Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 506

1 მკითხველთა ლიგა

ვიქტორ ჰიუგო

ოთხმოცდაცამეტი
წელი

ფრანგულიდან თარგმნა ივანე მაჭავარიანმა

2 მკითხველთა ლიგა
სარჩევი
პირველი ნაწილი – ზღვაზე

წიგნი პირველი – სოდრეს ტყე .............................................. 7


წიგნი მეორე გემი – „კლეიმორი“ ........................................ 23
I – ინგლისისა და საფრანგეთის არისტოკრატია
რევოლუციის წინააღმდეგ ............................................... 23
II – ხომალდისა და უცნაური მგზავრის ღამე ................... 28
III – დიდებული და მდაბიო ..............................................31
IV – Tormentum Belli ......................................................... 40
V – VIS ET VIR................................................................. 44
VI – სასწორის ორი პინა .................................................. 50
VII – ბედს ცდის ის, ვინც აფრას გაშლის ......................... 54
VIII – 9=380 .................................................................... 58
IX – ერთი მაინც გადარჩეს ............................................... 64
X – გადარჩება კი? ............................................................ 67
წიგნი მესამე – ჰალმალო ..................................................... 70
I – სიტყვის ძალა.............................................................. 70
II – გლეხის მეხსიერება არ ჩამოუვარდება კაპიტნის
ცოდნას ............................................................................. 77
წიგნი მეოთხე – ტელმარში.................................................. 90
I – ქვიშის ბორცვზე ......................................................... 90
II – Ares habent et non audient ............................................ 94
III – სარგებლობა დიდი ასოებისა ................................... 97
IV – კემანი ...................................................................... 101

3 მკითხველთა ლიგა
V – გოვენის ხელმოწერილი .......................................... 109
VI – სამოქალაქო ომი ...................................................... 113
VII – არავინ შეიბრალოთ! – კომუნის ბრძანება არავინ
დაინდოთ! – პრინცების ბრძანება....................................120

მეორე ნაწილი პარიზში

წიგნი პირველი – სიმურდენი ............................................. 127


I – იმ დროის პარიზის ქუჩები......................................... 127
II – სიმურდენი ...............................................................136
III – სტიქსს გადარჩენილი კუთხე ................................. 144
წიგნი მეორე – პანის ქუჩის სამიკიტნო ..............................147
I – მინოსი, ეაკი და რადამანტი ........................................147
II – MAGNA TESTANTUR VOCE PER UMBRAS ............. 151
III – შიდაძარღვების თრთოლა ....................................... 172
წიგნი მესამე – კონვენტი ....................................................185
I – კონვენტი ...................................................................185
II – მარატი კულისებში .................................................. 224

მესამე ნაწილი – ვანდეა

წიგნი პირველი ...................................................................233


I – ტყეები ........................................................................233
II – ხალხი ...................................................................... 236
III – ადამიანისა და ტყის ერთობა .................................. 239

4 მკითხველთა ლიგა
IV – მიწურში ცხოვრება ................................................ 243
V – ომიანობა .................................................................. 245
VI – მიწის სული ერთვის ადამიანს ................................252
VII – ვანდეამ ბოლო მოუღო ბრეტანს............................ 256
წიგნი მეორე – სამი ბავშვი ................................................ 259
I – PLUS QUAM CIVILIA BELLA ................................... 259
II – დოლი ...................................................................... 269
III – პატარა ლაშქარი და დიდი ბრძოლა..........................278
IV – ეს მეორედ .............................................................. 288
V – ცივი წყლის წვეთი ....................................................291
VI – ძუძუ განკურნებული, გული დაწყლულებული ....... 295
VII – ორი მხარე ჭეშმარიტებისა .................................... 303
VIII – DOLOROSA ........................................................... 312
IX – პროვინციული ბასტილია ........................................ 315
X – მძევალი..................................................................... 327
XI – ძველებურად მრისხანე........................................... 334
XII – ბავშვების გადასარჩენად ...................................... 338
XIII – რას აკეთებდა მარკიზი ........................................ 341
XIV – რას აკეთებდა იმანუსი ......................................... 344
წიგნი მესამე – წმ. ბართლომეს სახარების ფხრეწა .......... 347
წიგნი მეოთხე – დედა .........................................................367
I – სიკვდილი მოდის.......................................................367
II – სიკვდილი ბრძანებს .................................................370
III – გლეხის ყაყანი.........................................................376
IV – შეცდომა ................................................................. 380
V – ხმა უდაბნოსა შინა ................................................... 383

5 მკითხველთა ლიგა
VI – მდგომარეობა.......................................................... 385
VII – წინასწარი მზადება ............................................... 389
VIII – სიტყვა და ღრენა ................................................. 394
IX – ბუმბერაზებისა და დევების ბრძოლა...................... 399
X – რადუბი .................................................................... 404
XI – სასოწარკვეთილნი................................................. 412
XII – მხსნელი ................................................................ 416
XIII – ჯალათი ............................................................... 420
XIV – იმანუსიც გაიქცა................................................... 422
XV – არ ვარგა ერთად ჯიბეში გასაღები და საათი.......... 426
წიგნი მეხუთე – სქველი გულქვაში ................................... 429
I – იპოვა, მაგრამ იღუპებიან .......................................... 429
II – ქვა-კარით რკინის კარისკენ .................................... 436
III – ბავშვები იღვიძებენ ............................................... 438
წიგნი მეექვსე – ბრძოლა გამარჯვების შემდე ...................444
I – ლანტენაკის დაპატიმრება .........................................444
II – გოვენის ფიქრი ........................................................ 447
III – მხედართმთავრის კაპიუშონი ................................ 461
წიგნი მეშვიდე – ფეოდალიზმი და რევოლუცია ................ 463
I – წინაპარი ................................................................... 463
II – სამხედრო-საველე სამართალი ............................... 472
III – ხმის მოკრება ..........................................................477
IV – სიმურდენ-მსაჯულის შემდეგ სიმურდენ-
მასწავლებელი ............................................................... 484
V – დილეგი .................................................................... 486
VI – მზის ამოსვლისას................................................... 498

6 მკითხველთა ლიგა
პირველი ნაწილი – ზღვაზე
წიგნი პირველი – სოდრეს ტყე
1793 წლის მაისის უკანასკნელი დღეები იყო. პარიზიდან წა-
მოყვანილ სანტერის ერთ-ერთ ბატალიონს გადაებუგა სახიფა-
თო სოდრეს ტყე ასტილეში. მხოლოდ სამასი კაცი იყო დარჩენი-
ლი. ეს ის დრო იყო, როდესაც არგონის, ჟემაპის და ვალმის
ბრძოლის შემდეგ პარიზის პირველ ბატალიონს ექვსას მოხალი-
სეთაგან ოცდაშვიდი, მეორეს – ოცდაცამეტი და მესამეს – ორ-
მოცდაჩვიდმეტი კაცი დარჩა ცოცხალი. ეს იყო ეპიკური ომების
ხანა.
პარიზიდან ვანდეაში გაგზავნილ თითოეულ ბატალიონს
ცხრაას თორმეტი ჯარისკაცი ჰყავდა და სამ-სამი ზარბაზანიც მათ
განკარგულებაში იყო. საჩქაროდ გაგზავნეს ეს ჯარი ვანდეაში.
25 აპრილს „სიკეთის საბჭომ“ ვანდეაში მოხალისეთა ჯარის გაგ-
ზავნის თაობაზე აღძრა შუამდგომლობა. ეს მოხდა მართლმსაჯუ-
ლების მინისტრის, გოიესა და სამხედრო მინისტრის, ბუშოტის
დროს. კომუნის წევრმა ლიუბენმა სათანადო მოხსენება შეადგი-
ნა და პირველ მაისს სანტერს უკვე მზად ჰყავდა გასაგზავნად
თორმეტი ათასი კაცი, ოცდაათი ზარბაზანი და მეზარბაზნეების
ერთი ბატალიონი. ასე ხელდახელ შეკრებილი ბატალიონები ისე
კარგად იყვნენ ფორმირებულნი, რომ დღემდე ხელმძღვანელო-
ბენ მსგავსი სტრუქტურით საომარი რაზმების მომწყობნი. გან-
სხვავება მხოლოდ ჯარისკაცებისა და ათისთავების რაოდენობა-
შია.
28 აპრილს პარიზის კომუნამ შემდეგი ბრძანებით მიმართა
სანტერის მოხალისეებს: არავითარი შებრალება! არავითარი
ლმობიერება!

7 მკითხველთა ლიგა
პარიზიდან წამოსული თორმეტი ათასი კაცისგან მაისის მიწუ-
რულს რვა ათასი ჯარისკაცი უკვე მკვდარი იყო...
სოდრეს ტყეში შეგზავნილი ბატალიონი დიდი სიფრთხილით
მიიწევდა წინ. საშიში იყო აჩქარება. ასი თვალი და ასი ყური უნდა
გამოებათ. კლებერმა თქვა, ნამდვილ ჯარისკაცს ზურგზეც უნდა
ჰქონდეს თვალებიო. კარგა ხნის განმავლობაში მიიწევდნენ წინ.
ძნელი იყო იმის თქმა, რამდენი დრო გავიდა, რადგან მსგავს და-
ბურულ ტყეში ერთგვარი ბინდი დგას ხოლმე ყოველთვის.
სისხლით იყო მორწყული სოდრეს ტყე. ამ ტყეში დაიწყო 1792
წლის ნოემბერში სამოქალაქო ომი. ამ ტყეში დანავარდობდა
კოჭლი, სისხლით გაუმაძღარი მუსკეტონი. თმა ყალყზე დაუდგე-
ბოდა ადამიანს, რომ დაეთვალა, რამდენს აუგეს ანდერძი აქ.
სხვაგან არსად იყო ასეთი საფრთხე. დიდი სიფრთხილით მიიწევ-
დნენ წინ. გარშემო ყვაოდა ყველაფერი. ცოცხალი, ნიავში
მთრთოლარე მწვანე ტოტები თავში ხვდებოდა ჯარისკაცებს და
სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა ირგვლივ. აქა-იქ მზის სხივი
შეეპარებოდა დაბურულ ტყეს. მიწას ამშვენებდა აყვავებული სა-
კადრისა, ჭაობის ზამბახი, გარეული ნარგიზი, კოპწია კურ-
დღლისფრჩხილა, გაზაფხულის ზაფრანა და ნაქარგივით მოსდე-
ბოდა მცენარეებს, რომელშიც მრავლად შერეულიყო სხვადას-
ხვაგვარი ხავსი, ზოგი მატლივით შეკუმშული და ზოგი ვარსკვლა-
ვივით მოციაგე. ნელი ნაბიჯით მიდიოდა რაზმი, უხმოდ მიიკ-
ვლევდა ბუჩქნარში გზას. ზემოთ კი ჩიტები გალობდნენ.
სოდრეში ღამღამობით მშვიდობის დროს ფრინველებზე ნა-
დირობდნენ, ახლა კი – ადამიანებზე.
არყის ხეები, წიფელი, მუხა... მიწა ისე იყო დაფარული ხავსით
და ყვავილებით, რომ მიმავალთა ფეხის ხმა არ ისმოდა. კვალი
არსად ჩანდა, და თუ გამოჩნდებოდა სადმე, იქვე იკარგებოდა.
ჭყორი, კვრინჩხი, გვიმრა, ღობესავით ამართული ნარ-ეკალი,

8 მკითხველთა ლიგა
ეკლით მოსილი მაყვალი. ადამიანს ვერ დაინახავდით იქვე, ათ
ნაბიჯზე რომ მდგარიყო. ხანდახან ოყარი გაიფრთხიალებდა ხის
ტოტებში, ან წყლის ქათამი. როგორც ჩანს, იქვე ახლოს ჭაობი
იყო.
წინ მიიწევდა რაზმი შემთხვევის იმედად დარჩენილი, – არსად
შევხვდეთ იმას, ვისაც ვეძებთო.
აქა-იქ ნაბანაკევს წააწყდებოდნენ ხოლმე – ამომწვარ მიწას,
გათელილ ბალახს, სისხლით მოსვრილ ხეებს. აქ უვახშმიათ
მტრებს, იქ წირვა მოუსმენიათ ან დაჭრილებისთვის მოუვლიათ
და იქაურობა შემდეგ დაუტოვებიათ. ნეტავ სად იყვნენ? ვინ იცის?
ალბათ, შორს სადმე მიიმალნენ, თუ იქვე ახლოს სადმე ჩასაფ-
რდნენ და ჩახმახზე ედოთ თითი?! ტყე მიყრუებულს ჰგავდა და ახ-
ლა უფრო მეტი სიფრთხილით მიდიოდა წინ ბატალიონი. მტერი
არსად ჩანდა, მაგრამ მით უფრო მოსალოდნელი იყო რაიმე საფ-
რთხე. ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი ამ სოდრეს ტყეს.
ბატალიონს მზვერავებად გამოეყო რამდენიმე ადამიანი და
ათისთავის ხელმძღვანელობით წინ გაუძღვნენ ჯარს. ბატა-
ლიონის მარკიტანი ქალიც მათთან იყო. იგი ყოველთვის ხალი-
სიანად მისდევდა წინმავალს. განსაცდელი მეტი იყო, მაგრამ სა-
ნახავიც მრავალი.
და უცბად რატომღაც შეჩოჩქოლდნენ ამ პატარა რაზმის ჯა-
რისკაცები. მიზეზი კი ის იყო, რომ იყნოსეს რაღაც, ისევე რო-
გორც მონადირეს უმახვილდება მზერა, როცა ნადირის ბუნაგს
უახლოვდება. თითქოს სუნთქვა შემოესმათ ბუჩქნარიდან და
ფოთლების შრიალი.
თვალის დახამხამებაში გარს შემოერტყნენ იმ ადგილს,
საიდანაც ფოთლების შრიალი მოესმათ და დაუმიზნეს ხიშტიანი
თოფები. თვალს არ აცილებდნენ საეჭვო ბუჩქს და მხოლოდ
ათისთავის ბრძანებასღა ელოდნენ, რომ ტყვიები დაეხალათ.

9 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მარკიტანმა გაბედა, აქეთ-იქით გასწია ბუჩქის ტოტე-
ბი, შეიჭყიტა და სწორედ იმ წამს, როდესაც ათისთავს ბრძანება
უნდა გაეცა, – ესროლეთო, მან სხვა ბრძანება გასცა:
– შეჩერდით!
შემდეგ ჯარისკაცებს გადახედა:
– არ ესროლოთ, მეგობრებო!
და შეძვრა ბუჩქნარში. მზვერავებიც მიჰყვნენ.
და მართლაც, ბუჩქებში ვიღაც იყო მიმალული. მის შუაგულში
პატარა ადგილი იყო მოტიტვლებული, რომლის მსგავსსაც ნახ-
შირის გამოსაწვავი ორმო ტოვებს. ორმოში დედაკაცი იჯდა.
გულში ჩვილი ჰყავდა ჩაკრული და ძუძუს აწოვებდა. ორ ბავშვს
კი თავი დაედო დედის მუხლებზე და ტკბილად ეძინათ.
– აქ რა გინდა, ამ უდაბურ ტყეში? – შეჰყვირა მარკიტანმა.
დედაკაცმა პასუხი არ გასცა.
მაშინ გაბრაზებულმა ათისთავმა ისევ მიმართა:
– შეშლილი უნდა იყოს ადამიანი, რომ აქ მოვიდეს ამ დროს!
და დაუმატა:
– ცოტა კიდევ და სულს გაგაფრთხობინებდით ოთხივეს!
მერე ჯარისკაცებს მიუბრუნდა:
– ქალი ყოფილა, მეგობრებო!
– ჩვენც კარგად ვხედავთ! – მიუგო ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.
მარკიტანი კი ისევ დედაკაცს მიუბრუნდა:
– ამოსაწყვეტად წამოიყვანე ბავშვები ტყეში? გიჟი ხომ არა
ხარ, ადამიანო?
დედაკაცი გაქვავებულიყო შიშით და თითქოს საზარელ სიზ-
მარს ხედავსო, გონმიხდილივით შესცქეროდა თოფებს, ხიშტებს,
ხმლებსა და კუშტად მომზირალ კაცებს.
ბავშვებსაც გამოეღვიძათ.
– მშია, – თქვა ერთმა.

10 მკითხველთა ლიგა
– მეშინია, – თქვა მეორემ.
ჩვილი კი ისევ ძუძუს წოვდა.
სწორედ მას მიმართა მარკიტანმა:
– მართალი ხარ, პაწიავ! მოწოვე, მოწოვე!
ათისთავმა დაუყვირა დედაკაცს:
– ნუ გეშინიათ! ჩვენ წითელქუდიანთა ბატალიონიდან ვართ.
მთელი სხეული უთრთოდა საწყალ ქალს. შემდეგ თავი ასწია
და ათისთავს შეხედა. კაცს პირქუში სახე, ჯაგარივით აშლილი
გრძელი წვერ-ულვაში და ნაკვერჩხალივით თვალები ჰქონდა.
– აქამდე კი წითელ ჯვაროსნებად წოდებული ბატალიონიდან,
– დაუმატა მარკიტანმა.
– ვინა ხარ? – ჰკითხა ქალს ათისთავმა.
მაგრამ ქალი ხმას არ იღებდა და შიშით ანთებულ თვალებს
აქეთ-იქით აცეცებდა.
ყმაწვილი ქალი იყო, ფერმკრთალი და თხელი აღნაგობის.
ტანთ გაცვეთილი ტანსაცმელი ემოსა, თავზე ძველი, ინგლისური
თავსაბურავი მოეხვია, კაბაზე ბაწრით კისერზე ჩამოკიდებული
წინსაფარი ეკეთა და ახალშობილის დედას რომ შეჰფერის ისეთი
დაურიდებლობით არავის უმალავდა შიშველ მკერდს. არც წინდა
ეცვა, არც ფეხსაცმელი და ფეხები სულ დასისხლიანებოდა.
– ღარიბია, უბედური! – შესძახა ათისთავმა.
ახლა მარკიტანი გამოელაპარაკა თავისი ჯარისკაცური, მაგ-
რამ ქალის ტკბილი ხმით:
– რა გქვია?
ლუღლუღით მიუგო წინ მდგომმა:
– მიშელ ფლეშარი.
მარკიტანი ამ დროს ჩვილს უალერსებდა, თავზე უსვამდა თა-
ვის ტლანქ ხელს:
– რა ხნისაა ეს კუდრაჭა?

11 მკითხველთა ლიგა
დედამ რომ ვერ გაიგო, კითხვა გაიმეორა:
– რამდენი თვისაა ბავშვი?
– ჰოო! თვრამეტი თვისა გახლავთ.
– დიდი ყოფილა, – თქვა მარკიტანმა, – რაღა დროს ამის ძუ-
ძუა? გავაშვებინოთ, ახლა წვენი ვაჭამოთ.
ნელ-ნელა გონებას იკრებდა დედა. ორ პატარას უკვე ეღვიძა
და უფრო ცნობისმოყვარეობა ეტყობოდათ, ვიდრე შიში. აღტაცე-
ბით შესცქეროდნენ ჯარისკაცების მორთულობას.
– ოჰ! – ამოიკვნესა დედამ, – შიმშილით დამეხოცებიან ეს
უბედურები!
და დაუმატა:
– რძეც რომ აღარ მაქვს ძუძუში!
– პურს გაჭმევთ, ნუ გეშინია, – დაამშვიდა ათისთავმა, – შენც
და შენს შვილებსაც. მაგრამ მთავარი ეს არაა, ვის მხარეს ხარ, ის
უნდა გვითხრა.
დედაკაცი ისევ გაშტერებული შესცქეროდა ათისთავს და პა-
სუხს არ აძლევდა.
– ხომ გაიგე, რაც გკითხე?
– სულ პატარა ვიყავი, მონასტერში რომ წამიყვანეს, მაგრამ
გავთხოვდი. მონაზვნებმა ფრანგული მასწავლეს... ჩვენს სო-
ფელს ცეცხლი წაუკიდეს. ისე გამოვიქეცით, რომ ფეხსაცმლის
ჩაცმაც კი ვერ მოვასწარი.
– მე შენს პოლიტიკურ რწმენაზე გეკითხები!
– არ ვიცი.
ათისთავი თავისას არ იშლიდა:
– ჯაშუშებით გაივსო ქვეყანა! ვაი მათი ბრალი! ტყავს გავაძ-
რობთ, სადაც დავიჭერთ! თქვი! ბოშა ხომ არ ხარ? სადაა შენი
სამშობლო?

12 მკითხველთა ლიგა
ის კი შესცქეროდა ათისთავს უხმოდ. ეტყობა, ვერაფერი
გაეგო.
ათისთავმა გაუმეორა:
– სად არის შენი სამშობლო?
– არ ვიცი.
– როგორ? ისიც არ იცი, სადაური ხარ?
– აჰ, სადაური ვარ, ვიცი.
– ჰოდა, სადაური ხარ?
ახლა კი უპასუხა:
– სისკუნარელი ვარ, აზეს სამწყსოდან.
ახლა ათისთავის ჯერი დადგა, ახლა ის შესცქეროდა გაოცებუ-
ლი. ერთ წამს ჩაფიქრებული იდგა. შემდეგ ჰკითხა:
– სადაური?
– სისკუნარელი.
– და სისკუნარი სამშობლოა?
– მე იქაური გახლავართ.
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კი დაუმატა:
– მივხვდი, ბატონო, თქვენ ფრანგები ხართ და მე ბრეტანელი.
– მერე რა?
– სხვადასხვა ქვეყანაა.
– ორივე ჩვენი სამშობლოა! – შესძახა ათისთავმა.
ქალი თავისას არ იშლიდა:
– მე სისკუნარელი ვარ.
– ხარ და იყავი სისკუნარელი, – დათმო ბოლოს ათისთავი, –
იქიდანაა შენი ოჯახი?
– დიახ.
– რას აკეთებს?
– ყველანი დაიხოცნენ. ცოცხალი აღარავინ მყავს.
დაუზარელი კაცი იყო ათისთავი და განაგრძო დაკითხვა:

13 მკითხველთა ლიგა
– აი, დალახვროს ეშმაკმა!.. მშობლები ჰყავს ყველა ჩვენგანს
ან არა ჰყავს. ვინ ხარ შენ?
ისევ ვერაფერი გაიგო საწყალმა ქალმა.
მარკიტანმა ჩათვალა, რომ საუბარში უნდა ჩარეულიყო.
მიუალერსა ჩვილს და ცხვირში წკიპურტი ჰკრა ორ პატარას.
– რა ჰქვია ამ გაუმაძღარ გოგონას?
– ჟორჟეტი, – უპასუხა დედამ.
– უფროსს? უკვე ვაჟკაცია, ეს საძაგელი!
– რენე-ჟანი.
– უმცროსს? ესეც ვაჟკაცია, ეს გაბღენძილი ესა!
– გრო-ალენი.
– კარგი ბავშვები არიან! ისე იყურებიან, როგორც შეგნებული
ადამიანები!
ათისთავმა კვლავ განაგრძო დაკითხვა:
– მიპასუხე, ქალო! სახლი გაქვს?
– სახლი მქონდა.
– სად?
– აზეში.
– მერე ახლა რატომ არ ხარ შენს სახლში?
– იმიტომ, რომ სახლი დამიწვეს.
– ვინ?
– აბა, რა ვიცი. ბრძოლა იყო.
– საიდან მოდიხარ?
– იქიდან.
– საით მიდიხარ?
– არ ვიცი.
– მომისმინე! მითხარი, ვინ ხარ შენ! – ოდნავ გაღიზიანდა
ათისთავი.
– არ ვიცი.

14 მკითხველთა ლიგა
– არ იცი, ვინ ხარ?
– ის ვიცი, რომ განსაცდელს გამოვექეცი.
– რომელ პარტიას ეკუთვნი?
– არ ვიცი.
– თეთრებისკენ ხარ, თუ ლურჯებისკენ? ვისთან ხარ?
– მე ჩემს შვილებთან ვარ...
ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა. ცოტა ხნის შემდეგ მარკიტან-
მა თავისთვის ჩაილაპარაკა:
– მე შვილები არა მყავს. ვერ მოვიცალე.
და ათისთავმა ისევ დაიწყო:
– შენი მშობლები? გვითხარი და დაამთავრე, ადამიანო, ვინ
არიან შენი მშობლები? აი მე რადუბი ვარ, ათისთავი, პარიზში,
შერშ-მიდის ქუჩაზე გვაქვს სახლი. მამაჩემიც იქ ცხოვრობდა და
დედაჩემიც. აი, ასე მოვიხსენიებ ჩემს მშობლებს. შენც მითხარი
შენებზე რამე. ვინ იყვნენ ისინი?
– ფლეშარები იყვნენ, მორჩა და გათავდა.
– ჰო, ფლეშარი ფლეშარია, და რადუბი – რადუბი, მაგრამ ხე-
ლობა ექნებოდათ რამე. რას აკეთებდნენ? ან თუ ცოცხლები არი-
ან, რას აკეთებენ?
– ხნავდნენ, თესავდნენ. მამაჩემი ხეიბარი იყო, მუშაობა არ
შეეძლო. საწყალი მას შემდეგ დაკოჭლდა, რაც ბატონმა ჯოხით
აცემინა თავის მსახურს. ალბათ მკითხავთ, ასეთი მოპყრობა რა-
ტომ დაიმსახურაო. მოგახსენებთ... მამაჩემმა ბატონის ტყეში ერ-
თი კურდღელი მოკლა. ძალიან ღვთისნიერად მოიქცა მაშინ ბა-
ტონი, რადგან ბატონის ტყეს თუ ვინმე გაეკარებოდა, ყველას
სიკვდილით სჯიდნენ. მაგრამ ბატონმა შეუნდო და ბრძანა: – ჯო-
ხით სცემეთ, ასი დაჰკარითო...
– მერე?

15 მკითხველთა ლიგა
– პაპაჩემი ჰუგენოტი იყო. ჩვენმა მღვდელმა დააჭერინა თურ-
მე და ციხეში ამოხადა სული. მე მაშინ პატარა ვიყავი.
– მერე?
– ჩემი მამამთილი საზღვარგარეთიდან მარილს ეზიდებოდა
ფარულად. ისიც დაიჭირეს და ჩამოახრჩვეს მეფის ბრძანებით.
– შენი ქმარი რაღას აკეთებს?
– ომში იყო და იბრძოდა.
– ვისთვის იბრძოდა?
– მეფისთვის!
– მერე?
– მერე ბატონისთვის.
– და მერე?
– მერე ჩვენი მღვდლისთვის!
– თქვენც დაგლახვროთ ეშმაკმა, თქვენი მღვდელიც, თქვენი
ღმერთიც! – შეჰყვირა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.
ისევ შიში დაეუფლა საწყალ ქალს.
– იცი, ჩვენ პარიზელები ვართ, – უთხრა დაყვავებით მარკი-
ტანმა.
ქალმა ხელები ცისკენ აღაპყრო და შეღაღადა:
– ღმერთო ძლიერო! ღმერთო დიდებულო!
– კმარა ეგ ცრუმორწმუნეობა! – შეუტია ათისთავმა.
ქალს გვერდით მიუჯდა მარკიტანი ქალი და კალთაში ჩაისვა
უფროსი ბიჭი.
– მართლა ლამაზი შვილები გყავს, შე საცოდავო ბრეტანე-
ლო. ცოცხალი მარგალიტები არიან! ეს ოთხი წლისა უნდა იყოს,
შუათანა – სამის. ეს პატარა კი დიდი ღორმუცელა ვინმეა... გეყო-
ფა, ღორმუცელავ, ხომ არ შეჭამ დედაშენს? – მიუალერსა ჩვილს
და ისევ ქალს მიუბრუნდა, – შემოდი ჩვენს ბატალიონში და ჩემ-
სავით ემსახურე მეგობრებს. მე ჰუზარი მქვია. ეს მეტსახელია ჩე-

16 მკითხველთა ლიგა
მი. ასე რომ მეძახიან, უფრო მომწონს, ვიდრე – ქალო ბიკორ-
ნოს, ხოლმე. მე ბატალიონის მარკიტანი ვარ, თითო ყლუპ სას-
მელს ვაწვდი ამ ბიჭებს, როდესაც ბრძოლაში არიან და ყელს
სჭრიან ერთმანეთს. თუ ფეხის ზომა ერთნაირი გვაქვს, ჩემს ფეხ-
საცმელს მოგცემ... აგვისტოს ათში პარიზში ვიყავი. ვესტერმან-
საც მე დავალევინე ყლუპი სასმელი. დიდი ორომტრიალი იყო,
გილიოტინაზე რომ ააბრძანეს ლუი მეთექვსმეტე და თავი გააგ-
დებინეს. აი, ლუი კაპეს რომ უწოდებენ, ის. დიდ უარზე ბრძანდე-
ბოდა, არ მინდა გილიოტინაო. წარმოიდგინე, ცამეტ იანვარს იჯ-
და თავისთვის მშვიდად თავის ცოლ-შვილთან ერთად და მსახუ-
რებს წაბლს აწვევინებდა ბავშვებისთვის. რომ აიყვანეს გი-
ლიოტინაზე, დაწოლა არ ინება, გაუძალიანდა. სტაცეს ხელი და
ძირს დააგორეს. აღარც ტანისამოსი ჰქონდა, აღარც ფეხსაცმე-
ლი, პერანგიღა შერჩენოდა, ლურჯი მაუდის შარვალი და აბრე-
შუმის ლურჯი წინდები. ჩემი თვალით ვნახე. ეტლით მოაბრძანეს
დასასჯელად. მწვანედ იყო შეღებილი მისი ეტლი... შემოდი ჩვენს
ბატალიონში! ყველანი კარგები არიან. შენც მარკიტანი იქნები.
მე გასწავლი საქმეს. სულაც არ არის ძნელი! როგორც კი ბრძო-
ლა დაიწყება და ატყდება თოფის სროლა და ზარბაზნის გრიალი,
შეხვალ მებრძოლთა რიგებში და დაიყვირებ: – პირი გაისვე-
ლეთ, ბიჭებო! არ გწყურიათ?.. ამაზე ადვილი რა იქნება? მე ყვე-
ლას ვასმევ, ვინც უნდა იყოს – თეთრებსაც და ლურჯებსაც. მაგ-
რამ მე თავად ლურჯი ვარ. და ძალიან კარგი ლურჯიც!.. წყურვი-
ლით რომ კვდება დაჭრილი, აბა, სხვაგვარად როგორ უნდა მო-
იქცე? სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველასთან მოვა, განურჩევლად
თავისი აზროვნებისა. სიკვდილის დროს მაინც უნდა შერიგდნენ
მომაკვდავები! მხეცი უნდა იყო კაცი, რომ ამ დროს გული სიბრა-
ლულით არ აგევსოს. ამიტომაც ვაწვდი ყველას სასმელს!.. შენც
გირჩევ, ჩაეწერე ჩვენს ბატალიონში და მე თუ მომკლეს, შენ იქ-

17 მკითხველთა ლიგა
ნები ჩემი შემცვლელი. ასე კი ნუ მიყურებ: იერით არა, მაგრამ
საქმით კი გულკეთილი ქალი ვარ და თანაც ყოჩაღი! შიში ნურაფ-
რის გექნება! – მარკიტანი ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ქალმა
წაილუღლუღა:
– ჩვენს მეზობელს ჟანა ერქვა და ჩვენს გოგოს მარიამი.
ათისთავი რადუბი კი ამ დროს კი ჯარისკაცს ტუქსავდა:
– რა გაყვირებს, შე კაი კაცო?! გული გაუხეთქე ამ საწყალს.
ქალებთან ასე ლაპარაკი როგორ შეიძლება!
– რა ვქნა, გამაცოფა მისმა ნაამბობმა! – უპასუხა ჯარისკაცმა,
– ჩინელი ყეყეჩები ხომ არ ვართ, რომ მამაჩვენი ბატონმა გაახე-
იბროს, მამამთილი მეფემ ჩამოახრჩოს, პაპა კი ციხეში დაალპოს
მღვდელმა, და მაინც ვიბრძოდეთ და ვიხოცებოდეთ ბატონის-
თვის, მეფისა და მღვდლისთვის! ვებრძოდეთ ჩვენს განმათავი-
სუფლებელ რევოლუციას! მტრად მიგვაჩნდეს ჩვენი მოკეთე და
მოყვრად – ჩვენი მოსისხლე მტერი!
გაბრაზდა ათისთავი და შეუტია:
– ჩუმად!
– ჩუმად ვარ, ათისთავო, მაგრამ გული მიკვდება, ამ საწყალ
ქალს რომ ვუყურებ, რომელსაც თავი გაუწირავს თავისი მტრის-
თვის.
– კარგი, მაგრამ აქ ჩვენს კლუბში ხომ არ ვართ. რა დროს ესა-
ა?
შემდეგ ისევ დედაკაცს მიმართა:
– შენი ქმარი სად არის? რას აკეთებს?
– რას უნდა აკეთებდეს? მოკვდა.
– სად?
– ღობის ძირში.
– როდის?
– სამი დღის წინ.

18 მკითხველთა ლიგა
– ვინ მოკლა?
– არ ვიცი.
– როგორ? არ იცი, ვინ მოგიკლა ქმარი?
– არა.
– თეთრი იყო შენი ქმრის მკვლელი, თუ ლურჯი?
– თოფის ტყვია იყო.
– ამ სამი დღის წინ?
– დიახ.
– რომელი მხრიდან?
– ერნეს მხრიდან. მკვდარი დაეცა ჩემი ქმარი.
– შენ რას აკეთებ შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ?
– ბავშვები მიმყავს.
– სად მიგყავს?
– სად და გადასარჩენად.
– სად გძინავს?
– სადაც მომიწევს, მიწაზეც.
– რას ჭამ?
– არაფერს.
ათისთავს სიბრალულით აევსო გული.
– არაფერს?
– როგორ არა! კვრინჩხს ვჭამ, თუ შემხვდა სადმე ბუჩქზე შარ-
შანდელი, ან კიდევ მაყვალს, ჩადუნის ნეკერს.
– ესე იგი, არაფერს.
და თითქოს მიხვდა, რაზეც საუბრობდნენ, უფროსმა ბიჭმა შეს-
ძახა:
– მშია.
ათისთავმა ჯიბიდან თავისი წილი პურის ნაჭერი ამოიღო და
ქალს მისცა. მანაც შუაზე გადატეხა, ნახევარი ერთ შვილს მისცა,
ნახევარი მეორეს.

19 მკითხველთა ლიგა
– თვითონ კი ლუკმაც არ დარჩა, – ჩაიდუდღუნა ათისთავმა.
– არ შია და იმიტომ, – თქვა ერთმა ჯარისკაცმა.
– დედაა და იმიტომ, – უპასუხა ათისთავმა.
ამ დროს ბავშვების ხმა გაისმა:
– წყალი მწყურია! – წამოიძახა ერთმა.
– მეც მწყურია! – წამოიძახა მეორემ.
– წყარო მაინც იყოს სადმე ამ ტიალ ტყეში, – თქვა ათისთავმა.
მარკიტანმა ხელი სტაცა პატარა სასმისს, ქამარზე რომ ეკიდა,
დაასხა რამდენიმე წვეთი და პირთან მიუტანა ბავშვს.
უფროსმა დალია და დაიღრიჯა.
მეორემ დალია და გადმოაფურთხა.
– დამიწუნეს ამ საძაგლებმა, – გაეცინა მარკიტანს.
– „უკვდავება“ არის? – ჰკითხა ათისთავმა.
– დიახ. თანაც, საუკეთესო! მაგრამ რა? გლეხები არიან! – და
გაწმინდა სასმისი.
ათისთავი ისევ ქალს მიუბრუნდა:
– ესე იგი, თავის გადასარჩენად გარბიხარ?
– აბა, რა ვქნა?
– მირბიხარ და მირბიხარ, არც კი იცი, საით!
– მივრბივარ, რაც ძალი და ღონე მაქვს. იქამდე ვივლი, სანამ
არ დავეცემი.
– საწყალი! – წამოიძახა მარკიტანმა.
– ყველგან ბრძოლაა, – მოთქვამდა ქალი, – ყველგან თოფის
სროლის ხმა ისმის. ვერაფერი გამიგია... ვინ არიან ან რატომ იბ-
რძვიან, რატომ ხოცავენ ერთმანეთს? ქმარი მომიკლეს! არაფე-
რი, არაფერი მესმის!
ათისთავმა მაგრად დაჰკრა კონდახი მიწას და დაიყვირა:
– რა უბედურებაა ეს ოხერი ომი!
ქალმა განაგრძო:

20 მკითხველთა ლიგა
– გუშინ ღამით ღრუვიანში გვეძინა.
– ოთხივეს?
– ოთხივეს.
– იწექით?
– ვიწექით.
– ესე იგი, ფეხზე დამდგარს გეძინათ, – გაუსწორა ათისთავმა
და შემდეგ თავისიანებს მიუბრუნდა:
– იცით, მეგობრებო, ხე დიდი ხნის დაფუღუროებული უნდა
იყოს, რომ ერთი ადამიანი შეეტიოს შიგნით, და ფუღურო ხეს ეს
ველურები ღრუვიანს უწოდებენ. რას იზამ. ყველა პარიზელი ხომ
არ იქნება...
– ხის ფუღუროში გეძინა? სამი ბავშვით? – გაკვირვებას ვერ
ფარავდა მარკიტანი.
– წარმოგიდგენიათ? – განაგრძო ათისთავმა, – ბავშვების ტი-
რილი მოესმათ გამვლელებს. მიიხედეს, მოიხედეს და ვერავინ
დაინახეს, მტირალი ხის გარდა. ტირის ხე და ამბობს: დედიკო!
მამიკო!
– ჩვენი ბედი, რომ ზაფხულია, – ამოიკვნესა ქალმა და თავი
ჩაღუნა.
გარს შემოხვეოდნენ ჯარისკაცები ქალს და მის შვილებს და
სახეზე ყველას სიბრალული ეხატა.
ქვრივი, სამი ობოლი, მარტოობა, ირგვლივ ბრძოლა და ზარ-
ბაზნების გრიალი, შიმშილი, წყურვილი, არა საჭმელი, არა სას-
მელი, ჭერად ცა და ქვეშაგებად მიწა.
ათისთავი მიუახლოვდა ქალს და დააცქერდა პატარას, რომე-
ლიც ისევ გაუმაძღრად წოვდა ძუძუს. ჩვილმა წამით პირი მოაშო-
რა დედის მკერდს, ათისთავისკენ მიბრუნდა და თავისი ჟუჟუნა
თვალებით შეანათა დიდ წვერულვაშა, თმააბურძგნილ ქერა სა-
ხეს და გაუღიმა.

21 მკითხველთა ლიგა
ათისთავი წამოიმართა, წელში გასწორდა და ღაწვზე ცრემლი
ჩამოუგორდა, ნელ-ნელა ჩაცურდა მის ლოყაზე და ულვაშის
წვერზე გაჩერდა ობოლი მარგალიტივით. შემდეგ ხმამაღლა მი-
მართა თავის ჯარისკაცებს:
– მეგობრებო! ამ საწყალ ბავშვებს მამა სჭირდებათ და მათი
მამობილი ჩვენი ბატალიონი იქნება! თანახმა ხართ?
– რესპუბლიკას გაუმარჯოს! -შეჰყვირეს ერთხმად ჯარისკა-
ცებმა.
– ესე იგი, თანახმა ხართ! – თქვა ათისთავმა, ღიმილი ჩაუდგა
თვალებში, ორივე ხელი დაადო თავზე დედასა და შვილებს და
წარმოთქვა: – დღეიდან თქვენ, წითელქუდიანთა ბატალიონის
შვილები ხართ.
სიხარულით ცას ეწია მარკიტანი.
– სამი თავი ერთ ქუდში! – წამოიძახა აღტაცებით.
შემდეგ ქვითინი აუვარდა, ბავშვებს მოეხვია და უბედური ქა-
ლი გულში ჩაიკრა.
– რესპუბლიკას გაუმარჯოს! – შეჰყვირეს ხელახლა ჯარისკა-
ცებმა.
– აბა, წავიდეთ! – უთხრა ათისთავმა ბატალიონის შვილების
დედას.

22 მკითხველთა ლიგა
წიგნი მეორე გემი – „კლეიმორი“

I – ინგლისისა და საფრანგეთის
არისტოკრატია რევოლუციის წინააღმდეგ

1793 წლის გაზაფხულზე საფრანგეთს ყოველი მხრიდან შე-


მოხვეოდა მტერი საზღვრებზე. ამ დროს კი ფრანგები მხოლოდ
ჟირონდელების დამარცხებაზე ფიქრობდნენ და დიდი მზადება
ჰქონდათ ლამანშის კუნძულებზე.
პირველი ივნისის საღამოს, ჟერსეის კუნძულზე, ბონუის პატა-
რა მიყრუებულ ყურეში, გემი გასასვლელად ემზადებოდა. ერთი
საათი იქნებოდა მზის ჩასვლამდე. ცა მოღრუბლული იყო – ხელ-
საყრელი გასაქცევად და უვარგისი გაქცეულის დასაჭერად. ხო-
მალდის მოსამსახურეები ფრანგები იყვნენ, მაგრამ გემი ინგლი-
სის საკუთრებად ითვლებოდა. ეს იყო ერთ-ერთი იმ ხომალდთა-
განი, რომლებიც კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს იდგნენ, ვითომ
ნავსადგურში, სინამდვილეში კი სადარაჯოდ. ნავსადგურში
მდგომი გემების მფლობელი გახლდათ პრინცი დე-ლა-ტურ დ-
ოვერნი, ბუილონის გვარის წარმომადგენელი და სწორედ მისი
ბრძანებით, სასწრაფო და საგანგებო დავალების შესასრულებ-
ლად ემზადებოდა ახლა ეს ხომალდიც, რომელიც ინგლისურ ხო-
მალდთა სიაში „კლეიმორად“ იყო წოდებული. ხომალდი გარეგ-
ნულად სატვირთო გემს ჰგავდა, მაგრამ სინამდვილეში სამხედ-
რო იყო. მძიმე, ერთი შეხედვით მშვიდობიანი ტვირთსაზიდი გემი
ორი დანიშნულებით იყო აგებული: თვალი აეხვია მტრისთვის და
თუ საჭირო გახდებოდა, შესძლებოდა ბრძოლაც.
იმ ღამეს ტვირთის ნაცვლად გემის საწყობში ოცდაათი დიდი
ყალიბის ზარბაზანი ჩაიტანეს. ხომალდისთვის მშვიდობიანი სა-

23 მკითხველთა ლიგა
ხე რომ მიეცათ, ზარბაზნები სამმაგი ჯაჭვით დააბეს მითითებულ
ადგილზე. თითოეული ზარბაზნის პირი სარკმლებისკენ იყო მი-
მართული, რომელთაც სარქვლები ეფარათ. გარედან არაფერი
ჩანდა, თითქოს გემს ნიღაბი აუფარებიაო თავიდან ბოლომდე.
ზარბაზნები ბრინჯაოსთვლიან ძველებურ ზედადგრებზე იყო მო-
თავსებული. ჩვეულებრივ, სამხედრო გემების ზარბაზნები ბაქან-
ზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში კი მტრის თვალის ასახვევად
და მახეში გასაბმელად, ზარბაზნები ტვირთსაწყობში განელაგე-
ბინათ, ბაქანი კი მოშიშვლებული იყო.
„კლეიმორი“ საკმაოდ დიდი ზომის ხომალდი გახლდათ.
ტლანქი, და ამასთან ერთად დიდი სიჩქარით მავალი. მტკიცე,
განსაკუთრებული აგებულების გამო, საუკეთესოდ მიიჩნევდნენ
ინგლისის ფლოტში. ეს ხომალდი ბრძოლაში უდიდეს სამხედრო
გემსაც არ ჩამოუვარდებოდა. თუმცა, უკანა ანძად სულ უბრალო
ლატანი ჰქონდა პატარა იალქნით. სამაგიეროდ, საჭე ჰქონდა იშ-
ვიათი ფორმის და ამასთანავე საკმაოდ ძვირფასიც, რაზეც საუთ-
ჰემპტონის ქარხანაში გადახდილი მისი საფასური – ორმოც-
დაათი სტერლინგი – მოწმობს.
გემის უფროსი და მოსამსახურენი ფრანგები იყვნენ – ემიგ-
რანტი ოფიცრები, საზღვარგარეთ გადაპარული დეზერტირი მეზ-
ღვაურები და ისიც სულ საგანგებოდ არჩეულნი. ყველა მათგანი
კარგი მეზღვაური და კარგი ჯარისკაცი იყო, და ამასთანავე, მე-
ფის ერთგულნი. სამგვარი ფანატიზმით იყვნენ გახელებულნი:
გემით, ხმლით და მეფით.
გემის მეზღვაურებთან ერთად ხომალდზე იყვნენ მათნაირად
შემოსილი ქვეითი ჯარის ჯარისკაცები, რომლებსაც საჭიროების
შემთხვევაში ნაპირზე გადასხამდნენ.
„კლეიმორის“ კაპიტანი იყო სენ-ლუის რაინდი, გრაფი
ბუაბერტელო, რომელიც საუკეთესო ოფიცრად ითვლებოდა მე-

24 მკითხველთა ლიგა
ფისდროინდელ მეზღვაურებში. მის თანაშემწედ აყვანილ იქნა
რაინდი დე-ლა ვიევილი. იმ გემის უფროსი, რომელიც ათისთა-
ვად მსახურობდა ჰოში, ხოლო მესაჭედ ჰყავდათ შორსმჭვრეტე-
ლობით გამორჩეული ჟერსეელი გაკეილი.
ცხადი იყო, რომ „კლეიმორს“ რაღაც საშინელი, საიდუმლო
რამ ჰქონდა დავალებული. და მართლაც, ხომალდზე ფეხი შედგა
კაცმა, რომელიც, ეტყობოდა, ბედის საძიებლად აპირებდა გამ-
გზავრებას. მაღალი ტანის კაცი იყო, წელში გამართული მიაბი-
ჯებდა და სახეზე მკაცრი გამომეტყველება აღბეჭდოდა. ძნელი
გამოსაცნობი იყო მისი ხნოვანება, რადგან ერთსა და იმავე
დროს ხანდაზმულსაც ჰგავდა და ჭაბუკსაც. იმ კაცთაგანი იყო,
რომელსაც ჭაღარა თმა უმშვენებს შუბლს და თვალებში მრისხა-
ნე ელვარება ჩაჰბუდებია. გემზე რომ ადიოდა, საზღვაო წამოსას-
ხამი აუფრიალდა და სულ სხვაგვარი გამოჩნდა ამ წამოსასხამის
ქვეშ. განიერი ბრეტანული შარვალი ეცვა, მაღალყელიანი წაღე-
ბი და მოკლე ცხვრის ტყავის ზედატანი, რომელსაც გარედან აბ-
რეშუმის ნაქარგი ამშვენებდა, შიგნიდან კი აბურძგნილი, ჭუჭ-
ყიანი ბალანი. ეს სამოსი ტიპური იყო ბრეტანელი გლეხკაცის-
თვის. ამ ძველებურ ბრეტანულ სამოსს ორი დანიშნულება ჰქონ-
და და გამოსადეგი იყო როგორც უქმე დღეს, ისე მუშაობის დროს.
მარტო გადაბრუნება იყო საჭირო, რომ სამოსის გარე ზედაპირი,
მატყლი ყოფილიყო ან პირიქით, მოქარგული ტყავი. ბრეტანე-
ლები მატყლის სამოსით დადიოდნენ ორშაბათიდან შაბათამდე,
ხოლო კვირა დღეს მოქარგული ტყავი ამშვენებდათ.
გლეხკაცური ტანისამოსი, ხომალდზე ასულ კაცს რომ ეცვა,
კარგად გაცვეთილი იყო მუხლებსა და იდაყვებზე, ხოლო საზ-
ღვაო წამოსასხამი, მეთევზის გაცრეცილ ფარატინს უფრო ჰგავ-
და, ვიდრე ნამდვილ წამოსასხამს. საჭირო იყო ხანდაზმული კაცი
ნამდვილ გლეხკაცად სჩვენებოდა დამხვდურთ. თავზე მრგვალი,

25 მკითხველთა ლიგა
მაღალი, განიერფარფლებიანი ქუდი ეხურა. ერთი მხრივ, შეიძ-
ლებოდა ამ ფარფლების დაწევა, მეორე მხრივ, შესაძლებელი
იყო მხედრულად ზემოთ აწევა ზონრით და ზედ სამხედრო ნიშნის
დამაგრება. ამ კაცს კი ქუდი გლეხკაცურად ეხურა, არც ზონარი
ჰქონდა და არც სამხედრო ნიშანი.
თვითონ ლორდმა ბალკარამ, კუნძულის გამგე და პრინცმა
ტურ-დ-ოვერნმა აიყვანეს გემზე მოხუცებული. პრინცების
საიდუმლო მოხელემ, ჟელამბრმა, გრაფ დ’არტუას ყოფილმა ქე-
შიკმა, თავისი ზედამხედველობით დაალაგებინა მისი ოთახი, თა-
ვად დაავლო ხელი მის ბარგს და ოთახში მიუჩინა ადგილი. ხო-
ლო გამოთხოვებისას ბატონმა ჟელამბრმა თითქმის მუხლი
მოიყარა ამ გლეხკაცის წინაშე.
– სალამი, გენერალო! – მიუგო ბერიკაცს ლორდმა ბალკარამ
და პრინცმა დე-ლა-ტურ დ-ოვერნმა დაუმატა: – დროებით, ბიძა-
ჩემო.
ალბათ, უკვე ნათელია, რომ ბერიკაცად ნახსენები კაცი არც
გლეხი კაცი იყო და არც მათი გემი იყო ტვირთის მზიდავი ხომალ-
დი.
ქარი ოდნავ ქროდა. „კლეიმორმა“ უკან მოიტოვა ნავსადგუ-
რი, ბულეი-ბეის წინ გაიარა და ცოტა ხანს კიდევ მოჩანდა ნაპი-
რიდან, შემდეგ კი ნელ-ნელა დაპატარავდა ღამის სიბნელეში და
მიიმალა...
ერთი საათის შემდეგ შინ დაბრუნდა ჟელამბარი, სენტ-
ელიეში, და საუთჰემპტონის საშათიროს დახმარებით გაუგზავნა
გრაფ დ’არტუას, იორკის ჰერცოგის მთავარ სამხედრო ბინაზე
შემდეგი მოკლე ცნობა: „ჩემო ბატონო, გემი წავიდა. გამარჯვება
ჩვენია! ერთი კვირის შემდეგ აჯანყების ცეცხლი მოედება მთელ
ზღვისპირეთს გრავნილიდან სენ-მალომდე“.

26 მკითხველთა ლიგა
ოთხი დღით ადრე კი, ერთი ჯაშუშის დახმარებით, რესპუბლი-
კის წარმომადგენელმა პრიორ დე-მარნმა შერბურგის მხარეს
მყოფ ჯარებთან მთავრობის მიერ საგანგებო დავალებით გამოგ-
ზავნილმა, იმჟამად გრავნილში მყოფმა, ბარათი მიიღო, იმავე
ხელით დაწერილი, რომლითაც წინა გზავნილი იყო მოსული:
„რესპუბლიკის წარმომადგენელო! პირველ ივნისს ზღვის მოქცე-
ვის დროს, სამხედრო გემი „კლეიმორი“, შიგ ჩამალული ზარბაზ-
ნებით, მოადგება საფრანგეთის ნაპირს, რათა გადმოსვას ერთი
კაცი, რომლის ნიშნებია: მაღალი ტანი, ხანდაზმული, ჭაღარა,
გლეხკაცის სამოსით შემოსილი, თუმცა იერი დიდებულისა აქვს.
დაწვრილებით ცნობებს ხვალ მოგწერთ. ხომალდი ნაპირს მო-
ადგება თიბათვის ორს, დილით. მზად გყავდეთ საგუშაგო გემი,
დაიპყარით „კლეიმორი“ და გილიოტინით მოაკვლევინეთ ბებე-
რი“.

27 მკითხველთა ლიგა
II – ხომალდისა და უცნაური მგზავრის ღამე

ხომალდი, იმის ნაცვლად, რომ სამხრეთისკენ, სენ-


კატერინისკენ აეღო გეზი, ჯერ ჩრდილოეთისკენ გაემართა, შემ-
დეგ დასავლეთისკენ. დაუბრკოლებლად შეცურდა სერკისა და
ჟერსეის შუა, ზღვის იმ სრუტეში, რომელსაც მარცხის გზას უწო-
დებენ.
მზე დიდი ხნის ჩასული იყო. ირგვლივ უკუნი სიბნელე იყო გა-
მეფებული. მთვარე აპირებდა ამოსვლას, მაგრამ ცას ღრუბლე-
ბის ისეთი სქელი ფენა ფარავდა, რომ ეტყობოდა, მანამდე ვერ
გამოჩნდებოდა, ვიდრე ჰორიზონტს არ მიაღწევდა ჩასასვლე-
ლად. აქა-იქ ღრუბელი ძირს დაშვებულიყო და ნისლს ჰფენდა
ზღვაზე.
მეტად ხელსაყრელი იყო ხომალდისთვის ეს ბნელი ღამე.
მესაჭე გაკეილის განზრახული ჰქონდა, მარცხნივ მოეტოვები-
ნა ჟერსეი, მარჯვნივ გერანსეი, სახიფათო გზით გაევლო ჰანუისა
და დუვრს შორის და სენ-მალოს ნაპირს მისდგომოდა სადმე პა-
ტარა ყურეში. ეს გზა უფრო გრძელი იყო, სხვასთან შედარებით,
მაგრამ უფრო საიმედო, რადგან საფრანგეთის საგუშაგო გემს
ბრძანება ჰქონდა – უმთავრესად სენ-ჰელიერს და გრანვილს შუა
გაეწია დარაჯობა.
თუ ქარი ხელს შეუწყობდათ და მოულოდნელი დაბრკოლება
არ შეაჩერებდა, გაკეილი იმედოვნებდა, გემზე იალქანს გავშლი
და გამთენიისას საფრანგეთს მივადგებიო.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მალე გრონეს გას-
ცდა ხომალდი. ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც ქარი ამოვარდა
და ზღვას ღელვა დაეტყო. მაგრამ ზურგის ქარი ქროდა და ღელ-
ვაც ზომიერი იყო, თუმცა, ხანგამოშვებით საკმაო ძალით ეხეთ-
ქებოდა ტალღები ხომალდს.
28 მკითხველთა ლიგა
„გლეხკაცს“, რომელსაც ლორდი ბალკარა გენერალს უწო-
დებდა და პრინცი დე-ლა-ტურ დ-ოვერნი – ბიძას, მეზღვაურივით
სრულიად დამშვიდებული დასეირნობდა გემის აივანზე. ისეთი
უდარდელი იყო, თითქო ვერც კი ამჩნევდა გემის რყევას. დრო-
დადრო ჩაიყოფდა ხოლმე ჯიბეში ხელს, ამოიღებდა ერთ ნაჭერ
შოკოლადს და სიამოვნებით გაკვნეტდა. მიუხედავად იმისა, რომ
თმა გასჭაღარავებოდა, აშკარა იყო, რომ ჯანსაღი კბილები ჰქონ-
და.
არავის ესაუბრებოდა, ოღონდ ხანდახან რამდენიმე სიტყვას
ჩუმად გადაულაპარაკებდა ხოლმე კაპიტანს, და ისიც მოწიწებით
უსმენდა, თანაც ისეთი პატივისცემით შესცქეროდა ამ მგზავრს,
თითქოს ის ყოფილიყო გემის უფროსი და არა თვითონ.
მეტად დახელოვნებული მესაჭე ჰყავდა ხომალდს. სულ ახ-
ლოს და თანაც, შეუმჩნევლად გაუარა ჟერსეის ჩრდილოეთ ცი-
ცაბო ზღვის პირს, რომ მორიდებოდა პიერ დე-ლეკის საშიშ ბრა-
გებს, რომელსაც შუაგულ სრუტეში, ჟერსეისა და სერკის შუა
დაედო ბინა. გაკეილი ფეხზე იდგა, რიგრიგობით ასახელებდა
გზადგავლილ ადგილებს – გრევ დე-ლეკს, გრონეს, პლემონს,
და ისე მიაცურებდა გემს ბრაგოვანსა და ბნელში, თითქოს ზღვის
წიაღში აღზრდილიყოს და დაბეჯითებით შეესწავლოს ოკეანის
ფსკერი. გემს თავის წინა მხარეს სანათი არ ჰქონდა, – ეშინო-
დათ, ზღვაზე სადარაჯო გემებს არ შეემჩნიათ. მეზღვაურები ერ-
თმანეთს ულოცავდნენ ასეთ ამინდს – ღრუბელსა და წყვდიადს,
– მათთვის ასე სასარგებლო რომ იყო. მალე გრანდ-ეტაპს მიუახ-
ლოვდნენ. ღრუბელი ისე ჩამოწოლილიყო, რომ ძლივს მოჩანდა
მაღალი პინაკლი. სენტ-უენის სამრეკლოდან ამ დროს საათმა
ათჯერ ჩამოჰკრა. კვლავინდებურად ზურგის ქარი ქროდა. თით-
ქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ზღვას მღელვარება ემატე-
ბოდა.

29 მკითხველთა ლიგა
მცირე ხანმა განვლო. გრაფმა ბუაბერტელომ და რაინდმა
ვიევილმა „გლეხკაცი“ მიაცილეს თავის ოთახამდე. „ბერიკაცი“
ჩუმი ხმით მიუბრუნდა თავის მხლებლებს:
– ხომ იცით, ბატონებო, საჭიროა წმინდად შევინახოთ
საიდუმლო. ჩუმად უნდა ვიყოთ, ვიდრე დავჭექთ. აქ მარტო
თქვენ იცით ჩემი ვინაობა.
– ჩვენი იმედი ჰქონდეთ, – უპასუხა ბუაბერტელომ.

30 მკითხველთა ლიგა
III – დიდებული და მდაბიო

კაპიტანი და მისი თანაშემწე გემბანზე ავიდნენ, საუბარი


გააბეს, თან ბოლთას სცემდნენ. ეტყობოდათ, „ბერიკაც“ მგზავ-
რზე ლაპარაკობდნენ. აი, დაახლოებით ასეთი იყო მათი საუბრის
შინაარსი, რომელსაც ქარი ფანტავდა უკუნეთ ბნელში.
ბუაბერტელომ ჩუმი ხმით ჩასძახა ყურში თავის თანაშემწეს:
– ვნახოთ, როგორი მხედართმთავარი გამოდგება.
ვიევილმა უპასუხა:
– ვნახოთ, ისიც კარგია, რომ პრინცია.
– თითქმის პრინცი.
– საფრანგეთის აზნაური, მაგრამ ბრეტანის პრინცი.
– როგორც ტრემუილები, როჰანები.
– ეგეც იმათი მოკავშირეა.
ბუაბერტელომ განაგრძო:
– საფრანგეთში და მეფის ეტლში ეგ არის მარკიზი, როგორც
მე ვარ გრაფი და თქვენ – რაინდი.
– სადღაა, ნეტავ, ეგ ეტლი? – შეჰყვირა ვიევილმა.
მცირე ხნით სიჩუმე ჩამოწვა. ბუაბერტელომ განაგრძო:
– ფრანგი პრინცი რომ აღარ გვყავს, ბრეტანელი მაინც გვყავ-
დეს.
– არწივი რომ არსად იყო, კაჭკაჭს მისცეს არწივობაო, – ხომ
გაგიგიათ.
– ქორი მაინც ყოფილიყო!
ვიევილიც დაეთანხმა:
– ეჰ! ნისკარტი და კლანჭები მაინც ექნებოდა!
– ვნახოთ, იქნებ გამოაჩინოს კიდეც.
– დიახ, – მიუგო ვიევილმა, – უფროსი გვინდა, ხელმძღვანე-
ლი. მხედართმთავარი. სრული ჭეშმარიტება თქვა ტენტენიაკმა:
31 მკითხველთა ლიგა
„მხედართმთავარი და თოფის წამალი!“ უნდა მოგახსენოთ, ბა-
ტონო, თითქმის ყველას ვიცნობ, ვინც გამოდგება და არ გამოდ-
გება უფროსად, – გუშინდელებსაც, დღევანდელებსაც და ხვა-
ლინდელებსაც. ერთი არ მეგულება ისეთი მებრძოლი, როგორიც
ჩვენ გვესაჭიროება. იმ ამოსაწყვეტ ვანდეაში იმისთანა მხედარ-
თმთავარი გვინდა, რომ გენერალიც იყოს და პროკურორიც. თავ-
ბედი უნდა აწყევლინოს მტერს, ერთ წამს არ მოასვენოს, წისქვი-
ლიც წაართვას, ბაღიც, ბუჩქიც, ქვებიც კი! ბრძოლით გაუმწაროს
სიცოცხლე, ყველაფრით ისარგებლოს, ყველაფერზე თვალი ეჭი-
როს, შეუბრალებლად ხოცოს, რომ ზარი დასცეს ხალხს. არც
მოსვენება ჰქონდეს და არც სიბრალული! დღეს იმ გლეხების
ჯარში მრავალი გმირია, მაგრამ არც ერთი – მხედართმთავარი.
დ-ელბე არაფერია, ლესკური – ავადმყოფი, ბონშანი – ძალიან
კარგია, როგორც თანაშემწე, სილის მხედრული მოხერხებულო-
ბა არ გააჩნია, კატელინო მეტად გულუბრყვილოა, სტოფელი –
ვერაგობით გამოირჩევა, ბერარი უსაქმურია, ბულენვილიე – და-
საცინი, შარეტი აუტანელი. დალაქ გასტონზე არაფერს ვიტყვი,
რადგან, დასწყევლოს ღმერთმა, რაღად ვებრძვით რევოლუცი-
ას, ან რა განსხვავებაა ჩვენსა და რესპუბლიკელებს შორის, თუკი
ჩვენს თავადაზნაურობას მხედართმთავრებად ხარაზებს დავუ-
ნიშნავთ?!
– საქმეც ის არის, რომ ჩვენც ნელ-ნელა გვედება რევოლუცი-
ის ქეცი!
– დიახ, ქეცი მოედო საფრანგეთს!
– მესამე წოდების ქეცი! – მოიწონა ბუაბერტელომ სიტყვა, –
მხოლოდ ინგლისს თუ შეუძლია ჩვენი ხსნა.
– შეუძლია და კიდეც გვიხსნის, დარწმუნებული ბრძანდებო-
დეთ, კაპიტანო. ლამის ტყავი გაგვაძრონ, მართალია! მდაბიონი
წამოიჭიმნენ ყველგან. მონარქია, რომელსაც უფროს გენერლად

32 მკითხველთა ლიგა
სტოფლე ჰყავს. ბ. მულევრიეს ბაზიერი, ვერაფერს დააყვედრებს
რესპუბლიკას, რომელსაც მინისტრად პაში ჰყავს, ჰერცოგ კას-
ტრის მეკარის შვილი. პირდაპირ დაუყენა ერთმანეთს ვანდეას
ომმა ერთი მხრივ სანტერი, ლუდისმხდელი, და მეორე მხრივ –
გასტონი, დალაქი.
– მთლად ასე არ დავამცირებდი მე გასტონს, ჩემო ვიევილ. არ
გახსოვთ, რა საუცხოოდ მოიქცა გემენეში? სამასი ლურჯი ჰყავდა
ტყვედ, რომლებსაც თავად ამოათხრევინა თავიანთი საფლავები
და შიგ ჩაკლა უკლებლივ ყველა.
– ჰო, მახსოვს! მეც ასე გავუსწორდებოდი მათ!
– ამას თქმაც არ უნდა! ტყავს გავაძრობდი!
– თუ გვინდა, რომ გამარჯვება თან გვდევდეს, პატიოსანი, დი-
დებული, კეთილშობილი რაინდი უნდა გვყავდეს მხედართმთავ-
რად.
– სიმართლეს ამბობ, – მიუგო ბუაბერტელომ, – მაგრამ მესა-
მე წოდებასაც მოეპოვება პატივსაცემი კაცები. აი, მაგალითად,
თუნდაც მესაათე ჟოლი. ათისთავად იყო ფლანდრიის რაზმში,
შემდეგ ვანდეელების ჯარში შევიდა და ოფიცრობა მიიღო. ერთი
შვილი ჰყავდა, რესპუბლიკის მომხრე. მამა თეთრებს ემსახურე-
ბა, შვილი ლურჯებს! ომში შეხვდნენ ერთმანეთს. ატყდა ბრძო-
ლა. მამამ ტყვედ აიყვანა თავისი შვილი და თავისი ხელით გან-
გმირა.
– აი, ვაჟკაცობაც ამას ჰქვია!
– მეფის მომხრე, ბრუტი, – თქვა ბუაბერტელომ.
– ძალიან კარგი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა
გაუძლოს კეთილშობილმა კაცმა კოკეროს, ჟანჟანის, მულენის,
ფორსარის, ბუჟუს და შუპის ბრძანებას!
– ეჰ, ჩემო კარგო! ჩვენი მტერიც ამასვე ჩივის. ჩვენ თუ ბურ-
ჟუები შემოგვერივნენ, მათ დიდებულნი შეერივნენ. ნუთუ გგონი-

33 მკითხველთა ლიგა
ათ, რომ „უნიფხოები“ კმაყოფილნი არიან, რომ მათ მბრძანებ-
ლად გრაფი კანკლო გახდა, გრაფი მირანდა, გრაფი ბოჰარნე,
გრაფი დე-ვალანსი, მარკიზი დე-კუსტინი და ჰერცოგი ბირონი?!
– სწორედ რომ, ქაოსია!
– და ჰერცოგი დე-შარტრი.
– შვილი „თანასწორობისა“. ნეტავ, ეგ როდისღა გამეფდება?
– არც არასდროს!
– თუ ტახტზე ავიდა, თავის ავკაცობის წყალობით ავა.
– თუმცა, ტახტს ვერ შეეთავსება მისი ბიწიერებანი.
ცოტა ხანს გაჩუმდნენ. ბუაბერტელომ განაგრძო:
– ძალიან კი ცდილობდა შერიგებას. მეფის სანახავად მივიდა
ვერსალში. მეც იქ ვიყავი იმ დროს. ფურთხით გააცილეს!
– კიბის თავიდან?
– დიახ!
– ახია მასზე!
– ჩვენ იმას ბურბონ-წუმპონს ვეძახდით.
– თავმოტვლეპილი, ფურუნკულიანი მეფის მკვლელი! ფუ!
– მე და ის ერთად ვიყავით უაზენში.
– „სულიწმინდაზე?“
– დიახ.
– იმას, რომ ადმირალ დ-ორვილიეს ნიშნით მიღებული ბრძა-
ნება აესრულებინა, ინგლისელები გამოვიდოდნენ. ნუთუ, მარ-
თალია, რომ გემის სარდაფში ჩაძვრა და იქ დაიმალა?
– არა, მაგრამ მაინც ასე ვამბობთ, – სიცილი წასკდა ვიევილს.
ბუაბერტელომ კვლავ განაგრძო:
– რამდენი სულელია ამქვეყნად! აი, თუნდაც ბულენვილიე,
თქვენ რომ ახსენეთ, ვიევილ. კარგად ვიცნობ, ძალიან ახლოს ვი-
ყავი მასთან. თავდაპირველად გლეხები შუბებით იყვნენ შეიარა-
ღებული. და დაიჟინა კაცმა, – შუბსაც ხმარება უნდაო. მისდგა და

34 მკითხველთა ლიგა
ვარჯიშით სიცოცხლე გაუმწარა უბედურებს. სულ იმას ცდილობ-
და, ველური გლეხები გაწვრთნილ ჯარისკაცებად გარდაექმნა.
ბატალიონისთვის დავიწყებული სამხედრო ენის აღდგენას ცდი-
ლობდა – ჯგუფის უფროსს ჯგუფისთავს ეძახდა, რაც ლუი XIV-ის
დროს ათისთავს ნიშნავდა. აიხირა, მთელი რაზმი უნდა შევადგი-
ნო მონადირეებისგანო. პატარ-პატარა ჯგუფები ჰყავდა, რომელ-
თა ათისთავები წრიულად გამწკრივდებოდნენ ხოლმე ყოველ სა-
ღამოს, რომ რაზმის უფროსის ბრძანება მიეღოთ: რაზმელი ათის-
თავი ჩურჩულით გადასცემდა ბრძანებას ათასეულის ათისთავს,
ისიც ასევე მიაწვდიდა ხმას ასისთავს, ის თავისთან მდგომს და
ამგვარად, ყურიდან ყურში გადადიოდა ბრძანება იქამდე, ვიდრე
უკანასკნელამდე მიაღწევდა. ერთ ოფიცერს ღირსება აჰყარა –
როგორ გაბედე და არ წამოდექი, არც ქუდი მოიხადე ასისთავის-
გან რაზმის უფროსის ბრძანების მოსასმენადო. წარმოიდგინეთ,
რა შედეგი მოჰყვებოდა ამ სისულელეს! ვერა და ვერ შეიგნო ამ
ხეპრემ, რომ გლეხებს გლეხურად უნდა მოექცე, რომ დაგეშილ
ჯარისკაცად ვერ გადააქცევ ტყის ნადირს.
რამდენიმე ნაბიჯი ხმის ამოუღებლად გაიარეს. ორივენი თა-
ვის ფიქრებში იყვნენ გართულნი.
შემდეგ ისევ განაგრძეს საუბარი.
– ხომ არ იცით, მართალია დამპიერის სიკვდილი?
– დიახ, ბატონო.
– კონდეს წინ?
– პამარის ბანაკში ზარბაზნის ყუმბარით.
ბუაბერტელომ ამოიოხრა:
– გრაფი დამპიერი! კიდევ ერთი ჩვენიანი, რომელიც ჩვენს
მტერს მიემხრო!
– ჯანდაბას მისი თავი და ტანი, – შესძახა ვიევილმა.
– ქალბატონები სად ბრძანდებიან?

35 მკითხველთა ლიგა
– მეფის დები?.. ტრიესტში.
– ისევ იქ?
– ჰო, ისევ იქ ბრძანდებიან.
ბრაზი მოერია ვიევილს:
– აჰ, ეს რესპუბლიკა! დაღუპა ქვეყანა რაღაც წვრილმანის გა-
მო! არა, ასე როგორ გადარია ხალხი რამდენიმე მილიონის ნაკ-
ლმა?
– ერიდეთ წვრილმანის გამიზეზებას, – ურჩია ბუაბერტელომ.
– ქვეყანა კი იღუპება და...
– დიახ! რუარი მოკვდა, დრესნეი დახეტიალებს! უმწყემსოდ
დარჩა ხალხი! რა სიკეთეს უნდა ველოდოთ დღევანდელი ეპის-
კოპოსებისგან? გარყვნეს ხალხი! აი, თუნდაც სუსი ავიღოთ, ლა-
როშელის ეპისკოპოსი, ბოპუალ სენტ-ილერი, ეპისკოპოსი
პუატუსი ან კიდევ მერსი, ლუსონის ეპისკოპოსი და საყვარელი
ქალბატონი დე-ლეშასერისა....
– რომელსაც სერვანტო ჰქვია, ბატონო, ლეშასერი მამულის
სახელი გახლავთ.
– და კიდევ ყალბი ეპისკოპოსი დ’აგრისა, რომელიც უბრალო
მღვდელია მხოლოდ.
– დიახ, ასეა! გილიო დე ფოლვილი ჰქვია. მაგრამ ყოჩაღი კა-
ცი კი არის, იბრძვის.
– იბრძვის მღვდელი, როდესაც ჯარისკაცია საჭირო! ვიღაც
მღვდლები დგანან ეპისკოპოსების ადგილზე! ვიღაც მენაგვეები
კი გენერლების ალაგას!
ვიევილმა სიტყვა შეაწყვეტინა:
– უკაცრავად, ბატონო! „მონიტორის“ ნომერი ხომ არ გაქვთ
თქვენს ოთახში?
– მაქვს.
– რას უჩვენებენ ამჟამად პარიზის თეატრში?

36 მკითხველთა ლიგა
– „ადელ და პოლინს“, ასევე „ბუნაგსაც“.
– რომ იცოდეთ, როგორ მინდა მათი ნახვა!
– თუ გინდათ, ნახავთ კიდეც. პარიზში შევალთ ამ ერთი თვის
განმავლობაში, – ბუაბერტელო ჩაფიქრდა ერთ წამს და დაუმა-
ტა: – და უფრო ადრეც! ვინდჰამმა ასე უთხრა მილორდ ჰოოდს.
– კარგი, მაგრამ ასე ჩქარა რომ არ კეთდება საქმე?
– ყველაფერი მოგვარდება, თუ კარგად ვისარგებლეთ ვან-
დეელების აჯანყებით.
ვიევილმა თავი გაიქნია.
– ესე იგი, გადავსხამთ ქვეით რაზმს?
– გადავსხამთ, თუ ჩვენკენ არის ზღვისპირი, მაგრამ ვერ გა-
დავსხამთ, თუ მტრისკენ არის. ხან კარს შეამტვრევს ომი, ხან გვე-
ლივით მისრიალებს შიგნით. სამოქალაქო ომს ყოველთვის ჯი-
ბეში უნდა ჰქონდეს ყალბი გასაღები. ყველაფერს გავაკეთებთ,
რაც კი შესაძლებელია. უმთავრესი კი მხედართმთავარია.
ბუაბერტელო მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ იკითხა:
– ვიევილ, რა აზრის ხართ ბ. დიეზის შესახებ?
– დიეზი? უმცროსი?
– დიახ.
– მხედართმთავრად?
– დიახ.
– კარგი ოფიცერი გახლავთ, მინდორში ბრძოლის მცოდნეა,
მაგრამ ტყეში გლეხი აჯობებს, გამოცდილება აკლია.
– მაშ, გენერალი სტოფელი და გენერალი კატელინო?
ვიევილი ერთ წამს ჩაფიქრდა და თქვა:
– პრინცი გვინდა, საფრანგეთის პრინცი, ნამდვილი პრინცი!
– ვითომ რატომ? ვინც მასზე თქვა, პრინციო...
– აბა, ლაჩარი უნდა ეთქვათ? ვიცი, ბატონო. მაგრამ სხვა
მხრივ რით ავუხვევთ თვალს ჩვენს ხალხს?

37 მკითხველთა ლიგა
– რომ აღარ ნებავთ პრინცებს?
– აღარ ნებავთ და იმიტომაც აქვთ კარგად საქმე!
– მაშ, რა ვქნათ, ამ გენერლით უნდა ვცადოთ რამის მიღწევა?
– რატომაც არა! კარგი გვარიშვილია.
– გამოგვადგება?
– იმედია!
– ესე იგი, თუ სისხლით გაუმაძღარი მხეცია... – თქვა ბუაბერ-
ტელომ.
და ერთმანეთს გადახედეს.
– მართალი ბრძანეთ, ბატონო, სისხლით გაუმაძღარი უნდა
იყოს. სწორედ მისი მსგავსი მხედართმთავარი გვჭირდება ამჟა-
მად. დღევანდელ დღეს ლმობიერება ღალატია და თავის მოკ-
ვლა. გამარჯვებული ის დარჩება, ვინც დედაბუდიანად ამოჟლეტს
მტერს. მეფის მკვლელებმა თავი მოსჭრეს ლუი მეთექვსმეტეს!
ჩვენ სამაგიეროს მივუზღავთ მეფის მკვლელებს! ჭეშმარიტებაა,
ჩვენი მხსნელი სისხლით გაუმაძღარი გენერალი უნდა იყოს. ან-
ჟუსა და ზემო პუატუში მეტად გულკეთილად იქცევიან ჩვენები,
სიბრალულის მორევში დაცურავენ და ლამის დაღუპონ საქმე,
მარესა და რეცში კი ჩვენების სისასტიკე მართებულია და კარგა-
დაც მიდის საქმე. მძვინვარეა შარეტი და ამიტომ არის, რომ ასე
მაგრად უდგას პარენს. ეს იგივეა, რაც აფთარი აფთრის წინააღ-
მდეგ.
ბუაბერტელომ ხმის ამოღება ვეღარ მოასწრო, ვიევილს კი
პირში გაეყინა სიტყვა, რადგანაც იმ წამს საშინელი ყვირილი გა-
ისმა, რომელსაც რაღაც გრიალი მოჰყვა. მსგავსი ადრე არავის
გაეგონა ადამიანთა შორის. საოცარი კი ის იყო, რომ ყვირილი
და გრიალი ხომალდის შიგნიდან გამოდიოდა.

38 მკითხველთა ლიგა
მაშინვე საწყობისკენ გაექანნენ კაპიტანი და მისი თანაშემწე,
მაგრამ ჩასვლა შეუძლებელი იყო: მეზღვაურები გულგახეთქი-
ლები ამორბოდნენ ხომალდის სიღრმიდან.
საშინელება მოხდა გემზე...

39 მკითხველთა ლიგა
IV – Tormentum Belli1

ხომალდზე ქაოსი სუფევდა. აეშვათ ერთი ოცდაოთხსანტიმეტ-


რიანი ლულის მქონე ზარბაზანი. ამაზე საშინელი, არა მგონია
სხვა იყოს რამე მეზღვაურობაში. წარმოიდგინეთ, სამხედრო გე-
მი შუა ზღვაში და ზედ დაუბმელი ზარბაზანი!
ისიც უნდა ითქვათ, რომ ზარბაზანი თავის საბამს თუ გაწყვეტს,
უეცრად რაღაც არაბუნებრივ მხეცად იქცევა. მანქანა ამ დროს
გველეშაპად, ურჩხულად გადაიქცევა ხოლმე. წარმოიდგინეთ,
რომ მძიმე ლითონი დაძრწის თავისი თვლებით, ბილიარდის
ბურთის მსგავსად, ხან წინ და ხან უკან, მარჯვნივ და მარცხნივ...
მიდის, მოდის, ჩერდება, თითქოს ფიქრობდეს რამეს, შემდეგ
ისევ იძვრის, ისრის სისწრაფით მიექანება გემის თავიდან ბო-
ლომდე, ტრიალებს ერთ ადგილას, რაღაცას გაურბის, ერიდება,
ყალყზე დგება, ეხლება, ამტვრევს, ჭყლეტს, ხოცავს, ანადგუ-
რებს. ამას დაუმატეთ შემდეგი: ლითონი, უსულო ლითონი – რკი-
ნა ან ფოლადი. თითქოს ჯავრს იყრის და სისხლს იღებს საუკუ-
ნოდ მონად ქმნილიო. ისე ჩანს, რომ უძრავ საგანსაც ჰქონია
ღვარძლით სავსე გული და შესძლებია მისი დანთხევა, თითქო
აევსო ფიალა მოთმინებისა და ცოფებს ყრის, როცა რამეს ეჯახე-
ბაო.
სხვას ვერაფერს წარმოიდგენთ იმისთანა ულმობელს, როგო-
რიც უსულოს გაშმაგებაა. ვეფხვის ნახტომი აქვს ამ მძვინვარე
ლოდს, სპილოს სიმძიმე, თაგვის სიმარდე, ცულის დაჟინება,
ზღვის ზვირთის მოულოდნელობა, მეხის დაცემა და აკლდამის
სიჩუმე. წონით ათი ათასია, და ხტომით ბავშვის ბურთსა ჰგავს,

1 საზღვაო ზარბაზანი

40 მკითხველთა ლიგა
რომელიც ციბრუტივით დატრიალდება და, უცბად შესაძლოა
სწორკუთხედად გადაიქცეს...
რა ქნას კაცმა? როგორ დააღწიოს თავი ამ მტერს? ავდარს,
ერთხელაც იქნება, ბოლო მოეღება, ციკლონი ჩაივლის, ქარი
ჩადგება, გატეხილი ანძის ნაცვლად ახალს აღმართავენ, ხანძა-
რი ჩაქრება, მაგრამ რას უნდა ველოდოთ ამ უზარმაზარი ლითო-
ნის ბელტისგან? რა მხრივ მივუდგეთ?.. ძაღლს ჩააგონებთ
თქვენსას, ხარს გააშტერებთ, გველს მოხიბლავთ, ვეფხვს შეაში-
ნებთ, ლომს მოათვინიერებთ, მაგრამ არავითარი ცდა არ გაგი-
ვათ ამ „დევთან“, გემზე აშვებულ ზარბაზანთან. მას ხომ ვერ მოკ-
ლავთ – მკვდარია და ამავე დროს ცოცხალიც. ცოცხალია რაღაც
ავბედითი სიცოცხლით, რომელიც უსაზღვროა. სარბიელად
იატაკი აქვს. სანავარდოდ გემის მოძრაობა, რომელსაც ბურთი-
ვით ათამაშებს ქარით აღელვებული ზღვა. უსაზღვრო ძალითაა
აღჭურვილი და იმავე დროს პატარა ბუმბულია, გემის, ზღვის
ზვირთებისა და ქარის სათამაშო, მაგრამ საშინელი და გამანად-
გურებელი. როგორ დაიმორჩილებთ მას? როგორ გააჩერებთ ამ
საზარელ, დამღუპველ მანქანას? როგორ გამოვიცნოთ მოსა-
ლოდნელი მიმართულება ამ უსულო მხეცისა, მისი ბრუნვა, გაჩე-
რება, ტრიალი? ყოველი მისი მოძრაობა, თუ გვერდის ფიცარს
ეცა, დამღუპველია გემისთვის. როგორ მივუხვდეთ მისი მოძ-
რაობის ვერაგობას? როგორ ავირიდოთ ასარიდებელი? ცო-
ფიანივით თარეშობს, მეხივით ჭექს და ქუხს, ხან წინ მიქრის, ხა-
ნაც უკან, ხან მარჯვნივ გაიქროლებს და ხან მარცხნივ. დარბის,
დაძრწის, აცრუებს ჩვენს მოლოდინს, ამსხვრევს, ყოველივეს,
რაც გზად ხვდება. ადამიანებს ხოცავს და სრესს, როგორც პატა-
რა ბუზებს. ამ მდგომარეობის საშინელებას გემის ფსკერის მოძ-
რაობა წარმოადგენს. რას მოიმოქმედებთ ამ მერყევ ფართობ-
თან, რომელსაც ზღვის ზვირთი ათამაშებს და ჟინს უღვიძებს?

41 მკითხველთა ლიგა
თვითონ გემში, მის აგებულებაში მოიპოვება დამწყვდეული მეხი,
რომელიც თავის „საპატიმროდან“ გათავისუფლებას ცდილობს...
და უცბად ფეხზე დადგა ყველა. შეცდომა მეზარბაზნის
დაუდევრობით იყო დაშვებული, რომელსაც კარგად არ მოეჭირა
დასაბმელი ჯაჭვის ქანჩი და ცუდად დაემუხრუჭებინა ზარბაზნის
ოთხი თვალი, რის გამოც დაიძრა ზარბაზნის თვლები, დაირღვა
დაზგის თვლების ერთიანობა და გადასწია მოკლე ღვედი, რომ-
ლითაც ზარბაზანი მიმაგრებული იყო გემის კედელზე. ზარბაზანი
მტკიცედ აღარ იდგა თავის დაზგაზე. ზღვის უშველებელი ზვირთი
ეცა საზარბაზნე დოლაბს, ცუდად დაბმულმა ზარბაზანმა უკან
დაიწია, გაწყვიტა ჯაჭვი და თავზარი დასცა ხომალდის მთელ ეკი-
პაჟს.
ისე სწრაფად და უმისამართოდ მიექანებოდა ზარბაზანი გემის
საწყობში, როგორც წვეთი წყალი გლუვ მინაზე.
ღვედი რომ გაწყდა, მეზარბაზნენი თავიანთი საქმით იყვნენ
დაკავებულნი. ცდილობდნენ, მომზადებულნი დახვედროდნენ
მოსალოდნელ ღელვასა და მტერთან ბრძოლას. ზარბაზანი ისე
მოულოდნელად ეცა მომუშავეებს, რომ ოთხი კაცი იქვე მოკლა,
შემდეგ მეორედ გასრიალდა, ორად გაჭრა ერთ-ერთი მეზ-
ღვაური, დაეჯახა გემის მარცხენა კედელთან მიდგმულ ზარბა-
ზანს და დააზიანა. გაისმა თავზარდაცემულების ყვირილი და კი-
ბეს ეცნენ ყველანი. ყუმბარები სრულიად თავისუფლად, თავისი
სურვილისამებრ მოძრაობდნენ. ახლა ზარბაზნის ხელთ იყო გე-
მისა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ხომალდის მოსამსახუ-
რეები და მეზღვაურები, რომლებიც თავზარდამცემ ბრძოლაშიც
კი გულიანად ხარხარებდნენ, ახლა შიშით თრთოდნენ.
კაპიტანი ბუაბერტელო და მისი თანაშემწე ვიევილი, კიბის
თავთან გაჩერებულიყვნენ და გონმიხდილნი, ენაჩავარდნილნი

42 მკითხველთა ლიგა
შესცქეროდნენ ზარბაზნის სრიალს. უცებ, ვიღაცამ გვერდით
აუარა და კიბეზე ჩავიდა.
ეს იყო ხომალდის მგზავრი „გლეხი კაცი“, რომლის შესახებაც
საუბრობდნენ სულ ცოტა ხნის წინ კაპიტანი და ვიევილი.
კაცი ძირს ჩავიდა და გაჩერდა.

43 მკითხველთა ლიგა
V – VIS ET VIR2

ზარბაზანი კვლავ თავისუფლად დასრიალებდა. საზღვაო სა-


ნათის შუქი სცემდა და ხან სხივით მოციაგე ჩანდა ეს მოჩვენება,
ხანაც ბნელში იკვეთებოდა მისი შემზარავი კონტურები. უმოწყა-
ლოდ განაგრძობდა გემის დარბევას, გაშმაგებით სცემდა კედ-
ლებს. ოთხი სხვა ზარბაზანი დაემტვრია უკვე, ორგან გაეპო კე-
დელი. კიდევ კარგი, რომ ზვირთსაშიში ხაზის ზემოთ იდგა, თუმ-
ცა, წყალი მაინც შევიდოდა გემში თუ ქარიშხალი ამოვარდებო-
და. წამდაუწუმ ისმოდა სამაგრის ბოძების ჭრიალი, რადგან ზარ-
ბაზანი დიდი სისწრაფით ეჯახებოდა აქეთ-იქით ყველაფერს.
ტყვიის მარცვალი რომ ჩააგდოთ პატარა ბოთლში და აჯანჯღა-
როთ, იმასაც არ ექნებოდა ისეთი მოულოდნელი და სწრაფი მოძ-
რაობა, რაც ახლა ზარბაზანს ჰქონდა. გადადიოდა და გადმო-
დიოდა ოთხი თვალი დახოცილ კაცებზე, ჭრიდა უბედურებს,
სრესდა და ასო-ასოდ ანაწილებდა. მკვდარ თავებს ისეთი გამო-
მეტყველება შერჩენოდათ, თითქოს ყვირილს აპირებენ და შვე-
ლას ითხოვენო. სისხლის ნაკადი მოედინებოდა იატაკზე ხომალ-
დის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადახრის პარალელურად.
კედლების შიდა მოფიცრულობა რამდენიმე ადგილას იყო ჩალე-
წილი. საშინელი გრგვინვა ისმოდა მთელ ხომალდზე.
კაპიტანი სწრაფად მოეგო გონს და მისი ბრძანებით ზემოდან
დააყარეს ზარბაზნებს ყველაფერი, რითაც კი შეიძლებოდა მათი
შეყენება ან შემცირება მაინც ამ საშინელი რბოლისა. ლეიბები,
თოკის კიბეები, ზედმეტი იალქნები, თოკი და ბაგირი, მოსამსახუ-
რეების ჩანთები და ყალბი ასიგნაციებიც, რითაც იყო დატვირთუ-

2 ძალა და მამაცობა

44 მკითხველთა ლიგა
ლი გემი, ყველაფერი ჩაყარეს, რადგან ინგლისის ამ სამარცხვი-
ნო საქციელს პატიოსნად წარმოებული ომის საშუალებად
თვლიდნენ მტრები.
მაგრამ რას უშველიდათ ეს ჩვრები? რამდენიმე წუთის შემდეგ
ნაძენძ ფთილად იქცა ყველაფერი.
საუბედუროდ, ზღვაც ისე ღელავდა, რომ სავსებით მოსალოდ-
ნელი იყო გემის დაღუპვა. მაგრამ იქნებ ამ გაჭირვებაში ზღვის
ღელვა კი არა, დიდი ქარიშხალი უფრო სასურველი ყოფილიყო,
რომ დაებერა, აეწია გემი და პირაღმა დაეწვინა ზარბაზანი, და
მაშინ, რაკი თვლები ზევით ექნებოდა, როგორმე მორეოდნენ ამ
მხეცს.
ამასობაში ნელ-ნელა იმსხვრეოდა ხომალდი. ანძებს დაჯახე-
ბის შედეგად კანი გასძრობოდა, ყველა მათგანს ძირი უფუჭდე-
ბოდა, რადგან გემის ფსკერში იყვნენ ჩასმულნი. ზარბაზანმა ქვე-
მო აფრის საკიდი ჩამოამტვრია წინა ანძას. თავად დიდი ანძაც
შერყეულიყო. ოცდაათიდან ათი ზარბაზანი უკვე უვარგისი იყო
სასროლად. გემის კედლებში უფრო და უფრო მრავლდებოდა
ნაპრალები და უკვე მოჟონავდა წყალიც.
„ბერიკაცი“ კიბის ბოლო საფეხურზე იდგა ქანდაკებასავით გა-
შეშებული და შეშფოთებული თვალებით შესცქეროდა ხომალ-
დის ნელ-ნელა განადგურებას.
ზარბაზნის ყოველი მოძრაობა გემს ახალ ზიანს აყენებდა. ცო-
ტა ხანიც და დაღუპვა გარდაუვალი იყო.
ან სიკვდილი ელოდა ყველას, ან დაუყოვნებლივ უნდა
შეებორკათ აწყვეტილი, თავაშვებული ლოდი, მაგრამ როგორ?
ბუაბერტელომ ვიევილს ჰკითხა:
– ღმერთი გწამთ, ვიევილ?
იმანაც დაურიდებლივ აღიარა:
– ჰო. არა. ხანდახან.

45 მკითხველთა ლიგა
– ქარიშხალში?
– დიახ... და ამისთანა განსაცდელშიც.
– მაშინ ღვთის განგებით მოხდება ის, რაც მოსახდენია!
ყველანი გაჩუმებულიყვნენ. ხომალდის შიგნით ზარბაზნის
გრიალი ისმოდა, გარედან კი მძლავრი ზვირთი სცემდა გემს,
თითქოს ორივე მხრიდან სცემენ უროსო.
და უცბად ერთი კაცი გამოჩნდა იმ მიუვალ მოედანზე, სადაც
გაცოფებული ზარბაზანი ხტოდა, ხელში გრძელი რკინის ბერკე-
ტი ეჭირა. ეს იყო სწორედ ის მეზარბაზნე, რომელმაც თავისი
დაუდევრობითა და უგულისყურობით საშინელი განსაცდელი
მოუმზადა ეკიპაჟს. „შეცდომა მე მომივიდა და მევე უნდა გამო-
ვასწოროო“, – ფიქრობდა. ცალ ხელში რკინის ბერკეტი ეჭირა,
მეორეში კი თოკი, რომლითაც საჭის ღერძზე გადადის თვლების
მოძრაობა.
საშინელი ბრძოლა დაიწყო, მართლაც რომ საარაკო, დევუ-
რი, ბრძოლა ზარბაზანსა და მის მსროლელს შორის, ბრძოლა
მკვდარსა და ცოცხალს შორის.
კაცი კუთხეში დადგა, თავის რკინითა და თოკით, ბოძისკენ
ზურგით და მაგრად იდგა, თითქოს ფოლადის აქვს ფეხებიო, გა-
ლურჯებული, ტრაგიკული, თითქოს ფესვები ჩაუყრია იატაკშიო.
იდგა და ელოდა.
ელოდა, რომ ზარბაზანს მის ახლოს გაევლო.
კარგად იცნობდა თავის ზარბაზანს, და ფიქრობდა, ისიც კარ-
გად უნდა მიცნობდესო. დიდხანს იყო ამ ზარბაზნის პატრონი.
რამდენჯერ ჩაუჩრია ხელი მის ხახაში! მხეცი იყო, მაგრამ მხეცი
შეჩვეული და ლაპარაკი დაუწყო, როგორც გაწვრთნილ ძაღლს:
– აქეთ წამოდი! – იქნებ კიდეც უყვარდა.
მაგრამ მისკენ გამოქანება მასზე გადავლას ნიშნავდა. მაშინ
დაღუპული იყო კაცი, გასრესილი და გაჭყლეტილი. როგორ აეც-

46 მკითხველთა ლიგა
დინა ეს ყოველივე? ეს იყო საფიქრალი. ყველანი მას შეჰყურებ-
დნენ გულგახეთქილნი. სუნთქვა ეკვროდა ყველას, გარდა „ბე-
რიკაცისა“, რომელიც მარტოდმარტო იდგა ამ ბრძოლის ველზე
და შეჰყურებდა მებრძოლთ.
შეიძლებოდა, თვითონ მას დასჯახებოდა ზარბაზანი და გადა-
ევლო, მაგრამ ის არც კი იძვროდა.
იმ წამს, როდესაც ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა ადამიან-
სა და უსულო მხეცს შორის, ზღვის ტალღის რაღაც უცნაურმა,
შემთხვევითმა მოძრაობამ უძრავად დააყენა ზარბაზანი.
– მოდი, აქეთ მოდი! – ეძახდა კაცი და ისიც იდგა, თითქო
ყურს უგდებსო.
და შემდეგ უეცრად გამოექანა კაცისკენ. მეზარბაზნე გადარჩა,
გვერდზე გახტა და დაიწყო ბრძოლა.
უცნაურია, მაგრამ ისე იძვროდა ზარბაზანი, იტყოდით, – ამა-
საც სული უდგასო, ოღონდ სული სიძულვილისა და გაშმაგებისა.
უსინათლო ბრინჯაო თითქოს თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
ისე იბრძოდა, თითქოს უთვალთვალებს თავის მტერსო. გეგონე-
ბოდათ, მის ლითონის სხეულში ეშმაკი ჩაჰბუდებიაო. უსაზღვრო
სისწრაფით მსრბოლი უცბად საწყობის დაბალ ჭერს ეცემოდა,
მეორე წამს დაეშვებოდა თავის ოთხ თვალზე, როგორც მძვინვა-
რე ვეფხვი თავის ბრჭყალებზე, და ისევ კაცისკენ მიქროდა. მე-
ზარბაზნეც ცქვიტი, მარჯვე, მრისხანე გველივით იკლაკნებოდა,
რომ აეცდინა მეხის დაცემა. იცოდა, ერთი შეცდომაც და სიკ-
ვდილს ვერ ასცდებოდა. ზარბაზანი კი თავისას არ იშლიდა და
ხომალდის ნაწილ-ნაწილ მსხვრევას განაგრძობდა.
ჯაჭვის ნაწყვეტი შერჩენოდა უზარმაზარი ლითონის სხეულს
ლულაზე, რომელიც ძირს დასთრევდა და ჩხარუნით მისდევდა.
ეს კი ერთიორად აზვიადებდა ზარბაზნის ყოველ მოქმედებას და

47 მკითხველთა ლიგა
საზარელ გრიალს ქმნიდა ზარბაზნის ირგვლივ. თანაც, კიდევ
უფრო ართულებდა ბრძოლას.
კაცი კი არ ნებდებოდა. ხანდახან თვითონ მივარდებოდა
ხოლმე ზარბაზანს, კედლის ძირში მიცოცავდა თავისი რკინის კე-
ტითა და ღვედით, და ისიც ისე გაურბოდა, თითქოს მიუხვდა გან-
ზრახვასო და ხაფანგში გაბმას ერიდებოდა.
დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა ამისთანა საშინელება. და
ზარბაზანმაც გადაწყვიტა, – კმარა, ახლა კი მორჩეს ყველაფე-
რიო, და გაჩერდა. დაბმულივით იდგა უსულო მხეცი და თითქოს,
რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა... და უცბად მეხივით მივარდა
კაცს. კაცი გვერდზე გახტა და შესძახა ზარბაზანს: – ერთხელ კი-
დევ! ზარბაზანმა კი ჯავრი სხვა ზარბაზანზე ამოიყარა: დაეჯახა და
გატეხა. შემდეგ მარჯვენა მხარეს, კვლავ კაცისკენ გაქანდა, რომ
გაესრისა, მაგრამ მეზარბაზნე ამჯერზეც დაუსხლტა. ლითონის
ნაჭერმა აქაც სამი ზარბაზანი დააზიანა და მერე, თითქოს ბრმა
ყოფილიყო, და არ იცის, რას სჩადისო, ზურგი შეაქცია თავის მდე-
ვარს და უკანა ნაწილით გაამტვრია გემის წინა მხრის კედელი.
კაცი კიბესთან აიტუზა. ჯერ კიდევ ხელში ეჭირა რკინის ჯოხი.
ზარბაზანი ახლა მისკენ დაგორდა, კუთხეში კედელზე მიყრდნო-
ბილ მეზარბაზნეს გადასახტომი აღარსად ჰქონდა, იღუპებოდა
კაცი. ყვირილი აღმოხდა მთელ ეკიპაჟს.
მაგრამ „ბერიკაცი“, რომელიც აქამდე უძრავად იდგა, ბრძო-
ლაში ჩაება. ყალბი ასიგნატების ერთი შეკვრა აიტაცა და ზარბა-
ზანს თვლებს შუა ესროლა. ამ სროლას, გადამწყვეტს და საბე-
დისწეროს, ვერავინ შეძლებდა მასზე უკეთ, მასზე დიდი სისწრა-
ფითა და მიზანში ამოღებით, თუნდაც დუროზელის სახელმძღვა-
ნელოს „საზღვაო ზარბაზნის ხმარების“ მიხედვით დღე და ღამე
გაესწორებინა ამ წიგნში აღწერილ ვარჯიშობაში.

48 მკითხველთა ლიგა
ასიგნატების შეკვრა მუხრუჭად მოედო ზარბაზანს... პატარა
კენჭი აჩერებს ლოდს, ხის ტოტი გზას აცვლევინებს თოვლის
ზვავს და ზარბაზანმაც წაიბორძიკა. ამ წამით ისარგებლა მეზარ-
ბაზნემ და უკანა თვალის ერთ-ერთ რიკებში ჩაარჭო დიდი რკი-
ნის კეტი. ზარბაზანი გაჩერდა.
ბერკეტად გამოიყენა კაცმა რკინის კეტი, დააწვა, დასწია და
ზარბაზანი გადააბრუნა. საშინელი გრგვინვა გაისმა, თითქო ზა-
რი ჩამოვარდა სამრეკლოდანო. საწყალ კაცს წურწურით
სდიოდა ოფლი, მაგრამ მაინც თავგანწირვით იბრძოდა, და და-
ცემულ გველეშაპს შიგ კისერში, ლულაზე მოახვია თავისი ღვე-
დი.
ბრძოლა დამთავრდა. კაცმა გაიმარჯვა. ჭიანჭველამ აჯობა
სპილოს...
ტაში შემოჰკრეს ჯარისკაცებმა და მეზღვაურებმა. ყველანი
მისცვივდნენ ზარბაზანს. ზოგს ჯაჭვი მოჰქონდა, ზოგს თოკი და
რაც შეიძლებოდა მაგრად დააბეს დამარცხებული.
გამარჯვებული მეზარბაზნე კი „ბერიკაცს“ მიუახლოვდა და
თავი დაუკრა:
– გმადლობთ, ბატონო. თქვენ გადამარჩინეთ სიკვდილს.
„ბერიკაცი“ ისევ ისე გულცივად და გაქვავებულივით იდგა და
მეზარბაზნისთვის არაფერი უთქვამს.

49 მკითხველთა ლიგა
VI – სასწორის ორი პინა

ადამიანმა გაიმარჯვა, მაგრამ არც ზარბაზანი იყო დამარცხე-


ბული. გემის დაღუპვა ამჟამად აიცდინეს, მაგრამ გადარჩენა კი
ჯერ საეჭვო იყო. გემი იმდენად იყო დაზიანებული, რომ შეუძლე-
ბელი იყო მისი შეკეთება. გარე შეფიცვრა ხუთგან იყო დაზიანე-
ბული და ერთგან წინა მხარეც. თვით ზარბაზანი, ჯაჭვებით რომ
შეკრეს, სრულიად უვარგისი და გამოუსადეგარი იყო. ამწევი
ხრახნი დაძრულიყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შეუძლებელი იქ-
ნებოდა მიზანში სროლა. მხოლოდ ცხრა ზარბაზანი დარჩა
დაუზიანებელი. სარდაფში წყალი ჩადიოდა. საჭირო იყო
დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები ხომალდის გადასარჩენად.
საშინელი სანახავი იყო გემის ქვედა ერდო. გაშმაგებული სპი-
ლო ვერ დაამტვრევდა ისე თავის გალიას, როგორც ის იყო დამ-
ტვრეული.
საჭირო იყო შეუმჩნევლად ევლო გემს, მაგრამ პირველ რიგში
მის გადარჩენაზე უნდა ეზრუნათ. მიუხედავად განსაცდელისა,
რამდენიმე სანათი გაამაგრეს მოაჯირებზე და გაანათეს გემბანი.
იმ ხნის განმავლობაში, სანამ დიდი და პატარა იმის ცდაში
იყო, რომ თავი გადაერჩინა როგორმე სიკვდილ-სიცოცხლის
ბრძოლაში, აღარც კი აგონდებოდათ ენახათ, რა ხდებოდა გემს
გარეთ...
ნისლი დასწოლოდა ზღვას. დარი გამოცვლილიყო და ქარი
თვითნებურად მიაქროლებდა გემს. ხომალდი გზას ასცდენოდა,
მიახლოებოდა ჟერსეის და გერნსეის და უფრო სამხრეთისკენ
დაშვებულიყო, ვიდრე საჭირო იყო. აღელვებული ზღვა და და-
ზიანებული გემი! ტალღა ტალღას მოსდევდა, თითქოს ამბორი
სურდათ და გემოს გასინჯვა გემის პირღია ჭრილობისო, და ყვე-

50 მკითხველთა ლიგა
ლა ხედავდა, რომ ეს ამბორი იქნებოდა მომაკვდინებელი და სა-
ზარელი.
ზღვა ისე ღელავდა, თითქოს იმუქრებაო. გრიგალივით ქრო-
და ქარი და ქარიშხალი იყო მოსალოდნელი. ახლა განსაცდელი
ყოველი მხრიდან ელოდათ. წყვდიადით იყო მოცული ცა, ზვირთს
იქით აღარაფერი ჩანდა.
გემის მოსამსახურენი ცდილობდენ ხომალდის კედლების შე-
კეთებას, რათა გზა გადაეღობათ წყლისთვის, გემში შესვლას
რომ ლამობდა. ასევე თავის ადგილზე დაემაგრებინათ მარცხს
გადარჩენილი ზარბაზნები...
„ბერიკაცი“ გემბანზე ასულიყო და დიდ ანძას მიჰყრდნობოდა.
ვერც კი შენიშნა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა გემზე. კაპიტ-
ნის ბრძანებით ორ მწკრივად განლაგებულიყვნენ დიდი ანძის
აქეთ-იქით ქვეითი ჯარისკაცები და მეზარბაზნეები. კაპიტნის
ბრძანება გაისმა და მეზღვაურებიც შეუერთდნენ მათ.
გრაფი ბუაბერტელო „ბერიკაცს“ მიუახლოვდა. მას ქოშინითა
და ბარბაცით მიჰყვებოდა ტანისამოსჩამოხეული კაცი, მაგრამ
სახის გამომეტყველება მაინც კმაყოფილი ჰქონდა.
ეს ის მეზარბაზნე იყო, რომელმაც მოახერხა საშინელი მხეცის
დამარცხება და განსაცდელს აარიდა ხომალდი.
გრაფმა სამხედრო სალამი მისცა გლეხკაცის სამოსში გამოწ-
ყობილს და მოახსენა:
– აი ის კაცი, ბატონო გენერალო.
მეზარბაზნეს თავი ჩაეღუნა და გაშეშებულივით იდგა უფრო-
სის წინაშე.
ბუაბერტელომ კიდევ ერთხელ მიმართა „ბერიკაცს“:
– ჩემო გენერალო, იმისთანა ვაჟკაცობა გამოიჩინა ამ კაცმა,
რომ იქნებ დამეთანხმოთ, ღირსი გახლავთ ჯილდოსი.
– თანახმა ვარ, – წარმოთქვა მან.

51 მკითხველთა ლიგა
– თუ ასეა, კეთილი ინებეთ და გაეცით ბრძანება, – სთხოვა
ბუაბერტელომ.
– ბრძანება თქვენ უნდა გასცეთ, თქვენ ხართ კაპიტანი.
– დიახ, მაგრამ თქვენ გენერალი ბრძანდებით, – უპასუხა
ბუაბერტელომ.
„ბერიკაცმა“ თვალი შეავლო მეზარბაზნეს და უბრძანა:
– აქ მოდი.
წინ წადგა მეზარბაზნე.
„გლეხკაცი“ კაპიტანს, გრაფ ბუაბერტელოს მიუბრუნდა, წმ.
ლუის ჯვარი ჩამოხსნა და მეზარბაზნეს გაუკეთა ლურჯ ხალათზე.
– ვაშა! – შეჰყვირეს მეზღვაურებმა. ჯარისკაცები კი თოფით
მიესალმნენ მათ.
უსახელო მგზავრმა გაკვირვებული მეზღვაურისკენ გაიშვირა
ხელი და ბრძანა:
– ახლა წაიყვანეთ და დახვრიტეთ ეს კაცი.
აღტაცებას განცვიფრება მოჰყვა. რამდენიმე წამს სიჩუმემ
დაისადგურა. და ისევ უსახელომ დაარღვია დუმილი და ხმამაღ-
ლა წარმოთქვა:
– დაუდევრობამ განსაცდელში ჩააგდო გემი. იქნებ უკვე და-
ღუპულადაც ჩაითვალოს. ახლა ვინც ზღვაშია, მტერთან არის.
ზღვით მიმავალი გემი ლაშქარია, ბრძოლის ველზე გასული. შე-
იძლება ქარი იმალებოდეს, მაგრამ წასვლით კი არსად წავა და
კვალდაკვალ მოგვდევს. ზღვაში ყველგან მტერია ჩასაფრებული.
სიკვდილით ისჯება ყოველი შეცდომა, მტერთან ბრძოლის დროს
ჩადენილი. ვაჟკაცობა დაჯილდოებული უნდა იქნას და შეცდომა
– დასჯილი.
ნელ-ნელა ხვდებოდნენ ამ სიტყვების მნიშვნელობას იქ მყოფ-
ნი და შიგ გულში ხვდებოდათ, როგორც მუხას ცულის პირი.
„ბერიკაცი“ ჯარისკაცებს მიუბრუნდა და უბრძანა მათ:

52 მკითხველთა ლიგა
– დახვრიტეთ ეს კაცი.
თავი ჩაღუნა უბედურმა მეზარბაზნემ, რომლის ხალათს წმ.
ლუის ჯვარი ამშვენებდა.
ბუაბერტელოს ბრძანებით ორი მეზღვაური ჩავიდა გემბანის
ქვეშ და ჰამაკ-სუდარა ამოიტანეს. თან გემის მღვდელი მოსდევ-
დათ. ათისთავმა მწკრივიდან თორმეტი ჯარისკაცი გამოყო და
ორ მწკრივად დააყენა. მეზარბაზნე ხმის ამოუღებლად ჩადგა მათ
შორის. მღვდელმა ჯვარი აღმართა და გვერდზე დაუდგა უბე-
დურს.
– იარეთ! – უბრძანა ათისთავმა.
ნელი ნაბიჯით წავიდა ორი მწკრივი გემის თავისკენ. უკან ორი
მეზღვაური მისდევდათ ჰამაკ-სუდარით.
გულსაკლავი დუმილი ჩამოვარდა ხომალდზე, რომელსაც
შორიდან მოსული გრიგალის ხმა არღვევდა.
რამდენიმე წამის შემდეგ თოფის ხმაც გაისმა. წამიერმა სხივ-
მა გაიელვა ბნელში და კვლავ მიჩუმდა ყოველივე. და შემდეგ
ტყაპანი მოადინა რაღაცამ, რომელიც გემიდან წყალში გადააგ-
დეს.
„ბერიკაცი“ კი ისევ ისე იდგა დიდ ანძას მიყრდნობილი, გულ-
ხელდაკრეფილი და ფიქრებში ჩაძირული.
ბუაბერტელომ მარცხენა ხელის სალოკი თითი გაიშვირა მის-
კენ და ვიევილს მიმართა ჩურჩულით:
– ძლივს პატრონი გამოუჩნდა ვანდეას!

53 მკითხველთა ლიგა
VII – ბედს ცდის ის, ვინც აფრას გაშლის

ნისლი დასდებოდა ზღვას. ზვირთებში ერეოდა მთელ ღამეს,


და ისე დასწოლოდა, რომ ჰორიზონტი არსად ჩანდა. ნისლის მე-
ტი არაფერი იყო გარშემო. ეს იყო მდგომარეობა, რომელიც სა-
შიში იქნებოდა სრულიად დაუზიანებელ გემისთვისაც კი.
ნისლს თან ერთვოდა ზღვის ღელვა.
ეკიპაჟი დროს არ კარგავდა. წყალში გადაყარეს, რაც კი ზარ-
ბაზნის მიერ იყო დამსხვრეული და ასე შეეცადნენ ხომალდის
შემსუბუქებას, გადაყარეს გაფუჭებული ზარბაზნები, დამ-
ტვრეული დაზგები, სათევზაო მოწყობილობები, ხის ან რკინის
იარაღები და ხელსაწყოები. სარკმლები გააღეს და ფიცრებით
ჩააცურეს წყალში ბრეზენტში გახვეული დახოცილთა გვამები და
მათი დაგლეჯილი ნაშთები.
ზღვის ღელვას ვეღარ უძლებდა გემი. არა იმიტომ, რომ ქარი
გაძლიერდა, პირიქით, თითქოს კიდეც შემცირდა. საქმე ის იყო,
რომ ჰორიზონტს იქით გრიგალი მძვინვარებდა და ჩრდი-
ლოეთისკენ იწევდა, მაგრამ ზვირთი მაინც მეტად მაღლა სცემ-
და. ეს ცხადი ნიშანი იყო იმისა, რომ ისეთი დაზიანებული გემი,
როგორიც „კლეიმორი“ იყო, ამ ტალღების მოძრაობას დიდხანს
ვერ გაუძლებდა.
გაკეილი საჭეს ჩაფიქრებული მართავდა.
ასეთივე ბუნების იყო ვიევილიც, თანაც რაც უფრო მეტი იყო
გაჭირვება, მით უფრო მხიარულად შესცქეროდა განსაცდელს.
– მესაჭევ, წელი სწყდება ჩვენს გრიგალს! – ხუმრობდა ის, –
ბევრიც რომ ეწვალოს, ცხვირს ვერ დააცემინებს. გადავრჩით, გა-
დავრჩით! ახლა ზურგის ქარიც დაგვიბერავს და...
გაკეილმა დარბაისლურად უპასუხა:
– ქარს ღელვაც თან ახლავს, ჩემო ბატონო.
54 მკითხველთა ლიგა
არც მხიარული, არც დაღონებული, ასეთია მეზღვაური. არც
პასუხს იძლევა დამამშვიდებელს. გემში თუ წყალი შევიდოდა,
თუ ტალღაც მიემატებოდა, კიდევ უარესი დღე ელოდათ. და თა-
ვის სიტყვების ამ აზრს ხაზი გაუსვა გაკეილმა წარბის შეჭმუხნით,
რადგან უადგილოდ ეჩვენა ზარბაზნის მიერ მიყენებული მარ-
ცხის ხუმრობაში გატარება. ბევრი რამ არის უბედურების მომას-
წავებელი, როდესაც ზღვის ანაბარად ხარ დარჩენილი. ვინ იცის,
გულში რა უდევს ამ უკიდეგანო სივრცეს. სიფრთხილეს თავი არ
სტკივა.
ვიევილმაც იგრძნო, რომ ხუმრობის დრო არ იყო.
– სადა ვართ, მესაჭევ?
და პასუხი მიიღო:
– ღვთის განგებაში.
„მესაჭე ბატონია, – გაიფიქრა ვიევილმა, – ნება უნდა მისცე,
ყოველთვის თავისებურად მართოს საჭე, და ხშირად თავისებუ-
რად თქვას სიტყვაც. ასეც რომ არ იყოს, ლაპარაკი ეზარება ამ-
გვარ კაცს“, – და თავი დაანება გაკეილის.
ზღვას ისევ ნისლი ფარავდა. შორს, სადამდეც თვალი მის-
წვდებოდა, ბუნდოვან სინათლეში ზღვის ღელვა და ზვირთები
მოჩანდა. ცას ღრუბელი აჰფარებოდა, მაგრამ ზღვას არ ეხებო-
და; აღმოსავლეთით მკრთალ სინათლეს შეამჩნევდა კაცი, რაც
გათენებას მოასწავებდა; დასავლეთით რაღაც თეთრი ციალი
მოჩანდა – ნიშანი მთვარის ჩასვლისა. ჰორიზონტის ეს ორი
მკრთალი ნათება ერთმანეთის მოპირდაპირე ორ ვიწრო ზოლად
გადაშლილიყო მოქუფრულ ზღვასა და მოღრუბლულ ცას შორის.
და სწორედ ამ დროს ამ ორ სინათლეზე იხატებოდნენ შავი, მაღ-
ლა ამართული, უძრავი სილუეტები.
დასავლეთით, მთვარით განათებულ ცაზე, სამი მაღალი
კლდე მოჩანდა. აღმოსავლეთით კი თვალს მოჰკრავდით ცის-

55 მკითხველთა ლიგა
კრის ფერმკრთალ ჰორიზონტზე რვა ხომალდს, ერთმანეთის
მიჯრით რომ მოცურავდნენ და ერთმანეთს შორის გაუვალი მან-
ძილით რომ იყვნენ დაშორებულნი.
სამი კლდე – ბრაგი იყო, რვა გემი – მთელი ესკადრა.
უკან კიდევ მანკიერის კლდე მოჩანდა, რომელსაც საშინელი
სახელი ჰქონდა გავარდნილი, და წინ – საფრანგეთის სადარაჯო
გემები, აღმოსავლეთით – უფსკრული, დასავლეთით – სისხლის
ღვრა. აქეთ გემის დაღუპვა, იქით კი მძლავრ მტერთან ბრძოლა.
ბრაგისკენ წავიდოდა გემი, კედელი რომ დახვრეტილი არ
ჰქონოდა. ბრძოლას აირჩევდა, მაგრამ ოცდაათი ზარბაზნიდან
ოცდაერთი მწყობრიდან გამოსული იყო და ზარბაზნის მიერ და-
ხოცილი, საუკეთესო მეზარბაზნენიც ზღვის ძირში ეყარნენ.
განთიადი მოახლოვდა, მაგრამ ჯერ ისევ ბნელოდა. იქნებ
კარგა ხანს ღირსებოდათ ეს სიბნელე, რადგან ცას მაღლა სქე-
ლი, სხივგაუვალი ღრუბელი მოჰფენოდა და მჭიდრო თაღად გა-
დაშლილიყო ზღვაზე.
ქარი თავისას არ იშლიდა, და ახლა მანკიერის კლდისკენ მი-
აქცია გემი.
უზომოდ დაღლილი, გატეხილი, ანძებმორყეული ხომალდი
თითქმის აღარ ემორჩილებოდა საჭეს; თვითონ კი არ მიდიოდა,
არამედ ქარი მიაცურებდა თავის ნებაზე.
განსაცდელით სავსე მანკიერის კლდე მაშინ უფრო სალი იყო,
ვიდრე დღეს. ამ უფსკრულის მიუვალი სიმაგრის რამდენიმე მახ-
ვილკედლიანი ციცაბო უკვე ჩამოეჭრა ზღვის დაუნდობელ ტალ-
ღას. ზღვის პირის კლდის აგებულება დროდადრო იცვლება
ხოლმე. ტყუილად კი არ დაარქვა ხალხმა ტალღას მახვილი –
ზღვის ყოველი მოქცევა, ზღვის ყოველი ზვირთი ხერხის პირია
კლდისთვის. მიუვალი იყო იმ დროს მანკიერი და დაიღუპებოდა,
ვინც მას მიუახლოვდებოდა.

56 მკითხველთა ლიგა
რაც შეეხება რვა სადარაჯო გემს, ეს იყო ქ. კანკალის ესკად-
რა, რომელმაც შემდეგში კაპიტან დუშენის მეთაურობით იმდე-
ნად ისახელა თავი, რომ ლეკინიომ თავის გაზეთს „პერ დუშენი“
დაარქვა.
მდგომარეობა კრიტიკული იყო. გემი შეუმჩნევლად თავის
გზას ასცდენოდა ზარბაზანთან ბრძოლაში და უფრო გრანვილის-
კენ იწევდა, ვიდრე სენ-მალოსკენ. კიდეც რომ შესძლებოდა თა-
ვისი სურვილისამებრ ცურვა და აფრის გაშლა, ჟერსეისკენ ვე-
ღარ გაბრუნდებოდა, რადგან წინ მანკიერი ეღობებოდა და ეს-
კადრა გზას გადაუღობავდა საფრანგეთში შესასვლელად.
ქარიშხლის შიში აღარ იყო, მაგრამ, მესაჭის სიტყვისა არ
იყოს, ქარი განუწყვეტლივ ქროდა, რომელსაც ღელვაც თან ახ-
ლდა. ქარი სცემდა ზღვას, თავისი სურვილისამებრ მიაქანებდა
მის ტალღებს კლდოვან ძირში და პატარა ნაფოტივით ათამაშებ-
და გემს.
ზღვა არასოდეს გააჟღერებს თავის სურვილს. ყველაფერი
ზღვის გულში, მის ჩანაფიქრში უნდა ვეძებოთ. წინ მიიწევს და
უკან იხევს, აღგითქვამს და უარგყოფს, გააფთრებული გეჩვენება
და უცბად დაწყნარდება, შთანთქმას გიქადის, უფსკრულს, და
მყისვე იღიმება, აღმოსავლეთით გემუქრება და დასავლეთით
დაგკრავს...
მთელ ღამეს ნისლი და ქარიშხლის შიში აწვალებდა
„კლეიმორს“. გრიგალით აშინებდა მას და წინ კი კლდე აღუმარ-
თა. ამ უბედურებას მტრის მიერ ამოჟლეტაც ემატებოდა. ერთ
მტერს მეორე ემატებოდა.
ვიევილი მაინც კარგ გუნებაზე იყო და სიცილნარევი ხმით შეს-
ძახა:
– აქეთ გემის დამსხვრევა, იქით ბრძოლით სიკვდილი!..

57 მკითხველთა ლიგა
VIII – 9=380

ბედის ანაბარად მიგდებულს ჰგავდა გემი. აკლდამური


„ზეიმობა“ მორეოდა მკრთალ, გაბნეულ სინათლეს, შავით მორ-
თულ ღრუბელს. ქარი იყო რომ მტრულად ქროდა, თორემ სხვა
ყველა და ყველაფერი დუმილს მოეცვა. განსაცდელი დიდებუ-
ლად ამოდიოდა უფსკრულიდან და მოჩვენებას უფრო ჰგავდა,
ვიდრე იერიშით მომავალს. კვლავ უსაზღვრო დუმილი ჩამოწო-
ლილიყო. ნამდვილი იყო ეს ყველაფერი თუ ლანდი, ზღვის ზემო-
დან მიმავალი? ძველ თქმულებებში მრავლად გვხვდება მსგავსი
ამბები...
ბუაბერტელომ ჩუმი ხმით გასცა ბრძანება. ვიევილი ზარბაზნე-
ბისკენ გაემართა, კაპიტანმა ჭოგრიტი აიღო, უკან დაიწია და
გვერდით დაუდგა მესაჭეს.
მთელ თავის გამოცდილებას იყენებდა გაკეილი, რომ გემი
ტალღებისთვის აერიდებინა, რადგან გვერდიდან ქარისა და
წყლის შემოტევა ხომალდის უეჭველ ჩაძირვას მოასწავებდა.
– მესაჭევ, – მიმართა კაპიტანმა, – სად ვართ?
– მანკიერის კლდეებთან.
– რა მხრიდან?
– ავი მხრიდან.
– ძირი როგორია?
– სალი კლდე.
– ვერ შევძლებთ სადმე მიყრდნობას?
– სიკვდილს ყოველთვის შევძლებთ.
კაპიტანმა აღმოსავლეთისკენ მიმართა თავისი ჭოგრიტი და
გახედა მანკიერის კლდეს, შემდეგ დასავლეთისკენ – სადარაჯო
გემების იალქანს.

58 მკითხველთა ლიგა
მესაჭე კი თავისას გაიძახოდა, თითქოს თავის თავს ელაპარა-
კებაო.
– მანკიერი გახლავთ. მეთოვლიას დასასვენებელი კლდე,
როდესაც გუნდად მოფრინავს ჰოლანდიიდან.
კაპიტანი ამ დროს ესკადრის გემებს უთვალთვალებდა.
მართლაც რვა გემი ჩანდა. მწყობრად ჩამწკრივებულიყვნენ.
მათ შუაში ერთი უზარმაზარი გემი მოჩანდა, სამი გემბანით აღ-
ჭურვილი.
კაპიტანი ისევ მესაჭეს მიუბრუნდა:
– იცნობთ ამ გემებს?
– ძალიან კარგად, – უპასუხა გაკეილმა.
– რა გემებია?
– ესკადრა.
– საფრანგეთის?
– ეშმაკისა და ქაჯის.
მცირე ხანს სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ კაპიტანმა განაგრძო:
– მთელი ესკადრა?
– მთელი არ არის.
და მართლაც, ორ აპრილს ვალაზემ მოახსენა კონვენტს, რომ
ლამანშის სადარაჯოდ დანიშნული იყო თექვსმეტი გემი. კაპიტან-
საც მოაგონდა ეს მოხსენება.
– დიახ, ესკადრას თექვსმეტი გემი დაუნიშნეს. აქ კი სულ რვა-
ა.
– დანარჩენები, – განაგრძო გაკეილმა, – ქვემოთ არიან და
მთელ ზღვისპირეთს დარაჯობენ.
კაპიტანი ისევ ესკადრას გასცქეროდა და წარმოთქვა:
– სამგემბანიანი... ორი გემი პირველი ხარისხისაა, ხუთიც
მეორე ხარისხს ეკუთვნის.

59 მკითხველთა ლიგა
– ისინი დარაჯობენ, და მეც კარგად ვიჯაშუშე, მანდ რომ ვიყა-
ვი, – ჩაიცინა გაკეილმა.
– კარგი გემებია, – თქვა კაპიტანმა, – ცოტა ხანს მეც დავყავი
მათთან.
– მეც კარგად ვიცნობ მათ, – თქვა მესაჭემ, – ერთმანეთში არ
ამერევიან. დაწვრილებით მახსოვს ყველას ნიშნები.
კაპიტანმა მესაჭეს გადასცა ჭოგრიტი.
– მესაჭევ, ხომ კარგად ხედავთ მაღალ გემს?
– დიახ, ჩემო კაპიტანო. „კოტ-დ-ორი“ გახლავთ.
– იმათ მიერ გადანათლული, – თქვა კაპიტანმა, – აქამდე
„ბურგუნდის შტატი“ ერქვა ამ ხომალდს. მასზე ას ოცდარვა ზარ-
ბაზანი ეტევა.
კაპიტანმა პატარა რვეული და ფანქარი ამოიღო უბიდან და
ჩაიწერა 128.
შემდეგ განაგრძო:
– მესაჭევ, რა გემია, მარცხნივ რომ დგას, პირველი?
– „გამოცდილი“ გახლავთ.
– პირველი ხარისხისაა. ორმოცდათორმეტი ზარბაზანი აქვს.
კაპიტანმა კვლავ ჩაინიშნა ციფრი 52 თავის წიგნაკში.
– მეორე, მარცხნიდან?
– „დრიადი“.
– პირველი ხარისხისაა. ორმოცი ზარბაზანია მასზე, სიგანით
თვრამეტიანი. ინდოეთში არის ნამყოფი.
და 52-ს ქვემოდან 40 მიუწერა.
– ახლა მარჯვენა მხარეზე მითხარი რამე.
– ჩემო კაპიტანო, ეგ სულ მეორე ხარისხის გემებია. ხუთი გახ-
ლავთ.
– რა ჰქვია პირველს, სამგემბანიანის გვერდით?
– „გამბედავი“.

60 მკითხველთა ლიგა
– ოცდათორმეტი. მეორეს?
– „რიშმონი“.
– იმავე ძალისაა. მერე?
– „ათე“.
– უცნაური სახელია ზღვაში მიმავლისთვის. მერე?
– „კალიპსო“.
– მერე?
– „დამპყრობი“.
– ხუთჯერ ოცდათორმეტი ზარბაზანი.
და ზემოთ აღნიშნულ რიცხვებს ქვემოდან ას სამოცი მიაწერა.
– მესაჭევ, ხომ კარგად იცნობთ ყველას?
– თქვენ, ჩემო კაპიტანო? თქვენ კარგად იცით ესკადრა. მე
მხოლოდ ვცნობ, თქვენ კი გცოდნიათ კიდეც, მათი ამბავი.
კაპიტანი თავის რვეულს დააცქერდა.
– ას ოცდარვა, ორმოცდათორმეტი, ორმოცი, ას სამოცი...
ამ დროს ვიევილი ამოვიდა ქვემოდან.
– ვიევილ, – შესძახა კაპიტანმა, – ჩვენს წინააღმდეგ სამას
ოთხმოცი ზარბაზანია გატენილი.
– იყოს სამას ოთხმოცი, – თქვა ვიევილმა.
– თუ ასეა, შეამოწმეთ ჩვენები! რამდენი ყუმბარა გვაქვს და
როგორ შეიძლება მათი გადანაწილება!
– ცხრა ზარბაზნით უნდა ვებრძოლოთ.
– ცხრა იყოს, – თქვა ახლა ბუაბერტელომ.
ჭოგრიტი გამოართვა მესაჭეს და ჰორიზონტს გადაავლო თვა-
ლი.
თითქოს უწყინრად იდგა რვა შავი გემი. ჯერ პატარად, მაგრამ
შემდეგ შესამჩნევად გაიზარდნენ. ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ
ერთმანეთს მტრები.
ვიევილი მხედრულად გამოეჭიმა თავის კაპიტანს:

61 მკითხველთა ლიგა
– მოისმინეთ, კაპიტანო, ჩემი მოხსენება: უნდობლად მიმაჩ-
ნდა ეს „კლეიმორი“. ჭირივით მეჯავრება უცბად დაძვრა გემისა,
რომელიც მე არ მიცნობს, ან რომელსაც არ ვუყვარვარ. ინგლი-
სის გემია, საფრანგეთის მტრის, რაც ცხადად დაამტკიცა იმ გა-
საოცარმა ზარბაზანმა. ის ზარბაზანი, თორემ სხვა ყველა კარგი
იყო. დავიარე, გავსინჯე. საგანგებო ღუზები, უბრალო რკინის კი
არა, უროთი შეჭედილი იყო რამდენიმე წყებად. ბაგირები – ძა-
ლიან მაგარი, ადვილად გასაწევი და თანაც ორას ორმოცდაათი
მეტრი სიგრძისა; საკმარი მარაგი იყო სასროლი მასალისაც.
მაგრამ ახლა ექვსი მეზარბაზნე მკვდარი იყო.
– სულ ცხრა ზარბაზანიღა შემოგვრჩა, – წარმოთქვა სინანუ-
ლით კაპიტანმა.
ბუაბერტელომ ისევ ესკადრისკენ მიმართა ჭოგრიტი. ნელ-
ნელა უახლოვდებოდნენ გემები.
იმ დროის ზარბაზანს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ სამი კა-
ციც საკმარისი იყო მის ასამოქმედებლად. მაგრამ ნაკლიც ჰქონ-
და: შორს ვერ ისროდა და მიზანსაც კარგად ვერ იღებდა. საჭირო
იყო ახლოს მოეშვათ ესკადრა, რომ გასროლილი ყუმბარა მი-
ზანს მოხვედროდა.
კაპიტანმა ჩუმი ხმით გასცა ბრძანება. ყველანი გაირინდნენ.
განგაში არ აუტეხავთ, მაგრამ სამზადისი კი იყო. გემს არანაირი
ბრძოლა არ შეეძლო არც მტერთან, არც ზღვის ღელვასთან, და
ამიტომაც ეცადნენ გამოეყენებინათ ყველაფერი, რაც კი მოეპო-
ვებოდათ მტრის საზიანოდ. მეზღვაურებმა დააგროვეს რაც კი
გემბანზე თოკები ჰქონდათ, რომ საჭიროებისამებრ გაემაგრები-
ნათ ანძები. წესისამებრ მოაწყვეს დაჭრილების ოთახიც. მეზ-
ღვაურების მაშინდელი ჩვეულების თანახმად გემბანს გვერდები
გაუმაგრეს, რაც კარგად ააცდენდა ტყვიას, მაგრამ ყუმბარისგან
კი ვერ დაიფარავდა მათ. ყველა მეზღვაურს მისცეს სავაზნე, შე-

62 მკითხველთა ლიგა
მოარტყეს ხანჯალი და ორ-ორი დამბაჩა ჩაუდეს ქამარში; საწო-
ლები დაკეცეს; ზარბაზნების ლულები ესკადრისკენ მიმართეს;
თოფოსნები მოამზადეს; იქვე, გემბანზე დაალაგეს ცულები და
გრძელტარიანი კავები; გააღეს ყუმბარის, ტყვიისა და თოფისწამ-
ლის საწყობი; ყოველივეს ხმის ამოუღებლად აკეთებდნენ. უნდა
აღინიშნოს, რომ სწრაფი იყო ეს მზადება და თანაც, პირქუში.
შემდეგ გემი გააჩერეს. ექვსი ღუზა ჰქონდა „კლეიმორს“, რო-
გორც დიდ გემებს. ექვსივე წყალში ჩაუშვეს, – სამარაგო ღუზა
წინ, გასაჩერებელი – უკან, საზვირთე – ქარის მხრივ, უკუმისაქ-
ცევი – მის პირდაპირ, მარცხენა – მარჯვნივ და მარჯვენა – მარ-
ცხნივ.
მარცხს გადარჩენილი ცხრა ზარბაზანი გაამწკრივეს ერთ მხა-
რეს და ყველას პირი მტრისკენ მიაქციეს.
ესკადრაც ჩუმად ემზადებოდა საბრძოლველად. რვა გემს უკ-
ვე რგოლი შეეკრა, რომლის ქორდა მანკიერს უერთდებოდა. ამ
ერთ რგოლში მომწყვდეული „კლეიმორი“ კი კლდეს იყო მიყ-
რდნობილი...
„მწევრები ტახს შემოხვეოდნენ, არ იყეფებოდნენ, მაგრამ იღ-
რინებოდნენ“, – ლიტერატურულად ასეთი შეფასება იყო გამარ-
თლებული ამ სურათის აღსაწერად.
„კლეიმორის“ მეზარბაზნეები თავ-თავიანთ ადგილებზე გან-
ლაგდნენ.
ბუაბერტელომ ვიევილს გაუზიარა თავისი წადილი:
– მგონი, მე დავიწყებ ბრძოლას.
– როგორც შეჰფერის კეკლუცს, მრავალ აშიყის სატრფოს, –
მიუგო ვიევილმა ღიმილით.

63 მკითხველთა ლიგა
IX – ერთი მაინც გადარჩეს

„ბერიკაცი“ ისევ გემბანზე იდგა და გულგრილად შეჰყურებდა


გარშემო ყველაფერს.
ბუაბერტელო მიუახლოვდა მას და მოახსენა:
– ყველაფერი მზად გახლავთ, ბატონო. გათხრილია ჩვენი სა-
მარე და ვეცდებით ძვირად დავუსვათ მტერს ჩვენი სიკვდილი. ახ-
ლა ორ ცეცხლშუა ვართ – იქ ესკადრა და აქ ეს კლდე. ან მტერს
უნდა დავნებდეთ, ან აქვე დავიღუპოთ. სხვა გზა არ გვაქვს! ერთა-
დერთიღა დაგვრჩენია – სიკვდილი. დახრჩობას ბრძოლა სჯობს
და ჩვენც ვიბრძვით. დახრჩობას ტყვიით გამგმირონ, ის მირჩევ-
ნია. დიახ, რაკი სიკვდილზე მიდგა საქმე, წყალს ცეცხლი სჯობს.
მაგრამ სიკვდილი ჩვენი ხვედრია, ბატონო, და არა თქვენი.
თქვენ დიდებულთაგან არჩეული ბრძანდებით და დიდებული და-
ვალება გაქვთ – თქვენ უნდა აწარმოოთ ვანდეელების ომი რეს-
პუბლიკის წინააღმდეგ. თქვენ რომ დააკლდეთ ამ ომს, იქნებ
თვით მონარქიასაც მოეღოს ბოლო; თქვენ უნდა გადარჩეთ,
ვალდებული ხართ იცოცხლოთ. ჩვენ კი სახელი გვავალებს აქ
დავრჩეთ და ვაჟკაცურად დავუხვდეთ სიკვდილს; თქვენი კი – თა-
ვის გადარჩენას გავალებთ და სიცოცხლეს. უნდა წახვიდეთ, ჩე-
მო გენერალო! ნავს გამოგიყოფთ ერთ კაცთან ერთად. შეუძლე-
ბელი არ გახლავთ შორს მოვლით ნაპირს მიუდგეს ნავი. ჯერ არ
გათენებულა. მაღალი ზვირთი... ბნელი ზღვა... ცდა ბედის მონა-
ხევრეა. ზოგჯერ ბრძოლიდან გაქცევა ბრწყინვალე გამარჯვების
ტოლფასია.
„ბერიკაცმა“ ხმის ამოუღებლად დაუქნია თავი კაპიტანს თან-
ხმობის ნიშნად.
ბუაბერტელომ ხმა აამაღლა:
– ჯარისკაცებო და მეზღვაურებო!
64 მკითხველთა ლიგა
ყოველგვარი მოძრაობა შეწყდა ეკიპაჟის წევრებს შორის. გა-
შეშებულებივით იდგნენ ყველანი თავ-თავიანთ ადგილას და შეს-
ცქეროდნენ კაპიტანს.
– ჩვენთან მეფის წარმომადგენელი ბრძანდება. ჩვენ მოგვან-
დეს მისი სიცოცხლე და პირნათლად უნდა ავასრულოთ ეს დავა-
ლება. ჩვენი თანამგზავრი საჭიროა საფრანგეთის ტახტისთვის.
რადგან პრინცი არ გვყავს, მან უნდა იკისროს ვანდეელების მხე-
დართმთავრობა. ის დიდი კაცია, დიდი სამხედრო გამოცდილე-
ბის პატრონი. ჩვენთან ერთად უნდა მიბრძანებულიყო საფრან-
გეთში... ვინც მეთაურს გადაარჩენს, გამარჯვებაც მისია.
– მართალია, მართალი! – გაისმა ხომალდის ყველა მხრი-
დან.
კაპიტანმა განაგრძო:
– ჩვენც და მასაც დიდი განსაცდელი მოელის. არც ისე ადვი-
ლია ნაპირზე გასვლა. დიდი უნდა იყოს ნავი, რომ ამ ზვირთებს
გაუძლოს, და პატარა უნდა იყოს, რომ ამ ესკადრას გაეპაროს.
საჭიროა იმისთანა ადგილზე მივაყენოთ ნავი, რომ საშიშროება
ნაკლებად ემუქრებოდეს. ერთი მეზღვაური გვინდა, ყოჩაღი ბიჭი,
რომ კარგად უსვამდეს ნიჩბებს და კარგად ცურავდეს. ჯერ კიდევ
საკმაოდ ბნელა და ძნელი არ იქნება მტრის შეუმჩნევლად ნავის
გაპარება. გარდა ამისა, სროლას ავტეხთ და იმისთანა კვამლს
მოვახვევთ აქაურობას, რომ მისი დანახვა ვერავინ შეძლოს. ჩვენ
გასასვლელი აღარსად გვაქვს, ბატონს კი ამის შანსი აქვს. ნიჩბე-
ბის მოსმაა საჭირო. ისე გაივლის ნავი, რომ თვალსაც ვერ მოჰ-
კრავენ ისინი, და, უკვე გითხარით, ნავის გასვლის დროს ისე გა-
ვართობთ ჩვენს „სტუმრებს“, რომ თავი აღარ ახსოვდეთ. რას იტ-
ყვით?
– თანახმა ვართ! თანახმა ვართ! – შესძახეს მეზღვაურებმა და
ჯარისკაცებმა.

65 მკითხველთა ლიგა
– მაშ, დროს ნუ ვკარგავთ, – განაგრძო კაპიტანმა, – ვის უნდა
ამ საქმის მოგვარება?
ერთი მეზღვაური გამოვიდა მწყობრიდან და მოახსენა კაპი-
ტანს:
– ნება მიბოძეთ, კაპიტანო!

66 მკითხველთა ლიგა
X – გადარჩება კი?

რამდენიმე წამის შემდეგ გემს მოსცილდა პატარა ნავი, რო-


მელსაც მეზღვაურები კიკოს უწოდებენ. ორი კაცი იჯდა ამ ნავში,
– „ბერიკაცი“ და „კლეიმორის“ ერთ-ერთი მეზღვაური, რომელ-
მაც თავად ინება ამ დავალების შესრულება. ჯერ კიდევ ბნელო-
და. კაპიტნის ბრძანების თანახმად, მეზღვაური ნავს მანკიერის-
კენ მიაქანებდა. თუ გაძვრებოდნენ, მხოლოდ ამ კლდით, სხვა
გზა აღარ იყო.
ნავში ცოტა სურსათიც ჩაეყარათ, – ერთი ტომარა გამხმარი
პური, ლორის ნაჭრები და ერთი კასრი წყალი.
და იმ დროს, როდესაც კოკი უნდა დაძრულიყო, ვიევილი
(ასეთ დროსაც კი არ იშლიდა თავისას), ამ სიტყვით გამოეთხოვა
მიმავალთ:
– კარგი რამ არის ეგ კიკო გასაქცევად და უფრო კარგი დასახ-
რჩობად.
– რა დროს ხუმრობაა, ბატონო? – უპასუხა განცვიფრებულმა
მეზღვაურმა.
შურდულივით მისრიალებდა ნავი. ზღვის ღელვაც და ზურგის
ქარიც მას ეხმარებოდა.
რაღაც გაუგებარი, ავბედითი მოლოდინი იდგა ზღვაზე.
და ამ მღელვარე ოკეანის უსაზღვრო დუმილში უცბად გაისმა
ხმის გადამცემით გაძლიერებული მჭექარე ხმა.
ეს კაპიტან ბუაბერტელოს სიტყვა იყო, მეზღვაურებისა და ჯა-
რისკაცებისადმი მიმართული:
– მეზღვაურნო მეფისანო! თეთრი დროშა ააფრიალეთ დიდ
ანძაზე. დღეს უკანასკნელად ვნახავთ ამომავალ მზეს.
და ზარბაზანმაც იქუხა.
– ჩვენს მეფეს გაუმარჯოს! – შესძახა ყველამ.
67 მკითხველთა ლიგა
და შორიდან კიდევ სხვა ხმა გაისმა ამის პასუხად, მედგარი,
შორეული, მაგრამ ადვილად გასაგონი:
– რესპუბლიკას გაუმარჯოს!
საშინელი გრგვინვა მოჰყვა ამ ძახილს, თითქოს სამასმა მეხ-
მა დაიჭექა ოკეანის უფსკრულშიო.
ბრძოლა იწყებოდა.
ზღვას კვამლი და ცეცხლი მოედო.
„კლეიმორმა“ პირი დააღო და ცხრა ზარბაზნის ცეცხლით
„გაუმასპინძლდა“ ესკადრას. ისინიც თავის მხრივ ერთ რგოლად
შემოხვეოდნენ განწირულს და მთელი თავის ზარბაზნებით ერთ
მიზანს სცემდნენ. ისე გაცეცხლდა ჰორიზონტი, ცეცხლისმფრქვე-
ვი მთა გეგონებოდათ, ზღვის ძირიდან ამოვარდნილი. ქარში ხან
ლანდივით გამოჩნდებოდნენ გემები და ხან ქრებოდნენ. და ამ
ცეცხლოვანი სივრცის პირველ რიგში ამართულიყო შავი ჩონჩხი
„კლეიმორისა“.
დიდი ანძის კენწეროზე დროშა ფრიალებდა.
პატარა ნავით მიმავალნი ჩუმად იყვნენ.
მანკიერის კლდის სამკუთხა მეჩეჩი უფრო დიდია, ვიდრე მთე-
ლი ჟერსეის კუნძული. ზღვა ფარავს ამ ფართობს. უმაღლეს წერ-
ტილად პატარა მწვერვალი აქვს, სადამდეც ძალიან მაღალი
ტალღებიც ვერ აღწევენ. ამ მწვერვალიდან ჩრდილო-
აღმოსავლეთისკენ ექვსი ძლიერი ქედი მიიწევს სწორი ხაზით და
იმისთანა შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს კედელი ყოფილი-
ყოს აქ აშენებული, ალაგ-ალაგ დანგრეული. სრუტე, მწვერვალი-
სა და ექვსი კლდის შუა გასავალი, იმდენად ვიწროა, რომ მასში
გავლა მხოლოდ ძალიან პატარა გემს შეუძლია. სრუტეს გასცდე-
ბა კაცი და უკვე ზღვაშია.
მეზღვაურმაც სწორედ აქ შეიყვანა ნავი.

68 მკითხველთა ლიგა
ამგვარად, მებრძოლთა და ნავს შუა მანკიერის კლდე იყო
ამართული. დიდი სიფრთხილით მიცურავდა წინ, ვიწრო გასას-
ვლელში. მოხერხებულად უქცევდა გვერდს – მარჯვნივ იქნებო-
და, თუ მარცხნივ – ბრაგებს. მტრის შიში აღარ ჰქონდა, რადგან
უკვე მიეფარა მანკიერს. რაც უფრო წინ მიიწევდნენ, ზარბაზნების
სროლის ხმა უფრო ნაკლებად ისმოდა. ცხადი იყო, „კლეიმორი“
ჯერ კიდევ მედგრად იბრძოდა და ცდილობდა უკლებლივ
დაეხარჯა თავისი ას ოთხმოცდათორმეტი ყუმბარა.
ცოტა ხნის შემდეგ ნავი ფართო ზღვაში გავიდა, უკან მოიტოვა
კლდეები, ბრძოლა, იმდენად შორს იყო მათგან, რომ ყუმბარა ვე-
ღარ მისწვდებოდა.
ნელ-ნელა სჯობნიდა მკრთალი სინათლე ზღვაზე გადაშლილ
წყვდიადს, ფართოვდებოდა თვალგადასაწვდენი სივრცე, ნათე-
ლი ეფინებოდა ზღვის ტალღას.
მტრის შიში აღარ ჰქონდათ ნავში მსხდომთ, მაგრამ ჯერ კიდევ
წინ იყო განსაცდელი. ზარბაზნებს გადაურჩა, მაგრამ ზღვის
გრგვინვას ჯერ არ იყო გადარჩენილი. შუა ზღვაში ოკეანისა და
ქარიშხლისგან თავის დასაცავად ნიჩბის მეტი არაფერი ჰქონ-
დათ...
და ამ განმარტოებაში, ამ უსაზღვროობაში უკან მჯდომ „ბერი-
კაცს“ მიუბრუნდა ფერმიხდილი სახით მეზღვაური და კბილებში
გამოცრა:
– მე იმ მეზარბაზნის ძმა ვარ, თქვენ რომ დაახვრეტინეთ...

69 მკითხველთა ლიგა
წიგნი მესამე – ჰალმალო

I – სიტყვის ძალა

„ბერიკაცმა“ ნელ-ნელა ასწია თავი.


ოცდაათი წლის იქნებოდა მეზღვაური, შუბლი მზისაგან ჰქონ-
და დამწვარი და თვალები გლეხკაცური გულწრფელობით უბ-
რწყინავდა. მაგრად ეჭირა ხელში ნიჩბები. ავკაცს არ ჰგავდა.
ხანჯალი ეკრა, ქამარში ორი დამბაჩა უჩანდა და კრიალოსა-
ნი.
– ვინ ხარ შენ? – ჰკითხა მოხუცებულმა.
– აკი მოგახსენეთ.
– მერე რა გინდა ჩემგან?
მეზღვაურმა ნიჩბებს ხელი უშვა, ხელები გულზე დაიკრიფა და
კითხვის დამსმელს პასუხი გასცა:
– თქვენი მოკვლა მსურს!
– როგორც გენებოს, – უთხრა „ბერიკაცმა“.
ხმა აიმაღლა მკვლელმა:
– მაშ, მოემზადეთ.
– რისთვის მოვემზადო?
– სიკვდილისთვის.
– რატომ?
დუმილი ჩამოვარდა. ეტყობოდა, აღარ მოელოდა ამ კითხვას
მეზღვაური. მერე გაუმეორა:
– აკი მოგახსენეთ, უნდა მოგკლათ.
– მე კიდევ გეკითხები, რატომ უნდა მომკლა?
მრისხანებით აენთო თვალები მეზღვაურს:
– იმიტომ, რომ თქვენ მოაკვლევინეთ ჩემი ძმა.

70 მკითხველთა ლიგა
– ჯერ სიკვდილს გადავარჩინე, – მშვიდად მიუგო „ბერიკაც-
მა“.
– მართალია, ჯერ სიკვდილს გადაარჩინეთ და მერე მოკა-
ლით.
– მე არ მომიკლავს.
– მაშ, ვინ მოკლა?
– თავისმა შეცდომამ.
პირღია დარჩა მეზღვაური. მერე ისევ საზარლად შეიჭმუხნა
წარბები.
– რა გქვია? – ჰკითხა უცებ „ბერიკაცმა“.
– ჰალმალო მქვია, მაგრამ ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს?
ნუთუ ახლა გინდათ გაიგოთ ჩემი სახელი, როცა მოკვლას გიპი-
რებთ?
ამ დროს მნათობი ამოიწვერა ცაზე. მზის სხივმა სახე გაუნათა
მეზღვაურს და მთლიანად გაანათა ეს ველური არსება, რომელიც
თვალებს არ აცილებდა „ბერიკაცს“.
სროლა კიდევ ისმოდა შორიდან, მაგრამ უკვე ნაწყვეტ-
ნაწყვეტ, დროგამოშვებით. ჰორიზონტს კი შავი ღრუბელივით
დასწოლოდა კვამლი. ნიჩბებს აღარ უსვამდა მეზღვაური და ქარს
მისდევდა ნავი.
ჰალმალომ მარჯვენა ხელი დამბაჩას სტაცა და მარცხენა
ხელში კრიალოსანი აათამაშა.
„ბერიკაცი“ წამოდგა.
– შენ ღმერთი გწამს?
– მამა ჩვენი, რომელი არს ცათა შინა, – უპასუხა მეზღვაურმა
და პირჯვარი გადაიწერა.
– დედა გყავს?
– მყავს.
თქვა და ისევ პირჯვარი გადაიწერა. შემდეგ განაგრძო:

71 მკითხველთა ლიგა
– ერთ წუთს გაძლევთ, ბატონო, – და დამბაჩის ჩახმახს მიადო
თითი.
– ბატონს რატომ მეძახი?
– იმიტომ, რომ ბატონი ხართ. გგონიათ, ვერ ვხვდები?
– შენ შენი ბატონი გყავს?
– მყავს. დიდებული კაცია. განა უბატონოდ ცხოვრება შეიძ-
ლება?
– სად არის?
– არ ვიცი. თავი გაარიდა აქაურობას. მარკიზ დე ლანტენაკი
გახლავთ, ვიკონტი ფონტენეისა, პრინცი ბრეტანისა, სეფორეს
ბატონია. არასოდეს მინახავს, მაგრამ მაინც ჩემი ბატონია.
– და რომ ნახო? აასრულებ მის ბრძანებას?
– რა თქმა უნდა, ავასრულებ. ურჯულო უნდა ვიყო, რომ ბატო-
ნის ბრძანება არ ავასრულო. კაცი ღმერთს უნდა ემორჩილებო-
დეს, მერე მეფეს, რომელიც ღმერთივით არის დედამიწაზე, მერე
ბატონს, რომელიც მეფესავით არის სოფელში. მაგრამ ახლა ამას
თავი დავანებოთ. თქვენ მოკალით ჩემი ძმა და ახლა მე უნდა
მოგკლათ თქვენ, ჩემო ბატონო.
„ბერიკაცმა“ უპასუხა:
– ჯერ ერთი, ის, რომ კარგად მოვიქეცი, რომ შენი ძმა მოვაკ-
ვლევინე.
მატროსმა თითები მოუჭირა დამბაჩას და შეუტია:
– აბა!
– კარგი, კარგი, – თქვა „ბერიკაცმა“ და მშვიდად განაგრძო:
– სად არის მღვდელი?
მეზღვაური გაშტერებული შესცქეროდა.
– მღვდელი?
– დიახ, მღვდელი! მე შენს ძმას მღვდელი დავახმარე, შენც ასე
უნდა მოიქცე.

72 მკითხველთა ლიგა
– მე აქ მღვდლები არა მყავს, – თქვა მატროსმა და გაბრაზე-
ბით დაამატა: – მღვდლები მომინდომა შუა ზღვაში!
უფრო შორიდან და დროგამოშვებით, მაგრამ მაინც ისმოდა
ზარბაზნების გრიალი.
– აი, იქ რომ იხოცებიან ახლა, მღვდლები ჰყავთ, – თქვა „ბე-
რიკაცმა“.
– მართალია, – ბუზღუნებდა მეზღვაური, – გემს თავისი
მღვდელი ჰყავს.
სიკვდილმისჯილმა განაგრძო:
– სულს წამიწყმედ, ასე ადვილად ნუ სჯი.
მეზღვაური დაფიქრდა და თავი ჩაღუნა.
– და მე რომ წამწყმედ, შენც წაწყდები, – განაგრძო „ბერიკაც-
მა“, – გესმის, მებრალები და იმიტომ გეუბნები. გააკეთე, რაც გე-
ნებოს. მე კი, მე წეღან პირნათლად ავასრულე ჩემი მოვალეობა;
ჯერ სიკვდილს გადავარჩინე შენი ძმა, და მერე სიკვდილით დავ-
საჯე. და ახლაც პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ვცდი-
ლობ, გადავარჩინო წაწყმედას შენი სული. დაფიქრდი. ხუმრობა
საქმე კი არ არის. ხომ გესმის ზარბაზნების გრიალი, იქ ხალხი
იღუპება, დაჭრილები გმინავენ. რამდენია იქ უბედური, ვეღარა-
სოდეს რომ ვერ ეღირსება თავისი საყვარელი ცოლის ნახვას;
რამდენია იქ უბედური, ობლად რომ ტოვებს თავის წვრილ-
შვილს; რამდენია ისეთიც, შენსავით რომ ვეღარ ნახავს თავის
ძმას. მერე ვისი ბრალია ამდენი ხალხის დაღუპვა, ამდენი ხალ-
ხის დაობლება და უბედურება? შენი ძმის ბრალია... ღმერთი
გწამს, ხომ მართალია? ჰოდა, იცი, რა მწუხარებას განიცდის ახ-
ლა ღმერთი? ღმერთს აწუხებს თავისი ერთგული ძის, საფრანგე-
თის ქრისტიანი მეფის წამება, რომელიც ძე არის ღვთისა, რო-
გორც ქრისტე არის ძე ღვთისა, და რომელიც დამწყვდეულია ტან-
პლის ციხეში. ღმერთს აწუხებს ბრეტანში სარწმუნოების დაკნი-

73 მკითხველთა ლიგა
ნება და გარყვნა; ღმერთს აწუხებს თავისი ტაძრების შეურაცხყო-
ფა, თავისი სახარების დაფხრეწა, თავისი სალოცავი ეკლესიების
გახრწნა; ღმერთს აწუხებს თავისი მოძღვრების ხოცვა. მერე სად
მივდიოდით, რისთვის მივდიოდით იმ გემით, რომელიც ალბათ,
ახლა, ამ წამს იღუპება? ღვთის საშველად მივდიოდით, ღვთის
აღსადგენად. შენი ძმა რომ კარგი მოსამსახურე ყოფილიყო, შენს
ძმას რომ ერთგულად აესრულებინა თავისი მოვალეობა, მოვა-
ლეობა ღვთისნიერი, გონიერი ადამიანისა, ჩვენს გემს ეს უბედუ-
რება არ ეწეოდა, ჩვენს ნებაზე ივლიდა, თავის გზას არ ასცდებო-
და, არ ჩავარდებოდა იმ განსაცდელში, რომელიც აღსასრულია
მისი... და ახლა ჩვენ უკვე საფრანგეთში ვიქნებოდით, უკლებლივ
ყველანი, საფრანგეთის ერთგული შვილნი, მხნეობითა და ვაჟკა-
ცობით გამორჩეული მხედრები და მეზღვაურები. ხმალს ვიშიშ-
ვლებდით, თეთრ დროშას ავაფრიალებდით და ბედნიერნი და
მხიარულნი შევერეოდით ვანდეას, მივეშველებოდით თავგანწი-
რულ ვანდეელ ხალხს, ვიხსნიდით საფრანგეთს, ვიხსნიდით მე-
ფეს... აი, რატომ მივდიოდით და რას ვაპირებდით. აი, სად მივდი-
ვარ და რას ვაპირებ, თუმცა კი სულ მარტო დავრჩი. შენ კი გზას
მიღობავ. საშინელი ბრძოლა მძვინვარებს ჩვენში: ღვთის მტრე-
ბი ებრძვიან მღვდლებს, მეფის სისხლისმსმელნი ებრძვიან მე-
ფეს, ეშმაკი ებრძვის ღმერთს, და შენც ეშმაკისკენ ხარ. ჯერ შენი
ძმა დაეხმარა ეშმაკს, და ახლა შენ აპირებ მის დახმარებას. შენმა
ძმამ დაიწყო, შენ ასრულებ. შენც მეფის მკვლელებისკენ ხარ სა-
მეფო ტახტის დასამხობად, შენც უკუღმართობისკენ ხარ ეკლესი-
ის დასაგმობად. უკანასკნელ იმედს აცლი შენ ღმერთს. თუ მე იქ
არ ვარ, მე – წარმომადგენელი მეფისა, ბოლო არ მოეღება თქვე-
ნი სახლ-კარის აოხრებას, თქვენი ცოლ-შვილის ტირილს,
მღვდლების ხოცვას, ბრეტანის წამებას, მეფის პატიმრობას და
იესო ქრისტეს გაწბილებას. და ვისი ბრალი იქნება ამდენი უბე-

74 მკითხველთა ლიგა
დურება და ქვეყნის დაღუპვა? შენი! ახლა შენ იცი! მე სულ სხვას
მოველოდი შენგან. შევცდი, ეტყობა... მართალი ხარ, მე მოვკა-
ლი შენი ძმა, მაგრამ ვაჟკაცობა რომ გამოიჩინა შენმა ძმამ, მეც
დავაჯილდოე: დანაშაული აღმოაჩნდა, და მეც დავასჯევინე. შენ-
მა ძმამ უღალატა თავის მოვალეობას. მე კი ვერ ვუღალატე ჩემ-
სას. რაც შენს ძმას დავმართე, ასეც გავაგრძელებ. და გეფიცები
წმ. ანა დორეისს, რომელიც ჩვენ დაგვყურებს, ამგვარ შემთხვე-
ვაში, როგორც შენი ძმა არ დავინდე და დავახვრეტინე, ჩემს
შვილსაც არ დავინდობ და დავახვრეტინებ. ახლა შენ იცი, გააკე-
თე ის, რაც გსურდეს! ჰოდა, მებრალები! შენ ტყუილი უთხარი
შენს კაპიტანს. ქრისტიანი ხარ და ქრისტე არ გწამს; ბრეტანელი
ხარ და პატიოსნება არ გაქვს, შენს პატიოსნებას მიანდვეს ჩემი
გადარჩენა და პატიოსნებისთვის კი არა, ღალატისთვის მიუნდვი-
ათ. იცი კი, ვის ღუპავ? შენს თავს! მეფეს ჩემს სიცოცხლეს აკლებ,
და უკუნითი უკუნისამდე ეშმაკს აძლევ შენს სულს... რაღას უცდი?
მიდი და მომიღე ბოლო! ძალიან იაფად კი ყიდი შენს წილს სა-
მოთხისას. შენი წყალობით გაიმარჯვებს ეშმაკი, შენი წყალობით
დაინგრევიან ეკლესიები, შენი წყალობით განაგრძობენ მწვა-
ლებლები ზარების დნობას და მათგან ზარბაზნების ჩამოსხმას.
ხალხს გაჟლეტენ იმის სროლით, რითაც აქამდე სულის სიწმინ-
დესა და ცხონებას მოვიპოვებდით. და აი, ამ წამს, როდესაც შენ
გელაპარაკები, იქნება მოკლა დედაშენი სწორედ იმ ზარმა, რომ-
ლითაც შენი ნათლობის დღეს წირვაზე რეკდნენ. მიეშველე ეშ-
მაკს, რაღას უყურებ? რატომ აყოვნებ? მართალია, მე მოვაკვლე-
ვინე შენი ძმა, მაგრამ იცოდე, მე ვარ აღმსრულებელი ღვთის ნე-
ბისა. შენ ბედავ ღვთის განგების განსჯას? შენ ბედავ იმ მეხის გან-
სჯას, რომელიც ზეცაშია? უბედურო! სწორედ იმ მეხით იქნები
განსჯილი და დასჯილი შენ. მაშ, ფრთხილად! იცი კი, რამდენად
შესანდობელი ვარ ღვთის მიერ? არ იცი. მაგრამ მაინც შეუდექი

75 მკითხველთა ლიგა
შენს საქმეს. როგორც გინდოდეს, ისე მოიქეცი. შენ შეგიძლია
ჯოჯოხეთში ჩამაგდო და თვითონაც თან ჩამომყვე. შენ ხელთ
არის ჩვენი სვე-ბედი, ჩემი და შენი, მაგრამ პასუხისმგებელი
ღვთის წინაშე შენ იქნები. მარტონი ვართ და უფსკრულის პირას
ვდგავართ ერთმანეთის პირისპირ. განაგრძე, დააბოლოვე, აას-
რულე შენი განზრახვა. მე მოხუცი ვარ, შენ ყმაწვილი, მე უიარა-
ღო, შენ იარაღიანი, მომკალი და გაათავე!
ხმამაღლა ამბობდა „ბერიკაცი“ ამ სიტყვებს, უფრო ხმამაღ-
ლა, ვიდრე ზღვის ხმა იყო, და მკრთალ, ღრუბლების თხელი ფთი-
ლებით დაბურულ სინათლეში ხან ბუნდოვნად ჩანდა, ხან სხივ-
მოსილად.
მეზღვაურს ფერი წასვლოდა, შუბლიდან წურწურით სდიოდა
ოფლი და ფოთოლივით თრთოდა. დროგამოშვებით თავის
კრიალოსანს ემთხვეოდა ხოლმე. „ბერიკაცმა“ სიტყვა რომ დაას-
რულა, მეზღვაურმა დამბაჩა გადააგდო და მის წინ დაიჩოქა.
– შემინდეთ, ბატონო, მაპატიეთ, – შესძახა შეშფოთებულმა,
– ღვთის ბრძანებაა თქვენი სიტყვა! შევცდი, ბატონო, ჩემი ძმაც
შეცდა. ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ გამოვასწორო მისი დანა-
შაული. თქვენი მონა ვარ. მიბრძანეთ, ყველაფერს აგისრულებთ.
შემინდეთ, ბატონო.
– შეგინდობ, – უპასუხა „ბერიკაცმა“ მშვიდად.

76 მკითხველთა ლიგა
II – გლეხის მეხსიერება არ ჩამოუვარდება
კაპიტნის ცოდნას

უსარგებლო არ გამოდგა ნავში ჩაყრილი სანოვაგე.


მეტად შორს მოვლა დასჭირდა ორ მგზავრს, ოცდათერთმეტი
საათი იარეს, ვიდრე ნაპირს მიაღწევდნენ. ერთი ღამე ზღვაში
გაატარეს. მშვიდი, ნათელი ღამე იყო, მთვარით გაკაშკაშებული,
თუმცა ბნელი ღამე ერჩივნათ ნავში მსხდომთ.
შორს დატოვეს საფრანგეთი და ჟერსეისკენ წავიდნენ შუა
ზღვაში გასასვლელად.
კარგა ხანს ესმოდათ მომაკვდავი „კლეიმორის“ გრგვინვა,
როგორც უკანასკნელი ბრდღვინვა ლომისა, რომელსაც გარს შე-
მოხვევიან მონადირეები და კლავენ. მერე დუმილი გამეფდა
ზღვაზე.
ხომალდი „კლეიმორი“ ისეთივე გმირული თავგანწირვით
დაიღუპა, როგორც გემი „სისხლის ამღები“, მაგრამ დიდება კი
ვერ მოიხვეჭა; და ვერც მოიხვეჭს დიდებას, ვინც თავის სამშობ-
ლოს ებრძვის.
კარგი მეზღვაური იყო ჰალმალო, სიმარჯვითა და მოხერხებუ-
ლობით გამორჩეული. საოცარი გულისყურით მართავდა ნავს.
მართლაც საოცრება იყო კიკოს მართვა იმ კლდეებსა და ბრაგებ-
ში, აღელვებულ ზღვასა და გამარჯვებული მტრის მიერ მოსა-
ლოდნელ დევნაში. ქარი ჩადგა და ზღვა საშიში აღარ იყო.
მანკიერს გაუარა ჰალმალომ და შორიდან მოუარა შოსეი
ობიოფს. აქ შეჩერდნენ, რომ რამდენიმე საათით მაინც შეესვე-
ნათ პატარა ყურეში, რომელიც აღმოსავლეთით მოჩანს ხოლმე,
როდესაც ზღვა დამშვიდებულია. შემდეგ სამხრეთისკენ დაეშვა
და ისე მოახერხა გრანვილისა და შოსეის კუნძულებშუა გავლა,
რომ ვერც შოსეის დარაჯებმა შენიშნეს, ვერც გრანვილისებმა.
77 მკითხველთა ლიგა
იქიდან სენ-მიშელის ყურეში შეუხვიეს, რომელიც დიდ საშიშ-
როებას წარმოადგენდა, რადგან ნავს კანკალის ახლო უნდა გა-
ევლო, ესკადრას თავის ნავსადგურად რომ გაეხადა.
მეორე დღეს, საღამო ხანს, დაახლოებით ერთი საათით ადრე
მზის ჩასვლამდე, უკან მოიტოვეს სენ-მიშელის მთა და მიადგნენ
ერთ ქვიშნარს, რომელიც ყოველთვის უდაბურად რჩება, რადგან
მეტად საშიშია: ქვიშაში იფლობა, ვინც იქ მივა.
საბედნიეროდ, ზღვის მოქცევა იყო.
ჰალმალო რაც შეიძლება შორს, მიწისკენ მიჰყვა ტალღას. მო-
სინჯა ქვიშა, ერთი ადგილი მყარი მოეჩვენა, იქ გააჩერა ნავი და
გადახტა.
შემდეგ „ბერიკაცი“ გადმოვიდა ნავიდან და თვალი შეავლო
ჰორიზონტს.
– გესნონის შესართავში ვართ. აგერ ბოვუარი მარჯვნივ და
ჰუისნი მარცხნივ. ჩვენ პირდაპირ სამრეკლო არდევონი გახ-
ლავთ, – დაარღვია სიჩუმე ჰალმალომ.
„ბერიკაცმა“ ნავიდან ერთი ნაჭერი ხმელი პური ამოიღო და
ჯიბეში ჩაიდო.
– დანარჩენი შენ წაიღე, – უთხრა ჰალმალოს.
ჰალმალომ ტომარაში ჩაალაგა რაც პური და ხორცი დარჩა
და ზურგზე მოიგდო.
შემდეგ „ბერიკაცს“ მიუბრუნდა:
– როგორ მიბრძანებთ, ბატონო, გზა გიჩვენოთ, თუ უკან მოგ-
ყვეთ?
– არც ერთი და არც მეორე...
– აქ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, ჰალმალო. ორი ერთად
არად ვარგა; ათასი უნდა იყოს ან ერთი.

78 მკითხველთა ლიგა
შემდეგ ჯიბიდან ამოიღო კაკარდის მსგავსი მწვანე აბრეშუმის
ნასკვი, რომლის შუაგულში ამოქარგული იყო ოქროს ძაფებით
შროშანი, და ჰკითხა:
– კითხვა იცი?
– არა.
– ძალიან კარგი. მოსარიდებელია წიგნის მცოდნე. მეხსიერე-
ბა კარგი გაქვს?
– დიახ.
– ძალიან კარგი. ყური დამიგდე, ჰალმალო. შენ მარჯვნივ წახ-
ვალ, მე მარცხნივ. მე ფუჟერისკენ, შენ ბაზუჟისკენ. ეს ტომარა,
როგორც ახლა გაქვს ზურგზე მოკიდებული, ისევე გეკიდოს, რომ
გლეხკაცს ჰგავდე. იარაღი დამალე. ერთი კარგი ჯოხი მოჭერი
გზაში. ეცადე, არავის გადაეყარო. ყანას მიჰყევი, კარგად დაიმა-
ლები, ღობეებს უკნიდან შემოუარე. მგზავრს შორიდან მოუარე.
ერიდე გზებსა და ხიდებს. ნუ შეხვალ პონტ-ორსონში. ეჰ, გესნონი
გაქვს გასასვლელი! გესნონს როგორ გადახვალ?
– ცურვით.
– ძალიან კარგი. მაგრამ ფონიც არის. იცი, სად არის ფონი?
– ანსეისა და ვიე-ვიელის შუა.
– კარგი. მართლაცდა აქაური ყოფილხარ.
– დიახ, ბატონო, მაგრამ უკვე ღამდება და... თქვენ სად მოის-
ვენებთ?
– ნუ იდარდებ, მოვუვლი თავს. შენ სად დაიძინებ?
– ხავსში. სანამ მეზღვაური გავხდებოდი, გლეხკაცურად
ვცხოვრობდი.
– გადააგდე ეგ შენი მეზღვაურის ქუდი, თორემ გაგცემს. ერთ
უბრალო ქუდს ვერსად იშოვი?
– როგორ არა! გზად ვინმე მეთევზე შემხვდება და მისგან ვი-
ყიდი.

79 მკითხველთა ლიგა
– ძალიან კარგი. ამ ტყეებს იცნობ?
– უკლებლივ ყველას.
– აქვე ახლო, თუ შორსაც?
– ნუარმუტიედან ლავალამდე.
– ამ ტყეების სახელებიც იცი?
– ტყეებიც ვიცი და მათი სახელებიც.
– არაფერი დაგავიწყდება?
– არაფერი.
– კარგი, ახლა ყურადღებით მომისმინე. რამდენ ეჯს გაივლი
დღეში?
– ათს, თხუთმეტს, თვრამეტს. ოცს, თუ საჭიროა.
– საჭიროა. ერთი სიტყვით, არ გამოგრჩეს, რასაც მე გეტყვი...
სენტ-ობენის ტყეში მიხვალ.
– ლამბალის ახლო?
– ჰო. სენ-რიოლის და პლედელაკის შუა რომ ხევია, იმის პი-
რას ერთი დიდი წაბლი დგას. იქ გაჩერდები. ვერავის დაინახავ.
– თუმცა, იქ ვიღაც იქნება, ალბათ.
– ანიშნებ. აბა, როგორ ანიშნებ?
ჰალმალომ ლოყები გამობერა, ზღვისკენ მიბრუნდა და გაისმა
ჭოტის ჩხავილი.
ღამის სიღრმიდან გამომავალი ეს ხმა მართლა გეგონებოდათ
ავბედითი ჭოტის ჩხავილი.
– კარგი, – უთხრა „ბერიკაცმა“, – ძალიან კარგი.
და ჰალმალოს გაუწოდა მწვანე აბრეშუმის ნასკვი.
– აი, ნასკვი!.. ჩემი მხედართმთავრობის დამამტკიცებელი.
გამომართვი. ჯერჯერობით არ უნდა იცოდნენ ჩემი სახელი. მაგ-
რამ ეს ნასკვიც კმარა. თეთრი შროშანის ყვავილი თვით დედო-
ფალმა ამოქარგა ტანპლის ციხეში.

80 მკითხველთა ლიგა
ცალი ფეხით დაიჩოქა ჰალმალომ, ხელის კანკალით ჩამოარ-
თვა ნასკვი, პირისაკენ წაიღო, მაგრამ გაჩერდა, თითქო შიში
მოერიაო, და ჰკითხა:
– შეიძლება, ვემთხვიო?
– ემთხვიე, რადგან ჯვარცმას ემთხვევი.
ჰალმალო ემთხვია ნასკვს.
– ადექი, – უთხრა „ბერიკაცმა“.
ჰალმალო წამოდგა და ნასკვი უბეში ჩაიდო.
„ბერიკაცმა“ კი განაგრძო:
– კარგად დაიმახსოვრე. აი, ბრძანება: „აღსდექით! არავინ
დაინდოთ!“ სენტ-ობენის ტყის ხევის პირას, წაბლთან მისცემ ნი-
შანს, სამჯერ ზედიზედ. მესამედ რომ დაიძახებ, ერთი კაცი ამოძ-
ვრება მიწიდან.
– ხეებქვეშ რომ ხვრელია, ვიცი.
– ის კაცი პლანშენოა, რომელსაც მეტსახელად მეფისგულს
ეძახიან. მას აჩვენებ ამ აბრეშუმის ნასკვს. დანარჩენს თვითონ
მიხვდება. იქიდან ასტილიეს ტყეში მიხვალ, ოღონდ გზით
სიარულს კვლავ მოერიდე. იქ ერთ ფეხმრუდ კაცს ნახავ, რომელ-
საც მუსკეტონს ეძახიან; მან შებრალება არ იცის. უთხარი, რომ
მე ის მიყვარს და აშალოს თავისი სამწყსოები. შემდეგ კუსბონო-
ნის ტყეში მიხვალ, რომელიც პლიერმლიდან ერთი ეჯით არის
დაშორებული, იქაც ნიშანს მისცემ; ერთი კაცი ამოძვრება სორო-
დან. ბ. ტუო, მსაჯული, წევრი ეგრეთ წოდებული კონსტიტუციის
შემდგენელი კრებისა, ოღონდ ჩვენი მომხრე. ბ. ტუოს ეტყვი, რომ
გაამაგროს კუესბონის სასახლე, რომელიც მარკიზ დე-გერს
ეკუთვნის, გახიზნულს; ხევები, პატარა ტყეები, აღმართ-
დაღმართი, ძალიან კარგი ადგილია. ბ. ტუო პატიოსანი, ჭკვიანი
კაცია. შემდეგ სენტ-ჟანლე-ტუაში მიხვალ და ნახავ ჟან შუანს; მე
რომ მკითხონ, ის არის ვანდეელების მხედართმთავარი. იქიდან

81 მკითხველთა ლიგა
ვილ-ანგლოზის ტყეში მიხვალ, გიტერს ნახავ, სენ-მარტენს რომ
ეძახიან, და ეტყვი, რომ თვალი ეჭიროს ერთ კაცზე, გურმენსილ-
ზე; ეს გურმენსილი სიძეა ხანდაზმული გუპილ დე პრეფელნისა
და მეთაური დარჟანტალელი ჟაკობელებისა. კარგად დაიმახ-
სოვრე ყველაფერი. მე არაფერს ვწერ, რადგან საჭიროდ არ მი-
მაჩნია. ლა-რუარიმ ერთი ცნობა შეადგინა და ქვეყანა დაღუპა.
იქიდან რუჟფეს ტყეში მიხვალ და მიელეტს ნახავ; გრძელ სარს
ჩაუშვებს ხოლმე ხევში და ჩიტივით გადაფრინდება.
– მაგას ხალა ჰქვია.
– შენც იცი მისი მოხმარება?
– მაშინ არც ბრეტანელი ვიქნებოდი და არც გლეხიკაცი. ხალა
– ფეხია ჩვენი, ხელს გვიზრდის და ფეხს გვიგრძელებს.
– ესე იგი, გიმცირებს მტერს და ამოკლებს მანძილს...
– ერთხელ ჩემი ხალით მოვიგერიე სამი კაცი, მარილის საბა-
ჟოელები, თუმცა, ხმალი იშიშვლა სამივემ.
– ეს როდის იყო?
– ამ ათი წლის წინათ.
– მეფის დროს?
– დიახ.
– ესე იგი, მეფის დროსაც იბრძოდი?
– დიახ.
– მერე ვის ებრძოდი?
– ღმერთმა მკითხოს, თუ ვიცოდე. მარილს ვეზიდებოდი უბა-
ჟოდ.
– კარგი, კარგი.
– მარილის ბაჟს ვებრძოდით. განა მარილის ბაჟი და მეფე ერ-
თი და იგივეა?
– ჰო... არა... საჭირო არ არის შენთვის მაგის შეგნება.
– დიდ ბოდიშს ვიხდი, ბატონო, რომ ეს კითხვა გაგიბედეთ.

82 მკითხველთა ლიგა
– განვაგრძოთ. ტურგი იცი?
– ვიცი და მერე როგორ! ტურგელი ვარ! უფრო სწორად, პარი-
ნიელი!
– მართლა, ტურგი მეზობელია პარინიესი.
– დიდი მრგვალი სასახლე ჩემი ბატონისაა! ერთი უზარმაზარი
კარია რკინის, ძველსა და ახალ შენობას შუა. იმისთანა სქელია,
რომ ზარბაზნის ტყვიაც ვერას დააკლებს. ჰოდა, სწორედ ახალ
შენობაში ინახება სახელოვანი წიგნი წმ. ბართლომესი; რამდენი
ხალხი დაიარება იმ წიგნის სანახავად! ბაყაყებით სავსეა ბალახი.
ბავშვობაში სულ იმ ჭაობში ვთამაშობდით. ახლა ის მიწისქვეშა
გასავალი ხვრელი! ვიცი და თანაც, როგორ! არ მგონია, ვინმემ
ჩემზე უკეთ იცოდეს იქაურობა.
– რა ხვრელი? რა მიწისქვეშა გასავალი? არ ვიცი, რას ამბობ.
– ძველ დროს იყო, როდესაც ტურგს მტერი შემოესეოდა. რო-
ცა გაუჭირდებოდათ, ხვრელით ჩუმად გაივლიდნენ ხოლმე მიწის
ქვეშ და ტყეში ამოყოფდნენ თავს.
– მართალია, ამგვარი მიწისქვეშა გასავალი აქვს ჟუპე-
ლიერის სასახლეს, უნოდეისას, კამპეონის ციხეს; მაგრამ ტურ-
გში კი არაფერია მსგავსი.
– გახლავთ, ბატონო, გახლავთ! თქვენ რომ ბრძანეთ, იმათზე
არაფერი გამიგია, მაგრამ ტურგის მიწისქვეშა ხვრელი ძალიან
კარგად ვიცი, იმიტომ, რომ ტურგელდი გახლავართ. ისიც უნდა
მოგახსენოთ, რომ ამ საიდუმლო ხვრელის შესახებ ჩემ გარდა
არავინ იცის. სალაპარაკოდ როგორ გახდიდნენ ამ საიდუმლოს.
კრინტს ვერ დავძრავდით ვერავინ, აკრძალულიც იყო მისი ხსე-
ნებაც კი... ამ გზით უსარგებლიათ როგანის ომის დროს. მარტო
მამაჩემმა იცოდა ეს გზა. მერე მეც მასწავლა და დღეს მარტო მე
ვიცი. თუ ტყეში ვარ, ისე ავალ გალავანზე, თვალს ვერავინ მომ-
კრავს; თუ სასახლეში ვარ, ისევე ფარულად გავალ ტყეში. მტერი

83 მკითხველთა ლიგა
რომ მიადგეს ტურგს და აიღოს კიდეც, ზემოთ, სასახლესა და
ციხე-გალავანში არავინ დახვდება, არავინ!
ერთხანს ჩაფიქრებული იდგა „ბერიკაცი“.
– ცხადია, ცდები. მეცოდინებოდა, იქ რომ მსგავსი რამ ყოფი-
ლიყო.
– გარწმუნებთ, ბატონო. ერთი ქვა გახლავთ, ის ბრუნავს...
– რა არ სჯერათ ამ გლეხკაცებს! – სიტყვა გააწყვეტინა სიტყვა
„ბერიკაცმა“ მოსაუბრეს, – ქვები ბრუნავენო, ქვები მღერიანო,
ქვები ღამე წყლის სასმელად ჩადიან წყაროზედო. ზღაპარი სი-
მართლედ მიაჩნიათ.
– მაგრამ თუკი ჩემი ხელით ვაბზრიალებდი ამ ქვას?
– როგორც სხვებმა თავის ყურით გაიგონეს ქვების სიმღერა...
მეგობარო, ტურგი მეტად მიუვალი ციხეა, ადვილად დასაცავი
მტრისგან, მაგრამ გულუბრყვილო უნდა იყოს კაცი, რომ იქ თა-
ვის დასაცავად რაღაც მიწისქვეშა ხვრელის იმედი ჰქონდეს.
– გეფიცებით, ბატონო, ხვრელი მართლაც არსებობს!..
მხრები აიჩეჩა „ბერიკაცმა“.
– ტყუილად დროს ნუ ვკარგავთ! ჩვენს საქმეზე ვილაპარა-
კოთ.
ამ ბრძანების კილომ ხმა ჩააკმენდინა ჰალმალოს.
„ბერიკაცმა“ განაგრძო:
– ყური მიგდე. რუჟფედან მონშევრიეს ტყეში მიხვალ და აკურ-
თხენსა ნახავ, თორმეტთა უფროსს. ისიც ჩვენია. „აკურთხენო“
სწორედ იმ დროს ლოცულობს, როდესაც მისი ბრძანებით ხვრე-
ტენ ხალხს. ომმა შებრალება არ იცის. მონშევრიედან წახვალ...
უცებ შეწყვიტა სიტყვა, – ფული კი მავიწყდებოდაო, დაამატა და
ჯიბიდან ქისა ამოიღო, პატარა აბგა, და ხელში ჩაუდო ჰალმა-
ლოს.

84 მკითხველთა ლიგა
– ამ აბგაში ოცდაათი ათასი ფრანკია, ასიგნატები; დაახ-
ლოებით, ოქროდ რომ ვიანგარიშოთ, სამფრანკ-ნახევარია. მარ-
თალია, ყალბია, მაგრამ ნამდვილიც ამ ფასად გადის. ამ ქისაში
კიდევ, გესმის, ორი ათასი ფრანკია, სულ ოქრო. სულ შენ გაძ-
ლევ, რაც მაქვს. მე არაფერი მიჭირს უამისოდაც. თანაც, ის
სჯობს, რომ ფული არ მიპოვონ... ახლა განვაგრძოთ. მონშევ-
რიედან ოტრენში მიხვალ და ბ. დეფროტესა ნახავ. ოტრენიდან
ჟუპელიერში, დე-როშკოტსა ნახავ; ჟუპელიერიდან ნუარიოში
მიხვალ და მღვდელ ბოდუენს ნახავ. დაგახსომდება კი ამდენი
რამ?
– როგორც „მამაო ჩვენო“.
– ბ. დიუ-ბუა-გისა ნახავ სენ-ბრის – ან-კოგლში, ბ. დეტიურ-
პინს მორანში; ხომ იცი, დაბაა, მაგრამ ძალიან გამაგრებული, და
პრინც დე-ტალმონს, შატო გონტიერში.
– მერე პრინცი მე დამელაპარაკება?
– თუკი მე გელაპარაკები.
ჰალმალომ ქუდი მოიხადა და თავი ძირს დახარა. „ბერიკაცმა“
ისევ განაგრძო:
– ყველა კარგად მიგიღებს, როგორც კი დიდებული ქალბატო-
ნის ხელით ამოქარგულ ყვავილს ნახავენ. ესეც იცოდე, რომ
იმისთანა ადგილებში მოგიხდება სიარული, სადაც ძირითადად
ბრიყვი, ბეცი, გაუთლელი ხალხი დადის. ტანისამოსი უნდა გამო-
იცვალო. ეს ადვილია. ისეთი სულელები არიან ეს რესპუბლიკე-
ლები, რომ თუ ცისფერი რამ ჩაიცვი, სამყურა ქუდი დაიხურე და
ზედ სამფერი კაკარდა მიაკარი, მთელ ქვეყანას მოივლი. აღარც
ჯარის რაზმებია, აღარც სამხედრო ტანისამოსი. ნომრები აღარა
აქვთ ლაშქრის ნაწილებს, და ყველა თავის ნებაზე ეხვევა ძონძებ-
ში. სენ-მერვეში მიხვალ და გოლიეს ნახავ, დიდპიერად წოდე-
ბულს, პარნეში, სადაც მხედრობის განრიგებას აწარმოებენ, გა-

85 მკითხველთა ლიგა
შავებულ პირისახის კაცებს ნახავ; თოფში ქვიშას ყრიან, ორ
სროლა თოფის წამალს, რომ უფრო მეტი ხმა ჰქონდეს იარაღს;
ძალიან კარგსაც აკეთებენ, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ ხოცონ,
ხოცონ და ხოცონ ქვეყნის დამღუპველები! ვაშ-ნუარის ბანაკში
ახვალ, მაღლობზე, დე-ლა-შარნის ტყის გულში; მერე ლავუანის
ბანაკში, ვერისაში, ფურმისაში. მიხვალ გრან-ბორდაჟში, ჰო-დე-
პრეს რომ ეძახიან; იქ ქვრივი ცხოვრობს ერთი, რომლის ქალი
ტრეტონმა შეირთო, ინგლისელს რომ ეძახიან. გრან-ბორდაჟი
კელენის სამწყსოშია. ნახავ ეპინშევრეილს, სიე-ლე-გილიომს,
პარანს და ყველას, ვინც ტყეებში დაგხვდება. მეგობრები გეყო-
ლება და ზემო და ქვემო მენის საზღვრებისკენ გაგზავნი. ჟან ტრე-
ტონს ვეზგის სამწყსოში ნახავ, სან-რეგრეს ბინიონში, შამბორს
ბონმანში, ძმებ კორბენებს მეზონსელში, და პეტი-სან-პერს სენ-
ჟან-ერვში, მეტსახელად ბურდუაზოს რომ ეძახიან. ამ ყველა-
ფერს აასრულებ, ბრძანებას – „აჯანყდით, არავინ დაინდოთ!“ –
გასცემ ყველგან და მოძებნი დიდ ლაშქარს – კათოლიკეებისა და
მეფის ლაშქარს, სადაც უნდა იმყოფებოდეს. იქ ნახავ ბბ. დელ-
ბეს, დე-ლეს-კურს, დე ლაროშჟაკლენს, მხედართმთავრებს,
რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალნი იქნებიან, და აჩვენებ ჩემი
ბრძანების ნიშანს. დანარჩენი თვითონ იციან. მართალია, შენ უბ-
რალო მეზღვაური ხარ, მაგრამ კატილინოც დიდი არაფერია, უბ-
რალო მეურმეა, სხვა კი არაფერი. მიხვალ და ეტყვი ჩემ ნაც-
ვლად, რომ დრო არის, ერთად ვაწარმოოთ ორი ომი, – დიდი და
პატარა – დიდ ომს დიდი ხმა აქვს, პატარა კი მტერს სრესს. ვან-
დეა კარგია, გლეხების აჯანყება ავია; მაგრამ სამოქალაქო ომში
ავი სჯობია კარგს. ომი კარგი მაშინ არის, როცა მტრის ხსენება-
საც კი აღარსად ტოვებს.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ ისევ განაგრძო:

86 მკითხველთა ლიგა
– ჰალმალო, ყველაფერი გითხარი, რაც სათქმელი მქონდა.
საქმეში ღრმად ჩაწვდომა არ შეგიძლია, თუმცა, ვითარება კი
გესმის. სანდო კაცად მაშინ აღგიქვი, ნავს რომ მოასრიალებდი.
გეომეტრიის არაფერი გაგეგება, მაგრამ საკვირველი იყო ყოვე-
ლი შენი ზღვაოსნური მოძრაობა. ვინც კარგად მიუძღვის ნავს,
აჯანყებასაც კარგად გაუძღვება. შენ ისე მარჯვედ გამოხვედი
მღელვარე ზღვიდან, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემს ბრძანებასაც
ყველაზე მარჯვედ შეასრულებ... ერთხელ კიდევ გავიმეორებ:
ჩემს ნათქვამს გადასცემ მოთავეებს, ისე, როგორც შეძლებ, მაგ-
რამ ესეც იკმარებს; მინდორში ბრძოლას მე ტყეში ბრძოლა მირ-
ჩევნია. გიჟი კი არ ვარ, ასი ათასი გლეხკაცი გავამწკრივო რეს-
პუბლიკელების ჯარისკაცებისა და კარნოს ზარბაზნების პირის-
პირ. მე მინდა ისე მოვაგვარო საქმე, რომ ერთ თვეზე ადრე ხუთა-
სი ათასი კაცი მყავდეს ტყეში დამალული რესპუბლიკელების
სისხლის სასმელად. ჩემი მოსანადირებელი რესპუბლიკელების
ჯარია. ნამდვილი ომი აკრძალული ნადირობაა. დაბურულ ტყეში
არის ჩემი ბრძოლის ველი, იქ ვარ კარგი მხედართმთავარი... ჰო,
აი კიდევ ერთი რამ, რომელიც კარგად უნდა დაიმახსოვრო: არა-
ვინ დაინდონ! ჩასაფრებულები იყვნენ ყველგან! მე მალულად
უფრო მეტს გავაკეთებ, ვიდრე ვანდეელების ლაშქარი. იმასაც
ეტყვი, რომ ინგლისელები ჩვენკენ არიან. ორ ცეცხლშუა უნდა
მოვაქციოთ რესპუბლიკა. ევროპა გვეხმარება, რომ ბოლო მოვუ-
ღოთ ამ რევოლუციას. ხელმწიფეები ხელმწიფურად ებრძვიან,
ჩვენ ჩვენებურად, ხალხურად ვებრძოლოთ. ასე გადასცემ ყვე-
ლას! გასაგებია?
– დიახ. ყველგან ცეცხლი და მახვილი.
– სწორედაც რომ!
– არც სიბრალული, აღარც დანდობა!
– არავითარი!

87 მკითხველთა ლიგა
– ყველგან მივალ.
– ოღონდ ფრთხილად. ამ ქვეყანაში ჩალის ფასადაც აღარ აგ-
დებენ ადამიანის სიცოცხლეს.
– სიკვდილს სად წაუვა კაცი? ზურგზე აზის, თან მისდევს და სა-
დაც ნებავს, იქ აღასრულებს.
– ყოჩაღი ბიჭი ხარ.
– და ბატონის სახელი რომ მკითხონ?
– ჯერ არ უნდა იცოდნენ. ეტყვი, არ ვიციო, და მართალიც იქ-
ნება.
– მერე სადა გნახოთ?
– სადაც ვიქნები.
– როგორ გავიგო?
– მთელ ქვეყანას ეცოდინება. ერთი კვირა არ გავა, რომ ხმა
გავარდება ჩემი საქმეების შესახებ. მაგალითს ვაჩვენებ, მეფისა
და სარწმუნოების სისხლს ავიღებ, და შენც ადვილად მიხვდები,
რომ ჩემზე ლაპარაკობენ.
– გასაგებია.
– არაფერი დაივიწყო.
– დამშვიდებული ბრძანდებოდეთ.
– ახლა კი წადი. ღმერთი იყოს შენი მფარველი! წადი!
– ყველაფერს ავასრულებ, რაც თქვენ მიბრძანეთ. წავალ,
ვეტყვი, დავემორჩილები, ვუბრძანებ.
– ძალიან კარგი.
– და თუ ყველაფერი აგისრულეთ?
– წმ. ლუის რაინდობას მოგცემ.
– როგორც ჩემს ძმას. და თუ ვერ ავასრულე, მეც ანდერძს ამი-
გებთ?
– როგორც შენს ძმას.
– კარგი, ბატონო.

88 მკითხველთა ლიგა
თავი ჩაღუნა „ბერიკაცმა“, ღრმა ფიქრებმა გაიტაცა. შემდეგ,
როცა გონს მოეგო და მიიხედ-მოიხედა, უკვე მარტო იყო. შორს,
ჰორიზონტზე შავ წერტილად მოჩანდა ჰალმალო.
...
მზე ჩავიდა. ზღვიდან ფრინველები მოეშურებოდნენ შინისკენ.
რაღაც მოუსვენრობა ერეოდა ბუნებას, რომელიც წინ უძღვის ღა-
მეს: ბაყაყები ყიყინებდნენ, ნაპირზე ფრინველები ერთმანეთს უხ-
მობდნენ, მაგრამ ადამიანის ხმა არსად ისმოდა.
არც წყალზე მოჩანდა იალქანი, არც გლეხი ჩანდა სადმე მინ-
დვრად. ნარ-ეკალი შრიალებდა ქვიშაზე. შებინდების თეთრი ცა
მკრთალ სინათლეს სცემდა ნაპირს. ვაკეზე შორი-შორს გაფან-
ტული გუბეები ისე მოჩანდნენ, თითქო ზედ კალის მონეტები მი-
მოებნიათო. ზღვიდან სასიამოვნოდ ქროდა მსუბუქი ქარი...

89 მკითხველთა ლიგა
წიგნი მეოთხე – ტელმარში

I – ქვიშის ბორცვზე

ჰალმალი თვალს რომ მიეფარა, მოხუცებული გაეხვია თავის


საზღვაო წამოსასხამში და გზას გაუდგა. ნელი ნაბიჯით მიდიოდა
ჩაფიქრებული. ის ჰუისნისკენ მიდიოდა, ჰალმალო კი – ბო-
ვუარისკენ.
მის უკან ამართულიყო ტაძრის უშველებელი შავი სამკუთხა
თავი, გალავნითა და ორი დიდი ციხით აღმოსავლეთით; ერთი
მრგვალი იყო, მეორე ოთხკუთხედი. ისინი უმსუბუქებდნენ მთას
ტაძრის და სოფლის – სენ-მიშელის – სიმძიმეს. ამ სენ-მიშელის
მთას იგივე მნიშვნელობა აქვს ოკეანისთვის, რაც ხეოფსის პირა-
მიდას საქარისთვის.
ზღვის პირის ქვიშა სენ-მიშელის მთასთან მოძრავია და შეუმ-
ჩნევლად იცვლის ზედაპირს. მაშინ ჰუისნისა და არდევონს შუა
ერთი ძალიან მაღალი ბორცვი იყო, რომელიც შემდგომში მიწას-
თან გასწორდა. საოცარი სანახავი იყო ეს ბორცვი თავისი სიძვე-
ლით და კიდევ იმით, რომ მის თხემზე მეთორმეტე საუკუნეში
ათასი წლის ქვა იყო დადგმული სახსოვრად კრებისა, რომელიც
ავრანში შედგა წმინდა კენტერბერიელი თომას მკვლელობის წი-
ნააღმდეგ. ამ ბორცვის კენწეროდან მშვენივრად მოჩანდა მთე-
ლი ის მხარე და შეიძლებოდა მიმართულებისა და გზის ამორჩე-
ვა.
მოხუცებულიც ამ ბორცვისკენ გაემართა და ზედ ავიდა.
კენწეროს რომ მიაღწია, ჩამოჯდა ათასი წლის ქვაზე და დაუწ-
ყო თვალიერება იმ თვალუწვდენელ გეოგრაფიულ რუკას, რომე-
ლიც მის თვალწინ გადაშლილიყო. ეტყობოდა, გზას ეძებდა ნაც-

90 მკითხველთა ლიგა
ნობ მხარეში. ამ ფართო ბინდმორეულ სივრცეში გარკვეულად
მხოლოდ შავი ჰორიზონტი გადაფენილიყო თეთრ ცაზე.
ჯგუფებად მოჩანდა თერთმეტი სოფლის სახლები; მოჩანდა
ზღვის პირის სოფლების სამრეკლოები, რომლებსაც ძალიან მა-
ღალს აშენებენ, რომ ზღვაში შორს გასულთ ნიშანი ჰქონდეთ
უკან დასაბრუნებლად.
რამდენიმე წუთის შემდეგ თითქოს იპოვა ამ სიბნელეში, რა-
საც ეძებდა, დააცქერდა კედლებს, ბანს და ხეების ღობეს, რომე-
ლიც ძლივსღა განირჩეოდა იქვე მდებარე ტყისგან. სახლი სოფ-
ლიდან მოშორებით, განცალკევებულად იდგა თავის ეზოთი და
სახნავ-სათესით. კმაყოფილებით დაიქნია თავი, როგორც
ჩვეულება აქვს ადამიანს, როდესაც აღმოაჩენს ძნელად მისაგ-
ნებს. მერე სივრცეში თითის ქნევით დაიწყო იმ სახლამდე მისას-
ვლელი გზების რჩევა ნათესებისა და ღობეების გავლით. ხანდა-
ხან რაღაცას დააცქერდებოდა ხოლმე მოძრავს და სიბნელეში
ძნელად გასარჩევს, რომელიც იმ სახლის ბანზე ჩანდა, თითქოს
თავის თავს ეკითხებოდა, – ნეტავ, რა არის ამართული იმ სახ-
ლზეო? აფრა არ უნდა ყოფილიყო, რადგან ფრიალებდა, და იმის
არანაირი ნიშანიც არ იყო, რომ იმ სახლზე ალამი ეკიდა.
დაღლილი იყო და ეზარებოდა ქვიდან წამოდგომა. იჯდა მასზე
ზურგმიყრდნობილი და ეძლეოდა იმ თავდავიწყებას, რომლი-
თაც დასვენების პირველი წამი ატკბობს დაქანცულ ადამიანს.
მცირე ხანია დღის განმავლობაში, რომელსაც შეიძლება
მშვიდი ვუწოდოთ, როგორიცაა საღამო ჟამი. სწორედ ასეთი ჟამი
იყო და ისიც ტკბებოდა იმ სიმშვიდით. გადაჰყურებდა, ყურს უგ-
დებდა, რას? სიმშვიდეს. უცბად ეს სიმშვიდე დაარღვია მიმავალ-
თა ხმებმა – ქალებისა და ბავშვების ხმა გაისმა. ხდება ხოლმე,
ღრმა დუმილში უცბად გაისმის მოულოდნელი ზარი. შეუძლებე-
ლი იყო მოლაპარაკეთა დანახვა, მათ ბუჩქნარი ფარავდა, მაგ-

91 მკითხველთა ლიგა
რამ ცხადი იყო, ბორცვის ქვემოთ ქალები შინისკენ მიდიოდნენ.
ჩაფიქრებულ მოხუცს გარკვევით ესმოდა ნაზი, ნორჩი ხმა. ისე
ახლოს იყვნენ, რომ სიტყვა არ გამოჰპარვია.
ქალი ამბობდა:
– ავჩქარდეთ, ფლეშარ, ასე წავიდეთ?
– არა, აი ასე.
ორი ხმა ისმოდა, ერთი მაღალი, მეორე გაუბედავი.
– რა ჰქვია ჩვენს ცალკე მდგომ სახლს?
– ჰერბ-ან-პაილ.
– ჯერ კიდევ შორსა ვართ?
– თხუთმეტი წუთის სავალზე.
– ავჩქარდეთ, თორემ ვახშამი დაგვიგვიანდა.
– ჰო, ძალიან დავიგვიანეთ.
– ცოტა ჩქარა უნდა გვევლო, მაგრამ დაიღალნენ შენი ბარ-
ტყები. სამი ბავშვი როგორ ავიყვანოთ ორმა ქალმა? ეს ერთიც
ძლივს მოგყავს, ფლეშარ, ისეა ჩასუქებული ეს საძაგელი, ესა!
მძიმეა, მძიმე, ტყვიასავითაა. ძუძუ კი გააშვებინე, ამ ღორმუცე-
ლას, მაგრამ მაინც სულ ხელში გიჭირავს. ცუდი ჩვეულებაა. გა-
უშვი, იაროს, მუხლი გაიმაგროს.
– რა კარგი ფეხსაცმელი მომეცით! თითქოს ჩემს ფეხზეა ზედ-
გამოჭრილი.
– კარგია თუ ცუდია, ფეხშიშველა სიარულს მაინც ეს სჯობს.
– გამოიარე, რენე-ჟან!
– ამანაც დაგვაგვიანა. სადაც პატარა გოგონას დაინახავდა,
მაშინვე გამოელაპარაკებოდა. არადა, ჯერ დედამიწას არ ასცი-
ლებია.…
– ხუთი წლის გახდება მალე.
– ერთი მითხარი, რენე-ჟან, რატომ გამოელაპარაკე პატარა
გოგოს სოფელში?

92 მკითხველთა ლიგა
– იმიტომ, რომ ჩემი ნაცნობია.
– როგორ თუ ნაცნობი? სად გაიცანი?
– ნაცნობია აბა რა, ამ დილას სათამაშოები მაჩუქა.
– ერთი ამას უყურე? სულ სამი დღეა, რაც აქ ვართ, ამ პატარას
კი, მიწას რომ ასცილებია, უკვე ეკურკურება გოგონებს.
გაიარეს და მიჩუმდა იქაურობა.

93 მკითხველთა ლიგა
II – Ares habent et non audient

უძრავად იყო მოხუცებული. აღარ ფიქრობდა, იჯდა ასე მინავ-


ლული. დამშვიდებული იყო იქაურობა, მასავით მინავლული,
სანდო, განმარტოებული. ჯერ კიდევ სინათლე ადგა ზღვის პირს,
მაგრამ უკვე ბნელოდა მინდორში და წყვდიადი გადაჰფენოდა
ტყეს. აღმოსავლეთით მთვარე ამოდიოდა. რამდენიმე ვარ-
სკვლავი ციალებდა მკრთალ მოლურჯო ცაზე. და ეს საქვეყნო
საქმეებით დაკავებული კაცი, სულით ხორცამდე დაენთქა უსაზ-
ღვროების გამოუთქმელ სიმშვიდეს. გრძნობდა, რომ გულში ეშ-
ლებოდა მკრთალი სინათლე, იმედი, თუ შეიძლება იმედი ვუწო-
დოთ ძმათა შორის ატეხილ ბრძოლაში გამარჯვებას. იმედი უღი-
მოდა იმ წამს – რაკი ულმობელ ზღვას გადავრჩი და სამშობლოს
მოვაღწიე, საშიში აღარაფერიაო, ფიქრობდა. არავინ იცოდა მი-
სი სახელი. მარტოდმარტო იყო, მტრისთვის დაკარგული; კვა-
ლიც კი არსად მოიპოვებოდა მისი, რადგან ზღვას კვალი არ ემ-
ჩნევა. ეჭვიც კი არავის აქვს, რომ აქ არის. უაღრეს სიმშვიდეს
გრძნობდა და ცოტაც და დაეძინებოდა.
კაცი სულით ხორცამდე ტანჯული იყო ქვეყნის ვაებით და ამ
ღრმა დუმილს, რომელსაც აქ ქვეყანა მოეცვა და იქ ზეცა, ისიც
მოეხიბლა და დაემშვიდებინა.
ქარის მეტი არა ისმოდა რა, რომელიც ზღვიდან ქროდა. მაგ-
რამ ქარი ისე მუდმივად ზუზუნებს და ისე ეჩვევა ხოლმე ყური,
რომ აღარც კი ისმის მისი ქროლა.
უცებ ზეზე წამოდგა მოხუცი. რაღაცამ მიიპყრო მისი ყურადღე-
ბა. ჰორიზონტს გადაავლო თვალი. გაშტერებული შეჰყურებდა
კორმერეის სამრეკლოს, რომელიც მის პირდაპირ მოჩანდა მინ-
დვრის ბოლოში. და მართლა რაღაც საკვირველი სანახავი იყო
ის დალოცვილი.
94 მკითხველთა ლიგა
ბორცვიდან გარკვევით ჩანდა მისი ციხე, ზედ პირამიდა, და
ციხისა და პირამიდას შუა მოთავსებული სამრეკლო. ოთხკუთხა,
გვერდებდაუფარავი, ისე, რომ ყოველი მხრიდან შეიძლებოდა
ზარების დანახვა. ბრეტანში სულ ასე აშენებენ სამრეკლოებს.
სამრეკლო ხან ღია ჩანდა, ხან დახურული; დროგამოშვებით
ხან ნათლად ჩანდა მისი ზემო სარკმელი, ხან შავად; უეცრად ცა
გამოჩნდებოდა სარკმელში, და რამდენიმე წამის შემდეგ ისევ
ბნელდებოდა; ხან სინათლე, ხან წყვდიადი. სარკმლის დახურვა
და გახსნა ისეთი მიმდევრობით ხდებოდა, როგორითაც ურო
სცემს ხოლმე გრდემლს.
კორმერეის სამრეკლო ორი ეჯით თუ იქნებოდა ბორცვიდან
დაშორებული. ახლა გადახედა მარჯვნივ ამართულ ბაგე-პიკანის
სამრეკლოს. ამ სამრეკლოს სარკმელიც ისევე ბნელდებოდა და
ნათდებოდა, როგორც კორმერეისა.
მარცხნივ გაიხედა ტანის სამრეკლოსაკენ. ხან ნათელი იყო
ტანის სამრეკლოს სარკმელი, ხან ბნელი, ისევე, როგორც ბაგე-
პიკანისა.
მერე ჰორიზონტზე მის წინ ამართული ყველა სამრეკლო
შეამოწმა. რიგრიგობით დააკვირდა ყველას: მარცხნივ იყო კურ-
ტილის, პრესეის, კროლონისა და კრუა-ავრანშენის სამრეკ-
ლოები; მარჯვნივ – რა-გესნონის, მორდერეისა, პაზის; პირდა-
პირ კიდევ – პონტორსონისა. ყოველი ამ სამრეკლოს სარკმელი
ხან ნათლად მოჩანდა, ხან შავად.
რით აიხსნებოდა ეს ყველაფერი?
მხოლოდ იმით, რომ ყველგან ზარებს რეკავდნენ.
ასე თანამიმდევრობით სარკმლის განათება და დაბნელება
მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, თუ ზარებს საშინელი ძალით
გააქანებდნენ.
მაშ, რა მოხდა, რა იყო? ცხადი იყო, განგაშის ზარს რეკავდნენ.

95 მკითხველთა ლიგა
განგაშის ზარი იყო. ზარს რეკავდნენ გაშმაგებით. ზარს რეკავ-
დნენ ყველგან, ყველა სამრეკლოზე, ყველა სამწყსოში, ყველა
სოფელში. არადა, არაფერი ისმოდა.
არ ისმოდა, რადგან მოხუცებულის ბორცვი საკმაოდ დაშორე-
ბული იყო ამ სამრეკლოებიდან. ამის გარდა, ქარი ზღვიდან უბე-
რავდა და ხმელეთის ყოველი ხმაური საპირისპირო მხარეს მიჰ-
ქონდა.
ამდენი სამრეკლოს მძვინვარე ზარი და ზღვის პირას კი მსგავ-
სი დუმილი. რა იქნებოდა ამაზე ავბედითი?
გაჰყურებდა მიდამოს მოხუცებული, ცდილობდა გაეგონა რა-
მე.
განგაშის ხმა არ ესმოდა, არადა, განგაშს ხედავდა. უცნაური
გრძნობაა განგაშის დანახვა.
ზარების რეკვის მიზეზი?
რის გამო ატყდა განგაში?

96 მკითხველთა ლიგა
III – სარგებლობა დიდი ასოებისა

ცხადი იყო, ვიღაცას ეძებდნენ, გზას უღობავდნენ.


ვის?
თრთოლა მოერია ამ რკინის ნერვების კაცს.
მის გამო არ უნდა ყოფილიყო ყოველივე ეს. შეუძლებელი
იყო, რესპუბლიკის წარმომადგენელთ მოსვლოდათ ცნობა მისი
აქ ყოფნის თაობაზე. ამ წუთს გადმოვიდა ნავიდან. მისი გემი, ცხა-
დია, დაიღუპებოდა და ცოცხალი ვერავინ გადარჩებოდა. იქ კი
ბუაბერტელოსა და ვიევილის გარდა არავინ იცოდა მისი ვი-
ნაობა.
ზარებს კი ისევ ისე რეკავდნენ. გასცქეროდა სამრეკლოებს და
თვლა დაუწყო თავისდა შეუმჩნევლად. ხან რა წარმოუდგებოდა,
ხან – რა. ფიქრი ფიქრს მისდევდა – მაგრამ ხომ შეიძლება გან-
გაშის მიზეზი სხვა რამ იყოს? არა, არავინ იცის ჩემი მოსვლა,
არავინ იცის ჩემი ვინაობა, და თავს ტყუილად ვიწუხებო,
იმეორებდა თავის დასამშვიდებლად.
რამდენიმე წუთს რაღაც ოდნავი შრიალი ისმოდა მაღლიდან
და მის უკან, თითქოს ხის ხმელ ფოთლებს ანძრევს ქარიო. ჯერ
ყურადღება არ მიაქცია. მაგრამ მერე, რადგან ხმაური არ შეწყდა
და პირიქით, დაჟინებით ისმოდა, უკან მიიხედა. მართლაც, ეს
ფოთოლი კი არა, ერთი ფურცელი ქაღალდი იყო. ათასწლოვან
ქვაზე ერთი ფურცელი ქაღალდი იყო თურმე მიკრული მოხუცებუ-
ლის თავს ზემოთ, ქარს აეგლიჯა მცირედ და ის შრიალებდა. გან-
ცხადება იყო. ეტყობოდა, დიდი ხნის მიკრული არ უნდა ყოფილი-
ყო, რადგან ჯერ ისევ სველი იყო და ნებდებოდა ქარს, რომელსაც
თავის სათამაშოდ გაეხადა და ახლა მთლად აგლეჯას უპირებდა.
მოხუცებული მეორე მხრიდან ავიდა ბორცვის მწვერვალზე და
ვერ დაინახა ეს განცხადება.
97 მკითხველთა ლიგა
ავიდა ქვაზე და ხელი დაადო განცხადების ნაწილს, რომელ-
საც ქარი აფრიალებდა. ცა მოწმენდილი იყო; ბინდი ხანგრძლივი
იცის თიბათვემ. ბორცვის ქვედა მხარე მთლად ბნელში გახ-
ვეულიყო, მაგრამ მწვერვალს ჯერ ისევ სინათლე ადგა. განცხა-
დების ერთი ნაწილი დიდი ასოებით იყო დაბეჭდილი და ჯერ კი-
დევ შეიძლებოდა მისი წაკითხვა. აი, რა ეწერა მასზე:
„საფრანგეთის რესპუბლიკა, ერთიანი და განუყოფელი.
ჩვენ, პრიორ დე მარნი, წარმომადგენელი ხალხისა, კოტდე-
შერბურის ლაშქართან წარმოვლენილი, გაძლევთ ბრძანებას:
ყოფილი მარკიზ დე-ლანტენაკი, ვიკონტ დე-ფონტენეი, ეგრეთ
წოდებული პრინცი ბრეტანისა, საიდუმლოდ შემოპარული გრან-
ვილის მხრიდან, გამოცხადებულია კანონგარეშე. მისი დაჭერის-
თვის ჯილდოა დანიშნული – ვინც, მას ცოცხალს ან მკვდარს მოგ-
ვგვრის, მიიღებს სამოცი ათას ფრანკს. ამ ფულს მიიღებს არა ქა-
ღალდის ფულით, არამედ ოქროთი. კოტ-დე-შერბურის ლაშქრის
ერთი რაზმი დაუყოვნებლივ იქნება გაგზავნილი ყოფილი მარკიზ
დე-ლანტენაკის საპოვნელად და დასაჭერად. სოფლები ვალდე-
ბული არიან დაეხმარონ ამ რაზმს. შედგენილია გრანვილის სა-
ზოგადო სახლში 2 ივნისს 1793 წ. ხელმოწერილია:
„პრიორ დე მარნი“.
ამ გვარის ქვემოთ კიდევ იყო რაღაც მინაწერი, მაგრამ ძალი-
ან წვრილი ასოებით და სინათლის სიმცირის გამო შეუძლებელი
იყო მისი წაკითხვა.
ქუდი თვალებზე ჩამოიცვა მოხუცებულმა, ბოლომდე შეიკრა
საზღვაო წამოსასხამის ღილები და სწრაფი ნაბიჯით ჩავიდა ბორ-
ცვიდან. საშიში იყო ამ განათებულ მაღლობზე დარჩენა.
იქნებ დიდხანსაც დარჩა იმ ბორცვზე. ერთადერთი ადგილი
იყო მთელ ზღვისპირას იმ ბორცვის მწვერვალი, რომელიც ნათ-
ლად ჩანდა.

98 მკითხველთა ლიგა
ქვემოთ რომ ჩავიდა და ბნელს შეეფარა, უკლო სიჩქარეს.
იმ მიმართულებით მიდიოდა, რომელიც თავიდან აირჩია,
განცალკევებული სახლისკენ, რადგან, როგორც ჩანს, საფუძვე-
ლი ჰქონდა, იქ შეეფარებინა თავი.
ადამიანის ჭაჭანება არ იყო. ასეთ დროს წყალსაც კი მოერევა
ერთი პირი ძილი.
ბუჩქნარს ამოეფარა, გაჩერდა, შეიხსნა წამოსასხამი, გადააბ-
რუნა ქურთუკი ტყავით გარეთ. კისერზე ბაწრით ჩამოიკიდა თა-
ვისი თოკით შეკრული წამოსასხამი და გზას გაუდგა.
მთვარიანი ღამე იყო.
ქვისგან აგებულ ძველ ჯვართან მივიდა, სადაც გაჯვარედინე-
ბულიყო გზა. ჯვრის კვარცხლბეკზე ნათლად მოჩანდა თეთრი
ოთხკუთხა ქაღალდი, რომელზეც, ალბათ, იგივე განცხადება უნ-
და ყოფილიყო, რომელიც მან ბორცვზე წაიკითხა.
– საით მიბრძანდებით? – ჰკითხა უეცრად ვიღაც კაცმა.
მიბრუნდა.
ერთი კაცი იდგა ღობესთან, ისეთივე მაღალი, როგორიც თვი-
თონ, ისეთივე მოხუცი, ისეთივე ჭაღარა, როგორიც თვითონ, და
უფრო მეტად ჩამოფხრეწილი ტანისამოსით, ვიდრე მოხუცებულს
ეცვა. თითქმის მსგავსი მისი იყო.
კაცი გრძელ ჯოხს დაყრდნობოდა.
კითხვა გაუმეორა:
– საით მიბრძანდებით-მეთქი, გეკითხებით?
– ჯერ ის მითხარი, სად ვარ? – უპასუხა მოხუცებულმა მშვიდი
და ოდნავ მედიდური კილოთი.
კაცმა პასუხი გასცა:
– თქვენ ტანის საბატონოში ხართ. მე აქაური გლეხი ვარ და
თქვენ კი აქაურობის ბატონი და პატრონი.
– მე?

99 მკითხველთა ლიგა
– დიახ, თქვენ, ბატონო მარკიზ დე-ლანტენაკ!

100 მკითხველთა ლიგა


IV – კემანი

მარკიზ დე-ლანტენაკი, – ამის შემდეგ ამ სახელით მოვიხსე-


ნიებთ მოხუცს, – არ შეკრთა და გულცივად უპასუხა:
– ასეა. მოიქეცი ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლი.
ამაზე კაცმა სულ სხვა რამ უთხრა:
– ორივენი ჩვენს მიწა-წყალზე ვართ. თქვენ თქვენს ციხე-
დარბაზში, მე ჩემს ბუჩქნარში.
– რაღას უყურებ? მიდი, გამეცი.
ის კი თავისას გაიძახოდა:
– თქვენ ჰერბ-ან-პაილისკენ მიბრძანდებოდით, არა?
– დიახ.
– ღმერთმა დაგიფაროთ!
– რატომ?
– იმიტომ, რომ იქ ლურჯები არიან.
– დიდი ხანია?
– სამი დღეა.
– წინააღმდეგობა გაუწიეს სახლის პატრონებმა და მოსამსა-
ხურეებმა?
– არა, კარღია დახვდნენ ყველანი.
– ეჰ! – ამოიოხრა მარკიზმა.
გლეხმა ხელი გაიშვირა სახლისკენ, რომელიც უკვე მოჩანდა
ხეების იქით.
– ხედავთ სახლის ბანს, ბატონო მარკიზო?
– დიახ.
– ბანზე რა არის?
– რომ ფრიალებს?
– დიახ.
– დროშაა.
101 მკითხველთა ლიგა
– სამფერი, სამფერი, – თქვა გლეხმა.
სწორედ ის საგანი იყო, რომელმაც მიიპყრო მარკიზის ყურად-
ღება, ბორცვის მწვერვალიდან რომ დასცქეროდა.
– განგაშის ზარიც უნდა იყოს? – ჰკითხა მარკიზმა.
– არის.
– რის გამო?
– თქვენ გამო, რაღა თქმა უნდა.
– და რომ არ ისმის?
– ქარს უკან მიაქვს.
მერე ჰკითხა:
– განცხადება ნახეთ?
– ვნახე.
– გეძებენ.
ისევ შეხედა ჰერბ-ან-პაილის სახლს და დაუმატა:
– ნახევარი ბატალიონი დგას იმ სახლში.
– რესპუბლიკელები?
– დიახ, პარიზელები.
– რაც არის, არის, – თქვა მარკიზმა. – წავიდეთ.
და სახლისკენ წავიდა.
გლეხმა ხელი სტაცა.
– იქ ნუ წახვალთ!
– მაშ, სად წავიდე?
– ჩემთან წამობრძანდით.
მარკიზი დააკვირდა გლეხს.
– მომისმინეთ, ბატონო მარკიზო. ჩემი ბუნაგი უფრო ღრმად
არის მიწაში, ვიდრე კარგი სარდაფი. იატაკად ზღვის მცენარე
მაქვს დაგებული, ჭერად – ხის ფესვები და ბალახი. წამობრძან-
დით. იმ სახლში დაგხვრეტენ, ჩემთან კი მშვიდად დაიძინებთ –

102 მკითხველთა ლიგა


დაღლილი იქნებით. ხვალ დილით კი, ლურჯები თავის გზას რომ
გაუდგებიან, თქვენც, საითაც მოისურვებთ, იქ წაბრძანდებით.
მარკიზი გლეხს შესცქეროდა.
– მერე შენ ვისკენა ხარ? – ჰკითხა მარკიზმა, – რესპუბლიკის-
კენ, თუ მეფისკენ?
– მე ღარიბ-ღატაკი კაცი ვარ.
– არც მეფის მომხრე, არც რესპუბლიკისა?
– არ მწამს.
– მეფისკენ ხარ, თუ მეფის წინააღმდეგ?
– მაგისთვის არ მცალია.
– ხომ ხედავ, როგორ აირია ქვეყანა. რა აზრის ხარ ჩვენს მო-
მავალზე?
– ლუკმაპური მენატრება.
– და მე კი მეხმარები?
– ვხედავ, რომ კანონგარეშე ხართ გამოცხადებული. მაშინ,
რაღაა კანონი? ესე იგი, კანონგარეშეც შეიძლება ცხოვრება? ვერ
გამიგია, პირადად მე კანონში ვარ, თუ კანონგარეშე? აბა, რა ვი-
ცი? კაცი შიმშილით რომ კვდება, კანონშია თუ კანონგარეთ?
– დიდი ხანია ამ გაჭირვებაში ხარ?
– დაბადებიდან.
– და ჩემი ხსნა გინდა?
– დიახ.
– რის გამო?
– იმის გამო, რომ ვთქვი: აი, კიდევ ერთი ჩემზე უფრო ღარიბი.
მე მაქვს ჰაერით სუნთქვის უფლება, მას კი ესეც აღარ აქვს.
– მერე, ის იცი, რომ ძვირად ვარ შეფასებული?
– ვიცი.
– საიდან იცი?
– განცხადება წავიკითხე.

103 მკითხველთა ლიგა


– კითხვა იცი?
– წერაც და კითხვაც.
– ჰოდა, რაკი კითხვა გცოდნია და განცხადებაც წაგიკითხავს,
ისიც გეცოდინება, რომ ვინც გამცემს, სამოცი ათას ფრანკს
მიიღებს.
– ვიცი.
– ქაღალდის ფულით კი არა.
– დიახ, ვიცი – ოქროთი.
– ისიც გეცოდინება, რომ სამოცი ათასი ფრანკი სიმდიდრეა
და უზრუნველყოფა?
– ვიცი.
– და ვინც გამცემს, გამდიდრდება და ბედს ეწევა?
– ძალიან კარგი. მერე?
– ბედს ეწევა.
– სწორედ ამას ვფიქრობდი, თქვენ რომ დაგინახეთ: – ეს კაცი
რომ გასცეს ვინმემ, ჯილდოდ სამოცი ათას ფრანკს მიიღებს და
ბედს ეწევა. მაშ, წავალ და საჩქაროდ დავმალავ სადმე.
მარკიზი თან გაჰყვა იმ ღარიბს.
ტყიან ბუჩქნარში შევიდნენ. იქ მოეწყო საწყალს თავისი საც-
ხოვრებელი. პატარა მიწური იყო. ბებერ, დაფუღუროებულ მუხას
დაეთმო ღარიბი კაცისთვის ადგილი. შესასვლელად მუხის ფუ-
ღურო ჰქონდა, ბანად მისი ტოტები, თვითონ ბუნაგი კი მუხის ფეს-
ვების ქვეშ იყო გათხრილი. დაბალი სორო იყო, ბნელი, შეუმჩნე-
ველი. ორი კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა.
– გულმა მიგრძნო, რომ სტუმარი მეყოლებოდა, – თქვა
გლეხმა.
ამგვარი მიწური სახლი არც ისე იშვიათი იყო ბრეტანში და ად-
გილობრივები გლეხკაცურად კარნიშოს უწოდებდნენ. იმავე სა-
ხელს უწოდებენ კედლის სიღრმეში მოწყობილ სამალავს.

104 მკითხველთა ლიგა


რამდენიმე ქოთანი ამშვენებდა იქაურობას, ჩალის ან გარეც-
ხილი და გამხმარი ზღვის მცენარის ტახტად დაგებული საწოლი,
სქელი ჯვალო საბნის მაგივრად, გაქონილი პატრუქი ტალკვესით
და რამდენიმე ღერი ბალახით დასანთებად.
დაკუზული ჩაძვრნენ მუხის მსხვილი ძირებით დაყოფილ მი-
წურში და დასხდნენ მჭიდროდ შეკრულ გამხმარი ზღვის ბალახის
ტახტზე. მუხის ფუღურო და ორ ძირს შუა პატარა სივრცე, რომე-
ლიც კარად ჰქონდა მიწურს, ცოტაოდენ სინათლეს უშვებდა სიღ-
რმისკენ. უკვე დაღამებულიყო, მაგრამ თვალი მაინც რაღაცას
არჩევდა წყვდიადში. მთვარის სხივი ოდნავად ათეთრებდა მი-
წურში ჩასავალს. კუთხეში სურა იდგა წყლით, იქვე იყო გამხმარი
პური და წაბლი.
– ვივახშმოთ, – თქვა მასპინძელმა.
წაბლი აიღეს. მარკიზმა თავისი პური შესთავაზა. მოტეხეს გამ-
ხმარი პური, დაეწაფნენ სურიდან წყალს და ბაასი დაიწყეს.
მარკიზმა კითხვით მიმართა მასპინძელს:
– მაშ, შენთვის არაფერს ნიშნავს ეს არეულობა?
– არაფერს. თქვენ ბატონები ბრძანდებით. ეგ თქვენი საქმეა.
– ხომ ხედავ, რა ხდება?
– ეგ ზემოთ, თქვენთან ხდება.
და შემდეგ დაუმატა:
– დიახ. და კიდევ ბევრი რამ არის, რომ უფრო ზემოთ ხდება –
მზის ამოსვლა, გაბადრული მთვარე და იმის კლება. მე ამას უფ-
რო ვხედავ.
კვლავ სურას დაეწაფა, – რა კარგი წყალია, – თქვა და განაგ-
რძო:
– თქვენ მოგეწონათ, ბატონო, ეს წყალი?
– რა გქვია? – ჰკითხა მარკიზმა.
– ტელმარში მქვია, მაგრამ კემანს მეძახიან.

105 მკითხველთა ლიგა


– კემანს? ვიცი, ადგილობრივი სიტყვაა.
– დიახ, და მათხოვარს ნიშნავს, გლახას. ბებერსაც მეძახიან.
და დაუმატა:
– ორმოცი წელიწადი იქნება, რაც ბებერს მეძახიან.
– ორმოცი წელიწადი? მაშინ ყმაწვილი ბიჭი იქნებოდი?
– მე ყმაწვილი ჩემს დღეში არა ვყოფილვარ. თქვენ ახლაც
ყმაწვილი ბრძანდებით, ბატონო. ოცი წლის ჭაბუკის მუხლები
გაქვთ. დიდ ბორცვზე ადიხართ, მე კი ძლივსღა დავფარფატებ.
ათ ნაბიჯს რომ გადავდგამ, ვქშინავ, და ერთი ხნისანი კი ვართ.
მაგრამ მდიდარს დიდი უპირატესობა აქვს – მაძღრად ჭამს ყო-
ველდღე. ვინც ჭამს, ჯანსაღიც ის არის და დღეგრძელიც.
ცოტა ხანს ჩაფიქრდა, შემდეგ კი განაგრძო:
– აქეთ მდიდრები, ეს ღარიბ-ღატაკები, საშინელებაა, უნდა
გითხრათ. სწორედ ეს არის ქვეყნის არევ-დარევის მიზეზი. არ ვი-
ცი, მაგრამ მე ასე მეჩვენება! ღარიბს გამდიდრება უნდა, მდი-
დარს გაღარიბება არა სურს. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს საფუძ-
ველი უთანხმოებისა და ბრძოლისა. მე განზე ვდგავარ, რაც მოხ-
დება, მოხდება. არც მევახშისკენ ვარ და არც მევალისკენ. მხო-
ლოდ ის ვიცი, რომ ვალი ადევთ და ვალს იხდიან. მორჩა და დამ-
თავრდა! ის მერჩივნა, რომ არ მოეკლათ მეფე, მაგრამ ძალიან
გამიჭირდება პასუხის მიცემა, რომ მკითხონ, რატომ? მეტყვიან,
ის კი აღარ გახსოვსო, რომ წარსულში სულ უბრალო დანა-
შაულისთვის ტყავს გაძრობდნენ და გაწამებდნენო? ჩემი თვა-
ლით ვნახე ერთი უბედური შვიდი შვილის მამა რომ ჩამოახ-
რჩვეს, – როგორ გაბედე რომ მეფის სანადირო ტყეში შველი მო-
კალიო. ნურავინ იტყვის, სიკეთით მე გჯობივარ შენაო.
ცოტა ხნით გაჩუმდა. შემდეგ კი თქვა:
– ასე ვარ, დანამდვილებით არაფერი მესმის. მიდიან, მოდი-
ან, იბრძვიან. მე იქა ვარ, ვარსკვლავებში.

106 მკითხველთა ლიგა


კიდევ გაჩუმდა, თითქოს ფიქრებმა გაიტაცესო, და დაუმატა:
– მკურნალობაც ვიცი, ექიმობას ვეწევი. კარგად ვცნობ ბალა-
ხებს, ვიცი მცენარეების გამოყენება. გლეხკაცები ჩაფიქრებულს
მხედავენ ხოლმე და ამიტომ ჯადოქრის სახელი გამივარდა. მე
ჩემს ფიქრებში ვარ, იმათ კი ჰგონიათ, რომ ბევრი რამ ვიცი.
– აქაური ხარ? – ჰკითხა მარკიზმა.
– ჩემს დღეში არ მოვშორებივარ აქაურობას.
– ესე იგი, მიცნობ?
– რა თქმა უნდა, გიცნობთ! ამ ორი წლის წინ გნახეთ, უკანას-
კნელად რომ გამოიარეთ. აქედან ინგლისში გაემგზავრეთ. წე-
ღან ბორცვის თავზე ერთი კაცი დავინახე. ახოვანი კაცი იშვიათია
ჩვენში. მომცრო ტანის ხალხის ქვეყანაა ჩვენი ბრეტანი. დავუწყე
თვალთვალი. განცხადება წაკითხული მქონდა. დავაკვირდი და
ბიჭოს! ქვევით რომ ჩამობრძანდით, მთვარე ანათებდა და მაშინ-
ვე გიცანით.
– მე კი ვერ გცნობ.
– რამდენჯერმე შევხვედრივართ, მაგრამ არ დაგინახავვართ.
და განმარტა თავისი ნათქვამი:
– მე გხედავდით. გლეხი ბატონს რომ შესცქერის, ბატონი
თვალს არიდებსო, ხომ გაგიგიათ.
– რამდენჯერმე შეგხვედრივარ?
– ხშირად, რადგან მე თქვენი მათხოვარი ვარ. თქვენი ციხე-
დარბაზის ასავალ გზაზე ვწევარ ხოლმე ხელგაწვდილი. რამდენ-
ჯერმე მოწყალებაც მიმიღია თქვენგან. მაგრამ ვინც მოწყალებას
გაიღებს, არც კი უყურებს, და ვინც მოწყალებას მიიღებს, უკვირ-
დება და უფიქრდება. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, მათხოვარი
მსტოვარიაო. მე კი, თუმცა ხშირად ვარ დაღონებული, ვცდილობ,
ავი არაფერი ჩავიდინო. მე ხელგამოწვდილი ვიდექი, თქვენ კი
ხელის მეტს ვერას ხედავდით და იღებდით მოწყალებას, რომე-

107 მკითხველთა ლიგა


ლიც საჭირო იყო ჩემთვის დილით, რომ შიმშილით არ მოვმკვდა-
რიყავი იმ საღამოს. ხანდახან ხდება, ულუკმაპუროდ გდია კაცი
მთელი დღე და ღამე, და ხშირად ერთი სუ აღუდგენს სიცოცხლეს.
მე თქვენით ვარ ცოცხალი და ვალს გიხდით.
– მართალია, სიკვდილს გადამარჩინე.
– დიახ, ბატონო, სიკვდილს გადაგარჩინეთ.…
შემდეგ ცოტაოდენი სიმკაცრე დაეტყო შემდეგ მის სიტყვას:
– ერთი პირობით.
– რა პირობით?
– იმ პირობით, რომ აქ ცუდი არაფერი მოახდინოთ.
– მე აქ სიკეთის აღსადგენად ვარ, – მიუგო მარკიზმა.
– მაშინ დავიძინოთ, – სთხოვა გლახამ.
ერთად მიწვნენ ზღვის გამხმარ ბალახზე. გლახას მაშინვე
ჩაეძინა, მარკიზს კი, თუმცა ძალიან დაღლილი იყო, ძილი არ
ეკიდებოდა და დიდხანს იყო ფიქრებში გართული. მერე იმ ერ-
თხელ კიდევ გადახედა გლახას, მიწაზე დადო თავი და სმენად გა-
დაიქცა. რაღაც ზრიალი ისმოდა. ცნობილია, რომ დედამიწის
სიღრმეშიც ვრცელდება ბგერა. ზარის რეკვა ისმოდა მიწიდან.
ისევ განგაში იყო.
მარკიზს ჩაეძინა.

108 მკითხველთა ლიგა


V – გოვენის ხელმოწერილი

უკვე თენდებოდა, როდესაც გამოეღვიძა.


გლახა ამდგარიყო, ოღონდ მიწურში არ იყო; შეუძლებელი
იყო იმ დაბალ სოროში დგომა. გარეთ გასულიყო. თავის ჯოხს
დაჰყუდებოდა და მზის სხივებზე თბებოდა.
– ახლახან ოთხი საათი დაჰკრა ტანის სამრეკლომ. კარგად
გავიგონე ოთხივე. მაშასადამე, ქარმა მხარი შეიცვალა, დღეს
ხმელეთიდან ქრის. ზარის ხმა აღარ ისმის, ესე იგი, აღარც განგა-
შია. სრული სიმშვიდეა ჰერბ-ან-პაილის სახლსა და მიდამოებში.
ლურჯებს სძინავთ, ან წავიდნენ. ვფიქრობ, აჯობებს, რომ გავ-
შორდეთ ერთმანეთს.
და ხელი გაიშვირა მარჯვნივ.
– მე იქით მივდივარ.
შემდეგ მარცხნივ გაიშვირა ხელი და უთხრა:
– თქვენ აქეთ მიბრძანდით.
თან ზრდილობიანი სალამი მისცა ხელით.
წასვლის წინ შესთავაზა:
– წაბლი წაიღეთ, თუ გშიათ.
და ბუჩქებში გაქრა.
წამოდგა მარკიზი და იქით წავიდა, საითკენაც ტელმარშმა
მიუთითა.
მომხიბლავი დილა იყო. მზის ამოსვლის დრო. ფრინველების
გალობა ისმოდა ყველა მხრიდან. მარკიზი იმ ბილიკით მიდიოდა,
რომლითაც მათხოვარმა გამოატარა. ბუჩქნარიდან გავიდა და
ისევ იმ ქვის ჯვარს მიადგა. ამ ქვაზედაც განცხადება იყო გაკრუ-
ლი, თეთრი, და ამომავალ მზით გაბრწყინებული. მაშინვე
მოაგონდა, რომ რაღაც იყო განცხადების ბოლოში, რომელიც
ვერ გაარჩია სიბნელეში, რადგან წვრილი ასოებით იყო დაბეჭ-
109 მკითხველთა ლიგა
დილი. ჯვრის კვარცხლბეკთან მივიდა, და მართლაც განცხადე-
ბაში პრიორ დე მარნის ხელმოწერის ქვემოთ კიდევ იყო წვრილი
ასოებით დაბეჭდილი ორი სტრიქონი:
„როგორც კი დამტკიცდება პიროვნება ყოფილ მარკიზ დე-
ლანტენაკისა, მაშინვე დასჯილი იქნება სიკვდილით.
ხელმოწერა: მოწინავე რაზმის უფროსი გოვენი“.
– გოვენი! – განცვიფრდა მარკიზი.
და იდგა ღრმად ჩაფიქრებული, თვალს ვეღარ აშორებდა გან-
ცხადებას.
– გოვენი! – გაიმეორა შუბლშეჭმუხნილმა მარკიზმა.
ცოტა გაიარა, გაჩერდა, მერე დაბრუნდა და განცხადება კიდევ
ერთხელ წაიკითხა.
მერე ნელი ნაბიჯით წავიდა თავის გზაზე. მის ახლოს რომ ყო-
ფილიყო ვინმე, გაიგონებდა მის ჩურჩულს. მიდიოდა და იძახდა
განცვიფრებული: გოვენი!
ტყეში ჩამალული ბილიკიდან არ ჩანდა ჰერბ-ან-პაილი და მი-
სი შენობები. პატარა, ციცაბო მაღლობს მისდევდა, აყვავებული
კვრინჩხით მოსილს, გრძელეკლიანს რომ უწოდებენ. ამ მაღლო-
ბის მწვერვალი შუაზე გახეთქილ ღორის თავს ჰგავდა, და სახე-
ლიც შესაფერი ერქვა. კაცი მაღლობის ძირიდან ხეების გარდა
ვერაფერს დაინახავდა. ფოთლები მზის სხივში ამოვლებულს
ჰგავდნენ. ბუნება ტკბებოდა დილის უსაზღვრო ნეტარებით.
უცებ საშინელება მოხდა. მზის სხივით გაბიბინებულ მდელოსა
და ტყეს საშინელი ყვირილისა და თოფის სროლის ხმა მოედო.
განზე მდგარი სახლის მხრიდან ცეცხლის ალით დასერილი კვამ-
ლი ავარდა ცაში, თითქოს იმ სახლსა და მის შენობებს ჩალასა-
ვით ცეცხლი წაეკიდა. უეცარი და საზარელი იყო ეს მოულოდნე-
ლი აფეთქება, თითქოს ქვესკნელიდან ცეცხლი ამოვარდა და გა-
დაბუგა ქვეყანა.

110 მკითხველთა ლიგა


ჰერბ-ან-პაილის ახლოს ბრძოლა მიმდინარეობდა.
მარკიზი გაჩერდა.
კაცი არ იქნება, რომ ამგვარ შემთხვევაში შიშზე ძლიერი
გრძნობა არ აღეძრას – დაუძლეველი ცნობისმოყვარეობა, უნდა
ნახოს, გაიგოს, ეს დაღუპვასაც რომ უქადდეს. მარკიზი ავიდა
მაღლობზე. რამდენიმე წუთის შემდეგ „ღორის თავზე“ იდგა და
გადასცქეროდა ჰერბ-ან-პაილს.
მართლაც, ბრძოლა მიმდინარეობდა, ხანძარიც გაჩენილიყო.
განზე მდგომი სახლი რაღაც უბედურების ეპიცენტრში მოხვდა.
მაგრამ რატომ? მტერი შემოსეოდა ამ სახლს? იბრძოდნენ, თუ
დამსჯელი რაზმი იყო მოსული? ლურჯებს ბრძანება ჰქონდათ რე-
ვოლუციური დეკრეტით და დაუნდობლად ასრულებდნენ კიდეც
მას – სადაც კი წინააღმდეგობას დაინახავდნენ, ცეცხლს უკიდებ-
დნენ სახლ-კარს და ხშირად მთელ სოფელსაც. სამაგალითოდ
წაუკიდებდნენ ცეცხლს იმ კაცის სახლ-კარს, ვინც ბრძანებისა-
მებრ არ გაჭრა ტყეში ან ჭალაში რესპუბლიკელთა ჯარის გასავ-
ლელი გზა. სწორედ ასე დასაჯეს ამას წინათ ბურგონის სამწყსო,
ეტნეს მახლობლად. იქნებ ჰერბ-ან-პაილსაც ასეთი დანაშაული
მიუძღოდა? ცხადია, არც ტყეში, და არც სადმე ჭალაში გზა არსად
იყო გაკაფული და შეიძლება სწორედ ამიტომ იწვოდა იქაურობა.
ესე იგი, სასჯელი იყო ეს ცეცხლი? იქნებ ბრძანება მოუვიდა იმ
სახლში მდგომ ჯარს? და ეს ჯარი განა წინა ნაწილი არ არის იმ
ლაშქრისა, რომელიც აქეთ გამოგზავნეს და რომელსაც ჯოჯოხე-
თის ჯარს უწოდებდნენ?
ძალიან ხშირი, მაღალი ბუჩქნარით იყო დაფარული ყოველი
მხრიდან ის ბორცვი, რომელზეც მარკიზი იდგა და ზვერავდა
იქაურობას. ამ ბუჩქნარს ჰერბ-ან-პაილის ჭალას ეძახდნენ, თუმ-
ცა ზომით დიდ ტყეს არ ჩამოუვარდებოდა, ცალკე მდგომ სახ-
ლამდე მიდიოდა, და, როგორც ყველა სხვა ბრეტანული ტყე, ხე-

111 მკითხველთა ლიგა


ვების, ბილიკებისა და გაუვალი გზების მთელ ლაბირინთს ქმნი-
და, რომელშიც რესპუბლიკის ჯარი გზას ვერაფრით იკვლევდა.
ვიდრე მარკიზი ყოყმანობდა, ვერც ჩამოსვლა გადაეწყვიტა
და ვერც იქ დარჩენა, ყურს უგდებდა და გადასცქეროდა, სიჩუმე
ჩამოვარდა. მაშინ შენიშნა, რომ მთელ ჭალას მოსდებოდა
წვრილ-წვრილი გაშმაგებული, მაგრამ მხიარული რაზმები. საში-
ნელი ღრიალი გაისმა ხეების ძირში. დამწვარი სახლიდან ახლა
ტყეში გადმოინაცვლეს. გაგიჟებით უკრავდნენ იერიშის ნაღა-
რას. თოფს აღარ ისროდნენ. მოდიოდნენ, ჩხრეკდნენ ბუჩქებს,
თითქოს ნადირი მოემწყვდიათ ბუჩქნარში და ახლა მის პოვნას
ცდილობენო. ცხადი იყო, ვიღაცას ეძებდნენ. ხმაური გაფანტუ-
ლად ისმოდა, მაგრამ მძლავრად. ყვირილი ისმოდა, ღრიალიც,
მაგრამ გარკვეულ სიტყვას ვერ გაიგებდი.
უცბად, თითქო კვამლში სხივმა იელვაო, ამ ღრიანცელში კონ-
კრეტული სიტყვა გაისმა და შიგ გულში ეტაკა მარკიზს, როდესაც
გაიგონა: ლანტენაკ! ლანტენაკ! მარკიზ დე-ლანტენაკ!
მარკიზს ეძებდნენ! მას ეძებდნენ!

112 მკითხველთა ლიგა


VI – სამოქალაქო ომი

მარკიზის გარშემო იქაურობა ყოველი მხრიდან თოფებით,


ხიშტებით, ხმლებით შეიარაღებული ჯარით აივსო. ერთი სამფე-
რი დროშა გამოჩნდა ხის ტოტებიდან, რასაც მოჰყვა შეძახილი –
ლანტენაკ! და ბუჩქებიდან გამოძვრნენ გააფთრებული სახეები.
მარკიზი მარტო იყო. მაღლობის თავზე იდგა და კარგად ჩანდა
ტყის ყოველი მხრიდან. ვერც კი ხედავდა იმ ხალხს, მის სახელს
რომ გაიძახოდნენ, მაგრამ თვითონ მას კი ყველა ხედავდა. თუ
ათასი თოფი იყო იმ ტყეში, მარკიზი იყო ერთადერთი მათი მიზა-
ნი. ვერაფერს არჩევდა ხშირ ბუჩქებში, გარდა გაცეცხლებული
თვალებისა, რომლებიც მას შესცქეროდნენ.
ქუდი მოიხადა, ყური აუწია, კვრინჩხის ბუჩქს ჩამოჰგლიჯა ერ-
თი გამხმარი ეკალი, ჯიბიდან თეთრი კოკარდა ამოიღო, ეკლით
მიაკრა ქუდის აწეულ ყურს, კვლავ დაიხურა, ოღონდ ისე, რომ
კარგად გამოჩენილიყო მისი შუბლი და კოკარდა, და მაღალი
ხმით, მთელი ტყის გასაგონად შესძახა:
– მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ! მე ვარ მარკიზ დე-ლანტენაკი,
ვიკონტ დე-ფონტენეი, პრინცი ბრეტანისა, გენერალი მეფის
ლაშქრისა! ახლა? აბა, დამიმიზნეთ! ცეცხლი!
ორივე ხელით გადაიღეღა გული და ხალხს მიუშვირა.
თავი დახარა, მისკენ დამიზნებული თოფების დანახვა უნდო-
და და მუხლმოყრილი ხალხი დაინახა.
და იგრიალა ხალხმა:
– ლანტენაკს გაუმარჯოს! ჩვენს ბატონს გაუმარჯოს! ჩვენს გე-
ნერალს გაუმარჯოს! – ყვიროდნენ, თან ქუდებს ისროდნენ მაღ-
ლა, ამოღებულ ხმლებს იქნევდნენ გახარებულები და მთელ ჭა-
ლაში გამოჩნდა ამართულ ჯოხებზე ჩამოცმული სელის მრეში ქუ-
დები.
113 მკითხველთა ლიგა
მარკიზს გარს ვანდეელები შემოხვეოდნენ.
ძველი თქმულება ყოფილა ხალხში, რომ ტურინგიის ტყეები
ოდესღაც უცნაური, ბუმბერაზი ჯიშის, ადამიანის მსგავსი ცხოვე-
ლებით იყო სავსე, რომლებსაც რომაელები საზიზღარ არსებე-
ბად თვლიდნენ და გერმანელები – ღვთიურ განსახიერებად. და
ვის შეხვდებოდნენ, ამაზე იყო დამოკიდებული მათი სიკვდილ-
სიცოცხლე: რომაელები ხოცავდნენ, გერმანელები თაყვანს
სცემდნენ.
მარკიზმაც დაახლოებით იგივე განიცადა, რაც უნდა ეგრძნო
რომელიმე იმ ბუმბერაზთაგანს, ადამიანს რომ შეხვდებოდა: ურ-
ჩხულად მიიღებდა, მოკლავდა თუ მისი თაყვანისმცემელი აღ-
მოჩნდებოდა, რომელიც მუხლს მოიყრიდა მის წინაშე.
ცეცხლივით აღგზნებული თვალებით შესცქეროდნენ მარკიზს
ყველანი, მაგრამ ამ თვალებში უტყვი სიყვარული გამოკრთოდა
და არა სიძულვილი.
ხალხი თოფებით, ხმლებით, ნამგლებით, თოხებითა და კომ-
ბლებით შეიარაღებულიყო. დიდრონი, ყურიანი ნაბდის და სე-
ლის ქუდები ეხურათ, რომლებზეც თეთრი კოკარდა ბრწყინავდა.
განიერი შარვლები, მუხლამდე ტყავის ზედატანი, ტყავის პაიჭები
ეცვათ და გრძელი თმა ჰქონდათ. ზოგი მხეცური შეხედულების
იყო, მაგრამ მთლიანობაში ყველას გლეხკაცური გულუბრყვი-
ლობა ეწერა სახეზე.
ერთმა ახოვანმა ყმაწვილმა კაცმა ჩქარი ნაბიჯით გამოიარა
დაჩოქილ ხალხში და მარკიზთან მივიდა. იმასაც, როგორც სხვა
გლეხკაცებს, ნაბდის ყურაწეული კოკარდიანი ქუდი ეხურა, ტყა-
ვის პაიჭი ეცვა, მაგრამ თეთრი ხელები ჰქონდა; წმინდა ტილოს
პერანგი ემოსა, თეთრი, აბრეშუმის სარტყელი ეკრა და ზედ მო-
ოქრულქარქაშიანი ხმალი.

114 მკითხველთა ლიგა


მარკიზთან რომ მივიდა, ქუდი მოიხადა, სარტყელი მოიხსნა,
ცალ ფეხზე დაიჩოქა, მარკიზს მიართვა სარტყელი და ხმალი და
მოახსენა:
– თქვენ გეძებდით, ბატონო, და კიდეც გიპოვეთ. ინებეთ მხე-
დართმთავრის ხმალი. თქვენი მონა-მორჩილია ეს ხალხი. აქამ-
დე მე ვიყავი მათი წინამძღოლი და ახლა ბედნიერება მეძლევა,
თქვენი წინამძღოლობით განვაგრძოთ ბრძოლა. გთხოვთ
მიიღოთ ჩვენი თაყვანისცემა. ველით თქვენს ბრძანებას, ჩემო
გენერალო.
ნიშანი მისცა და ბუჩქებიდან გამოვიდნენ და მარკიზთან გამ-
წკრივდნენ ყმაწვილები, რომელთაც სამფერი დროშა ეკავათ.
შემდეგ მიუახლოვდნენ და ფეხქვეშ დაუდეს ეს დროშა, სწორედ
ის, რომელსაც თვალი მოჰკრა ხეებში ცოტა ხნის წინ.
– ჩემო გენერალო, – მოახსენა ყმაწვილმა კაცმა, რომელმაც
სარტყელი და ხმალი მიართვა, – ეს დროშა ამ დილას ლურჯებს
წავართვით, ჰერბ-ან-პაილის სახლში რომ იყვნენ. მე, ბატონო,
გავარი მქვია, მარკიზ დე-ლა-რუარის კაცი გახლავართ.
– შესანიშნავია, – თქვა მარკიზმა.
და მშვიდი, დარბაისლური იერით შემოირტყა სარტყელი.
შემდეგ ხმალი ამოიღო, მაღლა აიქნია და შეჰყვირა:
– წამოდექით! ჩვენს მეფეს გაუმარჯოს!
ყველანი ფეხზე წამოდგნენ და მთელ ტყეს მოედო ხმამაღალი
ძახილი:
– ჩვენს მეფეს გაუმარჯოს! ჩვენს მარკიზს გაუმარჯოს! გაუმარ-
ჯოს ლანტენაკს!
მარკიზი გავარს მიუბრუნდა:
– რამდენი ხართ?
– შვიდი ათასი, ბატონო.

115 მკითხველთა ლიგა


მარკიზი მაღლობიდან ქვემოთ დაეშვა. გზას გლეხკაცები მი-
უკვლევდნენ ბუჩქებში. გავარი თან მისდევდა მოხსენებით:
– სულ უბრალოდაა საქმე, ბატონო, ახლავე მოგახსენებთ.
ჩვენ მზად ვიყავით, მხოლოდ ნაპერწკალსღა ველოდით. და სწო-
რედ ეს ნაპერწკალი აღმოჩნდა რესპუბლიკელების განცხადება.
თქვენი ჩამობრძანება გაიგო ხალხმა და მაშინვე აიშალა. ეს ამ-
ბავი გრანვილის მამასახლისისაგანაც ვიცოდით, მღვდელი
ოლივიე რომ გადაარჩინა. სულით ხორცამდე ჩვენია ის კაცი. ღა-
მით კი განგაშის ზარი დავკარით.
– რის გამო?
– თქვენს საძებნელად.
– ჰოო!
– და ჩვენც მზად ვართ.
– შვიდი ათასი ხართ?
– დიახ. ხვალ თხუთმეტი ათასი ვიქნებით. თხუთმეტი ათასი
უნდა მოგვცეს ჩვენმა მხარემ. ბ. ანრი დე ლაროშჟაკლენი რომ
კათოლიკეთა ჯარისკენ მიდიოდა, განგაში ატყდა და ერთ ღამეში
ათი ათასი კაცი მიჰგვარა ექვსმა სამწყსომ: იზერნეიმ, კორკემ,
ეშობრუანმა, ობიემ, სენტ-ობენმა და ნუეილმა. იარაღი არ ჰქონ-
დათ. ერთ ქვისმთლელს ჰქონდა სამოცი გირვანქა თოფის წამა-
ლი, კლდის ასაფეთქებლად ჰქონდა და ის წამოიღო. დარწმუნე-
ბული ვიყავით, რომ სადმე აქ გიპოვიდით და თქვენს საძებნელად
წამოვედით.
– და ჰერბ-ან-პაილში ლურჯებს თავს დაესხით?
– ქარი დაგვეხმარა, ისე ქროდა, რომ უკანვე მიჰქონდა ზარის
ხმა, და განგაშის ხმა ვერ გაიგეს. იყვნენ თავისთვის მშვიდად. ამ
დილას შევცვივდით სახლში. ლურჯებს ეძინათ და კაცი არ გადაგ-
ვრჩენია ცოცხალი. ცხენი მყავს, ბატონო, იქნებ ინებოთ?
– კარგი იქნება.

116 მკითხველთა ლიგა


ერთმა გლეხმა მიჰგვარა თეთრი ცხენი და მარკიზი სხვის და-
უხმარებლად შემოახტა ზურგზე.
– ვაშა! – შეჰყვირეს გლეხებმა, რადგან ინგლისური ყვირილი
ხშირად გაისმის ბრეტან-ნორმანდიის ზღვის პირას, რომელსაც
მუდმივი ვაჭრული ურთიერთობა აქვს ლამანშის კუნძულებთან.
გავარმა მხედრული სალამი მისცა და ჰკითხა:
– სად იქნება თქვენი მთავარი სადგომი, ჩემო გენერალო?
– ჯერჯერობით ფუჟერის ტყეში.
– ფუჟერი, ერთი თქვენი შვიდ ტყეთაგანი.
– მღვდელი დაგვჭირდება.
– გვყავს, ბატონო.
– რომელია?
– შაპელ-ერბრეს მოძღვარი.
– ვიცნობ, მანამდე ჟერსეიში იყო.
ერთი მღვდელი გამოვიდა მწყობრიდან და მოახსენა:
– სამჯერ გახლდით, ბატონო.
– დილა მშვიდობისა, მამაო, ვფიქრობ, ბევრი საქმე გექნებათ.
– მით უკეთესი, ბატონო მარკიზო.
– ვინც მოისურვებს, ისინი აზიარეთ. ძალდატანება არ ივარ-
გებს.
– გნემენეს მოძღვარი, ბატონო, რესპუბლიკელებსაც
აზიარებს და...
– მოძღვარი კი არის, ვარსამი ყოფილა. სიკვდილი თავისუფა-
ლი უნდა იყოს.
გავარი რაღაც ბრძანების გასაცემად იყო წასული. რომ დაბ-
რუნდა, მარკიზს გამოეჭიმა:
– თქვენს ბრძანებას ველი, ბატონო.
– ფუჟერის ტყეში ვიკრიბებით. ახლა დავიშალოთ და იქით გა-
ვემართოთ.

117 მკითხველთა ლიგა


– ბრძანება მიღებულია.
– ჰერბ-ან-პაილის გლეხები კარგად დაუხვდნენ რესპუბლიკე-
ლებს. ასე მითხარით, თუ არა ვცდები.
– დიახ, ბატონო.
– სახლი დაწვით?
– დიახ.
– დანარჩენი შენობები?
– არა, არ დაგვიწვია.
– ისინიც დაწვით.
– ფრიად ეცადნენ ლურჯები თავის დაცვას, მაგრამ ისინი ას
ორმოცდაათნი იყვნენ და ჩვენ შვიდი ათასი.
– საიდან იყვნენ, თუ იცით?
– სანტერის ჯარიდან.
– სანტერის! ნაღარა რომ დააკვრევინა იმ დროს, როდესაც მე-
ფეს თავს სჭრიდნენ? მაშ, პარიზელები იქნებოდნენ?
– ნახევარი ბატალიონი.
– ბატალიონის სახელი?
– დროშაზეა ამოქარგული: წითელქუდა ბატალიონი.
– სისხლისმსმელები!
– დაჭრილებს რა ვუყოთ?
– დახოცეთ.
– დაჭრილებს?
– დახვრიტეთ.
– ოთხმოცამდე კაცია….
– ყველა დახვრიტეთ.
– ორი ქალია.
– ისინიც.
– სამი ბავშვი.
– თან წამოიყვანეთ. მერე ვნახავთ.

118 მკითხველთა ლიგა


და მარკიზმა მუხლი ჰკრა თავის ცხენს.

119 მკითხველთა ლიგა


VII – არავინ შეიბრალოთ! – კომუნის ბრძანება
არავინ დაინდოთ! – პრინცების ბრძანება

იმ დროს, როდესაც ტანთან ახლოს ლანტენაკი ძალებს იკ-


რებდა, ტელმარში კროლინისკენ მიდიოდა. ხევ-ხევ მიიწევდა
წინ დაბურულ ტყეში, ყურადღებას არაფერს აქცევდა – უფრო
ოცნებობდა, ვიდრე ფიქრობდა, რადგან ფიქრს თავისი მიზანი
აქვს და ოცნებას კი – არავითარი. აქა-იქ ჩერდებოდა, მჟაუნას
ჭამდა, წყაროს წყალს ეწაფებოდა, ხანაც რაღაც შორეულ ყვი-
რილს მოჰკრავდა ყურს. ჩერდებოდა და გაფაციცებით ზვერავდა
მიდამოს. შემდეგ კი ბუნების მშვენიერებით მოხიბლული, ისევ
თავის ლანდს მისდევდა...
ხანდაზმული კაცი იყო, მალე იღლებოდა, როგორც თვითონვე
უთხრა ლანტენაკს. პატარა გზა გაიარა კრუა-ავრანშენისკენ და
კიდეც დაბინდდა, უკან გამობრუნება რომ დააპირა.
ბილიკის გასწვრივ, მასეის უტყეო პატარა მაღლობზე ავიდა,
საიდანაც კარგად მოჩანდა დასავლეთი თვით ზღვის პირამდე.
რაღაც კვამლმა მიიქცია მისი ყურადღება.
არაფერია იმაზე ტკბილი, როგორც კვამლის დანახვა და ამავ-
დროულად ამაზე საზარელი. არის კვამლი მშვიდობიანი, არის
კვამლი სისხლისმღვრელი. კვამლის სიმკვრივე და ფერი შეად-
გენს განსხვავებას მშვიდობასა და ომს, ძმობასა და მტრობას,
მასპინძლობასა და აკლდამას, სიცოცხლესა და სიკვდილს შო-
რის. ტყიდან კვამლი რომ ამოდის, შეიძლება სიცოცხლის ნეტა-
რების ნიშანი იყოს, ნიშანი ოჯახისა; ანდა უსაშინლესი ნიშანი –
ხანძრისა. ზოგჯერ ადამიანის ბედნიერება ან მთელი მისი უბედუ-
რება ხანდახან სწორედ ამ ქარით სანიავებელ კვამლშია.
ტელმარშის კვამლი უფრო საშიშს ჰგავდა.

120 მკითხველთა ლიგა


შავი იყო, ხანგამოშვებით წამიერი ალი მოედებოდა ხოლმე,
თითქოს ჩამწვარ მუგუზლებს ძალა მიეცა და ალი ავარდაო. კვამ-
ლი ჰერბ-ან-პაილს ასდიოდა.
ტელმარშმა ფეხს აუჩქარა და ცეცხლის მხარეს წავიდა. მეტად
დაღლილი იყო, მაგრამ უნდოდა გაეგო, რა უბედურება ეწია ამ
სახლ-კარს.
პატარა დაღმართს მიადგა, რომელსაც ჰერბ-ან-პაილი მიჰ-
კვროდა.
აღარც სახლი იყო და აღარც სხვა შენობები. ყველაფერი დან-
გრეული და დამწვარი იყო.
არის კი რამ უფრო გულსაკლავი სანახავი, ვიდრე სახლის ხან-
ძარი? ძნელი წარმოსადგენია ამაზე მეტი უბედურება.
დაბადების თქმულებას თუ დავუჯერებთ, ვინც ხანძარს უცქე-
რის, ქანდაკებად გადაიქცევა. ტელმარშიც მცირე ხანს ქანდაკე-
ბად იქცა. იმისთანა სანახაობა გადაშლილიყო მის თვალწინ,
რომ ქვასავით იდგა უძრავად. ირგვლივ უსაზღვრო დუმილი იდ-
გა. არ ერეოდა კვამლს ადამიანის არც ყვირილი და არც კვნესა.…
ცეცხლი ეკიდა ყველაფერს, ხანდახან გაიბნეოდა ხოლმე და გა-
დამწვარი ბანის ქვეშ მოჩანდა ჭერდამწვარი ოთახები, ალით გა-
წითლებული გლეხის ჭურჭელი და ზოგან უკვე ნაღვერდალი.
გულგახეთქილი შესცქეროდა გლახა ამ უბედურებას.
სახლის გვერდით რამდენიმე წაბლის ხეს მოჰკიდებოდა ცეც-
ხლი და იწვოდა.
ყურს უგდებდა. ცდილობდა, ადამიანის ხმა, ყვირილი, ტირი-
ლი გაეგონა. არაფერი იძვროდა, გარდა ცეცხლის ალისა, არა-
ფერი ხმაურობდა, გარდა ხანძრისა.
ნუთუ ყველანი გაიქცნენ?

121 მკითხველთა ლიგა


ქვემოთ ჩავიდა. მივიდა ალაყაფის კარამდე და ეზოში შეიხე-
და. ღობე მთლად გადამწვარიყო და კარ-მიდამო ჭალას უერ-
თდებოდა.
შუა ეზოში რაღაც იყო შავად დაგროვილი, მკრთალად განა-
თებული ერთი მხრიდან მთვარით, მეორე მხრიდან – ცეცხლით.
მკვდარი ადამიანების გროვა იყო ეზოში. და აქვე, ამ გროვის ირ-
გვლივ, დიდი გუბე მოჩანდა, რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა ორ-
თქლი. სისხლის გუბე იყო, ადამიანის სისხლისა.
ტელმარში მიუახლოვდა და თვალიერება დაუწყო გვამებს.
ყველანი მკვდრები აღმოჩნდნენ.
ჯარისკაცები იყვნენ დახოცილები. ყველა ფეხშიშველი იყო,
ფეხსაცმელი გაეხადათ მკვლელებს; იარაღიც მოეხსნათ; მხო-
ლოდ ლურჯი სამხედრო ტანისამოსი შერჩენოდათ; ადამიანის
ხელ-ფეხისა და თავების გროვაში აქა-იქ ტყვიით გახვრეტილი
სამფერი ქუდი მოჩანდა. ისინი ჰერბ-ან-პაილში სადარაჯოდ გა-
ჩერებული პარიზელი რესპუბლიკელები იყვნენ.
იქვე ეზოში დაეხვრიტათ ყველანი და დიდი მონდომებითაც,
რადგან სიცოცხლის ნიშანწყალი არავის ეტყობოდა.
ალბათ ძალიან ეჩქარებოდათ, რადგან მიატოვეს საწყალი ჯა-
რისკაცები და არ დამარხეს.
ის იყო, წასვლას აპირებდა, რომ ეზოში დაბალ კედელს მოჰ-
კრა თვალი და კედლის ბოლოს ოთხი გამოშვერილი ფეხი დაინა-
ხა.
ტელმარში ახლა იქით წავიდა. ქალები აღმოჩნდნენ. ორი დე-
დაკაცი ეგდო კედლის იქიდან, ორივე დახვრეტილი.
დაიხარა ტელმარში, შემოწმება დაუწყო. ერთს სამხედრო ტა-
ნისამოსი ეცვა; გვერდზე იქვე ცარიელი საღვინე ეგდო. ეტყობა
მარკიტანი იყო. ოთხი ტყვია მოხვედროდა თავში.

122 მკითხველთა ლიგა


ახლა მეორეს დაუწყო თვალიერება. გლეხი დედაკაცი იყო.
პირღია ეგდო, თვალდახუჭული. თავზე არანაირი ჭრილობა არ
ჰქონდა. წაქცევისას დაკონკილი ტანისამოსი გადაღეღოდა და
გულმკერდი მოუჩანდა. უფრო მეტად გადაუწია გულისპირი ტელ-
მარშმა და მხარზე ტყვიის მრგვალი ჭრილობა აღმოაჩინა. ლავი-
წი ჰქონდა გატეხილი. შემდეგ ჩალურჯებულ ძუძუს დახედა.
– დედა და მაწოვარი, – წაიდუდუნა ტელმარშმა.
ხელი შეახო. ცივი არ იყო. გულზე დაადო ხელი და სუსტი გუ-
ლის ცემა იგრძნო. ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
წამოვარდა ტელმარში და საშინელი ხმით შეჰყვირა:
– არავინაა აქ?
– შენ ხარ, კემან? – გამოსძახა ვიღაცამ ისეთი დაბალი ხმით,
რომ ძლივს მოესმა.
და ერთი თავი ამოძვრა ნანგრევებიდან.
მერე მეორე გამოჩნდა სხვა ნანგრევებიდან.
გლეხკაცები იყვნენ. დამალულიყვნენ, ეს ორი კაციღა გადარ-
ჩენილიყო ამდენი ადამიანიდან.
ხმაზე იცნეს მათხოვარი, საშიშროებამ გაიარაო და გამოძ-
ვრნენ თავიანთი სამალავი ორმოებიდან.
ჯერ კიდევ თრთოდნენ უბედურები. ტელმარშთან მივიდნენ.
ტელმარშმა დაყვირება შეძლო, მაგრამ ლაპარაკი ვეღარ
მოახერხა. ასე იცის ღრმა მღელვარებამ.
მის ფეხებთან განრთხმულ ქალზე მიანიშნა.
– ნუთუ ცოცხალია? – ჰკითხა ერთმა გლეხმა.
თავი დაუქნია ტელმარშმა, ცოცხალიაო.
– ის მეორე? ისიც ცოცხალია? – ჰკითხა მეორემ.
თავი გაიქნია, არაო.
ნანგრევებიდან პირველი რომ გამოძვრა, იმან დაიწყო მოთ-
ქმა:

123 მკითხველთა ლიგა


– სხვა ყველა დახოცეს, ჩემი თვალით ვნახე. სარდაფში ვიჯე-
ქი. ასეთი განსაცდელის დროს რა მადლობას სწირავს ღმერთს
ადამიანი, რომ არც ცოლი ჰყავს, არც შვილი! ჩემი ქოხი დაწვეს!
ღმერთო ძლიერო! ამდენი ხალხი როგორ დახოცეს? ამ დედა-
კაცს სამი ბავშვი ჰყავდა. სულ პაწიები! ბავშვები – დედა, დედი-
კოოს! – გაიძახდნენ, დედა – ჩემი შვილებიო! – გაჰკიოდა. ღმერ-
თო! დედა მოუკლეს ბავშვებს და ბავშვები თან წაიყვანეს! ჩემი
თვალით ვნახე! ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!
ააოხრეს, მიწასთან გაასწორეს აქაურობა და წავიდნენ! მერე რა
კმაყოფილები იყვნენ! ბავშვები თან წაიყვანეს და დედა კი მოუკ-
ლეს! მაგრამ ჯერ ცოცხალია უბედური, არა? ცოცხალია? ხმა
ამოიღე, კემან, იქნება უშველო რამე და სიკვდილს გადაარჩინო!
ჩვენ დაგეხმარებით, შენს მიწურამდე მივიყვანთ.
ტელმარშმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
იქვე მოამტვრიეს ფოთლიანი ტოტები, საკაცე გამართეს, და-
აწვინეს ზედ დაჭრილი დედაკაცი და შეერივნენ ჭალას. ორ გლეხ-
კაცს საკაცე მიჰქონდა. ტელმარშს დაჭრილის ხელი ეჭირა და მა-
ჯას უსინჯავდა.
მიდიოდნენ და ლაპარაკობდნენ.
– ამოჟლიტეს ხალხი!
– გადაწვეს აქაურობა!
– ღმერთო დიდებულო! ეს არის შენი სამართალი?
– სულ იმისი ბრალია, აი, მაღალი კაცი რომ იყო. იმან ბრძანა.
– ხალხს რომ ხვრეტდნენ, ისიც იქ იყო?
– არა, წასული იყო. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ყველაფე-
რი მისი ბრძანებით მოხდა.
– ღმერთმა მოჰკითხოს!
– მან ბრძანა: – დახოცეთ! დაწვით! არავინ დაინდოთო!
– მარკიზია, და!

124 მკითხველთა ლიგა


– მარკიზია, ჩვენი ბატონი.
– ჰო? სახელად რა ჰქვია?
– მარკიზ დე-ლანტენაკი.
ტელმარშმა ზემოთ აღაპყრო თვალები და დაიკვნესა.
– ეჰ, რა ვიცოდი?!

125 მკითხველთა ლიგა


მეორე ნაწილი პარიზში

126 მკითხველთა ლიგა


წიგნი პირველი – სიმურდენი

I – იმ დროის პარიზის ქუჩები

სახალხოდ ცხოვრობდა პარიზი; ქუჩაში, კარებთან მაგიდას


დგამდნენ და საჭმელს იქ მიირთმევდნენ. ქალები ისხდნენ ეკლე-
სიების სტოვაზე, დაჭრილებისთვის ფილთას ამზადებდნენ და
თან მარსელიოზას მღეროდნენ. მონსოს და ლუქსემბურგის ბაღ-
ში სამხედრო მანევრები მიმდინარეობდა. მებოძირებზე ყველგან
მესაჭურვლეები ისხდნენ და იარაღს ამზადებდნენ – თოფებს,
ხიშტებს; ხალხი სიამოვნებით უყურებდა მათ შრომას და ტაშს უკ-
რავდა. ერთს გაიძახოდა დიდი და პატარა: „მოთმინება! რევო-
ლუციის ხანაში ვართ“. თეატრში ისე მიდიოდნენ, როგორც ათე-
ნელები პელოპონეზის ომის დროს. ქუჩები აჭრელებული იყო
აფიშებით: „ტიონვილის გარემოცვა“, „ხანძარს გადარჩენილი
ოჯახის დედა“, „უზრუნველთა კლუბი“, „უფროსი პაპი ჟანა“, „ფი-
ლოსოფოსი ჯარისკაცები“, „სოფლური სიყვარული“. საფრანგე-
თის საზღვრებს გერმანელები მოსდგომოდნენ. ხმა დადიოდა, –
პრუსიის მეფემ ლოჟა შეუკვეთა ოპერაშიო. ყველაფერი საშინ-
ლად იყო და არავის ეშინოდა. მერლენ-დედუეს საზიზღარი „კა-
ნონი საეჭვოთა შესახებ“, ქუდზე კაცს ემუქრებოდა გილიოტინით.
ერთი პროკურორი, სერანი, დაებეზღებინათ და მშვიდად ელოდა
დაპატიმრებას: საშინაო ტანისამოსი ეცვა, ფეხზე – ფლოსტები,
იდგა ფანჯარასთან და ფლეიტაზე უკრავდა. რატომღაც ჩქარობ-
დნენ ყველანი. ქუდს ვერ დაინახავდით, რომ ზედ კოკარდა არ
ყოფილიყო. ქალები იძახდნენ, ძალიან გვიხდება წითელი ქუ-
დიო. ისე ირეოდა პარიზი, თითქოს გასახიზნად ემზადებაო.
ძველმანებით მოვაჭრეებს გამოტენილი ჰქონდათ მაღაზიები სა-

127 მკითხველთა ლიგა


სახლეებიდან გამოტანილი გვირგვინებით, მიტრებით, სკიპტრე-
ბით. ეს იყო მონარქიის ნგრევა, მისი განადგურება. ძველი ტანი-
სამოსის მაღაზიები სავსე იყო ოლარებით, სამკლავეებით, ომ-
ფორმებით.
პორშერონსა და რამპონოს მიკიტნებთან სასმელად ვირებით
მიდიოდნენ ყმაწვილი ბიჭები; ვირები ენქერით ჰყავდათ შემოსი-
ლი, თვითონ კვერთხი ეჭირათ, ბეჭებზე – მანტია და ბარძიმით
სვამდნენ ღვინოს. სენ-ჟაკის ქუჩას კირწყლავდნენ ფეხშიშველი
მუშები; ვაჭარი დაინახეს, წაღები გამოეტანა გასაყიდად; ფული
მოაგროვეს ერთმანეთში, თხუთმეტი წყვილი წაღა იყიდეს და
კონვენტს გაუგზავნეს ჯარისკაცებისთვის. ყველგან ფრანკლი-
ნის, რუსოს, ბრუტისა და მარატის ქანდაკებები იდგა. კლოშ-
პერსის ქუჩაში მარატის ქანდაკების ძირში მიკრული იყო მინით
დაფარული, შავ ჩარჩოში მოთავსებული ბრალდება მალუესი და-
მამტკიცებელი საბუთებით და შემდეგი მინაწერით: „ეს საბუთები
გადმომცა სილვენ ბაიის საყვარელმა, გულწრფელმა პატრიოტ-
მა, რომელსაც კარგი განწყობა აქვს ჩემ მიმართ. მარატი“. პალე-
როიალის მოედანზე შადრევნის ქვაზე წარწერა ქუანტოს ეფფუნ-
დიტ ინ უსუს დაფარული იყო ორი დიდი სურათით. ერთზე ეხატა
კაიე დე ჟერვილი, – საერო კრებას განუმარტავდა არლელთა
შეთქმულების ანბანის საიდუმლო ნიშნებს, – და მეორეზე – მეფე
ლუი XVI, ვარანიდან დაბრუნებული თავისი სამეფო ეტლით, და
ამ ეტლის ქვეშ, თოკით მიკრული ფიცრის თავში და ბოლოში –
თითო გრენადერი ხიშტიანი თოფებით.
ცოტაღა იყო დიდი მაღაზია. წვრილმანს და სათამაშოებს ქა-
ლები დაატარებდნენ ქუჩებში ურიკით; ღამე ქონის სანთლით
ანათებდნენ და ზედ დასდიოდა სავაჭროს ქონის ნაღვენთი, ფარ-
დულებში თეთრი პარიკით მოსილი ყოფილი მონაზვნები ვაჭ-
რობდნენ. აი, ის ქალი, ქუჩაში რომ იჯდა და დახეული წინდების

128 მკითხველთა ლიგა


კემსვით ირჩენდა თავს, დიდებული ქალბატონი ბრძანდებოდა.
ბუფლერის მეუღლე სხვენზე ცხოვრობდა და იქიდან გადაჰყუ-
რებდა თავის სასახლეს.
ყვირილით დარბოდნენ ქუჩებში გაზეთის გამყიდველები და
„ახალ ქაღალდს“ სთავაზობდნენ ხალხს. ყიყვიანს ეძახდნენ,
ვინც მაღალ საყელოში იმალავდა ნიკაპს. ქალაქი სავსე იყო მო-
ხეტიალე მომღერლებით. ხალხს არ უყვარდა და სტვენით აჯილ-
დოებდა მეფის მომხრე მოშაირეს, პიტუს, თუმცა ყოჩაღი კაცი
იყო, ოცდაორჯერ დაჭერილი; ერთხელ რევოლუციურ სასამარ-
თლოს წარუდგინეს, – სიტყვა „მოქალაქე“ რომ წარმოთქვა, უკან
წელს ქვევით იკრა ხელიო; – ხედავდა, რომ თავს გააგდებინებ-
დნენ და შეჰყვირა: – თავმა რა ქნას? სულ ამისი ბრალიაო! –
გაეცინათ მსაჯულებს და გადარჩა განსაცდელს. ეს ის პიტუ იყო,
რომელიც თავისი შაირებით მასხრად იგდებდა მაშინდელ მო-
დას, ლათინური და ბერძნული სახელებით გატაცებას; ძალიან
გავრცელებული იყო მისი ლექსი ერთ ხარაზზე, რომელსაც ჩუჯუს
ერქვა, მის ცოლს კი – ჩუჯუსდამ.
ქუჩაში მღეროდნენ და ცეკვავდნენ „კარმანიოლს“. „ბატონოს
და ქალბატონოს“ ნაცვლად „მოქალაქეთი“ მიმართავდნენ ერ-
თმანეთს. მონასტრებში ცეკვავდნენ; საკურთხეველზე სანათი
იდგა, ჭერში, ორ გადაჯვარედინებულ ლატანზე – შანდლები, და
ფეხქვეშ – მიცვალებულთა საფლავები. ლურჯ ტანისამოსს მტარ-
ვალურს ეძახდნენ. ქინძისთავს ხმარობდნენ საყელოს შესაკრა-
ვად, რომელსაც „თავისუფლების ქუდს“ ეძახდნენ, სამფერს, –
თეთრ, ლურჯ და წითელქვიანს. რიშელიეს ქუჩას კანონიერების
ქუჩა უწოდეს; სენტ-ანტუანის უბანს – დიდების უბანი; ბასტილიის
მოედანზე „ბუნების“ ქანდაკება იდგა. ერთმანეთს უჩვენებდნენ
ხოლმე ზოგ-ზოგ ცნობილ გამვლელს, – შატლეს, დიდიეს, ნიკო-
ლას და გარნიე დე ლონეის, რომლებიც ღამეს ათევდნენ დურ-

129 მკითხველთა ლიგა


გალ დიუპლეს კართან; აგრეთვე ვულანს, რომელიც უკლებლივ
ყოველდღე, გილიოტინამდე მიჰყვებოდა დასასჯელად განწი-
რულთ, ტკბებოდა გილიოტინის მოქმედებით და იძახდა – წი-
თელ წირვაზე ვიყავიო; ან კიდევ მონფლაბერს, რევოლუციონერ-
მსაჯულს, რომელმაც „ათი აგვისტო“ დაირქვა სახელად. სამხედ-
რო სკოლის მოწაფეებს კონვენტის დეკრეტით „მარსის სკოლის“
მოწაფეებს ეძახდნენ და ხალხი – „რობესპიერის პაჟებს“. ფრე-
რონის პროკლამაციებს კითხულობდნენ. იდგნენ ქალაქის
თვითმმართველობის კარებში და მასხრად იგდებდნენ მოქალა-
ქურად შეუღლებულთ: შეგროვდებოდნენ მეფე-დედოფლის გზა-
ზე და გაჰყვიროდნენ, – „მუნიციპალურად დაქორწინებულნი“.
ინვალიდების სასახლეში წმიდანების და მეფეების ქანდაკებას
თავზე ფრიგიული ქუდები ეხურათ. ქაღალდს თამაშობდნენ ქუჩა-
ში; ქაღალდის თამაშიც რევოლუციას განიცდიდა: ხელმწიფის
ნაცვლად გენია შემოიღეს, ქალის მაგივრად შემოიღეს თავისუფ-
ლება; ჯარისკაცის ნაცვლად – თანასწორობა და ტუზის კანონი.
საზოგადო ბაღებს ხვნა დაუწყეს. ტუილრიში გუთანი ჭრიალებდა.
და ყველაფერ ამას ემატებოდა, განსაკუთრებით დამარცხებულ
წრეებში, რაღაც მედიდური ზიზღი სიცოცხლისა. ერთი კაცი წერ-
და ფუკიე-ტენვილს: „კეთილი ინებეთ და გამათავისუფლეთ სი-
ცოცხლისაგან. აი ჩემი მისამართი“ შენსენე დაიჭირეს, რადგან
ხმამაღლა დაიყვირა პალე-როიალის სასახლეში: „ოსმალეთში
როდისღა მოხდება რევოლუცია? ვერ წარმოიდგენთ, როგორ მე-
ნატრება ოსმალეთის რესპუბლიკა!“ მრავალი გაზეთი იბეჭდებო-
და. ვარსამის დალაქები სახალხოდ უხუჭუჭებდნენ ქალებს პარი-
კებს და თვით ვარსამი ამ დროს ხმამაღლა კითხულობდა გაზეთ
„მონიტორს“. სხვები კიდევ ხმამაღლა უკითხავდნენ ხალხს და
განუმარტავდნენ დუბუა-კრანსეს „თანხმობას“ ან პერბელროზის
„საყვირს“. ხშირი იყო, რომ დალაქი ამავე დროს ხორცითაც ვაჭ-

130 მკითხველთა ლიგა


რობდა და კოხტად მორთულ, ოქროსთმიან მანეკენებს გვერდს
ღორის ლორი და ძეხვი უმშვენებდა. ქუჩებში „გახიზნულების
ღვინოს“ ყიდდნენ; ერთი ვაჭარი განცხადებით აცნობებდა
ხალხს, ორმოცდათორმეტნაირი ღვინო მაქვსო. სხვები ქნარის
ფორმის საათებს სთავაზობდნენ და მეფურ სავარძლებს. ერთ
დალაქს წარწერა ჰქონდა კარზე: „სამღვდელოებას ვპარსავ, თა-
ვადაზნაურობას ვვარცხნი, მესამე წოდებას ვკრეჭ“. მკითხავ მარ-
ტენთან დაიარებოდნენ და ქაღალდს აშლევინებდნენ, ანჟუს, ყო-
ფილი დოფინის ქუჩაზე, #173-ში.
ძნელი საშოვარი იყო პური, ნახშირი, საპონი. სოფლებიდან
მრავლად მოერეკებოდნენ მეწველ ძროხებს. ხბოს ხორცი გირ-
ვანქა თხუთმეტი ფრანკი ღირდა. იყო კომუნის განცხადება, რომ-
ლის მიხედვით ყოველ მოქალაქეს უფლება ჰქონდა, ათ დღეში
ერთხელ მიეღო ერთი გირვანქა ხორცი. მაღაზიებთან ხალხის
უწყვეტი რიგი იდგა, რამე რომ შეეძინა. ერთი ამგვარი რიგი დღე-
საც არ დავიწყებია ხალხს, იმდენად დიდი იყო და საზარელი: ბაყ-
ლის კართან იწყებოდა პტიკაროს ქუჩაზე და ტორგეილის ქუჩის
ნახევრამდე გრძელდებოდა. რიგში თოკით იდგნენ: გრძელი თო-
კი იყო გაჭიმული ქუჩაში და ხელით ეჭირათ ერთმანეთის უკან.
მეტად მხნედ და მოთმინებით იქცეოდნენ ამ გაჭირვებაში ქალები
ღამეებს ათევდნენ ქუჩაში, რომ მეორე დღეს ჯერი რგებოდათ და
ხაბაზთან შესულიყვნენ.
რევოლუცია ორი საშუალებით ებრძოდა ამ გაჭირვებას, ასიგ-
ნატებით3 და მაქსიმუმით; ქაღალდის ფულს ბერკეტად იყენებდა,
მაქსიმუმს – საყრდენ ფუძედ. ამ ემპირიზმმა გადაარჩინა საფ-
რანგეთი. ყმაწვილი ქალები ტრიალებდნენ ქუჩაში, გასაყიდად

3 ქაღალდის ფულით

131 მკითხველთა ლიგა


დაჰქონდათ ლავანდის წყალი, წვივსაკრავები, თმის ნაწნავები
და თან მეძაობდნენ. პერონისა და ვივიენის ქუჩა სავსე იყო ამ მე-
ძავებით; ქუჩაში იდგნენ ტალახიანი წაღებით, გაქონილი თმით,
მელიისკუდიანი ტყავის ქუდით. ვალუას ქუჩაზე კი უფრო კოხტად
ჩაცმულები იდგნენ, გაწმენდილი წაღებით, პირში კბილის საჩიჩ-
ქნით, ლამაზი ქუდებით. ხალხი სდევნიდა მათ, ისე როგორც ქურ-
დებს; მეფის მომხრენი კი მეძავებს „მოღვაწე მოქალაქეებად“ იხ-
სენიებდნენ.
ასეთი გაჭირვება და ამავე დროს ქურდობის თითქმის მოსპო-
ბა! საშინელი გაჭირვება და ასეთი პატიოსნება! ფეხშიშველები
და „შიმშილით ცოცხალ-მკვდარნი“ თავჩაღუნულნი გაუვლიდნენ
ხოლმე ოქრომჭედლების მაღაზიებს. ბომარშეს სახლი გაუჩხრი-
კეს სენტ-ანტუანის უბანში; ერთმა დედაკაცმა ყვავილი მოგლიჯა
მის ბაღში და ამ ქურდობის გამო ხალხმა აღშფოთება გამოხატა.
საჟენი შეშა დაახლოებით ოთხასი ფრანკი ღირდა ოქროთი; ქუ-
ჩაში სარეცლის ფიცრები გამოჰქონდათ დასახერხად და იმას
წვავდნენ. ზამთარში წყალსადენი გაყინული იყო, ორი სათლი
წყალი ერთი ფრანკი ღირდა და დიდი და პატარა მერწყულედ
ქცეულიყო. ლუიდორი სამი ათას ცხრაას ორმოცდაათ ფრანკად
ფასობდა. ეტლით გავლა ექვსასი ფრანკი ღირდა; რამდენიმე
საათის სიარულის შემდეგ ამგვარი დიალოგი მოისმოდა: – „რამ-
დენი გერგება, მეეტლევ?“ – „ექვსი ათასი ფრანკი!“ მწვანილის
გამყიდველი დედაკაცი დღეში ოცდაათ ფრანკს იღებდა. ერთი
მათხოვარი გაიძახოდა: „მოწყალება გაიღეთ! ორას ოცდაათი
ფრანკი მაკლია ფეხსაცმლის საყიდლად“.
ხიდის თავში დავიდის მიერ გამოქანდაკებული და დახატული
უზარმაზარი აღალმები იდგა, რომლებსაც მერსიე დაცინვით ხის
ვეებერთელა მასხარებს ეძახდა; ეს აღალმები დამარცხებული
ფედერალიზმისა და კოალიციის გამოხატულება იყო. არანაირი

132 მკითხველთა ლიგა


სისუსტე ხალხში, დაღონებული სიხარული, რომ ძირს დავამხეთ
სამეფო ტახტებიო. მრავლად მოდიოდნენ რესპუბლიკისთვის
თავგანწირული მოხალისეები. ქუჩა არ იყო, თავისი ბატალიონი
რომ არ შეექმნა. ყველა უბნის დროშას თავისი დევიზი ჰქონდა
ზედ ამოქარგული. ერთს შემდეგი სიტყვები ეწერა – „ხელში ად-
ვილად ვერ ჩაგვიგდებთ“, მეორეს – „დიდებულება მხოლოდ
გულშია“. კედლები აჭრელებული იყო აფიშებით, დიდებით, პა-
ტარებით, თეთრებით, ყვითლებით, მწვანეებით, წითლებით; ზო-
გი დაბეჭდილი იყო, ზოგი ხელნაწერი, და ყველგან – ერთი და
იგივე: „რესპუბლიკას გაუმარჯოს“. პატარა ბავშვები „წავა, წავას“
მღეროდნენ.
პატარა ბავშვები, ანუ დიდებული მომავალი
შემდეგში პარიზის ტრაგიზმი ცინიზმში გადაიზარდა. ორი რე-
ვოლუციური სახე ჰქონდათ პარიზის ქუჩებს, სრულიად განსხვა-
ვებული თერმიდორის ცხრამდე და მას შემდეგ. სენ-ჟუსტის პარი-
ზი ტალიენის პარიზად გარდაიქმნა. ესაა ღვთის მუდმივი ანტითე-
ზა: სანაის შემდეგ მაშინვე ქეიფი გაჩნდა.
ხდება ხოლმე, რაღაც სიგიჟე მოერევა საზოგადოებას. სწო-
რედ ეს სიგიჟე დაემართა საფრანგეთს რევოლუციამდე ოთხმო-
ცი წლით ადრეც. ლუი XIV-ის, ისევე როგორც რობესპიერის
დროს, ძლივს სუნთქავს ადამიანი; შემდეგ ლუი XV-ის მცირეწ-
ლოვანების დრო, რომლითაც იწყება მეთვრამეტე საუკუნე, და
დირექტორია, რომლითაც თავდება ეს საუკუნე. თავაშვებული
ღრეობა ტერორიზმის შემდეგ. საფრანგეთმა თავი დააღწია რო-
გორც პურიტანულ მონასტერს, ისე მონარქიულ ციხეს და დაეწა-
ფა თავისუფლებას.
ცხრა თერმიდორის შემდეგ გამხიარულდა პარიზი; რაღაც გი-
ჟურმა მხიარულებამ აიტაცა, რაღაც ავადმყოფური სიხარული
შეეყარა. აქამდე გაგიჟებული ნატრობდა სიკვდილს, ახლა გაგი-

133 მკითხველთა ლიგა


ჟებული ტკბებოდა სიცოცხლით, და დაიჩრდილა დიდება... ტრი-
მალქიონიც კი გაჩნდა, სახელად გრიმო დე-ლარეინიერი;
დაიბეჭდა „ტკბილ-მუცელას ალმანახი“. პალე-როიალში ქალე-
ბის ორკესტრის მუსიკის ფონზე მიირთმევდნენ საუზმეს. იყო
ლხინი და დროს ტარება. ვახშამს მეოსთან მიირთმევდნენ აღმო-
სავლურად – სასადილოში საპკურით სავსე კოლოფები ელაგა.
მხატვარმა ბოძმა თავისი შვილები დახატა, მშვენიერი, უმანკო,
თექვსმეტი წლის ქალები როგორც გილიოტინით დასასჯელნი,
ანუ გაღეღილ წითელ პერანგებში. გუშინდელ გაცხარებულ ცეკ-
ვას გაუქმებულ ეკლესიებში დღეს საცეკვაო ღამეები მოჰყვა რუ-
ჯიერთან, ლუკესთან, ვენცელთან, მოდუისთან, მონტანსიესთან.
დარბაისელ ქალებს, სამშობლოსთვის რომ ფილთას ამზადებ-
დნენ, მოჰყვნენ სულთან-ქალები, ველურები, ალები. ფეხშიშვე-
ლი ჯარისკაცების ნაცვლად, რომელთაც სისხლი, ტალახი და
მტვერი ედოთ, ახლა ძვირფასი თვალ-მარგალიტით დამშვენებუ-
ლი ფეხშიშველი ქალები მომრავლდნენ. ურცხვობასთან ერთად
ავკაცობაც გაჩნდა. პარიზს კალიასავით მოედო ჯიბგირი და ქურ-
დი. ყველა იმას ფიქრობდა, ჯიბიდან ქისა არ ამომაცალონო.
დროს ატარებდნენ სასამართლოს მოედანზე, სადაც ტაბურეტებ-
ზე შესარცხვენად დასმული ქურდი ქალები ისხდნენ; შემდეგ იძუ-
ლებული გახდნენ, ამ ქალებისთვის ისეთი კაბები შეეკერათ,
რომლის აწევასაც ვერავის შეძლებოდა. თეატრიდან გამომავალ
საზოგადოებას ბიჭები ეტლებისკენ ეპატიჟებოდნენ და თან აფ-
რთხილებდნენ – მხოლოდ ორნი ჩაეტევით, ოღონდ ქალი და კა-
ციო.
აღარ ყვიროდნენ გაზეთის გამყიდველები „ბებერ კორდელი-
ეს“, ან „ხალხის მოყვარეს“; ამ გაზეთების ნაცვლად „მასხარას
წერილები“ და „ბიჭბუჭების სათხოვარი“ იყიდებოდა. მარკიზი
დე-სადა ქაღალდის მოთამაშეთა საზოგადოების თავმჯდომარე

134 მკითხველთა ლიგა


იყო ვანდომის მოედანზე. მხიარული იყო რეაქცია და მძვინვარე.
1892 წლის „თავისუფლების დრაგუნების“ წილ, „ხანჯლის რაინ-
დები“ გამოჩნდნენ. იმავე დროს სცენაზე გამოჩნდა ეგრეთ წოდე-
ბული „დოყლაპია“. გაჩნდნენ წარმტაცი, მოკაზმული ქალები და
აგრეთვე „მიუწვდომელნი“. პატიოსანი სიტყვის მაგივრად
„მსხვერპლოვანი“ სიტყვით იფიცებდნენ. მირაბოდან უკან
დაიწიეს მასხარა ბობეშამდე.
ასე მიდის და მოდის პარიზი. პარიზი ცივილიზაციის დიდი
საათია, რიგრიგობით სცემს მისი ქანქარა ხან ერთ პოლუსს, ხან
მეორეს, ხან თერმოპილს და ხან გომორას. ოთხმოცდაცამეტი
წლის შემდეგ უცნაური ბინდი მოერია რევოლუციას, თითქოს
დაავიწყდა საუკუნეს იმის დამთავრება, რაც თვითონ დაიწყო.
ლხინი და დროს ტარება გამეფდა, ფარდა გადააფარა გადამეტე-
ბულ ლანდს და ხარხარი დაიწყო საშინელების შემდეგ. ტრაგე-
დია შთაინთქა პაროდიაში და ჰორიზონტზე კარნავალის სურათ-
მა დააბნელა და წაშალა მედუზას სურათი.
მაგრამ ჩვენ ჯერ ოთხმოცდაცამეტში ვართ. პარიზის ქუჩებს
ჯერ ისევ აქვთ დიდებული და სასტიკი იერი რევოლუციის დასაწ-
ყისისა. ქუჩებს თავისი ორატორები ჰყავთ, – ვარლე, რომელიც
გორგოლაჭებზე შედგმულ ფარდულს მიაგორებს ქუჩაში, რომ
ზედ ავიდეს და ისე მიმართოს ხალხს; თავისი გმირები, რომელ-
თაგან ერთს „დარკინული ჯოხის კაპიტანი“ ჰქვია; თავისი ერთგუ-
ლები, – ჟოფრუა, დამწერი „რუჟიფის“ პამფლეტისა. ზოგი ამ სა-
ხელოვან კაცთაგანი მავნებელია, ზოგიც – სასარგებლო. ერთი
მსგავსი პატიოსან მოღვაწეთაგანი იყო სიმურდენი.

135 მკითხველთა ლიგა


II – სიმურდენი

სიმურდენი სუფთა სინდისის კაცი იყო, მაგრამ უაღრესად თა-


ვისებური. ადრე მღვდელი იყო, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს
ადამიანის ცხოვრებაში. როგორც ზეცა, ისე ადამიანის გულიც შე-
იძლება ბნელმა მოიცვას: საჭიროა, რომ მოხდეს ცხოვრებაში
რაიმე განსაკუთრებული და გული დაუბნელოს; მღვდელობამ გუ-
ლი დაუბნელა სიმურდენს. ვინც მღვდელი იყო, მღვდლად დარ-
ჩება.
გულს გვიბნელებს ცხოვრება, მაგრამ შეიძლება ვერ დაგვიბ-
ნელოს გულის ვარსკვლავები. სიმურდენი აღსავსე იყო სათ-
ნოებით და სიმართლით, მაგრამ ბნელში ბრწყინავდნენ ეს ღირ-
სებანი.
მოკლე იყო მისი ისტორია. სოფელში მღვდელი იყო და იქვე
მასწავლებლობდა ერთ დიდებულ ოჯახში; მერე მცირე მემკვიდ-
რეობა მიიღო და ყველაფერს თავი დაანება.
მეტად კერპი იყო თავის აზროვნებაში. ისევე იყენებდა თავის
ფიქრს, როგორც სხვა თავის მარწუხს; უფლებას არ აძლევდა თა-
ვის თავს, მოშვებოდა რაიმეზე ფიქრს, ვიდრე ძირისძირამდე არ
ჩაჰყვებოდა მის შედეგს. ფიქრობდა მძვინვარებით. ყველა ევრო-
პული ენა იცოდა და ცოტა სხვებიც. დაუღალავად სწავლობდა და
ეს შრომა უადვილებდა უბიწოების ატანას; მაგრამ არაფერია
ისეთი საშიში, როგორიც ბუნების მოთხოვნილებათა უარყოფა.
მღვდლობისას ამაყი იყო, წმინდად რომ იცავდა თავის აღ-
თქმას; მაგრამ შემდეგ მრწამსის დაცვა ვეღარ შეძლო; ცოდნამ
აღგავა მისი რწმენა. რომ დაუკვირდა ამ გარემოებას, ხეიბარი-
ვით დამახინჯებულად იგრძნო თავი და რადგან მღვდლის გარ-
დაქმნა ვერ შეძლო, მკაცრად შეუდგა თავისი ადამიანობის გარ-
დაქმნას; შვილი არ ჰყავდ და სამშობლო „იშვილა“; ცოლი არ
136 მკითხველთა ლიგა
ჰყავდა და კაცობრიობა „შეირთო“. ეს უშველებელი სავსება ნამ-
დვილად ყოვლისშთანმთქმელი სიცარიელე იყო.
მისმა მშობლებმა, გლეხკაცებმა, მღვდლად აღზრდა მოინდო-
მეს მისი, ხალხიდან რომ გასულიყო. ის ისევ ხალხს დაუბრუნდა.
აღტაცებით დაუბრუნდა ხალხს. მწვავე სიყვარულით შესცქე-
როდა ხალხის ტანჯვას. მღვდელი ფილოსოფოსად გარდაქმნი-
ლიყო და ფილოსოფოსი – ათლეტად. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო
ლუი XV, სიმურდენი ბუნდოვნად, მაგრამ თავს მაინც რესპუბლი-
კელად რომ გრძნობდა. როგორ რესპუბლიკაზე ოცნებობდა?
პლატონის ან შეიძლება დრაკონის რესპუბლიკაზე.
სიყვარული აკრძალული ჰქონდა და სიძულვილი გამოიყენა.
სძულდა სიცრუე, ხელმწიფე და არსებული წესწყობილება, სარ-
წმუნოება, თავისი ანაფორა; სძულდა აწმყო და ყვირილით ეხ-
მიანებოდა მომავალს. წინასწარ ხედავდა მას, გრძნობდა მის სა-
შინელებასა და ბრწყინვალებას და მოუთმენლად ელოდა თავი-
სუფლებას. იცოდა, რომ ხალხის დამმონებელი ჭირის მოსაშო-
რებლად საჭირო იყო სისხლისმაძიებელი, და ყველაფერი თავი-
სუფლებით დამთავრდებოდა. შორიდანვე თაყვანს სცემდა რე-
ვოლუციას.
1789 წელს დაიწყო რევოლუცია და მზადაც დახვდა სიმურდე-
ნი. სულით ხორცამდე ჩაერია ცხოვრების ამ ძირიანად გადახა-
ლისების მოძრაობაში; ჩაერია სრული დარწმუნებით, თავგან-
წირვითა და ულმობლობით. რევოლუციის დიადი წლების ერთ-
ერთი მოქმედი პირი იყო და ტკბებოდა მისი გამარჯვებით; ოთ-
ხმოცდაცხრა წელს – ბასტილიის ციხის აღება და ხალხის ტანჯვის
მოსპობა; ოთხმოცდაათის ცხრამეტ ივნისს – ფეოდალიზმის გა-
უქმება; ოთხმოცდათერთმეტში – ვარენი, ანუ მეფობის გაუქმება;
ოთხმოცდათორმეტში – რესპუბლიკის დაარსება. ამგვარად მი-
აღწია ოთხმოცდაცამეტს.

137 მკითხველთა ლიგა


ოთხმოცდაცამეტი წელი ევროპის ომია საფრანგეთის წინააღ-
მდეგ, ხოლო საფრანგეთისა პარიზის წინააღმდეგ. მაშ, რა არის
რევოლუცია? რევოლუციით საფრანგეთმა ევროპა დაამარცხა,
ხოლო თვითონ კი პარიზთან დამარცხდა. აი, რით არის ბრწყინ-
ვალე ეს საშინელი ოთხმოცდაცამეტი, გაცილებით ბრწყინვალე
და დიდებული, ვიდრე მეთვრამეტე საუკუნის დანარჩენი წლები.
აღარაფერი იქნება ამაზე მეტად ტრაგიკული: ევროპა – იერი-
შით საფრანგეთზე, და საფრანგეთი – იერიშით პარიზზე. დრამა
– ეპოსის შინაარსით.
სასწაულებრივია ეს წელიწადი. ქარიშხალი გრგვინავს მთე-
ლი თავისი მრისხანებითა და მთელი თავისი სათნოებით. სიმურ-
დენი კარგად შეეწყო ამ ჭექა-ქუხილსა და ძველის ნგრევას. ეს
მძვინვარე, ველური და თანაც ბრწყინვალე სტიქიონი ახლოს იყო
მის განწყობასთან. ამ კაცს, როგორც ზღვის ორბს, შინაგანი სიმ-
შვიდე და უსაზღვრო გამბედაობა ახასიათებდა. ზოგი ფრთოსანი
ქმნილება მხოლოდ ქარიშხლისთვისაა გაჩენილი. მაგრამ რო-
გორც აღმოჩნდა, არსებობენ გრიგალით სულდგმული ადამიანე-
ბიც.
სიბრალულიც იცოდა, ოღონდ მხოლოდ უბედურთა და ტან-
ჯულთა მიმართ. რაც უფრო საზიზღარი იყო სენი, მით უფრო თავ-
განწირვით იცოდა მოყვასის დახმარება. ოღონდ შველა შესძლე-
ბოდა, თორემ იმისთვის საზიზღარი არაფერი იყო. ეს იყო მისი
გულკეთილობის თავისებურება. რაც უფრო მოსარიდებელი იყო
სხვისი ტანჯვა, მით უფრო ღვთაებრივი იყო მისი დახმარება. დაწ-
ყლულებულს ეძებდა, რომ ეკოცნა. ხდება ხოლმე, რომ სიკეთით
სავსეა ადამიანი, მაგრამ დანახვა უმძიმს, და ამიტომაც ძნელია
ამის შესრულება. სწორედ ამგვარი დახმარების გაწევას ცდი-
ლობდა სიმურდენი. ერთხელ საავადმყოფოში მომაკვდავი კაცი
ნახა; ყელი დასივებოდა, მყრალი ჩირქი მოჰგროვებოდა, შეიძ-

138 მკითხველთა ლიგა


ლება გადამდებიც კი იყო. დაუყოვნებლივ იყო საჭირო ჩირქის
ამოწურვა, თორემ მოკვდებოდა. სიმურდენი დაეწაფა სიმსივნეს,
გამოწუწნა და რამდენჯერმე გადმოაფურთხა ჩირქი და გადაარ-
ჩინა ეს უბედური. იმ დროს ჯერ კიდევ ანაფორით დადიოდა. ეს
რომ ნახა ვიღაც კაცმა, უთხრა – მეფისთვის რომ გექნათ, ეპის-
კოპოსობას მოგანიჭებდათო. – მეფისთვის ამას არ ვიზამდიო, –
უპასუხა სიმურდენმა. ამ ამბავმა და პასუხმა, რომელიც მაშინვე
გავრცელდა ხალხში, დიდი სახელი მოუხვეჭა სიმურდენს პარი-
ზის ბნელ უბნებში.
იმდენად სახელგანთქმული იყო მდაბიო ხალხში, რომ თავის
ნებაზე დაატარებდა ყველას. ერთი პერიოდი ჩარჩები ბატონობ-
დნენ პარიზში, მამასისხლად ყიდდნენ ყველაფერს. ხალხი სდევ-
ნიდა მათ და ხშირად ხდებოდა უსამართლობა. სიმურდენმა ერ-
თი სიტყვით შეაყენა ხალხი, რომელიც გაძარცვას უპირებდა საპ-
ნით დატვირთულ ნავს სენ-ნიკოლას ნავსადგურში, და მანვე გა-
ფანტა სენ-ლაზარის კართან გაშმაგებული ხალხი რომ მიესია სა-
ნოვაგით მომავალ ურმებს.
სიმურდენი იყო რომ ათი აგვისტოს შემდეგ, როდესაც მეფე
დააპატიმრეს, მეფეთა ძეგლების დასანგრევად რომ გაიყვანა
ხალხი. ვანდომის მოედანზე მეფე ლუი XIV-ის ძეგლმა დაიტანა
და გასრისა დედაკაცი, რომელმაც ძეგლს კისერზე გამოსდო თო-
კი და ძირს ეწეოდა წასაქცევად. ლუი XIV-ის ეს ძეგლი მთელი ასი
წელი იდგა მოედანზე – 1692 წლის 12 აგვისტოს აღმართეს და
1792 წლის 12 აგვისტოს დაამხეს. კონკორდის მოედანზე, ხალხი
რომ ძეგლებს ანგრევდა, ვიღაც კაცმა, გინგერლომ, – არამზადე-
ბოო! – დაუყვირა და ზედ ლუი XIV-ის კვარცხლბეკზე მოკლეს,
ხოლო ძეგლი ნამსხვრევებად აქციეს. შემდეგში ის ნამსხვრევები
შავ ფულად გადაადნეს. მხოლოდ მარჯვენა მკლავი გადარჩა,
რომელსაც ლუი XV რომაელი იმპერატორის მედიდურობით

139 მკითხველთა ლიგა


სწევდა ხოლმე მაღლა. სიმურდენმა ხალხს ამოარჩევინა დეპუ-
ტაცია და ის მკლავი მიართვეს ლატუდს, რომელიც ოცდაჩვიდმე-
ტი წელიწადი დამწყვდეული იყო ბასტილიის ციხეში. რას წარმო-
იდგენდა ლატუდი, რკინის საყელურით კისერზე და ჯაჭვით წელ-
ზე, რომ ხალხი მიწასთან გაასწორებდა ამ ციხეს, დაამსხვრევდა
ამ ძეგლს, თვითონ ლატუდი გამოვიდოდა საფლავიდან და ახლა
მონარქიას ჩაკლავდნენ ამ საფლავში? რას წარმოიდგენდა, რომ
ამ, დიდი ხნის პატიმარს, მიართმევდნენ ბრინჯაოს იმ ხელს, რო-
მელმაც მისი ციხეში ჩასმა დაამტკიცა და ამ მეფისგან აღარა
დარჩებოდა რა, გარდა ამ ბრინჯაოს მკლავისა?
ყველაფერი იცოდა სიმურდენმა და არა იცოდა რა. ყველაფე-
რი იცოდა მეცნიერებისა, და არა იცოდა რა ცხოვრებისა. აქედან
– მისი სიმკაცრე. თვალები ახვეული ჰქონდა, როგორც თემიდას
და ისრის ბრმა რწმენა ჰქონდა, რომელიც თავისი მიზნის მეტს ვე-
რაფერს ხედავს და იქით მიისწრაფვის. რევოლუციაში არაფერია
იმაზე საშიში, ვიდრე სწორი ხაზი. სიმურდენი სწორი ხაზით
მიიწევდა მიზნისკენ, ბედისწერისკენ.
ღრმად სწამდა, რომ სოციალურ გარდაქმნაში მყარ საფუძ-
ვლად უმაღლესი წერტილის მიღწევა უნდა დაესახა, ეს იყო შეც-
დომა იმ მოღვაწეებისა, რომლებიც გონების ლოგიკით ხელ-
მძღვანელობენ. სიმურდენს არ აკმაყოფილებდა კონვენტი; არ
აკმაყოფილებდა კომუნა, ის ევეშელებთან იყო.
ევეშელებს ეძახდნენ, რადგან ერთი ძველი ეპისკოპატის დარ-
ბაზში იკრიბებოდნენ. იქ იკრიბებოდნენ, როგორც კომუნაში, ის
ჩუმი და მნიშვნელოვანი მაყურებლები, რომლებსაც, გარას სიტ-
ყვით, იმდენი დამბაჩა ჰქონდათ თან, რამდენიც ჯიბე. ვინ გნე-
ბავთ, რომ იქ არ გენახათ? ერთმანეთში ირეოდნენ კოსმოპოლი-
ტები და პარიზელები, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან პარი-
ზი ის ადგილია, სადაც მთელი კაცობრიობის გული ცემს. ევეშე-

140 მკითხველთა ლიგა


ლებში პლებეების ჭეშმარიტი ცეცხლი ენთო. მათთან შედარე-
ბით, კონვენტი ცივი იყო და კომუნა – ნელთბილი. ევეშელები რე-
ვოლუციის ქმნილება იყვნენ. მათ ყველაფერი ახასიათებდათ –
უვიცობაც, სისულელეც, პატიოსნებაც, გმირობაც, ბრაზიც და პო-
ლიციაც. ბრაუნშვეიგს იქ თავისი ჯაშუშები ჰყავდა, მრავალი იყო
იქ ღირსი სპარტისა და მრავალი – სახრჩობლის. უმრავლესობა
– გაშმაგებული და პატიოსანი. ჟირონდელმა ისნარმა, ერთი
დროს კონვენტის თავმჯდომარემ, საზიზღარი სიტყვა თქვა: –
ჭკვიანად იყავით, პარიზელებო, თორემ ქვა ქვაზე აღარ დარჩება
თქვენი ქალაქიდან და მომავალში იმ ადგილსაც ვეღარ იპოვიან,
სადაც პარიზი იყო.
ამ მუქარის შედეგი იყო ევეშელების შექმნა. ყველამ იგრძნო,
და უკვე ვთქვით, ფრანგებთან ერთად ყველა ერის შვილებმაც,
რომ საჭირო იყო პარიზის დაცვა და დახმარება. სიმურდენიც ამ
ჯგუფს მიემხრო.
რეაქციონერებს ებრძოდნენ ევეშელები. საზოგადოებრივ სა-
ჭიროებად იქცევა რევოლუციის დროს სიშმაგე და სწორედ ესაა
მისი საშინელი და იდუმალი თვისება. ამ საჭიროებას აკმაყოფი-
ლებდა ევეშელების ჯგუფი და დაარსებისთანავე გამოაჩინეს კი-
დეც თავისი ძალა. პარიზის არეულობის დროს კომუნა ისროდა
ზარბაზანს, მაგრამ განგაშის ზარს ევეში რეკავდა.
ურყევად სწამდა სიმურდენს, რომ ხალხის თავისუფლების მო-
საპოვებლად ყველა საშუალება მისაღებია და ამით რადიკალურ
პარტიებსაც კი იმორჩილებდა. გაიძვერები პატიოსან კაცად იც-
ნობდნენ და კმაყოფილი იყვნენ. ავკაცებს მოსწონთ პატიოსანი
თავმჯდომარე; მართალია, არცხვენს, მაგრამ მაინც მოსწონს და
პატივს სცემს. პატივს სცემდა სიმურდენს პალუა ხუროთმოძღვა-
რი, რომელმაც თავის სასიკეთოდ გამოიყენა ბასტილიის ციხის
დანგრევა და ჯიბე გაივსო ნანგრევი ქვის გაყიდვით; პალუას ლუი

141 მკითხველთა ლიგა


XVI-ის საპატიმროს კედლების მოხატვა მიანდვეს და რევოლუ-
ციონერების გულის მოსაგებად კედლებზე ბორკილები, რკინის
საყელურები და ჯაჭვები დახატა; პატივს სცემდა გონშონი, სენტ-
ანტონის უბნის საეჭვო ორატორი, რომელსაც შემდეგში ქვითრე-
ბი აღმოუჩინეს – თურმე ხალხის ფული გაეფლანგა; პატივს სცემ-
და ფურნიე, ამერიკელი, რომელმაც 17 ივლისს დამბაჩა ესროლა
ლაფაიეტს, და, როგორც ამბობდნენ, მოსყიდული იყო თვით ლა-
ფაიეტის მიერ; ასევე ციხიდან ახალგამოშვებული ანრიო, რომე-
ლიც, ვიდრე გენერლობას მიანიჭებდნენ და ზარბაზანს დაუმიზ-
ნებდა კონვენტს, ჯამბაზი, ქურდი და ჯაშუში იყო; პატივს სცემდა
ლა რეინი, შარტრის ყოფილი ეპისკოპოსის მოადგილე, რომელ-
საც თავისი ლოცვანის მაგიერ გაზეთი „პერ დუშენი“ ეჭირა ხელ-
ში. ყველანი ემორჩილებოდნენ სიმურდენს. ისეც ხდებოდა, რომ
ზოგიერთები, რომლებიც მზად იყვნენ სამარცხვინო რამ ჩაედი-
ნათ, ამ უმწიკვლო ადამიანს დაინახავდნენ და ჩერდებოდნენ. ასე
აშინებდა შნეიდერს სენ-ჟუსტი. ამავე დროს ევეშელების უმრავ-
ლესობას, რომელთაგან ძირითადი ნაწილი კეთილშობილი ღა-
რიბები იყვნენ, სწამდა სიმურდენის და მას მისდევდა. თანაშემ-
წედ მეორე რესპუბლიკელი მღვდელი ჰყავდა, დანჟა, რომელიც
ხალხს მისი ახოვნების გამო უყვარდა და მეტსახელითაც კი შეამ-
კო – „აყლაყუდა მღვდელი“. სიმურდენს, სადაც კი მოისურვებდა,
თან მიჰყავდა ვაჟკაცობით განთქმული ეგრეთ წოდებული შუბ-
გენერალი და დიდ წმინდა ნიკოლოზად წოდებული მამაცი ტრუ-
შონი, რომელმაც პრინც ლამბალის მეუღლეს გადასარჩენად ხე-
ლი გაუწოდა.
კომუნა ზვერავდა კონვენტს, ევეში ზვერავდა კომუნას. სიმურ-
დენს ჭირივით სძაგდა ცბიერება და, ვინ იცის, რამდენი საიდუმ-
ლოდ მოწყობილი ვერაგობა ჩაუშალა პაშს, რომელსაც ბერნო-
ვილი „შავკაცს“ ეძახდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველა ევე-

142 მკითხველთა ლიგა


შელთან. როცა რაიმე პრობლემა ჩნდებოდა, დობსანი და მომო-
რო მას სთხოვდნენ რჩევას. გუსმანს ესპანურად ესაუბრებოდა,
პიოს – იტალიურად, არტურს – ინგლისურად, პრეირას – ფლა-
მანდურად, პროლის, რომელიღაც პრინცის ნაბიჭვარს, – გერმა-
ნულად. ყოველგვარ უთანხმოებას აგვარებდა. აქედან გამომდი-
ნარეობდა მისი მყარი მდგომარეობა. ჰებერტსაც კი ეშინოდა სი-
მურდენის.
იმ დროს სიმურდენის ხელთ იყო ძლიერება. ეს იყო უცოდვე-
ლი ადამიანი, რომელსაც ულმობლად მიაჩნდა თავი. ტირილი არ
იცოდა, არავის ენახა იგი მტირალი. საზარლად მართალი კაცი
იყო.
რევოლუცია სამღვდელოების მოსისხლე მტერია და თუ რო-
მელიმე მღვდელი ამ ტალღაში ხვდება, ან რამე საშინელება აქვს
ჩაფიქრებული, ან წმინდანია; ან გაწბილებულია, ან უმწიკვლოდ
პატიოსანი. სიმურდენი პატიოსნებით აღსავსე კაცი იყო, მაგრამ
განცალკევებულად, ციცაბო კლდის წვერზე უფსკრულის პირად
მარტოდ მდგომი. მხოლოდ მაღალ მთას აქვს ეს ავბედითი უმან-
კოება.
იერი უბრალო კაცის ჰქონდა. უბრალო ტანსაცმელი ემოსა,
შეხედულება – ღარიბი კაცის. ყმაწვილობისას აღკვეცილი, სიბე-
რეში გამელოტებულიყო, და თუ რამე თმა შერჩენოდა, ისიც გას-
ჭაღარავებოდა. დიდი, გაშლილი შუბლი ჰქონდა და შუბლზე, თუ
დააკვირდებოდა კაცი – პატარა ნიშანი. მარტივად, სწრაფად, აგ-
ზნებულად და დიდებულად საუბრობდა; კილო – ბრძანებითი, ენა
– მწარე, თვალი – ბრწყინვალე და ღრმა, სახის გამომეტყველება
კი – მუდამ აღშფოთებული.
ასეთი იყო სიმურდენი.
დღეს აღარავინ იცის მისი სახელი. ისტორიას ბევრი ჰყავს ასე-
თი საშინელი უცნობი.

143 მკითხველთა ლიგა


III – სტიქსს გადარჩენილი კუთხე

იყო კი ასეთი ეს ადამიანი? კაცობრიობის კეთილდღეობით გა-


ტაცებულს შეეძლო კი პირადი სიყვარული ჰქონოდა? მხოლოდ
სული ჰქონდა სიმურდენს, თუ გულიც მოეპოვებოდა? ყველას
რომ ეხვეოდა ეს ადამიანი, შეეძლო ერთ ვინმეს მოხვეოდა იმავე
გრძნობით? შეეძლო სიყვარული?
დიახ, შეეძლო!
ყმაწვილკაცობაში მასწავლებლად იყო ერთ დიდებულ, არის-
ტოკრატიულ ოჯახში მივლინებული. პატარა მოწაფე ჰყავდა, ერ-
თადერთი შვილი და მემკვიდრე იმ სახლისა, და ის უყვარდა. რა
ადვილია ბავშვის შეყვარება! რას არ აპატიებენ? იმასაც კი
დაივიწყებენ, რომ დიდებულია, რომ პრინცია, რომ მეფის შვი-
ლია. ჩვილის უმანკოება გვავიწყებს გვარის ავკაცობას, მისი სი-
სუსტე გვავიწყებს დიდებულების ვერაგობას. ისეთი პაწაწუნაა,
რომ მონა შეუნდობს ბატონობას, მოხუცებული ზანგი თაყვანს
სცემს მას, თეთრი ბატონის შვილს. სიმურდენსაც გაგიჟებით უყ-
ვარდა თავისი მოწაფე. ბავშვი იმით არის კარგი, რომ შეიძლება
მას შეალიო მთელი შენი სიყვარული. რაც კი რამ ჰქონდა სიმურ-
დენს სიყვარულისკენ მიმართული, სულ იმ ბავშვს მისცა და ეს
ტკბილი უმანკო არსება ერთადერთი ნუგეში გახდა მის მარ-
ტოობაში. მამაც ის იყო პატარის, ძმაც, მეგობარიც და გამჩენიც.
შვილად აღიქვამდა მას; შვილს არა ხორციელად, არამედ სული-
ერს; მამა არ იყო, მისი ქმნილება არ იყო მოწაფე, მაგრამ მისი
აღზრდილი იყო და ესე იგი, მისი ქმნილებაც. სიმურდენმა აღზარ-
და პატარა ბატონი. ვინ იცის, იქნებ დიდებულ ადამიანადაც. ესაა
აღმზრდელის ოცნება. ბავშვის ოჯახის დაუკითხავად – საჭირო კი
არის ოჯახის ნებართვა, რომ გონებრივად სრულყოფილი ადა-
მიანი აღვზარდოთ, მტკიცე ხასიათის და ზნეობისა? – ყმაწვილ
144 მკითხველთა ლიგა
ვიკონტს, თავის მოწაფეს, სიმურდენმა მთლიანად მისცა თავისი
ცოდნა; გადასცა თავისი უხეში სათნოებაც. ძარღვებსა და სის-
ხლში ჩაუნერგა თავისი მრწამსი, ადამიანობა, თავისი იდეალები
და არისტოკრატის გულს ხალხის სული ჩაუდგა.
მასწავლებელი გონებას აწოვებს ბავშვს, როგორც ძიძა თავის
ძუძუს. ხანდახან მასწავლებელი უფრო მამაა, ვიდრე თვით მამა,
როგორადაც ხშირად ძიძა უფრო დედა არის, ვიდრე მშობელი
დედა.
ეს ღრმა სულიერი ნათესაობა აერთიანებდა სიმურდენს და
მის მოწაფეს და მისი დანახვაც კი სიხარულით უვსებდა გულს.
ესეც ვთქვათ: მამის მაგივრობის გაწევა ადვილი იყო, რადგან
ბავშვს მამა აღარ ჰყავდა – ობოლი იყო, აღარც მამა ჰყავდა,
აღარც დედა; მის პატრონად დიდედა მოიაზრებოდა, ერთი უსი-
ნათლო, და ბიძა, რომელიც სხვაგან ცხოვრობდა. მერე დიდედაც
მოკვდა; ბიძა, გვარის უფროსი, სამხედრო სამსახურში მეტად დი-
დებული კაცი იყო, სასახლის დარბაისელი, და გაურბოდა ძველე-
ბურ, მამაპაპურ გალავანსა და კოშკებს; ვერსალში ცხოვრობდა
და მარტო ტოვებდა ობოლს ციხესიმაგრეში. მასწავლებელს
სრულიად თავისებურად შეეძლო მოწაფის აღზრდა და ამაში
ხელს არავინ შეუშლიდა.
ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ის ბავშვის დაბადებასაც და-
ესწრო. ერთხელ ბავშვი ძალიან ავად გახდა და დღე-ღამე გაას-
წორა სიმურდენმა, სიკვდილისგან რომ ეხსნა ჩვილი. მოწაფე მან
არა მხოლოდ აღზრდა და განავითარა, არამედ განკურნა კიდეც.
ხომ ნათქვამია, რომ ჩვენზე მეტად გვიყვარს და ვაღმერთებთ
მას, ვისაც ჩვენგან აქვს ყველაფერი; და სიმურდენიც აღმერთებ-
და ამ ბავშვს.
თავად ცხოვრებამ გამოიწვია მათი განშორება. მოწაფე წა-
მოიზარდა, უკვე ყმაწვილი კაცი იყო, სწავლა მოთავებული ჰქონ-

145 მკითხველთა ლიგა


და... რა საშინელი, შეუგნებელი სიცივით ხდება ხოლმე ეს განშო-
რება! რა გულცივად დაითხოვენ ხოლმე ოჯახიდან მასწავლე-
ბელს, რომელიც თავის რწმენას ტოვებს მოწაფეში და ძიძას, რო-
მელიც თავის გულს ტოვებს ბავშვში...
გაუსწორდნენ სიმურდენს, დაითხოვეს და იმანაც მიატოვა
უმაღლესი წრეები საზოგადოებისა, რომ დაბალი ხალხის ფენებს
შერეოდა – დიდებულთა და მდაბიოთა შორის ძგიდე გამაგრდა.
ყმაწვილი კაცი, „შთამომავლობით“ დიდებული და ოფიცერი, კა-
პიტნად დანიშნეს სადღაც საგუშაგოში.
მდაბიო მასწავლებელი, გულით უკვე თავის მღვდლობასაც
რომ ეწინააღმდეგებოდა, იძულებული გახდა ჩარეულიყო სარ-
წმუნოების იმ ბნელ წრეში, რომელსაც დაბალ სამღვდელოებას
ეძახდნენ...
დაიწყო რევოლუცია. აქ ხსოვნა იყო იმ ბავშვისა, რომელიც
მან ადამიანად აქცია, რომელიც ყოველთვის გულში ჰყავდა და
უყვარდა, ფარულად მაინც, რადგან პოლიტიკურ გარემოებათა
მძვინვარებასაც კი ვერ ჩაექრო ეს გრძნობა.
მიღწევად ითვლებოდა და ითვლება ქვის ქანდაკების გასუ-
ლიერება, მაგრამ უფრო დიდი მიღწევა მასწავლებლისთვის
არის გაწვრთნა გონებისა. ქანდაკება შექმნა პიგმალიონმა, და
ადამიანი – სიმურდენმა.
ხომ შეიძლება სათნოებასაც ჰყავდეს შვილი...
ეს მოწაფე, ეს ბავშვი, ეს ობოლი – ეს იყო ერთადერთი არსე-
ბა, რომელიც უყვარდა ამქვეყნად სიმურდენს.
ნუთუ შესაძლებელი იყო ამ უსაზღვრო სიყვარულის მოწყლვა
იმ სიმაგრის კაცში, როგორიც სიმურდენი იყო?
ამას სულ მალე გავიგებთ და ვნახავთ...

146 მკითხველთა ლიგა


წიგნი მეორე – პანის ქუჩის სამიკიტნო

I – მინოსი, ეაკი და რადამანტი

ერთი სამიკიტნო იყო პანის ქუჩაზე, რომელსაც კაფეს ეძახ-


დნენ. ამ კაფეს უკანა ოთახი ჰქონდა, დღეს უკვე ისტორიული. ამ
ოთახში იკრიბებოდნენ მოსალაპარაკებლად, თითქმის საიდუმ-
ლოდ, რევოლუციის ცნობილი მოღვაწენი, რომლებსაც კვალ-
დაკვალ დასდევდნენ ჯაშუშები, და ამიტომ ერიდებოდნენ სახალ-
ხოდ ერთმანეთთან შეხვედრას. ამ ოთახში 1792 წლის ოცდასამ
ოქტომბერს ერთმანეთი გადაკოცნეს „მთამ“ და ჟირონდამ. ამ
ოთახში შევარდა ცნობების მისაღებად გარა, თუმცა არ იხსენი-
ებს თავის მოგონებებში იმ საზარელ ღამეს, როდესაც კლავიერი
დამალა ბონის ქუჩაზე და მეფის ხიდზე გააჩერა თავისი ეტლი,
რომ განგაშის ხმა გაეგონა.
1793 წლის ოცდარვა ივნისს სამი კაცი ამ უკანა ოთახში მაგი-
დას შემოსჯდომოდა. ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით იყ-
ვნენ. საღამოს რვა საათი იქნებოდა, ქუჩაში ჯერ ისევ დღე იდგა,
მაგრამ უკანა ოთახში უკვე ბნელოდა და ჭერზე ჩამოკიდებული
კინკეს ლამპა, იმ დროის ფუფუნების ნიშანი, ანათებდა იქაურო-
ბას.
ერთი ამ სამთაგანი ფერმკრთალი ყმაწვილი კაცი იყო, ჩაფიქ-
რებული, თხელბაგიანი და ცივმზერიანი. ღაწვები ნერვიულად
უთრთოდა და სიცილს უძნელებდა. დაპუდრული იყო, კარგად
გაწმენდილი ტანისამოსით, ხელთათმანებით, ღილებშეკრული.
ისე ადგა ტანზე მოლურჯო ტანისამოსი, რომ ნაკეცი არსად უჩან-
და. ნაშურის შარვალი ეცვა, თეთრი წინდები, მაღალი ყელსახვე-

147 მკითხველთა ლიგა


ვი და მარმაშის ჟაბო. ფეხსაცმელზე ვერცხლისფერი აბზინდები
ეკეთა.
დანარჩენი ორიდან ერთი ბუმბერაზივით ახოვანი კაცი იყო,
მეორე – ქონდრისკაცი. ახოვანს უშნოდ ადგა თავისი განიერი,
ძოწეულისფერი მაუდის ტანისამოსი. ყელსახვევი გახსნოდა და
უშნოდ ჩამოწოლილიყო ჟაბოს ქვევით. ღილები გახსნილი ჰქონ-
და, ზოგი სულაც მომწყდარიყო. ყელგადმოწეული წაღები ეცვა.
თმა აბურძგნოდა, თუმცა ეტყობოდა, რომ ოდესღაც დაევარცხნა
ფაფარივით ჩამოშვებოდა პარიკი. სახე დაკენკილი ჰქონდა,
წარბებშუა – სიბრაზის ნაოჭი, გულკეთილი გამომეტყველება,
სქელი ტუჩები, დიდრონი კბილები, ფალავნის მუშტები და მოცი-
ნარი თვალები.
მესამე ყმაწვილკაცი მახინჯი იყო. თავი უკან ჰქონდა გადა-
წეული, თვალები – ჩასისხლიანებული, ჩალურჯებული ლაქები
სახეზე; გაქონილ თმაზე თავსახვევი ჰქონდა მოჭერილი; შუბლი
არა ჰქონდა, მაგრამ უშველებელი, საშინელი პირი. გრძელი
შარვალი ეცვა, განიერი წაღები, ჟილეტი, რომელიც ოდესღაც
თეთრი სატინის უნდა ყოფილიყო და ზემოდან სერთუკი, რომლის
ნაკეცებში, ეტყობოდა, ხანჯალი უნდა ყოფილიყო ჩამალული.
პირველი ამ კაცთაგანი იყო რობესპიერი, მეორე – დანტონი,
მესამე – მარატი.
ოთახში მარტონი იყვნენ. დანტონს წინ ჭიქა ედგა და
მტვრიანი ბოთლით ღვინო, რომელიც ლუთერის ლუდის მტვრი-
ან სასმისს მოგაგონებდათ; მარატს ფინჯანი ყავა ედგა წინ; რო-
ბესპიერს ქაღალდები ეწყო წინ.
ქაღალდებთან მძიმე, ტყვიის მრგვალი სამელნე იდგა, რომე-
ლიც კარგად ეხსომება ყველას, ვინც მეცხრამეტე საუკუნის დამ-
დეგს დაიარებოდა სასწავლებელში. იქვე კალამი, ხოლო ქა-

148 მკითხველთა ლიგა


ღალდებზე დიდი, სპილენძის თეგი იდო, რომელზეც ამოჭრილი
იყო ლათინური სიტყვები – „პალოუმ გააკეთა“.
მაგიდაზე საფრანგეთის რუკა იყო გაშლილი.
ოთახის შემოსასვლელ კართან გარედან მარატის ერთგული
ძაღლი იდგა, ლორან ბასი, კორდელიეს ქუჩის #18 დალალი,
რომელმაც ამ კრების შემდეგ, ჯერ ორი კვირაც არ გასულიყო,
სკამი ჩაჰკრა თავში ქალს, შარლოტ კორდეს. ლორან ბასი ატა-
რებდა „ხალხის მეგობრის“ საკორექტურო ფურცლებს. იმ საღა-
მოს მარატს თან წამოეყვანა და უბრძანა, – კარს არ მოშორდე,
ვიდრე აქ ვარ და არავინ შემოუშვა, გარდა საზოგადოებრივი გან-
რინების, კომუნის, ან ევეშის კომიტეტის წევრებისაო.
რობესპიერს არ უნდოდა კარი ჩაეკეტა სენ-ჟუსტისთვის; დან-
ტონს არ უნდოდა კარი ჩაეკეტა პაშისთვის; მარატს არ უნდოდა
კარი ჩაეკეტა გუსმანისთვის.
დიდხანს ბჭობდნენ და კამათს ბოლო არ უჩანდა. ამ ბჭობის
საგანი ის ქაღალდები იყო, რომლებიც რობესპიერმა წაუკითხა
და წინ დაილაგა მაგიდაზე. კამათისას ხმას უმაღლებდნენ. რა-
ღაც ბრაზი ერეოდა ამ სამ კაცს. გარედან ხანდახან ლაპარაკის
ხმა შემოდიოდა. იმდროინდელმა ხალხისადმი სიტყვით მიმარ-
თვის ჩვეულებამ გამოიწვია, როგორც ჩანს, ყურისგდების უფლე-
ბა. ეს ის დრო იყო, როდესაც ქაღალდების გადამწერი ფაბრიცი-
უს პარი კარის ჭუჭრუტანაზე მიკრული ათვალიერებდა კომიტეტს
საზოგადოებრივი განრინებისა, რაც, რახან სიტყვამ მოიტანა, –
არ იყო უსარგებლო, რადგან სწორედ ამ პარიმ გააფრთხილა
დანტონი და 1794 წლის 30 მარტის ღამის განსაცდელს გადაარ-
ჩინა. ლორან ბასსაც ყური მიედო უკანა ოთახის კარისთვის, სა-
დაც დანტონი, მარატი და რობესპიერი კამათობდნენ და ცდი-
ლობდა, სიტყვა არ გამოჰპაროდა. ლორან ბასი მარატს ემსახუ-
რებოდა, მაგრამ თვითონ ევეშელი იყო.

149 მკითხველთა ლიგა


150 მკითხველთა ლიგა
II – MAGNA TESTANTUR VOCE PER
UMBRAS4

წამოვარდა დანტონი, გაბრაზებით გასწია სკამი და შეჰყვირა:


– გაიგეთ, დაუყოვნებლივი საზრუნავი ერთადერთია დღეს,
განსაცდელშია რესპუბლიკა! ერთადერთი ვალდებულება გვა-
წევს ჩვენ დღეს, – ვიხსნათ საფრანგეთი მტრისგან. ყველა სა-
შუალება უნდა ვიხმაროთ ამისათვის! ყველა! ყველა! ყველა! გან-
საცდელი რომ მომადგება კარზე, მეც ყველა ღონისძიებას მივ-
მართავ, და როცა ყველაფრის შიში მაქვს, მეც ყველაფრით ვიბ-
რძვი. ცეცხლია ჩემი ფიქრი! რა დროს სიფრთხილეა და საშუალე-
ბათა ვარგისობის რჩევა ამ რევოლუციაში? სულელი კი არ იყო
ნემეზისი! ჩვენც საშინელნი უნდა ვიყოთ და სასარგებლონი. განა
სპილო ხედავს, რას ადგამს ფეხს? გავსრისოთ მტერი!
რობესპიერმა ტკბილად უპასუხა:
– ძალიან კარგი.
და დაუმატა:
– მაგრამ საქმე ისაა, სად არის მტერი?
– მტერი გარეთაა, – თქვა დანტონმა, – მე განვდევნე საფრან-
გეთიდან.
– მტერი შინ გვყავს და თვალს არ ვაშორებ, – თქვა რობესპი-
ერმა.
– და კიდევაც განვდევნი, – შესძახა დანტონმა.
– შეუძლებელია შინაური მტრის განდევნა.
– მაშ, რა ვქნათ?
– ამოვწყვიტოთ!

4 ხმამაღლა ფიცულობენ აჩრდილებს

151 მკითხველთა ლიგა


– ძალიან კარგი, – დათანხმდა დანტონი.
და მაინც თავისი თქვა:
– რობესპიერ, გეუბნებით, მტერი განდევნილი გვყავს.
– დანტონ, გეუბნებით, მტერი შინ გვყავს.
– რობესპიერ, მტერი ჩვენს საზღვრებს მოადგა.
– დანტონ, მტერი ვანდეაშია.
– დამშვიდდით, – წამოიძახა მარატმა, – მტერი ყველგან არის
და დაღუპულნი ხართ თქვენ!
რობესპიერმა მარატს გადახედა და მშვიდად უპასუხა:
– კმარა ეგ განყენებანი. საქმეს დავუბრუნდეთ. მე მოკლედ
მოგახსენებთ.
– პედანტი! – ჩაიბურტყუნა მარატმა.
რობესპიერმა ხელი დაადო მის წინ გაშლილ ქაღალდებს და
განაგრძო:
– წაგიკითხეთ პრიორ დე-მარნის ტელეგრამები, მოგახსენეთ
ჟელამბრის მიერ გამოგზავნილი ცნობების შესახებ, გაიგეთ,
დანტონ, უცხოელებთან ომი არაფერია, სამოქალაქო ომი კი
ქვეყნისთვის დამღუპველია. უცხოელებთან ომი პატარა ნაკაწ-
რია იდაყვზე; სამოქალაქო ომი კი წყლულია, რომელიც ღვიძლს
გილპობთ. ყოველივე იმისგან, რაც მოგახსენეთ, გამოდის შემ-
დეგი: თუ აქამდე ვანდეა გაფანტული იყო და რამდენიმე მბრძა-
ნებელი ჰყავდა, ამჟამად უკვე ერთდება და ამიერიდან ერთი მხე-
დართმთავარიღა ეყოლება.
– ყაჩაღი, – ჩაერთო დანტონი.
– ეს გახლავთ, – განაგრძო რობესპიერმა, – ის კაცი, რომე-
ლიც პონტორსონთან გამოვიდა ორ ივნისს. ხომ ნახეთ, ვინ არის
ეს კაცი. ისიც იქონიეთ მხედველობაში, რომ ის სწორედ მაშინ გა-
მოვიდა, როდესაც იქ დაიჭირეს რესპუბლიკის წარმომადგენლე-
ბი – პრიორ დელა-კოტ-დორი და რომი; დაჭერილები ბეიოში,

152 მკითხველთა ლიგა


სამშობლოს მოღალატე კალვადორის მხარეში, სწორედ იმავ
დღეს, ორ ივნისს წაიყვანეს.
– და გადაგზავნეს კანის ციხეში, – ჩაურთო დანტონმა.
რობესპიერს ჯერ არ დაემთავრებინა.
– განვაგრძობ ტელეგრამების ცნობებს. ომს ტყეში გვიპირე-
ბენ და თანაც ძალიან დიდ ფართობზე. ამავე დროს ინგლისი ემ-
ზადება, ჯარი გადმოსხას ვანდეაში. ვანდეელები და ინგლისელე-
ბი, გახლავთ ბრეტანი და ბრიტანია ერთად. ფინისტერელი ხეპ-
რეები იმავე ენაზე ლაპარაკობენ, რა ენაზეც კორნაილელი ოტ-
როველები. პუიზეს წერილი ხომ გაჩვენეთ, რომელშიც ნათქვა-
მია, – „ოცი ათასი წითელი სამოსი დავურიგეთ აჯანყებულებს და
ამით ასი ათას კაცს სხვას ავაჯანყებთო“. და როდესაც მთლიანად
ააჯანყებენ გლეხობას, ინგლისელების ჯარიც შემოგვესევა. აი
გეგმა, ამ რუკაზე უფრო ნათლად დაინახავთ მათ განზრახვას.
რობესპიერმა თითი დაადო რუკას და განაგრძო:
– ინგლისელებს ჯარის გადმოსასხმელად შეუძლიათ ამოირ-
ჩიონ რომელიმე ნავსადგური კანკალიდან პემპოლამდე. კრეგი,
მგონი, სენ-ბრიეს ყურეს ირჩევდა, კორნვალისი – სენ-კასტისას.
ეგ სულერთია. ლუარის მარცხენა მხარე გამაგრებული აქვს აჯან-
ყებული ვანდეელების ჯარს, და რაც შეეხება ანსანის და პონტორ-
სონის შუა ას თორმეტ კილომეტრ ღია ადგილს, იმასაც ჰყავს თა-
ვისი მფარველი: ნორმანდიელების ორმოც სამწყსოს აღუთქვამს
მის დასაცავად ჯარის გამოყვანა. ინგლისელების ჯარი სამი ნავ-
სადგურით მოგვადგება – პლერენით, იფინიაკით და პლენეფით.
პლერენიდან სენბრიესკენ წავა და პლენეფიდან ლამბალისკენ;
მეორე დღეს დინანს დაიკავებენ, სადაც ცხრაასი ინგლისელი
გვყავს დაპატიმრებული და იმავე დროს აიღებენ სენ-ჟუანს და
სენ-მენს; იქ ცხენოსან ჯარს დატოვებენ. მესამე დღეს დაიძვრება
ორი რაზმი, – ერთი ჟუანიდან ბედესკენ, მეორე დინანიდან ბემე-

153 მკითხველთა ლიგა


რელისკენ, რომელიც ბუნებრივ სიმაგრეს წარმოადგენს; ბეშე-
რელს ბატარეებით გაამაგრებენ. მეოთხე დღეს რენში შევლენ.
რენი – ღია კარია ბრეტანის დასაპყრობად. ვინც რენს აიღებს,
მთელ ბრეტანს აიღებს. რაკი რენს აიღებენ, თავისთავად დანებ-
დებიან შატონევი და სენმალო. რენში ერთი მილიონი ყუმბარა
გვაქვს და სამინდვრო არტილერიის ორმოცდაათი ზარბაზანი.
– რომლებსაც ჩვენვე დაგვიშენენ, – ჩაიდუდუნა დანტონმა.
რობესპიერმა განაგრძო:
– ვამთავრებ. რენიდან სამი რაზმი შემოგვესევა ერ-
თდროულად: ერთი ფუჟერისკენ, მეორე ვიტრესკენ, მესამე რე-
დონისკენ. და რადგან ხიდები დანგრეულია, მტერს თან ექნება,
– ხომ ნახეთ, რომ ამ მხრივაც კარგად არიან მომზადებულნი, –
ფიცრები და ნავხიდები. გზის მაჩვენებელიც მრავალი ეყოლე-
ბათ, რომ ფონი უჩვენონ და ისე გადაიყვანონ ცხენოსანი ჯარი.
ფუჟერიდან ავრანშისკენ წავლენ, რედონისკენ, ანსენისკენ, ვიტ-
რესკენ. ნანტი დანებდება, ბრესტი დანებდება. რედონიდან გზა
გახსნილი აქვთ ვილენისკენ, ფუჟერიდან – ნორმანდიისკენ. ვიტ-
რედან – პარიზისკენ. ორი კვირის შემდეგ სამასი ათასი ყაჩაღი
შემოესევა საფრანგეთს და მთელი ბრეტანი საფრანგეთის მეფეს
დარჩება.
– ანუ ინგლისის მეფეს, – თქვა დანტონმა.
– არა, საფრანგეთის მეფეს.
და რობესპიერმა განმარტა:
– საფრანგეთის მეფე უარესია ჩვენთვის. უცხოელის განდევ-
ნას ერთი-ორი კვირა დასჭირდება, საფრანგეთის მონარქიის
დამხობას კი თვრამეტი საუკუნე დასჭირდა.
დანტონი ისევ დაჯდა, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, თავი
დაუშვა და ჩაფიქრდა.

154 მკითხველთა ლიგა


– ხომ ხედავთ, რა საშიშ მდგომარეობაში ვართ. ვიტრე გზას
უხსნის ინგლისელებს პარიზისკენ.
დანტონმა წამოიწია, თავისი ტლანქი ხელები რუკას დაჰკრა
როგორც ბრძმედს და შეჰყვირა:
– რობესპიერ, განა ვერდენი კი გზას არ აძლევდა პრუ-
სიელებს პარიზისკენ?
– მერე რაო?
– მერე ისაო, რომ ინგლისელებსაც ისევე განვდევნით, რო-
გორც პრუსიელები განვდევნეთ.
და ისევ წამოვარდა დანტონი.
რობესპიერმა თავისი გაყინული ხელი დაადო დანტონის
ცხელ მუშტს.
– დანტონ, შამპანი პრუსიელებისკენ არ იყო ბრეტანი კი ინ-
გლისელებისკენაა. ვერდენის ასაღებად უცხოელებთან გვქონდა
ომი, ვიტრეს ასაღებად სამოქალაქო ომი უნდა დავიწყოთ.
და ცივად, ღრმა რწმენით წაიდუდუნა:
– მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
მერე დანტონს მიმართა:
– დაბრძანდით, დანტონ. რა დაგიშავათ ამ რუკამ, რომ ასე
დაჰკარით? აი, ინგლისელების გზა პარიზისკენ.
მაგრამ დანტონი ფიქრს გაეტაცა, რუკას არ უყურებდა.
– უცნაურია, – შესძახა დანტონმა, – განსაცდელს დასავლე-
თიდან ხედავენ, როდესაც აღმოსავლეთით მოიწევს. რობესპი-
ერ, თანახმა ვარ, რომ ინგლისელი რაღაცას გვიქადის სახიფა-
თოს ოკეანეზე; მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ესპანეთი პირენეზე
გვიმზადებს ხიფათს, იტალია – ალპებში, გერმანია – რეინზე, და
მათთან ერთად დიდი დათვი – რუსი. რობესპიერ, განსაცდელი
რგოლია და ჩვენ ამ რგოლში ვართ მომწყვდეული. გარედან
კოალიცია, შიგნიდან ღალატი. სამხრეთით სერვანი უღებს საფ-

155 მკითხველთა ლიგა


რანგეთის კარს ესპანეთის მეფეს; ჩრდილოეთით დუმურიე
მტრისკენ გადადის, – მაგრამ ის ყოველთვის ორჭოფობდა და პა-
რიზს უფრო ემუქრებოდა, ვიდრე ჰოლანდიას. ნერვინდის შემდეგ
განა სახსენებელია ჟემაპი და ვალმი? ფილოსოფოსი რაბო სენტ-
ეტიენი გვღალატობს, როგორც პროტესტანტი და მეფის ერთგულ
მონტესკიუსთან აქვს მიწერ-მოწერა. ლაშქარი განახევრებულია.
ბატალიონს ვერ ნახავთ, რომ ოთხას კაცზე მეტი ჰყავდეს; მამა-
ცობით განთქმულ დე-პონის ბატალიონში ას ორმოცდაათი კაცი-
ღა დარჩა. პამარის ბანაკი მივატოვეთ. ჟივეში სულ ხუთასი ტო-
მარა ფქვილიღა გვაქვს. უკან ვიწევთ ლანდოსკენ. კლებერს ვერ-
მსერი ერჩის. მაიანსი გმირულად მარცხდება, კონდე ლაჩრუ-
ლად, ვალანსიენიც ასეთივე მდგომარეობაშია. და მიუხედავად
ამისა, გმირად ვხდით ვალანსიენის დამცველ შანსელს, აგრეთვე
კონდეს დამცველ ბებერ ფეროს, და ამ ლაჩრებთან ერთად ვახ-
სენებთ მართლაც და გმირს, მაინსის დამცველ მეუნიეს. სხვები
კი სულ მოღალატენი არიან. დარვილი ექს-ლა-შაპელში გვღა-
ლატობს, მუტონი – ბრიუსელში, ვალანსი – ბრედაში, ნეუილი –
ლიმბურგში, მირანდა – მაესტრიტში. სტენგელი მოღალატეა,
ლანუ მოღალატეა, ლიგონიე მოღალატეა, მენუ მოღალატეა, დი-
ლონი მოღალატეა, – სულ თავლაფდასხმული მოწაფეები დუმუ-
რიესი! ჰოდა, ჭკუა ვასწავლოთ! ვაჩვენოთ მაგალითი ჩვენებური
სასჯელისა! მე საეჭვოდ მიმაჩნია კუსტინის უთავბოლო ბო-
რიალი; ეჭვი მეპარება, რომ კუსტინს მდიდარი ფრანკფურტის
აღება უფრო უნდა, ვიდრე ჩვენი გამარჯვებისთვის საჭირო კობ-
ლენცის აღება. მართალია, ფრანკფურტს შეუძლია გადაგვიხა-
დოს ომის ხარჯად ოთხი მილიონი, მაგრამ ნუთუ ეგ ფული უფრო
საჭიროა, ვიდრე გახიზნული არისტოკრატების ბუნაგის აღმოფ-
ხვრა? ღალატია, ღალატი! მენიემ თქვენი ჭირი წაიღო ცამეტ ივ-
ნისს და დარჩა მარტოდმარტო კლებერი. და ბრაუნშვეიგი კი ამ-

156 მკითხველთა ლიგა


რავლებს თავის ლაშქარს, წინ მოიწევს და გერმანულ დროშას
აფრიალებს მის მიერ აღებულ საფრანგეთის ციხესიმაგრეებზე.
ევროპის ბედისწერა დღეს ბრანდერბურგის მარკგრაფს დარჩე-
ნია და ისიც თავის სამფლობელოს უმატებს ჩვენს პროვინციებს.
აი ნახავთ, ბელგიასაც ის დაისაკუთრებს! ისეა ჩვენი საქმე, თით-
ქოს ბერლინისთვის ვიღვწოდეთ, და თუ არა ვიზრუნეთ რა, საფ-
რანგეთის რევოლუცია თუ არგებს ვისმე, მარტო პოტსდამს არ-
გებს, და ერთადერთ შედეგად ფრიდრიხ მეორის პატარა სამ-
ფლობელოს გადიდებაღა მოჰყვება. თითქოს იმიტომ მოგვეკ-
ლას ჩვენი მეფე, რომ გაგვეძლიერებინოს პრუსიის მეფე.
და დანტონს, მრისხანე დანტონს, სიცილი წასკდა.
დანტონის სიცილმა მარატის ღიმილი გამოიწვია.
– აიხირებთ რაღაცას და თან გადაჰყვებით ორივე! – დაიწყო
მარატმა. – თქვენ, დანტონ, პრუსია, და თქვენ, რობესპიერ, ვან-
დეა! ახლა მე მომისმინეთ. თქვენ ვერ ხედავთ ნამდვილ საშიშ-
როებას. ჩვენ თუ დაგვღუპავს რამე, კაფე დაგვღუპავს და ქაღალ-
დის სათამაშო სახლები. შუაზელის კაფე იაკობინელებისაა, პა-
ტენის კაფე – მეფის მომხრეების; რანდე-ვუს კაფე ეროვნული
გვარდიის მტერია, სენ-მარტენის კაფე – ამ გვარდიის მომხრე;
რეჟანსის კაფე ბრისოს წინააღმდეგია, კორაზას კაფე – ბრისოს
მომხრე; პროკოპის კაფე დიდროს ემხრობა, ჩვენი თეატრის კაფე
– ვოლტერს; როტონდის კაფეში ქაღალდის ფულს ფხრეწენ, სენ-
მარსოს კაფეები გაცოფებულან; მანურის კაფე ფქვილის საკითხს
ამწვავებს; ფუას კაფეში – ჩხუბი და კრივია! აი, რა არის საშიში.
დანტონი აღარ იცინოდა, მარატი სიცილით ამბობდა თავისას.
ჯუჯას სიცილი უფრო საზარელია, ვიდრე ბუმბერაზისა.
– რა? დაგვცინით, მარატ? – წაიბუზღუნა დანტონმა.
მარატს მუხლი აუკანკალდა. განთქმული იყო თავისი ფილენ-
ჯის ქარით. აღარ იცინოდა.

157 მკითხველთა ლიგა


– აჰ! ძლივს არა გიპოვეთ, მოქალაქე დანტონ! ვფიქრობ
თქვენ ბრძანდებოდით, რომ კონვენტში, კრებაზე „ვიღაც მარა-
ტი“ მიწოდეთ. ჰოდა, მიპატიებია! გესმით? საშინელ მდგომა-
რეობაში ვართ! მაშ, დაგცინით? და მართლაც, ვინ ვარ? ან რა
ვარ? მე ვამხილე შაზო, მე ვამხილე პეტიონი, მე ვამხილე კერზე-
ნი, მე ვამხილე მორეტონი, მე ვამხილე დუფრიშვალაზე, მე ვამ-
ხილე ლიგონიე, მე ვამხილე მენუ, მე ვამხილე ბანვილი, მე ვამ-
ხილე ჟანსონე, მე ვამხილე ბირონი, მე ვამხილე ლიდონი და შამ-
ბონი. მერე? ვტყუოდი, რომ ვამხილე? ცუდად მოვიქეცი? ღალატს
ვგრძნობ ხალხის მტერში და სასარგებლოდ მიმაჩნია დროულად
ვამხილო მოღალატე, რომ არ განახორციელოს თავისი განზრახ-
ვა. ჩვეულებად მაქვს თავიდანვე ვთქვა ის, რასაც თქვენ ყველანი
ნაგვიანევად ბრძანებთ ხოლმე. დიახ, მე ის გახლავართ, ვინც
სრული გეგმა მისცა კრებას დამნაშავეთა სასჯელისა. რა მოვა-
ხერხე აქამდე? მე მოვითხოვე სექციების მოქმედების გამოძიება,
რომ უფრო დამორჩილებოდნენ რევოლუციის წარმატებას; მე
ავახსნევინე ბეჭედი ოცდათორმეტი გასაუქმებლად გადადებული
საქმისა; მე ჩამოვართმევინე თვალ-მარგალიტი, რომელიც რო-
ლანისთვის მიებარებინათ დასამალად; მე დავამტკიცე, რომ
ბრისოს ამხანაგებს საზოგადოებრივი განრინების კომიტეტის-
თვის მიეცათ დაპატიმრების სუფთა ბლანკები; მე აღვნიშნე, რომ
ლინდეს მოხსენებაში განზრახ იყო გამოტოვებული ლუი კაპეს
დანაშაულებანი; მე ხმა მივეცი ლუი კაპეს ოცდაოთხ საათში სიკ-
ვდილით დასჯას; მე ვიცავდი მოკონსეილის და რესპუბლიკის ბა-
ტალიონს, რომელთაც ცილი დაწამეს; მე დავუშალე და არ წავა-
კითხვინე ნარბონისა და მალუეს წერილები; მე შევიტანე წინადა-
დება, რომ დახმარება აღმოეჩინათ დაჭრილი ჯარისკაცების-
თვის; მე გავაუქმებინე ექვსის კომისია; წინასწარ ვიგრძენი მონ-
სის საქმეში დუმურიეს ღალატი; მე მოვითხოვე, რომ დაეჭირათ

158 მკითხველთა ლიგა


ასი ათასი კაცი, გახიზნულების ნათესავები და ჰყოლოდათ რო-
გორც მძევლები იმ კომისრებისა, რომლებიც მტერს ჰყავს დამ-
წყვდეული; მე შევიტანე წინადადება, სამშობლოს მტრად გამოც-
ხადებულიყო ყველა, ვინც ქალაქიდან გავა; მე ავხადე ნიღაბი
როლანის მეგობრებს მარსელის არეულობაში; მე მოვითხოვდი,
რომ გამოეცხადებინათ, რა ჯილდოს მისცემდნენ, ვინც ფილიპე –
ეგალიტეს შვილს ჩაგვიგდებდა ხელში; მე ვიცავდი ბუშოტს; მე
მოვითხოვდი ისნარის გადასაყენებლად ყველასაგან ხმამაღალ
თანხმობას, ან უარის თქმას: მე დავადგენინე, რომ პარიზელებმა
დიდი ღვაწლი დასდეს სამშობლოს და ამიტომ ლუვემ მასხარა
მიწოდა; ფინისტერელები ჩემს განდევნას მოითხოვენ და ქალაქი
ლუდენი ჩემს გახიზვნას; ამიენი მოითხოვს – ალიკაპი ამოსდე-
თო, კობურგი მოითხოვს ჩემს დამწყვდევას, ხოლო ლეკუანტ-
პუირავო კონვენტს სთხოვს ჩემს შეშლილად გამოცხადებას. ჰო-
და, ერთი მითხარით, მოქალაქე დანტონ, რისთვის მომიწვიეთ
თქვენს კრებაზე, თუ არა ჩემი აზრის მოსასმენად? განა მე გეხვე-
წებოდით, დამიძახეთო? გიჟი კი არა ვარ! ჭირივით მეზიზღება ფა-
რული მოლაპარაკება ისეთ კონტრრევოლუციონერებთან, რო-
გორიც ბრძანდებით რობესპიერი და თქვენ. მაგრამ სხვას რას
უნდა მოელოდეს თქვენგან კაცი? თქვენ ჩემი არა გესმით რა! არც
თქვენ და არც რობესპიერს! არც რობესპიერს და არც თქვენ! მაშ,
არა გვყოლია სახელმწიფო საჭიროებათა გამგები ადამიანი? გა-
მოდის, რომ პოლიტიკის ანბანი უნდა შეგასწავლოთ, რომ ავი და
კარგი გაგარჩევინოთ? აი, რის თქმა მინდოდა თქვენთვის: ორივე
ცდებით! განსაცდელი ლონდონში კი არ არის, როგორც გვარ-
წმუნებს რობესპიერი; განსაცდელი ბერლინში კი არ არის, რო-
გორც გვარწმუნებს დანტონი, განსაცდელი პარიზშია; განსაცდე-
ლი მოგველის, რადგან ერთობა არა გვაქვს; ყველა იმას გაიძა-
ხის, მე უფლება მაქვს თავისუფლებისაო; ყველა თავისკენ იწევს,

159 მკითხველთა ლიგა


როგორც თქვენ ორივე. განსაცდელი მოგველის, რადგან გამე-
ფებულია ანარქია.
– ანარქიაო! – შეჰყვირა დანტონმა, – მერე ვინ შექმნა ეგ
ანარქია, თუ არ თქვენ?
მარატს ჯერ არ დაემთავრებინა.
– რობესპიერ, დანტონ! განსაცდელი იფარება იმ კაფეებში, იმ
ქაღალდის სათამაშო სახლებში, იმ კლუბებში, რომლითაც სავ-
სეა პარიზი. კლუბი შავებისაო, კლუბი ფედერალისტებისაო,
კლუბი ქალებისაო, კლუბი უპარტიოებისაო, რომელიც
კლერმონ-ტონნერის დროისაა და 1790 წლიდან მონარქისტების
კლუბად გადაიქცა. მერე, მღვდლის, კლოდ ფოშეს მიერ გამოგო-
ნილი სოციალური წრე; მეგაზეთე პრუდომის მიერ დაარსებული
სელისქუდიანებისა კლუბი, და სხვა მრავალი; თქვენი იაკობინე-
ლების კლუბი არ ვახსენე, რობესპიერ, და აგრეთვე თქვენი კორ-
დელიერების კლუბი, დანტონ. განსაცდელი მოგველის შიმშილი-
საგან, რომლის გამო მუშა ბლენმა ქალაქის თვითმმართველო-
ბის წინ ბოძზე ჩამოახრჩო პურის ვაჭარი ფრანსუა დენისი, და იმ
სამართლისაგან, რომელმაც მუშა ბლენს ჩამოხრჩობა მიუსაჯა
ჩარჩის, ფრანსუა დენისის ჩამოხრჩობისთვის. განსაცდელი მოგ-
ველის ქაღალდის ფულისგან, რომლის ღირებულება უფრო და
უფრო მცირდება. ტანპლის ქუჩაზე ვიღაცას ასფრანკიანი ქაღალ-
დი გაუვარდა ხელიდან, და ერთმა გამვლელმა, ღარიბმა კაცმა
თქვა, – დახრად არა ღირსო. ჩვენი განსაცდელი ჩარჩებშია. ქა-
ლაქის თვითმმართველობის შენობაზე შავი დროშა ააფრიალეთ!
დიდი რამეც გააკეთეთ! ბარონი ტრენკი დაიჭირეთ, – ეგ არა კმა-
რა! თავი უნდა გააგდებინოთ იმ ბებერს, პატიმრების მტანჯველს!
რევოლუციისადმი თქვენი სამსახური იმით კმაყოფილდება, რომ
თავზე მამულიშვილის გვირგვინს ადგამთ ლიბერტეშს, რომელ-
მაც ჟემაპში ორმოცდაერთი ჭრილობა მიიღო ხელჩართულ

160 მკითხველთა ლიგა


ბრძოლაში, და გვირგვინთან ერთად – ანდრე შენიეს ხოტბა-
დიდება! კომედია და ხალხის თვალის ახვევა! პარიზს არ უყუ-
რებთ და განსაცდელს სადღაც შორს ეძებთ, როდესაც აქვეა
თქვენ ცხვირწინ! ნეტავი, რას გიკეთებთ თქვენი პოლიცია, რო-
ბესპიერ? რადგან კარგად ვიცი, თქვენ თქვენი ჯაშუშები გყავთ, –
პეიანი კომუნაში, კოფინალი რევოლუციურ სასამართლოში, და-
ვიდი საზოგადო უშიშროების კომიტეტში, გუთონი – საზოგადო-
ებრივ განრინების კომიტეტში. ხომ ხედავთ, რომ ჩემთვის დაფა-
რული არაფერია! მაშინ ესეც იცოდეთ: განსაცდელი თავზე გად-
გათ, განსაცდელი ფეხქვეშ გიდევთ! ყველგან შეთქმულებაა,
შეთქმულება და შეთქმულება! ქუჩაში გამვლელები ერთმანეთს
გაზეთებს უთითებენ, – აი, წაიკითხეთო. და რაღაცასაც ანიშნე-
ბენ ხმის ამოუღებლად. ექვსი ათასი კაცია პარიზში უპასპორტო;
უკან დაბრუნებული ემიგრანტები და ხალხის მტრები დამალულ-
ნი არიან სარდაფებში, სხვენებსა და პალე-როიალის ტალანებში.
რიგში უნდა ჩადგეს კაცი, რომ ლუკმაპური იყიდოს. საწყალი დე-
დაკაცები რომ შეხვდებიან ერთმანეთს, ხელაპყრობილები იძა-
ხიან, – როდის გვეღირსება მშვიდობაო? ხომ სულ კარჩაკეტილე-
ბი ხართ, როცა საქმე გაქვთ რამე აღმასრულებელ საბჭოში. გინ-
დათ, რომ მარტონი იყოთ, თქვენი ნათქვამი არავინ გაიგოს. ყვე-
ლაფერი ვიცით, რასაც ამბობთ. დასამტკიცებლად, რობესპიერ,
აი, რა უთხარით გუშინ სენ-ჟუსტს: „ბარბარუს ღიპი ებერება და
გაქცევას გაუძნელებს“. – ჰოდა, განსაცდელი ყველგანაა, მაგ-
რამ უმთავრესად პარიზში. ყოფილი დიდებულები კბილებს ილე-
სავენ, ვერაგულად, ფარულად; პატრიოტები ფეხშიშველები და-
დიან. ცხრა მარტს დაჭერილი არისტოკრატები ისევ თავისუფ-
ლად დაძრწიან. ოქროს ფასად იყიდება პური. თეატრებში უზნეო
პიესებს თამაშობენ და რობესპიერი გილიოტინაზე აიყვანს დან-
ტონს.

161 მკითხველთა ლიგა


– სწორედ ასეა! – შესძახა დანტონმა.
რობესპიერი რუკას დაჰყურებდა თავჩაღუნული.
– თუ გვიხსნის რამე, – წარმოთქვა უცბად მარატმა, – დიქტა-
ტორი გვიხსნის. რობესპიერ, ხომ იცით, რომ მე დიქტატორი მინ-
და?
წამოიწია რობესპიერმა:
– ვიცი, მარატ. თქვენ, ან მე.
– მე, ან თქვენ, – თქვა მარატმა.
– დიქტატორიო? – წაიდუდუნა წარბშეჭმუხნილმა დანტონმა.
მარატმა თვალი შეასწრო.
– კიდევ ერთხელ ვცდი შეთანხმებას. უნდა მოვრიგდეთ რო-
გორმე. მდგომარეობა გვავალებს ამას. ხომ მოვახერხეთ და შევ-
თანხმდით ოცდათერთმეტი მაისისთვის? ჩვენი შეთანხმება და
ერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჟირონდიზმი, რომელიც
წვრილმანი ნაწილია უმთავრესი საკითხისა. მართალი თქვით;
მაგრამ უფრო ჭეშმარიტი ისაა, რასაც მე გეუბნებით: სამხრეთით
– ფედერალიზმი, დასავლეთით – სამეფოს აღდგენა, პარიზში
კონვენტისა და კომუნის ბრძოლა. საზღვრებზე კუსტინის უკან და-
ხევა და დუმურიეს ღალატი. ეს ყველაფერი უტყუარი ნიშანია ჩვე-
ნი რღვევის და უთანხმოებისა. ჩვენ თუ გვიხსნის რამე, ერთობა.
მხოლოდ ერთობა! ოღონდ ავჩქარდეთ! პარიზმა ხელთ უნდა იგ-
დოს რევოლუციის გამგებლობა. ერთი საათითაც რომ დავიგ-
ვიანოთ, ვანდეელები შეიძლება ორლეანს დაეპატრონონ და
პრუსიელები – პარიზს. ამას თქვენ გითმობთ, დანტონ, და თქვენ
გიძღვნით, რობესპიერ. ვიკისროთ დიქტატორობა. ჩვენ სამნი,
ჩვენ ვართ რევოლუციის წარმომადგენელნი. ჩვენ ვართ ცერბე-
რის სამი თავი. ამ სამ თავთაგან ერთი ლაპარაკობს, – ეს თქვენა
ხართ, რობესპიერ; მეორე გრგვინავს, ეს კი თქვენ, დანტონ….

162 მკითხველთა ლიგა


– მესამე ჰკბენს, – გააწყვეტინა სიტყვა დანტონმა. – და ეს
თქვენ ხართ, მარატ.
– სამივე ჰკბენს, – თქვა რობესპიერმა.
ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა, და მერე კვლავ ატყდა კამა-
თი.
– მარატ, ერთი მითხარით, საიდან იცით, როდის და რა ვუთ-
ხარი სენ-ჟუსტს?
– ეგ ჩემი საქმეა.
– მარატ!
– მე ვალდებული ვარ ყველაფერი ვიცოდე და როგორ ვახერ-
ხებ ამას, ეგ ჩემი საქმეა.
– მარატ!
– უნდა ვიცოდე ყველაფერი და ვიცი.
– მარატ!
– რობესპიერ! მე ვიცი, რა უთხარით სენ-ჟუსტს, როგორც ის
ვიცი, რაც დანტონმა უთხრა ლაკრუას. ვიცი, რა არის თეატენის
ქუჩაზე ლაბრიფის სასახლე, სადაც იკრიბებიან ემიგრანტების
ლამაზი ქალები. ვიცი, რა ხდება ვალმრანჟის სახლში, – ფოსტის
ყოფილი მოხელის სახლში, – სადაც წინათ მორი და კაზალე
დაიარებოდნენ, და მერე სიეისი და ვერნიო, და სადაც ამჟამად
კვირაში ერთხელ იკრიბებიან...
ამ სიტყვების წარმოთქმის დროს მარატმა დანტონს გადახე-
და.
დანტონმა შეჰყვირა:
– საშინელება მოხდებოდა, მე რომ მეტი უფლება მქონოდა!
მარატმა განაგრძო:
– ვიცი თქვენი ყველა სიტყვა, რობესპიერ, როგორც ვიცოდი
და ვიცი ყოველივე, რაც ხდებოდა ტანპლის ციხეში, როდესაც იქ
ასუქებდნენ ლუი XVI-ს, ისე ასუქებდნენ, რომ ერთ თვეში, სექ-

163 მკითხველთა ლიგა


ტემბერში, მგელმა, ძუკნა მგელმა და მგლის ლეკვებმა ოთხმოც-
დაექვსი კალათი ატამი შეჭამეს, იმ დროს, როდესაც ხალხი შიმ-
შილით იხოცებოდა. ვიცი ეს ყველაფერი, როგორც ვიცი, რომ
როლანი იმალებოდა ლაგარპის ქუჩის ერთ უკანა ეზოს სახლში;
როგორც ის ვიცი, რომ თოთხმეტ ივლისს შუბოსნებს ჰერცოგ
დ’ორლეანის მჭედელმა გაუკეთა ექვსასი შუბი; როგორც ვიცი,
რა ხდება სილერის საყვარლის ქალბატონი სენტ-ილერის სახ-
ლში; მეჯლისის დღეს თვითონ ბებერი სილერი წმენდს ცარცით
ყვითელი დარბაზის პარკეტს, ნევდე-მატურენის ქუჩაში; ბიზო და
კერზენი სადილად მიდიან ხოლმე; ოცდაშვიდში სალდენი იქ იყო
სადილად, ვისთან ერთად, თუ იცით, რობესპიერ? თქვენს მეგო-
ბარ ლასურსთან ერთად.
– ჭორები, – წაიბუტბუტა რობესპიერმა, – ლასურსი ჩემი მე-
გობარი არ არის.
და დაუმატა ჩაფიქრებულმა:
– და ამასობაში თვრამეტი ქარხანაა ლონდონში და ბეჭდავს
და ბეჭდავს ყალბ ქაღალდის ფულს!
მარატი კი თავისას არ იშლიდა და მშვიდი, მაგრამ აკანკალე-
ბული ხმით, რაც კარგს არაფერს მოასწავებდა, მიმართა რობეს-
პიერს:
– თქვენ ხართ მაღალი ფენის იმედი. ხომ გითხარით, ყველა-
ფერი ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ სენ-ჟუსტის სიტყვით, ეს სა-
ხელმწიფო საიდუმლოება.
მარატმა გამოთქმით ხაზი გაუსვა ამ სიტყვებს, გადახედა რო-
ბესპიერს და დაუმატა:
– ვიცი, რობესპიერ, რას ლაპარაკობენ თქვენთან სუფრაზე იმ
დღეს, როდესაც ლება მოიწვევს ხოლმე სადილად დავიდს, რომ
ასიამოვნოს თავის დანიშნულს, ელისაბედ დუპლეის, მომავალ-
ში თქვენი ცოლისდის სამზარეულო ხელოვნებით. მე ყველაფერს

164 მკითხველთა ლიგა


ვხედავ ჩემი სარდაფის ძირიდან. დიახ, ყველაფერს ვხედავ! დი-
ახ, ყველაფერი მესმის და ყველაფერი ვიცი! თქვენ წვრილმანი-
თაც კმაყოფილნი ხართ. თქვენ თქვენს თავს ეთაყვანებით. რო-
ბესპიერი ტკბება იმით, რომ მას გუნდრუკს უკმევს შალაბრის ქა-
ლი, ქალი იმ მარკიზ შალაბრისა, რომელიც ქაღალდს ეთამაშე-
ბოდა ლუი XVI-ს დამიენის სიკვდილით დასჯის საღამოს. დიახ,
ძალიან მაღლა ვწევთ თავს. სენ-ჟუსტი აღარც კი ჩანს თავის სა-
ყელოში! ლეჟანდრი ახალ არისტოკრატიაში მიძვრება, – საგან-
გებო პერანგი და თეთრი ჟილეტი, ზედ კოხტა ჟაბო, რომ ხსენე-
ბაც კი აღარ იყოს მისი მუშური ქურთუკისა. რობესპიერს ჰგონია,
რომ ისტორია დაიმახსოვრებს მის ზეთისხილისფერ სერთუკს,
რომელიც დამფუძნებელ კრებაზე ეცვა. თავისი სურათები უკი-
დია ოთახის ყველა კედელზე.
რობესპიერმა მარატს მშვიდი ხმით შეაწყვეტინა:
– თქვენ კი, მარატ, ტუალეტის ოთახშიც კი გიკიდიათ თქვენი
სურათი.
და ამგვარად, უბრალო ბაასის კილოთი განაგრძეს კამათი,
რაც უფრო ამწვავებდა სიტუაციას და მუქარას ირონიას მატებდა.
– რობესპიერ, თქვენ „კაცობრიობის დონკიხოტები“ უწოდეთ
იმათ, ვისაც მეფის ტახტის დამხობა უნდოდათ.
– თქვენ, მარატ, ოთხი აგვისტოს შემდეგ „ხალხის მეგობრის“
ხუთას ორმოცდამეცხრამეტე ნომერში, – დიახ, მე დავიმახსოვრე
ეს რიცხვი, თქვენ მოითხოვდით, რომ დიდებულთათვის აღედგი-
ნათ მათი წოდება. თქვენ წერდით: „ჰერცოგი ყოველთვის ჰერ-
ცოგად დარჩება“.
– რობესპიერ, შვიდ დეკემბერს კრებაზე თქვენ გამოხვედით
როლანის ცოლის დამცველად ვიარის წინააღმდეგ.

165 მკითხველთა ლიგა


– სწორედ ისევე, როგორც ჩემი ძმა გამოვიდა, მარატ, თქვენს
დამცველად იაკობინელების კლუბში. რა მნიშვნელობა აქვს
ამას? არავითარი.
– რობესპიერ, ტიუილრიში ერთი ოთახი ვიცი, რომელშიც
თქვენ შესჩივლეთ გარას, „გული გამიწყალა ამ რევოლუციამ“.
– მარატ, აი აქ, ამ ოთახში იყო, ოცდაცხრა ოქტომბერს, თქვენ
რომ გადაკოცნეთ ბარბარუ.
– რობესპიერ, თქვენ უთხარით ბუზოს: „რესპუბლიკა? რა არის
რესპუბლიკა?“
– მარატ, აი, ამ ოთახში მოგყავდათ თქვენ საუზმეზე დაპატი-
ჟებული სამ-სამი მარსელელი ფედერალისტი.
– რობესპიერ, თქვენ ყოველთვის ერთი მუშა გახლავთ კეტით
შეიარაღებული.
– თქვენ, მარატ, ათი აგვისტოს წინა საღამოს ბუზოს სთხოვეთ
დახმარება, რომ მარსელში გაპარულიყავით მეჯინიბის ტანისა-
მოსით.
– სექტემბერში ხალხის მტრებს რომ ვხოცავდით, დამალული
იყავით, რობესპიერ.
– თქვენ კი ხალხს ეჩვენებოდით, მარატ.
– რობესპიერ, თქვენ მიწაზე დაანარცხეთ წითელი ქუდი.
– დიახ, როდესაც ქვეყნის მოღალატემ დაიხურა წითელი ქუ-
დი. რაც მოუხდება დუმურიეს, შეარცხვენს რობესპიერს.
– რობესპიერ, შატოვიეს ჯარისკაცების გავლის დროს, თქვენ
ნება არ მიეცით, რომ ლუი XVI-ისთვის თავზე რიდე დაეფარები-
ნათ.
– მე უკეთ მოვიქეცი: რიდე არ დავაფარე და თავი გავაგდები-
ნე.
დანტონი ჩაერია, მაგრამ ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო მისი
სიტყვა.

166 მკითხველთა ლიგა


– რობესპიერ, მარატ! დამშვიდდით!
მარატს შეურაცხყოფად მიაჩნდა თავისი სახელის ვისიმეს
შემდეგ ხსენება და დანტონს მიუბრუნდა:
– დანტონს რაღა უნდა?
დანტონი წამოხტა.
– როგორ თუ რა უნდა? დანტონს ის უნდა, რომ ძმა არ შემო-
აკვდეს ძმას! რომ ერთმანეთს არ ებრძოდეს ორი მოღვაწე, რომ-
ლებიც ხალხის კეთილდღეობას ემსახურებიან. უცხოელებთან
და სამოქალაქო ომიც გვეყოფა, და დავიღუპებით, თუ ერთმა-
ნეთს ავუტეხეთ ომი. მე რევოლუცია მოვახდინე და არ მინდა,
რომ ვინმემ ის წაახდინოს. აი, რა მინდა და რატომ ვერევი თქვენს
კამათში.
მარატმა ხმის აუმაღლებლივ გასცა პასუხი:
– თქვენ თქვენი საქმეც ბევრი გაქვთ. ის გირჩევნიათ, ანგარი-
ში წარმოადგინოთ.
– ანგარიში წარმოვადგინო? – შეჰყვირა დანტონმა, – მიდით
და ანგარიში მოსთხოვეთ არგონის მთებსა და ხევებს, გათავი-
სუფლებულ შამპანს. საფრანგეთთან შემოერთებულ ბელგიას,
ჩვენს ლაშქარს, რომელთანაც უკვე ოთხჯერ ვიყავი ბრძოლაში!
მიდით და მოსთხოვეთ ანგარიში რევოლუციის მოედანს, ოცდა-
ერთი იანვრის ეშაფოტს, მიწასთან გასწორებულ მეფის ტახტს.
დაქვრივებულ გილიოტინას….
მარატმა შეაწყვეტინა:
– ქალწულია გილიოტინა! ზედ წვანან, მაგრამ კი არ ანაყო-
ფიერებენ.
– თქვენ რა იცით? – შეუტია დანტონმა. – მე გავანაყოფიერებ!
– ვნახოთ, – უპასუხა მარატმა და გაიცინა.
დანტონმა ეს დაინახა.

167 მკითხველთა ლიგა


– მარატ, – შეჰყვირა გაბრაზებით დანტონმა, – თქვენ ფარუ-
ლად მოქმედებთ, მე კი ყველას დასანახად, გარეთ ჰაერზე და სი-
ნათლეზე. ჭირივით მძაგს ქვემძრომული ცხოვრება. მატლი კი
არა ვარ, რომ ყველას ვემალებოდე. თქვენ ჯურღმულში ცხოვ-
რობთ, მე ქუჩაში. თქვენ გულდახშული ხართ, ხმას არავის
სცემთ, მე კი ხალხში ვარ და ყველას შეუძლია ჩემი ნახვა და, თუ
უნდა, ჩემთან საუბარიც.
– ლამაზო ბიჭო, ერთ წამს ჩემთან ვერ ამოხვალ? – წარმოთ-
ქვა მარატმა ქალის ხმით.
მერე შეიკავა სიცილი და გადაჭრით უთხრა:
– დანტონ, წარმოადგინეთ ანგარიში ოცდაცამეტი ათასისა,
მონმორენმა რომ მოგცათ მეფის წყალობით, ვითომდა შატელე-
ში პროკურორის თანამდებობის ასანაზღაურებლად.
– მე წინ ვუძღოდი თოთხმეტ ივლისს, მე ავაღებინე ხალხს ბას-
ტილიის ციხე, – თქვა მედიდურად დანტონმა.
– მეფის ავეჯი? ტახტის თვალ-მარგალიტი?
– მე გადმოვათრიე ლუი XVI ვერსალიდან პარიზში.
– და თქვენი ალტერეგოს ლაკრუას ქურდობა ბელგიაში?
– მე მოგიძღვენით ოცი ივნისი.
– მონტანსიეს რომ ფულები ჩაუჩხრიალეს?
– მე დავაბრუნებინე ხალხს გაპარული მეფე.
– ოპერის დარბაზი, თქვენგან მიღებული ფულით რომ ააშე-
ნეს.
– პარიზელ ხალხს მე შევუძინე იარაღი.
– ასი ათასი ლივრი მართლმსაჯულების საიდუმლო თანხები-
დან?
– მე დავაჭერინე ხალხს მეფე.
– და ორი მილიონი საერო კრების საიდუმლო დანახარჯი? მე-
ოთხედი ხომ თქვენ მიიღეთ?

168 მკითხველთა ლიგა


– საფრანგეთზე მომავალი მტერი შევაჩერე და გზა გადავუკე-
ტე.
– უნამუსო! – წარმოთქვა მარატმა.
გაცოფებული წამოვარდა დანტონი.
– დიახ, კახპა გოგო ვარ! გავყიდე ჩემი ტანი, მაგრამ ქვეყანა
გადავარჩინე.
რობესპიერი ფრჩხილებს იკვნეტდა. ვერც იცინოდა, ვერც
იღიმოდა. დანტონის სიცილი ჭექა-ქუხილი იყო, მარატის ღიმი-
ლი კი – წვერწამახული ნესტარი. რობესპიერს არც ერთი ჰქონ-
და, არც მეორე.
დანტონი გრგვინავდა:
– მე ოკეანე ვარ! მეც მაქვს მისნაირი მოქცევა და უკუქცევა.
უკუქცევის დროს ჩანს ხოლმე ჩემი მეჩეჩი და მოქცევის დროს
ძლევამოსილი ჩემი ტალღები.
– მარტოოდენ ქაფი, – შესძახა მარატმა.
– გრგვინვა და გრიგალი, – უპასუხა დანტონმა.
დანტონთან ერთად მარატიც წამოვარდა. ისიც გაცოფებული
იყო. გველხოკერა უცბად გველეშაპად გადაქცეულიყო.
– აჰ! – ყვიროდა მარატი, – აჰ, რობესპიერ! აჰ, დანტონ! მაშ,
არ გნებავთ ჩემი მოსმენა?! ჰოდა, ამას ხომ მომისმენთ! წასულია
თქვენი საქმე! გაუვალ ზღუდესთან მიგიყვანთ თქვენი პოლიტიკა
და ვეღარას გააწყობთ, ძალიანაც რომ მოინდომოთ. თქვენ ისე
იქცევით, რომ ყველგან დაკეტილი დაგხვდებათ კარი, გარდა
საფლავისა.
– ჩვენი დიდებაც ეგ არის, – უთხრა დანტონმა.
და მხრები აიჩეჩა.
მარატი კი აღარ იშლიდა:
– ფრთხილად, დანტონ! ვერნიოსაც დიდი პირი ჰქონდა შენსა-
ვით, მსხვილი ტუჩები და გაუვალი თვალწარბი; ისიც შენსავით

169 მკითხველთა ლიგა


იყო დაკენკილი, მაგრამ ოცდათერთმეტ მაისს ვერ გადაარჩინა
ამ სილამაზემ. აჰ, მხრები აიჩეჩე?! მხრების აჩეჩა ხანდახან თავის
მოჭრას მოასწავებს. გესმის, დანტონ? შენი ღრიალი, შენი გახ-
სნილი საკინძე, შენი რბილი წაღები, შენი პატარა ვახშმები და შე-
ნი დიდრონი ჯიბეები ლუიზეტას ჩაჰბარდება და იმასღა გაახა-
რებს.
ლუიზეტას გილიოტინას ეძახდა მარატი, როცა ალერსით იხ-
სენიებდა.
შემდეგ რობესპიერს მიუბრუნდა:
– რაც შეგეხება შენ, რობესპიერ, ზომიერი ხარ, მაგრამ ეგ ზო-
მიერება ვერას გიშველის. დაიყარე ეგ პუდრი, კოხტად მოირთე
თავი, იყავი მორთულ-მოკაზმული მშვენიერი პერანგებით, დახუ-
ჭუჭებული თმით, მაგრამ მაინც ვერ ასცდები გრევის მოედანს.
წაიკითხე ბრაუნშვეიგის განცხადება. შენც ისეთივე მკვლელი
ხარ მეფისა, როგორიც დამიენი. იყავი კოპწიად, რადგან მალე
მიგაბრძანებენ გულწარმტაც ლუიზეტასთან.
– კობლენცს ჰბაძავ, – წარმოთქვა რობესპიერმა.
– მე არაფერს ვიმეორებ, რობესპიერ, მე ხმა ვარ ხალხისა. აჰ,
თქვენ ყმაწვილები ხომ არ ხართ? რამდენი წლისა ხარ, დანტონ?
ოცდათოთხმეტის! რამდენი წლის ხარ, რობესპიერ? ოცდაცამე-
ტის! ჰოდა, მე, მე მარად ცოცხალი ვიყავი; მე ვარ ძველი ტანჯვა
ხალხისა, მე ექვსი ათასი წლის ვარ.
– მართალს ამბობ, – უპასუხა დანტონმა, – ამ ექვსი ათასი
წლის განმავლობაში კაინი სუფევს მძულვარებაში, როგორც ჯო-
ჯო კლდეში. კლდე რომ გასკდება, კაინი გამოვარდება და ხალ-
ხში გაერევა მარატად.
– დანტონ! – შეჰყვირა მარატმა და სისხლი აუვარდა თავში.
– რაო? რა გნებავს? – შეუტია დანტონმა.

170 მკითხველთა ლიგა


ასე საუბრობდნენ ერთმანეთში დიდი მოღვაწეები, ჭექა და ქუ-
ხილი გადიოდა მათ შორის.

171 მკითხველთა ლიგა


III – შიდაძარღვების თრთოლა

სამივე მიჩუმდა ცოტა ხნით. თავის ფიქრებს გაჰყვნენ ეს ბუმ-


ბერაზები.
ლომი ლომია, მაგრამ მაინც ერიდება გველს. რობესპიერი
ფერმიხდილი იჯდა და დანტონი აწითლებული. ორივე შეთ-
რთოლდნენ ერთ წამს. მზერა ჩაუქრა მარატს; სიმშვიდე, მედიდუ-
რი სიმშვიდეღა მოჩანდა ამ მრისხანე სახეზე.
დანტონი დამარცხებულად გრძნობდა თავს, მაგრამ არ უნდო-
და დანებება და თქვა:
– მარატი გაჰყვირის – დიქტატურა და ერთობაო, – სინამდვი-
ლეში კი რღვევის და შუღლის მეტი არაფერი შეუძლია.
რობესპიერმაც როგორც იყო გააღო მაგრად მოკუმული პირი
და დაუმატა:
– მე ანაქარსის კლოოტსის აზრის ვარ; არც როლანი, არც მა-
რატი.
– მე კიდევ ჩემსას ვიმეორებ, – თქვა მარატმა, – არც დანტო-
ნი, არც რობესპიერი.
თვალი გადაავლო ორივეს და დაუმატა:
– ნება მიბოძეთ, პატარა რჩევა მოგცეთ, დანტონ. ვიცი, რომ
გიყვართ. ვიცი, რომ აპირებთ მეორედ ცოლის შერთვას. ჰოდა,
ნუღარ ჩაერევით პოლიტიკაში, ჭკუაზე მოდით.
კარისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი, წასვლას აპირებდა, და გამო-
ეთხოვა მუქარით სავსე სიტყვით:
– ნახვამდის, ბატონებო!
თრთოლა მოერიათ დანტონსა და რობესპიერს.
ამ დროს ვიღაცის ხმა გაისმა კარის მხრიდან.
– ცდები, მარატ.

172 მკითხველთა ლიგა


სამივე კარისკენ მიბრუნდა. იმ დროს, როდესაც გაბრაზებული
მარატი ლაპარაკობდა, ვიღაც შემოსულიყო ოთახში მათ შეუმ-
ჩნევლად.
– შენა ხარ, მოქალაქე სიმურდენ? – მიმართა მარატმა, – გა-
მარჯვება შენ!
მართლა სიმურდენი იყო.
– მე ვარ და ვიმეორებ, ცდები, მარატ.
მარატი გამწვანდა.
– შენ სასარგებლო ხარ, რობესპიერი და დანტონი კი – საჭი-
რონი. რას ემუქრები? ერთობა, ერთობა, ამხანაგებო! ხალხი მო-
ითხოვს ჩვენს ერთობას.
ისეთი გავლენა იქონია სიმურდენის შემოსვლამ, თითქოს
ცეცხლს წყალი გადაასხესო; და როგორც უცხოს შესვლამ, რო-
დესაც ჩხუბია ოჯახში, უცბად დაამშვიდა მოკამათენი.
სიმურდენი მაგიდასთან მივიდა.
დანტონი და რობესპიერი იცნობდნენ სიმურდენს. ხშირად
შეუნიშნავთ კონვენტში, ხალხისთვის დანიშნულ ტალანში ეს
ძლიერი უცნობი კაცი, რომელსაც სალამს აძლევდა ხალხი. რო-
ბესპიერმა მაინც კითხვით მიმართა:
– აქ როგორ მოხვედით, მოქალაქევ?
– ევეშელია, – უპასუხა მარატმა რაღაც მორჩილებისმაგვარი
ხმით.
მარატი არაფრად აგდებდა კონვენტს, წინ უძღოდა კომუნას
და ეშინოდა ევეშის.
ეს კანონია.
მირაბო გრძნობს, რომ სადღაც სიღრმეში, იძვრის და ღონეს
იკრებს რობესპიერი; რობესპიერი გრძნობს მარატის მოძ-
რაობას, მარატი ჰებერტისას, ჰებერტი ბაბეფისას. ვიდრე უძრა-
ვად არის ფეხქვეშ ნიადაგი, თამამად იღვწის პოლიტიკის მოღვა-

173 მკითხველთა ლიგა


წე; მაგრამ რაც უნდა დიდი რევოლუციონერი იყოს, მაინც მიწაზე
უდგას ფეხი და კარგავს სიმშვიდეს, როგორც კი გრძნობს ფეხ-
ქვეშ იმ ნიადაგის რყევას, რომელსაც თვითონ ამაგრებდა.
დანტონმა ქედმოხრილი დაინახა მარატი.
– ოჰ, ჩვენიანია, მოქალაქე სიმურდენი, – თქვა დანტონმა და
ხელი ჩამოართვა. მერე დაუმატა:
– სწორედ დროზე შემოგვესწრო ეს დალოცვილი. ავუხსნათ
მდგომარეობა მოქალაქე სიმურდენს. მე მთიელებს წარმოვად-
გენ, რობესპიერი წარმოადგენს კომიტეტს საზოგადოებრივი გან-
რინებისას, მარატი წარმოადგენს კომუნას, სიმურდენი წარმო-
ადგენს ევეშს. ჩვენ ვერ შევთანხმდით. იქნებ სიმურდენმა თქვას
რამე და ჩვენც მივემხროთ.
– ძალიან კარგი, – თქვა თავმდაბლად სიმურდენმა, – რაშია
საქმე?
– ვანდეაში, – უპასუხა რობესპიერმა.
– ვანდეაში? – გაიმეორა სიმურდენმა. – დიდ უბედურებას
გვიქადის ვანდეა. თუ დამარცხდა და ჩაიშალა რევოლუცია, ამის
მიზეზი ვანდეა იქნება. ჩვენი ვანდეა უფრო საშინელია, ვიდრე
ათი გერმანია. თუ გნებავთ, რომ ცოცხალი დარჩეს საფრანგეთი,
ანდერძი უნდა ავუგოთ ვანდეას.
ამ სიტყვებით რობესპიერის გული მოიგო.
მან კი შემდეგი კითხვით მიმართა სიმურდენს:
– თქვენ ყოფილი მღვდელი ხართ?
მღვდლის იერი არ გამოეპარა რობესპიერს. იგი ადვილად ამ-
ჩნევდა სხვებში იმას, რაც თვითონ ჰქონდა გულში ჩამალული.
სიმურდენმა უპასუხა:
– დიახ, მღვდელი ვიყავი.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? – შეჰყვირა დანტონმა, – თუ
კარგი არის, მღვდელიც ისეთივე კარგია, როგორიც სხვა ჯურის

174 მკითხველთა ლიგა


კაცი. რევოლუციის დროს მღვდლები მოქალაქეებად გადაიქცე-
ვიან, როგორც ზარები ფულად და ზარბაზნებად. დანჟუ მღვდე-
ლია, დონუ მღვდელია, თომა ლინდე დ-ევრეის ეპისკოპოსია.
რობესპიერ, კონვენტში თქვენ გვერდით უზიხართ მასიეს, ბოველ
ეპისკოპოსს. ეპისკოპოსის მოადგილე ვოჟუა ათ აგვისტოს აჯან-
ყების კომიტეტის წევრი იყო. შაბო კაპუცინელთა ბერია. ბერი-
ჟერლის წინადადებით გაიფიცა საერო კრება 1789 წლის ოც ივ-
ნისს – არ დავიშლებით, ვიდრე კონსტიტუციას არ შევადგენთო.
მღვდელ ოდრანის რჩევით გამოცხადდა საერო კრება მეტი უფ-
ლებებით აღჭურვილად, ვიდრე მეფე. მღვდელმა გუტმა მოსთხო-
ვა კანონმდებელ კრებას – ლუი XVI-ის ტახტს ბალდახინი ახსე-
ნითო. მღვდელმა გრეგუარმა გამოიწვია სამეფოს გაუქმება.
– რომელსაც მხარი დაუჭირა მასხარა კოღლო დ’ებრუამ, –
შესძახა მარატმა. – ამ ორმა კაცმა დაამხო მეფობა: მღვდელმა
ტახტი დაანგრია, მსახიობმა მეფე წააქცია.
– ვანდეას დავუბრუნდეთ, – თქვა რობესპიერმა.
– კეთილი, – დაეთანხმა სიმურდენი, – მაგრამ რა მოხდა, რას
შვრება თქვენი ვანდეა?
რობესპიერმა უპასუხა:
– რას შვრება და მხედართმთავარი ჰყავს უკვე და საშინელე-
ბას გვიქადის.
– ვინაა ეს მხედართმთავარი, მოქალაქე რობესპიერ?
– ყოფილი მარკიზი, დე-ლანტენაკი, რომელსაც ბრეტანელ
პრინცად მოაქვს თავი.
სიმურდენი შეინძრა.
– ვიცნობ. მღვდელი ვიყავი იქ.
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დაუმატა:
– ქალების მოტრფიალე იყო, ვიდრე ხმალს აიღებდა.

175 მკითხველთა ლიგა


– როგორც ბირონი, რომელიც ლოზენს არ ჩამოუვარდებოდა,
– თქვა დანტონმა.
სიმურდენი ჩაფიქრებული იყო და ისიც დაეთანხმა:
– სიამოვნების კაცი იყო ჩემს დროს. დღეს საშინელი იქნება.
– საზარელი, – დაეთანხმა რობესპიერი. – სოფლებს წვავს,
დაჭრილებს ხოცავს, ტყვეებს ხვრეტს, ქალებსაც არ ინდობს.
– ქალებს?
– დიახ, ამას წინათ სხვებთან ერთად დედაკაცი დაახვრეტინა,
სამი ბავშვის დედა. ბავშვებისა აღარა იციან რა. გარდა ამისა, გა-
მოცდილი მხედარია, კარგად იცის ომი.
– მართალია, – დაემოწმა სიმურდენი. – ჰანოვერში იყო ჯარ-
ში და ჯარისკაცები ამბობდნენ: – იქ, მაღლა რიშელიე და ჩვენ-
თან დაბლა ლანტენაკიო! – ნამდვილი გენერალი ამ ომში ლან-
ტენაკი იყო. თქვენ დიუსოლს ჰკითხეთ, ის დაწვრილებით მოგიყ-
ვებათ.
რობესპიერი დაფიქრებული იყო ცოტა ხანს, მერე ისევ სიმურ-
დენს მიუბრუნდა:
– ჰოდა, მოქალაქე სიმურდენ, ეგ კაცი ვანდეაშია.
– დიდი ხანია?
– სამი კვირაა.
– კანონგარეშე გამოვაცხადოთ.
– გამოცხადებულია.
– ჯილდო დავუნიშნოთ მის მკვლელს.
– დანიშნულია.
– ჯილდო აღვუთქვათ, ვინც დაიჭერს. დიდი ფული შევთავა-
ზოთ.
– ჯილდოც არის.
– არა ქაღალდის ფულით.…
– უკვე არის.

176 მკითხველთა ლიგა


– სულ ოქრო?
– დიახ, ოქრო.
– და მერე გილიოტინაზე ავიყვანოთ.
– ასეც უნდა მოხდეს.
– ვინ იქნება ამის აღმსრულებელი?
– თქვენ.
– მე?
– დიახ, თქვენ იქნებით ვანდეაში საზოგადოებრივი განრინე-
ბის კომიტეტის მიერ სრული უფლებებით აღჭურვილი.
– თანახმა ვარ, – თქვა სიმურდენმა.
უცებ გადაწყვეტა უყვარდა რობესპიერს, – სახელმწიფო კაცის
თვისება. მის წინ დალაგებული ქაღალდებიდან ერთი ფურცელი
ამოიღო, რომელსაც ზემოდან დაბეჭდილი ჰქონდა სიტყვები:
„საფრანგეთის რესპუბლიკა, ერთი და განუყოფელი. კომიტეტი
საზოგადოებრივი განრინებისა“.
სიმურდენმა გაიმეორა:
– დიახ, თანახმა ვარ. საშინელი საშინელის წინააღმდეგ, ლან-
ტენაკი სისხლის მოყვარულია, მეც ასევე მოვიქცევი. ან მე, ან ის
ამ ომში! ამ მტერს მოვაშორებ რესპუბლიკას, თუ ღმერთი შემე-
წია.
გაჩუმდა, მერე მოიბოდიშა:
– მღვდელი ვიყავი. მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე
მწამს ღმერთი.
– დაბერდა ღმერთი! – უთხრა დანტონმა.
– მე მწამს, – თქვა მშვიდად სიმურდენმა.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია რობესპიერმა.
სიმურდენმა ჰკითხა:
– ვისთან ვიქნები წარმომადგენლად გაგზავნილი?
რობესპიერმა უპასუხა:

177 მკითხველთა ლიგა


– ლანტენაკთან საბრძოლად გაგზავნილ მოწინავე ჯარის მხე-
დართმთავართან. ოღონდ ახლავე გაფრთხილებთ, მაღალი გვა-
რისაა.
დანტონმა შეჰყვირა:
– რით ვერ გაიგეთ, რომ აღარ არის დიდებულება! რას ჩას-
ციებიხართ წარსულს! მაღალი გვარის შთამომავალია! მერე?
დიდებულსაც ის მოუვიდა, რაც მღვდელს – გარდაქმნა. რობეს-
პიერ, განა სენ-ჟუსტი დიდებული არ არის? მხოლოდ სახელს და-
აკვირდით – ფლორელ დე-სენ-ჟუსტ. ანაქარსის კლოოტსი ბა-
რონია. ჩვენი მეგობარი შარლ ჰესი, რომელიც კორდელიერების
ერთ კრებას არ ტოვებს, პრინცია და ჰეს-როტენბურგის მეფის
ძმა. მონტო, მარატის გულითადი მეგობარი მარკიზი დე-მონტოა.
რევოლუციურ სასამართლოში მსაჯული გყავთ ერთი, ყოფილი
მღვდელი, ვილაგი, და კიდევ ერთი დიდებული, ლერუა, მარკიზ
დე-მონფლაბერი.
– რევოლუციური სასამართლოს თავმჯდომარესაც ნუ
დაივიწყებთ, – მოაგონა რობესპიერმა.
– ანტონელს?
– რომელიც მარკიზ ანტონელია, – თქვა რობესპიერმა.
ისევ დანტონმა განაგრძო:
– დიდებულთაგანი არ იყო დამპიერი, რევოლუციისთვის თა-
ვი რომ გაწირა? ან ბორეპერი, რომელმაც თავი მოიკლა და პრუ-
სიელებს არ გაუღო ვერდენის კარი?
– მიუხედავად ამისა, – ჩაიბუზღუნა მარატმა, – კონდორსემ
რომ თქვა – „გრაკხები დიდებულები იყვნენო“, – დანტონმა და-
უყვირა: „ყველა დიდებული მოღალატეა, მირაბოდან დაწყებუ-
ლი, შენით დამთავრებულიო“!
ამ დროს სიმურდენის მშვიდი და ოდნავ ამაღლებული ხმა გა-
ისმა:

178 მკითხველთა ლიგა


– მოქალაქე დანტონ, მოქალაქე რობესპიერ, იქნებ მართა-
ლიც ხართ, ასეთი ნდობით რომ უყურებთ დიდებულთ, მაგრამ
ხალხი არ ენდობა და არც ცდება, რომ ასე იქცევა. მღვდელს რომ
დაავალებენ დიდებულის ზვერას, ერთიორად მატულობს პასუ-
ხისმგებლობა და მაშასადმე ულმობელი უნდა იყოს მღვდელი.
– ცხადია, – დაეთანხმა რობესპიერი.
სიმურდენმა დაუმატა:
– და ლოდივით უდრეკი.
რობესპიერმა აუხსნა, ვისთან ექნება საქმე სიმურდენს:
– მოქალაქე სიმურდენ, ყმაწვილ კაცს გაბარებთ. თქვენ მასზე
უფროსი ხართ და მაშასადამე, გავლენაც გექნებათ. თქვენ უნდა
უხელმძღვანელოთ, მაგრამ ისე, რომ არაფრით შელახოთ მისი
პიროვნება. როგორც ეტყობა, ძალიან ნიჭიერი მხედართმთავა-
რია. ამ მხრივ ერთსა და იმავეს წერენ ყველა მოხსენებაში.
რეინის ლაშქრიდან გამოყვეს ნაწილი და მასთან ერთად გადაგ-
ზავნეს ვანდეაში. ეს-ესაა ბრძოლის ველიდან დაბრუნდა, სადაც
საკვირველი მოხერხება და ვაჟკაცობა გამოიჩინა. საუცხოოდ
მართავს თავის ჯარს. ორი კვირაა წინ უდგას და ყოველ ჩანა-
ფიქრს უშლის იმ ბებერ მარკიზ ლანტენაკს. უკან ახევინებს და
მისდევს, როგორც დამფრთხალ ნადირს. ბოლოს ზღვის პირთან
მიიმწყვდევს. ლანტენაკს ბებერი გენერლის ვერაგობა აქვს და
ამას კი ყმაწვილი კაპიტნის სიმამაცე. ამ ყმაწვილ კაცს უკვე გა-
მოუჩნდნენ მტრები და მოშურნენი. თვით გენერალი ლეშელიც კი
ვეღარ ფარავს შურს.
– ეგ თქვენი ლეშელი, – შეაწყვეტინა დანტონმა, – სულ იმის
ცდაშია, რომ მხედართმთავრობა მიიღოს და ერთი კალამბურის
მეტი არა გააჩნია რა ამის მისაღწევად: მე ლეშელი – კიბე ვარ შა-
რეტზეო.

179 მკითხველთა ლიგა


– და არ უნდა, რომ მის გარდა ვინმე სხვამ დაამარცხოს ლან-
ტენაკი. ვანდეას ომის უბედურებაც სწორედ ამ ქიშპობაშია. გმი-
რები არიან ჩვენი ჯარისკაცები, მაგრამ რას იზამ, როცა წინამ-
ძღოლები არ უვარგათ? ერთი უბრალო კაპიტანი, შამბონი, შე-
დის თავის პატარა რაზმით სომურში სა-ირას ძახილით. სომური
აიღო; ძალიან ადვილად შეუძლია განაგრძოს წინსვლა და შო-
ლეს აღებაც, მაგრამ ბრძანებას ელის და ტყუილად კარგავს
დროს. ვანდეაში რაც ჯარის ხელმძღვანელები გვყავს, ყველა უნ-
და გამოვცვალოთ. სადარაჯო რაზმები გაფანტულია, გაფანტუ-
ლია მებრძოლი ჯარი. ბდღვირს აადენს მტერი თუ შემოუტია. პა-
რიმეში ცარიელი კარვების მეტი აღარაფერია. ტრეგიესა და დი-
ნანს შუა სრულიად უსარგებლო ასამდე პატარა საგუშაგოა მოწ-
ყობილი, რომელთა გაერთიანებით მთელ დივიზიას მივიღებთ
და ზღვის პირს დავიცავთ. ლეშელი უპატრონოდ ტოვებს ზღვის
პირის ჩრდილოეთს, – სამხრეთს უფრო სჭირდება დაცვაო; ამაში
პერეინიც მას ემხრობა და ამგვარად საფრანგეთის კარს უღებს
ინგლისს. ნახევარ მილიონამდე აჯანყებული გლეხი და ინგლი-
სის ჯარის გადმოსხმა საფრანგეთში, – აი, ლანტენაკის გეგმა.
ვანდეაში გაგზავნილი ლაშქრის მოწინავე რაზმის ყმაწვილი მხე-
დართმთავარი წინ უდგას ლანტენაკს, გულში სცემს ხმალს და
უკან ახევინებს ლეშელის ნებადაურთველად. ლეშელი კი მისი
უფროსია. ჰოდა, აბეზღებს და აბეზღებს! სულ სხვადასხვა აზრი-
სანი არიან ყმაწვილკაცის შესახებ ჩვენი მეთაურები: ლეშელი ამ-
ბობს, დასახვრეტიაო, პრიორ დემარნი ამტკიცებს – მხედარ-
თმთავრად ის დავნიშნოთო.
– დიდი ღირსების ადამიანად მიმაჩნია მე ეგ ყმაწვილი, –
თქვა სიმურდენმა.
– მაგრამ დიდი ნაკლოვანებაც აქვს, – დაუმატა მარატმა.
– რა ნაკლოვანება? – ჰკითხა სიმურდენმა.

180 მკითხველთა ლიგა


– ლმობიერება.
და განმარტა.
– სალ კლდესავითაა ბრძოლაში და ცვილივით ჩვილი ბრძო-
ლის შემდეგ. ვიღაცას ინდობს და ვიღაცას იწყალებს! მონაზვნებს
ეხმარება, არისტოკრატების ცოლებსა და შვილებს მფარველო-
ბას უწევს, დაპატიმრებულს უშვებს, მღვდლებს ათავისუფლებს.
– დიდი შეცდომაა, – თქვა სიმურდენმა.
– დანაშაულია, – თქვა მარატმა.
– ხანდახან, – თქვა დანტონმა.
– ხშირად, – თქვა რობესპიერმა.
– თითქმის ყოველთვის, – დაეთანხმა მარატი.
– ყოველთვის, თუ საქმე სამშობლოს მტრებს შეეხება, – გაუს-
წორა სიმურდენმა.
მარატი სიმურდენისკენ მიბრუნდა.
– მაშ, რას უზამ, ამხანაგო სიმურდენ, რესპუბლიკის მართებ-
ლობის წარმომადგენელს, თუ გაუწყრა ღმერთი და მეფის მომ-
ხრე გენერალი გაათავისუფლა?
– დავახვრეტინებ.
– ან გილიოტინაზე წააგდებინებ თავს, – უთხრა მარატმა.
– თვითონ აირჩიოს, – თქვა სიმურდენმა.
დანტონს სიცილი წასკდა:
– არჩევანი ძნელია: ორივე სანატრელია!
– დარწმუნებული ხარ, რომ ვერც ერთს ასცდები, ვერც
მეორეს, – გადაჰკრა მარატმა.
მერე ისევ სიმურდენს მიუბრუნდა:
– მაშ, მოქალაქე სიმურდენ, თავს გააგდებინებ რესპუბლიკის
მოღვაწეს, თუ ფეხი დაუსხლტა სადმე?
– ოცდაოთხ საათში.

181 მკითხველთა ლიგა


– ჰოდა, მეც ვეთანხმები რობესპიერს, – თქვა მარატმა, –
ზღვის პირის ლაშქრის მოწინავე ჯარის მხედართმთავართან
დავნიშნოთ საზოგადოებრივი განრინების კომიტეტის წარმო-
მადგენლად მოქალაქე სიმურდენი. რა ჰქვია იმ გულჩვილ მა-
მაცს?
პასუხი რობესპიერმა გასცა:
– დიდებული გვარისაა.
და ქაღალდებს ფურცვლა დაუწყო.
– მღვდელს მივანდოთ დიდებული, – თქვა დანტონმა, – მე
მღვდლისა არა მწამს რა, როცა ის მარტო არის. არც დიდებულის
მწამს რამე, თუ ისიც მარტოა. მაგრამ, როცა ერთად არიან, საში-
ში აღარაფერია; ყურს უგდებენ ერთმანეთს და ვეღარაფერს ბე-
დავენ.
წარბი შეიჭმუხნა სიმურდენმა, ეწყინა ეს სიტყვა, მაგრამ ეტყო-
ბოდა, საფუძვლიანად მიიჩნია, და ისევ რობესპიერს მიუბრუნდა.
– თუ ჩაიდინა რამე რესპუბლიკის საზიანო, სიკვდილით დაის-
ჯება.
რობესპიერი ქაღალდებს დასცქეროდა და უთხრა:
– აი მისი სახელი, მოქალაქე სიმურდენ. ჯარის უფროსი, რო-
მელთანაც თქვენ მიხვალთ ყველა უფლებით აღჭურვილი, ყოფი-
ლი ვიკონტია, გოვენი.
სიმურდენი გაყვითლდა.
– გოვენი? – შეჰყვირა უნებურად.
მარატმა შენიშნა ეს მღელვარება.
– ვიკონტ გოვენი? – გაიმეორა სიმურდენმა.
– დიახ, – უპასუხა რობესპიერმა.
– მერე? – ჰკითხა მარატმა და დააცქერდა სიმურდენს.
ყველა დადუმდა. შემდეგ ისევ მარატის ხმა გაისმა:

182 მკითხველთა ლიგა


– მოქალაქე სიმურდენ, თანახმა ხართ იკისროთ ვალდებუ-
ლება სრულუფლებიანი კომისრისა ჯარის ხელმძღვანელ გოვენ-
თან იმ პირობით, რომელიც თქვენვე განაცხადეთ? თანახმა
ხართ?
– თანახმა ვარ, – უპასუხა სიმურდენმა.
ფერი სულ დაკარგა სიმურდენმა.
რობესპიერმა კალამი აიღო და გარკვევით დაწერა ოთხი
სტრიქონი ქაღალდზე, რომლის თავში დაბეჭდილი იყო სიტყვე-
ბი: „საზოგადოებრივი განრინების კომიტეტი“. ხელი მოაწერა და
კალამთან ერთად გადასცა დანტონს. დანტონმა ხელი მოაწერა
და წინ დაუდო მარატს, რომელიც თვალს არ აშორებდა ფერმიხ-
დილ სიმურდენს. დანტონის შემდეგ მარატმა მოაწერა.
რობესპიერმა აიღო ქაღალდი, თარიღი დაუსვა და სიმურდენს
გადასცა. სიმურდენმა წაიკითხა:
„II წელიწადი რესპუბლიკისა.
სრული უფლება ეძლევა მოქალაქე სიმურდენს საზოგადოებ-
რივი განრინების კომიტეტის მიერ ზღვის პირის ლაშქრის მოწი-
ნავე ჯარის მხედართმთავარ გოვენთან კომისრად მივლინე-
ბულს.
რობესპიერი. – დანტონი. – მარატი.
და ხელმოწერის შემდეგ, ქვემოთ:
28 ივნისი, 1793 წ.“.
რევოლუციური კალენდარი, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო
კალენდარი, იმ დროს ჯერ არ იყო კანონიერად შემოღებული;
კონვენტმა, რომის წინადადების თანახმად, ახალი კალენდარი
დაამტკიცა მხოლოდ 1793 წლის ხუთ ოქტომბერს.
სიმურდენი რომ კითხულობდა, მარატი თვალს არ აშორებდა
და ჩუმად წარმოთქვა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო:

183 მკითხველთა ლიგა


– ჩვენი დადგენილება კონვენტის დეკრეტით უნდა დამტკიც-
დეს ან კომიტეტის საგანგებო ბრძანებით. ცოტა რამ კიდევ არის
გასარკვევი.
– მოქალაქე სიმურდენ, – მიმართა რობესპიერმა, – სად
გაქვთ ბინა?
– კომერსის ეზოში.
– ოჰო! მეც იქვე ვარ,მ – შესძახა დანტონმა, – მეზობლები
ვყოფილვართ.
რობესპიერმა ისევ სიმურდენს მიმართა:
– წამსაც ნუ დავკარგავთ. ხვალ მიიღებთ თქვენს მივლინების
წესისამებრ შედგენილ ბრძანებას, ხელმოწერილს კომიტეტის
ყველა წევრის მიერ. ეს კი, საბუთი ამავე დავალებისა, მთავრო-
ბის იქ მყოფ წარმომადგენლებთან გამოგადგებათ; ფილიპო
არის ამჟამად იქ, პრიორ დე-მარნი, ლეკუანტრი, ალკიე და სხვა-
ნი. ჩვენ გიცნობთ, ვიცით, ვინც ხართ. უსაზღვრო უფლებებით
ხართ აღჭურვილი. თქვენ შეგიძლიათ გენერლობა მისცეთ გო-
ვენს ან დაახვრეტინოთ. ბრძანებას ხვალ სამ საათზე მიიღებთ.
როდის წახვალთ?
– ხვალ ოთხ საათზე, – უპასუხა სიმურდენმა.
და დაიშალნენ.
მარატი სახლში რომ მივიდა, სიმონა ევრარს უთხრა, – ხვალ
კონვენტში ვიქნებიო.

184 მკითხველთა ლიგა


წიგნი მესამე – კონვენტი

I – კონვენტი

დიდ მწვერვალს ვუახლოვდებით.


აი კონვენტი.
თვალი გიშტერდება, ამ მწვერვალს რომ ხედავ.
ამაზე მაღალი თავის დღეში არაფერი დაუნახავს ადამიანს ჰო-
რიზონტზე.
ერთი ჰიმალაია და მეორე – კონვენტი.
კონვენტი შეიძლება ისტორიის უმაღლესი წერტილი იყოს.
ვიდრე კონვენტი ცოცხალი იყო, რადგან კრება ცოცხალი არ-
სებაა, აზრადაც არავის მოსდიოდა მისი სიდიადე. სწორედ მისი
სიდიადე გამოეპარათ თანამედროვეებს; მეტად შეშინებულნი იყ-
ვნენ, რომ დიადის დანახვა შესძლებლოდათ. რაც დიადია, რა-
ღაც წმინდა შიშს ჰგვრის ადამიანს. ადვილია აღტაცება საშუალო
რამით, თუნდაც ბორცვით, მაგრამ რაც მეტად მაღალია, – ნიჭი
იქნება თუ მთა, კრება იქნება თუ ხელოვნების ნაწარმოები, – გა-
ნაცვიფრებს კაცს. ასვლა გქანცავთ, სუნთქვა გეკვრით ციცაბოზე,
ფეხი გისხლტებათ დაღმართზე, ფეხს იტკენთ მის დამამშვენე-
ბელ კლდეებზე; აქაფებული ჩანჩქერი ჩაგძახით უფსკრულის ხე-
ვის სიახლოვეს, ღრუბელი გიმალავთ მწვერვალს; ისევე საზარე-
ლია ასვლა, როგორც მაღალი მთიდან ჩამოგორება. და აქედან
– უფრო მეტი შიში, ვიდრე აღტაცება. რაღაც უცნაურს განიცდის
კაცი და ერიდება დიადს. საშინელ ხევს ხედავს და ვეღარ ამჩნევს
მშვენიერებას; ბუმბერაზს ხედავს და ვეღარ ამჩნევს საკვირვე-
ლებას. ასე იყო თავდაპირველად განხილული კონვენტი. დღეს
კონვენტი წარსულშია, ბრწყინვალე, მაგრამ ტრაგიზმით სავსე

185 მკითხველთა ლიგა


წარსულში, დიადად ამართული უსაზღვრო ცაში, და ყოველ-
მხრივ გვიხატავს საფრანგეთის რევოლუციის საოცარ სურათს.

186 მკითხველთა ლიგა


II

მკათათვის თოთხმეტს – ბასტილიის ციხის აღება და ხალხის


გათავისუფლება.
აგვისტოს ათს – ლუი XVI-ის დაპატიმრება და ტახტის დამხო-
ბა.
სექტემბრის ოცდაერთს – რესპუბლიკის დაარსება.
სექტემბრის ოცდაერთს – ბუნიობა, დღისა და ღამის გასწორე-
ბა, თანასწორობა, წონასწორობა, სასწორი. და, რომის შენიშვნი-
სა არ იყოს, – თანასწორობისა და მართლმსაჯულების ზეციური
ნიშნების დღეს იქმნა დაარსებული რესპუბლიკა. თანავარ-
სკვლავედმა მისცა მიმართულება.
კონვენტი წარმოადგენს პირველ გარდაქმნას ხალხისა. კონ-
ვენტი პირველი ნაბიჯია იმ განახლებისა, რომელსაც მომავლად
მოჰყვა ჩვენი ამჟამინდელი.
ყველა აზრს თავისი გამოხატულება უნდა ჰქონდეს; ყველა
პრინციპს – თავისი სამკვიდრო; საყდარი ღმერთია ოთხ კედელ-
ში. ყოველ რწმენას – თავისი ტაძარი. კონვენტის შეკრებისთანა-
ვე დაისვა კითხვა – სად იქნებოდა მისი ტაძარი.
ჯერ შანეჟში მოთავსდა, მერე ტიუილრიში. ჩარჩოები დადგეს,
მოკაზმულობა; ერთი დიდი სურათი, დავიდის მიერ დახატული;
მწყობრად დაალაგეს სკამები, ოთხკუთხა ტრიბუნა; პარალელუ-
რად ამართული სვეტები კუნძის მსგავსი კვარცხლბეკით; გრძე-
ლი მოაჯირები, სწორკუთხოვანი ტალანები, სადაც ყოველთვის
ხალხის ჭედვა იყო და სახელადაც სახალხო ტრიბუნა ერქვა; რო-
მაული ფარდა, ბერძნული ფარდაგები და ამ სწორ ხაზებში
მოათავსეს კონვენტი, ამ გეომეტრიულ სხეულში ჩააყენეს გრი-
გალი. ტრიბუნის ზევიდან რომ წითელი ქუდი იყო, ლურჯად შეღე-
ბეს. მეფის მომხრეებმა მასხარად აიგდეს ეს წითელ-ლურჯი ქუ-

187 მკითხველთა ლიგა


დი, ეს უშნოდ მორთული დარბაზი, ეს ქაღალდით აგებული სა-
კურთხეველი, ეს ტალახისა და ნაფურთხის პანთეონი. და რო-
გორ მალე უნდა შეცვლილიყო ეს ყველაფერი! სვეტები კასრის
ტკეჩისა იყო, თაღები – ყავრის, კვარცხლბეკი – კირის, ლავგარ-
დანი – ფიჭვის, ძეგლები – მარმარილოდ შეღებილი თაბაშირის,
კედლები – ტილოსი. და ამ დროებითში საფრანგეთმა შექმნა მა-
რადიულობა.
როდესაც კონვენტმა გადაწყვიტა, იქ ჩაეტარებინა თავისი
კრებები, მანეჟის კედლები მთლიანად დაფარული იყო აფიშე-
ბით, რომლებიც მრავლად იბეჭდებოდა პარიზში ლუი XVI-ის ვა-
რენიდან დაბრუნების შემდეგ. ერთზე დაბეჭდილი იყო: „მეფე
ბრუნდება. ვცემოთ, ვინც ტაშს დაუკრავს; ჩამოვახრჩოთ, ვინც
შეურაცხყოფს“. მეორეზე: „მშვიდად იყავით! ქუდი არ მოუხა-
დოთ! წინ გაუვლის თავის მსაჯულებს“. ერთზე კიდევ: მეფე ხალხს
უმიზნებდა, და ახლა ხალხმა ესროლოს. ან კიდევ: „კანონიერება!
კანონიერება!“ ამ აფიშებით დაფარულ კედლებში განიხილა
კონვენტმა მეფე ლუის დანაშაული.
ტიუილრიში კონვენტი გადავიდა 1793 წლის 10 მაისს და სა-
ხელიც შეუცვალა, საერო პალატა უწოდა. ამ პალატაში კონვენ-
ტის საბჭოს დარბაზს ეკავა „საათის“ დარბაზის მთელი ფართობი,
რომელსაც ერთობის დარბაზი უწოდეს, და მარსანის დარბაზს
შუა, რომელსაც თავისუფლების დარბაზი დაარქვეს. ფლორის
დარბაზი თანასწორობის დარბაზად იქცა. კონვენტის საბჭოს
დარბაზში ჟუან ბულანის დიდი კიბით ადიოდნენ. მეორე სართუ-
ლი კონვენტს ეკავა და მის ქვეშ, პირველზე, ერთი უშველებელი
გრძელი დარბაზი იყო, დარაჯებითა და მხედრობით გატენილი.
კონვენტს ირგვლივ ეხვია მოდარაჯე ჯარი. კრებას საპატიოდ მი-
ჩენილი რაზმი ჰყავდა, რომელსაც „კონვენტის გრენადერებს“
უწოდებდნენ.

188 მკითხველთა ლიგა


გრძელი, განიერი სამფერი ლენტი იყო გაბმული კონვენტის
სასახლესა და მის ბაღს შუა. ბაღი ყოველთვის სავსე იყო ხალ-
ხით.

189 მკითხველთა ლიგა


III

ახლა კრების დარბაზი ვნახოთ. ღირსშესანიშნავია ყველაფე-


რი ამ საშინელ პალატაში. დარბაზში შესვლისთანავე კაცს
თვალში ეცემოდა, ორ განიერ სარკმელს შუა მოთავსებული თა-
ვისუფლების მაღალი ქანდაკება.
ორმოცდაორი მეტრი სიგრძე, ათი მეტრი სიგანე, თერთმეტი
მეტრი სიმაღლე – ეს იყო სივრცე იმ დარბაზისა, რომელიც გუ-
შინდლამდე მეფის თეატრი იყო, და ახლა რევოლუციის თეატ-
რად გამხდარიყო. დიდებულად მოკაზმული დარბაზი, აშენებუ-
ლი გვიგარანის მიერ მეფის მუქთახორა მლიქვნელებისთვის,
გაქრა იმ ტლანქ ფიცრებში, რომლებსაც ოთხმოცდაცამეტ წელს
უნდა დასწოლოდა ხალხის სიმძიმე. ამ ფიცრებზე იყო ამართული
სახალხო ტრიბუნები, და თვითონ ფიცრებს, ამ წვრილმანსაც
აქვს თავისი მნიშვნელობა, ერთადერთი ბოძი ჰქონდათ ძირიდან
შედგმული. ეს ბოძი მთლიანი ხის იყო, გათლილი, და ათი მეტ-
რის ფართობი აწვა ზემოდან. ბევრი არ იყო სვეტი, რომელსაც
ასეთი სიმძიმე აეტანოს. რამდენიმე წლის განმავლობაში ზედ აწ-
ვა საშინელი წნევა რევოლუციისა. ზედ გაისმოდა აღტაცება, აღ-
ფრთოვანება, ლანძღვა, ღრიალი, გრგვინვა, უშველებლი ქაოსი
ბრაზისა, აჯანყება, მაგრამ არ შედრკა.
უცნაურია ხანდახან ხუროთმოძღვრის იდეალი. რივოლის ქუ-
ჩის ხუროთმოძღვარს იდეალად ზარბაზნის ტყვიის სასროლი
ჰქონდა; კარლსრუეს ხუროთმოძღვარს – მარაო, და ერთი უზარ-
მაზარი უჯრა კამოდისა უნდა ჰქონოდა იდეალად იმ ხუროთმოძ-
ღვარს, რომელმაც ააგო კონვენტის ახალი დარბაზი. ამ ახალ
დარბაზში გადავიდა კონვენტი 1793 წლის ათ მაისს. ეს იყო გრძე-
ლი, მაღალი და ბრტყელი დარბაზი.

190 მკითხველთა ლიგა


პარალელოგრამის ერთ გრძელ მხარეს მოჰყუდებოდა ფარ-
თო ამფითეატრი და იქ იდგა კონვენტის წევრების სკამები,
ოღონდ უმაგიდოდ. გარან-კულონი, რომელიც ბევრს წერდა,
იძულებული იყო, მუხლზე დაედო ქაღალდი. ამ სკამების პირდა-
პირ ტრიბუნა იყო აღმართული; ტრიბუნის წინ ლეპელეტიე სენ-
ფარჟოს ქანდაკება; ტრიბუნის უკან თავმჯდომარის სავარძელი.
ქანდაკების თავი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ტრიბუნის ზემო
ნაწილი და ამიტომ შემდეგში იგი სხვაგან გადაიტანეს.
ამფითეატრში ცხრამეტ რიგად ეწყო გრძელი სკამები, წინა
რიგთან შედარებით უკანები თანდათანობით ამაღლებული; სკა-
მები ელაგა აგრეთვე ამფითეატრის ორივე მხარეს დარბაზის
კუთხემდე.
ტრიბუნის ერთ მხარეს, შავი ხის ჩარჩოში იყო მოთავსებული
დიდი, სამი მეტრი სიმაღლის ქაღალდი – „ადამიანის უფლებათა
დეკლარაცია“, – რომელიც ორ სვეტად იყო დაბეჭდილი; ორ
სვეტს შუა კვერთხი იყო დახატული. ტრიბუნის მეორე მხარეს ცა-
რიელი ადგილი იყო, რომელშიც შემდეგში ამისთანავე ჩარჩო
მოათავსეს და შიგნით, ასევე ორ სვეტად დაბეჭდილი II წლის
კონსტიტუცია; ამ ორ სვეტს შუა კი ფარი იყო დახატული. ტრიბუ-
ნის ზემოდან, ორატორის თავს დაჰფრიალებდა ხალხით გაჭე-
დილ, ორ ლოჟად გაყოფილ ტალანიდან გამომავალი, თითქმის
ჰორიზონტალურად დაკიდული სამი უზარმაზარი სამფერი დრო-
შა. ეს დროშები ერთგვარ საკურთხეველს ეყრდნობოდნენ, რო-
მელზეც ეწერა „კანონი“. ამ საკურთხევლის უკან ამართულიყო
ერთი დიდი კონა წნელი, მაღალი, როგორც სვეტი. კონვენტის
წევრების პირდაპირ კედელთან მრავლად იდგა დიდი ქანდაკებე-
ბი, თავმჯდომარეს მარჯვნივ ლიკურგი იდგა და მარცხნივ – სო-
ლონი, ამფითეატრის უმაღლესი სკამების უკან, სადაც ეგრეთ წო-
დებული მთიელები ისხდნენ, პლატონის ქანდაკება იდგა.

191 მკითხველთა ლიგა


კვარცხლბეკად ამ ქანდაკებებს ჰქონდათ გათლილი ოთხკუთ-
ხა ქვები, რომლებიც გრძელ, წინ გამოწეულ ლავგარდანზე ეწყო.
ეს ლავგარდანი ირგვლივ უვლიდა მთელ დარბაზს და საზღვრად
იდო კონვენტის წევრებსა და ხალხს შორის. მაყურებლები ამ
ლავგარდანზე იყვნენ დაყრდნობილი.
შავი ხის ჩარჩო, რომელშიც „ადამიანის უფლებათა დეკლა-
რაცია“ იყო მოთავსებული, ლავგარდნამდე ადიოდა, შლიდა
კედლის ზემო ნაწილის მხატვრობას, არღვევდა სწორ ხაზს. ამაზე
იყო, რომ – საზიზღარიაო, – უთხრა შაბომ ვადიეს.
ყველა ქანდაკებას თავზე გვირგვინი ედგა, ზოგს მუხისა და
ზოგს დაფნისა.
გვერდითა ლავგარდნიდან ძირს იყო ჩამოშვებული ერთი დი-
დი მწვანე ფარდა, რომელზეც მუქი მწვანით იყო დახატული იგივე
გვირგვინები; მსხვილი სწორი ნაკეცებით ეშვებოდა იგი საბჭოს
დარბაზში და ფარავდა კედლის ქვემო ნაწილს; მის ზემოდან კი
კედელი თეთრი იყო. ამ კედელში ამოთხრილი იყო ორსართუ-
ლიანი სახალხო ტრიბუნა, ოთხკუთხა ქვემოთ და მრგვალი ზე-
მოთ, თანახმად მოდისა, რადგან ვიტრუვი ჯერ ისევ მეფობდა ხუ-
როთმოძღვრებაში, არქივოლტები არქიტრავებზედ იყო მოქ-
ცეული. სახალხო ათ-ათი ტრიბუნა იდგა დარბაზის ორივე მხარეს
და ორ-ორიც დარბაზის ბოლოში, სულ ოცდაოთხი. იქ იკრიბებო-
და ხალხი.
ქვემო ტრიბუნებიდან ხალხი ძვრებოდა, სადაც კი კედლებზე
აცოცება შეიძლებოდა. რკინის ძელი გრძელი იყო, მაგრამ გადე-
ბული ზემო ტრიბუნების წინ, ადამიანის დასაყრდნობ სიმაღლე-
ზე, რომ არავინ გადმოვარდნილიყო, რადგან მაყურებლებს უკ-
ნიდან მრავლად აწვებოდა კიბეებით ამავალი ხალხი. თუმცა ერ-
თი კაცი მაინც გადავარდა ქვემოთ და ბოვეს ეპისკოპოსს, მასიეს

192 მკითხველთა ლიგა


დაეცა; მაგრამ გადარჩა სიკვდილს და შესძახა: ხედავთ, ხანდა-
ხან ეპისკოპოსიც რამედ გამოგადგებაო.
კონვენტის დარბაზში ორი ათასი კაცი ეტეოდა, აჯანყების
დროს – სამი ათასი.
კონვენტი დღეში ორჯერ იკრიბებოდა. ერთი კრება დღისით
იყო, მეორე – ღამით.
თავმჯდომარის სავარძლის ზურგი მრგვალი იყო, მოოქრული
ლურსმნებით. თავმჯდომარის მაგიდას ფეხებად ოთხი ფრთიანი
ცალფეხა ურჩხული ჰქონდა, თითქოს აპოკალიფსიდან გამომ-
ძვრალიყვნენ, რომ რევოლუციას დაესწრონო. ეზეკიელის ეტ-
ლიდან გამოშვებულს ჰგავდნენ, რომ ახალი ჯალათის, სანსონის
ეტლში შებმულიყვნენ.
მაგიდაზე თავმჯდომარეს დიდი ზარი ედო, თითქმის საყდრის
ზარის ხელა, განიერი სპილენძის სამელნე და ერთი ეტრატის-
ყდიანი წიგნი – ოქმები კონვენტის კრებებისა.
შუბის წვერზე აგებულ მოჭრილ თავებს რომ შეიტანდნენ
ხოლმე კონვენტში, მათგან სისხლის წვეთები დარჩენილიყო
თავმჯდომარის მაგიდაზე.
ტრიბუნაზე ასასვლელი კიბე ცხრასაფეხურიანი იყო. საფეხუ-
რები ციცაბოდ დაეწყოთ და ძნელი სავალი იყო. ერთხელ ფეხი
ჟანსონეს დაუსხლტა და წამოიძახა:
– რაღა ეს და რაღა ეშაფოტის კიბე!
– მიეჩვიე, მოგიწევს! – მიაძახა კარიემ.
სადაც კედელი შიშვლად მოჩანდა, დარბაზის კუთხეებში ხუ-
როთმოძღვარს წნელის კონები დაედგა და შიგნით გალესილი
ცულები ჩაერჭო.
ტრიბუნის მარჯვნივ და მარცხნივ ძირკველზე ორი სამი მეტრი
სიმაღლის შანდალი იყო ამართული და თითოზე ოთხი წყვილი

193 მკითხველთა ლიგა


კინკეს ლამპა ენთო. სახალხო ლოჟებშიც ამგვარი ჭაღები იყო.
ამ ჭაღების საძირკველზე რგოლები გამოექანდაკებინათ.
კონვენტის წევრების უკანა სკამები თითქმის ეხებოდა სახალ-
ხო ტრიბუნებს; წარმომადგენლებსა და ხალხს შორის ხშირად მი-
დიოდა გადაძახილები.
სახალხო ტრიბუნებიდან ტალანების ლაბირინთებში იყო გა-
სასვლელი და იქიდან ყოველთვის საშინელი ხმაური გამო-
დიოდა.
მეფის სასახლე მთლად დაეკავებინა კონვენტს და, რადგან
ვერ ეტეოდა, მეზობელ სასახლეებსაც დაჰპატრონებოდა, კონ-
ვენტში მისული ხალხით იყო სავსე ლონგვილის სასახლე,
კოინის სასახლე. აგვისტოს ათის შემდეგ კოინის სასახლეში გა-
დაზიდეს, თუ ვერწმუნებით ლორდ ბარდფორდის წერილს, მეფის
სასახლის ავეჯი; ორი თვე დასჭირდათ ტიუილრიდან ბარგის გა-
სატანად.
კომიტეტებიც საბჭოს დარბაზის ახლოს მოეწყოთ. თანასწო-
რობის დარბაზში იმყოფებოდა კანონმდებლობის, მიწათმოქმე-
დებისა და ვაჭრობის კომიტეტი; თავისუფლების დარბაზში – მეზ-
ღვაურების, ახალშენების, ფინანსების, ასიგნატებისა და საზოგა-
დოებრივი განრინებისა ერთობის დარბაზში – სამხედრო კომი-
ტეტი.
საზოგადოებრივი უშიშროების კომიტეტს უშუალო დამოკიდე-
ბულება ჰქონდა საზოგადოებრივი განრინების კომიტეტთან ერ-
თი ბნელი ტალანით, რომელშიც დღე და ღამე ლამპა ენთო. ეს
ტალანი ყოველთვის სავსე იყო ყველა პარტიის ჯაშუშებით. აქ
ყოველთვის ჩურჩულით ლაპარაკობდნენ.
კონვენტის დარბაზის ორივე ბოლოში ორი ტიხარი იყო აღ-
მართული, რომლებითაც ბოლოვდებოდა მარჯვენა და მარცხენა
მხარეს თავმოყრილი ამფითეატრის რიგები. ტიხრებსა და კედ-

194 მკითხველთა ლიგა


ლებს შუა გრძელ ვიწრო ტალანს კარი ჰქონდა დატანებული და
ამ კარით შედიოდა და გამოდიოდა კონვენტში ხალხი.
კონვენტის წარმომადგენლები დარბაზში შედიოდნენ კარით,
რომელიც ბაღში გადიოდა.
დარბაზს დახშული ფანჯრები ჰქონდა და დღისითაც ვერ იყო
საკმაოდ განათებული; საღამო ჟამს და ღამე სანთლებს ანთებ-
დნენ. ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, დარბაზის ერთი მხრიდან
მეორისკენ, მარჯვნიდან მარცხნივ ერთმანეთს ლანძღავდნენ
თითქმის უჩინარი ჯგუფები. როცა შეხვდებოდნენ, ერთმანეთს
ვერ ცნობდნენ. ერთხელ ტრიბუნისკენ მიიჩქაროდა ლენლო და
ვიღაცას დაეჯახა სიბნელეში. – უკაცრავად, რობესპიერ! –
მოიხადა ბოდიში. მაგრამ უცნობმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, –
რობესპიერი არ ვარო? – და შეუტია ხრინწიანი ხმით. – უკაცრა-
ვად, მარატ! – მიმართა მობოდიშებით ლენლომ.
ქვემოთ, თავმჯდომარის მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ ორი
ტრიბუნა იყო წარჩინებულთათვის. დიახ, უცნაურია, მაგრამ კონ-
ვენტს წარჩინებული მაყურებლებიც ჰყავდა. მხოლოდ ამ ორ
ტრიბუნას ჰქონდა ფარდა. სახალხო ტრიბუნები შიშვლად
დაეტოვებინათ.
მთლიანად კი კონვენტის მოწყობილობას ველური, მაგრამ
სიმეტრიული სახე ჰქონდა. სიმკაცრე და სიმეტრია – აი, მოკლე
დახასიათება მთელი რევოლუციისა. კონვენტის დარბაზი წარმო-
ადგენდა იმის სრულყოფილ ნიმუშს, რასაც ხელოვანებმა შემდეგ
„მესიდორის არქიტექტურა“ უწოდეს. იმ დროის მშენებლებს
მშვენებად სიმეტრიული ფორმები მიაჩნდათ. XV და XVI საუკუ-
ნეების მიმართულების უკანასკნელი სიტყვა წარმოთქმულ იქნა
ლუი XV-ის დროს და მას მიჰყვა რეაქცია. ბრწყინვალე უხამსამ-
დე მიიყვანეს და სიწმინდე – მოსაწყენამდე, სიმკაცრე არქიტექ-
ტურის ბუნებრივი თვისებაა. მეთვრამეტე საუკუნის თვალწარ-

195 მკითხველთა ლიგა


მტაცი ფერებისა და ფორმების შემდეგ ხელოვნებამ ფარები ირ-
ჩია და სწორი ხაზების გარდა ვეღარაფერს ბედავდა. ასეთი
პროგრესი ბოლოს სიმახინჯეში გადადის. ხელოვნებას ჩონჩხის
მეტი აღარაფერი სწამს და ეს არის ამ მიმართულების ბოლო. ეს
მოსდევს ამგვარ სიფრთხილეს და მოკრძალებას. სტილი იმდე-
ნად ფრთხილი და ზომიერია, რომ უგვანოდ იქცევა.
ყურადღება რომ არ მივაქციოთ ამ დარბაზის პოლიტიკურ
მნიშვნელობას და მხოლოდ არქიტექტურაზე ვისაუბროთ, მაინც
აგვითრთოლდება გული. მოგვაგონდება ბუნდოვნად ძველი თე-
ატრი, თაიგულებით მორთული ლოჟები, ცისფერი, მეწამული ჭე-
რი, ხელოვნური ჭაღები, ტოტებიანი, ალმასივით შუქმფრქვევი
შანდლები, მტრედისფერი ფარდები, ამ ფარდებზე ამოქარგული
ნიმფები – მეფური იდილია, რომელიც მშვენიერებით ავსებდა ამ
უშნო შენობას. და ახლა კი ირგვლივ ეს მოტიტვლებული კედლე-
ბი და სწორხაზოვანი, ფოლადივით ცივი და ბასრი კუთხეები.
სწორედ იგივე მოხდა იმ დროს ხელოვნებაში – დავიდმა ანდერ-
ძი აუგო ბუშეს.

196 მკითხველთა ლიგა


IV

ვინც კრებას დაინახავდა, დარბაზს ვეღარ ხედავდა; ვინც დრა-


მას უყურებდა, თეატრი აღარ აგონდებოდა. არაფერი იყო ასე
არეული და ასე დიადი. ჯგუფი გმირებისა და ბრბო ლაჩრებისა,
არწივები მთაზე და ქვემძრომები ჭაობში. აქ ფუსფუსებდნენ, ირე-
ოდნენ, ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ, აღიზიანებდნენ, ემუქ-
რებოდნენ, ებრძოდნენ სიცოცხლით აღსავსე მოღვაწენი, რო-
მელნიც დღეს ლანდადღა გვეჩვენებიან.
მარჯვნივ ჟირონდა, – რაზმი მოაზროვნეებისა, მარცხნივ
„მთა“, ჯგუფი ბუმბერაზებისა.
ერთ მხრივ ბრისო, რომელმაც მიიღო გასაღები ხალხის მიერ
აღებული ბასტილიისა; ბარბარუ, რომელსაც ემორჩილებოდნენ
მარსელელები; კერველეგანი, რომელსაც ყოველთვის მზად
ჰყავდა ბრესტის ბატალიონი, სენ-მარსის უბანში დაბინავებული;
ჟანსონე, რომელმაც გენერლები კონვენტის წევრებს დაუმორჩი-
ლა; ავბედითი გადე, რომელსაც ერთ ღამეს ტიუილრის სასახლე-
ში დედოფალმა ტახტის მემკვიდრე აჩვენა მძინარე. გადე შუბ-
ლზე ემთხვია ბავშვს და თავი გააგდებინა მის მამას; სალი, რო-
მელმაც რაღაც დამოკიდებულება დასწამა „მთას“ ავსტრიასთან
და დააბეზღა; სილერი – კოჭლი მარჯვენა მხარისა, როგორც კუ-
თონი, რომელიც მოიაზრებოდა მარცხენა მხარის ხეიბრად;
ლოზ-დუპერე, რომელმაც იმით გადაუხადა ერთ მწერალს, გა-
ზეთში მის ავკაცად მხსენებლებს, რომ სადილად დაპატიჟა და
უთხრა: „საწყენი არაფერია, რადგან დღეს ავკაცად ის მიგვაჩნია,
ვინც ჩვენებურად არ ფიქრობსო“; რაბო-სენტ-ეტიენი, რომელ-
მაც თავის 1790 წლის კალენდრის პირველი ფურცელი ამ სიტ-
ყვებით დაიწყო: „რევოლუცია დასრულებულია“; კინეტი, ერთი
იმათგანი, რომლებმაც ტახტიდან ჩამოაგდეს ლუი XVI; იანსენის-

197 მკითხველთა ლიგა


ტი კამიუსი, რომელიც ადგენდა საერო წესდებას სასულიერო წო-
დებისთვის, სწამდა დიაკვანი პარისის ზებუნებრივი ძალისა და
მუხლმოყრილი იდგა ყოველ ღამეს ქრისტეს ხატის წინაშე; ფოშე,
მღვდელი, რომელმაც კამილ დემულენთან ერთად ბასტილიის
ციხე ააღებინა ხალხს; იაკობ დუპონი, რომელმაც პირველმა გა-
ბედა და დაიყვირა – მე ათეისტი ვარო – და პასუხი მიიღო რო-
ბესპიერისგან – ათეიზმი არისტოკრატთა გასართობიაო; ლან-
ჟუინე – ჭკვიანი და მხნე ბრეტანელი; დუკოსი – ბუაიე-
ფონფრედის ევრიალი; რებეკი – ბარბარუს პილადი, რომელმაც
განაცხადა: „კონვენტის წევრობაზე უარს ვამბობ, რადგან ჯერ
სიკვდილით დასჯილი არ არის რობესპიერიო“; რიშო, რომელიც
ებრძოდა საფრანგეთის „მუდმივობას“; ლასურსი, რომელსაც
ეკუთვნის ეს ფრაზა – „ვაი, გულკეთილ ერებს!“ და რომელმაც,
როცა ეშაფოტთან მიიყვანეს, ამ სიტყვით მიმართა მთიულებს:
„ჩვენ ვიხოცებით, რადგან ხალხს სძინავს და თქვენ დაიხოცებით,
როდესაც გაიღვიძებს ხალხი“; ბიროტო, რომელმაც გამოაცემი-
ნა დეკრეტი: „გაუქმებულ იქნას ხელშეუხებლობა კონვენტის წევ-
რისო“, და ამგვარად თავისივე ხელით გაითხარა სამარე და ეშა-
ფოტამდე მიაყვანინა თავი; შარლ ვილეტი, თავისი სინდისი რომ
შეაფარა შემდეგ სიტყვებს: „მე არ შემიძლია ხმის მიცემა, როდე-
საც დანას მიღერებენ“; ლუვე, „ფობლასის“ ავტორი, რომელმაც
შემდეგში წიგნებით ვაჭრობა დაიწყო, და ნოქრად გრაფის მეუღ-
ლე ლოდოისკა ჰყავდა; მერსიე, ავტორი „პარიზის სურათებისა“,
რომელმაც თქვა: „ყველა მეფემ იგრძნო თავის კისერზე ოცდაერ-
თი იანვარი“; მარეკი, რომელსაც საზრუნავად ჰქონდა „ძველი
საზღვრების დაცვა“; მწერალი კარა, ეშაფოტთან მდგარმა რომ
უთხრა ჯალათს: „მეზარება სიკვდილი! მინდოდა მენახა, რა მოჰ-
ყვებოდა რევოლუციას“; ვიჟე, რომელიც ამბობდა – მაიენისა და
ლუარის მეორე ბატალიონის გრენადერი ვარო. ერთხელ, როდე-

198 მკითხველთა ლიგა


საც დაემუქრნენ სახალხო ტრიბუნიდან, მან შესძახა: „როგორც
კი მუქარას გავიგონებთ თქვენი მხრიდან, ყველანი გავალთ და
ხმალამოღებულნი გავწევთ ვერსალისკენ!“ ბუზო, შიმშილით
რომ მოკვდა; ვალაზე, ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ თავი რომ
მოიკლა ხანჯლით; კონდორსე, რომელმაც თავი მოიწამლა,
ბურგ-ლა-რენში ეშაფოტს რომ ასცდენოდა. ჰორაციუსის თხზუ-
ლება ედო ჯიბეში, ამით იცნეს და დაიჭირეს; პეტიონი, უცნაური
ბედისწერის ადამიანი: 1792 წელს თაყვანს სცემდა ხალხი და
1794 წელს კი მგლების შესაჭმელად გაიხადა თავი; ოცი კიდევ
სხვა, პონტეკულანი, მარბოსი, ლიდონი, სენ-მარტენი, დუსო
(რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჰანოვერის ომში), ბუალო,
ბერტრანი, ლესტერ-ბოვე, ლესაჟი, გომერი, გარდიენი, მენ-
ვეილი, დუპლანტიე, ლაკაზი, ანტიბული და მათ სათავეში – ბარ-
ნავი, რომელსაც ვერნიოს ეძახდნენ.
მეორე მხარეს ანტუან-ლუი-ლეონ ფლორელ დე სენ-ჟუსტი –
ფერმკრთალი, შუბლდაბალი, იდუმალი მზერის 23 წლის ყმაწვი-
ლი; მერლენი ტოინვილიდან, რომელსაც გერმანელები „ცეც-
ხლოვან ქაჯს“ უწოდებდნენ; მერლენი დუედან, რომელმაც დიდი
ცოდვა ჩაიდინა, დაამტკიცებინა „კანონი საეჭვოთა შესახებ“;
სუბრანი, თავის გენერლად რომ მოითხოვა ხალხმა; ყოფილი
მღვდელი ლებონი, რომელსაც ჯვრის ნაცვლად ახლა ხმალი ეჭი-
რა ხელში; ბილო-ვარენი, რომელმაც წინასწარ გამოიცნო მო-
მავლის მართლმსაჯულება: „საჭირო არ არის მსაჯული, შუაკაციც
იკმარებსო“; ფაბრ დ’ეგლანტინი, რომელმაც შექმნა „რესპუბლი-
კური კალენდარი“; რუჟე დე-ლილი, „მარსელიოზას“ ავტორი;
ერთიც და მეორეც ამით დაკმაყოფილდნენ და შემდეგში აღარა-
ფერი შეუქმნიათ; მანუელი, რესპუბლიკის პროკურორი, რომელ-
მაც თქვა: „მეფე რომ კვდება, ადამიანთა რიცხვს არაფერი აკ-
ლდებაო“; გუჟონი, რომელმაც ტრიპშტადტი, ნეივშტადტი და

199 მკითხველთა ლიგა


შპეირი აიღო და პრუსიელების ჯარი გააქცია; ლაკრუა, ვექილი,
რომელიც გენერალი გახდა ექვსი დღით ადრე ათ აგვისტომდე
და სენ-ლუის რაინდის წოდებით დააჯილდოეს; ფრერონ-
ტერსიტი, ფრერონ-ზოილის შვილი; რული, დაუღალავი მჩხრიკა-
ვი ბანკის განჯინებისა, რომელმაც რესპუბლიკის გაუქმების
დღეს მოიკლა თავი; ფუშე – სულით დემონი, სახით კი მიცვალე-
ბული; კამბულასი – გაზეთ „პერ-დუშენის“ მეგობარი, რომელმაც
უთხრა გილიოტენს: „შენ ფილიანების კლუბისა ხარ, მაგრამ შენი
ქალი კი იაკობინელთა კლუბისა არის“; ჟაგო, რომელმაც მოის-
მინა ხალხის საყვედური – პატიმრები შიშველ-ტიტვლები
არიანო, – თქვა: – ქვის ტანისამოსი ხომ აცვიათ, სხვა რაღა უნ-
დათო; ჟავოგი – სენ-დენიში მეფეების აკლდამების მთხრელი;
ოსლენი, რომელიც თავის სახლში მალავდა სამშობლოდან გან-
დევნილ შარის ცოლს; ბესტაბოლი, თავმჯდომარედ რომ გა-
მოიჭიმებოდა ხოლმე, ანიშნებდა სახალხო ტრიბუნას, ტაში დაჰ-
კარით, აურზაური ატეხეთ, ან სტვენა დაიწყეთო; მწერალი რობე-
რი, ქმარი კერალიოს ქალისა, რომელიც წერდა: „არც რობეს-
პიერი დაიარება ჩემთან, არც მარატი... რობესპიერი მაშინ მობ-
რძანდეს, როცა ინებებს, მარატი კი არასოდესო“; გარან-
კულონი, რომელმაც ამაყად მიმართა კრებას, როდესაც ესპანე-
თი ჩაერია ლუი XVI-ის საქმის გარჩევაში: „ნუ დავიმცირებთ თავს
და ნუ წავიკითხავთ მეფის წერილს მეორე მეფის დასახმარებ-
ლად“; გრეგუარი, ეპისკოპოსი, დასაწყისში ღირსი პირვანდელი
ეკლესიის ეპისკოპოსობისა, შემდეგში კი ეპისკოპოს გრაფ გრე-
გუარად წოდებული; ამარი, რომელიც წერდა: „მთელმა ქვეყ-
ნიერებამ გაამტყუნა ლუი XVI. მაშ, ვიღასთან გაასაჩივროს ეს გა-
ნაჩენი?; შენიე, პოეტი ანდრე შენიეს ძმა; ვადიე, ერთი იმათგანი,
რომლებიც დამბაჩას დებდნენ ტრიბუნაზე და სიტყვას ისე ამბობ-
დნენ; ტანისი, რომელმაც უთხრა მომოროს: „მინდა მივიწვიო

200 მკითხველთა ლიგა


რობესპიერი და მარატი ჩემს სუფრაზე, რომ ერთმანეთს ეხვეოდ-
ნენო“. „მერე სად მოიწვევ მათ? – ჰკითხა მომორომ“. „შარანტო-
ნის საგიჟეთში! მე მათ სხვაგან ვერსად მივიღებ“, – უპასუხა ტა-
ნისმა; ლეჟანდრი, საფრანგეთის რევოლუციის სახელგანთქმუ-
ლი ყასაბი, ისეთივე, როგორიც პრაიდი5. „მოდი, ყელი გამოგ-
ჭრა!“ – უყვიროდა იგი ლანჟუინეს და ლანჟუინეც პასუხობდა:
„ჯერ დააკანონებინე, რომ მე ხარი ვარ!“; კოლო დ’ერბუა, დაღ-
ვრემილი მსხაიობი, რომელსაც პირზე ძველებური „ორპირიანი
ნიღაბი“ ეკეთა და ერთდროულად გაიძახოდა ჰოსა და არას. ამ-
ტკიცებდა ერთით იმას, რასაც მეორით გმობდა, ლაფს ასხამდა
ნანტში კარიეს და აღმერთებდა ლიონში შალიეს, რობესპიერს
ეშაფოტზე გზავნიდა და მარატს პანთეონში; ჟენისიე, რომელიც
მოითხოვდა, რომ სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც ატარებდა
მედალს – „ლუი XVI წამებული“; ლეონარ ბურდონი, სკოლის
გამგე, რომელმაც თავისი სახლი შესთავაზა მოხუცებულ მონჟუ-
რელს; ტოპსანი – მეზღვაური, გუპილიო – ვექილი, ლორან ლე-
კუანტრი – ვაჭარი, დუგემი – ექიმი, სერჟანი – მოქანდაკე, დავი-
დი – მხატვარი, ჟოზეფ ეგალიტე – პრინცი და კიდევ სხვანი:
ლეკუანტ-პუირავო, რომელიც მოითხოვდა, მარატი შეშლილად
გამოვაცხადოთ დეკრეტითო; რობერ ლინდე – შემქმნელი იმ
ობობასი, რომლის თავი იყო საზოგადოებრივი უშიშროების კო-
მიტეტი და ფეხები – რევოლუციური კომიტეტები, რომლითაც
ზედ დაჰკვროდა მთელ საფრანგეთს (ოცდაერთი ათასი კომიტე-
ტი იყო მაშინ); ლებეფი, რომლის შესახებ ჟირე-დუპრემ თავის
„ცრუ პატრიოტების ღრეობაში“ დაწერა: „ლებეფმა ლეჟანდრი
ნახა და ბღავილი დაიწყო“;

5 ინგლისის რევოლუციის სახელოვანი ყასაბი

201 მკითხველთა ლიგა


თომა პეინი, ამერიკელი, მეტად გულკეთილი; ანაქარსის
კლოოტსი, პრუსიელი, ბარონი, მილიონერი, ათეისტი, ებერტის-
ტი, უმანკო; პატიოსნებით აღსავსე ლება, დუპლეების მეგობარი;
როვერი, ერთი იმ იშვიათთაგანი, რომლებიც ავკაცობენ ავკაცო-
ბისთვის; შარლე, რომელიც ამტკიცებდა, არისტოკრატებს თქვე-
ნობით უნდა ველაპარაკოთო; ტალენი, დაღვრემილი და მკაცრი,
რომელიც ქალის სიყვარულმა თერმიდორიელი გახადა; კამბა-
სერე, პროკურორი, რომელიც შემდეგში პრინცი გახდა; კარიე,
პროკურორი, რომელიც „ვეფხვად“ იქცა; ლაპლანში, რომელმაც
შესძახა: „მე მოვითხოვე უპირატესობა მიეცეს საგანგაშო ზარბა-
ზანს!“; ტურიო, რომელიც ამტკიცებდა, რევოლუციური სამსჯავ-
როს მსაჯულებმა კენჭისყრით კი არა, ხმამაღლა გამოთქვან თა-
ვისი დასკვნაო“; ბურდონ დე-ლუაზი, რომელიც დუელში იწვევდა
შამბონს, აბეზღებდა პენს და თავად დაბეზღებული იყო ებერის
მიერ; ფეიო, რომელმაც წინადადებით მიმართა კონვენტს – „ხან-
ძრის გამჩაღებელი ჯარი გავგზავნოთ ვანდეშიო“; ტავო, რომე-
ლიც ცამეტი აპრილის შუაკაცად დანიშნეს ჟირონდისა და
მთიელებს შორის; ვერნიე, რომელიც ამტკიცებდა, ჟირონდისა
და მთიელების მეთაურები ისევე უნდა მსახურობდნენ ჯარში, რო-
გორც სხვა ყველა, უბრალო ჯარისკაციო; რევბელი, რომელმაც
მაიანსი გაამაგრა; ბურბოტი, სომურის აღების დროს ცხენი რომ
მოუკლეს; გიმბერტო, შერბურგის ჯარის ხელმძღვანელი; ჟარ-
პანვილიე, ლაროშელის ჯარის ხელმძღვანელი; ლეკარპანტიე,
კანკალის ესკადრის ხელმძღვანელი; რობერჟო, რომელსაც ჩა-
საფრებული ჯარის მახე მოელოდა რაშტადში; პრიორდე ლა-
მარნი, რომელსაც ბრძოლის დროს მხარზე შეება თავისი ძველი
ეპოლეტი – ესკადრონის უფროსის; ლევასერ დე ლასარტი, რო-
მელმაც ერთი სიტყვით შთააგონა სერანს, სენტ-ამანის ბატა-
ლიონის უფროსს, საჭიროება თავგანწირვისა; რევერშონი, მო-

202 მკითხველთა ლიგა


რი, ბერნარ დე-სენტი, შარლ რიშარი, ლეკინიო, და ამ ჯგუფის მე-
თაური – ახალმოვლენილი მირაბო, რომელსაც დანტონი ერქვა.
ამ ორ ჯგუფს შორის ბუმბერაზივით ამართულიყო რობეს-
პიერი, რომელსაც მოკრძალებით ექცეოდნენ ჟირონდელებიც
და მთიელებიც.

203 მკითხველთა ლიგა


V

ქვემოთ ეფინებოდა ელდა და შიში, რომელიც ყოველთვის


სიმდაბლის მაუწყებელია. უსახური ალიაქოთი სუფევდა აქ; ზე-
მოთ – ვნებათაღელვა, გმირობა, თავგანწირვა, ცოფი და
გრგვინვა იყო მთავარი;
ქვემო ნაწილს კონვენტისას ვაკე ერქვა. აქ მოეყარა თავი ყვე-
ლას, ვისაც კი ეჭვი ღრღნიდა, ვინც მერყეობდა – გაუბედავი,
უკანდამხევი, შეშინებული და ყველას მზვერავიც.
„მთა“ და ჟირონდა რჩეულთა სამყოფელი იყო; აქ კი ვაკეში
ბრბო მოგროვილიყო – უსახური, მერყევი ბრბო.
დიდი კაცი იყო სიეიესი, მაგრამ მალე „დაფუღუროვდა“. მესა-
მე წოდებამდე მივიდა და იქ შეჩერდა, ხალხამდე მისვლა ვერ
შეძლო. ასე იცის ზოგმა, – იღვწის, მწვერვალისკენ მიიწევს და
შუა გზაში გაჩერდება.
სიეიესი რობესპიერს ვეფხვს ეძახდა და რობესპიერი სიეიესს
– თხუნელას. მეტაფიზიკოსი იყო და სიბრძნეს კი არა, სიფრთხი-
ლეს მიაღწია. რევოლუციის მლიქვნელი იყო და არა მოსამსახუ-
რე. აიღებდა ხოლმე ნიჩაბს და ხალხთან ერთად მუშაობდა მარ-
სის მოედანზე, ხელით მიაქანებდა ძარას ალექსანდრ ბოარენ-
სთან ერთად. – გამხნევდითო, – ურჩევდა სხვას, და თავად
მხნეობის არაფერი ეცხო. ჟირონდელებს ურჩევდა – ზარბაზანი
უნდა გქონდეთ, რომ მძლავრნი იყოთო...
არიან ბრძენნი, მარტო ბრძოლით სულდგმულნი. ასეთები იყ-
ვნენ კონდორსე და ვერნიო, ან კიდევ კამილ დუმულენი და დან-
ტონი. მაგრამ არიან ბრძენნი, რომელსაც ტკბილი ცხოვრების მე-
ტი არაფერი სწამთ. ასეთი იყო სიეიესი.
რაც უნდა კარგი იყოს ქვევრი, „ნაძირალი“ მაინც აქვს. ასეთი
იყო ვაკის ძირიც – ჩამყაყებული, უძრავი ჭაობი, რომელშიც ეგო-

204 მკითხველთა ლიგა


იზმის მეტი არაფერი ჩანდა და სწორედ იქ თრთოდა მუნჯი მოლო-
დინი მშიშრებისა. ამაზე საზიზღარი სხვა აღარაფერი იქნებოდა –
ყოველგვარი ბიწი და არავითარი სირცხვილი; გულში ჩამალუ-
ლი ცოფი; აჯანყება, მორჩილებით დაფარული; ურცხვად შიშმო-
რეულნი და ლაჩრული ვაჟკაცობით აღსავსენი; ირჩევდნენ
მთიელებს და ჟირონდელებისკენ იყვნენ;
მათზე იყო დამოკიდებული საკითხის გადაწყვეტა და ხმას იმას
აძლევდნენ, ვისკენაც ძალას გრძნობდნენ. ვერნიო ლუი XVI-ზე
გაამარჯვეს, ვერნიოზე – დანტონი, დანტონზე – რობესპიერი,
რობესპიერზე – ტალიანი. თავზე ლაფს ასხამდნენ ცოცხალ მა-
რატს და ღვთაებრ თაყვანს სცემდნენ მარატს მკვდარს. მხარს
უჭერდნენ ყველაფერს იმ დღემდე, ვიდრე თვითონვე დაანგრევ-
დნენ ყველაფერს. ალღო ჰქონდათ და გადამწყვეტ მუშტს კრავ-
დნენ სწორედ მას, ვინც წაიბორძიკებდა. ძლიერის მონები იყ-
ვნენ, იმ პირობით, რომ ძლიერი ძლიერად ყოფილიყო, და პირად
ღალატად მიაჩნდათ ძლიერის უმცირესი რყევა.
მრავალრიცხოვნობით იყო გამორჩეული „ჭაობი“, ამიტომაც
ფლობდნენ ძალას და იყვნენ საშიშნი. მათი საქციელი ლაჩრის
თავხედობას ჰგავდა...
მათი გამოისობით მოხდა აჯანყება ჟირონდელების წინააღ-
მდეგ; აჯანყება კონვენტის წინააღმდეგ; და დამარცხება რობეს-
პიერისა – ტრაგედია, შეკრული ბუმბერაზის მიერ და გახსნილი
ჯუჯების მიერ...

205 მკითხველთა ლიგა


VI

ამ ვნებით სავსე კრების წევრებში ოცნებით გატაცებულნიც


ერივნენ. ზოგი ძალისმიერი გზებით მოიაზრებდა ბრწყინვალე
მომავლის დამყარებას და სწამდა ეშაფოტი; ზოგსაც – სწავლისა
და შთაგონების, სიკვდილით დასჯის უარყოფით წარმოედგინა
ქვეყნის მომავალი; ამათთან ერთად იყვნენ ისეთებიც, ვინც გო-
ნებრივად ქმნიდა მომავალს – ზოგს ომისა და ბრძოლის მეტი
არაფერი ჰქონდა გულში, ზოგის ფიქრის საღერღელის აშლა კი
მხოლოდ მშვიდობას შეეძლო გამოეწვია...
ერთი კაცის გონებამ, კარნოს გონებამ, შექმნა თოთხმეტი
ლაშქარი; მეორის, ჟან დებრის გონება კი ოცნებობდა მთელი კა-
ცობრიობის დემოკრატიულ ფედერაციად შეერთებას. ამ გაშმა-
გებულ მჭევრმეტყველებაში, ღრიალსა და ყიჟინაში დუმილიც ამ-
ბობდა თავის სიტყვას.
ლაკანალი ჩუმად იყო და გონებით აწყობდა ხალხის საზოგა-
დოებრივ აღზრდას; ლანტენასიც ჩუმად იყო და ქმნიდა პირველ-
დაწყებით სკოლებს; რეველერლეპოც ჩუმად იყო და ოცნებობდა
ფილოსოფიის იქამდე ამაღლებას, რომ სარწმუნოების ღირსებას
გათანაბრებოდა.
სხვანი სხვას ფიქრობდნენ – უფრო წვრილმანსა და უფრო
ხელსაყრელს. გუიტონ-მორვო ცდილობდა საავადმყოფოების
გაუმჯობესებას; მერი – სხვადასხვა გადასახადის მოსპობას; ჟან-
ბონსენტ-ანდრე – ვალის გადაუხდელობის გამო დაპატიმრების
გაუქმებას; რომი ცდილობდა შაპის გამოგონების – ტელეგრაფის
განხორციელებას; დუბიე – არქივების მოწესრიგებას; კორან-
ფუსტიე – ანატომიური კაბინეტებისა და ბუნებისმეტყველების მუ-
ზეუმების დაარსებას, გუთომარი – მდინარეებზე ნაოსნობასა და
მდინარე ესკოს საგუბრად გარდაქმნას...

206 მკითხველთა ლიგა


ხელოვნებასაც ჰყავდა თავისი ფანატიკოსები და მონომანები.
ოცდაერთ იანვარს, იმ დროს, როდესაც რევოლუციის მოედანზე
დაეცა მონარქის მოჭრილი თავი, ბეზარი, უაზის წარმომადგენე-
ლი, რუბენსის ერთი ნახატის სანახავად მიეშურებოდა, რომელიც
სენ-ლაზარის ქუჩის ერთი სახლის სხვენზე ეპოვათ. არტისტები,
ორატორები, წინასწარმეტყველები, ბუმბერაზ-კაცები (როგორც
დანტონი), და ჩვილ-კაცები (როგორც კლოტი), გლადიატორები
და ფილოსოფოსები ერთი მიზნისკენ, პროგრესისკენ მიისწრა-
ფოდნენ. მაგრამ არ არსებობდა იმისთანა ძალა, რომელიც ამ
ყოველივეს ერთ მთლიანობაში მოაქცევდა...
კონვენტი იმით იყო დიადი, რომ რაც შეიძლება მეტ „სინამ-
დვილეს“ ეძებდა იქ, სადაც ადამიანი ნაკლებად ეძებდა მსგავსს;
კონვენტის ერთი მხრიდან რობესპიერი არ აშორებდა თვალს,
რომლისთვისაც კანონიერება იყო მთავარი; მეორე მხრივ კი
კონდორსე, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვნად მოვალეობა
მიაჩნდა.
კონდორსე ბრწყინვალე გონებისა და შორსმჭვრეტელური
უნარით დაჯილდოებული კაცი იყო; რობესპიერი კი უფრო შემ-
სრულებელი და პრაქტიკული გონების პატრონი.
ხანდახან „აღსრულება-შემსრულებელში“ საზოგადოება
ამოჟლეტას გულისხმობს. ორი ფერდობი აქვს რევოლუციას –
აღმართი და დაღმართი, და ამ ფერდობებზე სართულებად დაწ-
ყობილს მიეზიდება ყველა მხარეს – ყინულიდან აყვავებულ წალ-
კოტამდე. ამ ფერდობების ყოველი სარტყელი ქმნის თავისი ჰა-
ვის შესაფერისს – ზოგს იმისთანას, რომელიც მზეშია ცოცხალი,
და ზოგს კი ისეთს, რომელიც ჭექა-ქუხილში ცოცხლობს...

207 მკითხველთა ლიგა


VII

კონვენტის მხილველნი ერთმანეთს უჩვენებდნენ მარცხენა


ტალანის ერთ-ერთ კუთხეს, სადაც რობესპიერმა ჩუმად ჩასჩურ-
ჩულა ყურში გარას, კლავიერის მეგობარს ეს საზარელი სიტყვე-
ბი:
– კლავიერი შეთქმულებას გვიმზადებს! სადაც კი გაიჭაჭა-
ნებს, ეს უეჭველად მოხდება!
იმავე კუთხეში, განცალკევებით იდგნენ და კამათობდნენ
ფაბრ დეგლანტინი და რომი. დეგლანტინი საყვედურობდა რომს
თავისი კალენდრის გარყვნას – სიტყვა „ფერვიდორის“ „თერმი-
დორად“ გადაკეთებას. მოკამათენი ერთმანეთს უთითებდნენ იმ
კუთხეს, სადაც ისხდნენ ჰოტგარონის შვიდივე წარმომადგენე-
ლი, რომლებსაც ყველაზე პირველებს უნდა გაეცათ პასუხი კით-
ხვაზე – „რით დაისაჯოს ლუი XVI?..“
და ასეთი პასუხი მისცა შვიდივემ:
მაილმა – სიკვდილით, დელმმა – სიკვდილით, პროჟანმა –
სიკვდილით, კალუმ – სიკვდილით, ეიხალმა – სიკვდილით, ჟუ-
ლიენმა – სიკვდილით, დეზასიმ – სიკვდილით...
მას შემდეგ, რაც ადამიანმა „მართლმსაჯულება“ დააწესა, ეს
ანარეკლი აკლდამის გამოძახილად შედის სასამართლო დარ-
ბაზში.
თითით საჩვენებლები იყვნენ აყაყანებულ კონვენტში ის წევ-
რები, რომლებმაც მეფის სიკვდილით დასჯას მისცეს ხმა.
პაგანელმა შესძახა – მოკალით!.. მეფე სიკვდილით არის სა-
სარგებლო.
მილონმა თქვა: – მოკალით! სიკვდილი რომ არ ყოფილიყო,
დღეს უნდა შემოგვეღო მეფის დასასჯელად.

208 მკითხველთა ლიგა


ხანდაზმულმა რაფონ დე-ტრუიემ წარმოთქვა: – სიკვდილი!
დღესვე!
გუპილომ: – ეშაფოტი, საჩქაროდ! დაყოვნება ანელებს სიმწა-
რეს.
სიეიესმა მოკლედ მოჭრა – სიკვდილი!
ბუზომ წინადადება შეიტანა, – ხალხსა ვკითხოთო. ამაზე ტუ-
რიომ უპასუხა:
– ახლა ხალხის კრებების დრო არ არის!.. ორმოცდაოთხი
ათასი კრება?.. ასე, ბოლოს ვეღარ ვეღირსებით! ლუი XVI-ს
მთლად გაუთეთრდება თმა, ვიდრე სიკვდილით დატკბება...
ოგიუსტენ ბონ რობესპიერმა თავისი ძმის შემდეგ წამოიძახა:
– ლმობიერება კარგია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია იმისთა-
ნა ლმობიერება, რომ ხალხს ჟლეტდეს და მეფეს კი შეუნდობ-
დეს... მოკვდეს! საქმის გადადება ხალხისადმი მიმართვა კი არა,
მტარვალთადმი მიმართვა იქნება.
ფუსდუარმა, ბერნარდენ სენ-პიერის მოადგილემ შემდეგი გა-
ნაცხადა:
– საშინლად მეზარება ადამიანის სისხლის ღვრა, მაგრამ მე-
ფის სისხლი ადამიანის სისხლი არ არის და ის უნდა მოკვდეს.
ჟან ბონ-სენტანდრემ შემდეგი წარმოთქვა:
– შეუძლებელია თავისუფალი იყოს ხალხი, თუ მტარვალი
ცოცხალია;
ლავიკონტერმა თქვა: – თავისუფლება სულთმობრძავია, ვიდ-
რე სული უდგას მტარვალს!.. სიკვდილი მას!
შატონევ-რანდონმა შესძახა: – მოვკლათ, ლუი უკანასკნელი!
გაირდენმაც მოითხოვა მეფის მოკვლა, ოღონდ მეფისავე გა-
დაბრუნებულ ტახტზე;
ტელიემ შესძახა:

209 მკითხველთა ლიგა


– მეფე ლუი XVI-ის თავის ყალიბის ზარბაზნები ჩამოვასხათ
მტრის შესამუსრავად!
მაგრამ ყველა არ იყო ასეთი სასტიკი...
ჟანტილმა თქვა:
– პატიმრობა დავუწესოთ მას სიცოცხლის ბოლომდე! რომ
მოვკლათ, კარლოს პირველად გავხდით და ეს იმას ნიშნავს, რომ
კრომველი დაგვაჯდება კისერზე;
ბანკალმა მეფის განდევნა მოითხოვა:
– მინდა მუშად ვიხილო უდიდებულესი მეფე, რომ თავისი
შრომით შოულობდეს ლუკმაპურს;
ალბუიმ განდევნა მოითხოვა: – წავიდეს და იხეტიალოს ამ
ცოცხალმა აჩრდილმა მეფეების ტახტებს შორის;
ზანჯია კობმა წარმოთქვა: – დავამწყვდიოთ, ცოცხალი შევი-
ნახოთ, ისე, როგორც საფრთხობელა;
შეილონმა თქვა: – ნუ ვიჩქარებთ მის მოკვლას, რადგან დარ-
წმუნებული ვარ, რომ რომი მას მაშინვე წმინდანად, წამებულად
გამოაცხადებს...
და იმ დროს, როდესაც მსგავსი ხისტი, ულმობელი, ხან კი
ლმობიერი მსჯავრი ისმოდა კონვენტში და ისტორიის ფურცლებ-
ში იფანტებოდა, ტრიბუნებში კეკლუცად მორთულ, გულმკერ-
დგაღეღილ ქალებს წევრთა სია ეჭირათ ხელში და ქინძისთავით
ნიშნავდნენ ყველა გვარს, – ვინ რა მიუსაჯა მეფეს – სიკვდილი,
თუ სიცოცხლე!..
...
სადაც ტრაგედია აპირებს შესვლას, იქ შიში და სიბრალულიც
იკავებს თავის ადგილს. რა დროსაც უნდა გადახედოთ კონვენტს,
მაშინვე უკანასკნელი მეფის განსჯა და სასჯელი დაგიდგებათ
თვალწინ, თითქოს კონვენტის ყოველ დებულებაში ჩარეულიყოს
ლეგენდა ოცდაერთი იანვრისა.

210 მკითხველთა ლიგა


„მრისხანე კრება“ სულით ხორცამდე გაჟღენთილი იყო იმ
ქროლვით, რომელმაც დაჰკრა და საუკუნოდ ჩააქრო ძველი,
მრავალი საუკუნის განმავლობაში მოკაშკაშე ჩირაღდანი მო-
ნარქიისა.
გადამწყვეტი განსჯა მეფე ლუი XVI-ისა, იყო განსჯა ყველა მე-
ფის საქმისა და დასაწყისი იმ ბრძოლისა, რომელსაც ხალხი უმ-
ზადებდა წარსულს. რა კრებასაც უნდა დასწრებოდა ადამიანი,
რა საგანზედაც უნდა ყოფილიყო კამათი, მათ მაინც აჩრდილი
ედგათ წინ ლუი XVI-ის ეშაფოტისა...
მაყურებლები ერთმანეთს უამბობდნენ, რომ როცა კერზენმა
და რილანმა ნახეს, რომ უმრავლესობამ სიკვდილით დასჯას მის-
ცა ხმა, უარი განაცხადეს კონვენტის წევრობაზე.
დუშატელი, სევრის დეპუტატი, ავად იყო და მაინც გადაწყვი-
ტა, რომ კრებას დასწრებოდა – თავისი სარეცლით მიასვენეს
დარბაზში. მომაკვდავმა სიკვდილის განაჩენი გამოუტანა მეფეს.
ამ ფაქტმა გულიანად გააცინა მარატი.
კრების წევრები თვალით ეძებდნენ აგრეთვე ერთ დეპუტატს,
დღეს ისტორიისაგან დავიწყებულს, რომელმაც ვერ გაუძლო ამ
ოცდაჩვიდმეტი საათის კრებას და დაღლილ-დაქანცულს ჩაეძინა
თავის სკამზე. რომ გააღვიძეს, – აბა, რას იტყვი, შენი რიგიაო, –
ერთ წამს გაახილა თვალი, – სიკვდილიო! – შესძახა და ისევ
ჩაიძინა ღრმა ძილით.
მაშინ, როცა ლუი XVI-ს სიკვდილი მიუსაჯეს, რობესპიერს
თვრამეტი თვის სიცოცხლეღა რჩებოდა, დანტონს – თხუთმეტი
თვის, ვერნიოს – ცხრა თვისა, მარატს – ხუთი თვისა და სამი კვი-
რისა, ლეპელეტიე სენ-ფარჟოს – ერთი დღისა...

211 მკითხველთა ლიგა


VIII

კონვენტს ღია ჰქონდა ფანჯრები, რათა ხალხს თვალყური


ედევნებინა კრების წევრთა სჯა-ბაასისთვის, და როცა ღია ფან-
ჯრები არ იყო საკმარისი, კარსაც აღებდნენ და ქუჩა შედიოდა
კრების დარბაზში. ხალხი კეთილად იყო განწყობილი. განსაც-
ვიფრებელი მოვლენა იყო ბრბოს „შემოსევა“ სენატში. ქუჩისა და
კურულის ძმობა! მაგრამ საშიშია ძმობა ხალხისა, რომელმაც
ერთ დღეს, სამ საათში ხელთ იგდო ზარბაზნები და ორმოცი ათა-
სი თოფი. დაუბრკოლებლად შეეძლოთ მათ დარბაზში შესვლა –
ხან რამის სათხოვნელად შევიდოდა გამოგზავნილი დეპუტატი,
ხან ქებისა და მადლობის გამოსაცხადებლად, ხან რამის მისარ-
თმევად, მაგალითად, სენტ-ანტუანის უბნის დიდებული შუბი ქა-
ლებმა შეიტანეს კონვენტში. ინგლისელები ოცი ათას წყვილ
წაღს სთავაზობდნენ კონვენტს ფეხშიშველი ჯარისკაცებისთვის;
„მოქალაქე არნუ, – წერდა გაზეთი „მონიტორი“, – ობინიანის
მღვდელი, დრომის ბატალიონის უფროსი, სთხოვს კონვენტს,
საბრძოლველად გაგზავნოს საზღვარზე, ოღონდ მისადვე დარ-
ჩეს მისი სამწყსო“. უბნების წარმომადგენლებს კონვენტში ტახ-
ტრევნით მოჰქონდათ ძვირფასი ლანკანები, ბარძიმები, ოქროს,
ვერცხლისა და მოოქრული ვერცხლის ნამსხვრევები, რომელსაც
სამშობლოს სწირავდა ძონძებით შემოსილი ხალხი და ერთს მო-
ითხოვდა სამაგიეროდ, – ნება გვიბოძეთ, კარმანიოლი ვიცეკ-
ვოთ კონვენტის წინაშეო. შენარი, ნარბონი და ვალიერი კონვენ-
ტში მღეროდნენ მთიელების პატივსაცემად. მონბლანის მხრი-
დან ლეპელეტიეს ძეგლი მოართვეს. ერთმა ქალმა წითელი ქუდი
უსახსოვრა თავმჯდომარეს. მაილის მხრიდან ქალები მოვიდნენ
და ყვავილებით მოფინეს „კანონმდებელნი“. „სამშობლოს მოწა-
ფენი“ მუსიკის თანხლებით მიდიოდნენ და მადლობას სწირავ-

212 მკითხველთა ლიგა


დნენ კონვენტს, რომ „მოამზადა კეთილდღეობა საუკუნისა“.
„სამშობლოს დამცველი ქალები“ ვარდებს უყრიდნენ მათ. ელი-
სეს მოედნის უბნის ქალებმა მუხის გვირგვინი მიართვეს თავ-
მჯდომარეს, ტანპლის უბნის ქალებმა კონვენტში ფიცი დადეს, –
მეუღლედ არავის ვისურვებთ, რესპუბლიკელის გარდაო. მო-
ლიერის უბნელებმა ფრანკლინის მედალი მიართვეს კონვენტს,
რომლითაც (თანახმად გამოცხადებული დეკრეტისა), თავისუფ-
ლების ქანდაკება დაამშვენეს. უპატრონო ბავშვები რესპუბლი-
კის შვილებად იყვნენ გამოცხადებულნი და ეროვნული სამოსით
შემოსილნი შედიოდნენ კონვენტში მწყობრად. ოთხმოცდამე-
თორმეტე განყოფილების ქალები გრძელი თეთრი კაბებით ეწ-
ვივნენ კონვენტს. მეორე დღეს ამის შესახენ „მონიტორში“ ეწერა
შემდეგი: „თავმჯდომარეს თაიგული მიართვა ერთმა ტურფა
უმანკომ“.
კონვენტის ორატორებიც ესალმებოდნენ ხოლმე ხალხს, ეფე-
რებოდნენ, ხანდახან მლიქვნელობასაც არ ერიდებოდნენ და ამ-
ბობდნენ: – „თქვენ ხართ უცოდველნი, უმწიკვლონი, დიდებულ-
ნი“. ხალხს გულუბრყვილო ხასიათი აქვს – უყვარს, როცა აქებენ
და თბილ სიტყვებს ეუბნებიან. მაგრამ ხანდახან უკმაყოფილებაც
იფეთქებდა ხოლმე და „აჯანყება“ შეიჭრებოდა კონვენტში. აღ-
შფოთებული შევარდებოდა დარბაზში, მაგრამ იქიდან დაწყნა-
რებული გამოდიოდა, როგორც მდინარე რონა, რომელიც ლემა-
ნის ტბაზე გადის: ტბაში შესვლის დროს შავი და მღვრიეა, ტბიდან
გასვლისას კი წმინდა და კამკამა.
მაგრამ ყოველთვის მშვიდობიანად არ ბოლოვდებოდა ხალ-
ხის შემოსევა. კონვენტმა ეს გაითვალისწინა. ამიტომაც, არასო-
დეს იშორებდა გვერდიდან მცველ ჯარისკაცებსა და იარაღიც,
რომელიც საკმარისზე მეტი ჰქონდა.

213 მკითხველთა ლიგა


IX

რევოლუციას მიუძღოდა კონვენტი და ამავე დროს განათლე-


ბასაც ემსახურებოდა. ცეცხლი იყო, მაგრამ ბრძმედიც. ქვაბში
დუღდა ტერორი და ქმნიდა დადუღებულ პროგრესს. ამ ჩრდილე-
ბის ქაოსიდან, ამ ხმაურიანი სრბოლიდან გამოდიოდა უსაზ-
ღვრო, ბუნების მარადი კანონების სიძლიერის სხივები. ჰორი-
ზონტზე დარჩნენ ეს სხივები, ისინი ანათებდნენ ხალხთა ცას. ერ-
თი მართლმსაჯულებას ემსახურებოდა, მეორე – სხვისი მრწამ-
სის პატივისცემას, მესამე – გულკეთილობას, მეოთხე – განსჯას,
მეხუთე – სიმართლეს, მეექვსე – სიყვარულს. კონვენტმა გამო-
აცხადა ეს დიდებული აქსიომა – „მოქალაქის თავისუფლება ბო-
ლოვდება იქ, სადაც იწყება თავისუფლება მეორე მოქალაქისა“;
ეს დებულება მოკლე, ორსტრიქონიან დასკვნას წარმოადგენდა
მთელი კაცობრიობისათვის. კონვენტმა წმიდად გამოაცხადა სი-
ღარიბე; წმიდად გამოაცხადა უძლურება უსინათლოსი და ყრუ-
მუნჯისა, რომლებსაც სახელმწიფო უნდა ინახავდეს; წმიდად გა-
მოაცხადა მშობიარობა გასათხოვარი ქალისა, რომელსაც ნუ-
გეშს სცემდა და დაეხმარებოდა; წმიდად გამოაცხადა ბავშვობა
და სამშობლოს შვილობილად ყველა ობოლი; კონვენტი კიცხავ-
და თეთრების მიერ ზანგების დამონებას; კონვენტმა მოსპო მო-
ნობა; კონვენტმა გამოაცხადა მოქალაქეთა შორის
ურთიერთობა-ვალდებულებები; კონვენტმა შემოიღო უსასყიდ-
ლო სწავლა; ეროვნული განვითარებისთვის შემოიღო „ნორმა-
ლი სკოლა“ პარიზში, „ცენტრალი სკოლები“ ქალაქებში და პირ-
ველდაწყებითი სკოლები სოფლებში; გახსნა კონსერვატორიები
და მუზეუმები; კონვენტმა შემოიღო საერთო კანონები მთელი
საფრანგეთისთვის, საერთო წონა და ზომა და საერთო თვლა
ათობითი სისტემით; კონვენტმა დაამყარა საზოგადოებრივი

214 მკითხველთა ლიგა


ნდობა; მიმოსვლასა და მიმოზიდვას ტელეგრაფი გაუჩინა; სიბე-
რეს – თავშესაფარი და უზრუნველყოფა; ავადმყოფობას – სუფ-
თა საავადმყოფოები; სწავლას – პოლიტექნიკური სკოლა; მეც-
ნიერებას – გეოგრაფიული სიგრძედი; ადამიანის გონებას – აკა-
დემია;
ეროვნული იყო კონვენტი და ამავე დროს კოსმოპოლიტი.
თერთმეტი ათას ორას ათი დეკრეტი გამოსცა, რომლის ერთ მე-
სამედს პოლიტიკური დანიშნულება ჰქონდა, ორ მესამედს კი სა-
კაცობრიო; ზნეობა საზოგადოების საფუძვლად გამოაცხადა, ხო-
ლო სინდისი – კანონის საფუძვლად; და ყოველივე ეს – მონობის
მოსპობა, ძმობის გამოცხადება, მოყვასის სიყვარული და დახმა-
რება, ხალხის შეგნების განვითარება, შრომის ვალდებულების
უფლებად გარდაქმნა და საზარალო შრომის ნაცვლად სასარგებ-
ლოს შემოღება, საერთო ქონების დამკვიდრება, ბავშვების დახ-
მარება და განათლება, მწერლობისა და მეცნიერების
გავრცელება-განვითარება, ყველა გაჭირვებულის დახმარება...
– ყოველივე ეს კონვენტმა შეძლო იმ დროს, როდესაც გულს უღ-
რღნიდა ჰიდრა-ვანდე და გარს მრავლად ეხვია ვეფხვი – ევრო-
პის მეფეები.

215 მკითხველთა ლიგა


X

უსაზღვრო მოედანი იყო კონვენტი. ყოველგვარი ზნის კაცს ნა-


ხავდით აქ – ადამიანს, არაადამიანს, ზეადამიანს. ეპიკურ გრო-
ვას წარმოადგენდნენ ქიშპობისა.
გიოტენი დავიდს თავს არიდებდა, ბაზირი შაბოს ლანძღავდა,
გადე სენ-ჟუსტს დასცინოდა, ვერნიოს დანტონი ეჯავრებოდა,
ლუვე რობესპიერს არ ასვენებდა, ბუზო ეგალიტეს აბეზღებდა,
შამბონი პაშს მიწასთან ასწორებდა, და ყველას ჭირივით სძულ-
და მარატი. და რამდენი რამის თქმა შეიძლებოდა კიდევ!..
„წითელქუდად“ იყო წოდებული არმონვილი (კრებაზე ყო-
ველთვის ფრიგიული წითელი ქუდით იჯდა). ის რობესპიერის მე-
გობარი იყო და ძალიან უნდოდა „ლუი XVI შემდეგ რობესპიერი
აებრძანებინა გილიოტინაზე“ თანასწორობის აღსადგენად;
მასსიე, მეგობარი და გულკეთილი ლამურეტის ასლი გახ-
ლდათ (ლამურეტი ეპისკოპოსი იყო და სიყვარულს უანდერძა
თავისი სახელი);
ლეარდი დემორბიანი თავზე ლაფს ასხამდა ბრეტანელ
მღვდლებს;
ბასერი – უმრავლესობის მომხრე იყო, იმ კრების თავმჯდომა-
რე, რომელიც არჩევდა ლუი XVI-ის საქმეს. შემდეგ ვაჭრობა და-
იწყო და ისე ჰყავდა ნოქრად პამელა, როგორც ლუვეს ლოდოის-
კის ცოლი;
ორატორიის წევრი დონუ ის კაცი გახლდათ, რომელიც სულ
იმას გაიძახოდა, – მოვითმინოთ, ნუ ავჩქარდებითო;
დებუა-კრანსეს სულ ყურში ჩასჩურჩულებდა რაღაცას მარა-
ტი;

216 მკითხველთა ლიგა


მარკიზი დე-შატონევი, ლაკლო, ეროლ დე-სეშელი იყვნენ
ისინი, რომელთაც ანრიო აშინებდა ყვირილით – „მზად იყავით,
მეზარბაზნენო“;
ჟულიენი, რომელიც თერმოპილის გმირებს ადარებდა
მთიელებს;
გამონი, რომელიც ქალებისთვის ცალკე მოითხოვდა სახალ-
ხო ტრიბუნას;
ლალუა, რომელმაც მადლობა უძღვნა ეპისკოპოს გობელს,
როდესაც მან კონვენტს მიართვა თავისი მიტრა და წითელი ქუდი
დაიხურა;
ლეკონტი, რომელმაც თქვა, – რას უყურებენ ეს მღვდლები,
რატომ არ იკრეჭენ თმასო;
ფერო, რომლის მოჭრილ თავს თაყვანი სცა ბუასსი დ’ანგლიმ
და ისტორიას მიანდო გამორკვევა: რას სცა თაყვანი ბუასსი დ’ან-
გლიმ, – თავს, ესე იგი, მოკლულს, თუ მახვილს, ანუ მკვლელს?
ორი ძმა დეპრა, – ერთი მთიელი, მეორე ჟირონდელი, რო-
მელთაც ისე სძულდათ ერთმანეთი, როგორც პოეტ შენიეს და მის
ძმას;
თავზარდამცემი უამრავი სიტყვაც იყო თქმული კონვენტის
ტრიბუნიდან, რომელსაც ხშირად წინასწარმჭვრეტელი რევო-
ლუციური მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, შეიძლება ამას ვერ
გრძნობდა თვით სიტყვის მთქმელი. ამგვარი სიტყვის შემდეგ
კონვენტის მუშაობას აღელვება ემჩნეოდა. მსმენელთა ბრაზი
ერეოდა – მოულოდნელი არეულობა, გაშმაგება და იმედის გაც-
რუება... ასეა, ერთი ხმა კმარა მთაში, რომ ზვავი ჩამოწვეს. ერთი
სიტყვაც რომ იყოს ზედმეტი, შეიძლება სწორედ იმ ერთმა გამო-
იწვიოს აღშფოთება და ნგრევა. სიტყვა რომ არ თქმულიყო, იქნებ
არც ავი მომხდარიყო, თუმცა ხანდახან ასეც ხდება...

217 მკითხველთა ლიგა


სწორედ ასეთი აღშფოთება გამოიწვია ორატორის სიტყვის
ცუდად გაგებამ, რომელიც დედოფალ ელისაბედს ეხებოდა.
მუქარა ისმოდა ყოველი მხრიდან და ისევე ხშირი იყო, რო-
გორც ნაპერწკალი ხანძარში.
პეტიონი: – საგანს დაუბრუნდით, რობესპიერ!
რობესპიერი: – საგანი თქვენ ხართ, პეტიონ. დავუბრუნდები
და მაშინ ნახავთ!
ვიღაც ყვიროდა: – სიკვდილი მარატს!
მარატი: – იმ დღეს, როდესაც მოკვდება მარატი, აღარც პარი-
ზი იქნება და იმ დღეს, როდესაც დაიღუპება პარიზი, აღარც რეს-
პუბლიკა იარსებებს!
ბილო-ვარენი: – ჩვენ გვინდა...…
ბარერი აწყვეტინებს: – რა მეფესავით ლაპარაკობ!..
ერთხელ კიდევ ფილიპო: ერთმა წევრმა ხმალი იშიშვლა და
ისე მოიწევდა ჩემზე.
ოდუანი: – თავმჯდომარევ, შეახსენეთ წესის დაცვა იმ კაცის-
მკვლელს!
თავმჯდომარე: – მოითმინეთ!…
პანო: – თავმჯდომარევ, იძულებული ვარ მე მოგაგონოთ წე-
სიერება...
...
სიცილი და ხარხარიც ხშირად ისმოდა კონვენტში.
ლეკუანტრი: – შან-დე-ბუს მღვდელი უჩივის ფოშეს, თავის
ეპისკოპოსს, ცოლის შერთვის ნებას არ მაძლევსო.
ვიღაცის ხმა: – ვერ წარმომიდგენია, რატომ უშლის ვინმეს
ფოშე ცოლების შერთვას, როდესაც თავად საყვარლები ჰყავს?
მეორე ხმა: – მღვდელო, დედაკაცი ვერსად იპოვე?
სახალხო ტრიბუნებიც ხშირად ერეოდნენ ხოლმე კონვენტის
წევრების კამათში. ერთხელ, კონვენტის წევრი რუანი ადიოდა

218 მკითხველთა ლიგა


ტრიბუნაზე. კაცს ერთი კუნთი უფრო დიდი ჰქონდა მეორესთან
შედარებით და ერთმა მაყურებელმა დაუყვირა სახალხო ტრიბუ-
ნიდან: – მარჯვნივ მიიღე ეგ გამობერილიო!..
ასე თავისუფლად ექცეოდა ხალხი კონვენტს, მაგრამ ერთ
დღეს, 1793 წლის თერთმეტ აპრილს, იმისთანა ალიაქოთი ატეხა
სახალხო ტრიბუნამ, რომ თავმჯდომარემ ერთ-ერთი მათგანი
გააძევა კიდეც დარბაზიდან. იგი სიტყვას აწყვეტინებდა ყველას.
ერთხელ ამ კრებას ხანდაზმული ბუონაროტი დაესწრო. რო-
ბესპიერმა სიტყვა ითხოვა და ორი საათის განმავლობაში ენა არ
გაუჩერებია. თან დანტონს შესცქეროდა დიდი ყურადღებით. მისი
მზერა რაღაც საშიშროებას მოასწავებდა, ხანდახან კი, თუ რომე-
ლიმე მსმენელი რეპლიკას ჩაურთავდა, რობესპიერი ერთი წა-
მით მოაცილებდა თვალს დანტონს, თუმცა, მეორე წამს კვლავ
მისკენ გაურბოდა თვალი და ახლა ეს მზერა, იმ პირველ, დაჟინე-
ბულ მზერაზე უფრო საშიშად მიაჩნდა ყველას. გრგვინავდა, ცო-
ფებს ყრიდა და სიტყვას საშინელი მუქარით ასრულებდა: – ვერა-
გებსაც კარგად ვიცნობთ და ცბიერებსაც: ვიცნობთ წამბილწვე-
ლებსაც და წაბილწულებსაც; ვიცნობთ სამშობლოს მტრებსაც და
რევოლუციის მოღალატეებსაც; თანაც აქ, სულ ახლოს, ამ კრება-
ზე ბრძანდებიან ისინი; მათ ახლა ჩვენი სიტყვა ესმით. ჩვენც ვხე-
დავთ ყველას და თვალს არ ვაშორებთ; ცოტა ზემოთ რომ აიხე-
დონ, თავზემოთ, კანონის მახვილს დაინახავენ. თავიანთ სინ-
დისში რომ ჩაიხედონ, ბიწიერების მეტს ვერაფერს იპოვიან! მაშ,
ფრთხილად იყვნენ!.. – და სიტყვა რომ დაასრულა, დანტონმა
თვალები მოჭუტა, ჭერისკენ აღაპყრო მზერა, ცალი ხელი ძირს
დაუშვა, სკამზე გადაწვა და ხმადაბლა, მაგრამ ყველას გასაგო-
ნად წაიღიღინა:
„კადე რუსელი მეტად გრძლად ამბობს,
მოკლედ ვერ იტყვის, რადგან თავს იმკობს“.

219 მკითხველთა ლიგა


ლანძღვაც ხშირად ისმოდა კონვენტში.
– მოღალატევ! – სისხლით გაუმაძღარო! – კაცისმკვლელო! –
ქვეყნის მტერო! – ერთმანეთს აბეზღებდნენ ბრუტის ძეგლის წინ,
რომელიც დარბაზში იდგა. ლანძღვა, შეურაცხყოფა, მუქარა, ცო-
ფიანი თვალების ბრიალი, მუშტის მოღერება, დამბაჩისა და ხან-
ჯლის ქნევა... ცეცხლის ალში იდგა ხანდახან ტრიბუნა. ზოგი ისე
ლაპარაკობდა, თითქოს გილიოტინაზე აჰყავთო. ღელავდა ყვე-
ლა – ფელიანელები, მთიელები, ჟირონდელები, ზომიერები, ტე-
რორისტები, იაკობინელები, კორდელიერები, მღვდლები...
აი, ასეთი იყო კონვენტი!

220 მკითხველთა ლიგა


XI

ქარის ხვედრად გამხდარიყო აზრი, მაგრამ სასწაულმოქმედი


იყო ეს ქარიც.
კონვენტის წევრი იგივე იყო, რაც ოკეანის ზვირთი...
ერთი წადილი ჰქონდათ კონვენტში, რომელიც ეკუთვნოდა
ყველას, და პირადად – არავის. ეს გამოიხატებოდა ერთ იდეაში,
– დაუცხრომელსა და უსაზღვრო სურვილში, რომელიც მაღლა
ცაში ციალებდა. ამ ცაში მონავარდეს კი რევოლუცია ერქვა. ეს
იდეა რომ გაურბენდა კონვენტს, ზოგს ძირს დასცემდა, ზოგს
ამაღლებდა, ზოგს ქაფს გადაავლებდა და წალეკდა, ზოგს კი
კლდეს მიახლიდა. ამ იდეამ კარგად იცოდა, საით მიდიოდა და
თავის წინ მიაქროლებდა უფსკრულს. შეუძლებელია ადამიანს
მიეწეროს რევოლუცია, როგორც შეუძლებელია ზვირთს მიეწე-
როთ ზღვის მიქცევა და მოქცევა...
რევოლუცია რაღაც უცნობის ქმედებაა. გნებავთ, კეთილი
უწოდეთ ამ ქმედებას, გნებავთ – უკეთური. ეს იმაზეა დამოკიდე-
ბული, სად არის თქვენი იდეალი – წარსულში თუ მომავალში.
მაგრამ თვით რევოლუცია კი მის შემოქმედს მიაკუთვნეთ. რევო-
ლუცია დიადი მოვლენებისა და დიადი მოღვაწეების შეერთებულ
ქმნილებას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ განვითარე-
ბული მოვლენების შედეგია. მოვლენები ხარჯავენ და ადამიანი
იხდის ამ ხარჯს; მოვლენები ბრძანებენ, ადამიანი კი ხელს აწერს.
თოთხმეტ ივლისს ბასტილიის ციხის აღებას ხელს აწერდა კა-
მილ დემულენი;
აგვისტოს ათში – ლუი XVI-ის დაპატიმრებასა და მონარქიის
დამხობას, ხელს აწერდა დანტონი;
სექტემბრის ორს, დატყვევებულთა მოსპობას ხელს აწერდა
მარატი;

221 მკითხველთა ლიგა


სექტემბრის ოცდაერთში რესპუბლიკის დაარსებას, ხელს
აწერდა გრეგუარი;
იანვრის ოცდაერთს მეფის მოკვლას ხელს აწერდა რობეს-
პიერი;
მაგრამ დემულენი, დანტონი, მარატი, გრეგუარი და რობეს-
პიერი – ოქმის შემდგენლები იყვნენ. ყოვლად ძლიერსა და ავბე-
დით რედაქტორს ამ დიდებული ფურცლებისას აქვს თავისი სახე-
ლი – მოვლენები და თავისი ნიღაბი – ბედი. იმ რედაქტორს რო-
ბესპიერი ღმერთს ეძახდა. დიახ, რობესპიერს სწამდა ღმერთის.
რევოლუცია არის მოთხოვნილება იმ მოვლენების განვითა-
რებისა, რომლებსაც მაგრად შევუბოჭავვართ ყოველმხრივ და
რომლებსაც ჩვენ საჭიროებას ვუწოდებთ.
და რატომ ხდება ასე?.. ისმის ისტორიული კითხვა. იმიტომ, ეს
არის პასუხი იმისა, ვინც არაფერი იცის, და აგრეთვე პასუხი იმი-
სა, ვინც ყველაფერი იცის.
ეს საზარელი კატაკლიზმები აფორიაქებენ და ასულდგმულე-
ბენ ცივილიზაციას. წვრილმანების კვლევასა და ძიებას აქ დიდი
მნიშვნელობა არ აქვს. შედეგის მიხედვით რომ ვლანძღოთ მისი
შემოქმედნი, ან ვადიდოთ, იგივე იქნება, ჯამის მიხედვით რომ
ციფრებს დავუწყოთ ლანძღვა და ქება. რამაც უნდა გაიაროს, გა-
ივლის; რამაც უნდა დაქროლოს, დაქროლავს. მარადიულ სიმ-
შვიდეს კი ვერაფერს ავნებს ეს გრიგალი. რევოლუციებს ზემო-
დან დაჰყურებს ჭეშმარიტება და სამართლიანობა, როგორც
მოღრუბლულ ქვეყანას ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა.

222 მკითხველთა ლიგა


XII

აი, ასეთი იყო კონვენტი – შემოზღუდული ბანაკი ხალხისა,


რომელზეც ყველაფერს მიჰქონდა იერიში, რაც ამ ქვეყანაზე ავი
იყო და უმეცარი; აქ იდეების ლაშქარი შეკრებილიყო და გარე-
მოცვის მიუხედავად ანათებდა ქვეყნიერებას; ეს იყო აზროვნების
უსაზღვრო ბანაკი, რომელიც უფსკრულის ფერდობზე მდებარე-
ობდა... არაფერი მოიპოვება ისტორიაში ისეთი, რომ შეედრებო-
დეს ამ ჯგუფს, ერთი და იმავე დროს სენატსა და ხალხს, კრებასა
და ქუჩას, არეოპაგსა და მოედანს, სასამართლოსა და ბრალდე-
ბულს...
კონვენტს ყოველთვის ხრიდა ქარი. მაგრამ ქარი ხალხის ამო-
ნასუნთქი იყო და ხალხის კეთილდღეობისკენ ჰქონდა გეზი.
და დღეს, ოთხმოცი წლის შემდეგ, ვისაც კი წარმოუდგება კონ-
ვენტი, ვინც უნდა იყოს – ისტორიკოსი თუ ფილოსოფოსი, ღრმად
ჩაფიქრებული დარჩება დიდხანს. შეუძლებელია ჩვენი ყურადღე-
ბა არ მიიპყროს ამ აჩრდილთა წარსულმა...

223 მკითხველთა ლიგა


II – მარატი კულისებში

მეორე დღეს, დანტონთან და რობესპიერთან კამათის შემდეგ


კონვენტში მოვლენები ასე განვითარდა:
ერთი მარკიზი იყო კონვენტში, მარატის მომხრე, ლუი დე მონ-
ტო, რომელმაც შემდეგში კონვენტს კედლის საათი მიართვა მა-
რატის ქანდაკებით.
მარატი რომ შევიდა დარბაზში, შაბო ელაპარაკებოდა მონ-
ტოს:
– შენ, ეი, ყოფილო!
მონტომ თვალი გაუსწორა ამ ფრაზის მთქმელს:
– ყოფილად რატომ მიხსენიებ?
– იმიტომ, რომ იყავი და არ ხარ!
– მე?..
– ჰო, შენ! მარკიზი იყავი და ახლა არ ხარ!
– არასოდეს ვყოფილვარ!
– ერთი ამას უყურეთ!
– მამაჩემი ჯარისკაცი იყო, პაპაჩემი ფეიქარი.
– რას მიედ-მოედები, მონტო?
– მე მონტო არ ვარ.
– აბა, ვინ ბრძანდები?
– მარიბონი მქვია და მარიბონი ვარ.
– ვინც გინდა ის იყავი, რა მენაღვლება! – უპასუხა შაბომ და
ჩაიდუდღუნა თავისთვის: – ბედნიერი ის არის, ვინც მარკიზი არ
არის.
მარატი ყურადღებით უსმენდა მონტოსა და შაბოს. მისი შე-
მოსვლა კონვენტში ყოველთვის ხმაურს იწვევდა ხოლმე. ხმაური
მისგან მოშორებით იყო ყოველთვის, მის ირგვლივ კი დუმილი

224 მკითხველთა ლიგა


სუფევდა. ამ ხმაურს ყურადღებას არ აქცევდა მარატი – ეზიზღე-
ბოდა „ჭაობის ყიყინი“.
ქვემოთ, ბნელ სკამებზე კუპე დე ლ’უაზი, პრუნელო, ეპისკო-
პოსი ვილარი (შემდეგში საფრანგეთის აკადემიის წევრი), ბურ-
ტუ, პეტი, პლეშარი, ბონე, ტიბოდო, ვალდრუში ერთმანეთს თი-
თით აჩვენებდნენ მარატს.
– აი, შეხედეთ, მარატი!
– ავად ხომ არ არის?
– ეტყობა, მართლაც ასეა! ასე რომ არ იყოს, საშინაო ტანისა-
მოსით აქ არ მობრძანდებოდა.
– საშინაო ტანისამოსით?
– ჰო! ვერ ხედავთ?
– რა თავხედი კაცია!
– კონვენტში ასე დაიარება ხოლმე?
– თუკი დაფნის გვირგვინით მორთული მობრძანდა ამას წი-
ნათ, ახლა რაშია საქმე?
– სპილენძის შუბლი და ჟანგის კბილი!
– საშინაო ტანისამოსი ახალს ჰგავს.
– რისაა?
– რიპსის.
– ზოლიანი.
– წაღების ყელს შეხედეთ.
– ტყავისაა.
– არა, ვეფხვის!
– არა, ყარყუმის!
– ისიც ყალბი!
– წინდებიც რომ ჩაუცვამს!
– მარატი და წინდები?
– წაღის ყელზე ღილებს დააკვირდით!

225 მკითხველთა ლიგა


– ვერცხლის ღილები!
სხვები სკამებზე ისე ისხდნენ, თითქო მარატს ვერ ხედავენო.
იქაც საუბარი გაებათ. სანტონი ეკითხებოდა მეგობარს:
– გაიგე, დუსო?
– რა?
– ყოფილი გრაფი რბიენი?
– რომელიც ფორსში იყო ყოფილ ვილრუასთან?
– დიახ.
– ორივეს ვიცნობდი. მერე?
– ისე იყვნენ დაშინებულნი, რომ სადაც „წითელ ქუდს“ შეხ-
ვდებოდნენ, მაშინვე სალამს აძლევდნენ. ერთხელ ქაღალდიც კი
არ ითამაშეს, რადგან სათამაშო ქაღალდზე ძველებურად ხელ-
მწიფე იყო გამოსახული და დედოფალი.
– მერე?
– გუშინ დასაჯეს ორივე, გილიოტინით.
– ორივე?
– ორივე.
– ნეტავ, ციხეში როგორ იქცეოდნენ?
– ლაჩრულად.
– ეშაფოტზეც?
– პირიქით, ვაჟკაცურად.
და დუსომ ამ ფრაზით დაასრულა საუბარი:
– ზოგჯერ სიკვდილი უფრო ტკბილია, ვიდრე სიცოცხლე!
ბარერი მოხსენებას კითხულობდა. კონვენტი ვანდეას საქმეზე
ბჭობდა – ცხრაასი კაცი წასულიყო მორბიანიდან ზარბაზნით ქა-
ლაქ ნანტის საშველად. რედონს გლეხკაცები ემუქრებოდნენ.
პემბეფს გარს შემორტყმოდა მტერი. მენდრენში გემები დაცუ-
რავდნენ, რომ მტერს ჯარების გადმოსხმა არ შესძლებოდა. ინ-
გრანდიდან მორამდე ლუარის მთელი მარცხენა ნაპირი

226 მკითხველთა ლიგა


როიალისტების არტილერიით იყო გამაგრებული. პორნიკს სამი
ათასი გლეხიკაცი დაჰპატრონებოდა და – ინგლისელებს
გაუმარჯოსო! – გაჰყვიროდნენ.
სანტერის წერილი იყო მოსული კონვენტისადმი, რომელიც
ხმამაღლა წაუკითხა კრებას ბარერმა. წერილი ასე სრულდებო-
და: „შვიდი ათასი გლეხიკაცი მოადგა ვანს. მოვიგერიეთ, გავრე-
კეთ და ოთხი ზარბაზანი წავართვით“.
– ტყვეები? ტყვეები რამდენი არიან? – შეაწყვეტინა ვიღაცამ.
ბარერმა განაგრძო წერილის ბოლო სიტყვების გაჟღერება:
„ტყვეები არა გვყავს, რადგან არ ვატყვევებთ“.
მარატი ისევ ისე, უძრავად იჯდა, თითქოს ყურს არ უგდებდა
არავის; ეტყობოდა, რაღაც სხვა აწუხებდა და ახლა ამ „სხვა რა-
მით“ იყო გართული მისი გონება. ქაღალდი ეჭირა და თითებით
ნერვიულად ჭმუჭნიდა. რომ წაერთმიათ და გაეშალათ, მომო-
როს ხელით დაწერილ ბარათს ნახავდნენ, რომელიც მარატის
კითხვებზე იძლეოდა პასუხს...
„...ყოვლად ძლიერად მიაჩნიათ თავი მივლინებულ კომის-
რებს, ალბათ უფრო საზოგადოებრივი კომიტეტის კომისრებს და
ვერაფერს გავაწყობთ მათთან. ხომ თქვა ექვს მაისს კრებაზე ჟე-
ნისომ, – კომისარი უფრო ძლიერია, ვიდრე მეფეო, – მაგრამ ეს
მარტო სიტყვები იყო; საქმით კი ამათ ხელშია ადამიანის
სიკვდილ-სიცოცხლე. მასადი ანჟერში, ტრულარი სენტ-ამანდში,
ნიონი გენერალ მარსესთან, პარენი საბლის ჯარში, მილიერი
ნიორის ჯარში ნამდვილ ხელმწიფესავით მბრძანებლობენ. იაკო-
ბინელების კლუბი იქამდე გაკადნიერდა, რომ პარენს გენერლო-
ბა მისცა. გარემოება ამართლებს ყველაფერს. საზოგადოებრივი
კომიტეტის ერთ კომისარს აბუჩად ჰყავს აგდებული თვით ჯარის
მხედართმთავარიც“.

227 მკითხველთა ლიგა


მარატმა დაჭმუჭნილი წერილი ჯიბეში ჩაიდო და ნელი, დინჯი
ნაბიჯებით მიუახლოვდა მონტოსა და შაბოს, რომლებიც კვლავ
განაგრძობდნენ საუბარს და მარატის დარბაზში შესვლა ვერც კი
შენიშნეს.
– მარიბონი ხარ, თუ მონტო, გაიგონე, რას გეუბნები: ეს-ეს
არის, საზოგადოებრივი საკითხების კომიტეტიდან მოვდივარ.
– მერე რაო, რა ხდება?
– ერთი დიდებული ჩააბარეს მღვდელს, – შენ იცი და მაგანაო.
– ჰოო?
– ჰო! ისეთივე დიდებული, როგორიც შენ ხარ!…
– მე დიდებული არ ვარ, – თქვა მონტომ.
– მღვდელს ჩააბარეს.
– მღვდელს, როგორც შენ!…
– მე მღვდელი არა ვარ, – თქვა შაბომ.
და სიცილი წასკდა ორივეს.
– იგავებით ნუ მელაპარაკები. რაშია საქმე?
– აი, რაშია: ერთი მღვდელი, სახელად სიმურდენი, დანიშნეს
სრულუფლებიან დელეგატად ვიკონტ გოვენთან. ეს გოვენი მო-
წინავე ჯარის უფროსია ზღვის პირის ლაშქარში. უნდათ ისე მოაგ-
ვარონ საქმე, რომ დიდებულმა არ ივერაგოს და მღვდელმა არ
გიღალატოს.
– ამაზე ადვილი რა იქნება, – უპასუხა მონტომ, – სიკვდილი
უნდა ჩავრიოთ საქმეში.
– მეც ამიტომ მოვედი, – უცაბედად ჩაერთო მათ საუბარში მა-
რატი.
მოსაუბრეებმა უკან მოიხედეს და მარატს შეავლეს თვალი.
– დილა მშვიდობის, მარატ, – მიესალმა შაბო, – ჩვენი კრებე-
ბის ხშირი სტუმარი არ ხარ ამ ბოლო დროს.

228 მკითხველთა ლიგა


– ექიმის რჩევით დიდ დროს ვატარებ აბანოებში, – უპასუხა
მარატმა.
– ასე ძალიანაც ნუ ენდობი მაგ აბანოებს, – ურჩია შაბომ, –
სენეკა აბანოში მოკვდა.
მარატმა ჩაიცინა:
– შაბო, აქ ნერონი არ არის.
– აქ შენ ხარ! – გაისმა უკმეხი ხმა დანტონისა, რომელიც თა-
ვისი სკამისკენ მიეშურებოდა და ყური მოჰკრა მარატის სიტ-
ყვებს.
მარატი არც კი მიბრუნებულა მისკენ. მონტოსა და შაბოს შუა
ჩადგა, მათკენ დაიხარა და ჩუმად განაგრძო:
– ყური მიგდეთ! ძალიან დიდი საქმეა... ამიტომაც ვარ აქ ახ-
ლა. დღეს ერთი ახალი დეკრეტი უნდა მივაღებინოთ კონვენტს.
ჩვენში ერთ-ერთმა უნდა წარადგინოს და დაასაბუთოს საჭი-
როება ამ დეკრეტისა.
– ოღონდ მე არა! – წამოიძახა მონტომ, – მე ყურს არ მიგდე-
ბენ, რადგან მარკიზი ვარ.
– არც მე, – თქვა შაბომ, – მეც არ მიგდებენ ყურს, რადგან
მღვდელი ვარ.
– და მე... მე ყურს არ დამიგდებენ, რადგან მარატი ვარ.
სამივენი გაჩუმდნენ. მარატი კვლავ ფიქრებში ჩაიძირა. ასეთ
დროს სახიფათოც კი იყო მისთვის რაიმე კითხვის დასმა, მაგრამ
მაინც გაბედა მონტომ:
– მარატ, რა დეკრეტია, რომ ასე დაჟინებით ცდილობ კონვენ-
ტში მის გატანასა და დამტკიცებას?
– მინდა გამოვაცემინო ბრძანება, რომ სიკვდილით იქნეს
დასჯილი ყველა სამხედრო პირი, ვინც გააპარებს დაჭერილ აჯან-
ყებულს!
შაბო ჩაერია საუბარში:

229 მკითხველთა ლიგა


– ეს დეკრეტი უკვე არსებობს. აპრილის დამლევს მიიღო კონ-
ვენტმა.
– ჰოდა, ისეა დღეს საქმე, თითქოს არც კი არსებობდეს, – გა-
ნაგრძო მარატმა, – ყველგან, მთელ ვანდეაში კარს უღებენ დაჭ-
რილებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო. გაპარულთა მფარ-
ველის დაუსჯელად დატოვება ზიანს მოგვაყენებს!
– მარატ, გამოდის, რომ დეკრეტს არ ასრულებენ?
– ასე გამოდის! შაბო, მეც ის მინდა, რომ დეკრეტს ასრულებ-
დნენ.
– თანაც ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე!
– და თუ ეს ასე არ ხდება, უნდა მივმართოთ კონვენტს.
– მარატ, რა საჭიროა კონვენტი? საზოგადოებრივი საკითხე-
ბის კომიტეტიც კმარა.
– ჩვენ ჩვენსას გავიტანთ, – თქვა მონტომ, – თუ კომიტეტმა
გასცა ბრძანება, რომ დეკრეტი გამოკიდებულ იქნას ვანდეას ყვე-
ლა კომუნაში, ესე იგი, უნდა იქნას! გარდა ამისა, დეკრეტის ას-
რულების ორ-სამ კარგ მაგალითსაც ვაჩვენებთ ყველას.
– სამაგალითო უნდა იყოს ჩვენი ქმედება – „დიდი თავები“
(გენერლებისა) უნდა ავარჩიოთ.
მარატმა ჩაიბუტბუტა:
– მართალი ხარ. ესეც იკმარებს!
– მარატ, – მიმართა შაბომ, – მოდი, შენვე მოახსენე ეს მოსაზ-
რება საზოგადოებრივი საკითხების კომიტეტს.
თვალი თვალში გაუყარა მარატმა მოსაუბრეს, რაც არ იყო სა-
სიამოვნო თვით შაბოსთვისაც კი.
– შაბო, – განაგრძო შემდეგ, – ამ კომიტეტში მისვლა, რობეს-
პიერთან მისვლას გულისხმობს! მე კი, მოგეხსენება, რომ ამას
არ ვიზამ!
– მე წავალ, – თქვა უცებ მონტომ.

230 მკითხველთა ლიგა


– ძალიან კარგი! – მოიწონა მოსაუბრის გადაწყვეტილება მა-
რატმა.
მეორე დღეს ბრძანება გაგზავნეს კომიტეტში შემდეგი მოთ-
ხოვნით, რომ ყველგან ვანდეაში – ქალაქებში, დაბებსა და სოფ-
ლებში გამოეკიდათ კონვენტის დეკრეტი, რომლის თანახმადაც,
სიკვდილით დაისჯებოდა ყველა ის, ვინც დაჭერილ აჯანყებულს
და ყაჩაღს გააპარებდა, ან ხელს შეუწყობდა მის გაპარვას; ბრძა-
ნებას თან ახლდა შენიშვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უპი-
რობოდ ყოფილიყო ასრულებული ეს დეკრეტი.
ეს პირველი ნაბიჯი იყო. კონვენტი იძულებული გახდა, უფრო
შორსაც წასულიყო. რამდენიმე თვის შემდეგ (1793 წლის 11 ნო-
ემბერს), როდესაც ქალაქმა ლავალმა კარი გაუღო გამოქცეულ
ვანდეელებს, კონვენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაენგრი-
ათ და მიწასთან გაესწორებინათ ქალაქი, რომელიც თავშესა-
ფარს მისცემდა აჯანყებულებს.
ევროპელი მეფეებიც არ ცხრებოდნენ და ბრაუნშვეიგის მანი-
ფესტით გამოაცხადეს, რომ დახვრეტილ იქნებოდა ყველა ფრან-
გი, ვისაც ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში იარაღი აღმოაჩნდებო-
და, და გარდა ამისა, პარიზი აღგვილი იქნებოდა მიწისაგან პირი-
სა, თუ გაბედავდნენ და მეფეს ავნებდნენ რამეს. მანიფესტი გა-
ხიზნულების შთაგონებით იყო შედგენილი პრინც ორლეანის
მმართველის, მარკიზ ლენონის მიერ.
დიდებული მხეცები თანასწორობისთვის მებრძოლი ხალხის
წინააღმდეგ...

231 მკითხველთა ლიგა


მესამე ნაწილი – ვანდეა

232 მკითხველთა ლიგა


წიგნი პირველი

I – ტყეები

უღრანი ტყეებით შემოსილიყო იმ დროს ბრეტანი. ვანდეა


მღვდლების მიერ სულდგმულ აჯანყებას წარმოადგენდა. ამ აჯან-
ყებას ხელს უწყობდა ტყე და მას ეხმარებოდა სიბნელე.
შვიდი „შავი“ ტყე იყო აქ: ფუჟერის ტყე, რომელიც დოლიდან
ავრანშისკენ მიმავალ გზას ჭრის; საკმაოდ დიდი პრენსის ტყე –
ხევებითა და მდინარეებით მდიდარი – თითქმის მიუვალი ბენო-
ნის მხრიდან, მაგრამ ადვილად გასაკვლევი კონკორნესკენ, რო-
მელიც მეფის მომხრეების დაბას წარმოადგენდა; რენეს ტყე, სა-
დაც კარგად ისმოდა ქალაქის ახლოს მდებარე სამწყსოების რეს-
პუბლიკური განგაში. სწორედ ამ ტყეში დაამარცხა პუიზემ ფოკა-
რი; მაშკულის ტყე, რომელშიც შარეტი, ვანდეელების ერთ-ერთი
მეთაური იყო გამაგრებული; გარნაშის ტყე, რომელიც ტრე-
მუალების, გოვენებისა და როჰანების საკუთრებას წარმოადგენ-
და; და ბროსელიანდის ტყე, რომელიც ალებს ეკუთვნოდა;
ერთ დიდებულ ბრეტანს ჰქონდა მინიჭებული წოდება „შვიდი
ტყის ბატონისა“ – ეს იყო ვიკონტი დე ფონტენე, პრინცი ბრეტანი-
სა.
დიახ, არსებობდნენ ბრეტანელი პრინცებიც, გარდა საფრან-
გეთის პრინცებისა. როჰანები ბრეტანელი პრინცები იყვნენ. გარ-
ნიე დე სენტი კონვენტში გაკეთებულ თავის მოხსენებაში ასე ახა-
სიათებდა პრინც ტალმონს: „ეს კაპე ყაჩაღებისა, მეფე მენისა და
ნორმანდიისა“.

233 მკითხველთა ლიგა


ბრეტანული ტყეების ისტორია 1792-დან 1880 წლამდე ცალკე
შეიძლება იქნას გამოყოფილი და ვანდეელების ბრბოს აჯანყებას
ლეგენდად შეიძლება დაერთოს.
ისტორიას თავისი სიმართლე აქვს, ლეგენდას – თავისი. ლე-
გენდარული სიმართლე ზღაპარია, რომელსაც სინამდვილე მოს-
დევს შედეგად. ბოლოს და ბოლოს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ
ისტორიასაც და ლეგენდასაც...
შეუძლებელია სრული შეგნება ვანდეელების ბრძოლისა, თუ
ლეგენდამ არ შეავსო ისტორია; საერთოსთვის საჭიროა ისტო-
რია, და წვრილმანებისთვის – ლეგენდა.
უნდა ითქვას, რომ ღირსი იყო ამის ვანდეა. ამ ხეპრეების
ბრძოლამ, თანაც ასე ბრწყინვალემ, სამარცხვინომ და თანაც სა-
ხელოვანმა, დააწყლულა საფრანგეთი და თანაც დიდება შესძინა
მას. ვანდეა წყლულია საფრანგეთისა და ასევე არის მისი დიდე-
ბა.
ადამიანის ცხოვრებაში დგება ხოლმე ხანდახან გაუგებრო-
ბის, ხვალინდელი ამოუცნობი დღის ამოხსნის დრო, და ამ ამო-
ცანის ამოხსნას ბრძენი სინათლით ისწრაფვის, უვიცი –
წყვდიადით, ძალმომრეობითა და ბარბაროსობით. ფილოსოფო-
სი ყოყმანობს რამის თქმას, რადგან მხედველობაში აქვს ის
არეულობა, რომელიც ბუნებრივი შედეგია ამ ამოცანისა. ცხოვ-
რების მიერ აღძრულ ამოცანებსაც თავისი ჩრდილი აქვთ, რო-
გორც ღრუბელს.
ვანდეას აჯანყების გასაგებად საჭიროა ორი მოურიგებელი
ძალის არსებობის გახსენება – ერთი მხრივ ეს არის საფრანგე-
თის რევოლუცია, და მეორე მხრივ ბრეტანელი გლეხკაცი. პირ-
ველი, ეს არის შეუდარებელი მოძრაობა, რომელიც დიდი ძა-
ლით, ცივილიზაციის ბრაზით ემუქრებოდა წარსულის ყველა სი-
კეთეს, რომელიც გაშმაგებული სისწრაფით ცდილობდა განათ-

234 მკითხველთა ლიგა


ლების, უსაზღვრო და მიუწვდომელი სათნოების მიღწევას, და
მეორე – ტყის ნადირი – ტლანქი და თავისებური, ეს უმანკო თვა-
ლის და გრძელი თმის ადამიანი, რძითა და წაბლით მკვებავი,
რომელსაც თავისი ქოხის, თავისი ღობისა და თავისი ორმოს
იქით არაფერი ენახა არასდროს. მეზობელ სოფლებს ზარის ხმით
ცნობდა, წყალს მხოლოდ სასმელად ხმარობდა, ტანზე აბრეშუ-
მის ძაფით ამოქარგული გამხმარი ტყავი ეცვა, ისევე აჭრელებუ-
ლი, როგორც მისი წინაპარი კელტები იჭრელებდნენ პირისახეს.
თაყვანს სცემდა თავის ჯალათს – ბატონს, ლაპარაკობდა
„მკვდარ“ ენაზე, ერეკებოდა თავის ხარებს, ლესავდა ნამგალს,
მარგლავდა, სწამდა წმინდა მარიამი, ალი და მაჯლაჯუნა, ღვთის-
მოშიში იყო საკურთხევლისა და ასევე მინდორში ამართული
საიდუმლო ქვის წინაშე. მიწის მუშა იყო სოფელში, მეთევზე –
ზღვის პირას, ქურდულად მონადირე ბატონის ტყეში; ის იყო ხეპ-
რე, რომელსაც უყვარდა თავისი მეფეები, თავისი ბატონები, თა-
ვისი მღვდლები, თავისი ტილები; ჩაფიქრებული იდგა, ხშირად
უძრავად მდგომი უდაბური ზღვისპირეთის ქვიშნარზე და უსმენ-
და ზღვის ხმაურს.
დაუყენეთ ერთმანეთს რევოლუცია და ვანდეა და ბრძანეთ:
განა შეიძლებოდა ბრწყინვალე სინათლე მიეღო ამ ბრმას?

235 მკითხველთა ლიგა


II – ხალხი

ორი სახსარი აქვს გლეხის ცხოვრებას – მიწა, რომელიც აც-


ხოვრებს და ტყე, რომელიც მალავს.
რა წარმოადგენდა იმ დროის ბრეტანული ტყე? ეს იყო ტყე-
ქალაქი! არაფერი იყო იმაზე მიყრუებული და ველური, როგორიც
ეს წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეები, რომელიც ნამდვილად იმსა-
ხურებდა და ამართლებდა სახელს – „სამეფო უძრაობისა და დუ-
მილისა“; ერთი შეხედვით, არაფერი იყო ასე განშორებული ადა-
მიანისაგან და ასეთი სამარისებური; მაგრამ რომ არსებულიყო
იმისთანა ძალა, რომ ერთი დაკვრით, ელვასავით სწრაფი დაკ-
ვრით, ძირს დაეცა ეს ტევრი, უცბად მრავალი ხალხი გამოჩნდე-
ბოდა ამ უდაბურ ტყეში.
ორმოებით იყო სავსე იქაურობა – ვიწრო, მრგვალი ორ-
მოებით; რომელიც ზემოდან ქვებითა და ხის ტოტებით იყო დაფა-
რული და ძირს ეშვებოდა. იქ კი, პატარა სიღრმეზე, ძაბრივით გა-
ნივრდებოდა, ჰორიზონტალურ მიმართულებას იღებდა და შე-
დიოდა პატარა, ბნელ ოთახში; აი, რა პოვა კამბიზმა ეგვიპტეში
და ვესტერმანმა ბრეტანში. ეგვიპტეში ეს ქვესკნელი უდაბნოში
იყო, ბრეტანში კი – ტყეში; ეგვიპტის ქვესკნელში მხოლოდ ადა-
მიანის ძვლები ეყარა. ბრეტანის ქვესკნელში კი ცოცხალი ადა-
მიანი იმალებოდა.
მისდონის ტყის მიდამოებში მრავლად იყო გათხრილი მსგავ-
სი ტალანი და ბუზივით ირეოდა იქ მიმალული ხალხი; „დიდი ქა-
ლაქი“ ერქვა ამ სამალავს. ერთ ადგილას ნახავდით კიდეც
ასეთს, სხვა „ორმოს“, რომელიც ზემოდან ასევე უდაბური, მაგ-
რამ შიგნით ხალხით სავსე იყო; მას „მეფის მოედანს“ უწოდებ-
დნენ.

236 მკითხველთა ლიგა


უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ მიწაში ბრეტანში, ალბათ,
იმ დროიდან, როდესაც ადამიანი ადამიანს გადაემტერა. დათვის
ბუნაგებითა და ქვემძრომების სოროებით იყო სავსე მიწა ხეების
ძირში. დრუიდების დროიდან უნდა იყოს ეს „ორმო“ არსებული.
ზოგი ამ „სამარეთაგანი“ ისეთივე ძველი იყო, როგორიც აყუდე-
ბული კლდის აკლდამა-დოლმენები. ამ ქვესკნელში დათარე-
შობდა ლეგენდარული დევიც და ისტორიული საშინელებაც – გა-
ლების მამად წოდებული ღმერთი ტევტატუსი, ცეზარი, ჰოელი,
ნეომენი, ჟოფრუა ინგლისელი, ალენ-ხელ-რკინა, პიერ მოკლე-
რი, ფრანგი ბატონი დე-ბლუა, ინგლისელი ბატონი მონფორები,
მეფეები და პრინცები, ცხრა ბარონი ბრეტანისა, დღესასწაულის
მსაჯულები, ერთმანეთის სისხლისმსმელი ნანტელი და რენელი
გრაფები, ყაჩაღები, ავაზაკები, ვაჭრები, რენე მეორე, ვიკონტ დე
როჰანი, მეფის მოხელეები, „გულკეთილი პრინცი დეშონი“, რო-
მელმაც ქალბატონი სევინიეს ფანჯრებთან დაადგმევინა სახ-
რჩობელა გლეხკაცების დასასჯელად...
მეთხუთმეტე საუკუნეში ბატონების მიერ ხალხის ჟლეტა, მე-
თექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში სარწმუნოებრივი ომები,
მეთვრამეტე საუკუნეში – ოცდაათი ათასი ძაღლი დაგეშილი
ადამიანზე მეძებრად და სანადიროდ...
ამისთანა ვაი-ვაგლახს თუ გაუძლო ხალხმა, მხოლოდ იმი-
ტომ, რომ გადაწყვიტა და მოახერხა დამალვა – ხან ტროგლოდი-
ტები იმალებოდნენ, კელტებს რომ გადარჩენოდნენ, ხან კელტე-
ბი, რომ რომაელებს გადარჩენოდნენ; ბრეტანელები რომ ნორ-
მანებს გადარჩენოდნენ, ჰუგენოტები რომ კათოლიკეებს გადარ-
ჩენოდნენ, მარილის კონტრაბანდად მზიდავნი, რომ მეფის საბა-
ჟოს გადარჩენოდნენ...
და გადარჩენა დამალვით შეიძლებოდა, ჯერ ტყეში, შემდეგ კი
მიწისქვეშა ხვრელებში. ნადირივით მოიქცა ადამიანი...

237 მკითხველთა ლიგა


აი, სადამდე მიჰყავს ერი მტარვალობას! ორი ათასი წლის
განმავლობაში ამ ყურმოჭრილ მონას ბატონისას ზედ აწვა სის-
ხლის ღვრა, ფეოდალიზმი, ფანატიზმი, ხარჯი და გადასახადი,
აწამებდა უბედურს, ტყავს აძრობდა მათ, და ისიც უკვე ძალამიხ-
დილი და სასოწარკვეთილი, უფრო და უფრო ღრმად ძვრებოდა
მიწაში და ცოცხლად იფლობდა თავს...
შიშმა აღშფოთება იცის და ბრეტანელებს შიშით სავსე ჰქონ-
დათ გული, როდესაც რევოლუციამ იფეთქა. დასამალავად მზად
ჰქონდათ ტყეებში გათხრილი საფრები და აიშალა, აჯანყდა ბრე-
ტანი. მჩაგვრელად ეჩვენა რევოლუცია და შეშინებული აღშფო-
თებით შეებრძოლა თავის განმათავისუფლებელს...

238 მკითხველთა ლიგა


III – ადამიანისა და ტყის ერთობა

ბრეტანის ტყეებს ისევ მიმართა ხალხმა და ისევ გამოიყენა


აჯანყებაში, როგორც ადრე აკეთებდა ამას, როცა გაჭირვების ჟა-
მი დგებოდა...
მიწა ტყის ძირში გათხრილი იყო ყველა მიმართულებით –
ხვრელებით, ტალანებით, ოთახებით, საფრებით. პატარა, უსი-
ნათლო სენაკებში ხუთი-ექვსი კაცი იმალებოდა. სუნთქვა ეკვრო-
დათ, ჰაერი არ ჰყოფნიდათ.
არსებობს ცნობები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი
გახდა „გლეხკაცთა აჯანყების“ სურათის აღდგენა:
ილ-ე-ვილენში, პერტრის ტყეში, ტალმონის პრინცის თავშესა-
ფარში, ადამიანის ხმას ვერ გაიგებდით. კვალი კი არა, ნაფეხუ-
რიც არსად ჩანდა, და ექვსი ათასი კაცი კი იმალებოდა მათი მთა-
ვარსარდლის, ფოკარის მეთაურობით;
მორბიგანში, მელაკის ტყეშიც, არსად ჩანდა ადამიანი, მაგ-
რამ აქ კიდევ უფრო მეტს, რვა ათას კაცს მოეყარა თავი.
ამ ორ ტყეში გავლა საშინელების მომასწავებელი იყო – ზე-
მოდან ტკბილი წალკოტი, ქვემოდან კი მიუვალი საფარი, დიდი
ჯარით სავსე ლაბირინთი, რომლიდანაც ისევე სწრაფად გამო-
დიოდა ხალხი, როგორც გაჟღენთილი ღრუბლიდან წყალი, თუ
ზედ ფეხს დაადგამდნენ. ბუმბერაზის ფეხი დაადგა რევოლუციამ
ბრეტანის წყვდიადს და ძველ საფარში ჩარეკა სამოქალაქო ომის
ამტეხი ხალხი.
უხილავი ბატალიონები მიწის ქვეშ შეყუჟულიყვნენ. ზემოთ
რესპუბლიკის ჯარები ტრიალებდნენ, მიწაში, ტყის ქვეშ ვან-
დეელები; უცაბედად, მოულოდნელად ამოდიოდნენ ქვემოდან
და, თუ საჭირო იყო, უცბადვე ქრებოდნენ, თითქოს მიწამ ჩაყლა-
პაო; საკვირველი უნარი ჰქონდათ: ყველგან იყვნენ, მაგრამ უხი-
239 მკითხველთა ლიგა
ლავად; ზვავივით მოდიოდნენ, მტვრის ნაწილაკებივით იფანტე-
ბოდნენ; ბუმბერაზი იყო ეს ხალხი, დევი იყო, როდესაც იბრძოდა
და ჯუჯა, როდესაც იმალებოდა. თხუნელასავით მოხერხებულ
ვეფხვებს ჰგავდნენ.
ტყეს ჭალა ეხმარებოდა. როგორც ქალაქს გარს ახვევია სოფ-
ლები, ისე ტყეებს შორის ჭალები იყო ყველგან და თვით ტყეშიც
გაუვალი ბუჩქნარი. ტყე ჭალით თავდებოდა და ჭალითვე უერ-
თდებოდა სხვა ტყეს. ძველებური სასახლეები მოჩანდა ყველგან
თავისი ციხეებითა და გალავნებით, სოფლებში კი – ქოხები, თა-
ვისი შემოგარენით, რომლებიც ხაფანგად დახვდებოდა მტერს;
სოფლის გარეთ მდებარე სახლები თავისი რუებით, გათხრილი
ეზოებითა და ჩრდილოვანი ხეივნებით ცალ-ცალკე დაგებული
მახე იყო, რომლებშიც, ბოლოს და ბოლოს, ჩაცვივდნენ რესპუბ-
ლიკის ჯარები.
ტყეები, ციხეები, სოფლები, ყველა საბრძოლველად იყო მომ-
ზადებული და ამ ყველაფერს, ერთად აღებულს, ვანდეას ტევრს
ეძახდნენ.
მისდონის ტყის შუაგულში მოჩანდა დიდი ტბა; ეს ტყე ჟან შუ-
ანს ეკუთვნოდა, აჯანყებული მაიანსელების წინამძღოლს; იყო
ჟანის ტყე, რომელიც ტაილფერს ეკუთვნოდა; გუჟ-ლე-ბრუანი
ჰუისერის ტყეს მართავდა; იყო ბურგოს ტყეც. აქ წინამძღოლად
ბატონი ჟაკი ჰყავდათ. ის უცნაური კაცი, რომლის საიდუმლო და-
ღუპვას ჟუვარეელის მიწურში ჯერაც არ მოჰფენოდა ნათელი;
იყო შორის ტყე, სადაც თავი ისახელებს პიმუსმა და პტიპრენსმა;
შატონეველი ჯარი იერიშით რომ გადმოდიოდა ვანდეელებზე,
ორივენი ჩაერივნენ ბრძოლაში – შეცვივდებოდნენ რესპუბლი-
კელებში, აიტაცებდნენ გრენადერს და მიჰქონდათ თავისიანებ-
თან; იყო ოლნის ტყე, საიდანაც თვალს ადევნებდნენ რენიდან
ლავალისკენ მიმავალ გზას; გრაველის ტყე, რომელიც ბურთის

240 მკითხველთა ლიგა


თამაშში მოიგო პრინცმა დე-ლატრემუალმა; ლორჟის ტყე, რო-
მელშიც შარლ დე-ბუიარდი მეფობდა ბერნარ დე-ვილნევის შემ-
დეგ; ბანიარის ტყე, ფონტენეისთან ახლოს, სადაც ლესკურმა
საბრძოლველად გამოიწვია შალბო, დურონდეს ტყე, რომელსაც
ოდესღაც ერთმანეთს ედავებოდნენ ალენ ლე-რედრუ და ჰერის-
პუ, შარლ ლე-შოვის შვილი; კროკლუს ტყე – ზღვის ნაპირთან ახ-
ლოს, სადაც კოკერი ტყავს აძრობდა ტყვეებს; კრუა-ბატაილის
ტყე, რომელშიც ჰომერულად ლანძღეს ერთმანეთი ჟამბ-დ-
არჟარმა და მორიერმა; სოდრეს ტყე, რომელშიც პარიზელების
ბატალიონი შესულიყო მტრის საძებნელად, და კიდევ სხვა მრა-
ვალი...
ზოგან ამ ტყეებსა და ჭალებში მიწაში ტალანებისა და ოთახე-
ბის გარდა (რომლებიც გარს ერტყნენ წინამძღოლის სენაკს),
ბუჩქნარსა და ხეების დაშვებულ ტოტებში ჩამალულ პატარა და-
ბალ ქოხებსაც შენიშნავდით, რომელიც უცხო თვალისგან დაფა-
რული იყო. მისდონის ტყეში სახელი გაეთქვა ბუჩქებში ჩამალულ
ორ მოსახლეობას; ერთი ტბასთან ახლოს იყო, ლორიერი, და
მეორე სენტ-უენ-ლეტუას მხარეს, სახელად რუდე-ბო.
ქალები ქოხებში ცხოვრობდნენ და კაცები მიწურებში. ომი
იყო და ომის საწარმოებლად პირვანდელ მღვიმეებსაც იყენებ-
დნენ და კელტების მიერ გათხრილ საფრებსაც. მიწაში შეყუჟულ
კაცებს საჭმელს ქალები უზიდავდნენ. ისეც ხდებოდა, რომ შიმში-
ლით იხოცებოდნენ „დავიწყებული“ კაცები; მაგრამ ასე
უხეიროები იღუპებოდნენ, რომლებიც ორმოდან ამოძრომას ვერ
ახერხებდნენ. მიწურში ჩასასვლელ ორმოს ისე ოსტატურად ფა-
რავდა ხის ტოტებითა და ხავსით გაკეთებული სარქველი, რომ
გარედან შეუძლებელი იყო მისი პოვნა და ქვემოდან კი ძალიან
ადვილი იყო სარქვლის ახდაც და დახურვაც. თხრილიდან ამო-
ღებულ მიწას მაშინვე ტბაში ყრიდნენ. სენაკში ძირიც და კედლე-

241 მკითხველთა ლიგა


ბიც ხავსით იყო დაფარული. ამგვარად მორთულ მიწურს სოროს
ეძახდნენ.
დიდი განსაცდელის წინ უნდა მდგარიყვნენ, რომ ასეთ ქვეს-
კნელებში ჩაემალათ ხალხი, და დიდი სიფრთხილე უნდოდა იქი-
დან ამოძრომასაც. მიწიდან ამოსული კაცი უეჭველად გადაეყრე-
ბოდა ტყეში მიმავალ მტრის ჯარს;
შემზარავი იყო ეს ტყეები თავისი ბუნებით – ორპირი მახე:
ლურჯები ვერ ბედავდნენ შიგნით შესვლას, თეთრები ვერ ბედავ-
დნენ იქიდან გამოსვლას.

242 მკითხველთა ლიგა


IV – მიწურში ცხოვრება

გული ელეოდა ადამიანს ამ სოროში, ტყის ნადირის ბუნაგი-


ვით რომ იყო მოწყობილი. მოიწყენდა, ვეღარ მოითმენდა და
ხანდახან, ღამით, გაბედავდა ამოსვლას. ერთს მეორეს მიჰყვე-
ბოდა, მეორეს მესამე... გავიდოდნენ ახლომდებარე ქვიშნარზე
და გაჩაღდებოდა ცეკვა, ხანდახან კი ლოცულობდნენ დროის მო-
საკლავად.
ზაფხულში, მკის დრომ რომ მოაწია, უფრო მეტად უნდოდათ
ადამიანებს ქვესკნელიდან ამოძრომა. ყველაზე მეტად კი მენე-
ლებს, რომლებსაც მკის დღეობაზე წასვლა ენატრებოდათ. ზოგი
იმდენად მოხერხებული იყო, ბედავდა „ცოცხლებში“ გარევას.
ტრანშ-მონტანი ამბობს, – დენისი ქალის ტანისამოსს იცვამდა
და ისე მიდიოდა ლავალის თეატრში, დატკბებოდა კომედიით და
ღამის ისევ თავის სოროს უბრუნდებოდაო.
ხანდახან ამოსწევდნენ ხოლმე ქვემოდან თავისი ორმოს სარ-
ქველს ადამიანები და ყურს უგდებდნენ, – ბრძოლის ხმა ხომ არ
ისმისო. ყურით ცნობდნენ ბრძოლის მიმდინარეობას: რესპუბ-
ლიკელები მწყობრად ისროდნენ თოფს, მეფის მომხრენი –
არეულად. ეს იყო მათი ნიშანი: თუ უცბად შეწყდებოდა მწყობრი
სროლა, დამარცხებულები იყვნენ ვანდეელები; თუ არეული
სროლა ნელ-ნელა შორდებოდა იქაურობას, გამარჯვება ვან-
დეელების იყო. თეთრები ყოველთვის მისდევდნენ დამარცხე-
ბულს, ლურჯები კი არა, რადგან მათ წინააღმდეგ იყო ეს ქვეყანა.
კარგად იცოდნენ ომის ვითარება მიწაში ჩამალულმა მეომ-
რებმა. არაფერი იყო იმაზე სწრაფი, როგორც ვანდეელების მიერ
ერთმანეთისადმი ცნობების გადაცემა. თავადვე დაანგრიეს ყვე-
ლა ხიდი, თავადვე მოსპეს ჩქარმავალი ეტლები, მაგრამ მიუხე-
დავად ამისა, მაინც ახერხებდნენ ცნობების გაცვლა-გამოცვლას.
243 მკითხველთა ლიგა
საჯინიბოები ჰქონდათ ტყესა და სოფელში დამალული და შიკრი-
კები ჰყავდათ ყველგან.
გზად რომ მიეხეტებოდა კაცი და ხეპრე, გაუთლელი გლეხი
რომ გეგონებოდათ, სწორედ ასეთს დაჰქონდა ტელეგრამები
აქეთ-იქით.
საერო კრების ერთი წევრი, ბოეტიდუ, რესპუბლიკის პასპორ-
ტებს აძლევდა ყველას, მთელ ბრეტანში სასიარულოდ; ახალშე-
მოღებული პასპორტის ბლანკები ჰქონდა მთელი საპალნე უეც-
რად გამოჩენილი მათი მომხრის გვარის ჩასაწერად. ხელს უმარ-
თავდა ყველას, ვისაც კი დასჭირდებოდა მისი დახმარება...
პუიზე ამბობს, – ოთხასი ათასმა კაცმა მაინც იცოდა მათი
საიდუმლო და ერთიც არ ერია მათში გამცემი.
დიდი ქვეყანა იყო ვანდეა, რომლის საზღვარი სამხრეთით
საბლიდან ტუარამდე გაშლილიყო, აღმოსავლეთით – ტუარიდან
სომურამდე და ტუეს წყლამდე, ჩრდილოეთით – ლუარი ეკრაა,
დასავლეთით – ოკეანე, და ისე იყო მოწყობილი საქმე, თითქოს
ამ საზღვრებს ერთადერთი საერთო ნერვი ჰქონოდა ცენტრში.
უსწრაფად, თვალის დახამხამებაში მოედებოდა ხოლმე მთელ
ქვეყანას საჭირო ცნობა ნუარმუტიედან ლუსონამდე. ლუეს ბა-
ნაკმა ყოველთვის კარგად იცოდა, კურა-მარინოს ბანაკის გეგმე-
ბის შესახებ და პირიქით. იტყოდით, ფრინველები ეხმარებიანო.
ჰოში წერდა, – ისე იციან ყველაფერი, თითქოს ტელეგრაფი
ჰქონდეთო.
თემებად იყვნენ დაყოფილნი, ისევე როგორც შოტლან-
დიელები და თავისი სამხედრო წინამძღვარი ჰყავდა ყველა სამ-
წყსოს...

244 მკითხველთა ლიგა


V – ომიანობა

ბევრს შუბის გარდა სხვა იარაღი არ ჰქონდა. ბევრს კი სანადი-


რო თოფი ამშვენებდა. საკვირველი მსროლელები იყვნენ. უც-
ნაური მებრძოლნი – საზარელნი და თანაც უშიშარნი. დეკრეტი
რომ მიიღეს, – სამასი ათასი კაცი გამოიყვანეთ სამხედრო სამსა-
ხურისთვისო, – ექვსასმა სოფელმა ერთდროულად დარეკა გან-
გაშის ზარი, თითქოს ხანძარი მოსდებოდათ და ერთიანად ალში
ყოფილიყო გახვეული მთელი ქვეყანა.
ერთსა და იმავე დღეს აჯანყდნენ პუატუ და ანჟუ. მაგრამ ისიც
უნდა ითქვას, რომ პირველი გრგვინვა ჯერ კიდევ 1792 წელს გა-
ისმა ვანდეაში, მკათათვის ათს, ერთი თვის წინათ მონარქიის
დამხობამდე, სახელდობრ, კერბადერში. დღეს დავიწყებული
ალენ რედელერი, წინამორბედი იყო ლაროშ-ჟაკლენისა და ჟან
შუანისა. მეფის მომხრენი ძალას ატანდნენ ხალხს და ჯარში უკ-
რავდნენ თავს ყველას, ვისაც კი იარაღის ხმარება შეეძლო და
სიკვდილით სჯიდნენ იმას, ვინც არ დაემორჩილებოდა ბრძანე-
ბას; ართმევდნენ ხალხს საქონელს, ურმებს, სანოვაგეს...
აჯანყების დაწყებისთანავე საპინოს სამი ათასი კაცი ჰყავდა,
კატელინოს – ათი ათასი, სტოფელს – ოცი ათასი. შარეტს ნუარ-
მუტიეს კუნძული ეკავა, ვიკონტმა დე-სკეპომ აშალა ზემო ანჟუა,
რაინდმა დიეზიმ – ვილენისა და ლუარის შუა მხარე, ტრისტანლ-
ერმიტმა – ქვემომანი, დალაქმა გასტონმა – ქალაქი გემენე და
მღვდელმა ბერნიემ – სხვა დანარჩენი. ბევრი არაფერია საჭირო
ასეთი მრავალრიცხოვანი ხალხის ასაჯანყებლად. მღვდელს,
რომელმაც ერთგულება შეჰფიცა რევოლუციას, დიდ შავ კატას
ჩაუსვამდნენ ხოლმე საყდარში და წირვის დროს გამოუშვებ-
დნენ, როცა ხალხით სავსე იყო საყდარი. – ეშმაკია, ეშმაკი! –
ყვიროდა ხალხი და აჯანყებას ეხმარებოდა დიდი და პატარა.
245 მკითხველთა ლიგა
ლურჯების საჟლეტად და ხეებზე სახტომად გრძელი კეტები
(ხალი) ჰქონდათ ვანდეელებს – შეუდარებელი იარაღი მტრის
წინააღმდეგ გამოსაყენებლად, და თუ საჭირო იყო, მტრისგან გა-
საქცევად. რაც უნდა გაცხარებული ყოფილიყო ბრძოლა, გლეხე-
ბი, რომლებიც იერიშით მიდიოდნენ რესპუბლიკელებზე, თუ სად-
მე ჯვარს დაინახავდნენ, ან საყდარს, მუხლს მოიყრიდნენ მაშინ-
ვე და ლოცვას ამბობდნენ იმ დროს, როცა ზუზუნი გაჰქონდათ
ტყვიებს; კრიალოსნით თვლიდნენ ლოცვას, ამის შემდეგ კი ზეზე
წამოიჭრებოდნენ და ვინც მოწინააღმდეგის ტყვიას გადაურჩებო-
და, ცოფიანივით ეცემოდა მტერს. სწორედ რომ დევებივით იყ-
ვნენ! გარბოდნენ და თან თოფს ტენიდნენ; მეტად გამოცდილები
იყვნენ ამ მხრივ. გულწრფელად სწამდათ ყველაფერი, რასაც კი
მღვდელი ეტყოდათ. თოკს მოუჭერდნენ მღვდლები ერთ-ერთ
თავისიანს, აუწითლებდნენ კისერს და შემდეგ ხალხს აჩვენებ-
დნენ და ამბობდნენ – გილიოტინით მოკლეს ღვთისმოსავი და
აღდგა მკვდრეთითო!..
რაინდული პატიოსნებით აღსავსე იყო ეს ხალხი; დიდ პატივს
სცემდნენ ფესკს, რესპუბლიკის ჯარისკაცს, რომელმაც ხელიდან
არ გაუშვა დროშა, თუმცა სხეული მთლად დასერილი ჰქონდა და
ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა შეუჩერებლად.
მეომრები ხუმრობითა და ოხუნჯობითაც გამოირჩეოდნენ და
რესპუბლიკის მომხრე ცოლიან მღვდლებს უნიფხვოებს ეძახ-
დნენ.
თავიდან ძალზე შეშინდნენ ზარბაზნის ხილვისას, მერე კი მის-
ცვივდნენ თავიანთი კეტებით და ხელთ იგდეს ეს საშინელი ცეც-
ხლისმფრქვევი. ჯერ ერთი ბრინჯაოს ზარბაზანი წაართვეს რეს-
პუბლიკელებს (რომელსაც „მისიონერი“ დაარქვეს), შემდეგ კი-
დევ ერთი, რომელზეც რიშელიეს გერბი და ღვთისმშობელი იყო
ამოტვიფრული. ამ მეორეს „მარი-ჟანა“ უწოდეს. როცა რესპუბ-

246 მკითხველთა ლიგა


ლიკელებმა ფონტენეი წაართვეს, იქვე დაკარგეს ზარბაზნებიც,
რომლის დასაცავად ექვსასმა გლეხკაცმა გასწირა თავი. შემდეგ
თვითონ დაიპყრეს ფონტენეი, უკანვე დაიბრუნეს ზარბაზნები და
დროშებითა და ყვავილებით მორთეს. გზად შემხვედრ ქალებს
ეუბნებოდნენ – ემთხვიეთ „წმ. მარი-ჟანას“. მაგრამ რას ეყოფო-
დათ ორი ზარბაზანი? „მარი-ჟანა“ სტოფლემ წაიღო; კატელინო
დაეცა ჟალიეს და ხელთ იგდო მესამე ზარბაზანი; ფორე იერიშით
მივიდა სენ-ფლორანზე და მეოთხეც მოიპოვა; ორი სხვა წინამ-
ძღვარი – შუპი და სენ-პოლი – უფრო მოხერხებულნი აღმოჩ-
ნდნენ – ხის ზარბაზნები გააკეთეს, გვერდზე მეზარბაზნის ტანი-
სამოსით თოჯინები დააყენეს და ამ არტილერიით (რომელიც გუ-
ლიანად აცინებდა ვანდალებს), მარკილამდე უკან დაახევინეს
ლურჯებს. ეს იყო დრო გამარჯვებისა...
შემდეგ კი, როცა შალბომ მარსონიერი დაამარცხა, გლეხკა-
ცებმა ბრძოლის ველზე თავისდა სამარცხვინოდ დატოვეს ინ-
გლისიდან მიღებული ოცდათორმეტი ზარბაზანი. მაშინ ინგლისი
ფულით ეხმარებოდა საფრანგეთის პრინცებს.
ნანსია წერდა 1704 წლის 10 მაისს, რომ ინგლისი ფულს უგ-
ზავნიდა საფრანგეთის დიდებულთ, რადგან პიტი, ინგლისის
მთავრობის მეთაური და რევოლუციის მოსისხლე მტერი, დაარ-
წმუნეს, რომ ამაში დასაძრახი არაფერი იყო;
მელინე წერდა 31 მარტის პატაკში, – აჯანყებულები სულ იმას
გაიძახიან, – გაუმარჯოს ინგლისსო! ჯერ ძარცვას ვერა ბედავ-
დნენ გლეხები, თუმცა მიუხედავად ღვთის შიშისა, ქურდობას არ
თაკილობდნენო;
„თავის ბიწიერება აქვს ველურს და ამ ბიწიერებით სარგებ-
ლობს ჩვენი ცივილიზაცია, – წერდა პუიზე, – რამდენჯერმე გადა-
ვარჩინე დაბა პლელანი გაძარცვასო. მონფორში არ შევედი,

247 მკითხველთა ლიგა


გარს შემოვუარე, რადგან გაიძარცვებოდა იაკობინელების სახ-
ლებიო“.
შოლე აიკლეს და შალანსაც იგივე ბედი ეწია. გრანვილი რომ
გაძარცვეს, ვილდეს შეესივნენ. იაკობინელების ბრბოს წარმო-
მადგენელს უწოდებდნენ იმას, ვინც რესპუბლიკას მიემხრო, და
დედაბუდიანად ხოცავდნენ. სისხლის ღვრა უყვარდათ, როგორც
ჯარისკაცებს, და ძარცვა, როგორც ყაჩაღებს. საუკეთესო გასარ-
თობად მიაჩნდათ ბურჟუების დახვრეტა.
ერთმა ვანდელმა მღვდელმა, ბარბოტენმა, ფონტენეიში ხმა-
ლი დაჰკრა მოხუცებულს და შუაზე გააპო. მეორემ კი სენ-
ჟერმენში თოფით მოკლა კომუნის პროკურორი და საათი
ამოაცალა ჯიბიდან. მაშკულში რიგრიგობით ხოცავდნენ რესპუბ-
ლიკელებს, ოცდაათამდე კაცს ყოველდღე, ხუთი კვირის განმავ-
ლობაში; დასახვრეტად დამწკრივებულებს კრიალოსანს ეძახ-
დნენ. ორმოს პირას დააყენებდნენ, ზურგით ორმოსკენ და ასე
ხვრეტდნენ. დახვრეტილები და დაჭრილები ორმოში ცვიოდნენ;
მკვდარსა და ცოცხალს ერთად აყრიდნენ მიწას; ჟუბერს, ოლქის
თავმჯდომარეს ხელები მოახერხეს; ლურჯ ტუსაღებს საგანგე-
ბოდ გაკეთებულ, მჭრელ ბორკილს ადებდნენ;
შარეტმა, რომელიც ასე აწერდა ხელს – „ძმობა! რაინდი შა-
რეტი“, და რომელსაც თავზე მარატის მსგავსად ჰქონდა თავსახ-
ვევი გაკრული და წარბამდე ჩამოფხატული, დაწვა ქალაქი პურნი
და ცოცხლად ამობუგა ქალაქის მცხოვრებნი თავ-თავიანთ სახ-
ლებში.
ამ დროს კი საშინელებას სჩადიოდა კარიე, რომელმაც თავი-
სი ავკაცობით შეარცხვინა რესპუბლიკა. ტერორმა ტერორი გა-
მოიწვია. ვანდეელების ლაშქარში ას ორმოცდათოთხმეტი დივი-
ზია ირიცხებოდა, რომელთაც მოკლე ტყავის მოსასხამი ემოსათ,

248 მკითხველთა ლიგა


თოფი ჰქონდათ მხარზე გადაკიდებული და გალიფე შარვალი ეც-
ვათ.
წესისამებრ აწარმოებდნენ ბრძოლას. ბრესუირს გარს შემო-
ერტყნენ და სამი დღე ჰყავდათ ქალაქი დამწყვდეული. წითელ პა-
რასკევს ათი ათასი გლეხი მიადგა ქალაქ საბლს და წითლად გა-
ვარვარებული ყუმბარის სროლა დაიწყეს. ერთ დღეს რესპუბლი-
კელების თოთხმეტი ბანაკი აიკლეს მონტინედან კურვილამდე.
ტუარში ასეთი დიალოგი გაისმა მაღალ კედელთან:
– კარლ!
– ბატონო!
– შენი მხარი, რომ ამ კედელზე ავძვრე.
– ინებეთ.
– შენი თოფი.
– ინებეთ.
აძვრა ლაროშ-ჟაკლენი კედელზე, გადახტა ქალაქში და ვან-
დეელებმა კიბის დაუხმარებლად აიღეს ის ციხესიმაგრე, რომელ-
საც ამაოდ ებრძოდა დუგესკნელი.
ოქროზე ძვირად აფასებდნენ ვანდეელები ზარბაზნის ყუმბა-
რას. ტიროდნენ, როდესაც ისე შორს იყვნენ, რომ თავიანთ სამ-
რეკლოს ვეღარ ხედავდნენ. უკან დახევა და გაქცევა ჩვეულებად
ჰქონდათ; საჭირო იყო წინამძღვრის ბრძანება – გადაყარეთ ფეხ-
საცმელი, გაუფრთხილდით თქვენს თოფებს!.. თოფისწამალი
რომ შემოაკლდებოდათ, რესპუბლიკელების საჭურველს მიესე-
ოდნენ ლოცვით და იარაღით; მტრის მოახლოებისას, თუ დაჭრი-
ლები ჰყავდათ, ყანებში მალავდნენ, ან მაღალ გვიმრებში, და
ბრძოლა რომ მინელდებოდა, მაშინვე დაჭრილების დასახმარებ-
ლად გარბოდნენ. ერთნაირი სამხედრო ტანისამოსი არ ჰქონ-
დათ. ზედვე შემოაცვდებოდათ, რაც ეცვათ; გლეხი იყო თუ დიდე-
ბული, ყველა ძონძებში დაიარებოდა, სადაც რას იშოვიდნენ,

249 მკითხველთა ლიგა


იმას იცვამდნენ. როჟე მულინეს რაღაც ყაუხი ეხურა თავზე, დელა
ფლეშის თეატრის ტანსაცმლის განჯინიდან წამოღებული; რაინდ
ბოვილეს ბრალმდებლის ხალათი ეცვა და ვანდეურ სელის ქუდ-
ზე ქალის ქუდი წამოემხო. ყველას თეთრი ყელსახვევი და ქამარი
ერტყა; ხარისხი კვანძებით განირჩეოდა. სტოფლეს წითელი
კვანძი ამშვენებდა, ლაროშჟაკლენს – შავი; ვიემფენი ტყავის სა-
ხელურებით დადიოდა;
აჯანყებულებში ქალებიც ერივნენ: ლესკურის ცოლი, რომე-
ლიც შემდეგში ლაროშჟაკლენის მეუღლე გახდა; ტერეზა მო-
ლიენი, ლა-რუერის საყვარელი, რომელმაც სამწყსოების წინამ-
ძღოლების სია დაწვა; ლაროშფუკოს ცოლი, ყმაწვილი, ლამაზი
ქალი, რომელიც ხმალამოღებული აგროვებდა გლეხკაცებს პუი-
რუსსოს სასახლის ციხესთან; და ანტუანეტა ადამსი, რაინდ ადამ-
სად წოდებული, იმდენად პატივცემული მტერთაგანაც კი, რომ
ტყვედ დაჭერილი ფეხზე მდგომი დახვრიტეს, როგორც კარგი
ვაჟკაცი.
საზარელი იყო ეს ეპიკური დრო. გაცოფებული იყო ხალხი.
ლესკურის ცოლი განზრახ მიერეკებოდა თავის ცხენს იქითკენ,
სადაც დაჭრილი რესპუბლიკელები ეყარნენ ბრძოლის ველზე;
მკვდრები არიანო, იძახდა, თუმცა დაჭრილებიც იქვე იყვნენ. ხან-
დახან ისეც ხდება, რომ კაცი უღალატებდა საქმეს, ქალი კი არა-
სოდეს.
წინამძღოლი ხშირად ისეთივე უვიცი იყო, როგორიც ჯარისკა-
ცი. ზოგი მათგანი ანბანს ძლივს არჩევდა. ერთმანეთი ეჯავრებო-
დათ უფროსებს; ქვემომხარელებს არაფრად მიაჩნდათ ზემომხა-
რელები. ცხენოსანი ჯარი ცოტა ჰყავდათ და ძნელიც იყო მისი
შედგენა. პიუზე წერდა: „სიხარულით მაძლევს კაცი თავის ორ
შვილს და უარზე არის, თუ ერთი ცხენი ვთხოვე, თუმცა რამდენი-
მე ჰყავს“. კეტი, შუბი, ცული, ნამგალი, თოფი – ახალი და ძველი,

250 მკითხველთა ლიგა


ხანჯალი, შამფური, ლურსმნებიანი კომბალი, – აი, ვანდეელების
იარაღი. ზოგ მათგანს მკერდზე ჯვარედინად ჰქონდა მიმაგრებუ-
ლი მკვდარი ადამიანის ორი ძვალი... საშინელი ყვირილით
შეესეოდნენ ხოლმე მტერს. მოულოდნელად გაჩნდებოდნენ
ყველგან, უცაბედად გამოხტებოდნენ ხოლმე ტყიდან, ბორცვის
უკანა მხრიდან, ხევიდან – ხან ჯგუფად, ხან გაფანტულად, – ებ-
რძოდნენ, ხოცავდნენ მოწინააღმდეგეს და შემდეგ სადღაც გაქ-
რებოდნენ უკვალოდ. რესპუბლიკის მომხრენი დაბაში რომ გაივ-
ლიდნენ, მოჭრიდნენ ხოლმე „თავისუფლების ხეს“, დაჩეხდნენ,
ცეცხლს წაუკიდებდნენ და გარს უვლიდნენ ცეკვით. მტრისთვის
მოულოდნელი იყო ვანდეელების საქციელი. ვანდეელებმა კარ-
გად იცოდნენ, რომ თავდაპირველად მტერს ძალისმიერი მეთო-
დით კი არ უნდა გაუსწორდე, არამედ შიშის ზარი უნდა დასცეო.
ამიტომაც იყო, რომ ხშირად მთელი დღის სავალს ჩუმად, ხმის
ამოუღებლად გაივლიდნენ, მოსაღამოებულზე ერთად შეჯგუფ-
დებოდნენ, წინამძღოლები თათბირს გამართავდნენ და ხვალინ-
დელ დღეზე იმსჯელებდნენ – თუ სად და როგორ დასცემოდნენ
მტერს. მეორე დილით, გამთენიისას კი გატენიდნენ თოფებს,
წაიდუდუნებდნენ „მამაო ჩვენოს“ და...

251 მკითხველთა ლიგა


VI – მიწის სული ერთვის ადამიანს

აჯანყებულთა რიცხვი, სულ მცირე, ხუთასი ათასი იქნებოდა, –


კაცი, ქალი და მოზარდები... „ნახევარი მილიონი მებრძოლი“, –
ამ რიცხვს ასახელებს ტუფენ დე ლარუერი. აჯანყებულებს ფედე-
რალისტებიც ეხმარებოდნენ. ვანდეას თანაუგრძნობდა აგრეთვე
ჟირონდაც. ლა ლოზერმა ოცდაათი ათასი კაცი გაგზავნა ბოკაჟ-
ში. რვა ოლქი შეთანხმებულიყო – ხუთი ბრეტანში და სამი ნორ-
მანდიაში. ქალაქ ევრსა და კანს აჯანყებულების საბჭოში თავის
წარმომადგენლად შომონი ჰყავდათ, ქალაქისთავი, და გარდემ-
ბა დიდებულნი; ბიზო, გორსა და ბარბარუ – კაენში, ბრისსო – მუ-
ლენში, შასანი – ლიონში, რაბო სენტ-ეტიენი – ნიმში, მეილანი
და დუშატელი ბრეტანში, – ყველა იმას ცდილობდა, რომ მთელ
საფრანგეთს მოსდებოდა ეს ხანძარი.
ორი ვანდეა იყო ამ ბრძოლაში: დიდი ვანდეა, რომელიც ტყით
იბრძოდა, და პატარა, რომელსაც ჭალაში გაემაგრებინა თავისი
პოზიციები. ამაში მდგომარეობდა შარეტსა და ჟან შუანს შორის
განსხვავება. პატარა ვანდეა გულუბრყვილო იყო, დიდი –
ცბიერი; პატარა სჯობდა. დიდვანდელი შარეტი შემდეგში მარკი-
ზი გახდა, მეფის ლაშქრის გენერალი და წმ. ლუის ჯვრის მფლო-
ბელი; ჟან შუანი კი ჟან შუანად დარჩა. შარეტს ყაჩაღის სული ედ-
გა, ჟან შუანს – რაინდისა.
დიდსულოვანი წინამძღოლები – ბონშანი, ლესკური, ლაროშ-
ჟაკლენი – შეცდნენ. უაზრო და უსაფუძვლო იყო კათოლიკეების
დიდი ლაშქრის ჩამოყალიბება; ფუჭი იყო ეს ცდა და ასეც აღმოჩ-
ნდა. წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რა საშინელი იქნებოდა პარი-
ზისკენ მიმავალ გლეხკაცთა გრიგალი, პანტეონის დასანგრევად
გაერთიანებული სოფლები, ბეცი, გაუთლელი ბრბოს იერიში გო-
ნებრივ ბრწყინვალებაზე... ლემანმა და სავენემ აღკვეთეს ეს უაზ-
252 მკითხველთა ლიგა
რობა. შეუძლებელი იყო ვანდეელებისთვის მდინარე ლუარის
გადალახვა. ბევრი რამ შეეძლო ვანდეას, მაგრამ ახლა ნაბიჯსაც
კი ვერ გადადგამდა. სამოქალაქო ომმა დანდობა არ იცის. რაინ-
ზე გადასვლა ადიდებს კეისარს, სახელს უხვეჭს ნაპოლეონს;
ლუარაზე გადასვლა ღუპავს ლაროშჟაკლენს.
ვანდეა ძლიერი მხოლოდ ვანდეაში იყო. შინ რომ არის ვანდე-
ლი, კონტრაბანდასაც ეზიდება, მიწასაც ამუშავებს, ჯარისკაციც
არის, მწყემსიც, მონადირეც და მეცხვარეც; გლეხიც არის, მნა-
თეც, ყაჩაღიც; ნამდვილი ტყის ნადირია...
ლაროშჟაკლენი აქილევსი იყო, ჟან შუანი ცვალებადი პრომე-
თე.
დამარცხდა ვანდეა. სხვაგან გაიმარჯვა აჯანყებამ, შვეიცა-
რიაში, მაგალითად. აჯანყებული შვეიცარიელი, იმით განსხვავ-
დება ტყიური ვანდელისგან, რომ თითქმის ყოველთვის საბედის-
წერო გავლენას ახდენს მათზე მათი სამშობლო. შვეიცარიელი
იდეალისთვის იბრძვის, ვანდეელი ცრუმორწმუნეობისთვის. ერ-
თი ციალებს, მეორე ცოცავს. ერთი კაცობრიობისთვის იღვწის,
მეორე მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ერთს თავისუფლება
ენატრება, მეორეს თავისი სორო. ერთი კომუნას იცავს, მეორე
სამწყსოს! – კომუნა! კომუნა! გაჰყვირის მორას გმირებთან ერ-
თად მთელი შვეიცარია. ერთს ციცაბო კლდეები ახვევია და ხევ-
თა უფსკრული, მეორეს კი ქვიშნარი. ერთი დიდებული ჩანჩქერის
შვილია, მეორე ჭაობად მდგარი წყლისა, რომელიც ციების მეტს
არაფერს იძლევა; ერთს ცა ახურავს თავზე, მეორეს – დაბურული
ტყე. ერთი მზის სხივებშია მოქცეული, მეორე სიბნელეში.
მთა მიუვალი ციხეა, ტყე კი – საფარი. ერთი ვაჟკაცობას გვა-
ვალებს, მეორე მახის დაგებას. ძველები ღმერთებს მთის მწვერ-
ვალზე უდგამდნენ ტახტს, და ღმერთკაცებს (სატირებად წოდებუ-
ლებს) ჭალაში. სატირი ველური იყო, ღმერთის სახელი ჰქონდა,

253 მკითხველთა ლიგა


თვითონ კი მხეცი გახლდათ. თავისუფალ ქვეყნებს აქვთ აპენინი,
ალპი, პირენე, ოლიმპი... ვილჰელმ ტელს თუ უშველა, მხოლოდ
მონბლანის მთამ.
დიდი ბრძოლა წარმოებდა და წარმოებს გაუნათლებლობისა
და სიბეცის წინააღმდეგ, რომლითაც გამოირჩევიან ინდიური
პოემები, და ამ უსაზღვრო ბრძოლას თავიდან ბოლომდე აშუქებს
ჰიმალაის მთა... საბერძნეთს, ესპანეთს, იტალიასა და შვეიცარი-
ას მთა ასახიერებს; კიმერიას, გერმანიასა და ბრეტანს – ტყე...
ტყე კი ბარბაროსია.
ბევრ რამეს „ურჩევს“ ადამიანს დედამიწა და უფრო ხშირია კა-
ცის ბრალი, ვიდრე გვგონია. ხანდახან, საშინელება რომ ეწევა
დედამიწისას, გაგვივლის ფიქრად, რომ გავამართლოთ ადა-
მიანი და ბრალი დავდოთ ბუნების უხიაგობას... უდაბნო უარყო-
ფითად მოქმედებს ადამიანის სინდისზე, მეტადრე, გაუნათლებე-
ლი ადამიანის სინიდისზე. სინდისი შეიძლება დიდებული იყოს, –
იგი ქმნის იესოსა და სოკრატეს, მაგრამ სინდისი შეიძლება დაკ-
ნინებულიც იყოს და სწორედ ამან შექმნა სისხლით გაუმაძღარი
ატრე და იუდაც. დაკნინებული სინდისის მქონე, ადვილად გარ-
დაიქცევა ქვემძრომად: დაბურული ტევრი, უღრანი ტყე-
ბუჩქნარი და ტოტებქვეშ არსებული ჭაობი, ავბედითად მოქმე-
დებს ადამიანზე, რომელიც თავისდა უნებურად განიცდის მათ
საიდუმლო გავლენას – ოპტიკური ლანდები, აუხსნელი მირაჟი,
დროისა და ადგილის აღრევა... ეს ყველაფერი ადამიანს ნახევ-
რად სარწმუნოებრივ, ნახევრად მხეცურ საშიშროებაში აგდებს,
რომელიც მშვიდობიანობის დროს ცრუმორწმუნეობას ქმნის და
აღშფოთების დროს კი გამხეცებას. ლანდს უჭირავს ის მაშხალა,
რომელიც გზას უნათებს სისხლისმღვრელს...
ყაჩაღობაშიც არის რაღაც თავისებური თრობა. სასწაულმოქ-
მედ ბუნებას ორმაგი გავლენა აქვს ადამიანზე: გონებას უნათებს

254 მკითხველთა ლიგა


და უგუნურებას ახშობს. როდესაც უვიცი, გაუნათლებელია ადა-
მიანი, როდესაც ლანდიანია უდაბნო, მარტოობის წყვდიადი ერ-
თვის გონების წყვდიადს. აქედან გამომდინარე კი უფსკრული
ღრმავდება ადამიანის სულში. აი, სწორედ ეს კლდეები, ხევი, ჭა-
ლა, პატარა ველები და უდაბური ტყე (უმეტესწილად საღამო
ჟამს) ახელებს და ამხეცებს ადამიანს. შეიძლება ითქვას, რომ
მრავლად მოიპოვება ბოროტებით სავსე ადგილები ბუნებაში...
რამდენი რამ ნახა, ტრაგიზმით სავსე, დაბურულმა ბორცვმა,
რომელსაც ბენიონსა და პლელანის შორის უდევს ბინა! ფართოდ
გაშლილი ჰორიზონტი სულს უდგამს საზოგადოებრივ აზროვნე-
ბას, ვიწროდ შემოფარგლული კი – კერძოობითსა და პირადს.
ამიტომაც არის, რომ გულით დიდებული ადამიანები, ხშირად
გონებით სუსტნი არიან. ასეთი იყო ჟან შუანიც...
ქვეყანა! სამშობლო! – ამ ორი სიტყვით ამოიწურება ვან-
დეელების მიერ წარმოებული მთელი ომი – ბრძოლა კერძო აზ-
რისა საზოგადოებრივთან და ბრძოლა გლეხკაცებისა პატ-
რიოტებთან...

255 მკითხველთა ლიგა


VII – ვანდეამ ბოლო მოუღო ბრეტანს

დიდი ხნის განმავლობაში იყო მოჯანყე ბრეტანი. ყოველთვის


მართალი იყო ეს ქვეყანა, როცა კი აჯანყებულა (ამ ორი ათასი
წლის განმავლობაში და უკანასკნელად კი მტყუანი გამოდგა;
რომ ჩავუკვირდეთ ბრეტანის ბრძოლას, ვნახავთ, რომ რევოლუ-
ციას ებრძოდა თუ მონარქიას, რესპუბლიკის წარმომადგენლებ-
სა თუ ძველი მთავრობის მოხელე პრინცებს, ასიგნატებსა თუ მა-
რილის ბაჟს, და ვინც უნდა ყოფილიყვნენ მებრძოლნი – ნიკოლა
რაპენი, ფრანსუა დე ლა ნუ, კაპიტანი პლუვიო და ქალბატონი ლა
გარნაში, თუ სტოფლე, კოკერო და ლეშანდიე დე პიერვილი, რო-
ჰანების დროს მეფის მოწინააღმდეგენი თუ ლაროშჟაკლენის
დროს მეფის მომხრენი), ამ ბრძოლას საფუძველი ყოველთვის
ერთი ჰქონდა – კერძო ებრძოდა საზოგადოებრივს.
ტბა იყო ეს ძველი მხარე. სირბილი ეზარებოდა ამ მძინარე
წყალს; ქარი რომ დაუბერავდა, ვერც აცხოველებდა მას, მხო-
ლოდ გაღიზიანებას თუ გამოიწვევდა მისას.
– დადექ! – უბრძანებდა ოკეანე დედამიწას, ბარბაროსობა კი
განათლებას.
ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა კი რამე ბიძგს მისცემდა ამ
ქმედებას ცენტრი, პარიზი! ვისგანაც უნდა ყოფილიყო ეს ბიძგი –
მეფისგან თუ რესპუბლიკისგან, დესპოტიზმის გასაძლიერებლად
თუ თავისუფლების დასამყარებლად ქმნილი, მაინც ახალი იყო
ბრეტანისთვის და ისიც ყალყზე დგებოდა, – თავი დაგვანებეთ!
რა გინდათ ჩვენგან? რას ჩაგვციებიხართ? – და წამოიშლებოდა
ჭაობი.
ჭალა კი თავის თოფებს მოიმარჯვებდა ხოლმე და იღვრებოდა
სისხლი. ყოველი ჩვენი ცდა, ყველა ჩვენი საშუალება კანონმდებ-
ლობითა და სწავლით ბრეტანის გულის მოსაგებად, ჩვენი ენციკ-
256 მკითხველთა ლიგა
ლოპედია, ჩვენი ფილოსოფია, ჩვენი ნიჭი, ჩვენი დიდება მიუღე-
ბელი შეიქმნა ხეპრეებისთვის. ბაზუგის განგაში ემუქრება საფ-
რანგეთის რევოლუციას, ფაუს ქვიშნარი იარაღს ისხამს სახალ-
ხო კრების საწინააღმდეგოდ და ჰო-დეპრეს ზარი ომს უცხადებს
ლუვრის ციხეს...
გულისამაჩუყებელი შეცდომა იყო ვანდეელების აჯანყება.
საშინელი აღტაცება, ბუმბერაზების ბრძოლა, საზღვარს გადა-
ცილებული თავგანწირვა, რომელსაც წილად ხვდა ერთადერთი
სიტყვა დაეტოვებინა მხოლოდ ისტორიისთვის – „ვანდეა“, –
სიტყვა ბრწყინვალე, მაგრამ საგლოვი! თავგანწირული შორს
მყოფთათვის, თავდადებული ეგოიზმისთვის.
ერთია მთელი მისი წარსული, – უსაზღვრო ვაჟკაცობით ემსა-
ხურება თავის დამმონებელს! ერთია მთელი ომი ვანდეელებისა,
– იბრძვიან დაუფიქრებლად, უვიცად, უგეგმოდ, უმიზნოდ, უწი-
ნამძღოლოდ, უპასუხისმგებლოდ.
ასე იბრძვის ვანდეა და ამით გვაჩვენებს, რომ შეიძლება მე-
ტად თავნება იყოს ადამიანი, მაგრამ სრულიად უძლური. ვანდეა
რაინდია და თან ველური; სინათლის წინააღმდეგ ბნელების
მოაჯირის ამგები; ის, ვინც დაუღალავად, დიდი ხნის განმავლო-
ბაში მამაცურად ებრძვის ჭეშმარიტებას, სამართლიანობას, გა-
ნათლებასა და თავისუფლებას. რვა წლის სისხლის ღვრა, თოთ-
ხმეტი ოლქის აოხრება, ყანების გათელვა, სოფლების დაწვა, ქა-
ლაქების ნგრევა, სახლების აკლება, ქალებისა და ბავშვების
ხოცვა, ცეცხლის ალი და ბასრი ხმალი, უარყოფა განათლებისა
და სასოება ბატონ პიტისა და ინგლისისა – ასეთი იყო ეს ომი, შე-
უგნებელი გმობა თავის სამშობლოსი...
მაგრამ მაინც პროგრესს ემსახურებოდა ვანდეა: ამ ბრძოლამ
ცხადყო იმის მოთხოვნა, რომ ყოველმხრივ შეგვეღწია და გაგ-
ვეცნო ძველი ბნელეთი ბრეტანისა, სინათლის სხივმოსილი ის-

257 მკითხველთა ლიგა


რებით გაგვეჭრა მისი დაბურული ტყე და დამყაყებული ჭაობი,
რათა იქაც სინათლე შეგვეტანა...
უბედურება ეწევა ხანდახან ქვეყანას, მაგრამ ესეც კი სასარ-
გებლო ნაყოფია მომავალი თაობის გამოსაკვებად...

258 მკითხველთა ლიგა


წიგნი მეორე – სამი ბავშვი

I – PLUS QUAM CIVILIA BELLA6

მეტად წვიმიანი გამოდგა 1792 წლის ზაფხული და მეტად ცხე-


ლი 1793 წლის ზაფხული. სამოქალაქო ომის გამო ბრეტანში
მთლად წამხდარიყო გზები. მაგრამ გაჭირვება იყო თუ ზაფხულის
მშვენიერება, გაუვალ გზებზე მაინც დადიოდა ხალხი. ოღონდ
მშრალი იყოს მიწა და უგზოდაც გაივლის კაცი.
მკათათვე იყო. ერთ მშვენიერ საღამოს, მზის ჩასვლიდან და-
ახლოებით ერთი საათის შემდეგ, ავრანშის მხრიდან მომავალი
ცხენოსანი მიადგა კრუა-ბრანშარის პატარა სამიკიტნო „პონ-
ტორსონის“ შესასვლელს, რომლის კარზეც მსხვილი ასოებით
ეწერა: „კარგი სიდრით გაისველეთ ყელი“.
მგზავრს გრძელი წამოსასხამი ეცვა, იმდენად გრძელი, რომ
ცხენის გავას ფარავდა. თავზე განიერი ქუდი ეხურა, სამფერკო-
კარდიანი, რაც საშიში უნდა ყოფილიყო ამ ჩასაფრებულებით
სავსე ქვეყანაში, რადგან ბევრისთვის სანატრელ მიზნად ითვლე-
ბოდა რესპუბლიკის ნიშანი. წამოსასხამი შეკრული ჰქონდა, მაგ-
რამ მაინც მოუჩანდა წელზე შემორტყმული სამფერა სარტყელი
და ორი დამბაჩა. დროდადრო ხმლის ბოლოც იელვებდა ხოლმე
წამოსასხამიდან.
ცხენის ფეხის ხმაზე კარი გააღო მიკიტანმა. ხელში ფარანი
ეჭირა. უკვე ბინდდებოდა, გარეთ ჯერ სინათლე იყო, სახლში კი
ბნელოდა.
მიკიტანი კოკარდას დააცქერდა და ჰკითხა:

6 უფრო დიდი, ვიდრე სამოქალაქო ომი (ლათ.).

259 მკითხველთა ლიგა


– აქ ჩამოხტებით, მოქალაქევ?
– არა.
– აბა, სად მიბრძანდებით?
– დოლში მივდივარ.
– ავრანში დაბრუნდით, ან აქ დარჩით, პონტორსონში.
– რატომ უნდა დავრჩე?
– იმიტომ, რომ დოლში იბრძვიან.
– ჰოო! – წარმოთქვა ცხენოსანმა.
შემდეგ უბრძანა:
– შვრია აჭამეთ ჩემს ცხენს.
მიკიტანმა გამოიტანა პატარა ვარცლი, შიგნით ჩაყარა შვრია
და აღვირი ახსნა ცხენს.
საუბარი განახლდა.
– რეკვიზიციის არის, მოქალაქევ, ეს ცხენი?
– არა.
– თქვენია?
– დიახ. მე ვიყიდე და კარგი ფასიც მივეცი.
– საიდან მობრძანდებით?
– პარიზიდან.
– პირდაპირ ჩვენკენ?
– არა.
– მე ის ვიცი, რომ გზები გადაკეტილია, თუმცა, ფოსტა არ გა-
ჩერებულა.
– დიახ ალანსონამდე. ალანსონიდან ცხენით მოვდივარ.
– ეეჰ! ხვალ-ზეგ იქნებ ფოსტაც აღარ იყოს საფრანგეთში! ცხე-
ნები ვერ გვიშოვია. მამასისხლად ფასობს სამასფრანკიანი ცხე-
ნი. ახლა თივა იკითხეთ და შვრია! ფოსტის უფროსი ვიყავი სო-
ფელში და ხედავთ, მიკიტნად ვიქეცი. ათას სამას ცამეტი ვიყავით

260 მკითხველთა ლიგა


ფოსტის მოხელე და ორასმა თავი დაანება სამსახურს. თქვენ, მო-
ქალაქევ, ახალი ტარიფით მოგზაურობდით?
– დიახ, პირველ მაისს რომ შემოიღეს.
– ოცი სუ ფოსტიდან ფოსტამდე ეტლით, თორმეტი სუ კაბ-
რიოლეტით, ხუთი სუ ფურგონით. ეს ცხენი ალანსონში იყიდეთ?
– დიახ.
– დღეს მთელი დღე გზაში ხართ?
– ინათა და წამოვედი.
– გუშინაც?
– და გუშინწინაც.
– ალბათ, დონფრონზე გამოიარეთ, მორტენზე.
– და ავრანშანზე.
– ჰოდა, დამიჯერეთ, მოქალაქევ, დაისვენეთ. ძალიან დაღ-
ლილი უნდა იყოთ თქვენცა და თქვენი ცხენიც.
– ცხენს აქვს დაღლის უფლება, ადამიანს კი არა.
და ხელახლა დააცქერდა მასპინძელი თავის სტუმარს. დარ-
ბაისელი კაცი იყო ცხენოსანი, მშვიდი, მკაცრი, ჭაღარა წვერ-
ულვაში ამშვენებდა.
მიკიტანმა თვალი გადაავლო გზას. კაცის ჭაჭანება არსად
იყო. მერე ჰკითხა:
– და ასე მარტო დადიხართ?
– მცველი თან მყავს.
– სად არის?
– ჩემი ხმალი და დამბაჩა.
წყალი გამოიტანა მიკიტანმა, ცხენს დაუდგა, თან სტუმარს
შესცქეროდა და ფიქრობდა, – დავიფიცებ, რომ გაკრეჭილი
მღვდელია.
მგზავრმა ჰკითხა:
– რა თქვით წეღან, დოლში ბრძოლა არისო?

261 მკითხველთა ლიგა


– დიახ, სწორედ ახლა უნდა დაწყებულიყო.
– მერე ვინ არიან ეს მებრძოლები?
– ყოფილი ბატონი ყოფილი ბატონის წინააღმდეგ.
– რაო? რა თქვით?
– მე ის მოგახსენეთ, რომ ყოფილი ბატონი, რომელიც რეს-
პუბლიკას მიემხრო, ებრძვის ყოფილ ბატონს, რომელიც მეფის
ერთგული დარჩა.
– და მეფე რომ აღარ არის?
– ის პატარა ხომ არის, ბატონიშვილი! უცნაური ისაა, ერთმა-
ნეთს რომ ებრძვიან ყოფილები, ახლო ნათესავები არიან.
ყურადღებით უსმენდა მგზავრი. მიკიტანმა განაგრძო:
– ერთი ჭაბუკია, მეორე მოხუცებული. პატარა ძმისშვილი ებ-
რძვის დიდ ბიძას. ბიძა მეფის მომხრე გახლავთ, ძმისშვილი –
პატრიოტი. ბიძა თეთრი ჯარით იბრძვის, ძმისშვილი – ლურჯით.
აჰ, არ დაინდობენ ერთმანეთს, მერწმუნეთ! ან ერთი მოკვდება,
ან მეორე, ნახავთ.
– არ დაინდობენ ერთმანეთს?
– არა, მოქალაქევ, არა! გნებავთ გაჩვენოთ, რა თავაზიანი ქა-
თინაურებით ამკობენ ერთმანეთს? აი, ბატონო, ბიძის განცხადე-
ბა. როგორღაც ახერხებს მოხუცებული და, სადაც კი გაიხედავს
კაცი, ყველგან მისი განცხადებაა გაკრული, ყველა სახლსა და
ყველა ხეზე. აი, ჩემს კარსაც რგებია თავისი წილი.
მასპინძელმა კარისკენ მიმართა თავისი ფარანი, რომელზეც
თეთრი ქაღალდი იყო მიკრული და ზედ მსხილი ასოებით ეწერა
შემდეგი:
„მარკიზ დე ლანტენაკი თავის ძმისშვილს, ბატონ ვიკონტ გო-
ვენს: თუ ღმერთი შემეწია და ხელთ ვიგდე ღვთისა და სამშობ-
ლოს მტერი – ჩემი ძმისშვილი, მაშინვე მოვაკვლევინებ ჩემს შე-
მარცხვენელს“.

262 მკითხველთა ლიგა


– და, აი, ბატონო, თუ გნებავთ, პასუხიც.
მიბრუნდა და ფარანი ახლა მეორე განცხადებისკენ მიმართა.
მგზავრმა წაიკითხა:
„გოვენი აფრთხილებს ლანტენაკს, რომ დაახვრეტინებს თუ
დაიჭირა“.
– გუშინ, – განაგრძო მიკიტანმა, – ლანტენაკის განცხადება
იყო მიკრული ჩემს კარზე; დღეს კიდევ მეორეც დამხვდა, რომ ავ-
დექი. პასუხის დაგვიანება არ სცოდნია გოვენს.
მგზავრმა ჩუმად, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, მაგრამ
მიკიტნის გასაგონად წარმოთქვა სიტყვები, თუმცა მან კარგად
ვერ გაიგო ნათქვამის აზრი:
– საშინელებაა! სამშობლოში კი არა, ოჯახში არის ბრძოლა!
რა გაეწყობა, დაე მოხდეს, რაც მოსახდენია. ალბათ, ამ ფასად
შეიძლება ხალხის გადახალისება.
თვალს ვეღარ აშორებდა მეორე განცხადებას, მაგრამ ეჩქა-
რებოდა და გამოეთხოვა მიკიტანს.
გამომშვიდობების ნაცვლად მიკიტანმა შემდეგი სიტყვები უთ-
ხრა მგზავრს:
– უნდა მოგახსენოთ, მოქალაქევ, რომ ცოტა არ იყოს საშიშია
თქვენი მოგზაურობა. ქალაქსა და დიდ დაბებში რევოლუციის
მომხრენი, სოფლებში კი რევოლუციის მტრები არიან; ან, სხვა-
ნაირად რომ ვთქვათ, ქალაქში ფრანგები ვართ და სოფელში –
ვანდეელები. ამ ომში ბურჟუა ებრძვის გლეხს. ისინი ჩვენ გაქნი-
ლებს გვეძახიან, ჩვენ მათ – როყიოებს ვეძახით. დიდებულები და
მღვდლებიც მათკენ არიან.
– ყველა არა, – შეაწყვეტინა მგზავრმა.
– ცხადია, ყველა არა, რადგან სწორედ აქ ებრძვის ვიკონტი
მარკიზს.
მერე თავისთვის წაიბურტყუნა:

263 მკითხველთა ლიგა


„და ვიცი, რომ მღვდელს ველაპარაკები“.
მგზავრმა ჰკითხა:
– მერე რომელი სჯობნის?
– აქამდე ვიკონტი სჯობნიდა, მაგრამ დიდი გაჭირვებით. ბებე-
რი მგელია მარკიზი. გოვენის შთამომავალნი არიან ორივე,
აქაური დიდებული ბატონებისა. ორ შტოდ არის დაყოფილი ეს
გვარი. მთავარი შტოს წარმომადგენელი გახლავთ მარკიზ დე
ლანტენაკი; მეორე, მომცრო შტოს წარმომადგენელია ვიკონტი
გოვენი. და დღეს ერთმანეთს ებრძვის ერთი გვარის ეს ორი შვი-
ლი. მარკიზ დე ლანტენაკი ყოვლად ძლიერი კაცია ბრეტანში;
გლეხებისთვის ლანტენაკი მარკიზი კი არა, მეფეა. იმის გადმოს-
ვლა და რვა ათასი კაცის შეკრება ერთი იყო იმავე დღეს. ერთი
კვირა არ გასულა, სამასი სამწყსო აჯანყდა. რომ შესძლებოდა და
ზღვის პირი დაეკავებინა სადმე, ინგლისელების ლაშქარი შემოგ-
ვესეოდა. კიდევ კარგი, რომ წინ გოვენი დგას, თავისივე ძმისშვი-
ლი. რას არ ნახავს ამქვეყნად ადამიანი! გოვენმა რესპუბლიკის
ჯარით გზა შეუკრა თავის ბიძას. შემდეგ კი, ლანტენაკმა როგორც
კი ფეხი შემოდგა ვანდეაში, მრავალი დახოცა, ტყვედ დაჭერილი
რესპუბლიკელები და მათთან ერთად ორი ქალი დაახვრეტინა.
ერთ ამ უბედურს სამი ბავშვი ჰყავდა, პარიზის ბატალიონის შვი-
ლობილები. გაშმაგებულია ის ბატალიონი, სულ ცოფსა ჰყრის.
წითელქუდიანების ბატალიონი ჰქვია. ბევრი არავინ გადარჩა ამ
ბატალიონიდან ცოცხალი, მაგრამ ვინც გადარჩა, სისხლის აღე-
ბის სურვილითღა არის ცოცხალი. ეს ბატალიონიც გოვენის რაზ-
მის არის და სხვა აღარაფერი ახსოვთ, – ქალების სიკვდილზე პა-
სუხი უნდა აგებინონ და ბავშვები წაართვან. არავინ იცის, რა უყო
ბებერმა იმ ბავშვებს და ეს უფრო გულს უკლავს პარიზელ გრენა-
დერებს. ის ბავშვები რომ არა, იქნებ არც ისე გამწვავებულიყო
ომი; დღეს ომი კი არა, სისხლის აღებაზე მიდგა საქმე. მეტად

264 მკითხველთა ლიგა


გულკეთილი და მართალი ვაჟკაცია ყმაწვილი გოვენი, მარკიზი
კი ცბიერებითა და ვერაგობით სავსე ბებერია. იცით, რას ამბობენ
გლეხები? ბელზებელს ებრძვის წმინდა მიხეილიო. ალბათ იცით,
რომ ვანდეელებს ყველაზე მეტად წმინდა მიხეილი სწამთ. შუა
ზღვაში, კუნძულზე, ერთი მთა აქვთ თავის მფარველის, წმინდა
მიხეილის სადიდებლად. მან სატანა ჩამოაგდო მთიდან და დასა-
საფლავებლად აქ ჩამოიტანა, ტომბლენის მთის ძირში დამარხა-
ო... აქვე ახლო გახლავთ ტომბლენის მთა.
– დიახ, – თქვა მგზავრმა, – „ტუმბა ბელენი“ – საფლავი ბე-
ლენუსისა, საფლავი ბელენისა, ბელუსისა, ბელისა, ბელიალისა,
ბელზებელისა.
– დიახ, სწორედ ასეა.
და გულში ისევ გაიმეორა:
„მღვდელია, მღვდელი! ასე ლათინური სხვას ვის ეცოდინება“.
შემდეგ ისევ მგზავრს მიმართა:
– იმას მოგახსენებდით, ბატონო, გლეხკაცებისთვის ახლა ხე-
ლახლა იწყება ომი. იმათთვის, რაღა თქმა უნდა, წმინდა მიხეილი
მეფისთვის მებრძოლი ლანტენაკია, და ბელზებელი – პატრიოტი
გოვენი. მაგრამ, თუ მართლა სადმეა ქაჯი და ეშმაკი, ეს ლანტე-
ნაკი არის, და თუ არის სადმე ანგელოზი, მართლაც ანგელოზია
გოვენი. მაშ, არაფერს ინებებთ, ჩემო ბატონო?
– გოგრა მაქვს და ერთი ნაჭერი პური. ეს გასაგებია, მაგრამ
დოლზე რატომ არაფერს მეუბნებით?
– კი, ბატონო. ზღვის პირის, მოწინავე ჯარის უფროსია გოვენი.
ლანტენაკის განზრახვა იყო, აეჯანყებინა მთელი ქვეყანა, ქვემო
ბრეტანი ქვემო ნორმანდიით გაემაგრებინა, ნავსადგური გაეღო
პიტისთვის და ვანდეელების ლაშქარს დახმარებოდა ოცი ათასი
ინგლისელით და ორასი ათასი გლეხით. გოვენმა თავიდან ბო-
ლომდე ჩაუშალა ეს გეგმა. ზღვის პირი მთლად იმას უჭირავს,

265 მკითხველთა ლიგა


ლანტენაკს ზღვისკენ არ უშვებს და ინგლისელებს ხმელეთისკენ.
აქ ბრძანდებოდა ლანტენაკი, მაგრამ გოვენმა გააგდო; პონტ-
ობო წაართვა, ავრაშიდან განდევნა, აგრეთვე ვილდიოდან;
გრანვილში არ შეუშვა. ახლა იმას ცდილობს, რომ ფუჟერის ტყე-
ში შეაგდოს და იქ მოიმწყვდიოს. ძალიან კარგად მიდიოდა საქ-
მე. გუშინ გოვენი აქ იყო თავისი ჯარით. და უცბად – განგაში! გა-
იძვერა კაცია ბებერი და აქაც ეშმაკობა გამოიჩინა; დოლისკენ
დაიძრა უცბად. თუ დოლი აიღო და დოლის მთაზე ზარბაზანი
აიტანა, – უნდა იცოდეთ, რომ ლანტენაკს ზარბაზნებიც აქვს, –
დიახ, თუ ზარბაზანი აიტანა, მაშინ იმას დარჩება დოლის ზღვის
პირი, ინგლისელები გადმოსხამენ თავის ჯარს და წასულია ჩვენი
საქმე! და რადგან შეუძლებელი იყო სულ უმცირესი დაყოვნება,
გოვენი, – უნდა მოგახსენოთ, ძალიან ჭკვიანი ბიჭია, – მხედარ-
თმთავარს არ დაეკითხა, ლოდინი არ დაუწყო მის ბრძანებას, –
ლოდინი რესპუბლიკის საბოლოო დამარცხება იქნებოდა, – და
საყვირით გასცა ბრძანება. საჩქაროდ გააწყო მხედრობა, არტი-
ლერია, ქვეითი რაზმი, იშიშვლა ხმალი და, ლანტენაკი რომ
დოლს მიადგება, გოვენი დახვდება. ახლა უკვე დოლში არიან
ერთიცა და მეორეც.
– რამდენი ხანი უნდა აქედან დოლამდე?
– სამი საათი მაინც. უკვე იქ არიან და იბრძვიან.
მგზავრმა ყური მიუგდო შორეულ ხმას და შემდეგ განაგრძო:
– მგონი, მართლა ზარბაზნის ხმა მესმის.
ყური მიუგდო მიკიტანმაც.
– დიახ, ბატონო, სროლაა უკვე. მე რომ თქვენს ადგილას ვი-
ყო, ამაღამ აქ დავრჩებოდი. სიფრთხილეს თავი არა სტკივა.
– არ შემიძლია. მეჩქარება და უნდა წავიდე.
– საშიშია, მოქალაქევ. მე თქვენი საქმეების არაფერი ვიცი,
მართალია, მაგრამ მაინც გაფრთხილებთ, თავგანწირვა იქნება

266 მკითხველთა ლიგა


ახლა იქ მისვლა, თუ, მართლა არაფერია იქ იმისთანა, რომ სი-
ცოცხლეზე მეტად გიღირდეთ.
– სწორედ ასეა, – თქვა მგზავრმა, – სიცოცხლეზე მეტად მი-
ღირს.
– ღვიძლი შვილივით საყვარელი?
– თითქმის ასეა, – უპასუხა მგზავრმა.
ერთხელ კიდევ დააშტერდა მიკიტანი მგზავრს და გაიფიქრა:
„მე მღვდლად მიმაჩნია და შვილი საიდან უნდა ჰყავდეს?
მღვდელი და შვილები?“
– აღვირი გაუკეთეთ ჩემს ცხენს. რამდენი გერგებათ?
და გაუსწორდა.
მიკიტანმა კედლისაკენ მიაწყო შვრიის ტომარა და ვარცლი.
მერე ისევ მგზავრს მიმართა:
– რაკი არ იშლით, ჩემი რჩევაც მოისმინეთ. ცხადია, თქვენ
სენ-მალოში მიბრძანდებით. ჰოდა, დოლზე ნუ წახვალთ. ორი
გზა არის აქედან სენ-მალოსკენ: ერთი დოლისკენ მიმავალი,
მეორე ზღვის პირით ბილიკი. მანძილით ერთი და იგივეა. ზღვის
პირის გზა ბრენის სენ-ჟორჟზე გადის, შერუეზე, ირელ-ლე-
ვივიეზე, ისე, რომ დოლი სამხრეთით დაგრჩებათ და კანკალი –
ჩრდილოეთით. ამ გზას რომ გაჰყვეთ, აქვე ახლოს გზაჯვარედინს
მიადგებით. მარცხნივ დოლისკენ მიდის გზა, მარჯვნივ – სენ-
ჟორჟისკენ. თუ დოლისკენ წახვედით, გარწმუნებთ, ბრძოლის
ველზე აღმოჩნდებით. ამიტომაც გაფრთხილებთ, მარცხნივ ნუ
წახვალთ, მარჯვნივ მიბრძანდით.
– გმადლობთ, – უთხრა მგზავრმა.
და დეზი ჰკრა თავის ცხენს.
უკვე ბნელოდა და ისიც მაშინვე გაუჩინარდა სიბნელეში.
მგზავრმა გზაჯვარედინს მიაღწია, სადაც ორ მიმართულებას
იღებდა გზა და შორიდან მოესმა მიკიტნის ხმა:

267 მკითხველთა ლიგა


– მარჯვნივ! მარჯვნივ!
მან კი მარცხნივ გააჭენა ცხენი.

268 მკითხველთა ლიგა


II – დოლი

დოლი, საფრანგეთის ესპანური ქალაქი ბრეტანში, როგორც


იხსენიებდა ამ ქალაქს მონასტრის გუჯარი, ქალაქი კი არა, დიდი
ქუჩაა, ერთი დიდი, ძველი გოთური ქუჩა, მარჯვნივ და მარცხნივ
სვეტიანი სახლებით შემოღობილი. სახლები სწორ ხაზად არ
არის გამწკრივებული, ზოგი წინ არის გამოწეული, ზოგიც უკან
შეწეული. თვითონ ქუჩა მაინც ძალიან განიერია. დანარჩენი ქა-
ლაქი წვრილ-წვრილი ქუჩებია და ყველა ამ დიდ, დიამეტრულ
ქუჩას ერთვის, როგორც პატარა მდინარეები დიდს. ქალაქს არც
კარები აქვს, არც გალავანი, ღიაა, ზედ დასცქერის დოლის მთა
და ვერ გაუმაგრდება მტრის შემოსევას. მაგრამ დიდი ქუჩა ასე
ადვილად ასაღები არ არის. სახლების წინწამოწეული ნაწილები,
სვეტებშუა დატოვებული ტალანები, მეტად ძნელ ასაღებ სიმაგ-
რეს წარმოადგენდა. რამდენი სახლი იყო, იმდენ ციხედ უნდა ჩა-
გეთვალა, ცალ-ცალკე ასაღები იყო ყოველი სახლი. ძველი სა-
ვაჭრო მოედანი დაახლოებით შუა ქალაქში დიდ ქუჩაზე მდება-
რეობდა.
დე ლა კრუა-ბრანშარის მიკიტანმა მართალი თქვა. დიდი
ბრძოლა იყო ქალაქში სწორედ იმ დროს, როდესაც ის მგზავრს
ესაუბრებოდა. დუელი ჰქონდათ, ღამის დუელი, იმ დილით მი-
სულ თეთრებს და საღამო ხანს მისულ ლურჯებს. ბრძოლა შიგ ქა-
ლაქში იყო. ძალით თანასწორნი არ იყვნენ მებრძოლნი: თეთ-
რებს ექვსი ათასი კაცი ჰყავდათ, ლურჯებს – ათას ხუთასი, მაგ-
რამ თანასწორნი იყვნენ გაშმაგებით. შესანიშნავი ის იყო, რომ
იერიშით ათას ხუთასი მივიდა ექვსი ათასზე.
ერთ მხარეს – ბრბო, მეორე მხარეს – გაწვრთნილი ჯარი. ერთ
მხარეს ექვსი ათასი ტყავით მოსილი გლეხკაცი, ტყავზე ამოკერი-
ლი იესო ქრისტეს ჯვრით, მრგვალ ქუდზე თეთრი ლენტებით,
269 მკითხველთა ლიგა
ქრისტიანული ნიშნებით სახელურზე, კრიალოსნით ქამარზე, უფ-
რო მეტად უხიშტო თოფებით შეიარაღებულნი, ზარბაზნებს თო-
კებით მიათრევდნენ; არავითარი აღჭურვილობა და დისციპლი-
ნა, მაგრამ გაშმაგებულნი. მეორე მხრივ ათას ხუთასი ჯარისკაცი
სამფერი კოკარდით ქუდზე, ჯვარედინი აშურმით, თითბრისტა-
რიანი ხმლით და გრძელხიშტიანი თოფით, გაწვრთნილი, მწყობ-
რი ჯარი, საშინელი, რადგან კარგად იცის მორჩილება, თუ კარგი
უფროსი ჰყავს. მოხალისენი იყვნენ ესენიც, მაგრამ მოხალისენი
სამშობლოსი, დაგლეჯილი ტანისამოსით და ფეხშიშველნი. მო-
ნარქიისთვის იბრძოდა გლეხი რაინდი, რევოლუციისთვის –
გლეხი გმირი. ერთსაც და მეორესაც სულს უდგამდა თავისი მხე-
დართმთავარი, მეფის მომხრეებს – მოხუცებული, რესპუბლიკე-
ლებს – ყმაწვილი კაცი, ერთ მხარეს – ლანტერნაკი, მეორე მხა-
რეს – გოვენი.
ბუმბერაზ ყმაწვილკაცებთან ერთად, როგორიც იყვნენ დან-
ტონი, სენ-ჟუსტი და რობესპიერი, რევოლუციას ჰყავს აგრეთვე
იდეალური ყმაწვილკაცობაც, როგორც ჰოში და მანსო. გოვენი
ამ იდეალურ ყმაწვილკაცობას ეკუთვნოდა.
ოცდაათი წლის იყო გოვენი, ჰერკულესივით ახოვანი, მკაცრი
თვალი ჰქონდა წინასწარმეტყველისა და სიცილი ბავშვისა. არა
სვამდა, თამბაქოს არ ეწეოდა, გინება არ იცოდა. ამ ომიანობაში
ყოველთვის თან დაჰქონდა თავისი ჩანთა და დაწმენდილი ჰქონ-
და ფრჩხილები, კბილები და ლამაზად დავარცხნილი შავი თმა.
რომ გაჩერდებოდა ჯარი, თვითონვე წმენდდა თავის სამხედრო
ტანისამოსს, ტყვიით დახვრეტილს და მტვრიანს. თავდავიწყებით
ჩაერეოდა ხოლმე ბრძოლაში, ხელჩართულშიც კი, მაგრამ დაჭ-
რილიც არსად ყოფილა. ტკბილი მოსაუბრე იყო, მაგრამ მკაცრი
ბრძანებაც იცოდა, როდესაც საჭიროება მოითხოვდა. ის აძლევ-
და მიწაზე ძილის მაგალითს ქარში, წვიმაში, თოვლში; გაეხ-

270 მკითხველთა ლიგა


ვეოდა თავის წამოსასხამში, ქვაზე დადებდა მომხიბლავ თავს და
ისე ეძინა, თითქოს საწოლში წევსო. სულით გმირი იყო, უმან-
კოებით – ბავშვი. ხმალს რომ იშიშვლებდა, სრულიად გამოიც-
ვლებოდა – საშინელი იყო ბრძოლაში.
და ამასთან ერთად ჭკვიანი იყო და ფილოსოფოსი, ბრძენი;
ალკიბიადე იყო მაყურებლისთვის და სოკრატე მსმენელისთვის.
იმ დიდებულ იმპროვიზაციაში, საფრანგეთის რევოლუცია
რომ ჰქვია, გოვენი მაშინვე მხედართმთავრად ამობრწყინდა.
გოვენის ჯარი, მის მიერვე შედგენილი, როგორც რომაელების
ლეგიონი, წარმოადგენდა პატარა, ყველაფრით სრულ ლაშქარს;
ქვეით უმრავლესობას საკმარისი ცხენოსანიც ჰყავდა: ჰყავდა
თავისი მსტოვრები, მიწისმთხრელები, მესაფრეები, ნავბონდის
გამყვანები; და როგორც რომაელების ლეგიონს ოწინარი, გოვე-
ნის ჯარს ზარბაზანი ჰქონდა; სამი პატარა ზარბაზანი ამაგრებდა
ჯარს და არაფრით აბრკოლებდა მის მოძრაობას.
ლანტენაკიც გოვენზე ნაკლები არ იყო როგორც მხედარ-
თმთავარი. ის უფრო მეტად ხერხიანი იყო და გამბედავი. მოხუცე-
ბულ ნამდვილ გმირს უფრო მეტი გულცივობა აქვს, ვიდრე ყმაწ-
ვილს, რადგან განთიადს დაშორებია, და უფრო მეტი გამბე-
დაობა, რადგან სიკვდილს მიახლოებია. რაღა შერჩენია, რომ
უფრთხილდებოდეს? თითქმის აღარაფერი! და ამიტომ უფრო სა-
ზარელია და მოხერხებული. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მოხუ-
ცის და ყმაწვილის ამ გამწვავებულ ხელჩართულ ბრძოლაში,
თითქმის ყოველთვის გოვენი იყო გამარჯვებული. ბედი სწყა-
ლობდა უფრო, ვიდრე საკუთარი ძალა და გამოცდილება. სიყმაწ-
ვილის ხვედრია ყოველი ნეტარება, თვით საშინელი ნეტარებაც
კი. ცოტა არ იყოს, ტურფა ქალიშვილს ჰგავს გამარჯვება.
ცოფს ჰყრიდა ლანტენაკი, გოვენი რომ ახსენდებოდა; ჯერ
იმიტომ, რომ გოვენი სჯობნიდა, და მერე იმიტომ, რომ მისი ნათე-

271 მკითხველთა ლიგა


სავი იყო. რა ღმერთი გაუწყრა, რომ იაკობინელებში გაერია? მი-
სი გოვენი! ის საძაგელი, ისა! მისი მემკვიდრე, რადგან მარკიზს
შვილი არ ჰყავდა და გოვენი იყო მისი ძმისშვილი, – თითქმის
შვილი! აჰ! – გმინავდა მოხუცებული, თითქმის პაპა. – თუ ხელში
ჩამივარდა, ისე მოვკლავ, როგორც ცოფიან ძაღლს!
რევოლუციას მოსვენებას არ აძლევდა ლანტენაკი. მისი ვან-
დეაში მისვლა და ხალხის აშლა ერთი იყო. ისე სწრაფად მოედო
იქაურობას მისი სახელი, თითქოს იელვა და ყველას თვალში
ეცაო. აჯანყების ცენტრად იქცა ლანტენაკი. ამგვარ მოძრაობაში,
სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან და ექიშპებიან მოთავენი, სადაც
ყველას თავისი ბუჩქნარი აქვს, ან თავისი ხევი, ზემოდან რომ გა-
მოჩნდება ვინმე, მაშინვე გარს შემოიკრებს და აერთიანებს გა-
ფანტულ ძალებს. ვანდეელების თითქმის ყველა წინამძღვარი
შეუერთდა ლანტენაკს და, ერთად იყვნენ თუ ცალ-ცალკე, იმას
ემორჩილებოდნენ.
ერთადერთი გავარი იყო, მოვიდა თუ არა ლანტენაკი, პირ-
ველმა მან დაუკრა თავი და აღიარა თავის უფროსად; მაგრამ შემ-
დეგ ბონშანთან გადავიდა. რატომ მოიქცა ასე? ნდობით აღჭურ-
ვილი კაცი იყო გავარი. დაწვრილებით იცოდა ყველა საიდუმ-
ლოება აჯანყებისა და მიზანშეწონილად მიაჩნდა სამოქალაქო
ომის ძველი გეგმა, რომელიც ლანტენაკმა დაიწუნა და შეცვალა.
ნანდობს ვერ უღალატა გავარმა; ლა-რუარის ნაცვამი არ იკადრა
ლანტენაკმა.
ომს ლანტენაკი მეფე ფრიდრიხ მეორის სკოლის მიხედვით
აწარმოებდა და ცდილობდა დიდი და პატარა ომის შეერთებას.
არ უნდოდა შეუგნებელი ბრბოს სიმრავლე, რასაც ოცნებობდნენ
კათოლიკეების ლაშქრის მომხრენი, რადგან უსარგებლოდ, ამა-
ოდ გაიჟლიტებოდა მრავალი ხალხი; არც ის უნდოდა, რომ მისი
ჯარი გაფანტულიყო ჭალებსა და ტყეებში, რომ მტრის მარტო გა-

272 მკითხველთა ლიგა


ღიზიანება შესძლებოდა და არა ხოცვა. შეთქმულებს მალე ავიწ-
ყდებათ თავიანთი საბოლოო მიზანი: თავდაპირველად რესპუბ-
ლიკაზე მივლენ იერიშით და მერე კი მგზავრების ძარცვას მოჰ-
ყვებიან. და ლანტენაკიც ვერ შეჰგუებოდა ამ ბრეტანულ ომიანო-
ბას; არც ლაროშჟაკლენის ველად გასვლა მოსწონდა, არც ჟან
შუანის ტყეში მტრის ლოდინი; არც ვანდეური, არც შუანური.
ლანტენაკს ნამდვილი ომი სწყუროდა: გლეხკაცობას გამოიყე-
ნებდა, მაგრამ მებრძოლ ძალად ჯარისკაცი სჭირდებოდა.
მტრისკენ მიმავლად ბრბოს სიმრავლე უნდოდა და საბრძოლვე-
ლად კი გაწვრთნილი რაზმები. აჯანყებული სოფლელები, უცბად
რომ ამოძვრებოდნენ საიდანღაც და მაშინვე ქრებოდნენ, თით-
ქოს მიწამ ჩაყლაპაო, უნდოდა იერიშის მისატანად და სიმრავ-
ლით მტერი რომ შეეშინებინა, მოულოდნელი შესევით ელდის
საკრავად და ჩასასაფრებლად; მაგრამ გრძნობდა, რომ მეტისმე-
ტად სუსტი იყო ეს ძალა, რომ მას დაჰყრდნობოდა, – ამ წყალს,
რომელიც დღეს ხელში უდგას და ხვალ კი ადვილად აორთქლდე-
ბა. ამ მერყევ ომში გასამარჯვებლად საჭირო იყო ნამდვილი ჯა-
რი, რომ ველურ ვანდეელებს დარეოდა და მის დედაბოძად გამ-
ხდარიყო. ღრმა და თან საშინელი იყო ეს აზრი: ამ აზრის განხორ-
ციელება და ვანდეას გამარჯვება ერთი იქნებოდა.
მაგრამ ვინ მისცემდა ასეთ ჯარს? ვინ მისცემდა ჯარისკაცების-
გან შემდგარ რაზმებს? ვინ მისცემდა მზამზარეულად შედგენილ
და აღჭურვილ ლაშქარს? ინგლისი. და აქედან ერთადერთიღა
აგონდებოდა ლანტენაკს, დაეკავებინა სადმე ნავსადგური, რომ
თავისუფლად დარეოდნენ საფრანგეთს ინგლისის ჯარები. ასე
ნებდება გარემოებას პარტიული სინდისი. თეთრი კოკარდა
ჰქონდა ლანტენაკს და იმის იქით ვეღარაფერს ხედავდა. საჭირო
იყო, რაც შეიძლებოდა მალე აეღო სადმე ნავსადგური და პიტის-
თვის ჩაებარებინა ჯარის გადმოსასხმელად. და ამიტომ იყო, ნახა

273 მკითხველთა ლიგა


თუ არა, რომ დოლში რესპუბლიკელების ჯარი არ იდგა, მაშინვე
იქით გაეშურა, რომ მთით დოლს დაჰპატრონებოდა და დოლით
– ზღვის პირს და ნავსადგურს.
საგანგებოდ იყო ამორჩეული ეს ადგილი. დოლის მთიდან
ზარბაზანი მთლად აღგვიდა ერთი მხრივ, ფრესნუას, მეორე
მხრივ, სენ-ბრელადს, ახლოს არ მოუშვებდა კანკალში მდგომ
სადარაჯო გემებს და ჯარის გადმოსაყვანად უხიფათოს ქმნიდა
მთელ ზღვის პირს გენონიდან სენ-მელუარპ-დე-ზონდამდე.
ამ გადამჭრელი განზრახვის განსახორციელებლად ლანტე-
ნაკმა თან წაიყვანა ექვსი ათასზე ცოტა მეტი, საგანგებოდ ამორ-
ჩეული კაცი და მთელი თავისი არტილერია; ათი ზარბაზანი თექ-
ვსმეტსანტიმეტრიანი იყო, ერთი რვიანი და ერთიც უფრო პატა-
რა. არტილერიას დოლის მთაზე განალაგებდა და იქიდან დაუწ-
ყებდა სროლას, თანახმად იმ პრინციპისა, რომ ათი ზარბაზნიდან
ნასროლი ათასი ყუმბარა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხუთი
ზარბაზნიდან ნასროლი ათას ხუთასი.
გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. ექვსი ათასი კაცი ჰყავდა.
საშიში თუ იყო რამე, მხოლოდ გოვენი, ავრანშის მხრიდან, თავი-
სი ათას ხუთასი კაცით და ლეშელი დინანის მხრიდან. მართა-
ლია, ლეშელს ოცდახუთი ათასი კაცი ჰყავდა, მაგრამ მეტად
შორს იყო, და ამიტომ სრულიად დამშვიდებული იყო ლეშელის
მხრივ, რადგან დიდ რიცხვთან ერთად დიდი მანძილი ჰქონდა გა-
მოსავლელი; და გოვენის მხრივ კიდევ – მცირე მანძილთან ერ-
თად სულ მცირე რიცხვით... ამას ისიც დავუმატოთ, რომ ლეშელი
სულელი იყო და შემდეგში, კრუაბატაის ბრძოლაში მთლად გააჟ-
ლეტინა მტერს თავისი ოცდახუთი ათასი კაცი და სამარცხვინოდ
დამარცხებულს ისღა დარჩენოდა, რომ თავი მოეკლა.
სრული გამარჯვება მოელოდა ლანტენაკს, მით უფრო, რომ
უცბად შევარდა დოლში. სასტიკი კაცის ხმა ჰქონდა გავარდნი-

274 მკითხველთა ლიგა


ლი: გულქვად და უმოწყალოდ იცნობდა ქვეყანა. და დოლმაც
არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწია. თავზარდაცემული ადა-
მიანები თავ-თავიანთ სახლებში შეიყუჟნენ და გაამაგრეს შესას-
ვლელი. ექვსი ათასი ვანდელი შევიდა ქალაქში და სოფლურად
მოეწყვნენ ყველანი, თითქო დღეობაზე მისულიყვნენო. არც თივა
ჰქონდათ და ბალახი, არც ბინა-სადგომი; დაეყარნენ, ვისაც სად
მოეწონა. საჭმელს გარეთ ხარშავდნენ, ქარში და დაეხეტებოდ-
ნენ ეკლესიების სანახავად და სალოცავად. თოფი ვიღას ახსოვ-
და, როდესაც კრიალოსნის მარცვლებით უნდა დაეთვალათ ჩუ-
მად წარმოთქმული ლოცვა? თვითონ ლანტენაკი და არტილერი-
ის ოფიცრები სასწრაფოდ დოლის მთისკენ წავიდნენ.
ლანტენაკმა თავის მოადგილედ გუჟ-ლე-ბრუანი დანიშნა.
ამ გუჟ-ლე-ბრუანმა დიდი კვალი დატოვა ისტორიაში. ორი სა-
ხელი ჰქონდა: ლურჯისმჟლეტი, რადგან მართლა ჟლეტდა, სა-
დაც რესპუბლიკელებს დაინახავდა და იმანუსი, რადგან ამ კაცში
განხორციელებულიყო რაღაც წარმოუდგენელი საშინელება.
იმანუსი ჩამომავალია ძველი ქვემონორმანდიული სიტყვიდან
იმანის, რომელიც აღნიშნავს ზეადამიანურ არსებას, ქაჯს, ბახუ-
სის ამხანაგ სატირს, ჭინკას. ერთ ძველ ხელნაწერში წერია, – ჩე-
მი თვალით ვნახე იმანუსიო. ბოკაჟელმა მოხუცებულებმა დღეს
აღარც კი იციან, ვინ იყო გუჟ-ლე-ბრუანი ან რას ნიშნავს ლურჯის-
მჟლეტი; მაგრამ იმანუსი კი კარგად ახსოვთ. იმანუსი ჩარეულია
ადგილობრივ ხალხურ ცრუმორწმუნეობაში. ორ სოფელში, ტრე-
მორელსა და პლუმოგაში დღესაც ლაპარაკობენ იმანუსზე, რად-
გან იქ გამოიჩინა მან თავისი მხეცური ავკაცობა. ვანდეაში სხვე-
ბი ხეპრეები იყვნენ. გუჟ-ლე-ბრუანი მხეცი იყო, სისხლით გაუმაძ-
ღარი. კასიკივით სახეზე ჯვარი ჰქონდა გამოსახული და შროშა-
ნის ყვავილი. საზარლად უელავდა თვალები, თითქმის ზებუნებ-
რივად. სხეულით იყო თუ სულით, საშინელ საზიზღრობას წარმო-

275 მკითხველთა ლიგა


ადგენდა ეს არაადამიანი. ბრძოლაში მამაცი იყო, ცეცხლს აფ-
რქვევდა ჯოჯოხეთისას, ბრძოლის შემდეგ – მძვინვარე. სულით
და გულით ჰგმობდა რევოლუციას, მასზე უსაშინლესად არაფერი
სძულდა და უსაზღვროდ ერთგული იყო თავისი მრწამსისა. უსაზ-
ღვრო მძვინვარებით ებრძოდა რესპუბლიკას. შეეძლო ფიქრი?
დიახ, მაგრამ ხვეულად, როგორც გველს. გმირობას ცდილობდა
და კაცისმკვლელად დარჩა. შეუძლებელია წარმოდგენა, რო-
გორ აღეძვრებოდა ფიქრი და გადაწყვეტილება, ხანდახან დიდე-
ბულიც კი, თავისი წარმოუდგენელი მძვინვარებით. საშინელები-
სა და საზიზღრობის განსახიერება იყო და ეპიკური კაციჭამია.
ამიტომ იყო, რომ მეტსახელად იმანუსი უწოდეს.
მარკიზ ლანტენაკს სწორედ ამ კაციჭამიას იმედი ჰქონდა.
სისხლის ღვრაში, მართალია, ვერავინ შეედრებოდა იმანუსს,
მაგრამ ბრძოლის დაგეგმვასა და წარმოებაში ბევრი არაფერი
იყო, და იქნებ კიდეც შეცდა მარკიზი, რომ ის დატოვა თავის ნაც-
ვლად. ასე თუ ისე, მან იმანუსს მიანდო მთელი თავისი ჯარი და
დროებითი მხედართმთავრობა.
გუჟ-ლე-ბრუანმა კაცის კვლა უფრო იცოდა, ვიდრე ბრძოლის
გაძღოლა, ხალხის დედაბუდიანად ამოჟლეტა უფრო ეხერხებო-
და, ვიდრე ქალაქის დაცვა, მაგრამ მაინც დააყენა დარაჯები.
ბინდისას, როდესაც მარკიზ ლანტენაკმა მოიარა დოლის მთა,
ამოარჩია ადგილი ზარბაზნების დასაწყობად და უკვე ქალაქის-
კენ მიდიოდა, უცბად ზარბაზანი გავარდა. დადგა, თვალი გადაავ-
ლო დოლს. დიდი ქუჩიდან ამოდიოდა წითელი კვამლი.
მოულოდნელი თავდასხმა, იერიში, ბრძოლა იყო გაჩაღებული
ქალაქში.
ძნელი იყო ლანტენაკის გაკვირვება, მაგრამ გაშტერებული
დარჩა. ყველაფერს წარმოიდგენდა და ამას კი ვერ. მერე ვინ უნ-
და ყოფილიყო ეს მებრძოლი? ცხადი იყო, რომ გოვენი არ იქნე-

276 მკითხველთა ლიგა


ბოდა. გიჟიც არ შეებმის ერთი ათად თავისზე ძლიერს. მაშ ლეშე-
ლი? მაგრამ როგორ გამოივლიდა ასე სწრაფად ამხელა გზას?
არა, ეს ლეშელი არ უნდა ყოფილიყო. არც გოვენი.
და გააჭენა ცხენი. წინ ქალაქიდან გამოქცეული ხალხი შეხ-
ვდა. გამოკითხვა დაუწყო, მაგრამ შიშით გათანგულები ერთს
გაიძახოდნენ მხოლოდ: „ლურჯები! ლურჯები!“ ქალაქს რომ
მიუახლოვდა, მაშინ დაინახა, რომ ცუდად იყო საქმე.
აი, რა მოხდა...

277 მკითხველთა ლიგა


III – პატარა ლაშქარი და დიდი ბრძოლა

დოლში რომ შევიდნენ ვანდეელები, თავისუფლად დაიფან-


ტნენ ქალაქში, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, როცა „მე-
გობრობით იღვწის კაცი“, როგორც თვით ვანდეელები ამბობ-
დნენ. ეს არის ერთგვარი მორჩილება, რომელიც ქმნის გმირებს.
არტილერია და ბარგი მოედანზე დატოვეს ძველი სავაჭრო ფარ-
დულების ქვეშ, თვითონ კი კარგად ჭამეს, სვეს და, რადგან დაღ-
ლილებიც იყვნენ, „კრიალოსნით“ ილოცეს და იქვე მიიძინეს. ასე
რომ, ქუჩა მძინარე ადამიანებით გაივსო და არა დარაჯებით. ღა-
მე იყო, უმრავლესობას გუდა ამოედო თავქვეშ და ისე ეძინა;
ზოგს ცოლიც ახლდა, რადგან დედაკაცები ხშირად თან მისდევ-
დნენ თავიანთ ქმრებს; ორსული დედაკაცები ჯაშუშებად ჰყავდათ
ვანდეელებს. მკათათვის ღამე იყო, სიტკბოებით სავსე. ვარ-
სკვლავები კაშკაშებდნენ ცის კაბადონზე. ტკბილად და მშვიდად
ჩასძინებოდა მთელ ჯარს. დაქანცული მგზავრების ნავსაყუდელს
ჰგავდა ქუჩა და არა სამხედრო ბანაკს. და უეცრად, ძილ-
ღვიძილში მყოფებმა სამ ზარბაზანს მოჰკრეს თვალი, რომლებიც
ქალაქის შემოსასვლელში, დიდ ქუჩაზე მოჩანდა.
გოვენის იყო ეს ზარბაზნები. მიეპარა დარაჯებს და შევიდა ქა-
ლაქში. გოვენის იყო დიდი ქუჩის თავი – ქალაქში შესასვლელი.
თავი წამოყო ერთმა გლეხმა, – ვინ არისო? – დაიყვირა და
თოფი გაისროლა. პასუხი გოვენის ზარბაზანმა გასცა. და ატყდა
სროლა. გიჟებივით წამოცვივდნენ ვანდეელები. საშინელება
იყო: დაიძინეს, ვარსკვლავები დასცქეროდნენ, გაიღვიძეს და,
თოფის ტყვიები დაჰზუზუნებდათ.
საზარელი იყო პირველი წამი. თავზარდაცემული, უძლური და
მხდალი. ტრაგიკული იყო ვანდეელების არეულობა. იარაღს მის-
ცვივდნენ, ყვიროდნენ, ფეთიანებივით დარბოდნენ აქეთ-იქით.
278 მკითხველთა ლიგა
არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ძილბურანში გახვეული ხალხი
სახლებიდან გამორბოდა. გამოცვივდებოდნენ, ისევ შინ შეცვივ-
დებოდნენ, მერე ისევ გარეთ და გიჟებივით ტრიალებდნენ
ტყვიების ზუზუნში. ერთმანეთს ეძახდნენ, ეჯახებოდნენ. საზარე-
ლი რამ იყო ეს ბრძოლა, რომელშიც ქალები და ბავშვებიც მოჰ-
ყოლოდნენ. სტვენით მოქროდა ტყვია და ნათელ ზოლს ავლებდა
სიბნელეს, ყველგან ისროდნენ, სადაც კი ბნელოდა. ქალაქი
კვამლით და ღრიანცელით გაივსო. ფურგონები ეყარა გზაში.
ცხენები ყალყზე დგებოდნენ, გარბოდნენ, დაჭრილებს თელავ-
დნენ. ფეხქვეშ უბედურების გმინვა ისმოდა. ჯარისკაცები და
ოფიცრები ერთმანეთს დაეძებდნენ. და ასეთ უბედურებაში –
სრულიად მშვიდად იყო ერთი ქალი, რომელიც ძუძუს აწოვებდა
თავის ჩვილს, კედელს მიყუდებული. გვერდით ფეხმოტეხილი
ქმარი ეწვა, ფეხიდან თქრიალით სდიოდა სისხლი, მაგრამ ისევ
ტენიდა თოფს და ისროდა და ისროდა, თითქოს ბნელის მოკვლას
ცდილობსო. ზოგი ფურგონების ქვეშ ჩაწოლილიყო და ისე ცდი-
ლობდა მიზანში მტრის ჯარისკაცის ამოღებას. და ამ ღრიანცელს
ზედ ერთვოდა ზარბაზნების გრგვინვა.
საზარელი სურათი იყო, თითქოს მინდორი იცელებოდა, ისე
იცელებოდნენ ადამიანები ერთიმეორის მიყოლებით.
გოვენი კარგად იყო ჩასაფრებული, ზარბაზნებიც მოხერხებუ-
ლად განელაგებინა და თავისიანებსაც გაცილებით ცოტას კარ-
გავდა.
მაგრამ პირველმა შიშმა გაუარა გლეხკაცებს და იმათაც
ბრძოლა დაიწყეს თავის დასაცავად. მალე შეიკრიბნენ ფარდუ-
ლების ქვეშ ბნელ, ფართო ქვისსვეტებიან მოედანზე. იმანუსი
ცდილობდა, რამდენადაც შეეძლო, ლანტენაკის მაგივრობა
გაეწია. ზარბაზანი ჰქონდა, მაგრამ მარტო თოფს ისროდა. ან რას
იზამდა, როდესაც არტილერიის ოფიცრები მარკიზს წაეყვანა თან

279 მკითხველთა ლიგა


დოლის მთის დასათვალიერებლად, ბიჭებმა კი ზარბაზნიდან
გასროლა არ იცოდნენ და გოვენის ზარბაზანს ისინი მხოლოდ
თოფის სროლით პასუხობდნენ. ერთი მხრიდან სამი ზარბაზანი
იყო, მეორე მხრიდან – ათასობით თოფი. ახლა უკვე ვანდეელები
იყვნენ საფარში. მოეგროვებინათ და წინ დაეყარათ ურმები, კას-
რები, ყველაფერი, რაც კი ხელთ ეგდოთ ძველ ბაზარში. მაღალი
ბარიკადი გაეკეთებინათ, იმას ამოჰფარებოდნენ და იქიდან ის-
როდნენ.
მეტად სწრაფად მოხდა ეს ცვლილება. თხუთმეტი წუთი არ
დასჭირვებია ფარდულების გამაგრებას.
სახიფათო იყო გოვენის მდგომარეობა. მოედნის ასე სასწრა-
ფოდ სიმაგრედ გადაკეთება მოულოდნელი იყო და საბედისწე-
რო. გოვენმა მოახერხა მიპარვა და ჯობნა, მაგრამ ის კი ვერ
მოახერხა, რომ გაექცია, იარაღი დაეყრევინებინა დამარცხებუ-
ლისთვის. ცხენიდან ჩამოხტა, ამოღებული ხმალი ხელთ ეპყრა,
იდგა ზარბაზნის მსროლელებისთვის საჭირო მაშხალის სინათ-
ლეში და გასცქეროდა მოედანს.
მაღალი ტანის კაცი იყო და ასე, სინათლეში მდგომი, საუცხოო
მიზანს წარმოადგენდა მოედნიდან მსროლელებისათვის. მაგ-
რამ ყმაწვილი კაცი ამას ყურადღებას არ აქცევდა, სულ სხვა სა-
ფიქრალი ჰქონდა.
მოედნიდან კი ფუტკარივით მოზუზუნებდა ტყვია.
თოფის საწინააღმდეგოდ გოვენს ზარბაზანი ჰქონდა. თოფი
უძლურია ზარბაზნის წინაშე. გამარჯვება იმისია, ვისაც არტილე-
რია აქვს და სამი ზარბაზანი რომ კარგად მოეხმარა, გამარჯვებუ-
ლი გოვენი დარჩებოდა.
მაგრამ ბნელ ბარიკადებში რაღაცამ იელვა უეცრად. გაისმა
გრგვინვა, თითქოს მეხი ჩამოვარდაო.

280 მკითხველთა ლიგა


ერთმა ყუმბარამ თავზე გადაუარა გოვენს და სახლს დაეცა მის
უკან.
ბარიკადიდან ზარბაზნით პასუხობდნენ ზარბაზანს.
რა მოხდა? რაღაცამ შეცვალა მდგომარეობა, აღარ ჰქონდა
გოვენს უპირატესობა, რომელსაც არტილერია აძლევდა.
პირველს მეორე ყუმბარა მოჰყვა და იქვე, გოვენის გვერდით,
შეანგრია სახლი. მესამემ თავზე გადაუარა, ახლა უფრო ახლოს
და ქუდი წაართვა.
მსხვილი ყალიბის იყო ეს ყუმბარა, თექვსმეტსანტიმეტრიანი
ზარბაზნისა.
– თქვენ გიმიზნებენ, – შეჰყვირეს მეზარბაზნეებმა.
და გააქრეს მაშხალა. გოვენი ჩაფიქრებული იდგა. ქუდი
აიღო.
მართლა გოვენს უმიზნებდნენ. ლანტენაკი მართავდა ზარბა-
ზანს და სამიზნედ გოვენი ჰყავდა.
ის იყო დაბრუნდა მარკიზი დოლის მთიდან და უკანა მხრიდან
შევიდა ბარიკადში.
წინ მიეგება იმანუსი.
– შემოგვეპარნენ, ბატონო.
– ვინ შემოგვეპარა?
– რა მოგახსენოთ, არ ვიცი.
– დინანის გზაზე ხომ არ არიან?
– არ მგონია.
– მაშ, დინანისკენ დავიხიოთ.
– უკვე დავიწყეთ. ბევრნი გაიქცნენ დინანისაკენ.
– გაქცევა კი არა, უკან დახევა გვინდა. რატომ გიყრიათ ასე
უსარგებლოდ ზარბაზნები?
– აღარც გვახსოვდა! და არც ოფიცრები იყვნენ აქ.
– მაშინ მე მივალ.

281 მკითხველთა ლიგა


– ფუჟერისკენ გავგზავნე, ბატონო, ბარგი, ქალები, რაც უსარ-
გებლო გვქონდა. ამ პატარა ბავშვებს რა ვუყოთ, სამი რომ წამო-
ვიყვანეთ?
– აჰ! ის ბავშვები?
– დიახ.
– ბავშვები მძევლად გვყავს. ტურგში გაგზავნე.
ეს ბრძანა მარკიზმა და ზარბაზნებისკენ წავიდა. მხედარ-
თმთავრის მისვლამ უცბად შეცვალა მდგომარეობა. ბარიკადი
ცუდად იყო მოწყობილი, სულ ორი ზარბაზანი დაეტეოდა. მაშინ-
ვე შეატანინა ორი თექვსმეტგირვანქიანი ზარბაზანი, პირი გაუღო
საფარს და შიგნით მოაქცია ლულები. შემდეგ რესპუბლიკელე-
ბის არტილერიას გახედა და გოვენი დაინახა.
– ის არის! – შეჰყვირა სიხარულით.
და ხელი სტაცა სარცხს და ზუმბას, თვითონ გატენა ზარბაზანი,
გაამაგრა სამიზნე და ესროლა.
სამჯერ ესროლა გოვენს და სამჯერვე ააცდინა. მესამედ რომ
ესროლა, ქუდი გადაუგდო.
– უხ! – წაიდუდუნა ლანტენაკმა, – ოდნავ დაბლა რომ დამე-
მიზნებინა, შიგ თავში ვარტყამდი.
და უცბად ჩააქრეს მაშხალა. ვეღარაფერს ხედავდა ლანტენა-
კი წყვდიადის მეტს.
– რა გაეწყობა! – წამოიძახა გამწარებულმა, მერე გლეხებს
მიუბრუნდა და უბრძანა:
– აბა, ფინდიხით!
გოვენი კი თავისას ფიქრობდა. უფრო და უფრო მწვავდებოდა
მდგომარეობა. ახალ იერს იღებდა ბრძოლა. ახლა ზარბაზანს მას
ესროდნენ. ერთიც ვნახოთ, თავდაცვა არ იკმარონ და თვითონ
შემოუტიონ, მერე? სულ ნაკლები რომ ვთქვათ, გაქცეულები და
დახოცილები რომ გამოვაკლოთ, მტერს ხუთი ათასი კაცი მაინც

282 მკითხველთა ლიგა


ჰყავდა, მას კი სულ ათას ორასი. რაღა ეშველებათ რესპუბლიკე-
ლებს, თუ შენიშნა მტერმა მათი სიმცირე? მთლიანად შეიცვლება
მდგომარეობა, აქამდე გოვენი ესროდა, ლანტენაკი თავს იცავ-
და, ახლა ლანტენაკმა დაიწყო სროლა. ბარიკადს რომ იერიში
გაებედა, დაიღუპებოდნენ რესპუბლიკელები.
საშინელ განსაცდელში იყო გოვენი. იერიშით მისვლა ბარი-
კადზე ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რადგან თავს შეაკლავ-
დნენ ამაოდ. ათას ორასი კაცი საფრიდან ვერ განდევნის ხუთი
ათასს. აჩქარება შეუძლებელი იყო, დაყოვნება – საზარელი. სა-
ჭირო იყო რამე ხერხის გამონახვა. მაგრამ რაში მდგომარეობდა
ეს ხერხი?
გოვენი იქაური იყო და კარგად იცნობდა ქალაქ დოლს. იცო-
და, რომ ძველ მოედანს, სადაც ვანდეელები გამაგრებულიყვნენ,
გვერდით ვიწრო, დაკლაკნილი ქუჩებით სავსე უბანი ედო.
თანაშემწედ კაპიტანი გეშანი ჰყავდა, ყოჩაღი კაცი, რომელ-
მაც შემდეგ ძალიან ისახელა თავი, როდესაც კონსიზის ტყიდან
გარეკა ვანდეელები და ამ ტყის შვილი ჟან შუანი, და გარდა ამი-
სა, აჯანყებულებს შენის ტბის გზა შეუკრა და გადაარჩინა ბურგნე-
ფი ამოხოცვასა და აკლებას.
– გეშან, – მიმართა გოვენმა, – თქვენ გაბარებთ მეთაურობას.
არ შეაჩეროთ სროლა. რაც მეტი იქნება, უკეთესი. როგორმე შე-
ანგრიეთ ზარბაზნით მათი სანგარი. ისე მოახერხეთ, რომ თავი-
ანთი ბარიკადების მეტი სხვა არაფერი ახსოვდეთ.
– გასაგებია, – უპასუხა გეშანმა.
– მზად გყავდეთ ყველანი იერიშისთვის.
და რამდენიმე სიტყვა ყურში ჩასჩურჩულა თავის თანაშემწეს.
– გასაგებია, – უთხრა გეშანმა.
– მედოლეები ხომ ყველანი ადგილზე არიან? – ჰკითხა გოვენ-
მა.

283 მკითხველთა ლიგა


– დიახ.
– ცხრა კაცი გვყავს, ორი თქვენ, შვიდი – მე.
შვიდი მედოლე გამოვიდა და წინ გამოეჭიმა გოვენს.
– წითელქუდიანებო! – შესძახა გოვენმა, – ჩემკენ!
თორმეტი კაცი გამოვიდა ჯარიდან. ერთი მათგანი ათისთავი
იყო.
– მთელი ბატალიონი მინდა, – თქვა გოვენმა.
– სულ აქ გახლავართ.
– თორმეტი კაცი?
– თორმეტნიღა დავრჩით.
ათისთავი ის გულკეთილი და უხეში რადუბი იყო, ბატალიონის
შვილობილად რომ აიყვანა სამი ბავშვი, სოდრეს ტყეში ნაპოვნი,
ბუჩქნარში.
ნახევარი ბატალიონი დახოცეს, ვანდეელებმა ერბ-ან-
პაილში, და ბედი ეწია სწორედ, რომ იმ დროს სხვაგან იყო გაგ-
ზავნილი.
იქვე ფურგონი იდგა თივით.
– ათისთავო, თივა შემოახვიეთ თქვენს თოფებს, რომ რკინის
წკარუნი არ ისმოდეს.
ერთი წამი კმაროდა ამ ბრძანების შესასრულებლად.
– მზად არის ყველაფერი! – მოახსენა ათისთავმა.
– ბიჭებო, – წაღები გაიხადეთ, – უბრძანა გოვენმა.
– დიდი ხანია, ფეხშიშველი დავდივართ, – მიუგო რადუბმა.
შვიდი მედოლე და მთელი ბატალიონი სულ ცხრამეტს შეად-
გენდა. მეოცე თვითონ გოვენი იყო.
და ბრძანება გასცა:
– ერთ ხაზზე! მომყევით! მედოლეები ჩემ უკან, მერე ბატა-
ლიონი. ათისთავო, ბატალიონს თქვენ მეთაურობთ.

284 მკითხველთა ლიგა


გოვენი წინ გაუძღვა ცალხაზად გამწკრივებულ ცხრამეტ კაცს.
და იმ დროს, როდესაც ორმხრივი სროლა კვლავ გაჩაღდა,
ჩრდილებივით შევიდნენ ვიწრო ქუჩებში და ფეხაკრეფით გაუხ-
ვიეს მოედნისკენ.
ასე იარეს ცოტა ხანს დიდი სიფრთხილით. მიწასთან იყო გას-
წორებული ქალაქი. იქაური მცხოვრებნი სარდაფებში ჩამალუ-
ლიყვნენ. სახლს ვერ ნახავდით, კარი რომ არ ყოფილიყო კარ-
გად დაგმანული და გამაგრებული; სინათლე არსად ჩანდა.
მკვდარი იყო ქალაქი და გრგვინვა გაჰქონდა დიდ ქუჩას.
გრიალებდნენ ზარბაზნები ორივე მხრიდან...
ოცი წუთი იარეს ჩაბნელებულ ქუჩებში. გოვენმა კარგად იცო-
და ეს უბანი, იცოდა, საით მიდიოდა. მალე ერთ დაკლაკნილ ვიწ-
რო ქუჩაში გავიდა, რომელიც მოედანზე შედიოდა, ოღონდ ბარი-
კადის მეორე მხრიდან.
მდგომარეობა შეიცვალა. ვანდეელებს მოედნის მხოლოდ წი-
ნა მხარე გაემაგრებინათ, – ეს არის მუდმივი შეცდომა ბარიკა-
დის ამგებისა, – ამ მხრიდან სრულიად ღია იყო იქაურობა და
სრულიად თავისუფლად, შეუმჩნევლად შეიძლებოდა სვეტებშუა
გასვლა. რამდენიმე ფურგონი იდგა ბარგით სავსე, წასასვლე-
ლად გამზადებული. გოვენისა და მისი ცხრამეტი კაცის წინ იდგა
ახლა ხუთი ათასი კაცი, ოღონდ თავად გოვენი გვერდიდან მიეპა-
რა ვანდეელებს.
ჩუმად მისცა ბრძანება ათისთავს და თივა ჩამოაცალეს თო-
ფებს. თორმეტი გრენადერი იქვე სახლის კუნჭულთან გამწკრივ-
და და მედოლეები ბრძანებასღა ელოდნენ.
არტილერიის სროლა ხანდახან შეწყდებოდა ხოლმე და უც-
ბად, როდესაც დადგნენ ზარბაზნები, გოვენმა ხმალი იშიშვლა და
მჭექარე ხმით, თითქო საყვირს ჩაჰბერესო, შესძახა:

285 მკითხველთა ლიგა


– ორასი კაცი მარჯვნივ! ორასი მარცხნივ! დანარჩენი – პირ-
დაპირ!
ამას შვიდი ნაღარა მოჰყვა და თორმეტი თოფის გასროლა.
და ერთხელ კიდევ გააგონა მტერს საზარელი სიტყვა:
– ხიშტით!.. დაჰკარით!
მეხი დაეცათ ვანდეელებს.
– მოგვეპარა, მოგვიმწყვდია მტერმა, – შესძახეს შეძრწუნებუ-
ლებმა და აირივნენ ერთმანეთში. გოვენის ნაღარას ელოდა ქა-
ლაქის შესასვლელში, დიდი ქუჩის თავში, გეშანი. გაიგონა და მა-
შინვე იერიშის ბუკი დაჰკრა. დაძრა თავისი ჯარი და სირბილით
წავიდა ბარიკადისკენ. – ორ ცეცხლშუა ვართო, – ანაზდეული ში-
ში მოერია ხალხს. ზარდაცემულ ადამიანს მელა ლომად ეჩვენე-
ბაო, – სწორედ ასე მოუვიდათ იმათაც. დამბაჩის სროლა არტი-
ლერიის გრგვინვად ელანდებოდათ, და თორმეტი კაცის თოფი –
მთელი ლაშქრისა. ამასთან, ისიც სათქმელია, რომ გლეხს ისე
ერევა შიში, როგორც ჩალას ცეცხლის ალი, და როგორც ცეც-
ხლწაკიდებული ჩალა ხანძრად იქცევა, ისე გლეხის შიში – იარა-
ღის დაყრად და სამარცხვინო გაქცევად.
და მართლაც, სამარცხვინოდ გარბოდნენ ვანდეელები.
მეყსეულად მოხდა ყველაფერი. მოედანზე აღარავინ დარჩა.
თავზარდაცემული რაზმები დაიშალნენ და დაიფანტნენ აქეთ-
იქით. მარტოდმარტონი დარჩნენ ოფიცრები. – ორი-სამი კაცი
მოკლა იმანუსმა, – რად გარბიხართო? – გაჰყვიროდნენ, მაგრამ
ამაოდ; ერთიღა ისმოდა მთელ ქალაქში: – თავს უშველეთო! –
და უცბად გაქრა ეს ლაშქარი, უფრო მეტი სისწრაფით, ვიდრე
გრიგალი მიაქანებს ცაზე ღრუბელს, ისე გაძვრა ქალაქის ვიწრო
ქუჩებში და დაიფანტა მინდორში.
ზოგი შატონევისკენ გარბოდა, ზოგი პლერგესკენ, ზოგიც ოტ-
რენისკენ.

286 მკითხველთა ლიგა


მარკიზ ლანტენაკმა საკუთარი თვალით ნახა ეს გაქცევა. თა-
ვისი ხელით შეაბა ზარბაზანებს ჯაჭვები და მარტოდმარტო, უკა-
ნასკნელი იყო, ვინც წავიდა ამ მრავალრიცხოვანი რაზმიდან. მი-
დიოდა ნელა, გულმოკლული და ჩუმად თავისთვის ბუტბუტებდა:
– არა, არაფრად ვარგიან გლეხები, ჩვენ თუ ვინმე გვიშველის,
ისევ ინგლისელები...

287 მკითხველთა ლიგა


IV – ეს მეორედ

სრული გამარჯვება მოიპოვეს.


წითელქუდიანებს მიუბრუნდა გოვენი და შესძახა:
– თორმეტნი ხართ, მაგრამ ათასად ღირხართ!
უფროსის ქება იმ დროს ჯვრით დაჯილდოების ტოლფასი იყო.
გეშანი გოვენის ბრძანებისამებრ გაქცეულთ გაეკიდა და მრა-
ვალი მათგანი ტყვედ აიყვანა.
მაშხალები აანთეს. ქალაქი გაანათეს.
ვინც ცოცხალი გადაურჩა ამ უბედურებას, მაშინვე დანებდა.
გოვენის ხალხმა ჩაუარა განათებულ დიდ ქუჩას. ქუჩა მოფენილი
იყო მკვდრებითა და დაჭრილებით. აქა-იქ კიდევ იყვნენ მტრის
შეშინებული, გაცოფებული მებრძოლები, გარს შემოეხვივნენ
მათ და იარაღი აჰყარეს.
და ამ საშინელ არეულობაში, სადაც გაქცევის მეტი აღარაფე-
რი ახსოვდა ხალხს, ერთი გულადი კაცი დაინახა გოვენმა, დევი-
ვით ბრგე და მოძრავი. იდგა, თავისიანებს შველოდა, რომ გაქ-
ცეულიყვნენ და თავად კი არ გარბოდა. თოფს საოცარი სიმარ-
ჯვით ხმარობდა – ხან ტყვიით უსწორდებოდა მტერს, ხან კონდა-
ხით; ბოლოს თოფი გაუტყდა და ახლა ხმალი იძრო; ცალ ხელში
ხმალი ეჭირა, მეორეში – დამბაჩა. მიახლოებას ვერავინ ბედავ-
და. უცბად წაბარბაცდა და კედელს მიეყრდნო. დაჭრილი იყო,
მაგრამ ისევ მაგრად ეჭირა ხმალიც და დამბაჩაც. გოვენმა თავი-
სი ხმალი ქამარში გაირჭო და იმ კაცისკენ გაექანა.
– დაყარე იარაღი! – შესძახა მან.
დააცქერდა დაჭრილი. სისხლი სდიოდა და გუბედ ედგა ფეხ-
ქვეშ.
– დაგვნებდი-მეთქი, არ გესმის?
ხმას არ იღებდა დევივით ბრგე კაცი.
288 მკითხველთა ლიგა
– რა გქვია?
დაჭრილმა უპასუხა:
– დანსა-ა-ლომბრი.
– ყოჩაღი ვინმე ხარ, – უთხრა გოვენმა და ხელი გაუწოდა.
პასუხად კაცმა შესძახა: – ჩვენს მეფეს გაუმარჯოს!
შემდეგ რაც ძალ-ღონე შერჩენოდა, მოიკრიბა, წამოიწია,
დამბაჩა დაუმიზნა გოვენს და ხმალიც აუქნია. ის იყო, ცხენიანი
კაციც მოსულიყო და ყურს უგდებდა მათ ლაპარაკს. ვანდელმა
რომ ხმალი მოიქნია და დამბაჩა ისროლა, ახალმოსული გოვენ-
სა და ვანდელს შუა შევარდა. ტყვია ცხენს მოხვდა, მოღერებული
ხმალი – ახალმოსულს, და ორივე წაიქცა. საოცარი სისწრაფით
მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებას ვერ მოასწრებდა ადამიანი.
– ვინ არის ეს კაცი? – იკითხა გოვენმა.
შემდეგ მიუახლოვდა და დააცქერდა. სახე მთლად სისხლით
ჰქონდა მოსვრილი უცნობს, თითქოს ნიღაბი აუფარებიათო. შე-
უძლებელი იყო მისი სახის გარჩევა. მხოლოდ ჭაღარა თმა არ გა-
ესვარა სისხლს.
– სიკვდილს გადამარჩინა ამ კაცმა, – თქვა გოვენმა, – ხომ
არავინ იცნობთ?
ერთი ჯარისკაცი წინ წადგა და მოახსენა:
– ეს-ეს არის, ქალაქში შემოვიდა. წინ ჩამიარა. პონტორსონის
გზით მოდიოდა.
ჯარის დასტაქარი უკვე მოსულიყო თავის აბგით. დაჭრილი
ჯერ კიდევ გულწასული იყო. დასტაქარმა გოვენი დაამშვიდა:
– უბრალო ჭრილობა გახლავთ, საშიში არაფერია. შვიდი-რვა
დღე და ფეხზე დადგება. მართლაც რომ საოცრად გადარჩენილა.
დაჭრილს წამოსასხამი ჰქონდა მოგდებული მხრებზე. მის
ქვეშ კი სამფერი სარტყელი, ხმალი და ორი დამბაჩა მოუჩანდა.
საკაცეზე დააწვინეს. ტანთ გახადეს. წყალი მოიტანეს და ჭრილო-

289 მკითხველთა ლიგა


ბა ჩამოჰბანეს. დაჭრილის სახე გამოჩნდა. განცვიფრებული დას-
ცქეროდა გოვენი, თვალს ვეღარ აშორებდა ახალმოსულს.
– რაიმე საბუთი ხომ არა აქვს? – იკითხა გოვენმა.
ხელი მოუსვა დასტაქარმა უბეზე, პატარა ჩანთა ამოიღო და
გოვენს მიაწოდა.
ამასობაში დაჭრილიც მოსულიერდა, წამწამები დაახამხამა,
თვალის გახელას ცდილობდა.
გოვენმა უცნობის ჩანთა გახსნა, იქიდან ოთხად გაკეცილი ქა-
ღალდი ამოიღო, გაშალა და წაიკითხა:
„საზოგადოებრივი განრინების კომიტეტი. მოქალაქე სიმურ-
დენი“ და შეჰყვირა:
– სიმურდენ!
ამ ყვირილმა მოასულიერა დაჭრილი. თვალი გაახილა. გან-
ცვიფრებული იყო გოვენი.
– სიმურდენ! თქვენ ხართ? სიკვდილს გადამარჩინეთ, ეს
მეორედ!
სიმურდენი სიყვარულით შესცქეროდა გოვენს. სიტყვით უთ-
ქმელი ნეტარებით უბრწყინავდა სახე.
მუხლებზე დაეცა დაჭრილის ფერხთით გოვენი და შესძახა:
– ჩემო მასწავლებელო!
– ჩემო შვილო, – უპასუხა სიმურდენმა.

290 მკითხველთა ლიგა


V – ცივი წყლის წვეთი

რამდენიმე წელიწადი გასულიყო, რაც ერთმანეთი არ ენახათ,


მაგრამ გულით ყოველთვის განუყრელნი იყვნენ, და ისე შეხ-
ვდნენ ერთმანეთს, თითქოს გუშინ დაშორებულიყვნენ.
დოლის ქალაქის თვითმმართველობის შენობაში მოაწყვეს
საავადმყოფო. სიმურდენი ერთ პატარა ოთახში დააწვინეს, დიდი
ოთახის გვერდით, სადაც სხვა დაჭრილები მოეთავსებინათ.
დასტაქარმა ჭრილობა შეუხვია სიმურდენს და – დაჭრილს
მოსვენება უნდაო, – განაცხადა. და არც ეცალა გოვენს სალაპა-
რაკოდ. ათასი საკითხი ჰქონდა გადასაჭრელი, ათასი ბრძანება
გასაცემი. გამარჯვებასაც მრავალი საზრუნავი აქვს და სიმურდე-
ნი მარტო დარჩა. მაგრამ რული არ ეკარებოდა – ორგვარი ცხე-
ლება მორეოდა ერთდროულად: ცხელება ჭრილობისა და ცხე-
ლება სიხარულისა.
არ ეძინა, მაგრამ სიზმრად ეჩვენებოდა ყველაფერი. ნუთუ
აუსრულდა ნატვრა? სიმურდენი იმ კაცთაგანი იყო, რომელთაც
არა სწამთ დუშაში, და დუშაში კი მოუვიდა. ყმაწვილი დაეტოვე-
ბინა გოვენი და ვაჟკაცი იპოვა, ახოვანი, ძლიერი, მამაცი. გამარ-
ჯვებული იპოვა! გამარჯვებული – ხალხისთვის. გოვენი ითვლე-
ბოდა ვანდეაში რევოლუციის სვეტად და სწორედ სიმურდენმა
შეუქმნა რევოლუციას ეს სვეტი. მისი მოწაფე იყო გამარჯვებული.
თავისი ფიქრების, თავისი ოცნების განხორციელების ბრწყინვა-
ლებას ხედავდა გოვენში, რომელსაც დღეს-ხვალ შეიძლებოდა
რესპუბლიკური პანთეონიც დაემშვენებინა. მისი მოწაფე, შვილი
მისი აზროვნებისა, დღეიდან გმირი იყო და ცოტა ხნის შემდეგ დი-
დებასაც მოიხვეჭდა. განა სულერთი არ იყო, თავად სიმურდენი
იქნებოდა თავისი ოცნების აღმსრულებელი, თუ მისი სულიერი
მოწაფე? თავის თვალით ნახა, როგორი იყო გოვენი ბრძოლაში.
291 მკითხველთა ლიგა
აქილევსის ბრძოლა მისმა აღმზრდელმა ნახა, კირონმა, და გო-
ვენის – სიმურდენმა. რაღაც საიდუმლო მსგავსება უნდა ყოფი-
ლიყო თხა-კაც კირონსა და მღვდელ სიმურდენს შორის, რადგან
მღვდელიც ისეთივე ნახევარკაცია, როგორიც ზღაპრული თხა-
კაცი.
ძილი აღარ ეკიდებოდა, თავისი თავგადასავლის ყოველი
წვრილმანი თვალწინ ედგა და რაღაც ტკბილი ნეტარებით უვსებ-
და გულს. დიდებული მზე ამოდიოდა, ჯერ ჭაბუკი, მაგრამ ქვეყნის
მანათობელი, და ის ახარებდა სიმურდენს, რომ მის ხელთ იყო ამ
მზის მომავალი. კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ერთი სიტყვაც
იკმარებს სიმურდენისა, ერთადერთი სიტყვა, რომ რესპუბლიკამ
გოვენს მიანდოს თავისი ლაშქრების მხედართმთავრობა. არა-
ფერი აბრმავებს ადამიანს ისე ძალიან, როგორც გამარჯვებით
აღტაცება. ეს ის დრო იყო, როდესაც ყველას თავისებური მხე-
დართმთავარი ენატრებოდა: დანტონს ვესტერმანი უნდოდა, მა-
რატს – როსინიოლი, ჰებერტს – რონსერი; რობესპიერს კიდევ
ყველას გადაყენება. – რატომ გოვენი არა? – ეკითხებოდა თავის-
თავს სიმურდენი, კარგი გენერალი მარტო უფროსია თავისი
ლაშქრისა; კარგი მხედართმთავარი იმავე დროს მომხვეჭიც უნ-
და იყოს გამარჯვებისა და სწორედ ამისთანა მხედართმთავრად
ესახებოდა სიმურდენის ოცნებას გოვენი. და რადგან ოცნებასა-
ვით სწრაფი არაფერია ამქვეყნად, ხან ოკეანეში ეჩვენებოდა გო-
ვენი, – ინგლისელებს მიერეკებოდა საფრანგეთიდან, ხან რეინ-
ზე – ჭკუას ასწავლიდა ჩრდილოეთის მეფეებს, ხან პირენეში, –
საფრანგეთის საქმეებში ნუ ერევით, ესპანელებოო, ხან კიდევ
ალპებზე, – მიანიშნებდა იტალიელებს, – რაღას უყურებთ, რა-
ტომ თქვენც არ აჯანყდებითო? – ორი ადამიანი ცხოვრობდა სი-
მურდენში: ერთი გულჩვილი და მეორე სასტიკი; ორივე კმაყოფი-

292 მკითხველთა ლიგა


ლი იყო, რადგან მისი იდეალი ულმობლობა იყო და ადამიანური
ღირსებით აღსავსეს ხედავდა გოვენს და იმავ დროს, საშინელს.
ბევრი რამ ეჩვენებოდა სიმურდენს დასანგრევად, ვიდრე ახ-
ლის მშენებლობა დაიწყებოდა. – დღეს ჯერ ისევ ნგრევას უნდა
ვცდილობდეთ და ჯერ დრო არ არის ლმობიერებისო, – ფიქრობ-
და და სრულიად ღირსეულად მიაჩნდა გოვენი ამ ნგრევის დრო-
ისთვის. თვალწინ ედგა გოვენი, რომელიც სხივმოსილი, ბრწყინ-
ვალე, ფეხით თელავდა წყვდიადს, გზას აძლევდა იდეალურ მარ-
თლმსაჯულებას, გონიერებასა და პროგრესს, თუმცა ბასრი ხმა-
ლი ეჭირა ხელში. ანგელოზი, მაგრამ მავანის მმუსრავი.
და ამ ტკბილი ოცნებით რომ იყო გატაცებული, მეორე ოთახი-
დან საუბარი შემოესმა, ღია დარჩენოდათ კარი. იმ ოთახში ლა-
პარაკობდნენ, სადაც დაჭრილები ჰყავდათ. გოვენის ხმა იცნო. ეს
ხმა, რამდენიმე წელიწადი იყო, რაც აღარ გაეგონა, მაინც სულ
ყურში ედგა, და ვაჟკაცის ხმაშიც დარჩენილიყო ცოტა რამ ბავ-
შვური, ტკბილი. ყური მიუგდო. ფეხის ხმა ისმოდა. ჯარისკაცმა
მოახსენა:
– ეს ის კაცია, დამბაჩა რომ გესროლათ. სანამ ჩვენ დაჭრილს
ვუვლიდით, სარდაფში ჩაძრომა მოუსწრია და იქიდან ამოვათრი-
ეთ.
მერე შემდეგი დიალოგი მოისმინა გოვენისა და იმ კაცისა:
– დაჭრილი ხარ?
– კარგად ვარ, ახლავე დამხვრიტეთ.
– საწოლში ჩააწვინეთ. ჭრილობა შეუხვიეთ. მოუარეთ და მო-
არჩინეთ.
– სიკვდილი მირჩევნია.
– ცოცხალი დარჩები. შენ ჩემი მოკვლა გინდოდა მეფის სახე-
ლით, მე კი გპატიობ რესპუბლიკის სახელით.

293 მკითხველთა ლიგა


შეიჭმუხნა სიმურდენი. მეტად ტკბილი იყო სიზმარი და მეტად
მწარე მეყსეული გამოღვიძება. ლახვარივით ეცა გულში გოვენის
სიტყვები და თავდახრილმა წარმოთქვა:
– მართლა ლმობიერი ყოფილა.

294 მკითხველთა ლიგა


VI – ძუძუ განკურნებული, გული
დაწყლულებული

ჭრილობა მალე განიკურნება, მაგრამ სხვაც იყო უფრო მეტად


დაჭრილი, ვიდრე სიმურდენი. ეს ის დედაკაცი იყო, რომელიც
„დახვრიტეს“ ლანტენაკის ბრძანებით, მათხოვარმა ტელმარშმა
რომ ამოიყვანა სისხლის გუბიდან ერბ-ან პაილის ეზოში.
მიშელ ფლეშარი უფრო დიდ განსაცდელში იყო, ვიდრე ტელ-
მარშს ეგონა, გულწასული რომ იპოვა დახვრეტილებთან. ერთი
ტყვია მკერდს ზემოთ მოხვედროდა და ბეჭში გასულიყო; მეორე
კიდევ – მხარში, მაგრამ ფილტვს ასცდენოდა და გადარჩა უბედუ-
რი.
ტელმარში ერთი „ფილოსოფოსი“ იყო (ეს სიტყვა გლეხკაცებ-
ში დასტაქრული საქმისა და ჯადოქრობის „მცოდნეს“ გულის-
ხმობდა), სწორედ მან დააწვინა დაჭრილი თავის ბუნაგში გამ-
ხმარ ქვეშაგებზე და უწამლა თავისი საიდუმლო „ხალხური“ წამ-
ლებით. მოუარა, ჭრილობები განუკურნა და რამდენიმე კვირის
შემდეგ ფეხზე დადგომაც შეძლო ავადმყოფმა.
ერთ დილასაც სოროდან ამოვიდა ტელმარშის დახმარებით,
ხის ძირში დაჯდა და მზეს მიეფიცხა. ტელმარშმა ცოტა რამ იცოდა
ამ ქალის შესახებ. დაჭრილს, ავადმყოფს არ ალაპარაკებენ და
თავად ქალიც, ვიდრე სიკვდილს ებრძოდა, სულ გაჩუმებული
იყო. ხმის ამოღების ნებას არ აძლევდა ტელმარში, მაგრამ რა-
ღაც აწუხებდა ფლეშარს და ეტყობოდა ეს მწუხარება გაუსაძლისი
იყო. იმ დილას კი უკეთ გამოიყურებოდა, მარტოც შეძლებდა
სიარულს თუ გაჭირდებოდა. ტელმარში ბედნიერი იყო თავისი
შრომით. მხიარულად შესცინა ფლეშარს და საუბარი გაუბა:
– კარგია! ფეხზე ვდგავართ, ჭრილობა გაგვიმრთელდა.

295 მკითხველთა ლიგა


– გული კი ვერა, – შეაწყვეტინა ფლეშარმა და შემდეგ კით-
ხვით მიმართა: – მაშ, არ იცით, სად არიან?
– ვინ? – უგაიკვირვა ტელმარშმა.
– ჩემი პატარები.
ამ სიტყვაში ჩადებული იყო ყველაფერი, რაც ფლეშარს აწუ-
ხებდა ავადმყოფობის დროს. აზრი ამ სიტყვისა ასეთი იყო: „რად-
გან არ მელაპარაკებით, რადგან ამდენი ხანია თქვენთან ვარ და
სიტყვა არ გითქვამთ ჩემთვის, რადგან პირში ბურთს მჩრით, რო-
გორც კი ხმის ამოღებას დავაპირებ, მგონი ვხვდები, რომ არ გინ-
დათ ის გკითხოთ, რაც მაწუხებს. ცხადია, რომ არ იცით და ჩემ-
თვის სათქმელი არაფერი გაქვთ“. როცა სიცხისგან იწვოდა და
თავდავიწყებული ბოდვას მოჰყვებოდა, ხშირად ეძახდა თავის
ბავშვებს, და ძალიან კარგად იცოდა ისიც (ბოდვასაც აქვს მეხ-
სიერება), რომ ტელმარში მის ძახილს პასუხს არ აძლევდა.
ან რა პასუხს გასცემდა, როცა არაფერი იცოდა? ადვილი ხომ
არ არის დაკარგული ბავშვების დედასთან საუბარი. რა უნდა ეთ-
ქვა? იცოდა, რომ „დახვრეტილი“ იყო. შემთხვევით ნახა მიწაზე
გართხმული სისხლის გუბეში, და სინჯვა რომ დაუწყო, მკვდარს
უფრო ჰგავდა, ვიდრე ცოცხალს; იცოდა, რომ უბედურს სამი ბავ-
შვი ჰყავდა, და დედა რომ დაახვრეტინა, მარკიზ ლანტენაკმა თან
წაიყვანა ბავშვები. ეს იყო და ეს; ამის მეტს ვერაფერს იტყოდა.
რა მოუვიდათ ბავშვებს, რა ბედი ეწიათ? ცოცხლები იყვნენ ჯერ
კიდევ? ისიც იცოდა, რომ ამ სამი ბავშვიდან ორი ბიჭი იყო და ერ-
თი გოგონა, ჩვილი, რომელსაც ის-ის იყო, ძუძუ მიატოვებინეს.
სხვა არაფერი. თვითონაც ძალიან უნდოდა რამის გარკვევა, მაგ-
რამ ამაოდ. იქაურებს გამოჰკითხა კიდეც ბავშვების ამბავი, მაგ-
რამ პასუხი არავინ აღირსა, – თავს დაღუნავდნენ და ისე გაუვ-
ლიდნენ ხოლმე ხმის ამოუღებლად...

296 მკითხველთა ლიგა


იქაურები ერიდებოდნენ ლანტენაკის ხსენებას და ერიდებოდ-
ნენ აგრეთვე ტელმარშთან საუბარს. გლეხკაცი რაღაც თავისებუ-
რი ეჭვით ექცევა ადამიანს და ტელმარშსაც უნდობლად უყურებ-
დნენ ყველანი. ტელმარში-მათხოვარი საშიშად მიაჩნდა დიდსა
და პატარას. ფიქრობდნენ – რა ეგულება ცაში, რომ თვალებდაჭ-
ყეტილი სულ ზეცას შესცქერისო!
ქვეყანა ბრძოლის ველად ქცეულიყო, ცეცხლი და მახვილი
მოსდებოდა, აშლილი, აწიოკებული იყო დიდი და პატარა; ადამი-
ანს ძარცვისა და დარბევის გარდა სხვა საფიქრალი აღარ ჰქონ-
და და სისხლის ღვრის გარდა – სხვა საქმე; ყველა იმას ცდილობ-
და, ცეცხლი წაეკიდებინა მტრის სახლისთვის, ამოეწყვიტა მტრის
ოჯახი, გაეძარცვა ფოსტა, აეკლო მტრის სოფელი, ჩასაფრებოდა
მტერს, ხაფანგში მოემწყვდია და მისი სისხლით გამძღარიყო. და
ამ დროს განდეგილივით მარტო იყო ტელმარში, ბუნებით გატა-
ცებული, თითქოს შთანთქმული ბუნების ნეტარ სიმშვიდეში. მარ-
ტო იყო ტყეში, ბალახს კრეფდა, ყვავილებს და ამ ყვავილების,
ფრინველებისა და ვარსკვლავების მეტი აღარაფერი ახსოვდა.
ცხადია, საეჭვო უნდა ყოფილიყო ეს კაცი და თანაც საშიში. ეტყო-
ბოდა, თავის ჭკუაზე არ იყო, რადგან არც ჩაუსაფრდებოდა ვინ-
მეს და არც თოფს ესროდა. ამიტომაც ეშინოდათ ამ კაცის და უნ-
დობლად უყურებდნენ ყველანი.
– შეშლილია, უბედური, – ამბობდა ხალხი.
ტელმარში უფრო მეტი იყო, ვიდრე განდეგილი...
კითხვით არავინ მიმართავდა, მაგრამ პასუხსაც არავინ აღირ-
სებდა. ამიტომ იყო, რომ ძალიან უნდოდა ბავშვების შესახებ რა-
მე გაეგო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბრძოლის ველმა წინ
წაიწია და ახლა სხვაგან იყო ომი; მარკიზ ლანტენაკი გაქრა ჰო-
რიზონტიდან, და ისე იყო ტელმარში გატაცებული თავის ფიქრე-

297 მკითხველთა ლიგა


ბით, რომ ომის უბედურებას ვერ განიცდიდა, ვიდრე თავად არ
დააწვებოდა ბრძოლის ვარამი.
ჩემი პატარებიო, – რომ უთხრა ფლეშარმა, გული მოუკვდა
ტელმარშს, და ვეღარაფერი თქვა, იჯდა ასე ჩაფიქრებული. რა წა-
მებაში უნდა ყოფილიყო უბედური დედის გული! უფსკრულის
ძირში იყო, სადაც სინათლე ვეღარ აღწევდა. და რომ ვეღარ გა-
უძლო წამებას, დააცქერდა ტელმარშს და შეჰყვირა ცოტაოდენი
გაბრაზებით:
– ჩემი პატარები?
თავი ჩაღუნა ტელმარშმა, თითქოს დამნაშავე ყოფილიყოს.
მოაგონდა მარკიზ ლანტენაკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, სიზ-
მარშიც არ მოაგონდებოდა ვიღაც ტელმარში. ეს ძალიან კარგად
იცოდა გლახამ და თავისთვის, ჩუმად ამბობდა: – ბატონს მაშინ
ვახსოვვართ, როცა გაუჭირდება! გადარჩება განსაცდელს და
გლეხიც დაავიწყდება!
და თავის თავს ეკითხებოდა:
„მაშ, რაღად გადავარჩინე სიკვდილს ის ბატონი?“
და პასუხიც მზად ჰქონდა:
„იმიტომ, რომ ადამიანია!“.
ცოტა ხანს კვლავ ჩაფიქრებული იყო და ისევ ჰკითხა თავის
თავს:
„დარწმუნებული კი ვიყავი, რომ ადამიანია ის ბატონი?“
და სიმწრით აღმოხდა: „ეჰ, რა ვიცოდი!“
გულს უღონებდა ეს ამბავი, რადგან რაღაც გამოცანად ეჩვე-
ნებოდა თავისი საქციელი. მისი ფიქრები კი გონებაში ასეთ ფრა-
ზებს ქსოვდნენ: „კეთილს რომ სჩადის კაცი, ბოროტებად ექცევა;
ქორს რომ ფრთას გაუმრთელებ, ბრჭყალებსაც გაილესავს. მე კი
ორფეხა მგელი გადავარჩინე სიკვდილს, რომ ცხვარი გაეჟლი-
ტა“.

298 მკითხველთა ლიგა


მართლა დამნაშავედ იგრძნო თავი. დამსახურებული ჰქონდა
ამ დედაკაცის რისხვა. და სულის ქენჯნას – რად გადავარჩინე
სიკვდილს მარკიზიო, – ანუგეშებდა გრძნობა, რომ ეს უბედურიც
გადაარჩინა.
მაგრამ ბავშვები?
დედაც რაღაცას ფიქრობდა. იქნებ ერთმანეთს ხვდებოდნენ
მათი ფიქრები ნატვრის წყვდიადში?
და ერთხელ კიდევ დააშტერა ფლეშარმა თავისი სევდიანი
თვალები ტელმარშს:
– ასე ხომ არ იქნება?
– ჩუმად! – შესძახა ტელმარშმა და თითი მიიდო პირზე.
ის კი არ იშლიდა:
– ძალიან დააშავეთ, რომ გადამარჩინეთ, არ ვარ თქვენი მად-
ლიერი. მე რომ ახლა მკვდარი ვიყო, დარწმუნებული ვარ, ვნა-
ხავდი ჩემს შვილებს. მეცოდინებოდა მათი ადგილსამყოფელი.
ისინი ვერ დამინახავდნენ, მაგრამ მე იმათთან ვიქნებოდი.
მკვდარი ვიქნებოდი, მაგრამ ყოველ განსაცდელს ავაცდენდი
ჩემს ანგელოზებს.
გლახამ მაჯა გაუსინჯა ქალს.
– დამშვიდდით, თორემ სიცხე აგიწევთ.
მის სიტყვებს არავითარი ყურადღება არ მიაქცია ფლეშარმა
და უკმეხად უპასუხა:
– როდის შემეძლება წასვლა?
– წასვლა?
– დიახ. როდის შევძლებ სიარულს?
– არც არასოდეს, თუ არ დამშვიდდებით, ჭკვიანად თუ არ იქ-
ნებით და ჩემს რჩევას ყურს არ უგდებთ. თუ არ გამიძალიანდე-
ბით, მაშინ ხვალაც შეიძლება.
– რას ეძახით თქვენ ჭკვიანად ყოფნას?

299 მკითხველთა ლიგა


– არ დაივიწყოთ სასოება ღვთისა.
– ღვთის სასოება?! სად დამიმალა ჩემი შვილები?
ქალი შეშლილს ჰგავდა. უცბად მოლბა და ხმა დაუტკბა:
– თქვენც კარგად იცით, რომ აღარ შემიძლია აქ დარჩენა.
თქვენ შვილები არ გყოლიათ. მე კი მყავდა და დედა ვარ. ესაა
ჩვენ შორის განსხვავება. როგორ შეიძლება იმის განსჯა, რაც
თვითონ არ განგიცდიათ. თქვენ შვილები არ გყოლიათ, ხომ მარ-
თალია?..
– მართალია, არ მყოლია.
– მე შვილების მეტი კი არაფერი გამაჩნია და რად მინდა სი-
ცოცხლე, თუ ჩემი შვილები აღარ მეყოლება? მაშ მითხარით, ყვე-
ლაფერი მითხარით, ნურაფერს დამიმალავთ, აღარ მყავს ჩემი
შვილები? ვგრძნობ, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ ვერა და ვერ გა-
მიგია, რა მოხდა, ან რა ხდება? ქმარი მომიკლეს, მე დამხვრიტეს,
მაგრამ, სულერთია, ვერაფერი გამიგია.
– ვხედავ უკვე, რომ სიცხემ გიმატათ, – გააჩუმა ტელმარშმა,
– დამშვიდდით, ნუღარ ილაპარაკებთ.
ქალი დადუმდა და იმ დღიდან მუნჯივით იყო გაჩუმებული. უფ-
რო მეტად დაემორჩილა ამ ბრძანებას, ვიდრე თვითონ გლახას
უნდოდა. საათობით იჯდა ხოლმე ხის ძირში გაშტერებული. დუმ-
და და ოცნებობდა. წარმოუდგენელ შვებას აძლევს დუმილი დაწ-
ყლულებულ გულს, რომელმაც წარმოუდგენელი სევდა განიცა-
და. თითქოს ამ ქვეყნისა არ იყო და აღარაფერი ესმოდა. ხანდა-
ხან იქამდე მძლავრია სასოწარკვეთა, რომ თვითონ სასოწარკვე-
თილსაც კი უჭირს მისი შეგნება.
ტელმარში უბედურ ქალს თვალს არ აშორებდა და მის გულ-
საც სევდა ერეოდა. „ჰოდა, რა? – ფიქრობდა ტელმარში, – ენით
არას ამბობს, მაგრამ თვალები უფრო მეტყველი აქვს, ვიდრე ენა.
კარგად ვხედავ, რომ ერთი ფიქრი აქვს მხოლოდ გონებაში. დედა

300 მკითხველთა ლიგა


ყოფილიყოს ქალი და დედა აღარ იყოს! თავისი ძუძუთი გა-
მოეზარდოს შვილები და ვეღარ ხედავდეს, – ეს საშინელებაა!
როგორ გავამტყუნო საცოდავი? ალბათ, თვალწინ უდგას თავისი
პატარა გოგონა, რომელსაც ძუძუს აწოვებდა. სულ შვილებთან
არის უბედური, სულითაც და გულითაც.… რა ტკბილი უნდა იყოს,
პატარა, ვარდის კოკობივით ნაზი ბაგე რომ დაგეწაფება, სწოვს
შენს სულს და შენი სულით და გულით ქმნის თავის მომავალს“.
დასტაქარიც ჩუმად იყო, რადგან გრძნობდა, რომ სრულიად
არაფრისმთქმელი იქნებოდა მისი სიტყვები ამ უსაზღვრო ვაების
სანუგეშოდ. ერთი ფიქრით „გიჟის“ დუმილი საშინელია და განა
შეაგნებინებთ რამეს შვილების ფიქრით გატაცებულ დედას? წმი-
დათაწმიდაა დედა, და თავისი სიწმიდით არის ძლიერი, სხვისი
არაფერი ესაჭიროება... დედას თავისი ალღო აძლიერებს. დედა-
შია შეკრებილი უსაზღვრო, ბნელი სურვილი შექმნისა და ეს ალ-
ღოა მისი წინამძღვარი. სიბრმავე, შორსმჭვრეტელობით აღსავ-
სე.
ახლა თავად ტელმარში ცდილობდა ხმა ამოეღებინებინა უბე-
დურისთვის, მაგრამ ამაოდ. შემდეგ უთხრა:
– ჩემდა საუბედუროდ, ბებერი კაცი ვარ და სიარული მიმძიმს.
მე ჩემი ძალ-ღონე უფრო მალე დავხარჯე, ვიდრე ჩემი გზის ბო-
ლოს მივაღწევდი. თხუთმეტი წუთი რომ ვიარო, ფეხები მეღლება
და იძულებული ვარ, გავჩერდე. ასე რომ არ იყოს, მეც თან გა-
მოგყვებოდით. მაგრამ იქნებ კარგიც იყოს, რომ არ წამოგყვეთ.
რგებით, მგონია, ვერას გარგებთ და ვნებით კი, ვაითუ, გავნოთ,
რადგან აქ მხოლოდ მერიდებიან და სხვაგან კი რესპუბლიკელე-
ბისთვის გლეხი ვარ და გლეხებისთვის – ჯადოქარი.
შეჰყურებდა, ელოდა, ქალი რას უპასუხებდა. ქალს კი არც
შეუხედავს მისთვის.

301 მკითხველთა ლიგა


ერთი ფიქრი რომ გაიტაცებს ადამიანს, ან გააგიჟებს, ან გმი-
რად გახდის. მაგრამ რა გმირობას შეძლებდა საწყალი გლეხის
დედაკაცი? არავითარს, თავგანწირულ დედობას და სხვას არა-
ფერს. და დღითი დღე უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა თავის
ლანდებში. ტელმარშს უნდოდა ხელსაქმით გაერთო ქალი. ნემსი
და ძაფი მიუტანა, სათითე და, მართლაც კერვა დაიწყო ფლეშარ-
მა და ამით დიდად ასიამოვნა საწყალი გლახა. ფიქრებით იყო
გართული, მაგრამ კერავდა, ნელ-ნელა იკრებდა ძალ-ღონეს,
თუმცა თვალები ისევ ისეთივე, სევდითა და ნაღვლით სავსე
ჰქონდა. ხანდახან, ხელსაქმის დროს რაღაცას წაიღიღინებდა
ხოლმე. სახელებს ბუტბუტებდა, ალბათ ბავშვების სახელებს,
მაგრამ ისე ჩუმად, რომ ტელმარში მათ ვერ არჩევდა. შემდეგ
უეცრად ღიღინს შეწყვეტდა და ყურს უგდებდა ჩიტების ჭიკჭიკს,
თითქოს მათგან ელოდა სანატრელი ამბის გაგებასო. თან ცას
შესცქეროდა, – ნეტავ, სულ ასეთი კარგი დარი იყოსო. ტუჩები
უთრთოდა, თითქოს რაღაც ამბავს ჰყვება გულში ჩუმადო. ტომა-
რა შეიკერა და წაბლით აავსო. და ერთ დილასაც წამოდგა და
გზას გაუდგა ტყისკენ...
– საით გაგიწევია? – ჰკითხა ტელმარშმა.
– ჩემი პატარების საძებნელად.
ტელმარშს აღარ უცდია მისი შეჩერება...

302 მკითხველთა ლიგა


VII – ორი მხარე ჭეშმარიტებისა

რამდენიმე კვირის შემდეგ ამ სამოქალაქო ომით გამოწვეულ


არეულობაში, ერთადერთიღა ჰქონდათ ფუჟერელებს სალაპა-
რაკო, – ორი, დაპირისპირებული კაცი, ერთსა და იმავე საქმეს
რომ ემსახურებიან გულწრფელად, – რევოლუციას.
მხეცური ბრძოლა ვანდეელებისა ჯერაც არ დამთავრებული-
ყო, მაგრამ უკვე ნიადაგს კარგავდა ვანდეა. მეტადრე ლილ-ე-
ვილენში, დოლის შემდეგ, სადაც ისე მარჯვედ წაართვა გოვენმა
ქალაქი ლანტენაკს და ათას ხუთასი კაცით სამარცხვინოდ გააქ-
ცია ექვსი ათასი. ეს გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანი იყო,
რომ აქ აჯანყებას საბოლოოდ ჩამქრალი თუ არა, მინავლებული
მაინც ერქვა. ამ გამარჯვებას რამდენიმე სხვაც მოჰყვა და ძირ-
ფესვიანად შეიცვალა მდგომარეობა.
ვანდეას ამ ნაწილში გამარჯვებული რესპუბლიკა გახლდათ,
ეს ცხადი იყო ყველასთვის; მაგრამ როგორი რესპუბლიკა იყო
გამარჯვებული? აჯანყების მინავლების სიხარულში რესპუბლიკა
ესახებოდა ყველას, მაგრამ ორგვარი; ზოგს ტერორით გამაგრე-
ბული, ზოგს – ლმობიერი; ზოგს უნდოდა მტრის ამოჟლეტა, ზოგს
– მტრის გულის მოგება. რომელი სჯობდა? ამ ორ მიმართულე-
ბას, დაუნდობელს და ლმობიერს, განასახიერებდა ორი მოღვა-
წე, სახელიც დიდი რომ ჰქონდათ და გავლენაც. ერთი მხედარ-
თმთავარი იყო, მეორე – ერისკაცი, მთავრობის წარმომადგენე-
ლი. ერთ-ერთი, მთავრობის კომისარი იყო, დიდი ძალით აღჭურ-
ვილი. პარიზის კომუნის ბრძანება ჰქონდა სანტერის ჯარისადმი,
– არავითარი შებრალება რესპუბლიკის მტრებისო. კონვენტის
დეკრეტი ჰქონდა, რომლითაც სრულუფლებიანი წარმომადგენე-
ლი იყო მთავრობისა და შეეძლო თავისი ბრძანებისამებრ ეწარ-
მოებინა ყველაფერი და სიკვდილით დაესაჯა ყველა, ვინც გაათა-
303 მკითხველთა ლიგა
ვისუფლებდა, ან გააპარებდა აჯანყებული ხალხის წინამძღვარს.
მასვე ჰქონდა საზოგადოებრივი განრინების კომიტეტის მოწმო-
ბა, ხელმოწერილი რობესპიერის, დანტონის, მარატის მიერ,
რომლითაც რესპუბლიკის ყველა მოხელეს ევალებოდა,
დაუყოვნებლივ აესრულებინა კომიტეტის დელეგატის ყოველი
განკარგულება.
მეორე მხედარი იყო მეთაური ჯარისა და ცნობილი ვაჟკაცო-
ბითა და გულჩვილობით. ძლიერი მკლავი ჰქონდა, რომლითაც
დაუნდობლად ებრძოდა მტერს და ლმობიერი გული, რომლითაც
იცოდა ადამიანის შებრალება. გამარჯვებისთვის იბრძოდა, მაგ-
რამ რომ გაიმარჯვებდა, მაშინვე დამარცხებულის შებრალების
გრძნობა ეუფლებოდა.
აქედან მოდიოდა ფარული უთანხმოება ამ ორი მოღვაწისა.
სხვადასხვაგვარად მოიპოვებდნენ ხოლმე რესპუბლიკის გასა-
მარჯვებელ ძალას და სხვადასხვაგვარად სცემდნენ მეხს რევო-
ლუციის მტრებს – ერთი გამარჯვებით იბრძოდა, მეორე – ტერო-
რით.
სხვა სალაპარაკო აღარ ჰქონდათ მთელ ბოკაჟში. ჭმუნვით
შესცქეროდნენ ორ მეგობარს, რადგანაც იცოდნენ, რომ მიმარ-
თულებით ასე განსხვავებულნი, გულითადი მეგობრები იყვნენ
და უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი. ტერორის მომხრემ სიკ-
ვდილს გადაარჩინა ლმობიერი, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობო-
და სახეზე ნაიარევი. ერთი სიკვდილის განსახიერება იყო, მეორე
– სიცოცხლისა; ერთი საშინელების პრინციპი იყო, მეორე მშვი-
დობიანობისა; უცნაურ ამოცანებს გვაძლევს ცხოვრება. წარმო-
იდგინეთ ორესტი ლმობიერი და პილადი ულმობელი. წარმო-
გიდგენიათ ძმებად ამირგანი და ორმუზდი?
ამასთან ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ „ულმობელი“ სიყვარუ-
ლით იყო აღსავსე მოყვასისადმი; ავადმყოფებს უვლიდა, დაჭრი-

304 მკითხველთა ლიგა


ლებს ჭრილობას უხვევდა, დღესა და ღამეს საავადმყოფოში ას-
წორებდა. გულწრფელად წუხდა, ფეხშიშველ ბავშვებს რომ შეხ-
ვდებოდა, თავისი არაფერი ჰქონდა, და რაც ჰქონდა, სულ ღარი-
ბებს ურიგებდა. სადაც ბრძოლა იყო, ისიც იქ იყო. წინ მიუძღოდა
ჯარს შეიარაღებული, მაგრამ მაინც უიარაღოდ, რადგან არავის
არასდროს უნახავს მის ხელში ხმალი ან დამბაჩა. წინ მიუძღოდა
მებრძოლთ, არ ერიდებოდა საფრთხეს, მაგრამ თვითონ ზიანს
არავის მიაყენებდა. ამბობდნენ, მღვდელი იყო წინათო.
სიმურდენი და გოვენი... მათ სიყვარული აერთიანებდათ, მაგ-
რამ ორ მიმართულებას შორის სიძულვილი ჩაბუდებულიყო; ერ-
თი სული ედგა ორივეს, მაგრამ ორად გაჭრილი და გაყოფილი;
და მართლაც, გოვენს სიმურდენმა ჩაუდგა სული, მაგრამ
მთლიანად კი არა, ნახევარი მისცა ყმაწვილს თავისი სულისა,
ტკბილი ნახევარი. ისე იყო, თითქოს გოვენს მარტო თეთრი სხივი
გადასცა სიმურდენმა და შავი და ბნელი კი თავისთვის დაიტოვა.
ფარული იყო ეს უთანხმოება, მაგრამ ძირითადად პრინციპული
და დღეს იქნებოდა თუ ხვალ, შეუძლებელი იყო, არ ეფეთქა. და
ერთ დილას კიდეც იფეთქა...
სიმურდენმა დაიწყო:
– როგორ არის ჩვენი საქმე?
გოვენმა იუცხოვა ეს კითხვა:
– ჩემზე უკეთ იცით. ლანტენაკს მთელი ხალხი დავუფანტეთ,
რაც ჰყავდა. რამდენიმე კაცით ფუჟერის ტყეშია შემწყვდეული და
ამ ერთ კვირაში მივაგნებთ სადმე.
– და ორ კვირაში?
– დავიჭერთ კიდეც.
– მერე?
– ჩემი განცხადება წაიკითხეთ?
– წავიკითხე. მერე რაო?

305 მკითხველთა ლიგა


– ჰოდა, დახვრეტილი იქნება.
– აქაც შენი გულჩვილობა! გილიოტინა და იმისი თავი!
– არა, – მიუგო გოვენმა, – მე მხედრული სიკვდილის მომხრე
ვარ.
– მე კი, – მიუგო სიმურდენმა, – რევოლუციური სიკვდილის
მომხრე ვარ.
თვალი თვალში გაუყარა გოვენს და განაგრძო:
– რად გაათავისუფლებინე ის სენ-მარკ-ლებლანის მონას-
ტრის მონაზვნები?
– ქალებს არ ვეომები, – უპასუხა გოვენმა.
– მაგ ქალებს სძულთ ხალხი. სიძულვილში კი ათ კაცს აჯო-
ბებს ქალი. ლუვინიეში რომ ბებერი მღვდლები დაიჭირე, ფანატე-
ბი, რევოლუციური სასამართლოსთვის უნდა გადაგეცა. რატომ
იყავი ამის წინააღმდეგი?
– მოხუცებულებს არ ვეომები.
– ბებერი მღვდელი უფრო საშიშია, ვიდრე ახალგაზრდა. სა-
შინელია ამბოხება, როდესაც მას თმაჭაღარა ღაღადებს და ისიც
მღვდელი. ხალხს მოხუცის ყველა სიტყვის სჯერა და სწამს. კმარა
გულჩვილობა, გოვენ! ქვეყანას ვერ გაათავისუფლებდნენ, ასე
გულჩვილები რომ ყოფილიყვნენ მეფის მკვლელები! გახსოვდეს
ტანპლის ციხე!
– ტანპლის ციხე? რომ შემეძლოს, დღესვე გამოვუშვებდი მე-
ფის შვილს. მე ბავშვებს არ ვეომები.
სიბრაზე დაეტყო სიმურდენს.
– უნდა შეგახსენო, ჩემო გოვენ, რომ შენ ეომები ქალს, როდე-
საც მას დედოფალი მარია-ანტუანეტა ჰქვია; ეომები მოხუცე-
ბულს, რომელსაც პაპი VI ჰქვია და ეომები ბავშვს, რომელსაც ბა-
ტონიშვილი ლუი კაპე ჰქვია.

306 მკითხველთა ლიგა


– არა, ჩემო ბატონო, ეგ პოლიტიკის საქმეა და მე პოლიტიკის
ნაკლებად მესმის.
– მაშინ ეცადე, რომ არ ავნო რევოლუციას. იერიშით მიგყავ-
და ჯარი კოსზე. დაამარცხე, გააქციე. ერთმა, ჟან ტრეტონმა გაგი-
ბედა ბრძოლა, და ხმალამოღებული წამოვიდა შენკენ, ერთა-
დერთი თავდადებული მთელი შენი ჯარის წინააღმდეგ. აჯანყებუ-
ლი იყო, უნდა მოგეკლა, და შენ კი ბრძანება გაეცი, – „გახსენით
მწყობრი, გაატარეთო“. მტერს მტრულად უნდა მოექცე.
– ათას ხუთასი კაცი მიმესია ერთის მოსაკლავად?
– დასტილეს კაიეტრში ვანდელ ჟოზეფ ბეზიეს მოგაგონებ ახ-
ლა. ბრძოლა იყო, დაჭრეს ეს კაცი. შენი ბიჭები მოკვლას უპირებ-
დნენ, შენ კი ბრძანება გაეცი – წინ წადით, ამას მე მოვუვლიო –
და ჰაერში გაისროლე დამბაჩა. რატომ არ მოაკვლევინე ხალხის
მტერი?
– იმიტომ, რომ წაქცეულს არ კლავენ.
– ჰოდა, შეცდი! დღეს ორივე ცოცხალია შენი წყალობით და
აჯანყებულებს უდგანან სათავეში. ჟოზეფ ბეზიე დღეს მუსტაშია,
ჟან ტრეტონი – ჟამბ-დარჟანია...… სახელები შეიცვალეს. სიკ-
ვდილს გადაარჩინე შენ ეს ორი კაცი და ამით მტერი გაუმძლავრე
და გაუმრავლე რესპუბლიკას.
– მე კი სულ იმას ვცდილობ, მოყვარე შევძინო რესპუბლიკას
და არა მტერი.
– ლანტენაკის დამარცხების შემდეგ სამასი ტყვე დაგრჩა, რა-
ტომ არ დაახვრეტინე ისინი? ხომ აჯანყებული გლეხები იყვნენ?
– იმიტომ, რომ ბონშანსაც ჰყავდა ჩვენები ტყვედ, რომლებ-
საც ლმობიერად ექცეოდა თურმე. მე არ მინდა თქვას ვინმემ,
რომ რესპუბლიკა უფრო ულმობელია, ვიდრე აჯანყებული ბრბო.
– ლანტენაკი რომ დაიჭირო, გამოდის, რომ მასაც დაინდობ!
– მას არა!

307 მკითხველთა ლიგა


– რატომ? თუკი სამასი გლეხი დაინდე?
– გლეხები უვიცები არიან, სხვის მიერ გაბრიყვებულები. ლან-
ტენაკმა კი კარგად იცის, რასაც სჩადის.
– ლანტენაკი რომ ნათესავია შენი?
– ჩემი ნათესავი საფრანგეთია.
– ლანტენაკი მოხუცებული კაცია.
– ლანტენაკი ჩემთვის უცხოა. სულერთია, მოხუცებულია თუ
ყმაწვილი. ლანტენაკი ინგლისელებს მოიწვევს. ლანტენაკი მტე-
რია სამშობლოსი. ჩემი და მისი დუელი სხვანაირად ვერ დაბო-
ლოვდება, ან ის უნდა მოკვდეს, ან მე.
– ეს სიტყვები არ დაივიწყო, გოვენ!
– ვთქვი და კიდეც ავასრულებ!
მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ერთმანეთს შესცქეროდნენ
ხმის ამოუღებლად. შემდეგ გოვენმა დაარღვია სიჩუმე:
– სისხლის ღვრის წლად დარჩება ოთხმოცდაცამეტი.
– ჰოდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ! – შესძახა სიმურდენმა, –
საშინელი ვალდებულება გვაწევს დღეს რევოლუციის ერთგუ-
ლებს. ნუ გაამტყუნებ, რაც არ არის გასამტყუნარი. ვინ იტყვის,
ექიმის ბრალია ავადმყოფობაო? მართალია, ძალიან ბევრი სის-
ხლი დაიღვარა, მაგრამ რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ეს არის
დიდებული წელიწადი რევოლუციისა. ეს წელი განხორციელებაა
რევოლუციისა. ერთი მტერი ჰყავს რევოლუციას, – ძველი ქვეყა-
ნა და დაუნდობლად ებრძვის თავის მტერს, როგორც დაუნდობ-
ლად ებრძვის დასტაქარი ძირმაგარას. რევოლუცია ძირიანად
აღმოფხვრის მეფობას მეფეში, დიდებულებას – თავადაზნაურო-
ბაში, მტარვალობას – ჯარისკაცში, ცრუმორწმუნეობას მღვდელ-
ში, ბარბაროსობას – მსაჯულში, – ერთი სიტყვით, აღმოფხვრის
ყველაფერს, რაც კი მტარვალობაში მოიპოვება. საშინელია ეს
ოპერაცია, სისხლის ღვრით სავსე და რევოლუცია მედგრად

308 მკითხველთა ლიგა


აწარმოებს ამ ოპერაციას, ხელი არ აუკანკალდება. რაც შეეხება
დაღვრილ სისხლს, ხშირად წმინდა, უდანაშაულოდ განწირულ
სისხლს, ეს ექიმს ჰკითხე, ვნახოთ, რას გეტყვის. როგორ შეიძ-
ლება, ისე მოიჭრას სიმსივნე, რომ საღი სისხლიც არ დაიქცეს?
როგორ შეიძლება ისე ჩააქრო ხანძარი, რომ ცეცხლმა არაფერი
შთანთქას? საშინელებაა, მაგრამ აუცილებელია რევოლუცია,
ურომლისოდ ყოვლად შეუძლებელია გამარჯვება და იდეალური
მომავლის მიღწევა. დასტაქარი ყასაბს ჰგავს და შეიძლება
სნეულის განმკურნებელ ჯალათად და სისხლისმღვრელად ეჩვე-
ნოს კაცს. თავისი უნდა გაიტანოს რევოლუციამ, თავისი უნდა
აასრულოს. ბევრს ატკენს, მაგრამ განკურნავს და იხსნის. ნუთუ
შეიძლება თქვას ვინმემ, ჭირს ლმობიერად უნდა მოექცეთო? ნუ-
თუ შეიძლება თქვას ვინმემ, უნდა გვებრალებოდეს ისიც კი, რაც
გადამდები და მომწამლავი არისო? და კიდეც რომ თქვან, რევო-
ლუციას ყურთასმენა არა აქვს. მაგრად ჰყავს შებოჭილი წარსუ-
ლი და არ მოისვენებს, ვიდრე ბოლოს არ მოუღებს. დაჭრის ჩვენს
ცივილიზაციას და ამ ღრმა ჭრილობის შედეგი იქნება კაცობ-
რიობის განკურნება. იტანჯებით? ვიცი, რომ იტანჯებით. რამდენ
ხანს გასტანს ეს ტანჯვა? დაავადებულის ოპერაციის დამთავრე-
ბამდე. და მერე კი დატკბით სიცოცხლით! რევოლუცია კვეთს
ძველ ქვეყანას. და მოკვეთას ყოველთვის ახლავს სისხლდენა.
ამიტომ არის სისხლის ღვრის ეს წელიწადი.
– დასტაქარი მშვიდად მოქმედებს, – უპასუხა გოვენმა, – და
ჩვენი რევოლუციონერები კი სულ ცოფებს ყრიან.
– რევოლუციას თავის დასახმარებლად ხალხი სჭირდება, –
უპასუხა სიმურდენმა, – გულმაგარი, მტკიცე ბუნების ადამიანები.
ახლოს არ მიიკარებს, ვისაც მკლავი უთრთის. სასტიკი სიმკაც-
რის ნდობა აქვს მხოლოდ და სხვისი – არავისი. დანტონი საზა-
რელია, რობესპიერი გულფოლადი, სენ-ჟუსტი – გულქვა, მარა-

309 მკითხველთა ლიგა


ტი – ულმობელი. მაშ, ფრთხილად, გოვენ! საჭირონი არიან რე-
ვოლუციისთვის ეს სახელები. მთელ ლაშქარს უდრის ყოველი ამ
სახელთაგანი, და შიშის ზარს სცემს ევროპას.
– და იქნებ მომავალსაც, – უთხრა გოვენმა.
ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ განაგრძო:
– მაგრამ თქვენ ცდებით, ბატონო, – მე არავის ვამტყუნებ. მე
რომ მკითხოთ, რევოლუციის ნამდვილი თვალსაზრისი პასუხის-
მგებლობაა, – უდანაშაულო არავინ არის, და დამნაშავეც – არა-
ვინ. ლუი XVI ცხვარია, ლომებში მომწყვდეული. ცდილობს, სად-
მე გაიქცეს, თავი დააღწიოს განსაცდელს, საშუალებას ეძებს თა-
ვის დასაცავად; კბენას დაიწყებდა, რომ შესძლებოდა. ყველა
ლომი კი არ არის, ვისაც ლომობა უნდა. ცხვარი კი ცხვარია, მაგ-
რამ ისიც ცხარდება. – ის მოღალატე, ისაო! – ამბობენ ლომები
და ჭამენ ცხვარს. ცხვარს შეჭამენ და მერე ერთმანეთს დაეტაკე-
ბიან.
– პირუტყვია ცხვარი.
– და ლომები რაღა არიან?
ერთ წამს ჩაფიქრდა სიმურდენი და თქვა:
– ეს ლომები წარმოადგენენ შეგნებულებას, ეს ლომები წარ-
მოადგენენ იდეურობას, ეს ლომები წარმოადგენენ პრინციპუ-
ლობას.
– ეს ლომები, წარმოადგენენ და ქმნიან ტერორს! – ხმას აუწია
გოვენმა.
– მოვა დრო და რევოლუციის შედეგი გაამართლებს ამ ტე-
რორს!
– მე კი ვშიშობ, რომ რევოლუციის შედეგი თავის სამარცხვი-
ნოდ მოიხსენიებს ტერორს, – და განმარტა თავისი აზრი:
– თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, – ეს არის დებულება
მშვიდობისა და თანხმობისა. თქვენ კი საშინელებად ხდით ამ

310 მკითხველთა ლიგა


წმინდა ცნებებს. რისთვის ვიბრძვით, რისთვის ვიღვწით ასე თავ-
განწირულნი? გვინდა ხალხები შევაერთოთ და შევქმნათ რეს-
პუბლიკა. მაშ, რაღად ვაშინებთ? რად ვუხეთქთ გულს? რა საჭი-
როა აქ ტერორი? როგორც მტრედებს ვერ მოიზიდავთ საფრთხო-
ბელით, ისე ხალხს ვერ მოიზიდავთ თქვენი ტერორით. ავს ნურა-
ფერს იზამთ კარგის დასამყარებლად. განა იმიტომ დაამსხვრე-
ვენ ტახტს, რომ ეშაფოტი ააგონ? მეფის მოკვლა ხალხის სიცოც-
ხლეა. დავამსხვრიოთ ტახტი, მაგრამ ნუ ვხოცავთ ხალხს. რევო-
ლუცია ძმობაა, სიყვარული და არა საშინელება. რევოლუციის
ნეტარ დებულებას ღირსეულად ვერ აასრულებს გულქვა მოღვა-
წე. ადამიანის ლექსიკონში არ მოიპოვება უფრო ტკბილი სიტყვა,
როგორიცაა შენდობა. მე ბრძოლის მეტი არაფერი ვიცი. მე ჯა-
რისკაცი ვარ და სხვა არაფერი. მაგრამ თუ ლმობიერება და შენ-
დობა არ იქნება, მაშინ გამარჯვებასაც ეკარგება მნიშვნელობა.
ბრძოლის დროს მოსისხლე მტრები უნდა ვიყოთ ჩვენი მტრებისა
და გამარჯვების შემდეგ კი მათი ძმები.
– ფრთხილად, გოვენ! – შესძახა მესამედ სიმურდენმა, – შენ
ჩემთვის უფრო მეტი ხარ, ვიდრე შვილი. ფრთხილად იყავი! და
ჩაფიქრებულმა დაუმატა: – ჩვენი დროის ბრძოლაში ეგ ლმო-
ბიერება და დანდობა შეიძლება ღალატად იქცეს.
რომ გაეგონა ვინმეს მათი კამათი, იტყოდა, – ხმალსა და
ცულს მოსვლიათ უთანხმოებაო.

311 მკითხველთა ლიგა


VIII – DOLOROSA7

დედა მაინც შვილებს დაეძებდა. შეუჩერებლად მიიწევდა წინ,


თვითონაც არ იცოდა, სად და საით. როგორ ცხოვრობდა? შეუძ-
ლებელია ამის თქმა, თვითონაც ვერაფერს გეტყოდათ. გზას ად-
გა დღე და ღამე. ბალახს ჭამდა, მიწაზე, ცის ქვეშ ეძინა, ვარ-
სკვლავების ქვეშ, ბუჩქებში და ხანდახან წვიმასა და ქარში.
სოფლიდან სოფელში გადადიოდა, ერთი სახლიდან მეორე
სახლის კარამდე. დაფლეთილი კაბა ეცვა. ზოგჯერ რომელიღაც
კართან გაჩერდებოდა და მორიდებით დააკაკუნებდა. ხან შეიბ-
რალებდნენ, სახლში შეიყვანდნენ, ხან კარს ცხვირწინ მოუკეტავ-
დნენ ხოლმე და ისიც განაგრძობდა გზას.
ამ მხარეში არასოდეს ყოფილა, აქაურობის არაფერი იცოდა.
საერთოდაც არა იცოდა რა, გარდა სისკუნარისა და აზეს სამ-
წყსოსი. ხშირად ბრუნდებოდა ხოლმე უკან, ხელმეორედ გაივ-
ლიდა განვლილ გზას და ამაოდ იქანცებოდა. ხან გზას მისდევდა,
ხან ურმის კვალს, ხანაც ბილიკს ტყეში. და ამ ხეტიალში მთლად
შემოხეოდა ტანისამოსი. ჯერ ფეხსაცმლით დადიოდა, მერე ფეხ-
შიშველი, მერე დასისხლიანებული ფეხებით. ბრძოლის ველიც
გაიარა, ზარბაზნის სროლაც ესმოდა, მაგრამ თითქოს არც რამეს
ხედავდა და არც რამე ეყურებოდა, არც რამეს ერიდებოდა – შვი-
ლებს ეძებდა. აჯანყებული იყო ქვეყანა, აღარც ჟანდარმები იყ-
ვნენ, აღარც მამასახლისი, აღარც მთავრობა. სადაც ვის შეხვდე-
ბოდა, ყველას კითხვით მამართავდა, იქნებ ვინმემ მაინც იცოდა
მის შვილებზე რამე.
– ხომ არსად შეხვედრიხართ სამ პატარა ბავშვს?

7 მჭმუნვარე დედა.

312 მკითხველთა ლიგა


თავს იქნევდა გამვლელი, – არაო.
– ორი ბიჭია და ერთი გოგო, – მოთქვამდა დედა.
და სახელებს ეუბნებოდა:
– რენე-ჟანი, გრო-ალენი და ჟორჟეტი. ხომ არ გინახავთ სად-
მე?
და უმატებდა:
– უფროსი ოთხწლინახევრისაა, პატარა – ოცი თვის. ხომ არ
იცით, სად არიან? მომტაცეს ჩემი პაწიები.
შესცქეროდნენ უბედურ ქალს და ხანდახან პასუხსაც არ აძ-
ლევდნენ. გადახედავდნენ ერთმანეთს და თავის გზას გაუდგე-
ბოდნენ. ქალიც დადგებოდა მწუხარე და სახეს იხოკდა ფრჩხი-
ლებით.
მაგრამ ერთხელაც გლეხკაცი შეხვდა, რომელმაც მოუსმინა.
კაცი ჩაფიქრდა, თითქოს რაღაც აგონდებოდა.
– მოითმინე, მოითმინე. სამი ბავშვი იყო?
– დიახ.
– ორი ბიჭი?
– და ერთი გოგო.
– და იმათ დაეძებ?
– დიახ.
– რაღაცას ლაპარაკობდნენ, ბატონმა სამი ბავშვი მოსტაცა
დედას და თან წაიყვანაო.
– მერე სად არის ის ბატონი? – შეჰყვირა დედამ, – სად არიან
ჩემი შვილები?
– ტურგში წადი, – უპასუხა გლეხმა.
– და იქ ვიპოვი ჩემს პაწიებს?
– შეიძლება იქ იპოვო.
– მაშ, ტურგში?
– ჰო, ტურგში.

313 მკითხველთა ლიგა


– რა არის ეგ ტურგი?
– იმ მხარეს ჰქვია ასე.
– სოფელია, მებატონის სასახლე, თუ რა?
– მე იქ არასოდეს ვყოფილვარ.
– შორს არის?
– არც ახლოა.
– საითკენ უნდა წავიდე?
– ფუჟერისკენ.
– საით წავიდე?
– ახლა ვანტორტში ხარ, – აუხსნა გლეხმა, – ასე წახვალ: ერ-
ნეს მარცხნივ ჩაუვლი, კოქსელს – მარჯვნივ. ლორშანზე გაივლი,
ლერუზე, – და ხელი გაიშვირა დასავლეთისკენ, – სულ პირდა-
პირ იარე, აი, მზე რომ ჩადის, იქითკენ.
ჯერ ხელი არ დაეშვა გლეხკაცს, რომ მწუხარე დედა უკვე და-
სავლეთისკენ მიეშურებოდა.
– ოღონდ, გესმის? ფრთხილად იყავი. ბრძოლაა გაჩაღებული
იმ მხარეს, – გასძახა კაცმა.
ქალი არც კი მიბრუნდა, თითქოს არც გაუგია მისი სიტყვებიო,
და ჩქარი ნაბიჯებით განაგრძო გზა.

314 მკითხველთა ლიგა


IX – პროვინციული ბასტილია

1 – ტურგი

ამ ორმოცი წლის წინათ მგზავრი ლენელეს მხრიდან რომ შე-


სულიყო ფუჟერის ტყეში და პარინიეს მხრიდან გამოსულიყო,
როგორც კი თავს დააღწევდა დაბურულ ტევრს, მოულოდნელი
სურათი ეცემოდა თვალში – უცბად აიმართებოდა მის თვალწინ
ტურგი.
ცოცხალი ტურგი კი არა, ძველი, მკვდარი ტურგი, დამსკდარი,
დახეთქილი, ალაგ-ალაგ ჩამონგრეული, დაშლილი. ძველი შე-
ნობის ნანგრევი იგივეა, რაც მოჩვენება ადამიანისათვის. სამწუ-
ხარო სანახავი იყო ეს მოჩვენებაც. მხოლოდ ერთი მაღალი,
მრგვალი კოშკი დარჩენილიყო მარტოდმარტო აწოწილი ტყის
პირას, თითქო ყაჩაღობას ლამობდესო. კოშკი ციცაბო კლდეზე
იდგა. სწორი იყო და მაგარი. ამ სიმაგრეში ცხადად იხატებოდა
ერთმანეთში არეული დიდება და მისი ხანმოკლეობა. მეცხრე
საუკუნეში დაეწყოთ მისი აშენება და მეთორმეტეში დაემთავრე-
ბინათ, მესამე ჯვაროსნობის შემდეგ. კოშკის თაღები მოწმობ-
დნენ მის ხნიერებას. მიუახლოვდებოდა კაცი, ავიდოდა ციცაბო
კლდეზე, ნაპრალს ნახავდა კედელში, შევიდოდა და – ცარიელი
იყო იქაურობა. ქვის მილს მოგაგონებდათ, მიწაზე აყირავებულს.
იმ სიმაღლე კოშკში არ დარჩენილიყო აღარც სართულები,
აღარც ბანი, აღარც ჭერი, აღარც იატაკი; თაღებისა და ბუხრის
ნანგრევები, საზარბაზნე დოლაბები სხვადასხვა სიმაღლეზე,
გრანიტის ბრჯენი აქა-იქ და რამდენიმე ძელი – ასეთი იყო დღე-
ვანდელ დღეს კოშკი. ძელებზე სქელ ფენად შენიშნავდით ღამუ-
რების სკინტლს. კედლებიც ძალიან სქელი ჰქონდა – თხუთმეტი
ბიჯი ძირში და თორმეტი ჭერთან. საღამო ხანს რომ მოხვედრი-

315 მკითხველთა ლიგა


ლიყო კაცი აქ, ჭოტის კივილს გაიგონებდა, ფეხქვეშ კვრინჩხას
დაინახავდა, ქვებს, ქვემძრომებს და ზემოთ, კოშკის მწვერვალს,
რომელიც ჭის პირს მოგაგონებდათ და უფრო მაღლა, ცაზე, ვარ-
სკვლავებს.
ხალხში ტრადიციად დარჩენილიყო თქმულება, რომ ამ კოშ-
კის ზემო სართულებში საიდუმლო კარები იყო დატანებული, ისე-
თები, როგორიც იუდეველების მეფეების აკლდამებს ჰქონდა –
მთელი ქვისა, რომელიც ღერძზე არის მიბმული და ზედა
ტრიალებს; როცა მიხურულია ქვაკარი, ყოვლად შეუძლებელია
კედელში მისი აღმოჩენა, ისე კარგად არის ჩართული კედლის
ქვებში. ამგვარი ქვაკარის კედელში ფარულად დატანება ჯვა-
როსნებმა გადმოიტანეს აღმოსავლეთიდან. დღესაც შეიძლება
ამ კარების ნახვა მიწისძვრით დანგრეულ ანტილივანიის დაბებ-
ში, რომელიც ტიბერის მეფობის დროს მოხდა.

316 მკითხველთა ლიგა


2 – ნაპრალი

ნაპრალი, რომლითაც კოშკში შესვლა შეიძლებოდა, ნაღმის


შედეგი იყო. გამოცდილი კაცი, ერარის, სარდისა და პაგანის
მცოდნე, წუნს ვერ დასდებდა ამ ნაღმს. მღვდლის ქუდისებური სა-
ფეთქებლის სადები, ტოლფარდი იყო შესანგრევი კედლის სის-
ქისა. სადები, სულ მცირე ორას კილოგრამ თოფის წამალს მაინც
დაიტევდა. სადებამდე მისასვლელად დაკლაკნილი ხვრელი იყო
გაყვანილი, რაც უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე სწორხაზოვანი.
ნაღმის ძალით დანგრეულ ნაპრალში ერთი ქვის ნასკდომში
კვალი დარჩენილიყო თოფის წამლით სავსე პარკისა, რომლის
დიამეტრი საჭირო სიგრძის უნდა ყოფილიყო, ესე იგი, ქათმის
კვერცხის დიამეტრის ტოლი. აფეთქებას იმდენად ფართოდ
გაეპო კედელი, რომ სრულიად თავისუფლად შეცვივდებოდნენ
გამარჯვებული მტრები. როგორც ეტყობოდა, საუკუნეთა განმავ-
ლობაში ამ კოშკს მრავალჯერ შემორტყმიან ალყით მტრები; ყვე-
ლას თავისებურად დაუჩნევია კვალი მის კედლებზე.
ნაპრალით ქვემო სართულზე შეიძლებოდა შესვლა. ამ შესას-
ვლელის პირდაპირ კოშკის კედელში პატარა კარი იყო დატანე-
ბული კლდეში მოწყობილ აკლდამაში შესასვლელად, რომელიც
თვით კოშკის საძირკვლისა და მის ქვემო სართულის ძირში მდე-
ბარეობდა.

317 მკითხველთა ლიგა


3 – დილეგი

დილეგი იყო ეს აკლდამა. ციხესიმაგრეს ყოველთვის ჰქონდა


დილეგი. აკლდამას, როგორც იმდროინდელ ყველა დილეგს,
ორი სართული გააჩნდა. პირველ სართულზე კოშკის ქვემო სარ-
თულიდან ჩადიოდნენ; ერთი დიდი ოთახი იყო თაღიანი, კოშკის
ქვემო სართულის დონეზე. ამ ოთახის კედელზე ჩაჭდეული იყო
ორი ხაზი სწორად მიმავალი კედლიდან ჭერზე და იქიდან მეორე
კედელზე; ეს ხაზები ღრმად იყო ჩამჯდარი კედელსა და ჭერში და
ურმის თვლების ნაკვალევს მოგაგონებდათ. და მართლაც,
თვლების ნაკვალევი აჩნდა კედელს, ოღონდ არც ურმისა იყო და
არც რაიმე ეტლისა. წინათ, ფეოდალიზმის დროს, ამ ოთახში აწა-
მებდნენ ადამიანებს – ოთხ ცხენზე მიბმით ოთხ ნაწილად გლეჯ-
დნენ სხეულს. ორი ჩარხი ტრიალებდა ამ ოთახში, იმდენად დიდი
და მაგარი, რომ კედლებსაც ეხებოდნენ და ხეხავდნენ და ჭერის
თაღსაც. ერთ ჩარხს ადამიანის ერთ ხელს და ერთ ფეხს ააკრავ-
დნენ, მეორე ჩარხს – მეორე ხელსა და ფეხს, და დაატრიალებ-
დნენ ორივეს, ერთს წაღმა, მეორეს უკუღმა, და ჩვარივით გლეჯ-
დნენ უბედურს. ამგვარი ოთახის ნახვა დღესაც შეიძლება ვაინ-
დენში.
ამ ოთახის ქვემოთ კიდევ ერთი იყო, უფრო საშინელი სენაკი
განეთავსებინათ. იქ შესვლა კარით კი არა, ჭერის ნახვრეტით შე-
იძლებოდა. ზემო ოთახის იატაკი გახვრეტილი იყო. გააშიშვლებ-
დნენ კაცს, იღლიებში თოკს მოაბამდნენ და ამ ხვრელიდან ჩაუშ-
ვებდნენ ქვემო ოთახში.
ამ ნახვრეტით შემოდიოდა ქარი. ნახვრეტის ბოლო კი ჭით
მთავრდებოდა. კედლებს წყალი სდიოდა და გაყინული ჰაერით
იყო სავსე. ძალიან საჭირო იყო ეს ქარი: ქვემო ოთახის პატიმარს
კლავდა, ზემო ოთახის პატიმარს ჰაერს აძლევდა სასუნთქად. ზე-

318 მკითხველთა ლიგა


მო ოთახის პატიმარი, წყვდიადში ჩამწყვდეული, ჰაერს მარტო ამ
ნახვრეტით იღებდა. მაგრამ რა საჭირო იყო ეს ჰაერი? ვისაც დი-
ლეგში ჩააგდებდნენ, ვეღარ გამოვიდოდა იქიდან. იმ სიბნელეში
თუ ნახვრეტს ვერ შეამჩნევდა პატიმარი, ქვემოთ ჩავარდებოდა.
ფეხი რომ დასხლტომოდა, ზემო ოთახის პატიმარი ქვემო ოთა-
ხის პატიმრად იქცეოდა, და ეს კი გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავ-
და. თუ კიდევ სწყუროდა სიცოცხლე, მოერიდებოდა ნახვრეტს;
თუ მტანჯველ სიცოცხლეს სიკვდილი ერჩივნა, ნახვრეტი აუსრუ-
ლებდა სურვილს. ზემო სართული სატანჯველი იყო, ქვემო სარ-
თული – ცოცხალთ საფლავი.
ჩვენი წინაპრები „ორმო-ხვრელს“ უწოდებდნენ ამ დილეგს.
მაგრამ რევოლუციის წყალობით ეს დილეგი აღარ არსებობს ახ-
ლა და ამ სახელსაც აღარ აქვს რაიმე მნიშვნელობა.
კოშკის კედელში, ცოტა ზემოთ, ნაპრალის შესასვლელთან,
დიდ დოლაბს მოჰკრავდით თვალს, რომელსაც ზედ რკინის რი-
კული ჰქონდა, დამტვრეული და დარღვეული.

319 მკითხველთა ლიგა


4 – ციხესიმაგრე

ამ კოშკის უკანა კედელი ქვის ხიდზე იყო აგებული. ხიდის მხო-


ლოდ სამი მთელი თაღიღა დარჩენილიყო. კოშკის ნაშთს ცხადად
ეტყობოდა, რომ ნგრევამდე ხანძრით ყოფილა გადამწვარი.
დღეს აღარაფერი დარჩა ამ ნანგრევებიდან, კვალიც კი აღარ-
სად არის. საუკუნეთა განმავლობაში მრავალი თაობის ნაშენებს
ერთ დღეს ანგრევს და მიწასთან ასწორებს გლეხი.
ტურგი ამ ორმოცი წლის წინათ ნანგრევებიღა იყო, დღეს კი
ნატამალიც აღარ არის მისი. 1793 წელს კი დიდ მიუვალ სიმაგ-
რეს წარმოადგენდა. ეს იყო ძველი ციხესიმაგრე გოვენებისა. იგი
ფუჟერის ტყეში შესავალ გზას ამაგრებდა დასავლეთით, იმ ტყი-
სას, დღეს რომ წვრილი ბუჩქიღაა დარჩენილი.
ციხესიმაგრე აშენებული იყო ერთ დიდ ფიქალ კლდეზე, მრავ-
ლად რომ მოიპოვება მაიანის და დინანის შუა ჭალებში, აქ თით-
ქოს დევები ყოფილიყვნენ ოდესღაც და ეს კლდეები ესროლათ
ერთმანეთისთვის.
სიმაგრისთვის კოშკი არსებობდა; კოშკის ქვემოთ – კლდე, და
კლდის ძირას – ღრმა ხევი, რომელშიც, გაზაფხულდებოდა თუ
არა, დიდი მდინარე მოშხუოდა და ზაფხულში კი მდინარე უკვა-
ლოდ ქრებოდა.
მარტივად იყო აშენებული სიმაგრე. თავის დროზე, შუა საუკუ-
ნეებში, მეტად მიუვალიც იყო. შემდეგ კი აშენებულმა ხიდმა
„დაასუსტა“ სიმაგრე. გოთელმა გოვენებმა უხიდოდ ააგეს ეს შე-
ნობა. სანამ ვიკონტები იყვნენ, ძალიან მოსწონდათ ეს „მოწყო-
ბილობა“, მაგრამ როგორც კი მარკიზის წოდება მიიღეს და მამა-
პაპეული ბუნაგის შემდეგ ვერსალი ნახეს, სამი თაღი გადაავლეს
ხევს, ხიდი ააშენეს, და მინდვრიდანაც ადვილად მისავალი გახა-

320 მკითხველთა ლიგა


დეს თავიანთი სიმაგრე, როგორც თვითონაც ადვილად ეახლე-
ბოდნენ მეფეს.
კოშკის პირდაპირ, დასავლეთით, შენობები აეგოთ. საკმაოდ
ამაღლებული ფერდობი იყო, რომელიც ნელ-ნელა, თითქმის შე-
უმჩნევლად ერთვოდა მინდორს, და თითქმის ეხებოდა თვით
კოშკსაც, – შენობებისა და ფერდობის შესაერთებლად ხიდი მა-
ღალ, საყრდენ ბურჯებზე აეშენებინათ. მაშინ მეტად მკაცრი იყო
ცხოვრება და ბატონებს დილეგის მსგავსი კოშკი უფრო მოსწონ-
დათ საცხოვრებლად, ვიდრე მოწყობილი ოთახები. ხიდზე აგებუ-
ლი სახლიც სიმაგრეს წარმოადგენდა; გრძელი ფანჯრები ჰქონ-
და, წვრილ-წვრილი ბოჰემური შუშებით და კედლებზე ამოჭრი-
ლი მედალიონებით. სამი სართული იყო: ქვემოთ – თოფ-იარაღი
ჰქონდათ შენახული და თავად ცხოვრობდნენ, მეორე სართულზე
ბიბლიოთეკა განეთავსებინათ, მესამეზე – შვრიით სავსე ტომრე-
ბი. ყოველივე ამას, ცოტა არ იყოს, ველური სახე ჰქონდა, მაგრამ
იმ დროისთვის ძალიან დიდებული გახლდათ. ეს შენობა და
გვერდით – საშინელი კოშკი.
კოშკი ზედ დასცქეროდა ამ კოხტა სახლს. კოშკიდან შეიძლე-
ბოდა ხიდისკენ მომავალი მტრის მოგერიება თოფის სროლით.
ორი შენობა, ერთი ციცაბო, მეორე კოხტა, სრულებით არ
შეეფერებოდა ერთმანეთს. წარმოიდგინეთ აბურძგნილი, ტურ-
ტლიანი ალენ ბარბტორტი ლუი XIV-ის გვერდით რა საშინელი
სანახავი იქნებოდა! კარგი იყო ორივე შენობა ცალ-ცალკე, მაგ-
რამ ერთად გასაოცარ დისბალანსს ქმნიდა.
სამხედრო თვალსაზრისით ხიდი გამცემი და დამღუპველი
იყო. ხიდი ამშვენებდა კოშკს და ამავე დროს სიმაგრეს აცლიდა,
ალამაზებდა და თანაც ასუსტებდა. ხიდი შარაგზას აძლევდა მინ-
დვრით მომავალ მტერს. მიუვალი იყო იქაურობა ტყის მხრიდან,
– და კარღია – მინდვრის მხრიდან. ადრე კოშკი ბატონობდა, ახ-

321 მკითხველთა ლიგა


ლა კი მინდორი გაბატონებულიყო და მინდვრით მომავალი, ბა-
ტონი იყო ხიდისა და კოშკისაც. თუ მტერი მიადგებოდა, მეტად
ხელსაყრელ მასალად გამოიყენებდა ბიბლიოთეკას და ბეღელს,
როგორც საგანგებო საწვავ მასალას, და მოიერიშისათვის, რო-
მელიც ხანძარს იყენებს ბრძოლის საშუალებად, სულერთია, ჰო-
მეროსს დაწვავს თუ ერთ კონა ჩალას. ეს კარგად დაუმტკიცეს
ფრანგებმა გერმანელებს, ჰაიდელბერგის ბიბლიოთეკა როცა
დაწვეს, და გერმანელებმა ფრანგებს, როცა სტრასბურგის ბიბ-
ლიოთეკა გადაწვეს. ეს ხიდი, ტურგის კოშკთან მიშენებული,
მხედრული თვალსაზრისით შეცდომას წარმოადგენდა; მაგრამ
მეჩვიდმეტე საუკუნეში, კოლბერის და ლუვუას დროს, გოვენები,
როგორაც როჰანები და ლატრემუალები, დარწმუნებული იყ-
ვნენ, რომ ბრძოლას ვეღარავინ გაუბედავდა. მაგრამ ხიდის ამ-
შენებლებმა მაინც გამოიჩინეს ცოტა რამ სიფრთხილე. ხანძრის
შიშით სამი ფანჯრის ზემოდან მდინარის მხარეს ბოძებზე ჩამოჰ-
კიდეს ერთი კარგი კიბე, რომლის სიგრძე ორ, ზემო სართულის
სიმაღლეს უდრიდა და მიწაზე ეშვებოდა; გარდა ამისა, მტრის შე-
მოსევაც გაითვალისწინეს და კოშკისა და ხიდის განსაცალკევებ-
ლად ერთი მძიმე, დაბალი, მაგარი რკინის კარი გააკეთეს. ნახე-
ვარწრიული კარი მუდამ დაკეტილი იყო, მისი მძიმე გასაღები ყო-
ველთვის დამალული ჰქონდათ, რომლის სამალავი მხოლოდ ბა-
ტონმა იცოდა. იმდენად მტკიცე იყო კარი, რომ ზარბაზნის ყუმბა-
რასაც თითქმის გაუძლებდა.
ხიდზე უნდა გამოევლო მას, ვინც კოშკისკენ მოემართებოდა
და რკინის კარს მიადგებოდა. შემდეგ ეს კარი უნდა გაეღო, რათა
კოშკში შესულიყო.

322 მკითხველთა ლიგა


5 – რკინის კარი

ხიდის ბურჯზე აშენებული სახლის მესამე სართული იმავე სი-


მაღლისა იყო, რაც კოშკის მესამე სართულს ჰქონდა და სწორედ
ამ სიმაღლეზე იყო გაკეთებული რკინის კარიც.
ხიდის მხრივ ეს კარი ბიბლიოთეკაში შედიოდა და კოშკის
მხრივ ერთ დიდ, თაღიან დარბაზში, რომლის შუაგულშიც სვეტი
აღემართათ. ეს დარბაზი, როგორც ვთქვით, მეორე სართული
იყო დილეგისა. მრგვალი იყო, როგორც თვითონ კოშკი. სინათ-
ლე მინდვრისკენ მიმართული გრძელი დოლაბებით შედიოდა.
კედელი, სრულიად უშნო და ულაზათო, გაულესავი იყო. დარბაზ-
ში ასასვლელად ვიწრო კიბე იყო დატანებული კედელში. შუა
საუკუნეებში ქალაქის ასაღებად საჭირო იყო ცალ-ცალკე აღება
ყველა ქუჩისა, ქუჩის ასაღებად საჭირო იყო ცალ-ცალკე აღება
ყველა სახლისა, და სახლის ასაღებად საჭირო იყო ცალ-ცალკე
აღება ყველა ოთახისა.
ტურგი ამ მხრივ ძალიან კარგად იყო აშენებული, მაგარი იყო
და ძნელად დასამარცხებელი. ერთი სართულიდან მეორეში
ასასვლელად კედელში დატანებულ კიბეს იყენებდნენ.
ამ მრგვალი დარბაზის ქვემოთ ორი ოთახი იყო პირველი სარ-
თულისა, და ზემოთ, – მესამეში – სამი; კოშკს ქვითკირის ბანი
ჰქონდა და ზედ – პატარა საგუშაგო ფარდული.
თხუთმეტი ბიჯის სისქის კედელი უნდა გამოენგრიათ, რომ შიგ
შუაში რკინის კარი გაემაგრებინათ, და ამიტომ, როდესაც დაკე-
ტილი იყო, კოშკის მხრივ, თუ ხიდის მხრივ, შვიდგოჯიანი თაღი
აწვა ზემოდან; და თუ ღია იყო, ერთდებოდა ორივე თაღი და ქმნი-
და თაღიან შესავალს.
ხიდის მხარეს კარიბჭე იდგა და მის ქვეშ, კედლის სისქეში –
დაბალი ხრახნიანი კარი, რომელიც მეორე სართულის ოთახში

323 მკითხველთა ლიგა


შედიოდა, ბიბლიოთეკის ქვეშ. ესეც დიდ სიმაგრეს წარმოადგენ-
და. ხიდზე აგებულ შენობას მინდვრის მხრივ კედლის მეტი არა-
ფერი ჰქონდა და ხიდიც იქვე წყდებოდა.

324 მკითხველთა ლიგა


6 – ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა მოგრძო ოთახს წარმოადგენდა და ერთადერთი


რკინის კარი ჰქონდა. კედელს დატანებული ჰქონდა აგრეთვე
კოშკში ასასვლელი მწვანე მაუდით გადაკრული პატარა კარი.
კედლებს, იატაკიდან ჭერამდე, განჯინები ამშვენებდა შუშიანი
კარებით, მეჩვიდმეტე საუკუნის დურგლობის ხელოვნებისა. ექ-
ვსი ფანჯარა ანათებდა ამ დარბაზს – სამ-სამი ორივე მხრივ.
გარედან კარგად ჩანდა ბიბლიოთეკის მოწყობილობა. ფან-
ჯრების შუა მუხის კვარცხლბეკზე მარმარილოს ექვსი ქანდაკება
იდგა: ბიზანტიელ ჰერმოლაუსის, ნავკრატელ გრამატიკოსის
ათენესი, სვიდისა, საფრანგეთის მეფის კლოვისისა და მის კან-
ცლერის – ანაკალისა, რომელსაც ისევე არაფერი გაეგებოდა
კანცლერობისა, როგორც მეფე კლოვისს მეფობისა.
ბევრი ღირსშესანიშნავი წიგნი მოიპოვებოდა ამ ბიბლიოთე-
კაში, მეტადრე ერთი სახელოვანი, ძველი დიდტანიანი და დასუ-
რათებული; ყდაზე მსხვილი ასოებით ეწერა „წმ. ბართლომე“ და
მის ქვემოთ „სახარება წმ. ბართლომეს თვალსაზრისით და წინა-
სიტყვაობა პანტენუსისა, ქრისტიანი ფილოსოფოსისა, გამოსაკ-
ვლევად საკითხისა – აპოკრიფი ხომ არ არის ეს სახარება და ნა-
თანაელი ხომ არ არის წმ. ბართლომე“. ამ წიგნის ასლს სხვაგან
ვერსად ნახავთ.

325 მკითხველთა ლიგა


7 – ბეღელი

მოგრძო ბეღელსაც იგივე სიგრძე-სიგანე ჰქონდა, რაც ბიბ-


ლიოთეკას. დიდი ოთახი იყო, ექვსი ფანჯრით განათებული. ბეღ-
ლის კარს ამშვენებდა გამოქანდაკებული წმ. ბარნაბა და ქვემოთ
წარწერა ლექსად:
„ბარნაბუს სანცტუს ფალცემ ჯუბეტ ირე პერ ჰერბამ“.
ამგვარად, კოშკი იყო მაღალი და განიერი, მრავალსართუ-
ლიანი, აქა-იქ დოლაბებით დახვრეტილი, რომლის ერთადერთ
შემოსასვლელს რკინის კარი წარმოადგენდა; ამ კარით ხიდზე
შეიძლებოდა გასვლა. კოშკის უკან ტყე იყო; კოშკის წინ მწვანე
ფერდობი, უფრო მაღალი, ვიდრე ხიდი და უფრო დაბალი, ვიდრე
კოშკი. ხიდის ქვეშ, კოშკსა და ფერდობს შუა ღრმა, ვიწრო ხევი
მოჩანდა, რომელშიც გაზაფხულობით მდინარე მოჩქეფდა, ხო-
ლო ზაფხულის სიცხეში მდინარე აღარსად ჩანდა. აი, რას წარმო-
ადგენდა გოვენების კოშკი, ტურგად წოდებული.

326 მკითხველთა ლიგა


X – მძევალი

ივლისი გავიდა, დადგა აგვისტო. რაღაც გმირული და თან სა-


შინელი რამ დაერია საფრანგეთს. ორმა აჩრდილმა გადაიარა
ჰორიზონტზე, მარატისამ, დანით განგმირულმა, და შარლოტ
კორდესამ, თავმოჭრილმა. საშინელი დრო დადგა. რაც შეეხება
ვანდეას, უკვე დამარცხებულს დიდ ომში, ლაშქრით ბრძოლა
მიეტოვებინა და ტყეს შეჰფარებოდა. სამეფო, კათოლიკეების ჯა-
რად წოდებული ლაშქარიც დამარცხებული იყო. მაიანსის ჯარი
იქ საჭირო აღარ იყო და დეკრეტით ვანდეაში იყო გადაყვანილი.
ანსენში რვა ათასი ვანდელი მოკლეს. ნანტიდან გარეკეს ვან-
დეელები, მონტეგის ჭალებიდან, თუარიდან, ნუარმუტიედან, შო-
ლიდან, მონგანიდან, სომურიდან; პართენე თვითონვე მიატოვეს
ვანდეელებმა, აგრეთვე კლისონი. შატილიონიდან გაიქცნენ,
სენტ-ილერში ერთი დროშა დაკარგეს. პორნიკში დამარცხდნენ,
საბლში, ფონტენეიში, დუეში, შატო-დ-ოში, პონ-დე-სეში. გან-
დევნილ იქნენ ლუსონიდან, შატნერედან და იონიდან, მაგრამ
იარაღის დაყრას არ ფიქრობდნენ და ლაროშელს ემუქრებოდ-
ნენ; იმავე დროს ჟერნსეიში ინგლისელების გემები იდგა გენე-
რალ გრეგის მეთაურობით და მარკიზ ლანტენაკის ნიშანსღა
ელოდნენ, რომ საფრანგეთისკენ წასულიყვნენ. ინგლისელ ჯარს
და მეზღვაურებს საფრანგეთიდან გაქცეული ოფიცრები და
საუკეთესო მეზღვაურები ერივნენ. ამ გემების საფრანგეთში შე-
მოსვლას და ჯარის გადმოსხმას შეიძლებოდა მეფის მომ-
ხრეებისთვის მოეტანა გამარჯვება. საქმეს პიტი განაგებდა, ვერა-
გი პოლიტიკოსი. ღალატი და ვერაგობა ისეთივე აუცილებელი
ნაწილია პოლიტიკისა, როგორიც ხანჯალი აღჭურვილობისა. პი-
ტი შიგ გულში სცემდა ხანჯალს ჩვენს ქვეყანას და ღალატობდა
თავისას, რადგან მოღალატეა თავისი ქვეყნისა, ვინც სამარცხვი-
327 მკითხველთა ლიგა
ნოდ იქცევა. პიტის დროს და პიტის წყალობით სწორედ პანიკურ
ომს აწარმოებდა ინგლისი საფრანგეთის წინააღმდეგ, – ჯაშუშე-
ბი ჰყავდა ყველგან, ღალატობდა, ცრუობდა. მეომარს საძრახი-
სად აღარაფერი მიაჩნდა და სიძულვილით გახელებული ყველა-
ფერს კადრულობდა. საფრანგეთში ქონი შეასყიდვინა თავის კა-
ცებს – გირვანქა ხუთ ფრანკად. ლილში ერთი ინგლისელი
დაიჭირეს, რომელსაც პრიგანის, ვანდეაში გამოგზავნილი პიტის
მოხელის წერილი აღმოაჩნდა:
„ყაირათი და ფულის დაზოგვა საჭირო არ არის. დარწმუნებუ-
ლი ვართ, რომ ფრთხილად იმოქმედებთ და ისე მოაკვლევინებთ
ღვთისა და ქვეყნის მტრებს. ამ საქმეში გადაცმული მღვდლებისა
და ქალების მსგავსად ვერავინ დაგეხმარებათ. სამოცი ათასი
სტერლინგი გაგზავნეთ რუანში და ორმოცდაათი ათასი – კანში“.
ეს წერილი ბარერმა წაუკითხა კონვენტს პირველ აგვისტოს.
ინგლისის ამ საზიზღარმა საქციელმა გამოიწვია მხეცური სის-
ხლის ღვრა პარენისა და მერე კიდევ მძვინვარება კარიესი. მეცე-
ლი რესპუბლიკელები და სამხრეთელები კონვენტს სთხოვდნენ,
– ნება გვიბოძეთ, აჯანყებულების ამოსაწყვეტად წავიდეთო. კონ-
ვენტის დეკრეტით ოცდაოთხი რაზმი უნდა შემდგარიყო პიონე-
რებისა, რომ ბრეტანში მთლად გადაეწვათ ღობეები. საშინელ
უბედურებას განიცდიდა საფრანგეთი. ერთგან რომ გათავდებო-
და ომი, იქვე მეორე იწყებოდა. – არავინ დაინდოთ! არავინ და-
ატყვევოთ! – აი, რას გაჰყვიროდა რევოლუციაც და აჯანყებაც.
საშინელი აჩრდილებით ივსებოდა ისტორია.
და სწორედ ამ დროს მოამწყვდიეს რესპუბლიკელებმა მტერი
ტურგში და ალყა შემოარტყეს.
ერთ ღამეს, როდესაც ის იყო, ვარსკვლავთ ციალით დამშვენ-
და ზეცა და ღრმად ჩაეძინა ბუნებას, საყვირის ხმა გაისმა. ტურგის
კოშკის ბანიდან ისმოდა საყვირი.

328 მკითხველთა ლიგა


საყვირს ქვემოდან საყვირითვე უპასუხეს.
ზემოთ, კოშკის ბანზე ერთი კაცი იდგა, შეიარაღებული; ქვე-
მოთ, ტურგის გარშემო რესპუბლიკელების ბანაკი განლაგებუ-
ლიყო.
ტურგის სიმაგრის გარშემო ბუნდოვნად ჩანდა ბანაკის მოძ-
რაობა. აქა-იქ ხეების ქვეშ და ფერდობის ბალახებში ცეცხლი
გაჩნდა და თავის სინათლით ალაგ-ალაგ გაარღვია ღამის სიბნე-
ლე, თითქო დედამიწას შეშურდა ცის ვარსკვლავები და თვითო-
ნაც კაშკაშს აპირებს სისხლისმღვრელი და საგლოვი ცეცხლი-
თო! ფერდობის მხარეს ბანაკი მინდვრამდე გაჭიმულიყო და ტყის
მხარეს შიგ ტყეში შესულიყო. ალყა შემოერტყათ ტურგისთვის.
ბანაკის ვრცელი ფართობი ცხადყოფდა რესპუბლიკელების
ჯარის სიმრავლეს. შიგ შუაში მოემწყვდიათ ტურგი, კოშკის მხა-
რეს კლდემდე და ხიდის მხარეს ხევამდე დაბანაკებულიყო ჯარი.
მეორედ გაისმა საყვირი კოშკის ბანიდან, და მის პასუხად ბუ-
კის ხმა ქვემოდან.
საყვირით კოშკი ეკითხებოდა ბანაკს, – მოლაპარაკება გვინ-
და თქვენთან, მოგვისმენთო? – და ბუკით პასუხი იყო საყვირისა,
– ბრძანეთო!
ვანდეელებს კონვენტი აჯანყებულებად მიიჩნევდა და აკრძა-
ლული იყო ამ ყაჩაღებთან შუაკაცების დახმარებით მოლაპარა-
კება. ამიტომ იძულებული იყვნენ, ყოველგვარი სხვა საშუალება
ეხმარათ, რომლებიც ნებადართულია ომში და აკრძალული სა-
მოქალაქო ომში. და აქედან მოდიოდა ერთგვარი შეთანხმება –
შუაკაცების ნაცვლად, საყვირისა და ბუკის გამოყენება. პირველი
ხმა – დაძახება იყო; მეორე – შეკითხვა, – მოგვისმენთ, თუ
არაო? საყვირის მეორე ხმას თუ ქვემოდან პასუხს არ გასცემ-
დნენ, ეს უარის ნიშანი იქნებოდა, და თუ საყვირს მეორეჯერაც პა-

329 მკითხველთა ლიგა


სუხს მისცემდნენ, ეს თანხმობას ნიშნავდა. ესე იგი, დროებით
ზავს ჰქონდა ადგილი.
საყვირის მეორედ დაკვრას რომ ქვემოდანაც თანხმობის ნი-
შანი მისცეს, კოშკის ბანზე მდგომმა სიტყვით მიმართა რესპუბ-
ლიკელებს:
„ხომ გესმით ჩემი? მე გუჟ-ლე-ბრუანი ვარ, მეტსახელად ლურ-
ჯების მკვლელს მეძახიან, რადგან მუსრი გავავლე თქვენებს. იმა-
ნუსსაც მეძახიან, რადგან ჯერ არ გავმძღარვარ თქვენი სისხლით
და ერთიასად მეტს დაგხოცავთ, ვიდრე აქამდე დამიხოციხართ.
გრანვილს რომ შევუტიეთ, თქვენ თითი წამაცალეთ ხმლით, ჩახ-
მახის აწევას რომ ვლამობდი, ლავალში გილიოტინით თავი გა-
აგდებინეთ მამაჩემს, დედაჩემს და ჩემს დას, თვრამეტი წლის
ჟაკლინს. ახლა ხომ გაიგეთ, ვინ ვარ? მე მარკიზ გოვენ-
ლანტენაკის სახელით გელაპარაკებით, რომელიც ფონტენეის
ვიკონტი ბრძანდება, პრინცი ბრეტანისა, ბატონი შვიდი ტყისა და
ჩვენი მხედართმთავარი.
იცოდეთ, რომ დიდებულმა ბატონმა მარკიზმა, ვიდრე გამაგ-
რდებოდა ამ კოშკში, რომელსაც თქვენ ალყა შემოარტყით, ექვს
მხედართმთავარს მიანდო ომის გაგრძელება დალიერს ბრესტის
გზიდან ერნეს გზამდე; ტრეტონს ლაროედან ლავალამდე; ჟაკეს,
რკინის მდრეკს, ზემო მენის საზღვარი; გოლიეს, სალ კლდედ წო-
დებულს, გონატიეს ციხესიმაგრე; ლეკონტს გრაონი; ბატონ
დებუა-გის ფუჟერი და ბატონ როშამბოს მთელი მაიანსი. ასე
რომ, კიდეც რომ აიღოთ ეს სიმაგრე, ამით ომს ბოლოს ვერ
მოუღებთ და, თუნდა კიდეც მიიცვალოს ბატონი მარკიზი, უპატ-
რონოდ არ დარჩება ღვთისა და მეფის ხვედრი ვანდეა.
რაც გითხარით, მხოლოდ იმისთვის, რომ გაგაფრთხილოთ;
დიდებული ბატონიც აქვე ბრძანდება, ჩემ გვერდით. მე პირი ვარ

330 მკითხველთა ლიგა


და ენა, რომელიც მის სიტყვას გამცნობთ. ჰოდა, გაჩუმდით და
მოგვისმინეთ.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყოვლად უსაფუძვლო და უმართებუ-
ლოა თქვენი აქ შემოსევა. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ვართ, ჩვენს ქვე-
ყანას ვიცავთ და პატიოსნად ვიბრძვით. გულწრფელები ვართ და
მართლები ღვთის წინაშე, როგორც უმანკო მდელო, ცვრით და-
ნამული. რესპუბლიკამ შემოგვიტია, შემოგვესია და აიკლო
აქაურობა. ყანები გაგვითელა, სახლები დაგვიწვა, მოსავალი
წაგვიხდინა, ზარბაზნის ტყვია დაგვიშინა და ჩვენი ცოლ-შვილი
ტყისკენ გააქცია სწორედ იმ დროს, როდესაც ჯერ ისევ თოვლი
ედო მიწას.
ვინც აქ ხართ და მისმენთ: ტყეებში შეგვყარეთ ყველა და აქაც
მოგვაგენით, ამ სიმაგრეში და დამწყვდეულები გყავართ. დახო-
ცეთ და გაფანტეთ ისინი, ვინც ჩვენკენ იყო. თქვენ ზარბაზნები
გაქვთ. თქვენს ჯარს მორტენის, ბარანტონის, ტელეის, ლანდი-
ვის, ევრანის, ტანტენიაკის და ვიტრეს საგუშაგო რაზმები მიუმა-
ტეთ. ასე რომ, ოთხი ათას ხუთასი კაცი მაინც გყავთ ახლა ჩვენ-
თან საბრძოლველად. და ჩვენ კი აქ სულ ცხრამეტნი ვართ.
საჭმელ-სასმელიც საკმარისი გვაქვს და იარაღიც. ხომ მოახერ-
ხეთ და ნაღმი ჩაგვიდეთ. ხომ ააფეთქეთ ნაწილი ჩვენი კლდისა
და კედელიც დაგვინგრიეთ?
კოშკის ძირში დაგვინგრიეთ კედელი და ამ ნანგრევით შეგიძ-
ლიათ შემოცვივდეთ, თუმცა არცთუ ძალიან ადვილი იქნება შე-
მოსვლა, მით უფრო, რომ იმ ნანგრევს თავს ადგას და დაჰყურებს
ტალივით მაგარი კოშკი.
და ახლა იერიშით შემოტევას გვიმზადებთ.
ჩვენ კიდევ, სახელდობრ დიდებული ბატონი მარკიზი, რომე-
ლიც ბრეტანის პრინცი ბრძანდება და ამასთანავე საერო წინამ-
ძღვარი ლანტენაკების წმ. მარიამის ეკლესიისა, რომელშიც დე-

331 მკითხველთა ლიგა


დოფალ ჟანას შეწირულებით ყოველდღე აღევლინება წირვა-
ლოცვა, რომელთა შორის დავასახელებ მღვდელ ტურმოს,
ბრძოლაში გულმაგრად წოდებულს, ჩემს მეგობარ ნუიზოს, მწვა-
ნე ბანაკის კაპიტანს, ჩემს მეგობარ შანტ-ან-ივერს, დავუანის ბა-
ნაკის კაპიტანს, ჩემს მეგობარ კაპიტან მუზეტს, და მე, ბურგ-დე-
დანოელ გლეხკაცს, ყველას ცოტა რამ სათქმელი გვაქვს თქვენ-
თვის.
ყური დამიგდეთ ყველამ, ვისაც თავი მოგიყრიათ კოშკის ძი-
რას.
ჩვენ აქ სამი ტყვე ბავშვი გვყავს. ეს ბავშვები შვილობილად
აიყვანა ერთმა თქვენმა ბატალიონმა და მაშასადამე, თქვენები
არიან. წინადადებას გთავაზობთ, დაიბრუნოთ ისინი, ოღონდ იმ
პირობით, რომ ჩვენ ხელს არ გვახლებთ და ყველას უკლებლივ
გაგვიშვებთ აქედან.
თუ არ მიიღებთ ჩვენს წინადადებას და იერიშზე გადმოხ-
ვალთ... ხიდზე აგებულ შენობას ოთხი სართული აქვს; ქვემო
სართულზე მე, იმანუსმა, დავაწყობინე ექვსი ტონა ფისი და ასი
კონა კარგად გამხმარი ფიჩხი, ზემო სართულზე თივაა და შუა
სართულზე – წიგნები და ქაღალდები. რკინის კარი, რომლითაც
ხიდიდან კოშკში უნდა შემოხვიდეთ, დაკეტილია და გასაღები ბა-
ტონ მარკიზს უდევს ჯიბეში. იმ კარის ქვეშ პატარა ხვრელი გავ-
თხარე და ამ ხვრელში გავატარე გოგირდიანი პატრუქი. ამ პატ-
რუქის ბოლო ერთ ტონა ფისშია ჩართული და თავი კი მე მიჭი-
რავს ხელში, რომ უცბად წავუკიდო ცეცხლი. მაშინ ავაფეთქებ
აქაურობას, როდესაც მომესურვება. თუ ნებას არ მოგვცემთ,
რომ თავისუფლად გავიდეთ, სამ ბავშვს ხიდზე აგებულ შენობაში
ავიყვანთ, მესამე სართულზე, რომელსაც ზემოდან ჩალით გატე-
ნილი ოთახი ადგას და ქვემოდან – ფისით და ფიჩხით სავსე ოთა-
ხი, და კარს ჩავუკეტავთ. თუ ხიდიდან შემოგვესევით, შენობას

332 მკითხველთა ლიგა


თქვენ გაუჩენთ ხანძარს და ბავშვებსაც თქვენ დაწვავთ, თუ გა-
მონგრეული კედლით, მაშინ სახლსაც ჩვენ ავაფეთქებთ, ბავ-
შვებსაც ჩვენ გამოვწვავთ. თუ ორივე მხრიდან გადმოხვალთ
იერიშზე, ხიდიდანაც და კოშკის ნანგრევიდანაც, ცეცხლს ერ-
თდროულად გავაჩენთ თქვენც და ჩვენცა. ასე იქნება, თუ ისე, ეს
ბავშვები დაიღუპებიან.
ახლა კი მიიღეთ ჩვენი პირობა, ან უარი გვითხარით.
ორიოდე წუთის შემდეგ ქვემოდან ხმა გაისმა:
– ვერ მივიღებთ თქვენს წინადადებას!
მოკლედ მოჭრილი იყო პასუხი, მკაცრი კილოთი. და მას თან
მოჰყვა მეორე, სიმკაცრეს მოკლებული, მაგრამ მტკიცე და კით-
ხვის საბოლოოდ გადამწყვეტი:
– ოცდაოთხ საათს გაძლევთ, რომ იარაღი დაყაროთ და დაგ-
ვნებდეთ.
ყველა მიჩუმდა. იმავე ხმამ ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო:
– ხვალ, ამავე დროს, თუ არ დაგვნებდით, იერიშზე გადმო-
ვალთ.
და კვლავ გაისმა პირველი, მკაცრი ხმა:
– და მაშინ არავითარი შებრალება!
ამ სასტიკად წარმოთქმულს სიტყვებს, კოშკის ბანიდან უპასუ-
ხა ვიღაც სხვამ, და არა იმანუსმა; კოშკის ბანის ორ ქონგურშუა
ვიღაც მაღალი ტანის კაცი გამოჩნდა. მთვარე ღრუბლებს ეფარე-
ბოდა, მაგრამ ვარსკვლავების ბუნდოვან ციაგში ყველა იცნობდა
მას, თუ ოდესმე ენახა სადმე – მარკიზ ლანტენაკს. მარკიზი დაკ-
ვირვებით დასცქეროდა ქვემოთ მყოფებს, თითქოს ვიღაცას
ეძებსო და შემდეგ შესძახა:
– ოჰო! შენ ხარ, მღვდელო?
– მე ვარ, მე, მტარვალო! – პასუხად გაისმა ქვემოდან.

333 მკითხველთა ლიგა


XI – ძველებურად მრისხანე

და მართლაც, მკაცრი ხმით ქვემოდან პასუხს სიმურდენი აძ-


ლევდა, და მეორე, ბრძანებით, მაგრამ სიმკაცრეს მოკლებული
ხმით, გოვენი.
არ შემცდარა მარკიზ დე-ლანტენაკი, ქვემოდან მოლაპარაკე-
ში სიმურდენი რომ იცნო.
რამდენიმეკვირიანი სამოქალაქო ომით აფორიაქებულ ქვე-
ყანაში უკვე გაეთქვა სახელი სიმურდენს, მაგრამ საამო არაფერი
იყო ამ სახელგანთქმულობაში. – მარატი პარიზში, – ამბობდა
ხალხი, – შალიე ლიონში და სიმურდენი ვანდეაში.
დიდ პატივს სცემდნენ ოდესღაც მღვდელ სიმურდენს და ახლა
კი თავზე ლაფს ასხამდნენ, – პატიოსანი კაცი რომ ყოფილიყო,
ანაფორას არ გაიხდიდაო, – გაიგონებდით ხშირად. საზარელ
ადამიანად გარდაქმნილიყო სიმურდენი. ხშირად პირქუში კაცი
უბედურია. მას ყველა ამტყუნებს, მაგრამ მის გულში ჩახედვა
რომ შეეძლოს, იქნებ გაამართლოს კიდეც. ასეა თუ ისე, ხალხს
უგულო, საზიზღარ ადამიანებად მიაჩნდათ ორივე – მარკიზ ლან-
ტენაკიც და სიმურდენიც. ორივე ერთნაირად სძულდათ. მეფის
მომხრეები სიმურდენს ლანძღავდნენ და წყევლიდნენ, რესპუბ-
ლიკელები – ლანტენაკს. სიმურდენი ურჩხულად ეჩვენებოდათ
აჯანყებულებს და ლანტენაკი – არანაკლებ საზიზღრად რესპუბ-
ლიკელებს. იმდენად ძლიერი იყო ორივესადმი ზიზღი და სიძულ-
ვილი, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც პრიორ დე-ლა-მარნი
გრანვილში დიდ ჯილდოს ჰპირდებოდა მას, ვინც ლანტენაკს
დაიჭერდა ან მოკლავდა, სწორედ იმ დროსვე შარეტი ნუარმუ-
ტიეში დიდ ჯილდოს ჰპირდებოდა სიმურდენის დამჭერს ან
მკვლელს.

334 მკითხველთა ლიგა


სამოქალაქო ომის ბრინჯაოს ნიღაბს ორი მხარე აქვს – ერთი
წარსულისკენ არის მიმართული, მეორე მომავლისკენ, მაგრამ
საშინელი და ტრაგიკულია ერთიცა და მეორეც. ლანტენაკი წარ-
სულისკენ მიბრუნებული მხარე იყო ამ ნიღბისა, სიმურდენი – მო-
მავლისა; მხოლოდ ის იყო, რომ ლანტენაკის გონება წყვდიადს
მოეცვა, სიმურდენის შუბლზე კი განთიადი ბრწყინავდა...
ალყაშემორტყმულ ტურგს დღეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
გოვენის წყალობით, ერთი დღე-ღამის ვადა მისცეს კოშკში
მყოფებს მოსაფიქრებლად.
იმანუსმა ძალიან კარგად იცოდა, რომ სიმურდენის ბრძანე-
ბით ახალი ძალები მიემატა გოვენს და დღეს უკვე ოთხი ათას ხუ-
თასი კაცი ჰყავდა, როგორც ეროვნული გვარდიელები, ისე სა-
საზღვრო ჯარები. იცოდა აგრეთვე, რომ ტურგის დასანგრევად
თორმეტი ზარბაზანი იყო გატენილი, ექვსი მათგანი კოშკისკენ
მიმართული ტყის პირას იდგა, დანარჩენი ექვსი კი ფერდობზე გა-
ნელაგებინათ. გარდა ამისა, გოვენმა ნაღმი ააფეთქა და კოშკის
კედელს უკვე ნაპრალი ჰქონდა.
ამგვარად, როგორც კი გაივლიდა დანიშნული ოცდაოთხი
საათის ვადა, ხელახლა დაიწყებოდა ბრძოლა.
აი, რა მდგომარეობაში იყვნენ მეომარნი:
ფერდობზე და ტყეში ოთხი ათას ხუთასი კაცი იყო შეკრებილი.
ტურგში – ცხრამეტი.
ამ ოთხი ათას ხუთასი კაცის მეთაურისთვის სიმურდენს უნდო-
და გენერლობა მიეცა, მაგრამ გოვენმა უარი განაცხადა: – ლან-
ტენაკი დავიჭიროთ და მერე ვნახოთ, ჯერ კი არაფრით დამიმსა-
ხურებია ესო.
მაგრამ რესპუბლიკელებში ხშირი იყო ამგვარი მდგომა-
რეობა: ხარისხით დაბალი მოხელე იყო კაცი და თანამდებობით
კი დიდი.

335 მკითხველთა ლიგა


უცნაური ბედი ეწია გოვენების კოშკს. ერთი გოვენი დანგრე-
ვას უქადდა მას, მეორე გოვენი დაცვას ცდილობდა. ამიტომ იყო,
რომ სინანულს გრძნობდა გოვენი, მარტო გოვენი, რადგან ლან-
ტენაკი ვერსალში ცხოვრობდა და არანაირი სიყვარული არ
ჰქონდა ამ ციხესიმაგრისა, რომელსაც არც კი იცნობდა. ლანტე-
ნაკი კოშკს მიწის პირიდან აღგვიდა, თუ საჭირო იქნებოდა, წარ-
ბსაც არ შეიხრიდა. გოვენი კი პატივისცემით შესცქეროდა მამა-
პაპეულ სიმაგრეს.
ციხე-კოშკის სუსტი მხარე ხიდი იყო; სწორედ ამ ხიდზე იყო
ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკაში – საგვარეულო არქივი. აქედან
რომ შეეტია გოვენს, აუცილებლად ხანძარი გაჩნდებოდა და არ-
ქივის დაწვა გულს მოუკლავდა მას. მამაპაპეული ციხესიმაგრე
და ბინა იყო გოვენებისა ტურგის კოშკში; იქ გაეტარებინა გოვენს
ბავშვობა და სიყმაწვილე. გველივით შხამიანი ბედისწერა აიძუ-
ლებს ადამიანს, იარაღით მივიდეს ბავშვობის კერაზე. ნუთუ ისე
გულქვა იქნება, რომ ცეცხლს წაუკიდებს და ნაცრად აქცევს თა-
ვის აღმზრდელ სახლს? იქნებ თვითონ მისი აკვანიც იქ არის სად-
მე მიმალული, ბეღელში ან ბიბლიოთეკაში? შესცქეროდა გოვენი
თავის საგვარეულო, ძველისძველ ციხე-კოშკს და გული ეწურე-
ბოდა.
ამიტომ დაინდო ხიდი. შეუძლებელი გახადა ხიდზე გადმოს-
ვლა. ხიდს ექვსი ზარბაზანი დაუმიზნა, საიერიშოდ კი სიმაგრის
მეორე მხარე აარჩია, კოშკი. ამის შედეგი იყო ხვრელი კოშკის
კედლის ქვეშ, ნაღმით კედლის მიწის პირთან დანგრევა და მის
ზემოთ – ნაპრალი.
სიმურდენმა გოვენს მიანდო ეს საქმე, მაგრამ ნანობდა, რად-
გან არაფრად მიაჩნდა ეს გოთური სიძველენი და ისევე დაუნ-
დობლად დაანგრევდა, როგორც დაუნდობლად ხოცავდა რეს-
პუბლიკის მტრებს. დიდებულების ბუნაგის დანდობა გულჩვილო-

336 მკითხველთა ლიგა


ბის ნიშნად მიაჩნდა და გოვენსაც ხომ სულ ამ გულჩვილობას, მის
სუსტ მხარეს, საყვედურობდა.
მაგრამ თვითონ სიმურდენიც, თუმცა ებრძოდა ამ გრძნობას,
გულის კანკალით შეჰყურებდა ტურგს. სიამით აგონდებოდა დი-
დი დარბაზი, რომელშიც მამაშვილურად ასწავლიდა გოვენს
კითხვას. იქვე ახლოს მსახურობდა მღვდლად, სოფელ პირი-
ნიეში, და როგორც გოვენის მასწავლებელი, ისიც ამ სიმაგრეში
ცხოვრობდა, ხიდის ბურჯზე აგებულ შენობაში. მოაგონდა დაწყე-
ბითი მეცადინეობა, კალთაში რომ ეჯდა პატარა გოვენი და ან-
ბანს ასწავლიდა. ამ ძველი შენობის კედლებში იყო, რომ მის
თვალწინ იზრდებოდა მისი საყვარელი მოწაფე, სულიერი შვი-
ლი, ყალიბდებოდა გონებრივად და ზნეობრივად სრულყოფილ
ადამიანად. აქ, ამ ბიბლიოთეკაში, ამ კედლებში გაატარა თავისი
ყმაწვილკაცობა და ახლა თვითონვე უნდა დაანგრიოს და გადაწ-
ვას? არა, თავადვე ხვდებოდა, რომ ამას ვერ იზამდა...
რევოლუციის ხანა იყო, მაგრამ ტურგს ძველი, ფეოდალური
დრო დასდგომოდა. შუა საუკუნეების ისტორია სავსეა ნათესავე-
ბის ერთმანეთთან ბრძოლით. ეტეოკლე და პოლინიკე ბერძნები
იყვნენ, მაგრამ გოთებშიც იგივე ომი ჰქონდათ ძმებს ერთმანეთ-
თან, და ჰამლეტი სწორედ ისე მოიქცა ელსინორში, როგორც
ორესტე – არგოსში.

337 მკითხველთა ლიგა


XII – ბავშვების გადასარჩენად

ღამე ორივე მხარემ მზადებაში გაატარა. როგორც კი დას-


რულდა იმანუსისა და სიმურდენის მოლაპარაკება, გოვენმა მა-
შინვე გეშანი დაიბარა.
გავიცნოთ გოვენის თანაშემწე გეშანი – პატიოსანი კაცი იყო,
ჭკვიანი, მამაცი, უფრო აღმსრულებელი, ვიდრე მბრძანებელი.
გულსა და სულზე ორი საფარველი ჰქონდა გადაფარებული –
დისციპლინა და მოვალეობა! და ისიც ისე იქცეოდა, ამ ორ ცნებას
შორის მომწყვდეული, რომ არც ერთს ასცდენოდა და არც
მეორეს. ნაბიჯი დიდი ჰქონდა, მაგრამ სავალი ვიწრო, თავის სა-
ფარველს იქით ვერაფერს ხედავდა.
ფრიად სანდო კაცი კი იყო, როდესაც რამეს დაავალებდნენ და
სასტიკი აღმსრულებელიც, როდესაც ბრძანებას ასრულებდა.
გეშანის მისვლა და გოვენის კითხვა ერთი იყო:
– გეშან, კიბე გვჭირდება.
– კიბე არ გვაქვს.
– უნდა ვიშოვოთ სადმე.
– აძრომას ვაპირებთ?
– არა, ბავშვების გადარჩენას.
ჩაფიქრდა გეშანი. შემდეგ განაგრძო:
– ძალიან კარგი, მაგრამ ამისთვის მეტად გრძელი კიბე დაგ-
ვჭირდება.
– სამი სართულის სიმაღლის.
– დიახ, კოშკის სიმაღლის.
– და ცოტა მეტიც, რომ მოულოდნელი არაფერი შეგვემთხვეს.
– მართალს ბრძანებთ.
– როგორ მოხდა, რომ კიბეზე არ იზრუნეთ?

338 მკითხველთა ლიგა


– თქვენი ბრძანება მაქვს, სიმაგრეს ფერდობიდან კი არა,
კოშკის მხრიდან მივადგეთო, იერიში ხიდზე კი არა კოშკზე მივი-
ტანოთო, და ჩვენც ნაღმისთვის თხრილი გაგვყავდა, აქეთა მხა-
რეზე აღარ გვიფიქრია.
– ახლავე გააკეთებინეთ, სასწრაფოდ.
– სამი სართულის სიმაღლის კიბეს ასე სწრაფად ვერ დაამზა-
დებენ.
– რამდენიმე კიბე გადააბით ერთმანეთს.
– პატარებიც რომ არა გვაქვს?
– უნდა იშოვოთ.
– აქ ვერსად ვიშოვით. გლეხები ამტვრევენ და წვავენ კიბეებს,
ამტვრევენ ურმებს, ანგრევენ ხიდებს.…
– რესპუბლიკას ხელ-ფეხი რომ შეუკრან, ხომ?
– დიახ, რომ ვეღარც რამის ზიდვა შეგვეძლოს, ვეღარც წყალ-
ში გასვლა, ვეღარც კედელზე აძრომა.
– გასაგებია, მაგრამ კიბე მაინც მჭირდება.
– ჟავნეში, ფუჟერის ახლოს, დიდი სადურგლო ქარხანაა. იქ-
ნებ იქ ვიშოვოთ.
– აბა, ჩქარა!
– როდის გნებავთ ეს კიბე?
– ხვალ, ამ დროისთვის. მაგრამ რაც მალე იქნება, მით უკეთე-
სი.
– ახლავე გავგზავნი, რეკვიზიციის ბრძანებას გავატან. ჟავნე-
ში ცხენოსანი რაზმი დგას და ისინი გამოაყოლებენ მცველებად
ბიჭებს. ვფიქრობ, ხვალ მზის ჩასვლამდე კიბე აქ იქნება.
– ძალიან კარგი. აბა, იჩქარე!
ათი წუთიც არ იყო გასული, გეშანი რომ გამოეჭიმა გოვენს და
მოახსენა:
– შესრულებულია თქვენი ბრძანება. კაცი წავიდა.

339 მკითხველთა ლიგა


გოვენი ფერდობზე ავიდა და თვალი ვეღარ მოაშორა თავის
სახლს. იდგა და შესცქეროდა კოშკის ყრუ კედელს, რომელსაც
სახურავიდან საძირკვლამდე არ ჰქონდა არც ფანჯარა, არც თა-
ღი, გარდა ერთი შესასვლელი კარისა და იმისთვისაც მოძრავი
კიბე დაეფარებინათ. ხევი უნდა გადაევლოთ, სხვა გზა არ იყო.
ფერდობიდან ხიდის ბურჯებთან მისასვლელად ხევში უნდა ჩამ-
ძვრალიყო კაცი, ძალიან ფრთხილად, ბუჩქიდან ბუჩქამდე ცოც-
ვით. მაგრამ ჩავიდოდა და სეტყვასავით დაატყდებოდა სამივე
სართულის ფანჯრებიდან ნასროლი ტყვია. უყურა, უყურა გოვენ-
მა და დარწმუნდა, რომ გამარჯვების ერთადერთი გზა კოშკზე
მისვლა იყო.
ყველა ღონე იხმარა, რომ მომწყვდეულთაგან არავინ გაჰპა-
როდა. უფრო ახლო და მჭიდროდ შემოახვია ტურგს ჯარი. ერთმა-
ნეთს დაუახლოვა თავისი ბატალიონები, რომ მათ შორის გავლა
შეუმჩნევლად არავის შესძლებოდა. სიმურდენმა და გოვენმა
გაინაწილეს სიმაგრის გარემოცვა: ტყის პირი გოვენმა ჩაიბარა,
ფერდობის მხარე კი – სიმურდენმა. შეთანხმდნენ იმაზე, რომ გო-
ვენი თავის თანაშემწის გეშანის დახმარებით კოშკის გამონ-
გრეული კედლიდან შეესეოდა აჯანყებულებს, სიმურდენი კი ცეც-
ხლმოკიდებული პატრუქით გატენილ ზარბაზნებთან იქნებოდა
და ყურადღებას მიაქცევდა ხიდსა და ხევს.

340 მკითხველთა ლიგა


XIII – რას აკეთებდა მარკიზი

გარეთ რომ ყველა იერიშის მისატანად ემზადებოდა, შიგნით


ყველა თავდაცვაზე იყო გადასული.
საფუძველს მოკლებული არ არის, კოშკს რომ კასრს უწოდე-
ბენ და ისე აფუჭებენ პატარა ნაღმით, როგორც კასრს პატარა
ლურსმნით. კედელიც ისევე იხვრიტება, როგორც კასრის ტკეჩი
და სწორედ ეს დაემართა ტურგს.
ორი თუ სამი ცენტნერი თოფის წამალი ისე მძლავრად მიეხა-
ლა ციხესიმაგრეს, რომ პირი დააღებინა კედელს. გარედან, კედ-
ლის ძირიდან, იწყებოდა ნაპრალი, გამსკდარ თაღს ქმნიდა და
მეორე მხარეს, კოშკის ქვედა დარბაზში შედიოდა. კიდევ უფრო
ადვილად შესასვლელი რომ გაეხადა ეს ნაპრალი, გოვენმა გა-
რედან ზარბაზანი დაუშინა კედელს და შესამჩნევად გააგანიერა.
ქვემო სართულის ეს ნაპრალიანი დარბაზი დიდი, ცარიელი
ოთახი იყო და შუაზე სვეტი ჰქონდა დატანებული თაღის ქვის სა-
მაგრად. ყველაზე დიდი ეს ოთახი იყო მთელ შენობაში; სულ ცო-
ტა, ორმოცი ბიჯის დიამეტრი მაინც იქნებოდა. სხვა სართულების
ოთახებიც ამ დარბაზის მსგავსი იყო, მაგრამ ნაკლები სიგანის,
დოლაბებითა და დოლაბებში მოწყობილი საფრით. ამ ქვემო
სართულის დარბაზს არც დოლაბი ჰქონდა, არც სარკმელი, არც
სანიავე, და უფრო აკლდამას მოგაგონებდათ.
ამ დარბაზშივე იყო დილეგში ჩასასვლელი კარი, რკინით და-
ჭედილი. კიდევ სხვა კარიც იყო, კედელში დატანებულ კიბეზე შე-
სავალი ზემო სართულებში ასასვლელად. კიბეები კედლის სის-
ქეში იყო ჩამალული.
თუ შეძლებდნენ, ამ დაბალ დარბაზში შეცვივდებოდნენ შენ-
გრეული კედლით რესპუბლიკელები.

341 მკითხველთა ლიგა


სუნთქვა შეუძლებელი იყო ამ ოთახში. ოცდაოთხ საათს ვერ
გაძლებდა იქ ადამიანი, სუნთქვა ეკვროდა და იხრჩობოდა. ახლა
კი, დანგრეული კედლის წყალობით, იქაც შეიძლებოდა გაძლე-
ბა. ამიტომაც აღარ ჩაკეტეს კოშკში მყოფებმა ეს შესასვლელი. ან
რა მნიშვნელობა ჰქონდა მის ჩაკეტვას? ერთი-ორი ყუმბარა და
კვლავ გააფჩენდა პირს.
კედელში მაშხლის შანდალი შეარჭვეს, ზედ მაშხალა აანთეს
და გაჩახჩახდა დარბაზი. მაგრამ როგორ მოეგერიებინათ მტე-
რი?
კედლის ამოშენება ადვილი იყო, მაგრამ უსარგებლო. საფ-
რის გაკეთება სჯობდა, სამკუთხა ბარიკადები უნდა აეგოთ და ამ
საფრიდან სულ ნაპრალისკენ იქნებოდა მიმართული ტყვია; კოშ-
კის გარედან ნაპრალი ღია რჩებოდა, შიგ კოშკში კი საფარი ექ-
ნებოდათ. საჭირო მასალა არ აკლდათ. საფარი გააკეთეს და თო-
ფის ლულისთვის ნახვრეტები დაატანეს. მისი გარე კუთხე დარ-
ბაზის შუაში ამართულ სვეტზე დააყრდნეს, გვერდები აქეთ-იქით
კედლებს მიამაგრეს და წვრილ-წვრილი ნაღმი-ფუგასები დააწ-
ყვეს მტრის შემოსავალ გზაზე.
ყველაფერი მარკიზის ბრძანებით კეთდებოდა. ის იყო ყვე-
ლაფრის სულისჩამდგმელი, მბრძანებელი, წინამძღოლი და ბა-
ტონი.
ლანტენაკი მეთვრამეტე საუკუნის იმ ჯურის მხედრებს მიეკუთ-
ვნოდა, ოთხმოცი წლის ასაკშიც მამაცურად რომ იბრძოდნენ და
ქალაქს იცავდნენ მტრისგან; გრაფ დ’ალბერგს ჩამოჰგავდა, რო-
მელიც ასი წლის იყო, პოლონეთის მეფე და მისი ჯარი რომ გარე-
კა რიგიდან.
– ნუ გეშინიათ, მეგობრებო, – ამხნევებდა მარკიზი მებრძო-
ლებს, – ამ საუკუნის დასაწყისში, 1713 წელს, შარლ XII მოამ-

342 მკითხველთა ლიგა


წყვდიეს ბენდერში ერთ სახლში; შარლს სულ სამასი ჯარისკაცი
ჰყავდა და ამ ძალით ოცი ათასი ოსმალო მოიგერია.
კარგად გაამაგრეს ორი ქვედა სართული, ოთახები, წალოები
და განჯინები, რათა თუ გაჭირდებოდა, იქიდან დაეწყოთ სროლა.
კარებს ბოძები მიადგეს, ოღონდ კედელში დატანებული კიბის
შესასვლელისთვის ხელი არ უხლიათ, რადგან მარტო ამ კიბით
შეიძლებოდა სხვა სართულებზე ასვლა.
დაუღალავად ირჯებოდა ყმაწვილკაცივით ღონიერი მარკიზი.
ბოძებს სწევდა, ქვას ზიდავდა, მისაბაძად იქცეოდა თავისი მე-
გობრებისთვის, არაფერს უკადრისობდა. ბრძანებდა, ეხმარებო-
და, ძმურად ექცეოდა ყველას, იცინოდა, ხუმრობდა, მაგრამ ყვე-
ლაფერში, თვით სიცილშიც კი რაღაც თავისებურება ემჩნეოდა,
თავისებურება დიდებული ბატონისა, მედიდურისა და მბრძანებ-
ლისა.
სიტყვის შებრუნებას ვერავინ უბედავდა, რაც უნდა ეთქვა. ხში-
რად ეტყოდა ხოლმე თავისიანებს: თუ ღმერთი გაგიწყრათ და რე-
ვოლუციისკენ გადახვედით, ნახევარი ძალაც რომ დამრჩეს,
ცოცხალი ვერავინ გადამირჩება: ჯერ მოღალატეებს ამოვხოცავ
და მერე, დანარჩენი ძალით, რევოლუციონერებსო!

343 მკითხველთა ლიგა


XIV – რას აკეთებდა იმანუსი

სანამ მარკიზი კოშკის კედლის ნაპრალს ამაგრებდა, იმანუსი


ხიდის გამაგრებაზე ზრუნავდა. როგორც კი ბრძოლა დაიწყო, ჩა-
მოხსნეს და ბიბლიოთეკის დარბაზში შეიტანეს მოძრავი კიბე,
რომელიც სახლის გარეთ იყო ჩამოკიდებული ფანჯრებს ზემოთ.
იქნებ სწორედ ამ კიბის იმედი ჰქონდა გოვენს. პირველი სართუ-
ლის, დარაჯების დარბაზის ფანჯრებს გარედან სამ რიგად ჰქონ-
და მიკრული რკინის მოაჯირი. ფანჯრებიდან არც შესვლა შეიძ-
ლებოდა, არც გამოსვლა. ბიბლიოთეკის ფანჯრებს მოაჯირი არ
ეკრა, მაგრამ მეტად მაღლა იყო.
სამი კაცი წაიყვანა იმანუსმა, მასავით ყველაფრის შემძლე.
ერთი უასნარი იყო, ბარანშ-დ-ორად წოდებული და კიდევ ორი
ძმანი, პიკ-ანბუა. სანათი აიღო იმანუსმა, გააღო რკინის კარი და
დაწვრილებით დაათვალიერა ხიდზე აგებული შენობის სართუ-
ლები. უასნარი ისეთივე უმოწყალო იყო, როგორიც იმანუსი,
რადგან მისი ძმა მოეკლათ რესპუბლიკელებს.
იმანუსმა ზემო სართულის ოთახი დაათვალიერა, რომელშიც
თივისა და ჩალის მეტი არაფერი იყო, და ქვემო სართულის დარ-
ბაზიც. ამ დარბაზში შეატანინა რამდენიმე ფისით სავსე ქოთანი
და ფისის კასრებს ჩაუმატა. ფიჩხის კონები ჩააწყო და ჩაჭედა კას-
რებს შუა ისე, რომ ფისს ეხებოდა ფიჩხი. გასინჯა, ივარგებს თუ
არაო გოგირდიანი პატრუქი (რომლის ერთი წვერი ხიდზე იყო და
მეორე კოშკში). იატაკზე, კასრებისა და ფიჩხის ქვეშ ფისი დააქ-
ცია და შიგნით ჩადო გოგირდიანი პატრუქის წვერი. შემდეგ ბიბ-
ლიოთეკის დარბაზში შევიდა, რომლის ზემოთ თივითა და ჩა-
ლით სავსე დარბაზი მდებარეობდა, ხოლო ქვემოთ – ფისითა და
ფიჩხით სავსე დარბაზი. ბიბლიოთეკის ოთახში შეატანინა სამი
ბავშვის – რენე-ჟანის, გრო-ალენისა და ჟორჟეტის საწოლები.
344 მკითხველთა ლიგა
ტკბილად ეძინა სამივეს და ძალიან ფრთხილად შეიტანეს, რომ
არ გაეღვიძებინათ.
პატარა, გლეხკაცის ხელით გაკეთებულ კალათებს წარმოად-
გენდა ტირიფის ეს „აკვნები“. ძირს დგამენ ამ კალათებს, რომ
ბავშვს სხვის დაუხმარებლადაც შესძლებოდა აკვნიდან ჩამოს-
ვლა. სამივე „აკვანს“ იმანუსის ბრძანებით თითო ჯამი შეჭამანდი
მიუდგეს. გარედან ჩამოხსნილი მოძრავი კიბე იატაკზე დადეს,
კედელთან. მეორე კედელთან გაამწკრივეს „აკვნები“, კიბის პირ-
დაპირ. შემდეგ მოიაზრა იმანუსმა, რომ ზაფხულის ღამეში გრი-
ლი ნიავიც საჭირო იყო ბავშვებისათვის და ბიბლიოთეკის ექვსი-
ვე ფანჯარა გააღო. იმ დღეს ხომ თბილი და ტკბილი ზაფხულის
იყო...
ორივე ძმა – პიკ-ან-ბუები ფანჯრების გასაღებად გაგზავნა
ქვემო და ზემო სართულებში. შენიშნა, რომ შენობის აღმოსავ-
ლეთით, წინა მხარეს, კედელს ერთი დიდი, უკვე გამხმარი, აბე-
დისფერი ფათალო ჩამოჰკიდებოდა ბანიდან მიწამდე. – ეს ფა-
თალო ჩვენ არაფერს გვავნებსო, – გაიფიქრა, – ერთხელ კიდევ
გადაავლო თვალი ყველაფერს, გამოვიდა სახლიდან და თავის
მეგობრებთან ერთად კოშკისკენ გასწია. მძიმე რკინის კარი მაგ-
რად ჩაკეტა, თავი კმაყოფილებით დაიქნია, შემდეგ გოგირდიანი
პატრუქი შეამოწმა, რომელიც ერთადერთი იყო, კოშკსა და ხიდს
რომ აერთებდა: პატრუქი მრგვალი ოთახიდან გამოყვანილი
რკინის კარის ქვეშ გადიოდა, ხიდზე აგებული შენობის ქვემო
სართულში შედიოდა, კიბეზე გველივით იკლაკნებოდა და წვე-
რით შედიოდა იატაკზე დაქცეულ ფისსა და ფიჩხში. იმანუსის ან-
გარიშით სულ თხუთმეტი წუთი იყო საჭირო, რომ ცეცხლი კოშკში
ანთებულ პატრუქს გაჰყოლოდა და ბიბლიოთეკის დაბლა ოთახ-
ში ფისს მოჰკიდებოდა. როდესაც ყველაფერი თავისი სურვილი-

345 მკითხველთა ლიგა


სამებრ მოაწყო და შეამოწმა, რკინის კარის გასაღები მარკიზ
ლანტენაკს მიართვა და იმანაც ჯიბეში ჩაიდო.
საჭირო იყო თვალყური ედევნებინათ რესპუბლიკელების ყო-
ველი მოძრაობისთვის. იმანუსი კოშკის ბანზე გავიდა და ფარდუ-
ლიდან გასცქეროდა მტერს. ქამარზე საყვირი ეკიდა. ყურადღე-
ბით გასცქეროდა იქაურობას – ცალი თვალი ტყეზე ეჭირა, ცალი
ფერდობზე; ფარდულის სარკმელში ქოთნით თოფის წამალი ედ-
გა, ტომსიკით ტყვია, გვერდზე ძველი გაზეთები და ქაღალდის პა-
ტარა ტომრებს ვაზნებად ავსებდა.
მზე რომ ამოიწვერა, ტყეში რვა ბატალიონი იდგა საბრძოლ-
ველად გამზადებული; ფერდობზე ზარბაზნების გვერდით, ყუმბა-
რებით სავსე ყუთები მოემარაგებინათ; კოშკში კი მხოლოდ
ცხრამეტი კაცი იყო. მათაც გაეტენათ თოფები და დამბაჩები; ბიბ-
ლიოთეკაში კი სამ, სახელდახელოდ გაკეთებულ აკვანში სამ
ბავშვს ეძინა...

346 მკითხველთა ლიგა


წიგნი მესამე – წმ. ბართლომეს სახარების
ფხრეწა
I

ბავშვებმა გაიღვიძეს.
ჯერ გოგონამ დაჭყიტა თვალები. კოკორი ვარდის გაშლას
ჰგავს ხოლმე ბავშვის გაღვიძება. სურნელებას აფრქვევს თავისი
უმანკო სულით. პატარა ჟორჟეტმა, ძუძუს რომ წოვდა ჯერ კიდევ
მაისში, ყველაზე ადრე გაიღვიძა. წამოიწია თავისი აკვნიდან,
შიშველ ფეხებს შესცინა და ღუღუნი დაიწყო.
დილის მზის სხივი სცემდა მის აკვანს. ძნელი გამოსაცნობი იქ-
ნებოდა, რას უფრო ჰქონდა ვარდისფერი, პაწიას ფეხს თუ მზის
სხივს.
ორ ბიჭს ჯერ ისევ ეძინა. რენე-ჟანი შავგვრემანი იყო, გრო-
ალენი – წაბლისფერი, ჟორჟეტი – თოვლივით თეთრი. ბავშვე-
ბის თმის ეს ფერთასხვაობა, ბავშვის ასაკის კვალზე, ბუნებრივი
იყო და ალბათ, მომავალში შეიცვლებოდა კიდეც. რენე-ჟანი
ჰერკულესივით ახოვანი იყო, პირდაღმა ეძინა, გრო-ალენს ფე-
ხები გამოეყო აკვნიდან.
ძონძები ემოსათ ბავშვებს. წითელქუდიანთა ბატალიონმა
რომ ტანისამოსი მისცა თავის შვილობილებს, მთლად შემოფ-
ხრეწოდათ. ბიჭები თითქმის ტიტვლები იყვნენ. ჟორჟეტიც რაღაც
ნაფხრეწებში იყო გახვეული; წინათ ეს ნაფხრეწები ალბათ კაბის
მსგავსი იყო და ახლა კი კაბისა აღარაფერი ეტყობოდა. ან ვინ
რას იზრუნებდა საწყალი ბავშვებისთვის? ვინ იყო მათი პატრო-
ნი? დედა ხომ აღარ იყო მათთან. ველური გლეხების ამარა დარ-
ჩენილიყვნენ, ომითა და ბრძოლით მოუცლელ ვანდეელებთან

347 მკითხველთა ლიგა


და ტყიდან ტყეში გადადიოდნენ მათთან ერთად. კიდევ კარგი,
რომ შეჭამანდი ყოველთვის ჰქონდათ. სხვა კი არაფერი ებადათ,
არც მომვლელი ჰყავდათ.
მათი მბრძანებელი იყო ყველა, მამობას კი არავინ უწევდა.
მაგრამ დაფლეთილიც რომ ეცვას ბავშვს, მაინც კარგი და მშვე-
ნიერია.
ჟორჟეტი ისევ განაგრძობდა თავის ენაზე ტიტინს. რასაც ბულ-
ბული გალობს, იმას ტიტინებს ბავშვიც. იგივე საგალობელია
ესეც, საგალობელი – გაურკვეველი და გულის სიღრმიდან ამო-
სული. ბავშვი უფრო გრძნობს, ვიდრე მგალობელი ფრინველი,
ადამიანის მწარე ბედისწერას. ამიტომ არის, რომ პატარა ბავ-
შვის მხიარულ გალობას ჭმუნვით ისმენს მოზრდილი. დედამიწა-
ზე ვერაფერს გაიგონებს კაცი იმისთანა ტკბილსა და წმინდას,
როგორიც არის ბავშვის ღიღინი, შეუგნებელი განცდა აზრისა,
რომელიც ჯერ მარტო ალღოა და ტკბილად შეჰღაღადებს მარად
სიმართლეს. იქნებ მომავალი ცხოვრების სამსალის შიში იყოს ამ
გალობაში, ცხოვრებაში შესვლამდე თქმული, და მდურვა ფარუ-
ლი და გულსაკლავი. ბავშვის უვიცობა შესცინის უსაზღვროს და
ემდურის წუთისოფელს იმ სიმწრისთვის, რომელსაც გვიმზადებს
ცხოვრება.
ბავშვის ღუღუნი უფრო მეტია და თან ნაკლები, ვიდრე სიტყვა.
ნოტები არ არის, მაგრამ გალობაა; სიტყვის მარცვლები არ არის,
მაგრამ სიტყვაა. ამ ღუღუნს ზეცაში ჰქონდა საწყისი და აღარ გაქ-
რება ამქვეყნად; ბავშვის ტიკტიკი გამეორებაა იმისა, რასაც ამ-
ბობდა, როდესაც ანგელოზი იყო, და რასაც იტყვის, როდესაც
ადამიანად გაიზრდება. აკვანს თავისი წარსული აქვს, როგორც
კუბოს აქვს თავისი მომავალი. ეს წარსული და მომავალი ბავ-
შვის ღუღუნში აერთიანებენ თავიანთ იმედსა და შიშს. და არაფე-
რი ამტკიცებს ასე კარგად ღმერთს, მარადიულობას, პასუხის-

348 მკითხველთა ლიგა


მგებლობასა ბედისწერის ორმაგობას, როგორც ეს საშინელი
ჩრდილი ბავშვის ტკბილ ღუღუნში.
ჭიკჭიკებდა ჟორჟეტი – სახე უბრწყინავდა, პირი და თვალები
უცინოდა პატარას. სულით და გულით შესცინოდა დილის ნეტა-
რებას. მოწმენდილი იყო ზეცაც და მშვენიერი დარი იდგა. ჯერ
არაფერი იცოდა ჩვილმა, ვერაფერს ცნობდა, არაფერი გაეგებო-
და და მაინც რაღაცას შეტრფოდა ოცნებით, რადგან ჯერ ფიქრი
არ შეეძლო. დამშვიდებული იყო პაწია ამ საამურ ბუნებაში, ამ
მწვანედ დაჩრდილულ ხეებში, ამ მობიბინე მდელოში, ამ მშვი-
დობიან მინდორში, ამ ფრინველთ გალობაში, წყლის შხუილში,
ფუტკრის ბზუილში, ფოთლების შრიალში, რომელთა ზემოთ გა-
დაშლილიყო უსაზღვრო სამფლობელო მზისა.
ჟორჟეტის შემდეგ უფროსს, ოთხი წლის რენე-ჟანს გაეღვიძა.
წამოდგა, ვაჟკაცურად გადმოდგა აკვნიდან ფეხი, თავის ჯამს
მოჰკრა თვალი, დაჯდა იატაკზე და ჭამა დაიწყო.
ჟორჟეტის ჭიკჭიკმა ვერ გამოაღვიძა გრო-ალენი, მაგრამ
კოვზის ჯამში ფხაკუნი რომ მოესმა, უცბად გადმობრუნდა და თვა-
ლები დააჭყიტა. სამი წლის იყო გრო-ალენი. სტაცა ჯამს ხელი,
იქვე თავის აკვანში წამოჯდა, ჯამი მუხლებზე დაიდო და მადიანად
შეუდგა ისიც ჭამას.
ჟორჟეტს მათი არაფერი ესმოდა და თავისას ღიღინებდა,
თითქო მისი ხმის რხევას მისდევს ოცნების სიტკბოებაო. თვალი
ზემოთ ჰქონდა მიპყრობილი და ღვთიურს უგავდა. რაც უნდა
იყოს, ჭერი თუ თაღი, ბავშვი რომ შესცქერის, მის თვალში მაინც
ზეცა ციალებს.
რენე-ჟანმა ჭამა რომ დაამთავრა, ჯამს კიდევ მოუსვა კოვზი,
ამოიოხრა და შესძახა: – დავცალე ჯამი.
ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა ფიქრებში წასული ჟორჟეტი.
– მეც მინდა, – აჟღურტულდა გოგონა.

349 მკითხველთა ლიგა


და თვალი რომ მოჰკრა რენე-ჟანის ცარიელ ჯამსა და გრო-
ალენის კოვზის სრიალს, მიიწია თავისი კერძი, ჩაყო შიგ კოვზი
და მანაც დაიწყო ჭამა, ოღონდ მისთვის საძაგელი რამ იყო ეს
კოვზი, უფრო ყურებისკენ მიიწევდა, ვიდრე პირისკენ.
ხანდახან სულაც „გმობდა ხოლმე ცივილიზაციას“ პატარა
ქალბატონი და ხელით მიირთმევდა თავის ულუფას...

350 მკითხველთა ლიგა


II

გარედან ბუკის ხმა გაისმა. ტყის პირიდან მოდიოდა იგი. ამ


ხმას ზემოდან, კოშკის ბანიდან პასუხი მისცა საყვირმა.
ამჟამად ბუკი იხმობდა და საყვირი პასუხობდა.
მეორედ გაისმა ბუკის ხმა და მაშინვე მისი პასუხიც.
ტყის პირიდან შორეული, მაგრამ გარკვეული სიტყვა მოისმა
ვიღაცის, რომელიც ყვიროდა:
– თქვენ ეი! ყაჩაღებო, დაგვნებდით, რაღას აყოვნებთ? მზის
ჩასვლამდე გელით. თუ არ დაგვმორჩილდებით, დავანგრევთ
აქაურობას.
ზემოდან, კოშკის ბანიდან, ახლა სხვა ხმა გაისმა, თითქო
დაიქუხაო:
– დაანგრიეთ.
ქვემოდან პირობა დაუდეს:
– ვიდრე ბრძოლას ავტეხთ, ნახევარი საათით ადრე გავის-
ვრით ერთხელ ზარბაზანს. არ დაგვნებდებით და, შემოგიტევთ.
ზემოდან პასუხი იგივე იყო:
– შემოგვიტიეთ!
ამ ხმების ვერაფერი გაიგეს ბიჭებმა, ბუკისა და საყვირის ხმა
კი უფრო შორს მიდიოდა, უფრო მაღლა იწევდა და პატარა ჟორ-
ჟეტმა, როგორც კი ამ ხმას მოჰკრა ყური, ჭამას თავი ანება. მერე,
საყვირის ხმა რომ მოესმა, კოვზი ჯამში ჩადო; მეორედ რომ
გაიგონა იგივე ხმა, მარჯვენა ხელის სალოკი თითი ზევით აიშვი-
რა და თითის ქნევით მიჰყვა საყვირის ხმის მდინარებას. მერე,
როდესაც ბუკიც გაჩუმდა და საყვირიც, ცოტა ხანს ჩაფიქრებული
გაიტრუნა, თითი ჰაერში დარჩა გაშვერილი და ჩუმი ხმით წარ-
მოთქვა: – ტვილი.
სტვირის თქმა უნდოდა პაწიას.

351 მკითხველთა ლიგა


რენე-ჟანი და გრო-ალენი ყურადღებას არ აქცევდნენ გარე-
დან შემოსულ ხმაურს. სულ სხვას მიექცია მათი ყურადღება: აბა-
ნოს ჭია დაენახათ ბიბლიოთეკაში.
– გიკბენს! – შეჰყვირა გრო-ალენმა.
რენე-ჟანი მაინც მისდევდა.
– გიკბენს, ბიჭო!
– არ გავაჯავრებ, – უპასუხა რენე-ჟანმა.
და თვალს არ აშორებდნენ ჭიას.
ამასობაში ჟორჟეტმაც დაცალა ჯამი და თვალით დაუწყო ძებ-
ნა ძმებს. რენე-ჟანი და გრო-ალენი კვლავ ფანჯარასთან ჩაცუც-
ქულიყვნენ და აბანოს ჭიას დასცქეროდნენ. შუბლით ეხებოდნენ
ერთმანეთს, სუნთქვა ეკვროდათ, ისე იყვნენ გაკვირვებული და
ხმის ამოუღებლად, უძრავად უყურებდნენ უცნაურ არსებას.
„ნეტავ რა იპოვეს იქ ჩემმა ძმებმაო“, – გაიფიქრა პატარა
ჟორჟეტმაც და მათთან მისვლა მოინდომა. ადვილი არ იყო ეს
მოგზაურობა, მაგრამ მაინც გაბედა. უამრავი რამ ეყარა იატაკზე
სახიფათო: გადაბრუნებული ტაბურეტები, ქაღალდის გროვა, ყუ-
თები – დაცლილი და დაშლილი კალათები. მაგრამ ჟორჟეტი
არაფერს შეუშინდა. ჯერ აკვნიდან ამოძვრა, შემდეგ ნივთების
გროვაში ამოყო თავი – ზოგან გვერდი აუარა საფრთხეს, ზოგან
აქეთ-იქით მისწი-მოსწია ტაბურეტები, გაძვრა ორ ყუთშუა და ქა-
ღალდის მთაზეც გადაიარა. ხან მიძვრებოდა, ხან მიცოცავდა,
თავის სიშიშვლეს არად აგდებდა და, როგორც იქნა, მიაღწია სამ-
შვიდობოს (მეზღვაურის ენით – შუა ზღვას), სადაც აღარაფერი
ეყარა და არაფერი იყო საშიში. სწრაფად გადაიარა თვალუწვდე-
ნელი მანძილი – დარბაზის მთელი დიამეტრი, – ოღონდ კნუტი-
ვით ოთხით მიფოფხავდა და მალე მიაღწია კიდეც ფანჯარას. იქ
კი საშინელი რამ აღიმართა მის თვალწინ – კედელთან მიედგათ
გარედან ჩამოხსნილი მოძრავი კიბე და დოლაბში შესასვლელს

352 მკითხველთა ლიგა


უღობავდა პაწიას: მთელი კონცხი იყო გადასასვლელი. ჟორჟეტი
გაჩერდა და ჩაფიქრდა. ორიოდე წამის შემდეგ კი კიბის საფე-
ხურს მოეჭიდა. კიბე ისე დაედოთ, რომ საფეხურები ვერტიკალუ-
რად იყო და არა განივად. გოგონა ფეხზე წამოდგა და ნელ-ნელა
მიჰყვა კიბეს. კიბის ბოლოს რომ მიაღწია და საყრდენი აღარ
ჰქონდა, წაბარბაცდა, მაგრამ კედელმა წაქცევისგან იხსნა. გადა-
ხედა თავის ძმებს და კისკისი აუვარდა.

353 მკითხველთა ლიგა


III

ამ დროს წამოიწია რენე-ჟანი და კმაყოფილმა წამოიძახა:


– თავის შვილებთან მიდის.
ჟორჟეტი კი ისევ იცინოდა. მას რენე-ჟანი აჰყვა, შემდეგ კი
გრო-ალენიც.
ჟორჟეტი თავის ძმებს მიუახლოვდა. სამივენი იატაკზე დას-
ხდნენ. აბანოს ჭია კი მიიმალა. როგორც ჩანს, ბავშვების უყუ-
რადღებობით ისარგებლა და იატაკის ნახვრეტში ჩაძვრა. ბავ-
შვებმა ახლა მათ შორიახლოს მოჭიკჭიკე მერცხალს ჰკიდეს თვა-
ლი, რომელსაც, ალბათ, ბანზე ჰქონდა ბუდე. მერე იმ ერთს სხვე-
ბიც მიემატნენ. მერცხლები წრეს არტყამდნენ ჰაერში და რაღა-
ცას გაიძახოდნენ ტკბილი ხმით. ეტყობოდა, ძალიან ეუცხოვათ
ბავშვების ნახვა ასე ახლოს თავიანთ ბუდესთან. ბავშვები კი ახ-
ლა მხოლოდ მერცხლებს შესცქეროდნენ და ჭია აღარ აგონდე-
ბოდათ.
სულ ცოტა ხანში ახალი გასართობი გამოუჩნდათ. ახლა ფან-
ჯარასთან ერთი ფუტკარი დაზუზუნებდა, ბოლოს გაბედა და ფან-
ჯარაში შემოფრინდა.
არაფერი ჰგავს ისე სულს, როგორც ფუტკარი. ყვავილიდან
ყვავილზე გადადის, როგორც სული ვარსკვლავიდან ვარ-
სკვლავზე და თაფლს გვიმზადებს, როგორც სული – სინათლეს.
დიდი ხმაურით შემოფრინდა ფუტკარი, – ხმამაღლა ბზუოდა,
თითქოს უნდა ამცნოს ბავშვებს, – ვარდით დავტკბი და ახლა
თქვენს სანახავად მოვედი, აქ რა გინდათ, რას აკეთებთო?
ფუტკარი დიასახლისია, სულ ჯავრობს, კიდეც რომ მღერო-
დეს. მოფუსფუსე მწერმა მთელი ბიბლიოთეკა მიმოიფრინა, ყვე-
ლა კუთხე დაათვალიერა, ბზუილით შეამოწმა ყველა განჯინა და

354 მკითხველთა ლიგა


განჯინის შუშებს დიდი ყურადღებით დააკვირდა, იტყოდით, –
ცდილობს ნახოს, რა წიგნები ალაგია ამ განჯინაშიო.
მოვიდა, ნახა, მოიკითხა ბავშვები და ისევ გაფრინდა.
– შინ მიდის, – თქვა რენე-ჟანმა.
ამ დროს გრო-ალენმა პატარა ბაწარი იპოვა იატაკზე. ბაწარს
ბოლოზე გორგალი ება. ხელში დაიჭირა, გორგალი ძირს დაუშვა
და გააქან-გამოაქანა.
არც ჟორჟეტი ჩამორჩენია მას. დაოთხილი იატაკზე მიცოცავ-
და, ბოლოს ერთ ძველ სავარძელს მიაგნო, ჩრჩილით დაჭმულსა
და ცხენის ბალნით გატენილს. გაჩერდა ამ სავარძელთან, შეყო
ხელი გარღვეულ ადგილას, იქიდან ბალანი გადმოიღო და უცბად
მაღლა აიშვირა პატარა ხელი, – ყური დაუგდეთო.
ბიჭები ერთ ადგილას გაშეშდნენ.
საზარელი ხმაური მოისმოდა შორიდან. რესპუბლიკელების
ჯარები იყვნენ ტყეში და ალბათ საიერიშოდ ვარჯიშობდნენ; ის-
მოდა ცხენების ჭიხვინი, ნაღარის ხმა, სავაზნე ყუთების ჭრიალი,
სამხედრო საყვირი. სხვადასხვა ხმა ირეოდა ერთმანეთში და რა-
ღაც უცნაურ ჰარმონიას ქმნიდა. აღტაცებულნი იყვნენ ბავშვები...
– დედა მოვიდა? – აღმოხდა რენე-ჟანს უცაბედად.

355 მკითხველთა ლიგა


IV

მიწყდა ეს ხმაურიც. რენე-ჟანი ჩაფიქრებული დარჩა. როგორ


აღიძვრება ხოლმე აზრი ამ პატარა ტვინში? რა არის ის საიდუმ-
ლო ძალა, რომელიც ქმნის ბავშვის მეხსიერებას, ჯერ კიდევ ასე
სუსტსა და ხანმოკლეს? უცბად მოაგონდა დედა, ხელგაწვდილი
ლოცვა, მისი ტკბილი ღიმილი, რომელიც ყოველთვის უტკბობდა
გულს და ახლა კი აღარ ჰყავდა, და გულის სიღრმიდან აღმოხდა
კვნესა:
– დედა!
– დედიკო! – დაიყვირა გრო-ალენმა.
– დედა! – დაიკვნესა ჟორჟეტმა.
მაგრამ დედა მალე დაავიწყდათ და რენე-ჟანმა ხტუნვა დაიწ-
ყო. გრო-ალენიც მას აჰყვა. შუათანა უფროს ძმას შესცქეროდა
და მის ყოველ მოძრაობას იმეორებდა. ჟორჟეტი ასეთი წამბაძ-
ველი არ იყო, ან იქნებ განსხვავებული იყო მათგან? ყოველ შემ-
თხვევაში, გოგონა არ აჰყოლია თავის ძმებს. იჯდა და ხანდახან
თუ წამოიძახებდა თითოოროლა სიტყვას. ჯერ წინადადებად ვერ
აერთებდა სიტყვებს. „მოაზროვნე“ იყო და ნაკვესებით ლაპარა-
კობდა, ოღონდ ცალმარცვლოვნით.
მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ძმების ხტუნვამ ისიც გაიტაცა
და ფეხზე წამოდგა. ბავშვები დარბოდნენ, ხტოდნენ, ცეკვავდნენ,
და ხანდახან წაიბორძიკებდნენ კიდეც და ეცემოდნენ ხოლმე ძვე-
ლი მუხის მტვრიან პარკეტზე, მარმარილოს ქანდაკებების წინ,
რომლებსაც შეშინებული თვალით გადახედავდა დროგამოშვე-
ბით ჟორჟეტი და წაიბუტბუტებდა: – ძია.
ჟორჟეტის ენით ძია იყო ყველა, რომელიც ადამიანის მსგავსი
იყო.

356 მკითხველთა ლიგა


ისიც თავის ძმებს მისდევდა, მაგრამ უფრო ხშირად გორავდა
მტვერში, რადგან ფეხი ახალი ადგმული ჰქონდა.
რენე-ჟანი როგორღაც დოლაბს მიუახლოვდა, გარეთ გაიხე-
და, მერე შეშინებულმა უცბად თავი ჩაღუნა და იქვე კედელთან
აიტუზა. ვიღაც კაცი დაინახა, რომელიც მათ შემოსცქეროდა.
რესპუბლიკელების ჯარისკაცი იყო, რომელსაც დროებითი ზა-
ვით ესარგებლა და ბიბლიოთეკას ათვალიერებდა. გრო-ალენმა
შეშინებული რენე-ჟანის სახეს რომ მოჰკრა თვალი, მის გვერ-
დით აიტუზა. ჟორჟეტიც უკან დაუდგა ბიჭებს. ცოტა ხანს იდგნენ
ასე, გაჩუმებულნი და უძრავად. პატარა გოგოს თითი მიედო ტუ-
ჩებზე, – ხმა არ ამოიღოთო. მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო რენე-
ჟანმა, გაბედა და ისევ გადაიხედა ფანჯრიდან. ჯარისკაცი ისევ იქ
იყო. ახლა უფრო შეშინდნენ ბავშვები, სუნთქვა ეკვროდათ. კარ-
გა ხანს იყვნენ ასე კედელთან ატუზულები. ახლა ჟორჟეტმა გაბე-
და, ფეხის წვერებზე დადგა და ფანჯრიდან გადაიხედა. ჯარისკაცი
სადღაც გამქრალიყო. ბავშვებმა ისევ განაგრძეს თამაში.
მართალია, გრო-ალენი ყველაფერში ძმას ჰბაძავდა, მაგრამ
თავისი ნიჭიც ჰქონდა. უთუოდ მიაგნებდა ხოლმე ისეთ რამეს,
რაც დამალულუი იყო. ახლაც, პატარა, ოთხთვლიანი სათამაშო
ეტლი ეპოვა სადღაც და იმას მიაქანებდა.
დიდი ხნის დავიწყებული იყო ეს ბავშვის სათამაშო, მტვრიან
წიგნებთან და ბრძენთა ძეგლებთან მიგდებული. იქნებ, იმ სათა-
მაშოთაგანიც იყო, რომლითაც პატარა გოვენს ართობდნენ.
გრო-ალენი თავის ბაწარს ახლა შოლტად ხმარობდა, ატყლა-
შუნებდა და ძალიანაც ამაყობდა თავისი განძითა და მოხერხე-
ბით. ასეა ყველა აღმომჩენი: თუ ამერიკა ვერ აღმოაჩინა, პატარა
სათამაშოს მაინც აღმოაჩენს. საქმე აღმოჩენაა!

357 მკითხველთა ლიგა


მაგრამ აღმოჩენილით სარგებლობა გასაყოფი იყო. რენე-
ჟანს უნდოდა ცხენად შებმულიყო ეტლში, ჟორჟეტს შიგ ჩაბრძა-
ნება სურდა.
სცადეს კიდეც. რენე-ჟანი შეაბეს, გრო-ალენი მეეტლედ და-
ნიშნეს. მაგრამ მეეტლემ არ იცოდა თავისი ხელობა და ცხენმა
ასწავლა.
– აჩუ-თქო, დამიძახე, – შეუტია რენე-ჟანმა გრო-ალენს.
– აჩუ! – დაჰყვირა გრო-ალენმა.
და გადაბრუნდა ეტლი: ჟორჟეტი გადმოვარდა. ანგელოზმაც
იცის ყვირილი და ჟორჟეტმაც დაიყვირა. მერე ტირილი მოუნდა.
– ქალბატონო, – უთხრა რენე-ჟანმა, – ძალიან დიდი ხართ.
დიდი ხარო, – უთხრეს ჟორჟეტს და მასაც უცბად გაუქრა ტი-
რილის სურვილი.
ფანჯრის რაფა ძალიან განიერი იყო. მინდვრიდან შემონაბე-
რი მტვერი დასდებოდა სქლად. ზედ წვიმა დასდენოდა, ქარს
თესლი შემოეტანა და მასზე მაყვალიც გაზრდილიყო. აგვისტო
იყო და კარგად ესხა პატარა ბუჩქს. ერთი ტოტი თითქმის იატა-
კამდე დაშვებულიყო.
ჯერ ბაწარი იპოვა გრო-ალენმა, მერე ეტლი, და ახლა მაყ-
ვალს მიაგნო. დაინახა და მიუახლოვდა.
მოგლიჯა ერთი მარცვალი და პირში ჩაიდო.
– მეც მინდა, – დაიძახა რენე-ჟანმა.
წამოდგომა ვეღარ მოახერხა ჟორჟეტმა და ცოცვით გაეშურა
მაყვლისკენ. მაშინვე გაკრიფეს მთელი ტოტი და პირი ჩაიკოკ-
ლოზინეს. მთლიანად მოითხუპნენ მაყვლის წვენით, ანგელოზე-
ბი ალებად გადაიქცნენ. დანტეს რომ ენახა, იუკადრისებდა, ვირ-
გილიუსი აღტაცებული იქნებოდა, ბავშვები კი სიხარულით კის-
კისებდნენ.

358 მკითხველთა ლიგა


ხანდახან ჩხვლეტდა კიდეც მაყვალი, მაგრამ ნაყოფი უფრო
ტკბილი იყო და ამასაც არაფრად აგდებდნენ. ან რა გერგება გა-
ურჯელად?
ჟორჟეტს თითზე ერთი წვეთი სისხლი გამოსვლოდა. თითი გა-
უშვირა რენე-ჟანს, მერე მაყვალზე ანიშნა და შესჩივლა.
– მიკბინა!
გრო-ალენსაც შერჭობოდა ეკალი, გაჯავრებით გადახედა პა-
ტარა ბუჩქს და წამოიძახა:
– ბუაა.
– არა, – გაუსწორა რენე-ჟანმა, – ჯოხია.
– ჯოხი საძაგელია, – განმარტა გრო-ალენმა.
ერთხელ კიდევ მოუნდა ჟორჟეტს ტირილი, მაგრამ სიცილი
წასკდა...

359 მკითხველთა ლიგა


V

იქნებ შური მოერია რენე-ჟანს, რომ ამდენი რამ აღმოაჩინა


მისმა ძმამ. თვითონაც სურდა რამე მოემოქმედა. რამდენი ხანია,
იმ დროსაც კი, როდესაც მაყვალს შეექცეოდა და თითებს იჩ-
ხვლეტდა, ხშირად გადახედავდა ხოლმე ბიბლიოთეკის შუა, ძეგ-
ლივით ამართულ მაღალ საწიგნეს, ამ საწიგნეზე იდო ცნობილი
სახარება წმინდა ბართლომესი.
მართლაც მშვენიერი, ძვირფასი და დიდტანიანი იყო ეს სახა-
რება, რომელიც დაბეჭდილი იყო არაბულ ქაღალდზე და რომე-
ლიც საკვირველად მიაჩნდა ედრიზის. არაბული ქაღალდი იმი-
თაა შესანიშნავი, რომ აბრეშუმისა და ბამბისგან არის შექმნილი.
წიგნის ყდა მოოქრული ტყავის იყო და ვერცხლის ბალთები
ჰქონდა. ყდის ქვედა ფურცელი წიგნის თავსა და ბოლოში იმ ეტ-
რატისა იყო, რომლის გამოც პარიზელი მეეტრატეები ფიცს დე-
ბენ – საეტრატო ტყავი წმინდა მათურენის მონასტერში ვიყიდე-
თო. წიგნი სავსე იყო ხისა და ფოლადის კლიშეებით დახატული
სურათებითა და გეოგრაფიული რუკებით. მის შინაარსს წინ უძ-
ღოდა მესტამბეთა, მექაღალდეთა და მეწიგნეთა პროტესტი 1635
წელს გამოცემული ბრძანების მიმართ, რომელიც გადასახადს
ადებდა „ტყავს, ლუდს, ჩლიქიან საქონელს, ზღვის თევზსა და ქა-
ღალდს“. მთავარი ფურცლის მეორე კაბადონზე მიძღვნა იყო
გრიფებისადმი, რომლებიც ისეთივე სახელოვანი გამომცემლები
იყვნენ ლიონში, როგორიც ელზევირები ამსტერდამში. ამის გა-
მო წმ. ბართლომეს სახარება ისეთივე იშვიათი წიგნი იყო, რო-
გორიც მოსკოვის „სამოციქულო“.
მართლაც მშვენიერი იყო ეს წიგნი და ამიტომაც შესცქეროდა
დიდი ინტერესით რენე-ჟანი. წიგნი გადაშლილი იყო. ამ გვერდზე
წმ. ბართლომე იყო გამოსახული. როდესაც მთლიანად გაკრი-

360 მკითხველთა ლიგა


ფეს მაყვალი, რენე-ჟანმა ახლა ამ წიგნისთვის მოიცალა. აღტა-
ცებით გადახედა სურათს. ჟორჟეტმა თვალი გაადევნა ძმის მზე-
რას, მანაც დაინახა სურათი და შესძახა:
– ზიზია!
დანარჩენი ამ სიტყვის შედეგი იყო. განცვიფრებული შესცქე-
როდა გრო-ალენი თავის ძმას, რომელმაც საკვირველი მოხერ-
ხება გამოიჩინა.
მუხის ერთი სავარძელი იდგა ბიბლიოთეკის კუნჭულში. იმ სა-
ვარძელს მიაფრინდა რენე-ჟანი, სტაცა ხელი და მარტოდმარ-
ტომ საწიგნემდე მიათრია. შემდეგ ზედ ავიდა და ორივე ხელი
გახსნილ სახარებას დაადო.
რაკი თავისას მიაღწია, იგრძნო, რომ ქველობის გამოჩენაც
კარგი იქნებოდა. ასწია „ზიზია“ და ფრთხილად ჩამოახია ფურ-
ცლის ნახევარი. მერე რა? სულ ხომ არ ამოუხევია? წმინდა ბარ-
თლომეს ნახევარი, მარცხენა მხარე, იქვე დარჩა, ცალი თვალით
და ცოტაოდენი წმინდანის სხივით თავზე. მოხეული ნახევარი
ძმამ დიდის ამბით ჟორჟეტს გადასცა. ჩამოართვა პაწიამ „წმინდა
ბართლომე“ და წამოიძახა: – ძია!
– მე? – შეჰყვირა გრო-ალენმა.
რენე-ჟანმა არც ძმას დასწყვიტა გული. წმინდა ბართლომეს
სურათს განმმარტებელი პანტენის სურათი მოსდევდა. პანტენი
გრო-ალენს ერგო.
ამასობაში ჟორჟეტმა შუაზე გახია თავისი წილი, მერე ეს ნახე-
ვარიც შუაზე გადახია და ფურცელი მთლიანად დააქუცმაცა... ასე
რომ, ისტორიას შეუძლია სრული სიმართლე თქვას – წმინდა
ბართლომე გატყავებულ იქნა სომხეთში და შემდეგ დაგლეჯილი
ბრეტანში...

361 მკითხველთა ლიგა


VI

ჟორჟეტმა თავისი ფურცელი რომ დახია, კვლავ ხელი გაიწ-


ვდინა რენე-ჟანისკენ და სთხოვა: – მომე.
წმინდანისა და პანტენის შემდეგ, პირველი, თარიღის მიხედ-
ვით, გავანტისა იყო. ამოხია რენე-ჟანმა ეს ფურცელიც და დას
მისცა.
საჩუქრის გამცემისთვის უპირატესობაც კმარა, ამიტომ რენე-
ჟანს თავისთვის არაფერი გადაუდვია. გრო-ალენი და ჟორჟეტი
აღტაცებით შესცქეროდნენ მას და ისიც მეტად კმაყოფილი დარ-
ჩა. ორ წამში კი ძმას ფაბრიციო პინატელი ერგო და ჟორჟეტს –
მამა სტილტინგი; შემდეგ გრო-ალენს ალფონს ტოსტა და ჟორ-
ჟეტს კორნელი. ამის შემდეგ გრო-ალენს ანრი ამონი, ჟორჟეტს
მამა რობერტი და მისივე სამშობლო ქალაქი დუე; არ გასულა წუ-
თიც და გრო-ალენმა მექაღალდეების პროტესტი მიიღო, ჟორ-
ჟეტმა კი გრიფებისადმი მიძღვნა. ეთიოპია მთლიანად პატარა
ყმაწვილს ერგო და ლიკაონია კი პატარა ქალბატონს. მერე, რაკი
რენე-ჟანმა და-ძმის სახეზე განუზომელი კმაყოფილება შენიშნა,
ასწია წიგნი და ძირს გადმოაგდო.
საშინელება მოხდა. სიხარული და თან შიში მოერიათ გრო-
ალენსა და ჟორჟეტს, როდესაც ნახეს, როგორ შეიჭმუხნა რენე-
ჟანმა წარბები, დაეჭიდა წიგნს, ძლივძლივობით ასწია და საწიგ-
ნიდან ძირს დასცა. ტრაგიზმს მოკლებული არ არის ძველი წიგ-
ნის დაცემა: ერთ წამს ჰაერში იყო შემკრთალი, თითქოს ვერ ბე-
დავს ძირს დაშვებასო; მერე დაეშვა და დაგლეჯილი, დაშლილი,
ბალთებგახსნილი, ყდიდან ამოვარდნილი, საცოდავად დაენარ-
ცხა იატაკს...

362 მკითხველთა ლიგა


განსაცდელს გადარჩნენ და გაშტერებული შესცქეროდნენ
წიგნს. ასე მშვიდობიანად არ მთავრდება ხოლმე გამარჯვებულის
განზრახვა.
როგორც შეეფერება ყოველ დიდებას, ამ გამარჯვებამაც დიდი
ხმა გაიღო და ოთახში საშინელი მტვერი ავარდა.
სავარძლიდან ჩამოვიდა რენე-ჟანი. ცოტა ხანს კვლავ სიჩუმემ
დაისადგურა.. გამარჯვებამაც იცის შიში. ბავშვები განზე გადგნენ
და დაშლილ წიგნს დაუწყეს ცქერა. მალე შიშმა გაუარათ. გრო-
ალენი გაბედულად მივარდა სახარებას და წიხლი ჰკრა.
ესღა აკლდა! მოსრვასაც ეხსნება მადა. თავის ძმის შემდეგ
რენე-ჟანმაც იგივე გაიმეორა, არც ჟორჟეტი ჩამორჩენია ძმებს.
ბავშვები უმოწყალოდ გაუსწორდნენ წიგნს – თავდავიწყებით
ფხრეწდნენ სურათებს, ჭმუჭნიდნენ და ხევდნენ ფურცლებს, აძ-
რობდნენ შიგ ჩადებულ ნიშნებს, ფხაჭნიდნენ ყდას, მოოქრულ
ტყავს, ბალთების ვერცხლის ლურსმნებს, ტეხდნენ ეტრატს;
გლეჯდნენ ხელებით, ფეხებით, ფრჩხილებით, კბილებით და თან
კისკისებდნენ სიხარულით აღსავსენი. უიარაღო ბართლომეს სა-
მი ნადავლის მოყვარული ანგელოზი შეხვდა და ახლა ანდერძს
უგებდნენ უბედურს.
ბავშვებმა დაფხრიწეს სახარება, ყველა სურათი, ყველა რუკა
და ისე იყვნენ გართული თავისი საქმით, რომ ხმაურით შეშფო-
თებულმა თაგუნიამ გვერდით რომ გაურბინა, არც კი შეუნიშ-
ნავთ.
მოსპეს ბავშვებმა წმინდა ბართლომე, აისრულეს წადილი...
ეს იყო დაშლა და დარღვევა ისტორიისა, ლეგენდისა, მეცნიერე-
ბისა, ნამდვილი ან ყალბი სასწაულისა, ცრუმორწმუნეობისა, ფა-
ნატიზმისა, ეკლესიური საიდუმლოებებისა...
როდესაც უკანასკნელ ფურცელზე მიდგა ჯერი, როდესაც ძირს
დასცეს უკანასკნელი სურათი და ყდაზე მიკრული ნაფხრეწებიღა

363 მკითხველთა ლიგა


შემორჩენოდა წიგნს, რენე-ჟანი უეცრად წამოხტა, წელში
გაიმართა, თვალი გადაავლო იატაკზე მოფენილ დაფხრეწილ
ფურცლებს და ტაში შემოჰკრა. გრო-ალენიც არ ჩამორჩა ძმას.
ჟორჟეტმა ერთი ფურცელი აიღო იატაკიდან, წამოდგა, ფანჯარას
მიეყუდა (რომელსაც ნიკაპამდე სწვდებოდა), ფურცელი ნაკუწე-
ბად აქცია და გარედ გადაყარა.
ძმებმაც მიჰბაძეს დას. დაიწყეს ფურცლებს ხევა. მოაგროვებ-
დნენ, დააქუცმაცებდნენ და ფანჯრიდან ყრიდნენ. და ამგვარად
ფურცელი ფურცელს მიჰყვა და თითქმის მთელი წიგნი წაიღო
ქარმა. გადაყრიდა ჟორჟეტი წვრილ ნაფხრეწებს, უცქერდა რო-
გორ ტრიალებდნენ და იფანტებოდნენ ჰაერში და გაიძახოდა:
– პეპლები... პეპლები...
ასე დამთავრდა სახარების ფხრეწა.

364 მკითხველთა ლიგა


VII

ამგვარად, ხელმეორედ აწამეს წმ. ბართლომე, რომელიც ერ-


თხელ უკვე იყო ნაწამები 49 წელს.
ბინდდებოდა, სიცხე ერეოდა იქაურობას. დასვენებას მოით-
ხოვდა ამდენი გარჯა და თვალები ებლიტებოდა ჟორჟეტს. რენე-
ჟანი აკვანთან მივიდა, გადმოიღო თივით გატენილი ლეიბი, ფან-
ჯარასთან მიიტანა, გაშალა და დაწვა.
გრო-ალენიც მიუწვა ძმას და ბალიშად რენე-ჟანი გამოიყენა.
ჟორჟეტმა თავი გრო-ალენს დაადო და ტკბილად ჩაეძინა სამივეს
„დიდი გმირობის“ შემდეგ.
გრილი სიო შედიოდა ფანჯრებიდან ბიბლიოთეკაში. ფერდო-
ბიდან და მინდვრიდან ქარით მოტანილი ყვავილების სურნელე-
ბა ერეოდა და ატკბობდა ჰაერს. დამშვიდებული იყო ბუნება.
ბრწყინავდა ყველაფერი, ერთმანეთის სიყვარულით გახელებუ-
ლი. მზე უხვად უგზავნიდა ქვეყნიერებას თავის ალერსს – სინათ-
ლეს. ნისლი მიიწევდა ზემოთ ღრუბლისკენ, როგორც ოცნება
ლანდისკენ. ტურგს თავს დასტრიალებდა ფრინველთა გუნდი.
მერცხლები იჭყიტებოდნენ ფანჯარაში, თითქოს უნდოდათ ენა-
ხათ, სძინავთ თუ არა ბავშვებსო... ბავშვებს ეძინათ. უძრავად იწ-
ვნენ, თითქმის შიშვლები იყვნენ და უმშვენიერესები თავიანთი
უმანკოებით. ცხრა წლის არ იქნებოდა სამივე ერთად. ეძინათ, სა-
მოთხესავით ტკბილ სიზმარს ხედავდნენ და ტკბილი ღიმილი უბ-
რწყინავდათ ბაგეებზე...
მზე კი ჩადიოდა, თითქმის ეხებოდა ჰორიზონტს.
და უცბად, ამ ტკბილად მიძინებულ სიმშვიდეში, რაღაცამ
იელვა ტყიდან. ერთხელ გაისროლეს ზარბაზანი. მთას ეცა ზარ-
ბაზნის ხმა, იქიდან მეორისკენ გაექანა ექო და საშინელი გრგვინ-
ვა მოედო იქაურობას.

365 მკითხველთა ლიგა


ჟორჟეტს გამოეღვიძა, ოდნავ წამოიწია, თითი აიშვირა მაღ-
ლა, ყური მიუგდო და წამოიძახა:
– ბუჰ!
მიწყდა ზარბაზნის ხმა და ისევ გამეფდა დუმილი. ჟორჟეტმა
გრო-ალენს დაადო თავი და ისევ ღრმა ძილით ჩაეძინა...

366 მკითხველთა ლიგა


წიგნი მეოთხე – დედა

I – სიკვდილი მოდის

როგორც ყოველთვის, დღევანდელი დღეც უგზო-უკვლოდ


სიარულში დააღამა მიშელ ფლეშარმა. ერთი და იგივე ყოველ-
დღე, – მიდიოდა და მიდიოდა, არსად ჩერდებოდა – დაიღლებო-
და, წაიქცეოდა, თვალს მოატყუებდა ერთ წამს და ისევ გზას გა-
უდგებოდა. მოშივდებოდა, შეჭამდა, სადაც რამეს იპოვიდა, საჩ-
ქაროდ აკენკავდა ჩიტივით, და კვლავ წინ მიიწევდა. მხოლოდ
იმდენს ჭამდა, ისვენებდა და იძინებდა, რომ სიარული შესძლე-
ბოდა.
ერთ უპატრონო მინგრეულ საბძელში გაატარა წინა ღამე. სა-
მოქალაქო ომმა იცის ამგვარი ნანგრევების გამრავლება. მიტო-
ვებულ მამულში ნაწილობრივ დანგრეული საბძელი დაინახა, შე-
ვიდა და დაეგდო ჩალაზე. თაგვების წრუწუნი ისმოდა, ზემოდან
კი ვარსკვლავები დაჰყურებდნენ. ჯერ შორს იყო გათენება, რო-
დესაც გამოეღვიძა. წამოვარდა და გზა განაგრძო. უნდოდა, რაც
შეიძლებოდა მეტი გაევლო ღამის სიგრილეში და, თუ დასვენება
იყო, დღე დაესვენა, სიცხის დროს. ზაფხულში ფეხით მავალთათ-
ვის შუაღამე უფრო ხელსაყრელია, ვიდრე შუადღე.
ვანტორტელმა გლეხმა უთხრა დასავლეთისკენ წადიო, და
ისიც მისდევდა მის რჩევას. შორიახლოს რომ მიჰყოლოდა ვინმე,
გააკვირვებდა მისი წამდაუწუმ ჩუმი ხმით წამოძახილი სიტყვა: –
ტურგი. შვილების სახელებთან ერთად ეს სიტყვა წყდებოდა მის
ბაგეს მხოლოდ, სხვა აღარაფერი ახსოვდა.
მიდიოდა და ფიქრობდა. აგონდებოდა თავისი თავგადასავა-
ლი, თავისი ტანჯვა-წვალება და შეურაცხყოფა; აგონდებოდა,

367 მკითხველთა ლიგა


სად ვინ შეხვდა, აგონდებოდა ადამიანთა გულქვაობა, სიძუნწე
და ლუკმაპურისათვის ან ერთი ღამის გათევისათვის ვაჭრობა.
გზად რომ ჰკითხავდა ვინმეს, ხშირად უპასუხიათ, – რას მომცემ,
გზა რომ გასწავლოო? ბედით ჩაგრული ქალი უფრო უბედურია,
ვიდრე კაცი. საშინელი იყო მისი მგზავრობა! მაგრამ ყურადღებას
აღარაფერს აქცევდა, აღარაფერი სწყინდა, თავისი შვილების მე-
ტი აღარაფერი აწუხებდა და ახსოვდა.
დღეს გზად არავის შეხვედროდა და ბოლოს ერთ სოფელს მი-
ადგა. რიჟრაჟი იყო. ჯერ ყველაფერს ღამის სიბნელე აწვა და ფა-
რავდა. მაგრამ აქა-იქ კარი უკვე გაეღოთ დიდ ქუჩაზე და ფანჯრე-
ბიდან ცნობისმოყვარეებს გამოეყოთ თავი. სახლებს რაღაც
არეულობა ეტყობოდა, როგორც შეშინებული ფუტკრის სკას. შო-
რიდან მძიმედ დატვირთული თვლების ჭრიალი ისმოდა და რკი-
ნეულის წკარუნი.
საყდართან მოედანზე გაქვავებულივით იდგა ხალხი და ფერ-
დობს გასცქეროდა. სოფლისკენ მიმავალ გზაზე ერთი უშველებე-
ლი ოთხთვლიანი ეტლი მოჩანდა. შიგ ხუთი ცხენი იყო ჯაჭვებით
შებმული. ეტლზე გრძელი ბოძები ეწყო და ამ ბოძებშუა რაღაც
იდო, ჯერ უნახავი; ზემოდან დიდი სახურავი ჰქონდა სუდარასა-
ვით გადაფარებული. წინ ათი ცხენოსანი მოუძღოდა და ათი კი-
დევ უკან მოსდევდა. ცხენოსნებს სამყურა ქუდები ეხურათ და წა-
მოსასხამიდან ხმლის წვერი უჩანდათ. მოდიოდნენ ნელი ნაბი-
ჯით და განთიადის სინათლეში შავად მოჩანდა ჰორიზონტზე –
ეტლიც, ცხენებიცა და ცხენოსნებიც, რომლებსაც უკან ფერმიხ-
დილი დილა მოსდევდა. მალე სოფელში შემოვიდნენ და მოედ-
ნისკენ გამოემართნენ.
ინათა და უკვე შეიძლებოდა ამ უცნაური ტვირთის დანახვა.
ხმის ამოუღებლად, აჩრდილივით მიასვენებდნენ ცხენოსნები
რაღაც საშინელებას.

368 მკითხველთა ლიგა


ცხენოსნები ჟანდარმები იყვნენ. უბედური დედაც შევიდა სო-
ფელში და მოედანზე მდგომ ხალხს მიუახლოვდა სწორედ იმ
დროს, როდესაც ცხენოსნებმა მოიყარეს იქ თავი. ყველანი გან-
ცვიფრებული შეჰყურებდნენ ამ ტვირთს. ჩუმი ჩურჩულით გაის-
მოდა კითხვა-პასუხი.
– ეს რა არის?
– გილიოტინა.
– საიდან მოდის?
– ფუჟერიდან.
– სად მიაქვთ?
– აბა, რა ვიცი? ამბობენ, პირენესკენ მიაქვთ, იქ რაღაც ციხე-
სიმაგრე არისო.
– პირენესკენ?
– ჯანდაბისა და დოზანისკენ წაიღონ, ოღონდ აქ კი არ დარჩეს!
აჩრდილს ჰგავდა ეს დიდი ეტლი თავისი ტვირთით, მგლო-
ვიარესავით დაღვრემილი ჟანდარმებითა და ჯაჭვის ზრიალით.
ეტლმა მოედანი გაიარა და სოფლიდან გავიდა. სოფელი ორ
ფერდობშუა იყო გაშენებული. ეტლი კი გასცდა სოფელს, მაგრამ
იქ შეკრებილებმა კვლავ მოჰკრეს მას თვალი დასავლეთ ფერ-
დობის აღმართზე. მძიმე სავალი იყო ეს გზა და შორიდანაც კი ის-
მოდა თვლების ჭრიალი და დროდადრო ცხენების ჭიხვინიც. მა-
ლე გზა გამრუდდა და მიმალა თავისი მგზავრიც.
სწორედ ის წამი იყო, როდესაც თვალი დააჭყიტა ჟორჟეტმა
ბიბლიოთეკის დარბაზში და ტკბილად შესცინა თავის ვარდის-
ფერ, პაწაწინა ფეხებს.

369 მკითხველთა ლიგა


II – სიკვდილი ბრძანებს

კარგა ხანს უყურა ამ ტვირთს დედამ, მაგრამ ვერაფერი გაიგო


და არც ცდილა, გაეგო რამე; იმას თავისი აწუხებდა და თავისი
შვილების მეტი აღარავინ ახსოვდა.
გამოვიდა სოფლიდან და ისიც იმ გზას გაჰყვა, საითაც ჟან-
დარმები წავიდნენ თავისი ტვირთით; ცოტა მოშორებით მისდევ-
და ეტლს და უცბად მოაგონდა ეს სიტყვა, – ნეტავ, რა უნდა იყოს
გილიოტინაო? – ფიქრობდა მიშელი. ან საიდან ეცოდინებოდა,
ტყის ნადირივით მოხეტიალეს, ცხოვრებას განშორებულს? მაგ-
რამ ალღომ აგრძნობინა და უნებურად თავით ფეხამდე გააჟრჟო-
ლა. საზარლად ეჩვენა იმავე გზაზე, გილიოტინის უკან სიარული
და მარცხნივ შეუხვია. მიატოვა გზა და ტყეში შევიდა – ფუჟერის
ტყეში.
ცოტა ხანს იარა და შორს, სოფლის გზაზე სამრეკლოს მოჰკრა
თვალი. შიოდა ძალიან და საჭმლის შოვნის იმედით, სოფლისკენ
წავიდა. ეს სოფელი ერთი იმ დაბათაგანი იყო, სადაც რესპუბლი-
კელებს სამხედრო საგუშაგო მოეწყოთ. სამამასახლისო სახ-
ლთან მივიდა, მოედანზე. აქაც რაღაც მღელვარებასა და შიშს
დაესადგურებინა. სახლს პატარა კიბე ჰქონდა, რამდენიმესაფე-
ხურიანი და ირგვლივ ხალხი შემოხვეოდა. კიბის თავზე ერთი კა-
ცი იდგა, რომელსაც ჯარისკაცები ახლდნენ. კაცს ხელში გაშლი-
ლი განცხადება ეჭირა. მის მარჯვნივ მედოლე იდგა და მარცხნივ
განცხადებების გამკვრელი – მოხარშული სახამებლით სავსე
ვარცლითა და ფუნჯით ხელში.
აივანზე მამასახლისი გადმომდგარიყო თავისი გლეხკაცური
ტანისამოსით, რომელზეც სამფერი სარტყელი შემოერტყა.
იმას, ვისაც განცხადება ეჭირა, რესპუბლიკის სამგზავრო ტყა-
ვის ნიშანი ჰქონდა ტანისამოსზე, მხარზე კი აბგა შემოეგდო. ეს
370 მკითხველთა ლიგა
იმას ნიშნავდა, რომ ამ კაცს სოფელ-სოფელ უნდა ევლო და შე-
ეტყობინებინა ხალხისთვის მთავრობის ბრძანებანი.
იმ დროს, როდესაც ამ ადგილს მიშელ ფლეშარი მიუახლოვ-
და, შიკრიკს უკვე გაეშალა განცხადება და კითხვას იწყებდა.
ხმამაღლა გასძახა ხალხს:
– „რესპუბლიკა საფრანგეთისა, ერთიანი და განუყოფელი!“
მედოლემ დოლს დაჰკრა. ხალხი შეინძრა. ზოგმა ქუდი მოიხა-
და, ზოგმა თვალებზე ჩამოიფხატა. იმ დროს და იმ ქვეყანაში
თითქმის შეუცდომლად შეიძლებოდა ქუდით ცნობა ადამიანის
პოლიტიკური მიმართულებისა: კალთიანი ქუდი მეფის მომხრე-
ებს ეხურათ, უკალთო – რესპუბლიკელებს. იმ წამს ხალხის ჩურ-
ჩული შეწყდა. სმენად იქცა ყველა.
შიკრიკმა კითხვა დაიწყო:
– „...თანახმად საზოგადოებრივი განრინების კომიტეტისა...“
ერთხელ კიდევ აახმაურა მედოლემ თავისი დოლი.
შიკრიკმა განაგრძო:
– „თანახმად კომიტეტის მიერ ჩვენდამი მონიჭებული უფლე-
ბისა და აგრეთვე საერო კონვენტის დეკრეტის ასასრულებლად
(რომლითაც კანონგარეშე არიან გამოცხადებული აჯანყებულნი,
თუ დაჭერის დროს აღმოაჩნდათ იარაღი) სისხლის სამართლით
იქნება დასჯილი, ვინც ბინას მისცემს აჯანყებულებს ან დაეხმარე-
ბა მათ გაპარვაში“.
ერთმა გლეხმა ჰკითხა ჩუმად თავის მეზობელს:
– სისხლის სამართალი რა არის?
მეზობელმა უპასუხა:
– ღმერთმა ნუ იცის მაგათი თავი!
შიკრიკმა კვლავ განაგრძო:
– „...თანახმად ოცდაათი აპრილის კანონის მეჩვიდმეტე მუხ-
ლისა, რომელიც სრულ უფლებას ანიჭებს მივლინებულთ და მათ

371 მკითხველთა ლიგა


თანაშემწეებს აჯანყებულებთან საბრძოლველად,… გამოცხადე-
ბულ არიან კანონგარეშედ...“
ამოისუნთქა და კვლავ განაგრძო:
– „...ქვემოთ ჩამოთვლილი თავისი სახელითა და მეტსახე-
ლით სამშობლოს მტრები...“
სუნთქვა ეკვროდა ხალხს.
შიკრიკმა ხმა აიმაღლა:
– „...ლანტენაკი, ქვეყნის მტერი“.
– დიდებული კაცია, – ჩასჩურჩულა ერთმა გლეხმა მეორეს.
და ხალხშიც გაისმა ჩუმი ხმით: – დიდებული მებატონეა.
შიკრიკმა გაიმეორა:
– „...ლანტენაკი, ყოფილი მარკიზი, ხალხის მტერი. იმანუსი,
ყაჩაღი“.
ერთმანეთს გადახედა ორმა გლეხმა.
– გუჟ-ლე-ბრუანი.
– ჰო, ლურჯების მკვლელს რომ ეძახიან.
შიკრიკმა განაგრძო კითხვა:
– „...გრან-ფრანკორი, ყაჩაღი“.
ხალხში ჩურჩული გაისმა:
– მღვდელია.
– ჰო, მამა ტურმო.
– აქ სადღაც, შაპელის ტყისკენ არის მისი სამწყსო. მღვდე-
ლია, მღვდელი.
– და თან ქვეყნის მტერი, – უთხრა ერთმა გლეხმა.
შიკრიკმა კვლავ განაგრძო:
– „...ბუანუვო, ყაჩაღი. ორი ძმა პიკ-ან-ბუა, ყაჩაღები. ჰუზარი,
ყაჩაღი...“
– ეგ ბატონი კელანია, – თქვა ერთმა გლეხმა.
– „...პანიე, ყაჩაღი...“

372 მკითხველთა ლიგა


– ესე იგი, ბატონი სეფერი, – თქვა გლეხმა.
– „...პლას-ნეტი, ყაჩაღი...“
– ეგ კიდევ ბატონი ჟამუაა.
შიკრიკს ყურადღება არავისთვის მიუქცევია:
– „...გინუაზო, ყაჩაღი. შატნე, მეტსახელად რობი, ყაჩაღი...“
ერთმა გლეხმა აუხსნა გვერდზე მდგომს:
– გინუაზო იგივე ბლონდია და შატნე – სეტ-უენი.
– „...უასნარი, ყაჩაღი“, – განაგრძო კითხვა შიკრიკმა.
და ხალხში ხმა გაისმა:
– რუილიდანაა.
– ჰო, ბრანშ დ-ორს რომ ეძახიან.
– ძმა რომ მოუკლეს პონტორსონის ბრძოლაში.
– ჰო, უასნარ-მოლონიერი.
– კოხტა ბიჭი იყო,მ ცხრამეტი წლისა.
– ჩუმად! – დაიყვირა შიკრიკმა, – აი, ვასრულებ სიას: „...ბელ-
ვინი, ყაჩაღი. ლამუზეტი, ყაჩაღი. საბრ-ტუ, ყაჩაღი. ბრენ დამურ,
ყაჩაღი“.
ერთმა ბიჭმა იდაყვში ხელი წაჰკრა გოგოს. გოგოს სიცილი
მოერია.
შიკრიკმა განაგრძო:
– „...შანტ-ან-ივერ, ყაჩაღი. ლეშა, ყაჩაღი...“
გლეხმა წაიდუდუნა:
– ეგ მულარია.
– „...ტაბუზი, ყაჩაღი...“
ახლა მეორემ თქვა:
– ეგ კიდევ გოფრია.
– გოფრები ორნი არიან, – დაუმატა ერთმა დედაკაცმა.
– ორივე პატიოსანი, – ჩაერია ვიღაცის ხმა.
შიკრიკმა შეარხია განცხადება. მედოლემ დოლს დაჰკრა.

373 მკითხველთა ლიგა


და კვლავ გაისმა მისი ხმა:
– „დასახელებულ ყაჩაღებს, როგორც კი დაიჭერენ და დამ-
ტკიცდება მათი ვინაობა, დაუყოვნებლივ დაისჯებიან სიკვდი-
ლით“.
მღელვარება დაეტყო ხალხს.
შიკრიკმა ისევ განაგრძო:
– „ვინც კი მათ ბინას მისცემს, თავშესაფარს ან გააპარებს,
სიკვდილით იქნება დასჯილი. ხელს აწერს...“
დუმდა ხალხი.
– „...ხელს აწერს: საზოგადოებრივი განრინების კომიტეტის
მიერ მოვლინებული კომისარი სიმურდენი“, – დაასრულა შიკ-
რიკმა.
– მღვდელი, – წამოიძახა ერთმა გლეხმა.
– პარინიეში რომ იყო, – დაუმატა მეორემ.
ერთმა ბურჟუამ თავისი თქვა:
– ტურმო და სიმურდენი. ერთი თეთრი მღვდელია და მეორე
ლურჯი.
– ორივე შავია, – შეუსწორა მეორე ბურჟუამ.
მამასახლისი აივანზე იდგა. ქუდი მოიხადა და შესძახა:
– რესპუბლიკას გაუმარჯოს!
დოლის ხმა გაისმა ნიშნად იმისა, რომ შიკრიკს ჯერ არ დაემ-
თავრებინა კითხვა, და მართლაც, ხელით ანიშნა ხალხს, კიდევ
მაქვს სათქმელიო:
– მოისმინეთ! აი, უკანასკნელი ოთხი სტრიქონი მთავრობის
ბრძანებისა, ხელმოწერილი მოწინავე ჯარის მხედართმთავარ
გოვენის მიერ.
– გაჩუმდით! მოისმინეთ! – აყაყანდნენ შეკრებილები.
და წაიკითხა შიკრიკმა:

374 მკითხველთა ლიგა


– „ამ ბრძანებაში ჩამოთვლილი ცხრამეტი კაცი, სამშობლოს
მოღალატეები და ხალხის მტრები, დღეს მომწყვდეული გვყავს
და ამავე ბრძანების ძალით სასტიკად იქნება დასჯილი, ვინც მათ
დახმარებას გაუწევს. მომწყვდეულები გვყვანან ტურგში“.
– ტურგში? – გაისმა ვიღაცის ხმა.
ქალის ხმა იყო, დედის ხმა...

375 მკითხველთა ლიგა


III – გლეხის ყაყანი

ხალხში გარეულიყო მიშელ ფლეშარი. არაფერი გაუგონია,


მაგრამ ტურგი კი ყურში მოხვდა და გაცოცხლდა თითქოს.
– რაო? ტურგიო? – გაიძახოდა გახარებულმა.
დააცქერდნენ ქალს. შეშლილს ჰგავდა. დაფლეთილი ტანისა-
მოსი ეცვა. ხალხში ჩურჩული გაისმა, – მაწანწალას ჰგავსო.
ერთი დედაკაცი მიუახლოვდა, კალათით მჭადი ეჭირა ხელში
და ჩუმად უთხრა:
– გაჩუმდი!
განცვიფრებული შეჰყურებდა ამ ხალხს მიშელ ფლეშარი. ვე-
რაფერი გაეგო. ამ სახელმა – ტურგმა, ელვასავით გაანათა
წყვდიადი, მაგრამ წამიერი იყო ეს ნათელი და ისევ სიბნელემ მო-
იცვა ყველაფერი. ნუთუ უფლება არ ჰქონდა, კითხვით მიემართა
ვინმესთვის და თავის შვილებზე გაეგო რამე? რატომ უყურებ-
დნენ ასე უნდობლად?..
ერთხელ კიდევ დაჰკრეს დოლს. შიკრიკმა იქვე მიაკრა გან-
ცხადება, შემდეგ სხვა სოფლისკენ განაგრძო გზა და ხალხიც
დაიშალა.
პატარა ჯგუფი დარჩა განცხადებასთან. მიშელ ფლეშარიც
მათში ერია. მოსმენილს სჯიდნენ, დასახელებულებს ამართლებ-
დნენ, ან ამტყუნებდნენ. გლეხკაცებიც იყვნენ ჯგუფში, ბურ-
ჟუებიც, ანუ თეთრებიც და ლურჯებიც.
– ეგ არაფერი. ქვეყანა დიდია. ცხრამეტი კაცი ცხრამეტია და
არა მთელი ვანდეა. ჯერ ხომ არსად მოუმწყვდევიათ პრიუ, არც
ბენჟამენ მულენი, არც გუპილი, ანდუილეს სამწყსოელი.
– არც მონჟანელი ლორიელი, – თქვა მეორემ.
მერე სხვებმა დაუმატეს:
– არც ბრის დენი.
376 მკითხველთა ლიგა
– არც ფრანსუა დუდუე.
– ის ხომ ლავალელია.
– არც ლონეი-ვილიელი ჰუე.
– არც გრეჟი.
– არც პილონი.
– არც ფიიელი.
– არც მენისანი.
– არც გეჰარე.
– არც სამი ძმა ლოჟრე.
– არც ბატონი ლეშანდელიე, პიერვილელი.
– რა სულელები ხართ! – შეუტია მოსაუბრეებს ჭაღარა კაცმა,
– რაკი ლანტენაკი დაიჭირეს, სხვების დაჭერაც აღარ გაუჭირდე-
ბათ.
– ჯერ არ დაუჭერიათ, – წამოიძახა ერთმა ყმაწვილმა კაცმა.
ჭაღარამ განუმარტა:
– ლანტენაკის დაჭერა აჯანყების სულის ჩამდგმელის დაჭე-
რას უდრის. ლანტენაკის მოკვლა ვანდეას სიკვდილი იქნება.
– ვინ არის ეგ ლანტენაკი? – იკითხა ბურჟუამ.
მეორე ბურჟუამ უპასუხა:
– ყოფილი დიდებული.
მესამემ დაუმატა:
– ერთ-ერთი იმათგანი, ვინც თოფით ახვრეტინებს ქალებს.
ეს კი გულზე მოხვდა მიშელ ფლეშარს და დაემოწმა:
– მართალია.
მობრუნდნენ, შეხედეს ქალს. ფლეშარმა დაამატა:
– მეც თოფით დამხვრიტეს.
ყველასთვის გაუგებარი იყო ეს სიტყვა. სიტყვა ცოცხალი ადა-
მიანისა, რომელსაც მკვდრად მიაჩნდა თავი. დააცქერდნენ, ეჭ-
ვით შეჰყურებდნენ ამ სიტყვების მთქმელს.

377 მკითხველთა ლიგა


და მართლაც, საზარელი სანახავი იყო საწყალი დედაკაცი –
თრთოდა, კანკალებდა, რაღაც აწუხებდა და ძალიან შეშინებული
იყო. რაღაც სუსტი და საშინელი მოიპოვება ქალის სასოწარკვე-
თილებაში. თითქოს ქვეყნიერების კიდურზე ყოფილიყო ჩამოკი-
დებული ძე-სულიერი. მაგრამ გლეხკაცობა უფრო უნდობლად
უყურებს სხვის მწუხარებას და ერთმა კიდეც წაიდუდუნა სხვების
გასაგონად, – ჯაშუში არ იყოსო.
– გაჩუმდი, ადამიანო! წადი აქედან, – ჩუმად უთხრა იმ დედა-
კაცმა, წეღან რომ დაელაპარაკა.
– მერე ვის რას ვუშავებ? მე ჩემს შვილებს დავეძებ.
გულკეთილმა დედაკაცმა გადახედა მათ, ასე უნდობლად რომ
უყურებდნენ ფლეშარს, შუბლზე თითი მიიდო, თვალი მოხუჭა და
თქვა:
– ღვთის გლახაა ეს უბედური.
მერე ხელკავი გამოსდო, განზე გაიყვანა და ერთი მჭადი მის-
ცა.
მიშელ ფლეშარმა ხარბად ჩაკბიჩა მჭადი.
– ღვთის გლახაა, ღვთის გლახა, – თქვეს გლეხკაცებმა, – შე-
ხედეთ, მხეცივით იღმურძლება.
დაიშალა ჯგუფი. აქეთ-იქით წავიდ-წამოვიდნენ ყველანი.
ფლეშარმა მჭადი რომ შეჭამა, ისევ იმ დედაკაცს მიმართა:
– ძალიან კარგი, შიმშილი მოვიკალი. ახლა ტურგი?
– აჰ, ისევ მოუარა ამ საწყალს! – შესძახა დედაკაცმა.
– ტურგში უნდა მივიდე. ტურგის გზა მასწავლე.
– ღმერთმა დამიფაროს, – უპასუხა დედაკაცმა, – სიცოცხლე
მოგბეზრებია, ტურგში მისვლა რომ გინდა? არ ვიცი ტურგის გზა.
აჰ, ღმერთო! მართლა შეშლილი ხომ არ ხარ? რა გითხრა, იცი, შე
უბედურო? დაღლილ-დაქანცული ხარ და მოდი, ცოტა ხანს ჩემ-
თან დაისვენე.

378 მკითხველთა ლიგა


– დასასვენებლად არ მცალია, – უთხრა ფლეშარმა.
– დასისხლიანებული აქვს ფეხები, – დუდუნებდა დედაკაცი.
მიშელ ფლეშარსაც დაეკარგა მოთმინება:
– ხომ გეუბნები, შვილები მომტაცეს-მეთქი! ერთი გოგონა და
ორი ბიჭი. იცი, საიდან მოვდივარ? ჩემი ამბავი, თუ გინდა გაიგო,
ტელმარშს ჰკითხე, კემანს რომ ეძახიან. და კიდევ იმ კაცს, მინ-
დორში რომ შემხვდა. სიკვდილს კემანმა გადამარჩინა. ვფიქ-
რობ, რაღაც მქონდა გატეხილი. ბევრი რამ გადამხდა. თუ გინდა
ათისთავ რადუბს ჰკითხე ჩემ შესახებ. ის ყველაფერს აგიხსნის...
სამი პაწია ბავშვი, ჩემი სამი შვილი! უფროსს რენე-ჟანი ჰქვია,
შუათანას – გრო-ალენი და გოგონას – ჟორჟეტი. ქმარი მომიკ-
ლეს. მასწავლე ტურგის გზა. მართლა შეშლილი კი არ ვარ, დედა
ვარ, დედა! შვილები დავკარგე და მათ დავეძებ. ნუთუ ვერაფრით
დამეხმარები?
ბრაზი მოერია დედაკაცს:
– არ ვიცი ტურგის გზა! რომც ვიცოდე, არ გეტყვი. სახიფათოა
იქაურობა, შეუძლებელია იქ მისვლა.
– მაინც მივალ! – თქვა მტკიცედ ფლეშარმა და გზას გაუდგა.
უყურა, უყურა დედაკაცმა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და თავის-
თვის ჩაიდუდღუნა:
– მშიერი მოკვდება ეს საცოდავი! – დაეწია და ერთი მჭადი
ჩაუდო ხელში.

379 მკითხველთა ლიგა


IV – შეცდომა

მეორე დილით, ერთი საათით ადრე, ვიდრე მიშელ ფლეშარი


ტყის მეორე მხრიდან შევიდოდა სოფელში, ჟანდარმები სუდარა-
გადაფარებულ გილიოტინას მიასვენებდნენ. ხალხი ირეოდა ბუჩ-
ქებში იმ გზის ორივე მხარეს, გესნონის ხიდიდან ჟავენესკენ რომ
მიდის. მაგრამ დანახვით კი ვერაფერს ნახავდით, ისე ფარავდათ
ხის ტოტები. გლეხკაცები იყვნენ ტყავის ტანისამოსით, როგორც
იმოსებოდნენ ხოლმე ბრეტანის მეფეები მეთექვსმეტე საუკუნეში
და გლეხკაცები მეთვრამეტეში. შეიარაღებულები იყვნენ, ზოგი
თოფით, ზოგიც ცულით. ცულიანებს მინდორში ფიჩხი მოეგრო-
ვებინათ და ისე დაეწყოთ, რომ მხოლოდ ცეცხლის წაკიდებაღა
აკლდა. თოფიანები გზის ორივე მხარეს ჩასაფრებულიყვნენ რა-
ღაცის მოლოდინში. იმ ხშირ ბუჩქნარში რომ შესძლებოდა ვინ-
მეს მათი დანახვა, მაშინვე შენიშნავდა სასროლად გამზადებულ
თოფებს. უეჭველია, ვიღაცას ელოდნენ. თოფები გზისკენ ჰქონ-
დათ მიმართული, რომელიც ოდნავ მოჩანდა განთიადის
მკრთალ სინათლეზე.
ჩუმად საუბრობდნენ.
– დარწმუნებული ხარ?
– რა თქმა უნდა!
– აქეთ გამოივლის?
– ამბობენ, აქ არის და აქეთ გამოივლისო.
– აქ არის და აქ დარჩეს. სხვაგან ნუღარ გავუშვებთ.
– დავწვათ და მაშინ წავიდეს!
– სამი სოფელია ამისთვის წამოსული. სად წაგვივა?
– მცველები რომ მოსდევენ?
– თოფის ტყვია და იმათი ჯანი!
– მერე, ამ გზით კი გაივლის?
380 მკითხველთა ლიგა
– ამბობენ, ამ გზაზე უნდა გამოიაროსო.
– თუ ასეა, მაშ ვიტრედან მოდის?
– ეგეც შეიძლება.
– და რომ ამბობდნენ, ფუჟერიდან მოდისო?
– ფუჟერიდან მოდის თუ ვიტრედან, ეშმაკის მანქანაა და ეშმა-
კებთან მიდის.
– ჰოდა, გავახაროთ ის ეშმაკები.
– გავახაროთ!
– ეგრე იყოს!
– მაშ, პარინიეშივე უნდა გავგზავნოთ?
– პარინიეში.
– რაღას წავა?
– არ წავა და ჩვენ გავგზავნით!
– ჯანი გავაგდებინოთ!
– ჩუმად!..
სიჩუმე სჯობდა ამ საუბარს, თანაც მზე ამოდიოდა და სინათლე
ეფინებოდა ირგვლივ მიდამოს.
და უცბად სუნთქვა შეეკრათ ჩასაფრებულებს; შორიდან ეტ-
ლის თვლების ჭრიალი და ცხენის ფეხის ხმა მოესმათ. მალულად
გამოიხედეს ბუჩქებიდან და შორიდან მომავალ გრძელ ეტლს
მოჰკრეს თვალი. ეტლი სწორედ მათკენ მოეშურებოდა.
– აგერ, მოდის, – თქვა ერთმა, რომელიც მეთაური იყო ალ-
ბათ.
– ჰო, ის არის, თავად ის, თავის მცველებით.
– რამდენი მცველია?
– თორმეტი კაცი იქნება.
– რომ ამბობდნენ, ოცი კაციაო?
– თორმეტია თუ ოცი, სულერთი არ არის? თორმეტსაც გავუს-
წორდებით და ოცსაც.

381 მკითხველთა ლიგა


– ჯერ კარგად მოგვიახლოვდნენ.
ორიოდე წუთში ეტლი და ცხენოსნები უკვე მკაფიოდ გამოჩ-
ნდნენ.
– ჩვენს მეფეს გაუმარჯოს! – შეჰყვირა მეთაურმა.
და ასი თოფის ტყვია გავარდა ერთდროულად.
კვამლი რომ გაიფანტა, მცველებიც გაფანტულიყვნენ; შვიდი
მიწაზე ეგდო, ხუთი გაქცეულიყო. გლეხები ეტლს ეცნენ.
– აი, გაგიწყრეს ღმერთი! – შეჰყვირა მეთაურმა, – გილიოტი-
ნა არ ყოფილა? კიბეა, ერთი უბრალო კიბე!
და მართლაც, ერთი გრძელი კიბის მეტი იქ არაფერი იყო. ორი
ცხენი მიწაზე ეგდო დაჭრილი. მეეტლეც აღარ იყო ამ ქვეყნისა.
– ეგ არაფერი, – თქვა მეთაურმა, – რა მცველები უნდა კიბეს,
თუ აქ ავკაცობა არ არის განზრახული? პარინიეს მხრიდან მო-
დიოდა. ცხადია, ტურგის ციხესიმაგრეში გადასაძრომად მოჰ-
ქონდათ.
– მაშ კიბეც დავწვათ! – შესძახეს გლეხკაცებმა.
კოცონი მზად ჰქონდათ და ასეც მოიქცნენ...

382 მკითხველთა ლიგა


V – ხმა უდაბნოსა შინა

რადგან არავინ გამოჩნდა ისეთი, ფლეშერისთვის გზა რომ ეს-


წავლებინა, ქალმა თვითონვე გადაწყვიტა ტურგის პოვნა. ძალი-
ან დაღლილი იყო. ვეღარ უძლებდა სიარულს, წამდაუწუმ ჩერდე-
ბოდა და მიწას ენარცხებოდა ხოლმე, მაგრამ მალევე წამოდგე-
ბოდა ზეზე. დაღლილი იყო და დაღლა კუნთებიდან ძვლებსაც
მოსდებოდა. საწყალი, მონა იყო, საკუთარი, დაკარგული შვილე-
ბის მონა და რადაც უნდა დასჯდომოდა, უნდა ეპოვა ისინი. ვინ
იცის, რა განსაცდელს უმზადებდა პატარებს ყოველი წუთი. ამი-
ტომაც, უბედური დედისთვის აკრძალული იყო დასვენება...
დილიდან გზაში იყო, აღარც სოფელი ჩანდა სადმე, აღარც
ადამიანი. ჯერ კვალს გაჰყვა ტყეში, ტურგისკენ მიმავალს, მერე
სხვაზე გადავიდა და უფრო და უფრო შორდებოდა თავის გზას.
ბოლოს ეს კვალიც დაკარგა. ნეტავ, სად იყო? ახლოს იყო თავის
მიზანთან თუ პირიქით? მზე ჩადიოდა, ტყეში ბნელოდა. ადა-
მიანის კვალი აღარსად ჩანდა და ქალმა არ იცოდა, რა მოელო-
და. ღმერთიღა ჰყავდა მფარველად. რამდენიმეჯერ შველაც ით-
ხოვა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა...
ცოტა ხნით შეისვენა და ისევ განაგრძო გზა, მიიხედ-მოიხედა
და ტოტებში სინათლე შენიშნა, სინათლეს მიჰყვა და მოულოდ-
ნელად, ტყიდან გავიდა.
მის წინ ვიწრო ვაკე გადაშლილიყო, ქვემოთ ქვებში პატარა
მდინარე მოკამკამებდა. წყალი რომ დაინახა, მაშინ იგრძნო სა-
შინელი წყურვილი. მუხლი მოიყარა და ანკარა წყალს დაეწაფა.
შემდეგ ლოცვა წარმოთქვა. მერე წამოდგა და დაფიქრდა, საით
წასულიყო. მდინარეზე გადავიდა და ბილიკს ზემოთ აუყვა.
ველი დაბალი ბუჩქებით იყო მოფენილი. ბუჩქნარი მდინარის
პირიდან ნელ-ნელა ზემოთ იწევდა და ჰორიზონტს ფარავდა. ტყე
383 მკითხველთა ლიგა
უკაცრიელი იყო; მინდორი – სრული უდაბნო. ამ უდაბნოში ასე
მარტოდმარტო დარჩენილს მუხლი ეკეცებოდა, თავს ვეღარ
იმაგრებდა, და თითქოს მართლა შეიშალაო, უცებ, ღონემიხ-
დილმა დედამ საშინელი ხმით შეჰკივლა:
– არავინ არის აქ ძე-ხორციელი?
პასუხს ელოდა და პასუხსაც არ დაუყოვნებია.
რაღაც ყრუ და ღრმა ხმა გაისმა შორიდან, ჰორიზონტის სიღ-
რმიდან მომავალი; ჯერ ერთ ქედს ეცა, იქიდან მეორეს და მოედო
გარშემო არემარეს. ეს ხმა შორეულ ქუხილს ჰგავდა, ექოთი მო-
ნაბერს. იქნებ ზარბაზნის იყო? ისე გაისმა, თითქოს დედის კი-
ვილს უპასუხეს, – აქ ვართო!
ისევ სიჩუმემ დაისადგურა.
გამოცოცხლდა ქალი. უეჭველია, ადამიანი იყო სადღაც ახ-
ლოს, ადამიანი, რომელიც ეტყოდა და ურჩევდა რამეს. წყურვი-
ლი მოიკლა, ლოცვა აღავლინა და მხნედ იგრძნო თავი. მინდორს
აჰყვა და იქით წავიდა, საიდანაც პასუხი მიიღო თავის კითხვაზე.
და შორს, ჰორიზონტზე უცებ მაღალ კოშკს მოჰკრა თვალი. ამ
კოშკის მეტი არაფერი ჩანდა. ჩამავალი მზის სხივი სცემდა ციხე-
სიმაგრეს და რაღაცნაირად იდუმალს ხდიდა. კოშკის უკან მწვა-
ნით შემოსილი ფართობი გადაშლილიყო – ფუჟერის ტყე.
ფლეშარი ფერდობზე ავიდა, მის თვალწინ გაშლილ მინდორს
დააცქერდა და წინ, კოშკისკენ მიმავალ გზას დაადგა.

384 მკითხველთა ლიგა


VI – მდგომარეობა

დადგა გადამწყვეტი წუთი. ულმობელს ხელთ ეგდო უმოწყა-


ლო. სიმურდენს მომწყვდეული ჰყავდა ლანტენაკი. მახეში
გააბეს მეფის ბებერი აჯანყებული მომხრე. სიმურდენს გადაწყვე-
ტილი ჰქონდა – ლანტენაკს თავს გავაგდებინებთ თავის მამულ-
ში, თავის სახლთან, რომ ფეოდალურმა ციხესიმაგრემ და ხალ-
ხმა თავისი თვალით ნახოს დიდებული ფეოდალისა და მებატო-
ნის დასჯა და გულში ჩარჩეს ეს მაგალითი, რომ სხვამ აღარ გაბე-
დოს რაიმე მსგავსიო.
ამიტომ იყო, ფუჟერში რომ გაგზავნეს კაცი გილიოტინის ჩა-
მოსატანად. ლანტენაკის მოკვლა ვანდეას მოკვლას უდრიდა და
ვანდეას მოკვლა კი საფრანგეთის ხსნა იქნებოდა. სიმურდენს სა-
ბოლოოდ ჰქონდა ეს გადაწყვეტილი. თავისი საზარელი მოვა-
ლეობის ასრულებაში ყოყმანი არ იცოდა.
წასული იყო მარკიზის საქმე. ამ მხრივ დამშვიდებული იყო სი-
მურდენი, მაგრამ ერთი გარემოება აფიქრებდა. ბრძოლა, ცხა-
დია, საშინელი იქნებოდა. ბრძოლის მეთაურად გოვენი იყო და-
ნიშნული და მეთაურობის გარდა, შეიძლება სრულიად მოულოდ-
ნელად ჩარეულიყო ხელჩართულ ბრძოლაში. მერე ვინ იცის,
ცოცხალი გადარჩებოდა? გოვენი, მისი შვილი! ერთადერთი მისი
სიყვარული ამქვეყნად! ბედი სწყალობდა გოვენს: აქამდე დაჭრი-
ლიც კი არ ყოფილა; მაგრამ ბედმაც იცის დაღლა. და თრთოდა
სიმურდენი. ესეც ბედი! ის იყო სიმურდენის უბედურება, რომ ორ
გოვენშუა ჩავარდნილიყო: ერთის სიკვდილი ენატრებოდა და
მეორის სიცოცხლე.
ზარბაზანს, რომლის გრიალმაც პატარა ჟორჟეტი გამოაღვიძა
და სასოწარკვეთილი ფლეშარი გამოაფხიზლა, სხვა დანიშნულე-
ბაც ჰქონდა. შემთხვევით იყო თუ წინასწარი განზრახვით, ამ
385 მკითხველთა ლიგა
სროლას უნდა ეცნობებინა კოშკში მყოფთათვის, რომ ბრძოლა
ნახევარი საათის შემდეგ დაიწყებოდა; ყუმბარა კი კოშკის მეორე
სართულზე დარბაზის ფანჯრის რკინის მოაჯირს მოხვდა და ნახე-
ვარი ააგლიჯა. კოშკში მყოფთ დრო აღარ ჰქონდათ, რომ შეეკე-
თებინათ ეს მოაჯირი.
დაიტრაბახეს კოშკელებმა, თოფ-იარაღი და თოფისწამალი
ბევრი გვაქვსო. იარაღი არა, მაგრამ თოფისწამალი კი ძალიან
ცოტა ჰქონდათ. მათი მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო, ვიდ-
რე სიმურდენს და გოვენს ეგონათ. თოფისწამალი რომ საკმარი-
სი ჰქონოდათ, მთლიანად ააფეთქებდნენ ტურგს, როგორც კი
რესპუბლიკელები შევიდოდნენ კოშკში. ოცდაათი სროლა
ძლივს შეხვდებოდა თითოს. თოფები და დამბაჩები – რამდენიც
გნებავთ, და ვაზნა კი – ძალიან ცოტა. ყველა იარაღი დატენეს,
რომ შეუწყვეტლად შესძლებოდათ სროლა; მაგრამ დიდხანს
ეყოფოდათ კი? საჭირო იყო გასროლილის დატენა, დასატენად
კი მასალა აკლდათ. მაგრამ ვარაუდობდნენ, რომ ბრძოლა უმ-
თავრესად ხელჩართული იქნებოდა, ხმლითა და ხანჯლით; ამ
დროს ერთმანეთს ყელში სწვდებიან ხოლმე მებრძოლნი, კუწა-
ვენ და ახრჩობენ ერთურთს.
კოშკის შიდა მხარე მიუვალს ჰგავდა. პირველ სართულზე (სა-
დაც რესპუბლიკელებმა ზარბაზნით შეანგრიეს კედელი და შე-
სასვლელი კარი გაიკეთეს), ლანტენაკის ხელმძღვანელობით ბა-
რიკადი ააგეს. ბარიკადის უკან დიდი მაგიდა იდგა და ზედ გატე-
ნილი თოფი და დამბაჩა, ხმალი, ხანჯალი და მჭრელი ცული იდო.
რადგან კოშკის აფეთქება შეუძლებელი იყო და ამ დარბაზის ქვეშ
გათხრილი დილეგის გამოყენება აღარ შეიძლებოდა, მარკიზმა
ქვემოთ მიმავალი კარი ჩააკეტვინა. ბარიკადიანი დარბაზის ზე-
მოთ მრგვალი დარბაზი იყო, რომელშიც ასვლა მარტო ვიწრო,
კედელში დატანებული კიბით შეიძლებოდა. ეს ოთახიც ისევე იყო

386 მკითხველთა ლიგა


მოწყობილი, როგორც პირველი სართულის დარბაზი, – დიდი მა-
გიდა იდგა და ზედ ელაგა სხვადასხვა იარაღი. დიდი დოლაბით
შედიოდა ოთახში სინათლე, რომლის მოაჯირი ის იყო შეელეწა
ყუმბარას. ამ ოთახის ზემოთ, იმავე კედელში დატანებული ვიწ-
რო კიბით შეიძლებოდა ასვლა იმ დარბაზში, რომელსაც რკინის
კარი ჰქონდა, ხიდზე გამავალი. ამ ოთახს ხან რკინისკარიანს
ეძახდნენ, ხან სარკიანს, რადგან მრავალი წვრილ-წვრილი სარ-
კე ჰქონდა გაულესავი კედლის ქვებზე მიკრული ჟანგიანი ლურ-
სმნებით. ზედა სართულების გამაგრებასა და დაცვას აზრი არ
ჰქონდა. ეს სარკიანი დარბაზი წარმოადგენდა „უკანასკნელი
წერტილს“ (ციხისა და კოშკის გამაგრების კანონმდებელმა
მანესონ-მალემ უწოდა ასე), სადაც გარშემორტყმულნი ყრიან
იარაღს და მტერს ნებდებიან“. ესე იგი, საჭირო იყო, ამ ოთახამდე
არ მიეშვათ რესპუბლიკელები.
მესამე სართულის დარბაზში სინათლე დოლაბებით შე-
დიოდა, მაგრამ მაშხალაც ანთებული იყო სწორედ ისევე, რო-
გორც ქვემო სართულზე; მაშხალა იმანუსს აენთო და გვერდზე
დაედო გოგირდიანი პატრუქი.
ქვემო სართულის დარბაზის უკანა მხარეს, გრძელ ხონჩაზე
საჭმელ-სასმელი იყო დალაგებული – მოხარშული ბრინჯი და
ხორბალი, ხბოს ხორცი, პური, წყალი, ხილი და დოქებით სიდრი.
სვამდნენ და ჭამდნენ, ვისაც კი მოესურვებოდა.
ზარბაზანი რომ გავარდა, ყველანი ფეხზე წამოიჭრნენ. ნახე-
ვარი საათის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი კოშკში მყოფთ.
იმანუსი კოშკის ბანზე იდგა და თვალს ადევნებდა რესპუბლი-
კელების მოძრაობას. ლანტენაკმა უბრძანა, – ნუ ესვრით, ვიდრე
არ მოგვიახლოვდებიანო – და ამ სიტყვებს განმარტებაც დაურ-
თო:

387 მკითხველთა ლიგა


– ოთხი ათას ხუთასი კაცია, კოშკს გარეთ ბევრიც რომ დავხო-
ცოთ, ტყუილად დავიხარჯებით. ვესროლოთ მაშინ, როდესაც
კოშკში შემოვლენ. მარტო კოშკში გვექნება ძალთა თანასწორო-
ბა.
და სიცილით დაუმატა:
– თანასწორობა და ძმობა-ერთობა.
შეთანხმებული იყვნენ: როგორც კი მტერი ადგილიდან დაიძ-
ვრებოდა, მაშინვე საყვირით მისცემდა ნიშანს იმანუსი.
გარშემო სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო. ზოგს ბარიკა-
დის უკან მოეკალათებინა, ზოგსაც კიბის საფეხურებზე და ელოდ-
ნენ ნიშანს. ცალი ხელი ჩახმახზე ედოთ, მეორეში კრიალოსანი
ეჭირათ.
უკვე გარკვეული იყო მდგომარეობა:
რესპუბლიკელები შენგრეული კედლით კოშკის ქვემო დარ-
ბაზში უნდა შესულიყვნენ, აეღოთ ბარიკადი, აეღოთ კედელში
დატანებული ორი კიბის საფეხურები, რათა ზემო სართულზე ასუ-
ლიყვნენ და დაეძლიათ ვანდეელების წინააღმდეგობა...

388 მკითხველთა ლიგა


VII – წინასწარი მზადება

თავის მხრივ გოვენიც ემზადებოდა საბრძოლველად. უკანას-


კნელი განკარგულება მისცა სიმურდენს, რომელსაც, ბრძოლაში
მონაწილეობა არ უნდა მიეღო, მაგრამ ფერდობი დაეცვა; გეშანი
ჯარების უმთავრესი ნაწილით ტყეში რჩებოდა და თვალი უნდა
ედევნებინა მტრისთვის. დაადგინეს, რომ ზარბაზნები მხოლოდ
მაშინ დაიწყებდნენ სროლას, როცა ვანდეელები სიმაგრიდან გა-
მოსვლასა და გაქცევას შეეცდებოდნენ. კოშკის ასაღებად დანიშ-
ნული რაზმის მეთაურობა გოვენმა ისურვა. სწორედ ეს უკლავდა
გულს სიმურდენს.
მზე ის-ის იყო ჩავიდა.
გაშლილ მინდორში რომ კოშკი დგას, შუა ზღვაში მიმავალ
გემს ჰგავს; მტერი ერთნაირად მიუდგება ერთსაც და მეორესაც;
აქ კი უფრო მიახლოებაა, ვიდრე იერიში.
რა საჭირო იყო აქ ზარბაზანი და ფუჭი სროლა? ან რას მოგი-
ტანთ, კიდეც რომ დაუშინოთ ყუმბარა ამ თხუთმეტბიჯიანი სისქის
კედლებს? პატარა ნანგრევია კედელში, რომელშიც ერთნი შეს-
ვლას ცდილობენ, და მეორენი იცავენ ცულით, დანით, ხანჯლით,
დამბაჩით, მუშტითა და კბილებით.
გოვენი კარგად ხედავდა, რომ ტურგის აღების სხვა გზა არ არ-
სებობდა: ერთადერთი ის დარჩენოდა, კოშკში შევარდნოდა
მტერს და ყელში წაეჭირა ხელი. გარდა ამისა, კარგად იცნობდა
კოშკს, რადგან იქ გაეტარებინა თავისი სიყმაწვილე.
ღრმა ფიქრებმა გაიტაცა გოვენი. იქვე რამდენიმე ნაბიჯის მან-
ძილზე იდგა მისი თანაშემწე და ჭოგრიტით გასცქეროდა პარინი-
ეს მხარეს. უცბად შეჰყვირა:
– ძლივს!
ჩაფიქრებულ გოვენს რაღაც საიმედო მოესმა ამ სიტყვაში.
389 მკითხველთა ლიგა
– რა იყო, გეშან?
– კიბე მოდის, კიბე.
– ჩვენ რომ დავიბარეთ?
– დიახ.
– აქამდე არ ჩამოუტანიათ? ახლა მოაქვთ?
– ძალიან ვწუხდი. ჟავენეში გაგზავნილი კაცი დაბრუნდა და...
– ვიცი, რომ დაბრუნდა.
– დიახ, მოვიდა, მითხრა, სწორედ საჭირო სიგრძის კიბე ვი-
შოვე სადურგლოში, რეკვიზიციის წესით გამოვართვი, თორმეტი
კაცი დავუნიშნე წამომყოლად და მე იქ გახლდით, რომ წამოვიდ-
ნენო. გამოვგზავნე და გამოვასწარი, წინ წამოვედიო.
– მოვიდა და ეს მოგვახსენა. ისიც თქვა, კარგი ეტლია და კარ-
გი ცხენები აბიაო, ისიც თქვა – კიბე მზის ჩასვლამდე აქ იქნებაო.
ეგ ყველაფერი ვიცი. მერე?
– მერე მზე ჩავიდა და კიბე არსად იყო.
– უყურე ერთი!.. ჩვენ კი იერიშით უნდა მივიდეთ. უკვე გადის
დაპირებული ნახევარი საათი, იცით, რას იფიქრებენ კოშკელები
თუ იერიში დავუგვიანეთ? ეშინიათ და უკან იხევენო.
– მე მგონია, რომ შეიძლება დავიწყოთ.
– კიბეა საჭირო.
– აუცილებლად.
– ჰოდა, კიბე კი არსად არის.
– არის.
– სად ეშმაკებშია, თუ არის?
– აი, ჭოგრიტი რომ მოვიმარჯვე და გზას გავხედე, მაშინ დავი-
ნახე. გავხედე პარინიედან ტურგისკენ მომავალ გზას და ძლივს
დამიმშვიდდა გული, – აგერ გვიახლოვდება, ფერდობზე ჩამო-
დის. აი, შეხედეთ.
გოვენმა გამოართვა ჭოგრიტი და ფერდობს გახედა.

390 მკითხველთა ლიგა


– მართლა მოდიან, აგერ, მოჩანს. ცოტა ჩამობნელდა და ძნე-
ლია ყველაფრის გარჩევა, მაგრამ ცხენოსნები კი კარგად ჩანან.
ოღონდ, იცით, გეშან, მგონი, ცხენოსნები უფრო მეტნი არიან,
ვიდრე თქვენ მითხარით.
– ჰო, მგონი ასეა.
– აგერ გვიახლოვდებიან.
– თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ აქ იქნება კიბე.
– მაშ, იერიშის დაწყებაც შეიძლება...
მართლა მოდიოდა რაღაც, მაგრამ ის არ იყო, რაც მათ უნდო-
დათ.
ამ დროს ათისთავი რადუბი მიუახლოვდა მათ და წინ გამოეჭი-
მა გოვენს მხედრული სალმით.
– რას იტყვით, რადუბ?
– მეთაურო, ერთი თხოვნა გვაქვს წითელქუდიანი ბატა-
ლიონის ბიჭებს.
– სახელდობრ?
– გვინდა თავი გავწიროთ.
– აჰ! – წარმოთქვა გოვენმა.
– აგვისრულებთ ამ თხოვნას?
– კი, თუ საქმემ მოითხოვა.
– საქმეც ეგ არის! დოლის ბრძოლის შემდეგ ისე გვიფრთხილ-
დებით, ჯერ კიდევ თორმეტნი ვართ ბატალიონში.
– მერე?
– ეს ამბავი გვამცირებს, როგორც მეომრებს!
– თქვენ რეზერვში ხართ.
– ჩვენ წინა რაზმში გვინდა ბრძოლა.
– თქვენ ბოლოს უნდა ჩაერთოთ ბრძოლაში და უზრუნველ-
ყოთ გამარჯვება. გაჭირვებისთვის გინახავთ.
– მეტისმეტად.

391 მკითხველთა ლიგა


– წინ ხართ თუ უკან, სულერთია. თქვენც მებრძოლ რაზმში
ხართ.
– დიახ, ყველაზე უკან. პარიზს უფლება აქვს, ყველაზე წინ
იყოს.
– მოვიფიქრებ, ჩემო რადუბ.
– მოიფიქრეთ, ოღონდ მალე, თუ შეიძლება. ამაზე უკეთესი
შემთხვევა იქნებ აღარც კი გვეღირსოს. ხელჩართული ბრძოლა
გველის წინ, ნამდვილი კრივი. თითებს გაილოკავს, ვინც ტურგს
შეეხება დღეს და გვინდა გთხოვოთ, ჩვენც გვაგემოთ ამ კოშკის
სიტკბოება.
გაჩუმდა ათისთავი, ულვაში გაისწორა და განაგრძო აღელვე-
ბული ხმით:
– და ეგეც რომ არ იყოს, ჩვენო მეთაურო, ჩვენი პატარები
არიან ამ კოშკში, ჩვენი ბატალიონის შვილები, სამი უსუსური ბავ-
შვი. იქვეა უშვერი და უჯიათი მხეცი, ლურჯების მკვლელს რომ
ეძახიან, იმანუსად წოდებული ეშმაკის კერძი, და სიკვდილს უქა-
დის ჩვენს შვილებს, ჩვენს პაწიებს, ჩვენს ანგელოზებს. მიწა რომ
იძრას და ქვეყანა ინგრეოდეს, მაინც ვეცდებით ჩვენი შვილების
გადარჩენას. არ გვინდა, რომ რამე უბედურება ეწიოს ბავშვებს.
აი, რას გთხოვთ! რა გვინდა!.. აი, წეღან, რაკი არ ვიბრძოდით,
ზავით ვისარგებლე, ფერდობზე ავედი და ფანჯარაში დავინახე
ჩვენი პაწიები. ვიდექი და შევყურებდი! დიახ, იქ არიან, სახლში.
ხევისპირიდან დაინახავს, ვისაც უნდა, როგორც მე დავინახე და
მგონი, ცოტათი შევაშინე კიდეც. დიახ, მეთაურო, ერთი თმა, ერ-
თი თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს ამ ანგელოზების თავიდან,
ვფიცავ ათას წმინდანსა და უწმინდურს, ვფიცავთ ჩვენს კაცობას,
რომ... – ძალიან აღელვებული ჩანდა ათისთავი. შემდეგ ოდნავ
დაწყნარდა და განაგრძო: – ამას მარტო მე, ათისთავი რადუბი კი
არ მოგახსენებთ, ამას გთხოვთ მთელი ბატალიონი. გვინდა გა-

392 მკითხველთა ლიგა


დავარჩინოთ ბავშვები, ან არა და ჩვენც დავიხოცოთ. დამლახ-
ვროს ჩემმა მახვილმა! ნუთუ ამის უფლება არ გვაქვს?! დიახ, გა-
დავარჩენთ ბავშვებს, ან ყველანი დავიხოცებით, ყველანი!..
გოვენმა ხელი ჩამოართვა რადუბს და უთხრა:
– ყოჩაღები ხართ, ვაჟკაცები! თქვენ იქნებით საიერიშო რაზ-
მის თავში. ორად გავყოფ თქვენს ბატალიონს – ექვსი კაცი წინ
გაუძღვება რაზმს, რომ წინსვლა არ შეჩერდეს და ექვსიც წინა
რაზმის ბოლოში იქნება, რომ უკან დახევა არავინ გაბედოს.
– და მაინც მე ვრჩები ორივე ნაწილის ათისთავად?
– დიახ.
– მაშ, გმადლობთ, ჩვენო მეთაურო!
სამხედრო სალამი მისცა რადუბმა გოვენს და თავის ბატალი-
ონთან დაბრუნდა.
საათს დახედა მეთაურმა, რამდენიმე სიტყვა წასჩურჩულა გე-
შანს და საიერიშო რაზმის დაწყობას შეუდგა.

393 მკითხველთა ლიგა


VIII – სიტყვა და ღრენა

ერთხელ კიდევ გაისმა ბუკის და მის პასუხად საყვირის ხმა.


– ეს რაღაა? – ჰკითხა გოვენმა გეშანს, – რა უნდა სიმურდენს?
სიმურდენს ხელში თეთრი ცხვირსახოცი ეჭირა და აფრიალებ-
და. შემდეგ ხმამაღლა შესძახა:
– კოშკში მყოფნო! მცნობთ თუ არა?
პასუხი იმანუსმა მისცა, კოშკის ბანიდან:
– გცნობთ.
– მე რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ვარ.
– პარინიელი მღვდელი ხარ, გაკრეჭილი.
– მე მოვლინებული ვარ საზოგადოებრივი განრინების კომი-
ტეტისგან.
– მღვდელი ხარ, ღვთის უარმყოფი.
– მთავრობის წარმომადგენელი ვარ.
– ქვეყნის მტერი ხარ და მოღალატე.
– რევოლუციის კომისარი ვარ.
– სარწმუნოების მგმობი.
– სიმურდენი ვარ.
– ქაჯი და ეშმაკი.
– მაშ, მცნობთ?
– ჭირივით გვძულხარ.
– კმაყოფილები იქნებით, რომ ხელში ჩაგივარდეთ?
– აქ ცხრამეტნი ვართ. ცხრამეტივე გავწირავთ თავს, ოღონდ
ხელთ ვიგდოთ შხამიანი გველი.
– ჰოდა, აი მოვედი, თქვენი ვარ.
საშინელი, მხეცური სიცილი გაისმა კოშკის ბანიდან.
– მოდი მერე!

394 მკითხველთა ლიგა


სიჩუმე გამეფებულიყო მთელ ჯარში. ელოდნენ, რითი დას-
რულდებოდა ეს ამბავი.
სიმურდენმა შესძახა:
– ერთი პირობით!
– რა პირობით?
– მომისმინეთ...
– თქვი, თქვი!
– მაშ, ასე გეჯავრებით?
– უკვე გითხარით, რომ ასეა.
– მე კი გულით მიყვარხართ, მე ძმა ვარ თქვენი.
და პასუხი მიიღო ზემოდან:
– დიახ, კაენი.
სიმურდენმა განაგრძო მღელვარე ხმით, რომელშიც ერ-
თდროულად სიმკაცრეც ერია და სირბილეც:
– მლანძღეთ, მაგრამ მომისმინეთ. მე აქ შუაკაცად გელაპარა-
კებით. დიახ, თქვენ ძმები ხართ ჩემი. გზადაკარგული ცხვარი
ხართ, საბრალონი. მე მეგობარი ვარ თქვენი და კეთილის მო-
სურნე. მე სინათლე ვარ და უვიცობასა და სიბნელეს ვებრძვი. სი-
ნათლეში ყოველთვის არის ძმობა-ერთობა და ესეც არ იყოს, გა-
ნა ერთი დედის შვილები არ ვართ ყველანი? ერთი სამშობლოს
შვილნი? მაშ, მომისმინეთ! ერთხელაც იქნება, შეიგნებთ, ან
თქვენი შვილები შეიგნებენ, ან თქვენი შვილიშვილები, რომ ყვე-
ლაფერი, რაც კი დღეს ხდება, ხდება ზეციური კანონების აღსას-
რულებლად და რევოლუციის სულის ჩამდგმელი თვით ღმერ-
თია. და სანამ მოვა დრო და თქვენს ცნობიერებასაც ეღირსება
სინათლის სხივი და ძირიანად აღმოიფხვრება ცრუმორწმუ-
ნეობა, დიახ, სანამ მოვა ეს ნეტარი დრო და წყვდიადის ნაცვლად
შუქი მოეფინება ქვეყანას, ჩვენ უნდა ვეცადოთ თქვენს დახმარე-
ბას, რადგან ძმები ხართ ჩვენი, დაბრმავებულნი და მით უფრო

395 მკითხველთა ლიგა


საბრალონი. და აი, მოვდივარ! თქვენთვის მომიძღვნია ჩემი სი-
ცოცხლე. აი, ხელგამოწვდილი გთხოვთ, – თუ თქვენს სახსნე-
ლად ჩემი სიკვდილია საჭირო, აჰა, მომკალით. მე სრული უფლე-
ბით ვარ აღჭურვილი და კიდეც ავასრულებ, რასაც ვამბობ. აგერ,
დადგა ჟამი აღსასრულისა. მერე შეუძლებელი იქნება. თქვენ სამ-
შობლოს შვილი გელაპარაკებათ, ადამიანი, რომელშიც ღრმად
ჩარჩენილა მღვდელი. ადამიანი გებრძვით, მღვდელს ებრალე-
ბით და თქვენს ხსნას ცდილობს. მომისმინეთ... ბევრ თქვენგანს
ცოლიც ეყოლება, ცხადია, და შვილებიც. თქვენი ცოლ-შვილის
დახმარება მინდა, თქვენი წვრილშვილის დახმარება. თქვენს
ახირებასა და უჯიათობას ვებრძვი, რომ მამა შევარჩინო თქვენს
შვილებს. ძმანო...
– ქადაგებს ჩვენი მღვდელი, – ჩამოსძახა სიცილით იმანუსმა.
– ძმანო, ავირიდოთ ჟამი განსაცდელისა. რად უნდა ამოვხო-
ცოთ ერთმანეთი? ბევრი ჩვენგანი ვეღარ ნახავს ხვალ მზის ამოს-
ვლას, ბევრნი დავიღუპებით ამაღამ, და თქვენ კი ყველანი, ყვე-
ლანი უკლებლივ. შეიბრალეთ თქვენი ცოლ-შვილი! რად გინდათ
ასე ამაოდ, უსარგებლოდ ამდენი სისხლის დაღვრა? რად გინდათ
ამოჟლიტოთ ამდენი ხალხი, როდესაც ორიც იკმარებს?
– ორი? – წამოიძახა იმანუსმა.
– დიახ, ორიც იკმარებს.
– ვინ და ვინ?
– ლანტენაკი და მე.
და უფრო ხმამაღლა განუმარტა სიმურდენმა:
– ორი კაცია ზედმეტი: ჩვენთვის ლანტენაკი და თქვენთვის მე,
სიმურდენი. აი, რა წინადადებას გაძლევთ. თუ გნებავთ, რომ
ცოცხალი დარჩეთ ყველანი, მოგვეცით ლანტენაკი და სამა-
გიეროდ მიიღეთ სიმურდენი. ლანტენაკს თავს მოვკვეთთ გი-
ლიოტინით და სიმურდენს თქვენებურად დასჯით.

396 მკითხველთა ლიგა


– მღვდელო, – დაიღრიალა იმანუსმა, – სულ ნელ ცეცხლზე
დაგწვავდი, რომ დაგიჭერდე სადმე.
– თანახმა ვარ, – უპასუხა სიმურდენმა.
და განაგრძო:
– სასიკვდილოდ განწირულნი ხართ ყველა, ვინც მაგ კოშკში
ხართ და თუ მოისურვებთ, საათი არ გავა, ცოცხალი გამოხვალთ
ყველანი და თავისუფალნი. თქვენი ხსნა მინდა. მიიღებთ ჩემს წი-
ნადადებას?
იფეთქა იმანუსმა:
– არა მარტო ღვთის მტერი, გიჟიც ყოფილა ეს ბილწი! მაინც
რა გინდა, რისთვის გვაწუხებ შენი ქადაგებით? ვინ გეხვეწება,
მოდი და გაგვანათლეო? რაო? ჩვენი ბატონი გავცეთ?! რა გინდა,
რას ელი ჩვენგან?
– ლანტენაკის თავი. და სამაგიეროდ გაძლევთ...…
– შენს ტყავს, არა? რადგან ძაღლივით გაგაძრობთ ტყავს,
მღვდელო სიმურდენ!.. ჰოდა, არ გვინდა, არა! ლანტენაკის
ფრჩხილადაც არ ღირს შენი ტყავი! გასწი, გაგვეცალე!
– იცოდე, საშინელება გელით. ერთხელ კიდევ, უკანასკნე-
ლად, დაფიქრდით.
ღამდებოდა. მარკიზი ლანტენაკი ბოლთას სცემდა და რაღა-
ცას ფიქრობდა.
ამ დროს იმანუსის ხმა გაისმა:
– თქვენ ეი! მანდ რომ შეკრებილხართ და ამოწყვეტას გვიპი-
რებთ! ჩვენ უკვე გაცნობეთ ჩვენი წინადადება. ჩვენი პირობები
იცით და მას არ შევცვლით. მიიღეთ, თორემ კარგი დღე არ და-
გადგებათ. თანახმანი ხართ? ჩვენ ახლავე დაგიბრუნებთ სამ პა-
ტარა ბავშვს, აქ რომ არიან, ამ კოშკში, და თქვენ გაგვიშვებთ და
თავისუფლად გაგვატარებთ ყველას.
– ყველას, – შეაწყვეტინა სიმურდენმა, – გარდა ერთისა.

397 მკითხველთა ლიგა


– სახელდობრ?
– გარდა ლანტენაკისა.
– გავცეთ ჩვენი ბატონი?! ღმერთმა დაგვიფაროს!
– ლანტენაკი გვინდა.
– არა და არა!
– მარტო ამ პირობით შეიძლება ჩვენი მორიგება.
– მაშ, ბრძოლა? დაიწყეთ, რაღას უცდით!
სიჩუმე ჩამოვარდა.
იმანუსმა საყვირს ჩაჰბერა და ძირს ჩავიდა. მარკიზმა ხმალი
იშიშვლა. კოშკში მყოფნი ხმის ამოუღებლად შეგროვდნენ ქვედა
დარბაზში, ბარიკადის უკან და დაიჩოქეს. კარგად ესმოდათ
საიერიშო რაზმის ზომიერი ფეხის ხმა; ბნელში კარგად გრძნობ-
დნენ კოშკთან მის მოახლოებას. დაჩოქილებმა მხარზე მიიდეს
თოფები და ლულა ბარიკადის ნახვრეტებში გაყვეს. ერთმა მათ-
განმა, გრან-ფრანკორიმ, ტურმოელმა მღვდელმა, მარჯვენა
ხელში ხმალი დაიჭირა, მარცხენაში ჯვარცმა და წარმოთქვა
ლოცვით:
– სახელითა მამისათა და ძისათა, და სულითა წმიდისათა!..
ყველამ ერთად გაისროლა თოფი. ბრძოლა დაიწყო.

398 მკითხველთა ლიგა


IX – ბუმბერაზებისა და დევების ბრძოლა

საშინელება იყო ეს ბრძოლა. ხელჩართულნი ებრძოდნენ ერ-


თმანეთს.
ამგვარი სიმხეცის სანახავად წარსულს უნდა დავუბრუნდეთ.
გავიხსენოთ ესქილეს დუელები, ან ფეოდალური დროის ჟლეტა
ხალხისა, ან ძველებური „მოკლე იარაღით“ ბრძოლა, რომელ-
მაც მეჩვიდმეტე საუკუნემდე მოაღწია. „შეიპარებოდნენ ხოლმე
ციხესიმაგრეში და იწყებოდა ტრაგიკული ბრძოლა, – ერთი
მხრივ გახურებული სროლა და მეორე მხრივ შეცვენილები, რომ-
ლებსაც წინ თეთრი თუნუქშემოვლებული განიერი ფიცრები ეჭი-
რათ, იარაღად გრძელი შუბი და წინ მიიწევდნენ ნელ-ნელა. ამო-
ხოცავდნენ, განდევნიდნენ პატრონს და თავი მოჰქონდათ ვაჟკა-
ცობითა და რაინდობით“, – როგორც წერს ერთი ბებერი ალენ-
ტეოელი ათისთავი.
მეტად სახიფათო იყო იერიშის მისატანი ადგილი. ვიწრო ნაპ-
რალი იყო კედელში, რომელსაც საქმის მცოდნენი „თაღიან ნაპ-
რალს“ უწოდებდნენ, ესე იგი, შენგრეული კედელი, ზემოდან ჩა-
მონგრეული კედლის ქვებით დაფარული. ნაღმის თოფის წამალს
აქ ბურღის დანიშნულება აესრულებინა. ნაღმი იმდენად მძლავ-
რი ყოფილიყო, რომ აფეთქებით კოშკის კედელი გაეხვრიტა და,
გარდა ამისა, კედელზეც გაჩენილიყო ბზარი, თითქმის ორმოცი
ფუტის სიმაღლისა.
იერიშით მიმავალს ეს ხვრელი ედო წინ, დამტვრეული ქვების
ზემო და ქვემო ნაწილებით, რადგან ნაღმის აფეთქებისას არც
ერთი ქვა არ გადარჩენილიყო მთელი. კაციჭამია ზვიგენს არ ექ-
ნება იმდენი და ისეთი მჭრელი კბილები, რაც ამ ნაპრალს ჰქონ-
და. ამ ხვრელით უნდა შესულიყვნენ და გამოსულიყვნენ რესპუბ-
ლიკელები კოშკში.
399 მკითხველთა ლიგა
შევიდოდნენ, წინ აღმართული ბარიკადი დახვდებოდათ და
ბარიკადის უკნიდან კი თოფისა და დამბაჩის ტყვია.
მესანგრეები რომ შეხვდებიან ერთმანეთს ნაღმისთვის ხვრე-
ლის გათხრის დროს და იქვე, ვიწრო თხრილში იბრძვიან, ან კი-
დევ ომში, მტერი რომ ავარდება გემზე და ვიწრო, დაბალ გემბა-
ნებშუა ატყდება ხმლითა და ხანჯლით ბრძოლა, სწორედ ასეთივე
და უფრო საშინელი მოელოდათ კოშკზე მიმავალთ. ორმოში ჩა-
ვარდეს კაცი და იქ ებრძოდეს მტერს, ამაზე საშინელი რა იქნება.
აქ კი, ამ ორმოს, დაბალი, ქვიანი თაღი აწვა თავზე. რესპუბლიკე-
ლების რაზმის შესვლა და ბარიკადის უკანიდან სროლის ატეხა
ერთი იყო და ისეთი ჭექა-ქუხილი მოედო იქაურობას, თითქოს
მიწა იძრა და კოშკი ინგრევაო. ასეთივე გრგვინვით უპასუხეს
რესპუბლიკელებმაც. სროლას სროლა მოჰყვა. გოვენის ბრძანე-
ბა გაისმა, – დაარტყით! – რასაც ლანტენაკის ბრძანება მოჰყვა,
– მაგრად იდექით! – მერე იმანუსის ყვირილი, – ჩემკენ, თანამე-
მამულენო! და ხელჩართული ბრძოლა და ხმლის წკრიალი, თან
ორმხრივი სროლა. კედელზე ჩამოკიდებული მაშხალა ვერც კი
ანათებდა იქაურობას; შეუძლებელი იყო რისამე გარჩევა, – წით-
ლად ჩამობნელებულიყო. ვინც კი კოშკში შეაღწევდა, მაშინვე
ყრუვდებოდა და ბრმავდებოდა; ყურს უყრუებდა სროლა და ყვი-
რილი და თვალს უბრმავებდა კვამლი და ჭვარტლი. დაჭრილები
იქვე ეყარნენ მიწაზე; მკვდრებზე და დაჭრილებზე დადიოდნენ,
ფეხით თელავდნენ, გულმკერდს უმტვრევდნენ მომაკვდავთ, და
საზარელი გმინვა ერეოდა მებრძოლთ ყვირილსა და სროლას.
რომ ვეღარაფერს ახერხებდნენ, ფეხში ჰკბენდნენ დაჭრილები
მებრძოლებს. ხანდახან, წამით მიჩუმდებოდა ხოლმე ბრძოლის
ყიჟინა და ეს დუმილი უფრო საზარელი იყო, ვიდრე ხმაური.
მკერდით აწვებოდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის ნასუნთქს ყლა-
პავდნენ, კბილებს აღრჭიალებდნენ, ხრიალებდნენ, ილანძღე-

400 მკითხველთა ლიგა


ბოდნენ, იგინებოდნენ; სისხლის ღვარი გადიოდა კოშკის ნაპრა-
ლით გარეთ, მიწაზე იშლებოდა და ორთქლს უშვებდა იმ სიბნე-
ლეში.
იტყოდით, თვით კოშკს სდის სისხლი, დაჭრილი ყოფილა ეს
ბუმბერაზიო.
მაგრამ უცნაური ის იყო, რომ იქვე კოშკში წყდებოდა ეს
ხმაური და გარეთ თითქმის არ ისმოდა. ძალიან ბნელი ღამე იყო
და მინდორსა და ტყეში, კოშკის გარშემო, მგლოვიარე სიმშვიდე
იდგა. კოშკში ჯოჯოხეთი სუფევდა და გარეთ აკლდამური სიჩუმე.
ბნელში ხოცავდნენ ერთმანეთს; თოფის სროლა, ყვირილი,
ღრიალი, ცოფი, – ყოველივე ეს იქვე, კოშკის კედლებსა და თა-
ღებში რჩებოდა; ჰაერი აკლდა ხმაურს, რომ თან გაჰყოლოდა, და
სული ეხუთებოდათ მებრძოლთ. პატარა ბავშვებს კი ტკბილად
ეძინათ ამ ბრძოლის დროს.
ბრძოლა მწვავდებოდა. კოშკში მყოფთ სიმრავლით აჯობებ-
დნენ რესპუბლიკელები, მაგრამ საფარი მაგარი ჰქონდათ ვან-
დეელებს. მრავალი მებრძოლი დააკლდა გოვენს. რაზმი კოშკის
შესასვლელთან იდგა გამწკრივებული, ნელ-ნელა შედიოდა ნან-
გრევში და მცირდებოდა თავისი სიგრძით, როგორც სოროში შე-
მავალი გველი.
ყმაწვილი კაცი იყო გოვენი, უშიშარი და ამასთან დარწმუნე-
ბული, რომ უვნებლად გადარჩებოდა ბრძოლას. ისიც იქვე იდგა,
ბარიკადთან, მებრძოლ მოწინავე რაზმთან.
უკან მიიხედა ბრძანების მისაცემად და ამ დროს გასროლილი
თოფის ალმა, მის გვერდით მდგომის სახე გაანათა.
– სიმურდენ, – შესძახა განცვიფრებულმა, – აქ რა გინდათ?
მართლა სიმურდენი იყო.
– შენთან მინდა ვიყო.
– მოსაკლავი გაქვთ თავი?

401 მკითხველთა ლიგა


– კარგი და შენ რაღა გინდა აქ?
– მე საჭირო ვარ, თქვენ კი არა.
– მეც შენთანა ვარ.
– არა, ბატონო, არა!
– ჰო, შვილო, ჰო!
და ფეხი არ მოიცვალა სიმურდენმა.
ქვედა სართულის დარბაზს მოკლულები და დაჭრილები ავ-
სებდნენ.
ბარიკადი ჯერ დანგრეული არ იყო, მაგრამ, ეტყობოდა, სიმ-
რავლე სჯობნიდა სიმაგრეს, ვანდეელები ბარიკადს ეფარებოდ-
ნენ, რესპუბლიკელებს არავითარი საფარი არა ჰქონდათ, მაგ-
რამ ათი რომ წაქცეულიყო ლურჯი, ერთს მაინც დასცემდა
თეთრს. და გარდა ამისა, სულ ახალი მებრძოლები ემატებოდა
გოვენს. რესპუბლიკელებს ძალა ემატებოდათ, ვანდეელებს უმ-
ცირდებოდათ.
ცხრამეტივე ვანდელი ბარიკადის უკან იდგა. იერიში ბარი-
კადს აწყდებოდა. დაჭრილებიც იყვნენ ვანდეელებში და დახოცი-
ლებიც. თხუთმეტი კაციღა იქნებოდა მებრძოლი. ერთ-ერთი,
შანტ-ან-ივერი საშინლად იყო დამახინჯებული. ჯმუხი ბიჭი იყო,
ხუჭუჭთმიანი ბრეტანელი, ტანდაბალი და მკვრივი; თვალი გა-
მოთხრილი ჰქონდა და ყბა ჩამტვრეული, მაგრამ ჯერ კიდევ იდგა
ფეხზე. კედელში დაყოლებულ კიბეზე აძვრა და მეორე სართუ-
ლის დარბაზში ავიდა, – იქ დამშვიდებით ვილოცებ და სულს გან-
ვუტევებო, – ფიქრობდა საწყალი. დოლაბთან კედელს მიეყუდა,
რომ ესუნთქა.
ქვემოთ უფრო და უფრო მწვავდებოდა ბრძოლა. ერთ წამს
შეწყდა სროლა და სიმურდენის ძახილი გაისმა:
– ვანდეელებო! რა საჭიროა ამდენი სისხლის ღვრა? ალყაში
ხართ! დაყარეთ იარაღი! ოთხი ათას ხუთასი კაცი ვართ. იქნებ

402 მკითხველთა ლიგა


გგონიათ, სულ ამოგვწყვიტოთ ცხრამეტმა? ასე თუ ფიქრობთ,
ორასი კაცი უნდა მოგვიკლას თითოეულმა თქვენგანმა. ეს კი...
გირჩევთ, დაგვნებდით!
– კმარა ეგ აბდაუბდა, – გამოსძახა ლანტენაკმა და თავის სიტ-
ყვებს ზედ ტყვიაც მოაყოლა.
ბარიკადი ჭერის თაღამდე არ იყო აყვანილი, ასე რომ, რეს-
პუბლიკელები ზემოდანაც ესროდნენ, მაგრამ ასევე ისროდნენ
ვანდეელებიც.
– დავანგრიოთ ბარიკადი! – შეჰყვირა გოვენმა, – ვინ ითავებს
ამას?
– მე მიმიშვით, – უპასუხა ათისთავმა რადუბმა.

403 მკითხველთა ლიგა


X – რადუბი

განცვიფრებული დარჩნენ რესპუბლიკელები. რადუბმა თავი-


დანვე შემოიყვანა ბატალიონის ექვსი კაცი. ოთხი უკვე დაჭრილი
ჰყავდა და რომ დაიძახა, – მე მიმიშვითო, – იმის ნაცვლად, რომ
ბარიკადს სცემოდა, დაიხარა, თითქმის დაეშვა მიწაზე, მებ-
რძოლთ ფეხებში გაუძვრა და უკან-უკან გაცოცდა. კედლის ნან-
გრევს რომ მიაღწია, წამოვარდა, გარეთ გაექანა. ნუთუ გაექცა
ბრძოლას? რადუბი და გაქცევა? რას ნიშნავდა მისი ეს ქცევა? რას
აპირებდა?
გარეთ რომ გავიდა კვამლისგან დაბრმავებული, ჯერ თვალე-
ბის გახელას შეეცადა, თითქოს კოშკის სიბნელის საშინელების
დავიწყებას ცდილობსო; მერე, თვალი რომ გაახილა, ვარსკვლა-
ვების შუქით ისარგებლა და გამსკდარ კედელს დააცქერდა. რამ-
დენიმე წამს უყურა, კმაყოფილების ნიშნად თავი დაიქნია, და
წაიდუდღუნა: ასეც ვფიქრობდი.
რადუბმა შენიშნა, რომ ნაპრალის ზემოთაც გამსკდარიყო კე-
დელი მეორე სართულის დოლაბამდე, რომელსაც რესპუბლიკე-
ლების ყუმბარამ მოაჯირის ნაწილი ჩამოაგლიჯა. დანარჩენები
იქვე ეკიდა, კედლიდან აყრილი, და ადამიანი ადვილად გადაძ-
ვრებოდა ამ დოლაბით მეორე სართულზე.
გადაძრომა შეიძლებოდა, მაგრამ აძრომა? აძრომაც შეიძლე-
ბოდა ნაპრალით, ოღონდ თუ ადამიანი კატად იქცეოდა.
ვეფხვიც იყო და კატაც რადუბი. თოფი მიწაზე დადო, ორი დამ-
ბაჩა ქამარში გაირჭო, ხმალი კი კბილებით დაიჭირა. სხვა ყვე-
ლაფერი მოიშორა, რაც კი ზედმეტად მოეჩვენა, და იმ დროს, რო-
დესაც გაშტერებულნი შესცქეროდნენ რაზმელები და ფიქრობ-
დნენ – ხომ არ გაგიჟდა ეს კაციო, – აცოცდა ნანგრევებზე და
ნელ-ნელა დაიწყო კედელზე აძრომა; ფეხს კედლის ნასკდომზე
404 მკითხველთა ლიგა
იმაგრებდა, როგორც საფეხურებზე. ფეხშიშველი იყო და ესეც
უადვილებდა აძრომას. სადაც ფეხს ვერ ატევდა, იქ ცერა თითს
ჰყოფდა. ხელებით ეჭიდებოდა, სადაც კი ხელმოსაჭიდი იყო რა-
მე, მუხლებით იმაგრებდა ფეხებს. ძნელი ასაძრომი იყო ეს გამ-
სკდარი კედელი, ისეთივე ძნელი, როგორც ხერხის კბილებზე
ცოცვა. მაგრამ რადუბი მაინც მიიწევდა წინ. მიცოცავდა და ფიქ-
რობდა: „კიდევ კარგი, რომ არავინ არის ზემო სართულზე!“
სულ ცოტა, ორმოცი ფუტის სიმაღლეზე უნდა აცოცებულიყო
ამგვარად. რაც უფრო ზემოთ და ზემოთ მიიწევდა, კედლის ბზა-
რიც უფრო და უფრო ვიწროვდებოდა. ძალიან გაძნელდა წინ წას-
ვლა. ამას თან ერთვოდა შიში – რომ ჩამოვარდნილიყო, ცოცხა-
ლი ვერ გადარჩებოდა.
ერთი ხელის მიწვდომაღა რჩებოდა, რომ დოლაბში გადამ-
ძვრალიყო. და ვიღაც მოეჩვენა უცებ. რაღაც საშინელებას მოჰ-
კრა თვალი, რაღაც ნიღაბს: თვალამოთხრილს, ყბაჩამტვრეულს,
თავპირდასისხლიანებულს. ერთადერთი თვალი ავის მომასწა-
ვებელი მზერით დაჰყურებდა რადუბს. მაგრამ ამ ნიღაბს ხელე-
ბიც ჰქონდა. და ორივე ხელით წაიწია მან რადუბისკენ. ერთმა
ხელმა უცბად ამოაცალა ორივე დამბაჩა ქამრიდან დაუპატიჟე-
ბელ სტუმარს, მეორე ხელმა ხმალი გამოჰგლიჯა პირიდან.
უიარაღოდ დარჩა რადუბი. ფეხი უსხლტებოდა კედელზე. ორი
ხელით დასჭიდებოდა დოლაბს და ძლივს იმაგრებდა თავს. წინ
ეს ნიღაბი მისჩერებოდა, უკან დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნა
და სიკვდილი ელოდა.
სისხლის ნიღაბი და ორი ხელი შანტ-ან-ივერი იყო. დაჭრილ-
დასახიჩრებულს სული ეხუთებოდა ქვედა სართულიდან ამომა-
ვალი კვამლით. და როგორც კი დოლაბამდე მივიდა, ჰაერი
ღრმად ჩაისუნთქა, ღამის სიგრილემ მოასულიერა, სახეზე სის-
ხლი შეაშრა და ძალ-ღონეც მოიკრიბა. სწორედ ამ დროს იყო,

405 მკითხველთა ლიგა


რადუბი რომ დაინახა და მივარდა. საშინელი იყო შანტ-ან-ივერი,
საზიზღარი და თან სრულიად დამშვიდებული; მან ხელი სტაცა
რადუბის დამბაჩებს, მეორე ხელით კი პირიდან ხმალი გამოჰ-
გლიჯა.
დაიწყო დუელი, დუელი უიარაღოსი და დაჭრილისა.
ცხადი იყო, გამარჯვებული დაჭრილი დარჩებოდა. ერთი
ტყვია, ერთადერთი ტყვიაც საკმარისი იყო, რომ ძირს ჩავარდნი-
ლიყო რადუბი და სიცოცხლეს დამშვიდობებოდა.
მაგრამ ბედი სწყალობდა. დაჭრილს ორი დამბაჩა ეჭირა ცა-
ლი ხელით და ვერც ერთს ვერ გაისროდა. თავისდა უნებურად
ხმლის ხმარება სცადა და მხარში ატაკა მისი წვერი რადუბს.
უიარაღომ ყურადღებაც არ მიაქცია ჭრილობას, უბრალო ნაკაწ-
რად მიიჩნია, გაჭირვებით გამხნევებულმა ძალა მოიკრიბა, ისკუ-
პა და დოლაბში შევარდა.
აქ კი შანტ-ან-ივერის პირისპირ აღმოჩნდა; დაჭრილს ხმალი
გადაეგდო და ახლა მხოლოდ დამბაჩები ეკავა. გულში დაუმიზნა
მტერს, მაგრამ ძალაგამოცლილს ხელი უკანკალებდა და ჩახ-
მახს ვერ გამოჰკრა.
ამ წამით ისარგებლა რადუბმა, გადაიხარხარა და შესძახა:
– შენ, ეი! საცოდავო! იქნებ გგონია, რომ მაგ დასისხლიანებუ-
ლი ღორის დინგის მეშინია! ვინ დაგამშვენა ასე, შე უბედურო?
შანტ-ან-ივერი ისევ ცდილობდა დამიზნებას.
რადუბი კი თავისას არ იშლიდა:
– ნუ მიწყენ და, ძალიან დაუჭმუჭნია ფინდიხს შენი ლამაზი
ღაწვი! ჰა, რაღას უყურებ: გადმოაფურთხე ჩემი დამბაჩის დორ-
ბლი!
დამბაჩა გავარდა და ნახევარი ყური მოაგლიჯა რადუბს. ვან-
დელმა ახლა მეორე ხელით მოიმარჯვა დამბაჩა, მაგრამ აღარ
დააცალა რადუბმა:

406 მკითხველთა ლიგა


– ერთი ყურიც მეყოფა მოგლეჯილი! ორჯერ დამჭერი, არა?
ახლა ჩემი ჯერია! – ამ სიტყვებით მივარდა შანტ-ან-ივერს, ხელი
აუკრა, ჰაერში გაასროლინა დამბაჩა და ხელი სტაცა ჩამტვრეულ
ყბაში.
საზარლად დაიღრიალა ვანდელმა და გულწასული დაენარ-
ცხა იატაკს. რადუბს არც უცდია მისი მოკვლა, – თავად იპოვის
სიკვდილისკენ გზასო, – გაიფიქრა, შანტ-ან-ივერის დამახინჯე-
ბულ სხეულს გადაალაჯა და დარბაზში შევიდა.
და კიბეზე გავიდა, ქვედა სართულში ჩასასვლელად.
– არაფერი ჩანს ამ საოხრეში, – ბუზღუნებდა თავისთვის რა-
დუბი.
შანტ-ან-ივერი კი მოსულიერებულიყო, ბობღავდა და გმინავ-
და სულთმობრძავი.
– ჩუმად! – შეჰყვირა რადუბმა, – არ შეიძლება გაჩუმდე და
ამით მაინც გადამიხადო სიკეთე, საიქიოს მოქალაქევ? მე ხომ
შენს საქმეებში არ ვერევი და არ ვაჩქარებ შენს სიკვდილს!
უცებ, მოაგონდა, რომ დამბაჩები თან არ ჰქონდა და მწუხარე-
ბით თმაში წაივლო ხელი. თან შანტ-ან-ივერს უყურებდა.
– ახლა რა მეშველება? ეს ყველაფერი კარგად მოვაგვარე,
მაგრამ აღარც თოფი, აღარც დამბაჩა! ორად ორი სროლა მქონ-
და და ისიც ამან დამიხარჯა, ამ ძაღლიშვილმა! ახლა ეს კვამლი,
ბრმასავით ვარ და თვალი ვერ გამიხელია.
ხელი მოისვა ყურზე და შეჰყვირა, მერე ისევ მომაკვდავს მი-
მართა:
– ყური წამართვი არა, შე ტყის დათვო! მაგრამ, იცი, ყურის და-
კარგვა მირჩევნია სხვა რამის დაკარგვას. ყური მარტო დამამ-
შვენებელია კაცის და სხვა არაფერი მხარიც გამიკაწრე, არა?
ეგეც არაფერი! ჰა, მოკვდი, თუ კვდები! შემინდვია შენთვის ცოდ-
ვები.

407 მკითხველთა ლიგა


ყური მიუგდო ქვედა სართულს. ისევ სროლა, ყვირილი,
ღრიალი ისმოდა ქვემოდან. გაცხარებული ბრძოლა იყო, უფრო
საზარელი, ვიდრე დასაწყისში.
– რაღაც საშინელება ხდება ქვემოთ! თავისას რომ არ იშლი-
ან! მაინც – მეფეს გაუმარჯოსო, – ღრიალებენ. ვაჟკაცურად ჩა-
ძაღლდებიან ყველანი!
სულ არარაობას ხმალი სჯობდა. დასწვდა, აიღო თავისი ხმა-
ლი. მერე ისევ მომაკვდავს მიუბრუნდა, რომელიც უძრავად ეგ-
დო და იქნებ სულიც გაჰყროდა უკვე სხეულს.
– გესმის, ტყის ნადირო? ჩემი განზრახვისთვის სულერთია,
ხმალი მექნება თუ ქათმის ბუმბული. მაინც ავიღებ და შემოვიკ-
რავ, რადგან დიდი ხანია მემსახურება. თორემ მე ახლა დამბაჩის
მეტი არაფერი მიშველის. შეგირცხვეს ეგ დასისხლიანებული, მა-
ხინჯი თავი, ველურო!.. რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე? რისი მაქ-
ნისი ვარ უიარაღოდ?
ნელ-ნელა მიიწევდა წინ. თვალებდაჭყეტილი მიდიოდა, რომ
რამე მაინც დაენახა იმ კვამლში. შუა დარბაზში ამართულ სვეტს
შემოუარა და უცბად ბნელში ერთ დიდ მაგიდას დაეჯახა. მაგიდა-
ზე რაღაც ელაგა და ბზინავდა ფერმკრთალად. ახლოს ხელის ცე-
ცებით მოსინჯა ყველაფერი – თოფები, დამბაჩები...
– სუფრა გაუშლიათ! – ჩაიდუდღუნა გახარებულმა.
ახლა კი აღარაფრის შიში აღარ ჰქონდა. ქვემოთა სართულზე
ჩასასვლელი კიბის კარი ღია იყო. ხმალი მოიხსნა, ორ ორლუ-
ლიან დამბაჩას დასწვდა, კიბის თავში დადგა და ზედიზედ გაის-
როლა ოთხჯერ ქვემოთკენ. მერე სხვა იარაღი აიღო და ისიც და-
ცალა. მერე თხუთმეტი ტყვიით გატენილი საფინდიხო მოხვდა
ხელში... სული მოითქვა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შესძახა:
– გაუმარჯოს პარიზს!

408 მკითხველთა ლიგა


მაგიდიდან ისევ აიღო რაღაც იარაღი, ტყვიები კიდევ ერთხელ
დაახალა ზემოდან ბარიკადებს და ყური მიუგდო.
აუწერელი არეულობა იყო ქვედა სართულზე, ზურგში ლახვა-
რი ჩაეცათ ვანდეელებს.
რადუბის ნასროლი პირველი ტყვია პიკ-ან-ბუას მოხვდა, უფ-
როს ძმას და იქვე გაანთხევინა სული. მეორემ ჰუზარი მოკლა (ბა-
ტონი კელენი).
– ზემოდან შემოიპარნენ! – შესძახა შეცბუნებულმა მარკიზმა.
ამ შეყვირებამ შედეგი გამოიღო. შეშინებულ ფრინველთა
გუნდი ვერ აიშლება ისე სწრაფად, როგორც კოშკში მყოფებმა
მიატოვეს თავისი სიმაგრე და კიბეს ეცნენ. ლანტენაკი ხელს უწ-
ყობდა გაქცევას.
– აბა, ჩქარა! – ყვიროდა მარკიზი, – საცა არა სჯობს, გაცლა
სჯობს... მესამეზე ავიდეთ და იქ დავხვდეთ ჩვენს მტრებს!
ყველაზე ბოლოს თვითონ დატოვა ბარიკადი. ამ ვაჟკაცობამ
იხსნა სიკვდილისაგან.
რადუბი ჩასაფრებული იყო დაკლაკნილი კიბის თავში და
ხელში საფინდიხო ეჭირა; როგორც კი გამოჩნდნენ გამოქ-
ცეულები, ძირს დასცა ყველა. მარკიზი რომ მათ შორის ყოფილი-
ყო, სიკვდილს ვერ ასცდებოდა. სანამ რადუბი სხვა იარაღს
აიღებდა, ელვის სისწრაფით გაიარეს დანარჩენებმა კიბე, მეორე
სართულის დარბაზში არც შეუხედავთ, რესპუბლიკელებით სავსე
ეგონათ იქაურობა, და აცვივდნენ მესამე სართულზე, სარკიან
დარბაზში. სწორედ ამ ოთახში იყო რკინის კარი. აქვე იყო გო-
გირდიანი პატრუქიც და ვანდეელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ,
რომ აქ დახოცილიყვნენ ან დანებებოდნენ მტერს.
გოვენიც არანაკლებ იყო გაკვირვებული, ვიდრე გაქცეული
ვანდეელები. ვიღაც მშველელი გამოუჩნდა, ზურგში დაუწყო
მტერს სროლა. ვერა და ვერ გაეგო, – ვინ? როგორ? როგორ აძ-

409 მკითხველთა ლიგა


ვრა მეორე სართულზე? მაგრამ რა დროს გამოძიება იყო? ისკუ-
პა, ბარიკადზე გადახტა, თავისი ბიჭებიც უკან მიჰყვნენ. მისდევ-
და, ხმლით მიერეკებოდა ვიწრო კიბეზე ამავალთ და მეორე სარ-
თულის დარბაზში შევიდა.
იქ რადუბი დახვდა.
წინ გამოეჭიმა, მხედრული სალამი მისცა და მოახსენა:
– აქედან მე ავუტეხე სროლა. დოლის ბრძოლა მომაგონდა.
მეც თქვენსავით უკან მოვექეცი მტერს და ორ ცეცხლშუა მოვიმ-
წყვდიე.
– მოწაფეც შენისთანა უნდა, მეგობარო, – უთხრა სიცილით
გოვენმა.
სიბნელეს რომ შეეჩვევა ადამიანი, თვალი ღამის ფრინველის
გამჭრიახობას იჩენს და გოვენმაც დაინახა, რომ მთლად გასის-
ხლიანებული იყო რადუბი.
– დაჭრილი ხარ, მეგობარო?
– დიდი არაფერია! სულერთი არ არის, ერთი ყურით მეტი მექ-
ნება თუ ნაკლები? მხარშიც მატაკეს ხმლის წვერი, მაგრამ აინუნ-
შიც არ ვაგდებ. ვინც შუშას მუშტს დაჰკრავს, ხელსაც გაიკაწრავ-
სო.
ცოტა ხანს შეისვენეს მეორე სართულის დარბაზში. სანათი
მოიტანეს. სიმურდენიც გოვენთან ავიდა. მოილაპარაკეს და კი-
დეც ჰქონდათ მოსაფიქრებელიც და მოსალაპარაკებელიც. რეს-
პუბლიკელებმა არ იცოდნენ მესამე სართულზე მყოფების
საიდუმლო, არ იცოდნენ, რომ ძალიან ცოტა ჰქონდათ თოფის წა-
მალი; მესამე სართული უკანასკნელი წერტილი იყო მათი წინა-
აღმდეგობისა; რესპუბლიკელებს კი, შეიძლება, კიბე დანაღმული
ჰგონებოდათ.
დარწმუნებით ის იცოდნენ მხოლოდ, რომ მტერი ვეღარსად
წაუვიდოდათ. ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხაფანგში ჰყავდათ

410 მკითხველთა ლიგა


გამომწყვდეული. თაგვის მახეში ბრძანდებოდა მარკიზ დე ლან-
ტენაკი.
უკანასკნელი იქნებოდა ეს შეტაკება, მაგრამ უბედურებაც ის
იყო, რომ მრავალ მებრძოლს დაუხოცავდნენ ვანდეელები კიბის
ზემოდან სროლით. ბჭობდნენ გოვენი და სიმურდენი. რადუბიც
იქვე იდგა გაჩუმებული.
და ერთხელ კიდევ გაბედა მათ საუბარში ჩარევა, მხედრულად
გამოეჭიმა მეთაურს და მოწიწებით მოახსენა:
– ჩვენო მეთაურო...…
– გისმენ, რადუბ?
– დავიმსახურე თუ არა მცირე ჯილდო?
– მცირე კი არა, ძალიან დიდი. შენ თქვი, რა გინდა?
– ნება მიბოძეთ, პირველი ავიდე კიბეზე.
უარს როგორ ეტყოდნენ და კიდეც რომ აეკრძალათ, ის მაინც
პირველი იქნებოდა, ვინც ავარდებოდა მესამე სართულზე.

411 მკითხველთა ლიგა


XI – სასოწარკვეთილნი

ვიდრე მეორე სართულზე თათბირობდნენ, შემდეგ რა უნდა


მოემოქმედათ, მესამეზე მყოფნი გულმოდგინედ ცდილობდნენ
დარბაზის გამაგრებას: გამარჯვება აღტაცებაა და დამარცხება
გაცოფება.
მშვიდი, გულცივი, თავგანწირული სასოწარკვეთილება სუ-
ფევდა მესამე სართულზე. როგორც კი ამ დარბაზში შეცვივდნენ
ვანდეელები (რომლის იქით გზა აღარც ჰქონდათ), მაშინვე მის
გამაგრებას შეუდგნენ. კარის დაკეტვა არ ივარგებდა, კიბის შეკ-
ვრა სჯობდა. ასეთ შემთხვევაში დაკეტილ კარს სჯობს, ჩაჩხერი-
ლი იყოს რამე გზაზე, რომ მათკენ მომავალი მტრის დანახვა შე-
იძლებოდეს.
მაშხალა ენთო და ანათებდა იქაურობას. იქვე გოგირდიანი
პატრუქი იდო ხანძრის გასაჩაღებლად.
დარბაზის ერთ კუთხეში მუხის უზარმაზარი მძიმე სკივრი იდ-
გა. სწორედ ეს ნივთი გამოადგებოდათ. მოეჭიდნენ სკივრს და კი-
ბის კარში ჩადგეს. კარგად ჩაჭედეს კედლებშუა და გადაღობეს
შემოსასვლელი გზა. სკივრსა და თაღს შუა ვიწრო, პატარა ადგი-
ლი დატოვეს. ერთ კაცს რომ შესძლებოდა გადმოძრომა და ამ-
გვარად თითო-თითოდ უპირებდნენ რესპუბლიკელებს გაჟლე-
ტას.
შესასვლელი გაამაგრეს და თავისუფლად ამოისუნთქეს.
დათვალეს თავისი ხალხი. ცხრამეტიდან შვიდნიღა დარჩენი-
ლიყვნენ. მათ შორის იყვნენ იმანუსი და მარკიზი. მათ გარდა ყვე-
ლა დაჭრილი იყო – შატენე, რობის რომ ეძახდნენ, გინუაზო, ჰუ-
ასნარ ბრანშ-დ-ორი, ბრენ-დ-ამური და გრან-ფრანკორი. ისინი
ჯერ კიდევ ყოჩაღად იყვნენ, რადგან ბრძოლის ალში, თუ მომაკ-
ვდინებელი არ არის ჭრილობა, მედგრად იბრძვის კაცი.
412 მკითხველთა ლიგა
თოფისწამალი აღარ ჰქონდათ, აღარც ვაზნები. თითოს მხო-
ლოდ ოთხად ოთხი სროლა დარჩენოდა.
ის წამიც დადგა, როდესაც ბრძოლა ამაო ხდება და სიკვდილი
გარდაუვალი. ციცაბო კლდის პირზე იდგნენ მიმწყვდეულნი, უძი-
რო უფსკრულის პირზე. სამარე გათხრილი იყო და შიგ ედგათ ფე-
ხი.
და კვლავ დაიწყო ბრძოლა, ფრთხილი, ნელი და უფრო საში-
ნელი.
გაქცევა შეუძლებელი იყო. ბიბლიოთეკიდან? სწორედ ბიბ-
ლიოთეკისკენ ჰქონდა მოქცეული ლულა ექვს ზარბაზანს, ანთე-
ბული პატრუქებით გამზადებულს. ზემო სართულიდან? უფრო
უარესი: გასასვლელი არსად ჰქონდა, გარდა კოშკის ბანისა და
იქიდან დაშვება კი უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა.
ამ ეპიკურ ბრძოლას გადარჩენილნი, შვიდივე კარგად ხედავ-
და, რომ ხსნა არსაიდან იყო; ჯერ კიდევ ფარავდათ კოშკის სქელი
კედლები, მაგრამ ხაფანგში იყვნენ გამომწყვდეულები; მტრის
ხელში არ იყვნენ ჯერ, მაგრამ არც ეს იყო სანუგეშო სასოწარკვე-
თილთათვის;
მარკიზმა ამოიოხრა და ესღა თქვა:
– დამთავრდა, ვეღარაფერს გავაწყობთ, ჩემო მეგობრებო.
და მცირეოდენი ფიქრის შემდეგ დაამატა:
– გრან-ფრანკორი ისევ მღვდლობას გაგვიწევს. აბა, მამაო
ტურმო.
მუხლი მოიყარეს, ხელში ყველას კრიალოსანი ეჭირა. კიბის
საფეხურებიდან კი კონდახების ბრახუნი უფრო და უფრო უახ-
ლოვდებოდათ.
მღვდელი სისხლში იყო ამოთხვრილი. საწყალს, ტყვია მოხ-
ვედროდა თავში. მარჯვენა ხელით აღამაღლა ჯვარცმა. დიდად
მორწმუნე არ იყო მარკიზი, მაგრამ მანაც მოიყარა მუხლი.

413 მკითხველთა ლიგა


– ყველამ ხმამაღლა აღიაროს თავისი შეცოდებანი, – თქვა
გრან-ფრანკორმა, – ბრძანეთ, ბატონებო.
მარკიზმა თქვა:
– კაცი მომიკლავს, – თქვა მარკიზმა.
– მეც მომიკლავს, – თქვა უასნარმა.
– მეც მომიკლავს, – თქვა გინუაზომ.
– მეც მომიკლავს, – თქვა ბრენ-დ-ამურმა.
– მეც მომიკლავს, – თქვა შატენემ.
– მეც მომიკლავს, – თქვა იმანუსმა.
და კვლავ დაიწყო გრან-ფრანკორმა:
– სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულითა წმიდისათა შე-
მინდვია შეცოდებანი თქვენი და განისვენოს სულმა თქვენმა სა-
სუფეველსა შინა ღვთისასა.
– შეგვიწყალე, შენ ღმერთო! – შესძახეს ერთხმად.
ერთ წამს სიჩუმე ჩამოვარდა. მარკიზი ფეხზე წამოდგა. ყვე-
ლამ მას მიჰბაძა.
– ახლა კი დავიხოცოთ! – დაირხა ლანტენაკის ხმა კედლებში.
– და დავხოცოთ! – შესძახა იმანუსმაც.
თოფის კონდახი უკვე კარებში გაჩხერილ სკივრს სცემდა.
– ღმერთს შეევედრეთ სასუფევლისთვის, – დასძინა მღვდელ-
მა, – სააქაო აღარ არსებობს ჩვენთვის!
თავი ჩაღუნა ყველამ, გულზე დაიდეს ხელი და დააცქერდნენ
მიწას. ლოცულობდნენ ვანდეელები. მარკიზი თავის ფიქრებში
იყო ჩაძირული. უროსავით ხვდებოდა სკივრს კონდახი...
ამ დროს ხმა მოისმა სიღრმიდან, ცოცხალი და საიმედო:
– აკი მოგახსენეთ, ბატონო!
უკან მიიხედა ყველამ.
კედელში კარის მსგავსი ხვრელი იყო გახსნილი. დიდი ქვა
იყო ერთი კლდისა, საგანგებოდ ჩართული შენობაში, მაგრამ

414 მკითხველთა ლიგა


გაუკირავი, რკინის ჭანჭიკებით ზემოთ და ქვემოთ. უკან შეეტ-
რიალებინათ და გასასვლელი ჩანდა კედელში. ღია კედლიდან
ორი ხვრელი იყო გაყვანილი, ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ,
ძალიან ვიწროები, მაგრამ ადამიანის გასავლელად საკმარი. კა-
ცის სახე მოჩანდა ამ ღია კარში.
ჰალმალო იცნო მარკიზმა.

415 მკითხველთა ლიგა


XII – მხსნელი

– შენ ხარ, ჰალმალო?


– მე გახლავართ. ახლაც არ დაიჯერებთ, რომ მართალი ვიყა-
ვი? ამ ხვრელით შეიძლება კოშკიდან გასვლა? დროზე მოგისწა-
რით, ნუღარ აყოვნებთ. ათ წუთში ყველანი დაბურულ ტყეში იქ-
ნებით.
– დიდება შენდა, ღმერთო! – წარმოთქვა მღვდელმა.
– მიბრძანდით, ბატონო! – შეუძახეს მარკიზს.
– მხოლოდ თქვენ შემდეგ. მე უკანასკნელი ვიქნები, ვინც და-
ტოვებს ამ კედლებს, – თქვა მარკიზმა და მერე მტკიცე ხმით გან-
მარტა:
– ახლა დიდსულოვნებით დამიწყებთ ქიშპობას! რა დროს ეგ
არის?! დაჭრილები ხართ და მე ბრძანებას გაძლევთ, – გადით
აქედან, თავს უშველეთ და იცოცხლეთ! აბა, სწრაფად! კარი ღიაა
და ისარგებლეთ ამით. გმადლობ, ჰალმალო.
– მაშ უნდა გავიყაროთ, მარკიზო? – ჰკითხა მღვდელმა.
– რომ გავალთ, უთუოდ. მარტო უნდა მიდიოდეს ის, ვისაც გა-
პარვა უნდა.
– მერე სად შევიყრებით?
– პატარა ველია ტყეში, გოვენის-ქვა. ხომ იცით?
– ვიცით, ბატონო, ვიცით.
– იქ ვიქნები ხვალ, შუადღისას. იქ დამხვდით, ვინც შეძლებთ
სიარულს.
– ბატონი ბრძანდებით.
– და თავიდან გავაჩაღოთ ბრძოლა, – თქვა მარკიზმა.
ჰალმალო ამ დროს მბრუნავ ქვასთან იდგა. ენიშნა, რომ ქვა
ვეღარ ტრიალდებოდა, გასასვლელი აღარ იხურებოდა და შეშ-
ფოთებულმა წამოიძახა:
416 მკითხველთა ლიგა
– ავჩქარდეთ, ბატონო, თორემ ქვას ვეღარ ვატრიალებ და
ვაითუ შემოგვიცვივდნენ. გაღებით გავაღე და მიხურვას კი ვეღარ
ვახერხებ.
ეტყობოდა, მეტად დაჟანგებულიყო დიდი ხნის განმავლობაში
უძრავად დარჩენილი ჭანჭიკები და შეუძლებელი იყო კარის მი-
ხურვა.
– მინდოდა, ბატონო, ისე წავსულიყავით, რომ აქ არავინ დახ-
ვედროდათ რესპუბლიკელებს. მინდოდა გაოგნებულნი დამეტო-
ვებინა ისინი. მაგრამ რა ვქნა, რომ ვეღარ დავძარი ეს კარი? შე-
მოვლენ, დაინახავენ, საიდან გავიპარეთ და მდევარს დაგვადევ-
ნებენ. მაშ, ნუღარ ვიგვიანებთ, წავიდეთ, სანამ არ ამოსულან.
იმანუსი მიუახლოვდა ჰალმალოს და მხარზე ხელი დაადო:
– მეგობარო, რამდენი ხანი დასჭირდება კაცს, რომ ხვრელი
გაიაროს და უსაფრთხოდ დაიმალოს ტყეში?
– მძიმედ დაჭრილი ხომ არავინ გვყავს? – იკითხა ჰალმალომ.
– არავინ, – გაისმა პასუხად.
– თხუთმეტ-ოც წუთში ვიქნებით სამშვიდობოს.
– გულისხმობ, რომ თუ მტერი აქ თხუთმეტ წუთზე ადრე ვერ
შემოვიდა, საშიში არაფერი აქვთ ხვრელით მიმავალთ?
– მდევარს დაგვადევნებენ, მაგრამ დაწევით კი ვერ დაგვეწე-
ვიან.
– ჩვენ ხუთი წუთიც არ გვაქვს, – თქვა ლანტენაკმა, – ვერ ხე-
დავთ, როგორ ამტვრევენ სკივრს? მაგდენ ხანს ვერ შევძლებთ
მათ დაყოვნებას.
– მე მომანდეთ ეს ამბავი, მე შევაჩერებ! – წამოიძახა იმანუს-
მა.
– შენ შეაჩერებ?
– დიახ, ბატონო, მე შევაჩერებ! მომისმინეთ. ექვსში ხუთი
ხართ დაჭრილი. მე კი ნაკაწრიც არსად მაქვს.

417 მკითხველთა ლიგა


– არც მე, – თქვა მარკიზმა.
– თქვენ მხედართმთავარი ბრძანდებით, ბატონო, მე კი ჯა-
რისკაცი ვარ. სად თქვენ და სად მე! ჩემი ვალდებულება ამწუთას
მხედართმთავრის გადარჩენაა, – უპასუხა იმანუსმა.
შემდეგ მეგობრებს მიუბრუნდა:
– მეგობრებო, საჭიროა, რაც შეიძლება მეტხანს შევაჩეროთ
კიბეზე მტერი. მომისმინეთ, ძალ-ღონით აღსავსე ვარ, წვეთი სის-
ხლი არ დამიკარგავს ამ ბრძოლაში. და ამიტომაც უფრო დიდ-
ხანს შევძლებ მათთან გამკლავებას. უფრო დიდხანს, ვიდრე ნე-
ბისმიერი თქვენგანი. ახლა კი, წადით. თქვენი იარაღი მე დამი-
ტოვეთ. კარგად მოვიხმარ, ფიქრი ნუ გაქვთ. პირობას გაძლევთ,
რომ ნახევარი საათით მაინც შევაჩერებ მტერს. რამდენი დამბაჩა
გაქვთ გატენილი?
– ოთხი.
– ძირს დააწყვეთ ოთხივე და წადით, აჩქარდით. მე ვრჩები და,
თუ პაექრობა უნდათ, მობრძანდნენ, მე დავხვდები. ჩქარა! გას-
წით, დროს ნუ დაკარგავთ!
ნემსის წვერზე რომ ჰკიდია ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლე,
მადლობა აღარ აგონდება. ამიტომაც იყო, რომ სასწრაფოდ და-
ემშვიდობნენ იმანუსს.
– შეხვედრამდე, – უთხრა მარკიზმა.
– არა, ბატონო, იმედი მაქვს, რომ არა. მე აქედან ცოცხალი
ვეღარ გამოვალ...
ერთმანეთს მიჰყვნენ ყველანი იმ ვიწროსაფეხურებიან
ხვრელში. წინ დაჭრილები მიდიოდნენ. და იმ დროს, როდესაც
დაჭრილები რიგრიგობით ჩაძვრნენ ხვრელში, მარკიზმა ფანქა-
რი ამოიღო ჯიბიდან და რამდენიმე სიტყვა დაწერა უძრავად დარ-
ჩენილ ქვა-კარზე.

418 მკითხველთა ლიგა


– წამობრძანდით, ბატონო, – შესძახა ჰალმალომ, – უკვე ყვე-
ლანი გავიდნენ, თქვენ გარდა.
და ჰალმალოც დაეშვა ვიწრო ხვრელში.
მარკიზი უკან მისდევდა.
მარტო დარჩა იმანუსი.

419 მკითხველთა ლიგა


XIII – ჯალათი

ფილაქანზე ოთხი დამბაჩა ეწყო. ორი იმანუსმა აიღო. ნელ-


ნელა მიუახლოვდა კიბეს, სკივრი რომ ჰქონდა აფარებული.
რესპუბლიკელები, ცხადია, საფრთხეს ერიდებოდნენ. რამდე-
ნადაც გაშმაგებული და მძაფრი იყო მეორე სართულზე ამოსვლა,
იმდენად ნელი და ფრთხილი იყო მესამე სართულთან ბრძოლა.
სკივრი თავის ადგილზე იყო; კონდახებით ჩაუმტვრიეს ძირი, თო-
ფის ხიშტებით დახვრიტეს და ამ ნახვრეტებით ცდილობდნენ
დარბაზში შეხედვას.
სწორედ ამ სკივრის ნახვრეტში შენიშნა იმანუსმა ვიღაცის
თვალი. უცბად დაუმიზნა დამბაჩა და ჩამოჰკრა ჩახმახს. საშინე-
ლი ყვირილი მოჰყვა დამბაჩის გასროლას. საზღვარი არ ჰქონდა
იმანუსის სიხარულს: თვალში მოხვდა ტყვია ლურჯს, თავში
გაუარა და პირდაღმა დასცა კიბეზე.
მაგრამ სკივრმა ვეღარ გაუძლო ამდენ დარტყმას. ისე დაიმ-
ტვრა, რომ რესპუბლიკელებმა დოლაბად გამოყენება სცადეს.
იმანუსმაც ისარგებლა ამ დოლაბით, შიგნით შეყო ხელი და კიბეს
ესროლა დამბაჩა. ეტყობოდა, ასხლეტილად მოდიოდა ტყვია,
რადგან რამდენიმე კაცის ყვირილი გაისმა ზედიზედ.
იმანუსმა ორივე დამბაჩა დაცალა და ახლა სხვა ორი აიღო.
ორი სროლაღა ჰქონდა. სკივრის ნახვრეტიდან ჩახედა კიბეს.
ჯერ გამარჯვება მის მხარეს იყო, ამას ხედავდა.
უკანვე დაბრუნებულიყვნენ რესპუბლიკელები. სულთმობ-
რძავნი იკრუნჩხებოდნენ კიბის საფეხურებზე. კლაკნილი იყო კი-
ბე და სამი-ოთხი საფეხურის მეტის დანახვა არ შეიძლებოდა.
იდგა და ელოდა იმანუსი, შემდეგ რა მოხდებოდა. „მგონია,
გადარჩნენ ჩვენები“, – ფიქრობდა გახარებული.

420 მკითხველთა ლიგა


უცებ ვიღაც დაინახა კიბეზე. პირქვე გართხმულიყო და ისე მო-
ცოცავდა მესამე სართულისკენ. იმავე წამს მეორე გამოჩნდა, უფ-
რო გაბედულად მომავალი. იმანუსმა მას დაუმიზნა დამბაჩა. ეს-
როლა და მიზანშიც მოარტყა. მაგრამ ახლა აღარც გატენილი
თოფი ჰქონდა და აღარც დამბაჩა.
უცებ საშინელი ტკივილი იგრძნო და ახლა მან დაიბღავლა
დაჭრილი მხეცივით. მუცელი ჰქონდა ხმლით გაფატრული. კიბე-
ზე რომ მოძვრებოდა გულდაღმა კაცი, სკივრის მეორე ნახვრეტ-
ში შეყო ხელი და სანამ იმანუსი დამბაჩას გაისროდა და მეოთხეს
მოიმარჯვებდა, მუცელში ატაკა ხმალი.
იმანუსი ბარბაცით მიუახლოვდა ანთებულ მაშხალას და კედ-
ლიდან ჩამოიღო. შემდეგ მარცხენა ხელით გადმოყრილი ნაწ-
ლავები დაიჭირა, მარჯვენით ძირს დასწია მაშხალა და იქვე,
ძირს გაჭიმულ, გოგირდიან პატრუქს წაუკიდა ცეცხლი.
ცეცხლი მოეკიდა, პატრუქს ალი მოედო. იმანუსმა ძირს დადო
მაშხალა, თავის დამბაჩას სტაცა ხელი და წაიქცა, მაგრამ გულის
დასამშვიდებლად ალმოდებულ პატრუქს კიდევ წააყარა გოგირ-
დი.
გაციალდა ალი, მთელ პატრუქს გაუარა, რკინის კარქვეშ გაძ-
ვრა და ხიდზე აგებულ შენობაში შევარდა.
და რაკი ნახა, რომ აუსრულებელი არ დარჩა თავისი ბოროტი
განზრახვა, ნეტარებით აევსო გული. დიდებული კაცი იყო, დიდე-
ბული თავისი ავკაცობით და არა თავისი თავგანწირვით. და ამ
კაცმა, რომელიც აქამდე გმირი იყო და ახლა კი მხეცად ქცეული-
ყო, უეცრად გადაიხარხარა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და სკივ-
რის იქით მყოფებს შესძახა:
– ჩემიც არ დაგავიწყდეთ, სადაც თქვენი თქვათ! სისხლი მწყუ-
როდა თქვენი და თქვენ თუ ჩვენი მამა მოკალით, ჩვენი მეფე, მე
თქვენს შვილებზე ვიძიებ შურს.

421 მკითხველთა ლიგა


XIV – იმანუსიც გაიქცა

ამ დროს რაღაც დაჰკრეს სკივრს. დარბაზში შესვლა უკვე შე-


იძლებოდა და მეორე წამს გამოჩნდა კიდეც ხელში ხმალაღმარ-
თული კაცი.
– მე რადუბი ვარ! ვის უნდა ჩემი გაცნობა? აბა, გამოდით, ვნა-
ხავ, რა ვაჟკაცებიც ხართ! მოდით, მომიახლოვდით, მალე, ვიდ-
რე მარტო ვარ! გამოდით, რამდენი ხართ!
რადუბი მართლაც მარტოდმარტო იყო. იმანუსმა რომ კიბეზე
ბიჭები დახოცა, გოვენს ეჭვი შეეპარა, – იქნებ ნაღმი დაგვიდეს
სადმეო, – და უკან დაახევინა თავის რაზმს. ახლა კი სიმურდენ-
თან ერთად სჯიდა საქმის ვითარებას.
რადუბი დარბაზის შესასვლელში იდგა და ხმალს ათამაშებდა.
მაშხალა ჩამწვარიყო, ქრებოდა და ბნელ ოთახში არაფერი ჩან-
და.
ხმა რომ არავინ გასცა, რადუბმა გაიმეორა:
– ჰა, გამოდით! რამდენი ხართ?
და რაკი ამჯერზეც არავინ გასცა პასუხი, წინ წაიწია ნელ-
ნელა. ჩამწვარ სანთელს ახასიათებს ხოლმე – სწორედ იმ დროს,
როდესაც სრულიად უნდა ჩაქრეს, ერთხელ კიდევ გამოაშუქებს,
თითქოს გაქრობას ინათებსო. ასე გაინათა უცბად თავისი გაქრო-
ბა მაშხალამ და წუთიერი შუქი მოჰფინა დარბაზს.
რადუბს თვალში ეცა კედელზე მიკრული პატარა სარკე, მი-
ვარდა, შიგ ჩაიხედა, დაინახა თავისი გასისხლიანებული პირისა-
ხე, ჩამოგლეჯილი ყური და ჩაილაპარაკა:
– მაინც კოხტა ბიჭი ვარ!
შემდეგ უკან მიიხედა და გაშტერებულივით დარჩა. დარბაზში
არავინ დახვდა.

422 მკითხველთა ლიგა


– აქ არავინაა, არავინ! – შეჰყვირა გახარებულმა და ამ სიტ-
ყვებს რომ ამბობდა, სწორედ მაშინ მოჰკრა თვალი ღია კარს და
შემდეგ საფეხურებიან ხვრელს.
– ყველაფერი ნათელია! მინდვრის გასაღები ჰქონიათ!.. ამო-
დით, მეგობრებო, ყველანი აქ მოდით. გაპარულან, გაქცეულან,
გამდნარან, აორთქლებულან! აღარავინ არის, აღარავინ! კოშკი
კი არა, გახვრეტილი ქვევრი ყოფილა. აი, ამ ხვრელით გაიპარ-
ნენ ის არამზადები! მოდი და პიტსა და კობურგს გაუმკლავდი,
როდესაც ტყეც მათკენ არის და ბებრუცუნა კოშკიც. არა, სწორედ
ქაჯების ღმერთმა უშველა, თორემ ვერსად წაგვივიდოდნენ. მაშ,
არავინ არის აქ?
დამბაჩა გავარდა, მკლავთან გაუზუზუნა ტყვიამ და კედელს
ეცა.
– ვიღაც ყოფილა!.. ვინ არის აქ, რომ ასეთი ზრდილობით მაძ-
ლევს სალამს?
– მე ვარ, – გაისმა იმანუსის ხმა.
რადუბმა წინ წაიწია და ბნელში, როგორც იქნა, გაარჩია ძირს
დაცემული კაცი.
– ოჰო! ბევრი თუ არა, ერთი მაინც ხარ! სხვები გამექცნენ, მაგ-
რამ შენ ვერსად გამექცევი!
– ასე გგონია? – გაიღიმა იმანუსმა.
– ვინა ხარ? ან მიწაზე რატომ ფორთხავ?
– მე ის ვარ, ვინც მიწაზე ფორთხავს და ანდერძს უგებს ფეხზე
მდგომარეს.
– რა გაქვს მარჯვენა ხელში?
– დამბაჩა.
– მარცხენაში?
– ჩემი ნაწლავები.
– მაშ, გაპატიმრებ.

423 მკითხველთა ლიგა


– აბა, სცადე!
ცეცხლმოკიდებულ პატრუქისკენ მიაბრუნა თავი იმანუსმა,
ერთხელ კიდევ შეუბერა, – არ ჩამიქრესო, – და თან ამოაყოლა
თავისი სულიც.
ცოტა ხანში გოვენი და სიმურდენიც ავიდნენ მესამე სართულ-
ზე, ჯარისკაცებიც მოჰყვნენ მათ და ყველამ თავისი თვალით იხი-
ლა ტყისკენ გამავალი ხვრელი. გაქცეულიყო მტერი. გოვენმა სა-
ნათით ხელში ყურადღებით დაათვალიერა მოძრავი ქვა-კარი,
რომლითაც ასე მოულოდნელად გაჰქცეოდნენ კოშკში გამომ-
წყვდეულები. გოვენსაც ხშირად გაუგონია ამ მოძრავი ქვის არ-
სებობა, მაგრამ იმასაც ზღაპრად მიაჩნდა ეს ძველი თქმულება.
და ქვა-კარს რომ სინჯავდა, რაღაც წარწერა ეცა თვალში. მიუახ-
ლოვა სანათი და ფანქრით დაწერილი სიტყვები წაიკითხა:
„ნახვამდის, ბატონო ვიკონტ.
ლანტენაკი“.
ამ დროს გეშანიც ამოვიდა. მდევრის გაგზავნა, ცხადია, უსარ-
გებლო იქნებოდა; გაქცეულები უკვე სამშვიდობოს იქნებოდნენ
და, გარდა ამისა, იმათკენ იყო ქვეყანა, იმათკენ იყო ტყე და ღრე,
ჭალა და ხევი, იმათკენ იყო გლეხკაცობა. კარგა შორს იქნებოდ-
ნენ წასული და ამაო იქნებოდა მათი დევნა. ფუჟერის ტყე კი ხომ
თავიდან ბოლომდე საფარი იყო ვანდეელებისა...
– გეშან, – მიმართა უცებ გოვენმა ხელქვეითს, – კიბე მოიტა-
ნეს?
– არა, არ მოუტანიათ.
– და მე რომ რაღაც ეტლი დავინახე, ჟანდარმებიც რომ მოს-
დევდნენ ცხენებით?
გეშანმა მაინც თავისი გაიმეორა:
– კიბე არ მოუტანიათ.
– მაშ, რა მოიტანეს?

424 მკითხველთა ლიგა


– გილიოტინა, – უთხრა სიმურდენმა.

425 მკითხველთა ლიგა


XV – არ ვარგა ერთად ჯიბეში გასაღები და
საათი

ისე შორს არ იყო მარკიზ დე-ლანტენაკი, როგორც რესპუბლი-


კელებს ეგონათ.
მაგრამ საშიშროება უკვე ჩავლილი იყო. ბევრიც რომ ეცადათ,
ვეღარ მიაგნებდნენ მარკიზის ხალხს.
დე ლანტენაკი ჰალმალოს გაჰყვა.
საფეხურებიანი ხვრელი, რომლითაც კოშკიდან გამოვიდნენ
ის და ჰალმალო, იქვე თავდებოდა ხევში, ხიდის სვეტებთან. ხევ-
ში გამოსავალი ბუნებრივი ღრმა ნაპრალი იყო დედამიწისა, აქ
იწყებოდა ტყეში. ნაპრალი ისე იყო ხშირ ბუჩქებში დამალული,
რომ შეუძლებელი იყო ვინმეს შეემჩნია. რაკი ამ ნაპრალს მიაღ-
წევდა გამოქცეული, მაშინვე მიიმალებოდა. გველივით გასრი-
ალდებოდა და ტყეში შევიდოდა, სადაც საფრად იყო გადაქ-
ცეული ყოველი ხის ძირი.
შიში აღარ ჰქონდა მარკიზს, შეეძლო წასულიყო, საითაც ინე-
ბებდა. ტანისამოსის გამოცვლა საჭირო არ იყო, რადგან რაც
ბრეტანში იყო, სულ იმავე გლეხკაცური სამოსით დადიოდა.
ჰალმალო და ლანტენაკი ხვრელიდან რომ ამოვიდნენ, მათი
მეგობრების კვალიც აღარსად ჩანდა. გინუაზო, ჰუასნარი, ბარნშ-
დ-ორი, ბრენ-დ-ამური, შატენე და მღვდელი ტურმო უკვალოდ
გამქრალიყვნენ.
– ჰმ! უფრენიათ და ეგაა, – თქვა ჰალმალომ.
– ახლა შენ გაშალე ფრთები, – უთხრა მარკიზმა.
– მარტო დარჩენა გნებავთ, ბატონო?
– რასაკვირველია, მარტო დარჩენა სჯობს. ერთხელ უკვე
გითხარი, ვისაც გაპარვა უნდა, მეგობარი არ სჭირდება. სადაც

426 მკითხველთა ლიგა


ერთი გაივლის, ორნი ვერ გაივლიან. ერთად რომ ვართ, ყურად-
ღებას გვაქცევს ყველა...
– გზა იცით, ბატონო?
– ვიცი.
– მაშ გოვენ-ქვასთან?
– ხვალ, შუადღისას.
– იქ ვიქნებით ყველანი.
და სხვაც მოაგონდა ჰალმალოს:
– რომ მაგონდება, ბატონო, იმ პატარა ნავით ჩვენი მგზავრო-
ბა ზღვაში, თქვენი მოკვლა რომ მინდოდა, ჩემი ბატონის მოკ-
ვლა... ერთი სიტყვა კმაროდა, და მაინც არაფერი მითხარით
თქვენი ვინაობის შესახებ. საკვირველი კაცი ხართ, ბატონო!
მარკიზი სულ სხვას ფიქრობდა და პასუხად უთხრა:
– ინგლისი! ჩვენ თუ გვიხსნის რამე, მხოლოდ ინგლისი. ორი
კვირის შემდეგ ინგლისის ჯარები უნდა შემოვიდნენ საფრანგეთ-
ში.
– თქვენი ყველა ბრძანება ავასრულე, ბატონო.
– მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ.
– მაშ, ხვალამდე, ბატონო.
– მართლა, ხომ არა გშია?
– აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვჭამე..
მარკიზმა ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო, შუაზე გადატეხა, ნახე-
ვარი ჰალმალოს მისცა და დანარჩენს თავად შეექცა.
– მარჯვნივ ხევია, ჩემო ბატონო და მარცხნივ ტყე, – შეახსენა
ჰალმალომ.
– ვიცი, ვიცი. შენ შენი გზით წადი.
თავი დაუკრა ჰალმალომ და სიბნელეში მიიმალა. ბუჩქების
შრიალი ისმოდა ერთხანს და მერე ისიც მიწყდა. რამდენიმე წამ-
ში მის კვალსაც ვეღარ იპოვიდა კაცი. ტყითა და ჭალით იყო და-

427 მკითხველთა ლიგა


ფარული ბოკაჟის გაუვალი მხარე და ყველა იქ იმალებოდა, ვი-
საც ვისიმე შიში ჰქონდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ რესპუბლი-
კის ლაშქარი დიდი შიშითა და სიფრთხილით ებრძოდა ტყეში ჩა-
საფრებულ ვანდეელებს.
უძრავად იდგა მარკიზი. სისხლითა და კვამლით სავსე კოშკის
შემდეგ უსაზღვრო ნეტარებას გრძნობდა სუფთა ჰაერზე. სიკ-
ვდილს გამოჰქცეოდა და მთელი თავისი არსებით შეხაროდა სი-
ცოცხლეს. და თუმცა წინათაც ბევრჯერ შეჰყრია განსაცდელს და
ბევრი რამ გადახდენია, დღევანდელი მოულოდნელი გადარჩენა
ისეთი სიხარულით უვსებდა სულსა და გულს, რომ დაივიწყა ყვე-
ლაფერი და დაემორჩილა ამ განცდას. აღიარა, რომ ბედნიერი
იყო.
ჯიბიდან საათი ამოიღო, უნდოდა გაეგო, რა დრო იყო.
ძალიან გაუკვირდა, რომ მხოლოდ ათი საათი გამხდარა. ზარ-
ბაზანი რომ გაისროლეს, – ბრძოლას ვიწყებთ ნახევარ საათშიო
– მზის ჩასვლას ცოტა უკლდა და ტურგის კოშკს რომ მტერი მი-
ადგა, ღამდებოდა, რვა საათი იქნებოდა. ამგვარად, სულ ორ სა-
ათს გაგრძელებულა ის საშინელი ბრძოლა, რვაზე დაიწყო და
ათზე დამთავრდა, – ას ოცი წუთი, რომლის განმავლობაშიც უფ-
რო მეტი განიცადა ყველამ, ვიდრე მთელ თავის ცხოვრებაში.
არადა, პირიქით, ბრძოლის ხანგრძლივობას უფრო უნდა გა-
ეკვირვებინა. ორ საათს იბრძოლა პატარა ჯგუფმა მრავალრიც-
ხოვან მტერთან და საკვირველი იყო, რომ ცხრამეტი კაცით გაუძ-
ლო ოთხი ათასის შემოტევას.
წასვლის დრო იყო, ჰალმალო უკვე შორს იქნებოდა. საათი ჯი-
ბეში ჩაიდო და ტყეში შესვლა დააპირა.
ამ დროს საზარელი კივილი გაისმა ზემოდან. კივილი ხევის
პირიდან ისმოდა.
მარკიზი გაჩერდა და ზემოთ, ხევისპირს დაუწყო ცქერა.

428 მკითხველთა ლიგა


წიგნი მეხუთე – სქველი გულქვაში

I – იპოვა, მაგრამ იღუპებიან

მიშელ ფლეშარმა ჩამავალი მზით განათებული კოშკი რომ


დაინახა, ერთ ეჯზე მეტი მანძილი ჰქონდა იქამდე გასავლელი.
იმედმა დაავიწყა დაღლილობა, აღუდგინა ძალა და ჩქარი ნაბი-
ჯით გაუდგა გზას.
მზე ჩავიდა. დაბინდდა. ბოლოს სულ ჩამობნელდა. ჩქარა მი-
მავალს შორეული სამრეკლოდან, რომელსაც ვერ ხედავდა,
საათის ხმა მოესმა, რვა იყო; მერე ხელმეორედ, უკვე ცხრა იყო.
ალბათ პარინიეს სამრეკლოს საათის ხმა ისმოდა; გზაში ხშირად
ჩერდებოდა, რომ ყური მიეგდო რაღაც უცნაური, ყრუ გრიალის-
თვის.
პირდაპირ მიდიოდა, დასისხლიანებული ფეხებით თელავდა
გამხმარ ბალახს და ეკალბარდებს. შორეული ციხესიმაგრიდან
მკრთალი სინათლე სცემდა თვალში და ის უკვალავდა გზას; წა-
მიერად განათდებოდა ხოლმე ეს შენობა, მაგრამ მალევე ბნელ-
დებოდა. რაღაც გრიალი გაისმოდა და სინათლეც იმატებდა. მიწ-
ყდებოდა ხმაური და ჩამობნელდებოდა ყველაფერი.
მინდორს მიჰყვებოდა ფლეშარი, მუხლამდე ბალახში. სახლი
კი არა, ხე არსად იყო. მინდორი უსაზღვროდ გადაჭიმულიყო და
მარჯვენა მხარეს შორეულ ჰორიზონტს უერთდებოდა. ვეღარც
დაღლას გრძნობდა, ვეღარც ბალახს, ვეღარც აღმართს, – შორე-
ულ კოშკს ხედავდა და ის ამხნევებდა მისუსტებულს.
მიყრუებული გრიალი და წამიერი სინათლე კოშკიდან დრო-
გამოშვებით გამოდიოდა. იგრიალებდა რაღაც, სინათლეს მოჰ-
ფენდა იქაურობას და მიჩუმდებოდა. გული უგრძნობდა, რომ რა-

429 მკითხველთა ლიგა


ღაც საზარელს უმზადებდა ის კოშკი და მით უფრო მეტად მიეჩქა-
რებოდა.
უცებ მიწყდა ყველაფერი – აღარც სინათლე ჩანდა, აღარც
ხმაური ისმოდა. სრული დუმილი ჩამოვარდა.
სწორედ ამ დროს მიადგა მიშელ ფლეშარი ხევისპირს.
ხევის ძირი ღამის წყვდიადში იკარგებოდა. იქვე ახლოს ზარ-
ბაზნები იყო ჩამწკრივებული და ცეცხლწაკიდებული პატრუქები
მოჩანდა. მის წინ უშველებელი შენობა აღმართულიყო, ბნელი
და საშიში.
შენობა ხიდზე იყო აგებული; ხიდის სვეტები ხევში იყო ჩად-
გმული. მთელი ციხესიმაგრე იყო ამ ხიდზე; ხიდიც და შენობაც მა-
ღალ, მრგვალ კოშკს მიყრდნობოდა, იმ კოშკს, რომლისკენაც
მიისწრაფოდა დედა.
კოშკის დოლაბებიდან დროდადრო სინათლე გამოდიოდა და
რაღაც ხმაური ისმოდა; ცხადი იყო, ბევრი ხალხი იყო კოშკში,
მიდი-მოდიოდა, ირეოდა; ზოგი მათგანი კიდეც მოჩანდა ამ დო-
ლაბებში.
ზარბაზნებთან ბანაკი იყო და იქვე დარაჯებიც ტრიალებდნენ.
ბუჩქებში შემალული ფლეშარი ყველაფერს ხედავდა.
ხევის პირზე იდგა, იქვე ხიდთან, იმდენად ახლოს, ხელის გაწ-
ვდენა კმაროდა, რომ ზედ გადამძვრალიყო. მაგრამ ხევის სიღ-
რმე აშინებდა. სიბნელეში მაინც კარგად გაარჩია, რომ შენობა
სამსართულიანი იყო.
რამდენ ხანს იდგა ასე, თვითონაც არ იცოდა, რადგან აღარა-
ფერი ახსოვდა თავისი შვილების გარდა, რომლებიც აქ ეგულე-
ბოდა, ამ უძირო ხევის ხიდზე. რა შენობა იყო ეს? იქნებ მართლაც
ტურგი იყოს? თავბრუს ახვევდა მოლოდინი – ტურგის მიგნებისა
და ბავშვების გულში ჩაკვრისა. თან ეჭვი ეპარებოდა და – აქ რა
მინდაო?! – ეკითხებოდა საკუთარ თავს.

430 მკითხველთა ლიგა


შესცქეროდა კოშკსა და შენობას, სმენად გადაქცეულიყო.
და უეცრად თითქოს დაბრმავდა, ვეღარაფერი დაინახა.
კვამლის ფარდა გაშლილიყო მის თვალწინ და თვალს უბნე-
ლებდა. მერე რაღაც სიმწვავე იგრძნო და თვალები დახუჭა, მაგ-
რამ დახუჭულ თვალებში ატანდა სინათლე და თვალები გაახი-
ლა.
თითქოს გათენდა, მაგრამ საშინელი იყო ეს ვითომდა გათე-
ნება, სინათლე ცეცხლისა და არა – მზისა. ცეცხლი ეკიდა სახლს.
ხანძარი იწყებოდა.
შავი კვამლი ტრიალებდა შიგნით. ხან მაღლა ავარდებოდა,
ხან – მინავლდებოდა.
გაქვავებული იდგა მიშელ ფლეშარი და თვალს ვერ აშორებ-
და სახლს. კვამლი ხომ ღრუბელია და ღრუბელი კი – ლანდი; არ
იცოდა საბრალომ, რას უყურებდა. გაქცევა ერჩივნა თუ აქ დარ-
ჩენა? სხვაგან ქროდა მისი ფიქრები და რეალურს ვეღარას
გრძნობდა.
ქარმა დაუბერა და გაარღვია კვამლის ფარდა, სინათლემ
დაჰკრა მთელ ციხესიმაგრეს და ნათლად დაანახვა ფლეშარს
მშვენიერი და თან საშინელი, ხანძრის ალით მოოქრული მთელი
შენობა თავისი ხიდით, სართულებით.
ხიდზე აგებული შენობის ქვედა სართულს მოსდებოდა ცეც-
ხლი.
ზემოთ კიდევ ორი სართული მოჩანდა. ფართო ფანჯრები
ჰქონდა მეორე სართულს და დროდადრო ხედავდა კედლებთან
მიდგმულ განჯინებს, რომლებიც წიგნებით იყო სავსე, და ერთ
ფანჯარასთან ძირს, იატაკზე, ჩრდილში – ბავშვები.
თვალს ვეღარ აშორებდა იქაურობას.
რა უნდა ყოფილიყო ეს პატარა ბუდე?

431 მკითხველთა ლიგა


უეცრად ცეცხლმა, თითქოს ახალ საწვავ მასალას ეძებსო, ფა-
თალოს შემოახვია თავისი ალი, მკვდარ გამხმარ ფათალოს, რო-
მელიც მიწიდან სახლის ბანამდე ასულიყო კედელზე და ზედ მიჰ-
კვროდა. შემოეხვია ხმელ ღეროებს და ფოთლებს ალი წაეკიდა,
ზემოთ ავარდა, თითქოს თოფის წამალი დახვედროდეს გამხმარ
ფათალოში და მეორე სართულზე გაანათა ფანჯარასთან,
ჩრდილში იატაკზე სამი მძინარე ბავშვი.
მომხიბლავი იყო ეს სურათი. ხელები გადაეხვიათ ერთმანე-
თისთვის, ტკბილად ეძინათ და ღიმილი უთამაშებდათ პირზე.
თავისი შვილები იცნო დედამ.
და საშინლად შეჰკივლა.
ასეთი კივილი მხოლოდ დედას შეუძლია. არაფერია ამ კი-
ვილზე საშინელი. ასე რომ შეჰკივლებს დედაკაცი, გეგონებათ,
დედა მგელი ღმუისო. დედა მგელი რომ ღმუის, გეგონებათ, სა-
ცოდავი დედა დასტირის თავის შვილებს.
დედის ღმუილი იყო მიშელ ფლეშარის კივილი. ჰეკუბმა ყეფა
მორთოო, ამბობს ჰომეროსი.
სწორედ ეს კივილი იყო, ლანტენაკმა რომ გაიგონა.
პირდაპირ გულში ეცა მარკიზს დედის კივილი და შეაჩერა.
ჰალმალომ რომ გამოიყვანა, იმ ხვრელის გამოსასვლელში
იდგა.
ზემოდან შეფოთლილი ტოტები აჰფარებოდა, მაგრამ მაინც
დაინახა, რომ ხიდზე ხანძარი იყო. ტურგი ისე გაწითლებულიყო,
რომ ყველაფერი ვარვარებდა. ახლა მყვირალის დანახვას ეცა-
და; მისწი-მოსწია ტოტები, აიხედა ზემოთ და ხევისპირას ხანძრის
შუქზე ერთი უბედური ქალი დაინახა.
ამ ქალის ხმა იყო, რომ ასე გულსაკლავად მოხვდა მარკიზს.
ხევისპირზე რომ ქალი კიოდა, მიშელ ფლეშარი კი არა, გორ-
გონა იყო გაწბილებული, საცოდავი და საზარელი. უბედურება

432 მკითხველთა ლიგა


საშინელებად აქცევს ადამიანს. გლეხის დედაკაცი ცეცხლის-
მფრქვევ ევმენიდად გარდაქმნილიყო. სოფლელ დედაკაცს,
უვიცს, შეუგნებელს, რომელსაც თავისი სოფლის მეტი არაფერი
ენახა ამ უბედურებამდე, უსაზღვრო, ეპიკური შიში მორეოდა და
გაეაფთრებინა. დიდი მწუხარება სულიერ ძალას მატებს ადამი-
ანს. ზეადამიანურია ყოველივე, რითაც მიწიერს სცილდება ადა-
მიანი. ხევისპირზე იდგა დედა, ამ ხანძრის წინაშე, როგორც გან-
მკითხავი და დამსჯელი. კივილი ნადირის ჰქონდა და მოძრაობა
ღვთაების; პირიდან წყევლა ამოსდიოდა, თვალი ცრემლით
ჰქონდა სავსე და მეხს სცემდა ხანძარს.
იდგა და ყურს უგდებდა მარკიზი. რაღაც გამოუთქმელი ესმო-
და ზემოდან, უსიტყვო, მაგრამ გულსაკლავი ვაება, ცრემლთმდუ-
მარება უფრო, ვიდრე – სიტყვები.
– ოჰ, ღმერთო! ჩემი შვილები! ისინი არიან, ისინი, ჩემი შვი-
ლები! მიშველეთ! ცეცხლი მოედო, ცეცხლი! ვინ ხართ მანდ, ადა-
მიანები თუ გულქვა მხეცები? ნუთუ არავინ მომეშველება?! და-
მეწვებიან შვილები! მიშველეთ! ჟორჟეტ! შვილო გრო-ალენ!
რენე-ჟან! იქ რა უნდათ ჩემს შვილებს? სძინავთ! გავგიჟდი! მიშ-
ველეთ! მიშველეთ!
ამოძრავდა ტურგი და მისი კარ-მიდამო. მთელი ბანაკი გამო-
ვარდნილიყო ხანძრის ჩასაქრობად. რესპუბლიკელებმა რო-
გორც იქნა, დაამთავრეს ბრძოლა და ახლა ხანძრის ჩაქრობამ
მოუწიათ. გოვენიც იქ იყო, სიმურდენიც, გეშანიც და განკარგუ-
ლებას აძლევდნენ ჯარისკაცებს. მაგრამ რას იზამდნენ? ხევში
ძლივს მოჟონავდა წყალი და ვერაფერს გააწყობდნენ.
და გულხელდაკრეფილი შეჰყურებდა ამდენი ხალხი.
მით უფრო დიდი იყო მწუხარება, რომ შველა არაფრით შეეძ-
ლოთ.

433 მკითხველთა ლიგა


ცეცხლი კი თანდათან უფრო ძლიერდებოდა. გამხმარ ფათა-
ლოს აჰყვა და ზემო სართულს მიაღწია. იქ თივითა და შვრიით
სავსე ბეღელში შეაღწია და უფრო გაძლიერდა. მთლიანად იწვო-
და უკვე მესამე სართული. ბიბლიოთეკაში ცეცხლი ჯერ არ შესუ-
ლიყო; ჭერიც სქელი ჰქონდა და იატაკიც – ქვიტკირის. მაგრამ
უფრო და უფრო ედებოდა მეორე სართულს ალი და ალბათ, იქაც
შეაღწევდა. ერთი პატარა ნახვრეტიც რომ ყოფილიყო ბიბ-
ლიოთეკის იატაკში, მაშინვე შევარდებოდა ქვემოდან ალი – და
ვაი, ბავშვების ბრალი! ტკბილად, ღია ფანჯარასთან ეძინათ
რენე-ჟანს, გრო-ალენს და ჟორჟეტს. ამ ფანჯარას ხან ალი გაუვ-
ლიდა, ხან კვამლი ფარავდა, მაგრამ მაინც მოჩანდნენ ამ ცეც-
ხლში.
დედა კი ხელებს იმტვრევდა და გულს იღადრავდა:
– მიშველეთ! ცეცხლი ეკიდება ჩემს პატარებს! შვილები უნდა
დამიწვათ? კაცი არავინ არის? რამდენი ხანია დავეძებ, დავდი-
ვარ, დავძრწი მე უბედური, ძლივს ვიპოვე და ახლა ჩემი თვალით
უნდა ვნახო ჩემი შვილების დაწვა? მიშველეთ! ბავშვები კი არა,
ანგელოზები არიან! ვის რას დაუშავებდნენ?! მე დამხვრიტეს და
ახლა შვილების დაწვას მიპირებთ? ვინ არის, ნეტავ, რომ აღარც
ქალს ინდობს და აღარც უსუსურ ბავშვს? რა ვქნა, არ გესმით ჩემი
ვედრება? ძაღლი რომ ყმუოდეს ასე, იმასაც კი შეიბრალებენ! ჩე-
მი პაწიები! სძინავთ! ადამიანები არა ხართ?! უფროსი ხუთი წლი-
საც არ არის. პატარა გოგო ორი წლისაა. დედაო ღვთისავ, ცის
განგებამ მაპოვნინა ჩემი ობლები და ჯოჯოხეთი კი მაინც მიღუ-
პავს. მერე რამდენი ვიარე ამ ბავშვებისთვის გულმკვდარმა! რა
უბედური ვიყავი! მეგონა, ვეღარ ვიპოვიდი! ვიპოვე და შემიბრა-
ლეთ, მიშველეთ რამე, დამიბრუნეთ ჩემი შვილები! ხომ ხედავთ,
რომ ცეცხლში არიან, არ მიეშველებით? ვინ მიწვავს შვილებს?
ვინაა ის მხეცი, ღვთის მტერი? იმისთვის მომპარეს ეს უბედურე-

434 მკითხველთა ლიგა


ბი, რომ აქ დაეწვათ? ღმერთო დიდებულო! მიშველეთ! შვილებს
მიკლავენ! მიშველეთ!
დედა რომ ასე გაჰკიოდა და მოთქვამდა, ჯარისკაცებში ყვირი-
ლი ისმოდა:
– კიბე! ჩქარა, კიბე!
– კიბე არ გვაქვს!
– წყალი!
– არ არის, არა, თითქმის დამშრალია ხევი.
– კოშკში ერთი კარია, მესამე სართულის დარბაზში, იქიდან
შეიძლება.
– რკინის კარი? დაკეტილია!
– შეამტვრიეთ!
– რომ არ იმტვრევა?
დედა კი ისევ ისე გაჰკიოდა გულამოსკვნილი.
– მიშველეთ! ნუღარ აყოვნებთ! ან მეც მომკალით! ჩემი შვი-
ლები იწვიან, მიშველეთ! ან მეც ამ ცეცხლში ჩამაგდეთ!
მარკიზმა ხელი მოისვა ჯიბეზე და დარწმუნდა, რომ ჯიბეში
ჰქონდა რკინის კარის გასაღები. მერე თავი ჩაღუნა და შევიდა იმ
ხვრელში, რომლითაც ჰალმალომ გამოიყვანა კოშკიდან.

435 მკითხველთა ლიგა


II – ქვა-კარით რკინის კარისკენ

მთელი ჯარი შეკრებილიყო იმ ცეცხლმოკიდებულ სახლთან,


ოთხი ათასი კაცი შესცქეროდა უბედურ დედას და მის განწირულ
შვილებს. მათაც გული უკვდებოდათ, რომ ვერ შველოდნენ.
კიბე არ ჰქონდათ. ცეცხლი კი უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
იმ ხანძრის ჩაქრობა ხევში მოგროვილი წყლით შეუძლებელი
იყო.
სიმურდენი, გეშანი და რადუბი ხევში ჩავიდნენ. გოვენი კოშ-
კის მესამე სართულზე ავიდა, სადაც მოძრავი ქვა-კარი იყო და
ბიბლიოთეკაში შესასვლელი რკინის კარი. ამ დარბაზში დადო
იმანუსმა პატრუქი, კოშკიდან ხიდის სახლში გაიყვანა და აქედან
წაუკიდა მაშხალით ცეცხლი.
გოვენს ოცი მესანგრეც წამოეყვანა. ერთადერთი საშუალება-
ღა დარჩენოდათ – რკინის კარის გატეხა.
ცული დაჰკრეს რკინის კარს და გაუტყდათ.
მერე რკინის ძალაყინით სცადეს მისი დაძვრა. ძალაყინიც გა-
უტყდათ.
დაღვრემილი შესცქეროდა გოვენი და უიმედოდ თქვა:
– ყუმბარა თუ გვიშველის, თორემ ვერაფერს გავაწყობთ.
უიმედობა მოერიათ ერთ წამს. იდგნენ ასე, ხელები ჩამოეშ-
ვათ, გაჩუმებულიყვნენ და უსასოოდ შეჰყურებდნენ ამ საშინელ
კარს.
იქვე იმანუსის საზიზღარი ლეში ეგდო.
რამდენიმე წუთი და ცეცხლი წაეკიდებოდა ბიბლიოთეკასაც.
არანაირი იმედი!
სასოწარკვეთილი იდგა გოვენი, შესცქეროდა კარს, იქიდან
გაყვანილ ვიწრო ხვრელს და ბრაზმორეულმა შესძახა:
– ამ კარით გაგვექცა მარკიზ დე ლანტენაკი!
436 მკითხველთა ლიგა
– და ამ კარითვე დაბრუნდა, – გაისმა კარს იქით პასუხი.
გამოჩნდა ჭაღარა თავი მოძრავი კარის შემოსასვლელში.
მარკიზი დაბრუნებულიყო.
რამდენიმე წელი იყო, გოვენს არ ენახა თავისი ბიძა. ასე
მოულოდნელად რომ დაინახა, უკან დაიხია.
ყველანი გაშეშდნენ და ლანტენაკს შესცქეროდნენ.
მარკიზს ერთი დიდი გასაღები ეჭირა ხელში. მედიდურად გა-
დახედა რამდენიმე მესანგრეს, რომლებიც წინ ედგნენ, მივიდა
რკინის კართან, დაიხარა და გასაღები შეარჭო. კარი რომ გაიღო,
ალი გამოჩნდა ბიბლიოთეკის დარბაზში.
მშვიდად შევიდა ალში. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მის
ზურგს უკან პარკეტი ჩაინგრა. მარკიზს არც კი მოუხედავს.
მერე ვეღარაფერი დაინახეს.
ნეტავ შეძლო კი ბავშვებამდე მისვლა? თვითონაც ხომ არ
დაიღუპა სხვის საშველად წასული? არაფერი იცოდნენ. იდგნენ
და შესცქეროდნენ გულის ფანცქალით. კვამლისა და ალის მეტი
არაფერი ჩანდა.

437 მკითხველთა ლიგა


III – ბავშვები იღვიძებენ

ამასობაში ბავშვებსაც გამოეღვიძათ.


ჯერ ბიბლიოთეკაში ცეცხლი არ შევარდნილიყო, მაგრამ ჭერი
უკვე გაეშუქებინა თავისი სინათლით. ბავშვებს არასოდეს ენა-
ხათ ასეთი განთიადი და გაკვირვებულნი შესცქეროდნენ.
მათ თვალწინ უცნაური ნათება იშლებოდა. დაბურულ შავ
კვამლში ხან ჰიდრა მოჩანდა, შვიდთავიანი გველი, ხან ელვარე
დრაკონი არწივის ფრთებით, ლომის ბრჭყალებითა და გველის
კუდით. მესამე სართულის კედელში ცეცხლმა მოძებნა და იქი-
დან დააყარა ხევს თავისი თვალ-მარგალიტი. ბეღელში თივასა
და შვრიას რომ მოჰკიდებოდა ცეცხლი, ფანჯრებიდან გამოვარ-
დნილიყო, ოქროს მტვრად დასდებოდა მიწას და თან ამეთვის-
ტოდ გარდაქმნილი შვრიის მარცვალი მოედევნებინა.
– ზიზი, – დაიღუღუნა ჟორჟეტმა.
ასადგომად წამოიწია სამივემ.
– აჰ! – შეჰყვირა დედამ. – გაიღვიძეს ბავშვებმა!
ჯერ რენე-ჟანი ადგა, მერე გრო-ალენი, ბოლოს – ჟორჟეტი.
რენე-ჟანმა ფანჯრისკენ გაიშვირა ხელები და თქვა:
– მცხელა.
– ცხელა, – თქვა ჟორჟეტმა.
შეჰკივლა დედამ:
– შვილო რენე! ალენ! ჟორჟეტ!
აქეთ-იქით იხედებოდნენ ბავშვები, უნდოდათ გაეგოთ, ვინ
ეძახდა, საიდან?
ერთხელ კიდევ შესძახა დედამ:
– რენე! ალენ! ჟორჟეტ!
დედის ხმა მოესმა რენე-ჟანს და იქით მიიხედა. გართული იყო
რაღაცით და ამ ხმამ გამოაფხიზლა. მოკლე მეხსიერება აქვს
438 მკითხველთა ლიგა
ბავშვს, გუშინდელი დღე ჰგონია მთელი წარსული, მაგრამ მაშინ-
ვე იხსენებს ყველაფერს. რენე-ჟანმა დედა დაინახა და სრულიად
ბუნებრივად მიიჩნია თავისი დედის მოსვლა და რადგან უცხო ად-
გილას იყო, დედის დახმარების საჭიროება იგრძნო და დაუძახა:
– დედიკო!
– დედიკო! – დაუძახა გრო-ალენმა.
– დედა! – გასძახა ჟორჟეტმა.
და ხელები გაიშვირა:
– დედიკო.
დედამ შესძახა:
– შვილებო! თქვენ გენაცვალოთ დედა!
ამ დროს ფანჯარასთან მივიდა სამივე ბავშვი. კიდევ კარგი,
რომ ამ მხარეს ჯერ არ მოსდებოდა ცეცხლი.
– მცხელა, – ჩიოდა რენე-ჟანი.
და დასძინა:
– უყურეთ, იწვის.
თვალით კი დედას დაეძებდა.
– მოდი, დედიკო, მოდი!
– აქა, დედა! აქა! – იძახდა ჟორჟეტი.
თმაგაწეწილი, გულდაღადრული, გასისლიანებული დედა
თავქვე დაეშვა და ბუჩქებიდან ქვემოთ, ხევში ჩავიდა. სიმურდენი
და გეშანი იყვნენ იქ, ისევე უძლურნი, როგორც უძლური იყო გო-
ვენი კოშკში. გარს ჯარისკაცები ეხვივნენ, შეწუხებულნი თავიან-
თი უღონობით. აუტანელი სიცხე იდგა, მაგრამ ვერ გრძნობდნენ.
შესცქეროდნენ ციცაბო კლდეზე აგებულ ხიდს, თაღების სიმაგ-
რეს, სართულების სიმაღლეს, სამი სართულის სიმაღლეს. ვინ
შეძლებდა, ამძვრალიყო ამ თითქოს საგანგებოდ გათლილ-
გაგლუვებულ კედელზე? რადუბი ბორგავდა იქვე, მხარში დაჭრი-

439 მკითხველთა ლიგა


ლი, ყურჩამოგლეჯილი; ოფლსა და სისხლში იწურებოდა, მაგრამ
სიხარულით მივარდა მიშელ ფლეშარს:
– ეშმაკმა დაგწყევლოს! ხომ დაგხვრიტეს, ადამიანო, როგორ
აღსდექი?
– ჩემი შვილები, – შეჰღაღადა დედამ.
– მართლაც, – უპასუხა რადუბმა, – ჯერ სად გვცალია, გამო-
ვიძიოთ, როგორ აღდგა მკვდრეთით დახვრეტილი.
მივარდა ხიდის სვეტს, აცოცება სცადა, მაგრამ ამაოდ. ხელის
მოსაჭიდი არსად იყო, ბზარიც კი არ შეხვდა, რომ იმას ჩასჭიდე-
ბოდა და ძირს ჩამოვარდა. ცეცხლი კი თავისას არ იშლიდა, უფ-
რო ძლიერდებოდა. გაწითლებულ ფანჯარაში სამი პატარა ბავ-
შვი მოჩანდა. მუშტი მოუქნია ცას რადუბმა, თითქო იქ ეძებს ამ
უბედურების მიზეზსო და დაიძახა:
– მაშ, ეს არის შენი სიყვარული და სათნოება?!
დედა ძირს ეგდო, ხიდის სვეტს ეხვეოდა და გაჰკიოდა:
– შემიბრალეთ! მიშველეთ!
რაღაც მიყრუებული ტკრციალი ერეოდა ცეცხლის გუგუნს.
ბიბლიოთეკის განჯინების მინები სკდებოდა. ცხადი იყო, იშლე-
ბოდა იატაკი. აქ ვეღარაფერს გააწყობდა ადამიანი. ერთი წამიც
და ჩაინგრეოდა ბიბლიოთეკა ან ცეცხლი მოედებოდა წიგნებს. ამ
საშინელებას ბავშვების ხმა ერთვოდა: – დედიკო! დედა!
უეცრად ვიღაც მაღალი კაცი გამოჩნდა იქვე, მეორე ფანჯარა-
ში.
მაღალი, ახოვანი კაცი შესულიყო ღუმელში. შავად მოჩანდა
ცეცხლის ალში, მაგრამ თავი კი თეთრი თმით ჰქონდა მოსილი.
დააცქერდნენ და მარკიზ დე ლანტენაკი იცნეს.
გაქრა ერთ წამს და ისევ გამოჩნდა.
ფანჯარასთან მივიდა, თან მოძრავი კიბე მოათრია. ამგვარი
უბედურებისაგან თავდასახსნელად ჰქონდა ეს კიბე, რომელიც

440 მკითხველთა ლიგა


ბიბლიოთეკის დარბაზში იდო დაკეცილი. ერთი ხელით კიბის თა-
ვი დაიჭირა და ჩაუშვა ფანჯრიდან ხევის ძირამდე. იქ რადუბი
დახვდა. ხელები მოხვია და იყვირა:
– რესპუბლიკას გაუმარჯოს!
მარკიზმა ზემოდან ჩამოსძახა:
– ჩვენს მეფეს გაუმარჯოს!
მოძრავი კიბე გაამაგრეს. გზა გახსნეს ცეცხლმოდებული ბიბ-
ლიოთეკიდან მიწამდე. ოცი კაცი მივარდა, მათ შორის, ყველაზე
წინ – რადუბი, და თვალის დახამხამებაში კიბეზე გამოიჭიმნენ
მიწიდან ბიბლიოთეკის ფანჯრამდე, როგორც კალატოზის მუშე-
ბი, რომლებიც ქვემოდან ზევით ქვასა და აგურს აწვდიან ერთმა-
ნეთს. მოძრავ კიბეზე საფეხურებად დამდგარიყვნენ ადამიანები.
თავში, ბიბლიოთეკის ფანჯარასთან, რადუბი იდგა და ცეცხლს
შესცქეროდა.
ჯარისკაცები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ამდენი საშინელებით
მოქანცულნი იმედიანად შეჰყურებდნენ ბიბლიოთეკის ფანჯარა-
სა და იქიდან დაშვებულ კიბეს.
ერთხელ კიდევ გაქრა მარკიზი და მაშინვე გამოჩნდა, ხელში
აყვანილი ბავშვი მოჰყავდა.
სიხარულის ტაში გაისმა ყოველი მხრიდან.
ჯერ პატარა გრო-ალენისთვის წაევლო ხელი.
– მეშინია! – ჰყვიროდა გრო-ალენი.
ბავშვი რადუბს გადასცა მარკიზმა, იმან – მის ქვემოთ მდგომს
და ვიდრე შეშინებული გრო-ალენი ცოცხალი კიბის ბოლოს მი-
აღწევდა, წამით გამქრალი მარკიზი ხელახლა მოვიდა ფანჯარას-
თან და ახლა მტირალი რენე-ჟანი გადმოაწოდა რადუბს. ტირო-
და პატარა ბიჭი, ეშინოდა და ცემა დაუწყო რადუბს, როცა მარკი-
ზის ხელიდან მის ხელში გადადიოდა.

441 მკითხველთა ლიგა


ერთხელ კიდევ შევიდა მარკიზი ალმოდებულ ოთახში. მარტო
დარჩენილიყო ჟორჟეტი. მარკიზი რომ დაინახა, გაუცინა. და ამ
ქვისგულიანმა კაცმა უცბად სისველე იგრძნო თვალში, ცრემლი
წასკდა.
– რა გქვია, გოგონავ?
– ჟორჟეტი, – უპასუხა ჟორჟეტმა.
ხელში აიყვანა ბავშვი, ის კი ისევ ისე უცინოდა. და იმ წამს,
როდესაც რადუბისთვის უნდა გადაეცა გოგონაც, წმინდა უმან-
კოებამ იფეთქა მის მედიდურ სულში და გულქვა მოხუცებულმა
ბავშვს აკოცა.
– კუდიანი მობრძანდება, პატარა კუდიანი! – დაიძახეს ჯარის-
კაცებმა და ახლა ჟორჟეტი გადადიოდა ხელიდან ხელში. ყველას
უცინოდა და ყველა შეჰხაროდა. ტაშს უკრავდნენ, ბებერი ჯარის-
კაცები ქვითინებდნენ, ის კი ყველას უცინოდა.
დედაც იქვე კიბესთან იყო. კანკალებდა ამდენი მოულოდნე-
ლობით გადარეული, ჯოჯოხეთიდან პირდაპირ სამოთხეში გად-
მოტყორცნილი. ხელგაწვდილი იდგა, ჯერ გრო-ალენი მიიღო,
მერე – რენე-ჟანი, ბოლოს – ჟორჟეტი; სამივეს ეხვეოდა, გულში
იკრავდა, კოცნიდა, მერე სიცილი წასკდა და გულწასული დაეშვა
მიწაზე.
და გაისმა სიხარულით სავსე ხმა:
– ყველანი გადარჩნენ, გარდა მოხუცებულისა.
მაგრამ ის არავის აგონდებოდა, თავადაც კი.
ცოტა ხანს ჩაფიქრებული იდგა ფანჯარასთან, თითქოს დროს
აძლევდა ცეცხლის ალს. მაგრამ ცეცხლმა არ ისურვა მის საქმეში
ჩარევა. აუჩქარებლად, ამაყად მოსცილდა ფანჯარას, კიბის თავ-
ზე გაჩერდა ერთ წამს, ზურგი შეაქცია ხანძარს და გადმოხედა სა-
მარეს, რადგან იცოდა, რომ სამარისკენ მიდიოდა. მერე ნელ-
ნელა, აჩრდილის მედიდურობით ჩამოჰყვა კიბეს. ვინც ჯერ კი-

442 მკითხველთა ლიგა


დევ კიბეზე იყო, საჩქაროდ ჩამოვიდა ძირს. ათრთოლდა ყველა,
რაღაც შიში მოერიათ, თითქოს ადამიანი კი არა, მოჩვენება ყო-
ფილიყო ზემოდან მომავალი. ის კი მშვიდად, წყნარად მიიწევდა
წყვდიადისკენ, რომელსაც ვეღარ ასცდებოდა. ხალხი უკან-უკან
იხევდა, ლანტენაკი მათ უახლოვდებოდა. ფერმკრთალი იყო
მარმარილოსავით, მაგრამ – სრულიად მშვიდი. ხალხისკენ მო-
დიოდა ნელი ნაბიჯით; უფრო ახოვნად მოჩანდა კიბეზე; კიბე იზ-
ნიქებოდა და ჭრიალებდა მის ფეხქვეშ. ისეთი შიშითა და თრთო-
ლით შესცქეროდნენ, თითქოს აკლდამიდან ამომძვრალიყო აკ-
ლდამისკენ მიმავალი.
და როდესაც მარკიზმა ფეხი ჩამოდგა უკანასკნელი საფეხუ-
რიდან, ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო. მიიხედა მარკიზმა.
– გაპატიმრებ, – უთხრა სიმურდენმა.
– გეთანხმები, – მიუგო ლანტენაკმა.

443 მკითხველთა ლიგა


წიგნი მეექვსე – ბრძოლა გამარჯვების
შემდე

I – ლანტენაკის დაპატიმრება

მართლაც სამარეში ჩავიდა მარკიზი.


ტურგის კოშკის დილეგი გააღებინა მაშინვე სიმურდენმა და
მოაწყობინა საკანი. პატარა სანათი დადგეს, სურით წყალი, პუ-
რი, რომელსაც ჯარისკაცებისთვის აცხობდნენ, ერთი კონა ჩალა
და არ გასულა ნახევარი საათი მას შემდეგ, რაც მხარზე ხელი
დაადო სიმურდენმა, ლანტენაკი შიგ დაამწყვდიეს და კარი ჩაუკე-
ტეს.
მერე გოვენთან მივიდა სიმურდენი. ამ დროს საათის ხმა გაის-
მა შორეულ პარინიეს სამრეკლოდან, თერთმეტი დამდგარიყო.
სიმურდენი მოსალაპარაკებლად მივიდა.
– სასამართლო უნდა დავნიშნო. შენ არ იქნები. შენ გოვენი
ხარ და ლანტენაკიც გოვენია. ძალიან ახლო ნათესავები ხართ
და მსაჯულად შენი დანიშვნა შეუძლებელია. ჯერაც ვერ მომინე-
ლებია ფილიპე ორლეანელის მონაწილეობა ლუი XVI-ის გასა-
მართლებაში. ბიძა იყო მეფისა და მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
სასამართლოში სამი მსაჯულიც საკმარისია: ერთი გეშანი იქნე-
ბა, როგორც მეთაურობის წარმომადგენელი; მეორე – ათისთავი
რადუბი, ჯარისკაცებიდან, და მესამე მე ვიქნები, თავმჯდომარე.
შენ არ შეგეხება ეს საქმე. კონვენტის დეკრეტით ვიხელმძღვანე-
ლებთ. საქმისთვის არანაირი გამოძიება არაა საჭირო; სავსებით
საკმარისი იქნება მარკიზ დე ლანტენაკის პიროვნების დადგენა.
ხვალ სასამართლო და ზეგ – გილიოტინა. ვანდეა დავამარცხეთ.

444 მკითხველთა ლიგა


გოვენმა პასუხი არ გასცა და, რადგან სიმურდენს კიდევ მრა-
ვალი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, გამოეთხოვა და წავიდა.
ხვალინდელი სასამართლოს დრო და ადგილი უნდა დაენიშნა.
ჩვეულებად ჰქონდა, როგორც ლეკინიოს გრანვილში, ტალიენს
ბორდოში, შალიეს ლიონში, სენ-ჟუსტს სტრასბურგში, თვითონ
დაესწრებოდა ხოლმე, მაგალითის მისაცემად, სასამართლოს
მსჯავრის გილიოტინით ასრულებას; მსაჯული უყურებდა, რო-
გორ ასრულებდა ჯალათი მის დადგენილებას. ეს ჩვეულებად
ჰქონდა უწინდელი საფრანგეთის პარლამენტს, აგრეთვე – ესპა-
ნეთის ინკვიზიციას.
გოვენს თავისი დარდი ჰქონდა.
ცივი ქარი ქროდა ტყიდან. ბანაკში ბრძანებათა გასაცემად გე-
შანი დატოვა და თავისი კარვისკენ წავიდა. წამოსასხამი აიღო,
კაპიუშონი დაიფარა, წამოსასხამს მხოლოდ უბრალო ყაითანი
ამშვენებდა; მაშინდელი რესპუბლიკური მოდა წინააღმდეგი იყო
ძვირფასი ბრჭყვიალა სამკაულებისა და სულ უბრალო ნიშნით
კმაყოფილდებოდა; ეს სადა ყაითანი ნიშანი იყო მხედართმთავ-
რისა. ველობზე დადიოდა გოვენი, საიდანაც იერიშით მივიდა
ტურგზე. მარტო იყო. სახლი ჯერ კიდევ იწვოდა, მაგრამ ყურად-
ღებას არავინ აქცევდა. რადუბი ბავშვებთან და დედასთან იყო და
მათ სიხარულს იზიარებდა. საქმით გართულიყო ჯარი, მეტადრე
– მესანგრეები. ორმოებს თხრიდნენ, მკვდრებს ასაფლავებდნენ,
დაჭრილებს უვლიდნენ, ბარიკადებს ანგრევდნენ, კიბიდან გვა-
მები ჩამოჰქონდათ.
ხანდახან გადახედავდა ხოლმე კოშკის შელეწილ შესას-
ვლელს. ამ შესასვლელთან დარაჯები იდგნენ, სიმურდენის ბრძა-
ნებით, გაცილებით მეტნი, ვიდრე ჩვეულებრივ აყენებდნენ.
ველობის ბოლოში იყო, კოშკიდან ორას ნაბიჯზე, და მაინც
კარგად ხედავდა ამ შესასვლელს, თუმცა ცეცხლი ნელდებოდა

445 მკითხველთა ლიგა


და სიბნელე ძლიერდებოდა. ხედავდა ამ შავ, შენგრეულ კედლის
ხვრელს. სწორედ ამ ხვრელით დაიწყო იერიში, სწორედ აქედან
შევიდა გოვენი კოშკის ქვედა სართულზე, სადაც ბარიკადები
აეგოთ ვანდეელებს; სამი საათის წინ მოხდა ეს ყველაფერი. ამ
ქვედა სართულზე იყო დილეგში ჩასასვლელი კარი, სადაც დამ-
წყვდეული ჰყავდათ მარკიზი.
თვალი სულ იმ კოშკისკენ მიიწევდა, დარაჯებით გამაგრებუ-
ლი შესასვლელისკენ, და ყურში ზარის წკრიალივით ესმოდა სი-
მურდენის სიტყვები: „ხვალ სასამართლო და ზეგ – გილიოტინა“.
ხანძარს მესანგრეები მიუსიეს. აგროვებდნენ ხევში წყალს,
ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას და ისიც ნელ-ნელა ემორჩი-
ლებოდა, თუმცა ხანდახან კიდევ აისროდა ხოლმე ალს და შუქს
ჰფენდა ღამის სიბნელეს. ჭერის ტკრციალი გაისმა; გასკდა, ჩა-
მოინგრა და ქვემო სართულის იატაკს დაეცა; ისიც ჩაანგრია და
თავისი გამარჯვების აღსანიშნავად ნაპერწკალი შეაფრქვია, შო-
რეულ ჰორიზონტამდე გაანათა ცა და შავად ამართული უზარმა-
ზარი, სისხლით გაუმაძღარი ტურგის კოშკი.
ნელი ნაბიჯით მიდი-მოდიოდა გოვენი ველობზე, ამ შავი კოშ-
კის, მისი შენგრეული კედლის წინ. ბოლთას სცემდა ჩაფიქრებუ-
ლი. ხანდახან ორივე ხელს თავზე მიიჭერდა, სამხედრო კაპიუშო-
ნის ქვეშ. რაღაც აწუხებდა, ეტყობოდა.

446 მკითხველთა ლიგა


II – გოვენის ფიქრი

განუზომელი იყო გოვენის გაოცება.


მის თვალწინ ადამიანის საკვირველი და ძნელად წარმოსად-
გენი გარდაქმნა მოხდა.
ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ გარემოებათა გართულების
გამო, რაც უნდა დიდი და მნიშვნელოვანი ყოფილიყო ეს გართუ-
ლება, შესაძლებელი იქნებოდა ამგვარი შეცვლა ადამიანისა. თა-
ვის დღეში ვერ წარმოიდგენდა, ოცნებაშიც კი, რომ რაიმე
მსგავსს ნახავდა. ქედმაღლობით არის სავსე მოულოდნელობა
და თავისი სურვილისამებრ ათამაშებს ადამიანს. მოულოდნელი
განცდა დაეუფლა გოვენს, შებოჭა და მოერია. რას ფიქრობდა
ამაზე ის?
აქ გარკვეული დასკვნის გამოტანა იყო საჭირო.
პასუხი იყო საჭირო, ერთმნიშვნელოვანი პასუხი. ხომ ვერ გა-
ექცეოდა ამას.
მერე რამ წამოაყენა ეს საკითხი?
გარემოებებმა.
და არა მარტო გარემოებებმა.
მრავალგვარი გარემოება კითხვას რომ დაუსვამს ადამიანს,
ულმობელი სიმართლე დაჟინებით მოითხოვს პასუხს.
ღრუბელი მოეფინება ცას და ჩრდილში გვხვევს. მაგრამ
ღრუბლის უკან, მაღლა ვარსკვლავი კაშკაშებს და სინათლეს გა-
მოსცემს.
ვერსად წაუვალთ ღრუბლის დაჩრდილვას, როგორც ვერსად
წაუვალთ ვარსკვლავის ციალს.
დაკითხვაზე იყო გოვენი.
ვიღაცის წინაშე წარმდგარიყო და პასუხს აგებდა.
ვიღაც საშინელის წინაშე.
447 მკითხველთა ლიგა
თავისი სინდისის წინაშე.
და გრძნობდა, რომ ყველაფერი ირყეოდა მის არსებაში. მისი
გადაწყვეტილებანი, მისი აღთქმად დადებული მისწრაფებანი,
მისი განზრახვანი – ყოველივე ეს ირყეოდა მისი სულის სიღრმე-
ში.
რამდენადაც მეტად უფიქრდებოდა ლანტენაკის საქციელს,
მეტად გრძნობდა თავის გულის ძრწოლას.
რესპუბლიკელი იყო გოვენი და მტკიცედ სწამდა, რომ ჭეშმა-
რიტებას მიაგნო, უმაღლეს ჭეშმარიტებას.
რესპუბლიკური ჭეშმარიტების ზემოთ კიდევ სხვა არის, ჭეშმა-
რიტება საკაცობრიო.
მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რაც ხდებოდა და შე-
უძლებელი იყო, შეუმჩნევლად მისი შემოვლა. თვით გოვენიც მო-
ნაწილე იყო იმისა, რაც მოხდა, და თუმცა სიმურდენმა უთხრა, –
შენ არ შეგეხება ეს საქმეო, – რაღაცას გრძნობდა ისეთს, რასაც
განიცდის ხე, როცა ფესვებს სჭრიან.
რაღაც ფუძეზე დგას ადამიანი. ამ ფუძის რყევა სულით ხორ-
ცამდე აღელვებს კაცს და გოვენიც ხედავდა საკუთარი ფუძის
რყევას.
ორივე ხელით უჭერდა თავს, თითქოს ცდილობდა, პასუხი გა-
მოაღებინოსო. ადვილი არ იყო ამ მდგომარეობის განმარტება.
მეტად ძნელია და უხერხული რთულის გამარტივება; მსხვილ-
მსხვილი რიცხვები უნდა შეეერთებინა და მიეღო რაღაც შედეგი.
სცადა, – იქნებ მოვახერხოო; ცდილობდა, მწყობრად დაელაგე-
ბინა საკუთარი ფიქრები, დაემორჩილებინა წინააღმდეგობა,
რომელსაც ჯერ კიდევ გრძნობდა გულში, გადაესინჯა ყოველივე
ის, რაც მოხდა და დასკვნა გამოეტანა.
ფიქრით იმეორებდა და სინჯავდა ყველაფერს, რაც მოხდა.

448 მკითხველთა ლიგა


არ არსებობს ადამიანი, ცხოვრების უაღრეს გაჭირვებაში დაწ-
ვრილებით რომ არ სინჯავდეს ყოველ წვრილმანს. და არ ეფიქ-
როს იმაზე, რა აჯობებდა – კვლავ ძველი გზის არჩევა თუ ახლის
ძიება!
ეს-ეს იყო, სასწაული ნახა გოვენმა. არა მარტო მიწიერ, არა-
მედ ზეციურ ბრძოლასაც განიცდიდა. სიკეთის ბრძოლა იყო ეს
ავის წინააღმდეგ. სიკეთემ აჯობა ბოროტებას. საკაცობრიომ აჯო-
ბა მხეცურს.
მერე როგორ? რა საშუალებით? როგორ წააქცია ეს დევი
მძვინვარებისა და მძულვარებისა? რა მოიხმარა იარაღად?
ბავშვის აკვანი.
რაღაც სინათლემ გადაჰკრა გოვენს. მძვინვარე ომის, სამოქა-
ლაქო ომის დროს, როდესაც მტრობისა და შურისძიების ცეცხლი
მოსდებოდა ყოველივეს, როდესაც ისე გამწვავებულიყო ბრძო-
ლა, რომ მხეცად აქცევდა ადამიანს; როდესაც ავკაცობა ბრწყინ-
ვალებით იმოსებოდა და მძულვარება – ვერაგობის წყვდიადით;
ამ ბრძოლის დროს, როდესაც ყუმბარით წყდება ყველაფერი და
იმდენად საზარელია ხელჩართული ბრძოლა, რომ აღარ ჩანს,
სად არის სიმართლე და პატიოსნება; ამ საშინელი ბრძოლის
დროს რაღაც სინათლემ გაიელვა ზემოთ, გაცილებით მაღლა,
ვიდრე ადამიანის სიავე და სიკეთე დგას.
ეს იყო მარადიული სხივი სიკეთისა...
ბნელი დუელით იბრძოდნენ სიყალბე და ვითომ სიმართლე,
და უეცრად გამობრწყინდა ჭეშმარიტება.
უსუსურობის ძალა ჩაერია ბრძოლაში.
ხომ ნახეთ პატარა ბავშვის, მართლა უსუსურის, უმანკოს,
უპატრონოდ დარჩენილის, დაობლებულის, მაგრამ მხიარულად
მოღიმარისა და მოღუღუნის გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ
მის წინააღმდეგ იყო სამოქალაქო ომი, კაცისკვლა, სისხლის

449 მკითხველთა ლიგა


ღვრა, ცოფიანი შურისძიება და ყოველი ბოროტება; ხომ ნახეთ
მარცხი უშვერი განზრახვისა, – სახლს ცეცხლს წავუკიდებ, ბავ-
შვებს შიგნით გამოვწვავ და მით მაინც ამოვიყრი ჯავრსო; ხომ ნა-
ხეთ, როგორ გაქრა და განიავდა პატარა ბავშვის ანგელოზური
ღიმილის წინაშე უწინდელი, ფეოდალური მძვინვარება ბატონი-
სა.
გაშმაგებულნი იბრძოდნენ მეგობრები და ერთმანეთის ამოჟ-
ლეტის გარდა არაფერი ახსოვდათ. ყოველგვარ ფანატიკოსობას
იჩენდნენ, ყოველგვარ ბოროტებას სჩადიოდნენ, რომ ცოფი
ჩაერიათ თავის მტრობაში და მაშხალებით გაენათებინათ გზა
სიკვდილისთვის. და უსაზღვრო ბოროტების ჩამდენთ უეცრად
მოევლინათ ეს ყოვლადძლიერი უმანკოება.
და გაიმარჯვა უმანკოებამ...
და შეიძლებოდა გვეთქვა: არა, არ არსებობს ომი, არ არსე-
ბობს ბარბაროსობა, არ არსებობს მძულვარება, არ არსებობს ავ-
კაცობა, არ არსებობს წყვდიადი; ამ საშინელებათა განსაქარვებ-
ლად საკმარისია ეს განთიადი – ბავშვის უმანკოება.
არასოდეს და არავითარ ბრძოლაში არ გამოჩენილა ასე ცხა-
დად სატანა და მასთან თვით ღმერთიც.
ასპარეზად ამ ბრძოლას გული ჰქონდა – გული ლანტენაკისა.
ახლა ხელმეორედ იწყებოდა ბრძოლა, შეიძლება, უფრო
მკაცრი და გადამწყვეტი, ოღონდ – სხვის გულში... გოვენის გულ-
ში...
ბრძოლის ველია ადამიანი! ამ ღმერთების ხელშია ადამიანი,
ამ დევების ხელში, ამ ფიქრების ხელში...
და ფიქრებს გაეტაცებინა გოვენიც...
დამწყვდეული იყო მარკიზ დე ლანტენაკი, მახეში გაბმული,
სასიკვდილოდ განწირული, კანონგარეშე გამოცხადებული, შე-
ბოჭილი, როგორც ნადირი ხაფანგში, ჩაკეტილი თავის საფარში,

450 მკითხველთა ლიგა


გაუვალ კედლებსა და ცეცხლშუა ჩაჭედილი, და მაინც გათავი-
სუფლდა; სასწაულებრივი მოხერხებულობის წყალობით გათავი-
სუფლდა. თავისუფლება მოიპოვა, ტყეს მისცა თავი, რომ იქ გა-
მაგრებულიყო, და ხალხს მიმართა, რომ ბრძოლა გაეახლები-
ნა... თავისუფლება მოიპოვა, რომ კვლავ გასულიყო ხალხში,
აეშალა და აეჯანყებინა ქვეყანა, უხილავი მეთაურობა გაეწია
ტყის ძირას თავშეყრილი ჯარისთვის. გოვენი გამარჯვებული
იყო, მაგრამ ლანტენაკი მაინც თავისუფალი დარჩა. ამიერიდან
ლანტენაკს შეეძლო, ძველებურად ეწარმოებინა ბრძოლა და ომი
გაეჩაღებინა. თავისუფალი იყო, მიუწვდომელი და მიუგნებელი.
მახეში იყო ლომი და მახიდან გათავისუფლდა.
გავარდა და მერე თვითონვე დაბრუნდა, ისევ მახეში შევიდა.
ლანტენაკმა საკუთარი ნებით, საკუთარი სურვილით მიატოვა
ტყე, ჩრდილი, უსაფრთხოება, თავისუფლება. არ მოერიდა გან-
საცდელს და თავგანწირვით შევარდა, პირველად (ეს თავისი
თვალით ნახა გოვენმა) ანთებულ საკირეში, თუმცა კარგად უნდა
სცოდნოდა, რომ შეიძლებოდა, თვითონაც შიგ ჩარჩენილიყო; და
მეორედ, ამ მოძრავ კიბეზე რომ ჩამოდიოდა; ეს კიბე მხსნელი
იყო სხვებისთვის და დამღუპველი – ლანტენაკისთვის, რადგან
მოსისხლე მტრისკენ მიჰყავდა მარკიზი.
და რატომ, რისთვის გაწირა თავი ლანტენაკმა?
სამი ბავშვის გადასარჩენად.
და ახლა რას უპირებდნენ ამ კაცს?
გილიოტინით თავის მოკვეთას!
ჰო, სამი ბავშვისთვის გაწირა თავი და მერე ვინ იყვნენ ეს ბავ-
შვები? მისი შვილები? არა. მისი გვარიშვილები? არა. მასავით
დიდებულნი? არა. ვიღაც უცნობნი, სადღაც ნაპოვნნი, ღარიბ-
ღატაკნი, ძონძებით შემოსილნი და ფეხშიშველნი. და ამ გლეხი
კაცის ბავშვებისათვის თავი გაწირა დიდგვაროვანმა, პრინცმა.

451 მკითხველთა ლიგა


ის იყო, განსაცდელს დააღწია თავი, თავისუფლება მოიპოვა,
მტრის დილეგიდან გაქცევა მოახერხა და შემდეგ... სამი ბავშვის-
თვის თავგანწირვას არ მოერიდა და მედიდურად, გულდამშვი-
დებული დაუბრუნდა მტერს. ბავშვები გადაარჩინა და თავად
მტერს ჩაჰბარდა, კაცი, რომელიც აქამდე საზიზღარი იყო, ახლა
კი წმინდანად იქცა.
მერე? მიიღეს ეს ძღვენი?
მიიღეს და დაამწყვდიეს.
უნდა ამოერჩია ლანტენაკს, რა იქნებოდა უკეთესი: სხვისი გა-
დარჩენა და თავის გაწირვა, თუ სხვისი სიკვდილი და საკუთარი
სიცოცხლე? და ამ არჩევანში მარკიზმა სიკვდილი ამჯობინა.
ამჯობინა და თავისი არჩევანისამებრ მოექცეოდნენ კიდეც.
თავს მოსჭრიდნენ!
ასე აჯილდოებენ გმირს!
ადამიანის თავგანწირვას მხეცურად სჯიან!
არცხვენენ რევოლუციას!
ამცირებენ რევოლუციას!
და იმ დროს, როდესაც დიდგვაროვანმა, ბატონყმობაში აღ-
ზრდილმა და ცრუმორწმუნეობით გაჟღენთილმა, ადამიანობა გა-
მოიჩინა, ჩვენ – გათავისუფლებისა და თანასწორობისათვის მებ-
რძოლნი, სამოქალაქო ომს გავაგრძელებთ და სისხლს დავ-
ღვრით ჩვენივე ძმისას!
ხომ არსებობს წმინდა ღვთიური კანონი შეწყალებისა, შენდო-
ბისა, თავგანწირვის? განა ამ კანონს ხალხის მტრები უნდა ემორ-
ჩილებოდნენ, ხალხისთვის მერძოლნი კი – არა?
როგორ? დიდსულოვნებაში არ უნდა ვეცილებოდეთ? ამ გა-
მარჯვებით დავკმაყოფილდეთ და – აქაოდა, ჩვენ გავიმარჯვე-
თო, – ადამიანური ყველაფერი დავივიწყოთ? ჩვენ გავიმარჯვე-
თო, – ავაყაყანოთ ქვეყანა, რომ მეფის მომხრენი სიცოცხლეს წი-

452 მკითხველთა ლიგა


რავენ ბავშვის გადასარჩენად, ხოლო რესპუბლიკისთვის მებ-
რძოლნი მოხუცებულებს ხოცავენო?
მაშ, დიდების სიმაღლეზე კი არა, ეშაფოტის საფეხურებზე აიყ-
ვანენ ამ ბრწყინვალე მებრძოლს, ოთხმოცი წლის იარაღაყრილ,
ძლიერ მოხუცს, საკუთარი ნებით მოსულსა და არა შეპყრობილს,
მოსულს იმ დროს, როდესაც ჯერ ოფლი არ ჩამოეწმინდა შუბლი-
დან სხვებისთვის, თავგანწირულს? და მახვილის ქვეშ მოაქცევენ
მის კისერს, რომ სამი ანგელოზის, მის მიერ გადარჩენილების
სული აღშფოთდეს და ზედ დასტრიალებდეს თავმოჭრილს?
და ყოველივე ეს მოხდება გოვენის თანდასწრებით, მხედარ-
თმთავრის ნებართვით?
ხომ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა? ნუთუ გაჩუმდება? ნუ-
თუ სინდისს დაიმშვიდებს სიმურდენის სიტყვით, – ეს შენ არ შე-
გეხებაო?
ნუთუ არ ეტყვის თავს, რომ განზე გადგომა მსგავს შემთხვევა-
ში, თანხმობასა და თანაზიარობას ნიშნავს? ნუთუ ვერ გრძნობს,
რომ ამგვარ საქციელში იმდენად დასაძრახი არ არის ავკაცობის
ჩამდენი, რამდენადაც საძრახი და საზიზღარია წინააღმდეგობის
შემძლე, მაგრამ მიჩუმებული, გაუბედავი, ლაჩარი?
მართალია, მაგრამ გოვენი არ იყო, რომ აღუთქვა რესპუბლი-
კას ლანტენაკის მოკვლა? გოვენი არ იყო, გულკეთილი და ლმო-
ბიერი, რომ განაცხადა, – ლანტენაკი ღირსი არ არის შებრალე-
ბის და დავიჭერთ თუ არა, მაშინვე სიმურდენს მივუყვანო?
აქამდე გოვენი ლანტენაკში მეფის თავგამოდებულ დამ-
ცველს, პატიმრების მჟლეტს, გაცოფებულ, სისხლით გაუმაძღარ
მხეცს ხედავდა. გოვენი ამ დაუნდობელ მხეცს დაუნდობლად მო-
ეპყრობოდა. ამაზე ადვილი რა იქნებოდა? გზა გაყვანილი იყო და
მეტად ადვილი იყო ამ სამწუხარო გზით სვლა. გათვალისწინებუ-
ლი იყო ყველაფერი: – მოვკლავთ მას, ვინც თვითონ კლავს. და

453 მკითხველთა ლიგა


მოულოდნელად დაირღვა ეს ყველაფერი და ახალი ჰორიზონტი
გადაეშალა თვალწინ – სხვა ლანტენაკი გამოვიდა სცენაზე. გვე-
ლეშაპი გმირად იქცა. გმირზე მეტად, ადამიანად გარდაიქმნა და
ამ ადამიანმა არა მხოლოდ სული, გულიც ადამიანური გამოამ-
ჟღავნა. კაცისმკვლელი კი არა, გაჭირვებულთა დამხმარე და
მფარველი ედგა თვალწინ გოვენს.
გოვენისა და მისი სინდისის სულიერ ბრძოლაში ახლა მარტი-
ვად იდგა კითხვა და მარტივადვე მომდინარეობდა პასუხიც: ლან-
ტენაკის გადარჩენა.
ლანტენაკის გადარჩენა!.. მაგრამ საფრანგეთი?
აქ კი უცბად იცვლებოდა ამ თავბრუდამხვევი საკითხის ხედვა.
დაქანცული იყო საფრანგეთი, კარი ღია ჰქონდა ყოველ-
მხრივ, ხოლო სიმაგრე – დანგრეული; საფარი აღარ ჰქონდა და
გერმანიამ რაინი გადმოლახა; ზღუდე აღარ ჰქონდა და იტალიამ
ალპებზე გადმოაბიჯა, ესპანეთმა – პირენეზე, ერთადერთი სი-
მაგრეღა რჩებოდა – უფსკრული, ოკეანე; შეიძლებოდა, ზედ დაჰ-
ყრდნობოდა და ზღვის პირით გამაგრებულ დევგმირს მთელი
ქვეყნის მტერი მოეგერიებინა. ასე რომ ყოფილიყო, დაუმარცხე-
ბელი იქნებოდა საფრანგეთი. მაგრამ ასე არ მოხდა! ამ უკანას-
კნელ სახსარსაც უსპობდნენ თავის დაცვისას. საფრანგეთს აღარ
ეკუთვნოდა ეს ოკეანე. ინგლისი პარპაშებდა ოკეანეში. არ იცო-
და ინგლისმა, როგორ შემოსეოდა საფრანგეთს და სწორედ ამა-
ში ეხმარებოდა ერთი ფრანგი: ხიდს უდგამდა, ხელს უწვდიდა
პიტს, გრეგს, კორნვალისს, დუნდას, სთხოვდა მეკობრეებს, –
მობრძანდით, კარი ღია გახლავთო. ერთი ფრანგი იყო, რომ სულ
იმას ემუდარებოდა ინგლისს, – მოდით, საფრანგეთი დაიკავე-
თო.
და ეს კაცი, ეს ფრანგი მარკიზ დე ლანტენაკი გახლდათ.

454 მკითხველთა ლიგა


ისევ ჩაიხლართა ყველაფერი. ახლა კი დაჭერილი ჰყავდათ ეს
კაცი. სამი თვე იყო, მასზე ნადირობდნენ, დასდევდნენ გამძვინ-
ვარებით, როგორც ცოფიან ძაღლს, და ბოლოს ხელთ იგდეს,
როგორც იქნა. რევოლუციის ხელმა დაჰკრა ხალხის მტერს, ოთ-
ხმოცდაცამეტის მძლავრი ხელი ყელში სწვდა მეფის კაცის-
მკვლელ მომხრეს; ფეოდალიზმის შვილი და თაყვანისმცემელი
ფეოდალური კოშკის ორმოში იყო დამწყვდეული; ბატონყმობის
მოტრფიალეს საპატიმროდ გახდომია თავისივე სასახლის კედ-
ლები. სწორედ ის გასცა თავისმა საგვარეულო ციხესიმაგრემ,
ვინც გაცემას უპირებდა თავის სამშობლოს. ცხადი იყო, ღვთის
ბრძანებით მოხდა ყოველივე და უკვე დადგა ჟამი მოღალატის
დასჯისა. რევოლუციამ დაიჭირა და დააპატიმრა საზოგადოების
მტერი; ბრძოლა აღარ შეეძლო დაჭერილს, ვეღარ ავნებდა საზო-
გადოებას. ვანდეაში ქუდზე კაციც რომ ყოფილიყო აჯანყებული,
ერთადერთი იყო ის, „ტვინიანს“ რომ ეძახდნენ და ისიც – უკვე
დაპატიმრებული; რაკი ის აღარ იქნებოდა, სამოქალაქო ომიც
დასრულდებოდა; აღარც იყო, რადგან ის დილეგში ჰყავდათ გა-
მომწყვდეული. ხალხის ჟლეტასა და სისხლის ღვრას სწორედ
ამით მოეღებოდა ბოლო – ხელთ ჰყავდათ ქვეყნის მტერი, სამ-
შობლოს მოღალატე და ის უნდა მომკვდარიყო!
ნუთუ იყო ვინმე ისეთი, ვინც ქვეყნის მტრის გადარჩენას მო-
ინდომებდა?
სიმურდენს (ოთხმოცდაცამეტს) დაეჭირა ლანტენაკი ანუ –
მონარქია და ნუთუ არსებობდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო,
რევოლუციის კლანჭებიდან გამოეგლიჯა ეს ტკბილი ლუკმა?
მარკიზი დე ლანტენაკი უკვე სამარეში იყო. უკუნეთის მძიმე კარი
დასწოლოდა ზედ. ნუთუ აღმოჩნდებოდა ვინმე ისეთი, რომ მოსუ-
ლიყო და კარი გაეღო მისთვის? უკვე მკვდართა შორის ირიცხე-

455 მკითხველთა ლიგა


ბოდა ხალხის ბოროტი, ვერაგი მტერი, და მასთან ერთად მკვდა-
რი იყო აჯანყება, სამოქალაქო ომი და მხეცური სისხლის ღვრა...
და ბოლოს და ბოლოს, რა გააკეთა ისეთი ლანტენაკმა, რომ
ასე მოეხიბლა ვინმე, და მათ შორის, გოვენი? ხომ არ აზვიადებდა
მის საქციელს ყმაწვილი კაცი?
სამი ბავშვი იღუპებოდა; ლანტენაკმა გადაარჩინა.
მაგრამ ვისი ბრალი იყო, რომ იღუპებოდნენ ბავშვები?
განა ლანტენაკის ბრალი არ იყო?
ვინ დააწყო ბავშვების აკვანი იმ ხანძარში?
იმანუსმა არ დააწყო?
მერე ვინ იყო ეს იმანუსი?
თანაშემწე არ იყო ლანტენაკისა?
ყველაფრის წინაშე პასუხისმგებელია უფროსი!
გამოდის, რომ სახლის დამწველი და ბავშვების შიგ შემყვანი
სწორედ ლანტენაკია.
მაშ, რა არის საკვირველი და მისაღები მის საქციელში?
ბოლომდე ვერ გაუძლო თავის ავკაცობას, სხვა არაფერი.
ჯერ საგანგებოდ მოაწყო ყველაფერი თავისი განზრახვის
ასასრულებლად, მაგრამ შედრკა. თვითონვე შეძრა თავისმა ბო-
როტებამ. დედის კივილმა გაუღვიძა გულში ჩამალული გრძნობა
– სიბრალული ადამიანისა, საფუძველი კაცობრიობის ცხოვრე-
ბისა, რომელსაც ადგილი აქვს ყველას გულში, თვით მხეცის
გულშიც კი... გაიგონა დედის კივილი და უკანვე დაბრუნდა.
ბნელში მიდიოდა და სინათლისკენ მობრუნდა. თავისივე ბორო-
ტი ქმედება თვითონვე დაგმო... მაგრამ შესაწყალებელია შხა-
მიანი გველი, რომელსაც ბოლომდე არ ეყო თავისი შხამი ვინმეს
გასანადგურებლად?
და მარტო იმიტომ, რომ ბოლომდე არ მიიყვანა თავისი გან-
ზრახვა, შევუნდოთ და უკანვე დავუბრუნოთ ყველაფერი? დავუბ-

456 მკითხველთა ლიგა


რუნოთ სიცოცხლე, თავისუფლება, ქვეყანა, ჰაერი, სინათლე?
დავუბრუნოთ ტყე, რომ იქ გაამაგროს რესპუბლიკის მტერი? და-
ვუბრუნოთ თავისუფლება, რომ ხალხის დამონებას შეუდგეს? და-
ვუბრუნოთ სიცოცხლე, რომ სიკვდილი გაამეფოს?
იქნებ შეთანხმება შეიძლებოდეს ამ დამარცხებულ მტერთან,
მოლაპარაკება ამ სიამაყით გაბერილ დიდებულ მოხუცთან? იქ-
ნებ შეიძლებოდეს, მისი ხსნა სიკვდილისგან და გაშვება დილე-
გიდან იმ პირობით, რომ არავითარი მონაწილეობა აღარ მიიღოს
რევოლუციის წინააღმდეგ აჯანყებასა და ბრძოლაში? არა!.. ასე
მოქცევა არ შეიძლება, მასხრად აგვიგდებს, რადგან ჩვენი ხე-
ლითვე მივცემთ უპირატესობას. შეურაცხგვყოფს და ზედ
დააფურთხებს ჩვენს წინადადებას: სირცხვილი თქვენთვის
შეინახეთ, მე თქვენი არაფერი მინდა, მომკალით, რაღას უყურებ-
თო, – გვეტყვის.
არა, ვერაფერს გააწყობთ ამისთანა კაცთან. ან უნდა მოკ-
ლათ, ან – გაათავისუფლოთ. ციცაბო კლდის მწვერვალზე იყო
კაცი და ყოველთვის მზად იყო ასაფრენად ან თავის გასაწირად;
ორბიც იყო საკუთარი თავისა და დამღუპველიც...
მაშ, მოკლან? რომ ვეღარ უძლებს გული ამ ვაებას!
გავათავისუფლო? ამას კი გაუძლებს გული?
ლანტენაკი რომ გავათავისუფლო, ხელმეორედ უნდა შევუდ-
გეთ ვანდეას დამშვიდებას... როგორც გველეშაპს ვერ მოერიდე-
ბი, ვიდრე თავს არ მოჭრი, ისე ვანდეას, თუ მოთავე ცოცხალი
დარჩა. თვალის დახამხამებაში მოედება ქვეყანას ალი, რომე-
ლიც უკვე ჩაქრა, რადგან ეს კაცი გვყავს ტყვედ. აღარ მოისვენებს
ლანტენაკი, ვიდრე არ აასრულებს თავის სანატრელ გეგმას.
ლანტენაკის გადარჩენა საფრანგეთის გაწირვა იქნება; ლანტე-
ნაკის სიცოცხლე კი მრავალ, სრულიად უდანაშაულო ადამიანის
სიკვდილს მოასწავებს, რომელთაც კვლავ დაერევა სამოქალა-

457 მკითხველთა ლიგა


ქო ომი მთელი თავისი საშინელებით; ლანტენაკის გაშვება ინ-
გლისელების შემოსვლას უდრის საფრანგეთში. ეს კი იქნება უკან
დახევა რევოლუციისა, აფორიაქება ქალაქებისა, ჟლეტა ხალხი-
სა, სისხლით მორწყვა ბრეტანისა, მგლის შეშვება ცხვარში.
ყოველი წვრილმანი თავისებურად ანათებდა ან თავისებურად
აბნელებდა საკითხს, – ხან სრული სინათლე ეფინებოდა მას, ხან
– სიბნელე, და გრძნობდა გოვენი, რომ თანდათან ერეოდა გან-
წყობა – გამოეშვა ვეფხვი გალიიდან.
განა მართლა გამხეცებული ვეფხვი იყო ლანტენაკი?
იქნებ ადრე იყო კიდეც, მაგრამ – ახლა?
თავბრუ ეხვეოდა გოვენს – აზრს აზრი მისდევდა, წინ მიიწევ-
და, უკან ბრუნდებოდა, იხვეოდა და მართლა გველს ამსგავსებდა
ადამიანის ფიქრს. განა შეიძლებოდა დაკვირვებით საქმის გან-
ხილვის შემდეგ უარყოფა ლანტენაკის თავგანწირვისა? სამოქა-
ლაქო ომის დროს ადამიანი ასეთ ქველობას რომ გამოიჩენს, არ
უნდა დაუფასდეს?.. საქმით დაამტკიცოს, რომ სამეფოების, რე-
ვოლუციებისა და მიწიერი საკითხების გარდა არსებობს აგრეთვე
უსაზღვრო ზეციური ლმობიერება ადამიანის სულისა, რომელიც
გვიბრძანებს ძლიერთაგან სუსტების მფარველობას, გაჭირვებუ-
ლების, ბედისაგან დაჩაგრულების დახმარებას, მოხუცებულთა-
გან ბავშვებისადმი მამობრივ სიყვარულსა და, თუ საჭიროა, თავ-
განწირვას, და არ დაუფასდეს? ცარიელი სიტყვით კი არა, საქმით
ამტკიცებდეს ამ ყოველივეს საკუთარი სიცოცხლის უარყოფით,
ეს არ არის დასაფასებელი?.. მხედართმთავარი იყო და უარყო
ომიანობაც, ბრძოლაც, შურისძიებაც. მეფის და მეფობის მომხრე
იყო და სასწორი აიღო ხელში: ერთ პინაზე საფრანგეთის მეფე
დასვა, თხუთმეტი საუკუნის მონარქია, ძველი წესწყობილებისა
და ძველი საზოგადოების აღდგენა, მეორეზე კი – სამი პატარა
ბავშვი ვიღაც გლეხი კაცისა, არ უნდა დაგაფასონ? მაშ, ეს ყოვე-

458 მკითხველთა ლიგა


ლივე არაფერია მის შესანდობად? ყოველივე ამის ჩამდენი მაინც
ვეფხვად რჩება და სისხლით გაუმაძღარი მხეცებივით უნდა მო-
ვექცეთ? არა! არა და არა! განა შეიძლება, ბოროტი იყოს ადა-
მიანი, რომელმაც ზეციური საქციელის სინათლე მოჰფინა სამო-
ქალაქო ომის წყვდიადს? ჯოჯოხეთის სატანა ხომ ამ შემთხვევაში
სამოთხის ლუციფერად იქცა. თავგანწირვით მოქმედებდა ბავ-
შვების ხსნისას და ამით გამოისყიდა ყველა თავისი შეცოდებანი.
ამ საქმით აღიდგინა თავისი უცოდველობა; თვითონვე დაადგინა
თავისი შენდობა და პატიება. ნუთუ უარვყოფთ ადამიანის უფლე-
ბას, შეუნდოს საკუთარ თავს შეცოდებანი?.. ამიერიდან თაყვან-
საცემი გახდა ლანტენაკი.
დიდსულოვნება, ქველობა გამოიჩინა ლანტენაკმა. ახლა გო-
ვენის რიგი იყო, ასევე მოქცეულიყო...
გოვენი ვალდებული იყო, სამაგიერო მიეზღო თავისი ბიძის-
თვის.
მაშ, რა გზას დასდგომოდა ყმაწვილი გოვენი? როგორ მოიქ-
ცეოდა?
ნუთუ არ აასრულებდა ღვთის ბრძანებას?
ერთსა და იმავეს ჩასძახოდა რაღაც ძალა – კარი გაუღე ლან-
ტენაკსო, მაგრამ სხვა ხმაც ისმოდა იმავდროულად, თანაც – აღ-
შფოთებული:
– კარი გაუღო? ძალიან კარგი! მაშ, ლანტენაკთან ერთად, ინ-
გლისელებს გაუღებ კარს! უღალატებ სამშობლოს! გააპარებ და
მტერს მიემხრობი! გაათავისუფლებ ლანტენაკს და დაღუპავ საფ-
რანგეთს!
თავით ფეხამდე თრთოდა ამ ფიქრებით მოცული.
და ცხადად წარმოუდგა ბნელში სფინქსი, ლომის ტანითა და
ადამიანის თავით. სფინსი შესცქეროდა გოვენს და დაცინვით ამ-
ბობდა:

459 მკითხველთა ლიგა


– ეგ ოცნებაა და არა – საკითხის გადაჭრა!
ჩიხში მომწყვდეულიყო გოვენი, ჩიხში, სადაც ერთმანეთის
გვერდიგვერდ იდგნენ: კაცობრიობა, სამშობლო და ოჯახი.
რიგრიგობით ამბობდნენ თავისას. სამივე თავისას ამტკიცებ-
და და სამივე ჭეშმარიტებას ღაღადებდა. საქმე ამორჩევა იყო! სა-
მივეს სიტყვა-შეერთება იქნებოდა სიმართლისა და სიბრძნის გა-
მოხატულება და სამივე ცალ-ცალკე ურჩევდა ყმაწვილს – ასე
მოიქეციო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ ისინიც...
ყოყმანობდა გოვენი და ვერ მოენახა გამოსავალი.
საშინელებაა გაუბედაობა.
ორ უფსკრულს შუა იდგა – დაეღუპა მარკიზი თუ გაეთავისუფ-
ლებინა; ან ერთში უნდა ჩავარდნილიყო, ან მეორეში.
რა უნდა ექნა?

460 მკითხველთა ლიგა


III – მხედართმთავრის კაპიუშონი

და მართლაც, აქ საკითხი მოვალეობით უნდა გადაწყვეტილი-


ყო.
მოვალეობა ედგათ თვალწინ – სიმურდენს ბედშავი, და გო-
ვენს – საშინელი.
სრულიად მარტივი იყო მოვალეობა პირველისა; გაურკვევე-
ლი, რთული, ძნელად გადასაჭრელი იყო მოვალეობა მეორისა.
საათმა შუაღამე ჩამოჰკრა. შემდეგ ღამის პირველიც გახდა.
გოვენი შეუმჩნევლად მიახლოებოდა კოშკის შემტვრეულ შე-
სასვლელს.
ხანძარი მინავლებულიყო, აქა-იქ ოდნავ ბჟუტავდა ცეცხლი.
ფერდობს, კოშკის მეორე მხარეს, ხანდახან დაჰკრავდა ცეც-
ხლის ალი, გაანათებდა, მაგრამ კვამლი იქაურობას აბნელებდა.
ეს წამიერი გამონათება და მერე ისევ სიბნელე შესამჩნევად
ცვლიდა საგნებს. ფიქრებში გართული გოვენი მაინც ხედავდა
კვამლისა და ალის ბრძოლას. იგივე ბრძოლა იყო მის გულშიც.
უეცრად ხანძრიდან ამომავალ კვამლს ალწაკიდებული მუგუ-
ზალი დაეცა და რაღაც ეტლი გამოჩნდა. გოვენი დააკვირდა
ეტლს, რომელსაც ცხენოსანი ჟანდარმერია მოჰყვებოდა.
– ალბათ, ის ეტლია, გეშანმა რომ დამანახვა ჭოგრიტით რამ-
დენიმე საათის წინ, – გაიფიქრა გოვენმა.
ეტლს მძიმე ტვირთი ამძიმებდა, ჯარისკაცები ცდილობდნენ
მის დაცლას. როგორც ჩანს, მეტისმეტად მძიმე იყო ტვირთი,
რადგან ხანდახან რკინისებურ ხმას გამოსცემდა. სინამდვილეში
რას წარმოადგენდა, ძნელი გასარჩევი იყო შორიდან. ბოლოს
ერთი უზარმაზარი ყუთი გადმოათრიეს და მიწაზე დადგეს; მუგუ-
ზალი გაქრა, ისევ ჩამობნელდა. გოვენი კი კვლავ თავის ფიქრებ-
ში იყო ჩაფლული.
461 მკითხველთა ლიგა
ჩირაღდანი აანთეს, სიარული დაიწყეს ფერდობზე, მაგრამ მე-
ტად მკრთალად ჩანდა ყველაფერი და, ესეც რომ არ ყოფილიყო,
გოვენი ხევის მეორე მხარეს იდგა და თუ რამეს ხედავდა, მარტო
იმას, რაც ფერდობის პირზე ხდებოდა.
ლაპარაკი ისმოდა, მაგრამ სიტყვების გარჩევა შეუძლებელი
იყო. ხანდახან ხის რაკუნი და ლითონის წკრიალი ისმოდა.
ნელი ნაბიჯით წავიდა გოვენი კოშკის შესასვლელისკენ;
გაუბედავად მიდიოდა. სამ ნაბიჯს წინ რომ გადადგამდა, ორით
უკან იხევდა. დარაჯმა იმ სიბნელეშიც კარგად იცნო თავისი მე-
თაური და წინ გამოეჭიმა. გოვენმა კოშკის ქვედა სართულზე
შეაბიჯა, რომელიც მოდარაჯე რაზმით იყო სავსე. ჯარისკაცების
უმრავლესობას ეძინა.
დარბაზში რომ შევიდა, ფეხზე წამოუდგა რამდენიმე კაცი.
დილეგის კარზე მიუთითა გოვენმა და უბრძანა:
– გამიღეთ.
ურდულები მოხსნეს, კარი გააღეს.
გოვენი დილეგში შევიდა...

462 მკითხველთა ლიგა


წიგნი მეშვიდე – ფეოდალიზმი და
რევოლუცია

I – წინაპარი

ქვის იატაკი ჰქონდა ჯურღმულს, ზედ პატარა სანათი იდგა, სუ-


რა წყლით. ჯარისკაცური პური და ერთი კონა ჩალა. დილეგი
კლდეში იყო და კიდეც რომ გაბრიყვებულიყო რომელიმე პატი-
მარი და ცეცხლი წაეკიდებინა ჩალისათვის, – გადავწვავ ჩემს სა-
პატიმროს და გავიქცევიო, – ვერას გახდებოდა: კლდეს ვერ დას-
წვავდა და თვითონ კი კვამლში გაიგუდებოდა.
მარკიზი ბოლთას სცემდა, კარი რომ გაიღო.
პატიმარი გამოფხიზლდა, თავი ასწია და შემოსულს შეხედა.
სანათი ძირს იდგა, ლანტენაკსა და გოვენს შუა და კარგად ანა-
თებდა ორივეს.
შეხედეს ერთმანეთს და გაშრნენ. თვალს ვეღარ აშორებდნენ
ერთურთს.
სიცილი წასკდა მარკიზს და შესძახა:
– მობრძანდით, ბატონო, მობრძანდით! ჩემდა სამწუხაროდ,
დიდი ხანია, ვეღარსად გნახეთ. დიდ მადლობას მოგახსენებთ,
რომ გამიხსენეთ და ჩემს სანახავად გაისარჯეთ. გმადლობთ. უნ-
და გამოგიტყდეთ, ცოტა არ იყოს, მოწყენილი ვიყავი. ერთი მიბ-
რძანეთ, რა საჭიროა პიროვნების დადგენა ან სასამართლოს
მოწმობა? როგორც ჩანს, ძალიან მოცლილები ყოფილან თქვენი
მეგობრები. მე უფრო სწრაფად და მარტივად მოვაგვარებდი საქ-
მეს. მე აქ მასპინძელი ვარ და გთხოვთ მობრძანდეთ. რას იტ-
ყვით, ბატონო ჩემო, როგორ მოგწონთ ეს ჩვენი მიღწევანი? სა-
უცხოო რამ არის, არა? მეფეს თავი გააგდებინეს და დედოფალი

463 მკითხველთა ლიგა


რობესპიერს მიათხოვეს. ამ ვაჟბატონსა და მის მეუღლეს ერთი
შვილი ეყოლათ და სახელად გილიოტინა დაარქვეს. ეტყობა,
ხვალ დილით მეც გავიცნობ ამ ქალბატონს. აღტაცებული ვიქნე-
ბი მისი გაცნობით, როგორც აღტაცებული ვარ თქვენი ნახვით.
იმიტომ მობრძანდით, რომ ხვალინდელი მახაროთ? ჯალათობა
ხომ არ დაიწყეთ? თუ ჩემს სანახავად მობრძანდით, მადლობას
გიხდით. ბატონო ვიკონტ, თქვენ იქნებ არც კი იცით, რას ნიშნავს
კაცის პატიოსნება. მე გაჩვენებთ, თუ არ იცით. აი, მე ვარ ასეთი
და გთხოვთ მიცნობდეთ. პატიოსან კაცს სწამს ღმერთი, სწამს
ტრადიცია, სწამს ოჯახი, სწამს თავისი წინაპრები, სწამს მაგალი-
თი თავისი მამისა, სწამს ერთგულება, კანონიერება, თავისი მე-
ფისადმი ვალდებულება, სათნოება, სამართლიანობა და დიდი
სიამოვნებით დაგხვრეტდათ თქვენ და თქვენს მეგობრებს. დაბ-
რძანდით, ბატონო, ძირს უნდა დაბრძანდეთ, რა გაეწყობა? ამ
დარბაზს სავარძლები არ ამშვენებს. მაგრამ ვინც წუმპეში ცხოვ-
რობს, ფილაქანზეც კარგად დაჯდება. ამას იმისთვის კი არ ვამ-
ბობ, რომ გაწყენინოთ, ღმერთმა დამიფაროს! მოგახსენებთ იმი-
ტომ, რომ თქვენ ერს უწოდებთ იმას, რასაც ჩვენ წუმპეს ვეძახით.
იმედი მაქვს, ძალას არ დამატანთ და არ მათქმევინებთ, – თავი-
სუფლება, თანასწორობა, ძმობა-ერთობაო!.. ეს ერთ-ერთი ძვე-
ლისძველი ოთახია ჩემი ციხესიმაგრისა. ბატონყმობის დროს ამ
დილეგში და მის ქვეშ ორმოში ყრიდნენ ხოლმე ჩვენს ყმებს.
დღეს დრო შეიცვალა და ჩვენი ყმები ამწყვდევენ აქ თავიანთ ბა-
ტონებს. ამ სიბრიყვეს რევოლუცია ჰქვია. როგორც აღმოჩნდა, ამ
ოცდათექვსმეტი საათის შემდეგ თავის მოჭრას მიპირებენ. კეთი-
ლი და პატიოსანი, მაგრამ ცოტა ზრდილობა რომ ჰქონოდათ, ჩე-
მი თამბაქოს ქისას ჩამომიგზავნიდნენ, ზემოთ დამრჩა, სარ-
კეებით მორთულ ოთახში. თქვენც ხომ ძალიან გიყვარდათ ის
ოთახი, გახსოვთ?..

464 მკითხველთა ლიგა


ბოროტმოქმედი თავისდა შეუმჩნევლად ხდება კაცი. ეს იმ
ჰაერის ბრალია, რომელსაც თქვენ სუნთქავთ! ჩვენს დროში ყოვ-
ლად შეუძლებელია, პასუხისმგებლობა დავაკისროთ ვინმეს თა-
ვისი საქციელის გამო, რადგან მეტისმეტად გაქნილი რამ ბრძან-
დება რევოლუცია და უკლებლივ ყველა დამნაშავეს ამართლებს,
ოღონდ თავისიანი იყოს. რამდენი სისულელეა, ღმერთო ჩემო,
ამქვეყნად! თუნდაც თქვენით დავიწყოთ. განცვიფრებული ვარ,
გეფიცებით! დიახ, განცვიფრებული შევყურებ ყმაწვილ კაცს, დი-
დებულს, წარჩინებულს, სამეფოში ფრიად პატივცემულს, დიდე-
ბულ გვარიშვილს, ტურ-გოვენის ვიკონტს, ბრეტანის პრინცს,
რომელსაც სრული უფლება აქვს, ჰერცოგობა მიიღოს და, მემ-
კვიდრეობით, საფრანგეთის პერობა, – დამეთანხმებით, რომ
ამაზე მეტს ვერ ინატრებს ამქვეყნად კაცი, თუ თავში ტვინი
მოეპოვება, რასაკვირველია. დიახ, ამ ღირსებათა და უფლებათა
მქონე, როგორც თქვენ ბრძანდებით, საკუთარი ფეხით თელავს
თავის ღირსებას, თავისი ხელით ისხამს თავზე ლაფს და თანც,
ისე კარგად და მოხდენილად, რომ მტრები არამზადას უწოდებენ,
ხოლო მოყვარენი – სულელს... მართლა, მომიკითხეთ ბატონი
მღვდელი სიმურდენი.
დინჯად, მშვიდად ლაპარაკობდა მარკიზი და მშვიდად შესცქე-
როდა გოვენს. ხელები იღლიებში ამოედო. ცოტა ხანს გაჩუმდა,
ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო:
– არა, ვერ დაგიმალავთ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის,
რომ მომეკალით. დიახ, ბატონო, თქვენს მოსაკლავად ზედიზედ
სამჯერ მოვმართე ზარბაზანი, პირადად მე დაგიმიზნეთ. ზნეობას
მოკლებულია ჩემი საქციელი, ამას ვაღიარებ, მაგრამ გიჟი იქნე-
ბა, ვინც იტყვის, მტრები ომში ერთმანეთს სიამოვნებას უნდა ანი-
ჭებდნენო. და მე და თქვენ, ჩემო ბატონო, მტრები ვართ და ერ-

465 მკითხველთა ლიგა


თმანეთს ვებრძვით. თქვენ თუ მეფე არ დაინდეთ, ჩემგან რას ით-
ხოვთ?!.
გაჩუმდა ცოტა ხანს, მერე განაგრძო:
– არა, ჩვენც დიდი სისულელე მოგვივიდა! ვოლტერი და რუ-
სო რომ ჩამოგვეხრჩო, რევოლუცია არ მოხდებოდა. საშინელი
რამაა განვითარებული კაცი – ქვეყნის გამრყვნელი და წარ-
მწყმედი! მიბრძანეთ, ბატონო, რას ერჩით ამ მონარქიას? რა
დააშავა?
ჯიბეზე ხელი მოისვა, თითქოს თამბაქოს ქისას ეძებსო, და გა-
ნაგრძო:
– მაგრამ ასეთი ბოროტები კი არ ვართ. იმის მაგივრად, რომ
თვით ფილოსოფოსები დაგვეწვა, მივდექით და მათი ნაწერები
გავანადგურეთ! ახლა სასახლის მოღალატენიც ჩაერივნენ საქ-
მეში! გამოჩნდნენ ვერაგი ტურგოები, კესნეები, მალერბები, ფი-
ზიოკრატები და სხვა და სხვა და აირია მონასტერი! სულ იმ მჯღაბ-
ნელების ბრალია ყველაფერი. უსაქმური ავყიები! არა, პრუსიის
მეფეც რომ გააბრიყვეს, კეთილშობილებით სავსე კაცი! ოჰ, რომ
შემძლებოდა, დედაბუდიანად ამოვწყვეტდი მწერლებს! ჩვენ
რომ ვსჯიდით, სამართალსაც ვიცავდით. აი, კედლებს დღევან-
დლამდე შერჩენია ჩვენი ჩარხის, გლეხის საგლეჯი ჩარხის კვა-
ლი! ჩვენ ხუმრობა არ ვიცოდით. დააშავა რამე? წასული იყო იმი-
სი საქმე! ჰოდა, სწორედ ამ ჩარხით უნდა დაგვეტკბო ჩვენი მწერ-
ლები, რომ ხსენებაც აღარსად ყოფილიყო მათი!.. სადაც ქაღალ-
დის მჯღაბნელები არიან, მაშინვე გაჩნდებიან ყაჩაღები და ავაზა-
კები. ცოდვაა წიგნი, ცოდვილია წიგნის დამწერი, რადგან წიგნი
ქმნის და ამრავლებს ყოველგვარ ცოდვასა და ბიწიერებას...
ძალიან ვწუხვარ, ბატონო, თქვენ გამო ვწუხვარ, რადგან
თქვენც ბრეტანის მებატონეთა შთამომავალი ბრძანდებით. ჩემ-
სა და თქვენს გვარს ჩვენი წინაპარი – გვენ დე-ტუარი ამშვენებს,

466 მკითხველთა ლიგა


დიდებული ჰერცოგი მონბაზონი, საფრანგეთის პერი, მეფის მი-
ერ ძეწკვით დაჯილდოებული, რომელიც იერიშით მივიდა მტერ-
ზე, დაჭრილი იყო დ’არკის ბრძოლაში, მთავარ-ბაზიერი იყო საფ-
რანგეთისა და თავის სასახლეში, კუზიერში მიიცვალა ოთხმოც-
დაექვსი წლისა. შემეძლო მომეგონებინა თქვენთვის ჰერცოგი
ლოდუნუა, ქალბატონ გარნაშის და კლოდ დე ლორენის შვილი,
ან კიდევ, ანრი დე ლანკური, ან ფრანსუაზ ლავალბუადოფენი,
მაგრამ... თქვენ, ბატონო, ძალიან გეხალისებათ რეგვენად დარ-
ჩენა და ჩემს მეჯინიბესთან სრული თანასწორობა... გაზრდილ-
ხართ, დავაჟკაცებულხართ... რაც ერთმანეთს დავშორდით, სულ
სხვადასხვა გზით გვივლია მე და თქვენ: მე – პატიოსნებისკენ,
თქვენ, პირიქით, – უპატიოსნობისკენ. აჰ, არ ვიცი, რითი დამთავ-
რდება ეს არეულობა, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, რომ თავით ფე-
ხამდე ბინძურები და საზიზღრები არიან თქვენი უდიერი მეგობ-
რები... თქვენვე შემოიღეთ ფასის მაქსიმუმი, რომლის ზემოთ ვე-
რაფერს გაყიდის კაცი; თქვენ გყავთ კონვენტი, ეპისკოპოსი გო-
ბელი, ღვთის ნაცვლად, გონების მაღმერთებელი, შომეტი, და
პერდუშენის რედაქტორი ჰერბერტი; თქვენ ანგრევთ წარსულს
ბასტილიის ციხიდან უბრალო კალენდრამდე; წმინდანების ნაც-
ვლად, სალოცავად მწვანილი გაგიხდიათ... ბატონობა გნებავთ?
იბატონეთ! მეფობა გნებავთ? იმეფეთ! ისე ბრძანდებოდეთ, რო-
გორც გენებოთ! ნურავის დაერიდებით, გამოიჭიმეთ და ისე იც-
ხოვრეთ, როგორც გნებავთ, მაგრამ იცოდეთ, თქვენი ბაქიბუქო-
ბით ვერ მოსპობთ სარწმუნოებას, ვერც მეფობას, რომელიც
თხუთმეტი საუკუნით ავსებს ჩვენს ისტორიას, და ვერც შთამომავ-
ლობით დიდებულებას, რომელიც, თავიც რომ მოსჭრათ, მაინც
უფრო მაღალი და დიდებული იქნება, ვიდრე თქვენ ბრძანდე-
ბით... რაც შეეხება თქვენს ახირებას, – მეფეს ისტორიულადაც
არა აქვს უფლება ბატონობისაო, – სასაცილოდ არ გვყოფნის ეს

467 მკითხველთა ლიგა


ამბავი. ჩვენც კარგად ვიცით, რომ შილპერიკი უბრალო ბერი
იყო, დანიელი ერქვა; შილპერიკი რენფრუამ გამოიგონა, შარლ
მარცელის ჯიბრით; ეს ყველაფერი ჩვენც არანაკლებ ვიცით, ვიდ-
რე თქვენ; მაგრამ საქმე ეგ არ არის. საქმე ის არის, რომ საფრან-
გეთი დიდებულ სამეფოდ დარჩეს, ძველ, ყველგან გამარჯვებულ
სამეფოდ; დარჩეს იმ საგანგებო განწყობილების სამეფოდ, სა-
დაც თაყვანს სცემდნენ უპირველეს ყოვლისა, წმინდა პიროვნე-
ბას მეფისას... და ამის შემდეგ ყოველივე იმას, რაც თაყვანისცე-
მის ღირსია... და ბოლოს თაყვანს სცემდნენ სამეფო უმაღლეს
მართლმსაჯულებას, სამეფო პოლიციას... აი, რა ამშვენებდა და
ადიდებდა საფრანგეთს. თქვენ კი მიდექით და ქვა ქვაზე არ და-
ტოვეთ ამ ბრწყინვალე წყობილებისგან. პროვინციები მოსპეთ
დაუფიქრებლად. ან სად შეუძლია დაფიქრება თქვენისთანა სა-
ცოდავ ხეპრეს? იცით კი, ნეტავ, რა არის პროვინცია? საფრანგე-
თი იმით არის დიდებული, რომ სხვა სამეფოების ნიჭსა და დიდე-
ბას გაერთიანებულად წარმოადგენს თავის სამეფოში; გულ-
წრფელობა გერმანიისა პიკარდიაში იყო; დიდსულოვნება შვე-
ციისა – შამპანში; წარმოება ჰოლანდიისა – ბურგუნდიაში; მოქ-
მედობა პოლონეთისა – ლანგედოკში; დარბაისლობა ესპანეთი-
სა – გასკონში; სიბრძნე იტალიისა – პროვანსში; მოხერხება სა-
ბერძნეთისა – ნორმანდიაში; ერთგულება შვეიცარიისა – დოფი-
ნეში. თქვენ ამის არაფერი გაგეგებათ და ისე იქცევით ამ საკით-
ხებში, როგორც დიდყურა ვირი. მიდექით და დაამტვრიეთ, დაან-
გრიეთ, დალეწეთ, მიწასთან გაასწორეთ დიდებული სამშობლო
და გამარჯვებულად მიგაჩნიათ თავი... მაშ, არ გნებავთ დიდებუ-
ლები? ჰოდა, აღარც გეყოლებათ, დამშვიდებული ბრძანდებო-
დეთ! აღარც რაინდები გეყოლებათ, აღარც გმირები. მშვიდო-
ბით, ძველებურო დიდებავ! მშვიდობით, სამშობლოსათვის თავ-
განწირულნო!.. თქვენ თქვენი პირადის გარდა არაფერი გწამთ.

468 მკითხველთა ლიგა


განდევნილია თქვენგან დიდებულება, პატიოსნება, რაინდობა.
თქვენ აღარ გეყოლებათ რაინდი ფონტენუა, რომელიც ჯერ სა-
ლამს აძლევდა მტერს და მერე კლავდა; აღარ გეყოლებათ აბრე-
შუმის წინდებით მოსილი მეომრები, ისეთი, როგორიც მეფეს
ჰყავდა!.. წასულია თქვენი საქმე! შემოგესევათ მტერი და გა-
გაუპატიურებთ, როგორც უპატრონო გოგოს. ერთხელ კიდევ
რომ შემოგვესიოს ალარიკ მეორე, კლოვისს ვეღარსად იპოვით
მასთან საბრძოლველად; აბდერანი რომ მოგვადგეს, შარლ მარ-
ტელს ვეღარ იპოვით, რომ მტერი მოიგერიოს; საქსონელები
რომ შემოგვიცვივდნენ, პეპინს ვეღარ ნახავენ; აღარც ანდელი
გეყოლებათ, როკრუა, ლანსი, სტაფარდი, ნერვინდი, შტეინკერ-
კი, მარსაილი, როკუ, ლაუფელდი, მაონი; აღარც მარინიანი გე-
ყოლებათ ფრანსუა პირველთან ერთად, აღარც ბუვინი, რომელ-
მაც ტყვედ დაიჭირა ერთი ხელით რენო, გრაფი ბულონისა, და
მეორე ხელით – ფერანი, გრაფი ფლანდრიისა. იქნებ კიდევ
გქონდეთ აზენკურული ბრძოლა, მაგრამ ბატონი ბაკვილი კი
აღარ გეყოლებათ, რომ დროშა შემოიხვიოს და ისე შეაკვდეს
მტერს! ასე, ბატონო, ანრე! მოსპეთ, მიწასთან გაასწორეთ თქვე-
ნი სამშობლო!..
ერთ წამს გაჩუმდა და – განაგრძო:
– დაკნინდით, დამცირდით, ჯანდაბას თქვენი თავი და ტანი,
ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებეთ! დიდებულები ვართ და დიდებუ-
ლად დავიხოცებით. დახოცეთ მეფეები, დახოცეთ დიდებულები,
დახოცეთ მღვდლები, დაანგრიეთ, დაამსხვრიეთ, გაჟლიტეთ,
ფეხით გათელეთ, ძველი ზნე-ჩვეულება მოსპეთ, დაამხეთ სამე-
ფო ტახტი, ხატები წაბილწეთ, ღმერთი გასრისეთ, და ზედ იცეკ-
ვეთ! სხვას რომ ვერაფერს მოახერხებს ადამიანი, მოღალატეა
ქვეყნისა! ლაჩრები ხართ! თქვენ არც ერთგულება შეგიძლიათ
და არც თავგანწირვა!.. ჩემი ხომ გითხარით! ახლა უბრძანეთ, ბა-

469 მკითხველთა ლიგა


ტონო კივონტი, რომ თავი მომჭრან გილიოტინით. თქვენი უმორ-
ჩილესი მონა გთხოვთ ამას!
და დაუმატა:
– გული ხომ მოვიფხანე! სულერთია, მკვდარი ვარ.
– თავისუფალი ბრძანდებით, – უთხრა გოვენმა.
შემდეგ მივიდა მარკიზთან, მოიხსნა თავისი წამოსასხამი და
მარკიზს წამოასხა; კაპიუშონი მოახვია. ერთი ტანისა იყვნენ
ორივე.
– რას აკეთებ, ყმაწვილო? – ჰკითხა გაკვირვებულმა მარკიზ-
მა.
გოვენმა დარაჯს გასძახა ხმამაღლა:
– დარაჯო! კარი გამიღე.
კარი გაუღეს.
და კიდევ გასცა ბრძანება:
– მაგრად დაკეტეთ, როგორც კი გავალ...
და გარეთ გააგდო განცვიფრებული ლანტენაკი.
დაბალჭერიან დარბაზს, რომელშიც ახლა დარაჯები იმყოფე-
ბოდნენ, როგორც ვთქვით, ერთი სანათი ჰქონდა ჭერზე ჩამოკი-
დებული. სახელი ერქვა ამ „მანათობელს“ სანათისა, თორემ ისე
ბნელოდა, რომ გავლას ძლივს შეძლებდა კაცი. და ამ ბნელით
მოცულ ოთახში, ვისაც კი გამოეღვიძა ამ დროს, ყველამ იხილა
ერთი მაღალი ტანის კაცი, რომელსაც მხედართმთავრის წამო-
სასხამი და კაპიუშონი ამშვენებდა. მხედრული სალამი მისცეს და
გაატარეს.
კაცი კოშკიდან გავიდა და ფეხქვეშ ბალახი იგრძნო, იქვე,
ორასი ნაბიჯის იქით ტყეს მოჰკრა თვალი, თავის მფარველს, და
ნახა, რომ თავისუფალი იყო, ცოცხალი. ცოტა ხნით შეჩერდა,
რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი, თანაც ისე, რომ
თავად მას მონაწილეობა არ მიუღია არაფერში. მან მხოლოდ

470 მკითხველთა ლიგა


ღია კარით ისარგებლა და ახლა იდგა და ფიქრობდა, კარგად მო-
ვიქეცი თუ არა, რომ უარი არ ვუთხარი და არ გავუძალიანდიო?
იდგა და ფიქრობდა კაცი, არ იცოდა, წინ წასულიყო თუ უკან დაბ-
რუნებულიყო. ცოტა ხანს იდგა ასე ჩაფიქრებული, მერე მარჯვენა
ხელი აიქნია, ცერს დაჰკრა შუა თითი, გაატკაცუნა, წამოიძახა:
– რა გაეწყობა!
კოშკში დილეგის კარი მაგრად ჩაკეტეს. პატიმრად გოვენი
დარჩა.

471 მკითხველთა ლიგა


II – სამხედრო-საველე სამართალი

სამხედრო-საველე სასამართლოში იმ დროს თითქმის ყველა-


ფერი თავმჯდომარეზე იყო დამოკიდებული. დიუმამ კანონმდე-
ბელ კრებას წარუდგინა დასამტკიცებლად სულ მოკლე ჩანასახი
ამ სამხედრო კანონმდებლობისა; შემდეგში ტალომ წარუდგინა
ხუთასთა საბჭოს იგივე, შევსებული; მაგრამ საბოლოოდ დამუშა-
ვებული კანონები სამხედრო-საველე სამართლისა დამტკიცდა
იმპერიის დროს. იმპერიის დროსვე გასცეს ბრძანება, ამ სასა-
მართლოების თავმჯდომარეებს ხმის შეკრება ქვემოდან დაეწ-
ყოთ, ჯერ ჯარისკაცის აზრი მოესმინათ და მერე – უფროსისა. რე-
ვოლუციის დროს ეს კანონი არ არსებობდა.
ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტს სამხედრო-საველე სასამარ-
თლოს თავმჯდომარე თითქმის მარტო წყვეტდა საკითხს; ის ირ-
ჩევდა სასამართლოს წევრ-მსაჯულებს, ის განაგებდა დაკით-
ხვას, ის ადგენდა წესს ხმის მოკრებისას. მსაჯული იყო და სრული
გამგებელი სასამართლოსი.
სიმურდენმა სასამართლოს დარბაზადაც კოშკის ქვედა სარ-
თული აირჩია, სადაც ვანდეელების ბარიკადები იყო და ახლა და-
რაჯები დაებინავებინათ. ცდილობდა, ყველაფერი დაეჩქარები-
ნა, შეემოკლებინა გზა დილეგიდან სასამართლომდე და სასა-
მართლოდან გილიოტინამდე.
შუადღისას, თანახმად მისი ბრძანებისა, სასამართლო უკვე
მორთული იყო და მოწყობილი; სამი სკამი იდგა ჩალისა, ერთი
ფიჭვის მაგიდა, ზედ ორი შანდალი ანთებული სანთლებით და მა-
გიდის წინ ერთი ტაბურეტი.
სკამები მსაჯულებისთვის იყო დანიშნული, ტაბურეტი –
ბრალდებულისთვის. მაგიდის თავსა და ბოლოში კიდევ დაედ-
გათ თითო-თითო ტაბურეტი: კომისარ-მსმენელისთვის და მდივ-
472 მკითხველთა ლიგა
ნისათვის. ამ თანამდებობის ასასრულებლად ათისთავები
დაენიშნა სიმურდენს.
მაგიდაზე წითელი ლუქი იდო, რესპუბლიკის სპილენძის ბეჭე-
დი, ორი საწერკალამი, თეთრი ქაღალდი და ორი დაბეჭდილი
განცხადება – ერთში დამნაშავეთა კანონგარეშე გამოცხადების
ტექსტი იდო, მეორე კონვენტის დეკრეტს წარმოადგენდა.
შუაში ორი სკამი იდგა, რომელიც სამფეროვანი დროშების
კონაზე მიეყუდებინათ. დროის შესაფერისი გახლდათ ეს მორთუ-
ლობა – სულ უბრალო მოწყობილობა, და ძალიან ცოტა ხანი იყო
საჭირო, რომ დარაჯების სადგომი სასამართლოს დარბაზად გა-
დაეკეთებინათ.
თავმჯდომარისთვის დანიშნული შუა სკამი პირდაპირ გასცქე-
როდა დილეგის კარს.
მსმენელ საზოგადოებას ჯარისკაცები წარმოადგენდნენ.
ბრალდებულისთვის დანიშნულ ტაბურეტს აქეთ-იქით ორი
ჟანდარმი ედგა.
შუა სკამზე სიმურდენი იჯდა, მარჯვნივ კაპიტანი გეშანი, პირ-
ველი მსაჯული, მარცხნივ – ათისთავი რადუბი, მეორე მსაჯული.
სიმურდენს სამფერად მორთული ქუდი ეხურა, მხარზე ხმალი
ეკიდა, ქამარში ორი დამბაჩა ჰქონდა ჩამაგრებული. ჭრილობა
კი მის ისედაც მკაცრ სახეს საშინელ გამომეტყველებას აძლევ-
და...
შუადღე იყო, მაგრამ სასამართლო ჯერ არ შესდგომოდა თა-
ვის საქმეს. იქვე კართან შიკრიკი იდგა, რომელსაც ცხენით უნდა
წაეღო სიმურდენის მოხსენება.
სიმურდენი წერდა:
„საზოგადოებრივი განრინების კომიტეტს!
მოქალაქენო! ლანტენაკი დაჭერილია, ხვალ დასჯილი იქნება
გილიოტინაზე“.

473 მკითხველთა ლიგა


თარიღი დაასვა, ხელი მოაწერა, დაკეცა, დაბეჭდა და შიკრიკს
მისცა. ის მაშინვე ცხენს მოახტა.
და ხმამაღლა ბრძანა სიმურდენმა:
– გააღეთ დილეგის კარი!
ორი ჟანდარმი მივარდა კარს, აყარა ურდული, გააღო საპა-
ტიმროს კარი და შიგნით შევიდა.
გულხელდაკრეფილი უცქერდა ამ კარს სიმურდენი და ბრძა-
ნა:
– გამოიყვანეთ ბრალდებული.
ერთი კაცი გამოჩნდა ორ ჟანდარმს შორის, ღია კარის თაღ-
ქვეშ.
გოვენი მოსდევდა ჟანდარმებს.
თრთოლა მოერია სიმურდენს.
– გოვენ! – შეჰყვირა გულგახეთქილმა.
და მერე ჟანდარმებს შეუტია:
– მე პატიმარი მინდა, ბრალდებული!
– ბრალდებული მე გახლავართ, – მიუგო გოვენმა.
– შენ?
– დიახ, მე.
– ლანტენაკი?
– თავისუფალია.
– თავისუფალი?
– დიახ, თავისუფალი.
– გაიქცა?
– გაიქცა.
თავით ფეხამდე თრთოდა სიმურდენი, ძლივს წარმოთქვა
რამდენიმე სიტყვა:
– მისია ეს ციხესიმაგრე, დაწვრილებით იცის აქაურობის
ასავალ-დასავალი და შეიძლება, საიდუმლო გასასვლელი ჰქონ-

474 მკითხველთა ლიგა


დეს ამ საპყრობილეს. ვაი, რომ სულ გადამავიწყდა ეს გარე-
მოება! ალბათ გზა იცოდა და გაიპარა. სხვისი შველა არ დასჭირ-
დებოდა.
– დასჭირდა, – უთხრა გოვენმა.
– სხვაც შველოდა ვინმე, რომ გაქცეულიყო?
– შველოდა.
– ვინ? ვინ იყო ის?
– მე.
– შენ?
– მე.
– სიზმარში ხარ, მგონია.
– მე შევედი დილეგში. მარტო მე და პატიმარი ვიყავით; მო-
ვიხსენი ჩემი წამოსასხამი და მას მოვახვიე. თავზე ჩემი კაპიუშო-
ნი ჩამოვაცვი. ჩემს ნაცვლად ის გავიდა და მის ნაცვლად მე დავ-
რჩი. და აი, აქ გახლავართ.
– შენ არ იზამდი ამას.
– ვფიცავ, სიმართლეს მოგახსენებთ!
– შეუძლებელია.
– სრული სიმართლეა.
– მომიყვანეთ ლანტენაკი!
– აქ აღარ გახლავთ. ჯარისკაცებმა, ჩემი წამოსასხამითა და
კაპიუშონით მოსილი, ის თავიანთ უფროსად მიიჩნიეს და თავი-
სუფლად გაატარეს, ბნელოდა.
– შეშლილი ხარ!
– სრულ ჭკუაზე ვარ და ჭეშმარიტებას მოგახსენებთ.
დუმილი ჩამოვარდა. მერე ძლივს წაილუღლუღა სიმურდენმა:
– შენ ღირსი ხარ...
– სიკვდილით დასჯისა, – დაასრულა გოვენმა.

475 მკითხველთა ლიგა


ისე იყო ფერმიხდილი სიმურდენი, როგორც მოჭრილი თავი.
უძრავად იჯდა სკამზე, თითქოს მეხი დასცემოდა. ჭირის ოფლი
სდიოდა შუბლზე.
მაგრამ ძალა მოიკრიბა და ბრძანება გასცა:
– ჟანდარმებო, დასვით ბრალდებული.
გოვენი დაჯდა. აქეთ-იქით ჟანდარმები ამოუდგნენ.
ისევ მათ მიმართა სიმურდენმა:
– ხმალი ამოიღეთ, ჟანდარმებო.
იმის ნიშანი იყო ეს ბრძანება, რომ ბრალდებულს სიკვდილით
დასჯა მოელოდა.
ხმალი ამოიღეს ჟანდარმებმა.
სიმურდენმა ჩვეული რიხით დაიწყო:
– ბრალდებულო, ფეხზე წამოდექით.
შენობით აღარ მიუმართავს გოვენისთვის.

476 მკითხველთა ლიგა


III – ხმის მოკრება

გოვენი წამოდგა.
– თქვენი გვარი? – ჰკითხა სიმურდენმა.
– გოვენი.
სიმურდენმავე განაგრძო დაკითხვა:
– ვინ ხართ?
– ზღვისპირის ლაშქრის მოწინავე ჯარის მხედართმთავარი.
– ნათესავი ხომ არა ხართ ან მოკავშირე გაპარულ მარკიზ დე
ლანტენაკისა?
– მარკიზი ბიძაა ჩემი.
– კონვენტის დეკრეტი იცით?
– თქვენს მაგიდაზე ვხედავ გაშლილს.
– გაქვთ რაიმე ამ დეკრეტის შესახებ სათქმელი?
– მეც ხელი მოვაწერე ამ ბრძანებას; მეც გავეცი ბრძანება ამ
დეკრეტის სასტიკად ასრულებისა და მე შევადგინე ის განცხადე-
ბა, რომლის ქვემოთაც არის ჩემი ხელმოწერა...
– ამოირჩიეთ დამცველი.
– არ ვსაჭიროებ დამცველს.
– სიტყვა თქვენია.
გაქვავებულივით იჯდა სიმურდენი. კითხვებს აძლევდა, მაგ-
რამ ცხადი იყო, მოვალეობას ასრულებდა, თორემ მკვდარი იყო
კაცი.
ერთხანს გაჩუმებული იყო გოვენიც, ჩაფიქრებული.
სიმურდენმა გამოიყვანა ამ ფიქრებიდან:
– რას იტყვით თავის გასამართლებლად?
თავი ასწია ნელ-ნელა გოვენმა, თვალი მოარიდა ყველას და
უპასუხა:

477 მკითხველთა ლიგა


– აი, რას მოგახსენებთ: ერთი რამ ვნახე ისეთი, რამაც ყველა-
ფერი დამავიწყა. ერთი კეთილი საქმე ვნახე, სულ ახლოს, იმის-
თანა მადლიანი და ბრწყინვალე, რომ თვალები ამიხვია და ათა-
სი ბოროტება დამავიწყა. ერთი მხრით, მოხუცებული კაცი,
მეორე მხრით – უსუსური ბავშვები. ისინი ჩადგნენ ჩემსა და ჩემს
მოვალეობას შორის და ყველაფერი დამავიწყეს. დამავიწყეს გა-
დამწვარი სოფლები, გათელილი ყანები, გაჟლეტილი ტყვეები,
დახოცილი დაჭრილები, დახვრეტილი ქალები. დამავიწყეს ინ-
გლისისთვის დამზადებული ღია კარი საფრანგეთის დასარბე-
ვად… და თავისუფლად გავუშვი ის კაცი, რომელიც ლახვარს
სცემდა გულში ჩვენს სამშობლოს. დამნაშავე ვარ. შეიძლება
იფიქროთ, საკუთარ თავს ამტყუნებს ამ სიტყვებითო. ეს შეცდომა
იქნება. ამ სიტყვებით მე გამართლებას ვცდილობ. დამნაშავე
რომ შეიგნებს თავის დანაშაულს, ერთადერთიღა რჩება საზრუ-
ნავი, დაიცვას თავისი სახელი და პატიოსნება.
– სულ ეგ არის? ამის გარდა ვერაფერს იტყვით თავის დასაცა-
ვად? – ჰკითხა სიმურდენმა.
– იმას მოგახსენებთ კიდევ, რომ, თუ უფროსი ვიყავი ჯარისა,
მაგალითიც ღირსეული უნდა მიმეცა; და რადგან მსაჯულები
ბრძანდებით, მაგალითი თქვენც ღირსეული უნდა მისცეთ.
– რა მაგალითი უნდა მივცეთ?
– სიკვდილით დამსაჯოთ.
– სამართლიანად მიგაჩნიათ ეს სასჯელი?
– სამართლიანად და საჭიროდ.
– დაჯექით.
კომისარი-მსმენელი წამოდგა და წაიკითხა ხმამაღლა დადგე-
ნილება, რომლითაც ყოფილი მარკიზი დე ლანტენაკი კანონგა-
რეშე იყო გამოცხადებული; მერე კონვენტის დეკრეტი წაიკითხა,
რომელიც სიკვდილით სჯიდა ყველას, ვინც გააპარებდა აჯანყე-

478 მკითხველთა ლიგა


ბულს ან დაეხმარებოდა მას, რომ გაპარულიყო... ბოლოს დეკ-
რეტის ქვემოთ დაბეჭდილი რამდენიმე სტრიქონიც წაიკითხა,
რომელიც სახელდობრ, აჯანყებულ მარკიზ ლანტენაკზე მიუთი-
თებდა, და ხელმოწერილი იყო გოვენის მიერ.
სიმურდენმა გულხელი დაიკრიფა და წარმოთქვა:
– ყურადღება, ბრალდებულო! საზოგადოებას ვთხოვ, ყური
გვიგდოს და ჩუმად იყოს. კანონები მოისმინეთ. ახლა ხმების
მოკრებაღა გვრჩება. სასჯელი გადაწყვეტილი იქნება ხმის უმეტე-
სობით. სამივე მსაჯული ხმამაღლა, რიგრიგობით, ბრალდებუ-
ლის თანდასწრებით წარმოთქვამს თავის მსჯავრს. სასამარ-
თლოს დასამალი არაფერი აქვს.
შემდეგ გეშანს მიმართა:
– სიტყვა ეკუთვნის კაპიტან გეშანს. ბრძანეთ.
ისე იყო გეშანი დაბნეული, თითქოს არც სიმურდენს ხედავს
და არც გოვენსო. გაშტერებით დასცქეროდა მაგიდაზე გაშლილ
დეკრეტს, როგორც საშინელ მომაკვდინებელ უფსკრულს და ბო-
ლოს წამოდგა:
– კანონი ცხადად სჯის ბრალდებულს დანაშაულისთვის. მსა-
ჯული უფრო მძლავრია და უფრო სუსტიც, ვიდრე ადამიანი. უფრო
სუსტია, ვიდრე ადამიანი, რადგან მსაჯულს გული არა აქვს; და
უფრო მძლავრია, ვიდრე ადამიანი, რადგან ხელში უჭირავს ლახ-
ვარი... ოთხას თოთხმეტ წელს რომში მანლიუსმა თავისი შვილი
მოაკვლევინა მხოლოდ იმისთვის, რომ მამის დაუკითხავად გა-
ბედა ბრძოლა და გაიმარჯვა კიდეც. დისციპლინის დარღვევას
სამაგალითო სასჯელი უნდა მოსდევდეს თან. აქ თვით კანონია
დარღვეული და კანონი გაცილებით მეტია, ვიდრე დისციპლინა.
სიბრალული აქ რევოლუციისა და სამშობლოს ღალატად იქცევა.
მხედართმთავარმა გოვენმა გააპარა აჯანყებული ლანტენაკი.
გოვენი დამნაშავეა და სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

479 მკითხველთა ლიგა


– ჩაწერეთ, მდივანო, – ბრძანა სიმურდენმა.
მდივანმა ჩაწერა: „კაპიტანი გეშანი, – სიკვდილით დაისა-
ჯოს“.
გოვენმა სიტყვა ითხოვა და გეშანს მიმართა:
– სრულ სიმართლეს ამბობთ, გეშან, და მადლობას მოგახსე-
ნებთ.
ახლა რადუბს მიმართა სიმურდენმა:
– სიტყვა ეკუთვნის მეორე მსაჯულს. აბა, ათისთავო რადუბ,
გისმენთ!
რადუბი წამოდგა, გოვენისკენ მიბრუნდა, სამხედრო სალამი
მისცა და შესძახა:
– თუ ასეა, მაშ, მე მომკვეთეთ თავი! გილიოტინაც ხომ აქ
არის! ნეტავ, მე შემძლებოდა ის, რაც იმ მოხუცმა ჩაიდინა, და მე-
რე კიდევ ის, რაშიც ბრალს სდებთ ჩვენს მეთაურს. ის ბერიკაცი
რომ დავინახე, ოთხმოცი წლის მოხუცი, სამი პაწია ბავშვის საშ-
ველად რომ შევარდა ანთებულ საკირეში, გულში ვთქვი, – ძალი-
ან ვაჟკაცი ყოფილხარ, მეგობარო-მეთქი! – და ახლა რომ გავი-
გე, ჩვენს მეთაურს გადაურჩენია ის მოხუცი მხეცური გილიოტი-
ნისაგან, ცას ვეწიე სიხარულით და ვთქვი: – ჩვენო მეთაურო,
თქვენ უნდა იყოთ ჩვენი გენერალი, იმიტომ რომ ნამდვილი ადა-
მიანი ყოფილხართ, და რომ შემეძლოს, დღესვე დავაჯილდოებ-
დი მას წმ. ლუის ჯვრით!.. განა ამისთვის ვიბრძოდით და ვიმარ-
ჯვებდით ჟემაპში, ვალმში, ფლერუსში, ვატინიში? თუ მართლა
ამისთანა უდიერობისთვის ვიბრძოდით, უნდა გეთქვათ. როგორ!
ოთხ თვეზე მეტია, რაც ბუკითა და ნაღარით მიერეკება ჩვენი მე-
თაური მეფის მომხრე ძუკნა ძაღლებს, ხმალამოღებული იბ-
რძვის, რომ რესპუბლიკა გადაარჩინოს, დოლში სამარცხვინოდ
ამარცხებს აჯანყებულებს თავისი მოხერხებულობითა და თავ-
განწირული გაბედულებით, – და ამისთანა კაცს თქვენ დასჯას

480 მკითხველთა ლიგა


უპირებთ? ამისთანა კაცი გყავთ და ამბობთ, – მოვკლათ, ნუღარ
გვეყოლებაო?.. იმის ნაცვლად, რომ ღირსეულად დააჯილდოოთ
და გენერლობა მისცეთ, თავის მოჭრას უპირებთ? ამისთანა სიტ-
ყვის გაგონებას ის სჯობია, ხიდზე ავიდეს კაცი და თავდაყირა გა-
დაეშვას წყალში!.. ცხადია ეს ყველაფერი თუ სიზმარში ვარ?!. რა
გინდათ და რას ითხოვთ?! ნუთუ იმას, რომ მოხუცი არ მიშველე-
ბოდა ბავშვებს და ცოცხლად დამწვარიყვნენ? ჰოო? გნებავთ,
რომ ჩვენს მეთაურს საკუთარი თვალით ენახა, როგორ ააბრძა-
ნებდით გილიოტინაზე იმ უბედურს? ჰოდა, თუ ასე გინდათ ამის
ნახვა, მე მომკვეთეთ თავი! წარმოიდგინეთ, რომ ბავშვები დაიწ-
ვნენ! ხომ შერცხვებოდა წითელქუდიანთა ბატალიონი! მაშ, ჩვენი
შერცხვენა გნებავდათ? თუ ასეა, მაშინ დავერიოთ და ამოვჟლი-
ტოთ ერთმანეთი. ჩვენი პოლიტიკა მეც კარგად ვიცი. არანაკლებ,
ვიდრე თქვენ, მანდ რომ ბრძანდებით. კლუბის წევრი ვარ, შუ-
ბოსნებს ვხელმძღვანელობ! ახლა რა? გამხეცებას ვაპირებთ? აი,
დასკვნა ჩემი სიტყვებისა: ჭირივით მეჯავრება იმისთანა საქმე,
რომელიც მაბრმავებს, თვალს მიხვევს და იმისთანას ჩამადენი-
ნებს, რისიც არც თავი გამეგება და არც ბოლო. მაშ, რიღასთვის
ვიბრძვით? იმისთვის, რომ ჩვენი მეთაური მოგვიკლან? არა, მე-
გობრებო, ასე არ გამოვა! მე ჩემი მეთაური მინდა! მინდა იმიტომ,
რომ საჭიროა რესპუბლიკისთვის! მე დღეს უფრო მეტად მიყვარს
ის, ვიდრე აქამდე. თქვენ კი გილიოტინას უმზადებთ! სასაცილოა,
სავალალო რომ არ იყოს თქვენი სამართალი! არ გვინდა, არა,
თქვენი სამართალი! მე მოგისმინეთ, გავიგე თქვენი განზრახვა.
რაც გნებავთ, ბრძანეთ, ჩვენ კი ჩვენსას არ დავიშლით. შეუძლე-
ბელია აგრე განსჯა საქმისა...
სიმურდენი მიუბრუნდა რადუბს:
– მაშ, თქვენ ხმას აძლევთ, რომ გავამართლოთ ბრალდებუ-
ლი?

481 მკითხველთა ლიგა


– მე ხმას ვაძლევ, – მიუგო რადუბმა, – რომ ბრალდებულს გე-
ნერლობა მიეცეს.
– მე გეკითხებით, ბრალდებულის გამართლებას აძლევთ
ხმას?
– მე იმას ვაძლევ ხმას, რომ რესპუბლიკის პირველ კაცად გა-
მოაცხადონ.
– ათისთავო რადუბ, ხმას აძლევთ ბრალდებულის გამარ-
თლებას თუ არა?
– მე ხმას იმას ვაძლევ, რომ მის მაგივრად მე მომკვეთონ თა-
ვი.
– გამართლება, – დაიძახა სიმურდენმა, – მდივანო, ჩაწერეთ.
მდივანმა ჩაწერა: „ათისთავი რადუბი – გამართლებულ იქ-
ნას“.
მერე თქვა:
– ერთი ხმით სიკვდილი აქვს მისჯილი, ერთი ხმით – გამარ-
თლება. თანასწორობაა ხმებისა.
სიმურდენის რიგი იყო ახლა.
წამოდგა, ქუდი მოიხადა და მაგიდაზე დადო.
ფერმკრთალი კი არ ეთქმოდა, მიწის ფერი ედო სახეზე.
სუდარაში რომ ყოფილიყვნენ გახვეულნი იქ შეკრებილნი, მა-
შინაც არ იქნებოდა მსგავსი დუმილი იქ ჩამოწოლილი, როგო-
რიც იმ წამს ჩამოვარდა.
ძალ-ღონე მოიკრიბა სიმურდენმა და მტკიცე, დაბალი ხმით
წარმოთქვა:
– ბრალდებულო გოვენ, სასამართლომ განიხილა საქმე და
რესპუბლიკის სახელით ვაცხადებ დადგენილებას: ორი ხმის უმე-
ტესობით ერთის წინააღმდეგ.…

482 მკითხველთა ლიგა


ხმა ჩაუწყდა. ცოტა ხანს შეჩერდა. ვერ გადაეწყვიტა, რას მიმ-
ხრობოდა: სიკვდილს თუ სიცოცხლეს. სულგანაბული შესცქერო-
და ჯარი.
და დაასრულა:
– სიკვდილით დაისაჯოს!
სახეზე ემჩნეოდა შინაგანი ბრძოლა, რომელიც ამ საშინელ
გადაწყვეტილებას უძღოდა. იაკობმა ბნელში ანგელოზი რომ წა-
აქცია და მერე თავი დაალოცვინა, ალბათ, ამგვარივე საზარელი
ღიმილი მოჰფენოდა სიმურდენს სახეზე.
წამიერი იყო ეს გამომეტყველება და მყისვე გაქრა. ისევ გაქ-
ვავებულივით დაჯდა სკამზე, ქუდი დაიხურა და დაამატა:
– სასამართლოს დადგენილება ასრულებული იქნება ხვალ
მზის ამოსვლისას.
გოვენი წამოდგა, თავი დაუკრა და თქვა:
– მადლობას მოვახსენებ სასამართლოს.
– გაიყვანეთ დასასჯელი, – ბრძანა სიმურდენმა და დილეგის
კარზე ანიშნა.
გოვენი გაიყვანეს, საკანში შეიყვანეს და კარი ჩაურაზეს. ორი
ჟანდარმი გამოიჭიმა საკნის კართან, ხმალამოღებული.
რადუბს გული წაუვიდა, ძირს დაეცა და გულწასული გაიტანეს
სასამართლოდან.

483 მკითხველთა ლიგა


IV – სიმურდენ-მსაჯულის შემდეგ სიმურდენ-
მასწავლებელი

კრაზანის ბუდეა სამხედრო ბანაკი, მეტადრე რევოლუციის


დროს. ჯარისკაცსაც აქვს ნესტარი, უცბად გამოჩნდება ხოლმე და
ურცხვად აძგერებს უფროსს, განსაკუთრებით, მტრის განდევნის
შემდეგ. გამარჯვებით მოსილ ჯარში, ტურგის ციხესიმაგრის ამ-
ღებ ჯარში თავდაპირველად, გოვენის წინააღმდეგ დაიწყო
მითქმა-მოთქმა, როდესაც გაიგეს ლანტენაკის გაპარვა. საპა-
ტიმროდან ლანტენაკის ნაცვლად გოვენი რომ გამოვიდა, ეს ამ-
ბავი უცბად გავრცელდა ჯარში. მღელვარება დაეტყო ჯარს: გო-
ვენს დასჯას უპირებენ, ჩვენი თვალის ასახვევად, მართალი კი არ
გეგონოთ! მოდი და მიანდე რამე ყოფილ დიდებულთ და თავჩა-
ჩიან მღვდლებს! ვიკონტმა ხომ მარკიზი გააპარა, ახლა უკეთესს
ვნახავთ, ახლა მღვდელი გააპარებს დიდებულ ვიკონტსო.…
მაგრამ რომ გაიგო ჯარმა სასამართლოს დადგენილება, სხვა
ხასიათი მიიღო ამ მღელვარებამ: – ხედავთ, რას გვიშვრებიან?
სიკვდილს უპირებენ ჩვენს უმამაცეს მეთაურს! ვიკონტი არის
შთამომავლობითო? მით უფრო საქებარია, რომ თავისი დიდებუ-
ლება დაგმო და რესპუბლიკას ემსახურება!.. როგორ, მოკვლას
უპირებენ პონტორსონის განმათავისუფლებელს? დოლისა და
ტურგის გმირს?.. მოსაკლავად დაუმწყვდევიათ ის, ვისი წყალო-
ბითაც ასე წარმატებით ვებრძვით მტერს? ასე ადვილად იმეტებენ
რესპუბლიკის ბასრ ხმალსა და ვანდეელების აჯანყების ჩამ-
კვლელს?.. ის რომ არ ყოფილიყო, ქვეყანას აიკლებდნენ შუანის
ბრბოები! ის რომ არ ყოფილიყო, ვეღარავინ გამოასწორებდა
ეშელისა და სხვების სისულელეს... და სიმურდენი ბედავს მის გა-
წირვას! რისთვის? რა დააშავა? იმისთვის, რომ სამი უმწეო ბავშვი
გაათავისუფლა? ასე უნდა ხოცოს მღვდელმა ჩვენი მხედრობა?..
484 მკითხველთა ლიგა
დრტვინავდა გამარჯვებული, გულმოკლული ბანაკი. ჩუმი აღ-
შფოთება ერეოდა სიმურდენის წინააღმდეგ. ოთხი ათასი კაცი
იყო ერთის წინააღმდეგ, მაგრამ საქმით არავითარ ძალას არ
წარმოადგენდა ეს რიცხვი: ოთხი ათასი კაცი ბრბო იყო, სიმურ-
დენი კი – სალი კლდე. ყველამ იცოდა, წარბი რომ შეეჭმუხნა სი-
მურდენს, ხმას ჩააკმედინებდა მთელ ჯარს.
საშინელი დრო იყო: საკმარისი იყო, საზოგადოებრივი განრი-
ნების კომიტეტის ჩრდილი დასდებოდა ვინმეს, რომ დიდებული
და ყოვლადძლიერი გამხდარიყო... დრტვინვა ჩურჩულად გადა-
ექცია და ჩურჩული – სიჩუმედ. როგორც წინათ, ამ მითქმა-
მოთქმის შემდეგაც სიმურდენი იყო და დარჩა გოვენის ბედის
გამგებლად და მასთან ერთად, მთელი ჯარისაც. კარგად იცოდ-
ნენ, რომ ამაო იქნებოდა, ეთხოვათ რამე. მასზე იყო დამოკიდე-
ბული ყველაფერი. სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო
მთავრობისა და უფლება ჰქონდა, გაეუქმებინა, რაც სასამარ-
თლოს თავმჯდომარეობისას დაადგინა. მხოლოდ მას, სიმურ-
დენს ჰქონდა უფლება, შეენდო და ეპატიებინა ყველასა და ყოვე-
ლისათვის, ერთი სიტყვით, შეეძლო, გაეთავისუფლებინა გოვე-
ნი; მის ხელთ იყო გოვენის სიკვდილ-სიცოცხლე; ის იყო მბრძა-
ნებელი გილიოტინისა...
ჯარი ელოდა გოვენის ბედის განსაზღვრას.
უკვე ღამდებოდა...

485 მკითხველთა ლიგა


V – დილეგი

სასამართლოს დარბაზი ისევ სადარაჯოდ გახადეს. დღესაც,


როგორც გუშინ, ერთიორად მეტი იყო დარაჯი, ვიდრე წესი მოით-
ხოვდა. საპატიმროს კარი მაგრად იყო ჩაკეტილი და კართან ორი
ჟანდარმი იდგა.
შუაღამისას ვიღაც შევიდა სადარაჯოში, ხელში სანათი ეჭირა.
მთელი დარბაზი გაიარა და დილეგის კართან მივიდა; იცნეს ჟან-
დარმებმა და კარი გაუღეს.
სიმურდენი იყო.
ბნელ ოთახში შევიდა, კარი ოდნავ მიხურული დატოვა.
ბნელი იყო საპატიმრო, ჩუმი და იდუმალი. სიმურდენმა წინ
წაიწია, სანათი ძირს დადგა და გაჩერდა. სიბნელეში მძინარის
თანაბარი სუნთქვა ისმოდა. ყური მიუგდო სიმურდენმა ამ წყნარ,
მშვიდ სუნთქვას.
გოვენი კედელთან იწვა, კარის პირდაპირ, ჩალაზე ტკბილად
ეძინა.
ფეხაკრეფით მიუახლოვდა მასწავლებელი მოსწავლეს და დი-
დი სიყვარულით დააცქერდა, ისე, როგორც დედა დაჰყურებს თა-
ვის ძუძუმწოვარ მძინარე პირმშოს. გოვენმა ძილში თვალებზე
მიიდო ორივე მუშტი, როგორც ბავშვებმა იციან ხოლმე. სიმურ-
დენი ცოტა ხანს ჩაფიქრებული იდგა, მერე დაიჩოქა, გოვენის ხე-
ლი აიღო და აკოცა.
შეინძრა გოვენი. თვალი გაახილა უცაბედი გაღვიძებით გაკ-
ვირვებულმა. სანათი ოდნავ ანათებდა იქაურობას. იცნო სიმურ-
დენი.
– აჰ, ეს თქვენა ხართ?
და დაუმატა:
– სიზმარში ვნახე, ხელზე მაკოცა სიკვდილმა.
486 მკითხველთა ლიგა
ძრწოლა მოერია სიმურდენს, როგორც ყოველთვის, უცბად
რომ დაჰკრავს ადამიანს ფიქრების ტალღა. ხანდახან იმდენად
დიდია ეს ტალღა და იმდენად მქუხარე, რომ სულის შეხუთვა, სუ-
ლის გაქრობაც კი შეუძლია. გული უკვდებოდა სიმურდენს და ერ-
თადერთი სიტყვაღა წარმოთქვა:
– გოვენ!
ერთმანეთს შესცქეროდნენ რამდენიმე წამს.
მერე წამოიწია გოვენი, იდაყვს დაეყრდნო და თქვა:
– ეგ ჭრილობა, თქვენს სახეზე რომ ვხედავ, ის არის, ჩემ მა-
გივრად რომ მიიღეთ ამას წინათ. გუშინაც, იმ საზარელი ბრძო-
ლის დროს, თქვენც იქ იყავით, გვერდით მედექით, ჩემს მფარვე-
ლად. განგებას რომ თქვენთვის არ მოენდო ჩემი აკვანი, ნეტავ,
სად ვიქნებოდი ახლა? ბნელეთში, რაღა თქმა უნდა! თუ ადამიანი
ვარ და შეგნება მაქვს ვალდებულებისა, თქვენი წყალობით მხო-
ლოდ. დავიხრჩობოდი, რომ დავიბადე, იმისთანა ცრუმორწმუ-
ნეობის მორევში აღმოვჩენილვარ. ცრუმორწმუნეობა ხორცმე-
ტია სულისა და თქვენი მადლიერი უნდა ვიყო, რომ ჩამომაშო-
რეთ სულისმხუთავი და სრულ თავისუფლებაში მოაქციეთ ჩემი
აღზრდა და უსუსური ბავშვი შეგნებულ ადამიანად მაქციეთ. მეც
ჩემს წინაპრებს დავემსგავსებოდი, თქვენ რომ არა, ძველებურ
ბატონად გავიზრდებოდი. თქვენ კი ადამიანად გამზარდეთ, მო-
ქალაქედ, სამშობლოს შეგნებულ შვილად. ხორციელად, სააქა-
ოს ადამიანად და სულიერად, საიქიოსთვის მომზადებულად.
ადამიანთა ცხოვრებაში შესასვლელად ნათლად დამისახეთ ჭეშ-
მარიტებანი და მის იქით წასასვლელად – ზეციური სინათლე.
გმადლობთ, ჩემო სულის ჩამდგმელო! თუ ვარ რამე, თქვენი
ქმნილება ვარ!
სიმურდენი გვერდით მიუჯდა ყმაწვილს ჩალაზე და თქვა:
– ვახშმად მოვედი შენთან.

487 მკითხველთა ლიგა


შავი პური ედო გოვენს. მოტეხა და სიმურდენს მიართვა. შემ-
დეგ წყლით სავსე სურაც მიაწოდა.
– ჯერ შენ მოსვი, – სთხოვა სიმურდენმა.
მოსვა გოვენმა. ყმაწვილმა ერთი ყლუპი იკმარა, სიმურდენი
კი ხარბად დაეწაფა წყალს.
გოვენი ჭამდა, სიმურდენი სვამდა. ეს ცხადი ნიშანი იყო ერ-
თის სიმშვიდისა და მეორის მღელვარებისა.
ისევ სიჩუმემ დაისადგურა.
ორიოდე წუთის შემდეგ საუბარი გოვენმა დაიწყო:
– ბევრ რასმე აკეთებს რევოლუცია. ბევრი რამ არის ჩასახუ-
ლი, ჯერ უჩინარი, მაგრამ მომავლისათვის სასიკეთო. რევოლუ-
ციის მონაგარს ზოგს თვალით ვხედავთ, ზოგს კი – ჯერ ვერა;
დღევანდელი მალავს მომავლისას. რასაც ვხედავთ, საშინელია;
მაგრამ დიდია, რასაც ვერ ვხედავთ. ამ წუთში ცხადად მიდგას
თვალწინ ეს მომავალი. უცნაურია და მშვენიერი. წარსულის მა-
სალით არის აშენებული მომავალი და ამიტომ არის ასე უშვერი
ოთხმოცდაცამეტი. ბარბაროსულია ხარაჩოები, მაგრამ შენობა
ტაძარი იქნება განათლებისა.
– მართალი ხარ, – მიუგო სიმურდენმა, – ბევრი რამ არის
დღეს დროებითი და დროებითიდან დასრულებული იქნება: ბეგა-
რა ქონების შესაფერისი, სამხედრო სამსახური – სავალდებუ-
ლო, თანასწორობა, აღარავითარი უპირატესობა ვინმეს მიმართ
– სწორი ხაზი კანონიერებისა – თვითმპყრობელი რესპუბლიკა.
– მე კი იდეალურ რესპუბლიკას ვირჩევდი, – თქვა გოვენმა.
ცოტა ხანს გაჩუმდა, თითქოს გონებაში ფიქრებს აკოწიწებსო, და
განაგრძო:
– ძალიან კარგი, ბატონო, მაგრამ ეს მიბრძანეთ, რა მნიშვნე-
ლობას ანიჭებთ თვითმპყრობელ რესპუბლიკაში ერთგულებას,
თავგანწირვას, სათნოებასა და სიყვარულს? გათანასწორება

488 მკითხველთა ლიგა


ყველასი ძალიან კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება – შეთანხმება
ყველასი; სასწორი კარგია, მაგრამ სასწორზე უკეთესი იქნება
ჩანგივით ჰარმონიულად მცხოვრები ხალხი. თქვენი რესპუბლი-
კა წონის, ზომავს და წესს უქმნის ადამიანს; ჩემსას კი ზეცად აჰ-
ყავს ადამიანი. ეს გახლავთ განსხვავება, რომლითაც განირჩევა
ორბი თეორემისაგან.
– შენ მაგ ღრუბლებში დაკარგავ გზას.
– თქვენ კიდევ – მაგ განწესებასა და ანგარიშებში.
– ცარიელი ოცნება იქნება შენი ჰარმონია.
– ოცნება ალგებრაშიც მოიპოვება.
– მე ევკლიდესებური ადამიანი მენატრება.
– მე ჰომეროსის მიერ დახატული მირჩევნია.
მკაცრი ღიმილით მიაჩერდა სიმურდენი გოვენს, თითქოს
ცდილობს, გზა შეუკრას მის აღმაფრენასო.
– ჰომეროსი პოეზიაა. ასე ნუ ენდობი პოეზიას.
– დიახ, ვიცი, ვცნობ ამ სიტყვას: ნუ ენდობი აზრთა ქროლას,
ნუ ენდობი ბრწყინვალე მომავლის სხივებს, ნუ ენდობი მშვე-
ნიერებას.
– მაგით კუჭს ვერ გაიძღობს კაცი.
– რა იცით? იდეაც იგივე სანოვაგეა. ვინც ფიქრობს, ფიქრით
ძღება.
– კმარა ეგ განყენებანი. რესპუბლიკა – ორჯერ ორი ოთხია.
თუ ყველას მივეცი, რაც ეკუთვნის.
– მერე ის უნდა მისცეთ, რაც არ ეკუთვნის.
– ესე იგი?
– ესე იგი, ძირითადი დებულება საზოგადოებრივი ცხოვრები-
სა ის არის, რომ ყველა ადამიანი საზოგადოებისთვის იღვწოდეს
და საზოგადოება ყოველი თავისი წევრისთვის – ადამიანისთვის.
– კანონმდებლობის იქით არაფერია.

489 მკითხველთა ლიგა


– იქით არის ყველაფერი.
– მე მარტო სამართალს ვხედავ.
– მე უფრო ზემოთ ვიცქირები.
– მერე რას ხედავ სამართლის ზემოთ?
– მართლმსაჯულებას.
ხანდახან გაჩუმდებოდნენ ცოტა ხნით და შემდეგ ისევ განაგ-
რძობდნენ საუბარს.
სიმურდენმა დაიწყო ახლა:
– განმიმარტე შენი აზრი.
– ინებეთ. თქვენ გნებავთ, რომ საყოველთაო სავალდებულო
იყოს სამხედრო სამსახური. მე კი სულაც მოვსპობდი. მე მშვიდო-
ბა მინდა. თქვენ გნებავთ, რომ დახმარება ჰქონდეთ გაჭირვე-
ბულთ, ღარიბ-ღატაკთ, მე კი მინდა, რომ არსად აღარ იყოს გა-
ჭირვება და სიღარიბე. თქვენ გნებავთ, რომ ქონების მიხედვით
იხდიდეს კაცი გადასახადს, მე სულმთლად მოვსპობდი ყოველ-
გვარ გადასახადს. რაც შეიძლება ნაკლებს უნდა ხარჯავდეს კო-
მუნა და ამის დასაფარად, ფულს საზოგადო კუთვნილებიდან
იღებდეს.
– რა საზოგადო კუთვნილებიდან?
– მომისმინეთ. პირველ რიგში, მოსპეთ პარაზიტიზმი; მოსპეთ
პარაზიტიზმი მუქთახორა სამღვდელოებისა, პარაზიტიზმი მსაჯუ-
ლებისა, პარაზიტიზმი ჯარისკაცისა. მერე კარგად მოიხმარეთ და
გამოიყენეთ თქვენი სიმდიდრე. სასუქს წყალში ყრით; ის არ
ჯობს, მინდორში გაიტანოთ? ჩვენი მამულების სამი მეოთხედი
ყამირად არის მიგდებული; შეიტანეთ გუთანი და გადახანით ქვე-
ყანა, მოსპეთ უსარგებლო საძოვრები; გაუყავით ხალხს მიწები.
ისე მოაწყვეთ საქმე, რომ ყველას თავისი მიწა ჰქონდეს, და ყვე-
ლა მიწას თავისი პატრონი ჰყავდეს, ერთიასად მეტი გექნებათ
საზოგადოებრივი შემოსავალი. დღეს საფრანგეთში წელიწადში

490 მკითხველთა ლიგა


ოთხჯერ ჭამს გლეხი კაცი ხორცს; კარგად მოვლილი ჩვენი ქვე-
ყანა სამას მილიონს გამოკვებავს, მთელ ევროპას. გამოიყენეთ
ბუნება, ეს ძლიერი, მაგრამ თქვენ მიერ უარყოფილი დამხმარე
ძალა ჩვენი ცხოვრებისა. თქვენდა სასარგებლოდ აამუშავეთ ქა-
რი, მდინარე და მისი ჩანჩქერი, მაგნიტური ძალა დედამიწისა.
დედამიწას მთელი ქსელი აქვს ძარღვებისა თავის სიღრმეში და
ამ ქსელში იპოვით წყალსაც, ზეთსაც და ცეცხლსაც. გადაჭერით
ეს ძარღვები და თქვენდა სასარგებლოდ მოიხმარეთ ჭავლი
წყლისა შადრევნისთვის, ზეთი სანათად და ცეცხლი – სათბობად.
დაუფიქრდით ზვირთის ძალას, მოქცევასა და უკუქცევას ზღვის
წყლისას. რა არის ოკეანე? ოკეანე არის განუსაზღვრელი, უსარ-
გებლოდ მიტოვებული და დაკარგული ძალა. სისულელე არ
არის, რომ ჯერაც არ ვსარგებლობთ ამ მუქთა ძალით?
– ისე ლაპარაკობ, თითქოს ლანდს მისდევდე.
– არა, ამ ქვეყნისა ვარ და ამქვეყნიურად ვმსჯელობ.
შემდეგ კითხვა შეუბრუნა სიმურდენს:
– ქალი? ქალს რაღას უპირებთ?
სიმურდენმა იუცხოვა ეს კითხვა:
– რას უნდა ვუპირებდეთ? რაც არის, ის იქნება – მოახლე კა-
ცისა.
– ძალიან კარგი, ოღონდ ერთი პირობით.
– სახელდობრ?
– იმ პირობით, რომ კაციც მსახური იყოს ქალისა.
– რას ამბობ, – შეჰყვირა სიმურდენმა, – კაცი ვიყო და ქალს
ვემსახურებოდე? ღმერთმა დამიფაროს! კაცი ბატონია, ოჯახი სა-
მეფოა და კაცი მეფობს ამ სამეფოში.
– მეფობდეს, ოღონდ ერთი პირობით.
– რა პირობით?
– კაცი თუ მეფეა თავის ოჯახში, ქალი დედოფალი იყოს.

491 მკითხველთა ლიგა


– შენ გინდა ქალისა და კაცის...
– გათანასწორება.
– გათანასწორება? უფიქრდები კი შენს სიტყვას? გათანასწო-
რება განსხვავებული აგებულების ქმნილებისა?
– მე გათანასწორება ვთქვი, იგივეობა არ მითქვამს.
– ბავშვი? ბავშვს ვიღას აკუთვნებ?
– ჯერ მამას, რომელიც ქმნის, მერე – დედას, რომელიც შობს,
მერე – მასწავლებელს, რომელიც ზრდის, მერე – საზოგა-
დოებას, რომელიც ავაჟკაცებს, მერე – სამშობლოს, რომელიც
მისი უმაღლესი დედაა და შემდეგ – კაცობრიობას, რომელსაც ის
ეკუთვნის.
– ღმერთი კი დაგავიწყდა.
– ამ წმინდა კიბის საფეხურებია: მამა, დედა, მასწავლებელი,
საზოგადოება, სამშობლო, კაცობრიობა, რომლითაც ღმერთთან
მიდის ადამიანი.
სიმურდენს პასუხი არ გაუცია. ჩუმად იყო. გოვენმა განმარტა
თავისი სიტყვა:
– კიბის თავს რომ მიაღწევს ადამიანი, უკვე ღმერთთან არის.
ღიაა სასუფეველი, ოღონდ შევიდეს.
ხელი აიქნია სიმურდენმა, როგორც ყველამ ვიცით, როცა გაგ-
ვახსენდება რამე, კამათისათვის საჭირო.
– გოვენ, მოდი, ძირს ჩამოვიდეთ. ჩვენ გვინდა, შესაძლებელი
ავასრულოთ.
– მაშასადამე, ისე ვიმოქმედოთ, რომ შესაძლებელი შეუძ-
ლებლად არ ვაქციოთ.
– შესაძლებელი ყოველთვის სრულდება.
– ყოველთვის არა. თუ მკაცრად მოეკიდეთ უტოპიას, იმასაც
მოკლავთ. კვერცხივით უძლური არა არის რა.

492 მკითხველთა ლიგა


– მართალია, მაგრამ უნდა დაიჭირო უტოპია, შესაძლებლო-
ბის უღელი დაადო და სინამდვილის საზღვრებში ჩააყენო. განყე-
ნებული იდეა განსახორციელებელ იდეად უნდა გარდაქმნა; რა-
საც მშვენიერებით დაკარგავს, სარგებლიანობით მიამატებს;
აღარც იმხელა იქნება, რაც იყო, მაგრამ უკეთესი იქნება. უფლება
უნდა შეუერთდეს კანონს; როდესაც უფლება კანონი გახდება, აბ-
სოლუტურ ძალას შეიძენს და მეც სწორედ ამას ვგულისხმობ შე-
საძლებლად.
– შესაძლებელი უფრო მეტია, ვიდრე თქვენი ნაგულისხმევი.
– ეჰ! ისევ ოცნებამ გაგიტაცა.
– შესაძლებელი საიდუმლო ფრინველი გახლავთ, რომელიც
ყოველთვის თავს დასტრიალებს ადამიანს.
– ხელთ უნდა ვიგდოთ ეგ ფრინველი.
– ოღონდ ცოცხალი.
გოვენმა განაგრძო:
– აი, ჩემი ფიქრი: წინ მივისწრაფოდეთ ყოველთვის! ღმერთს
რომ ადამიანისთვის უკან დახევის ნიჭის მიცემა ნდომოდა, უკა-
ნაც თვალს გამოაბამდა, კეფაზე. ჩვენ სულ წინ უნდა ვიცქირებო-
დეთ, განთიადისკენ, აღორძინებისა და დაბადებისკენ. წაქ-
ცეული ამხნევებს მომავალს. წაქცეული ბებერი ხის ჭრიალი მო-
წოდებაა ახალი თაობისთვის. თავისას შეასრულებს ყოველი
საუკუნე – დღეს საეროს, ხვალ საკაცობრიოს. დღეს უფლების სა-
კითხი გადაწყდება, ხვალ ხელფასისა. ხელფასი და უფლება ძი-
რითადად ერთი და იმავეს წარმოადგენს. იმისათვის კი არ ცხოვ-
რობს ადამიანი, რომ შრომობდეს და ხელფასს ვერ იღებდეს. სი-
ცოცხლეს რომ გვანიჭებს ღმერთი, ვალს იდებს; უფლება – დაბა-
დებიდანვე დაყოფილი ხელფასია; ხელფასი – შეძენილი უფლე-
ბა.

493 მკითხველთა ლიგა


წინასწარმეტყველის შთაგონებით საუბრობდა გოვენი. სი-
მურდენი უსმენდა. შეცვლილიყო მათი როლები და ახლა სიმურ-
დენი იყო მოწაფე, გოვენს კი მასწავლებლის როლი ეკისრა.
სიმურდენმა შენიშნა:
– მეტისმეტად ჩქარობ შენს აზროვნებაში.
– რა ვქნა, რომ მეტად მეჩქარება? – მიუგო ღიმილით გოვენ-
მა.
და განაგრძო:
– აი, ჩემო მწვრთნელო, რით განსხვავდება ჩემი და თქვენი
უტოპია: თქვენ სავალდებულო ყაზარმა გნებავთ, მე კი სკოლა
მინდა. თქვენ ადამიანი-ჯარისკაცი გენატრებათ, მე კი –
ადამიანი-მოქალაქე. თქვენ გინდათ სასტიკი ადამიანი, მე ფიქ-
რის ადამიანი მჭირდება. თქვენ მახვილის რესპუბლიკას აარ-
სებთ, მე კი...
გაჩუმდა ერთ წამს და დაამთავრა:
– მე კი სულის რესპუბლიკას დავაარსებდი.
საპატიმროს ფილაქანს დააცქერდა სიმურდენი და ისე ჰკით-
ხა:
– და მანამდე რაღას აპირებ?
– რაც არის.
– მაშ, ამართლებს ახლანდელს?
– დიახ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ქარიშხალი გვცემს. ქარიშხალი რომ დაიძ-
ვრება, ყოველთვის იცის, რას უნდა ეცეს. ერთ მუხას წააქცევს,
მაგრამ ამხელა ტყეს რას უზამს?! ჭირი სჭირდა ცივილიზაციას და
ეს ქარიშხალი განკურნავს მას. იქნებ დაავადებულს ჯანსაღიც
თან მიაყოლოს, – ყოველთვის კარგად ვერ არჩევდეს მოსარ-
ჩენს, – მაგრამ სად სცალია ამისთვის? უზარმაზარი ფართობი

494 მკითხველთა ლიგა


აქვს გასაწმენდი! დამპალი წარსულის საზიზღარ რეალობას სწო-
რედ ეს ქარიშხალი ესაჭიროება.
და ცოტა ხნის შემდეგ დაამატა:
– ან არა და, რას მიზამს ქარიშხალი, თუ კომპასი მაქვს? რას
მიზამს დღევანდელი ჩარხის ტრიალი, თუ შეგნება მაქვს?
და კვლავ განაგრძო:
– არის ძალა, რომლის ბრძანებითაც ტრიალებს ცხოვრების
ჩარხი.
– რა ძალა? – ჰკითხა სიმურდენმა.
გოვენმა თითი აიშვირა ზევით. სიმურდენმა თვალი გააყოლა
მის თითს, თვალით გაჭრა დილეგის ჭერი და ვარსკვლავებით გა-
კაშკაშებულ ზეცას ახედა.
კვლავ გაჩუმდნენ.
სიმურდენმა მაინც თავისი გაიმეორა:
– შენ საზოგადოება უფრო ძლიერი გინდა, ვიდრე თვით ბუნე-
ბა. ეს კი შეუძლებელია... უსაფუძვლო ოცნებაა.
– ეს არის მიზანი. ეს რომ არ იყოს, საზოგადოება რაღად გინ-
დათ? ბუნებრივად ვიცხოვროთ და ველურებად დავრჩეთ. მაშ, სა-
მოთხე ყოფილა ოტაიტში, ოღონდ ამ სამოთხეში არ იციან, რა
არის ფიქრი. ამისთანა მხეცურ სამოთხეს აზრიანი ჯოჯოხეთი
მირჩევნია. მაგრამ არა, არ გვინდა ჯოჯოხეთი! ადამიანთა საზო-
გადოება შევქმნათ, უფრო დიდი და ძლიერი, ვიდრე ბუნება. დი-
ახ, თუ არაფერს დავუმატებთ ბუნებას, რატომ უნდა გამოხვიდე
ბუნებიდან? დაკმაყოფილდით თქვენი შრომით, როგორც ჭიან-
ჭველა, და თქვენი შრომის ნაყოფით, როგორც თაფლით ფუტკა-
რი. დარჩით რეგვენ მუშად, როდესაც შეგიძლიათ, გონებით ბუ-
ნების მეფე გახდეთ. თუ ბუნებას რამეს დაუმატებთ, ამით უფრო
ძლიერი გახდებით, ვიდრე ბუნებაა. დამატება გაძლიერებას ნიშ-
ნავს, ხოლო გაძლიერება – განდიდებას. საზოგადოება ბუნებაა

495 მკითხველთა ლიგა


ზენაარი. საზოგადოებისთვის მინდა მე ყოველივე ის, რაც არა
აქვს სკას, რაც არა აქვს ჭიანჭველების ბუდეს, – ძეგლები, ხე-
ლოვნება, პოეზია, გმირები, გენიოსები. იმისთვის კი არ არის გა-
ჩენილი ადამიანი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ
ტვირთი ზიდოს. არა, არა და არა! აღარც ქურდი უნდა იყოს საზო-
გადოებაში, აღარც მონა, აღარც ყმა, აღარც კატორღელი და
აღარც ტუსაღი. მინდა, რომ ცივილიზაციას ცნებად ჰქონდეს ადა-
მიანის ყოველივე სიკეთე და პროგრესის გზით სვლა. მინდა გო-
ნებრივი თავისუფლება, გულითადი თანასწორობა, სულიერი
ძმობა. არა! აღარ უნდა იყოს უღელი! ადამიანის დანიშნულება ის
კი არ არის, რომ ჯაჭვით შეკრული ცოცავდეს, ადამიანის დანიშ-
ნულებაა ფრთის გაშლა და აღმაფრენა! მინდა, ჭუპრი პეპლად
გადავაქციო და მიწის მატლი – ტურფა ყვავილად. მინდა...
გაჩუმდა. თვალები უბრწყინავდა, ბაგე უთრთოდა, რაღაცის
თქმა უნდოდა, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა.
კარი ოდნავ იყო მიხურული, რაღაც ხმაური შემოდიოდა გარე-
დან, საყვირის ხმა ისმოდა შორიდან, ალბათ ჯარს აღვიძებდნენ.
მერე სადარაჯოდან თოფის კონდახის ცემა გაისმა, დარაჯებს
ცვლიდნენ; იქვე კოშკთან, რამდენადაც შეიძლებოდა, ხმაურზე
მიხვედრილიყო კაცი, რაღაც მძიმე ფიცრებსა და ბოძებს მოათ-
რევდნენ. ძირს რომ დაყარეს, ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს ურო
დაეცა გრდემლსო.
გაფითრებული უგდებდა სიმურდენი ამ ხმაურს.
გოვენს არაფრისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თავისი ფიქ-
რებით იყო გართული, შორს გაჰყოლოდა ოცნებას. ისეთი თავ-
დავიწყებით შესცქეროდა საკუთარი ოცნების კაშკაშს, რომ სუნ-
თქვაც აღარ ემჩნეოდა. ტკბილი თრთოლა მორეოდა მხოლოდ
და თვალებში კაცობრიობის მომავალი განთიადის სხივი უბ-
რწყინავდა...

496 მკითხველთა ლიგა


კარგა ხანს იყვნენ ასე.
– რაზე ფიქრობ? – ჰკითხა სიმურდენმა.
– მომავალზე, – მიუგო გოვენმა.
და ისევ თავის ფიქრებში ჩაიძირა. წამოდგა სიმურდენი ჩალის
კონიდან. გოვენმა ეს ვერც კი შენიშნა. მასწავლებელი ნელ-ნელა
მიიწევდა კარისკენ. თვალს ვერ აშორებდა თავის ჩაფიქრებულ
მოწაფეს. ბოლოს კარში გავიდა და იქაურობას გაეცალა...

497 მკითხველთა ლიგა


VI – მზის ამოსვლისას

სინათლე მოეფინა ჰორიზონტს.


იმავე დროს რაღაც უცნაური, საკვირველი გამოჩნდა ტურგის
ფერდობზე, ფუჟერის ტყის იქით.
როგორც ჩანს, ღამით დადგეს. ამართულს უფრო ჰგავდა,
ვიდრე აშენებულს. შორიდან სწორი, მაგარი ხაზებით აგებული
რომელიღაც ებრაულ ასოს მოგაგონებდათ ან ეგვიპტურ იეროგ-
ლიფს, რომლითაც აჭრელებული იყო ძველეგვიპტური საიდუმ-
ლო ანბანი.
ვინც კი შეხედავდა, ყველას გაურბენდა გონებაში ფიქრი,
უსარგებლო რაღაც დაუდგამთ ამ ტყის პირასო, – ნეტავ რად უნ-
დათ, რაში გამოიყენებენო! აყვავებულ ბალახში იყო ამართული
ეს საზიზღრობა. თავით ფეხამდე შეაჟრჟოლებდა ადამიანს ნახვა.
ერთგვარ ფიცარნაგს წარმოადგენდა, ოთხფეხიანს. ფიცარნაგის
ბოლოში ორი ბოძი იდგა, მაგარი, სწორი, რომლებსაც ზემოდან
კადონი აერთებდა. ამ ბოძებზე შეეყენებინათ რაღაც სამკუთხა,
შავად რომ მოჩანდა დილის რიჟრაჟში. ფიცარნაგს მეორე მხა-
რეს კიბე ჰქონდა. სამკუთხის ქვემოთ, ორ კოჭს შუა, პატარა ჩარ-
ჩო იყო – ორი მოძრავი ფიცარი, რომლებიც ერთმანეთს თუ მი-
ეკვროდა, შუაში მრგვალ ამოჭრილს ტოვებდა, დაახლოებით
ადამიანის კისრის სისქისას. ამ ჩარჩოს ზემოთა ნაწილი კოლბზე
ცურავდა, ისე, რომ შეიძლებოდა მისი აწევა და დაწევა. ამჟამად
ეს ორი ფიცარი, რომელთა შეერთებისას მრგვალი ჭრილი ჩნდე-
ბოდა, განცალკევებული იყო. ორი ბოძის ძირში, რომელზეც სამ-
კუთხი იყო დამაგრებული, ფიცარი სახსრებზე გაემაგრებინათ,
რომ მისი დატრიალება ყოფილიყო შესაძლებელი. ამ ფიცრის
გვერდით გრძელი კალათა იდგა და ორ ბოძს შუა, ფიცარნაგის
ბოლოში, მეორე კალათა, ოთხკუთხა. წითლად იყო ეს ყველაფე-
498 მკითხველთა ლიგა
რი შეღებილი. სამკუთხას გარდა, ყველაფერი ხის იყო, სამკუთხა
– რკინის. ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ ადამიანის გაკეთებული
იყო, საზიზღარი, შესაზარი და უხამსი, თანაც – თავზარდამცემი.
ამ მოწყობილობას გილიოტინა ერქვა.
მის პირდაპირ, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, მეორე საში-
ნელება მოჩანდა, ტურგის კოშკი. ქვის ურჩხული გაჰყურებდა ხის
ურჩხულს. და, ესეც უნდა ითქვას, ადამიანი რომ ხელს ახლებს
ქვასა და ხეს, ქვა და ხე ქვად და ხედ აღარ რჩება და რაღაცას
იძენს ადამიანურს. შენობა – ფუძეა ჩვენი მრწამსისა, მანქანა –
იდეა.
ტურგი ნაყოფი იყო იმ საზარელი წარსულისა, რომელსაც ბას-
ტილია ეწოდებოდა პარიზში, ლონდონის ციხე ინგლისში, შპილ-
ბერგი გერმანიაში, ესკურიალი ესპანეთში, სენტ-ანჟის ციხესი-
მაგრე რომში.
ტურგში იყო ჩამარხული ათას ხუთასი წლის წარსული, შუა
საუკუნეები, ვასალები, ბატონყმობა, ფეოდალიზმი; გილიოტინა-
ში კი ერთი წელიწადია – ათას შვიდას ოთხმოცდამეცამეტე; და
თორმეტი თვე ამ ერთი წლისა ეტოლებოდა ტურგის თხუთმეტ
საუკუნეს.
ტურგი მონარქია იყო; გილიოტინა – რევოლუცია.
ტრაგიკულია ეს შეფარდება.
ერთ მხარეს, ვალი, მეორე მხარეს – ვადა. ერთ მხარეს გა-
მოუვალი გოთური კვანძი – ყმა, ბატონი, მონა, პატრონი, მდაბიო
ხალხი, დიდებულები, მრავალგვარი კანონმდებლობა, ადათები-
თა და ჩვეულებებით განსხვავებული, მსაჯული და მღვდელი ხე-
ლიხელგადაბმული, აურაცხელი ვალდებულებანი, – სახელმწი-
ფო, საბატონო, საეკლესიო გადასახადი, კანონი, რომლითაც სა-
კუთარი მამულის გამგებლობას კარგავდა პატრონი, პირადი გა-
დასახადი, შეღავათები, ცრუმორწმუნეობა, ფანატიზმი, მეფის

499 მკითხველთა ლიგა


წყალობა გაკოტრებულისადმი, სკიპტრა, ტახტი, „ჩემი ნებაა“,
„ღვთის ბრძანებაა“, მეორე მხარე – ეს უბრალო მოძრავი საკვე-
თელი – გილიოტინა.
ერთ მხარეს, კვანძი, მეორე მხარეს – ცული.
დიდი ხანი იდგა მარტოდმარტო ამ უდაბურ ადგილას ტურგი,
იდგა იქ თავისი დოლაბებით, საიდანაც ხშირად დიოდა ადუღებუ-
ლი ზეთი, ალმოკიდებული ფისი და დამდნარი ტყვია; თავისი დი-
ლეგით, რომლის ძირი მოფენილი იყო ადამიანის ძვლებით; თა-
ვისი ჩარხით, რომლითაც ოთხად გლეჯდნენ ცოცხალ ადამიანს.
იდგა და მედიდურად გადასცქეროდა ამ ტყეს. თხუთმეტი საუკუ-
ნის ბატონი და პატრონი ბრძანდებოდა იქაურობისა, ერთადერ-
თი ძლიერი მფარველი ქვეყნისა, ერთადერთი პატივსაცემი და
საშიში; მარტოდმარტო იდგა, მარტოდმარტო ფლობდა და მე-
ფობდა; ერთადერთი იყო ბარბაროსი თვითმპყრობელი. და უც-
ბად მის სამფლობელოში, მის თვალწინ, მის გვერდით, მის წინა-
აღმდეგ რაღაც ამოძვრა, რაღაც გამოიჭიმა და ეს იყო გილიოტი-
ნა!
ხანდახან ქვასაც ისე ვხედავთ, თითქოს მასაც ადამიანის
მსგავსად, თვალები ჰქონდეს, უცნაური თვალები. ძეგლი იცქი-
რება, კოშკი გუშაგობს, შენობის ფასადს უყურებს. ტურგი თავის
მტერს იკვლევდა, გილიოტინას ათვალიერებდა.
თითქოს ეკითხებოდა:
– რა ხარ? ვინა ხარ? რა გინდა?
და ისე ეჩვენებოდა, თითქოს მიწიდან ამომძვრალიყო უეც-
რად.
და ასეც იყო.
მიწიდან აღმოცენდა ეს ხე, ტანჯულთა ოფლით, ცრემლით,
სისხლით გაპოხილი. მიწიდან, რომელშიც გათხრილი იყო მრა-
ვალი ორმო, საფლავი, ჯურღმული, საფარი; იმ მიწიდან, რომელ-

500 მკითხველთა ლიგა


შიც მრავალი მსხვერპლი ჩაალპო ტირანიამ, ჯურღმულები ჩათ-
ხარა, რომ შიგ ჩაეჩქმალა შედეგი თავისი ბოროტებისა და ვერა-
გობისა. ამ ღრმა მიწიდან აღმოცენდა დანიშნულ დროს ეს ჯერ
უნახავი, ჯავრის ამომყრელი, შურისმაძიებელი მანქანა, ბას-
რმახვილიანი, ოთხმოცდაცამეტში წარუდგა ძველ ქვეყნიერებას
და შესძახა: – ახლა ჩემი ჯერია!
სრული უფლება ჰქონდა გილიოტინას, ეთქვა ტურგის კოშკის-
თვის:
– მე ღვიძლი შვილი ვარ შენი.
და იმავე დროს კოშკიც გრძნობდა, – დიახ, ამ საშინელ საგ-
ნებსაც აქვს თავისებური ბნელი სიცოცხლე, – კოშკიც გრძნობდა,
რომ გილიოტინა მკვლელი იყო მისი.
შეჰყურებდა ტურგი თავის მკვლელს და ვეღარ მალავდა შიშს.
კლდეზე მაღლა ამართული კოშკი დიდებული იყო და შერცხვენი-
ლი და მასზე უფრო ძლიერი იყო გილიოტინის სამკუთხი მახვი-
ლი. ყოვლისშემძლე წარსულს შიში ერეოდა ყოვლადძლიერი
დღევანდელობისა. მტარვალობის ისტორია შიშით მოელოდა
თავისუფლების ისტორიას. წარსულის მძვინვარება საკუთარ
თავს ადარებდა ახლანდელ მძვინვარებას. ძველებური სიმაგრე,
ძველებური ბატონი, ძველებური დილეგი, სადაც ასო-ასოდ
ფლეთდნენ ცოცხალ ადამიანებს, ძველებური საბრძოლო და
ხალხის საჟლეტი კოშკი და გალავანი, დღეს უსარგებლო და მი-
ვიწყებული, შეურაცხყოფილი, აქა-იქ მინგრეული, გვირგვინმოხ-
დილი, უმნიშვნელო ქვის გროვა ნაცრის ფასად ქცეული, ბილწი,
მკვდარი, პირამდე სავსე დაკარგული მშვენიერებისა და
ძლიერების მოგონებით, გულგახეთქილი შესცქეროდა მის ნაც-
ვლად გამეფებულ სიცოცხლეს. გუშინდელი თრთოდა დღევანდე-
ლის წინაშე. ძველი მძვინვარება განიცდიდა შიშს ახლისას. სამა-

501 მკითხველთა ლიგა


რეში ჩაკლული წარსული სულთმობრძავის თვალით შეჰყურებ-
და ტერორს, შერცხვენილი წყვდიადი – ბრწყინვალე სინათლეს.
ულმობელია ბუნება. რაც უნდა მოხდეს, არ დაფარავს თავის
ყვავილებს, თავის მუსიკას, თავის სურნელებასა და თავის სხი-
ვებს ადამიანის სისაძაგლის გამო. ბუნება თვალწინ უყენებს ადა-
მიანს ღვთიურ მშვენიერებასა და საზოგადოებრივ საზიზღრობას,
რომ უკეთ შეაგნებინოს ეს განსხვავება; არ შეაწევს პეპლის
ფრთას, ბულბულის გალობას. და აიძულებს, სისხლის ღვრით გა-
ხელებულს, შურისძიებით გაშმაგებულს, ბარბაროსებრ გამხეცე-
ბულს, თვალი გაახილოს და სათნო და კეთილიც დაინახოს. ვერ-
სად წაუვა ადამიანი იმ საყვედურს, რომელსაც აძლევს მის უკე-
თესობას ბუნების სიტკბოება და მშვენიერება. ადამიანის კანონე-
ბის უმსგავსობას ცხადყოფს ბუნება თავისი მარადი ბრწყინვალე-
ბით. ამტვრევს და ამსხვრევს ადამიანი, ხოცავს და სპობს, მაგრამ
ზაფხული ზაფხულად რჩება, ვარდი ვარდად და ვარსკვლავი ვარ-
სკვლავად.
ამ დილასაც მომხიბლავი იყო გრილი ცა, ამომავალი მზის შუ-
ქით მოფენილი. საამო სიო არხევდა ფოთოლს, ნელა ირხეოდა
ხეებში ღამის ნისლი. ფუჟერის ტყე, წყაროებიდან ამომავალი
სიგრილით სავსე, ისე ბოლავდა მზის ამოსვლისას, როგორც ერ-
თი დიდი საცეცხლური საკმევლით სავსე. მოწმენდილი იყო ზეცა.
იაგუნდად და ზურმუხტად ამწვანებულიყო დედამიწა. ძმურად ეხ-
ვეოდნენ ერთმანეთს ხეები. სუფრასავით გადაშლილიყო ბალახი
და ყველაფერს ამშვენებდა ის წმინდა მშვიდობიანობა, რომელ-
საც მარად ჩასძახის ბუნება ადამიანს და ამ მშვიდობიანობასა და
ერთსულოვნებაში აღმართულიყო ადამიანის ხელით შექმნილი
საზიზღრობა – ერთი მხრივ ძველი კოშკი, მეორე მხრივ – ახალი
ეშაფოტი, ომი და წამება, ორი ნიშანი სისხლისმღვრელი წარსუ-
ლისა და სისხლიანი წუთისა; ჭოტი წარსულის წყვდიადისა და ღა-

502 მკითხველთა ლიგა


მურა მომავლის ბინდისა. ყვაოდა ბუნება, სურნელებას აფრქვევ-
და მომხიბლავი ქადაგი სიყვარულისა და ამომავალი მზის სხივს
სცემდა ადამიანის მარცხვენელ ტურგს და გილიოტინას, თითქოს
უნდა დაუძახოსო:
– აბა, შენსას შეადარე ჩემი ნაღვაწი!
საზარელი იყო ტურგ-გილიოტინა და თავისი მაყურებელიც
ჰყავდა ამ სანახაობას.
ოთხი ათასი კაცი დაეყენებინათ სამხედრო წესით კოშკის
პირდაპირ; სამი მხრიდან გარს ეხვეოდნენ გილიოტინას და
ქმნიდნენ ფრანგული ე-ს მსგავს წყობას. ზარბაზნები დიდი ხაზის
შუაში დაედგათ. წითელი მანანა მომწყვდეულივით იდგა ამ თით-
ქოს საბრძოლოდ გამოყვანილ ჯარში, რომელიც კედელივით აღ-
მართულიყო ორივე მხარეს ხევის პირამდე. მეოთხე მხარე ღია
იყო და ტურგს შესცქეროდა.
გრძელი ოთხკუთხა ფართობი სამი მხრიდან ჯარით შემოეზ-
ღუდათ. შუაში გილიოტინა იდგა. რაც უფრო მეტად ამოდიოდა
მზე, მით უფრო მცირდებოდა გილიოტინის ბალახზე გაშლილი
ჩრდილი.
ზარბაზნები მზად ჰქონდათ. გვერდზე ანთებული მაშხალებით
იდგნენ ჯარისკაცები.
ხევიდან ჯერ კიდევ ამოდიოდა კვამლი, ჯერ არ გამქრალიყო
ხიდზე აგებული შენობის ხანძარი.
კვამლი ედებოდა ტურგს, თუმცა ვერ ფარავდა და კოშკის ბანი
ძველებურად ამართულიყო. კოშკსა და გილიოტინას შორის
ღრმა ხევი გადაშლილიყო და ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან,
რომ საუბრის გაბმასაც შეძლებდნენ, თუ მოესურვებოდათ.
იქვე დაედგათ მაგიდა, სკამები, სამფერი დროშებით მორთუ-
ლი თავმჯდომარის სავარძელი. ტურგის უკნიდან ამოდიოდა მზე
და სხივს სცემდა შავ შენობას, კოშკის ბანს, თავმჯდომარის სა-

503 მკითხველთა ლიგა


ვარძელს, მის ზემოთ მოფრიალე დროშებს და ამ სავარძელზე
მჯდომარეს – უძრავს, გაქვავებულს, გულხელდაკრეფილს.
სიმურდენი გუშინდელივით იჯდა თავის სკამზე. იგივე ტანისა-
მოსი ეცვა, მთავრობის მიერ მოვლინებული წარმომადგენლისა,
იგივე ქუდი ეხურა, მხარზე ხმალი ეკიდა და ქამარში ორი დამბაჩა
ჰქონდა გარჭობილი.
ირგვლივ სიჩუმე მეფობდა. თოფი ძირს დაეშვათ ჯარისკაცებს
და მიწას დასცქეროდნენ. ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, იდაყვე-
ბით ეხებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არ ლაპარაკობდნენ. ისინიც
ამ ომზე ფიქრს დაედუმებინა; მრავალი ბრძოლა გამოევლოთ,
სროლა და ხელჩართული შეტაკება გაცოფებული გლეხკაცების
ბრბოებთან; მრავალი სიმაგრე აეღოთ, მრავალი გამარჯვება
ენახათ და ახლა მწუხარებით გრძნობდნენ, რომ მთელი მათი გა-
მარჯვება და დიდება სირცხვილით მთავრდებოდა. პირქუში მო-
ლოდინი უკლავდა მათ გულს. გილიოტინაზე ჯალათს ხედავდნენ
– მიდი-მოდიოდა, მანქანას ამზადებდა.
უეცრად ხმაური ატყდა, საგლოვი კრეპით დაფარული დო-
ლისცემა ნელ-ნელა უახლოვდებოდა სიმურდენსა და ჯარს. ჯარი
გაირღვა, გამოატარა და დოლის ცემით ეშაფოტისკენ წამოვიდა
პატარა ჯგუფი.
წინ მედოლეები, მერე – გრენადერები ძირს დაშვებული თო-
ფებით, მერე – ხმალამოღებული ჟანდარმები, მათ უკან დასასჯე-
ლი – გოვენი.
თავისუფლად მოდიოდა გოვენი. არც ფეხები ჰქონდა შეკრუ-
ლი, არც ხელები. თავისი სამხედრო ტანისამოსი ეცვა, ხმალი
ეკიდა.
უკანაც ჟანდარმები მოსდევდნენ.
სახეზე იგივე ტკბილი სიხარული უბრწყინავდა, რომლითაც
წეღან სიმურდენს მიუგო პასუხად: – მე მომავალზე ვფიქრობ! –

504 მკითხველთა ლიგა


არაფერი იქნებოდა ასეთი წმინდა და დაუვიწყარი, როგორიც
იყო ეს დიდებული მომავლით გატაცებული ღიმილი.
ეშაფოტთან მიახლოებულმა, პირველად თავის კოშკს შეავ-
ლო თვალი. გილიოტინისთვის არც კი შეუხედავს.
სიმურდენს დაუწყო თვალით ძებნა და იპოვა – მიცვალებუ-
ლის ფერი ედო მასწავლებელს.
გოვენი წინ მიიწევდა და თვალს ვერ აშორებდა მას, სიმურდე-
ნიც თვალით მისდევდა თავის მოწაფეს, თითქოს ამით იმაგრებ-
და გულს.
ეშაფოტთან მივიდა გოვენი. ზედ ავიდა. გრენადერების მე-
თაურიც თან აჰყვა. ხმალი მოიხსნა გოვენმა და მას ჩააბარა,
ყელსახვევი მოიხსნა და ჯალათს მისცა.
მშვენიერების განხორციელებულ ოცნებას ჰგავდა. თეთრი კი-
სერი ლამაზი ქალის კისერს მიუგავდა და ლმობიერებით სავსე
ვაჟკაცური თვალები – მთავარანგელოზისას. ეშაფოტზე იყო და
მაინც თავის ოცნებას მისდევდა. ეშაფოტიც მწვერვალია და მამა-
ცად იდგა ამ მწვერვალზე დიადი და მშვიდი. მზის შუქი სცემდა და
დიდების სხივით მოსავდა ვაჟკაცს.
საჭირო იყო გაკოჭვა განწირულისა. თოკით ხელში მიუახ-
ლოვდა ჯალათი.
და ამ წამს, როცა დარწმუნდა ჯარი, რომ მართლა გადაწყვე-
ტილი იყო გოვენის სიკვდილი, რომ გილიოტინით უპირებდნენ
თავის მოკვეთას მათ საყვარელ მხედართმთავარს, ვეღარ მოით-
მინეს ჯარისკაცებმა და რიგებში ხმამაღალი ქვითინი გაისმა. ქვი-
თინს სასოწარკვეთილი ყვირილიც თან სდევდა: – აპატიეთ, აპა-
ტიეთ! – ზოგი დაჩოქილი იყო, ზოგს თოფი დაეგდო და სიმურ-
დენს ხელაპყრობილი ემუდარებოდა, – შეუნდეთ, ნუ გაწირავ-
თო. ერთმა გრენადერმა გილიოტინისკენ გაიშვირა ხელი და შეს-
ძახა: – თუ მიმიღებთ მის ნაცვლად, მზად ვარ, მოვდივარ! – და

505 მკითხველთა ლიგა


მთელი ჯარი კვლავ დაჟინებით გაჰყვიროდა: – აპატიეთ! აპატი-
ეთ!.. ლომებს რომ გაეგონათ ეს ყვირილი, მათაც კი მოულბებო-
დათ გული და შეიბრალებდნენ განწირულს, რადგან არაფერია
იმაზე გულისამაჩუყებელი, ვიდრე ჯარისკაცის ცრემლი და მუდა-
რა.
თავი ანება ჯალათმა თავის საქმეს, აღარ იცოდა, რა ექნა.
და სწორედ მაშინ გაისმა – მოკლე, მკაცრი ბრძანება:
– კანონის ძალით!
ყველამ იცნო სიმურდენის ულმობელი ხმა.
ახლა კი გაბედა ჯალათმა და მიუახლოვდა თოკით გოვენს.
– ერთ წამს მაცადე, – ითხოვა გოვენმა.
სიმურდენისკენ მიბრუნდა, მარჯვენა ხელით გამოეთხოვა და
ჯალათს დანებდა.
როცა ხელ-ფეხი შეუკრეს, ერთხელ კიდევ სთხოვა ჯალათს:
– უკაცრავად, ერთ წამს კიდევ.
და დაიძახა:
– რესპუბლიკას გაუმარჯოს!
დააწვინეს. ორი ფიცარი მიუცურეს სამარცხვინო საყელოდ ამ
მომხიბლავ თავს. ჯალათმა ფრთხილად აუწია თმა, მერე ხელი
დააჭირა რესორს. დაიძრა სამკუთხა მახვილი, ძირს დაეშვა თა-
ვის საკლავისკენ, ჯერ ნელა მიდიოდა, მერე კი უცბად აჩქარდა
და საზარელი ხმა გაისმა მახვილის დაცემისა.
იმწამსვე გაისმა მეორე ხმაც: მახვილის დაცემას დამბაჩამ
მისცა ბანი. სწორედ იმ დროს, როდესაც გოვენის თავი კალათში
ჩავარდა, სიმურდენმა დამბაჩა იძრო და ტყვია გულში დაიხალა.
სისხლი წასკდა პირიდან და მკვდარი დაენარცხა მიწას.
ერთად გაფრინდა ორივეს სული, მიწიერი ვარამით შეერთე-
ბული. ერთის წყვდიადი მეორის ბრწყინვას უერთდებოდა...

506 მკითხველთა ლიგა

You might also like