – უერთდება... მდინარის ორივე ნაპირს ქვისკამარიანი ხიდი
აერთებს. თავი და ბოლო ამ ხიდისა დაყრდნობილია კლდიან ნიადაგზე. ასე რომ, ეს
ბუნებრივი საფუძველი ადლ-ადლნახევარის სიმაღლეზეა წყალს აშორებული. ამით
უნდა აიხსნას, რომ აქამდე სრულიად უზიანო დგას ეს ძველთა დროების ნაშთი. შუა
წელი ამ ხიდისა ორი მტკავლის სისქე თაღია. მაგრამ ქვა და კირი ისე შედუღებულია
ერთმანეთთან, რომ ერთ განუღოფელ ერთეულს წარმოადგენს. ადამიანს ძალზე
ანცვიფრებს ის სითამამე, რა სითამამითაც ძველი დროის ოსტატს ეს ქვის რვალი
ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადაუტყორცნია! მისი მშენებელი საფლავიდან რომ
წამოდგეს, ბევრს ახლანდელ ინჟინერს აწურვინებს ოფლს... აჭარელები, როგორც
ყოველ ძველის ნაშთს ამ მხარისასს, ამ ხიდებსაც თამარის დროში აშენებულად
თვლიან.
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი ძველი ხიდი შემორჩენილა ამ მხარეში. ყველას, რაღა
თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით. მაგრამ არ შეიძლება არ ვახსენოთ ერთი ხიდი, ეტყობა
ყველაზე ლამაზი და კოხტა მათ შორის რაც მოგზაურებმა იხილეს გასული საუკუნის
მიწურულს. სწორედ ასე ახასიათებენ მას – იშვიათი სილამაზის ხიდიო. აღწერა კი
მოასწრეს, და ხიდი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ამაყად იდგა და
ჭოროხის ბუტბუტს ისმენდა – ხან სევდიანს და მწუხარეს, ხან მრისხანებით
გაშმაგებულს – ერთბაშად გაქრა.

455
ეს იყო ართვინის ძველი მდინარე ჭოროხზე... როცა გასული საუკუნის მიწურულს ამ
ადგილებში ახალი, ფართო გზის გაყვანა გადაწყდა, ძველი ხიდი პატარა აღმოჩნდა
და ახლის აგება განიზრახეს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ იქვე, გვერდზე აეგოთ ახალი
ხიდი და ძველი კი, როგორც ხუროთმოძღვრების დიდებული ძეგლი,
ხელუხლებლად დაეტოვებინათ, 1893 წელს ააფეთქეს და გაანადგურეს. ახლა
მხოლოდ მოგზაურთა იმ აღწერილობებითღა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი
იქნებოდა ართვინის ხიდი.
,,ართვინის ხიდი ქვისაა,ძველებური ქართული ნაგებობისა, და რომ მოვხვდეთ იმ
ხიდზე, უნდა გაიაროთ ბუნებრივი ჭიშკარი, რომელსაც ქმნის ორი უზარმაზარი,
ერთმანეთზე დახრილად მიბჯენილი კლდა. თუმცა ხიდი უკვე მრავალი საუკუნისაა,
საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია... გადებულია ჭოროხზე ერთი გაბედული თაღით და
ეყრდნობა კლდეს, რომელიც ბუნებრივი ბურჯის როლს ასრულებს .
ეს სიტყვები ეკუთვნის ნ. ლევაშოვს. და ცოცხლად წარმოგვადგენინებს მთის
ბობოქარ მდინარეზე მომაღლოდ, ცისარტყელასავით გადადგმულ ლამაზ ხიდს,
რომელსაც იქვე ,,ორი დახრილად მიბჯენილი კლდის ბუნებრივ ჭიშკარში
შეჰყავს მგზავრი.
მეორე რუსი მკვლევარი უფრო ავსებს ჩვენს წარმოდგენას ამ ხიდზე: ,,შესანიშნავია
არქიტექტურა ამ მსუბუქი, თხელი თაღისა, რომელსაც არა აწვს გადატყორცნილი
ხიდის მალები და შუა ბერჯები.
ამ ხიდის სხვა აღწერილობანიც არსებობს, მაგრამ აქ აღარ მოვიყვან. მკითხველს
გავაცნობ მხოლოდ ერთ ცნობას, რომელიც გაზეთ ,,ივერიის 1894 წელს 8 ნოემბრის
ნომერში დაუბეჭდავთ.
ართვინის ,,ხიდისა და ამის მდებარე ძველი ციხის გამკეთებლად ართვინელები
თამარ დედოფალს თვლიან. ჩვენდა და საარქეოლოგიო წევრების სამწუხაროდ, ამ
შესანიშნავი ხიდის მხოლოდ ქვეითი საფუძველი დარჩა, დანარჩენი კი შემუსრა
ერთმა ინჟინერთაგანმა. რომელსაც უკანასკნელი ომიანობის შემდეგ ართვინის გზის
გაკეღება ჰქონდა მინდობილი და არა შემუსრვა ამგვარი ძვირფასი საუნჯისა...
და კვლავ გულისტკივილით უნდა შევნიშნო: მემატიანეები ცხოვრების ამ მეორე,
უფრო საინტერესო და მნიშვნელივან მხარეზე დუმან. ამ უცნაური და დასანანი
დუმილის გამო მოკლებულნი ვართ საშუალებას, მადლობით მოვიხსენოთ
ჭეშმარიტი შემქმნელი იმ დიდებული ძეგლებისა.
დაუჯერებელია, მაშინვე არა სცოდნიათ ამ მშენებლობათა დიდი მნიშვნელობა და
მით გასაკვირია ეს უცნაური დუმილი. აშკარად ეტყობა, მემატიანეები ცდილობდნენ,
არ გამოტოვონ პატარა ბრძოლაც კი, ხოლო, ვთქვათ იმ დიდსა და საოცარ ხიდს,
რომელმაც რვაას წელიწადს გაძლო და სილამაზით, სიმტკიცით, გამძლეობით
შენების გენიალური სიმარტივითა და სისადავით დღესაც, ტექნიკის განვითარების
დღევანდელ დონეზეც ხიბლავს ადამიანს... ამ საოცარ ხიდს, მათივე თვალწინ და
იქნებ მათივე მონაწილეობით აშენებულს, სულაც არ ახსენებენ... ჩვენ ზემოთ ქვეყნის
მართო ერთი მხარე დავასახელეთ, ასათი ხიდები კი ყველგან არის გაფანტული,
ყველა კუთხესა და ხეობაში!...
კლდეში გამოკვეთილი ზღაპრული ქალაქ ვარძიას, რომელიც აგრეთვე მათ თვალწინ
შენდებოდა, სხვათა შორის ახსენებს ერთ-ერთი მემატიანე,მაგრამ ვის მოაფიქრდა
კლდეში გრანდიოზული ქალაქის გამოკვეთა, ვინ დაგეგმა, ვინ ააშენა, იმ სალ
კლდეში ქუჩები ვინ გაჭრა, წყალსადენის რთული სისტემა ვინ გაიყვანა, ამაზე
კრინტსაც არა ძრავს...

456
ქინა ქიგნში ჩვენ გავეცანით ოშკის მონასტრის კედელზე შემორჩენილ სამშენებლო
წარწერას, რომელმაც მარტო ტექნიკური ცნობები კი არ შემოგვინახა, არამედ
გრანდიოზული მშენებლობის სურათუც გაგვეცოცხლა... სამწუხაროდ, ასეთი
წარწერები იშვიათი გამონაკლისია...

ჩვენივე წინაპრების აჩრდილებმა მოგვიტევონ ასეთი მკრეხელობა, მაგრამ ნუთუ მათ


დაუდევრობას უნდა მიეწეროს ეს?! თუ მომდევნო ხანებში თავს დამტყდარმა
კატასტროფებმა მოსპეს და გაანადგურეს ასეთი ცნობები?!
ცნობების უქონლობამ კი ზოგიერთი სხვა ხასიათის უხერხულობასაც ქმნის.
ამის მაგალითად ბესლეთის ხიდიც კმარა.
ეს ხიდი სოხუმიდან ექვსიოდე კილომეტრის დაშორებით მდინარე ბესლეთზეა
აგებული და განეკუთვნება სწორედ იმ პერიოდს, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ.
ხიდი საკმაოდ დიდია. სავალი ნაწილილის სიგანე ოთხნახევარ მეტრზე ცოტათი
მეტია, ასე რომ ძველ დროში ურმები კარგად აუქცევდნენ გვერდს ერთმანეთს. რაღა
თქმა უნდა, მშენებლებს მრავალტონიანი მანქანებისთვის არ ექნებოდათ
გათვალისწინებული ეს ხიდი, მაგრამ ისე მტკიცედ არის ნაგები, რომ თანამედროვე
სპეციალისტების აზრით, რომელთაც საფუძვლიანად შეისწავლეს იგი,
,,თანამედროვე ხიდმშენებლობის კანონებსაც კი სრულიად აკმაყოფილებს და
რვატონიანი მანქანების შეუწყვეტი რიგის სიმძიმის ატანაც კი შეუძლია .
ლ. რჩეულიშვილისა და ნ. ჩუბინაშვილის გამოკვლევაში, საიდანაც ეს სიტყვებია
ამოწერილი, დაინტერესებული მკითხველი სხვა მნიშვნელოვან ცნობებსაც იპოვის
ხიდის არქიტექტურისა და მშენებლობის შესახებ.
ჩვენთვის ამჟამად უფრო საინტერესო ის არის, რა განსაკუთრებულ დანიშნულებას
ემსახურებოდა ეს ხიდი, რისთვის იყო გათვალისწინებული, როცა აგებდნენ.
ასეთი მძლავრი და ტექნიკურად მაღალხარისხოვანი ხიდის აგება დიდი სავაჭრო და
პოლიტიკური მნიშვნელობის გზაზე უნდა მდგარიყო, – ვკითხულობთ იმავე
გამოკვლევაში. – უდავოა, რომ ეს გზა ამ კუთხის მთის რაიონებს შავი ზღის
ნავსადგურებთან აკავშირებდა.
აი, რისთვის იგებოდა ხიდები, რისთვის დაიწყო დავით აღმაშენებელმა გზების
გრანდიოზული მშენებლობა, რაც მომდევნო პერიოდში, კერძოდ, თამარის ზეობის
დროს, ისეთივე გულმოდგინებითა და წარმატებით გრძელდებოდა. ამ გზებსა და
ხიდებს ქვეყვნისთვის დიდი სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკურ-სტრატეგიული და
კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა...
ამავე დანიშნულებას ემსახურებოდა თეძმის ხეობაში დღემდე მოღწეული
დიდებული რკინის ხიდი, რომელიც ,,დიდ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი
კონსტრუქციით და სილამაზით .

ამას ნ. სევეროვი წერს,ხოლო ბ. ნადეჟდინი ამ ხიდს სამშენებლი-არქიტექტურული


ანალიზის დროს კვლავ დაბეჯითებით იმეორებს იმ მისაზრებას, რაც მას ძველი
ქართული ხიდების შესწავლისას ჩამოუყალიბდა:
რკონის ხიდი (თეძმის ხეობაში) ,,...ბრტყელი ქვითაა ნაგები. საგულისხმოა, რომ
რკალი თაღური არ არის: სიმრუდე კლებულობს ცენტრიდან ქუსლებისაკენ და
თაღის მოხაზულობა რამდენადმე მოგვაგონებს პარაბოლას, დიდმალიანი თაღების
ფორმას, რომელიც მიღებულია თანამედროვე მშენებლობაში, როგორც ყველაზე
ხელსაყრელი სტატისტიკური გაანგარიშების საფუძველზე .

457
აქვე შევნიშნოთ, რომ რკონის ხიდი და მასზე გამავალი გზა უკავშირდება
თრიალეთის დიდ სავაჭრო-საქარავნო მაგისტრალს, რომლის ეკონომიკური და
პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენ უკვე ვიცით.
მაგრამ ისევ ბესლეთის ხიდს დავუბრუნდეთ. მასთან დაკავშირებული სავალალო
კურიოზი ის გახლავთ, რომ საუკუნეების წინათ მკვიდრი მოსახლეობის მიერ
აშენრბული ხიდი ერთ დროს სხვისად მიიჩნიეს; რაკი ძალიან კარგი იყო.,შორიდან
მოსულ ოსტატებს მიაწერდნენ; ასევე ეძახდნენ: ზოგი ვენეციის, ,,ვენეტიკის
ხიდს, ზოგიც ,,გენუისას ... (სხვათა შორის, ზოგი სკეპტიკურად განწყობილი
მკვლევარი ასევე ,,ასხვისებდა იმ ,,კოხტა და ,,ლამაზ ართვინის
ხიდსაც, რომელზედაც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ).
მაგრამ თუ მართლა ვენეციელი ან გენუელი ოსტატის აშენებულად მიიჩნევდნენ ამ
ხიდს, მაშინ მისი ასაკი ბევრით აქეთ გადმოიწევდა, რადგან ვენეციასა და გენუას
კოლონიები შავ ზღვაში უფრო მოგვიანებით ჰქონდათ ხიდი კი აშკარად ძველი
ჩანდა. შეუსაბამობა გამოდიოდა. ეტყობა, ამ უხერხულობას მაშინვე მიხვდა პ.
უვაროვა, როცა ხიდი ნახა, და იოლი გამოსავალი იპოვა – ხიდს ბერძნული უწოდა –
ბერძენოსტატებს მიაკუთვნა:

ამით მან თითქოს შეცდომა გამოასწორა – ხიდის უსამააართლოდ წართმეული


სიძველე დაუბრუნა. უსამართლოდ ,,ჩამოჭრილი ასაკი შეუნარჩუნა. მაგრამ
ვინაობა შეუცვვვალა... ასევე ლოხტად და ლაზათიანად ნაშენები უფროსი ძმები რომ
აქვე, საქართველოში ჰყავდა ამ ხიდს, ამას აღარ გაუწიეს ანგარიში. დრო იყო ისეთი,
ყოველივე კარგი ისათუოდ იცხოურისათვის უნდა დაეკავშირებინათ.

უფრო მოგვიანებით დიდმა ქართველმა მეცნიერმა გიორგი ჩუბინაშვილმა


საფუძვლიანად შეისწავლა ხიდი და დაამტკიცა, რომ იგი მეთორმეტე საუკუნის
ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ნიმუშია... და, ბედად, იქვე, ხიდის
თაღზე, ქართული წარწერა აღმოაჩინა, რისთვისაც მანამდე ყურადღება არავის
მიექცია. ამის შემდეგ უკვე საეჭვო სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისათვის
აღარაფერი იყო.
,,წარწერის ნაშთი მოწმობს, რომ ხიდი აგებულია საქართველოს სამეფოს ძლიერების
ხანაში, საფიქრებელია, ადგილობრივი ადმინისტრაციული მმართველის მიერ.
ასოების სიდიდე და მათი იშვიათი ხელოვნებით შესრულება მოწმობს, რომ
ამომჭრელი ამ ქარქერის შორიდან ქაკკითხვას ვარაუდობდა – ე. ი. ჩრდილოეთის
მისასვლელიდან, საიდანაც გზა შემოდიოდა ამ ხიდზე ...
ეს სიტყვები ნიკოლოზ ბერძენიშვილს ეკუთვნის.

3
ზოგადი წარმოდგენა მაინც თუ შეგვიქმნა ამ მოკლე მონათხრობმა იმდროინდელი
საქართველოს გზებსა და ხიდებზე, საკვირველი აღარ უნდა იყოს, როგორ ლაღად
დაჰქრიან რუსთაველის გმირები, თითქოს ცოცხლად გვესმის მათი ცხენების
თქარაღქური მტკიცედ ნაგებ, მოკირწყლულ გზებზე...
თანაც, დააკვირდით, ამ გზებზე ხალხმრავლობაა – ქარქვნები განუწყვეტლივ
მიმოდიან, მოგზაურები დადიან...

458
ზემოთ რომ ძველი უცხოური წრონიკები გავიხსენეთ და მაშინდელი ევროპის გზებს
გავეცანით, ზოგიერთ იმ ქრონიკაში, სხვათაშორის, გზებზე ხალხის ნაკლებობასაც
უჩივიან – კანტიკუნტად თუ შეგვხვდებიან მგზავრები, ზოგჯერ მთელი დღე
მიდიხარ და კაციშვილს ვერ გადაეყრებიო. ეს ალბათ ევროპის ცალკეულ მხარეებს
შეეხება, ყველას არა, რაღა თქმა უნდა, და აქ იმიტომ გავიხსენეთ, რომ იმდროინდელ
საქართველოზე ამას ვერ იტყვი. აქ, პირიქით, გაცხოველებული მიმოსვლა ჩანს.
ჩვენში რომ ხალხმრავლობა იყო იმ დროს გზებზე, ამას კარგად გვიდასტურებს ისეთი
დაკვირვებული და შეუმცდარი მოწმე და მონაწილე იმდროინდელი ცხოვრებისა,
როგორიც ,,ვეფხისტყაოსანია . პოემას რომ კითხულობ, ისეთი
განწყობილება გექმნება, თითქოს ხედავდე კიდეც მგზავრებს, მათი ლაპარაკი
გესმოდეს...
,,ქედსა ზედა გადმოადგა მეტად დიდი ქარავანი; კაცები და სახედრები ერთობ იყო
შაოსანი ...
ან კიდევ:
,,მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა ...
თქვენ ხვდებით, რომ ეს ავთანდილზეა ნათქვამი. აქ ისიც იგრძნობა, რა უცებ
დამყარდება ხოლმე კეთილი ურთიერთობა მგზავრებს შორის...
და საგულისხმო ის არის, რომ, როცა სადღაც შორეულ ქვეყანაში გადახვეწილი
ავთანდილი გზებზე მგზავრებს ვერა ხვდება, ამას საგანგებოდ აღნიშნავს პოემის
ავტორი, სწორედ ამის გამო იმ ქვეყანას აუგად მოიხსენიებს – უგემური და მქისი
ქვეყანა ყოფილაო: ,,მიხვდა რამე ქვეყანასა, უგემურსა, მეტად მქისსა, ერთ თვე კაცსა
ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა .
კიდევ ერთხელ რომ მოვიშველიოთ ჩვენი საუკუნეთამხილველი მანქანა და იმ
დიდებულად მოკირწყლულ გზებზე მიმოვატაროთ, ბევრ ქარავანს დავინახავთ,
ზოგს დიდს და ხალხმრავალს. ზოგს პატარას... თანაც ყველგან, ყველა
მიმართულებით – ზოგი მიდის ჩვენი ქვეყნიდან, ზოგი დედაქალაქისკენ
მიემართება...
ეს ხალხი, ქარავანს რომ ახლავს, უველანი ვაჭრები როდი არიან, ბევრი
ამგზავრებულია – პილიგრიმები, ხელოსნები, მოხეტიალე რაინდები, ბედის
მაძიებელნი, სამშობლო კუთხიდან დევნილები, რომლებიც იძულებულნი
გამხდარან, საბოლოოდ გაწყვიტონ კავშირი თავის კერასთან, თავისიანებთან და
ბედის საძებნელად, მეტად ბუნდოვანი მომავლის იმედით, უცხოეთში
გადახვეწილან... ასეთ ხალხს ადვილად გამოიცნობ: დამფრთხალი არიან, თვალი
უკან უჭირავთ, მდევრები არ გამოჩდნენო; არც იმ ხალხის გამოცნობა
გაგიძნელდებათ, ვისაც, – იქნებ იმის გამი, რომ მძიმე ცოდვა თუ დანაშაული აწევს,
– საკუთარ კუთხეში აღარ დაედგომება და უცხო ქვეყანაში გადახვეწილა... ესენი
სხვებთან დაახლოებას თავს არიდებენ, ცდილობენ ცალკე იყვნენ, შეკითხვაზე
მოკლედ უპასუხონ წინასწარვე კარგად მოფიქრებული პასუხი, თავად არავის
გამოელაპარაკონ...
ვაჭრებს ადვილად იცნობთ, თუნდაც იმით, რომ გასნსხვავებული ტანსაცმელი
აცვიათ. ადვილად იცნობთ ქარავანთუხუცესსაც. მას ხომ მთელი ქარავნის ბედი
აბარია – მან უნდა გადაწყვიტოს, როდის და რამდენი ხნით შეისვენებენ, როდის
გაუდგებიან გზას; საბაჟოს გუშაგებთანაც ის აწარმოებს მოლაპარაკებას.
ქარავანთუხუცესი, უნდა ვიფიქროთ, დიდვაჭქრი იქნება. სხვას არ მიანდობდნენ
ასეთ საპატიო მოვალეობას. თბილისისთანა ქალაქებში ასეთი დიდ ვაჭრები ბევრნი
არიან და განსაკუთრებული პატივისცემითაც სარგებლობენ.ზემოთ ჩვენ ვნახეთ, რა
459
დიდი სახელმწიფოებრივი დავალება მისცეს ერთ-ერთ თბილისელ დიდვაჭარს.
ერთი წყაროს მიხედვით იმასაც ვგებულობთ, რომ საპატიო ვაჭრის ანუ დიდვაჭრის
სისხლი თორმეტი ათას თეთრად ყოფილა შეფასებული (მკითხველი ალბათ
მიხვდება, რომ ,,თეთრი ამ შემთხვევაში ფულის ერთეულს ნიშნავს),
უბრალო ვაჭრის სისხლი კი ექვსი ათასად, ანუ სწორედ იმდენად, რამდენადაც
ჩვეულებრივი აზნაურის სისხლს აფასებდნენ. ადვილი წარმოსადგენია რა დიდი
პატივისცემით სარგებლობდნენ დიდივაჭრები საზოგადოებაში, როცა ამათი
აზნაურისაზე ორჯერ მეტად იყო შეფასებული. მკითხველისათვის ალბათ
საინტერესო იქნება, რომ იმავე წყაროს ცნობით, გლეხის სისზლი ოთხასი თეთრი
ღირდა...
დიდი ქალაქებში დიდვაჭრები ბევრნი იყვნენო,ვთქვით, ისიც ვნახეთ, რა
პატივისცემით სარგებლობდნენ. მაგრამ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს
ყველა თავის ნებაზე ყოფილიყოს მიშვებული და ვისაც რა მოესურვებოდა, ის
ეკეთებინოს. არა, დიდვაჭრებს ვაჭართუხუცესი უწევდა გარკვეულ
ზედამხედველობას. ძნელი სათქმელია, ზუსტად რა ურთიერთობა არსებობდა მათ
შორის, მაგრამ ფაქტია, რომ მთელ იმ ვაჭრულ ორგანიზაციას, ვაჭრულ ამქარს
ვაჭართუხუცესი ხელმძღვანელობდა და წარმართავდა. იგი იყო შუამავალი სამეფო
კარსა და ვაჭრებს შორის, მას უფრო ადვილად მიესვლებოდა მეფესთან (,,მეფის
არიფიო, ასე გვიხასიათებს ვაჭართუხუცესს რუსთაველი).
თავისთავად იგულისხმება, არც ვაჭართუხუცესი და არც დიდვაჭრები ხელცარიელნი
არ მივიდოდნენ მეფესთან, ძღვენს მიართმევდნენ ხოლმე, უცხო ქვეყნებიდან
მიღებული საუკეთესო და ძვირადღირებული საქონელი მოჰქონდათ. და საინტერესო
ის არის, რომ თუ მეფეს დიდვაჭრები მოიკითხავდნენ და იმ დიდივაჭრებს
ვაჭართუხუცესს მეფის არიფად მოიხსენიებს, იგი,ბუნებრივია, უფრო ხშირად
ეწვეოდა სამეფო კარს; ვთქვათ მაშინ, როცა უცხო ქვეყნებში დიდ ხნის ყოფნის
შემდეგ დაბრუნდებოდა; ეახლებოდა, თაყავანსა სცემდა, ერთგულებას შეჰფიცავდა,
მოიკითხავდა, უცხო ქვეყნების ნაირნაირ ამბებს უამბობდა – ზოგს საკუთარი
თვალით ნანახს, ზოგს სხვისგან გაგონილს – უცხო ხალხების ზნე – ჩვეულებებს
გააცნობდა, გააცინებდა, გაართობდა, დააფიქრებდა...

ასეთი გაუთვალისწინებელი ვიზიტის დრო და სიხშირე წინასწარ განსაზღრული, რა


თქმა უნდა, არ იქნებოდა, მაგრამ იყო საგანგებო დღესასწაულებიც, როცა
დიდვაჭრები, ვაჭართუხუცესის მეთაურობით, უთუოდ უნდა სწვეოდა სამეფო კარს.
გავიხსენოთ ვეფხისტყაოსნიდან:
ამა ქალაქის წესია, დღესა მას ნავროზობასა
ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაქვს დარბაზს მიღება ძღვენისა,
მათს საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა...
რაკი გზებზე მიმომავალ ქარავანებს შევავლეთ თვალი, ბუნებრივია სურვილი
აღგვეძვრის, გავიგოთ (და ამას ზედმეტ ცნობისმოყვარეობად ალბათ არავინ
ჩაგვითვლის, არც არავინ დაგვძრახავს), რა მიაქვთ იმ საპალნეებით, აქლემებისა და
ჯორებისათვის რომ აუკიდიათ.
ამის გასაგებად სავალდებულო არ არის საპალნეები სათითაოდ გაჩხრიკოდ. მით
უმეტეს, ეს გარკვეულ რისკთანაც არი დაკავშირებული: ასე ადვილად არ მიგვიშვებენ
ქარავანთან, კარგად შეიარაღებული მეომრების რაზმი ახლავს – გზებზე მეკობრეები
დაძრწიან და ვაჭრებს მათი შიში აქვთ.

460
საპალნეებში ჩაუხედავადაც შეგვიძლია გავიგოთ, რა მიაქვთ. ამასთან, ჩვენი ვარაუდი
დიდად არ დაშორდება სინამდვილეს: უცხოელი მოგზაურები და მემატიანეები,
ზოგი სხვა წყარო დაწვრილებით გადმოგვცემენ, რა საქონელი გაჰქონდათ
საქართველოდან.სწორედ იმ პერიოდში, რომელსაც ახლა ვეცნობით, და რა საქონელი
შემოჰქონდათ. ხოლო აქედან გასაყიდად გატანილ საქონელს რომ ჩამოვთვლით,
ძნელი წარმოსადგენი არც ის იქნება, მეურნეობის რა დარგები ყოფილა
განვითარებული იმ დროინდელ საქართველოში.
უპირველეს ყოვლისა, აბრეშუმი უნდა დავასახელოთ, საქართველოში იმ დროს
მეაბრეშუმეობა მეურნეობის ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული დარგი იყო და
უცხოეთის ბაზარზე დიდი გასავალი ჰქონდა აქაურ აბრეშუმს. თანაც მარტო ერთ
კუთხეში კი არ ამზადებდნენ აბრეშუმს – მთელ საქართველოში, ლიხის მთის ორივე
მხარეს. ცოტა უფრო მოგვიანებით, მეცამეტე საუკუნეში, იტალიელმა მარკო პოლომ
იმოგზაურა აღმოსავლეთში და განსაკუთრებით მოიხსენია ქართული აბრეშუმი.
მიაქვთ სელი. სელითაც განთქმული იყო საქართველო, და დიდი გამოყენებაც
ჰკონდა იმ ეპოქაში: გარდა იმისა, რომ სელისაგან ხდიდნენ კარგი ხარისხის საჭმელ
ზეთს, მას ფართოდ იყენებდნენ აგრეთვე ტექნიკური დანიშნულებითაც; ყველაფერს
რომ თავი დავანებოთ, კარგი სანათი მასალა იყო; ჩვენ ეს უკვე ვნახეთ: ზემოთ,
პურობის დროს განათებული დარბაზი რომ ვიხილეთ, ეს სწორედ სელის ზეთი იყო;
უმაღლესი ხარისხის საწვავ მასალად ითვლებოდა და ფასიც კარგი ჰქონდა, ამიტომ
ბუნებრივია მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ მისი ყიდვა. ზოგჯერ ქონსაც
მიაშველებდნენ ხოლმე საზოგადოების დაბალი ფენები კი ფიჩხითაც იოლას
გადიოდნენ. დაანთებდნენ შუა ცეცხლს, შემოუსხდებოდნენ და თუ რაიმე
შემთხვევის გამო მეტი სინათლე დასჭირდებოდათ, ფიჩხს მიუმარჯვებდნენ.
რაკი ასეთი მოთხოვნილება იყო სელზე, სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებული
ადგილი ეჭირა და ბევრიც მოჰყავდათ საქართველოში.
მიაქვთ აგრეთვე ბლომად თაფლი და ცვილი, აქაურ თაფლსა და ცვილზე დიდი
მოთხოვნილებაა. საერთოდ, მეფუტკრეობა მაღალ დონეზე იდგა და ქართული
ფუტკარი მაშინაც განთქმული იყო.
მიაქვთ ბამბა, მიაქვთ მატყლი, მიაქვთ ტყავი...
მეცხოველეობა მეურნეობის დიდად განვითარებული დარგი იყო და , თავისთავად
იგულისხმება, ყველიც გაჰქონდათ, განთქმული გუდის ყველი.
მიაქვთ საბრძოლო იარაყები – ხმალ-ზანჯალი, კაპარჭი, ხილიფი...
მიაქვთ კაკალი, თხილი (მარტო ერთი ქალაქიდან ოთხი ათასი დატვირთული
აქლემით გაჰქონდათ თხილიო, უფრო მოგვიანო დროის უცხოელი მოგზაური
გადმოგვცემს); მიაქვთ ბროწეული (გავიხსენოთ შარდენის სიტყვები; მართალია,
გაცილებით უფრო გვიან დაწერილი,მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის:
,,აზიაში არსად მოიძებნება აქაურზე უკეთესი ბროწეული ...)
მიაქვთ მინის ჭურჭელი, ბლომად კერამიკული ნაწარმი – სხვადასხვა ზომისა და
მოყვანილობის დოქები, სურები, ხელადები, დერგები, ჯამები, ფიალები...

როგორც ვხედავთ, მეთუნეობას ძველისძველი ტრადიცია კვლავ წარმატებით


გრძელდება და ქართულ თიხის ჭურჭლეულს კვლავ მოწონება და დიდი გასავალი
აქვს უცხოეთში.
არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ სწორედ ამ დროს, მეთორმეტე-
მეცამეტე საუკუნეებში, კერამიკის საწარმოები ყოფილა საქართველოს სულ
სხვადასხვა კუთხეებში – დმანისში, რუსთავში, გუდაურში, უჯარმაში, ცაგერში,

461
ცხუმში...და, რაღა თქმა უნდა, თბილისში, სადაც იმ დროისათვის რამდენიმე მსხვილ
კერამიკულ საწარმოს ვარაუდობენ.
იმასთან, საყურადღებოა ერთი მომენტი, რაც ალბათ ვაჭრობის და, საერთოდ,
კულტურის მაღალ დონეზე მიგვანიშნებს. ხომ ასეთი განვითარებული იყო
მეთუნეობა საქართველოში, სად აღარ გაჰქონდათ აქედან თიხის ჭურჭლეული. ასეთ
ვითარებაში თითქოს საჭირო აღარ უნდა უოფილიყო უცხო ქვეყნებიდან
კერემიკული ნაჭარმის შემოტანა; არქეოლოგიური გათხრების დროს მაინც აღმოჩნდა
სწორედ ომდროინდელი შემოტანილი, იმპორტული კერამიკა. ასევე სხვა საქონელიც.
გააქვთ, მაგალითად,დიდი რაოდენობით აბრეშუმი; გააქვთ მატული და შემოაქვთ
მარული (მემატიანის ცნობით, თამარ მეფე სწორედ ეგვიპტული მატულისაგან
ქსოვდა: ,,...იწყო ამანცა [თამარმა] ალექსანდრიით ვაჭართა მოღებულსა მატყლისგან
სთვად და ქმნად შემოსლისა)... დღეს ეს შვეულებრივი მოვლენაა და არავის
გაუკვირდება, იმ დროისათვის კი სავაჭრო კულტურის მაღალ დონედ უნდა
მივიჩნიოთ; და ჩვენ აქ იმიტომაც მოვიხსენიეთ, რომ ესეც ერთ-ერთი გამოვლენა
უნდა იყოს ჩვენი ხალხის ხასიათისა, რომელიც მუდამ ესწრაფოდა სხვა ხალხებთან
კავშირის დამყარებას, ურთიერთობის განვითარებას, კარი ჩაკეტილი არასოდეს არა
ჰქონია, მისი თვალსაწიერი მუდამ ფართო და ვრცელი იყო... მუდამ აინტერესებდა,
სხვა აკეთებდ და როგორ აკეთებდა; რასაც კარგს და მისაბაძს ნახავდა სხვაგან,
გადმოიღებდა, თავისებურად აითვისებდა, თავისებურ ლაზათს მისცემდა... ეს არ
ეთაკილებოდა. და მზად იყო, სხვისთვისც გაეზიარებინა ის საუკეთესო, რაც თავად
საუკუნეების გავმავლობაში აეთვისებინა და გაეძვალრბილებინა, ტრადიციად
მიეღო... ასეთი კეთილი ურთიერთგავლენა მუდამ ჩვეულებრივი და
დამახასიათებელი იყო ქართველი კაცისთვის...
მაგრამ ისევ ჩვენს ამბავს დავუბრუნდეთ.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ჭურჭლეულთან ერთად ვარაუდობენ
სამშენებლი კერამიკის ექსპორტსაც. ქართული აგურითა და კრამიტით ხომ დიდი
ხნის წინათვე იყვნენ აღფრთოვანებული უცხოელები. ჯერ კიდევ როდის
მოიხსენიებდნენ ქებით ქართულ სახლებს უცხოელი მწერლები და მოგზაურები. მას
შემდეგ, ბუნებრივია, უფრო განვითარდებოდა სამშენებლო მასალათა წარმოება. და,
აი, ამ პერიოდშიაც, რომლის ამბებსაც ჩვენ ახლა ვყვებით, საქართველოდან უხნად
გააქვთ ლამაზი,მტკიცე და პრაქტიკულად მარჯვედ გამოსაყენებელი ქართული
აგური, კრამიტი, მოსაპირკეთებელი ფილები...
ყველაფერს,რაც მაშინ საქართველოდან გასაყიდად გაჰქონდათ, რა თქმა უნდა, ვერ
ჩამოვთვლით, მაგრამ არ შეიძლება არ დავასახელოთ ჩვენი მეურნეობის უპირველესი
დარგის, ქართველი ხალხის უძველესი და უველაზე გავრცელებული, უველაზე
საყვარელი კულტურის – ვაზის ნაყოფი, რომლის ღირსებას ჩვენი წინაპრები მუდამ
თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ და საამაყოდ ჰქონდათ. აქვე კიდევ ერთხელ
გავიხსენოთ შარდენის სიტყვები: ,,არ არსებობს ქვეყანა, სადაც იბდენს და ისეთ კარგ
ღვინოს სვავდნენ როგორც აქ (საქართველოში)... ღვინო დიდი რაოდენობით გააქვთ
სომხეთში, მიდიასა და ისპაჰანში. ერთი ცხენის საპალნე ღვინო მხოლოდ რვა ფრანკი
ღირს. მე ვლაპარაკობ საუკეთესო ღვინოზე, რადგან ჩვეულებრივ, საშუალო ღვინოს
ამის ნახევარი ფასი აქვს. ყველა დანარჩევი სურსათი ამის შესაბამისად ფასობს
(კიდევ ერთხელ შევნიშნოთ: ეს უფრო მოგვიანო პერიოდს ეხება, მაგრამ სზვა
წყაროების მიხედვითაც დასტურდება, რომ ღვინო იმ დროსაც გაჰქონდათ)...
ჩვენ გზებზე მიმომავალ ქარავნებს ვადევნებთ თვალს და თუ ზოგიერთი ქარავანთან
შერჩეულ, ჯიშიან ცხენების მოზრდილი რემა დაინახოთ, ნუ გაგიკვირდებათ:
462
სამარქაფოდ მართლაც არ არის საჭირო ამდენი ცხენი – ეს გასასყიდი ცხენებია.
საქართველოდან ცხენებიც მიჰყავთ გასასყიდად, ცხენიც განთქმულია აქაური და
დიდი მუშტარი ჰყავს.
ბუნებრივად დაისმის კითხვა: მაინც ვისთან ჰქონდ სავაჭრო ურთიერთობა
საქართველოს?
ვისთან აღარ: ირანთან, ბიზანტიასთან, სომხეთთან, სირიასთან,
ეგვიპტესთან,ერაყთან, ყივჩაყეთთან, ინდოეთთან... ამ ქვეყნებიდან შემოჰქონდათ
ნაირ-ნაირი ძვირფასი ქსოვილები, სანელებლები, შაქარი, ძვირფასი თვლები, ცხენის
აღკმაზულობა, იარაღ-საჭურველი, ბეწვეული, ნელსაცხებელი, საეკლესიო-
სამღვდელთსამსახურო ნივთები (ეს, რაღა თქმა უნდა, ბიზანტიიდან), სხვადასხვა
საოჯახო ნივთები...
ქარავნებს რომ შეიარაყებული რაზმები ახლავთ, ესეც ნუ გაგიკვირდებათ – ვაჭრებს
მუდამ მეკობრეების თავდასხმის შიში აქვთ. მეკობრეები წინასწარ საგულდაგულოდ
დაზვერავენ და, თუ დარწმუდნენ, რომ ქარავნის დაცვა მაინცდამაინც ძლიერი არ
არის, და საქონელი თუ ღიდს იმად, რომ რისკი გასწიონ (ამასაც წინასწარ დაზვერავენ
ხოლმე), მარჯვე ადგილს შეარჩევენ და თავს დაესხმიან. ზოგჯერ ვაჭრებისათვის
სავალალო გახდება ასეთი თავდასხმა. გაიხსენეთ,რა დღეში ნახა მეკობრეთაგან
დარბეული ვაჭრები ავთანდილმა...

დიახ, ხარჯი ბევრი აქვთ ვაჭრებს და ამიტომ დიდად გასაკვირი აღარ არის, თუ
საქონელი ძვირის. ძვირი უჯდებათ. ნამდვილ მეკობრეებს რომ თავი დავანებოთ,
გზაში სამეფო საბაჟოა და რამდენს ახდევინებენ!
თუმცა მეფისა და სამეფო კარის სამდურავი ვაჭრებს დიდად არ ეთქმით. მეფე
უოველნაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს ვაჭრობა-აღებმიცემობის განვითარებას.
შემთხვევითი არ უოფილა ის უმკაცრესი კანონი, რაც გიორგი მესამის დროს
მეკობრეების წინააღმდეგ შემოიღეს. ეს კანონი თამარის დროსაც მოქმედებდა.
მართალია, თამარის პირველი ისტორიკოსი ცდილობს დაგვარწმუნოს, ,,ჟამთა მისთა
არა იყო მიმძლავრებული, არცა მტაცებელი, არცა მეკობრე და მპარავიო .
მაგრამ ეს აშკარა გადაჭარბებაა: მეკობრეობა რომ გავრცელებული იყო,
,,ვეფხისტყაოსნიდანაც კარგად და თვალსაჩინოდ ჩანს. და მეორე
ისტორიკოსიც თამარისა, როცა გვაუწყებს, ,,დღეთა შინა თამარისთა არავინ გამოჩნდა
მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა ვინ დასჯილიო , იქვე
დასძენს: ,,თვინიერ ძეულისა სჯულისა, რომელი ძეს ავაზაკთა ზედა ძელსა ზედა
ჩამორჩობაო ...
ამ სიტყვებიდანაც ჩანს, რომ მეკობრეობა (ავაზაკობა) აღმოფხვრილი არ ყოფილა.
... და აქ უნებურად გაგახსენდება 1170 წელს დაწერილი სიტყვები, რასაც ჩვენ ზემოთ
ერთხელ უკვე გავეცანით: ,,... თუმრავალჯერ ეპაროს მას კაცსა.ანუ ჩამოარჩონ
ჩუენთა ჩენილთა, ან გაპატიჟონ (ალბათ გაგონდებათ, ეს გიორგი მესამის
სიგელიდანაა)... დააკვირდით: რა სიმაღლეზე მდგარა მართლმსაჯულება! რა
გრადაციებია დანაშაულისა და სასჯელის განსაზღვრაში! გამოუსწორებელი ავაზაკი,
რეციდივისტი, ხედავთ, გაცილებით უფრო მკაცრად ისჯება... პირველ ცოდვას,
შემთხვევით ჩადენილი დანაშაულს შედარებით მსუბუქად სჯიდნენ როგორც
ვნახეთ. თამარმა საერთოდ გააუქმა სიკვდილით დასჯა... ეს თავისთავად უდიდესი
ჰუმანური აქტი გახლდათ იმ დროისთვის, როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში
ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა, კანონით ნებადართული იყო, ადამიანის

463
განუკითხავად წამება, დასახიჩრება, დადაღვა, დაშანთვა, სხეულის რომელიმე
ორგანოს მოკვეთა და სიკვდილით დასჯა...
ერთი სიტყვით, იმ დიდებულად მოკირწყლულ გზებზე დინჯად მიედინება
ქარავანი, მოქარავნეებს მეკობრეების ფარული შიში აქვთ, მაგრამ ამას გარეგნულად
ვერ შეატყობთ; როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, დაცალკევებულან, ჯგუფებად
დაწყობილან (რა თქმა უნდა, საზოგადოებასი თავიანთი ღირსებისა და
მდგომარეობის მიხედვით) და მიდიან, გრძელი გზის სიძნელეს ტკბილი მასლაათით
იიოლებენ; ზოგს მართლს გადაუხსნია გული თანამოსაუბრისთვის და
გულწრფელად სთავაზობს ჭეშმარიტ მეგობრობასა და სიყვარულს, ზოგი ბუნებიტ
უფრო ფრთხილია და აგრერიგად ვერ გახსნის გულს, ჯერ კარგად მოზომავს
სათქმელს და ისე იტყვის; უფრო მოზრდილ ჯგუფში საუბარი უფრო ცოცხალი და
ხალისიანია. უყრი რომ დაუგდოთ იმ ცალკეულ ჯგუფებს, რამდენ საინტერესო
ამბებს გაიგებთ, რამდენ ჭორსა და ანეკდოტს – ამ ქვეყნისას, იმ ქვეყნისას, ამ მთისას,
იმ მთისას... ზემოთაც ითქვა, ვაჭრები სამეფო კარის ინფორმატორებიც იყვნენო;
მიჰქონდათ და მოჰქონდათ ამბები, ცნობები, მრავალი საიდუმლო... საგულისხმო
სტრიქონებს ვხვდებით ,,ვეფხისტყაოსანში : ,,ესე ქალაქი გზა არის ნავთა,
უოველგნით მავალთა, შემოკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა
...
გზა მაინც ძალიან ნელა ილევა და რაც გადის, რაც უფრო მოერევათ მგზავრებს
დაღლილობა, მით უფრო მალ-მალე ახედავენ ხოლმე დასავლეთით გადახრილ მზეს.
თანამედროვე ადამიანს ცაში ყურება არა სჭირდება, შეუმცდარი თანაშემწე – საათი
– თან ახლავს. მაშინ მზის მოძრაობით განსაზღვრავდნენ დროს და იქნებ არანაკლებ
სიზუსტითაც, ვიდრე უფრო გვიან შემოღებული საათი აკეთებს ამას. ისე იყვნენ
დახელოვნებული დროის გამოცნობაში, რომ ღრუბლიან ამინდში და წყლის ყოველ
საზონში შეუმცდარად ახერხებდნენ.

თანაც დააკვირდით, რა პატარა მონაკვეთებით მოუხერხებიათ დროის დაყოფა.


მარტო დასაწყისი ვნახოთ დღისა, რასაც უფრო ზოგადი სახელით დილა ეწოდება:
რიჟრაჟი, გარიჟრაჟი, გაცისკრება, ცისკარი...
ამას ,,მცირედ დილის ნათლის გამოჩენას უწოდებს ჩუბინაშვილი, ხოლო
,,შემდგომად მისსა იმეტესსა განათლებასა :
განთიადი, დილაბუნდი, მტრედისფრად განათება, ალიონი, დაფიონი...
ასე ზუსტად ჰქონდათ გამოთვლილი დრო.
და ერთხელ კიდევ უნდა შევნიშნოთ – ამაში ენობრივი კულტურის მაღალი დონეც
კარგად იგრძნობა, როცა დროის ყოველი უმცირესი მონაკვეთისთვისაც თავისი
სახელი დაურქმევიათ: ამათ შორის განსხვავება 15 – 15 წუთი თუ გამოვა.

რაკი დროის განსაძღვრაზე ჩამოვარდა სიტყვა, ესეც უნდა ვთქვათ. თქვენ ახლა
ფუნდუკში შეჰყვებით მგზავრებს და ალბათ ფუნდუკის ეზოში ამაყად მოსეირნე
მამლებს მიაქცევთ ყურადღებას. ფუნდუკებში მგზავრებისთვის რესტორნებიც აქვთ,
მაგრამ ეს მამლები დასაკლავად არ უნდათ; მაშინაც კარგად იცოდნენ, რომ მამლის
ხორცს დიდი გასავალი არა ჰქონდა. ხშირად მგზავრები ღამიანად დაადგებიან
ხოლმე გზას და ყოველ ქუთში რომ ეზოში არ გამოვიდნენ და ციური სხეულების
მოძრაობას არ დააკვირდნენ (ან, ვთქვათ, ღრუბლიან ამინდში), მამლების ყივილითაც
კარგად განსაზღვრავენ დროს, მაგრამ მამალი ხომ რამდენჯერმე ყივის ღამეში!
გრძელი გზით დაღლილი, ტკბილად ჩაძინებული კაცი როგორღა მიხვდეს, მამლის

464
პირველი ყივილი ჩაესმის ძილში, თუ მეორე ყივილი? ამასაც ცნობენ, ხმით ცნობენ,
ჟღერადობით, მამლის პირველ ყივილს მეორე ყივილისაგან ანსხვავებენ... მაშინდელი
ადამიანი იძულებული იუო, კარგად დაკვირდებოდა ამ მოვლენებს...
ამრიგად, მგზავრები მალ-მალე ახედავენ ხოლმე მზეს; იციან, რომ მოსაღამოვდება და
გზაზე სანუკვარი ფუნდუკიც გამოჩნდება. იქ, კარგი მასპინძელი ელით, კარგი
ვახშამი, ცოტაც გადაჰკრავენ კიდეც, დაისვენებენ, გაერთობიან... იქ
პირუტყვისთვისაც არის საკვები და დასარწყულებელი... აქვე სახელოსნოებიც აქვთ,
– შორ გზაზე დამდგარ კაცს რამდენი გაუთვალისწინებელი რამ დასჭირდება... ამ
დროს უკვე ცხენის დაჭედვაც არის შემოღEბული და, უნდა ვიგულისზმოთ,
ნალბანდსაც ექნება ფუნდუკთან პატარა სამჭედლო, აქვე უნდა ვიგულისზმოთ
მეუნაგირეც, ალბათ თერძიც...

მოუთმენლად ელიან ფუნდუკის გამოჩენას.


მაგრამ პირველადაც რომ იყოს ამ გზაზე, ეს მაინც უსათუოდ იცის, რომ საღამოხანს
ფუნდუკს მიადგება. თითო დღის სავალზე გზებზე ყველგან ფუნდუკია. მემატიანის
მონათხრობიდან ვიცით, როგორ ზრუნავდა ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელი
გზებზე ფუნდუკების აგებისათვის, თამარის დროს კი გზებზე ფუნდუკების და
ქარვასლების აგებამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ბოლო დრომდე ყოფილა
შემორჩენილი გზებზე ნანგრევები ძველი ფუნდუკებისა, რაც თამარის სახელთანაა
დაკავშირებული. ვახუშტიც მოიხსენიებს ხოლმე თამარის დროინდელ ფუნდუკებს:
,,აქათ და იქით ქციის კიდესა ზედა ფუნდუკნი დიდნი და კეთილნი, თლილის
ქვისანი
... ანდა: ,, აქა არს ფუნდუკი თამარ მეფისაგან აშენებული ზამთარ მოგზაურთათვის
.
როგორც ვხედავთ, უბრალი ნაგებობანი კი არ არის, გაჭირვების დროს თავი რომ
შეაფაროს კაცმა, არამედ ,,დიდნი, ,,კეთილნი , ,,თლილის ქვისანი
კეთილმოწყობილნი სასტუმროები, რომლებიც თვალსაც ახარებენ და სასურველ
კომფორტსაც უქმნიან მგზავრებს...
ამრიგად, ვახუშტის დრომდე კიდევ იყო შემორჩენილი ნაშთები იმ ძველი
ფუნდუკებისა და მერე მთლიანად განადგურდა და გაქრა.
შარდენიც მოიხსენიებს ერთ ფუნდუკს ,,ლამაზ ხიდთან (იგულისხმება ე. წ.
,,გატეხილ ხიდთან არსებული თლილი ქვით ნაგები ფუნდუკი, რომელსაც
ვახუშტიც აგვიწერს). ფრანგი მოგზაური მოუხიბლავს ამ შენობას და როცა აგვიწერს,
ჩვენც ვრწმუნდებით რომ მართლაც დიდებული იქნებოდა. მრავალოთახიანი შენობა
არისო, წერს შარდენი, და თითოული ოთახი აივნით მდინარეს გადაჰყურებსო.
მთელს ქვეყანაში არ მინახავს ასათი ლამაზი ხიდი და ასეთი ლამაზი ქარვასლაო...
მართლაც ლამაზი იქნებოდა – მდინარის პირას აღმართული თლილი ქვით ნაგები
მრავალოთახიანი შენობა, რომლის ყოველი ოთახი საკუთარი აივნით დიდ მდინარეს
გადაჰყურებდა...
ამ ქარვასლის ნაშთს ჩვენამდე არ მოუღწევია, ისევე როგორც არ შემონახულა
იმდროინდელი მრავალი ფუნდუკი და ქარვასლა. მხოლოდ აღწერილობითა და
სხვათა გადმოცემებით ვიცნობთ. ასეთი ფუნდუკები კი, როგორც ზემოთ ერთგან
ითქვა, თითო დღის სავალზე იყო ყველგან, ყველა გზაზე. სავარაუდებელი
განლაგებანი ფუნდუკებისა მოხაზული აქვს ლევან ჭილაშვილს თავის წიგნში
,,ქალაქები ფეოდალურ საქართველოში .

465
ერთ-ერთი ასეთი ფუნდუკი ფარავნის მიდამოებში კარგად შეუსწავლიათ
მეცნირულად. ეს ფუნდუკი 1898 წელს ჯერ ისევ მთლიანი ნაგებობა ყოფილა და მერე
დანგრეულა. ამ დროს (1898 წ.) მოუნახულებია იგი ქართველ მოღვაწეს ივანე
როსტომაშვილს; თლილი ქვისა და აგურისაგან არის ნაგებიო, – წერს იგი. ნიკო
ბერძენიშვილის აზრით, რომელსაც შენობა 1933 წელს უნახავს, უკვე საკმაოდ
დანგრეული, ფუნდუკს თავის დროზე, 15 ოთახი ჰქონია. მკვლევარები ამ
ფუნდუკსაც მეთორმეტე საუკუნით ათარიღებენ. თლილი ქვა, რითაც შენობა იყო
მოპირკეთებული, თანდათანობით გაუზიდავთ. განსაკუთრებით დასანანი ის არის,
რომ მათ თან გაჰყოლია წარწერიანი ქვებიც. წარწერა ალბათ ბევრს საგულისხმო
რამეს გვეტყოდა. სამწუხაროდ, ივ. როსტომაშვილს არ მიუქცევია წარწერისთვის
ყურადღება, მერე კი გაქრა, დაიკარგა...
ბევრი ფუნდუკი თუ ქარვასლა ისე გაქრა, მათი ნაკვალევიც არა ჩანს, და ოდესღაც ამა
თუ იმ ადგილას მათი არსებობა მხოლოდ ვარაუდით შეგვიძლია ვიგულისხმოთ...
ზოგან ასეთ ვარაუდა საფუძველს უმაგრებს ჩვენამდე მოღწეული გეოგრაფიული
სახელწოდებანი: ფუნდუკი უკვალოდ გამქრალა, ხოლო ნაფუნდუკარი ადგილას
სახელწოდებას ჩვენამდე მოუღწევია. ძალიან საინტერესოა ნიკო ბერძენიშვილის
დაკვირვება: ძეგვთან ახლოს გეოგრაფიული სახელწოდებანი ბარგიყარია და სავანის
ველი, მეცნიერის აზრით, აქ ოდესთაც ფუნდუკების არსებობას მიგვანიშნებენ;
ძეგვზე ხომ ერთ დროს დიდი სავაჭრო გზა გადიოდა, და როცა ამას
გავითვალისწინებთ, მეცნიერის ვარაუდი დამაჯერებელი გვეჩვენება.
ამრიგად, როგორც ვარაუდობენ, თითო დღის სავალზე აგებდნენ დასასვენებელ
სადგურებს. თუ ქალაქებთან ახლოს მოხვდებოდა ფუნდუკი, იქ ვაჭრობაც
გაიმართებოდა ხოლმე.
ასე უოფილა, მაგალითად, იმ დიდ საქარავნო მაგისტრალზე, რომლის მონაკვეთსაც
ჩვენ უკვე გავეცანით. ამ გზაზე, ზაქათალის მახლობლად – დიდ ქალაქ გრემიდან
ასამდე კილომეტრის დაშორებით, არსებულა სავაჭრო ცენტრი ზაგემი. აქვე იყო
დიდი და კეთიკმოწყობილი ფუნდუკი მგზავრებისათვის. დროთა ვითარებაში ეს
ფუნდუკიც დაინგრა და განადგურდა. სხვათა შორის ამ ფუნდუკს მოიხსენიებს
მეჩვიდმეტე საუკუნის რუსეთის ელჩი (მაშინ ჯერ ისევ არსებულა ფუნდუკი – რაღა
თქმა უნდა, არა პირვანდელი კეთილმოწყობილობითა და ელვარებით). ფუნდუკის
დაახლოებითი აღწერაც კი დაუტოვებია ამ ელჩს: 12 აპრილს (1639 წ.) მივედით
ზაგემში და იქ დაგვაბინავეს ფუნდუკში. ფუნდუკს შემოვლებული აქვს დაახლოებით
200 საჟენის სიგრძის ქვის გალავანი. ეზოში ქვის დუქნებია (ისინიც გავერანებული)...
აქ [ოდესღაც] ყოფილა სავაჭრო გზა და დუქნები. ამჟამად სრული სიცარიელეა.
ამ გზის გაგრძელებაზე დღემდე შემორჩენილა ქარვასლების ნაშთები ნუხაში,
შემახაში...
როგორც ვნახეთ, ფუნდუკთან საგანგებოდ სავაჭრო ფარდული იყო მოწყობილი და
ადგილობრივი მოსახლეობა მუდამ მოუთმენლად მოელოდა ახალი ქარავნების
გამოჩენას.
ფუნდუკები თითო დღის სავალზე იყოო, ვთქვით. ამასთან დაკავშირებით
საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: რითი იზომებოდა გზა? მანძილის საზომი
ერთეულებით? დღეს ხომ ჩვეულებრივ, ასე ვიტყვით ხოლმე: ამ ქალაქიდან ამდენი
და ამდენი კილომეტრია. იმ დროს? მაშინაც რომ დაადგებოდა მგზავრი, რას იტყოდა,
რამდენი სავალი მაქვსო?...
მაშინ დროის საზომი ერთეულებით იზომებოდა გზა. ამდენი და ამდენი დღის ან
თვის სავალიაო, იტყოდნენ... ან სადილობის გზააო... დღემდე შემოგვრჩა გამოთქმა:
466
სამოყვრო გზააო... ,,ვეფხისტყაოსანში ვკითხულობთ: ,,ესეა ზღვათა სამეფო
თვისა ათისა სავლითა ... ნიკო ბერძენიშვილს უფრო ძველი ძეგლებიდან
მოაქვს მაგალითები. ,,გობრონის წამებაში ყველის ციხიდან შავშეთამდე
იყო ,,ვითარ სადილობისა გზა ოდენ ... ნერსე რომ ხაზარეთიდან აფხაზეთს
გაემგზავრა, წინ ,,სამისა თვისა გზა ჰქონდა .
აქამდე ჩვენ დიდ სავაჭრო მაგისტრალებს გავყურებდით, იქ ქრსებულ ფუნდუკებს,
იმ გზებზე მიმომავალ ქარავნებს.
ქვეყნის შიდა გზებსა და პატარა დაბა-ქალაქებსაც რომ გადავავლოთ თვალი, აქაც
გაცხოველებულ ვაჭრობას ვნახავთ. აქ დიდი ქარავნები არ დადიან; ფანსაკუთრებულ
საბაზრო დღეებში, რაც უმთავრესად დღესასწაულებსა და უქმეებს ემთხვევა,
ურმებით მიდი-მოდიან (მთა ადგილებში ჩოჩიალა, აჩაჩა ურმებით), რაღა თქმა უნდა,
ცხენოსანსაც იხილავ, უნაგირზე ხურჯინი შემოუკიდია და ბაზრისაკენ მოჩაქჩაქებს...
ეგერ, ღვინით სავსე ტიკებიც მიაქვთ ურმით... ფეხით მიმავალსაც ბევრს ნახავთ,
მხარზე კალათი ან გოდორი შემოუგდია, ან ხურჯინი გადაუკიდია, ზოგს ძროხა,
დეკეული ან მოზვერი გაუგდია წინ და გასასყიდად მიჰყავს... გაჰყიდის ბაზარში ან
გადაცვლის, ვთქვათ, სახნისზე, ნიჩაბზე, ქვევრზე, მარილზე, იქნებ ხორბალზედაც...
ერთი სიტყვით, ქვეყნის შიგნითაც გაცხოველებული აღებ-მიცემობაა.

4.
ჩვენ ვცადეთ,ზოგი ისეთი მხარე გაგვეცოცხლებინა ჩვენი ხალხის იმდროინდელი
ცხოვრებისა, რაც მემატიანეებს გამორჩენიათ თუ გამოუტოვებიათ, საჭიროდ არ
ჩაუთვლიათ აეწერათ და შორეული შთამომავლობისათვის შემოენახათ. ჩვენი
საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულს, შოთა რუსთაველის საიუბილეო
დღეებში, დიდი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობითა და უშუალო
მონაწილეობით მოეწყო გრანდიოზული გამოფენა, რომელიც მიზნად ისახავდა,
თვალსაჩინოდ ეჩვენებინა რუსთაველის ეპოქის საქართველოს ცხოვრება, ქართველი
ხალხის შემოქმედებითი შრომა და ყოფა. გამოფენის მოწყობას წინ უძღოდა
სზვადასხვა სამეცნიერო ექსპედიციები, აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის საერთო
ხალმძღვანელობით – რასაც უნდა გამოემჟღავნებინა და გამოემზეურებინა
იმდროინდელი ცხოვრების ბევრი ისეთი მხარე და დეტალი, რაც მანამდე უცნობი ან
ნაკლებად შესწავლილი იყო.
უოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა შთაბეჭდილებამ, რასაც ეს გამოფენა უქმნიდა
ადამიანს. მნახველს სასურველი სისრულით წარმოუდგა ჩვენი ხალხის
იმდროინდელი ცხოვრების – ყოფითი და სულიერი კულტურის – სიდიადე.
ჩვენ აქ საშუალება არა გვაქვს აღვწეროთ ის გამოფენა და ამით სრული წარმოდგენა
შევუქმნათ მკითხველს ჩვენი ხალხის იმდროინდელ ცხოვრებაზე, მაგრამ ცალკეული
დეტალის გახსენება, ვფიქრობ, მაინც მიგვანიშნებს ჩვენი ხალხის მაშინდელ
ეკონომიკური და სულიერი კულტურის მაღალ დონეზე.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია თამარის ეპოქაში გაყვანილი სარწყავი არხები,
რომელთა ნაშთები შემორჩენილა და მასშტაბის სიდიდით, გადაწყვეტის ტექნიკური
სირთულითა და გაბედულებით დღევანდელ სპეციალისტსაც კი ანცვიფრებს.
ცნობილია თამარისდროინდელი სარწყავი არხები ტირიფონის ველზე, რუის-
ურბანის მიდამოებში, მუხრანში, სამგორში... და განსაკუთრებით კახეთში, ალაზნის
ველზე. სწორედ ალაზნის სარწყავ სისტემაზე მინდა შევაჩერო მკითხველის
ყურადღება.

467
საკმარისია დავასახელოთ ორი ციფრი, რათა თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ ამ
არხის გრანდიოზულობა: არხის სიგრძე 119 კილომეტრს შეადგენდა და რწყავდა იგი
53 000 ჰექტარ მიწას! ასეთი არხის გაყვანა ტექნიკის თანამედროვე პირობებშიაც კი
რთული და სიძნელეებთან არის დაკავშირებული. არხი იწყებოდა ახმეტის რაიონში,
სოფელ ზემო ალვანის პირდაპირ, ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, მიედინებოდა
სამხრეთ-აღმოსავლეთით და მთელ ალაზნის ველს სერავდა და რწყავდა. ესე იგი,
მთავრდებოდა ალაზნის ველი და არხიც დედა-მდინარეს უერთდებოდა.
მოურწყველი არა რჩებოდა ასე თუ ისე მნიშვნელოვანი სატესი ფართობიი, ბაღები
თუ ზვრები.
ალაზნის არხი საგანგებოდ იმიტომ გამოვყავით რომ იგი, როგორც ჩანს, ყველაზე
გრძელი იყო და ყველაზე დიდ ტერიტორიას რწყავდა. ამოდენა არხის გაყვანა და
მერე მისი მოვლა ძალიან ძნელი იქნებოდა, ეს თავისთავად იგულისხმება.
სულ სხვაგვარი სარწყავი სისტემაა მუხრანის რუსხმული – ანუ ხელოვნურად
შეზვინულ მიწაზე გატარებული არხი (რუსხმულს საბა განმარტავს, როგორც ,,მაღლა
შეშენებულ რუს ). ეს გრანდიოზული ნაგებობააო, წერს ნიკო ბერძენიშვილი.
სიმაღლე მუხრანის რუსხმულისა თითქმის ექვსი მეტრი ყოფილა, ე. ი. თანამედროვე
ორსართულიანი სახლის სიმაღლე. გაჭიმული ყოფილა იგი ,,მრავალ კილომეტრზე .
არხის სიგრძესა და სიმძლავრეს, აგრეთვე იმ ადგილსაც თუ გავითვალისწინებთ,
რასაც იგი რწყავდა, ძნელი წარმოსადგენი აღარ იქნება მისი ეკონომიკური
მნიშვნელობა.
ახლა კი გავეცნოთ იმდროინდელ ერთ-ერთ ყველაზე მოკლე წყალსადენს: მისი
სიგრძე ორიოდე კილომეტრს უდრის, მაგრამ ასეთი სიმოკლის მიუხედავად
ტექნიკურად ძალიან რთული ყოფილა. ჰიდროლოგი ალექსანდრე ლოსაბერიძე,
რომელმაც ეს წყალსადენი შეისწავლა, წერს: ,,ეს ნაგებობა ძველ მშენებლებს ისეთ
რთულ გეოლოგიურ და ტოპოგრაფიულ პირობებში შეუსრულებიათ, რომ იმავე
ამოცანის განხორციელება ჩვენს ხანაშიაც დიდი საგონებელში ჩააგდებდა
თანამედროვე გამოცდილ სპეციალისტსაც .
არსებობს 1202 წლის საბუთი (თამარ მეფის სიგელი), საიდანაც ვგებულობთ, რომ
არხის გაყვანას სამი წელი მოუნდნენ – ესე იგი მეთორმეტე საუკუნის მიწურულში
(1199 წ.) დაუწყიათ მუშაობა და 1202 წელს დაუმთავრებიათ. საბუთი სხვა
მნიშვნელოვან და საინტერესო ცნობებსაც გვაწვდის... მაგრამ ტექნიკური
აღწერილობა წყალსადენისა ამ საბუთში არ არის მოცემული. ეს ჩვენმა თანამედროვე
მკვლევარებმა გაარკვიეს, როცა ძველ წყალსადენს სწავლობდნენ ამ საუკუნის
ოცდაათიან წლებში.

ეს გახლავთ სხალტბა-შიომღვიმის წყალსადენი. და ალბათ უკვე ხვდებით კიდეც რა


სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული მისი გაყვანა: შიომღვიმესა და სზალტბას
ხომ მაღალი ქედი ჰყოფს – შიომღვიმე ამ ქედის გადმოღმა, სამხრეთ კალთებზეა
გაშენებული, სხალტბა კი ქედის გადაღმა, ჩრდილოეთის კალთაზე მდებარეობს და
სირთულეც ის იყო, ტექნიკის განვითარების მაშინდელ პირობებში როგორ
გადმოეტარებინათ წყალი ამ მაღალ ქედზე მონასტრის ბერებისათვის.
წყლის საჭიროებას კი, ეტყობა, მართლაც მწვავედ განიცდიდნენ. ჩვენ ვიცით, როგორ
გაიზარდა და გაფერთოვდა შიომღვიმის მონასტერი დავით აღმაშენებლის შემდეგ.
გადმოცემით, აქ ხუთი ათასამდე ბერი ყოფილა. ადგილობრივი პატერა წყარო უკვე
აღარ ჰყოფნიდა ამდენ ხალხს: მონასტრის ,,შინა მყოფნი ქმიდანი მამანი (იყვნენ)
ჭირსა და იწროებასა შინა ურწყულობისასა . ამას წერს საქართველოს

468
იმდროინდელი პირველი ვაზირი, მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი ანტონი.
სწორედ მან ითავა წყალსადენის გაყვანა და მისი სიტყვებიდანვე ვიცით, რომ სამი
წლის გულმოდგინე შრომა დასჭირვებია ამ საქმეს – ,,...ჟამთა წელიწადისა სამისათა
დიდითა შრომითა და გულისმოდგინებითა გამოვიყვანეო, წერს ანტონი.
ჯერ წყალი უძებნიათ. ამას იმავე საბუთით ვგებულობთ. როცა სხალტბის წყაროს
მიაგნეს და ის გაბედული აზრი გაუჩნდათ – წედის ერთი კალთებიდან გადაღმა
კალთებზე განლაგებული მონასტრისთვის მიეწოდებინათ იგი – ახალი
უხერხულობა და სიძნელე წარმოიშვა: თუ წყაროს მთლიანად მისცემდნენ
მონასტერს, სოფელი დარჩებოდა უწყლოდ, თან ეს ერთი წყარო ალბათ არც ეყოფოდა
იმოდენა მონასტერს. და შეუდგნენ ქედის კალთებზე, ახლომახლო, წყაროების
ძებნას: ,,ვჰძებნე სხუაი წყალი, რომელი მკუიდრთა მის ადგილისათა (ესე იგი,
სხალტბის მოსახლეობას) არ მოაკლდა, ეგზომ მოვიდა და უმეტესიცა წყალი
... ესეც ანტონის სიტყვებია. ქედის Vრდილო კალთებზე ალბათ თავიდანვე
ეგულებოდათ კარგი წყაროები.
ახლა წარმოვიდგინოთ, რა ძნელი იქნებოდა მაშინდელ პირობებში იმ წყაროების
შეგროვება, რათა მერე დიდი მილით მონასტრისაკენ გაეყვანათ.
მაგრამ მთავარი სიძნელე მაინც წინ იყო: როგორ უნდა გადაეტარებინათ ქედზე
წყალი?! და ზემოთ რომ გაბედული აზრი ვახსენეთ, ეს იყო კლდოვან ქედში გვირაბის
გაჭრა და წყლის იმ გვირაბში გატარება.

ამ გვირაბს მიაგნეს მკვლევარებმა, როცა ზემოთ ნახსენები ისტორიული საბუთის


მიხედვით, სხალტბა-შიომღვიმის წყალსადენის მოძებნა და შესწავლა გადაწყვიტეს.
წყალსადენის ტექნიკურ აღწერას აქ არ მოვყვებით, დაინტერესებულ მკითხველს
შეუძლია გაეცნოს ალ. ლოსაბერიძისა და შ. ხიდაშელის გამოკვლევებს, სადაც
დაწვრილებით არის მოცემული წყალსადენის კვლევის ისტორიაც და მისი
ტექნიკური აღწერილობაც. აქ მხოლოდ ის უნდა შევნიშნოთ, რომ სხალტბა-
შიომღვიმის წყალსადენის შესწავლა საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ:
საქართველოში იმ დროს კარგად გაწაფული ყოფილან ტექნიკურად ასეთი რთული
ნაგებობის მშენებლობაში; ესე იგი მეურნეობის ეს დარგიც მაღალ დონეზე ყოფილა...
ძველი წყალსადენის კვლევისა და შესწავლის დროს მკვლევარები წააწყდნენ ისეთ
ნივთებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ცოცხლად წარმოვიდგინოთ რვა საუკუნის
წინანდელი სურათი, როცა აქ წყალსადენის გაყვანაზე მუშაობდნენ. იპოვნეს,
მაგალითად, ლითონის ნიჩბის ნამსხვრევები, სხვადასხვა დანიშნულების
ჭურჭლეული (მაგალითად, ჯამები, რითაც მუშები ალბათ წყალსა სვავდნენ),
სამარილე... და თიხის ჭრაქი, რაც გვირაბში მუშაობის დროს სჭირდებოდათ...
მაგრამ მთავარი მაინც თიხის მილებია, – სხვადასხვა ფორმისა და ზომისა,
ისეთნაირად გამოყვანილი, რომ ერთი მილის თავი მჭირდება ჩაჯდეს მეორის
ბოლოში; თიხისავე ,,მკლავები, ანუ სხვადასხვა გრადუსით საგანგებოდ მოხრილი
მილები, სწორი ,,მილების გადასაბმელად, როცა წყალსადენის გაყვანილობა
მკვეთრად უხვევს და პირდაპირი მილი არ გამოდგება... და, რაც მთავარია, თიხისავე
თანგირები ანუ ე. წ. ,,საკონტროლო ჭა, სხვადასხვა ზომის წვევრისებული ჭურჭელი,
რომლებიც აქა-იქ, გარკვეული სიხშირით – მილებს შორის არის ჩადგმული და
ორივე მხრით წაგრძელებული ტუჩებით მილებს უერთდება, წყალსადენის მთელ
სისტემას კრავს. თანრიგების დანიშნულებას ალბათ უკვე ხვდებით: წყალსადენი რომ
დაზიანდებოდა მილებს ბთელ სიგრძეზე ხომ არ ათხრიდნენ – თანრიგების
საშუალებით გაარკვევდნენ, რომელ მონაკვეთზე იყო დაზიანებული... იმიტომაც

469
ჰქვია ,,საკონტროლო ჭა. თანგირებიც, რაღა თქმა უნდა, მიწაში იყო ჩაფლული,
მაგრამ ეს ადგილები ზედაპირზე ჰქონდათ დანიშნული და ადვილად მიაგნებდნენ.

ამრიგად სამი წელი მოუნდნენ წყალსადენის გაყვანას. ხოლო როცა მუშაობა


დამთავრდა და ცივი და საამური წყაროს წყალი (წყალი კი მართლაც კარგი ყოფილა:
ასეთი ცივი და საამური წყალი მთელს აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათად
შეგვხვდებათ, წერს თანამედროვე მკვლევარი) უხვად მიუვიდათ მონასტრის
მრავალრიცხოვან ბინადართ, ანტონ ჭყონდიდელმა თამარ მეფეს სთხოვა, ორი
კომლი გლეხი მონასტრისთვის მიებოძებინა: გლეხების მოვალეობა წყალსადენის
მოვლა-პატრონობა იქნებოდა. სწორედ ამ ფაქტს გადმოგვცემს ზემოთ ნახსენები
შეწირულების სიგელი თამარ მეფისა შიომღვიმისადმი: ,,დაგუაჯერა ღმერთმან და
ვისმინეთ ჰაჯაი და მოხსენებაი მისი ვაზირისა ჩვუენისა ანტონ ჭყონდიდელ
მთავარეპისკოპოზისა, მწიგნობართუხუცესისა და პროტოოპერტიმოსისა, და რომელ
სხალტბას მის წყლისა მისგან მიღებულისა სათავესა ზედა გლეხი ზის, მიწად ერთი
და კუამლად ორი. ქოსაისძენი საუკუნოდ მის წყლისა მკაზმავად, მღუიმისა
მონასტრისა შესაწირავად მიგუითავისუფლებია ...
იმავე საბუთიდან ვგებულობთ, რომ წყალსადენისათვის დამატებით მეთვალყურე და
,,მკაზმავი შეიქნა თურმე საჭირო და ორი გლეხი კიდევ დაუმატეს – ,,მათითა
კითხვითა და ბრძანებითა ერთი მეორშაფათე გლეხი, სახელით პატარ და მეორე
გლეხი, გარეთმოსული, ქაჩაბურსაიძე ესენიცა წყაროსავე მიუყენენით მკაზმავად.
და კიდევ ერთი საგულისხმო ცნობას ვხვდებით საბუთში – იმ ორი გლეხისთვის –
ქოსაისძეებისათვის – დაუვალებიათ, შვილებისთვისაც ესწავლებინად თავისი
ხელობა, ,,რომელ ორისავე სახლისაგან თუითოი შვილი მათი ქუქანაკად
გაისწავლებოდეს დჰკაზმვიდნენ მას წყაროსა – წინაწარ დაუჭერიათ თადარიგი,
რათა წყალსადენს არც მომავალში მოჰკლებოდა მომვლელი და ,,მკაზმავი .
თავისთავად იგულისხმება, რომ ეს გლეხები გამოცდილი ჰიდროტექნიკოსები
(ქუქანაკები) იქნებოდნენ და ახლა შვილებსაც შეასწავლიდნენ თავიანთ ხელობას...
აი, როგორ გადადიოდა ხელობა მამიდან შვილზე, როგორ დაეუფლებოდა ხოლმე
ოჯახი, მთელი გვარი, ხოლო ზოგჯერ მთელი სოფელიც ამა თუ იმ ხელობას, როგორი
სასოებითა და სიყვარულით ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს, რა გულმოდგინებით
ასწავლიდნენ ხელობას საიდუმლოებას მემკვიდრეებს. ეს მემკვიდრეობითობა
ზოგჯერ საუკუნეებს გასწვდებოდა და იყო გვარი (ან სოფელი) მთელს ქვეყანაში
განთქმული თავისი ხელობით – ვთქვათ, მეთუნეობით, ოქრომჭედლობით,
დასტაქრობით... უველგან პატივსა სცემდნენ, აფასებდნენ, უყვარდათ... ეს
საყოველთაო სიყვარული და აღიარება პატიოსანი და ალალი შრომისადმი ხალხის
დამოკიდებულებას გამოხატავდა.
ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რა შრომა და ენერგია დასჭირდებოდა ამ არხების და
წყალსადენების მშენებლობას.
თუ რა მძიმე შრომა გაუწევია ჩვენს ხალხს ამ არხების გაყვანაზე, კარგად
მიგვანიშნებს ერთი ძველი გადმოცემა, რომელიც ილია ჭავჭავაძეს გაუგონია ხალხში
და მანვე შემოგვინახა:
,,ხალხი ალაზნისა და არაგვის პირისანი დღესაც ამბობენ, რომ როცა თამარ მეფემ
გაიყვანა ეს არხები და ბოლოში წისქვილი დააბრუნა, წისქვილის ქვებიდამ სისხლი
გადმოდკდაო, – გადმოგვცემს ილია და იქვე დასძენს: – ეს ამბავი გვაუწყებს,
რამოდენად ძვირად დასჯდომია ხალხს ეს დიდებული საქმე, რომ მის წარმოდგენით
მის მიერ დაღვრილი ოფლი სისხლად გადმომსკდარა წისქვილის ქვებიდამ .

470
აქვე ერთი საყურადღებო მოვლენაზე უნდა შევაჩერო მკითხველის უყრადღება. როცა
არხების ასეთ მასობრივ მშენებლობაზე ვლაპარაკობთ, ესეც ერთ-ერთი
დამადასტურებელი ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხალხი იმ დროშიაც ბუნების წყალობას
კი არ იყო მთლიანად მინდობილი და თავის მეურნეობას კი არ უსადაგებდა, არამედ
ცდილობდა, ბუნება დაემორჩილებინა და თავისი ცხოვრების წესისათვის მოერგო;
თუმცა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ხშირად ეს აურაცხელ შრომისა და ენერგიას
მოითხოვდა. როცა ვახუშტი ბატონიშვილის წიგნს განიხილავს, ნიკო ბერძენიშვილი
წერს: ,,ვახუშტის აღწერის გულდასმით წამკითხველი ნათლად წარმოიდგენს
საქართველოს მოსახლეობის საქმიანობას არა მარტო პასიურად შეგუებულს
ბუნებრივ პირობებთან (ვთქვათ, მესაქონლეობა მთიანეთში ან მეღორეობა კახეთში)
არამედ ისეთ საქმიანობას, რომელიც საამისოდ ბუნებრივი პირობების ხელოვნურად
გამოყენებას გულისხმობს...

5.
ახლა კი იმდროინდელი სოფლის შუკებშიაც გავიაროთ, გლეხის კარმიდამოში
შევიხედოთ.
ჯერ ის უნდა ითქვას, რომ თვალშისაცემია სიმრავლე სოფლებისა. ამას პირდაპირ არ
გვეუბნებიან მემატიანეები... აღარც ყველა იმდროინდელი სოფელი შემორჩენილა...
მომდევნო საუკუნეთა გამანადგურებელმა რბევებმა ბევრი სოფელი ერთიანად მოსპო
და აღგავა, და დღემდე მხოლოდ სახელი შემოგვრჩა მათი... ერთი სიტყვით,
მემატიანეები არ ჩამოგვითვლიან იმდროინდელ სოფლებს და პირდაპირ არც
სოფლების სიხშირეზე გვეუბნებიან რამეს. მაგრამ წყაროებში გაფანტული სხვადასხვა
ხასიათის ცნობები მეცნიერებს ასათი ვარაუდის საფუძველს აძლევს. მამისა
ბერძნიშვილის საინტერესო ნარკვევში კარგად არის ეს ნაჩვენები. ნიკორწმინდის ერთ
ძველ საბუთში დასახელებული რაჭის 23 სოფლიდან დღემდე ათსღა მოუღწევია,
დანარჩენები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში განადგურებულა. ე. წ.
გამოსაღებების ნუსხაში ჩამოთვლილი ერწო-თიანეთის 44 სოფლიდან ჩვენამდე
მხოლოდ თხუთმეტს მოუღწევია...
როგორ ნადგურდებოდა ეს სოფლები, ამის ნათელ წარმოდგენას გვაძლევს, ზოგჯერ
სურათსაც კი გვიცოცხლებს არწეოლოგიური გათხრები. მაგალითად, ერთ
ნასოფლარში (ნაჭივჭავები, თეთრი წყაროს რაიონი) როცა გლეხის აწ უკვე მიწით
დაფარულ კარმიდამოს თხრიდნენ, ზედ სამზარეულოს კარებთან წააწყდნენ
ბავშვებისა და მოზრდილი ადამიანების ერტად დახვავებულ ჩონჩხებს... იქნებ
სწორედ ამ რბევის დროს (ვთქვათ, თემურ-ლენგის დროს, როგორც ვარაუდობენ
კიდეც მკვლევარები) იქცა ერთ დროს ბედნიერი და ხალხმრავალი სოფელი
ნაჭივჭავები ნასოფლარად! იქნებ სწორედ მაშინ ერგოთ ასეთივე ბედი მეზობელ
სოფლებსაც, რომელთა მხოლოდ სახელები შემორჩენილა – ტახტისწყარო,
ნადარბაზევი, ტყემლარა, ბედენი!
ჩვენი სსაუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში თეთრი წყაროს რაიონში
განხორციელდა აქაური ნასოფლარების არქეოლოგიური შესწავლა. სწორედ იმ
ნასოფლარებისა, რომლებიც ეს არის ჩამოვთვალეთ. კვლევის საფუძველზე ამ
საკითხებისადმი მიძღვნილი რამდენიმე მეცნიერული შრომა გამოქვეყნდა. ყველა
გამოკვლევას აქ არ ჩამოვთვლით და არ განვიხილავთ, თუმცა ეს თავისთავად იქნებ
საინტერესოც იყოს. აქ გავეცნოთ იოსებ გრძელიშვილის გამოკვლევას, რომელშიაც
თითქმის ყველა საგულისხმო ცნობაა მოცემული.

471
თეთრი წყარო ქვემო ქართლს ეკუთვნის. და სწორედ იმ დროს, მეთორმეტე
საუკუნეში, იგი სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა; ამდენად, ტიპიური იყო
მთელი საქართველოსათვის.
ნაჭივჭავებში და, იგულისხმება, მთელს იმ მხარეშიაც, სახლებს ქვისგან აგებდნენ. ეს,
რაღა თქმა უნდა, ადგილობრივი კლიმატის შესაბამისად. საქართველოს სხვა
კუთხეებში ბევრგან ხის სახლებს აშენებდნენ – წაბლისას, ნაძვისას, მუხისას...
როგორც მოუხერხდებოდათ.
ნაჭივჭავებში გლეხის სახლი ერთსართულიან ქვის შენობას წარმოადგენს; ,,სახლის
თითოეული კომპლაქსი შედგება 5-6 ნაგებობისგან, ვკითხულობთ იოსებ
გრძელიშვილის ნარკვევებში: ეს არის დარბაზი, ანუ მთავარი საცხოვრებელი ოთახი,
რომელიც შენობის ცენტრში იყო მოთავსებული; დარბაზს ეკვროდა სამზარეულო-
საკუჭნაო, სათონე, მარანი, საბძელი, გომური... ამასთან, გომური ყველა სახლის
კომპლექსში არ აღმოუჩენიათ; სამაგიეროდ, ზოგი სახლის წინ კალო იპოვეს. ამის
საფუძველზე მკვლევარი დაასკვნის, რომ ერთი ნაწილი სოფლის მოსახლეობისა,
ძირითადად, მიწათმოქმედებას მისდევდა (სხვადასხვა ფაქტებზე დამყარებით,
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნაჭივჭავებში, მაგალითად, თითოეული ოჯახს
დაახლოებით წლიურად ხუთი ტონა პური მოჰყავდა), მეორე ნაწილი კი –
მეცხოველეობას. მარანი ყველას ჰქონდა, მიუხედავათ იმისა, რომ ამ სოფელში არ
არის კლიმატური პირობები ვენახის მოშენებისა. მკვლევარებმი ვარაუდობენ, რომ
ვენახი ამ სოფელს ცოტა უფრო მოშორებით ჰქონდა – ქციისა და ალგეთის
ნაპირებზე... ზოგი ალბათ შემოდგომაზე ყიდულობდა ყურძენს, ღვინოს; ან
საქონელსა და ხორბლეულზე გადაცვლიდა... ასე იყო თუ ისე, ღვინოს უსათუოდ
აყენებდა და კარგა ბლომადაც. ამას ადასტურებს მარნის მოცულობა და ქვევრების
სიხშირე უველა ოთახში და ყველა სახლში.
საერთოდ, ჩვენს სოფლებში უმთავრესად შერეულ მეურნეობას მისდევდნენ –
ერთდროულად მიწათმოქმედებასაც, მეცხოველეობასაც, მებაღეობა-მებოსტნეობასაც
და, რაღა თქმა უნდა, მევენახეობასაც. ცხადია, ბუნებრივ-კლიმატური პირობებისდა
კვალობაზე ზოგან მეურნეობის ერთი დარგი იყო უფრო დაწინაურებული, ზოგან
მეორე და მესამე...
მიწას რომ უკვე ტექნიკურად გაუმჯობესებული გუთნით ამუშავებდნენ მთელ
საქართველოში, ამაზე წინა წიგნში გვქონდა საუბარი. ამ დროისათვის აქაც, ქვემო
ქართლში, რაღა თქმა უნდა, გაუმჯობესებული გუთანი აქვთ. მაგრამ ნიადაგის
სიმკვრივისდა მიხედვით, გუთნეულს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში
სხვადასხვანაირად გამართავდნენ ხოლმე, ზოგან – სამი-ოთხი უღელი, ზოგან –
მეტიც. ვარაუდობენ, რომ აქ, ნაჭივჭავებში, გუთანში სამი უღელი ხარ-კამეჩი
ჰყავდათ შებმული. მკითხველისათვის ალბათ საინტერესოა, რის საფუძველზე
ვარაუდობენ ამას მკვლევარები. არქეოლოგიური გათხრების დროს ნაჭივჭავებში
საფლავის ქვას წააწყდნენ, რომელზედაც გამოხატული იყო გუთანი და სამი უღელი
(ეს ალბათ გუთნისდედის საფლავის ქვა იყო).
პერეულს ცალფიცრიანი კევრით იქვე ლეწავდნენ, სახლის წინ, კალოზე – ასე უფრო
მოსახერხებელი იყო: მარცვალს ბეღელში შეინახავდნენ და ბზეს – საბძელში.
ერთიცა და მეორეც იქვე იყო, კალოსთან ახლოს. საბძლის მოცულობა, მკვლევარების
გამოანგარიშებით 100 კუბურ მეტრს უდრიდა. ზამთრის დღეებში ეს ბზე, თივასთან
ერთად, ეყოფოდა ერთი კომლის საქონელს, გამოზაფხულებისთანავე კი ნახირს
სოფლის ახლომახლო მონდვრებზე აზოვებდნენ. საძოვრები საერთო იყო, სხვა

472
სოფლებსაც ეკუთვნოდა, და, როგორც ვარაუდობენ, ნაკვეთებად იქნებოდა
დანაწილებული სოფლების კუთვნილების მიხედვით.

ბევრ სოფელში ზეთის სახდელი ჰქონდათ. სამშვილდეში ახლაც ნახავთ ასეთი


ზეთსახდელის მოწყობილობას. თითქმის ყველა სოფელს თავისი წისქვილი ჰქონდა
და მეწისქვილე მარცვლეულის დაფქვის საფასურად მინდს იღებდა: ისევე, როგორც
ბოლო დრომდე იყო ჩვენს სოფლებში.აღსანიშნავია ჭურჭლის სიმრავლე და
მრავალფეროვნება, რაც თავისთავად ყოფაცხოვრების მაღალ კულტურაზე
მიუთითებს. ,,სამზარეულოს ნაშთები კარგად ასაბუთებენ, – ვკითხულობთ იოსებ
გძელიშვილის ნარკვევებში, – რომ სოფლურ საკვებში შედიოდა მსხვილფეხხა და
წვრილფეხა საქონლის ხორცი, ღორი და ფრინველი. ცხადის, გამოიყენებოდა
აგრეთვე ბოსტნეული, ხილი და მწვანილი... საყურადღებოა, აღინიშნოს, რომ
გლეხების მოხმარების პროდუქტს კარაქიც შეადგენდა .
,,სოფლის ქალების ძირითად საქმიანობას, – ვკითხულობთ იქვე, – ცხადია, ოჯახის
მოვლა-პატრონობა შეადგენდა. გათხრების შედეგად ნაპოვნი კვირისტავები და სხვა
მასალა მოწმობენ, რომ ისინი სხვა საქმიანობასთან ერთად რთავდნენ, ქსოვდნენ და
თიხისაგან სახელდახელოდ სახმსრ ჭურჭელსაც ამზადებდნენ .
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა მინის სამაჯურებიც. სოფლელი
ქალების მიერ სამკაულად მინის სამაჯურის გამოყენება, თავისთავად, ჩვენი
იმდროინდელი სოფლის მაღალ ყოფით კულტურაზე მიუთითებს; ბევრ სხვა
ქვეყანაში, ამავე პერიოდში, მინის სამაჯურებს მხოლოდ ქალაქელი ქალები
ატარებდნენ.
მკვლევარები იმის გამორკვევასაც ცდილობენ და ახერხებენ. როგორ იცვამდნენ იმ
დროს აქაური სოფლელი ქალები. ამ ადგილებში ნაპოვნი საფლავის ქვაზე,
გამოსახული ადამიანის ჩაცმულობის მიხედვით ვარაუდობენ, რომ ,,სოფელში
ახალგახრდა გათხოვილი ქალები მუხლამდე კაბებს ატარებდნენ და იცვამდნენ
მაღალქუსლიან ტყავის ფეხსაცმელებს .
რამდენადაც საქართველოს ცალკეული კუთხეები კარჩაკეტილ ცხოვრებას არ
ეწეოდნენ და ერთმანეთთან გაცხოველებული ეკონომიკური თუ კულტურული
ურთიერთობა ჰქონდათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით ასეთივე
იქნებოდა საქართველოს სხვა სოფლები.
მკითხველს, ბუნებრივია, დაებადება კითხვა: ვის ეკუთვნოდა სოფელი?
ზოგიერთი სოფელი უშუალოდ მეფის კუთნილება იყო, ზოგი ეკლესიას ეკუთვნოდა
ზოგიც – ფეოდალს, ზოგი სოფლის. მოსახლეობა კი იყოფოდა და ცალკეული
კომლები სხვადასხვა პატრონს ეკუთვნოდა. ზემოთ ჩვენ ამის მაგალითი უკვე ვნახეთ.
თამარის სიგელით, სოფელ სხალტბის ორი ოჯახი – ქოსაისძენი – აკი მონასტერს
მიებოძა და იმ დღიდან მოკიდებული მონასტრის საკუთრება გახდა, სხვა
ყოველგვარი გადასახადებისგან გათავისუფლდა.
მაგრამ ვინ განაგებდა უშუალიდ სოფელს? ეს ჩვენ ზემოთ უკვე ვნახეთ, როცა
დარბაზის შემადგენლობას ვეცნობოდით. სოფელს მემამულე განაგებდა,
მამასახლისისა და სხვა დაბალი მოხელეების საშუალებით (გზირები). მამასახლისს
ევალებოდა გადაეწყვიტა, სად უნდა წასულიყო ესა თუ ის გლეხი სამუშაოდ.
გადასახადებსაც თვითონვე კრეფდა და მერე მემამულეს ჩააბარებდა. სამართლის
საქმეებიც მის ხელთ იყო. როგორც ვხედავთ, მამასახლისის უფლებები საკმაოდ დიდ
და შეუზღუდავი იყო.

473
სოფლის სხვა მოხელეებს ჩვენ ზემოთაც გავეცანით, როცა საქვეყნო გამრიგებლებზე
გვქონდა საუბარი.
როგორიღა იყო ფეოდალის სასახლე და ეზო-კარმიდამო?
ეს, რაღა თქმა უნდა, დამოკიდებული გახლდათ თვით ფეოდალის სიძლიერეზე, მისი
გავლენის სფეროზე... (ლიპარიტ ორბელიანი მეფეს არ უდებდა ტოლს, და, ცხადია,
მისი სასახლე ბევრით არ ჩამოუვარდებოდა მეფისას. ასეთი ძლერი ფეოდალის ციხე-
დარბაზის ნიმუში დღესაც შეგვიძლის ვიხილოთ ანანურში. მართალია, ანანურის
ნუგზარ ერისთავისეული ციხე-დარბაზი უფრო მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება,
მაგრამ განსხვავება ალბათ დიდი არ არის და ეს ნაგებობა ცოცხალ წარმოდგენას
სვიქმნის მსხვილი ფეოდალის ცხოვრების წესზეც და მის დაუოკებელ
პატივმოყვარეობაზეც. სასახლის ეზო შემოვლებულის ქვის მაღალი გალავნით, აქვს
თავისი სათვალთვალო კოშკი, საიდანაც ირგვლივ ხელისგულივით ჩანს ყველაფერი,
სადამდეც კი თვალის სხივი მისწვდება; ეზოშივე აქვს თავისი კარის ეკლესია;
შეყვანილი აქვს წყალი და არა მარტო სასმელად, არამედ აბანოსთვისაც... აქვს დიდი
პალატები სტუმრებისა და ელჩების მისაღებად. ეზოშივე აქვს დიდი მარანი, და
შემოდგომით ყურძნის დაწურვა ხის ვეებერთელა საწნახელში დიდ ზეიმად იქცევა
ხოლმე; ცალკე უდგას საბაზიერო, უფრო მოშორებით – საჯინიბოც... ფეოდალი
საპატიო სტუმარს მუდამ სიამაყით დაათვალიერებინებდა ხოლმე ერთსაც და
მეორესაც: როგორ შეიძლებოდა, შორიდან საგანგებოდ ახლად მოყვანილი ბედაური,
მიმინო ან მწევარი არა ჰყოლოდა...

სტუმრები გამოულებლად ჰყავდა ფეოდალს – ხან შორებელი ბსხვილი ფეოდალი


თავისი ამალით, ხან შედარებით ახლო მეზობელი; ზოგი გულითადი მეგობარი და
მიკავშირე იყო, ზოგიც ერთგულად აჩვენებდა თავს, თორემ, სინამდვილეში,
ცალკერძ შიში უკარგავდა მოსვენებას და ცალკერძ შური... მსახურებს ძილი და
მისვენება არა ჰქონდათ, რათა ღირსეულად დახვედროდნენ მრავალრიცხოვან
სტუმრებს. ხაბაზები ღამიანადვე შეუდგებოდნენ პურის ცხობას, სტუმრებს ძილშივე
უღვიძებდა მადას სახაბაზოდან მოსული ახალგამომცხვარი პურისა და ნაზუქების
საამური სურნელი, ბუნდოვნად ჩაესმოდათ დასაკლავად განწირული საქონლის
შორეული შებღავლება... აციალებდა თუ არა, საჯინიბოდან ცხენების ჭიხვინი
მოისმოდა, ძაღლების გნიასი ტალღებად მოდიოდა ხოლმე... მაშინდელი ადამიანის
სმენა შეჩვეული იყო ხმაურს...
ერთი სიტყით, მსხვილი ფეოდალი მეფეს ტოლს არ უდებდა და ცდილობდა მეფის
ცხოვრების წესი გადმოეღო. თქვენ გახსოვთ მურმანის ცაში აწვდილი ბროლის ციხე.
მარტო ამის მიხედვითაც ძნელი აღარ უნდა იყოს მისი ცხოვრების წესის განსაზღვრა.
ეს, მართალის, ზღაპრიდან არის, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ ეს ზღაპარი
რეალისტურად გამოკვეთილი სოციალური სიმახვილით გამოირჩევა...
ასათი იყო მსხვილი ფეოდალის სასახლე.
საშუალო შეძლების ფეოდალის კარმიდამო ამას, რა თქმა უნდა, ჩამოუვარდება.
მაგრამ იხტიბარს ისიც არ იტეხს და ცდილობს, თავის ტოლებს მაინც არ ჩამორჩეს, ის
კი არა-და, ცოტა უფრო მდიდრადაც მოაჩვენოს უცხო ადამიანს თავი.

ასეთი ფეოდალის სახლს ნიკო ბერძენიშვილი აგვიწერს:


მისი ,,სახლი ჩვეულებრივ ორსართულიანი იყო. ასეთ შენობას ძველ საქართველოში
საერთოდ ,,ცხრაკარა ეწოდებოდა, იმიტომ, რომ მის საცხოვრებელ ნაწილს მრავალი
კარი ჰქონდა ხოლმე. ცხრაკარა კეთილმიწყობილი ნაგებობას წარმოადგენდა. მის

474
ახლოს, ჩვეულებრივ, გამართული იყო აბანო, რომელსაც წყალი ხშირად შორი
მანძილიდან საგანგებო წყალსადენით მოუდიოდა... სასახლეში იყო მარანი, სადაც
ზვრებიდან მიღებული ან საგლეხო გადასახადის სახით შემოსული ღვინო
ინახებოდა. ბეღელი – ხოდაბუნებიდან თუ ბეგრის სახით გლეხდაგან შემოსული
პურეულისთვის, საჯინიბო – ცხენებისათვის; ბოსელი – ხარ-ძროხისათვის. სახლი
სამეხრეო, სახლი სამზარეულო და სხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი...

აქვე ორიოდე სიტყვა სამეფო კარის პალატის შესახებ. ხშირად ვახსენებთ ხოლმე
სამეფო კარს, სამეფო პალატს... აქ იმართებოდა დიდი თუ მცირე დარბაზობანი, აქვე
იმართებოდა სავაზიროს სხდომები, აქ ხდებოდა უცხო სახელმწიფოთა ელჩების
მიღება, აქედან იგზავნებოდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს მეფის ბრძანებები, აქ
იწერებოდა სიგელ-გუჯრები... მაგრამ როგორც მკვლევარი კოტე გრიგოლია წერს,
კარგად გარკვეული არ უოფილა, რა განსხვავება იყო პალატსა და სამეფო კარს შორის,
ხშირად ეს ორი სიტყვა სინონიმებად მიაჩნიათ...
და სწორედ რუსთაველის სავარაუდებელი საისტორიო თხზულების იმ ნაწყვეტში,
რომელიც კ. გრიგოლიასვე ვარაუდით, ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებას აქვს
მიბმული და რომლის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, – კარგად ჩანს, რა ყოფილა
პალატი და რა – სამეფო კარი. ეს დაკვირვება კოტე გრიგოლიას ეკუთვნის. იგი წერს:
პალატიცა და კარიც, ,,ორივე სასახლის ნაწილები ჩანს, ოღონდ პალატი სხვა ყოფილა
და კარი სხვა. პალატი უნდა ყოფილიყო სასახლის ის ნაწილი, რომელშიაც მეფე
ცხოვრობდა და მისი ოჯახი იმყოფებოდა. პალატში სრულდებოდა აგრეთვე ლოცვა
და ღვთისმსახურება მეფისა და მისი ოჯახის წევრებისათვის. კარი კი ოფიციალური
ნაწილი უნდა ყოფილიყო სასახლისა, რომელშიაც სამეფო ტახტი იდგა...


თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულების იმ ნაწილში, რომელსაც ზოგიერთი
მკვლევარი რუსთაველის საისტორიო ქმნილების ნაწყვეტად ვარაუდობს, ასეთ
სიტყვებს ვხვდებით: ,,ხოლო საქმეთა მისთათვის რადღა სახმარ არს თქმად, რამეთუ
კიდით-კიდემდე განისმენეს, ვითარცა თვით მოწამე არს ყოველი ჩუენ მიერ ხილული
სიტყვისაებრ ბრძნისა – იმის ჩამოთვლას რაღას მოვყვეთ, რაც თამარს გაუკეთებია:
ამას ხომ ისედაც ვხედავთო.
აქ ლაპარაკია იმ დიდი საქმეებზე, რასაც ცხოვრების ყოველ დარგში ხედავდნენ
მაშინდელი ადამიანები და ამიტომ მემატიანეები ამის აღნუსხვას საჭიროდ არცა
თვლიდნენ; შთამომავლობისათვის კი, როგორც ითქვა, მხოლოდ ომების ისტორიას
წერდნენ და მეფის ზოგადი ქებით კმაყოფილდებოდნენ. ჩვენ შევეცადეთ,
ნაწილობრივ მაინც მიგვენიშნებინა ჩვენი ხალხის დაუცხრომელ შრომასა და
გულმოდგინებაზე, რისი წყალობითაც ცხოვრების სხვადასხვა დარგებმა, იმან, რაც
ხალხის საყოფაცხოვრებო კულტურის დონეს გამოხატავს, მართლაც მანამდე
არნახულ სიმაღლეს მიაღწია. იგი მაღალი იყო არა მხოლოდ თავისთავად, არამედ
მაშინდელი მსოფლიოს საზომებით და მასთან მიმართებითაც.
იმდროინდელი საქართველოს ეკონომიკური ძლიერების საჩვენებლად ივანე
ჯავახიშვილს უცხოელი მწერლის ყაზვინის საგულისხმო ცნობა მოჰყავს: ყმადნაფიცი
ქვეყნების ჩაუთვლელად, ,,საკუთრივ საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო
სალაროს ფულადი შემოსავალი 3.750.000 ოქროს მანეთს უდრიდა... ეს თანხა

475
მხოლოდ ფულადი შემოსავლის ოდენობაა. ამას გარდა, მას სულადად დაწესებული
გადასახადების შემოსავალიც ჰქონდა .
მეცნიერს იქვე მოაქვს იმდროინდელი სხვა ქვეყნების შწმოსავალიც და ეს შეფარდება
საინტერესო სურათს გვაძლევს: ,,ამავე ხანაში მცირე აზიის შემოსავალიც კი 2.475.000
მანეთს, არაბეთის ერაყის – 3.250.000 მანეთს შეადგენდა მხოლოდ... ინგლისის მეფის
შემოსავალი 1300 წელს 4.000.000 ოქროს ფრანკს, ხოლო საფრანგეთისა 1311 წელს
3.00.000 ფრანკს არ აღემატებოდა  ... ,,საქართველოს არ ახსოვს ფულის ტრიალის
ისეთი მასშტაბები, როგორც ეს იყო საუკუნეებში, – წერს ლევან ჭილაშვილი.
საერთოდ, ამნაირი კეთილდღეობა ქვეყანას მანამდე (და მას შემდეგაც ძალიან
დიდხანს) არ ახსოვდა.
ქვეყნის ასეთი ეკონომიკური ძლიერება თავისთავად მტკიცე საფუძველს
წარმოადგენდა კულტურის შემდგომი განვითარებისა და გაფურჩქვნისათვის;
სწორედ რომ შესაფერი ნიადაგი იყო იმ ახალი მოძრაობის აღორძინებისათვის, რამაც
კაცობრიობა გამოიყვანა და ახალ გზაზე დააყენა.

ერთი სიტყვით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ძლიერება კარგ ნიადაგს


უქმნიდა სულიერი კულტურის არნახულ აღმავლობას. ,,რადღა სახმარ არს თქმადო ,
და თითქოს მართლაც რა საგანგებო აღნუსხვა სჭირდებოდა იმ დიდებულ
არქიტექტურულ ძეგლებს, რომლებიც ყველას თვალწინ და ყველას მონაწილეობით
იქმნებოდა. გელათი, იყალთო, უბისა, გეგუთი, ვარძია... ესენი ჩვენ უკვე ვახსენეთ.
ჯერ არ გვიხსენებია იკორთა, ბეთანია, ქვათახევი, ფიტერეთი, წყღრუღაშენი,
ყინცვისი... ეს უკვე ქრონოლოგიურად მომდევნო წლების ძეგლებია. ყველას, რა თქმა
უნდა, ვერ ჩამოვთვლით, ვერც სათითაოდ მათ აღწერას და ანალიზს მოვჰყვებით. ეს
არ არის ჩვენი წიგნის მიზანი. დაინტერესებული მკითხველი ამას სპეციალურ
ლიტერატურაში ნახავს. კიდევ ერთხელ გახსენება კი ამ დიდებული ძეგლებისა
იმიტომ გვჭირდება, რათა ჩვენი ხალხის სულიერი კულტურის დონე
წარმოვიდგინოთ.
როცა ბოლო დროს აგებულ ტაძრებზე ლაპარაკობენ, მკვლევარები ყურადღებას
ამახვილებენ ერთ საგულისხმო მოვლენაზე: ეს ტაძრები ,,თითქმის
უგამონაკლისოდ... განმარტოებულ, სოფელ-ქალაქთაგან დაშორებულ ხეობებში
მდებარეობს ... პროფესორი ვახტანგ ბერიძე იქვე გვთავაზობს ამის მიზეზს: ამ
ტაძართა ,,უმეტესობა აშენებულია ხანდაზმულ ფეოდალთა მიერ, რომელნიც
განშორდნენ ბობოქარ ცხოვრებას – ზოგი ბერადაც აღიკვეცა – და არჩიეს
დარჩენილი დღენი ,,სულიერი ცხოვრებისათვის მიეძღვნათ ...
თავისთავად საინტერესო მოსაზრებაა... მაგრამ უნებურად მოგინდება, სხვა მოტივიც
მოუძებნო ამ მოვლენას. ზემოთაც შევნიშნეთ ერთი დამახასიათებელი თვისება
ქართული კულტურის განვითარებისა – სწორი და ბრძნული პოლიტიკა, რასაც
საოცარი თანამიმდევრობით ატარებდნენ ქვეუნის სხვადასხვა დროის მესვეურნი: ეს
გახლავთ დაუცხრომელი მისწრაფება, რომ ერთ ადგილას კი არ მოუყარონ თავი
კულტურის კერებს, არამედ მთელ ქვეყანაში გაჰფანტონ;
ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალმა, დედაქალაქის გადატანა რომ გადაწყვიტა, ამით
თავისთავად შექმნა კულტურის ახალი, დიდი ცენტრი, მაგრამ ისე, რომ ძველი არ
მოუშლია – ძველი თავისთავად ცხოვრობდა და ვითარდებოდა. მანვე საფუძველი

476
ჩაუყარა კულტურის კერებს სამხრეთ საქართველოს შორეულ კუთხეებში (რამაც,
თავისთავად, ნიადაგი მოუმზადა რამდენიმე საუკუნის შემდეგ კულტურის ფართო
მასშტაბით მშენებლობას მთელ იმ მხარეში, ეს კი მერე ქვეყნის გაერთიანების
საფუძველიც გახდა); და იგივე ვახტანგ გორგასალი ფართო მასშტაბით აარსებს
კულტურის კერებს ქვეუნის მეორე ულიდურეს მხარეს – კახეთსა და ჰერეთში...
ბაგრატ მესამემ რომ დიდი ტაძარი ააგო ქუთაისში, ეს იყო ქვეყნის გაერთიანების
სიმბოლოც და ამავე დროს საფუძველიც აქ, ამ კუთხეში კულტურის ფართო
მასშტაბით განვითარებისა. იგივე ბაგრატ მესამე კულტურის კერებს აარსებს ქვეყნის
უკიდურეს დასავლეთში, და სამხრეთ საქართველოშიაც ყოველნაირად უწყობს ხელს
კულტურის უკვე დაწყებულ ფართო მშენებლობას...
ჩვენ ვნახეთ, კულტურის რა დიდი კერა შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათში, და
თითქმის ერთდროულად, უნდა ვიგულისხმოთ, მისი თაოსნობითა და
მონაწილეობით, არსდება კიდევ ერთი აკადემია ქვეყნის მეორე მხარეში; გარდა ამისა,
იგი აახლებს და აფართოებს კულტურის კერას შიომღვიმეში; დავითმა დედაქალაქი
კვლავ თბილისში გადაიტანა და ამით, თავისთავად იგულისხმება, საფუძველი
შეუქმნა, ჩვენთვის ცნობილი მიზეზების გამო აქ მთელი ოთხი საუკუნით შეჩერებულ
განვითარებას კულტურისა. ამავე დროს, არათუ კულტურის ცენტრი არ მოუშლია
ქუთაისში, არამედ იქ რეზიდენციაც შეინარჩუნა...
უნებურად გახსენდება ეს ყველაფერი, როცა რუსთაველის ეპოქაში დამკვიდრებული
კულტურის კერების გეოგრაფიულ სივრცეს გადაავლებ თვალს; მოგინდება, ვარძიის,
ფიტარეთის, ბეთანიის, იკორთის, ყინცვისის, ბერთუბანის თუ სხვა ტაძართა
საქართველოს სულ სხვადასხვა კუთხეში დაფუძნება ქვეყნის მესვეურთა იმ სწორი
პოლიტიკითაც ახსნა, რაზედაც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი...
მართალია, ეს ფეოდალიზმის პირობებში ხდება, ყველა ამ კუთხეს თავისი ფეოდალი
ჰყავს, ყველა თავისკენ მიიწევს, ყველას თავისი ინტერესები და მისწრაფებანი აქვს,
ყველა ცდილობს, რაც შიძლება მაღალი გალავანი შემოავლოს საკუთარ ციხე-
დარბაზს და ამით თავის დამოუკიდებლობას და ძლიერებას გაუსვას ხაზი... ჩვენ
ვიცით, და მომავალში კიდევ უფრო ხშირად ვნახავთ, ზოგჯერ მეფისთვისაც როგორ
მიუვალი გამხდარა ეს მაღალი გალავანი... ერთი სიტყვით, თუკი მოახერხეს,
ფეოდალები მუდამ გამომწვევი ურჩობით იქცევიან მეფის მიმართ. მაგრამ გააჩნია,
როდის და რა ვითარებაში... ზემოთ რომ ტაძრები ჩამოვთვალეთ, თვით მასშტაბი
მათი საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ისინი ქვეყნის მესვეურთა სურვილით,
თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით შექმნილან; ამასვე ადასტურებს ამ
ტაძრების კედლებზე გამოსახული ფრესკებიც... არსებობს წერილობითი საბუთი,
რომ ქართული ხელოვნების ერთი უშესანიშნავესი ძეგლი, რომელიც საერთოდ
მსოფლიო კულტურის საგანძურსაც ამკობს, თამარის დაკვეთით შექმნილა:
,,ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ
დედოფლისა თამარისათა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ხელვყავ საშინელისა ამისა
ხატისა პატივის მოჭედად, მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა
... ვარძია რომ ,,პირველად დაეწყო გიორგი მესამეს და რაკი მან
გასრულება ვერ მოასწრო (,,ვერ სრულ ექმნა), ,,დიდიმან ამან (თამარმა) აღასრულა და
შეამკო, ამას ხომ თვით მემატიანე გადმოგვცემს... და იქვე უცხოეთში აგებულ
მონასტრებს ჩამოგვითვლის; იმასაც მიგვანიშნებს, რომ, უპირველეს ყოვლისა,
საქართველოში ააშენა მან მონასტრები და ,,საქართველოსა მცირითგან არა
წყალობითა აღავსო... ჩამოვთვლით კი, რაკი ,,გრძელ სადმე არს ყოვლისა
მოთხრობილობა, ანუ ძალიან რომ არ გაუგრძელდეს სიტყვა, არ ჩამოგვითვლის.
477
მაგრამ ხომ ისედაც ნათელია, რომ, უპირველეს ყოვლისა, სწორეს ზემოთ
ჩამოთვლილი ტაძრებია ნაგულისხმევი.
როცა ამ ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე ვლაპარაკობთ, მათ
მაღალმხატვრულობასთან ერთად, ისევ და ისევ ხაზი უნდა გავუსვათ, ეროვნულ
თავისთავადობასა და თვითმყოფადობას. ,,მათი დიდი მხატვრული ღირსება, მკაფიო
თავისებურება, განვითარების დამოუკიდებლობა, ნებას გვაძლევს, ქართული
ხუროთმოძღვრება იმდროინდელი ევროპული და წინააზიური ხელოვნების
ღირსშესანიშნავ მოვლენად ჩავთვალოთ, – წერს ვახტანგ ბერიძე, – ბუნებრივია, იგი
ენათესავება სხვა ქრისტიანული ქვეყნების ხუროთმოძღვრებას, რომლებთანაც მას
იდეური და ფუნქციური ამოცანების იგივეობა აკავშირებს. მაგრამ ეს მის
ორიგინალობაზე გავლენას ვერ ახდენს. ქართულ მწერლობასთან და სიმღერასთან
ერთად, სწორედ ქართული ხუროთმოძღვრება გამოსახავს ყველაზე სრულად და
ნათლად ქართული კულტურის ეროვნულ თავისებურებას .

ზემოთ მოტანილი სიტყვები იმდროინდელ ქართულ ხუროთმოძღვრებაზე


ნათქვამის, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია გავიმეოროთ ხელოვნების სხვა
დარგებზედაც, რომელთა განვითარება მაშინდელი მსოფლიო ხელოვნების, კერძოდ,
ქრისტიანული ქვეყნების ხელოვნების საერთო კანონზომიერებას ემორჩილება,
ენათესავება კიდეც მათ, ,,იდეური და ფუნქციური ამოცანების იგივეობა აკავშირებთ,
ურთიერთცხოველმყოფელ გავლენასაც განიცდიან, რაც სავსებით ბუნებრივია
კულტურის ნორმალური განვითარებისათვის; მაგრამ იმდროინდელი ქართული
ხელოვნების ყველა დარგი – საქვეყნოდ სახელგანთქმული ქართული
ოქრომჭედლობაც, ხელნაწერთა მინიატურებიც, კედლის მხატვრობაც, მინანქრების
ხელოვნებაც – მკაფიოდ გამოხატული ეროვნული თავისებურებებითა და
ორიგინალობით გამოირჩევა.
პირველ წიგნში ჩვენ მივუთითებდით ხელოვნებისათვის დამახასიათებელ
მომხიბვლელ სისადავეზე; როცა საუკუნეების, ანუ, როგორც უფრო ხშირად
უწოდებენ ხოლმე ამ პერიოდს, რუსთაველის ეპოქის ხელოვნებაზე ვლაპარაკობთ.
მით უფრო თამამად შეგვიძლია გავიმეოროთ ეს... ჩვენ აქ არ შევეცდებით, ქართული
ხელოვნების ყველა დარგისათვის დამახასიათებელი თავისებურებების ჩამოთვლას.
მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მთავარი, საერთო ნიშანი, რაც იმდროინდელი
ქართული ხელოვნებისთვისაც და, განსაკუთრებით, ლიტერატურისთვის არის
დამახასიათებელი. ეს არის საერო მოტივების კიდევ უფრო გაძლიერება. მიუხედავად
იმისა, რომ აქ ჩამოთვლილი დარგები ხელოვნებისა უმთავრესად რელიგიურ თემებს
გადმოგვცემენ, ქართველ ხელოვანთა ქმნილებებში დაძლეულია სქემატურობა და
ერთფეროვნება... ისინი უმღერიან სილამაზეს, სიყვარულს, მომხიბლავი
მრავალფეროვნებით სავსე ამქვეყნიურ ცხოვრებას, სდამიანის სულის თავისუფალ და
ჰარმონიულ განვითარებას... ეს ქმნილებანი მაღალი ოსტატობითა და დიდი
ემოციური ზემოქმედების ძალით გამოირჩევიან...
სწორედ ამ დროს, საუკუნეთა მიჯნაზე მიაღწია მაგალითად, ქართულმა
ოქრომჭედლობამ ანუ ოქრომქანდაკებლობამ, განვითარების უმაღლეს დონეს.
ხელოვნების ამ დარგის უფრო ადრინდელ ნიმუშებსაც მოუღწევიათ ჩვენამდე და
ამდენად, საშუალება გვაქვს, თვალი მივადევნოთ ქართული ოქრომქანდაკებლობის
განვითარების მეტად საინტერესო გზას... ვნახოთ, როგორ თანდათანობით იხვეწება
ლითონზე გამოკვეთილი ფიგურები, პროპორციები... როგორი ლაკონიური,
დინამიკური და პლასტიკური ხდება, როგორ სულ უფრო და უფრო ღრმადა

478
სწვდებიან ადამიანის ანატომიას და, საბოლოოდ, განვითარების უმაღლეს
საფეხურზე, როგორ განგვაცდევინებენ არა მარტო ლაღ და ბუნებრივ მოძრაობას
ადამიანის სხეულისა, არამედ მათი სულის მღელვარებასაც გვაგრძნობინებენ...
სწორედ ამ ხანებში მოღვაწეობდნენ შწსანიშნავი ოქრომქანდაკებლები ბეშქენ და ბექა
ოპიზარები.
ოქრომქანდაკებლობის შედევრი, ბექა ოპიზარისეული ანჩისხატიც მაცხოვრის
ჩარჩოს მოჭედილობა 1184 – 1193 წლებშია შესრულებული, ანუ თამარის
დამოუკიდებელი მეფობის დროს, როგორც ზემოთ ვნახეთ, თამარისავე დაკვეთით.
ბექასივე წყაროსთავის სახარების მოჭედილობა 1195 წელსაა შესრულებული.
ბეშწენ და ბეწა ოპიზარების სულ რამდენიმე წმნილებას მოუღწევია ჩვენამდე,
დანარჩენი დაკარგულა, დაღუპულა... წარწერა გვაუწყებს, მაგალითად, რომ წალკაში
მოპოვებული სახარების უდა ბექა ოპიზარის ხელით უოფილა შესრულებული...
სახარებამ მოაღწია ჩვენამდე, ამ საგულისხმო მინაწერმაც... გენიალური ხელოვანის
ქმნილებამ კი, სამწუხაროდ, – არა. იგი დაიკარგა. ვინ იცის, როგორ და რა
ვითარებაში. იქნებ დღესაც არსებობს იგი სადმე, მიწაწაყრილი და გახუნებული,
იქნებ ბედნიერი მკვლევარის თვალს ელოდება, რომ პირველი ელვარებით
გაბრწყინდეს და ქართული ხელოვნება ახალი შედევრით გაამდიდროს!... ვერ
ვიტყვით, რომ უყურადღებობისა და გულგრილობის გამო იყოს დაკარგული ამ
დიდებულ ხელოვანთა დანარჩენი ქმნილებანი, თანამედროვეებსაც კარგად ესმოდათ
მათი მაღალი თირსება და თაყვანსა სცემდნენ. იმ მცირე გასამრჯელოს მიხედვით ნუ
ვიმსჯელებთ, რასაც დიდებული ქმნილებებისათვის უხდიდნენ ავტორებს: ბექა
ოპიზარს, მაგალითად, 23 დრამა მოუღია წყაროსთავის სახარების ყდისათვის. ეს
საინტერესო ფაქტი მონაწერიდან ირკვევა. სხვა ასეთივე მინაწერები კარგად
გვიჩვენებენ, როგორ აფასებდნენ გენიალურ დიდოსტატებს. ზემოთ ნახსენებ ანჩის
სახარებაზე (რომლის მოჭედილი ყდა დაკარგულია) ასეთ სიტყვებსაც ვკითხულობთ:
,,მოვაჭედინე ღმრთისა მიერ კურთხეულს, ღირსსა ოქროის მქანდაკებელსა ბექას
(ამას წერს მწიგნობარი სოფრომი).
კიდევ უფრო საინერესო და საგულისხმო მინაწერი შემოუნახავს ბერთის სახარებას,
რომლის ყდის მოჭედილობა ბეშქენ ოპიზარს ეკუთვნის (ეს არის ერთადერთი
ჩვენამდე მოღწეული ქმნილება ავტორის):

,,დეკანოზო, გევედრები, რომ ესე სახარება დიაკონთა სათრეველად არა შეჰქმნა და


უეკლესიოდ ღამესა არასადა გაარებდე... და უკუეთუ ვინმე სენაკსა შინა დაიდვას,
ესემცა წმიდანი მახარებელნი მრისხანენი არიან მისნი ...
ნუთუ მართლა ამ გულითად შეგონებას და მრისხანე გაფრთხილებას უნდა
ვუმადლოთ, ბეშქენ ოპიზარის ერთადერთმა ქმნილებამ ჩვენს დრომდე რომ
მოაღწია?!
ეს წარწერები იმის მაგალითად მოვიტანეთ, რომ თანამედროვეებს კარგად ჰქონდათ
შეგნებული ხელოვნების ამ დარგის მნიშვნელობაც და გენიალური დიდოსტატების
მაღალი ნიჭიც. მომდევნო წლებსა და საუკუნეებში დატრიალებულმა
კატასტროფებმა იმსხვერპლეს დანარჩენი ქმნილებანი. ახლა ძნელი დასადგენია,
კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ ისინი. საგულისხმოა, რომ ანჩის
სახარებას, რომლის აწ დაკარგული ყდა ბექა ოპიზარს მოუჭედია, ექვთიმე
თაყაიშვილი წააწყდა თურქეთიდან გადმოსახლებული ბერძნის ოჯახში... ხომ
ხედავთ, რამდენი უხეტიალია ამ დიდებულ ქმნილებას! მხოლოდ ფანტაზიით თუ
გავაცოცხლებთ, რა პირობებში შეიძლებოდა დაღუპილიყო!...

479
ხელნაწერთა მინიატურების მხატვრობაზე წინა წიგნშიც გვქონდა ლაპარაკი. აქ საერო
მოტივების ძებნა არ გაგვძნელებია. მხატვრები არ მორიდებიან ყოველდღიური
ცხოვრებისეული დეტალებით შეემკოთ წმიდა წიგნები: ვნახეთ მხატვრის მიერ
დანახული ამაღელვებელი სურათები ადამიანთა ყოფისა – როგორ გასულა ბაღში
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და ნერგებსა რგავს; როგორ ასწავლის მოხუცი პაპა
შვილიშვილებს მყნობას...
საკუთრივ საერო მინიატურების დიდებულ ნიმუშებსაც მოუღწევია ჩვენამდე: 1188
წელს შესრულებული ე. წ. ასტრონომიული ტრაქტატი დასურათებულია ზოდიაქოს
ნიშნებით და, მკვლევარების აზრით, იგი ამავე ტიპის არაბულ-სპარსულ
ხელნაწერებზე უფრო ძველია: სტილურადაც სავსებით განსხვავდება არაბულ-
სპარსული მინიატურებისგან.
მაგრამ რელიგიურ თემებშიაც, რომელთა რიცხვი, რაღა თქმა უნდა, დიდად
სჭარბობს, არ გაგვიძნელდება საერო მოტივების მიკვლევა, იმდროინდელ ქართველ
ხელოვანთა მისწრაფება, მთელი ექსპრესიულობითა და დინამიურობით აჩვენონ
ცხოვრებისეული სილამაზის მომხიბვლელობა,ადამიანის სულიერი მღელვარება,
ადამიანთა ურთიერთობის დრამატიზმი...

და როცა ჩვენ მინიატურებში სახარების ცნობილ ეპიზოდებსა ვხვდებით, აქ


საუკუნეობით ჩამოყალიბებული უსიცოცხლო სქემები კი არ არის, არამედ ადამიანთა
რთული, ზოგჯერ დრამატიზმამდე გამძაფრებული ურთიერთობის გადმოცემაა;
როცა შევყურებთ, ვთქვათ, სატანის მიერ ქრისტეს ცდუნების ცდას, აქ ღვთაებისა და
ქვესკნელის ბნელი ძალის, თუნდაც ბოროტისა და კეთილის დაპირისპირების
სქემატური სიმბოლო კი არ არის მოცემული, არამედ მხატვრის მიერ მარჯვედ
დანახული ვნებატაღელვანი ადამიანის სულისა; და თუმცა ავტორი სულაც არ
ცდილობს სატანის სახის სიმპატიზირებას, მასში მაინც ჩანს ის სირთულე და
მრავალპლანიანობა ქვესკნელის მეუფის გაადამიანურებული სახის, რაც რამდენიმე
საუკუნის შემდეგ ასე სახოვნად და ამაღელვებლად დაგვიხატა დიდმა ინგლისელმა
ჰუმანისტმა მილტონმა.
როცა მხატვრობაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება არ
მივაქციოთ ფერების საოცარ, რბილ და მარჯვე შეხამებას. ჩვენ საშუალება გვაქვს,
სახელიც გავიხსენოთ მინიატურების ერთ-ერთი მხატვრისა; იგი მეთორმეტე
საუკუნეში მოღვაწეობდა და წიგნს, რომელიც ამ მხატვრის შეუმკია, ასეთი მინაწერიც
შემორჩენია: ,,ქრისტე, შეიწყალე მ ი ქ ა ე ლ და დაიცავ. ეს გახლავთ ერთგან ჩვენს
მიერ უკვე ნახსენები ჯრუჭის სახარება. ამ სახარების ფურცლებზე 334 მინიატურას
ვხვდებით, სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულს, რომელთაგან ზოგიერთი
სწორედ მიქაელს ეკუთვნის. მეცნიერები სტილით განარჩევენ მის ნახატებს. და აქ
ისევ ფერთა საოცარი შეხამება უნდა გავიხსენოთ.
ვახტანგ ბერიძეს თავის წიგნში მოტანილი აქვს სარა ბარნაველის სიტყვები: ,,პირველ
რიგში მას სხვა მხატვართაგან ერთბაშად გამოარჩევს ნათელი, ძირითადად
მხიარული ფერების გამა. ფერები გამჭვირვალეა და წმინდა, როგორც ძვირფასი
თვლებისა. მთავარი შეხამებანია: ოქროსი შავთან ან შოკოლადისფერთან, მკრთალი
ოქროსფერისა წაბლისფერთან, დარიჩინის ფერისა ცისფერთან. ლურჯ ფერს აქვს
განსაკუტრებით მშვენიერი, მოხდენილი ელფერი. მინიატურების ფონი ოქროსია...
ნიადაგი, ძირითადად, მომწვანო-ცისფერია. ამგვარ ნიადაგზე ბალახი მოცემულია
როგორც პატარა ბუჩქები ან როგორც წიწვიანი მცენარეები წითელი მომრგვალო

480
ყვავილებით, რომლებსაც გულში აქვთ სამი შავი წინწკალი, სამი მხრიდან...
(მხატვრის) ორნამენტის მაღალი ღირსება განიზომება არა მარტო ხაზების
სილამაზით, არამედ ფერების დახვეწილი ჰორმონიით... მხატვარს სიცოცხლე შეაქვს
ყველაფერში, რასაც ეხება ...
,,სიცოცხლე შეაქვს ყველაფერში! ...
ამ სადად გამოთქმულ აზრს ღრმა შინაარსი აქვს. სწორედ ეს არის პირველ ძლიერი
ტალღა განახლებული ცხოვრებისა, კაშკაშა სინათლე, რომელიც შუასაუკუნეობრივი
სქოლასტიზმის წყვიადს გაჰფანტავს და ბნელში მოქცეულ კაცობრიობას გზას
გაუნათებს, ცხოვრებას შეუმსუბუქებს, აამაღლებს, გაასპეტაკებს, ამქვეყნიური
ცხოვრების სილამაზესა და მომხიბვლელობას აჩვენებს და აზიარებს... ეს არის
ჰუმანიზმის, რენესანსის პირველი სხივი, რომელიც, როგორც ვხედახთ, ყველაზე
ადრე აღმოსავლეთში ამობრწყინდა.

სიცოცხლე ყველაფერში!..
ეს მინიატურების მხატვარზე იყო ნათქვამი და მით უფრო თამამად შეგვიძლია
გავიმეოროთ ქართულ კედლის მხატვრობაზე, რამაც ამ პერიოდში, єІєІІ
საუკუნეებში, განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ
გელათის მოხატულობაზე, აღვნიშნეთ მეთორმეტე საუკუნის მხატვართა თამამი
დამოკიდებულება თემისადმი, ის დინამიზმი და სიცოცხლე, რაც ამ მხატვრობას
ახასიათებს.

იგივე შეგვიძლია, და მეტის დაბეჯითებითაც, გავიმეოროთ იმ ტაძრების


მხატბრობაზე, რაც მომდევნო წლებში კერძოდ, გიორგი მესამისა და თამარის
მეფობის დროს აშენდა.
აქ გამოსახული ანგელოზები კიდევ უფრო ძალუმად განგვაცდევინებენ ამქვეყნიური
ცხოვრების სილამაზეს, რენესანსულ სულს... დაუცხრომელ მისწრაფებას, რათა
ქვეყნად სათნოება დამკვიდრდეს, კეტილმა სძლიოს ბოროტს...
და როცა ტაძრაბის კედლებზე რვა საუკუნის წინად გამოსახულ, ადამიანის სულის
ამამაღლებელ და განმასპეტაკებელ ფრესკებს შევყურებთ, სიამაყის მომგვრელ
ფიქრთან ერთად, რომ ეს მართლაც საოცრად თვითმყოფადი, გამოკვეთილად
ეროვნული ხელოვნებაა, სურვილიც აღგვეძვრის: ამ ღვთაებრივი სილამაზის,
სიკეთის და სათნოების გამომსახველ სახეებს პროტოტიპები მხატვრისავე
თანამედროვეთა შორის ვუპოვოთ, ჩვენამდე კანტიკუნტად მოღწეულ ისტორიულ
საბუთებში იმ ადამიანებს დავუწყოდ ძებნა, რომელთაც მხატვრის ხელოვნების
შედევრების შექმნა შთააგონეს.
სასწაულებრივად გაუძლო ამ მხატვრობამ ჟამთა სიავეს... გულისმომწყველია და
თავს ვერ ვიკავებ, მკითხველს არ გავაცნო ერთი წარწერა მაცხვარიშის ეკლესიის
კედელზე:
,,კვამლისაგან შეიკრძალეთ ხატული, რომელ ფერი არ დააკლოს ...
როგორც ვხედავთ, წარწერის ავტორი ეკლესიის მსახურთ მოუწოდებს, მხატვრობას
გაუფრთხილდითო... იგი რას წარმოადგენდა, რომ მომდევნო წლებში მის ქვეყანაში
ყოვლის ქამლეკავი ნგრევა და ხანძარი დატრიალდებოდა და განადგურებას დიდი
ქართული ხელოვნების მხოლოდ მცირე ნაწილიღა გადაურჩებოდა...
ამრიგად, იმდროინდელი ხელოვნების ნიმუშები უსიცოცხლო სქემები, რელიგიური
სიუჟეტების სტერეოტიპული გადმოცემა როდია: ამ ქმნილებებში სიცოცხლე ჩქეფს,
აქ გამოსახული უოველი ნაკვეთი მეტყველებს, აქ ფერებიც მღერის, ეს ამაღლებული

481
ჰიმნია სიყვარულისა, სიკეთისა, სათნოებისა... და საგულისხმოა, რომ ეს ხელოვნების
ყველა დარგში ერთნაირი სიძლიერით იგრძნობა – ოქრომქანდაკებლობაშიც,
ხელნაწერთა შემკულობაშიც, ხუროთმოძღვრებაშიც, ფრესკებშიც... და, რაღა თქმა
უნდა, მხატვრულ ლიტერატურაშიაც.


მხოლოდ იმის თქმა, მხატვრულმა ლიტერატურამ ამ დროს საზღაპრო განვითარებას
მიაღწიაო, ცოტა იქნება, სრულად ვერ გამოხატავს სინამდვილეს. ქართული საერო
ლიტერატურის დონე ამ დროისათვის მართლაც საარაკოა, მაგრამ კიდევ უფრო
გასაკვირი და მნიშვნელოვანი მისი საოცარი პოპულარობაა... ის დიდი ინტერესი და
სიყვარული, რასაც თანამედროვენი მის მიმართ იჩენდნენ.
ეს განსაკუთრებული მოვლენაა და საგანგებო აღნიშვნას მოითხოვს...
მაგრამ ჯერ ისა ვთქვათ, რომ ქართული საერო ლიტერატურა ერთბაშად არ
ქარმოქმნილა, ერთბაშად არ ამოზრდილა სასულიერო ლიტერატურის ფესვებზე;
მისი განვითარების გზა შორეულ საუკუნეებიდან მოდის; მისი ფესვები გაცილებით
უფრო ღრმაა და უფრო შორს უნდა ვეძიოთ...
დიდი და ცხოველმყოფელი ნაკადი საერო მიმართულებისა ძალუმად იგრძნობოდა
იმ პირველ ლიტერატურულ ძეგლებშიაც, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევიათ და
რომელთაც ჩვენ აგიოგრაფიული მოთხრობების სახელით ვიცნობთ. როცა შუშანიკის
გამძაფრებულ საოჯახო დრამას ვეცნობით და შედარებით პატარა მოცულობის
რომანში დღევანდელი მკითხველის ფართო წარმოდგენით იმ ცხოვრებისეულ
დეტალებსაც ვავსებთ, რაც ან დროთა ვითარებაში ამოვარდნილა და დაკარგულა, ან
რასაც ავტორი ქვეტექსტებით მიგვანიშნებს და ამით კიდევ უფრო ამაღლებს
თხზულების მხატვრულ თირებულებას, ეს არის აწორედ ძლიერი საერო ნაკადი,
მთელ თხზულებას ცხოვრებისეული ვნებათაღEლვით რომ მუხტავს და
იმდროინდელი სხვა ქვეყნების აშკარად გამოკვეთილი სასულიერო მწერლობისაგან
განსხვავებას...
როცა ქმრისაგან უარყოფილი და შეურაცხყოფლი მანდილოსანი ოჯახიდან გაქცეულა
და თვითგვემას მისცემია, როცა, რუსთაველის გამოთქმისა არ იყოს, პირგამეხებული
და გაავებული, ცალკე გამდგარა და მოყვასსაც არ იკარებს, მიწოდებულ ჭიქას ხელს
აუკრავს და სახეში შეანარცხებს, აქ მარტო, და იმდენად, ასკეტიზმის გამოვლინება კი
არ ჩანს, როგორც ჩვენ თავგამოდებით ვცდილობთ წავიკითხოთ, არამედ
პატივმოყვარე ქალის პროტესტი, უკიდურესობამდე გამძაფრებული ოჯახური
დრამის გამოხატულება... და ამის თქმის უფლებას თუნდაც ის პატარა დეტალი
გვაძლევს, რომ ასკეტური თვითგვემის გზაზე შემდგარ ქალის უხეში ფლასების
ზემოდან ანტიოქიიდან საგანგებოდ ჩამოტანილი დიდებული პალეკარტი
მოუსხამს... იქნებ ადვილად ასახსნელი ქალური პატივმოყვარეობის
დასაკმაყოფილებლად, ან იქნებ სულაც იმიტომ, რომ ეს მოსასხამი მას
განსაკუთრებით უხდება და ქალური ალღო კარნახობს კიდევ ერთხელ დაენახვოს
ქმარს მასში გახვეული, კიდევ ერთხელ სცადოს დაკარგული სიყვარულის
დაბრუნება...
როცა, მაგალითად, მერჩულის დიდებულ ქმნილებაში მეფისა და მსახური ქალის
დღევანდელი მკითხველისათვისაც კი გულისამაჩუყებელი სიყვარულის ამბავს
ვეცნობით... როცა ამავე მოთხრობაში ვნებათაღელვით გამძაფრებული თუ სევდიან
სხვა სამიჯნურო თავგადასავლებს ვკითხულობთ, ან თითქმის იმავე პერიოდის სხვა

482
ლიტერატურულ ქმნილებებში სოციალური სიმწვავით დამუხტულ ეპიზოდებს
ვხვდებით, სწორედ ეს არის ის მძლავრი საერო ნაკადი, რომელიც თავიდან ახლდა
ჩვენს ლიტერატურას...
ივანე ჯავახიშვილი წერს: ,აღმოსავლეთის ქრისტიან ერთა შორის მხოლოდ
ქართველებმა შესძლეს ადრეულ საშუალო საუკუნეებში მხატვრული მწერლობის და
საერო პოეზიის შექმნა: არც ბიზანტიელებს, არც სომხებს, არც ასურელებს მაშინ
არაფერი ამის მსგავსი არა ჰქონდათ ...
მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ქა მხოლოდ
იმიტომ გავიხსენეთ, რომ ახლა განსაკუთრებული ასპარეზი მიეცა საერო
ლიტერატურას, და სასულიერო მწერლობასთან ერთად, რაც, რაღა თქმა უნდა, კვლავ
არსებობდა და კვლავ თავისი გზით ვითარდებოდა, მანამდე არნახული განვითარება
და გავრცელება ჰპოვა..
ახლა, როცა ვცადეთ, გვეჩვენებინა, რა გაცხოველებული ურთიერთობა დამყარდა არა
მარტო ქვეყნის ცალკეულ კუთხეებს შორის, არამედ სხვა ხალხებთანაც, როცა
ვიხილეთ, სულ სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი გზები, რომელიც ჩვენს ხალხს
არა მარტო ქრისტიანულ სამყაროსთან, არამედ – და ზოგჯერ არა ნაკლების
ინტენსივობითაც – მაჰმადიანურ ქვეყნებთანაც აკავშირებდა, როცა იმ გზებზე
მიმავალ ხალხმრავალ ქარავნებს გავაყოლეთ თცალი და ისე გავკადნიერდით, რომ
მათი საუბრის მოსმენაც კი მოვინდომეთ... ამის შემდეგ ჩვენ უკვე მეტი სასუალება
გვაქვს წარმოვიდგინოთ იმდროინდელი ლიტერატურის დონეცა და მასშტაბიც...
თუ კარგად დააკვირდებით, იმ ქარავნებს ზოგჯერ პოეტებიც ახლავს. ისინი ერთი
ქვეყნიდან მეორეში მიდი-მოდიან, სხვადასხვა ქვეყნების მწერლებს ერთმანეთთან
კავშირი გაუბამთ.. ხშირად პოეტურ შეჯიბრებებსაც მართავენ. ზეპირგადმოცემებსაც
კი შემოუნახავთ მაშინდელი განთქმული ირანელი და ქართველი პოეტების
პაექრობის ამბავი... ჩვენ რომ ქართველი მეფის კარზე შაჰინშას პატივსაცემად
გამართული დიდი, რამდენიმედღიანი დარბაზობა ვიხილეთ, იქ სპორტულ
ასპარეზობასთან ერთად პოეტები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ხალხი ირგვლივ
ინტერესითა და გატაცებით უსმენდა... ასეთი პოეტური გაპაექრება იშვიათი როდი
იყო და მათი ექო შორსა სწვდებოდა, ძალიან დიდხანს არა წყდებოდა... გადმოცემით
მოდიოდა თაობიდან თაობაზე...
ეს ხომ თავისთავად მხატვრული ლიტერატურის დიდ პოპულარობაზე
მიგვანიშნებს!..
ჩვენამდე მოუღწევია იმდროინდელი შარვანელი პოეტის ხაყანის მეტად
დამახასიათებელ სტრიქონებს: საქართველოს კარები ღიაა ჩემთვის, – ამაყად
აცხადებს მაჰმადიანი პოეტი, – მე ქართვეი მეფეს ვეწვწვი... ნაჭარმაგევსა და
მუხრანში ვპოვებ თავშესაფარს...
როგორც უკვე ვნახეთ, პოეზიის მუზამ სამეფო სასახლის პირქუშ კედლებშიაც
შეაღწია. ზემოთ რომ ქართველი მეფეების ლექსები ვახსენეთ, ეს გამონაკლისი როდი
იყო. თამარ მეფის ლექსებიც არის ცნობილი... და ეს ფაქტი, თავისთავად, მარტო ამ
გვირგვინოსანთა დიდ განათლებასა და ინტერესების ფართო ჰორიზონტზე როდი
მიუთითებს, იმ ეპოქაში მწერლობის პოპულარობასაც გვიდასტურებს.

ნაჭირმაგევსა და მუხრანში ვპოვებ თავშესაფარსო, გავიხსენეთ ზემოთ შარვანელი


პოეტის ერთგვარი სიამაყითა და თავდაჯერებით ნათქვამი სიტყვები და ესეც იმას
გვიდასტურებს, რომ მართლაც დადიოდნენ მწერლები ერთმანეთთან, წიგნებს
უგზავნიდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის თხზულებებსა თარგმნიდნენ.. იმ ქარავნებს

483
წიგნებიც მიჰქონდათ და მოჰქონდათ... ზოგჯერ მოქარავნეები ამ წიგნების შინაარსაც
უამბობდნენ ერთმანეთს, და ჩვენი დროის ადამიანებზე გაცილებით უფრო
მგრძნობიარე და უშუალო ომდროინდელ ადამიანებს ცრემლებსაც ბევრს
აფრქვევინებდნენ წიგნების გმირთა ბედზე...
გადამწერები ძლივს ასწრრებდნენ წიგნების გასრულებას... დაკვეთებს ვერ
აუდიოდნენ... ფეოდალების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა ჩვენი ქვეყანა, და
ახლა ყველა ფეოდალის ოჯახს ღირსების საქმედ დაესახა, უსათუოდ ჰქონოდა
თავისი ,,ვისრამიანი, თავისი ,,ამირანდარეჯანიანი, ,,შაჰნამე, ჰომეროსის გმირთა
საარაკო თავგადასავლები, ,,აბდულმესიანი, ,,თამარიანი ... და, რაღა თქმა
უნდა, თავისი ,,ვეფხისტყაოსანი (სამწუხაროდ, საშუალება არა გვაქვს
ჩამოვთვალოთ ყველა წიგნი, რაც მაშინ შექმნილა და დაწერილა... ამ ამბების შემდეგ,
სულ მალე, საქართველოში ისეთი კატასტროფა დატრიალდება, რაც დიდ ნაწილს
ხელოვნების და ლიტერატურის ქმნილებათაგან გაანადგურებს და ჩვენამდე
მხოლოდ მცირედიღა თუ მოაღწევს)...
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა პოპულარობით სარგებლობდა მაშინდელ
მაღალ საზოსადოებაში ,,ვისრამიანი, რა გატაცებით კითხულობდნენ, როგორ
ხელიდან ხელში გადადიოდა, ძლივძლივობით მოპოებულ ხელნაწერს ალბათ
როგორ არიდებდნენ ცრემლებს და მაინც რა მდუღარე ცრემლებით ინამებოდა
მიჯნურთა სევდიანი სიყვარულის შემცველი ფურცლები... დააკვირდით: ჩვენამდე
მოთწეულ თითო-ოროლა ძეგლში რამდენჯერ არის ნახსენები ვისისა და რამინის
სახელი, რამდენჯერ არის დამოწმებული მათი თავდავიწყებული სიყვარულის
ამბავი!... თანაც რა ხასიათის წიგნებში – საისტორიო თხზულებებშიაც კი, სადაც
ყველაზე ნაკლებ იყო მოსალოდნელი ასეთი სატრფიალო ნაწარმოების ,,ციტირება!
. ერთ-ერთ ისტორიულ პირზეა ნათქვამი – იმდენი ცრემლი ღვარა, რამდენიც
რამინმაო, – ,,რამინისებრი აჩუენა ცრემლთა ნაკადთ-მრავლობა ... ახლა
,,ვეფხისტყაოსნიდანაც გაიხსენეთ: ,,იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა
ვისსა ... ამ ორი ფრაზიდანაც ხომ აშკარად ჩანს, რა ფართო პოპულარობა
ექნებოდა ,,ვისრამიანს თანამედროვეთა შორის!...
ეს წიგნები, რაღა თქმა უნდა, მაღალ საზოგადოებაში ვრცელდებოდა, და როცა
პოპულარობაზე ვლაპარალობთ, უმთავრესად ამას ვგულისხმობთ...
მაგრამ არა მარტო ამას...
გავიხსენოთ ხალხის ფანტაზიის ნაყოფი, ქართული – და არა მარტო ქართული –
პოეტური ფოლკლორის სამკაული, რომელიც სწორედ იმ დროს შეუქმნია ხალხს.
სიყვარულის, სილამაზისა და თავისუფლების დიდებული ჰიმნი, ერთგულებისა და
თავდადების სიმღერა, ბოროტზე კეთილი ძალის გამარჯვების ზეიმი,
ძალმომრეობისა და ვერაგობის პროტესტი... (ვცდილობთ, გადაჭარბებული ქებისაგან
თავი შემეკავებინა, მაგრამ როცა ,,აბესალომ და ეთერზეა ლაპარაკი, ძნელია ეს
მოახერხო... და, კაცმა რომ თქვას, ამ შემთხვევაში არავითარი ქება არ შეიძლება
გადაჭარბება იყოს).

ზღაპრების სიუჟეტი ხშირად მოარულია, და, როცა ,,აბესალომ და ეთერს


ვახსენებთ, ბუნებრივია, თითქმის იმავე პერიოდში დასავლეთში შექმნილი
,,ტრისტან და იზოლდა გაგვახსენდეს – სიყვარულისა და ერთგულების ასევე
დიდებული ჰიმნი. მსგავსებას მართლაც ვნახულობთ, მაგრამ, თუ კარგად
დავაკვირდებით, ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნულია, ჩვენი ,,აბესალომ და ეთერი
მაინც განცალკევებითა დგას.

484
გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ ქართულ ზღაპრებში მძაფრად არაის მოცემული ღრმა
სოციალური პრობლამა, რასაც დასავლეთის თქმულებაში სულაც ვერა ვხვდებით, იქ
მხოლოდ სიუზერენ-ვასალის ათასგზიზ დამუშავებული და ტრადიციად
დამკვიდრებული ურთიერთობაა ნაჩვენები. სიყვარულმა წოდებრივი ბარიერი არ
უნდა იცოდეს, ყველა ადამიანი ერთნაირად არის გაჩენილი და ღვთით ბოძებული
მაღალი ნიჭი ყველას ერთნაირად ეკუთვნის, გვეუბნება ქართული თქმულება. აქ
მოცემულია ადამიანის საუკუნეობრივი ოცნება თავისუფლების შესახებ... და როცა ამ
ოცნებას შესრულება არ უწერია, როცა ეს მხოლოდ ტკბილ ოცნებადღა რჩება,
თქმულებაში ამის შედეგად დატრიალებული ტრაგედია სწორედ მძაფრ და შეუპოვარ
პროტესტს წარმოადგენს.
აქ ამის ადგილი არ არის და არც ჩვენი წიგნის მიზანს შეადგენს უფრო დაწვრილებით
განვიხილოთ და გავაანალიზოთ ეს თქმულება ან სხვა რაიმე ლიტერატურული
ნაწარმოები. მაგრამ როცა ჩვენს ზღაპარს სიუჟეტურად თითქოს მისივე მსგავს
,,ტრისტან და იზოლდას ვადარებთ, ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი
ატსებითი სხვაობა: ,,ტრისტანში, ისევე როგორც სხვა კელტურ თქმულებაში,
სიყვარულის განგება, ბედისწერა წარმოშობს და წარმართავს; ჯადოქარის მიერ
შეზავებული ნექტარი რომ სრულიად შემთხვევით ტრისტანს არ დაელია და მის
ბიძას მარკს შეესვა, ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც თავიდან იყო
ნაგულისხმევი – მარკს და იზოლდას ერთმანეთი შეუყვარდებოდათ და ტრისტანი
მათი ერთგული ვასალი და კარისკაცი დარჩებოდა; ქართულ ზღაპრებში სიყვარული
თავისტავად ჩაისახა და აღორძინდა, ეს გრძნობა თავისუფალი და ყოვლისშემძლეა;
გიგანტურ ძალად მოვლენილ სიყვარულს აქ ბოროტ ძალად ქცეული უპასუხო
სიყვარული აღუდგება, მაგრამ, საბოლოოდ ბოროტი მარცხდება და ჭეშმარიტი
სიყვარული იმარჯვებს. და ტრაგიკული ნაკადი თქმულებისა ის არის, რომ
სიყვარულის ზეიმი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოდის; სიყვარული და სიკვდილი
ჩვენს თხზულებაში – ისევე როგორც ,,ტრისტანშიაც – განუყოფელია; მხოლოდ
სიკვდილი თრგუნავს ბოროტებასა და ძალმომრეობას, სიკვდილი გახდა მოკავშირე
შეყვარებულებისა, მხოლოდ სიკვდილით ეწევიან ისინი ბედნიერებას, რასაც
სიცოცხლეში ვერ მიაღწიეს. ეს განუყოფელობა სიყვარულისა და სიკვდილისა, რაც
დიდი მსოფლიო ლიტერატურის მრავალი შედევრის ღერძად ქცეულა,
განსაკუთრებულ დრამატულ სიმძაფრესა და ემოციურობას სძენს თქმულებას. ჩვენს
თქმულებასაც და ,,რისტანსაც ... ოღონდ ჩვენს თქმულებაში, როგორც უკვე
ითქვა, მეტი სიღრმე აქვს ამ დრამატიზმს, იგი სოციალური მოტივით არის
გამძაფრებული, საერთოდ თავისუფლების იდეა ერწყმის და ადამიანს საუკუნეობრივ
ოცნებასა და იდეალებს გამოხატავს.
რაკი ჩვენს თქმულებასთან ერთად, იმავე ხანის დასავლური თქმულება ვახსენეთ და
მთავარი მსგავსება მოვხაზეთ, უნებურად მათი განსხვავების სხვა შტრიხებიც
გაგონდება. უყრადღება მიაქციეთ თუნდაც იმას, რომ ტრისტანის სიყვარული
გაორებულია, მას ორი იზოლდა უყვარს, და თუნდაც ამიტომ არ შეიძლება ის
ერთგულება ჰქონდეს, რაც გმირებს ჩვენს თქმულებაში აქვთ.
დამახასიათებელი და საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: თავისთავად
დიდებულ თქმულებაში ისე უხერხულად ჩანს სიყვარულის ჩასახვა ნექტარის
საშუალებით, რომ, როცა რამდენიმე საუკუნის შეემდეგ ვაგნერმა ამ სიუჟეტზე
ოპერის დაწერა განიზრახა, მან გვერდი აუარა სიყვარულის ნექტარს. მის ოპერაშიაც
სიყვარული თავისით აღმოცენდება (თუმცა იმდენად ორგანულია თქმულებისათვის

485
ეს ჯადოსნური ძალა, რომ დიდმა გერმანელმა კომპოზიტორმა სავსებით მაინც ვერ
მოაშორა იგი ოპერის სიუჟეტს, ცოტა უფრო სხვა ვითარებაში გამოიყენა...).
ამრიგად, იმ პერიოდის ქართული ზღაპარი გამოირჩევა მაღალი ჰუმანურობით,
გრძნობის უშუალობითა და სოციალური სიმძაფრით, თავისუფლებისა და სულიერი
ამაღლებისაკენ დაუცხრომელი ლტოლვით. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
რადგან ზღაპარი ხალხის ფართო მასების დაუცხრომელ მისწრაფებასა და
სულისკვეთებას გამოხატავს, მის ლამაზ ოცნებას წარმოადგენს.
,,ტრისტან და იზოლდას სიუჟეტზე, როგორც ითქვა, დიდებული ოპერა
შეიქმნა... ყველა ქართველი ადამიანისათვის ახლობელი და საყვარელია ,,აბესალომის
სიუჟეტზე შექმნილი ასევე დიდებული ოპერა ფალიაშვილისა, ჩვენი
მუსიკალური ხელოვნების მარგალიტი...
მაგრამ მე სულ სხვა რამეზე მინდა შევაჩერო მკითხველის უყრადღება: მეტად
საგულისხმო და საინტერესოა, რომ ,,აბესალომის სიუჟეტზე კლასიკური
ოპერის შექმნამდე, ჩვენს ხალხში, საულუნეების განმავლობაში, ალბათ იმავე
დღიდან, როცა ეს ლამაზი თქმულება ჩაისახა, ითხზვებოდა და ივსებოდა,
ოხვეწებოდა, ვითარდებოდა ხალხური ოპერა ,,აბესალომი ... ოპერას ქა, რაღა
თქმა უნდა, პირობითად ვამბობ; მხედველობაში მაქვს ის ცალკეული სიმღერები,
სიუჟეტური სცენები, რეჩიტატივები, რაც ,,აბესალომის სიუჟეტზე
საუკუნეების განმავლობაში შეუქმნია ხალხს და რაც ასეთი მაღალი ოსტატობით
გამოიყენა კიდეც დიდმა ქართველმა კომპოზიტორმა თავის ოპერაში. ეს იმიტომაც
გავიხსენე, რომ ხაზი გამესვა ჩვენი ლიტერატურის პოპულარობაზე (მე ქა არ
მიხსენებია, რადგან თავად საეჭვოდ მიმაჩნია: არსებობს მოსაზრება, თითქოს
,,ეთერიანი იმდროინდელი ჩვენი მწერლობის ერთ-ერთი თხზულება იყოს;
თითქოს იგი, სხვა მრავალ თხზულებასთან ერთად, დაიკარგა, სიუჟეტი კი ხალხში
დარჩა და გავრცელდა, თაობიდან თაობას გადაეცა, ჩვენამდე მოაღწია, როგორც
ფოლკლორულმა ნაწარმოებმა)...
ზემოთ რამდენიმე მაგალითი მოვიტანეთ, როგორ იმოწმებენ, როგორ ციტატებად
მოაქვთ ადგილები ,,ვისრამიანიდან... ნუ გაიკვირვებთ: სწორედ ისე ლაპარაკობდნენ
,,ვისრამიანსა თუ სხვა საერო ხასიათის წიგნებზე, როგორც დღეს თანამედროვე
მკითხველები კერძო მიწერ-მოწერაში, ტელეფონით საუბარში თუ უშუალო
შეხვედრისას ერთმანეთს უზიარებენ აზრს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში ახლად
გამოჩენილი დიდი და საინტერესო ავტორის შესახებ... ხალხი ინტერესით ეწაფებოდა
ახალ ლიტერატურულ თხზულებას, იხსომებდა, ერთმანეთს უამბობდა,
იზეპირებდა... იმ ნაწარმოებთა გმირების ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მათ ბაძავდნენ,
ზოგჯერ ისიც კი ეჩვენებოდათ, ღმერთმა ჩვენც მათი ბედი გვარგუნაო...
,,ვისრამიანზე ზემოთ საგანგებოდ გავამახვილეთ უყრადღება და არა მხოლოდ
იმიტომ, რომ იგი უბრალოდ ოსტატობითაა თარგმნილი და, მიუხედავად იმისა, რომ
პროზად არის გადმოღებული, პოეტური სიღრმითა და სილაღიდ თავისივე
თანამედროვე დიდებულ ,,ვეფხისტყაოსანს თუ შევადარებთ, არამედ
იმიტომაც, რომ აღმოსავლურ-მუსლიმანური ქვეყნის ამბავმა, თუ შეიძლება ასე
ითქვას, ცხოვრების არაქრისტიანულმა ფაქტურამ ასეთი გავრცელება ჰპოვა
საქართველოში, იმ ქრისტიანულ ქვეყანაში, რომელიც მთელს წინა აზიაში
,,ქრისტიანობის ბურჯად იდგა და მრავალრიცხოვანი მტრის განუწყვეტელ
დარტყმას სწორედ ქრისტეს სჯულის სახელით იგერიებდა. ამასთან, ,,ვისრამიანი
ერთადერთი ,,აღმოსავლური ნაწარმოები როდი იყო, რომელიც იმ
დროს საქართველოში ითარგმნა და გავრცელდა. შეგვიძლია დავასახელოთ
486
ფირდოუსის განთქმული ,,შაჰნამეც, რომელიც სწორედ იმ ხანებში ყოფილა
თარგმნილი ქართულად და მერე კი ჟამთა სიავის გამო დაკარგულა, ჩვენამდე არ
მოუღწევია... და განა მარტო მხატვრული ლიტერატურის ძეგლები... გაიხსენეთ
არაბული სამედიცინო ენციკლოპედია, რომელიც სწორედ იმ ხანებში ითარგმნს
ქართულად... მკვლევარები საგანგებოდ მიუთითებენ ,,ვეფხისტყაოსანში
ასტრონომიული ტერმინოლოგიის არაბულ წარმომავლობაზე... ასტრონომიური
მეცნიერების განვითარება, რაც ცნობილი ფაქტია იმდროინდელ საქართველოში,
თავისთავად გულისხმობს ამ დარგის არაბული ლიტერატურის ქართულ ენაზე
თარგმნას.
აი, ეს გახლდათ ის კეთილი თესლი ე. წ. რელიგიური შემწყნარებლობისა, რომელიც
ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მადლიანმა ხელმა დათესა, და მას შემდეგ ყველა
მისი მემკვიდრე სასოებით უვლიდა და აღივებდა, ხოლო თამარის ტროს ასე
სასიკეთოდ გაიფურჩქნა და გაიხარა.
ასეთი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მაჰმადიანურ აღმოსავლეთთან... ხოლო
რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ ჩვენს მეზობელ დიდ ქრისტიანულ ქვეყანაში, ამას
კარგად გვიხასიათებს ივანე ჯავახიშვილი:
,,მაშინდელი განათლებული საბერძნეთი ისეთი დაუცხრომელი ბრმა და მედიდური
მძულვარებით იყო გამსჭვალული მაჰმადიანობისადმი, რომ მისი თვალი
აღმოსავლეთის ისლამურს კულტურას და ფერადოვანს ხელოვნებას ვერ ხედავდა და
მისი მომხიბლავი, მდიდარი პოეზიისთვის ყურები დახშული ჰქონდა ...
ქართველ ხალხს მუდამ ფართო კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გარე
სამყაროსთან.
ჩვენ უკვე ვიცით, პარალელურად, რა გულმოდგინებით ითარგმნებოდა დასავლური
სამყაროს ცნობილი დიდებული ქმნილებანი და არა მარტო თეოლოგიურ-
ფილოსოფიური... ვიცით, ჯერ კიდევ როდის დაიწყო ეს, და იმ პერიოდშიაც, რომლის
ამბებსაც ახლა ვყვებით, ისეთივე ინტესიურობით გრძელდებოდა. ამავე პერიოდში
ითარგმნა, მაგალითად, ქართულად ჰომეროსის ქმნილებანი (რომლებიც აგრეთვე
ჟამთა სიავემ იმსხვერპლა და ჩვენამდე აღარ მოუღწევია), დაიწერა შრომა ელინურ
მითოლოგიაზე... (,,ელინთა მეზღაპრეობა). ზემოთ არა ერთხელ ვნახეთ, როგორ
ხშირად იმოწმებენ იმდროინდელი ქართველი მწერლები, საისტორიო
თხზულებებშიაც კი, ჰომეროსსა და უფრო მოგვიანო პერიოდის სხვა ბერძენ
ავტორებსაც...
ეს სიტყვები დავწერე და უცებ მომაგონდა ერთი ადგილი თამარის ისტორიკოსის
თხზულებიდან: ,,კეთილისა სულისათვის ღმრთის მოყუარე და თვისად მისი არს,
ვითარ იტყვისცა დღე ბერძენთა ხედვისა პლატონ: ,,კეთილი კეთილთათვის არს
კეთილ, ვინა, იგივე კეთილი ბოროტთათვის ბოროტი... როგორც ვხედავთ, პლატონის
მშვენიერ სიტყვებს იმოწმებს ქართველი ისტორიკოსი და, რაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, ძალიან მარჯვედ. ეს იმ ადგილას, როცა მას სურს გაამართლოს
თამარის სიმკაცრე: ქართველი მეფე უფლებას აძლევს თავის მეომრებს ,,ურჩ და
განდგომილ მოწინააღმდეგეებზე გალაშქრებისა.
როგორც ვხედავთ, საქართველო ორი დიდი სამყაროს – დასავლეთისა და
აღმოსავლეთის – მიჯნაზე იდგა, ფართოდ უღებდა კარს ორ დიდ კულტურას...
ძველი, დიდი თვითმყოფადი კულტურის პატრონს, გარედან შემოსული ნაკადისა არ
ეშინოდა, მათ ცხოველმყოფელ გავლენას განიცდიდა, და ამით მდიდრდებოდა,
მაგრამ ისე, რომ თავის ეროვნულ მეობას და მომხიბლაობას ოდნავადაც არ
კარგავდა... იგი მტკიცედ იდგა საკუთარ ნიადაგზე, ამ ნიადაგში ჰქონდა ფესვები
487
ღრმად გადგმული, ამ ნიადაგიდან იკვებებოდა და ახალი, მანამდე არნახული ძალით
ვითარდებოდა...
სწორედ ეს ნოყიერი ნიადაგი დახვდა იმ დიდ ჰუმანისტურ მოძრაობას, რომელიც
ბიზანტიაში ჩაისახა ჯერ კიდევ მიქაელ პსელოსისა და იოანე იტალოსის დროს, და
ქა, ჩვენთვის უკვე ცნობილი სოციალ-ეკონომიკური ვითარების წყალობით, მეტი
სიღრმე მიეცა, მეტი განვითარება ჰპოვა. ჩვენ უკვე გავეცანით ზემოთ ნახსენები
ბიზანტიელი ფილოსოფოსების სახელოვან მოქაფესა და ერთგულ მიმდევარს...
ვნახეთ, როგორ საგანგებოდ მოიწვია იგი, – საბერძნეთში დევნილი, – დავით
აღმაშენებელმა, რა პირობები შეუქმნა, რა ამოცანა დაუსახა... ვნახეთ, როგორ
ფართოდ გაუღო კარი დავით აღმაშენებელმა დასავლეთიდან დაძრულ ახალი
დროის მაცოცხლებელ სიოს, რა ნიადაგი მოუმზადა ამ დიდ მოძრაობას... რა
საფუძველი შეუქმნა მას გელათისა და იყალთოს აკადემიების დაარსებით, როგორ
ვითარდებოდა ფილოსოფიური აზრი საქართველოში...
შთამომავლობა იმკიდა იმ კეთილ ნაყოფს, რაც დავით აღმაშენებელმა და მისმა
დიდმა თანამოაზრეებმა (უფრო შორეულ წინაპრებზე რომ აღარაფერი ვთქვათ)
თავიანთი მადლიანი ხელით დათესეს...
ეს იყო ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერების ახალი ძალით განვითარების
დასაწყისი, ერთგვარი პრელუდია კაცობრიობის კულტურული აღორძინების,
ადამიანის საუკუნეობრივი სიბნელისა და ჩაგვრისაგან გათავისუფლებისაკენ
დაუცხრომელი ლტოლვისა, რომელსაც, როგორც ვხედავთ, დასაწყისი
აღმოსავლეთში მიეცა. ევროპაში ჯერ არ იგრძნობოდა ასეთი გამოცოცხლება.
ყველაზე სრული და ღრმა ასახვა ქვეყნისა და ხალხის მაშინდელი განწყობილებებმა,
კულტურულმა დონემ და მოსწრაფებებმა ,,ვეფხისტყაოსანში პოვეს. ეს არის ჰიმნი
ქვეყნად სიკეთისა და სამართლიანობის დამყარებისა, ბოროტზე კეთილი ძალის
გამარჯვებისა, წმინდა სიყვარყლისა, ხალხთა შორის ძმობისა, უანგარო მეგობრობისა,
იმ მაღალი იდეალებისა, რასაც კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში
ესწრაფვოდა...
,,ვეფხისტყაოსნის ავტორი თავისი დროისა და ხალხის ჭეშმარიტი შვილია –
თავისი ხალხის სულისკვეთების გამომხატველი. მას განათლება თავისივე ქვეყანაში
მიუღია, ერთ-ერთ იმ დიდებულ აკადემიაში, რომელიც დავით აღმაშენებელმა
დაარსა. მოვლილი აქვს უცხოეთი, იცნობს ძველსა და ახალ ფილოსოფიას და
მწერლობას... დასავლეთისასაც და აღმოსავლეთისასაც... ერთ-ერთი პირველი დიდი
წარმომადგენელია ახალი დროისა, იმ ახალი ეპოქისა, რომელსაც რენესანსი ეწოდა...
სამწუხაროს, მოკლებული ვართ საშუალებას, უფრო ახლოს გავეცნოთ მას, მის პირად
ცხოვრებას და მოღვაწეობას... იმ მეტად ძუნწსა და ბუნდოვან ცნობებზე
დაყრდნობით, რაც სხვადასხვა დროისა და ხასიათის ისტორიულ წყაროს
შემოუნახავს, მკვლევარები ცდილობენ, პოეტის ბიოგრაფიული ქარგა მოხაზონ...
მაგრამ ეს ვარაუდები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზოგს თამარის
სავაზიროს მეჭურჭლეთუხუცესად მიაჩნია იგი, ზოგს – ამორსპასალარად, ზოგს
უბრალო, ერთ-ერთი კუთხის ერისთავად... თუ ოდესმე დამატებითი ცნობები არ
აღმოჩნდა, ძალიან ძნელია, რომელიმე ვარაუდს მიანიჭო უპირატესობა...

არც კი გინდა იფიქრო, რომ მეფის ვაზირია და სავაზიროს მორიგ სხდომაზე სწორედ
იქ უნდა დაჯდეს, სადაც მისთვის წინასწარ მიუჩენიათ ადგილი... არა, იგი არცა ჰგავს
ასეთ ვაზირს... ძალიან ძნელია წარმოიდგინო, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო იგი.
ასეთი ვარაუდები მეტად პირობითი და უზუსტო იქნებოდა. უფრო ზუსტად და

488
მტკიცედ ჩვენ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ვეფხისტყაოსნის ავტორი ღირსეული
შვილი იყო თავისი ხალხისა, ამ ხალხის სულისკვეთებას, მის საუკეთესო ოცნებას და
იდეალების გამოხატავდა... რომ იგი ღირსეული შვილი იყო თავისი ეპოქისა... რომ
მას ბედმა არგუნა, ერთ-ერთი წინამორბედი და დამწყები ყოფილიყო იმ დიდი
მოძრაობისა კაცობრიობის ისტორიაში, რასაც ადამიანი შუასაუკუნეობრივი
წვდიადიდან უნდა გამოეყვანა და სინათლე ეჩვენებინა...
დავეხსნათ ვარაუდებს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო რუსთაველი. აქ არც მისი
დიდებული წიგნის ანალიზსა და განხილვას ვცდით.. იმდენი დაწერილა მასზე, რომ
დაინტერესებულ მკითხველს მიგნება არ გაუჭირდება...
აქ მხოლოდ მრავალჯერ გამოთქმული სიტყვები უნდა გავიმეოროთ: მსოფლიო
ლიტერატურამ ალბათ ცოტა იცის მეორე ისეთი პოეტი, რომელიც ასე პოპულარული
ყოფილიყოს თავისივე ხალხში... ,,ვეფხისტყაოსანი ზეპირად გადადიოდა თაობიდან
თაობაში, მას მზითვად ატანდნენ, მისი ცალკეული ფრაზები და ფრთიანი
გამოთქმები ისე ჩაეწნა ხალხის სასაუბრო ენას, ზოგჯერ ბევრიც რომ ეცადო, ვერ
გამოაცალკავებ და ვერ იტყვი – ვისია პრიორიტეტი... მასში ხალხის ყოველი ფენა და
ყოველი თაობა უხვად პოულობდა სიმხნის, სიმტკიცისა და სიბრძნის წყაროს, იგი
მალამოდ ედებოდა ხალხის გულს ლხინშიაც და უდიდესი გასაჭირის დროსაც, რაც
ამ დროიდან მოყოლებული უფრო ხშირად ეწვეოდა ხოლმე ჩვენს ხალხს. იგი ხალხის
სულისკვეთების უტყუარი გამომხატველი იყო ყოველგვარ ვითარებაში...
და როცა ამას ამბობ, აღარ იცი, ვის უფრო დიდი ქება ეკუთვნის – ამ ქმნილებას,
რომელიც ხალხის მიცწრაფებებს გამოხატავს, თუ თვით ხალხის, ვისი გულისთქმის
გამომხატველიც ეს დიდებული ქმნილებაა!...

დავით სოსლანი რომ გარდაიცვალა, თამარმა თანამოსაყდრედ თავისი ვაჟი გიორგი


დაისვა. ეს იყო 1207 წელს.. ზოგი ბრძოლა, რაც ამის შემდეგ ქართველმა მხედრობამ
გადაიხადა, აღვწერეთ კიდეც, სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თითქოს
არაფერი მომხდარა. მტერი უკვე ისე იყო დაშინებული ქართველი მხედრობის
ძლიერებით, რომ ხმლის შემართვასა და საომრად წარმოსვლას ვეღარ ბედავდა.
ცხოვრება თავისი გზით მიედინებოდა, ხალხი თავაუღებლად შრომობდა,
ჭირნახულს იწევდა, ღვინოს აყენებდა. მტერს მტრულად ხვდებოდა და მოყვარეს
მოყვრულად, მეურნეობას ავითარებდა, ახალი სარწყავი არხები გაჰყავდა, აშენებდა,
წიგნები ითხვზებოდა და ითარგმნებოდა, სამეცნიერო ტრაქტატები იწერებოდა, დიდ
სავაჭრო მაგისტრალებზე კვლავ ქარავნები მიდი-მოდიოდნენ, სამეფო კარის
ცხოვრებაც თითქოს ჩვეულებრივი იყო – მშვიდი და უდრტვინელლლლი...
ჯერ ისევ ახალგაზრდა მეფეს თურმე სიკვდილი უახლოვდებოდა, მაგრამ ამას
მხოლოდ თვითონ გრძნობდა და სხვა კი – არავინ, რადგან არ ამჟღავნებდა, ,,დიდხან
ფარვიდა, რათა არავინ შეაწუხოს ... მიდიოდა დღეები, თვეები,
წელიწადის დრონი ერთმანეთს ენაცვლებოდა, ქვეყნად ,,სრული მშვიდობიანობა
სუფევდა ...
გარეგნულად ასე ჩანდა, ასე ეგონათ სამეფო კარზე.
და ის, რაც მეფის სიცოცხლის მიწურულს, 1212 წლის გაზაფხულზე მოხდა, როგორც
იტყვიან ხოლმე – მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. საქმე ეხება შინა
კლასობრივ ბრძოლებს...

489
მაგრამ სანამ ამას გიამბობდეთ, სამეფო კარზე მომხდარი ერთი ცვლილება უნდა
გითხრათ.

1212 წელს გარდაიცვალა ამორსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, ,,კაცი დიდად


გამდიდრებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე, გამარჯუებული, მხნე და
ძლიერად მბრძოლი... რომელი მეფემან იგლოვა და ყოველმან კაცმან საქართველოს
მყოფმან ...
ამირსპასალარობა თამარმა ზაქარიასავე ძმას, ივანეს, შესთავაზა. ალბათ გახსოვთ,
რომ იგი აქამდე მსახურთუხუცესი იყო.
მაგრამ მოხდა უცნაური რამ: ყოფილმა მსახურთუხუცესმა ძმის თანამდებობა –
ამორსპასალარობა – იცოტავა და მეფეს სულ სხვა თანამდებობა სთხოვა –
,,განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა, რომე ახალსა და უაღრესსა პატივსა ღირს მყო...
უაღრესსაო განა!... უფრო დიდი პატივი მოითხოვა. ამირსპასალარობაზე ,,უაღრესი
სამეფო კარზე მწიგნობართუხუცესობა გახლდათ, მაგრამ ამ თანამდებობაზე
უკვე იყო ღირსეული კაცი. და პატივმოყვარე მსახურთუხუცესი, რაღა თქმა უნდა, ასე
აშკარად ვერ დაუპირისპირდებოდა, ამას ვერ გაბედავდა. არა, ივანე მხარგრძელის
თხოვნა უფრო უცნაური გამოდგა – ისეთი თანამდებობა მოითხოვა, რაც
საქართველოს სამეფო კარზე იმ დრომდე არ ყოფილა; ათაბაგობა ისურვა.
როგორც ითქვა, ასეთი თანამდებობა საქართველოში უცხო იყო – მაჰმადიანურ
ქვეყნებში ჰქონდათ, სასულთნოებში, და რატომ ასე თავგამოდებით მოითხოვდა
ძველმა მსახურთუხუცესმა ეს ,,უცხოური თანამდებობა ან თავისი თირსეული ძმის
თანამდებობა რად იცოტავა, გაუგებარია. ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი
მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს – მსახურთუხუცესმა ეს იმიტომ მოინდომა, რომ
მწიგნობართუხუცესს დაპირისპირებოდა და თანდათანობით სავაზიროში პირველი
ადგილი მოეპოვებინაო. ათაბაგი ხომ უფლისწულის აღმზრდელობას გულისხმობს
და ამიტომაც ელოდა ალბათ იგი მეტ პრივილეგიებს. ასე იყო თუ ისე,
მსახურთუხუცსს, რაღა თქმა უნდა, პატივმოყვარეობა ამოძრავებდა, როცა მეფეს
ათაბაგობა სთხოვა.
შეუძლებელია, თამარი ამას არ მიმხვდარიყოს, მაგრამ მაინც დასტანხმდა – ან
მოლაპარაკება რა პირობებში მოხდა, ან მეფე რისთვის დასთანხმდა, არ არსებობს.. ეს
მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ...
მსახურთუხუცესად, ივანეს მაგივრად, თამარმა ზაქარია ვაგელის შვილი – ვარამი
დანიშნა – ,,კაცი საპატიო და ლაშქრობითა შინა გამარჯუებული .

ახლა კი შინა ბრძოლების ამბავს დავუბრუნდეთ, რომელიც დავიწყეთ და ჯერ არ


დაგვიმთავრებია. მემატიანეს, ჩვეულებრივ, მოკლედ აქვს ეს მოთხრობილი: ,,მათ
უკუე ჟამთა (როგორც უკვე ითქვა, იგულისხმება 1212 წლის გაზაფხული) იწყეს
მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა... იწყეს რბევად და ხოცად და
ტყუეობად, ცხადად და ღამით ...
ამ ერთი ცნობის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელივანი თითქოს არაფერი
მომხდარა... მაგრამ როცა გავითვალისწინებთ იმავე მემატიანის სხვა ცნობებსაც, რომ
ბრძოლები მთაში სამ თვეს გაგრძელდა და აჯანყების ჩასაქრობად მეფეს მთის
მრავალი ტომის გაგზავნა დასჭირდა (,,მოუწოდა მეფემან... ყოველთა მთეულთა –
დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა,
ერწოთიანელთა...), უკვე აშკარა გახდება, რომ მდგომარეობა სერიოზული ყოფილა.

490
ალბათ ამიტომაც გახდა თამარი იძულებული, თავისი ვაზირის წრესგადასული
პატივმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა: მსახურთუხუცესმა დრო იხელთა, ქვეყანაში
შექმნილი მძიმე მდგომარეობით ისარგებლა და იმ დროს მოსთხოვა მეფეს, ათაბაგობა
მიბოძეო, როცა ამირსპასალარი ახალგარდაცვლილი იყო, ჩრდილოეთის მთებიდან
სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელი ამბები მოდიოდა ფართო მასშტაბის
აჯანყების მზადების შესახებ... და მეფეც, როგორც ამის შემდეგ მალევე ყველასთვის
ცნობილი გახდა, სხეულში ღრმად გამჯდარ სენს ებრძოდა... ასეთ ვითარებაში,
ვაზირის თხოვნა ულტიმატუმს უფრო ჰგავდა...
მკვლევარები აჯანყების მიზეზად მთიელთა მიმართ ფეოდალური ექსპლოატაციის
გაძლიერებას მიიჩნევდნენ. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ეპოქა, რომელსაც ჩვენ
განვიხილავთ, განვითარებული ფეოდალიზმის ჩამოყალიბების ხანად ითვლება.
მაგრამ ეს ეხება, ძირითადად, ბარს, ბარის მოსახლეობას; მთაში კი ამ დროს კვლავ
წინა ფეოდალური ურთიერთობაა და ეს კიდევ დიდხანს ასევე რჩება...ბუნებრივია,
რომ ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობის ასეთი აღმავლობის პირობებში,
თამარის სამეფო კარი ცდილობდა თავისი გავლენის სფერო მთაშიაც გასძლიერებინა
და იქაც ისეთივე საზოგადოებრივი ურთიერთობანი დაემყარებინა, როგორც ბარში
იყო.
ამასთან, შემთხვევითი არ არის, რომ ჩრდილოკავკასიელ მთიელთა გაქრისტიანების
ცდა ყველაზე აქტიურად თამარის დროს და თამარის მიერ ხდებოდა... ისიც
ბუნებრივია, რომ მთა შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა ,,ბარის ასეთ აქტიურ
შეტევას, მას არ ეთმობოდა ცხოვრების მამაპაპური წესი... და ეს დიდი აჯანყება ამის
შედეგიც უნდა იყოს. ზოგიერთი მკვლევარი სამართლიანად უკავშირებს ერთმანეთს
მთის ,,ფეოდალიზაციისა და მისი გაქრისტიანების ცდას. ,,საქართველოს
ფეოდალური მონარქიის სწრაფვა მთიელთა ფეოდალიზაციისა და
გაქრისტიანებისათვის თითქმის ერთდროულად მიმდინარეობდა, – წერს როინ
მეტრეველი – და საუკუნის დასაწყისში დიდოელთა და ფხოველთა აჯანყებაც
სწორედ ამ პროცესის საწინააღმდეგო რეასქცია იყო .
მეფემ აჯანყების ჩაქრობა სწორედ ათაბაგს დაავალა. ბრძოლები მთაში ძალიან მძიმე
იყო. ,,ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ხადისასა და წარვლო წუერი მთისა,
წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა.
ეს თამარის პირველი ისტორიკოსის სიტყვებია: ხოლო ვახუშტი უფრო ცოცხლად
გვიხატავს ჯარის მოძრაობის სურათს: ,,აღვიდა მთასა ხადისასა და წარვლო წვერ-
წვერად და წარდგა ფხოელთა...

მეფის მხედრობას სათითაოდ დაულაშქრავს მთის მიუვალი მწვერვალები. ,,აქეთგან


იგი აჯანყებულებს ზევითგან დაჰყურებდა, ერთის მხრით, დურძუკეთი იყო, მეორე
მხრით, დიდოეთი და ფხოეთი, და ამნაირად სამხედრო მოქმედება გაიადვილა, ეს
ივანე ჯავახიშვილის სიტყვებია.
ამრიგად, სამ თვეს გრძელდებოდა მთაში ბრძოლები და საბოლოოდ, როგორც
მოსალოდნელი იყო, მეფის მხედრობის გამარჯვებით დამთავრდა ,,შეიწრებულთა
ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი
სიმტკიცისა აღუთქუეს. წამოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი ...
მკაცრად გაუსწორდა ივანე ათაბაგი აჯანყებულებს...

491
საქართველოს სამხედრო ძლევამოსილებამ შტამომავლობის ხსოვნაში ტამარის
ნამდვილი ღვაწლი და თვისებანი დაჩრდილაო, წერს ივანე ჯანახიშვილი. დიდი
მეცნიერი აქ ალბატ გულისხმობს არა საერთო ღვაწლს, არამედ ბეფის სამშვიდობო
პოლიტიკას, რაც ამ კონტექსტში სამხედრო მოქმედებას უპირისპირდება: თორემ
თამარის ღვაწლი არათუ დაჩრდილული და დავიწყებული, არამედ ზოგჯერ
გაზვიადებულიც კი ჩანს, შთამომავლობის სხვადასხვა თაობებმა ბევრ ისეთ საქმეს
დაარქვეს მისი სახელი, რაც მას აშკარად არ ეკუთვნის: ,,ყოველ დიდ საქმეს ჩვენში
თამარს ვაწერთ, – წერდა ილია ჭავჭავაძე...

ზემოთ, აჭარის ძველ ხიდებს რომ ვეცნობოდით, ალბათ შენიშნეთ კიდეც, რომ
თითქმის უმრავლესობა იმ ხიდებისა ზეპირ გადმოცემას თამარის სახელთან
დაუკავშირებია... და განა მარტო იმ კუთხეში ან განა მარტო ხიდებისა... მთელს
საქართველოში, ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ხიდს, ტაძარს, ციხეს ან
ძველი ნაგებობის ნაშთებს. ნასოფლარებს, ნაქალაევებს, რომელთათვის ხალხის
თავის დროზე თამარის სახელი მიუნიჭებია და ახლაც ასეა ცნობლი. ამასთან,
ზოგიერთი ასეთი ძეგლი აშკარად არ უკავშირდება თამარის ზეობის დროს – ზოგი
უფრო ხნიერია, ზოგი უდრო ახალგაზრდა. უსამართლოდაა დავიწყებული
ნამდვილი ამშენებლის ვინაობა და სხვისთვის არის მიწერილი.
ეს შემთხვევითი არ არის, თავისი საფუძველი და ახსნა აქვს: უპირველეს ყოვლისა,
მიგვანიშნებს იმ დიდ შენებლობას პათოსზე, რითაც ჩვენი ხალხის იმდროინდელი
ცხოვრება ხასიათდებოდა. შენების ასეთ გაქანებას დიდი ხნის განმავლობასი
უმზადდებოდა ნიადაგი. უპირველესი გარანტია ასეთი ფართო მშენებლობისა
ქვეყნის გარეთიანება და გარეშე მტრისაგან განთავისუფლება იყო. ჩვენ ვნახეთ,
რამდენი თაობა იღვწოდა ამისთვის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რა
ენერგია დაიხარჯა; ვიცნობთ იმ მამულიშვილებს, რომელთაც განსაკუთრებული
ამაგი გასწიეს ამ საქმეში და მათგან, უპირველეს ყოვლისა, რაღა თქმა უნდა, დავით
აღმაშენებელი უნდა დავასახელოთ. თამარს კარგად მომზადებული ნიადაგი დახვდა
ფართო მასშტაბის შენებისათვის, და ქვეყნის ბრძენმა გამგებელმა მოახერხა ხალხის
დარაზმვა, წინაპართა დაწყებული დიდი საწმის ღირსეულად გაგრძელება...
და რაკი მთელი ის დრო შენებისა და შექმნის განსაკუთრებულად ფართო მასშტაბით
ხასიათდებოდა, გასაკვირი აღარ არის, რომ მომდევნო თაობებმა, რომელთათვის
სანატრელ მოგონებადღა გამხდარიყო მშვიდობიანი შრომისა და შემოქმედების
წარსული ნეტარი დღეები, ზოგი რამ – უწინარეს შექმნილიცა და უფრო
მოგვიანებით გაკეთებულიც – სწორედ იმ ადამიანის სახელს მიაწერეს, რომელიც
მაშინ განაგებდა ქვეყანას. ამით ისინი ოცნებაში ერთგვარად თითქოს წარსული
მშვიდობიანი შრომისა და შემოქმედების დღეთა ტკბილ მოგონებებსაც
ეალერსებოდნენ, და გულსაც იმაგრებდნენ, სასურველი მომავლის იმედს საფუძველს
უმტკიცებდნენ...

აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს თამარის პირადი თვისწბები, რამაც უსათუოდ ხელი


შეუწყო მის საარაკო პოპულარობას; ზემოთ უკვე ითქვა მისი განსაკუთრებული
მზრუნველობა ქართული კულტურის კერებისადმი ქვეყნის შიგნითაც და
უცხოეთშიაც. ამას ხაზგასმით აღნიშნავენ მემატიანეები; მემატიანეებისავე ცნობით,
ზეპირი გადმოცემებითაც ცალკე უნდა გამოიყოს მისი გულისხმიერი
დამოკიდებულება მწერლობისა და მწერალთა მიმართ...

492
თამარის დახასიათება სრული არ იქნება, თუ საგანგებოდ არ ითქვა მისი სათნოებისა
და ქველმოქმედების, მისი მაღალი ზნეობის შესახებ, რაც იმიტომაც არის
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი, რომ სასურველი მაგალითი გახდა
თანამედროვეებისა და მომდევნო თაობათა ადამიანებისათვის. ,,დავით
აღმაშენებელსავით ისიც (თამარიც) ქველმოქმედებას საკუთარის შრომით შენაძენი
ფულით ეწეოდა თურმე, – წერს ივანე ჯავახიშვილი, და იქვე თამარის ,,ფაქიზი
სინდისისა და ზნეობის დასახასიათებლად მემატიანის სიტყვები მოაქვს:
იგი ,,ამასაცა შურებოდა, რომელ მის დღისა საჭამადი მისი დააფასის, და, რაოდენ
დღივ შეჭამის, ხელით საქმარი მისი განყიდა და ეგოდენ ფასი გლახაკთა ახელსაქმრა
და მისცნა არა სამეფოთა შემოსავალთაგან.
ივანე ჯავახიშვილი ცალკე მოიხსენიებს თამარის თავმდაბლობას და სათნოებას,
,,ვერაფერმა ვერ შეცვალა მისი მარტივი და მიმზიდველი ქცევა. ძლიერება და
სიმდიდრე ხშირად რყვნის ხოლმე ადამიანს, მედიდურად და გულქვად ხდის ,
თამარზე კი გავლენა ვერ მოახდინაო, წერს მეცნიერი და კვლავ მემატიანის სიტყვებს
მოიშველიებს: ,,ვერ შეიტყუა საშუებელმან ამის საწუთროსამან, არცა მეფობამან
გვირგვინისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა
სპათა სიმრავლემან და ესეოდენმან სიმხნემან... არა მიდრიკა, ვერცა ქარიპარა
სიმდიდრემან...
პოპულარობა მართლაც დიდი იყო, ,,გასაოცარი აღბეჭდილება იქონია თამარის
სახელმა როგორც იმის დროზე, აგრეთვე მომავლის საულუნოების
ქართველობაზედაც და უხზო ტომებზედაც... თვით მიყრუებულს კავკასიის
კუთხეებშიაც, იქ, სადაც არც ერთი ქართველი მეფე არ იხსენება, აქამომდე
უკვდავობს და ბრწყინავს... თითქმის მითად გადაქცეული სახელი თამარისა .
ეს სიტყვები დიმიტრი ბაქრაძეს ეკუთვნის.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგაც, შორეული რუსეთის დიდი


იმპერატორი ივანე მრისხანეც ქებით მოიხსენიებს ქართველი მეფე-ქალის სიბრძნესა
და საგმირო საქმეებს...
თანდათან მოერია მეფეს სენი, მაინც ფარავდა, სხვას უმალავდა; იქნებ არა მარტო
იმიტომ, რომ სხვების შეწუხებას ერიდებოდა, როგორც ამას მემატიანე გვარწმუნებს,
არამედ იმიტომაც, რომ ამოდენა სახელმწიფოს მბრძანებელსა და მტრის რისხვას
თავისი ადამიანური უძლურების გამჟღავნებისა ეშინოდა; არის ასეთი გრძნობა. ვერც
დაეჯერებინა, ძლევამოსილ გვირგვინოსანსა და ღვთის რჩეულს ადამიანური სენი
თუ მოერეოდა; იმედს ვერ ელეოდა, ვაჯობებ, დავჯაბნიო, ფიქრობდა... მაგრამ დრო
გადიოდა და სენი სულ უფრო და უფრო დარია ხელი, მაგრად ჩაავლო კლანჭები და
შვებას აღარ აძლევდა. ჯერ ისევ ახალგაზრდა 47 წლის ქალი დაჭკნა, დაილია,
გაფითრდა, თვალები ჩაუღამდა, ძალა წაერთვა.
1212 წლის შემოდგომაზე ნაჭარმაგევს იყო მეფე, როცა აშკარად შეიტყვეს
ავადმყოფობა... მაშინვე დაასიეს განთქმული მკურნალები, მაგრამ სენი უკურნებელი
გამოდგა. უკვე ცხენზე ჯდომა აღარ შეეძლო და კუბოთი წამოიყვანეს თბილისს, იქნებ
აქაურმა ჰაერმა არგოსო. მეფე თვითონვე გრძნობდა, რომ ყველაფერი ამაო იყო.
ტაბახმელა უყვარდა და იქ აიყვანეს, მაგრამ ვერაფერმა უშველა, ,,დიდად გაძნელდა
სენი იგი უქყალი ... როცა უკვე აშკარად შეეტყო, საამქვეყნო პირი აღარ
ჰქონდა, დიდებულები იხმო და შვილები ჩააბარა – ,,აჰა, ესერა მკვიდრად სახლისა
ჩემისა დაგიტევებ, რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან.
ეგენი ჩემ წილ ...

493
მერე უღონო ხელები ზეაღაპრო და ,, უკანასკნელ ხმა აღმოყტევა ...
მისი უკანასკნელი სიტყვები ეს იყო:
,,ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისსაო!
შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელ შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა
სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და
მერმე სულსა ჩემსა ...
გარდაიცვალა თამარი 1213 წლის 18 იანვარს, თბილისის მახლობლად (ტაბახმელაში).
მემატიანის ცნობით, დაკრძალეს გელათს, ,,თვისსა შინა სამარხოსა, იქ
,,დამკვიდრებულთა პაპათა მისთა გვერდით.

დამოუკიდებელ მეფობას შეუდგა გიორგი , ლაშა-გიორგი...


ზემოთ რამდენჯერმე შევნიშნეთ, ბედმა თამარს ბევრი სიმწარე არგუნაო, როგორც
ვნახეთ, დიდად გახარებული სიცოცხლეში მართლაც არა ჰქონია.
ცხოვრებისეულისიმწარე მეტი გამოიმეტა ბედმა მისთვის, ვიდრე სიხარული. მაგრამ
ალბათ ბედმავე დაინდო, როცა ასე უდროოდ განაშორა ამქვეყნიურ ცხოვრებას. ამით
იგი აშორდა ყველაზე დიდ სიმწარეს, რაც კი შეიძლებოდა ცხოვრებაში შეხვედროდა:
არ მოესწრო იმ საშინელ კატასტროფას, რაც მისი სიკვდილის შემდეგ თურმე მალევე
უნდა მომხდარიყო და რითაც დაიწყებოდა დაცემა და დაქვეითება საუკუნეებით
ნაშენი დიდი სახელმწიფოსი.
ეს სიმწარე მის ჩვილებს უნდა ერგოთ. მათ უმზადებს ბედი. იმ უნაყოფო,
უსარგებლო და ხშირად ზერელე მსჯელობა-განსჯის საგნადაც, რაც მომდევნო
წლებსა და საუკუნეებში ბევრჯერ გაიმართება სულ სხვადასხვა წრეებისა და
სხვადასხვა ვითარებაში, ისინი გახდებიან...
მაგრამ ჯერ არავინ გრძნობს იმ კატასტროფის მოახლოებას. ჯერ მისი ჩრდილიც არ
დაჰფენია ქვეყანას. ჯერ ისევ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი... ჯერ ისევ
შენებისა და შექმნის სიხარული სუფევს. მოახლოებულ კატასტროფას ჩვენ ვხედახთ
მხოლოდ, ჩვენ, ვინც შორიდან ვადევნებთ თვალს უკვე მომხდარ ამბებს და
ვცდილობთ, პირვანდელი სიმწვავით წარმოვიდგინოთ და გავაცოცხლოთ
ყველაფერი...
მოახლოებულ კატასტროფას, რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდა მეფეც ვერა გრძნობს. მან
ლერ თავზე დადგმული გვირგვინის სიმძიმე იგრძნო მხოლოდ. ღირსეული კაცი იყო,
გონიერი, განათლებული... არ შეიძლებოდა ადრევე არა სცოდნოდა მთელი სიძნელე
და სირთულე ქვეყნის მართვისა, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ სახელოვანი
წინაპრების მემკვიდრეობა განსაკუთრებით ძნელია, და საშიშიც კი, მას არ შეეძლო.
არ შეეძლო სცოდნოდა, რომ აჩრდილი დიდი წინაპრებისა განუშორებლად თან უნდა
ხლებოდა, სიცოცხლეშიაც – ყოველგვარ ვითარებაში, ყოველი ნაბიჯის გადადგმის
დროს – და სიკვდილის შემდეგაც, როცა სხვადასხვა ეპოქისა და თაობის ადამიანები
შეეცდებიან სკრუპულოზური სიზუსტით ასწონონ ყოველი მისი მოქმედება, ყოველი
მისი გადადგმული ნაბიჯი, და სხვებს შეუფარდონ. ასეთი განსჯის საგანი ყველა
გამხდარა, სხვადასხა დროის თუ ეპოქის ყველა მეფე და მბრძანებელი, მაგრამ
გიორგი მეოთხის, ანუ ლაშა-გიორგის მოღვაწეობას ყველაზე მეტი გაფაციცებითა და
დაეჭვებით, ყველაზე მკაცრი და შეუწყნარებელი თვალით დაუწყებენ განსჯას...
მაგრამ წინ ნუ გავიჭრებით, ჯერ არც კატასტროფა დატრიალებულა და განსჯაც
ნაადრევია. თანმიმდევრულად მივჰყვეთ მოვლენებს.

წიგნი მეოთხე, თავი პირველი.

494
თავი 1

1.

მსოფლიო ისტორიას რომ კითხულობ და ცალკეულ სახელმწიფოთა მარად


ცვალებად თავგადასავალს ეცნობი, ხშირად აღგეძვრის ხოლმე კითხვა: რა უფრო
ძნელია – დიდი სახ-ელმწიფოს შექმნა თუ მისი მოვლა და პატრონობა.
ერთი შეხედვით, უცნაური ჩანს ეს კითხვა – თითქოს გულუპრყვილოც –
მაგრამ მაინც საგულისხმო და საინტერესო... და რთულიც, უნდა გამოვტყდეთ.
გაგვიჭირდება, მაგალითად, თქმა, რა უფრო ძნელი შეიძლებოდა ყოფილიყო –
ისეთი სახელმწიფოს შექმნა, როგორიც მეცამეტე საუკუნის დასაწყისისათვის
საქართველო იყო, თუ ამ სახელმწიფოს მოვლა-პატრონობა, მისი დიდებისა და
ძლიერების შენარჩუნება.
როცა კონკრეტულად დავსვით კითხვა, ამგვარი დაპირისპირება მართლაც
უხერხული გამოჩნდა... და თუ მაინც ვცადეთ, მხოლოდ იმიტომ, რათა თავიდანვე
მთელი სიმჯაფრით წარმოვიდგინოტ,რა ძნელი ზეობა შეხვდება ახალგაზრდა მეფეს,
რიმელიც ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლად მართვას შეუდგა.
დიდი და ძლიერი სახელმწიფოჩაიბარა 18-20 წლის ჭაბუკმა მეფემ გიორგი
მეოთხემ ანუ ლაშა გიორიმ, როცა მისი სახელოვანი დედა გარდაიცვალა. წნაწიგნში
ჩვენ ვცადეთ გვეჩვენებინა, როგორი იყო ეს ქვეყანა: რა მაღალიდა თავისთავადი
კულტურის მატარებელი, რა მდიდარი და აყვავებული, როგორი ავტორიტეტული –
,,ნიკოფსიდან დარუბანდამდე
გადაჭიმული.
ბოლო სიტყვები მემატიანეებს ეკუთვნით, წინა წიგნში მოვიტანეთ კიდეც.
,,ნიკოფსიდან დარუბანდამდე!
ხშირად შეგვახსენებენ ხოლმე მემატიანეები დაუფარავი სიამაყით, როცა
თავიანთი ქვეყნის ძლიერებაზე ჩამოაგდებენ სიტყვას. ,,ნიკოფსიდან
დარუბანდამდეო, ასე ზოგადად გვიხასიათებენ მის სიდიადეს... ჩვენც მემატიანეთა
ზოგადი სიტყვებით მივანიშნეთ მკითხველს ქვყნის ტერიტორიულ სიდიდეზე, მის
თვალუწვდენელ საზღვრებზე. უფრო კონკრეტულად ჯერ არ გვიცდია, მოვეხაზა ეს
საზღვრები. არადა საინტერესოა. სწორედ ახლაა საინტერესო, უფრო თვალსაჩინოდ
წარმოვიდგინოთ, როგორი ქვეყანა ჩაიბარა ახალგაზრდა მეფემ.

მოვხაზოთ მისი საზღვრები. ამაში თვით ჩვენი და უცხოელი მემატიანეები და


ჩვენამდე მოღწეული სხვადასხვა სახის ისტორიული საბუთები და ძეგლები
დაგვეხმარებიან, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვაგვარ ვითარებაში, სულ
სხვადასხვა მიზნით გამოთქმული მინიშნებანი.
სწორედ იმ ძველი წყაროებისა და მატიანეებში გაფანტული ფრაზების
მიხედვით ჩამოაყალიბებენ ხოლმე მაშინდელი საქართველოს საზღვრებს.
,,...ჩრდილოეთით საზღვარი ქედს გადაღმა იმიერკავკასიაში ჰქონდა, სამხრეთით
ჩრდილოეთ სპარსეთში და მცირე აზიაში იყო შესული, შავი ზღვითგან კასპიის
ზღვამდე გადაჭიმული მთელ მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერესი სახელმწიფო
იყო ...

ამას ივანე ჯავახიშვილი წერს.

495
აგერ, თანამედროვე მეცნიერის – მამისა ბერძნიშვილის მიერ, იმავე წყაროების
მიხედვით, სასურველი სიზუსტით მოხაზული იმდროინდელი საქართველოს
სახელმწიფო საზღვრები.
ვისარგებლოთ ამ მონახაზით.
დავიწყოთ სწორედ ნიკოფსიით, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის საღვრის
უკიდურეს წერტილს წარმოადგენს (ახლა კრასნოდარის მხარეში უნდა
ვიგულისხმოთ ეს ადგილი). ნიკოფსიაცა და მთელი ჯიქეთიც (სადაც ეს ქალაქი
მდებარეობდა) რომ უხსოვარი დროიდანვე საქართველოს ეკუთვნოდა, ამის
დტურად მეცნიერი სუმბათ დავითის ძის სიტყვებს შეგვახსენებს, ბაგრატ მესამეზე
თქმულს: ბაგრატმა ,,დაიპყრო ყოველი კავკასია... ჯიქეთითგან, ვიდრე გურგნამდე...
ასევე იყო მომდევნო საუკუნეებშიაც. ,,ისტორიასა და აზმანში
ერთ-ერთ დიდ გავლენიან პირზეა ნათქვამი: ,,ლიხთაქით პატრონი ორბეთისა და
კაენისა, ლიხთიქით ნიკოფსამდის უცილობლად მქონებელიო...
(იქნებ მიხვდით კიდეც, ამას ვარდან დადიანზე ამბობს მემატიანე და ისიც
მოგაგონდებოდათ, რა ვითარებაში ითქვა ეს...).
ამრიგად, ნიკოფსია ჩრდილო-დასავლეთით საზღვრის უკიდურესი
წერტილია. მოვყვეთ ბარემ ჩრდილოეთის საზღვარს, მით უმეტეს, რომ ეს სულაც არ
გაგვიძნელდება, რადგან იგი ბუნებრივ ზღუდეს – კავკასიონის ქედს გასდევს. ჩვენც
ამ დიდ, მარად თოვლიან ქედს გავაყოლოთ თვალი და შამახიას მთამდე მივიდეთ. აქ
უკვე წერტილი მოვიძიოთ და აღმოსავლეთის საზღვარი მოვხაზოთ.
აღმოსავლეთის საზღვარი შამახიას მთა და მის დასავლეთ ფერდობზე
გაწოლილი მდინარე თეთრი წყალი ანუ ჩაღან უსუნია, რომელიც, – თითქოს
საგანგებოთ იმიტომ, რომ საზღვარი არ გაამრუდო, – სწორხაზოვნად მიედინება.
რომ ეს საზღვარიც ზუსტია, ამის დასადასტურებლად მემატიანეს იმოწმებს
მეცნიერი: ,,წარვიდა ყაენი ქვეყნად შარვანშასა, საზღუართა
საქართველოსათა,რომელსა უწოდიან ჩაღან უსუნი, ესე იგი არს თეთრი წყალი.
სამხრეთით ადარბადაგანს ესაზღვრებოდა, მოჰყვებოდა მდინარე არეზს
(რახსს) და ნახჭევანს ჩაუვლიდა; არეზის შუა ხაზი საქართველოს სახელმწიფოს
ტერიტორიაზე იყო მოქცეული, საზღვარი კი ფართოდ გადაჭიმულ ხალათის დიდ
სასულთნოს ემიჯნებოდა.
სამხრეთ-დასავლეთით, კარნუ- ქალაქის საამიროდან მოყოლებული,
სასაზღვრო ხაზი გვერდზე ჩაუვლიდა საქართველოს ისტორიულ პროვინციებს
სპერსა და ჭანეთს, რომლებიც იმჟამად ტრაპიზონის საკეისროში იყო მოქცეული.
აქედან მთელ დასავლეთ საზღვრად, ჩრდილო საზღვრის მსგავსად, ბუნებრივი
ზღუდე ჰქონდა – შავი ზღვის სანაპიროს მოჰყვებოდა. და მიადგებოდა ჩრდილო-
დასავლეთის უკიდურეს წერტილს ნიკოფსიას, საიდანაც ჩვენ ქვეყნის საზღვრების
მოხაზვა დავიქყეთ.
მაგრამ მაშინდელი საქართველოს ტერიტორიის ასეთი მონახაზი ზუსტი არ
იქნება, თუ ახლავე არ შევახსენათ მკითხველს, რომ აქ ნაგულისხმევია მხოლოდ ის
მიწა-წყალი, რაც უშუალოდ ეჭირა საქართველოს სამეფოს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამის
გარდა იმდროინდელ საქართველოში ყმადნაფიცი და მოარკე ქვეყნებიც შედიოდა;
თანაც, ყოველ მხარეს იყო ასეთი ქვეყნები, ყველა მიმართულებით, გარდა
დასავლეთის ბუნებრივი ზღუდისა; ისეთი ძნელად მისადგომი ზღუდის გადაღმაც
კი, როგორიც იყო ჩრდილოეთით გრძლად გადაჭიმული კავკასიონის ქედი, მთელი
საზღვრის გასწვრივ გაფენილი ქვეყნები – ქაშაგეთი, ოსეთი, დურძუკეთი,
დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი, დარუბანდი საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ
496
(ყველა კარი კავკასიონის გადასასვლელისა ქართველებს ეჭირათ, მათ კონტროლს
ემორჩილებოდა); ყმადნაფიცი იყო აღმოსავლეთით – შარავანი, სამხრეთ-
აღმოსავლეთით – ირანი; სამხრეთითაც მოხარკე ქვეყნები ეკრა – ნახჭევანი,
ხლათის დიდი სასულთნო, კარნუ-ქალაქისა და ერზინკის საამიროები... გარდა ამისა,
საქართველოს სამეფოს გავლენის სფეროში იყო მოქცეული ტრაპიზონის იმპერია,
რომლის დაარსებაში, როგორც უკვე ვნახეთ, ქართველებმა გადამწყვეტი როლი
შეასრულეს.

აქვე გავითვალისწინოთ: ქვეყნის მართვას ისიც ართულებდა, რომ, როგორც


ვნახეთ, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები დიდად სცილდებოდა მის ეთნიკურ
საზღვრებს – აქ არაქართველი მოსახლეობაც შემოდიოდა. არაქართველი და
არაქრისტიანი. ერონებითაც განსხვავებული და რჯულითაც.

მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება იმდროინდელი საქართველოს


მოსახ-ლეობის რაოდენობაც. რაკი წყაროებს ამის პირდაპირი ცნობა არ შემოუნახავთ,
ზუსტი გან-საზღვრა, რაღა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მიახლოებითი ვარაუდი მაინც
ხერხდება. მკვლე-ვარების გამოანგარიშებით, რაც ჩვენამდე მორწეულ სხვადასხვა
სანდო წყაროებს ეყრდნობა (ქვემოთ უფრო კონკრეტულად გავეცნობიტ ამ ვარაუდის
საფუძველს), მაშინდელი მთლიანი საქართველოს სახელმწიფოს მოსახლეობა რვა
მილიონზე მეტს შეადგენდა, ხოლო საკუთრივ საქართველოსი ხუთნახევარი
მილიონი იყო. იმ ეპოქისათვის ეს ციფრი დიდი გახლავთ... (ამაზე ცოტა უფრო
ადრინდელი აღწერით, ინგლისის მოსახლეობა დაახლოებით ორ მილიონამდე სულს
შეადგენდა...).
ხუთნახევარი მილიონი!... უნებურად მიუბრუნდები ამ ციფრს, რადგან მაშინვე
გაიელვებს გონებაში მეორე უკიდურესად შემცირებული - დაკნინებული ციფრი,
რითაც რამდენიმე საუკუნის შემდეგ მტრებისაგან დარბეულ, სისხლისაგან
დაწრეტილ საქართველოს მოსახლეობას აღნუსხავენ...
თუმცა მოსახლეობის სიმრავლეს რომ ვამბობთ, განსაკუთრებით კი არ
ვუსვამთ ხაზს ამ ფაქტს. ეს როდია მთავარი... მთავარი ის არის, რომ ახლა, ამ ეპოქაში,
რომლის ამბებსაც ამჟამად ვეცნობით, საქართველო სისხლსავსე ცხოვრებით
ცხოვრობს. მაშინდელი მაშტაბებისა და საერთო დონის მიხედვით, ქვეყანა ძლიერია
პოლიტიკურად, ეკონომიკურად. როგორც ითქვა, მას ანგარიშს უწევენ. დიდია მისი
გავლენის ძალა საერთო საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ურთიერთობაზე... მისი
მაღალგანვითარებული მეცნიერება, ლიტერატურა და ხელოვნება თავისი ცალკეული
დარგებით, მაშინდელი მსოფლიოს კულტურას აძლევს ტონს. მტკიცედ ნაგებ
შარაგზაზე, რითაც მთელი ქვეყანაა დასერილი, ხალხმრავლობაა, ზღვა ხალხი მოდის
და მიდის – საიდან აღარაა და საით აღარა, გაცხოველებული ვაჭრობა და
აღებმიცემობაა... ქალაქებში არც დღისით, არც ღამით, წელიწადის არცერთ დროს არ
ნელდება ცხოვრების რითმი... მომრავლებულ სოფლებში მჩქეფარე ცხოვრების
გაბმული ზუ-ზუნი დგას, ყანებიდან და ზღვრებიდან სიმღერის გუგუნი მოისმის...
ეს მქჩეფარე პულსაცია მაშინდელი სისხლსავსე ცხოვრებისა დღესაც კარგად
ისინჯება ,,ვეფხისტყაოსანში.
მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ: როცა სისხლსავსე და მჩქეფარე ცხოვრებაზე
ვლაპარა-კობთ, ეს, რაღა თქმა უნდა, სრულ ჰარმონიასა და კეთილდღეობას არ
ნიშნავს. ჩვენ უკვე ვნახეთ, თამარის ბოლო წლებში რა შინა ბრძოლები დატრიალდა

497
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში და რა სასტიკად გაუსწორდა ივანე ათაბაგი მამაც
მთიელებს, რა სისხლის ფასი დაჯდა მათი ,,დაშოშმინება
. ქვემოთ სხვა მძიმე ყოფით სურათებსაც ვიხილავთ.
დიდი ქვეყანა ოკეანესა ჰგავს და თუნდა ტალღები ყალყზე არ იდგეს და
რისხვით არა გრგვინავდეს, მაინც მოუსვენარია – განუწყვეტელივ ფუთფუთებს,
ბორგავს, მღელვარებს.
მკითხველს პატიება ვთხოვოთ გაჭიანურებული შესავლისათვის. წინა წიგნში
აკი ვცადეთ, გავცნობოდით ჩვენი ხალხის მაშინდელ ცხოვრებას... და ახლა რომ
შევდექით და უკან მოვიხედეთ,ისევ რომ მოვავლეთ თვალი ქვეყანის შორს
გადაჭიმულ საზღვრებს და მისი ქალაქებისა და სოფლების ზომიერად აჩქარებული
მაჯისცემაც გავიხსენეთ, მკითხველმა იქნებ იფიქროს, თითქოს ფეხს განგებ
ვითრევდეთ, თითქოს ვცდილობდეთ, რაც შეიძლება დავაყოვნოთ გახედვა იმ
პირქუში საუკუნეებისაკენ, რაც მალევე მოჰყვა ჩვენ მიერ უკვე მოთხრობილ ამბებს.
ნაწილობრივ ალბათ ასეც არის. ისეთი უეცარი და მოულოდნელი იყო
ცვლილება, რაც ჩვენი ხალხის ცხოვრებაში მოხდა, ისეთი ალოგიკური გეჩვენება
შემდგომი განვითარება მისი ისტორისიისა, რომ ახლაც, ამდენი საუკუნის შემდეგაც,
არ გინდა შეურიგდე უკვე მომხდარ ფაქტს, გულს თითქოს ახლადგანცდილი
საშინელებების ტკივილი ჩხვლეტს... ახსნა ვერ გიპოვია იმისთვის, რაც მოხდა.
და სწორედ აქ აღიძვრის უნებურად კითხვა, რითაც ეს წიგნი დავიწყეთ:
მართლაც, რა უფრო ძნელი შეიძლებოდა ყოფილიყო – ასეთი ქვეყნის შექმნა თუ
მისი მოვლა-პატრონობა, მისი დიდების შენარჩუნება?
ეს კითხვა ჩვენ არ აღგვეძრა პირველად. იგი მაშინვე გაჩნდა, იმ ძნელბედობის
ჟამს და მერე თითქმის პირვანდელი სიმძაფრით მოჰყვება ჩვენს ისტორიას.
ჩვენდაუნებურად, ისეთი კატეგორიული ფორმით ყალიბდება ეს კითხვა გონებაში,
რომ ამგვარსავე პირდაპირ პასუხს მოითხოვს. და ორი საპირისპირო მნიშვნელობის
პასუხი ამ კითხვისა თითქმის იმავდროიდანვე მოდის, მოუშუშებელი ჭრილობის
სიმწვავით იფეთქებს ხოლმე დროდადრო და ბუნებრივ, თუმცა კი ფუჭ დავას იწვევს.

სწორედ ასე ჩამოყალიბდა ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება


საქართველოს მაშინდელი მეფის გიორგი მეოთხის მოღვაწეობაზე. და ეს გრძელი
შესავალიც იმიტომ დაგვჭირდა.
ორი ქართველი მემატიანის მონათხრობით ვიცნობთ ძირითადად იმ ეპოქას და
ის საპირისპირო აზრი თუ შეფასებანი გიორგი ლაშას მოღვაწეობისა სწორედ იმათგან
მოდის, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მეფის დახასიათების დროს მათი
შეხედულებანი ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. ამ ორ მემატიანეთაგან ერთი
თანამედროვეა მეფისა (ისტორიოგრაფიაში ასევეა ცნობილი – ლაშა გიორგის
დროინდელი მემატიანე), მეორე კი, რომელსაც ჟამთააღმწერელის სახელით იცნობენ,
გაცილებით უფრო მერმინდელია, მეთოთხ-მეტე საუკუნის მოღვაწე გახლავთ. თუმცა
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ მომხდარ ამბებსა და
მოვლენებს იგი ზეპირად და ყურმოკვრით კი არ გადმოგვცემს, არმედ მის ხელთ
არსებული უტყუარ ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა. და ამდენად, ძირითადად,
სრულიად სანდო და სარწმუნოა მისი ცნობები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ
პირველი მემატიანის მონათხრობი გაცილებით უფრო მოკლეა, მეორესი – ვრცელი;
თუმცა ორივე ცდილობს, ახალგაზრდა მეფის დახასიათება სრულად მოგვცეს.
აქედანვე იწყება მეფის დახასიათების გამო ამტყდარი გაუთავებელი დავა,
რამაც ჩვენს დღეებამდე მოაღწია და, უნდა ითქვას, არანაკლები სიმწვავით, ვიდრე

498
ალბათ დასაწყისში იყო. ივანე ჯავახიშვილი ამ დავის დასაწყისს ხედავს მეფის
თანამედროვე მემატიანის თხზულებაშიც, რომელიც იქ მოთხრობილი მოვლენების
თითქმის კვალდაკვალ იწერებოდა. როცა ეს მემატიანე ხოტბას ახამს მეფს, იქვე წერს:
,,და ვიტყოდეთ ქებასა მისსა წინაშე ყოველთა კაცთა, არა ვტყუოდეთ, არცა
გვრცხვუენოდეს...
მართლაც, თუ აქ საწინააღმდეგო აზრსა და მოწინააღმდეგეს არ გულისხმობს,
მობოდიშება რად დასჭირდებოდა – როდის ყოფილა მეფის შექების გამო მის
ბიოგრაფოსს ასეთი კომენტარები დაერთოს, და თავის მართლებას მოჰყოლოდეს, არა
ვტყუიო. თანაც, მემატიანის სიტყვებში აშკარად გამოსჭვივის, რომ იგი არა მარტო
თანამედროვეებს, არამედ შემდეგი საუკუნეების სავარაუდებელ მოწი-
ნააღმდეგეებსაც ეკამათება.
სამწუხაროდ, ჩვენ მის ,,თანამედროვე მოკამათეებს არ ვიცნობთ,
იმდროინდელ სხვა ორიგინალურ წყაროებს არ მოუღწევია ჩვევენამდე. თუმცა
ალბათ არსებობდა, რადგან სწორედ მათ ეყრდნობა ჟამთააღმწერელი. ჩვენთვის
ცნობილივე პირველივე მოკამათე კი, როგორც ითქვა, მართლაც საუკუნეზე მეტი
ხნის შემდეგ გამოჩნდა... თანაც, ისეთი არგუმენტებით, რომ პირველი მემატიანის
დებულებები საფუძვლიანად შეარყია, და თუმცა მომდევნო საუკუნეებშიც საკმაოდ
ავტორიტეტული მხარდამჭერნი გამოუჩდნენ პირველ მამატიანეს, მკაცრი ლოგიკა
ჟამთააღმწერელის მრისხანე არგუმენტებისა კვლავ მღრნელი ეჭვის სიჯი-უტით
მიიკვლევს გზას შორეული შთამომავლების გულებისაკენ.
გიორგი ლაშას ,,მეფური და ადამიანური ქცევა სხვადასხვანაირად ყოფილა
განსჯილი და დაფასებული, როგორც თანამედროვეთა მიერ, ისევე მომდევნო
თაობათა განმავლობაში და მთელი XIII საუკუნის სიგრძეზე ქართული
საზოგადოებრივი აზრი ორ ბანაკად გაყოფილი ჩანს და ლაშა-გიორგის მომხრეთა და
მოწინააღმდეგეთა შორის ბრძოლა არ დამრცხრალა, არამედ, ოდნავ დროგამოშვებით
მიყუჩებული, კვლავ უფრო მეტი სიმძლავრითა, ვნებათა ღელვით და პარტიული
სიმწვავით განახლებულა. ამიტომ ლაშა-გიორგის პიროვნების შესახებ პირუთვნელი,
დამშვიდებული, მიუდგომელი მსჯელობა არც მომდევნო თაობათა
წარმომადგენელებს შეეძლოთ: ყოველი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე თუ
ისტორიკოსი იქნებოდა, – წერს ივანე ჯავახიშვილი და იქვე დასძენს: – ,,ეს
გარემოება თანამედროვე მკვლევარს მეტად უძნელებს საქმეს...

აქედანაც კი კარგად ჩანს, რა მწვავე ყოფილა საკითხი, რომელსაც ჩვენ


მივადექით.
კორნელი კეკელიძე, როცა ლაშა გიორგიზე გამოთქმულ ერთმანეთის
საპირისპირო მოსაზრებებსა და ფაქტებს განიხილავს, პირდაპირ მოუწოდებს
მკვლევარს: ,,ყოველგვარი დასკვნებისას საჭიროა სიფრთხილე, ყოველ შემთხვევაში
თავშეკავება კატეგორიული და უაპელაციო ტონისაგან.
დასკვნების გამოტანას ჯერ ნურც ვეცდებით, ჩვენ თანმიმდევრობით მივყვეთ
მოვლენებს.

,, ... რაჟამს მიიცვალა თამარ... დაუტევა მეფობა ძესა თვისსა, ხოლო ნათესავსა
ქართველთასა ცემა, მწუხარება, ვაება და გლოვა.

499
ასე იუწყება ჟამთააღმწერელი დიდი საშინელების მოახლეობას თავისი
ვრცელი თხზულების დასაწყისშივე. და თუმცა ეს სიტყვები კატასტროფის დიდი
ხნის შემდეგ არის დაწერილი, იგი უკვე მომხდარი ფაქტის ობიექტურ გადმოცემას კი
არ ჰგავს, არამედ თითქოს ბიბლიური წინასწარმეტყველის მხილების სიმკაცრით
რეკს და იერიქონის საყვირს-სიძლიერით აზანზარებს ქვეყანას.
ჯერ კი ქვეყნად სიმშვიდე სუფევს. ჟამთააღმწერელის ზემოთმოტანილ
სტრიქონს თითქმის მოსდევს მისივე სიტყვები – ,,იშუქებდა, იხარებდა, და
ყოველგნით იყო მხია-რულება. და თუ მაინც დაეშურა ავტორი, ასეთი მკაცრი
შესავალი წაემძღვარებინა თავისი თხზულებისათვის, ეს იმიტომ, რომ იგი
თავიდანვე გვაცნობს საკუთარ პოზიციას, მოვლენე-ბისადმი თავის
დამოკიდებულებას გვიმხელს.
ამჟამად ჩვენთვის უფრო საინტერესო ის არის, და იმიტომაც შევაჩერე
მკითხველის ყურადღება, რომ ამ სიტყვებში უკვე ნათლად გამოიკვეთა ახალგაზრდა
მეფისადმი ჟამ-თააღმწერლის დამოკიდებულებაც. აბა, დავაკვირდეთ ზემოთ
მოტანილ სიტყვებს: ,,...დაუტოვა მეფობა ძესა თვისსა, ხოლო ნათესავთა
ქართველთასა ცემა...
აქ ხომ აშკარად ჩანს, რომ უბედურებას, რაც ამის შემდეგ ქვეყანას დაატყდება,
მემატიანე ახალგაზრდა მეფეს უკავშირებს... წინადადებაც ისეა აგებული, რომ ამას
მოგვანიშნებს... აქ თითქოს სახელოვანი მეფის მიმართაც გაისმის შეფარული
საყვედური, რადგან დიდი ქვეყანა და ხალხის ბედი მან თავის ძეს დაუტოვა...
მემატიანის ამ სიტყვების შემდეგ, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაგვიცხოველდა
ინტერესი ლაშა გიორგის მიმართ, მოგვინდა, უფრო ახლოს გავიცნოთ იგი.
ის რამდენიმე გამოსახულება მეფისა, რომლებიც უძველესი ტაძრების
კედლებს შემორჩენია, ვერავითარ წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის ახალგაზრდა მეფის
გარეგნობასა და, მით უფრო, მის ხასიათზე, რადგან ეს პორტრეტები ბავშობის
დროინდელია. მაგრამ გვაქვს აღწერილობითი პორტრეტები – მემატიანეებისეული
დახასიათებანი. და მიუხედეავათ იმისა, რომ მემატიანეთა ცნობები ერთი შეხედვით
მწირია, ცოცხლად წარმოვიდგინოთ ქვეყნის ახ-ალგაზრდა მბრძანებელი – მისი
გარეგნობაც, და უფრო მეტად კი მისი ხასიათი.
,, ...ყუავილი ყოველთა ფერთაგან შემკობილი, ლომი ძალითა და უმანკო
გონებითა, მოყუარული ყოველთა კაცთა, დიდთა დამცირეთა... მშვიდი და
განურისხებელი... მონისაცა ერთისა მათრახისა არა მკვრელი, მშვილდოსანი და
ცხენოსანი გულოვანი და შემართებელი... დაჭირვებულთა განმკითხველი, ბჭე
მოსამართლე...
თქვენ უკვე ხვდებით, რომ ეს ლაშას დროინდელი მემატიანის დახასიათებაა.
მეფის თანამედროვე მწიგნობარი ყოველნაირად ცდილა მეფის ამაღლებას, ქება-
დიდების სიტყვები არ დაუკლია, რათა შთამომავლობის თვალში წინაპართა
ღირსეულ მემკვიდრედ დაესახა ქვეყნის მბრძანებელი.
უფრო სრულყოფილად ვხვდებით მეფის დახასიათებას ჟამთააღმწერელის
თხზულებებში. მაგრამ რაკი მის პოზიციასა და მეფისადმი დამოკიდებულებას უკვე
გავეცანით, არ იფიქროთ, თითქოს მეტისმეტად ცალმხრივად, მხოლოდ უარყოფითის
მხრით ჰყავდეს დასახული და დახატული მწიგნობარს მეფე. ეს დახასიათებანი
სხვადასხვა ადგილას უნდა ამოვკრიფოთ – გაფანტულია ვრცელი თხზულების იმ
მცირე მონაკვეთში, რომელიც უშუალოდ ლაშა-გიორგისა და მისი ზეობის დროს
შეეხება.
,, ...ტანითა ძლიერი, მხნედ მოისარი...
500
ვკითხულობთ ერთგან ჟამთააღმწერელის თხზულებაში...
,, ...იყო ყოველთა მეფეთა უმეტეს უხვი და არავისათვის მოშურნე, მლოცველ,
მმარხველ და განმკითხველ და მოწყალე...

ანდა, აგერ კიდევ, ამჯერად როცა მოქმედებაში გვიხატავს მემატიანე მეფეს:


,, ...წინა მიეტევა და მხნედ და ძლიერად, თვით გოლიათი მკლავითა სვიანითა
და ხელითა გოლიათითა...

მარტო ამ ზემოთ მოტანილ დახასიათებებითაც ცოცხლდება ჩვენს თვალწინ


ლაშა გიორგი – შესანიშნავი ვაჟკაცი, მამაცი, უშიშარი მეომარი, ლმობიერი, და
გამკითხველი, ქვეშერდომებთან ურთიერთობაში უბრალო...
ეს ისეთი თვისებებია, რაც დიდად ამკობს საერთოდ ადამიანს და მით უფრო
ქვეყნის გამგებელს, თითქმის იდეალურად წარმოგვიჩენს მას...
და თითქოს გამოიკვეთა კიდეც პორტრეტი ახალგაზრდა მეფისა.
მაგრამ ეს პორტრეტი ჯერ არ არის სრული; მას ბევრი შტრიხი აკლია. და ამ
შტრიხებსაც უხვად გვთავაზობს ჟამთააღმწერელი.
როგორც ითქვა დახასიათებანი მეფისა გაფანტულია თხზულებაში
სახვადასხვა ადგილას. ამასთან, როცა მემატიანე დადებით თვისებებს
ჩამოგვითვლის, იქვე ჩაურთავს ისეთებს, რაც აშკარად მანკიერია, ან მემატიანის
მიაჩნია მანკიერებად და ჩვენ კი იქნებ ვერც დავეთანხმოთ.

აგერ, მაგალითად, ისევ გვიხასიათებს იგი მეფეს, ზოგ ისეთ თვისებებსაც


გაიმეორებს, რაც უკვე გვითხრა, ოღონდ სხვა სიტყვებით, – ჩამოგვითვლის რომ
,,იყო ესე ლაშა გიორგი მხნე, ახოვანი, ძლიერი, ლაღი, ამპარტავანი, თავხედი,
თვითბუნება, ვითარცა მითქვამს, უხვი, სახიობის მოყუარე, ღვინის მოყუარე და
გემოთ მოყუარე...

როგორც ვხედავთ, აქ ერთმანეთშია არეული კარგი და ცუდი თვისებები


მეფისა, და ჩვენ, ჩვენი თვალსაზრისით, რაღა თქმა უნდა, ხელად გამოვარჩევთ მათ.
მაგრამ ჩვენი თვალ-საზრისი ყოველთვის ვერ დაემთხვევა მემატიანისას, და ალბათ
არც ის საქებურად და რა – საძრახად.
ამპარტავნებას, თავხედობას, თვითბუნებობას (ანუ თავნებობას) და ზოგ სხვა
რამეს რომ მანკიერად უთვლის, ეს რაღა თქმა უნდა, აშკარაა. მაგრამ ჩვენთვის
ამჟამად საინტერესო ის არის, რომ სილაღესა და სახიობობის მოყვარულობასაც
ნაკლად უთვლის მორალისტი მწიგნობარი. ამის შემდეგ, თითქოს უფლება გვაქვს,
ვიფიქროდ, რომ, როცა მემატიანე წერს, მეფე ,,მხიარულთა პირითა მოვლიდეს
სამეფოსა თვისსა განსაგებელთა საქმეთათვისო, მას არც ეს – ,,მხიარულთა პირითა
მოვლა ქვეყნისა – უნდა მოსწონდეს.
მაგრამ ჯერ საბოლოოდ გამოკვეთილად მაინც ნუ ჩავთვლით ახალგაზრდა
მეფის პორტრეტს. ჯერ ისევ გვაქვს საშუალება მისი შევსებისა.
ერთ ეპიზოდს მეფის ცხოვრებისა სულ რამდენიმე სტრიქონით გადმოქვცემს
მემატიანე, მაგრამ იმდენად ბევრისმთქმელი და მნიშვნელოვანია, რომ საგანგებოდ
უნდა მივაქციოთ მკითხველის ყურადღება.
ჯერ ზოგადად შენიშნავს, ახალგაზრდა მეფე სმას, მღერას და დროსტარებას
იყო გადაყოლილიო, და განაგრძნობს:

501
,, ...ოდსმე მსმელი ფრიადისა ღვინისა თაფლუჭისა, ტფილისს მყოფი,
წარიყვანეს რინდითა თანა, რათა მუნ განიძღონ სიბილწე თვისი. ხოლო რინდნი,
მეფისა მისვლასა არა მგონებელი და ღვინით უცნობო-ქმნილნი, ზედა, იეტევნეს
მუემელნი ძლიერად ვიდრემდე ერთიცა თუალი მარჯუე ხედვისაგან უხედვო ყვეს
.
მოტანილი ციტატიდან აშკარად ჩანს, რომ ჟამთააღმწერელს ძალიან
სამარცხვინოდ მიაჩნია რინდებთან ურთიერთობა, და ამ ეპიზოდს გვიამბობს არა
უბრალოდ, როგორც მეფის ბიოგრაფიის ერთ ტრაგიკულ მონაკვეთს, როცა მას ბრმა
შემთხვევის გამო დარჩა; არა, ეს სიტყვები გაისმის როგორც მკაცრი და დაუნდობელი
გაკიცხვა, მეფის უზნეობის სასტიკი მხილება, პირდაპირი მინიშნება, რომ გარკვეულ
ნაწილს საზოგადოებისა, ვისზედაც ქვეყნის ბედია დამოკიდებული, ხრწნა
შეჰპარვია...

რაც განსაკუთრებით საგულისხმოა – ეს არის ერთგვარი შესავალი იმ


საშინელი ბრალდებისა, რასაც ცოტა უფრო ქვემოთ გამოუტანს ჟამთააღმწერელი
მეფესა და მთელ საზოგადოებასაც. ხალხისა და ქვეყნის ბედის არად ჩაგდებისა და
დაღუპვისათვის.
ასეთი სიმკაცრით ჟღერს ეს სიტყვები ჟამთააღმწერელის მოთხრობაში და
ჩვენც ამიტომ შევაჩერეთ მკითხველის ყურადღება.
პირველად, რაღა თქმა უნდა, ის უნდა ვიკითხოთ – ვინ იყვნენ რინდები,
ვითან ურთიერთობისთვისაც აეს ჰკიცხავ მემატიანე მეფეს. თუ ამ კითხვასაც
გავეცით ჯეროვანი პასუხი, მერე ბევრი რამ გაირკვა და ბევრ მომდევნო კითხვას
თავისთავად გაეცემა პასუხი. მაგრამ სწორედ ეს კითხვა გახდა ძნელი გადასაწყვეტი,
ეს კითხვა იწვევს დაეჭვებას, აზრთა სხვადასხვაობას, ესა ხვევს გაუკვევლობის
ბურუსში ლაშა გიორგის პიროვნებისა და მოღ-ვაწეობას.
,,რინდ
სპარსული სიტყვაა, და მკითხველი ,,ქართლის ცხოვრების
ბოლოგამოცემის ლეკსიკონშივე ამოიკითხავს მის მნიშვნელობას – ,,მსმელი,
,,ლოთი...
ამის შემდეგ, რა განაჩენიც არ უნდა გამოუტანოს ჟამთააღმწერელმა ჭაბუკ მეფეს,
გადაჭარბებულ სიმკაცრედ ვეღარ ჩავთვლით. ამოდენა ქვეყნის მბრძანებელის,
სახელოვან წინაპართა ახალგაზრდა მემკვიდრის ასეთი ახლო ურთიერთობა ვიღაც
გადამთიელ ლოთებთან და მსმელებთან და მსმელებთან, მათ წრეში ტრიალი.
მათათან ,,გაძღება სიბილწისა თვისისა
და მათათან მდაბიურ ჩხუბში თვალის გამოთხრა, რაღა თქმა უნდა, დიდად საძ-
რახისია, ყოველგვარ გაკიცხვას იმსახურებს და გასაკვირი სულაც არ არის, რომ ლაშა
გიორგის პიროვნებისა და მისი მოღვაწეობის ეჭვქვეშ დაყენების მთავარი მიზეზი
სწორედ ეს პაქტი გახდებოდა.
ჩვენც, თითქოს, აღარაფერი უნდა გვეთქმოდეს – იმ ნათელ პორტრეტს
მეფისა, რომელიც მემატიანეთა მიერვე მოწოდებული დეტალებით გამოიკვეთა,
თითქოს ერთბაშად მიადგა ჩრდილი და ჩვენი წარმოდგენით ლაღი, კეთილშობილი
და დიდსულოვანი რაინდი, თავისი დროის ნამდვილი შვილი – დიდად
განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე ჭაბუკი მეფე ერთბაშად სულ სხვაგარად
წარმოგვიდგა.

502
როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, ახლაც არ გინდა დაიჯერო, არ გინდა
შეელიო იმ პირველ შთაბეჭდილებას: თითქოს არღარ გეთმობა მომხიბლავი
თვისებებით შემკული ჭაბუკი მეფე.

მაგრამ თურმე არც არსებობს საფუძველი ასეთი დაეჭვებისა, როცა გავიგებთ,


რომ ზემოთ მოტანილი განმარტება მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობაა სიტყვისა,
ხოლო ისინი, ვისაც რინდები ერქვა, სინამდვილეში სულ სხვა ხალხი იყო – სულ
სხვაგვარად ფიქრობდნენ და სხვა წარმოდგენა ჰქონდათ და მოვლენებზე, სხვაგვარი
წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზედაც. მათ ეამაყებოდათ რინდობა, ვაჟკაცობის,
კეთილშობილებისა და პატიოსნების მქადაგებლად მიაჩნდათ თავი.
ქართულ ისტორიოგრაფიაში ბევრი დაწერილა ამის შესახებ. ამჟამად
მოვიშველიებ ქართველი მწერლისა და მეცნიერის თამაზ ნატროშვილის საინტერესო
გამოკვლევას, რომელიც ყველაზე ბოლოდროინდელია და რომელშიაც
გათვანისწინებულია სხვა ქართველ თუ უცხოელ მეცნიერთა მოსაზრებანიც.

უფრო ადრე და თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ საკითხი, ერთი


მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა დავასახელოთ. ამას კერ ისევ ივანე ჯავახიშვილი
სპარსელი პოეტი ჰაფეზიც მიეკუთვნება!
,,ლაშა-გიორგი და ჰაფეზი... – შენიშნავს თავის ნარკვევში თამაზ
ნატროშვილი, – ქართველი მეფე დასპარსელი პოეტი... დროსა და სივრცეს რომ არ
დაეშორებინა ისინი, ვინც იცის, ეგებ შეხვედროდნენ ერთმანეთს რინდების წრეში.
და იმავე გამოკვლევაში ვკითხულობთ:
,,რინდის სახეს ღრმა გენეტიკური ფესვები მოეპოვება აღმოსავლეთის
საზოგადოებრივ და კულტულურ ისტორიაში... ეს სახე ჰაფეზმა დახვეწა და მაღლა
ასტყორცნა, როგორც სიმბოლო ამაყი და თავისუფალი ადამიანისა.
სიმბოლო ამაყი და თავისუფალი ადამიანისა!..
თითქოს არა მარტო ახალი შუქით განათდა ჩვენს წარმოდგენაში
ჩამოყალიბებული პორტრეტი ახალგაზრდა მეფისა, არამედ ბევრი რამ .გვენიშნა
კიდეც.
მაგრამ თამაზ ნატროშვილის იმავე ნარკვევში რიმბების ჰაფეზისეულ
დახასიათებასდ მივუბრუნდეთ:
,,ჰაფეზის ლექსებში ხშირად შეხვდებით რინდ – უსახლკარო მოქეიფეს,
უდარდელსა და ენამახვილს...
აქ ,,ფარისევლური მორალით შებორკილ საზოგადოებას უპირისპირდება რინდი -
არჭივივით ლაღი, გულითა და გონებით მდიდარი, ერთგული მეგობარი, შმაგი
მიჯნური.
,,გათავდა მარხვა მოვიდა გაზაფხული, – ვკითხულობთ ჰაფეზის სტრიქონებს, –
გაიარა ფიცისა და პირმოთნე ლოცვების ჟამმა. დგება ჟამი რინდებისა – მხიარული
ჟამი. ტკბებიან რინდები სიმღერითა და ღვინით. რა არის დანაშაული მსმელთა? რა
ბრალი მიუძღვით? სჯობს იყო ალალი რინდი, ვიდრე ფარისეველი, შავ სინდისს რომ
მალავს. ჩვენ ასკეტები არა ვართ, ჩვენ ლაღი რინდები ვართ. ჭეშმარიტების ცოდნა –
აი ჩვენი ერთადერთი საიდუმლო.
ერთი სიტყვით, ეს გავრცობილი სიტყვა ,,რინდისა
სავსებით განსხვავდება იმისაგან, რასაც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა
გულისხმობს. და ასეთი გაგებით რინდები თავისუფლებას, ჭეშმარიტებას და
ადამიანურ სიყვარულს ეტრფიან.

503
,,ჰაფეზ, არც ერთი წამი უღვინოდ,არც ერთი წამი უსიყვარულოდ!

ესეც ჰაფეზის სტრიქონია.


ბუნებრივია, ეს განწყობილება კარგად მიესადაგებოდა თავისუფლად მოაზროვნე,
პროგრესულ, ჰუმანისტურ იდეებზე აღზრდილ მეფეს, რომელსაც, ამასთან, მამა-
პაპათაგან მოსდგამდა, ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი რელიგიური
შემწყნარებლობა, სხვათა რწმენისა და საეწმუნოების მიმართ პატივისცემა. რინდების
მაჰმადიანობა არავითარი დაბრკოლება არ უნდა ყოფილიყო მეფისათვის, მათთან
ურთიერთობის თვალსაზრისით. ხოლო ახალგაზრდა მეფის იმჟამინდელ პირად
განწყობილებასაც თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი აღარც გამოჩნდება, რომ ლაშა
გიორგი მათთან ურთიერთობაში ალბათ ერთგვარ ნუგეშსა და სულიერ სიმშვიდესაც
ჰპოვებდა.
მაგრამ სანამ მეფის იმჟამინდელ პირად განწყობილებაზე განვაგრძობდეთ
საუბარს,ისევ ჟამთააღმწერლის ცნობას დავუბრუნდეთ:
კორნელი კეკელიძემ ყურადღება გაამახვილა ერთ ისტორიულ წყაროზე, რომელიც
ახ-ალგაზრდა მეფისთვის თვასლის გამოთხრის ამბავს სულ სხვაგვარად
წარმოგვიდგენს; არა ისე, როგორც ეს ჟამთააღმწერლის ნაამბობიდან ვიცით.
ამ წყაროს მიხედვით, ბურთაობის დროს, მეტოქე რაინდს შემთხვევით ჩოგანი
მოუხვდა და მეფეს თვალი დაუზიანა. იქვე ნათქვამია, – და ეს დეტალიც ერთ
შტრიხს ჰმატებს მეფის პორტრეტს, – რომ ,,მეფემან არცაღა თუ ერთი ურიგო
სიტყუაი ჰკადრა ყრმასა მას.

ეს ცნობა ამოღებულია იოანე ბატონიშვილის ,,კალმასობიდან. მართალია, თვითონ


ეს ისტორიული თხზულება მოგვიანო პერიოდისაა, მაგრამ, როგორც ავტორი
გვაუწყებს, მასში მოტანილი მრავალმხრივ საინტერესო ცნობები ამოღებულია ძველი
წყაროებიდან. ამჟამად ის ძველი წყაროები აღარ ჩანს, დაკარგულია, მაგრამ იოანე
ბატონიშვილის კეთილსინდის-იერება და განსწავლულობა უფლებას გვაძლევს,
ანგარიში გავუწიოთ იმ ცნობებს და სა-თანადო შეჯერების შემდეგ დავეყრდნოთ
კიდეც მათ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენთვის ის არის საინტერესო, რომ დასტურდება
ჟამთააღმწერლის ცნობა (რაც ლაშას დროინდელ მემატიანეს გამოტოვებული აქვს)
მეფისათვის თვალის გამოთხრის შესახებ. ხოლო მეორე ნაწილი ამ ცნობისა თუ ვინ
გამოთხარა, და რა ვითარებაში თვალი მეფეს-,,კალმასობის
მიხედვით, თითქოს უფრო სარწმუნო ჩანს.
ახლა კი განვაგრძოთ შეწყვეტილი საუბარი მაფის იმჟამინდელი პირადი
განწყობილების შესახებ. უნდა მოგითხროთ ერთი სევდიანი ამბავი ლაშა გიორგის
ცხოვრებიდან.ლაშას დროინდელ მემატიანეს ესც გამოტოვებული აქვს. ამ ამბავს
გადმოგვცემს ჟამთააღმწერელიც დაგადმოგვცემს აგრეთვე ,,კალმასობაც. ოღონდ
ორივე წყარო – სულ სხვადასხვანაირად. ჯერ ჟამთააღმწერელის მოვუსმინოთ.
მემატიანეს ეს ამბავიც ახალგაზრდა მეფის გასაკიცხად და მისი უზნეობა -
გარყვნილობის დასტურად მოაქვს.
თავის სამეფოში ჩვეულებრივი მოგზაურობის დროს, ახალგაზრდა მეფემ
კახეთის ერთ სოფელში – ველისციხეში – დაინახა ლამაზი ქალი (,,ფრიად ქმნულ-
კეთილი) და ერთბაშად შეუყვარდა. აღარაფერს გაუწია ანგარიში – არც იმას, რრომ
ქალი გათხოვილი იყო, არც იმას, რომ ქვეშერდომის შერთვა მეფეს არ შეეძლო...
შეეძინა შვილი, რომელსაც დავითი დაარქვა. საქართველოს სამეფო კარზე თითქმის

504
დაკანონებული წესის თანახმად, ყრმა აღსაზრდელად მისცა თავის დას – რუსუდანს.
ახლა მით უფრო გამართლებული იყო ეს, რადგან დადა უფლისწულისა მდაბიო
გახლდათ.
დიდებულები უკმაყოფილონი დარჩნენ მაგრამ, ეტყობა, იმედი ჰქონდათ, რომ
დრო გავიდოდა და მეფეს ველისციხელ ქალზე გული აუცრუვდებოდა.
დრო გადიოდა და მეფეს გული არ უცივდებოდა.
მაშინ კატეგორიულად მიმართეს – მხევალი გაეშვა და თავისი შესაფერისი
კანონიერი ცოლი შეერთო. მეფე არ ტყდებოდა. ბოლოს უკიდურეს ღონეს მიმართეს
– ,,შეკრებეს კათალიკოსნი, ეპისკოპოდნი და ვაზირნი და მოახსენეს – ,,არა არს,
რათა მხევალი გესვას და არა ცოლიო, კატეგორიულად მოსთხოვეს, გაეშვა ქალი. მეფე
გაჯიუტდა...
ასეთი დასკვნა გამოვიტანოთ მემატიანის ნაამბობიდან, თორემ გაჟიუტება რა
მოსატნია – კი არ გაჯიყტდა, უყვარდა მეფეს ეს ქალი და უმძიმდა, არ შეეძლო
განშორება...

მაგრამ ისეთი დელეგაცია ეახლა, რომ ალბად თვითონვე მიხვდა, ამათ წინაშე
ვერაფერს გახდებოდა... ძალით წაართვეს – ,,წარგვარეს ქალი იგი, დედა დავითისი,
და ქმარსავე მისსა მისცეს...
დაწვრილებით არ გადმოგვცემს მემატიანე, როგორ ,,წარგვარეს
ქალი, მგრამ ჩვენ ამისი წარმოდგენაც არ გაგვიჭირდება, როცა გავიხსენებთ, როგორ
წარგვარეს ქალი თითქმის ასეთივე ვითარებაში ახალგაზრდა მეფის შორეულ
წინაპარს აშოტ კურაპალატს.
როგორც ითქვა მაინც არ უღალატა პირველ სიყვარულს და ბოლომდე
ერთგული დარჩა მისი: ცოლი ვერა და ვერ შეართვევინეს – ,,ხოლო არცა მაშინ
ექორწინა მეუღლესა, არამედ ეგო უქორწინებლად.
როგორც ითქვა, ,,კალმასობაშიაც
არის მოთხრობილი ეს ეპიზოდი მეფის ცხოვრებისა, მაგრამ განსხვავებულად.
,,კალმასობის მიხედვითაც, კახეთში შეხვდება ახალგაძრდა მეფე ქალს, ,,რომელცა
სთნა მეფესა და მშვენიერებამან მოიცო გული მეფისა, ვინაითგან მეფეცა იყო ჭაბუკი
კაცი.
ამ ვარიანტის მიხედვით, ქალი გათხოვილი არ არის – სწორედ ამჟამად
სთხოვს მის ხელს მშობლებს ველისციხელი გლეხი ,,შვილისა თავისათვის სასძლოდ.
და აქვე ერთ დეტალს დააკვირდით – ქალს კი სთხოვენ სასძლოდ, მაგრამ
,,დედ-მამა ამა ქალისა არა მნებელოენ
– მშობლები უარზე არიან.
ეს არ არის უმნიშვნელო დეტალი...თავად ახაშენიდან არიან ქალის მშობლები.
ქალი შთამომავალია კლდეკარის ერისთავთა ძველი გვარისა, ოდესღაც
გადმოხვეწილან (ჩვენ ხომ ვიცით კლდე-კარის ერისთავთა ისტორია – ალბათ
მაშინდელ მეფეს გამოექცნენ) და მის შემდეგ კახეთში ჩარჩენილან, გაღარიბებულან,
დაკნინებულან, ძველი დიდებისა აღარაფერი სცხიათ; ისე დაკნინებულან, რომ ახლა
გლეხის ოჯახიც უბედავს – ქალი რძლაც მოგვეცითო.
სხვათა შორის, გრიგოლ აბაშიძეს სწორედ ეს ვარიანტი აქვს გამოყენებული
თავის ცნობილ რომან ,,ლაშარელაში.
კიდევ რამდენიმე დეტალს დავაკვირდეთ: ქალი რომ მოეწონა და
,,მშენიერებამან მისმან მოიცო გული მეფისა, მან ჯერ სანდო კაცი გაუგზავნა, რათა
ჩუმად გამოიკითხოს ამბავი – ,,ქალის ვისიშვილობა და ანუ უქორწინა თუ არა...

505
და როცა ყველაფერი დაწვრილებით გაიგო მეფემ, ,,მოუწოდა მოძღუარსა თთვისსა
და აფუცა არავის უთხრას მღდელი იგი დედ-მამისა თანა მის ქალისა და ითხოვა
ცოლად თვისად.
მშობლებს გაუძნელდებათ – ,,ძნიად ღუჩნდათ საქმე ესე და თქვეს: ჩვენ აწ
გლეხად შერაცხილნი ვართ, და აწ ვითა ეგების მეფემან ჩვენმან მოიყვანეს ცოლად
თვისაო!...

მეფემ მეორედაც მიუგზავნა მღვდელი, წქამოიყვანა ქალი და ,,იდუმალ


ყოველთა იკურთხა მოძღვრისა თვისისაგან გვირგვინი...

დააკვირდით, რა საოცარი ტაქტითა და სიფაქიზით მოქმედებს მეფე.


ოდნავადაც კი არ არღვევს ზნეობრივ და სამართლით დაკანონებულ წესსა და
ადათს, როგორც ეს ჭეშმარიტ რაინდსა და კეთილშობილ ადამიანს შეეფერება.
მაგრამ ჯერჯერობით სასახლეში ვერ მიჰყავს მეფეს დედოფალი, იცის რომ
ამხედრდებიან, და არა მარტო იმიტომ, რომ დედოფლობის შესაფერისი არ არის ეს
ქალი, არამედ უმთავრესად იმიტომ, რომ ,,მრავალთა დიდებულთა ნებავდათ, რათა
მეფისათვის მიეთხოვებინათ ასულნი ანუ დანი თვისნი, ვითარცა სუროდა იოანე
მხარგრძელსა, შალვა ახალციხელსა და ვარდანის ძესა.
კიდეც რომ არ გადმოგვცემდეს ამ ფაქტს მემატიანე, ოსედაც უნდა
ვიგულისხმოთ: მეფესთან დამოყვრება მუდამ სანატრელ ოცნებად ჰქონდათ კარის
დიდებულებს, არაფერს იშურებდნენ, ოღონდ კი საწადელისათვის მიეღწიათ, და
ამით არა მარტო უბრალოდ დაეკ-მაყობილებიდათ თავიანთი პატივმოყვარეობა,
არამედ ფეოდალური იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე სულიყვნენ.
ერთი სიტყვით, აქ შურიც შურიც მოქმედებს, და სანამ დიდებულები მათთვის
ამ უსიამოვნო ფაქტს შეურიგდებოდენ, მეფე იძულებულია თიანეთში დატოვოს
დედოფალი.
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსუდანიცა და დიდებულებიც აუმხედრდენ
მაფეს, მოსთხოვეს გაეშვა ცოლი – ,,ვითარ ეგების თამარ მეფისა ძესა ესვას ცოლად
გლეხთა ასული და ვიყვნეთ ხელსა ქუეშე მისსა და ვხადოდეთ დედოფლად?

ვერ გასტეხეს მეფე – ,,ხოლო მეფე იგი არარასა პასუხსა უგებდა დასა თვისსა
და სხვათა დიდებულთა...
კალმასობის
მიხედვით, ბოლოც განსხვავებულია ამ სასიყვრულო თავგადასავალისა: აქაც
ტრაგიკულად მთავრდება, მაგრამ განსხვავებულად.

მთაში დატოვებული დედოფალი მეფის დავალებით გაემგზავრა მთის


ამბოხებული სოფლების დასაშოშმინებლად:ფშავ-ხევსურნი
დიდის პატივითა და სიხარულითა
მიეგებებიან დედოფალს და
ყოველნივე დამორჩილდნენ ბრძანებასა მისსა..

მაგრამ მთაში მოგზაურობის დროს გაცივდა ქალი და


ვერა არგო რა მკურნალმანაც, და მთის ამოსავალს საშუალ ადგილს გარდაიცვალა
დედოფალი იგი... მეფე იქმნა დიდად მწუხარე და მივიდა თიანეთს და ბრძანა

506
დამარხვა მისი ხაროჭოის ეკლესიასა შინა... ხოლო ყრმა იგიდავით წარმოიყვანა და
მიაბარა დასა თვისსა რუსუდანს...

ამ ვარიანტის მიხედვითაც:
შემდგომად ყოვლისა ევედრნენ დიდებულნი, რათა შეირ-თოს ცოლი მეფემან, გარნა
აღარა ინება და დაადგრა უცოლოდა.
ეტყობა, რანდენიმე წყარო ჰქონდა
კალმასობის
ავტორს, როცა ამ ეპიზოდს წერდა, რადგან ერთი პატარა, სევდიანი სურათი ტექსტში
კი არ შეუტანია, მოუთავსებია. იმდენად პოეტურია ეს ცნობა, რომ ძნელია შეელიო,
და მინდა აქვე მოვიტანო.

სადაც დედოფალი ესე მიიცვალა, მუნ არს ცხრა ანუ ათერთმეტი ხე არყისა მდგომარე,
და ყოველწლივ ფშაველნი მივლენან მუნ, მიიყვანენ საკლავთა და ჰკლავენ და
ისადილებენ მუნ, და გარდაიხდიან აღაპსა, შესმენ ღვინოსა და ლუდსა და
შეავედრებენ ღმერთს სულსა დედოფლისასა, რომელიცა აწ არს ესრეცა.
ასე სევდიანად დამთავრდა მეფის პირველი და ერთადერთი სიყვარული. ლაშა
გიორგი სიკვდილის დღემდე ერთგული დარჩა ამ სიყვარულისა.
აკაკი ბაქრაძე აბეალომ და ეთერის ტრაგიკული სიყვარულის ამბავს იხსენებს,
როცა ლაშა გიორგიზე წერს.
და საინტერესო ის არის, რომ ეს შესანიშნავი რომანი სევდიანი სიყვარულისა,
რომელიც ადამიანის უმაღლეს გრძნობებს – სიყვარულის, თავისუფლებას,
ერთგულებას, უმღერის, სწორედ იმ ხანებშია შექმნილი... ამით ის კი არ მიდა ვთქვა,
თითქოს დიდებულ ხალხურ ეპოსს საფუძვლად ქართველი მეფის ცხოვრებაში
მომხდარი ტრაგიკული ამბავი დაედო. არა, ჩვენ კაშა გიორგის პორტრეტს. აქაც იგი,
კიდევ ერთხელ, მოგვევლინა, როგორც თავისუფლად მოაზროვნე, პატიოსანი
რაინდი, თავისი დროის შვილი, იმ ჰუმანისტურ იდეებზე აღზრდილი, რაზედაც წინა
წიგნში გვქონდა ლაპარაკი.
ზემოთ ჟამთააღმწერელის ცნობა მოვიტანეთ, რომ მაფეს წესად ჰქონდა,
დროდადრო მოევლო თავისი სამეფო –
მხიარულითა პირითა მოვლიდის სამეფოსა თვისსა განსაგებელთა საქმეთათვისს...
ამას
კალმასობის
ავტორიც ადასტურებს. და თან ისეთ დეტალს ვხვდებით იოანე ბატონიშვილის
ნამბობში, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მკითხველისათვის; ესეც კიდევ ერთი
შტრიხით შეავსებს ლაშა გიორგის პორტრეტს.
ზემოთ რომ მეფე კახეთში ვიხილეთ, ეს სწორედ ჟამთააღმწერლის მიერ
გადმოცემული ჩვეულებრივი
შემოვლა
იყო ქვეყნისა...
ინება მეფემან ლაშა კახეთსა შინა წასვლა და წარვიდა მცირისა უკუე კაცითა და
მოვლო ადგილ-ადგილ კახეთსა ადგილნი და გამოიკითხა საქმენი მათნი; და ვისაცა
მოხელეთა შეეწუხებინათ ვინმე უსამართლოთ, იგი მოხელენი განაპატიჟა (დასაჯა)
და ყოველთა აჩვენა კმაყოფილება...
ხოლო როცა ჭერმის დღესასწაულზე წავიდა მეფე,

507
მოილოცა წმინდა ესე ეკლესია და მერე იწყო ქვეითად სიარული ერთა შორის
დაჭვრეტა განცხრომათთა...

უნებურად გაგონდება დავით აღმაშენებელი. ჩვენ გავეცანით მისი


ისტორიკოსის ცნობას და ვნახეთ, რომ სწორედ მას ჰქონდა ასეთი წესი დროდადრო
ქვეყნის შემოვლისა, მოხელეთა საქმიანობის შემოწმებისა... იქნებ პირველი
მემატიანეც სწორედ ამ ჩვეულებას გულისხმობდა, როცა ლაშა გიორგის მის წინაპარს
ადარებდა...
დავით აღმაშენებელი, რაღა თქმა უნდა, მაინც ცალკე დგას – სამწუხაროდ,
ლაშა გიორგის ვერ აღმოაჩნდა სიმტკიცე მისი დიდ წინაპარისა.

თავი მეორე.
თავი II

ძნელი სათქმელია, რა გეგმები ჰქონდა ლაშა გიორგის, კვლავ ელოდა თუ არა


საშიშროებას ამ მხრიდან, საიდანაც ამას წინათ
უცხოთესლი ვინმე ლაშქარი
გამოჩნდა, ან რა ჰქონდა მოფიქრებული, რა ღონისძიებას სახავდა, რა სამხედრო
კავშირის შეკვრას ცდილობდა...
თუ მართლა ჰქონდა ასეთი გეგმები, ეტყობა, თან გაჰყვა, რადგან არავითარი კვალი
და ნიშანი არ არსებობს ამისა, რომ მეფის გარდაცვალების შემდეგ სამეფო კარზე,
მთელს ქვეყანაში, ვინმეს რაიმე ეზრუნოს მტრის დასახვედრად, თითქოს რაღაც
დამართათ, უცნაურმა გულმავიწყობამ წამოუარა ერთბაშად ყველას – გუშინ
განცდილი მწარე მარცხი და უბედურება დაავიწყა და ხელ – ფეხი შეუბორკა.
ქართველი მემატიანე მხოლოდ იმას გვაუწყებს, როგორი ზეიმით აკურთხეს ახალი
მეფე, როგორ
შეკრბეს ყოველნი წარჩინებულნი...იმერნი და ამერნი... ნიკოფსიით ვიდრე
დარუბანდამდე... და მეფე ყვეს რუსუდან, დასვეს საყდართა სამეფოთა, და
მიულოცეს მეფობა წესისაებრ.

ისე საგანგებოდ არის ახალი მეფის კურთხევის ზეიმი აღნიშნული, რომ უნებურად
იქცევს ყურადღებას.
ზემოთ მეფის ანდერძი ვახსენეთ. თუ მართლაც დატოვა ასეთი ანდერძი. ლაშა
გიორგიმ და რუსუდანმაც მისი შესრულება აღუთქვა, მაშინ ქართველ დედოფალს,
შექსპირის ერთი პერსონაჟი დედოფლისა არ იყო,
მეტად მძიმე აღთქმა დაუდვია...
და მეორე დღესვე გასძნელებია მისი შესრულება.
ანდერძის მიხედვით, რუსუდანი მხოლოდ დროებით უნდა ასულიყო ტახტზე და
გარკვეული ხნის შემდეგ მეფობა ძმისწულისთვის დაეთმო... დროებითი
მმართველის
წესისაებრ
კურთხევა კი საჭირო არ იყოო, ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს: რაკი
რუსუდანმა თვითონაც მოინდომა მეფედ კურთხევის წესის აღსრულება და
დიდებულთაც ამის ნება მისცეს, მაშ იმთავითვე გადაწყვეთილი ყოფილა, რომ

508
რუსუდანის მეფობა დროებითი არ არის და სამეფო ტახტიც კანონიერად მას
ეკუთვნის, დაასკვნის მეცნიერი.
როგორც მოვლენათა შემდგომი განვითარება გვიჩვენებს, ეს მართლაც ასეა.
რუსუდანმა თავიდანვე კანონიერ მეფედ ჩათვალა და გამოაცხადა თავი.
მკითხველი გრძნობს, რომ რუსუდანს არ გაუჭირდებოდა მეფის ანდერზის დარღვევა
და ტახტის მითვისება, სამეფო კარზე წინააღმდეგობას არ შეხვდებოდა: სავაზიროს
ხომ ლაშას შვილი უკანონოდ მიაჩნდა, აკი ამაზე ჰქონდათ დავა, ძალით
წარგვარეს
ცოლი მეფეს, და ახლა უკანონო შვილი ტახტზე როგორღა აიყვანდნენ!... ასე რომ,
უეჭველია, რუსუდანს სავაზირომ გაუადვილა და შეუმსუბუქა იმ
მძიმე აღთქმის
დარღვევა.
ივანე ჯავახიშვილი სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას ათაბაგის ერთ
ფრაზაზე, პაპისადმი მიწერილ ბარათში – რუსუდანი
მეფედ ამოვირჩიეთო. რუსუდანი ცოტა სხვაგვარად სწერს პაპას – ჩემი ძმა მიიცვალა
და
მეფობა მე დამრჩაო.
ერთი ამბის ორ გამონათქვამს შორის განსხვავებას
ივნე ჯავახიშვილი იმით ხსნის, რომ ეტყობა, სავაზიროს უმსჯელია, მეფის ანდერძიც
განუხილავს, მდგომარეობაც შეუფასებია, უკანონო შვილის ტახტზე დასმა
შეუძლებლად მიუჩნევია და რუსუდანის გამეფება გადაუწყვეტია, იგი
აურჩევიათ მეფედ.
უნდა ვიგულისხმოთ, მეფის ძესაც ეყოლებოდა მხარდამჭერნი დარბაზში, მაგრამ ეს
ჯგუფი იმდენად სუსტი იყო, რომ ვერ გაიმარჯვეს, მით უფრო, რომ რუსუდანს მხარს
დაუჭერდა თვით ათაბაგი, ლაშას ძის მომხრეებმა იქნებ არც კი ჩათვალეს
გონივრულად თავიანთი სურვილის გამჟღავნება და დრომდე დაიცადეს.
დრომდე!..
მეფის ძე ამ დროს კვლავ მამიდასთან არის და მამიდა ზრდის. ის ჯერ პატარაა, ჯერ
იქნებ ვერც კი უწევს ანგარიშს, რა ხდება მის ირგვივ. ჩვენ ნუ დავივიწყებთ, ნუ
დავკარკავთ მხედველობიდან. იგი მალე გამჩნდება ასპარეზზე.
ამრიგად, ჯერ რუსუდანის მეფედ კურთხევის ამბავს მოგვითხრობს მემატიანე,
შემდეგ კი აღგვიწერს მის მომხიბლავ გარეგნობას და ჯიუტად იმეორებს ახალი
მეფეც როგორ თავდავიწყებით მიეცა ამქვეყნიურ სიამტკბილობას, როგორ
ვიდოდა განცხრომითა და სიმღერითა...
და არა მარტო მეფე – საერთოდ როგორ
იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან, და მიიქცეს ყოველნი სიბოროტედ.
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ჟამთააღმწერის მრისხანე ტონს და იქნებ ვიფიქროთ რომ აქაც
ზედმეტ სიმკაცრეს იჩენს იგი.
მაგრამ, მართლაც რომ არავითარი ზრუნვა არა ჩანს მოსალოდნელი საფრთხის
თავიდან ასაშორებლად! პირიქით, რუსუდანის გამეფების შემდეგ პირველივე
საბუთი, რაც ჩვენამდე შემორჩენილა, სწორედ იმას გვიდასტურებს, რომ არც მეფეს,
არც მის ვაზირებს ოდნავაც კი შეგნებული ორა ჰქონიათ იმ საფრთხის
სერიოზულობა, რაც არა მარტო ამიერკავკასიის ქვეყნებს, არამედ მთელ მცირე აზიას
ემუქრებოდა.

509
ეს საბუთი უტყუარია, რადგან თვით მეფესა და მხედართმთავარს ეკუთვნის.
თქვენ უკვე ხვდებით, რომ მხედველობაში მაქვს ზემოთ რამდენჯერმე მოხსენებული
წერილები რომის პაპისადმი. წერილებს თარიღები არა აქვს, მაგრამ მკვლევარები
ვარაუდობენ, რომ დაწერილი უნდა იყოს 1223 წელს (რაკიღა პაპის საპასუხო
ბარათები 1224 წლის 12 მაისით არის დათარიღებული), ანუ ლაშა გიორგის
გარდაცვალების რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა მეფის კურთხევის დიდი ზეიმი
მოითავეს, როცა ალბათ დაცხრა თითქმის ერთმანეთში არეული განცდები და
ემოციები წინა მეფის გლოვისა და ახალი მეფის კურთხევის სიხარულისა, როცა
ცხოვრება თითქოს დაშოშმიმდა და სამეფო კარზე ახალმა მეფემ და ვაზირებმა
ართგვარად გაარკვიეს ურთიერთ დამოკიდებულებანი.

მიხეილ თამარაშვილისა არ იყოს, რაკი ეს წერილები


ჩვენს ძველს დადიდებულს დროს ეკუთვნის, და რაკი განებივრებულები არა ვართ
ასეთი საბუთების სიუხვით, აქვე მთლიანად მოვიტანოთ ბარათი ივანე
მხარგრძელისა, მიუხედავად იმისა, რომ არც მეფისა და არც მხედართმთავრის
ბარათს პირვანდელი სახით არ მოუღწევიათ, ისინი ლათინურად ითარგმნა.
უწმინდესს მამას და წმინდა პეტრეს ტაძარზე მჯდომარეს. მთელს
საქრისტიანოს მთავარს. მე, ივანე, კაცი მორჩილი, მთელს საქართველოს და
სომხეთის მხედართმთავარი, უმდაბლესად თავს დაგიკრავთ და მოგესალმებით.

უკეთუ ჩემს ამბავს იკითხავთ, თქვენის წმინდა კურთხევით კარგად გახლავართ


გაუწყებთ, რომ ჩემი ბატონი მეფე მიიცვალა და მის ადგილს თქვენის ლოცვა –
კურთხევით მადლითა და ძალით სხვა ავირჩიეთ მეფედ. თქვენმა წმინდა და
მართლბრძანებამ, რომელიც დამიეტში მყოფის ელჩის მიერ წარმოგვივლინეთ,
მოაწია მეფემდე და ჩემამდე. ხოლო როცა ჩვენ დილით ძალით მოვამზადეთ რა ჯარი.
ცხენოსნები, სურსათი და ვაპირებდით წასვლას ქრისტიანების შესაწევნელად და
წმინდა ადგილების დასახსნელად, ამ დროს თათარნი, ჯვართ წარმძღვანებელნი
შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანობის მოჩვენებით მოგვატყუეს და
ექვსიათასამდე კაცი გაგვიწყვიტეს. ხოლო შემდგომ რა ვსცანით, რომ Eჭეშმარიტი
ქრისტიანები არ იყვნენ, თქვენის ლოცვის ძალით და წმინდა ჯვრის შემწეობით
წინააღვუდექით, 25 ათასი ცხენისანი გავუწყვიტეთ, ზოგნიც დავატყვევეთ და
დანარჩენიც ჩვენის საზღვრებიდან გავდენეთ. ეს გახლავთ მიზანი იმისა, რომ ვერ
შევასრულეთ თქვენი ბრძანება თქვენის ელჩის მიერ გამოცხადებული. გარნა დიდათ
გავიხარეთ, რა შევიტყვეთ, რომ გიბრძანებიათ იმპერატორისა და დასავლეთის სხვა
ქრისტიანობისათვის, რათა წამოვიდნენ წმინდა ადგილების დასახსნელად. აწ
გაუწყებთ, რომ თქვენს ბრძანებას ველით და მზად გახლავართ მთელის ჩვენის
ძალით წავიდეთ ქრისტიანების შესაწევნელად; მე თვით მზად ვარ წმინდა
ადგილების დასახსნელად წავიდე ორმოცი ათასი მეომრით, სადაც თქვენ ისურვებთ.
მზგავსადვე გაუწყებთ, რომ როგორც მე, ეგრეთვე ჩვენის ქვეყნის ყველა მთავრებმა
მიიღეს ჯვაროსნობა; სხვა ფრივ, ვევედრები თქვენს უწმინდესობას, რომ გვიბოძოს
თქვენი კურთხევა თუ ჩვენ და თუ ჩვენს ქვეყანას, რათა თქვენი კურთხევით და
ღვთის მადლით კარგად ვიბრძოლოთ უფლის ბრძოლა. გთხოვთ ამ წიგნის მომტანს,
მამა დავითს, ჩვენს ეპისკოპოსს ერწმუნოს ისე, როგორც ჩვენ, ყველაფერში, რასაც
ჩვენის მხრივ მოგახსენებთ. ჩემი ძმისწული შანშე, ბატონი თხუტმეტის დიდის
ქალაქისა, უმდაბლესად თავს გიკრავს და ითხოვს თქვენს კურთხევას.

510
ზემოთაც შევნიშნეთ, იმ ფაქტითაც, რომ მეფესთან ერთად, რომის პაპს
ზუსტად ასეთივე შინაარსის წერილს გაუგზანის ივანე მხარგრძელი, უკვე აშკარად
ჩანს არა უბრალოდ ამბიციები მაღალი მოხელისა, არამედ ისიც, თუ როგორღა
ცდილობს ათაბაგი და მხედართმთავარი, თავისი უპირატესობა აჩვენოს
მწიგნობართუხუცესსა და სხვა ვაზირებს; ახლავე დააკანონოს ეს უპირატესობა
შინაურისა თუ გარეულის თვალში.
ამას თუ ვირწმუნებთ, უკვე თავისთავად უნდა ვიგულისხმოდთ, როგორ
კიდევ უფრო გამწვავდებოდა და დაიძაბებვოდა ურთიერთობა სამეფო კარზე.
მაგრამ მემატიანე ჯერჯერობით არას ამბობს, არც სხვა წყაროებიდან ვიცით და
საშუალება გვაქვს, უფრო კონკრეტულად წარმოვიდგინოთ ეს.
ქართველი მემატიანე იმ ბრძოლებზედაც არაფერს გვეუბნება, რაც ეტყობა,
უშუალოდ მოჰყვა რუსუდანის გამეფებას. ჟამთააღმწერელმა, ჩანს, ქვეყნის
ცხოვრების ყოველდღიურ წვრილმანად მიიჩნია და საჭიროდ აღარ ჩათვალა,
მოეთხრო; იგი უფრო დიდი მოვლენის საამბობლად ემზადება და ამზადებს
მკითხველს... მაგრამ ეს ბრძოლები თრავისთავად საინტერესოა და რაკი საშუალება
გვაქვს, ბარემ გავეცნოთ მათ. თანამედროვე ქართველ მკვლევარებს ას ცნობები
ამოკრეფილი აქვთ უცხო წყაროებიდან, უმთავრესად იბნ ალ – ასირის
თხზულებიდან.
ქვეყნის მესამე დალაშქვრის შემდეგ უკანვე რომ გაბრუნდა
უცხოთესლნი ვინმე ლაშქარი, პირი თურმე დარუბანდისკენ ქნა, ჩრდილო კავკასიაში
გადავიდა და ახლა ყივჩაღები დაარბია... ყივჩაღები თავად კარგი მეომრები იყვნენ, –
ჩვენ ეს უკვე ვიცით, – მაგრამ მრისხანე მტერს მაინც ვერ გაუმკლავდნენ, აიყარნენ
თავისი სამყოფელიდან და შარვანისკენ დაეშვნენ.
მომთაბარე ხალხისათვის რომ ძნელი და უჩვეულო იქნებოდა სამყოფელი
ადგილების გამოცვლა!
ერთი სომხური წყაროს მიხედვით, ამ დევნილმა ყივჩაღებმა თურმე ქართველ
მეფეს სთხოვეს., თქვენ შეგვიფარეთო, მაგრამ იმდენი იყვნენ, რომ მათი შევრდომება,
ეტყობა, სახიფათოდ მიიჩნიეს და უარი უთხრეს. მაშინ ქალაქ ყაბალას შეესივნენ და
დაარბიეს. და რაკი ყაბალა იმ დროს საქართველოს მფლობელობაში შედიოდა,
ქართველები, რა თქმა უნდა, არ აპატიებდნენ მის დარბევას; მართლაც,
გადაუწყვეტიათ მაშინვე დაესაჯათ ასეთი თავხედობისათვის. თან, იმისი შიშიც
ექმნებოდათ, ეს თავხედობა თუ შევარჩინეთ, გათამამებულები დაიძრებიან და ახლა
ქვეყნის სიღრმეში შემოიჭრებიანო. აქამდე აღარ მიიყვანეს საქმე, სეკრიბეს დიდი
მხედრობა და ივანე მხარგრძელის წინამძღოლობით გაეშურნენ, რატა საკადრისად
დაესაჯათ.
მაგრამ მოწინააღმდეგემ დაასწრო – სალაშქროდ მიმავალ ქართველთა
მხედრობას ყივჩაღთა ერთი დიდი რაზმი დაუხვედრა, თავად დაესხა
მოულოდნელად და დაამარცხა, დიდძალი ტყვე და ნადავლი იგდო ხელთ.
ესეც კი, ცოტა არ იყოს, უცნაური ჩანს გამოცდილი და სახელგანთქმული
ქართული მხედრობისათვის: თავად საომრად მიმავალს, მოულოდნელად როგორ
დაესხა მოწინააღმდეგის რაზმი და ისე იოლად როგორ დაამარცხა!.. თითქოს ესეც კი
მიგვანიშნებს მეტად უცნაურსა და გაუმართლებელ დაუდავრობაზე... მეტისმეტ
თავდაჯერებაზე...
ყივჩაღთა ერთი რაზმი დაუხვდაო, ვთქვით, მაგრამ აკი ისიც ითქვა –
ყივჩაღები ძალიან ბევრნი გადმოიხვეწნენ ჩრდილო კავკასიიდან; მეორე რაზმმა რომ
გაიგო ქართველების ასე იოლად დამარცხების ამბავი, ეტყობა, გული დაწყდათ.
511
იფიქრეს, ჩვენც ხომ შეგვიძლია დავამარცხოთო, და ახლა ისინი შემოიჭრნენ,
სასაზღვრო კუთხეები დაარბიეს, ააოხრეს...

ესენი კი აღარ დაუტოვებიათ ქართველებს დაუსჯელი. უკან გაბრუნებულებს


და ნადავლით დატვირთულებს წამოეწივნენ, მოულოდნელად დაესხნენ, დაამარცხეს
და ნადავლიც დაატოვებინეს. ამჯერად, ეტყობა, მწარე დამარცხება აგემეს
ქართველებმა.
ამდენი რბევით ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობაც აიჯანყეს
ყივჩაღებმა. შეჰკრეს ამათ პირი და, ქართველების მხარდაჭერით, მტკიცედ შეუტიეს,
სასტიკი დამარცხება აგემეს, იმდენი დაატყვევეს, რომ ყივჩაღი ტყვე ყველაზე იაფად
იყიდებოდა დერბენდ – შირვანში. საბოლოოდ, აიძულეს ყივჩაღები,
ამიერკავკასიიდან აყრილიყვნენ და უკანვე გაბრუნებულიყვნენ.
ამის შემდეგ იბნ ალ – ასირი გადმოგვცემს ერთ გალაშქრების ამბავს, რომელიც
ისე განსხვავდება საერთოდ ქართველთა ლაშქრობებისგან, რომ, ეტყობა, არაბ
ისტორიკოსსაც უკვირს და საგანგებოდ უსვამს ხაზს.

ქართველებს ქალაქი ბაილაყანი დაულაშქრავთ.


ეს არ უნდა იყოს გასაკვირი და მოულოდნელი. ეგრეთ წოდებული მარბიელი
ლაშქრობანი ადრეც მოუწყვიათ ქართველებს. უსიამოვნოდ გასაკვირი ის არის, რაც
ამის შემდეგ მოხდა.
ქართველ მკვლევარებს არაბი ისტორიკოსის სიტყვები მოაქვს: მუსლიმანები
ქართველებს ყველაზე კეთილ მტრად მიიჩნევდნენ, რადგან ისინი გამარჯვების
შემდეგ მოსახლეობას არ არბევდნენ და არ აწიოკებდნენ. აიღებდნენ ხარკს და თავს
ანებებდნენ, თავიანთ ქვეყანაში ბრუნდებოდნენ.
და გასაკვირი სწორედ ის იყო, რომ ამჯერად ასე არ მოხდა. ჯერ ის უნდა
გავიხსენოთ, რომ ბაილაყანმა ამის წინ საშინელი რბევა განიცადა – ქალაქი დაანგრია
და მიწასთან და მიწასთან გაასწორა სწორედ იმ
უცხოთესლმა ლაშქარმა, რომელმაც საქართველოსაც ისეთივე უბედურება დაატეხა.
ამჟამად მოსახლეობა თურმე მტრისგან დანგრეულ ზღუდეებსა და სახლებს
აღადგენდა, როცა ქართველები მოულოდნელად დაესხნენ...
ბაილაყანის მცხოვრებთ იმედი ჰქონდათ, რომ, ჩვეულებრივ, ხარკს
გადაიხდიდნენ და გადარჩებოდნენ, ქართველები მოსახლეობის აწიოკებას არ
მოჰყვებოდნენ. ასეთი ჩვეულება არა ჰქონია მათ. მაგრამ, არაბი ისტორიკოსის
სიტყვით, ქართველებმა მოსახლეობა გაჟლიტეს და იმ
უცხოთესლ
ლაშქარზე უფრო ულმობლად დაარბიესო.
რატომ უღალატეს ქართველებმა თავიანთ ჩვეულებას და ცხოვრების წესს,
რატომ გამოიჩინეს ასეთი სისასტიკე, რომ უცხოელ მემატიანესაც უკვირს?

ივანე ჯავახიშვილი ვარაუდს გამოთქვამს: შირვანშაჰი ამის წინ ყივჩაღებს


უწყობდა ხელს ქართველების წინააღმდეგ ლაშქრობაში და ახლა იქნებ დასაჯეს,
რათა მომავალში მაინც
საქართველოზე გამოლაშქრების მადა დაეკარგვინებინათო.
ეს ვარაუდი, რა თქმა უნდა, სარწმუნოა. მაგრამ აქ დამატებით იქნებ კიდევ
ერთი საგულისხმო ფაქტი იყოს გასათვალისწინებელი. საქართველოში სამეფო
ტახტზე ამჟამად გამოუცდელი ახალგაზრდა ქალი ზის. სულ ახლახანს აკურთხეს

512
იგი მეფედ. და სარდლობამ, ეტყობა, თავს ნება მისცა, თვითნებურად ემოქმედა,
ისეთი შიში არ ჰქონიათ მეფისა. შეუძლებელია ეს გაებედათ ლაშა გიორგის მეფობის
დროს, რომელიც გულმოწყალეობითა და ლმობიერებით გამოირჩეოდა.
შეუძლებელია ეს გაებედათ ადრინდელი მეფეების დროს, რომლებიც, როგორც უკვე
ვიცით, უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ლაშქრობას. დიახ, ეს ქართველი
ლაშქრისათვის უჩვეულო სისასტიკე, რომელიც უცხო რჯულის მემატიანესაც
უკვირს, ეტყობა, სარდლობის, მხედართმთავრის თვითნებობით მოხდა.
არაბი მემატიანე ქართველთა კიდევ ერთი ბრძოლის ამბავს მოგვითხობს. ეს
მოხვდა სამხრეთით და უფრო განსხვავებულ ვითარებაში. სომხეთის ოლქის
სურმარის ამირას, – რომელიც დროებით განაგებდა საამიროს, რადგან ნამდვილი
გამგებელი იმ დროს ხლათში იყო წასული, – გადაუწყვეტია, პატარა ლაშქრობა
მოეწყო და პატრონის დაბრუნებამდე ცოტათი გაენავარდა, ნადავლი
მოეპოვებინა.რაკი საქართველოს სამეფო კარზე გამოუცდელი ქალი ეგულებოდა,
ეტყობა, დიდი შიში არა ჰქონია; შემრჩებაო, იფიქრა. შეიჭრა მოსაზღვრე კუთხეში და
საქართველოს რამდენიმე სოფელი დაარბია.
შეიტყვეს თუ არა ეს ამბავი ქართველებმა და ერთერთმა უდიდესმა სარდალმა ივანემ,
რომელიც დვინს განაგებდა... მაშინვე გაემართნენ მტერზე შურის საძიებლად...

და იძიეს კიდეც შური. მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. ის – იყო,


ქართველები შინ ბრუნდებოდნენ, რომ სურმარის გამგებელი დაბრუნდა ხლათიდან.
ახლა ამან გადაწყვიტა შურის ძიება და ქართველებს გამოუდგა. წამოეწია კიდეც და,
რაკი ზურგიდან წამოეპარა, დიდი უსიამოვნებაც მიაყენა. არაბი ისტორიკოსის
სიტყვით, ქართველი სარდალიც კი ტყვეთ ჩაუგდიათ. მერე რუსუდანს
კატეგორიულად მოუთხოვია ხლათის მბრძანებელის მელიქ ალ-აშრაფისათვის
ქართველი სარდლისა და სხვა ტყვეების გათავისუფლება და აშრაფის მბრძანებით,
სურმანის ამირას მაშინვე გაუთავისუფლებია ტყვეები.
კიდევ რამდენიმე ასეთი წვრილი ლაშქრობის ამბავს გადმოგვცემს არაბი
ისტორიკოსი. ჩვენ არ ჩამოვთვლით ამას. ეს ფეოდალური საზოგადოებისათვის
დამახასიეთებელი ლაშქრობებია... ქართველ მემატიანესაც კი საჭიროდ არ ჩაუთვლია
მათი აღნუსხვა და გადმოცემა... შეიძლებოდა, Aჩვენც გამოგვეტოვებინა და სულ არ
გვეხსენებინა...
არ გამოვტოვოთ მხოლოდ იმიტომ, რათა კიდევ ერთხელ მოგვენიშნებინა, რა
დაუდევრად იქცეოდა სამეფო კარი და ქვეყნის სამხედრო ხელისუფალნი – კარს
საშინელი განსაცდელი ჰქონდათ მომდგარი, და იმის ნაცვლად, რომ თავისი დიდი
ავტორიტეტი და ძალა გამოეყენებინა, მეზობელ ქვეყნებთან სამხედრო კავშირის
დამყარებას ცდილობდნენ, ისინი სწორედ ამ ქვეყნებთან წვრილი, უაზრო და
ყოვლად გაუმართლებელი ბრძოლებით იყვნენ გართული; თითქოს საგანგებოდ იმის
ცდაში არიან, რათა შორიდან დაძრულ მტერს საქმე გაუადვილონო.

2.
მკითხველი, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ ლაშასდროინდელი მემატიანის მიერ
მოხსენიებული
უცხოთესლი ვინმე ლაშქარი, რომელიც სამჯერ ზედიზედ შემოიჭრა საქართველოში,
მონღოლები იყვნენ. ოღონდ ეს არ ყოფილა მთავარი შემოსევა მონღოლებისა, როცა
მათ მთელი ქვეყანა დაარბიეს და თავიანთი ბატონობა დაამყარეს.
მონღოლების პირველი გამოჩენა

513
– ასე მოიხსენიებენ ხოლმე თითქმის ყველა პოპულარულსა თუ სამეცნიერო
ლიტერატურაში ამ შემოსევებს. და ეს მართლაც წუთიერ გამოჩენასავით იყო. ერთი
ჩამოიქროლეს, თითქოს გვერდი წაჰკრეს ჩვენს ქვეყანას და ისევ გაუჩინარდნენ.
მართალია, ამ ხანმოკლე გამოჩენითაც დიდი მწუხარება მიაყენეს ქვეყანას, მაგრამ იმ
უბედურებასთან შედარებით, რაც შემდეგ დაატრიალეს მათ საქართველოში და
მთელს ამიერკავკასიაში, მაინც უმნიშვნელო იყო. მოლანდებასავით გამოჩნდნენ და
გაქრნენ.
ჟამთააღმწერელმა თანდათანობით შეგვამზადა ამ დიდი განსაცდელის
საჩვენელებლად, რაც ჩვენს ხალხს მოელის. ჯერ, როგორც გამოცდილ მწერალს
შეეფერება, მოკლედ, მაგრად ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ გაგვაცნო
მონღოლების ისტორიაცა და ხასიათიც, მათი ზნე – ჩვეულებანი. და აქ ქართველი
მემატიანე დიდ მეცნიერულ სიღრმესა და გასაოცარ ობიექტურობას იჩენს. საოცარია,
მაგრამ გაბოროტებით კი არ ლაპარაკობს, თუმცა მთელი იმ უბედურების
თვითნხილველი იყო, არანედ ფილოსოფიური სიმშვიდით, სამართლიანად; არ
არიდება, მტრის დადებითი თვისებები შენიშნოს და შემდეგ მკითხველს გააცნოს.
მაგალითისთვის ერთი პატარა მაგალითი მოვიტანოთ ჟამთააღმწერის
თხზულებიდან, კერძოდ, ის ადგილი, როცა ქართველი მემატიანე მონღოლების
გარეგნობას აგვიწერს.

...რამეთუ არიან უცხო – ენა, უცხო – სახე, უცხო – ცხოვრება, პურის გემო არას
იცოდიან, ხორცითა და პირუტყვით სძითა ცხოვნებოდეს. ხოლო იყვნეს ტანითა
სრულ, გუამითა ახოვან, და ძლიერ ფერხითა, შუენიერ და სპეტაკ ხორცითა,
თვალითა მცირე ჭურიტ და გრემან, განზიდულ და საჩინო; თავითა დიდ, თმითა შავ
და ხშირ, შუბლბრტყელ, ცხვირთა მდაბალ ესოდენ, რომელ ლაწუნი უმაღლეს
იყვნიან ცხვირთა და მცირედი ოდენ ნესტუნი ჩნდიან ცხვირთა; ბაგენი მცირე,
კბილნი შეწყობილნი და სპეტაკ, ყოვლად უწუერული, ესევითარი აქუნდა უმსგავსო
სახე. და ნუ ვის გიკვირს, რომელ აღმატებული რამე შუენიერება აქუნდა ამათ
ყოველთა, მამათა და დედათა. ხოლო ამას თანა მოეგოთ სიმხნე და მოისარენი იყვნეს
რჩეულნი, მაგრითა მშვილდითა უცთომრად მსროლელნი, რომელთა ნაკრავსა
ვერამან საჭურველმან დაუდგნის. უფროს ცენსა ზედა იყვნენ მხნე, რამეატუ აღზრდა
მათი ცხენსა ზედა იყვნის, საჭურველისა არასა მქონებელნი მშვილდისა და ისრისა
კიდე.
ესე იყვნეს კაცნი განსაკვირვებელნი, რამეთუ, იხილნირა, სულელ საგონებელ
იყვიან, ხოლო ყოველი სიბრძნე იპოვებოდა მათ შორისა და ყოველი გონიერება
მოეგოთ, მცირე მეტყუელება, და ტყუილი სიტყუა არა იყო მათ შორის. არა
თუალახუსიან პირსა კაცისასა, არცა დიდსა და არცა მცირესა, უმეტეს საბჭოთა შინა,
რამეთუ კეთილი წესნი ეპყრნეს, ჩინგიზ – ყაენისაგან განჩენილნი, რომელთა
თვითვეულად წარმოთქმა გრძელ არს.
ამათ აქ უნდათ სჯულად ერთისა ღმერთისა უკვდავისა თაყვუანი სცემა, პირი
მზის აღმოსავლეთით ქნიან და სამისა ჩოქისა ქნა და სამჯერ თაყუანისცემა, და შუა –
თითი წუერისა მებსა ზედა დადება და დატკაცუნება, და მეტი არა რაი...

მეცამეტე საუკუნის დასაწყისამდე მონღოლები ცალკე ტონებად ბინადრობდნენ


ცენტრელური აზიის ველებზე და ამ ტომებს საერთო სახელწოდება არა ჰქონდათ.
ერთ-ერთ ტომს თათრებს ეძახდნენ და თანდათანობით ეს ყველა ტომის საერთო
სახელი შეიქმნა. ოღონდ იმ

514
ძირითადი
თათრებისაგან რომ განესხვავებინათ, სხვა ტომებს
შავი თათრები
შეარქვეს, ამათ კი
თეთრ თათრებს
ეძახდნენ.
მონღოლებს, ოფიციალურად, მეცამეტე საუკუნიდან უწოდებენ, მაგრამ ამის
შემდეგაც ხშირად მაინც
თათრებით მოიხსენიებენ
ხოლმე. ზოგჯერ
თათარ მონღოლებსაც
უწოდებან. ჟამთააღმწერელმა, მაგალითად ორივე სახელწოდება იცის:
ესენი ენითა მათითა უწოდიან თავთა მათთა მონღოლ, ხოლო ქართველნი – თათრად,
რომელთა ვგონებ ერთ სოფლელად.
ქართველთა მემატიანემ ისიც კარგად იცის, რომ მათნი
ნათესავნი მრავალ გუარად განყოფილ იყვნეს და არიანცა ჯერეთ...
მისდევდნენ უმთავრესად მეჯოგეობას და მომთაბარე ცხოვრების წესიც ამას
უკავშირდება. ამასთანვეა დაკავშირებული ისიც, რომ

პურის გემო არ იცოდიან, ხორცითა და პირუტყვის სძითა ცხოვნებოდეს...


თუმცა, როცა გაუჭირდებოდათ, არც უფრო მდარე საჭმელს თაკილობდნენ.
ჟამთააღმწერელი იქვე აღნიშნავს:
...ყოველსა სულიერსა ჭამდეს ხორცსა კატისასა, ძაღლსა და ყოველსავე.
ქართველი მემატიანე აღარ ჩამოთვლის რა იგულისხმება იმ
ყოველსავეში. ეს ჩვენ სხვა წყაროებიდან ვიცით (საერთოდ ძალიან დიდი
ლიტერატურა არსებობს მონღოლების შესახებ; ისე მოკლე ხანში დაიპყრეს მრავალი
ქვეყანა და ხალხი რომ მათ მიმარტ ინტერესი მუდამ დიდი იყო). მეცამეტე საუკუნის
მწერალი ფრანცისკელი პლანო კარპინი, რომელიც რომის პაპის მიერ საგანგებოდ იყო
გაგზავნილი მონღოლებთან პოლიტიკური და რელიგიური მისიით, და, ამდენად,
როგორც ამ ხალხის ცხოვრების თვითმხილველს, სარწმუნო ცნობები აქვს, წერს:

...მონღოლები ჭამენ ყველაფერს, რისი დაღეჭვაც კი შეიძლება: ძაღლებს, მელიებს,


ცხენებს, გაჭირვების დროს ადამიანის ხორცსაც...თვით ტილებსა და თაგვებსაც...
უფრო საოცარ ამბავსაც გადმოგვცემენ: ერთ – ერთი ბრძოლის დროს, როცა თავად
ჰყავდათ მოქცეული ალყაში მოწინააღმდეგის ქალაქი, საჭმელი შემოელიათ და
ძალიან იოლი გამოსავალი იპოვნეს: ერთმანეთს დაერივნენ, ერთმანეთის ხორცსა
სჭამდნენ; თანაც უცნაურად შემაძრწუნებელი წესრიგით: ყოველ მეათე ჯარისკაცს
დაკლავდნენ და შეექცეოდნენ...
ასე დაწვრილებით იმიტომ გადმოვცემ ძველ მოგზაურთა, მისიონერთა და
მემატიანეთა ჩანაწერებს, რათა უფრო თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ, როგორი
მტერი შემოესია საქართველოს... ასეთი ჩანაწერები უამრავია, ჩვენ მხოლოდ
ზოგიერთს, სავსებით უმნიშვნელო ნაწილს გაგაცნობთ...

ხელები ძალიან უჭუჭყიანდებათ ქონით, – განვაგრძობთ კარპინის სიტყვებს, – როცა


გაძღებიან, ჩექმებზე, ბალახზე, ან რაც მოხვდებათ, იმაზე იწმენდენ... ჭურჭელს არ

515
რეცხავენ, ხოლო თუ ხანდახან ხორცის წვენს გაავლებენ, ხორცთან ერთად ისე
ქოთანში ასხამენ...

არც მათი სიმღერა მოსწონს ფრანცისკელ ბერს: სიმღერის დროს ხარებივით


ზმუიან ან მგლებივით ყმუიან და რაღაც გაუგებარ სიტყვებს იძახიან.

ხელებისა და თავის დასაბანად თათრები პირს წყლით ივსებენ, მერე ცოტ – ცოტას
ხელებზე ისხამენ და იმავე წყლით თმებს და თავს ისველებენ,

– ამას გადმოგვცემს რომის პაპის მეორე ელჩი რუბრუკვისი, რომელიც აგრეთვე


მეცამეტე საუკუნის შუა წლებში ეწვია მონღოლეთს.
და ისევ რუბრუკვისის სიტყვები:
როცა მათ სტომაქის დაცლა მოუნდებოდათ, ჩვენ როდი გვშორდებოდნენ, პირიქით,
თავიანთ უწმინდურობასა და მრავალ სხვა გულისამრევ საქმეს ჩვენთან საუბრის
დროს აკეთებენ...

და ეს ხალხი
ისეთი გულზვიადები არიან, – ისევე რუბრუკვისი სიტყვები მომაქვს, – რომ ჰგონიათ
მთელი ქვეყნიერება მათკენ მიისწრაფვის, რათა მათთან მშვიდობიანად იცხოვროს.
თავიანთ თავს ქვეყნიერების ბატონებს უწოდებენ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ
შეიძლება რამეზე უარი უთხრან...

და იქვე, ვეღარ ერევა ემოციებს პაპის ელჩი:

ნებადართული რომ მქონდეს, მთელს ქვეყანას შემოვივლიდი მათ წინააღმდეგ ომის


საქადაგებლად...

ამ ხალხის საოცარ ყოყოჩობას პლანო კარპინიც საგანგებოდ აღნიშნავს:

...ყოყოჩობენ თავიაანთი მრავალრიცხოვნობით და ფიქრობენ, რომ სრსვიტარ ხალხს


არ შეუძლია მათ წინააღმდეგობა გაუწიონ: იმიტომ რომ, ამბობენ ისინი, რომ ჩვენ
დიდ მდინარეს ვგავართ, რომელიც გაუვალია თავისი არაჩვეულებრივი სიღრნის
გამო.
პლანო კარპინი თვალსაჩინოდ გვიხასიეთებს მათ არა ადამიანურ
გულქვაობასაც:

ისეთი სასტიკები არიან, რომ არავითარ სიბრალურს არა გრძობდნენ არც მოხუცებისა
არც ბალღებისადმი. სისხლის დაღვრას ისინი ისე უცქერიან როგორც წყლის დაღვრას
ხოლო ადამიანთა გართხმულ გვამებს ნაკელის გროვად თვლიან... ისინი ყოყოჩობენ
ადამიანთა დახოცვით და მეტისმეტად ტკბებიან, როცა ბევრ ადამიანს კლავენ: ზოგს
მთიდან აგდებენ, ზოგს ქვაზე დაადებინებენ და ქვით უჭეჭყავენ ტვინის
დანთხევამდე, სხვებს კიდევ ქვის ხერხით კისერს ჭრიან, როცა სახლებში შედიან, იქ
მცხოვრებთ რომელნიც ცოცხალ მკვდარნი არიან შიშისაგან, გულში დანას ურჭობენ,
და იმ დროს, როცა მსხვერპლი სისხლისგან იცლება. ისინი სხდებიან, სჭამენ და
სვამენ. დროდადრო ხელახლა ჭრილობებს აყენებენ.

516
როცა სისასტიკესა და გულქვაობაზე ლაპარაკობენ, დააკვირდით როგორა
ჰგვანან ერთმანეთს სხვადასხვა მემატიანისეული დახასიათებანი მონღოლებისა,
თუმცა ეს მემატიანეები ერთმანეთის თხზულებებს არ იცნობენ.

ხოლო რომელსაცა ქუეყანსა მოვიდოდა , იავარჰყოფდა და წარსტყუენავდა ყოველთა


და არა ეწყალებოდა არცა კაცი და არცა პირუტყვი. სწერს სომეხი მემატიანე
სტეფანოზ ორბელიანი.
არაბი ისტორიკოსი იბნ ალ – ასირიც ასე ახასიათებს მათ: ადამისა და ევას
გაჩენიდან დღემდე სამყაროს ასეთი საშინელება არ განუცდია... მატიანეებში ამისი
მსგავსი არაფერი წერის... ისინი არაფერს ზოგავდნენ, ხოცავდნენ კაცებს, ქალებსა და
ახალშობილთ; მუცელს უფატრავდნენ ორსულებსა და სპობდნენ ჩანასახებს...
აი, ეს ხალხი უნდა დაიძრას ჩვენი ხალხის დასაპყრობად... არა მარტო ჩვენი
ხალხის, მთელი მაშინდელი კულტურული მსოფლიოს დასაპყრობლად და
დასარბევად.
მაგრამ სანამ სხვა ხალხებისა და ქვეყნების დასაპყრობად დაიძვრებოდნენ, ჯერ
ერთმანეთში აქვთ გააფთრებული და დაუნდობელი ბრძოლა. ჯერ ცალკეული
ტომები ერთმანეთში შუღლსა ბრძოლებს უნდა მორჩნენ, გაერთიანდნენ, ძალა
მოიკრიბონ...
თანდათანობით ხდება ეს, მაგრამ შედარებით ჩქარი ტემპით...
და, აი, 1206 წელს, ე. ი. დაახლოებით იმ ხანებში, როცა საქართველოში თამარმა
თავისი შვილი, ჯერ ბავშვი ლაშა თანამესაყდრედ დაისხა, შეიკრიბა მონღოლთა
ტომების წარმომადგენელთა ყრილობა ყურულთაი, მდინარე ონონის ნაპირზე, და
ოფიციალურად ჩამოყალიბდა მონღოლთა გაერთიანებული სახელმწიფო. უზენაეს
ხელმწიფედ ერთ – ერთი ტომის მონღოლი – თემუჩინი აირჩიეს, რომელსაც
ამიერიდან ჩინგიზ ყაენი ეწოდა (და დაჯდა ტახტზე ზედა ონხანისა და უწოდეს
თემურჩინის სახელად ჩინგიზ ყაენი, – აქაც არ ღალატობს სიზუსტეს ჩვენი
მემატიანე).
სანამ მონღოლები დაქსაქსულები იყვნენ და მომთაბარე ქვეყნები ერთმანეთს
ეომებოდნენ, სხვა ქვეყნებს, კერძოდ საქართველოს, რა უჭირდა... 1206 წლის შემდეგ
მდგომარეობა შეიცვალა და მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ ყველაფრის
წარმოდგენა ახლაც კი, როცა მომხდარ ამბებს ვადევნებთ თვალს და ანალიზს
ვუკეთებთ, ძალიან ძნელია.
ტომის გაერთიანება, თავისთავად, პროგრესული მოვლენაა, მაგრამ
გაერთიანებაც არის და გაერთიანება. ჩვეულებრივ, ასეთი გაერთიანების დროს
(როგორც ეს თუნდაც საქართველოში მოხდა), ეროვნული პოტენცია ქვეყნის
ეკონომიკური და კულტური აღმავლობისათვის წარიმართება... მონღოლთა ტომების
გაერთიანებას, ბევრი ხალხისდა სავალალოდ, არ მიეცა სასურველი ბუნებრივი
განვითარება, მთელი ეროვნული ენერგია სხვა ხალხების დაპყრობა –
განადგურებისაკენ წარიმართა...
მონღოლები, საერთოდ, ჩინებული მეომრები იყვნენ. სულ პატარაობიდანვე
ასწავლიდნენ ბავშვებს ცხენზე ჯდომასა და იარაღის ხმარებას (...როცა მათს ბავშვებს
ორი – სამი წელი შეუსრულდებოდათ, მაშინვე ცხენზე ჯდომასა და ჭენაბას
სწავლობენ, – წერს კარპინი. გავიხსენოთ ჩვენი მემატიანის სიტყვები:
...აღზრდა მათი ცხენსა ზედა იყვის...).

517
შესანიშნავი მოისარები იყვნენ. ჟამთააღმწერელს არც ამისი აღნიშვნა
აღვნიშნია:
...მოისარნი იყვნეს რჩეულნი
... სომახი მემატიანე მათ
მოისართა ტომს
უწოდებს...
ერთი სიტყვით ჩინებული მეომრები იყვნენ და ამიტომ ჩინგიზ ყაენს
გაუადვილდა დისციპლიანი არმიის ჩამოყალიბება. ჯარი დაყოფილი იყო
ათეულებად, ასეულებად, ათასეულებად და ათიათასეულებად ანუ დუმანებად.
ამასთან ჩინგიზ ყაენს თავისი პირადი გვარდიაც ჰყავდა, ქეშიკად წოდებული.
ომების დროს კიდე უფრო გაიწვრთნენ. ახალი იარაღ – საჭურველი გაიჩინეს
და ამიტომაც გაძლიერდნენ. ის ვერაგული წესი რომ ჯარისკაცი თვ ითონვე იყო
ვალდებული ეშოვნა იარაღიცა და საჭმელიც, ჯერ ერთი, ძალიან აადვილებდა ჯარის
სწრაფ მოძრაობას და, მეორეც წააქეზებდა მეომარს, უფრო თავგამოდებით ებრძლა,
მეტი ნადავლი ეშოვნა.
ერთ – ერთ უპირველეს ამოცანად ჩინგიზ ყაენმა დიდი მეზობელი ქვაყნის
ჩინეთის დაპყრობა დაისახა, და საოცრად მოკლე დროში განახორციელა თავისი
განზრახვა. სამიოდე წლის განმავლობაში მან ორჯერ დალაშქრა ჩინეთი და მეორე
ლაშქრობის დროს პეკინი აიღო. ეს იყო 1215 წელს.მკვლევარები საგანგებოდ
აღნიშნავენ ჩინეთთან ომს ის მნიშვნელობაც ჰქონდათ მონღოლებისათვის, რომ მათ
გადმოიღეს მოწინააღმდეგის შესანიშნავი სამხედრო ტექნიკა, ხელში ჩაიგდეს იარაღ –
საჭურველი, მათ შორის ფილაკავნები, რაც შემდეგ ბრძოლებში გამოადგათ და რამაც
სხვა ქვაყნების დაპყრობაც გაუადვილა. ჩინეთიდანვე წმოიყვანეს იარაღ –
საჭურველის დახელოვნებული ოსტატები. აქვე საგანგებოდ უნდა შევნიშნოთ, რომ
დაპყრობილ ქვაყნებში მონღოლები არავის ინდობდნენ, გარდა ხელოსნებისა.
ხელოსნებს უფრთხილდებოდნენ. არ ხოცავდნენ, მოჰყავდათ და იყენებდნენ.

აღარ გავაგრძელებთ მონღოლების ლაშქრობათა ანუსხვასა და აღწერას, ეს


შორს წაგვიყვანს, და ჩვენ მიზანს არც შეადგენს. მაგრამ არ შეიძლება საგანგებოდ არ
შევჩერდეთ ერთ დიდ სახელმწიფოსთან მონღოლთა ურთიერთობისა და მათ შორის
ბრძოლებზე, რადგან ამას უშუალოდ უკავშირდება შემდგომ მომხდარი მოვლენები.

3.
იმ დროისთვის, რომლის ამბებსაც ახლა ვყვებით, ესე იგი, მეცამეტე საუკუნის
დასაწყისისთვის მთელს აღმოსავლეთში ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო
ხვარაზმი იყო. იგი მდებარეობდა კასპიის ზღვის აღმოსავლეთით, შუა აზიაში, და
ვრცლად იყო გადაჭიმული. ეს სახელმწიფო განსაკუთრებით გაიზარდა და
გაძლიერდა შაჰ თექეშის დროს, ანუ 1172 წლიდან.
(სწორედ ამ ხანებში, როგორც ვიცით, საქართველოში გიორგი მესამემ
თანამესაყდრედ თამარი დაისვა.)
ტერიტორიის გაფართოებისათვის ბრძოლები არც თექეშის მემკვიდრის დროს
შენელებულა, თანდათანობით ხვარაზმის მფლობელობაში მოექცა ირანის დიდი
ნაწილი და ჩრდილოეთ – დასავლეთ ავღანეთი. შაჰი თექეში ჩინგიზ ყაენს მოსწრებია,
იგი 1200 წელს გარდაიცვალა. ჩინგიზ ყაენის თანამედროვე შაჰი მოჰამედია, და
როგორც ახლავე ვნახეთ, ურთიერთობა სწორედ ამათ შორის გამწვავდა და დაიძაბა.

518
სანამ ჩინგიზ ყაენი ჩინეთში ლაშქრობდა, მოჰამედი შორიდან ადევნებდა
თვალს მონღოლთა წარმატებულ ბრძოლებს და, როგორც გადმოგვცემენ, გული
წყდებოდა, რომ მონღოლებმა დაასწრეს: ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ თვითონვე
აპირებდა თურმე ჩინეთზე გალაშქრებას. ამრიგად, ეს უფლებას გვაძლევს,
ვიფიქროთ, რომ ორ დიდ სახელმწიფოს შორის უთანხმოებას საფუძველი უკვე ამ
დროს ჩაეყარა.
მაგრამ ჩინგიზ ყაენი ჩინეთის ამბებით არის გართული, და დასავლეთისათვის
ჯერ ვერ მოიცლის, ჯარს ვერ დაქსაქსავს, ხოლო მოჰამედი ყოყმანობს, ვერ
გაუბედავს: სწორედ ახლა დაესხას მონღოლებს, როცა იგი ჩინეთში ბრძოლებით არის
გართული (და ამდენად გამარჯვების მიღწევა უფრო ადვილი იქნება) თუ გადასდოს.
როგორც ვნახავთ, საერთოდ ჭოჭმანა და მერყევი კაცია ხვარაზმშაჰი. მემატიანეებს
კონკრეტული მაგალითები მოაქვთ, რომ სახელმწიფოს ფაქტიურად დედამისი
განაგებდა, უიმისოდ არაფერი მნიშვნელოვანი საკითხი არ წყდებოდა. და თუ რამეს
გადაწყვეტდა, დედამისს ყოველ წუთს შეეძლო იმის გაუქმება, ვერავინ შეედავებოდა
და წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა.
ახლა იმიტომ ჭოჭმანებს ხვარაზმშაჰი, რომ ამ უზარმაზარი მუსლიმანური
სახელმწიფოს მბრძანებელს ქვეყნის შიგნით მყარი მშვიდაობა არა აქვს. ბევრი
მოწინააღმდეგე გასჩენია, ეურჩებიან და მუდმივ შიშშია.
ასე შიშითა და დაეჭვებით შეჰყურებს შორიდან დიდი ხვარაზმის მბრანებელი
მონღოლების ძლევამოსილ სლავს.
მაგრამ ზემოთ რომ უთანხმოება ვახსენეთ, ეს მხოლოდ გულშია ჩასახული და
გარეგნულად არა ჩანს. პირიქით, ამ ორ ქვეყანას შორის ძველებურადვე გრძელდება
ვაჭრობის გაცხოველებული მიმოსვლა, რაც მშვიდობიანი ცხოვრების უტყუარი
ნიშანია. ურიცხვი ძვირფასი საქონელი მიაქვთ და მოაქვთ, გზებზე აქლემების
ქარავნების განუწყვეტელი მოძრაობაა...
სწორედ ვაჭრებით დაიწყო ყველაფერი.
ხვარაზმშაჰმა ვაჭრებს ელჩები გააყოლა, თან გაატანა ძვირფასი საჩუქრები
ჩინგიზ ყაებთან, მეგობრობა და სიყვარული შეუთვალა. იგულისხმება, რომ ელჩებს
დავალებული ჰქონდათ, კარგად შეესწავლათ იქაური ვითარება, შეემოწმებინათ,
რამდენად მართალი იყო შორიდან მოსულო ხმები – მართლა ასე ძლევამოსილი იყო
ჩინგიზ ყაენის ლაშქარი თუ ზედმეტად აზვიადებდნენ მის სიძლიერეს, თვით ჩინგიზ
ყაენის განწყობილებას და განზრახვებსაც ჩასწვდომოდნენ.
მონღოლების დიდმა ბრძანებელმა პატივით მიიღო მეზობელი სახელმწიფოს
ელჩები, მოეფერა, დაუყვავა; მათი მბრძანებელი მოიკითხა; მამაშვილურად
მიყვარსო, ელჩები დაარწმუნა, ჩემი დიდი მოკითხვა გადაეცითო. დასავლეთში ის
არის უმაღლესი მბრძანებელი და აღმოსავლეთში მეო (მისთვის ხვარაზმი
დასავლეთი იყო), ვიყოთ ასე მეზობლური სიამტკბილობით და ერთმანეთს შორის
ვაჭრობას ნუ მოვშლითო...
ეს არ იკმარა ჩინგიზ ყაენმა, მალე თავისი ელჩება აახლა მოჰამედს, ძვირფასი
საჩუქრები საჩუქრები გაუგზავნა და ისეთივე სიყვარული შეუთვალა: გაგებული
მაქვს შენი შენი კეთილდღეობა და სიდიდე, ვიცი, რა ვრცელია შენი სამფლობელო;
ამდენი ქვეყნის მბრძანებელი ხარ და ვალდებულადაც კი მიმაჩნია თავი, შენთან
მშვიდობიანი მეზობლობა მქონდესო; ასე მგონია, ჩემი ყველაზე ძვირფასი შვილი
იყოო; ალბათ შენ გეცოდინება და რატომ უნდა დაგიმალო, მე ჩინეთი დავიპყარი,
ვერცხლის მოულეველი საბადო მაქვს, სიმდიდრეში ვცურავ და სხვაგან ქონების

519
ძიება სულაც არა მჭირდება... თუკი შენც დათანხმდები და ვაჭრებს ორივე ქვეყანაში
გახსნილი ექნათ გზა, ეს შენი ქვეყნისთვის სახეირო იქნება და ჩემი ქვეყნისთვისაცო.
ჩინგიზ ყაენის ელჩებში ერთი ხვარაზმელიც ერის. ხვარაზმშაჰმა ღამით ცალკე
დაინანა იგი და მოელაპარაკა. ჩვენებური ყოფილხარო, უთხრა, როგორ დავიჯერო,
ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა და სიყვარული არ გქონდესო...
ეს კი უთხრა, მაგრამ, ეტყობა, ისიც იფიქრა, ცარიელა სიტყვები იმდენს ვერ
გასჭრისო, და სამომავლოდ დიდ ჯილდოსაც შეჰპირდა; ახლა კი სამაჯურიდან
ძვირფასი ქვა ამოიძრო და მისცა. დაავალა, კარგად დააკვირდი, რას აპირებს ჩინგიზ
ყაენი, საერთოდ, რას აკეთებს და საქმიანობს და ყველაფერი დაწვრილებით
შემატყობინე ხოლმეო.
ამ ამბებს რომ გადმოგვცემს მეცამეტე საუკუნის მწერალი, თავისივე აღწერილი
ამბების მომსწრე, ოფიციალური პირი – ხვარაზმშაჰ მოჰამედის შვილის პირადი
მდივანი ანჯ – ნასავი, იქვე დასძენს: არ ვიცი, შიშით თუ ჭეშმარიტი
კეთილგანწყობილებით, მაგრამ ვაჭარმა თანხმობა მისცაო.
რაც გულით არა გსურს, იმას ძნელად იჯერებ ხოლმე. ხვარაზმშაჰი გულის
სიღრმეში, ეტყობა, მაინც ვერ ელეოდა სუსტ იმედს, და ახლა, გადმობირებული ელჩი
რომ მოიგდო ხელთ, ჰკითხა: ნუ დამიმალავ, მართალი მითხარი – ჩინგიზ ყაენმა
ნამდვილად დაიპყრო ჩინეთი თუ მე მატყუებსო. სრული ჭეშმარიტებააო, არ
მოერიდა ვაჭარი; ეს ისეთი დიდი მოვლენაა, რომ სად დაიმალება, მალე ყველაფერს
დაწვრილებით გაიგებო. პატივმოყვარე შაჰს ვერაფრად ეპიტნავა ასეთი პასუხი
(თქმით კი უთხრა – ნურაფერს დამიმალავ, ყველაფერი მითხარიო, მაგრამ
სიმართლე როდი ესიამოვნა) და საყვედურის კილოთი უთხრა: შენ ხომ იცი ჩემი
საბრძანებელი სადამდეა გადაჭიმული და რამოდენა მხედრობის პატრონი ვარ, ეს
წყეული ყაენი ვინა მყავს ასეთი, შვილს რომ მიწოდებს... (შეურაცხყოფად მიუღია,
ყაენმა შვილი რომ უწოდა)... რამოდენა ჯარი ჰყავს მაგასო?

მშვიდად დაიწყო შაჰმა და სულ უფრო მოერია ბრაზი. ასე გაცოფებული რომ
ნახა გამოცდილმა და ხბიერმა ვაჭარმა, დაფრთხა და სულ სხვანაირად აჭიკჭიკდა –
რა ბრძანებააო, უთხრა, როგორც ღამის წყვდიადიდან კვამლის პატარა სხეტი, ისეა
მაგისი ჯარი შენს განთქმულ მხედრობასთანო.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ხვარაზმშაჰმა თანხმობა შეუთვალა ყაენს და
თითქოს საფუძველი ჩაეყარა ორ დიდ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობასა და
მშვიდობიან სავაჭრო ურთიერთობას.
მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს მხოლოდ თვალთმაქცული შეთანხმაბა იყო.
თუმცა, კაცმა რომა თქვას, ეს თავიდანვე კარგად იცოდნენ მონღოლეთის
მბრძანებლებმაც და ხვარაზმის შაჰმაც.
ერთ მშვენიერ დღეს დიდი სავაჭრო ქარავანი მონღოლეთიდან ხვარაზმისაკენ
დაიძრა. მას ჩინგიზ ყაენის ელჩიც მიჰყვებოდა. ზოგი წყაროს ცნობით, ქარავანში
ოთხასამდე ვაჭარი იყო, ხუთას აქლემს აკიდებული ჰქონდა ოქრო – ვერცხლი, ფარჩა,
აბრეშუმი, სხვადასხვანაირი ძვირფასი საქონელი... მემატიანეს თუ ვერწმუნეთ,
ჩინგიზ ყაენის ელჩს მოჰამედისთვის, ცოტა არ იყოს, უცნაურიო დანაბარები
მიჰქონადა: მე ჩინგიზ ყაენი ვბრძანებ, რომ ამიერიდან მთელს ქვეყანაზე მშვიდობა
სუფევდეს, ვაჭრებმა უშიშრად იარონ ყოველი კუთხით, ღარიბებმა და მდიდრებმა
შეხმატკბილებულად იცხოვრონ...
როგორც ვხედავთ, თვით ფორმა ამ ბრძანებისა, იმ წინა შეთანხმების შემდეგ,
უცნაურია, და, ამდენად, გამომწვავიც. აბა, რაღა დაბარება სჭირდებოდა, მშვიდობიან

520
ურთიერთობაზე ხომ ადრევე შეთანხმდნენ... თანაც დააკვირდით, რა
კატეგორიულად და მედიდურად უთვლის – ვბრძანებ, მთელს ქვაყანეზე
მშვიდობასუფევდესო. მშვიდობის ჭეშმარიტი მოსურნე ასეთი კატეგორიული ტონით
და ასე გამომწვევად არ დაიწყებდა ლაპარაკს. ადვი9ლი მისახვედრია, რა გუნებაზე
დადგებოდა ხვარაზმშაჰი, ეს დანაბარევი რომ მიუვიდოდა
მაგრამ შაჰამდე არ ჩაუღწევია ქარავანს. საზღვრისპირა ქალაქშივე – ოთრარში
– იგი ადგილობრივ ნაიბს ქაირ – ხანს (ინ – ალ – ხანს) დაუკავებია. ნაიბ შაჰის
ბიძაშვილი იყო დედის მხრით, და გარდა იმისა, რომ ასეთი ნათესაობით ჰქონდა
ზურგი მაგარი, თავადაც დიდი მხედრობის პატრონი ყოფილა – ოცი ათასი მეომარი
ჰყავდა საომრად გამზადებული. რაღა გასაკვირია, რომ ყოყოჩობდა, ბუზს არ
იფრენდა, გამომწვევად იქცეოდა...

სხვა სიკეთესთან ერთად, ნაიბი ხარბიც აღმოჩნდა – ამდენი სიმდიდრე რომ


ნახა, ცთუნებას ვეღარ გაუძლო და გადაწყვიტა, ქარავანი დაერბია. შაჰს წერილი
მისწერა – ეს ხალხი, ვაჭარ ტანსაცმელში რომ გამოწყობილან, ვაჭრები სულაც არ
ჩანან, მზვერავებად ჰყავს ჩინგიზ ყაენს გამოგზავნილი და სადაც არაფერი
ესაქმებოდათ, ყველგან ცხვირსა ჩრიანო...

ეს ნაწილობრივ ალბათ მართალიც იყო.


შაჰმა შეუთვალა: დააკავე ქარავანი და, სანამ შემოგითვლიდე, როგორც მოიქცე,
თვალი კარგად გეჭიროს მაგ ვაჭრებზეო.
ნაიბმა ეს პასუხი საკმარისად ჩათვალა, თავის ნებაზე მოქცეულიყო. მოხვია
ხელი ვაჭრებს და ისე გააქრომ იმათი ასავალ – დასავალი აღარავის გაუგია, გაჟლიტა,
რაღა თქმა უნდა. ზოგი წყაროს თქმით, ხვარაზმშაჰს თითქოს ნება მიუცია, ვაჭრები
გაყიდეო და საქონელი გაჰყიდეო, ფული კი თავად მიუთვისებია.
ასე იყო თუ ისე, ვაჭრები დახოცეს, მხოლოდ ერთმა მოახერხა დაქცევა. მაგრამ
ამბის მიმტანად ერთიც კმაროდა. მივიდა ის კაცი ჩინგიზ ყაენთან და მოახსენა, რა
უბედურებაც დატრიალდა ოთრარში.
ჩინგიზ ყაენს მაშინვე არ გაულაშქრია ხვარაზმის წინააღმდეგ. ჯერ ელჩები
გაუგზავნა – სამი გავლენიანი პირი – და დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილი
მისწერა: შენ საკუთარი ხელმოწერით დაადასტურე შეთანხმება, მაგრამ ვერაგობა
გამოიჩინე და სიტყვა გასტეხე; ვერაგობა, საერთოდ, სიბილწეა, ხოლო ისლამის
სულთნისაგან – ორგზის სიბილწე. თუ დაადასტურებ, რომ ეს ყველაფერი შენთან
შეუთანხმებლად მოიმოქმედა შენმა ნაიბმა და შენ ბრალი არ გიდევს, მომეცი ის
ნაიბი, ჩვენ მას დავსჯით და დიდ სისხლისღვრას თავიდან ავიცილებთ; ხალხს
დავამშვიდეფ. თუ არა – ომი გარდაუვალი იქნებაო.
ამ ცნობას თუ ვერწმუნეთ, ჩინგიზ ყაენი ჯერ მართლაც არ აპირებდა
დასავლეთით გალაშქრებას, ალბათ მოუცლელი იყო; თორემ დღეს თუ ხვალ რომ
უსათუოდ დასძრავს ლაშქარს დასავლეთით, ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
როგორც ვნახეთ, ჩინგიზ ყაენის ულტიმატუმი მკაცრი და კატეგორიულია, და
თუ ხვარაზმის სულთანს (ხვარაზმის შაჰს მემატიანეები სულთანს უწოდებენ) ომი
არა სურდა, ცოტა უფრო სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო...
ჩინგიზ ყაენთან ომი იმჟამად იქნებ მართლაც არა სწადდა სულთანს, მაგრამ
ერთბაშად ისე დაშინადა, რომ ჭკუა დაკარგა. თუმცა კაცმა რომ თქვას, მართლაც
გამოუალი მდგომარეობა შეექმნა... მისი მხედრობის ერთი დიდი და ყველაზე

521
განთქმული ნაწილი სწორედ იმ მხრიდან იყო, ოთრარიდან. მიდი ახლა და შეიპყარი
ამ კუთხის მბრძანებელი, ხელფეხშეკრული გაუგზავნე ყაენს!..
აკი ვთქვით, შაჰი ჭოჭმანა კაცი იყოო, დიდი მამაცობით ვერ დაიკვეხნიდა; და
ახლა, როცა სვა ნაიბებს მუდმივი შიში ჰქონდა, და, უნდა ვიგულისხმოთ, თავისი
ბიძაშვილის – თრაროს ნაიბის მხედრობით აშAინებდა მათ, ამ ნაიბს როგორღა
გასწირავდა, ეს ხომ საკუთარი თავის გაწირვასაც ნიშნავდა!.. ალბათ ამან უფრო
შეუბორკა ხელები შაჰს, ვიდრე ნათესაურმა გრძნობებმა. ისე დაიბნა ეს ამოდენა
ქვეყნის მბრძანებელი, რომ მეტი გონივრული ვერაფერი მოიგონა, ადგა და ყაენის
ელჩები იქვე გაჟლიტა (ერთი ელჩი მოჰკლა, ხოლო ორ დანარჩენს წვერები დაპარსა
და გაუშვაო, მეორე მემატიანე შენიშნავს)...
ეს იყო 1218 წელს.
(ჩვენ უკვე ვიცით, რომ ქართველი მეფე ამ დროს სამხრეთით ლაშქრობს. მან
და მისმა სარდლებმა არ იციან, რომ შორს, აღმოსავლეთში ორ დიდ ქვეყანას შორის
ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, და ომის ცეცხლი, რომელიც ახლა აქ უნდა
დაინთოს, მალე მათს ქვეყანასაც მისწვდება...).
ხვარაზმა მაშინვე სამხედრო საბჭო შეჰყარა. მაგრამ ნეტა რად უნდოდა საბჭო,
თუ ყურს არ დაუგდებდა!.. საბჭოზე ურჩიეს, მაგალითად, მთელი ჩვენი ლაშქარი
ერთ ადგილზე შევყაროთ, მდინერე სირდარიას ნაპირზე, იქ დავუხვდეთ ჩინგიზ
ყაენს, და როგორც კი გამოჩნდება მისი მხედრობა, მაშინვე დიდი ძალით დავესხათ,
იმჯოდენა გზით დაღლილ – დაქანცულებს ადვილად დავამარცხებთ.
მეორე რჩევაც იყო: შემოვუშვათ მონღოლები მავერანაჰრში და მერე ერთბაშად
შევუტიოთ, ბრძოლას ის გაგვიადვილებს, რომ ცვენ კარგად ვიცნობთ
ადგილმდებარეობას, ისინი კი არ იცნობენო.
სხვა რჩევებიც იყო, მაგრამ როგორც ითქვა, სულთანმა არცართს არ უგდო
ყური და მეტად საეჭვო და საჩოთირო გადაწყვეტილება მიიღო: თავისი დიდი
ლაშქარი დააქუცმაცა და ცალკეულ ქალაქებში ჩააყენა. ფაქტიურად მოწინააღმდეგეს
გაუადვილა საქმე. ბუნებრივია, ასე გაფანტული რაზმები ცალ – ცალკე დამარცხება არ
გაუჭირდებოდა ჩინგიზ ყაენის შესანიშნავად გაწვრთნილ მხედრობას.
სულთანმა იცოდა, რომ მტერი პირველად ოთრარს მიადგებოდა, და იქ
გაგზავნა 10.000 მეომარი, ყარაჩა – ხანის სარდლობით.

გადაწყვიტა სამარყანდის გარშემო ქვის დიდი კედელი აეშენებინა. სასწრაფოდ


გააგზავნა მოხელეები დამატებითი ბეგარის ასაკრეფად და ბრძანა კედლის შენება
დაეწყოთ...
ან – ნასავი სინანულით შენიშნავს – ასე რომ არ დაექსაქსა მოჰამედს ჯარი და
შეერთებული ძალით ერთ ადგილზე დახვედროდა მტერს, კუდით ქვას
ასროლინებდა და ერთ მონღოლსაც არ დააჭაჭანებდაო...

ხვარაზმშაჰი ისე სულელი არ ყოფილა, არა სცოდნოდა, რომ ჯარის ასეთი


დაფანტვით საქმეს ირთულებდა. მაგრამ რა ექნა, მას თავისი გასაჭირი ჰქონდა –
სარდლების ერთად შეყრისა ეშინოდა, არ მოილაპარაკონ ერთმანეთში და მევე არ
მომიშვირონ იარაღიო. აკი ზემოთ ითქვა,ქვეყნის შიგნით დამშვიდებული ცხოვრება
არა ჰქონია შაჰს, გამუდმებულ შიშში იყო.
აქვე ერთი გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ. ჩინგიზ ყაენი კარგი
მეომარიც იყო და ცბიერი პოლიტიკოსი. ეტყობა, გაიგო, რომ სულთანი ბუნებით
ეჭვიანი იყო და ხმები გაავრცელა ღალატის შესახებ. მოელაპარაკა სულთანისვე

522
ქვეშემრდომ ამირებს. რომელთაც გულში წყენა ჰქონდათ თავიანთი მბრძანებლის
მიმართ, ყალბი წერილები დააწერინა და გაავრცელა... ეს ხმები თითქოს შემშხვევით,
თავისით, აღწევდა სულთანის ყურამდე და ისედაც ეჭვიან კაცს აცოფებდა,
სასოწარკვეთილებაში აგდებდა.

4.

1219 წელს (ივლის – აგვისტოში)ჩინგიზ ყაენმა ყურულთაი მოიწვია და


ხვარაზმზე გალაშქრება გადაწყვიტა. წინასწარი საგულდაგულო მომზადების შემდეგ
კი იმავე წლის შემოდგომაზე მონღოლების დიდი არმია (მკვლევარების აზრით,
200.000 მხედარი) ხვარაზმისკენ დაიძრა.
ეს იყო დასაწყისი ჩინგიზ ყაენის დასავლეთით ლაშქრობისა...
(ალბათ გახსოვთ, ამ წელს ჯვაროსნებმა დამიეტა აიღეს და იქიდან, პაპის
დავალებით, წერილი გაუგზავნეს ქართველ მეფეს – თქვენი განთქმული მხედრობა
მოგვაშველეო. ლაშამაც თანხმობა მისწერა რომის პაპს და გამალებით შეუდგნენ
სალაშქროდ მზადებას. მთელი გულისყური იქითკენ აქვთ. მათ ჯერ არ იციან, რომ
შორს, აღმოსავლეთში, საფუძველი ეყრება დიდ, გამანადგურელებელ ლაშქრობას...)
ლაშქრობაში ჩინგიზ ყაენს თან ახლდნენ თავისი შვილებიც – შესანიშნავი
მეომრები. ზემოთ დაგვავიწყდა გვეთქვა: ჩინგიზ ყაენს ხუთასამდე ცოლი და ხასა
ჰყავდა. ცოლთაგან ყველაზე პატივცემული ბორთე – ფუჯინი იყო, და ამ ქალის ნაშობ
შვილებსაც მეტ პატივს სცემდა. ესენი იყვნენ: ჯოჩი, ჩაღათა, უგედე – იგივე ოქროთა
და თულუი, იგივე თული.
ოთრარს რომ მიადგნენ მონღოლები, ჩინგიზ ყაენმა ჩაღათას და ჯოჩს დაავალა
ქალაქის აღება, აქაური ნაიბის საგანგებოდ დასაჯა. ქალაქი კარგად გამაგრებული
აღმოჩნდა და პირველივე შეტევით ვერ აიღეს. ქაირ – ხანი მამაცი მეომარი იყო და
გაწვრთნილი ჯარი ჰყავდა. ახლა, როგორც ვიცით, 10000 – იანი მხედრობაც მიაშველა
სულთანმა, ყარაჩა – ხანის სარდლობით. ხუთი თვე ალყაში ჰყავდათ ქალაქი
მონღოლებს... ბოლოს, ეტყობა, ყარაჩა – ხანი გაბეზრდა, თან იმასაც მიხვდა, რომ
წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა ჰქონდა, მაინც ვერაფერს გახდებოდა, და რაკი
აქაური ნაიბი ვერ დაიყოლია, დავნებდეთო (თუმცა კი ბევრს ურჩევდა), ერთ ღამეს კი
დაიპარა და მონღოლებს ჩაბარდა. ამან გააადვილა ქალაქის დამორჩილება 9 სხვათ
შორის მოღალეტე სარდალი მელევე დაისაჯა ვერაგობისათვის: ზოგიერთი წყაროს
მიხედვით, ჩაღათამ და ჯოჩიმ თქვეს – საკუთარი პატრონის მოღალატე ჩვენ რა ხეირს
დაგვაყრისო, და ყარაჩა – ხანიცა და მისი მეომრებიც ერთნაირად გაჟლიტეს).
საინტერესოა ბედი ქაირ – ხანისა, რომელიც ამ დიდი ლაშქრობის უშუალო საბაბი
გახდა. მასავი გადმოგვცემს, რომ იგი შეიპყრეს, ვერცხლი და ოქრო გაადნეს და ოქრო
– ვერცხლს დახარბებულს ნაიბს თვალებში და ყურში ჩაასხეს.
ბუხარის ალაღებად თავად გაემგზავრა ჩინგიზ ყაენი და თან გაიყოლა თული.
გზად რამდენიმე ქალაქი უბრძოლველად აიღო. არც ბუხარას გაუწევია დიდი
წინააღმდეგობა – ორიოდე კვირაში აიღეს და იქიდან სამხრეთისაკენ გაემართნენ.
ხვარზმშაჰმა ადრევე დასტოვა ქალაქი, დედაწულიანად აიყარა და პირი
ირანისაკენ ქნა, იმის იმედით, რომ იქ მაინც ვერ მისწვდებოდა მტერი. თან წაასხა
ერთი ნაწილი თავისი მრავალრიცხოვანი ჰარამხანის და, რაღა თქმა უნდა,
ხაზინიდან განძიც წაიღო. ჩინგიზ ყაენს მზვერავების დიდი ქსელი ჰყავდა, თვით
მაჰმადიანი ვაჭრებისაგან იღებდა ცნობებს. ადრევე გაიგო რომ სამარყანდს

523
საგანგებოდ ამაგრებდნენ ხვარაზელები და თვითონაც დაიჭირა თადარიგი, რათა
უფრო დიდი ძალით შეეტია. შორიდანვე გადაჭრეს სამარყანდისაკენ მიმავალი
გზები. შვილებიც, – რომლებიც სხვადასხვა მხრით ჰყავდა დაგზავნილი ქალაქების
დასარბევად, – თანდათანობით იყრიდნენ თავს სამარყანდის ირგვლივ. ერთი
წყაროს მიხედვით, ჩინგიზ ყაენი ორი დღის განმავლობაში გარს უვლიდა ქალაქს,
რათა კარგად გაეთვალისწინებინა ყველაფერი. ჭკვიანი კაცი იყო, გამოცდილი
მეომარი, სალალბედოთ არ გაიხადა საქმე, სხვა ხალხი არ ენანებოდა და
განურჩევლად ჟლეტდა. თორემ თავისას ყოველ ჯარისკაცს უფრთხილდებოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხვარაზმშაჰის ბრძანება ვერ შესრულდა,


სამარყანდის ირგვლივ კედლის ამოშენება ვერ მოასწრეს, მუშაობაც კი არ დაუწყიათ.
ჩინგიზ ყაენი სიფრთილეს იჩენდა. მას შიში ჰქონდახვარაზმშაჰმა იქნებ იმიტომ
დატოვა ქალაქი რომ წრედ შემოგვერტყას და შუაში მოგვიქციოს. რას იფიქრებდა,
რომ ამოდენა სახელმწიფოს მბრძანებელი და ამხელა ჯარის პატრონი გაიქცეოდა და
თავსშეაფარს დაუწყებდა ძებნას. ჩინგიზ ყაენმა გადაწყვიტა, როგორმე შეეპყრო შაჰი,
რათა დამშვიდებული ყოფილიყო. იმის შიში არა ჰქონოდა, მოწინააღმდეგე ჯარს
შეკრებს და მოულოდნელად დამესხმისო... გამოჰყო თავისი საუკეთესო სარდლები –
ჯებე და სუბუდაი – 30000 – იანი მხედრობა ჩააბარა და ხვარაზმშაჰის
დასადევნებლად და შესაპყრობად დააგზავნა. სწორედ ეს ჯებე და სუბუდაი
შემოიჭრნენ საქართველოსI თავის 30.000 – იანი ჯარით... და ახლა მკითხველისათვის
ალბათ ადვილი ასახსნელი მათი მოულოდნელი გამოჩენაცა და სწრაფი
გაუჩინარებაც: ისინი ხომ ხვარაზმშაჰს მისდევდნენ, მისი შეპყრობა ჰქონდათ
ნაბრძანები, თან მომავალში დასაპყრობად გათვალისწინებული ქვეყნების წინასწარი
დაზვერვა და საქართველოში დიდხანს ვერ დაყონდებოდნენ. ჯერ იქ უნდა
მოეთავებინა საქმე. საქართველოსთვის მერე მოიცლიდნენ.
ამრიგად, გააგზავნა ჩინგიზ ყაენმა ჩებე და სუბუდაი, და შაჰს დაადევნა,
თვითონ კი სამარყანდლისთვის ბრძოლა დაიწყო!.. ბარემ ახლავე ვთქვათ: ისე
იოლად აიღო ეს დიდი ქალაქი, რომ თვითონაც გაუკვირდა და ქალაქის მცველებსაც.
ზოგი ისტორიკოსის ცნობით სამარყანდლის 110.000 კაცი იცავდა და თითქოს
ისე ადვილად ვერ უნდა აეღო მოწინააღმდეგეს. პირველად მართლაც გააფთრებულ
წინააღმდეგობას შეხვდნენ მონღოლები. მაგრამ იმ პირობებში როცა ქვაყნის
გამგებელი თვითონ თავქუდმოგლეჯილი გარბის უგზოუკლოდ და ქვეყანა ბედის
ამაბარად მიუტოვებია. როცა მასზე ათასნაირი ხმები დარხეულა, – ხოლო ჭორი ასეთ
ვითარებაში ქარით გაძლიერებულ ხანძარსა ჰგავს, შემაძრწუნებელი სისწრაფით
ვრცელდება და ფართოვდება, – როცა ჯარს ფაქტიურად სარდლობა აღარა ჰყავს. რა
თავგანწირულადაც არ უნდა იბრძოლონ მეომრებმა, გაუჭირდებათ და საბოლოოდ
გატყდებიან.
ახლაც ასე მოხდა. პირველი დღის გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, როცა
ორივე მხარეს ბევრი მეომარი გაჟლიტა, ქალაქზე შეტევას სათავეში ჩინგიზ ყაენი
ჩაუდგა: როგორც უკვე ითქვა მონღოლები მოწინააღმდეგეს ჟლეტდნენ უმოწყალოდ,
თორემ საკუთარ მეომრებს ძალიან უფრთხილდებოდნენ; და, აი. რაკი ნახა ჩინგიზ
ყაენმა, რომ ქალაქის აღება დიდი მსხვერპლის ფასად ჯდებოდა, თვითონ წარუძღვა
ბრძოლას. გამოცდილი და ნიჭიერი სარდალი იყო. მარტო მისი გამოჩენაც კი
თავზარს დასცამდა მოწინააღმდეგეს. მართლაც, მეორე დღესვე აშკარა გახდა, რომ
წინააღმდეგობა უაზრო იქნებოდა – ქალაქის დამცველებმა დიდი ზარალი განიცადეს.
წინააღმდეგობა მესამე დღესაც გაგრძელდა, მაგრამ ახლა უკვე განწირული ხალხის

524
გაბრძოლებას ჰგავდა. ჩინგიზ ყაენს მიეხალნენ მუსლიმანური ეკლესიის მესვეურები
და ქალაქი ჩააბარეს.
ირანელი მემატიანის რაშიდ ად – დინის სიტყვები კარგად ადასტუებს იმას, რაც
ზემოთ ითქვა. ქალაქის დამცველებს ოცი სპილო ჰყოლიათ, მაგრამ ისე დამარცხდნენ
რომ ბრძოლის დროს მათი გამოყენება არც კი უცდიათ!
ყველაფერი მტკიცდება, რა მიუტევებელი დაუდევრობით იქცეოდა ხვარაზმშაჰ
მოჰამედი...
სამარყანდის აღებას დიდი მორალური მნიშვნელობაც ჰქონდა. აქმდე მაინც თუ
ვინმეს ჰქონდა სუსტი იმედი, ახლა ესეც დადაეწურათ. ერთადერთი ჯალალ ად –
ადინი – ხვარაზმშაჰი მოჰამედის ერთ-ერთი შვილი – არაჰკარგავდა თურმე მხნეობას,
მამას ურჩევდა – ჯერ კიდევ შეიძლება საქმის გამოსწორება, შევკრიბოთ გაფანტული
ლაშქარი და მტერს შეუტიოთო. მაგრამ მოჰამედი ისე იყო დაშინებული, აღარაფერი
ესმოდა, იგი დევნილი ნადირივით აქეთ – იქით აწყდებოდა და საიმედო
თავშესაფარს ეძებდა. სადაც მივიდოდა, ყველგან ცივად ხვდებოდნენ, რადგან
ჩინგიზ ყაენს მთელს ქვეყანაში მუქარის წერილები დაეგზავნა – არ გაბედოთ და
ხვარაზმშაჰი არ შეიფაროთო.
მონღოლების შიში ხომ ჰქონდა სულთანს, მაგრამ არანაკლებ ეშინოდა შინაურაბისა.
ზოგჯერ დაღლილ – დაქანცული მივიდოდა რომელიმე ქალაქში, მაგრამ,
დამფრთხალსა და დაფეთებულსა, რაღაც მოეჩვენებოდა (ხშირად არცთუ
უსაფუძვლოდ: მართლაც მოუწყვეს რამდენჯერმე თავდასხმა),-სულის მოთქმასა და
დანაყრებასაც აღარ აცლიდა თავის მხლებლებს, აიყრებოდა და ახლა სხვა ქალაქისკენ
აიღებდა გეზს. ასე დაწანწალებდა ქალაქიდან ქალაქებში, ასე გაწამებული ჰყავდა
მხლებლები. ხმები მის შესახებ განუწყვეტლივ მოდიოდა, მაგრამ რიგორც ვნახეთ,
ვერცხლის წყალივით მოძრაობა და ჩინგიზ ყაენის საგანგებოდ დადევნებული
გამოცდილი სარდლებიც კი ვერა და ვერ მისწვდნენ. არა – და ჩინგიზ ყაენისაგან
მტკიცე დავალება ჰქონდათ, რადაც ად-დინის სიტყვით, სამი წლის ვადა მისცა
თურმე ყაენმა სარდლებს. ამ ხნის განმავლობაში უსათუოდ უნდა ეპოვნათ და უკანვე
დაბრუნებულიყვნენ.
ჯებემ და სუბუდაიმ ვერ შეასრულეს თავიაანთი მბრძანებლის დავალება, ხვარაზმშაჰ
მოჰამედს თურმე სხვს რამე ეწერა ბედი წიგნში, იგი კასპიის ზღვის ერთ პატარა
კუნძულზე თავისით უნდა მომკვდარიყო. ერთხელ მდევარი ლაშქრის ერთი რაზმი
თითქოს მისწვდა კიდეც, საპალნის ცხენი ისრით დაუჭრეს... მაგრამ მდევრები ვერ
მიხვდნენ, რომ ეს დევნილი ხვარაზმშაჰის ამალა იყო და რაკი ეჩქარებოდათ აღარ
გამოდევნებიან, მათ შესაპყრობად აღარ გამოუდვიათ თავი.
ერთი სიტყვით, ხვარაზმშაჰი პატარა კუნძულზე მოკვდა და იქვე დაასაფლავეს.
ნასავი აგვიწერს ხვარაზმშაჰის უკანასკნელი დღეებს და მკითხველისათვის ალბათ
საინტერესო იქნება.
კუნძულზე რომ მივიდა სულთანი, უკვე ავად იყო და სულ უფრო და უფრო ცუდად
ხდებოდა. ამდენ წანწალში გაცივდა და პლევრიტი გაუჩნდა. ერთგული ხალხი
თანდათანობით შემოეცალა. ახლა უკვე სამოწყალოდ თუ ვინმე მიუტანდა საჭმელს;
და მადლიერებით გულაჩუყებული, ამ ერთ ერთგულ ქვეშემრდომზე მაშინვე
ბრძანებას დაწერდა – მაღალ თანამდებობას მიუბოძებდა, ან რაიმე დიდი საჩუქრით
დააჯილდოვებდა... ამჯერად დიდ გულუხვობას იჩენდა – როგოტც ხშირად ხდება
ხოლმე, სიკვდილის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო უფაქიზდებოდა
მადლიერების გრძნობა; მაგრამ მის ახლანდელ ბრძანებებს რაღა ძალა უნდა ჰქონოდა
– ეს ფაქრიურად შვილთან მიწერილი წერილები იყოო, ნისავი შენიშნავს... მართლაც,
525
როცა რამდენიმე ხნის შემდეგ აწ უკვე შაჰად შერაცხული9 ჯალალ ად – დინი
დაბრუნდა, მოჰქონდათ მასთან ეს
კარვის თამასუქები
(ასე უწოდებს ნასავი, რადგან ხვარაზმშაჰი კუნძულზე პაწაწინე კარავში იწვა) და
ისიც უყოყმანოდ ასრულებდა მამის ნებასაო.

ერთხელ, სიკვდილის წინ, ცხენის ფეხის ხმა მოენატრა თურმე – ნეტა ერთი ცხენი
მომეცა, ამ კარვის ირგვლივ დაჭენობდესო (უნებურად მოგაგონდება შექსპირის ერთი
პერსონაჟის – ასეთივე ტირანის – განწირული შეძახილი: ცხენი, ცხენი! ნახევარ
სამეფოს ერთ ცხენში მივცემო). ნასავი იქვე შენიშნავს – ამას ამბობდა კაცი, რომლის
მეჯინიბეს 30.000 ცხენი ჰყავდა და ხშირად იტყოდა ხოლმე:ახლავე შემიძლია სამოც
იათასიც მყავდესო. ასეა! ჭკვიანმა კაცმა კარგად უნდა შეიგნოს ეს ორი
განსხვავებული მდგომარეობა და გაკვეთილად გამოიყენოსო, – დაასკვნის მემატიანე.
ასე უსახელოდ და ლაჩრულად დაასრულა სიცოცხლე კაცმა, რომელიც უდიდეს
სახელმწიფოს განაგებდა და საკუთარ ხალხსაც და მეზობელ ქვეყნებსაც შიშის ზარს
სცემდა...
სიკვდილის შემდეგ სუდარაც კი ვერ იშოვეს და იძულებული გახდნენ, ერთ – ერთი
ქვეშემრდომის პერანგში გაეხვიათ და ისე დაემარხათ...
ზემოთ ხვარაზმშაჰის დედა ვახსენეთ. ამ ქალის ბედიც საინტერესოა. იგი შვილზე
უფრო მტკიცე და გულადი დამოდგა. ან – ნასახვის ცნობით, იგი ხორეზმში ყოფილა,
როცა შვილის უიმედო წანწალის ამბავი მიუტანეს; და რაკი მოწინააღმდეგის
მხედრობა უახლოვდებოდა ქალაქს, სწრაფად მოხვია თურმე ხელი სულთნის იქ
დარჩენილ ცოლებს, მისივე მცირეწლოვანი ბავშვებიც თან წაიყვანა, წაიღო ხაზინა
მთლიანად და ქალაქიდან გავიდა... მაგრამ მალევე შეიპყრეს მონღოლებმა და ჩინგიზ
ყაენს მიჰგვარეს.
საოცარი სიამაყე გამოიჩინა ქალმა; ერთგულმა მხლებლებმა შესთავაზეს, გაპარვას
მოვახერხებთ და შენს შვილიშვილთან ჯალალ ად – დინთან გავიქცეთ, იგი
შეგვიფარებს და გადაგვარჩენსო. მაგრამ თერქენ – ხათუნს (ასე ერქვა ხვარაზმშაჰის
დედას) არ უყვარდა თურმე ჯალალ ად – დინი, და უარი უთხრა მსახურს: ისე
როგორ უნდა დავეცე, რომ აი – ჩიჩენის შვილს (აი – ჩეჩენი ჯალალ ად – დინის
დედას რქმევია) თავშესაფარი და მოწყალება ვთხოვო; ის მირჩევნია სამუდამოდ
დავრჩე ჩინგიზ ყაენის ტყვედ და აქაური დამცირება ავიტანოო.
საოცარ სურათს გვიხატავს რაშიდ ად – დინი; ჩინგიზ ყაენი მონღოლეთში წასვლას
აპირებდა და რამდენიმე დღით სამარყანდში შეჩერდა. გამგზავრების წინ მან თერქენ
– ხათუნსა და ხვარაზმშაჰის ცოლებს უბრძანა, ქუჩაში ჩამწკრივებულიყვნენ და, სანამ
მათ წინ მონღოლეთის მხედრობა ჩაივლიდა, ხმამაღლა გამოეტირათ ხვარაზმშაჰების
სახელმწიფო...

მონღოლები ზედიზედ იღებენ შუა აზიისა და ირანის ქალაქებს. ადგილობრივი


მოსახლეობის წინააღმდეგობა სუსტდება. მაგრამ ეს სულაც არ ანელებს მტრის
სისასტიკესა და გულქვაობას. მათ თავისი კანონები აქვთ. ამ ბოლო ბრძოლებშიაც
კარგად გამოიკვეთა მონღოლების საომარი წესი. თავიაანთ მეომრებს განსაკუთრებით
უფრთხილდებიან. ქალაქების აღების დროს თუ ველზე ხელჩართულ ბრძოლაში წინ
მიუძჩვის ე.წ. ფაშარები ანუ წინაბრძოლებში დამარცხებული ტყვედ წამოყვანილი
მეომრები და ჯერ იმატ შეაჟლეტენ მოწინააღმდეგეს; თვითონ ზურგში უდგანან ამ
ფაშარებს და უკან დახევის საშუალებას არ აძლევენ. როცა მოწინააღმდეგე გაიქანცება

526
და დაზარალდება შაჰარებთან ბრძოლით, როცა ეს შაჰარებიც გაწყდებიან, საქმე უკვე
გაადვილებულია, და თვითონვე ჩაერევიან ბრძოლაში; ასეთ პირობებში, ბუნებრივია,
ადვილადაც იმარჯვებენ.
აღებული ქალაქის მოსახლეობას არ ინდობენ, უმოწყალოდ ჟლეტენ – ბავშვებს,
ქალებს, მოხუცებს; ჯამრთელი მეომრები, როგორც ითქვა, ჰაშარებად მიჰყავთ... და
მხოლოდ ხელოსნებს გადაარჩევენ, სარდლები გადაინაწილებენ მათ.
თავად გულადი და უშიშარი მეომრები არიან.მკვლევარებს საგანგებოდ მოჰყავთ
ხოლმე ერთი ადგილი იბნ ალ – ასირის თხზულებიდან, სადაც ლაპარაკია თუ როგორ
ახასიეთებს ერთი ქართველი წარჩინებული მონღოლ მეომრებს: თუ ვინმემ გითხრათ,
თათრები ბრძოლის ველიდან დაიქცნენ ან ტყვედ ჩავარდნენო, ნუდაუჯერებთ, –
უთქვამს ამ წარჩინებულს, – თუ თქვეს, ერთიანად გაწყდნენო, ეს უფრო
დასაჯერებელია, რადგან გაქცევითთ ისინი არასოდეს არ გარბიან, ერთხელ ტყვედ
ჩავიგდეთ ერთი თათარი, მაგრამ განგებ გადმოვარდა ცხენიდან, თავი ქვას დაუმიზნა
და დაარტყა, იქვე მოკვდა, ცოცხალი არ დაგვნებდაო.
სულ მოკლე დროში დაიპყრეს მონღოლებმა შუა აზია და ირანი, და ყველგან
ერთნაირი სურათი იყო, ყველგან ხოცვა – ჟლეტა, ყველგან ნგრევა და განადგურაბა.
ქვეყნად შავი სიკვდილი დათარეშობდა. დამახასიეთებელი სათაური ერთი თავისი ან
– ნასავის თხზულებიდან, როცა იგი ხორასანის ამბავს აგვიწერს:
მოკლე ღწერა, თუ რა მოხდა ხორასანში სულთნის დაქცევის შემდეგ (ან კი რა
საჭიროა დაწვრილებით მოგითხროთ, როცა ერთი ამბავი მეორეს ჰგავს – ყველგან
სიკვდილი და ნგრევა).
სიკვდილის წინ ხვარაზმშაჰმა მოჰამედმა შვილებს მოუხმო და ძალაუფლება კალალ
ად – დინ მანკბურგის გადასცა, თუმცა ადრე მეორე შვილი ჰყავდა გამოცხადებული
ტახტის მემკვიდრედ. ალბათ ადრეც იცოდა, რომ შვილებში ყველაზე მამაცი, მტკიცე
და ენერგიული სწორედ ჯალალ ად – დინი იყო, მაგრამ რაკიღა შაჰის დედას –
თერქენ – ხათუნს – სძულდა ჯალალი, ხოლო დედის საწინააღმდეგოდ შაჰი
მოჰამედი ვერაფერს გაბედავდა, ატყობა, ამ შემთხვევაშიც მოერიდა და თავიდან
მეორე შვილი ჰყავდა გამოცხადებული მემკვიდრედ. მაგრამ ახლა მდგომარეობა
შეიცვალა: ქვეყანე უკვე ინგრეოდა, შაჰი სიკვდილის პირას იყო, სულს ეყრებოდა, თან
ისიც იცოდა, რომ დედამისი ტყვედ ჰყავდა ჩინგიზ ყაენს... და როგორც იქნა გაბედა,
ჯალალ ად – დინი გამოაცხადა მემკვიდრედ, მას გადასცა განადგურებული ქვეყნის
მბრძანებლობა, მოუწოდა – არ გატყდე, მტერს ვაჟკაცურად შეუტიეო...
თავად რა ვაჟკაცობა გამოიჩინა მოჰამედმა, ეს უკვე ვნახეთ, და ახლა შვილს
მოუწოდებს გმირობისაკენ – ჩემ მაგივრათ შენ უნდა იძიო შური, დაავალა, წელზე
თავისი ხელით შეაბა ხმალი, და ამის შემდეგ ბევრი აღარც უცოცხლია.
ეს მოხდა 1220 წლის დეკემბერში, დაახლოებით იმ დროს, როცა მონღოლთა დიდი
ლაშქარის ერთი ნაწილი გამოცდილი სარდლებისა ჯებე და სუბუდაის
წინამძოლობით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. როგორც უკვე ვიცით, ეს
სარდლები მოჰამედის შესაპყრობად იყვნენ გაგზავნილები, მაგრამ იმდენი იწანწალა
ხვარაზმის სულთანმა, რომ თავადაც აებნა თავგზა და მდევრებსაც გზა – კვალი
აურია. ამიტომაც არა ცდილობენ მონღოლი სარდლები ქვეყნის სიღრმეში
შესვლას.მათ ხომ მტკიცე დავალება ჰქონდათ, არც ხვარაზმშაჰის სიკვდილი გაუგიათ
მაშინვე.
ასეთი იყო მდგომარეობა ჩვენი ქვეყნიდან არცთუ ძალიან დაშორებით.
აღმოსავლეთში როცა ერთ დროს ძლიერი და ვრცელი, აწ ფაქტიურად არარსებული
სახელმწიფოს სულთანი ჯალალ ად)დინი გახდა.
527
მოვლენები, რასაც ზემოთ გავეცანით, უშუალო შესავალია იმ დიდი ნგრევისა, რამაც
ახლა უფრო დასავლეთით უნდა გადმოინაცვლოს. შუა აზიაში დანთებული ხანძარი
ნელ – ნელა მოიწევს ჩვენი ქვეყნისაკენ.

თავი მესამე.
III თავი

1
ძველი მწერლების საყვარელი გამოთქმაა – წუთისოფელი სცენაა და ამ სცენაზე
ყველას თავისი როლი აქვს, თავთავის დროზე შემოდიან და გადიანო... ამჟამად ეს
გამოთქმა გაგვახსენა არა იმდენად აქ ნაგულისხმევმა ფილოსოფიურმა აზრმა, არამედ
უფრო გარეგნულმა ვითარებამ. იმან, რომ დიდი დრამის იმ ნაწილში – ანუ დროის
იმ მონაკვეთზე – რომლის ამბებსაც ახლა ვყვებით, მართლაც თვალსაჩინოდ
გამოიკვეთა სამი მთავარი მოქმედი პირი: ჩინგიზ ყაენი, ჯალალ ადდინი და, რაკიღა
ჩვენი ქვეყნის ისტორიას ვეცნობით და დრამის მოქმედებაც სწორედ აქ იშლება,
ქართველთა მეფე რუსუდანი.
დრამა ვახსენეთ. ძველ დრამას თავისი შეუვალი კანონები ჰქონდა... ერთ-ერთ
ძირითად კანონს თუ დავიცავთ და მოქმედების ადგილს მტკიცედ შემოვფარგლავთ,
მაშინ იმ სამთაგან ერთი მთავარი მოქმედი პირი სცენაზე სულაც არ გამოჩნდება,
როგორც ზოგიერთ დრამაში ხდება ხოლმე. ჩვენ მას უშუალოდ ვერ შევხვდებით,
ჩვენი თვალთახედვის მიღმა მოქმედებს... ჩვენ მხოლოდ გვესმის ის საშინელებანი,
რაც მის სახელთან არის დაკავშირებული, სხვათა გადმოცემით ვგულისხმობთ მის
სისხლიან ამბებს, იმ არაადამიანურ სისასტიკეს, რაც მთელ ქვეყნიერებას აძრწუნებს
და აზანზარებს...
ვისაც საქართველოს ისტორია ჯერ არ წაუკითხავს და მისი ცალკეული
ეპიზოდები მხოლოდ ყურმოკვრით და სხვათა გადმოცემით იცის, იქნებ გაუკვირდეს
კიდეც, როცა გაიგებს, ჩინგიზ ყაენი საქართველოში საეთოდ არა ყოფილა, და
მონღოლთა მთავარი შემოსევა – ჩვენი ქვეყნის მათგან დაპყრობა – მის სიცოცხლეში
არ მომხდარა, მერე მოხდა, უფრო მოგვიანებით... გაუკვირდება იმიტომ, რომ იმ
ავადსახსენებელ ადამიანთაგან, რომელთანაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის
მიმართ ჩადენილი ბოროტება და ენით გამოუთქმელი სისასტიკე. და რომელთაგან
ზოგიერთს უკვე გავეცანით, ერთ-ერთ ყველაზე საშინელი სიავის ჩამდენ მტარვალად
ხალხის მეხსიერებას სწორედ ჩინგიზ ყაენი შემორჩენია.
სამი მთავარი მოქმედი პირიო, ვთქვით, და ბუნებრივია, ამან უფრო
გაგვიცხოველა ინტერესი, გვინდა მეტი ყურადღებით მივადევნოთ თვალი მათ.
როგორ ავიდა სამეფო ტახტზე ძმის გარდაცვალების შემდეგ რუსუდანი და რა
ხდებოდა საქართველოში მონღოლების პირველი გამოჩენის მომდევნო წლებში, ეს
ჩვენ უკვე ვნახეთ. აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა: მონღოლების
ურდოები ზედიზედ იპყრობენ შუა აზიის ქვეყნებს, ქალაქებს მიწასთან ასწორებენ,
მოსახლეობას ჟლეტენ... ხვარაზმის დიდი სახელმწიფოს ძველმა მბრძანებელმა ვერ
გამოიჩინა საჭირო სიბძნე და სიმტკიცე... რას იზამს ახალგაზრდა სულთანი – მას
თუ აღმოაჩნდება იმის ძალა, რომ მრისხანე მტერს გაუმკლავდეს და ქვეყანა სრული
დაღუპვისაგან იხსნას?
ჩვენ უკვე მოვასწარით ახალი სულთანის გაცნობა, ვნახეთ, რომ მამისგან
განსხვავებით, რომელიც იმოდენა სახელმწიფოს მბრძანებელისათვის შეუფერე-
ბელმა სისუსტემ, გაუმართლებელმა მერყეობამ დაღუპა. ახალი შაჰი მამაცი, მტკიცე

528
და შეუპოვარია. ასე ახასიათებს ჯალალ ად-დინს ყველა უცხოელი მემატიანე.
ქვემოთ ვნახავთ, თვით მისი დაუძინებელი მტერი ჩინგიზ ყაენიც კი აღაფრთოვანა
ახალგაზრდა ხვარაზმშას მამაცობამ და შეუპოვრობამ. აგერ, ქართველი
ჟამთააღმწერელისეული დახასიათაებაც:

ჯალალდინ... იყო კაცი მხნე და ქველი, შემმართებელი, უშიში ვითარ უხორცო,


ძალითა საჩინო, წყობათა შინა უცხო...

თითქოს ძნელი წარმოსადგენი უნდა იყოს უკეთესი დახასიათება


სახელმწიფოს მბრძანებლისა, მით უფრო, როცა ასეთი დახასიათების ავტორია არა
შაჰისვე ქვეშევრდომი – მისი მწიგნობარი და ისტორიკოსი, არამედ სულ სხვა კაცი,
მისგანვე დაპყრობილი ქვეყნისა და ხალხის შვილი...
თითქოს იმედი ჩაისახა – რაკიღა ასეთი ძლიერი პატრონს გამოუჩნდა იმ დიდ
ქვეყანას, რაკი ხვარაზმის უთვალავი მხედრობა ასეთი
მხნე და შემმართებელი
სარდლის ხელში ღმოჩნდა, იმ კაცის ხელში, რომელიც აქამდე თვითონვე
ჩასჩიჩინებდა მამას, ვრცელ ქვეყანაში გაფანტული ლაშქრისათვის თავი მოეყარა და
აღმოსავლეთიდან დაძრულ მრისხანე მტერს მედგრად დახვედროდა, ახლა, რაღა,
თქმა უნდა ყველაფერს იღონებს, და თუ პირველ ხანებში ადვილად ვერ დაამარცხებს,
გასტეხს მაინც მტრის წინააღმდეგობას, მის ძლევამოსილ სვლას შეაჩერებს...
ბუნებრივია ვიფიქროთ, ასეთი იმედი მიეცემოდა არა მარტო ჩინგიზ ყაენის
მიერ აწიოკებულ ხვარაზმის დიდი სახელმწიფოს ქვეშევრდომთ, არამედ მეზობელ
ქვეყნებსაც, და, პირველ ყოვლისა, სქართველოს, რომელმაც უკვე გამოსცადა
მონღოლთა მხედრობის მთელი სისასტიკე და რომელიც მისივე ახალი შემოსევის
მოლოდინში უნდა ყოფილიყო.

ვითარების ლოგიკური ანალიზის მიხედვით, ჩვენ ალბათ იმასაც კი ველით,


რომ საქართველოს მმართველობა არ დააყოვნებდა, რათა სამხედრო კავშირი
შეეთავაზებინა შორეული მტერ - მოყვარე მეზობლისათვის. ასეთი კავშირი სავსებით
ბუნებრივი და გამართლებული იქნებოდა. როგორც ითქვა მოსალოდნელიც კი იყო.
მით უმეტეს საქართველოსთანა ქვეყნისაგან, სადაც რელიგიური შემწყნარებლობა
უკვე ტრადიციად ქცეულიყო, სადაც მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა და
მეგობრობა ხალხს უკვე ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი და სადაც ასეთი სამხედრო
პოლიტიკური კავშირები დასაბამიდანვე უცხო არ ყოფილა.

როგორც ითქვა, ასეთი კავშირის სასწრაფოდ შეკვრას ხვარაზმის ახალგაზრდა


სულთანიც უნდა ცდილიყო. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ უკვე გამოსცადა, რა ძლიერი
და სასტიკი მტერი შემოიჭრა მის ქვეყანაში. რა გულდაჯერებულიც არ უნდა
ყოფილიყო, როგორი იმედიც არ უნდა ჰქონოდა თავისი ლაშქრისა, შექმნილი
ვითარება მოითხოვდა, სახელმწიფოთა ურთიერთობის წესი უკარნახებდა,
სასწრაფოდ შეეკრა კავშირი მეზობელ ქვეყნებთან, და მათ შორის დასავლეთის
ძლიერ სახელმწიფოსთან - საქართველოსთან, რომელსაც საკუთარი, საკმაოდ
ძლიერი მხედრობის გარდა, ჩრდილო კავკასიის ქვეყნებთანაც შეეძლო ჯარის
გამოყვანა. ეს უნდა სცოდნოდა ხვარაზმის ახალ მბრძანებელს. ისიც უნდა
გაეთვალისწინებინა, რომ მონღოლთაგან უკვე ჭრილობამიყენებულ

529
საქართველოსთან ადვილად შეიძლებოდა საერთო ენის გამოძებნა და თავისთვის
ხელსაყრელ საკავშირო ურთიერთობასაც ადვილად დაამყარებდა.
ასე უნდა განვითარებულიყო მოვლენები. მდგომარეობის ლოგიკური ანალიზი
მოითხოვდა ამას.
ვეშურები მკითხველს შევახსენო, რომ ეს მხოლოდ მწარე სინანულია უკვე მომხდარი
სავალალო ამბების შემდეგ. სინამდვილეში მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა.
ხვარაზმის ახალ მბრძანებელს, ჯალალ ად-დინს, არც პოლიტიკური და თუნდაც
სამხედრო შორსმჭვრეტელობა აღმოაჩნდა და, სამწუ-ხაროდ, არც თავისივე
მამაცობისათვის შესაფერისი ვაჟკაცობა.
როგორი განწყობილება სუფევდა საქართველოში, ანუ უფრო სწორი იქნება თუ
ვიტყვით, რა განწობილება ჰქონდათ საქართველოს სამხედრო მესვეურებს, ჩვენ ეს
უკვე ვნახეთ. და ისიც ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობა შეიქმნებოდა
ახალგაზრდა გმირი მეფის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, როცა სამეფო
ტახტზე გამოუცდელი ქალი დაჯდა და სამხედრო ხელისუფალთა უფლებები
თავისთავად გაიზარდა.
თითქოს მთელმა ქვეყნიერებამ შეჰკრა პირი. ისე ემოქმედათ რომ მონღოლებს
გაადვილებოდათ საქმე. ხვარაზმის ახალგაზრდა სულთანს, ეტყობა, არც კი უფიქრია,
სამოკავშირეო ურთიერთობა გაება სხვა ქვეყნებთან საერთო მტრის წინააღმდეგ. მან
შვილის ვალი მოიხადა – მამის ცხედარი ძლივს ნაშოვნ სუდრაში გაახვია და იმავე
პატარა კუნძულზე მიაბარა მიწას: ოღონდ დროებით. რათა როგორც კი საამისოდ
ხელსაყრელი დრო დაუდგებოდა, გადაესვენებინა და ისპაჰანში დაემარხა. თვითონ
კი ადგა და მცირე ამალით ხვარაზმისაკენ გაემართა, რათა დაფანტული ჯარი
შეეგროვებინა და მის ქვეყანაში თავისუფლად მოპარპაშე მტრისათვის შეეტია, ის
გაეკეთებინა, რასაც აქამდე ამაოდ ჩასჩიჩინებდა მამას. ჯალალ ად-დინს თან ახლდა
თავისი ორი ძმაც. მოჰამედი, როგორც ვიცით, 1220 წლის დეკემბერში გარდაიცვალა,
ახალი სულთანი კი 1221 წლის დსაწყისშივე ჩავიდა ხვარაზმში.
ურგენჩში ახალგაზრდა სულთანს იმაზე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, ვიდრე
თავიდან შეძლო წარმოედგინა. მდგომარეობა ძალიან დაძაბულიყო. თერქენ-ხათუნის
იქიდან წასვლის შემდეგ შინაბრძოლები გამწვავებულიყო, ყველაფერი არეულიყო,
ყველა ჯგუფი ხელისუფლების მოპოვებას ცდილობდა და სხვას არავის სცნობდა...
სულთან მოჰამედის სიკვდილი რომ გაიგეს, სულ აიშვეს და აიწვიტეს. ახალი
სულთანი ვერაფრად ეპიტნავათ, სახელმწიფოს სათავეში ძლიერი და მტკიცე
ადამიანი სულაც არ იყო მათთვის ხელსაყრელი და სასურველი.
როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით მტრულად შეხვდნენ ახალ სულთანს
ტერქენ - ხათუნის მომხრეები. ისინი დაუკავშირდნენ ჯალალ ად - დინის ძმას
უზლაღ - შაჰს და შეთქმულება მოაწყვეს - სულთანზე თავდასხმა მოამზადეს...
შეთქმულების ამბავი გაიგო სულთანის ერთმა ერთგულმა ქვეშევრდომმა და მაშინვე
შეატყობინა ჯალალ ად-დინს, ურჩია - სწრაფად გაეცალე აქაურობასო...
ჯერჯერობით ბედი სწყალობს ჯალალ ად-დინს, და ამით მარტო ის კი არ
იგულისხმება, რომ შეთქმულების ამბავი დროზე გაიგო და თავდასხმას გაექცა... ამ
გაქცევით იგი სხვა განსაცდელსაც გადაურჩა, ჩინგიზ ყაენი ამ დროს ჩრდილოეთ
ავღანეთის დაპყრობისთვის იბრძოდა, და როცა გაიგო, ხვარაზმშაჰ მოჰამედის
შვილები ურგენჩში დაბრუნდნენო, სწრაფად გაგზავნა იქით დიდი მხედრობა
(საგულისხმოა, რომ ამ ლაშქარში ჩინგიზ ყაენის სამი შვილი მონაწილეობდა –
ჩაღთა, უგედი და ჯუჩი). ფეხად გამოასწრო ჩინგიზ ყაენის მხედრობას ახალმა

530
სულთანმა. შეატყობინეს თუ არა შეთქმულების აბავი, მაშინვე დატოვა ურგენჩი და
სამასამდე ერთგული მხედრის თანხლებით ხორასნისკენ გაეშურა.
ხორასანში ჩასვლა ასე ადვილი არ იყო - მათ უნდა გადაევლოთ ყარა-ყუმის ვრცელი
და საშინელი უდაბნო.
ხვარაზმის დედაქალაქიდან კი გაასწრო სულთანმა შეთქმულებასაც და
მონღოლებსაც, მაგრამ თურმე ხორასანშიც საფრთხე ელოდა. ჩინგიზ ყაენს
სიფრთხილე უხმარია, ბრძანება გაუცია, რათა უდაბნოს საზღვრის გასწვრივ, -
ქალაქების მერვისა და შაჰრისტანს შორის, - ანუ იმ ადგილებში, სადაც უფრო
მოსალოდნელი იყო სულთანის გამოჩენა, თუკი იგი ურგენჩიდან გაქცევასა და
ხორასნისკენ წასვლას გადაწყვეტდა, – საგუშაგოები გაეძლიერებინათ და რადაც არ
უნდა დასჯდომოდათ, შეეპროთ ჯალალ ად-დინი.
ჩინგიზ ყაენის სიფრთხილე საფუძვლიანი გამოდგა და მისი ვარაუდიც გამართლდა:
ჯალალ ად-დინი მართლაც შაჰრისტანის მახლობლად გამოვიდა უდაბნოდან და
ქალაქ ნასაში მივიდა.
სწორედ აქ მოხდა შეტაკება ჯალალ ად-დინის მცირერიცხოვან მხედრობასა და
მონღოლების რაზმებს შორის.
ასე დაწვრილებით იმიტომ გიყვებით ჯალალ ად-დინის თავგადასავალს, რომ
თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ მისი საოცარი მამაცობა და შეუპოვრობა, და
გავითვალისწინოთ, რა წარმატებით შეეძლო მას შებრძოლებოდა მონღოლთა
ურდოებს, ამ მამაცობის შესაფერისი შორსმჭვრეტელობაც რომ ჰქონოდა...
ჯერჯერობით ბედი სწყალობსო, ზემოთ რომ ვთქვით ხვარაზმის სულთანზე, მარტო
იმას კი არ ვგულისხმობდით, ხვარაზმის დედაქალაქიდან ისე იღბლიანად რომ
გამოიქცა, შეთქმულებასაც დააღწია თავი და ურგენჩში მის შესაპყრობად გაგზავნილ
მონღოლთა დიდ ლაშქარსაც; არა, ბედს სწორედ ახლა ეწია.
ადვილი წარმოსადგენი უნდა იყოს, რა ძნელი იქნებოდა ყარაყუმის ვრცელი
უდაბნოს გადალახვა ისეთი სისწრაფით და ისეთი პირობებში, ხოლო ამას რომ
წარმოვიდგენთ, აღარც იმის ვარაუდი იქნება ძნელი, რა დღეში უნდა ყოფილიყვნენ
დევნილი სულთნის მხლებლებიცა და განსაკუთრებით კი მათი ცხენები. სავაჭრო
ქარავნები ჩვეულებრივ თექვსმეტ დღეს ანდომებდნენ ამ უდაბნოს გავლას, ჯალალ
ად-დინმა და მისმა მხლებლებმა კი სულ რამდენიმე დღეში გადალახეს. არაქათი
გამოლეული ჰქონდათ, ფეხზე ძლივს იდგნენ... სულთანი სწრაფად უნდა ჩასულიყო
ხორასნის ერთ-ერთ დიდ ქალაქ ნიშაბურში. ნისადან ნიშაბურამდე კარგა დიდი
მანძილი იყო, და საშინელ უდაბნო გამოღწეულ სულთანს ახლა ახალი და კიდევ
უფრო ძნელი საფიქრალი გასჩენოდა – რა მოეხერხებინა ამ დაქანცული
ცხენებისათვის...
ამის ფიქრში იყო, რომ უცებ მონღოლების დიდმა რაზმმა გადაუჭრა გზა. ვაის
გავეყარე და ვუის შევეყარეო – ამას ალბათ აღარ მოელოდა სულთანი. ჩინგიზ ყაენის
საოცარი სამხედრო ნიჭი და ვერაგობა აქამდეც აკი ბევრჯერ გამოსცადა საკუთარ
თავზე, მაგრამ იმ უდაბნოს თავდაღწეული და თითქოს სამშვიდობოს გამოსული;
აქაც თუ მტერს შეეჩეხებოდა, ამას ვერ იფიქრებდა სულთანი, ძნელი იყო ამის
წარმოდგენა... ერთბაშად გაიმართა ხელჩართული შეტაკება – სამკვდრო-
სასიცოცხლო ბრძოლა სულთნის ქანცგაწყვეტილ, უდაბნოში რამოდენიმე დღის
ძნელი მგზავრობით გატანჯულ, მშიერმწურვალ მხედრობასა და მონღოლების
დასვენებულ, წინასწარ საომრად განწყობილ რაზმს შორის.
ბედი მამაცს ანებივრებსო. საოცარი ამბავი მოხდა. სულთნის დაქანცულმა
მხედრობამ არა თუ სძლია მონღოლების რაზმს, არამედ, ერთნაირად გაანადგურა...
531
და ბედიც სწორედ ის იყო, უდაბნოგამოვლის სულთანსა და მის მხლებ-ლებს, ზედ
უდაბნოს საზღვარზევე რომ დახვდა მონღოლების რაზმი! მონღოლები უნებურად
თვითონვე დაეხმარნენ მიწინააღმდეგეებს: თითქოს საგანგებოდ დაახვედრეს
სამარქაფო ცხენები. სულთნის გამარჯვებულ მხედრებს ცხენების გამოცვლის
საშუალება მიეცათ, მოახტნენ მონღოლების დასვენებულ ცხენებს და ნიშაბურისკენ
გაქუსლეს. არ ვიცი, რა გვეშველებოდა, ნიშაბურამდე როგორ ჩავაღწევდით, თათრებს
დასვენებული ცხენები რომ არ დაეხვედრებინათო, უთხრა თურმე ჯალალ ად-დინმა
უფრო მოგვიანებით თავის მდივან-მწიგნობარს, როცა ამ ბრძოლის ამბავს იხსენებდა.
როგორც ითქვა, ჩინგიზ ყაენი ამ დროს უფრო აღმოსავლეთით არის, ახლანდელი
ავღანეთის მიწა-წყალზე იბრძვის, იქ იპყრობს ქალაქებს... თან კი გაფაციცებული
ადევნებს თვალყურს ჯალალ ად-დინის მოძრაობას. მოხუცი მტარვალი გრძნობს,
რომ ახალი სულთანი დიდი მეტოქეა, მამას არა ჰგავს და ჩინგიზ ყაენი ფრთხილად
მოქმედებს; განუწყვეტელი ბრძოლებით თანდათან უახლოვდება ჯალალ ად-დინის
საუფლისწულო მამულს და ქალაქ ღაზნას. თითქოს გული უგრძნობს, რომ დევნილი
ნადირი, ადრე თუ გვიან, თავის ბუნაგს უნდა დაუბრუნდეს (მიახლებით წარმოდგენა
რომ ვიქონიოთ, ეს ქალაქი – ღანზა – ქაბულის მახლობლად მდებარეობს, მის
სამხრეთ - დასავლეთით). სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და იკვრება რკალი ამ
ქალაქის ირგვლივ.
მაგრამ რაც უფრო სამხრეთით მიიწევს ჩინგიზ ყაენი, მით უფრო უძნელდება, მით
უფრო გააფთრებულ წინააღდეგობას აწყდება, ადგილობრივი მოსახლეობა
გააფთრებული იბრძვის. და მით უფრო ძლიერდება მონღოლი დამპყრობელის
სისასტიკე. სხვადასხვა ქვეყნის მემატიანეებს შემოუნახავთ კონკრეტული
აღწერილობა ამ დაუნდობელი და გაუმართლებელი ხოცვა - ჟლეტისა, მაგრამ ყველას
ვერ მოვიტანთ აქ; ან კი რა საჭიროა – ზოგადი წარმოდგენა, მგონი უკვე შეგვექმნა
მათ დაუნდობელ სისასტიკეზე. მხოლოდ ერთი ფაქტი უნდა გავიხსენო ისევ
მტარვალის დასახასიათებლად. ამ ეპიზოდს რაშიდ ად-დინი გადმოგვცემს.
განსაკუთრებულ გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ მონღოლები ბამიანის
აღების დროს. ეს ქალაქი ქაბულის დასავლეთით მდებარეობს, მთებში, და ალბათ,
ადგილმდებარეობაც ხელს უწყობდა ქალაქის დამცველებს, დიდხანს
გამკლავებოდნენ რიცხვით მათზე აღმატებულ მტერს. ქალაქისათვის ბრძოლაში
ჩინგიზ ყაენის შვილიც მონაწილეობდა. ჩაღათას შვილი მუთუგენი, რომელიც
ქალაქიდან გამოსროლილმა ისარმა სასიკვდილოდ დაჭრა. მეომრის დაჭრა ასეთ
გააფთრებულ ბრძოლაში თითქოს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს,
ისეთი ადამიანისთვის, რომელიც სადაც მოვიდოდა, ყველგან სისხლის მორევს
აყენებდა და გული გაქვავებული ჰქონდა. ასე არ მოხდა, – და იმიტომაც გავიხსენეთ
ეს ფაქტი, იგი უფრო კარგად გვიხასიათებს მტარვალის ბუნებას, – შვილიშვილის
მოკვლამ ისე გააბრაზა ჩინგიზ ყაენი, რომ შურისძიების ჟინით გაცოფებულმა,
ქალაქის აღების შემდეგ, ბრძანება გასცა – გაეწყვიტათ არა მარტო ყველა მცხოვრები
განურჩევლად, არამედ ყველა ცხოველი, შინაური თუ გარეული, რასაც კი ქალაქში
წააწყდებოდნენ, ჩიტებიც ხეებზე... არცერთი ტყვე აქედან არ წაეყვანათ, არავითარი
ნადავლი აქედან არ წაეღოთ; როცა ყველაფერს გაწყვეტდნენ და ამოხოცავდნენ,
ცეცხლისათვის მიეცათ იქაურობა, ერთნაირად დაენგრიათ და გაენადგურებინათ,
გადაეხნათ, უდანობდ ექციათ, ისე რომ ამ ქალაქის აღორძინება აღარასოდეს აღარ
ყოფილიყო შესაძლებელი. დამახასიათებელია, რომ ასეთივე ბნელმა შურისძიებამ
მოიცვა ყაენი კიდევ ერთი ქალაქის აღების დროს, ხორასანში, სადაც მას სიძე

532
მოუკლეს. ის ქალაქიც ასევე ააოხრა, გადაწვა და მერე გადაახნევინა, რათა
სიცოცხლის ნიშანწყალი სავსებით გამქრალიყო.
ამას რომ გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა გამძვინვარებით
დაიძრებოდა მონღოლების ძირითადი ლაშქარი. რომელსაც ჩინ-გიზ ყაენმა
გამოცდილი სარდალი, თავისი ახლობელი და ერთგული ადამიანი, ერთ - ერთი
ცოლის შვილობილი – შიქი - ყუთუყუ უწინამზღვრა...

სწორედ ეს ბრძოლა მოხდა ფერვანთან და მონღოლთა სრული განადგურებით


დამთავრდა. ეს უკვე ჯალალ ად-დინის მეორე გამარჯვება იყო.
მემატიანეები დაწვრილებით აღწერენ, რა გააფთრებით იბრძოდნენ
მოწინააღმდეგენი. ჯალალ ად-დინს მარტივი სამხედრო გეგმა ჰქონდა - მთელი ჯარი
სამ ნაწილად დაჰყო, ცენტრს თავად ხელმძღვანელობდა, მარჯვენა და მარცხენა
ფლანგები კი გამოცდილ სარდლებს ჩააბარა. რა სამხედრო ხერხსა და ეშმაკობას არ
მიმართა ჩინგიზ ყაენის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა სარდალმა, საიდან არ
სცადა გაერღვია ფრონტი, მაგრამ ყველგან შეუპოვარ წინააღმდეგობას წააწყდა, და
ორი დღის გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, როგორც ითქვა, იძლია, თვითონ
გადარჩა, მაგრამ მეომრები თითქმის სულ გაჟლიტეს. და სასტიკად დამარცხებული,
დიდი ჯარის ნაშთებითღა დაბრუნდა ჩინგიზ ყაენთან.
როგორც ითქვა, ეს იყო ჩინგიზ ჯალალ ად-დინის ზედიზედ მეორე ბრწყინვალე
გამარჯვება და მონღოლების პირველი ყველაზე მწარე მარცხი.
ძნელი სათქმელია, რას ფიქრობდა ამ დიდი გამარჯვების შემდეგ ჯალალ ად-დინი
უკვე დამთავრებულად თუ მიაჩნდა ყველაფერი... მაგრამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ,
ეს არ ყოფილა საბოლოო ბრძოლა; გადამწყვეტი ბრძოლა თურმე წინ იყო.
ჯერ კი, გამარჯვებით გალაღებული მხედრობა ნადავლის განაწილებას
შეუდგა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო – ყოველი დიდი ბრძოლის შემდეგ
ნადავლსაც მოიპოვებდა ხოლმე, და მერე ამ ნადავლს ინაწილებდნენ, მით უმეტეს,
ახლა, მემატიანეების ცნობით, ჯალალ ად-დინის მხედრობას ძალიან დიდი ნადავლი
ჩაუგდიათ.
სწორედ ამ ნადავლმა დაღუპა ჯალალ ად-დინიცა და მისი ჯარიც.

ძნელი დასამყარებელია წესრიგი, როცა სარდალს ასეთი ჭრელი


შემადგენლობის მხედრობა ჰყავს. გამარჯვების შემდეგ, ეტყობა, ყველას
გაზვიადებულად მოეჩვენა თავისი წვლილი, და ნადავლის გაყოფის დროს ყველამ
ლომის წილი მოინდომა. ჩხუბი მოუვიდათ, და არა მარტო უბრალო მეომრებს,
არამედ სარდლებსაც. ორივე ფლანგის სარდლებს ერთი ნადავლი ცხენი მოსწონებია.
ვერანაირად ვერ მორიგებულან, არც ერთმა არ დასთმო. ვერ მორევიან სიხარბეს და
მეომრების თვალწინ მეტად უკადრისად წაკინკლავებულან. მარჯვენა ფლანგის
სარდალი სულთანს ნათესავად მოხვდებოდა და, ეტყობა, უფრო დიდ გულზეც იყო –
გაბრაზდა, ამას როგორ მიბედავენ, როგორ მეცილებიანო, მოიქნია მათრახი და თავზე
გადაუჭირა მარცხენა ფლანგის სარდალს... ეს, რა თქმა უნდა, დიდი დანაშაული იყო,
მით უმეტეს ომის დროს, რომლის ბედი იმ ვითარებაში, წინა ბრძოლებში
ბრწყინვალე გამარჯვების მიუხედავად, არ შეიძლებოდა გადაწყვეტილად მიეჩნიათ
გამოცდილ სარდლებს.
ამინ-მალიქი (მარჯვენა ფალნგის სარდალი) უსათუოდ დასჯას იმსახურებდა.
ეს იქნებოდა ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, და მაშინ შეიძლებოდა
წესრიგი აღმდგარიყო. მაგრამ ჯალალ ად-დინმა დასასჯელად ვერ გაიმეტა თავისი

533
ახლობელი. და დიდი შეცდომაც მოუვიდა. შერცხვენილმა და განაწყენებულმა
სარდალმა დაჰკრა ფეხი და წავიდა, გაეცალა, თან გაიყოლა თავისი ორმოციათასი
მეომარი.
განაწყენებულ სარდალს თავისი მომხრეები აღმოაჩნდნენ და ისინიც გაჰყვნენ
(თავთავიანთი მხედრობით). ჯალალ ად-დინს მარტო თავისი ნათესავი შერჩა.
ადვილი წარმოსადგენია სულთნის მდგომარეობა. როგორ წარმოიდგენდა, ასე
თუ გამწვავდებოდა საქმე, რას იფიქრებდა, ნადავლის გაყოფა და ცხენისათვის
წაკინკლავება დიდ განხეთქილებად თუ გადაიქცეოდა. ახლაღა აწრიალდა ჯალალ
ად-დინი. დატრიალდა – ხან ერთს ეხვეწა, ხან მეორეს, მაგრამ ვერფერს გახდა.
ძირითადი ნაწილი თავისი დიდი ლაშქრისა გაეცალა...
მკითხველი ალბათ გრძნობს კიდეც, რომ ჩინგიზ ყაენი ფერვანთან სასტიკ
დამარცხებას ვერ შეურიგდებოდა და ისევ დასძრავდა და დასძრავდა მხედრობას
ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ. რაღა თქმა უნდა, იგი უსათუოდ გაიგებდა
მოწინააღდეგის მხედრობაში მომხდარი განხეთქილების ამბავს და შეტევას
დააჩქარებდა, რათა მოწინააღმდეგისათვის საშუალება მოესპო ახალი ლაშქრის
შეგროვებისა. ყაენი ახლა თავად წამოუძღვა ჯარს.
ჯალალ ად - დინმა რომ გაიგო, ყაენი თვითონვე დაიძრა დიდი ჯარითო,
ერთბაშად დაფრთხა (ამას არც მისი ერთგული მწიგნობარი მალავს). აშკარა იყო, ასეთ
ვითარებაში იგი მოწინააღმდეგეს ვერ გაუმკლავდებოდა, და უკან დახევა იწყო;
სამხრეთით დაეშვა და ნელ-ნელა თავისსავე ქალაქ ღაზნაში დაბრუნდა.
ამასობაში რამდენიმე დღე გავიდა. მოწინააღდეგე შეუჩერებლივ მოიწევდა,
საშუალებას არ ძლევდა სულთანს, ჯარის შეკრებისათვის ეზრუნა. ღაზნას რომ
მიუახლოვდა ყაენი, ჯალალ ად-დინმა, ბუნებრივია, აქაც აარიდა თავი ბრძოლას და
დარჩენილი ჯარით ქალაქიდან გავიდა, გადაწყვიტა მდინარე ინდისკენ დაეხია: თუ
იქითაც გასდევდა მოწინააღდეგე, თავის ჯარს გემებზე დასხამდა და მდინარეს
გადასცურავდა, რამდენიმე ხნით გაეცლებოდა იქაურობას; მერე განაწყენებულ
სარდლებს შეირიგებდა, ან არადა, ახალ ძალებს შემოიკრებდა, და კვლავ
გაუმართავდა ბრძოლას მრისხანე მტერს.
ასე ფიქრობდა ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ცბიერი ყაენი მიუხვდა და მდინარესკენ
გზა გადაუჭრა, იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო, გარდა იმისა, რომ
სისხლით გაუმაძღარ ყაენს შურისძიება სწყუროდა და წინა ბრძოლებში განცდილი
მარცხისათვის, მას მამაცი სულთნის თავისუფლად გაშვებაც კი აფიქრებდა: ცბიერ
დამპყრობელს თავისი გეგმები ჰქონდა - თითქოს გრძნობდა მოახლოვებულ
სიკვდილს, უნდოდა ჩქარა მოეთავებინა საქმე შუა აზიაში, რომ მერე მთელი ძალები
დასავლეთისკენ დაეძრა და მსოფლიო ბატონობა მოეპოვებინა. კარგად ჰყავდა
შესწავლილი ახალგაზრდა სულთანი, იცოდა მისი დაუდგრომელი ბუნება, და ახლა
თუ არ შეიპყრობდა და თავის ნებაზე გაუშვებდა, ამით საქმეს გაირთულებდა,
თავისსავე სამომავლო გეგმებს დააბრკოლებდა.
ერთი სიტყვით, მოახლოვდა დრო, როცა ორი დიდი მტარვალი ხელჩართულ
ბრძოლაში უნდა შეხვდეს ერთმანეთს. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ახლავე
ითქვას - ეს ბრძოლა თანაბარი ვერ იქნება, ერთი ურიცხვ ლაშქარს მოუძღვის, მეორე
კი ძლივს აკავებს იმ უაზრო განხეთქილების შემდეგ შემორჩენილი ჯარის ნაშთებს.
თანაც, – ესეც საგულისხმოა, – ჯალალ ად-დინი ამ დროს ავად იყო: მისი მემატიანე
გადმოგვცემს, ისეთი ჭვალები ჰქონდა, რომ ტკივილისაგან იწმახნებოდა და ცხენზაე
ძლივს მაგრდებოდაო.

534
ღაზნადან გასული სულთანი ამ დროს მდინარეს უახლოვდებოდა და იქნებ გაესწრო
კიდეც მშვიდობიანად, მაგრამ რაღაცამ წამოუარა: როცა გაიგო, ყაენის მეწინავე რაზმი
გადიზში შევიდაო (ეს ქალაქი ღაზნას აღმოსავლეთით მდებარეობს, მდინარე ინდის
მიმართულებით, ღაზნადან ორმოცდაათი კილომეტრის დაშორებით), ძნელი
სათქმელია რისი იმედით, შემობრუნდა, ღამით იარა და ის იყო თენდებოდა, როცა
მოწინააღმდეგეს დაესხა. გამოფხიზლება არ აცალა და, ბუნებრივია, დიდი ზარალიც
მიაყენა. ეს იყო უკანასკნელი გამარჯვება – თუკი შეიძლება გამარჯვება ეწოდოს. ამ
ცნობას მხოლოდ სულთნის მემატიანე გადმოგვცემს, და თუ მართლა ასე მოხდა,
მაშინ, ეტყობა, ახალგაზრდა სულთანს დიდი შეცდომა მოსვლია, გულის თქმას ვერ
მორევია: როგორც ითქვა, მან ამით მდინარის გადალახვა დააგვიანა და
მოწინააღმდეგეს გაუადვილა საქმე.
როგორც მოსალოდნელი იყო, სულთნის შეუპოვრობამ კიდევ უფრო გააცოფა ჩინგიზ
ყაენი და ახლა მეტი სისწრაფით გაემართა. ჯალალ ად-დინმა კი დააგვიანა, გემებს
ვეღარ მოუყარა თავი, რითაც ჯარი უნდა გადაეყვანა გაღმა; მხოლოდ ერთი გემი
აღმოჩნდა ნაპირთან, – როგორც შემდეგ გამორკვა, ისიც დაზიანებული, – და ამ
გემზე დედა, ცოლები და ახლობლები დასხა... და გამოჩნდა კიდეც ჩინგიზ ყაენი.
ეს იყო 1221 წლის 25 ნოემბერს.
მდინარის გადალახვაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტი იყო – ეს აღარ მოესწრებოდა.
შეიქმნა ასეთი ვითარება. როცა ჯალალ ად-დინი ან უნდა დანებებოდა
მოწინააღმდეგეს (და ვინ იცის, ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა თუ არა), ან ხმალი
შეემართა და განწირულ ბძოლებში ჩაბმულიყო.
ამას ჩვენ ვამბობთ ასე, თორემ ხვარაზმის სულთნისათვის ასეთი არჩევანი, ეტყობა,
არ არსებულა – მას ფიქრის დროც კი აღარ ჰქონდა, ხმალი იშიშვლა და
გააფთრებული ეკვეთა მოწინააღმდეგეს. გაიმართა ისეთი მძვინვარე ბრძოლა, რომ
იმასთან შედარებით ყველა წინა ბრძოლები საბავშვო თამაშობას ჰგავსო, წერს იბნ ალ-
ასირი...
საგულისხმოა სათაური წიგნის იმ მონაკვეთისა, სადაც ამ ბრძოლის ამბავს
გადმოგვცემს სულთნის მემატიანე:
ამბავი ჯალალ ად-დინს და ჩინგიზ ყაენის შერკინებისა მდინარე ინდის ნაპირზე,
ხოლო ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა, და ერთ-ერთი უსაშინლესი უბედურება.
თავისთავად იგულისხმება რომ ასეთ ვითარებაში ორივე მხარეს ბევრი
გაიჟლიტებოდა, მაგრამ, მემატიანეების ცნობით, მონღოლთაგან გაცილებით მეტი
დაცემულა. ოღონდ საქმე ის არის, რომ იმავე მემატიანეების გადმოცემით,
მონღოლები ამჯერად აურაცხელნი ყოფილან.
სულთანი მოწინააღმდეგის შუაგულში შეიჭრაო, ნასავი გადმოგვცემს. და პიველსავე
შეტაკებით გატეხეს კიდეც მონღოლების წინააღმდეგობა...
ასე მოეჩვენა სულთანსაც და მის მეომრებსაც. მაგრამ როცა გულმოსულები,
დამარცხებულ,
უწესოდ გაქცეულ
მონღოლებს გამოედვნენ, ყველაფერი აშკარა გახდა. ჩინგიზ ყაენს თავისი საყვარელი
სამხედრო ეშმაკობა გამოუყენებია – ის ხერხი, რითაც ჯებემ და სუბუდაიმ ბოლო
ბრძოლაში ქართველები დაამარცხეს, – იქვე ათიათასიანი რაზმი ჰყოლია
ჩასაფრებული, მათ გაატარეს უკან დადევნებული მხედრ ობა სულთნისა, საფრიდან
გამოვარდნენ, ზურგს უკან მოექცნენ მოწინააღმდეგეს და უწყალო ჩეხვა დაუწყეს.
სხათა შორის ამავე ბრძოლაში მოკლეს ის სარდალი სულთნისა, ვის გამოც
ხვარაზმელთა ჯარი წინა ბღძოლაში დაიშალა და გაიფანტა.
535
ჩინგიზ ყაენის ბრძანება იყო, სულთანი ცოცხლად შეეპყროთ. მონღოლებმა ალყაში
მოიქციეს ჯალალ ად-დინი. წრე თანდათანობით ვიწროვდებოდა. და მხოლოდ
საოცარი მამაცობის წყალობით, ყველას გასაკვირად. ახალგაზრდა სულთანმა
გაარღვია რკალი და გავიდა, პირდაპირ მდინარეს მიადგა. უკან შემართული ხმლები
მოსდგომოდა და წინ ვეებერთელა მდინარეაო, – წერს მემატიანე. ბრძოლის
ჩხარაჩხურიდნ გამოსულს ერთბაშად სწორედ მდინარედან შემოესმა განწირული
კივილი – დაზიანებილი გემის ბანზე დედა და ცოლები გამოშლილიყვნენ, ხელები
შეემართათ და სასოწარკვეთილი ადამიანების განწირულობით კიოდნენ, შველას
ითხოვდნენ. სულთნის მემატიანეს თუ ვერწმუნეთ, დაგვხოცეთო, ითხოვდნენ,
ტყვეობას სიკვდილი გვირჩევნიაო... ასე წერს ნასავი, მაგრამ ვინ გაარჩევდა,
სინამდვილეში რას ითხოვდნენ საშინელ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანები.
ჯალალ ად-დინს ფიქრის დრო არ ჰქონდა, რას მოითხოვდნენ განწირული დედა და
ცოლები. მდევრების ყიჟინა სასტიკი სისწრაფით უახლოვდებოდა; მან ხელით ანიშნა,
ჩაეძირათ გემი და თვითონ კი მდინარეში შეაგდო ცხენი. დედა ცოლები და შვილები
სულთნისა ხელადვე ჩაიხვია დიდი მდინარის ტალღებმა და გააქანა...

მხოლოდ ერთი შვილი გადაურჩა დახრჩობას, 7-8 წლის ბიჭუნა; იგი ბრძოლის
დროსვე შეეპყროთ და მერე დიდ მბრძანებელს მიჰგვარეს. მოწი-ააღმდეგის გაქცევით
გულდაწყვეტილ ყაენს ამით მაინც ასიამოვნეს: სულთნის შვილი მოჰგვარეს და იქვე
აკუწეს ჩინგიზ ყაენის თვალწინ: მამის სისხლმოყურებულს, შვილის სისხლით ოდნავ
მაინც მოუკლეს შურისძიების წყურვილი...
მაგრამ ისევ ჯალალ ად-დინს მივუბრუნდეთ.
სულთანი და მისი ცხენი მდინარის ტალღებს მიაპობდნენ. ცხენიც მამაცი პატრონის
ღირსი გამოდგა... შემაძრწუნებელი სიდიადის გამომხატველი სანახაობა იყო:
სტიქიასთან შეჭიდებული ადამიანი და მისი ერთგული პირუტყვი – ერთ სხეულად
შენივთებული, ერთ არსებად ქცეული; თითქოს ღმერთი საგანგებოდ ცდის თავისივე
გაჩენილ არსებათა სულიერ მხნეობასა და გამძლეობასო... ძველ მითებში სტიქიასთან
ასეთი შეჭიდება ღმერთების თვალწინ, მათივე ნებით ხდება ხოლმე...
ჩინგიზ ყაენი ნაპირზე იდგა და გაოცებული გაჰყურებდა ამ საოცარ სანახაობას,
ალბათ ერთადერთსა და განუმეორებელს. მაგრამ ამ სურათით შეძულს კი არ
წარმოუთქვამს ეს სიტყვები:
მამას ამისთანა შვილი უნდა ჰყავდეს!.. ამ საშინელ განსაცდელს რომ დააღწევს თავს,
ასეთი კაცისაგან ყველაფერს უნდა ელოდო
.
ჩინგიზ ყაენის ეს სიტყვები მემატიანეების გადმოცემით ვიცით, და ახლა ბევრ
გამოკვლევასა და ნარკვევში შევხვდებით. ზოგი ამის მიხედვით მონღოლ
დამპყრობელს წარმოგვიდგენს, როგორც ღირსეული მეტოქის ღირსეულ დამფასებელ
ვაჟკაცს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასე იყოს. ის როგორღა ავხსნათ, თითქმის იმავე
წუთში, იქვე სულთნის შვიდი წლის ბავშვი რომ მოაკვლევინა!.. სინამდვილეში
ერთიცა და მეორეც – ჩინგიზ ყაენისა და ჯალალ ად-დინიც – ულმობელი
მტარვალები იყვნენ, ხოლო მტარვალი, რომელსაც არავითარი გულ-მოწყალება არ
გააჩნია და გაუმართლებლად და განურჩევლად მუსრს ავლებს ყველა სულდგმულს,
ჭეშმარიტი ვაჟკაცობისაგან, რაღა თქმა უნდა, შორსა დგას. ზემოთ მოტანილი
სიტყვები კი ჩინგიზ ყაენმა წარმოთქვა მეტად ცივი და პრაქიკული ანგარიშით –
თავისივე შვილების გასაგონად, რომლებიც ერთმანეთშიაც მტრობდნენ (ამით კი
ბევრი ზიანი მიაყენეს ყაენს) და ჩუმჩუმად მამის უკმაყოფილონიც იყვნენ. ყაენის

536
ყურამდეც მიეღწია ხმას, ერთ-ერთი შვილი, ჯოჩი, მოკვლას გიპირებსო; მერე ისე
სწრაფად გაქრა ეს ჯოჩი, რომ ვარაუდობენ (არცთუ უსაფუძვლოდ) მამამ
მოაწამვლინაო...
მდინარეში დადევნებას აზრი აღარ ჰქონდა, და მერე გაგზავნა ყაენმა ინდოეთში
დიდი რაზმი (20 000 მეომარი!) სულთნის შესაპყრობად. როგორც ითქვა, იგი ვერ
მოისვენებდა, სანამ ხვარაზმის სულთანს ან ცოცხალს არ შეიპყრობდა და ან არ
მოაკვლევინებდა. მაინც ვერ შეიპყრეს სულთანი – მონღოლებმა ინდოეთის სიცხეს
ვერ გაუძლეს და ხელცარიელი დაბრუნდნენ.
მკითხველი იქნებ დააინტერესოს იმ ცხენის ბედმაც, რომელსაც ჯალალ ად-დინზე
ნაკლების სიმამაცე და შეუპოვრობა როდი აღმოაჩნდა – მან ადამიანის შესაფერისი
სულიერი გამძლეობა გამოიჩინა, რათა პატრონი გადაერჩინა... მადლიერების ნიშნად
პატრონმა გადაწყვიტა, სადაც წავიდოდა, ყველგან თან წაიყვანა პირუტყვი, ოღონდ
ზედ არ შემჯდარიყო. სულთნის მემატიანის ცნობით, მერე თბილისშიაც ჩამოუყვანია
ეს ცხენი ხარაზმის სულთანს... საგულისხმოა სულთნისავე თანამედროვე პოეტის
სტრიქონები, ჯალალ ად-დინისადმი მიძღვნილი:
შენებრ, რომელ ხელმწიფეს შეუძლია დაი-ვეხნოს – ჩემს ცხენს ინდის წყალი ვასვი
და თბილისის ქერი ვაჭამეო...

ამრიგად სულთანს ვეღარ მისწვდა ყაენი, და მწველი შურისძიების ჟინის


დასაცხრობად უფრო იოლი გზა გამოძებნა – ჩამოუარა და იმ ქალაქებისა და ციხე-
სიმაგრეების ნგრევას მოჰყვა, სადაც ჯალალ ად-დინისაგან ამას წინათ გაქცეულ,
განაწყენებულ სარდლებსა და მეომრებს შეეფარებინათ თავი.

რამდენიმე წელს კიდევ არბია ჩინგიზ ყაენმა შუა აზიის ქვეყნები და ქალაქები,
მოსახლეობა ჟლიტა, სადაც კი მივიდა, სისხლის ნიაღვრები დააყენა, სიცოცხლე
ჩაჰკლა... მაგრამ სისხლით ვერა და ვერ გაძღა. სულ ომსა და ბრძოლაში იყო –
ყოველწლიურად, წლის ყოველ თვესა და ყოველ დღეს... რამდენი ხმალი
მოუღერებიათ მისთვის, რამდენი ისარი უტყორცნიათ, რამდენი ჩუგლუგი, შუბი და
აფთი შემართულა მის მოსაკლავად, მაგრამ არაფერი არ ეკარებოდა, თითქოს
უხორცო იყო... თავად სიკვდილის მთესს, სიკვდილი გაურბოდა... და ბედის
დაცინვაა, აბა რა შეიძლება ამას ეწოდოს – სულ უბრალო შემთხვევამ იმსხვერპლა.
ნადირობა უყვარდა და სწორედ ეს გატაცება გამოდგა საბედისწერო. ხვარაზმშაჰის
საბრძანებლიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში, ნადირობის დროს
ცხენიდან ჩამოვარდა და დაშავდა, ტახმა კინაღამ გაგლიჯა. უკვე მოხუცი იყო და
ადვილად დასნეულდა. საამქვეყნო პირი უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ სისხლის
წყურვილი არც ახლა დასცხრომია და მისი ყოველი ბრძანება ამის შემდეგაც ხალხის
განუწყვეტელ ხოცვა-ჟლეტას შეიცავდა...
გადმოცემით ჩინგიზ ყაენი რომ დაიბადა, მარჯვენა ხელში შედედებული სისხლი
ეჭირა. და 72 წლის მოხუცს სიკვდილმაც მაშინ მოუსწრო, როცა ხელები სისხლით
ჰქონდა მოთხვრილი: უკვე დასნეულებული იყო, როცა უკანასკნელ ბრძოლაში
წავიდა; ეტყობა, იგრძნო აღსასრულს მოახლოვება და განგებ წავიდა ომში, რადგან
შინ მოსვენებულად არ დაელია სული... ბრძოლის დროს ცუდად შეიქნა და როცა
სულის ამოხდომის ჟამი დაუდგა, მისი უკანასკნელი ბრძანება ყოფილა, ასაღებად
გამზადებული ქალაქის მოსახლეობა ერთიანად გაეჟლიტათ და ქუჩებში სისხლის
ნიაღვრები დაეყენებინათ... თუმცა წინასწარ მოახსენეს, მოწინააღმდეგის ქალაქი
მორჩილებას გვიცხადებს და გვნებდებაო...

537
გარდაიცვალა ჩინგიზ ყაენი 1227 წლის აგვისტოში.

2
ჯალალ ად-დინმა რამდენიმე წელი დაჰყო ინდოეთში. და, ეტყობა, შემთხვევითი არ
არის, რომ მისი ინდოეთიდან წამოსვლა ჩინგიზ ყაენის მონღოლეთში დაბრუნებას
ემთხვევა. ეს მოხდა 1225 წელს. აშკარად ჩანს სულთანმა ვერ გაბედა ინდოეთიდან
წამოსვლა, სანამ მის სამფლობელოში ჩინგიზ ყაენი თავად თარეშობდა. იმ
საბედისწერო შეტაკებისა და დამარცხების შემდეგ, ეტყობა, მონღოლების მიმართ
შიში შეპარვია. ოთხი ათასი მეომარი ახლდა თან ხვარაზმის სულთანს, როცა
ინდოეთიდან ქერმანში მივიდა, და საინტერესო და საგულისხმო ის არის, რომ ეს
მეომრები ყველანი ცხენებზე კი არ ყოფილან ამხედრებულნი, ზოგნი ძროხებზე და
სახედრებზე ისხდნენ...
ასეთ დღეში იყო ხვარაზმის სულთანი, როცა სამშობლოში დაბრუნდა. და
საგულისხმოა, რომ სულ ცოტა ხანში ზღაპრული, ჩინებულად შეიარაღებული არმიის
სარდალი გახდა. საოცარი სისწრაფით მოიარა მან ირანის ქალაქები. თითმის ყველგან
მორჩილებით ხვდებოდნენ სულთანს, ყველგან ძვირფას საჩუქრებს მიართმევდნენ
ხოლმე. თუ ვინმე ურჩობას გაბედავდა, იმას ადვილად გასტეხდა და იმის
საბრძანებელს აიკლებდა, რათა სხვებს აღარ გაებედათ ურჩობა...
ქერმანის შემდეგ შირაზში რომ მივიდა (როგორც ხედავთ, გეზი დასავლეთით აქვს
აღებული ხვარაზმის სულთანს), იქაურმა ათაბაგმა სრული მორჩილების ნიშნად
გზაშივე მიაგება 500 ცხენი, ოქრო-ვერცხლი, ათასგვარი ფარჩეული, მონები... და
თავისი ქალიც მიათხოვა (ეს ქალი, ეტყობა, განსაკუთრებით შეუყვარდა სულთანს:
უმძიმესი განსაცდელის დროს, როცა უკვე სასიკვდილოდ იყო განწირული და უკვე
ვეღარაფერი უშველიდა, სასოწარკვე-თილებაში ჩავარდნილმა და ბედს შერიგებულს,
სწორედ ეს ქალი გაახსენდა)... აქვე მიეახლა მას იეზდის ათაბაგი, მორჩილება
გამოუცხადა და, შენი ვარსკვლავის ამობრწყინებას მივესალმებიო, მოახსენა. იმდენი
მონა და საჩუქარი მიართვა, რომ ტევა აღარ იყოო, მემატიანე შენიშნავს...
სულთანიც თავის მხრივ, სხვადასხვა წოდებებს ანიჭებს მათ – ზოგს ყარინდაშ-
ხანობას უბოძებს (ანუ ძმა-ხანი), ზოგს ათა-ხანობას (მამა-ხანი)... ეს წოდებები ძვირი
არ უჯდება, და ისიც გულუხვობას იჩენს. შირაზიდან ისფაჰანში მივიდა სულთანი
და აქაური ყადიც იმგვარივე მორჩილებით შეხვდა. ყველაზე სანუკვარი საჩუქარი –
რაც იმჟამად ძალიან სჭირდებოდა სულთანს – სწორედ ისფაჰანის მმართველს
მოემზადებინა: დიდი რაოდენობით იარაღ-საჭურველი მხედრობისათვის.
სულთანსაც და მის მეომრებსაც გულს მოეფონათო, მემატიანე წერს: ახლა მათ
ჩასაცმელიც ჰქონდათ და იარაღ-საჭურველიცო. და იქვე დასძენს: მახლობელი
მხარის ერთ-ერთმა ათაბაგმა რომ გაიგო, რა მძიმე დღეში იყო სულთანი, თავისი
მხედრობა შესთავაზა – 30 000 მეომარიო...
ასე და ამნაირად, ჯალალ ად-დინმა, ძველი მეგობრობა აღიდგინაო, წერს მისი
მემატიანე. ხანები და ამირები მოდიოდნენ და პატიებას სთხოვდნენ (ძველი
ურჩობისა და უნებური და იძულებითი ღალატის გამო), ცხვირ-პირი ტალახით
მოეთხვარათ და თავი მდაბლად დაეხარათ... შიშმა აიძულა ისინი, ციხე-
სიმაგრეებიდან გამოსულიყვნენო.
თანდათანობით ჯალალ ად-დინის ლაშქარი მრისხანე ძალად იქცა.
მკითხველი, ბუნებრივია, მოელის, რომ ხვარაზმის ახალგაზრდა შაჰი, რომელიც თავს
მთელი აღმოსავლეთის მაჰმადიანთა ქომაგად და მფარველად თვლის, ამ მრისხანე
ძალას მონღოლების წინააღმდეგ დასძრავს, რომელთაც ქვეყანა დაუნგრიეს, ქალაქები

538
მიწასთან გაუსწორეს, მეურნეობა გაუნადგურეს, მოსახლეობა გაუჟლიტეს, რჯული
შეუგინეს. ასეთი უნდა ყოფილიყო ლო-გიკური გაგრძელება მისი ცხოვრებისა და
მმართველობისა...

ასე არ მოხდა. და იქნებ არა მარტო იმიტომ, ინდიდან ამ საბედისწერო ბრძოლის


შემდეგ საბოლოოდ დათრგუნა იგი ჩინგიზ ყაენმა... ამოდენა ლაშქრის პატრონი,
როცა ამავე დროს მთელი ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, მაინც უნდა მორეოდა
თავს და სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლა გაემართა მტრისათვის...
ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, სულთანი რომ ჭეშმარიტი პატრიოტი ყოფილიყო,
ერთგული და მოსიყვარულე შვილი თავისი სამშობლოსი. ეს უკეთილშობილესი
გრძნობა ჯალალ ად-დინს არ აღმოაჩნდა. სწრაფმა გამდიდრებამ, რასაც მან
ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ მალევე მიაღწია, სულ სხვა გრძნობა გაუმახვილა
და სხვა მიმართულებით წარმათა მისი ფიქრები...
აკი ითქვა, ჯალალ ად-დინს თავისი საოცარი მამაცობისა და შეუპოვრობის
შესაფერისი ვაჟკაცობა არ ღმოაჩნდა.

საოცარი სიზუსტით და გამომეტყველად გადმოგვცემს უბადრუკობამდე დასულ მის


ფიქრებს ჟამთააღმწერელი.
...სულთანი ჯალალდინ, უღონო იქმნა რა ბრძოლილი თათართაგან, მოუწოდა სპათა
თავისთა და რქუა მათ:
იცით და გახსოვთ ყოველთა მარზაპანთა და ერისთავთა ჩუენთა კეთილი და
წყალობა პაპათა და მამათა ჩემთა, და აწ იცით, თუ რა მოიწია ჩემ ზედა და თქუენ
ზედა უცხოთა ნათესავთა თათართაგან. და მრავალგზის ბრძოლა ვყავთ, და მრავალი
ღუაწლი დავითმინეთ, და განგებითა ზეგარდმოთა ყოველგან ვიძლიენით, აწცა
მოახლოებულ არს მდინარესა ჯეონისასა, და წინამბძოლად წარმოავლინა ძე მისი
უხუცესი. და აწ ესე არს განზრახვა ჩემი: ვინათგან მისცა ღმერთმან ძლევა, უკეთუ
გთნავს, დაუტევოთ ქვეყანა ესე, ავიღოთ დედაწული, სიმდიდრე და ჯოგი, და
წარვიდეთ საბერძნეთს და მუნ დავემკვიდრნეთ. დაღათუ ჩუენ თათარნი გუძლევენ,
გარნა ყოველთა ნათესავთა ჩვენ ვსძლიოთ...

დააკვირდით, რა გესლიანი ცინიზმი გამოსჭვივს ამ სიტყვებში, და რა მწარე


ირონიით გადმოგვცემს მას ქართველი მემატიანე.
ჩვენ თუ მონღოლებმა გვძლიეს და აგვიკლეს, ჩვენც ავდგეთ და სხვა ხალხები
გავანადგუროთო!
ჭეშმარიტი მამულიშვილი ამას, რაღა თქმა უნდა, არ იტყვის; ხოლო ჟამთააღმწერლის
მიერ მოტანილი სიტყვები რომ ზუსტად გამოხატავს ხვარაზმის სულთნის ფიქრებსა
და განწყობილებას, და ეჭვიც არ შეიძლება შეგვეპაროს, რომ ეს სწორედ ჯალალ ად-
დინის ნათქვამია, ამას მისივე შემდგომი საქმიანობით დავინახავთ.

ამრიგად, ჯალალ ად-დინი სულ უფრო და უფრო მიიწევს დასავლეთისა-კენ,


თანდათანობით უახლოვდება აზერბაიჯანს. ჩვენი ქვეყნის მახლობლად თავს იყრის
თავით ფეხებამდე შეიარაღებული დიდი და საშიში არმია, რომელსაც მამაცობითა და
შეუპოვრობით გამორჩეული მხედართმთავარი მიუძღვის. ბრძოლის ჟინით
ანთებული თვალები მხედართმთავრისა დასავლეთით არის მიმართული.

539
ბედის მწარე დაცინვაა – დაპყრობილი ქვეყნის შვილს თავისი დამცირებული და
გაუბედურებული ხალხისათვის ზურგი შეუქცევია და მახვილი სხვის დასაპყრობად
შეუმართავს!

3
ახლა საქართველოში მოვბრუნდეთ. ვნახოთ რას ფიქრობენ სამეფო კარზე? რა
შეფასებას აძლევენ იმდროინდელი ჩვენი პოლიტიკოსები და სამხედრო
ხელისუფლებანი აღმოსავლეთში მომხდარ ამბებს, ან რა სიზუსტით მოდის ცნობები
იქ დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის შესახებ?..
სწორი არ იქნება იმის თქმა, თითქოს სამეფო კარზე სისტემატურად არ
ღებულობდნენ ცნობებს აღმოსავლეთიდან, იქაური მდგომარეობის შესახებ.
საქართველო დიდი სახელმწიფო იყო, საერთაშორისო ურთიერთობების მდიდარი
ტრადიცია ჰქონდა და ეს ტრადიცია გრძელდებოდა... ისეთი აწყობილი სახელმწიფო
აპარატი მიიღო ახალმა მთავრობამ მემკვიდრეობით, რომ საგანგებოდაც რომ
ცდილიყვნენ, ასე მალე ვერ მოშლიდნენ. შეუძლებელია, საქართველოს მმართველ
წრეებს და, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ხელისუ-ფალთ დაწვრილებით არა
სცოდნოდათ ჩინგიზ ყაენისა და ჯალალ ად-დინის ურთიერთობის ამბავი, არა
სცოდნოდათ, როდის გაემგზავრა ყაენი მონღოლეთში და როდის დაბრუნდა
ინდოეთიდან ხვარაზმას ახალგაზრდა შაჰი, როგორ ზედიზედ აიღო მან ირანის
ქალაქები.

სულ სხვა საქმეა, როგორ აფასებდნენ ისინი შექმნილ მდგომარეობას, როგორ


უყურებდნენ აღმოსავლეთიდან მოახლოებულ დიდ საშიშროებას. ქართველ
პოლიტიკოსთა და სამხედრო ხელისუფალთა მთავარი შეცდომა ის იყო, რომ
საკუთარ სამხედრო და თავდაცვითს ძალას აზვიადებდნენ, მოწინააღმდეგისას კი
აკნინებდნენ, ქედმაღლურად უყურებდნენ... წარსულმა დიდებამ და სახელოვანმა
გამარჯვებებმა იმაზე მეტად გააამაყა ისინი, ვიდრე ეს მოსათმენი იყო, ისეთი
შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სულაც არა ცდილობენ, სამხრეთითა და
აღმოსავლეთით მოსაზღვრე პატარა ქვეყნებთან და სახელმწიფოებთან კეთილი
მეგობრობა აღედგინათ და ახალი სამოკავშირეო ურთი-ერთობა ჩამოეყალიბებინათ.
თითქოს ვერა გრძნობდნენ, რომ აღმოსავლეთიდან ისეთი საშინელი ძალით
დაძრული ზვავი, რომელიც სულ უფრო დიდებოდა და საშიში ხდებოდა, დღეს არა
ხვალ, ამიერკავკასიამდეც მოაღწევდა, კიდევ უფრო მეტი ზვავითა და ძლიერებით...
იქნებ იმის იმედი ჰქონდათ, რომ ხვარაზმის დიდ სახელმწიფოსთან დაძგერებულ
გრიგალს ძალა თანდათან შეუსუსტდებოდა, იმ ვრცელ ქვეყანაში გაიფანტებოდა და
აქამდე, ვერ მოაღწევდა!..
მართლაც ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, იმოდენა ქვეყანას, ისე მდიდარსა და
ისეთი სამხედრო ძალის პატრონს, თითქმის სულ უომრად და წინააღმდეგობის
გაუწევლად შემოეშვა დამპყრობელი (წინააღმდეგობას ხომ ფაქტიურად ქალაქების
და სოფლების არაორგანიზებული მასები უწევდნენ – ცალ-ცალკე, უსიტემოდ
სტიქიურად... და ამის გამო მსხვერპლი და ზიანი კიდევ უფრო მეტი იყო).
მით უფრო ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რაც შემდეგ მოხდა, ჯალალ ად-დინის
ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ...
ამას ყველაფერს გათვალისწინება და ფრთხილი ანალიზი ჭირდება, როცა
იმდროინდელ პოლიტიკოსთა და ქვეყნის მესვეურთა მოღვაწეობას ვაფასებთ.

540
რა სამწუხაროა, რომ ქართული ორიგინალური საიტორიო წყაროები, ის ქრონიკები,
რაც მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ იწერებოდა, მომდევნო წლებსა და
საუკუნეებში განადგურდა და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გადარჩა... მაგრამ ის
მართლაც, რაც მკვლევარებს წლების განმავლობაში მოუპოვებიათ და
შეუგროვებიათ, ზოგად წარმოდგენას მაინც გვიქმნის... ამ მასალების მიხედვით, არ
შეიძლება თქმა, რომ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკოსებს კარგად
გაეთვალისწინებინოთ აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა და კარგად
მოფიქრებული, შორს გამიზნული პოლიტიკა ჩამოეყალიბებინოთ. პირიქით, როცა
მომხდარ აზრებს აანალიზებ, დაბნეულობა და სტიქიურობა უფრო ჩანს, რეალური
მდგომარეობის შეუფასებლობა და გაუთვალისწინებლობა.
ჩვენ ვიცით, როგორ აფასებდა დავით აღმაშენებელი დასავლეთის კულტურას,
როგორ უწყობდა ხელს ქართული კულტურის კერების გავრცელებას დასავლეთის
ქვეყნებში... როგორ აგზავნიდა ნიჭიერ ყმაწვილებს ბიზანტიაში დიდი ბერძნული
კულტურის გასაცნობად და ბიზანტიასთან კულტურული ურთიერთობის შემდგომ
გასამტკიცებლად. ეს, რა თქმა უნდა, მისი დიდი მოღვაწეობის ერთი პროგრესული
მხარეა. მაგრამ იგი არ ივიწყებდა ასეთივე ურთიერთობის განვითარებას
აღმოსავლეთის ქვეყნებთან. თვით მაჰმადიანური კულტურის მოღვაწენი აღნიშნავენ
საგანგებოდ მის რელიგიურ შემწყნარებ-ლობას, ისლამური სარწმუნოებისადმი მის
პატივისცემას... სიმბოლურია რომ მან ერთი ქალი ბიზანტიაში გაათხოვა და მეორე –
შირვანში; ამ თითქოსდა პირადულ ფაქტში კარგად ჩანს მისი პოლიტიკური ალღო
და შორსმჭვრეტელობა.
მაგრამ მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა, და ახლა,
როგორც ითქვა, ქვეყნის მესვეურები ბრძნულ წონასწორობას ვეღარ იცავენ.
ზემოთ ლაპარაკი გვქონდა, თუ როგორ ესწრაფვოდა ლაშა გიორგი
ურთიერთობის შემდგომ გამტკიცებას დასავლეთით. მაშინ შედარებით სხვა
მდგომარეობა იყო, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაძრული მრისხანე ძალა აღმო-
სავლეთიდან. ხოლო როცა პირველი ნიშანი გამოჩნდა ამ ძალისა, ლაშას ამის შემდეგ
დიდხანს აღარ უცოცხლია. მას აღარ დასცალდა საჭირო და აუცილებელი
ღონისძიებანი გაეტარებინა აღმოსავლეთიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან
ასაცილებლად.
მას შემდეგ კი, დროის იმ მცირე მონაკვეთში, ჩვენამდე მოღწეული საბუთების
მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სამეფო კარიცა და სამხედრო
ხელისუფლებანიც ზედმეტად გაერთნენ, ზედმეტი დრო მოანდომეს ჯვაროსნებთან
ურთიერთობის გარკვევას, რის პერსპექტივას, უნდა ითქვას, ახლა უკვე ისეთი პირი
აღარ უჩანდა. ემზადებოდნენ ჯვაროსნული ლაშქრობისათვის, ამზადებდნენ ჯარს,
ცხენებს, საჭურველს... ახლა უკვე რომანტიკული გატაცება უფრო ჩანს ყველაფერ
ამაში, ვიდრე შორს გამიზნული პილიტიკა... ხოლო ამ დროს აღმოსავლეთით და
სამხრეთით თავიანთივე უშუალო მეზობლებთან, მაჰმადიან ქვეყნებთან
ურთიერთობის მოწესრიგებას თითქოს აღარ ცდილობენ.
ეს, აშკარად, დაუდევრობა იყო. მონღოლებთან სამჯერ ზედიზედ განცდილ მარცხს,
ბუნებრივია, უნდა დაეფიქრებინა მეფეცა და მხედართმთავა-რიც; ამათ კი, პირიქით,
თავი გამარჯვებულად ჩათვალეს და გაყოჩაღდნენ.ჯერ იყო და მონღოლების
საშიშროება ვერ შეაფასეს სათანადოდ, ახლა კი თითქოს განგებ დახუჭეს თვალი
მტრობითაც და ძლიერებითაც არანაკლებ საშიში მოწინააღმდეგის გამოჩენისას.
როგორც ვნახეთ, ინდოეთიდან დაბრუნებული ჯალალ ად-დინი ძალიან
შემცირებულ და დაკნინებულ, სანახევროდ სახედრებსა და ძროხებზე ამხედრებულ
541
ჯარს მოუძღოდა... და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველოს
სამხედრო ხელისუფლებანი სწორედ მტრის იმ პირვანდელი უბადრუკი მხედრობით
ზომავდნენ ხვარაზმის შაჰის ძალას; ყოველ შემთხვევაში აშკარად ჩანს, ხვარაზმის
შაჰი იმ მეზობელ ათაბაგებზე უფრო ძლიერად არ მიიჩნიეს, რომელთაც ადვილად
ამარცხებდნენ ხოლმე. ანგარიში აღარ გაუწიეს თუ შეუმჩნეველი დარჩათ, რომ
ინდოეთიდან დაბრუნებულმა სულთანმა სულ მოკლე ხანში შეძლო ჯარის
საზღაპროდ დარაზმვა და შეიარაღება.

ჯალალ ად-დინის აზერბაიჯანში შეჭრას წინ უძღოდა რამდენიმე საგულისხმო


მოვლენა. 1225 წელს ქართველებს კვლავ გაულაშქრიათ განძაზე (ეს იყო ისეთივე
მარბიელი გალაშქრება, როგორც რამდენჯერმე მოხდა რუსუდანის მეფობაში, ამაზე
ზემოთ ითქვა). განძელები ამჟამად მედგრად დახვედრიან ქართველთა მარბიელ
ჯარს და ქალაქში არ შეუშვიათ, ოღონდ არც თვითონ გამოსცილებიან ქალაქის
გალავანს, შიგნიდან ისროდნენ ისრებს... ქართველები, ეტყობა, არ ელოდნენ ასეთ
მედგარ წინააღმდეგობას. რამდენიმე დღეს კი იდგნენ ქალაქის კედლებთან, მაგრამ
რაკი ვერაფერი გააწყვეს, აიყარნენ და გამობრუნდნენ.
იმავე 1225 წელს ურთიერთობა განწვავებულა შირვანის შაჰსა და მის შვილს შორის.
შაჰს თურმე ხალხი ჰყავდა ამხედრებული, უსამართლოდ და მკაცრად ექცეოდა
ქვეშევრდომებს, ამით ისარგებლა ხალხისგანვე წაქეზე-ბულმა შვილმა, მამა
ტახტიდან ჩამოაგდო და ტახტზე თვითონ ავიდა. შაჰმა, მეტი რომ ვერაფერი
მოახერხა, ქართველ მეფეს მიმართა, დამეხმარეო; თან შეჰპირდა თუ მიშველით და
ტახტს დამაბრუნებინებთ, ჩემი ნახევარი საბრძანებელი თქვენთვის დამითმიაო. რას
ჰკარგავდა თვითონ მაინც გადმოგდებული იყო ტახტიდან, ხალხი ამხედრებული
ჰყავდა, აღარაფრის იმედი აღარ ჰქონდა. ქართველები ხალისით დათანხმებულან ამ
პირობაზე და მაშინვე მაშველი ჯარიც გაუტანებიათ.
მაგრამ შვილი შირვანის შაჰისა ფხიზლად იყო. გაფაციცებით ადევნებდა თვალს
მამის მოქმედებას. ხელად მოჰფინა ქვეყანას ამბავი – ასე და ასე, მამაჩემი
ქართველებს შეუთანხმდა, სამარცხვინო პირობა დაუდო, არც მე გამიწია ანგარიში და
თქვენც, თავისი ქვეშევრდომები, არაფრად ჩაგაგდოთ, ყველანი გაგწირათ, ამის
შემდეგ ქართველები გაბატონდებიან აქ, ნახევარ სამეფოს კი აღარ დაყაბულდებიან,
მთელ ქვეყანას დაიპყრობენ და მერე ნახეთ, რა მოხდებაო. ამ შეგონების შემდეგ
დარაზმა ლაშქარი, თვითონ წინ წაუძღვა და ქალაქგარეთ დაუხვდა საქართველოდან
წასულ მაშველ ჯარსა და ნაადრევად გახარებულ ყოფილ შაჰს. ბუნებრივია, რომ
ახალგაზრდა უზურპატორი შაჰი ასე სახელდახელოდ დიდ ჯარს ვერ შეჰყრიდა –
1000 მეომრით დახვედრია 3000 ქართველს, მაგრამ შეგულიანებულ და წაქეზებულ
შირვანელებს ისე თავგანწირვით უბრძოლიათ, რომ ქართველები დაუმარცხებიათ და
უკუუქცევიათ, ბევრი ტყვეც ჩაუგდიათ.
1225 წელსვე საქართველოს სამეფო მხედრობა ათაბაგ უზბეგის სამფლობელოს
შესევია.
ქართველებს თავი თამამად ეჭირათ, გაბედულად იქცეოდნენ და არაფრად
აგდებდნენო, მოჰყავს იბნ ალ-ასირის სიტყვები ივანე ჯავახიშვილს... აქ
დაწვრილებით აღარ გავიმეორებ ამ ბრძოლის ამბავს. ფაქტი ის არის, რომ
საბოლოოდ, აქაც მარცხი იგემეს ქართველებმა...
საგანგებოდ მივაქციე მკითხველის ყურადღება ამ ცნობებზე. სამჯერ ზედიზედ
დამარცხდნენ ქართველები სავსებით უაზრო და უმიზნო ბრძოლაში, და ეს მოხდა
1225 წელს, ზედ იმის წინ, როცა ჯალალ ად-დინი აზერბაიჯანისკენ მიემართება.

542
ხომ აშკარაა, რომ ამ უაზრო ბრძოლებით სამეფო კარი მტერს უადვილებდა საქმეს,
მის წისქვილზე ასხამდა წყალს!

4
და აი, თავით ფეხებამდე შეიარაღებული არმია ჯალალ ად-დინისა
აზერბაიჯანს მიადგა. მიდიოდა ეს დიდი ლაშქარი, წინ შავი დროშა მიუძღოდა და
გაჰყვიროდნენ – მოვდივართ, რათა მოძმე მაჰმადიანები ურჯულო ქართველებისგან
დავიხსნათო. ფეხი რომ შედგეს აზერბაიჯანის მიწა-წყალზე, ხვარაზმის ახალგაზრდა
შაჰს ისეთი სასიამოვნო სიურპრიზი დახვდა, ნატვრაც კი გაუჭირდებოდა: ქალაქ
მარაღის მცხოვრებლებმა კაცი შეაგებეს წერილით – გვიშველე, გაგვათავისუფლე
ადგილობრივი შაჰის მოხელეთა სამარცხვინო ჩაგვრისა და ქართველების
მონობისაგან, რომელთაც კლანჭები ჩაუვლიათ ჩვენი ქალაქისათვის და გასაქანს არ
გაძლევენო.
ჯალალ ად-დინი წინააღმდეგობას ელოდა მარაღელი მოქალაქეებისგან და
საბრძოლველად იყო გამზადებული, მოულოდნელად ასეთი წერილი რომ მიიღო,
ბუნებრივია, გაიხარა. შევიდა ქალაქში, კარგად დაბინავდა, დროებით აქ მოაწყო
შტაბი და აქედან დაუგზავნა წერილები ახლომახლო მაჰმადიანური ქვეყნების –
იკონიის, ეგვიპტის, დამასკოსა და სხვათა სულთნებსა და მმართველებს.
მეგობრობასა და სოლიდარობას სთავაზობდა მას, საღვთო ომისაკენ მოუწოდებდა...
თანაც ეს წერილები უბრალო შიკრიკს კი არ გაატანა, არამედ გამოცდილ
დიპლომატსა და მწიგნობარს, თავისივე მაღალი თანამდებობის მოხელეს, ყადს –
ად-დინ უმარ მუჯირს. წერილი საკმაოდ ვრცელი იყო, სულთნებს აცნობებდა –
აზერბაიჯანი ჩემს ხელშია, და ახლა მივემართები, რათა ურჯულო ქართველები
დავიპყრო, რომელთა კლანჭებს ზოგიერთი ქალაქი უკვე გამოვგლიჯეო. ქართველებს
უნდა ვაჩვენო, რომ სახლს პატრონი გაუჩნდაო...
სიმამაცესთან ერთად, ხვარაზმის სულთანს საკმაო ცბიერებაც აღმოაჩნდა.
დათაფლული სიტყვებითა და პირფერობით სავსე იყო ეს წერილები, ძმობას და
მეგობრობას ეფიცებოდა სულთნებს. ვინ უნდა შეიყვარო და შეითვისო, თუ არა შენი
რჯულის ხალხი, შენს ენაზე მოლაპარაკეო, სწერდა. დასავლეთში (მაღრიბი) თქვენა
ხართ თავგამოდებული დამცველები ისლამის რჯულისა, ხოლო აღმოსავლეთში
(მაშრიყი) მე მაქვს შემართებული ჩემი ძლიერი მახვილი ურჯულოების
დასათრგუნადო. ასე ახლობელმა და ერთ ბედში მყოფმა ხალხმა თუ არ გავდეთ
ერთმანეთს შორის ხიდი, თუ ერთი გზით არ ვიარეთ, მაშინ ვიღა უნდა
ვიმეგობრითო!.. კიდევ ერთხელ მოუწიდებდა საღვთო ომისაკენ ურთიერთ
სიყვერულისა და მეგობრიბის სახელით.
ლიტონ სიტყვებსაც არ დასჯერდა ცბიერი ხვარაზმის შაჰი და ზოგიერთ სულთანთან
მოყვრობითაც განამტკიცა კავშირი: მაგალითად, იკონიის სულთნის შვილს მიათხოვა
შირაზის ათაბაგის და, რომელიც თვით ჯალალ ად დინის ნათესავად მოხვდებოდა...
ხედავთ რა ფრთხილად მოქმედებს ხვარაზმის სულთანი, მიუხედავად იმისა, რომ
დიდ და კარგად შეიარაღებულ ჯარს მოუძღვის. ეს ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე
მიგვანიშნებს: ჯერ ერთი, გვაჩვენებს, ბრძოლაში მამაცობასა და შეუპოვრობასთან
ერთად, რა ცბიერი და ფრთხილიც ყოფილა; და მეორე, სულთნის ასეთი
სიფრთხილე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რა ძლიერების სახელი ჰქონია
საქართველოს გავარდნილი.
წერილებისა და ელჩის საშუალებით ხვარაზმის სულთანმა კარგად მოსინჯა ნიადაგი,
მომავალ ძნელ ომში სამხრეთით და დასავლეთით ზურგი გაიმაგრა და, თუ

543
დახმარება არა, სრული ხელშეუხებლობა დაიბევა; თადარიგი დაიჭირა, რომ როცა
დასძრავდა ჯარს საქართველოს წინააღმდეგ, ხელის შემშლელი იმ მხარეებში არავინ
ეყოლებოდა.

სულთნებმა დაიჯერეს ჯალალ ად-დინის დათაფლული სიტყვები, და ქვემოთ


ვნახავთ, რა მწარედ მოტყუვდნენ, რა სანანებელი გაუხდათ ეს. მერეღა მიხვდნენ, ვინ
იყო ნამდვილი მტერი მაგრამ გვიანღა...
მარაღის შემდეგ ხვარაზმის სულთანმა უჯანი აიღო, იქიდან კი თავრიზს მიადგა და
ალყაში მოაქცია. თავრიზის ათაბაგი ლოთი იყო, დროსტარების მოყვარული,
სახელმწიფოსთვის თავს დიდად არ იწუხებდა და ქვეყანას ფაქტიურად მისი ცოლი
განაგებდა. ჯალალ ად-დინი რომ მიუახლოვდა ქალაქს, დაჰკრა ათაბაგმა ფეხი და
სადღაც გადაიკარგა (ამის შემდეგ მალევე მოკვდა). ქალაქში ცოლი დარჩა – მალიქა,
სულთან თოღრულის შვილი. ჯალალ ად-დინი საგულდაგულოდ მოემზადა
მდიდარი ქალაქის ასაღებად, ქალაქის კედლებს ლოდსატყორცნი იარაღები
დაუმიზნა, ქალაქის ირგვლივ ტყე გაჩეხა და ცეცხლს მისცა.

ერთხანს კი უწევდნენ ქალაქის დამცველები წინააღმდეგობას ხვარაზმის სულთანს


(შვიდი დღე ჰყავდა ქალაქი ალყაში), მაგრამ როცა დარწმუნდნენ, ამოდენა ჯართან
ვერაფერს გახდებოდნენ, მალიქამ ჯალალ ად-დინს საიდუმლოდ კაცი მიუგზავნა,
შეუთვალა, ჩემი ქმარი – ათაბაგი უზბეგი – მე თვითონვე მძულს, რაღას ვმტრობთ
ერთმანეთში, დავზავდეთო.
ამრიგად, თავრიზი ჯალალ ად-დინს დანებდა. ეს მოხდა 1225 წლის 25 ივლისს.
რაკი ასე გაუმართლა და იოლად მიაღწია საწადელს, ხვარაზმის სულთანს აღარ
დაუყოვნებია. ამის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფად დაიპყრო აზერბაიჯანი და
ქართველებს შემოუთვალა, დამმორჩილდითო.
ეს უკვე ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

საგულისხმოა საქართველოს სამეფო კარის პასუხი: მამაშენი შენზე ძლიერიც იყო და


შენზე გულადიცო, – შეუთვალეს, – ლაშქარიც შენზე მეტი ჰყავდა, მაგრამ ხომ ნახე,
რა უყვეს თათრებმა! იმოდენა სამეფო წაართვეს და დაიპყრეს... ის თათრები
ჩვენკენაც გამოემართნენ, მაგრამ რა მიიღეს – როგორც მობრძანდნენ, ისევე ისე
გაიქცნენო...
ამას იბნ ალ-ასირი გადმოგვცემს.
დააკვირდით პასუხის ბოლო წინადადებას (ამ ცნობის სისწორეს ხომ ჩვენს მიერ
ზემოთ ნახსენები რომის პაპისადმი მიწერილი წერილებიც ადასტურებენ!).
აშკარაა, რომ ქვეყანაში ისეთი შთაბეჭდილება იყო შექმნილი, საქართველოს სამეფო
კარზე ისეთი განწყობილება სუფევდა, თითქოს მონღოლები სამივეჯერ
დაემარცხებინოთ და გაექციოთ: ის მონღოლები, რომელთაც ხვარაზმის დიდი
სახელმწიფოც კი ვერ გაუმაგრდა! მონღოლებთან ის სამი ბრძოლა ქართველ
მხედართმთავარსა და სარდლებს საამაყოდ ჰქონდათ... მეტისმეტად
თავდაჯერებულები ყოფილან.
საამაყო მართლაც იქნებოდა, სინამდვილეში ასე რომ მომხდარიყო. მაგრამ ჩვენ ხომ
ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში!
კიდევ უნდა გავიმეოროთ: აი, საიდან მოდის ის დაუდევრობა, მეტისმეტი გაყოჩაღება
და ქედმაღლობა, რამაც საბოლოოდ დაღუპა საქმე, და ვინ იყო ასეთი განწყობილების
შემქმნელი, თუ არა იმ ბრძოლების უშუალო მეთაურები და მთელი სამეფო კარი!..

544
ძნელი სათქმელია, მოხდებოდა თუ არა ხვარაზმელთა დიდი ლაშქრის შეჩერება,
ცოტა ხნით მაინც, საქართველოს სამეფო კარს რომ იმ პასუხის ნაცვლად
დიპლომატიური მოლაპარაკების გამართვა ეცადა...

ჟამთააღმწერელის ცნობით, ქართველ მეფესა და მხედართმთავარს მხოლოდ მას


შემდეგ დაუწყიათ ლაშქრის წვევა მტრის დასახვედრად, როცა ჯალალ ად-დინი
თავის ჯარით საქართველოში შემოიჭრა. უცხოელი ავტორები ცოტა უფრო
სხვაგვარად წარმოგვიდგენენ (ჟამთააღმწერელს, საერთოდ, ჯალალ ად-დინის მუქარა
და ქართველების პასუხიც არა აქვს ნახსენები): მათი გადმოცემით, ქართველებმა
მაშინვე დაიწყეს ლაშქრის წვევა, როგორც კი ხვარაზმის სულთნის მუქარა მოისმინეს.
უფრო სარწმუნო, რაღა თქმა უნდა, ეს მოსაზრება ჩანს. ქართველი მეცნიერები
სწორედ მას იზიარებენ. ივანე ჯავახიშვილი წერს:

ამგვარი პასუხის შეთვლისთანავე ქართველები თავიანთ ჯარის შეყრას შეუდგნენ


.
საინტერესოა ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრება. იგი უცხოელი მემატიანეების
აზრს იზიარებს, მაგრამ იქვე შენიშნავს, რომ მთელი საშიშროება შექმნილი
მდგომარეობისა სამეფო კარს მაინც ვერ გაუთვალისწინებია, მაინც არაფრად ჩაუგდია
ხვარაზმის სულთნის მუქარა და ჯარის შეყრა ზანტად და ნელნელა დაუწყია:

საქართველოს სამეფო კარმა ჯალალის მუქარა არაფრად ჩააგდო, სულთნის


მოციქული გაწბილებული გაისტუმრა და ნელ-ნელა შეუდგა მოსა-ლოდნელი
ომისათვის მზადებას. ჯალალმა დასწრება გადაწყვიტა და დიდძალი ჯარით
საქართველოს საზღვრები სწრაფად გადმოლახა, ქალაქ დვინის მიდამოები ააოხრა და
წამოვიდა გარნისზე, სადაც უკვე მოსულიყო ქართველთა ლაშქარი...

აქ ისიც კი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი და საგულისხმო, მართლა ზანტად


შეუდგნენ ქართველი სარდლები ჯარის შეგროვებას თუ ცოტა უფრო სწრაფად;
მეცნიერის სიტყვები იმიტომ მოვიყვანე, რომ ძალიან კარგად გამოხატავს იმ ძნელად
ასახსნელ დაუდევრობას, იმ განწყობილებას, რასაც სამეფო კარი და, უპირველეს
ყოვლისა, სამხედრო ხელისუფლება მოეცვა.
ამრიგად, ქართველმა სარდლებმა მიიღეს ცნობები ხვარაზმელთა ჯარის
რაოდენობასა, აღჭურვილობისა, განლაგებისა... დაასკვნეს, რომ ომი არა მარტო
გარდაუვალი იყო, არამედ მალე უნდა მომხდარიყო, და დარბაზმა მიიღო
გადაწყვეტილება დიდი ლაშქრის წვევისა. მეფემ
მოუწოდა ყრმათა იმერთა და ამერთა, და მიიღო დროშა სეფე, და მოუწოდა ივანე
ათაბაგსა, რომელი მას ჟამსა მიმცხოვნებულ იყო, არა განცხადებულად, არამედ
ფარულად მონაზონ ქმნილ იყო, განაჩინა მეფემან რუსუდან სპათა მისთა თავად, და
უბოძა დროშა სვიანი, და წარვლინა ბრძოლად სულტნისა მის ჯალალდინისა.
ასე მოკლედ გადმოგვცემს ქართველი მემატიანე გალაშქრებისათვის
გადაწყვეტილების მიღებისა და ჯარის წვევის ამბავს. მაგრამ ამ ძუნწად მოწოდებულ
ცნობაში, აბა დააკვირდით, არ ავიწყდება თქვას, რომ ივანე ათაბაგი ამ დროს უკვე
მოხუცია და ჩუმად, ისე რომ სხვებს არ გაეგო, ბერადაც აღკვეცილა. უნებურად
იქცევს ეს ცნობა ჩვენს ყურადღებას. ამ დიდი, – როგორც შემდეგ გაირკვევა, –
საბედისწერო სახელმწიფოებლივი და ეროვნული მნიშვნელობის ცნობაში, რაც
მეტისმეტი ლაკონურობით არის გადმოცემული, თითქოს ადგილი არ უნდა იყოს

545
ასეთი, ერთი შეხედვით, არა არსებითი შენიშვნისათვის... ეს ხომ არ გვაძლევს
საფუძველს ვიფიქროთ, რომ დარბაზის კრებაზე გამოითქვა მოსაზრება – მოიარებით
თუ აშკარად, – რომ მხედრობა ვინმე სხისთვის მიენდოთ?! დარბაზის კრებაზევე
ხომ არ ჩაეყარა საფუძველი სარდალთა შორის იმ განხეთქილებას, რაც მერე აშკარა
გახდა და საეჭვო აღარ არის?! მართალია დარბაზის გადაწყვეტილების შემდეგ მეფე
მოუწოდებს ხოლმე ჯარსაც და მხედართმთავარსაც, ეს ჩვეულებრივია. მაგრამ ახლა,
რაკიღა ის საჭოჭმანო კითხვა გაჩნდა, მემატიანის მიერ გადმოცემული ცნობა –
მეფემან რუსუდან განაჩინა სპათა მისთა თავად ივანე ათაბაგიო, იმას ხომ არ
მიგვანიშნებს, რომ დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი წინააღმდეგი იყო ამ ომში
ივანეს მხედართმთავრობისა და მეფემ ანგარიში არ გაუწია მათ, თავისი მაღალი
უფლება გამოიყენა?!

ამ კითხვებს იქნებ მყარი საფუძველი არა ჰქონდეს, მაგრამ მრავალს სხვა კითხვასთან
ერთად, მაინც აღიძვრის ხოლმე, როცა ამასთან დაკავშირებულ შემდგომ ამბებს
გავეცნობით. მაგრამ ამაზე ქვემოთ.
ახლა კი, ქართული ლაშქარი ივანე მხარგრძელის სარდლობით სამხრეთით
მიეშურება, ხოლო სამჯერ ამაზე უფრო დიდი ჯარი ხვარაზმის სულთან ჯალალ ად-
დინისა ჩრდილოეთ დასავლეთით მოდის. ისინი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ.
1225 წლის აგვისტო დგას.
და გამოსწორა კიდეც ვაზტანგის კომისიამ ეს
ნაკლი
- თავის ვარიანტში ასეთი საეკლესიო თემები ჩაურთო.
რატიმ მოხდა ასე? იქ
იქნებ ლეონტი მროველს არა სწამდა ეს ის საქმე, რასაც ემსახურებოდა?

იქნებ ურწმუნო იყო?


არა, რაღა თქმა უნდა. იგი ქრისტიანული მსოფლმხედველობის ერთგული
მიმდევარი, დამცველი და პოპულარიზატორი იყო. ეს ამ წიგნშიაც მძაფრად
იგრძნობოდა. აქ ჩვენ უხვად ვხვდებით ამნაირ პერსონაჟებს. და როცა ვამბობთ,
ხელსაყრელი შემთხვევა ბოროტად არ გამოუყენებიაო, ამით მხოლოდ იმას
ვგულისხმობთ, რომ ზედმეტი არ უქნია, ძალიან არ გადაუჭარბებია. და იმიტომაც
მიიჩნია ეს ნაკლად ხუთი საუკუნის მერმინდელმა კომისიამ. იმიტომაც შეავსო ასეთი
იპიძოდებით. მეორემ, გაგიხარიათ, რელიგიური თემები და ქრისტიანული ელესიის
პროპაგანდა ისედაც ბლომად იყო წიგში.
ლეონტი მროველი ბრძენი იყო. მეტისმეტი რეტისრეტიო, ერთი ქართული
ანდაზა ამბობს. ლეონტი მროველი მშვენივრადა გრძნობდა, რომ წინა საუკუნეებში
ზედმეტი მოუვიდათ, მეტისმეტად გამოიდეს თავი, ისეთი პროპაგანდა გასწიეს
ქრისტიანული რელიგიისა, ისე ჩასჩიჩინებდნენ და ცხვირში ჩრიდნენ,რომ ხალხი
გააბეზრეს, ყელში ამოუყვანეს. ზედმეტი პროპაგანდა უკვე საწინააღმდეგო რეაქციას
იწვევდა. ეს იცოდა ამ ბრძენმა კაცმა, გრძნობდა, რომ ამითი წიგნს ზემოქმედების
ძალას დაუკარგავდა, და შეკვეცა.
ლეონტი მროველი ბრძენიც იყო და კარგი მწერალიც. კომპოზიციის
შესანიშნავი გრძნობა ჰქონდა.
ყოველ წიგნს თავისი ძირითადი და დამხმარე თემები აქვს, სათანადო
აქცენტები სჭირდება. მროველმა ჩინებულად იცოდა, რა დანიშნულება ჰქონდა ამ
ნაშრომს, იცოდა ვისთვის და რისთვის იყო იგი გამიზნული, იცოდა, რომ წიგნი,

546
რომელსაც იგი ამზადებდა, საერო ხასიათისა იყო. რელიგიური ეპიზოდებით
ზედმეტად გადატვირთვა კი ავნებდა, მისამართს დაუკარგავდა, ძირითად აქცენტებს
შეცვლიდა, მკითხველს შეცდომაში შეიყვანდა და მთავარი თემის სიმძაფრეს
გაანელებდა.
თუ ასეა, მაშინ ამ შესავალსაც მოშვებოდა, რაღა რელიგიური ზღაპრით
დაიწყო?!
ესეც სავსებით ბუნებრივი – ამოდენა წიგნში პირველი სიტყვა ღმერთს
ეკუთვნოდა. ეს იყო, როგორც აუცილებელი სამკაული, თავსართავი.
ასე იყო დაკანონებული. გავიხსენოთ
ვეფხისტყაოსნის
შესავალი! ბრძენმა მწიგნობარმა ორმაგად გამოიყენა ეს. შესავალი ტექსტი თან
ღმერთისადმი მიმართვასაც წარმოადგენს და თან კი ის ღრმა ქვეტექსტი აქვს, რაც
მთელი წიგნს გასდევს.

თავი მეოთხე.

ამ ბრძოლის ამბავს ქართველი მემატიანეც გადმოგვცემს და უცხოური


წყაროებიც; ჟამთაამღწერელი -შედარებით მოკლედ, ზოგი უცხოური წყარო - უფრო
ვრცლად. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობები ყოველთვის არ ემთხვევიან, მაინც
კარგად ავსებენ ერთმანეთს, საშუალებას გვაძლევენ, ცხადად წარმოვიდგინოთ
ბრძოლის სამზადისიც და თვით ბრძოლაც.
ხვარაზმელთა ლაშქარი ქართველებისაზე სამჯერ უფრო დიდი იყოო, ითქვა.
ჟამთააღმწერელი არ ასახელებს ქართველი მეომრების რიცხვს, იგი ზოგადად
გადმოგვცემს- რუსუდანმა ,,მოუწოდა ყრმათა იმერთა და ამერთაო; ნასავის ცნობით,
რასაც სხვა უცხოური წყაროებიც ადასტურებენ, ქართველებს სამოცი ათასი მეომარი
ჰყოლიათ, ხვარაზმელ ჯარისკაცთა რიცხვი კი ქართველი მემატიანის ცნობით, ას
ორმოცი ათასს უდრიდა, ხოლო ზოგიერთი უცხოური წყაროს მიხედვით, ორასი
ათასს შეადგენდა. ორივე ლაშქარი ერთმანეთის მახლობლად დაბანაკდა, გარნისის
მიდამოებში, დღევანდელი ერევნიდან ოცდახუთამდე კილომეტრის დაშორებით, მის
სამხრეთ აღმოსავლეთით და ბრძოლაც ისტორიაში გარნისის ბრძოლის სახელით
არის ცნობილი. რომელმა ლაშქარმა მიაღწია პირველად ამ ადგილს- ქართველებისამ
თუ ხვარაზმელებისამ. - პირველად ვინ აირჩია ბრძოლის ველად, ამის დაზუსტება
ძნელდება, წყაროები სხვადასხვარად გადმოგვცემენ.იმას კი ყველა ერთხმად
ადასტურებს, რომ ქართველები ,, მთებს შორის მდებარე ერთ მაღალ მწვერვალზე
ყოფილან გამაგრებულნი
(გეგონებოდა, მთაზე მთაა წამომართული, და ისე ჩაშავებული ჩანს, როგორც უკუნი
ღამეო,-წრეს ნასავი). ჯალალ ად-დინის ლაშქარი დაბლობში იყო დაბანაკებული.
მაგრამ ეს დაბლობიც ახლო ყოფილა ქართველების ბანაკთან-
მოწინააღმდეგეებს ერთმანეთის ხმა ესმოდათ. ნასავი საგანგებოდ შენიშნავს ისეთი
ისეთი ყვირილი და ღრიანცელი გამოდიოდა ქართველების ბანაკიდან, რომ
ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გააპობდა, მათ აურზაურს ყრუც კი გაიგონებდაო... არ
გინდა დაიჯერო ჯუვეინის სიტყვები- ქართველები ღვინით გალეშილები იყვნენო!..
(ფაქტიურად ნასავიც ხომ ამას მიგვანიშნებს).
ეს დეტალი საგულისხმოა და ყურადღებას იმსახურებს.

547
საბრძოლო ყიჟინი უშუალოდ ბრძოლის წინ, რამაც შენი მეომრები უნდა
გაამხნევოს და საბრძოლოდ აღაგზნოს , ხოლო მოწინააღმდეგე გატეხოს და თავზარი
დასცეს, სულაც არ არის გასაკვირვი და მოულოდნელი... მაგრამ ყვირილი და
ღრიანცელი მოწინააღმდეგის მახლობლად დაბანაკებულ ლაშქარში, როდესაც ჯერ
არც კი გადაგვიწყვეტია , როდის დაესხა მტერს, რაღა თქმა უნდა, მოულოდნელიც
არის და უხერხულიც; ალბათ სახიფათოც, თუნდაც იმ თვალსაზრისით , რომ, ასე თუ
გაგრძელდა, ჯარში საბრძოლო დისციპლინის დარღვევა და არევ-დარევა შეიძლება
გამოიწვიოს...
მაინც რითი შეიძლება აიხსნას ქართველთა ლაშქრის ასეთი მოქმედება?
იქნებ რაიმე ტაქტიკით – ვთქვათ, მოწინააღმდეგის დაშინება გადაუწყვეტიათ,
ისეთი შთაბეჭდილების შექმნას ცდილობენ, თითქოს მრავალრიცხოვანი ჯარი
ჰყავთ...
თუ მეტისმეტად თავდაჯერებული სარდლობის ჩვეულებრივი
გაუფრთხილობლებისა და დაუდევრობის ნიშანია?!.
როცა კარგად გაანალიზებ ყველაფერს, როცა იმ მუქარასაც გაიხსენებ ,
ამისწინათ
რომ შეუთვალეს ქართველმა მეფემ და სამხედრო ხელისუფლებმა ჯალალ ად-დინს
და შემდგომ მომხდარ ფაქტებსაც გაითვალისწინებ, უფლება გექნება ივარაუდო, რომ
ესეც უსათუოდ დაუდევრობის შედეგი იყო.
და უნებურად გახსენდება ასი წლის წინანდელი ამბავი. მაშინაც აგვისტო იყო
და სწორედ ასევე სამოცათასიანი ლაშქარი ქართველებისა მოწინააღმდეგის
გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი მხედრობის პირისპირ იდგა სამკვდრო-
სასიცოცხლიო ბრძოლის მოლოდინში. მაშინაც იმ ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა
ქვეყნის ბედი, მისი მომავალი...
რა საოცარი სიზუსტით მეორდება ხოლმე მოვლენები!..
მაგრამ ახლა ალბათ იმანაც გაგვახსენა ასი წლის წინანდელი ამბავი, რომ ამ ორ
მსგავს მოვლენას, რომელთაც ერთმანეთისაგან ასი წელიწადი აშორებს, სულ
სხვადასხვაგვარი დასასრული აქვს... ანუ ამ ბრძოლას, ახლა რომ უნდა გადაიხადონ,
სულ სხვაგვარი განვითარება მოელის...

ჯიუტად შეგვახსენებს თავს ასი წლის წინანდელი ომი, ბრძოლის მოლოდინში


სულგანაბული ქართველთა ლაშქარი და მტრის მრავალრიცხოვანი ჯარი, რომლის
სარდლებიც მოწინააღმდეგის ავისმომასწავებელი სამარისებური სიჩუმით
გაოგნებულია. გახსენდება მეფე-სარდლის მოკლე მიმართვა თავისი ლაშქრისადმი –
როგორც საკუთარი შვილებისადმი-ბრძნული სიმშვიდითა და სიმტკიცით
წარმოთქმული... გახსენდება, როგორ წარიმართა ბრძოლა ქართველი მეფე-სარდლის
მიერ წინასწარ ჩაფიქრებული გეგმით; თანაც ისეთი სიზუსტითა და თავიდანვე
ჩამოყალიბებული თანამიმდევრობით, თითქოს ორივე მხარე-ქართველებიცა და
მათი მოწინააღმდეგეებიც -ერთ საომარ გეგმას იცავდა და თითქოს ორივე
თავგამოდებით ცდილობდა ეს გეგმა არ დაერღვია... გახსენდება ამ ბრძოლის ყველა
დეტალი, მისი ლოგიკური დეტალი...
მაგრამ ეს ასი წლის წინანდელი ამბავია, ჩვენ 1121 წლის აგვისტოში
გადახდილი დიდგორის ომი გაგვახსენდა. ამჟამად კი 1225 წლის აგვისტოა და,
როგორც ახლავე ვნხავთ, სულ სხვაგვარად განვითარდება მოვლენები.
ახლა აშკარად ჩანს: არც ქართველთა სარდალსა და არც მხედრობას აზრადაც
არ მოსდით, რომ ბრძოლა, რომელიც მათ უნდა გადაიხადონ, გადამწყვეტი და

548
საბედისწერო იქნება... თუმცა ამისათვის ალბათ ვერც გაჰკიცხავ შორეულ წინაპარს.
ძნელია წინასწარ შეაფასო მომავალი ბრძოლის მნიშვნელობა. ამას განსაკუთრებული
სიბრძნე, ღვთით მონიჭებული გუმანი და გამოცდილება ჭირდება... ყველას როდი
აქვს ეს თვისებები. და ყოველთვის ვერც ბრძენი პოლიტიკოსი და ბრძოლებში
გამობრძმედილი მხედართმთავარი განსჭვრეტს მოვლენებს...
ამისთვის ალბათ არც ჟამთააღმწერელს გაუკიცხავს თავისი ახლო წინაპრები,
როცა იგი სწორედ გარნისის ბრძოლას უკავშირდება ,,საქართველოს სრულიად
მოსპოლვას, და ულმობელი სისასტიკით მოიხსენიებდა მაშინდელ სამხედრო
ხელისუფალთ.
გასაკიცხი სულ სხვა რამ არის, გასაკიცხი საქმისადმი დამოკიდებულებაა, ის
დაუდევრობა, რაც სარდლების მოქმედებიდან აშკარად გამოსჭვივის.
დაუდევრობა!..ხედავთ, როგორ გაგვიხშირდა ჩვენს საუბარში ეს უსიამოვნო
სიტყვა! რა აბეზარი სტუმარივით შემოიჭრა, რა ვერაგი სენივით გაჯდა და
განიტოტა!..უკვე მერამდენედ ვახსენეთ ამ ბოლო თავებში... ერთი შეხედვით, იგი
თითქოს უწყინარია, პასიურ მოქმედებას გამოხატავს და მაშინდელი მკაცრი
სამართლითაც კი ისეთ მძიმე დანაშაულად არ ითვლება, როგორც ვთქვათ საშინელი
აქტიურობით შემაძრწუნებელი ღალატი. მაგრამ აბა დააკვირდით, რა ახლოს დგანან
ერთმანეთთან, როცა საქმე ქვეყნისა და ხალხის ბედსა და ღირსებას შეეხება!
ტყუპებივით არიან-ერთი თავად არის ბოროტება, მეორე კი-ბოროტების წყაროა.
კეთილი საქმის მიმართ თითქოს შეთანხმებულად მოქმედებენ-ერთი რომ ბოროტი
გამწარებით ეწევა დაღუპვის უფსკრულისაკენ, მეორე მშვიდი გულგრილობით
მიუძღვის...

მაგრამ თანამიმდევრულად მოვყვეთ ჩვენს ამბავს. ამრიგად, სოფელ გარნისთან


ორივე ლაშქარი დაბანაკებულა- ქართველებისაც და ხვარაზმელებისაც- და, როგორც
ჩანს ბრძოლის დაწყება ვერც ერთს ვერ გადაუწყვეტია, თითქოს რაღაცას ელიან,
თითქოს ერთმანეთს უცდიან... თითქოს ურჩევნიათ, მოწინააღმდეგემ დაასწროს.
ქართველთა მხედართმთავარმა ივანე ათაბაგმა, ტრადიციად დამკვიდრებული
წესის მიხედვით, ,,წინამბრძოლად აჩინა თორელნი და ძმანიცა იგი ორნი
ახალციხელნი- შალვა და ივანე, გადმოგვცემს ჟამთააღმწერელი და ეშურება იქვე
გვაცნობოს- ესენი, ეს ორი ძმა სახელოვანი მებრძოლები არიანო. თუმცაღა ჩვენ მათ
უკვე ვიცნობთ. დიდი თამარის სახელოვანი მეომრები არიან; სად აღარ
შევხვედრივართ- შამქორის ომში, ბასიანის ომში, კარისათვის ბრძოლაში. შამქორის
ომში სწორედ ამ შალვამ გამოსტაცა ხალიფას დროშა და ქართველ მეფეს მოართვა. ეს
იყო მოგებული დიდი ომის ბოლო აკორდი და ისე ეფექტური გამოდგა, რომ მთელ
ქვეყანას მოედო, ყველა მასზე ლაპარაკობდა; მერე თამარმა ხახულის ღვთისმშობლის
ხატს შესწირა ეს დროშა. და ამით უკვდავჰყო შესანიშნავი გმირობა; ბასიანში
ბრძოლის დაწყებისთანავე ცხენი მოუკლეს შალვას და ქვეითად განაგრძო
თავგანწირული ბრძოლა. როგორც ვხედავთ, ეს ფაქტიც შემორჩა ისტორიას, როგორც
მამულისათვის თავდადებისა და ვაჟკაცური შემართების მაგალითი...-ყველგან
წინამბრძოლები იყვნენ ისინი, ყველა ომში წინ მიუძღოდნენ მხედრობას, მტრის
პირველ მოქნეულ მახვილს იგერიებდნენ... და არ გვიკვირს, რომ ახლაც, აგერ,
მეწინავე რაზმის სარდლებად ვხედავთ.
ეს მეწინავე რაზმი, ეტყობა კარგა მანძილით იყო დაშორებული ძირითად
ლაშქარს. ალბათ გარემოს რელიეფის თავისებურების გამოც. ამიტომ იქნებ ისიც კი
ვივარაუდოთ, რომ იმ საერთო ღრიანცელში, რასაც ასეთი მწარე ირონიით

549
გადმოგვცემს უცხოელი მეისტორიე, ეს რაზმი არ ერია. ისინი ჩასაფრებულები იყვნენ
და ელოდნენ -ერთი მხრივ, საკუთარი სარდლის ბრძანებას (თუ გადაწყდებოდა, რომ
ქართველებს მიეტანათ მოწინააღმდეგეზე პირველი იერიში) და მეორეს მხრივ მტრის
მეწინავე ნაწილის გამოჩენას (თუკი მტერი დაასწრებდა შეტევას), რომელიც იქვე იყო,
იქნებ ქართველთა ძირითად ლაშქარზე უფრო ახლოსაც კი.

მაგრამ მოწინააღმდეგის ბანაკიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.


როგორ ჰყავდა ქართველ მხედართმთავარს განლაგებული ჯარის დანარჩენი
ნაწილი, ეს არ ვიცით, ამაზე მემატიანეები სდუმან. თუმცა ამას რა მნიშვნელობა
ჰქონდა: როგორც ახლავე ვნახავთ, ისე დამთავრდა ყველაფერი, რომ ლაშქრის
ძირითადი ნაწილი არც კი ჩაბმულა ბრძოლაში.
მოწინააღმდეგეს უფრო გამალებული მზადება აქვს, ოღონდ ჩუმად, მათი ხმა
ქართველების ბანაკში ჯერჯერობით არ აღწევს. სულთანმა ღამის სიბნელეშივე
თავისი დიდი ლაშქარი ამგვარად განალაგა: შუაში მხედრობა მოაქცია, განთქმული
მეომრებით გააძლიერა ცენტრი; მარჯვნივ გოლიათი დამცველები დააყენა, ხოლო
მარცხნივ- მშვილდოსნები. ეს ფრთაც მარჯვე და ერთგული მეომრებით გაამაგრა- ამ
ფრთით აპირებდა შეტევის დაწყებას- აქა ჰყავდა სულთანს თავისივე ძმა ყიას ად-
დინი (ულმობელი და ვერაგიო, ასე ახასიათებს მას ჯუვეინი), ცნობილი სარდალი
ორხანი, იჰან ტაისი... ეტყობა, გათენებისთანავე მოწინააღმდეგის იერიშს ელოდა
გამოცდილი სარდალი და გაფაციცებული იყო... მაგრამ გათენდა, აგვისტოს მზე ნელ-
ნელა აცურდა ცაში, შუბის ტარზე წამოიმართა... მოწინააღმდეგე კი ადგილიდან არ
იძროდა, მხოლოდ ღრიანცელი ისმოდა იქიდან, თითქოს საომრად არც კი მოსულა,
დროსსატარებლად მოვიდნენო.
მთელი ღამე უცადა სულთანმა. ხოლო როცა დაღამდა, თავისი კარავი წინ
წააწევინა და მხედრობის შუაში დაადგმევინა. ხანებსა და ამირებს კი უბრძანა,
ღამით ფხიზლად ემორიგათ, დროზე შეეცვალათ ერთმანეთი. თვითონ კარავში
შევიდა.
როცა ინათლა და ნახა, მოწინააღმდეგე არც დღეს აპირებდა შემოტევას,
სულთანმა ისევ მოუხმო თავის სარდლებს და უთხრა: ქართველები რაღაც საეჭვოდ
აჭიანურებენ ბრძოლის დაწყებას. ჩვენ რაღას ვუცადოთ-გადავწყვიტე, დავიძრათ და
ერთბაშად ყოველი მხრიდან შევუტიოთ. თუ ისინიც წამოვიდნენ უცებ და ჩვენი
ფრონტის გარღვევა მოინდომეს, მაშინ მშვილდოსნებმა უნდა იმარჯვონ და ისრების
სეტყვით შეაჩერონ, წინ წამოწევის საშუალება არ მისცენ...
ეს თქვა და შეტევის დაწყება ბრძანა.
ქართველთა მეწინავე რაზმს არ გამოჰპარვია მოწინააღმდეგის მოძრაობა.ბევრი
მზადება არ დასჭირვებიათ-რჩეული მეომრები იყვნენ, გამოცდილი სარდალი
ჰყავდათ და ისინიც ისე ერთბაშად ჩაებნენ ბრძოლაში, თითქოს სწორედ ამ წუთში
ელოდნენ მოწინააღმდეგის იერიშს. თანაც დააკვირდით, შალვა ახალციხელმა
ეტყობა, ადრევე კარგად დაზვერა მოწინააღმდეგის განლაგება, და რაკი ყველაზე
სახიფათოდ მისი მარცხენა ფრთა მიიჩნია, თავად სწორედ იქითკენ მიმართა.
წინასწარ კი კაცი გაუგზავნა თავიანთ მხედართმთავარს ივანე ათაბაგს, დააბარა -
მტერი უკვე დაიძრა, დიდი ძალებით გვიტევს, ჩვენ ცოტანი ვართ, სასწრაფოდ ჯარი
მოგვაშველეო-დაახლოებული ვართ სულტანსა და სპათა მისთა, და ჩუენ დიდად
უმცირეს ვართ, და ომი ძლიერი წინა გვიც. წარმოიშალონ მხნეთა სპათა მეფისათა და
სიმხნემან შენმან...

550
კაცმა რომ თქვას, შიკრიკის გაგზავნა არც კი უნდა დასჭირვებოდა, გამოცდილ
მხედართმთავარს თავად უნდა მიეშველებინა ჯარი...
ამასობაში ბრძოლა გაჩაღდა. სულთნის მემატიანე ცდილობს გაგვიცოცხლოს
ბრძოლის საოცარი დინამიურობა- ისრები მეტეორებივით მიჰქროდნენო, წერს...
ეტყობა, ეს შედარება სუსტი მოეჩვენა და იქვე უფრო მარჯვედ სცადა გადმოცემა-
როგორც გამძაფრებული ქარი მიაყრის ხოლმე თოვლს, ისრები მოწინააღმდეგისკენ
ისე ნამქერივით დაიძრნენო.
მაგრამ, როგორც ითქვა, ქართველთა მეწინავე რაზმი მზად დახვდა ამ შეტევას,
მეომრები აბჯარასხმულები იყვნენ და ისრებს ისხლეტდნენ, მტრის ყველა ისარი,
რაღა თქმა უნდა, ვერ აღწევდნენ მიზანს.
ასეთ ვითარებაში ადვილი შესაძლებელია ყოველი წუთი გადამწყვეტი და
საბედისწერო აღმოჩნდეს... მაშველი ჯარი ზურგიდან იგვიანებდა, მაგრამ ცდა ხომ არ
შეიძლებოდა, ახლა ამათი ყოყმანი და შეყოვნება დამღუპველი იქნებოდა, შუბი უკვე
საომრად იყო შემართული, მოწინააღმდეგის ისრები გამძაფრებული ნამქერის
ზუზუნით მოჰქროდნენ... და ახალციხელის სახელოვან მეომართა მცირე რაზმი
გაბედულად ეკვეთა მოწინააღმდეგის ლაშქრიდან ძალუმად დაძრულ პირველ
ტალღას; ,,...არღარა რიდეს სიმრავლესა სულტნისა სპათასა, ვითა მხეცნი ზედა
მიეტევნეს...

მთავარი იყო, სანამ ზურგიდან მოეშველებოდნენ, ეს პირველი ტალღა


შეეჩერებინათ, მწვერვალისაკენ გზა გადაეკეტათ და ამით მოწინააღმდეგისათვის
ბრძოლა გაერთულებინათ, ზღვა- ლაშქრისათვის ფართოდ გაშლის საშუალება
მოესპოთ, ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცათ. პირველი ტალღის შეჩერებას თუ
მოახერხებდნენ, მერე უფრო გაადვილდებოდა საქმე, ამასობაში ძირითადი
ლაშქარიც მოეშველებოდა...

მაგრამ ზურგიდან დახმარება არა ჩანდა. ძირითადი ჯარი ჯიუტად


იგვიანებდა. მეორედ გაგზავნა კაცი შალვამ, მესამედ... შიკრიკი ,,ორგზის და სამგზის
მიუვლინესო,

მემატიანე გადმოგვცემს. თუმცა- კიდევ უნდა გავიმეოროთ,- ამბის შეტყობინება


რაღად
უნდოდა ქართველ მხედართმთავარს, უკვე ისედაც კარგად ისმოდა ისრების
ყურისგამკვეთი ზუზუნი და ხმლების ჩახაჩუხი.
უკვე ხელჩართული ბრძოლა გაჩაღებულიყო. პირველ ხანებში, ეტყობა,
მოწინააღმდეგეს მეტი ზარალი მოსდიოდა, მაგრამ სულთნის მეომრებს თავიდანვე
ასე ჰქონდათ ჩანერგილი- ხსნა მხოლოდ მაშინ იქნებოდა, როცა მწვერვალს
მიაღწევდნენ, იმ ადგილს აიღებდნენ, სადაც ქართველები იდგნენ, არა – და, ომი
წაგებული იქნებოდა... და ისინიც ანგარიშმიუცემლად მიიწევდნენ მწვერვალისაკენ...
ქართველი მხედართმთავარი კი ადგილიდან არ იძროდა...
წარმოუდგენელი ამბავი მოხდა – იშვიათად რომ მოხდება ისტორიაში!..
ძირითადი ლაშქარი იქვე დგას, ბრძოლის ხმაური ესმის, ხმლის ჩახაჩუხი ესმის...
ხედავს ამ ბრძოლას... იქვე თვალწინ ხედავს... დასაღუპად განწირულ მოძმეებს
ხედავს, და მაინც ჯიუტად დგას და ადგილიდან არ იძვრის... ბრძოლაში ერთგული
თანადგომის მტკიცე კანონსაც რომ არ მივხედოთ, იციან, უნდა იცოდნენ, რომ ეს
მათთვისვე იქნება დამღუპველი, ახლავე, ამ წუთში- იოლი გამარჯვებით

551
გალაღებულ მტრის მრავალრიცხოვან ლაშქარს რაღა შეაჩერებს, რაღას დაუდგებიან,
მეწინავე რაზმის განადგურების შემდეგ ეს ლაშქარი მათ დაერევა და უფრო
ადვილად დაამარცხებს... ეს მათ იციან, უნდა იცოდნენ, და მაინც მონუსხულებივით
ადგილიდან არ იძვრიან, ჯიუტად დგანან...
,,ივანე ათაბაგი და სპანი ქართველთანი ხედვიდეს ძლიერს ომსა და არა
შეიწყალებდეს თანამონათესავეთა და ერთსჯულთა, ქრისტეს აღმსარებელთა
თორელთა და მათ თანა მრავალთა სახელოვანთა, არამედ დგეს შორით, და არა ინება
შველა ივანე ათაბაგმან...

რა მოხდა, რა ეშმაკი შეუძვრა თავში მხედართმთავარს?!.


,, აქა დაიპყრა ფერხი ივანე ათაბაბაგმან!..

ისეთი სიმწარით შესძახებს ამას ჟამთააღმწერელი, თითქოს როცა ამ სიტყვებს


წერს, მთელი საუკუნე კი არ იყოს გასული იმ საშინელი ბრძოლის შემდეგ, თითქოს
ჭრილობები მოშუშებული კი არ იყოს, არამედ აგერ ახლა, მის თვალწინ ხდებოდეს
ღალატი-საშინელი, ავისმომასწავებელი, რამაც უკუღმა უნდა შეატრიალოს ქვეყნისა
და ხალხის ბედი...
და ისევ ძველი წინასწარმეტყველის სიმკაცრით რეკს მისი სიტყვები:
,,ჰოი, შური ყოველთა ბოროტთა დასაბამი და ძვირად მომწყუედელი
ნათესავისა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა მწყვლელი...

რა სახელოვანი ვაჟკაცებიც არ უნდა ყოფილიყვნენ და როგორი


თავგანწირვითაც არ უნდა ებრძოლათ ახალციხელებსა და სხვა მეწინავე მეომრებს,
რაღა თქმა უნდა, ვერ დაუდგებოდნენ მტრის ზღვა-ლაშქარს. დიდი მსხვერპლის
მიუხედავად, მოწინააღმდეგის რიგები ახალ-ახალი მეომრებით ივსებოდა. მათ ახლა
გულიც მოიცეს, რაკი ნახეს, ალყაში მოქცეულ მცირე რაზმს არავი ეშველებოდა, ასე
საოცრად გასწირეს და გაიმეტეს.
ქართველი მეომრები იარაღს მაინც არ ყრიდნენ, მაინც არ ნებდებოდნენ
მოწინააღმდეგეს. ,,განგრძელდა ომი სასტიკი... ორთავე ძმათა ახალციხელთა
დაუხოცეს ცხენნი...

და ახლა ქვეითად გააგრძელეს ბრძოლა.


,,მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი...
და როცა ,,შენივთდა ძლიერად ომი, ხმლებმაც ვეღარ გაუძლეს-,,და ხრმალნიცა
ახალციხელთანი განტყდეს ჩაბალახსა ზედა...
ამის შემდეგ წინააღმდეგობას აზრიც აღარ ჰქონდა, და აღარც შეეძლოთ-
აღარავინ იყო დარჩენილი, წინააღმდეგობა გაეწია...
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ბრძოლა კლდოვანი მწვერვალის მისასვლელზე
ხდებოდა. ერთი ძმა-ივანე ახალციხელი -,,ზენაკერძო მოტევებულითა ქვითა
მოიკლა... ან მწვერვალზე ასულმამოწინააღმდეგის მეომარმა ესროლა ლოდი
ზემოდან და კლდეზე ჩალეწა, ან მოღალატურად მოკლეს... ასე იყო თუ ისე, ერთი ძმა
ახალციხელი უკვე ცოცხალი აღარ არის. მეწინავე რაზმი ქართველებისა მთლიანად
გაჟლიტეს...შალვა ცოცხლად შეიპყრეს... მკვდრებში იპოვესო, ნასავი წერს, სახე
საგანგებოდ სისხლით მოეთხვარაო... იქნებ იმიტომ, რომ ვერ ეცნოთ და მომავალ
წამებას გადარჩენილიყო...

552
მაგრამ მაინც იცნეს შესანიშნავი ქართველი სარდალი. ყიასდინის ძიძიშვილმა
იცნოო, ნასავი წერს.
ჟამთააღმწერელი კი ცოტა უფრო სხვაგვარად გადმოგვცემს:
,,...იცნეს ნახჭევნელთა და ადარბადაგანელთა და მოახსენეს სულთანსა
ახოვანება და წყობათა შინა სიქველე მისი...

ერთი სიტყვით, ძმის მწარე ბედი სანატრელი გაუხდა ქართველ სარდალს- იგი
ცოცხლად შეიპყრეს და სულთანს მიჰგვარეს... მის შემდგომ თავგადასავალს ქვემოთ
გავეცნობით, ახლა კი ბრძოლის ველს მივხედოთ...
თუმცა ბრძოლის ველი აღარც ეთქმის. ბრძოლა დამთავრდა. საშინელი
დამარცხებით დამთავრდა. ასეთი დამარცხება ქართველებს ძალიან დიდი ხანია არ
განეცადათ.
ძნელი სათქმელია, რა ქნა ამის შემდეგ ივანე ათაბაგმა: დასძრა საბოლოოდ
თავისი ლაშქარი მოწინააღმდეგისაკენ თუ უბრალოდ აქცია ზურგი მტერს. ეს იქნებ
აღარც იყოს საინტერესო. მთავარი ის არის, რომ მან დროზე არ მიაშველა ჯარი, როცა
ბრძოლის ბედის სხვაგვარად წარმართვა შეიძლებოდა. ,,რთულსა და დიდს ომში
მთავარსარდლისათვს ყველაზე უფრო ძნელი და საჭირო იმ მარჯვე დროის
გამორკვევა და მიგნებაა, როდესაც
ჯარის სავსეობის წაღვრა საუკეთესო და სწრფ შედეგს მოიტანს; იქნებ ივანე ათაბაგი
ამ მხრივ შეცდა
... წერს ივანე ჯავახიშვილი, რომელსაც აშკარად უმძიმს დაიჯეროს ქართველი
მხედართმთავრის მიმართ ჟამთააღმწერლის მძიმე ბრალდება. თუმცა ამ შემთხვევაში
მხედართმთავარს არ უნდა გასძნელებოდა იმ ,,მარჯვე დროის
შერჩევა, რადგან მას, როგორც ვნახეთ, სამჯერ სთხოვეს, ჯარი მოგვაშველეო.
ასე იყო თუ ისე, თავისთავად იგულისხმება, რომ გამარჯვებული ჯარი
ქართველთა მეწინავე რაზმის გაჟლეტით არ დაკმაყოფილდებოდა. ისინი დაედევნენ
ივანე ათაბაგის ძირითად ლაშქარს, ბევრი გაჟლიტეს, კლდიდან გადაჩეხეს, ბევრი
ტყვედ შეიპყრეს, ზოგმა გაქცევა მოახერხა, ზოგმა მახლობელ ხეობებსა და ციხეებს
შეაფარა თავი (ეს ჩვენი ვარაუდი არ გახლავთ, ასე გადმოგვცემენ სხვადასხვა
წყაროები; ...ვითარცა გონებაარეულნი, უბრძოლველად მოახტნენ ცხენებს და
პირდაპირ გარნისის ხრამში გადაცვივდნენო, ერთი სომეხი მემატიანე... და, აგერ,
მეორე სომეხი მემეტიანის ცნობა: ...ერთი ნაწილი გარნისის მახლობლად გეგარდის
ციხეში დაიმალაო)...
ყველაფერ ამას რომ გავითვალისწინებთ, გადაჭარბებული აღარ უნდა ჩანდეს
იბნ ალ-ასირის ცნობა: ქართველებს იმ დღეს ოცი ათასი მეომარი დაუხოცეს. თუმცა
ნასავის თუ ვერწმუნეთ, მხოლოდ ოთხი ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ეს
ცნობები ალბათ არც ეწინააღმდეგება ერთმანეთს: ოთხი ათასი მეომარი ის მეწინავე
რაზმი იყო, უმთავრესად მესხებისგან შემდგარი, რომელიც გმირულად ეკვეთა მტერს
და ერთიანად გაიჟლიტა. მაგრამ მერე აკი გაედევნენ სულთნის მეომრები
ქართველებს და უწყალოდ ჟლიტეს გაქცეული მოწინააღმდე; ამ დროს, რაღა თქმა
უნდა, გაცილებით მეტი გაიჟლიტებოდა. ალ-ასირი სწორედ ამას გულისხმობს-
მთლიანად ქართველთა ზარალს...
რაღა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას სულთანი ჯალალ ად-დინი საგანგებოდ
აღნიშნავდა და მთელ ქვეყანას მოსდებდა: ერთი ნაწილი ტყვე სარდალთა და
წარჩინებულთა მან მაშინვე გაგზავნა თავრიზში და მოკლულთა თავებიც მიაყოლა.
თავად კი ჯერ არ ეცალა- ბოლომდე უნდა მიეყვანა გამარჯვება სანამ ქართველთა

553
დედაქალაქს არ დაიპყრობდა და არ დაარბევდა, ვერც მოისვენებდა და საბოლოო
გამარჯვება არც ეთქმოდა.
ივანე ათაბაგი დაუსხლტა სულთანს და მხლებელთა მცირე ჯგუფით ბიჯნისს
შეაფარა თავი (სტეფანოს ორბელიანი წერს: ათაბაგი იოანე ათითა ოდენ კაცითა
განერნა და შევიდა ერთსა მტკიცესა სოფელსა). ეს სოფელი გარნისის ჩრდილოეთით
მდებარეობდა, მისგან არცთუ ძალიან დაშორებით.
და ამის შემდეგ ივანე ათაბაგს აღარც ვხედავთ სამოღვაწეო სარბიელზე, თუმცა
ორიოდე წელი კიდევ იცოცხლა. გარნისის ბრძოლა, ბუნებრივია, ძალიან გაუტეხდა
სახელს ოდესღაც გამოჩენილ მოღვაწესა და მეომარს. ზემოთ ჟამთააღმწერლის
სიტყვები მოვიტანეთ, ივანე ათაბაგზე თქმული-ფარულად ბერადაც აღიკვეცა. იქნებ
სიცოცხლის დარჩენილი მწარე დღეები ბერობაში გაატარა-ლოცვასა და
მონანიებაში!.. მაგრამ რამდენი უნდა ელოცა, რომ ის საშინელი და საბედისწერო
ცოდვა თუ შეცდომა გამოესყიდა!..
რა მოხდა მაინც, მართლაც რა ეშმაკი შეუჯდა!..
ჟამთააღმწერლისა და სომეხი მემატიანეების ცნობებს თუ ვირწმუნებთ(ან კი
რად უნდა ვირწმუნოთ), მაშინ ცთუნებას ვეღარ მოერევი, ერთი ცნობილი ანდაზა არ
გაიხსენო-ეშმაკი რომ ბერდებაო, ბერად აღიკვეცებაო...

ჯალალ ად-დინი დვინისკენ გაემართა-ბრძოლამ დვინისკენ გადაინაცვლაო,


ნასავი წერს. და, მართლაც, ეს ბრძოლის გაგრძელებასავით იყო.
დვინის აღება სულთანს აღარ გასჭირვებია, და შევიდა თუ არა ქალაქის
ქუჩებში, იქაურ ყადის უბრძანა-მაჰმადიანი მოსახლეობა დიდიან-პატარიანად
გამოაცალკევეო: თითქოს იმიტომ, რომ შეცდომით, ქრისტიანებთან ერთად
მაჰმადიანებიც არ გაეძარცვა და არ დაერბია. ჯერ ისევ ფრთხილობდა, ისე აჩვენებდა
თავს, თითქოს მართლაც მაჰმადის რჯულის დასაცავად მოდიოდა. მაგრამ ეს ფაქტი
თავისთავად იმითაც არის საინტერესო, რომ წარმოდგენას გვიქმნის, როგორ
დაუნდობლად დაარბევდა და გაჟლეტდა იგი ადგილობრივ მოსახლეობას. ალაჰი
უხვად უბოძებდა სულთანს სიმდიდრესა და აურაცხელ ნადავლსო, მისი მდივანი
წერს. ასე ითქმის, თორემ ჩვენ ხომ ვნახეთ: ისეთი კაცი არ გახლდათ ჯალალ ად-
დინი, მარტო ალაჰის წყალობას მინდობოდა.
როცა სამხრეთით კარგად იჯერა სულთანმა გული, და, რაც მთავარია, როცა
დარწმუნდა ზურგიდან საშიშროება აღარ იქნებოდა, მთელი თავისი
მრავალრიცხოვანი ჯარით თბილისზე გასალაშქრებლად მოემზადა.
ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ საარაკო გაბედულებასთან ერთად , სულთანი
ჯალალ ად-დინი ფრთხილიც იყო,საქმეს საალალბედოდ არ გაიხდიდა. დიდი იყო
სურვილი, ჩქარა დაეპყრო და დაერბია სიმდიდრითა და სილამაზით მთელს
აღმოსავლეთში განთქმული თბილისი. ამ სურვილის შესასრულებლად წინ თითქოს
აღარაფერი ედგა... მაგრამ მიიღო თუ არა თავრიზიდან ეს ცნობა, თბილისზე
გალაშქრება გადასდო და აზერბაიჯანში გაბრუნდა.
სანამ გაბრუნდებოდა, თავის დიდი ლაშქრის მარჯვენა ფრთის ამირები
დაიბარა და შარი მოსდო: ჩვენ ყველაფერი ვიცით, გაგებული გვაქვს, რომ წინა
ბრძოლაში პირი გქონდათ შეკრული-როგორც კი ქართველები შეტევას
გააძლიერებდნენ, ზურგი გექციათ და გაქცეულიყავითო. მაგრამ რაკი ისე
ბრწყინვალედ გავიმარჯვეთ, ამ დანაშაულს გაპატიებთ, ოღონდ თავი არ გაუყადრა-
თვითონ თურმე კარავში იჯდა, ხოლო კარვის კარს მისი ერთი ხელქვეითი მოადგა

554
და ეს მტკიცე ბრძანება სულთნისა იქიდან გააცნო კარვის ირგვლივ თავმოყრილ
ამირებს.
საოცარი ცინიზმია! უკვე დამარცხებულ ქვეყანას გამდიდრებას
მოწყურებული, წინა ბრძოლებით გამხეცებული ჯარისკაცები მიუსია, და ეს თითქოს
სწორედ ამ ჯარისკაცების დასჯა იყო!.. ეტყობა, ამით ერთობოდა...
ამირებმა მორჩილად აღუთქვეს, ყველაფერს პირნათლად შევასრულებთ, რასაც
თქვენ ახლა გვიბრძანებთო. მერე გამყოლად და მეგზურად იქაურობის კარგი მცოდნე
ორი სურმარელი ამირაც გაატანა თურმე სულთანმა, რათა გზა არ არეოდათ. და
ყველა სოფელი თუ ქალაქი აეოხრებინათ.
ნასავის ზემოთ მოტანილ ცნობას ადასტურებს ქართველი მემატიანეც:
გარნისის ბრძოლის შემდეგ ,,სულტანი მიიქცა ადარბადაგანს და ნახჭევანს. და მიერ
აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყუე ჰყოფდეს და სრულიად უწყალოდ
ხოცდეს, და არავინ იყო ნუგეშისმცემელუ მათი.
ასეთი საშინელი განსაცდელი ქვეყანაში აგერ უკვე რამდენ თაობას აღარ
უნახავს... ანგრევდნენ, არბევდნენ, ჟლეტდნენ... ენით აუწერელი სისასტიკით
უსწორდებოდნენ მოსახლეობადს... მარბევლები კი იკვეხიდნენ, სატრაბახოდ
ჰქონდათ თავიაანთი სისასტიკე. დამახასიათებელია, და მკითხველს ალბათ
დააინტერესებს ერთ-ერთი ასეთი მარბევლის მონათხრობი, რაც სიტყვა სიტყვით აქვს
მოტანილი სულთნის მდივანს თავის წიგნში; ეს კაცი ერთხელ შემხვდა და აი, რა
მიამბოო, წერს ნასავი: სამი თვე დავთარეშობდით საქართველოში, სანამ ერთიანად
არ მოვსპეთ იქაურობა და სანამ მოსახლეობა არ გავაუბედურეთ; ქართველი ტყვეები
ისე გაიაფდა, რომ თითო – ორ-სამ დინარად იყიდებოდა. მცხოვრებთაგან ზოგმა
გაქცევა სცადა, საქონელი გაირეკა და მთებში გაიხიზნა- იმათაც მივწვდით და
დავარბიეთ... გასაქანს არ ვაძლევდით, ხეობიდან ხეობაში გარბოდნენ ჯგუფ-
ჯგუფად, მაგრამ სად გაგვექცეოდნენ- ყველგან მათ სისხლსა ვღვრიდით. ისეთ
ადგილებშიც კი შევაღწიეთ, სადაც ჯერ ისლამის დროშა არ აღმართულა და ყურანის
ერთი სურაც კი არ წაუკითხავთ.

სულთანი ამასობაში თავის საშინაო საქმეებს აგვარებდა თავრიზში. მაგრამ


ეტყობა, სულ ის აწუხებდა, რომ დასავლეთით დაწყებული დიდი
ლაშქრობაბოლომდე ვერ მიიყვანა-თბილისი აუღებელი დარჩა, საქართველო და მისი
ყმადნაფიცი ქვეყნები-დაუპყრობელი და დაუმორჩილებელი. და, რაკი თავად
შეაგვიანდა, თავრიზიდან იგი დასავლეთისაკენ აგზავნის გამოცდილ სარდალს ორ-
ხანს. ამჯერად განძის დასაპყრობად. ორ-ხანი, ეტყობა, დიდი ლაშქრით წამოვიდა-
დავალებული საქმის შესრულება არ გასძნელებია, მალე დაიპყრო განძაცა და
მეზობელი ოლქებიც-ბაილაყანი,ბარდა, შამქორი, შუტური. ხელთ ჩაიგდო
აურაცხელი სიმდიდრე, მაგრამ სულთანთან ნათესაობით გათამამებულს (კირაკოს
განძაკელის ცნობით, ორ-ხანს ჯალალ ად-დინის დედა ჰყავდა ცოლად), ზედმეტი
სიხარბე გამოუჩენია და სწორედ ამ სიმდიდრის ასანუსხავად საგანგებოდ
გაგზავნილ სულთანისავე მოხელესთან ჩხუბი მოსვლია, საქმე იქამდე მისულა, რომ
ხმალიც კი მოუღერა თურმე მოხელეს...

ასეთი გახლდათ ჯალალ ად-დინის ,,საღვთო ომების


ნამდვილი არსი.
2

555
1225 წლის დეკემბერში ჯალალ ად-დინმა ისევ მოიცალა დასავლეთისაკენ
დაწყებული დიდი ლაშქრობის გასაგრძელებლად. წამოვიდა თავრიზიდან და
მდინარე რახსს მოადგა; აქ დაბანაკდა, აქ უნდა მომზადებულიყო თბილისზე
გასალაშქრებლად- ჯარი უნდა მოემზადებინა საზამთროდ, უნდა გადაეწყვიტა,
რომელი გზით ჯობდა ამოდენა ლაშქრის გადაყვანა, სად უფრო ადვილად იშოვიდა
სურსათს, სად შეხვდებოდა ნაკლები წინააღმდეგობა, სად უფრო მარჯვე
გადასასვლელები იყო... დიდი ზამთარი იდგა და ახლა ამას ყველაფერს ათწილად
მეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მარჯვე გზის შერჩევა ერთი ომის მოგებას უდრიდა. ეს,
რა თქმა უნდა, კარგად იცოდა თავად ჩინებულმა მეომარმა და სარდალმა,
თბილისამდე ძალიან დიდი გზა იყო გასავლელი, ამოდენა ლაშქარს საალალბედოდ
ვერ აჰყრიდა და ვერ დაძრავდა. რჩევა ჭირდეწბოდა ამ გზებისა და ადგილების
კარგად მცოდნე ადამიანებისა... და როცა ამას ფიქრობდა, ბუნებრივია, შალვა
ახალციხელი გაახსენდა. სულთანმა კარგად იცოდა ფასი ამ შესანიშნავი მეომრისა და
მხედართმთავრისა, მასზე უკეთეს რჩევას ვერავინ მისცემდა, თუკი იგი უმადური არ
აღმოჩნდებოდა, ერთგულებას თუ გამოიჩენდა იმ კაცის მიმართ, რომელიც
დიდსულოვნად მოექცა-დასაღუპად განწირულ ტყვეს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ასე
ფიქრობდა ჯალალ ად-დინი...
და, აი, მან ქართველი ტყვე-სარდალი დაიბარა.

შალვა ახალციხელს ჩვენ აღარ შევხვედრივართ მას შემდეგ, რაც იგი ტყვეობაში
მოხვდა. ახლა მოკლედ გაგაცნობ, რა ბედი ეწია მას. როგორც ითქვა,იგი ბრძოლის
ველზე იპოვეს გარნისში, დახოცილ მეომრებს შორის, და მიუხედავად იმისა, რომ
სახე საგანგებოდ სისხლით ჰქონდა მოთხვრილი,იცნეს: გამორჩეულად ახოვანი
ვაჟკაცი იყო, ადვილად მიიპყრობდა ყურადღებას. ჯუვეინი საგანგებოდ შენიშნავს-
ადის ტომის შთამომავალსა ჰგავდა ძალით, ახოვანებითა და კეთილშობილებითო (ეს
მაღალი შეფასებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლეგენდარული არაბული ადის
ტომის ახოვანება და ძალგულოვნება სამაგალითოდ მიაჩნდათ მაჰმადიანებს).
ტყვე მაშინვე მიჰგვარეს სულთანს, მისი ვინაობა მოახსენეს. მაგრამ ჯალალ ად-
დინს ბევრი განმარტება არ დასჭირვებია, კარგად იცოდა ამ კაცის შემართებისა და
მხედრული ნიჭის ამბავი. და ამაში ხომ ახლაც დარწმუნდა, ამ ბრძოლის დროს. ისიც
კარგად იცოდა, თუ რა გავლენა ჰქონდა ახალციხელს სამეფო კარზე და ჯარში...
ბრძოლის მოგება ხომ დიდი სიხარული იყო სულთნისათვის, მაგრამ არანაკლებ
სასიხარულო გამოდგა ამ ქართველი სარდლის ტყვედ ჩაგდება.
ჯალალ ად-დინი გამოცდილი სარდალი იყო, მაშინვე გადაწყვიტა-ამ კაცს
შევიტკბობ და ქართველებისავე წინააღმდეგ მომავალ ბრძოლებში გამომადგებაო.
ამიტომ მისი მოკვლა არც უფიქრია, გამოელაპარაკა...
და ეს დიალოგიც საინტერესოა, კარგად გვაჩვენებას ქართველი სარდლის
ხასიათს – საერთოდ ქართველი კაცის ხასიათს (მოტანილია ჯუვეინის წიგნში,
რომელიც ქართულად რევაზ კიკნაძემ თარგმნა და გამოსცა).
– რა იქნა შენი მძვინვარება: აკი იკვეხნიდი, სად არის ზულფიყარის პატრონი,
ჩემი ბასრი ხმლის დარტყმა ვაჩვენოო?
ასე მიმართა სულთანმა შალვა ახალციხელს და ამითაც კარგად ჩანს, რომ
ახალციხელის გმირობისა და მამაცობის ამბავი შორს იყო გავარდნილი, მტერმაც
კარგად იცოდა. კერძოდ, სულთანს გაგონილი ჰქონია ის პატარა ეპიზოდიც კი, რაც
ახლა ქართველ სარდალს გაახსენა (სხვათა შორის, ამ ეპიზოდს თავის წიგნში
გადმოგვცემს მდივანი სულთნისა ნასავი)...

556
,,ზულ-ფიყარი
ხმლის სახელია-მეოთხე ხალიფა ალი იბნ აბუ ტალიბის (656-661) ხმლისა, და შალვა
ახალციხელს ერთხელ კვეხნით უთქვამს ათაბაგ უზბეგის მოხელისათვის, როცა ეს
კაცი მასთან რაღაც საქმეზე მიაგზავნა ათაბაგმა: ნეტა თქვენი ამირა ალი–
ზულფიყარის პატრონი- ცოცხალი იყოს, ვაჩვენებდი, რა ძალაცა მაქვს. ბადრს და
ხაიბარს დავავიწყებდიო (არაბების მიერ მეშვიდე საუკუნეშივე დაპყრობილი
ადგილები უხსენა თურმე; ის ძველი ბრძოლები მომდევნო საუკუნეებშიაც საამაყოდ
ჰქონიათ მაჰმადიანებს). ქართველი სარდლის სიტყვები, ეტყობა, ისეთ მკრეხელობად
მოეჩვენა ათაბაგ უზბეგის მოხელეს, რომ გაკვირვებულმა მერე სხვებსაც უამბო და ასე
გავრცელდა. და თუმცა ეს სიტყვები ათაბაგის მოხელეს წრესგადასულ კვეხნად და
მკრეხელობად მიუჩნევია (ასევე უთხრა თურმე ნასავის: გულღიად და პატივით კი
მიმიღო ქართველმა სარდალმა, მაგრამ ისეთ კვეხნას მოჰყვა, რომ ყოველგვარ
საზღვარს გადასცდაო), ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ, ეს წრეგადასული კვეხნა კი არ
არის-ქართველი კაცის ლაღი ხუმრობაა, მის უშუალობას და უბრალოებას
გამოხატავს; ოფიცილურად ეწვია ათაბაგის მიგზავნილი კაცი, მაგრამ ქართველმა
სარდალმა შინაურულად მიიღო, ოფიციალურობის უხერხული განწყობილება
თავიდანვე ხუმრობით გაჰფანტა... და რაკი გაეხუმრა, ამით თავმდაბლობა გამოიჩინა,
თავი გაუყადრა, თუმცა ათაბაგის ელჩს, -რომელსაც, ეტყობა, იუმორის გრძნობა
ღალატობდა, - ქედმაღლობად მოსჩვენებია... და შემდეგ ასევე უამბეს ეს სულთანს-
ქართველი სარდლის ქედმაღლობისა და ამპარტავნობის დასახასიათებლად...
იმიტომაც ახლა ჯალალ ად-დინმა ერთგვარი ირონიითა და ნიშნის მოგებით
გაახსენა ტყვე ქართველ სარდალს მისივე სიტყვები... და ამით თითქოს დაამცირა...
დააშინა კიდეც.
ნუ დავივიწყებთ, რა დღეშია ამ დროს შალვა ახალციხელი-მძიმე
ბრძოლაგამოვლილი, დამარცხებული, დაღლილი, გატანჯული, სისხლში
მოთხვრილი, თავისიანების ღალატის გამო გულდაწყვეტილი და გამშრალი, ქვეყნის
მწარე მომოვალზე ფიქრით გულდამძიმებული... ის ბედუკუღმართი ბრძოლა ხომ
სულ ახალდამთავრებულია!
-ეს საქმე სულთნის ბედნიერმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა... – პასუხად ესა თქვა
თურმე ქართველმა სარდალმა.
ხედავთ, თითქოს პირდაპირ არც კი უპასუხა სულთანს მიმართვაზე. და აქაც
კარგად გამოჩნდა მისი ხასიათი. ამ პასუხის მიხედვით თუ განვსჯით,
დავრწმუნდებით, რომ არავითარი საფუძველი არა ჰქონია სულთნს, ტყვე-
სარდლისათვის მიემართა – რა იქნა შენი მძვინვარებაო!.. დაბეჩავებული სულაც არა
ჩანს ქართველი სარდალი. პირიქით კარგად თუ დავაკვირდებით, საკმაოდ
,,მძვინვარე
და ამაყი პასუხი მიუცია, ირონიულ მიმართვას ირონიითვე უპასუხა... თავის
მართლებასა და ბოდიშს კი არ მოჰყვა, პირდაპირ უთხრა გამარჯვებულ სულთანს-რა
მოხდა, ამ გამარჯვებით რა თავი მოგაქვს, შენს ბედნიერ ვარსკვლავს უმადლეო. ეს
უპასუხა და თან, გარეგნულად, თავაზიანობის წესიც არ დაურღვევია.
ამის შემდეგ რჯულის შეცვლა შესთავაზეს შალვა ახალციხელს, ისლამი
მიიღეო, უთხრეს. თუ მართლა დაჰგმობდა იგი თავის რჯულს და ისლამს აღიარებდა,
უნდა ვიფიქროთ, შეჰპირდებოდნენ არა მარტო სიცოცხლის შენარჩუნებას, არამედ
დიდ სიმდიდრესა და კეთილდღეობასაც... ბუნებრივია, შალვა ახალციხელი
მოელოდა ამას და პასუხიც მზადა ჰქონდა. ირანელ მემატიანეს ეს პასუხიც მოაქვს

557
თავის წიგნში. პასუხიც, ერთგვარად, მის ხასიათს გვაცნობს. ახლაც არ უპასუხნია
პირდაპირ:
– დეჰყანებს ასეთი წესი აქვთ, რომ ბოსტნებში ავი თვალის წინააღმდეგ სახედრის
თავს ჰკიდებენ. შალვაც ვირის თავი იქნება ისლამის ბაღშიო...
ალბათ ჯალალ ად-დინსაც არა ჰქონდა თავიდან იმედი, რომ ქართველი
სარდალი ისლამს აღიარებდა. მან უკვე იცოდა, რომ შალვასნაირი ქართველი
ვაჟკაცები ასე ადვილად არ იცვლიდნენ თავიანთ რჯულს; ამიტომ, ეტყობა არც
გაგულისებულა-ოღონდ სრული მორჩილება და ერთგულება მოსთხოვა. და ეს კი
აღუთქვა ტყვე სარდალმა. ეს იქიდან ჩანს, რომ სულთანმა მას დიდი პატივი მიაგო,
ნდობა გამოუცხადა და რამდენიმე ქალაქი უბოძა-მარანდი, სალმასი, ურმია, უშნუ
რაღა თქმა უნდა, იმ ის იმედით, რომ მერე ,,საქართველოს დაპყრობაში
დამეხმარებაო, არ მალავს სულთნის ანგარებიან და ვერაგ ზრახვებს ჯუვეინი...
ასეთი იმედისათვის ჯალალ ად-დინს საკმაოდ მტკიცე საფუძველი ჰქონდა:
ბოლოს და ბოლოს, თვითონვე იყო მოწმე და მხილველი იმისა, როგორ ვერაგულად
უღალატეს და გასწირეს ბრძოლის დროს მეწინავე რაზმის მამაცი მებრძოლებიცა და
მისი სახელგანთქმული სარდალიც... სულთნისათვის ეს უკვე საკმარისი იყო,
ერწმუნა, რომ შეურაცხყოფილი და მოძმეთაგან დასაღუპად მუხანათურად
განწირული სარდალი მარჯვე შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა და უსათუოდ
შურს იძიებდა...

მაგრამ ეს, რასაც ჩვენ ახლა მოვყევით, ოთხი-ხუთი თვის წინანდელი ამბავია,
1225 წლის აგვისტოში მომხდარი ამბავი. ახლა კი 1226 წლის დამდეგია, იანვრის
პირველი დღეები, სულთანმა უკვე თავრიზი მოიარა, იქ თავისი საქმეები მოაგვარა
და აგერ რახსის პირას დაუბანაკია, თავისი ისედაც მრავალრიცხოვანი ჯარი კიდევ
უფრო შეუვსია, სადაცაა სალაშქრო სამზადისს მორჩება და დასძრავს კიდეც
ლაშქარს...
და ჩვენ იქ შევჩერდით, სულთანმა ქართველი სარდალი რომ დაიბარა-მას
უნდა მოეთათბიროს, რჩევა ჰკითხოს, რომელი გზით აჯობებს სალაშქროდ წასვლა.
სანამ ტყვე სარდალი ჯალალ ად-დინთან გამოცხადდებოდა,სულთანს
მოულოდნელად მოახსენეს ამბავოი, რამაც იგი გააგულისა და გააკვირვა კიდეც.
შალვა ახალციხელისათვის საგანგებოდ მიჩენილ ჯაშუშებს წერილი დაეჭირათ,
რომლითაც სულთნის ტყვე, ქართველი სარდალი საქართველოში თავისიანებს
ატყობინებდა ჯალალ ად-დინის გეგმებს, მისი დიდი ჯარის თბილისისაკენ
გალაშქრების ამბავს, ჯარის რიცხვს, სავარაუდებელ თარიღს და ლაქრობასთან
დაკავშირებულ სხვა ცნობებს.
სულთანი გააცოფა ამ მოულოდნელმა ღალატის ამბავმა. იგი დარწმუნებული
იყო, რომ ქართველი სარდალი, რომელსაც სიცოცხლე შეუნარჩუნა, ასეთი პატივი
მიაგო, ქალაქები უბოძა, ნდობა გამოუცხადა, სამუდამოდ მისი ერთგული იქნებოდა;
მით უმეტეს ახლა, როცა ტყვეს შურისძიების საშუალება მიეცა ის ხომ გასწირეს,
გაყიდეს, მუხანათურად უღალატეს, მტრის ხელში ჩააგდეს... ეს ხუთიოდე თვის
წინათ მოხდა!.. და აი, ამ კაცს მარჯვე შემთხვევა მიეცა, გაჰყვეს თავის ახალ
მფარველს და სამაგიერო გადაუხადეს იმათაც, ვინც მაშინ გასწირა, და მთელ
ქვეყანასაც!.. საშუალება მიეცა, დაანახვოს იმათ, იქ, როგორ აღზევებული და
განდიდებულია მათგან განწირული კაცი!
გაოგნებული იყო სულთანი, ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა
მომხდარიყო ეს! ქართველი სარდლის უმადურობა კი არ უკვირდა იმდენად,

558
რამდენადაც ეს სულელური გილმავიწყობა, პირადი მტრებისა და მთელი ქვეყნის
მიმართ ყოვლად აუხსნელი მიმტავებლობა!
ხვრაზმის ახალგაზრდა შაჰს ჩვენ უკვე გავეცანით, და აღარ უნდა
გაგვიკვირდეს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარი იყო ის წმიდათა წმიდა გრძნობა,
რამაც შალვა ახალციხელს ასეთი ძნელად გასბედი საქმე გააბედინა.
სულთანს ხელში ეჭირა საიდუმლო წერილი და იმდენად აშკარა იყო
ქართველი სარდლის გამცემლობა და დანაშაული, რომ რკვევასა და ძიებას არ
საჭიროებდა. ახალციხელმა რომ დაინახა სულთნის ხელში წერილი, ცხადია,
ყველაფერს მიხვდა და თითქოს ამას თავიდანვე მოელოდაო, ბედს შერიგებული
კაცის სიმშვიდით გაუსწორა თვალი სულთანს.
ქართველ მემატიანეს ძალინ მოკლედ აქვს გადმოცემული: შალვა მოიკლა
სულთნისა მიერო... ნასავიც ზოგადად შენიშნავს: სულთანმა ტყვე-სარდალი მდინარე
არაქსის პირას ორად გააკვეთინაო... ირანელი მემატიანე უფრო დაწვრილებით
გადმოგვცემს და დამაჯერებლადაც, რადგან, თვით სულთნის ხასიათიც კარგად ჩანს:
სულთანი წამოდგა, ხმალი წელზე შემოჰკრა შალვას, შუა გაკვეთა და ხმალი მისი
სისხლით შეღებაო.
თითქოს სისხლი სწყუროდა და გული იჯერა. ჯალათს აღარ დაანება,
თვითონვე მოკლა, თავად იჯერა გული. როგორც უკვე ითქვა, ეს მოხდა, 1226 წლის
იანვრის პირველ დღეებში.

ასე დაიღუპა შესანიშნავი ქართველი სარდალი და მეომარი, რომლის


მამაცობაცა და გამოცდილებაც სწორედ ახლა ჭირდებოდა მის ქვეყანას. და
მკითხველს, რაღა თქმა უნდა, გული დაწყდება, რომ აქ უნდა გამოეთხოვოს ამ
შესანიშნავ ვაჟკაცს- მომავალ ბრძოლებსა და ამბებში, რაც ქვემოთ უნდა მოგითხროთ,
მას აღარ შევხვდებით.

3
იმ ზამთარს ბევრი თოვლი ჩამოყარა და ყინვები დაიჭირა. სულთნის მდივანი
ჩივის- სუსხმა ცხენებს ჩლიქებიც კი წააყინა და ჩვენ ხელები და ფეხები რა დღეში
გვექნებოდაო! შორეული ლაშქრობა ასეთ პირობებში, რაღა თქმა უნდა, ძალიან
ძნელია, მით უმეტეს უცნობ გზებზე, უცხო გარემოში, მტრულად განწყობილ
ქვეყანაში. ირანელი მემატიანე ერთგან შენიშნავს (და ამით იმ ლაშქრობის სიძნელეს
გვაგრძნობინებს)-ერთ ხეობას მიადგნენ, რომელზედაც მხოლოდ არწივს თუ შეეძლო
გადაფრენაო... ათას გვარი დაბრკოლება შეიძლებოდა გადაღობებოდა წინ სულთანს.
ამაში იგი მაშინვე დარწმუნდა, როგორც კი თავისი დიდი ლაშქრით დაიძრა. რაღა
თქმა უნდა, აჯობებდა, თუკი მოტყუებით, უომრად და უბრძოლველად ჩაიგდებდა
ხელთ საქართველოსაც და მის განთქმულ დედაქალაქსაც.
და ესეც სცადა სულთანმა.
ბიჯნისს რომ მიუახლოვდა, შეიტყო, რომ იქ ამჟამად ქართველი
ამირსპასალარი იმყოფებოდა.
ოღონდ, ახლავე უნდა შევნიშნოთ, ივანე ათაბაგი კი არა... მემატიანე პირდაპირ
არ წერს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ გარნისის ბრძოლის შემდეგ ივანე ათაბაგი მალევე
გადამდგარა-ზემოთაც ითქვა, ალბათ ბერად აღიკვეცა; ამაზე კი მიგვანიშნებს სხვა
ადგილას ჟამთააღმწერელი: თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ორ წელიწადს კიდევ
იცოცხლა. ამირსპასალარობა ივანეს შვილს ავაგს უბოძეს.

559
ივანე მხარგრძელს რომ თავის სიცოცხლეშივე გადაულოცავს
ამირსპასალარობა შვილისათვის, ეს ერთი სომხური წარწერითაც ჩანს: ,,წყალობითა
უფლისა მე ათაბაგმა ივანემ და... ხოშაქმა, ჩვენი ღვიძლი შვილების-
მანდატურთუხუცესი შანშეს დღეგრძელობისათვის და ამირსპასალარ ავაგისა; შოთა
მესხია სწორედ ასე განმარტავს ამ წარწერას: ივანე ათაბაგს თავის სიცოცხლეშივე
დაუმკვიდრებია ავაგ სარგისისათვის ამირსპასალარის სახელი. საეჭვო აქ მართლაც
არაფერია.
და აი სულთანმა შეიტყ, რომ ბიჯნისში ქართველი ამირსპასალარი
იმყოფებოდა. მაშინვე გაუგზავნა კაცი და შეუთვალა-შენთან მოლაპარაკება, თითო
კაცის თანხლებით შევხვდეთ ერთმანეთსო (,,თვითოთა კაცითა შევკრბეთ, რამეთუ
ნებავს სიტყუად შენთანა). და ,,ხრამსა ზედა ბიჯნისისასა
შეიყარნენ. ვახუშტი უფრო თვალსაჩინოდ წარმოგვადგენინებს: ,,იქით მოადგა
ხევისპირს სულტანი ერთითა მონითა და აქათ ავაგ ეგრეთვე...
მე საქართველოში მტრად არ მოვსულვარო, პირდაპირ ასე დაიწყო თავისი
სათქმელი ჯალალ ად-დინმა, ზავისა და მშვიდობისათვის ვარ მოსულიო. მაგრამ რა
ჩემი ბრალია-თქვენ ხელად საომრად აღიჭურვებით და შემებმებით, ,,ამიტომ არა
იქმნა მშვიდობაო.
აქეთ მოსდო შარი!.. თითქოს თვითონ კი არ გამოევლო ამოდენა გზა თავით
ფეხებამდე აღჭურვილი ლაშქრით, არამედ ქართველები შეჭრილიყვნენ მის
ქვეყანაში და მშვიდობა და მოსვენება დაერღვიოთ!.. მაგრამ ეს იმდენად არ
გაჰკვირვებია ახალ ამირსპასალარს, რამდენადაც მომდევნო სიტყვებმა გააკვირვა...
,,მასმიეს, რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს, და ყოთ ქმარ მისა და მეფე
თქუენ ზედა ...- ასე გადმოგვცემს სულთნის სიტყვებს ჟამთააღმწერელი.
რუსუდანის ქმრობა და საქართველოს მეფობა მოსურვებია სულთანს!.. ეს
ვუთხრა, მაგრამ პასუხს კი აღარ დაუცად, შთაბეჭდილების გასაძლიერებად იქვე
დასძინა:
,,უკეთუ არა ჰყოთ, კვალად მოგაოხროთ თქვენ და მერმე ვბრძო თათართა...
(ამას უკვე ვახუშტი გადმოგვცემს).
ასეთი ,,სასიძოები
ჩვენს ქვეყანას სხვებიცა ჰყოლია-გაიხსენეთ ხაზართა ხაკანი, რუქნადინი...
კიდევ უფრო შთამბეჭდავი რომ ყოფილიყო მისი სიტყვები, ესეც უთხრა: სულ
ერთია, ეგერ, ჩვენი საერთო მტრები მონღოლები დაძრულან, და, დღეს არა, ხვალ
მოვლენ და დაგიპყრობენ-,,და თუ მეცა წარვიდე, თათარნი ეგრეცა მოსულ არიან;
თქუენ ვერ წინააღუდგებით და ვერცა შემძლებელ ხართ ბრძოლად მათდა
-მე კიდეც რომ გადამირჩეთ, სულერთია თათრებს ვერ გადაურჩებითო.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სულთანი სრულ მორჩილებასა და
ხვარაზმელთა ბატონობის აღიარებას მოითხოვდა... ახალ ამირსპასალარს რა უნდა
ეპასუხნა, ესღა უთხრა-,,ვაუწყებ თქმულსა მეფისა და აუწყა თქმული
- წერილი მისწერა მეფეს, ყველაფერი დაწვრილებით აუწყა.

სანამ სამეფო კარის პასუხსა და მოვლენების შემდგომ განვითარებას


გავეცნობოდეთ, მკითხველს რამდენიმე სიტყვით თვით ქართველი მეფის-
რუსუდანის ოჯახურ მდგომარეობაზე უნდა მოვახსენო.
ზემოთ ჩვენ ვნახეთ, რომ რუსუდანი დანიშნული იყო შარვანშაჰზე, და
ქორწილი გადაიხადეს კიდეც – ქართველი მემატიანის ცნობით, აკი ლაშა თავად

560
გაემგზავრა ,,გაკაზმად მიცემად დისა მისისა, და საგულისხმოა, რომ იქიდან
ქართველი მეფე აღარც დაბრუნებულა, იქვე გარდაიცვალა, დის ქორწილში. ასე რომ,
ბუნებრივია, ამ უბედურების გამო ქორწილი ჩაიშლებოდა, შემდეგი დროისათვის
გადაიდებოდა, როცა რუსუდანი ძმას გამოიგლოვებდა, როცა გარკვეული დრო
გავიფდოდა... მაგრამ, როგორც ეტყობა, შარვანშაჰს ბედის წიგნში არ ეწერა
რუსუდანის ქმრობა. ძმის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ვიცით, საქართველოს
სამეფო ტახტზე რუსუდანი ავიდა. და ამან ერთბაშად შეცვალა მდგომარეობა. ამის
წინ თუ სასურველ სიძედ მიიჩნია სამეფო კარმა შარვანშაჰი, ახლა უკვე იგი
საქართველოს მეფის თანამეცხედრედ შესაფერი აღარფ აღმოჩნდა... პირდაპირ არ
არის მითითებული მატიანეში, მაგრამ ეტყობა, ისე დაშორდა რუსუდანი შარვანშაჰს,
რომ არც შეუღლებულა მასთან. ,,რაკი 1222 წელს ბედმა რუსუდანს საქართველოში
მეფობის ხელისუფლება არგუნა, ცხადია, რომ შარვანშაჰთან მისი ქორწინება უნდა
ჩაშლილიყო. შარვანშაჰი ყმადნაფიცი იყო და უხერხული იყო, რომ ყმადნაფიცი
საქართველოს სამეფო ტახტზე ყოფილიყო მეფესთან ერთად, წერს ივანე
ჯავახიშვილი.
როცა გარდაცვლილი მეფის გლოვა დამთავრდა, რუსუდანს ახალი საქმრო
გამოურჩიეს. ეს იყო არზრუმის მფლობეკის ტოღრულის ძე მუღისედინი , ,,რომელი
იყო ქმნულ-კეთილი და სრული ასაკითა, შუენიერი გუამითა, მხნე და ძლიერი
ძალითა... როგორც ვიცით, გლოვა ერთი წელი გრძელდებოდა, და, მართლაც, წლის
თავზე, ესე იგი, 1223 წლის 3 თებერვალს რუსუდანმა არზრუმის მფლობელის
შვილი შეირთო. მაგრამ სამეფო კარმა წინასწარ მტკიცედ მოსთხოვა მაჰმადიანი
ბრძანებლის შვილს, რჯული შეეცვალა და ქრისტიანობა მიეღო. ეს პირობა
შესრულებული იქნა. მართალია, არზრუმის სულთანიც საქართველოს
ყმადნაფიცად ითვლებოდა, შენიშნავს ივანე ჯავახიშვილი, ,,მაგრამ ეს ყმობა
იმდენად მჭიდრო დამოკიდებულება არ იყო , როგორიც შარვანშაჰის, ღირსებითაც
არზრუმის სულთანს მაშინ უფრო დიდი სახელი ჰქონდა.

ბარემ აქვე შევნიშნოთ, რომ რუსუდანს ორი შვილი ეყოლა – უფროსი თამარი
და უმცროსი -დავითი...

ამრიგად, ახალმა ამირსპასალარმა ქართველ მეფეს და სამეფო კარს ხვარაზმის


სულთანის დანაბარები შეუთვალა. როგორც მოსალოდნელი იყო, სამეფო კარმა
შორს დაიჭირა ჯალალ ად-დინის სიტყვები და ,,მიუმცნეს ავაგს არცა თუ სმენად
საქმისა მაგისა.
ძნელი სათქმელია, რა პასუხს ელოდა სულთანი ქართველი მეფისაგან, მაგრამ
უარი რომ მიიღო, ახალი კიდე უფრო მეტის გახელებით დაიძრა თბილისისაკენ.
ბუნებრივია, რომ გარნისთან განცდილი საშინელი დამარცხების შემდეგ
საქართველოს სამეფო კარი სასწრაფოდ იზრუნებდა ახალი მხედრობის შესაკრებად,
რათა ამჯერად მაინც შეეკავებინათ მტერი, რომელიც, დღეს არა ხვალ, უსათუოდ
წამოვიდოდა ქვეყნის გულისაკენ. სამხედრო ხელმძღვანბელობის შეცვლაც ალბათ
ამიტომ მოხდა. მართლაც, ქართველებს სწრაფად შეუვსიათ და გადაუხალისებიათ
მხედრობა, მოუწვევიათ ალანების, ლეკებისა და ყივჩაყების რაზმებიც, და თითქმის
საზღვარზევე დახვედრია მტერს. ამ ცნობას უკვე იბნ ალ-ასირი გვაწვდის, და ეს
ალბათ მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც სამეფო კარზე ჯალალ ად-დინის დანაბარები
მოუვიდათ-უართან ერთად საქართველოს სამეფო კარმა ჯარიც დასძრა.

561
მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ახლა გაიზარდა საქართველოს
ლაშქარი, მისი მდგომარეობა მაინც მძიმე იყო.
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მას უკვე გამოაკლდა რამდენიმე ნიჭიერი და
გამოცდილი სარდალი;
მეორე ის,რომ ასეთი გადამწყვეტი ბრძოლის დროს, რაზედაც ქვეყნის ბედია
დამოკიდებული, სხვა ქვეყნებიდან მოწვეულ ჯარზე დაყრდნობა ყოველთვის
სარისკო და საჩოთიროა. ჩვენ უკვე ვიცით, რა ფრთხილად იქცეოდა ასეთ ვითარებაში
დავით აღმაშენებელი. მას ხომ ყივჩაყთა დიდი ჯარი ჰყავდა, მაგრამ იმ ომში, რასაც
ქვეყნის ბედი და მომავალი უყნდა გადაეწყვიტა, იგი ძირითადად ქართველ
მეომრებს დაეყრდნო და მხოლოდ მცირე ნაწილი გაურია ყივჩაყებისა...ასე რომ, ახლა
ასლანების, ყივჩაყებისა და ლეკების რაზმებით გაძლიერებული ლაშქარი, უნდა
ვიფიქროთ, უფრო რიცხობრივად იზრდებოდა და არა ბრძოლის უნარიანობით;
მესამეც ის, რომ გარნისის საბედისწერობრძოლის საშინელი პანიკა ჯერაც არ
იქნებოდას განელებული. ერთ ბრძოლაში ოციათასი მეომრის ანუ ლაშქრის
მესამედის-დაღუპვა, თანაც იმგვარ ვითარებაში, ისეთი მძიმე ჭრილობა იყო, რომლის
განკურნებასაც დრო ჭირდებოდა; დრო და მშვიდი, ფრთხილი, გონივრული
მკურნალობა: ახალგაზრდა მეომრებისათვის რწმენის ჩანერგვა, საბრძოლო
სულისკვეთების განმტკიცება და ამაღლება, მორალურად გაკაჟება... ამნაირი
მკურნალობა არც მაშინდელ ქართველ მეფეს შეეძლო, და უკვე აღარც ქვეყნის
სამხედრო ხელმძღვანელობაში ჩანდა ამის შემძლე, ამ ტვირთის ამწევი ადამიანი.
პირიქით, სამხედროს ხელმძღვანელობაში კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა
იგრძნობოდა.
აი, რატომ იყო მძიმე საქართველოს ლაშქრის მდგომარეობა ახლა, როცა მწარე
ვდამარცხების შემდეგ, მეორედ უნდა შებრძოლებოდნენ მრისხანე და დაუნდობელ
მტერს.
ეს, ეტყობა, კარგად იცოდა ჯალალ ად-დინმა, რომელსაც დაზვერვაც კარგი
ჰქონდა, და სავსებით მარტივი სამხედრო ხერხით არევ-დარევა შეიტანა
მოწინააღმდეგის ლაშქარში. სულთანმა დაყო თავისი მრავალროცხოვანი ჯარი და
სხვადასხვა ადგილას ჩაასაფრა. ქართველთა ლაშქარი რომ მიუახლოვდა, სულთნის
პირველი რაზმი მცირე წინააღმდეგობის შემდეგ უკუ იქცა, თითქოს გაუჭირდა
ბრძოლა. მოჩვენებითი გამარჯვებით ფრთაშესხმული მოწინააღმდეგე დაედევნა...
კარგა ღრმად შეიტყუა სულთნის ,,დევნილმა
რაზმმა. ქართველები რომ გაატარეს უცებ სულთნის ჩასაფრებული რაზმი გამოვიდა
და ალყაში მოაქცია მოწინააღმდეგე. ეს მოულოდნელი გამოდგა საქართველოს
ჯარისათვის, დაიბნენ, საითაც მოუხდებოდათ, იქით გარბოდნენ, და ამით კიდევ
უფრო უადვილებდნენ საქმეს მტერს. სულთანმა მტკიცედ უბრძანა თავის ჯარს
ქართველები არ დაენდოთ და ეჟლიტათ.
ამის შემდეგ მტერს გზა უკვე გახსნილი ჰქონდა თბილისისაკენ.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი ლაშქარი ჰყავდა და გამარჯვებას
გამარჯვებაზე აღწევდა, ჯალალ ად-დინი მაინც ძალიან ფრთხილად იქცეოდა. მან
კარგად იცოდა ,,სიმაგრე ქუეყანისა (საქართველოსი) და ქართველთა ნათესავისა
სიმხნე წყობათა შინა
(ეს მისი სიტყვებია), ამიტომ ყველაფერს წინასწარ კარგად აწონ-დაწონიდა ხოლმე.
განსაკუთრებით გააძლიერა დაზვერვა. და როცა ,,თბილისის ველს
მიადგა, ჯიქურ კი არ წასულა ქალაქის ასაღებად საგულდაგულოდ დააბანაკა,
ქალაქში გამოცდილი ჯაშუშები შეაპარა. იცოდა, რომ თბილისში დიდი იყო რიცხვი
562
მაჰმადიანი მოსახლეობისა, და გადაწყვიტა მათთან გაება კავშირი, ისინი
გადაებირებინა და გამოეყენებინა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ.
სანამ ამას მოახერხებდა, სულთანმა შორიდან საგულდაგულოდ დაათვალიერა
თბილისი. აქამდე გაგონილი ჰქონდა, ახლა კი საკუთარი თვალით ნახა, და
დარწმუნდა, რომ საქართველოს დედაქალაქი მართლაც ძნელი ასაღები იყო.
სულთნის მდივანი წერს: ,,ჯალალ ად-დინმა ნახა, რომ თბილისი მიუვალი იყო,
კარგად გამაგრებული, ზღუდეები პირდაპირ მთებსა და კლდეებზე ჰქონდა
ამოყვანილი...
ძნელი ბრძოლები იყო მოდსალოდნელი. სულთანს დიდი იმედი ჰქონდა
თავისი ჯაშუშებისა, და ქალაქიდან მართლაც გამამხნევებელი ცნობები მისდიოდა.
სიხარულით შეიტყო ისიც, რომ ქართველ მეფეს მიეტოვებინა თბილისი და ქუთაისს
გამგზავრებულიყო.
ამას ქართველი მემატიანეც გადმოგვცემს: ,,ვითარ ცნა მეფემან მოსულა
სულტნისა, აიყარა და წარვიდა ქუთაისს, ხოლო ტფილისს მცველად დაუტოვა
ლაშქარი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და ბოცო .
სულთანი გრძნობდა, რომ მეფისა და მისი ოჯახის მიერ დედაქალაქის
მიტოვება და შორს გახიზვნა უსათუოდ იქონიებდა თავის მორალურ გავლენას
ქალაქის დამცველებზედაც და მთელს მოსახლეობაზედაც.

4
წყაროები არ გადმოგვცემენ, რა ვითარებაში მოხდა ან-თუკი ამაზე დარბაზმა
იმსჯელა- რატომ გადაწყდა რუსუდანის ქუთაისს გამგზავრება. ეს კი ცხადია, რომ
დიდი განსაცდელის მოლოდინში მეფის მიერ სატახტო ქალაქის დატოვება ძალიან
საჩოთირო იყო. ადვილი წარმოსადგენია, რა სწრაფად მოაღწევდა დედაქალაქში
საქართველოს ლაშქრის ბოლო დამარცხების ამბავი, რა შემაძრწუნებული სიცხადით
ხატავდნენ იმ ნგრევა-ჟლეტის საშინელებას. რაც თბილისისაკენ მიმავალმა
ხვარაზმელთა ლაშქარმა გზად სამხრეთ-დასავლეთის სოფლებსა და ქალაქებში-
დაატრიალა... როგორ მოჰქონდათ ეს ხმები მსტოვრებს, შარაგზის მაწანწალებს,
ვაჭრებს... რა ქარის სისწრაფით მოითარეშებდა უხილავი ჭორი ქალაქის ქუჩებს,
ყველა ეზო-კარსა და სახლს მოივლიდა, პაწაწინა ჭუჭრუტანებში შეძვრებოდა და
თვალებდაჭყეტილ შიშის ურჩხულად იქცეოდა...
მეფისაგან ქალაქის დატოვება რომ გაიგეს თბილისის მცხოვრებლებმა, თუკი
აქამდე იმედის რაიმე ნიშანწყალი ჰქონდათ, ისიც გადაეწურათ. ჯალალ ად-დინის
ჯაშუშები ამ ფაქტსაც მარჯვედ იყენებდნენ და ცეცხლზე ნავთს ასხავდნენ, შიშის
ხანძარს აღვივებდნენ და ავრცელებდნენ. გახიზვნის დროც აღარ იყო... ან სად უნდა
გახიზნულიყვნენ ისე უცებ იმ ყინვიან ზამთარში, იმდენი ხალხი... თბილისი იმ
დროს უკვე დიდი ქალაქი იყო.
ჯალალ ად-დინი არ ჩქარობდა ქალაქზე იერიშის მიტანას, და იქნებ არა მარტო
იმიტომ, რომ იმ სუსხიან ზამთარში საგანგებოდ უნდა მოემზადებინა შეტევა, არამედ
იმიტომაც, რომ დრო ახლა მის სასარგებლოდ მოქმედებდა, ქალაქში გავრცელებული
პანიკა მისი მოკავშირე იყო- რაც უფრო გაიბერებოდა და გაიდგამდა შიში, მით უფრო
გაუადვილდებოდა სულთანს მტკიცედ გამაგრებული ქალაქის აღება. ამასობაში კი
ჯალალ ად-დიბის ჯაშუშები უქმად არ ყოფილან, მათ მოახერხეს ქალაქში შეპარვა და
იქ თბილისის მაჰმადიან მოსახლეობაში აგენტების გაჩენა. ეს ახლა მეფისგან
მიტოვებულ ქალაქში გაადვილებულიც იყო. თანაც, სულთნის ჯაშუშებმა
დასაყრდენი მეფისავე ოჯახში ჰპოვეს: ქმარი მეფისა, რომელმაც ერთ დროს თავისი

563
რჯული უარჰყო და ქრისტიანობა მიიღო, დაშინებული იყო და ალბათ ძვსლი
ცოდვის-რჯულის ღალატის- გამოსყიდვის მიზნით, ახლა მტერს მიემხრო, ადვილად
გადაიბირეს, პატიებას შეჰპირდნენ, თუკი იგი ჯალალ ად-დინის ხალხს დახმარებას
გაუწევდა. მეფის ქმრის გადაბირება კი, თავისთავად იგულისხმება, ერთი უბრალო
აგენტის გაჩენას როდი ნიშნავდა.
ძნელი სათქმელია, რატომ აღმოჩნდა ამ დროს თბილისში მეფის
თანამეცხედრე, როცა თვით მეფე ქუთაისს გაიხიზნა? რატომ ისიც არ გაჰყვა
მეუღლეს?.. იქნებ ცოლ-ქმარს შორის უკვე გაჩენილი იყო უთანხმოების ბზარი,
რომელიც მერე თანდათანობით გაიზარდა და ყველასათვის აშკარა გახდა... იქნებ
ამანვე გაუადვილა არზრუმის სულთნის ვაჟს, ღალატის უკადრის გზას
დასდგომოდა!..
ქალაქის დაცვა ძმებს-მემნა და ბოცო ჯაყელებს ჰქონდათ მინდობილი. ეს
განთქმული მეომრები შვილები იყვნენ დიდი ბოცოსი-ჯაყელთა ერთ-ერთი შტოს
მეთაურის, ,,სამცხის ერისმთავრის და სპასალარისა, რომელიც ერთგულად
ემსახურებოდა ჯერ გიორგი III-ს, მერე მის შვილს, საბოლოოდ კი გადაუდგა თამარს
და გიორგი რუსის აჯანყების დროს შეთქმულებს მიემხრო, რისთვისაც დაისაჯა
კიდეც – დააქვეითეს... მისი შვილები, როგორც ვხედავთ, ისე დაწინაურებულან
ერთგულებას უწევენ მეფეს; ერთ-ერთ ძმას, ბოცოს, მემატიანე ლაშას რაზმში
ასახელებს, როცა ახალგაზრდა მეფე თავის პირველ ომს იხდიდა ურჩი განძელების
წინააღმდეგ; ალბათ გეხსომებათ, მაშინ სხვა მესხ ჯარისკაცებთან ერთად ამ ბოცომ
მეფის დიდი ერთგულება გამოიჩინა, მემნა კიდე უფრო სახელგანთქმული მეომარი
და მოღვაწე ჩანს – ამას ჟამთააღმწერელიც მიგვანიშნებს. აი, ამ ორ ძმას აქვს
დავალებული თბილისის დაცვის წინამძღოლობა...
და ისევ უცნაური ამბავი, რამაც არ შეიძლება, გაოცება არ გამოიწვიოს! სად
არის ამ დროს ქართული ლაშქრის მხედარმთავარი-საქართველოს ამირსპასალარი?
როდისღა უნდა უწინამძღვროს ჯარს, თუკი ასეთი გადამწყვეტი ბრძოლის დროს
განზე გამდგარა? ისევ დაუდევრობაა ეს თუ დაბნეულობა? თუ წინა ბრძოლაში
მარცხი განიცადა, ახლა ხომ აქ უნდა იყოს, შევსებული და გაძლიერებული ჯარით?!
ახლა, როდესაც დედაქალაქს მოსდგომია მძვინვარე მტერი და ქვეყნის მომავალი
საალალბედოდ გამხდარა!..
მით უმეტეს, მტერი ქალაქზე იერიშს არ აჩქარებს, თითქოს საგანგებოდ
აძლევს დროს მოწინააღმდეგეს, რათა მან კვლავ შეკრიბოს ლაშქარი და უფრო
მომზადებული დახვდეს.
მაგრამ არა, ამირსპასალარი არა ჩანს. მეფემ ხომ ადრევე დასტოვა ქალაქი და
შორს გაიხიზნა!.. ახლა ამირსპასალარიც არ არის!.. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა
იყოს, რა დღეში იქნებოდა ქალაქის მოსახლეობა, და საერთოდ მთელი ხალხი. ამ
ფაქტითაც კი უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მომავალ ბრძოლას არც მეფე და
არც სამეფო კარი დიდ მნიშვნელობას არ აძლევენ თითქოს პატარა შეტაკება იყოს
მოსალოდნელი, რომლის შედეგსაც ქვეყნის ბედსა და მომავალზე არავითარი
გავლენა არ ექნება. ამირსპასალარი რომ მოვიკითხეთ, ამით განა იმათ მხედრულ
ნიჭსა და მამაცობას ვაკნინებთ, ვისთვისაც მეფეს ახლა ქალაქის დაცვა დაუკისრებია.
მემნა და ბოცო, როგორც უკვე ითქვა, შესანიშნავი ვაჟკაცები არიან-ჩინებული
მეომრები და მამულიშვილები... მაგრამ აქ საქმისადმი მეფის დამოკიდებულებაა
საგულისხმო, როცა გადამწყვეტი ბრძოლისაგან, ალბათ მეფისავე სურვილითა და
თანხმობით, ამირსპასალარი განზე გამდგარა. ჩვენც საქმისადმი მეფის
დამოკიდებულების საჩვენებლად ვახსენეთ ეს ფაქტი. ესეც, და განსაცდელის წინ
564
ქალაქის მიტოვებაც... მაშინ როდესაც დიდ ბრძოლაში მეფე, თუ არ მიუძღვის
ხმალშემართული, გვერდზე მაინც უნდა ედგეს მეომრებს და ამხნევებდეს, თავისივე
სიახლოვით ძალას ჰმატებდეს...
უნებურად გახსენდება სახელოვანი დედა ახლანდელი მეფისა-მისი
გონივრული სიფრთხილე და თადარიგი ყოველგვარ საქმეში; ჯერ როგორ ამზადებდა
ჯარს ყოველი ბრძოლის წინ და მერე როგორ მიუძღოდა, როგორ ამხნევებდა
მეომრებს, გამარჯვების რწმენას უნერგავდა...
თუნდაც შამქორის ომი გავიხსენოთ...
ლაშქარი რომ შეკრიბეს, ,,მივიდა თამარ და იხილნა (დაათვალიერა ლაშქარი,
მისი საბრძოლო მზადყოფნა და აღჭურვილობა შეამოწმა). დაყვნეს მცირედი დღენი
მათცა ლოცვისათვის
... და ომის წინ სიტყვით მიმართა მეომრებს...
რა გულითადი გამამხნევებელი იყო ის სიტყვა!.. ,,ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ
შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიბრაზისა მათისათვის და სიმცირისა თქუენისა...
ასე დაიწყო ის სიტყვა თამარმა, ხოლო რომ დაამთავრა, ,,წარიხადნა სამოსელნი
ფერხთანი და ფერხივ შიშლუითა ფერხითა მიიწია ტაძარსა...
მემატიანეს არც იმის თქმა ავიწყდება, როგორ გამხნევდნენ მეომრები: ,,აწ ჯერ
არ მოხსენებად, თუ ვითარ შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგან სპათა ჩუენთა...
და იქვე იმასაც აჩვენებს რა გმირულად იბრძოდნენ შემდეგ... ომი თავისით არ
მოიგება, რაგინდ მამაცი მხედრობა გყავდეს, მომზადება ჭირდება, მრავალმხრივი
მომზადება... და წინ გაძღოლა!..
ახლა ბასიანის ომი!
სალაშქროდ წასულ ჯარს ,,თვით თამარ უძღოდა წინა შიშულითა ფერხითა
და ცრემლითა ასოვლებდა ღაწუთა თვისთა. და წარუძღვა ბასიანთა კერძოთა და
მიიწივნეს მახლობლად კარისა...
გაგზავნა ჯარი და ,,თვით განვიდა უმაღლესსა ადგილსა, სადაც ყოვლითა
ხედვიდა, და დავარდა მუხლთა თვისთა ზედა დიდხან, და ტიროდა წინაშე
ღმრთისა...
თითქოს სათითაოდ შეავედრა ღმერთს მეომრები: ,,ამხედრებულთა ზედა
ყოველსა მხარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დაულოცა და ეგრეთ
წარემართნეს მინდობილნი ღვრთისანი და თამარის ცრემლთანი...
ასე იყო, ასე მოდიოდა თავიდან, მეფე ყოველგვარ ვითარებაში, ლხინსა თუ
ჭირში, ყოველგვარი განსაცდელის დროს თავის ხალხთან უნდა მდგარიყო, ქვეყნის
მართვის წესი ამას მოითხოვდა, ასე დაკანონდა საუკუნეების განმავლობაში და
როგორც ვნახეთ, იმით არაფერი შეცვლილა, რომ მამაკაცის ნაცვლად სამეფო ტახტზე
ქალი ავიდა.

დედისგანვე ჰქონდა ახალგაზრდა მეფის დიდებული მაგალითი. მაგრამ


დაავიწყდა – თუ რა მოხდა- ახალმა მეფემ მხოლოდ თავისი გახიზვნის თადარიგი
დაიჭირა: მტერი ჯერ ისევ შორს იყო, როცა ქალაქი მიატოვა და ამით, როგორც ითქვა
კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა, უფრო საალალბედოდ გახადა ისედაც ძნელი
ბრძოლის საქმებ
თბილისი ჯალალ ად-დინმა 1226 წლის 9 მარტს აიღო. ბრძოლის ამბავს
ჟამთააღმწერელიც გადმოგვცემს და უცხოელი მემატიანეებიც -ზოგი შეკუმშულად,
ზოგი შედარებითვრცლად. ეს ცნობები ავსებენ ერთმანეთს და საშუალებას
გვაძლევენ, კარგად აღვადგინოთ სინამდვილე (ძალიან მოკლედ გადმოგვცემს

565
ბრძოლის ამბავს თვით სულთნის მდივანი, რადგან ამ დროს ავად იყო და საკუთარი
თვალით არ უნახავს, სხვათა ნაამბობს გადმოგვცემს).
ქალაქს რომ მიუახლოვდა, სულთანმა თავისი დიდი ლაშქარი დაჰყო და
სხვადასხვა ადგილას ჩაასაფრა, ისე შეფარვით. რომ ქართველებს ეს არ გაუგიათ.
როგორც ითქვა, სულთანი არა ჩქარობდა შეტევის დაწყებას, და არც ქართველები
გამოდიოდნენ კარგად გამაგრებული ქალაქიდან. ჯალალ ად-დინი გამოცდილი
მეომარი იყო და ცდილობდა, როგორმე შორს გამოეტყუებინა მოწინააღმდეგე (იქნებ
იმიტომაც აყოვნებდა შეტევის დაწყებას)... მაგრამ მეტი დაყოვნებაც არ შეიძლებოდა,
სადამდე უნდა ეცადა – ქართველები არადა არ გამოდიოდნენ, ჯიუტად სდუმდნენ,
თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ ქალაქის მისადგომებთან დაბანაკებულ მტრის ჯარს...
გაილია ზამთრის სუსი დღეები, მოახლოვდა გაზაფხული და აი მარტის დასაწყისში
სულთანი ქალაქის კარიბჭისკენ დაიძრა... ოღონდ არა მთელი თავისი დიდი
ლაშქრით, არამედ მხოლოდ ერთი რაზმით-სამი ათასი კაცით. აშკარაა,
მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა გადაეწყვიტა: მტრის მცირე რაზმს რომ
დაინახავდნენ, ქართველებს გული მოცემოდათ, კარს გადახსნიდნენ და გარეთ
გამოვიდოდნენ; მერე მცირე წინააღმდეგობის გაწევით უკან დახევას დაიწყებდნენ
ხვარაზმელები, ნელ-ნელა შორს გაიტყუებდნენ ქალაქის მცველებს და ალყაში
მოაქცევდნენ-ალბათ ასე ვარაუდობდნენ სულთანი, -ხვარაზმელთა მრავალრიცხოვან
ლაშქარს აღარ გაუძნელდებოდა მოწინააღმდეგის გაჟლეტა. ქართველები ამის წინ
რამდენჯერმე წამოეგნენ ამ მარტივი სამხედრო ეშმაკობის ანკესზე და სულთანს
ახლაც ამის იმედი ჰქონდა.

მაგრამ ქალაქის მცველებმა ამჯერად სიფრთხილე იხმარეს, მოწინააღმდეგის


ეშმაკობას მიხვდნენ და ხვარაზმელთა სამი ათასიან რაზმს მთელი ჯარით კი არა
ეკვეთნენ, როგოლც სულთანი ვარაუდობდა და მოელოდა, არამედ მათაც მხოლოდ
ერთი ნაწილი გამიყვანეს; და შორს კი არ გაატყუებინეს თავი, არამედ, როგორც
ეტყობა, უკან დახევის საშუალება არ მისცეს, იქნებ, კარიბჭესთან გაემართა
ხელჩართული ბრძოლა.
სხვადასხვა წყარო სულ სხვადასხვაგვარად გადმოგვცემს ბრძოლის ამბავს, და
როცა ამ ცნობებს-ერთმანეთს შევადარებთ და გავანალიზებთ, უფლება გვექნება, ასე
წარმოვიდგინოთ მაშინდელი ბრძოლის სურათი.
ქალაქის მცველები მედგრად დახვდნენ მტრის პირველ შემოტევას და
,,ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა. როგორც ვხედავთ, იმ დღეს გაუმარჯვიათ
ქალაქის მცველებს-არავითარი საფუძველი არა გვაქვს, არ ვირწმუნოთ
ჟამთააღმწერლის ეს ცნობა.-მაგრამ ამასობაში დაღამებულა და ,,მებრძოლები ბინდს
გაუშველებია.
ამრიგად, გადამწყვეტი ბრძოლა მეორე დღეს უნდა გამართულიყო. და ვინ
იცის, როგორ წარიმართებოდა საქმე, რომ საშინელ ღალატს არ გაეწია ერთგული
მოკავშირეობა ჯალალ ად-დინისათვის. როცა გათენდა, სულთანმა კვლავდასძრა
ჯარი თბილისის კარისკენ. ახლა ალბათ მთელი ლაშქარი. მან უკვე იცის, რომ
მოღალატემ – თბილისელმა ,,სპარსმა ვინმემ
-ზურგიდან მახვილი უნდა ჩასცეს ქართველი მეომრების წინამძღოლებს. ასეა
გათვალისწინებული წინასწარ ყველაფერი. ამას ბუნებრივია, არევდარევა მოჰყვება,
მით უმეტეს, თუ ვიგულისხმებთ, რომ ეს ყველაფერი ქალაქში ხდება, ხალხით
გაჭედილ ქუჩებში... არეულობით ისარგებლებენ შინაგამცემები, კარს გახსნიან და

566
ქალაქში სულთანის მხედრობას შეუშვებენ. ეს იცის სულთანმა, და გაფაციცებით
ელოდება ნიშანს; ქართველებმა ეს არ იციან, და არც ფრთხილობენ.
როცა მემნამ ჯარი მოაწყო და ქალაქის კარიბჭის-განძის კარის- გახსნა ბრძანა,
რათა მხედრობა გაეყვანა და მოახლოებულ მოწინააღმდეგეს შებრძოლებოდა,
მოემზადა ,,მუზარადის დარქმად
... ჯერ მუზარადი არ დაეხურა-ან კი რა ეჩქარებოდა... საბოლოოდ ჩამოუარა
საბრძოლოდ გამზადებულ ჯარს, ბრძოლის წინა დარიგება მისცა, იქნებ სიტყვითაც
მიმართა, უკანასკნელი თადარიგი დაიჭირა და ახლაღა დააპირა მუზარადის
დახურვა. მაგრამ ,,მუზარადის დარქმა
აღარსც აცალა მოღალატემ, ,,ძლიერ დაუხეთქა უმუზარადოსა თავსა, განუპო და
მყის დაეცა და მოკუდა.
ეს ნიშანი გამოდგა-მოღალატეების ბრბომ ყიჟინი დასცა, სარდალი
მოგვიკლესო; ისარგებლეს უეცრად შექმნილი არეულობით და ,,განახუნეს კარი,
მტრის მხედრობა ქალაქში შემოუშვეს.
ხელად ახმაურდა მინარეთები, - როგორც ადრევე იყო გათვალისწინებული, -
ისმოდა ჯალალ ად-დინის სახელი, მისი ქება-დიდება. ადგილობრივი მაჰმადიანი
მოსახლეობა სიხარულის ყიჟინით შეეგება სულთანს. ბრძოლა წაგებული იყო-
ქალაქის მცველთაგან ძალიან ბევრი გაიჟლიტა, ხოლო ვინც თავი დააღწია, ხიდი
გადაიარეს და ისნის ციხეს შეეფარნენ-,,ესრეთ რა შინა-განცემა იყო ქალაქისა,
ივლტოდეს მცველნი ქალაქისანი და შედგეს ისანთა; ბოცოს- ძემან ბოცო გაამაგრა
ისანი...
ძნელი აღარ უნდა იყოს იმის წარმოდგენა, რა საშინელებას დაატრიალებდა
დიდი, მდიდარი ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობაში სიცივისაგან და
შიმშილისაგან გაბეზრებული მტრის გამხეცებული მხედრობა!ნასავი საგანგებოდ
უსვამს ხაზს, რომ ქალაქში პირველი ყიას ად-დინი შეიჭრა-სულთანის ძმა, ,,გულქვა
და ულმობელი
კაცი... თუმცა სხვებიც რას დააკლებდნენ-სულთანმა საგანგებოდ ბრძანა, არ
დაენდოთ მოსახლეობა...
ამას რაღა ბრძანება უნდოდა!..
ქალაქი უკვე დაპყრობილი იყო. ხმლები ქალაქის მცხოვრებლებს გაუსწორდა,
როგორც საჭირო იყო, ხოლო ხელებმა მთელი ხელები იგდეს, და ქალაქის
მოსახლეობა ერთიანად გაწყვიტესო.-ასე უემოციოდ წერს სულთნის მდივანი,
თუმცა, ცხვა ადგილას, არ ერიდება ხოლმე ემოციების გამომჟღანვებას. ,,ამოწყვიტეს
ქალაქში მცხოვრები მყოფი ყველა ქართველი, არ დაზოგეს არც ხანშიშესულნი და არც
ბავშვები,-ეს იბნ ალ-ასირის სიტყვებია.
და ამის შემდეგ თითქოს აღარც არის საჭირო, დაწვრილებით აღვწეროთ ის
საშინელება, რაც მტერმა ქალაქში დაატრიალა... ეს ჟამთააღმწერელსაც ძალიან
უმძიმს, მაგრამ მაინც მოგვითხრობს და ჩვენც მოვუსმინოთ.
,,აქ მეგულების დადუმებად, რომელ სალმობიერსა მოუთხრობ ტკივილთა
გულისათა, რამეთუ ესოდენ მძვინვარედ იწყეს მოსრვად, ვითარ ჩჩვილნიცა
ძუძუთაგან დედისათა აღიტაციან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან, და
რომელსამე თუალნი წარსცვივდიან და რომელსამე ტვინი დაეთხის, და უკანის
დედანი მოიკვლოდიან ; ბერნი (მოხუცნი) უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ
დაითრგუნვოდეს, ჭაბუკნი დაეკუთებოდეს (მიწაზე ანარცხებდნენ), სისხლისა
მდინარენი დიოდეს. ტვინი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩჩვილთა თმა და სისხლი, თავი
მხართაგან განშორებული, ნაწლევნი ცხენთა მიერ დათრგულვილნი ურთიერთას
567
აღრეულ იყო. არა ჰყოფდეს წყალობასა, რამეთუ რომელნიმე დანითა იღლიასა
დასობილნი, სხუანი მკერდსა დაცემითა, რომელნიმე მუცელსა და ზურგსა
განიგმირებოდეს...
მოსასმენად ძნელია და მოსათხრობადაც-თითქოს სუნთქვა შეეკრა
ჟამთააღმწერელს, ცრემლებმა დაახრჩვეს, გული ყელში მოებჯინა... და გამწარებით
შეჰყვირა: ,,ჰეი, სალმობიერი ღაღადი დიდი და ღაღადი ცრემლთა...
თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ თითიქმის საუკუნე იყო
გასული, როცა ეს სტრიქონები იწერებოდა, მაგრამ როცა ვკითხულობთ, თითქოს იმ
საშინელებათა პირველმხილველის მდუღარე ცრემლებსა ვხედავთ და, ძნელად
ამოთქმულ სიტყვებთან ერთად, მისი მწარე გმინვაც გვესმის...

,,ყვირილთა და ზახილთა და ვაებათა საზარელთა ხმათაგან იძვროდა ქალაქი


ყოველი, რამეთუ უმრავლესი ერი, ვითა ცხოვარი შეიკრიბიან (ცხვრის ფარასავით
გამორეკავდნენ შიშით აქა-იქ, ქუჩებში მიყუჟულ ხალხს), და კუალად ხედვიდეს
ზოგნი საყვარელთა შვილთა, ზოგნი ძმათა და მამათა, ცოლნი ქმართა და ქმარნი
ცოლთა უპატიოდ მკუდარ მდებარეთა, ცხენითა მიერ დათრგუნვილთა და
ფოლოცთა შინა ძაღლთა მიერ ზიდულთა...

გადაიარა პირველმა ტალღამ, სისხლმოწყურებულმა მტერმა გული იჯერა, და


თქვენ იქნებ მოელით, რომ ახლა მაინც დაცხრება ეს ძნელად ასახსნელი რისხვა და
სიმკაცრე... არა, არ დამცხრალა, არ განელებულა... ქართველი მეომრების ერთი
ნაწილი ხომ ისნის ციხეში გამაგრდა, იქ იყო მემნას ძმა, ბოცო ბოცოს ძე. ჯალალ ად-
დინმა იცოდა, რომ გამარჯვება მანამდე არ იქნებოდა სრული, სანამ ისნის ციხესაც არ
დაიპყრობდა. მეციხოვნენი კი დანებებას არ აპირებდნენ. რჩეული მეომრები იყვნენ,
ღირსეული სარდალი ჰყავდათ; ახლა იქიდან უწევდნ წინააღმდეგობას... მაგრამ
სადამდე შეიძლებოდა, ასე გაგრძელებულიყო- უკვე ძალიან შემცირებული
დამცველები ქალაქისა გაუმკლავდებოდნენ კი მტრის მრავალრიცხოვან ჯარს?!. ეს
ხომ უმიზნო და უიმედო ბრძოლასა ჰგავს, ტყუილუბრალოდ უნდა დაიღვაროს
ზედმეტი სისხლი!..

ეს, რაღა თქმა უნდა, თავად კარგად იცოდა გამოცდილმა სარდალმა და


მეომარმა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ მეფე დასავლეთ საქართველოში სწრაფად
შეკრებდა ჯარს და მოაშველებდა- ასეთ ვითარებაში ისანში გამაგრებულ მეციხოვნე
რაზმს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო... მაგრამ ამას ალბათ მხოლოდ ბოცო
ფიქრობდა ასე. რადგან სწორედ ასე მომხდარიყო, შექმნილი მდგომარეობა
მოითხოვდა ამას...
მეფეს, ეტყობა, არც კი უფიქრია ჯარის შეკრება, იგი თავის მეფურ მოვალეობას
იმით იხდიდა, რომ ისანში გამაგრებულ მეციხოვნეებს უთვლიდა-ციხე დასტოვეთ
და წამოდითო.
საბოლოოდ, როცა იმედი გადაეწურა ბოცო ჯაყელს, როცა ნახეს,
მრავალრიცხოვან მტერთან ვერას გახდებოდნენ, და რაც უფრო გაგრძელდებოდა
წინააღმდეგობა, მტრის სდისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არა თუ არ
შენელდებოდა, არამედ გაძლიერდებოდა კიდეც, გადაწყდა, დანებებულიყვნენ...
ქართველი მემატიანე გადმოგვცემს, მეფემ რამდენჯერმე შეუთვალა ბოცო ბოცოს

568
ძეს, ციხე დასცალეთ და დანებდითო. ციხის თავი ისევ ყოყმანობდა... ალბათ მარჯვე
დროსაც არჩევდა, რათა უფრო ხელსაყრელ პირობებში დაეთმო ციხე...
და ეს დროც დადგა.
ხის ხიდი, რომელიც მტკვრის კლდოვან ნაპირებზე იყო გადებული და
ქალაქის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა, ადრევე დაწვეს. და ახლა ჯალალ
ად-დინს დიდი წვალება დაჭირდა, რათა თავისი მხედრობის ერთი ნაწილი გაღმა
გაეყვანა და ისნის ციხე ალყაში მოექცია.
როგორც ითქვა, ეს მარტის დასაწყისში მოხდა. თბილისში ამ დროს საშინელი
სუსხი და ქარაშოტი იცის, ის წელიწადი კი განსაკუთრებით ცუდი იყო.
ხვარაზმელებმა რომ მტკვარი გადალახეს და ციხეს ფილაკავნები დაუმიზნეს,
ეტყობა, ქარი გაძლიერდა, სუსხი გამძვინვარდა, თითქოს ხელახლა დაიწყო
ზამთარი. ერთბაშად შეიცვლება ხოლმე ამ დროს ამინდი, ერთბაშად გამძვინვარდება
სუსხი. ნასავი ასევე წერს-ზამთარი გააფრთდაო. სულთანის მეომრებს სახეში სცემდა
სუსხიანი ქარი, თვალი ვერ გაეხილათ, ცხვირპირი წაჰყინოდათ... ამათაც უჭირდათ-
გაბეზრდნენ, დაიქანცნენ. გამოდარებას კი პირი არ უჩანდა, ქარი ძლიერდებოდა,
სუსხი მატულობდა... და ამ დროს უცებ გაიღო ციხის კარიბჭე, იქიდან მოციქული
გამოვიდა, რათა სულთანს ციხის დანებებაზე მოლაპარაკებოდა. სულთანს გაეხარდა
ეს, დაყოვნება და ბრძოლის გაგრძელება უკვე აღარ შეეძლო, და ბოცოს პირობებზე
მაშინვე დასთანხმდა.
ჭკვიანმა და მამაცმა მეციხოვნემ ის მაინც მოახერხა, მტერთან მოლაპარაკება
უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო და წინა ბრძოლას გადარჩენილ ციხის მცველთა
სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
ამგვარად, მთელი ქალაქი, თავისი ციხეებიანად სულთნის ხელში აღმოჩნდა.
ომის კანონების და ადამიანური მორალის მიხედვით, ახლა მაინც უნდა შეენელებინა
თავისი სისასტიკე დამპყრობელს...
ჯალალ ად-დინისათვის ასეთი კანონები უცხო იყო. რაკი მთელი ქალაქის
ბატონ-პატრონად დაიგულა თავი, კიდევ უფრო გამძვინვარდა - ,,კუალად იწყო
უბოროტესთა ბოროტთა ქმნად ქრისტიანეთა ზედა. ესოდენ მძვინვარედ
მოსვრიდა, რომელ სავსე იყვნეს ფოლოცნი, ხრამნი და ხრანცუნი მოკლუთა მიერ და
უმრავლეს მკუდართა მტკუარსა შეუტეობდეს...
ვინც აქამდე სიკვდილს გადაურჩა, ახლა იმათი იძულებითი გამაჰმადიანება
მოინდომეს. კირაკოს განძაკელი შემაძრწუნებელ სურათს გვიხატავს-სულთანმა
,,ბრძანა, რათა ყველა, რომელნიც დაემორჩილებიან და რომელნიც არ
დაემორჩილებიან, ძალით წინადაეცვითათ. ამრიგად, ორ ვინმეს ძალდატანებით
ჩაუჭიდია კაცთათვის ხელი მოედანზე, სხვას კი აუღია მახვილი და ჰკვეთს მამაკაცის
ასოს კანს. საძაგელი სიბილწით ისინი დედაკაცებსაც შეურაცხყოფდნენ და ყველგან,
სადაც კი ჯვარს ან ეკლესიას ნახავდნენ, ამხობდნენ და ანგრევდნენ
... ერთი ეკლესიაც არ დაუტოვებიათ დაუნგრეველი-,,იწყო რღუევად ეკლესიათა,
ვიდრე საფუძვლადამდე აღფხურა, წერს ჟამთააღმწერელი და იქვე საოცარ ამბავს
გადმოგვცემს: სიონის ტაძარი მთლიანად არ დაუნგრევია ჯალალ ად-დინს, გუმბათი
მოარღვია მხოლოდ და უგუმბათოდ დარჩენილ ტაძრის კედლებს გუმბათის
ნაცვლად რაღაც უცნაური (,,უცნაური და სასაცილოო, ივანე ჯავახიშვილი წერს)
ტახტი გადაადგა. ტახტზე ზემოდან დაშვებული, საგანგებოდ მორკალული ხიდით
ადი-ჩამოდიოდა, ზედ მორთხმით დაჯდა და, როგორც ხედავთ, ასე დაიკმაყოფილა
თავისი უბადრუკი პატივმოყვარეობა; გამოატანინა ტაძრიდან ღვთისმშობლის
ხატი, ხიდზე დაასვენებინა და ბ რძანა-,,ყოველთა მათ პყრობილთა ქრისტიანეთა,
569
მამათა და დედათა, იძულებით დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება
სჯულისა... თვითონ კი ამ დროს თავის უცნაურ ტახტზე იჯდა, ზემოდან
გადაჰყურებდა და ტკბებოდა: ვინც არ შეურაცხყოფდა ხატს -,,უკეთუ არა ჰყონ (ესე
იგი, ვინც გაუძალიანდებოდა)-წარკუეთა თავთა! განაგრძობს ჟამთააღმწერელი და
ვახუშტი ბატონიშვილიც ამასვე ადასტურებს: ,,რომელი არა ჰნერწყვიდა [ხატს],
მოჰკვლიდნენ...
უმრავლესობა, რაღა თქმა უნდა, უძალიანდებოდა, და მათ კლავდნენ. ნასავის
სიტყვებს-ქალაქის მოსახლეობა ერთიანად გაწყვიტესო – ჟამთააღმწერელიც
ადასტურებს: ,,...აღრაცხვა შეუძლებელ არს სიმრავლისათვის, რამეთუ ვჰგონებ,
ვითარმდე ათ ბევრ აღიწია რიცხვი მოკლულთა
-ასი ათასამდე ადამიანი მოუკლავთ!
იმდენად გაამაყებულა და გადიდგულებულა ჯალალ ად-დინი, რომ
სიფრთხილე დავიწყნია და თავისიანებიც,- თბილისის მაჰმადიანი მისახლეობაც,
რომელთა საკუთარ ქალაქს, თავიანთივე მფარველსა და აღმზრდელს უღალატეს და
მას დაუჭირეს მხარი, -აღარ დაუნდევია: ნაწილი გაუწყვეტია და ნაწილიც უწყალოდ
გაუძარცვავს.
ეს უკვე პირველი საგულისხმო ნიშანი იყო იმისა, რომ ჯალალ ად-დინის
განცხადებანი-თითქოს იგი რჯულის დასაცავად ომობდა, სინამდვილეში ფუჭი
სიტყვები იყო.
მაგრამ ამაში ჯერ მხოლოდ თბილისელი მაჰმადიანები დარწმუნდნენ,
მეზობელი სასულთნოების მოსახლეობას ჯერ ისევ სჯერა მისი, ჯერ ისევ
ჭეშმარიტება ჰგონია მისი სიტყვები.
თბილისის მოსახლეობის გაჟლეტაზე ვლაპარაკობდით, და ამის შემდეგ იქნებ
უხერხული იყოს იმის აღნიშვნა, რომ სულთანმა ერთიანად გაძარცვა ქალაქი. მისივე
მდივანი წერს დაუფარავი კვეხნით- სულთანმა თბილისში ხედლთ იგდო იმდენი
განძი, საუკნეებით დაგროვილი და ნაამაგარი, რომ საგანგებო მოხელეები მის
აღრიცხვას ვერ აუდიოდნენ.
თბილისი დიდი ქალაქი იყო, სიმდიდრითა და სილამაზით განთქმული,
ბუნებრივია, რომ მისი აღებისა და განადგურების ამბავი სწრაფად მოედებოდა
მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებს. ივანე ჯავახიშვილს მოაქვს უცხოელი მემატიანის
ცნობა, თუ როგორ გაიხარეს თბილისის აღებით მაჰმადიანურმა ქვეყნებმა; როგორც
ითქვა, მათ ჯერ არ გამოუცდიათ ჯალალ ად-დინის საშინელი სისასტიკე, ჯერ ისევ
თავიანთ ქომაგად მიაჩნიათ იგი; სულთნის ნამდვილ ზრახვებს ახლა გაიგებენ, ამის
შემდეგ...

ჯალალ ად-დინმა არ უღალატა დამპყრობლობის წესს, და რაკიღა თბილისში


კარგად გამაგრდა, საქართველოს კუთხეების რბევას მოჰყვა ისეთივე სისასტიკითა და
ულმობელობით, როგორც თბილისი დაარბია: ,,ესრეთ რა მოაოხრეს ტფილისი, იწყეს
რბევად, ტყუენვად, ხოცად და კლვად სომხითისა და კამბეჩიანისა, და იორის პირთა,
ქართლს და თრიალეთს , ჯავახეთს და არტანს, ზოგი სამცხეს და ტაოს , კარნიფორას
და ანისის მიმდგომთა ქუეყანათა.

როგორც ხვდებით, ეს ქართველი მემატიანისა სიტყვებია და ამასვე


ადასტურებს ნასავიც: თბილისი რომ დაიპყრო სულთანმა, მთელი საქართველოს
რბევას მოჰყვა, მისი მარბიელი რაზმები ქვეყნის შორეულ საზღვრებამდე
აღწევდნენო.

570
დამყრობლები მარტო უსამართლობითა და სისასტიკით კი არ ჰგვანან
ერთმანეთს, ბედიც საერთო აქვთ-ადრე თუ გვიან ყველამ უნდა გაიზიაროს ეს ბედი.
ჯალალ ად-დინმა შედარებით ადრე იგემა მისი სიმწარე... მაგრამ ამაზე ქვემოთ
მოგითხრობთ. ახლა კი ის უნდა გვეთქვა, რომ სხვა დამპყრობლების მსგავსად, მასაც
არა ჰქონია მყარი მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი ქვეყანა დაიპყრო
და მთელს მაჰმადიანურ სამყაროში ყველაზე ძლევამოსილ მბრძანებლად
ითვლებოდა; ყველას მისი შიში ჰქონდა; სადაც კი ფეხს დაადგამდა, ყველაფერს
ანადგურებდა და სიკვდილს თესდა. ეს ძლევამოსილება მოჩვენებითი იყო.
არაადამინური სისასტიკე ძლიერებასა და ძლევამოსელებას როდი ნიშნავსა. პირიქით
უფრო არის.
მყარი მდგომარეობა თავიდანვე არა ჰქონია ჯალალ ად-დინს, იმ სწრაფი
აღზევების დროსაც კი. საქართველოს რომ ასე არბევდა და ანადგურებდა, აზიიდან
ზედიზედ მოსდიოდა ცნობები ღალატის შესახებ: სულთნის შორს ყოფნით
ესარგებლა ბარაყ ჰაჯიბს და მონღოლებთან გაება მოლაპარაკება, საიდუმლო
მიმოწერა დაეწყო... ჯალალ ად-დინს ატყობინებდნენ, ბარაყი მონღოლებს შენს
წინააღმდეგ აქეზებსო-თავისივე ერაყელი გამგებელი სწერდა ამას. რამდენჯერმე
მიიღო ასეთი წერილი, მაგრამ ჯერ არ ეცალა სულთანს, ჯერ საქართველოში უნდა
მოეთავებინა საქმე, ერთიანად უნდა აეოხრებინა ეს ქვეყანა, მისი ყოველი კუთხე...
მაგრამ როცა იმის ცნობაც მოუვიდა- ბარაყმა ჯარი შეკრიბა და ერაყის ასაღებად
ემზადებაო, როცა ისიც გაიგო, რომ მას მონღოლებთან ელჩი გაეგზავნა და შეეთვალა-
ქერმანში სულთანს დიდი ჯარი არა ჰყავს, ადვილად აიღებთ, რაღას უცდით,
გამოილაშქრეთო... ეს ცნობები რომ მიიღო, დაყოვნება უკვე აღარ შეიძლებოდა,
გადაწყვიტა, სამაგალითოდ დაესაჯა მოღალატე. მაშინვე გადაარჩია ექვსი ათასი
საუკეთესო მხედარი, ერთ ნაწილს თავისივე ძმა ყიას ად-დინი უსარდლა და
გაგზავნა. მაგრამ საგულისხმოა, რომ ძმასაც არ ენდო-იფიქრა, ვაითუ გადამიდგეს და
ბარაყს მიემხროს ან არა-და ისეთი მონდომებითა და გულითადობით არ
იბრძოლოსო-და ძმური ერთგულებისა და მოვალეობის გრძნობა ქრთამით გაამაგრა:
შეჰპირდა, ქერმანს შენ მოგცემ, როცა მოღალატე ბარაყისაგან გავათავისუფლრბთო.
გაგზავნა ეს ერთი რაზმი-ათასი მეომარი- ძმის სარდლობით თავადაც მალე დასძრა
ძირითადი ჯარი-ხუთი ათასი მეომარი.

არ იფიქროთ, მისი წასვლით ან თბილისს, ან საქართველოს სხვა კუთხეებს


დროებით მაინც ეგრძნოთ შვება. თბილისში სულთანმა დატოვა თავისი ვაზირი
შარაფ ალ-მულქი, რომელიც სისასტიკითა და გულქვაობით ჯალალ ად-დინს არ
ჩამოუვარდებოდა, ცბიერებით კი მგონი უსწრებდა კიდეც. და აქ ნასავის სიტყვები
უცვლელად უნდა მოვიტანოთ, რათა ნათლად წარმოვიდგინოთ ჩვენი ხალხის
მაშინდელი მდგომარეობა:
,,შარაფ ალ-მულქმა თბილისი ცენტრად აქცია, საიდანაც უბედურება
იგზავნებოდა საქართველოს გადარჩენილ კუთხეებში; შარაფ ალ-მულქის რაზმები
ლაშქრობდნენ მარჯვნივ თუ მარცხნივ, მწუხარებას უმრავლებდნენ ადგილობრივ
მოსახლეობას...

571
სანამ ქერმანს ჩავიდოდა, ჯალალ ად-დინმა სურმარში გაიარა, სადაც იმ
დროს, მისივე ბრძანებით, ხიდსა დებდნენ მდინარე არაქსზე. თვით ნასავიც ამ
დროს სურმარშია, და აი, იგი, ეტყობა, მომჯობინებულა: პატრონის მისვლა რომ
გაიგო, მიეახლა. სულთნის ჯარმა გადაიარა ახალი ხიდი და ქალაქის აღმოსავლეთ
ნაწილში დაბანალდა. ამას თვითონვე გვატყობინებს სულთნის მდივანი, და იქვე ერთ
საინტერესო ამბავს გადმოგვცემს.
ჯალალ ად-დინს მოახსენეს-აქ სამი ტყვე ქართველი თავადი მოიყვანეს,
თავიაანთ ქვეყანაში დიდად განთქმული ადამიანებიო. შარაფ ალ-მულქს თურმე
გამოსყვიდის საშუალება მიუციათ მათთვის. სულთნის მდივანი არ ასახელებს, ვინ
იყვნენ ეს ქართველი დიდებულები, მაგრამ დიდად გავლენიანი პირები რომ
ყოფილან, იმ თანხის მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რაც სულთნის ვაზირს
მათ გამოსასყიდად მოუთხოვია, და დიდი ნაწილი მიუღია კიდეც (თავად ხომ ამ
დროს თბილისში იყო და ალბათ იქვე მიიღებდა)-ოცდახუთი ათასი დინარი!.. ეს
ზღაპრულად დიდი საფასური იყო; ნასავისავე ცნობით აკი ვიცით: იმდენი ტყვე
ჩაუგდია ჯალალ ად-დინს, რომ მათი ფასი ერთბაშად დაცემულა და თითო ტყვე
ქართველი მეომარი ორ დინარადღა იყიდებოდა... ასეთ ვითარებაში 25000 დინარი
თითო ტყვე მეომრის გამოსასყიდად, თავისთავად ბევრს რასმე მიგვანიშნებს;
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა გავლენა ექნებოდათ ამ დიდებულებს საქართველოში.
ვინ იცის, დარბაზის წევრები იყვნენ, გამოჩენილი სარდლები!.. ალბათ ვიცნობთ
კიდეც, მაგრამ სულთნის მდივანი არ გვისახელებს მათ, და ჩვენც მხოლოდ ასე
ზოგადად შეგვიძლია ვივარაუდოთ...
შარაფ ალ-მულქს უკვე მიეღო გამოსასყიდი თანხის დიდი ნაწილი და, ეტყობა,
სიტყვის გატეხას არც აპირებდა-ის იყო, უნდა გაეთავისუფლებინათ ტყვეები, რომ,
მათდა სავალალოდ ამ დროს სურმარში ჯალალ ად-დინი მივიდა. სულთანმა რომ
გაიგო, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მთავრების გათავისუფლებას აპირებენო,
გაბრაზდა... და არა მარტო იმიტომ, რომ იცოდა: ყოველი ქართველი მთავარი იგივე
სარდალი იყო და ასეთ დაძაბული მდგომარეობის დროს ტყვე სარდლების
გათავისუფლება, - რა თანხაც არ უნდა მიეღო გამოსასყიდად,- ღალატს ნიშნავდა.
მარტო ეს რომ ყოფილიყო მიზეზი, ასე არ გაბოროტდებოდა სულთანი... მაშინვე
გამოიძახა ნასავი და უბრძანა, ამ ტყვეების გათავისუფლება არავინ გაბედოსო:
მტრების გაყიდვა რომ მდომოდა, იმდენ სიმდიდრეს წავგლეჯდი ქართველებს, რომ
ცეცხლიც კი ვერა მთქავდა და დრო-ჟამი ვერ გაანადგურებდაო...
ჯერ არ მომხდარიყო, რომ ფულსა და სიმდიდრეს დახარბებულ სულთანს
ტყვეების გამოსასყიდზე უარი ეთქვა-თანაც, ახლა საზღაპრო თანხა დაუსახელეს! და
ასეთი უჩვეულო მოქცევა სულთნისა ქვეშევრდომებისათვის მოულოდნელი
აღმოჩნდა. ამათ პირიქით ეგონათ-გავახარებთო, იფიქრეს, კარგ გუნებაზე
დავაყენებთო... სულ სხვა რამეს უფრო მოელოდნენ-ამ ფულს წაართმევს სულთანი
თავის პირველ ვაზირს და პირში ჩალაგამოვლებულს დასტოვებსო... მაგრამ ასე არ
მოხდა, ფულს არ გაეკარა სულთანი-ხელიც კი არ ახლოო, საგანგებოდ შენიშნავს მისი
მდივანი და მემატიანე. აი, ეს იყო უჩვეულო და გასაკვირი, ამან განაცვიფრა
სულთნის ქვეშევრდომები...

ნახეთ, როგორ გააცოფა სულთანი ქართველი მთავრების გათავისუფლების


ამბავმა! მაგათი თავისუფლება რომ მდომოდა, იმდენ სიმდიდრეს წავგლეჯდიო!..
ძალიან მდიდრებად მოსჩვენებია ქართველები. ხედავთ, რა სიძულვილი მორევია
მთელი ერისა, რა ბოღმა აღრჩობს!.. ერთიანად მოსასპობად გაუმეტებია ჩვენი

572
ხალხი!.. მაბ უკვე მოასწრო, ენახა ქართველების ცხოვრების წესი-ქალაქადაც და
სოფლადაც; საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა ამ ხალხის გმირულ შემართებას,
თავისუფლებისათვის დაუცხრომელ სწრაფვას, მათ სილამაზეს, მათ მომხიბლავ ქალ-
ვაჟებს, კოხტა სახლ-კარს,შვილივით მოვლილ ზვრებსა და ბაღებს, თავაუღებელი
შრომით შექმნილ დოვლათსა და სიკეთეს, იშვიათი გემოვნებით გამშვენიერებულ
გარემოს, ცხოვრებით ტკბობის განუმეორებელ ეშხსა და ლაზათს,უშუალობას,
სილაღეს... და იმის ნაცვლად,რომ ამ საოცარი ხალხის მიმართ პატივისცემით
გამსჭვალულიყო, ბოღმა მოერია, შურმა დააღრჩო, სიძულვილი გაუმძვინვარდა...
საკვირველი კია-კარგი ვაჟკაცი თუ იყო, ასეთი მდაბალი გრძნობები არ უნდა
მორეოდა... ფაცოფდა, როცა ტყვე ქართველი მეომრები უხსენე. შალვა ახალციხელი
გაახსენდა, მისი სიკვდილიც კი შეშურდა-მამულისადმი ვალმოხდილი ადმიანის
სიმშვიდით რომ შეხვდა ქართველი ვაჟკაცი აღსასრულს... სიმდიდრესა და
განცხრომით ყოფნას რომ სიკვდილი არჩია... ჯალალ ად-დინმა თავად ხომ
განსაცდელში მიატოვა სამშობლო, ზურგი აქცია და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის
მტერს გაექცა, სხვა ხალხების განადგურებაში ჰპოვა შვება და ნუგეში... ქართველი
ვაჟკაცის მოქმედება რომ ნახა, ეს წარმოიდგინა, და კიდევ უფრო მოერია ცოფი,
იყვირა, თვალთ დაუბნელდა...
ნასავი აღარაფერს ამბობს, რა უყვეს შემდეგ ტყვედ ჩაგდებულ ქართველ
დიდებულს; ეტყობა, საჭიროდ აღარ ჩათვალა ამის დაწერა, რადგან ისედაც
იგულისხმება- ქართველ ტყვეებს მაშინვე დახოცავდნენ; თავებს წააცლიდნენ, ჯერ
რჯულის დაგმობასა და ისლამის მიღებას მოსთხოვდნენ, და რაკი ვერ
დაიყოლიებდნენ, დახოცავდნენ. შალვა ახალციხელსა ასე არ უყვეს!.. ასე აკლდებოდა
ქართულ მხედრობას გამოცდილი სარდლები და მამაცი მეომრები. და ახლა, ამ
საშინელი განსაცდელის დროს, მით უფრო საგრძნობი და დასანანი იყო ეს.

5
ჯალალ ად-დინს მყარი მდგომარეობა არა ჰქონიაო, ზემოთ ითქვა. უცებ ჭორი
გავრცელდებოდა, მოეჩვენებოდათ რამე, და ხელად განგაშს ასტეხდნენ, ჯარს
შეკრებდნენ, ფაცხაფუცხით დაიძრებოდნენ... მაგრამ ხშირად სულ ტყუილ-
უბრალოდ. ახლაც ასე მოხდა. სულთანი რომ ქერმანში წავიდა დიდი ჯარით, თავისი
ჰარემი ქილაკუმში დატოვა, გოგჩის ტბის მახლობლად მდებარე კარგად გამაგრებულ
ციხეში. მცველებად გამოჩენილი ხანები და ამირები მიუჩინა (როგორც ხედავთ,
ჰარემს განსაკუთრებულად უფრთხილდებიან სულთნები-წინასწარ გადაჰყავთ
შედარებით უხიფათო ადგილას, გაძლიერებულ დაცვას მიუჩენენ ხოლმე, მუდამ
დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დონეზე აქვთ ეს საქმე...) და აი,
ქილაკუნამდე ჭორმა მიაღწია-ქართველებს თბილისი ალყაში მოუქცევიათ, დიდი
ჯარით შემორტყმიან ქალაქს და შარაფ ალ-მულქი შიგა ჰყავთ გამომწყვდეულიო.
ჭორიო, იმიტომ, ვთქვით, რომ ეს ცნობა ყალბი გამოდგა.
როგორც ვნახეთ, ქილაკუნში დიდი ხანები და ამირები ჰყავდა სულთანს,
უყურადღებოდ ვერ დატოვებდნენ შემაშფოთებელ ცნობას. მაგრამ იმის გადაწყვეტა,
თუ რა უნდა ეღონათ, ადვილი არ გამოდგა: ვერც ჰარემის მიტოვება გაებედათ
სულთნის შიშით, და თან კი იქნებ იმისთვისაც დასჯილიყვნენ, ახლავე თუ არ
მიშველებოდნენ თბილისში გამომწყვდეულ შარაფ ალ-მულქს. რა უნდა ექნათ?
ბევრი იმსჯელეს, ბევრი იკამათეს, და გადაწყვიტეს, რომ იქვე დაჩენილიყვნენ,

573
მტკიცე დავალება პირნათლად შეესრულებინათ , სულთნის ჰარემი და ქონება
დაეცვათ. მარტო ორ-ხანი არ დაემორჩილა ამ გადაწყვეტილება.
ორ-ხანზე ზემოთაც ითქვა, სულთნის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული და
მამაცი სარდალი იყოო. ახლაც გამბედაობა გამოიჩინა, სხვებს არ დაუჯერა-
ქართველებმა რომ სულთნის ვაზირის ტყვედ ჩაგდება მოახერხონ, ამით ხომ
საბოლოოდ მოგვეჭრა თავი, ამ სამარცხვინო ლაქას მერე ვეღარასოდეს მოვიცილებთ.
თქვენ ხომ იცით, რომ შარიქ ალ-მულქი გულზე არ მახატია, მაგრამ არ შემიძლია არ
მივეშველოო. და მაშინვე თბილისისაკენ გაეშურა დიდი რაზმით.
როგორც ითქვა, ეს ცნობა ჭორი გამოდგა, ქართველმა მეფემ და
ამირსპასალარმა კვლავ ვერ შეკრიბეს დაფანტული ჯარი, კვლავ ვერ მოახერხეს
დამპყრობლისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა.

ჩავიდა თუ არა ორ-ხან თავისი ხუთიათასიანი ჯარით თბილისს, ქერმანიდან


შიკრიკი მოვიდა, სულთანი უკვე გამობრუნდა ქერმანიდან და ახლა ნახჭევანში
იმყოფება, მალე ჩამოვაო.
დაბრუნება ძლივს მოასწრო ჯალალ ად-დინმა, რომ მისი ჯარი კვლავ ,,მოედო
ქართველთა ქვეყანას-გაძარცვა და დაარბია ყოველი კუთხე
- ამ ცნობასაც ნასავი გვაწვდის.
როგორც ვხედავთ, ხვარაზმის სულთანს გადაუწყვეტია სისხლისა ფდასცალოს
საქართველო. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მას კიდევ ერთი სისხლიანი
განზრახვის შესრულება-ხლათის დიდი სასულთნოს დამორჩილება. სანამ ამ გულის
წადილს შეისრულებდეს, საჭიროა ჯერ საქართველო დაიპყროს მთლიანად;
სამხრეთით მდებარე დიდი ქალაქები ანისი და კარი, რომლებიც ქართველებს
უჭირავთ, ჯერ ისევ აუღებელია, და თუმცა აქტიურ წინააღმდეგობას არ უწევენ ეს
ქალაქები ხვარაზმის სულთანს, კარგად გამაფრებულები არიან და პოტენციურ საშიშ
ძალას წარმოადგენენ.
და აი, როცა სულთანმა გადაწყვიტა, საქართველოს დანარჩენი ნაწილი უკვე
საფუძვლიანად მყავს დარბეულიო, ანისისაკენ დაძრა ჯარი (ზოგი უცხოელი
მემატიანის ცნობით, ანისშიამ დროს თითქოს ივანე ათაბაგი იყო). ანისიდან კარი
შორს აღარ არის, და სულთანმა ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა
მოინდომა. ეს მარტო სიხარბითა და სულწასულობით არ აიხსნება: ერთმანეთის
მეზობლად მდებარე ორ დიდ ქალაქში ერთდროული თავდასხმა მორალურად
გასტეხდა ამ ქალაქების დამცველებს (თან, ამით იმის საშუალებაც ესპობოდათ, რომ
განსაცდელის დროს ერთმანეთს დახმარებოდნენ) და გამარჯვება უფრო ადვილი
იყო.
ალბათ ასე ფიქრობდა სულთნი, როცა თავისი მრავალრიცხოვანი ჯარი ორად
გაჰყო-ერთი ნაწილი თავად დაიტოვა ანისის ასაღებად, მეორე კი კარისაკენ გაგზავნა.
მაგრამ ისე ადვილი ვერ გამოდგა ეს სამხედრო ოპერაციები, როგორც თავიდან
ეჩვენებოდა სულთანს. თბილისის მწარე გამოცდილება კარგად გამოადგათ ამ
ქალაქებს, უკვე მოესწროთ ქალაქების მისასვლელის გამაგრება და მტრისათვის
ღირსეული დახვედრა-რამდენი არ უტრიალეს სულთანმა და მისმა სარდლებმა,
ლოდსატყორცნი მანქანებიც მიუყენეს... მაგრამ ამაოდ, ვერაფერი დააკლეს.
აქ ისიც უნდა აღინიშნოს, მის მხედრობას უკვე აღარ შერჩათ ის პირველი ძალა,
და იქნებ ჟინიც კი, რაც დასაწყისში ჰქონდათ, როცა აზერბაიჯანისა და საქართველოს
საზღვრებს მოადგნენ...

574
ანკი რა ძალა შერჩებოდათ! აბა რუკას დააკვირდით-რამდენს დადიან, რამდენს
დაწანწალებენ, რა გზას აკეთებენ... თანაც. რა სისწრაფით! ქერმანიდან რომ ღალატის
ამბავი მოუვიდა და ხუთი ათასიანი მხედრობით იქითკენ დაიძრა, ეს ამოდენა გზა
სულთანმა ჩვიდმეტ დღეში გაიარა. ნახეთ, რასა წერს ნასავი: ბარაყის დასასჯელად
ქერმანისაკენ წასული სულთანი ,,ქარის სისწრაფით მიჰქროდა დღე და ღამე
გასწორებული ჰქონდა, საჭმლის გემო არ უგვრძნია, ძილის სიმშვიდე არ განუცდია...-
და იქვე ლექსად ნათქვამი:

გზასა ფარავდნენ ფეხმარდი ცხენებით,


მაგრამ კი არ მიაჭენებდნენ,
თითქოს ფრთები გამოესხათ და მიფრინავდნენ...

დაიქნცნენ, დაიღალნენ... თუმცა ამით მათ სისასტიკეს ჟინი და სიმწვავე არ


მოჰკლებია, კიდევ უფრო გაბოროტდნენ.
თითქმის ერთი თვე იყურყუტა სულთანმა ანისის მისადგომებთან, მერე უცებ
აიყარა და ჯარის ერთი ნაწილით თბილისისაკენ გაბრუნდა, დარბეული კუთხეების
ხელახლა დარბევას მოჰყვა. ეტყობოდა, ისეთი შთაბეჭდილების შექმნა სურდა,
თითქოს ანისის და კარის შეუპოვრობით გაბრაზებულს, გადაეწყვიტა, საქართველოს
სხვა კუთხეებზე ეყარა ჯავრი.
ნაწილობრივ იქნებ მართლაც ასეა, მაგრამ უმთავრესი მაინც სხვა რამე იყო. აკი
ითქვა, თბილისის დაპყრობასა და საქართველოს სხვა კუთხეების დარბევის შემდეგ
ჯალალ ად-დინის მთავარი მიზანი ხლათის აღება იყოო. და როგორც იბნ ალ-ასირი
გადმოგვცემს, ახლა პატარა სამხედრო ეშმაკობა უხმარია სულთანს-ხლათის
მბრძანებლის თვალის ასხვევად, აიყარა და თბილისისაკენ წამოვიდა, ხლათისაკენ
გალაშქრებაზე თითქოს ხელი აეღოს, ან ძალიან დიდი ხნით გადაედოს ეს საქმე.
სინამდვილეში კი ჯარი შეავსო და სულ მალე ისევ დაიძრა ხლათისაკენ.
სხვათა შორის, ნასავის ცნობით, ამის წინაც უცდია სულთანს ხლათის აღება,
სანამ იგი ქერმანში გაემართებოდა ბარაყის დასასჯელად, მაგრამ ვერაფერს გამხდარა
და პირში ჩალაგამოვლებული გამობრუნებულა.
ახლა კი კარგად მოემზადა, თანაც დარწმუნებული იყო, რომ
ხლათელებისათვის მოულოდნელი იქნებოდა მისი გამოჩენა; და ამჯერად, ეტყობა,
ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ამ დიდ და მისთვის სანატრელად გამხდარ ქალაქს
ადვილად აიღებდა.

სწრაფად მიდიოდა სულთნის მხედრობა და მხოლოდ მანასკერტთან შედგა, ამ


ჩვენს ძველ ნაცნობ ქალაქს შემოარტყა ალყა, იმის იმედით, რომ ადვილად აიღებდა
და პლაცდარმად გამოიყენებდა. მანასკერტი ხლათთან ახლოს იყო.
მაგრამ ხლათის მბრძანებლისათვის სულაც არ გამოდგა მოულოდნელი
ჯალალ ად-დინის ,,ანაზდი
გალაშქრების ამბავი. მან ჯაშუშების საშუალებით წინასწარვე კარგად გაიგო
ყველაფერი და მაგრადაც დახვდა-ქალაქის შორეულ მისადგომებთანვე შეაჩერა
მტერი და დიდი ზარალიც მიაყენა.
იმდენად დიდი იყო სურვილი ამ მდიდარი და სტრატეგიულადაც მეტად
მნიშვნელოვანი ქალაქის აღებისა, რომ კალალ ად-დინმა ვეღარ მოზომა, ვეღარ
მიხვდა, რომ მისი განზრახვა ამჟამად უპერსპექტივო იყო. თავისი დაღლილი, და აწ
უკვე გამარჯვების რწმენა დაკარგული ჯარით ვერ მოახერხებდა კარგად

575
გამაგრებული და დაცული ქალაქის აღებას. ერთხანს შეიცადა (და ამით
მოწინააღმდეგეს საშუალება მისცა, ძალა მოეკრიბა, კიდევ უფრო კარგად
მომზადებულიყო ახალი შეტევის მოსაგერიებლად, ხოლო სამშობლოდან ამ სიშორის
წამოსული თავისი ჯარი კიდევ უფრო დაღალა და გააბეზრა) და რამდენიმე ხნის
შემდეგ ისევ შეუტია.
და ამჯერადაც სასტიკად დამარცხდა. თუმცა ხლათელებსაც დიდი ვნება
მიაყენეს. თითქმის ქალაქში შეიჭრა სულთნის ჯარი, ამ ქალაქის განთქმულ ბაზარს-
სუქ ად-დაქიქს მიაღწია...
და აქედან დაახევინეს. ხლათები თავგანწირვით იბრძოდნენ.
სულთანმა, როგორც იტყვიან ხოლმე, მალე გაჰყიდა თავი: უკვე აღარავის
სჯეროდა მისი მაღალფეროვანი განცხადებისა, რჯულის დასაცავად ვარ
მოწოდებული და ამისთვის ვიბრძვიო. ყველა მიხვდა მაჰმადიანისა და
ქრისტიანიც- რომ ჯალალ ად-დინი ჩვეულებრივი სისხლიანი დამპყრობელი იყო,
მძარცველი და მოძალადე, სხვისი მიწა-წყლისა და სიმდიდრის ხელში ჩაგდების
მოსურნე. და ამ სურვილის შესასრულებლად იგი არაფერს ზოგავდა, არაფერს
ერიდებოდა; სადაც მოვიდოდა, ყველგან სიკვდილსა სთესდა, სისხლის ნიაღვრებს
აყენებდა, ანგრევდა და აცამტვერებდა ყველაფერს, რაც ადამიანთა თაობებს
საუკუნეების განმავლობაში შრომითა და ოფლისღვრით შეექმნათ; მისთვის გარჩევა
არ იყო-ერთნაირად სპობდა ბავშვს, ქალს, მოხუცსა და უძლურს... აბუჩად იგდებდა
ყველას-ამცირებდა, შეურაცხყოფდა.

და ამას მალე მიხვდა ყველა-ქრისტიანიცა და მაჰმადიანიც, ხლათების


თავგანწირული ბრძოლას ამითვე უნდა აიხსნას.
ჯალალ ად-დინი მაინც არ იტეხდა იხტიბარს, ჯიუტად იდგა ხლათის
მისადგომებთან და ახალი შეტევისათვის ემზადებოდა.
მაგრამ ამასობაში დრო გავიდა. გვიანი შემოდგომა იყო, როცა ჯალალ ად-
დინმა ხლათზე გაილაშქრა ხლათზე გამარჰვების იმედით. ახლა კი შუა ზამთარი
დამდგარიყო, თოვლი ჩამოჰყარა, აცივდა... ძალიან გაუჭირდა შორიდან მოსულ
დამპყრობელს.
და იქნებ გულის სიღრმეში ეამა კიდეც, როცა თავისმა ვაზირმა შარაფ ალ-
მულქმა უსიამოვნო ამბავი შეატყობინა- საბაბი მისცა აყრილიყო და სწრაფად
გამობრუნებულიყო, ხლათელების თვალშიც და თავისივე ჯარისკაცების წინაშეც
თითქოს შერცხვენისაგან იხსნა...
ვაზირმა კი აი, რა შეატყობინა.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ საქართველოში გაფაციცებით
ადევნებდნენ თვალყურს ჯალალ ად-დინის მოძრაობას და ბრძოლებს. ხელადვე
გავრცელდა ხმა ხლათთან ხვარაზმელების დამარცხების შესახებ. ისიც ადვილი
წარმოსადგენია, სულთნისაგან მიყენებული მწუხარების შემდეგ, რა შვების წყარო
იქნებოდა ეს ხმები დაპყრობილი ხალხისათვის. შვებისა და იმედის წყარო.
ხვარაზმელთა დამარცხების ამბავმა, ეტყობა, გაზვიადებულად ჩამოაღწია
თბილისში. ხვარაზმელთა მთავარი ძალა შორს იყო და ასეთ ვითარებაში თბილისის
გარნიზონის დამარცხება არ გაუჭირდებოდათ ქართველებს; ეა საეჭვო და საჭოჭმანო
სულაც აღარ ჩანდა. რაკი ახლა სულთანი თავად დამარცხებული იდგა ხლათის
მისადგომებთან, და იმის თავი აღარ ჰქონდა, თბილისის გარნიზონს დახმარებოდა,
ქართველთა სრული გამარჯვებაც თითქოს გარანტირებული იყო, თუკი ახლავე,
ჯალალ ად-დინის აქ არყოფნაში, მოაწყობდნენ აჯანყებას.

576
ამას დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, თუმცაღა, ერთგვარად,
იდუმალებით მოცული თუ ბუნდოვანი ამბავი. ამას უცხოური წყაროები
გადმოგვცემენ. ქართველი მეფის ქმარს, არზრუმის მბრძანებლის შვილს მუღის ად-
დინს, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ ქართველებს უღალატა და ხვრაზმის სულთანს
მიემხრო, ახლა თითქოს ქართველებისათვის ეცნობებინოს-თბილისის გარნიზონი
შემცირებული და დასუსტებულია, და თუ ახლავე გამოილაშქრებთ, ადვილად
სძლევთ, აქედან მეც დაგეხმარებითო.

ამ ცნობას, როგორც ითქვა, უცხოური წყაროები გადმოგვცემენ, და აქ


დაუჯერებელი არაფერია, მართლაც ასე უნდა იყოს, საკვირველი ის არის მხოლოდ,
რატომ დაადგა ასეთ მოლიპულ გზას მუღის ად-დინი!.. ვთქვათ, ერთხელ მოინანია
თავისი ცოდვა-ქრისტეს სარწმუნოება დაჰგმო და კვლავ მამა-პაპათა რჯული აღიარა.
ეს მონანიება თითქოს დასაჯერებელია. მითუმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ,
რომ ამ სარწმუნოებრივი მონანიებისათვის არზრუმის მბრძანებლის შვილი თავის
გვირგვინოსან თანამეცხედრეზე გულმოსულობამაც წააქეზა.
მაგრამ ახლა რა მოხდა? პირველი მონანიების შემდეგ ორიოდე თვე ძლივს
გავიდა და ისევ ახალმა სინანულმა წამოუარა?
და ეს გრძნობაც გულწრფელი იყო?!.
ძნელი დასაჯერებელია.
მაშ, რითი ავხსნათ ასეთი სწრაფი მეტამორფოზა?
ამას მკვლევალები იმით ხსნიან, რომ მუღის ად-დინი, ისევე როგორც
თბილისელი მაჰმადიანები, საბოლოოდ დარწმუნდა ჯალალ ად-დინის
გაუმართლებელ სისასტიკესა და ანგარებაში; ყველა მიხვდა, რომ მისი სიტყვები-
თითქოს მაჰმადის რჯულის დასაცავად იბრძოდა-ლიტონი და ფუჭი იყო.

როგორც ითქვა, თბილისელი და მეზობელ სასულთნოთა მაჰმადიანები


მართლაც დარწმუნდნენ ამაში-ხლათელების ისეთი თავგანწირული ბრძოლა და
ხლათთან სულთნის დიდი ლაშქრის სასტიკი დამარცხება, როგორც ითქვა, სწორედ
ამით უნდა აიხსნას. მაგრამ მართლა გულწრფელი და ვაჟკაცური თუ იყო მუღის ად-
დინის მონანიება, ამის გადაჭრით თქმა ალბათ ძნელი იქნება. ღალატი ძალიან მძიმე
ცოდვაა და ადამიანისათვის ამდენი საუკუნის შემდეგ დაუსაბუთებლად მძიმე
ბრალდების წაყენება საჩოთირო და უხერხულია, ვაითუ ჩვენვე ჩავიდინოთ უნებური
ცოდვა!.. ამიტომ კატეგორიული განცხადებებისაგან თავი უნდა შევიკავოთ, მაგრამ
უნებურად წამოიჭრება სულ სხვა ვარაუდი, და არ შეიძლება, ესეც არ ითქვას. მუღის
ად-დინმა ამის წინ უღირსი, არავაჟკაცური საქციელი ჩაიდინა- მძიმა განსაცდელის
დროს უღალატა მეუღლეს, შვილებს, მთელ ხალხს, ახალმიღებულ რჯულს... რჯული
და რწმენა ტანსაცმელი ხომ არ არის, ამინდის შეცვლასთან ერთად გამოიცვალო!..
ჯერ თითქოს სასოებით მოინანია მამა-პაპათ რჯულის დაგმობის მძიმა ცოდვა... და
სამიოდე თვეც არ გასულა, რომ კვლავ იმ ახალი რწმენის ერთგულებამ წამოუარა!..
ნასავი ძალიან ადვილადა ხსნის ახალგაზრდა დიდებულის მძიმე სულიერ
მდგომარეობას - ,,ამ დროს (ესე იგი, იმ დროს, როცა ჯალალ ად-დინი ხლათისათვის
იბრძოდა) ჭაბუკს (მუღის ად-დინს) სატანა დაეუფლა, და კვლავ ურჯულოებას
დაუბრუნა – ქართველებთან გაიქცაო.
ვითომ მართლა ასეა? მართლა სატანას ბრალია?.. თუ ჩვეულებრივი
ადმიანური სისუსტე ,,დაეუფლა, ამ სისუსტემ ააწრიალა-ჯერ სულთნისა შეეშინდა
რჯულშეცვლილ დიდებულს, როცა ეს სულთანი დიდი ლაშქრით მიადგა თბილისის

577
კარებს!.. ახლა კი, როცა სულთნის ძლევამოსილება მეტად საეჭვო შეიქნა (სწორედ
ამის დამადასტურებელი ხმები მოდიოდა ხლათიდან), კიდევ ერთხელ წამოუარა იმ
ადამიანურმა სისუსტემ, რომლის სახელს ზედმეტად ნუღარ ვახსენებთ, ისედაც
ადვილი მისახვედრია!.. ამჯერად უკვე ქრისტიანი მოყვრების შურისძიებისა
შეეშინდა ორჯერ რჯულ შეცვლილ ჭაბუკ დიდებულს და გადაწყვიტა, ეს სამსახური
გაეწია მათთვის, ამით გამოესყიდა მეორე ცოდვა... ერთხელ უკვა მოლიპულ გზაზე
შემდგარი კაცისათვის ეს ნაბიჯი ძნელი აღარ იქნებოდა. თუ ამ ვარაუდს
გავიზიარებთ, ადვილი ასახსნელი იქნება ყველაფერი.
ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ ქართველებმა სასწრაფოდ შეკრიბეს ჯარი. ივანე
ჯავახიშვილს ალ-ასირი სიტყვები მოაქვს - ,, ქართველებმა ანისითგან, კარითგან და
სხვა ციხეებითგან მეციხოვნე ჯარის ერთი წილი გამოიყვანეს და მოიშველიესო. ეს
ცნობა საგულისხმოა; ამითი ჩანს, რომ თბილისზე ქართველების შეტევა სტიქიური
არ ყოფილა, წინასწარ მოფიქრებული გეგმით სრულდებოდა და თავისი
ხელმძღვანელი ჰყავდათ.
მით უფრო გასაკვირია, რომ მოუმზადებლად და ბევრი რამის
გაუთვალისწინებლად მოხდა ყველაფერი. კვლავ სამხედრო ხელისუფალთა უხეირო
ხელმძღვანელობა ჩანს... თუმცა ძნელი სათქმელია, ვინ ხელმძღვანელობდა ამ
შეტევას... ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ქართულ ლაშქარს წინა ბრძოლებში ბევრი
ღირსეული წინამძღოლი გამოაკლდა...სამწუხაროდ, წყაროები არ ასახელებენ, ვინ
ხელმძღვანელობდა თბილისისათვის ქართველთა ბრძოლას.
პირველათ თითქოს ყველაფერი კარგად წარიმართა:ხვარაზმელთა გარნიზონმა
ვერ გაუძლო ქართველთა შეტევას და ქალაქი დასცალა.
დაგვავიწყდა გვეთქვა, თბილისის გარნიზონს იმ დროს შარაფ ალ-მულქი კი
აღარ მეთაურობდა – იგი ამასწინათ განჯაში გაგზავნა სულთანმა, ზამთარი იქ უნდა
გაეტარებინა – არამედ ყირ – მალიქი. და სწორედ ყირ-მალიქის სიმხდალითა ხსნის
ნასავი თბილისის გარნიზონის დამარცხებას: თავიდანვე ცნობილი იყო თავისი
სიმხდალითა და დაუდევრობითო, გულმოსული კაცის მკაცრი ირონიით შენიშნავს
სულთნის მდივანი.
აქ ცოტას ალბათ აჭარბებს ნასავი – ქართველი მეომრების შემართებისა და
მამაცობის ამბავი საქვეყნოდ იყო ცნობილი, და გასაკვირი სულაც არ არის, რომ მათ
ხვარაზმელთა გარნიზონი დაამარცხეს.

ხოლო როცა ქალაქისათვის ბრძოლის მოუმზადებლობაზე ვლაპარაკობთ, იმას


ვგულისხმობთ, რომ ქართველებს მალევე მოუხდათ თბილისის დატოვება. შვიდჯერ
გაზომე და ერთხელ გასჭერიო. როგორც უკვე ითქვა, ეტყობა, თავიდან არ იყო
მომზადებული; ამბების განვითარების მიხედვით, სტიქიურ შეტევას უფრო ჰგავს
ქართველების მიერ თბილისის აღება (თუმცა, როგორც ითქვა, ეს ასე არ იყო),
გამოცდილი სარდლის თვალი და ხელი არა ჩანს...
მაგრამ თანმიმდევრობით მივყვეთ ამბავს.
თბილისზე შეტევისათვის მზადება თავიდანვე ისე გახმაურებულა (ამითაც კი
ჩანს სუსტი მომზადება ბრძოლისა), რომ განჯაში შარაფ ალ-მულქს გაუგია, და
მაშინვე უცნობებია სულთნისათვის. სულთანმა პირველად ან არ დაიჯერა ეს ცნობა
(ამის წინათაც ხომ რამდენჯერმე გაავრცელეს ასეთი ხმები და საბოლოოდ ტყუილი
გამოდგა!), ან სარიოზულად არ მიიჩნია და ერთხანს ყურადღება არ მიაქცია. ყოველ
შემთხვევაში, მაშინვე ვერ მოახერხა წასვლა. როგორც ვიცით, ახალ შეტევას
ამზადებდა ჯალალ ად-დინი და ხლათის დათმობა უმძიმდა. მაგრამ როცა პირველ

578
წერილს მეორე და მესამე მოჰყვა და თბილისში შექმნილი მდგომარეობა სულ უფრო
საგანგაშოდ აუწერა ვაზირმა, სულთანი უკვე შეშფოთდა.
ამას ის დაერთო, რომ თითქოს საგანგებოდო, სწორედ ამ დროს მოთოვა და
ერთბაშად აცივდა. სულთანს თავიდან არ ეგონა ამდენ ხანს თუ გაჭიანურდებოდა
ხლათისთვის ბრძოლა, და ლაშქარი ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი შეხვდა
მოულოდნელ სუსხს. ისედაც გაბეზრებულ მეომრებში უკმაყოფილებამ იმატა...
შარაფ ალ-მულქის ახალი ცნობები უკანასკნელი ბიძგი გამოდგა, რალა ჯალალ ად-
დინი სწრაფად აყრილიყო და თბილისისაკენ დაძრულიყო. ამიტომაც ვთქვით,
გულში ცოტათი იქნებ ესიამოვნა კიდეც, რაკიღა იქიდან წასვლის ასელი საპატიო
მიზეზი მიეცაო: სხვების თვალში, – და საკუთარი თავის წინაშეცმ (რადგან ადამიანი
ასეთ ვითარებაში ადვილად იტყუებს ხოლმე თავს) – უკვე გამართლება ჰქონდა,
მარცხად აღარ ჩაეთვლებოდა ფახიფუხით დაწყებული ბრძოლის მიტოვება და
გაწბილებული გაბრუნება.
მიდიოდა სულთანი და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რადაც არ უნდა
დასჯდომოდა, კვლავ დაებრუნებინა საქართველოს დედაქალაქი. საკადრისად
დაესაჯა ქართველები. თბილისის დათმობა არ შეიძლებოდა. მაშინ კავკასიიდან
საერთოდ უნდა ამოეკვეთა ფეხი და წასულიყო.
მაგრამ სად? სადღა ჰქონდა წასასვლელი!.. ეს მამაცი და უშიშარი კაცი
მონღოლებს დაეშინებინა. ამ დროისათვის კიდევ უფრო გამწვავებულიყო
მდგომარეობა – აღმოსავლეთიდან ახალი ძალით დაძრულიყვნენ მონღოლები!..
ამიტომაც ვერ დათმობდა თბილისს, ამიტომაც იყო მოსალოდნელი გააფთრებული
ბრძოთები საქართველოს დედაქალაქისათვის.
მაგრამ დიდი ბრძოლა, ეტყობა აღარ დასჭირვებია სულთანს. ის კი არადა, ზოგ
უცხოურ წყაროს თუ ვერწმუნეთ, ბრძოლა სულაც არ გამართულა – იბნ ალ-ასირისა
და ნასავის ცნობით, გაიგეს თუ არა ქართველებმა ჯალალ ად-დინის ხლათიდან
წამოსვლის ამბავი, ,,თბილისი მაშინვე გადაწვეს და წავიდნენ
უბრძოლველად.
არადა, თითქოს ხელსაყრელი დრო იყო, დაემარცხებინათ და განედევნათ
მტერი. როგორც უკვე ითქვა, ჯალალ ად-დინს ის ძალ-ღონე აღარ მოსდევდა, რაც
დასაწყისში ჰქონდა. მისი შეკოწიწებული ლაშქარი დაიქანცა – მარტო ამდენი
წანწალი დაღლიდა. ახლა, მით უმეტეს, სამხრეთით რამდენიმე წარუმატებელი
გალაშქრების შემდეგ მორალურადაც გატეხილი იყო. შიგნითაც სარდლებს შორის,
უთანხმოება და შური მწვავდებოდა... ხვარაზმის სულთნის მდგომარეობა
პოლოტიკურადახ შერყეულიყო – როგორც ითქვა, ამ დროისთვის მან უკვე მოასწრო,
თავი ყველასათვის გაეცნო, თავისი უბადრუკი და მდაბალი ზრახვები
გამოემჟღავნებინა. ახლა მაჰმადიანურ სამყაროში, მეზობელ სასულთნოებში,
აღარავითარი მხარდაჭერა და დასაყრდენი აღარა ჰქონდა ჯალალ ად-დინს. იგი უკვე
ყველას სძულდა.
და ამ ხელსაყრელი მდგომარეობით, – თუკი კარგი, სწორად წარმართული
ხელმძღვანელობა იქნებოდა, – ქართველებს შეეძლოთ ესარგებლათ. მით უმეტეს,
მთავარი მოახერხეს – თბილისი უკვე მათი იყო; კონტრშეტევის ძირითადი ნაწილი
მოგებული იყო. ახლა როგორმე უნდა შეენარჩუნებინათ ეს კარგად გამაგრებული
ქალაქი.
მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, გმირ, მამაც, სამშობლოს დასაცავად თავგანწირ ვით
მებრძოლ ხალხს წარმმართველი ძალა აკლდა. აღარც პოლიტიკური ხელმძღვანელი
ჰყავდა, აღარც სამხედრო.
579
ამრიგად, საქმე კვლავ ჯალალ ად-დინის სასიკეთოდ შებრუნდა. და უკვე
თქმაც აღარ არის საჭირო, რა უბედურებას დაატრიალებდა თბილისსა და
საქართველოს სხვა კუთხეებში ეს გამწარებულუ, გაბეზრებულუ ლაშქარი და მისი
გაბოროტებული წინამძღოლი. რა წამლეკავ ტალღად გადაუვლიდნენ მათ მიერვე
უკვე რამდენჯერმე გადაქელილ და მიწასთან გასწორებულ კუთხეებს.
ამ სოფლებსა და ქალაქებს კიდევ დარბევა უნდოდა!
მემატიანეებიც აღარ ცნობენ საჭიროდ, საგანგებოდ აღნიშნონ, რა უბედურება
დაატრიალა თბილისის მეორედ აღების შემდეგ სულთანმა თვით დედაქალაქსა და
ახლომახლო კუთხეებში.
თბილისის გადაწვა და იქ კვლავ ხვარაზმელების გაბატონება 1227 წლის
თებერვალსა თუ მარტში მოხდა.
ამის შემდეგ დიდი ხანი აღარ გასულა, რომ ხვარაზმის სულთანი იძულებული
გახდა ერაყს გამგზავრებულიყო, რათა იქ მონღოლებს დახვედროდა... ,,აიყარა
ტფილისით... წარმოემართა ბრძოლად თათართა
(უცხოური წყაროების სისწორეს ჟამთააღმწერელის ცნობაც ადასტურებს).
და ამჯერადაც ზედიზედ მარცხდება სულთანი. მონღოლებთან ბრძოლაში
ბედი არა სწყალობს.
როცა ნახა, სხვა გზა აღარ იყო, სულთანმა შემწეობისათვის მეზობელ
სასულთნოებს მიმართა - ,,წარმართა მოციქული ხლათის სულტანსა და ხალიფას,
ბაღდადის მპყრობელსა, რათა შეეწივნენ მასცა და თავთაცა მათთაცა. ეგრეთვე
ერაყისა სულტანსა მიუმცნო: უკეთუ თვით თავითა არა გნებავს ბრძოლა თათართა,
ლაშქარნი წარმოავლინენით და ვბრძოდე, რამეთუ ვიცი წყობა მათი
(ანუ ამავე თხზულების სხვა ვარიანტით: ,,ერაყის სულტანსა მიუწერა: უკეთუ თვით
ვერ წამოხვალთ, ლაშქარი ბარე გვაშველეთო და შევებრძოლო თათართა ამათ,
რამეთუ მე უწყი კეთილად წესი ბრძოლისა მათისა და წყობათა და უკეთუ არა
ისმენთ ჩემსა, მე მარტო ვერა წინა აღუდგები, არამედ მივრიდებ და ვერცაღა თქუენ
შემძლებელ ხართ წინააღმდგომად მათდა).
მეტისმეტი დაგვიანებით გამოუვიდა ხვარაზმის სულთანს ასეთი
თავგამოდება. თუ მართლა აპირებდა გაერთიანებული ძალით მონღოლთა
წინააღმდეგ გამოსვლას, ეს თავიდანვე უნდა გაეკეთებინა, სანამ საკუთარ ზრახვებს
გაამჟღავნებდა და აქ ჩამოთვილილი ქვეყნებისათვის თავის შეძულებას მოასწრებდა.
ახლა უკვე ყველასათვის სახელგატეხილი იყო ხვარაზმის სულთანი- აღარავინ
ენდობოდა, ყველას სძულდა, ყველას ეშინოდა მისი... და გასაკვირი სულაც არ არის,
რომ ამ მოწოდებაზე ყველასაგან უარი მიიღო-,,ვითარ მივიდა მოციქული სულტნისა,
და არა ინებეს ბრძოლა თათართა
(ანუ სხვა ვარიანტით: ,,ხოლო მივიდა რა მოციქული სულტნისა, მათ უქმად
წარმოავლინეს და არა ისმინეს).

ცუდ დღეში აღმოჩნდა ხვარაზმის სულთანი. მან ხომ თავიდანვე ვერ გაუწია
წინააღმდეგობა მონღოლებს-როცა უფრო ძლიერიც იყო და პერსპექტიულად სხვა
მაჰმადიანური ქვეყნების მხარდაჭერის იმედიც უნდა ჰქონოდა. ახლა რაღას
გახდებოდა, როცა ამდენი წრიალისა და საბრძოლო ენერგიის ფუჭი ფლანგვის
შემდეგ დასუსტდა კიდეც და სხვათა თანადგომის იმედიც გადაეწურა.
და, როგორც ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, ახლაც ძალიან იოლი გამოსავალი
უპოვია ( ამის გამოცდილება მას ხომ უკვე ჰქონდა!)- რაკიღა მონღოლებს ვერ
გაუმკლავდა, გადაწყვიტა ამჯერადაც გასცლოდა მათ და სხვაზე ეძია შური: ,,რომელ

580
სპანი მისნი და ადარბადაგანისა და [მონღოლებს] ვერ წინააღუდგებიან, დაუტევა
ადარბადაგანი და წარმოემართა მეორედ ტფილისს.
ვახუშტი ბატონიშვილი, უფრო გაშლილადა და მკაფიოდ გადმოგვცემს ამ
ფაქტს: სულთანმა ,,წარუვლინა დესპანი ბაღდადის ხალიფასა და სულტანს
სალადინს, რათა სცენ შეწევნა თათართა ზედა; არამედ მათ არ ინებეს. ამის მსმენელი
უიმედო ქმნილი ჯალალ ად-დინ მწეობისა მათსა და თათარნიც მოახლოებულნი
მასზედა წარმოემართა კვალად ტფილისსავე.
ქართული წყაროები პირდაპირ არ გადმოგვცემენ, მაგრამ იმის მიხედვით, რაც
შემდგომ მოხდა, - აგრეთვე ზოგიერთი უცხოელი მემატიანის მინიშნებით, უფლებაქ
გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ამასობაში საქართველოს სამეფო კარს მეზობელ
სასულთნოებთან მოლაპარაკება გაუმართავს ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ
შეერთებული ლაშქრის გამოყვანის შესახებ.
უკვე რამდენჯერმე ითქვა: ქართველებს ახლა აღარ გაუძნელდებოდათ
მეზობელი მაჰმადიანი გამგებლების დაყოლიება-ისინი, ბოლოს და ბოლოს
დარწმუნდნენ, რომ ხვარაზმის სულთანი მათ სამტროდ იყო მოსული, მათი
ქვეყნების დასაპყრობად; რომ ეს გადამთიელი დამპყრობელი მათთვისაც ისეთივე
მტერი და საძულველი იყო, როგორც ქართველებისა და სომხებისათვის... ერთი
სიტყვით, ქართული წყაროები პირდაპირ არ გადმოგვცემენ, მაგრამ აშკარაა, რომ
შეიქმნა ქართველების და მეზობელი სასულთნოების სამხედრო კოალიცია ჯალალ
ად-დინის წინააღმდეგ... ამას ადასტურებს ჯუვეინის ცნობაც: ,, რაკი რუმის, შაბის,
სომხეთისა და იმ მხარეთა სულთნებს ეშინოდათ მისი [ჯალალ ად-დინის]
სიმკაცრისა და შურისძიების... ერთმანეთს შეუთანხმდნენ და მის განსადევნად
გაერთიანდნენ...
მაგრამ საფუძვლიანად მომზადება ვეღარ მოასწრო; მონღოლებთან ბრძოლებში
დამარცხებული და ,,უიმედოდქმნილი
ჯალალ ად-დინი სწრაფად მობრუნდა და ,,წარმოემართა კვალად ტფილისსავე.
ეს არ გამოჰპარვია საქართველოს სამეფო კარს, და ქართველმა მეფემ მაშინვე
,,მოუწოდა ყოველთა სპათა თვისთა-იმერთა და ამერთა, შანშეს
მანდატურთუხუცესსა, ავაგს ამირსოასალარსა, ვარამს მსახურთუხუცესსა, ჰერ-კახთა,
სომხითართა, ჯავახთა, მესხთა, ტაოელთა, დადიანს ცოტნეს, კაცსა წარჩინებულსა
და სათნოებიანსა, აფხაზთა, ჯიქთა და ყოველსა იმერსა სამეფოსა...
როგორც ხედავთ, საქართველოს ყოველი კუთხიდან გამოუყვანია ლაშქარი
ქართველ მეფეს.
მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულა-გაუხსნია აგრეთვე ,,კარნი
დარიალისანი
და იქიდან გადმოუყვანია ყივჩაყები, ოსები, დურძუკები, და ,,ამათ თანა ყოველნი
მთიულნი. რიცხვს არ ასახელებს ქართველი მემატიანე, მაგრამ ლაშქარი დიდი
ყოფილა-,,შეკრბეს სიმრავლე ურიცხვი,-წერს. ამ ჩამოთვლის მიხსდვითაც იგრძნობა,
რომ დიდი ჯარი იქნებოდა.
ნაჭარმაგევს შეკრებილა ეს ლაშქარი. და იქიდან ,,წარავლინა მეფემან
ბრძოლად ხვარაზმელთა.
როგორც ვხედავთ, სამეფო კარი საგულდაგულოდ მომზადებულა მტრის
დასახვედრად.
და მით უფრო უცნაურია ერთი ცნობა, რასაც იქვე გადმოგვცემს მემატიანე.

581
ისე გაგზავნა რუსუდანმა ეს დიდი ლაშქარი ,,ბრძოლად, რომ სამეფო დროშა
არ უწინამძღვრა – ,,ხოლო თვით დროშა სეფე არა წარგზავნა საქმისათვის ივანე
ათაბაგისა
(ანუ იმავე თხზულების სხვა ვარიანტით: ,,ხოლო სეფე დროშა არღარა გაგზავნეს
ივანე ათაბაგისა მიერ ქმნულისა საქმისათვის).
ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა!.. იმის გამო, რომ წინა ბრძოლებში ჯარი
დამარცხდა (თუნდაც მთავარსარდლის დაუდევრობისა და უნიათობის გამო), ახლა,
გადამწყვეტ ბრძოლაში მეფე ლაშქარს უდროშოდ აგზავნის!..
სჯის ვინმეს ამით?
თუ როგორ უნდა ავხსნათ ეს მოქმედება!
სეფე დროშა არ უწინამძღვრა- ესე იგი, მხნეობა და სიმტკიცე მოაკლო ლაშქარს,
გამარჯვების რწმენა თავიდანვე შეურყია... არ ენდო, დაამცირა...
ხედავთ, როგორ საგანგებოდ შენიშნავს ამ ფაქტს მემატიანე!
რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს მეფის ამ უცნაურ გადაწყვეტილებას?!.

ერთი სიტყვით, ლაშქარი ქართველებისა დაიძრა... ჯალალ ად-დინი ამ დროს


მუღანშია დაბანაკებული, დიდი ბრძოლისათვის ემზადება, თადარიგს იჭერს... როცა
გაიგო, ქართველები უკვე საბრძოლად მოდიანო, სასწრაფოდ აიყარა და წინ
წამოვიდა. ეტყობა იმ გადაწყვეტილებით, რომ მოწინააღმდეგისათვის დაესწრო.
და დაასწრო კიდეც. ლაშქარი ჯერ შეკრებილი არ იყო. არა თუ მეზობელი
სასულთნოების მხედრობა, როგორც ჩანს, ქართველთა ძირითადი ლაშქარიც არ იყო
ჯერ შეკრებილი. ნასავის ცნობა, ქართველებს ამ ბრძოლაში 40 000 მეომარი
ჰყავდათო, აშკარად არ ესადაგება ჟამთააღმწერლისას, რომელიც ქართველთა
ლაშქარს გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანს წარმოგვიდგენს (,,სიმრავლე
ურიცხვიო, წერს-თუმცა რიცხვს არ ასახელებს; მაგრამ როცა ჩამოთვლის, სად და სად
შეუკრებიათ ჯარი, ეს თავისთავად მიგვანიშნებს ლაშქრობის სიდიდეზე); თითქოს ან
პირველი ცნობა არ უნდა იყოს სწორი, ან ქართველი მემატიანე აჭარბებდეს.

მაგრამ ეს ცნობები არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს: ქართველებმა მართლაც


მრავალრიცხოვანი ჯარი შეკრიბეს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის საგულდაგულოდ
მოემზადნენ. მაგრამი ის ერთი ნაწილი ქართველთა ლაშქრისა, რომელსაც ხვარაზმის
სულთანი დაესხა და დაამარცხა, მართლაც 40000 იყო; ივანე ჯავახიშვილი
პირდაპირ წერს:
ხვარაზმშაჰი მთელი თავისი ლაშქრითურთ საქართველოს შემოესია და ბოლნისთან
დიდი ბრძოლა ისეთ დროს მოხდა , როდესაც ჯერ კიდევ მოკავშირეთა მეშველი
ჯარის მოსვლა და მოხმარება შეუძლებელი იყო. დასწრებამ ჯალალედინს არგო და
გამარჯვება მას დარჩა.
ჩვენ ხომ უკვე გავეცანით ჯუვეინის ცნობას ქართველებისა და მეზობელი
სასულთნოების სამხედრო კავშირზე.
და ბოლნისთან გამართული ბრძოლის ამბავსაც უფრო დაწვრილებით
მოგვითხრობს ჯუვეინი. იგი გადმოგვცემს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რამაც
ბრძოლის ბედი გადაწყვიტა (ბრძოლა, როგორც ითქვა, ბოლნისის მახლობლად
გაიმართა).
ბრძოლის წინ ჯალალ ად-დინი ერთ მაღალ გორაკზე ავიდა და მოშორებით
დაბანაკებულ ქართველებს გადახედა (ისინი, როგორც ვიცით, მაშველი ჯარის
მოლოდინში არიან). ცბიერსა და გამოცდილ სარდალს მაშინვე მოხვდა თვალში

582
ყივჩაყთა დროშები და ალმები!)... - ქართველები ხომ უდროშოდ იყვნენ ამ დროს, და,
ბუნენრივია, ყივჩაყთა დროშები ახლა უფრო მკაფიოდ გამოჩნდებოდა; იქნებ
გამომწვევადაც კი შლიდნენ და აფრიალებდნენ!.. - ყივჩაყები რომ შენიშნა სულთანმა
ქართველთა ლაშქარი, და თანაც დიდი რაოდენობით, მაშინვე ვერაგულმა ფიქრმა
გაუელვა; საიდუმლოდ მიუგზვნა კაცი, პური და მარილი გაატანა, და შეუთვალა: ხომ
არ დაგავიწყდათ, რა სიკეთე გიყავით ერთხელ, მამაჩემ მოჰამედის სიცოცხლეში!..
ნუთუ ახლა ისეთ უმადურობას გამოიჩენთ, რომ ქართველებს ამოუდგებით მზარში
და ჩემს წინააღმდეგ მახვილს შემართავთო?!
სულთანი არა ტყუოდა, სიკეთე მართლაც გამოიჩინა მან ერთხელ ყივჩაყების
მიმართ. და ახლა ეს შეახსენა. მაგრამ თავად ანგარებიანი კაცი გახლდათ და, რაღა
თქმა უნდა, ყივჩაყების მეხსიერებას არ ენდობოდა, მარტო ამის იმედით არ
დადგებოდა; უნდა ვიფიქროთ, ფულითა და ძვირფასი საჩუქრებითაც გაამაგრებდა
იმ ძველ
სიკეთეს, რათა თავისი მტერ-მოყვარისათვის ამით გაემახვილებინა დაჩლუნგებული
მადლიერების გრძნობა.
ყივჩაყებიი, რომლებიც ქართველთა მეწინავე ნაწილის ნახევარს შეადგენდნენ
(ოცი ათასი რჩეული მეომარი ყივჩაყიო, აეს წერს ჯუვეინი), განზე გადგნენ, თუ
გაბრუნდნენ; და სულთანიც,რომელსაც აქამდე,ჯუვეინისავე გადნოცემით, დიდი
შიში ჰქონდა
მტრის მომრავლებისა და თავისი ბედის სიმუხთლის
გამო, ხელადვე დაიძრა ქართველთა უკვე განახევრებული რაზმისაკენ.
როგორ წარიმართა შემდეგი ბრძოლა, ამის დაწვრილებითი აღწერა აღარ
შემოუნახავთ წყაროებს. მაგრამ ან კი რა საჭიროა, ისედაც ნათელია ყველაფერი;
ძნელი წარმოსადგენი აღარ არის, რა დღეში აღმოჩნდებოდა მოკავშირეთა
მოულოდნელი ღალატით გაოგნებული, ერთბაშად განახევრებული მეწინავე რაზმი,
რომელიც ძირითადი ლაშქრის მოლოდინში იყო დაბანაკებული, და, ვინ იცის,
ჟამთააღმწერლის მიერ ზემოთ ნახსენები გამოჩენილი სარდლებიც თან არ ახლდა
(ისინიო ალბათ ლაშქრის ძირითად ნაწილს მოჰყვებოდნენ)... მტრის
მრავალრიცხოვან ჯარს, ბუნებრივია აღარ გაუჭირდებოდა ასეთ დღეში ჩავარდნილი
რაზმის დამარცხება.
გამარჯვებული სულთანი, რაღა თქმა უნდა, უკან არ გაბრუნდებოდა. მან
კვლავ საქართველოს გულისკენ დასძრა თავისუი დიდი ლაშქარი. დააკვირდით
ჟამთააღმწერლის მწარე ირონიით წარმოთქმულ სიტყვებს: სულთანი
კუალად მივიდა ტფილისად, თუღა სადა ვინმე პოვნა დასარბევად, არბევდა
ქუეყანათა მათ ზემო ხსენებულთა...

თუღა სადა ვინმე პოვნაო!...


ეს სიტყვები კარგად მიგვანიშნებენ, რა დღეში იყო მძვინვარე მტრისაგან უკვე
მერემდენედ დარბეული ქვეყანა!.. და არა მარტო დედაქალაქი! სადამდეც კი ხელი
მიუწვდებოდა, ყველა კუთხე, ყველა სოფელი და ქალაქი ხელახლა დაარბია და
ააოხრა.
და მხოლოდ მას შენდეგ, როცა კარგად იჯერა გული თბილისისა და
საქართველოს სახვა კუთხეების რბევით,ჯალალ ად-დინი კვლავ ხალთისკენ
დაიძრა... ამჯერად უფრო დიდი ლაშქრით, და მეტის თავდაჯერებითაც.
მაგრამ ხალთელები ახლა კიდევ უფრო მტკიცედ დაუხვდნენ მტერს. ეტყობა,
გრძნობდნენ, რომ ჯალალ ად-დინი არ მოეშვებოდა მათ და წინასწარვე დაიჭირეს

583
თადარიგი: უკვე მოესწროთ და ხვარაზმელთა იმ პირველი ამაო ლაშქრობის შემდეგ
კარგად გაემაგრებინათ ქალაქი –აღედგინათ წინა ბრძოლებში დანგრეული ციხეცა და
გალავანიც. ამას საგანგებოდ შენიშნავ ჯუვეინი.
ხვარაზმის სულთანი არ შეუკრთია ქალაქის მცველთა პირველ მედგარ
წიმააღმდეგობას, თავისი დიდი ლაშქრის იმედით იყო. ახლა ფილაკავნები და
ცეცხლსატყორცნი ჩარხებიც მეტი ჰქონდა, რომლებიც გარშემო შომოუწყო ქალაქს;
იმედს არ კარგავდა, რომ მალე დასძლევდა ქალაქის დამცველთა წინააღმდეგობას.
მაგრამ ასე არ მოხდა. გადიოდა დღეები... თვეები... და ხვარაზმის სულთანი კი
ვერაფერს ხდებოდა, ვერაფერი მოუხერხა კარგად გამაგრებულ ქალაქს.
ადვილი სათქმელია, თვეები გადიოდაო!.. გაბეზრდა ხალხი, ქალაქში
მომწყვდეულებიც და ისინიც, ვისაც ქალაქისათვის ალყა შემოერტყა... ხლათი მძიმე
ტვირთი შეიქნა იმისთვის, ვინც მის ასაღებად იბრძოდა და უბედურება იმისთვის,
ვინც მას ამჟამად ფლობდაო, წერს ნასავი... დაიქცნენ. შიმშილმა იმძლავრა. კატებსა
და ძაღლებს დაერივნენ... მაგრამ ამდენი კატა და ძაღლიც სად იყო!.. ან ამდენი
მოთმინება სად იყო!..

დრო ულმობელი სისწრაფით გარბისო, ხშირად იტყვიან ხოლმე. ამათთვის


პირიქით, მტანჯველი ტაატით მიდიოდა დღეები, წელიწადის დროთა სიხალისის
მომტანი მონაცვლეობა ტანჯვად ქცეულიყო...
ასე მიიწურა თითქმის წელიწადნახევარი!
და ისევ გიკვირს შეუპოვრობა... არა ინდენად ქალაქის დამცველებისა, არამედ
გადამთიელი დამპყრობლისა – საიდან მოსულა, რა გზა გამოუვლია, რამდენი მთა
გადმოულახავს, რამდენი გაუვალი ხეობა!..

თუკი ასეთი ძალა და გაუტეხელი სიმტკიცე ჰქონდა!..


ასე შეუპოვრად რომ დახვედროდა იგი თავისი ქვეყნის მტერსა დამპყრობს!...
მაგრამ არა. ეს სხვა შეუპოვრობაა. როცა საკუთარ ქვეყანას იცავ ასეთი
შეუპოვრობით – გმირობაა. დამპყრობლის შეუპოვრობას სხვა სახელი აქვს.
ჯალალ ად-დინი ჩქარობდა თითქოს ძნელი დასაჯერებელი უნდა იყოს ასეთი
მამაცი ადამიაქნისათვის, მაგრამ გულში შიში შეჰპარვოდა და ღრმად გაედგა
ფესვები. ძალიან შორს იყვნენ იქიდან მონღოლიები, მაგრამ მათ იდუმალი შიში
მოსვენებას უკარგავდა. თითქოს უკვე გრძნობდა მოახლოებულ
აღსასრულს,ადევნებული სიკვდილის ჩრდილს ხედავდა... და აქეთ-იქით
აწყდებოდა...
თითქოს გული უგრძნობდა, რომ მონღოლების მსხვერპლი უნდა გამხდარიყო,
იმათ მოჰქონდათ სიკვდილი... და გულისყური იქით ჰქონდა.
ახლაც, აგერ, წერილი მოუვიდა თავისი დისგან – ხან-სულთანისგან, რომელიც
რამდენიმე წლის წინ თერქენ-ხათუნთან ერთად ჩაუვარდა ტყვედ ჩინგიზ ყაენს და
მერე ყაენისავ შვილმა ჯუჩიმ ირგუნა ცოლად თუ ხასად... ხან-სულთანი
საიდუმლოდ ატყობინებს ძმას იქაურ ამბებს – შენი ძლევამოსილების ამბავი ქვეყანას
მოედო აქ ყველამ იცის, რა ძლიერი ლაშქრის პატრნი ხარ, რამდენი ქვეყანა დაიპყარი
და დაიმორჩილე... და ახლა მონღოლებს გადაუწყვეტიათ შეგითანხმდნენ –
ჯეიჰუნის გაღმა ქვეყნები და მიწა-წყალი შენ გარგუნონ, ხოლო კეიჰუნის გამოღმა –
ყველაფერი ამათი იყოს. თუკი მართლა გაქვს ძალა, რომ ამათ გაუმკლავდე, წამოდი,
ნუღარ აყოვნედბ; თუ არა და ისარგებლე ამ შემთხვევით, და სანამ აქ ამისი
მოსურნენი არიან, შეურიგდი, დაუზავდი...

584
დის შეგონება დროულიც იყო და გონივრულიც – ბოლოს და ბოლოს, ხომ
უნდა გათავებულიყო ის გაუგონარი ნგრევა და ხოცვა-ჟლეტა, ხომ უნდა მოსვენა
გაწამებულ ხალხს და ქვეყანას... მაგრამ იეს მიიღო ეს ცნობა სულთანმა, თითქოს
არაფრად ჩაეგდო, თითქოს მნისი გონება მხოლოდ ხლათის ალყით ყოფილიყოს
მოცული. სწორედ ასე წერს ნასავი – თითქოს ხლათის ალყით ყოფილიყოს
მოცულიო!
და ძალიან საგულისხმოა, რომ როცა ამ ამბავს ყვება ნასარი, იქნებ გაახსენდეს
მერვე საუკუნის არაბი პოეტის სტრიქონები
ჩიტისა არ იყო, თავისი კვერცხები ღაი ცისქვეშ რომ მიუტოვებია უპატრონოდ და
ფრთები სხვისი კვერცხებისთვი გადაუფარებიაო...
ახლობელი და ერთგული ადამიანი – მისი საკუთარი მდივანი – რომ ასე
ჰკიცხავს სამშობლოს უპატრონოდ მიტოვებისა და უმოქმედობისათვის,
წარმოიდგინეთ, რა განწყობილება იქნებოდა ხალხში, ქვეშევრდომებში, რომლებიც
განუწყვეტელ რბევასა და წიოკობას განიცდიდნენ მონღოლებისაგან; იმაზე არა
ნაკლებ მკაცრსა და ულმობელს, რასაც ამ მტრისაგან დევნილი მათივე მბრძანებელი
სხვა ხალხებსა და ქვეყნებს აყენებდა. აგერ, და მოუწოდებს მოქმედებისაკენ, ის კი
პირდაპირ პასუხს თავს არიდებს.
რითი შეიძლება ახსნას ეს: გაფაციცებით მოელის ამბასვს მონღოლეთიდან;
მიიღო ეს ცნობა. მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიტყვები დისა – ანუ ხვარაზმის
მაშინდელი მდგომარეობა – პირდაპირ და სასწრაფოდ პასუხს მოითხოვს,
სახელმწიფოს პატრონი და მბრძანებელი კი თავს არიდებს პასუხს. მას ამაზე ფიქრიც
არ უნდა. ფიქრსც არიდებს თავს... რადგან ეშინია შიში შეჰპარვია გულში და ღრმად
გაუდგამს ფესვები. შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმ საოცარმა შეუპოვრობამ,
რასაც, აგერ, ხლათის, ხოლო ამის წინ საქართველოს დასაპყრობად იჩენდა
სუყლთანი. შეუპოვრობა არ არის ეს. ეს სისასტიკეა იმ ადამიანის სისასტიკე, რომლის
გულსაც შიში ღრღნის.
ამითვე უნდა აიხნას ჯალალ ად-დინის უცნაურობა, რაც ბოლო დროს
დასჩემდა... სმას მოუხშირა. ცდილობს, თავდავიწყებას მიეცეს...
ხალთის ალყის დროს სულთანს შვილი მოუკვდა, სამიოდე წლის ბავშვი,
რომელიც იქვე ჰყავდა... გასაკვირი სულაც არ იყო ბავშვის სიკვდილი იმ დროს, იმ
საველე პირობებში, მეტისმეტად გაჭიანურებული ომის ვითარებაში... მაგრამ ესეც
ღვთის რისხვად და სასჯელად მოეჩვენა სულთანს. და, ეტყობა, სწორედ ამ
უბედურმა შემთხვევამ ახლა უცებ მამა გაახსენა, ათი წლის წინათ გარდაცვლილი
ხვარახმშაჰ მოჰამედი... მოეჩვენა, მამას საკადრისი პატივი ვერ მივაგეო, და ახლა ამან
ააფორიაქა... ზეცით მოვლენილი რისხვაც ალბათ ამას დააბრალა... იქნებ ამ ბრძოლის
უზომო გაჭიანურებაც ამას დაუკავშირა!..
ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ვარაუდებია, მაგრამ სავსებით სარწმუნო და
დამაჯერებელი, როცა ერთმანეთთან ურთიერთობაში განიხილავ სხვადასხვა
წყაროს მიერ გადმოცემულ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენებს.

ერთი სიტყვით, ამ ცოდვის სიმძიმისგან რომ გაეთავისუფლებინათ თავი,


სულთანმა გადაწყვიტა, სასწრფოდ აეშენებინა ისფაჰანში დიდებული მედრესე და
მამის ნეშტი კასპიის კუნძულიდან იქ გადაესვენებინა... მაშინვე გაგზავნა კაცი და
30000 დინარი გაატანა, რათა ახლავე დაეწყოთ მედრესეს მშენებლობა; ერაყის ვაზირს
შეუთვალა, მშენებლობის დასამთავრებლად საჭირო ფული გაეღო; თანაც ყველაფერი
ოქროსი ჩამოესხათ – შანდლები, სურები...

585
ასეთ დიდებულ მედრესეს სახელდახელოდ ვერ ააშენებდნენ და ვერ
გამართავდნენ, დრო იყო საჭირო. სულთანს კი, როგორც ვნახეთ, ეჩქარებოდა.
ცდილობდა, ჩქარა გაეთავისუფლებინა სული მძიმე ცოდვებისაგან. გადაწყვიტა,
მამის ნეშტი ახლავე წამოეღოთ კასპიის კუნძულიდან და დროებით, სანამ ისფაჰანში
მედერსეს მშენებლობას დაამთავრებდნენ, არდაჰნის ციხე-სიმაგრეში დაესვენებინათ.
ნასავი არ იწონებს თავისი პატრონის ამ მოულოდნელ გადაწყვეტილებას;
მართლაც საეჭვოპ და საჩოთირო იყო. საქმე ისაა, რომ მონღოლები მარტო ცოცხალ
სულთნებს კი არა მტრობდნენ, მკვდარი სულთნების სიძულვილიც მოსძალებოდათ
და გაფაციცებით ეძებდნენ მათ საფლავებს – სადაც კი მიაგნებდნენ, მოთხრიდნენ და
ნეშტს ცეცხლში წვავდნენ. მით უმეტეს, არ დაინდობდნენ ხვარაზმშაჰ მოჰამედის
ნეშტს. ჩვენ ხომ ვიცით, როგორა სძულდათ იგი სიცოცხლეში. აქამდეც ვერ
გადაურჩებოდათ მისი ნეშტი, მაგრამ ისეთ მიუვალ და მიუდგომელ კუნძულზე იყო
დასაფლავებული, ბევრიც რომ ეძებნათ, ვერ მიაგნებდნენ. ამას თუ
გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ დაცდა სჯობდა. იმიტომაც არ უწონებდა
გადაწყვეტილებას ნასავი.
რას ეშურებოდა სულთანი! უცებ რამ წამოუარა ამ სიშორეს გადმოკარგულს!
თუ ასე გულით ეწადა ნეშტის გადასვენება, აქამდე სად იყო!.. მთელი ათი წელი თუ
დაიცადა, ცოტაც დაეცადა, და როცა ხლათის საქმეს მორჩებოდა-ან ავად ან კარგად-
მერე მიეხედა მამის ნეშტისათვის. საღი აზრი უკარნახებდა ამას (სხვათა შორის,
ნასავის ავი წინათგრძნობა გამართლდა-არდაშაჰში დასვენებულ ნეშტს მართლაც
მიაგნეს მონღოლებმა და დაწვეს...)
მაგრამ აკი ითქვა სულთანს ვერ მოესვენა...
6
როგორც მოსალოდნელი იყო, ამდენი ხნის ალყით დამშეული და გაწამებული
ქალაქი ხლათი, ბოლოს და ბოლოს, დამარცხდა. უცხოური წყაროების მიხედვით, ეს
მოხდა 1230 წლის აპრილში. ნასავს თუ ვერწმუნეთ, სულთანს თითქოს არა სდომია
დაპყრობილი ქალაქის აოხრება და გაძარცვა და ამის ნება მხოლოდ ტავისი ხანებისა
და ამირების დაჟინებული მოტხოვნის შემდეგ მიუცია ლაშქრისათვის. როცა
გავიხსენებთ, რომ ნასავი სულთნის ერტგული მდივანი იყო, მაშინ უფრო
გაგვიადვილდება, უარვყოთ ეს ძნელად დასაჯერებელი ცნობა. სამი დღის
განმავლობაში უმოწყალოდ ძარცვავდნენ და აოხრებდნენ გაწამებულ ქალაქს. ნასავს
თვითონვე ვერ მოუძებნია გამართლება ამ საშინელი სისასტიკისათვის და თავის
დამოკიდებულებას ძალიან სხარტად გამოთქვამს: ეს იმასა ჰგავს, ჭრილობა რომ
გახსნა და ზედ მარილი დააყაროო. სულთნის ბრძანებით, ერთიანად გაჟლიტეს, ვინც
კი ხელში მოხვდათ. ნასავი ამ ცნობის უარყოფასაც ცდილობს-ტყუილია, ეს ჯალალ
ად-დინის ბრძანება არა ყოფილაო. მაგრამ თუნდაც ვერწმუნოთ სულტნის მდივანს,
ამით ხლათის გაწყვეტილ მოსახლეობას რა შეღავათი ექნება!..
აქვე არ შეიძლება სიბრალულითა და სინანულით არ გავიხსენოთ მწარე ბედი
ქართველი ქალისა, რომელიც ჯერ იყო და, ტყვედ ჩავარდნილი მამის გამოსასყიდ
საფასურში ხლათის მბრძანებელს არგუნეს, ახლა კი, ხლათის აღების შემდეგ, ჯალალ
ად-დინმა შეიპყრო და ცოლად გაიხადა. ძნელი წარმოსადგენი არ არის მისი
სულიერი მდგომარეობა. თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ეს არის თამთა – ივაბე
მხარგრძელის ასული – ბედის მუხანათობისა და მამის დაუდევრობის გამო
უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ქალი.
ხლათის აღება ჯალალ ად-დინის უკანასკნელი გამარჯვება იყო, ამის შემდეგ
მისმა ბედის ჩარხმა უკუღმა დაიწყო ტრიალიო, წერს ივანე ჯავახიშვილი.

586
ბუნებრივიოა, ხლათის აღებით სულთანი არ დაკმაყოფილდებოდა – იგი მახლობელი
ქალაქების დარბევასაც შეეცდებოდა. და დაარბია კიდეც. მაგრამ, როგორც მკვლევარი
ზ. ბუნიატოვი წერს, არც ხლათის აღებას და არც მომდევნო ბრძოლებს ჯალალ ად-
დინის პოლიტიკური პრესტიჟი არ გაუმტკიცებია. იკონიის სულთანმა ალა ად-დინ
ქეიყობადმა კავშირი სეკრა მალიქ აშრაფთან, მათი მეზობელი მხარეებიც
გამგებლებიც გადაიბირეს და შეერთებულმა მხედრობამ, იმავე 1230 წლის აგვისტოში
დაამარცხა ხვარაზმის სულთანი.

ჯალალ ად-დინმა ადრევე გაიგომის წინააღმდეგ კოალიციის ამბავი, მოინდომა


კიდეც დაესწრო და სანამ მოწინააღმდეგეები შეკავშირებოდნენ, ცალ-ცალკე
დაემარცხებინა ისინი. მაგრამ ვერ მოასწრო, ვერ მოახერხა. ავადმყოფობამაც შეუსალა
ხელიო, მემატიანეები წერენ. ავად მართლაც იყო, ჩვენ ეს უკვე ვიცით. საგულისხმოა,
რომ გადამწყვეტი ბრძოლის დროს მან დიდი სარდლისა და მამაცი ადამიანისათვის
შეუფერებელი სიმხდალე გამოიჩინა და უკადრისი საქციელი ჩაიდინა – თავისი
მხედრობა განსაცდელში მიატოვა და ხლათისკენ გაქუსლა.
მონღოლები, ეტყოაბ, თვალყურს ადევნებდნენ ჯალალ ად-დინის ბრძოლებსა
და მოქმედებას. იბნ ალ-ასირის ცნობით, მათ მაშინვე გაუგიათ ხვარაზმის სულთნის
დამარცხების ამბავი, და არც დაუყოვნებიათ, უფრო დიდი ძალით დაძრულან.
სულთანი ამ დროს აზერბაიჯანშია, ერთი ქალაქიდან მეორეში გადადის,
განუწყვეტლივ მოსდის ცნობები მონღოლების სულ უფრო და უფრო მოახლოვების
შესახებ, და დაბნეული, დევნილი ნადირივით წრიალებს, ცდილობს უიკანასკნელი
ძალა მოიკრიბოს მტრის შესაჩერებლად, მაგრამ უკეთესს ვეღარაფერს მოიგონებს –
მისივე მიზეზით მტრად მოკიდებულ ხალხს, იკონიისა და სირიის გამგებლებს
შეუთვლის, მომეშველეთ, ერთად შაევუტიოთ მონღოლებს, თორემ, მე თუ
დამამარცხეს, მერე არც თქვენ გელით კარგი დღე, ნახავთ, რაც მოგივათო მაგრამ ეს
უსუსური იმედი იყო – ვინღა ენდობოდა ხვარაზმის სულთანს მისი იმედის
უსაფუძვლობასა და უმწეობას შესანიშნავად გადმოსცემს თვით ნასავი: როცა წერს,
როგორ მიმართა ჯალალ ად-დინმა დახმარებისათვის იკონიისა და შამის
განგებლებს, იქვე დასძენს – ეს იმასა ჰგავს, კაცი აუტანელ ხვატს გაექცეს და ცეცხლში
შევარდესო.
ასე გაილია 1230 წელი. მონღოლები
გასაოცარის სისწრაფით ადარბადაგანს უახლოვდებოდნენ
. უცხოური წყაროების ცნობებს კარგად ადასტურებს ჟამთააღმწერელი: მონღოლთა
მბრძანებელმა ,, ვითარ ცნა სრულიად ლტოლვა სულტან ჯალალადინისა, მოუწოდა
ოთხთა ერისმთავართა... წარმოვიდეს ესე ოთხნი ნოინნი – ჩორმაღანი, ჩაღატა,
იოსური და ბიჩოი – გამოვლეს ჯეონი და ხუარასანი... მივიდეს ქუეყანასა
ალამოთისასა... და წარვიდეს მიერ ქუეყანად ერაყისა და მოაოხრეს... მერმე მოვიდეს
ადარბადაგანს, რომელ არს თავრეჟი... მიერ მივიდეს ქალაქსა არდავილსა... გავლეს
რახსი და მივიდეს განძად ...
მნონღოლთა მარშრუტის ასეთი ლაკონიური გადმოცემით, ჟამთააღმწერელი ამ
ლაშქრობის უჩვეულოდ სწრაფ ტემპსაც მიგვანიშნებს.

როგორც ვხედავთ, ხვარაზმი სულთანი სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ


უწევს მონღოლებს. იგი აფორიაქებულია, აქეთ-იქით აწყდება, გზავნის ელჩებს,
თითქოს რაღაცას ცდილობს, ცოდვილობს... მაგრამ ამაოდ. მისი ერთგული
ქვეშევრდომებიც უკვე გადაწყვეტილად თვლიან თავანთი პატრონის ბედს. ამ

587
თვალსაზრისით ძალიან საგულისხმო და დამახასიათებელია ან – ნასავის სიზმარი,
და არ შემიძლია აქვე არ გავაცნო მკითხველს.
სწორედ ერთი ასეთი ელჩობის დროს გზად მიმავალ და დაქანცულ მდივანს
სულთნისა ჩასთვლემს და სიზმარს ნახავს; იგი ასე გადმოსცემს ამ სიზმარს: ,,ვითომ
მუხლებზე ჩემივე თავი მედო, ხოლო თმა და წვერი ერთიანად გამქრალიყო,
თითქოს ცეცვხლმა შთანთქაო; და ძილშივე ავხსენი ეს სიზმარი: თავი- თვით
სულთანია. მას უეჭველი დაღუპვა ელის. წვერი სულთნის ცოლები არიან – სხვისი
მხევლები გახდებიან; თმა კი სულთნის ავლადიდებაა, რაც ერთიანად დაიღუპება.
სულთნის მდივნის ბრალი სულაც არ არის, რომ მალევე ასრულდა მისი
სიზმარი...
მოახლოვდა ჯალალ ად-დინის აღსასრული... და იმაზე უკეთესი გამოსავალი
ვეღარ ნახა, რომ
მსწრაფლ აიყარა დედაწულთა და ილტვოდა საბერძნეთად.
ეს უკვე ჟამთააღმწერლის სიტყვებია.
საბერძნეთად ივლტოდაო!.. ვითომ იქ სიხარულით შეხვდებოდნენ!..
მონღოლები ცდილობდნენ, როგორმე სულთანი ჩაეგდოთ ხელთ; მერე უფრო
გაადვილებული ექნებოდათ. და სდევდნენ, როგორც ბუნაგიდან წამოგდებულ
ნადირს. ჯერ ხომ ამის მამას სდევდნენ შესაპყრობად ასეთის გამწარებით, და ახლა
შვილიც ასეთ დღეში აღმოჩნდა.
სულთანს ამიდში წამოეწივნენ.
იგი ქალაქის მახლობლად ხიდთან შეჩერდა თურმე. აქ გაშალა კარავი.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, სწორედ ამ სიტყვებით აფასებს ჯალალ ად-
დინის მაშინდელ მდგომარეობას ნასავი. სულთანი ალბათ თვითონვე გრძნობდა
თავისი მდგომარეობის განწირულობას და ერთთავად სვამდა. თითქოს სმაში
ყოფილიყოს ხსნა. იმ საღამოსაც იმდენი დალია, რომ სუნთქვა შეეკრა და თავბრუ
დაეხვა.

შუაღამისას ვიღაც თურქმანი მიეხალა კარავში და მოახსენა, შენს წუხანდელ


ნადგომზე მონღოლების რაზმი დავინახეო .
მაგრამ ჩანს, გონება ამ დროს უკვე დაბინდული აქვს სულთანს. სტყუიო,
უყვირა თურქმანს, ამას მტრები იგონებენო, და სმა განაგრძო.
ღამე ილეოდა, როცა მონღოლები სულთნის კარავს მიუახლოვდნენ. სულთანი უკვე
ვეღარაფერს გრძნობდა. მსახურებმა ძლივს გამოათრიეს კარვიდან მთვრალი
პატრონი. თეთრი პერანგი ეცვაო, ნასავი წერს, ცხენზე შესვეს და გააჭენესო. ძლივს
გაასწრეს მონღოლებს.
სულთანი კვლავ ვერაფერს გრძნობს, ძილღვიძილშია, მისი დაბინდული
გონება ცდილობს ტკბილი და საამური ზმანება გამოიწვიოს... და ფარსის მშვენიერი
დედოფალი, ათაბაგ საადის ქალი გამოეცხადება(ამ დროს მას მხოლოდ ფარსის
მალიქა,ათაბაგ საადის ქალი აგონდებოდა)... და ძილღვიძილშივე მხლებელ ამირებს
უბრძანებს – გაიგეთ, სად გადაიხვეწება ამ უბედურების შემდეგ, და იქ წადით, მას
ემსახურეთო.
ეს ტკბილი ზმანება სულთანს მონღოლების ცხენების თქარა-თქურმა
შეაწყვეტინა. თითქოს ცოტათი გამოფხიზლდა და თავის ერთგულ ორ-ხანს უბრძანა –
შენ ჩამოგვცილდი შენი მხედრებით, სხვა მიმართულებით აიღე გეზი და მონღოლები
გაიტყუეო.

588
ეს იყო სულხნის უკანასკნელი ბრძანება და გონივრული ვერ გამოდგა:
ჩამოეცალა თუ არა ორ-ხანი და სხვა მიმართულებით გასწია, მას შეუერთდა
ლტოლვილი მხედრების დიდი რაზმი და მშვიდობიანად მიაღწიეს ისფაჰანს.
სულთანი კი რამდენიმე მხლებლით ამიდისკენ გაემართა.მაგრმ ქალაქში არ
შეუშვეს, ქალაქელებმა ქვები დაუშინეს და უკან გააბრუნეს. იქიდან შიშმა
ჯაზირისკენ გააგდო. ახლა მხედრების მცირე ჯგუფი შემოუერთდა სულთანს.
მდევრებს ამ დროს უკვე კვალი აებნათ, თითქოს პაწაწინა იმედი ჩაისახა, მაგრამ
ადგილობრივი მცხოვრებლებიც მტრულად ხვდებიან და სულთნის მხლებლებს
მათთან ბრძოლა უხდებათ. მიადგნენ ერთ სოფელს და კალოსთან შეისვენეს ( ეს
ხდება აგვისტოში, როცა სოფელად პურის ლეწვა ეს-არის დაუმთავრებიათ). უკვე
საღამო ხანი იყო და იქვე მიწვნენ, საღამოს სიგრილემ ძილი მოჰგვარათ...
როცა ირიჟრაჟა, სულთანს ცხენების ფეხის ხმა შემოესმა. მონღოლებს ისევ
აეღოთ მისი კვალი. ხელად წამოვარდა და ცხენს მოახტა, გაქუსლა, მდევრებს
გაასწრო. მხლებლებმა გამოღვიძებაც ვერ მოასწრეს, ისე გაჟლიტეს მონღოლები:
ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს, და სწორედ იმათგან გაიგეს, რომ სულთანს გაქცევა
მოესწრო. ხელად დაადევნეს თხუთმეტი მხედარი, ორი მათგანი წამოეწია კიდეც,
მაგრამ ჯალალ ად-დინმა ორივე მოკლა, სხვებმა მისი შეპყრობის იმედი დაკარგეს და
უკანვე გაბრუნდნენ.
ამასობაში, ჯალალ ად-დინი ერთ მთას მიადგა. მდევრების ხმაც აღარ ისმოდა
და თითქოს გადარჩა; ერთ ხანს ტყეს შეაფარებდა თავს და მერე უკვე სამშვიდობოს
გავიდოდა. მაგრამ სულთანი ბედისაგან განწირული იყო, სიკვდილის აჩრდილი თან
სდევდა. როცა ეგონა სამშვიდობოს გავედიო, ყაჩაღმა ქურთებმა შეიპყრეს და
გაძარცვეს. მოკვლა რომ დაუპირეს, ჯალალ ად-დინმა ყაჩაღების მეთაურს უთხრა: ნუ
მომკლავ, სამშვიდობოს გამიყვანე და ბედსა გწევ, დამიჯერე, მე სულთანი ვარო.
ეს ადვილი დასაჯერებელი იყო, თუნდაც იმ სიმდიდრის გამო, რაც ახლა
წაართვეს ამ მძარცველებმა ჯალალ ად-დინს-ჯერ მარტო ძვირფასი თვლებით
შემკული სარტყელი, უნაგირი და კაპარჭი ერტ ქალაქს (რომლისა სარტყელი,
უნაგირი და კაპარჭი უფასოთა თვალთა მიერ შემკული იყო, - ეს ქართველი
მემატიანის სიტყვებია). ყაჩაღი რომ დარწმუნდა, სულთანიაო, აღარ მოკლა,
გამოსასყიდი თანხის მოლოდინში, შინ მიიყვანა. თვითონ კი ცხენების მოსაყვანად
წავიდა.
სანამ მობრუნდებოდა, მის სახლს მეზობელი ქურთი მოადგა და ეს იყო
სწორედ ბედისწერა. ავი საქმე მუდამ წინ დახვდება კაცს. ამ ქურთისათვის ხლათში
ძმა მოეკლათ, და ახლა ხვარაზმელი რომ დაინახა მეზობლის ეზოში, მაშინვე
მოკლული ძმა გაახსენდა. და ერთბაშად წამოენთო. ხვარაზმელს აქ რა უნდა, რატომ
არ გაათავებთო! - იყვირა. მასპინძლის ცოლი ხომ ქმრისგან იყო გაფრთხილებული,
არავინ არაფერი ავნოსო, ასე გაცოფებული რომ დაინახა მეზობელი, მაშინვე ის
მიახალა – სულთანია, ხელი არ ახლოო!.. ვითომ დაიცვა! რას წარმოიდგენდა, რომ
სწორედ ამით ღუპავდა. ქურთს შუბი ეპყრა ხელთ, და ისეთი გამწარებით აძგერა
ჯალალ ად-დინს, რომ პირველივე მოქნევით გაათავა. სულთანმა ხელის განძრევაც
ვერ მოასწრო.
ასე უაზროდ და უსახელოდ დაასრულა სიცოცხლე უდიდესი ქვეყნის
მბრძანებელმა,
მაღალმა და სახელოვანმა ხელმწიფემ, როგორც ჟამთააღმწერელი ახასიათებს.
როგორც ვნახეთ (და ქვემოთ კიდევ უფრო დაწვრილებით ვიხილავთ). მისმა მთელმა
მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი იმას, თუ როგორ წარიმართებოდა ჩვენი ქვეყნისა
589
და ხალხის შემდგომი ცხოვრება. ამიტომაც ვცადეთ, შედარებით ვრცლად
მოგვეთხრო ამ კაცის თავგადასავალი. იმდენი ვილაპარაკეთ მასზე, რომ მკითხველს
ალბათ მისი გარეგნობაც დააინტერესებს. თავს ნებას ვაძლევ, აქვე მოვიტანო ან-
ნასავის მოკლე დახასიათებას, რითაც სულთნის მდივანი თავის საოცარ თხზულებას
ამთავრებს.

იგი იყო მორჩილი ტანის კაცი, შავგვრემანი, თურქულად მოლაპარაკე, თუმცა


სპარსულიც იცოდა; რაც შეეხება მის სიმამაცეს, ამის დასახასიათებლად საკმარისია
მისი ბრძოლები ჩამოვთვალო. ლომებს შორის ყველაზე ძლიერი ლომი, უმამაცეს
მხედართა შორის ყველაზე გულადი, ბუნებით წყნარი იყო, გულის მოსვლა და
ლანძღვა-გინება არ იცოდა. სერიოზული კაცი იყო, არასოდესარ გაუცინია,
იღიმებოდა მხოლოდ, და ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. სამართლიანი იყო, მაგრამ იმ
არევდარევის დროს, რაც მას ცხოვრებაში შეხვდა, ხასიათი შეეცვალა. უყვარდა
ქვეშევრდომებისათვის ცხოვრების შემსუბუქება, მაგრამ ცუდ დროს შეხვდა მეფობა
და იძულებული იყო, ძალმომრეობა გამოეჩინა...
მაგრამ აქ შევწყვიტოთ ნასავის დახასიათება... ჩვენთვის სწორედ ეს იყო
საინტერესო, რაც აქ მოვიტანე – კარგად ავსებს ამ მეტად თავისებური დანპყრობლის
პორტრეტს... დანარჩენი ჩვენ უკვე ვიცით (ბევრი რამ ნასავისავე წინა
მონათხრობიდან)... ისღა უნდა დავსძინოთ, რომ ბედი ჯალალ ად-დინისა – ასეთი
უაზრო და უსახელო დასასრული ულმობელი დამპყრობლისა – ბუნებრივია და
კანონზომიერი. ასეთი ბედი აქვს სამშობლოს მოწყვეტილ ადამიანს, რომელსაც
თავისი ხალხი და ქვეყანა საჯიჯგნად და სათარეშოდ მტრისათვის მიუტოვებია,
თვითონ კი სხვა ქვეყნებისა და ხალხების რბევასა და განადგურებას მოჰყოლია.
თავი მეხუთე.

როდის დაუბრუნდა ხუარაზმელთა შიშისათვის


გახიზნული ხალხი თავიანთ დანგრეულ სახლ-კარსა და ჩამქრალ კერას?
ალბათ 1231წლის აგვისტოს შემდეგ, თანდათანონით. იმისდა მიხედვით, თუ
შორეულ მთებში როდის მიაღწევდა ცნობა ხვარაზმელთა განადგურების შესახებ.
ზოგი მაშინვე დაუბრუნდა, ზოგი იქნებ ცოტა ხნით ზემოთ ნახსენებმა ჭორმა
დააყოვნა... უფრო გადაჭრით იმის თქმა შეიძლება, რომ ეს დაბრუნება სტიქიური იყო,
არაორგანიზებული... ხალხისთვის აღარავის ეცალა–მეფე და მისი ოჯახი ქუთაისს
იყო გახიზნული,და ისიც კი უცნობია, თავად როდის დაბრუნდასატახტო ქალაქს;
დიდი ერისთავები და დიდებულები ავიანთივე ციხე-სიმაგრეებში
გამოკეტილიყვნენ...
უნებურად გაგონდება ასეთივე ვითარება, როცა თურქებისაგან დევნილი,
მთებში გახიზნული ხალხი თავიანთ სოფლებს უბრუნდებოდა. ეს დიდი ხნის
წინანდელი ამბავია...
მაშინ, დიდი თურქობის დროს, ახალგაზრდა მეფე დავით აღმაშენებელი
თვითონვე ხელმძღვანელობდა მთებში გახიზნულთა დაბრუნებას, თვითონვე
ზრუნავდა დანგრეული სოფლების აღსადგენად; ჩვენ ვნახეთ როგორ ემზადებოდა
იგი ახალი მძიმე ბრძოლებისათვის, ქვეყანასი შემოჭრილი მტრის განსადევნად...
არა, ახლა ასეთი ორგანიზებულობა არ იყო. ახლა მეფე თავის ხალხთან არ
იდგა!
ჟამთააღმწერლის თხზულებიდან ქუთაისში ლტოლვილი მეფისა მხოლოდ ის
ვიცით, რომ მისი ფიქრი და გონება სულ სხვა საზრუნავით ყოფილა მოცული: იგი

590
დაშურებია თავისი მცირეწლოვანი ვაჟის-დავითის- გამეფებას. მეფემ მოუწოდა
ყოველთა სპათა მისთა, აფხაზთა, დადიან-ბედიანთა, რაჭის ერისთავთა და
კათალიკოსსა აფხაზეთისასა, და დასუეს მეფედ დავით, ძე რუსუდანისი, აკურთხეს
ქუთაისს და დაადგეს თავსა მისსა გვირგვინი; დასუეს ტახტსა ზედა სამეფოსა და
მიულოცეს მეფობა წესისაებრ, და სრულ ყო კათალიკოსმან წესი კურთხევისა

ალბათ შენიშნავდით: მემატიანე საგანგებოდ აღნიშნავს,რომ ხუთი წლის მეფის


კურთხევაში მონაწილეობა მიუღიათ მხოლოდ დასავლეთ საქართველოს
დიდებულებსა და სამღვდელოებას, რადგან ამიერი ესე სამეფო (ესე იგი,
აღმოსავლეთი და სამხრეთი საქართველო) უცალო იყო ხუარაზმელთაგან, რამეთუ
მანდატურთუხუცესი შანშე იყო ანისს და ამირსპასალარი ავაგ ბიჯნის, აგრეთვე
ვარამ გაგელი, ჰერნი და კახნი, სომხითარნი, ქართველნი, თორელნი, შავშნი,
კლარჯელნი, ტაოელნი–ყოველნი სიმაგრეთა შინა ცხოვნდებოდეს, თვითოეული
მორჩილებასა შინა მეფისა რუსუდანისსა, და უცალობისა ძალით ვერ დახუდეს
დალოცვასა მეფისა დავითისსა.
გასაკვირი სულაც არ არის, რომ იმ ვითარებაში მეფი კურთხევას ვერ
დაესწრნენ ზემოთ ჩამოთვლილი დიდებულები. ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ამას
ვერ მოახერხებდნენმთელი აღმოსავლეთი და სამხრეთ საქართველო მტერს ეჭირა,
გზები შეკრული იყო... გასაკვირი სულ სხვა რამ არის: რატომ ასე დაეშურა რუსუდანი
ბავშვის გამეფებას, რამ დაარღვევინა მეფედ კურთხევის საერთო წესი? დაეცადა, და
და როცა მთელი დარბაზი შეკრებას მოახერხებდა, როცა აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოს დიდებულებიც შეიყრებოდნენ, მაშინ ეკურთხებინა; რა ეჩქარებოდა,
რა ძალა ადგა?.. ტახტი ხომ თავისუფალი არა ყოფილაამის შემდეგაც ხომ
ფაქტიურად თვითონ მეფობდა?!. და რაღა საშური იყო თანამესაყდრედბავშვის
კურთხევა?!
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სულაც არ არის ძნელი, თუ გავიხსენებთ წინა
მეფის–ლაშა გიორგის ანდერძს: მან ხომ ტახტი დროებით გადასცა დას, ვიდრე მისი
შვილი გაიზრდებოდა და მეფობას შეძლებდა!..
რუსუდანს, ეტყობა, მოსვენებას უკარგავდა ეს ანდერძი... ზემოთ რამდენჯერ
ითქვა –ისე ძლიერია სამეფო ტახტის დაუფლების ცთუნება, რომ ამ ადამიანურ
სისუსტეს ადვილად ვერ ერევიან. ასე ყოფილა ყველგან, ყველა ქვეყანაში, და
რუსუდანიც ვერ გამოდგა ის იშვიათი გამონაკლისი,როცა ქვეყნისა და ხალხის
ღირსეული შვილი, ამ ცთუნებას მოერევა ხოლმე.
მაგრამ ახალი საგანგებო ვითარება იყო, ქვეყანა მტერს დაეპყრო და აოხრებდა.
მთელი აღმოსავლეთი კიდევ უფრო სასტიკი და ძლიერი მტრის უღელქვეშ გმინავდა
და ეს უბედურება თანდათანობით უახლლოვდებოდა საქართველოს... ასეთ
ვითარებაში განა შეიძლებოდა შინა ბრძოლებისათვის ახალი საბაბის ხელოვნურად
შექმნა?.. ტახტისთვის მეტოქეობა ხომ ურთიერთშუღლისა და ქოშპობის კარგი
ნიადაგი იყო პატივმოყვარე ფეოდალებისათვის!..
მაგრამ აკი ითქვა–რუსუდანი ვერ მოერია ცთუნებას... მამულიშვილური
ღირსება ვერ აღმოაჩნდა, და სიბრძნეც არ ეყო–ყველაფერი გაეთვალისწინებინა.

როგორ ზრდიდა რუსუდანი ძმიშვილს, რა ურთიერთობა ჰქონდათ


ერთმანეთთან ბიძაშვილ-მამიდაშვილს, ეს ჩვენთვის უცნობია და მხოლოდ ვარაუდი
თუ შეგვიძლია იმისა, რა ვითარებაში გადაწყვეტდა მეფე თავისი მცირეწლოვანი
შვილის თანამოსაყდრედ დასმას.

591
დრო სწრაფად გარბის. როგორც იტყვიან ხოლმე, უკან მიხედვას ვერ მოასწრებ,
რომ ადამიანი,–შენ რომ ისევ ბავშვი გგონია და ნაკლებ ანგარიშს უწევ, უკვე
დაკაცებულია და სულ სხვა ყურადღებას მოითხოვს. ერთბაშად შენიშნა რუსუდანმა,
რომ ყმაწვილი,–თავისივე ძმისშვილი, რომელიც სასოებით ჩააბარა ძმამ
აღსაზრდელად,–უკვე გაზრდილიყო; ხმა დაბოხებოდა, საულვაშეზე გინგლი
ამოსვლოდა...

ადამიანის ცხოვრებაში ეს მეტამორფოზა ზოგჯერ ერთბაშად ხდება ხოლმე... უფრო


სწორი იქნება, თუ ვიტყვით –შენ აღმოაჩენ ერთბაშად, შენს თვალში ხდება ერთბაშად
ახლობელი ადამიანის ეს ცვლილება... და სასიამოვნო გაკვირვებასთან ერთად,
რაღაცნაირი სიხარული დაგეუფლება.
მაგარამ რუსუდანისათვის ეს სასიხარული არ გამოდგა. და გადაწყვეტილებაც
ერთბაშათ მიიღო...
გადაწყვეტილებებს ძალიან ადვილად და ერთბაშათ ღებულობდა ხოლმე რუსუდანი.
ეს საქებარი თვისებაც იქნებოდა მეფისათვის, ბრძნული რომ ყოფილიყო მისი
გადაწყვეტილებანი. სამწუხაროდ, ასე არ იყო, ამის მოწმენი ჩვენ უკვე გავხდით და
კვლავაც ვიხილავთ...
დროც ძალიან ხელსაყრელი მოეჩვენა რუსუდანს თავისი გადაწყვეტილების
შესასრულევლად. უნდა ვიფიქროთ, სხვა ვითარებაში გაუჭირდებოდა მეფეს თავისი
ხუთი წლის ბავშვის მეფედ კურთხევაბუნებრივია, ლაშა გიორგის შვილს
მომხრეები ეყოლებოდა სამეფო კარზე. იმიტომაც იყო რუსუდანის გონება მოცული
ამ საზრუნავით. იმიტომაც დააჩქარა შვილის მეფედ კურთხევა. ხელსაყრელი დრო
შეხვდა. მთელი სამეფო კარისა და დარბაზის დაყოლიება უფრო ძნელი იქნებოდა.
სავარაუდებელი მომხრეებიც იქნებ სწორედ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს
დიდებულთა შორის ჰყავდალაშა გიორგის მემკვიდრეს. და რუსუდანს აღარ
უყოყმანია, შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა: მაშინდელ ვითარებაში თავისი
შვილის მეფედ კურთხევაზე ღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს დიდებულთა
არდასწრება კარგად მოტივირებული იყო.
(აქ უნებურად ერთი კითხვა წამოიჭრება–იქნებ არცთუ უსაფუძვლო: თავის
შვილსაც რატომ მაინცდამაინც დავითი დაარქვა რუსუდანმა? რაკი ეს სახელი ირჩია
ლაშამ მემკვიდრისათვის, უფრო ბუნებრივი ხომ არ იქნებოდა, დას თავისი
შვილისათვის სხვა სახელი შეერჩია?! ამაშიც რაიმე წინასწარგანზრახული მზაკვრობა
ხომ არ იმალება?).
რას გრძნობდა და რას განიცდიდა ამ დროს მეორე დავითი? ან სად იყო იგი ამ
დროს? როგორ შეხვდა მამიდის ვერაგობას? გულწრფელად მიულოცა მეფობა
მცირეწლოვან მეტოქეს – თავისივე პატარა სეხნიას, თუ ხინჯად დარჩა გულში? ან
იმას თუ გრძნობდა, რომ მეფე-მამიდა მას უფრო საშინელ ვერაგობას უმზადებდა?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ მოვლენებს
განვითარებას.

რაკი შვილის საქმე მოგვარებულად ჩათვალა რუსუდანმა და ეს დიდი


საზრუნავი მოიშორა, თითქოს გულიდან ლოდი მოხსნეს... მალე ამის შემდეგ
ხვარაზმის სულთნის სიკვდილის ამბავიც მოუვიდა... ერთბაშად წაება ერთმანეთს
სასიხარულო მოვლენები და რაღა გასაკვირია, რომ მეფე თბილისში გულმხიარული
დაბრუნდებოდა .

592
როგორ შეხვდნენ მას დიდებულები? რა საკითხი იდგა დარბაზის პირველსავე
სხდომაზე, რომელიც მეფს დაბრუნების შემდეგ ალბათ მალევე გაიმართებოდა 
აგერ, რამდენი წლის შემდეგ ძლივს სრული შემადგენლობით? რა ეკონომიკური და
პოლიტიკური ღონისძიებები დასახეს? ლაშქრის გასამრავლებლად და
გასაძლიერებლად რა იღონეს?
ბუნებრივად ჩნდება ეს კითხვები, მაგრამ პირდაპირი პასუხი არ არსებობს.
განსაკუთრებული სიმწვავით აღიძვრის კიდევ ერთი კითხვა: ელოდნენ თუ
არა ხვარაზმელებზე კიდევ უფრო ძლიერი მტრის ხელახლა გამოჩენას?..
ამ კითხვას ხშირად შეხვდებით ისტორიულ გამოკვლევბში; ამთვე შეგიძლიათ
განსაზღვროთ მისი სიმწვავე – თითქმის ყველა მკვლევარს აწუხებს იგი... და პასუხიც
თითქმს ყველას ერთნაირი აქვს. რამდენადც კითხვა არის მწვავე, იმდენად ადვილი
ჩანს პასუხი:
შეუძლებელია, საქართველოში – სამეფო კარზე – არა სცოდნოდეთ, რა
სწრაფად უახლოვდებოდა ქვეყანას ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი
განსაცდელი, რაც კი ოდესმე ჩვენს ხალხს თავს დასტყდომია. და არა მარტო ჩვენს
ხალხს – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიელი ჭირი, რაც საერთოდ კაცობრიობას
ოდესმე მოვლენოდა...

593
...ყველაზე დიდი უბედურება, რომლის მსგავსი ქვეყნის გაჩენის დღიდან არაფერი
ეშვა დღესა და ღამეს, და რაც ყველა სულდგმულს თავს დასტყდომოდა...
უბედურება, რომელიცყოველმხრივ ნაპერწკლებად იფრქვეოდა, რომლის სიავე და
ბოროტება ყველას მისწვდა... როგორც ღრუბელი, ქარით მორეკილი, ისე მოედო
მთელს ქვეყნიერებას
... მით უმტეს უფრო შთამბეჭდავია ეს სიტყვები, როცა გავითვალისწინებთ რომ
იგი ეკუთვნის იმ მოვლენების მომსწრეს, XII – XIII საუკუნეების არაბ ისტორიკოს იბნ
ალ-ასირს. ახლაკი თანამედროვე მკვლევარ ა.იაკუბოვსკის მოვუსმინოთ, რომელიც,
მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ ჩვენს დასმულ კითხვას უპასუხებს.
,,მონღოლების მიერ შუა აზიის დაპყრობამ 1219-1221 წლებში, და ჩრდილო
ირანსა,კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთევროპაში ჯებესა და სუბუდაის
ლაშქრობამ (1222-1224) დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინეს
თანამედროვეებზე და შუა აზიის ქვეყნებში, ჩრდილო აფრიკასა თუ ევროპაში
(მაშინვე),XIII საუკუნის ოც-ოცდაათიან წლებშივე ისე ლაპარაკობდნენ თათარ-
მონღოლთა შემოსევებზე,როგორც მაშინდელი კაცობრიობის თავსდამტყდარ
უდიდეს უბედურებაზებ
მართლაც,სულ რამდენიმე წლის განმავლობაში, შუა აზიასა და კავკასიის
ქვეყნების გარდა,მონღოლებმა დაიპყრეს და გაანადგურეს აბსელთა სახალიფო
ერაყში,რუმის სასულთნო...ეგვიპტეს მიადგნენ...დაიპყრეს ყირიმი, ,,ზღვისპირა
ქალაქების ძველი კულტურითა და ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობით
,ბულგარეთის სათავროები, ,,კულტურული ზოლი ვოლგისპირა სავჭრო
ქალაქებისა,თავისი ჭრელი მოსახლეობით, უზარმაზარი სივრცე სამხრეთ-
აღმოსავლეთ ევროპის ველებისა,სადაც ყივჩაყები მომთაბარეობდნენ
(იაკუბოვსკი)... ამის შემდეგ თითქოს გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ
მონღოლებს საქართველოს დაპყრობა არ გაუჭირდებოდათ.გაცილებით უფრო
მცირერიცხოვანი ჩვენი ხალხი ვერ შეაჩერებდა კარგად გაწრთვნილსა და
აღჭურვილს, ბრძოლებში გამობრძმედილ მონღოლთა მრავალრიცხოვან
ურდოებს,რომლებიც, გარდა იმისა,რომ იოლი გამარჯვებით გალაღებულები
იყვნენ,დიდი სიფრთხილითაც მოქმედებდნენ...
გასაკვირი და გასარკვევი სულ სხვა რამ არის-თვით მეფის,სამეფო კარისა და
სამხედრო ხელისუფალთა მეტად უცნაური მოქმედება:მათი მიუტევებელი
დაბნეულობა თუ დაუდევრობა... დანაშაულებრივი დაუდევრობა,როგორც
ვნახეთ,მათ ჯერ კიდევ ხვარაზმელთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს
გამოამჟღავნეს,როცა ლაშქარს ივანე მხარგრძელი სარდლობდა.იქიდან იწყება ქვეყნის
განადგურება,ის იყო ერთგვარი შესავალი დიდი უბედურებისა.დიმიტრი ბაქრაძე
წერს:,,...საქართველოს საქმეთა გამრიგენი რომ უწინდებურად თავის წმინდა
მოვალეობს ღირსნი ყოფილიყვნენ,დიახ შესაძლებელი იყო, რომ...ხვარაზმის
სულტანი ჯალალ-ად-დინი წინ ვერ დაუდგებოდა ჩვენს ძალას და თუმცა...ყოვლად
შეუძლებელი იყო თავიდან აგვეცილებინა ის ,,რისხვა ღვთისა, რომელიც
მოგვევლინა მონღოლების თავზე დასხმით,მაგრამ სრულიად ძალმილეულნი არ
დავხვდებოდით მას
საოცარია, რომ ხვრაზმის გაკვეთილმა უნაყოფოდ და უკვალოდ ჩაიარა:სხვა
ქვეყანაშიაც,და განსაკუთრებით საქართველოში ისე ხვდებოდნენ
მონღოლებს,როგორც ამის წინ ხვარაზმის დიდ სახელმწიფოში შეხვდნენ-
დაბნეულები,დასაქსულები ყველა დიდებული (მათშორის,სამხედრო
მესვეურები)თავიაანთ ციხესიმაგრეებში გამოკეტილები, ერთმანეთს
594
მოწყვეტილები...თითქოს გადაეწყვიტათ, საგანგებოთ გაეადვილებინათ მტრისთვის
საქმე...ქართველი მეფისა და დიდებულების მხრით,ყველაზე საშინელი დანაშაული
ის იყო.რომ ამ უდიდესი განსაცდელის დროს ხალხი ჰყავდათ მიტოვებული
უპატრონოდ,ბედის ანაბარა...ხალხი სტიქიურად უწევდა წინააღმდეგობას მათ
ქვეყანაში შემოჭრილ მტერს -ისინი თავიაანთი ოჯახის პატიოსნებას, ქვეყნის
ღირსებასა და დამოუკიდებლობას იცავდნენ ძველებურივე შემართებით.
თავგანწირულად მაგრამ ასეთ ბრძოლებს არავითარი პერსპექტივა არა ჰქონია,და
ამიტომ უაზრო იყო , თავიდანვე განწირულ ...
თუმცა თანმიმდევრობით მივყვეთ ამბავს.
2
ჩინგის ყაენი გრძნობდა, რომ სასურველი თანხმობა არ ექნებოდა მის
მემკვიდრეებს, და დიდი იმპერია თვითონვე გაუნაწილა, თავის სიცოცოხლეში. ამასი
უჩვეულო თითქმის არაფერია: სიკვდილის მოახლოება ადამიანს უფრო უმახვილებს
შვილებზე ზრუნვის გრძნობას... უჩვეულო ამ შემთხვევაში ის იყო, რომ დაპყრობილ
ტერიტორიასთან ერთად მონღოლეთის დიდმა ყაენმა დაუპყრობელი მიწა- წყალიც
გაუნაწილა შვილებს. თანაც დიდი სივრცეები, შორეული ქვეყნები...
ჯერ ისევ ურგენჩისათვის ბრძოლის დროს მოხდასერიოზული უთანხმოება
ყაენის ორ შვილს – ჩაღათსა და ჯოჩის შორის. როგორც ვიცით, ჩინგიზი ამ დროს
აღმოსავლეთში იყო, ჯალალ ად-დინთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა.
ურგენჩიდან რომ შვილების ურთიერთშუღლის მბავი მოუვიდა, ხელადვეუგედეი
გაგზავნაიქ, ერთმანეთზე წაკიდებული ძმების შესარიგებლად (რაც უგედეიმ
მარჯვედ შეასრულა), და მაშინვე თავის მემკვიდრედაც დანიშნა; მარტალია, მესამე
შვილი იყო უგედეი, მაგრამ ძმებში ჭკუითა და საზრიანობით გამოირჩეოდა.
დანარჩენი შვილები და შვილიშვილები არ ყოფილან დიდი ნიჭიერნი, მაგრამ
გასანადგურებლად დაძრულ უზარმაზარ არმიას, რომლებსაც ქვეყნების ნგრევა და
ხალხის ჟლეტა ჰქონდა დავალებული, დიდი ნიჭი აღარ დასჭირვებია, მითუმეტეს,
როგორღაც, თითქოს წინასწარ შეთანხმებულანო, ამ ხალხთა ინამძღოლები საოცარ
დაუდევრობას იჩენდნენ და მტერს თვითონვე უადვილებდნენ საქმეს. უგედეი
გამორჩეული იყო სხვა შვილებში. ჩინგი ზყაენი, როგორც უკვე ითქვა, 1227 წელს
მოკვდა, მაგრამ მისი ანდერძის მიუხედავად, უგედეის არ მიეცემოდა დიდი
იმპერიის მბრძანებლის ყველა უფლებები, თუ მას ყურულთაი არ დაამტკიცებდა
დიდ ყაენად. ეს მოხდა ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების ერთი წლის შემდეგ.
ყურულთაის მოწვევამდე ქვეყანას განაგებდა უმცროსი შვილი თული.
დიდ ყაენად დამტკიცების შემდეგ უგედეის ორჯერ მოუწვევია ყურულთაი,
და დაუდგენიათ დასავლეთით ლაშქრობა, უკვე განაწილებული,მაგრან ჯერ
დაუპყრობელი ქვეყნების დაპყრობა. ირანისა და ამიერკავკასიის დასაპყრობად
უგედეიმ გამოგზავნა ჩორმაღან ნოინი – და მასთან ერთად სხვა ერისთავები, ანუ
ნოინებიჩაღატა, იოსური და ბიჩოი,– და 40.000-იანი ლაშქარი გამოატანა (ან ცნობას
ჟამთააღმწერელი გვაწვდის: მაგრამ როცა ვკითხულობთ ორმოციათასიანიო, ამას
განმარტება ჭირდება: მონღოლებს თა მოჰყვებოდნენ წინა ბრძოლებში შეპყრობილი
ტყვე-მეომრები და იმათაც აომებდნენ – იმათ წინ დაიყენებდნენ ხოლმე და თვითონ
უკან მოჰყვებოდნენ: ჯერ ტყვეებს შეაჟლეტდნენ და თვითონ მერეღა ჩაებმებოდნენ
ბრძოლაში, უკვე ბრძოლით დაქანცულ მოწინააღმდეგესთან. მონღოლთა რაზმების
რიცხვის განსაზღვრის დროს მუდამ უნდა გვახსოვდესეს. ახლაც, იგულისხმება, მათი
რიცხვი 40.000-ზე გაცილებით მეტი იქნებოდა).

595
ჟამთააღმწერლის თხზულებაში ყურადღებას იქცევს ცნობა იმის შესახებ, რომ
ამ დიდ რაზმს თან ახლდნენ დედაწულებიც. ამ ცნობას ღრმა აზრი აქვს, ის
მიგვანიშნებს მტრის განზრახვაზე – დედაბუდიანად დამკვიდრებულიყვნენ, ანუ
სამუდამოდ დაეპყროთ ეს ქვეყნები.

ხვარაზმელთა დევნისაგან
შემობრუნებული მონღოლები თავრიზს მიადგნენ და, ეტყობა ადვილად აიღეს,
წინააღმდეგობას არ შეხვედრიან, – ზავნი იქმნეს თავრეჟელთა შორის და თათართა.
გამაგრდნენ ამ ქალაქში, ფეხი კარგად მოიკიდეს, მიმდგომი მისი ქვეყანა აიღეს
და მხოლოდ ამის შემდეგ მეორესა წელსა, დაიძვრნენ ბარდავისაკენ...
ზემოთაც ითქვა, მონღოლები ბრთხილად მოქმედებდნენ – კარგად
დაზვრავდნენ დასალაშქრავ ქვეყანას, ყველაფერს დაწვრილებით გაიგებდნენ
მოწინააღმდეგისას და მხოლოდ ამის შემდეგ დაძრავდნენ ჯარს. მიუხედავად იმისა,
რომ გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდნენ და გალაღებულები იყვნენ, სიფრთხილეს
მაინც არა ჰკარგავდნენ.

ბარდავის აღებაც არ გასძნელებიათ, და ახლა განძისაკენ დაიძრენენ. აქ,


ეტყობა, წინააღმდეგობას ელოდნენ და ამიტომ უფრო დინჯად იქცეონენ; ქალაქში
ჯიქურ არ შეჭრილან, ზედმეტ მსხვერპლს მოერიდნენ, ყოველ ჯარისკაცს
უფრთხილდებოდნენ – თუ გახსოვთ, ჩინგიზ ყაენისაგან ჰქონდათ ამისი მაგალითი...
ალყა შემარტყეს განძას (მოულოდნელადო, საგანგებოდ შენიშნავს კირაკოს
განძაკელი) და ქალაქის ზღუდეს ფილაკანები დაუმიზნეს. ჯერ გაანადგურეს
ქალაქის ირგვლივ გაშენებული ვენახები, და მერე გალავანიც ერთნაირად დაანგრიეს.
ახლა უკვე ძნელი აღარ იყო ქალაქში შესვლა, მაგრამ მაინც არა ჩქარობდნენ. თითქოს
ფეხს ითრევდნენ. ასე გავიდა ერთი კვირა.
ადვილად წარმოსადგენია ქალაქის მცხოვრებთა მდგომარეობა – მოლოდინი
დიდი განსაცდელისა უფრო საშინელი გამოდგა, ვიდრე თვით განსაცდელი
შეიძლებოდა ყოფილიყო, და განწირუმა ხალხმა, რომლებიც დარწმუნდნენ,
წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა, თვითონვე გაანადგურეს ყველაფერი – ცეცხლს
მისცეს სახლები, დოვლათი... ყველაფერი, რისი დაწვაც კი შეიძლებოდა. ზოგი
ოჯახით გამოიკეტა ცეცხლწაკიდებულ სახლში და ერთიანად გამოიბუგა. ალბათ
აქტიური წინააღმდეგობა ასე არ გაახელებდა მონღოლებს; გაცოფებულები შეიჭრნენ
ქალაქში და ერთიანად მოსრნეს დიდი თუ პატარა... იმოდენა ქალაქიდან აღარაფერი
დარჩა. ოთხი წელიწადი ასე ყოფილა ეს გადაბუგული და მიწასთან გასწორებული
ნაქლაქარი და მერეღა დაუწყიათ აშენება.
აქედან უკვე საქართველო შორს აღარ იყო – და მიერ იწყეს რბევად და ოხრებად
საქართველოსა, გვაუწყებს ჟამთა აღმწერელი. ეს, ეტყობა, 1235 წლის მახლობლად
უნდა მომხდარიყო, რადგან განძა მონღოლებმა 1235 წელს აიღეს.
და კვლავ ძნელად ასახსნელი დაუდევრობა ქართველი მეფისა: ვითარ ცნა
მეფემან რუსუდან მოახლოება თათართა, დაუტევა ტფილისი და წარვიდა ქუთათისს
... ძალიან გაადვილებია ქართველ მეფეს განსაცდელის დროს ქუთაისს გამგზავრება!
მაგრამ ხომ არ გგონიათ, აქ თავისი შემცვლელი დასტოვა, –ვთქვათ, ამირსპასალარი, –
რომელიც მტერსაც დაუხვდებოდა და თავის ქვეშევრდომებსაც ღირსეულად
მოუვლიდა. რა ბრძანებაა! ამირსპასალარიც, მსახურთუხუცესიც და სხვა ვაზირებიც
ამ დროს თავიანთ ციხესიმაგრეებში გამოკეტილან, და ძნელი გასაგებია, რას ელიან ან
რას ფიქრობენ... რადგან მათი მოქმედება არავითარ ლოგიკას არ ემორჩილება. დაცვა

596
თბილისისა მეფემ დაავალა მუხას-ძეს (ალბათ მეციხოვნე ჯარის უფროსს, როგორც
ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს) და უბრძანა: მოეახლოვდება თუ არა მტერი
დმანისს, დედაქალაქი ცეცხლს მიეციო – რომელ მოწუას თფილისი, თვინიერ
[პალატისა] და ისანთა, რომელ არღარა იპყრან, ვითარ ხუარაზმელთა.
ასეთი ბრძანება მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუ კარგად მოფიქრებული
უკანდახევის შემდეგ, ახალ,საფუძვლიან შეტევას მოამზადებდნენ ქვეყანაში ღრმად
შემოჭრილ მტრის წინააღმდეგ, საშუალებას მოუსპობდნენ მას,კარგად
გამაგრებულიყო...ასეთ ვითარებაში კი რა აზრი ჰქონდა?!მეფე შორს გადაიხვეწა და
შეტევის მომზადებაზე არც უფიქრია.არც მეფეს და არც ამირსპასალარს,ან
ვინმეს,საერთოდ.ასეთ ვითარებაში ეს ბრძანება დიდი ბოროტებაც იყო-ჩვენ
ვნახეთ,როგორ გააცოფა მტერი განძის გადაწვამ და რა სასტიკად გაუსწორდა იგი
ცოცხლად დარჩენილ მცხოვრებთ.თუკი წინააღმდეგობის გაწევაზე არც
ფიქრობდნენ,თუკი უბრძოლველად თმობდნენ ყველაფერს,და სამომავლო
ბრძოლებისთვისაცარ ემზადებოდნენ,დედაქალაქის გადაწვას რა აზრი ჰქონდა,რა
გამართლება?ეს ხომ ადგილობრივი მოსახლეობის ზედმეტ,გაუმართლებელ
მსხვერპლს გამოიწვევდა...
თუკი წინააღმეგობის გაწევას არ აპირებდნენ,არ სჯობდა მოლაპარაკება
გაემართათ მტერთან,და რამდენადაც ეს მოხერხდებოდა,ხალხის სიცოცხლე
შეენარჩუნებინათ. არა, ამაზე,ეტყობა, არავის უფიქრია.ხალხი ბედის ანაბარა
მიატოვეს.მეფე ქუთაისს გაიქცა.ხოლო ქვეყნის სამხედრო მესვეურები და
ვაზირები,როგორც ახლავე ვნახავთ,თავთავიანთ ქალაქში გამოიკეტნენ,-
დაქსაქსულები,ერთმანეთისგან გაცალკევებულები,და ერთმანეთის გასაჭირში არად
ჩამგდებდნი!..
ამრიგად,მონღოლები საქართველოსკენ მოიწევენ.ლაშქარიშედარებით
პატარ-პატარა რაზმებად დაჰყვეს და ცალ-ცალკე შეუსიეს სხვადახვა ქალაქსა და
კუთხეს ;ეს მათი ნაცადი ხერხი იყო,ერთმანეთისათვის დახმარების საშუალებას
უსპობდნენ ქალაქებს,ცალკეულ კუთხეებს...თუმცა ამ შემთხვევაში ერთმანეთის
დახმარება არც უფიქრიათ
პირველად შამქორს მიადგნენ ათასი მეომრით განძისა არ იყოს,ჯიქურ აქაც არ
შეჭრილან ქალაქში:კარებთან დადგნენ და შემსვლელ-გამომსვლელებს
აკვებდნენ.შამქორი საქართველოს სამეფოში შემოდიოდა და მისი გამგებელი
მაშინდელი მსახურთუხუცესი ვარამ გაგელი იყო;ის ვარამ გაგელი,რომელმაც
მონღოლთა შემოსევის დროს,ამ 12-13წლის წინათ,გმირულად იბრძოლა,ვაჟკაცურად
მხხარში ედგა ქართველ მეფეს.მას შემდეგ მაინცდამაინც დიდი დრო არ გასულა,
მაგრამ ვარამი თითქოს სავსებით შეცვლილიყო-ძველი აღარც შემართება შერჩენოდა
და არც ერთგულება ქვეყნისა თუმეფისა,თვისივე თანამოძნეებისა,მონღოლები რომ
შამქორს მიადგნენ,მსახურთ უხუცესი იმ დროს იქ არ ყოფილა,თავისივე შვილთან
აღბუღასთან ერთად სხვა ქალაქში იყო ,გარდმანში,შამქორის სამხრეთით
მდებარეობდა.
როგორც ითქვა,ქალაქიდან გაღწევა ძალიან ძნელი იყო,მაგრამ შამქორელებმა
როგორღაც მოახერხეს -პატრონს შეუთვალეს,ამ დღეში ვართ და მანამ გვიანი არ
არის,მოგვეშველეო;ცოტანი არიან მონღოლები და დავამარცხოთო.ვარამმა კარგად
იცოდა,რომ მტრის ,,სიცოტავე
მოჩვენებითი იყო.შამქორელებისათვის მიშველება არც უფიქრია.აღბუღამ დააპირა
თურმე მიშველება და მამამ იმასაც დაუშალა.ასე უპატრონოთ მიტოვებული

597
ქალაქელების წინააღმდეგობა ადვილად გატეხა მტერმა;აიღეს შამქორი,მოსახლეობა
ერთიანად გაჟლიტეს,რაც დოვლათი იყო გამოიტანეს და ქალაქს ცეცხლი მისცეს.
რაკი შამქორი ასე ადვილად აიღეს,მონღოლთა მეორე რაზმმა ვარამ გაგელის
სამფლობელოს სხვა კუთხეებს უფრო გაბედულად შეუტია.ზედიზედ აიღეს
ტერუნაკანი,ერგევანქი,მაწნაბერდი...და გარდმანიც,სადაც მონღოლებს ვარამი და
აღბუღა ეგულებოდათ.მაგრამ ვარამი და მისი შვილი იქ აღარ
დახვედრიათ,იმათმოასწრეს ღამით გაპარვა; ,,მსახურთუხუცესიც მეფის კვალს
მიჰყვა,ქუთაისში გაიქცა(,,შეივლტოდა ქუთათის)
ის რაზმი,რომელმაც შამქორი აიღო,ახლა სხვა ქალაქებს და ციხესიმაგრეებს
შეესია-აიღეს და დაარბის ტავუში,კაწარეთიც,ნორბერდი,ჩვენი ნაცნობი გაგი...
მონღოლებს, როგოც ითქვა,კარგი დაზვერვა ჰქონათ და იცონენ,რომ იმ
კუთხეში ყველაზე უფრო გამაგრებული ქალაქი ლორე იყო.ალბათ გახსოვთ:ლორე,
ტრადიციულათ საქართველოს ამირსპასალარის სამფლობელო იყო.ახლა კი,
მონღოლების შემოსევის დროს,იგი ეპყრა მანდატურთუხუცეს,შანშეს ყოფილ
ამირსპასალარ ზაქარიას შვილს.ლორეს ასაღებად მეტი სიფრთხილე უხმარიათ
მონღოლებს,იქითკენ თვით ჩაღატა გაემართა,რაღა თქმა უნდა,უფრო
მრავალრიცხოვანი რჩეული მეომრებით და მეტი საბრძოლო მანქანებით.

მონღოლი სარდლის სიფრთხილე ფუჭი გამოდგა:ბრძოლა,მგონი,სულაც არ


დასჭირვებია.მტრის მოახლოება რომ გაიგო შანშე მხარგრძელმა,დასტაცა ხელი
თავის ცოლ-შვილს და ქალაქიდან გაიქცა,ერთ ხეობაში გამოქვაბულს შეაფარა
თავი.ქალაქის დაცვა კი სიმამრს მიანდო.არა იმიტომ,რომ ის კაცი უფრო მამაცი და
კარგი მეომარი იყო,არამედ იმიტომ, რომ სიმამრს ქალაქიდან წსვლა დაეზარა:
როგორც მემატიანეები გადმოგვცემენ,გაშლილ სუფრას უჯდა და ვერ მიატოვა.
ღვინით გულ მოცემული სიმამრი კარგად გამაგრებულ ზღუდეებზე იყო
დანდობილი და აღარაფრის შიში არ ჰქონდა. ქალაქი მართლაც კარგად იყო
გამაგრებული, მაგრამ თუკი არავინ დაიცავდა,მისი აღება გამოცდილ სარდალს,რაღა
თქმა უნდა არ გაუძნელდებოდა.
ჩვეული სიფრთხილე არც აქ დაურღვევიათ მონღოლებს.ციხის კედელი
ერთგან შეთხარეს და შეანგრიეს. და მიუხედავად იმისა,რომ სერიოზული
წინააღმდეგობას არ წაწყდომიან (აშკარად ეტყობოდა, წინააღმდეგობის გაწევას არც
არავინ აპირებდა),ქალაქში მაინც არ შეჭრილან,დააცადეს, დაელოდნენ;
გაფაციციცებით ადევნებდნენ თვალ-ყურს,ლორედან არვინ გაქცეულიყო.
დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა ასე.ქალაქის მცხოვრები ხედავდნენ,რომ
განწირულები იყვნენ და ხსნა არსათ იყო, პატრონი ვისაც მათი დაცვა ევალებოდა
და ვისაც ის მაინც შეეძლო,ღირსეულად შებრძოლებოდა გადამთიელ მომხდურს, -
მრის მოახლოების თანავე გაიპარა და უმწეო მცხოვრებლები ბედოვლათი სიმამრის
ანბარა მიატოვა;ახლა სულერთი იყო: ტყვედ დანებებოდნენ მონღოლებს - გაჟლეტა
ელოდათ,და წინააღმდეგობას თუ ცდიდნენ - მით უმეტეს სრული განადგურება
აგრეთვე გარდაუვალი იყო...რა ექნათ, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და ხევში
ჩაცვივდნენ.თითქოს დაიმალენ;მხოლოდღა თავის მოტყუება იყო. ეს რომ გაიგეს
მონღოლებმა, ქალაქში შეიჭრენ და თითქოს ყველანი ამოხოცეს.რაღა თქმაუნდა სიძის
მიერ განწირულ სიმამრ -სიდედრი და სხვა ახლობლებიც არ
დაუნდიათ.მანდატურთუხუცესი შანშე კი იქიდანაც აიყარა და უფრო უსაფრთხო
ადგილას შეაფარა თავი - ,,შეივლტოდა ქუეყანად აჭარისა
.

598
რაკიღა ასე ადვილად აიღეს ლორე - იმ მხარეში ყველაზე კარგად
გამაგრებული ციხე და ქალაქი – მონღოლებს, ბუნებრივია, აღარ გაუძნელდებოდათ
მეზობელი კუთხეების, მათშორის ყველაზე დიდი და მდიდარი ქალაქის, დმანისის
აღება...

დმანისის აღების ამბავი რომ გაიგო თბილისის მეციხოვნე ჯარის უფროსმა,


მეფის ბრძანებისამებრ, დედაქალაქს ცეცხლი წაუკიდა და გადაწვა,არ დაუზოგავს
არც პალატი და ისანი, თუმცა მეფისაგან მათი ხელუხებლად დატოვა ჰქონდა
ნაბრძანები - ,,რაჟამს ცნა მუხას – ძემან მოახლოება თათართა, მოწვა სრულიად
ქალაქი, და თვით პალატი და ისანნი, და ესრეთ მოოხრდა ქალაქი ტფილისი
,გვაუწყებს ჟამთააღმწერელი.
დმანისის შემდეგ ჯარი მიადგა სამშვულდეს...და იქიდან უკვე მტერს გზა
ხსნილი ჰქონდა ქართველების მიერვე გადამწვარ დედაქალაქისაკენ.თბილისში
დაბანაკებული მტერი კი თანდათანობით მთელს აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოს მისწვდა - ,,...შემოვიდეს ქართლს, თრიალეთს, სომხითს, ჯავხეთს,
სამცხეს, შავშეთს, კლარჯეთს,ტაოს,კოლას, არტაანს, ანისს, და მოეფინეს მსგავსათ
მკალთა ოხრებად და ხოცად, და არსად იყო ლხინება, უწყალოდ მოისრვოდა ყოველი
ეს ქვეყანა.
მსახუთრთუხუცესი და მანდატურთუხუცესი ვახსენსთ და ის კი აღარ
გვითქვმს, როგორ მოიქცა ამირსპასალარი, რომელსაც მეფის შემდეგ ყველაზე მეტი
პასუხისმგებლობა აწვა.ალბათ გახსოვთ,რომ ამირსპასალარი ამ დროს ავაგია – ივანე
მხარგრძელის შვილი. მტერის მოახლოება რომ გაიგო,ავაგი,, შევიდა ციხესა კაენისასა
.ეს ციხე სიმაგრე შამქორისა და ლორეს შორის მდებარეობს და მის ასაღებად დუღადა
ნოინი გაემართა.და რაკი ამ ციხეში თვით ამირსპასალარიეგულებოდათ,
მონღოლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე განოიჩინეს: კაენისთვის გარშემო
კედელი შემოუვლიათ, რათა იქიდან გამოსული არავინ გამოჰპარვოდათ და
შიგნითაც ყველასათვის გადაეკეტათგზა. ამის შემდეგ დუღადა ნოინს მოციქული
შეუგზავნია ამირსპასალარისთვის – წინააღმდეგობა ფუჭი იქნებოდა, შენის ნებით
დაგვმორჩილდიო.
წინააღმდეგობა მართლაც ფუჭი იქნებოდა, ეს ეს ავაგისათვისაც ცხადზე ცხადი
იყო, მაგრამ ამირსპასალარის პატივმოყვარეობა ასე იოლად ვერ შეურიგდებოდა
მწარე ხვედრს. მეტად საეჭვო და საჩოთირო გზა აირჩია:იფიქრა, ცოტა ხნით მაინც
შევიტკბობ მონღოლებს და მერე ვნახოთ, იქნებ ღმერთმა მიშველოსო; გააგზავნა
ძვიფასი ძღვენი და თავისი ქალიშვილიც გააყოლა, მონღოლებს ნშვიდობა და
მეგობრობა შეუთვალა.

კვიცი გვარზე ხტისო თქვენ ალბათ გახსოვთ ,ასევე მოიქცა ერთხელ


მამამისიც,ივანე მხარგრძელი,როცა ხლათის მფლობელს საკუტარი თავის
ტყვეობიდან დასახსნლად ქალიშვილი შესთავაზა. მამისს მაშინ გაუმართლა(თუკი ის
,,გამართლება იყო !) - ივანე მხარგრძელმა მართლაც იხსნა თავი ტყვეობიდან; ახლა კი
ნურას უკაცრავად – ძღვენი მიიღეს მონღოლებმა (ისე, რომ მადლობაც არ უთქვამთ),
ქალიშვილიც მიიღეს, მაგრამ ახლა კიდევ სასტიკი მუქარა შეუთვალეს – გირჩევნია,
დაგვებდეო.
იმედი არსაიდან არა ჩანდა, მაგრამ ამირსპასალარის თავმოყვარეობის შელახვა
და უბრძოლველად დამორჩილება ძნელი გამოდგა. ბრძოლას კი ვერა ბედავდა.

599
ციხე-ქალაქში მომწყვდეულთა გასაჭირი სულ უფრო და უფრო ძნელი ასატანი
ხდებოდა. განსაკუთრებით წყურვილის მოთმენა ჭირდა, და უკიდურესიდ
გაჭირვებულ ხალხს კიდევ ერთი შეცდომა მოუვიდა:მონღოლბს ცხენები და
საქონელი შესთავაზეს, სამაგიეროდ ქალაქში წყალი შემოგვატანინოთო; თითქოს
მონღოლებთან მოლაპარაკებას რაიმე აზრი ჰქონდა! საკუთარი მორალით ზომავდნენ
მტრის სინდის-ნამუსს.როგორც მოსალოდნელი იყო, მონღოლები ვერაგულად
მოიქცნენ-დათანხმდნენ,წყლის მოსატანად გაშვებას,ხოლო როცა ქალაქიდან
წასულებმა წყლის მოზიდვა იწყეს კარიბჭესთან შეაჩერეს-ახლა შედით,და ვიდრე
წყალს შეიტანდეთ,თქვენი ოჯახები მოიყვანეთო. შევიდნენ და გამოიყვანეს;წყლის
დალევის უფლება კი მისცეს მონღოლებმა,ამას ნუ დავუკარგავთ, მერე ლამაზი
ქალები ცალკე გადაარჩიეს, თავისთვის დაიტოვეს, დანარჩენები უკან
გააბრუნეს(ალბათ იმიტომ, რომ იქ მომხდარი ამბავი ქალაქის მცხოვრებლებითვის
შეეტყობინებინათ),ქმრებს კი დაერივნენ და ერთიანად გაჟლიტეს...

იქნებ არა იმდენად ზემოთ მოხსენსბულმა ეპიზოდმა, არამედ სულ სხვა რამემ
გადააწყვეტინა ამირსპასალრს, ბოლოს და ბოლოს, მონღოლებისათვის მორჩილება
გამოეცხადებინა.მან როგორღაც შეიტყო ანისის ტრაგიკული ამბავი. ანისი შანშე
მხარგრძელს ეკუთვნოდა, და,ბუნებრივია, ანისელები ბედის ანაბრად იყვნენ
მიტოვებულები-შანშე აკი მონღოლების შემოსევისთანავე გაიქცა აჭარაში. ანისის
ასღებად გამოცდილი სარდალი ჩორმაღანი წავიდა (როგორც ითქვა, მონღოლთა
დიდი ლაშქარი რაზმებად დაიყო და თითქოს ერთდროულად შეუტიეს სხვადასხვა
ქალაქს).ჩორმაღანმა, ჩვეულებრივ, მოციქულები შეუგზავნა ანელებს და სრული
მორჩილება მოითხოვა.უპატრონოდ მიტოვებულმა ქალაქებმა სხვა ვეღარაფერი
მოიფიქრეს, მტრის მიმართ სიძულვილი და აღშფოთება ვერ დაიოკეს, სტაცეს ხელი
მიგზავნილ ხალხს და იქვე დახოცეს. ანგარიში აღარ გაუწიეს, აისათვის რა საშინლად
დაისჯებოდნენ.მარტლაც,ჩორმაღანმა ფილაკვნებით ქალაქის ზღუდეები
დაანგრევინა,შიგ შეიჭრა და მხეცური გახელებით გაუეწორდა მშვიდობიან
მოსახლეობას. მონღოლების სისასტიკე ხომ უკვე აღარავის უკვირდა, მაგრამ აქ
განსაკუთრებული სიმკაცრით უძიებიათ შური.
აი, ეს გაიგო ისედაც სასოწარკვეთილებამდე მისულმა ამირსპასალარმა. აქამდე
თუ რაიმე სასწაულის იმეი ჰქონდა ავგს, ახლა ესეც გადაეწურა და შეჭირვებულმა
მოციქული გაუზავნა მონღოლთა მეთაურებს-,,ამათ რა ბოროტთა ხედვითა
ამირსპასალარი ავაგ, ძე ივანე ათაბაგისა წარმოავლინა მოციქული ბარდავს, სადა
დაებანაკათ ზემოხსენებულთა მათ მთავართა ... ამათ წარმოუვლინა ავაგ მოციქული
ზავისა თხოვვად და თქუა მათ წინაშე მისვლა, ხილვა და მსახურება, და ხარაჯის
მიცემა, და დადება ქუეყნისა მისისა...
ეს იყო სრული კაპიტულაცია და, რაღა თქმა უნდა, მონღოლები სიხარულით
მიიღებდნენ(ასევე გადმოგვცემს ქართველი მემატიანე- ,,გაიხარეს და სიხარულით
შეიწყნარეს მოციქული ავაგისაო).ყველაზე სასიამოვნო მათთვის ის იქნებოდა, რომ
თავიაანთ ლაშქარს ქართველი მეომრებით შეავსებდნენ – წინ კიდევ დიდი
ბრძოლები ელოდათ და ჯარისკაცები ჭირდებოდათ, აკი მთელი მსოფლიო უნდა
დაეპყროთ ასე ჰქონდათ ჩინგიზ ყაენისაგან ნაანდერძავი.
ავაგს მოციქულად თავისივე სახლთუხუცესი გრიგოლი ჰყავდა გაგზავნილი
და მონღოლებმა ფიცით დაარმუნეს- რაკი დაგვემორჩილა, არას ვავნებთ და
სევიწყნარებთო (,,ოქროთა საფიცრითა დაუმტკიცეს მოციქულთა ავაგისთა ფიცი).

600
ქართველი მემატიანე არ ფარავს მტრის საქებურ თვისებას და იქვე შენიშნავს,რაკიღა
,,რაკიღა ფიცს დაუმტკიცებდნენ
მონღოლები, მერე მისი გატეხა იცოდნენო.ქვემოთ კიდევ ვახსენებთ, სხვა
ვითარებაში, მონღოლთა მიერ ,,ოქროთა საფიცართა დამტკიცებას,და
მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება, როგორა ხდება ეს; ქართველი
მემატიანე ამასაც აგვიწერს; ოქროს სამჯერ ჩაჰყოფდნენ წყალში და ოქროგანავლებ
წყალს შესვამდნენ...

ავაგმა უკვე იცოდა, რომ მონღოლები ფიცის ერთგულები იყვნენ და


მოციქულების მობრუნების შემდეგ თვითონვე ეახლა ნოინებს. მათ ტკბილად
მიიღეს,აღუთქვეს,რომ მის სამფლობელოში ბრძოლას შესწყვედნენ;იგულისხმება,
ავაგს დაეკისრა ყველაფერის შესრულება, რაც თავად აღუთქვა მტერს-რაც
მთავარია,სრული მორჩილება, ხარაჯის ძლევა და ჯარისკაცების გამოყვანა. აქვე
საგანგებოდ უნდა შევნიშნოთ,რომ შეწყნარებულსა და ფიცით შემტკიცებულ
ამირსპასალარს მონღოლები ნდობას მაინც არ უცხადებდნენ,და ,,მცველნი
ქალაქისანი დაუდგინეს,რომელთა შანათ უწოდდეს სიტყვათა მათითა
-ჯარი ჩაუყენეს ქალაქებში,მის ყოველ მოქმაედებას,ყოველ გადადგმულ ნაბიჯს
უთვალთვალებდნენ, ფიცის ერთგულებას ამითი ,,უადვილებდნენ, ურჩობასა და
ორგულობის საშუალებას უსპობდნენ.

თავი მეექვსე.
VI თავი
1.
უფრო თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ მაშინდელი მდგომარეობა
ქართველი მეფისა, მსოფლიო რუკა გავშალოთ და – თუმცა კი გაგვიძნელდება –
თვალით მოვხაზოთ მონღოლთა იმპერია... გაგვიძნელდება არა მხოლოდ იმიტომ,
რომ ძალიან დიდია და თვალი ვერ მისწვდება, არამედ უფრო იმიტომ, რომ
კინემატოგრაფიული სისწრაგით იზრდება – გუდას რომ ჩაბერავ, იმგვარად
ფართოვდება თანდათანობით, ყველა მხარეს, დიდდება, იბერება... განუწყვეტლივ
იცვლება მისი საზღვრები, აღმოსავლეთის მდიდარი და ხალხმრავალი ქვეყნები რომ
დაიპყრეს, ერთბაშად გაიშალნენ და კიდევ უფრო მეტი სისწრაფით დაიძრნენ
ყოველი მხრით...
რუკაზე უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა: აგერ, აღმოსავლეთით ერთიანად
დაუპყრიათ ჩვენი მტერ-მოყვარე მეზობლელი,იქით ჩრდილოეთის ვრცელი ველები
მოუთარეშებიათ დაახლა შეუპოვრად მიიწევენ დასავლეთისაკენ - პოლონეთსა და
უნგრეთს უახლოვდებიან, გეზი ევროპის გულისაკენ აუღიათ... სამხრეთით
ზედიზედ იღებენ ჩვენი მოსაზღე მეზობლების ქალაქებს, და მათი მოძრაობის ისარს
რომ გავაყოლებთ თვალს, აშკარა გახდება, ეგვიპტისაკენ მიიწევენ, ხმელთაშუა
ზღვაში გაჭრას ეშურებიან...
არსებობს ასეთი რუკები. მათზე სწორედ ესაა ნაჩვენები - ათეული წლობით როგორ
იცვლება მონღოლთა იმპერიის საზღვრები; დიდი ძალით დაძრული ნიაღვარივით,
როგორ სულ უფრო და უფრო შორს მიიწევს მუქი ფერი, რითაც რუკის შემდგენელთ,
თვალსაჩინოებისათვის, მონღოლთა მიერ უკვე დაპყრობილი ტერიტორია
შეუფერადებიათ...

601
და როცა ზუსტად იმ წლების (1240-იანი წლების ) რუკას დახედავ, დიდ მუქ
ლაქაზე მაშინვე მოგხვდება თვალში თხილისოდენა თეთრი წერტილი. ეს ჩვენი
ქვეყანაა; ოღონდ მთელი ქვეყანა კი არა (მისი აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი
მუქად არის შეღებილი, იქ უკვე მტერია გაბატონებული), მხოლოდ დასავლეთი
ნაწილი. სწორედ აქა ზის ახლა ქართველი მეფე და მღელვარე ფიქრებს მისცემია. მისი
სამეფოს ნახევარზე მეტი, როგორც უკვე ვიცით, მტრის ხელშია და იქიდან
ყოველდღიურად საშინელი ამბები მოაქვთ მსტოვრებსა და ლტოლვილებს,
რომელთაც ძლივძლიობით დაუღწევიათ თავი, მთები გადმოულახავთ და თავიანთ
ძმებს შეფარებიან...

ვარაუდობენ, თითქოს მონღოლები ცდილან დასავლეთ საქართველოში


შეჭრას, მაგრამ დამარცხებულან და უკან გაბრუნებულან (ერთი საბუთი, რომელსაც
ქვემოთ გავეცნობით, თითქოს მიგვანიშნებს კიდევ იმას )...
ძნელი დასაჯერებელია.
მონღოლთა იმპერიის რუკას რომ დახედავ, ნამდვილად გაგიძნელდება
დაჯერება, თითქოს მათ ამ პატარა ტერიტორიის აღება გასჭირვებოდეთ. უფრო
სწორი ალბათ ის არის, რომ მომღოლები მოერიდნენ მთებში ბრძოლას და ზედმეტი
მსხვერპლის გაღებას (მარკო პოლოც შენიშნავს: საქართველო მთაგორიანი ქვეუანაა,
თანაც ციხეებით კარგად გამაგრებული, და მთლიანად მისი დაპყრობა მონღოლებმა
ვერ მოახერხესო) - უკვე რამდენჯერ ითქვა: მათ ჩალად არ უღირდათ სხვათა
სიცოცხლე, მაგრამ საკუთარ მეომრებს უფრთხილდებოდნენ; უმიზნოდ არ
გაჟლეტდნენ... ან კი რად უნდოდათ, ზედმეტ მსხვერპლს რატომ გაიღებდნენ: ისე
მჭიდროდ იყო გარშემორტყმული ეს პატარა ტერიტორია, ჩვენი ქვეყნის დასავლეთი
ნაწილი, რომ მაინც დაპყრობილივით ჰქონდათ, მარწუხებში ჰყავდათ მოქცეული;
ქვეყნის მთავარი ვაზირებიხომ მათ ხელში იყო- დამორჩილებული ჰუავდათ;
სატახტო ქალაქი მათ ეჟირათ... ასეთ ვითარებაში მეფე თითქმის მათი ტყვე იყო,
დღეს არა ხვალ ეს ტერიტორიაც მათი იქნებოდა.
ასე ფიქრობდნენ დამპყრობლები.
ვერ ვიტყვი, ქართველ მეფესაც თუ ედო წინ რუკა, მაგრამ, ცხადია, გონების
თვალით ხშირად მოათვალიერებდა მონღოლთა მიერ დაპყრობილ ვრცელ
ტერიტორიას, უშალოდ მის მეზობელ ქვეყნებს-ამ მძიმე მდგომარეობიდან თავის
დაღწევის ღონისძიებას ეძებდა, ხსნას ეძებდა...

მაგრამ ხსნა არა ჩანდა. მისი უშუალო მეზობლები, ყველა მხარეს -


რომლებთანაც შეიძლებოდა საერთო ენის გამონახვა და რომლებთანაც უსათუოდ
უნდა გამოენახათ საერთო ენა - უკვე მტრის უღელში გმინავდნენ. ძალიან
დაგვიანებული იყო...
და წყალწაღებულისა არ იყოს, ქართველი მეფე ერთ სუსტ იმედს მოებღაუჭა:
რომის პაპი გაახსენდა, მისი ამასწინანდელი მიწერ-მოწერა, და გადაწყვიტა
პაპისთვის მიემართა, ურჯულოთა მიერ გატანჯული თავისი ქვეყანა მისთვის
შეევედრებინა, შველა ეთხოვა.
ჩვენ ხელთ არა გვაქვს ქართველი მეფის წერილი. მხოლოდ პაპის პასუხი
შემორჩენილა (ამ დროს ჰონორიუს მეორე კი აღარ არის რომის პაპი, არამედ გრიგოლ
მეცხრეა). მონღოლთა იმ გარემოცვის პირობებში ან აქედან გაგზავნილმა წერილმა
როდის ჩააღწია რომამდე ან პაპის პასუხი როდის მიიღო მეფემ,ამის დადგენა ალბათ
ვეღარასოდეს მოხერხდება. ვიცით მხოლოდ, რომ პაპის ბარათი დაწერილია 1240

602
წლის 13 იანვარს. მიხეილ თამარაშვილს თავის წიგნში (ისტორია კათოლიკობისა
ქართველთა შორის)მოთანილი აქვს ამ ვრცელი წერილის ერთი ნაწყვეტი ისიც
საკმაოდ ვრცელი. პაპი გულითადად თანაუგრძნობს ქართველ მეფეს-
სიხარული გაგვიმწარა იმ ამბავმა, რომელიც გვაუწყეო, სწერს... და რა გვეთქმის-
მწუხარებისა და გაჭირვების დროს გულწრფელი თამნაგრძვობაც კი ერთგვარი
ნუგეშია; მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად სანუგეშო იქნებოდა ქართველი
მეფისათვის იმ ვითარებაში... მეფე ხსნას ელოდა, პაპის წერილში კი თანაგრძნობის
სიტყვებს საქმიანი დახმარების არავითარი შეპირება აღარ მოსდევს. პირიქით,
გაგიკვირდებათ, მაგრამ პაპი თვითონვე თხოულობს შველასა და ნუგეშს- ჯერ არს,
რომ თქვენც ჩვენ შეგვიბრალოთო...
რომის პაპს მართლაც არ შეეძლო დახმარება აღმოეჩინა საქართველოსთვის;
მზოლოდ იმიტომ კი არა, რომ გზები იყო შეკრული (... ნუღარ გაგიკვირდებათ , თუ
რომის მხედრობა არ მოდის თქვენს შესაწევნელად,- სწერს რომის პაპი ქართველ
მეფეს, - სარკინოზნი, რომლებსაც სირიაში ვეომებით, არ გამოუშვებენ მანდედ ჩვენს
მხედრობას), არამედ უმთაქვრესად იმიტომ, რომ ამის ძალა არ შესწევდ, თვითონვე
უჭირდა (აკი ასევე წერს ბარათში!)
ამ წერილში საყურადღებოა ის, რომ რუსუდანს პაპისათვის უთხოვია აგრეთვე
საქართველოს ეკლესიის რომის ეკლესიასთან შეერთება... ალბათ იმიტომ, რომ ამით
სამხედრო დახმარების მეტი გარანტია ჰქონოდა. ასე ვარაუდობს ივანე ჯავახიშვილი.
ამ თხოვნას სიამოვნებით ღებულობს პაპი (და, როგორც ვნახავთ, ამ საქმეში
ოპერატიულ დახმარებასაც აღმოუჩენს)... საყვედურსაც კი ევბნება მამაშვილურად:
აწუხდეთ, რომ აქამდე დაგიგვიანდათ
ეს შეერთებაო. და მტკიცედ დასძენს: ამიერიდან ჩვენს ეკლესიას
დაემორჩილენით ყველაფერშიო...
იმ გაჭირვებაში იუმორის გრძნობა თუ ჰქონდა შერჩენილი მეფეს, ალბათ
მწარეედ გაეღიმებოდა: რაც მეფედ ეკურთხა, სულ ეს სიტყვა ესმის- დაგვმორჩილდი
და დაგვმორჩილდიო! რა გუნებაზე უნდა დამდგარიყო- ხსნას ელოდა და,
დაგვმორჩილდიო სწერენ!

ამ წერილით ვგებულობთ, რომ პაპი საქართველოში აგზავნის შვიდ


მოქადაგეთა წესის ძმებს, რომელთაც ალბათ ჯერ უნდა ექადაგათ დამერე
ოფიციალურად გაეფორმებინათ ქართული ეკლესიის რომის ეკლესიისადმი
დამორჩილება...
ამით ამოიწურა რომის პაპის საქმიანი დახმარება.
არის ერთი წინადადება წერილში, რამაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინა,
თითქოს მონღოლებს ებრძოლოთ დასავლეთ საქართველოს დასაპყრობად
დადამარცხებულიყვნენ. ამაზე ზემოთაც ითქვა. თავს იმით ვინუგეშებთო, სწერს
მეფეს პაპი,
რომ პირველში მტრისგან დაძლეულხართ, მერე კი დაგიძლევიათ, საბოლოო
გამარჯვება თქვენ დაგრჩენიათ და თქვენის მავნებლის მტრისათვის დიდი ზარალი
მიგიციათ
... ძნელი სათქმელია ამ
საბოლოო გამარჯვებაში
რაა ნაგულისხმევი, მაგრამ თუ დასავლეთ საქართველოსათვის ბრძოლაზე იყო
ლაპარაკი რუსუდანის წერილში, და მართლა თუ გაიმართა ასეთი ბრძოლები, მაშინ,

603
როგორც ზემოთ ითქვა. ალბათ მარბიელი რაზმი უკუაქციეს და მეფეს ეს მოსჩვენებია
მტრის ძლევად.
ერთი სიტყვით, თუ აქამდე მართლა ელოდა რუსუდანი რომის პაპისაგან
სამხედრო დახმარებას, ახლა ამის იმედი საბოლოოდ გადაეწურებოდა და ალბათ
ამის შემდეგ გადაწყვეტდა, შეთანხმებოდა მონღოლებს- ან უფრო ზუსტად თუ
დამოვხატავთ საქმის არსს, მორჩილება გამოეცხადებინა:
გულისხმა ყო რა მეფემან რუსუდან, რომელს წარუღეს ქუეყანა ამიერი თათართა, და
აიღოს სიმტკიცე უვნებლობისა.
ეს ჟამთააღმწერლის სიტყვებია და ანას მოსდევს ამბავი, თუ როგორ გაგზავნა
მეფემ დიდებულები მონღოლთა ადგილობრივ მმართველებთან- ნოინებთან.

ჟამთააღმწერელი ამაზე არას ამბობს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ, სანამ


ქართველი მეფე დელეგაციას გაგზავნიდა ნოინებთან, ჯერ ელჩი გაგზაბლა
ვოლგისპირეთში , ბათო ყაენთან, და სწორედ იმისგან
აიღო სიმტკიცე უვნებლობისა, ადგილობრივ მმართველებს ვერ ენდო. ეს ელჩი მეფის
პირველი ვაზირი, მწიგნობართ უხუცესი არსენ ჭყონდიდელი იყო. შემთხვევით
გადარჩენილა და ჩვენამდე მოუღწევია იმდროინდელ ერთ საბუთს, თავისთავად
თითქოს არცთუ დიდად მნიშვნელოვანს, მაგრამ საგულისხმოს სწორეგ იმით, რომ
ქართველი მეფის მიერ არსენ ჭყონდიდელის ბათო ყაენთან გაგზავნის ამბავს
გადმოგვცემს. ეს საბუთი გახლავთ წყალობის წიგნი მწიგნობართუხუცესის არსენ
ჭყონდიდელისა ვინმე მგელა აბულახტარის ძისადმი, რომელიც თანა ხლებია მეფის
ელჩს იმ ძმელ მგზავრობაში, დიდი სამსახური გაუწევია მისთვის და ახლა
მწიგნობართუხუცესი წერილობით ადასტურებს მსახურისადმი თავის მადლიერებას.
ამრიგად, მწიგნობართუხუცესის დაბრუნების შემდეგ რუსუდანი მოეთათბირა
თავის ვეზირებს დამონღოლთა ადგილობრივ მმართველებთან გაგზავნა დელეგაცია-
სწორედ ის დიდებულები, რომლებიც უკვე მონღოლების სამსახურში იყვნენ:
მანდატურთუხუცესი შანშე, ამირსპასალარი ავაგი, მსახურთუხუცესი ვარამი და
ჰერეთის ერისთავი შოთა კუპრი. როგორც ვარაუდობენ, ეს უნდა მომხდარიყო
დაახლოებით 1242 წლის მახლობლად.

2.
ქართველთა მეფის დელეგაცია იმ დროს ეწვია მონღოლთა მთავარსარდალს
თუ მთავარმართებელს, როცა იგი რუმის სულთანზე გასალაშქრებლად ემზადებოდა
(როგორც ითქვა, მონღოლები ეშურებოდნენ მცირე აზიის დაპყრობას, რათა
დაეჩქარებინათ ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა დაეგვიფტის აღება, მთავარი სავაჭრო
გზებისა და ქალაქების ხელში მჩაგდება). სალაშქროდ გამზადებულთ, რუსუდანის
მოციქულებთან მოლაპარაკების დრო აღარ ჰქონდათ; მონღოლთა ლაშქარი დაიძრა
ბიჩოს სარდლობით და
თანა-წაიყვანეს დიდნიცა იგი მთავარნი საქართველოსანი
- ქართველი დიდებულების ძებნა აღარ დასჭირვებიათ,- აკი თვითონვე ეახლნენ
მოსალაპარაკებლად: სტაცეს ხელი და იმ ბრძოლებში თან იახლეს.
სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინათ ერთი ლაშქრობა უკვე დამთავრებული
ჰქონდათ მონღოლებს იმ მხარეში; რაღა თქმა უნდა, ამჯერადაც ქართველი
მეომრების მონაწილეობით. ამ ცნობას სომეხი მემატიანეები გვაწვდიან. მაშინ
არზრუმის საამიროს დასაპყრობად გაილაშქრეს
ურიცხვი ჯარით. ორი თვე ალყაში ჰყავდათ

604
კარგი და მშვენისრი ქალაქი
არზრუმი (კარნუ ქალაქი); გააფთრებული ბრძოლების შემდეგ გასტეხეს ქალაქის
დამცველთა წინააღმდეგობა, მოსახლეობა გაჟლიტეს და, უდაბნოდ აქციეს იქაურობა-
მახვილით მოსრეს ყველა უწყალოდ, მიიტაცეს ქონება და ნაშოვნი, და ცეცხლით
დასწვეს ქალაქი
(კარნუ ქალაქი 1242 წელს აიღეს მონღოლებმა).
აქვე ერთი საგულისხმო გარემოება უნდა აღინიშნოს:მონღოლები ხომ მცირე
აზიას მიადგნენ დასაპყრობად, და არზრუმის შემდეგ რუმის სასულთნო უნდა აეღოთ
(როგორც შემდეგ გაირკვა, ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი), მოსალოდნელი იყო, რომ
დიდი გამარჯვებით გალაღებულნი მაშინვე შეიჭრებოდნენ მეზობელ რუმის
სასულთმოში,მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ მათი საოცარი სიფრთხილე,
საალალბედოდ არასოდეს არ გახდიდნენ საქმეს. ბრძოლა როდი განაგრძეს, დიდი
დავლით უკანვე გაბრუნდნენ, თავიანთ საზამთრო სადგომში, მუღანში, მივიდნენ და
იქ გამოიზამთრეს - იქ საძოვრებიც ბლომად იყო და საკვებიც ბევრი ჰქონდათ. კარგად
დაისვენეს, ლაშქარი შეავსეს (გრიგოლ აკანელი წერს- ერთი წელი გავიდა იმ
ბრძოლის შემდეგ და მონღოლებმა სომეხ და ქართველ მთავრებთან ერთად ახალი
ლაშქარი შეკრიბესო):ცხენებიც კარგად დაასუქესო, მეორე სომეხი მემატიანე წერს; და
ახალი, კიდევ უფრო ძნელი ბრძოლებისთვის მოემზადნენ. ამასთან, რუმის
სულთანიც შეცდომაშიშეიყვანეს; იგი, ბუნებრივია, არზრუმის აღების შემდეგ ელოდა
მონღოლების შეჭრას, და ალბათ მომზადებული იქნებოდა; რაკი არ შეიჭრნენ და
უკანვე გაბრუნდნენ, იფიქრა, აქეთ გამოლაშქრებას აღარ აპირებენო, და გული
დაიარხეინა.
რამდენადაც მონღოლები მოქმედებდნენ ფრთხილად, იმდენად
გაუფრთხილებლად მოქცეულა რუმის სულთანი: კარნუ ქალაქიდან რომ მუღანში
გაბრუნდნენ მონღოლები, ეტყობა სულთანმა იფიქრა, ჩემი ეშინიათო და გათამამდა,
უფრო დავაშინებო, გადაწყვიტა, მოციქული მიუგზავნა მრისხანე მუქარით,
როგორც ეს ტაჭიკთა ჩვეულებააო, კინაკოს განძაკელი წერს დაცინვით...
ამრიგად, კარნუ ქალაქია დაპყრობის ერთი წლის შემდეგ მონღოლთა დიდი
ლაშქარი რუმისაკენ დაიძრა, მათ ქართველები ახლავთ.

ჟამთააღმწერელი არ ამბობს, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ვიცით: ქართველ მეომრებს


წინ მოქცევდნენ მონღოლები, რათა პირველნი ისინი შებმოდნენ მოწინააღმდეგეს;
სხვათა შორის, სომეხი მემატიანე გრიგოლ აკანელი საგანგებოდ აღნიშნავს ამ ფაქტს.
ქართველი მემატიანე იმასღა შეგვახსენებს, რომ რუმის სულთანსაც
მხედართმთავრებად ქართველები გამოეყვანა-
დარდან შარვაშის-ძე, აფხაზი, რომელი სიმხნისა მისისათვის პირველსავე დიდისა
დიდებისა აღეყვანა
სულთანს და შალვა ახალციხელის ძე ფარადავლა,
რომელი ლტოლვილი წარსული იყო სულტანსა წინაშე.
ჟამთააღმწერელიგანსაკუთრებული ქებით მოიხსენიებს მას ( კაცი მხნე და წყობათა
შინა სახელოვანი): და იქვე იმ სავალალო ფაქტსაც გადმოგვცემს,- როგორც ბედის
მწარე დაცინვას,- რომ სულთანმაც
წინამბრძოლად განაჩინა ისინი;
ასე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თავიანთივე მტრების ინტერესებისათვის
მებრძოლი ქართველები... ამ მძვინვარე ბრძოლაში მათ ერთმანეთის წინააღმდეგ
უნდა შემართონ მახვილი..

605
აქვე უნდა გავიხსენოთ სომეხი მემატიანის გრიგოლ აკანელის სითყვები:
ბიჩო ნოინს გაემარჯვა ბრძოლაში... (და) მიზეზი მისი გამარჯვებისა სომხები და
ქართველი მთავრები, რომლებიც მეწინავეები იყვნენ. ძლიერი კვეთებით მტერს
მიეტევებოდნენ, ხოლო მათ უკან თათარი (მიჰყვებოდა) მშვილდ-ისრით
. ქართველი მეცნიერი ნოდარ შოშიაშვილი, ვისი თარგმანითა და რედაქციითაც
გამოიცა ქართულად გრიგოლ აკანელის თხზულება, შენიშნავს, რომ სომეხი
მემატიანის ეს ცნობა სხვა წყაროებითაც დასტურდება.
გაიმართა მძვინვარე, სისხლისმღვრელი ომი. ბრძოლის ველზე დაეცა დარდან
შარვაშის ძე, ხოხო ფარადავლა
სულტნისა მიერ მოიკლა,შურითა ქართველთათა...
ისევ შური!
სხვათა შორის, იგივე გრიგოლ აკანელი საგანგებოდ შენიშნავს ფარადავლას
თავგანწირვულ ბრძოლას, მან ბევრგან დაახევინა უკან მოწინააღმდეგის რაზმებს-
როდესაც გამწვავდა ბრძოლა, მამაცმა და სახელოვანმა შალვას ძემ გააბრუნა თათარი
და მრავალი მათგანი ამოწყვიტა.
დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად (ქართველი მემატიანის ცნობით,
სულთანს 400.000 მეომარი გამოუყვანია), რუმის სულთანი დამარვხდა, დიდძალი
ხალხი გაიჟლიტა. მონღოლებმა ურიცხვი სიმდიდრე იგდეს ხელთ, სულთანს ხარკი
დაუწესეს.
და, რაღა თქმა უნდა, მცველები ჩაუყენეს ქალაქში.
ხლათის სულთანმა რომ ნახა ასე გაუბედურებული მეზობელი, უომრად
დანებდა მონღოლებს...
მონღოლებმა ამათაც დაუტოვეს
მცველნი ქუეყანისანი
და უკან გაბრუნდნენ -
წარვიდეს საზაფხულოსა ადგილსა გელაქუნს და არარატისა მთათა

დაბრუნდნენ ომიდან ქართველი დიდებულები და ახლაღა მოხერხდა მეფის


დავალების შესრულება – ნოინებთან მოლაპარაკება. თუმცა მოსალაპარაკებელი რა
იყო?!. ქართველმა დიდებულებმა მეფის სახელით მორჩილება მოახსენეს ნოინებს.
მონღოლებმა თანხმობა შეუთვალეს რუსუდანს და მეფედ მისი ძე დავითი
დაამტკიცეს -
...მოსცეს ძე მისი დავითი, და მისცენ მეფობა, ტფილისი და ყოველი საქართველო ...
ამრიგად, დასავლეთი საქართველო აოხრებას გადაურჩა, მას მხოლოდ ხარკის
ძლევა და სრული მორჩილება დაევალა.

დიდი ხნის არყოფნის შემდეგ დედაქალაქში კვლავ დაბრუნდა მეფე ძველი


სახელით, და არა ძველი უფლებამოსილებით. მაგრამ მას მაინც ძველებურივე
პატივით შეხვდნენ ქართველი დიდებულები; მემატიანე ჩამოთვლის მათ შანშე,
ავაგი, შოთა კუპრი, ვარამ გაგელი, ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი, სამცხის
სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი ყვარყვარე ციხისჯვრელი, თორელნი,
თმოგველნი, შავშ-კლარჯნი და ტაოელნი... მეფეს იმერეთიდან გამოყვნენ
ლიხთ-იმერელნი მთავარნი
- ცოტნე დადიანი (კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლათა შინა სახელოვანი),
ბედიანი, რაჭის ერისთავი, გურიელი და ყოველნი წარჩინებულნი. თბილისიდან

606
ორივე მეფე – რუსუდანი და მისი ძე დავითი – დიდებულებმა ბარდავამდე
მიაცილეს, სადაც
დაებანაკათ ნოინთა
- ჩორმარანს, ჩაღატას, იოსუხს და ბიჩოის.
კეთილად შეიწყნარეს დავით მეფე, რომელსაც ნარინ დიდებითა უწოდეს.
ადგილობრივი მმარტველობის სისტემა თითქოს არ გაუუქმებიათ მონღოლებს,
მაგრამ, ფაქტიურად დამოუკიდობლება წართმეული ჰქონდათ. საქართველო
დუმნებად დაჰყვეს- რვა დუმნად-და დუმნის თავად ქართველივე დიდებულები
დაუნიშნეს, რომლებიც უფრო მარჯვედ მოემსახურებოდნენ დამპყრობლებს.
დუმნებად დაყოფასაც,ისევე როგორც ყველა რეფორმასა თუ ღონისძიებას,
რასაც მონღოლები დაპყრობილ ქვეყნებში, და კერძოდ საქართველოში ატარებდნენ,
ძალიან მარტივი მიზანი ჰქონდა: რაც შეიძლება მარჯვედ გაეყვლიფა ადგილობრივი
მოსახლეობა, რაც შეიძლება მეტი წაერთმია მისთვის, შეეზღუდა, შეებორკა
მოსალოდნელი წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მოესპო... ასე
განიყვნეს, ასე დაინაწილეს მონღოლთა მაღალი თანამდებობის მოხელეებმა
საქართველო,
თვითეული (ქართველი ) ერისმთავარი თვითოსა ნოინსა შეუდგა ; განაწილებული-
დაქუცმაცებული ქვეყნიდან ხარკსაც ადვილად აიღებდნენ, არც მხედრობაში
გასაწვევი ჭაბუკი გამოეპარებოდათ და თვალთვალიც გაადვილებული იქნებოდა.
ჟამთააღმწერელი თანმიმდევრობით ჩამოგვითვლის იმ რვა სადუმნოს,
საზღვებსაც ზუსტად შემოხაზავს, თითოეული სადუმნოს მმართველსაც გვაცნობს.
პირველი დუმანი -
ჰერეთი, კახეთი, კამბეჩიანი,
ტფილისითგან და აღმართ ვითარ მთამდე შამახიისა. დუმნის თავი – ეგარსლან
ბაკურციხელი (კაცი ღრმად მოუბარი, ხოლო არა ნიჭთა მქონებელი სახმართა, ასე
გვიხასიათებს მემატიანე ).
მეორე დუმანი – ქვეყნის სამხრეთი, სომხური თემები, შანშე და ავაგ
მხარგძელების სამფლობელო. დუმის თავი – შანშე მანდატურთუხუცესი.
მესამე დუმანი - მტკვრის სამხრეთით, - ქვემო ქართლი და მის აღმოსავლეთით
მდებარე თემები შამქორამდე. დუმნის თავი – ვარამ გაგელი.
მეოთხე დუმანი – შიდა ქართლი. დუმნის თავი გრიგოლ სურამელი.
მეხუთე დუმანი – ჯავახეთი. დუმნის თავი-გამრეკელი თორელი.
მეექვსე დუმანი – სამცხე და მესხეთის დანარჩენი თემები. დუმნის თავი –
ყვარყვარე ციხისჯვრელი-ჯაყელი.
მეშვიდე და მერვე დუმანი – მთელი დასავლეთი საქართველო (ყოველი იმერი
სამეფო ). დუმნის თავები – ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი.
რამდენადაც მონღოლური ცხოვრების წესები სამხედრო ყაიდაზე იყო
მორგებული, თავისთავად იგულისხმება, დუმნები სამხედრო ერთეულები იქნებოდა
და ჯარისკაცებსაც ამ დუმნების მიხედვითმოითხოვდნენ.
როგორც ვნახეთ, დასავლეთის საქართველოც მონღოლების მორჩილებაში
მოექცა, თუმცა იგი ბრძოლით არ დაუპყრიათ. აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და
ციხესიმაგრეებში მონღოლთა მცველი ჯარი არა დგას (და ეს, რაღა თქმა უნდა, დიდი
შვებაა ხალხისთვის), აქ მხოლოდ ხარკს იხდიან (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 40.000
ოქროს პერპერას ყოველწლიურად) და გამოჰყავთ მეომრები, მონღოლების ლაშქრის
შესავსებად.
607
ნოინებმა კი დაამტკიცეს საქართველოს მეფეებად რუსუდანი და მისი ძე
დავითი, მაგრამ ეს თურმე არა კმაროდა, საჭირო იყო უზენაესი მთავრობის
დასტურიც – ქართველი მეფეები იქ უნდა გამგზავრებულიყვნენ, ჯერ ერთ ყაენთან
და მერე მეორესთან...
მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ჟამთააღმწერელს მოთხრობილი აქვს ერთი
ლამაზი ამბავი, რომელიც, ჩანს, წინ უძღოდა მეფის გამგზავრებას.
ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, რომ ჩაღატა ნოინს
წინაშე დიდისა ყაენისა ბათოსა
წარუვლენია ქართველი ამირსპასალარი ავაგი, რომლისთვისაც ამ დროისათვის უკვე
ათაბაგობაც მიუბოძებია მეფე რუსუდანს. გაუდგა ავაგი
უცნაურსა და ყოვლადვე ქართველთა ნათესავისაგან უვალსა გზასა. როგორც ითქვა,
ამას ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს. მაგრამ როცა ამბობს, ქართველთა ნათესავისაგან
უ ვ ა ლ ს ა გზასაო, ეტყობა, რომ ამ გზით ამასწინათ კიდევ ერთმა ქართველმა
დიდებულმა – საქართველოს მაშინდელმა ჭყინდიდელ-მწიგნობართუხუცესმა
იმგზავრა.
ზემო; ნახსენებ წყალობის წიგნში არსენ ჭყონდიდელიც უჩივის ამ გზის
სიძნელეს- ,,შენ მაშინ თანამყევ და დიდი მოიჭირვე და ჭირნი ჰნახენო, მიმართავს
იგი თავის მხლებლებს.
გრძელი და ძნელი იყო ეს გზა – სახიფათო, დამღლელი, დამამცირებელი...
ახლა ამ
უცნაური
გხით უნდა იარონ ქართველებმა: თავისი საქმე იქ, იმ გადაკარგულში ვიღაც
გადამთიელს უთანხმონ, ვისაც სულ სხვა ცხოვრების წესი აქვს და ამათი არაფერი
გაეგება, იქ უნდა მოუსმინონ, ყაენის კარზე, იქ უნდა განიხილონ და დაუმტკიცონ...
თითქოს იქ უკეთ იცოდნენ, რა უჭირთ და რა ულხინთ ამათ; თითქოს იქ გაეგებოდეთ
ამათი საქმე... იმიტომაც უწოდებს ჟამთააღმწერელი ამ გზას
უცნაურს. სხვა სიტყვით ასე მარჯვედ ვერ გამოხატავდა ამ გზის უაზრობასა და
სიძნელეს...
უცნაური და ქართველთა ნათესავისაგან უვალო გზაო...
გზის უვალობაც
ამაზე მიგვანიშნებს, ამ გზის
უცნაურობასა
და უხერხულობაზე, თორემ ქარტრეველებს ამ გზით აქამდეც ევლოთ... დიახ, ძნელი
იყო ეს გზა. რამდენ ქართველს უვლია მერე ამ გზით, რა
ჭირნი უნახავთ, რა განსაცდელი გადახდომიათ...
ზემოთ რომ ლამაზი ამბავი ვახსენე, ალბათ ბევრისთვის არის ცნობილი, იგი
მოთხრობილი აქვს იაკობ გოგებაშვილს თავის
ბუნების კარში, როგორც იშვიათი გმირობისა და ერთგულების ნიმუში.
ამირსპასალარი ავაგი რომ ბათო ყაენთან გაემგზავრა, თან იახლა თავისივე
ეჯიბი დავითი – ძე ივანე ახალციხელისა, შალვა ახალციხელის ძმისწული. ყაენის
საბრძანებელს რომ მიუახლოვდნენ ქართველი დიდებულები, დავითმა ავაგს უთხრა:
ჩვენ ხომ ამათი არაფერი გაგვეგება – რა წესი აქვთ, რა ადათი, რას გვიპირებენ... შენ
ამირსპასალარი ხარ ქვეყნისა, და ვაითუ შენი მოკვლა მოინდონონ; ამიტომ ყაენთან
მე წარვსდგები უფროსად -
რათა ვიქმნე მე, ვითარცა პატრონი და მთავარ შენდა, და შენ იქმნე მონა

608
... თუ მოკვლა სურთ, მე მომკლავენ, შენ კი გადარჩები, შემი სიკვდილით ვის რა
დააკლდება, ჩვენს ქვეყანას შენ უფრო ჭირდებიო – ბევრს ევედრა და არწმუნაო,
გადმოგვცემს ჟამთააღმწერელი, და საბოლოოდ დაითანხმა ამირსპასალარი.
ამრიგად, ბათო ყაენის წინაშე დავითი წარსდგა როგორც ბატონი, ხოლო ავაგი
– როგორც მისი მონა. მაგრამ დავითის შიში არ გამართლდა. ქართველებისდა
გასაკვირად, ყაენმა ისინი კარგად მიიღო,
განიხარა და დიდად პატივ-სცაო, მემატიანე გვაუწყებს ალბათ მკითხველისთვისაც
მოულოდნელია ეს, მაგრამ მიზეზი იქვე აქვს ახსნილი მემატიანეს – ცოტა უფრო წინ,
ვიდრე ამ ეპიზოდს მოგვითხრობდა: ყაენს შეუტყვია ქართელების მამაცობისა და
ვაჟკაცობის ამბავი და, თავად კარგ ვაჟკაცს, მოსწონებია, თითქოს ბრძანებაც გაუცია,
ქართველებს კარგად მოეპყარითო... თუნდაც მართალი იყოს ეს, ავაგმა და მისმა
მხლებლებმა ხომ არ იცოდნენ! იმიტომაც ეშინოდა ეჯიბს. და ყაენისაგა ასეთი
პატივით მიღება გაუკვირდათ.
ქართველი ელჩები დიდხანს დარჩნენ ყაენის კარზე, და როცა მოიცალა, ბათომ
კვლავ ისურვა მათი მიღება. რაკიღა დარწმუნდნენ, ყაენი კარგი თვალით
გვიყურებსო, ამჯერად ავაგი წარსდგა პირველი, როგორც ბატონი, და დავითი კი მას
მიჰყვა – როგორც უბრალო მხლებელი. მაგრამ ბათო რომ დავითს იცნობდა ბატონად,
ამიტომ გაუკვირდა ავაგის საქციელი და საყვედური უთხრა: ამდენი აღარ იცი, რომ
ბატონი წინ გამოატარო და შენ უკან მოჰყვეო!დავითმა ღიმილით მოახსენა ყაენს:
დიდო გამარჯვებულო ხელმწიფეო, ეგე არის პატრონი და მე მონა მისი ... როცა
ყველაფერი გაიგო ბათო ყაენმა,

დიდად გაკვირდა და აქო დავითი!... და იქვე ბრძანა: რაკი


ნათესავი ქართველთა ეგევითარი არის, ვბრძანებ, რათა ყოველთა ნათესავთა,
რომელნი არიან მორჩილებასა ქუეშე მაღალთა, უმჯობეს და უწარჩინებულეს იყვნეს,
და მაღალთა თანა მხედართა აღრაცხონ. და მამული და საქონელი მათთა ხელთა შინა
იყოს, და ყოველსა შინა მისანდოდ იყვნენ.
ამას ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, და იქნება მართლაც ასე თქვა ყაენმა. ბათო
თავად კარგი ვაჟკაცი იყო და გასაკვირი სულაც არ არის, სხვათა გმირობა და
ვაჟკაცური ერთგულება მოსწობებოდეს. მაგრამ მისი ბრძანება, რაღა თქმა უნდა,
ლიტონი სიტყვები იყო, და საეჭვოა, თვით იმათ დაეკერებინოთ, ვინც უშუალოდ
უსმენდა. ყოველ შემთხვევაში, ავაგი მალე დარწმუნდა ამაში: ზემოთ უკვე ვაზსენეთ
ერთი ეპიზოდი, სომეხი მემატიანის გადმოცემული – ამირსპასალართან რომ შევიდა
ვიღაც მონღოლი, არცთუ დიდი თანამდებობის მოხელე, ავგს ადგომა და შეგებება
დააგვიანდა (თუ დაავიწყდა) და მონღოლმა ზურგზე მათრახი გადაუჭირა – რატომ
მაშინვე ფეხზე არ წამოდექი, როცა შემოვედიო.
ისევ ახლგაზრდა მეფის ამბავს დავუბრუნდეთ. ერთი სიტყვით, მონღოლთა
ადგილობრივმა ნოინებმა გადაწყვიტეს მეფე დავითის გაგზავნა დიდ ყაენებთან –
ჯერ ბათოსთან და მერე ყარაყორუმს, დიდ ყაენთან... რუსუდანის შიში საფუძვლიანი
გამოდგა – მეფის სახელი კი შეუნარჩუნეს მას, მაგრამ ისე არავინ არაფერს ჰკითხავდა.
უმძიმდა შვილის გაგზავნა, მაგრამ ვერაფერს გახდა -
ვითარ აღარა იყო ღონე, წარვიდა ნარინ დავით
... რუსუდანმა შვილს თანაშეზრდილები გაატანა: ქართლის ერისთავის გრიგოლ
სურამელის შვილი ბეგა, გურკელი მახუნჯაგის ძე და ბეშქენ ამირეჯიბი.

609
ორი წელი დაჰყო მეფე დავითმა ბათოსთან – სავსებით უმიზეზოდ და
უსაფუძვლოდ – და მერე ბათომ ყარაყორუმს გააგზავნა მთავარ ყაენთან... აშკარად
ჩანს, მეფეს განგებ აყოვნებდნენ.
ყარაყორუმში მეფე დავითი თავისივე ამირსპასალარს შეხვდა. ბათომ ხომ
ამასწიმაც ავაგიც ყარაყორუმში გაგზავნა, და ახლა მეფეს იქ დახვდა ქართველი
ამირსპასალარი. ცოტა ხნით იქვე მივატოვოთ ახალგაზრდა მეფე და დიდებულები,
და ვნახოთ, რა ხდება ამ დროს საქართველოში.
დასნეულებული რუსუდანი დიდხანს ელოდა შორს დაკარგულ შვილს – და
შვილის ნატვრასა და ლოდინში დალია გამწარებული სული. ეს მოხდა 1245 წელს.
სიცოცხლეში გახარება და სულის სიმშვიდე არ ღირსებია, და ამ ქვეყნიდანაც
დამცირებული, სულით გვემული, თავისი ქვეყნის მწუხარი აწმყოთი და
გაურკვეველი მომავლით აფორიაქებული წავიდა.
ქვეყნის უმეფოდ დარჩენა იმ პირობებში, როცა დამპყრობლის თარეშს
საზღვარი და ზომა არ ჰქონდა, კიდევ უფრო ძნელი გამოდგა. ხალხს სულ უფრო და
უფრო მეტი სიმძიმით აწვებოდა ცალკე დამპყრობლის უღელი და ცალკე
დაუოკებელი თავნებობა ერისმთავრებისა.
რუსუდანის გარდაცვალებას უმეფობის მოკლე პერიოდი მოჰყვა, თავისი მძიმე
შედეგებით. ჯერ მეფის სიცოცხლეშივე გათამამებულმა ზოგიერთმა დიდებულმა
ახლა უფრო მეტი თავისუფლება იგრძნო – რაც მოეგუნებებოდათ, იმას აკეთებდნენ,
საკუთარი თავისთვისღა ზრუნავდნენ. ეგარსლან ბაკურციხელმა, რომელიც
მონღოლთა მეტი პატივისცემით სარგებლობდა, ლამის მეფობა მოინდომა... ამას
დაერთო მონღოლთა მეტისმეტად გაჭიანურებული ბრძოლები ალამუთის ასაღებად.
შვიდ წელიწადს უტრიალეს მონღოლებმა ამ მიუვალ კლდეებზე ჩინებულად
გამაგრებულ ციხესიმაგრეს, - რომელიც კასპიის ზღვის მახლობლად, მის სამხრეთ –
დასავლეთით მდებარეობდა. ბრძოლები აქ მეტისმეტად ძნელი იყო, არაადამიანურ
პირობებში ხდებოდა. თამაზ ნატროშვილი თავის წიგნში კარგად მიგვანიშნებს ამ
ბრძოლების სიძნელეზე:
ალამუთის ციხე მდებარეობდა ელბურსის მთების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის
(3.689 მეტრი ზღვის დონოდან) მახლობლად, მაღალ კლდეზე. ალამუთი (ალუჰ-
ამუთ) ნიშნავს არწივის ბუდეს...
იქ, იმ მიუვალ მთებში, ოთხიათასამდე მეტრის სიმაღლეზე ყოველწრიულად
მიერეკებოდნენ ქართველ ჭაბუკებს, და, - ამის გახსენება იქნებ საჭიროც აღარ
იყოს:ქართველებს მეწინავე რაზმებში აბრძოლებდნენ, პირველს მათ აჟლეტდნენამ
აუღებელ ციხესიმაგრეს.
რიგრიგობით გაჰყავდათ ალამუთის ბრძოლებსი ქართველები –ნახევარს ერთ
წელს აბრძოლებდნენ, მეორე ნახევარს – მეორე წელს.
ალამუთის ბრძოლები იმითაც გახდა ცნობილი და დასამახსოვრებელი
ქართველთათვის, რომ მასტან დაკავშირებულია ერთი საიმტერესო ეპიზოდი.
იმოდენა მნიშვმელობას ანიჭებდნენ მომღოლები ალამუთის აღებას და ისე
გასძნელებოდათ ეს, რომ ყველა გამოჩენილი ნოინი იქ იყო -
მათ ჰბრძოდეს თათარი ჩარმაღან, ჩაღატა, იოსურ და ბიჩოი მოუწყენლად ზამთარ და
ზაფხულ.

სწორედ ჩაღატასათვის გახდა საბედისწერო ეს ბრძოლები.


ერთ ღამეს მოწინააღმდეგის მოგზავნილი მარჯვე ,ულიდი მეომარი მცველებს
შეეპარა ნოინის კარავში და მძინარე ჩაღატას გულში დანა დასცა მოკლა. ისე

610
გაილალა მკვლელი უკანვე, რომ ვერავინ გაიგო. როცა გათენდა და მოკლული ჩაღატა
ნახე. ატყდა ალიაქოთი, შეიქნა მკვლელის ძებნა ... ისეთი კარგი დაცვა ჰქონდათ, რომ
ვერც კი იფიქრებდნენ, მოწინააღმდეგის ჯარისკაცი თუ მოხერხებდა კარავში
შეპარვას... ქართველებზე მიიტანეს ეჭვი -
ვინაითგან ქართველნი დიდსა ჭირსა შინა არიან[ჩვენგან],შურით ქართველთა მიერ
მოიკლაო, გაიძახოდნენ ყველანი. მხოლოდ ჩარმაღანი არ ეთანხმებოდა მათ, იგი
კარგად გასცნობოდა ქართველი ადამიანის ბუნებას და მათგან კაცის ღაკატით
მოკვლა არა სჯეროდა... არა-და, ჩაღატას კარავი სწორედ ქართველების ბანაკის
მახლობლად ყოფილა. ყოველგვაროი საფუძველი ჰქონდათ ქართველებზე აეღოთ
ეჭვი. შეიძლებოდა ცუდად დატრიალებულიყო საქმე ჩვენ უკვე ვიცით მონღოლების
სისასტიკის ამბავი. მოთ უფრო მკაცრი იქნებოდა ახლა მათი შურისძიება ჩაღატა
განთქმული სარდალი იყო. ისინი უწყალოდ ამოჟლეტდნენ ქართველობას. ასეთი
ცილისწამებით შეურაცყოფილი ქართველები უკვე მონღოლწბზე იწევდნენ, მაგრამ
ქართლის ერისმთავარმა გრიგოლ სურამელმა შეაჩერა ისინი. ბრძოლით რას
გავხდებით – ისინი მეტნი არიან და ერთიანად ამოგვჟლეტენ; ისე კი მარტო
წარჩინებულებს დაგვხოცავენ და სხვები გადარჩებიანო. ვილოცოთ, ღვთიმშობელს
შევავედროთ თავი და ის გვიშველისო, მიმართა მან თავის მეომრებს... და ვიდრე
ესენი დაჩოქილები ლოცულობდნენ, ღვთიშობელს სესთხოვდნენ შველას, იქვე
ლერწმებიდან უცებ მკვლელი მულიდი გამოვარდაო, ჟამთააღმწერელი წერს...
მან ქუშტემ ჩაღატა!
- სპარსულად შესძახა მან, - მემოვკალ ჩაღატაო. თვითონვე გამოაცხადა თითქოს
შეეშინდა, ეს დიდება სხვას არ გუნონო.
მონღოლები სახტად დარჩნენ, ქართველებზე შემართული ხმლები დაუშვეს და
ახლა მკვლელს სტაცეს ხელი. გაკვირვებულნი იყვნენ მისი უცნაური
საქციელით.რატომღა გამოცხადდიო, ჰკითხეს. და პასუხიც უცნაური იყო:
ლერწმებში ვბიმალებოდი, უცებ ვიღაც დედაკაცი გამომეცხადა და მიბრძანა,
თქვენთან გამოვცხადებულიყავი, სიმართლე მეთქვაო... ჟამთააღმწერელი
ღვთიშობელს მიაწერს ამსასწაულებრივ გადარჩენას.
ეს ეპიზოდი კარგად გვიჩვენებს ქართველი ვაჟკაცის ბუნებას, მის თავდადებას.
უდიდესი განსაცდელის დროს გრიგოლ სურამელი არ დაიბნა, ერთი წუთითაც არ
უყოყმანია, თავი საიკვდილოდ გასწირა.
ერთი სიტყვით, საქართველო უმეფოდ არის, მხედრობის დიდი ნაწილი
მონღოლების სამსახურშია, ამირსპასალარი ყარაყორუმშია, დიდ ყაენთან; ზოგი
ქართველი სარდალი მონღოლებს ახლავს ...ქვეყანა თითქმის დაცარიელებულია...
და სწორედ ამას ელოდნენ ძარცვა-რბევისათვის მოძუძგურებული მახლობელი
სასულთნოები.
მემატიანე პირდაპირ ასე გადმოგვცემს – მტერმა უმეფობითა და ქვეყნის
დაცარიელებით ისარგებლაო -
ვინათგან განითქმოდა ყველგან უმეფობა საქართველოსა... და ლაშქართა
საქართველოსა ალამოთს წასვლა... და უცალობა ქართველთა – შეკარბა სიმრავლე
ფრიადი და გამოემართნეს ოხრებად საქართველოსა...
რამდენიმე ასეთ შემოსევას ასხელებს ჟამთააღმწერელი, მაგრამ მკითხველს
თავს აღარ შევაწყენ მათი ჩამოთვლით, მხოლოდ ის უნდა ვთქვათ, რომ ქართველებმა
ამ ძნელ ვითარებაში მოიკრიბეს ძალ-ღონე და ჯერ შანშე მანდატურთუხუცესისა და
შემდეგ ყვარყვარე ციხისჯვრელის ხელმძღვანელობით თურქები მალევე განდევნეს,
ქვეყნის სიღრმეში არარ შემოუშვიათ.
611
3
ქართველი მემატიანე მოგვითხრობს ერთ გულისშემძვრელამბავს, რომლი
თარიღის ზუსტი განსაზღვრა ცოტათი ძნელდება; მაგრამ ალბათ დიდად არ
დავარრვევთ ცვენს ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას, თუ ახლა მოვყვებით, რადგან
სწორედ ალამუთის ბრძოლებსა თყრქების შემოსევებს უკავშირებს მას
ჟამთააღმწერელი.
ეს ამბავი ძალიან პოპულარულია ჩვენში, ალბათ ძნელად მოიძებნება
ქართველი ადამიანი, რომ ბავშობაში არ მოესმინოს. და, გამოვტყდებიუ იმიტომაც
მიჭირს მისი გადმოცემა – რარა თქმა უნდა, ისე კარგად ვერ მივახერხებ, როგორც
ყოველ ქართველს მოუსმენია იგი ბავშობაში დედ- მამისგან, პაპისგან, ან თუნდაგ
თავისივე მეგობრისაგან. ბავშობაში მოსმენილს სხვა მადლი აქვს. სხვა მადლი აქვს
ცოცხლად ნაამბონსაც, როცა ამბავთან ერთად მთხრობელის სუნთქვა და მისი
გულისძგერა გესმის...
სანამ უშუალოდ ამ ამბავს გადმოგცემდათ, გავიხსენოთ ჩვენს მიერ უკვე
მოტანილი ორი ადგილი ჟამთააღმწერლის თხზულებიდან. ალამუთის ეპიზოდს რომ
მოგვითხრობს მემატიანე და წერს, მონღოლებმა ეჭვი ქართველებზე მიიტანესო, იქვე
გადმოგვცემს მონღოლებისავე სიტყვებს -
ჩვენგან დიდსა ჭირთა შინა არიან
და ჩაღატას იმიტომ მოკლავდნენო. ჟამთააღმწერელს უხსიტყვობა არ უყვარს და
ამძუნწად გამოთქმული ფრაზით გავაგრძნობინებს იგი უკიდურეს გაჭირვებას,
რასაც ალამუთის გაუთავებელი ლაშქრობების დროს განიცდიდნენ ქართველები.
მართლაც, ძნელი წარმოსდაგენი არ არის, რა პირობებში იქნებოდნენ დაპყრობილი
ქვეყნიდან ძალით მირეკილი მეომრები უჩვეულოდ დიდ სიმაღლეზე, ცაში
აზიდული ციხის ასაღებად.
და მეორე ადგილიც: ზედიზედ შემოესივნენ თურქები ქვეყანას ასოხრებლად.
იმით გათამამებულები, რომ იცოდნენ – ზაღარც მეფე იყო ქვეყანაში და მხედრობაც
ბრძოლებში იყო გაწვეული.
ამ უკანასკნელმა განსაცდელმა გამოაფხიზლა ქვეყნის მმართველნი -
ამ ჭირტა შინა შეკრებს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტასა თავსა, იმერნი
და ამერნი: ეგარსლან, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყუარყუარე, კეპრი შოთა,
თორღაი, ჰერ-კახნი, და ქართველნი (ქართლნენი) თორელ - გამრეკელი, სარგის
თმოგუელი, მესხნი და ტაოელნი.დაყოველნი იტყოდეს:რა ვყოთ? აღარა არს ნათესავი
ქართველთა მეფეთა, რათა წინამძღვარ გუექმნას და ვბრძოდით თათართა და ჩუენ
ერთი-ერთისგან განდგომილ ვართ, ვერ ქინაღუდგებით თათართა. და იგინი
ბოროტად გუაჭირვებენე ესოდენ, რომელთა ყოველთა წელთა ალამუთს წარვალთ
ჭირთა... შემთხუევად... არამედ შევკრებთ ყოველნი, და ვბრძოდით თათართა...
ნეტა ცოტა ადრე გამოეჩინათ ასეთი ერთსულოვნება, ასეთი შეგნება და
სიმტკიცე... ცოტა უფრო ადრე, როცა ჯალალ ად-დინი უახლოვდებოდა
საქართველოს საზღვრებს... ან თუნდაც მაშინ, როცა მონღოლი ნოინები ცალ-ცალკე
შეესივნენ თავიაანთ ციხესიმაგრეებში გამოკეტილ მთავრებს...
ამას ჩვენ ვამბობთ ახლა სა, რა თქმა უნდა, დაგვიანებული სინანული ფუჭია...
ამრიგად, ქართველმა დიდებულებმა შეთქმულება მოაწყეს მონღოლი
დამპყრობლების წინააღმდეგ, და რაკიღა ჯავახეთში შეიკრიბნენ, კოზტასთავს, ეს
შეთქმულება ისტორიაში კოზტასთავის შეთქმულებად არის ცნობილი.ჯავხეთში რომ
შეიკრიბნენ, ეს არ არის გასაკვირი: აქ უფრო მოფარებულები იყვნენ დამპყრობლის

612
თვალს, თანაც ქვეყნის უკიდურესი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან თითქმის
თანაბარ მანძილზე იყო და იმ რთულ პირობებში, დანპყრობლის გაფაციცებული
მეთვალყურეობის დროს ალბათ უფრო ადვილად მოახერხებდნენ საიდუმლოდ
თავშეყრას. თქვენ ალბათ გახსოვთ, ჯავახეთი სხვა დროსაც ყოფილა ასეთი
თავშეყრის ადგილი.
ერთი სიტყვით, შეთქმულებმა დაადგინეს აჯანყება (დაამტკიცეს ომი)
მონღოლების წინააღმდეგ და დაიშალნენ. შეთანხმდნენ, რომ დათქმულ დროს ჯარი
ქართლში შეიყრებოდა. რაჭის ერისთავი და ცოტნე დადიანი უფრო ადრე წავიდნენ,
დანარჩენებს ერთი გზა ჰქონდათ აღმოსასვლეთისაკენ, და რაკი ბევრნი იყვნენ,
ეტყობა, მათი იქიდან წასვლა უფრო გაჭიანურდა.
და ჯერ ისევ კოხტასთავს იყვნენ, რომ მონღოლები დაესხნენ: ბიჩუ და ანგური
მიუძღოდნენ მონღოლების რაზმს. ეტყობა, ვინმემ დაასმინა შეთქმულები. დამსმენთ
დამპყრობლები აქეზებდანენ, ასაჩუქრებდნენ, ღალატს უარვილებდნენ. მოხვიეს
მონღოლებმა ხელი შეთქმულებს და ანისში წაასხეს. ჩორმაღან ნოინთან მიიყვანეს
დაიწყო ჩვეულებრივი დაკითხვა. ჩორმაღანი ცდილობს გამოტეხოს
შეთქმულები – თუ თქვენ აჯანყებას არ ფიქრობდით, ერთად რამ შეგყარათ
ჯავახეთში, რა საქმე გქონდათ? შეთქმულები არა ტყდებოდნენ. პასუხი წინასწარვე
ჰქონდათ მოფიქრებული:
არა განდგომად შევკრიბით, არამედ რათა განვაგოთ საქმენი თქუენი და ხარკი
გაგიჩინოთ
. რამდენს ეცადა ჩარმარანი, მაგრამ ვერავინ გამოტეხა. არა და ძნელი იყო იმის
დაჯერება, რასაც ქართველები ამბობდნენ. მაში ნოინმა გაატიტვლებინა ქართელი
დიდებულები – თავისივე დუმნების მმართველები – თოკით გააკვრვინა და სიცხეში
დასხა (ვახუშტის იქნებ ჰქონდა დამატებითი წყარო როცა წერდა – თოკით
გაკრულებსა და გაშიშვლებულებს თაფლი წასცხეს და მზეში დასხესო).
როცა დათქმული დრო მოახლოვდა, ცოტნე დადიანი დიდი ლაშქრით მოადგა
რკინის ჯვარს, ქართლისაკენ მიეშურებოდა, დათქმული ადგილისაკენ: და აქ
უთხრეს შეთქმულთა გაცემის ამბავი. ადვილი წარმოსადგენია რა მოუვიდოდა
კეთილშობილ ვაჟკაცს - თავისად სიკუდილად და სირცხვილად შერაცხა საქმე იგი,
მემატიამე წერს. ლაშქარი უკანვე გააბრუნა ცოტნემ და თვითონ მაშინვე ორი კაცის
თანხლებით, ანისისაკენ გაეშურა, სადაც შეთქმულები ეგულებოდა. შეუჩერებლივ
გაიარა სამცხე და ჯავახეთი და ანისს მივიდა.

აქ მძიმე სურათ დახვდა. ჩვენ უკვე ვიცით, რა დღეში იყვნენ შეთქმული


ქართველი დიდებულნი. ცოტნე ცხენიდან ჩამოხტა, თვითონაც გაშიშვლდა, მსახურთ
მხრები გააკვრევინა და
დაჯდა წარჩინებულთა თანა.
შემაძრწუნებლად უცნაური იყო ეს მონღოლი გუშაგებისათვის. ხელად
გავარდნენ და ნოინს შეატყობინეს.
დაიწყო დაკითხვა, და ცოტნემაც იგივე უპასუხა ჩორმაღანს, რაც ამის წინ სხვა
დიდებულებმა უთხრეს; იმაზე ვბჭობდით,ხარკი როგორ აგვეკრიფა თქვენთვის... თუ
ამისთვის სჯით ხალხს, მეც ეს დანაშაული მიმიძღვის და მეც დამსაჯეთ. ნოინი
გააკვირვა და დააბნია კიდეც ქართველი დიდებულის ასეთმა ვაჟკაცობამ. წინა
ეპიზოდიდან ვიცით: თუკი შეთქმულების ამბავს ირწმუნებდნენ მონღოლები, თქმა
არ უნდა, ეს მთელი ხალხის ახალ რბევასა და ჟლეტას გამოიწვევდა.

613
ასე ჩაიწერა ხალხის ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი ქართველი კაცის
გმირობის, სათნოების და მაღალი ზნეობის.

შეთქმულებში ვერა ვხედავთ ქართლის ერისთავს გრიგოლ სურამელს; და ეს


მით უფრო გასაკვირია, რომ იგი სწორედ ახლახან გაგვაცნო მემატიანემ, როგორც
შსანიშნავი ვაჟკაცი და მამულიშვილი. ყველა მთავარია დასახელებული, ის კი არა.
რითი შეიძლება ავხსნათ ეს? როგორ შეიძლებოდა ასეთ შეთქმულებას ქართლის
ერისთავი გამოკლებოდა?... ეს ალბათ აიხსნება სწორედ იმით, რომ გრიგოლ
სურამელი ჩველ ალამუთში დავტოვეთ, იქიდან ჯერაც არ დაბრუნებულა, იქ აომებს
დამპყრობელი... ალამუთის ჩვენ მიერ მოთხრობილმა ამბავმა კი ალბათ უკვე
მოაღწია საქართველომდე, და ვინ იცის, შეთქმულების უშუალო მიზეზიც სწორედ ის
გახდა, ის უმადურობა დამპყრობელისა, ის უსამართლო და უსაფუძვლო
ცილისწამება, რასაც შეიძლებოდა მთელი ჯარის გაჟლეტა მოჰყოლოდა, თუ არ ის
ბედნიერი შემთხვევა, როცა მკვლელი ისე უცნაურად წარსდგა მონღოლების წინაშე...

მაგრამ მარტო ამისთვის არ დავბრუნებივართ იმ სიას. აქამდე მგონი, ამაზე არ


გაუმახვილებიათ ყურადღება. არადა, იქნებ საგულისხმო იყოს. როგორც ვნახეთ,
ცოტნე დადიანი მეორეა სიაში. ამან იმიტომ მიიქცია ჩვენი ყურადღება რომ, სხვა
პირობებში იგი სიაში ბოლოსკენ იქნებოდა, რადგან მთავრებისა და სამთავროების
ჩამოთვლის დროს, ჟამთააღმწერელი ქვეყნის მხარეთა გეოგრაფიული
თანმიმდევრობის პრინციპს იცავს, დაახლოებით მაინც. ამ პრინციპით, დასავლეთ
საქართველოს მთავრები ბოლოში არიან ხოლმე მოქცეული. ამჟამად რომ დაარღვია
პრინციპი და ცოტნე დადიანი თავში მოაქცია, ეს ადვილად ასახსნელია და ამიტომ არ
შემიჩერებია ამაზე მკითხველის ყურადღება. საინტერესო და საგულისხმო სულ სხვა
რამ არის. რაკი მემატიანემ, გადაწყვიტა ამითაც გამოეხატა თავისი პატივისცემა
შესანიშნავი გმირის მიმართ, სიაში რატომ პირველივე არ დაასახელა იგი ამ ამბის
პირველი და ერთადერთი გმირი?!. რაკი ეგარსლან ბაკურციხელს ასახელებს
პირველს, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ იგი იყო თაოსანი და, როგორც ახლა
ვიტყვით ხოლმე, სულისჩამდგმელი შეთქმულებისა?.. ხომ არ შეიძლებოდა
თავისთავად მომხდარიყო ეს?! სტიქიურად შეიძლება ამბოხება მოხდეს. მაგრამ
შეთქმულება? შეთქმულებაც ხომ არ მოეწყობა სტიქიურად?... მას ხომ თაოსანი
უნდა?! ვინც პირველად მოიფიქრებს და სხვებს გაანდობს, ვინც სხვების შეკრებას
იკისრებს. ბაკურციხელი ხომ არ იყო იმ საქმის ხელმძღვანელი? მით უმეტეს,
ჟამთააღმწერელი წინასწარ გვამცნობს მას, როგორც ყველასგან პატივცემულ
დიდებულს; მას ყველა ანგარიშს უწევს, ღირსეული ვაჟკაცია, და, ესეც უნდა ითქვას,
ზომაზე მეტად გაამაყებულიცაა თავისი მდგომარეობით; ჟამთააღმწერლისგანვე
ვიცით, რომ უკვე საქვეყნოდაც გამოუცხადებია, ქვეყნის მბძანებელი მე უნდა ვიყოო.
თავისი მომხრეებიც ეყოლებოდა...
და თუკი მართლა მას ვირწმუნებთ შეთქმულების მოთავედ, მაშინ იქნებ ისიც
ვიფიქროთ, რომ აპირებდა კიდეც, გამარჯვების შემდეგ სამეფო ტახტი ჩაეგდო...
4
უმეფობა სულ უფრო და უფრო ართულებდა მდგომარეობას. ქვეყანას ახალ
განსაცდელს უქმნიდა, დაღუპვას უქადდა. საქართველო დამპყრობლის უღელში
გმინავდა და ახლა, უმეფო ქვეყანაში, თავაშვებული მთავრების პარპაში ახალ
ტვირთად აწვებოდა ხალხს. ზემოთ ითქვა, ეგარსლანი ისე გათამამდა, რომ მეფობა

614
მოინდომაო. ამას რომ გადმოგვცემს მემატიანე, იქვე დასძენს: ამის გამო შეკრბნენ
მთავარნი ამერის საქართველოსანი.
შეკრბენ, რათა რამე ეღონათ, მეტისმეტად გათამამებული და გალაღებული
მთავრის ამბიციები მოეთოკათ. იქნებ მონღოლებთან შეთანხმებულიც კი იყო
ბაკურციხელი მთავარი: ისინი მხარს დაუჭერდნენ და ხელსაც შეუწყობდნენ
გამეფებაში. ამას ის გვაფიქრებინებს, რომ მეტისმეტად საშურად დაუსახავთ საქმე,
მარტო აღმოსავლეთ საქართველოს მთავრები შეკრებილან, დასავლეთელებისათვის
აღარ დაუცდიათ. მათი მოწვევის დრო აღარ იყო. სწრაფად უნდა მოეგვარებინათ
მეფის საკითხი. შორეული ყარაყორუმიდან, სადაც ქართველი მეფე იყო დიდი ყაენის
კარზე, კვლავ არაფერი ისმოდა ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, თანდათანობით
მტკიცდებოდა თავიდან ფრთხილად გამოთქმული ვარაუდი, რომ დავით
რუსუდანის ძე ვეღარ დაბრუნდებოდა –იგი ან სამუდამო ტყვეობაში ჰყავდა ყაენს, ან
უკვე მოეკლა.
ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, როგორ სულ სხვადასხვანაირად
ვრცელდებოდა ჭორი... ჭორის გავრცელებას ის ხალხიც უწყობდა ხელს, ვისაც თავად
მოუნდა გამეფება. ჟამთააღმწერელი ეგარსლან ბაკურციხელს ასახელებს, მეფობა
მოიწადინაო, მაგრამ იქნებ სხვებიც იყვნენ. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, როგორ
ცდილობდა ეს ხალხი მონღოლთა ნოინების მხარდაჭერის მოპოვებას, რადგან,
ბუნებრივია, ნოინების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა.
გასაკვირი არ არის, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაში დავით ლაშას ძე
გაახსენდებოდათ, - იმასაც ხომ მომხრეები ეყოლებოდა: მაგრამ ის უკვე დაღუპული
ეგონათ, სუსტი იმედიღა თუ შეიძლება ვინმეს ჰქონოდა, რომ ისევ ცოცხალი იყო... და
უცნაური დამთხვევა მოხდა: უცებ ხმა გავრცელდა, თითქოს ვიღაც ვაჭარს ეთქვას –
ლაშას ძე ისევ ცოცხალია, სულთანს საპყრობილეში ჰყავსო. ცხადია, იმ ვითარებაში
ეს ხმა ჩქარა გავრცელდებოდა.
სასწრაფოდ შეიკრიბნენ დიდებულები და მოითათბირეს. მემატიანე
ჩამოთვლის შეკრებილთ – შანში, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, სარგის
თმოგველი, გრიგოლ სურამელი, გამრეკელი თორელი, ორბელნი, და მრავალნი
ერისმთავარნიო. საგულისხმოა, რომ ეგარსლან ბაკურციხელს არ ასახელებს მათ
შორის. იგი თავად იბრძვის მეფობისათვის და თანახმა არ იქნება, დაკარგული
უფლისწული მოძებნონ და მოიყვანონ; ალბათ ეს შეკრებაც მისგან დაფარულად
მოხდა.
გადაწყდა, ჩამოეყვანათ უფლისწული ლაშას ძე, თუკი იგი მართლა ცოცხალი
იქნებოდა. მოიკითხეს, მოძებნეს ვაჭარი, დაწვრილებით გამოჰკითხეს, და ამის
შემდეგ უკვე მონღოლთა მესვეურებსაც მიმართეს დახმარებისათვის. მონღოლები
აქამდე ხელს უწყობდნენ სამეფო ხელისუფლების დასუსტებას – მათთვის ასე უფრო
ხელსაყრელი იყო. იმიტომაც დააყოვნეს მეფე ამდენ ხანს დიდი ყაენის კარზე.მაგრამ
ზედმეტი არეულობა და მთავართა შორის გამწვავებული გავხეთქილებაც არ იყო
მათთვის ხელსაყრელი. ამიტომ რაკიღა მეფის ახალი კანდიდატი აღმოჩნდა,
თანხმობა მისცეს და დახმარება გაუწიეს – ვარამ გაგელსა და სარგის თმოგველს
ანგურაგ ნოინიც გაჰყვა ტყვედ უფლისწულის ჩამოსაყვანად.

უფლისწულის სევდიანი თავგადასავალი მუდამ აღელვებდათ საქართველოში


ყველას არა ჰქონდა საშუალება, ხელნაწერებით გავრცელებულ
ქართლის ცხოვრების

615
კრებულში წაეკითხა, და ზეპირად ვრცელდებოდა, ერთმანეთს უამბობდნენ
თაობიდან თაობაზე გადადიოდა: ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ბევრ რამეს
უმატებდნენ, ავრცობდნენ, ახალ ეპიზოდებს თხზავდნენ, ზღაპრულ საამოსელში
ხვევდნენ... იქნებ ამითივე აიხსნას ზოგიერთი ზღაპრული ეპიზოდი თვით
მემატიანის გადმოცემულ ამბავში: სხვადასხვა დროის გადამწერლები თხზულებისა
თვითონვე უმატებდნენ ხალხში გაგონილ ეპიზოდებს. ქართულ ხალხურ
ზღაპრებშიც შეხვდებით ამ მწუხარე ამბის გამოძახილს სხვადასხვა ვარიაციებით
სულ განსხვავებულ სიტუაციებში მოქცეულთ. განსაკუთრებით გაიზარდა
პოპულარობა ამ ამბისა, როცა იგი, გასული საუკუნის მიწურულს საფუძვლად დაედო
რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს (თავად ის ფაქტიც, რომ
ქართლის ცხოვრების
ერთი ეპიზოდი რამდენიმე ლიტერატურული თხზულების საფუძველი გახდა, უკვე
მიგვანიშნებს დიდ პოპულარობაზე, რაც მას იმ დრომდე ჰქონდა). ეს დაემთხვა იმ
სასურველ პერიოდს ჩვენი ხალხის ცხოვრებისა, როცა განსაკეთრებული სიმძაფრით
გაცოცხლდა ინტერესი წარსულისადმი.ზედიზედ ეწყობოდა არქეოლოგიური,
ეთნოგრაფიული ექსპედიციები, დევიზით მოგზაურობანი ქვეყნის ისტორიუ
პროვინციებში, ძველი არქიტექტორული ძეგლების მიკვლევა - შესწავლა... იქნებ
მასშტაბი ამ კვლევისა მოცულობით მცირე იყო, მაგრამ ძალიან ღრმა და
მნიშვნელოვანი... ზედიზედ დაიბეჭდა და გამოიცა
ქართლის ცხოვრება
და სხვა ისტორიული თხზულებანი, გამოდიოდა ისტორიული ხასიათის
სამეცნიერო და პოპულარული ნარკვევები; გაჩნდა ისტორიული მოთხრობები, სადაც
ასახული იყო ტრაგიკული თუ გმირული ეპიზოდები ჩვენი ხალხის წარსულიდან.
გაცოცხლდნენ წარსულის გმირები, როგორც ხალხის ზნეობრივი აღზრდისა და
განსპეტაკების ყველაზე კარგი საშუალება... და უფლისწულის ეს სევდიანი
თავგადასავალიც სწორედ ზნეობრივი განწმენდის კარგი მაგალითი გამოდგა. ზემოთ
ნახსენები თხზულებების პოპულარობას ისიც უწყობდა ხელს, რომ ავტორებმა
უფლისწულის ისტორიულად ცნობილ ტრაგიკულ სიუჟეტს ფანტაზიით სხვა
ისტორიული პირებიც დაუკავშირეს და სამიჯნურო - რომანტიკულ საბურველში
გახვიეს.
ჩვენ უკვე ვიცნობთ უფლისწულის თავგადასავლის პირველ ნაწილს. ვიცით,
რომ უსაფუძვლო ეჭვით გაცოფებულმა სულთანმა სამშობლოდან იძულებით
გადახვეწილი უფლისწული, თავისი ცოლის ბიძაშვილი ჯურღმულში ჩააგდო. მას
შემდეგ დიდი ამბები დატრიალდა. ქვეყანას მონღოლები დაესხნენ და გააფთრებული
ბრძოლის შემდეგ სულთანი დაამარცხეს. ტყვე უფლისწულს საპყრობილეში იქნებ
ესმოდა კიდეც ბრძოლის ხმა, იქნებ იმედიც ჩაესახა, რომ მზის სინათლეს
ეღირსებოდა... მაგრამ ბრძოლის ზრიალი თანდათანობით დაცხრა, ცხოვრება კვლავ
ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა, უდანაშაულო ქართველი უფლისწული კი ისევ
საპყრობილეში იყო, გარს სამყაროს მოწყვეტილი და ალბათ უკვე სამუდამოდ იმედ
დაკარგული. ბოლომდა უერთგულა მას საქართველოდან გაყოლილმა მსახურმა
სოსანმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახერხებდა პური და წყალი
მოეწოდებინა თავისი პატრონისათვის და სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
და, აი, უფლისწულის გამოსახსნელად მიეშურებიან ორი ქართველი
დიდებული და მონღოლი ნოინი, მხლებლებითურთ. ისინი სულთანს მიადგნენ და
ტყვე უფლისწული მოსთხოვეს. სულთანს იქნებ მართლაც არ ეგონა ცოცხალი თავისი
ცოლის ბიძაშვილი. ყოველ შემთხვევაში, ცივად მიიღო ქართველი დიდებულები და
616
ასე უპასუხა: შვიდი წელი გავიდა, რაც ის საპყრობილეში ჩავაგდე და აღარ ვიცი,
ცოცხალია თუ მკვდარიო.
მაგრამ სანამ ქართველი დიდებულები სულთანს შეხვდებოდნენ, მათი
ჩამოსვლა სოსანს გაეგო, დავით ლაშას ძის მსახურს, და მოეხერხებინა კიდეც
მათთვის თქმა – სად იყო და რა დღეში იყო უფლისწული. ასე რომ, ვარამ გაგელმა და
სარგის თმოგველმა მტკიცედ უთხრეს სულთანს: ჩვენ ვიცით, რომ უფლისწული
ცოცხალია, და ნოინიც ახლდათ. კიდეც რომ სდომოდა დაფარვა სულთანს, ნოინის
შიშით ვეღარ დაფარავდა. გაგზავნა კაცი და გამოიყვანეს დავითი, საბრალო სანახავი
- კნინღა სულიეს მყოფი... ფერი მისისა პირის დაყვითლებულ იყო, და თმანი ვიდრე
სხვილ – ბარკლამდე შთასული, და ფრჩხილნი ფრიად გრძელ... ვარამსა და სარგის
თმოგველს ტირილი მოერიათ, სულთანსაც შეებრალა... იგი ალბათ უკვე დარწმუნდა
მის უდანაშაულობაში; შენდობა სთხოვა, დაასაჩუქრა და გამოისტუმრა.
საბრალო უფლისწული!.. აქამდე რამდენი უბედურება და სივაგლახე
გამოიარა, და რამდენი კიდევ წინ მოელის!..
ჟამთააღმწერელი შემდეგ მოგვითხრობს, როგორ შეეგებნენ დიდებულები
სულთნის ტყვეობიდან დაბრუნებულ უფლისწულს – აწ უკვე საქართველოს მეფეს,
ჩამოთვლის კიდეც ამ დიდებულებს და არ ავიწყდება იქვე შენიშნოს – მხოლოდ
ეგარსლანი არ შეხვედრიაო...
ეტყობა, მაშინვე, იქნებ ნახევრად ხუმრობით, ან იქნებ ირონიით – თუკი ეს
მოწინააღმდეგე მხარისგან იყო მოგონილი – დავით ლაშას ძეს
ვარამული მეფე
უწოდეს, რაკი მისი გამომხსნელი ვარამ გაგელი იყო.
აწ უკვე საქართველოს მეფეო, ვთქვით, მაგრამ ვიჩქარეთ... სრულუფლებიანი
მეფე მაშინ გახდებოდა დავით ლაშას ძე, როცა დიდი ყაენი დაამტკიცებდა. ჩვენ ხომ
ვიცით, რომ ნოინებს არა ჰქონდათ ამის უფლება... და ესეც – ეს უფლისწულიც –
მსგსვსად თავისი მამიდაშვილისა, იმ
უცნაურსა და ქართველთა ნათესავთაგან უვალსა გზას
გაუყენეს – ბათო ყაენთან გაგზავნეს. რამდენიმე დიდებული ხომ იმ დავითსაც
ახლდა, დავით რუსუდანის ძეს; ახლა ამ დავითსაც გაჰყვნენ – ზაქარია შანშეს ძე
(მომავალი ამირსპასალარი), აღბურა ბარამის ძე და სარგის თმოგველი. მონღოლებმა
კარგად იცოდნენ თავიაანთი საქმე – რაც უფრო ნაკლები დარჩებოდა ქვეყანაში
განათლებული და სახელოვანი კაცი, მით უფრო დამშვიდებულები იყვნენ. და
გზავნიდნენ, რა ენაღვლებოდათ, მიზეზს რა გამოლევდა – ხან რისთვის და ხან
რისთვის... ყველა იქ უნდა ჩასულიყო, იქ, შორეულ ყარაყორუმში, ყაენს უნდა გაეჩინა
სამართალი, ის იყო ყველაფრის მცოდნე და გულთამხილველი!..
მაგრამ ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რამდენი დაპყრობილი ხალხი ჰყავდათ
მონღოლებს და რამდენისათვის უნდა გაეჩინათ სამართალი, მარტო ქართველები
ხომ არ იქნებოდნენ!.. ჩვენ ზემოთ პლანო კარპინი ვახსენეთ, რომის პაპის ელჩი
ყაენის კარზე. პლანო კარპინი გვიამბობს, რა ამბები ტრიალებდა იქ, რა სამართალს
აჩენდა დიდი ყაენი... ამის თქმა იქნებ არც იყოს საჭირო, ისედაც იგულისხმება:
შორეული ქვეყნებიდან ჩასულ ხალხს, დიდებულებსა და მეფეებს ისე ეპყრობოდნენ,
როგორც უმდაბლეს პიროვნებათო, საგანგებოდ შენიშნავს პაპის ელჩი. იძულებულს
ხდიდნენ დიდი საჩუქრები მიერთმიათ მხედართმთავრებისათვის, მათი
ცოლებისათვის, მოხელეებისათვის, ათისთავებისა და ასვისთავებისათვის; ყველანი,
თვით მსახურებიც კი უცხო მფლობელებს თავს აბეზრებდნენ ხოლმე საჩუქრების
თხოვნით... საბაბს ეძებდნენ, რათა ზოგი მოეკლათ... ზოგი სასმელით ან საწამლავით
617
მოეწამლათ... ერთი მიზანი ჰქონდათ: მარტო გაბატონებულიყვნენ დედამიწაზე და
ამიტომ ყოველ ღონისძიებას ეძებდნენ კეთილშობილი ადამიანების გასაჟლეტათო...
ამას პლანო კარპინი წერს.
იგი იმასაც მოგვითრობს, როგორ სამართალს აჩენდა ყაენი. მხოლოდ ერთ
მაგალითს მოვიტან აქ, რათა უკეთ წარმოვიდგინოთ, რა დღეში უნდა ყოფილიყვნენ
ასეთი სურათების მხილველი ქართველი უფლისწულები. ერთ - ერთი
დაპყრფობილი ქვეყნის მთავაქრი დაასმინეს ყაენთან, და თუმცა ბრალდება არ
დაუმტკიცდა, მაინც მოკლეს. გადმოგვცემს პაპის ელჩი და განაგრძობს:
ეს რომ მისმა უმცროსმა ძმამ გაიგო, მოკლულის ქვრივთან ერთად ბათოსთან მივიდა
და სთხოვა, მამულს ნუ წამართმევტო. ბათომ ჭაბიკს უთხრა, წესი მოითხოვს, რომ
შენი ძმის ცოლი შეირთოო; ხოლო ქვრივს უბრზანა, მაზლს გაჰყოლოდა,
მონღოლების შვეულების მიხედვით. ქალმა უპასუხა, მირცევნია მომკლანო. მათი
წინააღმდეგობის მიუხედავად, ბათომ ქალი და ვაჟი შეაუღლა; ორივენი საწოლთან
მიიყვანეს, ეს მტირალი და მყვირალი ვაჟი ქალს თავზე დააწვინეს და აიძულეს
ერთმანეთს პირობითათ კი არა, ნამდვილად შეერთებოდნენ.
ამ ხალხს უნდა გაეჩინა სამასღალი, ამათთან მიეშურება ქართველი
უფლისწული (რაღა თქმა უნდა, საჩუქრებით დატვირთული)...
ბათო ყაენს დავით ლაშას ძე
კეთილად შეუწყნარებია, და ის უკვე დიდზანს აღარ დაუყოვნებია, მალევე
გაუგზავნია ყარაყორუმს, დიდ ყაენთან, თან სარგის თმოგველი და
მცირედნი ვინმე ქართველნი
გაუყოლებია.ზაქარია და აღბუღა კი თავისთან დაუტოვებია.

დიდი ყაენის კარზე მეორე ქართველი მეფე და მისი მხლებლები დახვდა


ლაშას ძეს. ახლად ჩასულები იქნებ არც კი მოელოდნენ, ცოცხალი თუ იყო
რუსუდანის ძე, რამდენი ხანია მისი არაფერი სმენოდათ. მაგრამ რუსუდანის ძე და
მისი მხლებლები ცოცხლებლი იყვნენ და დიდი ყაენის გადაწყვეტილებას ელოდნენ
(დაგვავიწყდა გვეთქვ, რომ უგედეი უკვე ცოცხალი აღარ არის, დიდი ყაენის ტახტი
ახლა მის შვილს გუიუგს უჭირავს), იმდენი სამართლის მაძიებელი ხალხი ირეოდა
აქ, იმდენი ქვეყნისა და ჯურისა, რომ ამათთვის ჯერ ვერ მოეცალათ.
ახლა, როცა მეორე ქართველი მეფეც გამოცხადდა დიდი ყაენის კარზე, საქმე
ერთბაშად გართულდა. აქამდე ფარული მეტოქეები იყვნენ ერთმანეთისა, ახლა უკვე
აშკარა და მწვავე გახდა ეს ქიშპობა...
და, გაგიკვირდებათ: იქაც, იმ შორეულ ყარაყორუმში, ყაენის კარზე, გაჩნდა
ორი ქართული დაჯგუფება – ცალკე დავით ლაშას ძის მომხრეები და ცალკე
რუსუდანის ძისა. ვის ეკუთვნოდა მეფობა? ვინ იყო კანონიერი?... რუსუდანის ძის
მომხრეებს გული საგულეს ჰქონდათ: ბოლოსო და ბოლოს, ლაშას ძე უკანონო შვილი
იყო, უკანონოდ გაჩენილი... ამას რომ გაიგებდა დიდი ყაენი, რაღა თქმა უნდა,
რუსუდანის ძეს მისცემდა უპირატესობას. ასე ფიქრობდა ერთი მხარე, და, როგორც
ითქვა, გული საგულეს ჰქონდათ.

მაგრამ საქმე სულ სახგვარად დატრიალდა...


მკითხველს უნდა შევახსენო, რომ ამას მოგვითხრობს უშუალო მოწმე და
მხილველი იმ მოვლენებისა და, ამდენად, სარწმუნოა, მოგონილი არაფერია.

618
დავით რუსუდანის ძე უფრო მეტი საჩუქრებით ყოფილა ხელდამშვენებული;
ბევრი საბოძვარი გასცაო, - პაპის ელჩი წერს. და არგუმენტებიც უფრო მტკიცე და
უტყუარი ჰქონია (მისი აზრით, რაღა თქმა უნდა): ჩემი მეტოქე მრუშობის ნაყოფია და
ტახტი და მამისგან დატოვებული მამული მაგას არ ეკუთვნის, ჩემიაო.
მოხდა ისე, რომ რითაც გულმაგრები იყვნენ რუსუდანის ძე და მისი
მომხრეები, სწორედ იმან უშველა ლაშას ძეს. მონღოლებმა რომ გაიგეს, ეს კაცი
უკანონო შვილიაო, გაეცინათ. ასობით ცოლების პატრონთ, ლაშას უკანონობა რას
გააკვირვებდათ! და რაკი ლაშას ძე მამაკაცი მეფის შვილი იყო, ხოლო მეორე დავითი
დედკაცისა, უპირატესობა სწორედ ლაშას ძეს ეკუთვნოდა. ასე გადაწყვიტა დიდმა
ყაენმა. მამამისისგან გაწირულს, სამშობლოსგან დევნილსა და წლობით
საპყრობილეში გამომწყვდეულ ლაშას ძეს მტრად მოსული მონღოლების კანონმა
უშველა. პაპის ელჩი იქვე შენიშნავს, ალბათ ირონიულადაც იმ მეორე დავითმა
დარიგებული საჩუქრებიც დაკარგა და თავის ძმის წინააღმდეგ წარმოებული სადავო
საქმეც წააგოო.
პაპის ელჩმა, ეტყობა, ბოლომდე ვერ მიადევნა საქმეს თვალი, თორემ
სინამდვილეში, არც რუსუდანის ძისთვის დაუწყვეტიათ მონღოლებს გული; ქრთამი
ჯოჯოხეთს ანათებსო: მისმა მდიდრულმა საჩუქრებმა, ეტყობა,მაინც გაჭრა მასაც
უბოძეს მეფობა, ოღონდ უპირატესობა მეორეს მისცეს, ლაშას ძეს, თავიაანთ კანონს
მთლიანად მაინც ვერ უღალატეს... მთავარი მაინც ის არის, რომ ყაენმა კარგად
იცოდა: ორმეფობას ურთიერთ მუდმივი მტრობა და დაძაბულობა მოჰყვებოდა, და ეს
სწორედ მათთვის იყო ხელსაყრელი: იმის თავი აღარავის ექნებოდა, რომ ჯანყზე
ეფიქრათ, დამპყრობელის მონამორჩილები იქბოდნენ. ერთი კარგი რამე კი გააკეთეს
და ამით თავადაც გაიადვილეს საქმე და სხვებსაც გაუადვილეს (მაშინ ალბათ ეს არ
უფიქრიათ) რაკი ორივე მეფეს დავითი ერქვა და ერთ ქვეყანაში ერთდროულად
უნდა ემეფათ, ლაშას ძეს, როგორც უფროსს, დავით უ ლ უ (უფროსი) უწოდეს, ხოლო
რუსუდანის ძეს – დავით ნ ა რ ი ნ ი (უმცროსი). ასევე მოიხსენიებიან ისინი
ისტორიაში.

რამდენი ხანი მოუნდა ამ საქმეს – ჯერ გამგზავრებას, მერე იქ ყურყუტს, დავას,


უკან გამომგზავრებას, ამისი ზუსტი გამოთვლა ძნელია... ჟამთააღმწერელიც
ზოგადად ამბობს – დაშთეს მრავალთა წალთა ყარაყორუმსო; ვარაუდობენ, რომ
ქართველი მეფეები დაახლოებით 1249 წლისთვის დაბრულებულან.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ გაამაყებული მთავარი ეგარსლან ბაკურციხელი თავად


იჩემებდა მეფობას. ბოლომდე შერჩა ეს სურვილი? დაუპირისპირდა სამშობლოში
დაბრუნებულ ქართველ მეფეებს? თუ მოერია ამბიციებს?:
როგორც ვნახეთ, ეგარსლანი მეტად კოლორიტული ფიგურაა ჩვენს
ისტორიაში, და ალბათ მისი ბედიც გაინტერესებთ... მას არ ეღირსა სამშობლოში
დაბრუნებულ მეფეებს დაპირისპირებოდა... ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს მისი
ამბიციების დასასრულს.
ამირსპასალარი ავაგი ცოტა უფრო ადრე წამოვიდა ყარაყორუმიდან, მეფეთა
წამოსვლამდე
წარმოავლინეს და მისცეს იერლაყი შეწყალებისა. ქართველმა დიდებულებმა რომ
გაიგეს დიდი ხნის წასული ამირსპასალარის დაბრუნება, გზაშივე შორს შეეგებნენ...

619
ყველა მთავარი და წარჩინებული იქ იყო... თვით ეგარსლანიც კი, რომელსაც ლამის
მეფედ მოჰქონდა თავი...
გამოჩნდა ავაგი და დიდებულები ხელადვე ცხენებიდან ჩამოხდნენ, პატივი
სცეს, მოეხვივნენ, ეამბორნენ, მხოლოდ ეგარსლანი ვერ მოერია თავს; იქნებ ახლა
ინანა კიდევაც, რას წამოვედიო; ასეთი პატივით რომ შეხვდნენ მთავრები
ამირსპასალარს, ეტყობა, ეწყინა, შეშურდა... და გაიბუსხა, ცხენიდან ჩამოსვლა არ
იკადრა; ცხენზე მჯდარი მიესალმა მედიდურად... მაგრამ ავაგი ხომ ამირსპასალარი
და ათაბაგი იყო, მწიგნობართუხუცესის შემდეგ პირველი ვაზირი! ახლაც, აგერ,
მონღოლების
იერლაყით
ბრუნდებოდა. რაღა გასაკვირია, რომ არ მოუთმენდა... გაბრაზდა ამირსპასალარი -
განძვინდა და თავსა მათრახითა უხეთქნა; ბრძანა – ჩამოიღეთ ცხენიდან და მიწაზე
დაახეთქეთო... დიდებულებსაც ეს უნდოდათ, გაბრაზებულნი იყვნენ გალაღებული
მთავრისაგან.ჩამოიღეს ცხენიდან, ქუდი მოგლიჯეს და
უპატიო ყვეს და განძარცვილი განაძეს...
ასე უსახელოდ დამთავრდა გაამაყებული თავადის ფუჭი შფოთი, ასე
ერთბაშად დაცხრა მისი დაუოკებელი ვნებები. ამიერიდან ვეღარც შევხვდებით მას.

ამრიგად, დიდი ხნის უმეფობის შემდეგ საქართველოს ერთბაშად ორი მეფე


უბრუნდება, ბიძაშვილ - მამიდაშვილი, დავითი და დავითი -
და დასხდეს ტახტსა მამათა მათთასა, ტფილისს, დავით და დავით ორნივე. თქმაც კი
აღარ არის საჭირო, რომ ძალიან რთულ ვითარებაში მოუხდებათ მეფობა. რას იზამენ?
ღირსეულად გაუძღვებიან ქვეყანას? დაივიწყებენ ურთიერთ შუღლს, რაც მათ
დაბადებითვე არგუნა ბედმა? იმ უსიამოვნო დავას დაივიწყებენ, რაც სულ ახლახან
ჰქონდათ უცხო ქვეყანაში, გადამთიელი დამპყრობლის თვალწინ?..
პატივმოყვარეობას მოერიდებიან?

თავი მეშვიდე.

საქართველოში გრძელდებოდა დაპყრობილი ქვეყნის ჩვეულებრივი ცხოვრება


– ერთმანეთზე გადაბმული მწარე და გაუხარელი დღეები – შიმშილი, გლოვა,
ტირილი; ჩვენი სოფლებისათვის ჩვეული მხიარული სიცილისა და სიმღერების
ნაცვლად, ირგვლივ მწუხარებას დაესადგურებინა და მხოლოდღა გმინვა ისმოდა...
ხსნა არსაიდან ჩანდა, იმედი თითქოს გადაწურული იყო...
ასეთ ვითარებაში ქვეყანას სჭირდებოდა ბრძები მმართველი, რომელიც
დამპყრობლის უღელს შეუმსუბუქებდა, ფეოდალების თავაშვებულებას აღკვეთდა,
რამეს იღონებდა, დაუყვავებდა.
მაგრამ თავისთავად ის ფაქტიც, რომ ამდენი ხნის უმეფობისა და
დაბნეულობის შემდეგ ქვეყანას ორი მეფე მოევლინა, სანუგეშოს ვერაფერს ამბობდა;
ერთმანეთის მტრად გაჩენილი და ერთმანეთის მიმართ მტრული სულისკვეთებით
აღზრდილი ორი მეფე! რა ხეირი უნდა დაჰყროდა ქვეყანას! რისი მოლოდინი უნდა
ჰქონოდათ!.. ვაზირები და გავლენიანი ფეოდალები კიდევ უფრო გააღვივებდნენ მათ
მტრობას, ცეცხლზე ნავთს დაასხამდნენ... კარგად იცოდა ხალხმა ფეოდალების
ბუნება...

620
მტრობას გააღვივებდნენო, ვარაუდი გამოვთქვით: შეიძლებოდა უფრო
კატეგორიულადაც გვეთქვა, ამისი საფუძველი გვაქვს – – ქართველი მემატიანე
პირდაპირ წერს: მანდატურთუხუცესი (შანშე) ლაშას ძეს უჭერდა მხარს, ხოლო
ამირსპასალარი (ავაგი)
რუსუდანის ძისა და დავითის მიმდგომობას
ამჟღავნებდაო.

მიმდგომობასაო!
...
ეს სიტყვა უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ მეფეთა ირგვლივ დაჯგუფებები
და იმ დაჯგუფებათა შორის – – ჩუმი ბრძოლები: ორ ვაზირს ერთმანეთში ჩუმი
მტრობა აქვთ, მანდატურთუხუცესს ეტყობა, ამირსპასალარის თანამდებობაც
მოსურვებია (რამდენიმე ხნის შემდეგ მართლაც გახდა მისი შვილი საქართბელოს
ამირსპასალარი, და საგულისხმოა, რომ ეს ავაგის სიცოცხლეშივე მოხდა), და ამათი
ქიშპობა ახლა მეფეებზედაც უნდა გადავიდეს... შანშე და ავაგი დიდი ვაზირები
იყვნენ, თავიანთი ვასალები ჰყავდათ, თავიანთი მოყვრები, მომხრეები, რომლებიც
თვალში შეჰყურებდნენ პატრონებს და მათ სურვილს ასრულებდნენ... სომეხი
მემატიანის ცნობაც, დავით ლაშას ძეს
ვარამულ მეფეს
უწოდებდნენო, იმაზე ხომ არ მიგვანიშნებს, რომ ვარამი ლაშას ძეს უჭერდა მხარს და
რუსუდანის ძის წინააღმდეგი იყო?!.
ახლა დამპყრობელი! ისინი მით უფრო დაინტერესებული იყვნენ ქართველ
მეფეთა შორის მუდმივი შუღლი ყოფილიყო და ხალხის ის პოტენციური ენერგია,
რაც, დღეს არა ხვალ, შეიძლებოდა გარეშე მტრის წინააღმდეგ გამოვლენილიყო,
ურთიერთმტრობაში დაეხარჯათ... რაღა თქმა უნდა, დამპყრობელი ხელს შეუწყობდა
მათ შორის შუღლს...
ერთი სიტყვით, ორ მეფეს შორის მტრობის გაღვივების ყოველგვარი
საფუძველი იყო.
საბედნიეროდ, საქმე სულ სხვაგვარად წარიმართა. დიდი განსაცდელის დროს
ახალგაზრდა მეფეებმა მაღალი შეგნებულობა, მამულიშვილობა და ზნეობრივი
სისპეტაკე გამოამჟღავნეს; მეტისმეტად რთულ ვითარებაში საკუთარ ამბიციებ
მოერივნენ და ძნელად დასავიწყებელი წარსული დაივიწყეს. ჟამთააღმწერელი წერს:
ისინი
სიყვარულისა ზედა ეგნეს და არა წინააღუდგებოდეს ერთმანეთსაო... (დააკვირდით:
არა წინააღუდგებოდეს ერთმანეთსაო! ამითაც კი კარგად მიგვანიშნებს მემატიანე,
როგორი საფუძველი იყო ასეთი წინააღმდეგობისათვის).

პირველი ნიშანი მათი მაღალი შეგნებულობისა და დიდი მამულიშვილობისა


ის იყო, რომ საქართველოს მთლიანობა შეინარჩუნეს, ორ სამეფოდ არ გაყვეს, თუმცა
დიდი ყაენის მიერ დამტკიცებული ორმეფობა სწორედ ამას გულისხმობდა. ეს
უგუნური ნაბიჯი იქნებოდაო, წერს ივანე ჯავახიშვილი.
ზემოთ ის სიძნელეები ჩამოვთვალეთ, რაც ორი დავითის ერთობლივ მეფობას
ახლდა თან, და არაფერი გვითქვამს ისედაც რთულ ურთიერთობას როგორ
გააძნელებდა მეფეთა ოჯახები... ეს უბრალო საქმე როდი გახლავთ ... თავისთავად
იგულისხმება, რომ მეფის თანამეცხედრეებს – თავად წარჩინებული ოჯახების
შვილებს – საკუთარი ამბიციები ექნებოდათ, საკუთარი ზრახვები და მისწრაფებები,

621
ძნელად დასაძლევი პატივმოყვარეობა... ჩვენ ახლავე გავეცნობით დავით ლაშას ძის
ერთ თანამეცხედრეს და ვნახავთ, როგორ აქტიურად და ზოგჯერ ქმარ-მეფისაგან
დამოუკიდებლად მოქმედებს იგი... ეს თავისთავად ბევრ რამეზე მიგვანიშნებს.
ლაშას ძის პირველი ცოლი ჯიგდა-ხათუნი გახლდათ. ვინ იყო ეს ქალი, ამის
პირდაპირი ცნობები არ არსებობს, ისე კი აშკარად ჩანს, რომ მონღოლური
წარმოშობისა იყო და ყაენის კარზე ყოფნის დროს შერთეს მეფეს, ალბათ ყაენისავე
ბრძანებით (დამპყრობელს ურჩევნია თავისი აგენტი თუ არა, თავისიანი მაინც
ჰყავდეს სამეფო კარზე, მეფის ოჯახში); ჰქონდა თუ არა მეფეს ამ ქალის სიყვარული,
როცა ცოლად ირთავდა, ან შერთვის შემდეგ თუ შეუყვარდა, ეს ჩვენთვის უცნობია.
ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ქალი უნაყოფო გამოდგა, შვილი არ უჩნდებოდა, და
ამან, რაღა თქმა უნდა, დააღონა მეფეცა და სამეფო კარიც. რაკი ქალი წარმოშობით
მონღოლი იყო, ალბათ წარჩინებული ოჯახიდანაც, მეფე მის გაშვებას ვერ გაბედავდა,
და როცა საბოლოოდ გადაიწურა იმედი, როცა დარწმუნდნენ, რომ დედოფალს
შვილი აღარ გაუჩნდებოდა, მოიგონეს უცნაური და მარტივი ხერხი, იოლი
გამოსავალი: უნდა ვიფიქროთ დედოფლის თანხმობითაც, მეფემ მოიყვანა ოსის
ქალი, სახელად ალთუნი რათა მისგან შვილი ჰყოლოდა. მეორე ცოლის შერთვა
მონღოლებისათვის და მონღოლური კანონის მიხედვით, სავსებით ჩვეულებრივი
იყო, ეს არც ჯიგდა-ხათუნს უნდა გაჰკვირვებოდა და არც ნოინებს; მაგრამ მეფე ხომ
ქართველი იყო, მას ხომ თავისი რჯული არ დაუგმია, როგორ
შეიძლებოდა,ერთდროულად ორი ცოლი ჰყოლოდა. და იოლი გამოსავალიც ის იყო,
რომ გააჩენდა თუ არა ალთუნი ვაჟიშვილს (ყრმა-წულს), მემკვიდრე უნდა
დაეტოვებინათ, დედა კი გაეშვათ. ასე იყვნენ თავიდანვე შეთანხმებულები.
შვილიერების ძალით
მოიყვანესო, ასე წერს ჟამთააღმწერელი
ალთუნმა მართლაც გააჩინა ბიჭი, რომელიც ჯიგდა-ხათუნმა იშვილა. ტახტის
მემკვიდრეს გიორგი დაარქვეს. ეს უჩვეულო გარემოებაში გაჩენილი ბავშვი უნდა
ყოფილიყო საქართველოს მომავალი მეფე გიორგი მეხუთე; ბარემ ახლავე ვთქვათ,
საქმე აქამდე არ მისულა, უფლისწული დავაჟკაცდა კი, მაგრამ მეფობა არ ეღირსა,
სეხნია პაპისა არ იყოს, უდროოდ გარდაიცვალა.
რაკი
ყრმა-წული
შეეძინა მეფეს ალთუნი უნდა გაეშვა, ხომ არ შეიძლებოდა ორი ცოლი ჰყოლოდა...
მაგრამ სიყვარული, ეტყობა, სწორედ აქ ეწვია მეფეს – – იგი ასე ადვილად ვეღარ
შეელევა ახალგაზრდა ქალს (მემატიანე საგანგებოდ აღნიშნავს მის
ფრიად ქმნულკეთილობას). ძნელი გამოდგა განშორება. და ამ მშვენიერი ქალისაგან
მეორე შვილიც ეყოლა დავითს, ამჯერად ასული, რომელსაც თამარი დაარქვეს და
ახლა კი იძულებული გახდა მეფე, განეშორებინა
საყუარელი თვისი ალთუნ...
ამის შემდეგ დიდ ხანს აღარ გაუვლია, რომ ჯიგდა-ხათუნიც გარდაიცვალა.
მაგრამ ჩვენ იმას მოვაყოლეთ ეს ამბავი, რომ დედოფალი ენერგიული ქალი
იყო და დამოუკიდებელი მოქმედბა უყვარდა.

ჩვენ ხომ უკვე ვიცით, რომ ქართველი მეფე ერთთავად მონღოლთა


ლაშქრობებში იყო, ზოგჯერ, დიდი ყაენი დაიბარებდა ურდოში და მაშინაც დიდი
ხნით მოწყდებოდა ხოლმე თავის სამეფოს და სახელმწიფო საქმეებს. სხვა
ვითარებაში ასეთ დროს ქვეყნის გამგებლობა მეფის პირველ ვაზირს – –

622
მწიგნობართუხუცესს ეკისრებოდა. მაგრამ ლაშას ძემ დაარღვია ეს წესი, ანგარიში არ
გაუწია საუკუნეობით ჩამოყალიბებულ ტრადიციას... დარღვევაც არის და
დარღვევაც: მეფემ, ყველასდა გასაკვირად, ქვეყნის გამგებლობა მიანდო არა
რომელიმე დიდ ვაზირს, ან ერისთავს, არამედ უბრალო მოხელეს – მესტუმრეს,
მანდატურთუხუცესის მეოთხეხარისხოვან ხელქვეშეთ მოხელეს
. მთელი უხერხულობა ამ მოვლენისა ის გახლდათ, რომ მეფის არყოფნაში – რაც
ზოგჯერ წლობით გრძელდებოდა – ქვეყნის უმაღლესი ვაზირები და წარჩინებულები
ამ უბრალო მოხელის მორჩილნი უნდა ყოფილიყვნენ.

სამართლიანობა მოითხოვს, აქვე შევნიშნოთ: ეს არ ყოფილა უბრალო ახირება


მეფისა. მ ე ს ტ უ მ რ ე, რომელსაც სახელად ჯ ი ქ უ რ ი ერქვა, ჭკვიანი კაცი იყო,
მტკიცე, შეუპოვარი, შორსმჭვრეტელი და სამართლიანი; ქველა იმ თვისებით
შემკული, რაც ქვეყნის გამგებელს უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ერთი აკლდა – –
წარჩინებული ოჯახის შვილი არ ყოფილა. და ეს მეფემ არაფრად ჩააგდო... თუ
ამგვარად შევხედავთ საქმეს, მაშინ, აშკარად ჩანს, მეფე დავით ულუ პროგრესული
ადამიანი ყოფილა, მამასავით თავისუფლად მოაზროვნე, გაბედული... იქნებ
იმიტომაც არჩია მეფემ უბრალო მოხელის ასეთი დაწინაურება, რომ ერთმანეთის
მიმართ დაპირისპირებულ დიდ ვაზირთაგან (აკი ითქვა, როგორი დაჯგუფებები
შეიქმნა ორივე მეფის გარშემო) რომელიმესათვის ჩაბარება ქვეყნის მართვისა, მეტ
უხერხულობას შექმნიდა, უფრო მეტად ავსებდა საქმეს...
ულუ დავითი ყაენმა დაიბარა ურდოში. Eეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და
მეფეს არ გაკვირვებია. იგი კარგად მოემზადა, საჩუქრებით დაიტვირთა და
გაემგზავრა – – მემატიანე საგანგებოდ უსვამს ხაზს საჩუქრების სიუხვეს,
ნიჭითა უზომოთა... წარვიდაო, წერს; სამეფოს გამგებლად, ჩვეულებრივ, ჯიგდა –
ხათუნი და ჯიქური დატოვა...
როცა ამ ცნობას გადმოგვცემს მემატიანე, იქვე ქებით მოუხსენიებს მესტუმრეს,
და ამის დასტურად რამდენიმე კონკრეტულ მაგალითსაც ასახელებს: იმ მეტად
რთულ ვითარებასიაც მას დანგრეული
ისანთა პალატეს აღშენება
მოუხერხებია, სამეფოსათვის ხარკის ურიც გადამხდელი კუთხეები
დაუმორჩილებია, და შეუპოვრობით, სრულიად აღუკვეთავს ქურდობა – ავაზაკობა;
როცა ვინმეს ქურდობაზე წაასწრებდნენ, მაშინვე ძელზე ჩამოკიდებდნენ. Mმესტუმრე
ჯიქურის მოღვაწეობაში საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ბედით დაჩაგრული ხალხის –
– ქვრივ-ობლებისა და არაფრის მქონებელთა ქომაგობა, მათთვის მუდმუვი ზრუნვა;
ეს მისთვისაც საქებური თვისებაა და მეფისთვისაც, რომელსაც ასეთი კაცი
დაუწინაურებია და ქვეყნის გამგებლობა ჩაუბარებია.
იქნებ ჯიქურის თანამდებობრივად დაწინაურებაც ჰქონდა განზრახული
მეფეს!...
ეს საინტერესო საკითხია, რამდენადაც მესტუმრის დაწინაურება სავაზიროს
გადემოკრატულებას ნიშნავდა, და თუ მართლა ასეთი განზრახვა ჰქონდა მეფეს, ეს
კიდევ ერთ შტრიხს მატებს მის პორტრეტს. გავიხსენოთ: ეს თავის დროზე მეფის
დიდმა წინაპრებმაც სცადეს, და, საბოლოოდ, ვერ მოახერხეს.
შავაზირო და დარბაზი როგორღა ითმენდნენ უსამართლოდ დაწინაურებულ
კაცს – ნუთუ წინააღმდეგობა არ გაუციეს მეფეს? თქვენ ალბათ გახსოვთ, თამარიც კი
ვერ წინააღუდგა დარბაზს, იძულებული გახდა თავისთვის სასურველი ვაზირები
შეეცვალა...

623
წინააღმდეგობა ახლაც უსათუოდ ექნებოდა მეფეს, ვაზირები და მეფის
გამრიგენი, რაღა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნებოდნენ უგვარო კაცის აღზევებით,
მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ დრო იყო არეული, სავაზიროსა და დარბაზის
წევრები თავად განუწყვეტლივ ბრძოლებში იყვნენ – – ხან ერთი ახლდა მონღოლებს
ლაშქრობებში და ხან მეორე, მათ საშუალება არ მიეცათ ერთობლივ
წინააღმდეგობისა. თანაც დედოფალი მფარველობდა მესტუმრეს, და ეს ბევრს
ნიშნავდა. მონღოლი ქალისთვის სულერთი იყო, ვინ იქნებოდა ქვეყნის გამგებელი,
მას სულაც არ აღელვებდა დიდგვაროვან ვაზირთა ამბიციები; ვინ იცის, გულში
ეცინებოდა კიდეც – ნეტა რას იბრძვით, რას სხმარტალებთ, რის თავი გაქვთ, ბოლოს
და ბოლოს, ვეღარ მიხვდით, რომ ამოდენა იმპერიის მონა-მორჩილები ხართო.
დავით ულუ დიდხანს დაყოვნდა ყაენთან(ჟამთა მრავალთაო, მემატიანე წერს)
და მეფისავე დანიშნულმა ზოგმა საქვეყნოდ გამრიგემ სულწასულობა და
უმადურობა გამოიჩინა, ტახტისადმი მორცილება იუკადრისა, განზე გადგომა
მოინდომა, დამოუკიდებელი პარპაში მოეგუნება...

პანკელმა თორღვამ, რომელიც კახეთის გამგებლად ჰყავდა მეფეს დანიშნული,


და მისგანვე იყო გაფრტხილებული,
რათა ბრძანებასა დედოფლისასა ერჩდეს, გადაწყვიტა, მეფე აღარ დაბრუნდებაო და
დრო იხელთა, პანკისის ციხეში გამაგრდა, თავი მთელი კახეთის ბატონ-პატრონად
გამოაცხადა...
მოტყუვდა სულწასული მთავარი. მეფე მაინც დაბრუნდა – – ბოლოს და
ბოლოს, გამოუშვა ყაენმა; თანაც, დიდი პატივით გამოგზავნა – – ყოველი
სათხოვნელი აღუსრულაო, მემატიანე წერს. ძნელი სათქმელია, რა ჰქონდა მეფეს
სათხოვარი და რა აღუსრულა ყაენმა; ეს ლია, რომ დიდი პატივისცემის ნიშნად ს უ ქ
უ რ ი – საჩრდილობელი – უბოძებია; ე სკი ისეთი რამე გახლდათ,
რომელი სხუასა არავის აქუნდის, თვინიერ ყაენთა და ნათესავთა მათსა...
ყოველწლიურად იმდენი დოვლათი გაჰქონდა, ქართველ ახალგაზრდებს
განუწყვეტლივ ლაშქრობებსი მიერეკებოდა და ჟლეტდა, ქვეყანას სისხლიდან
ცლიდა, და ყაენსაც უმადურება არ გამოუჩენია, ყოველივე ამის სამადლიეროდ ს უ ქ
უ რ ი უბოძა მეფეს, ასე დააფასა ქვეყანაცა და მისი მბრძანებელიც, დიდსულოვნება
და მადლიერება გამოიჩინა!
ერთი სუტყვით, მეფე დაბრუნდა, და როცა საქართველოს საზღვრებსი
შემოვიდა, წარჩინებულები მიეგებნენ. მხოლოდ თორღვა პანკელმა დაარღვია წესი –
ვერ გაბედა მიგებება – თუმცა სამშობლოში დაბრუნებული მეფე პირველად სწორედ
მის მხარეს მიადგა,
ჰერეტს მოიწია... თორღვა კი,
შეშინებული, უკუდგა პანკისს.
პანკისში გამაგრება რას უსველიდა.
მეფემ თბილისში დაიბარა გათავხედებული მთავარი, მაგრამ თორღვა პანკელი
ციხიდან გამოსვლას ვერ ბედავდა; მეორედაც დაიბარა მეფემ, მესამედაც, მაგრამ
ვერა, ვერ მოიყვანა.
მაშინ ჯიქურმა გადაწყვიტა, ეშმაკობით გამოეტყუებინა ციხესი გამოკეტილი
შეშინებული მთავარი; ბერი ხორნაჯული მიუგზავნა, ყველაფერს გაპატიებთ,გამოდი,
მეფეს ეახლეო.
თორღვა სიტყვას ენდო, ხორნაბუჯელს მოსთხოვა – – ალავერდის წმინდა
გიორგის წინაშე ფიცით დამიმტკიცე, რომ არაფერს მავნებთო, ხორნაბუჯელმა მისცა

624
უვნებლობის ფიცი, და მხოლოდ ამის შემდეგ წამოჰყვა ჰერეთის ერისთავი.
ხორნაბუჯელმა ტაბახმელას მიიყვანა, მეფის სასახლეში, მაგრამ საშინლად გასტეხეს
ფიცი: მეფეს, ეტყობა, არც კი მოახსენეს ურიც მმარტველის შეპყრობის ამბავი, ან
იქნებ, მეფე არც იყო იმ დროს ტაბახმელას, და სწორედ იმიტომ მიიყვანეს იქ.
გაბრაზებულმა ჯიგდა-ხათუნმა ტყვის მოკვლა ბრძანა, და მაშინვე შეასრულეს კიდეც
დედოფლის ბრზანება –
წარიყვანეს კლდე-კარტა და გარდამოაგდეს; ასე მოისორეს თავიდან ურიც მთავარი.
თვინიერ მეფისა ცნობისაო, საგანგებოდ შენიშნავს მემატიანე, და ანითაც
მიგვანიშნებს, რა თავნება ყოფილა, რა გავლენა და უფლება ჰქონია დედოფალს.
ამის შემდეგ ჯიგდა – ხათუნს, ეტყობა, ბევრი აღარც უცოცხლია.
დავით ლაშას ძემ მალე გამოიგლოვა დედოფალი, დიდხანს არ დარჩენილა
უცოლოდ.
ჟამთააღმწერლის მონათხრობში ზოგი ფაქტისა და მოვლენის ზუსტი დროის
დადგენა ჭირს, რადგან ხსირად არც მოვლენის თარიღს აღნიშნავს და არც
ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას იცავს; იგი შესანიშნავი მთხრობელია და თხრობის
დინებას მიჰყვება, თხრობის ძაფს არა წყვეტს, მის ლოგიკურსა და ემოციურ ძალას
ემორჩილება; ამიტომ, როგორც ასეთ სემთხვევაში ხდება ხოლმე, ზოგჯერ წინ
გაიჭრება, ამა თუ იმ ფაქტს, თხრობის ლოგიკის მიხედვიტ, ისეთ ვიტარებასი
გადმოგვცემს, როცა ქრონოლოგიურად მისი ადგილი იქ არ არის... სხვა წყაროების და
მათტან შეჯერებით, მაინც ხერხდება თხზულებაში ამ თვალსაზრისით ბუნდოვანი
თარიღის დადგენა. ახლაც ისეთნაირად გადმოგვცემს იგი მეფის მეორედ
დაქორწინების ამბავს, რომ, ერთი შეხედვით, ძნელი დასადგენია, როდის მოხდა ეს;
მით უმეტეს, არც ჯიგდა – ხათუნის გარდაცვალების თარიღია ზუსტად
მინიშნებული. მაგრამ მეფის მეორე ცოლის ვინაობას რომ გავიგებტ და იმასაც
გავითვალისწინებთ, რა ვიტარებასი მოხდა ეს ქორწინება, უკვე თარიღის
მიახლოებითი დადგენაც ხერხდება.
1250 წელს ავაგ მხარგრძელი(ზოგი წყაროს მიხედვით, ავაგს თითქოს
სიცოცხლეშივე ჩამოართვეს ამირსპასალარობა და ზაქარია შანშეს ძეს გადასცეს), და
მეფემ გადაწყვიტა,
ტირილად
მისულიყო, სამძიმარი ეთქვა თავისი დიდი ვაზირის ოჯახისათვის. ოღონდ, ეტყობა,
დაკრზალვაზე კი არა, ცოტა უფრო მოგვიანებიტ მოხდა ეს; რადგან დაკრზალვის
დროს მეფე აქ არ იყო, მონღოლებს ახლდა ჩვეულებრივ. Aხლაც ლასქრობიდან
დაბრუნებულმა გზად
შემოიარა ქუეყანა ავაგ ათაბაგისა
... მივიდა ბიჯნისს და მოხდა ისე, რომ მეფე თავისი ფეხით მიადგა ბედს: ავაგის
მშვენიერი ცოლი მოეწონა – გ ვ ა ნ ც ა, რაჭის ერისთავთ – ერისთავის კახაბერიძის
ასული. ეფეს შეუყვარდა ეს ქალი.
ეტრფიალა, და სემდგომად მცირედისა მიიყვანა იგი ცოლად და დედოფლად
... ეს უნდა მომხდარიყო 1251 წელს– ტრადიციის მიხედვით, ავაგის
გარდაცვალებიდან ერთ წელლს უნდა გაევლო, გლოვეს წელლს... (თითქოს ბედის
დაცინვასავით იყო – დავით ლაშას ძეს შეუყვარდა ცოლყოფილი სწორე დიმ კაცის,
რომელიც ამასწინად განუდგა მას და მეფედ დამტკიცების დროს მხარი არ
დაუჭირა...)
აქ კი უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მოთხრობა, და ისღა შევნიშნოთ, რომ გვანცასტან
მეფეს ეყოლა ვაჟი, შემდეგში ცნობილი ქართველი მეფე დიმიტრი თავდადებული.
625
2.
ახლა, რაკი საშუალება გვაქვს, ახალგაზრდა მეფეტა პორტრეტულ მონახაზებსაც
გავეცნოთ; მემატიანეები ყოველთვის როდი გვაძლევენ სხვადასხვა ისტორიულ
პირთა პორტრეტულ დახასიათებას...

ხოლო იყო ესე ლაშას ძე დავიტ ტანითა დიდ და ახოვან და სხვილ, და მოისარი
მაგრითა მშვილდითა, უმანკო, წრფელი, და მალემრწენ, და შენდობელ ბოროტის
მყოფთა...

... და რუსუდანის ზე დავიტ იყო ტანითა ზომიერ და თხელ, ფერიტა ჰაეროვან და


შუენიერ, და თმითა თხელ, ფერხიტა მალე, მონადირე რჩეული და კეთილად
მსროლელი ნადირთა. ენა – ტკბილ და სიტყვიერ, უხუ და მდაბალ, ცხენსა ზედა მხნე,
და ლაშქრობათა შინა გამგონე, და სამართლის მოქმედ...
მკითხველს ალბათ ავისმომასწავლებლად მოხვდა ყურში დავით ლაშას ძის
მალემრწმენობა. მალემრწმენობა, საერთოდ, ადამიანის ხასიათის მეტად სავალალო
სისუსტეა, მაგრამ როცა ქვეყნის მბრძანებელს გამოაჩნდება იგი, ზოგჯერ საშინელ
ბოროტებად იქცევა; ისეტ საშინელ ბოროტებად, რომ ხალხს, სხვა ადამიანურ
სისუსტეთა შორის, თითქმის ყველაზე უსიამოვნოდ იგი დაუსახავს; გავიხსენოტ
ჩვენი ზღაპრები: რამდენი უსამართლობისა და უმადურობის, რამდენი უბედურების
საფუზველი გამხდარა მალემრწმენობა... რამდენ ზღაპარში შეხვდები ამ თემას – –
სულ სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა ნიუანსებით, სხვადასხვა ემოციური
დატვირთვით; ხალხი თითქოს საკუთარ თავსვე აფრთხილებს, ცდილობს, არ
დაივიწყოს ადამიანის სულში ჩაბუდებული სატანა, რომელიც გულუბრყვილობისა
და უმანკოების საბურველში გახვეულა...
იმიტომ შევაჩერე მკითხველის ყურადღება მეფის ამ სისუსტეზე, რომ მინდა
ამჯერად ერთი ეპიზოდი გავიხსენო მეფის ცხოვრებიდან, რაც უშუალოდ
უკავშირდება ზემოთ მოთხრობილ ამბებს.

როგორც უკვე ვიცით, დავიტ ლასას ძის მიერ აღძევებული მესტუმრე ჯიქური,
დედოფლის ხელშეწყობით და მფარველობით, მეფის არ ყოფნაში თავის ნებაზე
განაგებდა ქვეყანას. ჯიგდა-ხათუნი რომ მოკვდა და მეფემ დიდი ქართველი
ერისთავთ – ერისთავის ასული გვანცა შეირთო, ჯიქურს ეს ვერაფრად ეჭაშნიკა –
გვანცას დედოფლობა მძიმედ უჩნდა მესტუმრეს
– იგრძნო,რომ ამიერიდან ფრთები შეკვეცილი ექნებოდა, დედოფალმა, ეტყობა,
მაშინვე აგრძნობინა ეს აღზევებულ მოხელეს და თავიდანვე მტრად მოეკიდნენ
ერთმანეთს. ჟიქურის აღზევება არავის არ სიამოვნებდა სამეფო კარზე. მაგრამ ჯიგდა
– ხათუნის შიშით აქამდე ვერაფერი გაებედათ, გულში მოთმინებით იკლავდნენ მის
სიძულვილს. ახლა კი, გვანცა დედოფლის განწყობილება რომ შენიშნეს, გაიხარეს,
მოილაპარაკეს, გადაწყვიტეს თავიდან მოეშორებინათ და

განზრახვითი უმბათ ორბელისათა შესმენილ იქმნა


– მეფესთან დაასმინეს: მოუგონეს, თითქოს მესტუმრე დაკავშირებული იყო ყაენის
აგენტებთან და დროდადრო ფარულად აცნობდა ყაენს, თუ რა სიმდიდრე ჰქონდა
მეფეს...

626
ჩვენ ხომ უკვე ვიცით დავიტ ლაშას ძის სისუსტე; ეტყობა, სამეფო კარზედაც
კარგად სცოდნიათ – – მაშინვე ირწმუნა მეფემ და გახელდა; ბრძანა სასწრაფოდ
მოეყვანათ მესტუმრე, ხოლო მისი სახლი
იავარ ეყოთ. რაღა თქმა უნდა, მაშინვე შეასრულეს მეფის ბრძანება, აღარ
დაუყოვნებიათ; ღამით მოიყვანეს მესტუმრე, მაგრამ დილამდე აღარ დაუცდიათ
(ალბათ, იმის შიშით, მეფემ არ გადაიფიქროსო...); ულუ დავითი ისნის სასახლეში
ბრძანდებოდა, როცა ჯიქური მოიყვანეს, აივანზე იჯდა და მტკვარს გადაჰყურებდა...
არც კი გამოლაპარაკებია ერთგულ მოხელეს, მისკენ არც კი მიუხედავს,
განუკითხავად ბრძანა შთაგდებად მტკურისა
...
როცა გათენდა ხალხმა რიყეზე გამოგდებული გვამი ნახა. იცნეს, ჯიქური იყო –
და განკვირდეს ყოველნი მხილველნი ანასდათისა სიკუდილისათვის
... ეგდო გვამი რიყეზე და დამმარხველი არა ჩანდა (ჯიქური უშვილო იყო). ბოლოს
ყოველნი გლახაკნი და ობოლ – ქვრივნი ევედრნეს მეფესა, დამარხვის ნება
მოგვეცითო. ღოგორც ითქვა, ჯიქური ქვრივ – ობლებისა და დაჩაგრული ხალხის
ქომაგი და შემწე იყო.
ასე ემსხვერპლა მეფის ერთგული ადამიანი მეფისავე მალემრწმენობას
სხვა ფაკტსაც გადმოგვცემს მემატიანე, მეფის აჩქარებული და განუკითხავი
მოქმედების გამომხატველს, მაგრამ ქრონოლოგიურად ეს უფრო გვიან მოხდა და
ქვემოთ გიამბობთ.
ახლა კი ისევ მეფეთა ოჯახებზე... ჩვენ დავით ლაშას ძის მეორე
თანამეცხედრესაც გავეცნოთ – ქვემოთ კიდევ შევხვდებით მას; მეორე დავითის
ოჯახზე არაფერი გვითქვამს. დავით ნარინის ოჯახთან მნიშვნელოვანი არაფერია
დაკავშირებული. ქართველი მემატიანე თითქმის არც კი ახსენებს მას, სახელითაც კი
არ მოიხსენიებს. დავით ნარინს ორი ცოლი ჰყოლია: პირველი – – მიხეილ VIII
პალეოლოგოსის ასული (ბროსეს ცნობით, მისი უკანონო შვილი) და მეორე – – ვინმე
ემენელის ძის ასული თამარი... შეგვიძლია ვივარაუდოთ რა სურვილები და
ამბიციები ექნებოდა, ვთქვათ, უცხოელ ქალს, პალეოლოგისის ასულს, როგორ
შეუთავსდებოდა ეს სურვილები ლასას ძის მეტად ამაყი და ენერგიული ცოლების
სურვილებსა და ამბიციებს, როგორ შეუშლიდა ხელს მეფეთა ურტიერთობას, და,
საბოლოოდ,როგორ იმოქმედებდა ეს საქვეყნო საქმეზე...
ასეთ ვითარებაში რომ მაინც შეინარჩუნეს მეფეებმა ურთირთსიყვარული, და
საჭირო შეგნებულობა გამოიჩინეს, ეს თავისთავად საქებური საქმეა და
შთამომავლების პატივისცემას იმსახურებს... მაგრამ, ზემოთ აკი ითქვა, დარბეულსა
და სისხლისაგან დაცლილ ქვეყანას მარტო ეს – – მეფეთა ურთიერთსიყვარული – –
არ ეყოფოდა, მოვლა ჭირდებოდა, გზის გაკვლევა, ჭრილობების მოშუშება... ბრძენი
ადამიანის თვალი და გული იყო საჭირო, რომ გატანჯულ ხალხს ცოტახნით მაინც
შვება ეგრძნო...
ეს კი აღემატებოდა ახალგაზრდა მეფეთა ძალას... თუმცა ამისათვის ვერც
დავძრახავთ მათ. ღამდენადაც სიბრძნე უდიდესი მადლია ადამიანისა, და მუდამ
საყოველთაო აღფრთოვანებას იმსახურებს, იმდენადვე, სხვა ღირსებათაგან
განსხვავებით, მისი უქონლობა მანკიერებად ვერ ჩაითვლება.
ანკი როგორ უნდა მოევლოთ ქვეყნისათვის, სად იყო ამისი დრო და
საშუალება!.. ისე ჰქონდათ მოწყობილი დამპყრობელთ, რომ ისინი ნიადაგ
მოწყვეტილნი იყვნენ არა მარტო საქვეყნო საქმეს, არამედ ქვეყანას საერთოდ: ან
ლაშქრობებში ახლდნენ ნოინებს, ან ყაენის კარზე იყვნენ გაძახებულები და იქ

627
ყურყუტებდნენ... მეტის-მეტად მძიმე მდგომარეობა იყო, ლამის მთელი მსოპლიო
დაიპყრეს მონღოლებმა, ბევრი ქვეყანა მოსპეს და გადათელეს ხალხები მატ ურელში
გმინავდა, საკაცობრიო ცივილიზაციას საშიშროება ემუქრებოდა... და ასეთ
პირობებში უსამართლობა იქმნებოდა, ახალგაზრდა ქართველი მეფეებისათვის იმაზე
მეტი მოგვეთხოვა, რაც სხვებმა ვერ შეძლეს უფრო ვრცელმა და მრავალრიცხოვანმა
ქვეყნებმა, ბევრმა სხვა ასევე მაღალი კულტურის ქვეყანათა მმართველებმა.
საქართველოს რბევა კი გრძელდებოდა, ხალხი სისხლისაგან იცლებოდა.
3.
დაპყრობილ ქვეყნებს რომ სიმდიდრისგან და სისხლისაგან კარგად
დაცლიდნენ მონღოლები, მაშინვე ახალი ქვეყნების დასაპყრობად დაიძვრებოდნენ,
რათა ახალი სიმდიდრე მოეპოვებინათ, ახალისაძოვრები ჩაეგდოთ ხელთ, ჭაბუკები
გამოერეკათ და სხვა ქვეყნების დასაპყრობლად წაესხათ, იქ გაეჟლიტათ... ქვეყნების
დაპყრობის ჟინი აღარ უცხრებოდათ მიწას დახარბებულებს; ძალიან ვრცლად
გაიჭიმა იმპერია, შორს გაიჭრა მისი საზღვრები... და ამოდენა ქვეყნების მონელება
ძნელი გამოდგა, მეთვალყურეობა გაჭირდა, ცალკეულ ქვეყნებში ჩასაყენებელი
გარნიზონები –
მცველნი ქვეყნებისანნი
– აღარა ჰყოფნიდათ... ვეება იმპერიას, რომელიც თავად არაფერს ქმნიდა და
მხოლოდ სხვის ნაამაგარს ნთქავდა, საერთოდ აღარაფერი ყოფნიდა. მარტო საფოსტო
ხარჯები რამდენი დასჭირდებოდათ. ერთი უცხოელი მემატიანის ცნობით, ყოველ
25-30 კილომეტრზე თითო საფოსტო სადგური – ანუ როგორც თავად უწოდებდნენ, ი
ა მ ა ჰქონდათ და თითო ასეთ იამას ათასამდე კაცი ემსახურებოდა, რომლებიც
იცავდნენ თვით სადგურს და გზას სადგურიდან სადგურამდე. რაც მთავარია,
ზვერავდნენ მგზავრებს, საეჭვო პირებს უთვალთვალებდნენ, ამოწმებდნენ...
მემატიანე მხოლოდ ერთი მხარის გზას აგვიწერს. რამდენი ასეთი მხარე და გზა
იყო იმ დიდ იმპერიაში!
ამ გზაზე განუწყვეტლივ დაჰქრიან ყაენებისა და ნოინების მოხელეები – –
ზოგი ხარკის ასაღებად მიეშურება, ზოგი საიდუმლო დავალებით მიდის; ზოგი
სადღაც ინიშნება, მეორე უფრო
რბილი
მოხელის შესაცვლელად; ზოგს სამხედრო ბრძანება მიაქვს, ვთქვათ, ყარაყორუმიდან
უნგრეთში, სადაც ახლა ბათო ყაენი იბრძვის; ზოგს იმავე უნგრეთიდან საჩუქარი
მიაქვს დიდ ყაენთან; ზოგს რომელიმე დაპყრობილ ქვეყანაში ქალი მიჰყავს, რომ
იქაურ დიდებულებს ცოლად შერთოს.
ადგილობრივად ვეღარ უშოვიათ შესაფერი საცოლე!..

ეს უბრალო მოხელეები!
ყველას რას ჩამოვთვლით!
ახლა უფლისწულები, მონღოლი დიდებულები და მათი მხლებლები!.
გზებზე განუწყვეტელი მოძრაობა იყოო, ვთქვით. ჩვენ უკვე ვნახეთ
და ქვემოთ კიდევ ვიხილავთ, მარტო ქართველი რამდენი ხლებია ჯერ ერთ ყაენს.
მერე – მეორეს. ხან დასანიშნად, ახალი თანამდებობის მისაღებად, ხან იმიტომ, რომ
რაიმე დანაშაულის გამო გაჰკიცხონ ან სულაც მოჰკლან, ხან რაიმე საქმის გასარჩევად
– სამართლის დასადგენად... რამდენი ასეთი ხალხი ჰყავთ დაპყრობილი, რამდენი
ადამიანი უნდა ეახლოს ყაენს, რამდენს გაუჩინონ სამართალი... წლობით

628
გრძელდებოდა ასეთი მგზავრობა. ბათომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაიგო
უგედეის სიკვდილი. ვრცელი იმპერია იყო, გრძელი გზებით დასერილი.
გზის მარტო ერთ მონაკვეთზე – ყარაყუმსა დაპეკინს შორის – 37 იამი ჰქონიათ,
და ამ გზაზე ყოველდღიურად 500 უშველებელი ფურგონი დაგრიალებდა, თითო
ფურგონში ექვს – ექვსი ხარი ება: გადაჰქონდათ ყოველგვარი საკვები – პურით
დაწყებული და ბრინჯით გათავებული.
ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რამდენი სამარქაფო ცხენი დასჭირდებოდათ
თითოეულ სადგურზე; საკვები – ცხენებისა თუ ადამიანებისთვის... ყოველ
სადგურზე მოწყობილი ჰქონდათ ბეღელი – ერთგვარი საწყობი, სადაც სანოვაგეს
ინახავდნენ. უფრო საპატიო მგზავრებისთვის ცხვრებიც ჰყავდათ – სახელდახელოდ
დაკლავდნენ, შეუწვავდნენ და მიართმევდნენ; იქნებ რძე უყვარდა ამ საპატიო
მგზავრს, არც ამაზე დაწყვეტდნენ გულს – მოსაწველი ცხენებიც იქვე ჰყავდათ,
მოწველიდნენ ხელად და თბილ-თბილ რძეს მიართმევდნენ. ერთი სიტყვით, ეს საქმე
ჩინებულად იყო მოწყობილი; კარგად ჰქონდათ შეგნებული, რომ მეომარი
ხალხისთვის, რომლებიც განუწყვეტლივ ბრძოლებში იყვნენ, სულ ახალ და ახალ
შორეულ ქვეყნებს იპყრობდნენ და ფრონტი ძალიან ვრცლად ჰქონდათ გაჭიმული,
საგზაო და საფოსტო კავშირს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა; თითქოს
უცნაურია, მაგრამ მეტად დაბალი ყოფით კულტურის პატრონნი ამას
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ – თვით დიდი ყაენი დროდადრო
ამოწმებდა ხოლმე.
ბუნებრივია, რამდენადაც კარგად ჰქონდა ეს საქმე მოწყობილი, იმდენად
დიდი შრომა და ხარჯი ჭირდებოდა. ეს ხარჯები შეწერილი ჰქონდათ იამების
ახლომახლო მდებარე სოფლებს; მაგრამ ათასჯერ გაძარცულ-დარბეული და წელში
გაწყვეტილი სოფლები ვეღარ აუდიოდნენ, თავად აღარაფერი ებადათ; თუკი
მოუხერხდებოდათ, ტოვებდნენ ამ სოფლებს და გარბოდნენ...
ერთი სიტყვით, ბევრი ფული და სიმდიდრე ჭირდებოდათ, და რაკი
დაპყრობილ ქვეყანას მალევე გამოსწოვდნენ ყველაფერს, ახალი სიმდიდრის
მოსაპოვებლად, ახალი ქვეყნების დასაპყრობად უნდა ეზრუნათ.
ბათო ყაენი, როგორც ვნახეთ, ძალიან შორს გაიჭრა დასავლეთისაკენ... უფრო
შორს წასვლა ჰქონდა განზრახული, ევროპის გულში უნდა შეჭრილიყო, მაგრამ ვეღარ
გასწვდა, ძალა არ ეყო, ზურგი არა ჰქონდა მტკიცე: დაპყრობილ ქვეყნებში ხან სად
იფეთქებდა აჯანყება და ხან სად... საალალბედოდ ვერ გაიხდიდა საქმეს; და თუმცა
დიდი იყო ცთუნება, დაუჭედავი ცხენებით დასავლეთშიც გაენავარდა. ის მდიდარი
ქვეყნები და ქალაქები დაერბია, რომლებიც იქვე, სულ ახლოდან მაცთუნებელი
ღიმილით შემოსცქეროდნენ სისხლით გაუმაძღარ დამპყრობელს და ახალ მსხვერპლს
სთავაზობდნენ, ჭკვიანი სარდალი ცთუნებას არ აჰყვა, თავი შეიკავა.

და როცა 1242 წელს უგედეის სიკვდილის ამბავი შეიტყო (როგორც ითქვა, ამ


ცნობამ გვიან მიარწია ბათომდე – უგედეი 1241 წეელს მოკვდა), გულში ალბათ
გაუხარდაო, მკვლევარები წერენ, საბაბი მიეცა საჩქაროდ გამობრუნებულიყოო...
მას შემდეგ კარგა ხანმა გაიარა, და, აი, ახალმა მბრძანებელმა მაგნუმ, – რომლის
გაყაენებაშიც ბათომაც აქტიური მონაწილეობა მიიღო, – თავისი ორი ძმა – ყუბილა
და ჰულაგა – ახალი ქვეყნების დასაპყრობად დასძრა. ბათო ამ დროს უკვე ცოცხალი
აღარ არის, მის საყაენო ტახტზე მაგნუმ ჯერ ბათოსავე შვილი დანიშნა, მაგრამ იგი
მაშინვე გარდაიცვალა და საბოლოოდ ტახტი ბათოს ძმას ბერქას დარჩა.

629
ყუბილამ აღმოსავლეთით გაილაშქრა. მისი მიზანი იყო კორეის და იაპონიის
დაპყრობა. მოაწყო საზღვაო ექსპედიციები, მაგრამ არ გაუმართლა, ზედიზედ მარცხი
განიცადა... საბოლოოდ, როცა საგულდაგულოდ აღჭურვა დიდი საომარი ფლოტი და
მტკიცე გადაწყვეტილებით დაიძრა იაპონიის დასაპყრობად, ერთბაშად მოვარდა
ტაიფუნი და მთელი ფლოტი, – 72 დიდი სამხედრო ხომალდი – ჩაიძირა. ამჯერად
ბედი არა სწყალობდა.
სხვათა შორის, გავიდა ამის შემდეგ შვიდი საუკუნე და, აგერ, ჩვენს დროში,
იაპონელი მეთევზეების ბადეს, თევზებთან ერთად, ხან ძველებური ხმალი
ამოყვებოდა, ხან ქვაში გამოკვეთილი პატარა ქანდაკება ბუდასი... ხან რა და ხან რა.
ვერ მიმხვდარიყვნენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. მერე მეცნიერებიც
დაინტერესდნენ და სულ ორიოდე წელია, ჰიდროკატორების საშუალებით
აღმოაჩინეს
სასაფლაო
ყუბილა-ხანის შვიდასი წლის წინათ დაღუპული ფლოტისა. ყუბილას ლაშქრობათა
ამბები და მისი კარის ცხოვრება მარკო პოლოს აქვს დაწვრილებით აღწერილი, მაგრამ
ჩვენ ამაზე აღარ შევჩერდებით.
ჩვენ უფრო მეორე ყაენის – ჰულაგუს ლაშქრობები და თავგადასავალი
გვაინტერესებს, რადგან იგი ჩვენი ქვეყნის მიმართულებით წამოვიდა, და
დავალებული ჰქონდა, ჯერ ერთი, მონღოლების ბატონობა განემტკიცებინა ირანისა
და ამიერკავკასიის დაპყრობილ ტერიტორიაზე და მეორე დაემთავრებინა ირანის
დაუპყრობელი პროვინციების აღება და დაეპყრო დასავლეთ აზიის დანარჩენი
ქვეყნები.
ძნელი ბრძოლები ელოდა ჰულაგუს და ამიტომ მისი არმია განსაკუთრებით
გააძლიერა დიდმა ყაენმა: სხვა ყაენებს უბრძანა, თავიანთი მხედრობის ოცი
პროცენტი, ანუ ყოველი ათი მეომრიდან – ორი ჰულაგუსათვის გადაეცათ.
ჰულაგუ მძიმედ დაიძრა – ეტყობა, გზადაგზა ივსებოდა მისი ლაშქარი.
ყარაყორუმიდან 1253 წელს გამოსული, მხოლოდ 1256 წელს მიადგა ალამუთს;
რატომ აირჩია პირველად ალამუთი, ეს მკითხველს ალბა თარ გაუკვირდება:
შვიდი წლის გააფთრებული, ამაო ბრძოლებით გაბეზრდნენ მონღოლები; დაჩვეული
არ იყვნენ ასეთ წინააღმდეგობას; სულ რამდენიმე დღე ჭირდებოდათ ხოლმე
უდიდესი და უმდიდრესი ქალაქების ასაღებად, და აქ რომ ასე გაწვალდნენ,
გაცოფებულები იყვნენ, ურიც მოწინააღმდეგის გაჟლეტის ჟინი მოსძალებოდათ
მაგრამ მარტო ჟინი და ახირება არ ყოფილა მიზეზი: გამოცდილმა სარდალმა კარგად
იცოდა, რომ თუ ალამუთს არ აიღებდა, ისე ირანის სხვა კუთხეების დაპყრობაც
გაუძნელდებოდა და დაპყრობილ ოლქებშიაც მტკიცედ ვერ მოიკიდებდა ფეხს.
ამჯერად ვეღარ დაუდგა მტერს ალამუთი, თუმცა ძველებურადვე დიდი
წინააღმდეგობა გაუწია; მძვინვარე ბრძოლის შემდეგ დაიპყრეს მონღოლებმა: იმის
აღნიშვნა იქნებ საჭირო აღარ იყოს, როგორი გახელებით დაარბევდნენ; ჯერ როგორ
გაძარცვავდნენ და მერე როგორ გაჟლეტდნენ ყველას, განუკითხავად. Aრც იმის
შეხსენებაა ალბათ საჭირო, რომ აქაც დ აიმ ბრძოლებშიაც, ამის შემდეგ რომ
გადაიხადა ჰულაგუს, ყველგან თან ახლდა ქართველების დიდი ლაშქარი, რომელსაც
ძველებურადვე წინ წაიმძღვარებდნენ ხოლმე. ქართველ ლაშქარს მეფე დავით ლაშას
ძე სარდლობდა; ჟამთა ამღწერელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ჰულაგუს დავით
ნარინზე მეტად ულუ დავითი დაუახლოვებია და შეუთვისებია.
ბრძოლები გრძელდებოდა, სადაც მივიდოდა, ყველგან სისხლის მდინარეს
აყენებდა ჰულაგუ ყაენი:
630
ესრეთ რა ხელთ იგდო ჰულაგუმ ალმუთი... ინება ამხედრებად ყოველთა ნათესავთა
ურჩთა, და მოსვრიდა კაცთა ესოდენ, რომელ ათორმეტი დღე ოდენ დაყვეს ერთსა
ადგილსა ზედა ამისთვის რომე მოკლულითა კაცითა აყროლდის ადგილ იგი, რომელ
დგის... მიდიოდა და დახოცილთა გორებს ტოვებდა.
ორი წლის წლის განმავლობაში ჰულაგუმ დაამთავრა მთელი ირანის დაპყრობა
და 1258 წლის იანვარში ბაღდადს მიადგა.
დიდი ხანია შორიდან იზიდავდა მონღოლებს ეს ლამაზი და მდიდარი ქალაქი,
და, აჰა, მისი ჯერიც დადგა.
აქ დიდ წინააღმდეგობას ელოდა ყაენი და კარგად მოემზადა. ჩვენთვის
განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ქართველთა ლაშქარი, რომელსაც
ამჯერად დავიტ ულუ სარდლობდა, კიდევ უფრო გაზარდა და გააძლიერა.
ქართველი მემატიანე საგანგებოდ შენიშნავს, რომ ბაღდადისათვის ბრძოლაში
მონღოლებს თან ახლდა
ყველანი წარჩინებულნი საქართველოსნი
– მთელი ქართული მხედრობა გაუწვევია.
ბაღდადის ხალიფა დაბნეული კაცი აღმოჩნდა. ვერ ვიტყვით, მშიშარაო, მაგრამ
ძალიან ყოყმანა კი ყოფილა. რაღა თქმა უნდა, დიდი ხნით ადრე ეცოდინებოდა
მონღოლების ავი განზრახვა, მათი მიახლოება... –
შიში ფრიადი აქუნდა ბაღდადელთაო
. ქართველი მემატიანეც შენიშნავს. მაგრამ ისე მიადგა ქალაქს მტერი, რომ ხალიფას
ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა და რა ეღონა. მუსიკა ჰყვარებია, და ეს, რაღა ტქმა უნდა,
კარგად მიგვანიშნებს მის პოეტურ ბუნებაზე... მაგრამ რაღა ემუსიკებოდა! უფროსი
ვაზირი დანებებას და ხარკის ძლევაზე თანხმობის მიცემას ურჩევდა, და ეს თითქოს
გონივრული ჩანდა; სამხედრო ხელისუფალნი მედგარი წინააღმდეგობის გაწევასა და
ბრძოლას მოითხოვდნენ, და არ შეიძლებოდა, ამისი სურვილი ხალიფასაც არა
ჰქონოდა – ძნელი იყო საუკუნეობით დაგროვებული სიმდიდრის დათმობა,
საგულდაგულოდ ნაშენები ქალაქების ასაოხრებლად განწირვა... ასეთ ყოყმანში იყო
ხალიფა, როცა მტერი მიადა.

ქალაქს მტკიცე ზღუდე ერტყა. ღაკი ამ ზღუდის დანგრევა ძალიან ძნელი


იქნებოდა და დიდ მსხვერპლს მოითხოვდა, ბუნებრივია, სწორე დეს დაავალა ყაენმა
ქართველთა ლაშქარს; ზღუდე უნდა შეეთხარათ ქვემოდან, მეწინავე რაზმი ქალაქშ
შეჭრილიყო და დანარჩენი ლაშქრისათვის შიგნიდან კარი გაეღოთ; მერე უკვე
გაადვილებულიმ იქნებოდა საქმე. ზემოთაც რამდენჯერმე ითქვა: ჩვეული ხერხი იყო
მონღოლებისა – ჯერ სხვებს, ჰაშარებს, შეაჟლეტდნენ, მოწინააღმდეგესაც
დაასუსტებდნენ და თავად მერეღა ჩაებმებოდნენ ბრძოლაში.
ამაზე იტყვიან ხოლმე – სახრე ტყისა, ხარი სხვისა, დაჰკარ და გააწევინეო.
ამრიგად
შეთხარეს ზღუდესა შიგან, შევიდეს ქართველნი, და იქმნას ძლიერი ბრძოლა, და
მოსვრიდეს სპათა ბაღდადელთა... და ესრეთ განახვნეს კარნი ქალაქისანი
ქართველთა და თათართა და შევიდეს...
ბრძოლა წაგებული იყო, და ახლა ისრა უნდა ეღონა ბაღდადის ხალიფას,
მტერს არ ჩავარდნოდა ხელთ; ნავში ჩაჯდა და მდინარით გაპარვა გადაწყვიტა –
იფიქრა არეულობით ვისარგებ და იქნებ ვერ შემნიშნონო. მაგრამ მონღოლებს კარგი
ორგანიზაცია ჰქონდათ ბრძოლისა.

631
დამარცხებულ ხალიფას ასე ადვილად ვინ გაუშვებდა – ელგონ ნოინი საგანგებოდ
წყალგაღმა იყო ჩასაფრებული, გაღმიდან უთვალთვალებდა. და სწორედ იმან
მოუჭრა გზა. შეშინებული ხალიფა დაუსხლტა. სწრაფად შებრუნდა და სასახლესი
შევარდა, თითქოს სასახლეში ვერ მიაგნებდნენ...
სანამ სასახლეს მიადგებოდნენ, ჯერ ქუჩებში დააყენეს მონღოლებმა სისხლის
ნიაღვარი;
მოსრნეს მახვილთა ესეოდენი სიმრავლე, რომელ არა იყო რიცხვი, და სავსე იყვნეს
უბანნი, ფოლოცნი და სახლნი მკუდართა მიერ... ხოლო რა სიმდიდრე და ალაფი
მოიპოვეს, ამას ვინ მოთვლისო, ჟამთააღმწერელი შენიშნავს.
მაგრამ მთავარი სიმდიდრე სასახლეში ელოდათ: მთელი განძი აქა ჰქონდათ,
სახელმწიფო ხაზინაც აქ იყო. მონღოლები ხანჯლით დაადგნენ ხალიფას და
აიძულეს, დაეთმო ოქრო-ვერცხლით გამოტენილი ოთახები. ისე იქნებ ვერც კი
მიეგნოთ. ხალიფას უკანასკნელი იმედი ესღა იყო – რაკიღა თავისი ნებით დათმო,
ეგონა, ამით მაინც შეინარჩუნებდა სიცოცხლეს, მაგრამ იმედი ფუჭი გამოდგა.
სიმდიდრე კი დასთმო ბაღდადის ხალიფა მუსთასიმმა, მაგრამ მაინც ვერ
გატეხეს, ქედი ვერ მოადრეკინეს. ჰულაგუ ყაენს მიჰგვარეს და უბრძანეს, თაყვანი
ეციო. ხალიფამ იუკადრისა – მე თვითონ თვითმპყრობელი ხელმწიფე ვარო, თქვა,
სხვის მონებასა ქუეშე არა მყოფიო, თუ გამიშვებთ, დაგემორჩილებით, თაყვანს კი
არავისა ვცემ. მირჩევნია ასე თავისუფალი, აღარავისა მონობასა ქუეშე მყოფი
მოვკვდეო. აიძულებდნენ, ძირს განერთხე და ყაენს თაყვანი ეციო, ფეხიც კი
გამოუშალეს, მაგრამ ხალიფა პირაღმა დაეცა, და თაყუანი არა სცა. მაშინ ყაენმა
სიკვდილი ბრძანა ხალიფასიც დამისი შვილებისაც... და ნახეთ, რა ცინიკურად
გადასცა ეს ბრძანება ელგონ ნოინმა: ყაენმა შეგიწყალაო, უთხრა; ხალიფას გაუხარდა;
თუ შემიწყალა, მაშ, გამიშვას და ჩემი მევე მომცესო. არაო, უთხრა ნოინმა, შეწყალება
ის არის, რომ ყაენი თავისი ხელით მოგკლავს შენ, ხოლო შენს შვილს აბაღა
მოკლავსო. ამაზე დიდი დაცინვა რა შეიძლებოდა მოეგონათ! და ვერ დაუკარგავთ,
აქაც ღირსეული პასუხი აღმოაჩნდა ხალიფას –
უკეთუ მომკლავთ, გენებოს ძაღლმან, და გენებოს კაცმან მომკლას...
ხალიფაცა და მთელი მისი
სახლეული, მთელი მოდგმა აბასიდებისა ერთიანად გაჟლიტეს.

ასე მოეღო ბოლო არაბთა სახალიფოს.


ყველა მემატიანე ერთხმად აღნიშნავს საზღაპრო სიმდიდრეს, რაც
ბაღდადიდან წამოიღეს მონღოლებმა, ყველაფერს ვერც კი მოერივნენ, შერჩევით
მოჰქონდათ, დანარჩენს ანადგურებდნენ; ძვირფასი ჩინური
ჭურჭელნი, ქაშანით მოსხმულნი, და მუნ შექმნილნი, სპილენძი და რკინა უპატიოდ
იბნეოდა... რომ ვეღარაფერში ჩატიეს ოქრო და თვალმარგალიტი, უნაგირებსა და
კურტნებში ჩატენეს, ხმლებს ვადაში გადატეხდნენ, ქარქაშში თვალმარგალიტს
ჩაყრიდნენ და ზემოდან გადატეხილ ხმლის ვადას ჩააგდებდნენ... დახოცილ
ბაღდადელებს გამოწლავდნენ და თვალმარგალიტით გატენიდნენ, მერე კი
ქალაქიდან გაჰქონდათ, როგორც
თავისი მკუდარი.
600 წლის დაგროვილი სიმდიდრე წაიღეს და ყაენის კარავთან გორებად
დაზვინესო, წერს ირანელი მემატიანე.
გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ვითარებაში ქართველ მოლაშქრეებსაც არგუნეს
თავიანთი წილი ნადავლი. ჩვენამდე მოუღწევია რამდენიმე საქმიან საბუთს, სადაც

632
ნახსენებია იმ ბრძოლის დროს ამა თუ იმ ქართველი მოლაშქრის მიერ ბაღდადიდან
წამოღებული სიმდიდრე.
მთელი ირანის დამორჩილებისა და ბაღდადის დაპყრობის შემდეგ, ირანსა და
ჩვენს ტერიტორიაზე, ამიერკავკასიაში, ჩამოყალიბდა ახალი მონღოლური
სახელმწიფო – ჰულაგიდების სახელმწიფო...

მაგრამ ჰულაგუ ყაენის მიერ ბაღდადის აღებას წინ უსწრებდა ერთი


მნიშვნელოვანი მოვლენა, რაზედაც უსათუოდ უნდა შევაჩეროთ მკითხველის
ყურადღება.

4.
ეკონომიკური სიძნელეები, რაზედაც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი, ერთი მხარეა,
მონღოლების იმპერიაში სულ უფრო და უფრო მწვავედ განიცდიდნენ მეომრების
ნაკლებობას... ყველა დაპყრობილ ქალაქსა თუ სოფელში, ყველგან, ყველა ქვეყანაში
გარნიზონები ეყენათ, ე. წ.
მცველნი ქალაქისანი
თუ სოფლისანი. ამისი შესუსტება არ შეიძლებოდა, ისედაც ხშირად იფეთქებდა
ხოლმე აჯანყებები. არადა, ახალი ქვეყნების დაპყრობის დროს განუწყვეტელ
ბრძოლებში მეომრები იჟლიტებოდნენ და შევსება იმდენი აგარ იყო. იმდენად
განიცდიდნენ მეომრების ნაკლებობას, რომ ზოგჯერ ადამიანის ფიტულებს
შესვამდნენ ცხენებზე, რათა მოწინააღმდეგე დაეშინებინათ, მოეჩვენებინათ – ბევრნი
ვართო. დაპყრობილი ქვეყნებიდან მხოლოდ პირველ ბრძოლებში ტყვედ
ჩავარდნილი მამაკაცები მიჰყავდათ ლაშქრის შესავსებად, მერე კი მოსახლეობის
გაწვევა ძნელდებოდა; არც იცოდნენ, ამა თუ იმ დაპყრობილი სოფლიდან და
ქალაქიდან რამდენი მეომარი შეეძლოთ გაეწვიათ. ხარკის აღებაც მოუწესრიგებელი
იყო, და, ამდენად, ერთგვარად იქნებ უფრო მსუბუქიც მოსახლეობისათვის. მაგრამ
რაც დაპყრობილი ხალხისათვის იყო შედარებით მსუბუქი, ბუნებრივია, ნაკლებად
ხელსაყრელი იქნებოდა დამპყრობისათვის. აღწერა იყო საჭირო, აღრიცხვა,
დაზუსტება... და არა მარტო ლაშქარში გასაწვევი ჭაბუკებისა: დოვლათისაც,
ქონებისაც. საჭიროებამ თავისთავად უკარნახა ეს დამპყრობელს. ეს მონღოლების
მოგონილი როდია. საერთოდ, დამპყრობელის ღონისძიებაა, მონღოლებამდეც და
მონღოლების შემდეგაც. ცნობილია დიდი აღწერა ბრიტანეთში, რაც მონღოლებამდე
დიდი ხნით ადრე, მეთერთმეტე საუკუნეში ვილჰელმ დამპყრობელმა ჩაატარა.
ნაკლებ სარწმუნოა, იმ აღწერის ამბავი სცოდნოდეთ მონღოლებს, მაგრამ ისე კი ამათი
აღწერაც ძალიან დაემსგავსა ვილჰელმ დამპყრობელისას. ვილჰელმის დროინდელი
ინგლისელი მემატიანე-ბერი წერს: ისეთი ჩაკირკიტებული აღწერა მოახდინა
ვილჰელმმა, რომ აუწერელი არ დაუტოვებიათ არც ერთი მტკაველი მიწა. არც ერთი
ადამიანი; სათქმელადაც კი სირცხვილია, მაგრამ არ გამორჩენიათ არც ერთი ძროხა,
ხარი თუ ღორიო...

შირცხილად მხოლოდ იმ ბერს მიუჩნევია, თორემ არც ვილჰელმსა და არც


მონღოლ ყაენებს ეს სათაკილოდ არა ჰქონიათ.

სანამ ჟამთააღმწერლის სიტყვებს მოვიტანდეთ და ვნახავდეთ, რა


გამანადგურებელი გამოდგა ეს აღწერა ხალხისათვის, ჯერ ის უნდა ვთქვათ, რომ ამას

633
წინ უსწრებდა კიდევ ერთი უბედურება, რამაც ერთიანად გაანადგურა სოფელი,
წელში გაწყვიტა ისედაც გაჩანაგებული და გაუბედურებული გლეხი კაცი.
ერთბაშად მოვარდა კალია და სულ გადაძოვა მთელი ქვეყანა...
კალიას თუ ისე წარმოვიდგენთ, როგორც მინდორში კანტიკუნტად მოხტუნავე
პაწაწინა მოხტუნავე მწერს, რომელიც სასაცილო ხტუნვით მხოლოდღა გვახალისებს,
და გახსენებაც კი ღიმილს მოგვგვრის, მაშინ მემატიანეების წუხილი და შეშფოთება,
რაღა თქმა უნდა, გაუგებარი იქნება. მაგრამ ეს მომხიბლავი საბურველი ხელადვე
ჩამოეხსნება, როცა წარმოვიდგენთ საშინელ რისხვად დაძრულ უთვალავ ლაშქარს ამ
მწერისას, რომელიც მზეს აბნელებს და შეუძლია ერთი საათის განმავლობაში მთელი
სოფლის ყანები, ზვრები, ბაღები გადაძოვოს და შიშისმომგვრელ უდაბნოდ აქციოს;
მთელი მხარე ერთბაშად გააღატაკოს.
ჯერ ეს უბედურება მოშუშებული არა ჰქონია ქვეყანას, რომ ის განსაცდელი
დაატყდა, რაზედაც ზემოთ დავიწყეთ საუბარი – კიდევ უფრო საშინელი,
რამდენადაც ამ განსაცდელს ბოლო არა ჰქონია. აღწერა დაიწყო მთელს იმ ვრცელ
იმპერიაში. საერთო ხელმძღვანელობა დაკისრებული ჰქონდა ვინმე არდუნ-აღას,
რომლის ღრმა ცოდნასა და განათლებას, და სამართლიანობასაც კი, ქებით
მოიხსენიებს ქართველი მემატიანე.
აღწერა 1254 წელს დაიწყო და
დიდსა ჭირსამიეცეს ყოველნი მკვიდრნი სამეფოსა დავითისნი, და იწყეს აღწერად
კაცთაგან და პირუტყუთამდე, ყანით – ვენახამდე, წალკოტით – ბოსტნამდე. Dდა
ცხრასა გლეხსა, სრულისა მიწისა მქონებელსა, ერთი ლაშქარს წარმავალი კაცი
შეაგდიან
... ესე იგი, ყოველი ცხრა ოჯახიდან ერთი მეომარი გაჰყავდათ ლაშქარში. აღწერეს
მხოლოდ მამაკაცები – 15 წლის ჭაბუკიდან მოკიდებული 60 წლამდე, ანუ ისეთები,
რომელთა სალაშქროდ გაყვანა შეიძლებოდა: ადამიანთა აღწერას ხომ ეს მიზანი
ჰქონდა.
სწორედ ამ აღწერის მიხედვით განსაზღვრავენ მაშინდელი საქარტველოს
მოსახლეობის რაოდენობას, რაზედაც ჩვენ ზემოთ გვქონდა ლაპარაკი. რაკი
ჟამთააღმწერლის ცნობით 90 000 მეომარი გაჰყავდათ ტოველწლიურად, ხოლო
ყოველი ცხრა ოჯახიდან ერთი კაცი უნდა გაეყვანათ, აქედან მიახლოებით
იანგარიშეს საერთო რაოდენობა მოსა ხლეობისა... პირობითია, რა თქმა უნდა,
ლაშქარში გასაწვევი მეომრების რიცხვიც.
მორჩნენ თუ არა მონღოლები აღწერას – ან იქნებ ამის პარალელურადაც –
მოსდგნენ და ყველაფერი დაბეგრეს. და არა მარტო ის, რაც ადამიანს თავისი ხელით
შეექმნა თუ გაეზარდა, არამედ ისიც, რაც ადამიანის გარეშე, მისგან დამოუკიდებლად
იყო, ოღონდ ასე თუ ისე მის არსებობას უწყობდა ხელს: თევზი – წყალში, ფრინველი
– ცაში...
მემატიანეებს ჩამოთვლილი აწვთ, რა და რა სახის გადასახადები დააწესეს
მონღოლებმა. ბეგარა სხვადასხვანაირი იყო ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებისა
და წელიწადის დროის მიხედვით (ხალხების ზნე-ჩვეულებებსა სა ხასიათს, რაღა
თქმა უნდა, მხედველობაში არ მიიღებდნენ).
სულ ორმოცამდე გადასახადს ჩამოთვლიან მთელს იმპერიაში, ჩვენს
ქვეყანაში კი თოთხმეტზე მეტს აღნუსხავენ.

გავიცნოთ ზოგიერთი გადასახადი: მ ა ლ ი (სასოფლო-სამეურნეო


გადასახადი), ყ ა ფ ჩ ე რ ი (ანუ საბალახე), დ ა ღ მ ა (სამოხელეო გადასახადი – იგივე

634
ძღვენი), ს ა ი ა მ ე (იამების ან საგზაო სადგურების საჭიროებისათვის), უ ლ ა ყ ი ს
(საფოსტო ცხენისა), ყ ა ლ ა ნ ი (ანუ სალაშქრო) და სხვა, ყველას აქ არ ჩამოვთვლით.
ის კი უსათუოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნოინებსა და მოხელეებს, საჭიროების
მიხედვით, შეეძლოდ გაეზარდათ დაწესებული გადასახადების რიცხვი (შეეძლოთ კი
არა – ზრდიდნენ განუწყვეტლივ!). პერიოდულად ისეთ გადასახადებსაც
შემოიღებდნენ ხოლმე, რაც ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ იყო დაწესებული.
მაგალითად, ჰულაგუ ყაენს შემოუღია ახალი გადასახადი თ ა ღ ა რ ი, რაც
გულისხმობდა ლაშქრის საკვებით მომქარაგებას...
ამ გადასახადების სახელწოდებანიც კა კარგად მიგვანიშნებენ, რა დღეში
იყო დაპყრობილი ქვეყანა...
როგორც ვხედავთ, გადასახადებმა წელში გაწყვიტა ხალხი; მაგრამ
დამპყრობელის საშინელ ცინიზმსაც რომ გავეცნოთ, ერთი გადასახადი უფრო
დაწვრილებით უნდა აგიწეროთ. ამ გადასახადის სახელწოდება ყოფილა
თარხი და იგი პერიოდული იყო: მოუსავლიანობის წლებში, როცა წესით
ქვეყნის მმართველებმა რამე უნდა იღონონ ხოლმე ხალხის მდგომარეობის
შესამსუბუქებლად, მონღოლები გლეხებისაგან მოითხოვდნენ, ჩვეულებრივზე უფრო
დაბალ ფასებში მიეყიდათ ხაზინისათვის თავიანთი მეურნეობის პროდუქტები...
ხოლო როცა სახელმწიფოს ფული დაჭირდებოდა(ასეთი შემთხვევები კი, როდორც
ითქვა, ხშირი იყო), მიუხედავათ მოსავლიანი წლისა, იმავე გლეხებს ხაზინიდან
უნდა შეესყიდათ ისეთივე პროდუქტები ჩვეულებრივზე გაცილებით უფრო ძვირად.
კიდევ უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ გადასახადების აკრეფა
მოწესრიგებული არა ჰქონდათ. ღოგორც მოსალოდნელია ხოლმე ასეთ შემთხვევაში,
მონღოლი მოხელეები – ბასკაკები – თავაშვებულები იყვნენ, რაც კი მოეწონებოდათ,
მიჰქონდათ და მიჰყავდათ, კანონს არავინ დაგიდევდა; გადასახადების აკრეფა უფრო
ყაჩაღთა ბრბოს თარეშს მიაგავდა, ვიდრე სახელმწიფო მოხელეების საქმიანობასო, –
წერს ივანე ჯავახიშვილი.
ნიკო ბერძენიშვილს მოჰყავს უცხოელი მკვლევარის დოსონის სიტყვები:

იმდენად გათავხედებულები იყვნენ ხარკის ამკრეფი მოხელეები, რომ


აკრეფილი თანხის დიდ ნაწილს თავად ითვისებდნენ – ხაზინაში არ შეჰქონდათ.
კრეფდნენ დაკანონებულზე გაცილებით მეტს (ხალხს ატყუებდნენ, ყვლეფდნენ),
ხოლო რაკი ზუსტი საგადასახადო სიები არა ჰქონიათ, ხაზინაში გაცილებით
ნაკლები შეჰქონდათ, ვიდრე ამა თუ იმ სოფელსა და ქალაქში წესით უნდა აეღოთ (ამ
შემთხვევაში უკვე სახელმწიფოს ატყუებდნენ). თუკი ამას ბედავდნენ მონღოლთა
სახელმწიფოს სალაროს მიმართ, რა დღეში უნდა ყოფილიყვნენ მათთვის საწველ
ფურად მიჩემებული ქვეყნებიო, შენიშნავს ქართველი მეცნიერი.
გადასახადებისაგან გათავისუფლებული იყო ეკლესია, მთელი თავისი მიწა-
წყლით (ეკლესიას კი ვრცელი და მდიდარი მამულები ჰქონდა).ეკლესიის მსახურნი,
ისევე როგორც ქალები, ბავშვები და ღრმა მოხუცები, აღწერიდანაც გამოტოვეს
მონღოლებმა.
სხვა ადგიოლასაც აქვს ნახსენები ქართველ ჟამთააღმწერელს, რომ
მონღოლები პატივისცემით ეკიდებოდნენ ეკლესიასა და ეკლესიის მსახურთ, ხელს
არ ახლებდნენ მათ და სხვებისაგანაც იცავდნენ. მაგალითად, როცა ჰულაგუ ყაენი
მოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მას მიეახლა იმდროინდელი კათალიკოსი ნიკოლოზი –
რომელსაც ქვემოთ უფრო ახლო გავეცნობით – და შესჩივლა: საყდრებსა და
მონასტრებს, მონასტრის მამულებს არავინ იცავს, წარჩინებულები მარტო საკუთარ

635
თავზე ზრუნვას უნდებიანო. ყაენმა კარგად მიიღო კათალიკოსი, მისცა შეწყალების
წიგნი, მდიდრულად დაასაჩუქრა კათალიკოსიცა და მისი მხლებელი ვარძიის
მოძღვარიც და
ესრეთ პატივით წარმოავლინეს, და დაიცვნა ყოველნი საყდარნი და მონასტერი.
ეს, რა თქმა უნდა, სხვათა რწმენისადმი დიდი სიყვარული არ იყო, ამა ანგარებიანი
სარჩული ჰქონდა. რელიგიისადმი დამპყრობლის შემწყნარებელი დამოკიდებულება
იმით აიხსნება, რომ ისინი ამით ქრთამავდნენ ეკლესიას, მთელი დანარჩენი
მოსახლეობისაგან თიშავდნენ და პოტენციურ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ბევრი
ვნების მოტანა შეეძლო (თუკი იგი ხალხს დარაზმავდა დამპყრობლის წინააღმდეგ),
განაიარაღებდნენ.
ეს ერთი.
და მეორე, კიდევ უფრო საგულისხმო ფაქტორი ის გახლავთ, რომ მონღოლები
ახლავე იჭერდნენ თადარიგს, რათა ეგვიპტის წინააღმდეგ მომავალ ძნელ ბრძოლებში
ქრისტიანული ეკლესია მოკავშირედ გაეხადათ. უკვე ითქვა – მონღოლების ერთ-
ერთი მტავარი მიზანი ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა იყო. ისინი ჩვეული
სიფრთხილით და გულმოდგინებითამზადებდნენ ამისთვის ნიადაგს – დინჯად,
გონივრულად, გაიძვერულად... ის ოქრო-ვერცხლი და არგანიც იმიტომ არ დაიშურეს
ქართლის კათალიკოსისა და მისი მხლებლებისათვის.
დაიწყო უმძიმესი წლები ხალხს პირიდან ლუკმას აცლიდნენ, აღარაფერს
უტოვებდნენ, ყველაფერი მიჰქონდათ... არანაკლებ ძნელი ასატანი იყო შეურაცხყოფა
და დამცირება, როცა გათავხედებული მონღოლი მოხელეები გლეხის კარმიდამოში
დათარეშობდნენ, ყველაფერსი ხელს აფათურებდნენ, ყველაფერს ჩხრეკდნენ... როცა
გლეხს შეწერილი ბეგარის გადახდის აღარავითარი სასუალება არ ჰქონდა, ბავშვებს
სტაცებდნენ და მიჰყავდათ. უწყალოდ სცემდნენ...
უწყალოდ უკრავდნენ უკან ხელებს და სცემდნენ ნედლი ჯოხებით, ვიდრე მთელი
სხეული არ დაეცეჩქვებოდა. შემდეგ მიუშვებდნენ შეუბრალებლად თავიანთ ბრაზიან
ძაღლებს, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ადამიანის ხორცის ჭამას... ამას სომეხი
მემატიანე გრიგოლ აჯანელი წერს.
ეს იყო უკიდურესი სასოწარკვეთის წლები; არაადამიანური გაჭირვებისაგან
გონებადაფანტული ხალხი სახლიდან გარბოდა, მაგრამ გასაქცევი არსად ჰქონდა...
იჭერდნენ ასეთ ლტოლვილებს ხოცავდნენ. მაინც ასე ერჩივნათ, გამუდმებულ
სატანჯველს სიკვდილს ამჯობინებდნენ... თუკი ვინმე მთებში გახიზვნას
მოახერხებდა, ის ბედნიერი იყო... ბევრს უშველა იმ მძიმე წლებში ჩვენმა მთამ.

აღწერები პერიოდულად ხდებოდაო, ზემოთ ითქვა. პირველი აღწერისშემდეგ


დიდხანს არ გაუვლია, რომ მეორე აღწერა ჩაატარეს მონღოლებმა; დოვლათი
ჭირდებოდათ, ფული ჭირდებოდათ, და, გამწარებულები ცდილობდნენ, რაც
შეიძლება მეტი წაეგლიჯათ, არაფერი დაეტოვებინათ ხალხისათვის, არაფერი
გამორჩენოდათ, არაფერი გამოპარვოდათ... –
...კ უ ა ლ ა დ მოვიდა იგივე არღუნ, რომელსა აღერიცხვნეს ყოველნი საბრძანებელნი
ყოველთა ყაენთანი, რათა აღთუალოს ქვეყანა და ცნას ვითარი ქუეყანა აღშენდა, გინა
აოხრდა...
ა შ ე ნ დ ა თუ აოხრდაო, მწარე ირონიით წერს ქართველი მემატიანე, რადგან
იქვე მოსდევს სინამდვილის სიმკაცრის მეტყველი სიტყვები:
აღთუალა ახლად და ცნა, რამეთუ უ მ რ ა ვ ლ ე ს მოოხრებული იყო...

636
სოფლები იცლებოდა... თაობათა მიერ სიყვარულით ნაღვაწი და ნაამაგარი
ნადგურდებოდა. ბევრი საბუთი მოგვითხრობს ამას, მაგრამ ყველაზე მეტად
გულისშემძვრელი მაინც ის არის, როცა შენივე თვალით ნახავ, როცა საუკუნეების
მტვრით დაფარული მიწა გულს გახსნის და ამ შემაძრწუნებელ სურათს გადაგიშლის.
ბოლო წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს მიაგნეს იმ
ხანებში მიტოვებულ ნასოფლარებს.
სწორედ დაცლილსა და მიტოვებულს!..
წინა წიგნში ჩვენ ვნახეთ ერთი ასეთი ნასოფლარი, ვიხილეთ შემაძრწუნებელი
სურათი, როცა დამპყრობელს ერთიანად გაეჟლიტა მთელი ოჯახი და ახლა, დიდი
ხნის შემდეგ, მიწის სიღრმეში აღმოჩენილი ერთად დახვავებული ჩონჩხები ყოველი
ასაკის ადამიანისა – ერთი ოჯახის წევრებისა – გვიცოცხლებდნენ ტრაგედიას, რაც იქ
რვა საუკუნის წინათ დატრიალებულიყო.
ახლა რომ ნასოფლარს გავეცნობითმ, იქ ერთდროულად გაჟლეტილი
ადამიანების ჩონჩხებს არ ვიხილავთ, მაგრამ სურათი, რაც ჩვენ თვალწინ
გადაიშლება, არანაკლებ მკაცრია.
არქეოლოგი ნასაძე აგვიწერს ქვემო ქართლის ერთ ნასოფლარს და მიუხედავად
იმისა, წერილის ხასიათი სულ სხვაა – იგი მხოლოდ სამეცნიერო ანგარიშია. – ავტორი
შემაძრწუნებელი სიცხადით გვაგრძობინებს ქართული ოჯახის ტრაგედიას. რაც აქ
სწორე დიმ დროს დატრიალებულა.
არქეოლოგი საგანგებოდ არა ცდილობს დრამატული სურათი დაგვიხატოს, ეს
თავისით ხდება, მეტად ლაკონური და თითქოს მშრალი ანგარიშის გადმოცემის
დროს. ჟერ სოფელს აგვიწერს ავტორი– მოკლედ, ძუნწსიტყვაობით. ჩვენში
მძლავრად ფეხმოკიდებული პათეტურობის გარეშე, და ეს კიდევ უფრო მძაფრად
განგვაცდევინებს 7-8 საუკუნის წინანდელ ტრაგედიას.
სოფელი ხეობაში მდებარეობდა –
ხეობა მოკლეა და მთლიანად ტყით დაფარული. ქვემო ქართლისათვის ტიპიური
მთიანი ლანდშაფტია. ხეობაში მოედინება პატარა მდინარე კაზრეთულა, რომელიც
მდინარე მაშავერას უერთდება სოფელ კაზრეთის ბოლოს. კაზრეთის ხეობა იწყება
მარალმთიანი, ტყით დაფარული ქედიდან, რომელიც მდინარე მაშავერასა და
მდინარე ფოლადაურის წყლებს ჰყოფს ერთიმეორისაგან... საცხოვრებელი ნაგებობანი
განლაგებული ყოფილა მთის კალთის ძირში, კაზრეთის სამების ეკლესიის გარშემო...
და მერე ამ ეკლესიის სილამაზესაც გვაჩვენებს ავტორი... ამის შემდეგ უკვე
ოჯახს ვეცნობით, საკმაოდ შეძლებულ ქართულ ოჯახს, გლეხის ოჯახს. თოთხმეტი
სხვადასხვა ზომის ქვევრი, რომლებიც მიწაში ჩაფლული დახვდა ჩვენს
არქეოლოგებს, იმის საშუალებასაც აძლევს მკვლევარს, რომ ივარაუდოს: ამ გლეხს
კარგა მოზრდილი ვენახი ჰქონია – სამი ათას ძირამდე ვაზი. დიდი,
სტუმართმოყვარე ოჯახი ყოფილა, შრომაც ყვარებია და ლხინიც, მაგრამ ამდენ
ღვინოს მაინც ვერ შესვამდა – ჰყიდდნენ ღვინოს, შემოსავლის წყარო იყო. იმიტომაცაა
ღონიერი ოჯახი. ამას ბოსლის სიდიდეც კი ამტკიცებს– საქონელი ბლომად
ჰყოლიათ, თორემ იმოდენა ბოსელს არ ააშენებდნენ. ოჯახის კეთილდღეობას
ადასტურებს ლამაზად მოხატული დერგებიც, რომლებიც დიასახლისს
დაკრიალებული ეწყო თაროზე და ახლა ნატეხებსღა ვხედავთ. დერგებზე მოხატული
ყოფილა მამალი ხოხბები... აშკარაა, სახლში გაკეთებული არ არის ეს დერგები –
ნაყიდია. მაშინვე ძვირი იქნებოდა ასეთი ნახელავი. და რაკი მაინც იყიდა
დიასახლისმა, ეს ოჯახის ღონიერებაზეც კარგად მიგვანიშნებს, და, რაც ჩვენთვის
განსაკუთრებით საინტერესოა, მაღალ ყოფითს კულტურაზეც, ამზე მიგვანიშნებს
637
სხვა საოჯახო ნივთებიც, და, საერთოდ, მთელი ეზო და კარმიდამო, ნაგებობანი...
თუნდაც ის დიდი, ნათელი წინაკარი, რომელიც საფასადო მხარეზე აკრავს სახლს. და
იმის გამო, რომ აქაურ ცხელ ზაფხულში აქ
მთელი დღის განმავლობაში ჩრდილი და სიგრილე იქნებოდა, პურს აქა ჭამდა
ოჯახი... ვრცელი. ოთხ დედაბოძიანი დარბაზი... ბოსლის სახურავში მოწყობილი
ორი ერდო... ცალკე
ოდნავ წაგრძელებული
სამზარეულო – ისიც საკმაოდ ვრცელი, 26 კვადრატული მეტრის მოცულობისა...
სიცოცხლე ერთბაშად შეწყვეტილა ამ ოჯახში. ძნელია თქმა, კონკრეტულად რა
ვითარებაში, მაგრამ როცა მემატიანეების ზემოთნახსენებ ცნობებსაც გავეცნობით,
ზოგადად მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მიახლოებით გავაცოცხლოთ სურათი –
– როგორ დაუვლიათ ბავშვებისათვის ხელი და გაჭრილან, რისი წაღებაც
შეიძლებოდა და რისი წაღებაც მოასწრეს, სახელდახელოდ შეკრეს და წაიღეს...
ოღონდ ნაჩქარევად – დანაც კი, რაც ყოველგვარ ვითარებაში დასჭირდებოდათ და
რისი წაღებაც ადვილი იყო, თაროზევე დარჩენიათ, ჩამოღება ვერ მოუსწრიათ...
ეჩქარებოდათ, მდევრებს უნდა გაქცეოდნენ...
მძიმე გადასახადებს, ბუნებრივია, მევახშეობა მოჰყვა. შემორჩენილია
საბუთები, საიდანაც ვგებულობთ, როგორ საზღაპროდ დაზრდილა ვახში, რა მძიმე
პირობებში უხდებათ ფულის სესხება, რათა ბეგარა გადაიხადონ. მარტო გლეხობა არ
ჩავარდნილა მძიმე დღეში – თუმცა, ბუნებრივია, მათი მდგომარეობა ყველაზე უფრო
აუტანელი იყო; შემორჩენილია საბუთები, საიდანაც ვგებულობთ წარჩინებულთა
გაჭირვებასაც. იყიდება სოფლები, რათა ხარკი გადაიხადონ... ნახეთ, რა სიტყვები
შემოუნახავს ერთ შემთხვევით გადარჩენილ საბუთს –შემაძრწუნებელი
სინამდვილის გამომხატველი სიტყვები; ... მათ ჟამთა დია ქუეყანანი დაისყიდნეს,
ხარკობისაგან ო ქ რ ო ი ძ უ ი რ ა დ ი ყ ვ ი ს და ს ო ფ ე ლ ი ი ე ფ ა დ...
მონღოლებს ფული უნდოდათ, ფულსა ჰკრეფდნენ დაპყრობილ ქვეყნებში და
ფული გაძვირდა.
ეს საბუთი სწორედ იმ დროს არის დაწერილი, როცა აღწერა უკვე
ჩაუტარებიათ და ახლა მონღოლები სოფელში დათარეშობენ ხარკის ასაღებად. აქ
აღწერილი ამბები ბაღდადის ბრძოლების შემდეგ მალევე მომხდარა – ... მას ჟამსა,
ოდეს ბაღდადი გატეხეს თათართა... ვკითხულობთ სიგელში.
მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება: ეს გახლავთ შეწირულობის
სიგელი მეჭურჭლეთუხუცესის კახა თორელისა რკონის მონასტრისადმი. საბუთში
სწორედ სოფლების ყიდვა-გაყიდვის ფაქტია ნახსენები. კერძოდ, ვგებულობთ, რომ
კახა თორელსა და მის თანამეცხედრეს ხათუთას (ეს ხათუთა, სხვათა შორის,
აბუსერის ძეთა დიდი გვარის შვილია) უყიდნიათ ქართლის დიდი და მშვენიერი
სოფელი ხოვლე და რკონის მონასტრისათვის შეუწირავთ. ახლა ისიც ვნახოთ, – – ეს
არის განსაკუთრებით საინტერესო, – – ვისგან უყიდნიათ ქართული სოფელი კახა
თორელსა და მის მეუღლეს:
ნახევარი ხოჯა სალამის ცოლისა და შვილისაგან და ნახევარი ჰასან სუმბაკის ძისა
სომხისაგან და იოსებ ბუღაფაის ძისა ჰურიისაგან.
კიდევ უფრო საგულისხმო ის არის, რომ ამათაც, ხოვლეს ახლანდელ
გამყიდველებსაც, სულ ცოტა ხნის წინ
აღბუღაისაგან და მისთა შვილთაგან
უყიდიათ ეს სოფელი ხუთი ათას თეთრად.

638
საბუთი ბევრ სხვა ცნობასაც შეიცავს, მაგრამ ვრცელია და აქ ვერ მოვიტანთ. მე
მხოლოდ ერთი პატარა ნაწყვეტი მოვიტანე იმის საჩვენებლად, თუ რა დღეში იყო
ძველისძველი, დიდებული ქართული სოფელი... ვის ხელში აღარ მოხვედრილა, ვის
აღარ უყიდნია და გაუყიდნია... როგორ უჯიჯგნიათ, როგორ უწამებიათ... ზოდჯერ
რა მკაცრ სინამდვილეს გადმოგვცემს ხოლმე მშრალი, მაშინდელი საკანცელარიო
ტერმინებით შედგენილი ქრონიკა!..

5.
გადასახადებზე არანაკლებ მძიმე იყო სამხედრო ბეგარა; ყოველწლიურად
90000 ჭაბუკისაგან იცლებოდა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები! ბუნებრივია,
რომ ეს რიცხვი, ხშირად გაცილებით უფრო დიდი იყო, ნაკლები კი – – არასოდეს.
გაუტავებელ ბრძოლებში ჩაბმულ მონღოლებს მუდამ აკლდათ მეომრები, ამისდა
შესაბამისად, მათგანვე დაწესებულ რიცხვს არა სჯერდებოდნენ და მეტი გაჰყავდათ.
განუწყვეტლივ ბრძოლებში იყვნენ ერისთავებიც, დიდებულებიც.
ზემოთ რამდენჯერმე ვახსენეთ ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი. ჩვენ იგი
ვნახეთ ერთ ეპიზოდში, მძიმე განსაცდელის დროს, როცა მოულოდნელად ბეწვზე
დაეკიდა სამშობლოდან გადახვეწილი ათასობით ქართველი მეომრის სიცოცხლე – –
და იქნებ მთელი ქვეყნის ბედ – იღბალიც; როცა ცოფმორეული ბრბო ველური
გახელებით დაიძრა ქართველი ჭაბუკების გასაჟლეტად; ვნახეთ, იმ უაღრესად
დაძაბულ ვითარებაში როგორ უყოყმანოდ გადაწყვიტა მან, თავი დაედო
თანამებრძოლებისა და მამულის დასახსნელად...
ბუნებრივია სურვილი, უფრო მეტი რამე იცოდე ამ კარგი ვაჟკაცის
ცხოვრებიდან. სამწუხაროდ, ამის საშუალებას თითქმის მოკლებული ვართ – –
როგორ წარიმართა მისი ცხოვრება ალამუთის ბრძოლების შემდეგ, რა იღვაწა და რა
ვითარებაში მოკვდა, ეს ჩვენთვის უცნობია. ამ ცნობებს ვერ წავიკითხავთ იმ ორიოდე
საბუთში, რომლებშიაც გრიგოლ სურამელია ნახსენები.
თავს ნებას მივცემ ამათგან ერთი საბუთი მაინც გავაცნო მკითხველს. ეს არის
შეუვალობის სიგელი, რომელიც ძალიან დაზიანებული ჩავარდნია ხელში მის
პირველ გამომქვეყნებელს თედო ჟორდანიას (მკვლევარი თვითონვე ჩივის – –
სიგელს ბევრი აკლია და აზრი დაბნელებულიაო). მერე ბევრ სხვა ამისთანა
საბუთებთან ერთად სულაც დაკარგულა. იმდენ განსაცდელგამოვლილ საბუთს
მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე მოუღწევია და მერე დაღუპულა! ბოლო ნაწილიღა
გადარჩენილა. საბედნიეროდ გამოქვეყნება მოასწრო თედო ჟორდანიამ. სწორედ ამ
საბუთის მიხედვით ჩანს, რომ ქართლის ერისთავი განუწყვეტლივ ბრძოლებშია. ჟერ
იყო და, მონღოლებს ებრძოდა. ახლა კი მონღოლების ლაშქარში იბრძვის ვიღაცის
წინააღმდეგ (აკი ალამუთის ბრძოლაშიც ვნახეთ!).
მაგრამ ეს საბუთი მარტოიმიტო არ მიხსენებია, მიმენიშნებინა, როგორ
განუწყვეტლივ ბრძოლებში იყო ქართველი ერისთავი. ეს ალბათ ისედაც
იგულისხმებოდა; სულ სხვა მიზნით მინდა გავაცნო იგი მკითხველს. ამ საკმაოდ
დიდ სიგელს აქ მცირე შემოკლებით მოვიტან. ღოგორც ითქვა, ეს არის შეუვალობის
სიგელი შიომღვიმისადმი. შესავალი ნაწილის შემდეგ (რომელსაც, ეტყობა, დიდი
დაზიანებით მოუღწევია მეცხრამეტე საუკუნემდე), გრიგოლ სურამელი სიგელით
ადასტურებს:

639
... ნუცა ხელისუფალი შევა, ნუცა ციხისთავი... ნუცა მესახმარე... და ნუ რაი
მაწყინარი... ნუცა მენუკვარი, ნუცა მოხარჯე, ნუცა მესაბანჯრე, ვინაითგან თვით
წმიდათა მეფეთაგან და ჩუენისა სახლისგანცა წმიდისა შიოს ცხვარნი და მეცხვარენი
ყოველსა ადგილსა თავისუფალნი არიან და შეუვალნი საბანჯრობისაგან და მისი
სიგელიც აქვნდა დაწერილი ჩუენისა სახლისაგან წმიდასა უდაბნოსა მღვიმისასა.
თუ ჩუენი კაცი და მღვიმისა ჩამოიკიდნენ, ჩუენისა კაცისაგან სამართალი
მამასახლისმან ჩუენმან აიღოს, და მღუიმისა კაცისა თვით მღუიმისა ხელისუფალმან
აიღოს.
თუ საქმე რამ დავარდეს სასაურო მღუიმისა და ჩუენთა კაცთა შუა,
მამასახლისმან და მღუიმის ხელისუფალმან მართლითა სამართლითა დაუურვონ.
თუ სისხლი შეჰხდეს მღუიმისა კაცსა ჩუენისა კაცისაი, მემღუიმის
ხელისუფალმან სისხლის პატრონსა სისხლი გარდასცეს მონასტრისა წესითა, ვითა
ჩუენისაც მონასტრის წესია.
და სხვებ ჩუენ მამასახლისისა პატრონთანა ნურას დაეკარების, მოდგეს და რაც
მემღუიმემან ბრძანოს იგი იურვოს.

თუ ნაჰარევი შეჰხვდეს მღუიმის კაცსა მღუიმის ხელისუფალმან თავნი ხელთ


მისცეს და შვიდეული წმიდის შიოსდა შემიწირავს...
გარეთ ვინც მაწყინარი გამოჩნდეს მღუიმის გლეხთაი. მამასახლისი ჩუენი ესე
იურვოდეს ვითა ქვათახევის გლეხთა.
სხუაი ყოველი ამიხდია ჩუენი ბეგარაი და გაგუიშვია. ნუც ჩუენს დაჭირვებასა
რას ჟამსა და ნუც ლხინსა ნუ რათ შეუვალს: ნუ მამასახლისი, ნუ ხელისუფალი, ნუ
ციხისთავი, ნუ გზირი, ნუ მსახური და ნუ რაი გუარი ნუ იკადრებს.
ესე ყოველი ჩემითა ნებითა დამიწერია, სრულითა ცნობითა, სიმრთელესა შინა
ტანისა ჩემისასა, მე, ხელითა ჩემითა ძესა სულკურთხეულისა სულა ქართლის
ერისთავთა ერისთავისა, დიდად ვალიანსა ჩემსა სახლსა ზედა, მარჯუნით დგუამასა
ძმისა ჩემისა ივანესსა და წინა დგომასა ძისა ჩემისა ბეგასსა...
თუ ღმერთს უნდეს, სხვითაცა სამსახურითა წმინდის უდაბნოსთა
გარდავიხდი, თუ ღმერთმან ჟამ მომცეს; და თუ არა, ძესა ჩემსა ბეგას დავანდობ, თუ
ღმერთმან დღენი მისცეს, ვითა გუინდა მან მსახუროს წმიდასა უდაბნოსა
მღუიმისასა, თავითა თუისითა, რაითა წმიდამან მამამან მღუიმეს სცეს წარმართებაი
კეთილი საწუთროსა ამას შინა, და ვითა მე არა სადა დამიტევა შეუწევნელი, ეგრეთვე
იგი არა დაუტეოს, და მას საუკუნესა ორთავე მეოხად წარმოგუიდგეს წინაშე
საყდარსა ქრისტეს ღმრთისასა, ოდეს ყოველთა განშჯიდეს მსაჯული იგი
თუალუხავი.
აწ ესე ჩემგან დაწერილი მიითუალე პირველად შენ, ღმერთო, ყოველთა
კეთილთა მიზეზო და მერმე შენ, წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო შიო. და შენ,
მზრუნველო ორთავე ცხორებათა ჩემთაო არსენ, მიუთვალე ეს ღმერთს,
თავსმდებობითა ყოვლად წმიდის ღმრთისმშობლისათა და წმიდისა მთავარმოწამისა
გიორგისითა ქმნილი და დაწერილი და შეწირული.
და შენ, ძმაო ივანე და ძეო ჩემო ბეგაო, თქუენ მიგითუალავ ამას ანდერძსა მე,
გრიგოლ ქართლის ერისთავი, მიმავალი მეოთხედ წარმართთა თათართა შიგან
ქრისტეს სჯულისა და ერისა და ეკლესიათა დაცუისათვის.თუ ღმერთმან ჩემს
შედეგად გყვნეს, და თქუენ ერთითაცა ბეწუისა ოდენითა შეჰშალოთ ესე ჩემგან
ღრმთისა მითუალული, ღმერთმან ყოველი საქმე თქუენი შეშალოს და ნურაი
კეთილი ნუ დაგიმტკიცოს.

640
და ჩემსა შედეგად მომავალნო ჩემგან შვილნო და შვილისშვილნო, ვინც ესე
ჩემგან ქმნილი საცილობელად შეჰქნათ – – ანუ საქმითა, ანუ სიტყუითა, ღმერთმან
მოგხადენ პატიჟი შეუნდობელი. ვინაითგან ვიყავ ოდეს მე მეცა ამის მოქმედი,
თქუენცა ამასვე გზასა წარმოვლით უცილობელად, სირცხულეულნიც მოხვალთ
წინაშე ქრისტეს ღმრთისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსსა და მერმე ჩემთანა
ამათის მონისა.
და რამაცა გუარმან კაცმან აქციოს ესე ჩემგან ნაქმარი: ანუ ჩემისა სახლისა
შვილმან, ანუ სძალმა, ანუ სიძემან – – სისხლმთაცა ქრისტეს ღმრთისათა მზღველად
წარგუადგინენ დღესა მას განჰსჯისასა წმიდაო ანგელოზო; და ხორცთაგან განსლვასა
მისსა შინა სატანასმცა ახლავს შემწყნარებელად სულისა მისისა საწყალობელისად...
... სასჯელისა ოდესმე ლხინებული, ამისთა შემცვალებელთა ნუცა მაშინ მისცემ
შენდობასა ღმერთო მართლმსაჯულო. მით რომე სამართალი შენი მიქმნია და სხუისა
არა ვისდა რამე დამიკლია.
და თუ ხელისუფალმან ვინმე უპარრონოდ ამისი ცილება იკადროს, და იგი
ხელისუფალი არ გაპატიჟოს ჩემისა სახლისა პატრონმან, – – ესე ყოველნი წყევანი
მას დაუმკუიდრენ ღმერთო, რომლისა თავსმდებობითა ამას ვწერ, ხელითა ჩემითა
აქა სრულ მყოფელი.
ისე ცოტა შემორჩენილი ჩვენი ხალხის მაშინდელი ცხოვრების ამსახველი
წერილობითი საბუთები, რომ ვეღარ ელევი, გინდა ისევ და ისევ წაიკითხო; იქნებ
სწორედ იმის გამო, რომ ცოტა შემორჩა, ჯადოსნურ ძალას იძენენ ისინი, მარტო
ამბავს კი არ გადმოგვცემენ, არამედ თითქოს საუკუნეების წინათ დარხეული ბგერები
შემოენახოთ – – ცოცხალ საუბარს გ ჩვენ ამ წინა წიგნებში ჩვენი ხალხის მაღალ
კულტურაზე ვლაპარაკობდით და გავიხსენეთ ქართული მწერლობის, მხატვრობისა
თუ არქიტექტურის ქმნილებანი.ვეფხისტყაოსანი, ოპიზარების ნამუშევრები და
ქართული არქიტექტურის ძეგლები მართლაც უმაღლესი გამოხატულებაა ხალხის
შემოქმედებითი გენიისა და, რაღა თქმა უნდა, დიდ სულიერ კულტურაზე
მეტყველებს მაგრამ ეს ერთი მხარეა საერთო კულტურისა; ვშიშობ, ძალიან
პათეტურად არ გამომივიდეს, მაგრამ ეს ცაში აზიდული მწვერვალებია, რომელთა
ელვარება გვხიბლავს და გვაოცებს; მაგრამ როგორც მწვერვალია ამოზიდული მყარი
ნიადაგიდან და უიმნიადაგოდ ძალა და სიმტკიცე არ ექნებოდა, ასევე არ შეიძლება
დამოუკიდებლად ყოფითი კულტურისაგან განცალკევებულად წარმოვიდგინოთ
ხალხის შემოქმედებითი გენია; ისინი ავსებენ და სიმტკიცეს აძლევენ ერთმანეთს.
ჭინა წიგნებში ყოფითი ჩვენ ამ წინა წიგნებში ჩვენი ხალხის მაღალ კულტურაზე
ვლაპარაკობდით და გავიხსენეთ ქართული მწერლობის, მხატვრობისა თუ
არქიტექტურის ქმნილებანი. ვეფხისტყაოსანი, ოპიზარების ნამუშევრები და
ქართული არქიტექტურის ძეგლები მართლაც უმაღლესი გამოხატულებაა ხალხის
შემოქმედებითი გენიისა და, რაღა თქმა უნდა, დიდ სულიერ კულტურაზე
მეტყველებს მაგრამ ეს ერთი მხარეა საერთო კულტურისა; ვშიშობ, ძალიან
პათეტურად არ გამომივიდეს, მაგრამ ეს ცაში აზიდული მწვერვალებია, რომელთა
ელვარება გვხიბლავს და გვაოცებს; მაგრამ როგორც მწვერვალია ამოზიდული მყარი
ნიადაგიდან და უიმნიადაგოდ ძალა და სიმტკიცე არ ექნებოდა, ასევე არ შეიძლება
დამოუკიდებლად ყოფითი კულტურისაგან განცალკევებულად წარმოვიდგინოთ
ხალხის შემოქმედებითი გენია; ისინი ავსებენ და სიმტკიცეს აძლევენ ერთმანეთს.
ჭინა წიგნებში ყოფითი ჩვენ ამ წინა წიგნებში ჩვენი ხალხის მაღალ კულტურაზე
ვლაპარაკობდით და გავიხსენეთ ქართული მწერლობის, მხატვრობისა თუ
არქიტექტურის ქმნილებანი. ვეფხისტყაოსანი, ოპიზარების ნამუშევრები
641
და ქართული არქიტექტურის ძეგლები მართლაც უმაღლესი გამოხატულებაა ხალხის
შემოქმედებითი გენიისა და, რაღა თქმა უნდა, დიდ სულიერ კულტურაზე
მეტყველებს მაგრამ ეს ერთი მხარეა საერთო კულტურისა; ვშიშობ, ძალიან
პათეტურად არ გამომივიდეს, მაგრამ ეს ცაში აზიდული მწვერვალებია, რომელთა
ელვარება გვხიბლავს და გვაოცებს; მაგრამ როგორც მწვერვალია ამოზიდული მყარი
ნიადაგიდან და უიმნიადაგოდ ძალა და სიმტკიცე არ ექნებოდა, ასევე არ შეიძლება
დამოუკიდებლად ყოფითი კულტურისაგან განცალკევებულად წარმოვიდგინოთ
ხალხის შემოქმედებითი გენია; ისინი ავსებენ და სიმტკიცეს აძლევენ ერთმანეთს.
ჭინა წიგნებში ყოფითი ვასმსნინებენ, იმ დროის ადამიანებს გვიცოცხლებენ და მათ
ვნებებსა და განცდებს გვაჩვენებენ, მათი ურთიერთობის მოწმედა გვხვდიან...
საბუთს რამდენიმე მნისვნელოვანი ჩვენ ამ წინა წიგნებში ჩვენი ხალხის მაღალ
კულტურაზე ვლაპარაკობდით და გავიხსენეთ ქართული მწერლობის, მხატვრობისა
თუ არქიტექტურის ქმნილებანი. ვეფხისტყაოსანი, ოპიზარების ნამუშევრები
და ქართული არქიტექტურის ძეგლები მართლაც უმაღლესი გამოხატულებაა ხალხის
შემოქმედებითი გენიისა და, რაღა თქმა უნდა, დიდ სულიერ კულტურაზე
მეტყველებს მაგრამ ეს ერთი მხარეა საერთო კულტურისა; ვშიშობ, ძალიან
პათეტურად არ გამომივიდეს, მაგრამ ეს ცაში აზიდული მწვერვალებია, რომელთა
ელვარება გვხიბლავს და გვაოცებს; მაგრამ როგორც მწვერვალია ამოზიდული მყარი
ნიადაგიდან და უიმნიადაგოდ ძალა და სიმტკიცე არ ექნებოდა, ასევე არ შეიძლება
დამოუკიდებლად ყოფითი კულტურისაგან განცალკევებულად წარმოვიდგინოთ
ხალხის შემოქმედებითი გენია; ისინი ავსებენ და სიმტკიცეს აძლევენ ერთმანეთს.
ჭინა წიგნებში ყოფითი ჩვენ ამ წინა წიგნებში ჩვენი ხალხის მაღალ კულტურაზე
ვლაპარაკობდით და გავიხსენეთ ქართული მწერლობის, მხატვრობისა თუ
არქიტექტურის ქმნილებანი. ვეფხისტყაოსანი, ოპიზარების ნამუშევრები
და ქართული არქიტექტურის ძეგლები მართლაც უმაღლესი გამოხატულებაა ხალხის
შემოქმედებითი გენიისა და, რაღა თქმა უნდა, დიდ სულიერ კულტურაზე
მეტყველებს მაგრამ ეს ერთი მხარეა საერთო კულტურისა; ვშიშობ, ძალიან
პათეტურად არ გამომივიდეს, მაგრამ ეს ცაში აზიდული მწვერვალებია, რომელთა
ელვარება გვხიბლავს და გვაოცებს; მაგრამ როგორც მწვერვალია ამოზიდული მყარი
ნიადაგიდან და უიმნიადაგოდ ძალა და სიმტკიცე არ ექნებოდა, ასევე არ შეიძლება
დამოუკიდებლად ყოფითი კულტურისაგან განცალკევებულად წარმოვიდგინოთ
ხალხის შემოქმედებითი გენია; ისინი ავსებენ და სიმტკიცეს აძლევენ ერთმანეთს.
ჭინა წიგნებში ყოფითი ჩვენ ამ წინა წიგნებში ჩვენი ხალხის მაღალ კულტურაზე
ვლაპარაკობდით და გავიხსენეთ ქართული მწერლობის, მხატვრობისა თუ
არქიტექტურის ქმნილებანი. ვეფხისტყაოსანი, ოპიზარების ნამუშევრები
და ქართული არქიტექტურის ძეგლები მართლაც უმაღლესი გამოხატულებაა ხალხის
შემოქმედებითი გენიისა და, რაღა თქმა უნდა, დიდ სულიერ კულტურაზე
მეტყველებს მაგრამ ეს ერთი მხარეა საერთო კულტურისა; ვშიშობ, ძალიან
პათეტურად არ გამომივიდეს, მაგრამ ეს ცაში აზიდული მწვერვალებია, რომელთა
ელვარება გვხიბლავს და გვაოცებს; მაგრამ როგორც მწვერვალია ამოზიდული მყარი
ნიადაგიდან და უიმნიადაგოდ ძალა და სიმტკიცე არ ექნებოდა, ასევე არ შეიძლება
დამოუკიდებლად ყოფითი კულტურისაგან განცალკევებულად წარმოვიდგინოთ
ხალხის შემოქმედებითი გენია; ისინი ავსებენ და სიმტკიცეს აძლევენ ერთმანეთს.
ჭინა წიგნებში ყოფითი ცნობა შემოუნახავს... მაგრამ ამჯერად მე სხვარამეზემინდა
შევაჩერო მკითხველის ყურადღება, – უფრო საგულისხმოსა და საინტერესოზე...

642
ჩვენ ამ წინა წიგნებში ჩვენი ხალხის მაღალ კულტურაზე
ვლაპარაკობდით და გავიხსენეთ ქართული მწერლობის, მხატვრობისა თუ
არქიტექტურის ქმნილებანი. ვეფხისტყაოსანი, ოპიზარების ნამუშევრები
და ქართული არქიტექტურის ძეგლები მართლაც უმაღლესი გამოხატულებაა ხალხის
შემოქმედებითი გენიისა და, რაღა თქმა უნდა, დიდ სულიერ კულტურაზე
მეტყველებს მაგრამ ეს ერთი მხარეა საერთო კულტურისა; ვშიშობ, ძალიან
პათეტურად არ გამომივიდეს, მაგრამ ეს ცაში აზიდული მწვერვალებია, რომელთა
ელვარება გვხიბლავს და გვაოცებს; მაგრამ როგორც მწვერვალია ამოზიდული მყარი
ნიადაგიდან და უიმნიადაგოდ ძალა და სიმტკიცე არ ექნებოდა, ასევე არ შეიძლება
დამოუკიდებლად ყოფითი კულტურისაგან განცალკევებულად წარმოვიდგინოთ
ხალხის შემოქმედებითი გენია; ისინი ავსებენ და სიმტკიცეს აძლევენ ერთმანეთს.
წინა წიგნებში ყოფითი
მემატიანე ამას აღარ გვეუბნება, მაგრამ თავისთავად იგულისხმება, როგორ
გალაღდებოდა პატივისა და კარიერის მაძიებელი როგორ დაიჭერდა თავს, რამდენს
მოიხვეჭდა, როგორ გამდიდრდებოდა. ამისი განმარტება იქნებ საჭირო არც კი იყოს –
მოხვეჭა და გამდიდრება ხალხის ხარჯზე ხდებოდა. მშრომელი ხალხის ხარჯზე,
რომელიც ისედაც წელში გაწყვეტილი იყო, თითქმის ერთადერთი და რა აღარ
შეეძლო – აკი მისი მეხოტბე მემატიანესაც წამოცდა:
ყოველნი ძრწოდეს მისგან და თვალნი ყოველთანი მას უჭვრეტდნენ...
მაგრამ მთავარი საზრუნავი სუმბატისა წინაპართა მამულისა და
თანამდებობის დაბრუნებაა, ე სკი ჯერ ვერ მოუხერხებია...
თუმცა, როგორც სტეფანოს ორბელიანი გვაუწყებს, თითქმის მიუყვანია აქამდე
საქმე. შუმბატმა, რაღა თქმა უნდა, იცოდა იმ შეჩვენების ამბავი, რომელიც გიორგი
მესამემ ეკლესიას დაამტკიცებინა. ჯერ საჭირო იყო ამ ანდერძის გაუქმება და მერე
ძველი დიდების დაბრუნებაც შედარებით გაადვილებული იქნებოდა. ღოგორც
ვიცით, სუმბატი ყოველნაირად ცდილობს მეფესთან დაახლოებას, მისი გულის
მოგებას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ერთგულებას უმტკიცებს, მეფის გულზვავ მტრებს
თვითონვე მოაკვდინებს, რადგან ყაენის კარზე დიდი გავლენა აქვს მოპოვებული და
ეგოდენ უსმენდა ჰულაგუ მას, ვიდრე ვისიცა ენება, მოაკულევინებდა... უცდის
სასურველ შემთხვევას, რომ მეფეს გააუქმებინოს ის საშინელი შეჩვენება, რომელიც
მთელს მის საგვარეულოს მოუშორებელ ჭირად ასდევნებია: იქ დიდი წინაპრების
სულებსა სტანჯავს, აქ კი მათ კანტიკუნტად შემორჩენილ ნაშიერებს გასაქანს აღარ
აძლევს რომელსაც ეს-არის გავეცანით და ეს საბუთიც – – გრიგოლ სურამელის
შეუვალობის სიგელიც – ამის მაგაკითად მოვიტანეთ. ეს ხომ უბრალო საქმიანი
ქაღალდია, დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ სანოტარო საბუთი, იმ
დანიშნულებით შედგენილი, რომ, თუკი საჭირო გახდებოდა, სულ რამდენიმე
ადამიანს წაეკითხა: სხვა მიზანი მას არ ჰქონია. ამის შემდგენელი ვერც კი
წარმოიდგენდა, რომ როდესმე მრავალი საუკუნის შემდეგ იგი თავისი პირვანდელი
დანისნულების გარდა ვინმესთვის საინტერესო გახდებოდა და ადამიანთა ფართო
წრე წაიკითხავდა. უბრალო საქმიანი საბუთია. მაგრამ ნახეთ, როგორ არის
დაწერილი – როგორი სტილით, რა დახვეწილი ქართულით, რა კომპოზიციის
გრძნობით, რა ექსპრესიით...ასე გეგონება, დიდი პოეტური ქმნილების ნაწყვეტს
კითხულობდე. ამ უბრალო სიგელშიც კი როგორ ჩანს ენის საოცარი მოქნილობა
დადინამიზმი, დიდი სისადავე, ლაკონიზმი... მარტო ამითაც კი შეგიძლია
წარმოიდგინო დონე ჩვენი ხალხის ყოფითი კულტურისა.

643
ახლა რომ გამახსენდა ეს სიგელი, და თავს ნება მივეცი მკითხველისათვის
შემეხსენებინა, ამას თავისი საფუძველი აქვს. იმაზე ვსაუბრობდით რა განსაცდელში
ჩავარდა ჩვენი ხალხი, როგორ ართმევს სულს გადამთიელი დამპყრობელი...
გრიგალივით მოვარდა, ოჯახი გაუნადგურა, გაჟლიტა, გააღატაკა, ცხოვრების წესი
შეუშალა... გრიგალს ერთი სიკეთე მაინც აქვს: მოვარდება და გადაივლის, წავა. რა
უბედურებაც არ უნდა დაატრიალოს, ადამიანი თანდათანობით მოიშუშებს ტკივილს
და მწუხარებას – ასეთია ადამიანის ბუნება – განადგურებულს აღადგენს, ზარალს
აინაზღაურებს... ეს კი მოუშორებელი ჭირი გამოდგა, იქვე დაიბუდა მასთან, მის
გვერდით... და მისგან მოვლენილი უბედურება მარტო იმით კი არ განისაზღვრება,
რა მატერიალური ზარალი მიაყენა, არამედ, უმთავრესად მასთან ურთიერთობის
სიძნელით – დამპყრობელთან ურთიერთობის სიძნელით – იმ მძიმე შედეგებით, რაც
ამ ურთიერთობას თანდათანობით მოჰყვება... ყველაზე ძნელი მის არის, როცა რაიმე
უბედურებასთან შეჩვევა უხდება ადამიანს, როცა მისი სულის დამონება ხდება, როცა
საუკუნეობით გამტკიცებული, ადამიანთა ფსიქიკით ჩამოყალიბებული ადათ –
ჩვეულებები, ცხოვრების წესი დამპყრობლისას უნდა შეეგუოს... ჯერ კი შეუპოვრად
დაუპირისპირდება შენი ცხოვრების წესი მისას, მტკიცე კლდედ აღიმართება... მაგრამ
როცა მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება ეს დაწოლა განუწყვეტლივ, მოელის
სისასტიკით, ყოველგვარი ხერხებით... არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს შენზე,
შენი ცხოვრების წესზე...
ზემოთ ჩვენ მოკლედ გავეცანით მონღოლების ცხოვრების წესს, და ადვილად
წარმოვიდგინეთ, როგორ გაუძნელდებოდა მათთან ურთიერთობა მაღალი
კულტურის ხალხს, რა შეურაცხმყოფელი იქნებოდა, რა დამამცირებელი, როგორი
აუტანელი... უბრალო ხალხისთვისაც და დიდგვარიანებისათვისაც, თვითონ
მეფისთვისაც...
როცა მოესურვებათ მაშინ გაიწვევენ მეფეს ლაშქრობაში, ან – – რაც კიდევ
უფრო ძნელი მოსათმენია – – ხან ნოინი დაიბარებს, ხან ყაენი. და ისიც მყისვე უნდა
ეახლოს; თანაც,თავად არ იცის, რამდენი ხნით უნდა იყურყუტოს იქ – –
დამცირებულმა, შეურაცხყოფილმა... დაბალ მოხელეებთან ურთიერთობით ილახება
მისი მეფური ღირსება, ამიტომაც აყოვნებენ იქ დიდხანს, შეახსენებენ, რომ მონაა და
იძულებულია იცადოს – – ზოგჯერ თვეობით, წლობით...
მოთმინების სიმები უკიდურესად დაიჭიმა... აშკარა იყო, დღეს არა ხვალ, უნდა
გაწყვეტილიყო.
და ეს დღეც დადგა.

6.
რამდენიმე წყარო გადმოგვცემს მონღოლების წინააღმდეგ დავით რუსუდანის
ძის აჯანყების ამბავს, და ეს წყაროები ავსებენ ერთმანეთს, საშუალებას გვაძლევენ
სრულად წარმოვიდგინოთ ყველაფერი.

... არღუნ ამირი ჯერ საქართველოში წავიდა, რადგან დავით მეფე, შვილი ყაზ-
მალიქისა (ანუ ქალი-მეფისა, ე.ი. რუსუდანისა), აჯანყებულიყო და ჰულაგუს
მონღოლებისა და მუსლიმანთა დიდი ლაშქარი გაეგზავნა იქით არღუნ ამირი თავისი
ამალითა და ერთი რაზმით თბილისიდან იმ მხარეს გაემართა: ორი ლაშქარი
სხვადასხვა მხრიდან შეხვდა ერთმანეთს და ბევრი ქართველი მოკლეს და
დაატყვევეს. არღუნ ამირი გამობრუნდა და 657 წლის რამაზანის დამლევს (ანუ 1259

644
წლის სექტემბრის შუა რიცხვებში). ჰულაგუს ეახლა თავრიზში და საქართველოს
მდგომარეობა მოახსენა
...
ეს ჯუვეინის ცნობაა და იმით არის მნიშვნელოვანი, რომ, ჯერ ერთი,
ადასტურებს სხვა წყაროთა ცნობას დავით ნარინის აჯანყების შესახებ და
განსაკუთრებით იმით, რომ გვისახელებს აჯანყების თარიღს, რასაც სხვა წყაროებში
არ ვხვდებით.
ჟამთააღმწერელი, სანამ უშუალოდ აჯანყების ამბავს გადმოგვცემდეს, ორ
საგულისხმო ფაქტს ასახელებს: ქართველი მეფეები
უმრავლესსა ჟამსა ულო (ჰულაგუ) ყაენს წინაშე იყვნენ, და ულო (ჰულაგუ) ლაშას
ძისა დავითისთვის უმეტეს მოყუარულ იყო, და რუსუდანის ძისა დავითისათვის
მოძულე...
რაკიღა მემატიანემ რუსუდანის ძის განდგომაზე მოთხრობას დაუკავშირა
ზემოთ მოტანილი ორი ფაქტი, ამით თავისთავად დაგვისახელა აჯანყების უშუალო
მიზეზი. გაბეზრდა მეფე ყაენთან ამდენი გამოძახებით, ლაშქრობებში წანწალით,
დამცირებით, შეურაცხყოფით... ალბათ იმისი შიშიც ჰქონდა, რომ ყაენი უბრალო
მოძულებას
არ აკმარებდა, და გადაქყვიტა, შებრძოლებოდა დამპყრობელს.

სამწუხაროდ, იმის ცნობები არა გვაქვს, როგორ მზადდებოდა ეს აჯანყება, ვინ


მონაწილეობდა და, საერთოდ, როგორ წარიმართა. ჟამთააღმწერლისა და სომეხი
მემატიანის სტეფანოზ ორბელიანის ცნობით ის ვიცით მხოლოდ, რომ დავით ნარინი
ტყვედა ჰყავდათ მონღოლებს ( ჰყავდათ იგი ბანაკსა შორის შეპყრობილი ) და
ალატაღიდან გადაჰყავდათ
საზამთრო ადგილსა ბარდავს...
ბრძოლის დროს ჩაიგდეს ტყვედ მეფე თუ ადრევე შეიტყვეს მონღოლებმა
აჯანყების ამბავი და წინასწარ შეიპყრეს, ეს ცნობილი არ არის.
ამრიგად, დავით რუსუდანის ძე მონღოლებს შეუპყრიათ და როცა
ალატაღიდან ბარდავს გადაჰყავდათ, უმარჯვნია და ორი მხებლითურთ გაქცეულა,
გაპარულა (ჟამთააღმწერლისა და სომეხი მემატიანის ცნობები, როგორც ითქვა,
ერთმანეთს ავსებენ, და ჩვენც ასე ვთავაზობთ მკითხველს). მეფეს თანა ჰქონია დედის
ნაქონი პატიოსანი თვალი – იშვიათი სილამაზისა, წითელი, რომელიც ღამეს
ცეცხლივით ანათებდა –
რომლისა მიერ ცვიოდნენ შარავანდედნი, ვითარცა ცეცხლისაგან და ღამე ანათებდა
სახლსა, ვითარცა ხუამლი... ღანა ჰქონია აგრეთვე
ნაწილი მაცხოვრისა ძელისა, რომელი შეეწონა ყოვლისა სამეფოისა მისისათვის...
ლტოლვილ მეფეს სუმბარ ორბელიანის მამული უნდა გაევლო, სანამ სამშვიდობოს
გააღწევდა. სოფელ გუთენში მას გზა გადაუჭრა იქაურმა
უფალმა, სუმბათის აზნაურმა. ალბათ მეფემ სთხოვა ამ კაცს, შენს ოატრონთან
მიმიყვანეო; და როცა სუმბათს წარუდგინეს, მეფემ უბიდან ქისა ამოიღო, რომელშიც
ის ძვირფასი თვალი და ჯვარი-პატიოსნის ნაწილი ჰქონდა, სუმბათს გადასცა და
შეევედრა: ეს მთელ სამეფოდა ღირს, გქონდეს, შეინახე; თუ დაბრუნება მიწერია,
მოდი ჩემთან, ეს მომიტანე და
მე მოგცე შენ ქუეყანა და ქალაქი, რომელიცა მთხოვო. თუ ვერ დავბრუნდი
შენ იყოს ეგე...
სუმბატმა ძვირფასი თვლები გამოართვა მეფეს, მდარე ტანსაცმელი გადააცვა

645
შიშისათვის თათართასა
– და გაუშვა... მეფე იქიდან ჯავახეთს გადავიდა და ლიპარიტ თორელს მიადგა.
ლიპარიტ თორელმა მეფეს ცხენი და შესამოსელი მიუძღვნა და ქუთაისამდე
მიაცილა, დასავლეთ საქართველოში გაჰყვა. და აქ კი დასავლეთ საქართველოს
დიდებულებს მეფე დიდის პატივითა და სიხარულით მიუღიათ.

როგორც ჩანს, მონღოლთა ტყვეობიდან თავდაღწეული დავით ნარინი


პირდაპირ დასავლეთ საქართველოში კი არ გადასულა – – იგი წინასწარვე
მომზადებულ ჯარს გასძღოლია და ბრძოლა გაუმართავს მონღოლებისათვის. ამ
ბრძოლის ადგილის ივანე ჯავახიშვილი თბილისის ოდნავ დასავლეთით
ვარაუდობს. ამრიგად,
ორი ლაშქარი სხვადასხვა მხრიდან შეხვდა ერთმანეთს
– ეს ჯუვეინის ცნობაა და ზემოდ გავეცანით.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ მონღოლების სარდალი არღულ ამირი ბრძოლის
ველიდან გაბრუნებულა და მაშველი ჯარისათვის ყაენთან მისულა; პირველი
ბრძოლით მას აჯანყების ჩაქრობა ვერ მოუხერხებია. იმ პირველ შეტაკებაში ეტყობა,
პირიქით მოხდა.
მეორე ბრძოლისათვის მონღოლები კარგად მოემზადნენ: ჯუვეინისავე
ცნობით, ჰულაგუმ ბრძანა შეეკრიბათ ერაყსა და საქართველოს დამორჩილებულ
ნაწილში დაბანაკებული ჯარი და არღუნ ამირის სარდლობით აჯანყებული
ქართველების წინააღმდეგ გაეგზავნათ.ბუნებრივია, გაძლიერებულ ლაშქარს დავით
ნარინი ვეღარ გაუმკლავდებოდა. იგი საბოლოოდ დამარცხდა, ან, სულაც, თავი
აარიდა მეორე ბრძოლას, და იმერეთში გადავიდა. როგორ მიიღეს მეფე დასავლეთ
საქართველოს დიდებულებმა, ჩვენ უკვე ვიცით.
ეტყობა, სტიქიური იყო დავით ნარინის აჯანყება, წინასწარ მოუმზადებელი.
ყოველ შემთხვევაში მეორე მეფის – ულუ დავითის მხარდაჭერა არა ჰქონია; როგორც
მკვლევარები ვარაუდებენ, ლაშას ძე განზე გამდგარა! ამის მიზეზი ადვილი
ასახსნელია: დავით ლაშას ძე უფრო ახლოს ჰყავთ მონღოლ მმართველებს, მას ხომ
თავიდანვე განსაკუთრებული პატივი სცეს, დაუყვავეს, მოეფერნენ, დაასაჩუქრეს;
დიდმა ყაენმა ისეთი სუქური – საჩრდილობელი – აჩუქა, რომელსაც მხოლოდ
გამორჩეულებსა და თავის უახლოეს ადამიანებს მიუბოძებდა ხოლმე,ისიც ძალიან
იშვიათად. დაქრთამეს მეფე. ხელ-ფეხი შეუბორკეს, და ამიტომ,
როგორც მონღოლთა წყალობით გამეფებულს. მას უფრო მეტი მორჩილება და უფრო
მეტი ერთგულება მართებდაო, წერს ივანე ჯავახიშვილი, და იქვე განაგრძობს: დავით
ლაშას ძის განზე გადგომა
თავიდანვე საქართველოს სამხედრო ძალის დაქსაქსვას უდრიდაო... ქართული
ლაშქარი ისედაც დაქსაქსული იყო, ქართველი მეომრები ხომ მონღოლებს ახდნენ
ლაშქრობაში – – ყველგან, ყველა ფრონტზე, და რა გასაკვირია, რომ ახლა ისედაც
შემცირებულ-დასუსტებული ლაშქრის განახევრებული ძალით წარმატებას ვერ
მიაღწია...
მაგრამ აქ ერთი ვარაუდი თავისთავად წამოიჭრება: დავით ლაშას ძე რომ არ
მონაწილეობდა ამ აჯანყებაში. ეს იქნებ მეფის განზე გადგომით კი არ ავხსნათ,
არამედ იმ მარტივი მიზეზით, რომ იგი ამ დროს საქართველოში არ ყოფილა,
ლაშქრობაში ახლდა მონღოლებს. ეს ვარაუდი მით უფრო სარწმუნო გახდება, როცა
ვნახავთ, რომ მონღოლებს, ამ დროს მართლაც დიდი ბრძოლები ჰქონდათ მცირე
აზიაში, ქართველების მონაწილეობით.

646
ამრიგად, საქართველო ორ სამეფოდ გაიყო, თუმცაორ დავითს შორის
სიყვარული და კარგი ურთიერთობა არც ამის შემდეგ მოშლილა – გარნა ეგრეთცა
იყვნეს სიყუარულსა ზედა ერთმანეთისასა დავით და დავით; დარჩა ლიხთ-აქათი
ლასას ძესა დავით და ლიხთ-იმერი – რუსუდანის ძესა.

დავით ნარინის აჯანყების ამბავს რომ გადმოგვცემს ჯუვეინი, იქვე შენიშნავს:


მალე ამის შემდეგ უფროსი დავით მეფეც გადგა და ერთგულების უღელი
გადაიგდოო. ულუ დავითის აჯანყებას სხვა წყაროებიც გადმოგვცემს და საშუალება
გვაქვს, უფრო დაწვრილებით გავეცნოთ მას...
მაგრამ ჯერ ცოტა უკან უნდა დავიხიოთ და გავიხსენოთ ოთხმოცამდე წლის
წინანდელი ამბავი, რომელიც თავის დროზე თითქოს ისე დასრულდა, რომ
გაგრძელება აღარ ეწერა; ხოლოდღა მწარე სინანულით თუ გავიხსენებდით, როგორც
უკვე განვლილ ისტორიულ ფაქტს – მოსაგონებლადაც კი მწარესა და უსიამოვნოს,
მაგრამ დასრულებულს.
იქნებ მიხვდით კიდეც – ეს იყო ორბელიანების გვარის ამოწყვეტა გიორგი
მესამის მიერ, უფლისწულ დემნას განდგომის დროს, 1177 წელს... გახსოვთ ალბათ,
მაშინ მეფემ გაწყვიტა ორბელთა სახელოვანი გვარის ყველა წარმომადგენელი,
დიდიან – პატარიანად – ზოგი წყალში დაახრჩობინა, ზოგი კლდიდან გადააჩეხინა.
ზოგი დაასაჭურისა და ისე მოკლა, ცოცხალი კი არავინ დაუტოვებია.
ყოველი ტომ – ნათესავი მისი და ყოველივე ყრმა – წული და დედანი თანასწორად
აღხოცნა და წარსწყმინდა... ამოიღო სახელნი მათნი და ბრძანა აღმოხოცად
სახსენებელ ნათესავთა ორბელიანთასა... მათი სახელის ხსენებაც კი აღარ
შეიძლებოდა... ეკლესიასაც კი დამტკიცებინა მთელი მათი გვარის შეჩვენება, და ეს
განჩინება საუკუნო დასაცავად დაადებინა –
და დასდვა ანდერძი იგი ბოროტისა საუნჯესა თვისსა. ორბელთა ვრცელი და
მდიდარი სამფლობელო კი თავის ერთგულ ხალხს დაუნაწილა... მათი
მემკვიდრეობითი თანამდებობა– ამირსპასალარობა – საბოლოოდ მზარგრძელებს
ერგო (იმიტომაც წერს სტეფანოს ორბელიანი – მეფე გიორგიმ ორბელთა მამულის
ერთი ნაწილი მოღალატეებს მიუბოძაო: სარგის მხარგრძელი – აღზევებულ
მხარგრძელთა ახლო წინაპარი – ჯერ ხომ ამბოხებულთა ბანაკში იყო, ხოლო როცა
შეატყო გიორგი მეფე იმარჯვებდა, მიატოვა დემნა და ორბელები და მეფის მხარეზე
გადავიდა).
გაუგონარ სისასტიკესთან ერთად, გიორგი მესამემ დიდი სიფრთხილეც
გამოიჩინა, რათა ამ ზვიადი ფეოდალების სახსენებელი აღარ გაჭაჭანებულიყო.
მაგრამ გვარის ამოწყვეტა, ისევე როგორც ერისა, ასე ადვილი როდია. მით უმეტეს,
ორბელთა გენები გამძლე გამოდგა, ჯიუტი ხალხი იყო და სიკვდილსაც ჯიუტი
შეუპოვრობით შეხვდნენ... გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ უკვე იწყეს
კანტიკუნტად გამოჩენა – რა თქმა უნდა, არა ძველი დიდებითა და ელვარებით,
მაგრამ ენერგია და დიდების დაუცხრომელი სიყვარული ძველი შერჩათ. მკითხველს
ალბათ ახსოვს, ლორეს ციხეში გამომწყვდეულმა ივანე ორბელმა, შეთქმულების
სულისჩამდგმელმა და მეთაურმა, როცა შეატყო, ვეღარ გაუმკლავდებოდა მეფეს,
თავისი ძმა ლიპარიტი ათაბაგ მუჰამედთან გაგზავნა, დახმარება სთხოვა. ლიპარიტს
თავისი ორი შვილი ახლდა – ივანე და ელიგუმი. მკითხველს ისიც ემახსოვრება, რომ
ერანელმა ათაბაგმა დაუგვიანა დახმარება ამბოხებულ ქართველ დიდებულს,
დააცადა ბრძოლის სასწორი ვისკენ გადაიხრებაო, და რაკი ნახა, მეფე იმარჯვებდა,
საალბედოდ არ გაიმეტა არც ჯარი და არც საკუთარი თავი – საქართველო ძლიერი

647
ქვეყანა იყო და გიორგი მესამეს ასეთ საქმეში ხუმრობა არ უყვარდა. ასე რომ,
ლიპარიტი თავისი ორი შვილით ერანშივე დარჩა.
სამშობლოდან დევნილმა, უცხოეთში გადახვეწილმა ქართველმა დიდებულმა,
ქართლის ერისთავმა ლიპარიტმა მწუხარებასა და ტირილში დალია სული. მის ორ
შვილთაგან ერთი, ელიგუმი, იქვე დარჩა, ერანში; ხოლო მეორე – – ივანე, ჯერ განძის
ამირას მიეკედლა, მერე კი, როცა გარკვეული დრო გავიდა და გიორგი მესამე
ცოცხალი აღარ იყო, თამარმა შეივრდომა. მაგრამ ძველ უფლებებში კი არ აღადგინა –
– მხოლოდ ორბეთი მიუბოძა, დაამცირა, დააკნინა.

ამჟამად ეს ივანე და მისი შთამომავლობა არ გვაინტერესებს: ჩვენ ელიგუმს


დაუბრუნდეთ, რომელიც ერანშივე დარჩა, აზერბაიჯანის ათაბაგთან, და დღეიდან
შურისძიებაზე ოცნებობდა; ათაბაგის კარზე წარჩინებაც მიიღო, ათაბაგი შვილს
უწოდებდა, მამულები მისცა, სიძობასაც უპირებდა, თუკი იგი რჯულს მიატოვებდა
და ისლამის სარწმუნოებას მიიღებდა; ელიგუმი ჯიუტად ირიდებდა ახალი
პატრონის დაჟინებულ თხოვნას, ათაბაგის სიძობა იქნებ ძალიანაც უნდოდა, მაგრამ
რჯულის დაგმობა გაუძნელდა... ბოლოს, ათაბაგისაგან რომ შორს ყოფილიყო და
ამით შეენარჩუნებინა თავისი რჯული, უთხრა: შური უნდა ვიძიო და ნახჭევანში
დამნიშნეო; ნახჭევანი საქართველოსთან ახლოა და მამათა სისხლს იქიდან ოფრო
ადვილად ავიღებო.
როგორც ითქვა, შურისძიების ჟინი მართლაც აწვალებდა სამშობლოდან
დევნილ ჭაბუკს, მაგრამ ისე მოკვდა, რომ წადილი ვერ შეისრულა. ნახჭევანში
დასახლების შემდეგ ელიგუმმა შეირთო სომხის ქალი, სივნიეთის ეპისკოპოსის
სტეფანეს დისწული: ეყოლა შვილი – – ლიპარიტი...
შეგახსენებთ, რომ ამ დროს თამარი მეფობს და მისი ქვეყნის საზღვრები სულ
უფრო შორს მიიწევს, თითქოს საგანგებოდ ცდილობენ, სამშობლოდან გაძევებულ
ურჩ დიდებულებს მისწვდნენო, სულ უფრო და ოფრო უახლოვდება იმ ადგილებს,
სადაც შურისძიებით გილგავსებულ ორბელიანებს შეუფარებიათ თავი...
ჩვენ აქ დაწვრილებით აღარ მოვყვებით მათ თავგადასავალს, რომელიც
მოთხრობილი აქვს მეცამეტე საუკუნის სომეხ მწერალს, ამ ბოლო ლიპარიტის
შვილიშვილს (ამავე თემას მიუძღვნა დიდი ექსპრესიით დაწერილი მონოგრაფია
ნიკო ბერძენიშვილმა).
მოვლენები ისე განვითარდა, რომ ახალგაზრდა ლიპარიტი ივანე
მხარგრძელის ხელში მოხვდა – სწორედ იმ კაცის ხელში, რომელსაც მისი წინაპრების
თანამდებობა და სამფლობელო ეჭირა... თითქოს ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა
ახალგაზრდა ორბელიანს შურისძიებისა, უკეთესს ვერც ინატრებდა... მაგრამ საქმე
სხვაგვარად წარიმართა. ივანე მხარგრძელმა შეიფარა და შეიტკბო დევნილი
დიდებულის შთამომავალი; წყალობდა, პატივს სცემდა, და სურდა დაესიძებინა
კიდეც – გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამით გამოცდილი პოლიტიკური მოღვაწე
განაიარაღებდა პოტენციურ მტერს, შურისძიების ჟინს განუმუხტავდა,
დაიმოყვრებდა, ოჯახის წევრად გაიხდიდა... მაგრამ ამირსპასალარს მისივე
სახლთუხუცესმა დაასწრო და თავისი ასული მიათხოვა ლიპარიტს...
სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ორბელიანი თანდათან
დაწინაურდა ივანე მხარგრძელის სამსახურში; ლაშა გიორგიმაც გაიგო მისი
არსებობა, და ისიც მოწყალებით მოეკიდა, უბოძა მამული (რა თქმა უნდა, არა ის
დიდი სამფლობელო ორბელიანებისა, რომელსაც ახლა თავად მხარგრძელები
ფლობდნენ)...

648
გამოხდა ხანი, ქვეყანას ხვარაზმელები შემოესივნენ, და ლიპარიტს გარნისის
ომში ვხედავთ. ოღონდ, ბუნებრივია, არა მეწინავე რაზმში, რომლის მებრძოლები
შეუპოვრად ეკვეთნენ მტერს და ერთიანად გაიჟლიტნენ, არამედ ძირითად ლაშქარში,
თავისივე პატრონთან; და, ეტყობა, პატრონის მსგავსად, არც მას უბრძოლია. როცა
მეწინავე რაზმის განადგურების შემდეგ მტერი უკუქცეულ ძირითად ლაშქარსაც
წამოეწია და ჟლეტა დაუწყო, ლიპარიტი ივანე მხარგრძელთან ერთად
ილვტოდა: ჯერ იქვე შეაფარეს თავი რომელიღაც ხეობას და მერე შინ მშვიდობიანად
დაბრუნდნენ. ამ ომის შემდეგ დიდ ხანს აღარ გაუვლია, რომ ლიპარიტიც მოკვდა და
ხუთი შვილი დარჩა – – ელიგუმი, სუმბატი, ივანე, ფაჰრადავლა და ტარსაიჭი
თვალსაჩინოებისათვის აქვე პატარა სქემა მოვხაზოთ.
ლიპარიტი ძმა ამბოხებული ივანესი, რომელიც მაშველი ჯარისთვის გაიქცა ერანში
და იქვე დარჩა, მალევე მოკვდა უცხოეთში.

ელიგუმი ივანე
შეირთავს სივნიეთის თამარის დროს დაბრუნდა,
ეპისკოპოსის დის- შეირიგეს და უბოძეს
ორბე-
წულს. თი.

ლიპარიტი
ცოლად ირთავს ივანე
მხარგრძელის სახლთ-
უხუცესის ქალს.

ელიგუმი სუმბატი ივანე ფაჰრადავლა ტარსაიჭი

მონღოლებმა რომ დაიპყრეს საქართველო, ლიპარიტი ცოცხალი აღარ ყოფილა.


უფროსი შვილი, ელიგუმი, ყველაზე ადრე დაემორჩილა დამპყრობლებს და
ერთგული სამსახური შესთავაზა; ადვილად შეეგუა მათ. დამახასიათებელია, რომ
ანისის ბრძოლებში იგი თან ახლდა მონღოლებს, და ეტყობა, კარგი სამსახურიც
გაუწია, რადგან მემატიანის სიტყვით, ერთგულებისათვის ნოინმა
ფრიად შეიყუარა და მშვიდობით შეიწყნარა
ელიგუმი...
ნეტა რას ფიქრობს ორბელთა დიდი გვარის შთამომავალი, თუ გაეღვიძა
გარემოებათა გამო მიყუჩებული შირისძიების გრძნობა?! პაპამ ვერ მოიკლა
შურისძიების ჟინი და ახლა მის სეხნია შვილიშვილს მიეცა ამისი საშუალება. ნიკო
ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ მართველებისაგან განებივრებულ ელიგუნს
უსათუოდ აღეძროდა სურვილი, კვლავ დაუფლებოდა მამა-პაპათა მამულს. იმ
დიდსა და განთქმულ მამულს, ერთ დროს აღზევებულსა და განებივრებულ
ორბელიანებს რომ ეჭირათ... მაგრამ, როგორც ითქვა, ამ მამულებს ამჟამად
მხარგრძელნნი ფლობენ. კერძოდ, ავაგ მხარგრძელი (ივანე მხარგრძელი ამ დროს
უკვე ცოცხალი აღარ არის) და ავაგს უნდა დაუპირისპირდეს ელიგუმი; ის უნდა

649
მოიკიდოს მტრად... ავაგის დამარცხება კი იოლი როდია – – თქვენ გახსოვთ ალბათ,
რომ იგი წყალობის
იერლაყით

დაბრუნდა დიდი ყაენისაგან,და, რაღა თქმა უნდა, ელიგუმსაც კარგად


ეცოდინებოდა, გაამაყებულმა რა უყო ბაკურციხელ ერისთავს. ამიტომ დიდი
სიფრთხილით უნდა იმოქმედოს ახალგაზრდა ორბელმა.
მონღოლთა შემდგომ ლაშქრობებში, ავაგსა და შანშესთან ერთად, ნოინებს
ელიგუმიც ახლავს...ავაგი უსათუოდ გრძნობს ელიგუმის განწყობილებას; რაც არ
უნდა დაეფარა თავისი ზრახვები ახალგაზრდა ორბელს, ავაგი ხომ ხედავდა, როგორ
პატივში ჰყავდათიგი მონღოლებს, როგორ დაახლოებული იყო ნოინებთან, როგორ
სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა... და არ შეიძლებოდა ავაგს მოსწონებოდა ეს,
თავის უშუალო მეტოქედ არ მიეჩნია ორბელების ახალგაზრდა ნაშიერი, მისი
ფარული შიში არა ჰქონოდა...
და აი, მონღოლთა ერთ-ერთი ლაშქრობის დროს, როცა მოწინააღმდეგის
ქალაქი ალყაში ჰყავდათ მოქცეული, ელიგუმი ერთბაშად მოკვდა... მაშინვე
გავრცელდა ხმა, ავაგმა მოაწამლინაო; მაგრამ ეს მხოლოდ ჭორად გავრცელდა და
არავის გამოუძიებია... ავაგს ვერც გაუბედავდნენ რამე ეთქვათ.
შვილი კი დარჩა ელიგუმს, მაგრამ ის ჯერ პატარაა და, ამიტომ
დაიპყრა სამთავრო ამისი (ელიგუმისა) ძმამან მისმან, ყოვლად კურთხეულმან და
ყოველთაგან ქებულმან სუმბატ...
სწორედ ეს სუმბატი – სუმბატ ორბელი – შეგვხვდა ჩვენ რამდენჯერმე ჩვენი
მოთხრობის ამ მოკლე მონაკვეთზე, და რაკი მომდევნო ამბებშიაც დიდი როლი უნდა
შეასრულოს, ამიტომაც შევაჩერეთ მკითხველის ყურადღება.
ამგვარად, სუმბატი და მისი ძმები მეოთხე თაობაა იმ ზვიადი და შეუპოვარი
ორბელებისა, რომლებიც გიორგი მესამემ ამოწყვიტა. და მიუხედავად იმისა, რომ
იმათი შთამომავლობაა (და ახლავ იმათთან ერთად ვახსენეო). რაინდული სული
წინაპრებისა ამათ აღარ შერჩენიათ; არ შერჩენია, ლერძოდ, სუმბათს, რომელიცნელ-
ნელა ამოტივტივდა საზოგადოებრივი ცხოვრების ზედაპირზე; ესეც კი ენერგიულია,
აქტიური, შეუპოვარი, მაგრამ როგორც ახლავე ვნახავთ, ეს ენერგიულობა და
შეუპოვრობა სულ სხვაა, ის დიდი სუნთქვა აღარა აქვს, ამაყი სული არ შერჩენია, ის
რომანტიკული აღმაფრენა აღარ მოსდევს; დროისა და გარემოებათა შესაბამისად,
მონური სულისკვეთებით გაჟღენთილა, მასშტაბები დაკნინებულა; მის ენერგიას
სულ სხვა კალაპოტი მიეცა... თუმცაღა თავისი ძმისწული – სომეხი მემატიანე
სტეფანოს ორბელიანი – საქებურ სიტყვებს არ იშურებს ბიძის შესამკობად: ... იყო
მეცნიერებით დიდი, განზრახვით ძლიერი, ჭკუით უამხანაგო (ანუ სწორუპოვარი),
ხელოვნებით მრავალ მეცნიერ, სიტყვით უხვი და ტკბილი, ენათმცოდნე და რიტორი
და სამდივნოსა სამსჯავროში უძლეველი (აქ მონღოლთა უმაღლესი ხელისუფლების
დივანი იგულისხმება), მით რამეთუ უწყოდა ენა ქართული, სომხური, ქურთული,
სპარსული, მუღალური, რომელ არს ენა თათართა. ხოლო იყო ესე გაწურთნილი
სიყრმითგან საღმრთოთა მცნებითა. იყოცა დიდსარწმუნოებანი, კეთილმსახური,
მოყუარულ წმიდათა და ეკკლესიათა, აღმაშენებელი მონასტერთა,
ნუგეშინისმცემელი სამღუდელოთა, მოწყალე გლახაკთა, აღმადგინებელი და
განმაძლიერებელი შეწუხებულთა ნათესავთა სომეხთასა...
რაკი ქებას მოჰყვა მემატიანე, ძალიან გაუტია, ზომიერების დაცვა გაუჭირდა.
რამდენად იმსახურებს ამ ქებას სუმბატ ორბელი, მკითხველი თავად განსჯის, როცა

650
მის თავგადასავალსა და მოღვაწეობას გაეცნობა; მაგრამ ამ სახოტბო ტირადაში ერთ
მომენტზე ახლავე უნდა შევაჩერო მკითხველის ყურადღება. ენათმცოდნე და
რიტორიო, სომეხი მემატიანე ამბობს, იქვე ჩამოთვლის ამ ენებს, და, რამდენიმე
ენასთან ერთად, მონღოლური ენა არა ყოფილა ისეთი პოპულარული, რომ მის
შესასწავლად ძველი დიდი გვარის შთამომავალს თავი გამოედო – – არც
მწიგნობრული ენა ყოფილა და არც რაიმე მხრივ საინტერესო: მაგრამ, მიუხედავად
იმისა, როგორ შეიძლებოდა საძრახისი ყოფილიყო ერთი ახალი – თუნდაც
უდამწერობლო და არაპოპულარული – ენის შესწავლა!.. არა, საჩოთირო სულ სხვა
რამა ჩანს: ეს ენა ძალიან კონკრეტული და ვიწრო პრაქტიკული მოსაზრებით
შეისწავლა ადამიანმა, რომელსაც განუსაზღვრელი ამბიციები გენებით გადმოჰყვა
აღზევებული წინაპრებისა, ხოლო მათი დიდებისა აღარაფერი შერჩა... კარიერის
კიბეზე შემდგარმა სუმბატ ორბელიანმა ამ ენის ცოდნით გადაწყვიტა დამპყრობლის
სამსახურში მყარი მდგომარეობა მოეპოვებინა. გამდიდრებულიყო და ზნეობის
თვალსაზრისით მისი ძველი დიდი გვარისათვის შეუფერებელი გზით, მაღლა და
მაღლა აენაცვლებინა. გუმანს არ უმტყუნებია სუმბატისათვის – მონღოლური
მართლაც დიდად დაეხმარა მას...
სუმბატ ორბელი იშვიათი გამონაკლისი არ ყოფილა, როგორც ასეთ დროს
ხდება ხოლმე, ახლაც ბევრნი გაჩნდნენ მედროვენი (სწორედ ასე უწოდებს მათ ივანე
ჯავახიშვილი)... ჟამთააღმწერელი კიდევ ერთ ასეთ მედროვეს ასახელებს... როგორც
ქვემოთ ვნახავთ, ისინი არაფერს თაკილობდნენ, ყველაფერს კადრულობდნენ,
ოღონდ კი სიმდიდრე მოეპოვებინათ და კარიერისათვის მიეღწიათ (ცდილობდა
გამდიდრებას, შეგვახსენებს ხოლმე სტეფანე ორბელიანი თავის ბიძაზე).
ახლა კი ჟამთააღმწერელისა და სტეფანოზ ორბელიანის თხზულებათა
მიხედვით, გავეცნოთ რამდენიმე ეპიზოდს სუმბატ ორბელის ცხოვრებასა და
საქმიანობიდან. ოღონდ მკითხველს უნდა შევახსენო, რომ ამ თხზულებათა
ავტორები ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას ზუსტად არ იცავენ, და ზოგი მოვლენის
თარიღი საერთოდ მითითებულიც არ არის.
როგორც ვნახეთ,მიაღწიეს თუ არა ერთგვარ წარმატებას სამშობლოში
დაბრუნებულმა ორბელებმა, მაშინვე დაუპირისპირდნენ ავაგ მხარგრძელს – ანუ იმ
ადამიანს, რომელსაც მათი დიდი წინაპრების თანამდებობაც ეპყრა და მათივე
მამულებს ფლობდა. ეს მტრობა, როგორც ჩანს, სულ უფრო და უფრო აშკარა
ხდებოდა. საბოლოოდ, იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ავაგმა იმმხარედ ყველაზე
მეტად აღზევებული წარმომადგენელი ორბელთა გვარისა მოაწამლინა. თუნდაც
მცდარი და მონაჭორი იყოს ეს ცნობა, ფაქტია, რომ იგი გავრცელებულია, და
ორბელების ოჯახამდეც ისევე მიაღწევდა, როგორც ავაგის ყურამდე. ამის შემდეგ,
ბუნებრივია, ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გამწვავებულიყო მათ შორის... და
როგორ, მოულოდნელია, როცა შევიტყობთ, რომ ავაგის ცოლყოფილს, ამჟამად
საქართველოს დედოფალს გვანცას სწორედ სუმბატ ორბელი დაუახლოვებია; ის
კაცი, რომელსაც ბოლო შემაძრწუნებელი ფაქტის – ძმის მოწამვლის – შემდეგ კიდევ
უფრო უნდა გაძლიერებოდა სიძულვილი და შურისძიების გრძნობა ავაგის ოჯახის
მიმართ: ქვემოთ ვნახავთ, რომ ეს გრძნობა მართლაც ძალუმად დაუფლებია სუმბატს;
და სწორედ ის არის საინტერესო და ის გვიხასიათებს კარგად იმას, რომ სუმბატმა
მოახერხა სიძულვილის დაფარვა; როგორც უკვე ითქვა, სწორედ მისი შესმენით და
მისი აქტიური მონაწილეობით, მოაკვლევინა დედოფალმა მეფეს ყველაზე ერთგული
და სანდო ადამიანი – ჯიქური... იქნებ ამას უფრო ღრმა საფუძველიც ჰქონდეს, მეფის
ერთგული ადამიანი რომ მოაკვლევინა: იქნებ გზიდან ჩამოიშორა!.
651
ზემოთ უკვე ვნახეთ, რომ დავით ნარინმა განსაცდელის ჟამს მთელ
სახელმწიფოდ ღირებული პატიოსანი თვალი მისცა სუმბატს, ოღონდ არ გამცე და
გაქცევაში დამეხმარეო. თავისთავად ის ფაქტი, რომ განსაცდელში ჩავარდნილ მეფეს
ქვეშევრდომი ქრთამს გამოართმევს, კარგს ვერაფერს ამბობს ამ ქვეშევრდომზე. არა
ნაკლებ გასაკვირი ის არის, რომ სუმბატმა მაშინვე ნოინთან გააქანა ძვირფასი თვალი
და, დააკვირდით, რა უთხრა: ანუ მიიღე ეს შენ და მომეც რ ა ი ც ა გ თ ხ ო ვ ო, ან
უფლება მომეცი დიდ ყაენთან წავიდე და იმას გადავცეო. თვალი იმდენად ძვირფასი
იყო, რომ ნოინმა ვერ გაბედა აღება (ასევე მიუგო სუმბატს – აღებას ვერ გავბედავო)
დაყაენთან გააგზავნა... ყაენმა მადლიერებით მიიღო ძვირფასი საჩუქარი, და
ეგოდენ შეიყუარა აპატივოსნა სუმბატ და ერწმუნა სიტყუათა მისთა, ვიდრე ა მ ა ღ
ლ დ ა ი გ ი უ ფ რ ო ს ყ ო ვ ე ლ თ ა დ ი დ ე ბ უ ლ თ ა მ ი ს გ ა ნ, და ბრძანა მიცემა
სუმბათისა,
რ ა ი ც ა ი თ ხ ო ვ ო ს...
ასეთია ზნეობრივი სახე კარიერის გზაზე შემდგარი წარჩინებულისა, რომელიც
არაფერს არ თაკილობს, ოღონდ კი წინაპირთა დიდება დაიბრუნოს. თავისთავად
იგულისხმება, რომ ამ ბედნიერი შემთხვევით სუმბატმა სიმდიდრეც მოიპოვა და
კარიერის კიბეზედაც რამდენიმე საფეხურით ამაღლდა.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ძვირფასი ნივთი კი არ უჩუქებია მეფეს
სუმბატისათვის, გირაოსავით მისცა: როცა დავბრუნდები, მომიტანე ეს თვალი და
რასაც მთხოვ, დიბოძებო, უთხრა; ანაბარი მგელმაც კი იცისო, ეს ანდაზა მაღალ
ზნეობას ასწავლის ადამიანს, მაგრამ დამპყრობლის სამსახურში მყოფი, კარიერის
გზაზე დამდგარი დიდებული საკუთარი მორალის კარნახით მიიკვლევდა გზას.
როცა ჰულაგუ ყაენი დამკვიდრდა ამიერკავკასაიაში, სუმბატმა კიდევ უფრო
ადვილად გამოძებნა მასთან საერთო – დაუახლოვდა, უერთგულა, თავი შეაყვარა;
სამაგიეროდ:
ეგოდენ უსმენდა ჰულაგუ (სუმბატს), ვიდრე ვისიცა ენება. მოაკულევინებდა და
ვისიცა ჰნებავდა სიცოცხლესა მომადლებდა, რომლისათვის ყოველნი ძრწოდეს
მისგან და თვალნი ყოველნთანი მას უჭვრეტდნენ...
დიდი ყაენის კარზე სუმბატი გასაოცარ სცენას წააწყდა და ისიც თავის
სასიკეთოდ გამოიყენა. როგორც ჩანს, არღუნს გადაეკიდნენ ადგილობრივი
მონღოლივე მოხელეები, და დიდ ყაენთან დააბეზღეს – ეტყობა, ისეთი
საფუძვლიანი საბუთები ჰქონდათ, რომ არღუნს სიკვდილს მიუსჯიდნენ, ბორკილ
დადებული ელოდა განაჩენს; და, ჩანს, ვეღარავინ იხსნიდა... მაგრამ მხსნელად
სუმბატი მოევლინა. სწორედ იმ დროს მივიდა ყაენის კარზე სუმბატ ორბელი, და
ყაენმაც მაშინვე მიიღო, როგორც ერთგული და საყვარელი ადამიანი – ... სცნა იგი,
ვინათგან უყვარდა იგი და ერწმუნებოდა ფრიად... ყაენმა არღუნის ამბავი ჰკითხა
სუმბატს, შენ უკეთ გეცოდინება, მართლა ასეთი ამბების ჩამდენია თუ ტყუილს
უგონებენო.ეტყობა, მაინც გული ეთანაღრებოდა ყაენს, სასიკვდილოდ არ ემეტებოდა
თავისი მოხელე, რომელიც აქამდე ერთგულად, ემსახურებოდა... და ამას მაშინვე
აუღო ალღო სუმბატ ორბელმა; საოცარი კია, მაგრამ ყაენის დიდი მოხელის ბედი
ახლა მის ხელში მოექცა; ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ მას შეეძლო, თუ
მოისურვებდა, ეხსნა კიდეც არღუნი და დაეღუპა კიდეც... და სუმბატი არ დაიბნა,
აქაც ერთგული დარჩა თავისი მორალისა, მაშინვე გაითვალისწინა: თუ ცუდს
იტყოდა არღუნზე, ვაითუ ყაენს მაინც არ დაესაჯა თავისი დიდი მოხელე, და
გათავისუფლების შემდეგ კიდევ უფრო გაამაყებული არღუნი, რაღა თქმა უნდა, შურს

652
იძიებდა; თუ კარგს იტყოდა და გაამართლებდა, ამით არღუნის გულს მოიგებდა და
დიდ მოხელეს, რომელსაც კარგიც ისევე ბევრი შეეძლო, როგორც ავი – მოყვარედ
გაიხდიდა...
ასეც მოხდა. სუმბატმადაიცვა არღუნი,
ყოვლითურთ გააცრუვა შემასმენელნი, და ყაენმა მისი სიტყვების საფუძველზე
გაამართლა თავისი დიდი მოხელე; დამბეზღებლები კი სიკვდილით დასაჯა. მერე
იპყრა ხელი სუმბატისა, (არღუნს) შთააბარა და ჰრქვა: დაუწერინე წიგნი წყალობისა,
რათამცა უმტკიცეს შეიქმნას მამული მაგისი სამკვიდრებელად მაგისა და ნათესავთა
მაგისათა...
კიდევ ერთი საფეხურით ზევით ავიდა სუმბატ ორბელი.
არღუნს რაღა ყაენის ბრძანება უნდოდა, სუმბატისაგან იმგვარად
დავალებული, ისედაც ყველაფერს გაუკეთებდა:
დიდი ღუაწლისათვის, რომელიც დასდვა მას სუმბატ, არა უწყოდა არღუნმან, უკეთუ
ვითარითა სიყუარულითა შეიყუაროს იგი და ანუ ვითარითა პატივითა პატივჰსცეს
სუმბატსა, წერს სტეფანოზ ორბელიანი. ასე შეითვისა და დაქრთამა სუმბატმა აქ
ადგილობრივი მმართველები – არღუნ აღა, ჰულაგუ ყაენი, იქ – დიდი ყაენი...
იმდენად დაუახლოვდა ცბიერი კარისკაცი დავით ლაშას ძეს და ისე მოიგო მისი
გული, რომ ერთ დღეს მეფემ თვითონ დაიბარა სუმბატი და ჰკითხა – ამდენი
სიკეთის სამაგიეროდ, მითხარი რა გინდა, და რაც უნდა მთხოვო, ყველაფერს
შეგისრულებო...
მეფეებს უყვარდათ ასეთი რამე...
სწორედ ამ დღეს ელოდა სუმბატი, მაგრამ აქაც ეშმაკობა გამოამჟღავნა.
პირდაპირ ის კი არა სთხოვა, რისთვისაც გული ელეოდა, შორიდან დაიწყო – შენგან
წყალობა არ მაკლიაო, უთხრა, ბედის მადლობელი ვარ, რაცა მაქვს და
იგი კმა არს ჩვენდაო; ასე მოისაწყლა თავი, თითქოს თავის დღეში არა ჰქონდეს სხვა
სურვილი და მისწრაფება...და მერეღა უთხრა მეფეს, თითქოს წყალობას იქით
აძლევსო – მე მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ვითხოვო, მოახსენა:

ადიდე ბოროტი სახსენებელი ჩვენი, რომელ ცილი სწამა წინაპარმან შენმან გიორგი
უპირატესთა(წინაპართა) ჩვენთა, რომელ აღწერად სცა და განაწესა შეჩვენება, რაითა
არა გვიტეონ ჩვენ მამულად ჩვენდა და დამარხა საუნჯესა თვისსა, მომეც იგინი
ხელთა ჩემდა.
ჯერ როგორ მოიკატუნა ტავი, და ახლა ხედავთ, რა ქედმაღლურად მიმართა –
წინაპარიც აუგად უხსენა მეფეს: პატიება კი არა სთხოვა, შელახული სამართლის
აღდგენა მოითხოვა.
და საოცარია მეფის მოქმედებაც: მან თითქოს არ იცოდა იმ ანდერძის ამბავი
(რაც ძალიან ძნელი დასაჯერებელია),
განკვირდა, აყვედრა პაპასა თვისსა
და მაშინვე
უბრძანა მსახურთა თვისთა ძებნა და პოვნა... ახლავე მოძებნეთ და მომიტანეთ ის
შეჩვენებაო. ეტყობა, ბევრი ძებნა არ დასჭირვებია, ყველამ კარგად იცოდა, სად
ინახებოდა ან დერძი, და მაშინვე მოართვეს მეფეს. დავით ლაშას ძე
იპყრა წიგნი იგი ხელთა თვისთა
და სუმბატს გადასცა... და არც ამჯერად გამოუჩენია სუმბატს სულწასულობა, ხელში
არ სწვდომია მეფეს, დინჯად უთხრა: ეს ანდერძი მეფის ხელით არის შედგენილი, და
მეფის ხელითვე უნდა მოიპოსო:

653
უბრძანე და აღაგზნან ცეცხლი წინაშე შენსა და ხელითა შენითა შთააგდე მას შინა
წიგნი ეგე...
ამას უკვე ქედმაღლობაც არ ეთქმის – თავხედობაა. მაგრამ მეფემ მაინც
მოითმინა: მაშინვე ცეცხლი გააჩაღებინა, მერე
მოიღო ხანჯალი და დაუკუწა წიგნი იგი და შთააგდო ცეცხლსა მას და დაწვა...
სამწუხაროდ, სტეფანოზ ორბელი არ ათარიღებს, როდის მოხდა ეს
მნიშვნელოვანი ისტორიული აქტი.
პირველი ნაწილი სუმბატ ორბელის დიდი ამოცანისა უკვე შესრულებული
იყო. ახლა თითქოს გაადვილებულია ძველი დიდების დაბრუნება... ახლა უკვე
აშკარად უნდა დაუპირისპირდეს სუმბატ ორბელი ხარგრძელთა გვარს, კერძოდ,
ახალგაზრდა ამირსპასალარ ზაქარია შანშეს ძეს, იმ დიდი ზაქარიას სეხნია
შვილიშვილს, რომელიც დიდხანს ფლობდა ორბელების სახელსა და მამულს...
მაგრამ ცოტა ხნით შევწყვიტოთ ორბელებზე საუბარი, ისინი კიდევ
გამოჩნდებიან ჩვენს მოთხრობაში – სუმბატიცა და მისი ძმაც. მოვლენებს ნუ
გაუსწრებთ... მოთმინებით დაველოდოთ, რა მოხდება, როდის მოახერხებენ, ან,
საერთოდ, მოახერხებენ თუ არა ორბელები ძველი დიდების დაბრუნებას...
შეჩვენების წიგნი გაანადგურებინა სუმბატმა მეფეს, და ახლა იმას თუ მოახერხებს,
ძველი უფლებების აღდგენა დაამტკივებინეს... ან როდის მოახერხებს ამას, როდის
მოიცლის მეფე საამისოდ?..
7.
ახლა კი მწარედ ჩაფიქრებული ქართველი მეფე დავით ლაშას ძე
საქართველოსკენ მოუძღვის თავის გაწამებულ და განახევრებულ მხედრობას...
ლაშქარს გადაედო მეფის განწყობილება თუ მეფეს – ლაშქრისა, ყველანი
ერთნაირად დაღვრემილები არიან; ამოდენა ლაშქარში ერთს ვერ ნახავ, სახე
უცინოდეს, შინ დაბრუნების სიხარულითა და საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის
მოლოდინით თვალები უბრწყინავდეს... იდუმალი შიში რაღაც გაუცნობიერებელ
მწუხარებასთან შეხვედრისა ყველას ერთნაირად გამოუკრთის თვალებში... თუკი
შეიძლება რამდენიმე ათასი კაცის გონება ერთდროულად ერთი და იმავე ფიქრით
იყოს მოცული, მაშინ ქართველი მეფისა და მისი ლაშქრის დანახვაზე უყოყმანოდ
იტყოდით, ამ ხალხს ერთი ფიქრი აწვალებსო. და ყველაზე მწარე დაცინვაა ბედისა,
რომ ეს ლაშქარი გამარჯვებულია!.. ისინი მონაწილეობდნენ ალეპოს აღებაში და
დიდი ხნის გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, როცა ორივე მხარეს დიდძალი ხალხი
დაიღუპა, და, კერძოდ, ქართული ლაშქრის თითქმის ნახევარი გაიჟლიტა,
მონღოლებმა ქალაქი აიღეს, კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიეს წინ ეგვიპტისაკენ.
ქართველები ამ ბრძოლაშიაც
წინამბრძოლები
იყვნენ და ყველაზე მეტი ზარალი მათ მოუვიდათ.
უკვე მერამდენედ ვამბობთ მონღოლთა ლაშქარში მონაწილე ქართველი
მეომრების განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაზე, იმაზე, რომ ისინი მუდამ წინ
მიუძღოდნენ ძირითად ლაშქარს და ამიტომ დანარჩენებზე მეტად ზარალდებოდნენ.
ეს გაზვიადებული არ არის, ჟამთააღმწერლის გარდა, უცხოელი მემატიანეებიც
საგანგებოდ აღნიშნავენ ქართველი მეომრების განსაკუთრებულ მამაცობას და იმას,
რომ მონღოლებს მუდამ წინამბრძოლებად ჰყავდათ ისინი... ჩვენ ადრევე შევნიშნეთ
– მონღოლებს წესადა ჰქონდათ, თავიანთ მეომრებს ზოგავდნენ და წინამბრძოლებად
დაპყრობილი ქვეყნების მეომრები გაჰყავდათ. მაგრამ რაღა მარტო ქართველებს
აძლევენ ამ სავალალო უპირატესობას – მათ ხომ მთელი აზია დაიპყრეს,ახლო

654
აღმოსავლეთის დაპყრობილი ქვეყნებიდანაც რამდენიმე მეომარი წამოიყვანეს!..
რატომ ისინი არ გაჰყავთ? ეს ქართველი მეომრების გმირობისა და სიმამაცის გარდა
სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემებით აიხსნება.

მონღოლებს ბოლო ბრძოლები მცირე აზიაში სულ მუსლიმანური ქვეყნების


წინააღმდეგ აქვთ, ამიტომ ისინი ვერ ენდობიან შუა აზიის ქვეყნებისა და ირანის
მაჰმადიან მეომრებს, მცირე აზიის მუსლიმანური ქვეყნების დასაპყრობად ბრძოლის
მთელი სიმძიმე ქართველებს და სომხებს აწევთ, რომელთაც ისტორიული მტრობავ
აქვთ იმ ქვეყნებთან (ეს კარგად იციან მონღოლებმა!) და ბრძოლის
ცეცხლმოდებულნი, ქვეცნობიერად, თითქოს თავიანთივე ომში იბრძოდნენ,
საკუთარი მტრის წინააღმდეგ: გახურებული ბრძოლის დროს იმას ვეღარ უწევენ
ანგარიშს, რომ სხვის ომში არიან. დამპყრობელი აბრძოლებთ უსამართლო ომში სხვა
ქვეყნების დასაპყრობად...
დამპყრობელის მზაკვრული ხერხია...
და როცა ზემოთ ვლაპარაკობდით ქრისტიანული რელიგიის მიმართ
მონღოლთა შემწყნარებლობაზე, ამას სწორედ ეს საფუძველი აქვს და არა სხვათა
სარწმუნოებისადმი პატივისცემა... მონღოლებმა იცოდნენ, რომ ეგვიპტისათვის
ბრძოლები ძალიან ძნელი იქნებოდა და ფრთხილად მოქმედებდნენ...
ერთი სიტყვით, ალეპოს ბრძოლებშიაც ყველაზე მეტი სიმძიმე ქართველ
მეომრებს დააწვა, და როცა ბრძოლის შემდეგ ქართველმა მეფემ ყაენს სთხოვა –
მრავლით ჟამითგან ლაშქრობათა შინა ვართ, და შინ დაბრუნების ნება მოგვეციო,
ჰულაგუ ყაენმა მაშინვე დართო ნება.
ქართველმა მეფემ პირველად იქნებ ყაენის მადლიერებითაც ახსნა ეს, მაგრამ
მიზეზი სულ სხვა იყო, და მეფემ ეს მალევე გაიგო... იმავე ლაშქრობის დროს ყაენმა
დამასკოც აიღო, მაგრამ ეს უბრძოლველად მოხდა – როცა ამ ქალაქის მმართველებმა
ნახეს, როგორ გაჟლიტეს მონღოლებმა ალეპოს მცხოვრებლები, უბრძოლველად
დანებდნენ (ამიტომაც შეელია ყაენი ქარტველ მეომრებს ისე ადვილად – მეორე
ქალაქის დასაპყრობად ბრძოლა აღარ დასჭირვებია).

ალეპოს ბრძოლიდან მობრუნებულუ ქართველი მეომრები და მათი მეფე-


სარდალი
მოიწივნეს არდაბადაგანს, და მოვიდეს მუნით ტფილისად. ჟამთააღმწერელი იქვე
დასძენს,
სასვენი სიხარულითაო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მცდარი ვარაუდია მემატიანისა,
რომელიც ერთი საუკუნის შემდეგ ცხოვრობდა: მან, ჩვეულებრივ, ფაქტი აიღო
რომელიღაც წყაროდან, სადაც, ბუნებრივია, ჯარის სულიერ განწყობილებაზე არ
იქნებოდა საუბარი: ჟამთააღმწერლის ვარაუდი კი იმაზეა დაფუძნებული, რომ
რაკიღა ყაენმა ნება დართო ქართველ მეომრებს, ცოტა უფრო ადრე წამოსულიყვნენ,
ალბათ ამით კმაყოფილები და გახარებულები იქნებოდნენო. თორემ სიხარული რომ
ძალიან შორს იყო ჯარისაგანაც და ქართველი მეფისაგანაც, ამას ახლავე ვნახავთ.
სიხარული – ეს ადამიანური ცხოვრების უპირველესი სიკეთე და სამკაული –
საერთოდ, მთელი ქვეყნიდან გამქრალიყო...
იმიტომაც არ არის ძნელი, მივსწვდეთ ფიქრებს დარბეული ქვეყნის
გვირგვინოსნისა, რომლის ხალხი სისხლისაგან იცლება, დამპყრობელის უღელში
გმინავს, თავი ვერ აუწევია და მზისთვის ვერ შეუხედავს, შვებით ვერ ამოუსუნთქავს..

655
თვითონ კი, იმის ნაცვლად, რომ ხალხს ედგეს მხარში, ხან სად იქნევს ხმალს
და ხან სად – სხვათა ქვეყნებში, სხვათა ინტერესებისათვის... დედებს გულიდან
ტანჯვით გამოზრდილ შვილებს გლეჯეს და მიჰყავს, რათა უკან აღარ დაუბრუნოს,
მომაკვდავ შვილს დედის ცრემლი არ დაეცეს, მშობელი მიწის სითბო ვერ იგრძნოს,
უცხო ქვეყანაში ყვავ-ყორნების საჯიჯგნად დატოვოს... გაბეზრდნენ – მეფეც და
ხალხიც... ცალკე გადასახადები ხდის სულს გაუბედურებულ ხალხს... რაღა ხალხს –
ლამის მას ამოხადონ სული კარდაკარ მოწანწალე ბასკაკებმა: არღუნის მოხელემ,
ხოჯა აზიზი – ნათესავითა და სჯულით სპარსი, ვისაც გადასახადების აკრეფა
ჰქონდა დავალებული, ისე გათავხედდა, რომ მის სამზარეულოშიაც კი შეიჭრა –
მეფის სამზარეულოში – და შესაწვავ კრავს ხარაჯი დაადო...
ფიქრი სიზმარივით სწრაფია და ის თვისებაც აქვს, რომ გონებაში
კონკრეტულად ცოცხლდება განვლილი, განცდილი სურათები...მეფეს წარმოუდგა
საქონლის ჯოგისაგან ახალგადაქელილი ვენახი და ვენახში მდგარი კაცი –
გამშრალი, გახევებული, ხელში ვაზის ლერწი შერჩენია და ხან იმ ლერწს დახედავს
გაოგნებული, ხან გაჩანაგებულ ვენახს გადახედავს... აგერ, გადამწვარი სახლ-კარი და
დედაკაცი, რომელსაც ცალი ხელი ბალღისათვის ჩაუჭიდია, მეორეში კი ჯოხი
უჭირავს და, დახრილი, ნახშირსა ქექავს, თითქოს რაღაცას ეძებს... უცებ ყველაფერი
შავმა სიბნელემ შთანთქა და სიბნელიდან თანდათანობით თვალები წამოვიდა,
მეფისკენ მიპყრობილი გატანჯული თვალები, რომლებიც უკიდურეს მწუხარებასთან
ერთად საყვედურსაც გამოხატავდნენ... მწუხარება იდგა ამ თვალებში, მაგრამ
სასოწარკვეთილება – არა, თითქოს მინავლებული ნაღვერდალივით იყო...

ეს თვალები მუდამ თან დაჰყვებოდა მეფეს, და ახლაც წამოეწია... ცხადში


აირიდა ეს თვალები მეფემ, მაშინ ცხენი ააჩქარა და სწრაფად გაშორდა, ახლა კი ვერ
ირიდებს, მოსვენებას უკარგავს, აფორიაქებს...

გზაში გაიგო მეფემ დავით ნარინის განდგოპმისა და იმერეთში გაქცევის


ამბავი, ხოლო სასახლეში რომ მივიდა, ყველაფერი დაწვრილებით მოახსენეს...
დავით ნარინი დამარცხებული გადასულიყო იმერეთში...
თვითონ გამარჯვებული დაბრუნდა, ყაენისაგან შექებული, დასაჩუქრებული,
ნადავლით დატვირთული... და გამარჯვებულ მეფეს შეშურდა თავისი
მამიდაშვილის დამარცხება, ბუნებით შურიანი კაცი არა ყოფილა, მაგრამ ახლა
ძალუმად დაეუფლა ეს განცდა...
და როცა (ამის შემდეგ მალევე) ყაენმა
მოუწოდა მეფესა დავითს და სპასა მისსა წარსვლად ეგვიპტედ, მეფემ გადაწყვიტა,
უარი ეთქვა, არ წასულიყო ლაშქრად... მაგრამ ყოყმანა კაცი იყო და მაშინვე ეჭვი
გაუჩნდა: რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ უარს... ამიტომ თავისი პირველი
გადაწყვეტილება არც გაუმხელია, ჯარი მოამზადა და ჯავახეთის გზას გაუდგა. იქ
შეავსებდა თავის ლაშქარს და მერე ყაენის ძირითად ლაშქარს შეუერთდებოდა... შინ
გვანცა და ახალშეძენილი შვილი – დიმიტრი – დატოვა. უფროსი – გიორგი – თან
იახლა.
მაგრამ როგორც ყოყმანა ხალხს მოსდის ხოლმე, სანამ ჯავახეთს ჩავიდოდა
მეფე, ისევ იმ პირველმა გრძნობამ იმძლავრა... გააწამა მეფე ამ ფიქრმა;
უკეთუ წავიდე ეგვიპტედ, ანუ თუ განვუდგე ყაენსა
– ამ სიტყვებით მემატიანეს ძალიან მარჯვედ აქვს გადმოცემული მეფის
მაშინდელი განწყობილება.

656
ჯავახეთამდე კარგა ხნის სავალია და ეს დრო საკმარისი გამოდგა, მეფე თავს
მორეოდა, მტკიცედ გადაეწყვიტა, რას აპირებდა: და
ვითარ მოიწია ქუეყანად ჯავახეთისად, დ ა ა მ ტ კ ი ც ა გ ა ნ დ გ ო მ ა... მაშინვე
შეჰყარა თავისი სარდლები და განუცხადა: ვისაც სურს, ყაენის სამსახურში დარჩეს,
მე არ დავუშლი,
ნება კაცად – კაცსა ზედა იყვნედ, გაჰყვეს ყაენს ეგვიპტეში, მე კი
არღარა მნებავს მონება თათართა...
ძნელი ამოცანა დაუსახა მეფემ თავის ქვეშევრდომებს – ადვილი გადასაწყვეტი
არ იყო, დარჩენილიყვნენ ყაენის სამსახურში თუ განსდგომოდნენ... რა შეიძლებოდა
მოჰყოლოდა ამ განდგომას?.. რას მიაღწევდნენ აჯანყებით?.. მონღოლების განდევნა
იმ პირობებში ძნელი იქნებოდა, თითქმის შეუძლებელი... მაგრამ დაათმობინებდნენ
რამეს დამპყრობელს, გადასახადებს შეამცირებდნენ, ქვეყნის საერთო მდგომარეობას
შეამსუბუქებდნენ?.. თუ პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდებოდა დამპყრობელის
უღელი, უფრო გახელდებოდნენ, ქვეყანას სრული განადგურებით
დაემუქრებოდნენ?!.
ძნელი გადასაწყვეტი გამოდგა, რთული ამოცანა დაუსახა მეფემ თავის
ქვეშევრდომებს... და ეს შეცდომა იყო. სულ სხვა საქმეა, მოთათბირებოდა მეფე
მთავრებს, მათი აზრი მოესმინა, ერთად აეწონდაეწონათ საქმე, ყველაფერი
გაეთვალისწინებინათ... ამის შემდეგაც კი მას მტკიცე გადაწყვეტილება უნდა მიეღო
და ეს გადაწყვეტილება ყველასათვის სავალდებულო ყოფილიყო. იმისი განცხადება,
რომ ვეღარ ვიტან დამპყრობელის შეურაცხყოფას და თქვენ კი, როგორც გინდოდეთ,
ისე მოიქეცითო, არ შეიძლებოდა, დიდი შეცდომა იყო.ამითი თავიდანვე
განწირულად უსახავდა დიდებულებს აჯანყების პერსპექტივას,
თავისი გეგმის უიმედობის გრძნობას თვითონვე უნერგავდა გულში, წერს ივანე
ჯავახიშვილი და იქვე დასძენს:
მონღოლთა წინააღმდეგ განზრახული განდგომილებისა და აჯანყების მოწყობა კი
მხოლოდ აღფრთოვანებითა და სასოებით შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც მეთაურს
აღფრთოვანება არ ემჩნევა, მას თავისი ხელქვეითებისათვის გამარჯვების იმედის
ჩანერგვა არ შეუძლია.
მეფეს ვერ წარმოედგინა, რომ დიდებულები მხარს არ დაუჭერდნენ და
განუდგებოდნენ, მას
ალბათ ეგონა, რომ მისი გულახდილობა ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა, რომ
ყველა დამსწრე დიდებულები განუსაზღვრელ ერთგულებას და სიკვდილამდე
განუყრელობას გამოუცხადებდნენ...
ასე არ მოხდა. ერთგული და მხარდამჭერი ცოტა შერჩა მეფეს. რაკიღა
არჩევანის ასეთი თავისუფალი და უცნაური ნება დართო, –
უმრავლესნი წარვიდეს ყაენს წინაშე... და მემატიანე იქვე ჩამოთვლის, ვინ განუდგა
დავით ლაშას ძეს – ივანე შანშეს ძე, ქართლის ერისთავთერისთავი გრიგოლ
სულამერი, მეჭურჭლეთუხუცესი კახა გამრეკელი-თორელი,
და უმრავლესნი ჰერ-კახნი... და მხოლოდ ერთ დიდებულს გამოუჩენია მეფის
ერთგულება, მხოლოდ სარგის ჯაყელი-ციხისჯვრელი შერჩენია მეფეს...
და მეორე დიდი შეცდომა მეფისა: ჯერ იყო-და გაუმართლებელი ყოყმანი დაიწყო,
ახლა კი – მიუტევებელი სიჯიუტე გამოიჩინა... ასეთ ვითარებაშიაც კი, როცა მთელი
სავაზირო გადაუდგა და აჯანყება ფაქტიურად წინასწარვე განწირული იყო, დავით
ლაშას ძემ მაინ ცარ აიღო ხელი გადაწყვეტილებაზე –

657
ეგრეთცა დაამტკიცებდა განდგომილებად. შორსმჭვრეტელობა არ ეყო, რომ ძალიან
ადვილად გასათვალისწინებელი რამ წარმოედგინა; ამას რა დიდი სიბრძნე უნდოდა:
წარჩინებულთა განდგომა მეფისგან უბრალო წასვლა კი არ იყო – ეს ხალხი,
თავიაანთი ლაშქრით, დაუპირისპირდებოდა მეფეს დამ ის მცირერიცხოვან
მომხრეებს, მეფის წინააღმდეგ შემართავდა ხმალს, ამას ყაენი აიძულებდა მათ.
მეფისაგან წასული ქართველი წარჩინებულები ყაენს ეახლნენ თავიანთი
ლაშქრით. მეფე კი სამცხეს დარჩა, ერთგულ ქვეშევრდომთან, რომელმაც
ფრიადითა პატივითა განუსუენა უმეტეს წესისა მეფისა.
შარგის ჯაყელი ცდილობს სხვა წარჩინებულთა მიერ ნატკენი გული
გაუმრთელოს მეფეს...
მთელი ზაფხული იქ გაატარა დავით ლაშას ძემ... მაგრამ რას აკეთებდა ამ
დროს სამცხეში – ან ჯარი თუ შეკრიბა ყაენის მოსალოდნელი შეტევის
მოსაგერიებლად, ან სხვა რამე თუ იღონა, ეს ცნობილი არ არის. ჟამთააღმწერელი მხ
ოლოდ იმას გადმოგვცემს, – და ამ ცნობას სომეხი მემატიანეებიც ადასტურებენ, –
რომ მეფეს გვანცა და ჩვილი ბავშვი დიმიტრი ბიჯნისს – ავაგის სახლში –
გაუხიზნავს, რადგან სამცხეში მათი გადაყვანა, ეტყობა, არ შეიძლებოდა, მონღოლები
არ გაუშვებდნენ.
ღოგორ შეხვდა ჰულაგუ ყაენი ქართველი მეფის განდგომას, წყაროები არ
გადმოგვცემენ, თუმცა ამისი წარმოდგენა ძნელი არ არის. მაგრამ ჯერ არა სცალია
ყაენს: 1260 წლის ზაფხული იყო, როცა მეფე ჯავახეთს გადავიდა და მონღოლებს
გადაუდგა, ამ დროს კი ყაენი ეგვიპტისათვის იბრძვის... და ზედიზედ მარცხდება.
ჟამთააღმწერლის ცნობა, თითქოს ჰულაგუ ყაენი ამ ბრძოლიდან გამარჯვებული
დაბრუნებულიყოს, სწორი არ არის... პირიქით, მამლუქებმა შემოუტიეს ყაენს და
უკვე დაპყრობილი სირიის ნაწილიც წაართვეს. ასეთი მწარე მარცხი ჯერ არ განეცადა
ჰულაგუ ყაენს. და როცა ბრძოლიდან თავრიზში მობრუნებულმა აჯანყებული
ქართველი მეფის წინააღმდეგ გაამზადა ჯარი, ბუნებრივია, იგი მტკიცე დავალებას
მისცემდა არღუნს, სასტიკად დაესჯა მეფეცა და მისი მომხრეებიც. ეგვიპტეში
განცდილი მარცხის ჯავრს ქართველ მეფეზე იყრიდა.

ყაენმა ოცი ათასი მონღოლი მეომარი გამოატანა არღუნს და დაავალა, ის


ქართველი დიდებულები და მათი ლაშქარიც თან წაეყვანა, რომელთაც მხარი არ
დაუჭირეს მეფეს და გაეთიშნენ; ისინი თავის მომხრეებად დაიგულა ჰულაგუმ.
მართლაც, არღუნმა, ოცი ათასი მონღოლი მეომარით, გამოვლო განძა, მოვიდა
თბილისს,
მუნ მოერთნეს ყოველნი ესე ზემოხსენებულნი მთავარნი საქართველოსანი, და
წარმოემართნეს სამცხეს, ბრძოლა ყოფად მეფისა.
დავით ლაშას ძეს ამისი მოლოდინი, რა თქმა უნდა, ექნებოდა. მან სწრაფად
შეკრიბა ჯარი –
მოუწოდა მესხთა, შავშ-კლარჯთა, და ვინცა დადგრომილ იყო ერტგულებასა ზედა
მისსა.
ჩვენ ხომ უკვე ვიცით, რომ
მის ერთგულებასა ძედა დადგრომილი
ბევრი აღარავინ ყოფილა, და იმდენ ჯარს ვერ შეკრებდა მეფე, რომ არღუნის
შეერთებულ ლაშქარს ადვილად გამკლავებოდა. ჟამთააღმწერელი თვითონვა
გვაუწყებს,
შეკრიბნა მცირედნი კაცნიო

658
– რვა ათასი მეომარი მოუგროვებია, მეტი ვერა. სარდლად, ბუნებრივია, სარგის
ჯაყელი დაუნიშნა. და ეს მცირე მხედრობა გამოემართა. რათა არღუნის ლაშქარს
დახვედროდა...
როგორადაც არ უნდა დამთავრდეს ეს ბრძოლა,ქართველთათვის მაინც
სავალალო და საწუხარია, რათა აქ ძმათა სისხლი იღვრება, ქართველებმა
ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა შემართონ მახვილი...
ჟამთააღმწერლის ცნობით, სარგისის მხედრობა მტკვრის ხევთას ჩასაფრულა,
მოწინააღმდეგეს რიცხობრივად მეტი ლაშქრის დასახვედრად მარჯვე ადგილი
შეურჩევიათ;არღუნ-აღამ კი გამოვლო ქართლი და სურამს დაბანაკდა. ღოგორც უკვე
ითქვა, ეს ხდება ზამთარში, დეკემბერში, საშინელ ყინვაში,
ვითარ წესი არს თუესა დეკემბრისასა; არღუნმა თავისი ლაშქრიდან (ივანე
ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ არღუნ-აღას შეერთებული ლაშქარი 36.000
მეომრისგან მაინც შედგებოდა) გამოჰყო ექვსი ათასი კაცი და წინასწარ გაგზავნა.
ალბა თიმ მიზნით, რომ მათ გამოიტყუონ მოწინააღმდეგე ვიწრო ხეობიდან; იქ
ბრძოლა ამათთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა. თავის მხრივ, სარგი ჯაყელმაც
წარავლინნა წინამბრძოლნი, კაცი რჩეული და გამოცდილი წყობათა შინა – ათას
ხუთასი მხედარი.
ამათ, ეტყობა, არ იციან არღუნის ექვსიათასიანი წინამბრძოლი რაზმის
მოახლოების ამბავი, და არა ფრთხილობენ, მოწინააღმდეგე შორს ჰგონიათ.
ახალდაბის ხიდი რომ გაიარეს და გაშლილზე გავიდნენ, მაშინღა დაინახეს მათკენ
მიმავალი მონღოლთა ექვსიათასიანი რაზმი. უკან დახევა, ეტყობა, არც უფიქრიათ და
ვეღარც მოესწრებოდა. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა; პირველსავე შეტაკებაში
მესხებმა იმარჯვეს,
ატონეს თათარნი და მოსწყვიდეს მრავალნი სახელოვანნი... ცოტაღა გადარჩენილა
არღუნის წინამძღოლი რაზმისაგან და ვინც გადარჩა, სწრაფად უკანვე მიბრუნდნენ,
არღუნის ძირითად ლაშქარს შეუერთდნენ, მესხების გამარჯვებული რაზმიც უკან
შემოიქცა, თავიანთ მხედარმთავარს სარგის ჯაყელს ბრწყინვალე გამარჯვების ამბავი
ახარეს. წინამბრძოლი რაზმის გამარჯვება სარგისს გაუხარდა, რაღა თქმა უნდა,
მაგრამ ცოტათი იმაზე დაწყდა გული, რატომ მე თვითონ არ ვიყავი ბრძოლაშიო. და
პირველი იოლი გამარჯვებით გულმოცემულს, დიდი შეცდომა მოუვიდა – დასტოვა
ხეობა და თავისი ძირითადი ლაშქრით დაიძრა მოწინააღმდეგისაკენ...
საოცარია, როგორ მოტყუვდა, გამოცდილმა სარდალმა როგორ ვერ
გაითვალისწინა, რომ მთელი ლაშქრით ხეობიდან გამოსვლა არ შეიძლებოდა,
მიუტევებელი შეცდომა იყო. გაშლილ მინდორზე მცირერიცხოვანი მხედრობით ვერ
გაუმკლავდებოდა მოწინააღმდეგის გაცილებით უფრო დიდ ლაშქარს... უნდა
დაეცადა და ვიწროებში შეეტყუებინა... თუ არღუნი ვერ გაბედავდა ვიწრო ხეობაში
შესვლას – განსაკუთრებით იმ პირველი მარცხის შემდეგ – მით უკეთესი:
გაბეზრდებოდა და უკანვე გაბრუნდებოდა... თუნდ იქვე დარჩენილიყო – ბრძოლის
გაჭიანურებითაც მეფის მხედრობა უფრო ხელსაყრელ პირობებში იყო, შორიდან
მოსულ მოწინააღმდეგეს, რაღა თქმა უნდა, უფრო გაუჭირდებოდა; მესხები შინ
ისხდნენ, რა ეჩქარებოდათ!..
მაგრამ ასეთი მსჯელობა მერე უფრო ადვილია, როცა საქმე გაფუჭდება... კაცმა
არ იცის, მაშინ რა მოხდა, რამ აიძულა სარგის ჯაყელი, ომის ელემენტარული წესი
დაერღვია... ძნელი დასაჯერებელია, სულწასულობით მოსვლოდეს ეს... იქნებ იყო
ისეთი ობიექტური გარემოება, რამაც ეს აიძულა.

659
ასე იყო თუ ისე, მესხები ხეობიდან გამოვიდნენ და მოწინააღმდეგისაკენ
დაიძრნენ...
იმდენად მოულოდნელი გამოდგა ეს არღუნისათვის, რომ ბრძოლის ჟინით
გახელებული მესხების ყიჟინამ ერთბაშად დააბნია და, ეტყობა, დააშინა კიდეც (იქნებ
სწორე დეს ჰქონდა გათვალისწინებული სარდგის ჯაყელს – მოულოდნელი
შეტევით სურდა მტრის დაფეთება!..) ...ისე დააშინა, რომ გაცლა ამჯობინა,
უბრძოლველად უკანვე გაბრუნდა... მაგრამ ცულის ტარისა და ტყის არაკისა არ იყოს,
სამწყხარო ამბავი მოხდა... არრუნს ხომ ქართველი დიდებულები ახლდნენ,
თავიანთი რაზმებით, და სწორედ იმათ შეარჩიეს: ჩვენ თვითონვე ქართველები ვართ,
და ჩვენზე უკეთ ვინ იცის, რა ლაშქარი ეყოლებათო, უთხრეს, ჩვენ მიგვიშვით, ჩვენ
შევებრძოლებითო. განსაკუთრებით კახა თორელი იყო თურმე თავგამოდებული, და
ასე სამარცხვინოდ ჩაიწერა თავი ისტორიაში.
ერთი სიტყვით, დაარწმუნეს არღუნი, რომ საშიში არაფერი იყო, და მონღოლმა
სარდალმაც
განაწყო მხედარნი.
გაიმართა ხელჩართული ბრძოლა... როგორც ითქვა, ეს უკვე გაშლილ ველზე
ხდება, ტაშისკარიდან მოშორებით, გორის შინდარასკენ...
ზედამიეტევნეს მესხნი განლაღებულნი... სარგის ჯაყელი უპირველეს ყოველთასა
მიუხდა რაზმსა, იგი თავად აძლევდა მეომრებს თავგანწირვის მაგალითს; სწორედ
მან ჩამოაგდო ცხენიდან ჰოროლით მონღოლთა უმამაცესი მეომარი ბაადური...
და პირველივე შეტევით ძალიან დაზარალდა მონღოლთა ლაშქარი... მაგრამ
გაშლილ ველზე იყვნენ და რიცხობრივ უპირატესობამ მალე იჩინა თავი... და როცა
შეტევის პირველი გზნება დაცხრა, არღუნმა მონღოლთა მნაცად ხერხს მიმართა...
თუმცა დარწმუნებული არც იყო ალბათ, რომ სარგის ჯაყელი ამ მარტივი,
მონღოლთაგან მრავალჯერ გამოყენებული ხერხით მოტყუვდებოდა. მკითხველი
ალბათ ხვდება ამ ხერხს. მოჩვენებითი უკუქცევით მონღოლების ერთმა რაზმმა
მესხების მხედრობა გაიტყუა... გაატარეს და ჩასაფრებული ძირითადი ნაწილი
ლაშქრისა უკან შემოერტყა სარგისის რაზმს, ალყაში მოიქციეს... ამი შემდეგ მეფის
მხედრობის დამარცხება ძნელი აღარ იყო.
ამის შემდეგ მეფის მხედრობის დამარცხება ძნელი აღარ იყო. მონღოლები
მიესივნენ
განწირულსა და მიმოდაბნეულ
მესხებს და უწყალო ჟლეტა დაუწყეს... იმ რვაათასიანი მხედრობიდან ცოტაღა
გადარჩა, უმნიშვნელო ნაწილმა მოახერხა უკან გაბრუნება და იმათაც სდიეს
ახალდაბის ხიდამდე... საგულისხმოა, რომ ხიდის იქით აღარ შეჰყვა არღუნი, ვიწრო
ხეობაში შესვლა ვერ გაბედა და უკანვე დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულ
გამარჯვებად არ ითვლებოდა: მას ურჩი და უმადური ქართველი მეფე უნდა მიეყვანა
ყაენთან დასასჯელად, ასე ჰქონდა დავალებული; მეფე კი ამ დროს აწყურში იყო, იქ
ელოდა ომის ბედის გაგებას.
როგორც ითქვა, ეს ზამთრის დასაწყის მოხდა, დეკემბერში. მეფე ერთხანს იქვე
დარჩა, სამცხეში, ხოლო როცა გაზაფხული მოახლოვდა, იქიდან აიყარა და შავშეთსა
და კლარჯეთში გადაინაცვლა. იცოდა, რომ ყაენი არ მოასვენებდა, გაზაფხულზე ისევ
გაგზავნიდა არღუნს მის შესაპყრობად... ამჯერად, ალბათ, უფრო დიდი ლაშქრითაც...
და უფრო შორს გაეცალა, ბოლოს ნიგალისხევში გადავიდა.

660
ამგვარად, ორივე ქართველი მეფე აუჯანყდა დამპყრობელს და ორივემ მარცხი
განიცადა. ზემოთაც ითქვა, ის ფაქტი, რომ ერთსულოვნება ვერ გამოიჩინეს, და
სხვადასხვა დროს, დაქსაქსული ძალებით გამოვიდნენ დამპყრობელის წინააღმდეგ,
იქნებ მათი არაგონივრული შეუთანხმებლობით კი არ ავხსნათ, არამედ იმით, რომ
ცბიერი დამპყრობელი ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რათა მათთვის ასეთი
შეთანხმების საშუალება მოესპო. ორივე მეფე განუწყვეტლივ ლაშქრობებში ჰყავდა;
თანაც, ალბათ სულ სხვადასხვა მხარეს, სხვადასხვა ქვეყანაში, ქართული ჯარიც
დაქსაქსული იყო, და ესეც განგებ ხდებოდა...
და კიდევ ახალი ვერაგობა დამპყრობელისა: ახლა რაკიღა ორივე ქართველი
მეფე გადაიხვეწა დედაქალაქიდან და სამეფო ტახტი თავისუფალი დარჩა, ყაენმა
ქვეყნის მმართველობა მწიგნობართუხუცესს ან რომელიმე ვაზირს კი არ მიანდო,
არამედ
ვინმე შადინს, ნათესავით სომეხს
ჩააბარა, მას
შევედრა (მინდო) ტფილისი და თვით მეფობაცა.

როცა გაზაფხულდა, როცა


მოიწია თუე მაისი და აღმოსცენდა მდელო, ყაენმა
ისევ გაგზავნა დიდი რაზმი ქართველი მეფის შესაპყრობად და მისი მომხრე მესხების
დასასჯელად. სარდლობა კვლავ არღუნს დაავალა და, ამჯერადაც, ქართველები
გააყოლა.
ეს იყო 1261 წლის გაზაფხულის მიწურულს.
რაოდენობას არ ასახელებს მემატიანე, მაგრამ, ეტყობა, ახლა უფრო
მრავალრიცხოვანი ლაშქარი ჰყავდა არღუნს, რადგან იგი ამჟამად სამცხეში შესვლას
არ მოერიდა. უკვე ივნისის დასაწყისი იყო, როცა მტერი სამცხეს მიადგა, და აქ
მეფისათვის სამწუხარო, გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა: დიდი ლაშქრის
დანახვაზე აქაც დაირღვა თანხმობა და მეფის ამასწინანდელ მომხრეთაგან ზოგი
მაშინვე გადავიდა მონღოლი სარდლის ხარეზე. ამით უფრო გაუადვილდათ საქმე
მონღოლებს; შეუდგნენ ამ მშვენიერი კუთხის

ოხრებასა და ტყუენვას... დაანგრიეს აწყური – ეტყობა, მეფე აქ ეგულებოდათ – და


განაგრძეს რბევა... წინააღმდეგობას თითქმის აღარ შეხვედრიან...
ბუნებრივია, მონღოლები სარგის ჯაყელზე იყვნენ გულმოსული და მის
სამყოფელს – ციხისჯვარს შეუტიეს; მაგრამ ციხისჯვარი კარგად გაემაგრებინა
სარგისს, იქ გააფთრებულ წინააღმდეგობას შეხვდა არღუნის ლაშქარი. მონღოლებმა
ალყაში მოაქციეს ეს ციხე-ქალაქი და ცვეული სიხრთხილითა და მოთმინებით
დაიწყეს მოქმედება. მაგრამ მალევე დარწმუნდნენ, რომ ხელსაყრელი არ იქნებოდა ეს
ალყა მათთვის: ციხის მამაცი მცველები, დღისით თუ ღამით, გამოიჭრებოდნენ
ხოლმე რაზმებად და დიდ ზარალს აყენებდნენ მტერს. საგულისხმო ცნობას
გადმოგვცემს სომეხი მემატიანე კირაკოს განძაკელი; იგი წერს, როდორ
შეუწყალებლად აიკლო არღუნმა სამცხე. და რა მამაცურად მოქმედებდნენ
ქართველთა მცირერიცხოვანი რაზმები: ერთხელ მოულოდნელად დაესხა
მონღოლებს ქართველ ცხენოსანთა გუნდი, დიდძალი ლაშქარი ამოუწყვიტეს
არღუნს, ისე

661
გაიარეს, როგორც ცეცხლმა ლერწოვანში, თვით კი სრულიად უვნებელი წავიდნენ.
დაახლოებით 400 კაცი იყო. შეეშინდა არღუნს, ვერ გაბედა ქვეყნის სიღრმეში
შესულიყო და თამამად დაეჩხრიკა იგი...
ერთი სიტყვით, მალევე დარწმუნდა არღუნი, რომ ციხისჯვარს ვერაფერს
დააკლებდა, მაგრამ გაბრუნებაც არ შეიძლებოდა – ურჩი მეფე და მისი თავგასული
ერისთავი უსათუოდ უნდა მიეყვანა ყაენთან; საგონებელში იყო, რომ უცებ, ბედზე,
ყაენის ბრძანება მოუვიდა – სასწრაფოდ იბარებდა ურდოში, აიყარა და წავიდა. სულ
ოცი დღე დაჰყო სამცხეში, და ამ ცოტა ხანშიაც რაც მოასწრო, სადაც კი მოასწრო
მისვლა, ყველაფერი დაანგრია. ჟამთააღმწერელი ღმერთს მადლობასა სწირავს, რომ
მოულოდნელად გამოიძახეს და სამცხე უფრო დიდ
ჭირთაგან იხსნა...
მაინც ბევრი მოუსწრიათ: მეფემ რომ არღუნის გაბრუნება გაიგო და მოვიდა,
რბევისა და ნგრევის საშინელი სურათი დახვდა. ეტყობა, შეწუხდა, სინანული
იგრძნო – ბოლოს და ბოლოს, სამცხის აოხრება მისი ბრალი იყო, და რჩევა ახლაღა
ჰკითხა
თანამზრახავთა თვისთა...
სარგის ჯაყელი პირდაპირ პასუხს მოერიდა და ასე მიმართა:სამცხე მცირეა და
არა კეთილი სადგომი მეფეთა. აქ მაინც ვერ იქნებით მოსვენებული და ამიტომ ჯობს
იმერეთში გადაბრძანდეთ, რუსუდანის ძე დავითთან; ბოლოს და ბოლოს, ისევე
როგორც ამერი ქვეყანა, იმერეთიც საერთოა, ორივეს გეკუთვნითო...
ამჟამად, ეტყობა ეს იყო ყველაზე სწორი რჩევა და მეფეც დაეთანხმა.
ამრიგად, არღუნი ყაენთან გაბრუნდა, მეფე კი რამდენიმე ხნის შემდეგ
იმერეთში გადავიდა.

8.
ჯერ არღუნს გავყვეთ.
ამბავი, ახლა რომ უნდა გადმოგცეთ, მოთხრობილი აქვთ ჟამთაღმწერელთაც
და სტეფანოს ორბელიანსაც, მაგრამ, ჩვეულებრივ, დაუთარიღებლად. თუმცა ისეა
მინიშნებული, და ისე მიჰყვება მოვლენის ლოგიკურ განვითარებას, რომ, ეტყობა,
სწორედ ახლა მოხდა, მას შემდეგ, როცა არღუნი მეორე ლაშქრობიდანაც
ხელცარიელი დაბრუნდა, განდგომილი მეფე ვერ შეიპყრო.
დავით ლაშას ძეს ხომ ცოლ-შვილი ბიჯნისს ჰყავდა დატოვებული. არღუნმა
შეიპყრო გვანცა და მისი პატარა შვილი დიმიტრი. ეს პირველივე გალაშქრების
შემდეგ მოხდა, რათა ამით მაინც მოეტყუებინა მეფე. მეორე ლაშქრობის შემდეგ კი,
გაგულისებულმა, დედოფალი მოჰკლა.
გუანცა დედოფალი, ავაგის ცოლყოფილი, მოკლულ იქმნა თათართ შინა მყოფი, წერს
ჟამთააღმწერელი და აშკარად მიგვანიშნებს, რომ ჯერ შეუპყრიათ და ურდოში
წაუყვანიათ დედოფალი, ხოლო მეორე ლაშქრობის შემდეგ მოუკლავთ
თათართა შინა მყოფი...
სტეფანოს ორბელიანი უფრო კონკრეტულად გადმოგვცემს ამბავს; იგი წერს,
რომ ჰულაგუ ყაენის ბრძანებით მოუკლავთ გვანცა (თუმცა ეს ისედაც
იგულისხმებოდა); და რაც განსაკუთრებით საგულისხმოა, გადმოგვცემს აგრეთვე,
რომ მკვლელობაში მონაწილეობა მიუღია ერთ ჩვენ ნაცნობ ისტორიულ პირს,
რომელმაც ჯერ ის მოახერხა, რომ დაახლოებოდა დედოფალს და მისი საშუალებით
მეფის ერთგული კაცი მოეშორებინა თავიდან, ახლა კი აქტიური მონაწილეობა

662
მიუღია დედოფლის მოკვლაში; თანაც როგორ: სუმბატ (თქვენ ალბათ მიხვდით, რომ
ეს კაცი სუმბატ ორბელი იყო)
ზრახვა ჰყო სხვათა მთავართა თანა და მოაშთვეს ზღვასა შინა გვანცა, ცოლი ავაგის)...
და ამას მოჰყვება კიდევ უფრო საგულისხმო ცნობა, რომ ამის შემდეგ სუმბატი
ფლობდა ყოველსა სამფლობელოსა ავაგისასა...
სუმბათ ორბელი საბოლოოდ ეწია საწადელს...
დედოფლის მოკვლასთან დაკავშირებით ჟამთააღმწერელის მონათხრობში
არის ერთი ბუნდოვანი და დაუჯერებელი ცნობა; ეტყობა, თვით მემატიანესაც
დაუჯერებლად მიაჩნია, რადგან პირდაპირ კი არ გადმოგვცემს, როგორც სხვა
ფაქტებს, არამედ იქვე შენიშნავს, ასე იტყვიანო:
იტყვიან ვითარმედ ასულისა მისისა ხუაშაგის, რომელი იყო ნაცოლარი საჰიბ
დივანისა... მისისა განზრახვით მოიკლაო.
თითქოს ქალიშვილმა მოაკვლევინა დედა!
ბუნებრივია, დედოფლის მოკვლა ათასგვარ მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა,
ჭორები გადასხვაფერებულად გავრცელდებოდა, ვინ რას იტყოდა, ვინ რას
ივარაუდებდა, რას დაუმატებდა... იმიტომაც არა სჯერა ერთი საუკუნის შემდეგ
მცხოვრებ მემატიანეს ეს ჭორად გაგონილი ამბავი... და იქნებ არც მიგვექცია
ყურადღება, აქ სხვა რამე რომ არ იყოს საინტერესო და საგულისხმო...
ხვაშაქი ავაგის შვილი, მეფის გერი; მამა რომ მოუკვდა, სულ პატარა იქნებოდა
– ალბათ, 3 – 4 წლისა. და როცა ულუ დავითმა გვანცა შეირთო, და
წამოიყვანა სამეფოდ თვისად, ხვაშაქი იქვე დატოვა, მამის სახლში; მზრუნველად
დაუდგინა სადუნ მანკაბერდელი –
კაცი ბრძენი და გონიერი... ძალითა ფრიად ძლიერი, მორკინალი რჩეული საჩინო, და
მოისარი ხელოვანი...
ჩვენ უფრო ახლოს უნდა გავეცნოთ ამ კაცს, მას კიდევ ბევრჯერ შევხვდებით.
მკვლევარები მას ისეთივე მედროვეს უწოდებენ, როგორც სუმბატ ორბელი იყო –
კაცი, რომელიც რომელიც ყველაფერს იკადრებდა, კარიერისა და გამდიდრების
გზაზე არაფერს არ შეეპუებოდა და არ ითაკილებდა; თავიდანვე ალღო აუღო
ცხოვრებას, შეისწავლა მონღოლური ენა, დაუახლოვდა ყაენსა და ნოინებს, მოახერხა
საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ვაზირის ავაგის სახლში შესვლა და მისი
ნდობის მოპოება... სადუნი თვითონ გასომხებული ქურთია, რომელსაც კარგად
შეუსწავლია ქართული ენაც და ქართული ზნე-ჩვეულებებიც; ჟამთააღმწერელის
დახასიათება მის გონიერებასა და ფიზიკურ შესაძლებლობაზე სავსებით მართალია:
ამა ადასტურებენ სხვა წყაროებიც და მისი თავგადასავალიც, რომელსაც ნაწილობრივ
ქვემოთ გავეცნობით. სხვათა შორის, სწორედ
მორკინალობით
მიიქცია მან ყაენის ყურადღება, როცა ყველა ფალავანი დაჯაბნა... ჯერ
მორკინალობით და მერე დათაფლული ენითა და მოხერხებით. სომხურის,
ქართულისა და მონღოლურის გარდა, იცოდა აგრეთვე სპარსული, კარგი
მჭევრმეტყველი იყო, ქლესა, ლაქუცა... ივანე ჯავახიშვილი წერს: სადუნი

მონღოლს მონღოლად ეჩვენებოდა, ქართველთან – ქართველი, სომეხთან


სომეხიმიყო, მაგრამ ყველაზე მეტად მონღოლთა ზნეჩვეულებას შეეგუაო... ხშირად
იყო ყაენის კარზე, თარჯიმანობდა, სადავო საქმეების გარცევაში – როგორც
შუამავალი დამპყრობელსა და დაპყრობილ ხალხს შორის – აქტიურ მონაწილეობას
იღებდა, და, ბუნებრივია, საქმის სამართლიანად წარმართვაც შეეძლო და თავისი

663
მდგომარეობის ბოროტად გამოყენებათ... მისი ნება იყო, როგორ უთარგმნიდა და
როგორ მოახსენებდა დივნის მოხელეებს, ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მის
სინდის-ნამუსზე, იმაზე, თუ როგორ იყო განწყობილი ამ თუ იმ პირთან... ერთი
სიტყვით, ყოველგვარი პირობები ჰქონდა კარიერის მისაღწევად,
გამდიდრებისათვის... და დროს უქმად არა ჰკარგავდა ეს ჭკვიანი და გაქნილი კაცი.
სწორედ ამ კაცს მიანდეს მეფემ და დედოფალმა ხვაშაქის მეურვეობა...
მეორე ასეთივე კაცმა – სუმბატ ორბელმა – როგორც ვნახეთ, დედოფლისა და
მეფის ნდობა მოიპოვა... სადუნის მსგავსად, ისიც მიღებულია ყაენის კარზე, იმასაც
ხშირად ნახავთ იქ, ისიც უყვარს ჰულაგუ ყაენს, ისიც თარჯიმნობს, მასაც
დათაფლული ენა აქვს, მანაც იცის, ვისტან როგორ მოიქცეს, მის სინდისზეც ბევრი
რამ არის დამოკიდებული... ერტი სიტყვით, ეს ორი მედროვე ბევრ რამეში ჰგავს
ერთმანეთს, იმ დიდი განსხვავებით, რომ ერტი მათგანი ძველი, დიდი გვარის
შთამომავალია, სახელოვანი წინაპრებით ამაყობს და კარიერის რთულ გზაზეც მეტი
პრეტენზია აქვს... ერთდროულად მოღვაწეობდა ეს ადამიანი, საერთო მფარველები
ჰყავდათ, იქნებ საერთო მტერ-მოყვარეებიც და, რასაკვირველია, ხვდებოდნენ
ერთმანეთს...
როგორი იყო მათი ურთიერთობა? მტრობა ჰქონდათ თუ შეეგნოთ რომ ამ
დიდსა და არეულ ქვეყანაზე ორივე კარგად დაეტეოდა და პირიქით, ხელს
უწყობდნენ ერტმანეთს?.. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა
ვერა ხერხდებოდა. ვარაუდიც კი ძალიან ძნელია...
მაგრამ აი, გავრცელდა ხმა, რომ გვანცას მოკვლაში მისივე ასულის, ხვაშაქის
ხელიც ურევია... ეს ხვასაქი კი, როგორც ვნახეთ, სადუნ მანკაბერდელის
აღზრდილია... მართალიც რომ არ იყოს , ის ფაქტი, რომ ასეთი ჭორი გავრცელდა,
თავისთავად ბევრის მეტყველია... თანაც, არ დავივიწყოთ, ხვაშაქი ჯერ ისევ პატარაა
– საეჭვოა, დამოუკიდებლად შეეძლოს რამე, მას სხვა წარმართავს... გვანცას მოკვლაში
აქტიური მონაწილეობა მიუღია აგრეთვე სუმბატ ორბელს; სუმბატისავე ძმისშვილის
ცნობით, სწორედ იგი მოელაპარაკა სხვა მთავრებს (იგულისხმება, დიდ მონღოლ
მოხელეებს, და იქნებ ზოგიერთ ქართველსაც) და დედოფალი ზღვაში დაახრჩვეს...
ბევრ ფიქრსა და ვარაუდს აღძრავს ეს ორი ცნობა... როგორც ითქვა, მეორე
ცნობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, და თუ პირველიც მართალია, მაშინ ორი მედროვის
ინტერესები ამ საკითხში თითქოს გაერთიანებულია... იქნებ მორიგდნენ ამ საშინელი
ცოდვის ჩასადენად, ერთად მიჰყიდეს სული სატანას!.. რამდენადაც ამ კითხვებზე
პასუხის გაცემა ძნელდება, იმდენად სარწმუნო უნდა იყოს ის ვარაუდი, რომ ამ დროს
არც სუმბატსა და არც სადუნს აღარა სჯეროდათ, მეფის დაბრუნება თუ იყო
შესაძლებელი.
სანამ მეფის შემდგომ თავგადასავალს გავეცნობოდეთ, ჯერ ისევ არღუნ -აღას
რისხვას დავუბრუნდეთ. სამცხეში მან
განდგომილები კი დაამარცხა, მაგრამ მთავაი დავალება არ შეუსრულებია – მეფე ვერ
შეიპყრო, და ალბათ ყაენის საყვედურიც მიიღო... ამიტომ იყო რომ, განრისხებული,
ისე მკაცრად გაუსწორდა დედოფალს.
ოღონდ გვანცას სისხლი როდი იკმარა: დედოფალი მეფის მაგივრად დასაჯა;
მაგრამ ამ განდგომილების დროს მეფეს ხომ სარგის ჯაყელი უჭერდა მხარს,
სარგისისათვის უნდა მიეზღო სამაგიერო, ისიც უნდა დაესაჯა. მეფის მძევალი იქვე
ჰყავდა და შურისგება არ გასჭირვებია არღუნს... მაგრამ ჯაყელსაც აღმოაჩნდა
მძევალი
და მისი შურიც იძია შურისძიების ჟინით გულგავსებულმა მონღოლმა სარდალმა.
664
სარგის ჯაყელის სიძე – ქალიშვილის ქმარი – ზაქარია ამირსპასალარი,
სამცხის ბრძოლებში თან ახლდა არღუნს. ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ სიძე-
სიმამრი; თანაც, საგულისხმოა, რომ ამ დროს ზაქარიას მეუღლე მამასთან ყოფილა
სტუმრად... და ამირსპასალარს მოუხერხებია საიდუმლოდ ცოლის ნახვა. მაგრამ, ეს
საიდუმლო გამჟღავნებულა – ეტყობა, გასცეს, არღუნთან დაასმინეს ქართველი
ამირსპასალარი. ბუნებრივია, რომ ზაქარია თანაუგრძნობდა კიდეც აჯანყებულებს –
თავისივე სიმამრს და მეფეს – ოღონდ ამას არ ამჟღავნებდა.ყაენი რომ განურისხდა
არღუნს, მეფე რატომ ვერ შეიპყარიო, ამან ალბათ ერთ-ერთ მიზეზად ზაქარიას
გამცემლობაც დაუსახელა; შეიპყრეს ქართველი ამირსპასალარი და ყაენს მიჰგვარეს.
სასჯელი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა – ზაქარია ასო-ასო აკუწა თვით ყაენმა და
ძაღლებს შეაჭამეს.ამ ცნობას სომეხი მემატიანე კირაკოს განძაკელი გვაწვდის.
ზაქარიას მოკვლის ამბავს ჟამთააღმწერელიც გადმოგვცემს: არა
დამშვიდდა გული (ჰულაგუსი) და მოკლა ზაქარია ამირსპასალარი, კაცი პატიოსანი
და სახელოვანი. და ცნა დიდმან შანშე, მამამან მისმან, მწუხარებითა შეწუხებული
იგიცა აღსრულდა...
რაკი გვანცას და ზაქარიას დასჯა ერთდროულად და ერთი მიზეზით მოხდა,
ხოლო გვანცას მოკვლაში სუმბატ ორბელს მიუღია აქტიური მონაწილეობა,
უნებურად გაგახსენდება ის ფაქტიც, რომ ზაქარია – ამირსპასალარი იყო, ანუ ის
თანამდებობა ჰქონდა, რაც ტრადიციულად ორბელიანთა წინაპრებს ეკუთვნოდათ,
და რის დასაბრუნებლადაც ახლა სუმბატი იღვწოდა.
ეს ფაქტები თავისთავად აღგვიძრავს საგულისხმო ვარაუდს!..
ჩვენ ვიცით, რომ მეფეს შვილიც დარჩა, მცირეწლოვანი დიმიტრი. იგი
ამჯერად გადაურჩა სიკვდილს და მის თავგადასავალს ქვემოთ მოგითხრობთ. ახლა
კი მამის – ულუ დავითის – შემდგომი ბედი ვნახოთ.
რაკიღა სარგის ჯაყელის რჩევა ჭკუაში დაუჯდა, მეფეს აღარც დაუყოვნებია,
მაშინვე გადავიდა ქუთაისს. მამიდაშვილმა კარგად მიიღო იგი –
კეთილად ისტუმრა
და ერთხანს კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ, შეხმატკბილებულად მეფობდნენ.
მაგრამ დიდხანს ამას ვინ დააცლიდა?!. გავიდა ერთი წელი და მეფეთა გარშემო
დაჯგუფებები გაჩნდა: ზოგი დიდებული ულუ დავითს მიემხრო, ზოგი – ნარინს.
მაგრამ ეს ხომ უბრალო სიმპათია-ანტიპათიები არ ყოფილა: ორი გავლენიანი
ჯგუფი ებრძოდა ერთმანეთს და ამით საქვეყნო საქმე ზარალდებოდა. იმ
უბედურების ჟამს ერთი ნუგეში ის იყო, რომ დასავლეთ საქართველო მაინც
გადაურჩა დამპყრობლის რბევასა და ნგრევას, და ახლა მეფეთა ურთიერთშუღლს
უნდა აეწეწა ქვეყანა. მართალია, მემატიანე იქვე შენიშნავს, მეფეებზე ამას გავლენა არ
მოუხდენიაო –
არას ავნებდეს ურთიერთას ორნივე დავით და დავით
– მაგრამ კიდეც რომ ვირწმუნოთ ეს ძნელად დასაჯერებელი ამბავი, ფაქტი ის არის,
რომ საჭირო გახდა სამეფოს გაყოფა. სწორედ ასე გადმოგვცემს ჟამთააღმწერელი:
აჩინნეს თავადნი სამეფოსანი, და განყვეს ორად – ტფილისი ორად, ქუთაისი ორად,
და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს... და განყვეს სამეფო და
საჭურჭლენი...
მეტად უცნაური გაყოფაა, ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად, როგორ უნდა
გაეყოთ მეფეებს თითოეული ქალაქი ორ-ორად!.. მაგრამ ეჭვიც რომ შეგვეპაროს
ამაში, მაინც საგულისხმოა და ჟამთააღმწერლის ცნობაც იმ უეჭველ ფაქტზე
მიგვანიშნებს, რომ მეფეთა ირგვლივ დაჯგუფებები გაჩენილა, ისეთი უთანხმოება
665
ჩამოვარდნილა, რომ თავი ვეღარ მოუბამთ, დავა დაწვრილმანებულა და
კურიოზული ხასიათი მიუღია, დინჯად და ბრძნულად ვერ გადაუწყვეტიათ საქმე...
ამ დავის დროს ალბათ ვინმემ ის ახირებული აზრიც წამოაყენა, რასაც
ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს (სულ უსაფუძვლო ხომ არ შეიძლება იყოს ის ცნობა).
და ვინ იცის, სადამდე მივიდოდა საქმე, რომ ჰულაგუ ყაენს ულუ დავითთან
შერიგება არ მოსურვებოდა.
შერიგების თარიღი ზუსტად არ არი მოცემული, მაგრამ ისე კი კარგად
ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს: ულუ დავითი 1261 წლის ზაფხულში გადავიდა
ქუთაისს (სამცხის ბრძოლა აკი 1261 წლის ივნისში მოხდა), მას შემდეგ ერთი
წელიწადი შეხმატკბილებულად იყვნენ მეფეები – დავა სწორედ ერთი წლის შემდეგ
დაწყებულა. ესე იგი, 1262 წლის ზაფხულში უნდა გამწვავებულიყო ურთიერთობა.
სწორედ ამ დროს კი თვით დამპყრობელთა ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ,
რამაც ჰულაგუ ყაენს გული მოუბრუნა ქართველ მეფეზე.
სანამ ჟამთააღმწერელი გვეტყოდეს –
ინება კუალად ყაენმან ზავი მეფისაო, იგი, სხვათა შორის, წერს ერთ საგულისხმო
ფრაზას: აღმოსავლეთ საქართველოს გამგებლობა კი ამ დროს შადინს ჰქონდა
მინდობილი. ეტყობა, დიდვაჭარ შადინს ვერ გაურთმევია საქმისთვის თავი – არ
უჯერებდნენ, არ ემორჩლებოდნენ, ვეღარც გადასახადებს კრებდა წესიერად, და რაც
განსაკუთრებით შემაწუხებელი იყო ყაენისათვის, ჯარიც დაიშალა. არა-და
ქართულილაშქარი ახლა ისე ჭირდებოდა ყაენს, როგორც, იქნებ, არასდროს.
ჰულაგუ ყაენმა დაავალა არღუნს, რათა მოციქული გაეგზავნა ულუ დავითთან
და შეეთვალა, რომ დაბრუნებულიყო, უვნებლობის ფიცს აძლევდნენ.
ულუ დავითისათვის სასურვერლი იქნებოდა ეს წინადადება: ჯერ ერთი,
საშუალება ეძლეოდა, თავი დაეღწია იმ უსიამოვნო დავისათვის, რაც მეფეთა
გარშემო გააჩაღეს დიდებულებმა; მეორე: მეფეს ჯერ არ გაეგო თანამეცხედრის
დაღუპვის ამბავი, და, ბუნებრივია, აწუხებდა ბედი გვანცასი და მცირეწლოვანი
მემკვიდრისა, რომლებიც ახლა განრისხებული მტრის ხელში იყვნენ და საშიშროება
ემუქრებოდათ; მესამე: ქუთაისამდეც მიაღწია ხმებმა იმის შესახებ, რომ თბილისისა
და მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მმართველობა ვიღაც შადინისათვის
ჩაუბარებიათ – ულუ დავითი, რა თქმა უნდა, ეშურებოდა ამ კაცის თავიდან
მოშორებას...
მოციქული რომ მიუვიდა, მეფეს აღარც კი უყოყმანია, დათანხმდა შერიგებაზე,
მოციქულს ის დააბარა მხოლოდ, რომ მისი განდგომილების მიზეზი ხოჯა აზიზი
იყო, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა, სული ამოართვა და აიძულა მეფე,
იქაურობას გასცლოდა. ხოჯა-აზიზს აბრალებს ყველაფერს, რათა თავისი დანაშაული
შეარბილოს.
მაგრამ მაინც სიფრთხილე იხმარა ულუ დავითმა და გადაწყვიტა, ჯერ შვილი
გაეგზავნა ყაენისათვის (უფროსი შვილი – გიორგი – ხომ თან ახლდა მეფეს);
შეუთვალა, რაკიღა ყაენმა ჩემი შეწყნარება ინება, ჩემს პირმშოს გამოვგზავნი, დამ ას
გადასცეს ცემი სამეფოო. ყაენი თანახმა გახდა, გამოითხოვეს მეფის უფროსი შვილი,
ფიცით აღუთქვეს უვნებლობა...
თბილისს რომ მიუახლოვდა უფლისწული, მიეგებნენ ქართველი
დიდებულები, და, სხვათა შორის, შადინიც. არღუნმა ძვირფასი საჩუქრები მიართვა
უფლისწულს და რამდენიმე ხნის შემდეგ, წესისამებრ, ურდოში წაიყვანა, ყაენმა
ტკბილად მიიღო გიორგი და სამეფო დაულოცა...

666
ახლა უკვე დრო იყო, მეფეც დაბრუნებულიყო, მეფე კი არა ჩანდა. Yაენმა
კვლავ მოიკითხა... მაშინვე აფრინეს კაცი; მაგრამ მეფე უარზე იყო – სანამ ხოჯა
აზიზს არ მომცემთ დასასჯელად, არ წამოვალო. მეფის ჯიუტობამ ისევ განარისხა
ყაენი; როგორც მოსალოდნელი იყო, არღუნმაც ცეცხლი შეუკეთა, და იქამდე მივიდა
საქმე, რომ კინაღამ ჩაიშალა შერიგება. მეფეზე განრისხებული ყაენი უფლისწულსაც
რას დაინდობდა – იმასაც სიკვდილი ელოდა... და ვინ იცის, რა მოხდებოდა, რომ
ენუქ არქუნს არ ემარჯვნა; სწორე დეს კაცი გახლდათ ყაენის მოციქული მეფესთან;
მას დიდი ქებით მოიხსენებს ქართველი მემატიანე – კაცი მართალი და პატიოსანი,
სჯულითა ქრისტეს ჯვარისა თაყვანისმცემელიო. ღაკი თავიდან ამ კაცმა უთავდება
მეფესა და უფლისწულს, ახლა შეწუხებული იყო, ხედავდა, რომ უფლისწულს
სიკვდილი ემუქრებოდა – ასეთი იყო ყაენის ბრძანება, და არღუნი, რაღა თქმა უნდა,
სიხარულით შეასრულებდა ამ ბრძანებას.

დატრიალდა ენუქ არქუნი და რაკი სხვა გამოსავალი ვეღარ ნახა, გადაწყვიტა


დედოფლისათვის მიემართა – ზემოთაც ითქვა, ჰუკაგუს ცოლი – ტონღუზ-ხათუნი
– ქრისტიანი იყო; ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ წუთებს ჰქონდა მნიშვნელობა.
კეთილი ქალი გამოდგა დედოფალი, ხვეწნა არ დასჭირვებია, მაშინვე ყაენთან მივიდა
და ენუქიც თან იახლა. დიდო და მაღალო ხელმწიფევ, ეს რა უსამართლო ბრძანება
განგიჩენიაო, – მიმართა ტონღუზ-ხათუნმა ყაენს – უფლისწული უვნებლობის
ფიცით გვყავს მოყვანილი და შენ კი სიკვდილითა სჯი?! გვირჩევნია ჩვენ მოგვკლა
ახლავე, თავნი ჩვენნი იყვნენ მეფისათვისო...
მართალია, ამას დედოფალი ამბობდა, მაგრამ ასე კატეგორიულად მაინც ვერ
გაუბედავდა, მით უმეტეს სხვისი თანდასწრებით; თანაც, ამ სიტყვებით ვერც
გასტეხდა ყაენს, კიდევ ერთი დიდი არგუმენტი რომ არა ჰქონოდათ, რამაც მეფისა და
უფლისწულის სასიკეთოდ წარმართა საქმე... ისეთი რამე შეახსენეს ყაენს, რომ
ერთბაშად სულ სხვა ფიქრები აუშალეს, ბრაზი დაუცხრეს და ქართველი მეფისა და
უფლისწულის მიმართ კეთილად განაწყვეს... ერთი ბებერი სპარსი ვაჭრის გამო
რატომ უნდა გადაიმტერო ამოდენა ქვეყნის მეფე, და თანაც რა დროსო, უთხრა;
ჩრდილოეთიდან ბერქა ყაენია მომდგარი, დრეს არა ხვალ, ომი უნდა დაიწყოს,
მოკავშირეებს ეძებს, მოციქულს მოციქულზე უგზავნის ქართველ მეფეს –
დარიალზე გადმომატარეო... მართლაც რომ მოახერხოს შენზე განაწყენებულ
ქართველ მეფესთან პირის შეკვრა, მაშინ რას აპირებო...
ყაენს ხელადვე წამოუარა ქართველი უფლისწულის მიმართ გულმოწყალების
გრძნობამ, მაშინვე მოაყვანინა გიორგი, მოეფერა, დაუყვავა, პატივი უყო, ბრწყინვალე
შესამოსელით შემოსა და ტონღუზ-ხათუნს მიანდო; შენთან იყოსო, უთხრა, არც ამის
მამას ვავნებ რამეს, ახლავე წავიდეს ენუქი, თან წაიყვანოს ორივე შვილი მეფისა –
გიორგი და დიმიტრი, და ფიცის წიგნი გადასცეს დავითს, რომ არაფერს ვავნებ, თუკი
ურდოში გამოცხადდება; პირიქით პატივით მივიღებ და სამეფოს გადავცემო.
ამის შემდეგ ჟამთააღმწერელი იმასაც წერს, თითქოს ენუქ არქუმს ხოჯა აზიზი
წარეგვაროს მეფისათვის. დასასჯელად... ეს ცნობა არ დასტურდება – ხოჯა აზიზს
მართლაც არ ასცდენია სიკვდილით დასჯა, მაგრამ არა ქართველი მეფისაგან, არამედ
სულ სხვა ვითარებაში... ამჟამად ჩვენთვის არც არის საინტერესო. მთავარი ისაა, რომ
ენუქმა დაითანხმა ქართველი მეფე და ურდოში წაიყვანა.
შანამ ურდოში გაემგზავრებოდა ქართველი მეფე, ბუნებრივია, ჯერ თბილისში
გამოიარა, ერთხანს აქ შეჩერდა. და მეფის თბილისში ყოფნის დროს კიდევ მოვიდა

667
ყაენისაგან ცნობა – მეფე დავითს დავინდობ, პაპა სარგისს კი არ ვაპატიებო
(მონღოლები მეტსახელად
პაპას
ეძახდნენ სარგის ჯაყელს)... სარგისმა მაინ ცარ დაიშალა, თან გაჰყვა მეფეს,
ბოლომდე უერთგულა,
აქამდე სულ მეფესთან ვიყავი, ხალხს ისიც კი ჰგონია, რომ ჩემი წაქეზებით
განუდგა მეფე ყაენს, და ახლა რომ რამე ავნონ, რას იტყვიან – თვითონ შინ გაბრუნდა
არხეინად და მეფე კი მოაკვლევინაო! გვარს როგორ შევარცხვენ, ღმერთმა ნუ ქნას,
მირჩევნია მეფის სანაცვლოდ დავდო თავიო.
ასე და ამგვარად, მეფე და მისი ერთგული ქვეშევრდომი ყაენს ეახლნენ
ბარდავს.
ჰულაგუ ყაენს ან მახსოვრობა ღალატობდა და ან სიტყვის კაცი ვერ იყო. მეფე
რომ დაინახა, იმის ნაცვლად, რომ, შეპირების მიხედვით, პატივით მიეღო, ისევ
წამოუარა ძველმა ბრაზმა და ყვირილი დაიწყო, ისე გაცოფდა და გადაიქაჩა, რომ
ყველას ეგონა, ქართველი მეფისა და მისი მხლებლების საქმე უკვე გადაწყვეტილი
იყო...
მეფისადმი დამოკიდებულების ასეთმა სწრაფმა შეცვლამ არ უნდა
გაგვაკვირვოს – მეტად მერყევი იყო ხოლმე განწყობილება ყაენის კარზე, და ამის
შესაბამისად, ცალკეულ ადამიანთა – უმთავრესად მაღალი თანამდებობის პირთა –
ბედი წარამარა იცვლებოდა: ურთიერთ ქიშპობა-მეტოქეობისა და ინტრიგების
ბუდედ იყო ქცეული; დასმენა-დაბეზღება, ცილისწამება, ჭორი, ვისიმე წინააღმდეგ
სრულიად უსაფუძვლოდ პირის შეკვრა სავსებით ბუნებრივი მოვლენა გახლდათ; ვინ
აღარ ტრიალებდა აქ, რომელი ჯურის გაქნით ინტრიგანსა და არამზადას არ
შეხვდებოდი... ასეთ ვითარებაში, განუკითხაობა და სიკვდილით დასჯაც
ჩვეულებრივი იყო, ეს არავის უკვირდა. ცნობილ მკვლევარ ი. პეტრუშევსკის მეტად
საგულისხმო ცნობა მოაქვს: ილხანების 23 ვაზირთაგან 22 სიკვდილით დასაჯეს და
მხოლოდ ერთი მოკვდა ბუნებრივი სიკვდილით, ისიც იმიტომ, რომ მოულოდნელად
გარდაიცვალაო. ერთადერთი, რაშიდ ად-დინი შერჩენია ვაზირის თანამდებობას 19
წელიწადს – იმიტომ, რომ თავად იყო საშინელი გაიძვერა და ინტრიგანი, თავად
უთხრიდა ყველას ორმოს და ისე იყო გაწვრთნილი, რომ ვერავითარი მეტოქე ვერ
ასწრებდა... თუმცა საბოლოოდ ისიც ვერ გადაურჩა სიკვდილით დასჯას...
ასეთი ცვალებადი იყო ადამიანთა ბედი ყაენის კარზე და ქართველი მეფის
მიმართ დამოკიდებულების შეცვლაც, რაღა თქმა უნდა, არავის გაჰკვირვებია.
ამრიგად, დავით ულუ სამსჯავროზე შეიყვანეს. კარგად გვიცოცხლებს მეფის
დაკითხვის სურათს ჟამთააღმწერელი.
ქართველმა მეფემ და მისმა მხლებლებმა მონღოლური არ იციან და
თარჯიმნობას სწევს სადუნ მანკაბერდელი. ყაენი მედიდურად ზის ტახტზე,
ქართველ მეფესა და მის მხლებელ დიდებულთ მუხლი მოუყრიათ ყაენის წინაშე;
ყველაზე ახლოს მეფესთან, მის ზურგსუკან სარგის ჯაყელია – დანაშაულის მთავარი
მონაწილე. მონღოლური წესის მიხედვით, ყაენი თავისივე ხელით ღვინოს მიაწვდის
ოქროს თასით მეფეს, და სამსჯავროც იწყება. ყაენს ერთადერთი კითხვა აქვს, მაგრამ
პასუხის გასაცემად – ძალიან ძნელია:
– რად ქმენ განდგომა ჩემი, და ბრძანებასა ჩემსა რად ურჩ ექმენ, და არღუნს
შემოები?
მეფე ცოტათი ენამძიმე გახლდათ, ასეთმა ძნელმა შეკითხვამ უფრო დააბნია,
თუმცა, კაცმა რომ თქვას, თავიდანვე უნდა ჰქონოდა პასუხი მზად... და ჰქონდა
668
კიდეც: აკი სულ იმას გაიძახოდა – ხოჯა აზიზის ბრალია ყველაფერიო; მაინც
დაიბნა, ვეღარაფერი მოახერხა, გარდა იმისა, რომ თავი მიაბრუნა და სარგის ჯაყელს
შეხედა.
ნეტა მართლა სულმოკლეობით მოუვიდა? ნუთუ ამ მოძრაობით ყაენს ანიშნა,
ყველაფრის მიზეზი ეს კაცი არისო?!. იქნებ უნებურად მოხდა – რაკიღა თავად
ენამძიმე იყო, სარგის მიანდო პასუხის გაცემა, და მისკენ თავის მიბრუნებაც ამისი
ნიშანი იყო...
სარგის ჯაყელი არ შეშინებულა, და არც დაბნეულა, ერთბაშად მიხვდა, რომ
თვითონ მაინც განწირული იყო, და გადაწყვიტა, როგორმე მეფე ეხსნა, თავად
დაებრალებინა ყველაფერი; წამოდგა, ყაენს მიუახლოვდა, ისევ მოიყარა მუხლი და
მოახსენა:
– მე ვარ, დიდო ყაენო, რომელი შემოვები არღუნ აღას.
სარგის ჯაყელზე ყაენს ბევრი სმენოდა, მაგრამ ნახვით პირველად ხედავდა და
ახლა თვალები მიაშტერა.
– პაპა სარგის შენა ხარ?
– იგი ვარ, – მტკიცედ უპასუხა ქართველმა ერისთავმა.
– რატომ განაყენე მეფე ჩემგან და არღუნს შემოები? – ახლა ამას გაუმეორა
კითხვა ყაენმა.

შეგახსენებთ, რომ ამათ საუბარს თარგმნის სადუნ მანკაბერდელი (


რომელი ფრიად უყვარდა [ჰულაგუს] და დიდად პატივ-ეცა, რამეთუ იყო კაცი იგი
გონიერი და ენა-კეთილი, სიტყვითა მარჯვე ყაენს წინაშე მეტყუელებდა
– ასე ახასიათებს სადუნს მემატიანე).
სარგის ჯაყელი ამ კითხვას არ დაუბნევია – მტკიცედ და მოუბოდიშებლად
მოახსენა: ხოჯა აზიზის გამო მოხდა ყველაფერიო, ლამის მეფობა წაართვა დავითს,
ქალაქსა თუ სოფელს დაეუფლა, ეკლესიები დაიჭირა, ციხეები მოარღვია...
თქვენდამი ვეღარ მოვაღწიეთ, ბედნიერო ყაენო, რომ ჩვენი გასაჭირი შემოგვეჩივლა
– არ მოგვიშვეს, გზები მოგვიჭრეს, თქვენი კარი ქრთამით შეკრესო (როგორც ხედავთ
არღუნ აღასაც გადასწვდა ჯაყელი, ყაენის კარის ქრთამით შეკვრა მისი მისამართით
იყო თქმული), მეტი ღონე აღარ იყო, მე წავიყვანე მეფე, ვიცოდი, მიზეზს
იკითხავდით და მაშინვე მომეცემოდა საშუალება, ყველაფერი მომეხსენებინა... აკი
მართლაც ასე მოხდაო...
მანკაბერდელი ნაწყვეტ-ნაწყვეტ უთარგმნიდა ყაენს, და ეს საშუალებას
აძლევდა სარგის ჯაყელს, ყოველი ფრაზა კარგად მოეფიქრებინა.
ესეც უწყოდი, ყაენო, რომ სპარსნი ძუელითგან მტერნი არიან ჩუენ
ქართუელთანი (მკითხველს შევახსენებ, რომ ხოჯა აზიზი სპარსი იყო). ამისთვის
არღუნს თანა ვყავ ბრძოლა და ომი, რადგან უსამართლობა მეფის მიმართ ხოჯა
აზიზისაგან ვეღარ მოვითმენთ... მეფეს ბრალი არ მიუძღვის, ყაენო, ჩემი ბრალია
ყველაფერი, მე განვაყენე მეფე კარისაგან თქუენისა.
ახლა უკვე მეფემაც ამოიდგა ენა. მანკაბერდელი ისე თარგმნიდა მეფის
სიტყვებს, რომ ყაენს მოსწონერბოდა (კაზმევდა თქმულთა მეფისათა
ენუქ არღუნიც ესწრებოდა სამსჯავროს და მაინც სცადა, კეთილი სიტყვა შეეწია
მეფისათვის... ეტყობა, დიდხანს გაგრძელდა სჯა –
განმრავლდა სიტყუა მათ შორის და მრავალგვარად უბნობა

669
... მაგრამ ისე განრისხებულიყო ყაენი, რომ მისი მოლბობა ძნელი გამოდგა. ყველა
გრძნობდა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა; სარგის ჯაყელს ხომ
ნამდვილად სიკვდილი ელოდა, მაგრამ არც მეფის საქმე იყო უკეთესად, მასაც რაღაც
ბოროტს უმზადებდა ყაენი...
მაგრამ მეფეცა და სარგის ჯაყელიც სიკვდილს გადაურჩნენ. ისე წარიმართა
საქმე, როგორც ზღაპარში ხდება. ჯერ სამსჯავრო არ დამთავრებულიყო, რომ
დარუბანდიდან შიკრიკი მოვარდა და მოითხოვა, სასწრაფოდ ყაენთან შეეყვანათ.
როცა გაიგეს, რა საქმეზე მიდიოდა, მაშინვე შეუშვეს. შიკრიკმა შემაშფოთებელი
ამბავი მოიტანა – ბერქა ყაენი დაძრულიყო და მოემართებოდა.
ოქროს ურდოში რომ საომარი მზადება ჰქონდათ და, როცა იქნებოდა, ბერქა
ყაენი მის წინააღმდეგ შემართავდა მახვილს, ეს იცოდა ჰულაგომ, მაგრამ ახლავე თუ
დაესხმება, ამას, ეტყობა, არ მოელოდა. მაშინვე შეწყვიტა სამსჯავრო, ანიშნა ტყვეები
გაეყვანათ და შიკრიკს დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი.
თავი მერვე.
თავი 8
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: როცა ამოდენა სივრცეზე გადაჭიმულ
იმპერიას ახალი ქვეყნების დასაპყრობლად ძალა აღარ ეყო, მონღოლთა ურდოები
ერთმანეთს დაერივნენ; ამითვე დაიწყო მონღოლთა იმპერიის დაცემა. ჯერ იყო-და,
თანდათანობით გაწყვიტეს კავშირი დიდ ყაენთან, დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამას
იმანაც შეუწყო ხელი, რომ მანგუ ყაენის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა დიდმა
ყაენმა იმპერიის დედაქალაქი ყარაყორუმიდან პეკინში გადაიტანა, ესე იგი, კიდევ
უფრო დააშორა ისედაც ძალიან შორს მყოფ ულუსებს.
ოქროს ურდოს მბრძანებლებს ბერქა ყაენს საფუძვლიანი და თავისებურად
დასაბუთებული პრეტენზიები ჰქონდა ჰულაგუ ყაენის მიმართ. ზემოთაც ითქვა,
ილხენთა ურდოს შექმნაში, კერძოდ, ირანისა და აზერბაიჯანის დასაპყრობლად
ბრძოლაში ოქროს ურდოც მონაწილეობდა, თითქმის მეხუთედი ჰულაგუს არმიისა
ოქროს ურდოელი მეომრები იყვნენ. და ახლა ბერქა ყაენი იმ ტერიტორიის ნაწილს
ედავებოდა ჰულაგუს, რომლის დაპყრობებშიც ოქროს ურდოს მეომრებმა უშუალოდ
მონაწილეობა მიიღეს. ეს, მიწა-წყალი განსაკუთრებით მოსწონთ ერთ ყაენსაც და
მეორესაც. მომთაბარული ცხოვრებისათვის ნანატრი კუთხეა. ყოველმხრივ შეკრული
და მიმზიდველი. მდიდარი, გამოულეველი საძოვრები, თავის შეწუხება არაფერზე
დასჭირდებათ... დიდებული ბუნებრივი საზამთრო სადგომიდან – ყიშლაღებიდან –
იქვე, ხელის გაწვდენაზეა შე-სანიშნავი იალაღები, საითკენაც ზაფხულობით
გადაინაცვლებენ ხოლმე... სხვა რამითაც არის მომხიბლავი ეს კუთხე – აქაური
ხელოსნების სახელი შორსაა გავარდნილი (ჩვენ უკვე ვიცით, ხელოსნებს როგორ
აფასებენ მონღოლები), განსაკუთრებით განთქმულია აქაური ქსოვილები- საფეიქრო
წარმოვება... საერთოდ ეს კუთხეები და ქალაქები სიმდიდრითაა ცნობილი... და ასეთ
ვითარებაში სხვა მიზეზი და საბაბი ანკი რა საჭირო იყო ბრძოლისთვის!..
ბრძოლის წინ უსწრებდა მოლაპარაკება – სავსებით ფუჭი და უშედეგო; ბექა ამ
მიწა-წყალს მოითხოვდა, ამტკიცებდა, ჩვენია, ჩვენი მეომრების მოპოვებულიაო;
ჰულაგუ უარზე იყო, - არც საძოვრები ეთმობოდა და არც ხელოსნებით განთქმული
მდიდარი ქალაქები... ამ ფუჭ მოლაპარაკებაში გადიოდა დრო. ამასობაში კი ბერქა
ყაენი საომრად ემზადებოდა. ეგვიპტის სულთანმა რომ გაიგეს მონღოლთა ორ
ურდოს შორის განხეთქილების ამბავი, დიდად გაიხარეს და თვითონვე აქტიურად
უქყობდნენ ხელს, რათა ეს განხეთქილება გამძაფრებულიყო, ბრძოლად
გადაქცეულიყო. ეგვიპტის სულთანთან ასეთი დაინტერესება ადვილი ასახსნელია –
670
იმათ ხომ მოსვენება არა ჰქონდათ ჰოლაგუ ყაენისაგფან, და თუკი ურთიერთობა
გამწვავდებოდა ილხანებსა და ოქროს ურდოს შორის, - მით უფრო, თუკი ეს
უთანხმოება ბრძოლად გადაიქცეოდა, - ეგვიპტისათვის ვეღარ მოიცლიდა ჰულაგუ,
მთელი მისი ყურადღება ჩრდილოეთით იქნებოდა მიპყრობილი, მთელი ძალები
ოქროს ურდოს წინააღმდეგ უნდა გაეყვანა. ჩნობილ მკვლევარს ა. იაკუბოვსკის
მოაქვს ეგვიპტის სულტან ბეიბარსის მდივნის, არაბი არაბი მემატიანის ცნობები იმის
შესახებ, თუ როგორ აქეზებდა სულთანი ბერქა ყაენს ჰულაგუს წინააღმდეგ, რა
საჩუქრებს უგზავნიდა... საგულისხმოა, რომ სწორედ იმ ხანებში ბერქამ ისლამის
რჯული მიიღო და ესე, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკური მოსაზრებით მოხდა:
უდიდესი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომლის ჰულაგუსათვის წართმევას ოქროს
ურდო აპირებდა, მუსლიმანებით იყო დასახლებული; ბუნებრივია, რომ თავისივე
რჯულის ხალხთან ბერქა უფრო ადვილად მოახერხებდა ენის გამონახვას, დაპყრობა
და ათვისება ამ კუთხეებისა უფრო გაუადვილდებოდა... ამიტომაც მიიღო ისლამის
რჯული...
ამის შემდეგ ეგვიპტის სულტანს უფრო გაუადვილდებოდა მოლაპარაკება
ოქროს ურდოს მბრძანებელთან; ახლა იგი პირდაპირ მოუწოდებდა ბერქას საღთო
ომისკენ ურჯულო თათრების (ესე იგი, ილხანის მონღოლების) წინააღმდეგ; რა
ვუყოთ, რომ შენ გენათესავებიანო, სწერდა ეგვიპტის სულთანი, აკი მოჰამედიც
თავისივე ტომის ხალხს ებრძოდა; დიდი ალაჰი მოუწოდებდა მას, მანამ ებრძოლა,
სანამ ხალხებს არ ათქმევინებდა: ერთ არს ღმერთი ალახიო! ისლამი
მარტო სიტყვებზე როდიაო დაფუძნებული, მისი მთავარი საყრდენი საღვთო ომიაო.
ამ შეგონებას სულთანი, როგორც, ითქვა ძვირფასი საჩუქრებით ამარაგებდა,
დამახასიათებელია, რომ მრავალპეროვან მდიდრულ საჩუქრებს შორის ასახელებენ
ყურანს და ჭრელ ბალიშებსა და ხალიჩებს, რაც ლოცვის დროს დასჭირდებოდა ბერქა
ყაენს!.. ამით კიდევ ერთხელ მიანიშნებდა – ჩვენ ერთი რჯული გვაქვს, ძმები ვართ
და ერთად უნდა ვიუოთ, მუდამ შენს გვერდში მიგულეო; გაუგზავნა აგრეთვე
ძვირფასი ვენეციური ქსოვილები და ალექსანდრიული ტანსაცმელი, მოოქრვილი
ქინძისთავები, მრავალი ოქროვერცხლისა და თვალმარგარიტის სამკაული, სამხედრო
საჭურველი, ჩინური ფაიფურის ჭურჭელი, ხვარაზმული უნაგირი, მონაზანგები,
არაბული მარდი ცხენები, აქლემები, ჯორები, ეგვიპტური ვირები, მაიმუნები,
თუთიყუშები, ჟირაფიც კი...
ადვილი წარმოსადგენია, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს საჩუქრები
ნახენარდველურ ურდოში, შენიშნავს მკვლევარი, და იქვე დასძენს: სწორედ ბერქას
სახელთანაა დაკავშირებული ოქროს ურდოს გამუსლიმანების დაწყება, თუმცა მის
სიცოცხლეში მხოლოდ გაბატონებული კლასის ზედა ფენამ მიიღო ისლამის
რჯული...
ერთი სიტყვით, თანდათანობით იკვრებოდა ისლამის კოალიცია ილხანთა
სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ჰულაგუ ყაენს არ შეიძლებოდა არა სცოდსნპდა ოქროს ურდოს განწყობილება
და საომარი მზადების ამბავი; რა თქმა, უნდა ისიც ეცოდინებოდა, რომ ეგვიპტის
სულთანი ყოველნაირად ცდილობდა ბერქა ყაენთან კავშირის შეკვრას... რაც დრო
გადიოდა, ურთიერთობა ორ ურდოს შორის სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა,
ბერქა უაენი ბერქა ყაენი გამომწვევად იქცეოდა. ჰულაგუ ყაენი ითმენდა ბერქას
მედიდურობას და მბრძანებლობას, და ამას ყაენის ისტორიკოსი იმით ხსნის, ბერქა
უფროსი იყოო... ძალა აღმართა ხნავს – ოქროს ურდო ძლიერი სახელმწიფო იყო,

671
ომების გამოცდილებაც მეტი ჰქონდა; და ჰულაგუც ამიტომ ითმენდა ჯერჯერობით,
ფრთხ-ილობდა...
როგორც ჩანს, თავის მხრივ, ჰულაგუც ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა ევროპის
ქრისტიანულ სახელმწიფოებთან; ასეთი კავშირის შეკვრას ის აადვილებდა, რომ
ევროპის სახელმწიფოებსა და ჰულაგუს საერთო მოწინააღმდეგე ჰყავდათ – ეგვიპტის
სასულთანო. ალ-ბათ ამითვე აიხსნება იმ დროსვე ფართოდ გავრცებული ხმები იმის
შესახებ, რომ ჰოლაგუ ყაენს ქრისტიანები უყვარდა, სწყალობდათ მათ... ხოლო
ზოგიერთი ვერსიით, თითქოს თავადაც მიიღოს ქრისტეს რჯული... ერთი სიტყვით
სავსებით ბუნებრივია, ჰულაგუსა და მის მემკვიდრეებს მოკავშირეები ეძებნათ
ქრისტიანულ დასავლეთში... მაგრამ ცდა ამ კავშირის შეკვრისა, რომელიც, აქვე უნდა
ითქვას, მყკიცე ვერ გამოდგა, ცოტა უფრო მოგვიანო დროს განეკუთნება; ყოველ
შემთხვევაში, ჰუკაგუ ყაენის დროს ისე გამოკვეთილად არა ჩანს. ასე რომ, როცა ბერქა
ყაენი დაესხა თავს დიდი ლაშქრით ილხანთა სახელმწიფოს, ჰულაგუს მოკავშირე
აღარავინ აღმოჩდა – მარტო თავის ჯარსა და დაპყრობილი ქვეყნებსი მეოსრებს უნდა
დაყრდნობოდა. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ამ მეომართა უმრავლესობა
მუსლიმანები იყვნენ... და ახალგამუსლიმანებული ბერქა ყაენი მათი მხარდაჭერის
იმედითაც მოდიოდა!..
ასეთი იყო ვითარება რომელსაც ქართველი მეფის დაკითხვით გართულ
ჰულაგუ ყაენს ოქროს ურდოს თავდასხმის ამბავი მოახსენეს...
თითქოს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ეს ცნობა. ბოლო ხანებში სულ
უფრო და უფრო გამწვავდა ურთიერთობა ორ ორდოს შორის. აქ აღარ მოვყვებით
მემათიანეთა მიერ გადმოცემულ ცალკეულ ფაქტებს, რამაც განსაკუთრებით დაძაბა
მდგომარეობა... ამდენად, ჰულაგუსათვის ალბვათ მართლაც არ იყო მოულოდნელი,
როცა მოახსენეს ბერქა ყაენი მრა-ვალრიცხოვანი ჯარით დაბრუბანდისკენ დაიძრაო.
მაგრამ თითქოს ახლა ეხილა თვალები ჰულაგუ ყაენს; ერთბაშად მიხვდა თავის
შეცდომას... მიხვდა, რომ ბრმად და წინდაუხედავად უმოქმედია, უჭკუო პოლიტიკა
უწარმოებია; შორეოლ დასავლეთში ეძება სამოკავშირო ქვეყნებს, და აქაურობას კი –
უკვე დაპყრობილებსა და თავისი ხელქწეითებს – შესანიშნავ მეომრებსა და
ბრძოლაში ერთგულებით განთქმულ ხალხს აფთხობდა, მტრად იკიდებდა...
ჯერ იყო-და, ერთი ქართველი მეფე გადაიმტერა – დააფრთხო და იძულებული
გახადა, გაქცეუკიყო; ამით ყაენს დიდი ძალა მოაკლდა – დავით ნარინს
მრავალრიცხოვნი ლაშქარი ჰყავდა; ფაქტიურად, ეს ლაშქარი არა მარტო მოაკლდა
ყაენს, არამედ პოტენციურ მოწინააღმდეგედ გაუხდა:ადვილად შეიძლებოდა
ჰულაგუსაგან დევნილი მეფე ბერქა ყაენის მოკავშირე გამხდარიუო... არის ცნობები,
რომ ეს მართლაც ასე მოხდა ცოტა ხნის შემდეგ;

დავით ნარინის მტრად მოიკიდება არ იკმარა, ბრმა აფეთქებების შედეგად


თავისი ხელით მოკლა და ძაღლს მიიუგდო საჯიჯგნად ქართული ლაშქრის
ამირსპასალი – შესანიშნავი ვაჯკაცი და მეომარი, რომელსაც იგი უნდა
დაყრდნობოდა მომავალ მძიმე ბრძოლაში... ამით მან მთელი დიდი საგვარეულო
გადაიკარგა...
ბერქა ყაენი ყველას დათაფლავს ცდილობს, ვინც კი ერთგულად მინდობილი
ხალხი გაუწირავს, გაუმწარებია, გაუღიზიანებია...
ერთბაშად მიხვდა ჰულაგუ ყაენი თავის შეცდომას და სამსჯავრო შეწყვიტა...
ქართწელი მეფე და მისი ერისთავი შეირიგა, შეასახელა, უბრძანა სასწრაფოდ
შეეკრიბათ ლაშქარი და მას ხლებოდნენ...

672
ეს მოხდა 1262 წლის აგვისტოში.

ქართველმა მეფემ და სპარსელმა სწრაფად შეკრიბეს ჯარი და ჰულაგუ ყაენის


დიდ ლაშქარს შეუერთდნენ. მეფემ თავი გამოიდო, საგანგებოდ სთხოვა ჰულაგუს
წინამბრძოლად ჩვენ გაგვამწესეო, თითქოს რომ არ ეთხოვა, ისე არ გაამწესებდა
«წესადცა არს ქართველთა წინამბრძოლობაო, შენიშნავს იქვე ჟამთააღმწერელი, იქნებ
ირონიულადაც!.. ყოველ შემთხვევაში, ახლა მწარე ირონიად გაისმის ეს სიტყვები, და
შვიდი საუკუნის შემდეგ სინანულიდ დაწერილ სტრიქონს შეგვახსენებს – შენი რაა,
რომ ამშვენებ შენს დამღუპველ ოსმალეთსა!..
ამასობაში ბერქა ყაენი «უმრავლითა, დიდითა დიდითა ლაშქარითა
დარუბანდს მოახლოვებიდა; მის ჯარს ნოღაი სარდლობდა... ჰულაგოს ლაშქარი,
რომელსაც სირამონ ნოინი უძღვებოდ, შამახიასთან დაბანაკდა... მოწინააღმდეგემ
გადმოლახა კავკასიონი და შირვანში შეიჭრა... შაბურანის ველზე გაიმართა ძლიერი
და ფიცხელი ბრძოლა და ორივე მხარეს მრავალი მეომარი გაიჟლიტა... პირველ
ბრძოლაში ჰულაგუს ლაშქარმა იმარჯვა და მოწინააღმდეგე უკუ აქცია...
მაგრამ ომი ჯერ არ დამთავრებულიყო.
ჰულაგუმ თავისი შვილი აბაღა დაადევნა ლტოლვილთ, რათა მოწინააღმდეგის
ბანაკი და სიმდიდრე ჩაეგდო ხელთ. ივანე ჯავახიშვილს რაშიდ ად-დინის სიტყვები
მოაქვს, რა მხეცურად მოექცნენ აბაღას მეომრები მოწინააღმდეგის ბანაკში
უპატრონოდ დატოვებულ მტრის ცოლ-შვილს, ხელთ იგდეს დიდძალი სიმდიდრეც.
თანამოძმის მონღოლების არც ნამუსი და არც ქონება არ დაინდესო

მაგრამ ომის ბედი მალევე შეიცვალა. აბაღას მთვრალი ლაშქარი ჯერ ისევ იმ
ბანაკში მისცემოდა
ველური თავშეუკავებლობით
ღრეობას, რომ უეცრად დაესხა შემობრუნებული ბერქას ჯარი... ახლა აქ გაიმართა
სასტიკი ბრძოლა, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა.აბაღას ჯარი დაისაჯა
დაუდევრობისა და სულწასულობისათვის-ოქროს ურდოებმა სასტიკად დაამარცხეს
და სდიეს იქიდან, შაბურანს დააბრუნეს. მართალია თვით აბაღა გადარჩა, მაგრამ მის
საგრძნობლად შემცირებულ და დაჯაბნულ ჯარს ბრძოლის უნარი უკვე დაკარგული
ჰქონდა

. ბერქა ყაენმა დარუბანდი აიღო, მაგრამ იქვე გაჩერდა, წინ წასვლა ეტყობა სარისკოდ
ჩათვალა. 1263წლის აპრილი იწურებოდა, როცა დამარცხებული ჰულაგუ ყაენის
თავრიზში მივიდა.
ამის შემდეგ ქართველი მეფე თბილისში დაბრუნდა და ალბათ სწორედ ამ
დროს მესამედ იქორწინა; ულუ დავითს ცოლად შერთეს ასული
დიდისა ჭორომაღო ნოინისა... სახელით ესუქნ...

ისე დამთავრდა სისხლისმღვრნელი ბრძოლები რომ საქმე ბოლომდე არ


გადაწყვეტილა; ისედაც გამწვავებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. ბერქა
ყაენის ლაშქარი ისევ დარუბანდს იყო მომდგარი და იქიდნ ფეხს არ იცვლიდა – არც
უკან მიდიოდა და ჯერჯერობით არც წინ მოიწევდსა; წინა ბრძოლაში
დამარცხებული ჰულაგუ ყაენი თავად ვეღარ ბედავდა შეტევას და ახლა

673
განუწყეტლივ შიში უნდფა ყოფილიყო – არავინ იცოდა, როდის გადმოლახავდა
ჩდილოეთის ურდო საზღვარს და როდის შეესეოდა ილხანების სახელმწიფოს.
კაცმა შეიძლება იფიქროს, რაკიღა ორი დაპყრობილი ერთმანეთს ასე
სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებნენ, დაპყრობილი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის -
ეს იქნებ ცოტათი შვება გამოდგესო. პირიქით მოხდა. ჯერ იმ პირველ ბრძოლაში
რამდენი ქართველი გაიჟლიტა, როცა ყაენმა მეფის ჯარი «წინამბრძოლად აირჩია»...
მაგრამ მთვარი განსაცდელი თურმე წინ იყო. ჰულაგუ ყაენმა გადაწყვიტა ჯებირი
აეგო მდინარე ჩაღან უსუნის (თეთრი წყლის) ნაპირას, საქართველოს საზღვართან, და
ამით მტრის შესაკავებლად ხელოვნური ზღუდე შეეიქმნა – ღობითა შეკრეს წყლის
პირი, რომელსა ს ი ბ ა დ უწოდესო, ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს. და იმ
სისხლისმღვრელ ბრძოლებზედაც უფრო მძიმე გამოდგა ქართველებისათვის ჯერ
აგება ამ ჯებირისა და განსაკუთრებით კი მერე იქ თვეობით დარაჯობა. ს ი ბ ა ზ ე დ
გო მ ა ო, იტყოდნენ ხოლმე და ეს იყო საშინელი უბედურება ქართველებისათვის...
სიბა იმავე წლის შემოდგომაზე აუგიათ, და ამიერიდან ყოველწლიურად
გაჰყავდათ ქართველი ჯარი, და ადვილი წარმოსადგენია, როგორ აყვედრიდნენ
ქართველ მეფესა და ქართველებს – თქვენი ქვყნის დასცავად ამდენს ვიღწვითო!.. ეს
დამპყრობელის ჩვეული ცინიზმია.
ისიც თავისთავად იგულისხმება, რომ უმთავრესად ქართველი მეომრები იყვნენ იქ
ჩაყენებული ის ფაქტი, რომ თვით ქართველი მეფე იყი იქ, თავისთავად მიგვანიშნებს
ქართული ლაშქრის სიმრავლეზე. თანაც, განა მარტო ერთხელ იყო ქართველი მეფე
სიბაზე გაწვეული როცა მოესვურვებოდათ, გამოუძახებდნენ და მიჰყავდათ;
საგულისხმოა ჟამთააღმწერის სიტყვები: «და კუალად წარვიდა მეფე სიბასა ზედა
აშკარად ჩანს, რომ მეფის სიბაცე დოგმა ჩვეულიბრივი იყო... მეფე თავის თავს არ
ეკუთნოდა ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს ერთ ნაღვლიან ფაქტს, რომელიც კარგად
გვიხატავს ქართველი მეფის მაშინდელ მდგომარეობას. იმ წელსაც მთელი
შემოდგომა და ზამთარი თავის ქვეყანას მოწყვეტილი მეფე სიბაზე იყო; დადგა
გაზაფხული, დამთავრდა სიბაზე მორიგეობის ვადა, და ახლა, ჩვეულებრივ, შინ
უნდა დაბრულებულიყვნენ. და საოცარი ის არის, რომ ქართველ მეფეს არ მაინ ცარ
აქვს შინ დაბრუნების უფლება. კიდევ უფრო საგულისხმოა, რომ მეფემ თავად ვერ
გაუბედა ყაენს, შინ წასვლის ნება მომეციო, თუმცა ყაენი იქვე იყო იმ დროს, სიბაზე.
ყაენის შვილს თავქუშღა შეჰკადრა მეფემ ყაენთან და მიშუამდგომლე, რომ შინ
გამიშვასო. ამაზე მეტი დამცირება მეფეისა ძნელი წარმოსადგენია 1264 წლის
გაზაფხული იყო; თარქუშმა ყურად იღო მეფის თხოვნა, და კაცი გაუგზავნა და მამას
ნებართვის, მაგრამ შიკრიკა ყაენი გარდაცვლილი დახვდა

იმ სიძნელეებზე ვლაპარაკობდით, რასაც სიბაცე მყოფი ქართველი მეომრები


განიცდიდნენ თავი რომ დავანებოთ შიმშილს, დამცირებას, რასაც ისინი მონღოლი
მეომრებისაგან იტანდნენ, საშინელი სენი გაჩდა, და რაც დრო გადიოდა, სულ უფრო
და უფრო მძვინვარდებოდა... მემატიანე იქაც სიტყვაძუნწობს და არ ამბობს, რამდენი
ქართველი მეომარი გაჟლიტა მუცლის სახადმა, იგი მხოლოდ იმას გვაუწყებს, რომ
ჯერ მეფის შვილი გიორგი და მერე თვით მეფე ულუ დავითი ამ სენმა იმსხვერპლა
ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში იქნებოდნენ უბრალო ბეომრები! მოწყვეტილიც
იყვნენ თავის ქვეყნისა და ოჯახს – მეფეც, უბრალო მეომრებიც... სოფელში მუშა კაცი
აღარ დარჩა, რომ ჭირნახული მოეყვანა... უმეფოდ და უპატრონოდ მიტოვებულ
ქვეყანაში კი ამ დროს თავისუფლად დათარეშობდნენ ისედაც თავაშვებული ნოენები

674
და ბასკაკები. ქვეყანა გააჩანაგეს, გააღატაკეს... სოფლები დაიცალა გადასახადები კი
იგივე დარჩა... პირიქით მოუმატეს კიდეც... იოლი გამოსავალი გამოძებნეს – საზომი
და საწყაო გაზარდეს!.. მოსახლეობის ყველა ფენა დაზარალდა – თვით ფეოდალიც
წვრილი მემამულეც, ვაჭარიც... მაგრამ გლეხის უბედურებას რაღა თქმა უნდა,
არაფერი შეედრებოდა... გამოსული აღარ იყო ხალხი, აქეთ – იქით აწყდებოდა...
გლეხის ფუძის მოშლა ერის გაქრობის საშიშროებას ქმნიდა. მეტად საგულისხმო
დადამახასიათებელია ცალკეული ფრაზები, რასაც ჩვენამდე მოღწეულ
იმდროინდელ საუბრებში წაწყდებით. მკვლევარ ბ. ლომიძეს თავის ნაშრომში მოაქვს
ასეთი ფრაზები. აგერ ძაგან აბულეთის ძის შეწირულების საბუთი, სადაც იგი შიო
მღვიმის მონასტრის ძმობასა სთხოვს, სამონასტრო გადასახადებით გლეხობა იმ
ზომამდე დაბეგრონ, რომ სოფოლი ამოწყდეს. ანდა, კიდევ ერთი ფრაზა ზემოთ
ნახსენები კახა თორელის შეწირულების წიგნიდან: «ვინც წინამძღვრული იყოთ...
გლეხთათვის კარგი იყოენით»... მაგრამ ეს სიტყვები ფუჭი იყო, რაკიღა საქმე არ
ახლდა.
გლეხკაცისაგან დაცარიელებული მიწა უკვე აღარც ფეოდალსათვის იყო
ხელსაყრელი, რადგან მონღოლები ხალხის კლებას როდი უყურებდნენ – გადასახადს
იმდენსავე თხოულობდნენ მიწას კი დამმუშავებული არაღა ჰქონდა და მოსავალს არ
იძლეოდა... გახდნენ, ისევ მიწიოსთვის მიემართათ, მიწა გაეყიდათ... ივანე
ჯავახიშვილი იშვიათი ლაკონიურობით გადმოგვცემს ამ მდგომარეობის ტრაგიზმს -
«მიწები ამოძრავდაო». თუკი ვინმე აღმოჩდებოდა მუშტარი, დაუზოგავად ჰყიდდნენ
მიწებს, მაგრამ მყიდველი ცოტა იყო, და ამიტომაც ჩალის ფასად იყიდებოდა. ფული
მხოლოდ მსხვილ ფეოდალებსა და მედროვეებს თუ ჰქონდათ... რაც დრო გადიოდა,
მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა.
ერთადერთი, ეკლესიის მდგომარეობა იყო უკეთესი. როგორც ითქვა,
მონღოლებს ეკლესიისთვის ჯერ ხელუი არ ეხლოთ. იგი თავისუფალი იყო სამეფო
გადასახადისაგანაც. ეკლესიის ეკლესიის ხელში იყო მოქცეული დიდძალი მიწები,
და ეს მიწები არც მონღოლებისგან იბეგრებოდა და არც მეფისაგან; და რაკი ბეგარა
მაინც მიჰქონდა დამპყრობელს, ეკლესიის მიწების გადასახადიც აწვებოდა.
ასეთ ვითარებაში სამეფო კარს მეტად გაბედული ღონისძიებებისთვის
მიუმართავს – გადაუწყვეტია ეკლესიისთვის ჩამოერთმია სხვადსხვა დროს
ბოძებული მიწების ერთი ნაწილი და მდგომარეობა ამით ნაწილობრივ მაინც
გამოესწორებინა. გაბედული იმიტომ შეიძლება ეწოდოს ამ დგომარეობას, რომ
ეკლესიასთან ბრძოლა ძნელი და სარისკო იყო... თუმცა სამეფო კარის
გადაწყვეტილება კანონს ემყარებოდა და ეკლესიას თითქოს არა ჰქონია იურიდიული
უფლება, წინააღმდეგობა გაეწია: ქართული სამართლის მიხედვით მეფის
განკარგულებას, მათ შორის წყალობასაც ძალა ჰქონდა მხოლოდ ამ მეფის
სიცოცხლეში; სიკვდილის შემდეგ კი გაუქმებულად ითვლებოდა, თუ მისი
მომდევნო მეფე ხელახლა არ დამტკიცდებოდა იმ ძველ წყალობას. მეფეს შეეძლო არ
დაემტკიცებინა ძველი წყალობა, და ნაწყალობევი უკანვე წაეღო. ეს ძველთაგანვე ასე
მოდიოდა. ამის მიხედვით ეკლესიას თითქოს სადავო აღარაფერი უნდსა ჰქონოდა:
სამეფო კარის გადაწყვეტილებით, მათ ჩამოართვეს ის მიწები (და ისიც მხოლოდ
ერთი ნაწილი), რაც დროთა განმავლობაში იყო ნაწყალობევი და მომდევნო მეფის
მიერ კი დამტკიცებული არა ყოფილა (ეკლესიას თავად არ უზრუნია, ხელახლა
დაემტკიცებინებინა მეფისთვის ძველად ნაწყალობევი მიწები).
მიუხედავად ამისა, ეკლესია გააფრთრებული შეხვდა სამეფო კარის
გადაწყვეტილებას ჩვენამდე მოუხწევია დოკუმენტებს რომელშიაც ძალიან
675
ცოცხლადაა ასახული მთელი მდგომარეობა. ეს არის საეკლესიო კარების
დადგენილება თუ მიმართვა მეფისადმი, რომელსაც 1263 წლით ათარიღებენ;
სწორედ იმ დროსა შედგენილი რომლის ამბავსაც ჩვენ ახლა ვყვებით... მაგრამ
საოცარია თვითონ ეს ტექსტი, რომელსაც ჩვენამდე დაზიანებულად მოუღწევია.
ზემოთ გრიგოლ სურამელის საბუთი მოიტანეს, როგორც მაღალი კულტურის
ნიმუში, და იგივე შეძლებული საეკლესიო კრების ამ დადგენილებაზეც ვთქვით.
ტეკსტი საკმაოდ დიდია და საშუალება არა გვაქვს მკითხველს აქვე გავაცნოთ...
ტექსტი დაზიანებულიაო, ვთქვით. დაზიანებულია თვით შესავალიც; დსაწყისი
მოკვეცილი აქვს. ძნელი სათქმელია როგორც იწყებოდა მიმართვა, მაგრამ ამაზე
უფრო შთამბეჭდავია, - შესავალმოკვეცილი ტექსტის პირველი ფრაზა რომ არის, -
ნეტა არ უნდა ყიფილიყო... თითქოს ვინმეს განგებ მოუშორებია შესავალი, რათა
დასაწყისშივე ეჩვენებინა ის დიდი ექსპრესიულობა რითაც მთელი ეს მიმართვა
ჟღერს.

...გევედრებით და ვრეკთ კარსა მოწყალებისა თქვენისასა, - ასე იწყება ეს საოცარი


საბუთი, - მოიწყინეთ ჭრტინვა ჩუენი და სიგლახაკე და უქონებელი... ქვრივად და
ობლად დასხმულნი ეკლესიანი ღვთისანი შეიწყალენით, განშიშულებანი
სამართლით შემოსენით, იხსენით დაწუნებულნი, უსაჯეთ სამართალი მართალი...
გევედრებითო, მიმართავენ მეფეს, მაგრამ მთელი წერილი მრისხანე მუქარად
გაისმის... ეკლესიას აღარაფრად აგდებთო, - საყვედურსაც კადრებენ მეფეს, - კრიჭაში
გვიდგახართო; წინათ რომ რაიმე მიზეზით შევაჩვენებდით და დავკრულავდით
ადამიანს, იმას თქვენც მოკვეთავდით ხოლმე ქვეყნიდანაო, იგი «თქვენ მირცა
შერისხულა, მამული დასჭირვია და ლაშქართა შიგან არ შეშვებულ», ახლა კი ჩვენგან
შეჩვენებულს, თქვენ, შერიცხვის ნაცვლად, გულში იკრავთ დარბასში აპარპაშებთ და
ყველა და ყველა სურვილს უსრულებთო... და იქვე კატეგორიულად აფრთხილებს
მეფეს: ასეთი რომ აღარ განმეორდეს -
ესე უწესოი წესი ნუღარაოდეს იქნების, ნუც დაგუემართების: დავჰკრულვიდეთ,
თქვენც შეჰრისხვიდეთ და ხრმლითა თანა-უდეგით სჯულთა და წესთა
სამღვდელოთა... ამაზე მკაცრი ტონი წარმოუდგენელია; ასე კატეგორიულად მეფეს
არ მიმართავენ ხოლმე.
მაგრამ წერილი ეშმაკურად არის აგებული – მეფეს ბევრი რამეს ედავებოდნენ და
საყვედურობენ, თითქოს წლობით დაგუბებულმა ბოღმამ ერთბაშად იფეთქაო, და
მიზანი კი ერთიაო: გააუქმებინონ ის უსიამოვნო გადაწყვეტილება...
თქვენს ჩვენდამი დამოკიდებულებას რომ უყურებენ, სხვაბიც გვამცირებენ,
აღარავინ გვცემს პატივსო, სწერდნენ... როგორც ხედავთ, ცოტათი შეიცვალა ტონი,
ახლა უკვე თავანთ მძიმე მდგომარეობას აცნობენ, თითქოს თავს აბრალებდნენ,
მაგრამ ისე რომ თავმოყვარეობას არ იღებდნენ - აღარავისგან გუაქოს პატივი, არც
სჯულსა და არც ეპისკოპოსთა, არც მონაზონთა, არც მდღვდელთა, არც მიჰროს, არც
ქორებისეპისკოპოსთა! ყუელია ყუელასა უპატიოდ, შეურაცხად, გინებით და
ბასრობით ჰყანდათ

და ისევ საყვედურები – მკაცრი და შეუპოვარი:

რად დაჰხსნით წესსა საქებელსა, რად უპატიოდ ჰყოპით პატიოსნებასა...


რომელი მეფე იქნების უპატიო – მყოფელი, შეურაცხავად მხსნელი ეპისკოპოსი და
მონაზონთა?

676
...
ამ მრისხანე საყვედურებს კიდევ უფრო მრისხანე მუქარა მოჰყვება: თუ თქვენს
გადაწყვეტილებას არ გააუქმებთ,
რაცა დაგვიპირებია, მისნი მქმნელნი ვართ:არცა მირონსა გავხსნით, საქართველოისა
ეკლესიათა დავბეჭდავთ, ხუცესთა დავაყენებთ წირვასა და ნათვლისა და
სამკვდროთა ზიარებისაგან... ეკლესიების დაკეტვით, წირვა-ლოცვისა და საეკლესიო
წესთა შესრულების შეწყვეტით იმუქრებიან!.. ეს წარმოუდგენელი რამ არის... ასეთი
მუქარა სამღვდელოებისაგან მკრეხელობაა, და ამას თავად გრძნობენ:
ეზომის კადნიერებასა და წყენა – კადნიერებისათვის, ვითა საშინელისა ღვთისა
საშინელებათაგან ვძრწით დ ვიშიშვითო, წერენ...
საბუთი ეშმაკურად შეუდგენიათო, ითქვა. ისე აქვთ მოფიქრებული, რომ თან
უჩვეულო სისასტიკით ემუქრებიან მეფესა და თან ცდილობენ შეირიგონ;
მიუხედავად მიმართვის საერთო მრისხანე ტონისა და მუქარისა, უკან დასახევ
გზასაც უტოვებენ; ვაზირს აბრალებენ ყველაფერს - ღვთისთუის შეწირულთა
ადგილთა ვაზირი, მაწუეველი, და მაქნეველი გაცემისიაო, წერენ... წინასწარვე აქვთ
გათვალისწინებული: თუკი მეფე მოინდომებს გააუქმოს ის გადაწყვეტილება, მისი
თავმოყვარეობა არ შეილახება, ადვილად შეიძლება გასწორდეს საქმე, ყველაფერს
ვაზირს გადააბრალებს, აკი თვითონვე სთავაზობენ ამას; ამისთვის საგანგებოდ
უზრუნვია საეკლესიო კრებას, ყველაფერი გაუთვალისწინებია.
მაგრამ მეფისთვის სულაც არ იყო ხელსაყრელი იმ გადაწყვეტილების გაუქმება, და
საბოლოვოოდ, არც გუუქმებია...
რაღა თქმა უნდა, ვერც ეკლესიამ შეასრულა საშინელი მუქარა.
გადაწყვეტილებას ეკლესიისათვის მამულების ჩამორთმევის შესახებ მეფის
პირველი ვაზირის, მწიგნობართუხუცესის ბასილ ჭყონდიდელ-უჯარმელის სახლს
უკავშირებენ. ზემოთ მოყვანილი საკლესიო დადგენილება და ქართველი მემატიანის
ცნობა კარგად ავსებენ ერთმანეთს: ჟამთააღმწერელი პირდაპირ ლაპარაკობს
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თავნებობაზე - «განდიდნა ჭყონდიდელი
ბასილი და უჯარმელი, და იწყო საურავთაცა ქმნად თვინიერ მეფისა კითხბასა» - ესე
იგი, მეფის დაუკითხავად და მეფესთან შეუთანხმებლად, თვითნებურად განაგებდა
სახელმწიფო საქმეეფსაო. მეფე ხომ სანახევროდ თავის სამეფოში არა ყოფილა,
სახელმწიფო საქმეებისათვის ვერ იცლიდა... – ხან ყაენის კარზე იყო, ხან ლაშქრობაში
ახლდა მონღოლებს, ხან სიბაზე იდგა და ხანაც დევნილი იყო. სწორედ მეფის
იმერეთში ყოფნას უკავში-რებს ქართველი მემატიანე ჭყონდიდელის თავნებობას -
«მეფისა იმერით ყოფასა შინა დიადი აწყინა სეფეთა ქვეყანათა, რემეთუ თუ ვითარ
თვისთა ხედვიდაო»... «მთავრობა მიიტაცაო»... «ჩოხანიც აღიხადაო»... ბრალდებები
ჟამთააღმწერელსაც გამოულეველი ჰქონია პირველი ვაზირის მიმართ; თანაც,
ძალიან, მძიმე ბრალდებები!... ჩოხის გახდას რომ ახსენებს, აქ სასულირეო სამოსელი,
ანაპჰორა იგულისხმება. მწიგნობართუხუზეს-ჭყონდიდელი ხომ სასულიერო პირია;
დავით აღმაშენებლიდან მოკიდებული, ეს ორი მაღალი თანამდებობა ერთი პირის
ხელშია მოქცეული; თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ აღმაშენელებელმა ამით ეკლესია
სამეფო კარს დაუმორჩილა. ბუნებრივია, პირველ ვაზირს სამოქალაქო, საქვეყნო
საქმეები მეტი ჰქონდა, მაგრამ იგი მაინც სასულიერო პირად ითვლებოდა და
ანაპჰორა უნდა სცმოდა ბასილ უჯარმელი, როგორც ვხედავთ, თავისებური კაცი
ყოფილა, არაფერს ანგარის არ უწევდა, რაც მოესვურვებოდა იმას აკეთრებდა იქნებ
შერჩენოდა კიდეც პირველ ვაზირს თავნებობაცა და ბევრი სხვა ცოდვაც... არეული
დრო იყო ვინ იყო გამკითხავი... მაგრამ როგორც კი სამეფო ინტერესები ეკლესიისას

677
დაუპირისპირდა, საქმე მაშინვე გამწვავდა და პირველიც ვაზირის სხვა ცოდვებიც
უფრო თვალშისაცები გახდა...
ერთი სიტყვით, მეფემ ყური არ ათხოვა ეკლესიის პრეტენსიებსა და საჩივრებს და
რიკიღა სამღვდელოებას იმ მრისხანე მუქარის შესრულება არ შეეძლო – იგი მხოლოდ
სამეფო კარის დასაშინებლად იყო მოგონილი – ეკლესიის მესვეურებმა გადაწყვიტეს
სხვაგვარად, ეძიად შური, ვერაგულად, არ ვაჟკაცურად; თანაც, ერთდროულად
მეფეზეც დამ ის პირველ ვაზირზეც. შურის საძიებლადე მეტად ულმობელი და
უკუღმართი რამ მოიგონეს – კარგად გაითვალისწინეს მეფის ხასიათის სისუსტე,
მისი მალემრწმენობა; ხმა გაავრცელეს – მწიგნორთუხუცესმა მეფის საქციელი
შებღალვაო: «არა რიდა საწოლსა პატიოსანსა მეფისასა... თანა ეყო ბასილი ესუქნს».

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჭორის გამავრცელებლებს ჰქონდათ


გათვალისწინებული (ჩვენ ნუ დავასახელებთ ცილის მწიმებლებს, ეს იქნებ ისედაც
აშკარა იყოს!): სანამ მეფის ყურამდე მიახწევდა ჭორი, ჯერ ფართოდ გავრცელდა,
მოიარა ქალაქის სავაჭროვები, ბაზრები, ცალკეულ სამთავროებს მისწვდა...
ჭორიკანა და ავყია ხალხს არ გამოლევს, ქვეყნის იმ დიდი განსაცდელის დროსაც არ
იყო მათი ნაკლებობა... ხითხითებდნენ, ენას ილესავდნენ, სხვისგან გაგონილს
თავისასAუმატებდნენ, ათასნაირი სასაცილო და საჩოთირო დეტალებათ ავსებდნენ
და სხვეფსაც უამბობდნენ მოჩვენიბითი გულის წყრომით იბრალებდნენ მეფეს...
მეფესაც ბევრი მტერი აღმოაჩდა და მწიგნორთუხუცესმა...
ყველაზე გვიან მეფემდე მიაღწია ამ ხმამ, და გაცოფდა მეფე სწრაფად
მოაყვანინა მწიგნორთუხუცესი, და ბრძანა ჩამოეხჩოთ – მეფეს ხომ საქმის
გამოკვლევა არ უყვარდა – და ქვეყნის პირველი ვაზირი ასე განუკითხავად, დღიაით,
მზისით შუა ქალაქში დაჰკლეს ძელზე...
ვინ იცის, იქნებ ჰქონდა კიდეც რაიმე საფუძველი იმ ჭორს, თუმცა ამ ამბავს რომ
გადმოგვცებს მწიგნორთუხუცესმა, როცა გვაუწყებს – მწიგნორთუხუცესი
«დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსაო», იქვე დასძენს: «რამე თუ იყო მეფე მალე-
მურწმუნე და ლიტონიცაო»... ამით ალბათ მიგვანიშნებს, რომ ამ საქმეში
მწიგნორთუხუცეს – ჭყონდიდელი უცოდველი იყო.
მეფის მალემრწმენობის ორ შემთხვევას გავეცანით და, როგორც ვნახეთ ორივე
ტრაგიკულად დამთავდა. ჟამთააღმწერელი მესამესაც გადმოქვცებს; და თუმცა ამ
შემთხვევას თითქოს ტრაგიკული ბოლო აღარ ჰქონია– ეს მხოლოდ ერთი შეხედვით
მოგვეჩვენა ასე; სინამდვილეში მას გაცილებით უფრო სავალალო შედეგი მოჰყვა
ფართო ერუვნული თვალსაზრისით.
ყველაფერი დაიწვო იმით, რომ შაბურნის ბრძოლაში სარგის ჯაყელმა, რომელიც,
საერთოდ, თავგანწირვით იბრძოდა, დიდი განსაცდელისაგან იხსნა ხულაგუ ყაენი:
მოწინააღმდეგის რამდენიმე მეომარს მარტო დარჩენილი ბორცვზე მოემწყვდია, და
ილბათ ცუდად წავიდოდა მისი საქმე, სარგის ჯაყელს რომ არ ემარჯნა. ქართველმა
სარდალმა რომ დაინახა განსაცდელში ჩავარდნილი ყაენი, ცხენი იქითკენ გააქანა და
ყაენზე ხმალშემარეთულ ჩრდილოეთის ურდოელ მომღოლებს შეუტია, გააქცია...
აშკარა დაღუპვას გადაარჩინა ჰულაგუ ყაენი... ბრძოლის შემდეგ ყაენმა მადლიერება
გამოიჩინა ქართველი მეფისა და მისი მეომრების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს
ბრძოლა მან წააგო. მეფესაც და ქართველ მეომრებსაც «ფრიადითა პატივითა პატივ-
სცა», სარგის ჯაყელს კი განსაკუთრებული მამაცობის და დამსახურებისათვის უბოძა
კარნუ ქალაქი და მიმდგომი მისი ქვეყანა...

678
მეფეს, ეტყობა, ვერაფრად ეჭაშნიკა სამცხის მთავრის ასეთი დფასება: ეს არც სხვა
ქართველ მთავრებს ესიამოვნებოდათ და შურით გახელებულებმა მეფეც გაახელეს-
ბარემ მეფობაც დაუთმე ჯაყელს; სულერთია, ყაენმა ისე განადიდა, რომ ამიერიდან
შენი მორჩილი მაინც აღარ იქნებაო...

კიდევ გახელება უნდოდა ისედაც განაწყენებულ მეფეს!.. გაიბუსხა, გაბუტა, და


იმავე ღამეს ელგონ ნოინთან მივიდა(დამახასიათებელია, რომ მეფე პირდაპირ
ყაენთან ვერ ბედავს, თუ ერიდება; ამის ქინაც აკი თანქუში მიუგზავნა!..): რაღა კარნუ
ქალაქი, ბარემ მეფობც მისცეს ყაენმა ჯაყელს! – უთხრა ნოინს ულუ დავითმა –
პირდაპირ გაიმეორა, რა სიტყვებითაც გაახელეს. ნოინს გაუკვირდა მეფის ასეთი
გახელება; ქართველებმა ასე იცითო, უთხრა, ბრძოლაში მხნედ მებრძოლს არა
კეთილს უყოფთო; ეს როგორ გიმძიმს, შენი ხათრით სცა ასეთი პატივი ყაენმა
ჯაყელს, იცის, რომ შენი ერთგულიაო; თანაც ხომ ნახე, რა თავგანწირვით იბრძოლა,
ყაენიც იმან გადაარჩინაო. ეს კი უთხრა ნოინმა მეფეს, მაგრამ დანბარები მაინც
მოახსენა ყაენს... და ყაენმაც აღარ მისცა კარნუ ქალაქი ჯაყელს – იმას რა
ენაღვლებოდა, ალბათ ესიამოვნა კიდეც: მეფეს უერთგულესი ქვეშევრდომი
გადაჰკიდა.
ეს ამბავი ხომ არ დაიმალებოდა – ხალხს კარგის თქმა უჭირს, თორემ ცუდს
მაშინვე მიურბენინებდნენ სამცხის სპასალარს. რაღა გასაკვირია, რომ სარგის ჯაყელს
ეწყინებოდა მეფის ასეთი სულმოკლეობა, გული დასწყდებოდა; ასევე წერს მემატიანე
- შეიქმნა გულკლებით და ქუეგამხედვარედ პატრონისაგან...
ქვეგამხედვარედო!.. რა გასაკვირია, რომ სამცხის სპასალარი მარჯვე შემთხვევას
უცდის, რათა სამაგიერო გადუხადის მეფეს. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ ყერთგულს
დავით ულუს სარგის ჯაყელმა: თითქმის ყველასაგან მიტოვებულსა და განწირულს,
მხოლოდ ამან დაუჭირა მხარი, საალალბედოდ გაიხადა საქმე, საკუთარი თავი
განსაცდელში ჩააგდო და ოჯახიც, მთელი საგვარეულო, მთელი კუთხე... გაიხსენეთ,
აჯანყების დროს რა ვაჟკაცურად ედგა მხარში და მერე ყაენის კარზე როგორ
გამოესარჩლა!.. მოულოდნელმა და გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ გადაარჩინა,
თორემ თავი ხომ განწირული ჰქონდა მეფესათვის!.. რა გამართლება მოიძებნოს
მეფის ასეთ მოქმედებას! უმადურობა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მანკიერებაა
ადამიანისა, და ამდენად ყველაზე ძნელი საპატიებელიც. სულაც არ არის გასაკვირი,
რომ სარგის ჯაყელმა ვერ აპატია ეს მეფეს; მაგრამ ის გზა შურისძიებისა, რაც სამცხის
სპასალარმა აირჩია, პირადად მეფეს არას ავნებდა, რამდენადაც ეროვნული
უბედურება გამოდგა.
ეს უცნაური და უსიამოვნო შურისძიების ამბავი ქრომოლოგიურად ცოტათი
უფრო მოგვიანოა, წინ მას კიდევ ერთი საშინელი მოვლენა უსწრებს, მაგრამ რაკიღა
სიტყვა მეფისა და სამცხის სპასალარის ურთიერთობაზე ჩამოვარდა, ბარემ ნუ
გავწყვეტთ და დავასრულოთ.

რომ უფრო ადვილი გასაგები იყოს ზემოთნახსენები შურისძიების არსი,


მკითხველს უნდა მოვახსენო ერთი ვერაგული ხერხი, რითაც მონღოლები
დაპყრობილ ქვეყნებს აქუცმაცებდნენ, ქყეყნის ცალკეულ მხარეებსა და კუთხეებს
ერთმანეთისაგან თიშავდნენ და მათ შორის შუღლს თესავდნენ, ცენტრალურ
ხელისუფლებას საფუძველს უთხრიდნენ და ამით თვიტონ საქმეს იადვილებდნენ.
იქნებ ამის შეხსენება არც კი იყოს საჭირო, რომ ეს განსაკუთრებით საშიშროებას
ქმნიდა საქართველოში, სადაც გამძაფრებულ ფეოდალურ შუღლს საუკუნები

679
ისტორია ჰქონდა და მუდამ მეფის სიბრძნე და მტკიცე ხელი იყო საჭირო, რათა ის
მიყუჩებული და დათგრუნული ბოროტება. კვლავ არ აღორძინებულიყო.
დაპყრობილ ქვეყნებში ყაენი ზოგიერთ კუთხესა და მთავარს გამოარჩევედა
ხოლმე და თავის პირად
მფარველობაში
მოაქცევდა საკუთარ სამფლობელოსა დაყ მად გახდიდა. ამას
ხასინჯუდ
შეწყალება ერქვა, და ხდებოდა ეს, რაღა თქმა უნდა, ადგილობრივი მეფის
სურვილისა და ინტერესისა საწინააღმდეგოდ, მის საზარალოდ მასთან
შეუთანხმებლადაც. ხასინჯუდ შეწყალებული კუთხე და მთავარი, ბუნებრივი, მეტი
უფლებებით სარგებლობდა მეტი პრივილეგიები ჰქონდა, რაკიღა უშუალოდ
დაპურობლის უმაღლეს ხელისუფლებას ემორჩილებოდა, სხვები ვერც
ადგილობრივი მეფე და ვერც მონღოლთა დივნის მოხელეები ხმას ვერ გასცემდნენ.
პრივილეგიები რომ ვახსენეთ უმთავრესად სწორედ ეს იგულისხმება ხასინჯუდ
შეწუალობილი მთავარი და მისი სამფლობელო არც მეფეს უხდიდა გადასახადს და
მონღოლთა დივნის მოხელეთა წარესგადასულ თვითნებობისა და
თავაშვებულობისაგანაც თავისუფალი იყო. ე სკი დიდი შვება და შეღავათი იყო და,
ბუნებრივია, მთავრები თვითონვე ცდილობდნენ ასეთი შეწყალება მიეღოთ
ყაენისაგან. ყველა რა თქმა უნდა ვერ მახერხბდა ამას. დამპვრობლის ვერაგობას
არსიც ეს იყო– ზოგიერთი უნდა ჰყოლოდა ასე შეწყალობელი დადა სხვებს შურით
ეცქერათ მისთთვის...
სხვათა შორის სუმბატ ორბელიც ხასინჯუდ შეწყალებული იყო; ამას მისი
ძმისწული სტეფანოს ორბელიანი გვამცნობს; ქართველი მეფისთვის წართმეული
ძვირფასი,
მთელი სამეფოდ ღირებული
ნივთი რომ მიჰქონდა ყაენთან, ამასაც ვარაუდობდა იგი – გვახარებ და ხასინჯუდ
შემიწყალებსო. საჩუქარი რაღა თქმა უნდა, მოეწონა ყაენს და მაშინვე თავის დედას
უთხრა: ამიერიდა ეს კაცი ნუღარავის დაემორჩილება (ესე იგი, მეფის მორჩილი ნუღა
იქნება!) ჩვენი იყოსო -
ჩვენ დავიცვათ და არავინ ვამყოფოთ ამაზედ მფლობელად»... ამას რომ გადმოგვცებს
სტეფანოზ ორბელიანი, იქვე განაგრძობს:
და დაარქვეს მას ენჩუ (ინჯუ), ესე იგი საუფლო ანუ სახასო
... ეს არის სწორედ ხასინჯუდ შეწყალება; ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამის შემდეგ
მართლაც დამოუკიდებლად გრძნობდა თავს სუბატ ორბელი, და, ბუნებრივია,
კეთილდღეობასაც ეწია. ჩვენს ნაცნობთაგან ასევე ხასინჯუდ იყოს შეწვალებული
სადუნ მანკაბერდელი, და მისი კეთილდღეობაც ამას მიეწერება...
რაკი ყაენს ხასინჯედ შეწყალებული მთავარი ასედ პატივში ჰყავდა, ისი არ
უნდა წარმოვიდგინოდ, თითქოს მის ხაზინად შემოსავალი მოჰკლდებოდეს, არა, რა
თქმა უნდა, არც ხაზინა ზარალდებოდა და არც მდივნის მოხელეები, რასაც
ხასინჯუდ შეწყალებულ კუთხეში ვერ იღებდნენ, მერე ათმაგად ინაზღაურებდნენ
მეზობეელი კუთხებიდან; იმათ უწყალო და წრეს გადასული ეკსპლოტაციით
ავსებდნენ ხაზინასაც და საკუთარ ჯიბეებსაც. ქვეყნის შედარებითი კეთილდღეობა
სხვა კუთხების სრულ გაჩანაგებას მოასწავლებდა, და, ბუნებრივია ქვეყნის
ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისათვის დიდ დაბრკოლებას ქმნიდა.

680
რატომ იყო ყაენი დაინტერესებული ზოგი მთავრის ასეთი კეთილდღეობით, ეს
ძალიან ადვილი ასახსნელია : ამით ერთგულ ხალხს იჩენდა, ისეთებს, რომელთაც
უნდა დაყრდნობოდა... და, რაც არანაკლებ ნიშვნელოვანია ამითვე ცალკეულ
სამთავრობოთა შორის შურსა და ურთიერთ შუღლს, ურთიერთ უნდობლობას
სთესავდა... მეფეს თავისივე ქვეშევრდომებს გადაჰკიდებდა ხოლმე და ასეთი
შინადაძაბულობის დროს თავად მოგებული რჩებოდა.

2.

ახლა ისევ მეფეზე გულნატკენ და ქვეგამხედვარე სარგის ჯაყელს


დაუბრუნდეთ. ყაენმა რომ მადლიერების ნიშნად კარნუ ქალაქი შესთავაზა სამცხის
სპასალარს, უნდა ვიფიქროთ, ეს პირველი ნაბიჯი იყო მისი ხასინჯუდ შეწყალებისა.
ძნელი სატქმელია, ფიქრობდა თუ არა მანმადე სამცხის სპასალარი ამ დიდ პატივზე...
ფიქრი თავისით მოეძალება ხოლმე ადამიანს. იქნებ ეწვია კიდეც ასეთი მაცდური
ფიქრი, მაგრამ თგრუნავდა ამ ბოროტ ფიქრს კარგი ვაჟკაცი და მამულიშვილი, იგი
განათლებული კაცი იყო და იცოდა, რომ ეს ქვევნისათვის საზიანო იქნებოდა,
ღალატს უდრიდა... მაგრამ ახლა ერთბაშად შეიცვალა მდგომარეობა; მეფის
საშინელმა უმადურობამ გული მოუკლა ვაჟკაცს და გადაწყვიტა, არ ეპატიებინა ეს,
დასაჯა ამ საშინელი ბოროთებისათვის... ეტყობა, ახლა გადაწყვიტა
შეურაცხყოფილმა სარგის ჯაყელმა ყაენისათვის ხასინჯუდ შეწყალება ეთხოვნა ამას
პირდაპირ არ გადმოგვცემს მემატიანე მაგრამ მოვლენათა შემდგობი განვითარებიდან
ჩანს, რომ ასე იყო. ასე ძალად გადაიკიდა მეფემ უერთგულესი ქვეშევრდომი, წინ
დაუხედაობითა და უმადურობით ასევე დააყენა ღალატის გზაზე შესანიშნავი
მამულიშვილი...
ყაენისათვის ამაზე სასურველი რაუნდა ყოფილივო – სამცხის სპასალარის
შეთკბობისა და ხასინჯუდ შეწყალებით იგი მოკავშირედ იხდიდა აქტიურ მტერს,
ქვეყნის ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხის მთავარს, რომლის მამაცი ხალხი ვერა და
ვერ შეეგუვა დამპყრობლის უღელს, განუწვეტლივ ბორგავდა ხან სად დაანთებდა და
ხან სად აჯანვების ცეცხლს!.. მაგრამ ჯერ ეს გადაწყვეტილი არ იყო, ჯერ ალბათ
ყოყმანობდა სამცხის სპასალარი... და იქნებ მორეოდა კიდეც თავის – ავი ცდუნება
დაეთგუნა, რომ ისევ არ გამოეჩინა მეფეს სულმოკლეობა და მალემრწმენობა...
უკეთურმა ადამიანებმა («უკეთურთა კაცთაო, სწორედ ასე სწერს ჟამთააღმწერელი)
მეფესთან დაასმინეს სამცხის სპასალარი: შენგან განდგაო... მეფის ხასიათს ჩვენ უკვე
ვიცნობდით –ხელად ირწმუნა ყველაფერი, ამჟამადაც დაივიწყა ქვეშევრდნომის
ერთგულება,
დაივიწყა მისი ნამსახურება
და სიკეთე და გადაწყვიტა დაესაჯა – ამაზე ხომ მეფე მარდი იყო!.. მალევე მიეცა
ხელსაყრელი შემთხვევა: ის-იყო, შემოდგომა იწყებოდა, 1266 წლის შემოდგომა. ამ
დროს ხომ, ჩვეულებრივი სიბაზე დოგმა უწევდა ქართველებს. ულუ დავითმა
შეკრიბა ჯარი - მოუწოდა სპათა თავის თა და სარგის ჯაყელ-ციხისჯვარელსა...
გრძნობდა თუ არა სარგის ჯაყელი მეფის ავ ზრახვებს ძნელი სათქმელია;
ეტყობოდა; იდუმალი შიში მაინც ჰქონდა და მერე ყაენთან მისი გაწვევის ამბავი
გადმოგვცემს ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ...მაშინ ყაენმა მოუმცნო მეფესა განტევება
სარგისა, და განუტევა და იქმნა მიერითგან განდგომილები მესხთა ვიდრე მეფის
გიორგის მრწყინვალისადმე... უფრო მოგვიანო დროის მწერალმა თანამედროვე

681
მკითხველისათვის გასაგებად დაწერა ის, რაც ნამდვილად მოხდა.
სამცხის სპასალარს ახლა უკვე სხვა გზა აღარ ჰქონდა, მას მხოლოდ ამით
შეეძლო სიცოცხლის შენარჩუნება, და ყაენს ხასინჯუდ შეწყალება სთხოვა. ყაენმაც
სიხარულით შეიწყალა.
ზემოთ ითქვა, მეფემ აიძულა სამცხის სპასალარი, ღალატის გზას
დასდგომოდა; მას შემდეგ, რაც ხასინჯუ შეწყალებას რასს გავეცანით, ეს სიტყვები,
ვფიქრობ, უსამართლოდ მკაცრი აღარ მოეჩვენა მკითხველს; ეს ხომ, ქვეყნის გათიშვას
მოასწავებდა; მთლიანობა ირღვევოდა; ხასინჯუდ შეწყალებული კუთხე ქვეყნის
საერტო ცხოვრებას ემშვიდებოდა, მის ჭირსა და ლხინს ვეღარ იზიარებდა,
ეროვნული ცხოვრების ჭაპანს ვეღარ სწევდა, საერთო რიტმით ამოვარდებოდა... და
თუ დიდხანს გაგრძრლდებოდა და ამგვარად, ეს ეროვნულ თვითშედგნებაზეც
იმოქმედებდა. შამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) ადამიანი თანდათანობით
ეგუებოდახოლმე ყოველგვარ ცვლილებას, და საშიში, იყო ქვეყნის კუთხური
დაყოფა-დაქუცმაცება ადამიანთა შეგნება, ქვეცნობიერად, მოსათმენ მოვლენად არ
ჩამოყალიბებულიყო... ჯერ იყო ორად გაიყო ქვეყანა... ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე
ხალხმრავალი, ეკონომიკურად ღონიერიდა კულტურულად დაწინაურებული კუთხე
გამოეთიშა... ვახუშტი ბატონიშვილი სწორედ ასე ასახავს ამ მოვლენას -
იქმნა განდგომილება მესხთაო
- ესე იგი, მთელი მესხეთი განუდგა მეფეს, ანუ ეს მშვენიერი კუთხე ქვეყნისა მთლიან
საქართველოს ჩამოშორდა... როგორ წარიმართა ამის შემდეგ სამხრეთ საქართველოს
ცხოვრება და როგორი იყო ურთიერთობა მეფესა და ჯაყელების სახლს შორის, ამას
ქვემოთ ვნახავთ. ახლა კი ცოტათი უკან უნდა დავიხიეთ. შარგის ჯაყელის
«განდგომა», ანუ ყაენის მიერ მისი «ხასინჯუდ» შეწყალება, როგორც ვნახეთ, 1266
წლის შემოდგომაზე მოხდა ამაზე ერთი წლით ადრე კი ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი
საშინელი უბედურება დაატყდა.

3.
ჰულაგუ ყაენი იმ დროს უკვე გარდაცვლილი იყო, მისი შვილი -
ძე უხუცესი - აბაღა იჯდა (სწორედ ამ აბაღამ შეიწყალა ხასინჯუდ სარგის ჯაყელი).
ქართველი მეფისა და ქართველი მეომრის სიბაზე დოგმა აბაღა ყაენის შედეგადაც
გრძელდებოდა: დღე დღეზე მოელოდნენ ჩრდილოეთის ურდოს ხელახლა
შემოტევას; ჯერ ჰულაგუ ყაენის გაგზავნილ მზვერავებს მოჰქონდათ ცნობები, რომ
ბრექა კვლავ სალაშქროდ ემზადებოდა, ამჯერად კიდევ უფრო დიდი ძალებით;
მარტალია პირველ ომში მან გამარჯვებას მიახწია, მაგრამ, ეტყობოდა, ძვირი,
დაუჯდა ის გამარჯვება და ახლა უფრო ფრთხილობდა; იმიტომაზ შეწყვიტა ბრძოლა
–წინ აღარ წაუწევია ქვეყნის სიღრმეში შეჭრილს მეტი ძალები დასჭირდებოდა და
ახლა ჯარს ამრავლებდა სწორედ იმ ხანებში ყუბილა ყაენიც გარდაიცვალა და ალბათ
ამანაზ დააყოვნა ილხანებზე მეორედ გალაშქრება...
ჰულაგუ ყაენი რომ მოკვდა, ბერქა დაფაცურდა – იფიქრა, ამ არეულობის დროს
უფრო ადვილად მივაღწევ წარმატებასაო, და ამის შემდეგ არ გაუვლია დიდ ხანს,
რომიგი კვლავ დაიძრა ამჟამად უკვე «აურაცხელითა ჯარითა» (ხულაგუს
მზვერავების ცნობა, ბერქა ჯარს ამრავლებსო, მართალი გამოდგა) – 300,000 მეომარი
ჰყავდა ბერქას.
პირველი შეტაკებისას დარწმუნდა აბაღა რომ მოწინააღმდეგის
მრავალრიცხოვან ლასქარს ლაშქარს ვერ გაუმკლავდა დამიუხედავად იმის, რომ
შეტაკების დროს ჩრდილოეთის ურდოს ერთ-ერთი მთავარი სარდალი და

682
დიდადგავლენიანი მიოღვაწე ნოღაი მძიმედ დააშავეს – თვალი დაუზიანესმაინც
მაშინვე უკან დაიხია (ჯერ მხოლოდ მეწინავე რაზმი ჰყავდა მდინარის გაღმა
გაგზავნილა;

ნეტა იქვე მოეხერხებინათ მტკვრის გადალახვა! მაშინ იქნებ სრულ


განადგურებას გადარჩენოდაის სოფლები და ქალაქები – მტკვრისა და რახსის
შესართავიდან მოკიდებული თბილისამდე.
იმოდონა ლაშქარს რა დაურჩებოდა!.
ის 300,000 მეომარი თითქოს ამ კუთხეების დასარბევად არ წამოსულა უკვე
მერამდენედ ვცადედ არქოლოგიური მონაპოვრების მიხედვით გაგვეცოცხლებინა
დატრიალებული ტრაგედიეს ფურცლები. თბილისიდა დაქვეყნის დანარჩენი
კუთხეები გადაურჩნენ აოხრებას; იმიტომაც წერს ჟამთაამხწერელი, როცა ბერქას
სიკვდილის ამბავს გვაცნობებს
ესრედ დამშვიდნა ქვეყანა დამშვიდნა ქუეყანა იესომ ... რა მწარე ირონიად გაისმის ეს
სიტყვები, როცა მომდევნო ამბებსაც გავეცნობით!
თვრამეტი წლისა იყო უფლისწული გიორგი როცა გარდაიცვალა. ეს მოხდა
1268 წლის გაზაფხულზე. და მეფეს «მიერითგან არღარა აქუნდილხინება დასეთაცა
მრავალთა მოიცვეს და გუამით უძლურებდა უმრავლესთა ჟამთა
... მაგრამ ყაენს მაინც ემსახურებოდა, სიბაცეც უნდა ევლო, რადგან
არი იყო სხუა ღონე

4.
ჟამთაამხწერელი გადვმოგვცემს ამბავს, რომელიც კარგად მიგვანიშნებს, როგორც
სულ უფრო და უფრო იძაბებოდა ურთიერთობა ჩინგის ყაენის მრავალრიცხოვან
შთამომავალთა შორის რამდენადაც ეს ამბავიც შეეხო ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ანუ
ივანე ჯავახისვილის მარჯვე გამოთქმით, - რაკი მონღოლთა ცალკეული ურდოების
ურთიერთშორისი ბრძოლა საქართველოს ისტორიის მოთხრობასაც ჩაექსოვა, აქვე
მოგითხრობთ მას.
ილხანების სახელმწიფოში მთელი თავისი ურდოთი – დედაწულით, ჯოგებით
– ჩასახლებული იყო ჩრდილოეთლი უფლისწული თეგუდარი, ჩაღათას ერთ-ერთი
შვილის შვილი, აბაღა ყაენს მისთვის მიუბოძებია ზაფხულის სადგურად
მთანი არარატისანი და საზამთროთ რახსისა პირი და ნახჭევანი. საკმაოდ დიდი
ყოფილა თეგუდრის ურდო მარტო მოლაშქრე პირველად 20,000 ჰყოლია მრეკი
40,000-მდე გაზრდილა, ფარები, ჯოგები დაცხენის რემები ხომ უთვალავი! აქ იგი
ავაზაკობას ეწეოდა, ესხმოდა გზებზე ქარავნებს, მეზობელ კუთხეებს დასაბოლოოდ
ისე გამდიდრდა, რომ მისი ქონების გადატანას 300 აქლემი და150 ურემი
დასჭირდებოდაო, მემატიანები წერენ.

ასე იყო თუ ისე თეგუდარი სამხრე დასავლეთიდან მოადგა საქართველოს


კარგად რომ დისვენა თეგუდარმა კარგად რომ დაისვენა თეგუდარმა ჩრდილოეთით
გამგზავრება გადაიფიქრა თუკი მართლა აპირებდა გადასვლას იმ მთებში
ებღოტიალა როცა აგერ დიდებული მასპინზლობაც გაუწის საჩუქრებით ალბათ ვერ
მოესყიდა დავით ნარინს ყაენი; მაგრამ აქ სხვა მომენტიც იყო რამაც ქართველი მეფე
დააფიქრა: ჯერ ერთი რომ ქართველი მეფე არ შეიძლებოდა თვითონვე არ
ყოფილიყო შეწუხებული თეგუდარის თავაშვებული თარეშით, მის მიერ

683
ქართლისადა მესხეთის აწიოკებით, და, მეორეც, რაც მთავარი ეჭვი ჰქონდა აღებული,
რომ მონღოლი უფლისწული მასაც ღალატობდა, მის მიმართ შეთქმულებას
ამზადებდა – მეფისავე უკმაყოფილო დიდებულებთან გააბა კანშირი. ამითომ იყო
მეფე დავით რუსუდანის ძემ ამჟამად უკვე გზა შეუკრა თგუდარს და დასავლეთ
საქარტველოში აღარ შეუშვა აბაღა ყაენმა კიდევ ერთხელ სცადა დავით რუსუდანის
ძის იმერეთიდან მოტაცება – ამჟამად მოღალატე კახაბერ ერისთავი წაქეზებით.ორი
წელი გავიდა იმ პირველი ცდის შემდეგ და
წელსა მესამესა კუალად წარმოვიდას სერმონ დაალიყან... შეპყრობილად მეფისა...
აჟრადაც ვერეფერს გახდნენ, -
მეფემან მიჰრიდა; მონღოლებმა
მოაოხრეს ქუეყანა
და უკან გაბრუნდნენ.
ამის შემდეგ ცხადია, მოღალათე რაჭის ერისთავს იმერეთში აღარ
მიესვლებოდა; ბუნებრივია, აღარც ყაენი უყურებდა კარგი თვალით... რაღა – უნდა
ექნა – ისევ წინაპრების მამული მოძებნა ქართლში ატენში დასახლდა... მაგრამ
პატივმოყვარე ერისთავს აქ რა მოასვენებდა როცა არც ყაენი სწყალობდა დაარც
აქაური მეფე!.. იწრიალა, იწრიალა დაისევ დავით ნარინს შეუთვალა – მეთვითონ
ვგრძნოფ, რა დანაშაულიც მიმიძღვის შენს წინაშე, მაგრამ ახლა ვნანოფ და მაპატიე,
შემიწყალე, ჩემი მამული ისევ მე დამიბრუნეო. დავით ნარინმა შეუნდო - ალბათ
იფიქრა, მირჩვნია ახლოს მყავდეს, შორიდან უფრო მეტი არ მავნოსო, ერთგულების
ფიცი ჩამოართვა და მამული დაუბრუნა რაჭაში. არ გასულა დიდი ხანი, რომ ისევ
აბორგდა მოღალატის სისხლი - «იწვო მათვე მამაპაპურთა კუალად სვლად, და,
ვითარ ღორი, ისწარფდა მწვირეთა მიმართო გაიხსენა ალიყან ათისთავი და წერილი
მისწერა – ამ ერთხელაც დამიჯერეთ წამოდით, და მეფეს ნამდვილათ
შეგაპყრობინებთო. მეფე ეტყობა, მთლად არ ენდობოდა მოღალატე ერისთავის ფიცს,
მეთვალყურე ჰყავდა მიჩენილი ხელადვე გაუგე რაჭის ერისთავს მონღო სარდალთან
მიწერ-მოწერის ამბავი, შეიპვრო მეფემან (რაჭის ერისთავი), პირველ თუალი დასწვა
და მერე ერთი ხელი დაფეხი მოჰკვეთა; მისი ორი შვილი კი კონსტანტილოპოლიში
გაასახლა. ღამდენადაც ამასწინანდელი შეწვალება იყო მეტად მულოდნელი და
ლმობიერი, იმდენად ულმობელი გამოდგა შურისძიება. ამის შემდეგ დიდხანს აღარ
უცოცხლია მოღალატე ერისთავს – ანკი რაღა მადლი უნდა ჰქონოდა
თვალდავსებული და ახელ-ფეხწაჭრილი ადამიანის სიცოცხლეს.

თავი მეცხრე.
IX თავი
1.
დავით ნარინი უკვე ისედაც დამოუკიდებლად გრძნობდა თავს, ხოლო იმ
ბოლო მოვლენების შემდეგ, როცა მოღალატე ერისთავის მიერ წაქეზებულმა ყაენმა
რამდენჯერმე ამაოდ სცადა მისი შეპყრობა, უფრო აშკარა გახდა, რომ ამ
დამოუკიდებლობას აღარაფერი ემუქრებოდა, მონღოლები ვეღარ მოახერხებდნენ
დასავლეთ საქართველოს დაპყრობას; ჯერ ხომ თავიდანვე მოერიდნენ მთებში ძნელ
ბრძოლებსა და მსხვერპლს, ახლა, მით უმეტეს, ეგვიპტის სულთანთან და
ჩრდილოეთის ულუსსთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავებამ,- და, ამასთან
დაკავშირებით, ლაშქრის იძულებითმა დაქსაქსვამ,- კიდევ უფრო დაუჩლუნგა მათ
დასავლეთ საქართველოს დაპყრობის ჟინი. ასეთ პირობებში დავით ნარინს

684
საშუალება მიეცა ფართო სახელმწიფოებრივი და ეროვნული პრობლემების
მოსაგვარებლად ეზრუნა. კერძოდ, ქართველ მეფეს ახლა უკვე შეეძლო, უფრო
აქტიურად დაინტერესებულიყო ტრაპიზონის სამეფოს ბედით. საგულისხმოა, რომ
ტრაპიზონით ქართველი მეფის დაინტერესებას ივანე ჯავახიშვილი სწორედ მას
შემდეგ განიხილავს, როცა მოგვითხრობს, როგორ პირშიჩალაგამოვლებული
გაბრუნდა უკან დავით ნარინის შესაპყრობად წარმოგზავნილი მონღოლთა ლაშქარი.
მკითხველს ალბათ ახსოვს,რომ ტრაპიზონის სამეფო თამარ მეფის დროს,
თამარისავე თაოსნობით ჩამოყალიბდა 1204 წელს, სწორედ მაშინ როცა
კონსტანტინეპოლი ლათინებმა აიღეს. სამეფოს ძირითადი მოსახლეობა ქართველები
გახლდათ - ლაზები; და ახალჩამოყალიბებული სახელმწიფოს მმართველები
ქართული ორიენტაციისა იყვნენ, უმთავრესად ახლო ნათესაობით დაკავშირებულნი
საქართველოს სამეფო კართან. იმდენად მტკიცე საფუძველი ჰქონდა ამ
ურთიერთობას და ისეთ ძლიერ ტრადიციად იქცა, რომ საქართველოს თავზე
დატრიალებული უბედურების შემდეგაც ინერციით გრძელდებოდა. თ.უსპენსკი
წერს: მეცამეტე საუკუნის ბოლომდე – ესე იგი საქართველოს უმძიმეს წლებში 
ტრაპიზონის მეფეები ცოლად უმთავრესად ქართველ პრინცებს ირთავდნენო. ეს
ფაქტი იმასაც კარგად მიგვანიშნებს, თუ რამდენად ძლიერი იყო აქ საქართველოს
გავლენა.

ბიაზანტია, რა თქმა უნდა, ვერ შეურიგდებოდა თავის მეზობლად, თავისად


დაგულებულ ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოს არსებობას, და განსაკუთრებით
იმას, რომ იქ ქართველთა სრული ჰეგემონია სუფევდა, ქართული სული ტრიალებდა,
ქართული ორიენტაცია გამეფებულიყო... და როგორც კი მიეცათ ამის საშუალება –
ესე იგი, როგორც კი განდევნეს ლათინები (ეს მოხდა 1261 წელს) – ბიზანტიის
იმპერიის მესვეურები შეეცადნენ, წართმეული მხარეები კვლავ შემოეერთებინათ
ბიზანტიისათვის. სხვა კუთხეები დაიბრუნეს კიდეც, მაგრამ ტრაპიზონის დაბრუნება
ადვილი არ გამოდგა, ეს ვერ მოახერხეს ... აქ ქართველი ტომები მოსახლეობდნენ,
სამეფო კარზე უკვე ქართული ორიენტაცია იყო გაბატონებული, ქართველი მეფის
მხარდაჭერა ჰქონდათ და ადვილად ვერ გატეხდნენ... და იწყება ბიზანტიის
საიმპერატორო კარის ბრძოლა ტრაპიზონის სამეფოს შესაერთებლად.
უცხოელ მემატიანეთა მიერ გადმოცემული ცალკეული ფაქტები კარგად
მიგვანიშნებენ, როგორ გამწარებით ცდილობდა ბიზანტიის საიმპერატორო კარი,
გაეუქმებინა ტრაპიზონის სამეფოს დამოუკიდებლობა და უშუალოდ
ბიზანტიისათვის შეერთებინა ეს მხარე. ზოგჯერ კურიოზებამდე მიდიოდა
ბიზანტიის იმპერატორთა ეს გამწარებული სწრაფვა. ტრაპიზონის სამეფოს ხშირად
იმპერიას ან საკეისროს უწოდებდნენ და ესეც საშინლად აღიზიანებდათ ბიზანტიის
იმპერატორებს. მით უფრო ბოღმით ევსებოდათ გული, როცა ტრაპიზონის მეფეს
იმპერატარად ან კეისრად მოიხსენიებდნენ – ესეც ხდებოდა ხოლმე. თითქოს
სასაცილოა, მაგრამ იმაზედაც ცოფდებოდნენ, რომ ტრაპიზონის მეფეებს კეისრის
სამოსი და კეისრის წითელი წუღები ეცვათ. ეს საკუთარი ღირსებისა და
თავმოყვარეობის შელახვად მიაჩნდათ. კეისარს ნუ უწოდებთ თავსო, გამწარებით
უთვლიდნენ, ეს სამოსიც გაიხადეთ, კეისრის წითელი წუღებიც ნუ გაცვიათო;
შეიგნეთ, რომ თქვენ ლაზთა მთავრები ხართო (ასე ეძახდნენ ხოლმე –
ლაზთამთავრები, ან ლაზთა არქონტებიო, და ამით თითქოს ამცირებდნენ, ჟინს
იკლავდნენ)... რა ძალაუფლებაც გეკუთვნით, გქონდეთ, მაგრამ იმპერატორის სახელს
ნუ ეპოტინებით, მისი სამოსიც ნუ გაცვიათ, ბოლოს და ბოლოს, შეიგნეთ, რომ

685
იმპერატორი მე ვარ, ტახტზე და მე ვზივარე და სხვას რა უფლება აქვს ამ უზენაესი
პატივ-ღირსებებით იწოდებოდნენ, თქვენ რას ეტმასნებით მეფის ღირსებასო!..
ზუსტად ასე გადმოგვცემს მეცამეტე საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი
პახიმერე ბიზანტიის კეისრის მიხეილ VIII პალეოლოგოსის სიტყვებს და
განწყობილებას.
მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლებმა მტკიცედ
მოიკიდეს ფეხი და ქვეყნის სამხედრო ძლიერება შესუსტდა, ბუნებრივია,
ბიზანტიელი იმპერატორები უფრო გააქტიურდებოდნენ და მოინდომებდნენ
საქართველოსათვის ჩამოეშორებინათ ეს მხარე, საქართველოს გავლენა მოესპოთ და
უშუალოდ თავისი იმპერიისათვის შეეერთებინათ.
დამახასიათებელია სიტყვები ბიზანტიელი მწერლისა, რომელიც
თანამედროვეთა ამბებსა და საკუთარი თვალით დანახულ მოვლენებს გადმოგვცემს.
ბიზანტიის იმპერატყორი ცდილობდა აელაგმა იმ ხალხის თავგასულობა, რომლებიც
მის სამფლობელოში არ შედიოდნენო - ზოგიერთებს ი ა რ ა ღ ი თ ა ი ძ უ ლ ე ბ დ ა
ზომიერ ჩარჩოებში მოთავსებულიყვნენო... და იქვე ასახლებს
ლაზთა არქონტს
(საგულისხმოა, რომ ეს მწერალიც
არქონტს
უწოდებგს) იოანე მეორეს, რომელსაც
თავი მოჰქონდა მეფური ნიშნებით
და ფაქტიურად კი არ ეკუთვნოდაო. იმპერატორი (იგულისხმება ბიზანტიის
იმპერატორი მიხეილ VIII პალეოლოგოსი) ხშირად უგზავნიდა მითითებებს და
სრულ მორჩილებას მოითხოვდა, მაგრამ ვერაფერს გახდა-
იმის მეტს ვერაფერს მიახწია,რომ დარწმუნდა ვერაფერს მივახწევო... იოანე ამაყი
კაცი იყო და იმპერატორის ბრძანებას არაფრად აგდებდაო; იმპერატორის
დაჟინებულ მოთხოვნაზე კი მეტად მარტივი და დასაბუთებული პასუხი ჰქონდა: მე
კი არ მომიგონია კეისრობა, წინაპართაგან გადმომეცაო; კეისრის ტანსაცმელი და
წითელი წუღებიც განა მე მაცვია პირველად, ჩემს მამა-პაპათაც ასე ეცვათო... მე რომ
გავიხადო, სხვები არ მომცემენ ამის უფლებას, არ მაპატიებენო. თანაც, რა
შესაშურებელია წითელი წუღები, შენ განა მეტი დიდება არ გაქვსო...
ერთი სიტყვით, ბიზანტიის კეისარი მიხვდა, რომ ძალით ვერაფერს
გახდებოდა და გადაწყვიტა, ტაქტიკა შეეცვალა; ამის კარგი გამოცდილება ჰქონდათ
ბიზანტიის იმპერატორებს: მოყვრობით მოინდომეს ტრაპიზონის მეფის გადაბირება.
ამ დროს ტრაპიზონში მეფობს სავსებით ახალგაზრდა იოანე II, და ბიზანტიის
იმპერატორმა მიხეილ პალეოლოგოსმა მოციქულები მიუგზავნა მას, თავისი ასული
შესთავაზა ცოლად. მემატიანე ხაზს უსვამს- დიდად საპატიო ხალხი შეარჩია
მოციქულებად, რათა ტრაპიზონის ახალგაზრდა მეფეს მეტი ნდობა ჰქონდა და ეჭვი
არაფერზე აეღოო; ამ მოციქულებს უნდა დაერწმუნებინათ იოანე და ტრაპიზონელი
დიდებულები, რომ ამ უკანასკნელთ გამოეშვათ ჭაბუკი მეფე კეისართან, ხოლო
თვითონ იოანეს იმედი ჰქონდა, რომ კარგი რამისთვის ეძახდნენ
კონსტანტინოპოლში, და სიხარულით შეხვედროდა ამ სიკეთეს...
ამას კეისარი ფიქრობდაო, ბიზანტიელი მემატიანე წერს, ტრაპიზონელი
დიდებულები კი სულაც არ აპირებდნენ ახალგაზრდა მეფის გაშვებას, დიდად არც
იოანეს მიუწევდა გული, რადგან ბიზანტიის სასახლის ელვარებას ზომიერი
უბრალოებით ცხოვრება ერჩივნაო.

686
მოციქულები უარით დაბრუნდნენ იმპერატორთან; მაგრამ მიხეილ
პალეოლოგოსს მაინც არ დაუყრია ფარხმალი, ახლა სხვა მოციქულები გაგზავნა... და
ასე ხშირად აგზავნიდა ელჩებს – ხან მუქარით, ხან ტკბილი დაპირებებით...ვერა და
ვერ დაიყოლია ახალგაზრდა მეფე და მისი მრჩევლები. ბოლოს სასახლის
ლოგოთეტი და ეკლესიის უხუცესი მიუგზავნა,- ეტყობა, ეს ყველაზე
ავტორიტეტული დელეგაცია იყო, - ამით უნდა გაეფანტათ ყოველგვარი ეჭები და
გაჯიუტებული სასიძო როგორმე გაეტეხათ. მართლაც, ბევრი უჩიჩინეს ამ დიდად
საპატიო პირებმა ახალგაზრდა მეფეს, ბევრი არწმუნეს, აღუთქვეს, რომ მისი სახელი
და დიდება არა თუ დამცირდებოდა, არამედ პირიქით– ძლევამოსილი იმპერატორის
სიძობით კიდევ უფრო გაიზრდებოდა, მრავალი სიკეთით დასაჩუქრებული
დაბრუნდებოდა, მის ამალასაც ღირსეულად მიიღებდნენ... დათაფლულ ენას რა არ
შეუძლია – დაითანხმეს ახალგაზრდა მეფე, ჩასხდნენ გრძელ ხომალდში და
კონსტანტინოპოლისკენ გაემგზავრნენ.
ძნელი სათქმელია, მალევე მიხვდნენ თუ არა ახალგაზდა მეფე და მისი
მხლებლები, რომ მწარედ მოტყუვდნენ; ყოველ შემთხვევაში გასცდნენ თუ არა
ტრაპიზონის საზღვრებს, ელჩებმა მეფის მხლებლები გაიხმეს და უთხრეს ურჩიეთ
თქვენს ბატონს, წითელი წუღები გაიხადოს და შავი ჩაიცვას, აგერა გვაქვს
წამოღებული სწორედ მაგისი ფეხის სარგოო. შავი წუღებით რომ წარსდგება
იმპერატორის წინაშე, მეტი დაფასება ექნება, მეტ პატივსა სცემენო... ასე ურჩიეს და
თვითონვე მიეშველნენ წითელი წუღების გახდაში...

ასე ძალით შერთეს ტრაპიზონის მეფე იოანეს ბიზანტიის იმპერატორის ასული


ევდოკია, დაი მომავალი იმპერატორის ანდრონიკესი, რომელიც ამის შემდეგ მალევე
ავიდა ტახტზე ...
სიძე ერთხანს თავის კარზე დაიტოვა იმპერატორმა, არ გაუშვა... იქნებ
იმიტომაც, რომ მეფის დაბრუნებამდე იქ, ტრაპიზონში თავისი საქმე აკეთებინა,
სამეფო კარზე საქართველოს ორიენტაციის ხალხი შეემცირებინა და თავისი
გაემრავლებინა..,
იქნებ ამასვე უკავშირდებოდეს ქართველი მეფის დავით ნარინის
ტრაპიზონიზე გალაშქრება.

ტრაპიზონის კეისრის ბიზანტიელთაგან ასე მოტყუებით ხელში ჩაგდებისა და


დამცირების, მეტადრე დასიძების ამბავი საქართველოში ისევე კარგად ექნებოდათ
გაგებული, როგორც თვით ტრაპიზონშიც, - წერს ივანე ჯავახიშვილი, - ეს ბიზანტიის
კეისრისაგან შავი ზღვის ამ სანაპიროზე კვლავ გაბატონების დასაწყისი იყო. ამის
არავითარი სურვილი არც მით უმეტეს თვით საქართველოს მთავრობას არ შეიძლება
ჰქონოდა.
ტრაპიზონის გაუქმება საქართველოსათვის კვლავ ბიზანტიის დამეზობლებას
ნიშნავდა, ხოლო რას მოასწავებდა ბიზანტიის უშუალო მეზობლობა, ეს კარგად
ჰქონოდა გამოცდილი ქართველ ხალხს. ამიტომაც არ შეეძლო საქართველოს სამეფო
კარს
ტრაპიზონის სამეფოში პოლიტიკური ვითარების ასეთი ცვლილების
გულხელდაკრეფილ გარეშე მაყურებლად დარჩენილიყო.

და დაიძრა კიდეც დავით ნარინი ტრაპიზონისაკენ.

687
ალბათ ზედმეტიც კი იქნება იმისი აღვნიშნა, რომ ქართველ მეფეს ის
ძლევამოსილი ლაშქარი აღარა ჰყავდა; ტრაპიზონამდე კი მივიდა იგი, მაგრამ
ქალაქის აღება ვეღარ მოახერხა; როგორც მეორე ბიზანტიელი მწერალი გადმოგვცემს,
1282 წლის აპრილში ქართველი მეფე დავითი შემოერტყა ტრაპიზონს, მაგრამ
ხელცარიელი გაბრუნდა...
ტრაპიზონის მეფე იოანე მეორე თავის მეუღლესთან ერთად, უფრო
მოგვიანებით, ერთი-ორი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. შერჩა თუ არა
ძველი ამბიციები, ისევ წამოუარა წითელი წუღების სიყვარულმა თუ
კონსტანტინოპოლში დაარწმუნეს, რომ შავები ჯობდა, ეს არ არის ცნობილი, ჩვენ
მხოლოდ ის ვიცით, რომ დამშვიდებული მეფობა არ ჰქონია. დიდი ხანი არ გასულა
კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, რომ ტრაპიზონს კვლავ შეესია
საქართველოს ლაშქარი: იოანეს მეფობა დაათმობენეს და ტახტზე დაჯდა იოანისავე
გერი და თეოდორა, რომელიც საქართველოში იყო გათხოვილი (საგულისხმოა, რომ
ეს ქალი დედით ქართველია, ტრაპიზონის მეფეს მანუელ I კომნენოსს მესამე ცოლი
ქართველი ჰყოლია- სახელად რუსუდანი); იოანეს ტახტიდან ჩამოგდება ალბთ
იმანაც გააადვილა, რომ უკვე ცოცხალი აღარ არის ბიზანტიის იმპერატორი, მტკიცე
და ენერგიული მიხეილ მერვე პალეოლოგოსი, ტახტზე ახლა ზის მისი შვილი
ანდრონიკე, რომელსაც მამის სიმტკიცე და ძლიერება არ გამოჰყოლია. იოანე მეორის
ტახტიდან ჩამოგდება და თეოდორას გამეფება ფაქტიურად ტრაპიზონში ქართული
პოლიტიკისა და გავლენის კვლავ გამარჯვებას ნიშნავდა.
მდგომარეობა ამის შემდეგაც მერყევი და ცვალებადი იყო; გარკვეული დროს
მერე იოანეს კვლავ მოუხერხებია ტახტის დაბრუნება. გავიდა ამის შემდეგ კიდევ
რამდენიმე ხანი, და ტრაპიზონის ახალმა მეფემ, იოანეს შვილმა ალექსიმ ცოლად
შეირთო ქართველი ქალი, ბექა ჯაყელის ასული. ეს დამოყვრებაც პოლიტიკით იყო
ნაკარნახევი. საგულისხმო ის არის, რომ ტრაპიზონის ახალგაზრდა მეფეს ახლაც
ბიზანტიის საინპერატორო კარი უპირებდა დასიძებას, ამჯერადაც შეიქმნა
მოციქულების გზავნა კონსტანტინოპოლიდან ტრაპიზონში, იმ ახალგაზრდა მეფესაც
გამწარებით ურჩევდნენ ცოლად შეერთო ბიზანტიელი ქალი, იმპერატორ ანდრონიკე
მეორის დისწული. მოციქულებიო, წერენ და ამით უფრო კეთილშობილურ
საბურველში ახვევდნენ, თორემ ქართულად ამ მოქმედებას უფრო შესაფერი სახელი
აქვს, და ასეთი დავალებით გაგზავნილ პირებსაც მაჭანკლებს ეძახიან; მართალია,
ამით კნინდება წარჩინებულ მოციქულთა მისია, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად
გამოხატავს მდგომარეობას. დიდი მეცადინეობისა და თავგამოდების მიუხედავად,
ამჯერად ვერაფერს გამხდარან ბიზანტიის იმპერატორის მოციქულები: ტრაპიზონის
ახალგაზრდა მეფემ, როგორც ვნახეთ ქართველი ქალი შეირთო, ქართველ
დიდებულს დაუსიძდა.

იმდენად უსიამოვნო და მოულოდნელი გამოდგა ეს დამოყვრება ბიზანტიის


საიმპერატორო კარისათვის, რომ ვერა და ვერ შეურიგდნენ. მშვიდობიანმა
მოლაპარაკებამ რომ ვერ გასჭრა, მუქარასაც აღარ მოერიდნენ, მოინდომეს
გაეცილებინათ ახალჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი, ახალგაზრდა ქართველი ქალი, აწ
უკვე ტრაპიზონის დედოფალი, შინ გაეშვათ და მეფისათვის ძალით მიეთხოვებინათ
ბიზანტიის იმპერატორის ნათესავი... მაინც ვერ მოახერხეს- ქვემოთ ვნახავთ, ბექა
ჯაყელი გავლენიანი კაცი იყო და ვერ მოერივნენ, ვერ დაამარცხეს.
როცა ამ ბრძოლებს გავითვალისწინებთ, უფრო დაბეჯითებით შეიძლება თქმა,
რომ ტრაპიზონის კარზე ქართველი დედოფლის გამოჩენა კვლავ ქართველთა

688
ჰეგემონიის განმტკიცებას ნიშნავდა...თუმცა სამეფოს ბედი ამის შემდეგაც
ცვალებადი იყო, ბიზანტია კვლავ თავგამოდებით იბრძოდა რათა ტრაპიზონის
სამეფო მთლიანად თავისი გავლენის სფეროში მოექცა, და საქართველოც
არასთმობდა თავის ჰეგემონიას... ტრაპიზონის სამეფოსთან დაკავშირებული
მოვლენები კვლავ დრამატულად ვითარდებოდა...
მაგრამ ეს უფრო მოგვიანო დროის ამბებია; კერძოდ, ტრაპიზონის მეფისა და
ჯაყელების სახლის დამოყვრება მეცამეტე საუკუნის მიწურულს მოხდა. ჩვენ კი ჯერ
აღმოსავლეთ საქართველოში მანამდე მომხდარ ბევრ მოვლენას არ გავცნობივართ.
2.
შვილის გარდაცვალების შემდეგ დავით ულუ ერთბაშად მოტყდა, სენმა კიდევ უფრო
დარია ხელი, ყაენი მაინც არ ეშვებოდა, დამშვიდებით სიკვდილიც არ აცალა- ხან
სიბაზე, ხან ლაშქრობებში დაჰყავდა ეს დასნეულებული და დაუძლურებული კაცი...
მაგრამ როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, საჭურველს რომ აისხამდა
მეფე, თითქოს ძალა და სიმხნე ემატებოდა, ბრძოლის ჟინით აენთებოდა; თითქოს
აღარ ახსოვდა, რომ თავისივე დამპყრობელის დროშის ქვეშ იდგა და სხვისთვის
იბრძოდა; თუმცა მოწინააღმდეგეც მისი მტერი იყო- მონღოლები მონღოლებსავე
ებრძოდნენ, ერთს უკვე დაპყრობილი ჰყავდა ქართველი მეფე და მეორე მის
დასაპყრობად მოდიოდა... სამხრეთ- დასავლეთით თუ გაიწევდნენ ბრძოლაში, იქაც
ასე იყო იქაც მისი ქვეყნის და ხალხის დაპყრობის მოსურნე სულთანს უნდა
შებრძოლებოდა, იქაც მისი მტერი იყო... და მიუძღოდა ლაშქარს ეს დაუძლურებული
კაცი ხან აღმოსავლეთით, ხან სამხრეთით... ღონე არ მოსდევდა, სულიერად
გატეხილიყო, და მაინც ბრძოლის ჟინი მოუვლიდა, როცა მოწინააღმდეგის
საბრძოლო ყიჟინას გაიგონებდა...
ერთ საოცარ ეპიზოდს გადმოგვცემს ჟამთააღმწერელი. ისევ მონღოლ
უფლისწულთა აბაღა ყაენის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას უნდა
დავუბრუნდეთ. ერთი შეთქმული ძმის ბედს უკვე გავეცანით- საბედისწერო
შეცდომის გამო თეგუდარმა დათქმულ დროზე უფრო ადრე დაიწყო ჯარის
მზადება... და, როგორც უკვე ვნახეთ, მარცხი განიცადა. დათქმული დრო რომ
მოვიდა, მეორე ძმა, თურანის ყაენი ბარახა მრავალრიცხოვანი ლაშქრით წამოვიდა-
შეიძრა ულუსი დიდი თურანისა, და ყაენი დიდი ბარახა გამოვიდა ჯეონსა,
უამრავითა ლაშქრითა
... ჟამთააღმწერლის ეს სიტყვები კარგად მიგვანიშნებს, როგორ ყოვლისწამლეკავი
გრიგალივით დაძრულა ბარახა აღმოსავლეთიდან. აბაღა ყაენი, ეტყობა, აღარც
ელოდა ამას: როცა ბარახას გამოლაშქრების ამბავი მოახსენეს, მაშინღა შეკრიბა
თავისი ჯარი, და მოუწოდა აგრეთვე ყოველთა ქართველთა... მეფე ამ დროს
დაუძლურებული იყო, მაგრამ მაინც წარვიდა ყოვლითა ძალითა მისითაო, წერს
მემატიანე. რაღა თქმა უნდა, წინა მბრძოლად ყაენმა ახლაც ქართველთა რაზმი
გაგზავნა, მეფისავე წინამძღოლობით, თავისი ნოინებიც გააყოლა; ოღონდ ამჯერად
დაავალა, დაეზვერათ მხოლოდ მოწინააღმდეგე და უკანვე შემობრუნებულიყვნენ,
უბრძოლველად. ძირითადი ლაშქრით თითონვე მიჰყვა, აბაღა, ოღონდ ცოტა უფრო
დაშორებით.
ორი დღე იარეს წარგზავნილებმა და ერთ ადგილას დაიბანაკეს. განთიადისას
(ცისკარი რა მოეახლა) შორს დაინახეს ცაში ავარდნილი მტვერი, ვითარ ღრუბელი
- მოწინაარმდეგის ლაშქარი მოდიოდა. დასაზვერად გაგზავნილმა მონღოლმა
ნოინებმა მაშინვე უკან მობრუნება გადაწყვიტეს, როგორც ყაენისაგან
გაფრთხილებულები; მაგრამ ქართველი მეფე არ დაეთანხმა, იგი წინ მიიწევდა -

689
არა არს წესი ჩუენ ქართველთა, უკეთუ ვიხილოთ მტერი ჩვენ კერძო მომავალი,
შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკუდილი, ამბობდა მეფე... ისე
გაჯიუტდა, რომ ვერაფრით ვერ გადაათქმევინეს მონღოლმა ნოინებმა... ბოლოს,
აბაღა ყაენს რომ მოახსენეს, იმან ქართველ მეფეს უთხრა:
ვიცი სიმხნე თქუენი ბრძოლათა შინა. თქუენ ქართველნი ურჩნი ხართ და შმაგნი.
უკეთუმცა ნოინს რომელსამცა ექმნა, მო-მცა-ვკალ; ამისთვის არა ბრალეულ გყო,
რამეთუ უმეცარნი ხართ წესისა ჩუენისანი... აპატია მეფეს ის შეცოდება, დავით ულუ
კი თავისას გაიძახოდა:
დიდო ყაენო არა არს ჩვეულება ქართველისა, რათა მტერი იხილოს და ზურგი
შემოაქციოს...
ამასობაშიც მოწინააღმდეგეც მოახლოვდა და ყაენმა მაინც წინამბრძოლად
აჩინა ქართველი მეფე. მერენდელი ამბები ამჟამად ჩვენთვის საინტერესო აღარ არის-
ჩვენ ეს ეპიზოდი გვაინტერესებდა.

ამ ეპიზოდს კომენტარი ალბათ არცა სჭირდება: კარგად გვაჩვენებს ქართველი


მეფისა და ქართველი მეომრების რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას; რასაც ჩვენ
ახლა გავეცანით, მხოლოდ ბრძოლად შემართული მეომრის დაუოკებელი ჟინი კი არ
არის, ერთბაშად რომ მოედება ხოლმე, როცა ხმალამოწვდილ მოწინააღმდეგეს
დალანდავს, ეს უფრო მეტად საერთო დაბნეულობით აიხსნება... უკვე აირია ძნელი
გასაგები გახდა, ვინ იყო მისი მტერი და ვინ – მოყვარე... უკეთ რომ ვთქვათ,
შეუძლებელი იყო იმის ამოცნობა, რომელ მტერს მოჰქონდა უფრო დიდი ჭირი და
უბედურება...
შვილის სიკვდილის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია მეფეს.სიბაზე
ჩვეულებრივი დგომის დროს, მესამედ გაუხსენა მძიმე სენმა. უკვე ზაფხულიც
დამდგარიყო – და შინ დაბრუნებულ მეფეს დიდხანს აღარც უცოცხლია, მალე
დალია სული. ეს მოხდა 1270 წელს... მაშინვე გავრცელებულა ხმა, თითქოს მეფე
დედოფალს ესუქანს მოეწამლოს,
შურისათვის ბასილი უჯარმელისაო... მაგრამ მემატიანეს თვითონვე არა სჯერა ეს:
თქმულ არს ესაცაო .- ასე ყოყმანითა და დაეჭვებით გადმოგვცემს ამ ცნობას. მეფე
მცხეთაში დაკრძალეს.

ტახტის მემკვიდრე დიმიტრი იყო - მას მეტოქე არა ჰყოლია. კიდეც რომ
მოენდომებინა დავით ნარინს გადმოსვლა ან შვილის გამოგზავნა და ტახტის ხელში
ჩაგდება, ვერ მოახერხებდა, ვერ გაბედავდა- ის აკი დევნილი იყო, მაშინვე ყაენი
შეიპყრობდა და სიკვდილით დასჯიდა.
გარდაიცვალა თუ არა მეფე, უფლისწული მოიკითხეს; იგი ჯერ ისევ პატარა
იყო - 11-12 წლისა და სუმბათ ორბელის ძმის ტარსაიჭის სახლში იზრდებოდა:
გვანცას გარდაცვალების შემდეგ დავით ულუმ ტარსაიჭს ჩააბარა უფლისწული
აღსაზრდელად. მოიყვანეს დიმიტრი სამეფო კარზე, მაგრამ მეფედ ჯერ ვერ
აკურთხებდნენ, ჯერ ურდოში უნდა წაეყვანათ, ყაენს უნდა დაემტკიცებინა მეფედ.
უფლისწულის ურდოში წაყვანა მანდათურთუხუცესს ივანე შანშეს ძეს მიანდეს.
ყაენს მოეწონა დიმიტრი -
შეიწყალა, შეიყუარა
და საქართველოს მეფედ დაამტკიცა;

690
მოსცა ყოველი სამეფო, თვინიერ სარგის ჯაყელისა- სარგის ჯაყელი აკი ხასინჯუდ
შეწყალებული იყო და ყაენი პირადად მფარველობდა... თბილისში დაბრუნებული
ახალგაზრდა მეფე ქართული წესით აკურთხეს და 1272 წელს ტახტზე დასვეს.

მაგრამ როგორც ითქვა, მეფე მცირეწლოვანი იყო და მზრუნველი


სჭირდებოდა. რაკიღა ტარსაიჭ ორბელის აღზრდილი იყო უფლისწული, თითქოს
მზრუნველადაც ის უნდა დაენიშნათ, სამართლიანი ეს იქნებოდა; მაგრამ ასე არ
მოხდა; ყაენს თავისი სამართალი ჰქონდა – უფლისწულს მზრუნველად მან თავისი
ერთგული კაცი დაუნიშნა, სადუნ მანკაბერდელი, რომელიც ამასობაში კიდევ უფრო
განდიდებულიყო და გამდიდრებულიყო...სადუნ მანკაბერდელის განდიდებას
დიდად შეუწყო ხელი ყაენის პირველმა ვაზირმა საჰიბ დივანმა; ამ კაცს სადუნმა
ცოლად მიათხოვა ხვაშაქი, ავაგ მხარგრძელისა და გვანცას ასული... მკითხველს
ალბათ ახსოვს, დავითულუმ რომ ახალდაქვრივებული გვანცა შეირთო, ხვაშაქი სულ
პატარა იყო და ქალი იგი ავაგისი მეფემ დაუტევა მამულსა თავისსა ზედა, და
შევედრა მანკაბერდელსა სადუნსა... სადუნს ჩააბარა. როცა გაიზარდა ქალი, სადუნმა
იმდენი მოახერხა, რომ საჰიბ დივანს მიათხოვა – ერთ-ერთ ყველაზე უფრო
გავლენიან პირს ყაენის კარზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ კიდევ
უფრო გალაღდა და გამდიდრდა სადუნი...
მაგრამ მისი გამდიდრება ახლა ნახეთ! ახლა, როცა ყაენმა მცირეწლოვანი
მეფის მეურვეობა მიანდო... სადუნ მანკაბერდელი იმისთანა კაცი არ გახლდათ, რომ
უქმად დაეკარგა დრო და ყოველგვარი ხელსაყრელი შემთხვევით არ ესარგებლა.
ჟამთააღმწერელი საგანგებოდ შენიშნავს:
შეიყურა ყაენმა სადუნი და მაინც
იწყო ურვად საქმეთა საქართველოსა
. ჯერ უფლისწულის ურდოშივე ყოფნის დროს – როცა მეფედ ამტკიცებდნენ –
დიმიტრიმ მას ათაბაგობა უბოძა. ასე თითქმის, თორემ მცირეწლოვან მეფეს ვინ რას
ჰკითხავდა – რაღა თქმა უნდა, ყაენმა უბოძა ათაბაგობა. გავიდა ამის შემდეგ მცირე
ხანი და
საქართველოს ლაშქართა საქმეც
მას ჩააბარა მეფემ – ესე იგი, ამირსპარსალარობაც მიუბოძა. აქეთ ხვაშაქმა უბოძა
ეჯიბობა... ასე გახდა სადუნ მანკაბერდელი პირველი და მთელს ქვეყანაში ყველაზე
პოპულარული კაცი. უმისოდ არაფერი საქმე არა წყდებოდა. საოცარი სიცხადითა და
პირდაპირობით გადმოგვცემს მეფისა და ათაბაგის ურთიერთობას
ჟამთააღმწერელი:მეფე დიმიტრი
ხელთა შინა სადუნისთა იყოო...
ხელსაყრელ შემთხვევას არ გაუშვებდაო, ზემოთ თქვა, იმდენი მოახერხა
სადუნმა, რომ მეფეს გამოსტაცა თელავი და ბელაქანი და 'მრავალნი ქუეყანანი...
როგორ მოახერხა ამ ქალაქების ხელში ჩაგდება, ამას კონკრეტულად არ გვეუბნება
ჟამთააღმწერელი, მაგრამ ადვილად შეგვიძკლია წარმოვიდგინოთ, როცა გავიგებთ
როგორ მიიღო მან კიდევ ერტი ქალაქი-უფრო მდიდარიც და სტრატეგიულადაც
უფრო მნიშვნელოვანი. ამას უკვე დაწვრილებით გადმოგვცემს მემატიანე. მეფეს ხომ
ხშირად იბარებდნენ ურდოში, და ერთხელ
ურდოსა შინა ყოფასა მეფისასა სთხოვეს საფასე ურიცხვი მეფესა
- დიდძალი ფული მოუთხოვიატ ყაენის კარზე; ასეთ გაუთვალისწინებელ
დაბეგვრებს მეფე დაჩვეული იყო, მაგრამ ერთბაშად ანდენი ფული სხვა დროს არ

691
მოუთხოვიათ, გადახდა მის ძალას აღემატებოდა.. მთავარი აქ ის არის, რომ მეფეს
ფული მოსთხოვეს
განზრახვითა სადუნისითა; განგებ მოუწყვია ყველაფერი ათაბაგს კონკრეტული
მიზნები ჰქონია. საგონებელში ჩავარდნილი მეფე რომ ნახა სადუნმა მიზეზი ჰკითხა
(ვითომ არ იცოდა, ვითომ მისი მოწყობილი არ იყო ყველაფერი!); ეგ ნუ გადარდებსო,
ანუგესა მეფე:
უკეთუ მომცე მომცე დმანისი, მე მივსცე საფასე ყაენსა
- მაგ ფულს მე გადავიხდი, ორონდ შენ დმანისი მომეციო. ამაზე მეტი
თავგასულობისწარმოდგენა შეუძლებელია. დმანისის დათმობა ძნელი იყო და წელი
მოსწყვიტა მეფეს, მაგრამ რა უნდა ექნა, ფულს გადახდა უნდოდა, ყაენს ხუმრობა
როდი უყვარდა.
და უნებლიედ მისცა მეფემ დმანისი და მ ი მ დ გ ო მ ი ს ი
... დააკვირდით:
მიმდგომი მისიო!
... დმანისი როდი იკმარა – სადუნ მანკაბერდელს უფრო დიდი გეგმები აქვს.
ასე ჩაიგდო ხელში. ამ ვერაგმა და მედროვე კაცმა ქვეყნის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი კუთხე! ასე თანდათანობით ირღვეოდა და იშლებოდა
საფუძველი საუკუნეობით ნაშენ ერთიანობას და მთლიანობას!..
მადა ჭამაში მოდისო – დმანისი და
მიმდგომი მისი
რომ დაისაკუთრა, კიდევ უფრო მოუნდა გაფართოება. ვინ დაუშლიდა, წინ ვინ
დაუდგებოდა: აბაღა ყაენს გამორჩეულად უყვარდა; უყვარდა ამას რამდენჯერმე
აღნიშნავს ჟამთააღმწერელი; ყაენის პირველი ვაზირი და იმის ცოლი მას
მფარველობენ – ამასაც საგანგებოდ გადმოგვცემს მემატიანე:
ესე საჰიბ-დივანი განდიდებულ იყო...[ყაენისაგან] და სადუნიცა მისგან
განდიდებულ იყო, და ყოველი საბრძანებელი ყაენისა მისთა ხელთა შინა იყო და
ბრძანებასა მისსა მორჩილებდეს. და იყიდნა მრავალნი ქუეყანანი, და უბოძეს მეფეთა
კ ა რ ი ...

ხედავთ,როცა დმანსსა და მომდგომ კუთხეებს ღებულობდა, კარიც თავისად


ჰქონდა დაგულებული და მიიღო კიდეც, კარის (ყარსის) პატრონიც გახდა; ამრიგად
მთელ სამხრეთს დაეუფლა, აქ გამავალი დიდი სავაჭრო გზების ბატონ-პატრონი
შეიქნა... ახლა მისი შიშით და მისთვის დაუკითხავად იმ კუთხეში კაცი ვეღარ
გაიჭაჭანებდა-ვერა ქარავანი, ვერა ვაჭარი. საგულისხმოა, რომ თავისი რეზიდენცია
ათაბაგმა კ ა რ შ ი გადაიტანა - დაჯდა კარსა!. ამასაც როდი დასჯერდა – კიდევ უფრო
რომ განემტკიცებინა მდგომარეობა, კარის
მიმდგომი ქუეყანა მოივერაგა ახალციხელთაგან...
და იქვე იმასაც გადმოგვცემს მემატიანე, თუ როგორ ჩაიგდოხელთ მ ი მ დ გ ო მ
იქვეყანა:
ასული ახალციხელისა ცოლად მოიყვანა!...
არაფერს არ თაკილობს, არაფერს არ ერიდება, არაფერზე უკან არ იხევს.
ქრისტიანია, მაგრამ სამი ცოლი ჰყავს (ცოლებს, როგორც ვნახეთ, კარიერის
მოპოვებისა და გამდიდრების მიზნით ირთავს)- თავისი მფარველი მონღოლები
მრაცალცოლიანობას, რაღა თქმა უნდა, არ დაუშლიდნენ, პირიქით, მოუწოდებდნენ.
ახალციხელის ასულის შერთვით ხომ დამატებითი მიწა-წყალი ჩაიგდო ხელთ,ახლა
მეფესთან დამოყვრებაც მოინდომა მართალია, მეფე ისედაც მის ხელში იყო, მაგრამ

692
მეფის სიძობას მაინც სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, სხვა პეწი, სხვა მომხიბლაობა; ამის
შემდეგ კიდევ უფრო ყინჩად სიარული შეეძლო...
და ამასაც მიაღწია. მეფის და, თამარი , არღუნ-აღამ იძულებით შერთო ცოლად
თავის შვილს:ბუნებრივია, ქართველი მეფის ასულისათვის სასურველი არ იქნებოდა
ყაენის მოხელის რძლობა; ეს არც დიმიტრისთვის იყო სასურველი, მაგრამ არღუნმა
უარის თქმა რ დააცალა: მამაშენი ულუ დავითი შეპირებული იყო, რომ რძლად
მომცემდა, მაგრამ აღარ დასცალდაო, უთხრა; ახლა შენ მამის სურვილის წინააღმდეგ
ვერ წახვალ და უარს ვერ მეტყვიო. და მეფესაც რა გზა ჰქონდა. ძალიან წინააღმდეგი
იყო თვით თამარი, მაგრამ ვერაფერს გახდა, მეფის ასული იყო, მაგრამ ყური მაინც არ
ათხოვეს, ძალით მისცეს მონღოლი მოხელის. ამის შემდეგ არღუნს ბევრი აღარ
უცოცხლია; მეფის ასულსაც ეშველა –და როგორც კი მოუკვდა მამამთილი, მაშინვე
დაჰკრა ფეხი და გაიქცა, ქმარს გაექცა, მთიულეთში გადაიხვეწა,

რამეთუ სძაგდა [ქმარი], ვითარ უსჯულო და წარმართი


... მამამთილისა ეშინოდა, ქმრის შიში არა ჰქონია. სადუნმა რომ გაიგო, მეფის ასული
ქმარს გაექცაო, იხელთა დრო და ცოლგაქცეულ ქმარს დაევაჭრა – შენი ცოლი
მომყიდეო... დაცინვასავით იყო – ამ კაცს ცოლი სადღა ჰყავდა, რომელ ცოლზე
ევაჭრებოდა, ცოლი ხომ გაექცა!..მაგრამ როდი დაიბნა, იფიქრა, ფულს მაინც
გავაკეთებო, და ეს გაქცეული ცოლი სადუნ მანკაბერდელს მიჰყიდა; ალბათ კაი
ფასად. სადუნს ფული ნარ უჯირდა.მერე აბაღა ყაენისგანაც აიღო ნებართვა სადუნმა
(ალბათ იმიტომ,რომ მისი დიდი მოხელის რძალი იყო); ყაენსაც, რა თქმა უნდა
ძვირფას საჩუქრებს მიართმევდა... მეფის თანხმობა კიდევ უფრო ადვილად მიიღო
ათაბაგმა და, ამრიგად ცოლად შეირთო მეფე დავით ულუს ასული, სამეფო სახლს
დაუსიძდა; როგორც ითქვა, ამით კიდევ უფრო
განდიდდა, მეტი რიხი მიეცა...
პირველი ვაზირის მიერ სამი ცოლის შერთვა დიდი ცოდვა და უბედურება
იყო, ზნეობრივ გახრწნას მოასწავებდა, ცუდ გავლენას მოახდენდა უბრალო ხალხზე...
და ამიტომ შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია კათალიკოსმა ნიკოლოზმა... მაგრამ
ღრმა მოხუცი იყო, ძალა აღარ მოსდევდა, და როდი უსმინა ბედით გალაღერბულმა
ათაბაგმა - მძლავრებისგან სადუნისა ვერ უძლო განყენებად... შეჩვენებით კი
შეაჩვენა, მაგრამ გათავხედებული და ზნედაცემული კაცისათვის ამას რა
მნიშვნელობა ჰქონდა!

3.
სადუნ მანკაბერდელზე ვამბობდით, მისი სამცოლიანობა ცუდი ზნეობრივი
მაგალითი იყოო. ვაზირზე ითქვა ეს, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ არც მეფეს
მიუცია ქვეშევრდომებისათვის უკეთესი მაგალითი. მეფე დიმიტრისაც სამი ცოლი
ჰყავდა.
ჯერ იყო – და, გამეფებიდან ორიოდე წლისთავზე სრულიად ახალგაზრდა კაცს
ტრაპიზონის მეფის ასული შერთეს -
ჯერეთ ყრმა იყო (მეფეს), არამედ ინებეს და წარავლინეს კაცი პონტოდ მეფისა
ბრძენთასა კომიანოსისა, მეფისა ტრაპიზონელისა... და ქმნეს ქორწილი სამეფოსა
წესისაებრ. თავისთავად იგულისხმება, რომ ეს პოლიტიკური მოსაზრებებით იყო
ნაკარნახევი – ზემოთაც შევნიშნეთ, ასეთი ურთიერთდამოყვრება საქართველოს
სამეფო კარისა ტრაპიზონის სამეფო სახლთან ტრადიციად იყო დამკვიდრებული.

693
პირველი ცოლისაგან დიმიტრის ოთხი ვაჟი და ერთი ქალი ჰყავდა – დავითი,
ვახტანგი, მანოელი, ლაშა და რუსუდანი.
მეფის მეორე ცოლი მონღოლი იყო, სახელად სორღალა; ამისგან სამი შვილი
შეეძინა მეფეს – ორი ვაჟი და ერთი ქალი – ბაადურ, იადგარ და ჯიგდა.
მესამე ცოლი ბექა ჯაყელის ასული გახლდათ;
ხოლო ასულმან ბექასამან ნათელ უშვა ძე მხოლო გიორგი, რომელ უკანასკნელ ძმათა
მისთა მეფე იქმნა...
სწორედ ამ გიორგის არგუნა ბედმა, უდიდესი როლი შეესრულებინა
ქართველი ხალხის ცხოვრებაში; ბარემ აქვე შევნიშნოთ, რომ მას ხალხმა გიორგი
ბრწყინვალე შეარქვა. რაღა თქმა უნდა, ქვემოთ უფრო ახლოს გავეცნობით მას.
ახლა კი ამას დავაკვირდეთ: მეფე დიმიტრის პირველი ცოლი ტრაპიზონის
კეისრის ასულია, მესამე ცოლი –ბექა ჯაყელისა; ბექა ჯაყელის სხვა ასული
ტრაპიზონის კეისარს მისთხოვდა (არა იმ კეისარს, ვისი ქალიც დიმიტრიმ შეირთო)...
ეს კარგად მიგვანიშნებს, როგორა ცდილობენ ნათესაობის მტკიცე ქსოვილით შეჰკრან
ურთიერთობა და ამ ორ ქვეყანას შორის!.
ბუნებრივია, მეფის სამცოლიანობამაც დიდი პროტესტი გამოიწვია ეკლესიის
მხრივ- დიდად ამხილებდა ნიკოლოზ კათალიკოსი მაწყუერელი ჯუანშერის ძე,
გარნა არავინ ყურებად იღებდა სიტყუასა მათსა... მერე კიდევ იმეორებს
ჟამთააღმწერელი:
კათალიკოსი, განრისხებული, უთქმიდავე და ამხილებდა მრავლად, და ვერ არწმუნა.
ბოლოს მოხუცი ნიკოლოზი იძულებული გახდა, გადამდგარიყო: კათალიკოსად
მანვე აკურთხა ჯვარისმტვირთველი მეფისა აბრაჰამი.
ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს, ჟამთააღმწერლის მოთხრობის მიხედვით,
დემეტრე II – ის დამოკიდებულება ქრისტიანული მოძღვრებისადმი ძალზე
შერყეული ყოფილა. მის გულში ეკლესიისა და მისი, როგორც მწყემსმთავრისა, ისევე
მოძღვარისადმი, ოდნავი პატივისცემაც კი არ ჩანს, ამ მხრივ ის გიორგი-ლაშას
მიაგავსო.
საქმე ის არის, რომ ეკლესიის რისხვა მარტო მეფის სამცოლიანობას კი არ
გამოუწვევია, არამედ იმასაც, რომ დიმიტრი მეორე ეკონომიურ სფეროშიაც თავისი
მამისა და მწიგნობართუხუცეს ბასილ უჯარმელის პოლიტიკას ატარებდა;
იგულისხმება წინათ ეკლესიისათვის შეწირული მამულების ჩამორთმევა, რათა
ოდნავ მაინც შემსუბუქებულიყო გაჭირვება, რომელიც, სულ უფრო და უფრო
მძვინვარდებოდა. ჩვენ უკვე ვიცით ამ მოვლენისადმი ეკლესიის დამოკიდებულება;
რაც მამას არ აპატიეს, ბუნებრივია, შვილსაც არ აპატიებდნენ...მეფე იძულებული იყო,
ეს პოლიტიკა გაეძლიერებინა.მაგრამ ჟამთააღმწერელი იქვე მოგვითხრობს – იმ
საშინელი გაჭირვების დროსაც კი, როგორ დაუცხრომლად ზრუნავდა მეფე
აღმშენებლობისათვის :
მეფემან... აღაშენნა ქუეყანანი მოოხრებულნი. ამანვე აღაშენა პალატსა შინა
მონასტერი, ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისა, და შეამკო განგებითა
დიდითა, შესწირნა სოფელნი და ზუარნი, და განუჩინა მონაზონთა საზრდელი
სამოსელი, და განაგო განგებითა კეთილითა ... ჟამთააღმწერელს არ ავიწყდება მეფის
საოცარი გულმოწყალება და სათნოება - იყო... უხვი,მოწყალე და მდაბალი, გლახაკთა,
ქურივთა და დავრდომილთა მოწყალე, რომელ არა სმენილ არს ნათესავი მეფეთა
გინა სხუათა კაცთა; მეფე დიმიტრის ჩვეულება ჰქონდა – შემოივლიდა ღამით ქალაქს,
და დავრდომილებსა და გლახაკებს, რომლებიც იმ დროს ძალიან

694
მომრავლებულიყვნენ, თავისი ხელით აძლევდა წყალობას; ამ გაუბედურებულმა
ხალხმაც იცოდა მეფის ჩვეულება და
ამისათვის გლახაკნი ღამით ფოლოცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხვნენ მეფესა...
ეს თვისებები მეფესა მით უფრო დასაფასებელია, როცა გავითვალისწინებთ,
რომ იგი სანახევროდ არა ყოფილა თავის ქვეყანაში; მამის მსგავსად, ისიც სულ
ლაშქრობაში ახლდა მონღოლებს; ლაშქარი და სიბაზე – სიბაზე დგომა ვერც
დიმიტრის აცდა.

დიმიტრი მეორის მეფობის დროსაც ალხანებს განუწყვეტელი ომები ჰქონდათ


– უმთავრესად, ეგვიპტის სულთანის წინააღმდეგ. ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს
ერთი ასეთი ბრძოლის ამბავს, რომელიც 1277 წლის აპრილში გამართულა; მაგრამ
სანამ ამას გავეცნობოდეთ, მკითხველის ყურადღება უნდა შევაჩერო ერთ
მნიშვნელოვან ფაქტზე, რომლის შესახებ გაკვრით ზემოთაც ითქვა.
რაკიღა ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ბრძოლა ძნელი გამოდგა, ილხანების
სახელმწიფომ გადაწყვიტა კავშირის გაბმა ევროპის ქვეყნებთან, იქაურ
ჯვაროსნებთან,, რომლებიც, აგრეთვე, ეგვიპტის სულთანს ებრძოდნენ. ერთი ასეთი
ცდა აბაღა ყაენისა ოდნავ წინ უსწრებდა ( ან იქნებ პარალელურად ხდებოდა) ზემოთ
ნახსენებ ბრძოლას, და ჩვენთვის იმიტომაც არის საინტერესო, რომ აბაღა ყაენს
ევროპაში მოციქულებად ბამჟამად ქართველები გაუგზავნია. უცხოურ წყაროებს
შემოუნახავთ დაწვრილებითი ანგარიში ამ დიპლომატიურ მოგზაურობისა და თამაზ
ნატროშვილი თავის წიგნში გადმოგვცემს მას. კერძოდ, იტალიელი ისტორილოსის
სორანცოს ცნობით, 1277წლის გაზაფხულზე, აბაღა ყაენის დავალებით, ევროპაში
მოგზაურობენ ძმები იოანე და იაკობი -
ქვეშევრდომნი თათართა (მონღოლთა) წარმოშობით ქართველები, სარწმუნოებით 
ქრისტიანები
(უნებურად გახსენდება დავით ნარინის მიერ დასჯილი კახაბერის შვილები ძმები,
რომლებიც ევროპაში გადაასახლა მეფემ). ამ ძმებს ჩვენ ვხედავთ რომში,
საფრანგეთში, ინგლისში; ყაენის დავალებით, მოლაპარაკება აქვთ რომის პაპთან,
საფრანგეთისა და ინგლისის მეფეებთაბ. (ამის მიხედვით, ქართველი მკვლევარი
სამართლიანად ასკვნის, რომ ელჩები განათლებულები უნდა ყოფილიყვნენ,
ევროპული და აღმოსავლური ენების მცოდნენი )... ყველგან პატივისცემის
შეხვედრიან ყაენის ელჩებს; საფრანგეთში მათი ყოფნა აღდგომის დღეებს
დამთხვევიადა,როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მათაც მხურვალე მონაწილეობა
მიუღიათ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულში... საფრანგეთიდან ინგლისში
გადასულან და ინგლისის მეფე ედვარდს სწვევიან... მაგრამ ეს დიპლომატიური
მოგზაურობა ფუჭი გამოდგა: აგვიპტის სულთნის წინააღმდეგ კოალიციის შეკვრა
ილხანების სახელმწიფოს მესვეურებმა ვერა და ვერ მოახერხეს
და იმ ბრძოლაშიც,- რომელიც აბაღა ყაენსა და ეგვიპტის სულთანთან
ფუნდუყადარ ბეიბარსს შორის 1277 წლის აპრილში გაიმართა,- მონღოლებს მხოლოდ
ქართველთა დიდი რაზმი ახლდა... თუმცა არა, სხვა მოკავშირეც ჰყავდათ
მონღოლებს – რუმის სულთანი ფარმანი (ფარვანა)... (დიდი სულთანი ყიასდინი, -
ქართველების სიძე, - ამ დროს უკვე ცოცხალი აღარ არის,
სულთნობა მონასა მისსა ფარმანს
მიუტაცნია, და ცოლიცა მისი, ასული რუსუდანისი, გურჯი-ხათუნ, მიეყვანა
ცოლად...). დაიძრა აბაღას დიდი ლაშქარი, მივიდა
ფარმანს თანა და დაიბანაკეს ევხაიტს, რომელ არს ასურასტანი

695
... ყაენს რუმის სულთნის იმედი ჰქონდა, და ამან კი უღალატა – წინასწარვე
შეატყობინა ფუნდუყადარ ბეიბარსს მონღოლთა ლაშქრის რაოდენობაც, განლაგებაც
და გეგმებიც. ეგვიპტის სულთანმა დაასწრო მონღოლებს – ჯერ კარგად არ
გათენებულიყო, რომ თავს დაესხა მათ ბანაკს და მუსრი გაავლო... აქაც
თავგანწირვით უბრძოლიათ ქართველებს, მონღოლები გაკვირვებულნი იყვნენ მათი
მამაცობითო, მემეტიანე წერს. სამი ათასი ქართველიდეან ცოტაღა გადარჩენილია. ასე
ძვირი დაუჯდათ ქართველებს ის თავგანწირული ბრძოლა თავიაანთი სიმამაცით
მონღოლების გაკვირვება ფარვანა ღალატისათვის სიკვდილით დასაჯეს (არა
ენებაყაენსა აბაღას მოკვლა მისი, ნოინებმა მოკლეს თურმე), მაგრამ ამდენი
მსხვერპლის შემდეგეს დიდი ნუგეში ვერ იყო- ვერც აბაღა ყაენისათვის და ვერც
ქართველებისთვის. რუმის სასულთნოში ფარვანას მაგივრად მონღოლი ნოინი
დასვეს, სახელად ერინჯი, და მთელი სასულთნო მას გადასცეს გარდა აწყვერისა.
თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ აწყვერი მზითვათ ჰქონდა გურჯი-ხათუნს, და, ამდენად,
რუმის სასულთნოს ეკუთვნოდა. ახლა აწყვერი სარგის ჯაყელსა და მის შვილს ბექას
უბოძეს.

4.
ილხანები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ ეგვიპტის სულთანისაგან, მაგრამ
ყაენს მაინც არ ეთმობოდა და, ძნელად ასახსნელი სიჯიუტით, სულ ახალ და ახალ
ძალებს აგზავნიდა იქითკენ... რათა ეს მეომრებიც მოწინააღმდეგისათვის შეეჟლიტა.
ყაენიც საქართველოს მტერი იყო და ეგვიპტის სულთანიც, მათგან სიმწრის მეტი
არაფერი ახსოვდს ჩვენს ქვეყანას, და რაც ეფრო დასუსტდებოდნენ ისინი ურთიერთ
ბრძოლით, რასაც მეტს გაჟლეტდნენ ერთმანეთს, თითქოს მით უფრო შვება უნდა
ყოფილიყო ჩვენი ხალხისთვის- მით უფრო ნაკლები ძალა დარჩებოდათ მის
სარბევად, გატანჯულ ხალხს მეტი საშუალება მიეცემოდა სანატრელად ქცეული
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად... ერთი შეხედვით, თითქოს
მართლაც ასე უნდა ყოფილიყო... მაგრამ ყველა იმ ბრძოლაში, რაც ზემოთ აღწერილ
ომს ზედიზედ მოჰყვა, ყაენს სულ უფრო და უფრო მეტი მეომრები გაჰყავდა; და
პირველად სწორედ მათ აჟლეტდა მოწინაარმდეგეს. ათასობით ქართველი დაეცა იმ
მძვინვარე ბრძოლებში, რაც 1280, 1281 წლებში ისევ ეგვიპტის სულთნის
წინააღმდეგ გაიმართა, და ისევ ყაენის მწარე დამარცხებით დამთავრდა.
გარდაიცვალა ეგვიპტის სულთანი ბეიბარსი, ნაყივჩაყარი კაცი, შეუპოვარი და
დაუდგრომელი, მონღოლების რისხვა, და, ეტყობა, ყაენს იმედი ჩაესახა, რომ ახლა
მაინც მოახერხებდა მოწინააღმფეგის დამარცხებას... მაგრამ ახალი სულთანი ნასირ
მელიქი კიდევ უფრო მეტის შეუპოვრობით ეკვეთა მონღოლთა მრავალრიცხოვან
ლაშქარს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ქართველები მოექციათ წინ; და კვლავ სასტიკი
დამარცხება აგემა. ამ ბრძოლაში ქართველი მეფე ძლივს გადარჩა. საგულისხმოა, რომ
ახალმა სულთანმა, რაკი იცოდა
წყობათა შინა მხნედ წინადაუდგრომლობა [ქართველი] მეფისა და სპათა მისთა,და
რაკი ქართველთა ჯარი მოწინააღმდეგის მოწინავე რაზმს წარმოადგენდა, მას
საგანგებოდ შერჩეული თორმეტი ათასი მხედარი დაუპირისპირა და წინამძღოლად
ორი გამოცდილი სარდალი დაუნიშნა...
განძლიერდა ომი და მოსწყა ორგნითვე ურცხვი
... მოწინააღმდეგის სარდლებმა გადაწყვიტეს როგორმე ახალგაზრდა მეფე მოეკლათ
და მერე უფრო გაადვილდებოდა საქმე;

696
მაშინ მსწრაფლ ზედა მოტევნეს მეფესა ყარა-სონღულ და იაყუბ აფრას (სულთნის
სარდლები) ათორმეტი ატასი რჩეულითა მხედრითა
... ყარა-სონღულმა შუბი აზგერა მეფის ცხენს და მოუკლა. მოწინააღმდეგე ელოდა,
რომ ახლა ქართველებს პანიკა მოიცავდა და გაიფანტებოდნენ, მაგრამ მეფეს
გამოცდილი მხედრები ახლდნენ; ამ მარცხის სემდეგ უფრო მედგრად შეუტიეს:
მეფეს რომ ცხენი მოუკლეს, ამის
მხილველთა ქართველთა იწყეს ბრძოლა ძლიერად და უმრავლესნი მეგვიპტელნი
მოისრნეს და მეფეც ცხენმოკლული ძლიერად იბრძოდა... იმ რთულ ვითარებაში
ერთ-ერთმა ქართველმა მეომარმა
სიქანალის ძემან აბაშმან
თავისი ცხენი მიაშველა მეფეს და ზედ შესვა,- იგულისხმება, რომ ამ გაბედულმა
მეომარმა თავი განსაცდელში ჩაიგდო; და ასე დაიმკვიდრა ერთგული და მამაცი
ადამიანის სახელი, თუმცა მაშინ ამაზე სულაც არ ფიქრობდა.
როგორც ითქვა, საბოლოოდ ამ ბრძოლაშიაც მარცხი განიცადეს ილხანებმა, და
ისევ - უმრავლესნი ქართველნი მოისრნეს...
მარტო სამხრეთ-დასავლეთით როდი ჰქონდათ ილხანებს ბრძოლა.
ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს გილანზე გალაშქრების ამბავს - რამეთუ იგი ოდენ
დაშთომილ იყო ხელთუგდებლად, და არა მორჩილებდეს და არცა ხარაჯასა
მისცემდეს... ალამუთის მსგავსად, გილანიც ძნელი ასაღები გამოდგა, იგი
ჩრდილოეთ ირანში მდებარეობდა, კასპიის ზღვის ნაპირას, ალამუთისაგან ოდნავ
ჩრდილო-არმოსავლეთით, და ერთი მხრით რომ ზღვის გამო იყო მიუდგომელი, სხვა
მხარეს კლდოვანი მთები და გაუვალი ტყე ერტყა. გილანის წინააღმდეგ ყაენს
პირადად მეფე არ გაუგზავნია. მაგრამ ქართველი მეომრები ბლომად გაგზავნა.
ადვილი წარმოსადგენია, რა მძვინვარე ბრძოლები იქნებოდა ამ მიუვალი მხარის
დასაპყრობად, რომელსაც გააფთრებით იცავდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები (
გილანელთა დაასხეს ისარი, ვითა წვიმა...), და რამდენი ქართველის სიცოცხლე
შეეწირებოდა მას...
ისევ განახლდა მძვინვარე ბრძოლები ჩრდილოეთის ულუსის წინააღმდეგ,
დარუბანდთან... და ისევ ქართველი მეომრები გაიჟლიტნენ ამ ბრძოლაში; ამჟამად
მეფეც თან იახლა ყაენმა. საგულისხმო და ბევრის მთქმელია ერთი ფრაზა
ჟამთააღმწერლის თხზულებაში; როცა დარუბანდთან
ანიყად წოდებულ
ციხეს მიადგნენ და ვერაფერი დააკლეს, ვერაფერი ავნეს, ყაენმა
უბრძანა მეფესა, რათა ებრძოლოს, რამეთუ ი ყ ო ფ რ ი ა დ მ ა გ ა რ ი !. როგორ უნდა
გავიგოთ ყაენის სიტყვები – მეფის წაქეზებაა თუ საშინელი ცინიზმი?!. ერთიც და
მეორეც.
ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა,და,როგორც ვნახეთ,ყველა ბრძოლაში
ქართველები მონაწილეობდნენ, უმოწყალოდ იჟლიტებოდნენ. ამით, ბუნებრივია,
ისედაც განადგურებულ ქვეყანას მუშახელი აკლდებოდა; თუ სადმე გადაურჩა
მონღოლთა ჯოგებს აუოხრებელი სახნავ-სათესი მიწები, დაუთესავი რჩებოდა...
გაძვირდა პური, გამძვინვარებულ სენს არანაკლებ მძვინვარე შიმშილი დაერთო;
ასეთ ვითარებაშიაც ბასკაკები კარდაკარ დაძრწოდნენ გადასახადების ასაკრეფად-
განახევრებულ ქვეყანაში გადასახადების აკრეფაც ჭირდა, და ხაზინას რომ
შემოსავალი დააკლდა, ,,კუალად მოვიდა'' არღუნი ხალხის აღსაწერად, ,,რათა
აღთუალოს ქუეყანა და ცნას ვითარი ქუეყანა აღშენდა, გინა აოხრდა, - და აღთუალა
ახლად და ცნა ( ამ დროს ეკუნთვნის ზემოთ ერთხელ უკვე ნახსენები სიტყვები ),
697
რამეთუ უმეტესეი მოოხრებულ იყო; განსაკუთრებით ის კუთხეები იყო
მოოხრებული სადაც ამას წინათ ბერქანს მრავალრიცხოვანმა მხედრობამ გაიარა...
ქვეყანა ბორგავდა, გმინავდა, ხალხი მესხეთისაკენ დაიძრა- ჩვენთვის უკვე ცნობილი
მიზეზების გამო მესხეთი ოდნავ უკეთეს დღეში იყო; მესხეთ-ჯავახეთში ხომ
მოსავალიც უკეთესი იცოდა ხოლმე... მაგრამ დამშეულ ქვეყანას ერთი კუთხის
ნმოსავალი, ისიც საგრძობლად შემცირებული, რას ეყოფოდა...
და როგორ საოცარ ცინიზმად გაისმის ამ დროს ერთი უცნაური სტუმრობის
ამბავი. არღუმ- აღას გადაუწყვეტია, თავაზიანობის ვიზიტით სწვეოდა უკვე ღრმად
მოხუცსა და დაუძლურებულ სარგის ჯაყელს. მაგრამ ჩვეულებრივი სტუმრობა
ჩვეულებრივი სტუმრობა არ გეგონოთ – ოცი ათასი მხედარი იახლა არღუნმა...
ადვილი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა იმ ვითარებაში მონღოლთა ოცი
ათასიანი მხედრობის
გავლა ( შემოვლო სომხეთი, ტფილისი და ქართლი ) და მერე მათი გამასპინძლება.
მონღოლები ბრძოლებშიაც დედაწუნბიანად დადიოდნენ, და ახლა, მითუმეტეს,
ასეთი სტუმრობის დროს ცოლებსაც და შვილებსაც თან წაიყვანდენენ აქლემებზე
მომაღლოდ წამოასკუპებდნენ ცოლებს... ალბათ ჯოგებიც თან ახლდათ... და თუმცა
არღუნს ამჯერად ბოროტი ზრახვები არა ჰქონიაო, მემატიანე გადმოგვცემს, მათი
გამასპინძლება მაინც მძიმედ დააწვა ქვეყანას ( და თუმცა არაბოროტისმყოფელი,
არამედ საზრდელისა ძალით დიდად დასჭირდა ქუეყანას...). რა მშვფიდობიოანი
მოგზაურობაც არ უნდა ყოფილიყო, ოცი ათას მხედარს რა გაუძლებდა, რა
გადაურჩებოდა...
სენი და შიმშილი მუსრს ავლებდა ხალხს, გახშირდა სიკვდილიანობა,
მკვდრების დამარხვასაც ვერ ასწრებდნენ და ცხედრები ქუჩა – ფლოცებსა და
მინდვრებში ეყარა უპატრონოდ...
და ისევ ის მწარე ანდაზა უნდა გავიხსენოთ, გაჭირვებულ კაცს რომ აღმართში
ქვა დაეწევა. ზუსტად ისე, როგორც დიდი თურქობის დროს, დავით აღმაშენებლის
გამეფების წინ, ქვეყანას საშინელი სტიქიური უბედურება დაატყდა:
მოიწია ვნების კვირიაკე, და დიდსა ოთხშაბათსა შეიძრა მძაფრად ქუეყანა... მთელ
თვეს გაგრძელდა თითქმის ერთმანეთზე წაბმული ყოვლის დამანგრეველი მიწის
ძვრები:
და კუალად ხუთშაბათსა მცირედ შეიძრა... და ვითარ მოიწია პარასკევი ვნებისა
უფლისა და ყოველნი მოელოდეს სიხარულსა... საფუძვლითურთ შეიძრა ქუეყანა და
შეძრწუნდა ესოდენ, რომელ დაიქცეს საყდარნი და მონასტერნი, ეკლესიანი, ციხენი,
სახლნი, ნაშენებნი მოოხრდეს, მათნი და ბორცუნი მაღალნი დაიზულეს, კლდენი
სახედ მტვერისა დაიგალნეს, და მიწა განიპო და შავი წყალი, მსგავსი კუპრისა,
აღმოიჭრა, ხენი მაღალნი დაეციან და ირყეოდნენ ძრვასა ქუეყანისასა... საყდარი
აწყუერისა დაიქცა... გუმბათი ჩამოიჭრა და ვითარ ქუდი კაცისა ესრეთ თავსა
დაერქუა... მცხეთის საყდარიცა დაიქცა; სამცხეს ურიცხვი სული მოწყდა, (სამცხეში
განსაკუთრებით მძვინვარებდა სტიქია), და ყოვლად საყდარი, ეკლესია და ციხე
არსად დარჩა დაუქცევარი, იქმნა გლოვა და ტირილი უზომო...

თითქოს გლოვა და ტირილი აკლდა ხალხს!..


5.
ამ ხანებში სამეფო კარზე ერთი დიდი ცვლილება მოხდა: გარდაიცვალა
ათაბაგი და სადუნ მანკაბერდელი; ყველა ელოდა, რომ, ამ ორ დიდ თანამდებობას
მეფე, ჩვეულებრივ, გარდაცვლილის შვილს ხუტლუ ბუღას მიუბოძებდა, რაღა თქმა

698
უნდა, ამას ელოდა თვით ხუტლუ ბუღაც. მაგრამ ასე არ მოხდა. მეფეს, ეტყობა,
აწუხებდა და ვერ მოეთმინა ვერაგი მედროვე ადამიანის ასეთი განდიდება, და
მომავალშიაც რომ სანანებელი არა ჰქონოდა, მის შვილს მხოლოდ ამირსპარსალარობა
მისცა, ათაბაგობა კი უბოძა ტარსაიჭ ორბელს ამირსპარსალარობა, თავისთავად,
ძალიან დიდი და საპატიო თანამდებობა იყო, მაგრამ გალაღებული მედროვის შვილს,
ეტყობა, ეცოტავა, ეწყინა; მეფეს მაშინ იქნება ვერაფერი ჰკადრა, მაგრამ გულში
დაიხვია...
მანკაბერდელს მალე მისი მფარველი ყაენიც მიჰყვა 1282 წლის 1 აპრილს
გარდაიცვალა აბარა. ერთი თვის შემდეგ ნოინებმა ყაენად დასვეს აბარას ძმა აჰმადი.
ამ ახალი ყაენის სახელიც კარგად მიგვანიშნებს, რომ მას მაჰმადის რჯული ჰქონდა
მიღებული. ჟამთააღმწერელი დიდი ქებით ვერ მოიხსენიებს ამ ყაენს არარა ნიჭთა
სახელმწიფოთა მქონებელიო, წერს. მეფე დიმიტრი წესისამებრ ეხლა ახალ ყაენს,
მიულოცა და სრული მორჩილება გამოუცხადა... მაგრამ ამ ახალ ყაენს დიდი დღე არა
ჰქონია. ალბათ იმის გამო, რომ თავისი საქმის შესაფერი ვერ იყო, მალევე
გადაუდგნენ ნოინები. პირველად, ეტყობა, მისივე ძმა, რუმის მბრძანებელი
ყონღადარი განუდგა. როგორც კი ეს გაიგო ყაენმა, ძმა დაიბარა და სიკვდილით
დასაჯა. რუმის სულთანს, ეტყობა დაახლოებული ჰყავდა ორი ქართველი ძმები
აგულეთის ძენი, რომლებიც სადუნ მანკა ბერდენს განედევნა საქართველოდან; და
აბულეთის ძენიც მოაკვდინა ყაენმა; ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, ეს სადუნის ძის,
საქართველოს ახალი ამირსპარსალარის ხტლუ ბუღას დასმენით მოხდაო. როგორც
ვხედავთ, თავისი მაღალი და მრისხანე თანამდებობისათვის სავსებით შეუფერებელი
და უკადრისი საქციელით შესდგომია საქმეს ქვეყნის ახალი მხედართმთავარი.
ყონღადარის ისე ვერაგულად დასჯამ ნოინები დააფიქრა; ჩვენც ეს დღე
მოგველის, თუ ახლავე არ ვუშველეთ თავსო, გადაწყვიტეს, და ხვარასნელი ნოინები
აჯანყდნენ – აჰმადის ნაცვლად აბაღასავე შვილი არღუნი გამოაცხადეს ყაენად.
ბუნებრივია, აჰმადი არ იქნებოდა ამის თანახმა – სასწრაფოდ შეიკრიბა ჯარი,
ქართველ მეფესა და მის მხედრობასაც მოუწოდა, მანდათ უხუცესი ივანე შანშეს ძე
და ახალი ამირსპარსალარი ხუტლუ ბუღაც იახლა და დაიძრა. როგორც ვხედავთ,
დიდი ლაშქრით წასულა აჰმალი. არღუნმა რომ იხილა
სიმრავლე ლაშქრობაშირისა, ვერ წინაღუდგა
და ქალსის ციხეს შეაფარა თავი. აჰმადის ლაშქარი გარშემოერტყა ციხეს. ციხეში
მომწყვდეულმა არღუნმა პატიება სთხოვა ბიძას და სრული მორჩილება აღუთქვა.
აჰმადმა თითქოს შეუნდო და თავის სარდალს ალიყანს ჩააბარა; თანაც სარდალს
საიდუმლო დავალება მისცა– მცირე ხნის შემდეგ მოეკლათ არღუნი.
არღუნს თავისი მომხრეები ჰყავდა; გაიგეს იმათ აჰმადის საიდუმლო ბრძანება
და დაასწრეს – ღამით შეუვარდნენ ალიყანს კარავში და მოკლეს; როცა გათენდა,
კვლავ გამოაცხადეს არღუნი ყაენად და
წამოვიდეს დევნად აჰმადისა;
მიეწივნენ უჟანში და
საბლით მოაშთეს.
მეფე დიმიტრის წინასწარვე შეუთვალეს, აჰმადს განუდექიო, და მანაც
შეასრულა ეს ბრძანება – ამით მომავალი ყაენის მადლობა და ნდობა დაიმსახურა.
არღუნის გაყაენებისათვის განსაკუთრებით იღვწოდა ბუღა-ნოინი, რომელი
ქართველი მეფის მძახალი იყო – თავისი ქალი რუსუდან მეფემ ბუღას შვილს
მიათხოვა (და, სხვათა შორის, ამისთვისაც დაიმსახურა კათალიკოსის დიდი
გულისწყრომა).
699
არღუნ ყაენმა აჰმადის მომხრეები სიკვდილით დასაჯა და ყველა
თანამდებობაზე თავისი ერთგული ხალხი დანიშნა. ცხოვრება კვლავ ჩვეულებრივად
წარიმართა. რაკიღა ქართველი მეფე ყაენის პირველი მრჩევლისა და ყველაზე
ახლობელი კაცის მოყვარე იყო, არღუნმა დაიახლოვა. ბრძოლებშიაც თან იახლებდა
ხოლმე. ამ ბრძოლებს აქ აღარ ჩამოვთვლით, მხოლოდ იმას მოვახსენებ მკითხველს,
რომ ზემოთ ნახსენები დარუბანდის ბრძოლა არღუნ ყაენის დროს მოხდა – სწორედ
არღუნმა უბრძანა მეფეს,
რათა ებრძოლოს,რამეთუ იყო ფრიად მაგარი...
ყაენის კარზე ცხოვრება ჩვეულებრივ მიედინებოდა. ქართველი მეფის მოყვარე
ბუღა-ნოინი სულ უდრო და უფრო მეტ პატივში ჰყავდა არღუნს, 1286 წელს
უმაღლესი წოდება – ჩინგსანგობაც მიანიჭა, და ამით ბევრი მტერიც გაუჩინა...
პირველ ხანებში ჩინგსანგის ხათრით, ქართველი მეფეც დიდ პატივში იყო,
მაგრამ მალე ყველაფერი თავდაყირა დადგა. გამოაშკარავდა შეთქმულება არღუნ
ყაენის წინააღმდეგ; და შეთქმულების მოთავეობა სწორედ ყაენის უახლოეს და
თითქოს უერთგულეს ადამიანს, ჩინგსანგად ამაღლებულ ბუღას დაბრალდა.

საქმის სფუძვლიანად გამორკვევა არც არღუნ ყაენს ჰყვარებია – როგორც კი


მოახსენეს ბუღას ღალატი, მან მაშინვე გაგზავნა ნოინები, თავისი პირველი მრჩეველი
მოაყვანინა და
მსწრაფლ ბრძანა განუკითხავად მოკვლა მისი და ძისა მისისა... მერე ნათესავებიც
ერთიანად გაუწყვიტეს ჩინგსანს; რამდენადაც დიდი ნდობა ჰქონდა ყაენს თავისი
პირველი მრჩევლისა, იმდენად მკაცრი გამოდგა მისი შურისძიება; ნათესავებსაც არ
დასჯერდა:
წარავლინეს ყოველგან კაცი – საბერძნეთს, შამს და ხუარასანს, სადაც კი წააწყდნენ
ბუღას ნაცნობსა თუ მეგობარს, ან მასთან საქმით დაკავშირებულ პირს,
განუკითხავად გაჟლიტეს - მრავალნი დიდნი ნოინნი მოსწყვიდნეს, და ესრე შეიქმნა
კვლა და მოსრვა ნოინთა... ვინ იცის, რამდენ უდანაშაულო ადამიანს დაუჯდა ასე
ძვირად დიდი კაცის ნათესაობა და მეგობრობა.
დადგა დიმიტრის ჯერიც. ქართველ მეფეს რომ მოუვიდა ყაენის ბრძანება,
ურდოში გამოცხადდიო, მისთვის უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. მაშინვე დარბაზი
შეკრიბა - მოუხმო დიდებულებს, აბრაჰამ კათალიკოს, ეპისკოპოსს, მღვდელ-
მონაზვნებს და
ყოველთა მთავართა სამეფოსა მისისათა. მეფემ დარბაზს მოახსენა: აქამდე როგორც
შემეძლო თქვენის დახმარებით განვაგებდი ქვეყანას, აწ ყაენი გამირისხდა და
მიბარებს... მე რომ ახლა მთაში გავიქცე და დავიმალო, იქნებ სასჯელს გადავრჩე,
მაგრამ ქვეყანას ააწოიკებენ,
რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქნების მძიმე არსა და
ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან... თუ წავედი ყაენთან, ვიცი, რომ
ნამდვილად მომკლავს, მაგრამ იქნებ ხალხი და ქვეყანა გადავარჩინოო...
მრავალ მრავალე არს საწუთრო ესე, დაუდგრომელი და წარმავალ, დღენი ჩუენნი
სიზმრებ და აჩრდილებრ წარვლენ... რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ
ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა
ამისაგან. აწ მნებავს, რათა წავიდე ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმერთისა: უკეთუ მე
მომკლან, ვგონებ, რომე ქვეყანა უვნებლად დარჩეს.

700
საგანგებოდ ვრცლად მოვიტანე ქართველი მეფის მიმართვა თავისი
ხალხისადმი. შთამომავლობა ვალდებულია, ზეპირად იცოდეს სიტყვები წინაპრისა,
რომლის მოქმედება მომდევნო თაობებისათვის ზნეობრივ გაკვეთილად იქცა...

დარბაზი მეფეს დაჟინებით ურჩევდა, მთაში გახიზნულიყო, მაგრამ მეფის


გადაწყვეტილება მტკიცე გამოდგა. მან შვილები ქვეყნის სხვსდასხვა კუთხეს
გაგზავნა: ზოგი მთიულეთს, ზოგი კახეთს,
ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს - დედულეთში გაგზავნა უმცროსი
შვილი... და თავად დაადგა ურდოს გზას. გაუარა ხვაშაქს, თავის გერს, სადაც
უფროსი შვილი დავითი ჰყავდა, და უფლისწულიც თან წაიყვანა, რათა ამით
დაერწმუნებინა ყაენი ერთგულებაში. ურდოს რომ მიახლოვდა, ნოინებმა
დააპატიმრეს ქართველი მეფე და ყაენს წარუდგინეს... ხომ მაინც ყაენთან მიდიოდა,
მაგრამ ასე დამცირებული უნდა წარედგინათ.
ყაენს, ეტყობა, უკვე განელებოდა პირველი გულისწყრომა, თან იმასაც
ფიქრობდა: ეს რომ მოვკლა, საქართველოში მეფედ ვინღა დავნიშნოო, და ჭოჭმანში
იყო – დაესაჯა თუ არა; მით უმეტეს, შეთქმულებაში მონაწილეობა არ
უმტკიცდებოდა დიმიტრის... სხვათა შორის, დაკითხვის დროს მეფე არგნით სცემეს,
და ეს კარგად ენიშნათ მის კეთილისმსურველებს, და ეგონათ, აღარ დასჯირდნენ
მეფეს - რამეთუ წესადა აქვთ, რა არგნითა სციან, არღა მოაკუდინიან...
იქნებ მართლაც გადარჩენილიყო დიმიტრი, - ყაენი, ეტყობა, აქეთკენ
იხრებოდა – მაგრა მოულოდნელად მტერი გამოუჩნდა მეფეს და საქმე სულ
სხვაგვარად დატრიალდა. ეს მტერი თავისივე ამირსპარსალარი ხუტლუ ბუღა იყო.
როგორც ყველა გაიძვერას სჩვევია, აქამდე მალავდა თურმე ხუტლუ ბუღა ბოღმას,
აქამდე არ ამჟღავნებდა მეფის სიძულვილს, და ახლა, როცა შურისძიების საშვალება
მიეცა, უკან აღარ დაუხევია. რა ნახა ყაენი ორჭოფობს დაისიც აწუხებს, მეფედ ვიღას
დასვამსო, ხუტლუ ბუღამ მოახსენა, ეგ ნუ გადარდებს დასავლეთ საქართველოდან
გადმოვიყვან დავით ნარინის შვილს, და მეფედ ის დასვიო, შენგან დავალებული და
სამუდამოდ შენი მორჩილი იქნებაო. მემატიანე პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ ხომ
აშკარაა, რომ თავიდანვე მან დაასმინა, მან შეაპყრობინა, და ახლა ერთბაშად
დაფეთდა, როცა მოეჩვენა- ყაენმა იქნებ შეიწყალოსო ; წააქეზა მონღოლი
მბრძანებელი, და ყაენსაც მეტი რა უნდოდა; მე შენ გეტყვი და, უდანაშაულო
სისხლის დაღვრას მოერიდებოდა. დაამტკიცა მეფის სიკვდილით დასჯა.
გარეთ მარტის სუსხი იდგა. ეზოში ქართველი მთავრები ელოდნენ მეფის
გამოსვლას- ნუგეშისსაცემლად მოსულიყვნენ ისინი; მაგრამ როცა ვალმოხდილი
ადამიანის ღვთაებრივი სიმშვიდით გაცისკროვნებული სახე დაინახეს ერთბაშად
გაშეშდნენ, ვეღარაფრის თქმა ვერ მოახერხეს... მეფემ თვითონვე ანუგეშა, გაუღიმა,
მოიკითხა... ხუტლუ ბუღაც იქ იყო- აწურული, საქციელწამხდარი, გაფითრებული,
მოუსვენარი თვალები ახლა თითქოს გაექვავებინა და წარბებისათვის მიებჯინა...
შეებრალა მეფეს ეს უბედური, იუდას ცოდვით დამძიმებული ადამიანი, და იქნებ
სწორედ იმიტომ რომ გამოელაპარაკა, რომ ცოდვა შეემსუბუქებინა- შვილი შეავედრა,
უფლისწული დავითი; ყაენს ნუ მოაკვლევინებო, უთხრა...
მოვიდა თორმეტი მონღოლი მხედარი, ცხენზე შესვეს მეფე და მდინარისაკენ
წაიყვანეს... მდინარესთან რომ მივიდნენ, ცხენიდან ჩამოსვეს... და უცებ მოხდა
ყველაფერი:
მეფემ წარუპყრა ქედი... და წარკვეთეს მეფეს დიმიტრის თავი.

701
ცხედარს მეფისა დღედაღამ იცავდნენ, რათა ქართველებს არ გაეტაცათ. ბევრი
უტრიალეს ქართველმა მთავრებბმა, მაგრამ მოპარვა ვერ მოახერხეს. მერე
კათალიკოსმა და მღვდელმა მოისყიდეს კაცი და ღამით მოიპარეს მეფის ცხედარი...
წინასწარ თბილისელ ვაჭრებთან ჰქონდათ მოლაპარაკება - იმათ თევზი მიჰქონდათ
ურმებით და
თევზთა თანა იტვირთეს
... ასე მალვით მოასვენეს მცხეთაში ქართველი მეფე, მალვით დაიტირეს
მამულისათვის თავდადებული ადამიანი – ხალხის მიერ თავდადებულადვე
შერაცხული - რომელსაც მარადიული სიცოცხლე არგუნა ბედმა, რათა მისი
მამულიშვილობა, კაცური კაცობა და უბრალოებით მომხიბლავი გმირობა, მაგალითი
გამხდარიყო შთამომავლობისათვის.

წიგნის დასასრული

702

You might also like