Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 433

1 მკითხველთა ლიგა

2 მკითხველთა ლიგა
თავი პირველი.
ამბები

ხელმეორედ რომ დავიწყოთ თხრობა და ნება-ნება მეგის


ქორწილამდეც მივიდეთ, უპრიანი იქნება, ჯერ მარჩების ოჯა-
ხის ამბები ვთქვათ. აქ, ნება მიბოძეთ, შევნიშნო, რომ თუკი
ძველი ყაიდის ხალხი უკმაყოფილო დარჩება, ამ წიგნში მე-
ტისმეტი „სიყვარულობანა“ მოგსვლიათო (ახალგაზრდების-
გან ამ საყვედურის შიში არა მაქვს), მისის მარჩთან ერთად
გავცემ პასუხს:
– მაშ, სხვა რის მოლოდინი უნდა გქონდეთ, როცა სახლში
სიცოცხლით სავსე ოთხი გოგო გყავთ, მეზობლად კი –
დაუდეგარი ყმაწვილკაცი?
განვლილმა სამმა წელმა ცოტა რამ თუ შეცვალა ოჯახის
მშვიდ ცხოვრებაში. ომი დამთავრდა და შინ მშვიდობით მო-
სული მისტერ მარჩი კვლავ დაუბრუნდა თავის წიგნებსა და
თავის პატარა მრევლს, რომელმაც მისი სახით იპოვა მღვდე-
ლი – ამ საქმისთვის დაბადებული და ღვთის მადლით მოსი-
ლი, თავმდაბალი, მშრომელი კაცი; სავსე სიბრძნით, რაც
სწავლა-განათლებაზე უმჯობესია; სავსე გულშემატკივრო-
ბით, რის წყალობითაც ადამიანი მთელ კაცობრიობას ძმებს
უწოდებს, და ღვთისმოსაობით, რაც ხასიათის თავიდათავი
თვისება ხდება და კეთილშობილ, სანაქებო ადამიანად ხდის
ამ ხასიათის პატრონს.

3 მკითხველთა ლიგა
ეს თვისებები, მიუხედავად სიღარიბისა და განუხრელი პა-
ტიოსნებისა, რამაც გზა გადაუკეტა მიწიერი წარმატებისკენ,
ისევე ბუნებრივად იზიდავდა მისკენ ბევრ ჩინებულ ადამიანს,
როგორც სურნელოვანი ყვავილები იზიდავს ფუტკარს, და
ისიც ბუნებრივადვე აძლევდა თაფლს, რომელშიც ორმოც-
დაათი წლის მძიმე გამოცდილებას იოტისოდენი ღვარძლიც
კი არ გაერია. გონებადამჯდარი ახალგაზრდები ხედავდნენ,
რომ თმაჭაღარა სწავლული გულით მათებრ ჭაბუკი იყო;
დარდიანი ქალები თავიანთ ეჭვებს უზიარებდნენ დარწმუნე-
ბულნი, რომ უღრმეს თანაგრძნობას იპოვიდნენ და უბრძნეს
რჩევას მიიღებდნენ; ცოდვილნი თავიანთ ცოდვებს უმხელ-
დნენ სპეტაკი გულის პატრონ ბერიკაცს და საყვედურსაც
იღებდნენ და შენდობასაც; ნიჭიერნი საინტერესო თანამოსა-
უბრეს პოულობდნენ მასში, პატივმოყვარენი კი ხედავდნენ,
რომ თურმე მათ მისწრაფებებზე ბევრად კეთილშობილური
მისწრაფებებიც არსებობდა, და ყველაზე მიწიერნიც კი
აღიარებდნენ, რომ მისი რწმენა მშვენიერი იყო და ჭეშმარი-
ტი, თუმცა „ხეირს არ მოუტანდათ“.
უცხო თვალისთვის ოჯახს ხუთი ყოჩაღი ქალი უძღვებოდა
და ბევრ რამეში მართლაც ასე იყო, თუმცა წიგნებში ჩამჯდა-
რი მოკრძალებული სწავლული კვლავაც ოჯახის უფროსად,
სინდისად, ღუზად და ნუგეშისმცემლად რჩებოდა; სწორედ
მას მიმართავდნენ მძიმე წუთებში ეს ფუსფუსა, მოუსვენარი
ქალები და მასში პოულობდნენ, ამ წმინდა სიტყვების ჭეშმა-
რიტი აზრით, მეუღლესა და მამას.
გოგონების გული დედას ეკუთვნოდა, სული – მამას, ხო-
ლო სიყვარული – ორივე მშობელს, რომლებიც მათთვის
4 მკითხველთა ლიგა
ცოცხლობდნენ და თავდადებით იღვწოდნენ; ეს სიყვარული
მათთან ერთად იზრდებოდა და მთელ ოჯახს ადუღაბებდა იმ
უტკბესი კავშირით, რომელიც სიცოცხლეს ბედნიერს ხდის და
რომელსაც სიკვდილიც კი ვერ გაწყვეტს.
მისის მარჩი კვლავაც მხნეა და ხალისიანი, თუმცა იმაზე
უფრო ჭაღარა, ვიდრე მაშინ, ბოლოს რომ ვნახეთ და ამჟამად
ისეა ჩაფლული მეგის საქმეებში, რომ დაჭრილი „ბიჭებით“
ჯერაც სავსე ჰოსპიტლებსა და ჯარისკაცთა ქვრივებს აშკარად
აკლიათ მისი დედობრივი ზრუნვა და მადლიანი სტუმრობა.
ჯონ ბრუკი მთელ წელიწადს ვაჟკაცურად იხდიდა ვალს,
დაიჭრა, დაითხოვეს და ფრონტზე დაბრუნება აუკრძალეს.
არც წოდება არგუნეს და არც – ჯილდო, თუმცა კი ეკუთვნო-
და, რადგან იოლად რისკავდა ყველაფერს, რაც კი გააჩნდა,
ხოლო სიცოცხლე და სიყვარული დიახაც, რომ ძვირად ფა-
სობს, როცა ერთიც გაფურჩქვნის ხანაშია და მეორეც. ჯონი
შეეგუა არმიიდან დათხოვნას და მთელი ძალ-ღონე იქით მი-
მართა, რომ გამოკეთებულიყო, მუშაობისთვის მომზადებუ-
ლიყო და მეგისთვის სახლის საყიდელი ფული დაეგროვები-
ნა. რაკი არც წინდახედულობა აკლდა და არც დამოუკიდებ-
ლობისკენ შეუპოვარი სწრაფვა, უარი თქვა მისტერ ლორენ-
სის გულუხვ წინადადებებზე და მისსავე კომპანიაში ბუღალ-
ტრად შეუდგა მუშაობას – დიდად კმაყოფილი იმით, რომ პა-
ტიოსნად გამომუშავებული ჯამაგირით იწყებდა კარიერას და
ნასესხებ ფულს არ აბანდებდა რომელიმე სარისკო საქმეში.
მეგს მოლოდინსა და შრომაში გაჰყავდა დრო, ქალური
ხასიათი უყალიბდებოდა, დიასახლისობის ხელოვნებაში ოს-
ტატდებოდა და დღითიდღე ლამაზდებოდა, რადგან აბა, რა
გვალამაზებს იმაზე მეტად, ვიდრე სიყვარული?! მასაც ჰქონ-
და ქალიშვილური სურვილები და იმედები და, ამიტომაც, ცო-
5 მკითხველთა ლიგა
ტა არ იყოს, სწყინდა, რომ მოკრძალებულად უნდა შესდგო-
მოდა ახალ ცხოვრებას. ცოტა ხნის წინ ნედ მოფატმა სალი
გარდინერი შეირთო და მეგი ძალაუნებურად ადარებდა თა-
ვის ავლადიდებას იმათ მშვენიერ სახლსა თუ ეტლს, აუარება
საჩუქარსა თუ ბრწყინვალე ჩაცმულობას და ჩუმ-ჩუმად ნატ-
რობდა, ნეტავი, მეც მქონდესო. თუმცა, შური და უკმაყოფი-
ლება მაშინვე გაუქრებოდა ხოლმე, როგორც კი გაახსენდე-
ბოდა, რა მოთმინება, სიყვარული და შრომა ჩააქსოვა ჯონმა
იმ პატარა სახლში, მას რომ ელოდა, და როცა შებინდებულზე
ერთად დასხდებოდნენ და თავიანთ პატარ-პატარა გეგმებზე
ალაპარაკდებოდნენ, მუდამ ისეთი ნათელი და მშვენიერი
წარმოუდგებოდა მომავალი, რომ სალის ფუფუნება იქვე
ავიწყდებოდა და მთელ საქრისტიანოში უმდიდრესი და უბედ-
ნიერესი ქალიშვილი ეგონა თავი.
ჯო აღარ მიბრუნებულა პაპიდა მარჩთან, რადგან მოხუც
ლედის ისე შეუვარდა გული ემიზე, რომ მოქრთამა – ხატვის
რომელიმე საუკეთესო მასწავლებელთან გატარებო, ხოლო
ამ პირობით ემი მასზე უფრო მკაცრ ქალბატონსაც მოემსახუ-
რებოდა, ასე რომ, დილაობით იმას აკეთებდა, რაც ევალებო-
და, საღამოობით კი – იმას, რაც ეამებოდა, და ჩინებულად
აიწყო საქმე. ამასობაში ჯო წერასა და ბეთს უნდებოდა, რომე-
ლიც მას მერეც კი დიდხანს იყო სუსტად, რაც მისი ციებ--
ცხელება წარსულს ჩაჰბარდა. მთლად ავადმყოფი არა, მაგ-
რამ აღარც წინანდებურად ლოყაწითელი და ჯანსაღი არსება
(თუმცაღა, მაინც სულ იმედიანი, ბედნიერი და ნეტარი, მუდამ
თავის საყვარელ, მარტივ საშინაო საქმეებში ჩაფლული და
ყველას მეგობარი) ჯერ კიდევ მანამ იქცა ოჯახის კეთილ ანგე-
ლოზად, სანამ ამას ის ადამიანები მიხვდებოდნენ, ვისაც ყვე-
ლაზე მეტად უყვარდათ იგი.
6 მკითხველთა ლიგა
რაკი „მოლივლივე არწივი“ ჯოს თითო დოლარს უხდიდა
„აბდაუბდის“ (ასე ეძახდა თვითონ) თითო სვეტში, გოგოს შეძ-
ლებულ ქალად მიაჩნდა თავი და მუყაითად აწიკწიკებდა
პატარ-პატარა სასიყვარულო ისტორიებს, თუმცა აქტიურ გო-
ნებასა და მიზანსწრაფულ სულში დიდი გეგმები უდუღდა და
სხვენის კედელზე დაკიდებულ თუნუქის ძველ კარადაში ნელ-
ნელა იზრდებოდა მელნის ლაქებით დათხუპნილი ხელნაწე-
რების დასტა, რომელსაც როდისმე განთქმულ სახელთა რი-
გისთვის უნდა შეემატებინა მარჩის გვარი.
ლორი მორჩილად შევიდა უნივერსიტეტში, პაპას არ ვაწ-
ყენინოო, და ახლა იმის ცდაში იყო, რაც შეიძლება მსუბუქად
გაევლო სწავლის წლები, რომ არც საკუთარი თავი დარჩენო-
და განაწყენებული. ყველას თავი შეაყვარა ფულის, მანერე-
ბის, ნიჭიერებისა და კეთილი გულის წყალობით, რომელმაც
იმდენჯერ გახვია ხათაბალაში, რამდენჯერაც სხვისი დახსნა
სცადა ხათაბალიდან; მუდამ ხელიდან წასვლის საშიშროება
ემუქრებოდა, და ალბათ მართლაც ხელიდან წავიდოდა, რო-
გორც ბევრი იმედისმომცემი ბიჭი წასულა, ავისგან დამცავი
ავგაროზი რომ არ ჰქონოდა ანუ არ ხსომებოდა კეთილი ბე-
რიკაცი, რომელიც მისი წარმატებით ცოცხლობდა; მზრუნვე-
ლი ქალი, რომელიც ისე უგდებდა თვალ-ყურს, როგორც
ღვიძლ შვილს, დაბოლოს (რიგით და არა მნიშვნელობით) –
ოთხი უეშმაკო გოგონა, რომლებსაც, იცოდა, გულით უყვარ-
დათ, შეჰხაროდნენ და სჯეროდათ მისი.
რაკი მხოლოდ „კაცთა მოდგმის ბრწყინვალე ნაშიერი“1
გახლდათ, ცხადია, ონავრობდა და არშიყობდა, ხან ჩაცმა--

1კაცთა მოდგმის ბრწყინვალე ნაშიერი – ციტატა ჩარლზ დიკენსის რომა-


ნიდან „ცივი სახლი“
7 მკითხველთა ლიგა
დახურვას გადაჰყვებოდა და ხან – სპორტის საწყალოსნო სა-
ხეობებს, ხან სენტიმენტალური იყო და ხანაც – ტანმოვარჯი-
შე (იქიდან გამომდინარე, თუ რას ჰკარნახობდა სტუდენტური
მოდა), ვიღაც-ვიღაცებს აპამპულავებდა და მასაც აპამპულა-
ვებდნენ, ჟარგონით ლაპარაკობდა, რამდენჯერმე კი ისე
წაუვიდა საქმე, კინაღამ გარიცხეს. თუმცა, რაკი მის ცელქო-
ბათა მიზეზი კარგი გუნება-განწყობა და გართობის სიყვარუ-
ლი იყო, მუდამ ახერხებდა და თავს იძვრენდა. ამაში ხან ალა-
ლი აღიარება შველოდა, ხან – დანაშაულის პატიოსნად გა-
მოსყიდვა და ხანაც – სხვათა დარწმუნების უნარი, რომელ-
საც სრულყოფილად ფლობდა და რომელსაც წინ ვერავინ და-
უდგებოდა. კაცმა რომ თქვას, ეამაყებოდა კიდევაც, რომ ამ-
დენჯერ გაიარა ბეწვის ხიდზე და ახარებდა გოგონების ელეთ-
მელეთი, როცა ხატოვნად აუწერდა, როგორ აცამტვერებდა
გაწიწმატებულ უმცროს მასწავლებლებს, პატივცემულ პრო-
ფესორებსა თუ ძირს დაცემულ მტრებს. „ჩემი კურსელები“
გმირებად ეჩვენებოდათ გოგონებს, რომელთაც თავის დღეში
არ ბეზრდებოდათ „ჩვენი ბიჭების“ საგმირო საქმეთა სმენა და
ხშირადაც თბებოდნენ ამ დიდ ადამიანთა ღიმილის სხივებში,
როცა ლორი შინ სტუმრად მოიყვანდა ხოლმე თანაკურსე-
ლებს.
ემის განსაკუთრებით ხშირად ხვდებოდა ეს დიდი პატივი
და იმათ წრეში ნამდვილ მზეთუნახავად ითვლებოდა, რადგან
„მისმა უგანათლებულესობამ“ ადრევე ისწავლა, თუ როგორ
უნდა მოეხმარა მოხიბვლის თანდაყოლილი ნიჭი. მეგი ისე
იყო ჩანთქმული თავის ერთადერთ და განუმეორებელ ჯონში,
რომ ძლიერი სქესის სხვა წარმომადგენლები არ აინტერესებ-
და, ხოლო მორცხვი ბეთი მხოლოდ ჩუმ-ჩუმად უთვალთვა-
ლებდა და უკვირდა, როგორ ბედავს ემი, რომ ბიჭებს ასე
8 მკითხველთა ლიგა
ეუფროსებაო. სამაგიეროდ, ჯო თავის სტიქიაში იყო და
ძლივს იკავებდა თავს, რომ ჯენტლმენთა ყოფაქცევის,
სიტყვა-პასუხისა და ვაჟკაცობა-გმირობებისთვის არ მიებაძა,
რადგან ეს უფრო ბუნებრივი ეჩვენებოდა, ვიდრე ყმაწვილი
ქალებისთვის დაწესებული თავის დაჭერის წესები. ჯო ყველა
ბიჭს უსაზღვროდ მოსწონდა, თუმცა შეყვარებით არავის შეჰ-
ყვარებია; სამაგიეროდ, მხოლოდ ცოტას თუ მოუხერხდა,
რომ ორიოდე სენტიმენტალური ამოოხვრა მაინც არ შეეწირა
ემის სილამაზის საკურთხევლისთვის. სენტიმენტები ვახსე-
ნეთ და, ბარემ, ძალდაუტანებლად გადავიტანოთ სიტყვა
„სამტრედეზე“.
ასე ეძახდნენ იმ პატარა, ყავისფერ სახლს, რომელიც მის-
ტერ ბრუკმა პირველ საცხოვრისად გაუმზადა მეგს. ეს სახე-
ლი ლორიმ დაარქვა და ამტკიცებდა, ზედგამოჭრილია ნაზ
მიჯნურთათვის, რომელნიც „ისე გაუჩერებლივ ღუღუნებენ და
კოცნაობენ, როგორც რომ დედალ-მამალი მტრედიო“. პაწია
სახლი იყო, უკან ერთი ციცქნა ბაღი ჰქონდა, წინ კი ცხვირსა-
ხოცისოდენა გაზონი. თუმცა მეგს შადრევანიც ჰქონოდა გეგ-
მაში, ხეივანიცა და ლამაზ-ლამაზი ყვავილების ზღვაც, ჯერჯე-
რობით შადრევანს ქვის შელახული ლარნაკი ცვლიდა, რომე-
ლიც ფინჯნების გასავლებ პირჩამოტეხილ თასს უფრო
წააგავდა; ხეივანი რამდენიმე ნორჩი ლარიქსისგან2 შედგე-
ბოდა, რომლებით ჯერაც ორჭოფობდნენ, სიცოცხლე ვარჩი-
ოთ თუ სიკვდილიო; ყვავილების ზღვაზე მხოლოდ ახლო-
ახლო, კვლებად ჩასმული ჯოხები მიანიშნებდა და მიახვედ-

2ლარიქსი – წიწვოვანი მცენარის გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. სხვა მა-


რადმწვანე წიწვოვანებისაგან განსხვავებით, ლარიქსს წიწვები უყვით-
ლდება, სცვივა და ზამთრობით ხე მთლიანად შიშვლდება.
9 მკითხველთა ლიგა
რებდა, სად იყო ჩაფლული ყვავილების თესლი. სამაგიეროდ,
შიგნით სახლი ისეთი ტურფა და კოპწია გამოვიდა, ბედნიერი
პატარძალი სხვენიდან სარდაფამდე ერთ ნაკლსაც კი ვერ
უძებნიდა, თუმცა წინკარი ისეთი ვიწრო იყო, რომ კიდევ კარ-
გი, ფორტეპიანო არ ჰქონდათ, თორემ ოთახში ნაწილ-ნაწილ
მოუწევდათ შეტანა, სასადილოში ექვს კაცს თუ დაატევდნენ,
ისიც – ჩაჭუჭკვით, ხოლო სამზარეულოს კიბე, თითქოსდა,
საგანგებოდ დაეყენებინათ ისე, რომ მსახურებიცა და ფაიფუ-
რიც ყირამალა წამოსულიყვნენ და პირდაპირ ქვანახშირის
ყუთში ჩაჩეხილიყვნენ. მაგრამ ერთი თუ მიეჩვეოდა კაცი ამ
პატარ-პატარა ხარვეზებს, არცერთი სხვა სახლი არ მოეჩვე-
ნებოდა ამაზე უფრო უნაკლო, რადგან მისი მოწყობისას
მორთვა-მოკაზმვა კი არა, პრაქტიკულობა და კარგი გემოვ-
ნება მიიჩნიეს უმთავრესად და შედეგიც სანაქებო მიიღეს. პა-
ტარა სასტუმრო ოთახში ვერც მარმარილოსზედაპირიან მა-
გიდებს დაინახავდით, ვერც დიდ სარკეებსა და ვერც მაქმანის
ფარდებს, სამაგიეროდ, იყო უბრალო ავეჯი, ბევრი წიგნი,
ორიოდე კარგი სურათი, ერკერში3 შედგმული ყვავილების
სადგარი და ლამაზ-ლამაზი წვრილმანები – მზრუნველი ხე-
ლით ნაკეთი საჩუქრები, სიყვარულის ბეჭედი რომ აჯდა და
კიდევ უფრო ჰმატებდა სილამაზეს.
არა მგონია, ლორის ნაჩუქარ პაროსის4 მარმარილოსგან
ნაკვეთ ფსიქეს5 ოდნავ მაინც მოჰკლებოდა სილამაზე იმით,

3 ერკერი – კედლიდან გამოწეული ნახევრად მრგვალი ან მრავალწახნა-


გოვანი შემინული ნაწილი, რომელიც ასდევს შენობის რამდენიმე სარ-
თულს; ზრდის სადგომის შიგნითა ფართობს.
4 პაროსი (ბერძნ. Πάρος) – ერთ-ერთი კუნძული საბერძნეთის შემადგენ-

ლობაში. მისი ძირითადი მთიანი მასივი მარმარილოა, რომლითაც შემკუ-


10 მკითხველთა ლიგა
რომ ჯონის ნახელავ თაროზე დადგეს ან რომელიმე ავეჯის
გადამკვრელს იმაზე მოხდენილ ნაკეცებად დაეკიდა მუსლი-
ნის6 სადა ფარდები, ვიდრე ემის გაწაფულმა ხელმა დაკიდა
ან კიდევ, რომელიმე საკუჭნაოში ყოფილიყო კეთილი სურვი-
ლების, ხალისიანი სიტყვებისა და ბედნიერი იმედების იმაზე
დიდი მარაგი, ვიდრე იქ, სადაც ჯომ და დედამ დააბინავეს მე-
გის მცირეოდენი კოლოფები, ყუთები და ფუთები, და ისიც
ღრმად მწამს, რომ არც ცინცხალი სამზარეულო იქნებოდა
ასეთი მყუდრო და მილაგებული, ჰანას ათ-ათჯერ რომ არ
გადაედგ-გადმოედგა თითო ქვაბი თუ ტაფა და ბუხარიც სა-
გულდაგულოდ არ გაემზადებინა საიმისოდ, რომ ცეცხლი იმ-
წამსვე აეგუზგუზებინათ, რაწამს „მისის ბრუკი თავის სახლში
მიბრძანდებოდა“. იმასაც ვეჭვობ, რომელიმე ყმაწვილი
დიასახლისი მტვრის ტილოების, სატაცი თათმანებისა და ნა-
კუწებისგან შეკერილი ტომსიკების ამოდენა მარაგით შედგო-
მოდა ცხოვრებას, რადგან ბეთმა იმდენი დაუმზადა, მეგს ვერ-
ცხლის ქორწილამდე7 ეყოფოდა. ის კი არა, საგანგებოდ სა-
ქორწილო სერვიზის გასამშრალებლად გამოიგონა ჭურჭლის
სამი სხვადასხვანაირი ტილო.
ვინც სხვას ქირაობს ამგვარი ნივთების დასამზადებლად,
არ იცის, ამით რას კარგავს, რადგან ყველაზე უბრალო საგნე-
ბიც კი ლამაზდება, თუკი სიყვარულით კეთდება, და მეგმა ამ

ლია ძველბერძნული დიდებული სასახლეები და გამოკვეთილია ცნობი-


ლი ქანდაკებები.
5 ფსიქე, ფსიქეა (ძველბერძ. Ψυχή – სული, სუნთქვა) – ძველბერძნულ მი-

თოსში ადამიანის სულის განსახიერება. წარმოდგენილი ჰყავდათ რო-


გორც პეპელა ან მშვენიერი, ნაზი (პეპლისფრთიანი) ასული
6 მუსლინი (mousseline) – აბრეშუმის ან ბამბის მსუბუქი, თხელი და რბი-

ლი ქსოვილი
7 ვერცხლის ქორწილი – ქორწინების 25 წლისთავი.

11 მკითხველთა ლიგა
ჭეშმარიტების ათასი დასტური იპოვა: მის პატარა ბუდეში,
ცომის საგორავით დაწყებული და სასტუმრო ოთახის მაგიდა-
ზე მდგარი ვერცხლის ლარნაკით დამთავრებული, ყველაფე-
რი მჭევრმეტყველებდა ოჯახურ სიყვარულსა და სათუთ წინ-
დახედულებაზე.
რა ხალისით აწყობდნენ გეგმებს, რა ზარ-ზეიმით დადი-
ოდნენ საყიდლებზე, რა სასაცილო შეცდომები მოსდიოდათ
და რა სიცილ-ხარხარით ხვდებოდნენ ლორის ახირებულ ნა-
ვაჭრს! მართალია, ეს ყმაწვილი ჯენტლმენი უკვე უნივერსი-
ტეტს ამთავრებდა, მაგრამ ჯერაც ბიჭივით უყვარდა ოინბაზო-
ბა. მისი უკანასკნელი ახირება ის გახლდათ, რომ ყოველ კვი-
რას, შინ ჩამოსული, ახალგაზრდა დიასახლისს ცინცხალ--
ცინცხალი, გამოსადეგი და გენიალური საქონლით ამარაგებ-
და. ხან მთელი ჩანთა ტანისამოსის საკვირველი სარჭები მო-
ართვა, ხანაც – მუსკატის კაკლის სახეხი, რომელიც პირვე-
ლივე ცდაზე ნაწილებად დაიშალა, მერე კი – დანების საწმენ-
დი, რომელმაც ყველა დანა დააბლაგვა, და ჯაგრისი, რომელ-
მაც ხალიჩას თითქმის მთელი ხაო ააცალა, ხოლო მტვერი
ზედვე დაუტოვა; ჩამოუტანა მრეცხავის შრომის შემამსუბუქე-
ბელი საპონი, რომელიც ხელებზე კანს ქერცლავდა, უსაიმე-
დოესი წებო, რომელიც არაფერს ეკვროდა თვალში ნაცარ-
შეყრილი მყიდველის თითების გარდა, და – თუნუქის ნაირ-
ნაირი საქონელი, იქნებოდა ეს ხურდა ფულის ჩასაყრელი სა-
თამაშო ყულაბა თუ საოცარი ავზი, რომელიც ორთქლით
რეცხავდა ჭურჭელს და როდის აფეთქდებოდა, არავინ იცო-
და.

12 მკითხველთა ლიგა
მეგი ამაოდ ევედრებოდა, გეყოფაო, ჯონი სასაცილოდ იგ-
8
დებდა, ჯო კი „მისტერ ტუდლს“ ეძახდა. მაგრამ ლორი იანკი
გამომგონებლების მხარდაჭერის სურვილს აეტანა, თან კი
უნდოდა, ყოველნაირი საჭირო სამარჯვ-მოწყობილობით უზ-
რუნველეყო მეგობრები და ამიტომაც, ყოველ კვირას ახალ-
ახალი უაზრო სიურპრიზით ცხადდებოდა.
ბოლოს ყველაფერი მზად იყო – სხვადასხვა ფერის საპნის
ნაჭრებიც კი, რომლებიც ემიმ თითოეული ოთახის კედლების
ფერს შეუხამა, და სუფრა, რომელიც ბეთმა ახლად დაქორწი-
ნებულთა პირველი ვახშმისთვის გააწყო.
– კმაყოფილი ხარ? გრძნობ, რომ შენს სახლში ხარ? რას
იტყვი, აქ ბედნიერი იქნები? – იკითხა მისის მარჩმა, როცა ის
და მისი ქალიშვილი ხელიხელგაყრილი დადიოდნენ ახალ
სამფლობელოში, თითქოს იმაზე უფრო დაახლოებულები,
ვიდრე ოდესმე.
– კი, დე, ძალიან კმაყოფილი ვარ, თქვენი მადლობელი
და ისეთი ბედნიერი, რომ ენით ვერ გამომითქვამს, – მიუგო
მეგმა და მისმა მზერამ სიტყვებზე უკეთესად თქვა სათქმელი.
– ერთი-ორი მოახლე რომ ჰყავდეს, აღარაფერი გაუჭირ-
დებოდა, – ემი გამოვიდა სასტუმრო ოთახიდან, სადაც ცდი-
ლობდა გადაეწყვიტა, სად აჯობებდა ბრინჯაოს მერკურის9
დადგმა – თაროედზე თუ ბუხრის თავზე.
– მე და დედამ უკვე ვილაპარაკეთ და გადავწყვიტე, თავი-
დან ისე დავიწყო, როგორც მირჩია. საკეთებელი ისე ცოტაა,

8 მისტერ ტუდლი – ჩარლზ დიკენსის რომანის „დომბი და ვაჟიშვილის“


პერსონაჟი; დიდი ოჯახის მამა
9 მერკური – რომაულ მითოსში ვაჭრობის ღმერთი, ვაჭართა და მოგზაურ-

თა მფარველი, ღმერთების შიკრიკი (ბერძნულ მითოსში მას შეესაბამება


ჰერმესი)
13 მკითხველთა ლიგა
რომ თუ ლოტი გამეგზავნ-გამომეგზავნება ხოლმე და აქაც
ცოტ-ცოტა ხელს წამიკრავს, სწორედ იმდენი საქმე დამრჩება,
რომ არ მოვიწყინო და არც სახლი მომენატროს, – დინჯად
მიუგო მეგმა.
– სალი მოფატს ოთხი ჰყავს, – დაიწყო ემიმ.
– მეგსაც რომ ოთხი ჰყავდეს, ამ სახლში ვერ დაეტეოდნენ
და პატრონებს ბაღში მოუწევდათ კარვის დაცემა, – შეაწყვე-
ტინა ჯომ, რომელსაც დიდი, ლურჯი წინსაფარი აეფარებინა
და საბოლოოდ ალაპლაპებდა კარის სახელურებს.
– სალი ღარიბი კაცის ცოლი ხომ არ არის, ჰოდა ბევრი
მოახლე სწორედაც რომ შეეფერება მის დიდებულ სახლ--
კარს, მეგი და ჯონი კი უბრალოდ იწყებენ, მაგრამ გული მეუბ-
ნება, ამ პატარა სახლშიც იმდენი ბედნიერება ელით, რამდე-
ნიც დიდში ექნებოდათ. მეგივით ყმაწვილ ქალებს ძალიან ეშ-
ლებათ, როცა საკეთებელს არაფერს იტოვებენ გარდა ჩაცმა-
დახურვისა, განკარგულებების გაცემისა და ჭორაობისა. მე
რომ გავთხოვდი, ერთი სული მქონდა, როდის გამიცვდებოდა
ახალი ტანისამოსი, რომ დამეკემსა და თავი გამერთო, თო-
რემ გული გამიწვრილა ქარგვამ და ჩემი ცხვირსახოცის
უთოობამ.
– რატომ სამზარეულოში არ შეხვედი და იქაურობა არ
ააქოთე? სალი ამბობს, გასართობად ვშვრები ეგრეო, თუმცა
დიდი ვერაფერიშვილი კერძები გამოუდის და მოახლეებს სი-
ცილად არ ჰყოფნით, – თქვა მეგმა.
– ცოტა ხანში მართლაც შევედი სამზარეულოში, ოღონდ
„ასაქოთებლად“ კი არა, არამედ იმისთვის რომ ჰანასგან მეს-
წავლა, რა როგორ კეთდება და მოახლეების დასაცინი არ
გავმხდარიყავი. მაშინ თამაშად მეჩვენებოდა, მაგრამ დადგა
დრო და მადლიერი გავხდი იმისა, რომ არა მარტო სურვილი
14 მკითხველთა ლიგა
მქონდა, არამედ შეძლებაც – მარგებელი კერძები მეკეთები-
ნა ჩემი პატარა გოგონებისთვის და ჩემი თავის დამხმარე გავ-
მხდარიყავი, როცა სხვა დამხმარის დაქირავება ვეღარ მოგ-
ვიხერხდა. შენ ჩემსავით არ იწყებ, მეგ, ჩემო კარგო, მაგრამ
რასაც ახლა ისწავლი, მერეც გამოგადგება, როცა ჯონი შეძ-
ლებული კაცი გახდება, იმიტომ რომ დიასახლისმა, რაგინდ
ბრწყინვალე სახლ-კარის პატრონი იყოს, უნდა იცოდეს, რა
როგორ კეთდება, თუკი უნდა, რომ კარგად და პატიოსნად
მოემსახურონ.
– კი, დე, მაგაში ეჭვიც არ მეპარება, – უთხრა მეგმა მას მე-
რე, რაც მოკრძალებით მოისმინა მოკლე ლექცია, რადგან
ქალთა შორის საუკეთესონიც კი ხალისით მსჯელობენ ოჯახის
მოვლა-პატრონობის წარმტაც თემაზე, – აი, ეს ოთახი კი ყვე-
ლაზე მეტად მომწონს ჩემს სათამაშო სახლში, – დაუმატა ერ-
თი წუთის შემდეგ, როცა დედას ზემოთ აჰყვა და თეთრეულის
განჯინაში შეიხედა.
იქ ბეთი დაუხვდა, ქათქათა თეთრეულის დიდ დასტებს თა-
როებზე ალაგებდა და უხაროდა, რომ თეთრეული კარგი ხა-
რისხისა იყო და, თანაც, ამდენი. მეგის სიტყვებზე სამივეს
გაეცინა, რადგან ეს თეთრეულის განჯინა ოჯახში სახუმაროდ
ჰქონდათ. საქმე ის იყო, რომ პაპიდა მარჩმა დაიქადნა, მეგი
თუ „იმ ბრუკს“ გაჰყვება, ერთ ცენტსაც არ ვაღირსებო, არადა
დრო რომ გავიდა და ბრაზი დაუცხრა, ის თავისი ქადილი სა-
ნანებლად გაუხდა. გასაჭირში იყო: სიტყვიდან თავის დღეში
არ გადადიოდა, ჰოდა, კარგა ხანს იმტვრია თავი, როგორ მო-
ევლო ამ საქმისთვის და ბოლოს ისეთი გეგმა მოიფიქრა, რო-
მელმაც სრულიად დააკმაყოფილა. ფლორენსის დედას, მი-
სის კეროლს, დაევალა ეყიდა სასადილო და სასაწოლე თეთ-
რეულის უხვი მარაგი, შეეკერა, ნაქარგი ნიშანი დაედო და
15 მკითხველთა ლიგა
მარჩებისთვის გაეგზავნა, როგორც თავისი ნაჩუქარი. ყოვე-
ლივე ეს კეთილსინდისიერად შესრულდა, მაგრამ საიდუმ-
ლომ მაინც გაჟონა და მთელი ოჯახი გაამხიარულა, რადგან
პაპიდა მარჩი ცდილობდა ისე სჭეროდა თავი, თითქოს არა-
ფერ შუაში იყო, და დაჟინებით იმეორებდა, მეგს ვერაფერს
ვაჩუქებ გარდა ძველმოდური მარგალიტებისა, რომლებსაც
დიდი ხნის წინ დავპირდი პირველ პატარძალსაო.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის მოვლა-პატრონობაში ერ-
კვევი და ძალიან მიხარია. ახალგაზრდობაში ერთი მეგობარი
მყავდა, ექვსად ექვსი ზეწრის ამარა შეუდგა დიასახლისობას;
სამაგიეროდ, თითების ამოსაბანი ფიალები ჰქონდა ბლომად
და დიდად კმაყოფილი გახლდათ, – თქვა მისის მარჩმა და
ხელი გადაუსვა დამასტის10 სუფრებს, შეეტყო, რომ ქალურად
შეაფასა და მოიწონა მათი ხარისხი.
– მე თითების ამოსაბანად ერთი ფიალაც კი არა მაქვს, სა-
მაგიეროდ, ჰანას თუ დავუჯერებ, ეს თეთრეული მთელი სი-
ცოცხლე მეყოფა, – დიდი კმაყოფილებით მიუგო მეგმა და ეს
კმაყოფილება გასაკვირი არ იყო.
გზაზე მოსასხამის ფრიალ-ფრიალით მოიჩქაროდა მაღა-
ლი, მხარბეჭიანი, მოკლედ თმაგაკრეჭილი ახალგაზრდა.
თავზე ტაშტივით ბრტყელი შლაპით. ჭიშკრის გასაღებად
დრო არ დაუკარგავს, პირდაპირ ქვის დაბალ ყორეს გად-
მოალაჯა, მისის მარჩისკენ აიღო გეზი, ორივე ხელი გაუწოდა
და გულიანად მიესალმა:

10დამასტი – ქსოვილი (ჩვეულებრივ – აბრეშუმისა), ერთ- ან ორპირად


ნაქსოვი, ნახატიანი, იქმნება ტილოს ხლართის მქრქალ ფონზე ატლასის
პრიალა ძაფების გადახლართვით
16 მკითხველთა ლიგა
– აი, მოვედი, დე! ჰო, მშვიდობაა, – უკანასკნელი სიტყვე-
ბით ხნიერი ლედის მზერას უპასუხა – კეთილ, ცნობისმოყვა-
რე მზერას და ისე ალალად შეაგება ლამაზი თვალები, რომ
ეს პატარა ცერემონია, როგორც ყოველთვის, ახლაც დედობ-
რივი ამბორით დასრულდა.
– მისის ბრუკს, დამამზადებლისგან, მოლოცვითა და
საუკეთესო სურვილებით. ხომ ყოჩაღად ხარ, ბეთ? ეს რა კოხ-
ტად მორთულ-მოკაზმულხარ, ჯო! ემი, რა ამბავია ამოდენა
სილამაზე გასათხოვარი ქალისთვის?!
ამ ლაპარაკში ლორიმ მეგს ყავისფერ ქაღალდში გახ-
ვეული შეკვრა გადასცა, ბეთს თმის ლენტი ჩამოქაჩა, ჯოს
დიდ წინსაფარს მიაშტერდა და ვითომ აღტაცებული გაშეშდა
ემის წინ, მერე კი სათითაოდ ჩამოართვა ხელი და ყველანი
ერთად ალაპარაკდნენ.
– ჯონი სად არის? – შეშფოთებით ჰკითხა მეგმა.
– ხვალისთვის ლიცენზიას11 იღებს, მემ.
– ბოლო თამაში ვინ მოიგო? – დაინტერესდა ჯო, რომე-
ლიც ცხრამეტისა კი გახდა, მაგრამ მამაკაცთა სპორტი ჯერაც
აინტერესებდა.
– ჩვენ, რა თქმა უნდა. აფსუს, რომ არ იყავი! ყურებად
ღირდა.
– როგორ ბრძანდება მშვენიერი მის რენდალი? – მრა-
ვალმნიშვნელოვანი ღიმილით იკითხა ემიმ.
– უფრო და უფრო სასტიკდება. ვერ მიყურებ, რა თვალ-
დათვალ ვილევი? – ხმაურით დაიკრა ლორიმ ხელი ფართო
მკერდზე და მელოდრამატული ოხვრა ამოუშვა.

11ლიცენზია – აქ: ჯვრისწერის ნებართვა ეკლესიაში გამოცხადების გარე-


შე
17 მკითხველთა ლიგა
– ახლა რაღა მოიტანე სახუმაროდ? გახსენი და ვნახოთ,
მეგ, – ინტერესით დააცქერდა ბეთი გამობურცულ შეკვრას.
– გამოგადგება, თუ სახლს ცეცხლი წაეკიდა ან ქურდები
შემოგიცვივდნენ, – შენიშნა ლორიმ, როცა გოგონების
სიცილ-კისკისში მეგმა ღამის დარაჯის ჩხრიალა გამოამ-
ზეურა.
– როცა ჯონი შინ არ იქნება და თქვენ კი, მის, რამე შეგაში-
ნებთ, გამოაღეთ გზაზე გამომავალი ფანჯარა, ეს დაატ-
რიალეთ და წამში მთელ სამეზობლოს ფეხზე წამოყრით. კარ-
გი რამეა, არა? – და ლორიმ ისე დაატრიალა ჩხრიალა, რომ
ყველამ ყურები დაიცო.
– მადლობის მაგიერია?! ჰო, მადლობაზე გამახსენდა: ჰა-
ნას მადლიერი უნდა იყოთ: საქორწილო ნამცხვარი გადაგირ-
ჩინათ. თქვენს სახლთან რომ გამოვიარე, შევესწარი, შიგნით
შეჰქონდათ და ისეთი მადისაღმძვრელი ჩანდა, ვაჟკაცურად
რომ არ დაეცვა, ერთ დიდრონ ნაჭერს გამოვიტაცებდი.
– ნეტავი, როდის უნდა გაიზარდო, ლორი?! – დარბაისე-
ლი ქალივით ჰკითხა მეგმა.
– ცდას არ ვაკლებ, მემ, მაგრამ მე მგონი, ვეღარ გავმაღ-
ლდები; ჩვენს კნინ დროში ექვსი ფუტი მამაკაცის ზღვრული
სიმაღლე გახლავთ, – მიუგო ახალგაზრდა ჯენტლმენმა, რო-
მელიც თავით, ლამის იყო, ჭერზე დაკიდებულ პატარა ჭაღს
სწვდებოდა, – მე თუ მკითხავთ, მკრეხელობა იქნება ამ ახალ-
თახალ საცხოვრისში რამის ჭამა, არადა შიმშილით ვკვდები
და ამიტომაც მეორე ნაგებობაში გადასვლას გთავაზობთ, –
დაუმატა იქვე.
– მე და დედა ჯონს უნდა დაველოდოთ, აქ რაღაც საქმეები
დაგვრჩა გასაკეთებელი, – მიუგო მეგმა და ფაცაფუცით გავი-
და.
18 მკითხველთა ლიგა
– მე და ბეთი კიტი ბრაიანტთან მივდივართ, სახვალიოდ
ყვავილები გვაქვს წამოსაღები, – დაამატა ემიმ, თვალწარ-
მტაც კულულებზე თვალწარმტაცი შლაპა მოირგო და სარკე-
ში ისევე დატკბა შედეგით, როგორც დანარჩენები.
– წამო, ჯო, გასაჭირში ნუ მიმატოვებ. ისეთი დაქანცული
ვარ, სახლამდე მარტო ვერ მივხანხალდები, ოღონდ წინსა-
ფარს ნუ მოიხსნი, გხატავს, – თქვა ლორიმ, როცა ჯომ კაბის
ტევად ჯიბეში ჩაიდო ლორის განსაკუთრებული ზიზღის საგა-
ნი და მუხლმოკვეთილს დასაყრდნობად ხელი შესთავაზა.
– მისმინე, ტედი, სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო ხვა-
ლინდელ დღეზე, – დაიწყო ჯომ, როცა ერთად გაუყვნენ გზას,
– უნდა დამპირდე, რომ წესიერად მოიქცევი, ოინბაზობას არ
მოჰყვები და გეგმებს არ ჩაგვიშლი.
– წამლად ერთხელაც კი არ ვიოინბაზებ.
– და არც სასაცილო თქვა რამე, როცა, წესით, ყველანი
დინჯად უნდა ვიყოთ.
– როდის ვამბობ? ეგ შენ უფრო გეხერხება.
– და გემუდარები, ჯვრისწერის დროს არ მიყურო, თორემ
აუცილებლად გამეცინება.
– ვერ დამინახავ. ისეთ ცრემლის ღვრაში იქნები, ყველა-
ფერი დაბინდულად მოგეჩვენება.
– რა მტირალა მე მნახე! მხოლოდ მაშინ ვტირი, როცა დი-
დი დარდი მაწევს.
– მაგალითად, როცა მეგობარი უნივერსიტეტში მიდის
სასწავლებლად, არა? – ეშმაკური სიცილით ჩაურთო ლო-
რიმ.
– რა თავი მოგაქვს! ერთი-ორი ამოვიკვნესე და ეგ იყო,
გოგოებს ავუბი მხარი.

19 მკითხველთა ლიგა
– ჰო, აბა რა! მოიხედე, ჯო, პაპა როგორ იყო ამ კვირაში?
არ ბრაზობდა?
– არა. რა იყო, ისევ შარში გაები და გაინტერესებს, რას
იტყვის? – მკვახედ ჰკითხა ჯომ.
– როგორ გეკადრება, ჯო! გგონია, დედაშენს თვალს გა-
ვუსწორებდი და ვეტყოდი, მშვიდობაა-მეთქი, მართლა მშვი-
დობა რომ არ იყოს? – მოწყვეტით შედგა ლორი და წყენით
შეხედა.
– არა, არა მგონია.
– აბა, მაშ, ეგ ეჭვები საიდან? ცოტა ფული მინდა, სხვა არა-
ფერი, – ისევ განაგრძო გზა ჯოს გულითადი ტონით გულდამ-
შვიდებულმა ლორიმ.
– ძალიან ბევრს ხარჯავ, ტედი.
– რას ამბობ! მე კი არ ვხარჯავ, თავისთავად იხარჯება,
მოიხედავ და – აღარ არის.
– შენ ისეთი ხელგაშლილი და გულკეთილი ხარ, რომ ყვე-
ლა შენ გთხოვს ფულს და უარს არავის ეუბნები. ჰენშოუს ამ-
ბავიც გავიგეთ და რა სიკეთე უყავი, ისიც. მუდამ ასე რომ
ხარჯავდე ფულს, ვინ რას გეტყოდა, – თბილად უთხრა ჯომ.
– მაგან ხომ ბუზი სპილოდ გადააქცია! შენც არ იქნებოდი
თანახმა, ეგ მშვენიერი ბიჭი იმისთვის გამეწირა, რომ ჯაფით
სული ამოხდომოდა, როცა ხელის წაკვრა სჭირდებოდა და
სხვა არაფერი. თან, ხომ იცი, ათ ჩემნაირ ზარმაცს სჯობია!
– არა, თანახმა როგორ ვიქნებოდი, მაგრამ ის კი ვერ გა-
მიგია, რაში გარგია ჩვიდმეტი ჟილეტი, აუარება ჰალსტუხი და
ყოველ ჩამოსვლაზე ახალ-ახალი შლაპა? მეგონა, ფრანტო-
ბანას მოეშვა-მეთქი, არადა, შიგადაშიგ ისევ წაგძლევს ხოლ-
მე სული, თან მუდამ ახლებურად. ახლა თავის დამახინჯება
შემოვიდა მოდაში: თმა იატაკის ჯაგრისს უნდა მიგიგავდეს,
20 მკითხველთა ლიგა
პიჯაკი ტანზე გასკდებოდეს, სტაფილოსფერი ხელთათმანი
გეკეთოს და სქელძირა, ბლაგვცხვირიანი წაღებით დაბრახუ-
ნებდე. იაფი მაინც იყოს ეგ სიმახინჯე: ხმას არ ამოვიღებდი,
მაგრამ ეგ ყველაფერი კარგა დიდი ფული ღირს და არც არა-
ნაირ სიამოვნებას არ მანიჭებს.
ამ იერიშის პასუხად ლორიმ თავი აიქნია და ისე გუ-
ლიანად გადაიხარხარა, რომ ფეტრის შლაპა გადასძვრა და
ჯომ შემთხვევით ზედ დააბიჯა, თუმცა ლორიმ ისარგებლა ამ
შეურაცხყოფით და ვრცლად მოჰყვა მსჯელობას ჰაიჰარად ნა-
ყიდი კოსტიუმის უპირატესობებზე, თან კი მოკეცა შელახული
შლაპა და ჯიბეში ჩაიტენა.
– თუ ღმერთი გწამს, ჭკუას ნუღარ მარიგებ! ეს კვირა ისე-
თი მძიმე იყო, მინდა, შინ მოსულმა მაინც მოვითქვა სული.
ხვალ, რა ხარჯის გაწევაც გინდა დამჭირდეს, წესიერად მეც-
მევა და მეგობრებსაც თვალს გავუხარებ.
– თავს მაშინ დაგანებებ, თუ თმას გაიზრდი. დიდი არის-
ტოკრატი არა ვარ, მაგრამ მაინც არ მინდა ისეთ ადამიანთან
ერთად დამინახონ ხოლმე, რომელსაც შეხედავ და იფიქრებ,
თავს მუშტი-კრივით ირჩენსო, – მკაცრად შენიშნა ჯომ.
– ეს უბრალო სტილი სწავლას უწყობს ხელს და მაგიტო-
მაც ავირჩიეთ, – შეედავა ლორი, რომელსაც მართლაც ვერ
დასწამებდით ნარცისობას12: მან ხომ, მოდის მოთხოვნით,
ნებით გაწირა ლამაზი კულულები და დუიმის მეოთხედის სიგ-
რძე თმით დადიოდა, – სხვათა შორის, ჯო, მე მგონი, ციცქნა
პარკერს გაგიჟებით უყვარს ემი. პირზე სულ მისი სახელი აკე-
რია, ლექსებს წერს და, მეტი რომ არ იქნება, ისე საეჭვოდ
ბრძანდება ოცნებებში წასული. ალბათ, ურჩევნია, ეს თავისი

12 ნარცისი – თავის თავზე შეყვარებული ადამიანი


21 მკითხველთა ლიგა
ვნება ჩანასახშივე ჩაკლას, არა? – უფროს ძმასავით გაანდო
ლორიმ წუთიერი დუმილის შემდეგ.
– აბა, რა. უახლოეს წლებში ოჯახში მეტი ქორწილი აღარ
გვინდა. ღმერთო, შენ დაგვიფარე, რას ფიქრობენ ეს ბავშვე-
ბი?! – ისე აღშფოთდა ჯო, თითქოს ემი და ციცქნა პარკერი
ათიოდე წლისანი ყოფილიყვნენ.
– ქარაფშუტულ დროში ვცხოვრობთ და არ ვიცი, საით მი-
ვექანებით, მემ. ჯერ მთლად ბავშვი ხარ, ჯო, მაგრამ შემდეგი
შენ იქნები. გათხოვდები და დაგვამწუხრებ, – თქვა ლორიმ
და თავი გადააქნია, ვითომდა, როგორ დაეცა ზნეობრიობაო.
– ნუ დარდობ, ჩემი შერთვა არავის მოუნდება და ძა-
ლიანაც კარგი: ოჯახში ერთი შინაბერა ხომ მაინც უნდა იყოს.
– შენ ვის მისცემ საშუალებას, რომ შერთვა მოგინდომოს,
– ცერად გახედა ლორიმ და ნამზეური სახე ოდნავ აუყირმიზ-
და, – შენი ხასიათის სილბოს არავის დაანახვებ და თუ ვინმემ
შემთხვევით დაინახა, თავი ვერ შეიკავა და შეიმჩნია, ისევე
მოექცევი, როგორც მისის გამიჯი13 თავის გულის ვარდს: ცივ
წყალს გადაასხამ და ისე აიჯაგრები, რომ მოკარებას ვინ ჩი-
ვის, შემოხედვასაც ვერ გაგიბედავენ.
– არ მიყვარს ასეთები. უაზრობებზე საფიქრალად სად
მცალია! თან, ოჯახის დაყოფაც საშინელება მგონია. მაგაზე
აღარ მელაპარაკო. მეგის ქორწილმა ყველანი კალაპოტიდან
ამოგვყარა და შეყვარებულებისა და მსგავსი სისულელის
გარდა სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. არ მინდა, გავბრაზ-
დე, ჰოდა, მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, – აშკარა იყო,

13მისის გამიჯი – ჩარლზ დიკენსის რომანის „დევიდ კოპერფილდის“ პერ-


სონაჟი
22 მკითხველთა ლიგა
ვინმეს პატარა მიზეზიც რომ მიეცა, ჯო ულაპარაკოდ არ
დაიშურებდა მისთვის ცივ წყალს.
რაც უნდა ჰქონოდა გულში ლორის, ჭიშკართან ერთმა-
ნეთს რომ ემშვიდობებოდნენ, გულისნადები ჩუმი, გაგრძე-
ლებული სტვენით ამოთქვა და შემაშფოთებელი წინასწარ-
მეტყველებაც მიაყოლა:
– დაიხსომე ჩემი სიტყვა, ჯო, მომდევნო შენ გათხოვდები.

23 მკითხველთა ლიგა
თავი მეორე
პირველი ქორწილი

იმ დილით პარმაღის თავზე ადრიანად გაღვიძებოდათ ივ-


ნისის ხასხასა ვარდებს; გულით შეხაროდნენ უღრუბლო ცასა
და მზის შუქს, თითქოს კეთილი, პატარა მეზობლები არიანო
და კიდეც იყვნენ. მღელვარებით უბრწყინავდათ ალისფერი
სახეები, ნიავი არხევდათ და ერთმანეთს ჩურჩულით უამბობ-
დნენ, რასაც თვალს მოჰკრავდნენ: ერთნი სასადილო ოთა-
ხის ფანჯრებში იჭყიტებოდნენ, სადაც საზეიმო სუფრა იშლე-
ბოდა, მეორენი ყელყელაობდნენ და ღიმილით უქნევდნენ
თავს პატარძლის მორთვაში გართულ დებს, სხვები – თავის
ქნევით ესალმებოდნენ ბაღში, პარმაღზე თუ შემოსასვლელ-
ში სხვადასხვა საქმეზე შემოსულ-გასულ ადამიანებს. ყველა-
ნი – გაფურჩქნილი ვარდიცა და პაწია, უფერული კოკორიც,
– სილამაზესა და სურნელს უძღვნიდნენ თავიანთ ალერსიან
პატრონს, ვისაც ამდენ ხანს უყვარდა და უვლიდა.
თავად მეგიც ვარდს ჰგავდა. სულსა და გულში რაც კი რამ
კარგი ჰქონდა, იმ დღეს თითქოს სახეზე გადაფურჩქნოდა,
დაემშვენებინა და გაენაზებინა იმ მომხიბვლელობით, რაც

24 მკითხველთა ლიგა
თვით სილამაზესაც კი აღემატება. არც აბრეშუმი ინდომა,
14
არც მაქმანი და არც – ფლერდორანჟი .
– არ მინდა საზეიმო ქორწილი, – თქვა მტკიცედ, – მირ-
ჩევნია, გვერდით მხოლოდ ისინი მყავდნენ, ვინც მიყვარს და
შესახედავადაც ისეთი ვიყო, როგორსაც ისინი მიცნობენ.
ჰოდა, საქორწილო კაბა თავისი ხელით შეიკერა, ყოველ
გვირისტს ქალწულის გულის სათუთი იმედები და უმანკო ოც-
ნებები ჩაატანა. დებმა ლამაზი თმა დაუწნეს და კეფაზე აუხვი-
ეს. ერთადერთ სამკაულად შროშანების – „მისი ჯონის“ უსაყ-
ვარლესი ყვავილების – პატარა თაიგული დაიბნია.
– ისევ ჩვენი საყვარელი მეგი ხარ, ოღონდ ისეთი ტკბილი
და კოხტა, გულში ჩაგიკრავდი, შიში რომ არ მქონდეს, კაბას
დავუჭმუჭნი-მეთქი, – შესძახა ემიმ და აღტაცებით მიაცქერდა
დას, როცა პატარძლის მოკაზმვა დასრულდა.
– ჰოდა, მეც მიხარია, თუკი ეგრეა, ოღონდ გეხვეწებით,
ყველანი ჩამეხუტეთ და მაკოცეთ, კაბის დარდი ნუ გექნებათ.
დღეს მინდა, რაც შეიძლება, მეტი მაგნაირი ნაკეცი გამიჩ-
ნდეს კაბაზე, – და მეგმა ხელები გაშალა დების ჩასახუტებ-
ლად, ისინიც გაბრწყინებულები ჩაეკვრნენ წუთით და იგ-
რძნეს, რომ ახალ სიყვარულს ძველისთვის ვერაფერი დაეკ-
ლო.
– ახლა ჯონს ჰალსტუხს შევუკრავ, მერე კი ცოტა ხანს მა-
მასთან ვიქნები კაბინეტში, – და მეგი სირბილით დაეშვა კი-
ბეზე, რომ ჯერ ეს პატარა ფორმალობები მოემთავრებინა, მე-
რე კი საქმეში ჩართულ დედას არ მოშორებოდა; კარგად

14ფლერდორანჟი (ფრანგ. fleur d’orange) – ნარინჯის თეთრი ყვავილი;


ასეთ ხელოვნურ ყვავილს ძველად იყენებდნენ პატარძლის საქორწილოდ
მორთვისთვის
25 მკითხველთა ლიგა
იცოდა: იმას სახეზე ღიმილი კი დასთამაშებდა, მაგრამ გულ-
ში იდუმალ სევდას მალავდა, რადგან ბუდიდან პირველი ბარ-
ტყი უნდა აფრენოდა.
სანამ უმცროსი დები ერთად დგანან და, სადად ჩაცმულ--
დახურულები, თავის მოლამაზებას ასრულებენ, სწორედ
დროა, გიამბოთ, რა შეიცვალა მათ გარეგნობაში ამ სამი
წლის განმავლობაში, რადგან ახლა ყველანი შესაშური შესა-
ხედავები არიან.
ჯო უწინდელივით მოუქნელი აღარ არის და თუ ნარნარად
არა, მსუბუქად მაინც მოძრაობს. ხუჭუჭი თმა გაეზარდა, მძიმე
ხვეულად ადგას. ეს უფრო შვენის მისი მაღალი ფიგურის და-
მაგვირგვინებელ პატარა თავს, ვიდრე მოკლე თმა. შავგვრე-
მანი ლოყები ასწითლებია, თვალები ნაზად უციმციმებს, მწა-
რე ენით კი დღეს მხოლოდ ტკბილ სიტყვებს ამბობს.
ბეთი წინანდელზე ტანწვრილი, ფერმკრთალი და წყნარია.
ლამაზი, კეთილი თვალები გასდიდებია. მათში ისეთი გამო-
მეტყველება გამოუკრთის ხოლმე, რომ მაყურებელს ადარ-
დიანებს. ეს გამომეტყველება თავისთავად როდია სევდიანი:
იმ ტკივილის ბეჭედი გახლავთ, რომელსაც ამ ნორჩი სახის
პატრონი გულისამაჩუყებელი მოთმინებით იტანს. თუმცა ბე-
თი იშვიათად თუ დაიჩივლებს და მუდამ იმედიანად ამბობს,
ცოტაც და უკეთესად ვიქნებიო.
ემი სამართლიანად ითვლება „ოჯახის მშვენებად“: თექ-
ვსმეტი წლისას ზრდასრული ქალის შესახედაობა და მიხრა--
მოხრა აქვს; მზეთუნახავი არ ითქმის, მაგრამ ის მოუხელთე-
ბელი მომხიბლაობა ახლავს, რასაც შნოიანობას ეძახიან და
რასაც შენიშნავთ მის სილუეტში, თითების ფორმასა და ხე-
ლების მოძრაობაში; იმაში, თუ როგორ აქვს დალაგებული
კაბის ნაკეცები და კულულები – ყველაფერში, რაც ძნელად
26 მკითხველთა ლიგა
განსაზღვრებადია, მაგრამ ჰარმონიული და ბევრისთვის ისე-
ვე მიმზიდველი, როგორც თავად სილამაზე. მისი წუხილის
საგნად დარჩა ცხვირი (რადგან ცხადი იყო, რომ ბერძნული
ვეღარასოდეს გახდებოდა), ისევე როგორც ფართო პირი და
წვეტიანი ნიკაპი. ეს გამაღიზიანებელი ნაკვთები განუმეორებ-
ლობას ანიჭებდა მთელ მის იერს, თუმცა თვითონ ვერ ხვდე-
ბოდა და სახის მშვენიერი ფერით, კაშკაშა ცისფერი თვალე-
ბითა და ოქროსფერი, უჩვეულოდ ხშირი კულულებითღა იმ-
შვიდებდა თავს.
სამივეს თხელი, მოვერცხლისფრო-რუხი კოსტიუმები ეცვა
(მათი საუკეთესო საზაფხულო სამოსი), თმასა და მკერდს
ალისფერი ვარდები უმშვენებდა და ყველანი სწორედ ისე გა-
მოიყურებოდნენ, როგორებიც იყვნენ – ქორფა სახეებისა და
სიხარულით სავსე გულების პატრონები, წამით რომ მოსწყვე-
ტოდნენ საქმესა და საზრუნავს, რათა ფიქრიანი თვალებით
წაეკითხათ ქალის ცხოვრების წიგნის უმშვენიერესი თავი.
იმ დღეს ფორმალობებისა და მკაცრი ეტიკეტის დაცვის გა-
რეშე უნდა ჩაევლო. ყველაფერი რაც შეიძლება უბრალოდ,
ბუნებრივად და შინაურულად უნდა ჩატარებულიყო, ამიტო-
მაც, როცა პაპიდა მარჩი მობრძანდა, ელდა ეცა: პატარძალი
მის შესაგებებლად ჩამორბოდა, სიძე ჩამოვარდნილ გირ-
ლანდას ამაგრებდა, კიბეზე კი პატარძლის მამამ, მღვდელმა
გაიელვა: სერიოზული სახით ადიოდა ზემოთ და იღლიებში
ღვინის თითო ბოთლი ჰქონდა გაჩრილი.
– ღმერთო, შენ მიშველე! ეს რა ამბავია?! – შესძახა მო-
ხუცმა ლედიმ, მისთვის განკუთვნილი საპატიო ადგილი

27 მკითხველთა ლიგა
დაიკავა და შრიალით გაისწორა ლავანდისფერი15 მუარის16
კაბის კალთები, – ბოლო წუთამდე არავინ უნდა დაგინახოს,
შვილო.
– ჩემი ქორწილი სპექტაკლი ხომ არ არის, პაპიდა! აქ
იმისთვის არავინ მოვა, რომ მომაშტერდეს, კაბა გამიქიაქოს
ან იანგარიშოს, რა დაჯდა საქორწილო საუზმე. ისეთი ბედ-
ნიერი ვარ, არ მადარდებს, ვინ რას იტყვის ან იფიქრებს და
ისე უნდა გადავიხადო ჩემი პატარა ქორწილი, როგორც მინ-
და. ჯონ, საყვარელო, ახლავე მოგაწოდებ ჩაქუჩს, – და მეგი
მაშინვე წავიდა, რომ „იმ ბრუკს“ მიშველებოდა ყოვლად უად-
გილო და შეუფერებელ საქმეში.
მისტერ ბრუკს მადლობაც კი არ უთქვამს, მაგრამ არარო-
მანტიკული იარაღის გამოსართმევად გადახრილმა ისე აკო-
ცა თავის კოხტა პატარძალს საკეცი კარის უკან, რომ პაპიდა
მარჩმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ბებერ, სუსხიან
თვალებზე მოულოდნელად მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
გაისმა ბრახვანი, ყვირილი და ლორის სიცილი, მერე კი
ყოვლად უწესო და ურიგო შეძახილი:
– იუპიტერო ამონ!17 ჯომ ისევ გადააყირავა ნამცხვარი!
ამას წამიერი მღელვარება მოჰყვა, რომელიც არც კი ჩაწ-
ყნარებულიყო, რომ ბლომად ბიძაშვილები მოვიდნენ და,
როგორც პატარაობაში ბეთი იტყოდა, „სტუმრები დაიწყო“.
– ეგ ყმაწვილი გიგანტი ახლოს არ მომეკაროს: ისე მიწ-
ვრილებს გულს, კოღო მონაგონია, – წასჩურჩულა ემის მო-

15 ლავანდა – იასამნისფერყვავილიანი ერთგვარი ბუჩქი ან ბუჩქბალახი;


ხარობს სამხრეთის ქვეყნებში; მის ეთერზეთს იყენებენ პარფიუმერიაში
16 მუარი – ერთგვარი აბრეშუმის ქსოვილი მბზინავი ზედაპირით
17 იუპიტერ ამონი – ლიბიაში ამ სახელით ეთაყვანებოდნენ იუპიტერს,

ჭექა-ქუხილის რომაულ ღმერთს


28 მკითხველთა ლიგა
ხუცმა ლედიმ, როცა ოთახები სტუმრებით აივსო და ლორის
გრუზათმიანი თავი ზემოდან დააცქერდა დანარჩენებს.
– პირობა დადო, დღეს კარგად მოვიქცევიო და როცა ინ-
დომებს, ძალიანაც მომხიბლავია, – მიუგო ემიმ და გასხლტა,
რათა ჰერკულესი გაეფრთხილებინა, გველეშაპს ერიდეო,
რის შემდეგაც ლორიმ ისე ერთგულად სდია მოხუც ლედის,
რომ მთლად გააწამა.
არანაირი საქორწილო პროცესია არ ყოფილა, მაგრამ
როცა მისტერ მარჩმა და ახალგაზრდა წყვილმა გირლანდე-
ბიანი თაღის ქვეშ თავ-თავიანთი ადგილები დაიკავეს, ოთახ-
ში ერთბაშად სიჩუმე ჩამოვარდა. დედა და დები იქვე შექუჩ-
დნენ, თითქოს მეგის გაშვება ენანებათო. მამას მღელვარე-
ბისგან რამდენჯერმე ჩაუწყდა ხმა, რამაც მხოლოდ სილამაზე
და ზეიმურობა შემატა მსახურებას. სიძეს აშკარად უცახცახებ-
და ხელი და მისი პასუხებიც თითქმის არავის გაუგონია, სამა-
გიეროდ მეგმა თვალებში ჩახედა ქმარს და ისეთი სათუთი
ნდობა გამოეხატა სახეზე და ხმაში, როცა თქვა, დიახო, რომ
დედას გული სიხარულით აევსო, პაპიდა მარჩი კი ხმამაღლა
ასრუტუნდა.
ჯოს არ უტირია, თუმცა ერთხელ ძლივს შეიკავა თავი და
მხოლოდ იმან იხსნა გრძნობების გადმოფრქვევისგან, რომ
ლორი ჩაციებით უყურებდა და ეშმაკურ, შავ თვალებში
მხიარულებასთან სასაცილოდ შერეული მღელვარება უკ-
რთოდა. ბეთმა დედის მხარში ჩარგო თავი და აღარც აუწევია,
სამაგიეროდ ემი მოხდენილ ქანდაკებასავით იდგა, მზის სხი-
ვი თეთრ შუბლსა და თმაში ჩაბნეულ წითელ ყვავილზე ელა-
მუნებოდა და ფრიადაც შვენოდა.
ვშიშობ, ის, რაც მოხდა, საზოგადოებაში მიღებული არ
გახლავთ, მაგრამ რაწამს მეგს წესითა და რიგით დასწერეს
29 მკითხველთა ლიგა
ჯვარი, იმწამსვე წამოიძახა, პირველი კოცნა დედასო, მიუბ-
რუნდა მისის მარჩს და გულიანად ჩაკოცნა; მომდევნო თხუთ-
მეტი წუთის განმავლობაში კი წინანდელზე უფრო დაემგვანა
ვარდს, რადგან ყველამ სრულად ისარგებლა დაწესებული
პატივით და პატარძალს ეამბორა – მისტერ ლორენსით დაწ-
ყებული და მოხუცი ჰანათი დამთავრებული, რომელიც, ყოვ-
ლად განსაცვიფრებელი თავსაბურავით მოკაზმული, შესას-
ვლელში ეძგერა მეგს და სლუკუნ-ხითხითით ახარა:
– ღმერთმა სიკეთე ნუ მოგაკლოს, ჩემო კარქო! ნამცხვარს
ოდნავათაც არაფერი დაშავებია, ყველფერი კოხტათ არი და
ლამაზათ.
ამის მერე ყველანი გამოცოცხლდნენ და თითო მახვილი
სიტყვა თქვეს ანდა თქმა სცადეს, თუმცა ამ ცდამაც იკმარა,
რადგან როცა გულს უხარია, სიცილსაც არაფერი უდგას წინ.
საჩუქრები არ გამოუფენიათ: უკვე პატარა სახლში გადაეტა-
ნათ და არც მრავალი თავი კერძისგან შემდგარი სადილი ყო-
ფილა; იყო მხოლოდ უბრალო საუზმე – ნამცხვრით, ხილითა
და ყვავილებით გაწყობილი სუფრა. მისტერ ლორენსმა და
პაპიდა მარჩმა მხრები აიჩეჩეს და ღიმილით გადახედეს ერ-
თმანეთს, როცა გაირკვა, რომ მხოლოდ წყალი, ლიმონათი
და ყავა იყო ის ნექტარი, რაც სამმა ჰებამ18 ჩამოატარა. თუმ-
ცა არავის არაფერი უთქვამს, სანამ ლორიმ არ დაიჟინა, პა-
ტარძალს ჩემი ხელით უნდა მივართვა სასმელიო და წინ არ
აეტუზა მეგს სავსე ლანგრითა და გაკვირვებული სახით.

18ჰება – ძველბერძნულ მითოსში სიყმაწვილის ქალღმერთი, ზევსისა და


ჰერას ასული
30 მკითხველთა ლიგა
– რაო, ჯოს ყველა ბოთლი შემოემტვრა? – ჰკითხა ჩურჩუ-
ლით, – თუ მომეჩვენა, რომ ამ დილით რამდენიმე ბოთლი
დავინახე?
– არა, პაპაშენმა საუკეთესო ღვინო მოგვართვა, პაპიდა
მარჩმაც გამოგვიგზავნა, მაგრამ მამამ ერთი-ორი ბოთლი ბე-
თისთვის გადადო, დანარჩენი კი ჰოსპიტალში გაგზავნა: ღვი-
ნო მხოლოდ ავადმყოფობის დროს უნდა დაილიოსო, დედა
კი ამბობს, ჩვენ ჭერქვეშ არც მე მივაწვდი ღვინოს ახალგაზ-
რდა კაცებს და არც ჩემი ქალიშვილებიო.
მეგი სერიოზულად ლაპარაკობდა და ელოდა, ლორი ან
მოიღუშება ან სიცილს ატეხავსო, მაგრამ იმას არც ერთი უქ-
ნია და არც – მეორე, მხოლოდ სწრაფი მზერა სტყორცნა მეგს
და, როგორც სჩვეოდა, ერთბაშად გადაწყვიტა:
– ძალიანაც კარგი! ვიცი, რამდენი სიავე მოაქვს ღვინოს
და კარგი იქნება, სხვა ქალებმაც თქვენ მოგბაძონ.
– იმედია, ეგ სიბრძნე გამოცდილებით არ შეგიძენია, –
ხმაში მღელვარება შეეპარა მეგს.
– არა, ღმერთმანი, არა. ოღონდ მეტისმეტად კარგი ვინ-
მეც ნუ გეგონები: ღვინო ჩემთვის დიდი საცდური არ არის. სა-
დაც მე გავიზარდე, იქ ღვინო წყალივით ისმება და ლამის წყა-
ლივით უხიფათოა. მე ღვინის მუშტარი არა ვარ, მაგრამ როცა
კოხტა გოგო მოგაწვდის, კაცს უარის თქმა გაგიჭირდება.
– ჰო, მაგრამ ხომ მაინც იუარებ? შენთვის თუ არა, სხვების
გულისთვის მაინც! დამპირდი, ლორი, რომ კიდევ ერთი მიზე-
ზი მომეცეს, ამ დღეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღე და-
ვარქვა.
ამ მოულოდნელმა და სერიოზულმა მოთხოვნამ წამით
შეაყოყმანა ყმაწვილი კაცი, რადგან იცოდა, დასცინებდნენ,
დაცინვა კი უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე ნებისმიერ რამეზე
31 მკითხველთა ლიგა
უარის თქმა. მეგმა იცოდა, თუ პირობა მომცა, რადაც უნდა
დაუჯდეს, შეასრულებსო და რაკი გრძნობდა თავის ძალაუფ-
ლებას, შეეცადა, ის მეგობრის სასიკეთოდ გამოეყენებინა.
თქმით აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ააცქერდა ბედნიერი
სახითა და ისეთი ღიმილით, რომელიც ამბობდა, დღეს უარს
ვერაფერზე ვერავინ მეტყვისო.
ჰოდა, ვერც ლორიმ მოახერხა უარი, თვითონაც გაუღიმა,
ხელი გაუწოდა და თბილად უთხრა:
– პირობას გაძლევთ, მისის ბრუკ!
– დიდი მადლობა, დიდზე დიდი მადლობა!
– აი, მე კი იმის სადღეგრძელოს დავლევ, რომ მაგ შენმა
პირობამ დიდხანს გასტანოს, – მოწონების ღიმილით შესძახა
ჯომ და თავისებურად მონათლა ტედი: ჭიქა გააქნია და შემ-
თხვევით ლიმონათი მიაწუწა.
სადღეგრძელო შეისვა, პირობა დაიდო და კეთილსინდი-
სიერადაც შესრულდა მიუხედავად მრავალი საცდურისა,
რადგან შინაგანი ალღოს წყალობით გოგონებმა დრო შეარ-
ჩიეს და ისეთი სამსახური გაუწიეს მეგობარს, რისთვისაც იგი
მთელი სიცოცხლე ემადლიერებოდა.
საუზმის შემდეგ სტუმრები მოედვნენ სახლსა და ბაღს, მზი-
თა და სტუმართმოყვარეობით ტკბებოდნენ. მეგი და ჯონი
შემთხვევით შეჩერდნენ სახლის წინ, მდელოს შუაგულში და
ლორის ერთბაშად ეწვია შთაგონება, რაც ამ მაღალი საზოგა-
დოებისთვის უჩვეულო ქორწილის ბოლო აკორდად იქცა.
– გათხოვილებმა და ცოლიანებმა ხელი ხელს ჩაჰკიდეთ,
როგორც გერმანელებმა იციან, ნეფე-პატარძალი შუაში მო-
იქციეთ და ფერხული დაუარეთ, უცოლოები და გასათხოვრე-
ბი კი წყვილ-წყვილად ავკუნტრუშდებით თქვენ გარშემო! –
შესძახა ლორიმ და ბაღის ბილიკზე ისეთი გადამდები ხალი-
32 მკითხველთა ლიგა
სითა და ოსტატობით გაიტაცა საცეკვაოდ ემი, რომ დანარჩე-
ნებიც სიტყვის უთქმელად აჰყვნენ. წრეში ჯერ მისტერ და მი-
სის მარჩები, ბიცოლა და ბიძია კეროლები ჩადგნენ, დანარ-
ჩენებიც მალევე შეუერთდნენ; სალი მოფატი რომ სალი მო-
ფატი იყო, მასაც კი არ უყოყმანია დიდხანს: შლეიფი მკლავზე
გადაიგდო და ნედი სირბილით შეიყვანა წრეში. თუმცა, საყო-
ველთაო მხიარულება მაინც მისტერ ლორენსმა და პაპიდა
მარჩმა დააგვირგვინეს: წარმოსადეგი, ხნიერი ჯენტლმენი
ზარ-ზეიმით მიეახლა მოხუცებულ ლედის, იმანაც ხელჯოხი
იღლიაში ამოიჩარა და ყოჩაღად წაჩლახუნდა, ხელი ჩაჰკიდა
დანარჩენებს და ნეფე-დედოფლის გარშემო აცეკვდა, ხოლო
ახალგაზრდები მართლაც რომ პეპლებივით აფარფატდნენ
ბაღში ზაფხულის იმ კაშკაშა დღეს.
მერე დაღლილობით ყველას გული ამოუვარდა და სახელ-
დახელო მეჯლისიც დასრულდა. ცოტაც და, სტუმრებმა დაშ-
ლა იწყეს.
– ბედნიერებას გისურვებ, ჩემო კარგო, სულითა და გუ-
ლით გისურვებ ბედნიერებას, მაგრამ მგონი მაინც სანანებ-
ლად გაგიხდება, – უთხრა მეგს პაპიდა მარჩმა, ხოლო ნეფეს,
როცა იმან ეტლთან მიაცილა, ამ სიტყვებით გამოეთხოვა:
– განძი გერგოთ, ახალგაზრდავ, და იცოდეთ, მისი ღირსი
უნდა გახდეთ!
– ამაზე მშვენიერ ქორწილში არ ვყოფილვარ, ნედ,
ოღონდ ვერ ხვდები, რატომ: აქ ხომ ერთი ბეწო ლაზათი და
ფუფუნებაც კი არ ყოფილა, – შენიშნა მისის მოფატმა, როცა
ის და მისი ქმარი ეტლში ჩასხდნენ და დაიძრნენ.
– ლორი, შვილო, თუ შენც მოგინდეს ასეთი საქმით თავის
შექცევა, იმ პატარა გოგონებიდან რომელიმე დაიხმარე და
სულმთლად კმაყოფილი დავრჩები, – განაცხადა მისტერ
33 მკითხველთა ლიგა
ლორენსმა და სავარძელში მოკალათდა, რომ დილის მღელ-
ვარების შემდეგ მოესვენა.
– თავს არ დავზოგავ და ვეცდები გაგახაროთ, სერ, – უჩ-
ვეულო მზადყოფნით მიუგო ლორიმ და კილოდან ფრთხი-
ლად ამოიძრო ჯოსგან ჩამაგრებული პაწია თაიგული.
პატარა სახლი იქვე იყო და მეგის საქორწილო მოგზაურო-
ბად მხოლოდ მისი და ჯონის აუჩქარებელი გასეირნება იქცა
ძველი სახლიდან ახალში. როცა კაბა გამოიცვალა და სას-
ტუმრო ოთახში ჩამობრუნდა, კოხტა კვაკერ ქალს ჰგავდა
ნაცრისფერი კოსტიუმითა და თეთრი ლენტით შეკრული ჩა-
ლის კაპორით19. ყველანი შემოეხვივნენ და ისე ნაზად დაემ-
შვიდობნენ, თითქოს მართლაც შორეულ მოგზაურობაში მი-
დიოდა.

– არ გეგონოს, მე და შენ ერთმანეთს ვშორდებოდეთ, დე,


ჩემო საყვარელო ან ნაკლებ სიყვარული მქონდეს შენი, რაკი
ჯონი ასე ძალიან მიყვარს, – უთხრა დედას, ჩაეხუტა და წამით
თვალები ცრემლით აევსო, – ყოველდღე მოვალ, მა, და იმე-
დი მაქვს, წინანდებურად გეყვარებით: მერე რა, რომ გათხო-
ვილი ვარ! ბეთი ხშირად იქნება ჩემთან, დანარჩენი გოგონე-
ბიც შემომივლიან ხოლმე, რომ ჩემს დიასახლისობაზე იცი-
ნონ. ყველას დიდ მადლობას გიხდით ამ ჩემი ბედნიერი ქორ-
წილისთვის. კარგად იყავით, კარგად!
იდგნენ და სიყვარულით, იმედითა და სიამაყით სავსენი
გაჰყურებდნენ მეგს, რომელიც ქმრის მკლავზე დაყრდნობი-

19კაპორი – ბავშვის ან ქალის საზამთრო თავსაბურავი, რომელიც ბაფთე-


ბით ან თასმებით იკვრება ნიკაპქვეშ
34 მკითხველთა ლიგა
ლი მიაბიჯებდა, იმოდენა თაიგული მიჰქონდა, რომ მკლავებს
ძლივს აწვდენდა და ბედნიერ სახეზე ივნისის მზე დაჰნათოდა
– ასე დაიწყო მეგის ოჯახური ცხოვრება.

35 მკითხველთა ლიგა
თავი მესამე
შემოქმედებითი ძიებანი

ადამიანს დიდი ხანი სჭირდება, რომ ნიჭი და გენიალობა


ერთმანეთისგან განასხვაოს, მეტადრე – პატივმოყვარე ყმაწ-
ვილ ქალსა და კაცს. ემი დიდი ტანჯვა-წვალების შემდეგ მიხ-
ვდა ამ სხვაობას, რადგან მოწადინება შთაგონება ეგონა და
ახალგაზრდული სითამამით ხელოვნების ყველა დარგში გა-
მოსცადა თავი. „ღვეზელების“ ცხობა დიდი ხნით შეწყდა და
ემი დიდი მონდომებით შეუდგა უნატიფესი ნახატების შექმნას
ტუშითა და კალმით, რაშიც ისეთი გემოვნება და ოსტატობა
გამოავლინა, რომ მოხდენილი ნამუშევრები გულსაც უხარებ-
და და შემოსავალიც მოჰქონდა, მაგრამ თვალები გადაეღა-
ლა და იძულებული გახდა, კალამი და ტუში გვერდზე გა-
დაედო და უშიშრად შებმოდა ხეზე წვას. სანამ ეს აღტყინება
გადაუვლიდა, ოჯახი ხანძრის გამუდმებულ შიშში აცხოვრა.
სახლში დღისითა და ღამით დამწვარი მერქნის სუნი იდგა,
სხვენიდან თუ ფარდულიდან შემაშფოთებლად ხშირად გამო-
დიოდა ბოლი, ყოველ ნაბიჯზე მიყრილ-მოყრილიყო გავარვა-
რებული, ხეზე წვისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები, ხოლო
ჰანა ისე არ დაწვებოდა, ხანძრის შიშით კართან წყლით სავსე
ვედრო არ დაედგა, მაგიდაზე კი – სადილის ზარი. ცომის საბ-
რტყელებელი ფიცრის ქვედა მხარეზე თამამი ხელით შესრუ-
ლებული რაფაელის სახე იპოვეს, ლუდის კასრის თავსახურ-
ზე – ბახუსი. შაქრის ვედროს თავსახური მგალობელმა ქერუ-

36 მკითხველთა ლიგა
ბიმმა დაამშვენა, ხოლო რომეოსა და ჯულიეტას პორტრეტე-
ბის ესკიზებით ერთხანს სამზარეულოში ცეცხლს აჩაღებდნენ.
დამწვარი თითებისთვის სრულიად ბუნებრივი იყო წვიდან
ზეთზე გადასვლა და ემიც დაუცხრომელი შემართებით შეუდ-
გა ფერწერას. ერთმა მეგობარმა მხატვარმა გადასაყრელი
პალიტრებით, ფუნჯებითა და საღებავებით მოამარაგა და
ემიც ყველგან თითხნიდა; სოფლისა და ზღვის იმგვარ პეიზა-
ჟებს ქმნიდა, რაგვარიც არც ხმელეთზე ენახა ვინმეს თვალით
და არც – წყალზე. მის ურჩხულებს (წესით – შინაურ საქო-
ნელს) სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე პრიზები არ ასცდე-
ბოდათ, ხოლო მისი ხომალდები ისეთი სახიფათო კუთხით
იყო დახრილი, ყველაზე ნაცად მეზღვაურსაც კი ზღვის ავად-
მყოფობას დაჰმართებდა, თუკი გემთმშენებლობისა და გემ-
სართავების განლაგების ყველა ცნობილი წესის სრული უგუ-
ლებელყოფა პირველივე შეხედვით სიცილით არ მოკლავდა.
სახელოსნოს კუთხიდან მომზირალი შავტუხა ბიჭუნები და
შავთვალა მადონები მურილიოს20 მოგაგონებდნენ; ზეთიანი,
ყავისფერ ჩრდილებში ჩაკარგული სახეები, უადგილო ადგი-
ლას რომ დაჰყვებოდათ ცეცხლისფერი ზოლი, რემბრან-
დტით21 იყო შთაგონებული; ფუნჩულა დედაკაცები და გა-
ფუებული ყრმები – რუბენსით22; ხოლო ტერნერს23 ამოიც-
ნობდით ცისფერ ჭექა-ქუხილში, ნარინჯისფერ ელვაში, ყავის-

20 მურილიო – ბარტოლომე ესტებან მურილიო (1618-1682) – ესპანელი


ფერმწერი
21 რემბრანდტი – ჰარმენს ვან რეინ რემბრანდტი (1606-1669) – დიდი ჰო-

ლანდიელი ფერმწერი, გრაფიკოსი, შუქჩრდილის გამოსახვის ოსტატი


22 რუბენსი – პეტერ პაულ რუბენსი (1577-1640) ფლამანდიელი მხატვარი,

ბაროკოს ფუძემდებელი
23 ტერნერი – ჯოზეფ მელორდ უილიამ ტერნერი (1775-1851) – ინგლისე-

ლი მხატვარი, რომანტიკული პეიზაჟის ოსტატი


37 მკითხველთა ლიგა
ფერ წვიმასა და იისფერ, შუაგულში პამიდვრისფერი წინ-
წკლით დამშვენებულ ღრუბლებში (ეს წინწკალი მზეც შეიძ-
ლება ყოფილიყო, შუქურაც, მეზღვაურის პერანგიცა და მეფის
მანტიაც – გააჩნია, მაყურებელი რის წარმოდგენას ინებებ-
და).
ამას ნახშირით ნახატი პორტრეტები მოჰყვა და მთელი
ოჯახი მწკრივად ეკიდა კედელზე, ისეთი გაბურძგნილ-
გამურულები, ქვანახშირის ყუთიდან ახლად ამომძვრალებს
ჰგავდნენ, სამაგიეროდ ფანქრით შესრულებულ ჩანახატებში
არა უშავდათ, რადგან თავიანთ თავებს ჰგავდნენ და ემის
თმაზე, მეგის ტუჩებსა და ლორის თვალებზე ითქვა, „საოც-
რად ლამაზიაო“. ამას კვლავ თიხასა და თაბაშირთან დაბრუ-
ნება მოჰყვა. ემის ნაცნობ-მეგობრების ტვიფრები, შემზარავ
მოჩვენებებს რომ წააგავდა, სახლის კუთხე-კუნჭულებს ავ-
სებდა ან განჯინების თაროებიდან შინაურებს აცვიოდა თავზე.
მოდელებად მეზობელ ბავშვებს შემოიტყუებდა ხოლმე,
ოღონდ მანამ, სანამ ბავშვების აბდაუბდა მონათხრობებმა
იმის თაობაზე, თუ რა იდუმალ საქმიანობას ეწეოდა ემი, ეს
უკანასკნელი ყმაწვილ კაციჭამიად არ გადააქცია ახლომახ-
ლო მიდამოებში მცხოვრებთა თვალში. თუმცა, ამ მიმართუ-
ლებით მისი მცდელობები მოულოდნელად დაასრულა უბე-
დურმა შემთხვევამ, რამაც გზნება გაუნელა. რაკი იმხანად
სხვა მოდელები არ ჰყავდა, გადაწყვიტა, თავისივე კოხტა ფე-
ხის ტვიფარი აეღო და ერთ დღესაც მთელი ოჯახი დააფეთა
ფარდულიდან მომავალმა ბრახაბრუხმა და წივილმა; საშვე-
ლად მიცვენილებმა დაინახეს, რომ ახალგაზრდა ენთუზიასტი
გადარეულივით დახტოდა ფარდულში: ცალი ფეხი თაბაში-
რით სავსე ქვაბში ჩასჭედოდა, რადგან თაბაშირი მოულოდ-
ნელი სისწრაფით გამაგრებულიყო. ფეხი დიდი გაჭირვებითა
38 მკითხველთა ლიგა
და არცთუ უხიფათოდ გაუთავისუფლეს: ჯო ისე ხარხარებდა
თაბაშირის ჩიჩქნისას, რომ დანის ჩასობა ღრმად მოუვიდა,
ემის ნაწვალებ ფეხს მოხვდა და კარგა ხნით აქცია ამ შემოქ-
მედებითი ექსპერიმენტის სამახსოვრო მონუმენტად.
ამის შემდეგ ემი დაშოშმინდა, სანამ ნატურიდან ესკიზების
კეთების მანიამ არ აიტანა და ყოველდღე არ დაიწყო სირბი-
ლი მდინარეზე, მინდორში ან ტყეში, სადაც ნატურას სწავ-
ლობდა და ოხრავდა, ნეტავი ნანგრევები იყოს, რომ ჩავიხა-
ტოო. გაუთავებლად ცივდებოდა, რადგან ტენიან ბალახზე
მჯდარი იხატავდა ხოლმე ამა თუ იმ „აღმტაც ფრაგმენტს“,
რომელიც ან ქვა, კუნძი, სოკო თუ ჩამოტეხილი ტოტი გახ-
ლდათ და ან „ღრუბელთა ღვთაებრივი მასა“, რომელიც მის
ალბომში გაფატრული ბალიშიდან ამოცვენილ ბუმბულს
წააგავდა. სახის ფერიც კი გაწირა, იმდენი იცურა ნავით შუ-
ადღის თაკარა მზეში შუქ-ჩრდილების შესასწავლად, ხოლო
„ხედვის კუთხის“ (თუ რაც ჰქვია) იმის ძებნაში იმდენი ჭუტა
და ძაბა თვალები, რომ შუბლზე ვერტიკალური ნაოჭი გაიჩი-
ნა.
თუ, მიქელანჯელოს თქმისა არ იყოს, „გენია მარადიული
მოთმინებაა“, ემის თამამად შეეძლო პრეტენზია გაეცხადები-
ნა ამ ღვთაებრივ თვისებაზე, რადგან ჯიუტად აგრძელებდა
მცდელობას ყველა დაბრკოლების, მარცხისა თუ იმედგაც-
რუების მიუხედავად და მტკიცედ სწამდა, რომ დროთა გან-
მავლობაში უსათუოდ შექმნიდა ისეთ რამეს, რაც „მაღალი
ხელოვნების“ სახელის ღირსი იქნებოდა.
ბევრ სხვა რამესაც სიამოვნებით სწავლობდა და აკეთებ-
და, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, მიმზიდველი და განათ-
ლებული ქალი ყოფილიყო იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიდი
მხატვარი ვერ გახდებოდა. აქ უკეთესად წაუვიდა საქმე, რად-
39 მკითხველთა ლიგა
გან ემი ერთი იმ სვიანად შობილთაგანი იყო, ვინც ყველას
მოსწონს, ყველგან იჩენს მეგობრებს და ისე მსუბუქად და
იოლად უყურებს ცხოვრებას, რომ ნაკლებ იღბლიანმა ადა-
მიანებმა, ლამის არის დაიჯერონ: ასეთი ხალხი ბედნიერ ვარ-
სკვლავზეა დაბადებული. ემი ყველას მოსწონდა, რადგან
სხვა ტალანტთა შორის ტაქტიც დაჰყვა. ალღოთი გრძნობდა,
რა იქნებოდა საამური და მართებული და ამიტომაც მუდამ
იმას ამბობდა, რაც საჭირო იყო, მას ეუბნებოდა, ვისთვისაც
უნდა ეთქვა, იმას აკეთებდა, რაც დროსა და ადგილს შეეფე-
რებოდა და ისეთი თავდაჭერილი იყო, ამბობდნენ, ჩვენი ემი
ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე რომ გაგზავნო სამეფო
კარზე, მაინც ზუსტად ეცოდინება, როგორ მოიქცესო.
მისი ერთი სისუსტეთაგანი ის იყო, რომ უნდოდა „საუკეთე-
სო საზოგადოებაში“ ეტრიალა, ოღონდ რომელი იყო ეს სა-
ზოგადოება, ჯერ კარგად ვერ გარკვეულიყო. ყველაზე სანატ-
რელად ფული, მდგომარეობა, მოდური განათლება და დახ-
ვეწილი მანერები მიაჩნდა; ვისაც ეს ყველაფერი ჰქონდა, ურ-
თიერთობაც იმათთან მოსწონდა, თუმცაღა ხშირად სიყალბე
ჭეშმარიტებად ეჩვენებოდა და იმით მოდიოდა აღტაცებაში,
რაც აღტაცების ღირსი არ არის. თავის დღეში არ ავიწყდებო-
და, რომ წარმოშობით ლედი იყო, ამიტომაც გამუდმებით ივი-
თარებდა არისტოკრატულ გემოვნებასა და მიდრეკილებებს,
რათა, საშუალება რომ მიეცემოდა, ის ადგილი დაეკავებინა
საზოგადოებაში, რომელსაც ახლა მოკლებული იყო სიღარი-
ბის გამო.

40 მკითხველთა ლიგა
„მილედის“24 (ასე მიმართავდნენ მეგობრები) მართლაც
გულით უნდოდა, ნამდვილი ლედი გამხდარიყო და შინაგა-
ნად იყო კიდევაც, ოღონდ ჯერაც სასწავლი ჰქონდა, რომ ბუ-
ნებრივ დახვეწილობას ფულით ვერ იყიდი, რომ მაღალი
მდგომარეობა მუდამ როდი ანიჭებს პატრონს კეთილშობი-
ლებას და რომ ნამდვილი ზრდილობა მაშინაც კი იგრძნობა
ადამიანში, თუნდაც იგი ძალზე სავალალო დღეში იყოს ჩა-
ვარდნილი.
– სათხოვარი მაქვს, დე, – ერთ დღესაც დიდი ამბით შევი-
და ემი ოთახში.
– რა, პატარავ, რა ამბავია? – გაეპასუხა დედა, რომლის
თვალში ეს დიდებული ყმაწვილი ლედი კვლავაც „პაწიად“
რჩებოდა.
– იმ კვირიდან ხატვაში არდადეგები გვეწყება და სანამ
გოგოები საზაფხულოდ წავლენ-წამოვლენ, მინდა, ერთი
დღით აქ მოვიპატიჟო. გიჟდებიან, ისე უნდათ მდინარის ნახვა
და ჩანგრეული ხიდის ჩახატვა. სხვა რაღაცებიც უნდათ გა-
დაიხატონ, რაც ალბომში მაქვს ჩახატული. ძალიან კარგად
მექცეოდნენ და მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ყველანი
მდიდრები არიან, იციან მე რომ ღარიბი ვარ და მაინც ისე
მექცევიან, როგორც თანასწორს.
– სხვანაირად რატომ უნდა გექცეოდნენ? – ის გოროზი
იერი დაიდო მისის მარჩმა, გოგონები „მარია ტერეზიას25
იერს“ რომ ეძახდნენ.

24 მილედი – დიდგვაროვანი გათხოვილი ქალის, ლორდის მეუღლის ხსე-


ნება ანდა მისდამი მიმართვა
25 მარია ტერეზია – (1717-1780) – ავსტრიის ერცჰერცოგი ქალი ჰაბსბურ-

გთა დინასტიიდან
41 მკითხველთა ლიგა
– ჩემზე კარგად იცი, რომ მაგ სხვაობას თითქმის ყველა
უსვამს ხაზს, ჰოდა, ნუ აიქოჩრები, ჩემო საყვარელო კრუხო,
როცა შენს წიწილებს ჭრელბუმბულა ჩიტები ჩაუნისკარტებენ.
ხომ იცი, გონჯი ჭუჭული ბოლოს მაინც გედად გადაიქცევა, –
გაუღიმა ემიმ და ამ ღიმილში ოდნავი სიმწარეც კი არ ერია,
რადგან მხიარული ხასიათის პატრონი იყო და ყველაფერს
იმედიანად უყურებდა.
მისის მარჩს გაეცინა, დედობრივი სიამაყე ჩაიქრო და
ჰკითხა:
– აბა, ჩემო გედო, რა ჩაგიფიქრებია?
– მინდა, იმ კვირაში გოგოები ლანჩზე მოვიპატიჟო, ეტ-
ლით იმ ადგილებში გავასეირნო, რის ნახვაც უნდათ, იქნებ
ნავით მდინარეზეც გავცუროთ და ბუნების წიაღში პატარა არ-
ტისტული დროსტარება გავუმართო.
– რატომაც არა?! სუფრაზე რა გინდა? ღვეზელი, ბუტერ-
ბროდები, ხილი და ყავა ხომ იკმარებს, არა?
– აბა, რას ამბობ! ცივად მოხარშული ენა უნდა გვქონდეს,
ქათამი, ფრანგული შოკოლადი და, კიდევ, ნაყინიც. გოგოები
ასეთ საუზმეს მიჩვეულნი არიან და მინდა, ეს ჩემი ლანჩიც წე-
სიერი და დახვეწილი იყოს: მერე რა, რომ ვმუშაობ და ასე
ვშოულობ ლუკმაპურს!
– რამდენი გოგონა გყავს კლასში? – ცოტა თავშეკავებით
ჰკითხა დედამ.
– თორმეტი თუ თოთხმეტი, მაგრამ ალბათ ყველანი არ
მოვლენ.
– როგორ გეკადრება, შვილო! მაგდენი ხალხის სატარებ-
ლად ომნიბუსი გაგიხდება დასაქირავებელი.
– რას ამბობ, დე, ეგ რამ გაფიქრებინა?! ალბათ ექვსნი ან
რვანი მოვლენ, მეტნი არა, ჰოდა პატარა, ღია ეკიპაჟს დავი-
42 მკითხველთა ლიგა
ქირავებ და, კიდევ, მისტერ ლორენსს ბარაბანს ვთხოვ (ასე
26
გამოთქვამდა ჰანა „შარაბანს“ ).
– ეგ ყველაფერი ძვირი დაგიჯდება, ემი.
– არც მაინცდამაინც. დავითვალე და ყველაფერს ჩემი ფუ-
ლით გადავიხდი.
– იმაზე არ გიფიქრია, ჩემო კარგო, რომ ის გოგონები დი-
დი ხანია მიჩვეულები არიან ამგვარ გამასპინძლებას და რა-
გინდ მოვიწადინოთ, მაინც ვერაფრით გავაკვირვებთ? სამა-
გიეროდ, თუ უფრო უბრალოდ დავხვდებით, სხვა თუ არაფე-
რი, უცხო მაინც იქნება იმათთვის და ეამებათ. ეგ გვირჩევნია,
ვიდრე ის, რომ ავდგეთ და იმის ყიდვასა და ქირაობას შევეჭი-
დოთ, რაც არ გვჭირდება და ისეთი ცხოვრების მიბაძვა ვცა-
დოთ, რომელიც ჩვენს მდგომარეობას არ შეესაბამება.
– თუკი იმას ვერ ვიზამ, რაც მინდა, საერთოდ არავის მო-
ვიყვან და ეგ იქნება! ვიცი, რომ ყველაფერი მშვენივრად გა-
მომივა, თუ შენ და გოგოები ცოტას მომეხმარებით. არ მეს-
მის, რატომ არ უნდა გავმართო წვეულება, თუკი ფულს მე
თვითონ გადავიხდი?! – ისე მტკიცედ თქვა ემიმ, რომ ამ სიმ-
ტკიცეს ნებისმიერი შეწინააღმდეგება ჯიუტობად გადააქცევ-
და.
მისის მარჩმა იცოდა, რომ გამოცდილება საუკეთესო მას-
წავლებელია და როცა ხერხდებოდა, შვილებს საშუალებას
აძლევდა, საკუთარ შეცდომებზე ესწავლათ, რომელთაც სიხა-
რულით აარიდებდა, ისევე ჯიუტად რომ არ ეუარათ ხოლმე

26შარაბანი – ოთხთვლიანი ღია ეტლი, რომელშიც რამდენიმე რიგად


არის ადგილები
43 მკითხველთა ლიგა
მისი რჩევა-დარიგება, როგორც მაგნეზიისა თუ სინამაქის27
ნაყენს ირიდებდნენ.
– ძალიან კარგი, ემი. თუ გულით გინდა ეს საქმე და იცი,
როგორ გააკეთო ისე, რომ დიდძალი ფული, დრო და ძალ--
ღონე არ დაგეხარჯოს, უარს არ გეტყვი. მოელაპარაკე გოგო-
ნებს და რასაც გადაწყვეტთ, თავს არ დავზოგავ და მოგეხმა-
რებით.
– გმადლობ, დე! მუდამ რა კეთილი ხარ! – და ემი წავიდა,
რომ გეგმა დებისთვის გადაეშალა.
მეგი მაშინვე დასთანხმდა, დაჰპირდა, მოგეხმარებიო და
ყველაფერი შესთავაზა, რაც კი გააჩნდა – თავისი პაწია სახ-
ლით დაწყებული და სტუმრებისთვის განკუთვნილი მარილის
კოვზებით დამთავრებული. სამაგიეროდ, ჯომ მაშინვე დაიწუ-
ნა პროექტი და თავიდან ცივი უარი თქვა ამ საქმეში გარევა-
ზე.
– რა ჯანდაბად გინდა? შენი ფული უნდა დახარჯო, ოჯახი
ააფორიაქო და სახლი თავდაყირა დააყენო ვიღაც გოგოების
ჯოგისთვის, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიხარ? მეგონა, იმდენი
სიამაყე და ჭკუა-გონება მაინც გქონდა, ყოველ მოკვდავს
ფეხქვეშ არ გაეგებოდი მარტო იმიტომ, რომ ფრანგული ჩექ-
მა აცვია და კარეტით დაბრძანდება, – გამოუცხადა ჯომ, რო-
მელიც თავისი რომანის ტრაგიკულ კულმინაციას28 მოსწყვი-
ტეს და ამიტომ სტუმრიანობის გუნებაზე არ იყო.

27 მაგნეზია (ინგლისური მარილი) და სინამაქი – კუჭ-ნაწლავის აშლილო-


ბის საწინააღმდეგო საშუალებები
28 კულმინაცია – უდიდესი აღმავლობის ან უდიდესი დაძაბულობის მომენ-

ტი რისამე განვითარებაში
44 მკითხველთა ლიგა
– არავისაც არ ვეგები ფეხქვეშ და ვერც იმას ვიტან, როცა
ისე მფარველობით მექცევიან, როგორც ახლა შენ, – აიფხო-
რა ემი; დები ახლაც ჩხუბობდნენ ხოლმე, როცა ასეთი საკით-
ხები წამოიჭრებოდა, – გოგოებს მართლა ვუყვარვარ და მეც
მიყვარს, არც სიკეთე აკლიათ, არც ჭკუა-გონება და არც ნიჭი
იმის მიუხედავად, რასაც შენ „მაღალი საზოგადოების შტერო-
ბას“ ეძახი. შენ სულ არ გადარდებს, სხვებს თავი მოაწონო,
კარგ ხალხში იტრიალო, მანერები გაიუმჯობესო და გემოვნე-
ბა განივითარო, მე კი ეგ ყველაფერი მადარდებს და ყველა
შანსი მთლიანად მინდა გამოვიყენო. შენ, თუ მოგწონს, შე-
გიძლია ცხვირაწეულმა მუჯლუგუნების კვრით იარო და ამას
დამოუკიდებლობა დაარქვა, მე კი მაგას არ ვაპირებ.
როცა ემი ენას აილესავდა და თავშეუკავებლად დაიწყებ-
და აზრების ფრქვევას, როგორც წესი, კამათში იმარჯვებდა,
რადგან კეთილგონიერება თითქმის მუდამ მის მხარეს იყო,
ხოლო ჯოს იქამდე ჰყავდა მიყვანილი თავისუფლების სიყვა-
რული და პირობითობების ზიზღი, რომ ამ შერკინებაში უსა-
თუოდ დამარცხება ეწერა. ემიმ ისე მარჯვედ ჩამოაყალიბა
ჯოს წარმოდგენა დამოუკიდებლობაზე, რომ ორივეს სიცილი
აუტყდა და დავა შედარებით წყნარ კალაპოტში გადავიდა.
ჯოს ბარემ არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა,
ერთი დღე შეეწირა მაღალი საზოგადოების პირობითობების-
თვის და მიხმარებოდა დას იმაში, რაც თვითონ კვლავინდე-
ბურად „სულელურ წამოწყებად“ მიაჩნდა.
მოსაწვევები დაიგზავნა, თითქმის ყველამ თანხმობა შე-
მოთვალა და დიდებული ღონისძიების დღედ მომდევნო ორ-
შაბათი დაინიშნა. ჰანას გუნება წაუხდა, რადგან მისი საქ-
მიანობის ჩვეული ყოველკვირეული რეჟიმი დაირღვა, და გა-
მოაცხადა, თუ სარეცხს და საუთოოს თავის დროზე არ მოვ-
45 მკითხველთა ლიგა
რჩი, ყველაფერი უხეიროდ წავაო. ოჯახური მეურნეობის მან-
ქანის მუშაობის რიტმის დარღვევამ მთელ წამოწყებაზე ცუ-
დად იმოქმედა, მაგრამ ემის დევიზი Nil desperandum 29 იყო
და რაკი ერთი გადაწყვიტა, ესა და ეს უნდა გავაკეთოო, კიდე-
ვაც აკეთებდა მიუხედავად დაბრკოლებებისა. იმით დავიწ-
ყოთ, რომ ჰანას კერძები არ გამოუვიდა. ქათამი მაგარი იყო,
ენა – მლაშე, შოკოლადს კი ქაფი რიგიანად არ მოადგა. ღვე-
ზელი და ნაყინი იმაზე ძვირი დაჯდა, ვიდრე ემი მოელოდა,
ასევე – ეტლი. სხვა ხარჯები, თავიდან რომ წვრილმანი ჩან-
და, ერთმანეთს დაემატა და შემაშფოთებელი თანხა შეადგი-
ნა. ბეთი გაცივდა და ჩაწვა. მეგს უჩვეულოდ ბევრი მომსვლე-
ლი მიუვიდა და შინიდან ვერ გამოვიდოდა, ჯოს კი გულისყუ-
რი სხვაგან ჰქონდა და ამიტომაც იმდენი რამე გაუტყდა და
ისეთი სერიოზული და მძიმე, კატასტროფული შეცდომები
მოუვიდა, როგორც არასოდეს.
თუ ორშაბათს დარი არ იქნებოდა, ყმაწვილი ქალბატონე-
ბი სამშაბათს უნდა მოსულიყვნენ – ამ პირობამ ჯო და ჰანა
ისე გააცეცხლა, მეტი რომ არ იქნებოდა. ორშაბათ დილით
ამინდი წამდაუწუმ იცვლებოდა, რაც იმაზე უფრო აღიზიანებს
კაცს, ვიდრე გადაუღებელი წვიმა. ხან წამოწინწკლავდა, ხან
მზე გამოაჭყეტდა, ხანაც ქარი წამოუბერავდა და ამინდმა იმ-
დენ ხანს ვერ გადაწყვიტა რა ექნა, რომ უკვე ყველასთვის
დაგვიანდა რამის გადაწყვეტა. ემი ალიონზე წამოდგა, ყვე-
ლანი წამოყარა ლოგინებიდან და ჰაიჰარად ასაუზმა, რომ
სახლი დროზე მოემზადებინათ სტუმრების დასახვედრად.
სასტუმრო ოთახი უჩვეულოდ უბადრუკი მოეჩვენა, მაგრამ
იმის მაგივრად, რომ ოხვრა-კვნესას მოჰყოლოდა იმაზე, რაც

29 Nil desperandum (ლათ.) – ნურასოდეს წარიკვეთ სასოს.


46 მკითხველთა ლიგა
არ გააჩნდა, ადგა და ის მოიხმარა საუკეთესოდ, რაც ჰქონდა:
სკამები ხალიჩის გაცრეცილი ადგილების დასაფარად მიდგა-
მოდგა, კედლებზე ლაქებს კი შინნაკეთი ქანდაკებები ააფა-
რა, რამაც ოთახი სამხატვრო სალონს დაამგვანა, ისევე რო-
გორც ყვავილებით სავსე ლარნაკებმა, რომლებიც ჯომ ყველ-
გან დადგა, სადაც კი მოუხერხდა.
გაშლილი სუფრა თვალს იტაცებდა; ემიმ თვალი გადაავ-
ლო და იმედი მიეცა, რომ კერძები გემოთიც ივარგებდა, ხო-
ლო მინის, ფაიფურისა და ვერცხლის ნათხოვარი ჭურჭელი
მშვიდობიანად დაუბრუნდებოდა პატრონებს. ეტლები თავის
დროზე უნდა მოეყვანათ, მეგი და დედა მზად იყვნენ სტუმრე-
ბის დასახვედრად, ბეთი ისე გამოკეთდა, რომ შეეძლო კული-
სებში მიხმარებოდა ჰანას, ჯოც დააჯერეს, თავს ძალა დაატა-
ნე და იმდენი ხალისი და თავაზი გამოიჩინე, რამდენსაც შენი
დაბნეულობა, თავის ტკივილი და ყველასა და ყველაფრისად-
მი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება შეგაძლებინებ-
სო; უკვე დაღლილი ემი სტუმრების დასახვედრად გამოეწყო
და თავი იმ ბედნიერი წამის მოლოდინით გაიმხნევა, როცა
საუზმობას მშვიდობიანად მორჩებოდნენ, მეგობრებთან ერ-
თად ეტლით გაემართებოდა და დღეს მშვენიერი შემოგარე-
ნის დათვალიერებას დაუთმობდნენ, ვინაიდან „ბარაბანი“ და
ჩატეხილი ხიდი თავისი გეგმის მომგებიან მომენტებად მიაჩ-
ნდა.
ამას მოჰყვა მტანჯველი მოლოდინის ორი საათი, როცა
ემი სასტუმრო ოთახსა და პარმაღს შორის მიდი-მოდიოდა,
ხოლო საზოგადოებრივი აზრი ფლუგერის მიმართულებას-
თან ერთად იცვლებოდა. თერთმეტზე დაწყებულმა კოკისპი-
რულმა წვიმამ, ეტყობა, ენთუზიაზმი ჩაუქრო თორმეტ საათზე
მოსასვლელ ყმაწვილ ქალბატონებს, რადგან არავინ გამოჩე-
47 მკითხველთა ლიგა
ნილა. ორ საათზე ქანცგაწყვეტილი ოჯახი კაშკაშა მზეში მიუჯ-
და სუფრას, რათა მალფუჭებადი კერძები შეჭმულიყო და ზა-
რალი არ ენახათ.
– დღეს ამინდი ნამდვილად არ დაგვაღალატებს, ისინიც
აუცილებლად მოვლენ, ჰოდა, დავტრიალდეთ და, რაც საჭი-
როა, მოვამზადოთ, – თქვა ემიმ, როცა მეორე დილით მზემ
გამოაღვიძა. ხალისიანად ლაპარაკობდა, მაგრამ გულის
სიღრმეში ნატრობდა, ნეტავი სამშაბათი სულ არ მეხსენები-
ნაო, რადგან ამასობაში ამ წამოწყებისადმი თავისი ნამცხვა-
რივით გაუცივდა გული.
– ასთაკვი ვერ ვიშოვე და დღეს უსალათოდ უნდა გახვიდე
იოლას, შვილო, – თქვა მისტერ მარჩმა, როცა ნახევარი
საათის შემდეგ შევიდა შინ; სახეზე უშფოთველი სასოწარკვე-
თილება ეხატა.
– ქათმით გავაკეთოთ; მერე რა, რომ მაგარია: სალათში
არ შეეტყობა, – ურჩია ცოლმა.
– ქათამი ჰანამ ერთ წუთით დატოვა მაგიდაზე და კნუტებმა
მიაგნეს. ძალიან შევწუხდი, ემი, – ჩაურთო ბეთმა, რომელიც
კვლავაც კატების მფარველად რჩებოდა.
– მაშ, გამოდის, რომ ასთაკვი მჭირდება, ენა რას გვეყო-
ფა, – გადაჭრით თქვა ემიმ.
– გავქანდე ქალაქში და წამოვიღო? – მარტვილის საკად-
რისი დიდსულოვნებით იკითხა ჯომ.
– შენ იღლიაში ამოჩრილს წამოიღებ, ქაღალდში არც კი
გაახვევინებ, ოღონდ გამამწარო. მე თვითონ წავალ, – მიახა-
ლა მოთმინებადაკარგულმა ემიმ.
მერე სახეზე სქელი ვუალი ჩამოიფარა, შეიარაღდა კოხტა
საგზაო კალათით და ქალაქის გზას გაუდგა იმ იმედით, რომ
დილის სიგრილეში მგზავრობა აფორიაქებულ გულს დაუც-
48 მკითხველთა ლიგა
ხრობდა და იმ დღის სიძნელეთა გადატანის ძალას მისცემდა.
ცოტაოდენი შეფერხების შემდეგ იშოვა, რაც სურდა, ერთი
ბოთლი საწებელიც დაამატა, რომ შინ დრო აღარ დაეკარგა
და თავისი შორსმჭვრეტელობით დიდად კმაყოფილი გამოემ-
გზავრა უკან.
რაკი ომნიბუსში ერთადერთი მგზავრი იყო – მძინარე
ხნიერი ლედი, ემიმ ჯიბეში ჩაიდო ვუალი და მოსაწყენ გზას
იმით იმოკლებდა, რომ ანგარიშობდა, სად წაუვიდა ფული.
ურჩი რიცხვებით სავსე ფურცელში თავჩარგულმა, ვერც კი
შენიშნა, როგორ ამოხტა ახალი მგზავრი ისე, რომ ომნიბუსი
არც კი გაუჩერებია, სანამ მამაკაცის ხმა არ მოესმა:
– დილა მშვიდობისა, მის მარჩ!
მაშინ კი აიხედა და ლორის ერთი ყველაზე ელეგანტური
უნივერსიტეტელი ამხანაგი შერჩა ხელში. იმ იმედით, ჩემზე
ადრე ჩავაო, ემიმ არაფრად ჩააგდო ფეხებთან მდგარი კალა-
თი, თავის თავს მიულოცა, კიდევ კარგი, ახალი სამგზავრო
კაბა მაცვიაო და როგორც სჩვეოდა, თავაზითა და ხალისით
დაუბრუნა სალამი ყმაწვილკაცს.
მშვენიერი მასლაათი გამოუვიდათ, რადგან ემის მალევე
გაუქრა მთავარი საწუხარი: თურმე ჯენტლმენი პირველი ჩა-
დიოდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა განსაკუთრებით ნაზად
ამბობდა რაღაცას, მოხუცი ლედი ჩასასვლელად წამოდგა,
კარისკენ გაბარბაცებულმა კალათას წაჰკრა ფეხი და – ჰოი,
საშინელებავ! – ასთაკვი მთელი თავისი უგვანი ზომითა და
მშვენებით წარდგა ყმაწვილი ტიუდორის კეთილშობილ
თვალთა წინაშე.
– ღმერთმანი, სადილი დარჩა! – წამოიძახა ვითარებაში
გაურკვეველმა ყმაწვილმა, ხელჯოხით შეაგდო ალისფერი ას-

49 მკითხველთა ლიგა
თაკვი თავის ადგილას და დააპირა, კალათა მოხუცი ლედის-
თვის მიეწოდებინა.
– თუ შეიძლება, ნუ... ეს... ჩემი გახლავთ, – წაიბუტბუტა
ემიმ და სახე ლამის თავისი ნადავლივით აუწითლდა.
– უჰ, მართლა? უკაცრავად. რა ძალიან ლამაზია, არა? –
მხნედ წარმოთქვა ტიუდორმა და, იმავდროულად, ისე თავშე-
კავებით გამოხატა ინტერესი, კარგად აღზრდილ კაცს რომ
ეკადრებოდა.
ემი თვალის დახამხამებაში მოვიდა გონს, თამამად დადგა
კალათა სკამზე და სიცილით მიუგო:
– არ გნებავთ, ამისგან გაკეთებული სალათა მიირთვათ
და ის მშვენიერი გოგონებიც ნახოთ, რომლებიც ამას უნდა
შეექცნენ?
მართლაც რომ მარჯვედ დაიძვრინა თავი, რადგან
მოახერხა და მამაკაცის სულის ორი მთავარი სიმი შეარხია:
ასთაკვს მაშინვე საამურ მოგონებათა შარავანდი დაადგა,
ხოლო „მშვენიერი გოგონების“ ხსენებით აღძრულმა ცნობის-
წადილმა ტიუდორს კომიკური მარცხიდან სულ სხვაგან გა-
დაუტანა ფიქრი.
„ის და ლორი ალბათ ბევრს იცინებენ და იქილიკებენ,
მაგრამ მე ხომ ვერ დავინახავ! ეგეც საქმეა“, გაიფიქრა ემიმ,
როცა ტიუდორმა თავი დაუკრა და ჩავიდა.
შინ ეს შეხვედრა არ უხსენებია (თუმცა აღმოაჩინა, რომ
ახალი კაბა კარგა გვარიანად დაეთითხნა წაქცეული კალა-
თიდან გადმოღვრილ საწებელს და კლაკნილ ნაკადულებად
დასჩენოდა კალთაზე) და მზადება განაგრძო, რაც ახლა წი-
ნანდელზე უფრო გულის გამაწყალებელი ეჩვენებოდა. თორ-
მეტზე ყველაფერი კვლავ მზად იყო. ემი ატყობდა, რომ მისმა
მისვლა-მოსვლამ მეზობლებიც დააინტერესა და უნდოდა, გუ-
50 მკითხველთა ლიგა
შინდელი მარცხის მოგონება დღევანდელი ბრწყინვალე წარ-
მატებით წაეშალა, ამიტომაც განკარგულება გასცა, „ბარაბა-
ნი“ მომართვითო და დიდი ამბით დაიძრა, რომ სტუმრებს
დახვედროდა და ბანკეტზე მოებრძანებინა.
– ბორბლების რახრახია! მოდიან! პარმაღზე გავალ, შევე-
გებები: სტუმარ-მასპინძლობის წესია და თანაც მინდა, საწ-
ყალმა ბავშვმა კარგი დრო გაატაროს მთელი იმ ფათერაკე-
ბის შემდეგ, – თქვა მისის მარჩმა და სიტყვა საქმედ აქცია,
მაგრამ ერთი რომ გახედა გზას, მაშინვე უკან შემობრუნდა;
სახეზე ენით აუწერელი იერი ედო: დიდ ეტლში ჩაკარგულები
ისხდნენ ემი და ერთადერთი ყმაწვილი ლედი.
– გაიქეცი, ბეთ, და ჰანას მიეშველე: რაც სუფრაზეა, ნახე-
ვარი აიღეთ. სისულელე იქნება, რომ თორმეტი კაცის საუზმე
ერთადერთ გოგოს დავულაგოთ წინ, – შეჰყვირა ჯომ და სამ-
ზარეულოსკენ გაექანა ისეთი აფორიაქებული, რომ სიცილის-
თვისაც კი ვერ მოიცალა.
შემოვიდა ემი, სრულიად მშვიდი იყო და მომხიბლავი გუ-
ლითადობით ექცეოდა იმ ერთადერთ სტუმარს, რომელმაც
პირობა აასრულა. ოჯახის დანარჩენი წევრებიც აჰყვენ მოვ-
ლენათა ამ დრამატულ შემობრუნებას, ემიზე არანაკლებ კარ-
გად შეასრულეს თავისი როლები და ერთობ ხალისიანი ხალ-
ხის შთაბეჭდილება მოახდინეს მის ელიოტზე, რადგან თავშე-
კავება მაინც უჭირდათ. მას მერე, რაც სტუმართა რაოდენო-
ბის შესატყვისად სახეცვლილი საუზმე მხიარულად მიირ-
თვეს, მხატვრის სახელოსნოსა და ბაღს ეწვივნენ და გზადაგ-
ზა დიდი გატაცებით იმსჯელეს ხელოვნებაზე, ემიმ ორადგი-
ლიანი ეკიპაჟი შეუკვეთა (ვაი, რომ არა მოხდენილი „ბარაბა-
ნი“) და მეგობარს დაისამდე წყნარად დაატარებდა შემოგა-
რენში, რის შემდეგაც „სტუმრები დამთავრდა“.
51 მკითხველთა ლიგა
შინ რომ შებრუნდა, დაღლილი, მაგრამ ჩვეულებისამებრ
უშფოთველი, შენიშნა, რომ ავბედითი ნადიმის ყველა ნაკვა-
ლევი გამქრალიყო, მხოლოდ ჯოს აკეცვოდა საეჭვო ნაოჭები
ტუჩის კუთხეებში.
– რა კარგია, რომ სასეირნოდ დარი დაგესწროთ, ჩემო
კარგო, – ისე თავაზიანად უთხრა დედამ, თითქოს თორმეტი-
ვე სტუმარმა ისეირნაო.
– მის ელიოტი ძალიან საყვარელი გოგოა და, მე მგონი,
კმაყოფილი დარჩა, – უჩვეულოდ თბილად შენიშნა ბეთმა.
– ნამცხვარს ხომ ვერ მიწილადებდით? იმოდენა სტუმ-
რიანობა მაქვს, მართლა დამჭირდება, თანაც მე თქვენნაირ
გემრიელს ვერ გამოვაცხობ, – დინჯად თქვა მეგმა.
– სულ წაიღე. აქ ჩემ გარდა ტკბილეული არავის უყვარს,
მე კი სანამ მაგას მოვერევი, დაობდება კიდეც, – ამოიოხრა
ემიმ და ის მოზრდილი თანხა გაახსენდა, რაც იმისთვის და-
ხარჯა, რომ აი, ასეთი შედეგი მიეღო.
– აფსუს, ლორი მაინც იყოს აქ, მოგვეხმარებოდა, – დაიწ-
ყო ჯომ, როცა ორი დღის განმავლობაში ზედიზედ მეორედ მი-
უსხდნენ ნაყინსა და სალათს.
დედამ გამაფრთხილებელი მზერა ესროლა, ჯომაც თავი
შეიკავა შემდგომი შენიშვნებისგან და მთელი ოჯახი გმირუ-
ლი დუმილით ჭამდა, სანამ მისტერ მარჩმა წყნარად არ შე-
ნიშნა:
– სალათა ძველების საყვარელი კერძი იყო და ივლინ-
30
მა ... – აქ სწავლულ ჯენტლმენს საყოველთაო ხარხარმა შე-

30ივლინი – ჯონ ივლინი (1620-1706) – ინგლისელი მწერალი, მებაღე,


მემუარისტი და კოლექციონერი. „სალათთა ტრაქტატის“ ავტორი
52 მკითხველთა ლიგა
აწყვეტინა „სალათის ისტორიის“ თხრობა და დიდად გაკვირ-
ვებულიც დატოვა.
– ყველაფერი კალათაში ჩაალაგე და ჰუმელებს გაუგზავ-
ნე: გერმანელებს უყვართ სმა-ჭამა. მე დანახვაზეც გული მე-
რევა და არც თქვენ უნდა დაიხოცოთ თავები ზედმეტი ჭამით
მარტო იმიტომ, რომ სისულელე ვქენი! – წამოიძახა ემიმ და
თვალები მოიწმინდა.
– კინაღამ სული გამძვრა, როცა დაგინახეთ, ორნი რომ
ჯანჯღარებდით იმ... – რას ეძახით? – როგორც ორი ციცქნა
მარცვალი უშველებელ კაკლის ნაჭუჭში, დედა კი ისე იდგა,
გეგონება მთელ ჯოგს უნდა შეეგებოსო, – ამოიხვნეშა სიცი-
ლით ქანცგაწყვეტილმა ჯომ.
– ძალიან განვიცდი, რომ იმედი გაგიცრუვდა, საყვარე-
ლო, მაგრამ ჩვენ ცდა არ დაგვიკლია, რომ კმაყოფილი დარ-
ჩენილიყავი, – დედობრივი სიბრალულით შენიშნა მისის
მარჩმა.
– ძალიანაც კმაყოფილი ვარ. რაც ჩაფიქრებული მქონდა,
გავაკეთე და თუ არაფერი გამოვიდა, ჩემი ბრალი არ არის.
სწორედ მაგით ვიმშვიდებ თავს, – ოდნავ აუკანკალდა ხმა
ემის, – ყველას დიდ მადლობას გიხდით, რომ დამეხმარეთ
და უფრო მადლობელი ვიქნები, თუ ამ ამბავს აღარ ახსენებთ,
ერთ თვეს მაინც.
რამდენიმე თვე ისე გავიდა, ეს ამბავი მართლაც არ უხსე-
ნებიათ, თუმცა სიტყვა „დროსტარება“ მუდამ საერთო ღი-
მილს იწვევდა, ხოლო დაბადების დღეზე ლორიმ საათის ძეწ-
კვზე ჩამოსაკიდი ბრელოკი აჩუქა ემის – მარჯნის პაწია ას-
თაკვი.

53 მკითხველთა ლიგა
თავი მეოთხე
ლიტერატურის გაკვეთილები

ბედმა მოულოდნელად გაუღიმა ჯოს და გზაზე იღბლიანი


მონეტა დაუგდო. მთლად ოქროსი არა, მაგრამ ვეჭვობ, თუნ-
დაც ნახევარ მილიონს მოეტანა მისთვის იმაზე მეტი ბედ-
ნიერება, ვიდრე ამ გზით ნაშოვნმა პატარა თანხამ არგუნა.
ჯო რამდენიმე კვირაში ერთხელ ჩაიკეტებოდა თავის
ოთახში, გამოეწყობოდა სამწერლო კოსტიუმში და, თავისივე
თქმით, „მორევში გადაეშვებოდა“, წერდა თავის რომანს და
სულსა და გულს ატანდა, რადგან სანამ არ დაასრულებდა, მი-
სი დაწყნარება არ იქნებოდა. „სამწერლო კოსტიუმს“ შეად-
გენდა შალის შავი წინსაფარი, რომელზეც, რამდენჯერაც მო-
უნდებოდა, იმდენჯერ შეიწმენდდა კალამს და იმავე ქსოვი-
ლის, ხასხასა წითელი ლენტით მორთული ქუდი, რომელშიც
თმას შეიკეცავდა ხოლმე, როცა საიერიშოდ ემზადებოდა. ეს
ქუდი ნამდვილი შუქურა იყო ოჯახის წევრთა გამომცდელი
მზერისთვის; ასეთ დროს ყველანი ცდილობდნენ, არ გაკარე-
ბოდნენ, მხოლოდ დროდადრო თუ შეყოფდნენ თავს ოთახში
და ცნობისმოყვარედ ჰკითხავდნენ, აბა, ჯო, გიდუღს გენია თუ
არაო? თუმცა ყოველთვის ამ შეკითხვასაც ვერ ბედავდნენ:
ჯერ ქუდზე დააკვირდებოდნენ და მერეღა გამოიტანდნენ დას-
კვნას. თუ სამოსის ეს გამომსახველი ნაწილი შუბლზე ჰქონდა
ჩამოფხატული, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მძიმე საქმე წინ
მიიწევდა; მღელვარე წუთებში ქუდს დარდიმანდულად მოიგ-

54 მკითხველთა ლიგა
დებდა გვერდზე, ხოლო როცა ავტორს სასოწარკვეთილება
მოიცავდა, მთლად მოიგლეჯდა და იატაკზე მოისროდა. ასეთ
დროს ხელის შემშლელი უჩუმრად გადიოდა და სანამ წითე-
ლი ლენტი ისევ მხიარულად არ აღიმართებოდა ნიჭიერ შუბ-
ლზე, ჯოს ხმის გაცემას ვერავინ უბედავდა.
განა გენიოსი ეგონა თავი, მაგრამ როცა შემოქმედებითი
აღტყინება მოიცავდა, თავდავიწყებით ეძლეოდა, ნეტარებაში
სუფევდა, ავიწყდებოდა უსიამოვნება, საზრუნავი თუ ცუდი
ამინდი, სანამ დაცული და ბედნიერი რჩებოდა იმ წარმოსა-
ხულ სამყაროში, სადაც მეგობრები მრავლად ჰყავდა, ლამის
ისეთივე რეალური და ძვირფასი, როგორიც მისი ხორციელი
მეგობრები იყვნენ. თვალზე ძილი არ ეკარებოდა, საჭმელი
ხელუხლებელი რჩებოდა, დღე და ღამე ემოკლებოდა იმის-
თვის, რომ მოესწრო და დამტკბარიყო ბედნიერებით, რომე-
ლიც მხოლოდ ასეთ დროს ეწვეოდა ხოლმე. ამ საათებისთვის
უღირდა სიცოცხლე, თუნდაც მათ სხვა ნაყოფი არ მოეტანა.
ღვთაებრივი შთაგონება, ჩვეულებრივ, ერთ-ორ კვირას უგ-
რძელდებოდა, მერე კი ამოყვინთავდა იმ თავისი „მორევი-
დან“ მშიერი, უძილო, ბრაზიანი ან დაღვრემილი.
სწორედ ასეთი შეტევის შემდეგ მოდიოდა გონს, როცა
დაიყოლიეს, მის კროკერს წაჰყევი რაღაც ლექციაზეო და ამ
თავისი სიკეთის სამაგიეროდ ახალი იდეა ეწვია. საჯარო
ლექცია ეგვიპტის პირამიდებს ეძღვნებოდა და ჯოს ძალიან
გაუკვირდა, რაღა ეს თემა აირჩიეს ამ აუდიტორიისთვისო,
მაგრამ თავი დააჯერა, რომ რაღაც დიდი სოციალური ბორო-
ტება აღმოიფხვრებოდა ან დიდი რამ მოთხოვნილება დაკმა-
ყოფილდებოდა, თუკი ფარაონთა დიდებულებას გადაუშ-
ლიდნენ იმ მსმენელებს, რომელთა საფიქრალიც ქვანახში-
რისა და ფქვილის ფასები იყო და ცხოვრება კი სფინქსის გა-
55 მკითხველთა ლიგა
მოცანებზე უფრო რთული გამოცანების ამოხსნის ცდაში გა-
დიოდა.
ადრე მივიდნენ და სანამ მის კროკერი თან წამოღებულ
წინდას ქუსლს უკემსავდა, ჯო იმით ირთობდა თავს, რომ მათ
მერხზე მსხდარი ხალხის სახეებს აკვირდებოდა. მარცხნივ
ორი მატრონა ეჯდა, ორივეს მასიური შუბლები ჰქონდათ, იმ
შუბლების შესაფერისი კაპორები ეხურათ, ქალთა უფლებებ-
ზე მსჯელობდნენ და მაქმანებს ქსოვდნენ. იმათ იქით მორი-
დებულად მჯდარ შეყვარებულ წყვილს ერთმანეთისთვის
ალალად ჩაეკიდა ხელი; დაბღვერილ შინაბერას ქაღალდის
პარკი ეჭირა და კარამელს შეექცეოდა, მოხუც ჯენტლმენს კი
ლექციისთვის მომზადება გადაეწყვიტა: დიდი ყვითელი
ცხვირსახოცი გადაეფარებინა სახეზე და ძილი გამოეცხო.
მარჯვნივ ჯოს ერთადერთი მეზობელი ჰყავდა, თითქოსდა
ცოდნას მოწყურებული ყმაწვილი: იჯდა და გაზეთს ჩაჰკირკი-
ტებდა.
ილუსტრირებული გამოცემა იყო და ჯო ხელოვნების იმ ნი-
მუშის შესწავლას შეუდგა, რომელიც მასთან ახლოს მოხვდა.
ზანტად ფიქრობდა, ნეტავი მოვლენათა რა შემთხვევითმა გა-
დაკვეთამ მოითხოვა, რომ მელოდრამატულად დაეხატათ სა-
ომრად შემოსილი ინდიელი, რომელსაც ყელში მგელი სცე-
მია და ორივენი ერთად ცვივიან უფსკრულშიო. მახლობლად
ორ გავეშებულ ახალგაზრდა ჯენტლმენს, არაბუნებრივად პა-
ტარა ტერფებითა და დიდი თვალებით რომ შეემკო მხატვარს,
ერთმანეთისთვის დანები ჩაეცათ გულში, ხოლო უკანა პლან-
ზე თმაგაწეწილი და ფართოდ პირდაღებული ქალი სადღაც
მიექანებოდა. ყმაწვილი წამით მოსწყდა კითხვას, რომ ფურ-
ცელი გადაეშალა, შენიშნა, რომ ჯოც უყურებდა, ბიჭური

56 მკითხველთა ლიგა
სიალალით გაუწოდა გაზეთის ნახევარი და მიეთმოეთის გა-
რეშე უთხრა:
– გინდა, წაიკითხე? ლაზათიანი მოთხრობაა.
ჯომ ღიმილით გამოართვა, რადგან ახლაც კარგი თვალით
უყურებდა ბიჭებს და მალე ამოჰყო თავი სიყვარულის,
საიდუმლოებისა და მკვლელობის უჩვეულო ლაბირინთში,
რადგან მოთხრობა იმ კლასის მსუბუქ საკითხავს ეკუთვნოდა,
რომელშიც ვნებები თავისუფლად არის მიშვებული, ხოლო
როცა ავტორს გამომგონებლობა უმტყუნებს, პერსონაჟთა
ერთ ნახევარს ვეებერთელა კატასტროფა გადახვეტს სცენი-
დან, ხოლო გადარჩენილი ნახევარი იმათ დაღუპვას ზეიმობს.
– მშვენიერია, არა? – ჰკითხა ბიჭმა, როცა ჯომ თავისი ნა-
წილის ბოლო აბზაცსაც ჩააყოლა თვალი.
– მე მგონი, მე და შენ რომ ვცადოთ, ასეთის დაწერა არ
გაგვიჭირდება.
– ეგ რომ შემეძლოს, ვიტყოდი, იღბალი მქონია-მეთქი. ამ-
ბობენ, ამ მოთხრობებით ის ქალი კარგა ბლომად შოულობ-
სო, – და ბიჭმა სათაურის ქვეშ გვარი დაანახვა: „მისის
ს.ლ.ე.ნ.გ. ნორთბერი“.
– იცნობ? – ერთბაშად დაინტერესდა ჯო.
– არა, მაგრამ რასაც წერს, ყველაფერს ვკითხულობ და
ერთ ბიჭსაც ვიცნობ: იქა მუშაობს, სადაც ამ გაზეთსა ბეჭდა-
ვენ.
– მაშ, ამბობს, ასეთი მოთხრობებით კარგ ფულს
შოულობსო? – და ჯომ მეტი პატივისცემით დახედა მოთხრო-
ბის პერსონაჟების ფორიაქა ჯგუფსა და ფურცელზე გაბნეულ
სქელ-სქელ ძახილის ნიშნებს.
– შოულობს, რომელია! იცის, რაც მოსწონს ხალხს და
კარგადაც უხდიან ნაწერში.
57 მკითხველთა ლიგა
ამასობაში ლექცია დაიწყო, მაგრამ ჯომ ცოტა რამ თუ მო-
ისმინა, რადგან სანამ პროფესორი სენდზი მოსაწყენად მი-
მოიხილავდა ბელცონის31, ხეოფსს, სკარაბეუსებსა32 და
იეროგლიფებს, მალულად გადაიწერა გამომცემლის მისა-
მართი, გაბედულად გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო გაზე-
თის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საუკეთესო სენსაციური
მოთხრობისთვის და ასდოლარიანი პრიზის მისაღებად ცდა
არ დაეკლო. ლექცია რომ დამთავრდა და ხალხს გაეღვიძა,
ჯოს უკვე აეგო მომავალი კეთილდღეობა (რომელიც სხვა
დროსაც ბევრჯერ დაფუძნებია ქაღალდსა და კალამს) და
სიუჟეტის თხზვაში ჩაფლულიყო, ოღონდ ვერ გადაეწყვიტა,
დუელი როდის აჯობებდა: შეყვარებულთა გაპარვამდე თუ
მკვლელობის შემდეგ.
შინ თავისი გეგმა არ უხსენებია, მაგრამ მეორე დღესვე ეძ-
გერა საქმეს და დედა ააფორიაქა: მისის მარჩი მუდამ შესამ-
ჩნევად ღელავდა ხოლმე, როცა „გენია დუღილს იწყებდა“.
ჯოს აქამდე არ ეცადა ასეთი სტილით წერა: „მოლივლივე არ-
წივისთვის“ საკმაოდ თავშეკავებული რომანტიკული ისტო-
რიებით კმაყოფილდებოდა, მაგრამ ახლა გამოცდილება და
ნაკითხობა გამოადგა, რადგან გარკვეული წარმოდგენა მის-
ცა იმაზე, თუ როგორ უნდა მოეხდინა დრამატული ეფექტი და
სიუჟეტის, ენისა და პერსონაჟთა ჩაცმულობის თვალსაზრისი-
თაც მიეხმარა. მოთხრობა იმდენად გამსჭვალა უიმედობითა
და სასოწარკვეთილებით, რამდენადაც ამ უსიამო გრძნობა-

31 ბელცონი – ჯოვანი ბატისტა ბელცონი (1778-1823) – იტალიელი მოგ-


ზაური და არქეოლოგი, ეგვიპტის მკვლევარი
32 სკარაბეუსი – ფუნაგორია ხოჭო; გავრცელებულია ევროპის სამხრე-

თით, აზიის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილო აფრიკაში; ძველ ეგვიპტეში


მზის ღვთაების ერთ-ერთ გამოვლინებად თვლიდნენ
58 მკითხველთა ლიგა
თა მეტ-ნაკლებმა ცოდნამ მოახერხებინა, ხოლო რაკი მოქმე-
დება ლისაბონში გადაიტანა, შესაფერის და გამაოგნებელ
კვანძის გახსნად მიწისძვრა33 აირჩია. ხელნაწერი საიდუმ-
ლოდ გაიგზავნა თანმხლები წერილით, სადაც მორიდებით
იყო ნათქვამი, თუ მოთხრობას პრიზი არ ერგო, რომლის მო-
გების იმედიც ავტორს თითქმის არ აქვს, სიხარულით
მიიღებს ნებისმიერ თანხას გამომცემლის შეფასებისამებრო.
ექვსი კვირა დიდი დროა ლოდინისთვის და კიდევ უფრო
დიდი იმისთვის, რომ გოგომ საიდუმლო შეინახოს, მაგრამ
ჯომ ერთიც მოახერხა და მეორეც და ლამის იყო, დაეკარგა
თავისი ხელნაწერის ნახვის იმედი, რომ წერილი მოვიდა და
კინაღამ გულყრა დამართა, რადგან კონვერტს რომ ხსნიდა,
კალთაში ასდოლარიანის ჩეკი ჩაუვარდა. ერთ წუთს ისე დაშ-
ტერებოდა იმ ჩეკს, როგორც გველს, მერე კი წაიკითხა წერი-
ლი და ტირილი მორთო. იმ თავაზიანი წერილის დამწერ კე-
თილ ჯენტლმენს რომ სცოდნოდა, რამოდენა ბედნიერებას
ანიჭებდა მოყვასს, ადგებოდა და თავისუფალ საათებს (თუკი
ჰქონდა), ამ საამურ დროსტარებას დაუთმობდა, რადგან ჯოს-
თვის ის წერილი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ფული: წერი-
ლი გამამხნევებელი იყო, და ამდენი წლის შრომის შემდეგ
ეამა იმის გაგება, რომ თურმე რაღაც აეთვისებინა, თუნდაც
მხოლოდ სენსაციური მოთხრობის წერა.
იშვიათად თუ ვინმეს უნახავს ჯოსავით ამაყი გოგო, როცა
იგი, მას მერე, რაც თავს მოერია და დაწყნარდა, წერილით
ხელში მოევლინა ოჯახს, გამოუცხადა, პრიზი მოვიგეო და

33ლისაბონის მიწისძვრა – ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწის-


ძვრა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 1755 წელს 90 000 ადამიანი
იმსხვერპლა
59 მკითხველთა ლიგა
ყველანი ააფორიაქა. რასაკვირველია, დიდი ზეიმობა
გაიმართა. როცა მოთხრობა დაიბეჭდა, ყველამ წაიკითხა და
ქება-დიდება შეასხა ავტორს, თუმცა მამამ, მას შემდეგ, რაც
აღნიშნა, კარგი ენით დაგიწერია და სიუჟეტიც ორიგინალუ-
რია, ხოლო ტრაგედია – ჟრუანტელისმომგვრელიო, თავი გა-
დააქნია და ისე უთხრა, როგორც მისებრ უანგარო კაცს ეკად-
რებოდა:
– უკეთესადაც შეგიძლია, ჯო. მწვერვალისკენ ისწრაფე და
ფულზე ნუ იფიქრებ.
– მე კი, ამ ამბავში, ყველაზე გასახარი ფული მგონია. რას
უპირებ მაგ სიმდიდრეს, ჯო? – ჰკითხა ემიმ და მოწიწებით მი-
აცქერდა ჯადოსნურ ფურცელს.
– ბეთსა და დედას ერთი-ორი თვით ზღვაზე გავგზავნი, –
არც კი დაფიქრებულა ჯო.
ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ მართლაც წავიდნენ ზღვაზე და
თუმცა ბეთი ისეთი ვარდისფერი და ფუნთუშა არ დაბრუნები-
ათ, როგორიც გაუხარდებოდათ, მაინც ბევრად უკეთესად
იყო, ხოლო მისის მარჩმა გამოაცხადა, ათი წლით გავახალ-
გაზრდავდიო. ჰოდა, ჯო კმაყოფილი დარჩა თავისი საპრიზო
ფულის დაბანდებით და ხალისით შეუდგა საქმეს: მტკიცედ
გადაწყვიტა, კიდევ ეშოვა ასეთი მშვენიერი ჩეკები. იმ წელი-
წადს მართლაც კიდევ რამდენიმე იშოვა და ოჯახში საგულის-
ხმო ძალად იგრძნო თავი, რაკი გრძნეული კალმის წყალო-
ბით მისი „სისულელეები“ მთელი ოჯახის შემწე გახდა. „ჰერ-
ცოგის ასულმა“ ყასბის ვალი გაუსტუმრათ, „მოჩვენების ხელ-
მა“ ახალი ხალიჩა დაუგოთ, ხოლო „კოვენტრების ოჯახის
წყევლა“ მარჩების ოჯახის კეთილდღეობად იქცა საბაყლო სა-
ქონლისა და ტანისამოსის ფორმით.

60 მკითხველთა ლიგა
სიმდიდრე სასურველი როგორ არ არის, მაგრამ სიღარი-
ბესაც აქვს თავისი ნათელი მხარე, და ყველაზე საამური რამ,
რაც კი შეიძლება გაჭირვებამ მოგიტანოს, ის ჭეშმარიტი კმა-
ყოფილებაა, რომელიც გონებით თუ ხელით გულმოდგინე
შრომას მოსდევს. სწორედ გასაჭირით შობილ შთაგონებას
ვუმადლით ნახევარს მაინც იმ ბრძნულისა, ლამაზისა და გა-
მოსადეგისა, რაც კი ამქვეყნად არსებობს. ჯომ გემო გაუგო ამ
კმაყოფილებას და აღარ შურდა მდიდარი გოგონებისა, იმით
ნუგეშობდა, რომ შეეძლო საკუთარი მოთხოვნილებები დაეკ-
მაყოფილებინა და გროშიც კი აღარავისთვის ჰქონდა სათ-
ხოვნელი.
მისი მოთხრობები მაინცდამაინც არ შეუმჩნევიათ, მაგრამ
მკითხველი მაინც გამოუჩნდა და ამით გამხნევებულმა ჯომ
გადაწყვიტა, ერთი გაბედული დაკვრით მოეპოვებინა სახელი
და ქონება. მეოთხედ რომ გადაწერა თავისი რომანი, ყველა
სანდო მეგობარს წაუკითხა და შიშის კანკალით გაუგზავნა
სამ გამომცემელს. როგორც იქნა მიეცა მისი გაყიდვის სა-
შუალება, ოღონდ იმ პირობით, თუ ერთი მესამედით შეამოკ-
ლებდა და ყველა იმ ადგილს ამოიღებდა, რომლებიც განსა-
კუთრებით მოსწონდა.
– ახლა ან ისევ ჩემს თუნუქის კარადაში უნდა ვუკრა თავი
და დავაობო ან ჩემი ხარჯით გამოვცე ან კიდევ ისე მივჭრა--
მოვჭრა, როგორც მყიდველს მოეწონება და რამდენიც შემეძ-
ლება, იმდენი ფული მივიღო. ძალიან კარგია, როცა ოჯახში
სახელმოხვეჭილი გყავს ვინმე, მაგრამ ფული უფრო გამოსა-
დეგია; ჰოდა მინდა, გავიგო, რას ფიქრობს კრება ამ საგუ-
ლისხმო საკითხზე, – გამოაცხადა ჯომ თავისივე მოწვეულ
ოჯახურ საბჭოზე.

61 მკითხველთა ლიგა
– წიგნს ნუ წაახდენ, შვილო. არც კი იცი, რა კარგია, იდეაც
კარგად გაქვს დამუშავებული. იდოს და დამწიფდეს, – ასე
ურჩია მამამ, რომელიც ცხოვრებაშიც თავის ნაქადაგებს მის-
დევდა: ოცდაათ წელიწადს მოთმინებით ელოდა თავისი ნა-
ყოფის დამწიფებას და ახლაც კი არ ჩქარობდა მოკრეფას,
როცა ეს ნაყოფი უკვე ტკბილი იყო და რბილი.
– მე თუ მკითხავთ, ჯოსთვის გადასატანის გადატანა აჯო-
ბებს, ვიდრე ლოდინი, – თქვა მისის მარჩმა, – კრიტიკა ასეთი
ნაშრომის საუკეთესო გამოცდაა, რადგან იმ ღირსებებსა და
ნაკლოვანებებს გამოავლენს, რომლებიც ახლა ფიქრადაც
არ მოსდის და იმაშიც მიეხმარება, რომ ამის მერე უკეთესად
წეროს. ჩვენ მიკერძოებულები ვართ, გარეშე ხალხის შექება
თუ გაკიცხვა კი არგებს, თუნდაც ამ წიგნით დიდი ვერაფერი
ფული იშოვოს.
– ჰო, – წარბი შეკრა ჯომ, – სწორედაც. იმდენ ხანს ველო-
ლიავე, აღარც კი ვიცი, კარგია, ცუდია, თუ არც წყალი და არც
ღვინო. მართლა ძალიან მარგებს, თუ მშვიდი, მიუდგომელი
ადამიანები გადახედავენ და მეტყვიან, რას ფიქრობენ.
– მე ერთ სიტყვასაც არ ამოვაკლებდი. ეგ რომ ქნა, გააფუ-
ჭებ, იმიტომ რომ რაც პერსონაჟების გონებაში ხდება, ის უფ-
რო საინტერესოა, ვიდრე ის, რასაც აკეთებენ და თუ გზადაგზა
არ ახსნი, რატომ სჩადიან იმას, რასაც სჩადიან, ნამდვილი აბ-
დაუბდა გამოგივა, – თქვა მეგმა, ვისაც მტკიცედ სწამდა, რომ
ამ წიგნზე მშვენიერი რომანი ჯერ არ დაწერილიყო.
– ჰო, მაგრამ მისტერ ალენი ამბობს: „უარი თქვით გან-
მარტებებზე, შეამოკლეთ და დრამატიზმი შემატეთ; დაე, თა-
ვად პერსონაჟები მოჰყვნენ ამბავს“, – შეაწყვეტინა ჯომ და
გამომცემლის წერილს ჩახედა.

62 მკითხველთა ლიგა
– რასაც გეუბნება, ის გააკეთე: იმან იცის, რა გაიყიდება,
ჩვენ კი – არა. კარგი, გასაგები წიგნი გააკეთე და ფულს რამ-
დენსაც მოგცემენ, აიღე. მერე და მერე, როცა სახელს მოიხ-
ვეჭ, შეგეძლება წესებს არ დაემორჩილო და შენს რომანებში
ფილოსოფოსებიც იყოლიო და მეტაფიზიკოსებიც, – ურჩია
ემიმ, რომელიც ამ საქმეს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკუ-
ლი თვალსაზრისით უყურებდა.
– რა ჩემი ბრალია, თუ ჩემი გმირები „ფილოსოფოსები და
მეტაფიზიკოსები“ არიან! არც ერთის გამეგება რამე და არც
მეორისა, იმის გარდა, რასაც ზოგჯერ მამა იტყვის ხოლმე. და
თუ მისი ბრძნული აზრებიდან ზოგიერთები დავახვავე, ძა-
ლიანაც კარგი მიქნია. შენ რას იტყვი, ბეთ?
– მე ძალიან გამიხარდება, თუ მალე დაიბეჭდება, – მხო-
ლოდ ეს თქვა ბეთმა და გაიღიმა, მაგრამ სიტყვა „მალეს“ უნე-
ბურად ხაზი გაუსვა, თვალებში კი, რომელთაც ჯერაც არ დაჰ-
კარგვოდათ ბავშვური გულმართლობა, სევდა დაეტყო; ჯოს
წამით გული შეუკუმშა შემზარავმა შიშმა და გადააწყვეტინა,
„მალე“ მოემთავრებინა ის თავისი პატარა წამოწყება.
ჰოდა, ახალგაზრდა ავტორმა სპარტანული სიმტკიცით გა-
შალა მაგიდაზე თავისი პირმშო და კაციჭამიასავით შეუბრა-
ლებლად დაუწყო ჩეხვა. იმ იმედით, ყველას ვაამებო, ყველას
რჩევა გაიზიარა და, ბერიკაცისა და მისი ვირისა არ იყოს, ვე-
რავინ დატოვა კმაყოფილი.
მამას მეტაფიზიკური ხაზი მოსწონდა, რომელიც ჯოს უნე-
ბურად შეეპარა რომანში, ჰოდა ეს ხაზი დატოვა, თუმცა ეჭ-
ვობდა, სწორი იქნება თუ არაო. დედას მიაჩნდა, ცოტა არ
იყოს, აღწერილობები მეტისმეტი მოგივიდაო, ამიტომაც
თითქმის მთლიანად მოაშორა, რასაც რომანის ბევრი აუცი-
ლებელი შემაკავშირებელი რგოლიც მიჰყვა. მეგს ტრაგიკუ-
63 მკითხველთა ლიგა
ლი სცენები ხიბლავდა და ჯომაც მისი ხათრით დაახვავა
ტანჯვა-განცდები. ემი კი ხუმრობის წინააღმდეგი იყო და ჯომ
საუკეთესო განზრახვით ჩააქრო ყველაზე ხალისიანი სცენე-
ბი, რომლებიც ამ პირქუშ მოთხრობას ახალისებდა. მერე, გა-
ნადგურება რომ დააბოლოვა, ერთი მესამედით შეამოკლა
რომანი და, გაპუტულ გულწითელას დამგვანებული, დიდ,
საქმიან სამყაროს ანდო ბედის საცდელად.
წიგნი დაიბეჭდა და ჯოს სამასი დოლარი ეგო, ამასთან ერ-
თად კი ბლომად ქება და ძაგება – ერთიცა და მეორეც იმაზე
ჭარბი, ვიდრე მოელოდა, რამაც მთლად არივ-დარია და კარ-
გა ხანი დასჭირდა გონს მოსასვლელად.
– დე, შენ მეუბნებოდი, კრიტიკა გარგებსო, მაგრამ აბა,
როგორ მარგებს, როცა ისეთი წინააღმდეგობრივია, რომ
აღარ ვიცი, იმედის მომცემი წიგნი დავწერე თუ ათივე მცნება
დავარღვიე? – ამბობდა საბრალო ჯო და საგაზეთო რეცენ-
ზიების დასტას ფურცლავდა; ამ რეცენზიების გულდასმით
გაცნობა ერთ წუთს რომ სიამაყითა და სიხარულით ავსებდა,
მეორე წუთს გულს უხეთქავდა, – აი, ეს კაცი ამბობს: „გამორ-
ჩეული წიგნი, სიმართლით, სილამაზითა და სერიოზულობით
სავსე“, „ყველაფერი მშვენიერია, სუფთა და ჯანსაღი“, – გა-
ნაგრძობდა დაბნეული ავტორი, – მეორე კი აცხადებს: „წიგ-
ნის თეორია არაფრად ვარგა, სავსეა ავადმყოფური ფანტაზი-
ით, სპირიტუალისტური იდეებითა და არაბუნებრივი პერსო-
ნაჟებით“. არადა, რაკი არც რამე თეორია მქონია, არც სპი-
რიტუალიზმისა მწამს და პერსონაჟებიც ცხოვრებიდან მაქვს
აღებული, ვერ ვხვდები, რანაირად შეიძლება იყოს მართალი
ეს კრიტიკოსი... კიდევ ვიღაც წერს: „ერთი-ერთი საუკეთესო
ამერიკული რომანია, რაც კი ბოლო წლებში გამოცემულა“
(იმდენი ჭკუა მაქვს, რომ ეგ არ დავიჯერო), სხვა კი ამტკი-
64 მკითხველთა ლიგა
ცებს, მართალია, ორიგინალურია და დიდი ძალითა და
გრძნობით დაწერილი, მაგრამ მაინც სახიფათო წიგნიაო“.
არაფერიც! ზოგიერთები დასცინიან, სხვები ქება-დიდებას ას-
ხამენ და თითქმის ყველას აუჩემებია, თითქოს რაღაც ღრმა
თეორიის განვითარება მინდოდა, მე კი მხოლოდ სახალისოდ
და ფულისთვის დავწერე. ნეტავი ან მთლიანად დამებეჭდა ან
საერთოდ არა, იმიტომ რომ მეჯავრება, როცა უკუღმართად
ლაპარაკობენ ჩემზე.
შინაურები და მეგობრები არც ნუგეშს იშურებდნენ და არც
– ქებას, მაგრამ მგრძნობიარე, ფიცხი ჯო, რომელსაც მხო-
ლოდ კარგი უნდოდა და ასე უხეიროდ გამოუვიდა, მაინც ცუდ
დღეში იყო. თუმცაღა ამ ამბავმა მაინც სიკეთე მოუტანა, რად-
გან იმ ადამიანთა კრიტიკაც გაიგონა, ვის აზრსაც აფასებდა –
კრიტიკა, რომელიც მწერლის საუკეთესო მასწავლებელია,
და როცა პირველმა სიმწარემ გაუარა, უკვე სასაცილოდ
აღარ ჰყოფნიდა თავისი საწყალი პატარა წიგნი, თუმცა მაინც
სწამდა მისი და იმ დარტყმების შემდეგ, რაც იგემა, უფრო
დაბრძენებული და ძალაშემატებული ეჩვენებოდა თავი.
– კიტსივით34 გენიოსი ხომ არა ვარ, კრიტიკამ მომკლას,
– თქვა გადაჭრით, – თანაც, სხვა თუ არაფერი, კარგი ხუმრო-
ბა გამომივიდა: ის ადგილები, რომლებიც პირდაპირ ცხოვ-
რებიდან მაქვს აღებული, შეუძლებლად და უაზროდ გამოაც-
ხადეს და იმ სცენებს კი, რომლებიც ამ სულელ თავში მომივი-
და, „მომხიბლავად ბუნებრივი, მგრძნობიარე და მართალი“

34კიტსივით – ჯონ კიტსი (1795-1821) – ინგლისელი რომანტიკოსი


პოეტი. ბევრი თანამედროვის აზრით, მისი ადრეული სიკვდილის ერთ--
ერთი მიზეზი კრიტიკოსთა სასტიკი თავდასხმები იყო
65 მკითხველთა ლიგა
დაარქვეს. ჰოდა, მეც ამით ვინუგეშებ თავს და მზად რომ ვიქ-
ნები, ერთხელაც ვცდი.

66 მკითხველთა ლიგა
თავი მეხუთე
ოჯახური ცხოვრების გამოცდილება

მეტი წილი ყმაწვილი მატრონებისა არ იყოს, ოჯახური


ცხოვრება მეგმაც იმ მტკიცე გადაწყვეტილებით დაიწყო, რომ
სანიმუშო დიასახლისი გამხდარიყო. ჯონისთვის სახლი სა-
მოთხედ უნდა ქცეულიყო, ცოლი მუდამ მოღიმარი დაენახა,
ყოველდღე სანაქებოდ გამოკვებილიყო და არ სცოდნოდა,
რა არის დაკარგული ღილი. იმდენ სიყვარულს, ენერგიასა და
ხალისს ატანდა შრომას, რომ გარკვეული დაბრკოლებების
მიუხედავად, არ შეიძლებოდა წარმატებისთვის არ მიეღწია.
მისი სამოთხე უშფოთველი არ იყო: პატარა ქალი გულმოდ-
გინედ ტრიალებდა, თავს არ იზოგავდა, რომ ქმრისთვის ეამე-
ბინა და ფაცაფუცობდა, როგორც საზრუნავით დატვირთული
ნამდვილი მართა35. ხანდახან ისე იღლებოდა, ღიმილის თა-
ვიც არ ჰქონდა, რჩეული კერძების წყებამ ჯონს კუჭ-ნაწლავის
აშლილობა დამართა და მანაც უმადურად მოითხოვა უბრა-
ლო საჭმელი. რაც შეეხება ღილებს, ცოტა ხანში მეგს უკვე უკ-
ვირდა, სად ქრებიანო, მამაკაცების დაუდევრობა აოცებდა და
ჯონს ემუქრებოდა, შენ მიგაკერებინებ და ვნახოთ, შენს მო-
უთმენელ და მოუქნელ თითებს ჩემს მიკერებულზე უკეთესად
გაუძლებს თუ ვერაო.

მართა – მოხუცი მეკუჭნავე, პერსონაჟი უოლტერ სკოტის (1771-1832)


35

რომანისა „რობ როი“


67 მკითხველთა ლიგა
ძალიან ბედნიერები იყვნენ, მას მერეც კი, რაც მიხვდნენ,
რომ მხოლოდ სიყვარულით ვერ იცხოვრებდნენ. ჯონს მეგი
ნაკლებ ლამაზი არ ეჩვენებოდა იმის გამო, რომ იგი ნაცნობი
ყავადნის უკანიდან უღიმოდა. არც მეგისთვის მოჰკლებია
რომანტიკა ყოველდღიურ გამოთხოვებას, თუმცა ქმარი კოც-
ნას ალერსიან შეკითხვასაც მიაყოლებდა:
– სადილისთვის ხბოს ხორცი გამოვგზავნო თუ ცხვრისა,
საყვარელო?
მათი პატარა, მორთულ-მოკაზმული კოტეჯი ოჯახურ კე-
რად გადაიქცა და ახალგაზრდა წყვილი მალევე მიხვდა, რომ
ასე ჯობდა. თავიდან სახლობანას თამაშობდნენ და ბავშვები-
ვით ხალისობდნენ, მაგრამ მერე ჯონმა საქმეს გული დაუდო,
რადგან მხრებზე ოჯახის უფროსის საზრუნავი დააწვა, ხოლო
მეგმა გვერდზე გადადო თეთრი ბატისტის პენუარები, აიფარა
დიდი წინსაფარი და საქმიანობას მიჰყო ხელი, თუმცა, რო-
გორც ადრევე ვთქვით, ამ საქმიანობაში ენერგია მეტი იყო,
ვიდრე დალაგებულობა.
სანამ კულინარიის მანია გრძელდებოდა, მიადგა მისის
კორნელიუსის რეცეპტების წიგნს და ბოლოში გავიდა ისეთი
მოწადინებით, თითქოს არითმეტიკის დავალებას ასრულებ-
სო და ყოველი ამოცანა მოთმინებითა და საგულდაგულოდ
ამოხსნა. ხანდახან დედ-მამასა და დებს მოიპატიჟებდა იმ
კერძებისგან შედგენილ უხვ ნადიმზე, რომლებიც კარგად გა-
მოუვიდა ან ლოტის უჩუმრად გაატანდა ხოლმე ბოხჩაში მოკ-
რულ ჩაფლავებულ კერძებს, რომლებიც მშვენივრად მოეფა-
რებოდა თვალს პატარა ჰუმელების ვარგის კუჭებში. იმ საღა-
მოს, როცა ჯონთან ერთად გასავლის წიგნს ჩაუჯდებოდა, რო-
გორც წესი, კულინარული ენთუზიაზმის დროებითი ჩაცხრომა
და მომჭირნეობის შემოტევა მოსდევდა; ასეთ დროს საწყალ
68 მკითხველთა ლიგა
კაცს პურის პუდინგზე, რაგუსა და ხელმეორედ გამთბარ ყავა-
ზე გადაატარებდა ხოლმე და ლამის იყო, მოთმინებიდან გა-
მოჰყავდა, მაგრამ ის ამ სატანჯველს საქებური სიმტკიცით
იტანდა. სანამ ოქროს შუალედს მიაგნებდა, მეგმა მოახერხა
და თავის ოჯახურ ავლადიდებას ისიც შემატა, რასაც ძნელად
თუ აუვლის გვერდს ახალგაზრდა წყვილი: ცოლ-ქმრის ჩხუბი.
როგორც კარგ დიასახლისს შეშვენის, მეგსაც მოუნდა, სა-
კუჭნაო შინ დამზადებული საზამთრო მარაგით გაეძეძგა და
ამ სურვილით ანთებულმა გადაწყვიტა, თავისივე ბაღის მოც-
ხარის ხილფაფა მოეხარშა. ჯონმა ათიოდე მომცრო ქილისა
და ჩვეულებრივზე მეტი შაქრის შეკვეთა მიიღო, რადგან ბაღ-
ში მოცხარი დაუმწიფდათ და სასწრაფოდ მიხედვა სჭირდებო-
და. რაკი ჯონს მტკიცედ სწამდა, რომ მის ცოლს ყველაფერი
შეეძლო და, ბუნებრივია, მისი ოსტატობით ამაყობდა, გადაწ-
ყვიტა, მეგის სურვილი აესრულებინა და კენკრის ერთადერ-
თი მოსავალი ისეთი ფორმით შეენახათ, რომ ზამთარში
საამური მოსახმარი გამხდარიყო. ამის შედეგად სახლში გაჩ-
ნდა ორმოცი მშვენიერი პატარა ქილა, ნახევარი კასრი შაქა-
რი და ერთიც პატარა ბიჭუნა, რომ მეგისთვის მოცხარი დაეკ-
რიფა. ნორჩმა დიასახლისმა ლამაზი თმა პატარა ჩაჩში
შეიმალა, სახელოები იდაყვებამდე აიკაპიწა და კუბოკრული
წინსაფარი აიფარა, რომელიც, მართალია, სამზარეულოსი
იყო, მაგრამ მაინც კეკლუცური შესახედაობა ჰქონდა და საქ-
მეს შეუდგა. წარმატებაში იოტისოდენა ეჭვიც არ შეუტანია,
რადგან განა ასჯერ მაინც არ ენახა, როგორ ხარშავდა ხილ-
ფაფას ჰანა? ჩარიგებული ქილების რაოდენობამ თავიდან
ცოტა გააკვირვა, მაგრამ ჯონს ისე უყვარდა ხილფაფა და ის
კოხტა, პატარა ქილებიც ისე კოპწიად გამოჩნდებოდა ზედა
თაროზე, რომ მეგმა გადაწყვიტა ყველა აევსო და მთელი ის
69 მკითხველთა ლიგა
გრძელი დღე მოცხარი არჩია, ადუღა, წურა და იმ თავის ხილ-
ფაფას არ მოშორებია. თავი არ დაუზოგავს, მისის კორნელი-
უსსაც ჰკითხა რჩევა, გონება დაძაბა, რომ გაეხსენებინა, რას
შვრებოდა ჰანა ისეთს, რაც თვითონ არ უქნია, ისევ ადუღა,
დაშაქრა და გაწურა, მაგრამ საზიზღარ მოცხარს არა და არ
უნდოდა გასქელება.
ბარემ კი მოუნდა, შინ გაქცეულიყო და დედისთვის ეთხო-
ვა, მიშველეო, მაგრამ ის და ჯონი შეთანხმებულები იყვნენ,
ნურასოდეს ნურავის შევაწუხებთ ჩვენი კერძო საზრუნავით,
ექსპერიმენტებითა თუ ჩხუბითაო. ამ ბოლო სიტყვაზე იცინეს
კიდეც, თითქოსდა ის აზრი, რასაც ეს სიტყვა გულისხმობდა,
ყოვლად ახირებული გახლდათ, მაგრამ იმ თავისი გადაწყვე-
ტილებიდან არ გადასულან: როცა კი უხერხდებოდათ, სხვის
დაუხმარებლად გადიოდნენ იოლას და მათ საქმეშიც არავინ
ერეოდა. ეს რჩევა, თავის დროზე, მისის მარჩმა მისცა. ჰოდა,
მეგიც მარტოდმარტო ერკინებოდა ტკბილ, ურჩ მასას ზაფხუ-
ლის იმ ცხელ დღეს და ხუთი ხდებოდა, როცა დაჯდა თავის
არეულ-დარეულ სამზარეულოში, მოჰყვა დათხვრილი ხელე-
ბის მტვრევას და ხმით ატირდა.
უნდა ითქვას, რომ ახალი ცხოვრების დაწყებით სიხარულ-
მოზღვავებული მეგი ხშირად ამბობდა:
– ჩემს ქმარს შეუძლია მაშინ მოიყვანოს შინ მეგობარი,
როცა მოუნდება. მე მუდამ მზად ვიქნები მისაღებად. არც ფო-
რიაქი იქნება, არც საყვედური და არც უხერხულობა: მხო-
ლოდ დაკრიალებული სახლი, მხიარული ცოლი და კარგი სა-
დილი. ჯონ, ჩემო კარგო, წინასწარ არც კი შემითანხმდე:
მოიპატიჟე, ვინც გინდოდეს და დარწმუნებული იყავი, ისე მი-
ვიღებ, როგორც საჭიროა.

70 მკითხველთა ლიგა
მართლაცდა, რა მშვენიერი ნათქვამი იყო, არა?! ჯონს
სიამაყით გაუბრწყინდებოდა ხოლმე სახე ამ სიტყვების გაგო-
ნებაზე და ხვდებოდა, რა ნეტარებაა, როცა კაცს ასეთი საუც-
ხოო ცოლი ჰყავს, თუმცაღა, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრე-
ბი დროდადრო მართლაც მოსდიოდნენ, ამგვარი სტუმრობა
ერთხელაც არ ყოფილა მოულოდნელი და მეგსაც აქამდე არ
მისცემია თავის გამოჩენის საშუალება. ასეთი შემთხვევები
მუდამ ხდება ამ ცრემლის საუფლოში – შეიძლება ითქვას,
გარდუვალია და ისღა დაგვრჩენია, გავკვირდეთ, დავღონ-
დეთ და, შეძლებისდაგვარად, ავიტანოთ.
ჯონს ხილფაფის ამბავი რომ არ დავიწყნოდა, მართლაც
ვერ აპატიებდა კაცი, რაც ჩაიდინა: მთელ წელიწადში მაინ-
ცდამაინც ის დღე აირჩია საიმისოდ, რომ შინ გაუფრთხილებ-
ლად მოეყვანა მეგობარი სადილად. გულში თავის თავს
ულოცავდა, კიდევ კარგი, ამ დილით ბლომად სანოვაგე გავ-
გზავნე სახლშიო, დარწმუნებული იყო, რომ კერძები თავის
დროზე მზად იქნებოდა და წინასწარ სიამით ივსებოდა იმის
წარმოდგენაზე, რა მშვენიერ შთაბეჭდილებას მოახდენდა
სტუმარზე მისი ლამაზი ცოლი, როცა ქმრის შესაგებებლად
გამოიქცეოდა და ამიტომაც ყმაწვილი მასპინძლისა და ქმრის
თავშეუკავებელი კმაყოფილებით მიჰყავდა მეგობარი თავის
კარმიდამოში.
მაგრამ როცა ჯონმა „სამტრედეს“ მიაღწია, მიხვდა, რომ
წუთისოფელი იმედგაცრუების სავანეა. შესასვლელი კარი
ყოველთვის სტუმართმოყვარულად ღია ხვდებოდა, ახლა კი
დახურულიც იყო და დაკეტილიც, საფეხურებს კი ჯერაც ამ-
შვენებდა გუშინდელი ტალახი. სასტუმრო ოთახის ჩარაზულ
ფანჯრებზე ფარდები ჩამოეფარებინათ, არ ჩანდა ვერანდაზე
საკერავით ხელში მჯდარი ლამაზი ცოლი, თეთრ კაბაში გა-
71 მკითხველთა ლიგა
მოწყობილი და თმაში გონისწამღებ პატარა ბანტჩაბნეული,
არც თვალებაციმციმებული, მორცხვად მოღიმარი დიასახ-
ლისი შეჰგებებია სტუმარს. მსგავსი არაფერი მომხდარა.
არავინ ჭაჭანებდა გარდა ერთი, თითქოსდა გასისხლიანებუ-
ლი ბიჭუნასი, მოცხარის ბუჩქის ძირას რომ მიწოლილიყო და
ეძინა.
– ეტყობა, რაღაც ამბავია. შენ ბაღში შედი, სკოტ, მე კი მი-
სის ბრუკს მოვძებნი, – თქვა სიჩუმითა და უკაცრიელობით
გულგახეთქილმა ჯონმა. დამწვარი შაქრის მძაფრ სუნს მიჰ-
ყვა და ჩქარი ნაბიჯით შემოუარა სახლს. მისტერ სკოტიც მის-
დევდა და სახეზე უცნაური იერი ედო. როცა ბრუკი გაქრა, იგი
მორიდებით შეჩერდა ბაღში, თუმცა დანახვითაც დაინახავდა
ყველაფერს და გაგონებითაც გაიგონებდა, და რაკი უცოლო
იყო, საკუთარმა მდგომარეობამ გულით გაახარა.
სამზარეულოში არეულობა და გულგატეხილობა მეფობ-
და. ერთი მოხარშვა ხილფაფა ქილიდან ქილაში გადაწურწუ-
რებულიყო, მეორე იატაკზე დაღვრილიყო, მესამე კი ხალი-
სიანად თუხთუხებდა ღუმელზე. ლოტი ტევტონური36 აუღელ-
ვებლობით, არხეინად შეექცეოდა პურს და მოცხარის ნაყენს
აყოლებდა, რადგან ხილფაფა ჯერაც უიმედოდ თხევად მდგო-
მარეობაში გახლდათ, მისის ბრუკი კი იჯდა, სახე წინსაფარში
ჩაერგო და გულამოსკვნილი ქვითინებდა.
– რა იყო, ჩემო კარგო გოგო, რა ამბავია? – შეჰყვირა სამ-
ზარეულოში შევარდნილმა ჯონმა და იქვე წარმოიდგინა და-
ფუფქული ხელები, მოულოდნელი სნეულება და თან გულს
შემოეყარა იმის გაფიქრებაზე, რომ ბაღში სტუმარი იყო.

36ტევტონური – ტევტონები: ძველი გერმანელი ტომები. ზოგადად, გერმა-


ნელებსაც უწოდებენ
72 მკითხველთა ლიგა
– ოჰ, ჯონ, იცი, როგორ დავიღალე?! თან დამცხა, გაბრაზე-
ბული ვარ და შეწუხებული! ზედ გადავყევი ამ ხილფაფას, სა-
ნამ ქანცი არ გამწყდა. ჩქარა, მოდი და მიშველე, თორემ მოვ-
კვდები! – და ილაჯგაწყვეტილი დიასახლისი, ამ სიტყვის ყვე-
ლა გაგებით, ქმარს ტკბილად ჩაეკრა გულში, რადგან მისი
წინსაფარიც მაშინ მოინათლა ხილფაფით, როცა იატაკი.
– რამ შეგაწუხა, საყვარელო? რამე საშინელი მოხდა? –
შეშფოთებით ჰკითხა ჯონმა და ნაზად ეამბორა სულმთლად
გვერდზე მოქცეულ პაწია ჩაჩის წვეტს.
– ჰო, – სასოწარკვეთით აქვითინდა მეგი.
– მაშ, მალე მითხარი. ნუ ტირი. რასაც გინდა, იმას ავიტან
მაგის გარდა. გამაგებინე, საყვარელო.
– ხილ... ხილფაფა არ სქელდება და არ ვიცი, რა მოვუხერ-
ხო!
ჯონ ბრუკს ისე გაეცინა, როგორც მერე აღარასოდეს
გაუბედავს გაცინება, დამცინავ სკოტსაც უნებურად გაეღიმა
ამ გულიანი ხარხარის გაგონებაზე, რომელმაც საბოლოო
დარტყმა მიაყენა დარდით განადგურებულ საბრალო მეგს.
– სხვა არაფერი? მოისროლე ფანჯრიდან და მაგაზე აღარ
იდარდო. თუ ეგრე გულით გინდა, რამდენიმე კვარტს37 გიყი-
დი, ოღონდ, თუ ღმერთი გწამს, ისტერიკას ნუ გამართავ, იმი-
ტომ რომ სადილად ჯეკ სკოტი მოვიყვანე და...
ჯონმა სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან მეგმა მოიშორა,
ტრაგიკულად მოჰყვა ხელების მტვრევას, სკამზე დაენარცხა
და ერთმანეთში შერეული გაღიზიანებით, საყვედურითა და
შეძრწუნებით წამოიძახა:

37კვარტი – ფხვიერი და თხევადი ნივთიერების საწყაო, განსხვავებული


სიდიდისა სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვეულებრივ, ლიტრზე ცოტა მეტი
73 მკითხველთა ლიგა
– სადილად სტუმარი მოგვივიდა და შინ ყველაფერი თავ-
დაყირა დგას! ჯონ ბრუკ, ეგ რამ გაქნევინა?
– ჩუ, ბაღშია! დამავიწყდა ის ოხერი ხილფაფა, მაგრამ ახ-
ლა რაღას ვუშველით, – თქვა ჯონმა და შეშფოთებით დაფიქ-
რდა პერსპექტივაზე.
– ვინმეს პირით უნდა შემოგეთვალა ან დილითვე გეთქვა.
და, საერთოდ, ისიც უნდა გხსომებოდა, რომ დღეს არ მეცლე-
ბოდა, – წყენით განაგრძო მეგმა, რადგან მტრედიც კი ჩაგი-
ნისკარტებს, თუ ბუმბულს აუქოჩრავ.
– დილით არ ვიცოდი, მერე კი შემოთვლის დრო აღარ
იყო: აქეთობისას შევხვდი. რას ვიფიქრებდი, ნებართვა თუ
უნდა მეთხოვა: შენ არ ამბობდი, როცა გინდოდეს, მაშინ მო-
იყვანე მეგობრებიო?! აქამდე ეგ არ მიქნია და წყეული ვიყო,
თუ როდისმე კიდევ ვქნა! – იწყინა ჯონმა.
– იმედია, მართლა აღარ იზამ! ამ წუთშივე წაიყვანე: ასე
ვერ დავენახვები და არც სადილი გვაქვს.
– რა კარგია! სად არის დილანდელი გამოგზავნილი ძრო-
ხის ხორცი და ბოსტნეული ან შენი დაპირებული პუდინგი? –
შეჰყვირა ჯონმა და საკუჭნაოს ეცა.
– სად მქონდა საჭმლის კეთების დრო?! ვიფიქრე, დედას-
თან ვისადილებთ-მეთქი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მართლა
არ მეცალა, – და მეგს ისევ წამოუვიდა ცრემლები.
ჯონი გულჩვილი კაცი გახლდათ, მაგრამ ისიც ადამიანი
იყო და გრძელი სამუშაო დღის შემდეგ შინ დაღლილს, მში-
ერსა და იმედით სავსეს მისულს, სახლი არეული რომ დაუხ-
ვდა და ცოლი კი – გაბრაზებული, ვერც გონების სიმშვიდეს
მოსთხოვდი და ვერც აუღელვებელ ყოფაქცევას. თუმცა, მა-
ინც შეიკავა თავი და პატარა ქარიშხალიც მშვიდობიანად გა-
დაივლიდა, ერთი საბედისწერო სიტყვა რომ არა.
74 მკითხველთა ლიგა
– ვაღიარებ, უსიამოვნო ვითარებაა, მაგრამ თუ მომეხმა-
რები, საქმესაც მოვუვლით და კარგ დროსაც გავატარებთ.
აღარ იტირო, საყვარელო, თავს ცოტა ძალა დაატანე და რამე
გაგვიკეთე, რომ ვჭამოთ. ორივენი მგლებივით მშივრები
ვართ და სულ ერთია, რა იქნება. შაშხი მოგვიტანე, პური და
ყველი. ხილფაფას არ მოგთხოვთ.
ვითომ კეთილად იხუმრა, არადა იმ ერთი სიტყვით მთლად
ძირი გამოითხარა. მეგს მეტისმეტ სისასტიკედ მოეჩვენა,
მარცხზე რომ გადაუკრეს სიტყვა და მოთმინების ბოლო წვე-
თიც კი ამოეწურა:
– როგორც გინდა, ისე მოუარე ამ საქმეს. ისეთი დაღლი-
ლი ვარ, ვერავის გულისთვის ვერ „დავატან თავს ძალას“.
ნამდვილი კაცური საქციელია: ადგე და სტუმარს ძვალი და
მდაბიური პური და ყველი მიუყარო! ჩემს ოჯახში ასეთს ვერა-
ფერს ავიტან. დედასთან წაიყვანე ეგ სკოტი და ჩემზე თქვი,
წასულია, ავად გახდა, მოკვდა-თქო – რაც გინდა. არ გამო-
ვალ; ადექით და რამდენიც გინდათ, იმდენი იცინეთ ჩემს
ხილფაფაზე. აქ ვერაფერსაც ვერ მიიღებთ, – სულმოუთქმე-
ლად მიახალა მეგმა, მოისროლა წინსაფარი და ფაცხაფუც-
ხით გაიქცა ბრძოლის ველიდან, რომ თავის ოთახში დაეტი-
რებინა თავი.
მის არყოფნაში რას შვრებოდა ის ორი სულიერი, ვერასო-
დეს გაიგო, მაგრამ მისტერ სკოტი „დედასთან“ არ წაუყვანი-
ათ და როცა სტუმარ-მასპინძელი ერთად გავიდა სახლიდან,
დაბლა ჩასულ მეგს სახელდახელო სადილის ნაკვალევი და-
უხვდა, რამაც თავზარი დასცა. ლოტიმ უპატაკა:
– ბევრი ჭამეს, გულიანად იცინეს და ბატონმა დამიბარა,
ის ტკბილეული აქედან მოაშორე და ქილები შეინახეო.

75 მკითხველთა ლიგა
მეგს ბარემ ძალიან უნდოდა, წასულიყო და დედისთვის
მოეყოლა, რაც მოხდა, მაგრამ ერთი მხრივ იმან შეაჩერა,
რომ თავისი საქციელისა რცხვენოდა, მეორე მხრივ კი იმან,
რომ ერთგული იყო ჯონისა, „რომელიც შეიძლება სასტიკად
მოიქცა, მაგრამ ეს ამბავი არავის უნდა გაეგო“, ამიტომაც
ხელდახელ მიალაგა იქაურობა, კოხტად გამოეწყო, დაჯდა და
ჯონს დაუწყო ლოდინი: მოვიდეს, რომ ვაპატიოო.
საუბედუროდ, ჯონი არ მოსულა, რადგან ამ საქმეს სულ
სხვანაირად უყურებდა. სკოტს მომხდარი ხუმრობაში გაუტა-
რა, როგორც შეძლო, ბოდიში მოხადა თავის პატარა ცოლს
და ისე კარგად ითამაშა სტუმართმოყვარე მასპინძლის რო-
ლი, რომ მისი მეგობარი ძალიანაც ნაამები დარჩა სახელდა-
ხელო სადილით და დაჰპირდა, კიდევ მოვალო, მაგრამ სი-
ნამდვილეში ჯონი გაბრაზებული იყო, თუმცა სტუმართან არ
შეიმჩნია. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მეგმა გასაჭირში
მიატოვა. „რა წესია, კაცს უთხრა, როცა გინდოდეს მაშინ მო-
იყვანე მეგობრებიო და როცა დაგიჯერებს, აპილპილდე, რა-
ღაცები დააბრალო და მარტო დატოვო გასაჭირში, რომ დას-
ცინონ ან შეიცოდონ. ღმერთმანი, უპატიოსნო საქციელია! და
ეგ მეგმაც უნდა იცოდეს“.
ნადიმის განმავლობაში ბრაზით დუღდა, მაგრამ როცა
მღელვარებამ გადაიარა და სკოტი გააცილა, შინ გამობრუნე-
ბული გზაში თანდათან დაშოშმინდა. „საწყალი გოგო! ძალი-
ან მკაცრად მოვექეცი, არადა, რა გულით ცდილობდა ეამები-
ნა! განა მართალი იყო, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა. მოთ-
მინება უნდა გამოვიჩინო და ვასწავლო“. იმედი ჰქონდა,
მშობლებთან არ წასულაო – ვერ იტანდა მითქმა-მოთქმასა
და თავის საქმეებში სხვების ჩარევას. ამის გაფიქრება იყო და
წამით ისევ აიფოფრა, მერე კი გაუელვა, ვაითუ, მეგი ამდენი
76 მკითხველთა ლიგა
ტირილით ავად გახდესო, გული მოულბა და აჩქარებით გააგ-
რძელა გზა. გადაწყვიტა, მშვიდი და კეთილი ყოფილიყო, მაგ-
რამ მტკიცე, ძალიან მტკიცე და მეგისთვის დაენახვებინა, რო-
დის არ შეასრულა ქმრის წინაშე ნაკისრი ვალი.
მეგმაც სწორედ ასევე გადაწყვიტა, „მშვიდი და კეთილი
ყოფილიყო, ოღონდ მტკიცე“ და დაენახვებინა ჯონისთვის,
რაში მდგომარეობდა მისი ვალი. ერთი სული ჰქონდა, სირბი-
ლით შეგებებოდა და პატიება ეთხოვა, ისიც აკოცებდა და ანუ-
გეშებდა – დარწმუნებული იყო, ასე იქნებოდა – მაგრამ ცხა-
დია, ასეთი არაფერი უქნია და როცა დაინახა, ჯონი მოდისო,
ძალიან ბუნებრივად აღიღინდა და საკერავით ხელში ისე და-
ირწა საქანელა სავარძელში, როგორც თავის საუკეთესო სას-
ტუმრო ოთახში მოცალეობის ჟამს მოკალათებული მაღალი
საზოგადოების ქალბატონი.
ჯონს, ცოტა არ იყოს, იმედი გაუცრუვდა, ნაზი ნიობე38 რომ
არ დაუხვდა, მაგრამ რაკი გრძნობდა, რომ მისი ღირსება მო-
ითხოვდა, ჯერ ცოლს მოეხადა ბოდიში, ხმა არ ამოუღია,
წყნარად შევიდა, წამოწვა დივანზე და ერთადერთი არსებითი
შენიშვნა გამოთქვა:
– ცოტა და – ახალი მთვარე იქნება, საყვარელო.
– წინააღმდეგი არ ვარ, – გაისმა მეგის ასევე დამამშვიდე-
ბელი პასუხი.
კიდევ რამდენიმე, ორივესთვის საინტერესო საკითხი წა-
მოჭრა მისტერ ბრუკმა, რომლებიც იქვე ჩაკლა მისის ბრუკმა

38ნიობე – ბერძნულ მითოსში თებეს დედოფალი, რომელსაც თავი მოჰ-


ქონდა შვილების სიმრავლით და შეურაცხყოფა მიაყენა ქალღმერთ ლე-
ტოს, აპოლონისა და არტემიდეს დედას. ლეტოს შვილებმა უხილავი ის-
რებით დაუხოცეს შვილები ნიობეს. ტირილით დაოსებული ნიობე ქვად იქ-
ცა
77 მკითხველთა ლიგა
და საუბარი მიჩუმდა. ჯონი ფანჯარასთან მივიდა, გაშალა გა-
ზეთი და, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თავფეხიანად შიგ ჩა-
ეფლო, მეგი კი მეორე ფანჯარას მიუჯდა და ისე გულმოდგი-
ნედ შეუდგა კერვას, თითქოს ჩუსტებზე რამდენიმე როზეტის39
მიკერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ხმას არცერთი
იღებდა. ორივეს სრულიად „მშვიდი და მტკიცე“ იერი ედო და
ორივენი საშინლად უხერხულად გრძნობდნენ თავს.
„ღმერთო ჩემო“, ფიქრობდა მეგი, „მძიმეა ცოლ-ქმრული
ცხოვრება და, დედას თქმისა არ იყოს, სიყვარულის გარდა
უსაზღვრო მოთმინებას მოითხოვს“. სიტყვა „დედამ“ კიდევ
სხვა დედობრივი რჩევები გაახსენა, დიდი ხნის წინ რომ მის-
ცა მისის მარჩმა და ის კი სკეპტიკურად შეეკამათა.
„ჯონი კარგი კაცია, მაგრამ მასაც აქვს ნაკლი და უნდა ის-
წავლო ამ ნაკლის დანახვა და ატანა, თან კი შენი ნაკლიც
გახსოვდეს. ძალიან მტკიცეა, მაგრამ თავის დღეში არ გაჯი-
უტდება, თუკი ალერსიანად ეტყვი შენს მოსაზრებას და მოუთ-
მენლად არ შეეპასუხები. ძალიან წესიერი ადამიანია და მომ-
თხოვნი, როცა საქმე სიმართლეს ეხება – ეგ კარგი თვისებაა,
თუმცა შენ კი „შარიანს“ ეძახი. არასოდეს მოატყუო არც მზე-
რით და არც სიტყვით, მეგ, და ის ნდობაც გექნება მისგან, რა-
საც იმსახურებ და ის მხარდაჭერაც, რაც გჭირდება. ხასიათი
ჩვენნაირი არა აქვს – ჩვენ ერთს ავფეთქდებით და მორჩა,
მისი განრისხება კი ალალი, გაუნელებელი განრისხებაა, რო-
მელიც იშვიათად თუ გაღვივდება, მაგრამ ერთი თუ აალდა,
ძნელად ჩააქრობ. ფრთხილად იყავი, ძალიან ფრთხილად,
არ გააბრაზო, რადგან თქვენი მშვიდობა და ბედნიერება იმა-
ზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეინარჩუნებ მის პატი-

39 როზეტი – აქ: ვარდივით შეკრულ-შენაოჭებული ლენტი


78 მკითხველთა ლიგა
ვისცემას. თავშეკავებით მოიქეცი და თუ ისე მოხდა, რომ არც
ერთი არ ხართ მართალი, პირველმა მოუხადე ბოდიში, უფ-
რთხილდი პატარ-პატარა შელაპარაკებას, გაუგებრობასა და
დაუფიქრებელ სიტყვებს, რომლებსაც ხშირად მოსდევს მწა-
რე ნაღველი და სინანული“.
ეს დარიგება, მეტადრე, ბოლო სიტყვები გაახსენდა მეგს,
როცა იჯდა და ჩამავალი მზის სხივებში კერავდა. ეს მათი
პირველი სერიოზული წაკინკლავება იყო. თავისი მოუთმენე-
ლი ნათქვამი რომ გაახსენდა, სულელური და სასტიკი ეჩვენა,
თავისი ბრაზი – ბავშვური, ხოლო იმის ფიქრმა, რომ შინ მო-
სულ საბრალო ჯონს ასეთი სცენა დაუხვდა, გული მოულბო.
ცრემლმორეულმა გახედა, მაგრამ ჯონს არ დაუნახავს. გადა-
დო საკერავი, წამოდგა და გაიფიქრა, პირველი ვეტყვი,
მაპატიე-მეთქი, მაგრამ ჯონს, ეტყობა, მისი ნაბიჯების ხმა არ
გაუგონია. მეგმა ძალიან ნელა გაიარა ოთახი, რადგან ეძნე-
ლა საკუთარი სიამაყის გადაბიჯება და ჯონის გვერდით გა-
ჩერდა, მაგრამ იმას თავი არ მიუბრუნებია. მეგს წამით მოეჩ-
ვენა, ვერ ვიზამო, მაგრამ მერე გაიფიქრა: „ეს დასაწყისია. მე
ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ და ჩემი თავის სასაყვედურო
აღარაფერი მექნება“, დაიხარა და ქმარს ნაზად აკოცა შუბ-
ლზე. რა თქმა უნდა, ამან საქმეს უშველა. ეს მონანიების კოც-
ნა ათას სიტყვას სჯობდა, წუთის შემდეგ ჯონს უკვე კალთაში
ესვა მეგი და ალერსიანად ეუბნებოდა:
– რა წესი იყო ხილფაფის იმ საწყალ პატარა ქილებზე სი-
ცილი?! მაპატიე, საყვარელო. მეტს აღარ ვიზამ!
მაგრამ მერეც ხშირად უცინია, მასაც და მეგსაც, და ამტკი-
ცებდნენ, ამაზე ტკბილი ხილფაფა ჩვენს სიცოცხლეში არ
მოგვიხარშავსო, რადგან იმ პატარა ოჯახურ დუღილში
მოახერხეს და სიტკბოება შეინარჩუნეს.
79 მკითხველთა ლიგა
ამის მერე მეგმა საგანგებოდ დაპატიჟა სადილად მისტერ
სკოტი და სანაქებოდაც უმასპინძლა, ისე რომ პირველ კერ-
ძად მოთუთქული ცოლი არ მიურთმევია; ისეთი მხიარული
და თავაზიანი იყო, ისე მომხიბვლელად ირჯებოდა, რომ მის-
ტერ სკოტმა ჯონს უთხრა, ბედი გქონიაო და შინ მიმავალი კი
თავის ქნევით ფიქრობდა უცოლო კაცის მძიმე ყოფაზე.
შემოდგომით მეგს ახალი ფათერაკი და განსაცდელი და-
ატყდა. სალი მოფატი ხელახლა დაუმეგობრდა და ხშირად შე-
ირბენდა ხოლმე პატარა სახლში წასაჭორავებლად ან თავის-
თან ეპატიჟებოდა „საწყალ გოგოს“, მოდი და მთელი დღე მო-
ფატების დიდ სახლში იყავიო. მეგს უხაროდა, რადგან უამინ-
დობაში ხშირად გრძნობდა მარტოობას. შინ არავის ეცალა,
ჯონი გვიან საღამომდე არ მოდიოდა, თვითონ კი საქმე არა-
ფერი ჰქონდა გარდა იმისა, რომ ეკერა, წიგნი ეკითხა ან სახ-
ლში ეფუსფუსა. ჰოდა, თავისთავად მოხდა ისე, რომ მეგს
ჩვეულებად ექცა მეგობართან შევლა და მასლაათი. სალის
ლამაზ ნივთებს რომ ხედავდა, თავისთვისაც უნდოდა და რაკი
არ ჰქონდა, თავი ებრალებოდა. სალი ძალიან კეთილი იყო
და თუ მეგს თვალში რამე წვრილმანი მოუვიდოდა, ხშირად
ეუბნებოდა, გქონდესო, მაგრამ მეგი არ ართმევდა: იცოდა,
ჯონს არ ესიამოვნებოდა, არადა მერე ამ პატარა, სულელმა
ქალმა ისეთი რამ გააკეთა, რაც ჯონს ათასჯერ უფრო არ
ესიამოვნა.
მეგმა იცოდა, რა შემოსავალიც ჰქონდა მის ქმარს და
სიამოვნებდა იმის შეგრძნება, რომ ჯონი არა მარტო თავის
ბედნიერებას ანდობდა, არამედ იმასაც, რაც ზოგი მამაკაცის-
თვის კიდევ უფრო მეტად ფასობს – თავის ფულს. მეგმა იცო-
და, სად ინახებოდა ფული და შეეძლო იმდენი აეღო, რამდე-
ნიც უნდოდა; ჯონმა მხოლოდ ის სთხოვა, ყოველი დახარჯუ-
80 მკითხველთა ლიგა
ლი პენი აღრიცხე, ანგარიშები თვეში ერთხელ გაასწორე და
ნუ დაივიწყებ, რომ ღარიბი კაცის ცოლი ხარო. აქამდე კარ-
გად იქცეოდა, წინდახედულად და მომჭირნედ, საოჯახო ხარ-
ჯების წიგნებს აკურატულად აწარმოებდა და თვეში ერთხელ
უშიშრად აჩვენებდა ქმარს, მაგრამ იმ შემოდგომით მეგის სა-
მოთხეში გველი შეცოცდა და, ბევრი თანამედროვე ევასი არ
იყოს, ვაშლით კი არა, კაბით აცდუნა. მეგს არ სიამოვნებდა,
როცა იბრალებდნენ და აგრძნობინებდნენ, ღარიბი ხარო.
ღიზიანდებოდა, მაგრამ რცხვენოდა ამის აღიარება და დრო-
დადრო ცდილობდა, სანუგეშოდ რამე ლამაზი ეყიდა, რათა
სალის არ ეფიქრა, იძულებულია ფული დაზოგოსო. ამის მე-
რე მუდამ გრძნობდა, რომ ცუდად მოიქცა, რადგან იმ კოხტა
ნივთების გარეშეც გავიდოდა იოლას, მაგრამ ისე ცოტა ღირ-
და, რომ სადარდელი არაფერი იყო; ჰოდა, ნაყიდი წვრილმა-
ნების რაოდენობა შეუმჩნევლად იზრდებოდა და მაღაზიებში
სიარულისას მეგი მხოლოდ პასიური მაყურებელი აღარ იყო.
თუმცა, წვრილმანები იმაზე მეტი ღირდა, ვიდრე მეგს წარ-
მოედგინა და თვის ბოლოს, თავისი ხარჯები რომ შეაჯამა,
თანხამ, ლამის იყო, შეაშინა. ჯონს იმ თვეში არ ეცალა და ან-
გარიშების გადახდა მეგს მიანდო; მეორე თვეში ქალაქიდან
წასვლა მოუწია, მესამე თვეში კი ხარჯების დიდი, ყოველ-
კვარტალური დაანგარიშება გამართა და მეგს ეს დღე აღარა-
სოდეს დავიწყებია. რამდენიმე დღით ადრე საშინელება
ჩაიდინა და ახლა სინდისი ქენჯნიდა. სალი აბრეშუმეულს ყი-
დულობდა და მეგსაც ძალიან უნდოდა ახალი კაბა – რაიმე
ლამაზი, მსუბუქი, წვეულებებზე ჩასაცმელი, რადგან მისი შა-
ვი აბრეშუმის კაბა ძალიან სადა იყო, ბატისტი და მარმაში კი
საღამოს ჩასაცმელად მხოლოდ გასათხოვრებს თუ გამოად-
გებათ. პაპიდა მარჩს წესად ჰქონდა: საახალწლოდ დებს
81 მკითხველთა ლიგა
ოცდახუთ-ოცდახუთი დოლარით ასაჩუქრებდა. ერთი თვეღა
უნდა მოეცადა, აქ კი მშვენიერ იისფერ აბრეშუმს ჰყიდდნენ
ფასდაკლებით და ფულიც ჰქონდა, თუკი გაბედავდა და
აიღებდა. ჯონი მუდამ ეუბნებოდა, რაც ჩემია, შენიც არისო,
მაგრამ ვითომ მართებული მოეჩვენებოდა არა მარტო მომა-
ვალი ოცდახუთი დოლარის დახარჯვა, არამედ მეორე ოცდა-
ხუთისაც, რომელიც საოჯახო ხარჯებისთვის ჰქონდათ გადა-
დებული? საკითხავი ეს იყო, თუ იყო. სალი ჩააცივდა, იყი-
დეო, ფულის სესხებაც შესთავაზა, ყოვლად კეთილი ზრახვე-
ბით აცდუნა მეგი და ისიც ვეღარ გაუძალიანდა. ავბედით წამს
გამყიდველმა ასწია ლამაზი, შრიალა ნაკეცები და თქვა:
– თითქმის მუქთია, გარწმუნებთ, მემ.
მეგმაც მიუგო, ვიღებო. აბრეშუმი გადაზომეს, გადაჭრეს
და ფულიც გადაიხადეს. სალი აღტაცებაში მოვიდა, მეგიც
იცინოდა, თითქოს ისეთი არაფერი მომხდარაო, მაგრამ მა-
ღაზიიდან წამოსულს ისეთი გრძნობა გამოჰყვა, რომ რაღაც
მოიპარა და პოლიცია მოსდევდა.
შინ მისულმა გაშალა ლამაზი აბრეშუმი, იქნებ სინდისის
ქენჯნა ჩავიხშოო, მაგრამ ახლა წეღანდელივით პრიალა
აღარ ეჩვენებოდა და აღარც სახეზე შვენოდა, ხოლო სიტყვე-
ბი „ორმოცდაათი დოლარი“, თითქოს, ყოველ ნაკეცზე მოხა-
ტულობასავით იყო მიბეჭდილი; კარადაში შედო, მაგრამ მა-
ინც თან სდევდა, ოღონდ არა როგორც აღმტაცი ხილვა,
ახალმა საკაბემ რომ იცის, არამედ როგორც დაუფიქრებელი
საქციელის შემზარავი აჩრდილი. იმ საღამოს, როცა ჯონმა
გასავლის წიგნები გადმოალაგა, მეგს გული მოეწურა და
გათხოვების შემდეგ პირველად იყო, რომ ქმრისა შეეშინდა.
კეთილი, თაფლისფერი თვალები სასტიკი ეჩვენებოდა და
თუმცა ჯონი უჩვეულოდ მხიარული იყო, წარმოიდგინა, შეტ-
82 მკითხველთა ლიგა
ყობილი აქვს, რაც ჩავიდინე, მაგრამ ჯერ არ უნდა დამანახ-
ვოსო. საოჯახო ხარჯები გადახდილი იყო, გასავლის წიგნები
– სრულ წესრიგში. ჯონმა შეაქო და უკვე ძველ საფულეს
ხსნიდა, რომელსაც ხუმრობით „ბანკს“ ეძახდნენ, რომ მეგმა,
რაკი იცოდა, სულმთლად გამოფხეკილიაო, ხელი დაუჭირა
და ნერვულად უთხრა:
– ჯერ ჩემი პირადი ხარჯების წიგნი არ გინახავს.
ჯონს არც არასოდეს უთხოვია, მაჩვენეო, მაგრამ მეგი მუ-
დამ დაიჟინებდა ხოლმე, ჩახედეო და ხალისობდა, როცა
ჯონს კაცურად უკვირდა, ქალებს რა უცნაური ნივთები სჭირ-
დებათო; გამოაცნობინებდა, რას ნიშნავს ყაითანი (ყაითანი –
წნული ზონარი მოსავლებად, ძირითადად, აბრეშუმის ძაფის),
ჩააცივდებოდა, აბა, რა გგონია ტარლატანიო (ტარლატანი –
ბამბის ან ნახევრად აბრეშუმის მსუბუქი ქსოვილი, წააგავს
მარმაშს ან მუსლინს) ან იმით გააოცებდა, რომ სამი ვარდის
კოკრის, ხავერდის ნაკუწისა და ორი ლენტისგან შექმნილი
ციცქნა ნივთი შეიძლება ექვს დოლარად ნაყიდი ზამთრის
თავსაბურავი გამომდგარიყო. იმ საღამოს ჯონის შემხედვარე
იფიქრებდი, ახალისებს მეგის ციფრებში გარკვევა და თავის
მოკატუნება, თითქოს შეძრწუნებულია მისი მფლანგველობი-
თო – ხშირად იცოდა ასე, თუმცა, სინამდვილეში, საამაყოდ
ჰყავდა ყაირათიანი ცოლი.
მეგმა მოიტანა პატარა წიგნი, ნელა გადაუშალა ჯონს მაგი-
დაზე, თვითონ სკამის უკან დაუდგა, თითქოს იმისთვის, რომ
მის დაღლილ შუბლზე ნაოჭები გაესწორებინა და იქ მდგარმა
გაბედა – თან, ყოველ სიტყვაზე, უფრო და უფრო იტანდა
მღელვარება:
– ჯონ, ჩემო კარგო, მრცხვენია ამ წიგნის ჩვენება, იმიტომ
რომ ამ დღეებში ძალიან ბევრი ვფლანგე... იცი, ბოლო ხანს
83 მკითხველთა ლიგა
ხშირად მიწევს ხალხში ტრიალი და რაღაცები მჭირდება, სა-
ლიმაც მირჩია, იყიდეო და ვიყიდე. საახალწლოდ რომ ფულს
მომცემენ, ნაწილობრივ ის დაფარავს ამ ხარჯს, მაგრამ მერე
ძალიან ვინანე, იმიტომ რომ ვიცი, ცუდს იფიქრებ ჩემზე.
ჯონს გაეცინა, მიიზიდა მეგი და გულთბილად უთხრა:
– აბა, რას იმალები? იმისთვის ხომ არ უნდა გაგიწყრე,
რომ მომხიბლავი ჩექმები გიყიდია? ძალიანაც მეამაყება ჩემი
ცოლის ფეხები და წინააღმდეგი არ ვიქნები, რვა თუ ცხრა
დოლარი გადაიხადოს ჩექმებში, თუკი კარგებია.
ეს ბოლო დროს ნაყიდი ერთ-ერთი „წვრილმანი“ იყო და
ჯონს ლაპარაკისას სწორედ ეს სტრიქონი მოხვდა თვალში.
„მაშინ რაღას იტყვის, როცა იმ საშინელ ორმოცდაათ დო-
ლარს მივადგებით?!“ კანკალით გაიფიქრა მეგმა.
– ჩექმაზე უარესია: აბრეშუმის კაბა, – თქვა მეგმა განწი-
რული კაცის სიმშვიდით, რადგან უნდოდა, ეს ამბავი მალე
დასრულებულიყო.
– აბა, საყვარელო, რამდენია „ტიალი ჯამი“, როგორც მის-
ტერ მანტალინი40 იტყოდა?
ეს უკვე ჯონის ნათქვამს არ ჰგავდა და მეგი მიხვდა, ახლა
იმ ალალი მზერით მიყურებს, რომელსაც აქამდე მუდამ ასევე
ალალად ვეგებებოდი და ვპასუხობდიო. გადაშალა ფურცე-
ლი, თან კი შეტრიალდა და დაანახვა თანხა, რომელიც იმ
ორმოცდაათი დოლარის გამოკლებითაც ძალიან დიდი იყო
და რომელმაც, იმ წყეული თანხიანად, ახლა მთლად გული
გაუხეთქა. ოთახში წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ჯონმა ნე-

40მისტერ მანტალინი – ჩარლზ დიკენსის რომანის „ნიკოლას ნიკლბი“ პე-


წენიკი პერსონაჟი
84 მკითხველთა ლიგა
ლა თქვა – თუმცა მეგმა იგრძნო, რად დაუჯდა ქმარს, რომ
თავი შეეკავებინა და უკმაყოფილება არ დასტყობოდა:
– არ ვიცი, ბევრია ორმოცდაათი დოლარი კაბისთვის თუ
არა, როცა ათასი ფურჩალა და სხვა რამერუმე გჭირდებათ,
რომ მოდაზე გააწყოთ.
– არც შეკერილია და არც გაწყობილი, – ძლივს გასაგო-
ნად ამოიხვნეშა მეგმა და მოსალოდნელი დამატებითი ხარ-
ჯების ხსენებაზე მთლად გაუსკდა გული.
– ოცდახუთი იარდი41 აბრეშუმი კარგა ბევრია, რომ შიგ
ერთი პატარა ქალი გაახვიო, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ჩემი
ცოლი იმ კაბას რომ ჩაიცვამს, ნედ მოფატის ცოლივით მოხ-
დენილი გამოჩნდება, – მშრალად თქვა ჯონმა.
– ვიცი, რომ გაბრაზდი, ჯონ, მაგრამ რა ვქნა! არ მინდა,
ფული გიფლანგო და არც მეგონა, ის წვრილმანები ერთად
ამდენი თუ ეღირებოდა. ვერ ვითმენ, როცა ვხედავ, რომ სა-
ლი ყველაფერს ყიდულობს, რაც მოუნდება და ვეცოდები, რა-
კი მე ვერ ვახერხებ. ვცდილობ, იმითაც კმაყოფილი ვიყო,
რაც გვაქვს, მაგრამ ძნელია, თან სიღარიბეც მომბეზრდა.
ბოლო სიტყვები ისე ჩუმად თქვა, ეგონა, ჯონი ვერ გაიგო-
ნებსო, მაგრამ იმან გაიგონა და ძალიან ეწყინა, რადგან მე-
გის გულისთვის ბევრ სიამოვნებაზე ამბობდა უარს. ამ სიტ-
ყვების თქმა იყო და მეგმა იქვე ენა მოიკვნიტა, რადგან ჯონმა
ხელის კვრით გასწია წიგნები და ხმის ოდნავ შესამჩნევი კან-
კალით თქვა:
– სწორედ მაგის მეშინოდა. მე თავს არ ვზოგავ, მეგ.

41 იარდი – 91 სმ
85 მკითხველთა ლიგა
რომ გაელანძღა ან შეეჯანჯღარებინა, ისე არ ეტკინებოდა
გული მეგს, როგორც ამ ძუნწმა სიტყვებმა ატკინა. მიირბინა
ჯონთან, ჩაიხუტა და მონანიების ცრემლებით შესძახა:
– ოჰ, ჯონ, ჩემო საყვარელო, კეთილო, შრომისმოყვარე
ბიჭო! შენი წყენინება არ მინდოდა. რამ მათქმევინა ეს უსინ-
დისო, უპატიოსნო და უმადური სიტყვები! რამ მათქმევინა!
ჯონი კეთილად მოექცა, ხალისით აპატია და ერთი საყვე-
დურიც კი არ უთქვამს, მაგრამ მეგმა იცოდა, რომ რაც გააკე-
თა და თქვა, ჯონს მალე არ დაავიწყდებოდა, თუმცა მეგის-
თვის შეიძლება აღარც გაეხსენებინა. ჯონისთვის პირობა
ჰქონდა მიცემული, ჭირსა და ლხინში მეყვარებიო და როცა
მისი ცოლი გახდა, უსაყვედურა, ღარიბი რად ხარო, მას მერე,
რაც თვითონვე უგუნურად გაფლანგა მისი ნაშოვნი ფული. ეს
ხომ თავისთავად საშინელება იყო, ამაზე უარესი კი ის, რომ
ამის მერე ჯონს წყნარად ეჭირა თავი, თითქოს არაფერი მომ-
ხდარაო, ოღონდ სამსახურში გვიანობამდე რჩებოდა და ღამ-
ღამობით, როცა ტირილით დაოსებულ მეგს ჩაეძინებოდა
ხოლმე, შინ მუშაობდა. სინდისის ქენჯნაში გატარებულმა ერ-
თმა კვირამ მეგი ლამის ავად გახადა, ხოლო როცა გაიგო,
ჯონმა თავისთვის შეკვეთილ ზამთრის ახალ პალტოზე უარი
თქვაო, ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ მის შემ-
ხედვარეს გული მოუკვდებოდა. როცა გაკვირვებულმა გამო-
კითხვა დაუწყო ჯონს, რატომ გადაიფიქრეო, იმან უბრალოდ
უთხრა:
– ვერ გავწვდები, საყვარელო.
მეგს აღარაფერი უთქვამს, მაგრამ რამდენიმე წუთის შემ-
დეგ ჯონმა შემოსასვლელში იპოვა: ქმრის ძველ პალტოში ჩა-
ერგო სახე და გულამოსკვნილი ქვითინებდა.

86 მკითხველთა ლიგა
იმ საღამოს ბევრი ილაპარაკეს და მეგს კიდევ უფრო შეუყ-
ვარდა ქმარი იმ თავისი სიღარიბის გამო, რადგან გაჭირვებამ
ჯონი თითქოს კაცად აქცია, იმისი ძალა და გამბედაობა მის-
ცა, რომ ბრძოლით გაეკვლია გზა და თვინიერი მოთმინებაც
ასწავლა, რათა აეტანა თავის საყვარელ ადამიანთა ბუნებრი-
ვი სურვილები და ნუგეში ეცა მათთვის, როცა მარცხს განიც-
დიდნენ.
მეორე დღეს მეგმა გვერდზე გადადო სიამაყე, მივიდა სა-
ლისთან, უამბო სიმართლე და სთხოვა, პატივი მეცი და ჩემი
აბრეშუმი იყიდეო. გულკეთილმა მისის მოფატმაც ხალისით
გაუმართა ხელი, თანაც ტაქტი ეყო და ის ნაყიდი აბრეშუმი იქ-
ვე საჩუქრად არ შეუთავაზებია. მერე მეგმა პალტო მოატანი-
ნა და როცა ჯონი მოვიდა, შემოიცვა ის პალტო და ჰკითხა,
აბა, ჩემი ახალი აბრეშუმის კაბა როგორ მოგწონსო. იოლი
წარმოსადგენია, რა პასუხიც გასცა ჯონმა, როგორ მიიღო სა-
ჩუქარი და რა კეთილისმყოფელი შედეგები მოჰყვა ამას. ჯო-
ნი შინ ადრიანად მოდიოდა, მეგი სტუმრად აღარ დარბოდა,
პალტოს დილაობით ბედნიერი ქმარი იცვამდა, ხოლო საღა-
მოობით ერთგული ცოლი ხდიდა. ასე გავიდა ერთი წელი და
ზაფხულმა მეგს ახალი განცდა მოუტანა – ქალის ცხოვრებაში
ყველაზე ღრმა და ნაზი.
ერთ შაბათს „სამტრედის“ სამზარეულოში ფრთხილად შე-
სულ აღელვებულ ლორის ლიტავრების ჟღარუნით შეხვდნენ,
რადგან ჰანას ცალ ხელში ქვაბი ეჭირა, მეორეში – ქვაბის
თავსახური და ქვაბ-თავსახურიანადვე შემოჰკრა ტაში.
– რას შვრება პატარა დედა? სად არიან ყველანი? ჩამოს-
ვლამდე რატომ არ გამაგებინეთ? – ხმამაღალი ჩურჩულით
დაიწყო ლორიმ.

87 მკითხველთა ლიგა
– სიხარულით მეცხრე ცაზეა, საყვარელი! დიდიან--
პატარიანათ მაღლა არიან და ახტაცებით აღარ იციან, რა
ქნან. თქმით იმიტო არ გითხარით, რო აქ ქარიშხლები არა
გვჭირია. ეხლა შენ სასტუმროში შედი და მე კი იმათ ჩამოგიგ-
ზავნი, – ამ, ცოტა არ იყოს, არეულ-დარეული პასუხით გაუჩი-
ნარდა ჰანა და თანაც აღტაცებით ჩაიხითხითა.
ცოტა ხანში ჯო გამოჩნდა. ამაყად მოაბრძანებდა დიდ ბა-
ლიშზე დასვენებულ ფლანელის შეკრულას. სახე სერიოზული
ჰქონდა, მაგრამ თვალები უციმციმებდა და ხმაში რაღაც უც-
ნაური ბგერები გამოუკრთოდა – თითქოსდა ძლივძლივობით
შეკავებული გრძნობა.
– თვალები დახუჭე და ხელები გამომიწოდე, – მაცდურად
უთხრა ლორის.
ბიჭი საჩქაროდ წავიდა უკან-უკან, კუთხეში მიიკუნჭა და
ხელები მუდარით წაიღო ზურგს უკან:
– არა, გმადლობ. ჯობს, არ ავიყვანო, თორემ აუცილებ-
ლად დამივარდება.
– არ აიყვან და – შენს დისშვილსაც ვერ ნახავ, – მტკიცედ
გამოუცხადა ჯომ და თითქოსდა წასასვლელად შეტრიალდა.
– კარგი, კარგი! ოღონდ რამე რომ მოხდეს, შენი ბრალი
იქნება, – ლორიმ ბრძანებისამებრ ვაჟკაცურად დახუჭა თვა-
ლები და ხელებზე რაღაც დაადეს. მეორე წამს ჯოს, ემის, მი-
სის მარჩის, ჰანასა და ჯონის ერთობლივმა ხარხარმა თვალე-
ბი გაახელინა და დაინახა, რომ ერთის ნაცვლად ორი ჩვილი
ეჭირა.
რა გასაკვირია, რომ იცინოდნენ: ლორის ისეთი კომიკური
სახე ჰქონდა, ვინ არ დაიკრუნჩხებოდა სიცილით: იდგა და გა-
ცეცებული ხან არხეინად მწოლიარე უმანკო ჩვილებს დაჰყუ-

88 მკითხველთა ლიგა
რებდა და ხან მოხარხარე მაყურებლებს, თანაც ისე შეძრწუ-
ნებული, რომ ჯო ჩაიკეცა და აკივლდა.
– იუპიტერის მადლმა, ტყუპია! – ერთი წუთის განმავლო-
ბაში სხვა ვერაფერი ამოღერღა ლორიმ, მერე კი მუდარით,
სასაცილო და, იმავდროულად, შესაბრალისი იერით მიუბ-
რუნდა ქალებს და დაუმატა, – დროზე გამომართვით, რომე-
ლიმემ! თორემ მეცინება და იცოდეთ, დამიცვივდებიან.
ჯონმა იხსნა თავისი პაწიები, ორივენი თითო ხელში
დაიჭირა და ისე დასცა ოთახში ბოლთა, თითქოს უკვე ზიარე-
ბოდა ბავშვის მოვლის საიდუმლოებებს, ლორიმ კი იმდენი
იცინა, სანამ ლოყებზე ღვარად არ დაედინა ცრემლები.
– ეს სეზონის ყველაზე კარგი ხუმრობაა, არა? თავიდანვე
იმიტომ არ გითხარი, რომ გადაწყვეტილი მქონდა, სიურ-
პრიზს მოვუწყობ-მეთქი და ჩემს თავს უნდა მივულოცო: გამო-
მივიდა, – თქვა ჯომ მას მერე, რაც სული მოითქვა.
– რაც თავი მახსოვს, ასე არ დავრეტიანებულვარ. რა სასა-
ცილოა, არა? ბიჭები არიან? რას არქმევთ? აბა, ერთიც შემა-
ხედეთ. ხელი შემაშველე, ჯო, თორემ, მე და ჩემმა ღმერთმა,
ამდენს ვეღარ ვუძლებ, – მიუგო ლორიმ და ისე დააკვირდა
ბავშვებს, როგორც დიდი, გულკეთილი ნიუფაუნდლენდი –
ორ ციცქნა კნუტს.
– გოგო და ბიჭი. რა ლამაზები არიან, არა? – ამაყად თქვა
მამამ და ისეთი გაცისკროვნებული ღიმილით დააცქერდა პა-
ტარა, წითელ, სახედამანჭულ არსებებს, თითქოს შეუბუმბლა-
ვი ანგელოზები არიანო.
– თვალით არ მინახავს ამათნაირი მშვენიერი ბავშვები.
რომელი რომელია? – და ლორი ოწინარივით დაიხარა სას-
წაულებრივი ჩვილების დასათვალიერებლად.

89 მკითხველთა ლიგა
– ემიმ ბიჭს ცისფერი ლენტი შემოახვია, გოგოს – ვარდის-
ფერი, ფრანგული მოდაა, ჰოდა, მუდამ გაარჩევ. თანაც, ერთს
ცისფერი თვალები აქვს, მეორეს – თაფლისფერი. აკოცე, ბი-
ძია ტედი, – უთხრა ონავარმა ჯომ.
– ვაითუ, არ მოეწონოთ, – შეჭოჭმანდა ლორი, თუმცა, სა-
ზოგადოდ, ასეთ საქმეებში მორიდება არ სჩვეოდა.
– როგორ არ მოეწონებათ, უკვე მიჩვეულები არიან. აბა,
რაღას ელით სერ? – ჩააცივდა ჯო იმის შიშით, ვაითუ ლორიმ
მითხრას, კოცნას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით გა-
დავცემო.
ლორი დაიჭყანა და ფრთხილად შეახო ტუჩები ჯერ ერთ
პაწია ლოყას და მერე – მეორეს, რასაც ისევ სიცილი მოჰყვა,
ბავშვები კი აჭყლოპინდნენ.
– აჰა, ხომ ვიცოდი, არ მოეწონებოდათ! ეს, ალბათ, ბიჭია,
უყურე, წიხლებს როგორ იქნევს და მუშტებსაც დიდივით იღე-
რებს. ყური მიგდე, პატარა ბრუკ, გირჩევნია, შენი ზომის კაცს
შეერკინო, კარგი? – აღტაცებაში მოვიდა ლორი, როცა უმიზ-
ნოდ ასავსავებული პაწია მუშტი მოხვდა სახეში.
– მაგას ჯონ ლორენსს ვარქმევთ, გოგოს კი – მარგარეტს,
დედისა და დიდედის პატივსაცემად. შინ დეიზის დავუძახებთ,
რომ ორი მეგი არ გვყავდეს, ბიჭუკელას კი – ჯეკს, თუ რამე
უკეთესი ვერ მოვუფიქრეთ, – დეიდისეული ინტერესით თქვა
ემიმ.
– დემიჯონი42 დაარქვით, შემოკლებით – დემი, – ურჩია
ლორიმ.
– დეიზი და დემი: უკეთესი რა უნდა იყოს! ვიცოდი, ტედი
მოიფიქრებდა! – ტაში შემოჰკრა ჯომ.

42 დემიჯონი – ნახევარჯონი
90 მკითხველთა ლიგა
ტედიმ მართლაც კარგად მოიფიქრა და ბავშვებს მას მერე
დეიზისა და დემის ეძახდნენ.

91 მკითხველთა ლიგა
თავი მეექვსე
ვიზიტები

– წამო, ჯო, დროა.


– სად მივდივართ?
– არ მითხრა, რომ დაგავიწყდა, რასაც დამპირდი: დღეს
ვიზიტად ექვს ადგილას წამოგყვებიო!
– ცხოვრებაში ათასი წინდაუხედაობა და სისულელე მიქ-
ნია, მაგრამ არა მგონია, ისე დამეკარგა ჭკუა, რომ მეთქვა,
ერთ დღეში ექვსგან მივალ ვიზიტად-მეთქი, როცა ერთი ვიზი-
ტიც კი მთელი კვირით მაგდებს კალაპოტიდან.
– დიახაც, რომ დამპირდი! მე და შენ ხომ მოვრიგდით: მე
ჩემს პასტელს დაგიმთავრებდი – ბეთის პორტრეტს – შენ კი
წესიერად წამომყვებოდი და მეზობლებს საპასუხო ვიზიტე-
ბით ჩამოვუვლიდით.
– თუ დარი იქნებაო, ასე ეწერა თამასუქში,43 ჰოდა, გადა-
ვიხდი, რაც თამასუქით მაკისრია, შაილოკ44, მაგრამ აი, აღ-
მოსავლეთით ღრუბლები შეყრილა, დარი არ არის და არსა-
დაც არ წამოვალ.

43 თამასუქი – საგანგებო ხელწერილი გარკვეულ ვადაში ვალის გადახ-


დის შესახებ
44 შაილოკი – ებრაელი მევახშე, პერსონაჟი უილიამ შექსპირის პიესიდან

„ვენეციელი ვაჭარი“
92 მკითხველთა ლიგა
– რას ეშმაკობ?! მშვენიერი დღეა, წვიმას არ აპირებს და
შენც საამაყოდ გაქვს, სიტყვას არ გადავდივარო! ჰოდა, მეცი
პატივი, წამოდი, შეასრულე, რაც გავალია და მერე ექვსი თვე
შენს ნებაზე იქნები.
იმ წუთს ჯო ხელსაქმეში იყო ჩაფლული, რადგან მთელ
ოჯახს ის უკერავდა მანტოებს და თავის მოსაწონად ჰქონდა,
რომ ნემსსაც ისე მარჯვედ ხმარობდა, როგორც კალამს. ძა-
ლიან გაღიზიანდა, პირველი მოზომება რომ შეაწყვეტინეს და
უბრძანეს, მოირთე, მოიკაზმე და ივლისის ხვატში ვიზიტებზე
გაემართეო. ვერ იტანდა ვერანაირ ოფიციალურ ვიზიტს და
მუდამ თავს არიდებდა, თუკი ემი არ გახდიდა იძულებულს –
ან წინასწარ არ მოურიგდებოდა ან არ მოქრთამავდა და ან
დაპირებას არ გამოსტყუებდა. იმჟამად თავს ვერ დაიძვრენ-
და, ამიტომაც ბრაზით გააღრჭიალა მაკრატელი, თან კი გა-
მოაცხადა, ჰაერში ჭექა-ქუხილს ვგრძნობო, გადადო საკერა-
ვი, მორჩილად წამოკრიფა შლაპა და ხელთათმანი და ემის
უთხრა, მსხვერპლი მზად გახლავსო.
– ჯო მარჩ, ისეთი ურჯუკი ხარ, წმინდანსაც კი გააცეც-
ხლებ! იმედია, ვიზიტებზე ამ ტანსაცმლით არ აპირებ წამოს-
ვლას! – შეჰკივლა ემიმ და გაოგნებულმა აათვალიერ--
ჩაათვალიერა.
– რატომაც არა? სუფთად მაცვია, არ მცხელა და თავს მო-
ხერხებულად ვგრძნობ. ზედგამოჭრილია სიცხეში, მტვრიან
გზაზე სასიარულოდ. თუ ხალხს ჩემი ტანსაცმელი უფრო აინ-
ტერესებს, ვიდრე მე თვითონ, რად მინდა მაგათი ნახვა. მო-
დი, ჩემს მაგივრადაც შენ გამოიპრანჭე და ისეთი ელეგანტუ-
რი იყავი, როგორიც გაგიხარდება. შენ გსიამოვნებს შენი
მოხდენილობა, მე – არა, და ფურჩალებიც ხელს თუ მიშლის,
თორემ არაფრად მარგია.
93 მკითხველთა ლიგა
– ეს რა თქვა! – ამოიხვნეშა ემიმ, – შეჯდა ჯორზე და სანამ
წესიერად გამოვაწყობ, ჭკუიდან გადამიყვანს. ეჭვიც არ მეპა-
რება, დღევანდელი ვიზიტებით დიდად ვერ ვისიამოვნებ, მაგ-
რამ ეგ ვიზიტები ჩვენი მოვალეობაა საზოგადოების წინაშე
და ჩვენ გარდა ვერც ვერავინ გადაიხდის. რაც გინდა, მთხო-
ვე, ჯო, ოღონდ ლამაზად ჩაიცვი, წამოდი და მომეხმარე, მო-
მახდევინე ეს თავაზიანობის ვალი. როცა მოინდომებ ხოლმე,
ლაპარაკითაც კარგად ლაპარაკობ, არისტოკრატიულიც ჩან-
ხარ შენს საუკეთესო ტანსაცმელში და ქცევითაც ისე საამუ-
რად იქცევი, რომ მეამაყები. მეშინია მარტო წასვლის. მოდი,
წამომყევი და მომხედე.
– ოჰ, შე ეშმაკის ფეხო! დამდგარხარ აქ და რაც ძალი და
ღონე გაქვს, ექლესები და ეპირფერები გაბრაზებულ უფროს
დას. მაშ, მე არისტოკრატიულიც ვარ და თავის დაჭერაც ვიცი
და შენ კი მარტო წასვლისა გეშინია არა? ერთიმეორეზე
უარესი სისულელე! კარგი, წამოვალ, თუ სავალდებულოა და
რაც შემეძლება, კარგად მოვიქცევი. ლაშქრობას შენ უმე-
თაურებ, მე კი ბრმად დაგემორჩილები. დაგაკმაყოფილებს?
– ერთბაშად მიატოვა ჯიუტობა ჯომ და კრავივით მორჩილი
გახდა.
– ნამდვილი ქერუბიმი ხარ! აბა, ჩაიცვი, რაც საუკეთესო
გაქვს, მე კი გეტყვი, სად როგორ მოიქცე, რომ კარგი შთაბეჭ-
დილება მოახდინო მასპინძლებზე. მინდა, ყველას მოეწონო
და მოეწონები კიდევაც, თუკი მოინდომებ და ცოტა თავა-
ზიანად მოიქცევი. თმა ლამაზად დაიყენე და კაპორზე ვარ-
დისფერი ვარდი მიიმაგრე, გიხდება. უმაგისოდ მაგ შენს სადა
კოსტიუმში ძალიან მკაცრი შესახედაობა გაქვს. თხელი ხელ-
თათმანი აიღე და დაქარგული ცხვირსახოცი. მეგსაც შევუვ-

94 მკითხველთა ლიგა
ლით და თეთრ ქოლგას ვენათხოვრებით. შენ ჩემს მტრედის-
ფერს დაიკავებ.
ემი იცვამდა და გზადაგზა განკარგულებებს იძლეოდა, ჯოც
უჯერებდა, თუმცა თან მაინც ეწინააღმდეგებოდა: ოხვრით ჩა-
იცვა ახალი ორგანდის კაბა, მოიღუშა, როცა უზადოდ გა-
მოიბანტა კაპორის ლენტები, გამწარებით შეებრძოლა ქინ-
ძისთავებს საყელოს დამაგრებისას, ნაოჭებით დაიღარა შუბ-
ლი, როცა ცხვირსახოცს კეცავდა, რომლის ნაქარგიც ისევე
უღიზიანებდა ცხვირს, როგორც მომავალი მისია უშლიდა
ნერვებს, ხოლო როცა ხელები ძლივძლივობით ჩაატია სამ-
ღილიან და ფოჩიან ხელთათმანში (ფოჩი ელეგანტურობის
ბოლო შტრიხი იყო), ილაჯგამოლეული მიუბრუნდა ემის და
მორჩილად უთხრა:
– შავ დღეში ვარ, მაგრამ თუ შენი გაგებით ხალხში ჩემი
გამოჩენა შეიძლება, ბედნიერი დავლევ სულს.
– დიახაც, რომ მშვენივრად გამოიყურები. აბა, ნელა დატ-
რიალდი, რომ გულდასმით დაგათვალიერო.
ჯო დატრიალდა. ემიმ რაღაც-რაღაცები შეუსწორ--
შემოუსწორა, მერე კი უკან დაიხია, თავი გვერდზე გადახარა
და მოწყალედ შენიშნა:
– არა გიშავს. თავი ისეთი გაქვს, უკეთესს ვერც ვინატრებ:
ეგ თეთრი კაპორი თავისი ვარდით მართლაც რომ მომაჯა-
დოებელია. მხრები გაასწორე, ხელებიც მსუბუქად გეჭიროს,
მერე რა, რომ ხელთათმანი გიჭერს! ერთი რამე კი მართლაც
კარგად გამოგდის: შალის ტარება. მე ვერ ვახერხებ, შენს და-
ნახვას კი არაფერი სჯობს და ძალიან მიხარია, რომ პაპიდა
მარჩმა ეგ მშვენიერი შალი გაჩუქა. უბრალოა, მაგრამ ლამა-
ზი, იდაყვის დაბლა ნაკეცები ხომ მხატვრულია და მხატვრუ-
ლი. პელერინის შუა ხაზი გვერდზე ხომ არ მომექცა? კაბის
95 მკითხველთა ლიგა
კალთა თანაბრად მაქვს აკეცილი და დამაგრებული? მინდა
ფეხსაცმელი გამომიჩნდეს, იმიტომ რომ, ცხვირისგან გან-
სხვავებით, ფეხები კოხტა მაქვს.
– მშვენიერება ხარ და მარადიული სიხარული45, – თქვა
ჯომ, ხელის მტევნები მოამრგვალა, მცოდნის იერით გახედა
ოქროსფერ თმაზე მოელვარე ცისფერ ბუმბულს, – მე რო-
გორღა მოვიქცე, მემ: ჩემი საუკეთესო კაბის კალთა მტვერში
ვათრიო თუ თქვენსავით ავიკეცო?
– სიარულის დროს წამოიწიე და სადმე რომ შევალთ, ჩა-
მოუშვი. შლეიფიანი კაბა გხატავს და უნდა ისწავლო, როგორ
მოიხდინო შლეიფით სიარული. ცალი მანჟეტი ბოლომდე არ
შეგიკრავს. იცოდე, სრულყოფილად ჩაცმული ვერ გამოჩნდე-
ბი, თუ პატარა დეტალებს არ მიაქციე ყურადღება, რადგან
ერთიანობაში სწორედ მათი წყალობით იქმნება სასიამოვნო
იერი.
ჯომ ამოიხვნეშა, რის ვაივაგლახით გაიხსნა ხელთათმანის
ღილები და მანჟეტს მიხედა. ბოლოს ორივე და გამოეწყო,
ნარნარად გაუყვა გზას. ისეთი შესახედავები იყვნენ, „ავ
თვალს არ დაენახებოდნენ“, – ასე თქვა ზედა სართულის
ფანჯარაში გადმოკიდებულმა ჰანამ და მიმავლებს თვალი
გააყოლა.
– მისმინე, ჯო, საყვარელო: ჩესტერები, თავიანთი აზრით,
ძალიან დახვეწილი ხალხია, ჰოდა მინდა, რაც შეგიძლია
კარგად მოიქცე. არც მკვახე შენიშვნები გამოთქვა, არც უც-
ნაური ჩაიდინო რამე, კარგი? უბრალოდ, აუღელვებლად,

45მშვენიერება ხარ და მარადიული სიხარული – პერიფრაზი ინგლისელი


რომანტიკოსი პოეტის ჯონ კიტსის (1795–1821) ლექსიდან „მშვენიერე-
ბა“: „მშვენიერება მარადიული სიხარულია“
96 მკითხველთა ლიგა
თავშკავებულად და წყნარად გეჭიროს თავი, მაგით არც არა-
ფერი დაგიშავდება და ლედის შესაფერისი საქციელიც გამო-
გივა. თხუთმეტ წუთს46 როგორმე გაძლებ, – დაარიგა ემიმ,
როცა პირველ სახლს მიუახლოვდნენ მას მერე, რაც თეთრი
ქოლგა ინათხოვრეს და თითო ხელში თითო ბავშვატატებულ-
მა მეგმა ყოველი მხრით დაათვალიერა დები.
– დამაცა, ვიფიქრო: „აუღელვებლად, თავშეკავებულად
და წყნარად“... ჰო, მაგის პირობას, მგონი, მოგცემ. სცენაზე
მითამაშია თავდაჭერილი ყმაწვილი ლედი და ახლაც მოვირ-
გებ მაგ როლს. ნახავ, რამოდენა მსახიობური ნიჭის პატრო-
ნიცა ვარ, ასე რომ გული საგულეს გქონდეს, ჩემო პატარავ.
ემის შეეტყო, რომ დამშვიდდა, მაგრამ ვერაგმა ჯომ სიტ-
ყვაზე დაიჭირა და პირველი ვიზიტის განმავლობაში მუხლებ-
მიტყუპებულს, ხელები კალთაში ეწყო; მშვიდად იჯდა, კაბის
კალთა თანაბარ ნაკეცებად ელაგა და აუღელვებელი იყო, ვი-
თარცა ზაფხულის ზღვა, ცივი, ვითარცა ნამქერი და მდუმარე,
ვითარცა სფინქსი. ამაოდ ჩამოაგდო ლაპარაკი მისის ჩეს-
ტერმა მის „მშვენიერ რომანზე“, ამაოდ ახსენეს მის ჩესტე-
რებმა წვეულებები, პიკნიკები, ოპერა თუ მოდა. პასუხად მხო-
ლოდ ღიმილი, თავის დაკვრა და თავშეკავებული „დიახ“ ან
„არა“ მიიღეს. ამაოდ ანიშნებდა ემი, ილაპარაკეო, ცდილობ-
და საუბარში ჩაერთო და ჩუმ-ჩუმად ფეხსაც ჰკრავდა. ჯო ისე
იჯდა, თითქოს ვერაფერს ხვდებაო და მის ქცევას ზედმიწევ-
ნით შეესატყვისებოდა მოდის47 სახის აღწერილობა: „ცივი
სისწორე და ბრწყინვალე სიცარიელე“.

46 თხუთმეტ წუთს – თავაზიანობის ვიზიტი, ჩვეულებრივ, 15 წუთს გრძელ-


დებოდა
47 მოდი – ალფრედ ტენისონის (1809-1892) პოემა „მოდის“ პერსონაჟი

97 მკითხველთა ლიგა
– რა ქედმაღალი და უინტერესო ვინმეა ეს უფროსი მის
მარჩი! – საუბედუროდ, ხმამაღლა გაისმა რომელიღაც ლე-
დის შენიშვნა, როცა სტუმრებმა კარი გაიხურეს. სანამ შემო-
სასვლელს გაივლიდნენ, ჯოს უხმოდ ეცინებოდა, სამა-
გიეროდ ემი იყო უკმაყოფილო იმით, რომ მისი დარიგება
წყალში ჩაიყარა და, ბუნებრივია, ყველაფერი ჯოს დააბრალა.
– ასე გაიგე ჩემი სიტყვები? მე მხოლოდ ის მინდოდა, ღირ-
სეულად და თავდაჭერილად მოქცეულიყავი, შენ კი გახევდი
და გაქვავდი! ეცადე, ლემებთან გულღიად მოიქცე: სხვა გო-
გოებივით ილაპარაკე, ვითომ კაბებიც გაინტერესებს, ფლირ-
ტიც და ყველაფერიც, რა სისულელეზეც გინდა ჩამოვარდეს
ლაპარაკი. საუკეთესო საზოგადოებაში ტრიალებენ და ჩვენ-
თვის ძალიან ფასეულია მაგათთან ნაცნობობა. არასდიდე-
ბით არ მინდა, ცუდი შთაბეჭდილება მოვახდინოთ.
– ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროა. ვილაქლაქებ, ვიხით-
ხითებ და რაზეც გინდა, ყველაფერზე შევძრწუნდები ან აღტა-
ცებაში მოვალ. ეს როლი უფრო მომწონს და „მომხიბლავ გო-
გონას“ რომ ეძახიან, იმას განვასახიერებ. მშვენივრად გამო-
მივა, იმიტომ რომ ნიმუშად მეი ჩესტერს ავიღებ და კიდევაც
გადავაჭარბებ. აი, ნახავ, ლემებმა თუ არ თქვეს, რა ცოცხა-
ლი, საყვარელი არსება ყოფილა ეს ჯო მარჩიო!
ემი აფორიაქდა და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან თუ ჯო
პამპულაობას დაიწყებდა, არავინ იცოდა, სადამდე გაუტევდა.
ერთ რამედ ღირდა ემის სახის დანახვა, როცა თვალი გააყო-
ლა, როგორ შექროლდა მისი და კიდევ ერთ სასტუმრო
ოთახში, აღტაცებით დაკოცნა ყმაწვილი ქალბატონები, თავა-
ზიანი ღიმილი მიაფრქვია ყმაწვილ ჯენტლმენებს და ისე ცოც-
ხლად ჩაერთო საუბარში, რომ მაყურებლები გაოგნებულები
დატოვა. ემის მისის ლემი დაეპატრონა, რომელსაც ძალიან
98 მკითხველთა ლიგა
მოსწონდა და ემი იძულებული გახდა, მის ლუკრეციას ბო-
ლოდროინდელი ავადმყოფობის გრძელი ანგარიში ესმინა,
სანამ სამი მომხიბლავი ყმაწვილი ჯენტლმენი იქვე ტრიალებ-
და პაუზის მოლოდინში, რომ მიქანებულიყვნენ და ემი გამო-
ეხსნათ. ასეთ მდგომარეობაში ემი ვერ ახერხებდა, თვალყუ-
რი ედევნებინა ჯოსთვის, რომელიც თითქოს წერას აეტანა და
მისის ლემზე არანაკლებ თავდავიწყებით ქაქანებდა. გარშე-
მო უკვე ბევრი ხალხი შემოხვეოდა და ემიმ ყურები ცქვიტა,
გავიგონო, რა ხდებაო, რადგან ფრაზების ნაწყვეტებმა ცნო-
ბისმოყვარეობით აავსო, ხოლო წარამარა წამსკდარმა სი-
ცილმა – დანარჩენებთან ერთად გართობის წადილით.
იოლად მიხვდებით, რა სატანჯველში ჩავარდა აი, ასეთი სა-
უბრის ნაწყვეტის გაგონებაზე:
– ბრწყინვალედ ჯირითობს. ვინ ასწავლა?
– არავინ. ხეზე ძველი უნაგირი ჩამოაბა და იმით ისწავლა
ასვლაც, სადავეების ჭერაცა და წონასწორობის შენარჩუნე-
ბაც. ახლა, რომელზეც გინდათ, იმ ცხენზე იჯირითებს, იმიტომ
რომ შიში რა არის, არ იცის. მეზობელ საჯინიბოში იაფად
მიაქირავებენ ხოლმე ცხენებს, რაკი ქალის უნაგირით
სიარულში წვრთნის. ისე უყვარს ცხენზე ჯდომა, ხშირად ვეუბ-
ნები, თუ სხვა არაფერი გამოგივიდა, ცხენების მხედნავი გა-
მოხვალ და ლუკმა პური არ გაგიჭირდება-მეთქი.
ამ შემზარავი სიტყვების გაგონებაზე ემიმ ძლივს შეიკავა
თავი, რადგან გამოდიოდა, რომ ერთი თავქარიანი ვინმე
იყო, არადა სწორედ ასეთი ხალხი სძაგდა, თუ სძაგდა. მაგ-
რამ რა ექნა? მოხუცი ლედი შუა ლაპარაკში იყო და სანამ
სათქმელს მოამთავრებდა, ჯომ ისევ გაუტია, უფრო და უფრო
სასაცილო ამბებს იხსენებდა და გზადაგზა უფრო და უფრო
საშინელი შეცდომები მოსდიოდა.
99 მკითხველთა ლიგა
– დიახ, იმ დღეს ემის დანა პირს არ უხსნიდა, იმიტომ რომ
რაც კი რიგიანი პირუტყვი იყო, წაეყვანათ და სამიღა დაუხ-
ვდა: ერთი – კოჭლი, მეორე – ბრმა და მესამე კი ისეთი ოჩა-
ნი, რომ სანამ პირს ტალახით არ ამოუგლესდი, ადგილიდან
ფეხს არ მოიცვლიდა. სასეირნოდ თუ მიდიხარ, ასეთი ცხენით
უნდა წახვიდე, არა?
– მერე, რომელი აირჩია? – სიცილით ჰკითხა ერთმა ჯენ-
ტლმენმა, რომელიც სიამოვნებით უსმენდა ჯოს.
– არცერთი. გაგონილი ჰქონდა, მდინარის აყოლებით,
ერთ ფერმაში ახალგაზრდა ცხენი ჰყავთო და თუმცა ზედ ქა-
ლი არასოდეს მჯდარიყო, ემიმ მაინც გადაწყვიტა, ბედი ეცა-
და, იმიტომ რომ ის ცხენი ლამაზი და ფიცხი გამოდგა. რომ
იცოდეთ, რა ამბები დაატრიალა! ჯერ იყო და, უნაგირთან
ცხენის მომყვანი არავინ გამოჩნდა, ჰოდა, ადგა და უნაგირი
მიიტანა ცხენთან. ჩემი საყვარელი გოგო! ჯერ ნავით გა-
დაიტანა მდინარეზე, მერე შემოიდო თავზე, ასე შებრძანდა
საჯინობოში და საჯინიბოს ბებერი პატრონი სახტად დატოვა.
– და იმ ცხენით იჯირითა?
– იჯირითა კიდეც და კარგადაც გაერთო. ვფიქრობდი, შინ
ნაწილ-ნაწილ მოასვენებენ-მეთქი, მაგრამ ცხენს მშვენივრად
მოერია და მთელი შეკრების სული და გული იყო.
– გამბედაობაც ასეთი უნდა! – მოწონებით გახედა ემის
ყმაწვილმა მისტერ ლემმა და იქვე გაიფიქრა, ნეტავი რას ეუბ-
ნება დედაჩემი ასეთს, რომ გააწითლა და შეაცბუნაო.
წუთიც და ემი წინანდელზე მეტად გაწითლდა და შეცბუნ-
და, როცა ლაპარაკი, მოულოდნელად, ჩაცმა-დახურვაზე გა-
დავიდა. ერთმა ყმაწვილმა ლედიმ ჰკითხა ჯოს, სად იყიდეთ
ის ლამაზი ბაცი ყვითელი შლაპა, პიკნიკზე რომ გეხურათო
და სულელმა ჯომ, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, ამა და ამ მაღა-
100 მკითხველთა ლიგა
ზიაში ვიყიდე ორი წლის წინათო, ადგა და ყოვლად უსარგებ-
ლო ალალმართლობით მოჰყვა:
– უჰ, ეგ ემიმ შეღება. ლამაზ ფერებს სად იშოვი, ჰოდა,
ჩვენ თვითონვე ვღებავთ, რა ფერადაც მოგვინდება. მართლა
რომ დიდი საშველია მხატვარი და!
– რა ორიგინალურად მოუფიქრებია, არა? – წამოიძახა
მის ლემმა, რომელსაც ჯო ძალზე თავშესაქცევ ვინმედ ეჩვე-
ნა.
– ეგ კიდევ არაფერი! რომ იცოდეთ, რა ბრწინვალე აზრები
მოსდის ხოლმე. სალის ქორწილისთვის ცისფერი ფეხსაცმე-
ლი სჭირდებოდა, ჰოდა, ადგა და ძველი თეთრი ფეხსაცმელი
შეღება უმშვენიერეს ლაჟვარდისფრად. ისეთი კარგი გამოვი-
და, ატლასისა გეგონებოდათ, – დაუმატა ჯომ და შეეტყო, აშ-
კარად ეამაყებოდა დის ტალანტები. ამან ისე გააცეცხლა ემი,
რომ იგრძნო, დიდი სიამოვნებით ჩასცხებდა ჯოს თავისი სა-
ვაზიტო ბარათების ჩანთას.
– ამას წინათ თქვენი მოთხრობა წავიკითხეთ და ძალიან
ვისიამოვნეთ, – შენიშნა უფროსმა მის ლემმა – უნდოდა ქა-
თინაური ეთქვა ლიტერატორი ქალისთვის, რომელიც, უნდა
გამოვტყდეთ, რომ იმ წუთს არაფრით მოგაგონებდათ ლიტე-
რატორს.
თავის „ნაწარმოებთა“ ყოველი ხსენება ცუდად მოქმედებ-
და ჯოზე: ან მოიქუშებოდა და შეურაცხყოფილ იერს დაიდებ-
და ან კი მკვახედ ააგდებდა სიტყვას ბანზე, როგორც ახლა
ქნა:
– აფსუს, რომ წასაკითხად უკეთესი ვერაფერი გიპოვიათ.
იმ სისულელეს იმიტომ ვწერ, რომ იოლად იყიდება და უბრა-
ლო ხალხს მოსწონს. ამ ზამთარს ნიუ-იორკში ხომ არ მიბ-
რძანდებით?
101 მკითხველთა ლიგა
რაკი მისის ლემმა თქვა, მოთხრობით „ვისიამოვნეო“, ჯოს
გამოსვლა არც თავაზიანობას ნიშნავდა და არც – მადლიერე-
ბას. ჯო მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას, მაგრამ იმის შიშით,
საქმე უფრო არ წავახდინოო, ერთბაშად გაახსენა თავის
თავს, რომ სწორედ მას მართებდა ემისთვის თქმა, ვიზიტი
დამთავრებულიაო და უთხრა კიდევაც, ოღონდ ისე მოულოდ-
ნელად, რომ იქ მყოფ სამ ადამიანს სიტყვა პირზე შეაშრა.
– ემი, წასვლის დროა. ნახვამდის ჩემო კარგო, აუცილებ-
ლად მოდი და გვნახე. ერთი სული გვაქვს, როდის გვესტუმ-
რები. თქვენ დაპატიჟებას ვერ შემოგკადრებთ, მისტერ ლემ,
მაგრამ თუ მობრძანდებით, რა გული მომცემს, რომ დაგით-
ხოვოთ.
და ჯომ ამ ლაპარაკში ისე სასაცილოდ მიბაძა მერი ჩესტე-
რის გრძნობამორეულ სტილს, რომ ემი ფაცხაფუცხით გავარ-
და ოთახიდან, რადგან სიცილ-ტირილი მოერია და თავს
ძლივძლივობით იკავებდა.
– აბა, ხომ კარგად გამომივიდა? – კმაყოფილი იერით
ჰკითხა ჯომ, როცა ლემების სახლს მოშორდნენ.
– უარესს ვერაფერს იზამდი, – მთლად გააცამტვერა ემიმ,
– რა გეტაკა, რამ მოგაყოლა ჩემი უნაგირის, შლაპებისა და
ფეხსაცმელების ამბები და კიდევ რა აღარ?!
– რა მოხდა? სასაცილოა და ხალხი ხალისობს. ისედაც
იციან, ღარიბები რომ ვართ, ჰოდა, რა საჭიროა, თვალში
მტვერი ვაყაროთ, ვითომ გრუმები48 გვყავდეს ან სეზონზე
სამ-ოთხ შლაპას ვყიდულობდეთ და ისე იოლად გვეძ-
ლეოდეს რამე, როგორც თვითონ ეძლევათ.

48გრუმი – მსახური, რომელიც ცხენით ახლავს მხედარს ან ზის ეკიპაჟის


კოფოზე
102 მკითხველთა ლიგა
– მაინც არ ღირს, რომ მოდგე, ჩვენი პატარ-პატარა ეშმა-
კობები გადმოულაგო და ჩვენი სიღარიბე გამოუმზეურო. ნამ-
დვილი სიამაყის ნატამალი არ მოგეძევება, შენს დღეში ვერ
ისწავლი, როდის დააჭირო ენას კბილი და როდის ილაპარა-
კო, – სასოწარკვეთით დაასრულა ემიმ.
საწყალი ჯო სახტად დარჩა და ხეშეში ცხვირსახოცი უჩუმ-
რად გაიხახუნ-გამოიხახუნა ცხვირის წვერზე, თითქოს ცუდი
საქციელისთვის თავს ისჯისო.
– აქ როგორღა მოვიქცე? – იკითხა, როცა მესამე სახლს
მიადგნენ.
– როგორც გაგიხარდება. მე ხელები დამიბანია, – მოუჭრა
ემიმ.
– მაშ, თავს გავირთობ. ბიჭები შინ არიან და მშვენივრად
გავატარებთ დროს. ღმერთმანი, მართლა მჭირდება რაღაც
ცვლილება: ელეგანტურობა ცუდად მოქმედებს ჩემს ორგა-
ნიზმზე, – პირქუშად მიუგო ჯომ, რომელსაც გუნება წაუხდა,
რაკი ემის ვერ აამა.
თუმცა, სამი ყმაწვილი და რამდენიმე პატარა ბიჭუნა ისე-
თი აღტაცებით შეეგებნენ, რომ ჯოს აქოჩრილი ბუმბული
დაულაგდა, ემი დიასახლისისა და სტუმრად მყოფი მისტერ
ტიუდორის გამრთობად დატოვა, თვითონ კი ოჯახის ახალ-
გაზრდა წევრებისთვის გადადო თავი და ამ ცვლილებით
დიახაც, რომ გულს მოეფონა. დიდი ინტერესით მოისმინა
უნივერსიტეტის ამბები, უდრტვინველად ეალერსა პოინტე-
რებსა და პუდელებს, გულით დაეთანხმა ბიჭებს, „ტომ
ბრაუნი49 ნაღდი ძმააო“, თუმცა ეს ხოტბა მთლად რიგიანი

49ტომ ბრაუნი – ინგლისელი მწერლის ტომას ჰიუზის (1823–1896) წიგნე-


ბის „ტომ ბრაუნის მოწაფეობის წლები“ და „ტომ ბრაუნი ოქსფორდში“
103 მკითხველთა ლიგა
ფორმით არ გამოუხატავთ და როცა რომელიღაც ბიჭმა თავი-
სი კუებიანი აკვარიუმის სანახავად მიიპატიჟა, ისეთი ხალი-
სით წაჰყვა, რომ ოჯახის დიასახლისმა ღიმილით გაადევნა
თვალი და ჩაჩი შეისწორა, რომელიც სავალალოდ შელახუ-
ლიყო მას მერე, რაც ჯო დედაშვილურად ჩაეხუტა – მართა-
ლია, მოუხეშავად, მაგრამ სიყვარულით, რაც იმაზე უფრო ეძ-
ვირფასა კეთილ ქალბატონს, ვიდრე შთაგონებით აღსავსე
რომელიმე ფრანგი ქალის ხელით შექმნილი ვარცხნილობა.
ემიმ ნებას მიუშვა ჯო, თვითონ კი ისეთ დროსტარებას მიჰ-
ყო ხელი, მის სულსა და გულს რომ ეამებოდა. მისტერ
ტიუდორის ბიძას მავანი ინგლისელი ლედი ჰყავდა ცოლად,
რომელიც მავანი ნამდვილი ლორდის გარე ბიძაშვილი იყო
და ემი დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მთელ ოჯახს, რად-
გან მიუხედავად ამერიკული წარმოშობისა და აღზრდისა, მა-
ინც ის მოწიწება ჰქონდა ტიტულების მიმართ, რაც ჩვენ შო-
რის საუკეთესოთაც კი თან სდევს – ის ოდინდელი რწმენა მე-
ფეებისა, რომელსაც ხმამაღლა არ აღიარებენ და რომელმაც
დიდ მღელვარებაში მოიყვანა დედამიწის ზურგზე ყველაზე
დემოკრატიული ერი რამდენიმე წლის წინ, როცა მონარქის
ოქროსთმიანი ვაჟი50 ჩამობრძანდა და რომელიც დასტურია
იმ სიყვარულისა, რა სიყვარულითაც ახალ ქვეყანას ჯერაც
უყვარს ძველი – ისევე როგორც ზრდასრულ, ზორბა ვაჟს –
ძალაუფლების მოყვარე, ტანმორჩილი დედა, რომელიც სა-
ნამ ახერხებდა, გვერდიდან არ იშორებდა და როცა ვაჟი

გმირი. ეს წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდა


მკითხველებს შორის
50 მონარქის ოქროსთმიანი ვაჟი – ედუარდ VII (1841-1910), ბრიტანეთის

დედოფალ ვიქტორიას ვაჟი, იმხანად – უელსის პრინცი, რომელიც 1860


წელს ეწვია ამერიკას
104 მკითხველთა ლიგა
აუჯანყდა, მაშინღა დართო წასვლის ნება, თან კი გამოთხო-
ვებისას კარგა გვარიანად დატუქსა. თუმცა, რაგინდ დიდი
კმაყოფილება მიენიჭებინა ემისთვის ბრიტანელ არისტოკ-
რატთა შორეულ ნათესავებთან საუბარს, დრო მაინც არ და-
ვიწყნია და როცა ვიზიტისთვის აუცილებელი წუთების
რაოდენობა გავიდა, უწადინოდ დატოვა ეს დახვეწილი საზო-
გადოება და ჯოს მოსაძებნად წავიდა, თან მხურვალედ ფიქ-
რობდა, რა იქნება, ჩემი გამოუსწორებელი და ისეთ მდგომა-
რეობაში არ დამხვდეს, რომ მარჩების ოჯახს თავი მოეჭრასო.
რა თქმა უნდა, უარესიც შეიძლება დახვედროდა, მაგრამ
ემიმ რაც ნახა, ისიც საკმარისად ურიგო ეჩვენა: ჯო ბალახზე
იჯდა ბიჭებით გარშემორტყმული და აღფრთოვანებულ მსმე-
ნელებს ლორის რომელიღაც ოინს უამბობდა. დიდებულ, სა-
ზეიმო კაბის კალთაზე ფეხებგაჭუჭყიანებული ძაღლი მოჰკა-
ლათებოდა, ერთი ბიჭუნა ემის სანუკვარ ქოლგას უჩიჩხინებ-
და კუებს, მეორე ჯანჯაფილიან ნამცხვარს შეექცეოდა და ჯოს
საუკეთესო კაპორს ნამცეცებს აყრიდა, მესამე კი მისი ხელ-
თათმანით ბურთაობდა, მაგრამ ყველანი მხიარულობდნენ
და როცა ჯომ მოკრიბა თავისი ავლადიდება და წასვლა
დააპირა, მთელი ამალა უკან გაჰყვა, მისდევდნენ და ეხვეწე-
ბოდნენ, კიდევ მოდიო: „რა საინტერესოდ ჰყვები ლორის
იონებს!“
– მშვენიერი ბიჭები არიან, არა? ახლა თავი ისევ ახალგაზ-
რდა და მხნე მგონია, – ამბობდა ჯო და მიალაჯებდა; ხელები
ზურგს უკან წაეღო – ჯერ ერთი, რომ ჩვევად ჰქონდა და
მეორეც – ტალახით გაწუწულ ქოლგას მალავდა.
– მისტერ ტიუდორს თავს რატომ არიდებ ხოლმე? – ჰკით-
ხა ემიმ და ბრძნულად შეიკავა თავი: ჯოს შელახული იერი არ
უხსნებია.
105 მკითხველთა ლიგა
– არ მომწონს: თავი მოაქვს, დებს ამცირებს, მამას ანერ-
ვიულებს და დედაზეც უპატივცემულოდ ლაპარაკობს. ლორი
ამბობს, ქარაფშუტააო, არც მე მეპიტნავება მისნაირი ნაცნო-
ბი და არ ვეკარები.
– თავაზიანად მაინც მოქცეოდი! ჯერ ხომ ცივად დაუქნიე
თავი, არადა ერთი წუთის წინ, მეტი რომ არ იქნებოდა, ისე
თავაზიანად დაუკარი თავი და გაუღიმე ტომი ჩემბერლენს,
რომლის მამასაც საბაყლო მაღაზია აქვს. თავის დაქნევისა
და თავის დაკვრისთვის ადგილები უნდა შეგენაცვლებინა და
ყველაფერი კარგად იქნებოდა, – უსაყვედურა ემიმ.
– არაფერიც არ იქნებოდა კარგად, – შეეპასუხა ჯო, –
ტიუდორი არც მომწონს, არც პატივს ვცემ და არც მხიბლავს,
თუმცა პაპამისის ბიძის დეიდაშვილის მამიდაშვილი ლორ-
დის გარე ბიძაშვილი ბრძანდება. ტომი ღარიბია, მორიდებუ-
ლი, კეთილი და ძალიან ჭკვიანი. კარგი თვალით ვუყურებ და
მინდა დავანახვო, რომ ეგრეა, იმიტომ რომ ჯენტლმენია იმ
საბაყლო ქაღალდის პაკეტების მიუხედავად.
– რა აზრი აქვს შენთან კამათს, – დაიწყო ემიმ.
– არანაირი, საყვარელო, – შეაწყვეტინა ჯომ, – ჰოდა, მო-
დი, აქ ისე შევიდეთ, ვითომ შეხმატკბილებულები ვართ და ბა-
რათი დავტოვოთ: კინგები, აშკარად შინ არ არიან და ეგ ამბა-
ვი გულით მახარებს.
მარჩების სავიზიტო ბარათების ჩანთამ თავისი ვალი აას-
რულა და გოგონებმა გზა განაგრძეს. მეხუთე სახლამდე რომ
მივიდნენ, ჯომ ერთხელაც შესწირა ზეცას მადლობა, როცა
უთხრეს, ყმაწვილ ქალბატონებს არ სცალიათო.
– ახლა კი შინ წავიდეთ. რა უშავს, თუ პაპიდა მარჩს დღეს
არ შევუვლით?! როცა მოგვინდება, მაშინ შევირბენთ. მარ-
თლა საცოდაობაა, ამ მტვერში ვიწანწალოთ მორთულ--
106 მკითხველთა ლიგა
მოკაზმულებმა, მით უმეტეს, რომ დავიქანცეთ და გაღიზიანე-
ბულები ვართ.
– მაგას, ალბათ შენს თავზე ამბობ. პაპიდა მარჩს უყვარს,
როცა პატივს ვცემთ და, წესითა და რიგით ჩაცმულ--
დახურულები, ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრებით ხოლმე.
რა ძნელი საქმე ეგ არის, პაპიდას კი ეამება, თან არა მგონია,
ამ მისვლამ იმაზე მეტი დაუშავოს შენს მორთულობას, რაც
ბინძურმა ძაღლებმა და ბიჭების ჯოგმა დამართეს. დაიხარე,
კაპორიდან ნამცეცებს გადმოგიბერტყავ.
– რა კარგი გოგო ხარ, ემი! – თქვა ჯომ და თავისი დაჭმუჭ-
ნილი კაბიდან სინანულით სავსე მზერა დის კაბაზე გადაიტა-
ნა, რომელიც წინანდებურად სუფთა იყო და წამლად ერთი
ლაქაც კი არ აჩნდა, – რა იქნება, მეც შენსავით მეადვილებო-
დეს წვრილმანით ადამიანის გახარება. გახსენებით მახსენ-
დება ხოლმე, მაგრამ კეთებას იმდენი ხანი უნდა, რომ მირ-
ჩევნია, დრო შევურჩიო და დიდი სიკეთე ვუყო, პატარ-პატარა
სიკეთეებზე კი არ ვინაღვლო, თუმცა, საბოლოოდ, ალბათ,
მაინც წვრილმანებია მთავარი.
ემის გაეღიმა, მაშინვე მოლბა და დედობრივად ურჩია:
– ქალი უნდა ეცადოს, ყველასთვის სასიამოვნოდ მოიქ-
ცეს, მეტადრე ღარიბი, იმიტომ რომ სიკეთეს სხვა ვერაფრით
გადაიხდის. ეს რომ გახსოვდეს და თავიც ამის შესაფერისად
დაიჭირო, ხალხს ჩემზე მეტად მოეწონებოდი, იმიტომ რომ,
შენ უფრო საინტერესო ხარ, ვიდრე მე.
– მე ერთი ხუშტურიანი დედაბერი ვარ და მუდამაც ვიქნე-
ბი, მაგრამ იმას კი ვაღიარებ, რომ მართალი ხარ, ოღონდ მე
ის უფრო მეადვილება, ადამიანისთვის თავი გავწირო, ვიდრე
თავაზიანად მოვექცე, როცა გუნებაზე არა ვარ. რა უბედურე-

107 მკითხველთა ლიგა


ბაა, როცა კაცს ასე გამძაფრებული გაქვს სიმპათია--
ანტიპათიები, არა?
– მაგაზე უარესი ის არის, როცა ვერაფერს მალავ. მეც კი
ვაღიარებ, რომ ტიუდორი შენზე მეტად არ მეპიტნავება, მაგ-
რამ თქმით რატომ ვუთხრა, რაში მეკითხება? არც შენ გეკით-
ხება. რაკი ის უჟმურია, შენც უჟმურივით ხომ არ უნდა მოიქ-
ცე?
– ჰო, მაგრამ მე მგონი, გოგომ სწორედაც რომ უნდა გა-
მოამჟღავნოს, თუკი ახალგაზრდა კაცი არ მოსწონს, ამას კი
სხვა რით იზამს, თუ არა ყოფაქცევით? ჭკუის დარიგება რომ
დაუწყოს, ვერაფერს გახდება: მაგას, ჩემდა საუბედუროდ, მას
მერე მივხვდი, რაც ტედი გამიხდა მისახედი. სამაგიეროდ,
ბევრი სხვა ხერხიც მეგულება მის მოსათვინიერებლად ისე,
რომ ერთი სიტყვაც არ ვუთხრა. ჰოდა, მე თუ მკითხავ, სხვა
ბიჭებსაც ასევე უნდა მოვექცეთ, თუკი მოვახერხებთ.
– ტედი განსაკუთრებული ბიჭია: სად ის და სად – სხვა ბიჭ-
ბუჭები! – ისეთი ზეიმური სიმტკიცით ბრძანა ემიმ, „განსაკუთ-
რებულ ბიჭს“ რომ გაეგონა, სიცილით მოკვდებოდა, – მზეთუ-
ნახავები რომ ვიყოთ ან მდიდარი და გამოსული ქალები, იქ-
ნებ რამეც გამოგვსვლოდა, მაგრამ ახლა რომ ავდგეთ და იმ
ახალგაზრდა ჯენტლმენებს ვუბღვიროთ, რომლებიც არ მოგ-
ვწონს, ხოლო იმათ ვუღიმოთ, რომლებიც მოგვწონს, ვერანა-
ირ ზეგავლენასაც ვერ მოვახდენთ, მხოლოდ იმას იფიქრებენ
ჩვენზე, უცნაურები და პურიტანები ყოფილანო და ეგ იქნება.
– მაშ, მარტო იმიტომ უნდა მოვიწონოთ ის, რაც გვეჯავრე-
ბა და იმიტომ ვუგოროთ კოჭი იმ ხალხს, რომლებსაც ვერ ვი-
ტანთ, რომ მზეთუნახავები და მილიონერები არა ვართ? ეგ
რა საქციელია?!

108 მკითხველთა ლიგა


– მაგაზე დავას ვერ დაგიწყებ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ასე-
თია ცხოვრება და იმ ხალხს, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის,
პასუხად მხოლოდ სასაცილოდ იგდებენ. მე არ მიყვარს რე-
ფორმატორები და იმედია, მაგ საქმეს არასოდეს მიჰყოფ
ხელს.
– მე კი ძალიანაც მომწონს ასეთი ხალხი და თუ მოვახერ-
ხე, მეც მათნაირი გავხდები და აი, რატომ: ეგ ხალხი მთელ
მსოფლიოს სასაცილოდ ჰყავს აგდებული, მაგრამ უმაგათოდ
მაინც არაფერი გამოდის. მე და შენ მაგ საკითხში ვერ მოვ-
რიგდებით: შენ ძველი შეხედულებებისკენ იხრები, მე კი – ახ-
ლისკენ. შენ უკეთესი ცხოვრება გამოგივა, მე კი – საინტერე-
სო. ისე, თუ მკითხავ, ალბათ ძალიანაც ვიხალისებ, როცა
ქვების სროლას დამიწყებენ და კიჟინას დამცემენ.
– კარგი, ახლა კი დაწყნარდი და ახალი იდეებით ნუ ააფო-
რიაქებ პაპიდას.
– ვეცდები, მაგრამ პაპიდას გვერდით მუდამ გამორ-
ჩეულად კადნიერი სიტყვების ან რევოლუციური გრძნობების
ფრქვევის სურვილი ამიტანს ხოლმე. ეგრე მიწერია და თავს
ვერაფერს ვუხერხებ.
მოხუცებულ ლედისთან ბიცოლა კეროლი დაუხვდათ.
ორივენი დიდი ინტერესით მასლაათობდნენ რაღაც საკით-
ხზე, მაგრამ გოგონები შევიდნენ თუ არა, გაჩუმდნენ და იქვე
შეეტყოთ, რომ სწორედ თავიანთ ნათესავებზე ჰქონდათ სჯა--
ბაასი. ჯო ისედაც უხასიათოდ იყო და იქ შესულს ხელახლა
წამოუარა გაღიზიანებამ, სამაგიეროდ ემიმ, იმის განცდით,
რომ კეთილსინდისიერად შეასრულა თავისი ვალი, ანგელო-
ზივით სათნო, ყველასთვის საამური იერი დაიდო. დამხვედუ-
რებმა მაშინვე იგრძნეს მისი კეთილგანწყობა, მიესიყვარულ-
ნენ და მზერაში გამოეხატათ ის, რაც შემდგომ ორივემ
109 მკითხველთა ლიგა
გრძნობით უთხრა ერთმანეთს: „ეს ბავშვი დღითიდღე უკეთე-
სი და უკეთესი ხდებაო“.
– რას აპირებ, მიეხმარები მისის ჩესტერს საქველმოქმე-
დო ბაზრობაზე, საყვარელო? – ჰკითხა მისის კეროლმა, რო-
ცა ემი გვერდით მიუჯდა მიმნდობი იერით, რასაც ახალგაზ-
რდაში აგრერიგად აფასებს ხანშიშესული ადამიანი.
– დიახ, ბიცოლა. მისის ჩესტერმა მკითხა, რას იტყვიო და
მეც შევთავაზე, რომელიმე მაგიდასთან ვივაჭრებ-მეთქი, რა-
კი ჩემი შრომის გარდა სხვა ვერაფერს გავიღებ.
– მე კი – არა, – კატეგორიულად ჩაურთო ჯომ, – მეჯავრე-
ბა, როცა ვინმე მმფარველობს, ჩესტერებს კი ჰგონიათ, დიდი
პატივი დაგვდეს, თუკი იმ თავიანთ გაპრანჭულ ბაზრობაზე
სამუშაოდ გაგვრიეს. გამიკვირდა, რომ დათანხმდი, ემი. შენ-
გან ხომ მარტო ის უნდათ, რომ იმუშაო.
– ჰოდა, დიდი სიამოვნებითაც ვიმუშავებ. ეგ ბაზრობა ხომ
მხოლოდ ჩესტერებისთვის არ არის: ყოფილი მონების დასახ-
მარებლადაც ეწყობა და, მე თუ მკითხავ, ჩესტერებმა ძალიან
კარგი ქნეს, რომ შრომაშიც მიმაღებინებენ მონაწილეობას
და გართობაშიც. მე სხვების მფარველობა არ მამძიმებს, თუ-
კი კარგი განზრახვით მიწვევენ.
– ძალიან სწორია და გონივრული. მომწონს შენი მად-
ლიერება, ჩემო კარგო. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვეხმარებით
იმ ხალხს, ვინც ჩვენს მოწადინებას აფასებს. აი, ზოგი არაფ-
რად აგდებს და ძალიან საწყენია, – შენიშნა პაპიდა მარჩმა
და სათვალის ზემოდან გადახედა ჯოს, რომელიც მოშორებით
იჯდა, სარწეველაში ქანაობდა და რაღაც მწყრალი იერი ედო.
ჯოს რომ სცოდნოდა, რა ბედნიერება ელოდა იმ დას, ვის
სასარგებლოდაც გადაიხრებოდა სასწორის პინა, იმწამსვე
მტრედივით უწყინარი გახდებოდა, მაგრამ ვაი, რომ მკერდში
110 მკითხველთა ლიგა
არც სარკმელი გვაქვს და ვერც იმას ვხედავთ, რა ხდება ჩვენს
მეგობართა გონებაში. საზოგადოდ, კარგიც არის, რომ ასეა,
თუმცა ზოგჯერ დიდი საშველი იქნებოდა: დროსაც დაგვიზო-
გავდა და ნერვებსაც. მომდევნო შენიშვნით ჯომ რამდენიმე
წლის სიამოვნება მოისპო და, ამასთან, ეს ამბავი გაკვეთი-
ლად გამოადგა ენაზე კბილის დაჭერის ხელოვნებაში.
– მე კი არავისგან მსიამოვნებს შემწეობა. ვითრგუნები და
თავი მონა მგონია. მირჩევნია, ჩემს თავს მე თვითონ მივხე-
დო და სულმთლად დამოუკიდებელი ვიყო.
– ქჰ! – ჩუმად ჩაახველა ბიცოლა კეროლმა და პაპიდა
მარჩს გახედა.
– აკი გეუბნებოდი, – წაილაპარაკა პაპიდა მარჩმა და მრა-
ვალმნიშვნელოვნად დაუქნია თავი ბიცოლა კეროლს.
ჯოს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ჩაიდინა; ცხვირაწეული
არხეინად იჯდა გამომწვევი იერით, ვერასდიდებით რომ უწო-
დებდი მიმზიდველს.
– ფრანგულად თუ ლაპარაკობ, ჩემო კარგო? – ჰკითხა
ემის მისის კეროლმა და ხელზე ხელი დაადო.
– საკმაოდ კარგად. პაპიდა მარჩის მადლობელი ვარ: ეს-
თერს ნება დართო, როცა მომინდება, მელაპარაკოს, –
მიუგო ემიმ და ისეთი მადლიერი მზერა ესროლა პაპიდა
მარჩს, რომ მოხუცებულ ქალბატონს გაეღიმა.
– შენ როგორღა გაქვს ენების საქმე? – ახლა ჯოს მიუბ-
რუნდა მისის კეროლი.
– ერთი სიტყვაც არ ვიცი. გონებაჩლუნგი ვარ, ვერაფერს
ვსწავლობ, ფრანგული კი მეჯავრება, ორაზროვანი, სულელუ-
რი ენაა, – გაისმა მკვახე პასუხი.
მანდილოსნებმა კიდევ ერთხელ გადახედეს ერთმანეთს
და პაპიდა მარჩმა ემის ჰკითხა:
111 მკითხველთა ლიგა
– ხომ გამოკეთდი და მოღონიერდი, საყვარელო? თვალე-
ბი ხომ აღარ გაწუხებს?
– აღარ, გმადლობთ, მემ. ძალიან კარგად ვარ და ამ ზამ-
თარს ბევრი უნდა ვხატო, რომ მზად ვიყო რომისთვის, როცა
ეგ ბედნიერი დრო დამიდგება.
– ყოჩაღ! ღირსი ხარ იქ წასვლისა და დარწმუნებული ვარ,
ოდესმე წახვალ კიდევაც, – და პაპიდა მარჩმა მოწონებით გა-
დაუსვა თავზე ხელი, როცა ემიმ იატაკზე გაგორებული გორ-
გალი მიაწოდა.

„ადე, ბუზღუნავ, კარი ჩაკეტე,


ძაფი დაართე, საქმე აკეთე“.

დაიჩხავლა თუთიყუშმა, სავარძლის სახელურიდან და ჯოს


შეაცქერდა თავხედური ცნობისმოყვარეობით და თან ისე კო-
მიკურად, რომ კაცი სიცილს ვერ შეიკავებდა.
– ერთობ დაკვირვებული ფრინველია, – შენიშნა მოხუცე-
ბულმა მანდილოსანმა.
– გაისეირნე, საყვარელო, არ გინდა? – წამოიძახა თუთი-
ყუშმა და სკუპ-სკუპით წავიდა ბუფეტისკენ, ეტყობოდა, იმედი
ჰქონდა, შაქრის ნატეხით დამაჯილდოვებენო.
– მადლობელი ვარ, ეგრე ვიზამ. წამო, ემი, – ვიზიტი დაას-
რულა ჯომ და წინანდელზე მძაფრად იგრძნო, რომ ეს
მისვლა-მოსვლა ცუდად მოქმედებდა მის ორგანიზმზე.
პაპიდა-ბიცოლას მამაკაცურად ჩამოართვა ხელი, ემი კი
ორივეს კოცნით დაემშვიდობა. გოგონები წავიდნენ და
ჩრდილნათელის შეგრძნება დატოვეს, რამაც იმათი წასვლის
შემდეგ პაპიდა მარჩს ათქმევინა:
– ეგრე ქენი, მერი. ფული ჩემზე იყოს!
112 მკითხველთა ლიგა
ხოლო ბიცოლა კეროლს მტკიცედ მიაგებინა:
– აუცილებლად, თუკი დედ-მამა თანახმა იქნება.

113 მკითხველთა ლიგა


თავი მეშვიდე
შედეგები

მისის ჩესტერის ბაზრობა ისეთი დახვეწილი და გამორ-


ჩეული იყო, რომ ახლომახლო ყველა ყმაწვილქალი დიდ პა-
ტივად მიიჩნევდა, თუკი რომელიმე მაგიდასთან სავაჭროდ
მიიწვევდნენ და დიდად დაინტერესებულიც გახლდათ, რომ
მიწვევა მიეღო. ემი მიიპატიჟეს, ჯო კი – არა, რაც ყველა მხა-
რისთვის სასიკეთო აღმოჩნდა: ჯო თავისი ცხოვრების იმ მო-
ნაკვეთში ჯერაც მუჯლუგუნებით მიიკვლევდა გზას და თვითო-
ნაც კარგა ღონიერი მუჯლუგუნები უნდა ეგემა, რომ მსუბუქი
სიარული ესწავლა. „ქედმაღალი და უინტერესო“ არსება უწ-
ყალოდ დატოვეს მარტო, სამაგიეროდ, ემის ნიჭი და გემოვ-
ნება სათანადოდ დაფასდა: მხატვრულ ნაკეთობათა მაგიდა
შესთავაზეს. იმანაც თავი არ დაზოგა, რომ თავისი ნამუშევ-
რებით ღირსეული წვლილი შეეტანა მის გაფორმებაში.
ყველაფერი შეუფერხებლად მიდიოდა ბაზრობის გახსნის
წინა დღემდე, მერე კი ერთი უსიამოვნება მოხდა, რის არიდე-
ბაც თითქმის შეუძლებელია, როცა ოცდახუთი ქალი, ბერი თუ
ახალგაზრდა, თავ-თავისი ახირებითა და ურთიერთმტრო-
ბით, ერთად მუშაობას ცდილობს.
მეი ჩესტერს ემის შურდა, რადგან ეს უკანასკნელი მასზე
მეტი მოწონებით სარგებლობდა, თანაც სწორედ ამ დროს
რამდენიმე უმნიშვნელო შემთხვევაც მოხდა, რამაც ეს
გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრა. ემის კალმითა და ტუშით

114 მკითხველთა ლიგა


შესრულებულმა ნახატებმა სრულიად დაჩრდილა მეის მოხა-
ტული ლარნაკები: ეს პირველი ეკალი იყო, შიგ გულში ნაჩ-
ხვლეტი. მერე, გულთამპყრობელი ტიუდორი ბოლოდროინ-
დელ წვეულებაზე ემის ოთხჯერ ეცეკვა, მეის კი – მხოლოდ
ერთხელ. ესეც მეორე. მთავარი წყენა, რამაც გული დაუკოდა
და მტრული მოქცევის საბაბი მისცა, ის ჭორი იყო, მავანმა
დაუზარელმა კეთილისმსურველმა რომ ჩააწვეთა: მარჩების
გოგოებმა ლემების სახლში მასხრად აგიგდესო. ეს ამბავი
ონავარი ჯოს ბრალი იყო, რადგან ისე მიმსგავსებულად გა-
მოაჯავრა, რომ ვინ არ მიხვდებოდა, და გიჟმაჟმა ლემებმაც
შარაზე გაიტანეს მისი ხუმრობა. თუმცაღა, ეს მითქმა-მოთქმა
დამნაშავეთა ყურამდე არ მისულა. წარმოიდგინეთ ემის შეძ-
რწუნება, როცა ბაზრობის წინა საღამოს, უკანასკნელ შტრი-
ხებს ამატებდა თავის კოხტა მაგიდას და მას მისის ჩესტერი
მიუახლოვდა. ქალს, ცხადია, ეწყინა, რომ, სავარაუდოდ, მის
ქალიშვილს დასცინეს, ცივად შეხედა ემის, თუმცა ალერსით
უთხრა:
– ჩემო კარგო, გავარკვიე, რომ ბაზრობის მონაწილეები
წინააღმდეგნი არიან, ეს მაგიდა ვინმე სხვას დავუთმო ჩემი
ქალიშვილების გარდა. ყველაზე თვალშისაცემი მაგიდაა,
როგორც ზოგიერთები ამბობენ, ყველაზე მიმზიდველიც. რაკი
ჩემი ქალიშვილები ამ ბაზრობის მთავარი მომწყობები არიან,
აჯობებს, სწორედ მათ დაიკავონ ეს ადგილი. ვწუხვარ, თან
ვიცი, ისე ხარ მოწადინებული ამ საქმის წარმატებაში, რომ
საკუთარ მცირეოდენ იმედგაცრუებას არაფრად ჩააგდებ. თუ
გინდა, სხვა მაგიდას გამოგიყოფთ.
მისის ჩესტერს ეგონა, იოლი იქნებოდა ამ პატარა სიტყვის
წარმოთქმა, მაგრამ, გაუჭირდა ბუნებრივად ელაპარაკა, რო-

115 მკითხველთა ლიგა


ცა ემიმ გაკვირვებითა და მღელვარებით გაუსწორა ალალი
მზერა.
გოგომ იგრძნო, ამ ამბის უკან რაღაც უნდა იმალებოდესო,
მაგრამ რა – ვერ მიხვდა. ნაწყენმა, ისე რომ წყენა არც
დაუმალავს, წყნარად ჰკითხა:
– იქნებ გირჩევნიათ, რომ არცერთ მაგიდასთან არ ვიყო?
– ჩემო კარგო, გემუდარები, გულში წყენა არ ჩაიდო. ეს
მხოლოდ მიზანშეწონილობის საკითხია. ბაზრობას, ბუნებრი-
ვია, ჩემი გოგონები უხელმძღვანელებენ და ეს მაგიდა საიმა-
თო ადგილად ითვლება. მე თუ მკითხავ, აქაურობა სწორედ
შენ შეგეფერება და მადლობელიც ვარ: ამდენი ეცადე და ასე
გაალამაზე. მაგრამ ცხადია, კერძო სურვილები გვერდზე უნ-
და გადავდოთ. მე თვითონ მივაქცევ ყურადღებას, რომ სადმე
კარგი ადგილი გერგოს. ყვავილების მაგიდაზე რას იტყვი? მი-
სი მიხედვა პატარა გოგონებმა ითავეს, მაგრამ არაფერი გა-
მოსდით. შენ კი იქაურობას მომაჯადოებელ ადგილად აქცევ;
თანაც, ხომ იცი, ყვავილების მაგიდა მუდამ იზიდავს მყიდვე-
ლებს.
– მეტადრე ჯენტლმენებს, – დაუმატა მეიმ. ისე გადახედა
ემის, რომ გოგო მაშინვე მიხვდა მისი უეცარი შერისხვის ერთ
მიზეზს. ბრაზი მოერია, აწითლდა, მაგრამ სხვაგვარად არ შე-
იმჩნია ეს ბავშვური სარკაზმი და მოულოდნელად გულთბი-
ლად უპასუხა:
– როგორც გენებოთ, ისე იყოს, მისის ჩესტერ. ამწუთშივე
ავდგები აქედან და ყვავილებს მივხედავ, თუ გინდათ.
– შეგიძლია, შენი ნამუშევრები შენს მაგიდაზე გადაიტანო,
თუ გირჩევნია, – დაიწყო მეიმ, რადგან ცოტა არ იყოს, სინ-
დისმა შეაწუხა ლამაზი სადგარების, გაფერადებული ნიჟარე-
ბისა და მიმზიდველი ნახატების დანახვაზე, რომლებიც გულ-
116 მკითხველთა ლიგა
დაგულ დაემზადებინა ემის და კოხტად დაელაგებინა. მეიმ ეს
სიტყვები კეთილი გულით უთხრა, ემიმ კი მცდარად გაიგო და
მაშინვე უპასუხა:
– რა თქმა უნდა, თუკი გიშლის, – აჩქარებით მოხვეტა თა-
ვისი ავლადიდება, წინსაფარში ჩაიყარა და წავიდა იმ შეგ-
რძნებით, რომ უპატიებელი შეურაცხყოფა მიაყენეს მას და
მის ნამუშევრებს.
– აჰა, გაბრაზდა. ნეტავი რად გთხოვე, დაელაპარაკე-
მეთქი, დედა, – თქვა მეიმ და უნუგეშოდ დააცქერდა თავის
მაგიდაზე დარჩენილ ცარიელ ადგილებს.
– გოგოები წაიკიდებიან და მალე შერიგდებიანო, – მიუგო
დედამ და, ცოტა არ იყოს, შერცხვა იმ როლისა, და არცთუ
უსაფუძვლოდ, რომელიც ამ წაკიდებაში ითამაშა.
პატარა გოგონები აღტაცებით შეეგებნენ ემისა და მის გან-
ძეულს, მასაც ცოტათი გამოუკეთა გუნება ამ გულთბილმა
დახვედრამ და საქმეს შეუდგა იმ გადაწყვეტილებით, რომ თუ
ხელოვნებაში ვერა, მეყვავილეობაში მაინც გაემარჯვა. არა-
და, თითქოს ყველაფერი ხელს უშლიდა. გვიანი იყო და
დაიღალა. ყველანი თავ-თავის საქმეებს აგვარებდნენ და მი-
სახმარებლად არავის ეცალა, პატარა გოგონებიც მხოლოდ
ხელს უშლიდნენ, ფაციფუცობდნენ და ქოთქოთებდნენ, რო-
გორც კაჭკაჭების გუნდი, უგერგილოდ ცდილობდნენ, სანიმუ-
შო წესრიგი დაემყარებინათ და სინამდვილეში უფრო აურ--
დაურიეს იქაურობა. ემიმ ნაძვის ტოტებით მორთული თაღი
აღმართა და როცა ზედ კალათები ჩამოკიდა და ყვავილებით
აავსო, თაღი აყანყალდა და ლამის იყო, თავზე დაემხო. მის
საუკეთესო შორენკეცს წყალი მიესხა და კუპიდონს ლოყაზე
მოყავისფრო ცრემლი დაამჩნია. რამდენჯერმე ჩაქუჩი მოიხ-
ვედრა ხელებზე და დაილურჯა, ორპირში გაცივდა და ამ უკა-
117 მკითხველთა ლიგა
ნასკნელმა ფათერაკმა შიშით აავსო, ხვალ რა მეშველებაო.
ყველა გოგონა, ვისაც ასეთი გასაჭირი გამოუვლია, ამ სტრი-
ქონების კითხვისას თანაუგრძნობს საბრალო ემის და უსურ-
ვებს, წარმატებით გაუმკლავდეს ამოცანას.
საღამოს, შინ რომ მივიდა და მოჰყვა, რაც გადახდა, ყვე-
ლანი ერთიანად აღშფოთდნენ. დედამ თქვა, სამარცხვინო
ამბავია, მაგრამ სწორად მოქცეულხარო. ბეთმა გამოაცხადა,
ემის ადგილზე ფეხსაც არ მივადგამდი ბაზრობაზეო, ჯომ კი
მიახალა, წამოგეღო შენი ლამაზი ნამუშევრები და მიგეტოვე-
ბინა ეგ უსინდისოები: როგორც უნდათ, თავს ისე მიხედონო.
– რახან ისინი უსინდისოები არიან, მეც უსინდისოდ ხომ
არ უნდა მოვიქცე? მეჯავრება ეს და მართალია, სრული უფ-
ლება მაქვს, მწყინდეს, მაინც არ ვაპირებ, რამე შევიმჩნიო.
ამით უფრო ვაგრძნობინებ, რომ ნაწყენი ვარ, ვიდრე ბრა-
ზიანი სიტყვითა და გაღიზიანებული საქციელით, არა, დე?
– ძალიანაც სწორად გიფიქრია, ჩემო კარგო. მუდამ
მეორე ლოყის მიშვერა ჯობს, თუმცა ყოველთვის იოლი რო-
დია, – ისეთნაირად მიუგო დედამ, რომ ეტყობოდა, კარგად
იცოდა: ერთია ჭკუის დარიგება დ მეორე – ამ დარიგების შეს-
რულება.
მეორე დღის განმავლობაში ემიმ ბევრჯერ შეიკავა თავი,
ბუნებრივ ცდუნებას არ აჰყვა და ერთგული დარჩა თავისი გა-
დაწყვეტილებისა – სიკეთით ეჯობნა მტრისთვის. დილა კარ-
გად დაიწყო იმ მდუმარე შეხსენების წყალობით, რომელიც
მოულოდნელად, თუმცა კი ძალზე დროულად მიიღო. სანამ
პატარა გოგონები ვესტიბიულში კალათებში ყვავილებს აწ-
ყობდნენ, ემი მაგიდაზე თავის ნაკეთობათა დალაგებას შეუდ-
გა, აიღო ყველაზე საყვარელი ნამუშევარი – მომცრო წიგნი,
რომლის ძველებურ ყდას მამა წააწყდა თავის საგანძურში და
118 მკითხველთა ლიგა
რომლის პერგამენტის ფურცლებიც ემიმ ლამაზად შეამკო
სხვადასხვა ტექსტით. როცა სრულიად მისატევებელი სიამა-
ყით ფურცლავდა მოხდენილი ემბლემებით შემკულ გვერ-
დებს, ერთი ტაეპი მოხვდა თვალში, რომელმაც შეაყოვნა და
დააფიქრა. ფურცელი მოხატული იყო პაწია, კეთილი სულე-
ბით, რომლებიც ეკლებსა და ყვავილებში გზას უკვალავდნენ
ერთმანეთს, ხოლო ბრწყინვალე მეწამული, ცისფერი და ოქ-
როსფერი ხვეული ორნამენტით შემკულ ჩარჩოში ეწერა:
„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
„უნდა მიყვარდეს, მაგრამ არ მიყვარს“, გაიფიქრა ემიმ და
ხასხასა ფურცლიდან მზერა უკმაყოფილოდ მომზირალ მეიზე
გადიტანა, რომლის წინ ჩამწრივებული დიდი ვაზები ვერ მა-
ლავდნენ იმ სიცარიელეს, რასაც წინათ ემის ლამაზი ნამუშევ-
რები ავსებდა. ემი ერთ წუთს იდგა, ფურცლავდა წიგნს და ყო-
ველ გვერდზე ადამიანის უკმაყოფილებისა და უწყალობის გა-
მო თქმულ ახალ-ახალ ტკბილ საყვედურს პოულობდა. უნებ-
ლიე მოძღვრები ყოველდღიურად გვიკითხავენ ბრძნულ და
ჭეშმარიტ ქადაგებებს ქუჩაში, სკოლაში, სამსახურსა თუ სახ-
ლში. საქველმოქმედო ბაზრობის მაგიდაც კი შეიძლება საეკ-
ლესიო კათედრად იქცეს, თუკი ზედ კარგ და გამოსადეგ სიტ-
ყვებს იპოვით, რომლებიც მუდამ საჭირბოროტოა. იმ ტაეპზე
დაყრდნობით, ემის სინდისმაც იქვე წაუკითხა ემის მოკლე ქა-
დაგება და მანაც ისა ქნა, რასაც ბევრი ჩვენგანი მუდამ ვერ
ახერხებს – ქადაგება გულთან მიიტანა და მაშინვე ხორცი შე-
ასხა.
მეის მაგიდასთან გოგონები შეჯგუფულიყვნენ, ლამაზ ნივ-
თებს ათვალიერებდნენ და გამყიდველების გადაადგილებაზე
მასლაათობდნენ. ხმას დაუწიეს, მაგრამ ემიმ იცოდა, რომ
მასზე ლაპარაკობდნენ მას მერე, რაც ერთ მხარეს მოუსმინეს
119 მკითხველთა ლიგა
და მოსმენილის შესატყვისი დასკვნა გამოჰქონდათ. არ
ესიამოვნა, მაგრამ კეთილი განზრახვით იყო აღსავსე და ცო-
ტა ხანში ამის დამტკიცების შემთხვევაც მიეცა. მოესმა, რომ
მეიმ დაღონებით თქვა:
– რა ცუდია, რომ სხვა ნივთების დამზადების დრო არ
არის და არც ის მინდა, ცარიელი ადგილები ხარახურით შე-
ვავსო. მაგიდას დასრულებული იერი ჰქონდა, ახლა კი რა-
ღად ვარგა!
– მე მგონი, რომ სთხოვო, დაგიბრუნებს, – ურჩია ვიღა-
ცამ.
– იმ ამბის მერე როგორღა ვთხოვო? – დაიწყო მეიმ, მაგ-
რამ დამთავრება ვერ მოასწრო, რომ დარბაზის მეორე კუთ-
ხიდან ემის თავაზიანი სიტყვები გაისმა:
– შეგიძლია, წაიღო, თუკი გინდა, ნებართვასაც კი ნუ
მთხოვ. ისედაც ვფიქრობდი, დავუბრუნო-მეთქი: შენს მაგი-
დას უფრო უხდება, ვიდრე ჩემსას. ჰოდა, აიღე და მაპატიე,
თუკი გუშინ საღამოს ვიჩქარე და წავიღე.
ამ სიტყვებით ემიმ დააბრუნა თავისი ნამუშევრები, თავი
დაუქნია მეის, გაუღიმა და აჩქარებით წავიდა თავისი ადგი-
ლისკენ, რადგან იგრძნო, რომ მეგობრული ჟესტის გაკეთება
უფრო ეადვილა, ვიდრე ის, რომ დარჩენილიყო და მადლობა
მოესმინა.
– რა კარგი ქნა, არა? თქვენ რას იტყვით? – წამოიძახა ერ-
თმა გოგომ.
ემის მეის პასუხი ვერ გაიგონა, სამაგიეროდ მეორე ყმაწ-
ვილქალმა, რომლისთვისაც, აშკარად, ლიმონათის კეთებას
დაემჟავებინა გუნება, უსიამო სიცილით შენიშნა:
– კარგი ქნა, მაშ! იცოდა, რომ თავისი მაგიდიდან მაინც
ვერ გაეყიდებოდა.
120 მკითხველთა ლიგა
ეს ძალიან მძიმე ასატანი იყო. როცა მცირე მსხვერპლს გა-
ვიღებთ ხოლმე, გვინდა, სხვა თუ არაფერი, დაგვიფასონ მა-
ინც. წამით ემიმ ინანა, ეს რა ვქენიო და იგრძნო, რომ სიკე-
თის ჯილდო მუდამ როდია თავად სიკეთე! არადა, სწორედაც
რომ არის, და ემი მალევე დარწმუნდა ამაში: გუნება გა-
მოუკეთდა, მარჯვე ხელების წყალობით მისი მაგიდა თვალ-
დათვალ გამშვენიერდა, გოგონებიც კეთილად ექცეოდნენ და
იმ პატარა ნაბიჯმა, თითქოს, საკვირველად დაწმინდა ატმოს-
ფერო.
ის დღე ემისთვის ძალიან გაჭიანურდა და მძიმეც გამოდგა.
უჯდა თავის მაგიდას, ხშირად მთლად მარტო, რადგან პატარა
გოგონებმა მალევე მიატოვეს, ყვავილების ყიდვაც ზაფხულში
ბევრს არავის სურდა და ჯერ საღამო სად იყო, რომ მის
თაიგულებს ჭკნობა შეეპარა.
დარბაზში ყველაზე მიმზიდველი ხელოვნების ნიმუშთა მა-
გიდა იყო. მთელი დღე ხალხი ეხვია და ასისტენტები გაუჩე-
რებლად მიქროდ-მოქროდნენ, მედიდური იერი ედოთ და ყუ-
ლაბებში მონეტებს აჩხრიალებდნენ. ემი ხშირად გახედავდა
ხოლმე იმ მაგიდას სევდიანი თვალით: ნატრობდა, იქ ყოფი-
ლიყო, სადაც ისე იქნებოდა, როგორც თევზი წყალში, ნაც-
ვლად იმისა, რომ თავის კუთხეში უქმად მჯდარიყო. ზოგიერთ
ჩვენგანს ეს ეგებ დიდ უსიამოვნებად არ მოსჩვენებოდა, მაგ-
რამ კოხტა, სიცოცხლით სავსე გოგოსთვის არა მხოლოდ მო-
საწყენი იყო, არამედ საწყენიც, ხოლო იმაზე ფიქრმა, რომ სა-
ღამოს ლორი და მისი მეგობრები ასეთ მდგომარეობაში ნა-
ხავდნენ, მთლად გააწამა.
შინ საღამომდე არ წასულა და როცა მივიდა, ისეთი ფერ-
წასული და მდუმარე იყო, რომ ყველანი მიხვდნენ, რა მძიმე
დღეც გამოევლო, თუმცა თვითონ არ დაუჩივლია და ისიც კი
121 მკითხველთა ლიგა
არ უთქვამს, რომ თავისი ნაკეთობები მეის მისცა. დედამ
მეორე ფინჯანი მაგარი ჩაი დაუსხა. ბეთი ჩაცმაში მიეხმარა
და თავზე დასადგმელად მომხიბლავი გვირგვინიც დაუწნა, ჯო
კი, მთელი ოჯახის გასაოცრად, დიდი მონდომებით გამოეწყო
და ბუნდოვნად დაიბარა, ვიღაცები მაგიდებს ისევ გაც-
ვლიანო.
– უკმეხად არაფერი თქვა, გეხვეწები, ჯო. არანაირი აურ-
ზაური არ მინდა. როგორც არის, ისე იყოს, წესიერად მოიქე-
ცი, – შეემუდარა ემი და ადრიანად წავიდა იმ იმედით, იქნებ
ყვავილები ვიშოვო და ჩემს საცოდავ პატარა მაგიდას შევამა-
ტოო.
– მე მხოლოდ იმას ვაპირებ, რომ ვისაც კი ვიცნობ, ყვე-
ლას მომაჯადოებელი თავაზიანობით მოვექცე და, რაც შეიძ-
ლება, დიდხანს გავაჩერო შენს კუთხეში. ტედი და მისი ბიჭე-
ბიც ხელს შემიწყობენ და კარგ დროს გავატარებთ, – მიუგო
ჯომ და ლორის მოლოდინში ჭიშკარს გადაეყუდა. მალე ბინ-
დბუნდში ნაცნობი ფეხის ხმა მოისმა და ჯოც შესაგებებლად
გაექანა.
– ჩემი ბიჭია?
– მაშ! ეს კი ჩემი გოგო! – და ლორიმ ისეთი კმაყოფილე-
ბით გამოიდო მკლავში მისი ხელი, თითქოს ყველა ნატვრა
აუსრულდაო.
– ოჰ, ტედი, რა ამბებია! – და ჯომ, დას რომ შეეფერებოდა,
ისეთი მგზნებარებით უამბო, როგორ აწყენინეს ემის.
– ჩვენი ბიჭები, სადაც არის, მოხროვდებიან და თავი მო-
მაჭერი, თუ ერთიანად არ ვაყიდინო, რაც ემის ყვავილები
აქვს და მერე, მთელი საღამო, მის მაგიდასთან არ დავაბანა-
კო, – სულითა და გულით ამოუდგა ლორი მხარში.

122 მკითხველთა ლიგა


– ემი ამბობს, ყვავილები არაფრად ვარგა და ახლები,
ვაითუ, დროზე არ მოიტანონო. არ მინდა უსამართლო ან ეჭ-
ვიანი გამოვჩნდე, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ ყვავილებს
საერთოდაც არ მოიტანენ. როცა კაცი ერთ სისაძაგლეს კად-
რულობს, არც მეორეზე დაიხევს უკან, – ზიზღით შენიშნა ჯომ.
– ჰეისს არ მოუცია ჩვენი ორანჟერეის საუკეთესო ყვავი-
ლები? ნათქვამი მქონდა.
– არ ვიცოდი. ალბათ, დაავიწყდა და რახან პაპაშენი შეუძ-
ლოდ იყო, აღარ ვთხოვე, არ შევაწუხო-მეთქი, არადა მინდო-
და.
– რას ამბობ, ჯო! მაგას რა თხოვნა უნდოდა? ის ყვავილები
შენიც ისეა, როგორც ჩემი. ჩვენ ხომ ყველაფერს შუაზე ვი-
ყოფთ, ეგრე არ არის? – ისეთი ტონით დაიწყო ლორიმ, რომ-
ლის გაგონებაზე ჯო მუდამ ეკლებს გამოისხამდა ხოლმე.
– ღმერთმა დამიფაროს! შენი ზოგი ნივთის ნახევარი არა-
ფერში გამომადგებოდა, მაგრამ რა დროს აქ დგომა და არში-
ყობაა! ემის უნდა მივეხმარო, შენც წადი და გამოიპრანჭე და
თუ იმდენ სიკეთეს იზამ, რომ ჰეისს ლამაზ თაიგულს წააღები-
ნებ დარბაზში, მთელი სიცოცხლე ჩემი ლოცვა-კურთხევა არ
მოგაკლდება.
– ახლავე ხომ არ დაიწყებდი? – ისე მრავალმნიშვნელოვ-
ნად ჰკითხა ლორიმ, რომ ჯომ, სრულიად არასტუმართმოყვა-
რულად, ცხვირწინ მიუჯახუნა ჭიშკარი და გისოსებში გასძახა:
– წადი, ტედი, არა მცალია.
შეთქმულთა წყალობით იმ საღამოს ემის მაგიდა სრული-
ად გადასხვაფერდა, რადგან ჰეისმა ზღვა ყვავილები გამოგ-
ზავნა და კალათაც მოაყოლა, რომლისთვისაც ჩვეული ოსტა-
ტობით შეედგინა თაიგული და რომელიც მაგიდის შუაგულში
დადგეს. მერე სრული შემადგენლობით გამოჩნდა მარჩების
123 მკითხველთა ლიგა
ოჯახი და ჯომ მოწადინებით იწყო თავისი მიზნის აღსრულება,
რის წყალობით ხალხი არა მხოლოდ მიდიოდა მაგიდასთან,
არამედ რჩებოდა კიდეც: იცინოდნენ ჯოს ოხუნჯობაზე, აღტა-
ცებაში მოდიოდნენ ემის გემოვნებით და, აშკარად, მშვენიერ
დროს ატარებდნენ. ლორი და მისი ძმაკაცებიც ვაჟკაცურად
გადავიდნენ იერიშზე, დაიტაცეს თაიგულები, დაბანაკდნენ
მაგიდის წინ და ისე გამოაცოცხლეს ის კუთხე, მთელ დარბაზ-
ში ადგილი ვერ შეედრებოდა. ემი ახლა კი თავის სტიქიაში
გახლდათ და მადლიერებით აღვსილი (სხვა გრძნობებზე რომ
არაფერი ვთქვათ), ისეთი ხალისიანი და ზრდილი იყო, მეტი
რომ არ იქნებოდა – ამ დროისთვის უკვე მივიდა იმ დასკვნამ-
დე, რომ ბოლოს და ბოლოს, სიკეთის ჯილდო მაინც თავად
სიკეთეა.
ჯო სანიმუშოდ იქცეოდა და როცა ემის წარმატებით შემო-
არტყა გარს საპატიო ყარაული, დარბაზი მიიარ-მოიარა, აქა--
იქ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკს მოჰკრა ყური და მიხვდა, რა-
მაც შეუცვალა გუნება ჩესტერებს. თავის თავს უსაყვედურა, ეს
მტრობა ჩემი ბრალიც არისო და გადაწყვიტა, რაც შეიძლება
მალე აღედგინა ემის პატიოსანი სახელი. ისიც გაიგო, რომ
ემის თავისი ნამუშევრები დაებრუნებინა და გაიფიქრა, ჩემი
და დიდსულოვნების განსახიერებააო. მხატვრულ ნაკეთობა-
თა მაგიდას რომ ჩაუარა, დახედა, ემის ნამუშევრებს ეძებდა,
მაგრამ ერთიც ვერ დაინახა. „ალბათ, სადმე შეჩურთეს და
თვალს მოაშორეს“, გაიფიქრა ჯომ, რომელსაც თავად მის-
თვის მიყენებული წყენის პატიება კი შეეძლო, მაგრამ როცა
მის ოჯახს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ცეცხლი ეკიდებოდა.
– საღამო მშვიდობისა, მის ჯო. ემი რას შვრება? – შემრი-
გებლურად ჰკითხა მეიმ, რადგან უნდოდა ეჩვენებინა, მეც შე-
მიძლია კეთილშობილებაო.
124 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერი გაყიდა, რის გაყიდვაც ღირდა და ახლა ერ-
თობა. ხომ იცი, ყვავილების მაგიდა მუდამ იზიდავს მყიდვე-
ლებს, მეტადრე ჯენტლმენებს, – თავი ვერ შეიკავა ჯომ და უკ-
ბინა, მაგრამ მეიმ ისე თვინიერად მიიღო ეს ნაკბენი, რომ ჯომ
მაშინვე ინანა და ქება-დიდება შეასხა დიდ ვაზებს, რომლებიც
გაუყიდავი დარჩენილიყო.
– ემის მინიატურები არ დარჩენილა? მინდა, მამას ვუყი-
დო, – თქვა ჯომ, რადგან ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა ბედი
ეწია მისი დის ნამუშევრებს.
– ემის ნამუშევრები რა ხანია, გაიყიდა. ვეცადე, იმ ხალხს
დაენახა, ვისაც მოეწონებოდა და კარგი თანხაც ვიშოვეთ, –
მიუგო მეიმ; მანაც იმ დღეს, ემისა არ იყოს, ბევრი ცდუნება
დაძლია.
კმაყოფილი ჯო ამ ამბის სათქმელად ყვავილების მაგიდას-
თან მიქანდა, ემიც გრძნობამორეული და გაკვირვებული
დარჩა, როცა მეის სიტყვებისა და ქცევის ანგარიში მოისმინა.
– ახლა კი, ბატონებო, მინდა წახვიდეთ და სხვა მაგიდებ-
თანაც ისე გულუხვად შეასრულოთ თქვენი ვალი, როგორც აქ
შეასრულეთ, მეტადრე – მხატვრულ ნაკეთობათა მაგიდას-
თან, – დავალება მისცა ჯომ „ტედის რაზმს“: ასე ეძახდნენ გო-
გონები მის უნივერსიტეტელ მეგობრებს.
– „ეკვეთე, ჩესტერ, ეკვეთე-მეთქი!“51 აი, იმ მაგიდის დევი-
ზი. შეასრულეთ თქვენი კაცური ვალი და ფულის სანაცვლოდ
ხელოვნების პატრონები გახდებით ამ სიტყვის ყოველნაირი
გაგებით! – შესძახა დაუცხრომელმა ჯომ, როცა მისი ერთგუ-
ლი ფალანგა სალაშქროდ ემზადებოდა.

51„ეკვეთე, ჩესტერ, ეკვეთე-მეთქი!“ – ციტატა უოლტერ სკოტის პოემიდან


„მარმიონი“
125 მკითხველთა ლიგა
– გისმენთ და გემორჩილებით, თუმცა სიტურფით მეი ემის
ვერ შეედრება, – თავი გამოიდო პატარა პარკერმა, რომ მახ-
ვილგონიერიც გამოჩენილიყო და თავაზიანიც, მაგრამ ლო-
რიმ მაშინვე ჩაუქრო აღმაფრენა:
– პატარა ბიჭის პირობაზე კარგი ნათქვამი იყო, შვილო ჩე-
მო! – მამაშვილურად გადაუსვა თავზე ხელი და წაიყვანა.
– ვაზები იყიდე, – წასჩუჩულა ემიმ ლორის რათა, მტერი
მთლად გაეოგნებინა თავისი სიკეთით.
მეის გასახარად, ლორიმ არა მარტო იყიდა ვაზები, არა-
მედ თითო-თითოდ ამოიჩარა იღლიებში და ასე გაიარ-
გამოიარა დარბაზში. დანარჩენმა ჯენტლმენებმაც ასეთივე
ფათაფუთით დაიტაცეს ნაირნაირი მყიფე წვრილ-წვრილი
ნივთი და მერე უილაჯოდ დაბორიალებდნენ ცვილის ყვავი-
ლებით, მოხატული მარაოებით, ჭვირნიშნიანი ქაღალდის სა-
ქაღალდეებითა და სხვა საჭირო და გამოსადეგი ნავაჭრით
დატვირთულები.
ბიცოლა კეროლიც დარბაზში იყო, მთელი ეს ისტორია მო-
ისმინა, კმაყოფილი დარჩა და მისის მარჩს ჩუმად უთხრა რა-
ღაც, რის გაგონებაზეც ამ უკანასკნელს სიხარულით სახე გა-
უბრწყინდა და მღელვარებანარევი სიამაყით მიაქცერდა
ემის, თუმცა თავისი სიხარულის მიზეზი რამდენიმე დღის გან-
მავლობაში არ გაუმხელია.
გამოაცხადეს, ბაზრობამ წარმატებით ჩაიარაო და როცა
მეი ემის ემშვიდობებოდა, ჩვეულებისამებრ გრძნობების
ფრქვევას როდი მოჰყოლია: მხოლოდ ალერსიანად აკოცა
და ისე შეხედა, თითქოს ეუბნებოდა, მაპატიე და დაივიწყეო.
ემი კმაყოფილი დარჩა, შინ მისულს კი ვაზები სასტუმრო
ოთახის ბუხრის თავზე ჩამწკრივებული დაუხვდა, შიგ დიდრო-
ნი თაიგულები ელაგა.
126 მკითხველთა ლიგა
– ჯილდო დიდსულოვან მარჩს! – დიდი ამბით გამოაცხადა
ლორიმ.
– იმაზე პრინციპული, დიდსულოვანი და კეთილშობილი
ყოფილხარ, ვიდრე წარმოვიდგენდი, ემი. მშვენივრად მოიქე-
ცი და მთელი გულით გაფასებ, – თბილად უთხრა ჯომ, როცა
გვიან საღამოს ორივენი ერთად ივარცხნიდნენ თმას.
– ჰო, ჩვენც ვაფასებთ და გვიყვარს, იმიტომ რომ ასე ხა-
ლისით შეუძლია პატიება. ალბათ, რა ძნელი იქნებოდა, ემი:
შენ ხომ ბევრი იშრომე და გინდოდა შენ თვითონვე გაგეყიდა
შენი ლამაზი ნაკეთობები. მე, ალბათ, შენნაირ სიკეთეს ვერ
გამოვიჩენდი, – დაამატა ბეთმა თავისი ბალიშიდან.
– რას ამბობთ, გოგოებო, რამდენს მაქებთ! მე მხოლოდ
ისე მოვექეცი მეის, როგორც მენდომებოდა, რომ მე მომქცე-
ოდნენ. როცა ვამბობ, მინდა ნამდვილი ლედი ვიყო-მეთქი,
დამცინით, მაგრამ მე სინამდვილეში კეთილშობილ სულსა
და ყოფაქცევას ვგულისხმობ და რაც შემიძლია, ვისწრაფვი
მაგ მიზნისკენ. ზუსტად ვერ აგიხსნით, მაგრამ მინდა იმ
პატარ-პატარა სიმდაბლეებზე, სისულელეებსა და შეცდომებ-
ზე მაღლა ვიდგე, რაც ამდენ ქალს წაახდენს ხოლმე. ჯერჯე-
რობით შორს ვარ ამ მიზნისგან, მაგრამ ცდას არ ვაკლებ და
იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ისეთი გავხდები, როგო-
რიც დედაა.
ემი დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ჯომ გულში ჩაიკრა და
გულიანად უთხრა:
– ახლა კი მივხვდი, რასაც გულისხმობ და ჩემს დღეში
აღარ დაგცინებ. იმაზე სწრაფად მიდიხარ წინ, ვიდრე გგონია
და მეც შენგან ვისწავლი ნამდვილ თავაზიანობას, იმიტომ
რომ ვატყობ, შენ უკვე ჩასწვდომიხარ მის მთავარ საიდუმ-

127 მკითხველთა ლიგა


ლოს. ასე გააგრძელე, საყვარელო; ერთ დღესაც გერგება
ჯილდო და ჩემზე მეტად არავის გაუხარდება.
ერთ კვირაში ემის მართლაც ერგო ჯილდო და საბრალო
ჯოს ძალზე გაუჭირდა, გახარებოდა. ბიცოლა კეროლის წერი-
ლი მოვიდა და იმ წერილის კითხვისას მისის მარჩს ისე გაუს-
ხივოსნდა სახე, რომ იქვე მსხდარმა ჯომ და ბეთმა მაშინვე
იკითხეს, ასეთი სასიხარულო რა მოიწერაო.
– ბიცოლა კეროლი იმ თვეში უცხოეთში მიდის და...
– მეც მივყავარ! – შეაწყვეტინა ჯომ და თავშეუკავებელი
აღტაცებით წამოხტა ზეზე.
– არა, ჩემო კარგო, შენ კი არა, ემი.
– დე! ემი პატარაა, ჯერ ჩემი ჯერია. რა ხანია, მინდა... იქ
წასვლა ბევრ სიკეთეს მომიტანს და საერთოდაც მშვენიერი
იქნება... მე უნდა წავიდე!
– ვაი, რომ ეგ ვერ მოხერხდება, ჯო. ბიცოლამ გადაჭრით
თქვა, ემიო და ჩვენ ხომ ვერ ვუკარნახებთ, ვინ წაიყვანოს,
როცა ასეთ სიკეთეს გვთავაზობს.
– სულ ეგრე არ არის?! ემის – გართობა და მე – ჯაფა,
არა?! უსამართლობაა! ოჰ, რა უსამართლობაა! – ბრაზით წა-
მოიყვირა ჯომ.
– მე მგონი, ნაწილობრივ შენი ბრალია, ჩემო კარგო. ბი-
ცოლამ იმ დღეს შემომჩივლა შენზე, ცოტა უკმეხი და თავნე-
ბააო; აი, წერილშიც, ამბობს – და მგონი, შენს სიტყვებს
იმეორებს – „თავიდან ჯო მყავდა გუნებაში, მაგრამ რახან
„სიკეთე ტვირთად აწვება“ და „ფრანგულს ვერ იტანს“, ალ-
ბათ ვერ გავბედავ, რომ მივიპატიჟო, დაგვემგზავრე-მეთქი.
ემი უფრო დამჯერია, ფლოს კარგ ამხანაგობას გაუწევს და
მადლობელი იქნება იმ სიკეთისა, რასაც ეს მოგზაურობა
მოუტანს“.
128 მკითხველთა ლიგა
– ოჰ, ჩემო ენავ, ჩემო საზიზღარო ენავ! რატომ ვერ ვის-
წავლე, რომ კბილი დაგაჭირო? – ამოიგმინა ჯომ და გაახსენ-
და ის სიტყვები, რამაც დაღუპა. როცა მისის მარჩმა მოისმინა
მისი განმარტება, თუ რა მიზეზით ითქვა წერილში მოყვანილი
ციტატები, დაღონებით თქვა:
– ძალიანაც მინდა, რომ შენ მიდიოდე, მაგრამ ამჯერად
არანაირი იმედი არ არის, ჰოდა, ეცადე, ვაჟკაცურად გა-
დაიტანო და ემის საყვედურით ან წუწუნით არ წაუხდინო
სიამოვნება.
– ვეცდები, – წაილაპარაკა ჯომ, გამალებით აახამხამა
თვალები და ჩაიჩოქა, რომ წეღანდელი წამოხტომისას კალ-
თიდან ჩამოვარდნილი და არეულ-დარეული ხელსაქმის კა-
ლათა ჩაელაგებინა, – ემისგან ავიღებ მაგალითს და ვეცდები
არა მარტო გამოვჩნდე გახარებული, არამედ ვიყო კიდეც და
მისი ბედნიერების ერთი წუთიც კი არ შემშურდეს, ოღონდ
იოლი არ იქნება, იმიტომ რომ ძალიან დამწყდა გული, – და
საბრალო ჯომ რამდენიმე მწარე ცრემლი დააფრქვია ნემსე-
ბის პატარა, გაბერილ ბალიშს.
– ჯო, ჩემო კარგო, ძალიან ეგოისტი ვარ, მაგრამ უშენოდ
ვერ გავძლებ და მიხარია, რომ ჯერ არ მიდიხარ, – წასჩურჩუ-
ლა ბეთმა და კალათიანად ჩაიკრა გულში ისე ღონივრად და
ისეთი ალერსიანი გამომეტყველებით, რომ ჯომ ცოტა მხნედ
იგრძნო თავი იმის მიუხედავად, რომ მწარედ ნანობდა თავის
საქციელს, უნდოდა, თავისი თავისთვის კარგა გემრიელად
აეწია ყურები და მორჩილად ეთხოვა ბიცოლა კეროლისთვის,
დამტვირთეთ თქვენი სიკეთით და ნახავთ, რა მადლიერად
ვატარებ ამ ტვირთსაო.
ემი რომ შემოვიდა, ჯომ იმდენი ქნა, რომ მოახერხა, ოჯა-
ხის ზეიმს შეერთებოდა, იქნებ ისე გულით ვერა, როგორც
129 მკითხველთა ლიგა
სჩვეოდა, მაგრამ ემის იღბალზე დრტვინვა მაინც არ დაუწყია.
რაც შეეხება თავად იმ ყმაწვილ ლედის, იგი დიდი სიხარუ-
ლით შეხვდა ახალ ამბავს, ბედნიერი და აღტაცებული და-
დიოდა მთელ სახლში და იქვე იწყო საღებავების დახარისხე-
ბა და ფანქრების ჩალაგება, ხოლო ისეთ წვრილმანებზე
ზრუნვა, როგორიც ტანისამოსი, ფული და პასპორტი იყო,
ოჯახის იმ წევრებს მიანდო, რომლებიც ნაკლებად იყვნენ
ჩაფლულნი ხელოვნებაზე ოცნებებში.
– ჩემთვის ეს მხოლოდ გასართობი მოგზაურობა არ არის,
გოგოებო, – შთამბეჭდავად თქვა და თან თავის საუკეთესო
პალიტრას შემხმარი საღებავი ააფხიკა, – აქ გადაწყდება ჩე-
მი კარიერის საკითხი: თუ ნიჭი მაქვს, რომში მივხვდები და
ამის დასამტკიცებლად რაიმეს მოვიმოქმედებ.
– და თუ არ გაქვს? – ჰკითხა ჯომ, რომელიც თვალებჩა-
წითლებული კერავდა ემისთვის გასატანებელ საყელოებს.
– მაშინ ჩამოვალ და ხატვის მასწავლებლობით ვირჩენ
თავს, – ფილოსოფოსის სიმშვიდით მიუგო დიდების მა-
ძიებელმა, თუმცა ამ პერსპექტივის წარმოდგენაზე ზიზღით
დაიჭყანა და ისეთი იერით განაგრძო პალიტრის ფხეკა, რომ
ნათელი გახდა, შეუპოვრად ეცდებოდა თავისას და მერეღა
იტყოდა უარს თავის ოცნებაზე.
– არა, ეგ საშენო საქმე არ არის. შენ მძიმე შრომას ვერ
იტან. ვინმე მდიდარ კაცს გაჰყვები და მთელ სიცოცხლეს ფუ-
ფუნებაში გაატარებ, – მიუგო ჯომ.
– შენი წინასწარმეტყველება ხანდახან ახდება ხოლმე,
მაგრამ ამის ახდენისა კი რა გითხრა, თუმცა ნდომით როგორ
არ მინდა! თუ მე ვერ გავხდები მხატვარი, ის მაინც გამიხარ-
დება, სხვებს მივეხმარო, – უთხრა ემიმ ღიმილით, რომელიც

130 მკითხველთა ლიგა


ცხადყოფდა, რომ მეცენატი ქალბატონის როლს უფრო მოიხ-
დენდა, ვიდრე ხატვის ღარიბი მასწავლებლისა.
– ჰმ! – თქვა ჯომ და ამოიხვნეშა, – თუ გინდა, ეგრეც მოხ-
დება, იმიტომ რომ შენ მუდამ გისრულდება სურვილი, მე კი –
არასოდეს.
– გინდოდა წასვლა? – ჰკითხა ემიმ და ფიქრიანად დაისვა
ცხვირზე დანა, რომლითაც პალიტრას ფხეკდა.
– რა საკითხავია!
– ჰოდა, ერთ-ორ წელიწადში დაგპატიჟებ: ერთად გავთხა-
როთ ფორუმი, სიძველეები ვეძებოთ და რა გეგმებიც კი ამ-
დენჯერ დაგვიწყვია, ყველას შევასხათ ხორცი.
– მადლობელი ვარ. გაგახსენებ მაგ დაპირებას, როცა
ბედნიერი დღე გაგითენდება, თუკი გაგითენდა, – გაეპასუხა
ჯო და, რაც შეეძლო, მადლიერებით მიიღო დის ბუნდოვანი,
თუმცა კი დიდებული წინადადება.
მოსამზადებლად ცოტა ხანიღა რჩებოდა და ემის წასვლამ-
დე სახლში დიდი მღელვარება სუფევდა. ჯოს კარგად ეჭირა
თავი, სანამ ემი ცისფერი ლენტის ფრიალით არ გაქრა შო-
რეთში, მერე კი სხვენზე თავის სავანეს შეაფარა თავი და
იქამდე იტირა, სანამ ცრემლი არ გაუშრა. გემის გასვლამდე
ემისაც ვაჟკაცურად ეჭირა თავი, მაგრამ ტრაპის აღება რომ
დააპირეს, ერთბაშად გაიაზრა, რომ ცოტა ხანში მასა და მის
უსაყვარლეს ადამიანებს შორის მთელი ოკეანე გადაიჭიმე-
ბოდა, მკლავში ჩააფრინდა ლორის, რომელიც ბოლო წამამ-
დე შემორჩა გემზე, და სლუკუნით უთხრა:
– გთხოვ, ყველას მიმიხედე და თუ რამე მოხდა...
– ჰო, საყვარელო, მივხედავ და თუ რამე მოხდა, ჩამოვალ
და განუგეშებ, – წასჩურჩულა ლორიმ და აზრადაც არ მოს-
ვლია, რომ სიტყვა მართლაც შესასრულებელი გაუხდებოდა.
131 მკითხველთა ლიგა
ამრიგად, ემიმ გაცურა, რათა დაეპყრო ძველი მსოფლიო,
რომელიც მუდამ ახალი და ლამაზია ახალგაზრდა თვალის-
თვის, ხოლო მამა და მეგობარი ნაპირიდან გაჰყურებდნენ და
მხურვალედ იმედოვნებდნენ, რომ მხოლოდ კეთილი სვე
ხვდებოდა წილად გოგონას, რომელიც მანამ უქნევდა ხელს,
სანამ ვეღარაფერი გაარჩიეს ზღვის ზედაპირზე ზაფხულის
მზის დამაბრმავებელი ელვარების გარდა.

132 მკითხველთა ლიგა


თავი მერვე
ჩვენი უცხოელი კორესპონდენტი

ლონდონი
ჩემო კარგებო!
აი, პიკადილიზე, სასტუმრო „ბათში“, მოედანზე გამავალ
ფანჯარას ვუზივარ. მოდური სასტუმრო არ არის, მაგრამ ბი-
ძიას რამდენიმე წლის წინ აქ უცხოვრია და სხვაგან არასდი-
დებით არ უნდა წასვლა. ლონდონში დიდხანს არც ვაპირებთ
დარჩენას, ასე რომ, ეგ არაფერი. ვერ გადმოგცემთ, რა
სიამოვნებაში ვარ და ამის გადმოცემას ვერც ვერასოდეს მო-
ვახერხებ; ამიტომ, მხოლოდ ჩემი უბის წიგნაკიდან ამოღე-
ბულ ნაწყვეტებს გიგზავნით, რადგან მოგზაურობის დასაწყი-
სიდან მოყოლებული, აქამდე არაფერი მიკეთებია გარდა ეს-
კიზების ხატვის და ჩანაწერებისა.
ჰალიფაქსიდან გამოგიგზავნეთ წერილი, როცა დიდ გასა-
ჭირში ვიყავი, მაგრამ მერე და მერე საქმე მშვენივრად წავი-
და: ზღვა იშვიათად მწყენდა, მთელ დღეებს გემბანზე ვატა-
რებდი, უამრავი მშვენიერი ხალხი მეხვია და მართობდა. ყვე-
ლანი კარგად მექცეოდნენ, მეტადრე – ოფიცრები. ნუ იცინი,
ჯო: ჯენტლმენები გემზე ძალიან საჭირონი არიან: მკლავზეც
დაეყრდნობი და მოგემსახურებიან კიდეც; რაკი საქმე არაფე-
რი აქვთ, დიდ პატივს ვდებთ იმით, რომ ჩვენი წყალობით ცო-
ტა გამოსადეგნი ხდებიან, თორემ იმდენს მოწევდნენ, ალბათ
თავებს დაიფერფლავდნენ.

133 მკითხველთა ლიგა


ბიცოლა და ფლო მთელი გზა უქეიფოდ იყვნენ და მარტო
უნდოდათ ყოფნა, ჰოდა, როცა ვერაფრით ვეხმარებოდი, წა-
ვიდოდი ხოლმე და ვერთობოდი. რა კარგი იყო გემბანზე სე-
ირნობა, რა დაისები, რა საამური ჰაერი, რა ტალღები! როცა
ელვის სისწრაფით გავქროლდებოდით ხოლმე, ლამის ისეთი
ამაღელვებელი იყო, როგორც ცხენის ჭენება. ნეტავი, ბეთიც
წამოსულიყო, ძალიან არგებდა. აი, ჯო კი აძვრებოდა გრო-
ტანძის კლივერზე თუ რასაც ეძახიან იმ მაღალ რაღაცას, მე-
ქანიკოსებს დაუძმაკაცდებოდა, კაპიტნის რუპორში ჩასძახებ-
და ხოლმე და სრულ აღტაცებაში იქნებოდა.
ყველაფერი ღვთაებრივი იყო, მაგრამ მაინც გამიხარდა,
ირლანდიის ნაპირი რომ დავინახე – მწვანე, მზით გასხივოს-
ნებული, აქა-იქ მიმოფანტული ყავისფერი ქოხმახები და გო-
რაკებზე შემორჩენილი ნანგრევები, ხეობებში კი – ჯენ-
ტლმენთა კარ-მიდამოები, სადაც პარკებში ირმების ნაკრძა-
ლები აქვთ მოწყობილი. ადრიანი დილა იყო, მაგრამ არ მი-
ნანია, რომ ავდექი და ვნახე ყოველივე ეს – პატარ-პატარა
ნავებით სავსე ყურე, თვალწარმტაცი სანაპირო და მაღლა კი
ვარდისფერი ცა – ეს სანახაობა არასოდეს დამავიწყდება.
ქუინსტაუნში ჩემი ერთი ახალი ნაცნობი – მისტერ ლენოქ-
სი – დაგვემშვიდობა და როცა საუბარში კილარნის ტბები
ვახსენე, ამოიოხრა, შემომაცქერდა და წაიმღერა:

გაგიგიათ კეიტ კორნი?


კილარნისთან ცხოვრობს მგონი;
ელვარება მისთა თვალთა
მოსვენებას დაგიკარგავთ,
მოერიდეთ, არ დაგღუპოთ კეიტ კორნიმ.

134 მკითხველთა ლიგა


რა სულელობრივია, არა?
ლივერპულში რამდენიმე საათს დავრჩით. ბინძური,
ხმაურიანი ადგილია და ძალიან გამიხარდა, იქაურობას რომ
მოვშორდით. ბიძია გაექანა და სასწრაფოდ იყიდა ლაიკის
ხელთათმანი, რაღაც უშნო, სქელძირა წაღები და ქოლგა,
წვერი გაიპარსა და ბაკენბარდები დაიტოვა. მერე სულ თავს
იწონებდა, ნამდვილ ბრიტანელს ვგავარო, მაგრამ როგორც
კი პირველად გააწმენდინა ტალახიანი წაღები, ფეხსაცმლის
მწმენდავი მაშინვე მიხვდა, ჩემ წინ ამერიკელი დგასო და სი-
ცილით უთხრა: „მზად გახლავთ, სერ. იანკების უახლესი ვაქ-
სით52 გაგიპრიალეთ“, რაზეც ბიძიამ ძალიან იხალისა. უი, ბა-
რემ გეტყვით, რაც ჩაიდინა იმ ჩერჩეტმა ლენოქსმა! თავის მე-
გობარს, უერდს, რომელიც ჩვენთან ერთად აგრძელებდა
გზას, თაიგული შეაკვეთინა ჩემთვის და სასტუმროს ნომერში
შესულს პირველი სწორედ მშვენიერი თაიგული მომხვდა
თვალში, ბარათიც ახლდა: „საუკეთესო სურვილებით რო-
ბერტ ლენოქსისაგან“. რა სასაცილოა, არა, გოგონებო? მომ-
წონს მოგზაურობა!
თუ არ ვიჩქარე, ლონდონამდე ვერ ჩავაღწევ. ჩვენი მგზავ-
რობის შემხედვარეს ეგონებოდა, ჭენებით მიუყვებიან მშვე-
ნიერი პეიზაჟებით სავსე სურათების გრძელ გალერეასო.
ფერმერების სახლებმა მომხიბლა: ისლის სახურავები, სუ-
როაყოლილი კედლები და ცხაურებიანი სარკმლები, ზღურ-
ბლზე – ჯანიანი ქალები და ლოყებღაჟღაჟა ბავშვები. საქონე-
ლიც კი ჩვენსაზე დიდი ჰყავთ – ძროხები მუხლამდე სამყურა-
ში იდგნენ, ქათმები კი კმაყოფილებით კრიახებდნენ, თით-
ქოს თავის დღეში არ ნერვიულობენ, როგორც ჩვენს ამერი-

52 ვაქსი – შავი საცხი ტყავის ფეხსაცმლის გასაწმენდად


135 მკითხველთა ლიგა
კულ შარისთავ ქათმებს სჩვევიათ. არსად მინახავს ასეთი
სრულყოფილი ფერები: ასეთი მწვანე ბალახი, ასეთი ლაჟ-
ვარდი ცა, ასეთი ყვითელი ყანები და ასეთი ბნელი ტყეები.
მთელი გზა აღტაცებაში ვიყავი. არც ფლო ჩამომრჩებოდა და
ხან ერთ სარკმელს მივცვივდებოდით და ხან – მეორეს, რომ
არაფერი გამოგვრჩენოდა. ბიცოლა დაღლილი იყო და
დაეძინა, ბიძია კი გზამკვლევს კითხულობდა და არაფერი აკ-
ვირვებდა. აი, როგორ ვმგზავრობდით; წამოხტებოდა ემი და:
„კენილუორთი (კენილუორთი – ციხე-დარბაზი, სადაც ხდება
უოლტერ სკოტის ამავე სახელწოდების ისტორიული რომანის
მოქმედება) უნდა იყოს, აი, ის რუხი ლაქა ხეებშუა!“ ფლო
ჩემს სარკმელს ეცემოდა და: „რა საყვარელია! ერთხელაც
წავალთ, არა, მა?“, ბიძია კი მშვიდად ტკბებოდა თავისი წაღე-
ბით და: „არა, შვილო, თუკი მაინცდამაინც ლუდი არ მოგ-
წყურდა. ეგ ლუდსახარშია“.
პაუზა. მერე ფლო წამოიძახებდა: „ღმერთო! აგერ, სახ-
რჩობელა და ზედ კაცი ადის“. „სად, სად?“, დაიწივლებდა ემი
და მიაშტერდებოდა ორ მაღალ, ღერძგადებულ და ჯაჭვებჩა-
მოკონწიალებულ ბოძს. „შახტია“, შენიშნავდა ბიძია და თვა-
ლებში მხიარული ნაპერწკალი გაუკრთებოდა. „ნახე, რა საყ-
ვარელი ბატკნების ფარაა, ყველანი წვანან“, იტყოდა ემი. „უ-
ყურე, მა, ხომ ლამაზები არიან?“, აჰყვებოდა გულაჩუყებული
ფლო. „ბატები გახლავთ, პატარა ქალბატონებო“, ისეთი ტო-
ნით მოგვიგებდა ბიძია, რომ ერთ ხანს გავჩუმდებოდით.
ფლო „კაპიტან კავენდიშის ფათერაკებს“ ჩაუჯდებოდა და
პეიზაჟი მთლიანად მე მრჩებოდა.
ლონდონში რომ ჩავედით, ცხადია, წვიმდა და ნისლისა და
ქოლგების გარდა არაფერი ჩანდა. დავისვენეთ, ამოვალაგეთ
ბარგი და წვიმამ რომ გადაიღო, სანამ ხელახლა დაიწყებო-
136 მკითხველთა ლიგა
და, საყიდლებზე გავიარეთ. ბიცოლა მერიმ რაღაც-რაღაცები
მიყიდა, იმიტომ რომ ისე ნაჩქარევად წამოვედი, ნახევარი არ
წამომიღია იმისა, რაც მჭირდებოდა. ცისფერბუმბულიანი
თეთრი შლაპა, მისი შესაფერისი მუსლინის კაბა და ისეთი
მშვენიერი პელერინა, რომ არ გენახოთ. რიჯენტ-სტრიტზე
ვაჭრობას არაფერი სჯობს. თითქოს ყველაფერი იაფია. ლა-
მაზი ლენტები იარდი ექვსი პენსი ღირდა და წინასწარ მოვი-
მარაგე, ხელთათმანებს კი პარიზში ვიყიდი. რა დახვეწილად
და მდიდრულად ჟღერს, არა?
სანამ ბიცოლა და ბიძია გასულები იყვნენ, მე და ფლომ გა-
სართობად ეკიპაჟი ვიქირავეთ და სასეირნოდ წავედით, თუმ-
ცა მერე გავიგეთ, რომ წესი არ არის, ქალიშვილებმა ასეთი
ეკიპაჟებით უთანამგზავროდ იარონ. არადა, იცით, რა სახა-
ლისო იყო?! როცა ჩავსხედით, მეეტლემ წინ ხის საფარი ჩა-
მოგვიფარა და ისე გააჭენა ცხენი, რომ ფლო დაფრთხა და
მითხრა, გააჩერეო, მაგრამ ის კაცი გარეთ იყო, რაღაცის
უკან და ვერაფერი გავაგებინე – არც ხმა ესმოდა ჩემი და
ვერც იმას ხედავდა, ქოლგას რომ ვიქნევდი. ჰოდა, ასე უმწე-
ოდ მივშლიგინებდით – ჯაყჯაყით, ხტუნვა-ხტუნვითა და აქეთ-
იქით ხეთქებით. ბოლოს, როცა უკვე მთლად წარგვეკვეთა სა-
სო, ჭერში პატარა კარი დავინახე, ხელი ავკარი, გაიღო, გა-
მოჩნდა ჩაწითლებული თვალი და ლუდის სუნად აყროლე-
ბულმა პირმა თქვა:
– რა ამბავია, მემ?
რაც შემეძლო, წყნარად ვუთხარი სათქმელი, კაცმა კარი
მოაჯახუნა, წაილაპარაკა, დიახ, მემო, და ცხენი შეანელა,
თითქოს დაკრძალვააო. მე ხელახლა ავხადე კარი და რომ
ვუთხარი, ცოტა სწრაფად-მეთქი, ისევ წინანდებურად კისრის-
ტეხით გაექანა და ჩვენც ბედს დავმორჩილდით.
137 მკითხველთა ლიგა
დღეს გამოიდარა და ჰაიდ-პარკში წავედით, აქვეა: ჩვენი
სასტუმრო იმაზე არისტოკრატიულია, ვიდრე ერთი შეხედვით
ჩანს. ჩვენ გვერდით დევონშირის ჰერცოგი ცხოვრობს და
ხშირად ვხედავ მის ლაქიებს, უსაქმოდ დგანან ხოლმე უკანა
ჭიშკართან. არც ველინგტონის ჰერცოგის სახლია შორს. რომ
იცოდეთ, რა ვნახე პარკში! „პანჩის“53 კარიკატურებს არ ჩა-
მოუვარდებოდა: სქელ-სქელი ქვრივი ბანოვანები წითელ--
ყვითელი კარეტებით დაგორავდნენ, რომლებსაც უკანიდან
აბრეშუმის წინდებიანი და ხავერდის ლივრეიანი დიდებული
ლაქიები უმშვენებდნენ, წინიდან კი შეპუდრული მეეტლეები.
აქვე იყვნენ ყოჩაღი მოახლეები არნახულად ლოყაწითელი
ბავშვებით, მოხდენილი, ნახევრად მძინარე ქალიშვილები და
მათ გარშემო უქმად მოსეირნე ფრანტები უცნაური ინგლისუ-
რი შლაპებითა და ლავანდისფერი ლაიკის ხელთათმანებით,
ზორბა ჯარისკაცები მოკლე წითელი ქურთუკებითა და გვერ-
დულად ჩამოფხატული ბეწვის მაღალი ქუდებით – ისეთი სა-
საცილოები, რომ ერთი სული მქონდა, ჩამეხატა.
როტენ-როუ Route de Roi-ს ანუ „მეფის გზას“ ნიშნავს,
მაგრამ ახლა საცხენოსნო სკოლის სარბენ ბილიკს უფრო
წააგავს. ცხენები სანაქებოა და მამაკაცები, მეტადრე გრუმე-
ბი, კარგად ატარებენ, სამაგიეროდ ქალები გახევებულები
სხედან და ბუქნავენ, რაც ჩვენს წესებს არ შეესაბამება. ძალი-
ან მომინდა, გიჟური ამერიკული ნავარდი მეჩვენებინა, თო-
რემ ისეთი დარბაისლური ჩორთით მიდი-მოდიან იმ თავიანთ
გულამოღებულ საცხენოსნო კაბებში გამოპრანჭულები და
მაღალი შლაპებით მორთულები, გეგონება, სათამაშო ნოეს
კიდობნის თოჯინები არიანო. დიდიან-პატარიანად ცხენებზე

53 „პანჩი“ – ცნობილი იუმორისტული ჟურნალი; გამოდიოდა ლონდონში


138 მკითხველთა ლიგა
სხედან – ბერიკაცები, მსუქანი ქალები თუ პატარა ბავშვები;
ახალგაზრდა შეყვარებულებიც მეტწილად აქვე ხვდებიან ერ-
თმანეთს. დავინახე, ვიღაც წყვილმა ერთიმეორეს ვარდისფე-
რი კოკრები გაუცვალა. ამ კოკრებს ღილ-კილოში ჩამაგრე-
ბულს ატარებენ და მე თუ მკითხავ, ძალიანაც კარგად
მოუფიქრებიათ.
ნაშუადღევს უესტმინსტერის სააბატოში ვიყავით, ოღონდ
იმის მოლოდინი ნუ გექნებათ, რომ აღწერას მოვყვე – შეუძ-
ლებელია, ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გამაოგნებე-
ლია! ამ საღამოს თეატრში მივდივართ, ფეხტერი54 უნდა ვნა-
ხოთ და ამით ჯეროვნად დასრულდება ჩემი ცხოვრების უბედ-
ნიერესი დღე.
უკვე გვიანია, მაგრამ ხვალ დილით ამ წერილს ისე ვერ გა-
მოგიგზავნით, თუ არ გიამბეთ, ამ საღამოს რა მოხდა. რა
გგონიათ, ვინ შემოვიდა, ჩაის რომ ვსვამდით? ლორის ინ-
გლისელი მეგობრები, ფრედ და ფრენკ ვონები! ძალიან გა-
მიკვირდა და ვერც ვიცნობდი, სავიზიტო ბარათები რომ არ
შემოეგზავნათ. ორივენი გამაღლებულან, ბაკენბარდებით
დადიან. ფრედი ინგლისური სტილის სანდომიანი ყმაწვილია,
ფრენკი კი გამოკეთებულა, თითქმის აღარ კოჭლობს და
აღარც ყავარჯნებით დადის. ლორისგან გაუგიათ, სადაც ვაპი-
რებდით ჩამოხდომას და მოვიდნენ, რომ მივეპატიჟებინეთ,
ჩვენთან დაბინავდითო, მაგრამ ბიძიამ გადასვლა არ მოინ-
დომა, ასე რომ ახლა საპასუხო ვიზიტით უნდა ვეწვიოთ, როცა
მოგვიხერხდება. თეატრში წამოგვყვნენ და მშვენიერი დრო
გავატარეთ: ფრენკი ფლოს არ მოსცილებია, მე და ფრედი კი
წარსულ, ახლანდელ და მომავალ გართობაზე ვლაპარაკობ-

54 ფეხტერი – ჩარლზ ფეხტერი – განთქმული ინგლისელი მსახიობი


139 მკითხველთა ლიგა
დით ისე ლაღად, თითქოს მთელი სიცოცხლეა, ერთმანეთს
ვიცნობთო. ბეთს უთხარით, ფრედმა მოგიკითხა და შენი ჯან-
მრთელობის მდგომარეობით ძალიან შეწუხდა-თქო. გაეცინა,
როცა ჯოზე დავიწყე ლაპარაკი და „დიდშლაპიანთან დიდი
მოკითხვა დამაბარა“. არცერთს დავიწყებია გენერალ ლო-
რენსის ბანაკი და არც ის, რა მხიარულად გავატარეთ იქ
დრო. არადა, რამდენი ხნის წინ იყო ეს ამბავი, არა?
ბიცოლამ მესამედ მომიკაკუნა კედელზე, ამიტომ უნდა
მოვრჩე წერას. თავი უსაქმური ლონდონელი ლედი მგონია,
როცა ასე გვიან ვზივარ აქ, ლამაზი ნივთებით სავსე ოთახში,
ვწერ და გონებაში ერთად მიტრიალებს პარკები, თეატრები,
ახალი კაბები და გალანტური ყმაწვილები, რომლებიც ამბო-
ბენ, „აჰ!“ და ნამდვილი ინგლისელი ლორდებივით იგრეხენ
ქერა ულვაშს. ძალიან მინდა თქვენი ნახვა და, მიუხედავად
ჩემი სისულელისა, მაინც სამუდამოდ ვრჩები თქვენი მოყვა-
რული
ემი.

პარიზი
ჩემო გოგონებო,
ბოლო წერილში ლონდონის ამბები მოგწერეთ – რა თავა-
ზიანად მოგვექცნენ ვონები და რა საამური წვეულებები გაგ-
ვიმართეს. თუმცა, ყველაზე მეტად ჰემპტონ-კორტისა და კენ-
სინგტონის მუზეუმის დათვალიერებით ვისიამოვნე, რადგან
ჰემპტონში რაფაელის კარტონები55 ვნახე, მუზეუმში კი –

კარტონი – წინასწარ შესრულებული დიდფორმატიანი ნახატი, რომე-


55

ლიც შემდეგ გადააქვთ კედელზე (ფრესკა, მოზაიკა, შპალერი) ან მინაზე


140 მკითხველთა ლიგა
ტერნერის, ლორენსის, რეინოლდსის, ჰოგარტისა და სხვა
დიდი მხატვრების სურათებით სავსე დარბაზები. რიჩმონდ--
პარკში გატარებული დღე მომხიბლავი იყო, ნამდვილი ინ-
გლისური პიკნიკი მოვაწყვეთ დ იმდენი დიდებული მუხა და
ჯგუფ-ჯგუფად მოსიარულე ირემი ვნახე, რომ ყველას რას ჩა-
ვიხატავდი?! ბულბულების გალობაც მოვისმინე და ისიც და-
ვინახე, როგორ მიფრინავდნენ ცისკენ ტოროლები. ფრედისა
და ფრენკის წყალობით გული ვიჯერეთ ლონდონის თვა-
ლიერებით და გვენანებოდა იქაურობის დატოვება. ინგლისე-
ლები უხალისოდ გიღებენ თავიანთ წრეში, მაგრამ თუ ერთი
გადაწყვიტეს მიგიღონ, მერე, ჩემი აზრით, სტუმართმოყვა-
რეობაში ვერავინ აჯობებს. ვონები იმედოვნებენ, ამ ზამთარს
რომში გვნახონ და ძალიან დამწყდება გული, თუ ეს ამბავი
არ მოხდა, იმიტომ რომ მე და გრეისი მშვენივრად დავმეგობ-
რდით და ბიჭებიც კარგები არიან, მეტადრე – ფრედი.
დაბინავება ვერ მოვასწარით, რომ ფრედი ისევ გამოგვეც-
ხადა, არდადეგებზე ჩამოვედი და შვეიცარიაში მივდივარო.
ბიცოლამ თავიდან წარბი შეიკრა, მაგრამ იმან არაფრად ჩა-
აგდო და ბიცოლაც რაღას ეტყოდა. ჰოდა, ახლა მშვენივრად
ვატარებთ დროს ერთად და გვიხარია, კიდევ კარგი ჩამოვი-
დაო, იმიტომ რომ ფრანგულად ნამდვილი ფრანგივით ლაპა-
რაკობს და არც კი ვიცი, უიმისოდ რა გვეშველებოდა. ბიძიამ
ათი სიტყვაც კი არ იცის და დაჟინებით ლაპარაკობს ინგლი-
სურად, თანაც ომახიანად, თითქოს ასე უფრო გააგებინებს
ხალხს. ბიცოლას ძველმოდური გამოთქმა აქვს, მე და ფლოს
კი, თუმცა თავებს ვიწონებდით, ბევრი ვიცითო, არაფერიც არ

(ვიტრაჟი); ფართოდ იყო გავრცელებული აღორძინების ეპოქისა და XVII-


XVIII საუკუნეების ევროპელ მხატვართა პრაქტიკაში
141 მკითხველთა ლიგა
გვცოდნია და მადლობლები ვართ, რომ ფრედი გვყავს და,
56
ბიძიას თქმისა არ იყოს, შეგვიძლია „ვეპარლევუოთ“ .
ისეთ კარგ დროს ვატარებთ, უკეთესი რომ არ იქნება! დი-
ლიდან საღამომდე ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებთ,
მხიარულ კაფეებში შევდივართ და ნაირნაირი სახალისო
თავგადასავლებიც გადაგვხდება ხოლმე. წვიმიან დღეებში
ლუვრში დავდივარ და სურათების თვალიერებით ვტკბები.
ჯო ზოგიერთ უნატიფეს სურათს ცხვირს აუბზუებდა, იმიტომ
რომ ხელოვნებას ვერ შეიგრძნობს, მე კი შევიგრძნობ და
ვცდილობ, რაც შეიძლება მალე გავიწაფო თვალი და დავიხ-
ვეწო გემოვნება. სამაგიეროდ, დიდ ადამიანთა რელიკვიები
მოეწონებოდა; აი, მაგალითად, ვნახე ნაპოლეონის სამკუთხა
შლაპა და რუხი სერთუკი, მისივე ბავშვობის აკვანი და ძველი
კბილის ჯაგრისი, კიდევ – მარი ანტუანეტის პაწია ფეხსაცმე-
ლი, სენ-დენის ბეჭედი57, შარლემანის58 ხმალი და ბევრი სხვა
საინტერესო რამ. როცა ჩამოვალ, საათობით ვილაპარაკებ
ამ ნივთებზე, ახლა კი საწერად არ მცალია.
პალე-რუაიალი59 ღვთაებრივი ადგილია, იქ იმდენი
bijouterie60 და სხვა მშვენიერი ნივთია, რომ ჭკუაზე გადავდი-
ვარ, რატომ ვერ ვყიდულობ-მეთქი. ფრედს უნდოდა, ჩემთვის
რაღაც-რაღაცები ეყიდა, მაგრამ, ცხადია, არ ვაყიდინე.

56 parlez-vous – ისაუბრეთ (ფრანგ.). აქ: ვსაუბრობთ


57 სენ-დენის ბეჭედი – წმინდა ლუი IX-ის ბეჭედი, ნაპოვნი სენ–დენის
სააბატოში
58 შარლემანი, იგივე კარლოს დიდი (742-814) – საფრანგეთის მეფე და

დასავლეთის იმპერატორი
59 პალე-რუაიალი – ფრანგ. Palais Royal – „მეფის სასახლე“: პარიზში,

ლუვრის ჩრდილო ფრთის პირდაპირ მდებარე მოედანი, სასახლე და პარ-


კი, ასევე – ძვირფასეულობის მაღაზიები
60 bijouterie – საიუველირო ნაკეთობა (ფრანგ.)

142 მკითხველთა ლიგა


მერე: ბულონის ტყე და ელისეს მინდვრები – tres
61 62
magnifique. რამდენჯერმე დავინახე იმპერატორის ოჯახი .
იმპერატორი უშნო კაცია, მძიმე გამოხედვა აქვს, იმპერატრი-
ცა ფერმკრთალია და ლამაზი, ოღონდ, მე თუ მკითხავთ, უგე-
მოვნოდ აცვია: მეწამული კაბა, მწვანე შლაპა და ყვითელი
ხელთათმანი. პაწია ნაპი სანდომიანი ბიჭია, სულ თავის გუ-
ვერნიორს ექაქანება და ხალხს ჰაეროვან კოცნას უგზავნის,
როცა ოთხცხენიანი ლანდოთი ჩაივლის ხოლმე – ატლასის
წითელკამზოლიანი ფორეიტორებითა63 და ლანდოს წინ და
უკან მიმავალი ცხენოსანი დაცვით.
ხშირად ვსეირნობთ ტიუილრის ბაღებში, იმიტომ რომ ლა-
მაზია, თუმცა მე ლუქსემბურგის ძველი ბაღები მირჩევნია.
პერ-ლაშეზიც64 საინტერესოა, ბევრი სამარხი ისეთია, პატარა
ოთახი გეგონება და შიგ თუ შეიხედავ, მაგიდას დაინახავ, ზედ
მიცვალებულის ქანდაკება ან სურათი დევს და სკამები, რომ
ჭირისუფლები დასხდნენ, როცა მიცვალებულის დასატირებ-
ლად მოვლენ. რა უაღრესად ფრანგულია, არა?!
ჩვენი ნომრები რიუ-დე-რივოლიზეა და როცა აივანზე
ვსხედვართ, მთელი ეს გრძელი, ბრწყინვალე ქუჩა თვალწინ
გადაგვეშლება ხოლმე. ერთ რამედ ღირს საღამოობით აქ
ჯდომა და მასლაათი, თუკი დღისით ისე დავიქანცეთ, რომ
სადმე გასვლის ღონე აღარ გვაქვს. ფრედი ძალიან გვარ-

61 très magnifique – ძალიან ლამაზი (ფრანგ.)


62 იმპერატორის ოჯახი – იგულისხმება იმპერატორი ნაპოლეონ III (1808--
1873), მისი მეუღლე იმპერატრიცა ევგენია და მათი ერთადერთი ვაჟი,
ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი
63 ფორეიტორი – მეეტლე
64 პერ-ლაშეზი – ყველაზე დიდი სასაფლაო პარიზში, მე-20 უბანში, სადაც

ბევრი გამოჩენილი ადამიანია დაკრძალული


143 მკითხველთა ლიგა
თობს და, საერთოდ, ასეთი საამური ყმაწვილი არ მინახავს –
ლორის გარდა: იმას უფრო მომხიბლავი ყოფაქცევა აქვს. ნე-
ტავი ფრედი შავგვრემანი იყოს, არ მიყვარს ქერა მამაკაცები,
თუმცა ვონები ძალიან მდიდრები არიან და ბრწყინვალე ოჯა-
ხიშვილები, ამიტომ ქერა თმით არ ვიწუნებ, თანაც, მე უფრო
ქერა ვარ.
იმ კვირაში გერმანიასა და შვეიცარიაში წავალთ და რაკი
გზადაგზა არსად გავჩერდებით, ამიტომ მხოლოდ ნაჩქარევ
წერილებს მოგწერთ. სამაგიეროდ, დღიურს ვწერ და ვცდი-
ლობ, მამას რჩევას მივდიო: „სწორად დავიხსომო და ნათ-
ლად აღვწერო, რასაც ვხედავ და რაც აღტაცებას მგვრის“. ეს
ჩემთვის კარგი ვარჯიშია და, ესკიზების ალბომთან ერთად,
იმაზე უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით ჩემს მოგზაურობაზე,
ვიდრე ეს ნაჯღაბნი.
Adieu, ნაზად გეხვევით Votre65 Amie66.

ჰაიდელბერგი
ჩემო კარგო დე!
ერთი საათი მაქვს, სანამ ბერნისკენ დავიძვრებოდეთ და
შევეცდები გიამბო, რა მოხდა, იმიტომ რომ შენ თვითონაც ნა-
ხავ: რაც მოხდა, იქიდან ზოგი რამ მნიშვნელოვანია.
რაინზე გემით მოგზაურობა დიდებული იყო, ვიჯექი და
მთელი ძალ-ღონით ვტკბებოდი. აიღე მამას ძველი გზამ-
კვლევები და წაიკითხე აქაურობის ამბები. მე არ მეგულება

65Votre – თქვენი (ფრანგ.)


66Amie – მეგობარი (ფრანგ.). ემიმ ფრანგულად შეცდომით დაწერა თავი-
სი სახელი
144 მკითხველთა ლიგა
იმდენი ლამაზი სიტყვა, რომ ეს სილამაზე აღვწერო! კობლენ-
ცში კარგი დრო გავატარეთ: ბონელმა სტუდენტებმა, რომლე-
ბიც ფრედმა გემზე გაგვაცნო, სერენადა გვიმღერეს. მთვა-
რიანი ღამე იყო და ასე, პირველ საათზე, მე და ფლო ჩვენი
ფანჯრების ქვემოდან ამომავალმა უტკბესმა მუსიკამ გაგვაღ-
ვიძა. წამოვხტით, ფარდებს ამოვეფარეთ და ჩუმად გავიჭყი-
ტეთ. თურმე დაბლა ფრედი და ის სტუდენტები მღეროდნენ.
ამაზე რომანტიკული არაფერი მინახავს: მდინარე, ნავების
ხიდი, დიდი ციხესიმაგრე გაღმა ნაპირზე, ყველგან მთვარის
შუქი და მუსიკა, რომელიც ქვის გულსაც კი გაალღობდა.
სიმღერა რომ დაასრულეს, ყვავილები გადავუყარეთ და
დავინახე, რა ტაციობა გამართეს იმათ დასაპატრონებლად.
მერე ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნეს უხილავ ქალბატონებს
და სიცილ-სიცილით წავიდნენ – ალბათ, მოსაწევად და ლუ-
დის დასალევად. მეორე დილით ფრედმა ჟილეტის კიბეში ერ-
თი მისრესილი ყვავილი მაჩვენა და ძალიან სენტიმენტალუ-
რად შემომხედა. მე სიცილად არ მეყო და ვუთხარი, ჩემი კი
არა, ფლოს გადმოგდებულია-მეთქი, რამაც, მგონი, ზიზღი
აღუძრა: ყვავილი ფანჯრიდან მოისროლა და კვლავ გონს
მოეგო. როგორც ვატყობ, ამ ბიჭთან ხათაბალას ვერ ავცდე-
ბი.
ნასოს წყლებზე მშვენივრად გავერთეთ, ბადენ-ბადენშიც.
იქ ფრედმა ფული წააგო და დავტუქსე. როცა ფრენკი გვერ-
დით არ ჰყავს, ვინმემ მაინც უნდა უპატრონოს. ერთხელ კეიტ-
მა მითხრა, იმედია, მალე დაოჯახდებაო და მეც იმ აზრისა
ვარ, რომ ცოლის შერთვა სიკეთეს მოუტანს. ფრანკფურტი
არაჩვეულებრივი იყო. გოეთეს სახლიც ვნახე, შილერის ქან-

145 მკითხველთა ლიგა


დაკებაც და დანეკერის67 განთქმული „არიადნეც“. ძალიან
ლამაზია, მაგრამ მისი ნახვით მაშინ უფრო ვისიამოვნებდი,
არიადნეს მითი უკეთესად რომ მცოდნოდა. არ მომინდა, ვინ-
მესთვის მეკითხა, რაკი ყველამ იცოდა ან ისე ეჭირათ თავი,
ვითომ იცოდნენ. ნეტავი, ჯოს დაწვრილებით მოეყოლა! წიგ-
ნები უნდა მეკითხა, იმიტომ რომ როგორც გაირკვა, არაფერი
ვიცი, რაც ძალიან დამამცირებელია.
ახლა კი სერიოზული ამბავი – იმიტომ რომ აქ მოხდა და
ფრედიც, ეს წუთია, წავიდა. ისეთი კეთილი და მხიარულია,
ყველას შეგვაყვარა თავი. იმ სერენადის ღამემდე მეც არაფე-
რი მქონდა ფიქრად გარდა საგზაო მეგობრობისა. მას მერე კი
ვიგრძენი, რომ მთვარის შუქზე სეირნობა, აივანზე გამართუ-
ლი საუბრები და ყოველდღიური თავგადასავლები მისთვის
გართობაზე მეტს ნიშნავდა. მე არ გავკეკლუცებივარ, დე,
მართლა! მახსოვდა, რაც დამარიგე და, რაც შემეძლო, ვას-
რულებდი, მაგრამ რა ჩემი ბრალია, თუ ხალხს მოვწონვარ?
ძალით ხომ არ ვაწონებ თავს?! და ისიც მადარდებს, როცა
გულგრილი ვარ ვინმესადმი, თუმცა ჯო უგულოს მეძახის. ვი-
ცი, ახლა დედა თავს გადააქნევს, გოგოები კი იტყვიან, ოჰ, ეს
პატარა, უსინდისო ანგარებიანი გოგოო, მაგრამ მე მაინც გა-
დავწყვიტე, რომ თუ ფრედი ცოლობას მთხოვს, დავთანხმდე,
თუმცა გაგიჟებით არ მიყვარს. თვალტანადია, ახალგაზრდა,
საკმაოდ ჭკვიანი და ძალიან მდიდარი – ლორენსებზე ბევ-
რად მდიდარიც კი. არა მგონია, მისიანები უარზე დადგნენ და
ძალიანაც ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ კეთილი, ზრდილი,
კარგი გულის ხალხია და ყველას მოვწონვარ. ქონება, ალ-

67დანეკერი – იოჰან ჰაინრიხ ფონ დანეკერი (1758-1841) – გერმანელი


მოქანდაკე
146 მკითხველთა ლიგა
ბათ, ფრედს ერგება, როგორც უფროს ტყუპისცალს, თანაც,
რა ქონება! ქალაქის სახლი მდიდრულ ქუჩაზე, არა ისეთი
თვალშისაცემი, როგორიც ჩვენთან იციან, მაგრამ ორჯერ უფ-
რო მყუდრო და იმ საიმედო ფუფუნებით სავსე, რაც ინგლისე-
ლებისთვის ბევრს ნიშნავს. ეს მეც მომწონს, იმიტომ რომ ნამ-
დვილია. ნანახი მაქვს მათი სუფრის ვერცხლეული, საგვა-
რეულო სამკაულები, ხნიერი მსახურები და სოფლის მამუ-
ლის სურათები – ვეებერთელა სახლი, ლამაზი შემოგარენი
და მშვენიერი ცხენები. მეტი რა უნდა მინდოდეს?! ეგ მირჩევ-
ნია ყველანაირ ტიტულს, ასე რომ ეხარბებიან გოგონები და
მერეღა ხვდებიან, რომ მის უკან არაფერი ყოფილა. იქნებ კი-
დევაც ვარ ფულის ხარბი, მაგრამ მძულს სიღარიბე და რო-
გორც კი საშუალება გამომიჩნდება, მაშინვე დავიხსნი თავს,
ერთი წუთითაც კი არ მოვითმენ. ჩვენგან რომელიმე მაინც
უნდა გათხოვდეს კარგად. მეგმა ეს არ ქნა, ჯოს არ უნდა,
ბეთს ჯერ არ შეუძლია, ჰოდა, მე ვიზამ და ჩემ გარშემო ყვე-
ლაფერს მშვენივრად მოვაგვარებ. დარწმუნებული იყავით,
ისეთ კაცს არ გავყვები, რომელიც მძულს ან მეზიზღება. მარ-
თალია, ფრედი ჩემი იდეალური გმირი არ არის, მაგრამ მა-
ინც გამოდგება და თუ ძალიან ვეყვარები და ჩემს ჭკუაზე მა-
ტარებს, დროთა განმავლობაში მეც შემიყვარდება. ბოლო
ერთი კვირაა, სულ ამაზე ვფიქრობ, რადგან შეუძლებელი
იყო ვერ დამენახა, რომ მოვწონვარ. თქმით არაფერი უთ-
ქვამს, მაგრამ წვრილმანებში გამოჩნდა. თავის დღეში არ და-
დის ფლოსთან ერთად, ცხენით მუდამ ჩემს მხარეს მოჰყვება
ეკიპაჟს, სუფრასთანაც გვერდით მყავს და სეირნობისასაც.
გრძნობამორეულს ჰგავს, როცა მარტონი ვრჩებით და იღუშე-
ბა, თუკი ვინმემ დალაპარაკება გამიბედა. გუშინ, სადილად,
ერთი ავსტრიელი ოფიცერი შემოგვაშტერდა, მერე კი რაღაც
147 მკითხველთა ლიგა
უთხრა თავის ძმაკაცს, ვიღაც ყოჩაღ ბარონს, Ein
68
wünderschones blondchen-ზე . ფრედი ლომივით გაცეც-
ხლდა და ისე მძვინვარედ დაუწყო ჭრა ხორცს, კინაღამ თეფ-
შიდან გადაუფრინდა. ისეთი უშფოთველი და წარბშეუხრელი
არ არის, ინგლისელები რომ არიან; პირიქით, ფიცხია: შოტ-
ლანდიური სისხლი უდუღს, რასაც მისი ლაჟვარდისფერი
თვალები მიგახვედრებთ.
ერთი სიტყვით, გუშინ საღამოს, მზის ჩასვლისას, ციხესი-
მაგრეში ავედით – ყველანი ფრედის გარდა. ის მერე უნდა
მოსულიყო – ჯერ ფოსტიდან წერილები ჰქონდა წამოსაღები.
მშვენიერი დრო გავატარეთ – დავათვალიერეთ ნანგრევები,
სარდაფები, სადაც უშველებელი კასრი დგას და ლამაზი ბა-
ღები, რომლებიც კურფიურსტმა69 გაუშენა თავის ინგლისელ
ცოლს. ყველაზე უფრო დიდი ტერასა მომეწონა, რადგან იქი-
დან ღვთაებრივი ხედი იშლებოდა, ამიტომ სანამ დანარჩენე-
ბი შიგნით იყვნენ და ოთახებს ათვალიერებდნენ, მე ვიჯექი
და ვცდილობდი, კედელზე გამოქანდაკებული ლომის თავი
ჩამეხატა აქეთ-იქიდან გადმოკიდებული ცხრატყავას ტოტე-
ბიანად. თითქოს რომანტიკულ ისტორიაში მოვხვდიო; ვიჯე-
ქი, გავყურებდი, როგორ მიედინებოდა მდინარე მეკარი
ხეობაში, ვუსმენდი ქვემოდან ამომავალ ავსტრიული ორკეს-
ტრის მუსიკას და რომანის გმირი ქალივით ველოდი სატ-
რფოს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც უნდა მომხდა-
რიყო და ამისთვის მზად ვიყავი. არც ვწითლდებოდი და არც

68Ein wünderschones blondchen — საოცარი ქერა გოგონა (გერმ.)


69კურფიურსტი – ფეოდალურ გერმანიაში; მთავარი, რომელსაც უფლება
ჰქონდა მონაწილეობა მიეღო იმპერატორის არჩევაში
148 მკითხველთა ლიგა
ვთრთოდი, სრულიად მშვიდად ვიყავი, სულ ცოტათი ვღე-
ლავდი.
ცოტა ხანში ფრედის ხმა მომესმა და თვითონაც გამოჩნდა,
აჩქარებით გამოირბინა დიდი თაღი, მე მეძებდა. ისეთი შეწუ-
ხებული ჩანდა, ჩემი თავი სულ დამავიწყდა და ვკითხე, რა
ამბავია-მეთქი. მითხრა, ეს წუთია, წერილი მივიღე, ფრენკი
მძიმე ავადმყოფი ყოფილა, ახლავე მივდივარ, საღამოს მატა-
რებელს უნდა მივუსწრო და გამოსამშვიდობებლად მოვე-
დიო. მისმა ამბავმაც დამაღონა და ჩემმაც, რაკი იმედი გამიც-
რუვდა, მაგრამ მხოლოდ წამით: ხელს რომ მართმევდა, ისე
მითხრა, არ შემეშლებოდა: „ცოტა ხანში ჩამოვბრუნდები.
ხომ არ დაგავიწყდებით, ემი?“
არაფერს დავპირებივარ, მხოლოდ შევხედე და, მგონი,
კმაყოფილი დარჩა, მერე კი მოკითხვების შეთვლისა და დამ-
შვიდობების დროღა დაგვრჩა. ერთ საათში წავიდა და ყვე-
ლას ძალიან მოგვაკლდა. ვიცი, ჩემთან ლაპარაკი უნდოდა,
მაგრამ ერთხელ გაკვრით ახსენა და მივხვდი, მამამისს სიტ-
ყვა ჩამოურთმევია, ჯერჯერობით ასეთი არაფერი ქნაო, იმი-
ტომ რომ წინდაუხედავი ბიჭია, მოხუც ჯენტლმენს კი უც-
ხოელი რძლის შიში აქვს. ცოტაც და, რომში შევხვდებით ერ-
თმანეთს და თუ მანამდე არ გადავიფიქრე, როცა მეტყვის, თა-
ნახმა ხართო? მივუგებ, დიახ-მეთქი.
ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან პირადია, მაგრამ მინდა
იცოდე, რაც ხდება. ჩემი დარდი ნუ გექნება, გახსოვდეს, შენი
„წინდახედული ემი“ ვარ და დარწმუნებული იყავი, ნაჩქარე-
ვად არაფერს გავაკეთებ. რამდენიც გინდა, იმდენი დარიგება
მომწერე და თუ მოვახერხე, შევასრულებ. ნეტავი შეიძლებო-
დეს, რომ გნახო და კარგად ვილაპარაკოთ, დე. გიყვარდე და
გჯეროდეს ჩემი.
149 მკითხველთა ლიგა
მარად შენი ემი.

150 მკითხველთა ლიგა


თავი მეცხრე
ნაზი სირთულენი

– ჯო, ბეთის დარდი მაქვს.


– რატომ, დე? რაც ბავშვები გაჩნდნენ, მშვენივრად გა-
მოიყურება.
– ახლა მისი ჯანმრთელობა კი არა, გუნება მადარდებს.
დარწმუნებული ვარ, რაღაცას წუხს და მინდა შენ გაარკვიო,
რა ამბავია.
– რატომ გგონია, დე?
– დიდიხნობით ზის მარტო; მამასაც, რომ იცოდა, იმდენს
აღარ ელაპარაკება. ამას წინათ ბავშვებთან შევუსწარი, ტი-
როდა. თუ მღერის – მუდამ სევდიან სიმღერებს, ხანდახან კი
ისეთ გამომეტყველებას ვამჩნევ, რომელსაც ვერ ვიგებ. თა-
ვის თავს არა ჰგავს და ეგ არის, რომ მაწუხებს.
– ჰკითხე?
– ერთი-ორჯერ ვცადე, მაგრამ ან სიტყვა ბანზე ამიგდო ან
კი ისე დარდიანად შემომხედა, თავი დავანებე. ჩემს შვილებს
თავის დღეში არ ვაძალებ, გული გადამიშალეთ-მეთქი და სა-
მაგისოდ იშვიათად მჭირდება დიდი ხნის ლოდინი.
ამ ლაპარაკში მისის მარჩმა ჯოს გახედა, მაგრამ ამ უკა-
ნასკნელს სახეზე შეეტყო, რომ ბეთის საიდუმლო საწუხარის
გარდა სხვა არაფერი დარდი ჰქონდა. ერთ წუთს მშვიდად კე-
რავდა, მერე კი თქვა:

151 მკითხველთა ლიგა


– მე მგონი, უბრალოდ, იზრდება და ოცნება დაიწყო; ერ-
თად მოეძალა იმედი, შიში და შფოთვა, თან არ იცის – რატომ
და ვერ აუხსნია. დე, ბეთი ხომ თვრამეტისაა, ჩვენ კი ჯერაც
ვერ შეგვიგნია ეს ამბავი და ბავშვივით ვექცევით, გვავიწყდე-
ბა, რომ უკვე ქალია.
– მართალი ხარ. ღმერთო, რა სწრაფად იზრდებით, – ღი-
მილით ამოიოხრა დედამ.
– რას იზამ, დე! უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ათასნაირ
მღელვარებას ვერ აცდები და შენს ბარტყებს ნება უნდა დარ-
თო, სათითაოდ ისკუპონ ბუდიდან. მე გპირდები, რომ შორს
არ გადავსკუპდები, თუ ეგ ცოტათი მაინც განუგეშებს.
– როგორ არ მანუგეშებს, ჯო. რაც მეგი წავიდა, მუდამ ყო-
ჩაღად ვარ, თუკი შენ შინ მყავხარ. ბეთი სუსტია, ემი კი პატა-
რა და ვერც ერთის იმედად ვერ ვიქნები, სამაგიეროდ, შენ მუ-
დამ მზად ხარ, როცა შველა მჭირდება.
– ხომ იცი, მძიმე საქმეს არ გავურბივარ, თანაც, ოჯახში
ერთი შავი მუშა ხომ მაინც უნდა იყოს! ემის ფაქიზი საქმები
ეხერხება, მე კი – არა; სამაგიეროდ, მაშინ მაინც ვარ ჩემს
სტიქიაში, როცა ხალიჩები გვაქვს ასახვევი ან როცა ნახევარი
ოჯახი ერთად ხდება ავად. ემი ახლა უცხოეთში ყოჩაღობს,
მაგრამ თუ სახლში რამე გაჭირვებაა, გვერდით მიგულე.
– მაშ, ბეთს შენ მოგანდობ: თავის ჯოს უფრო გაუხსნის პა-
წია, ნაზ გულს, ვიდრე სხვა ვინმეს. ალერსიანად მოექეცი და
არ აფიქრებინო, რომ ვინმე უთვალთვალებს ან სალაპარა-
კოდ ჰყავს გახდილი. ოღონდაც, ისევ ჯანზე მოვიდოდეს და
გახალისდებოდეს და დედამიწის ზურგზე სანატრელი აღარა-
ფერი მექნება.
– ნეტავი შენ! აი, მე კი სანატრელის მეტი რა მაქვს!
– მაინც რა, ჩემო კარგო?
152 მკითხველთა ლიგა
– ჯერ ბეთის საწუხარს მივხედო და ჩემი მერე იყოს. მაინ-
ცდამაინც არ მამძიმებს, ჯერჯერობით მოიცდის, – და კერვა
განაგრძო, თან კი ისე დინჯად დააქნია თავი, რომ დედის
გულმა იგრძნო, ჯოზე ჯერჯერობით მაინც არაფერი ჰქონდა
სადარდელი.
ჯოს შემხედვარე იფიქრებდა, თავის საქმეშია ჩაფლულიო,
სინამდვილეში კი ბეთს აკვირდებოდა და ბევრი ერთმანეთის
საწინააღმდეგო მოსაზრების აწონ-დაწონის შემდეგ ერთ ვა-
რაუდზე დადგა, რომელმაც, თითქოსდა აუხსნა დაში მომხდა-
რი ცვლილება. ეჩვენა, რომ საიდუმლოს გასაღები ერთმა პა-
წია შემთხვევამ მისცა ხელში, დანარჩენი კი ცოცხალმა ფან-
ტაზიამ და მოყვარულმა გულმა ქნა.
ერთ შაბათს, საღამოს პირას, როცა ის და ბეთი მარტონი
იყვნენ ოთახში, ისე დაიჭირა თავი, თითქოს გაცხარებით
წერდა, სინამდვილეში კი თან ჩხაპნიდა და თან თვალყურს
ადევნებდა დას, რომელიც უჩვეულოდ მიჩუმებული ეჩვენე-
ბოდა. ფანჯარასთან მჯდარი ბეთი ხშირ-ხშირად გაუშვებდა
ხოლმე ხელს სამუშაოს და კალთაში ჩაიგდებდა, თვითონ კი
ნიკაპს ხელზე ჩამოაყრდნობდა და დარდიანად გააცქერდე-
ბოდა შემოდგომის უღიმღამო პეიზაჟს. უეცრად დაბლა შაშვი-
ვით სტვენა-სტვენით ჩაიარა ვიღაცამ და დაიძახა, მშვიდობაა,
საღამოს შემოვივლიო.
ბეთი შეკრთა, წინ გადაიხარა, გაიღიმა, თავი დააქნია და
მანამ გაჰყურებდა გამვლელს, სანამ მისი სწრაფი ნაბიჯების
ხმა არ მიწყდა, მერე კი ნაზად, თითქოს თავისთვის ჩაილაპა-
რაკა:
– რა ღონიერი, ჯანმრთელი და მხიარული ჩანს ეს საყვა-
რელი ბიჭი!

153 მკითხველთა ლიგა


– ჰმ! – ჯო თვალს არ აშორებდა დის სახეს: ფერი ისევე
სწრაფად წაუვიდა, როგორც მოუვიდა, ღიმილი ჩაუქრა და
ცოტა ხანში ფანჯრის გარე რაფაზე ცრემლი აბრჭყვიალდა.
ბეთმა გადაწმინდა ცრემლი, ჯოს გამოხედა და იმან ისეთი
თვინიერი სევდა ამოიკითხა მის სანახევროდ შემობრუნებულ
სახეზე, რომ თვითონაც ცრემლი მოერია. შეშინდა, არაფერს
მიმიხვდესო, წაიდუდუნა, ფურცლები მჭირდებაო და ოთახი-
დან გასხლტა.
– ღმერთო, მიშველე! ბეთს ლორი უყვარს! – თქვა და თა-
ვის ოთახში დაჯდა, გაფითრებული იმით, რაც, ეგონა, ეს-ეს
არის, აღმოვაჩინეო, – ამას რა მაფიქრებინებდა! დედა რას
იტყვის? ნეტავი თუ... – აქ ჯო შეჩერდა და უცაბედმა აზრმა
ააწითლა, – რა საშინელება იქნება, თუ იმასაც არ შეუყვარ-
და. უნდა შეუყვარდეს, დავაძალებ! – და მუქარით დაუქნია
თავი კედლიდან მომზირალი ანცი, მოცინარი ბიჭის პორ-
ტრეტს, – ვიზრდებით და მერე როგორ! აი, მეგი გათხოვდა დ
თვითონაც დედაა, ემი პარიზში პრანჭიაობს, ბეთი კი შეყვა-
რებულია. მეღა მყოფნის იმდენი ჭკუა, რომ არაფერში გავეხ-
ვიო, – პორტრეტს მიშტერებული, ერთ წუთს დაძაბული ფიქ-
რობდა, მერე კი შეკრული შუბლი გაეშალა და მტკიცედ დაუქ-
ნია თავი კედლიდან მომზირალ სახეს, – არა, მადლობელი
ვარ, სერ, მომხიბლავი კი ბრძანდებით, მაგრამ ფლუგერზე
მეტი სიმტკიცე არ გაგაჩნიათ. ჰოდა, ნუღარ მომწერთ გული-
სამაჩუყებელ წერილებს და ნუღარც შემპარავად გამიღი-
მებთ, არაფერი გამოგივათ და აღარც ავიტან.
მერე ამოიხვნეშა, ფიქრებში წავიდა და მანამ არ გამორ-
კვეულა, სანამ არ მოსაღამოვდა და ქვემოთ ჩასასვლელი არ
გახდა, რათა დაკვირვება გაეგრძელებინა. დაკვირვებამ კი-
დევ უფრო განუმტკიცა ეჭვი. მართალია, ლორი ემის ეარში-
154 მკითხველთა ლიგა
ყებოდა ხოლმე და ჯოს ეხუმრებოდა, მაგრამ ბეთთან მუდამ
განსაკუთრებულ სიკეთესა და სინაზეს იჩენდა, თუმცა ბეთს
ისედაც ყველანი ასე ექცეოდნენ, ამიტომაც აზრად არავის
მოსდიოდა, სხვებზე მეტად უყვარსო. პირიქით, ბოლო დროს
ოჯახში საყოველთაო აზრი გაბატონდა: „ჩვენს ბიჭს“ უფრო
და უფრო ნაზი გრძნობები უჩნდება ჯოსადმიო; ჯოს კი, თავის
მხრივ, ერთი სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა ამ საკითხზე და
ყველას გაცხარებით უჯავრდებოდა, ვინც კი გაბედავდა და
ხმას ამოიღებდა. ოჯახში რომ სცოდნოდათ, რამდენი ნაზი
მცდელობა იქნა ჩანასახშივე ჩახშობილი, დიდი კმაყოფილე-
ბით გამოაცხადებდნენ, ხომ გეუბნებოდითო, მაგრამ ჯოს
ეჯავრებოდა არშიყობა, მსგავსს არაფერს იკარებდა და უმცი-
რესი ხიფათის მოახლოებისასაც კი მუდამ მზად ჰქონდა ხუმ-
რობა ან ღიმილი.
ლორიმ უნივერსიტეტში რომ დაიწყო სწავლა, პირველ ხა-
ნებში ასე, თვეში ერთხელ უყვარდებოდა ვინმე, მაგრამ ეს
პატარ-პატარა ვნებები რამდენადაც მხურვალე იყო, იმდენად
ხანმოკლე, არაფრის დამშავებელი და დიდად ართობდა ჯოს,
რომელიც ინტერესით აკვირდებოდა, როგორ ენაცვლებოდა
ერთმანეთს იმედი, სასოწარკვეთილება და ბედის მორჩილე-
ბა, რასაც ლორი ყოველკვირეული შეხვედრებისას გაანდობ-
და ხოლმე. თუმცა, დადგა დრო, როცა ლორიმ თავი ანება
სხვადასხვა სალოცავის თაყვანისცემას და ბუნდოვანი ქარაგ-
მებით იწყო ლაპარაკი ერთ ყოვლისმომცველ ვნებაზე, დრო-
დადრო კი ბაირონისეული პირქუშობაც იპყრობდა. ასეთ
დროს ფაქიზ თემებს გადაჭრით გაურბოდა, ფილოსოფიურ
წერილებს სწერდა ჯოს, ბეჯითდებოდა და აცხადებდა, უნდა
„ვიზუთხო“ და სწავლა ბრწყინვალედ დავამთავროო. ყმაწ-
ვილ ლედის ეს უფრო მოსწონდა, ვიდრე ბინდში ნათქვამი აღ-
155 მკითხველთა ლიგა
სარება, ხელის ნაზი მოჭერა და მეტყველი მზერა, რადგან გო-
ნება გულზე ადრე გაუვითარდა და გამოგონილი გმირები ერ-
ჩივნა არსებულებს: როცა თავს მოაბეზრებდნენ, ჩაკეტავდა
თუნუქის სამზარეულო კარადაში და იქ ეყოლებოდა, სანამ
არ დასჭირდებოდა, ხოლო არსებულნი ასე იოლად როდი
ემორჩილებოდნენ.
ასე იყო საქმე, როცა ჯომ ის მნიშვნელოვანი დასკვნა
გააკეთა და იმ საღამოს ისე გაფაციცებით ადევნებდა თვალს
ლორის, როგორც არასოდეს. გონებაში ეს ახალი იდეა რომ
არ ჩასჭედვოდა, ოდნავაც არ მოეჩვენებოდა უჩვეულოდ,
რომ ბეთი ძალიან მიჩუმებული იყო, ლორი კი უაღრესად
ალერსიანად ექცეოდა. მაგრამ რაკი ერთი მიუშვა აღვირი
წარმოსახვას, ისიც დიდი სისწრაფით გაჭენდა, ხოლო რომან-
ტიკული მოთხრობების გამუდმებული წერით დასუსტებული
საღი აზრი მშველელად ვერ გამოადგა. ბეთი ჩვეულებისა-
მებრ იწვა დივანზე, ლორი კი იქვე ეჯდა, დაბალ სავარძელზე,
და ნაირნაირი ამბებით ართობდა; ბეთი მუდამ ელოდა ამ
ტყუილ-მართალს და ლორიც თავის დღეში არ აწბილებდა.
მაგრამ იმ საღამოს ჯომ წარმოიდგინა, რომ ბეთი განსაკუთ-
რებული სიამით უცქერდა ცოცხალ, ეშხიან სახეს და დიდი ინ-
ტერესით ისმენდა კრიკეტის რომელიღაც ამაღელვებელი
მატჩის ანგარიშს, თუმცა ისეთი ფრაზები, როგორიცაა „იორ-
კერი დაიჭირა“, „თამაშიდან გაიყვანა“, და „ფეხზე მესამედაც
მოხვდა“ ისეთივე გასაგები იყო მისთვის, როგორც სანსკრი-
ტი70. ჯომ ისიც წარმოიდგინა (რადგან გულით უნდოდა დაენა-
ხა), რომ ლორის მანერებს სილბო მოემატა, რომ შიგადაშიგ
ხმას დაბლა უწევდა, ჩვეულებრივზე ნაკლებს იცინოდა, ცოტა

70 სანსკრიტი – ძველი ინდური სამწერლო ენა


156 მკითხველთა ლიგა
დაბნეული იყო და მონდომებით კი არა, ლამის ნაზად უსწო-
რებდა ბეთს ფეხებზე გადაფარებულ შალს.
„ვინ იცის?! ამაზე უცნაური ამბებიც ხდება“, ფიქრობდა ჯო
და ოთახში დაფაციფუცობდა, „ბეთი ანგელოზად გადააქცევს,
ის კი წარმტაცად იოლი და საამური ცხოვრებით აცხოვრებს
ჩვენს პატარას, ოღონდაც შეუყვარდეთ ერთმანეთი. არც კი
ვიცი, ლორიმ როგორ უნდა მოახერხოს და არ შეუყვარდეს!
და მართლა მჯერა: შეუყვარდებოდა კიდეც, დანარჩენები
რომ არ ვეღობებოდეთ“.
რაკი მის გარდა არც არავინ ეღობებოდა, იგრძნო, რომ
რაც შეიძლება მალე უნდა მოშორებოდა იქაურობას, მაგრამ
სად წასულიყო? დური ერთგულების საკურთხეველზე თავის
მსხვერპლად მიტანის სურვილით ანთებული, დივანზე დაჯდა,
რომ ეს საკითხი გადაეწყვიტა.
ეს ძველი დივანი მართლაც რომ დივანთა პატრიარქი იყო:
გრძელი, ფართო, ბალიშებით მოგებული და დაბალი, ცოტა
გაქუცული – გოგონები ჩვილობაში ზედ დახოხავდნენ, დივ-
ნის ზურგზე ჩამომსხდრები თევზაობდნენ, სახელურები უნა-
გირებად წარმოედგინათ და დაჭენაობდნენ, გოგოობაში მის
ქვეშ სამხეცეს აწყობდნენ, დაღლილები თავს მისდებდნენ და
ოცნებობდნენ, ქალიშვილობაში კი ისხდნენ და ნაზ საუბრებს
ისმენდნენ. ყველას უყვარდა ეს დივანი, როგორც მთელი
ოჯახის თავშესაფარი, მისი ერთი კუთხე კი, რა ხანია, ჯოს საყ-
ვარელ ადგილად ქცეულიყო. დივნის შემამკობელ უამრავ
ყურთბალიშს შორის იყო ერთი მაგარი, მრგვალი მუთაქა,
უხეში, კბენია ქსოვილგადაკრული და თავ-ბოლოში ბურთა
ღილით შეკრული. ეს უამური მუთაქა ჯოს პირადი საკუთრება
გახლდათ და ხან თავდაცვის იარაღად, ბარიკადად ხმარობ-
და, ხან კი ძილქუშის საწინააღმდეგო საშუალებად.
157 მკითხველთა ლიგა
ლორი კარგად იცნობდა ამ მუთაქას და მისი ღრმა სიძულ-
ვილის მიზეზიც ჰქონდა, რადგან ამ მუთაქას შეუბრალებლად
ურტყამდნენ წინათ, როცა მათთვის ჯერაც დასაშვები იყო
ხმაურიანი თამაშები, ახლა კი ამავე მუთაქით ხშირად უსპობ-
დნენ საშუალებას, რომ ჯოს გვერდით, დივნის კუთხეში
დაეკავებინა სასურველი ადგილი. თუ „ძეხვი“ – ასე ეძახდნენ
– ვერტიკალურად იდგა, იმის ნიშანი იყო, რომ ლორის შეეძ-
ლო მისულიყო და მოკალათებულიყო, ხოლო თუ დივნის
გარდიგარდმო იდო, ვაი იმ კაცს, ქალსა თუ ბავშვს, ვინც გა-
ბედავდა და ხელს ახლებდა! იმ საღამოს ჯოს დაავიწყდა თა-
ვის კუთხეში ბარიკადის აღმართვა და ხუთი წუთის დამჯდარი
არ იყო, რომ მის გვერდით წარმოსადეგი ფიგურა გაჩნდა,
ორივე ხელი დივნის საზურგეზე გადაშალა, გრძელი ფეხები
გაშოტა და კმაყოფილების ოხვრით წამოიძახა:
– საქმეც გაიჩარხა!
– ვულგარულობას თავი დაანებე! – მიახალა ჯომ და მუ-
თაქას ეცა, მაგრამ რაღა დროს: მუთაქა ადგილზე აღარ იყო
და, იატაკზე დავარდნილი, სრულიად იდუმალად გაუჩინარ-
და.
– კარგი რა, ჯო, რას იჩხვლიტები?! თუ ადამიანი მთელი
კვირა ისე სწავლობდა, რომ ჩონჩხს დაემგვანა, იმის ღირსიც
არ არის, რომ თავზე ხელი გადაუსვან?
– ბეთი გადაგისვამს. მე არ მცალია.
– არა, ბეთს ვერ შევაწუხებ, შენ კი გიყვარს ასეთები, თუკი
უცაბედად არ შეგჯავრდა. რას იტყვი? ნუთუ გეჯავრება შენი
ბიჭი და ბალიშების დაშენას აპირებ?
ამ გულისამაჩუყებელ მუდარაზე უფრო შემპარავი სიტყვა
იშვიათად სმენოდა ჯოს, მაგრამ მკაცრი შეკითხვით მიუბრუნ-
და „თავის ბიჭს“ და იქვე დააცხრო:
158 მკითხველთა ლიგა
– ამ კვირაში რამდენი თაიგული გაუგზავნე მის რენდალს?
– ღმერთმანი, არც ერთი. დაინიშნა. აი, ეგრეა საქმე.
– ძალიანაც კარგი, თორემ რა სულელური ახირება იყო:
იდექი და ყვავილებს და ათას რამეს უგზავნიდი იმ გოგოებს,
ჩირადაც რომ არ გიღირს, – საყვედურებს არ ეშვებოდა ჯო.
– დალაგებული ჭკუის გოგოები, რომლებიც ჩირადაც მი-
ღირს და მეტადაც, არც ყვავილებს მაგზავნინებენ და არც –
„ათას რამეს“ და რა ვქნა, გრძნობები ხომ უნდა გადმოვაფ-
რქვიო?
– დედას ხუმრობითაც კი არ მოსწონს არშიყობა, შენ კი,
ტედი, თავზეხელაღებული არშიყი ხარ.
– რას არ მივცემდი, რომ შემეძლოს გითხრა, შენსავით--
მეთქი, მაგრამ რახან არ შემიძლია, მარტო იმას ვიტყვი, რომ
ვერაფერს ვხედავ მავნეს პატარა თამაშში, თუკი ორივე მხა-
რეს ესმის, რომ თამაშია და სხვა არაფერი.
– ალბათ, მართლა სასიამოვნოა, მე კი თავი და ბოლო
ვერ გავუგე. მიცდია, იმიტომ რომ ხალხში უხერხულად ხარ,
თუ ისე არ იქცევი, როგორც დანარჩენები, მაგრამ მგონი,
არაფერიც არ გამომივიდა, – სულ დაავიწყდა ჯოს დამრიგებ-
ლობანას თამაში.
– ემიმ გასწავლოს, მაგ საქმის ოსტატია.
– ჰო, ძალიან კოხტად გამოსდის და თავის დღეში ზომას
არ გადავა. ალბათ, ზოგიერთს თანდაყოლილი ნიჭი აქვს,
რომ ძალდაუტანებლად მოაწონოს ყველას თავი, ზოგი კი მუ-
დამ უადგილოდ ლაპარაკობს და იქცევა.
– მიხარია, კეკლუცობა რომ არ იცი. სასიამოვნოა გონი-
ერ, უეშმაკო გოგოსთან შეხვედრა, მხიარულიც რომ არის, კე-
თილიც და თან თავის მოსულელებაც არ იცის. იცი, ჯო, ჩემს
ნაცნობებში ზოგიერთი გოგო ისე შორს მიდის ხოლმე, იმათ
159 მკითხველთა ლიგა
მაგივრად მე მრცხვენია. გულში, ალბათ, ცუდი არაფერი
უდევთ, მაგრამ რომ იცოდნენ, რას ვამბობთ ხოლმე ბიჭები
იმათზე, ასე მგონია, ცოტა დალაგებულად მოიქცეოდნენ.
– ისინიც ამბობენ თქვენზე რაღაც-რაღაცებს და რაკი
თქვენზე მწარე ენა აქვთ, თქვენ უფრო გაჭორილები რჩებით,
იმიტომ რომ ზუსტად იმათნაირი ჩერჩეტები ბრძანდებით. წე-
სიერად რომ იქცეოდეთ, ისინიც წესიერად მოიქცეოდნენ,
მაგრამ იციან, სისულელეები რომ მოგწონთ, თქვენს ჭკუაზე
დადიან და მერე კი, კაცმა რომ გკითხოთ, იმათი ბრალია.
– ბევრი კი იცით მაგ ამბებისა, მემ! – ქედმაღლურად უთ-
ხრა ლორიმ, – ჩვენ სულაც არ გვიყვარს თამაშ-
კეკლუცობები, თუმცა ხანდახან შეიძლება ისე დავიჭიროთ
თავი, თითქოს მოგვწონს. კარგ, მორიდებულ გოგოებზე ჯენ-
ტლმენები მხოლოდ პატივისცემით ლაპარაკობენ. ეჰ, შე
მიამიტო, შენა! ერთი თვე რომ ჩემს ადგილზე იყო, ისეთ რა-
ღაცებს ნახავდი, გაგიკვირდებოდა. ღმერთმანი, იმ ქარაფშუ-
ტა გოგოებიდან რომელიმეს რომ ვნახავ ხოლმე, მინდება,
ჩვენს მეგობარ გულწითელასთან71 ერთად შემოვძახო:

„სირცხვილი და თავის მოჭრა,


შე თავხედო ცანცარავ!“

კაცს ძალაუნებურად გაეცინებოდა, ისეთი კომიკური წინა-


აღმდეგობა შეიქმნა: ლორი, ერთი მხრივ, რაინდულად ცდი-
ლობდა, ქალებზე აუგი არ ეთქვა, მეორე მხრივ კი ბუნებრივი
ზიზღი ჰქონდა ქალისთვის შეუფერებელი იმ მრავალი სისუ-
ლელისადმი, რაც მრავალგზის დაანახვა მაღალმა საზოგა-

71 გულწითელა – ინგლისური ხალხური საბავშვო ლექსი


160 მკითხველთა ლიგა
დოებამ. ჯომ იცოდა, რომ გამოსულ დედებს „ყმაწვილი ლო-
72
რენსი“ უაღრესად სახარბიელო parti-დ მიაჩნდათ, მათი
ასულები ბევრს უღიმოდნენ და, საზოგადოდ, ყველა ასაკის
ქალი იმდენს ეპირფერებოდა, რომ თავისუფლად შეიძლებო-
და, თვითკმაყოფილ ქარაფშუტად ქცეულიყო, ამიტომაც იყო,
რომ ჯო ეჭვიანობდა, სულ მუდამ თვალი ეჭირა მასზე იმის ში-
შით, არ წაახდინონო და ახლა არ შეიმჩნია, თორემ ძა-
ლიანაც გაიხარა, როცა ლორი გამოტყდა, ჯერაც მომწონს
მორიდებული გოგონებიო, მერე ერთბაშად დაუბრუნდა დამ-
რიგებლობით ტონს და ხმადაბლა უთხრა:
– თუ გრძნობების გადმოფრქვევა გჭირდება, ტედი, ადექი
და რომელიმე „კარგ, მორიდებულ გოგოს“ მიხედე, ვისაც პა-
ტივს სცემ; ჩერჩეტებზე ნუღარ დაკარგავ დროს.
– მართლა მეუბნები? – უცნაური, სიხარულნარევი მღელ-
ვარებით შეხედა ლორიმ.
– ჰო, მართლა, ოღონდ ჯობს მოიცადო, სანამ უნივერსი-
ტეტს დაამთავრებ და ამასობაში მისახედადაც მოემზადე. ჯერ
იმის ნახევარიც კი არა ხარ, რაც... – მოკლედ, რაც იმ მორი-
დებულ გოგოს სჭირდება, – და ჯოსაც უცნაური იერი დაედო,
რადგან ლამის იყო, სახელი წამოსცდა.
– არა ვარ. აბა, საიდან?! – დაეთანხმა ლორი ახლად შეძე-
ნილი მორჩილებით, თვალები დახარა და დაბნეულად დაიხ-
ვია თითზე ჯოს წინსაფრის ზონარი.
„ღმერთო, გვიშველე! ასე არ ივარგებს!“, გაიფიქრა ჯომ
და ხმამაღლა დაამატა:
– მიდი და მიმღერე. მუსიკა მომენატრა, შენი მუსიკა კი,
ხომ იცი, როგორ მიყვარს.

72 parti –პარტია (ფრანგ.). აქ: საქორწინო ან დასაქორწინებელი პირი


161 მკითხველთა ლიგა
– გმადლობ, მაგრამ აქ მირჩევნია.
– არ გამოვა, ადგილი არ არის. წადი და სასიკეთო საქმე
მაინც ქენი, რახან იმსიდიდე ხარ, რომ სამკაულად არ გამოდ-
გები. ისე, თითქოს ვერ იტანდი კაბის კალთაზე გამობმას? –
ცხელ გულზე წამოსროლილი სიტყვები გაახსენა ჯომ.
– გააჩნია, ვის აცვია ის კაბა! – მოუჭრა ლორიმ და ზო-
ნარს მოქაჩა.
– მიდიხარ თუ არა? – მკაცრად ჰკითხა ჯომ და მუთაქის
მოსაძებნად დაიხარა.
ლორი იმწამსვე გაქროლდა, მერე კი, „ლამაზი დანდის73
მეომრებს ვაშა“ წამოიწყო თუ არა, ჯოც გაიპარა და აღარც
დაბრუნებულა, სანამ ყმაწვილი ჯენტლმენი გულის სიღრმემ-
დე აღშფოთებული არ წაბრძანდა.
იმ ღამით ჯოს დიდხანს არ მიეკარა ძილი და ბოლოს, ის
იყო, წათვლიმა, რომ შეკავებული ქვითინის გაგონებაზე ბე-
თის საწოლთან მიიჭრა და შეშფოთებულმა ჰკითხა:
– რა მოხდა, ჩემო კარგო?
– მეგონა, გეძინა, – ამოისლუკუნა ბეთმა.
– წინანდელი ტკივილია, საყვარელო?
– არა, ახალი, მაგრამ ვერ ვუძლებ, – და ბეთი ცრემლის
შეკავებას შეეცადა.
– მითხარი, რა გაწუხებს და ვეცდები დაგიამო, როგორც
იმ ტკივილს გიამებდი ხოლმე.
– ვერ დამიამებ, ამის საშველი არ არის, – ხმამ უმტყუნა
ბეთს, ჩაეხუტა დას და ისე გულამოსკვნით ატირდა, რომ ჯო
შეშინდა.
– სად გტკივა? დედას დავუძახო?

73 „ლამაზი დანდი“ (1825) – უოლტერ სკოტის ბალადა


162 მკითხველთა ლიგა
– არა, არა, არ დაუძახო, არ უთხრა. ცოტა ხანში მომეშვე-
ბა. მომიწექი და ჩემი საწყალი თავი „შეიცოდე“. დავწყნარდე-
ბი და დამეძინება, მართლა დამეძინება.
ჯოც მიუწვა, მაგრამ სანამ ბეთს ნაზად უსვამდა ხელს ცხელ
შუბლსა და სველ ქუთუთოებზე, გული საგულეში ვეღარ
ეტეოდა, ერთი სული ჰქონდა, რამე ეთქვა, მაგრამ რაგინდ
ახალგაზრდა ყოფილიყო ჯო, მაინც იცოდა, რომ გული ყვა-
ვილსა ჰგავს, ძალით ვერ გაშლი, თვითონვე უნდა გადაიშა-
ლოს, ამიტომაც მართალია, თავისი ვარაუდით იცოდა ბეთის
ახალი ტკივილის მიზეზი, მაგრამ თქმით მხოლოდ ეს უთხრა,
რაც შეეძლო ალერსიანად:
– რამე გაწუხებს, ჩემო კარგო?
– ჰო, ჯო, – გაისმა კარგა ხნის დუმილის შემდეგ.
– თუ მეტყვი, რა ამბავია, ცოტათი არ მოგეშვება?
– არა, არა, ჯერ არა.
– მაშ, არ გკითხავ, მაგრამ იცოდე, ბეთ, დედა და ჯო მუდამ
სიხარულით მოგისმენენ და გიშველიან, თუკი მოახერხებენ.
– ვიცი. მერე გეტყვით.
– ცოტა არ დაგიამდა?
– კი, უკეთესად ვარ. რა კარგია შენთან, ჯო.
– დაიძინე, საყვარელო. მეც შენთან დავრჩები.
ლოყა-ლოყაზე მიდებულებს ჩაეძინათ, დილით კი ბეთი
თითქოს ჩვეულებრივად იყო, რადგან თვრამეტი წლის ასაკში
არც თავის ტკივილი გასტანს დიდხანს და არც – გულისა,
ალერსიანი სიტყვა კი მეტი წილი ვაების წამალია.
თუმცა, ჯომ უკვე გადაწყვიტა გადასაწყვეტი, რამდენიმე
დღე თავისი გეგმის აწონ-დაწონას მოანდომა და მერეღა გა-
ანდო დედას.

163 მკითხველთა ლიგა


– ამას წინათ მკითხე, რა გაქვს სანატრელიო, – დაიწყო,
როცა ერთად დასხდნენ, – ჰოდა, აი, მინდა, ამ ზამთარს სად-
მე წავიდე, გარემო შევიცვალო.
– რატომ, ჯო? – ისე სწრაფად ახედა დედამ, თითქოს ეკით-
ხება და, იმავდროულად, უარსაც ეუბნებაო.
ჯომ დინჯად მიუგო, ისე რომ საკერავისთვის თვალი არ
მოუშორებია:
– სიახლე მომინდა. ვერ ვისვენებ და მინდა, იმაზე მეტი
ვნახო, ვაკეთო და გავიგო, ვიდრე ახლა მიხერხდება. მეტის-
მეტად ბევრს ვფიქრობ ჩემს პატარ-პატარა საქმეებზე და ცო-
ტა ამოძრავება მჭირდება. თუ ამ ზამთარს უჩემოდ გაძლებ,
ბუდიდან ვისკუპებდი და სადმე ახლომახლო ვიფრენდი,
ფრთებს გამოვცდიდი.
– მაინც სად გადასკუპდებოდი?
– ნიუ-იორკში. გუშინ ერთი კარგი აზრი მომივიდა; გახ-
სოვს, მისის კირკემ მოგწერა, ხომ არ გეგულება ვინმე ახალ-
გაზრდა, წესიერი ადამიანი, რომ ბავშვები მიმეცადინოს და
კერვაც ეხერხებოდესო. ასეთის პოვნა იოლი საქმე არ არის,
მაგრამ მე, რომ ვცადო, ალბათ, გამოვდგები.
– შვილო, იმისთვის უნდა წახვიდე, რომ იმ უშველებელ
პანსიონში მოსამსახურედ დადგე? – გაკვირვებით, თუმცა არ-
ცთუ უკმაყოფილოდ შეხედა მისის მარჩმა.
– მთლად მოსამსახურეობაც არ იქნება: მისის კირკე შენი
მეგობარია და ისეთი კეთილი ადამიანი, რომ ვიცი, ყოველ-
ნაირად შემიწყობს ხელს. თვითონ და მისიანები პანსიონიდან
განცალკევებით ცხოვრობენ, თან იქ არავინ მიცნობს. თუმცა,
რომც მიცნობდნენ, ეგ არაფერი. პატიოსანი შრომაა და არ
მრცხვენია.
– არც მე, მაგრამ შენი მწერლობა?
164 მკითხველთა ლიგა
– ცვლილება არგებს კიდევაც. ათას ახალ რამეს ვნახავ და
გავიგონებ, ახალ იდეებს დავაგროვებ და იქ თუნდაც ვერ მო-
ვიცალო საწერად, აუარება მასალას ჩამოვიტან ჩემი სისულე-
ლეებისთვის.
– ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მითხარი, მხოლოდ ეგ არის
შენი მოულოდნელი მოწადინების მიზეზი?
– არა, დე.
– სხვა მიზეზებსაც მეტყვი?
ჯომ აიხედა და ისევ დაიხედა, მერე კი, ერთბაშად ლოყება-
წითლებულმა, ნელა თქვა:
– შეიძლება პატივმოყვარეობაა და არც უნდა ვამბობდე,
მაგრამ... მე მგონი... ლორი მეტისმეტად მევლება თავს.
– მაშ, შენ იმ გრძნობითვე არ პასუხობ, რა გრძნობაც იმას,
აშკარად უჩნდება შენდამი? – მისის მარჩმა შეშფოთებით შე-
ხედა შვილს.
– რას ამბობ! წინანდებურად მიყვარს ჩვენი კარგი ბიჭი და
საამაყოდ მყავს, დანარჩენი კი გამორიცხულია.
– მიხარია, ჯო.
– კი, მაგრამ, რატომ?
– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ მე თუ მკითხავ, ერთმანეთს
არ შეეფერებით. მეგობრობით მშვენივრად მეგობრობთ,
ხშირ-ხშირად კი ჩხუბობთ, მაგრამ ჩქარა რიგდებით. აი,
ცხოვრების თანამგზავრები რომ გახდეთ, მაშინ კი მალევე
აჯანყდებოდით. ორივენი ძლიერ ჰგავხართ ერთმანეთს, თა-
ვისუფლების მოყვარულები ხართ, იმაზე თუ არაფერს ვიტ-
ყვით, რომ ერთიცა და მეორეც ფიცხები ხართ, ნებისყოფიანე-
ბი და ვერ მორიგდებით იმ ურთიერთობაში, რომელსაც, სიყ-
ვარულთან ერთად, უზომო მოთმინება და თავშეკავება სჭირ-
დება.
165 მკითხველთა ლიგა
– აი, მეც სწორედ ეგ შეგრძნება მქონდა, ოღონდ სიტყვით
ვერ გამოვთქვამდი. მიხარია, რომ შენი აზრით, ახლაღა ვუყ-
ვარდები. ძალიან დავღონდები, გული რომ ვატკინო, არადა,
რა ვქნა, მადლობის ნიშნად ხომ ვერ შევიყვარებ ჩვენს ძვირ-
ფას ლორის?
– დარწმუნებული ხარ, რომ შენდამი გრძნობა აქვს?
ჯოს კიდევ უფრო მოედო ლოყებზე სიწითლე და როცა პა-
სუხს ეუბნებოდა, მის სახეზე ერთმანეთს შეერია სიამე, სიამა-
ყე და ტკივილი – ყველა ყმაწვილქალი ასეთი იერით ლაპა-
რაკობს პირველ თაყვანისმცემელზე:
– მე მგონი, ჰო, დე. თქმით ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ
ვატყობ. მირჩევნია, სადმე წავიდე, სანამ ამ ამბავს ჯერ არა-
ფერი მოჰყოლია.
– გეთანხმები და თუ წასვლა მოხერხდება, წადი.
ჯოს გულზე მოეშვა, ცოტა ხანს გაჩუმდა და მერე ღიმილით
თქვა:
– როგორ გაიკვირვებდა მისის მოფატი, რომ გაეგო, რა-
ნაირადაც უყურებ ამ საქმეს და როგორ გაიხარებდა: ემის შე-
იძლება კიდევ ჰქონდეს რამის იმედიო.
– აჰ, ჯო, ამ საქმეს დედები შეიძლება სხვადასხვანაირად
უყურებდნენ, მაგრამ იმედი კი ყველას ერთი აქვს: უნდათ,
შვილების ბედნიერება ნახონ. მეგი ბედნიერია და მეც მახა-
რებს მისი კეთილდღეობა. შენ მიგიშვებ, დატკბი თავისუფლე-
ბით, სანამ მოგბეზრდებოდეს, რადგან მერეღა მიხვდები,
რომ ცხოვრებაში მეტი სიტკბოებაც მოიძებნება. ჩემი მთავა-
რი საზრუნავი ახლა ემია, მაგრამ ის გონიერია და ეგ უშვე-
ლის. ბეთს რაც შეეხება, ერთადერთი იმედი მაქვს: ნეტავი,
ჯანმრთელად იყოს. სხვათა შორის, ეს ერთი-ორი დღე ცოტა
გახალისებული ჩანს. ელაპარაკე?
166 მკითხველთა ლიგა
– ჰო, გამომიტყდა, სადარდელი მაქვსო და დამპირდა, მე-
რე გეტყვიო. მე აღარაფერი მითქვამს, მგონი, ისედაც ვიცი, –
და ჯომ თავისი ვერსია უთხრა.
მისის მარჩმა თავი გადააქნია და ესოდენ რომანტიკული
თვალსაზრისი არ გაიზიარა, პირიქით, დაღონდა და
გაუმეორა, ლორის სიკეთისთვის დროებით უნდა წახვიდეო.
– მოდი, ნურაფერს ვეტყვით, სანამ ყველაფერს არ მოვაგ-
ვარებთ, მერე კი მანამ მოვკურცხლავ, სანამ გონს მოვა და ამ
ამბისგან ტრაგედიას შექმნის. ბეთს უნდა ეგონოს, რომ თავის
შესაქცევად მივდივარ (მართლა ასე არ არის?), იმიტომ რომ
ლორიზე ვერ დაველაპარაკები. სამაგიეროდ, ჩემი წასვლის
შემდეგ შეეძლება ეფეროს, ნუგეში სცეს და ამ რომანტიკული
იდეისგან განკურნოს. ლორის ათასი მსგავსი პატარ-პატარა
განსაცდელი აქვს გამოვლილი და მიჩვეულია, ჰოდა, ამ სა-
მიჯნურო ვაებასაც მალე გადაიტანს.
ჯო იმედიანად ლაპარაკობდა, მაგრამ ვერ იშორებდა ავ
წინათგრძნობას: ეს „პატარა განსაცდელი“ სხვებზე მძიმე გა-
მოდგებოდა და ლორი წინანდელივით იოლად ვერ გა-
დაიტანდა ამ „სამიჯნურო ვაებას“.
გეგმა ოჯახურ საბჭოზე განიხილეს და მოიწონეს. მისის
კირკემ მოიწერა, სიამოვნებით მივიღებ ჯოს და ვეცდები კარ-
გად დავაბინავო; მასწავლებლობა ფინანსურ დამოუკიდებ-
ლობას მოუტანს, ხოლო მოცალეობა შეეძლება შემოსავ-
ლიანად აქციოს, თუკი წერას მიჰყოფს ხელს, თანაც, ახალი
ადგილები და ახალი ხალხის გაცნობა კიდეც არგებს და კი-
დეც ეამებაო. ჯოს ჭკუაში დაუჯდა ეს გეგმა და ერთი სული
ჰქონდა, წასულიყო, რადგან მის დაუდეგარ ბუნებასა და თავ-
გადასავლების მოყვარულ სულს უფრო და უფრო ევიწ-
როებოდა მშობლიური ბუდე. როცა ყველაფერი გადაწყდა,
167 მკითხველთა ლიგა
შიშის კანკალით გააგებინა ლორის, მაგრამ მისდა გასაკვი-
რად, იმას წარბიც არ შეხრია. ბოლო ხანებში ჩვეულებრივზე
ფიქრიანი იყო, თუმცა საამურად იქცეოდა და როცა ხუმრო-
ბით ეტყოდნენ, ალბათ, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყე-
ბო, დინჯად მიუგებდა:
– ეგრეა და მინდა, ეს ფურცელი ასევე დარჩეს გადაშლი-
ლი.
ჯოს გულზე ეფონებოდა, რომ ლორის მაინცდამაინც ახლა
შემოუტია სათნოებამ და გულარხეინად ემზადებოდა, რადგან
ბეთს ცოტა გახალისებას ატყობდა და იმედოვნებდა, რასაც
ვაკეთებ, ყველასთვის სასიკეთო იქნებაო.
– მინდა, ერთ რამეს განსაკუთრებით მიხედო, – უთხრა
დას წასვლის წინა საღამოს.
– შენს ქაღალდებზე მეუბნები? – ჰკითხა ბეთმა.
– არა, ჩემს ბიჭზე. კეთილად მოექეცი, კარგი?
– მაშ, რას ვიზამ, მაგრამ შენს მაგივრობას ვერ გავუწევ,
ძალიან მოაკლდები.
– ეგ არაფერს დაუშავებს; გახსოვდეს, შენს იმედად ვტო-
ვებ: აწვალე, ეფერე და ლაგამამოდებული იყოლიე.
– რახან მთხოვ, თავს არ დავზოგავ, – დაჰპირდა ბეთი და
გაიფიქრა, ნეტავი ასე უცნაურად რატომ შემომხედაო.
დამშვიდობებისას ლორიმ მრავალმნიშვნელოვნად წას-
ჩურჩულა ჯოს:
– აზრი არა აქვს, ჯო. თვალი მიჭირავს შენზე და, იცოდე,
დალაგებულად მოიქეცი, თორემ ჩამოგაკითხავ და შინ წამო-
გაბრძანებ.

168 მკითხველთა ლიგა


თავი მეათე
ჯოს დღიური

ნიუ-იორკი, ნოემბერი
ჩემო კარგო დე და ბეთ!
მთელი ტომის მოწერას ვაპირებ. ათასი რამ მაქვს სათქმე-
ლი, თუმცა კონტინენტზე სამოგზაუროდ წაბრძანებული დახ-
ვეწილი ყმაწვილი ლედი არ გახლავართ. როცა მამას საყვა-
რელი სახე თვალიდან დამეკარგა, ცოტა დავნაღვლიანდი და
იქნებ ორიოდე მლაშე ცრემლიც გადმომვარდნოდა, ერთ ირ-
ლანდიელ ლედის რომ არ მიექცია ჩემი ყურადღება: ოთხი
ბავშვი ახლდა და ოთხივენი მეტ-ნაკლებად ტიროდნენ; ჰოდა,
იმით ვირთობდი თავს, რომ რამდენიც პირებს საღრიალოდ
დააღებდნენ, იმდენჯერ ჯანჯაფილიანი ნამცხვრის დასორ-
სლილ ნატეხებს ვისროდი იმათი მერხისკენ.
მალე მზეც გამოვიდა, კარგ ნიშნად მეჩვენა, მეც გამოვი-
დარე და გულით ვისიამოვნე მგზავრობით.
მისის კირკე ისე თბილად შემხვდა, თავი შინ მეგონა, არა-
და ეს დიდი პანსიონი უცნობებით არის სავსე. სხვენის პატა-
რა, სასაცილო ოთახში ამიყვანა – სხვაგან ადგილი არ არის,
მაგრამ სამაგიეროდ ღუმელიც დამიხვდა და მზიან სარკმელ-
თან მიდგმული კოხტა მაგიდაც, ასე რომ, შემიძლია დავჯდე
და ვწერო, როცა კი მომინდება. სარკმლიდან მშვენიერი ხედი
იშლება და სახლის პირდაპირ სამრეკლო ჩანს, ამიტომაც
არის, რომ მრავალსაფეხურიანი კიბე არაფრად ჩავაგდე. მა-

169 მკითხველთა ლიგა


შინვე შემიყვარდა ჩემი ბუნაგი. ის მყუდრო საბავშვო ოთახი,
სადაც ორი ბავშვი უნდა ვამეცადინო და ვკერო, მისის კირკეს
ოთახს ემიჯნება, ხოლო პატარა გოგონები მშვენიერი ბავშვე-
ბი არიან, თუმცა საკმაოდ განებივრებულები, მაგრამ „შვიდი
გაუგონარი გოჭის“ ზღაპარი რომ ვუამბე, ორივეს მოვეწონე
და ეჭვიც არ მეპარება, ჩემგან სანიმუშო აღმზრდელი დადგე-
ბა.
ჭამით ბავშვებთან ერთად უნდა ვჭამო, თუკი ეს მირჩევნია
დიდ საერთო სასადილოს, და ჯერჯერობით მართლაც მირ-
ჩევნია, იმიტომ რომ მორცხვი ვარ, თუმცა ვინ დაიჯერებს!
– აბა, ჩემო კარგო, ისე იგრძენი თავი, როგორც შენს სახ-
ლში, – დედობრივი ალერსით მითხრა მისის კ.-მ, – ხომ
ხვდები, რომ ამოდენა „ოჯახის“ პატრონი გათენებიდან დაღა-
მებამდე ფეხზე ვარ და დიდი ტვირთი მომეხსნება მხრებიდან,
თუკი მეცოდინება, რომ ბავშვებს შენთან არაფერი უჭირთ.
ჩემი ოთახები მუდამ ღიაა შენთვის, შენს ოთახს კი, რაც შე-
მეძლება, მოგიმყუდროებ. თუ ხალხთან ყოფნას მოინდომებ,
პანსიონში საამური ხალხიც მოიძებნება, საღამოობით კი მუ-
დამ თავისუფალი იქნები. თუ რამე გაგიჭირდა, ჩემთან მოდი
და ეცადე, არ მოიწყინო. უი, ჩაის ზარია! უნდა გავიქცე და ჩა-
ჩი გამოვიცვალო, – და ფაციფუცით გაიქცა, მე კი დამტოვა,
რომ ახალ ბუდეში დავბინავებულიყავი.
ცოტა ხანში, დაბლა რომ ჩავდიოდი, ერთ რამეს შევესწა-
რი და მომეწონა. ამ მაღალ სახლში კიბის მარშებიც74 ძალიან
მაღალია, ჰოდა მესამე სართულის კიბის ბაქანზე გავჩერდი,
ველოდი, როდის ამოვიდოდა პატარა მოახლე და ნახშირის

74კიბის მარში – კიბის ნაწილი ორ ბაქანს შორის ორ- და მეტსართულიან


სახლებში
170 მკითხველთა ლიგა
ვედროს ამოათრევდა; ამასობაში, ვიღაც ჯენტლმენი წა-
მოეწია, გამოართვა მძიმე ვედრო და ამოიტანა, მერე კი რო-
მელიღაც კართან დადგა, გოგოს კეთილად დაუქნია თავი და
უცხოური აქცენტით უთხრა:
– ასე ჯობს. ეგ შენი ფათარა ცელი ზალიან ახალგაზრდაა
ამ სიმზიმისთვის, – და წავიდა.
რა კარგი ქნა, არა? მიყვარს ასეთი ადამიანები: მამა ხომ
იტყვის ხოლმე, ხასიათი წვრილმანებში გამოჩნდებაო. მისის
კ.-სთან რომ ვახსენე ეს ამბავი, გაეცინა და თქვა:
– პროფესორი ბეერი იქნებოდა, ასე იცის ხოლმე.
მერე მიამბო, ბერლინელია, დიდად განსწავლული და კე-
თილი, ოღონდ ცარიელ-ტარიელია და მასწავლებლობით
შოულობს ლუკმაპურს, რომ თავიც შეინახოს და ორი პატარა
ობოლი დისშვილიც; მათ აქ ზრდის, იმიტომ რომ ასე დაუბარა
თავისმა დამ, რომელსაც ამერიკელი ქმარი ჰყავდაო. მაინ-
ცდამაინც რომანტიკული ამბავი ვერ არის, მაგრამ დამაინტე-
რესა და გამიხარდა, როცა გავიგე, რომ მისის კ.-ს გაკვეთი-
ლების ჩასატარებლად სასტუმრო ოთახი მიუქირავებია. ამ
სასტუმროსა და საბავშვო ოთახს მინის კარი ყოფს და უნდა
გავიჭყიტო, შევათვალიერო და გითხრათ, როგორი შესახე-
დავია. ორმოც წელს აღარაფერი უკლია, ამიტომ ამით არა-
ფერი დაშავდება, დე.
მას მერე, რაც ჩაი დავლიეთ და დავიდარაბით დავაძინე
პატარა გოგონები, დიდ სახელსაქმო კალათას ვეტაკე და
მთელი საღამო წყნარად გავატარე ახალ მეგობართან მას-
ლაათში. წერილს დღიურივით დავწერ და კვირაში ერთხელ
გამოგიგზავნით, ასე რომ ღამე მშვიდობისა, ხვალ გავაგრძე-
ლებ.

171 მკითხველთა ლიგა


სამშაბათი საღამო
რომ იცოდეთ, რა დრო ვატარე ამ დილით საბავშვო ოთახ-
ში! ბავშვები ყაჩაღებივით იქცეოდნენ და ერთი პირობა ისიც
კი ვიფიქრე, გემრიელად ხომ არ შევაჯანჯღარო-მეთქი. მერე
რომელიღაც კეთილმა ანგელოზმა ჩამაგონა, ტანვარჯიში
სცადეო და იქამდე ვავარჯიშე, სანამ ისე არ დაიღალნენ, რომ
როცა დავსვი, გაუხარდათ და მას მერე გუგულებივით ის-
ხდნენ. საუზმის შემდეგ მოახლემ გარეთ გაასეირნა, მე კი, პა-
ტარა მეიბლისა75 არ იყოს, „დიდი მიზანდასახულობით“ ჩავუ-
ჯექი ჩემს საკერავს. ის იყო, ბედს ვემადლიერებოდი, კიდევ
კარგი, კილოების რიგიანად ამოხვევა ვიცი-მეთქი, რომ სას-
ტუმრო ოთახის კარი გაიღო, მიიხურა და ვიღაც კაცი დიდი
კრაზანასავით აზუზუნდა: Kennst du das Land76. ვიცი, ძალი-
ან დავაშავე, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი, ავწიე მინის
კარზე ჩამოფარებული ფარდის ერთი ბოლო და გავიჭყიტე.
პროფესორი ბეერი იყო და სანამ წიგნებს ალაგებდა, კარგად
შევათვალიერე. ნამდვილი გერმანელია – ჩასხმული ტანი,
მთელ თავზე აბურძგნილი წაბლისფერი თმა, ხშირი წვერი,
მოზრდილი ცხვირი, კეთილზე კეთილი თვალები და მშვე-
ნიერი, ჟღერადი ხმა, რომელიც საამოდ ხვდება ყურს ჩვენი
მჭახე ან დაუდევარი ამერიკული ლუღლუღის შემდეგ. ტანი-
სამოსი მოუვლელი აცვია, ხელები – დიდი აქვს, სახეზე კი
ერთ გულმისავალ ნაკვთს ვერ უპოვი, თუ ლამაზ კბილებს არ

75 „პატარა მეიბლი“ – XIX საუკუნის შუახანების ინგლისური საბავშვო


მოთხრობა
76 „Kennst du das Land“ (გერმ.) – „იცნობ თუ არა იმ მხარეს“ (ავსტრიელი

კომპოზიტორის ფრანც შუბერტის სიმღერის „მინიონის“ დასაწყისი; მი-


ნიონი – პერსონაჟი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს წიგნისა „ვილჰელმ მაის-
ტერის განსწავლის წლები“ (1795)
172 მკითხველთა ლიგა
ჩავთვლით, არადა მაინც მომეწონა, რადგან მშვენიერი თავი
აქვს, სუფთად აცვია და ჯენტლმენივით გამოიყურება, თუმცა
პიჯაკზე ორი ღილი აკლდა, ფეხსაცმლის ლანჩზე კი საკერე-
ბელი ედო. სერიოზული იერი ჰქონდა, თუმცა რაღაცას ღიღი-
ნებდა. ფანჯარასთან მივიდა, მზისკენ შეატრიალა სუმბულის
ამონაყარი და ხელი გადაუსვა კატას, რომელიც ძველი მეგო-
ბარივით შეეგება. მერე გაეღიმა და როცა კარზე დააკაკუნეს,
მკვირცხლად და რიხიანად გასძახა:
– Herein!77
გაქცევას ვაპირებდი, რომ თვალი მოვკარი, ერთი ციდა
ბავშვი შემოვიდა, დიდ წიგნს მოათრევდა და გავჩერდი, რა
ხდება-მეთქი.
– თემი ბეელი მიდა, – თქვა პაწაწინამ, დაახეთქა ის თავი-
სი წიგნი და პროფესორისკენ გაექანა.
– აი, ესეც შენი ბეერი. მოდი, რომ ერთი ქარგად ჩაგეხუ-
თოს, ჩემო თინა, – თქვა პროფესორმა, სიცილით აიტაცა და
იმსიმაღლეზე დაიჭირა, რომ იმას პაწია თავის დახრა დას-
ჭირდა საკოცნელად.
– ეხა გაკეთილი უდა ისტალო, – განაგრძო სასაცილო ცე-
როდენამ.
პროფესორმა მაგიდასთან დასვა, გადაუშალა მისი მოტა-
ნილი დიდი ლექსიკონი, მისცა ფურცელი და ფანქარი და
ისიც ბატიფეხურად შეუდგა წერას, დროდადრო ფურცელს გა-
დაშლიდა და სიტყვის საპოვნელად პაწია პუტკუნა თითს
ჩააყოლებდა ფურცელს, თანაც ისე სერიოზულად, რომ ლა-
მის იყო, სიცილი წამსკდომოდა და თავი გამეცა, ხოლო მის-
ტერ ბეერი იდგა, ლამაზ თმაზე ხელს უსვამდა და ისე მამაშვი-

77 Herein! – მობრძანდით! (გერმ.)


173 მკითხველთა ლიგა
ლურად დასცქეროდა, რომ ვიფიქრე, ალბათ შვილია-მეთქი,
თუმცა ბავშვი ფრანგს უფრო ჰგავდა, ვიდრე – გერმანელს.
ისევ დააკაკუნეს და ორი ყმაწვილქალი რომ შემოვიდა,
ჩემს ხელსაქმეს დავუბრუნდი და პატიოსნად ვიჯექი, მთელი
გაკვეთილი ფეხი არ მომიცვლია, თუმცა კარს იქით ხმაური
და კრიახი არ წყდებოდა. ერთი გოგო სულ თვალთმაქცურად
იცინოდა და კეკლუცად იმეორებდა, რას ბრძანებთ, ბატონო
პროფესოროო, მეორე კი ისეთი აქცენტით წარმოთქვამდა
გერმანულ სიტყვებს, რომ პროფესორი, ალბათ, სიცილს
ძლივს იკავებდა.
ორივენი, აშკარად, მოთმინების ფიალას უვსებდნენ: რამ-
დენჯერმე გავიგონე, მტკიცედ თქვა, არა, არა, არ მისმენთ,
რასაც ვიძახიო, ერთხელ კი ხმამაღალი ბრახუნი მომესმა,
თითქოს ვიღაცამ წიგნი დაახეთქა მაგიდაზე, რასაც სასოწარ-
კვეთილი შეძახილი მოჰყვა, ფუჰ, დღეს სუღველაფერი ცუდად
მიდისო.
შემებრალა საწყალი კაცი, და გოგოები რომ წავიდნენ,
ერთხელაც შევიჭყიტე, აბა, როგორ გადაიტანა ეს ამბავი--
მეთქი. დაქანცული სკამის საზურგეს მისწოლოდა და თვა-
ლებდახუჭული იჯდა, სანამ საათმა ორი არ დარეკა, მერე კი
წამოხტა, წიგნები ჯიბეებში ჩაილაგა, თითქოს მომდევნო გაკ-
ვეთილისთვის ემზადებაო, აიყვანა დივანზე ჩაძინებული პა-
ტარა ტინა და აჩქარებით გავიდა. ალბათ, კარგა მძიმე ცხოვ-
რებით ცხოვრობს. მისის კირკემ მკითხა, ხუთზე სადილად
დაბლა ხომ არ ჩამოხვალო და რაკი სახლი მენატრება, ვი-
ფიქრე, ჩავალ-მეთქი, მხოლოდ იმიტომ რომ მენახა, რა ხალ-
ხთან ერთად ვცხოვრობ ერთ ჭერქვეშ. ჰოდა, რიგიანად გამო-
ვეწყვე და ვცადე, მისის კირკეს ამოფარებული შეუმჩნევლად
შევმსხლტარიყავი სასადილოში, მაგრამ რაკი ის დაბალია და
174 მკითხველთა ლიგა
მე მაღალი, დამალვა არ გამომივიდა. გვერდით მომისვა და
სახეზე ცოტათი რომ ჩამიცხრა სიწითლე, მივიხედ-მოვიხედე.
გრძელი მაგიდა ხალხით იყო სავსე და ყველანი სადილობის-
თვის იყვნენ მზად, მეტადრე ჯენტლმენები, რომლებიც თით-
ქოსდა განრიგით ჭამდნენ: ჩანთქავდნენ საჭმელს ამ სიტყვის
სრული მნიშვნელობით და მაშინვე გაუჩინარდებოდნენ. აქაც
ჩვეულებრივი კრებული იყო: ყმაწვილკაცები, რომელთაც
თავიანთი თავების გარდა არავინ ახსოვდათ; წყვილები, რო-
მელთაც ერთიმეორის გარდა არავინ ახსოვდათ; გათხოვილი
ქალები, რომელთაც თავიანთი ბავშვების გარდა არავინ ახ-
სოვდათ და ხნიერი ჯენტლმენები, რომელთაც პოლიტიკის
გარდა არაფერი ახსოვდათ. არა მგონია, ამათგან რომელი-
მესთან საქმის დაჭერა მომინდეს გარდა ერთი სანდომიანი
გაუთხოვარი ლედისა, რომელიც, ვგონებ, რაღაცას წარმო-
ადგენს.
სუფრის მთლად ბოლოში პროფესორი იჯდა და აქეთ მავან
მოხუც, ერთობ ცნობისმოყვარე, ყრუ ჯენტლმენს ჩაჰყვიროდა
პასუხებს, იქით კი ფილოსოფიაზე ემასლაათებოდა ვიღაც
ფრანგს. ემი რომ აქ ყოფილიყო, სამუდამოდ შეაქცევდა
ზურგს, რადგან (სინანულით უნდა აღვნიშნო) მადა არ აკლდა
და ისეთი ამბით სანსლავდა სადილს, რომ „მისი უგანათლე-
ბულესობა“ შეძრწუნებული დარჩებოდა. მე კი ეგ არ მაწუ-
ხებს, რადგან, ჰანას თქმისა არ იყოს, „მიყვარს, მადიან მჭა-
მელებს რო უცქერ“, საბრალო კაცს კი, ალბათ, ბლომად საჭ-
მელი სჭირდებოდა მას მერე, რაც მთელი დღე იმ ყეყეჩებს
ჩასჩიჩინებდა.
ნასადილევს მაღლა რომ ავდიოდი, ჰოლის სარკეში ორი
ყმაწვილკაცი შლაპებს ირგებდა; გავიგონე, ერთმა ხმადაბლა
უთხრა მეორეს:
175 მკითხველთა ლიგა
– ეს ახალი ვინღაა?
– აღმზრდელი თუ ვიღაც ასეთი.
– მერე, ჩვენს მაგიდასთან რა ჯანდაბა ესაქმება?
– მოხუცი ლედის ახლობელია.
– თავი ლამაზი აქვს, გემოვნება – არანაირი.
– არცერთი ნამცეცი. მოიტა ცეცხლი და წავედით.
ჯერ გავბრაზდი, მერე კი აღარაფრად ჩავაგდე: აღმზრდე-
ლი არაფრით ჩამოუვარდება კლერკს, თანაც გემოვნება თუ
არა, ჭკუა-გონება მაინც არ მაკლია, თუმცა გემოვნებითაც
ვჯობნი ზოგიერთებს, თუკი იმ შენიშვნებით ვიმსჯელებთ, რაც
იმ დახვეწილმა სულიერებმა გამოთქვეს, ბრაგაბრუგით რომ
გაუყვნენ გზას და თან საკვამურებივით ბოლავდნენ. მეჯავრე-
ბა უფერული ხალხი!

ხუთშაბათი
გუშინდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა – ბავშვები ვამეცადი-
ნე, ვკერე და ვწერე ჩემს პატარა ოთახში, სადაც ლამპისა და
ღუმლის გამოისობით დიდი სიმყუდროვე სუფევს. კიდევ
რაღაც-რაღაცები გავიგე აქაურ ბინადრებზე და პროფესორიც
გამაცნეს. ტინა ფრანგი ქალის შვილი ყოფილა. ის ქალი აქვე
მუშაობს და ფაქიზ თეთრეულს აუთოებს. პატარა გოგოს
გულში ჩავარდნია მისტერ ბეერი და როცა კი შინ დაიგუ-
ლებს, ლეკვივით ფეხდაფეხ დასდევს. იმასაც უხარია, იმიტომ
რომ ძალიან უყვარს ბავშვები მიუხედავად იმისა, რომ „ბერ-
ბიჩა“ გახლავთ. კიტი და მინი კირკეებიც სულ სიყვარულით
ახსენებენ, ყვებიან, რა თამაშებს იგონებს, რა საჩუქრებს უზი-
დავს და რა მშვენიერ ზღაპრებს უამბობს. ყმაწვილკაცები,
როგორც ვატყობ, ეხუმრებიან და გვარს ნაირნაირად გა-
დაუკეთებენ ხოლმე: ხან „ბებერია“, ხან „ბერბერი“ და ხანაც
176 მკითხველთა ლიგა
„ბევრ-ბევრი“. თუმცა, ის ბიჭივით ხალისობს და ისე გულკე-
თილად იღებს იმათ ხუმრობას, რომ ყველას უყვარს, მიუხე-
დავად უცხოური მანერებისა და ჩვევებისა.
გაუთხოვარი ქალბატონი მის ნორტონია, მდიდარი, კულ-
ტურული და კეთილი. დღეს სადილზე გამომელაპარაკა (დღე-
საც ჩავედი სადილად, იმიტომ რომ ხალხის ყურებით ვერთო-
ბი) და თავის ოთახში მიმიპატიჟა. მშვენიერი წიგნები და სუ-
რათები აქვს, საინტერესო ხალხს იცნობს და ძალიან გულკე-
თილია, ჰოდა, მეც შევეცადე, თავი მომეწონებინა, იმიტომ
რომ მინდა, „საზოგადოებაში“ გავერიო, თუმცა ეს „საზოგა-
დოება“ მთლად ემის გემოვნებისა არ არის.
გუშინ საღამოს სასტუმრო ოთახში ვიჯექი და მისტერ
ბეერი შემოვიდა, მისის კირკეს გაზეთები შემოუტანა. მისის
კირკე არ იყო, მაგრამ მინიმ, ამ პატარა დედაკაცმა, მშვენივ-
რად გააცნო ჩემი თავი:
– დედას მეგობარია, მის მარჩი.
– დიახ, მხიარულია და ძალიან მოგვწონს, – დაუმატა კი-
ტიმ, ამ enfant terrible-მა78.
მე და პროფესორმა ერთმანეთს თავი დავუკარით, მერე კი
გაგვეცინა, რადგან დარბაისლურმა წარდგენამ და მოულოდ-
ნელმა დანართმა საკმაოდ კომიკური კონტრასტი შექმნა.
– დიახ, დიახ, მესმის ხოლმე, როგორ გიცხალებენ გულს
ეს ონავრები, მის მარჩ. ქიდევ თუ გაბედეს, დამიზახეთ და მო-
ვალ, – და პროფესორი ისე მრისხანედ მოიღუშა, რომ პატარა
ყაჩაღანები აღტაცებაში მოვიდნენ.
დავპირდი, დაგიძახებთ-მეთქი და წავიდა, მაგრამ ეტყობა,
კიდევ ბევრჯერ მეწერა მისი ნახვა: დღეს, გარეთ რომ გავ-

78 enfant terrible – აუტანელი ბავშვი (ფრანგ.)


177 მკითხველთა ლიგა
დიოდი და მის კარს ჩავუარე, შემთხვევით ქოლგა მივარტყი.
კარი გაიღო და ხალათში გახვეული პროფესორი გამომეცხა-
და – ცალ ხელში დიდი, ლურჯი წინდა ეჭირა, მეორეში – სა-
კემსავი ნემსი. ოდნავაც არ შეცბუნებულა, და როცა ავუხსენი,
რაც მოხდა და სწრაფად გავაგრძელე გზა, წინდიანი ხელი და-
მიქნია და ხმამაღლა, მხიარულად მომაძახა:
– ქარგი სასეირნო ამინდია. ქეთილი მგზავრობა, მად-
მუაზელ.
სიცილ-სიცილით ჩავიარე კიბე, მაგრამ თან, ცოტა არ
იყოს, შემებრალა საწყალი კაცი, თვითონვე რომ უნდა მიხე-
დოს თავის ტანისამოსს. ვიცი, გერმანელი მამაკაცები ქარგა-
ვენ, მაგრამ კემსვა მაინც სხვაა და, თან, არც მაინცდამაინც
ლამაზი საყურებელი.

შაბათი
ისეთი არაფერი მომხდარა, მოწერად რომ ღირდეს, თუ
მის ნორტონთან სტუმრობას არ ჩავთვლით. ოთახი სავსე
აქვს ლამაზ-ლამაზი ნივთებით და თვითონაც მომხიბლავად
ეჭირა თავი – მთელი თავისი საგანძური დამათვალიერებინა
და მთხოვა, ხანდახან ლექციებსა და კონცერტებზე ხომ ვერ
გამომყვებით, თუკი გაინტერესებთო. ისე მთხოვა, თითქოს
ჩემი გაყოლით დიდ პატივს დავდებ, არადა, დარწმუნებული
ვარ, მისის კირკე ეტყოდა ჩვენს ამბავს და იმანაც იმიტომ
მთხოვა, რომ სიკეთე მიყოს. ლუციფერივით ამპარტავანი კი
ვარ, მაგრამ ასეთი ხალხის სიკეთე არ მამძიმებს და დიდი
მადლობელი დავრჩი.
საბავშვო ოთახში რომ შევბრუნდი, სასტუმრო ოთახიდან
ისეთი ღრიანცელი გამოდიოდა, მივედი და შევიხედე: მისტერ
ბეერი ოთხზე იდგა, ტინა ზურგზე ეჯდა, კიტი კი სახტუნაოგა-
178 მკითხველთა ლიგა
მობმულს დაატარებდა. მინი კვლიავიან ნამცხვარს აჭმევდა
ორ პატარა ბიჭს, რომლებიც სკამებისგან აგებულ გალიებში
ღრიალებდნენ და მძვინვარებდნენ.
– ვითომ სამხეცეში ვართ, – ამიხსნა კიტიმ.
– ეთ თემი პილოა! – დაუმატა ტინამ და პროფესორს თმა-
ში ჩაავლო ხელი.
– შაბათობით დედა ნებას გვრთავს, რაც გინდათ, ის აკე-
თეთო, როცა ფრანცი და ემილი მოდიან ხოლმე, არა, მისტერ
ბეერ? – თქვა მინიმ.
„პილო“ დაჯდა, დანარჩენებივით სერიოზულად ამომხედა
და დინჯად მითხრა:
– ღმერთმანი, ასეა და თუ მეთისმეთად ავხმაურდეთ,
გვითხარით „ჩუ!“ და ცოთა გავჩუმდებით.
მეც დავპირდი, მაგრამ კარი ღია დავტოვე და მათზე არა-
ნაკლებად ვტკბებოდი მხიარულებით, რადგან ამაზე დიდე-
ბულ ანცობას არ შევსწრებივარ. ჯერ დაჭერობანა და ომობა-
ნა ითამაშეს, მერე იცეკვეს და იმღერეს, ხოლო როცა ჩამობ-
ნელდა, ყველანი დივანზე მოეწყვნენ, პროფესორს შემოეხ-
ვივნენ და იმან საოცარი ზღაპრები უამბო საკვამურების თავ-
ზე მცხოვრებ ყარყატებსა და პატარა „ქონდრისქაცებზე“, ცი-
დან დაშვებულ ფიფქებზე ამხედრებულები რომ დაქრიან. რა
იქნება, ამერიკელებიც გერმანელებივით უბრალონი და ბუ-
ნებრივნი იყვნენ! რას იტყვით?
თქვენთვის წერილის წერა ისე მსიამოვნებს, ამ ჩემს ნა-
წერს ბოლო არ ექნებოდა, მომჭირნეობა რომ არ მაჩერებ-
დეს: მართალია, თხელ ფურცელზე ვწერ და თანაც წვრილად,
მაგრამ მაინც კანკალი მიტანს იმის გახსენებაზე, რამდენი
მარკა დასჭირდება ამსიგრძე წერილს. გეხვეწები, ემის წერი-
ლები გადმომიგზავნე, როგორც კი შეელევი. ჩემი პატარ--
179 მკითხველთა ლიგა
პატარა ამბები ძალიან უღიმღამო გამოჩნდება მისი ბრწყინ-
ვალე თავგადასავლების შემდეგ, მაგრამ ვიცი, შენ მაინც მო-
გეწონება. ნუთუ ტედი ისე გულმოდგინედ სწავლობს, რომ
იმისთვისაც არ სცალია, მეგობრებს წერილი მისწეროს? კარ-
გად მიმიხედე, ბეთ, პატარების ამბები მომწერე და ყველას
დიდი მოკითხვა გადაეცი
თქვენი ერთგული ჯოსგან.

P.S. გადავიკითხე წერილი და ერთობ „ბეერული“ მეჩვენა,


მაგრამ მე ხომ მუდამ მაინტერესებს უცნაური ხალხი, თანაც
სხვა მართლა არაფერი მაქვს მოსაწერი. ღმერთი იყოს თქვე-
ნი მფარველი.

დეკემბერი
ჩემო ძვირფასო ბეტსი!
რაკი ეს წერილი დიდი აბდაუბდა რამ იქნება, შენ გწერ –
იქნებ გაგართოს და წარმოდგენა შეგიქმნას ჩემს ახლანდელ
ყოფაზე, რომელიც მართალია, წყნარია, მაგრამ მაინც საინ-
ტერესო, ამიტომაც – გიხაროდენ! იმის შედეგად, რასაც ემი
„ჰერკულანუმის გმირობას“79 დაარქმევდა გონებრივ და სუ-
ლიერ მიწათმოქმედებაში, ჩემი პატარა მოწაფეების გონებამ
ზრდა იწყო, ხოლო პატარა ყლორტები იქით იხრება, საითაც
მე მინდა. ისინი ისე არ მაინტერესებს, როგორც ტინა და ბიჭე-
ბი, მაგრამ რაც მავალია, არ ვაკლებ და იმათაც ვუყვარვარ.
ფრანცი და ემილი ჩინებული ყმაწვილები არიან, სწორედ ჩე-

79ჰერკულანუმი – რომაული ქალაქი იტალიაში, რომელიც პომპეისთან


ერთად დაინგრა ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახ.წ. 79 წელს.
სწორია – „ჰერკულესის“ (ჰერაკლეს) გმირობა.
180 მკითხველთა ლიგა
მი გემოვნებისა, რადგან გერმანული და ამერიკული ბუნების
შერევის შედეგად მუდმივ დუღილში იმყოფებიან. შაბათს, ნა-
შუადღევს, მუდამ თავაწყვეტილობის დრო დგება, გინდ სახ-
ლში ვიყოთ და გინდ – გარეთ: დარში ყველანი სასეირნოდ
მიდიან, როგორც პანსიონის მოწაფეები, მე და პროფესორი
კი წესრიგს ვიცავთ და აი, მაშინ არის, თუ არის მხიარულება!
მე და პროფესორი უკვე კარგი მეგობრები ვართ და მეც მი-
ტარებს გაკვეთილებს. უარი ვერ ვუთხარი და თანაც ყველა-
ფერი ისე უცნაურად მოხდა, უნდა გიამბო. თავიდან რომ შე-
ვუდგე, ერთ დღეს, მისტერ ბეერის ოთახს მაშინ ჩავუარე, რო-
ცა იქაურობას მისის კირკე ალაგებდა. დამიძახა და მითხრა:
– ასეთი ბუნაგი სადმე თუ გინახავს, ჩემო კარგო? შემოდი
და ეს წიგნები თავის ადგილზე დამალაგებინე: აქაურობა
თავდაყირა დავაყენე იმის გარკვევაში, რა უყო ექვსი ახალი
ცხვირსახოცი? ამ ცოტა ხნის წინ მივეცი.
შევედი და სანამ ვმუშაობდით, მივიხედ-მოვიხედე: მარ-
თლაც რომ ბუნაგი იყო. ყველგან წიგნები და ფურცლები, გა-
ტეხილი ხვართქლის ჩიბუხი, ბუხრის თავზე – ძველი, თით-
ქოსდა გამოუსადეგარი ფლეიტა; ერთ რაფაზე გაბრდღვნი-
ლი, უკუდო ჩიტი ჭიკჭიკებდა, მეორეზე კი თეთრთაგვებიანი
კოლოფი იწონებდა თავს. ხელნაწერებში არეულიყო ხისგან
გამოთლილი დაუმთავრებელი ნავები და თასმების ნაგლეჯე-
ბი, ცეცხლთან პატარა, სველი წაღები შრებოდა და, საერ-
თოდ, მთელ ოთახში შეინიშნებოდა კვალი გულით საყვარე-
ლი ბიჭებისა, რომელთა მონადაც გადაიქცია თავი მისტერ
ბეერმა. დიდი ძებნა-ქექვის შემდეგ სამი დაკარგული ცხვირ-
სახოცი ვიპოვეთ: ერთი – ჩიტის გალიაზე გადაფარებული,
მეორე – მელნით დასვრილი და მესამე კი – ალანძული: ეტ-
ყობა, ცეცხლიდან ქვაბის გადმოდგმისას ეხმარათ.
181 მკითხველთა ლიგა
– ოჰ, რა კაცია! – გაეცინა გულკეთილ მისის კ.-ს და ეს
ნარჩენები ნაკუწების პარკში ჩაიდო, – დანარჩენები, ალბათ,
დახია და ან გემის აღსაკაზმად მოიხმარა ან გაჭრილი თითის
შესახვევად და ან ფრანის კუდებად. საშინელებაა, მაგრამ
როგორ ვუსაყვედურო: გულმავიწყია, გულკეთილი და ის ბი-
ჭები ხომ მთლად თავზე ჰყავს დასმული! მორიგებულები
ვართ: რეცხვაც მე მაქვს ნაკისრი და კემსვაც, მაგრამ ავიწ-
ყდება დახარისხება და ხანდახან სულმთლად სავალალო
დღეში ჩავარდება ხოლმე.
– მე რომ დავუკემსო? – ვკითხე, – არ დავიზარებ, ოღონდ
ნუ გააგებინებთ. სიამოვნებით მივეხმარები, ძალიან კეთი-
ლია, ფოსტიდან წერილები მოაქვს ხოლმე და წიგნებსაც მაძ-
ლევს წასაკითხად.
ჰოდა, ყველაფერი მივულაგე და ორ წყვილ წინდაზე ქუს-
ლებიც გამოვუქსოვე, იმიტომ რომ ისე უცნაურად დაეკემსა,
ფორმა ჰქონდათ დაკარგული. პროფესორისთვის არაფერი
გვითქვამს და იმედი მქონდა, ვერც ვერასოდეს მიხვდებოდა,
მაგრამ წინა კვირას სწორედ ამ საქმიანობაზე წამასწრო. მისი
გაკვეთილების ყურისგდება ისე მაინტერესებს და მართობს,
რომ მეც მომინდა სწავლა, რაკი ტინა ხშირ-ხშირად შემორ-
ბის და გარბის, კარს ღიას ტოვებს და მეც მესმის, რასაც პრო-
ფესორი ამბობს. სწორედ ამ კართან ვიჯექი, ბოლო წინდას
ვამთავრებდი და ვცდილობდი გამეგო, რა უთხრა ახალ მოწა-
ფეს, რომელიც ჩემსავით გონებაჩლუნგია. მერე ის გოგო წა-
ვიდა და ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, ვიფიქრე, პროფესორიც
წავიდოდა-მეთქი. ბეჯითად ვბუტბუტებდი, რომელიღაც ზმნას
ვიმეორებდი და უაზროდ ვირწეოდი საქანელა სავარძელში,
როცა ხმადაბალი ჩხავილი მომესმა, ავიხედე და რას ვხედავ:

182 მკითხველთა ლიგა


მისტერ ბეერი დამდგომია თავზე და ჩუმ-ჩუმად ეცინება, თა-
ნაც ტინას ანიშნებს, არ გამცეო.
– აი, როგორ არის საქმე, – თქვა, როცა გავჩერდი და
ბრიყვულად ავაშტერდი, – თქვენ მე მითვალთვალებთ, მე –
თქვენ და რა უშავს, მაგრამ ღური დამიგდეთ, არ გეხუმრე-
ბით: გინდათ გასცავლოთ გერმანული?
– დიახ, მაგრამ თქვენ მოუცლელი ხართ, მე კი – ჩერჩეტი
და ვერ ვისწავლი, – წავილუღლუღე და იორდასალამივით
გავწითლდი.
– ეგ არაფერი! დროსაც ვიშოვნით და არც ნიჩის ფოვნა
გაგვიჩირდება. საღამოს დიდი სიამოვნებით ჩაგითარებთ ფა-
თარა გაქვეთილს, იმითომ რომ... მომხედეთ, მის მარჩ! ამის
ვალი მაქვს გასასთუმრებელი, – და ჩემს ხელსაქმეზე მიმი-
თითა: „დიაღ“, უთხრა ერთიმეორეს ორმა ქეთილმა ქალბა-
თონმა, „ერთი ჩერჩეთი ბებერია და ვერ დაინახავს, რასაც ვა-
ქეთებთ. თავის დღეში ვერ მიხვდება, რომ ცინდის ქუსლები
დახვრეთილი აღარ აქვს. ეგონება, ზველი ღილები რომ
სცღდება, ახლები თავისთავად ამოდიან და სჯერა, რომ გამ-
ცღდარი თასმები თვითონვე მთელდება“. მაგრამ მე მაქვს
თვალები და ბევრ რასმეს ვხედავ. მე მაქვს გული და თქვენი
მადლიერი ვარ. მოდით, ხანდახან ფათარა გაქვეთილები ჩა-
ვათაროთ, თუ არადა, აღარც ჩემთვის მინდა ქეთილი ფერიას
შრომა და აღარც ჩემი ბიჩებისთვის.
ამის მერე რაღა მეთქმოდა, და რადგანაც ასეთი მშვე-
ნიერი შესაძლებლობა მომეცა, მოვრიგდით და დავიწყეთ.
ოთხი გაკვეთილი ჩამიტარა, რის შემდეგაც გრამატიკის ჭაობ-
ში ჩავრჩი. პროფესორი დიდი მოთმინებით მექცეოდა, მაგ-
რამ ალბათ ძალიან იტანჯებოდა და დროდადრო ისეთი სიბ-
რალულნარევი სასოწარკვეთით შემომხედავდა, რომ აღარ
183 მკითხველთა ლიგა
ვიცოდი, მეცინა თუ მეტირა. ერთიც ვცადე და მეორეც, ხოლო
როცა საქმე იქამდე მივიდა, რომ გულმოკლული და გაუბედუ-
რებული ავსრუტუნდი, პროფესორმა გრამატიკის წიგნი
იატაკზე მოისროლა და ოთახიდან გავიდა. სამარადისოდ
შერცხვენილი და მიტოვებული მეგონა თავი, მაგრამ პროფე-
სორს ოდნავაც არაფერს ვაბრალებდი. ის იყო, ჩემი ფურ-
ცლების მოქუჩება დავიწყე – ზევით ავქანდები და თავს ერთი
კარგად შევიჯანჯღარებ-მეთქი, რომ შემობრუნდა. ისეთი
გამოცოცხლებულ-გაბრწყინებული იყო, თითქოს დიდებით
შევმოსილიყავი.
– აბა, ახლებურად ვცადოთ. მე და თქვენ ერთად ცავიქით-
ხავთ ამ ფათარა საამურ märchen-ს80 და თავს დავანებებთ
ქექვას იმ მშრალ ციგნში, რომელსაც ქუთხეში დავაღენებ,
რაქი ასე შეგვაცუხა.
ისე ალერსიანად ლაპარაკობდა და ისე მაცდუნებლად გა-
დამიშალა ჰანს ანდერსენის ზღაპრები, რომ სირცხვილით
დავიწვი და ისე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შევერკინე წიგნს,
რომ პროფესორს შევატყვე, ძალიან გახალისდა. მორცხვობა
გვერდზე გადავდე და თავგამოდებით შევუდექი ჯაფას (სხვა
სიტყვა აქ არ ივარგებს), გრძელ სიტყვებზე ვბორძიკობდი, გა-
მოთქმით ისე გამოვთქვამდი, როგორც იმწამს მიკარნახებდა
გული და, ერთი სიტყვით, თავს არ ვზოგავდი. პირველი გვერ-
დი რომ ჩავათავე და სულის მოსათქმელად შევჩერდი, პრო-
ფესორმა ტაში შემოჰკრა და, როგორც იცის ხოლმე, გუ-
ლიანად წამოიძახა:

80 märchen – ზღაპარი (გერმ.)


184 მკითხველთა ლიგა
– Das ist gut!81 უქვე ქარგად მიდის. ჩემი ჯერია. მე ცავი-
კითხავ გერმანულად, თქვენ ღური მათხოვეთ, – და გაუტია.
იმ თავისი რიხიანი ხმით ისეთი რახარუხით გამოთქვამდა
სიტყვებს და თან ისე სიამოვნებდა, რომ საყურებლადაც
საამო იყო და სასმენადაც. ბედად, ეს ზღაპარი „ყოჩაღი კა-
ლის ჯარისკაცი“ იყო, რომელიც, შენც ხომ იცი, სასაცილოა
და შემეძლო მეცინა, ჰოდა ვიცინოდი, თუმცა წაკითხულიდან
ნახევარი არ მესმოდა; პროფესორი ისეთი სერიოზული იყო,
მე – ისეთი აღელვებული, ეს ყველაფერი ერთად კი – ისეთი
კომიკური, რომ თავს ვერ ვიკავებდი.
ამის მერე საქმე უკეთესად წავიდა და ახლა, რასაც მავა-
ლებს, საკმაოდ კარგად ვკითხულობ, რადგან სწავლების
ასეთ ხერხი სწორედ საჩემოა და ვხედავ, რომ გრამატიკა ისეა
შერეული ზღაპრებსა და ლექსებში, როგორც მწარე წამალი –
მურაბაში. მე ძალიან მომწონს, იმას კი, ვერ ვატყობ, რომ მო-
ბეზრებოდეს. რა კარგს შვრება, არა? საშობაოდ რამე უნდა
ვაჩუქო, იმიტომ რომ ფულს ვერ შევკადრებ. რამე კარგი მირ-
ჩიე, დე.
მიხარია, რომ ლორი ხალისიანი და საქმიანი ჩანს, რომ
თამბაქოს წევას თავი მიანება და თმას იზრდის. ხედავ, ბეთი
ჩემზე კარგად იმორჩილებს. არ ვეჭვიანობ, ჩემო კარგო.
ცდას ნუ დააკლებ, ოღონდ მთლად წმინდანადაც არ გადააქ-
ციო. მე მგონი, არ მომეწონებოდა, თუ ადამიანური ურჩობის
გემო მოაკლდებოდა. ჩემი წერილების ნაწყვეტები წაუკითხე
ხოლმე. მეტის საწერად არ მცალია, ასე რომ ეგეც იკმარებს.
მადლობა ღმერთს, ბეთი ისევ მშვიდობიანად არის.

81 Das ist gut! – კარგია! (გერმ.)


185 მკითხველთა ლიგა
იანვარი
ახალ წელს გილოცავთ, მრავალს დაესწარით ყველანი,
ჩემო საყვარელო ოჯახო, ცხადია, მისტერ ლ.-ისა და ყმაწ-
ვილკაცის, სახელად ტედის, ჩათვლით. სიტყვით ვერ გამო-
მითქვამს, როგორ გამახარა თქვენმა საშობაო ამანათმა.
გვიან საღამოს მივიღე, როცა იმედი უკვე დაკარგული მქონ-
და. თქვენი წერილი დილით მომივიდა, ამანათი კი არ გიხსე-
ნებიათ, სიურპრიზს მიმზადებდით; ჰოდა, იმედგაცრუებული
დავრჩი, რადგან როგორღაც სულ მეგონა, არ დამივიწყებ-
დით. საღამოს, ნაჩაიევს, ცოტა არ იყოს, დაღონებული ვიჯექი
ჩემს ოთახში და როცა დიდი, ტალახმიწუწული, შელახული
ამანათი შემომიტანეს, გულში ჩავიხუტე და კუნტრუშს მოვყე-
ვი. ისეთი ოჯახური და გასახარი იყო, რომ დავჯექი იატაკზე
და ვკითხულობდი, ვათვალიერებდი, თან კი ვჭამდი, ვიცინო-
დი და ვტიროდი, ისე სულელურად, მე რომ ვიცი. შიგ სწორედ
ის დამიხვდა, რაც მინდოდა და რა კარგია, რომ ყველაფერი
ხელნაკეთი იყო და არა – ნაყიდი. ბეთის ახალი „სამელნე
წინსაფარი“ დიდებულია, ჰანას კოლოფი – ხმელი ჯანჯაფი-
ლიანი ნამცხვრები – ნამდვილი საგანძური იქნება. აუცილებ-
ლად ჩავიცვამ შენს გამოგზავნილ მშვენიერ თბილ საცვლებს,
დე, და მამას მონიშნულ წიგნებსაც წავიკითხავ. ყველას დიდ-
ზე დიდი მადლობა!
წიგნებზე გამახსენდა: ამ მხრივ ვმდიდრდები, საახალ-
წლოდ მისტერ ბეერმა შექსპირის მშვენიერი ტომი მაჩუქა –
სწორედ ის, რომელსაც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა,
საპატიო ადგილას ედო – გერმანული ბიბლიის, პლატონის,
ჰომეროსისა და მილტონის გვერდით – და რომელსაც ხში-
რად შევცქეროდი აღტაცებით. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა და-
მემართებოდა, როცა ჩამოიტანა, გადაშალა და წარწერა მაჩ-
186 მკითხველთა ლიგა
ვენა: ჩემი სახელი ეწერა და „ჩემი მეგობარი ფრიდრიხ
ბეერი“ მჩუქნიდა.
– ხშირად ამბობთ, ნეთავი ბიბლიოთექა მქონდესო. ჰოდა,
აი ბიბლიოთექას გჩუქნით, იმიტომ რომ ამ თავსახურავის
(ყდა იგულისხმა) შიგნით ერთ ციგნში ბევრი ციგნია მოქ-
ცეული. დაქვირვებით ცაიკითხეთ და ზლიერ მოგეხმარებათ.
ამ ციგნში მოცემული ხასიათების ქვლევა გასცავლით, რომ
ცხოვრებაშიც ცაიკიხოთ ეს ხასიათები და თქვენი ქალმითაც
დახათოთ.
რაც შემეძლო, მადლობა ვუხადე და ახლა ისე ვლაპარა-
კობ „ჩემს ბიბლიოთეკაზე“, თითქოს ასი წიგნი მქონდეს. წი-
ნათ არ ვიცოდი, რამდენ რამეს იპოვიდა კაცი შექსპირის
პიესებში, მაგრამ წინათ ხომ ბეერი არ მყოლია, რომ აეხსნა.
მის საშინელ გვარზე არ გაგეცინოთ. არც ბეარ-ად გამოით-
ქმის და არც ბეერ-ად, როგორც აქ ეძახიან, არამედ რაღაც
საშუალოა ამ ორს შორის, რის გამოთქმასაც მხოლოდ გერ-
მანელები ახერხებენ. მიხარია, რომ ორივეს მოგწონთ, რასაც
მის თაობაზე გიყვებით ხოლმე და იმედი მაქვს, ოდესმე გაიც-
ნობთ. დედას მისი კეთილი გული მოეწონება, მამას კი –
ჭკვიანი თავი. მე ერთითაც აღტაცებული ვარ და მეორითაც
და ვგრძნობ, როგორ გამამდიდრა ჩემმა ახალმა „მეგობარმა
ფრიდრიხ ბეერმა“.
რაკი არც ფული მაქვს ბევრი და არც ვიცოდი, რა უყვარს,
ორიოდე წვრილმანი ვუყიდე და ოთახში დავუდე ისეთ ადგი-
ლებში, რომ მოულოდნელად ეპოვა. ყველაფერი გამოსადე-
გია, ლამაზი ან სასაცილო: ახალი საწერი მოწყობილობა, პა-
ტარა საყვავილე ვაზა – ჭიქაში მუდამ დევს ყვავილი ან მწვა-

187 მკითხველთა ლიგა


ნე ყლორტი; ამბობს, მახალისებსო – და საჩხრეკისთვის გან-
82
კუთვნილი სატაცი, რომ რასაც ემი „mouchoirs“-ს ეძახის,
აღარ დაეწვას. ისეთი შევკერე, ბეთმა რომ გამოიგონა – დი-
დი, სქელტანა პეპელა, შავ-ყვითელი ფრთებით, შალის ულ-
ვაშებითა და მძივის თვალებით. ისე მოეწონა, ბუხრის თავზე
დადო, როგორც ხელოვნების ნიმუში, ასე რომ ამ საჩუქარმა
არ გაამართლა. პროფესორი ღარიბი კია, მაგრამ მთელ სახ-
ლში არც მოახლე დავიწყებია და არც – ბავშვი; არც თვითონ
დავიწყებია ვინმეს – ფრანგი მრეცხავით დაწყებული და მის
ნორტონით დამთავრებული. ძალიან გამიხარდა.
საახალწლოდ მასკარადი გამართეს და იმხიარულეს. მე
ჩასვლას არ ვაპირებდი – კაბა არ მქონდა და იმიტომ – მაგ-
რამ ბოლო წუთს მისის კირკეს ძველი ფარჩის კაბა გაახსენ-
და, მის ნორტონმა კი მაქმანი და ბუმბულები მათხოვა. ჰოდა,
მისის მალაპროპივით გამოვეწყვე და ნიღაბაფარებული შევ-
ნარნარდი. ვერავინ მიცნო, რაკი ხმა შევიცვალე და არავის
უფიქრია, რომ ჩუმ, ქედმაღალ მის მარჩს (მეტ წილ ხალხს ძა-
ლიან მკაცრი და ცივი ვგონივარ და ვარ კიდევაც თავდაჯერე-
ბული არარაობათათვის) ჩაცმა-დახურვა და ცეკვა შეეძლე-
ბოდა და „ისე ამავსეს ეპიტაფიებით, როგორც ნილოსის ნაპი-
რებია სავსე ალეგორიებით“83. მშვენივრად გავერთე და რო-
ცა ნიღბები მოვიძვრეთ, ისე მომაშტერდნენ, ძალიან ვიხალი-
სე. გავიგონე, ერთი ყმაწვილკაცი მეორეს ეუბნებოდა, ვიცო-
დი, მსახიობი გამოდგებოდა, ის კი არა, მგონი, მინახავს კი-
დევ რომელიღაც პატარა თეატრშიო. მეგი დააფასებს ამ ხუმ-

mouchoirs – ცხვირსახოცები (ფრანგ.)


82

ჯო მისის მალაპროპივით ერთმანეთში ურევს „ეპიტაფიას“ და „ეპი-


83

თეტს“, „ალეგორიასა“ და „ალიგატორს“.


188 მკითხველთა ლიგა
რობას. მისტერ ბეერი კოჭა იყო, ხელში ტიტანია84 – ტინა –
ჰყავდა ატატებული. იმათი ცეკვის ცქერას არაფერი სჯობდა,
„ნამდვილი პეიზაჟი“ იყო, თუ „ტედიზმს“ გამოვიყენებთ.
ასე, რომ ახალ წელს მაინც მხიარულად შევხვდი, მერე კი,
როცა ჩემს ოთახში ასულმა ძველ წელს გონების თვალი გა-
დავავლე, ვიგრძენი, რომ რაღაც მაინც გამომივიდა, მიუხე-
დავად ბევრი მარცხისა, რადგან ახლა მუდამ მხნედ ვარ, მუ-
შაობა მეხალისება, წინანდელზე უფრო მაინტერესებს სხვები
და ყოველივე ეს კმაყოფილებას მანიჭებს. ყველას ღმერთი
გფარავდეთ! მუდამ თქვენი მოყვარული... ჯო.

84 კოჭა და ტიტანია – შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ პერსონაჟები


189 მკითხველთა ლიგა
თავი მეთერთმეტე
მეგობარი

მართალია, ჯოს ძალზე სიამოვნებდა ახალი ურთიერთო-


ბები და არც ყოველდღიური საქმე აკლდა, რომლითაც პურის
ფულს შოულობდა (და ეს პური ტკბილი გახლდათ, რაკი საკუ-
თარი გარჯით იყო მოპოვებული), მაგრამ იმის დროსაც
პოულობდა, რომ ლიტერატურისთვის მიეხედა. მიზანი, რომ-
ლითაც ახლა მთლიანად იყო გამსჭვალული, სრულიად ბუ-
ნებრივია ღარიბი და მიზანსწრაფული გოგოსთვის, თუმცა ამ
მიზნის მისაღწევად მაინცდამაინც საუკეთესო გზები ვერ აირ-
ჩია. ხედავდა, რომ ფულს კეთილდღეობა მოაქვს, ჰოდა, გა-
დაწყვიტა, ფულიც მოეპოვებინა და კეთილდღეობაც, ოღონდ
ეს კეთილდღეობა არა მხოლოდ თავისთვის მოეხმარა, არა-
მედ იმათთვისაც, ვინც თავს ერჩივნა. უნდოდა, სახლი კე-
თილმოწყობილი გაეხადა, ყველაფერი მიეცა ბეთისთვის,
რაც იმას მოუნდებოდა – ზამთარში მარწყვით დაწყებული და
საძინებელში მომცრო ორგანით დამთავრებული, თვითონ
უცხოეთში წასულიყო და მუდამ იმაზე მეტი შეძლება ჰქონო-
და, ვიდრე აუცილებელია, რათა იმის ფუფუნება მისცემოდა,
რომ ქველმოქმედება გაეწია – რამდენი წელია, ეს იყო ჯოს
სანუკვარი ოცნება. ლიტერატურულ კონკურსში მონაწი-
ლეობის გამოცდილებამ თითქოს გზა გაუხსნა (თუმცა ეს გზა
შეიძლება გრძელი და აღმართ-აღმართ სავალი ყოფილიყო),

190 მკითხველთა ლიგა


ამ მომხიბლავი château en Espagne-ისკენ85, მაგრამ რომან-
თან დაკავშირებულმა კატასტროფამ დროებით დააკარგვინა
თვითრწმენა, რადგან საზოგადოებრივი აზრი ის გოლიათია,
რომელსაც ის ჯეკებიც კი დაუფრთხია, ჯოზე უფრო გულმამაც-
ნი რომ ყოფილან და უფრო მაღალ ლობიოს ღეროზეც აცო-
ცებულან. იმ უკვდავი პერსონაჟისა არ იყოს, ჯომაც შეისვენა
პირველი ცდის შემდეგ, რაც ზღაპარში, თუ სწორად მახსოვს,
დაბლა დანარცხებითა და გოლიათის ყველაზე ნაკლებად ღი-
რებული საგანძურის მიღებით დასრულდა. თუმცა, ის ნების-
ყოფა, რამაც ჯეკს შეაძლებინა „ფეხზე წამომდგარიყო და ერ-
თხელაც ეცადა“, ჯოსაც არანაკლები ჰქონდა. ჰოდა, ამჯერად
უკანა მხრიდან აცოცდა და მეტი ნადავლიც იგდო ხელთ, თუმ-
ცა ამასობაში ლამის დაკარგა ის, რაც რაგინდარა სიმდიდრე-
ზე მეტად ფასობს.
სენსაციური ისტორიების წერას მიჰყო ხელი, რადგან იმ
„ბნელ ხანაში“ ყოველმხრივ უზადო ამერიკაც კი ათას სისუ-
ლელეს კითხულობდა. კრინტი არავისთან დაუძრავს, ხელდა-
ხელ შეთხზა „წარმტაცი ისტორია“ და თვითონვე თამამად
წაუღო მისტერ დეშვუდს, „ყოველკვირეული ვულკანის“ რე-
დაქტორს. მართალია, Sartor Resartus86 არ წაეკითხა, მაგ-
რამ ქალურმა ალღომ უთხრა, რომ ბევრ ადამიანზე სამოსი
უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს, ვიდრე ხასიათის ღირსება-

85 château en Espagne – ოცნების კოშკი (ფრანგ.) ანუ განუხორციელებე-


ლი, არარეალისტური რამ
86 Sartor Resartus – „დაკემსილი თერძი“ – შოტლანდიელი ისტორიკოსი-

სა და მწერლის თომას კარლაილის ავტობიოგრაფიული თხზულება, რო-


მელშიც იგი, თავისივე შექმნილი „სამოსის ფილოსოფიიდან“ გამომდინა-
რე ამბობს, რომ მთელი მსოფლიო, მთელი ისტორია გარეგნული, წარმა-
ვალი სამოსის, ემბლემების სახით წარმოგვიდგება; მათ მიღმა სუფევს მა-
რადიული ღვთაებრივი არსი – ერთადერთი რეალობა
191 მკითხველთა ლიგა
ნი თუ მანერების ჯადო. ამიტომაც, ჩაიცვა, რაც საუკეთესო
გააჩნდა; თავი დააჯერა, რომ არც ღელავდა და არც ნერ-
ვიულობდა; თამამად აიარა ბნელი, ბინძური კიბის ორი მარ-
ში და თავი ამოყო არეულ-დარეულ ოთახში, სიგარის კვამ-
ლის ღრუბელსა და სამი ჯენტლმენის საზოგადოებაში, რო-
მელთაც გაშოტილი ფეხები მაგიდაზე, საკუთარ შლაპებზე
ბევრად მაღლა დაელაგებინათ და მის გამოჩენაზე არც კი
იკადრეს ამ თავსამკაულის მოხდა. ასეთი დახვედრით, ცოტა
არ იყოს, შეცბუნებული ჯო ყოყმანით გაჩერდა ზღურბლზე და
დიდ უხერხულობაში ჩავარდნილმა წაიბუტბუტა:
– უკაცრავად, „ყოველკვირეული ვულკანის“ რედაქციას
ვეძებ. მისტერ დეშვუდის ნახვა მინდოდა.
ამ სიტყვებზე დაბლა დაეშვა ყველაზე მაღლა შემოწყობი-
ლი წყვილი ქუსლი, წამოიმართა ჯენტლმენი, რომელიც ყვე-
ლაზე თავდაუზოგავად აბოლებდა, სიგარას ფრთხილად
მოუჭირა თითები, წინ წამოვიდა, თავი დაუკრა და შემოხედა;
ის თავის დაკვრა და შემოხედვა ძილის გარდა არაფერს გა-
მოხატავდა. ჯო მიხვდა, ამ ვითარებას თავი როგორმე უნდა
გავართვაო და თავისი ხელნაწერი გაუწოდა, თანაც რის
ვაივაგლახით, ნაწილ-ნაწილ ამოღერღა ამ შემთხვევისთვის
საგულდაგულოდ მომზადებული პატარა სიტყვა, ამასთან ყო-
ველ წინადადებაზე უფრო და უფრო მეტად წითლდებოდა:
– მეგობარმა მთხოვა, თქვენთვის მოთხრობა... შემომეთა-
ვაზებინა... უბრალოდ, საცდელად... თქვენი აზრი აინტერე-
სებს... თუ გამოგადგებათ, სიამოვნებით დაწერს კიდევ.
სანამ ის ამ ბუტბუტსა და გაწითლებაში იყო, მისტერ დეშ-
ვუდმა გამოართვა ხელნაწერი, ორი კარგა ჭუჭყიანი თითით
გადაფურცლა და კრიტიკულად გადაჰკრა თვალი ჩაწიკწიკე-
ბულ ფურცლებს.
192 მკითხველთა ლიგა
– პირველი ცდა არ უნდა იყოს, ხომ? – წაილაპარაკა, რაკი
შენიშნა, რომ ფურცლები დანომრილი იყო, მხოლოდ ცალ
გვერდზე ნაწერი და არც ლენტით შეეკრათ, რაც ახალბედო-
ბის უტყუარი ნიშანია.
– არა, სერ. ცოტა გამოცდილება აქვს, პრიზი მიიღო მოთ-
ხრობისთვის „ბლარნისტოუნის ალამი“.
– მართლა? – და მისტერ დეშვუდმა სწრაფი მზერა ესრო-
ლა, რომელმაც, თითქოს ყველაფერი დააფიქსირა, რაც ჯოს
ეცვა და ეხურა – თავსაბურავის ლენტით დაწყებული და ჩექ-
მების ღილებით დამთავრებული, – ბატონი ბრძანდებით, შე-
გიძლიათ დატოვოთ, თუ გნებავთ. დღესდღეობით ასეთი
თხზულებები იმდენი გვაქვს, არ ვიცით, რა მოვუხერხოთ, მაგ-
რამ მაინც გადავავლებ თვალს და მომავალ კვირაში მოგახ-
სენებთ პასუხს.
ჯოს სულაც არ უნდოდა ხელნაწერის დატოვება, რადგან
მისტერ დეშვუდი თვალში არ მოუვიდა, მაგრამ შექმნილ ვი-
თარებაში სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ თავი
დაეკრა და გასულიყო ფრიად ქედმაღლური და ღირსეული
იერით, როგორც იცოდა ხოლმე, როცა გული ეტკინებოდა ან
დაირცხვენდა. ახლა გულნატკენიც იყო და დარცხვენილიც,
რადგან ჯენტლმენებმა ისე მცოდნე მზერით გადახედეს ერ-
თმანეთს, რომ ცხადი გახდა, მისი გამოგონილი „ჩემი მეგო-
ბარი“ კარგ ხუმრობად ჩაუთვალეს, ხოლო სიცილმა, რომე-
ლიც რედაქტორის შენიშვნაზე ატყდა მას მერე, რაც იმან კა-
რი მოუხურა, საბოლოოდ ააბნ-დააბნია. ლამის იყო გადაწ-
ყვიტა, აქ ფეხის მომდგმელი არა ვარო, შინ წავიდა და გაღი-
ზიანებულმა, წინსაფრების გავეშებით კერვას გადააყოლა გუ-
ლი, ერთ-ორ საათში კი მოახერხა და ისე დაწყნარდა, რომ იმ

193 მკითხველთა ლიგა


სცენის გახსენებაზე უკვე ეცინებოდა და მოუთმენლად ელო-
და მომდევნო კვირას.
ისევ რომ მივიდა, მისტერ დეშვუდი მარტო დაუხვდა და
ამან ძალიან გაახარა. რედაქტორი ბევრად უფრო მღვიძარე
იყო, ვიდრე წინა ჯერზე (ესეც ეამა) და ისე ძალიანაც არ იყო
გატაცებული თავისი სიგარით, რომ ზრდილობა დავიწყებო-
და, ამიტომაც მეორე შეხვედრაზე ჯომ წინანდელზე ბევრად
უკეთესად იგრძნო თავი.
– ჩვენ ამას ავიღებთ (რედაქტორი თავის დღეში არ იტ-
ყვის, „მეო“), თუ ზოგიერთი ცვლილების წინააღმდეგი არ
ბრძანდებით. ძალიან გრძელია, მაგრამ იმ ადგილებს თუ
ამოვაკლებთ, რაც მოვნიშნე, სწორედ იმსიგრძე გამოვა, რამ-
სიგრძეც საჭიროა, – თქვა საქმიანი ტონით.
ფურცლები ისე დაეჭმუჭნათ და გაეხაზ-გამოეხაზათ, რომ
ჯომ ძლივძლივობით იცნო თავისი ხელნაწერი და ისეთ დღე-
ში ჩავარდა, რა დღეშიც ალერსიანი მშობელი ჩავარდება,
თუკი ვინმე შესთავაზებს, მოდი, შენს შვილს ფეხები წავაჭ-
რათ, რომ ახალ აკვანში ჩაეტიოსო. გადახედა მონიშნულ ად-
გილებს და გაკვირვებულმა შენიშნა, რომ ყველა ის ზნეობრი-
ვი განსჯა წაეშალათ, სასიყვარულო სცენების საპირწონედ
რომ ჩააწიკწიკა.
– კი, მაგრამ, სერ, მე მეგონა, ყველა ისტორიას უნდა ახ-
ლდეს რაღაც მორალი და ამიტომაც ვიზრუნე, რომ ჩემს ზო-
გიერთ ცოდვილს მოენანიებინა.
მისტერ დეშვუდს რედაქტორული სიდინჯე ღიმილმა შეურ-
ბილა, რადგან ჯოს დაავიწყდა თავისი „მეგობარი“ და ისე ლა-
პარაკობდა, როგორც მხოლოდ ავტორი ილაპარაკებდა.

194 მკითხველთა ლიგა


– ხალხს გართობა უნდა და არა ჭკუის დარიგება. ჩვენს
დროში მორალს მყიდველი არა ჰყავს, – ეს, სხვათა შორის,
არცთუ მართებული განცხადება გახლდათ.
– ამ შესწორებებით კი გამოდგება?
– დიახ, ორიგინალური სიუჟეტი, საკმაოდ კარგად დამუშა-
ვებული, კარგი ენა და ასე შემდეგ, – ასეთი იყო მისტერ დეშ-
ვუდის თავაზიანი პასუხი.
– და... თქვენი აზრით... ანაზღაურება... – დაიწყო ჯომ,
ზუსტად არ იცოდა, როგორ ეთქვა.
– აა, დიახ, მოგახსენებთ: ასეთ მასალაში ოცდახუთიდან
ოცდაათ დოლარამდე ვიძლევით. გადახდით გამოქვეყნების
შემდეგ ვიხდით, – მიუგო მისტერ დეშვუდმა, თითქოს ეს მო-
მენტი მხედველობიდან გამორჩაო. რედაქტორებს თურმე
ხშირად გამორჩებათ ხოლმე ასეთი წვრილმანები.
– ძალიან კარგი, თქვენი იყოს, – კმაყოფილი იერით
გაუწოდა ჯომ ხელნაწერი, რადგან მას მერე, რაც სვეტში თი-
თო დოლარს გიხდიდნენ, ოცდახუთიც კი კარგ ფასად გეჩვე-
ნება.
– ვუთხრა ჩემს მეგობარს, რომ სხვასაც აიღებთ, თუკი ამა-
ზე უკეთესი ექნება? – ჰკითხა წარმატებით ფრთაშესხმულმა
ჯომ და აზრად არ მოსვლია, რომ წეღან თავი გასცა.
– ვნახოთ; შევხედავთ. დაპირებით ვერაფერს დაგპირდე-
ბით. უთხარით, მოკლედ და პიკანტურად წეროს, მორალის-
თვის თავს ნუ შეიწუხებს. რა გვარით ნებავს გამოქვეყნება
თქვენს მეგობარს? – დაუდევრად ჰკითხა მისტერ დეშვუდმა.
– უგვაროდ, თუ შეიძლება. გვარის მითითება არ სურს,
ფსევდონიმი კი არა აქვს, – მიუგო ჯომ და უნებურად გაწით-
ლდა.

195 მკითხველთა ლიგა


– ნება მისია, ცხადია. მომავალ კვირაში დაიბეჭდება. ფუ-
ლისთვის თქვენ შემოივლით თუ მე გამოვგზავნო? – ჰკითხა
მისტერ დეშვუდმა, რომელსაც ბუნებრივია, აინტერესებდა,
ვინ იყო მისი ახალი თანამშრომელი.
– მე შემოვივლი. კარგად ბრძანდებოდეთ, სერ.
რომ გავიდა, მისტერ დეშვუდმა ისევ აალაგა ფეხები მაგი-
დაზე და სიტყვაკაზმული შენიშვნა დაურთო:
– ღარიბია და ამაყი, როგორც არის ხოლმე, მაგრამ ივარ-
გებს.
ჯომ მისდია მისტერ დეშვუდის მითითებებს, ნიმუშად მისის
ნორთბერი აიღო და დაუფიქრებლად გადაეშვა სენსაციური
ლიტერატურის აქაფებულ ზღვაში, მაგრამ მეგობრისგან გა-
დაგდებული მაშველი რგოლის წყალობით იმაზე უარესი არ
ამოსულა იქიდან, რაც ჩაყვინთვამდე იყო.
მეტი წილი ახალგაზრდა მჯღაბნელებისა არ იყოს, პერსო-
ნაჟებისა და გარემოს საძიებლად ჯომაც უცხო ქვეყნებს მი-
მართა. სცენაზე გამოდიოდნენ ბანდიტები, გრაფები, ბოშები,
მონაზვნები და ჰერცოგის ასულები და ისე ზუსტად და აღტყი-
ნებით თამაშობდნენ თავიანთ როლებს, როგორც მოსალოდ-
ნელი იყო. მის მკითხველებს დიდად არ ანაღვლებდათ ისეთი
წვრილმანები, როგორიც გახლავთ გრამატიკა, სასვენი ნიშ-
ნები თუ დამაჯერებლობა, ხოლო მისტერ დეშვუდი მოწყა-
ლედ რთავდა სვეტების შევსების ნებას უბადრუკი ანაზღაურე-
ბის ფასად და საჭიროდ არ მიაჩნდა ეთქვა, რა იყო მისი სტუ-
მართმოყვარეობის ნამდვილი მიზეზი: მისმა ერთმა მჯღაბ-
ნელმა, რომელსაც სხვა რედაქციაში უკეთესი ხელფასი შეს-
თავაზეს, უსინდისოდ მიატოვა გასაჭირში.
ჯო მალე დააინტერესა სამუშაომ, რადგან მჭლე საფულე
ნელ-ნელა გაეტიკნა, ხოლო ზაფხულში ბეთის მთაში წასაყვა-
196 მკითხველთა ლიგა
ნად გადადებული მცირე მარაგი კვირიდან კვირამდე ნელა,
მაგრამ მუდმივად იზრდებოდა. მხოლოდ ის უწამლავდა კმა-
ყოფილებას, რომ შინაურებს არაფერს აგებინებდა. გული
ეუბნებოდა, დედა და მამა არ მომიწონებენო, ამიტომ არჩია
ჯერ გასაკეთებელი გაეკეთებინა და მერეღა ეთხოვა პატიება.
ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა იოლი იყო, რადგან მოთხრო-
ბები ხელმოუწერლად ქვეყნდებოდა. მისტერ დეშვუდმა, ცხა-
დია, მალევე გაიგო მისი ვინაობა, მაგრამ დაჰპირდა, კრინტს
არ დავძრავო და, რაგინდ უცნაური გეჩვენოთ, სიტყვა შეას-
რულა.
ჯოს ეგონა, ეს საქმიანობა არაფერს დამიშავებსო, რადგან
გულწრფელად უნდოდა, ისეთი არაფერი დაეწერა, რომ მერე
შერცხვენოდა, ხოლო სინდისის ხმა რომ შეაწუხებდა ხოლმე,
იმ ბედნიერი წუთის მოლოდინით ჩააჩუმებდა, როცა შინ თა-
ვის ნაშოვნ ფულს გამოამზეურებდა და იცინებდა, რა კარგად
შევინახე საიდუმლოო.
თუმცა, მისტერ დეშვუდი ყველაფერს უწუნებდა გარდა
სისხლის გამყინავი ისტორიებისა, ხოლო რადგან მკითხველს
ისე ვერ გაუყინავ სისხლს, თუ სული არ დაუფლითე, ამიტომ
საამისოდ ჯოს ყველაფერი უნდა შეესწავლა – ისტორია და
ლიტერატურა, ზღვა და ხმელეთი, მეცნიერება და ხელოვნება,
კრიმინალური ქრონიკები და საგიჟეთები. მალე მიხვდა, რომ
საკუთარი უეშმაკო გამოცდილება მხოლოდ იმის საშუალებას
თუ აძლევდა, რომ ცალი თვალით შეეჭყიტა იმ ტრაგიკულ
სამყაროში, რომელიც საზოგადოების ფსკერად ითვლება;
ამიტომაც საკითხს საქმიანად მიუდგა და ჩვეული ენერგიით
იწყო ხარვეზების ამოვსება. იმის სურვილით, რომ მოთხრო-
ბებისთვის მასალა ეპოვა და თუ ოსტატური არა, ორიგინალუ-
რი სიუჟეტის მქონე ნამუშევარი მაინც გამოსვლოდა, გაზე-
197 მკითხველთა ლიგა
თებში დაეძებდა ავარიებს, უსიამოვნო შემთხვევებსა და და-
ნაშაულობებს; ბიბლიოთეკებში საწამლავებისადმი მიძ-
ღვნილ ლიტერატურას ითხოვდა და ბიბლიოთეკარები ეჭვში
შეჰყავდა; სწავლობდა გამვლელთა სახეებსა და ხასიათებს –
კარგს, ცუდსა და არაფრის მთქმელს; იქექებოდა ძველი
დროის მტვერში და ეძებდა ფაქტებს ან გამონაგონებს, იმდე-
ნად ძველთაძველს, რომ ახალთახლად გასაღებულიყო და
იმდენად ეცნობოდა სიგიჟეს, ცოდვასა და სატანჯველს, რის
შესაძლებლობაც ეძლეოდა. ეგონა, საქმეს თავს ჩინებულად
ვართმევო, თუმცა, თავისდაუნებურად, ქალის ხასიათის ყვე-
ლაზე ქალურ ნიშან-თვისებათა შებღალვა დაიწყო. ცუდ საზო-
გადოებაში ტრიალებდა და ეს საზოგადოება, თუნდაც წარმო-
სახული, მაინც გავლენას ახდენდა მასზე. გული და გონება
სახიფათო და უნოყივრო საკვების ამარა ჰყავდა დატოვებუ-
ლი და სწრაფად კარგავდა ბუნებრივ სიჯანსაღეს იმით, რომ
ნაადრევად ეცნობოდა ცხოვრების ბნელ მხარეს, რომელიც
ისედაც საკმაოდ მალე აცნობს თავს ყველა ჩვენგანს. ჯო ამას
თანდათან უფრო შეიგრძნობდა, ვიდრე ხედავდა, რადგან
სხვათა ვნებებისა და გრძნობების გაუთავებელი აღწერა
აიძულებდა, თავისივე ვნებები თუ გრძნობები გაეხადა შეს-
წავლისა თუ განსჯის საგნად, ეს კი ავადმყოფური გასართო-
ბია, რომელშიც საღი გონების მქონე ყმაწვილები ნებით არ
გადაეშვებიან ხოლმე. ურიგო საქციელს მუდამ სასჯელი მოს-
დევს და ჯომაც მაშინ იწვნია თავისი სასჯელი, როცა ყველაზე
მეტად სჭირდებოდა.
არ ვიცი, შექსპირის შესწავლა შველოდა ხასიათების
ამოცნობაში თუ ქალის ბუნებრივი ინსტინქტის წყალობით
იზიდავდა ყველაფერი პატიოსანი, გაბედული და ძლიერი,
მაგრამ სანამ თავის წარმოსახულ გმირებს ამქვეყნად არსე-
198 მკითხველთა ლიგა
ბული ყველანაირი შესაძლო სრულყოფილებით მოსავდა,
ერთი ცოცხალი გმირი იპოვა, რომელმაც დააინტერესა
მიუხედავად ბევრი ადამიანური ნაკლისა. ერთხელ, საუბარ-
ში, მისტერ ბეერმა ურჩია, უბრალო, ნამდვილი და ლამაზი
ხასიათები შეისწავლეთ, სადაც კი წააწყდეთ, რადგან ეს
მწერლისთვის კარგი წვრთნა გახლავთო. ჯომაც ირწმუნა მი-
სი სიტყვა და მშვიდად შეუდგა მისსავე შესწავლას – რაც,
რომ გაეგო, ფრიად გააოცებდა პატივცემულ პროფესორს,
რადგან საკუთარ თვალში უბრალოზე უბრალო კაცი გახ-
ლდათ.
პირველ ხანებში ჯოსთვის გამოცანად რჩებოდა, თუ რად
უყვარდა პროფესორი ყველას. არც მდიდარი იყო, არც – სა-
ხელოვანი, არც – ახალგაზრდა და არც – სანდომიანი; ისეთი
ხომ არა და არ გახლდათ, ვისზეც მომხიბლავს, წარმოსადეგ-
სა თუ ღირსშესანიშნავს იტყვიან; და მაინც, ისეთი მიმზიდვე-
ლი იყო, როგორც მხიარულად მოცეკვავე ცეცხლი და ხალხი
ისე ბუნებრივად ეხვეოდა გარს, როგორც თბილ კერას. ღარი-
ბი იყო, არადა თითქოს მუდამ ახერხებდა რამის გაცემას; უც-
ხოელი, არადა ყველა მისი მეგობარი იყო; არცთუ ახალგაზ-
რდა, მაგრამ ბიჭივით გულმხიარული; ულამაზო და უცნაური,
არადა მისი სახე ბევრ ვინმეს ეჩვენებოდა მშვენიერი, ხოლო
უცნაურობებს იოლად მიუტევებდნენ. ჯო ხშირად აკვირდებო-
და, ცდილობდა მიმხვდარიყო, რაში იყო მისი მომხიბლაობა
და ბოლოს გადაწყვიტა, ამ სასწაულს მისი გულკეთილობა ახ-
დენსო. თუ რამე დარდი ჰქონდა, „ფრთის ქვეშ თავშემალულს
დაატარებდა“, თვითონ კი მხოლოდ მზიანი მხრით ენახვებო-
და ხალხს. შუბლზე ნაოჭები გასწოლოდა, მაგრამ დრო, თით-
ქოსდა, ნაზად შეხებოდა, რაკი ახსოვდა, რა კეთილად ექ-
ცეოდა იგი სხვებს. პირთან ჩალაგებული სანდომიანი ნაოჭე-
199 მკითხველთა ლიგა
ბი მრავალი მეგობრული სიტყვისა და ხალისიანი სიცილის
მატიანე იყო, თვალები თავის დღეში არ ჰქონია ცივი თუ
მკაცრი, ხოლო მისი დიდი ხელის თბილი, ღონიერი ჩამორ-
თმევა უფრო მეტყველი იყო, ვიდრე სიტყვები.
პატრონის ალერსიანი ბუნება თითქოსდა მის ტანისამოს-
საც კი სდევდა, რომელიც ისეთი შესახედავი იყო, თითქოს
თავისუფლად გრძნობდა თავს და უხაროდა, რომ პატრონს
ხერხიანად ამყოფებდა; ფართო ჟილეტი მიგანიშნებდათ,
რომ მის ქვეშ დიდი გული ფეთქავდა, გახუნებულ პალტოს
გულღია იერი დასდევდა, ხოლო ჩამოწელილი ჯიბეები აშკა-
რად იმას ამტკიცებდა, რომ ცარიელი პატარა ხელები შიგ
ხშირ-ხშირად ჩაძვრებოდა ხოლმე და სავსე ამოძვრებოდა.
წაღებიც კი კეთილმოსურნე ეცვა, ხოლო საყელო არც გაშე-
შებული ჰქონია ოდესმე, როგორც სხვებს აქვთ ხოლმე და
არც – ჭრაჭუნა.
– ეგ არის! – თავის თავს უთხრა ჯომ, როცა ბოლოს და ბო-
ლოს მიხვდა, რომ მოყვასისადმი გამოჩენილ ჭეშმარიტ სიკე-
თეს ძალუძს ის ჩასკვნილი გერმანელი მასწავლებელიც კი
გაალამაზოს და გააკეთილშობილოს, რომელიც საჭმელს
პირში იყრის, წინდებს თავისი ხელით იკემსავს და ისეთი გვა-
რი ამძიმებს, როგორიც „ბეერია“.
ჯო ძალზე აფასებდა სიკეთეს, მაგრამ ამასთან, უაღრესი
ქალური პატივისცემა ჰქონდა ჭკუისადმი და ერთი პატარა
აღმოჩენის შემდეგ კიდევ უფრო დააფასა პროფესორი. მის-
ტერ ბეერი არასოდეს ლაპარაკობდა საკუთარ თავზე, ისიც კი
არავინ იცოდა, რომ თავის მშობლიურ ქალაქში დიდად პა-
ტივცემული და აღიარებული კაცი გახლდათ, როგორც სწავ-
ლული და პატიოსანი ადამიანი, სანამ ერთი თანამემამულე
არ ჩამოუვიდა სანახავად და მის ნორტონთან საუბრისას არ
200 მკითხველთა ლიგა
აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი ფაქტი. მის ნორტონისგან ეს ამ-
ბავი ჯომაც გაიგო და მით უფრო მოეწონა, რომ მისტერ ბეერს
მსგავსი არაფერი წამოსცდენია. სიამაყით აივსო, რაკი იგი
ბერლინში პატივცემული პროფესორი გამოდგა, თუმცა ამე-
რიკაში მხოლოდ ღარიბი მასწავლებელი იყო და ამ აღმოჩე-
ნამ ჯოს თვალში რომანტიკულობის ელფერით გაამშვენიერა
მისი უბრალო და ჯაფით აღსავსე ცხოვრება.
პროფესორის კიდევ ერთი და მის ჭკუა-გონებაზე უმჯობესი
ნიჭი სრულიად მოულოდნელად იხილა ჯომ. მის ნორტონს
ისეთ წრეებში მიესვლებოდა, სადაც ჯო უიმისოდ ვერასგზით
ვერ მოხვდებოდა. მარტოხელა ქალი დააინტერესა მიზან-
სწრაფულმა გოგონამ და ხშირად უწევდა ასეთ სამსახურს მა-
საც და პროფესორ ბეერსაც. ერთ საღამოს ვიწრო წრისთვის
გამართულ წვეულებაზე წაიყვანა, რომელზეც რამდენიმე სა-
ხელგანთქმული პირი იყო მიწვეული.
ჯოც წავიდა, მზადმყოფი იმისთვის, რომ მდაბლად დაეხა-
რა თავი და პატივისცემა გამოეხატა დიდი ადამიანებისადმი,
რომელთაც ყმაწვილური აღტაცებით შორიდან ეთაყვანებო-
და. თუმცაღა, იმ საღამოს გენიოსებისადმი მისმა თაყვანისცე-
მამ სასტიკი დარტყმა იგემა და დრო დასჭირდა გონს მოსას-
ვლელად იმ აღმოჩენის შემდეგ, რომ დიდი ადამიანებიც მხო-
ლოდ და მხოლოდ ქალები და მამაკაცები არიან. წარმოიდგი-
ნეთ მისი შეძრწუნება, როცა მორიდებული აღტაცებით სავსე
მზერა ესროლა პოეტს, ვისი სტრიქონებიც გაფიქრებინებ-
დნენ, ეთერული არსებაა და „სულით, ცეცხლითა და ნამით“
იკვებებაო და დაინახა, რა ვნებით ნთქავდა იგი ვახშამს და
რარიგ აეწითლებინა ამ ვნებას მისი ინტელექტუალური სახე.
ჯომ ზურგი შეაქცია დაცემულ კერპს და ახალმა აღმოჩენებმა
სწრაფად გაუქარწყლეს რომანტიკული ილუზიები. დიდი რო-
201 მკითხველთა ლიგა
მანისტი ქანქარასავით თანაბარზომიერად იწევდა ღვინის ხან
ერთი და ხან მეორე გრაფინისკენ; განთქმული ღვთისმეტყვე-
ლი დაუფარავად ეარშიყებოდა თავისი დროის ერთ-ერთ მა-
დამ დე სტალს87, რომელიც თვალებს უბრიალებდა მეორე
კორინას88, ის კი ტკბილად დასცინოდა მას მერე, რაც აჯობა
და საუბარში ჩაითრია ბრძენი ფილოსოფოსი, ჯონსონივით89
გაუთავებლად რომ ეძალებოდა ჩაის და, როგორც ეტყობო-
და, თვლემდა, რადგან იმ ქალის ენამრავლობა ხმას, აბა, ვის
ამოაღებინებდა. განთქმულ მეცნიერებს გადავიწყებოდათ
თავიანთი მოლუსკები თუ გამყინვარების ხანები და ხელოვ-
ნებაზე ლაქლაქებდნენ, თან კი ჩვეული ენერგიით ნთქავდნენ
ხამანწკებსა და ნაყინს. ახალგაზრდა მუსიკოსი, მეორე ორ-
ფეოსივით რომ აჯადოებდა ქალაქს, ცხენებზე ლაპარაკობდა,
ხოლო ბრიტანული არისტოკრატიის მავანი წარმომადგენე-
ლი ყველაზე უღიმღამო კაცი გამოდგა სტუმრებში.
ნახევარი საღამოც არ გასულიყო, რომ ჯოს უკვე სრულიად
გაუქარწყლდა ილუზიები და გონს მოსასვლელად კუთხეში
მიჯდა. მალე მისტერ ბეერიც შეუერთდა; ეტყობოდა, ვერც ის
გრძნობდა თავს მთლად თავისუფლად, ცოტა ხანში კი თავ--
თავისი ახირების ცხენზე გადამჯდარი რამდენიმე ფილოსო-
ფოსიც მოთოხარიკდა, რათა მყუდრო ადგილას გაემართათ
ინტელექტუალური ტურნირი. ჯო იმათ ლაპარაკს ვერაფერს
უგებდა, მაგრამ მაინც სიამოვნებდა, თუმცა კანტი და ჰეგელი

87 მადამ დე სტალი – ან ლუიზ ჟერმენ დე სტალი (1766-1817) – ფრანგი


მწერალი ქალი
88 კორინა – მადამ დე სტალის რომანის „კორინა ანუ იტალიას“ პერსონა-

ჟი
89 ჯონსონი – სემიუელ ჯონსონი (1709-1784), ინგლისელი კრიტიკოსი,

ლექსიკოგრაფი და ესეისტი, დღეში 40-მდე ფინჯან ჩაის სვამდა


202 მკითხველთა ლიგა
შეუცნობელი ღმერთები იყვნენ, სუბიექტური და ობიექტური –
გაუგებარი ტერმინები, ხოლო როცა ყველაფერი დამთავრდა,
გაირკვა, რომ თუ რამ „განუვითარდა შინაგანი ცნობიერები-
დან“, მხოლოდ და მხოლოდ სასტიკი თავის ტკივილი. თანდა-
თან ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ სამყაროს ნაკუწ-ნაკუწ
გლეჯდნენ და ხელახლა აკოწიწებდნენ ახალ და, გამომ-
სვლელთათვის რომ გეკითხათ, წინანდელზე უსაზღვროდ
უკეთეს პრინციპებზე დაფუძნებულს, რომ რელიგიას, ლოგი-
კის მეშვეობით, ცოტაც და, არარად გადააქცევდნენ, ხოლო
ერთადერთი ღმერთი გონი გახდებოდა. ჯოს არც ფილოსო-
ფიისა გაეგებოდა რამე და არც მეტაფიზიკისა, მაგრამ ცნო-
ბისმოყვარეობაშერეული მღელვარება იპყრობდა, ნახევრად
საამო და ნახევრად მტკივნეული, როცა იმ ხალხს უსმენდა და
ეგონა, რომ დროსა და სივრცეს იყო მინდობილი, როგორც
დღესასწაულზე ხელიდან გაშვებული ბუშტი.
პროფესორს გახედა, მოსწონს ეს ამბავი თუ არაო და
დაინახა, რომ იგი ისეთი პირქუში გამომეტყველებით შემოჰ-
ყურებდა, როგორიც თავის დღეში არ ენახა მის სახეზე. პრო-
ფესორმა თავი გადააქნია და ანიშნა, წავიდეთო, მაგრამ ჯო
სწორედ იმ წუთს სპეკულაციური ფილოსოფიის თავისუფლე-
ბას მოეჯადოებინა და ადგილზე დარჩა იმ იმედით, იქნებ გა-
ვიგო, რას უნდა დაეყრდნონ ბრძენი ჯენტლმენები მას მერე,
რაც ყველა ძველ მრწამსს გააუქმებენო.
მისტერ ბეერი მორიდებული კაცი იყო და აზრის გამოთ-
ქმას არ ჩქარობდა ხოლმე, არა იმიტომ, რომ მტკიცე შეხედუ-
ლებები არ გააჩნდა, არამედ იმის გამო, რომ ეს შეხედულებე-
ბი ისეთი წრფელი და სერიოზული იყო, იოლ სალაპარაკოდ
ვერ გაიხდიდა. როცა მზერა ჯოდან რამდენიმე ახალგაზრდა-
ზე გადაიტანა, რომლებიც ფილოსოფიური პიროტექნიკის
203 მკითხველთა ლიგა
ბრწყინვალებას მოეზიდა, წარბი შეკრა და ლაპარაკში ჩაბმა
გადაწყვიტა იმის შიშით, ვაითუ, ფეიერვერკის რაკეტებმა შეც-
დომაში შეიყვანოს ზოგიერთი იოლად აალებადი ნორჩი სუ-
ლი და წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მხოლოდ ცა-
რიელი ჯოხი ან დამწვარ-დაბუგული ხელი შერჩესო.
სანამ შეეძლო, ითმინა, მაგრამ როცა აზრის გამოთქმა
სთხოვეს, ალალად აღშფოთებულმა იფეთქა და ჭეშმარიტე-
ბის მთელი მჭევრმეტყველებით დაიცვა რელიგია – მჭევ-
რმეტყველებით, რომელმაც მის დამტვრეულ ინგლისურს მუ-
სიკალობა მიანიჭა, ხოლო შეუხედავ სახეს – სილამაზე. ცხა-
რე ბრძოლა გადაიტანა, რადგან სწავლულებს კამათი ეხერ-
ხებოდათ, მაგრამ არ ნებდებოდა და მედგრად იცავდა თავის
დროშას. მის ლაპარაკში ჯომ როგორღაც იგრძნო, რომ სამ-
ყარო ისევ ადგილზე დადგა. ძველი რწმენები, რომლებმაც
ესოდენ დიდხანს გაძლეს, ახალზე უკეთესი ეჩვენა, ღმერთი
ბრმა ძალა აღარ იყო, ხოლო უკვდავება ლამაზ ზღაპრად კი
არა, ნეტარ ფაქტად წარმოუდგა. ფეხქვეშ ისევ მყარი ნიადაგი
იგრძნო და როცა მისტერ ბეერი შეჩერდა – ლაპარაკში
მოუგეს, მაგრამ იოტისოდენადაც კი ვერ შეაცვლევინეს რწმე-
ნა – ჯოს ტაშის დაკვრა და მადლობის გადახდა მოუნდა, თუმ-
ცა არც ერთი უქნია და არც – მეორე; სამაგიეროდ, დაიხსომა
ეს სცენა და დიდი პატივისცემა იგრძნო პროფესორისადმი,
რადგან იცოდა: ეს უცაბედი გამოსვლა ძვირად დაუჯდა, მაგ-
რამ სინდისმა გაჩუმების ნება არ მისცა. თანდათან მიხვდა,
რომ ხასიათი უფრო დიდი სიმდიდრეა, ვიდრე ფული, საზოგა-
დოებრივი მდგომარეობა, ჭკუა თუ სილამაზე და იგრძნო, თუ-
კი სიდიადე, ერთი ჭკვიანი კაცის თქმით, „სიმართლე, მოწი-
წება და კეთილი ნებაა“, ჩემი მეგობარი ფრიდრიხ ბეერი არა
მხოლოდ კარგი, არამედ დიდი ადამიანიც ყოფილაო.
204 მკითხველთა ლიგა
ეს რწმენა დღითიდღე უმტკიცდებოდა. აფასებდა მის ქე-
ბას, სწყუროდა მისი პატივისცემის მოპოვება, სურდა მისი მე-
გობრობის ღირსი ყოფილიყო და სწორედ მაშინ, როცა ყვე-
ლაზე მხურვალედ ნატრობდა ზემოჩამოთვლილს, ლამის
იყო, ყველაფერი ხელიდან არ გამოეცალა.
ეს ამბავი სამკუთხა ქუდით დაიწყო. ერთ საღამოს, როცა
პროფესორი ჯოსთვის გაკვეთილის ჩასატარებლად შემოვი-
და, თავზე ქაღალდის სამკუთხა ქუდი ეხურა. ეს ქუდი ტინას
ჩამოეცვა მისთვის თავზე და პროფესორს მოხდა დავიწყებო-
და.
„აშკარაა, დაბლა ჩამოსვლის წინ სარკეში არ იხედება“,
ღიმილით გაიფიქრა ჯომ, როცა პროფესორმა „საღამო მშვი-
დობისა“ თქვა, დინჯად დაჯდა და, აზრადაც არ მოსვლია, რა
სასაცილოდ შეუსაბამო იყო მისი თავსარქმელი მისსავე გაკ-
ვეთილის საგანთან: განზრახული ჰქონდა, ჯოსთვის „ვალენ-
შტაინის სიკვდილი“90 წაეკითხა.
ჯომ თავიდან არაფერი უთხრა, რადგან სიამოვნებით ის-
მენდა ხოლმე მის ხმამაღალ, გულიან სიცილს, როცა რამე სა-
საცილო ხდებოდა, ჰოდა იფიქრა, თვითონვე აღმოაჩინოს,
თავზე რა ახურავსო, ცოტა ხანში კი მთლად დაავიწყდა ეს ამ-
ბავი, რადგან როცა შილერს გერმანელი კითხულობს, მისი
მოსმენა ერთობ წარმტაცი რამ არის. კითხვა რომ დასრულ-
და, გაკვეთილი დაიწყო, რომელიც დიდად ხალისიანად მიმ-
დინარეობდა, რადგან იმ საღამოს ჯო ისედაც მხიარულ გუნე-
ბაზე იყო, ხოლო სამკუთხა ქუდის ყოველ დანახვაზე თვალები

„ვალენშტაინის სიკვდილი“ (1799) – დიდი გერმანელი პოეტის ფრიდ-


90

რიხ შილერის პიესა, ეძღვნება განთქმული მხედართმთავრის, ალბრეხტ


ფონ ვალენშტაინის დაღუპვას
205 მკითხველთა ლიგა
სიცილით უნაპერწკლდებოდა. პროფესორი ვერ ხვდებოდა,
რა სჭირდა, ბოლოს შეწყვიტა ახსნა და ჰკითხა თვინიერი გაკ-
ვირვებით, რაც სრულიად მომხიბლავ იერს ადებდა:
– მის მარშ, რატომ ასე დაუფარავად დასცინით თქვენს
მასცავლებელს? სულ არა გაქვთ ჩემი ფათივისცემა, რომ ასე
ცუდად იქცევით?
– რა პატივისცემა უნდა მქონდეს, სერ, როცა ქუდის მოხდა
დაგვიწყებიათ? – მიუგო ჯომ.
დაბნეულმა პროფესორმა ასწია ხელი, სერიოზული იერით
მოისინჯა და მოიძრო პატარა სამკუთხა ქუდი, წუთით დააც-
ქერდა და მერე კი ისეთი სიცილი ატეხა, მხიარული კონტრა-
ბასი გეგონებოდათ.
– უჰ! ახლა ქი მივხვდი. ამ ეშმაქის ფეხმა თინამ გამამასხა-
რავა თავისი ქუდით. ეგ არაფერი, მაგრამ იცოდეთ, თუ გაქვე-
თილმა ცუდად ჩაიარა, თქვენც მოგიცევთ ამ მასხარას ჩაჩის
დახურვა.
მაგრამ გაკვეთილი სრულიად შეწყდა რამდენიმე წუთით,
რადგან მისტერ ბეერმა ქუდზე რაღაც ნახატი შენიშნა, გაშა-
ლა გაზეთის ფურცელი და ზიზღიანად თქვა:
– ნეთავი ეს გაზეთები საერთოდ არ გამოჩნდეს ამ სახ-
ლში. არც ბავშვებმა უნდა ნახონ და არც ახალგაზრდებმა
ცაიქითხონ. ქარგი არ არის და მოთმინებიდან გამოვღავარ
იმ ხალხს, ვინც ასეთ ბოროთებას სჩადის.
ჯომ დახედა გაზეთს და მომხიბლავი ილუსტრაცია დაინა-
ხა, რომელიც შეშლილს, გვამს, ავაზაკსა და გველს გამოსა-
ხავდა. ნახატი არ მოეწონა, მაგრამ ფურცელი ზიზღმა კი არ
გადაატრიალებინა ნაჩქარევად, არამედ შიშმა, რადგან წა-
მით იფიქრა, გაზეთი „ვულკანიაო“. სხვა გაზეთი გამოდგა,
თანაც ჯოს შიშმა იქვე გადაუარა: გაახსენდა, რომ თუნდაც
206 მკითხველთა ლიგა
„ვულკანი“ ყოფილიყო და შიგ – რომელიმე მისი მოთხრობა,
გვარი მაინც არ ეწერებოდა. თუმცა, ისეთი იერი დაედო და
ისე გაწითლდა, რომ საკუთარი თავი თვითონვე გასცა, რად-
გან რაგინდ დაბნეული ყოფილიყო პროფესორი, მაინც იმაზე
მეტს ამჩნევდა, ვიდრე სხვებს წარმოედგინათ. იცოდა, რომ
ჯო წერდა და არაერთხელ შეხვედრია იმ ადგილებში, სადაც
გაზეთების რედაქციები იყო, მაგრამ რაკი ჯოს ეს ამბავი არ
უხსენებია, არც პროფესორს უკითხავს რამე; თუმცა მისი ნა-
მუშევრების ნახვა ძალიანაც უნდოდა და ახლა აზრად მოუვი-
და, ალბათ ისეთ რამეს აკეთებს, რისაც რცხვენიაო და შეწუხ-
და. მაგრამ განა გაიფიქრა, რა ჩემი საქმეა და რა უფლება
მაქვს რამე ვუთხრაო, რასაც ბევრი ვინმე იზამდა. მხოლოდ
ის გაიხსენა, რომ ჯო ახალგაზრდა და ღარიბი იყო, დედის
სიყვარულსა და მამის მზრუნველობას მოშორებული და ერ-
თბაშად მოესურვა, დახმარების ხელი გაეწოდებინა, ეს სურ-
ვილი ისეთი უცაბედი და ბუნებრივი იყო, როგორიც იქნებოდა
სურვილი, რომელიც უბიძგებდა, ხელი გაეწოდებინა ბავშვის-
თვის და ძაღლისგან დაეცვა. ყოველივე ამან წამიერად
გაუელვა გონებაში, მაგრამ სახეზე არ დამჩნევია და როცა გა-
ზეთი უკვე გადაბრუნებული იდო, ხოლო ჯოს ნემსი – ძაფგაყ-
რილი, პროფესორმა მოახერხა და სავსებით ბუნებრივად,
თუმცა ფიქრიანად თქვა:
– ქარგი ქენით, რომ შორს გასციეთ. არა მგონია, ქარგი
იღოს, რომ ღმაცვილმა ქალებმა ასეთები ნახონ. ზოგიერ-
თებს შეიზლება მოსცონთ, მაგრამ ჩემს ბიჩებს დენთს უფრო
მივცემდი სათამაშოდ, ვიდრე ამნაირ მაქულათურას ცავა-
ქითხებდი.
– იქნებ ცუდი კი არა, მხოლოდ სულელურია, თანაც, რაკი
მკითხველი ასეთ მოთხრობებს მოითხოვს, მე მგონი, არაფე-
207 მკითხველთა ლიგა
რი დაშავდება, თუკი ამ მოთხოვნას ვინმე დაუკმაყოფილებს.
ბევრი ღირსეული ადამიანი პატიოსნად ირჩენს თავს ამ ეგ-
რეთ წოდებული სენსაციური ისტორიების თხზვით, – თქვა
ჯომ და ქინძისთავებიანი ხელი ისე ენერგიულად დაუსვა
ფურჩალებზე, რომ ქსოვილს წვრილ-წვრილი ნასერების რი-
გი დააჩნდა.
– მოთხოვნით ვისქისაც მოითხოვენ, მაგრამ ალბათ არც
თქვენ დაიცღებთ ვისქით ვაჩრობას და არც მე. იმ ღირსეულ-
მა ადამიანებმა რომ იცოდნენ, რა ვნებაც მოაქვთ, აღარ ეგო-
ნებოდათ, ფათიოსნად ვირჩენთ თავსაო. რა უფლება აქვთ,
საცამლავი ჩადონ დაშაქრულ ქლიავში და ფათარა ბავშვებს
შეაჩამონ! არა, გონებას ზალა უნდა დაათანონ და ქუჩის დამ-
გველებად ცავიდნენ, სანამ ასეთ საქმეს იქადრებენ.
მისტერ ბეერმა ალალად თქვა თავისი სათქმელი, გაზეთი
ხელში მოჭმუჭნა და ბუხართან მივიდა. ჯო გასუსული იჯდა და
მისი შემხედვარე იფიქრებდით, ცეცხლი მოსდებიაო, რადგან
ლოყები კიდევ დიდხანს უვარვარებდა მას მერე, რაც სამკუთ-
ხა ქუდი კვამლად იქცა და მშვიდობიანად აფრინდა საკვამურ-
ში.
– დანარჩენსაც უქან მივაღოლებდი, – წაიდუდუნა პროფე-
სორმა, შვებით ამოისუნთქა და მაგიდისკენ გამობრუნდა.
ჯოს გაუელვა, რამოდენა კოცონს ააბრიალებს ის გაზეთე-
ბი, ოთახში რომ მილაგიაო და გაჭირვებით ნაშოვნი ფული
მძიმე ტვირთად დააწვა სინდისზე. მერე კი თავის დასამშვი-
დებლად გაიფიქრა: „ჩემები ასეთი არ არის. სულელურია,
მაგრამ არც ისე ცუდი, ჰოდა, არ ვინერვიულებ“. მერე კი
აიღო წიგნი და ბეჯითი მოწაფის იერით თქვა:
– გავაგრძელოთ, სერ? ახლა კარგად და წესიერად მოვიქ-
ცევი.
208 მკითხველთა ლიგა
– იმედი მაქვს, – პასუხად მხოლოდ ეს უთხრა პროფესორ-
მა, მაგრამ ამ სიტყვებში იმაზე ღრმა აზრი ჩადო, ვიდრე ჯოს
წარმოედგინა და ისე სერიოზულად და კეთილად შეხედა,
რომ ჯოს მოეჩვენა, სიტყვები „ყოველკვირეული ვულკანი“
დიდი ასოებით მაწერია შუბლზეო.
თავის ოთახში შევიდა თუ არა, გამოიღო გაზეთები და
გულდასმით, სათითაოდ გადაიკითხა თავისი მოთხრობები.
მისტერ ბეერი ბეცი იყო და ზოგჯერ სათვალეს ხმარობდა; ერ-
თხელ ჯომაც მოსინჯა და გაეღიმა იმის დანახვაზე, რა ძლიერ
გაადიდა სათვალემ წვრილი შრიფტი მის წიგნში. ახლა კი
თითქოს პროფესორის სულიერი თუ ზნეობრივი სათვალე
ეკეთა, რადგან ამ უბადრუკი მოთხრობების ყველა ნაკლი
თვალში ეცა და შიშით აავსო.
– მაკულატურაა და თუ გავაგრძელე, მაკულატურაზე
უარესი გახდება, იმიტომ რომ ყველა ახალი მოთხრობა წინა-
ზე უფრო სენსაციურია. ბრმად მივდიოდი წინ და ფულისთვის
ჩემს თავსაც ვვნებდი და სხვებსაც. ვიცი, ასეა და ჩემს ნაწერს
რომ ვკითხულობ, მრცხვენია. რა მეშველება, შინ რომ ნახონ
ან მისტერ ბეერს მოხვდეს თვალში?
ამის გაფიქრებაზე ჯოს შეახურა, გაზეთები ერთიანად შე-
ტენა ღუმელში და ალი ლამის მილში ავარდა.
„დიახაც, რომ აქ არის ასეთი აალებადი სისულელის ად-
გილი. მირჩევნია, მთელი სახლი გადავწვა, ვიდრე ხალხი ჩე-
მი დენთით ავაფეთქო“, გაიფიქრა და თვალი მიადევნა, რო-
გორ ქრებოდა „იურას მთების დემონი“ – თვალებმოელვარე
პატარა, შავი ნახშირი.
მაგრამ როცა სამი თვის ნაშრომიდან აღარაფერი დარჩა
გარდა ერთი მუჭა ფერფლისა და საფულეში დაბინავებული

209 მკითხველთა ლიგა


ფულისა, ჯო დაწყნარდა და იატაკზე მჯდარმა იმაზე დაიწყო
ფიქრი, ჩემს მონაგარს რა ვუყოო.
– მე მგონი, ჯერ იმდენიც არაფერი დამიშავებია და შეიძ-
ლება ეს ფული დავიტოვო, როგორც ამ საქმეზე დახარჯული
დროის საზღაური, – ჩაილაპარაკა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ
და გაღიზიანებით დაუმატა, – ნეტავი სინდისი არ მქონდეს.
ძალიან შემაწუხებელია. კარგად მოქცევა რომ არ მინდოდეს,
ხოლო როცა ცუდად ვიქცევი, არ ვწუხდე, ჩემს წარმატებას
წინ არაფერი დაუდგებოდა. ხანდახან სანანებლადაც კი
მაქვს, რომ დედა და მამა ასეთი წესიერები არიან ასეთ საქმე-
ებში.
ეჰ, ჯო, სანანებელი კი არა, სამადლობელი გაქვს, რომ
„დედა და მამა ასეთი წესიერები არიან“ და გულით შეიბრალე
ის ხალხი, ვისაც ასეთი მეურვეები არა ჰყავს, რომ დასაცავად
გარს შემოავლონ პრინციპები, რომლებიც მოუთმენელ
ახალგაზრდას, იქნებ ციხის კედლებად ეჩვენებოდეს, მაგრამ
სინამდვილეში ის საიმედო საძირკველია, რომელზეც ქალო-
ბაში შენს ხასიათს ააგებ.
ჯომ თავი ანება სენსაციური მოთხრობების წერას, რადგან
გადაწყვიტა, არანაირ ფულად არ მიღირს ამ მოღვაწეობით
მოგვრილი განცდებიო. სამაგიეროდ, როგორც მისი ყაიდის
ხალხს სჩვევია, მეორე უკიდურესობამდე მივიდა, მისის შერ-
ვუდს, მის ეჯუორტსა და ჰანა მორს91 მიბაძა, ისეთი ისტორია
შეთხზა, ისე მომაბეზრებლად მორალური, რომ ნარკვევს ან
ქადაგებას უფრო უწოდებდა კაცი. თავიდანვე ეჭვი ეპარებო-

მისის შერვუდი, მის ეჯუორტი და ჰანა მორი – მერი მართა შერვუდი, მა-
91

რია ეჯუორთი და ჰანა მორი – XIX საუკუნის ინგლისელი მწერლები, რე-


ლიგიური და მორალურ-ეთიკური ნაწარმოებების ავტორები
210 მკითხველთა ლიგა
და ამ თხზულების ღირსებაში, რადგან ჯოს ცოცხალმა ფანტა-
ზიამ და ყმაწვილქალურმა რომანტიზმმა ისევე ვერ იგუა ეს
ახალი სტილი, როგორც თავად ჯო ვერ იგუებდა წინა საუკუ-
ნის მძიმე, ხეშეშ კოსტიუმს. რამდენიმე გამომცემელს გაუგ-
ზავნა ეს დიდაქტიკური მარგალიტი, მაგრამ მყიდველი ვერ
იპოვა და, ლამის იყო, დაეთანხმა მისტერ დეშვუდს, მორალს
მყიდველი არა ჰყავსო.
მერე საბავშვო წიგნი სცადა, რომელსაც იოლად გა-
მოუცემდნენ, ანგარება რომ არ გამოეჩინა და საზიზღარი ფუ-
ლი არ მოეთხოვა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იმდენი
შესთავაზა, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირებულიყო, გახლდათ მა-
ვანი ღირსეული ჯენტლმენი, ვისაც მიზნად დაესახა, მთელი
მსოფლიო ერთ კონკრეტულ რწმენაზე მოექცია, მაგრამ ჯოს
თუმცა ძალიან მოსწონდა ბავშვებისთვის წერა, მაინც არ და-
თანხმდა, რომ გაუგონარი ბიჭები დათვს შეეჭამა ან ცოფიან
ხარებს დაეგლიჯათ, რაკი კონკრეტულ საკვირაო სკოლაში
არ დადიოდნენ, ხოლო დამჯერ და იმ სკოლაში მოსიარულე
ბავშვებს ჯილდოდ ყოველგვარი სიკეთე რგებოდათ – მოოქ-
რული თაფლაკვერებით დაწყებული და ანგელოზთა ამალით
დამთავრებული, როცა ეს ბავშვები ფსალმუნისა თუ ქადაგე-
ბის ტიტინით გამოეთხოვებოდნენ მიწიერ ცხოვრებას. ამრი-
გად, ამ მცდელობებიდან არაფერი გამოვიდა. ჯომ კორპის სა-
ცობი დააცვა თავის სამელნეს და მაღალზნეობრივი მორჩი-
ლებით აღვსილმა თქვა:
– არაფერიც არ მცოდნია. დავიცდი და მერე ვცდი ბედს,
მანამ კი „ქუჩას დავგვი“, თუკი სხვა არაფრად ვვარგივარ. პა-
ტიოსანი საქციელი მაინც იქნება.
ამ გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ ჯადოსნური ლობიოს
ღეროდან ხელმეორედ ჩამოვარდნამ ცოტა რამ მაინც არგო.
211 მკითხველთა ლიგა
სანამ ეს შინაგანი გარდატეხა მიმდინარეობდა, ჯოს გა-
რეგნული ცხოვრება წინანდებური რჩებოდა – საქმეებით
დატვირთული და მოვლენებით ღარიბი; და თუ ხანდახან ფიქ-
რი და ცოტაც სევდა შემოაწვებოდა, ამას პროფესორ ბეერის
გარდა ვერავინ ამჩნევდა. ჯო ვერც კი ხვდებოდა, რა ფრთხი-
ლად აკვირდებოდა პროფესორი, რათა გაეგო, იღო ყურად
ჯომ მისი საყვედური თუ არა და რა სიკეთე მოუტანა ამან (თუ-
კი მოუტანა). ჯომ ჩააბარა გამოცდა და პროფესორიც კმაყო-
ფილი დარჩა: ეს ამბავი ერთი სიტყვითაც კი აღარ უხსენები-
ათ, მაგრამ იცოდა, რომ გოგომ თავი დაანება წერას. ეს მხო-
ლოდ იმან კი არ მიახვედრა, რომ ჯოს მარჯვენა ხელის საჩვე-
ნებელი თითი მელნით აღარ ეთხვრებოდა, არამედ იმანაც,
რომ ახლა საღამოობით სასტუმრო ოთახში ჩამოდიოდა, გა-
ზეთების რედაქციებთან აღარ ხვდებოდა და შეუპოვრად და
მოთმინებით მეცადინეობდა, რამაც დაარწმუნა, რომ ჯოს გა-
დაწყვეტილი ჰქონდა, სასიამოვნო თუ არა, სასარგებლო საქ-
მისთვის მაინც დაედო გული.
პროფესორი ბევრნაირად ეხმარებოდა, ნამდვილ მეგობ-
რობას უწევდა და ჯოსაც უხაროდა, რადგან სანამ კალამი უქ-
მად ედო, გერმანულის გარდა სხვა გაკვეთილებსაც სწავ-
ლობდა და საფუძველს უყრიდა თავისი ცხოვრების მშვენიერ
ისტორიას.
ის ზამთარი ხალისიანი იყო და დიდხანსაც გაგრძელდა,
რადგან ჯო ივნისის ბოლომდე დარჩა მისის კირკესთან და
როცა წასვლის დრო დაუდგა, თითქოს ყველანი დაღონდნენ:
ბავშვები სასოწარკვეთილნი იყვნენ, მისტერ ბეერს კი თმა
ყალყზე ედგა – მუდამ გაავებით იჩეჩავდა, როცა წონასწო-
რობიდან გამოდიოდა.

212 მკითხველთა ლიგა


– მაშ, მიემგზავრებით, არა? ბედნიერი ხართ, რომ სახლი
გაქვთ, – უთხრა პასუხად, როცა ჯომ თავისი წასვლის ამბავი
გააგებინა და მერე კი, კუთხეში მიმჯდარი, უხმოდ იწეწავდა
წვერს, სანამ ჯო იქ ყოფნის ბოლო საღამოს მცირე წვეულებას
მასპინძლობდა.
ადრიანად უნდა წასულიყო და ამიტომაც საღამოსვე გამო-
ემშვიდობა ყველას. პროფესორის ჯერი რომ დადგა, თბილად
უთხრა:
– აბა, სერ, ხომ არ დაგავიწყდებათ და გვესტუმრებით, თუ-
კი ჩვენკენ მოხვდით? თუ დაგავიწყდათ, არ გაპატიებთ: მინ-
და, ყველას გავაცნო ჩემი მეგობარი.
– მართლა? ჩამოვიდე? – ჰკითხა პროფესორმა და იმე-
დიანი გამომეტყველებით დააცქერდა; ჯო ვერ მიხვდა, რას
ნიშნავდა ეს გამომეტყველება.
– დიახ, იმ თვეში ჩამობრძანდით. ლორი უნივერსიტეტს
ამთავრებს და ბარემ ცერემონიას დაესწრებით, თქვენთვის
სიახლე იქნება.
– ეგ ის ახლო მეგობარია, რომელსაც ახსენებთ ხოლმე? –
ხმა შეეცვალა პროფესორს.
– დიახ, ტედი, ჩემი ბიჭი. საამაყოდ მყავს და გამეხარდება,
თუკი გაიცნობთ.
ჯომ ახედა. ფიქრად სხვა არაფერი ჰქონია გარდა იმისა,
თუ როგორ გაახარებდა, როცა პროფესორსა და ლორის ერ-
თმანეთს წარუდგენდა მაგრამ მისტერ ბეერის გამომეტყვე-
ლებაში რაღაც ისეთი ერია, რამაც გაახსენა, შეიძლება ლო-
რი მხოლოდ „ახლო მეგობრად“ არ დამიხვდესო და რაკი
არასგზით არ უნდოდა შეტყობოდა, რომ რაღაც ამბავი იყო,
უნებურად აწითლდა და რაც უფრო ცდილობდა, არ აწითლე-
ბულიყო, მით უფრო ემატებოდა სიწითლე. კიდევ კარგი, ტინა
213 მკითხველთა ლიგა
ეჯდა კალთაში, თორემ არ ეცოდინებოდა, რა ექნა. ბედად,
გოგონამ აიწია, რომ ჩახუტებოდა; ჯომაც მოახერხა და წამით
სახე დამალა. იმედი ჰქონდა, პროფესორს არაფერი შეუნიშ-
ნავსო, მაგრამ იმან შენიშნა, წამიერი შეშფოთება ჩვეულმა
გამომეტყველებამ შეუცვალა და გულითადად უთხრა:
– მაგდენი მოცლა ალბათ არ მექნება, მაგრამ თქვენს მე-
გობარს დიდ ცარმატებას ვუსურვებ, თქვენ ღველას კი – ბედ-
ნიერებას. ღმერთი გფარავდეთ!
ამ სიტყვებით გულიანად ჩამოართვა ხელი, ტინა მხარზე
შეისვა და გავიდა.
მაგრამ მას მერე, რაც ბიჭები ლოგინში დააწვინა, დიდხანს
იჯდა ცეცხლთან და სახეზე დაღლილობა ეწერა, გული კი
ჰეიმწეჰ-ით ჰქონდა დამძიმებული ანუ სახლი ენატრებოდა.
და როცა გაახსენდა, როგორ ეჯდა ჯოს კალთაში პატარა ბავ-
შვი და სახეზე ის ახლებური სილბო გადაჰფენოდა, წუთით
თავი ხელებში ჩარგო და მერე კი ოთახში ხან აქეთ ეცა და ხან
– იქით, თითქოს რაღაცას ეძებს და ვერ პოულობსო.
– საჩემო საქმე არ არის. ახლა მაგის იმედი არ უნდა მქონ-
დეს, – წაილაპარაკა და ისეთი ოხვრა ამოაყოლა, რომელიც
გმინვას უფრო ჰგავდა. მერე კი, თითქოს საკუთარ თავს საყ-
ვედურობს იმ სურვილისთვის, რის ჩაკვლასაც ვერ ახერხებ-
სო, მივიდა და ბალიშზე ორ აბურძგნილ თავს აკოცა, აიღო
ხვართქლის ჩიბუხი, რომელსაც იშვიათად თუ გააბოლებდა
და პლატონი გადაშალა. ვაჟკაცურად ებრძოდა თავს, მაგრამ
არა მგონია იმ აზრამდე მისულიყო, რომ ორი ყაჩაღანა ბიჭი,
ჩიბუხი და, თუნდაც, ღვთაებრივი პლატონი შეუცვლიდა
ცოლს, შვილსა და სახლს.
მეორე დღეს ახალ გათენებულზე უკვე სადგურში იყო გა-
საცილებლად და მისი წყალობით ჯო ისე შეუდგა თავის მარ-
214 მკითხველთა ლიგა
ტოსულ მოგზაურობას, რომ თან გაიყოლა საამური მოგონება
– ნაცნობ სახეზე აღბეჭდილი გამოსათხოვარი ღიმილი, თა-
ნამგზავრი – იის კონა და, რაც მთავარია, ბედნიერი ფიქრი –
„აი, ზამთარიც გავიდა, წიგნები არ დამიწერია და არც ქონება
მიშოვნია, სამაგიეროდ, ღირებული მეგობარი ვიპოვე და ვეც-
დები, მთელი სიცოცხლე შევინარჩუნო“.

215 მკითხველთა ლიგა


თავი მეთორმეტე
გულისტკივილი

რა მიზეზითაც უნდა ყოფილიყო, ლორი იმ წელიწადს ბეჯი-


თად სწავლობდა და შედეგსაც მიაღწია: კურსი წარჩინებით
დაასრულა, ხოლო გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვა ლათი-
ნურად წარმოთქვა, მისი მეგობრების თქმით – „მოხდენი-
ლად, ვითარცა ფილიპემ და მჭევრმეტყველურად, ვითარცა
დემოსთენემ“92. ყველანი იქ იყვნენ: ლორის პაპა (აჰ, რა ამა-
ყი!), მისტერ და მისის მარჩები, ჯონი და მეგი, ჯო და ბეთი.
ყველანი გულით შეჰხაროდნენ და ქება-დიდებას ასხამდნენ,
რასაც ახლად უნივერსიტეტდამთავრებულები მაინდამაინც
არაფრად აგდებენ ხოლმე, შემდგომ კი ვერასდიდებით ვე-
ღარ იხვეჭენ, რაგინდ დიდი გამარჯვებები მოიპოვონ.
– იმ ოხერ ვახშამზე უნდა დავრჩე, მაგრამ ხვალ დილით
ადრიანად ჩამოვალ. ხომ დამხვდებით, გოგოებო, როგორც
იცით ხოლმე? – თქვა ლორიმ, როცა დებს ეტლში ასვლაში
მიეხმარა მას მერე, რაც იმ დღის სიხარული უკან დარჩა. „გო-
გოებოო“, თქვა, მაგრამ ჯო იგულისხმა, რადგან ის ერთიღა

92 ფილიპე – ფილიპე II, მაკედონიის მეფე (დაახლ. ძვ. წ. 382-336); დემოს-


თენე – ძველი ბერძენი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე (დაახლ. ძვ.
წ. 384-322); ცნობილია დემოსთენეს საჯარო გამოსვლები, „ფილიპიკები“,
ფილიპეს წინააღმდეგ, რომელიც საბერძნეთს დაპყრობით ემუქრებოდა.
ისინი ძველბერძნულად წარმოითქმოდა და არა ლათინურად ლორის მე-
გობრებმა ყველაფერი აურ-დაურიეს
216 მკითხველთა ლიგა
ერთგულობდა ძველ ჩვეულებას. ჯომ უარი ვერ უთხრა თავის
ბრწყინვალე და ესოდენ წარმატებულ ბიჭს და თბილად უპა-
სუხა:
– მოვალ, ტედი, გინდ დარი იყოს და გინდ ავდარი, სამ-
ხედრო ნაბიჯით აგივლ-ჩაგივლი წინ, თან ვარგანზე 93 შევას-
რულებ „გმირს მივესალმოთ, დიდებით მოსილს!“94
ლორიმ ისეთი მზერით გადაუხადა მადლობა, რომ ჯოს
ელეთმელეთი მოუვიდა: „ღმერთო, შენ მიშველე! ვიცი, რომ
რაღაცას მეტყვის და მერე რაღა ვქნა?“
იმ საღამოს ბევრი იფიქრა, მეორე დილით კი საქმეებს
მიჰყო ხელი და ამან ცოტა გაუნელა შიში; გადაწყვიტა, რად
უნდა ვიყო ისეთი პატივმოყვარე, რომ ვიფიქრო, ვიღაცამ მა-
ინცდამაინც ცოლობა უნდა მთხოვოს მას მერე, რაც აშკარად
ვაგრძნობინე, რასაც ვუპასუხებო და დათქმულ დროს იმ იმე-
დით გაუდგა გზას ტედის დასახვედრად, რომ ბიჭი ისეთს არა-
ფერს მოიმოქმედებდა, რაც ჯოს იძულებულს გახდიდა, მის-
თვის გული მოეკლა. გზად მეგს შეუარა, დეიზისა და დემი-
ჯონს მიუალერსა და ამან კიდევ უფრო შემატა ძალა tête-à-
tête-ის95 წინ, მაგრამ როცა შორიახლო ბრგე ფიგურა დაინა-
ხა, ლამის იყო, პირი იბრუნა და გაიქცა.
– ვარგანი სად არის, ჯო? – წამოიძახა მოახლოებულმა
ლორიმ.
– დამავიწყდა, – და ჯომ ისევ მოიცა გული, რადგან ეს სა-
ლამი შეყვარებულისას არ ჰგავდა.

93 ვარგანი – ენაკიანი თვითმჟღერი მუსიკალური საკრავი


94 „გმირს მივესალმოთ, დიდებით მოსილს!“ – ქორალი გეორგ ჰენდელის
(1685-1759) ორატორიიდან „იუდა მაკაბელი“
95 tête-à-tête – პირისპირ, განმარტოებით შეხვედრა, პაემანი

217 მკითხველთა ლიგა


ასეთ დროს წინათ მუდამ ხელს გაუყრიდა ხოლმე ლორის,
ახლა კი თავი შეიკავა და იმასაც არ დაუჩივლია, რაც ცუდი
ნიშანი იყო, სამაგიეროდ სხაპასხუპით ალაპარაკდა, ხან ერთ
განყენებულ თემას შეეხო, ხან – მეორეს. მერე გზიდან ვიწრო
ბილიკზე გადაუხვიეს, რომელიც ტყე-ტყე მიიყვანდა სახლში.
აქ ლორიმ ნაბიჯს უკლო, მეტყველების უწყვეტი ნაკადი შე-
ფერხდა, შიგადაშიგ შემაშფოთებელი პაუზები გაჩნდა. საუბა-
რი დუმილის მორიგ ჭაში ჩავარდნისგან რომ დაეხსნა, ჯომ
აჩქარებით თქვა:
– ახლა ერთი კარგი არდადეგები გეკუთვნის.
– მეც მაგას ვაპირებ.
მის მტკიცე ტონს რაღაც ახლდა ისეთი, რომ ჯომ სწრაფად
აიხედა მაღლა და ლორი დაინახა. ბიჭი ზემოდან დასცქერო-
და. სახეზე ემჩნეოდა: ის წამი დადგა, რომელსაც გოგო ასე
უფრთხოდა. ჯომ ხელი გაიწოდა და ხვეწნით უთხრა:
– არ გინდა, ტედი, გეხვეწები!
– მინდა და უნდა მომისმინო. აზრი არა აქვს, ჯო. ყველაფე-
რი ბოლომდე უნდა გავარკვიოთ და რაც მალე, ის აჯობებს
შენთვისაც და ჩემთვისაც, – მოუჭრა ლორიმ და მღელვარე-
ბისგან აწითლდა.
– მაშ, თქვი, რაც გინდა. მოგისმენ, – მოთმინებით მიუგო
ჯომ, რაკი სხვა საშველი არ იყო.
ლორი თავგადადებული მიჯნური იყო და სურდა „ყველა-
ფერი გაერკვია“, თუნდაც რომ მომკვდარიყო ამ გარკვევისას;
ამიტომაც ჩვეული სიფიცხით შეუდგა საქმეს. მართალია, ვაჟ-
კაცურად ცდილობდა, ხმას არ ეღალატა, მაინც რამდენჯერმე
ჩაუწყდა, როცა ეს სიტყვები უთხრა:
– რაც გაგიცანი, მას მერე მიყვარხარ, ჯო. ისე კეთილად
მექცეოდი, სხვანაირად როგორ იქნებოდა. ვცდილობდი, მეჩ-
218 მკითხველთა ლიგა
ვენებინა ჩემი სიყვარული, მაგრამ ნებას არ მაძლევდი. ახლა
უნდა მომისმინო და პასუხი მითხრა, იმიტომ რომ ასე ვეღარ
გავაგრძელებ.
– მინდოდა, ეს ლაპარაკი აგრიდებოდა. მეგონა, აქამდეც
მიხვდებოდი... – დაიწყო ჯომ და მიხვდა, რომ ახსნა--
განმარტება მოსალოდნელზე უფრო გაუჭირდა.
– ვიცი, რომ გინდოდა, მაგრამ გოგოები ისეთი უცნაური
ხალხია, ვერ გაიგებ, რა აქვთ გუნებაში. ჰოს თქმა რომ უნ-
დათ, არას ამბობენ. ოღონდაც თავი გაირთონ და კაცი ჭკუაზე
გადაჰყავთ, – უდავო ფაქტით გაიმყარა პოზიცია ლორიმ.
– მე ეგეთი არა ვარ. სულაც არ მინდოდა, ასე შემეყვარე-
ბინა შენთვის თავი და იმისთვის წავედი, რომ შემეკავებინე,
თუკი მომიხერხდებოდა.
– მეც ეგ ვიფიქრე, ვიცი შენი ხასიათი, მაგრამ არაფერი
გამოვიდა. უფრო შემიყვარდი და თავი არ დამიზოგავს,
ვსწავლობდი, რომ შენთვის მეამებინა, ბილიარდსაც თავი
დავანებე და იმ ყველაფერსაც, რაც არ მოგწონს, ველოდი და
ერთი არ დამიჩივლია: იმედი მქონდა, შემიყვარებდი, თუმცა
იმის ნახევარიც არა ვარ, რაც... – აქ ხმა ჩაუწყდა და რაკი
სხვა ვერაფერი მოახერხა, ბაიებს მიადგა და თავებს აწყვეტ-
და, სანამ „წყეულ ყელს“ ჩაიწმენდდა.
– კარგი ხარ, კარგი. ჩემთვის ზედმეტად კარგიც კი. მად-
ლობელი ვარ, მეამაყები და მიყვარხარ, ოღონდ არ ვიცი, რა-
ტომ ვერ ვახერხებ ისე მიყვარდე, შენ რომ გინდა. ვცადე, მაგ-
რამ არ გამომდის და ხომ არ მოგატყუებ, მიყვარხარ-მეთქი,
როცა ეგრე არ არის.
– მართალს მეუბნები, ჯო?

219 მკითხველთა ლიგა


ერთბაშად გაჩერდა, ორივე ხელი დაუჭირა, ჰკითხა ეს და
ისეთნაირად შეხედა, რომ ჯომ დიდხანს ვერ დაივიწყა ეს მზე-
რა.
– მართალს გეუბნები, ჩემო კარგო.
უკვე ტყეში იყვნენ, ცოცხალ ღობეზე გადასაბიჯებელ საფე-
ხურებთან; და როცა ჯომ უწადინოდ ამოღერღა ეს სიტყვები,
ლორიმ ხელები უშვა და თითქოს წასასვლელად შეტრიალ-
და, მაგრამ მის ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ ღობე
ძნელად გადასასვლელი ეჩვენა; გაჩერდა, ხავსით დაფარულ
ბოძს მიადო თავი და ისე უძრავად იდგა, რომ ჯო შეშინდა.
– ოჰ, ტედი, ძალიან ვდარდობ, მეტი რომ არ იქნება, ისე
ძალიან. თავს მოვიკლავდი, მაგით რომ ვუშველიდე საქმეს!
არ მინდა, ასე მძიმედ განიცადო. რა ვქნა, თავს ვერაფერს ვუ-
ხერხებ. ხომ იცი, ადამიანი ძალით ვერ შეიყვარებს მეორე
ადამიანს, თუკი არ უყვარს, – წამოიძახა ჯომ ულაზათოდ,
თუმცა კი სინანულით და ნაზად გადაუსვა მხარზე ხელი, თან
კი ის შორეული დრო გაახსენდა, ლორიმ რომ ანუგეშა.
– ხანდახან ახერხებს, – გაეპასუხა მოგუდული ხმა ბოძის
სიახლოვიდან.
– არა მგონია, ეგ ნამდვილი სიყვარული იყოს და არც მინ-
და ვცადო, – გაისმა მტკიცე პასუხი.
ამას ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა. შაშვი უდარდელად გა-
ლობდა მდინარის პირას, ტირიფზე; ქარი მაღალ ბალახს აშ-
რიალებდა. ჯო გადასასვლელის საფეხურზე ჩამოჯდა და უცებ
ძალიან სერიოზულად თქვა:
– ლორი, რაღაც უნდა გითხრა.
ბიჭი ისე შეკრთა, თითქოს ესროლესო, მოწყვეტით აიქნია
თავი და გაშმაგებით შეჰყვირა:
– არ მითხრა, ჯო, ახლა მაგას ვერ ავიტან!
220 მკითხველთა ლიგა
– რა არ გითხრა? – გაუკვირდა ჯოს მისი გახელება.
– რომ ის ბებერი გიყვარს.
– რომელი ბებერი? – ჩაეკითხა ჯო და გაიფიქრა, ალბათ
პაპამისზე მეუბნებაო.
– ის ოხერ-ტიალი პროფესორი. წერილებში სულ ის გეკე-
რა ენაზე. თუ მეტყვი, მიყვარსო, ვიცი, რომ უბედურებას და-
ვატრიალებ, – და ისე შეკრა მუშტები და ისე დაკვესა თვალე-
ბი, რომ კაცი იფიქრებდა, სიტყვას არ გადავაო.
ჯოს კინაღამ გაეცინა, მაგრამ თავი შეიკავა და თბილად
უთხრა, თუმცა თანდათან თვითონაც აიტანა მღელვარებამ:
– ნუ ილანძღები, ტედი! არც ბებერია და არც ცუდი. კარგი
და კეთილი ადამიანია, შენ მერე – ჩემი უახლოესი მეგობარი.
გეხვეწები, ნუ ბრაზობ. კეთილად მინდა მოვიქცე, მაგრამ მეწ-
ყინება, თუკი ჩემს პროფესორს გამილანძღავ. არც იმას ვუპი-
რებ შეყვარებას და არც სხვა ვინმეს.
– ჰო, მაგრამ გავა ხანი და შეიყვარებ და მე რაღა მეშვე-
ლება?
– შენც ვინმეს შეიყვარებ; შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ და ეს
გულისტკივილი დაგავიწყდება.
– არც სხვა ვინმეს შევიყვარებ და არც შენ დაგივიწყებ, ჯო!
არა და არა! – და ამ მგზნებარე სიტყვების ხაზგასასმელად
ფეხი დააბაკუნა.
– რა ვქნა, რა ვუყო? – ამოიხვნეშა ჯომ, რაკი მიხვდა, რომ
გრძნობები იმაზე ძნელად სამართავი გამოდგა, ვიდრე ეგო-
ნა, – არ ისმენ, რის თქმაც მინდა. დაჯექი და მომისმინე: მე
ხომ მართლაც მინდა, სწორად მოვიქცე და გაგაბედნიერო, –
თქვა იმ იმედით, იქნებ ცოტაოდენი მსჯელობით დავაშოშმი-
ნოო, რაც იმის დასტური იყო, რომ სიყვარულისა არაფერი
გაეგებოდა.
221 მკითხველთა ლიგა
ლორიმ მის ბოლო სიტყვებში იმედის ნაპერწკალი დაინა-
ხა, მაშინვე ბალახზე დაეშვა მის ფერხთით, ცალი ხელით გა-
დასაბიჯებლის ქვედა საფეხურს დაეყრდნო და მომლოდინე
მზერით ახედა ჯოს. ასეთი მდგომარეობაში გოგოს დალაგე-
ბული ლაპარაკიც გაუჭირდებოდა და ვერც აზრებს შეემატე-
ბოდა სიცხადე, რადგან აბა, როგორ უნდა ეთქვა სასტიკი სიტ-
ყვები თავისი ბიჭისთვის, როცა ის სიყვარულითა და ნდომით
სავსე თვალებით აჰყურებდა, ხოლო წამწამებზე ჯერაც არ
შეშრობოდა ჯოს გულქვაობით მოგვრილი მწარე ცრემლი?
ნელა შეუტრიალა თავი და ალაპარაკდა, თან კი ნაზად უსვამ-
და ხელს ხუჭუჭა თმაზე, რომელიც ლორიმ მისი ხათრით
გაიზარდა, რაც, ცხადია, გულისამაჩუყებელი იყო:
– მე დედას ვეთანხმები: ერთმანეთს არ შევეფერებით:
ჩვენი სიფიცხე და ნებისყოფა ალბათ ორივეს გაგვაუბედუ-
რებდა, თუკი სისულელეს ვიზამდით და... – ჯო ცოტა შეყოყ-
მანდა ბოლო სიტყვის წინ, სამაგიეროდ ლორიმ აღტაცებით
შეაგება:
– დავქორწინდებოდით. არაფერსაც არ გაგვაუბედურებ-
და! ოღონდ შემიყვარე, ჯო, და ნამდვილი ანგელოზი გავხდე-
ბი; შენ ხომ, რასაც გინდა, იმას მიშვრები.
– არა, არ შემიძლია. ვცადე და ვერ მოვახერხე. ასეთი სე-
რიოზული ექსპერიმენტით სათუოდ ვერ გავხდი ჩვენს ბედ-
ნიერებას. არა ვართ ერთმანეთის შესაფერისი და არც არა-
სოდეს ვიქნებით, ჰოდა, მოდი, მთელი სიცოცხლე კარგ მე-
გობრებად დავრჩეთ, დაუფიქრებლად ნურაფერს ვიზამთ.
– ჰო, დავრჩეთ, თუკი საშუალება მოგვეცა, – შეშფოთე-
ბით წაიბუტბუტა ლორიმ.
– დაშოშმინდი და საღად შეხედე ამ საქმეს, – შეემუდარა
ლამის სასოწარკვეთილებამდე მისული ჯო.
222 მკითხველთა ლიგა
– არ დავშოშმინდები. არ მინდა, შენი თქმით, „საღად“ შევ-
ხედო ამ საქმეს, იმიტომ რომ ეგ „სისაღე“ მე ვერაფერს მიშვე-
ლის, შენ კი უფრო და უფრო გაგამკაცრებს. მგონი, საერთო-
დაც უგულო ხარ.
– ნეტავი მართლა!
ხმაში კანკალი შეერია ჯოს. ლორის ეს სასიკეთოდ ეჩვენა,
მიუბრუნდა და, რაც კი დარწმუნების უნარი ჰქონდა,
მთლიანად ჩააქსოვა თავის შემპარავ ტონს, რომელიც არა-
სოდეს ყოფილა ესოდენ სახიფათოდ შემპარავი:
– იმედს ნუ გაგვიცრუებ, საყვარელო! ყველანი მოლოდინ-
ში არიან. პაპას სულითა და გულით უნდა ეს საქმე, თქვენებიც
გაიხარებენ და მე ხომ უშენოდ არ შემიძლია. თქვი „ჰო“-თქო
და ვიყოთ ბედნიერები. თქვი, თქვი!
თვეები გავიდა და ჯოს კვლავაც უკვირდა, როგორ ეყო
საიმისო ძალა, რომ უდრეკად დამდგარიყო იმ გადაწყვეტი-
ლებაზე, რომელიც მაშინ მიიღო, როცა მიხვდა, არ მიყვარს
ჩემი ბიჭი და ვერც შევიყვარებო. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ
მაინც თავისი გაიტანა: იცოდა, პასუხის გადადება უსარგებ-
ლოც იქნებოდა და სასტიკიც.
– „ჰოს“ გულით ვერ ვიტყვი, ამიტომაც საერთოდ არ ვიტ-
ყვი. მერე და მერე მიხვდები, რომ მართალი ვარ და მადლო-
ბას მეტყვი... – დაიწყო დიდი ამბით.
– წყეული ვიყო, თუ მადლობა გითხრა! – ფეხზე წამოვარ-
და ასეთი ვარაუდით აღშფოთებულ-აპილპილებული ლორი.
– დიახაც, რომ მეტყვი! – დაიჟინა ჯომ, – ცოტა ხანში გა-
დაგივლის, გაიცნობ ვინმე ლამაზ, კარგად გაზრდილ გოგოს,
რომელიც აღტაცებაში მოვა შენით და შენი მშვენიერი სახ-
ლის მშვენიერ დიასახლისად აქცევ. ჩემგან ასეთი დიასახლი-
სი არ დადგებოდა: ულამაზო ვარ, მოუქნელი, უცნაური და ბე-
223 მკითხველთა ლიგა
ბერი. ცოტა ხანში შეგრცხვებოდა ჩემი და წავიჩხუბებდით –
უმაგისობა ახლაც კი არ გვიხერხდება; შენ დახვეწილ საზოგა-
დოებაში ტრიალი გენდომებოდა, მე – არა; შენ ჩემს ჯღაბნას
ვერ აიტანდი, მე კი უმაგისოდ ვერ გავძლებდი და უბედურები
ვიქნებოდით, სანანებლად გაგვიხდებოდა, რად დავქორწინ-
დითო და ყველაფერი საშინელი იქნებოდა!
– სხვა კიდევ რა? – ჰკითხა ლორიმ, რომელმაც გაჭირვე-
ბით მოისმინა ასე ფიცხად ამოხეთქილი წინასწარმეტყველე-
ბა.
– სხვა არაფერი. მარტო ის, რომ ალბათ, საერთოდაც არ
გავთხოვდები. ისედაც კმაყოფილი ვარ და, თან, ისე მიყვარს
ეს ჩემი თავისუფლება, რომ არ მეჩქარება, რომელიმე მოკ-
ვდავი კაცის გულისთვის დავთმო.
– მე უფრო კარგად ვიცი! – გააწყვეტინა ლორიმ, – ეგ ახ-
ლა გგონია ეგრე, მაგრამ მოვა, დრო, შეგიყვარდება ვინმე და
თავს დაკარგავ, მისთვის იცოცხლებ და მოკვდები. ვიცი, რომ
ეგრე იქნება, ეგეთი ხარ, მე კი უნდა ვიდგე და ვუყურო, – და
სასოწარკვეთილმა მიჯნურმა ისეთი ჟესტით დაანარცხა შლა-
პა მიწაზე, რომ კომიკური გამოჩნდებოდა, რომ არა შლაპის
პატრონის ესოდენ ტრაგიკული სახე.
– ჰო, მისთვის ვიცოცხლებ და მოვკვდები, თუკი ოდესმე
მოვა და ჩემს უნებურად შემაყვარებს თავს, შენ კი ის უნდა
ქნა, რაც შენს ხელთ არის! – ვეღარ მოუთმინა ჯომ საბრალო
ტედის და თოფისწამალივით იფეთქა, – ყველაფერი ვქენი,
რაც შემეძლო, მაგრამ არ გინდა, ჭკუას ძალა დაატანო. რა
ეგოიზმია: დამდგარხარ და იმას მთხოვ, რასაც ვერ მოგცემ.
მუდამ მეყვარები, ძალიან მეყვარები, როგორც მეგობარი,
ცოლად კი არ გამოგყვები და რაც უფრო მალე დაიჯერებ მა-

224 მკითხველთა ლიგა


გას, მით უკეთესი შენთვისაც და ჩემთვისაც. მორჩა და გათავ-
და!
ლორი ჯერ ისე მიაშტერდა, თითქოს არ იცის, რა იღონო-
სო, მერე კი ერთბაშად პირი იბრუნა და სასოწარკვეთით უთ-
ხრა:
– დრო მოვა და ინანებ, ჯო.
– ვაიმე, სად მიდიხარ? – მიაყვირა ჯომ, რადგან მისმა სა-
ხემ შეაშინა.
– ჯანდაბაში, – გაისმა სანუგეშო პასუხი.
როცა ლორი მდინარისკენ გაექანა, ჯოს წამით გული
გაუჩერდა, მაგრამ ყმაწვილკაცმა რომ სიკვდილი მოიწადი-
ნოს, საამისოდ დიდი სიგიჟე, ცოდვა ან უბედურებაა საჭირო,
ლორი კი ისეთი სუსტი არ იყო, ერთ მარცხს გაეტეხა. ფიქრა-
დაც არ მოსვლია, მელოდრამატულად გადავეშვები წყალ-
შიო. რაღაც ბრმა ინსტინქტმა მოასროლინა ნავში შლაპა და
პიჯაკი, მერე კი მთელი ძალ-ღონით დააწვა ნიჩბებს და იმაზე
უფრო სწრაფად აჰყვა დინებას, ვიდრე ოდესმე აჰყოლია.
ჯომ ღრმად ჩაისუნთქა, ერთმანეთს გადაჭდობილი ხელე-
ბი დააშორიშორა და თვალი გააყოლა საბრალო ყმაწვილს,
რომელიც ცდილობდა, როგორმე უკან მოეტოვებინა გულში
დაგუბებული ვარამი.
– ეს რბოლა არგებს და ისეთ ნაზ, მონანიე გუნებაზე მოვა
შინ, რომ ვერ გავბედავ და ვერ დავენახვები, – თქვა ჯომ და
ისე წალასლასდა სახლისკენ, თითქოს ვინმე უცოდველი სუ-
ლიერი მოკლა და ფოთლებში ჩაფლაო, მერე კი დაამატა, –
მისტერ ლორენსთან უნდა მივიდე და შევამზადო, რომ რაც
შეიძლება ალერსიანად მოექცეს ჩემს საწყალ ბიჭს. ბეთი მა-
ინც შეყვარებოდა! თუმცა, ვინ იცის, იქნებ დროთა განმავლო-
ბაში ასეც მოხდეს, მაგრამ თანდათან მაინც მგონია, რომ ბე-
225 მკითხველთა ლიგა
თის ამბავში შევცდი. ოჰ, ღმერთო! ნეტავი, რა მოსწონთ ამ
გოგოებს იმისა, რომ თაყვანისმცემლები იყოლიონ და მერე
უარით გაისტუმრონ? მე თუ მკითხავ, საზიზღრობაა.
რაკი დარწმუნებული იყო, ამ საქმეს ჩემზე კარგად ვერა-
ვინ მოუვლისო, პირდაპირ მისტერ ლორენსს მიადგა და მამა-
ცურად უთხრა ძნელი სათქმელი, მერე კი თავი ვერ შეიკავა
და ისე მწარედ ატირდა, ასეთი უგრძნობელი რად ვარო, რომ
კეთილ ბერიკაცს საყვედური არ დასცდენია, თუმცა ამ ამბავ-
მა გული მოუკლა. გაუჭირდა იმის გაგება, რომ რომელიმე
გოგოს მისი ლორი არ უყვარდა და თავი დაიიმედა, გა-
დაიფიქრებსო, თუმცა თავად ჯოზე უკეთესად იცოდა, რომ
სიყვარული ძალად არ იქნება, ამიტომაც, დარდიანად გადა-
აქნია თავი და გადაწყვიტა, შვილიშვილი ხიფათისთვის
გაერიდებინა, რადგან იმ სიტყვებმა, რაც ფიცხმა ყმაწვილმა
გამოთხოვებისას მიაძახა ჯოს, იმაზე მეტად შეაფიქრიანა,
ვიდრე აღიარებდა.
როცა ლორი შინ დაბრუნდა დაღლილი, მაგრამ საკმარი-
სად დაშოშმინებული, პაპა ისე შეხვდა, თითქოს არაფერი
იცისო და ერთი-ორი საათი კარგადაც თამაშობდა ამ თამაშს,
მაგრამ როცა შებინდდა და ერთად დასხდნენ – ამ დროს გან-
საკუთრებით სიამოვნებდათ ერთად ყოფნა – ბერიკაცს ემძი-
მა აქეთურ-იქეთურზე ლაპარაკი, ხოლო ყმაწვილკაცს მასზე
უფრო გაუჭირდა ქება-დიდების მოსმენა ბოლო ერთი წლის
წარმატებებზე, რაც ახლა სიყვარულის ამაო გარჯად ეჩვენე-
ბოდა. სანამ შეძლო, აიტანა, მერე კი როიალს მიუჯდა და
დაკვრა დაიწყო. ფანჯრები ღია ჰქონდათ და პირველად იყო,
რომ ბაღში ბეთთან ერთად მოსეირნე ჯოს დაზე უკეთესად ეს-

226 მკითხველთა ლიგა


მოდა მუსიკა. ლორი „პათეტიკურ სონატას“96 უკრავდა და თა-
ნაც, ისე, როგორც არასოდეს.
– მე თუ მკითხავ, ძალიან კარგია, მაგრამ ისეთი სევდიანი,
რომ ცრემლს მოგგვრის. რამე ცოტა მხიარული დაუკარი,
ყმაწვილო, – უთხრა მისტერ ლორენსმა, რომელსაც კეთილი
თანაგრძნობით ჰქონდა გული სავსე და სურდა ეს თანაგ-
რძნობა გამოეთქვა, მაგრამ არ იცოდა, როგორ.
ლორიმ უფრო ხალისიანი მელოდია დაიწყო, რამდენიმე
წუთს ქარიშხლიანად უკრავდა და იქნებ ვაჟკაცურადაც ჩაება-
რებინა ეს გამოცდა, მაგრამ როცა მუსიკა წამიერად მიწყნარ-
და, მისის მარჩის ხმა გაისმა:
– ჯო, ჩემო კარგო, მოდი, მჭირდები.
ლორისაც ხომ სწორედ ამ სიტყვების თქმა უნდოდა,
ოღონდ სხვა მნიშვნელობით! მიაყურადა, ამასობაში დაავიწ-
ყდა, სად გაჩერდა და მუსიკა შუა აკორდზე შეწყდა, მუსიკოსი
კი ბნელში უჩუმრად მჯდომარე დარჩა.
– ამის ატანა არ შემიძლია, – წაიდუდუნა მოხუცმა ჯენ-
ტლმენმა, წამოდგა, ხელის ცეცებით მივიდა როიალთან, ლო-
რის სიყვარულით დააწყო ხელები ფართო ბეჭებზე და ქალი-
ვით ალერსიანად უთხრა:
– ვიცი, ჩემო ბიჭო, ყველაფერი ვიცი.
ცოტა ხანს პასუხი არ მიუღია, მერე კი ლორიმ მკვახედ
ჰკითხა:
– ვინ გითხრათ?
– თვითონ ჯომ.

პათეტიკური სონატა – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო სონატა


96

N8
227 მკითხველთა ლიგა
– მაშ, მოვრჩეთ ამ ლაპარაკს, – მოუთმენლად შეიბერტყა
მხრები ლორიმ და პაპას ხელები მოიშორა. თანაგრძნობის-
თვის მადლობელი როგორ არ იყო, მაგრამ მამაკაცურმა
სიამაყემ მამაკაცისგან შებრალება ვერ აიტანა.
– დაიცა, რაღაცას გეტყვი და მერე მოვრჩეთ, – უჩვეულოდ
ალერსიანად უთხრა მისტერ ლორენსმა, – ახლა ალბათ შინ
დარჩენა არ მოგინდება, ხომ?
– გოგოს ხომ არ გავექცევი. ჯო თავის ნახვას ვერ დამიშ-
ლის და რამდენ ხანსაც მინდა, იმდენ ხანს დავრჩები, – გა-
მომწვევად მიახალა ლორიმ.
– ვერა, თუკი ჯენტლმენი ხარ, მე კი ჯენტლმენი მგონიხარ.
მეც გულნატკენი დავრჩი, მაგრამ იმ გოგომაც რა ქნას?! ჰო-
და, ისღა გრჩება, ცოტა ხნით მოერიდო. სად გირჩევნია წას-
ვლა?
– სადაც იქნება. სულ ერთია, რა მომივა, – უდარდელი სი-
ცილით წამოდგა ლორი და ამ სიცილმა პაპამისს ყური მოს-
ჭრა.
– კაცურად გაუძელი ამ ამბავს და, თუ ღმერთი გწამს, უგუ-
ნურება არაფერი ჩაიდინო. რატომ არ უნდა წახვიდე უცხოეთ-
ში – ხომ აპირებდი – და ყველაფერი დაივიწყო?
– არ შემიძლია.
– ჰო, მაგრამ აკი გინდოდა და მეც დაგპირდი, დაამთავრე
უნივერსიტეტი და წადი-მეთქი.
– მინდოდა, ოღონდ მარტო კი არ ვაპირებდი წასვლას! –
და ლორიმ სწრაფი ბოლთა დასცა ოთახში. ისეთი სახე ჰქონ-
და, კიდევ კარგი, პაპა ვერ ხედავდა.
– ვინ გეუბნება, მარტო წადიო? არის კაცი, ვინც სიხარუ-
ლით გამოგყვება, სადაც გინდა წახვიდე.
– ვინ, სერ? – პასუხის მოსასმენად შეჩერდა ლორი.
228 მკითხველთა ლიგა
– მე თვითონ.
ლორი ისეთივე სისწრაფით მიეჭრა პაპას, რა სისწრაფი-
თაც წეღან გაშორდა, გაუწოდა ხელი და ხმაჩახრინწულმა
უთხრა:
– ეგოისტი პირუტყვი ვარ, მაგრამ... ხომ გესმით... პაპა...
– ღმერთო, მიშველე! ვიცი, ვიცი, მეც გამომივლია – ერ-
თხელ ყმაწვილკაცობაში და მეორედ – მამაშენთან. მოდი,
ჩემო საყვარელო ბიჭო, წყნარად დაჯექი და მომისმინე, რა
გეგმა მაქვს. ყველაფერი მზად არის და შეიძლება ახლავე შე-
ვასხათ ხორცი, – ეუბნებოდა მისტერ ლორენსი და თან ყმაწ-
ვილს ხელს არ უშვებდა, თითქოს შიში ჰქონდა, ვაითუ ესეც
მამამისივით გამექცესო.
– კი, ბატონო. რა გეგმაა? – და ლორი ისე დაჯდა, არც სა-
ხეზე დასტყობია რამე ინტერესისმაგვარი და არც – ხმაში.
– ლონდონში საქმე მაქვს და მიხედვა სჭირდება. ჯერ ვი-
ფიქრე, შენთვის მომენდო, მაგრამ მე უკეთესად მოვუვლი, აქ
კი უჩემოდაც სანაქებოდ იქნება ყველაფერი, ბრუკი მიხე-
დავს. ისედაც ლამის ყველაფერს ჩემი პარტნიორები აკეთე-
ბენ, მე მარტო თანამდებობა მიჭირავს, სანამ შენ არ შემ-
ცვლი. ჰოდა, როცა მომინდება, მაშინ წავალ.
– ჰო, მაგრამ მოგზაურობა რომ გეჯავრებათ? თქვენი ხნის
კაცს ეგ როგორ გთხოვოთ? – დაიწყო ლორიმ; მადლობელი
იყო, რომ პაპამ თავი არ დაზოგა, მაგრამ ერჩია, თუ წასვლა
იქნებოდა, მარტო წასულიყო.
მოხუცებულ ჯენტლმენს ჩინებულად მოეხსენებოდა ეს ამ-
ბავი და სწორედ ამის არიდებას ცდილობდა: ისეთ გუნებაზე
ჰყავდა შვილიშვილი, რომ დარწმუნებით იცოდა, უგუნურება
იქნებოდა, თავის ნებაზე მიეშვა, ამიტომაც გულში ჩაიკლა ბუ-

229 მკითხველთა ლიგა


ნებრივი სინანული იმისა, რომ შინაური მყუდროების მიტოვე-
ბა მოუწევდა და გადაჭრით მიუგო:
– გეკადრება?! რა დაფახფახებული ბებერი მე მნახე?! ძა-
ლიანაც ჭკუაში მიჯდება ეგ აზრი: წამოსვლა მარგებს და ჩემს
ბებერ ძვლებსაც არაფერი დაუშავდება: ჩვენს დროში რა გი-
მოგზაურია და რა – სავარძელში მჯდარხარ.
ლორი მოუთმენლად აცმუტდა, რაც იმის მაჩვენებელი იყო
რომ ან სავარძელში ჯდომა ეძნელებოდა და ან გეგმას იწუ-
ნებდა, ამიტომაც ბერიკაცმა აჩქარებით დაუმატა:
– არც ხელს შეგიშლი და არც ტვირთად დაგაწვები. იმი-
ტომ მოვდივარ, რომ მგონია, ჩემი წამოსვლით უფრო უკეთე-
სად იქნები, ვიდრე აქ დარჩენით. არ გეგონოს კუდში დევნა
დაგიწყო: შენ, სადაც მოგინდეს, იქ წადი, მე კი ჩემებურად შე-
ვიქცევ თავს. ლონდონ-პარიზში მეგობრები მყვანან და მოვი-
ნახულებ, შენ კი წადი იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში –
სადაც მოგეგუნებოს – და იმდენ ხანს დატკბი მხატვრობით,
მუსიკით, ახალი ადგილებითა და თავგადასავლებით, რამდენ
ხანსაც შენს სულსა და გულს ეამება.
მართალია, იმ წუთს ლორი წინანდებურად გრძნობდა,
რომ მისი გული მკვდარი იყო, ხოლო ქვეყანა – ხრიოკი
უდაბნო, მაგრამ ზოგიერთი სიტყვის გაგონებაზე, რომლებიც
მოხუცმა ჯენტლმენმა ეშმაკურად ჩართო ბოლო წინადადება-
ში, მკვდარი გული მოულოდნელად შეუფრთხიალდა, ხოლო
ხრიოკ უდაბნოში ერთი-ორი ოაზისი გაჩნდა. ამოიოხრა და
მერე უსიცოცხლოდ თქვა:
– როგორც გენებოთ, სერ. ჩემთვის სულერთია, სად წა-
ვალ და რას ვიზამ.
– სამაგიეროდ, ჩემთვის არ არის სულერთი, დაიმახსოვ-
რე, ჩემო ბიჭო. თავისუფლად გიშვებ, ოღონდ იმედი მაქვს,
230 მკითხველთა ლიგა
მაგ თავისუფლებას ბოროტად არ გამოიყენებ. პირობა მომე-
ცი, ლორი.
– რაც გენებოთ, ყველაფრის პირობას გაძლევთ, სერ.
„ძალიანაც კარგი“, გაიფიქრა მოხუცმა ჯენტლმენმა, „ახ-
ლა კი სულერთი გეჩვენება, მაგრამ მოვა დრო, როცა ეს და-
პირება ფათერაკს აგარიდებს – ან არადა, დიდად შემცდარი
ვყოფილვარ“.
მისტერ ლორენსი ენერგიული კაცი გახლდათ: მანამ გა-
მოაცხო პური, სანამ ღუმელი ცხელი იყო და ვიდრე სულით
დაცემული არსება იმის ნებისყოფას მოიკრებდა, რომ შეწინა-
აღმდეგებოდა, უკვე გზას ადგნენ. იმ ხნის განმავლობაში, რაც
მოსამზადებლად დასჭირდათ, ლორი ისე იქცეოდა, როგორც
ასეთ დროს იქცევიან ყმაწვილი ჯენტლმენები. ხან თავ-პირი
ჩამოსტიროდა, ხან ყველაფერზე ღიზიანდებოდა და ხანაც
ფიქრებში იძირებოდა. დიდი ხნობით, ქარიშხლიანად უკრავ-
და როიალზე და ჯოს გაურბოდა, თუმცა იმით ინუგეშებდა
თავს, რომ ფანჯრიდან მიაცქერდებოდა ხოლმე ტრაგიკული
იერით, რომელიც ჯოს ღამღამობით სიზმრებში არ ასვენებდა,
ხოლო დღისით მძიმედ აწვა სინდისზე და თრგუნავდა. ზოგი
ტანჯულისგან განსხვავებით ლორი არც თვითონ ახსენებდა
თავის უპასუხო ვნებას და არც სხვა ვინმეს (მათ შორის, არც
მისის მარჩს) აძლევდა იმის ნებას, რომ ნუგეში ეცა ან თანაგ-
რძნობა გამოეთქვა. გასაგები მიზეზით, ეს შვება გახლდათ
მისი მეგობრებისთვის, თუმცა სანამ წავიდოდა, ის კვირები
ძალზე უსიამო იყო და ყველას უხაროდა: „საბრალო, საყვა-
რელი ბიჭი მიდის, რომ გულის ტკენა დაივიწყოს და ბედ-
ნიერი ჩამოვიდესო“. ცხადია, თვითონ პირქუშად ეღიმებოდა
ამ მცდარ ვარაუდზე, მაგრამ უხმოდ გაატარებდა ხოლმე და
იმ ადამიანის უპირატესობის სევდიანი შეგრძნება უჩნდებო-
231 მკითხველთა ლიგა
და, ვინც იცის, რომ მისი ერთგულება, ისევე როგორც მისი
სიყვარული, უცვლელი დარჩება.
როცა დამშვიდობების დრო მოვიდა, თავი მოიმხიარულა,
რომ როგორმე დაემალა უხერხული გრძნობები, რომლებიც
ლამის იყო, თვალსაჩინო გამხდარიყო. ამ მხიარულებას არა-
ვისზე მოუხდენია შთაბეჭდილება, თუმცაღა მისი ხათრით ისე
დაიჭირეს თავი, ვითომ მოახდინა. თვითონაც კარგად ეჭირა
თავი, სანამ მისის მარჩმა არ აკოცა და დედობრივი ზრუნვით
ყურში რაღაც არ ჩასჩურჩულა. აი, მაშინ კი მიხვდა, ვაჟკაცო-
ბა მღალატობსო, ჩქარ-ჩქარა გადაეხვია ყველას, არც დაღო-
ნებული ჰანა გამორჩენია და ისე შურდულივით დაეშვა დაბ-
ლა, თითქოს სიკვდილს გაურბისო. ცოტა ხანში ჯოც ჩავიდა,
რომ ხელი დაექნია, თუკი მოიხედავდა. იმანაც მოიხედა, მობ-
რუნდა, ჩაიხუტა ერთი საფეხურით მაღლა მდგომი და ისე ახე-
და, რომ ამ მზერამ კიდევ უფრო მჭევრმეტყველური და გული-
სამაჩუყებელი გახადა მისი მოკლე მუდარა:
– მართლა არ შეგიძლია, ჯო?
– ტედი, საყვარელო, ნეტავი კი შემეძლოს!
ეს იყო და ეს, თუ პატარა პაუზას არ ჩავთვლით. მერე ლო-
რი გასწორდა და თქვა:
– კარგი, არა უშავს, – და აღარაფერი უთქვამს, ისე წავი-
და.
მაგრამ კარგი არაფერი იყო და ჯოსთვის ძალიანაც უშავ-
და; და მისი სასტიკი პასუხის შემდეგ ხუჭუჭა თავი წამით
მკლავზე რომ მიეხუტა, ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს
საუკეთესო მეგობარი ხანჯლით განგმირაო, მერე კი, როცა
იგი უკანმოუხედავად წავიდა, მიხვდა, რომ ლორი, მისი ბიჭი,
დამბრუნებელი აღარ იყო.

232 მკითხველთა ლიგა


თავი მეცამეტე
ბეთის საიდუმლო

იმ გაზაფხულზე შინ ჩამოსულ ჯოს ისეთი შეცვლილი დაუხ-


ვდა ბეთი, გაოგნებული დარჩა. ამ ცვლილებაზე არ ლაპარა-
კობდნენ და, თითქოს, ვერც ამჩნევდნენ, რადგან ყველაფერი
ისე ნელა ხდებოდა, რომ არ აშინებდა იმას, ვინც ბეთს ყო-
ველდღე ხედავდა, სამაგიეროდ, დიდი ხნის უნახაობით გა-
მახვილებული თვალისთვის ეს ცვლილება ცხადი იყო და ჯომ
დის სახე დაინახა თუ არა, გულზე სიმძიმე დააწვა. განა ფერი
წასვლოდა: მხოლოდ ოდნავ დათხელებულიყო შემოდგომის
მერე, მაგრამ უცნაურად გამჭვირვალე ჩანდა, თითქოს სუსტ
ხორცში მოკვდავი ნელ-ნელა უკან იხევს, ხოლო უკვდავი
ენით აუწერელი, გულისმომკვლელი სილამაზით გამოსჭვი-
ვისო. ჯომ ეს დაინახა და იგრძნო კიდეც, მაგრამ არაფერი
უთქვამს და მალე პირველი შთაბეჭდილების სიმძაფრე გა-
ნელდა, რადგან ბეთი კმაყოფილი ჩანდა და მის გამომჯობი-
ნებაში თითქოს არავის შეჰქონდა ეჭვი. ცოტა ხანში ჯოს სხვა
საზრუნავი გაუჩნდა და ეს შიში დროებით მიავიწყდა.
მაგრამ როცა ლორი წავიდა და კვლავ სიმშვიდემ დაისად-
გურა, ბუნდოვანი შფოთვა გაუახლდა და აღარც მოშორებია.
აღიარა თავისი მწერლური ცოდვები და შენდობა მიიღო,
თუმცა როცა თავისი დანაზოგი გამოამზეურა და ბეთს მთაში
წასვლა შესთავაზა, იმან სულითა და გულით გადაუხადა მად-
ლობა, მაგრამ შეეხვეწა, შინიდან ასე შორს ნუ წამიყვანთო.

233 მკითხველთა ლიგა


გადაწყდა, რომ ზღვაზე ხელმეორედ წასვლა უფრო მოუხდე-
ბოდა და რაკი დიდედა ვერასგზით ვერ დაარწმუნეს, ცოტა
ხნით მაინც დაეტოვებინა მეგის პატარები, ჯომ თვითონვე წა-
იყვანა ბეთი ერთ წყნარ ზღვისპირა ქალაქში, სადაც დიდი
ხნობით იქნებოდა სუფთა ჰაერზე და ზღვის ბრიზი მკრთალ
ლოყებს მოუფერიანებდა.
ის ქალაქი მოდური კურორტი არ იყო, თუმცა გოგონები იქ
მყოფი საამური ხალხიდანაც კი ცოტა ვინმეს თუ დაუმეგობ-
რდნენ, მარტო ყოფნა ერჩივნათ. ბეთი ისეთი მორცხვი იყო,
ხალხში ტრიალი არ სიამოვნებდა, ჯოს კი ისე აშფოთებდა მი-
სი მდგომარეობა, რომ სხვა ვერავისზე ფიქრობდა. ყველაფე-
რი იყვნენ ერთმანეთისთვის და ისე მიდი-მოდიოდნენ, ვერც
კი ხვდებოდნენ, რა ინტერესს იწვევდნენ გარშემომყოფებში,
რომლებიც თანაგრძნობით აკვირდებოდნენ დებს – ერთს –
ძლიერსა და მეორეს – სუსტს, წამითაც რომ არ შორდებოდ-
ნენ ერთმანეთს, თითქოსდა გუმანით ხვდებოდნენ, რომ ხან-
გრძლივი განშორება შორს აღარ იყო.
მართლაც ხვდებოდნენ, მაგრამ თქმით არც ერთი ამბობ-
და რამეს და არც – მეორე, რადგან ხშირად ყველაზე საყვა-
რელ და ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობას ძნელად გა-
დასალახავი თავშეკავებულობა ახლავს. ჯოს ეჩვენებოდა,
თითქოს მისსა და ბეთის გულებს შორის ფარდა ჩამოშვებუ-
ლიყო, მაგრამ გაიწვდენდა თუ არა ხელს ამ ფარდის გადასა-
წევად, იქვე უჩნდებოდა შეგრძნება, რომ დუმილში რაღაც
სიწმინდე იყო და ელოდა, ბეთი როდის იტყოდა რამეს. უკ-
ვირდა და, იმავდროულად, მადლობელი იყო ღმერთისა, რომ
დედ-მამა, როგორც ეტყობოდა, ვერ ამჩნევდა იმას, რასაც
იგი ხედავდა და ამ წყნარი კვირების განმავლობაში, როცა
ჩამოწოლილი ჩრდილები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდე-
234 მკითხველთა ლიგა
ბოდა მისთვის, შინაურებს არაფერს სწერდა, რადგან დარ-
წმუნებული იყო, ყველაფერს ისედაც მიხვდებოდნენ, როცა
შინ დაბრუნებულ ბეთს უკეთესობას ვერ შეატყობდნენ. ამაზე
უფრო ხშირად ის ჰქონდა საფიქრალად, ხვდებოდა ბეთი მწა-
რე სიმართლეს თუ ვერა, და რა ფიქრები უტრიალებდა იმ
გრძელი საათების განმავლობაში, როცა თბილ ქვებზე წამო-
წოლილს ჯოს კალთაში ედო თავი და მარგებელი ნიავი დას-
თამაშებდა, ფერხთით კი ზღვის მუსიკა უჟღერდა.
ერთ დღესაც ბეთი ალაპარაკდა. ისე უძრავად იწვა, ჯოს
ეგონა, სძინავსო, გადადო წიგნი, იჯდა, სევდიანად დასცქე-
როდა და ცდილობდა, მის ცრიატად შეფერილ ლოყებზე
საიმედო ნიშანი ამოეკითხა. თუმცაღა, იმდენი ვერაფერი
იპოვა, რომ კმაყოფილი დარჩენილიყო: ბეთს ლოყები ჩას-
ცვენოდა, ხელებში კი ისე გამოსცლოდა ღონე, რომ იმ დი-
ლით შეგროვილი პატარა, ვარდისფერი ნიჟარებიც კი დაუც-
ვივდა. და მაშინ იყო, რომ ჯომ კიდევ უფრო მტკივნეულად იგ-
რძნო, ბეთი ნელ-ნელა ხელიდან მეცლებაო და უნებურად ჩა-
იკრა გულში თავისი უძვირფასესი განძი. წუთით თვალებზე
ბინდი გადაეკრა, მერე კი, როცა მზერა გადაეწმინდა, დაინა-
ხა, ბეთი ისე ნაზად ასცქეროდა, რომ ლამის იმის თქმაც კი არ
სჭირდებოდა, რაც უთხრა:
– ჯო, საყვარელო, მიხარია, რომ იცი. ვცდილობდი მეთ-
ქვა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.
ბეთს პასუხი არ მიუღია, დამ მხოლოდ ლოყა მიაკრა ლო-
ყაზე; ცრემლიც კი არ დაღვრილა: როცა ჯოს ღრმად შეძრავ-
და რამე, არ ტიროდა. ახლა ორი დიდან ჯო უფრო სუსტი იყო
და ბეთმა სცადა, ნუგეში ეცა და მხარში ამოსდგომოდა. მოეხ-
ვია და დამამშვიდებლად ჩასჩურჩულა:

235 მკითხველთა ლიგა


– დიდი ხანია, ვიცი, საყვარელო და უკვე მივეჩვიე. აღარც
ამის ფიქრი მიჭირს და აღარც ატანა. შენც ასე შეხედე და ჩემ-
ზე ნუ იდარდებ, იმიტომ რომ ამას არაფერი აჯობებს, მართლა
გეუბნები.
– მაშ, მაგიტომ იყავი ასე ნაღვლიანი შემოდგომით, ბეთ?
მაშინვე გიმძიმდა და ამ ამბავს ამდენ ხანს ინახავდი გულში?
– ჰკითხა ჯომ, რომელსაც არც დანახვა უნდოდა იმისა, რომ
„ამას არაფერი აჯობებდა“ და არც თქმა, თუმცა იმის გაგება
მაინც ეამა, რომ ბეთის ვარამი არანაირ კავშირში არ იყო
ლორისთან.
– ჰო, მაშინ იყო, იმედი რომ დამეკარგა, ოღონდ არ მით-
ქვამს. ვცდილობდი მეფიქრა, ავადმყოფური ფანტაზიაა--
მეთქი და არ მინდოდა ვინმე შემეწუხებინა. მაგრამ როცა გხე-
დავდით, ყველანი რა ჯანსაღები, ღონივრები და ბედნიერი
გეგმებით სავსენი იყავით, მამძიმებდა იმის შეგრძნება, რომ
თქვენნაირი ვეღარასოდეს ვიქნებოდი და მაშინ კი ძალიან
მებრალებოდა თავი, ჯო.
– ოჰ, ბეთ, და არაფერი მითხარი, საშუალება არ მომეცი,
რომ მენუგეშებინე და მეშველა! როგორ გამემიჯნე და ყველა-
ფერს შენ ერთმა როგორ გაუძელი?
ჯოს ხმაში ნაზი საყვედური გამოსჭვიოდა, გული კი იმის
ფიქრით ეკუმშებოდა, თუ რა განმარტოებული ბრძოლა უნდა
გამოევლო ბეთს, სანამ ჯანმრთელობას, სიყვარულსა და სი-
ცოცხლეს გამოემშვიდობებოდა და ასე უდრტვინველად იტ-
ვირთავდა თავის ჯვარს.
– შეიძლება შევცდი, მაგრამ ვცდილობდი, სწორად მოვ-
ქცეულიყავი. ზუსტად არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს,
არც არავინ არაფერს მეუბნებოდა და მეგონა, მეშლება--
მეთქი. რა ეგოისტობა იქნებოდა თქვენი შეშინება, როცა დე-
236 მკითხველთა ლიგა
და ამდენს ნერვიულობდა მეგზე, ემი წასული იყო, შენ კი –
ბედნიერი ლორისთან ერთად – ყოველ შემთხვევაში, მაშინ
ასე ვფიქრობდი.
– არადა, მეგონა, შენ გიყვარდა ლორი და იმიტომ წავედი,
რომ ვერ შევიყვარე! – გაუხარდა ჯოს, რაკი სიმართლის
თქმის საშუალება მიეცა.
ბეთი ისე გააოგნა ამ აზრმა, რომ ტკივილის მიუხედავად
ჯოს გაეღიმა და ალერსიანად დაუმატა:
– მაშ, არ გიყვარდა, ჩემო კარგო? მე კი მეშინოდა,
უყვარს-მეთქი და წარმოვიდგინე, რომ მთელი იმ ხნის გან-
მავლობაში ეგ პატარა გული უიმედო სიყვარულით გეტანჯე-
ბოდა.
– რას ამბობ, ჯო, მაგას როგორ ვიზამდი, როცა ლორის
შენ უყვარდი? – ბავშვივით მიამიტად თქვა ბეთმა, – მართლა
ძალიან მიყვარს. როგორ არ მეყვარება, როცა ასე კეთილად
მექცევა? მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ძმა იქნებოდა, სხვა არა-
ფერი; და იმედი მაქვს, ერთხელაც მართლა გახდება ჩემი ძმა.
– ოღონდ ჩემი მხრიდან არა, – მტკიცედ მიუგო ჯომ, – მის-
თვის ემიღა რჩება და, მშვენივრადაც შეეფერება, მაგრამ ახ-
ლა სამაგისოდ გული არა მაქვს და არ მადარდებს ვის რა
ელის – შენ გარდა, ბეთ. უნდა გამოკეთდე.
– რომ იცოდე, მეც როგორ მინდა! ვცდილობ, მაგრამ დღი-
თიდღე მეცლება ღონე და უფრო და უფრო ნათლად ვხვდები,
რომ ვეღარც დავიბრუნებ. ზღვის მიქცევასა ჰგავს, ჯო: ერთი
თუ დაიწყო, მიდის და მიდის წყალი, ნელა, მაგრამ გაჩერე-
ბით ვერ გააჩერებ.
– უნდა გავაჩეროთ! რა დროს შენი მიქცევაა, ცხრამეტი წე-
ლი ძალიან ადრეა, ბეთ. ვერ გაგიშვებ. ვიშრომებ, ვილოცებ
და ვიბრძოლებ, რომ ეგ არ მოხდეს. თავს არ დავზოგავ და
237 მკითხველთა ლიგა
შეგინარჩუნებ. რაღაც საშუალებები ხომ იქნება! არ შეიძლე-
ბა, რომ ძალიან დაგვიანებული იყოს. ღმერთი ისეთი სასტიკი
ხომ ვერ იქნება, რომ შენი თავი წამართვას! – ურჩად წა-
მოიძახა საბრალო ჯომ, რომლის ხასიათიც იმაზე გაცილებით
ნაკლები ღვთისმოსაური მორჩილებით გამოირჩეოდა, ვიდ-
რე – ბეთისა.
უბრალო, გულითადი ადამიანი იშვიათად თუ ახსენებს თა-
ვის ღვთისმოსაობას. ეს მის მოქმედებაში უფრო ვლინდება,
ვიდრე სიტყვებში და იმაზე მეტ გავლენას ახდენს გარშემომ-
ყოფებზე, ვიდრე ქადაგება თუ საზეიმო განცხადება. ბეთს არც
განსჯა შეეძლო და არც ახსნა იმ რწმენისა, რომელიც იმის
გამბედაობასა და მოთმინებას აძლევდა, რომ სიცოცხლეზე
ხელი აეღო და უდრტვინველად დალოდებოდა სიკვდილს.
მიმნდობი ბავშვისა არ იყოს, შეკითხვები არ დაუსვამს, ყვე-
ლაფერი ღმერთსა და ბუნებას მიანდო – ყველა ჩვენგანის მა-
მასა და დედას – დარწმუნებულმა, რომ მხოლოდ და მხო-
ლოდ ისინი ასწავლიდნენ და გაუმაგრებდნენ სულსა და
გულს როგორც ამქვეყნიური, ისე იმქვეყნიური ცხოვრების-
თვის. არც ღვთისმოშიშ სიტყვებს ამბობდა და არც რამეს საყ-
ვედურობდა ჯოს. მხოლოდ უფრო მეტად უყვარდა მისი მგზნე-
ბარე მიჯაჭვულობისთვის და ილტვოდა მისთვის ძვირფასი ამ
ადამიანური სიყვარულისკენ, რომლის წართმევა არასოდეს
სურს მამას ჩვენსას და რომლის მეშვეობითაც კიდევ უფრო
გვიზიდავს თავისკენ. ვერ მოახერხა ეთქვა, წასვლა მახარებ-
სო, რადგან სიცოცხლე ძლიერ ეტკბილებოდა; ჯოს მიხუტე-
ბულმა, მხოლოდ ის ამოისლუკუნა, ვცდილობ, მომინდესო,
როცა ორივეს ერთად დაატყდა ამ დიდი ვარამის პირველი,
მწარე ტალღა.

238 მკითხველთა ლიგა


ცოტა ხანში ბეთმა კვლავ დაიბრუნა უშფოთველობა და
იკითხა:
– შინ რომ ჩავალთ, ეტყვი?
– ალბათ, უთქმელადაც მიხვდებიან, – ამოიხვნეშა ჯომ.
ეჩვენებოდა, ბეთი დღითიდღე იცვლებაო.
– შეიძლება, ვერც მიხვდნენ. გამიგია, ვისაც ყველაზე უფ-
რო უყვარს, ყველაზე ბრმაა ამის დანახვაში. თუ ვერ დაინა-
ხეს, ჩემ მაგივრად შენ უთხარი. არ მინდა საიდუმლოებები
და, თანაც, აჯობებს, წინასწარვე მოვამზადოთ. მეგს ჯონი და
პატარები ჰყავს ნუგეშად, დედას და მამას კი შენ უნდა ამოუდ-
გე მხარში. კარგი, ჯო?
– თუკი გამომივა. ოღონდ, ბეთ, ჯერ ფარ-ხმალს არ ვყრი.
მინდა მჯეროდეს, რომ ეგ მაინც ავადმყოფური ფანტაზიაა და
არ გაფიქრებინებ, მართალიაო, – რაც შეეძლო, ხალისიანად
თქვა ჯომ.
ბეთი ცოტა ხანს ჩაფიქრებული იწვა, მერე კი, როგორც
სჩვეოდა, წყნარად მიუგო:
– არ ვიცი, როგორ გამოვთქვა და შენ გარდა ვერც ვერა-
ვისთან ვცდიდი ამის ახსნას, იმიტომ რომ მხოლოდ ჩემს ჯოს-
თან თუ ვიქნები ბოლომდე გულახდილი. მარტო იმის თქმა
მინდა, რომ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არც მეწერა
დიდხანს სიცოცხლე. მე ხომ თქვენნაირი არა ვარ. არც გეგმე-
ბი დამიწყვია ოდესმე და არც ის მითქვამს, როცა გავიზრდე-
ბი, ამას და ამას გავაკეთებ-მეთქი. თქვენ ყველანი ფიქრობ-
დით გათხოვებაზე, მე კი – არა. ჩემი თავი მხოლოდ პატარა,
სულელ ბეთად წარმომედგინა, სახლში რომ დაკუნტრუშებს
და სხვა არსად ივარგებს. არც სადმე წასვლა მინდოდა; ახლა
კი ყველაზე უფრო თქვენი დატოვება მიძნელდება. შიშით არ

239 მკითხველთა ლიგა


მეშინია, მაგრამ მგონი, ზეცაშიც კი თქვენი ნატრული ვიქნე-
ბი.
ჯომ ხმა ვერ ამოიღო და რამდენიმე წუთს არაფერი ისმო-
და გარდა ქარის კვნესისა და ტალღების ტყლაშუნისა. ფრთა-
თეთრა თოლიამ ჩაუფრინათ და ვერცხლისფერ მკერდზე მზის
სხივი აუელვარდა. ბეთმა მზერა გააყოლა და თვალები სევ-
დით აევსო. ახლა პატარა, რუხი ჩიტუნა გამოჩნდა, სკუპ--
სკუპით მოუყვებოდა სანაპირო ზოლს და თავისთვის ნაზად
ჟღურტულებდა, თითქოს მზითა და ზღვით ნეტარებსო. ახ-
ლოს მოვიდა ბეთთან, მეგობრულად შეათვალიერა, დაჯდა
თბილ ქვაზე და აუღელვებლად მოჰყვა სველი ბუმბულის და-
ლაგებას. ბეთს გაეღიმა და შვება იგრძნო: თითქოს ეს პაწია
არსება მეგობრობას სთავაზობდა და ახსენებდა, ამ საამური
ქვეყნით ჯერაც შეიძლება ტკბობაო.
– საყვარელი ჩიტუნია! უყურე, ჯო, სულ არ ეშინია. ეს უფ-
რო მიყვარს, ვიდრე თოლია. თოლიასავით გაბედული და
ლამაზი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ კმაყოფილია და მიმ-
ნდობი. შარშან ამათ „ჩემი ჩიტები“ დავარქვი; დედამ მითხრა,
შენ გგვანან – შენსავით ფუსფუსანი არიან, შეუმჩნეველნი,
ნაპირს არ შორდებიან და მუდამ თავიანთ მხიარულ სიმღე-
რას ჭიკჭიკებენო. შენ თოლია ხარ, ჯო, ღონიერი და დაუოკე-
ბელი, ჭექა-ქუხილისა და ქარის მოყვარული, ზღვაში შორს
გადიხარ და მარტოც ბედნიერი ხარ. მეგი გვრიტია, ემი იმ
ტოროლას ჰგავს, წერილში რომ მოიწერა: მუდამ ღრუბლებ-
ში უნდა აფრენა, მაგრამ ისევ თავის ბუდეში ვარდება. საყვა-
რელი გოგო! რა პატივმოყვარეა, მაგრამ კეთილი და ნაზი გუ-
ლის პატრონი და რაც გინდა მაღლა აფრინდეს, მშობლიური
სახლი არ დაავიწყდება. იმედია, კიდევ ვნახავ, მაგრამ ასე
მგონია, ძალიან შორს არის.
240 მკითხველთა ლიგა
– გაზაფხულზე ჩამოვა და მაგ დროისთვის ისე იქნები,
რომ კიდეც ნახავ და ბევრსაც იხალისებ. უნდა გამოგაკეთო
და ვარდივით აგაყვავო, – დაიწყო ჯომ და იგრძნო, რომ ბეთ-
ში მომხარი ცვლილებები ყველაზე უფრო მის მეტყველებას
დაემჩნა: ლაპარაკისთვის ძალისხმევა აღარ სჭირდებოდა და
წინანდელი, მორცხვი ბეთისგან განსხვავებით, უბრალოდ,
ხმამაღლა ფიქრობდა.
– ჯო, საყვარელო, ნუღარ იმედოვნებ: აზრი არა აქვს. ზუს-
ტად ვიცი. მოდი, ნუ ვიდარდებთ და სანამ მოლოდინში ვართ,
ერთად ყოფნით დავტკბეთ. კარგ დროს გავატარებთ, მაინ-
ცდამაინც არ ვიტანჯები და შენც თუ მხარში ამომიდექი, მიქ-
ცევა იოლად ჩაივლის.
ჯო დაიხარა, მშვიდ სახეზე აკოცა და ამ უხმო კოცნით ბე-
თისთვის გადადო თავი.
მართალი გამოდგა: შინ რომ ჩავიდნენ, სიტყვები არ დას-
ჭირვებია. დედამ და მამამ თვალნათლივ დაინახეს ის, რაზეც
უფალს ევედრებოდნენ, არ დაგვანახოვო. ხანმოკლე მგზავ-
რობით დაქანცული ბეთი მაშინვე ლოგინში ჩაწვა და მხო-
ლოდ ის თქვა, როგორ მიხარია, რომ ისევ შინ ვარო, ხოლო
როცა ჯო ისევ დაბლა ჩავიდა, ნახა, რომ ბეთის საიდუმლოს
გამხელის მძიმე ამოცანა აშორებოდა. ბუხრის თაროზე თავ-
მიყრდნობილი მამა მის შესვლაზე არც კი შემოტრიალებულა,
დედამ კი ისე გაუწოდა ხელები, თითქოს შველას სთხოვსო და
ჯოც მივიდა, რომ უსიტყვოდ ენუგეშებინა.

241 მკითხველთა ლიგა


თავი მეთოთხმეტე
ახალი შთაბეჭდილებები

დღის სამ საათზე ნიცის მთელი მოდური საზოგადოება


Promenade des Anglais-ზე97 გამოეფინება – პალმებით, ყვა-
ვილებითა და ტროპიკული ბუჩქებით დამშვენებულ მომხიბ-
ლავ ხეივანში, ცალ მხარეს ზღვა რომ მიუყვება, მეორე მხა-
რეს კი – ფართო საეტლო გზა, რომლის გასწვრივ სასტუმ-
როები და ვილები ჩამწკრივებულა, ხოლო იმათ მიღმა ფორ-
თოხლის ბაღები და გორაკები მოჩანს. აქ ბევრი ეროვნებაა
წარმოდგენილი, ბევრი ენა ისმის, ბევრნაირი სამოსი აცვიათ
და მზიან დღეს ისეთი მხიარული და ბრწყინვალე სანახაობა
გეშლებათ თვალწინ, კარნავალი გეგონებათ. ქედმაღალი ინ-
გლისელები, ცქვიტი ფრანგები, დინჯი გერმანელები, სანდო-
მიანი ესპანელები, შეუხედავი რუსები, თვინიერი ებრაელები,
ლაღი ამერიკელები – ყველანი ეტლებით დასეირნობენ, სხე-
დან ან ფეხით მიდი-მოდიან, ახალ ამბებზე მასლაათობენ და
ახლად ჩამოსულ ცნობილ ადამიანებს ჭორავენ – რისტორი98

97 Promenade des Anglais – ინგლისელების სანაპირო. ააშენეს 1822


წელს ნიცაში მცხოვრებმა ინგლისელებმა
98 რისტორი – ადელაიდა რისტორი – XIX საუკუნის განთქმული იტა-

ლიელი მსახიობი
242 მკითხველთა ლიგა
იქნება თუ დიკენსი, ვიტორიო ემანუელე99 თუ სენდვიჩის კუნ-
ძულების დედოფალი. ეკიპაჟები ნაირფეროვნებით დამსვე-
ნებლებს არ ჩამორჩება და ყურადღებასაც არანაკლებს იპ-
ყრობს, მეტადრე – დაბალი, წნული ლანდოები, რომელთაც
შიგ მსხდარი ქალბატონები მართავენ; ლანდოში წყვილი
ფიცხი პონია შებმული და აქეთ-იქიდან მჭახე ფერის ბადეები
აქვს აკრული, რათა ფურფუშელების კასკადი ეკიპაჟის ბორ-
ტებიდან არ გადმოიღვაროს, ხოლო უკან, კოფოზე, პატარა
გრუმი უდგას. შობადღეს სწორედ ამ ხეივანს მიუყვებოდა
მაღალ-მაღალი ყმაწვილკაცი, ხელები ზურგს უკან წაეღო და
სახეზე დაბნეულობა ეწერა. გარეგნობა იტალიელისა ჰქონ-
და, ჩაცმულობა – ინგლისელისა, ხოლო დამოუკიდებელი
იერი – ამერიკელისა – კომბინაცია, რომლის გამოისობითაც
არაერთი ქალი მოწონებით აყოლებდა მზერას, ხოლო შავი
ხავერდის კოსტიუმებში გამოწყობილი, ვარდისფერ ჰალსტუ-
ხებწაჭერილი, ტყავის ყვითელ ხელთათმანებშემოკვალთუ-
ლი და საღილეში ფორთოხლის ყვავილგარჭობილი ნაირ-
ნაირი დენდები მხრებს იჩეჩავდნენ, მერე კი შურის თვალით
უზომავდნენ სიმაღლეს. გზადაგზა უამრავი მომხიბლავი, აღ-
ტაცების მომგვრელი სახე ხვდებოდა, მაგრამ ყმაწვილკაცი
თითქმის არ აქცევდა ყურადღებას, მხოლოდ ათასში ერ-
თხელ თუ გახედავდა რომელიმე ცისფერკაბიან ქერა ასულს.
ცოტა ხანში ხეივნის ბოლოში გავიდა და წამით შედგა გზაჯვა-
რედინზე, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო და პარკში
ორკესტრისთვის მოესმინა თუ სანაპიროს გაჰყოლოდა და
ციხესიმაგრის გორაკზე ასულიყო. პონის ფლოქვების თქა-

ვიტორიო ემანუელე II (1820-1878) – სარდინიის მეფე 1849-1861


99

წლებში, გაერთიანებული იტალიის პირველი მეფე 1861-1878 წლებში


243 მკითხველთა ლიგა
რათქურზე აიხედა: ქუჩაზე ქარიშხალივით შემოიჭრა ერთი
პატარა ეკიპაჟი, რომელშიც მარტოდმარტო იჯდა ახალგაზ-
რდა ლედი. ლედი მთლად ყმაწვილი იყო, ქერა, ცისფერ კაბა-
ში გამოწყობილი. ყმაწვილკაცი წამით მიაცქერდა, მერე კი
სახე გამოუცოცხლდა, პატარა ბიჭივით დაუქნია შლაპა და
მისკენ გაქანდა.
– აჰ, ლორი, მართლა შენ ხარ? აღარ მეგონა, თუ ჩამოხვი-
დოდი! – შესძახა ემიმ, დაყარა სადავეები და ორივე ხელი
გაუწოდა, რამაც ისეთი თავზარი დასცა ვიღაც ფრანგ დედას,
რომ იმან თავის ასულს ფეხი ააჩქარებინა, რათა ამ „გადა-
რეული ინგლისელების“ თავისუფალ ყოფაქცევას ურიგო გავ-
ლენა არ მოეხდინა მის ზნეობაზე.
– გზაში შევფერხდი, მაგრამ დაპირებული ვიყავი, შობას
შენთან გავატარებ-მეთქი და აჰა, აქა ვარ.
– პაპა როგორ გყავს? როდის ჩამოხვედი? სად დაბინავ-
დი?
– ძალიან კარგად... წუხელ... „შოვენში“. სასტუმროში შე-
მოგიარე, მაგრამ – გავიდაო.
– იმდენი მაქვს, სათქმელი, არც კი ვიცი, რით დავიწყო!
მოდი, ჩაჯექი და თავისუფლად ვილაპარაკებთ. სასეირნოდ
გამოვედი და თანამგზავრს ვნატრობდი. ფლო არ წამოვიდა,
საღამოსთვის ინახავს თავს.
– საღამოს რა ხდება, მეჯლისია?
– საშობაო წვეულებაა ჩვენს სასტუმროში. ბლომად ამე-
რიკელები არიან და შობის აღსანიშნავად აწყობენ. ხომ აუცი-
ლებლად წამოხვალ? ბიცოლა სიხარულით ცას ეწევა.
– მადლობელი ვარ. ახლა საით? – სავარძლის საზურგეს
გადააწვა ლორი და გულხელი დაიკრიფა, რაც ემის ძალიანაც
ეამა: ერჩია, თვითონვე ემართა ეკიპაჟი, რადგან თავისი მომ-
244 მკითხველთა ლიგა
ხიბლავი მზის ქოლგა, შოლტი და ცხენების თეთრი ზურგების
ზემოთ გაჭიმული ცისფერი სადავეები უსაზღვრო კმაყოფი-
ლებას ანიჭებდა.
– ჯერ ბანკში, წერილები მაქვს წამოსაღები, მერე კი – ცი-
ხესიმაგრის გორაკზე; იქიდან დიდებული ხედი იშლება და
ფარშავანგების დაპურებაც მიყვარს. ყოფილხარ?
– ხშირად, წლების წინ, მაგრამ ახლაც ვნახავდი იქაურო-
ბას.
– აბა, მიამბე, რას შვრები. შენი ამბავი ბოლოს პაპაშენმა
მომწერა, ბერლინიდან ველოდებიო.
– ჰო, ერთი თვე ვიყავი, მერე პაპასთან ჩავედი პარიზში. ამ
ზამთარს იქ დაფუძნდა. მეგობრები ჰყავს და გასართობსაც
ბევრს პოულობს, ჰოდა, მეც მივდი-მოვდივარ და მშვენივრად
ვრიგდებით.
– მეგობრული შეთანხმებაა, – შენიშნა ემიმ, რომელსაც
რაღაც არ ჰყოფნიდა ლორის ყოფაქცევაში, მაგრამ რა – ვერ
მიმხვდარიყო.
– რა ხდება, იცი? იმას მოგზაურობა ეჯავრება, მე – ერთ
ადგილას ჯდომა, ჰოდა, ორივენი ჩვენი გუნებისად ვიქცევით
და არაფერი გვიჭირს. ხშირ-ხშირად ჩავდივარ; იმას ჩემი
თავგადასავლები ახალისებს, მე კი მსიამოვნებს, რომ ვიღა-
ცას ჩემი დანახვა უხარია, როცა ნახეტიალები უკან ვბრუნდე-
ბი. რა ჭუჭყიანი ძველი ჯურღმულია, არა? – დაუმატა და სახე-
ზე ზიზღი გამოეხატა, როცა ძველ ქალაქში, ნაპოლეონის მო-
ედნისკენ მიმავალ ბულვარს გაუყვნენ.
– ჭუჭყი თვალწარმტაცია, ასე რომ არაფერს მიშლის, მდი-
ნარე და გორაკები – აღტაცების მომგვრელი, ეს პატარ-
პატარა ქუჩაბანდები კი მატკბობს. ახლა ცოტა ხანს მოვიცა-

245 მკითხველთა ლიგა


დოთ, სანამ პროცესია ჩაივლის. წმინდა იოანეს ტაძარში მი-
დის.
სანამ ლორი გულგრილად გაჰყურებდა პროცესიას, რო-
მელსაც ბალდახინების ქვეშ მიმავალი მღვდლები, თეთრსა-
ბურვლიანი, ანთებულ სანთლებიანი მონაზვნები და ლურჯად
მოსილი მგალობელი ბერები შეადგენდნენ, ემი მას აკვირდე-
ბოდა და გრძნობდა, რომ რაღაც ახლებური მორიდება ეპა-
რებოდა: ლორი შეცვლილიყო და გვერდით მჯდარ პირქუშ
მამაკაცში ვეღარ ცნობდა იმ ხალისიან ბიჭს, შინ რომ დატო-
ვა. თავიდან გაიფიქრა, უფრო გალამაზებულა და გამოკეთე-
ბულაო, მაგრამ ახლა, როცა შეხვედრის პირველმა სიხა-
რულმა ჩაიარა, დაღლილი და უხალისო ეჩვენა: განა სნეულს
ან უბედურს ჰგავდა, მაგრამ იმაზე მეტი ხნოვანება და სიდინ-
ჯე დასტყობოდა, რაც უზრუნველყოფილი ცხოვრების
ორიოდე წელს უნდა შეემატებინა. ვერ მიხვდა, რა შეიცვალა,
მაგრამ კითხვა ვერ გაუბედა, მხოლოდ თავი გააქნია და პო-
ნები დაძრა, როცა პროცესიამ პალიონის ხიდის თაღები
გაიარა, შეუხვია და ტაძარში გაუჩინარდა.
– Que pensez-vous?100 – თავი მოიწონა ფრანგულის
ცოდნით, რასაც უცხოეთში ჩამოსვლის შემდეგ თუ ხარისხი
არა, სიტყვების მარაგი მაინც შემატებოდა.
– ამ მადმუაზელს დრო უქმად არ დაუკარგავს და შედეგიც
მომხიბლავია, – აღტაცებული იერით მიუგო ლორიმ, ხელი
გულზე დაიდო და თავი დაუკრა.
ემი სიამით გაწითლდა, მაგრამ ამ ქათინაურმა, როგორ-
ღაც, ისე არ დააკმაყოფილა, როგორც ის მოუხეშავი ქება ხიბ-
ლავდა, შინ რომ შეასხამდა ხოლმე ლორი, როცა დღესას-

100 Que pensez-vous? – რას ფიქრობთ? (ფრანგ.)


246 მკითხველთა ლიგა
წაულებზე გარს შემოუვლიდა, ეტყოდა, საერთო ჯამში კოხტა
გოგო ხარო, გულიანად გაუღიმებდა და თავზე მოწონებით
გადაუსვამდა ხელს.
ეს ახალი ტონი არ მოეწონა, რადგან თუმცა მოყირჭებულს
ვერ იტყოდა, მაგრამ აღტაცებული მზერის მიუხედავად, მაინც
გულგრილი ეჩვენა.
„თუ ასაკმა ასე უნდა შეცვალოს, ჯობდა ბიჭად დარჩენი-
ლიყო“, გაიფიქრა და იმედგაცრუებისა და უხერხულობის უც-
ნაური შეგრძნება გაუჩნდა, თან კი სცადა თავისუფლად და
მხიარულად დაეჭირა თავი.
ავიდორში შინიდან მოსული ძვირფასი წერილები წა-
მოიღო, სადავეები ლორის გადასცა და წერილებს ნეტარე-
ბით ჩაუღრმავდა. კითხულობდა, სანამ დაჩრდილულ გზას მი-
უყვებოდნენ, ცოცხალ ღობეებს შორის რომ მიიკლაკნებოდა,
სადაც ისე ბრდღვიალებდნენ ჩაის ვარდები, როგორც ივნის-
ში.
– დედამ – ბეთი ძალიან ცუდად არისო. ხშირად ვფიქრობ,
წესით შინ უნდა მივდიოდე-მეთქი, მაგრამ ყველანი მეუბნები-
ან, დარჩიო და მეც ვრჩები: ასეთი მოგზაურობა მეორედ ხომ
ვეღარ მომიხერხდება, – თქვა ემიმ და მოწყენით დააცქერდა
წერილის ერთ გვერდს.
– მე თუ მკითხავ, სწორს შვრები. იქ რას უშველი, იმათ-
თვის კი დიდი შვებაა, რომ იციან: ჯანმრთელად და მხიარუ-
ლად ხარ და ასეთ კარგ დროს ატარებ, ჩემო კარგო.
ამ სიტყვებით ახლოს მიიწია, ცოტათი დაემგვანა წინან-
დელ ლორის და ის შიში, დროდადრო გულს რომ უმძიმებდა
ემის, ცოტა განელდა, რადგან მზერამ, მოქმედებამ და და--
ძმურმა „ჩემო კარგომ“ დაარწმუნა, რომ თუ მართლაც დაატ-

247 მკითხველთა ლიგა


ყდებოდა თავს უბედურება, უცხო ქვეყანაში მარტო არ იქნე-
ბოდა.
ცოტა ხანში გაეცინა და ჯოს პატარა ნახატი აჩვენა – თავი-
სივე თავი დაეხატა „საჯღაბნ კოსტიუმში“, ქუდზე მრისხანედ
აღმართულიყო ბაფთა, ხოლო პირიდან ორი სიტყვა ამოს-
დიოდა: „გენია დუღს!“.
ლორის გაეღიმა, ფურცელი გამოართვა, ჟილეტის ჯიბეში
ჩაიდო – ქარმა არ წაიღოსო, და ინტერესით მოისმინა
მხიარული წერილი, ემიმ რომ წაუკითხა.
– ნამდვილი შობადღე გამომივიდა: დილით – საჩუქრები,
შუადღისას – შენ და წერილები, საღამოს კი – მეჯლისი, –
თქვა ემიმ, როცა ძველი ციხის ნანგრევებში ლანდოდან გად-
მოსულებს გუნდად შემოეგებნენ დიდებული, მოშინაურებუ-
ლი ფარშავანგები და დაპურების მოლოდინში გარს შემოეხ-
ვივნენ. სანამ მიწაყრილზე ასული ემი იდგა და სიცილ--
სიცილით უყრიდა ნაფხვენებს ელვარე ფრინველებს, ლორი
ისე ასცქეროდა, როგორც ცოტა ხნის წინ ემი შეჰყურებდა –
ბუნებრივი ცნობისმოყვარეობით, რათა ენახა, რა ცვლილე-
ბები დაატყო გოგოს დრომ და სიშორემ. ისეთი ვერაფერი შე-
ნიშნა, რაც უხერხულობას აგრძნობინებდა ან იმედს გაუცრუ-
ებდა, სამაგიეროდ, ბევრი ისეთი რამ დაინახა, რითაც აღტა-
ცებაში მოვიდა და მოიწონა, რადგან თუკი მეტყველებისა და
მიხრა-მოხრის მცირეოდენ ხელოვნურობას არად ჩავაგდებ-
დით, წინანდელივით ხალისიანი და მოხდენილი იყო, და
ამასთან, მის ჩაცმულობასა და თავდაჭერას დამატებოდა ის
აუწერელი რამ, რასაც ელეგანტურობას ვეძახით. ასაკის პი-
რობაზე მუდამ უჩვეულოდ მოწიფულს ერთგვარი თავდაჯერე-
ბულობა შეეძინა მიხრა-მოხრასა და მეტყველებაში, და ამი-
ტომაც მეტად დამგვანებოდა მაღალი საზოგადოების ქალბა-
248 მკითხველთა ლიგა
ტონს, თუმცა წინანდელი კაპრიზულობა დროდადრო მაინც
იჩენდა თავს; ნებისყოფა არ შესუსტებოდა, ხოლო თანდაყო-
ლილი გულწრფელობა უცხოურ პეწს არ წაეხდინა.
ლორის ეს ყოველივე არ ამოუკითხავს, სანამ იდგა და
უყურებდა, როგორ აპურებდა ემი ფარშავანგებს, მაგრამ იმ-
დენი კი დაინახა, რომ კმაყოფილება იგრძნო, ინტერესი
აღეძრა და თან წაიყოლა ლამაზი სურათი: სახეგაბრწყინებუ-
ლი გოგონა ჩახჩახა მზეში, რომელმაც კაბის ნაზი ელფერიც
გამოუკვეთა, ლოყებზე დამჩნეული ყირმიზიცა და თმის ოქ-
როსფერი ელვარებაც და ღირსშესანიშნავ ფიგურად აქცია
საამური პეიზაჟის ფონზე.
როცა გორაკის მწვერვალის დამაგვირგვინებელ ქვის
პლატოზე ავიდნენ, ემიმ ისე გაუქნია ხელი, თითქოს თავის
საყვარელ ადგილას იწვევსო, მერე კი ხან ერთგან მიუთითა,
ხან – მეორეგან და უთხრა:
– გახსოვს ტაძარი და კორსო, მეთევზეები, ყურეში ბადე-
ებს რომ ეწევიან და ვილა ფრანკასკენ მიმავალი მშვენიერი
გზა, აქვე, დაბლა – შუბერტის კოშკი და რაც ყველაფრის მჯო-
ბია – აგერ, ის ლაქა ზღვის სიშორეში, რომელზეც ამბობენ,
კორსიკააო?
– მახსოვს. აქაურობა მაინცდამაინც არ შეცვლილა, – უხა-
ლისოდ მიუგო იმან.
– რას არ დასთმობდა ჯო, ოღონდაც ის განთქმული ლაქა
დაანახვა! – თქვა ემიმ; ჩინებულ ხასიათზე იყო და ერთი სუ-
ლი ჰქონდა, ლორისაც გამოკეთებოდა გუნება.
– ჰო, – ამის მეტი არაფერი უთქვამს ლორის, მაგრამ შეტ-
რიალდა და თვალები დაძაბა, რომ ის კუნძული დაენახა, რო-
მელიც ნაპოლეონზე დიდმა უზურპატორმა ერთბაშად საინტე-
რესო გახადა მის თვალში.
249 მკითხველთა ლიგა
– კარგად დააკვირდი ჯოს ხათრით, მერე კი მოდი და მიამ-
ბე, რას შვრებოდი მთელი ეს ხანი, – უთხრა ემიმ, ჩამოჯდა და
სამასლაათოდ მოემზადა.
თუმცა, მასლაათს ვერ ეღირსა, რადგან ლორი მისვლით,
მართალია, მივიდა და კითხვებზეც გულახდილი პასუხი გას-
ცა, მაგრამ ემიმ მხოლოდ ის შეიტყო, რომ ლორის ბევრი
ემოგზაურა ევროპაში და საბერძნეთშიც ყოფილიყო. ასე
გაატარეს ერთი საათი, მერე კი შინ გაბრუნდნენ, ლორიმ თა-
ვისი პატივისცემა დაუდასტურა მისის კეროლს, პირობა და-
დო, საღამოს გეახლებითო და წავიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საღამოს ემიმ განსაკუთრებით
გულდაგულ დაილაგა ბუმბული. დრომ და განშორებამ ორი-
ვე ახალგაზრდას დაატყო კვალი და ახლა ემიმ ახლებურად
დაინახა ძველი მეგობარი – არა როგორც „ჩვენი ბიჭი“, არა-
მედ თვალტანადი და საამური მამაკაცი და სრულიად ბუნებ-
რივი სურვილი აღეძრა, მის მზერაში კეთილგანწყობილება
შეენიშნა. ემი იცნობდა თავის ძლიერ მხარეებს და კარგადაც
იყენებდა – გემოვნებითა და ოსტატურად, რაც უქონელი და
ლამაზი ქალის მზითევი გახლავთ.
ნიცაში მარმაში და ტიული იაფი იყო, ამიტომაც საზეიმო
შემთხვევებში ემი სწორედ მათში გაეხვეოდა ხოლმე და, გო-
ნივრული ინგლისური მოდის შესაბამისად, რომელიც ყმაწ-
ვილქალებისთვის უბრალო კაბებს გულისხმობდა, თავის
მომხიბლავ ჩაცმულობას ცოცხალი ყვავილებით, ორიოდე
სამშვენისითა და ნაირნაირი დახვეწილი მოსართავით გააწ-
ყობდა, რაც იაფიც იყო და ეფექტურიც. უნდა ვაღიაროთ, რომ
დროდადრო მასში მხატვარი იმარჯვებდა ქალზე, რის შედე-
გადაც ემის ანტიკური ვარცხნილობები, სკულპტურული პოზე-
ბი და კლასიკური დრაპირებები გაიტაცებდა ხოლმე. თუმცა,
250 მკითხველთა ლიგა
პატარ-პატარა სისუსტენი ხომ ყველას გვაქვს და არ გაგვი-
ჭირდება, მსგავსი სისუსტენი მივუტევოთ ახალგაზრდებს,
რომლებიც თვალს სანდომიანობით გვიხარებენ, გულს კი –
უეშმაკო პატივმოყვარეობით.
„ძალიან მინდა იფიქროს, კარგად გამოიყურებაო და ჩვე-
ნებსაც მისწეროს“, გაიფიქრა ემიმ, როცა ფლოს ძველი, თეთ-
რი აბრეშუმის სამეჯლისო კაბა ჩაიცვა და ზედ ახალი „ილუზი-
ის“101 ღრუბელი მოიბურა, საიდანაც თვალწარმტაცად გამო-
უმზეურდა ქათქათა მხრები და ოქროსფერი თავი. ჭკუა ეყო
და თმას თავი დაანება მას მერე, რაც სქელი ტალღები და კუ-
ლულები მაღლა აიწია და ჰებასებურად102 გამოინასკვა კეფა-
ზე.
– ჰო, მოდაში არ არის, მაგრამ მიხდება; რა ვქნა, საფ-
რთხობელად ხომ არ გადავიქცევ თავს, – მიუგებდა ხოლმე,
როცა, ასეთი ვარცხნილობის ნაცვლად, თმის დახვევას,
აფუებას ან დაწნას შესთავაზებდნენ უახლესი მოდის კარნა-
ხით.
რაკი ესოდენ მნიშვნელოვანი შემთხვევისთვის შესაფერი-
სი მორთულობები არ მოეძევებოდა, ემიმ ალაგ-ალაგ აკე-
ცილ ფურფუშებიან ქვედაკაბებზე ვარდისფერი აზალიები და-
იბნია, ხოლო ქათქათა მხრებზე სუროს ნაზი ღერო შემოივ-
ლო. მერე, შეღებილი ფეხსაცმელების გახსენებაზე ქალიშვი-
ლური კმაყოფილებით დაითვალიერა ატლასის თეთრი ფეხ-
საცმელი, სრიალ-სრიალით გაიარა ოთახი და სრულ სიმარ-
ტოვეში დატკბა თავისი არისტოკრატიული ტერფებით.

101 „ილუზია“ – თხელი, გამჭვირვალე მარმაში ან ტიული


102 ჰება – მარადიული ახალგაზრდობის ქალღმერთი ბერძნულ მითოსში
251 მკითხველთა ლიგა
– ჩემი ახალი მარაო ზედმიწევნით შეეფერება ყვავილებს,
ხელთათმანი – ბრელოკს, ბიცოლას mouchoir-ის ნამდვილი
მაქმანი კი მთელ ჩემს ჩაცმულობას ჰაეროვნებას ანიჭებს.
კლასიკური ცხვირ-პირი რომ მომცა, ჩემი ბედნიერება სრუ-
ლი იქნებოდა, – და სარკის წინ თითო ხელში თითო სან-
თლით მდგარმა, კრიტიკული მზერა ააყოლ-ჩააყოლა თავის
ანარეკლს.
ამ წუხილის მიუხედავად, უჩვეულოდ ხალისიანი და მოხ-
დენილი გამოჩნდა, როცა გასასვლელისკენ გასრიალდა.
სირბილით იშვიათად დარბოდა – მიაჩნდა, რომ მის სტილს
არ უხდებოდა და რაკი მაღალი იყო, იუნონასებური დიდებუ-
ლება უფრო შეშვენოდა, ვიდრე ცელქობა ან პიკანტურობა.
ლორის მოლოდინში გრძელ მისაღებ დარბაზში გაიარ--
გამოიარა და ჯერ ჭაღის ქვეშ დადგა, მისი თმისთვის ხელსაყ-
რელ განათებაში, მერე კი დაფიქრდა და ოთახის მეორე ბო-
ლოში გავიდა, რადგან შერცხვა ქალიშვილური სურვილისა –
ერთი შეხედვითვე მოსაწონი შთაბეჭდილება მოეხდინა. არა-
და, თურმე უკეთეს ადგილს ვერ აირჩევდა: ლორი ისე უჩუმ-
რად შემოვიდა, ემის მისი ფეხის ხმა არ გაუგონია და გაუნ-
ძრევლად იდგა შორეულ ფანჯარასთან, თავი ოდნავ შეებრუ-
ნებინა და ცალი ხელით კაბის კალთა აეკრიფა: ტანწვრილი,
თეთრი ფიგურა წითელი ფარდების ფონზე ისეთი ეფექტური
ჩანდა, როგორც სათანადო ადგილას დადგმული ქანდაკება.
– საღამო მშვიდობისა, დიანა! – უთხრა ლორიმ და როცა
მიაცქერდა, ისეთი კმაყოფილება აღებეჭდა თვალებში, რომ
ემი ნაამები დარჩა.
– საღამო მშვიდობისა, აპოლონ! – ღიმილზე ღიმილი
შეაგება ემიმ, რადგან ლორიც უჩვეულოდ მოხდენილად გა-
მოიყურებოდა და როცა წარმოიდგინა, როგორ შევიდოდა სა-
252 მკითხველთა ლიგა
მეჯლისო დარბაზში ამ წარმოსადეგი მამაკაცის მკლავზე დაყ-
რდნობილი, გულით შეებრალა ოთხი შეუხედავი მის დევისი.
– აი, შენ, ყვავილები. მე თვითონ ავარჩიე, გამახსენდა,
რომ არ გიყვარს, რასაც ჰანა „ბუკეტის გაკეთებას“ ეძახის, –
უთხრა ლორიმ და რგოლში გაყრილი ნაზი თაიგული მიაწო-
და. ამ რგოლს ემი „კარდილიას“ ვიტრინასთან ყოველ ჩავ-
ლაზე ნატრობდა.
– რა კეთილი ხარ! – მადლიერებით წამოიძახა, – რომ
მცოდნოდა, ჩამოხვიდოდი, სადღეისოდ მეც რამეს გაგიმზა-
დებდი, მაგრამ ასეთი ლამაზი, ალბათ, ვერ იქნებოდა.
– გმადლობ. მთლად ისეთი არ არის, როგორიც უნდა
იყოს, მაგრამ შენ დაამშვენე, – დაუმატა ლორიმ, როცა ემიმ
მაჯაზე წკაპუნით შეიკრა ვერცხლის სამაჯური.
– ასე ნუ მეტყვი, რა.
– მე მეგონა, გიყვარდა.
– ოღონდ შენგან არა. არაბუნებრივად ჟღერს. შენი წინან-
დელი მიუკიბ-მოუკიბავი უხეშობა მირჩევნია.
– გამიხარდა, – აშკარად, გულზე მოეშვა ლორის, მერე
ხელთათმანი შეაკვრევინა და ჰკითხა, ჰალსტუხი მოღრეცი-
ლი ხომ არ მაქვსო, როგორც წინათ, ერთად რომ მიდიოდნენ
ხოლმე სტუმრად.
ისეთ საზოგადოებას, იმ საღამოს სასტუმროს გრძელ salle
à manger-ში103 რომ შეიკრიბა, კონტინენტური ევროპის გარ-
და ვერსად ნახავთ. სტუმართმოყვარე ამერიკელებმა ყველა-
ნი მოიპატიჟეს, ვისაც კი ნიცაში იცნობდნენ და რაკი ტიტუ-
ლოვანთა საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, რამდენიმე

103 salle à manger – სასადილო (ფრანგ.)


253 მკითხველთა ლიგა
იმათგანიც მოიძიეს, რათა ბრწყინვალება შეემატებინათ თა-
ვიანთი საშობაო მეჯლისისთვის.
რუსმა თავადმა პატივი დასდო მასპინძლებს, ერთ საათს
კუთხეში იჯდა და ვიღაც ტანად მანდილოსანს ებაასებოდა,
რომელიც ჰამლეტის დედასავით შავი ხავერდით მოსილიყო
და ნიკაპქვეშ მარგალიტის ლაგამი მოუჩანდა. თვრამეტიოდე
წლის პოლონელმა გრაფმა მანდილოსნებისთვის გადადო
თავი, რომელთაც „მომაჯადოებელ ჭაბუკად“ გამოაცხადეს,
ხოლო მავანი გერმანელი ბანოვანი, „მისი უგანათლებულე-
სობა“, მარტო რომ მოვიდა ვახშამზე, დარბაზში დაეხეტებო-
და და ეძებდა, რა ჩაესანსლა. ბარონი როტშილდის პირადი
მდივანი, დიდცხვირა და ვიწრო შტიბლეტებიანი ებრაელი,
დიდ-პატარას თავაზიანად უღიმოდა, თითქოს პატრონის გვა-
რი მასაც ოქროს შარავანდედით მოსავსო. ჩასუქებული
ფრანგი, პირადად რომ იცნობდა იმპერატორს, მოვიდა, რათა
ცეკვის ვნებას აჰყოლოდა, ხოლო ლედი დე ჯოუნზმა, ბრიტა-
ნელმა მატრონამ, იქაურობის შესამკობად თავისი პატარა,
რვა სულისაგან შემდგარი ოჯახი მოიყვანა. ცხადია, აქვე იყ-
ვნენ ფეხმარდი, ხმაწვრილი ამერიკელი და მოხდენილი, უსი-
ცოცხლო ინგლისელი ქალიშვილები, რამდენიმე უსახური,
თუმცა პიკანტური ფრანგი ასული, ასევე – ჩვეულებრივი კრე-
ბული მოგზაური ყმაწვილი ჯენტლმენებისა, რომლებიც დი-
დად ხალისობდნენ და რომლებსაც კეთილმოსურნე ღიმილს
აფრქვევდნენ კედლებთან ჩამწკრივებული ყველა ეროვნების
დედები, როცა ეს ჯენტლმენები მათ ქალიშვილებს ეცეკვე-
ბოდნენ.
ყველა ქალიშვილი წარმოიდგენს ემის განწყობას, როცა
იგი ლორის მკლავს დაყრდნობილი „გამოვიდა სცენაზე“.
იცოდა, კარგი შესახედავი იყო, ცეკვაც უყვარდა და ახარებდა
254 მკითხველთა ლიგა
ძალაუფლების ის აღმტაცი შეგრძნება, რომელიც მაშინ ჩნდე-
ბა, როცა ყმაწვილქალი პირველად აღმოაჩენს ახალ, მშვენი-
ერ სამეფოს, რომლის გამგებლობაც სილამაზის, სიყმაწვი-
ლისა და ქალობის წყალობით უწერია. მართლაც შეებრალა
დევისების მოუქნელი, ულამაზო გოგოები, რომელთაც არა-
ვინ ახლდათ გარდა პირქუში მამისა და სამი კიდევ უფრო
პირქუში შინაბერა მამიდისა და როცა ჩაუარა, უაღრესად მე-
გობრულად დაუკრა თავი – ძალიანაც კარგი ქნა, რადგან სა-
შუალება მისცა მისი კაბა დაეთვალიერებინათ და ცნობის-
მოყვარეობით ანთებულიყვნენ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო
მისი გამორჩეული გარეგნობის მეგობარი. ორკესტრმა დას-
ცხო თუ არა, ემის ლოყები აუვარდისფრდა, თვალები აუციმ-
ციმდა და ფეხი მოუთმენლად დააბაკუნა იატაკზე, რადგან
კარგად ცეკვავდა და უნდოდა, ლორისაც გაეგო ეს ამბავი,
ამიტომაც წარმოსადგენად უფრო იოლია, ვიდრე აღსაწერად,
რა ელდაც ეცემოდა, როცა ლორიმ სრულიად გულმშვიდად
ჰკითხა:
– გინდა ცეკვა?
– მეჯლისზე ვის არ უნდა!
მისმა განცვიფრებულმა მზერამ და სწრაფმა პასუხმა ლო-
რი აიძულა, რაც შეიძლება მალე გამოესწორებინა შეცდომა.
– პირველი ცეკვა ვიგულისხმე. დამდებ პატივს?
– შემიძლია, თუკი გრაფს უარს ვეტყვი. ღვთაებრივად ცეკ-
ვავს, მაგრამ მაპატიებს: შენ ხომ ძველი მეგობარი ხარ, –
მიუგო ემიმ იმ იმედით, რომ ტიტულის ხსენება თავისას იზამ-
და და ლორის დაანახვებდა, ემისთან ხუმრობა არ გამომად-
გებაო, მაგრამ იძულებული გახდა, მხოლოდ ამ პასუხით დაკ-
მაყოფილებულიყო:

255 მკითხველთა ლიგა


– მშვენიერი პატარა ბიჭია, მაგრამ სად ეგ კოკროჭინა და
104
სად – „ღმერთთა ასული, ღვთაებრივად ტანადი, მშვენი “.
ის წრე, რომელშიც ცეკვა მოუხდათ, ინგლისელებისგან
შედგებოდა და ემი იძულებული გახდა ნარნარად გადაედგ--
გადმოედგა ნაბიჯი კოტილიონში, არადა გრძნობდა, რა ეშ-
ხით იცეკვებდა ტარანტელას. მერე ლორიმ „მშვენიერ პატა-
რა ბიჭს“ გადაულოცა, თვითონ კი ვალის მოსახდელად
ფლოსკენ წავიდა ისე, რომ ფიქრადაც არ მოსვლია ემისთვის
მომავალ სიხარულთა უზრუნველყოფა და ამიტომაც ეს და-
საგმობი განუჭვრეტელობა ისე დაისაჯა, როგორც წესი და
რიგი იყო: ემიმ ვახშმამდე ყველა ცეკვა დაიბევა, მაგრამ თან
გუნებაში ჰქონდა, მოვლბები, თუკი ლორის მონანიების ნიშ-
ნებს შევატყობო. როცა ლორი აუჩქარებელი ნაბიჯით მიუახ-
ლოვდა – ნაცვლად იმისა, რომ მიქანებულიყო – და მომდევ-
ნო ცეკვაზე, დიდებულ პოლკა რედოვაზე გაიწვია, ემიმ თავ-
შეკავებული კმაყოფილებით აჩვენა თავისი სამეჯლისო წიგ-
ნაკი. თუმცა, ლორის თავაზიანი სინანულით არ მოტყუებულა
და როცა გრაფთან ერთად ჩაიქროლა, დაინახა: ლორი ბიცო-
ლამისის გვერდით ჯდებოდა და სახეზე ნამდვილი შვება ეწე-
რა.
ამის პატიება არ შეიძლებოდა და ემის დიდხანს აღარ მი-
უქცევია მისთვის ყურადღება, ერთ-ორ სიტყვას თუ გადაუგ-
დებდა, როცა ცეკვასა და ცეკვას შორის ბიცოლასთან მივი-
დოდა, რომ ქინძისთავი გამოერთმია ან წამით ჩაემუხლა.
თუმცა, გაბრაზებამ არგო, რადგან ბრაზს მხიარული ღიმი-
ლით ფარავდა და უჩვეულოდ ბედნიერი და ბრწყინვალე ჩან-

ნაწყვეტი ინგლისელი პოეტის ალფრედ ტენისონის (1809-1892) ლექ-


104

სიდან „სიზმარი მშვენიერ ქალებზე“


256 მკითხველთა ლიგა
და. ლორი სიამოვნებით ადევნებდა თვალს, რადგან ემი არც
ფაცაფუცობდა და არც ზანტობდა: ცოცხლად და ნარნარად
ცეკვავდა და ეს საამური დროსტარება სწორედ ისეთი გა-
მოუდიოდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. თანდათან ამ ახლე-
ბური კუთხით დაუწყო დაკვირვება და ნახევარი საღამო არ
გასულიყო, რომ გადაწყვიტა, „პატარა ემი“ მომხიბლავი ქა-
ლი დგებაო.
მეჯლისი ბრწყინვალე სანახაობად იქცა: ცოტა ხანში
ზეიმის სული ყველას დაეუფლა, შობადღის სიხარულმა იქ
მყოფებს სახე გაუბრწყინა, გული გაუხალისა და ფეხი აუმსუ-
ბუქა. მუსიკოსები ისე უსვამდნენ ხემებს, ისე ბერავდნენ და
აბრაგუნებდნენ, თითქოს ძლიერ სიამოვნებთო; ვისაც შეეძ-
ლო, ყველა ცეკვავდა, ხოლო ვისაც არა, უჩვეულო სითბოთი
აღსავსენი ტკბებოდნენ მეზობლებით. დევისების გოგოებმა
იქაურობა ჩამოაბნელეს, ჯოუნზები ნორჩი ჟირაფების ჯოგი-
ვით კუნტრუშებდნენ. ოქროს შარავანდედიანი მდივანი მე-
ტეორივით დაქროდა მკვირცხლ ფრანგ მანდილოსანთან ერ-
თად, რომლის ვარდისფერი შლეიფი ხალიჩასავით ეფინებო-
და იატაკს. „უგანათლებულესმა“ ტევტონმა, როგორც იქნა,
მიაგნო ვახშმის სუფრას; ბედნიერი, მიყოლებით უკვეთდა მე-
ნიუში მითითებულ ყველა კერძს და ისე აჩანაგებდა ყველა-
ფერს, რომ ოფიციანტები ძრწოდნენ. სამაგიეროდ, იმპერა-
ტორის მეგობარმა სახელი მოიხვეჭა: ყველა ცეკვას ცეკვავ-
და, იცოდა თუ არ იცოდა და როცა რომელიმე ფიგურა დააბ-
ნევდა, სახელდახელოდ გამოგონილ ილეთებს ჩაურთავდა
ხოლმე. საამო საცქერი იყო ამ სრული ვაჟკაცის ბიჭური სი-
ლაღე: მართალია, წონა ამძიმებდა, მაგრამ რეზინის ბურთი-
ვით დახტოდა, დარბოდა, დაფრინავდა, დაკუნტრუშებდა, სა-
ხე უვარვარებდა, მელოტი თავი ულაპლაპებდა, ფრაკის კალ-
257 მკითხველთა ლიგა
თები გავეშებით უფრიალებდა, ლაქის სამეჯლისო ფეხსაც-
მელს ჰაერში აელვარებდა, ხოლო როცა მუსიკა გაჩერდებო-
და, შუბლიდან ოფლის წვეთებს მოიწმენდდა და ისე გაუღი-
მებდა თანამოძმეებს, როგორც უსათვალო ფრანგი პიკვიკი.
ასეთივე მოწადინებით, თუმცა გაცილებით მეტი გრა-
ციოზული სიმკვირცხლით გამოირჩეოდნენ ემი და მისი პო-
ლონელი, და ლორიმ შენიშნა, რომ უნებურად უთვლიდა
ტაქტს იმ თეთრ ფეხსაცმელს, რომელიც ისე დაუღალავად
დაფრინავდა, თითქოს ფრთები გამოსხმიაო. როცა პატარა
ვლადიმირმა საბოლოოდ თავი ანება ემის და თან დაარწმუ-
ნა, დიდად ვწუხვარ, ასე ადრე რომ მივდივარო, ემიმ გადაწ-
ყვიტა დაესვენა და ენახა, როგორ გადაიტანა სასჯელი მისმა
მოღალატე რაინდმა. სასჯელს მართლაც მოეტანა სარგებე-
ლი, რადგან ოცდასამი წლის ასაკში მეგობართა საზოგა-
დოება მალამოდ დაედება ხოლმე განადგურებულ სიყვა-
რულს, ხოლო სილამაზის, სინათლის, მუსიკისა და მოძ-
რაობის ჯადო ჭაბუკურ ძარღვებს აათრთოლებს, ჭაბუკურ
სისხლს ააჩქეფებს და ჭაბუკურ გუნებას გამოაკეთებს. ლორი
სრულიად გამოფხიზლებული წამოდგა და ადგილი დაუთმო,
ხოლო როცა ვახშმის მოსატანად წავიდა, ემიმ კმაყოფილი
ღიმილით გაიფიქრა, აჰა, ვიცოდი, რომ არგებდაო.
– ბალზაკის femme peinte par elle-même-ს105 ჰგავხარ, –
შენიშნა და ცალი ხელით მარაო დაუნიავა, მეორით კი ყავის
ფინჯანი მიაწოდა.
– მე ფერი არ გადამდის, – მოელვარე ლოყაზე დაისვა ხე-
ლი ემიმ და ისე სერიოზულად და, იმავდროულად, მიამიტუ-

femme peinte par elle-même – თავისი თავის დამხატველი ქალი


105

(ფრანგ.)
258 მკითხველთა ლიგა
რად დაანახვა თეთრი ხელთათმანი, რომ ლორის სიცილი
აუტყდა.
– ამ ქსოვილს რა ჰქვია? – ჰკითხა და კაბის ნაკეცს შეეხო,
რომელიც ჰაერის მოძრაობამ მუხლზე გადაუფინა.
– „ილუზია“.
– კარგი სახელია. რა ლამაზია. ახალი შემოსულია, არა?
– ადამისდროინდელია. ათას გოგოზე გინახავს, მაგრამ
აქამდე არ შეგიმჩნევია, რომ ლამაზია, stupide106!
– შენს ტანზე არ მინახავს და მაგიტომაც შემეშალა.
– ნუ მეუბნები, აკრძალულია. ახლა ყავა უფრო მჭირდება,
ვიდრე ქათინაურები. და გაშხლართული ნუ ზიხარ, ნერვებს
მიშლი.

ლორი გაიმართა და მორჩილად გამოართვა ცარიელი


თეფში, უცნაური სიამოვნება აგრძნობინა „პატარა ემის“
მბრძანებლობამ. ამასობაში ემის სიმორცხვემ გაუარა და
ლორის გათელვის დაუოკებელი სურვილი მოაწვა – ასეთი
მომხიბლავი ჩვევა აქვთ ქალიშვილებს, როცა „ბუნების გვირ-
გვინნი“ მორჩილების რაიმე ნიშანს გამოავლენენ ხოლმე.
– სად ისწავლე ასეთები? – ჰკითხა ლორიმ დამცინავად.
– „ასეთები“ ბუნდოვანი გამონათქვამია. ხომ არ დააზუს-
ტებდი? – გაეპასუხა ემი; მშვენივრად მიხვდა, რაც იგულისხმა
ლორიმ, მაგრამ იეშმაკა და აუხსნელის ახსნა მოსთხოვა.
– რა ვიცი... შესახედაობა, სტილი, თავდაჭერა... ეს... ეს...
„ილუზია“... – გაეცინა ლორის: დაიბნა და გასაჭირიდან ახა-
ლი სიტყვით დაიხსნა თავი.

106 Stupide – სულელო (ფრანგ.)


259 მკითხველთა ლიგა
ემის ეამა, თუმცა, ცხადია, არ შეიმჩნია და თავშეკავებით
მიუგო:
– უცხოეთში ცხოვრება ძალაუნებურად გხვეწს. თამაშ--
თამაშით ვსწავლობ, და ეს კი... – დაუდევარი ჟესტით მიუთი-
თა კაბაზე, – ტიული იაფია, თაიგულები თითქმის არაფერი
ღირს, მე კი მიჩვეული ვარ: ვიცი, როგორც გამოვიყენო ჩემი
ღარიბული რამერუმე.
ცოტა არ იყოს, ინანა ეს ბოლო ფრაზა: ვაითუ, უგემოვნოდ
გამომივიდაო, მაგრამ ლორის ამ სიტყვების გამო კიდევ უფ-
რო მოეწონა და იგრძნო, რომ აღტაცება და პატივისცემა
აღუძრა მისმა ვაჟკაცურმა მოთმინებამ, საუკეთესოს რომ გა-
მოადნობდა იმისგან, რაც ჰქონდა და ხალისიანმა ხასიათმა,
ყვავილებით რომ ფარავდა სიღარიბეს.
ემი ვერ მიხვდა, რატომ შეაცქერდა ლორი ასე ალერ-
სიანად ან რატომ ჩაწერა მისი სამეჯლისო წიგნაკის ყველა
ცარიელ სტრიქონზე თავისი სახელი და რატომ არ მოშორე-
ბია მთელი საღამო; არადა, ამ საამო ცვლილების აღმძვრე-
ლი იმპულსი იმ ახალი შთაბეჭდილების შედეგი იყო, რაც თა-
ვისდაუნებურად მოახდინეს ერთიმეორეზე.

260 მკითხველთა ლიგა


თავი მეთხუთმეტე
ჩამოწერილი

საფრანგეთში ქალიშვილები გათხოვებამდე უინტერესოდ


ცხოვრობენ, მერე კი მათი დევიზი Vive la liberté!107 ხდება.
ამერიკაში, როგორც ყველამ იცის, გოგონები ადრევე აწერენ
ხელს „დამოუკიდებლობის დეკლარაციას“ და რესპუბლიკუ-
რი გზნებით ტკბებიან თავისუფლებით, სამაგიეროდ, ახალ-
გაზრდა მატრონები პირველივე მემკვიდრის დაბადებისთანა-
ვე გადადგებიან ხოლმე ტახტიდან და კარჩაკეტილ ცხოვრე-
ბას იწყებენ. ეს კარჩაკეტილობა თითქმის ისეთივე მკაცრია,
როგორც ფრანგულ მონასტერში, თუმცა გაცილებით ნაკლე-
ბად მშვიდი. ქორწილის ფორიაქი რომ ჩაივლის, უნდათ თუ
არა, პრაქტიკულად ჩამოწერილები აღმოჩნდებიან და უმეტეს
მათგანს შეუძლია სწორედ ისე შესძახოს, როგორც ამას წი-
ნათ შესძახა ერთმა ძალიან ლამაზმა ქალმა:
– ისევ ისეთი კარგი ვარ, როგორიც ვიყავი, მაგრამ ზედ
არავინ მიყურებს, იმიტომ რომ გათხოვილი ვარ!
მეგი არც მზეთუნახავი იყო და არც მაღალ საზოგადოებაში
მოტრიალე ქალბატონი, ამიტომ ამგვარი გულისტკივილი არ
განუცდია, სანამ მისი პატარები ერთი წლისანი არ გახდნენ,
რადგან მის პატარა სამყაროში უბრალო წეს-ჩვეულებები იყო
გაბატონებული და, თანაც, გრძნობდა, რომ წინანდელზე უფ-

107 Vive la liberté! – გაუმარჯოს თავისუფლებას! (ფრანგ.)


261 მკითხველთა ლიგა
რო უყვარდათ და წინანდელზე უფრო აღტაცებულები იყვნენ
მისით.
რაკი პატარა ქალური ქალი იყო, უძლიერესი დედობრივი
ინსტინქტი აღმოაჩნდა და ისე ჩაინთქა შვილებში, რომ აღა-
რავინ და აღარაფერი ახსოვდა. დღედაღამ თავს დას-
ტრიალებდა და დაუღალავად უვლიდა, ჯონი კი დაქირავებუ-
ლი ადამიანის ამარა მიაგდო, რადგან ახლა სამზარეულოში
მავანი ირლანდიელი ლედი მბრძანებლობდა. ოჯახში ყოფ-
ნის მოყვარულ ჯონს ეს ამბავი აშკარად აწუხებდა, რადგან
მიჩვეული იყო ცოლის ყურადღებას, ახლა კი მოაკლდა, მაგ-
რამ რაკი ბავშვებს აღმერთებდა, დროებით ხალისით გადა-
დო გვერდზე თავისი კომფორტი და მამაკაცური უგუნურებით
იფიქრა, ცოტაც და კვლავ მშვიდობა დამყარდებაო, მაგრამ
გავიდა სამი თვე და სიმშვიდის დაბრუნების ნიშან-წყალიც კი
არ იგრძნობოდა. მეგი ქანცგაწყვეტილი და განერვიულებუ-
ლი ჩანდა, მთელ დროს, ყოველ წუთს ბავშვებს ანდომებდა,
სახლი უპატრონოდ იყო მიგდებული, ხოლო მზარეული კიტი
ცხოვრებას „იოლათ“ უყურებდა და სახლის პატრონი ნახევ-
რად მშიერი ჰყავდა. დილაობით ჯონი გაოგნებული გადიოდა
შინიდან, იმდენ წვრილ-წვრილ დავალებას აძლევდა ტუსაღი
დედა, ხოლო საღამოს, თუკი ხალისიანად შევიდოდა სახლში
და ცოლ-შვილის გულში ჩაკვრას მოიწადინებდა, ამ წადილს
იქვე ჩაუქრობდნენ:
– ჩუ! ეს წუთია დაეძინათ, მთელი დღე ტიროდნენ.
შინ ცოტა გართობა მოუნდებოდა და...
– არა! ბავშვები შეწუხდებიან.
ლექციას ან კონცერტს ახსენებდა და – საყვედურით შეხე-
დავდნენ და გადაჭრით მიუგებდნენ:
– ჩემი სიამოვნებისთვის დავყარო ბავშვები? არასოდეს!
262 მკითხველთა ლიგა
ღამღამობით აქეთ ბავშვების ჩხავილი უფრთხობდა ძილს
და იქით – აჩრდილივით სილუეტი, მთელი ღამეები რომ
ფხიზლობდა და უხმაუროდ მიდი-მოდიოდა. ვერც სმა-ჭამა
ხერხდებოდა უწყვეტად: სუფრის თავში მჯდარი გენია მაშინვე
გარბოდა, როგორც კი ბუდიდან მიყრუებული ჟღურტული ჩა-
მოისმოდა და ჯონს დაუპურებელს ტოვებდა, ხოლო საღა-
მოობით, როცა ჯონი გაზეთს კითხულობდა, სავაჭრო ფლო-
ტის ხომალდების ჩამონათვალში დემის მუცლის გვრემა ჩა-
ეჩხირებოდა ხოლმე, ბირჟის აქციების ფასზე კი დეიზის წაქ-
ცევა მოქმედებდა, რადგან მისის ბრუკს მხოლოდ შინაური
ამბები აინტერესებდა.
საწყალი კაცი ცუდ დღეში იყო, რადგან ცოლი შვილებმა
წაართვეს, სახლი საბავშვო ოთახად გადაიქცა და გადადგამ-
და თუ არა ფეხს ჩვილთა ქვეყნის წმინდა საზღვარზე, გაუთა-
ვებელი „ჩუს“ გადამკიდეს თავი მძვინვარე მომხვდური ეგო-
ნა. ექვსი თვე მოთმინებით იტანდა ყოველივე ამას, მაგრამ
როცა უკეთესობის არანაირი ნიშანი არ გამოჩნდა, ის ქნა,
რასაც სხვა გაძევებული მამები შვრებიან – სცადა, სხვაგან
ეპოვა მცირე ნუგეში. სკოტმა ცოლი შეირთო და შორიახლო
დაფუძნდა, ჰოდა, ჯონიც საღამოობით ორიოდე საათით შეუვ-
ლიდა ხოლმე, როცა მისი საკუთარი სასტუმრო ოთახი ცა-
რიელი იყო, მისი საკუთარი ცოლი კი იავნანას მღეროდა,
რომელსაც, მისი შეტყობით, ბოლო არ ექნებოდა. მისის სკო-
ტი ხალისიანი, კოხტა გოგონა გახლდათ, საქმე არაფერი
ჰქონდა გარდა იმისა, რომ საამური ყოფილიყო, ამ მისიას კი
ფრიად წარმატებით ართმევდა თავს. სასტუმრო ოთახი მუდამ
გასხივოსნებული და მიმზიდველი იყო, ჭადრაკის დაფა – გაშ-
ლილი, პიანინო – აწყობილი, მხიარული მასლაათი – უხვი,
ხოლო კარგი, მსუბუქი ვახშამი – მაცდუნებელი. ჯონს თავის
263 მკითხველთა ლიგა
კერასთან ყოფნა ერჩია, ასე მარტოსულად რომ არ ეგრძნო
იქ თავი, მაგრამ რადგან საქმე ასე იყო, მადლიერებით იღებ-
და იმ საუკეთესოს, რის მიღებაც შინ ყოფნის სანაცვლოდ
უხერხდებოდა და მეზობლების საზოგადოებით ტკბებოდა.
თავიდან მეგს კიდეც მოსწონდა ახალი წესი და შვებას
გრძნობდა, რაკი იცოდა, რომ ჯონი კარგ დროს ატარებდა
იმის მაგივრად, რომ სასტუმრო ოთახში ჩაეთვლიმა ან სახ-
ლში ეხეტიალა და ბავშვები გაეღვიძებინა. თუმცა, თანდათან,
როცა კბილების ამოჭრასთან დაკავშირებულმა მღელვარე-
ბამ ჩაიარა, მეგის კერპები უკვე თავის დროზე იძინებდნენ და
დედას დასვენების დროს უტოვებდნენ, უჯონოდ მოეწყინა;
თავისი ხელსაქმის კალათაც უღიმღამო ამხანაგად ეჩვენებო-
და, როდესაც ქმარი წინ არ ეჯდა ძველ ხალათში გახვეული
და ბუხრის ცხაურზე მშვიდად არ ილანძავდა საშინაო ჩუს-
ტებს. შინ დარჩენას არ სთხოვდა, მაგრამ სწყინდა, თვითონვე
რატომ ვერ ხვდება, რომ მჭირდებაო და სულმთლად დავიწ-
ყებული ჰქონდა ის მრავალი საღამო, როცა ჯონი ამაოდ
ელოდა. მეგი განერვიულებული იყო, უძილო ღამეებითა და
შფოთვით გაწამებული, საღად განსჯის უნარდაკარგული, რაც
ზოგჯერ საუკეთესო დედებსაც კი ემართებათ, როცა შინაური
საზრუნავი დათრგუნავთ ხოლმე. ჰაერზე გაუსვლელობითა
და უმოძრაობით ხალისი ეკარგებათ, ხოლო ამერიკელ ქა-
ლებს კერპის – ჩაის – მეტისმეტი თაყვანისცემა ისეთ დღეში
აგდებთ, რომ ჰგონიათ, ნერვების ამარა არიან და კუნთები
საერთოდ არ გააჩნიათ.
– ჰო, – ამბობდა მეგი, როცა სარკეში ჩაიხედავდა, –
ვბერდები და ვუშნოვდები. ჯონს აღარ ვაინტერესებ, ამიტო-
მაც ტოვებს თავის დამჭკნარ ცოლს, მიდის და კოხტა მეზო-
ბელს შესცქერის, რომელსაც არანაირი ტვირთი არ აწევს.
264 მკითხველთა ლიგა
რას ვიზამ! სამაგიეროდ ბავშვებს ვუყვარვარ, არც ჩემი სიგამ-
ხდრე და უფერულობა აწუხებთ და არც ის, თმის დასაკულუ-
ლებლად რომ ვერ ვიცლი. ბავშვები ჩემი ნუგეშია და როდის-
მე ჯონიც დაინახავს, რომ სიხარულით ვანაცვალე თავი შვი-
ლებს. ხომ დაინახავს, ჩემო ძვირფასებო?
ამ შესაბრალის მიმართვას დეიზი ჟღურტულით უპასუხებ-
და, დემი კი – ღუღუნით, მეგიც გვერდზე გადადებდა ჩივილს
და დედობრივ აღტაცებაში მოვიდოდა, რაც დროებით უმსუ-
ბუქებდა მარტოობას. თუმცა, გულისტკივილი უფრო და უფ-
რო ემატებოდა, რადგან ჯონი პოლიტიკამ დააინტერესა, წამ-
დაუწუმ შეურბენდა ხოლმე სკოტს საინტერესო საკითხების
განსასჯელად და ფიქრადაც არ მოსდიოდა, მეგს ვენატრე-
ბიო. თუმცა, მეგი თქმით არაფერს ამბობდა, სანამ ერთ დღე-
საც დედამ მტირალს არ მიუსწრო და არ ჩააცივდა, რა ამბა-
ვიაო, რადგან ქალიშვილის უგუნებობა არ გამოჰპარვია.
– შენ გარდა არავის ვეტყოდი, დე, მაგრამ მართლა მჭირ-
დება რჩევა, იმიტომ რომ თუ ჯონი ასე გააგრძელებს, გამოვა,
რომ დავქვრივებულვარ, – შეურაცხყოფილი იერით მიუგო
მისის ბრუკმა და დეიზის წინსაფრით მოიწმინდა ცრემლი.
– როგორ გააგრძელებს, ჩემო კარგო? – შეშფოთებით
ჰკითხა დედამ.
– მთელი დღეობით წასულია, საღამოს კი, როცა მინდა
ვნახო, სულ სკოტებთან დადის. უსამართლობაა: მე ყველაზე
მძიმე საქმე მაქვს და არანაირი გასართობი. რა ეგოისტები
არიან კაცები, საუკეთესონიც კი!
– ქალებიც ასეთები არიან. ჯონს ნუ დაადანაშაულებ, სა-
ნამ არ მიხვდები, შენ თვითონ რას აშავებ.
– ჰო, მაგრამ მართალი როგორ იქნება იმაში, რომ ყუ-
რადღებას არ მაქცევს?
265 მკითხველთა ლიგა
– შენ კი აქცევ?
– კარგი, რა დე! მეგონა, ჩემს მხარეს დადგებოდი!
– შენს მხარეს ვდგავარ, სანამ თანაგრძნობაზეა ლაპარა-
კი, მაგრამ მე მგონი, შენი ბრალია, მეგ.
– ვერ ვხვდები, რა არის ჩემი ბრალი.
– მოდი, აგიხსნი. განა, ჯონი, შენი თქმისა არ იყოს, უყუ-
რადღებოდ გტოვებდა, სანამ იმის საშუალება არ მოაკელი,
რომ შენ გვერდით იყოს საღამოობით – როცა დასვენების
დრო აქვს?
– ჰო, მაგრამ სად შემიძლია მის გვერდით ყოფნა, როცა
ორი ბავშვი მყავს მისახედი?
– მე მგონი, შეგიძლია, და უნდა იყო კიდეც. შეიძლება, გუ-
ლახდილად გელაპარაკო? ხომ გეხსომება, რომ დედა, რომე-
ლიც გადანაშაულებს, ამავე დროს ის დედაა, რომელიც თანა-
გიგრძნობს?
– როგორ არა! ისე მელაპარაკე, თითქოს ისევ პატარა მე-
გი ვიყო. რაც ეს ბავშვები მყავს და მთლიანად ჩემზე არიან
დამოკიდებულნი, ვგრძნობ, რომ წინანდელზე უფრო მჭირდე-
ბა დარიგება.
მეგმა დედის სავარძელთან მიაჩოჩა თავისი დაბალი სა-
ვარძელი და ორმა ქალმა ქანაობა-ქანაობით გააბა გულითა-
დი საუბარი. ორივენი გრძნობდნენ, რომ დედობის წყალო-
ბით იმაზე მეტად ერთნი გახდნენ, ვიდრე ოდესმე ყოფილან.
– შენ მხოლოდ ის შეგეშალა, რაც მეტწილად ეშლებათ
ახალგაზრდა ცოლებს: შვილების სიყვარულმა ცოლის ვალ-
დებულება დაგავიწყა. ძალიანაც ბუნებრივი და მისატევებე-
ლი შეცდომაა, მეგ, მაგრამ მაინც შეცდომა, რომელიც, ჯობს,
მანამ გამოასწორო, სანამ შენ და ჯონი თქვენ თქვენს გზებზე
წასულხართ; ბავშვებმა უნდა დაგაახლოონ და არა დაგაშო-
266 მკითხველთა ლიგა
რონ, თითქოს მხოლოდ შენი შვილები იყვნენ და ჯონს არაფე-
რი ესაქმებოდეს იმათთან გარდა იმისა, რომ არჩინოს. რამ-
დენი კვირაა, გაკვირდებით, მაგრამ არაფერი მითქვამს:
დარწმუნებული ვიყავი, თავის დროზე ყველაფერი
მოგვარდება-მეთქი.
– რამ უნდა მოაგვაროს? თუ ვთხოვე, დარჩი-მეთქი, ეგო-
ნება ვეჭვიანობ, არადა, არ მინდა, მაგ აზრით შეურაცხვყო.
ვერ ხედავს, რომ მჭირდება? მე კი არ ვიცი, უსიტყვოდ რო-
გორ ვუთხრა.
– ისეთი საამური გახადე სახლი, რომ წასვლა არ მოუნ-
დეს. ჩემო კარგო, ჯონს სულითა და გულით უნდა, სახლი
ჰქონდეს, მაგრამ უშენოდ აქაურობა სახლი არ არის, შენ კი
სულ მუდამ ბავშვების ოთახში ხარ.
– არ უნდა ვიყო?
– გამოუსვლელად – არა. მეტისმეტი კარჩაკეტილობა გა-
ნერვიულებს და აღარაფრისთვის ვარგიხარ. გარდა ამისა,
მხოლოდ ბავშვების კი არა, ჯონის მიმართაც გაქვს ვალდებუ-
ლება. ბავშვებმა ქმარი არ უნდა დაგავიწყონ და არც ბავშვე-
ბის ოთახის კარი უნდა მოუხურო ქმარს: პირიქით, ასწავლე,
როგორ მოგეშველოს იმ ოთახში. იქ მისი ადგილიც ისევეა,
როგორც შენი. ბავშვებს სჭირდებათ მამა. აგრძნობინე, რომ
ბავშვების გაზრდაში მასაც აქვს თავისი როლი და ამ როლს
ხალისით და ერთგულად შეასრულებს, ეს კი ყველას გარ-
გებთ.
– მართლა ეგრე გგონია, დე?
– კი არ მგონია, ვიცი, მეგ. მე იშვიათად ვიძლევი რჩევას,
თუკი გამოცდილებით არ დავრწმუნდი, რომ ეს რჩევა პრაქ-
ტიკულია. როცა შენ და ჯო პატარები იყავით, ზუსტად ისე ვიქ-
ცეოდი, როგორც ახლა შენ. სულ მეგონა, ჩემს მოვალეობას
267 მკითხველთა ლიგა
ვერ შევასრულებდი, თუკი მთლიანად თქვენ არ მოგიძღვნი-
დით თავს. საწყალი მამათქვენი წიგნებში ჩაეფლო მას მერე,
რაც ბევრჯერ მითხრა, გიშველიო და უარი ვუთხარი; ნებაზე
მიმიშვა, რომ მარტოდმარტო ჩამეტარებინა ჩემი ექსპერი-
მენტი. თავს არ ვზოგავდი, მაგრამ ჯოს ვერ ვერეოდი. ყველა
კაპრიზს ვუსრულებდი და კინაღამ გავრყვენი. მერე ავად გა-
მიხდით და ისე ვიდარდე, რომ მეც ავად გავხდი. მაშინ კი მო-
ვიდა მამათქვენი საშველად, ყველაფერი წყნარად მოაგვარა
და ისეთი საჭირო ადამიანი გახდა, რომ მივხვდი ჩემს შეცდო-
მას და მას მერე უიმისოდ ვეღარაფერს ვაბამ თავს. აი, ეს
არის ჩვენი ოჯახური ბედნიერების საიდუმლო: ის თავს უფ-
ლებას არ აძლევს, რომ საქმემ ჩამოაშოროს იმ წვრილ-
წვრილ საკეთებელსა და ვალდებულებას, რაც ყველას გვეხე-
ბა, მე კი ვცდილობ, შინაურმა საზრუნავმა არ გამიქროს იმის
ინტერესი, რომ მამათქვენმა კვლავ გააგრძელოს თავისი
საქმიანობა. ორივეს გვაქვს ჩვენ-ჩვენი საქმე, მაგრამ სახლში
მუდამ ერთად ვშრომობთ.
– ჰო, ეგრეა, დე, და გულით მინდა, ჩემი ქმარ-
შვილისთვის ის გავხდე, რაც შენ იყავი და ხარ შენი ქმარ-
შვილისთვის. მასწავლე, მასწავლე, როგორ მოვიქცე და ყვე-
ლაფერს ისე ვიზამ, როგორც შენ მეტყვი.
– შენ მუდამ დამჯერი შვილი მყავდი, მეგ. ჰოდა, საყვარე-
ლო, შენს ადგილზე ჯონს უფრო მეტად ჩავრთავდი დემის აღ-
ზრდაში; ბიჭს კალაპოტში ჩაყენება სჭირდება და რაც უფრო
მალე დაიწყებთ, მით უკეთესი, მერე კი იმას ვიზამდი, რაც
ბევრჯერ შემომითავაზებია: დასახმარებლად ჰანას მოვიყვან-
დი. სანაქებო ძიძაა და იოლად მიანდობ შენს ძვირფას შვი-
ლებს, შენ კი სახლს მიხედავ. შენ მეტს იმოძრავებ, ჰანას დაჯ-
დომა და დასვენება არგებს, ჯონი კი კვლავ მოიპოვებს
268 მკითხველთა ლიგა
ცოლს. ხშირად გადი ხალხში და მხოლოდ საქმიანი კი არა,
მხიარულიც იყავი. ოჯახში ამინდს შენ ქმნი და თუ შენ მოღ-
რუბლული ხარ, მზიან დღეებს ნუ ელოდები. გარდა ამისა,
ვეცდებოდი, ყველაფრით დავინტერესებულიყავი, რაც ჯონს
მოსწონს – ველაპარაკებოდი, მოვისმენდი, რასაც წამიკით-
ხავდა, აზრებს გავცვლიდ-გამოვცვლიდით და ამითაც დავეხ-
მარებოდით ერთმანეთს. რახან ქალი ხარ, კოლოფში კი არ
უნდა ჩაიკეტო: პირიქით, ეცადე, გაიგო, რა ამბავია ქვეყანა-
ზე, განვითარდე და შენც მიიღო მონაწილეობა იმაში, რაც
გარშემო ხდება, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი შენ და შენიანებ-
საც გეხებათ.
– ჯონი ძალიან ჭკვიანია და სულელი ვეგონები, თუკი პო-
ლიტიკაზე და სხვა ამბებზე დავუსვამ შეკითხვებს.
– არა მგონია, ეგრე მოხდეს. სიყვარული ბევრი შეცდომის
მიმტევებელია, თანაც, ჯონზე თავისუფლად ვის უნდა ჰკითხო,
რაც საკითხავი გექნება? სცადე და ნახავ, შენთან ყოფნა უფ-
რო სასიამოვნოდ თუ არ გაუხდეს, ვიდრე მისის სკოტის ვახ-
შმები.
– ეგრე ვიზამ. საწყალი ჯონი! ალბათ, მართლა მიტოვებუ-
ლი მყავდა, მაგრამ მეგონა, მართალი ვიყავი, ის კი არაფერს
ამბობდა.
– ცდილობდა, ეგოიზმი არ გამოეჩინა, მაგრამ, როგორც
ვხვდები, ძალიან მარტოსული იყო. ახლა ის დროა, მეგ, რო-
ცა შესაძლებელია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთმანეთისად-
მი გაუცხოვდეს, და თან, სწორედ ის დრო, როცა უსათუოდ
ერთად უნდა იყვნენ, რადგან პირველი სინაზე მალე ცვდება,
თუკი მის შენარჩუნებაზე არ იზრუნეს. არც იმაზე ლამაზი და
ძვირფასი დრო არსებობს მშობლებისთვის, ვიდრე იმ პატარა
სულიერთა სიცოცხლის პირველი წლები, რომლებიც აღსაზ-
269 მკითხველთა ლიგა
რდელად მიეცათ. არ დაუშვა, რომ ჯონი უცხო გახდეს ბავშვე-
ბისთვის. ისინი ყველა სხვაზე მეტად მოახერხებენ, რომ ჯონ-
მა უსაფრთხოდ და ბედნიერად იცხოვროს ამ განსაცდელითა
და ცდუნებით სავსე სამყაროში, სწორედ ისინი გაგაცნობენ
და შეგაყვარებენ ერთმანეთს ისე, როგორც საჭიროა. ახლა
კი დაგემშვიდობები, ჩემო კარგო. იფიქრე დედის დარიგებაზე
და თუ კარგი გეჩვენოს, შეასრულე. ღმერთი იყოს თქვენი
მფარველი!
მეგმა იფიქრა ამ დარიგებაზე, კარგი ეჩვენა და შეასრულა
კიდეც, თუმცა პირველი ცდა მთლად ისეთი არ გამოუვიდა,
როგორც დაგეგმა. ცხადია, ბავშვები ტირანებივით ექცეოდ-
ნენ და სახლშიც გაბატონდნენ, როგორც კი მიხვდნენ, რომ
ფეხების ქნევითა და წივილით ყველაფერს მიიღებდნენ, რაც
კი მოუნდებოდათ. დედა მათი კაპრიზების საბრალო მხევალი
იყო, აი, მამა კი ასე იოლად არ ემორჩილებოდათ და დრო-
დადრო ნაზ მეუღლეს იმით ტანჯავდა, რომ ცდილობდა მა-
მობრივი დისციპლინისთვის დაექვემდებარებინა თავისი მო-
უსვენარი ძე. საქმე ის იყო, რომ დემის მშობლისგან მემკვიდ-
რეობით ერგო ხასიათის სიმტკიცე – მოდით, სიჯიუტეს ნუ და-
ვარქმევთ – და როცა რამის მიღებას ან გაკეთებას გადაწ-
ყვეტდა, მეფის მთელი ამქარი და მეფის მთელი ლაშქარიც კი
ვერ გადააგუნებებინებდა. დედას ეგონა, ჯერ ადრეა, რომ
ჩემს სანუკვარ ვაჟს თავისი ახირებების დათრგუნვა ვასწავ-
ლოთო, მამას კი სჯეროდა, რაც უფრო ადრე მივაჩვევთ დამ-
ჯერობას, მით უკეთესიაო. ჰოდა, მასტერ დემი მალევე მიხ-
ვდა, რომ მამასთან „ჭიდაობაში“ მუდამ მარცხდებოდა, თუმ-
ცა, როგორც ინგლისელებს სჩვევიათ, პატივს სცემდა მასზე
გამარჯვებულ ადამიანს და უყვარდა მამა, რომლის მკაცრი

270 მკითხველთა ლიგა


„არა, არა!“ უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე დედის ალერ-
სიანი ფერება.
დედასთან ლაპარაკიდან რამდენიმე დღე რომ გავიდა,
მეგმა გადაწყვიტა, ჯონისთვის სასიამოვნო საღამო გაემარ-
თა. შეუკვეთა კარგი ვახშამი, მიალაგა სასტუმრო ოთახი, გა-
მოიპრანჭა და ბავშვები ადრიანად დააწვინა, რომ ექსპერი-
მენტში ხელი არ შეშლოდა, მაგრამ საუბედუროდ, დემის ახი-
რებებიდან ყველაზე დაუძლეველი ახირება ის გახლდათ,
რომ დაძინება არ უყვარდა და იმ საღამოს გადაწყვიტა, ღამი-
თაც გაეგრძელებინა ბობოქრობა. საბრალო მეგმა უმღერა,
დაარწია, ზღაპრები უამბო და ძილის მოგვრის ყველა ხერხი
სცადა, მაგრამ ამაოდ: დიდი თვალები არა და არ დაიხუჭა;
მას მერე, რაც დეიზი წესებს დაემორჩილა, დემი კიდევ დიდ-
ხანს იწვა და შუქს მიშტერებოდა ყოვლად თავგზაამბნევად
ფხიზელი გამომეტყველებით.
– იწვება დემი ჩუმად, როგორც კარგი ბიჭი, სანამ დედა
დაბლა ჩაირბენს და საწყალ მამას ჩაის დაალევინებს? –
ჰკითხა მეგმა, როცა შემოსასვლელში ჩუმად მიიხურა კარი
და ნაცნობი ფეხის ხმა გაისმა: ჯონი ფეხის წვერებზე შევიდა
სასადილო ოთახში.
– მეც ცაი! – თქვა დემიმ და ნადიმზე დასასწრებად მოემ-
ზადა.
– არა, მაგრამ საუზმისთვის პატარა ნამცხვრებს გადაგი-
დებ, თუ დეიზივით ნანას იზამ. კარგი, საყვარელო?
– ქი! – და დემიმ მაგრად დახუჭა თვალები, თითქოს იმის-
თვის, რომ მალე დასძინებოდა და სანუკვარი დილა მოეახ-
ლოებინა.
მეგმა ისარგებლა ამ ხელსაყრელი წამით და გასხლტა,
რომ სახეზე ღიმილგადაფენილი და თმაზე პატარა ცისფერ
271 მკითხველთა ლიგა
ბაფთადაბნეული შეგებებოდა ქმარს. ამ ბაფთას მუდამ განსა-
კუთრებულ აღტაცებაში მოჰყავდა ჯონი, ახლაც მაშინვე შე-
ნიშნა და საამოდ გაკვირვებულმა თქვა:
– ამ საღამოს რა მხიარულები ვართ, პატარა დედიკო!
სტუმრებს ველით?
– მხოლოდ შენ, საყვარელო.
– დღეობაა, წლისთავი თუ რა?
– არა, უბრალოდ, დამღალა აჩაჩულ-დაჩაჩულობამ და
მრავალფეროვნებისთვის გამოვეწყვე. შენ მუდამ მოწესრიგე-
ბული უჯდები სუფრას, რაგინდ დაღლილი იყო. მეც შენსავით
რატომ არ უნდა მოვიქცე, როცა დრო მაქვს?
– მე შენს პატივსაცემად ვიქცევი ასე, ჩემო ძვირფასო, –
მიუგო ძველმოდურმა ჯონმა.
– მეც, მეც, მისტერ ბრუკ, – გაეცინა მეგს. ჩაიდანთან მიმ-
ჯდარმა, ძველებურად ნორჩმა და კოხტამ, თავი დაუქნია
ქმარს.
– მშვენიერია, სწორედ წინანდებურად. ჩაიც რა გემ-
რიელია. შენი დღეგრძელობა იყოს, ძვირფასო, – ჯონმა ნე-
ტარი აღტაცებით მოხვრიპა ჩაი, თუმცა ეს ნეტარი აღტაცება
ერთობ ხანმოკლე გამოდგა: ფინჯნის დადგმა ძლივს მოას-
წრო, რომ კარის სახელური იდუმალად აჩხარუნდა და მოუთ-
მენელი ხმა გაისმა:
– გააგე, მოედი.
– ოჰ, რა გაუგონარი ბიჭია! ვუთხარი, შენ თვითონ
დაიძინე-მეთქი და უკვე ჩამოსულა. გაცივდება, ფეხშიშველა
რომ დატყაპუნებს იმ ფეხსაფენზე, – გაეხმაურა მეგი კარს
იქიდან დაძახებას.
– უკე დილა! – ხალისიანად გამოაცხადა სასადილო
ოთახში შესულმა დემიმ; გრძელი ღამის პერანგის კალთა
272 მკითხველთა ლიგა
მოხდენილად გადაეგდო მკლავზე. როცა მაგიდის გარშემო
აკუნტრუშდა და სიყვარულით სავსე მზერით დაუწყო ძებნა
ნამცხვარს, თმის ყოველი კულული მხიარულად აუცეკვდა
თავზე.
– არა, ჯერ დილა არ არის. ლოგინში უნდა დაწვე და საწყა-
ლი დედა არ შეაწუხო, ასე თუ იზამ, დილით შაქარმოყრილ
ნამცხვარს მიიღებ.
– მე მამა მიკალს, – თქვა ეშმაკუნამ და მამას მუხლებზე
აცოცება დააპირა, რომ აკრძალული სიამოვნებით დამტკბა-
რიყო, მაგრამ ჯონმა თავი გააქნია და მეგს უთხრა:
– თუ უთხარი, ზემოთ დარჩი და შენ თვითონ დაიძინე-
თქო, კიდეც გააკეთებინე, თორემ ვერ ისწავლის, რომ უნდა
გაგიგონოს.
– კი, რა თქმა უნდა. წამოდი, დემი, – და მეგმა შვილი გა-
იყვანა, თან კი ერთი სული ჰქონდა, კარგად გაეტყიპა მის
გვერდით მოკუნტრუშე პატარა ხელის შემშლელი და მცდა-
რად გადაწყვიტა, ბავშვების ოთახში ავალთ თუ არა, მოვ-
ქრთამავო.
არც დემის გასცრუებია იმედი, რადგან ამ წინდაუხედავმა
ქალმა მართლაც მისცა შაქრის ნატეხი, საბანში ჩაფუთნა და
დილამდე გასეირნება აუკრძალა.
– ქი! – თქვა ფიცის გამტეხმა დემიმ, შაქარი დაწუწნა და
თავისი პირველი ცდა უაღრესად წარმატებულად მიიჩნია.
მეგი დაბრუნდა თავის ადგილზე და ვახშამი საამურად
გაგრძელდა, მაგრამ პატარა მოჩვენება ისევ შემობრძანდა
და თავხედური მოთხოვნით ამხილა დედის დანაშაული:
– ტიდე საქალი, დე.
– ასე არ ივარგებს, – თქვა ჯონმა და გული გაიქვავა, რომ
ამ მომხიბლავი პატარა არამზადისთვის თავისი არ გაეტანი-
273 მკითხველთა ლიგა
ნებინა, – სიმშვიდე არ გვეღირსება, სანამ ეს ბავშვი წე-
სიერად დაძინებას არ ისწავლის. ძალიან დიდხანს ემონებო-
დი. ახლა, მოდი, ერთხელ ასწავლე ჭკუა და ეს ამბავიც დამ-
თავრდება. ჩააწვინე ლოგინში და დატოვე, მეგ.
– არ დარჩება. არასოდეს არ რჩება, თუ მეც იქვე არ ვუზი-
ვარ.
– მე მოვუვლი. დემი, ადი მაღლა და ლოგინში დაწექი,
როგორც დედა გეუბნება.
– ალ ავალ! – მიუგო პატარა მეამბოხემ, სტაცა ხელი სა-
ნუკვარ „ნამცვალს“ და აუღელვებელი თავხედურობით დაუწ-
ყო ჭამა.
– მამას ასე არ უნდა ელაპარაკო. თუ არ ახვალ, მე აგიყ-
ვან.
– ტადი, მამა ალ მიკალს, – და დემიმ დედის ქვედაკაბას
შეაფარა თავი.
თუმცა, ეს თავშესაფარიც კი არ გამოდგა საიმედო, რად-
გან მტერს გადასცეს და დააყოლეს:
– ალერსიანად მოექეცი, ჯონ, – რაზეც „ბოროტმოქმედს“
ელდა ეცა: თუ დედამ მიატოვა, გამოდიოდა, რომ განკითხვის
დღე ახლო იყო. საბრალო დემის ნამცხვარი გამოართვეს,
ცელქობა შეაწყვეტინეს, ღონივრად მოხვიეს ხელი და საძულ-
ველი ლოგინისკენ წაიყვანეს. მანაც ვერ მოთოკა ბრაზი და
მამა დაუფარავად გამოიწვია ბრძოლაში. სანამ აჰყავდათ,
მთელი გზა წიხლებს იქნევდა და გაჰკიოდა. დააწვინეს თუ
არა საწოლის ერთ მხარეს, იქვე მეორე მხრიდან გადაგორდა
და კარისკენ გაექანა, მაგრამ სამარცხვინოდ სტაცეს ხელი
პატარა ტოგის ბოლოში და ისევ დააწვინეს; ეს ხალისიანი
წარმოდგენა მანამ გაგრძელდა, სანამ ყმაწვილკაცს ღონე არ
გამოელია, რის შემდეგაც მთელი ხმით აღრიალდა. როგორც
274 მკითხველთა ლიგა
წესი, მეგს ამ ვოკალური სავარჯიშოთი სჯობნიდა, მაგრამ ჯო-
ნი უძრავად, როგორც იტყვიან, გაქვავებული იჯდა: არც
რჩევა-დარიგება, არც შაქარი, არც იავნანა და არც ზღაპარი,
შუქიც კი ჩააქრო და მხოლოდ ბუხრის წითელი ნაღვერდალი
აცოცხლებდა „დიდ შავბნელს“, რომელსაც დემი ცნობისმოყ-
ვარეობით უფრო უყურებდა, ვიდრე შიშით. ამ ახალმა წეს-
რიგმა ზიზღი აღუძრა და როცა მძვინვარე ვნებები ჩაუცხრა,
ტყვედქმნილ დესპოტს თავისი ალერსიანი მხევალი გაახსენ-
და და სევდიანად აქვითინდა, – დედაო. გაშმაგებულ ღრი-
ალს მოყოლებულმა შესაბრალისმა ტირილმა გული გაუპო
მეგს, ზევით აირბინა და მუდარით თქვა:
– გეხვეწები, დავრჩები, ახლა კარგად მოიქცევა, ჯონ.
– არა, საყვარელო. ნათქვამი მაქვს, დედამ გითხრა და უნ-
და დაიძინო-მეთქი, ჰოდა, მთელ ღამეს აქ ჯდომა რომ დამ-
ჭირდეს, უნდა დაიძინოს.
– ჰო, მაგრამ ამდენი ტირილით ავად გახდება, – შეევედ-
რა მეგი და თავის თავს უსაყვედურა, ბიჭი რატომ მივატოვეო.
– არა, არ გახდება. ისეთი დაღლილია, ძილი მალე წაარ-
თმევს თავს და ეს საქმეც მოგვარდება: მიხვდება, რომ უნდა
გაგვიგონოს. ნუ ჩაერევი, მე თვითონ მოვუვლი.
– ჩემი შვილია და არ მინდა, სისასტიკით გატეხონ.
– ჩემი შვილია და არ მინდა, თავისი გაატანინონ და გარ-
ყვნან. შენ დაბლა ჩადი, ჩემო კარგო და ბიჭს მე მივხედავ.
როცა ჯონი ასეთი მბრძანებლური ტონით ლაპარაკობდა,
მეგი მუდამ ემორჩილებოდა და არასოდეს გახდომია სანა-
ნებლად თავისი მორჩილება.
– ოღონდ, გეხვეწები, ერთს ვაკოცებ, ჯონ.

275 მკითხველთა ლიგა


– როგორ არა. დემი, ღამე მშვიდობისა უთხარი დედას და
გაუშვი, რომ დაისვენოს, თორემ მთელი დღე გივლიდა და ძა-
ლიან დაიღალა.
მეგს მუდამ სათქმელად ჰქონდა, კოცნა იყო, გამარჯვება
რომ მოგვიტანაო, რადგან იმ კოცნის შემდეგ დემი მხოლოდ
ხმადაბლა სლუკუნებდა და გაუნძრევლად იწვა საწოლის ბო-
ლოში, სადაც სულიერი ტკივილებით გატანჯული ჩაიკლაკნა.
„საწყალი პატარა კაცი, დაიქანცა ტირილით და ჩაეძინა.
დავაფარებ და მერე ჩავალ, მეგს გულს დავუმშვიდებ“,
გაიფიქრა ჯონმა და ფრთხილად მივიდა საწოლთან იმ იმე-
დით, რომ თავისი მეამბოხე მემკვიდრე ჩაძინებული დაუხ-
ვდებოდა.
მაგრამ იმას არ ეძინა და როცა მამამ დახედა, დემიმ თვა-
ლები გაახილა, ნიკაპი აუკანკალდა, ხელები გაიწოდა და მო-
ნანიებით დაასლოკინა:
– ეხა კაქი ვალ.
კიბეზე მჯდარ მეგს უკვირდა, ღრიალს რამსიგრძე სიჩუმე
მოჰყვაო და მას მერე, რაც ათასნაირი შესაძლო უბედური
შემთხვევა წარმოიდგინა, ოთახში შესხლტა, რომ გული დაემ-
შვიდებინა. დემის ღრმად ეძინა, მაგრამ ხელ-ფეხ გართხმუ-
ლი კი არ იწვა, როგორც სჩვეოდა, არამედ მამის მკლავშე-
მოხვეული მოკუნტულიყო და მამას თითზე ჩაბღაუჭებოდა,
თითქოს მიმხვდარიყო, რომ სამართლიანობა და ლმობიერე-
ბა ერთმანეთისაგან განუყრელია და სევდა- და ჭკუამომატე-
ბულს ჩასძინებოდა. ასე დაჭერილი ჯონი ქალივით მოთმინე-
ბით ელოდა, სანამ პაწია ხელი მოდუნდებოდა და ამ ლოდინ-
ში ჩაეძინა: შვილთან ბრძოლამ უფრო დაქანცა, ვიდრე მთე-
ლი დღის მუშაობამ.

276 მკითხველთა ლიგა


მეგი იდგა, დასცქეროდა ორ თავს ბალიშზე გვერდიგვერდ
და თავისთვის იღიმებოდა; მერე კი ისევ ჩუმად გავიდა და
კმაყოფილებით გაიფიქრა: „შიში არ უნდა მქონდეს, რომ ჯო-
ნი მეტისმეტად მკაცრად მოექცევა ჩემს პატარებს. იცის, რო-
გორ გაართვას თავი და დიდი საშველიც იქნება, იმიტომ რომ
დემის ვეღარ ვერევი“.
როცა ჯონი, ბოლოს და ბოლოს, ჩავიდა დაბლა იმის მო-
ლოდინით, რომ ცოლი სევდიანი დახვდებოდა ან დაემდურე-
ბოდა, საამოდ გაკვირვებული დარჩა: მეგი აუღელვებლად
რთავდა შლაპას და ქმარს იქვე სთხოვა, თუ ძალიან დაღლი-
ლი არ ხარ, არჩევნების თაობაზე რამე წამიკითხეო. ჯონი წამ-
ში მიხვდა, რაღაც რევოლუცია ხდებაო, მაგრამ ჭკუა იხმარა
და არაფერი უკითხავს, რადგან იცოდა, რომ მეგი ისეთი გუ-
ლახდილი პიროვნება იყო, სიკვდილის შიშითაც კი ვერ
შეინახავდა საიდუმლოს და ამიტომაც გამოცანის პასუხი მა-
ლევე გაცხადდებოდა. დაუზარებლად წაუკითხა გრძელი დე-
ბატი, მერე კი, როგორც სჩვეოდა, გასაგებად აუხსნა, მეგი კი
ამასობაში ცდილობდა ძალზე დაინტერესებული იერი ჰქონო-
და, ჭკვიანური შეკითხვები დაესვა და ერის მდგომარეობიდან
როგორმე თავისი შლაპის მდგომარეობაზე არ გადასვლოდა
ფიქრი, თუმცაღა გულისგულში გადაწყვიტა, პოლიტიკა
არაფრით ჯობს მათემატიკას და პოლიტიკოსების მთავარი
მიზანი ერთმანეთის ლანძღვა-გინებააო, მაგრამ ეს ქალური
აზრები გულშივე დაიტოვა და როცა ჯონი შეჩერდა, თავი გა-
დააქნია და, თავისი ჭკუით, დიპლომატიურად თქვა:
– პირდაპირ, არ ვიცი, საით მივდივართ.
ჯონს გაეცინა და ცოტა ხნით დააკვირდა, როგორ ატ-
რიალებდა მეგი ხელებში მაქმანისა და ყვავილებისგან შექ-

277 მკითხველთა ლიგა


მნილ ნაკეთობას და დაჰყურებდა იმგვარი ჭეშმარიტი ინტე-
რესით, რაც ჯონის მჭევრმეტყველებამ ვერ გაუღვიძა.
„ცდილობს, ჩემი ხათრით პოლიტიკა შეიყვაროს, ჰოდა,
მეც ვეცდები, მისი ხათრით ქალის შლაპები შევიყვარო“, გა-
დაწყვიტა „ჯონ სამართლიანმა“ და ხმამაღლა დაუმატა:
– რა ლამაზია! ეგ არის, სადილაო ჩაჩს რომ ეძახი?
– შლაპაა, ჩემო საყვარელო ქმარო, შლაპაა! ჩემი ყველა-
ზე კარგი სათეატრო და საკონცერტო შლაპა.
– დიდი ბოდიში, მაგრამ ისეთი მოცუცქნულია, რა გასაკვი-
რია, რომ ის ურჩი რაღაც მეგონა, ხანდახან რომ გახურავს.
თავზე რანაირად იჩერებ?
– ეს მაქმანის ლენტები ამ ვარდის კოკრით იკვრება ნიკაპ-
ქვეშ, აი, ასე, – მეგმა დაიხურა შლაპა და აჩვენა, როგორც იკ-
ვრებოდა, თან კი სრულიად წყნარად, მომხიბლავი კმაყოფი-
ლებით შეხედა.
– უსაყვარლესი შლაპაა, მაგრამ მე მის ქვეშ რომ სახეა, ის
უფრო მომწონს: ისევ ნორჩია და ბედნიერი, – და ჯონმა და-
კოცნა ეს მოღიმარი სახე, რამაც დიდად ავნო ნიკაპქვეშ დას-
კუპებულ ვარდის კოკორს.
– მიხარია, რომ მოგწონს, იმიტომ რომ მინდა, ერთ საღა-
მოს კონცერტზე წამიყვანო. ცოტა მუსიკა მჭირდება, რომ იმ
ტალღაზე გადამიყვანოს, რომელიც საჭიროა. კარგი?
– მაშ რას ვიზამ! სიხარულით წაგიყვან, სადაც კი მოინდო-
მებ. იმდენ ხანს იყავი გამოკეტილი, რომ გავლა ძალიან მო-
გიხდება და მეც ისე გამიხარდება, რომ მეტი არ იქნება! რამ
მოგაფიქრა, პატარა დედიკო?
– ამას წინათ მე და დედა ვლაპარაკობდით და შევჩივლე,
ნერვიული, ბრაზიანი და გაღიზიანებული ვარ-მეთქი, იმანაც
მითხრა, ცვლილება და ცოტა ნაკლები შრომა გჭირდებაო.
278 მკითხველთა ლიგა
ჰოდა, ჰანა ბავშვების მოვლაში მომეხმარება, მე კი სახლს
მივხედავ და ცოტასაც გავერთობი, რომ დროზე ადრე არ გა-
დავიქცე ბუზღუნა, დაფახფახებულ დედაბრად. ეს ჯერ მხო-
ლოდ ცდაა, ჯონ; მინდა ვცადო – შენი ხათრით და ჩემი თავის
ხათრითაც: იმიტომ რომ ამ ბოლო დროს უსინდისოდ გაკ-
ლებდი ყურადღებას. ჩაფიქრებული მაქვს, ჩვენი სახლი ისე-
თი გავხადო, როგორიც ადრე იყო, თუკი მოვახერხებ. იმედია,
უარზე არ იქნები, ხომ?
რა მნიშვნელობა აქვს, რა მიუგო ჯონმა ან რა ბეწვზე გადა-
ურჩა საბოლოო განადგურებას პატარა შლაპა. მთავარია,
რომ, როგორც გაირკვა, ჯონი წინააღმდეგი არ იყო, თუკი იმ
ცვლილებებით ვიმსჯელებთ, რაც თანდათან დაეტყო სახლსა
და მის ბინადრებს. განა სამოთხედ იქცა, მაგრამ შრომის გა-
ნაწილების წყალობით ყველამ უკეთესად იგრძნო თავი: ბავ-
შვები მამის მეურვეობის ქვეშ იფურჩქნებოდნენ, რადგან აკუ-
რატულმა, მტკიცე ჯონმა ბავშვების ოთახში წესრიგი და მორ-
ჩილება შეიტანა, მეგმა კი წინანდელი ხალისი დაიბრუნა და
ნერვები დაიწყნარა ფიზიკური შრომის, ცოტაოდენი გართო-
ბისა და თავის გონიერ ქმართან ნდობით აღსავსე საუბრების
შემდეგ.
სახლი კვლავ სახლს დაემგვანა და ჯონს ოდნავაც აღარ
უნდოდა სადმე წასვლა, თუ მეგსაც თან არ წაიყვანდა. ახლა
უკვე სკოტები მოდიოდნენ ბრუკებთან და პატარა სახლი ყვე-
ლას მხიარული ეჩვენებოდა, ბედნიერებით, კმაყოფილებითა
და ოჯახური სიყვარულით სავსე. სალი მოფატსაც კი მოსწონ-
და იქ ყოფნა.
– აქაურობა მუდამ წყნარი და სასიამოვნოა, თქვენთან
ყოფნა მრგებს, მეგ, – ამბობდა ხოლმე და დარდიანად ათვა-
ლიერებდა იქაურობას, თითქოს ცდილობდა, მისი ხიბლი
279 მკითხველთა ლიგა
ამოეცნო და თავის დიდ სახლში გადაეტანა, რომელიც
ბრწყინვალე მარტოობით იყო სავსე, რადგან ანცი, სახემ-
ზიანი ბავშვები არ იყვნენ და ნედიც თავის საკუთარ სამყარო-
ში ცხოვრობდა, სადაც სალის ადგილი არ იყო.
ბრუკებს ოჯახური ბედნიერება ერთბაშად არ სწვევიათ,
მაგრამ ჯონმა და მეგმა მისი გასაღები იპოვეს; ცოლ-ქმრობა
წლითიწლობით ასწავლიდა, როგორ მოეხმარათ ეს გასაღები
და გაეღოთ ნამდვილი ოჯახური სიყვარულისა და ერთმანე-
თის მხარში დგომის საგანძური, რომელსაც შეიძლება უღა-
რიბესნი ფლობდნენ და უმდიდრესებმა ვერ იყიდონ.
ეს ისეთი „ჩამოწერაა“, რასაც ყმაწვილი ცოლები და დედე-
ბი დათანხმდებიან და ქვეყნის ორომტრიალისა და ციებ--
ცხელებისგან დაცულად იგრძნობენ თავს, ერთგულ სიყვა-
რულს იპოვიან თავიანთ პატარა ქალ-ვაჟებში, რომლებიც
მათკენ იწევენ; არც უბედურებას შეუშინდებიან, არც სიღარი-
ბესა და არც ასაკს; იმ ერთგული მეგობრის მხარდამხარ ივ-
ლიან დარსა თუ ავდარში, რომელიც, კარგი, ძველი საქსური
სიტყვის ჭეშმარიტი აზრით, house-band-ია108 და მიხვდებიან,
როგორც მეგი მიხვდა, რომ ქალისთვის უბედნიერესი სამეფო
სახლია, ხოლო უდიდესი პატივი კი ის, რომ ამ სახლში იმე-
ფოს არა როგორც დედოფალმა, არამედ როგორ ბრძენმა
ცოლმა და დედამ.

108 house – სახლი, band – შეკვრა, შეკავშირება


280 მკითხველთა ლიგა
თავი მეთექვსმეტე
ლოქო ლორენსი

ლორი ერთი კვირით ჩავიდა ნიცაში და ერთ თვეს დარჩა.


დაღლილი იყო მარტოდმარტო ხეტიალით და ახლა მისთვის
კარგად ნაცნობი ემის გვერდით ყოფნა თითქოს შინაურ მომ-
ხიბვლელობას აძლევდა იმ უცხოურ გარემოს, რომელშიც
ემი ტრიალებდა. ძალიან აკლდა ფერება, რასაც მარჩებისგან
იყო ნაჩვევი და ახლა კვლავ სიამით გაიხსენა ამ მოფერების
გემო, რადგან უცხო ხალხის ყურადღება და, თუგინდ, ქება--
დიდების შესხმა იმ სიამოვნების ნახევარსაც კი ვერ ანიჭებდა,
რასაც შინ გოგოების და-ძმური თაყვანისცემა. ემი დანარჩე-
ნებივით არასოდეს „ანებივრებდა“, მაგრამ ახლა ძალიან
უხაროდა მისი ნახვა და შეეჩვია კიდეც, რადგან გრძნობდა,
რომ ლორის თავისი საყვარელი ოჯახის წევრად აღიქვამდა,
ოჯახისა, რომელიც იმაზე უფრო ენატრებოდა, ვიდრე იმჩნევ-
და. ერთმანეთის საზოგადოებაში პოულობდნენ ნუგეშს და
ხშირად იყვნენ ერთად, ხან ცხენებით დასეირნობდნენ, ხან –
ფეხით, ხან ცეკვავდნენ და ხანაც უსაქმოდ იყვნენ, რადგან ნი-
ცაში მხიარულების სეზონის განმავლობაში ვერავინ იქნება
საქმიანი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თით-
ქოს უდარდელად ატარებდნენ დროს, სინამდვილეში ნახევ-
რად შეუცნობლად ახდენდნენ ახალ-ახალ აღმოჩენებს და
ერთიმეორეზე შთაბეჭდილება უყალიბდებოდათ. ემი დღი-

281 მკითხველთა ლიგა


თიდღე იზრდებოდა მეგობრის თვალში, სამაგიეროდ, მეგობ-
რის პატივისცემა მის თვალში ნელ-ნელა კლებულობდა და
თითოეულმა მათგანმა მანამ იგრძნო ეს, სანამ სიტყვით გა-
მოთქვამდნენ. ემი ცდილობდა, თავი მოეწონებინა და კარგა-
დაც ახერხებდა, რადგან მადლიერი იყო იმ სიხარულისა,
ლორი რომ ანიჭებდა და იმ პატარ-პატარა თავაზიანობებით
უხდიდა სამაგიეროს, რასაც ქალური ქალი ენით აუწერელი
მომხიბვლელობით სჩადის. ლორი კი არანაირ მცდელობას
არ იჩენდა, მხოლოდ დინებას მიჰყვებოდა ვარამის დავიწყე-
ბის წადილით და იმის შეგრძნებით, რომ ყველა ქალი ვალდე-
ბული იყო ტკბილი სიტყვა ეთქვა მისთვის, რაკი ერთი იმათ-
განი ცივად მოექცა. გულუხვობა დიდ არაფერ სიძნელეს წარ-
მოადგენდა მისთვის და ემის ყველა წვრილ-წვრილ სამკაულს
აჩუქებდა, რაც კი ნიცაში მოიპოვებოდა, იმას რომ გამოერ-
თმია, მაგრამ იმავდროულად გრძნობდა, რომ ვერ ახერხებ-
და იმ წარმოდგენის შეცვლას, რაც გოგოს შეექმნა მასზე და
ეშინოდა კიდევაც მისი გამსჭვალავი ცისფერი თვალებისა,
რომლებიც თითქოსდა ნახევრად სევდიანი და ნახევრად ზიზ-
ღიანი გაკვირვებით შეჰყურებდა.
– ყველანი მონაკოში წავიდნენ საღამომდე, მე კი ვიფიქ-
რე, დავრჩები და წერილებს დავწერ-მეთქი. უკვე მზადა მაქვს
და ვალროზაში მივდივარ, ესკიზები უნდა ჩავიხატო. წამოხ-
ვალ? – ჰკითხა ემიმ, როცა ერთ მშვენიერ დღეს ლორიმ, რო-
გორც სჩვეოდა, ზარმაცულად შეუარა ნაშუადღევს.
– მმ... ჰო, ოღონდ იმსიშორეს წასასვლელად ძალიან არ
ცხელა? – ზანტად მიუგო მან, რადგან პაპანაქებიდან შესულს
დაჩრდილული სალონი მიმზიდველად ეჩვენა.
– პატარა ეკიპაჟით ვაპირებ წასვლას, მეეტლედ ბატისტს
წავიყოლებ და შენ საქმე არაფერი გექნება, მხოლოდ ქოლ-
282 მკითხველთა ლიგა
გას დაიჭერ და არც ხელთათმანი დაგესვრება, – მიუგო ემიმ
და დამცინავად დახედა უზადო ლაიკის ხელთათმანზე: ხელ-
თათმანი ლორის სისუსტე იყო.
– მაშ, სიამოვნებით, – და ემის ესკიზების ალბომისკენ
გაიწოდა ხელი, მაგრამ იმან ალბომი იღლიაში ამოიდო და
მიახალა:
– თავს ნუ შეიწუხებ. მე არ მემძიმება, შენ კი, მგონი, ვერ
ზიდავ.
ლორიმ წარბები ასწია და ზანტად გაჰყვა კიბეზე სირბი-
ლით ჩამავალ ემის, მაგრამ ეტლში რომ ჩასხდნენ, სადავეები
თვითონ აიღო და პატარა ბატისტს საქმე აღარაფერი დარჩა
გარდა იმისა, რომ გულხელდაკრეფილი მჯდარიყო თავის კო-
ფოზე და ძილისთვის მიეცა თავი.
ეს ორნი თავის დღეში არ ჩხუბობდნენ – ემი ძალზე ტაქ-
ტიანი იყო, ლორი კი, იმხანად, მეტი რომ არ იქნება, ისე გა-
ზარმაცებული – ასე რომ ერთ წუთის შემდეგ, როცა შეკით-
ხვის გამომხატველი იერით შეუჭყიტინა ემის შლაპის ფარ-
ფლქვეშ, იმან ღიმილით უპასუხა და სრულიად მშვიდობიანად
განაგრძეს გზა. საამური მგზავრობა გამოუვიდათ: მიუყვე-
ბოდნენ დაკლაკნილ გზებს, რომლის გასწვრივ უხვად გხვდე-
ბათ სილამაზის მოყვარული თვალის მაამებელი თვალწარ-
მტაცი სურათები. აქ – ძველი მონასტერი, საიდანაც ბერების
საზეიმო გალობა ჩამოისმის, იქ – მოკლეშარვლიანი და ხის
წაღებიანი მწყემსი: თავზე წოწოლა ქუდი ახურავს, ცალ მხარ-
ზე ხამის109 ქურთუკი მოუგდია, ჩამომჯდარა ქვაზე და სალა-
მურს უკრავს; თხები კი, რიგი კლდეებზე დახტის და რიგიც

ხამი – აქ: ბამბის შეუღებავი ქსოვილი, შინ დართული (მოუხეშავი) ძა-


109

ფით
283 მკითხველთა ლიგა
ფეხებთან უწევს. მიბაკუნობენ ახლად მოთიბული ბალახით
სავსე კალათებით დატვირთული თვინიერი ლეგა სახედრები,
ზურგზე კი, მწვანე ზვინებშუა, ან capaline110-იანი კოხტა გო-
გო აზით და ან დედაბერი, რომელიც გზადაგზა ხელის სარ-
თავზე ართავს ძაფს. ქვის ძველებური ქოხმახებიდან გამორ-
ბიან შავგვრემანი, ხავერდოვანთვალება ბავშვები და პატარ-
პატარა თაიგულებს ან ფორთოხლებასხმულ შტოს სთავაზო-
ბენ გამვლელებს. ზეთისხილის დაკორძილი ხეები მქრქალ
მწვანედ ფარავენ გორაკებს, ბაღებში ოქროსფერი ხილი კი-
დია, გზისპირებს დიდრონი, ალისფერი ანემონები ქობავს,
ხოლო მწვანე ფერდობებისა და ციცაბო მაღლობების იქით,
იტალიის ლურჯი ცის ფონზე, თეთრად აწვერილა ზღვისპირა
ალპები.
ვალროზა111 დიახაც, რომ ღირსი იყო თავისი სახელისა,
რადგან იმ ჰავაში, სადაც მუდმივი ზაფხულია, ვარდი ყველ-
გან იზრდებოდა: გარს ეხვეოდა თაღებს, დიდი ჭიშკრების გი-
სოსებიდან ტკბილ სალამს უძღვნიდა გამვლელებს, მიჰყვე-
ბოდა ხეივანს, ეხვეოდა ლიმონის ხეებსა და ფრთისებრ პალ-
მებს და ბორცვზე აღმართული ვილისკენ მიიწევდა.
ყოველი დაჩრდილული კუნჭული, სადაც მერხები გამ-
ვლელს ეძახდა, შეჩერდი და დაისვენეო, ყვავილების მასად
იყო ქცეული, ყოველ გრილ მღვიმეში, ყვავილების საბურ-
ვლის უკან, მარმარილოს ნიმფა იღიმებოდა და ყოველ შად-
რევანში ალისფერი, თეთრი ან ბაცი ვარდისფერი ვარდები
ირეკლებოდა, რომლებიც იმისთვის გადმოხრილიყო, რომ
ღიმილით დამტკბარიყო თავისი სილამაზით. ვარდები ახ-

110 capaline – კაპორი (იტალ.)


111 ვალროზა – ფრანგული სიტყვებიდან val – ხეობა, rose –ვარდი
284 მკითხველთა ლიგა
ვეოდა ვილის კედლებს, ფარდებივით გადმოშვებულიყო კარ-
ნიზებიდან, აჰყოლოდა სვეტებს და მძლავრად მოსდებოდა
ფართო ტერასის ბალუსტრადას, საიდანაც მზიანი ხმელთა-
შუა ზღვა და თეთრკედლება სანაპირო ქალაქის ხედი იშლე-
ბოდა.
– მართლაც რომ ახლად დაქორწინებულთა სამოთხეა,
არა? გინახავს ასეთი ვარდები? – ტერასაზე შედგა ემი, რომ
ხედითა და ნიავს მოყოლილი დიდებული სურნელებით დამ-
ტკბარიყო.
– არა, და არც ასეთი ეკლებით დავჩხვლეტილვარ, –
მიუგო ლორიმ და ცერა თითი პირში ჩაიდო მას მერე, რაც
მარტოსული ალისფერი ვარდის მოწყვეტა სცადა და ვერ მის-
წვდა.
– დაიხარე და ის უეკლო ვარდები დაკრიფე, – ურჩია ემიმ
და უკან, კედელზე კრემისფრად მოელვარე სამი ყვავილი
მოწყვიტა. მერე, შერიგების ნიშნად, საღილეში გაურჭო ლო-
რის, ის კი იდგა ერთ წუთს და უცნაური გამომეტყველებით
დასცქეროდა ყვავილებს: ნახევრად იტალიელს, ცოტაოდენი
ცრუმორწმუნეობა სჩვეოდა და, ამასთან, იმხანად ისეთ
ტკბილ-მწარე მელანქოლიაში იყო ჩაფლული, როცა წარმო-
სახვის უნარით დაჯილდოებული ყმაწვილკაცები ღრმა აზრს
თითოეულ წვრილმანში პოულობენ, ხოლო რომანტიკული
ფიქრების საზრდოს – ყველგან. ეკლიანი წითელი ვარდის
მოწყვეტას რომ ლამობდა, ჯოზე ფიქრობდა – ჯოს უხდებოდა
ხასხასა ფერის ყვავილები, ხშირად მიჰქონდა ორანჟერეიდან
ამ ვარდისნაირი ვარდები და სამკაულად იყენებდა; ემის მო-
ცემული მკრთალი ვარდები კი ისეთი იყო, იტალიელები მიც-
ვალებულს რომ აჭერინებენ ხელში, ხოლო საქორწილო
თაიგულებში არასოდეს ჩართავენ. წამით გაიფიქრა, ნეტავი,
285 მკითხველთა ლიგა
ცუდი ნიშანი ხომ არ არის ჯოსთვის ან ჩემთვისო, მაგრამ წა-
მიც და – სენტიმენტალობას ამერიკულმა კეთილგონიერებამ
აჯობა და ლორის ისეთი გულიანი სიცილით გაეცინა, როგო-
რიც ნიცაში მისი ჩამოსვლიდან არ სმენოდა ემის.
– კარგი რჩევაა, გაითვალისწინე და თითებს არ დაიშავებ,
– უთხრა გოგომ; ეგონა, ჩემმა სიტყვებმა გაამხიარულაო.
– გმადლობ, გავითვალისწინებ, – ხუმრობით მიუგო ბიჭმა
და რამდენიმე თვის შემდეგ მართლაც გაითვალისწინა.
– ლორი, პაპაშენთან როდის აპირებ წასვლას? – ჰკითხა
ემიმ და ხის მერხზე ჩამოჯდა.
– ძალიან მალე.
– ამ სამ კვირაში ათჯერ მაინც გაქვს ეგ ნათქვამი.
– მოკლე პასუხი ნაკლები თავის ტკივილი მგონია.
– გელოდება და უნდა წახვიდე.
– რა სტუმართმოყვარე ხარ! ეგ ხომ მეც ვიცი.
– მაშ, რატომღა არ მიდიხარ?
– ალბათ, თანდაყოლილი უზნეობის ბრალია.
– ანუ თანდაყოლილი სიზარმაცისა, არა? რა საზიზღრო-
ბაა! – გამკაცრდა ემი.
– არც ისე ცუდია, როგორც გგონია. მასთან ჩასული, თავს
მოვაბეზრებ, ჰოდა, ბარემ აქ ვიქნები და შენ მოგაბეზრებ
თავს, უკეთესად იტან; ის კი არა, მგონი, გრგებს კიდევაც, –
ლორი ბალუსტრადის ფართო შვერილზე მოკალათდა.
ემიმ თავი გადააქნია და მორჩილი იერით გადაშალა ალ-
ბომი, მაგრამ გადაწყვიტა, „იმ ბიჭისთვის“ ლექცია წაეკითხა
და ცოტა ხანში ისევ დაიწყო:
– ახლა რას აკეთებ?
– ხვლიკებს ვუყურებ.
– არა, არა. რას აპირებ და რა გინდა აკეთო-მეთქი.
286 მკითხველთა ლიგა
– სიგარეტს მოვწევ, თუ ნებას დამრთავ.
– რა საზიზღარი ხარ! მე სიგარების მოწევის წინააღმდეგი
ვარ და იმ პირობით მოგაწევინებ, თუ ნებას მომცემ, ჩემს ეს-
კიზში ჩაგრთო. ფიგურა მჭირდება.
– უდიდესი სიამოვნებით. როგორ გირჩევნივარ – მთელი
ტანით, სამი მეოთხედით, თავდაყირა თუ ფეხზე მდგარი? მე
მოკრძალებით გთავაზობ მწოლიარე პოზას. მერე შენი თავიც
დაამატე და dolce far niente112 დაარქვი.
– როგორც ხარ, დარჩი. თუ გინდა, დაიძინე კიდეც, მე კი
გულმოდგინედ უნდა ვიმუშაო, – ძალზე ენერგიული ტონით
თქვა ემიმ.
– რა აღმაფრთოვანებელი შემართებაა! – და ლორი სრუ-
ლი კმაყოფილების გამომხატველი იერით მიეყრდნო ქვის მა-
ღალ ლარნაკს.
– ჯო რას იტყოდა, ასე რომ დაენახე? – მოუთმენლად
ჰკითხა ემიმ იმ იმედით, იქნებ ჩემზე ენერგიული დის ხსენე-
ბით გამოვაფხიზლოო.
– რასაც ამბობს ხოლმე: „წადი, ტედი. არა მცალია!“ – და
გაეცინა, მაგრამ ეს სიცილი ბუნებრივი არ გამოუვიდა და სა-
ხეზეც ჩრდილმა გადაუარა: ნაცნობი სახელის ხსენებამ ჯერაც
პირშეუკრავი ჭრილობა გაუღიზიანა.
ხმის ტონმა და ჩრდილმა გააოგნა ემი, რადგან წინათაც
გაეგონა და დაენახა, ახლა კი სწრაფად ახედა. ახალი იერი
შენიშნა ლორის: მძიმე, მწარე გამოხედვა; ტკივილით, იმედ-
გაცრუებითა და სინანულით სავსე. ეს იერი მანამ გაქრა, სა-
ნამ ემი დააკვირდებოდა და წინანდელი უსიცოცხლო გამო-
მეტყველება დაუბრუნდა. ცოტა ხანს ემი მხატვრის კმაყოფი-

112 dolce far niente – ტკბილი მცონარობა (იტალ.)


287 მკითხველთა ლიგა
ლებით შესცქეროდა და ფიქრობდა, რა ძალიან ჰგავს იტალი-
ელს, როცა, ასე წამოწოლილი, მზეს ეფიცხება, თავშიშველია
და თვალებში სამხრეთული ფიქრიანობა ჩასდგომიაო: ლო-
რის თითქოს დაავიწყდა მისი არსებობა და ოცნებებში წავი-
და.
– თავისივე საფლავზე მწოლიარე ჭაბუკი რაინდის გამო-
სახულებას ჰგავხარ, – უთხრა ემიმ, თან საგულდაგულოდ
ჩაიხატა მუქ ქვაზე გამოკვეთილი მისი მკაფიოდ მოხაზული
პროფილი.
– ნეტავი, მართლა!
– სულელური ნატვრაა, თუკი ცხოვრება არ წაგიხდენია.
ისეთი გამოცვლილი ხარ, რომ ხანდახან მგონია... – აქ ემი
შეჩერდა, შეშინებულ-სევდიანი მზერა ესროლა, რომელმაც
იმაზე მეტი უთხრა ლორის, ვიდრე მისმა შუაზე გაწყვეტილმა
სათქმელმა.
ლორიმ შენიშნა ეს მზერა და მიხვდა იმ სათუთი ღელვის
მიზეზს, რომლის გამოთქმაც ვერ გადაეწყვიტა ემის, თვალი
გაუსწორა და ზუსტად ისე უთხრა, როგორც დედამისს ეტყოდა
ხოლმე:
– მშვიდობაა, მემ.
ამან დააკმაყოფილა ემი, ბოლო ხანს გაჩენილი შემაშფო-
თებელი ეჭვები გაუქარვა. გულიც აუჩუყდა და ეს გულაჩუყება
გულითადად ნათქვამი სიტყვებით გამოხატა:
– კიდევ კარგი! არ მეგონა, რომ მთლად ცუდი ბიჭი გახდი,
მაგრამ მეშინოდა, ვაითუ, იმ საზიზღარ ბადენ-ბადენში ფული
წააგო ან ვინმე მომხიბლავი ქმრიანი ფრანგი ქალი ჩაუვარდა
გულში ან კიდევ – რამე ცუდ ამბავში გაეხვია-მეთქი: ზოგი-
ერთ ახალგაზრდას ხომ ეგ ჰგონია უცხოეთში მოგზაურობის
აუცილებელი ნაწილი. მზეში ნუღარ იქნები, აქეთ მოდი, ბა-
288 მკითხველთა ლიგა
ლახზე წამოწექი და „ვიმეგობროთ“, როგორც ჯო იტყოდა
ხოლმე, დივნის კუთხეში რომ მივიკუნჭებოდით და ერთმა-
ნეთს საიდუმლოებებს ვუმხელდით.
ლორი მორჩილად დაეშვა კორდზე. თავის შესაქცევად,
ემის იქვე მიგდებული შლაპის ლენტებში ზიზილების გაყრას
მოჰყვა.
– მზად ვარ საიდუმლოებებისთვის, – ახედა და თვალებში
აშკარა ინტერესი დაეტყო.
– მე სათქმელი არაფერი მაქვს, შენ დაიწყე.
– წამლად ერთიც კი არ მომეძევება. მეგონა, შენ იცოდი
შინიდან მოსული ახალი ამბები.
– რაც ბოლო დროს მომწერეს, ყველაფერი წაგიკითხე.
შენ, რა, ხშირად არ გწერენ? მეგონა, ჯო ტომებს გამოგიგზავ-
ნიდა.
– ძალიან მოუცლელია, თანაც ისე ხშირად მივდი--
მოვდივარ, რეგულარული მიმოწერა ვერ ხერხდება... როდის
იწყებ შენს დიად ნაწარმოებს, რაფაელა? – სიტყვა ბანზე აუგ-
დო ლორიმ ხანმოკლე პაუზის შემდეგ: თავს ეკითხებოდა, ნე-
ტავი, იცის ემიმ ჩემი საიდუმლო, უნდა ამაზე ლაპარაკი თუ
არაო.
– არასოდეს, – სევდიანად, თუმცა გადაჭრით მიუგო ემიმ,
– რომმა მთლად დამცალა პატივმოყვარეობისგან. იქაური
სასწაულები ვნახე, ძალიან უმნიშვნელოდ ვიგრძენი თავი და,
სასოწარკვეთილს, საბოლოოდ დამეკარგა ჩემი სულელური
იმედები.
– შენი ენერგიისა და ნიჭის პატრონს რატომ უნდა დაგკარ-
გოდა?
– სწორედ მაგიტომ. ნიჭი გენია არ არის და ვერანაირი
ენერგია ვერ აქცევს გენიად. ან დიადი უნდა ვიყო ან არა-
289 მკითხველთა ლიგა
ნაირი. არ მინდა, უბრალო მთითხნავი გავხდე, ამიტომაც
მეტს აღარ ვცდი.
– მაშ, ახლა რაღას აპირებ, თუ ნებას მომცემ გკითხო?
– სხვა უნარებს გავივითარებ და საზოგადოების სამ-
კაულად ვიქცევი, თუკი შესაძლებლობა მომეცა.
ემის სჩვეოდა ასეთი თამამი ლაპარაკი, მაგრამ ახალგაზ-
რდებს შვენით სითამამე, თანაც, ემის თავდაჯერებულობას
ურიგო საფუძველი როდი ჰქონდა. ლორის გაეღიმა, თან
მოეწონა, რომ ემიმ დრო არ დაკარგა სინანულზე, შემართე-
ბით დაისახა ახალი მიზანი, როცა სხვა, დიდხანს ნალო-
ლიავები მიზანი გაუქრა.
– ყოჩაღ! როგორც ვატყობ, ამ საქმესთან ფრედ ვონსაც
უნდა ჰქონდეს კავშირი.
ემის ხმა არ გაუღია, მაგრამ დახრილ სახეზე ისეთი იერი
დაედო, რომ ლორი წამოჯდა და სერიოზულად ჰკითხა:
– ახლა ძმის როლში უნდა შევიდე და რაღაც-რაღაცები
გკითხო, კარგი?
– ვერ დაგპირდები, რომ პასუხს გაგცემ.
– ენა თუ არა, შენი სახე გამცემს პასუხს. ჯერაც არ გამ-
ხდარხარ მაღალი საზოგადოების ქალბატონი, რომ გრძნობე-
ბის დაფარვა შეძლო, ჩემო კარგო. შარშან შენი და ფრედის
ამბები მომივიდა. ჩემი აზრით, თუკი ისე უეცრად არ გაიხმობ-
დნენ შინ და იქ ამდენ ხანს არ გააჩერებდნენ, ამ საქმიდან რა-
ღაც გამოვიდოდა, არა?
– აბა, რა გითხრა, – თავდაჭერილად მიუგო ემიმ, მაგრამ
ტუჩები ღიმილმა შეუთრთოლა, ხოლო თვალებში გამ-
კრთალმა საეჭვო ნაპერწკალმა ცხადი გახადა, რომ იცოდა,
რა ძალაც ჰქონდა და ეს ცოდნა სიამეს ანიჭებდა.

290 მკითხველთა ლიგა


– იმედია, არ დანიშნულხარ, – ერთბაშად უფროსი ძმის
სერიოზული მზერა ესროლა ლორიმ.
– არა.
– მაგრამ დაინიშნები, თუკი ჩამოვა და, როგორც წესია,
ისე დაგიჩოქებს, არა?
– შეიძლება.
– გამოდის, რომ გიყვარს ეს ჩვენი ფრედი?
– თუ მოვინდომე, იქნებ კიდეც შემიყვარდეს.
– მაგრამ მანამ არ მოინდომებ, სანამ საჭირო მომენტი არ
დადგება, ხომ? უყურე ერთი, რა ზებუნებრივი წინდახედულე-
ბაა! კარგი ბიჭია, ემი, მაგრამ მთლად ის კაცი არა მგონია,
შენ რომ უნდა მოგწონებოდა.
– მდიდარია, ჯენტლმენი, ყოფაქცევა არ ეშლება, – დაიწ-
ყო ემიმ; ცდილობდა მშვიდად და ღირსეულად დაეჭირა თავი,
მაგრამ ცოტა არ იყოს, მაინც შერცხვა, თუმცა ალალ-
მართალი განზრახვები ჰქონდა.
– მესმის. საზოგადოების დედოფალი უფულოდ ვერ ივარ-
გებს. ჰოდა, შენც სარფიანი საქმრო უნდა იშოვო და ასე დაიწ-
ყო ცხოვრება? ჩვენს დროში ამბობენ, კარგი და სწორი საქ-
მეაო, მაგრამ დედაშენის შვილის პირით ნათქვამი მაინც უც-
ნაურად ჟღერს.
– არადა, ეგრეა.
მოკლე პასუხი იყო, მაგრამ მშვიდად და მტკიცედ თქმული,
რამაც უცნაური კონტრასტი წარმოქმნა ყმაწვილ მოპასუხეს-
თან. ლორიმ ინსტინქტურად იგრძნო ეს, უცნაური, აუხსნელი
იმედგაცრუება დაეუფლა და ისევ მიწვა. მისმა იერმა, დუმილ-
მა და შინაგანმა უკმაყოფილებამ გააღიზიანა ემი და გადააწ-
ყვეტინა, იქვე წაეკითხა ერთი კარგი ლექცია.
– მეცი პატივი და ცოტა გამოფხიზლდი, – უთხრა მკვახედ.
291 მკითხველთა ლიგა
– მოდი, შენ გამომაფხიზლე, ჩემო კარგო გოგო.
– თუ მოვინდომე, რატომაც არა, – და ისეთი სახე მიიღო,
თითქოს იმწამსვე აპირებდა ამ საქმეს.
– აბა, სცადე, ნება მომიცია, – გაიხარა ლორიმ, რაკი ვი-
ღაცის გაღიზიანების საშუალება მიეცა მას მერე, რაც ესოდენ
დიდხანს იკავებდა თავს საყვარელი გასართობისგან.
– ხუთი წუთიც არ გავა, რომ გაბრაზდები.
– როდის იყო, მაბრაზებდი?! ცეცხლის გაჩაღებას ორი კა-
ჟი უნდა, შენ კი თოვლივით ცივი და რბილი ხარ.
– რა იცი, რის შემძლე ვარ?! თოვლიც წვავს და დაგავს,
თუკი ისე მოიხმარ, როგორც საჭიროა. შენი გულგრილობა
ნახევრად მოჩვენებითია და მაგას ერთი კარგი გაჯორვა და-
ამტკიცებს.
– დაიწყე, მე არაფერს მავნებს, შენ კი შეიძლება გაგახა-
ლისოსო, უთხრა ერთმა ზორბა კაცმა თავის მოცუცქნულ
ცოლს, როცა იმან ცემა დაუწყო. შენც ისე შემხედე, ვითომ
ქმარი ვარ ან ხალიჩა – მანამ მიბაგუნე, სანამ არ დაიღლები,
თუ ასეთი ვარჯიში გესიამოვნება.
ემი თვითონვე დარჩა ნაწყენი. ისე მოუნდა ენახა, როგორ
ჩამოიბერტყავდა ლორი აპათიას, რომელმაც ესოდენ გამოც-
ვალა, რომ ფანქარი წათალა, ენა აილესა და დაიწყო:
– მე და ფლომ ახალი სახელი მოგიგონეთ: ლოქო ლო-
რენსი. როგორ მოგწონს?
ეგონა, გაბრაზდებაო, ლორიმ კი ხელები თავქვეშ ამოიდო
და აუღელვებლად მიუგო:
– ურიგო არ არის. მადლობელი ვარ, ჩემო ქალბატონებო.
– იცი, სინამდვილეში რას ვფიქრობ შენზე?
– ერთ სული მაქვს, გავიგო.
– რას და – მეზიზღები.
292 მკითხველთა ლიგა
გაღიზიანებით ან კეკლუცად რომ ეთქვა, ლორის გაეცინე-
ბოდა და მოეწონებოდა კიდეც, მაგრამ ემის ხმაში ლამის სევ-
დიანი ნოტები რომ მოესმა, თვალები გაახილა და სწრაფად
ჰკითხა:
– ნებას მომცემ გავიგო, რატომ?
– იმიტომ რომ ყველანაირი შესაძლებლობა გაქვს კარგი,
გამოსადეგი და ბედნიერი იყო, შენ კი უხეირო, ზარმაცი და
უბედური ხარ.
– ნათქვამი იყო და რა ნათქვამი, მადმუაზელ!
– თუ გინდა, გავაგრძელებ.
– გეხვეწები, გააგრძელე, რა საინტერესოა.
– ვიცოდი, დაგაინტერესებდა. ყველა ეგოისტს უყვარს სა-
კუთარ თავზე ლაპარაკი.
– მე ვარ ეგოისტი? – უნებურად აღმოხდა გაკვირვებულ
ლორის, რადგან თუ რამე ჰქონდა თავმოსაწონებლად, გუ-
ლუხვობა იყო.
– თანაც დიდი, – განაგრძო ემიმ წყნარი, თავშეკავებული
ხმით, რაც ორჯერ იმაზე შთამბეჭდავი იყო, ვიდრე ბრაზიანი
ხმა იქნებოდა, – და დაგიმტკიცებ კიდეც, იმიტომ რომ რაც
ერთად ვერთობით, კარგად შეგისწავლე და ოდნავაც არ დავ-
რჩენილვარ კმაყოფილი შენით. ექვსი თვეა, უცხოეთში ხარ
და მხოლოდ იმას აკეთებ, რომ დროსა და ფულს ფლანგავ და
მეგობრებს იმედს უცრუებ.
– ოთხწლიანი ზუთხვის შემდეგ ადამიანმა არ უნდა
ისიამოვნოს?
– შენი შემხედვარე ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ბევრი
ისიამოვნე. ყოველ შემთხვევაში, გიყურებ და – ხეირი არაფე-
რი დაგყრია. აქ პირველად რომ გნახე, გითხარი, უკეთესო-
ბისკენ შეცვლილხარ-მეთქი, ახლა კი უნდა გადავთქვა, იმი-
293 მკითხველთა ლიგა
ტომ რომ მე თუ მკითხავ, იმის ნახევარიც არ ხარ, რაც შინ
დაგტოვე. საზიზღრად გაზარმაცდი, ლაქლაქი გიყვარს და
უაზრობებში გაგყავს დრო, გიხარია, როცა ვიღაც სულელები
გეფერებიან და შემოგხარიან იმის მაგივრად, რომ მოწადინე-
ბული იყო, ჭკვიან ხალხს უყვარდე და პატივს გცემდეს. შენი
ფულის, ნიჭის, მდგომარეობის, ჯანმრთელობისა და სილამა-
ზის პატრონს პატივმოყვარეობისკენ როგორ უნდა მიგიწევ-
დეს გული? არადა, ასეა და როგორ არ გითხრა: ამდენი სა-
განძური გაქვს, შეგიძლია მოიხმარო და ისიამტკბილო, შენ
კი მცონარობის გარდა ვერაფერი მოგიფიქრებია და იმის მა-
გივრად, რომ ისეთი კაცი იყო, როგორიც საჭიროა, შენ მხო-
ლოდ... – აქ შეჩერდა და სახეზე ტკივილი და სიბრალული გა-
მოეხატა.
– ნაკვერჩხლებზე გაწოლილი წმინდა ლავრენტი113 ვარ, –
თავაზიანად დაასრულა წინადადება ლორიმ, მაგრამ ლექცია
უკვე თავისას შვრებოდა: თვალები გამოუცოცხლდა და აუნა-
პერწკლდა, წინანდელი გულგრილობის ნაცვლად კი
გაბრაზებულ-განაწყენებული იერი დაედო.
– ვიცოდი, რომ სწორედ ასე გაიგებდი ჩემს სიტყვებს. კა-
ცები სულ იმას გვეუბნებით, ანგელოზები ხართ და რადაც
გინდათ, იმად გვაქცევთო, მაგრამ როგორც კი პატიოსნად
დავაპირებთ სიკეთე გიყოთ, სიცილად არ გყოფნით და არ
გვისმენთ, რაც იმას ამტკიცებს, რომ თქვენს პირმოთნეობას
ჩალის ფასი აქვს, – მწარედ უთხრა ემიმ და ზურგი შეაქცია
მის ფერხთით გაშოტილ მოწამეს.

113 წმინდა ლავრენტი – III საუკუნის ქრისტიანი მოწამე


294 მკითხველთა ლიგა
წუთიც და, მის გადაშლილ ალბომზე ხელი გაჩნდა, რომ
ემის ვეღარ დაეხატა და თითქოს ბავშვი იხდის ბოდიშს, ისე
სასაცილოდ თქვა ლორიმ:
– კარგად მოვიქცევი, ძალიან, ძალიან კარგად!
მაგრამ ემის არ გასცინებია, გამოწვდილ ხელზე ფანქარი
დაუკაკუნა და სერიოზულად უთხრა:
– არც კი გრცხვენია: რანაირი ხელი გაქვს?! ქალის ხელი-
ვით ნაზი და თეთრი, გეგონება თავის დღეში არაფერი უკეთე-
ბია, მხოლოდ ჟუვენის114 საუკეთესო ხელთათმანი სცმია და
ბანოვანებისთვის ყვავილები უკრეფიაო. მადლობა უფალს,
ფრანტი არა ხარ და მიხარია, რომ ხელებზე არც ბრილიანტე-
ბი გაქვს ასხმული და არც – დიდი სალუქავი ბეჭდები, მხო-
ლოდ ის პატარა, ძველი ბეჭედი გიკეთია, დიდი ხნის წინ რომ
მოგცა ჯომ. როგორ მინდა, ისიც აქ იყოს და მეხმარებოდეს!
– მეც მინდა!
ხელი ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გაჩნდა, ხო-
ლო ემის ნატვრის ექოში იმდენი ენერგია იგრძნობოდა, რომ
თვითონაც კი კმაყოფილი დარჩა. რაღაც აზრმა გაუელვა და
მწოლიარე ლორის დახედა, მაგრამ იმას ნახევარ სახეს თით-
ქოსდა საჩრდილობლად წაფარებული შლაპა უმალავდა,
პირს კი – ულვაშები. მხოლოდ ის დაინახა, როგორ აუდ-
ჩაუდიოდა გულმკერდი სუნთქვისას, ოხვრას რომ წააგავდა,
ბეჭდიანი ხელი კი ბალახში ეგდო, თითქოს უნდა რაღაც და-
მალოს – ისეთი ძვირფასი ან ისეთი მტკივნეული, რომ მასზე

114ჟიუვენი – ფრანსუა ქსავიე ჟუვენი (1801-1844) – ხელთათმანის თარ-


გის გამომგონებელი. ქალაქ გრენობლის საავადმყოფოში მუშაობისას შე-
ისწავლა მიცვალებულთა ხელები და გამოყო 322 ტიპი და 32 ტიპური ზო-
მა, რის საფუძველზეც 1830-იან წლებში შესაძლებელი გახდა ხელთათმა-
ნების გამოჭრა ზომების მიხედვით შექმნილი ყალიბის დახმარებით
295 მკითხველთა ლიგა
ლაპარაკიც არ უნდაო. გადაკრული სიტყვები და წვრილ--
წვრილი ფაქტები გონებაში დაულაგდა ემის, აზრი შეიძინა და
ის უთხრა, რაც დას არ გაუმხელია მისთვის. გაახსენდა, რომ
ლორი პირველი არასოდეს ახსენებდა ჯოს, მოაგონდა, ცოტა
ხნის წინ მის სახეზე გადარბენილი ჩრდილი, შეცვლილი ხა-
სიათი და პატარა, ძველი ბეჭედი, ოდნავაც რომ არ უმშვენებ-
და მოხდენილ ხელს. გოგონები სწრაფად კითხულობენ ასეთ
ნიშნებს და მათ მჭევრმეტყველებასაც ხვდებიან. აქამდე ემი
ვარაუდობდა, შეიძლება სიყვარულია ცვლილების მიზეზიო,
ახლა კი დარწმუნდა, რომ მართლაც ასე იყო. გამსჭვალავი
თვალები აუცრემლდა, მერე კი როცა ალაპარაკდა, ისეთი
ლამაზი, ნაზი და გულითადი ხმა ამოუვიდა, როგორიც მაშინ
ამოსდიოდა ხოლმე, როცა მოისურვებდა.
– ვიცი, ასე არ უნდა გელაპარაკებოდე, ლორი. ამქვეყნად
ყველაზე გულკეთილი რომ არ იყო, ალბათ ძალიან გამიბ-
რაზდებოდი, მაგრამ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხარ და ისე
გვეამაყები და არ შემიძლია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენები ჩემსა-
ვით იმედგაცრუებულები დარჩებოდნენ შენით. თუმცა ვინ
იცის, იქნებ ჩემზე უკეთესად გაეგოთ ეგ ცვლილება.
– ალბათ ეგრე იქნებოდა, – გაისმა შლაპის ქვეშიდან პირ-
ქუში ხმა, ერთსა და იმავე დროს გულისამაჩუყებელი და უსა-
სოო.
– ჩემთვისაც უნდა გაეგებინებინათ, რომ არ დავბნეული-
ყავი და შენს ტუქსვას არ მოვყოლოდი იმის მაგივრად, რომ
იმაზე კეთილად და მოთმინებით მოგქცეოდი, ვიდრე როდის-
მე მოგქცევივარ. ისედაც ხომ არ მომწონდა ეს მის რენდალი
და ახლა მთლად შემჯავრდა! – თქვა ვერაგმა ემიმ, რადგან
უნდოდა ამჯერად დაზუსტებით გაეგო, რამდენად სწორად
ჩასწვდა ვითარებას.
296 მკითხველთა ლიგა
– ჭირს წაუღია მის რენდალი! – სახიდან შლაპა აიგლიჯა
ლორიმ და ისეთნაირად შეხედა ემის, რომ ოდნავი ეჭვიც არ
დარჩენილა იმის თაობაზე, თუ რა გრძნობები ჰქონდა იმ
ყმაწვილი ლედის მიმართ.
– უკაცრავად, მეგონა... – და ემი დიპლომატიურად შეჩერ-
და.
– არაფერიც არ გეგონა. მშვენივრად იცი, რომ ჯოს გარდა
არავინ მყვარებია, – წინანდებული მგზნებარებით მიახალა
ლორიმ და შეტრიალდა.
– მეც ასე მეგონა, მაგრამ მაგის თაობაზე არაფერი მოუწე-
რიათ, შენც წახვედი და მეგონა, ვცდები-მეთქი. მაშ, ჯო კარ-
გად არ მოგექცა? მე კი დარწმუნებული ვიყავი, დიდი სიყვა-
რულით უყვარდი.
– კარგად როგორ არ მომექცა, ოღონდ სხვა გაგებით. და,
მისი ბედი, რომ არ შევუყვარდი, თუკი ისეთი არაფრის მაქნი-
სი ვინმე ვარ, როგორიც შენ გგონივარ. თუმცა, ეგ მისი ბრა-
ლია და შეგიძლია მოახსენო.
ამ სიტყვებზე ისევ დაუბრუნდა მკაცრი, მწარე მზერა და ემი
შეწუხდა: არ იცოდა, რა წამლით ეწამლა.
– შემეშალა, არ ვიცოდი. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გაგიწ-
ყერი, მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო, რომ ეს ამბავი უფ-
რო ვაჟკაცურად გადაიტანო, ტედი, საყვარელო!
– არა! მაგ სახელს ის მეძახდა! – და ლორიმ აჩქარებთ ას-
წია ხელი, რომ ჯოსეული კეთილი და საყვედურით სავსე ტო-
ნით ნათქვამი სიტყვები შეეჩერებინა, – დაიცა, შენც გამოც-
დი, – დაამატა ჩუმად და ბღუჯად ამოგლიჯა ბალახი.
– მე კაცურად გადავიტანდი და სიყვარულს თუ არა, პატი-
ვისცემას მაინც მოვიხვეჭდი, – თქვა ემიმ იმ ადამიანის სიმ-
ტკიცით, ვისაც ასეთი საქმეების არაფერი გაეგება.
297 მკითხველთა ლიგა
აქამდე ლორი იმით ინუგეშებდა თავს, რომ განსაცდელს
სანაქებოდ გაუძლო – არ უკვნესია და არც თანაგრძნობა უთ-
ხოვია, ისე წაიყოლა თავისი დარდი, რათა მარტოდმარტო
მორეოდა, ემის ლექციამ ეს საქმე სხვა კუთხით დაანახვა და
პირველად მოეჩვენა სისუსტედ და ეგოისტობად, რომ პირვე-
ლივე მარცხზე სულით დაეცა და უღიმღამო გულგრილობაში
ჩაიკეტა. ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს სევდიანი სიზმრი-
დან გამოაფხიზლესო და კვლავ ძილში წასვლა შეუძლებლად
ეჩვენა. ცოტა ხანში წამოჯდა და ნელა იკითხა:
– ვითომ, ჯოსაც შენსავით შევზიზღდებოდი?
– ჰო, თუკი ასეთნაირს დაგინახავდა. ხომ იცი, ზარმაცებს
ვერ იტანს. რატომ რამე ღირსშესანიშნავი არ ჩაიდინე, რომ
შეყვარებოდი?
– რაც შემეძლო, ვქენი, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
– ანუ ამბობ, უნივერსიტეტი კარგად დავამთავრეო? ეგ
ხომ ისედაც უნდა გექნა პაპაშენის ხათრით. სამარცხვინო იქ-
ნებოდა, რომ ჩაჭრილიყავი იმის მერე, რაც იმდენი დრო და
ფული დაახარჯე მაგ საქმეს და, თანაც, ყველამ იცოდა, რომ
შეგეძლო კარგად დაგემთავრებინა.
– გამოდის, რომ მაინც ჩავჭრილვარ, რახან ჯოს არ ვუყ-
ვარვარ, – დაიწყო ლორიმ და უღიმღამოდ ჩამოაყრდნო ნი-
კაპი ხელს.
– არა, არ ჩაჭრილხარ და ბოლოს შენ თვითონაც მაგას
იტყვი, იმიტომ რომ სწავლამ სიკეთე მოგიტანა და დაამტკი-
ცა, რომ თუკი რამე მოინდომე, ახერხებ კიდეც. სხვა ამოცანა
რომ დაუსახო შენს თავს, ცოტა ხანში წინანდებურად სიცოც-
ხლით სავსე და ბედნიერი გახდები და ეგ შენი დარდიც დაგა-
ვიწყდება.
– ეგ შეუძლებელია.
298 მკითხველთა ლიგა
– სცადე და ნახავ. ნუ აიჩეჩ მხრებს და ნუ იფიქრებ, მაგან
რა იცისო. მე ბრძენად არ მომაქვს თავი, მაგრამ დაკვირვებუ-
ლი ადამიანი ვარ და შენ რომ გგონია, იმაზე მეტს ვხედავ. მა-
ინტერესებს სხვების გამოცდილება და შეუთანხმებლობა;
მართალია, ახსნით ვერ ვხსნი, მაგრამ სამაგიეროდ ვიმახ-
სოვრებ და ჩემს საკეთილდღეოდ ვიყენებ. თუ გინდა, მთელი
სიცოცხლე გიყვარდეს ჯო, მაგრამ მაგ სიყვარულს თავს ნუ
წაახდენინებ. არ ივარგებს, ამდენი კარგი რამ მოისროლო
მარტო იმიტომ, რომ ის ერთი რაღაც ვერ მიიღე, რაც გინდო-
და. მორჩა და გათავდა. ჭკუას აღარ დაგარიგებ. ვიცი, უკვე
გამოფხიზლდი და იმ გოგოს გულქვაობის მიუხედავად, კაცუ-
რად მოიქცევი.
რამდენიმე წუთს ორივენი ჩუმად იყვნენ. ლორი იჯდა და
თითზე ბეჭედს იტრიალებდა, ემი კი ბოლო შტრიხებს უმატებ-
და სახელდახელო ესკიზს, რომელზეც მანამ მუშაობდა, სანამ
ლაპარაკობდა. ცოტა ხანში ესკიზი მუხლებზე დაუდო ლორის
და უბრალოდ ჰკითხა:
– როგორ მოგწონს?
ლორიმ დახედა და ძალაუნებურად გაეღიმა: მშვენიერი
ნამუშევარი იყო: გრძელი, ბალახში ზარმაცად გაწოლილი
ფიგურა, უსიცოცხლო სახე, ნახევრად დახუჭული თვალები,
ცალ ხელში სიგარა, საიდანაც კვამლი ადიოდა და რგოლად
ევლებოდა თავზე მეოცნებეს.
– რა კარგად ხატავ, – ნახევრად სიცილით უთხრა მისი ოს-
ტატობით გულწრფელად გაკვირვებულმა და ნაამებმა, – მარ-
თლა მე ვარ.
– როგორიც ახლა ხარ. ეს კი – როგორიც იყავი, – და ემიმ
მეორე ნახატი მიუდო იმ ნახატს, ლორის რომ ეჭირა.

299 მკითხველთა ლიგა


ეს მეორე ნახატი შესრულებით პირველთან ვერ მოვიდო-
და, მაგრამ შიგ სიცოცხლე და შემართება იგრძნობოდა, რა-
მაც მის ბევრ ნაკლთან შეაგუა მნახველი და ისე ცოცხლად
მოაგონა წარსული, რომ სანამ ნახატს დაჰყურებდა, რამდენ-
ჯერმე შეეცვალა გამომეტყველება. ეს მხოლოდ ნაჩქარევი
ჩანახატი იყო: ლორი ცხენს ხედნიდა, უქუდოდ და უპალტო-
ოდ იყო და დაძაბული ფიგურის ყოველი ხაზი, მტკიცე სახე და
მბრძანებლური იერი ენერგიითა და აზრით ჰქონდა სავსე. ახ-
ლად გახედნილი მოხდენილი პირუტყვი იდგა, მოზიდული სა-
დავით კისერმორკალული, ცალი ფლოქვით მოუთმენლად
თხრიდა მიწას და ყურები დაეცქვიტა, თითქოს იმის ხმას უს-
მენს, ვინც დაიმორჩილაო. ცხენის აშლილი ფაფარი, მხედ-
რის ქარში გაწეწილი თმა და გამართულობა მოულოდნელად
შეწყვეტილ მოძრაობას, ღონეს, გამბედაობასა და ყმაწვი-
ლურ ხალისს გულისხმობდა, რაც მკვეთრად განსხვავდებო-
და dolce far niente-ს ჩანახატის დუნე გრაციისგან. ლორის
არაფერი უთქვამს, მაგრამ სანამ ხან ერთ ნახატს დაჰყურებ-
და და ხან – მეორეს, ემიმ შენიშნა, რომ აილეწა და ტუჩები
მაგრად მოკუმა, თითქოს მისი პატარა გაკვეთილი წაიკითხა
და გაითავისაო.
ემი კმაყოფილი დარჩა, არ დალოდებია, როდის ამოიღებ-
და ლორი ხმას და, როგორც სჩვეოდა, მხიარულად უთხრა:
– არ გახსოვს ის დღე, ვითომ რეირი115 რომ იყავი და
„ცელქს“ ხედნიდი, ჩვენ ყველანი კი გიყურებდით? მეგსა და
ბეთს ეშინოდათ, ჯო ტაშს გიკრავდა და დაკუნტრუშებდა, მე კი

რეირი – ჯონ რეირი (1828-1866) განთქმული ამერიკელი ცხენების


115

მხედნავი
300 მკითხველთა ლიგა
ღობეზე ვიჯექი და გხატავდი. ეგ ესკიზი ამას წინათ ვიპოვე სა-
ქაღალდეში, შევასწორე და შევინახე, ვაჩვენებ-მეთქი.
– დიდი მადლობა. ახლა ათასჯერ უკეთესად ხატავ, მომი-
ლოცავს. შეიძლება, „ახლად დაქორწინებულთა სამოთხეში“
მყოფმა გაგახსენო, რომ ხუთზე თქვენს სასტუმროში სადილი-
ა?
ამ სიტყვებით ლორი წამოდგა, ღიმილითა და თავის დაკ-
ვრით დაუბრუნა ემის სურათები და საათზე დაიხედა, თითქოს
უნდოდა შეეხსენებინა, ჭკუის დარიგებასაც უნდა ჰქონდეს და-
სასრულიო. სცადა, წინანდელი ძალდაუტანებელი, გულგრი-
ლი იერი მიეღო, მაგრამ ნაძალადევი გამოუვიდა, რადგან
იმაზე უფრო ქმედითად გამოაცოცხლეს, ვიდრე აღიარებდა.
ემიმ ცოტაოდენი სიცივე იგრძნო მის მანერებში და გაიფიქ-
რა: „ჩემზეა ნაწყენი. რას ვიზამ: თუ სიკეთეს მოუტანს, გამი-
ხარდება და თუ შევძულდები, მეწყინება, მაგრამ რაც ვუთხა-
რი, მართალია და ერთ სიტყვასაც ვერ გადავთქვამ.“
სასტუმროსკენ გაბრუნებულებმა მთელი გზა სიცილ-
სიცილითა და ლაპარაკით გალიეს და ზურგს უკანიდან გა-
მომცქერალი პატარა ბატისტი ფიქრობდა, monsieur და
mademoiselle მშვენიერ გუნებაზე არიანო, არადა ორივენი
უხერხულობას გრძნობდნენ. მეგობრული გულახდილობა და-
ირღვა, მზეს ჩრდილი გადაეფარა და გარეგნული მხიარულე-
ბის მიუხედავად, გულში ორივეს იდუმალი უკმაყოფილება
შეეპარა.
– ამ საღამოს გნახავთ, mon frère?116 – ჰკითხა ემიმ, როცა
ბიცოლას კართან ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ.

116 mon frère – ჩემო ძმაო (ფრანგ.)


301 მკითხველთა ლიგა
– ვერა, წასასვლელი ვარ. Au revoir, mademoiselle, – და
ლორი დაიხარა, თითქოს ხელზე უნდა ეკოცნა უცხოური
ყაიდით, რომელსაც ბევრ მამაკაცზე მეტად იხდენდა, მაგრამ
ემიმ რაღაც ისეთი შეატყო სახეზე, რომ სწრაფად და თბილად
უთხრა:
– არა, ბუნებრივად მომექეცი, ლორი და ძველი, კარგი წე-
სით დავშორდეთ. გულიანი ინგლისური ხელის ჩამორთმევა
მირჩევნია საფრანგეთში მიღებულ სენტიმენტალურ სალამ-
ქალამს.
– აბა, კარგად, საყვარელო, – ისეთი ტონით უთხრა ლო-
რიმ ეს სიტყვები, რომ ემის მოეწონა, მერე კი ისე გულიანად
ჩამოართვა ხელი, რომ ლამის ატკინა და წავიდა.
მეორე დღეს ლორი, ჩვეულებისამებრ, არ სტუმრებია.
ამის ნაცვლად ემიმ წერილი მიიღო, რომელმაც დასაწყისში
ღიმილი მოჰგვარა, ბოლოში კი – ოხვრა:

ჩემო ძვირფასო მენტორ!117


გთხოვ, ჩემ მაგივრად გამოემშვიდობო ბიცოლას და
იზეიმო, რადგან „ლოქო ლორენსი“, ყველაზე დამჯერი ბიჭი,
პაპასთან წავიდა. აბა, თქვენ იცით, კარგად გაატარეთ ზამთა-
რი და დაე, ღმერთებმა ნეტარი თაფლობის თვე მოგივლინონ
ვალროზაში! მე მგონი, ფრედსაც არ აწყენდა ერთი კარგი გა-
მოფხიზლება. ესეც გადაეცი ჩემს მილოცვასთან ერთად.
შენი მადლიერი ტელემაქე

117მენტორი – ჰომეროსის ეპიკური პოემის „ოდისეას“ გმირი, ოდისევსის


ვაჟის, ტელემაქეს აღმზრდელი
302 მკითხველთა ლიგა
– კარგი ბიჭია! მიხარია, რომ წავიდა, – მოწონების ღიმი-
ლით თქვა ემიმ, თუმცა მეორე წუთს სახე შეეცვალა, ცარიელ
ოთახს თვალი მოავლო და უნებური ოხვრით დაამატა, – ჰო,
მიხარია, მაგრამ უიმისოდ მომეწყინება.

303 მკითხველთა ლიგა


თავი მეჩვიდმეტე
სიკვდილის ჩრდილის ხეობა

პირველმა სიმწარემ რომ გაიარა, ოჯახის წევრები შეურიგ-


დნენ გარდაუვალს, შეეცადნენ მხნედ გადაეტანათ და ერთი-
მეორეს მხარში ამოუდგნენ მომატებული სიყვარულის მეოხე-
ბით, რაც სათუთად ადუღაბებს შინაურებს, როცა ოჯახს უბე-
დურება ატყდება თავს. გვერდზე გადადეს თავიანთი დარდი
და ყოველი მათგანი თავდაუზოგავად ცდილობდა, ეს ბოლო
წელიწადი ბედნიერი ყოფილიყო.
სახლში ყველაზე მყუდრო ოთახი ბეთს გამოუყვეს და იქ
შეზიდეს ყველაფერი, რაც გამორჩევით უყვარდა – ყვავილე-
ბი, სურათები, მისი პიანინო, პატარა სახელსაქმო მაგიდა და
მისი სანუკვარი ფისოები. აქ დაბინავდა მამას საუკეთესო
წიგნები, დედას სავარძელი, ჯოს საწერი მაგიდა და ემის
საუკეთესო ჩანახატები, ხოლო მეგის ბავშვები დედის თან-
ხლებით ყოველდღე ასრულებდნენ სასიყვარულო მომლოც-
ველობას, რათა დეიდა ბეთისთვის გული გაეხარებინათ. ჯონ-
მა უჩუმრად გადადო მცირე თანხა, რათა იმის სიამოვნება
ჰქონოდა, რომ ავადმყოფისთვის ხილი არ მოეკლო, რაც
ბეთს უყვარდა და ენატრებოდა. მოხუცი ჰანა დაუღალავად
აკეთებდა ნაირნაირ ნუგბარ კერძს, რომ როგორმე ეცდუნე-
ბინა მადადაკარგული სნეული და, როცა საქმობდა, გაუჩე-
რებლად ღვრიდა შიგ ცრემლს, ხოლო ოკეანის გაღმიდან
პატარ-პატარა საჩუქრები და მხიარული წერილები მოდიოდა

304 მკითხველთა ლიგა


და თითქოს სითბოს სუნთქვა და ყვავილების სურნელი მოჰ-
ქონდა იმ ქვეყნებიდან, სადაც ზამთარი არ იცის.
აქ იჯდა ბეთი, ვისაც ისე ევლებოდნენ თავს, როგორც სა-
კუთარ ტაძარში მსუფევ შინაურ წმინდანს; იჯდა, როგორც ყო-
ველთვის, წყნარი და საქმიანი, რადგან ვერაფერი შეუცვლი-
და ტკბილ, უანგარო ბუნებას, და როცა სიცოცხლესთან გამო-
სათხოვრად ემზადებოდა, მაშინაც კი ცდილობდა, ბედნიერე-
ბა მიენიჭებინა იმათთვის, ვინც ამქვეყნად უნდა დარჩენილი-
ყო. სუსტი თითები არასოდეს იყვნენ უქმად და ბეთს ერთ--
ერთ სიამედ ექცა წვრილ-წვრილი ნივთების დამზადება სკო-
ლის მოწაფეებისთვის, რომლებიც ყოველდღე აივლ-
ჩაივლიდნენ მათ სახლთან: ხან წყვილ თათმანს გადაუგდებ-
და ფანჯრიდან ვინმე ხელებგალურჯებულს, ხან სანემსეს –
ბლომად თოჯინების პატრონ პატარა დედას; კალმის საწ-
მენდს – პატარა კალიგრაფებს, გაჭირვებით რომ მიიკვლევ-
დნენ გზას მართლწერის უღრან ტყეში, სასურათე ალბომებს
– ლამაზი ნახატების მოყვარულ თვალებს და, კიდევ, სხვა
ათასნაირ საამურ მოწყობილობას, სანამ ცოდნის კიბეზე უხა-
ლისოდ ამავალნი არ მიხვდნენ, რომ გზა ყვავილებით ჰქონ-
დათ მოფენილი და არ გადაწყვიტეს, რომ ალერსიანი დამსა-
ჩუქრებელი კეთილი ფერია იყო, რადგან ისეთ საჩუქრებს აწ-
ვიმებდა მაღლიდან, რომლებიც სასწაულებრივად შეესატყვი-
სებოდა მათ გემოვნებასა და საჭიროებას. თუ ბეთს მადლობა
სურდა, ამ მადლობას პოულობდა პატარა, გაბრწყინებულ სა-
ხეებში, მისი ფანჯრისკენ რომ იმზირებოდნენ და ღიმილით
უკრავდნენ თავს და ასევე – ბავშვებისგან გამოგზავნილ
მოკლე-მოკლე, მელნის ლაქებითა და მადლობებით სავსე
სასაცილო წერილებში.

305 მკითხველთა ლიგა


პირველი თვეები ძალიან ბედნიერი იყო, ბეთი ხშირად მო-
ავლებდა ხოლმე თვალს თავის მზიან ოთახს და ამბობდა, რა
ლამაზია აქაურობაო, როცა ყველანი იქ ისხდნენ, იატაკზე გა-
წოლილი ბავშვები ფეხებს იქნევდნენ და ჭყლოპინებდნენ,
დედა და დები იქვე კერავდნენ, მამა კი საამო ხმით კითხუ-
ლობდა ნაწყვეტებს ძველი ბრძნული წიგნებიდან, რომლებიც
სავსე იყო კეთილი, სანუგეშო სიტყვებით, ახლაც რომ ისევე
გამოსადეგია, როგორც საუკუნეების წინ, როცა დაიწერა. ეს
იყო მომცრო სამლოცველო, სადაც მღვდელი მამა იმ ძნელ
გაკვეთილებს ასწავლიდა თავის სამწყსოს, რომლებიც ყვე-
ლამ უნდა ისწავლოს და ცდილობდა დაენახვებინა, რომ
იმედს ძალუძს ნუგეში სცეს სიყვარულს, ხოლო რწმენას – შე-
საძლებელი გახადოს მორჩილება. ეს ქადაგებები უბრალო
იყო და ღრმად სწვდებოდა მსმენელთა სულს, რადგან
მღვდლის სწავლებაში მამის გული იდო, ხოლო ხმის ხშირი
თრთოლვა აორმაგებდა მისი წარმოთქმული ან წაკითხული
სიტყვების მჭევრმეტყველებას. კიდევ კარგი, ეს მშვიდობიანი
დრო ებოძათ ამის შემდგომი სევდიანი საათებისთვის მოსამ-
ზადებლად, რადგან ბეთი თანდათან ჩივილს მოჰყვა, „ეს ნემ-
სი რამსიმძიმეაო“, მერე კი სამუდამოდ გადადო, ლაპარაკი
ღლიდა, სახეები აშფოთებდა, ტკივილი ეუფლებოდა, ხოლო
მშვიდობიან ბუნებას სავალალოდ უფორიაქებდა სუსტი
სხეულის გამაწამებელი სნეულებები. ოჰ, რა მძიმე დღეები
იყო და რამსიგრძე ღამეები, რა გულისტკივილი და რა მხურ-
ვალე ლოცვები, როცა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უყვარ-
დათ ბეთი, იძულებულნი იყვნენ, ეცქირათ მათკენ მუდარით
გამოწვდილი წვრილი ხელებისთვის, ესმინათ მწარედ ამოთ-
ქმული „მიშველეთ!“ და სცოდნოდათ, რომ საშველი არ იყო.
უშფოთველი სულის სევდისმომგვრელი არევ-დარევა, ახალ-
306 მკითხველთა ლიგა
გაზრდა სიცოცხლის შერკინება სიკვდილთან – თუმცა, ღვთის
წყალობით, ერთიცა და მეორეც ხანმოკლე გამოდგა, მერე კი
ბუნების ჯანყი დასრულდა და წინანდელი, ოდინდელზე მშვე-
ნიერი სიმშვიდე დაბრუნდა. სუსტი სხეულის რღვევასთან ერ-
თად ბეთს სული უძლიერდებოდა და, თუმცა ცოტას ლაპარა-
კობდა, გვერდით მყოფნი გრძნობდნენ მის მზაობას და ხე-
დავდნენ, რომ პირველწოდებული პილიგრიმი იმავ-
დროულად ყველაზე ღირსეული იყო და ნაპირზე მასთან ერ-
თად მყოფნი ელოდნენ მოსახდენს, თან კი ცდილობდნენ
დაენახათ ის სხივაოსანნი, შესაგებებლად რომ წამოვიდოდ-
ნენ, როცა ბეთი მდინარეს გადალახავდა.
ჯო ერთი საათითაც კი არ ტოვებდა დას მას მერე, რაც ბეთ-
მა უთხრა, შენ რომ აქ ხარ, ძალა მეძლევაო. მის ოთახში,
ტახტზე ეძინა, ხშირ-ხშირად იღვიძებდა, რომ ცეცხლისთვის
შეეკეთებინა, ბეთისთვის ეჭმია ან მოევლო ამ მომთმენი არ-
სებისთვის, რომელიც იშვიათად თუ ითხოვდა რამეს და ცდი-
ლობდა, არავინ შეეწუხებინა. ჯო მთელი დღეობით მის ოთახ-
ში იყო, ეჭვიანობდა ყველა სხვა მომვლელზე და იმაზე მეტად
ამაყობდა იმით, რომ იგი აირჩიეს, ვიდრე რაგინდარა სხვა
პატივით, რაც კი ცხოვრებაში წილად ხვდომია. ეს საათები
ძვირფასი და სასარგებლო იყო ჯოსთვის, რადგან ახლა მისი
გული სწორედ იმას სწავლობდა, რაც ესოდენ სჭირდებოდა.
ისე ტკბილად უტარდებოდა მოთმინების გაკვეთილები, რომ
შეუძლებელი იყო, არ აეთვისებინა: ყველასადმი გულმოწყა-
ლება, მიტევებისა და სხვისი სიავის დავიწყების მშვენიერი
ნიჭი, ვალის ერთგულება, იმასაც კი რომ გააიოლებს, რაც
ყველაზე ძნელია და – წრფელი რწმენა, არაფრისა რომ არ
ეშინია და უეჭვოდ რომ იმედოვნებს.

307 მკითხველთა ლიგა


ღამღამობით გაეღვიძებოდა ხოლმე და ხშირად ხედავდა,
რომ ბეთი თავის პატარა, დაქექილ წიგნს კითხულობდა, ეს-
მოდა, რომ უძილო ღამის გასაყვანად ღიღინებდა ან იჯდა სა-
ხეზე ხელებაფარებული და გამჭვირვალე თითებშუა ცრემლე-
ბი ჩამოსდიოდა; ჯო იწვა და უყურებდა ღრმა ფიქრებში წასუ-
ლი და ცრემლგამშრალი, გრძნობდა, რომ ბეთი, ჩვეულები-
სამებრ უბრალოდ, არათავკერძულად ცდილობდა გადაჩ-
ვეოდა ძველ, ძვირფას ცხოვრებას და ნუგეშის წმინდა სიტყვე-
ბით, წყნარი ლოცვითა და მისთვის ესოდენ საყვარელი მუსი-
კის მეოხებით მომზადებულიყო მომავალი ცხოვრებისთვის.
ყოველივე ამის ხილვა იმაზე მეტს აძლევდა ჯოს, ვიდრე ყვე-
ლაზე ბრძნული ქადაგება, ყველაზე წმინდა ჰიმნი და ყველაზე
მხურვალე ლოცვა მისცემდა. უხვად დაღვრილი ცრემლით
დაწმენდილი თვალებითა და უნაზესი სევდით მომლბალი გუ-
ლით დაინახა, რა სილამაზით იყო მოსილი დის ცხოვრება –
გამორჩეული მოვლენებისა და პატივმოყვარეობისაგან დაც-
ლილი, მაგრამ აღსავსე იმ ჭეშმარიტი სათნოებებით, რომელ-
ნიც „სურნელოვანნი, ყვავიან მტვერში“118 და იმ უანგარო-
ბით, რომლის წყალობითაც ამქვეყნად ყველაზე მორჩილს
ზეცაში პირველს ერგება ჯილდო – ნამდვილი გამარჯვება,
რაც ყველასათვის შესაძლებელია.
ერთ ღამით, როცა ბეთი თავის მაგიდაზე დალაგებულ წიგ-
ნებს ათვალიერებდა, ისეთი რამ იპოვა, რამაც დაავიწყა მოკ-
ვდავის სისუსტე, თითქმის ისევე ძნელად ასატანი, როგორც
ტკივილი. ძველი, საყვარელი „პილიგრიმის მოგზაურობის“

„სურნელოვანნი, ყვავიან მტვერში“ – ციტატა ინგლისელი დრამატურ-


118

გის ჯეიმზ შირლის (1596-1666) ინტერლუდიიდან „აიაქსისა და ოდისევ-


სის ცილობა“
308 მკითხველთა ლიგა
ფურცვლისას ჯოს ხელით ნაწერ ფურცელს წააწყდა. სათაურ-
მა თვალი მოსტაცა, ხოლო გადღაბნილმა სტრიქონებმა მიახ-
ვედრა, რომ ფურცელს ცრემლი დაღვროდა.
„საწყალი ჯო! სძინავს და ნებართვის სათხოვნელად არ
გავაღვიძებ. თავის ყველა ნაწერს მაჩვენებს ხოლმე და ალ-
ბათ, უარზე არ იქნება, რომ ესეც ვნახო“, გაიფიქრა ბეთმა და
ხალიჩაზე მწოლიარე დას გახედა, რომელსაც საჩხრეკი მო-
ეგდო გვერდით და მზად იყო მაშინვე გაღვიძებოდა, როგორც
კი ბუხარში შეშის ღერი ნაწილებად დაიშლებოდა.

ჩემო ბეთ

თმენით აღვსილი დამჯდარხარ ჩრდილში


და ელოდები კურთხეულ ნათელს,
შენი მორჩილი, უმწიკვლო სული
ჩვენს მშფოთვარე სახლს სიწმინდით ავსებს.

ამქვეყნიური ლხენა თუ დარდი


ემსხვრევა, როგორც უღონო ტალღა
წყალუხვი, წმინდა მდინარის ნაპირს –
ნაპირს, რომელზეც მზადმყოფი დგახარ.

როს წახვალ, დაო, და გაგეყრება


მტრობა-წუხილით სავსე სოფელი,
ძღვნად დამიტოვე სათნოებანი,
შენი ცხოვრების შემამკობელი.

ის მოთმინება, რომლის წყალობით


უმდურველი და გულღია შთები
309 მკითხველთა ლიგა
ტკივილის სხეულ-სატუსაღოში,
მე მიანდერძე, გემუდარები.

მე მიანდერძე შენი მხნეობა


ბრძნული და ტკბილი – მეც მქონდეს მინდა –
რომლის წყალობით გზა ძნელსავალი
აგიმწვანდა და აგიბიბინდა.

ეგ უანგარო ბუნება მომეც,


რომელსაც ძალუძს, ღვთიური მადლით
სიყვარულისთვის შენდობა ცოდვის;
მეც მაპატიე, შევცოდე რაც კი.

ჩვენი გათიშვის დიდი ტკივილი


სიმწარეს თვისას კარგავს თანდათან
და აჰა, ვსწავლობ ამ ძნელ გაკვეთილს,
შენაძენად რომ მიხდის დანაკარგს:

სევდა-ვარამი მცირედ დააცხრობს


ჩემს სულს ბობოქარს, ასწავლის თმენას,
გამიჩენს ახალ ლტოლვა-სურვილებს
და ზეციერის შემმატებს რწმენას.

მეც გადავლახავ ოდეს მდინარეს,


მომეფინება სიამე-შვება:
დავინახავ, რომ ძვირფას დის სული
ნაპირზე დგას და მე მელოდება.

310 მკითხველთა ლიგა


გადამექცევა ორ ანგელოზად
რწმენა-იმედი შობილი დარდით
და შინ მიმიყვანს იმათი ხელით
ჩემზე ადრიან წასული დაი.

მელნის ნაჟონ-ლაქებით დასვრილმა აცაბაცა და უფე-


რულმა სტრიქონებმა ენით აუწერელი შვება მოუტანა ბეთს:
მისი ერთადერთი საწუხარი ის იყო, რომ ცოტა რამ გააკეთა
ცხოვრებაში, ჯოს ლექსმა კი თითქოს დააჯერა, რომ ამაოდ
არ უცხოვრია და რომ მისი სიკვდილი სასოს არ წარუკვეთდა
ახლობლებს, რისაც ასე ეშინოდა. სანამ იჯდა და მოკეცილი
ფურცელი ეჭირა, დანახშირებული ნაპობი დავარდა და
დაიშალა. ჯო შეკრთა, ცეცხლს შეუკეთა და ფეხაკრეფით მი-
ვიდა საწოლთან იმ იმედით, რომ ბეთს ეძინა.
– არ მძინავს, საყვარელო, მაგრამ იცი, რა ბედნიერი
ვარ?! შეხედე, ეს ვიპოვე და წავიკითხე. ვიცოდი, არ დამიშ-
ლიდი. შენთვის მართლა ვარ ეს ყველაფერი, ჯო? – ფიქრიანი
და თვინიერი სიდინჯით ჰკითხა.
– ეგეც და უფრო მეტიც, ბეთ! – და ჯომ დის გვერდით ბა-
ლიშზე დადო თავი.
– მაშ, აღარ მეგონება, რომ ტყუილუბრალოდ ვიცხოვრე.
არც ისეთი კარგი ვარ, როგორიც შენ გამომაჩინე, მაგრამ
იმას კი ვცდილობდი, სწორად მოვქცეულიყავი, ახლა კი, რო-
ცა გვიანია და უკეთესად მოქცევის დრო აღარ დარჩა, დიდი
შვებაა იმის ცოდნა, რომ ვიღაცას ასე ძალიან ვუყვარვარ და
ჰგონია, რაღაცაში მივეხმარე.
– იმაზე უფრო, ვიდრე სხვა ვინმე მომხმარებია მთელი დე-
დამიწის ზურგზე, ბეთ. ვფიქრობდი, ვერ გავუშვებ-მეთქი, მაგ-
რამ თანდათან ვხვდები, რომ არ დაგკარგავ, რომ ჩემთვის
311 მკითხველთა ლიგა
იმაზე მეტი იქნები, ვიდრე წინათ და რომ სიკვდილი არ გაგვა-
შორებს, თუმცა კი – განშორებას ჰგავს.
– ვიცი, რომ არ გაგვაშორებს და აღარც ვუშინდები. დარ-
წმუნებული ვარ, ისევ შენი ბეთი ვიქნები, წინანდელზე უფრო
მეყვარები და მოგეხმარები. მე რომ წავალ, ჩემი ადგილი შენ
უნდა დაიკავო, ჯო, და ყველაფერი გახდე დედასთვის და მა-
მასთვის. შენი იმედი ექნებათ და არ გააწბილო; და თუ ეს საქ-
მე გეძნელოს, გაიხსენე, რომ არ გივიწყებ და რომ ეს უფრო
გაგაბედნიერებს, ვიდრე მშვენიერი წიგნების წერა ან მთელი
მსოფლიოს შემოვლა, იმიტომ რომ როცა მივდივართ, თან
ვერაფერი მიგვაქვს სიყვარულის გარდა და სიყვარულია, ასე
რომ გვიმსუბუქებს აღსასრულს.
– ცდას არ დავაკლებ, ბეთ, – და იმწამს ჯომ უარი თქვა თა-
ვის წინანდელ მისწრაფებაზე, ახალ და უკეთეს მიზანს მიუძ-
ღვნა თავი, აღიარა სხვა სურვილთა სიმწირე და იგრძნო სიყ-
ვარულის უკვდავებაში დავანებული რწმენის კურთხეული ნუ-
გეში.
ასე დგებოდა და გადიოდა გაზაფხულის დღეები, ცას სი-
ნათლე ემატებოდა, მიწას – სიმწვანე, ყვავილები ადრიანად
ამოვიდა და ფრინველებიც თავის დროზე დაბრუნდნენ, რათა
გამომშვიდობებოდნენ საყვარელ ბეთს, რომელიც დაღლი-
ლი, მაგრამ მიმნდობი ბავშვივით ჩასჭიდებოდა იმ ხელებს,
მთელი სიცოცხლე რომ ატარებდნენ, ახლა კი დედამ და დებ-
მა ფრთხილად გადაატარეს სიკვდილის ჩრდილის ხეობა და
უფალს ჩააბარეს.
იშვიათად თუ წარმოთქვამს მომაკვდავი დასამახსოვრე-
ბელ სიტყვებს, იშვიათად ევლინება ხილვები და იშვიათად
მიიცვლება ნეტარი გამომეტყველებით; ასე მხოლოდ წიგნებ-
ში ხდება და მან, ვისაც ბევრი სული გაუცილებია, იცის, რომ
312 მკითხველთა ლიგა
უმეტეს მათგანს აღსასრულიც ისევე ბუნებრივად ეწვევა, რო-
გორც – ძილი. ბეთს გაუმართლდა იმედი, „მიქცევა იოლად
მოხდა“ და განთიადის წინა ბნელ საათს, იმავე მკერდზე, რო-
მელზეც პირველად ჩაისუნთქა, საბოლოოდვე ამოისუნთქა
წყნარად, ისე რომ გამოსათხოვარი სიტყვები არ უთქვამს,
იყო მხოლოდ სიყვარულით სავსე ერთი გამოხედვა და ერთი
პაწია ამოხვნეშა.
დედამ და დებმა ცრემლით, ლოცვითა და ალერსიანი ხე-
ლებით გაამზადეს ხანგრძლივი ძილისთვის, რომელსაც ვე-
ღარასოდეს ჩაუმწარებდა ტკივილი. მადლიერი თვალით ხე-
დავდნენ, რომ ცოტა ხანში მშვენიერმა უშფოთველობამ შეც-
ვალა ის შესაბრალისი ტანჯვა, რომელიც ამდენ ხანს უკლავ-
დათ გულებს და მოწიწებანარევი სიხარულით მიხვდნენ, რომ
მათი ძვირფასი გოგონასთვის სიკვდილი კეთილი ანგელოზი
იყო და არა – შემზარავი ლანდი.
როცა გათენდა, მრავალი თვის განმავლობაში პირველად
მოხდა, რომ ბუხარში ცეცხლი ჩამქრალი იყო, ჯოს ადგილი –
ცარიელი, ხოლო ოთახი – მიჩუმებული. სამაგიეროდ, მახ-
ლობლად, დაკოკრილ ტოტზე ხალისიანად ჭიკჭიკებდა ჩიტი,
ფანჯარასთან თეთრყვავილა გაშლილიყო, გაზაფხულის მზე
კი კურთხევასავით ეღვრებოდა ბალიშზე დასვენებულ უშ-
ფოთველ სახეს – სახეს, რომელიც ისე ავსილიყო უმტკივ-
ნეულო სიმშვიდით, რომ მათ, ვისაც ყველაზე უფრო უყვარ-
დათ იგი, ცრემლიანი ღიმილით გაეღიმათ და მადლობა შეს-
წირეს უფალს, რომ ბეთი, როგორც იქნა, გამოკეთდა.

313 მკითხველთა ლიგა


თავი მეთვრამეტე
მეცადინეობა დავიწყებაში

ემის წაკითხულმა ლექციამ სიკეთე მოუტანა ლორის, თუმ-


ცა თვითონ, რასაკვირველია, დიდხანს არ აღიარებდა ამას.
მამაკაცი იშვიათად თუ გამოტყდება ასეთ რამეში, რადგან
როცა რჩევას ქალი იძლევა, შესაქმის გვირგვინი მანამ არ
მიიღებს ამ რჩევას, სანამ თავს არ დააჯერებს, რომ თვითო-
ნაც სწორედ ეს ჰქონდა გუნებაში. მერე ამ რჩევას მისდევს და
თუ რჩევამ გაამართლა, „სუსტ ჭურჭელს“119 დამსახურებას
გაუყოფს, ხოლო თუ ვერა – მთელ მარცხს უშურველად გა-
დაბრალებს.
ლორი ჩავიდა პაპასთან და რამდენიმე კვირა ისეთი მორ-
ჩილი და ალერსიანი იყო, რომ მოხუცმა ჯენტლმენმა გამოც-
ხადა, ეს გასაოცარი სიკეთე ნიცის ჰავამ ქნა და კარგს იზამ,
თუ ერთხელაც ჩახვალო. ყმაწვილ ჯენტლმენს ამაზე მეტად
არაფერი ეამებოდა, მაგრამ ნიცაში ისე დატუქსეს, რომ ახლა
იქ ძალითაც კი ვერ ჩაათრევდნენ – სიამაყე უშლიდა, და რო-
ცა წასვლის წყურვილი მეტისმეტად მოეძალებოდა ხოლმე,
გადაწყვეტილების განსამტკიცებლად იმ სიტყვებს იმეორებ-
და, რომელთაც ყველაზე მეტად იმოქმედეს მასზე: „მეზიზღე-
ბი“ და „წადი, რამე ღირსშესანიშნავი ჩაიდინე, რომ შეუყვარ-
დე“.

119 სუსტი ჭურჭელი – პეტრე მოციქულის სიტყვები ქალის შესახებ


314 მკითხველთა ლიგა
ლორი ისე ხშირად უბრუნდებოდა ამ საგანს, რომ ცოტა
ხანში იძულებული გახდა ეღიარებინა, ეგოისტი და ზარმაცი
ვარო, მაგრამ როცა კაცს დიდი დარდი აწევს, სანამ იმ დარდს
არ მოინელებს, ყველანაირი ახირება ეპატიება. გრძნობდა,
რომ მისი დაღუპული სიყვარული უკვე მკვდარი იყო და თუმ-
ცა მთელი სიცოცხლე მის ერთგულ დამტირებლად დარჩებო-
და, მაინც არ ღირდა გლოვის სახალხოდ გამოფენა. ჯო არ შე-
იყვარებს, მაგრამ ლორის ის ხომ მაინც შეუძლია, პატივისცე-
მა აღუძრას და აღტაცება მოჰგვაროს, თუკი ისეთ რამეს
ჩაიდენს, რაც დაამტკიცებს, რომ გოგოს „არამ“ ცხოვრება არ
წაუხდინა. ისედაც მუდამ უნდოდა რამის კეთება და ემის რჩე-
ვა სრულიად ზედმეტი იყო. იმასღა ელოდა, წესითა და რიგით
მიებარებინა მიწისთვის ზემოხსენებული დაღუპული სიყვარუ-
ლი, რათა „ნატკენი გული დაემალა და კვლავ ჯაფისთვის
მიეყო ხელი“.
როგორც გოეთე გადმოსცემდა სიმღერით სიხარულსა თუ
წუხილს, ისე გადაწყვიტა ლორიმაც, მუსიკაში დაებალზამები-
ნა თავისი სამიჯნურო სევდა და შეექმნა რეკვიემი, რომელიც
ჯოს სულს დაუფლეთდა და ყოველ მსმენელს გულს გაულ-
ღობდა. ამიტომაც, როცა მოხუცმა ჯენტლმენმა კვლავ შეატყო
შვილიშვილს უხალისობა-ფორიაქი და წასვლა უბრძანა, ლო-
რი ვენაში წავიდა, სადაც მეგობარი მუსიკოსები ჰყავდა და
საქმეს შეუდგა: მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავი უნდა
გამოვიჩინოო, მაგრამ ან დარდი გამოდგა იმოდენა, რომ მუ-
სიკაში ვერ განსხეულდა ან მუსიკა – ისეთი ეთერული, რომ
მიწიერ სევდას ვერ მოერია; ყოველ შემთხვევაში, ლორი მა-
ლე მიხვდა, რომ იმჟამად რეკვიემის ძალა არ შესწევდა. ცხა-
დი იყო, რომ გონება ჯერაც სათანადოდ ვერ უმუშავებდა და
იდეებშიც გარკვეულობა იყო შესატანი, რადგან სევდიანი
315 მკითხველთა ლიგა
ფრაზის შუაგულში ხშირ-ხშირად აღმოაჩენდა ხოლმე, რომ
საცეკვაო მელოდიას ღიღინებდა, რომელიც ცხადლივ აგო-
ნებდა ნიცაში გამართულ საშობაო მეჯლისს, მეტადრე – ჩა-
სუქებულ ფრანგს და – ცოტა ხნით ქმედითად წყვეტდა ტრაგი-
კული ნაწარმოების თხზვას.
მერე ოპერა სცადა, რადგან დასაწყისში არაფერი ჩანს შე-
უძლებელი, მაგრამ აქაც მოულოდნელ სიძნელეებს წააწყდა.
უნდოდა, ჯო ექცია თავისი ოპერის გმირად და მეხსიერებას
მიმართა, რათა თავისი სიყვარულის ნაზი მოგონებები და
რომანტიკული სურათები ამოეკრიფა. მაგრამ მეხსიერება
მოღალატე გამოდგა და თითქოს მისი სატრფოს ჯიუტი ხა-
სიათი დაიჭირაო, მხოლოდ ჯოს უცნაურობას, ნაკლსა და ახი-
რებას იგონებდა და უაღრესად არასენტიმენტალური მხრით
წარმოაჩენდა: ხან ჭრელი თავსაფრით თავწაკრული ფეხსა-
ფენებს ბერტყავდა, ხან დივნის მუთაქით ღობავდა თავის ტე-
რიტორიას და ხანაც, მისის გამიჯისებურად, ცივ წყალს ასხამ-
და ლორის ვნებას, რის შემდეგაც თავშეუკავებელი სიცილი
იქვე არღვევდა სევდიან სურათს, რომლის დახატვასაც ლო-
რი ცდილობდა. ჯოს არასდიდებით არ სურდა ოპერის გმირი
გამხდარიყო და ლორისაც სხვა რა დარჩენოდა: წამოიძახა,
„ღმერთმანი, ამ გოგოსგან ტანჯვის გარდა ხეირი არაფე-
რიაო“ და თმებში იტაცა ხელი, როგორც სასოწარკვეთილ
კომპოზიტორს შეშვენის.
როცა მიიხედ-მოიხედა, იქნებ ნაკლებ უჯიათი ასული ვი-
პოვო და მუსიკაში უკვდავვყოო, მეხსიერებამ სწრაფად და
თავაზიანად შესთავაზა ასეთი ასული. ეს ფანტომი ხშირ--
ხშირად იცვლიდა სახეს, თუმცა მუდამ ოქროსფერი თმა
ჰქონდა, გამჭვირვალე ღრუბელი ებურა და ლორის წარმო-
სახვაში ჰაეროვნად ლივლივებდა ვარდების, ფარშავანგების,
316 მკითხველთა ლიგა
თეთრი პონებისა და ცისფერი ლენტების მომხიბლავ ქაოსში
ჩაძირული. ამ თავაზიანი სულისთვის სახელი არ დაურქმე-
ვია, მაგრამ მთავარ პერსონაჟად აქცია და ძლიერ შეუყვარ-
და: რა გასაკვირია, ასე მომხდარიყო – ლორიმ ხომ ამქვეყ-
ნად არსებული ყველა ნიჭი და ღირსება უბოძა და უვნებლად
გამოატარა ბევრი იმგვარი განსაცდელი, რასაც ვერც ერთი
მოკვდავი ქალი ვერ გადაურჩებოდა.
ამ შთაგონების წყალობით დროდადრო შეუფერხებლად
მიიწევდა წინ, მაგრამ თანდათან მუშაობა ეშხს კარგავდა და
ლორისაც ავიწყდებოდა, რომ უნდა ეწერა: ან კალმით ხელში
იჯდა ხოლმე ფიქრებში წასული ან კი მხიარულ ქალაქში
დაეხეტებოდა ახალი იდეების საძებრად და გონების გამო-
საფხიზლებლად, რომელიც იმ ზამთარს როგორღაც აბნეულ-
დაბნეული ჰქონდა. კეთებით ბევრს არაფერს აკეთებდა, მაგ-
რამ სამაგიეროდ ბევრს ფიქრობდა და ხვდებოდა, რომ თა-
ვისდაუნებურად რაღაც ცვლილებას განიცდიდა. „იქნებ გენია
დუღს. დავაცდი, ითუხთუხოს და ვნახოთ, რა გამოვა“, ამბობ-
და და, იმავდროულად, გულში ეჭვობდა, რომ გენია კი არა,
ბევრად უფრო ჩვეულებრივი რამ იყო. მაგრამ რაც უნდა ყო-
ფილიყო, იმ თუხთუხს რაღაც მიზანი ჰქონდა, რადგან ლორის
უფრო და უფრო მოემატა თავისი უმიზნო ცხოვრებით მოგ-
ვრილი უკმაყოფილება და ნამდვილი და სერიოზული საქმე
მოუნდა, რომელსაც სულითა და გულით მიეცემოდა, ბოლოს
კი იმ ბრძნულ დასკვნამდეც მივიდა, რომ ვისაც მუსიკა უყ-
ვარს, ყველა როდია კომპოზიტორი. ერთხელაც, სამეფო თე-
ატრიდან მოსულმა, სადაც მოცარტის ერთი დიდი ოპერათა-
განის ბრწყინვალე დადგმა ნახა და მოისმინა, გადახედა თა-
ვის საკუთარ ოპერას, დაუკრა რამდენიმე საუკეთესო ფრაგ-
მენტი, დაჯდა და მენდელსონის, ბეთჰოვენისა და ბახის ბიუს-
317 მკითხველთა ლიგა
ტებს ააცქერდა, რომლებიც მოწყალედ დაჰყურებდნენ, მერე
კი ადგა და თითო-თითოდ დახია სანოტო ფურცლები და რო-
ცა ბოლო ნაფლეთებიც გაუფრიალდა ხელიდან, გონივრუ-
ლად უთხრა საკუთარ თავს:
– მართალს ამბობს! ნიჭი გენია არ არის და ვერც აქცევ გე-
ნიად. მოცარტის მუსიკამ ისე დამცალა პატივმოყვარეობის-
გან, როგორც ის – რომმა, და მეტს აღარ ვითვალთმაქცებ,
მაგრამ ახლა რაღა ვაკეთო?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელი იყო და ლორის სანატ-
რელად გაუხდა, ნეტავი იმისთვის მჭირდებოდეს მუშაობა,
რომ პურის ფული ვიშოვოო. ახლა უფრო მეტად, ვიდრე
ოდესმე, მიეცა იმის საშუალება, რომ ჯანდაბაში წასულიყო,
როგორც ერთხელ შესძახა შთამბეჭდავად, რადგან ფული
ბლომად ჰქონდა, საქმე კი არაფერი, ხოლო ეშმაკი, ანდაზისა
არ იყოს, მუდამ მოუძებნის საკეთებელს მდიდარსა და უსაქ-
მურს. საბრალო ყმაწვილკაცს ბევრი საცდური ჰქონდა – რო-
გორც გარეგანი, ისე შინაგანი, მაგრამ მოახერხა და გაუმ-
კლავდა, რადგან რაგინდ ძლიერ დაეფასებინა თავისუფლე-
ბა, პატიოსნებასა და ნდობას მაინც უფრო მეტად აფასებდა,
ამიტომაც პაპასთვის მიცემულმა დაპირებამ და, ამასთან,
სურვილმა იმისა, რომ შეძლებოდა ალალად გაესწორებინა
თვალი იმ ქალებისთვის, ვისაც უყვარდათ და ეთქვა, მშვიდო-
ბააო, ხიფათს აარიდა და სიმტკიცე მისცა.
ვინმე მისის გრანდი იტყვის, არ მჯერა: ბიჭი მაინც ბიჭია,
ყმაწვილკაცმა უნდა იგიჟმაჟოს და დაცხრეს, ქალი მისგან
სასწაულს არ უნდა ელოდოსო. არ გჯერათ, მაგრამ ქალი მა-
ინც ბევრ სასწაულს ახდენს და დარწმუნებული ვარ, ისიც კი
შეუძლია, მამაკაცის მოწიფული ქცევის სტანდარტის დონე
აამაღლოს, თუკი უარს იტყვის, ექოსავით გაიმეოროს ასეთი
318 მკითხველთა ლიგა
გამონათქვამები. დაე, ბიჭი ბიჭად დარჩეს და რაც დიდხანს,
მით უკეთესი, დაე, ყმაწვილკაცმა იგიჟმაჟოს და დაცხრეს,
მაგრამ დედას, დასა და მეგობრებს შეუძლიათ იმაში დაეხმა-
რონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დააშავოს და ნაკლები ავ-
ნოს საკუთარ თავს, თუკი დაიჯერებენ და მასაც დაანახვებენ,
რომ სწამთ შესაძლო ერთგულება იმ სათნოებისადმი, რაც
მამაკაცს მამაკაცად ხდის კარგი ქალის თვალში. ეს თუ ქალუ-
რი ილუზიაა, ნება მოგვეცით, სანამ შეგვიძლია, ამ ილუზიით
შევიქციოთ თავი, რადგან უამისოდ ცხოვრებას სილამაზისა
და რომანტიკის ნახევარი დაეკარგება და სევდიანი წინათ-
გრძნობა მოგვიწამლავს იმედს, რომ არსებობენ მამაცი, გუ-
ლიანი ბიჭები, რომლებსაც დედები თავზე მეტად უყვართ და
ამ სიყვარულისა არ ერცხვინებათ.
ლორის ეგონა, ჯოს სიყვარულის დასავიწყებლად დიდი
ძალ-ღონე და მრავალი წელი დამჭირდებაო, მაგრამ თავის-
და გასაკვირად მიხვდა, რომ ეს საქმე დღითიდღე უადვილდე-
ბოდა. ჯერ არ იჯერებდა, საკუთარ თავზე ბრაზობდა და ვერ
გაეგო, რა ემართებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ გულები დიდად უც-
ნაურად და წინააღმდეგობრივად გვაქვს მოწყობილი, ხოლო
დრო და ბუნება ჩვენი სურვილის მიუხედავად თავისას შვრე-
ბა. ლორის გული აღარ სტკიოდა, ჭრილობაც ჯიუტად უშუშ-
დებოდა, თანაც ისე სწრაფად, რომ ეს სისწრაფე აოგნებდა და
ნაცვლად იმისა, რომ დავიწყება ეცადა, მიხვდა, გახსენებას
ვცდილობო. საქმის ასე შემობრუნებას არ ელოდა და არც
მზად იყო ამისთვის. თავი ეზიზღებოდა, უკვირდა საკუთარი
ცვალებადობა და გული იმედგაცრუებისა და შვების უცნაური
ნაზავით ევსებოდა, რაკი ასე მალე მოიხედა ასეთი ვეებერთე-
ლა დარტყმის შემდეგ. მოწადინებით ჩხრეკდა დაკარგული
სიყვარულის ნაღვერდალს, მაგრამ ცეცხლი აღარ ბრიალებ-
319 მკითხველთა ლიგა
და: დარჩა მხოლოდ საამური ნათელი, რომელიც ათბობდა
და რგებდა, მაგრამ ხურვებას არ ჰმართებდა და იძულებული
გახდა უხალისოდ გამომტყდარიყო, რომ ბიჭური ვნება ნელ-
ნელა გადადიოდა შედარებით მშვიდ გრძნობაში, უაღრესად
ნაზში, ჯერაც რომ ახლდა ოდნავი სევდა და წყენა, რომელიც
დროთა განმავლობაში უსათუოდ გაივლიდა და დატოვებდა
მხოლოდ და-ძმურ სიყვარულს, რომელიც ბოლომდე უცვლე-
ლი დარჩებოდა.
როცა ერთხელაც, ასეთ ფიქრებში წასულს, სიტყვა „და--
ძმურმა“ გაუელვა, თავზემოთ, კედელზე ჩამოკიდებულ მო-
ცარტის სურათს ახედა და გაიღიმა...
„დიდი ადამიანი იყო; როცა ერთი და არ ერგო, მეორე წა-
იყვანა ცოლად და ბედნიერი იყო“.
ეს სიტყვები ხმამაღლა არ უთქვამს, მხოლოდ გაიფიქრა,
მეორე წამს კი ძველ, პატარა ბეჭედს ეამბორა და ჩაილაპარა-
კა:
– არა! არ დამვიწყებია და ვერც დავივიწყებ. ერთხელაც
ვცდი და თუ არ გამომივიდა, რა გაეწყობა, ავდგები და...
სიტყვა არ დაუმთავრებია, სტაცა ხელი კალამსა და ფურ-
ცელს და ჯოს მისწერა, გზას ვერ ვწევივარ, სანამ ოდნავი იმე-
დი მაინც მრჩება იმისა, რომ გადაიფიქრებ. იქნებ შეგიძლია,
იქნებ გინდა... იქნებ ნება მომცე, ჩამოვიდე და ბედნიერი ვი-
ყოო. პასუხის მოლოდინში არაფერი უკეთებია, მაგრამ ამ
არაფერს ერთობ ენერგიულად აკეთებდა, რადგან მოუთმენ-
ლობის ციებ-ცხელებას ჰყავდა ატანილი. ბოლოს პასუხიც
მოვიდა და ერთი რამით მაინც სრულიად დაუმშვიდა გონება:
ჯოს კატეგორიულად არ შეეძლო და არ უნდოდა, მთლად ბე-
თის მოვლა-პატრონობაში იყო ჩანთქმული და სიტყვა „სიყვა-
რულის“ გაგონებაც კი არ სურდა. ემუდარებოდა, ვინმე სხვას-
320 მკითხველთა ლიგა
თან ერთად იყავი ბედნიერი. ოღონდ შენს მოყვარულ დას,
ჯოსაც დაუტოვე გულში ერთი კუნჭულიო. მინაწერში სთხოვ-
და, ემის არ გააგებინო, რომ ბეთი უარესად არის: გაზაფხულ-
ზე უნდა დაბრუნდეს შინ და მოგზაურობა ბოლოში რად უნდა
ჩავამწაროთ? ღმერთმა ქნას, ცოცხალს ჩამოუსწროს, ოღონდ
ხშირ-ხშირად უნდა მისწერო, რომ მარტოდ არ იგრძნოს თა-
ვი, ოჯახზე არ ინაღვლოს და არ იღელვოსო.
– ჰოდა, ახლავე მივწერ. საწყალი პატარა გოგო! ეჭვი
მაქვს, შინ დარდიანი ჩავა, – და ლორიმ საწერი მაგიდის უჯ-
რა გამოსწია, თითქოს ემისთვის წერილის მიწერა იყო იმ
ფრაზის სათანადო დასასრული, რამდენიმე კვირის წინ რომ
შუაზე გაწყვიტა.
თუმცა, იმ დღეს არ მიუწერია, რადგან როცა უჯრებში იქე-
ქებოდა და საუკეთესო ფურცლებს დაეძებდა, რაღაც ისეთს
წააწყდა, რომ სხვა აზრზე დადგა. ერთ განყოფილებაში,
ქვითრებს, პასპორტებსა და ნაირნაირ საბუთებს შორის, ჯოს
რამდენიმე წერილი იდო, მეორეში კი ემის სამი ბარათი,
რომლებიც მზრუნველად იყო შეკრული მისი ერთი ცისფერი
ლენტით და რომელთა ტკბილმა სურნელმა შიგ ჩალაგებული
სამი მომცრო, გამხმარი ვარდი გაახსენა.
სინანულნარევი ხალისიანი გამომეტყველებით მოაგროვა
ჯოს წერილები, გაუსწორა ფურცლები, დაკეცა და ფაქიზად
ჩადო მაგიდის პატარა უჯრაში, ცოტა ხანს გაჩერდა და ფიქ-
რიანად ატრიალა თითზე წამოცმული ბეჭედი, მერე ნელა მო-
იხსნა, წერილებთან ერთად დადო და წმ. სტეფანეს ტაძარში
საზეიმო მესის მოსასმენად წავიდა იმ შეგრძნებით, რომ დაკ-
რძალვას ესწრებოდა, და თუმცა დარდი არ ამძიმებდა, იმ
დღის ასე დასრულება უფრო შესაფერისი ეჩვენა, ვიდრე მომ-
ხიბლავი ყმაწვილი ქალბატონებისთვის წერილების წერა.
321 მკითხველთა ლიგა
თუმცა, ცოტა ხანში წერილიც გაიგზავნა და პასუხიც მალე
მოვიდა, რადგან ემის მართლაც ენატრებოდა თავისიანები
და ეს ამბავი ერთობ მომხიბლავად გაამხილა. გაჩაღდა
მიწერ-მოწერა და მთელი ადრეული გაზაფხულის განმავლო-
ბაში წერილების მიმოფრენის რეგულარულობა ერთხელაც
არ დარღვეულა.
ლორიმ ბიუსტები გაყიდა, თავისი ოპერით ბუხარი გააჩა-
ღა და პარიზში გაბრუნდა იმ იმედით, რომ იქ ერთი ვინმეც მა-
ლე ჩამოვიდოდა. გული ნიცისკენ მიუწევდა, მაგრამ სანამ არ
მიიპატიჟებდნენ, ვერ ჩავიდოდა, ემი კი არ ეპატიჟებოდა,
რადგან სწორედ იმხანად მცირე განცდებში იყო, რაც აიძუ-
ლებდა, როგორმე არიდებოდა „ჩვენი ბიჭის“ დამცინავ მზე-
რას.
ფრედ ვონი დაბრუნდა და ის შეკითხვა დაუსვა, რომელზეც
ემიმ ოდესღაც გადაწყვიტა, „ჰო“ეპასუხა, მაგრამ ახლა „არა“
უთხრა – ალერსიანად, თუმცაღა მტკიცედ, რადგან როცა
დრო მოვიდა, გამბედაობამ უმტყუნა და მიხვდა, რომ ფულსა
და მდგომარეობაზე მეტი სჭირდებოდა იმ ახალი სურვილის
დასაკმაყოფილებლად, რომელსაც ნაზი იმედითა და შიშით
აევსო მისი გული. სიტყვები „ფრედი კარგი ბიჭია, მაგრამ
მთლად ის კაცი არა მგონია, შენ რომ უნდა მოგწონებოდა“ და
ლორის სახე ამ სიტყვების თქმისას ისე ჯიუტად უბრუნდებო-
და, როგორც თავისივე ნათქვამი, როცა სიტყვით თუ არა, მზე-
რით განაცხადა, სარფიანად გავთხოვდებიო. ახლა წუხდა
ამის გახსენებაზე, ნეტავი არ მეთქვა, რა უტაქტოდ გამომივი-
დაო. არ უნდოდა, ლორის უგულო, ზედმეტად მიწიერი არსება
ჰგონებოდა. ახლა სიყვარულის ღირსი ქალი უფრო სურდა
322 მკითხველთა ლიგა
ყოფილიყო, ვიდრე საზოგადოების დედოფალი. უხაროდა, კი-
დევ კარგი, არ შემიჯავრა იმ საშინელი სიტყვების შემდეგ, თა-
ვაზიანად აღიქვა და იმაზე უფრო პატივით მომექცა, ვიდრე
ოდესმე მომქცევიაო. მისი წერილები დიდ ნუგეშად ექცა,
რადგან შინიდან ხან როდის მოდიოდა წერილი და ხან – რო-
დის, ხოლო როცა მოდიოდა, სულაც არ იყო ისეთი საამური,
როგორიც უნდა ყოფილიყო. ლორის წერილებზე პასუხის გა-
ცემა კი არა მხოლოდ სასიამოვნოდ უჩანდა, არამედ ვალა-
დაც: საბრალო ბიჭი უბედური იყო და მოფერება სჭირდებო-
და, რაკი ჯო კვლავაც გაჯიქებულ-გაგულქვავებული გახ-
ლდათ. წესით, უნდა მოეწადინებინა და როგორმე შეეყვარე-
ბინა ლორი. რა დიდი სიძნელე ეს იქნებოდა?! ბევრი ვინმე სა-
სიხარულოდ და საამაყოდ გაიხდიდა, ლორისნაირ საყვარელ
ბიჭს რომ შეჰყვარებოდა, მაგრამ როდის იყო, ჯო სხვა გოგო-
ნებივით იქცეოდა, ამიტომ ემისაც რა დარჩენოდა იმის გარ-
და, რომ ლორის, რაც შეიძლება, ალერსიანად, და-ძმურად
მოქცეოდა.
ყველა ძმას რომ ისე კარგად ექცეოდნენ, როგორც იმხა-
ნად ლორის, ძმები იმაზე ბევრად ბედნიერი არსებანი იქნე-
ბოდნენ, ვიდრე არიან. ემი ლექციებს აღარ უკითხავდა. ყვე-
ლა საკითხზე რჩევას ეკითხებოდა, ყველაფერი აინტერესებ-
და, რასაც ლორი აკეთებდა, პატარ-პატარა მომხიბლავ სა-
ჩუქრებს უმზადებდა და კვირაში ორ, ხალისიანი მიეთ-
მოეთით, და-ძმური აღსარებებითა და ადგილობრივი ლამაზი
პეიზაჟების მომხიბლავი ჩანახატებით სავსე წერილს უგზავნი-
და. რაკი ბევრი ძმა ვერ დაიკვეხნის, ჩემი და ჩემს წერილებს
ჯიბით ატარებს, ათასჯერ კითხულობს, თუ მოკლეა – ტირის,
თუ გრძელი – კოცნის და სათუთად ინახავსო, ამიტომ არც
იმას მიგანიშნებთ, რომ ემი რომელიმე ამ ნაზ სისულელეთა-
323 მკითხველთა ლიგა
განს სჩადიოდა, თუმცა იმ გაზაფხულზე ცოტა უფერული და
ფიქრიანი გახდა, ხალხში ტრიალის ხალისი დაეკარგა და სა-
ხატავად ხშირად დადიოდა მარტო. თუმცა, შინ დაბრუნებული
თავს ბევრი ვერაფრით იწონებდა – ალბათ, ნატურას სწავ-
ლობდა, როცა საათობით იჯდა გულხელდაკრეფილი ვალრო-
ზაში ტერასაზე ან დაბნეულად გამოსახავდა ნებისმიერ ფან-
ტაზიას, რაც გონებაში გაუელვებდა – საფლავის ქვაზე ამოტ-
ვიფრული ძალგულოვანი რაინდი იქნებოდა, ბალახში მიძი-
ნებული, თვალებზე შლაპაჩამოფხატული ყმაწვილი თუ
ბრწყინვალედ მორთულ-მოკაზმული, კულულა ქალიშვილი,
მაღალ-მაღალ ჯენტლმენთან ხელგაყრილი რომ მიუყვებოდა
სამეჯლისო დარბაზს; მხატვრობის უახლესი მოდის მიხედვით
ორივე სახე ბუნდოვნად იყო გამოსახული, რაც უხიფათო გახ-
ლდათ, მაგრამ სრულიად არადამაკმაყოფილებელი.
ბიცოლას ეგონა, ფრედისთვის ნათქვამ უარს განიცდისო
და ემიმ, რაკი შეპასუხება უსარგებლოდ მიიჩნია, ხოლო
ახსნა-განმარტება შეუძლებლად, ბიცოლა ნებაზე მიუშვა, რაც
უნდა, ის ეგონოსო, ოღონდ იმაზე კი იზრუნა, რომ ლორის
გაეგო, ფრედი ეგვიპტეში წავიდაო. ეს იყო და ეს, მაგრამ ლო-
რი მიხვდა, თითქოს გულზე მოეშვა და საქმეში ჩახედული კა-
ცივით წაილაპარაკა:
– ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გადაიფიქრებდა. საწყალი
ბიჭი! გამოვლილი მაქვს ეგ ამბავი და შემიძლია თანავუგ-
რძნო.
ამ სიტყვებს ღრმა ოხვრა ამოაყოლა, მერე კი, თითქოს
წარსულის ვალი მოიხადაო, ფეხები დივანზე შემოალაგა და
დიდი სიამით განაგრძო ემის წერილის კითხვა. სანამ უცხო-
ეთში ეს ცვლილებები ხდებოდა, შინ უბედურება დატრიალდა,
მაგრამ იმ წერილს, სადაც ნათქვამი იყო, ბეთი კვდებაო,
324 მკითხველთა ლიგა
ემიმდე არ მიუღწევია, ხოლო როცა მომდევნო წერილი
მიუვიდა, უკვე ვევეში იყო, რადგან ნიცის სიცხეს მაისშივე
გაერიდნენ და გენუისა და იტალიური ტბების გავლით ნელ--
ნელა წავიდნენ შვეიცარიისკენ. ამ ამბავს მედგრად დაუხვდა
და უდრტვინველად დაემორჩილა ოჯახის გადაწყვეტილებას
იმის თაობაზე, რომ მოგზაურობა არ შეეწყვიტა: ბეთთან გა-
მოთხოვება უკვე დაგვიანებული იყო, ამიტომაც ჯობდა დარ-
ჩენილიყო და დარდი სიშორით დაეცხრო. თუმცა, ემის გულ-
ზე დიდი სიმძიმე აწვა, შინ ყოფნა ენატრებოდა და ყოველ
ცისმარე დღეს სევდიანად გაჰყურებდა ტბას, ლორის ჩამოს-
ვლასა და ნუგეშისცემას ელოდა.
და ისიც ჩამოვიდა – ძალიან მალე, რადგან წერილები
ორივეს ერთი და იმავე ფოსტით ჩაუვიდა, მაგრამ ლორი გერ-
მანიაში იყო და წერილი რამდენიმე დღით გვიან მიიღო.
წაიკითხა თუ არა, მაშინვე ჩაალაგა ჩემოდანი, გამოემშვიდო-
ბა თანამგზავრებს და სიხარულითა და დარდით, იმედითა და
მღელვარებით სავსე გულით გაეშურა დაპირების შესასრუ-
ლებლად.
ვევეს კარგად იცნობდა და მიადგა თუ არა ნავი პატარა
ნავმისადგომს, მაშინვე სწრაფი ნაბიჯით გაუყვა სანაპიროს
„ლა ტურისკენ“ სადაც კეროლები en pension120 ცხოვრობ-
დნენ. ოფიციანტი შეწუხდა: მთელი ოჯახი ტბაზე გასასეირნებ-
ლად წავიდა; თუმცა არა, ქერა მადმუაზელი, შესაძლოა, სა-
სახლის ბაღში ბრძანდებოდეს და თუ მესიე ჩამოჯდომას ინე-
ბებს, მადმუაზელი ერთ წამში აქ გაჩნდებაო, მაგრამ მესიემ
ერთი წამით მოცდაც კი არ ინება და ოფიციანტი ჯერაც შუა

120 en pension – სრულ პანსიონზე (ფრანგ.)


325 მკითხველთა ლიგა
ლაპარაკში იყო, რომ თვითონვე გაეშურა მადმუაზელის სა-
პოვნელად.
ტბის ნაპირას გაშენებული საამური ძველი ბაღი, მოშ-
რიალე მაღალი წაბლები, იქაურობას მოდებული სურო და
მზით განათებულ წყალზე გაწოლილი კოშკის შავი ჩრდილი;
სქელი, დაბალი კედლის ერთ კუთხეში მერხი იდგა, სადაც
ემი ხშირად მიდიოდა და კითხულობდა, ხატავდა ან გარემოს
სილამაზეში ეძებდა შვებას. იმ დღეს თავი ხელზე ჩამოეყ-
რდნო, იჯდა სახლის მონატრებით გულდამძიმებული და
თვალგაშტერებული, ბეთზე ფიქრობდა და უკვირდა, ლორი
რატომ არ მოდისო. არ გაუგონია, როგორ გადმოიარა ლო-
რიმ ეზო და არც ის დაუნახავს, როგორ გაჩერდა თაღქვეშ,
რომელიც ბაღში შემოსასვლელ ფარულ ბილიკს აბოლოებ-
და. ასე იდგა ერთ წუთს, ახალი თვალით უცქერდა ემის და
იმას ხედავდა, რაც წინათ არავის დაუნახავს – მისი ხასიათის
სათუთ მხარეს. ემის იერში ყველაფერი სიყვარულსა და დარ-
დზე მიანიშნებდა: კალთაში ჩალაგებული, ცრემლით დალა-
ქავებული წერილები, შავი ლენტით შეკრული თმა, სახეზე აღ-
ბეჭდილი ქალური ტკივილი და მოთმინება. ყელზე ჩამოკიდე-
ბული აბანოზის ხის პატარა ჯვარმაც კი გული აუჩუყა ლორის,
რადგან მისი ნაჩუქარი იყო და ახლა ემის ერთადერთ სამ-
კაულად ეკიდა. თუ რაიმე ეჭვი ჰქონდა, როგორ დამიხვდე-
ბაო, იმწამსვე გაუქრა, რაწამს ემიმ აიხედა და დაინახა, რად-
გან ისე წამოფრინდა, ყველაფერი დაუცვივდა, რაც კალთაში
ელაგა, გაექანა ლორისკენ და დაუფარავი სიყვარულითა და
ნდომით შესძახა:
– ოჰ, ლორი, ლორი, ვიცოდი, რომ ჩამოხვიდოდი!
მგონი, ყველაფერი მაშინ ითქვა და გადაწყდა, როცა ცოტა
ხანს ხმაამოუღებლად იდგნენ ერთად, შავთმიანი თავი ისე
326 მკითხველთა ლიგა
დახრილიყო ქერათმიანი თავისკენ, თითქოს უნდა დაიცვასო.
ემიმ იგრძნო, რომ ვერავინ ანუგეშებდა და ამოუდგებოდა
მხარში ისე, როგორ ლორი, ხოლო ლორიმ გადაწყვიტა, ემია
ერთადერთი ქალი დედამიწის ზურგზე, რომელსაც შეუძლია
ჯოს ადგილი დაიჭიროს და გამაბედნიეროსო. ლორის ეს არ
უთქვამს, მაგრამ ემის არ სწყენია; ორივენი მიხვდნენ, რაც
ხდებოდა, კმაყოფილნი დარჩნენ და დანარჩენზე ხალისით
ამჯობინეს დუმილი.
წუთიც და ემი კვლავ მერხს დაუბრუნდა და სანამ თვალებს
იმშრალებდა, ლორიმ გაფანტული ფურცლები მოაგროვა.
გაცრეცილი წერილები და მინიშნებებით სავსე ჩანახატები
კარგის მომასწავებლად ეჩვენა. გვერდით რომ მიუჯდა, ემიმ
ისევ დაირცხვინა და თავისი მხურვალე შეგებების გახსენება-
ზე ყაყაჩოსავით გაწითლდა.
– თავი ვერ შევიკავე; მარტოსული და დაღონებული ვიყა-
ვი და შენმა დანახვამ ძალიან გამახარა. რა სიურპრიზი იყო:
ავიხედე და დაგინახე, თან ზუსტად მაშინ, როცა უკვე, ლამის
იყო, შევშინდი, აღარ მოვა-მეთქი, – ამაოდ სცადა ემიმ, ბუ-
ნებრივად ელაპარაკა.
– გავიგე თუ არა, მაშინვე წამოვედი. შემეძლოს მაინც, რა-
მე ისეთი გითხრა, რომ პატარა, საყვარელი ბეთის დამკარგა-
ვი განუგეშო, მაგრამ მხოლოდ განვიცდი და... – ვეღარ გააგ-
რძელა, რადგან უეცრად თვითონაც დაირცხვინა და აღარ
იცოდა, რა ეთქვა. უნდოდა, ემის თავი მხარზე მიეყრდნო,
რომ იმას ტირილით გული ეჯერებინა, მაგრამ ვერ გაბედა,
მხოლოდ ხელი ჩაჰკიდა და თანაგრძნობით მოუჭირა, რაც
ყველანაირ სიტყვას სჯობდა.
– ნურაფერს იტყვი, – ნაზად უთხრა იმან, – ბეთი კარგად
და ბედნიერად არის და არ უნდა ვინატრო, ნეტავი
327 მკითხველთა ლიგა
დაბრუნდეს-მეთქი, ოღონდ შინ ჩასვლა მეშინია, რაგინდ ძა-
ლიან მინდოდეს ჩვენების ნახვა. მოდი, ახლა ამაზე ნუ ვილა-
პარაკებთ, თორემ ვიტირებ, მე კი მინდა, სანამ აქ იქნები,
შენთან ყოფნით დავტკბე. ახლავე ხომ არ ხარ წასასვლელი?
– არა, თუკი შენ გინდა, რომ აქ ვიყო, საყვარელო.
– იცი, როგორ მინდა?! ბიცოლა და ფლო ძალიან კარგად
მექცევიან, მაგრამ შენ ოჯახის წევრივით ხარ და ძალიან მე-
სიამოვნება, თუკი ცოტა ხანს დარჩები.
ემი ისეთი შესახედავი იყო და ისე ლაპარაკობდა, რო-
გორც სახლს დანატრებული, გულდარდიანი ბავშვი, ლორი-
საც მაშინვე დაავიწყდა მორიდება და სწორედ ისე ანუგეშა,
როგორც იმას უნდოდა – წინათ რომ იცოდა, ისე გადაუსვა
თავზე ხელი და ისე მხნედ დაუწყო ლაპარაკი, ემის რომ სჭირ-
დებოდა.
– ჩემო საწყალო პატარავ, დარდით თავი ლამის ავად გა-
გიხდია! ახლა მე მოგხედავ, ჰოდა, აღარ იტირო, წავიდეთ, გა-
ვისეირნოთ, თორემ ქარი უბერავს და ერთ ადგილას რომ იჯ-
დე, შეგცივდება, – უთხრა ალერსიან-მბრძანებლური ტონით,
რაც ემის მოეწონა, მერე შლაპის ლენტები შეუკრა, ხელკავი
გამოადებინა და ახლადგაფოთლილი წაბლების ქვეშ, მზიან
ხეივანში გაატარ-გამოატარა. ფეხზე მდგარი უფრო თამამად
იყო, ემის კი სიამოვნებდა, რომ ღონიერ მკლავს ეყრდნობო-
და, ნაცნობი სახე უღიმოდა და ალერსიანი ხმა ესმოდა, რო-
მელიც მხოლოდ მისთვის ლაპარაკობდა ასე მომაჯადოებ-
ლად.
ბებერ, წყნარ ბაღს არაერთი შეყვარებული წყვილი შეუფა-
რებია და თითქოს საგანგებოდ მათთვის იყო შექმნილი –
მზიანი და განმარტოებული, სადაც მხოლოდ კოშკი იდგა და
შეყვარებულებს ვერავინ დაინახავდა; მხოლოდ ვრცელი ტბა
328 მკითხველთა ლიგა
ლივლივებდა, რომელსაც შორს მიჰქონდა მათი სიტყვების
ექო. ეს ახალი წყვილი მთელ საათს დასეირნობდა და ლაპა-
რაკობდა ან კედელზე ჩამომჯდარი ისვენებდა და ტკბებოდა
იმ საუცხოო ურთიერთზემოქმედებით, რაც ესოდენ მომხიბ-
ვლელობას ანიჭებდა დროსა და ადგილს, და როცა სადილის
არარომანტიკულმა ზარმა გააფრთხილა, წასვლის დროაო,
ემის ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს სასახლის ბაღში და-
ტოვა მარტოობისა და სევდის მთელი ტვირთი.
დაინახა თუ არა მისის კეროლმა ქალიშვილის შეცვლილი
სახე, მაშინვე გაუნათდა გონება და გულში წამოიძახა: „ახლა
კი ყველაფერს მივხვდი: ბავშვი თურმე ახალგაზრდა ლორენ-
სისთვის დნება. ღმერთო, შენ მიშველე, მაგას რა მაფიქრები-
ნებდა!“
კეთილმა ქალბატონმა საქებური თავშეკავება გამოიჩინა,
არც რამე თქვა და არც რამით შეიმჩნია, რომ იცოდა საქმის
ვითარება, სამაგიეროდ ლორის პატიჟი დაუწყო, დარჩიო,
ემის კი – ხვეწნა, ლორისთან ყოფნით გაერთე, რადგან ეს
უფრო გარგებს, ვიდრე ამდენ ხანს მარტოდ ყოფნაო. ემი სა-
ნიმუშოდ დამჯერი გახლდათ და რაკი ბიცოლას ფლო ჰყავდა
მისახედი და არ ეცალა, მეგობრის გართობა თვითონ იკისრა
და ჩვეულებრივზე მეტი წარმატებითაც შეასრულა.
ნიცაში ლორი მცონარობდა და ემი ტუქსავდა, ვევეში კი
ლორის უსაქმობას ვერ დასწამებდით: ფეხითაც დადიოდა სა-
სეირნოდ, ცხენითაც და ნავითაც ან კი ბეჯითად სწავლობდა
და რაც უნდა ეკეთებინა, ემი ყველაფრით აღტაცებაში მო-
დიოდა და, რამდენადაც ახერხებდა, ბაძავდა. ლორი ამბობ-
და, ეს ცვლილება ჰავამ ქნაო, ემიც არ ეწინააღმდეგებოდა და
უხაროდა, ჩემი გამოკეთებისა და გამოხალისების მიზეზიც ჰა-
ვა ყოფილაო.
329 მკითხველთა ლიგა
გამამხნევებელმა ჰაერმა ორივეს არგო, ხოლო აქტიურმა
მოძრაობამ სულიც გაუსაღა და სხეულიც. იქ, მარადიულ
მთებში, თითქოს უფრო ნათლად აღიქვეს ცხოვრება და მოვა-
ლეობა. გრილმა ქარებმა წარსტაცეს დამაღონებელი ეჭვები,
ცრუ ფანტაზიები და პირქუში ნისლები. გაზაფხულის თბილმა
მზემ ათასი აღმტაცი იდეა, ნაზი იმედი და ბედნიერი ფიქრი
აღმოუცენა. ტბამ თითქოს თან წარიტანა წარსულის დარდე-
ბი, ხოლო დიადი, ძველი მთები კეთილად დასცქეროდნენ და
ეუბნებოდნენ, ბავშვებო, გიყვარდეთ ერთმანეთიო.
ახლად თავს დამტყდარი დარდის მიუხედავად ეს დრო
ძალზე ბედნიერი იყო, ისეთი ბედნიერი, რომ ლორის ძალა
არ ჰქონდა, სიტყვით დაერღვია ეს ბედნიერება. ერთხანს
გონს ვერ მოდიოდა გაკვირვებული, რომ ასე სწრაფად განი-
კურნა პირველი და, თავისი მტკიცე რწმენით, ერთადერთი და
უკანასკნელი სიყვარულისგან. მოჩვენებითი ორგულობის
ჩამდენი იმით იმართლებდა თავს, რომ ჯოს და თითქმის იგი-
ვე იყო, რაც ჯო და თავს აჯერებდა, რომ შეუძლებელი იყო,
ემის გარდა სხვა ქალი შეჰყვარებოდა ასე მალე და ასე
ღრმად. პირველი ტრფიალი ქარიშხლიანი გამოუვიდა და ახ-
ლა, თითქოსდა მრავალი წლის შემდეგ, სინანულნარევი თა-
ნაგრძნობით იხსენებდა. სამარცხვინოდ არ ეჩვენებოდა, მაგ-
რამ გვერდზე გადადო, როგორც თავისი ცხოვრების ერთი
ტკბილ-მწარე გამოცდილება, რომლისაც მადლიერი დარჩა.
როცა ტკივილი დაუცხრა, გადაწყვიტა, რომ მეორე
ტრფიალება რაც შეიძლება წყნარი და უბრალო უნდა ყოფი-
ლიყო. არანაირი საჭიროება არ იყო იმისა, რომ სცენა
გაემართა, ლამის იმის საჭიროებაც კი არ იყო, ემისთვის ეთ-
ქვა, მიყვარხარო; ემიმ უსიტყვოდაც იცოდა და პასუხიც კარგა
ხნის გაცემული ჰქონდა. ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა,
330 მკითხველთა ლიგა
რომ უკმაყოფილო ვერავინ იქნებოდა; იცოდა, ყველას
გაუხარდებოდა, ჯოსაც კი. მაგრამ თუ პირველი ვნება გაგვი-
თელეს, როცა მეორედ ვცდით ბედს, წინდახედულად და აუჩ-
ქარებლად ვიქცევით. და ლორიც არ ჩქარობდა, ტკბებოდა
ყოველი საათით და ფიქრობდა, როცა შემთხვევა მოიტანდა,
მაშინ ეთქვა ის სიტყვა, რომელიც წერტილს დაუსვამდა მისი
ახალი რომანის პირველ და უტკბეს ნაწილს.
მისი წარმოდგენით, სიყვარულში გამოტყდომა სასახლის
ბაღში უნდა მომხდარიყო, მთვარის შუქზე, უაღრესად მოხდე-
ნილად და ჯეროვნად, მაგრამ სრულიად საპირისპიროდ მოხ-
და, რადგან ეს საქმე ტბაზე გადაწყდა შუადღისას, ნაწყვეტ--
ნაწყვეტ ამოთქმული ორიოდე სიტყვით. მთელი დილა ნავით
სეირნობდნენ – პირქუში სენ-ჟინგოლფიდან121 მზიანი მონ-
ტრესკენ122, ცალ მხარეს სავოიის ალპები აღმართულიყო,
მეორე მხარეს – სენ-ბერნარის უღელტეხილი და დან-დიუ-
მიდის მთა, ხეობაში – ლამაზი ვევე, მის უკან, გორაკზე – ლო-
ზანა, მაღლა – ლაჟვარდი ცა, დაბლა კი – კიდევ უფრო ლაჟ-
ვარდი ტბა, ზედ ფრთათეთრი თოლიებივით რომ გაბნეულიყ-
ვნენ თვალწარმტაცი ნავები. გაიხსენეს ბონივარი123, როცა
შილიონის ციხესიმაგრეს ჩაუარეს და რუსო124, როცა კლა-
რანს125 აჰყურებდნენ, სადაც მან თავისი „ელოიზა“ დაწერა.

121 სენ-ჟინგოლფი – სოფელი და კომუნა ჟენევის ტბის პირას


122 მონტრე – ქალაქი ჟენევის ტბის პირას
123 ბონივარი – ფრანსუა ბონივარი – შვეიცარიელი ჰუმანისტი, ჟენევის

გათავისუფლებისთვის მებრძოლი, 1530-1536 წლებში იჯდა შილიონის


ციხესიმაგრის ჯურღმულში; ბაირონის პოემის „შილიონის ტუსაღი“ პერ-
სონაჟი
124 რუსო – ჟან-ჟაკ რუსო (1712–1778) ფრანგი მწერალი და ფილოსოფო-

სი
125 კლარანი – სოფელი შვეიცარიაში, ჟენევის ტბის პირას

331 მკითხველთა ლიგა


„ელოიზა“ არცერთს არ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ იცოდ-
ნენ, რომ სიყვარულის ამბავი იყო და თავ-თავისთვის გაიფიქ-
რეს, ნეტავი სანახევროდ მაინც თუ არის ჩვენი სიყვარული-
ვით საინტერესოო. ცოტა ხნით ორივენი გაჩუმდნენ, ემიმ
წყალში გაიგრილა ხელი და როცა აიხედა, ლორი ნიჩბებს
დაყრდნობოდა და ისეთი თვალით უყურებდა, რომ აჩქარე-
ბით თქვა – მხოლოდ იმისთვის, რომ რამე ეთქვა:
– დაიღლებოდი. ცოტა დაისვენე და მე მოვუსვამ ნიჩბებს.
მომიხდება, თორემ რაც შენ ჩამოხვედი, მთლად გავზარმაც-
დი და გავნებივრდი.
– არ დავღლილვარ, მაგრამ თუ გინდა, აიღე ნიჩაბი. ადგი-
ლი გვეყოფა, მე იმიტომ ვზივარ შუაში, რომ ნავი გავაწონას-
წორო, – მიუგო ლორიმ, თითქოს ეს გადაადგილება ძალიან
მოეწონაო.
ემი მიხვდა, საქმე მაინცდამაინც ვერ გამოვასწორეო,
დაიკავა სკამის შეთავაზებული მესამედი, თმა უკან გადაიყა-
რა და ნიჩაბს ხელი მოჰკიდა. ნიჩბის მოსმა კარგად იცოდა,
ისე როგორც ბევრი სხვა რამ და თუმცა იგი ორი ხელით უს-
ვამდა, ხოლო ლორი ცალით, ნიჩბები მაინც ერთდროულად
ადი-ჩადიოდა და ნავიც თანაბრად მიაპობდა წყალს.
– რა კარგად ვუსვამთ ერთად, არა? – თქვა ემიმ, რადგან
სიჩუმე აუტანელი ეჩვენა.
– ისე კარგად, რომ მინდა მთელი სიცოცხლე ერთი ნავით
ვიცუროთ. კარგი, ემი? – ძალიან ნაზად ჰკითხა ლორიმ.
– ჰო, ლორი, – გაისმა ძლივს გასაგონი პასუხი.
მერე ორივემ ხელი უშვა ნიჩბებს და ტბაში არეკლილ
მქრქალ ხედებს თავისდაუნებურად შეჰმატეს ადამიანური
სიყვარულისა და ბედნიერების პატარა, ლამაზი სურათი.

332 მკითხველთა ლიგა


თავი მეცხრამეტე
მარტოდმარტო

იოლი იყო დაპირება, თავს მსხვერპლად შევწირავო, რო-


ცა მისი „მე“ სხვის „მე“-ში იყო ჩანთქმული, ხოლო სული და
გული – მშვენიერი მაგალითით განწმენდილი, მაგრამ როცა
შემწე ხმა დადუმდა, ყოველდღიური გაკვეთილები დამთავ-
რდა, საყვარელი არსება წავიდა და აღარაფერი დარჩა მარ-
ტოობისა და მწუხარების გარდა, ჯო მიხვდა, რომ ძალიან
გაუჭირდებოდა დაპირების შესრულება. როგორ „ენუგეშები-
ნა დედა და მამა“, როცა და ისე ენატრებოდა, რომ გული ეფ-
ლითებოდა, როგორ „გაეხალისებინა სახლი“, თუკი იქაურო-
ბას თითქოს მთელი სინათლე, სითბო და სილამაზე დაეკარ-
გა, როცა ბეთი ძველი სახლიდან ახალში გადავიდა ან სად „ე-
პოვა ისეთი სასარგებლო, სახალისო საქმე“, რომელიც შეუც-
ვლიდა იმ სიყვარულით აღსავსე მსახურებას, რომელიც იმავ-
დროულად ჯილდოც იყო? ბრმად, განწირულად ცდილობდა
შეესრულებინა ვალდებულება, თან კი, გულში გამუდმებული
ამბოხი ჰქონდა ამ ვალდებულების წინააღმდეგ, რადგან უსა-
მართლოდ ეჩვენებოდა, რომ ისედაც მცირე სიხარული კიდევ
უფრო უნდა მოკლებოდა, ტვირთი დამძიმებოდა და ცხოვრე-
ბა უფრო და უფრო გასძნელებოდა, როცა ისედაც მუდმივ ჯა-
ფაში იყო. ზოგს, თითქოს, სულ მზე ხვდებოდა წილად, ზოგს
კი – მუდმივი ჩრდილი. სად იყო სამართალი?! ის ხომ ემიზე
მეტად ცდილობდა, კარგი ყოფილიყო, არადა, არანაირი

333 მკითხველთა ლიგა


ჯილდო არ რგებია – მხოლოდ იმედგაცრუება, დარდი და მძი-
მე შრომა.
საბრალო ჯო, როგორ უჭირდა იმ ბნელ დღეებში! უსა-
სოობა ეუფლებოდა იმის გაფიქრებაზე, რომ მთელი სიცოც-
ხლე ამ ჩუმ სახლში უნდა გაეტარებინა და თავი შეეწირა უინ-
ტერესო საქმეების, მცირეოდენი სიამისა და იმ მოვალეობის-
თვის, რომელიც არასოდეს შემსუბუქდებოდა. „არ შემიძლია.
ასეთი ცხოვრებისთვის არა ვარ გაჩენილი. ვიცი, გავიქცევი
ან რამე უგუნურებას ჩავიდენ, თუ ვინმე არ მოვიდა და არ მიშ-
ველა“, ეუბნებოდა საკუთარ თავს, როცა პირველმა ცდებმა
უმტყუნა და გულგატეხილობამ და სიბეჩავემ მოიცვა, რაც
ხშირია, როცა ძლიერი პიროვნება იძულებული ხდება, გარ-
დაუვალს დაემორჩილოს.
მაგრამ ვიღაც მაინც მოვიდა და უშველა, თუმცა ჯომ მაშინ-
ვე ვერ იცნო თავისი კეთილი ანგელოზები, რადგან ნაცნობი
ხატება მიეღოთ და საბრალო კაცთათვის შესაფერის, უბრა-
ლო თილისმებს იყენებდნენ. ღამღამობით ხშირად შეკრთე-
ბოდა: ეგონა, ბეთი მეძახისო და როცა პატარა, ცარიელი სა-
წოლის დანახვაზე მწარედ ატირდებოდა და უნუგეშოდ დაუწ-
ყებდა ძახილს დას, დაბრუნდიო, ნატვრით ამაოდ როდი გაიწ-
ვდენდა ხელებს: დედა ისევე მალე გაიგონებდა მის ქვითინს,
როგორც ჯოს ესმოდა ხოლმე ბეთის ყველაზე ხმადაბალი
ჩურჩული და მოდიოდა, რომ ნუგეში ეცა არა მხოლოდ სიტ-
ყვებით, არამედ მოთმინებით აღსავსე სინაზით, შეხებით რომ
აწყნარებდა ჯოს, ცრემლებით, უსიტყვოდ რომ ახსენებდა იმა-
ზე დიდ დარდს, რაც თვითონ აწუხებდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტი
ჩურჩულით, ლოცვაზე მჭევრმეტყველური რომ იყო, რადგან
იმედიანი მორჩილება ჭეშმარიტ დარდთან ხელიხელჩაკიდე-
ბული მოდიოდა. ეს იყო წმინდა წამები ღამის სიჩუმეში, როცა
334 მკითხველთა ლიგა
გული გულს ესაუბრებოდა და დარდს სიკეთედ აქცევდა, ვა-
რამს ანელებდა და სიყვარულს ამყარებდა. ამის მიმხვდომ
და დედას ჩახუტებულ ჯოს ამ თავშესაფრიდან ტვირთი თით-
ქოს სატარებლად უფრო მსუბუქი ეჩვენებოდა, მოვალეობა –
უფრო ტკბილი, ხოლო ცხოვრება – უფრო ასატანი.
როცა ტანჯული გული ცოტა დამშვიდდა, აფორიაქებულმა
გონებამაც იპოვა საშველი. ერთ დღეს ჯო კაბინეტში შევიდა,
დაიხარა კეთილი, ჭაღარა ადამიანისკენ, რომელმაც აიხედა,
რათა წყნარი ღიმილით შეგებებოდა და მორიდებით უთხრა:
– მამა, მელაპარაკე, როგორც ბეთს ელაპარაკებოდი. მე
უფრო მჭირდება, ვიდრე იმას სჭირდებოდა, იმიტომ რომ
მთლად გზააბნეული ვარ.
– ჩემო კარგო, მაგაზე უფრო ვერაფერი მანუგეშებს, – ხმა
აუკანკალდა მამას და ორივე ხელი მოხვია, თითქოს თვითო-
ნაც სჭირდებოდა მხარდაჭერა და თხოვნა არ ერცხვინებოდა.
მერე ჯო ჩაჯდა მამას გვერდით მდგარ ბეთის პატარა სა-
ვარძელში და გაანდო თავისი გასაჭირი: გაუნელებელი დარ-
დი დანაკარგის გამო; უშედეგო მცდელობები, რომლებიც
მხნეობას ართმევდა; რწმენის ნაკლებობა, რის გამოც ასე
შავბნელი ეჩვენებოდა თავისი ცხოვრება და მთელი ის სევ-
დიანი ფორიაქი, რასაც უსასოობას ვეძახით. სულითა და გუ-
ლით მიენდო მამას და იმანაც მისცა ის საშველი, რაც ჯოს
სჭირდებოდა. ამით ორივემ ნახა ნუგეში, რადგან დადგა
დრო, როცა უკვე შეეძლოთ არა მხოლოდ ისე ესაუბრათ, რო-
გორც მამა-შვილს, არამედ როგორც ქალსა და მამაკაცს, რო-
მელთაც შესწევთ იმის ძალა და სურვილი, რომ ერთიმეორეს
ემსახურონ ურთიერთთანაგრძნობით და, იმავდროულად,
ურთიერთსიყვარულით. ეს იყო ბედნიერი, ფიქრიანი საათე-
ბი, გატარებული ძველ კაბინეტში, რომელსაც ჯო „ერთკა-
335 მკითხველთა ლიგა
ციანი მრევლის ეკლესიას“ ეძახდა და საიდანაც გამბედაობა-
შემატებული, გახალისებული და შედარებით დამცხრალი გა-
მოდიოდა. მშობლები, რომელთაც ერთ შვილს ასწავლეს,
რომ სიკვდილს უშიშრად უნდა დახვედროდა, ახლა ცდილობ-
დნენ, მეორისთვის ესწავლებინათ, რომ სევდა-ნაღვლისა და
უნდობლობის გარეშე უნდა შერიგებოდა ცხოვრებას და მად-
ლიერად და უნარიანად გამოეყენებინა მისგან ნაბოძები
მშვენიერი შესაძლებლობები.
სხვა საშველიც ჰქონდა ჯოს – უბრალო, და სასიკეთო
გარჯა-სიამენი, რომელთაც არ უუარიათ მისი მსახურება და
რომელთა დანახვა-დაფასებასაც ნელ-ნელა სწავლობდა.
ცოცხი და მტვრის ტილო წინანდელივით აღარ ეჯავრებოდა,
რადგან წინათ ერთიცა და მეორეც ბეთის ხელთ იყო, ახლა კი
მისი მეოჯახეობის სული თითქოს ჯერაც დასტრიალებდა პა-
ტარა შვაბრასა და ძველ ჯაგრისს, რომლებიც არ გადაეყა-
რათ და როცა ჯო დალაგების დროს ხმარობდა, ამჩნევდა,
რომ თვითონაც იმ სიმღერებს ღიღინებდა, ბეთი, რომ მღე-
როდა ხოლმე, ბეთს ბაძავდა სიფაქიზეში და აქა-იქ პატარ--
პატარა შტრიხებს ამატებდა, რომლებიც სუფთა და მყუდრო
გარემოს ქმნიდა; ეს პირველი ნაბიჯი იყო სახლ-კარის გაბედ-
ნიერებისკენ, თუმცა თვითონ ვერ ხვდებოდა ამას, სანამ ჰა-
ნამ მოწონებით არ მოუჭირა ხელზე ხელი და არ უთხრა:
– რა საზრიანი გვყევხარ: გადაწყვეტილი გაქ, რო თუ მო-
გიხერხდება, ისე ქნა, ჩვენი საყვარელი თიკანი არ დაგვაკ-
ლდეს. თქმით ბევრს არას ვამბოფთ, მაგრამ ყველაფერსაც
ვამჩნევთ და მაგ სიკეთისთვინ ღმერთი დაგლოცავს. ნახავ,
თუ არა.
როცა ჯო და მეგი ისხდნენ ხოლმე და კერავდნენ, ჯო ამ-
ჩნევდა, რამდენად უკეთესობისკენ წავიდა მეგი, რამდენად
336 მკითხველთა ლიგა
უფრო კარგად ლაპარაკობდა, რამდენად ბევრი ესმოდა და-
დებითი ქალური მისწრაფებების, აზრებისა და გრძნობებისა,
რა ბედნიერი იყო ქმარ-შვილში და რამდენად ბევრს ნიშნავ-
დნენ ერთმანეთისთვის.
– ქორწინება მაინც მშვენიერია რამეა. შენ როგორც
გაიფურჩქნე, ნეტავი მეც თუ ისე გავიფურჩქნებოდი, ნახევ-
რად მაინც, რომ მეცადა? მუდამ „გრვძნობდი“126,
მოვახერხებ-მეთქი, – ამბობდა ჯო და არეულ-დარეულ საბავ-
შვო ოთახში დემის ფრანს უკეთებდა.
– სწორედ ეგ გჭირდება, ჯო, რომ შენი ხასიათის ნაზი, ქა-
ლური მხარე გამოავლინო. წაბლივით ხარ: გარედან ეკ-
ლიანი, შიგნით კი აბრეშუმივით რბილი და ტკბილი, ოღონდ
იქამდე ჩაწვდომაა საჭირო. ერთ დღესაც გაგიხსნის სიყვარუ-
ლი გულს და ეკლიანი ნაჭუჭიც მოგშორდება.
– წაბლი ყინვამ უნდა გადახსნას, მემ, და თუ გინდა, რომ
ჩამოვარდეს, ხე კარგად უნდა შეაჯანჯღარო. ბიჭებს უყვართ
წაბლზე სიარული და სულაც არ მინდა, თოფრაში მიკრან თა-
ვი, – მიუგო ჯომ და თან წებო წაუსვა ფრანს, რომელსაც ვერა
ქარი ვერ ააფრენდა, რადგან ზედ დეიზიმ მიიბა თავი, ვითომ
ფრანის კუდი ვარო.
მეგს გაეცინა: უხაროდა, ჯოს ისევ რომ გამოუკრთებოდა
ხოლმე ძველი ხასიათის ნაპერწკლები, მაგრამ თავი მაინც
ვალდებულად ჩათვალა, ყველა იმ საბუთით გაემაგრებინა
ზემოთქმული, რაც ხელთ ჰქონდა, და დების მასლაათს ამა-
ოდ არ ჩაუვლია, მეტადრე იმიტომ, რომ მეგის ორი ყველაზე

ჩარლზ დიკენსის რომანის „მარტინ ჩეზლვიტის ცხოვრებისა და თავგა-


126

დასავლის“ პერსონაჟის, უთავბოლოდ და შეცდომებით მოლაპარაკე მი-


სის გამპისეული სიტყვა
337 მკითხველთა ლიგა
დამაჯერებელი საბუთი მისი ორი შვილი გახლდათ, რომლე-
ბიც ჯოს გულით უყვარდა. ზოგიერთ გულს ყველაზე კარგად
დარდი ხსნის და ჯოც ლამის მზად იყო „თოფრაში ჩასავარ-
დნად“; ცოტა მეტი მზე და – წაბლიც დამწიფდება, მერე კი
ვინმე მოუთმენელი ბიჭი კი არ დაარხევს ხეს, არამედ მამაკა-
ცის ხელი ასწვდება წაბლს და ნაზად ამოიღებს ნაჭუჭიდან
საღ და ტკბილ ნაყოფს. ეს რომ ეეჭვა ჯოს, უფრო გამოიკეტე-
ბოდა ნაჭუჭში და უფრო მეტად გამოისხამდა ეკლებს, მაგრამ
ბედად, ამაზე არც უფიქრია და დრო რომ მოვიდა, მშვიდო-
ბიანად ჩამოვარდა ხიდან.
ცხადია, დამრიგებლური მოთხრობის გმირი რომ ყოფი-
ლიყო, იმხანად წმინდანად უნდა ქცეულიყო, მიწიერ ცხოვრე-
ბას განრიდებოდა, უბრალო თავსაბურავი დაეხურა, ჯიბეში
ბროშურები ჩაელაგებინა, ევლო და კეთილი საქმეები ეკეთე-
ბინა, მაგრამ ჯო გმირი კი არა, ასობით სხვა მისნაირის მსგავ-
სად, მხოლოდ ცუდ დღეში ჩავარდნილი გოგო გახლდათ და,
გუნება-განწყობის შესაბამისად, ხან სევდიანი იყო, ხან – ბრა-
ზიანი, ხან უხალისო და ხანაც – ენერგიული. სათქმელად
ძალზე კეთილშობილურია, სათნონი ვიქნებითო, მაგრამ ეს
საქმე მაშინვე ვერ გამოგვდის: ხანგრძლივი, დაძაბული, ერ-
თობლივი მოწადინება გვჭირდება, სანამ ზოგი ჩვენგანი მა-
ინც შედგამდეს ფეხს სწორ გზაზე. ჯოც დაადგა ამ გზას და მი-
აღწია იმას, რომ ვალდებულება შეესრულებინა და თუკი არ
შეასრულებდა, თავი უბედურად მიეჩნია, მაგრამ ამ ვალდებუ-
ლების სიხარულით შესრულება სულ სხვა საქმე იყო! წინათ
ხშირად ამბობდა, მინდა რამე შესანიშნავი გავაკეთო, რა-
გინდ საძნელო გამოდგესო. ჰოდა, აუხდა ნატვრა, რადგან გა-
ნა რა უნდა იყოს იმაზე მშვენიერი, რომ მშობლებისთვის გა-
დადო თავი და ეცადო, ისეთივე ბედნიერი გახადო მათთვის
338 მკითხველთა ლიგა
სახლ-კარი, როგორიც მათ გახადეს შენთვის? და თუკი ამ
საქმისთვის სიდიადის შესამატებლად სიძნელეები იყო საჭი-
რო, რა უნდა ყოფილიყო იმაზე ძნელი მეამბოხე, პატივმოყვა-
რე გოგოსთვის, ვიდრე იმედებზე, გეგმებსა და სურვილებზე
უარის თქმა და სხვებისთვის სიცოცხლე, თანაც, სიხარულით?
განგებამ სიტყვაზე დაიჭირა და ამოცანა დაუსახა – არა
ისეთი, მას როგორიც სურდა, არამედ უკეთესი, რადგან ამ
ამოცანაში პირადული არაფერი ერია. შეასრულებდა კი? გა-
დაწყვიტა, ვცდიო და პირველი მცდელობისას ის საშველი
იპოვა, ზემოთ რომ ვახსენე. სხვა საშველიც მიეცა და თანახმა
გახდა მიეღო, ოღონდ არა ჯილდოდ, არამედ ნუგეშად – რო-
გორც ქრისტიანმა127 იგემა იმ პატარა ხის ნაყოფი, რომლის
ქვეშაც დაისვენა „სიძნელედ“ წოდებულ აღმართზე ასულმა.
– რატომ არ წერ? წერა ხომ მუდამ გახარებდა, – უთხრა
დედამ ერთ დღესაც, როცა ჯოს გულგატეხილობა მოერია და
დანაღვლიანდა.
– წერის ხალისი არა მაქვს და რომც მქონდეს, ვის უნდა
ჩემი ნაწერი?
– ჩვენ გვინდა. ჩვენ დაგვიწერე რამე და დანარჩენი მსოფ-
ლიოს დარდს ნუ გასწევ. სცადე, შვილო, დარწმუნებული ვარ,
შენც გარგებს და ჩვენც გაგვახარებს.
– არა მგონია, მოვახერხო, – მაგრამ ჯომ მაინც გამოაღო
თავისი მაგიდა და დაუმთავრებელ ხელნაწერებს ჩაუკირკიტ-
და.
ერთი საათის შემდეგ დედამ შეიხედა და ჯო ისევ იქ დაუხ-
ვდა, გამალებული წერდა შავ წინსაფარაფარებული და სახე-
ზე ეტყობოდა, მუშაობას გაეტაცა. მისის მარჩს გაეღიმა და

127 ქრისტიანი – „პილიგრიმის მოგზაურობის“ პერსონაჟი


339 მკითხველთა ლიგა
უჩუმრად წავიდა, კმაყოფილი, რომ მისმა წინადადებამ
გაამართლა. ჯომ არ იცოდა, როგორ და რაგვარად მოახერ-
ხა, მაგრამ იმ ახალ მოთხრობას რაღაც ისეთი ახლდა, რაც
წამკითხველს პირდაპირ გულში სწვდებოდა, და როცა ოჯახმა
სიცილ-ტირილით გული იჯერა, მამამ, ლამის ავტორის სურ-
ვილის წინააღმდეგ, ერთ პოპულარულ ჟურნალს გაუგზავნა,
სადაც, ჯოს განსაცვიფრებლად, არა მხოლოდ ჰონორარი გა-
დაუხადეს, არამედ კიდევ დაუკვეთეს მოთხრობები. ამ პატა-
რა მოთხრობას ისეთი ხალხის წერილები მოჰყვა, ვისი ქებაც
პატივი იყო, გაზეთებმაც გადაბეჭდეს და ნაცნობ-უცნობებმაც
აღტაცება გამოთქვეს. პატარა მოთხრობისთვის ეს დიდი წარ-
მატება იყო და ჯო იმაზე უფრო გაოცებული დარჩა, ვიდრე მა-
შინ, როცა რომანს ერთდროულად უქებდნენ და უძაგებდნენ.
– ვერ გამიგია. რა უნდა იყოს ისეთი ამ ერთი ციდა მოთ-
ხრობაში, რომ ხალხი ასე აქებს და ადიდებს? – გაოგნებული
კითხულობდა ჯო.
– რა და – სიმართლე, ჯო. მთავარი საიდუმლო ეგ არის,
იუმორი და სევდა კი აცოცხლებს. როგორც იქნა, მიაგენი
შენს სტილს. წერის დროს არც სახელ-დიდებაზე გიფიქრია და
არც – ფულზე, სამაგიეროდ, შიგ გული ჩააყოლე, შვილო. ჯერ
სიმწარე იგემე, ახლა კი სიტკბო მოდის. ცდას ნუ დააკლებ და
შენც ისე გაბედნიერდები, როგორც ჩვენ გაგვაბედნიერა შენ-
მა წარმატებამ.
– თუ ჩემს ნაწერში რამე კარგი და ნამდვილია, ჩემი კი
არა, შენი, დედას და ბეთის დამსახურებაა, – ჯო იმაზე მეტად
შეძრა მამის სიტყვებმა, ვიდრე მთელი მსოფლიოს ქებათაქე-
ბა შეძრავდა.
ასე წერდა თავის პატარ-პატარა მოთხრობებს სიყვარული-
თა და დარდით განსწავლული ჯო და გზავნიდა, რათა იმათ
340 მკითხველთა ლიგა
თავისთვისაც ეპოვათ მეგობრები და მისთვისაც; ქვეყანაც
მოწყალე გამოდგა ამ უბრალო მოგზაურთათვის: გულითა-
დად ეგებებოდა და ისინიც ნუგეშისმცემელ ნობათებს უგზავ-
ნიდნენ ჯოს, როგორც დედას – პატივისმცემელი შვილები,
რომელთაც ბედმა გაუღიმა.
როცა ემიმ და ლორიმ მოიწერეს, დავინიშნეთო, მისის
მარჩი შეშინდა, ჯოს, ალბათ, გაუჭირდება, რომ ამ ამბით
გაიხაროსო, თუმცა შიშმა მალევე გაუარა, რადგან ჯო ერთი
მოღრუბლვა კი მოიღრუბლა, მაგრამ სიახლეს მაინც წყნა-
რად შეხვდა და სანამ წერილს ორჯერ გადაიკითხავდა, მოას-
წრო და „ბავშვების“ სამომავლო გეგმებითა და იმედებით
აივსო.
ეს იყო ერთგვარი წერილობითი დუეტი, სადაც, შეყვარე-
ბულთა წესისამებრ, ერთიმეორეს ასხამდნენ ქება-დიდებას –
წასაკითხად და საფიქრალად ფრიად საამო და კმაყოფილე-
ბის მომგვრელი, რადგან წინააღმდეგი არავის წასულა.
– გაგიხარდა, დე? – ჰკითხა ჯომ, როცა წვრილად ნაწერი
ფურცლები ერთმანეთზე დაალაგეს და ერთიმეორეს შეხე-
დეს.
– ჰო, ემიმ რომ მოიწერა, ფრედს უარი ვუთხარიო, იქიდან
მოყოლებული ამ ამბის იმედი მქონდა. დარწმუნებული ვიყა-
ვი, იმაზე უკეთესი რამ დაეუფლა, რასაც შენ „ფულის ხარბო-
ბას“ ეძახი, წერილებში ალაგ-ალაგ გადაკრულმა ნათქვამმა
კი ეჭვი გამიჩინა, რომ გამარჯვება სიყვარულსა და ლორის
დარჩებოდათ.
– რა გამჭრიახი ხარ, დე, და რა გულჩათხრობილი! ერთი
სიტყვაც არ გითქვამს!
– როცა დედა გოგოს პატრონია, გამჭრიახიც უნდა იყოს
და ენაზე კბილის დაჭერაც იცოდეს. მეშინოდა, ეს აზრი რომ
341 მკითხველთა ლიგა
ჩავაწვეთო ჯოს, ვაითუ, მანამ მისწეროს და მიულოცოს, სანამ
საქმე გადაწყდება-მეთქი.
– ძველებურად ქარაფშუტა კი აღარა ვარ! უკვე შეგიძლია
მენდო. ისეთი დინჯი და წინდახედული გავხდი, ვისაც გინდა,
იმას გავუწევ მესაიდუმლეობას.
– მართალია, შვილო, და კიდევაც მინდოდა ჩემს მე-
საიდუმლედ გამეხადე, მაგრამ მეშინოდა, ვაითუ გული გტკე-
ნოდა, რაკი შენს ტედის სხვა შეუყვარდა.
– რას ამბობ, დე! მართლა გეგონა, რომ მაგდენად შტერი
და ეგოისტი ვიქნებოდი მას მერე, რაც უარი ვუთხარი სიყვა-
რულზე – უმშვენიერესზე თუ არა, უპირველესზე მაინც?
– ვიცი, რომ მაშინ გულწრფელად მოიქეცი, ჯო, მაგრამ ამ
ბოლო დროს ფიქრად მომდის, რომ თუკი ჩამოვიდოდა და
ისევ გთხოვდა ცოლობას, იქნებ სხვა პასუხი მიგეცა. მაპატიე,
ჩემო კარგო, მაგრამ ძალაუნებურად ვხედავ, რა მარტოსული
ხარ, ხანდახან კი თვალებში ისეთი დაუკმაყოფილებლობა
გემჩნევა, რომ გული მიკვდება. ჰოდა, ამიტომ ვვარაუდობდი,
რომ იქნებ შენს ბიჭს შეევსო ეგ სიცარიელე, ახლა რომ ცდი-
ლიყო.
– არა, დე, ისა სჯობს, რაც არის. მიხარია, რომ ემის შეუყ-
ვარდა, ერთ რამეში კი მართალი ხარ: ნამდვილად მარტოსუ-
ლი ვარ და ტედის ერთიც რომ ეცადა, იქნებ „ჰო“ მეთქვა,
ოღონდ განა იმიტომ, რომ შემიყვარდა! არა, იმიტომ რომ ახ-
ლა უფრო მინდა ვინმეს ვუყვარდე, ვიდრე მაშინ, როცა ლო-
რი წავიდა.
– მიხარია, ჯო: გამოდის, რომ წინ მიდიხარ. სიყვარულით
ბევრს უყვარხარ. მოდი, ჯერ დედ-მამის, და-ძმების, მეგობრე-
ბისა და ბავშვების სიყვარული იმყოფინე, სანამ ყველას მჯო-
ბი სატრფო მოვიდოდეს და ჯილდოს მოგიძღვნიდეს.
342 მკითხველთა ლიგა
– ქვეყანაზე ყველას მჯობი სატრფო დედაა, მაგრამ მაინც
უნდა ჩაგჩურჩულო: არც სხვებზე ვიტყოდი უარს. ძალიან უც-
ნაურია, მაგრამ რაც უფრო ვცდილობ, ნაირნაირი ბუნებრივი
სიახლოვითა და სიყვარულით დავკმაყოფილდე, თითქოს უფ-
რო მეტი მინდა. რას ვიფიქრებდი, გულს თუ ამდენის დატევა
შეეძლო! ჩემი გული ისეთი წელვადია, მგონი აღარც არასო-
დეს გაივსება; არადა, წინათ ჩემი ოჯახიც მყოფნიდა. არ მეს-
მის.
– მე კი მესმის, – მისის მარჩს თავისი ბრძნული ღიმილით
გაეღიმა, სანამ ჯო ფურცლებს ატრიალებდა, რომ ერთხელაც
წაეკითხა, რას ამბობდა ემი ლორიზე.
„რა მშვენიერია, როცა ისე უყვარხარ ვინმეს, როგორც მე
– ლორის. არც სენტიმენტალურია, არც ბევრს ლაპარაკობს
ამაზე, მაგრამ მის სიყვარულს ყველაფერში ვხედავ და
ვგრძნობ, რასაც ამბობს და აკეთებს და ისეთი ბედნიერი და
თვინიერი ვხდები ამ სიყვარულით, რომ მგონი, სულაც აღარ
ვარ ის გოგო, ვინც წინათ ვიყავი. აქამდე არ ვიცოდი, რა კე-
თილი, დიდსულოვანი და ალერსიანია ლორი, ახლა კი გული
გადამიხსნა, დავინახე, რომ კეთილშობილური მისწრაფებე-
ბით, იმედებითა და მიზნებით ჰქონია სავსე და მეამაყება,
რომ ეს გული მე მეკუთვნის. ამბობს, ახლა კი შემიძლია, ზურ-
გქარით ვიცურო, რაკი გემზე თანაშემწედ შენ მეყოლები, ბა-
ლასტად კი – უზომო სიყვარულიო. ვლოცულობ, რომ ასეც
ქნას და ვეცდები, ყველაფერი ვიყო მისთვის, რაც ვგონივარ,
იმიტომ რომ სულითა და გულით მიყვარს ჩემი მამაცი კაპიტა-
ნი და არ მივატოვებ, სანამ ღმერთი ერთად ყოფნის უფლებას
მოგვცემს. ოჰ, დე, რა ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა შეიძლება ასე
დაემგვანოს ზეცას, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს
და ერთმანეთისთვის ცხოვრობს!“
343 მკითხველთა ლიგა
– ესეც ჩვენი ცივი, თავშეკავებული და მიწიერი ემი! მარ-
თლაც რომ სასწაულებს ახდენს სიყვარული. ალბათ, რა ბედ-
ნიერები არიან! – და ჯომ ფაქიზად დაალაგა მოშრიალე ფურ-
ცლები ერთმანეთზე, როგორც მკითხველი დახურავს საინტე-
რესო რომანს, რომლის ინტერესი ბოლომდე არ განელებია
და მერეღა აღმოაჩენს, რომ მარტოა ამ უღიმღამო სამყარო-
ში.
მერე ჯო ზემოთ ავიდა, რადგან წვიმდა და გარეთ ვერ გა-
ივლიდა. ისევ აფორიაქდა და წინანდელი გრძნობა შემოაწვა
– არა ისეთი მწარე, როგორც ძველად, მაგრამ სევდანარევი,
დაუცხრომელი გაკვირვება: რატომ უნდა ერგოს ერთ დას
ყველაფერი, რასაც ითხოვდა, მეორეს კი – არაფერი? იცოდა,
რომ სინამდვილეში ასე არ იყო და ცდილობდა, მოეშორებინა
ეს უსიამო ფიქრი, მაგრამ სიყვარულის ბუნებრივი წყურვილი
მოეძალა, ხოლო ემის ბედნიერებამ ხარბად მოანდომა, თვი-
თონაც ეპოვა, ვინც „სულითა და გულით ეყვარებოდა და მას-
თან ყოფილიყო, სანამ ღმერთი ერთად ყოფნის უფლებას მის-
ცემდათ“.
სხვენზე, სადაც ჯოს მშფოთვარე ხეტიალი დასრულდა,
მწკრივად იდგა ხის ოთხი მომცრო ყუთი, თითოეულს პატრო-
ნის სახელი ეწერა და სავსე იყო უკვე სამუდამოდ დასრულე-
ბული ბავშვობისა და სიყმაწვილის რელიკვიებით. ჯომ ჩახე-
და და თავის ყუთამდე რომ მივიდა, ნიკაპი კიდეზე ჩამოაყ-
რდნო და დაბნეულად დააცქერდა არეულ-დარეულ კოლექ-
ციას, სანამ ძველი რვეულების კონამ არ მოსტაცა თვალი.
ამოიღო, გადაფურცლა და კეთილი მისის კირკეს სახლში გა-
ტარებული ის საამური ზამთარი გაახსენდა. ჯერ ეღიმებოდა,
მერე ჩაფიქრდა, მერე დაღონდა და როცა პროფესორის ხე-
ლით დაწერილ პატარა ბარათამდე მივიდა, ტუჩები აუკან-
344 მკითხველთა ლიგა
კალდა, რვეულები კალთიდან გადაუსრიალდა და ისე დააც-
ქერდა ნაწერს, თითქოს იმ მეგობრულმა სიტყვებმა ახალი
აზრი შეიძინეს და გულის ნაზ კუნჭულს შეეხნენო.
„დამელოდეთ, ჩემო მეგობარო. შეიძლება ცოტა დამაგვი-
ანდეს, მაგრამ ჩამოსვლით უსათუოდ ჩამოვალ“.
– ნეტავი, მართლა ჩამოვიდეს! რა კეთილია, რა კარგი,
მუდამ რა მოთმინებით მექცევა ჩემი კარგი ფრიცი! როცა
გვერდით მყავდა, რის ღირსიც იყო, იმის ნახევრადაც არ ვა-
ფასებდი, ახლა კი როგორ გამიხარდებოდა მისი ნახვა, როცა
თითქოს ყველამ მიმატოვა და მარტოდმარტო დავრჩი.
ისე მოუჭირა ხელი პატარა ბარათს, თითქოს ის ბარათი
დაპირება იყო და უნდა შესრულებულიყო, მერე კი დაადო
თავი ქსოვილის ნაკუწებით გამოტენილ პარკს და ატირდა,
თითქოს სახურავზე მოწკაპუნე წვიმას გაეპასუხაო. რა
დაემართა: თავი შეეცოდა, მარტოობა შემოაწვა თუ გუნება
წაუხდა? ან იქნებ გრძნობა გაეღვიძა, რომელიც ისევე მოთმი-
ნებით ელოდა თავის დროს, როგორც მისი წამოქმნის მიზე-
ზი? ვინ იცის?!

345 მკითხველთა ლიგა


თავი მეოცე
სიურპრიზები

ჯო მარტოდმარტო იყო ბინდბუნდში, მიწოლილიყო ძველ


დივანზე, უყურებდა ცეცხლს და ფიქრობდა. უყვარდა, როცა
ამგვარად გაჰყავდა მწუხრის ეს საათი. ხელს არავინ უშლი-
და, ისიც დადებდა თავს ბეთის წითელ ყურთბალიშზე და
მოთხრობებს თხზავდა, ოცნებობდა ან ალერსიანად ფიქრობ-
და დაზე, რომელიც არასოდეს ეჩვენებოდა შორს წასული. სა-
ხე დაღლილი ჰქონდა, სერიოზული და სევდიანი, რადგან
მეორე დღეს მისი დაბადების დღე იყო და ფიქრობდა, როგორ
გაიფრინეს წლებმა, როგორ ვბერდები და რა ცოტა მოვასწა-
რიო. ლამის ოცდახუთი წლისაა და თავს ვერაფრით მოიწო-
ნებს. არადა, ეშლებოდა. თავმოსაწონი ბევრი ჰქონდა; ამას
თანდათან მიხვდა და მადლობელიც დარჩა.
– შინაბერა ვიქნები, სხვა ვინ?! გაუთხოვრად დარჩენილი
ლიტერატორი ბანოვანი, ქმრის მაგივრობას კალამი რომ გა-
მიწევს და შვილების მაგივრობას – მოთხრობები; ოცი წლის
შემდეგ იქნებ ცოტა დიდება მერგოს, როცა, საწყალი ჯონსო-
ნისა არ იყოს, ბებერი ვიქნები და დიდებით ვერ გავიხარებ,
მარტოსული – ვერავის გავუზიარებ, დამოუკიდებელი – და
ის საერთოდაც აღარ მენდომება. თუმცა, ვინ მაძალებს ან უჟ-
მური წმინდანი გავხდე და ან – ეგოისტი ცოდვილი? თანაც, მე
თუ მკითხავ, შინაბერები მაინცდამაინც ურიგოდ არ ცხოვრო-
ბენ მას მერე, რაც თავის შინაბერობას მიეჩვევიან, მაგრამ...

346 მკითხველთა ლიგა


– და აქ ჯომ ამოიხვნეშა, თითქოს ასეთი პერსპექტივა სულაც
არ ეპიტნავებაო.
თავიდან ან ვის ეპიტნავება?! ოცდახუთი წლისას ოცდაათი
წელი ყველაფრის დასასრულად ეჩვენება, არადა, საქმე არც
ისე ცუდად არის, როგორც ერთი შეხედვით გეგონებათ: ადა-
მიანი ძალიანაც ბედნიერად ცხოვრობს, თუკი მოახერხა და
თავის თავში იპოვა დასაყრდენი. ოცდახუთი წლის ქალიშვი-
ლი თავს უკვე შინაბერას ეძახის, თუმცა გულისგულში გადაწ-
ყვეტილი აქვს, რომ არასგზით არ გახდება შინაბერა, ოც-
დაათისა კი ამაზე თქმით აღარაფერს ამბობს, მაგრამ უკვე შე-
გუებულია ამ ამბავს და თუ ჭკუა ჰყოფნის, იმით ინუგეშებს
თავს, რომ წინ კიდევ ოცი ვარგისი, ბედნიერი წელი აქვს,
რომლის განმავლობაში შეუძლია, ლამაზად დაბერების ხე-
ლოვნება ისწავლოს. ნუ დასცინებთ შინაბერებს, საყვარელო
გოგონებო, რადგან სადა კაბის ქვეშ მშვიდად მფეთქავი გუ-
ლი ხშირად ძალიანაც ნაზ და ტრაგიკულ რომანს მალავს, ხო-
ლო იდუმალ მსხვერპლად გაღებული სიყმაწვილე, ჯანმრთე-
ლობა, მისწრაფება და თავად სიყვარული ღვთის თვალში სი-
ლამაზეს ანიჭებს მის ჭკნობაშეპარულ სახეს. სევდიან, ბუზღუ-
ნა დებსაც კი კეთილად უნდა მოექცეთ – თუ სხვა მიზეზით
არა, იმიტომ მაინც, რომ მათ არ ერგოთ ის, რაც ამქვეყნად
უტკბესია. და როცა გაფურჩქნის ხანაში მყოფი გოგონები ზიზ-
ღით კი არა, თანაგრძნობით შეხედავენ შინაბერებს, ისიც უნ-
და ახსოვდეთ, რომ შესაძლოა თვითონაც წაუვიდეთ ხელი-
დან ყვავილობის დრო, რომ ლოყებს მუდამ როდი შერჩება
ვარდისფერი, რომ მშვენიერ წაბლისფერ თმას ვერცხლის ძა-
ფები შეერევა და დროთა განმავლობაში სიკეთე და პატივი
ისევე ტკბილი გახდება მათთვის, როგორც ამჟამად სიყვარუ-
ლი და თაყვანისცემაა.
347 მკითხველთა ლიგა
ჯენტლმენებო ანუ ყმაწვილებო, თავაზიანად მოექეცით ში-
ნაბერებს, რაგინდ ღარიბნი, შეუხედავნი და ცივნი იყვნენ,
რადგან თუკი რამედ გიღირთ თქვენი რაინდობა, მუდამ მზად
უნდა იყოთ, პატივი მიაგოთ მოხუცს, დაიცვათ სუსტი და ემსა-
ხუროთ ქალს მიუხედავად მდგომარეობისა, ასაკისა თუ კანის
ფერისა. უბრალოდ, გაიხსენეთ კეთილი დეიდა-მამიდები,
რომლებიც არა მხოლოდ ჭკუას გარიგებენ და დაგქოთქოთე-
ბენ, არამედ თავს დაგტრიალებენ, გეალერსებიან და ხშირად
მადლობასაც კი ვერ ეღირსებიან; გაიხსენეთ, რამდენი ხათა-
ბალიდან დაუხსნიხართ; რამდენჯერ გაუმართავთ თქვენთვის
ხელი თავიანთი მწირი მარაგიდან; რამდენი გვირისტი გაუტა-
რებიათ თქვენს სამოსზე ბებერი, მომთმენი თითებით; რამდე-
ნი საფეხური აუვლ-ჩაუვლიათ დაუზარებლად ბებერი ფეხე-
ბით – და მადლობა გადაუხადეთ საყვარელ მოხუც ქალბატო-
ნებს: ასეთი მცირე ყურადღებაც კი ქალს მუდამ სიამოვნებს,
სანამ ცოცხალია. თვალციმციმა ქალიშვილები მაშინვე შეამ-
ჩნევენ თქვენს ამგვარ სულგრძელობას და კიდევ უფრო
მოეწონებით, ხოლო თუ სიკვდილი – დედა-შვილის გამყრე-
ლი თითქმის ერთადერთი ძალა – დედას მოგტაცებთ, დარ-
წმუნებული იყავით, რომ ალერსიან კეთილმოსურნეობასა და
დედობრივ ზრუნვას არ მოგაკლებთ რომელიმე დეიდა პრის-
ცილა, ვისაც მარტოსული, ბებერი გულის უთბილესი კუნჭუ-
ლი შეუნახავს „დედამიწის ზურგზე ყველას მჯობი დისშვი-
ლისთვის“.
ჯოს, ეტყობა, ჩაეძინა (ისე, როგორც, ალბათ, ჩემს მკით-
ხველს – ამ მცირე ქადაგებისას), რადგან ერთბაშად თითქოს-
და ლორის აჩრდილი აესვეტა წინ – მკვრივი, ცოცხალივით
აჩრდილი, რომელიც მისკენ დაიხარა სწორედ იმ იერით, რო-
მელიც მაშინ დაედებოდა ხოლმე ლორის, როცა გრძნობა
348 მკითხველთა ლიგა
მოერეოდა და არ უნდოდა, ეს გრძნობა დასტყობოდა. მაგრამ
ძველი ბალადის ჯენისა არ იყოს, ვერც ჯომ დაიჯერა, რომ მის
წინ ლორი იყო, სანამ იგი არ დაიხარა და არ აკოცა. მაშინ კი
იცნო, წამოფრინდა და სიხარულით აყვირდა:
– ჩემო ტედი! ოჰ, ჩემო ტედი!
– ჯო, საყვარელო, მაშ, გიხარია ჩემი დანახვა?
– მიხარიაო?! ჩემო ოხერო ბიჭო, სიტყვები არ მყოფნის,
ისე მიხარია. ემი სადღაა?
– დედაშენმა ჩაიგდო ხელში მეგთან. გზად შევიარეთ და
ისე ჩაიხუტეს ჩემი ცოლი, რაღას დავიხსნიდი!
– შენი... ვინაო? – აღმოხდა ჯოს, რადგან ლორი უნებური
სიამაყითა და კმაყოფილებით წამოცდენილმა ორმა სიტყვამ
გასცა.
– უჰ, ჯანდაბა! ჰო, ეგ საქმე ვქენი, – და ისეთი დამნაშავე
იერი დაედო, რომ ჯო აღშფოთებით ეტაკა:
– ადექი და შეირთე?!
– ჰო, ეგრეა, მაგრამ მეტს აღარ ვიზამ, – მუხლებზე დაეშ-
ვა, ხელები მონანიებით გადააჭდო ერთმანეთს და სახეზე ან-
ცი, მხიარული და მოზეიმე გამომეტყველება გადაეფინა.
– მართლა შეირთე?
– დიახაც, რომ!..
– ღმერთო, შენ გვიშველე! კიდევ რა საშინელებას აპირებ?
– თავის ადგილზე დაენარცხა სულშეგუბებული ჯო.
– დამახასიათებელი, თუმცა არც მაინცდამაინც საქებური
მოლოცვაა, – მიუგო ლორიმ, რომელიც ჯერაც მორჩილ პო-
ზაში იდგა და თან კმაყოფილებით ბრწყინავდა.
– მაშ, სხვა რის მოლოდინში უნდა იყო, როცა ქურდივით
შემოიპარე, ადამიანს გული გაუხეთქე და ასე მეხივით დაატე-

349 მკითხველთა ლიგა


ხე ახალი ამბავი? ადექი, შე სამარცხვინო ბიჭო და ყველაფე-
რი მიამბე.
– ერთ სიტყვასაც არ გეტყვი, თუ ჩემს ძველ ადგილზე არ
დამსვამ და პირობას არ მომცემ, რომ ბარიკადებს არ აღმი-
მართავ.
ჯოს ისე გულიანად გაეცინა, როგორც დიდი ხანი იყო, არ
გასცინებოდა, დივანზე ხელი დაატყაპუნა, მოდიო და გული-
თადად უთხრა:
– ძველი მუთაქა სხვენშია და აღარც გვჭირდება. მოდი,
დაჯექი, ტედი და თქვი აღსარება.
– რა ტკბილად ჩამესმის შენი ნათქვამი „ტედი“! შენ გარდა
მაგ სახელს არავინ მეძახის, – და ლორი დიდად კმაყოფილი
იერით დაჯდა.
– ემი რას გეძახის?
– მილორდს.
– არ მიკვირს. თან, ჰგავხარ კიდეც, – და ჯოს თვალებზე
შეეტყო, რომ თავისი ბიჭი ჩვეულებრივზე სანდომიანი ეჩვენა.
მუთაქა აღარ იყო, მაგრამ ბარიკადა მაინც დარჩა, ოღონდ
ბუნებრივი, რომელიც დრომ, განშორებამ და გულის გამოც-
ვლამ აღმართა. ეს ბარიკადა ორივემ იგრძნო და ერთ წუთს
ისე უყურებდნენ ერთმანეთს, თითქოს ამ უხილავმა ბარიერმა
პატარა ჩრდილი დააფინაო, თუმცა ეს ჩრდილი მაშინვე გაქ-
რა, როგორც კი ლორი ამაოდ შეეცადა, დარბაისლური იერი
მიეღო და თქვა:
– აბა, ვგავარ ცოლიან კაცს და ოჯახის უფროსს?
– ბეწვის ოდენადაც კი არა და არც არასოდეს ემგვანები.
გაზრდილ-გალამაზებულხარ, მაგრამ რა ცუღლუტიც იყავი,
ის ცუღლუტი დარჩი.

350 მკითხველთა ლიგა


–კარგი რა, ჯო, ცოტა პატივისცემით მაინც მომექეცი, –
დაიწყო ლორიმ და შეეტყო, რომ ეს ყველაფერი უზომოდ
სიამოვნებდა.
– აბა, რანაირად?! რამდენი გავიფიქრებ, რომ ცოლი შე-
ირთე და ჭკუაში ჩავარდი, ისე უსაშველოდ მეცინება, სე-
რიოზულად როგორ ვილაპარაკო?! – მიუგო ჯომ და ისე გუ-
ლიანად და გადამდებად გაუღიმა, რომ ორივეს სიცილი აუტ-
ყდა, მერე კი სალაპარაკოდ დასხდნენ, როგორც წინათ
იცოდნენ.
– რა აზრი აქვს, რომ ამ სიცივეში ემის შესაგებებლად გახ-
ვიდე: ცოტაც და – თვითონვე მოვლენ. მე ვერ მოვითმინე,
მინდოდა თვითონ მეთქვა დიდი ახალი ამბავი და ნაღებიც მე
მომეხადა – ასე არ ვამბობდით, როცა რძისთვის წავკინკლავ-
დებოდით ხოლმე?
– ჰოდა, მობრძანდი და ეგ შენი სიურპრიზი იმით წაახდი-
ნე, რომ უკუღმა დაიწყე მოყოლა. აბა, ახლა თავიდან შეუდექი
და მითხარი, როგორ მოხდა ეგ ამბავი. ერთი სული მაქვს, გა-
ვიგო.
– ემის ხათრით ვქენი, – დაიწყო ლორიმ და თვალები ისე
აუნაპერწკლდა, რომ ჯო პირში ეცა:
– ესეც პირველი სიცრუე! ეგ, ემიმ ქნა შენი ხათრით. გა-
ნაგრძეთ, სერ და სიმართლე ილაპარაკეთ, თუკი შეგიძლიათ.
– უყურე ერთი, შარსაც რომ მდებს! მაშ, სასაცილო არ
არის? – ბუხარში მოგუზგუზე ცეცხლს მიუბრუნდა ლორი, და
ისიც ისე ავარვარდა და ისე გაყარა ნაპერწკლები, თითქოს
დაეთანხმაო, – ეგ ხომ ერთი და იგივეა: მე და ემი ახლა ერ-
თნი ვართ. კეროლებთან ერთად ვაპირებდით ჩამოსვლას,
ასე, ერთი თვის წინ, მაგრამ მოულოდნელად გადაიფიქრეს
და გადაწყვიტეს, ერთი ზამთარიც დარჩნენ პარიზში. სამა-
351 მკითხველთა ლიგა
გიეროდ პაპას უნდოდა შინ ჩამოსვლა, სამოგზაუროდაც ხომ
ჩემი ხათრით წამოვიდა, ჰოდა, მარტო ვერ გამოვუშვებდი,
ვერც ემის დავტოვებდი. არადა, მისის კეროლს ინგლისური
შეხედულებები აქვს კომპანიონებზე და ასეთ სისულელეებზე
და ემის არ გამოგვაყოლებდა. მეც ავდექი და ეს სიძნელეები
ერთი დაკვრით გადავჭერი: ვთქვი, დავიწეროთ ჯვარი და მე-
რე რაც მოგვინდება, ის ვქნათ-მეთქი.
– და კიდევაც დაიწერე. შენ ხომ მუდამ შენი გაგაქვს.
– მუდამ ვერა, – და ლორის ისეთი ტონი შეერია ხმაში,
რომ ჯომ აჩქარებით თქვა:
– ჰო, მაგრამ ბიცოლა როგორღა დაითანხმეთ?
– ძნელი საქმე იყო, მაგრამ მოვახერხეთ და დავიყაბუ-
ლეთ: ჩვენ მხარეს ბლომად სერიოზული მიზეზი იყო. იმის
დრო არ გვქონდა, რომ მოგვეწერა და ნებართვა გვეთხოვა,
მაგრამ ეგ ამბავი ისედაც ყველას მოგწონდათ და თანახმანიც
იყავით, ჰოდა, ჩემი ცოლის თქმისა არ იყოს, ისღა დაგვრჩე-
ნოდა, დროისთვის სადავეები მოგვეწია.
– რა ძალიან გვეამაყება ეს ორი სიტყვა და რა სიამოვნე-
ბით ვიმეორებთ, არა? – შეაწყვეტინა ჯომ და თვითონაც ბუ-
ხარს დაეკითხა, თან კი სიამით შენიშნა ის მხიარული შუქი,
რომელსაც თითქოსდა ცეცხლი ანათებდა იმ თვალებში, ასე
ტრაგიკულად დაღონებულნი რომ იყვნენ, როცა ბოლოს ნა-
ხა.
– შეიძლება, წვრილმანია, მაგრამ ისეთი მომხიბლავი პა-
ტარა ქალია, მოდი და ნუ მეყოლება საამაყოდ! მოკლედ, ბი-
ცოლაშენი და ბიძაშენი იქ გახლდნენ და წესიერებას იცავ-
დნენ, ჩვენ კი ისე ვიყავით ერთმანეთში ჩანთქმული, ცალ--
ცალკე არაფრად ვვარგოდით, ეს მშვენიერი გადაწყვეტილე-
ბა კი ყველაფერს გააიოლებდა და ჩვენც გადავწყვიტეთ.
352 მკითხველთა ლიგა
– როდის, სად, როგორ? – ქალური ინტერესითა და ცნო-
ბისმოყვარეობით ატანილმა მიაყარა ჯომ, რადგან ნაწილ--
ნაწილ გაგების ღონე არ ჰქონდა.
– თვენახევრის წინ, ამერიკის კონსულთან პარიზში. ძალი-
ან წყნარი ქორწილი იყო, რა თქმა უნდა: რა ბედნიერებიც
გინდა ვყოფილიყავით, ჩვენს საყვარელ პატარა ბეთს ხომ
ვერ დავივიწყებდით.
ამ სიტყვებზე ჯომ ხელი ხელში ჩაუდო, იმან კი მეორე ხე-
ლი ნაზად გადაუსვა წითელ ყურთბალიშს, რომელიც კარგად
ახსოვდა.
– ჰო, მაგრამ მერე მაინც რატომ არ შეგვატყობინეთ? – შე-
დარებით წყნარად ჰკითხა ჯომ მას მერე, რაც ერთ წუთს უჩუმ-
რად ისხდნენ.
– სიურპრიზი გვინდოდა მოგვეწყო. თავიდან გვეგონა, მა-
შინვე წამოვიდოდით, მაგრამ დავიწერეთ ჯვარი თუ არა, საყ-
ვარელმა ბერიკაცმა გაარკვია, რომ ერთ თვეზე ადრე მზად
ვერ იქნებოდა, ჰოდა გვითხრა, სადაც გენებოთ, იქ გაატარეთ
თაფლობის თვეო. ემიმ ერთხელ ვალროზაზე თქვა, ახლად
დაქორწინებულთა სამოთხეაო და ჩვენც იქ ჩავედით. ჩავე-
დით და ისეთი ბედნიერები ვიყავით, როგორიც ადამიანი ერ-
თადერთხელ არის ცხოვრებაში. ღმერთმანი! სიყვარული
ვარდებში!
ლორის წუთით თითქოს დაავიწყდა ჯო და იმასაც გაუხარ-
და: რაკი ასე თავისუფლად და თამამად მიყვება ამ ამბავს, გა-
მოდის, რომ მაპატია და დაივიწყაო. სცადა, ხელი გამოერ-
თმია, მაგრამ ლორი თითქოს მიხვდა, რა ფიქრმა გამოიწვია
ეს ნახევრად უნებური მოძრაობა, სწრაფად მოუჭირა ხელი და
ისეთი კაცური სიდინჯით უთხრა, რაც ჯოს მისთვის წინათ არა-
სოდეს შეემჩნია:
353 მკითხველთა ლიგა
– ჰო, საყვარელო, რაღაცას გეტყვი და მეტი ამაზე აღარ
ვილაპარაკოთ. ხომ გახსოვს, იმ წერილში, რომელშიც გწერ-
დი, ემი ძალიან კეთილად მექცევა-მეთქი, გითხარი, რომ მუ-
დამ მეყვარებოდი, მაგრამ სიყვარული შეიცვალა და მივ-
ხვდი, რომ ასე ჯობს. ჩემს გულში შენ და ემიმ ადგილები შეიც-
ვალეთ, ეს არის და ეს. მე მგონი, ასეც უნდა მომხდარიყო და
მოხდებოდა კიდეც თავისთავად, თუკი დავიჯერებდი შენს
სიტყვას და მოვიცდიდი, მაგრამ მოთმინება არ მეყო და გუ-
ლისტკივილიც მოვიმკე. მაშინ ბიჭი ვიყავი, ჯიუტი და ფიცხი,
ამიტომაც ძნელი გაკვეთილი გახდა საჭირო, რომ ჩემს შეც-
დომას მივმხვდარიყავი. ის ხომ მართლა შეცდომა იყო, ჯო,
შენც მაგას ამბობდი, მაგრამ მე მას მერეღა მივხვდი, რაც თა-
ვი სულელურ მდგომარეობაში ჩავიგდე. ღმერთმანი, ერთი
ხანი ისე ვიყავი არეული, არც კი ვიცოდი, რომელი უფრო ძა-
ლიან მიყვარდით – შენ თუ ემი და ვცდილობდი, ორივენი ერ-
თნაირად მყვარებოდით, მაგრამ ვერ ვახერხებდი და როცა
შვეიცარიაში დავინახე ემი, ყველაფერი ერთბაშად გაირკვა.
ჩემს გულში ორივემ ის ადგილები დაიკავეთ, რომლებიც უნ-
და გჭეროდათ. დავრწმუნდი, რომ ძველმა სიყვარულმა მანამ
გამიარა, სანამ ახალი დამეწყებოდა და რომ შემიძლია პატი-
ოსნად გავუნაწილო გული ჩემს დას, ჯოსა და ჩემს ცოლს ემის
და ორივენი მხურვალედ მიყვარდნენ. დაიჯერებ და თანახმა
იქნები, რომ იმ ძველ კარგ დროს დავუბრუნდეთ, როცა ერ-
თმანეთი გავიცანით?
– გულით მჯერა, ტედი, ოღონდ გოგო-ბიჭი ვეღარ ვიქნე-
ბით. იმ ძველ კარგ დროს ვერ მოვაბრუნებთ და მაგის მოლო-
დინი არც უნდა გვქონდეს. ახლა ქალი და კაცი ვართ, სე-
რიოზული საქმეები გვაქვს, თამაშის დრო გავიდა და ცელქო-
ბას თავი უნდა ვანებოთ. ეჭვიც არ მეპარება, მაგას შენც ხვდე-
354 მკითხველთა ლიგა
ბი. შენში ცვლილებებს ვხედავ და შენც დაინახავ ჩემში. ჩემი
ბიჭი როგორ არ მომაკლდება, მაგრამ ახლა ზუსტად მასავით
მეყვარება მამაკაცი და უფრო მეტადაც მომეწონება, იმიტომ
რომ სწორედ ისეთი ხდება, როგორის იმედიც მქონდა. თამა-
შით ვეღარ ვითამაშებთ, მაგრამ და-ძმა კი ვიქნებით, მთელი
სიცოცხლე გვეყვარება ერთმანეთი და მხარში ამოვუდგებით,
არა, ლორი?
ლორის ხმა არ ამოუღია, მაგრამ გამოწვდილი ხელი გა-
მოართვა, სახით მიეკრა და იგრძნო, რომ ყმაწვილური ვნე-
ბის საფლავიდან, ორივეს საბედნიეროდ, მშვენიერი, მტკიცე
მეგობრობა ამოზრდილიყო. ცოტა ხანში მხიარულად თქვა,
რაკი არ უნდოდა, ლორის დაბრუნება სევდიანი ყოფილიყო:
– არ მეჯერება, რომ ბავშვები მართლა დაქორწინდით და
ოჯახის საქმეებს უნდა მიხედოთ. გუშინ არ იყო, ემის წინსა-
ფარს რომ ვუკრავდი და შენ კი თმას გაწიწკნიდი, როცა მაბ-
რაზებდი. ღმერთო მიშველე, როგორ გარბის დრო!
– იმ ორიდან ერთი ბავშვი შენზე უფროსია და დიდედასა-
ვით აღარ ილაპარაკო. მე თავს იმით ვიმშვიდებ, რომ უკვე
„გაზრდილი ჯენტლმენი“ ვარ, როგორც პეგოტიმ128 უთხრა
დევიდს, და ემის რომ დაინახავ, ნაადრევად მომწიფებული
ბავშვი შეგრჩება ხელში, – უთხრა ლორიმ და შეეტყო, გაახა-
ლისა ჯოს დედობრივმა იერმა.
– ასაკით შეიძლება ცოტა უფროსი იყო, ტედი, მაგრამ
გრძნობებით შენზე ბევრად დიდი ვარ. ქალი მუდამ ასეა, ეს
ბოლო წელიწადი კი ისეთი მძიმე იყო, თავი ორმოცისა მგო-
ნია.

პეგოტი – მთავარი გმირის ძიძა ჩარლზ დიკენსის რომანში „დევიდ კო-


128

პერფილდი“
355 მკითხველთა ლიგა
– საწყალი ჯო! ამ ტვირთის საზიდად მარტო დაგტოვეთ,
ჩვენ კი გასართობად წავედით. ხანი მართლაც მოგმატებია:
აი, ნაოჭი, ესეც – მეორე. თუ არ იღიმები, დარდიანი თვალები
გაქვს და ყურთბალიშს რომ მივეკარე, ზედ ცრემლი ვიგრძე-
ნი. ბევრი რამის გადატანა მოგიწია და, თანაც, მარტოდმარ-
ტო. მაინც რა ეგოისტი პირუტყვი ვიყავი! – სინანულით იტაცა
ხელი თმაში.
მაგრამ ჯომ მხოლოდ გადაატრიალა მუხთალი ყურთბა-
ლიში და, რაც შეეძლო, მხნედ მიუგო:
– რატომ, დედა და მამაც ხომ მეხმარებოდნენ, ჩვენი საყ-
ვარელი პატარებიც მანუგეშებდნენ, იმის ფიქრი კი, რომ შენ
და ემი კარგად და მშვიდობით იყავით, ყველაფრის გადატა-
ნას მიადვილებდა. ჰო, ხანდახან მარტო ვარ, მაგრამ ეგ, ალ-
ბათ, კარგიც არის ჩემთვის და...
– მარტო აღარ იქნები, – ჩაურთო ლორიმ და ისე ჩაიხუტა,
თითქოს ყველანაირი ბოროტებისგან უნდა დაიცვასო, – მე
და ემი უშენოდ არ ვივარგებთ, ჰოდა, უნდა მოხვიდე და ბავ-
შვებს ოჯახის მოვლა-პატრონობა ასწავლო, ყველაფერში ისე
ტოლად ჩაერთო, როგორც წინათ ვიცოდით. ჩვენ კი ნება
მოგვცე, რომ ხელის გულზე გატაროთ, ჰოდა, ყველანი ბედ-
ნიერად და მეგობრულად ვიქნებით.
– თუ ხელს არ შეგიშლით, ძალიანაც გამიხარდება. თით-
ქოს ისევ გავახალგაზრდავდიო: შენი მოსვლით დარდები გა-
მიქარდა. შენ ხომ მუდამ მანუგეშებელი იყავი, ტედი! – და
ჯომ ისე დაადო თავი მხარზე, როგორც მრავალი წლის წინ,
ბეთის ავადმყოფობისას, როცა ლორიმ უთხრა, მე დამეყრდე-
ნიო.

356 მკითხველთა ლიგა


ჯოს შეხედა, ნეტავი ის დრო თუ ახსოვსო, მაგრამ ჯო თა-
ვისთვის იღიმებოდა, თითქოს ლორის მოსვლამ მართლაც
ყველა სადარდელი გაუქროო.
– ისევ ის ჯო ხარ: ერთ წუთს რომ ცრემლსა ღვრი, მეორე
წუთს იცინი. ახლა ცოტა გაცელქებული მეჩვენები. რა იყო,
ბებიკო?
– შენზე და ემიზე ვფიქრობდი, ნეტავი, როგორ არიან
ერთმანეთში-მეთქი.
– ანგელოზებივით.
– ეგ – ჰო, მაგრამ რომელი რომლის ჭკუაზე დადიხართ?
– ვაღიარებ, რომ ახლა მე დავდივარ ემის ჭკუაზე, ყოველ
შემთხვევაში, ისე მიჭირავს თავი, რომ ეგრე იფიქროს:
სიამოვნებს. მერე კი თანდათან შევცვლით როლებს: ხომ იცი,
ამბობენ, ქორწინება ადამიანს უფლებას უნახევრებს და პასუ-
ხისმგებლობას უორმაგებსო.
– როგორც დაიწყეთ, ისევე გააგრძელებთ და სანამ ცოც-
ხალი იქნები, ემი სულ თავის ჭკუაზე გატარებს.
– ჰო, ისე შეუმჩნევლად ახერხებს, რომ არა მგონია, წინა-
აღმდეგი წავიდე. ისეთი ქალია, ვინც იცის, როგორ გატაროს
თავის ჭკუაზე. კაცმა რომ თქვას, მომწონს კიდევაც: ისე კოხ-
ტად და ლამაზად გაკეთებინებს, რაც უნდა, რომ სულ გგონია,
დიდ პატივს მდებსო.
– რაღა მიჭირს! ახლა მთელი სიცოცხლე უნდა გიყურო,
როგორ დაგიმონებს ცოლი და ვიხალისო! – ხელები მაღლა
ააპყრო ჯომ, თან კი ეამა იმის დანახვა, რომ ამ ცილისწამების
გაგონებაზე ლორი მხრებში გაიშალა, მამაკაცურად, აგდე-
ბით გაეღიმა და ქედმაღლური იერით მიუგო:
– ემი ისე კარგად არის აღზრდილი, რომ მაგას არ იზამს
და არც მე ვარ იმის კაცი, ეგ მოვითმინო. მე და ჩემს ცოლს
357 მკითხველთა ლიგა
ისეთი პატივისცემა გვაქვს ჩვენ-ჩვენი თავისა და ერთმანეთი-
სა, რომ არც გავაწვალებთ ერთმანეთს და არც ვიჩხუბებთ.
ჯოს მოეწონა ეს სიტყვები და იფიქრა, ეს ახალი ღირსება
ლორის ძალიან უხდებაო, თუმცა ბიჭი მეტისმეტად სწრაფად
შედიოდა კაცობაში და ამიტომაც ჯოს კმაყოფილებას სინანუ-
ლი შეერია.
– ეჭვიც არ მეპარება. როდის იყო, შენ და ემი ისე ჩხუბობ-
დით, როგორც მე და შენ?! ის, ზღაპარში რომ მზეა, ის არის,
მე კი – ქარი. ჰოდა, სწორედ მზემ გააკეთებინა კაცს, რაც
სჭირდებოდა, გახსოვს?
– ემიმ მარტო ნათება კი არ იცის: შეუძლია ისე დაუბეროს
კაცს, რომ... – გაეცინა ლორის, – რა ლექცია ჩამიტარა ნიცა-
ში! ღმერთმანი, შენ რომ მტუქსავდი ხოლმე, იმაზე ათასჯერ
უარესი იყო, ტყავი გამაძრო. ერთხელაც იქნება, გიამბობ;
მაშ, თვითონ ხომ არ მოგიყვება: ჯერ მითხრა, მეზიზღები და
სამარცხვინო ვინმე ხარო, მერე კი შესაზიზღი კაცი შეიყვარა
და არაფრის მაქნისს გაჰყვა ცოლად.
– რა სიმდაბლეა! თუ ცუდად მოგექცეს, ჩემთან მოდი და მე
დაგიდგები ქომაგად.
– მაშ, გამოსაქომაგებელს ვგავარ, არა? – და ლორი თავ-
მომწონედ დადგა, რაც სასწრაფოდ გარდაისახა აღტაცებად,
როგორც კი ემის ხმა მოისმა:
– სად არის? სად არის ჩემი საყვარელი ჯო?
მთელი ოჯახი შემოჯარდა და ისევ ატყდა ხვევნა-კოცნა;
რამდენიმე ამაო მცდელობის შემდეგ სამი მოგზაური დასვეს,
დაუწყეს თვალიერება და შეჰხაროდნენ. მისტერ ლორენსი,
როგორც ყოველთვის მხნე და ჯან-ღონით სავსე, ისევე წასუ-
ლიყო უკეთესობისკენ უცხოეთში მოგზაურობის შემდეგ, რო-
გორც დანარჩენები: ბუზღუნი სულ დავიწყებოდა, ხოლო
358 მკითხველთა ლიგა
ძველმოდურ თავაზიანობაში ბრწყინვალება შეჰმატებოდა და
წინანდელზე კეთილმოსურნე გამხდარიყო. საამური სახილ-
ველი იყო, როგორ უღიმოდა „ჩემს შვილებს“ – ასე ეძახდა
ახალგაზრდა წყვილს. კიდევ უფრო საამური სანახავი იყო,
თუ რა ქალიშვილური პატივისცემითა და სიყვარულით უხდი-
და სამაგიეროს ემი, რითაც სრულიად მოინადირა მისი ბებე-
რი გული, ყველაფერს კი იმის ცქერა სჯობდა, თუ როგორ
დასტრიალებდა ორივეს ლორი და არ ბეზრდებოდა იმ ლამა-
ზი სურათის ყურება, რომელსაც ისინი ქმნიდნენ.
შეავლო თუ არა თვალი ემის, მეგი მაშინვე მიხვდა, რომ
მის საკუთარ კაბას პარიზული პეწი აკლდა, რომ ახალგაზრდა
მისის ლორენსი იოლად დაჩრდილავდა ახალგაზრდა მისის
მოფატს და რომ „მილედი“ ერთობ ელეგანტური და მოხდენი-
ლი ქალი დამდგარიყო. ახალგაზრდა წყვილის შემხედვარე
ჯომ კი გაიფიქრა: „როგორ უხდებიან ერთმანეთს! მართალი
ვიყავი, ლორიმ სწორედ ისეთი ლამაზი და კარგად აღზრდი-
ლი გოგო იპოვა, რომელიც მოუხერხებელ ჯოზე უკეთ მოუწ-
ყობს ოჯახურ კერას და რომელიც საამაყოდ ეყოლება და არა
სატანჯველად“. მისის მარჩი და მისი ქმარი სახეგაბრწყინებუ-
ლები შეჰღიმოდნენ და თავს უქნევდნენ ერთმანეთს: ხედავ-
დნენ, რომ უმცროსი ქალიშვილი არა მხოლოდ ყოფიერი
მხრივ გრძნობდა თავს კარგად, არამედ უკეთესი სიმდიდრეც
მოეხვეჭა – სიყვარული, გულდაჯერებულობა და ბედნიერება.
ემის ალერსიანად უბრწყინავდა სახე, რაც გულმშვიდობის
მანიშნებელია, ხმაში ახლებური სინაზე ემჩნეოდა, ხოლო ცი-
ვი თავდაჭერილობის ადგილი მშვიდ, ქალურ და მომხიბ-
ვლელ დარბაისლობას დაეჭირა, რასაც არანაირი წვრილმა-
ნი თვალთმაქცობა არ ერია. მისი გულითადი ყოფაქცევა უფ-
რო მომხიბლავიც კი იყო, ვიდრე ახლებური სილამაზე თუ წი-
359 მკითხველთა ლიგა
ნანდელი მოხდენილობა, რადგან მაშინვე ცალსახად ცხად-
ყოფდა, რომ ნამდვილ კეთილშობილ ლედისთან გქონდათ
საქმე, როგორიც წინათ სურდა, რომ გამხდარიყო.
– სიყვარულმა ბევრი რამ მისცა ჩვენს პატარა გოგოს, –
ალერსიანად თქვა დედამ.
– მთელი სიცოცხლე კარგი მაგალითი ჰქონდა თვალწინ,
ჩემო ძვირფასო, – ჩურჩულით მიუგო მისტერ მარჩმა და სიყ-
ვარულით გადახედა შებერებულ სახესა და ჭაღარა თმას.
დეიზი თვალს ვერ სწყვეტდა „ლამაზ დეიდას“ და ისე იყო
ზედ მიწებებული, როგორც ოთახის ძაღლი – ციხე-დარბაზის
მფლობელ, გრძნებით სავსე მზეთუნახავ ქალბატონს. დემი
შეყოვნდა, რომ კარგად აეწონ-დაეწონა ახალი ურთიერთო-
ბა, სანამ გარისკავდა და ჰაიჰარად მიიღებდა მაცდუნებელ
ქრთამს – ბერნიდან ჩამოტანილ ხისგან გამოთლილ დათვე-
ბის ოჯახს. თუმცა, შემოვლითმა მანევრმა გაჭრა და უპირობო
კაპიტულაცია გამოიწვია: ლორიმ იცოდა, როგორ მისდგო-
მოდა ბიჭს.
– ჭაბუკო, როცა პირველად მომეცა თქვენი გაცნობის პა-
ტივი, სახეში გამარტყით. ჰოდა, ახლა ვალის გადახდას ვით-
ხოვ, როგორც ჯენტლმენთა წესია, – ამ სიტყვებით მაღალ--
მაღალმა ბიძამ ჰაერში ააბურთავა პატარა ნათესავი და ხუმ-
რობით ჭიდაობა დაუწყო რითაც ფილოსოფიური ღირსება შე-
ურყია და აღტაცებაშიც მოიყვანა.
– უყურე ერთი, თავით ფეხამდე აბრეშუმეულში არ მორ-
თულა და მოკაზმულა! გულს უხარია, აქ რო გვიზის სახ--
სალამათი და ამ ჩვენ პატარა ემის ყველანი მისის ლორენსს
დასძახიან! – დუდუნებდა მოხუცი ჰანა და წამდაუწუმ თვალს
აპარებდა მოსულებისკენ, თან კი აბნეულად შლიდა სუფრას.

360 მკითხველთა ლიგა


ახლა როგორ ლაპარაკობდნენ, ღმერთო ჩემო! ჯერ ერთი,
მერე მეორე, მერე უცბად ყველანი ერთად: ცდილობდნენ, ნა-
ხევარ საათში ჩაეტიათ სამი წლის საამბობი. კიდევ კარგი, ჩა-
იმ მოუსწრო, ცოტა ხნით შეასვენა და ჯანზე მოიყვანა, თორემ
კიდევ რომ გაეგრძელებინათ, ხმა ჩაეხრინწებოდათ და სი-
სუსტე მოერეოდათ.
რა ხალისიანი პროცესია გაიჭიმა სასადილო ოთახისკენ!
მისტერ მარჩს ამაყად მიჰყავდა მისის ლორენსი, მისის მარჩი
ასევე ამაყად ეყრდნობოდა „ჩემი ვაჟის“ მკლავს, მოხუცმა
ჯენტლმენმა კი ჯოს შესთავაზა მკლავი, წასჩურჩულა, ახლა
შენ უნდა გახდე ჩემი გოგოო და ბუხართან ცარიელ კუთხეს
გახედა, რაზეც ჯომ ჩურჩულითვე მიუგო:
– ვეცდები, მისი ადგილი შეგივსოთ, სერ.
უკან ტყუპები მიკუნტრუშებდნენ და გრძნობდნენ, რომ ცო-
ტაც და ბედს ეწეოდნენ, რადგან გულისყური ყველას ახალ-
მოსულებისკენ ჰქონდა, ბავშვები კი ნებას მიუშვეს და იმა-
თაც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კარგად მოითბეს ხე-
ლი. ჩაი ხომ ხვრიპეს და ხვრიპეს, ჯანჯაფილიანი ნამცხვარი
ხომ იმდენი ჭამეს, რამდენიც მათ სულსა და გულს ეამებოდა,
ბოლოს, ისიც კი იკადრეს, რომ პაწია ჯიბეებში ჩაიჩურთეს ხი-
ლის ღვეზელის ნაჭრები, რომლებიც გამცემლურად მიეწება
ჯიბეებს, დაიფხვნა და ორივეს ნათლად დაანახვა, რომ ადა-
მიანის ბუნებაც ისევე ფაშარია, როგორც ცომეული. ღვეზე-
ლების დანაშაულებრივად ჩამჯიბავი პატარა ცოდვილები ერ-
თი მხრივ სინდისმა შეაწუხა, მეორე მხრივ, კი შეშინდნენ,
რომ „დოს“ მახვილი თვალი გამსჭვალავდა ბატისტისა და მე-
რინოსის თხელ საფარს, რომელიც ნადავლს მალავდა და
ამიტომაც უსათვალოდ მჯდარ პაპას მიუსხდნენ. ემი, რომე-
ლიც სტუმრებისთვის ჩამოტარებული სასმელივით გადა-
361 მკითხველთა ლიგა
დიოდა ხელიდან ხელში, მისტერ ლორენსთან ხელგაყრილი
დაბრუნდა სასტუმრო ოთახში. დანარჩენები წინანდებურად
დაწყვილდნენ და, შედეგად, ჯო უთანამგზავროდ დარჩა. იმ
წუთს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან სასადილო
ოთახში შეყოვნდა, რომ ჰანას მოწადინებულ შეკითხვებზე
გაეცა პასუხი:
– ეხლა მის ემიმ ორცხენიანი კარიტით (ასე ეძახდა ჰანა
კარეტას) უნდა იაროს და სუფრაზე მთელი ის ლამაზ-ლამაზი
ვერცხლის ჭურჭელი მოიხმაროს, აქამდისინ რო შენახული
ელაგათ?
– არ გამიკვირდება, ეტლში ექვსი თეთრი ცხენი რომ
შეაბას, ოქროს ჭურჭელი მოიხმაროს და ყოველდღე ბრილი-
ანტებითა და ძვირფასი მაქმანით მოირთოს. ტედის აზრით,
ემი ყველანაირი სიკეთის ღირსია, – უსაზღვრო კმაყოფილე-
ბით გაეპასუხა ჯო.
– ეგ ხო ეგრეა და ეგრე! საუზმეზე რა გირჩევნია: ჩაშუშუ-
ლი ხორცი თუ თევზის გუფთა? – ბრძნულად შეაზავა ჰანამ
პოეზია და პროზა.
– სულერთია...
ჯომ იგრძნო, რომ იმ წუთს საჭმელ-სასმელი შესაფერისი
სალაპარაკო თემა არ იყო. ცოტა ხანს იდგა და აჰყურებდა,
როგორ თანდათან გაუჩინარდა ზემოთ ამავალი პროცესია
და როცა კუბოკრულ შარვალში გამოწყობილი დემის მოკლე
ფეხებმაც გაჭირვებით აიარა ბოლო საფეხური, ერთბაშად ისე
შემოაწვა მარტოობა, რომ თვალებჩამქრალმა მიიხედ-
მოიხედა, თითქოს ეძებდა, ვის დავეყრდნოო, რადგან ტედი-
მაც კი მიატოვა. არ იცოდა, რომ წუთი-წუთზე ერგებოდა საჩუ-
ქარი, თორემ არ გაიფიქრებდა, მერე ვიტირებ, როცა დავწვე-
ბი, ახლა დაღვრემილობა არ ივარგებსო. მერე თვალებზე ხე-
362 მკითხველთა ლიგა
ლი გადაისვა: მისი ერთი ბიჭური ჩვეულებათაგანი ის იყო,
რომ არასოდეს იცოდა, სად ედო ცხვირსახოცი და სახეზე ღი-
მილის გადაფენა ძლივს მოასწრო, რომ შემოსასვლელ კარზე
დააკაკუნეს.
სტუმართმოყვარულად ეცა კარს, გამოაღო და ისე შეკ-
რთა, თითქოს სიურპრიზად კიდევ ერთი აჩრდილი გამოეცხა-
დაო: ზღურბლზე მაღალი, წვეროსანი ჯენტლმენი იდგა და
სიბნელიდან შუაღამის მზესავით შემოსცინოდა.
– ოჰ, მისტერ ბეერ, როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა! –
შესძახა ჯომ და მკლავში ჩაებღაუჭა, თითქოს ეშინოდა, შინ
შეყვანას ვერ მოვასწრებ და ღამე ჩაყლაპავსო.
– მე ქი – თქვენი, მის მარჩ... მაგრამ სთუმრები გღოლი-
ათ... – და პროფესორი დადუმდა, როცა ზემოდან ხმები და
მოცეკვავეთა ბაკიბუკი ჩამოისმა.
– არა, სტუმრები არა, მხოლოდ შინაურები ვართ. ჩემი და
და მეგობრები ეს-ეს არის, ჩამოვიდნენ; ყველანი ძალიან გა-
ხარებულები ვართ. მობრძანდით, თქვენც შემოგვიერთდით.
თუმცა მისტერ ბეერს ხალხში ტრიალი უყვარდა, მაინც თა-
ვაზიანად გაბრუნდებოდა და სხვა დროს შეივლიდა, მაგრამ
აბა, როგორ წასულიყო, როცა ჯომ ზურგს უკან კარი მიუხურა
და შლაპაც ჩამოართვა? ეგებ, მის გადაწყვეტილებაზე ერ-
თგვარი გავლენა ჯოს სახემაც იქონია, რადგან იმას სულ
დაავიწყდა, პროფესორის დანახვაზე სიხარული დაემალა და
ისე ალალად გამოამზეურა, რომ მარტოხელა კაცს გულმა
ვერ გაუძლო – ასეთმა შეგებებამ მის ყველაზე გაბედულ იმე-
დებსაც კი გადაამეტა.

363 მკითხველთა ლიგა


– თუქი Monsieur de Trop129 არ ვიქნები, ღველას სიამოვ-
ნებით გავიცნობ. იავადმღოფეთ, ჩემო კარგო?
ეს შეკითხვა მოულოდნელად დაუსვა: როცა ჯო მის პალ-
ტოს კიდებდა, სახეზე შუქი დაეცა და პროფესორმა შენიშნა,
როგორ შეცვლოდა სახე.
– ავადმყოფობით არ მიავადმყოფია, მაგრამ დაღლილი
და დარდიანი ვარ. ბოლოს რომ გნახეთ, მას მერე უბედურება
გადავიტანეთ.
– დიახ, ვიცი. ეს რომ გავიგე, გული მომიქვდა, – ისევ ჩა-
მოართვა ხელი და ისეთი თანაგრძნობა გამოეხატა სახეზე,
რომ ჯომ იფიქრა, ვერანაირი გულშემატკივრობა ვერ შეედ-
რება ამ კეთილი თვალების მზერასა და ამ დიდი, თბილი ხე-
ლის ჩამორთმევასო.
– დედა, მამა, ეს ჩემი მეგობარია, პროფესორი ბეერი, –
ჯოს ხმაში ამომსკდარი თავშეუკავებელი სიამაყე და სიამოვ-
ნება იმის ტოლფასი იყო, რომ საყვირში ჩაებერა და დიდებუ-
ლი ჟესტით შეეღო კარი.
ახალმოსული ისე გულითადად მიიღეს, რომ თუკი რამ ეჭ-
ვი ჰქონდა იმის თაობაზე, როგორ შემხვდებიანო, იმწამსვე
გაუქრა. ყველანი მეგობრულად მიესალმნენ – ჯერ ხათრით,
მერე კი, ცოტა ხანში, კიდევაც მოეწონათ. როგორ არ მოეწო-
ნებოდათ, როცა პროფესორი იმ თილისმას ფლობდა, ყველა
გულის კარს რომ აღებს, და ეს უბრალო ხალხი მაშინვე კეთი-
ლად განეწყო მისდამი, მით უფრო იმიტომ, რომ ღარიბი იყო.
სიღარიბე ხომ მდიდრად აქცევს მას, ვინც სიღარიბეზე მაღ-
ლდება და ჭეშმარიტად გულღია სულებთან დასაახლოებელი
საიმედო საშვიც გახლავთ. მისტერ ბეერი დაჯდა და მიიხედ--

129 Monsieur de Trop – აქ: ზედმეტი (ფრანგ.)


364 მკითხველთა ლიგა
მოიხედა, როგორც ყარიბმა, უცხო კარზე რომ დააკაკუნა და
როცა გაუღეს, მიხვდა, შინ მისულიყო. ბავშვები ისე მიაფრინ-
დნენ, როგორც ფუტკრები თაფლის ქოთანს, მის მუხლებზე
მოკალათდნენ და დაატყვევეს: ყმაწვილური სითამამით გაუჩ-
ხრიკეს ჯიბეები, მოქაჩეს წვერი და გულდასმით დაუთვა-
ლიერეს საათი. ქალებმა მოწონებით დაუქნიეს ერთმანეთს
თავი. მისტერ მარჩმა იგრძნო, მონათესავე ადამიანი ვიპო-
ვეო და თავისი სულის ყველაზე იდუმალი არსენალი გა-
დაუშალა, სიტყვაძვირი ჯონი ყურს უგდებდა და სიტყვის უთ-
ქმელად ტკბებოდა საუბრით, ხოლო მისტერ ლორენსი მიხ-
ვდა, რომ ძილისკენ ოდნავაც კი არ მიუწევდა გული.
ჯო სხვა საქმით რომ არ ყოფილიყო დაკავებული, ლორის
ყოფაქცევა გაართობდა, რადგან არა ეჭვიანობით, არამედ
რაღაც უნდობლობისმაგვარით მოგვრილმა გაურკვეველმა
ტკივილმა აიძულა ეს ჯენტლმენი, დასაწყისში განზე გამდგა-
რიყო და ძმის შესაფერისი სიფრთხილით დაჰკვირვებოდა
ახალმოსულს. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. უნე-
ბურად დაინტერესდა და ვერც კი მიხვდა, ისე ჩაერთო
საუბარში, რადგან მისტერ ბეერი მშვენივრად ლაპარაკობდა
ამ მეგობრულ გარემოში და საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი.
ლორის იშვიათად მიმართავდა, მაგრამ სამაგიეროდ ხშირად
შეხედავდა და სახეზე ჩრდილი გადაურბენდა, თითქოს ჯან--
ღონით სავსე ყმაწვილკაცის შემხედვარე თავის დაკარგულ
ახალგაზრდობას ნაღვლობსო. მერე ჯოს მიაპყრო მზერა ისე
სევდიანად, რომ ჯო უსათუოდ გასცემდა პასუხს ამ უხმო შე-
კითხვას, თუკი დაინახავდა, მაგრამ ჯოს თავისი თვალები
ჰქონდა მისახედი და რაკი გრძნობდა, ვერ ვენდობიო, კე-
თილგონივრულად ჩაშტერებოდა პატარა წინდას, რომელსაც
სანიმუშო გაუთხოვარი დეიდასავით ქსოვდა. თუმცა, პროფე-
365 მკითხველთა ლიგა
სორისთვის შიგადაშიგ მალულად ნატყორცნი მზერა ისე გა-
მოაცოცხლებდა ხოლმე, როგორც მტვრიან გზაზე სიარულის
შემდეგ შესმული სუფთა წყალი, რადგან ამ ალმაცერმა მზე-
რამ რამდენიმე კეთილსაიმედო ნიშანი დაანახვა. მისტერ
ბეერის სახეს დაეკარგა წინანდელი დაბნეული იერი და იმჟა-
მად გამოცოცხლებული და დაინტერესებული ჩანდა. კაცმა
რომ თქვას, ახალგაზრდა და მიმზიდველიც კი არისო,
გაიფიქრა ჯომ და დაავიწყდა ლორისთვის შეედარებინა, ვი-
საც, როგორც წესი, ყველა უცხო მამაკაცს ადარებდა, რაც მუ-
დამ იმ მამაკაცების საზიანოდ მთავრდებოდა. გარდა ამისა,
მისტერ ბეერი ერთობ შთაგონებული ჩანდა, თუმცა დაკ-
რძალვის უძველესი წეს-ჩვეულებანი, რაზეც შემთხვევით გა-
დავიდა საუბარი, სახალისო თემად ვერ ჩაითვლებოდა. როცა
ტედი კამათში დამარცხდა, ჯო კმაყოფილებით აწითლდა,
ლაპარაკით გატაცებულ მამას გახედა და გაიფიქრა: „როგორ
გაუხარდებოდა, ჩემი პროფესორისნაირი კაცი რომ ჰყავდეს
გვერდით და ყოველდღე ელაპარაკოს!“ დაბოლოს, მისტერ
ბეერს ახალი შავი კოსტიუმი ეცვა და იმაზე უფრო ჯენტლმე-
ნურად გამოიყურებოდა, ვიდრე ოდესმე. გრუზა თმა შემოკ-
ლებული და ჯაგრისით კოხტად გადავარცხნილი ჰქონდა,
თუმცა დიდხანს არ დარჩენია მოწესრიგებული, რადგან
აღელდებოდა თუ არა, ახლაც ისე სასაცილოდ იჩეჩდა ხე-
ლით, როგორც საერთოდ სჩვეოდა, თუმცა ჯოს ეს თმა შმაგად
აბურძგნილი უფრო მოსწონდა, ვიდრე დაწყობილ-
დალაგებული, რადგან მიაჩნდა, პროფესორის მშვენიერ
შუბლს იუპიტერის იერს აძლევსო. საბრალო ჯო: როგორ
აქებ-ადიდებდა ამ უბრალო კაცს, სანამ იჯდა და გულმოდგი-
ნედ ქსოვდა, თუმცა კი ყურადღებიდან არაფერი გამორჩენია,

366 მკითხველთა ლიგა


ისიც კი, რომ მისტერ ბეერს ქათქათა მანჟეტები ოქროს სა-
კინძეებით ჰქონდა შეკრული.
„საყვარელი! ამაზე საგულდაგულოდ მაშინაც კი ვერ
მოიკაზმებოდა, ქალისთვის თავმოსაწონებლად რომ წასუ-
ლიყო“, გაიფიქრა ჯომ და ამ სიტყვებით შობილმა უცაბედმა
აზრმა ისე საშინლად გააწითლა, რომ იძულებული გახდა,
გორგალი დაბლა დაეგდო და ასაღებად დახრილიყო, რომ
როგორმე სახე დაემალა.
თუმცაღა, ამ მანევრმა მაინცდამაინც არ გაამართლა,
რადგან დასაკრძალავი კოცონისთვის ცეცხლის წასაკიდებ-
ლად გამზადებულმა პროფესორმა, მეტაფორულად რომ
ვთქვათ, ხელი უშვა ჩირაღდანს და ცისფერი ძაფის პატარა
გორგლის საძებრად ჩაიკუზა. ცხადია, ღონივრად მიეჯახნენ
ერთმანეთს შუბლებით, თვალებიდან ნაპერწკლები გადმოს-
ცვივდათ, აწითლებულები სიცილით წამოდგნენ, ისე რომ
გორგალი ვერ იპოვეს და თავ-თავიანთ ადგილებზე დას-
ხდნენ, თან კი ნანობდნენ, ნეტავი არც წამოვმდგარიყავითო.
არავინ იცოდა, როდის დასრულდა ის საღამო, რადგან ჰა-
ნამ ადრევე მოახერხა და იქაურობას გაარიდა ბავშვები, ასკი-
ლივით რომ აკანტურებდნენ თავებს, ხოლო მისტერ ლორენ-
სი შინ წავიდა დასასვენებლად. დანარჩენები ბუხართან ის-
ხდნენ და ისე იყვნენ ლაპარაკში გართულნი, რომ არც კი ახ-
სოვდათ, დრო რომ გადიოდა, სანამ მეგი, ვისაც დედობრივ
გონებაში მტკიცედ ჩაბეჭდვოდა, რომ დეიზი საწოლიდან გად-
მოვარდა, ხოლო დემიმ, ასანთის აგებულების შესწავლაში,
ღამის პერანგზე ცეცხლი წაიკიდა, წასასვლელად არ წამოდ-
გა.
– ძველი ჩვეულება უნდა გავიხსენოთ და ვიმღეროთ, რაკი
ყველანი ისევ ერთად ვართ, – თქვა ჯომ, რადგან გრძნობდა,
367 მკითხველთა ლიგა
რომ ერთი კარგი ყვირილით უხიფათოდ და სიამით გადმო-
აფრქვევდა იმ დიდ სიხარულს, რომლითაც პირთამდე ავსე-
ბოდა გული.
ყველანი თუმცა არ იყვნენ, მაგრამ ეს სიტყვები არავის
მოსჩვენებია დაუფიქრებლად ან უმართებულოდ: ბეთი, თით-
ქოს კვლავ მათთან იყო – წყნარი, უხილავი, მაგრამ წინან-
დელზე ძვირფასი, რადგან სიკვდილმა ვერ დაშალა ის ოჯახუ-
რი კავშირი, რომელიც სიყვარულს ურღვევი გაეხადა. პატარა
სავარძელი იმავე კუთხეში იდგა. ფაქიზად ჩალაგებული ხელ-
საქმის კალათა და საკერავი, რომელიც ვეღარ დაასრულა,
როცა „ნემსი დამძიმდა“, თავის ჩვეულ თაროზე იდო; მისი
საყვარელი საკრავი რომელსაც ახლა იშვიათად ეკარებოდ-
ნენ, ადგილიდან არ დაუძრავთ, მის ზემოთ კი ბეთის სახე
იყო, წინანდებურად აუმღვრეველი და მოღიმარი. კვლავ დაჰ-
ყურებდა ოჯახის წევრებს და თითქოს ეუბნებოდა, ბედნიერნი
იყავით, აქა ვარო.
– რამე დაუკარი, ემი. მოისმინონ, რა წინ წახვედი, – მისა-
ტევებელი სიამაყით სთხოვა ლორიმ თავის იმედისმომცემ
მოწაფეს.
მაგრამ ემიმ პიანინოს გახუნებული სკამი დაატრიალა და
თვალცრემლიანმა წაიჩურჩულა:
– სხვა დროს იყოს, საყვარელო. ამ საღამოს არ მინდა თა-
ვი მოვიწონო.
თუმცა, ბრწყინვალებასა თუ ოსტატობაზე მეტი რამ წარ-
მოაჩინა, როცა ბეთის სიმღერები იმღერა და ისეთი ნაზი მე-
ლოდიურობით ააჟღერა ხმა, რასაც საუკეთესო მასწავლებე-
ლიც კი ვერ ასწავლიდა და იმაზე მეტი სიტკბოებით აუჩქრო-
ლა გული მსმენელებს, რა სიტკბოებასაც რომელიც გნებავთ
სხვა შთაგონება მიანიჭებდა. ოთახში სიჩუმე გამეფდა, როცა
368 მკითხველთა ლიგა
ბეთის საყვარელი ჰიმნის ბოლო ტაეპზე წკრიალა ხმამ ერ-
თბაშად უმტყუნა ემის. ძნელი წარმოსათქმელი იყო:

„არ არის ქვეყნად იმგვარი დარდი,


რომელსაც ზეცა ვერ გააქარვებს“.

ემი გვერდით მდგარ ქმარს მიეყრდნო იმის შეგრძნებით,


რომ შინაურების დახვედრას სისრულე მოაკლდა, რაკი ბეთი
არ შეეგება და არ აკოცა.
– ახლა კი მინიონის სიმღერით უნდა დავასრულოთ, მის-
ტერ ბეერი ძალიან კარგად ასრულებს, – თქვა ჯომ, სანამ
პაუზა მტკივნეული გახდებოდა. მისტერ ბეერმაც მადლიერად
ჩაიწმინდა ყელი, იმ კუთხისკენ გაეშურა, სადაც ჯო იდგა და
უთხრა:
– თქვენც ხომ ამღვებით? ერთად მშვენივრად გამოგვდის.
სხვათა შორის ჩინებული სიცრუე გახლდათ, რადგან ჯოს
კალიაზე მეტი არ გაეგებოდა მუსიკისა, მაგრამ იმასაც კი და-
თანხმდებოდა, პროფესორს რომ ეთხოვა, მთელი ოპერა ვიმ-
ღეროთო. ჰოდა, ისე არაკრაკდა, არც რიტმი ჩაუგდია რამედ
და არც მელოდია, თუმცა ამით ბევრი არაფერი დაშავებულა,
რადგან მისტერ ბეერი გრძნობით და კარგად მღეროდა, რო-
გორც ნამდვილ გერმანელს ეკადრება. ჯო ცოტა ხანში ჩაჩუმ-
და და ღიღინითღა ყვებოდა, რათა გაეგონა ტკბილი ხმა, რო-
მელიც თითქოს მხოლოდ მას უმღეროდა.

„იცნობ თუ არა იმ მხარეს, სადაც ყვავილობს ლიმონი?“

369 მკითხველთა ლიგა


ეს პროფესორის საყვარელი ტაეპი იყო, რადგან „ის მხა-
რე” მისთვის გერმანიას ნიშნავდა, მაგრამ ახლა სხვა სიტყვე-
ბი გამოყო განსაკუთრებული სითბოთი და მელოდიურობით:

„იქ წავიდოდი, შენთან ერთად, ძვირფასო ჩემო“.

ამ ალერსიანი მიპატიჟების შემდეგ ერთ მსმენელს აღტა-


ცებით აუფანცქალდა გული და ერთი სული ჰქონდა ეთქვა,
ვიცნობ იმ მხარეს და სიხარულით გავემართები იქით, როცა
კი მომღერალი მოისურვებსო.
სიმღერას დიდი წარმატება ხვდა წილად და შემსრულებე-
ლი დაფნის გვირგვინით შემკული დაუბრუნდა თავის ად-
გილს, თუმცა არ გასულა რამდენიმე წუთი, რომ მთლად
დაავიწყდა თავაზიანობა და ემის მიაშტერდა, რომელიც თავ-
საბურავს იხურავდა: იგი მხოლოდ „ჩემს დად“ გააცნეს და
ახალი სტუმრის მოსვლის შემდეგ „მისის ლორენსად“ აღარა-
ვის უხსენებია. მერე კი კიდევ უფრო უკადრისად მოიქცა, რო-
ცა ლორიმ გამომშვიდობებისას ძალზე თავაზიანად უთხრა:
– მე და ჩემი მეუღლე დიდად მოხარული ვართ თქვენი
გაცნობით. გახსოვდეთ, როცა კი შემოგვივლით, მუდამ გაგ-
ვიხარდება თქვენი მოსვლა.
აქ პროფესორმა ისე გულიანად გადაუხადა მადლობა და
ისე უეცრად გაბრწყინდა კმაყოფილებით, რომ ლორიმ
გაიფიქრა, ასე მომხიბლავად უშუალო ადამიანის მნახველი
არ ვარო.
– მეც უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ ერთხელაც გეც-
ვეოდით, თუკი ნებას დამრთავდით, ზვირფასო ქალბათონო,
რადგან საქმეზე გახლავართ ჩამოსული და ქიდევ რამდენიმე
დღე დავრჩები ქალაქში.
370 მკითხველთა ლიგა
მისის მარჩს მიმართავდა, ცქერით კი ჯოს უცქერდა და დე-
დის ხმაშიც ის გულითადი თანხმობა აჟღერდა, რაც მისი ქა-
ლიშვილის თვალებში ბრწყინავდა, რადგან მისის მარჩი ისე-
თი ბრმაც არ გახლდათ იმ საკითხებში, რაც მისი შვილების
ინტერესებს ეხებოდა, როგორც მისის მოფატს ეგონა.
– მე თუ მკითხავ, ჭკვიანი კაცია, – უდრტვინველი კმაყო-
ფილებით შენიშნა ბუხრის წინ გაშლილ ხალიჩაზე მდგარმა
მისტერ მარჩმა, როცა ბოლო სტუმარიც წავიდა.
– დარწმუნებული ვარ, კარგი ადამიანია, – მტკიცე მოწო-
ნებით დაუმატა მისის მარჩმა და საათი დაქოქა.
– ვიცოდი, მოგეწონებოდათ, – მხოლოდ ეს თქვა ჯომ და
დასაძინებლად წავიდა.
აინტერესებდა, რა საქმეს უნდა ჩამოეყვანა მისტერ ბეერი
მათ ქალაქში და ბოლოს გადაწყვიტა, ეტყობა, სადმე დიდი
ჯილდო მიანიჭეს, მაგრამ ერიდება და არ ამხელსო. თუმცა,
მისი სახე რომ დაენახა, როცა თავის ოთახში განმარტოებუ-
ლი პროფესორი ვინმე გრუზათმიანი, მკაცრი, უდრეკი და მო-
მავლისკენ პირქუშად მზირალი ყმაწვილი ლედის სურათს
დააცქერდა, ალბათ, ცოტაოდენი ნათელი მაინც მოეფინებო-
და ამ საკითხს, მეტადრე, როცა პროფესორმა ლამპა ჩააქრო
და სიბნელეში სურათს ეამბორა.

371 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეერთე
მილორდი და მილედი

– უკაცრავად გახლავართ, ქალბატონო დედა, მაგრამ იქ-


ნებ ნახევარი საათით დამითმოთ ჩემი მეუღლე. ბარგი ჩამოგ-
ვივიდა და ემის მთელი პარიზული მოკაზმულობები გადავა-
ქოთე, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე, რაც მჭირდება, – თქვა ლო-
რიმ, როცა მეორე დღეს მარჩებთან შევიდა და მისის ლორენ-
სი დედის კალთაში მჯდარი დაუხვდა, თითქოს ისევ „პაწია“
გამხდარაო.
– რა თქმა უნდა. წადი, ჩემო კარგო. დამავიწყდა, რომ
აქაურობის გარდა მეორე მშობლიური სახლიც გაქვს, – და
მისის მარჩმა ქორწინების ბეჭდიან თეთრ ხელზე მოუჭირა
ემის ხელი, თითქოს თავისი დედობრივი გაუმაძღრობისთვის
ებოდიშებაო.
– არ შემოვივლიდი, სხვა გზა რომ მქონოდა, მაგრამ მეც
ისე მჭირდება ჩემი პატარა ქალი, როგორც...
– ფლუგერს ქარი, – შეაშველა ჯომ, როცა ლორი შესაფე-
რისი შედარების მოსაძებნად შეჩერდა. ტედის ჩამოსვლამ
ისევ დაუბრუნა წინანდელი სითამამე.
– სწორედაც. ემის სურვილით სულ დასავლეთისკენ ვარ
შეტრიალებული, ათასში ერთხელ თუ დამიბერავს და სამ-
ხრეთისკენ მიმაბრუნებს. აღმოსავლეთისკენ ერთხელაც არ
მიქნია პირი, რაც დავოჯახდი. ჩრდილოეთისა ხომ სულ არა-

372 მკითხველთა ლიგა


ფერი ვიცი, მაგრამ, ძირითადად, მაინც მარგებელი და თბი-
ლი ამინდები მიჭირავს, არა, ჩემო ქალბატონო?
– ჯერჯერობით ვერ დავიწუნებ; არ ვიცი, რამდენ ხანს გას-
ტანს დარი, მაგრამ ქარიშხლებისაც არ მეშინია, იმიტომ რომ
ჩემი ხომალდის მართვას ვსწავლობ. წავიდეთ შინ, საყვარე-
ლო და გიპოვი მაშველს. ჩემი ვარაუდით, სწორედ მაგას
დაეძებდი ჩემს ტანისამოსში. მაინც, რა უმწეოა ყველა კაცი,
დე, – ისეთი დარბაისელი ბანოვანის იერით თქვა ემიმ, რომ
ქმარი აღტაცებაში მოიყვანა.
– რას აპირებთ მას მერე, რაც აქ დაბინავდებით? – იკითხა
ჯომ და თან ემის ისე შეუკრა მოსასხამის ღილები, როგორც
წინსაფრის ღილებს უკრავდა ხოლმე.
– გეგმები გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, ჯერჯერობით ბევრი
ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ახალთახალი ცოცხები ვართ,
მაგრამ უსაქმურობას არ ვაპირებთ. მე ბიზნესს უნდა მივხედო
და, თანაც, ბეჯითად: პაპა უნდა გავახარო და დავუმტკიცო,
რომ რაღაცად ვვარგივარ. ასეთი საქმე მჭირდება: დამღალა
უქმად ყოფნამ; ისე უნდა ვიმუშაო, კაცს რომ ეკადრება.
– და ემი? ემიმ რაღა უნდა აკეთოს? – ჰკითხა მისის მარ-
ჩმა, რომელიც ფრიად კმაყოფილი დარჩა ლორის სიმტკიცი-
თა და ენერგიით აღსავსე სიტყვით.
– მას მერე, რაც ყველას მოვინახულებთ და ჩვენს საუკე-
თესო შლაპასაც გავასეირნებთ, ავდგებით და განცვიფრებაში
მოგიყვანთ ჩვენი სახლის დახვეწილი სტუმართმოყვა-
რეობით, იმ საზოგადოების ბრწყინვალებით, რომელსაც
გარშემო შემოვიკრებთ და იმ სასიკეთო გავლენით, რასაც

373 მკითხველთა ლიგა


მთელ მსოფლიოზე მოვახდენთ. ასე არ არის, Madame
130
Recamier? – ჰკითხა ლორიმ ემის და ეშმაკურად შეხედა.
– დრო გვიჩვენებს. წამო, შე დამცინავო, ჩემიანების წინა-
შე რაღაცებს ნუ მეძახი და გულს ნუ უხეთქავ, – მიუგო ემიმ და
გადაწყვიტა, რომ ჯერ ოჯახური კერის მოწყობა და კარგი ცო-
ლობა მართებდა და მხოლოდ მერე გახდებოდა საზოგა-
დოების დედოფალი და შექმნიდა სალონს.
– რა ბედნიერები არიან ეს ბავშვები ერთად! – შენიშნა
მისტერ მარჩმა, რომელსაც ახალგაზრდა წყვილის წასვლის
შემდეგ გაუჭირდა არისტოტელესთან მიბრუნება.
– ჰო, და ალბათ ასევე გაგრძელდება, – დაუმატა მისის
მარჩმა იმ ლოცმანივით, რომელმაც მშვიდობიანად შეიყვანა
გემი ნავსადგურში.
– გაგრძელდება, მაშ, რა! ბედნიერი ემი! – ამოიოხრა ჯომ
და მერე კი გახალისებულს გაეღიმა, როცა პროფესორმა ბე-
ერმა მოუთმენელი ხელისკვრით შემოაღო ჭიშკარი.
იმავე საღამოს, როცა მაშველთან დაკავშირებით გული
საგულეს ჩაუდგა, ლორიმ მოულოდნელად მიმართა ცოლს:
– მისის ლორენს!
– მილორდ?
– ეს კაცი ჩვენი ჯოს შერთვას აპირებს.
– იმედი მაქვს. შენ კი არა, ჩემო კარგო?
– მე თუ მკითხავ, საყვარელო, კაცური კაცი მგონია ამ სიტ-
ყვის სრული მნიშვნელობით, ოღონდ იმას კი ვისურვებდი,

130Madame Recamier – ჟან ფრანსუაზ ჟიული ადელაიდ, მადამ რეკამიე


(1777-1849) XIX საუკუნის პარიზის ცნობილი ლიტერატურული სალონის
პატრონი
374 მკითხველთა ლიგა
ცოტა უფრო ახალგაზრდა და ბევრად უფრო მდიდარი ყოფი-
ლიყო.
– კარგი, რა, ლორი, რა ამბავია ამოდენა წუნიაობა და
პრაქტიკულობა! თუ ერთმანეთი უყვართ, რა მნიშვნელობა
აქვს, რა ხნისა ან რამდენად ღარიბები არიან. როდის იყო, ქა-
ლი ფულისთვის თხოვდებოდა... – აქ ემიმ ენაზე იკბინა და
ქმარს გახედა, რომელმაც ვერაგული სერიოზულობით აღ-
სავსე პასუხი გასცა:
– არც არასოდეს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ლამაზი გო-
გოსგან გაიგონო, ფულისთვის უნდა გავთხოვდეო. თუ მეხ-
სიერება არ მღალატობს, ერთი ხანი შენც ფიქრობდი, ჩემი ვა-
ლი სარფიანად გათხოვებააო. ალბათ, სწორედ მაგიტომ იყო,
რომ ჩემისთანა უვარგისს გაჰყევი ცოლად.
– ოჰ, ჩემო კარგო ბიჭო, ოღონდაც მაგას ნუ იტყვი! როცა
„ჰო“ გითხარი, საერთოდ არ მახსოვდა, რომ მდიდარი ხარ.
ცარიელ-ტარიელი რომ იყო, მაინც გამოგყვებოდი. ხანდახან
იმასაც კი ვნატრობ, ნეტავი ღარიბი იყოს, რომ დავანახვო, რა
ძალიან მიყვარს-მეთქი, – და ემიმ, რომელიც ხალხში ფრიად
მედიდური იყო, შინ კი ძალზე ნაზი და თბილი, თავისი სიტყვე-
ბის დამამტკიცებელი საბუთი წარმოადგინა, – ისეთი ანგარე-
ბიანი ვინმე ხომ არ გგონივარ, როგორიც ვცდილობდი, ვყო-
ფილიყავი? იცოდე, გულს მომიკლავ, თუკი არ დაიჯერებ, რომ
მთელი სიცოცხლე სიხარულით ვატარებდი ნავს შენთან ერ-
თად, იმ ტბაზე მენავედაც რომ გემუშავა.
– მთლად გამოტვინებულ-გამოჩერჩეტებული გგონივარ?
მაგას რა მაფიქრებინებს, როცა ჩემი გულისთვის ჩემზე მდი-
დარ კაცს უთხარი უარი და ახლა კი, როცა უფლება მაქვს,
მიკრძალავ, იმის ნახევარი მაინც გაჩუქო, რაც მინდა? გო-
გოები ყოველდღე კადრულობენ ასეთს. ჩაგონებული აქვთ,
375 მკითხველთა ლიგა
ეგ არის თქვენი ერთადერთი საშველიო, მაგრამ შენ ხომ უკე-
თეს გაკვეთილებს გიტარებდნენ! ერთხანს მაშინებდა შენი
ამბავი, რას იზამს-მეთქი, მაგრამ იმედი არ გამცრუებია, იმი-
ტომ რომ ქალიშვილი დედის დარიგების ერთგული დარჩა.
გუშინ კიდევაც ვუთხარი ეგ დედაჩვენს და ისეთი მადლობე-
ლი დარჩა, თითქოს მილიონის ჩეკი მიმეცეს, ქველმოქმედე-
ბაში დახარჯეთ-მეთქი. მაგრამ თქვენ რომ არ ისმენთ ჩემს
დამრიგებლობით მსჯელობას, მისის ლორენს? – და ლორი
შეჩერდა, რადგან ემი სრულიად უაზროდ მიშტერებოდა სახე-
ში.
– ვისმენ და, თან, ნიკაპზე რომ ნაჩვრეტი გაქვს, იმით
ვტკბები. სულაც არ მინდა, თვითკმაყოფილ კაცად გაქციო,
მაგრამ მაინც უნდა გამოვტყდე, რომ ჩემი ლამაზი ქმარი უფ-
რო მეამაყება, ვიდრე მთელი მისი ფული. არ გაგეცინოს, მაგ-
რამ შენი ცხვირი დიდი შვებაა ჩემთვის, – და ემიმ ნაზად,
მხატვრის კმაყოფილებით დაუსვა ხელი თლილ ცხვირზე.
ლორისთვის ქათინაურების მეტი რა ეთქვათ ცხოვრებაში,
მაგრამ ამაზე მეტი გემო არცერთისთვის ჩაუტანებია, რაც აშ-
კარად შეეტყო, თუმცა ცოლის თავისებურ გემოვნებაზე კი
გაეცინა და ისევ იცინოდა, როცა ემიმ ნელა ჰკითხა:
– შეიძლება, რაღაც გკითხო, საყვარელო?
– როგორ არა.
– ჯო რომ მისტერ ბეერს გაჰყვეს, გეწყინება?
– თურმე რა ყოფილა შეშფოთების მიზეზი, არადა მეგონა,
ჩემი ნაჩვრეტი დაიწუნა-მეთქი. ავი ძაღლი ხომ არა გგონი-
ვარ? დედამიწის ზურგზე უბედნიერესი კაცი ვარ და გარწმუ-
ნებ, ჯოს ქორწილში ისე უდარდელად ვიცეკვებ, შენი მოწონე-
ბული. მაგაში ეჭვი გეპარება, mon amie?

376 მკითხველთა ლიგა


ემიმ ახედა და კმაყოფილი დარჩა. ეჭვით გამოწვეული ში-
შის ნასახიც კი სამუდამოდ გაუქრა და სიყვარულითა და ნდო-
ბით აღსავსე მზერით გადაუხადა მადლობა.
– კარგი იქნებოდა, იმ მშვენიერი ბებერი პროფესორის-
თვის რამე სასიკეთო მოგვეფიქრებინა. ვინმე მდიდარი ნათე-
სავი ხომ არ გამოვიგონოთ, რომელიც თავაზიანად მოკვდება
გერმანიაში და მემკვიდრეობით კარგ ფულს დაუტოვებს? –
თქვა ლორიმ, როცა ხელიხელგაყრილებმა გრძელ სასტუმ-
რო ოთახში გაიარ-გამოიარეს. ეს გავლა-გამოვლა ციხე--
დარბაზის ბაღში სეირნობის მოსაგონებლად გაიხადეს ჩვე-
ვად.
– ჯო გვამხელს და ყველაფერს გააფუჭებს. ძალიან ამა-
ყობს პროფესორით და გუშინ თქვა, მე თუ მკითხავთ, სიღარი-
ბე მშვენიერიაო.
– ოჰ, ეგ საყვარელი, ეგა! მერეც ხომ აღარ იფიქრებს ეგ-
რე, როცა სწავლული ქმარი და ერთ დუჟინი პატარა პროფე-
სორუკა ეყოლება შესანახი. ჩვენ ჯერ ნუ ჩავერევით, მაგრამ
მერე დრო ვიხელთოთ და რომც არ უნდოდეთ, მაინც ვუყოთ
სიკეთე. მე ნაწილობრივ ჯოს უნდა ვუმადლოდე ჩემს განათ-
ლებას, ჰოდა, რაკი ფიქრობს, კაცმა ვალი უნდა გადაიხადო-
სო, როგორმე მოვახერხებ და ასე გადავუხდი.
– რა მშვენიერია, როცა შეგიძლია სხვებს დაეხმარო, არა?
ეგ მუდამ საოცნებოდ მქონდა და ახლა შენ ამიხდინე.
– ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ, მაშ, რა! არის ერთგვა-
რი სიღარიბე, რომელიც დახმარების განსაკუთრებულ სურ-
ვილს მიჩენს. სულმთლად ღატაკს მშველელი გამოუჩნდება
ხოლმე, კეთილშობილი, უქონელი კაცი კი ცუდ დღეშია: თვი-
თონ არაფერს ითხოვს, მდიდრები კი ვერ ბედავენ, მოწყალე-
ბა შესთავაზონ. არადა, დახმარების ათასი ხერხია, თუკი იცი,
377 მკითხველთა ლიგა
როგორ მოახერხო ისეთნაირად, რომ ადამიანი ნაწყენი არ
დაგრჩეს. უნდა გითხრა, რომ გაღარიბებულ ჯენტლმენს უფ-
რო დავეხმარები, ვიდრე ქლესა მათხოვარს. ალბათ სწორი
არ არის, მაგრამ მაინც ეგრე ვიქცევი, თუმცა უფრო ძნელია.
– იმიტომ რომ ამგვარ ქცევას ჯენტლმენობა სჭირდება, –
აჰყვა ოჯახური აღტაცების საზოგადოების მეორე წევრი.
– გმადლობ, ოღონდ ასეთი მშვენიერი ქათინაურის რა
ღირსი ვარ! იმის თქმა მინდოდა, რომ როცა უცხოეთში ვუსაქ-
მურობდი, ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანი ვნახე, რომ-
ლებიც ათასნაირ მსხვერპლს იღებდნენ და ნამდვილ გასა-
ჭირს იტანდნენ, ოღონდაც ოცნება აეხდინათ. მშვენიერი
ხალხი იყო, ზოგიერთები თავგამოდებით მუშაობდნენ, არც
ფული მოეძევებოდათ და არც მეგობრები გააჩნდათ, მაგრამ
სამაგიეროდ იმდენი ვაჟკაცობა, მოთმინება და მიზანდასახუ-
ლობა ჰქონდათ, რომ ჩემი უსაქმობისა მრცხვენოდა და ვნატ-
რობდი, ნეტავი ცოტა ხელი შემაშველებინა-მეთქი. ასეთი
ხალხისთვის ხელის გამართვა კმაყოფილებას მოგიტანს: თუ
ტალანტი აქვთ, დიდი პატივია, რომ უფლება გქონდეს მათ ემ-
სახურო, რათა ეს ტალანტი არ დაიკარგოს ან გვიან არ გა-
მოვლინდეს, რაკი პატრონებს შეშა არ ეყოთ, რომ ქვაბს
ეთუხთუხა, და თუ ნიჭი არა აქვთ, ისიც საამურია, რომ ანუგე-
შო ის საწყლები და სასოწარკვეთილებისგან იხსნა, როცა თა-
ვიანთ უნიჭობას მიხვდებიან.
– მართლაც. მეორენაირი ღარიბებიც არიან, რომლებსაც
თხოვნა არ შეუძლიათ და უჩუმრად იტანჯებიან. ცოტა რამ ვი-
ცი მაგისა, იმიტომ რომ მე თვითონაც მაგ ნაირსახეობას ვე-
კუთვნოდი, სანამ შენ არ მაქციე პრინცესად, როგორც ზღა-
პარში მეფემ – მათხოვარი გოგო. მიზანდასახულ გოგოებს
ძალიან უჭირთ, ლორი, და ხშირად იძულებულნი არიან უყუ-
378 მკითხველთა ლიგა
რონ, როგორ ეცლებათ ხელიდან ახალგაზრდობა, ჯანი და
ძვირფასი შესაძლებლობები მარტო იმიტომ, რომ ისეთი არა-
ვინ გამოჩნდა, ვინც თავის დროზე დაეხმარებოდა. მე ძალიან
კეთილად მექცეოდნენ და როცა კი ვხედავ გოგოებს, თვი-
თონვე რომ იკაფავენ გზას, როგორც ჩვენ ვიკაფავდით, მინ-
დება ხელი გავუწოდო და ისე მივეხმარო, როგორც მე მეხმა-
რებოდნენ.
– და კიდევაც მიეხმარები, როგორც კეთილი ანგელოზი.
მართლა ანგელოზი არ ხარ?! – წამოიძახა ლორიმ და ქველ-
მოქმედებითი თავგამოდებით ანთებულმა გადაწყვიტა, ისეთი
დაწესებულება დაეარსებინა და შეენახა, რომელიც შემ-
წეობას გაუწევდა მხატვრული მიდრეკილებების მქონე ყმაწ-
ვილქალებს, – მდიდარს კაცს უფლება არა აქვს დაჯდეს და
სიამტკბილობაში იყოს ან იმისთვის აგროვოს ფული, რომ მე-
რე ვინმემ გაფლანგოს. ის უფრო გონივრულია, სანამ ცოცხა-
ლი ხარ, ჭკვიანურად მოიხმარო ფული და იმით იხარო, რომ
მოყვასი გააბედნიერო, ვიდრე სიკვდილის შემდეგ ვინმეს
დაუტოვო. ჩვენ თვითონაც ვისიამტკბილებთ და, თან, იმ
ჩვენს სიამეს უფრო კარგ გემოს ჩავატანთ, რაკი სხვებსაც გუ-
ლუხვად გავუნაწილებთ. გახდები პატარა ტაბითა131, ივლი
დიდი კალათით და დაარიგებ ნუგეშს, გზადაგზა კი კეთილი
საქმეებით აავსებ იმ კალათს?

ტაბითა – ბიბლიაში (მოციქულთა საქმენი, 9:36) ნახსენები კეთილი და


131

მოწყალე ქალი.
379 მკითხველთა ლიგა
– სულითა და გულით, თუკი შენ მამაცი წმინდა მარტინი132
გახდები და ცხენზე ამხედრებული ივლი, გზად კი გაჩერდები
და მოსასხამს მათხოვარს უწილადებ.
– მოვრიგდით და გამარჯვება ჩვენი იქნება!
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და კმაყოფილებით განაგ-
რძეს სასტუმრო ოთახში სეირნობა, გრძნობდნენ, რომ მათი
საამური სახლი კიდევ უფრო მყუდრო გახდა, რაკი იმედი
მიეცათ, სხვა სახლებსაც სიხარულით ავავსებთო. იცოდნენ,
რომ უფრო დაჯერებული ნაბიჯით ივლიდნენ ყვავილებით მო-
ფენილ გზაზე, თუკი სხვებს ოღროჩოღრო გზებს მოუსწორებ-
დნენ და გრძნობდნენ, რომ მათი გულები კიდევ უფრო შეაერ-
თა სიყვარულმა, რომელსაც არ ავიწყდებოდა ის ადამიანები,
ვინც მათზე ნაკლებად ბედნიერნი იყვნენ.

132წმინდა მარტინი – საფრანგეთის ქალაქ ტურის ეპისკოპოსი (ახ.წ. IV


ს.). ჯერ კიდევ რომის სამხედრო სამსახურში ყოფნისას ორად გაჭრა თა-
ვისი მოსასხამი და შიშველ-ტიტველ ღატაკს უწილადა. ტრადიციულად
მიჩნეულია, რომ ამ ღატაკის სახით მას იესო ქრისტე გემოეცხადა.
380 მკითხველთა ლიგა
თავი ოცდამეორე
დეიზი და დემი

ვითარცა მარჩების ოჯახის უბრალო მემატიანე, ჩემს ვალს


აღსრულებულად ვერ მივიჩნევ, თუკი ერთი თავი მაინც არ მი-
ვუძღვენი მის უძვირფასესსა და უმნიშვნელოვანეს წევრებს.
დეიზი და დემი იმ ასაკში შევიდნენ, როცა ადამიანი უკვე პა-
სუხს აგებს თავის საქციელზე, რადგან ჩვენს სწრაფმავალ
დროში სამი-ოთხი წლის ბავშვები უკვე უფლებებს მოითხო-
ვენ და იღებენ კიდევაც, ეს კი იმაზე მეტია, რასაც ბევრნი მათ-
ზე უფროს ასაკში თუ ახერხებენ. თუკი ამქვეყნად რომელიმე
ტყუპს ემუქრებოდა საყოველთაო თაყვანისცემით გარყვნა,
ისევ პატარა ბრუკებს. ცხადია, მათზე შესანიშნავი ბავშვი დე-
დამიწის ზურგზე არ შობილა და ეს ნათელი გახდება, როცა
ვიტყვი, რომ რვა თვისებმა ფეხი აიდგეს, ერთი წლისანი თა-
ვისუფლად ლაპარაკობდნენ, ხოლო ორისანი უკვე სუფრას-
თან სხდებოდნენ და ისე წესიერად იქცეოდნენ, რომ ყველა
შემსწრე იხიბლებოდა. სამი წლის დეიზიმ „ნემში“ მოითხოვა,
ოთხგან ამოუყარა და პარკი შეკერა. ასევე მარჯვედ ფუსფუ-
სებდა ბუფეტში და ისე ოსტატურად მოიხმარდა პაწაწკინტე-
ლა ქურას, რომ ჰანას თვალები სიამაყის ცრემლებით ევსე-
ბოდა. დემის ასოებს პაპა ასწავლიდა, რომელმაც ანბანის
სწავლების ახალი ხერხი გამოიგონა: ასოებს ხელ-ფეხის დახ-
მარებით გამოსახავდა და გონებისა და სხეულის ვარჯიშს
აერთიანებდა. ბიჭს ადრევე გამოაჩნდა მექანიკოსის ნიჭი მა-

381 მკითხველთა ლიგა


მის გასახარად და დედის გულშემოსაყრელად, რადგან სულ
იმის ცდაში იყო, რა მანქანასაც ნახავდა, თვითონაც ისეთივე
აეწყო და საბავშვო ოთახში მუდმივი ქაოსი სუფევდა. აქ იყო
დემის „საკელავი მაქანა“ – თოკების, სკამების, სარეცხის
სარჭებისა და კოჭებისგან შეთხზული იდუმალი ნაგებობა,
რომლის ბორბლებს „უდა ეტლიალათ და ეტლიალათ“, ასევე
– სკამის ზურგზე ჩამოკიდებული კალათა, რომლითაც ამაოდ
ცდილობდა მაღლა აეზიდა თავისი მეტისმეტად მიმნდობი
დაიკო, ვინც ქალური ერთგულებით იძლეოდა ნებას, რომ
ძირს გაედენინებინათ ხოლმე ბრაგვანი და პატარა თავი
იატაკზე დაერტყა, სანამ საშველად არ მოვიდოდა ვინმე, რის
შემდეგაც ნორჩი გამომგონებელი გაღიზიანებით შენიშნავ-
და:
– კალგი, ლა, დე, ეს ცემი ლელევატოლია და დეიზი უდა
აწიო.
ტყუპები სრულიად სხვადასხვაგვარი ხასიათის პატრონები
იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს შესანიშნავად ეგუებოდნენ და
დღეში სამჯერ თუ წაიჩხუბებდნენ. იშვიათად, რომ – მეტჯერ.
ცხადია, დემი აწვალებდა დეიზის და, ამავე დროს, ვაჟკაცუ-
რად იცავდა ნებისმიერი სხვა მომხვდურისგან, ხოლო დეიზი
სიხარულით ემონებოდა და ეთაყვანებოდა ძმას, როგორც
ერთადერთ სრულქმნილ არსებას დედამიწის ზურგზე. ვარ-
დისფერი, ფუნთუშა და ხალისიანი ბავშვი იყო დეიზი, ყველას
გულთან მიმავალ გზას პოულობდა. ეს გახლდათ ერთი იმ მო-
მაჯადოებელ პატარათაგანი, რომლებიც, თითქოს იმისათვის
არიან შექმნილნი, რომ კოცნონ და ჩაიხუტონ, მორთულ-
მოკაზმულები ატარონ, პატარა ქალღმერთებივით გააღმერ-
თონ და ყველა საზეიმო შემთხვევაში საყოველთაო აღტაცე-
ბის გამოსაწვევად გამოამზეურონ. მისი პატარ-პატარა სათ-
382 მკითხველთა ლიგა
ნოებანი იმდენად ტკბილი იყო, ანგელოზი გეგონებოდათ,
ცოტ-ცოტა რომ არ ეცელქა და ამის გამოისობით წარმტაცად
ადამიანური არ დარჩენილიყო. მის სამყაროში მუდამ დარი
იყო, ყოველ დილით ღამის პერანგისამარა აძვრებოდა ფან-
ჯრის რაფაზე, გაიხედავდა გარეთ და, გინდ წვიმა ყოფილიყო
და გინდ მზეს ეკაშკაშა, მაინც იტყოდა, „კაქი დგეა, კაქი დგე!“
ყველა მისი მეგობარი იყო და უცხოსაც კი ისეთი ნდობით
აკოცებდა, რომ ყველაზე უტეხი უცოლშვილოც კი მოლბებო-
და ხოლმე, ხოლო ვისაც ბავშვები უყვარდა, ის ხომ მისი ერ-
თგული თაყვანისმცემელი ხდებოდა.
– მე კელა მიკალს, – თქვა ერთხელ, როცა ცალ ხელში
კოვზი ეჭირა, მეორეში კი – ფინჯანი და მკლავები ფართოდ
გაშალა, თითქოს მთელი ქვეყანა უნდა ჩაიხუტოს და დააპუ-
როსო. რაც უფრო იზრდებოდა, დედა მით უფრო გრძნობდა,
რომ „სამტრედე“ დალოცვილი იქნებოდა ისეთივე უდრტვინ-
ველი და მოყვარული სულის სუფევით, როგორიც ის სული
იყო, ვისი დახმარებითაც იქცა ძველი სახლი მშობლიურ კე-
რად და ლოცულობდა, რომ მას მაინც ასცდენოდა ის უბედუ-
რება, რომელმაც ახლახან გააგებინა ყველას, რამდენ ხანს
ვერ ხვდებოდნენ, რომ ანგელოზს მასპინძლობდნენ. პაპა
ხშირად „ბეთს“ ეძახდა, დიდედა კი ისე დაუღალავად ევლე-
ბოდა თავს, თითქოს ცდილობდა, გამოესწორებინა წარსუ-
ლის რაღაც შეცდომა, რომელსაც მის გარდა ვერა თვალი
ვერ ხედავდა.
დემი, ეს ჭეშმარიტი იანკი, ცნობისმოყვარე გახლდათ, ყვე-
ლაფერი უნდოდა გაეგო და ხშირად შფოთავდა, რადგან და-
მაკმაყოფილებელ პასუხს ვერ იღებდა თავის გამუდმებულ
„რატომზე“.

383 მკითხველთა ლიგა


ფილოსოფიისკენაც გახლდათ მიდრეკილი პაპის საამებ-
ლად და გასახარად, რომელსაც ჩვევად ჰქონდა, სოკრატული
დიალოგები133 გაემართა შვილიშვილთან, რომელთა განმავ-
ლობაში ნაადრევად დაბრძენებული მოწაფე ჩიხში მოამ-
წყვდევდა ხოლმე მასწავლებელს და ოჯახში ყველა ქალის
დაუფარავ კმაყოფილებას იწვევდა.
– ცემ ფექებს ლა დაატალებს, პაპა? – ჰკითხა ერთ საღა-
მოს ნორჩმა ფილოსოფოსმა, რომელიც დაფიქრებით ითვა-
ლიერებდა სხეულის ამ აქტიურ ნაწილებს და ისვენებდა მას
მერე, რაც დიდი დავიდარაბით ჩააწვინეს ლოგინში.
– შენი პატარა გონება, დემი, – მიუგო ბრძენმა და მოწიწე-
ბით გადაუსვა ხელი ქერა თავზე.
– ლა ალი პატალა გონება?
– ის, რაც შენს სხეულს ამოძრავებს, ისე როგორც ზამბარა
ამოძრავებდა ბორბლებს ჩემს საათში; ხომ გაჩვენე?!
– გამქთენი. ნაქო, ლოგოლ ვტლიალებ.
– ვერ გაგხსნი, ისე როგორც შენ ვერ გახსნი საათს. ღმერ-
თი გქოქავს და მერე შენც დადიხარ, სანამ არ გაგაჩერებს.
– მათლა? – და ამ ახალ აზრს ჩამწვდარ დემის თვალები
გაუფართოვდა და გაუბრწყინდა, – მეთ თაათივით მქოქავენ?
– ჰო, ოღონდ ახლა ვერ გაჩვენებ, იმიტომ რომ ეგ მაშინ
ხდება, როცა ჩვენ ვერ ვხედავთ.
დემიმ ზურგზე ისე მოისვა ხელი, თითქოს მოელოდა,
საათის ხუფს ემგვანებაო, მერე კი დინჯად შენიშნა:
– გმელთი ალბათ მასინ მქოქავს, ლოცა მძინავს.

სოკრატული დიალოგები – დიალოგი ძველი ბერძენი ფილოსოფოსის,


133

სოკრატეს მეთოდია მთავარი მორალური ცნებების შეფასებისთვის


384 მკითხველთა ლიგა
ამას მოჰყვა გულდასმითი განმარტება, რასაც ბიჭი ისეთი
ყურადღებით ისმენდა, რომ დიდედა შეშფოთდა:
– ჩემო კარგო, ვითომ ჭკვიანურია პაწია ბავშვთან ასეთ
რამეზე ლაპარაკი? აიკეცავს ხოლმე შუბლზე ნაოჭებს და
ისეთ შეკითხვებს გისვამს, პასუხს რომ ვერ სცემ.
– თუკი უკვე იმ ხნისა არის, რომ შეკითხვა დამისვას, არც
საიმისოდ ყოფილა პატარა, რომ მართალი პასუხი მიიღოს.
ამ იდეებს თავში ხომ არ ვუდებ: მხოლოდ იმ აზრების გამომ-
ჟღავნებაში ვეხმარები, რომლებიც უკვე აქვს. ეს ბავშვები
ჩვენზე ჭკვიანები არიან და ეჭვიც არა მაქვს, ბიჭი ყველაფერს
იგებს ჩემი ნათქვამიდან. აბა, დემი, მითხარი, სადა გაქვს გო-
ნება?
ბიჭს რომ ალკიბიადესავით134 მიეგო: ღმერთებს ვფიცავ,
სოკრატე, ვერ გეტყვიო, პაპას, ალბათ, არ გაუკვირდებოდა,
მაგრამ როცა ფიქრებში წასული ბიჭი ცოტა ხანს ახალგაზრდა
ყარყატივით დადგა ცალ ფეხზე, მერე კი დაბეჯითებით მიუგო,
მუცელშიო, მოხუც ჯენტლმენს ისღა დარჩენოდა, დიდედას
აჰყოლოდა სიცილში და ასე დაესრულებინა მეტაფიზიკის135
გაკვეთილი.
დედას იქნებ კიდეც ჰქონოდა მღელვარების მიზეზი, მაგ-
რამ დემი დამაჯერებელი საბუთებით ამტკიცებდა ხოლმე,
რომ იმედის მომცემი ფილოსოფოსიც გახლდათ და, იმავ-
დროულად, ნამდვილი ბიჭიც, რადგან ხშირად, დისკუსიის
შემდეგ, რომელიც ჰანას აიძულებდა ავბედითად გადაექნია

134 ალკიბიადე – ძველი ბერძენი (ათენელი) პოლიტიკური მოღვაწე და


მხედართმთავარი, სოკრატეს მოწაფე (დაახლ. ძვ. წ. 450-404)
135 მეტაფიზიკა – ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც განიხილავს

ცდისმიღმურ მოვლენებს (ღმერთს, სულს და მისთ)


385 მკითხველთა ლიგა
თავი და ეწინასწარმეტყველა, ამ ბავშვს სააქაო პირი არ
უჩანსო, დემი ერთბაშად შემობზრიალდებოდა და ერთი ისე-
თი ოინით გაუფანტავდა ყველანაირ შიშს, როგორითაც
დედა-მამას უხეთქავენ და უხარებენ გულებს საყვარელი, სა-
ძაგელი და გაუგონარი ეშმაკუნები.
მეგს ბევრი ეთიკური წესი ჰქონდა დადგენილი და ცდი-
ლობდა, ეს წესები შესრულებულიყო, მაგრამ რომელი დედა
გაუმკლავდება განმაიარაღებელ ეშმაკობას, ოსტატურ ხრი-
კებსა თუ აუღელვებელ თავხედობას იმ პაწაწკინტელა ქალე-
ბისა და მამაკაცებისა, რომლებსაც ადრიანადვე ემჩნევათ
ხოლმე, რომ ჭეშმარიტი ცუღლუტები136 ბრძანდებიან?
– გეყოფა ქიშმიში, დემი, გული აგერევა, – ეუბნება დედა
ახალგაზრდა კაცს, რომელიც მუდამ სთავაზობს სამზა-
რეულოში მიხმარებას იმ დღეებში, როცა ქიშმიშიანი პუდინ-
გი კეთდება.
– მე მიკალს, ლოცა გული მელევა.
– მე კი არ მინდა, გული აგერიოს, ამიტომ გაიქეცი და
დეიზის ღვეზელების ცხობაში მიეხმარე.
დემი უხალისოდ მიდის, მაგრამ უსამართლობა გულს უმ-
ძიმებს და როგორც კი სამართლიანობის აღდგენის საშუალე-
ბა მიეცემა, მაშინვე სარფიან ვაჭრობას უწყებს დედას და
ჭკუაში ატყუებს.
– აი, კარგად იქცეოდით და ახლა, რაც გინდათ, ის ვითამა-
შოთ, – ამბობს მეგი და მომხმარეები ზემოთ აჰყავს, როცა პუ-
დინგი უკვე მშვიდობიანად თუხთუხებს ქვაბში.

ცუღლუტი – ჩარლზ დიკენსის რომანის „ოლივერ ტვისტის“ პერსონაჟი,


136

პატარა ჯიბგირი
386 მკითხველთა ლიგა
– მათლა, დე? – ეკითხება დემი და უხვად გაფქვილულ
თავში ბრწყინვალე აზრი მოსდის.
– ჰო, მართლა, რასაც იტყვით, – მიუგებს წინდაუხედავი
მშობელი და მზად არის, ექვსჯერ მიყოლებით იმღეროს „სამი
კნუტი პაწია“ ან ორივენი სათითაოდ აბუქნაოს მუხლებზე და
„პურს ვიყიდით იაფად“ ათამაშოს, სანამ არ მობეზრდებათ,
მაგრამ დემი მშვიდი პასუხით ჩიხში ამწყვდევს:
– მასინ წავიდეთ და სულ სევწამოთ ქისმისი.
დეიდა „დო“ ორივე ბავშვის თამაშების მთავარი თანამო-
ნაწილე და მესაიდუმლე იყო და ეს სამეული პატარა სახლს
სულ თავდაყირა აყენებდა. დეიდა ემის დღემდე მხოლოდ სა-
ხელით იცნობდნენ, ხოლო დეიდა ბეთი მალევე გადაიქცა
საამურ, თუმცა ბუნდოვან მოგონებად. სამაგიეროდ დეიდა
„დო“ ცოცხალი სინამდვილე იყო და, რაც შეეძლოთ, იყენებ-
დნენ, ისიც დიდად მადლიერი რჩებოდა ამ თავაზიანობის-
თვის. თუმცა, მისტერ ბეერის ჩამოსვლის შემდეგ ჯოს სულ-
მთლად გადაავიწყდა ბავშვებთან თამაში და იმათაც მღელვა-
რებითა და დარდით აევსოთ პაწია გულები. დეიზიმ, რომელ-
საც ჩამოვლა და კოცნებით ვაჭრობა უყვარდა, საუკეთესო
მყიდველი დაკარგა და გაკოტრდა. დემი ბავშვური გამ-
ჭრიახობით მალევე მიხვდა, რომ „დოს“ მასთან თამაშს
„დათვთან“ თამაში ერჩია და ნაწყენი კი დარჩა, მაგრამ მაინც
მალავდა ტანჯვას, რადგან ვერ გადაეწყვიტა იმ მეტოქის
შეურაცხყოფა, ვისაც ჟილეტის ჯიბეში შოკოლადის დრაჟეს
საბადო ჰქონდა და, გარდა ამისა, საათი, რომელიც მგზნება-
რე თაყვანისმცემლებს შეეძლოთ ბუდიდან ამოეღოთ და რამ-
დენიც უნდოდათ, იმდენი ენჯღრიათ.
ზოგიერთებს ეს საამური შეღავათები ქრთამი ეგონებო-
დათ, მაგრამ დემი ამას სხვა კუთხით უყურებდა და კვლავაც
387 მკითხველთა ლიგა
აწონილ-დაწონილი თავაზიანობით მფარველობდა „დათვს“,
ხოლო დეიზიმ მესამე დაძახების შემდეგ კეთილგანწყობით
დააჯილდოვა და, იქიდან მოყოლებული, მისი მხარი ტახტად
მიიჩნია, მკლავი – თავშესაფრად, ხოლო საჩუქრები – უბად-
ლო საგანძურად.
ზოგჯერ ჯენტლმენები მოულოდნელად აღივსებიან ხოლმე
იმ ბანოვანთა ნორჩი ნათესავებისადმი თაყვანისცემით, რო-
მელთაც პატივს სდებენ თავიანთი ყურადღებით, მაგრამ ეს
ცრუ ბავშვთმოყვარეობა თვითონვე ამძიმებთ, სხვებს კი
იოტისოდენადაც ვერ ატყუებს. მისტერ ბეერის სიყვარული
წრფელი იყო და ამიტომაც შედეგიანი, რადგან პატიოსნება
ყველაზე სწორი კურსია სიყვარულსა და სასამართლოში. იგი
ერთი იმ კაცთაგანი იყო, ბავშვებთან ლაღად რომ გრძნობენ
თავს და განსაკუთრებით კარგი შესახედავი მაშინ გახლდათ,
როცა პატარა სახეები საამურ კონტრასტს ქმნიდნენ მის ვაჟ-
კაცურ სახესთან. დღისით სულ საქმით იყო დაკავებული (რაც
უნდა ყოფილიყო ეს საქმე), სამაგიეროდ იშვიათად გა-
მოერეოდა ისეთი საღამო, მარჩებთან რომ არ შეევლო; მუ-
დამ მისტერ მარჩს კითხულობდა და, ჩემი ვარაუდით, სწო-
რედ მის სანახავად მიუწევდა გული; ცდომილებაში მყოფ ჩი-
ნებულ მამასაც ეგონა, სწორედ ასეაო და მონათესავე სულ-
თან გრძელ-გრძელი დისკუსიებით ტკბებოდა, სანამ მასზე
უფრო დაკვირვებული შვილიშვილის შემთხვევით ნათქვამმა
შენიშვნამ არ აუხილა თვალი.
ერთ საღამოს სტუმრად მისული მისტერ ბეერი კაბინეტის
ზღურბლზე შედგა თვალწინ გადაშლილი სანახაობით გან-
ცვიფრებული. იატაკზე იწვა მისტერ მარჩი და პატივცემული
ფეხები ჰაერში აეშვირა, გვერდით, ასევე ეწვა დემი და ცდი-
ლობდა პაპასთვის მიებაძა მოკლე, ალისფერწინდებიანი ფე-
388 მკითხველთა ლიგა
ხებით; მწოლიარენი ისე იყვნენ გართულნი, რომ მაყურებ-
ლებს ვერ ამჩნევდნენ, სანამ მისტერ ბეერს თავისებური როხ-
როხა სიცილი არ აუტყდა, ხოლო ჯომ აღშფოთებით არ წა-
მოიძახა:
– მამა, მამა, პროფესორი გვესტუმრა!
შავწინდიანი ფეხები დაეშვა, ჭაღარა თავი წამოიწია და
მოძღვარმა უშფოთველი ღირსებით თქვა:
– საღამო მშვიდობისა, მისტერ ბეერ. ერთი წამით მომით-
მინეთ. უკვე ვამთავრებთ გაკვეთილს. აბა, დემი, გააკეთე ასო
და მითხარი, რა ჰქვია.
– ვიცი, ვიცი! – რამდენიმე გამწარებული ცდის შემდეგ
ალისფერმა ფეხებმა ორი ფარგლის ფორმა მიიღო და საზრი-
ანმა მოწაფემ დიდი ამბით წამოიძახა, – W, პაპა, W!
– ნამდვილი უელერია! – გაეცინა ჯოს, როცა მისი მშობე-
ლი ფეხზე წამოდგა, დისშვილმა კი თავზე დადგომა სცადა და
ასე გამოხატა გაკვეთილის დამთავრებით გამოწვეული სიხა-
რული.
– დღეს რას საქმიანობდი, bübchen?137 – ჰკითხა მისტერ
ბეერმა ტანმოვარჯიშეს და ხელში აიყვანა.
– პატალა მელისთან ვიკავი.
– მერე, იქ რა აკეთე?
– ვაკოთე, – უეშმაკო პირდაპირობით დაიწყო დემიმ.
– უჰ! ადრიანად იწყებ. რაო, რა თქვა პატარა მერიმ? – გა-
ნაგრძო მისტერ ბეერმა პატარა ცოდვილის გამოკითხვა, რო-
მელიც მუხლზე ეჯდა და ჟილეტის სანუკვარ ჯიბეს უჩხრეკდა.

137 bübchen – ბიჭუნა (გერმ.)


389 მკითხველთა ლიგა
– მოეტონა და თითონათ მაკოთა და მეთ მომეტონა. პატა-
ლა ბიწებს ქო უკვალთ პატალა გოგოები? – კმაყოფილი
იერით იკითხა პირგამოტენილმა დემიმ.
– შე საყვარელო პაწაწკინტელავ! ეგ ვინ ჩაგიდო თავში? –
ჰკითხა ჯომ, რომელმაც პროფესორზე არანაკლები სიამით
მოისმინა ეს უმანკო აღიარება.
– თავთი კი ალა, პილთი, – მიუგო დემიმ და შოკოლა-
დიანი ენა გამოყო: ეგონა, ჯო ტკბილეულზე ეუბნებოდა და
არა აზრებზე.
– ცოტა შენი პატარა მეგობრისთვისაც უნდა გადაგენახა.
ტკბილი ტკბილს ერგოს138, mannling139, – მისტერ ბეერმა ჯო-
საც გაუწოდა რამდენიმე დრაჟე და ისე შეხედა, ჯომ გაიფიქ-
რა, ნეტავი შოკოლადი ხომ არ არის ის ნექტარი, ღმერთები
რომ შეექცევიანო. დემიმ თვალი შეასწრო მის ღიმილს, გაუკ-
ვირდა და მიამიტად იკითხა:
– დიდ ბიწებსაც მოსწონთ დიდი გოგოები, პოფეთოლო?
ყმაწვილი ვაშინგტონისა140 არ იყოს, ვერც მისტერ ბეერი
ახერხებდა ტყუილის თქმას, ამიტომაც ცოტა არ იყოს, ბუნდო-
ვანი პასუხი გასცა – ზოგჯერ მართლაც ხდებაო, თანაც ისეთი
უცნაური ტონით, რომ მისტერ მარჩმა დადო ტანსაცმლის ჯაგ-
რისი, ახედა დამორცხვებულ ჯოს და ისეთი სახით ჩაჯდა სა-

138 ტკბილი ტკბილს ერგოს – ციტატა უილიამ შექსპირის პიესიდან „ჰამ-


ლეტი“
139 mannling – ბიჭუნა (გერმ.)
140 ვაშინგტონი – ჯორჯ ვაშინგტონი, აშშ-ის პირველი პრეზიდენტი; იგუ-

ლისხმება ვაშინგტონის ბავშვობის დროინდელი ისტორია, როცა მან


წალდით ალუბლის ხე მოჭრა და მაშინვე აღიარა დანაშაული, რადგან, მი-
სივე თქმით, ტყუილის თქმა არ შეეძლო
390 მკითხველთა ლიგა
ვარძელში, თითქოს „საყვარელმა პაწაწკინტელამ“ რაღაც აზ-
რი ჩააგონა, რომელიც კიდეც ეტკბილა და კიდეც ემწარაო.
რატომ მოხდა, რომ ნახევარი საათის შემდეგ, როცა „დომ“
ბუფეტთან მიუსწრო დემის, ისე ნაზად ჩაიხუტა, რომ ლამის
სული ამოაძრო იმის მაგივრად, რომ ერთი კარგად შეეჯან-
ჯღარებინა, მანდ რა გინდაო და რატომ მოაყოლა ამ ახლე-
ბურ საქციელს საჩუქარი – ხილფაფაგადასმული პურის დიდი
ნაჭერი, ერთ იმ გამოცანად დარჩა, რომელზეც დემიმ თავი
იმტვრია და იძულებული გახდა, სამუდამოდ ამოუხსნელი
დაეტოვებინა.

391 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამესამე
ქოლგის ქვეშ

სანამ ლორი და ემი ცოლქმრულად დარონინებდნენ


რბილ ხალიჩებზე, სახლს აწესრიგებდნენ და ბედნიერი მო-
მავლის გეგმებს აწყობდნენ, მისტერ ბეერი და ჯო სულ სხვა
ადგილებში – ტალახიან გზებსა და სველ მინდვრებში – სეირ-
ნობით ტკბებოდნენ.
„საღამოს პირას მუდამ სასეირნოდ გამოვდივარ და მარ-
ტო იმიტომ ხომ არ უნდა ვთქვა უარი სეირნობაზე, რომ გზაში
პროფესორი მხვდება ხოლმე?“ თავისთვის თქვა ჯომ ორი-
სამი შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ. მეგის სახლისკენ ორი
გზა მიდიოდა, მაგრამ რომელი გზაც გინდა აერჩია, იქითობი-
სას ან აქეთობისას მაინც უსათუოდ ხვდებოდა პროფესორს.
პროფესორი მუდამ მოიჩქაროდა და თითქოს ვერასოდეს ხე-
დავდა ჯოს, სანამ მთლად ახლოს არ მოვიდოდა, მერე კი ისე
მიაცქერდებოდა, თითქოს ბეცი თვალებით აქამდე ვერ იცნო
მოახლოებული ქალბატონიო. მერე, თუკი ჯო მეგთან მი-
დიოდა, მასაც უსათუოდ რამე აღმოაჩნდებოდა ბავშვების-
თვის მისატანი, ხოლო თუ სახლისკენ ეჭირა გეზი, გაირ-
კვეოდა, რომ პროფესორი, უბრალოდ, მდინარის პირას გასა-
სეირნებლად გამოსულიყო და ახლა მათთან აპირებდა შევ-
ლას, თუკი, რა თქმა უნდა, ხშირი სტუმრობით თავი არ
მოაბეზრა.

392 მკითხველთა ლიგა


ასეთ ვითარებაში რაღა რჩებოდა ჯოს გარდა იმისა, რომ
თავაზიანად მისალმებოდა და შინ შეეპატიჟა. თუკი მართლა
დაღალა მისმა სტუმრობამ, ამ დაღლილობას უზადო ოსტა-
ტობით მალავდა და მუდამ ზრუნავდა, რომ ვახშმად ყავა ყო-
ფილიყო „იმიტომ რომ ფრიდრიხს – უფრო სწორად მისტერ
ბეერს – ჩაი არ უყვარს“.
მეორე კვირის დასაწყისში ყველამ მშვენივრად იცოდა,
რაც ხდებოდა, მაგრამ ცდილობდნენ ისე დაეჭირათ თავი,
თითქოს ბრმები იყვნენ და ვერ ამჩნევდნენ, როგორ შეეცვა-
ლა ჯოს სახე. ერთხელაც არ უკითხავთ, რატომ ღიღინებდა
მუშაობისას, რატომ იკეთებდა მაღალ ვარცხნილობას დღეში
სამჯერ და რატომ ბრუნდებოდა გაბრწყინებული საღამოს სე-
ირნობის შემდეგ. და, თითქოს, ვერც იმას გუმანობდა ვინმე,
რომ როცა პროფესორი ბეერი მამას ფილოსოფიაზე ესაუბ-
რებოდა, იმავდროულად ქალიშვილს სიყვარულის გაკვეთი-
ლებს უტარებდა.
ჯოს შეყვარებაც კი ვერ მოეხერხებინა, როგორც წესი და
რიგია. უწყალოდ ცდილობდა გრძნობის ჩაქრობას და რაკი
არ გამოსდიოდა, ერთობ მღელვარე ცხოვრებით ცხოვრობ-
და. შიშით გული უსკდებოდა, დამცინებენ ამ კაპიტულაციის-
თვის მას მერე, რაც ამდენჯერ გააფთრებით გამოვაცხადე და-
მოუკიდებლობაო. ყველაზე უფრო ლორის უფრთხოდა, მაგ-
რამ ახალი ხელმძღვანელის წყალობით ლორი საქებური
მართებულობით იქცეოდა, ერთხელაც არ უხსენებია ხალხში
მისტერ ბეერი „კაცურ კაცად“, ერთხელაც არ დასცდენია
(თუნდაც გადაკვრით), ჯო გაგვილამაზდაო და იოტისოდენა
გაკვირვებაც კი არ გამოუთქვამს იმის თაობაზე, რომ მარჩე-
ბის მაგიდაზე თითქმის ყოველ საღამოს ხედავდა პროფესო-
რის შლაპას. სამაგიეროდ, ვიწრო წრეში დიდად ხალისობდა
393 მკითხველთა ლიგა
და მოუთმენლად ელოდა იმ დროს, როცა შეეძლებოდა, ჯოს-
თვის შესაფერისი გერბი ეჩუქებინა – დაფა, რომელზეც დათ-
ვი და დაკბილული კომბალი იქნებოდა გამოსახული.
ორი კვირის განმავლობაში პროფესორი ერთგულად
მიდი-მოდიოდა, როგორც შეყვარებულს შეჰფერის, მერე კი
მთელი სამი დღით დაიკარგა და არც არაფერი შემოუთვლია;
ამ საქციელმა ყველანი დაასერიოზულა, ჯო კი ჯერ ფიქრიანი
გახდა, მერე კი – რომანისდა სავალალოდ – ძალიან გაბრაზ-
და.
„ალბათ, გაღიზიანდა და ისე მოულოდნელად წავიდა შინ,
რა მოულოდნელადაც ჩამოვიდა. ჩემთვის, ეგ, რა თქმა უნდა,
არაფერია, მაგრამ ხომ უნდა მოსულიყო და ჯენტლმენივით
დაგვმშვიდობებოდა“, გაიფიქრა და უიმედო მზერა ესროლა
ჭიშკარს, როცა იცვამდა, რომ ერთ მოღრუბლულ ნაშუად-
ღევს, ჩვეულებისამებრ, სასეირნოდ წასულიყო.
– პატარა ქოლგა წაიღე, შვილო, წვიმას აპირებს, – უთხრა
დედამ და შენიშნა, რომ ჯოს ახალი თავსაბურავი ეხურა, მაგ-
რამ არ შეიმჩნია.
– კარგი, დე. ქალაქში რამე ხომ არ გინდა? მაღაზიაში უნ-
და შევირბინო და ფურცლები ვიყიდო, – მიუგო ჯომ და ნიკაპ-
ქვეშ ლენტების გასაბანტად სარკეში ჩაიხედა, რომ დედის-
თვის თვალის გასწორება არ დასჭირვებოდა.
– ჰო, ცოტა დიაგონალური „სილეზია“141 მინდა, ცხრა ნო-
მერი ნემსების კომპლექტი და ორი იარდი ლავანდისფერი
ვიწრო ლენტი. ხომ სქელძირა ბოტები გაცვია და მოსასხამის
ქვეშაც რამე თბილი?
– მგონი, კი, – დაბნეულად მიუგო ჯომ.

141 „სილეზია“ – სასარჩულე ქსოვილი


394 მკითხველთა ლიგა
– თუ შემთხვევით მისტერ ბეერს შეხვდე, წამოიყვანე,
ჩაიზე დაგვეწვიოს. ძალიან მინდა იმ ძვირფასი ადამიანის
ნახვა, – დაამატა მისის მარჩმა.
ჯომ გაიგონა, მაგრამ პასუხად მხოლოდ აკოცა დედას და
აჩქარებით წავიდა, თან კი, გულისტკივილის მიუხედავად,
მადლიერებით გამთბარი ფიქრობდა, „რა კეთილად მექცევა!
ნეტავი ის გოგოები როგორღა გადიან იოლას, ვისაც დედები
არ ჰყავთ, რომ გასაჭირიდან გამოაღწევინონ?“
იქ, სადაც საბუღალტრო კანტორები, ბანკები და საბითუმო
საწყობები მდებარეობდა და მეტწილად ჯენტლმენები იყრიდ-
ნენ თავს, ქსოვილების მაღაზიები არ იყო, მაგრამ ჯომ ქალა-
ქის სწორედ ამ უბანში ამოყო თავი, თანაც მანამ, სანამ თუნ-
დაც ერთ დავალებას შეასრულებდა და უსაქმოდ მოჰყვა ბო-
რიალს, თითქოს ვიღაცას ელისო; ერთ ვიტრინაში უაღრესად
არაქალური ინტერესით დაათვალიერა სამუშაო ხელსაწყო--
იარაღები, მეორეში – მატყლის ნიმუშები, მერე კასრებს წა-
მოედო და კინაღამ მაღლიდან ჩამოშვებულმა ტომრებმა
დაიტანა. გზადაგზა უბოდიშოდ გაჰკრავდნენ მხარს მოფუს-
ფუსე კაცები და ისე უყურებდნენ, თითქოს აინტერესებდათ,
აქ რა ჯანდაბამ მოიყვანაო. ლოყაზე წვიმის წვეთი დაეცა და
გაცრუებული ოცნებებიდან ფიქრი წახდენილ ლენტებზე გა-
დაატანინა, და რადგან წვეთები კვლავ ცვიოდა, ხოლო ჯო
მხოლოდ შეყვარებული კი არა, ქალიც იყო, იფიქრა, თუ
გულს ვეღარაფერს ვუშველი, თავსაბურავი მაინც გადავარჩი-
ნოო. ბარემაც გაახსენდა პატარა ქოლგა, სიჩქარეში შინ რომ
დარჩა, მაგრამ სინანული რას უშველიდა! ახლა ან ქოლგა უნ-
და ენათხოვრა და ან გალუმპულიყო. ახედა მოღუშულ ცას,
დახედა წითელ ბანტს, რომელიც უკვე შავად დაწინწკლული-
ყო, გახედა წინ მიმავალ ტალახიან ქუჩას, ბოლოს კი უკან
395 მკითხველთა ლიგა
მიიხედა და ხანგრძლივად შეაჩერა მზერა რომელიღაც შემ-
ჭვარტლულ საწყობზე, რომელსაც კარის თავზე ეწერა „ჰოფ-
მანი, შვარცი და კომპანია“ და მკაცრი საყვედურით ჩაილაპა-
რაკა:
– ასე მომიხდება! ვითომ რა იყო, რომ ჩავიცვი და დავიხუ-
რე, რაც საუკეთესო გამაჩნია და აქ წამოვეხეტე, იქნებ პრო-
ფესორი ვნახო-მეთქი? ჯო, შენ მაგივრად მე მრცხვენია! არა,
არ წახვალ და არც ქოლგას გამოართმევ პროფესორის მე-
გობრებს და არც გამოჰკითხავ, სად არის-თქო. წაჩანჩალდე-
ბი წვიმაში, შეასრულებ, რაც დაგავალეს, და თუ გაცივდი და
მოკვდი ან შლაპა გააფუჭე, სწორედაც რომ ახი იქნება შენზე.
აბა, მალე!
ამ სიტყვებით ისე ფიცხად გაექანა ქუჩაზე გადასასვლე-
ლად, რომ ფეხად გაასწრო მომავალ ფურგონს, ბეწვზე გადა-
ურჩა დაღუპვას და იქვე მიეხალა ვიღაც წარმოსადეგ მოხუც
ჯენტლმენს, რომელმაც შესძახა, ბოდიში მომითხოვია, ქალ-
ბატონოო და სასტიკად ნაწყენი იერი მიიღო. ცოტა არ იყოს,
დამფრთხალი ჯო წელში გაიმართა, განწირულ ლენტებზე
ცხვირსახოცი გადაიფარა, საცდურს გაერიდა და აჩქარებით
წავიდა წინ, გზადაგზა კოჭებამდე დასველდა, ზემოდან კი
სულ უფრო ხშირად ჩამოესმოდა ქოლგების ერთიმეორეზე
მიჯახების ხმები. ერთი ნახევრად დაშლილი ლურჯი ქოლგა,
რატომღაც, მუდმივად მისი დაუცველი თავსაბურავის თავზე
იყო. ამ გარემოებამ ჯოს ყურადღება მიიპყრო, აიხედა და
დაინახა, რომ მისტერ ბეერი დასცქეროდა.
– ვგონებ, ვიცნობ ამ შეუპოვარ ლედის, ასე გაბედულად
რომ გაუარა ცხვირცინ ცხენებს და ასე სცრაფად მიაბიჯებს
ჩღაფში. აქ რა საქმეზე ხართ, ჩემო მეგობარო?
– საყიდლებზე.
396 მკითხველთა ლიგა
მისტერ ბეერმა საკონსერვო ქარხნიდან ტყავეულის საბი-
თუმო ვაჭრობის კანტორაზე გადაიტანა მზერა და გაეღიმა,
თქმით კი მხოლოდ ეს უთხრა თავაზიანად:
– უქოლგოდ ბრზანდებით. შეიზლება, გამოგღვეთ და ნა-
ვაჩრი ცაგაღებინოთ?
– დიახ, გმადლობთ.
ჯოს თავისი ლენტივით აუწითლდა ლოყები და თავის თავს
ჰკითხა, ნეტავი რა იფიქრა ჩემზეო, მაგრამ ერთი წუთის შემ-
დეგ მისთვის უკვე სულერთი გახდა, რადგან მიხვდა, რომ თა-
ვის პროფესორთან ხელიხელგაყრილი მიაბიჯებდა და ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, რომ მზე ერთბაშად გამობრწყინდა და გა-
მობრდღვიალდა, ყველაფერი ადგილზე დადგა და ერთი ქა-
ლი სრულიად ბედნიერი მიშლაპუნებდა გუბე-გუბე.
– გვეგონა, წახვედით, – აჩქარებით თქვა ჯომ, რადგან
იცოდა, პროფესორი დამყურებსო. კაპორის ფარფლები სახეს
ვერ უფარავდა და იფიქრა, ვაითუ სახეზე სიხარული რომ მა-
წერია, ქალიშვილისთვის შეუფერებლად ეჩვენოსო.
– მაშ, დაიჯერეთ, რომ ცავიდოდი და არც კი გამოვემშვი-
დობებოდი იმ ხალხს, ვინც ესოდენ ქეთილი იყო ჩემ მიმართ?
– ისე უსაყვედურა პროფესორმა, რომ ჯომ იფიქრა, ამ ვა-
რაუდით შეურაცხყოფა მივაყენეო და მხურვალედ მიუგო:
– არა, არ დამიჯერებია; ვიცოდი, საქმე გქონდათ და მოუც-
ლელი იყავით, მაგრამ მოგვენატრეთ, მეტადრე – დედას და
მამას.
– და, თქვენ?
– მე მუდამ მიხარია თქვენი ნახვა, სერ.
ჯოს უნდოდა, როგორმე მშვიდი ხმა ამოსვლოდა და ამ მო-
წადინებაში მეტისმეტად ცივად გამოუვიდა, ხოლო ბოლოს
ნათქვამმა ერთმარცვლიანმა ყინულოვანმა სიტყვამ თითქოს
397 მკითხველთა ლიგა
გული მოუკლა პროფესორს, რადგან ღიმილი გაუქრა და
წყნარად უთხრა:
– მადლობელი ვარ, ცასვლამდე ერთხელ შემოგივლით.
– მაშ, მაინც მიდიხართ?
– აქ მეთი საქმე აღარ მაქვს; ღველაფერი დამთავრდა.
– იმედია, კარგად, – უთხრა ჯომ, რადგან პროფესორის
მოკლე-მოკლე პასუხებში მწარე იმედგაცრუება იგრძნობო-
და.
– მე ვგონებ ქი, იმითომ რომ საშუალება გამომიჩნდა ფუ-
რის ფულიც ვიშოვო და ჩემს Junglings-ებსაც142 უფრო მეთად
მივეხმარო.
– მიამბეთ, რა! ყველაფერი მინდა ვიცოდე... ბიჭებზე, –
მხურვალედ სთხოვა ჯომ.
– დიდი თავაზიანობაა თქვენი მხრივ. სიამოვნებით გიამ-
ბობთ. ჩემმა მეგობრებმა ადგილი მიშოვეს უნივერსითეთში
და იქაც ისე ცავიკითხავ ლექციებს, როგორც გერმანიაში
ვქითხულობდი და შემოსავალიც იმდენი მექნება, რომ ფრან-
ცი და ემილი გზაზე დავაღენო. ამისთვის მადლობელი უნდა
ვიღო, არა?
– რა თქმა უნდა! რა მშვენიერია, რომ იმ საქმეს შეუდგე-
ბით, რაც გიყვართ, ჩვენ კი ხშირად გნახავთ, თქვენც და
თქვენს ბიჭებსაც! – ბიჭები მოისაბაბა ჯომ იმ კმაყოფილების
მიზეზად, რომელსაც ვერ მალავდა.
– ჰო, მაგრამ სამცუხაროდ ხშირად ვერ შევხვდებით: სამუ-
შაო დასავლეთში შემომთავაზეს.

142 Junglings – ბიჭუნები (გერმ.)


398 მკითხველთა ლიგა
– ასე შორს?! – და ჯომ ხელი უშვა ქვედაკაბას და ბედის
ანაბარად მიაგდო, თითქოს უკვე სულერთი იყო ან მის ტანი-
სამოსს რა დაემართებოდა და ან თვითონ მას.
მისტერ ბეერი ხუთ ენაზე კითხულობდა, მაგრამ ქალის
გრძნობების ამოკითხვა ჯერ ვერ ესწავლა. ეგონა, ჯოს საკმა-
ოდ კარგად ვიცნობო და ამიტომაც ერთობ განაცვიფრა მისი
ხმის, სახისა და ყოფაქცევის იმდღევანდელმა ხშირ-ხშირმა
ცვალებადობამ: ნახევარი საათის განმავლობაში ექვსჯერ მა-
ინც შეეცვალა გუნება. როცა პროფესორს შეხვდა, თითქოს
გაკვირვებული დარჩა, თუმცა შეუძლებელი იყო, მისტერ ბე-
ერს ეჭვი არ გასჩენოდა, რომ ჯო სწორედ ამისთვის იყო მო-
სული. როცა მკლავი შესთავაზა, ისე შემოხედა, რომ პროფე-
სორი აღტაცებაში მოვიდა, მაგრამ როცა ჰკითხა, თქვენც თუ
მოგენატრეთო, ისეთი ცივი, ფორმალური პასუხი გასცა, რომ
გული მოუკლა. მისი წარმატების ამბავი რომ გაიგო, ლამის
ტაში შემოჰკრა. ნუთუ მარტო ბიჭების ამბავმა გაახარა? მერე,
როცა გაიგო, სადაც მიდიოდა, ისე სასოწარკვეთით იკითხა,
ასე შორსო, რომ პროფესორი ბედნიერების მწვერვალზე აიჭ-
რა, თუმცა ჯომ მეორე წუთშივე ჩამოაგდო იქიდან, როცა
ძალზე საქმიანად შენიშნა:
– აქეთ მაქვს საქმე. შემომყვებით? დიდხანს არ მოვუნდე-
ბი.
ჯოს საამაყოდ ჰქონდა, საყიდლებზე სიარული მეხერხებაო
და გულით მოუნდა, თანამგზავრი გაეოცებინა და დაენახვები-
ნა, რა აკურატულად და მკვირცხლად აგვარებდა ასეთ საქმე-
ებს. არადა, ისე იყო აფორიაქებული, რომ ყველაფერი
უხეიროდ გამოსდიოდა: ნემსებიანი ლანგარი გადააყირავა,
„სილეზია“ რომ „დიაგონალური“ უნდა ყოფილიყო, მას მერე-
ღა გაახსენდა, რაც ქსოვილი მოუჭრეს, ხურდის დათვლაც
399 მკითხველთა ლიგა
შეეშალა და ბოლოს მთლად შეირცხვინა თავი, რადგან ლა-
ვანდისფერი ლენტი ჩითეულის დახლთან მოითხოვა. მისტერ
ბეერი იქვე იდგა, უცქერდა, როგორ წითლდებოდა ჯო და შეც-
დომა შეცდომაზე მოსდიოდა; ამ ცქერაში თანდათან გაუარა
უხერხულობამ და მიხვდა, რომ ზოგჯერ, სიზმრისა არ იყოს,
ქალის ქცევაც უკუღმა უნდა ახსნა.
მაღაზიიდან რომ გამოვიდნენ, შეკვრა ცოტა გახალისე-
ბულმა ამოიდო იღლიაში და ისეთი შლაპაშლუპით გაუყვა გუ-
ბეებს, თითქოს ეს ამბავი მთლიანობაში ძალიანაც მოსწონ-
და.
– აქ ხომ არ შევსულიყავით საღიდლებზე, როგორც თქვენ
ეზახით და პაციებისთვის რამე გვეღიდა? იქნებ ამ საღამოს
გამოსათხოვარი ნადიმი გავმართოთ, რაქი ჩემი ბოლო მოს-
ვლა იქნება თქვენს ესოდენ საამურ სახლში? – ჰკითხა და ხი-
ლითა და ყვავილებით სავსე ვიტრინასთან შედგა.
– რა ვიყიდოთ? – ჯომ ყურადღება არ მიაქცია მისი ფრაზის
მეორე ნაწილს და როცა მაღაზიაში შევიდნენ, მოჩვენებითი
აღტაცებით შეიყნოსა ერთმანეთში შერეული ნაირნაირი სურ-
ნელი.
– ფორთოხალი და ლეღვი ეჩმევათ? – მამობრივი იერით
იკითხა მისტერ ბეერმა.
– ჭამენ, თუკი აჭამეს.
– ნიგოზი გიღვართ?
– ციყვივით.
– ჰამბურგული ყურზენი! ისე გამოგვივა, თითქოს
Vaterland-ის143 სადღეგრზელოს შევსვამთ.

143 Vaterland – სამშობლო (გერმ.)


400 მკითხველთა ლიგა
ჯოს არ ესიამოვნა ასეთი მფლანგველობა და ჰკითხა, ბა-
რემ ერთი კალათა ფინიკი, ერთი კასრი ქიშმიში და ერთი ტო-
მარა ნუშიც ხომ არ ვიყიდოთ და ამით მოვრჩეთო, რის შემდე-
გაც მისტერ ბეერმა საფულე ამოიღო და ვაჭრობა იმით მოამ-
თავრეს, რომ იყიდეს რამდენიმე გირვანქა ყურძენი, ვარდის-
ფერზიზილებიანი ქოთანი და ერთი ქილა თაფლი, კარგა მოზ-
რდილი, თუკი კაცი რომელიმე დემიჯონის თვალით შეხედავ-
და. მერე პროფესორმა ჯიბეები ამ მოუხერხებელი ფორმის
შეკვრებით გამოიბერა, ჯოს ყვავილები დააჭერინა, ქოლგა
გაშალა და გზა განაგრძეს.
– მის მარჩ, ერთი დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან, – დაიწ-
ყო პროფესორმა, როცა წვიმაში ნახევარი კვარტალი
გაიარეს.
– დიახ, სერ, – და ჯოს ისე აუბაგუნდა გული, რომ შეშინდა,
პროფესორმა არ გაიგონოსო.
– იმითომ ვბედავ და გთხოვთ, რომ ცასვლამდე ცოთა
დროღა მრჩება.
– დიახ, სერ, – და ჯომ ისე გაშმაგებით მოუჭირა ხელები
ყვავილებიან ქოთანს, რომ კინაღამ შემოეფშვნა.
– მინდა ერთი ფათარა ქაბა ვუყიდო თინას, მაგრამ ამ საქ-
მისა არაფერი გამეგება და მართო ვერ ცავალ. თქვენი გე-
მოვნებით ხომ ვერ მაღიდინებდით?
– დიახ, სერ, – და ჯოს ერთბაშად ისეთი სიმშვიდე და სიცი-
ვე დაეუფლა, თითქოს მაცივარში შეაბიჯაო.
– და ეგებ ერთი შალიც თინას დედისთვის, ძალიან ღარი-
ბია და ავადმღოფი, ქმარიც მოსავლელი ჰღავს. დიახ, დიახ,
სქელი, თბილი შალი სცორედ კარგი საჩუქარი იქნება იმ პა-
თარა დედისთვის.
– სიამოვნებით, მისტერ ბეერ.
401 მკითხველთა ლიგა
„მე ძალიან ვჩქარობ, ის კი ყოველწუთიერად უფრო და
უფრო საყვარელი ხდება“, დაამატა გულში ჯომ, მერე კი თავს
მოერია და ისეთი შემართებით შეუდგა საქმეს, რომ ცქერად
ღირდა.
მისტერ ბეერმა ყველაფერი მას მიანდო და ჯომაც ლამაზი
კაბა აურჩია ტინას, მერე კი ითხოვა, შალები მაჩვენეთო. გამ-
ყიდველმა, თვითონაც ოჯახის პატრონმა, ინება და ინტერესი
გამოავლინა წყვილისადმი, რომელიც, აშკარად, საოჯახო სა-
ყიდლებზე გამოსულიყო.
– თქვენს მეუღლეს შეუძლია ეს არჩიოს: ჩინებული ხარის-
ხია, ყველაზე შესაფერისი ფერი; სადაც გახლავთ და ელეგან-
ტურიც, – თქვა, დაბერტყა ნაცრისფერი, თბილი შალი და ჯოს
მხრებზე წამოასხა.
– მოგწონთ ეს, მისტერ ბეერ? – ჰკითხა ჯომ და ზურგიდან
დაენახვა, თან კი გაუხარდა, რომ ბარემ სახეც მოარიდა.
– მშვენიერი ქარგია, ავიღებთ, – მიუგო პროფესორმა და
სანამ ფულს იხდიდა, ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა, ჯო კი ამ დროს
ისევ დახლებს უტრიალებდა, როგორც იაფი საქონლის ძებ-
ნაში გამოცდილი მუშტარი.
– ახლა შინ ცავიდეთ? – ისე ჰკითხა პროფესორმა, თით-
ქოს ამ სიტყვების წარმოთქმამ დიდი სიამოვნება მიანიჭაო.
– დიახ, გვიანია და ძალიან დავიღალე, – ჯოს იმაზე შესაბ-
რალისი ხმა ჰქონდა, ვიდრე წარმოედგინა. მზე თითქოს ისე-
ვე უეცრად ჩავიდა, როგორც წეღან გამოვიდა და იქაურობა
ისევ ტალახიანი და უბადრუკი გახდა; პირველად შენიშნა,
რომ ფეხები გაყინვოდა, თავი სტკიოდა, ხოლო გული ფეხებ-
ზე უფრო ცივი ჰქონდა და თავზე უფრო მტკივანი. მისტერ
ბეერი მიემგზავრებოდა, ჯო მისთვის მხოლოდ მეგობარი
იყო, ყველაფერი შეცდომა გამოდგა და რაც მალე მორჩებო-
402 მკითხველთა ლიგა
და ეს ამბავი, მით უკეთესი. ამაზე ფიქრით დამძიმებულმა ისე
ფათაფუთით დაუქნია ხელი მოახლოებულ ომნიბუსს, რომ ზი-
ზილები ქოთნიდან გადმოუცვივდა და კარგა გვარიანად
შეილახა.
– ეს არ არის ჩვენი ომნიბუსი, – თქვა პროფესორმა, დატ-
ვირთულ ეტლს ხელით ანიშნა, გზა განაგრძეო და შეჩერდა,
რომ დაცვენილი ყვავილები წამოეკრიფა.
– უკაცრავად. კარგად ვერ გავარჩიე, რა ეწერა. არა უშავს,
ფეხითაც შემიძლია. მიჩვეული ვარ ტალახში სიარულს, –
მიუგო ჯომ და თვალები ჩქარ-ჩქარა აახამხამა, რადგან მოკ-
ვდებოდა და თვალებს მის დასანახად არ მოიწმენდდა.
თავი მიატრიალა, მაგრამ მისტერ ბეერმა შენიშნა, რომ
ლოყებზე წვეთები ჩამოსდიოდა. ამ სანახაობამ, ეტყობა,
ძლიერ იმოქმედა მასზე, რადგან მოულოდნელად დაიხარა
და ისეთი ტონით ჰკითხა, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავდა:
– ჩემო ზვირფასო და საღვარელო, რათომ თირით?
ჯო ესოდენ გამოუცდელი რომ არ ყოფილიყო ასეთ საქმე-
ებში, ეტყოდა, იმიტომ ვტირი, რომ გავცივდიო ან ამ შემთხვე-
ვისთვის შესაფერის რაიმე ქალურ საბაბს მოიგონებდა, ამ
უღირმა არსებამ კი ამის ნაცვლად თავშეუკავებელი სლუკუ-
ნით უპასუხა:
– იმიტომ რომ მიდიხართ.
– აჰ, mein Gott144, რა ქარგია! – აღმოხდა მისტერ ბეერს
და ტაშის შემოკვრა სცადა, თუმცა ქოლგა და ნავაჭრი უშლი-
და, – ჯო, მე არაფერი გამაჩნია, რომ შემოგთავაზოთ გარდა
დიდი სიღვარულისა. იმისთვის ჩამოვედი, რომ გამეგო,
გჩირდებათ თუ არა და ვიცდიდი, მინდოდა დავრცმუნებული-

144 mein Gott – ღმერთო ჩემო (გერმ.)


403 მკითხველთა ლიგა
ღავი, რომ თქვენთვის მეგობარზე მეთი ვარ. ასეა? ბებერი
ფრიცისთვისაც მოიზებნება თქვენს გულში ერთი ფათარა ად-
გილი? – სულმოუთქმელად მიაყარა პროფესორმა.
– დიახ! – მიუგო ჯომ და პროფესორი სრულიად კმაყოფი-
ლი დარჩა, რადგან ჯომ ორივე ხელი შემოხვია მკლავზე და
ისეთი სახე გაუხდა, რომ ცხადი იყო, ბედნიერი ივლიდა მის
გვერდით ცხოვრების გზაზე, თუნდაც ძველ ქოლგაზე უკეთესი
თავშესაფარი არ ჰქონოდა, თუკი ეს ქოლგა პროფესორს ეჭი-
რებოდა.
ხელის თხოვნა, უდავოდ, რთულ პირობებში მოხდა, რად-
გან მისტერ ბეერს ძალიანაც რომ სდომებოდა, მუხლებზე ვერ
დაეშვებოდა, რაკი ტალახი იყო. ხელსაც მხოლოდ ფიგურა-
ლურად თუ შესთავაზებდა, რადგან ორივე ხელი დაკავებული
ჰქონდა. ვერც ნაზ გრძნობებს გადმოაფრქვევდა შუა ქუჩაში,
თუმცა ცოტა დააკლდა, რომ არ გადმოაფრქვია. ჰოდა, იმით-
ღა შეეძლო აღტაცების გამოხატვა, რომ ჯოსთვის ეცქირა: სა-
ხე მთლად გაუსხივოსნდა, ხოლო წვერზე მოციმციმე წვეთებ-
ში თითქოს პატარ-პატარა ცისარტყელები გაუჩნდაო. ასე
ძლიერ რომ არ ჰყვარებოდა ჯო, იმ წუთში, ალბათ, ვერ შეუყ-
ვარდებოდა, რადგან იმას მიმზიდველი არაფერი გააჩნდა:
ქვედაკაბა სავალალო დღეში ჰქონდა, რეზინის ბოტები – კო-
ჭებამდე ტალახში ამოვლებული, თავსაბურავი კი საბოლო-
ოდ განადგურებული, მაგრამ ბედად, მისტერ ბეერის თვალში
იგი დედამიწის ზურგზე ულამაზესი ქალი იყო, ჯომ კი პროფე-
სორი ჩვეულებრივზე უფრო მიამგვანა იუპიტერს, თუმცა
შლაპის ფარფლები მოღვენთოდა: ზედ პაწია ნაკადულები ჩა-
მოსდიოდა და მხრებზე ეღვრებოდა (რადგან ქოლგას ჯოს
უმარჯვებდა), ხოლო ხელთათმანებზე ყველა თითი დასაკემსი
ჰქონდა.
404 მკითხველთა ლიგა
გამვლელებს, ალბათ უწყინარი გიჟების წყვილი ეგონათ,
რადგან ორივეს გადაავიწყდა, რომ ომნიბუსისთვის უნდა და-
ექნიათ ხელი და ნება-ნება გაუყვნენ გზას: არც ჩამოწოლილ
ბინდს აგდებდნენ რამედ და არც – ნისლს. აინუნშიც არ მოს-
დიოდათ, რას იფიქრებდნენ სხვები, რადგან იმ ბედნიერი
საათით ნეტარებდნენ, რომელიც ცხოვრებაში მეტწილად ერ-
თხელ დგება, იმ ჯადოსნური წამით, რომელიც მოხუცს სიჭა-
ბუკით აჯილდოებს, ღარიბს – სიმდიდრით, ხოლო ადამიანის
გულს წინასწარ დაანახვებს ზეცას. პროფესორის შემხედვარე
იფიქრებდით, სამეფო დაუპყრია და დედამიწა ამაზე მეტ ნე-
ტარებას ვეღარაფერს შესთავაზებსო, ხოლო ჯო ლასლასით
მიჰყვებოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი ადგილი მუ-
დამ აქ იყო და უკვირდა, როგორ შეიძლება, ოდესმე სხვა ბე-
დი ამერჩიაო. ცხადია, პირველმა მან დაილაპარაკა – მკაფიო
ლაპარაკზე ვამბობ, რადგან ის გრძნობიერი წამოძახილები,
რომლებიც მის მგზნებარე „დიახს“ მოჰყვა, არც გასაგები იყო
და არც ხსენებად ღირდა.
– ფრიდრიხ, რატომ არ...
– აჰ, ზეცავ, სახელს მეზახის! მინას სიქვდილის შემდეგ
ჩემთვის სახელი აღარავის დაუზახია! – წამოიძახა პროფე-
სორმა, გუბეში შეჩერდა და მადლიერებითა და აღტაცებით
მიაცქერდა ჯოს.
– გულში მუდამ ასე გეძახით – დამავიწყდა... მაგრამ თუ
არ მოგწონთ, აღარ დაგიძახებთ.
– არ მომცონსო? ვერც ქი გამომითქვამს, რა თქბილად ჩა-
მესმის. შენობითაც მელაფარაქე და ვითღვი, რომ თქვენი
ენაც ისეთი ლამაზია, როგორც ჩემი.
– ცოტა სენტიმენტალური ხომ არ იქნება? – ჰკითხა ჯომ,
თუმცა გულში იფიქრა, რა მშვენიერი იქნებაო.
405 მკითხველთა ლიგა
– სენთიმენთალური? დიახ! მადლობა ღმერთს, ჩვენ, გერ-
მანელებს, გვცამს სენთიმენთალობისა და ამის ცღალობით
ვინარჩუნებთ ახალგაზრდობას. თქვენი ინგლისური „თქვენ“
ზალიან ცივია. შენობით მელაფარაქე, ჩემო გულის საუნჯევ,
ეგ ჩემთვის ზალიან ბევრს ნიშნავს, – ისე სთხოვა მისტერ ბე-
ერმა, თითქოს ვინმე რომანტიკული სტუდენტი ყოფილიყო და
არა დარბაისელი პროფესორი.
– კარგი. ეს ყველაფერი რატომ ადრევე არ მითხარი? –
მორცხვად ჰკითხა ჯომ.
– ახლა გული უნდა გადაგიშალო და სიხარულით გადა-
გიშლი, იმითომ რომ ამის მერე ამ გულს შენ უნდა მიხედო.
აი, მისმინე, ჩემო ჯო, – ჰა, რა საღვარელი, სასაცილო ფათა-
რა სახელია! იმ დღეს ვაფირებდი რაღაცის თქმას, როცა ნიუ--
იორქში დაგემშვიდობე, მაგრამ მეგონა, ლამაზი მეგობარი
შენი დანიშნული იღო და აღარაფერი ვთქვი. შენ „ჰოს“ მეთ-
ღოდი, რამე რომ მეთქვა?
– არ ვიცი. ალბათ, არა, იმიტომ რომ მაშინ გული საერ-
თოდ არ გამაჩნდა.
– ფუ! რა დასაჯერია! შენს გულს ეზინა, სანამ ზღაფრულმა
უფლისცულმა თღე არ გამოიარა და არ გააღვიზა. რა თქმა
უნდა, რომ Die erste Liebe ist die beste145, მაგრამ მაგის იმე-
დი ვერ მექნებოდა.
– ჰო, პირველი სიყვარული ყველაზე უმჯობესია, ჰოდა შე-
გიძლია გული საგულეს გქონდეს. მე სხვა სიყვარული არ გან-
მიცდია. ტედი მხოლოდ ბიჭი იყო და მალევე მოინელა თავი-

145Die erste Liebe ist die beste – პირველი სიყვარული საუკეთესოა


(გერმ.)
406 მკითხველთა ლიგა
სი პატარა გატაცება, – მიუგო ჯომ, რადგან ერთი სული ჰქონ-
და, პროფესორისთვის შეცდომა შეესწორებინა.
– ქეთილი! მაშ, ბედნიერი ვიქნები და დარცმუნებული,
რომ ღველაფერს მე მაზლევ. იმდენ ხანს ვიცადე, რომ ეგოის-
თი გავხდი და მაგას შენც მალე მიხვდები, ქალბათონო ფრო-
ფესორის მეუღლევ.
– ძალიან მომწონს! – წამოიძახა ახალი სახელით მოხიბ-
ლულმა ჯომ, – ახლა კი მითხარი, აქ რამ ჩამოგიყვანა, თან –
მაინცდამაინც მაშინ, როცა ყველაზე ყველაზე მეტად მინდო-
და შენი ნახვა?
– აი, ამან, – და მისტერ ბეერმა ჟილეტის ჯიბიდან პატარა,
გაცრეცილი ფურცელი ამოიღო.
ჯომ გაშალა და დაირცხვინა, რადგან გაზეთში დაბეჭდილი
მისი ლექსი აღმოჩნდა. ის გაზეთი ლექსებში იხდიდა ჰონო-
რარს და ამიტომ იყო, რომ საცდელად გაგზავნა შემთხვევით
დაწერილი ლექსი.
– ჰო, მაგრამ მაგან როგორ მოგიყვანა? – ვერ მიუხვდა
ჯო.
– შემთხვევით ცავაცღდი. სახელები ეცერა, ბოლოში –
ინიციალები, და შიგ ერთი ფათარა სთროფი იღო, რომელიც
თითქოს მეზახდა. ცაიქითხე და იპოვე. მე გათარებ, რომ გუ-
ბეში არ ჩათოფო.

სხვენში

ოთხი ყუთი დგას სხვენში ერთ მწკრივად,


დაძველებულა და დამტვერილა,
უკვე დაზრდილან ისინი, ვინაც
შიგ თავ-თავის განძს დაუდეს ბინა.
407 მკითხველთა ლიგა
ყოველ გასაღებს, კედელზე, გვერდით,
გახუნებული უყრია ლენტი –
რარიგ ხასხასა დიდი ხნის წინათ,
როცა დაკიდეს და ცრიდა წვიმა.

თავსახურებზე – თითო სახელი,


ამოკვეთილი ბიჭური ხელით,
ხოლო შიგნით კი – იდუმალ-ძველი
მხიარულ ამქრის ამბები ჭრელი.

როს ოთხივე და აქ თამაშობდა,


სახურავიდან ჩამოესმოდათ
განუწყვეტელი ტკბილმისამღერი,
ზაფხულის წვიმის მიერ ნამღერი.

პირველის სადა წარწერა – „მეგი“ –


გვამცნობს, რომ მეგი არ იყო ცელქი
და რომ კოხტად აქვს ჩალაგებული
უმშვენიერეს ნივთთა კრებული:

პატარაობის წვრილნობათები,
პატარძლის კაბა, ქმრის ბარათები,
ციცქნა ფაჩუჩი – რბილი და თბილი,
აბრეშუმივით კულული ჩვილის.

სამაგიეროდ, რომც ძებნოთ, ვერსად


ძველ სათამაშოს ვერ ნახავთ ერთსაც!
ელაგა, მაგრამ დრო დადგა როცა,
408 მკითხველთა ლიგა
ცეროდენა მეგს გადაელოცა.

სვიანო დედავ! ვიცი, რომ ხშირად


შენც ჩამოგესმის იავნანინა,
ჩუმი და ნაზი, ვით მისამღერი
ზაფხულის წვიმის მიერ ნამღერი.

მეორეს თავზე „ჯო“ აჯღაბნია


და შიგაც არევ-დარევით ყრია
თავმოგლეჯილი დედოფალები,
სკოლის წიგნები შესაბრალები.

ბლომად ნადავლი იმ ზღაპრულ მიწის,


მხოლოდ ყმაწვილის ფეხი რომ იცის,
ფიქრ-ოცნებანი ჯერ არ ამხდარი
და მოგონებათ ტკბილი ლაშქარი.

კუდმოკვეცილი ზღაპარ-ლექსები,
ჯერაც არმცოდნის წერ-თხზვის წესების,
დღიური, შიგ რომ უკვე ფეთქს სული
ბავშვის, ადრიან დაქალებულის.

ქალს ყურთ ჩაესმის დარდიან სახლში:


„გიყვარდეს, ღირსი იყავ და მაშინ
მოვა ტრფიალი“, – ვით მისამღერი
ზაფხულის წვიმის მიერ ნამღერი.

ბეთის ყუთი კი, თუმცა ძველია,


მტვრის ნატამალიც არ ამჩნევია,
409 მკითხველთა ლიგა
თითქოს კვლავ უვლის მზრუნველი ხელი,
წინანდებურად დაუზარელი.

სიკვდილის შემდგომ წმინდანი გახდა,


თუმც სიცოცხლეშიც ზეციერს ჰგავდა;
მის სალოცავში აწყვია დღესაც
რელიკვიების ძვირფასი წყება:

ათასში ერთხელ მომხმობი ზარი,


ბოლო ჩაჩი და ფუმფულა შალი,
კარის თავზე კი – მოწამე ქველი:
ეკატერინე, ქალწულთა მშველი.

ბეთის ჰიმნები, ნამღერი ტკბილად,


როცა ხმის დაძვრა უღირდა ძვირად,
კვლავაც ჩაგვესმის, ვით მისამღერი
ზაფხულის წვიმის მიერ ნამღერი.

მეოთხის ხუფი ელავს, ვით ფარი


და ახდენილი ამკობს ზღაპარი:
გმირი რაინდის დევიზი შვენის –
ოქრო-ლაჟვარდით წერილი „ემი“.

შიგ – თმის სარტყლები ნაირფერები,


ცეკვით ნაცვეთი ფეხსაცმელები,
ნასახსოვრები მხმარი ყვავილი,
მარაოები, ჯაფით დაღლილი.

სასიყვარულო მწველწერილები,
410 მკითხველთა ლიგა
პატარა-პატარა სამშვენისები;
მის ცხოვრებაში მათაც ხვდათ წილი:
შიშ-იმედების იყვნენ ნაწილი.

ამჟამად სწავლობს ჭეშმარიტ გრძნობას


და საქორწილო ზარების რეკა
ჩაესმის, როგორც რომ მისამღერი
ზაფხულის წვიმის მიერ ნამღერი.

ოთხი ყუთია მწკრივად დადგმული,


დაძველებული, მტვრით დაფარული,
ჭირმა და ლხინმა ოთხ ქალს პატარას
სიყვარული და გარჯა ასწავლა.

მსწრაფლ წაუვიდათ თუმცა და ერთი,


არ დაუკარგავთ მათ ერთმანეთი
და სიყვარულის მადლმა ციერმა
შეადუღაბა უფრო ძლიერად.

ოდეს საუნჯეს ოთხივე ქალის


დახედავს უფლის კეთილი თვალი,
დაე, გამოჩნდეს უფრორე მშვენი
იმ ნეტარ საათს საქმენი ჩვენნი.

მხნე მელოდიამ ჩვენი ცხოვრების


დიდხანს იჟღეროს მაღალ შორეთში
და გაისმოდეს სულთ მისამღერი
მზიანში წვიმის შემდეგ ნამღერი.

411 მკითხველთა ლიგა


– უვარგისი ლექსია, მაგრამ როცა ვწერდი, განვიცდიდი.
იმ დღეს ისეთი მარტოსული ვიყავი, ნაკუწების პარკი ჩავიხუ-
ტე და ტირილით გული მოვიოხე. რას ვიფიქრებდი, იქ თუ
მოხვდებოდა ეს ლექსი, სადაც საიდუმლოებებს გაამხელდა,
– თქვა ჯომ და დახია ლექსი, რომელსაც ამდენ ხანს უფ-
რთხილდებოდა პროფესორი.
– ცავიდეს, თავისი ვალი შეასრულა, მე ქი ახალი მექნება,
როცა იმ ღავისფერ ციგნს ცავიკითხავ, სადაც ჯო თავის
ფათარ-ფათარა საიდუმლოებებს მალავს, – თქვა მისტერ ბე-
ერმა და ღიმილით გააყოლა თვალი ქარში გაბნეულ ნაკუ-
წებს, – ჰო, – დაუმატა მერე დინჯად, – ცავიკითხე ეს და ჩემ-
თვის ვიფიქრე: დარდიანია, მართოსული, უნდა, რომ ნამ-
დვილ სიღვარულში იფოვოს ნუგეში. მე გული სიღვარულით
მაქვს სავსე, მისი სიღვარულით. იქნებ ცავიდე და ვუთხრა:
„თუ ეს ზალიან უბადრუქი რამ არ არის იმისთვის, რის მიღე-
ბის იმედიც მაქვს, გამომართვი, ღვთის გულისთვის“.
– მერე კი ჩამოხვედი და გაიგე, რომ „ძალიან უბადრუკი“
კი არა, ის ერთადერთი საუნჯეა, რაც მჭირდება, – წაიჩურჩუ-
ლა ჯომ.
– დასაცხისში ვერ ვბედავდი ასე მეფიქრა, თუმცა ქი შენ
ღვთაებრივად ქეთილად შემომეგებე. მაგრამ ცოთა ხანში
იმედი გამიჩნდა და მაშინ ქი ვთქვი: ჩემი იქნება, თუნდაც სი-
ცოცხლის ფასად დამიჯდეს-მეთქი! – შესძახა მისტერ ბეერმა
და გამომწვევად აიქნია თავი, თითქოს მათ გარშემო აღმარ-
თული ნისლის კედელი იყო ის დაბრკოლება, რომელიც ან
უნდა გადაელახა ან ვაჟკაცურად დაენგრია.
ჯოს ეს ნათქვამი დიდებულად მოეჩვენა და გადაწყვიტა,
თავისი რაინდის ღირსი ყოფილიყო, მიუხედავად იმის, რომ

412 მკითხველთა ლიგა


ეს რაინდი მერანზე ამხედრებული და მორთულ-მოკაზმული
არ მოქროლებულა.
– ამდენ ხანს რატომ აღარ შემოგვიარე? – ჰკითხა ცოტა
ხანში, რადგან ისე სიამოვნებდა ნდობით აღსავსე შეკითხვე-
ბის დასმა და მშვენიერი პასუხების მიღება, რომ ჩუმად ყოფ-
ნას ვერ ახერხებდა.
– განა ადვილი იღო, მაგრამ გულმა არ გამიშვა, რომ ასე-
თი ბედნიერი სახლიდან ცამეღვანე, სანამ იმდენი არ მექნე-
ბოდა, რომ სხვა სახლის შემოთავაზება შემზლებოდა – თუ-
გინდ დიდი ხნისა და გულმოდგინე შრომის შემდეგ. როგორ
მეთხოვა, ამდენ რამეზე თქვი უარი ღარიბი, ბებერი ქაცის-
თვის, ვისაც არაფერი აბადია გარდა ცოთა სცავლულობისა--
მეთქი.
– მიხარია, რომ ღარიბი ხარ. მდიდარ ქმარს ვერ ავიტან-
დი, – მტკიცედ მიუგო ჯომ და მერე ალერსიანად დაამატა, –
სიღარიბისა ნუ გეშინია. მე იმდენი ხანია, ვიცნობ, რომ აღარ
ვუფრთხი და სიხარულით ვიმუშავებ იმათთვის, ვინც მიყვარს;
და ნურც ბებერს ეძახი შენს თავს: ორმოცი წელი გაფურ-
ჩქვნის ხანაა. სამოცდაათისა რომ ყოფილიყავი, მაინც შემიყ-
ვარდებოდი!
პროფესორს ისე აუჩუყდა გული, რომ სიხარულით მოიხ-
მარდა ცხვირსახოცს, თუკი ჩასწვდებოდა, მაგრამ რადგან
ვერ ჩასწვდა, ჯომ შეუმშრალა თვალები, ორიოდე შეკრულა
გამოართვა და სიცილით უთხრა:
– იქნებ მეტისმეტად უდრეკი ვარ, მაგრამ იმას მაინც ვერა-
ვინ იტყვის, თავის სტიქიაში არ არისო: აკი ამბობენ, ქალის
დანიშნულება ცრემლის შეშრობა და ტვირთის ზიდვააო. მე
ჩემი წილი ტვირთი უნდა ვატარო, ფრიდრიხ, და სახლისთვის
ფულის შეგროვებაში მოგეხმარო. შეეგუე ამ აზრს, თორემ
413 მკითხველთა ლიგა
არსადაც არ წამოვალ, – დაამატა გადაჭრით, როცა პროფე-
სორმა თავისი ტვირთის უკან გამორთმევა დაუპირა.
– ვნახოთ. გეღოფა დიდხანს ლოდინის მოთმინება, ჯო? მე
უნდა ცავიდე და მარტო ვიშრომო. ჯერ ჩემს ბიჩებს უნდა მი-
ვეხმარო, იმიტომ რომ შენი გულისთვისაც ქი ვერ გავტეხ მი-
ნასთვის მიცემულ სითღვას. შეგიზლია, ეგ მაფათიო და ბედ-
ნიერი იღო, სანამ იმედოვნება და მოცდა დაგვჩირდება?
– ჰო. ვიცი, რომ შემიძლია, იმიტომ რომ გვიყვარს ერთმა-
ნეთი და ეს ყველაფრის ატანას გაგვიადვილებს. მეც მაქვს ჩე-
მი ვალდებულება და ჩემი საქმე. ცხოვრებით ვერ დავტკბებო-
დი, თუნდაც შენი გულისთვის რომ ამეღო ხელი ერთზე ან
მეორეზე, ასე რომ არც აჩქარება გვინდა და არც მოუთმენ-
ლობა. შენ დასავლეთში გააკეთებ შენს საქმეს, მე კი – აქ და
ორივენი ბედნიერები ვიქნებით, უკეთესობის იმედი გვექნება
და მომავალს ღვთის ნებაზე მივანდობთ.
– აჰ! რამოდენ იმედს და გამბედაობას მაზლევ, მე ქი არა-
ფერი მაქვს მოსაცემი გარდა სიღვარულით სავსე გულისა და
ამ ცარიელი ხელებისა! – აღმოხდა საბოლოოდ ძლეულ პრო-
ფესორს.
ჯომ ვერა და ვერ ისწავლა წესიერი ყოფაქცევა, და როცა
მის გვერდით, კიბის თავში მდგარმა პროფესორმა ზემოთქმუ-
ლი სიტყვები თქვა, მან, უბრალოდ, ორივე ხელი ჩაუდო ხელ-
ში, ნაზად წასჩურჩულა, ახლა ხომ ცარიელი აღარ არისო,
დაიხარა და ქოლგის ქვეშ აკოცა თავის ფრიდრიხს. საშინე-
ლება იყო, მაგრამ მაინც იზამდა, ღობეზე კუდგაწუწული ბე-
ღურების ნაცვლად ადამიანები რომ მსხდარიყვნენ, რადგან
მართლაც რომ შორს შეტოპა და აღარაფერი ახსოვდა თავისი
ბედნიერების გარდა. მართალია, ეს ამბავი ძალზე პროზაულ
გარემოში მოხდა, მაგრამ მაინც ორივეს ცხოვრების დამაგ-
414 მკითხველთა ლიგა
ვირგვინებელი წუთი გახლდათ, როცა ჯომ ზურგი შეაქცია ღა-
მეს, ქარ-წვიმასა და მარტოობას და სინათლით, სითბოთი და
სიმშვიდით აღსავსე სახლისკენ შეტრიალდა, რომელიც ელო-
და და მზად იყო მათ მისაღებად, გახარებულმა უთხრა სატ-
რფოს, შინ შემოდიო, შეიყვანა და კარი მიხურა.

415 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეოთხე
ჭირნახული

ჯოსა და მის პროფესორს მთელი წელი შრომასა და ლო-


დინში, იმედოვნებასა და სიყვარულში გაუვიდათ, ერთმანეთს
იშვიათად ნახულობდნენ, მაგრამ სამაგიეროდ იმსიგრძე წე-
რილებს უგზავნიდნენ, რომ ლორის თქმით, სწორედ მათი
ბრალი იყო, ქაღალდის ფასის ბოლოდროინდელი მატება.
მეორე წელი უსიხარულოდ დაიწყო, რადგან პერსპექტივებს
უკეთესობა არ დასტყობია და, მოულოდნელად, პაპიდა მარ-
ჩიც გარდაიცვალა, მაგრამ როცა პირველი ელდა გაუნელ-
დათ (რადგან მწარე ენის მიუხედავად, უყვარდათ მოხუცებუ-
ლი ლედი), გაირკვა, რომ თურმე სიხარულის მიზეზიც ჰქონ-
დათ: პაპიდას პლამფილდის მამული ჯოსთვის დაეტოვებინა,
რამაც მასა და პროფესორს ათასნაირი სასიხარულო შესაძ-
ლებლობა გადაუშალა.
– მშვენიერი ძველი კარმიდამოა და კარგ ფულსაც მოგი-
ტანს: ხომ გაყიდვას უპირებ? – ჰკითხა ლორიმ, როცა რამდე-
ნიმე კვირის შემდეგ ამ საკითხზე დაიწყეს საუბარი.
– არაფერსაც არ ვუპირებ, – გადაჭრით მიუგო ჯომ და ჩა-
სუქებულ პუდელს მოეფერა, რომელიც მისი პატრონის პატი-
ვისცემით დაიტოვა.
– ჰო, მაგრამ იქ ხომ არ უნდა იცხოვრო?
– უნდა ვიცხოვრო.

416 მკითხველთა ლიგა


– კი, მაგრამ ჩემო გოგონი, მაგ უშველებელი სახლის
მოვლა-პატრონობას ბლომად ფული დასჭირდება. პარკსა და
ბაღს ხომ ორი-სამი კაცი უნდა მიამაგრო, თან, როგორც ვატ-
ყობ, სოფლის მეურნეობა ბეერის საქმე არ არის.
– მე თუ ვეტყვი, ცდას არ დააკლებს.
– და, იქ მოყვანილი ჭირნახულით უნდა ირჩინოთ თავი?
ნამდვილი სამოთხე იქნებოდა, მაგრამ მალე მიხვდებით,
რომ უიმედო ჯაფაა.
– ჩვენ რა ჭირნახულსაც მოვიყვანთ, შემოსავლიანი იქნე-
ბა, – გაეცინა ჯოს.
– მერედა, რა არის ეგ მშვენიერი ჭირნახული, მემ?
– ბიჭები. პატარა ბიჭების სკოლა უნდა გავხსნა: კარგი,
მხიარული, ოჯახური სკოლა: მე მოვუვლი ბიჭებს, ფრიცი კი
ასწავლის.
– სხვა ვინ მოიფიქრებდა?! ასეთი რამ მარტო ჯოს ეხერხე-
ბა, არა? – ოჯახის წევრებს მიუბრუნდა ლორი, რომლებიც
მასზე არანაკლებ გაკვირვებულები ჩანდნენ.
– მე მომწონს, – გადაჭრით თქვა მისის მარჩმა.
– მეც, – კვერი დაუკრა ქმარმა, რომელსაც ჭკუაში დაუჯდა
ის აზრი, რომ იქნებ ცდილიყო და სოკრატეს მეთოდი გა-
მოეყენებინა თანამედროვე ახალგაზრდობის სწავლებაში.
– ჯოს დიდი ჯაფა დააწვება, – თქვა მეგმა და თავზე ხელი
გადაუსვა თავის ერთადერთ ვაჟს, რომელიც მთელ მის დრო-
სა და ენერგიას მოითხოვდა.
– ჯო აუვა და ძალიანაც ბედნიერი იქნება მაგ საქმით. ჩი-
ნებული აზრია. აბა, წვრილად გვიამბე! – წამოიძახა მისტერ
ლორენსმა, რომელსაც ძალიან უნდოდა, შეყვარებულების-
თვის ხელი გაემართა, მაგრამ იცოდა, უარზე დადგებოდნენ.

417 მკითხველთა ლიგა


– ვიცოდი, მხარს დამიჭერდით, სერ. ემიც ჩემკენ არის –
თვალებში ვატყობ, თუმცა უნდა, ჯერ დინჯად მოიფიქროს და
მერე თქვას სათქმელი. ჰოდა, ჩემო კარგებო, – დამაჯერებ-
ლად განაგრძო ჯომ, – უნდა იცოდეთ, რომ ეგ აზრი ახალი არ
არის: დიდი ხანია, რაც ამ გეგმას ველოლიავები. სანამ ჩემი
ფრიცი გამოჩნდებოდა, მანამდეც ვფიქრობდი, როცა ქონებას
დავაგროვებ და შინ აღარავის დავჭირდები, ვიქირავებ ერთ
დიდ სახლს, შევაგროვებ რამდენიმე ღარიბ, მიტოვებულ,
უდედო ბიჭს, მივხედავ და, სანამ ძალიან დაგვიანებული არ
იქნება, საამური ცხოვრებით ვაცხოვრებ-მეთქი. რამდენი ასე-
თი ბიჭი მინახავს: მარტო იმიტომ იღუპებიან, რომ თავის
დროზე არავინ მიეხმარა. ძალიან მინდა, რამე ვუშველო; მე
მგონი, ვხვდები, რაც სჭირდებათ, თანავუგრძნობ იმათ გასა-
ჭირს, და ოჰ, როგორ მინდა, დედობა გავუწიო!
მისის მარჩმა ჯოს ხელი გაუწოდა, იმანაც ცრემლნარევი
ღიმილით ჩაჰკიდა თავისი ხელი და განაგრძო იმ ძველებური
შემართებით, რომელიც დიდი ხანი იყო, აღარავის ენახა.
– ერთხელ ფრიცს ვუამბე ჩემი გეგმა; მითხრა, სწორედ სა-
ჩემო საქმეა და თანახმა ვარ, ვცადოთ, როცა გავმდიდრდები-
თო. კეთილი გულის პატრონი! მთელი სიცოცხლე ისედაც მაგ
საქმეში არ არის?! იმას ვამბობ, რომ ღარიბ ბიჭებს ეხმარება,
მაგრამ ვერ მდიდრდება და ვერც გამდიდრდება. ფული იმდენ
ხანს არ უჩერდება ჯიბეში, რომ შეგროვება დაიწყოს. მაგრამ
ახლა, ჩემი კეთილი, მოხუცი პაპიდის წყალობით, ვისაც იმაზე
უფრო ვუყვარდი, ვიდრე ღირსი ვიყავი, მდიდარი ვარ; ყოველ
შემთხვევაში, თავი მდიდარი მგონია და შეგვიძლია მშვენივ-
რად დავფუძნდეთ პლამფილდში, თუკი წარმატებული სკოლა
გვექნა. იქაურობა ზედგამოჭრილია ბიჭებისთვის. სახლი დი-
დია, ავეჯი მკვიდრი და უბრალო. შიგნით ათობით ადამიანი
418 მკითხველთა ლიგა
დაეტევა, მიდამოც ხომ მშვენიერი აქვს. ბიჭები პარკსა და
ბაღში მოგვეხმარებიან: ჯანმრთელობისთვის მშვენიერი სა-
მუშაოა, არა, სერ? მერე, ფრიცი თავისებურად აღზრდის და
გაანათლებს, მამაც მიეხმარება. მე გამოვკვებავ, მოვუვლი,
მოვეფერები და დავტუქსავ ხოლმე, დედა კი ჩემი დამხმარე
იქნება. მუდამ საოცნებოდ მქონდა, გარშემო ბევრი ბიჭი
მყავდეს-მეთქი, მაგრამ აბა, სად იყვნენ? ახლა კი შემიძლია,
მთელი სახლი ბიჭებით ავავსო და ისე ვისიამტკბილო იმ პა-
წაწინებთან ერთად, როგორც გამიხარდება. წარმოიდგინეთ,
რა ნეტარებაა: პლამფილდი ჩემია და ბევრი ბიჭებიც მეყო-
ლება, რომ იქ ერთად ვიხალისოთ.
ჯომ ხელები აიქნია და ისეთი აღტაცებით ამოიხვნეშა, რომ
მთელ ოჯახს სიცილი აუტყდა, მისტერ ლორენსმა კი იმდენი
იხარხარა, შეშინდნენ, სისხლი არ ჩაექცესო.
– რა გაცინებთ? – სერიოზულად განაგრძო ჯომ, როცა
დაწყნარდნენ და მის ხმას გაიგონებდნენ, – რა უნდა იყოს
იმაზე ბუნებრივი და სწორი, რომ ჩემმა პროფესორმა სკოლა
გახსნას, მე კი – ჩემს საკუთარ მამულში დავსახლდე?
– უკვე მედიდურობა დაიწყო, – შენიშნა ლორიმ, რომელ-
საც ეს იდეა მშვენიერ ხუმრობად ეჩვენებოდა, – მაგრამ შეიძ-
ლება გკითხოთ, როგორ აპირებთ თქვენი დაწესებულების შე-
ნახვას? თუ მოწაფეებად სულ კონკიაჟღარუნები გეყოლათ,
არა მგონია, ჭირნახულმა მაინცდამაინც დიდი შემოსავალი
მოგიტანოთ საყოფაცხოვრებო გაგებით, მისის ბეერ.
– სიხარულს ნუ მიმწარებ, ტედი. ცხადია, მდიდარი მოწა-
ფეებიც მეყოლება – იქნებ საერთოდაც მაგით დავიწყოთ. მე-
რე, როცა საქმე აეწყობა, ერთ-ორ კონკიაჟღარუნასაც გავი-
ჩენთ – ისე, პირის გემოსთვის. ხშირად მდიდარი ხალხის შვი-
ლებსაც ისე სჭირდებათ მოვლა და ნუგეში, როგორც ღარი-
419 მკითხველთა ლიგა
ბებს. მინახავს, მსახურების ამარა მიყრილი უბედური პატა-
რები ან მორიდებულები, რომლებსაც ხალხში ტრიალს აძა-
ლებენ, არადა ეგ ხომ ნამდვილი სისასტიკეა. ზოგიერთი
გაუგონარია, იმიტომ რომ არასწორად აღზარდეს ან ყურად-
ღება დააკლეს, ზოგსაც დედა არა ჰყავს. თანაც, მათ შორის
საუკეთესოებსაც კი გასავლელი აქვთ მოუქნელი მოზარდო-
ბის ასაკი და სწორედ მაგ დროს სჭირდებათ ყველაზე მეტი
მოთმინება და სიკეთე. გარშემომყოფები დასცინიან, ხან
აქეთ მიაგდებენ და ხან – იქით, რომ თვალში არ მოხვდეთ და
თან მოელიან, რომ ლამაზი ბავშვი ერთბაშად გადაიქცევა
მშვენიერ ყმაწვილკაცად. ბიჭები ათასში ერთხელ თუ დაიჩივ-
ლებენ – პატარა ვაჟკაცები! – მაგრამ განცდით კი განიცდიან
თავიან მდგომარეობას. მეც გამომივლია ეგ და ვიცი, რაც
არის. მაგნაირი დათუნიები განსაკუთრებით მაინტერესებს
და მუდამ მინდა ვაგრძნობინო, რომ მათი მოუხეშავი ხელ--
ფეხისა და დომხალივით არეული გონების მიღმა ბიჭების
თბილ, ალალ და კეთილი მისწრაფებებით სავსე გულებს ვხე-
დავ. თან, გამოცდილებაც ხომ მაქვს: განა მე არ აღვზარდე
ერთი ბიჭი თავისი ოჯახის სასახელოდ და საამაყოდ?
– დაგიდასტურებ, რომ ცდილობდი, – უთხრა ლორიმ და
მადლიერად შეხედა.
– და შედეგმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა: აი, შენ, გაწო-
ნასწორებული, საღად მოაზროვნე ბიზნესმენი ხარ, შენი ფუ-
ლით ათას კეთილ საქმეს აკეთებ და დოლარების მაგივრად
ღარიბების მადლობას იხვეჭ, ოღონდ მარტო ბიზნესმენი კი
არ ხარ, ის ყველაფერიც გიყვარს, რაც კარგი და ლამაზია,
შენც ტკბები და სხვებსაც უყოფ მაგ სიტკბოებას, როგორც წი-
ნათ იცოდი. საამაყოდ მყავხარ, ტედი, იმიტომ რომ წლითიწ-
ლობით უკეთესი და უკეთესი ხდები და ამას ყველა გრძნობს,
420 მკითხველთა ლიგა
თუმცა შენ მაგაზე ხმას არავის აღებინებ. ჰოდა, როცა მოწა-
ფეები მეყოლება, შენზე მივუთითებ ხოლმე და ვეტყვი: „აი,
ვის უნდა მიბაძოთ, ჩემო ყმაწვილებო!“
საწყალმა ლორიმ აღარ იცოდა, თვალები სად წაეღო,
რადგან ზრდასრული მამაკაცი კი იყო, მაგრამ მაინც ძველე-
ბურმა ბიჭურმა სიმორცხვემ შემოუტია, როცა ამ შადრევანი-
ვით ამოფრქვეულმა ქება-დიდებამ ყველანი მისკენ მიახედა
მოწონებითა და ღიმილით.
– კარგი, რა, ჯო, რა ამბავია, – ბიჭობაში რომ იცოდა, სწო-
რედ ისე დაიწყო ახლაც, – რაც შენ ჩემთვის სიკეთე გიქნია,
მარტო იმით თუ გადაგიხდი, რომ რაც ძალი და ღონე მაქვს
ვეცადო, როგორმე იმედი არ გაგიცრუო. მართალია, მერე კი
თავიდან მომიშორე, მაგრამ მაინც სანაქებო მშველელები გა-
მომიჩნდნენ და თუკი დღეს რამედ ვარგივარ, ამ ორ ადამიანს
უნდა გადავუხადო მადლობა, – და ცალი ხელი პაპას დაადო
თეთრ თავზე, მეორე კი – ემის, ოქროსფერ თავზე, რადგან
სამივენი მუდამ ერთმანეთის ახლოს რჩეობდნენ ყოფნას.
– მე თუ მკითხავთ, ამქვეყნად ოჯახზე კარგი არაფერია! –
წამოიძახა ჯომ, რომელიც იმ წუთას უჩვეულოდ გახალისებუ-
ლი იყო, – და როცა ჩემი ოჯახი მეყოლება, იმედი მაქვს, ისე-
თივე ბედნიერი იქნება, როგორც ის სამი ოჯახი, მე რომ ვიც-
ნობ და ყველაზე მეტად მიყვარს. ჯონი და ჩემი ფრიციც რომ
აქ იყვნენ, ნამდვილი პატარა, მიწიერი სამოთხე იქნებოდა, –
დაამატა ბოლოს შედარებით მშვიდად. მერე, როცა თავის
ოთახში ავიდა ოჯახური თათბირის, იმედებისა და გეგმების
ნეტარი საღამოს შემდეგ, ბედნიერებით სავსე გული იმით და-
იწყნარა, რომ მუხლებზე დაეშვა ცარიელ საწოლთან, მუდამ
მისი საწოლის გვერდით რომ იდგა და ალერსიანად დაიწყო
ფიქრი ბეთზე.
421 მკითხველთა ლიგა
ის წელიწადი სრულიად გასაოცარი გამოდგა: ყველაფერი
თითქოს უჩვეულოდ სწრაფად და წარმტაცად ხდებოდა. ჯომ
მოხედვა ვერ მოასწრო, რომ გათხოვდა და პლამფილდში და-
სახლდა. მერე სოკოსავით ერთბაშად აღმოცენდა ექვსი--
შვიდი ბიჭისგან შემდგარი ოჯახი და განსაცვიფრებლად აყ-
ვავდა. ბიჭები მდიდრებიც იყვნენ და ღარიბებიც, რადგან მის-
ტერ ლორენსი გამუდმებით პოულობდა გულისმომკვლელი
გაჭირვების შემთხვევებს და ბეერებს ემუდარებოდა, ოღონ-
დაც ბავშვი შეიბრალეთ და სიხარულით გავიღებ იმ მცირე
თანხას, რაც მის შენახვას დასჭირდებაო. ასე აუხვია თვალი
ჯოს მოხერხებულმა მოხუცმა ჯენტლმენმა და სწორედ ისეთი
ბიჭებით მოამარაგა, ვისთან მუშაობაც ყველაზე მეტ სიხა-
რულს მიანიჭებდა.
ცხადია, დასაწყისში დიდი ჯაფა შეხვდათ და გამოუცდე-
ლობით ჯოს ბევრი შეცდომაც მოუვიდა, მაგრამ ბრძენმა
პროფესორმა მოახერხა, მშვიდობიანად შეიყვანა წყნარ
წყლებში და, საბოლოოდ, ყველაზე გადარეული კონკიაჟღა-
რუნაც კი მოათვინიერეს. როგორ შეჰხაროდა ჯო თავისი ბი-
ჭების ჯგროს და რა ჭმუნვა-დარდს მიეცემოდა საბრალო და
საყვარელი პაპიდა მარჩი, რომ დაენახა, როგორ დაეპატ-
რონნენ მოვლილ-მოწესრიგებული პლამფილდის წმინდა მი-
დამოებს ტომი, დიკი თუ ჰარი! კაცმა რომ თქვას, ამაში ერ-
თგვარი პოეტური სამართლიანობა იყო, რადგან მოხუცი ლე-
დი ირგვლივ რამდენიმე მილის მანძილზე ყველა ბიჭის რის-
ხვა ბრძანდებოდა, ახლა კი ეს დევნილები თავისუფლად მი-
ირთმევდნენ აკრძალულ ქლიავს, უწმინდური წაღებით აბუ-
ქებდნენ ხრეშს ბილიკებზე ისე, რომ საყვედურსაც არავინ
ეუბნებოდა და კრიკეტს თამაშობდნენ დიდ მინდორზე, სადაც
წინათ კაპასი, ცალრქა ძროხა ეპატიჟებოდა ხოლმე, მოდით,
422 მკითხველთა ლიგა
ვისაც გული გერჩით, რომ ყირაზე გადაგატაროთო. სკოლა
ერთგვარ სამოთხედ იქცა ბიჭებისთვის და ლორიმ წინადადე-
ბა წამოაყენა, აქაურობას „ბეერ-გარდენი“146 დავარქვათ –
პატრონსაც პატივს მიაგებს და დანარჩენი ბინადრების ზნე--
ჩვეულებებსაც ასახავსო.
იქაურობა მოდური სკოლა ვერ გახდა და ვერც პროფე-
სორმა დააგროვა ქონება, სამაგიეროდ იმად იქცა, რაც ჯოს
უნდოდა – ბედნიერ სახლად იმ ბიჭებისთვის, ვისაც სწავლა,
მზრუნველობა და სიკეთე სჭირდებოდათ. მალე დიდი სახლის
ყველა ოთახში ბინადრობდნენ მოწაფეები. ბაღში ყოველ პა-
ტარა ნაკვეთს თავისი პატრონი ჰყავდა, ბოსელსა და ფარ-
დულში კი ნამდვილი სამხეცე გაჩნდა, რადგან ბიჭებს ცხოვე-
ლების ყოლის უფლება ჰქონდათ. დღეში სამჯერ ჯო გრძელი
სუფრის თავში იჯდა და თავის ფრიცს უღიმოდა. სუფრას
აქეთ-იქიდან რიგებად უსხდნენ სახემხიარული ბიჭები. ყვე-
ლანი ჯოს შესციცინებდნენ, ნდობით ელაპარაკებოდნენ და
მადლიერი გულები „დედა ბეერის“ სიყვარულით ჰქონდათ
სავსე. ახლა ბიჭები საკმარისად ჰყავდა და არასოდეს ღლიდ-
ნენ, თუმცა ანგელოზები ნამდვილად არ იყვნენ და ზოგი
იმათგანი ბევრ სადარდელსა და საზრუნავს უჩენდა პროფე-
სორსა და მის მეუღლეს. თუმცა, ჯოს ისე სწამდა, ყველაზე
გაუგონარი, თავხედი და მწვალებელი პატარა კონკიაჟღარუ-
ნას გულშიც კი მოიძებნება სიკეთის ადგილიო, რომ ეს რწმე-
ნა აძლევდა მოთმინებასა და ძალ-ღონეს, დროთა განმავ-
ლობაში კი – წარმატებაც მოჰქონდა, რადგან ვერც ერთი სა-

ბეერ-გარდენი – ჟღერადობით წააგავს „Bear-garden”-ს. „Bear-


146

garden” – „დათვის ბაღი“ ანუ დათვზე სანადირო ადგილი, გადატანითი


მნიშვნელობით – ხმაურიანი თავყრილობა
423 მკითხველთა ლიგა
შინელი ბიჭი ვერ გაუმკლავდებოდა დიდხანს მამა ბეერს,
რომელიც მზესავით კეთილ ღიმილს მიაფრქვევდა ხოლმე და
დედა ბეერს, რომელიც სამოცდაათგზის შვიდჯერ მიუტევებ-
და. ჯოს ძალზე ეძვირფასებოდა ბიჭებთან მეგობრობა – მათი
მონანიე სრუტუნი და ჩურჩული, როცა რამეს დააშავებდნენ,
მათი პატარ-პატარა სასაცილო ან გულისამაჩუყებელი აღსა-
რებები, მათი მშვენიერი მისწრაფებები, იმედები და გეგმები
და მათი ფათერაკებიც კი, რადგან ამით კიდევ უფრო ძვირფა-
სები ხდებოდნენ მისთვის. აქ იყვნენ ზოზინანი და მორცხვნი,
უნებისყოფონი და დაუმორჩილებელნი, ჩლიფინანი და ბლუ-
კუნანი, ორიოდე კოჭლი და ერთიც პატარა, მხიარული კვარ-
ტერონი147, რომელსაც არსად იღებდნენ, „ბეერ-გარდენში“
კი სიამოვნებით მიიღეს, თუმცა ზოგიერთები წინასწარმეტ-
ყველებდნენ, ეს ამბავი სკოლას დააქცევსო.
დიახ, ჯო ძალზე ბედნიერი ქალი იყო იქ მიუხედავად ჯაფი-
სა, ბლომად ღელვა-წუხილისა და მუდმივი გნიასისა. სულითა
და გულით ტკბებოდა თავისი ცხოვრებით, ხოლო თავისი ბი-
ჭებისგან მიღებული ქება უფრო მეტ კმაყოფილებას ჰგვრიდა,
ვიდრე დანარჩენი მსოფლიოსგან შესხმული ხოტბა მოჰგვრი-
და და ახლა თავის შეთხზულ ისტორიებსაც მხოლოდ აღტაცე-
ბულ მომხრეებსა და თაყვანისმცემლებს უამბობდა ხოლმე.
გავიდა წლები და მისი ბედნიერება კიდევ უფრო სრული გახა-
და ორმა საკუთარმა ყმაწვილმა – რობმა, რომელსაც პაპის
პატივსაცემად დაარქვეს ეს სახელი და ტედიმ, უდარდელმა
პაწიამ, რომელსაც, როგორც ეტყობოდა, მემკვიდრეობით გა-
მოჰყვა მამის ხალისიანი ხასიათი და დედის საქმიანი ზნე.

147კვარტერონი – ადამიანი, რომელსაც ერთი მშობელი თეთრკანიანი


ჰყავს, მეორე კი – მულატი
424 მკითხველთა ლიგა
როგორ მოახერხეს, რომ ცოცხლები გადარჩნენ და გაიზარ-
დნენ ბიჭების ამ მორევში, საიდუმლოდ დარჩა მათი დიდედი-
სა და დეიდებისთვის, თუმცა ბიჭები ისე იფურჩქნებოდნენ,
როგორც ბაბუაწვერები გაზაფხულზე, ხოლო მოუხეშავ ძი-
ძებს ორივენი უყვარდათ და მოვლა-პატრონობას არ აკლებ-
დნენ.
პლამფილდში უამრავი დღესასწაული აღინიშნებოდა და
ერთი ყველაზე მშვენიერთაგანი იყო ყოველწლიური ვაშლის
კრეფა, როცა მარჩები, ლორენსები, ბრუკები და ბეერები
სრული შემადგენლობით იკრიბებოდნენ და მთელ დღეს
მხიარულობდნენ. ერთი ასეთი ხილის ზეიმი ჯოს გათხოვები-
დან ხუთი წლის შემდეგ გაიმართა, ოქტომბრის წყნარ დღეს,
როცა ჰაერი სავსე იყო გამახალისებელი სიგრილით, კაცს
გუნებას რომ გამოუკეთებდა და ძარღვებში სარგოდ აუჩქე-
ფებდა სისხლს. ბებერი ბაღი საზეიმოდ მორთულ--
მოკაზმულიყო. ხავსიანი კედლები ოქროწკეპლასა და ას-
ტრას შემოექობა. კალიები მარდად დახტოდნენ გამხმარ ბა-
ლახში, ხოლო ჭრიჭინები ისე ჭრიჭინებდნენ, როგორც ზღაპ-
რული სტვირები ნადიმზე. ციყვები თავიანთი მცირე მოსავ-
ლის აღებით იყვნენ გართულნი, გზის პირას ჩამწკრივებული
მურყნებიდან ჩიტები გამოსამშვიდობებელ სიმღერებს ჭიკჭი-
კებდნენ და ყოველი ხე მზად იყო, პირველივე დარხევაზე სეტ-
ყვასავით გადმოეშვა წითელ-ყვითელი ვაშლები. ყველანი იქ
იყვნენ. ყველანი იცინოდნენ და მღეროდნენ, ხეებზე ადიოდ-
ნენ და დაბლა ცვიოდნენ. ყველანი აცხადებდნენ, არც ამაზე
მშვენიერ დღეს მოვსწრებივართ და ასეთი დღით დასატკბო-
ბად შეკრებილ ამაზე მხიარულ გუნდსაო. ყველანი ისე ლა-
ღად ეძლეოდნენ იმ დღის მარტივ სიამეებს, თითქოს ქვეყნად
არც საზრუნავი არსებულიყო და არც – სადარდელი.
425 მკითხველთა ლიგა
მისტერ მარჩი უშფოთველად დასეირნობდა მისტერ ლო-
148
რენსთან ერთად, ტასერის, კოულისა და კოლუმენას ლექ-
სებს უკითხავდა და თან კი „მწიფე ვაშლის წვენს მათრობე-
ლას“149 შეექცეოდა. პროფესორი ხეების მწვანე რიგებშუა
მიდი-მოდიოდა, როგორც მამაცი გერმანელი რაინდი, შუბის
ნაცვლად ჭოკი ეჭირა და მიუძღოდა ბიჭებს, რომლებიც კი-
ბეებითა და ბარჯებით აღჭურვილნი, მეხანძრეებს ჰგავდნენ
და აკრობატიკის სასწაულებს სჩადიოდნენ მიწასა თუ ხეებზე.
ლორი პატარებს უნდებოდა: თავის პაწია გოგონას ხილის
ვეება კალათით დაასეირნებდა, დეიზის მაღლა სწევდა, რომ
ჩიტის ბუდეები დაეთვალიერებინებინა და თვალს არ აშო-
რებდა თავზეხელაღებულ რობს, კისერი არ წაიმტვრიოსო.
მისის მარჩი და მეგი ორი პომონასავით150 ისხდნენ და ვაშლს
ახარისხებდნენ, რომელიც გაუთავებლად მოდიოდა და მო-
დიოდა, ემი კი ალერსიანი, დედობრივი გამომეტყველებით
იჯდა და დღესასწაულის მონაწილეთა ჯგუფებს იხატავდა, თან
კი ერთ ფერმკრთალ ბიჭუნას გახედავდა ხოლმე, რომელსაც
გვერდით პატარა ყავარჯენი მოედო და აღტაცებით შეჰყურებ-
და მხატვარს.
ჯო იმ დღეს თავის სტიქიაში იყო, მიქროდ-მოქროდა, კაბის
კალთა აკეცილი ჰქონდა და ქინძისთავებით დამაგრებული,
შლაპა – სადაც გნებავთ, ოღონდ თავზე არა, უმცროსი შვილი

148 ტასერი, კოული და კოლუმენა: თომას ტასერი – XVI საუკუნის ინგლი-


სელი პოეტი და ფერმერი; აბრაამ კოული – XVII საუკუნის ინგლისელი
პოეტი; ლუციუს კოლუმელა – I საუკუნის რომაელი პოეტი; სამივე ავტო-
რი სოფელსა და სოფლის მეურნეობაზე წერდა
149 „მწიფე ვაშლის წვენს მათრობელას“ – ციტატა აბრაამ კოულის ლექსი-

დან „ბაღი“
150 პომონა – ნაყოფთა ქალღმერთი რომაულ მითოსში

426 მკითხველთა ლიგა


ამოეიღლიავებინა და მზად იყო ყოველნაირი შემთხვევის-
თვის, რაც კი შეიძლება მომხდარიყო. პატარა ტედის თითქოს
დაბადებიდან რაღაც გრძნება იცავდა ხიფათისგან, თავის
დღეში არაფერი უშავდებოდა და ჯოს წარბიც კი არ შეუხრია,
როცა ტედი ერთმა ბიჭმა ხეზე აიყვანა, მეორემ კი ზურგზე შე-
ისვა და გააქცუნა. არც მაშინ შეშფოთებულა, როცა მჟავე ვაშ-
ლებით გაუმასპინძლდა მამა, რომელიც არაფერს უშლიდა
და გერმანელთა იმ საყოველთაო ილუზიის ტყვე გახლდათ,
რომ ბავშვი ყველაფერს მოინელებს – კომბოსტოს მწნილით
დაწყებული და ღილებით, ლურსმნებითა და მისი საკუთარი
ციცქნა წაღებით დამთავრებული. იცოდა, რომ პატარა ტედი
თავის დროზე გამოჩნდებოდა – საღ-სალამათი და ვარდის-
ფერი, ჭუჭყიანი და მშვიდი, და ჯოც სიხარულით შეეგებებოდა
ხოლმე, რადგან შვილები ნაზად უყვარდა.
ოთხზე იქაურობა მიწყნარდა და კალათები აღარავის აუვ-
სია, სანამ ვაშლის მკვრეფავები ისვენებდნენ და ადარებ-
დნენ, ვის სად გამოეგლიჯა ტანისამოსი და ვის რა ეტკინა თუ
დაულურჯდა. მერე მეგმა და უფროსი ბიჭების რაზმმა ბალახ-
ზე ვახშამი გაშალეს, რადგან ჰაერზე ჩაის სმა მუდამ გახ-
ლდათ ამ დღის დამაგვირგვინებელი სიამე. მიწაზე პირდაპი-
რი მნიშვნელობით დიოდა რძე და თაფლი, რადგან ბიჭებს
სუფრასთან ჯდომას არ ავალდებულებდნენ და ნებას რთავ-
დნენ ისე ეჭამათ, როგორც უნდოდათ: თავისუფლება ხომ ბი-
ჭების საყვარელი საკაზმია და ისინიც სრულად სარგებლობ-
დნენ ამ იშვიათი პრივილეგიით: ზოგი ცდილობდა, საამური
ცდა ჩაეტარებინა და თავზე დამდგარს დაელია რძე, ზოგმაც

427 მკითხველთა ლიგა


იმით შეჰმატა მომხიბვლელობა თავხტომიას,151 რომ ღვეზე-
ლის მორიგ ლუკმას მორიგი გადახტომის შემდეგ კბეჩდა.
მთელ მინდორზე ნამცხვრის ნაფხვენები ითესებოდა, ხოლო
ტოტებზე ახალი სახეობის ჩიტუნებივით დასკუპებულიყვნენ
ვაშლის სამკუთხა ფენოვანი ღვეზელები. პატარა გოგონებმა
განცალკევებით გამართეს ჩაის სმა, ტედი კი დაეხეტებოდა
და ხან რომელ საჭმელს მიადგებოდა და ხან – რომელს.
როცა ჭამა აღარავის შეეძლო, პროფესორმა პირველი
სადღეგრძელო თქვა, რომელიც მუდამ ისმეოდა ასეთ დროს:
– პაპიდა მარჩის ხსოვნა იყოს, ღმერთმა გაანათლოს!
ეს სადღეგრძელო გულით წარმოთქვა იმ კეთილმა კაცმა,
ვისაც არ ავიწყდებოდა, რაოდენ იყო დავალებული პაპიდა
მარჩისგან და ჩუმად შესვეს ბიჭებმა, რომელთაც ჩაგონებუ-
ლი ჰქონდათ, მუდამ ხსომებოდათ მოხუცებული ლედი.
– ახლა კი დიდედას სამოცი წლისთავისა შევსვათ! დიდი
ხნის სიცოცხლე და სამჯერ სამგზის ვაშა!
„ვაშა“ დიდი მოწადინებით შესძახეს, რასაც ალბათ ხალი-
სით დაიჯერებთ, და ისე შევიდნენ ეშხში, ძლივსღა გაჩერ-
დნენ. ვინ აღარ ადღეგრძელეს: მისტერ ლორენსით დაიწყეს,
რომელიც სკოლის საგანგებო მზრუნველად ითვლებოდა და
გაოგნებული ზღვის გოჭით დაამთავრეს, რომელსაც თავისი
ყმაწვილი პატრონის ძებნაში გზა დაბნეოდა და მინდორში გა-
მოხეტებულიყო. ამის შემდეგ დემიმ, როგორც უფროსმა შვი-
ლიშვილმა, დღესასწაულის მიზეზს ნაირნაირი საჩუქარი მი-
ართვა, იმდენი, რომ ზეიმის ადგილას ოთხთვალათი მოიტა-
ნეს. ზოგიერთი საჩუქარი სასაცილო იყო, მაგრამ ის, რაც

151თავხტომია – ერთგვარი თამაში, როდესაც რამდენიმე ბავშვი დაიკუზე-


ბა და სხვები ზედ გადაახტებიან ხოლმე
428 მკითხველთა ლიგა
სხვის თვალში შეიძლება ნაკლად მიჩნეულიყო, დიდედას-
თვის სამკაული გახლდათ, რადგან საჩუქრები მთლად ბავ-
შვების ხელით იყო ნაკეთები. ცხვირსახოცების შემონაკეცზე
დეიზის ბეჯითი თითებით გავლებული თითოეული გვირისტი
ყველაზე ოსტატურ ნაქარგს ერჩია მისის მარჩს. დემის ნაჩუ-
ქარი ყუთი მექანიკური ოსტატობის სასწაული იყო, თუმცა
თავსახური არ ეხურებოდა. რობის ნახელავი ფეხების შემო-
სალაგებელი დაბალი ტაბურეტი კოჭლი იყო და ყანყალა,
მაგრამ დიდედამ გამოაცხადა, ეს ქანაობა ძალიან მამშვი-
დებსო, ხოლო იმ ძვირფასად გამოცემულ წიგნში, ემის ქა-
ლიშვილმა რომ აჩუქა, არცერთი გვერდი არ იყო ისეთი ლა-
მაზი, როგორც ის, რომელზეც ბეჭდური ასოებით აცაბაცად
ეწერა: „ჩემს საყვარელ დიდედას პატარა ბეთისგან“.
ამ ცერემონიის დროს ბიჭები იდუმალად გაუჩინარდნენ.
როცა მისის მარჩმა შვილებისთვის მადლობის გადახდა
დააპირა და აცრემლდა, ხოლო ტედი მივიდა და წინსაფრით
დაუწყო თვალების წმენდა, პროფესორი მოულოდნელად ამ-
ღერდა. მერე ზემოთ ხმებმა ერთიმეორის მიყოლებით აიტა-
ცეს მისი სიმღერა და ხიდან ხეზე გადაიქროლა უხილავი გუნ-
დის მელოდიამ. ბიჭები დიდი მოწადინებით მღეროდნენ პა-
ტარა სიმღერას, რომლის სიტყვებიც ჯომ დაწერა, მუსიკა –
ლორიმ, ხოლო პროფესორმა თავის ბიჭებს რეპეტიციები
ჩაუტარა, რომ მოსაწონად გამოსვლოდათ.
ეს სრულიად ახალი რამ იყო და წარმატებაც გრანდიოზუ-
ლი ხვდა: მისის მარჩი ვერა და ვერ დაწყნარდა ამ სიურპრი-
ზის შემდეგ, დაიჟინა და მართლაც სათითაოდ ჩამოართვა ხე-
ლი ყველა უბუმბულო ჩიტს – დაწყებული მაღალი ფრანცითა
და ემილით და დამთავრებული პატარა კვარტერონით, რომე-
ლიც ყველაზე ხმატკბილი გამოდგა.
429 მკითხველთა ლიგა
ამის მერე ბიჭები გაიფანტნენ, რომ დღის ბოლოს ერთხე-
ლაც ეცელქათ და მისის მარჩი ქალიშვილებიანად სანადიმო
ხის ქვეშ დატოვეს.
– ალბათ თავის დღეში აღარ უნდა დავუძახო ჩემს თავს „უ-
იღბლო ჯო“, როცა ასე ლამაზად ამისრულდა უდიდესი სურვი-
ლი, – თქვა მისის ბეერმა და ტედის ბადიიდან ამოაღებინა პა-
წია მუშტი, რომელსაც იგი აღტაცებით ურევდა რძეში.
– ჰო, მაგრამ შენი ცხოვრება მაინც არ ჰგავს იმას, რაც დი-
დი ხნის წინ დახატე. გახსოვს, ჩვენი ოცნების კოშკები? –
ჰკითხა ემიმ და ღიმილით გახედა ბიჭებთან ერთად კრიკეტის
თამაშში გართულ ლორისა და ჯონს.
– ჩემო კარგებო! გულს უხარია, როცა ვხედავ, რომ ერთი
დღით მაინც დაივიწყეს საქმე და ხალისობენ, – მიუგო ჯომ,
რომელიც ახლა მთელ კაცობრიობაზე დედობრივად ლაპა-
რაკობდა, – როგორ არ მახსოვს, მაგრამ მაშინ რა ცხოვრე-
ბაც მინდოდა, ის ცხოვრება ახლა ეგოისტური, მარტოსული
და ცივი მეჩვენება. ჯერაც არ დამკარგვია იმედი, რომ შეიძ-
ლება კარგი წიგნი დავწერო, მაგრამ ჯერჯერობით მოიცდის
და, თან, დარწმუნებული ვარ, უკეთესიც გამოვა გამოცდილე-
ბისა და აი, იმ მაგალითების წყალობით, – და ჯომ ჯერ შორი-
ახლო მონავარდე ბიჭები და პროფესორთან ხელიხელგაყრი-
ლი მამა დაანახვა (ორივენი მზის გულზე მიდი-მოდიოდნენ
გატაცებულნი ერთი იმ საუბართაგანით, რომლებიც ორივეს
დიდად უყვარდა), მერე კი დედა, რომელსაც, თითქოსდა ტახ-
ტზე დაბრძანებულს, ქალიშვილები გარს შემოსხდომოდნენ,
შვილიშვილები კი – ზოგი კალთაში ეჯდა, ზოგიც ფერხთით
და თითქოს ყველანი საშველსა და ბედნიერებას პოულობ-
დნენ იმ სახეში, რომელიც მათთვის არასოდეს ბერდებოდა.

430 მკითხველთა ლიგა


– მე თქვენზე უფრო გამომივიდა ჩემი კოშკი. ბრწყინვალე
ნივთებს როგორ არ ვითხოვდი, მაგრამ გულის სიღრმეში ვი-
ცოდი, რომ პატარა სახლი, ჯონი და ასეთი საყვარელი ბავ-
შვებიც მეყოფოდა. მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი მაქვს
და დედამიწის ზურგზე უბედნიერესი ქალი ვარ, – მეგმა თავზე
დაადო ხელი თავის ტანმაღალ ბიჭს და სახეზე ნაზი და ალა-
ლი კმაყოფილება გამოეხატა.
– ჩემი კოშკი ძალიან განსხვავდება იმ კოშკისგან, რაც
გეგმაში მქონდა, მაგრამ ამ კოშკში არაფერს შევცვლიდი,
თუმცა, ჯოსი არ იყოს, არც მე ვამბობ უარს ჩემს სამხატვრო
იმედებზე და არც ის მინდა, მხოლოდ სხვებს დავეხმარო
მშვენიერებასთან დაკავშირებული ოცნებების ასრულებაში
და ეგ ვიკმარო. ბავშვის ფიგურის გამოძერწვა დავიწყე და
ლორი მეუბნება, ასეთი კარგი არაფერი გამოგსვლიაო. მეც
ასე მგონია და მინდა მერე მარმარილოში გამოვკვეთო, რომ
თუ რამე მოხდა, ჩემი პატარა ანგელოზის გამოსახულება მა-
ინც დამრჩეს.
ამ სიტყვებზე ემის დიდი ცრემლი ჩამოუგორდა და ოქროს-
ფერ თმაზე დაეცა მის მკლავებში ჩაძინებულ ბავშვს: ერთა-
დერთი, გულით საყვარელი ქალიშვილი ჯანსუსტი ჰყავდა და
ემის მისი დაკარგვის შიში უჩრდილავდა ბედნიერებას. ეს ჯვა-
რი ორივე მშობელზე ახდენდა გავლენას: საერთო სიყვარუ-
ლი და სადარდელი კიდევ უფრო მტკიცედ აკავშირებდა ერ-
თმანეთთან – ემის ბუნება მეტ სილბოს, სიღრმესა და სინაზეს
იძენდა, ლორი კი უფრო სერიოზული, ძლიერი და მტკიცე
ხდებოდა და ორივენი გზადაგზა ხვდებოდნენ, რომ სილამაზე,
იღბალი და თვით სიყვარული ყველაზე ბედნიერსაც კი ვერ
აარიდებს საზრუნავსა და ტკივილს, დანაკარგსა და დარდს,
რადგან:
431 მკითხველთა ლიგა
„ყველას ცხოვრებას დააწვიმოს უნდა ხანდახანდა
გაუთენდეს დღე უნდილი და დარდიანი“152.

– უკეთესობისკენ მიდის, ეჭვიც არ მეპარება, ჩემო კარგო.


გული არ გაიტეხო, იმედიანად იყავი და არ დაღონდე, – უთ-
ხრა მისის მარჩმა, ხოლო გულკეთილი დეიზი დიდედის კალ-
თიდან გადაიხარა და ვარდისფერი ლოყა მიაკრო პატარა
დეიდაშვილის უფერულ ლოყას.
– გულს არ გავიტეხ, სანამ შენ და ლორი მყავხართ: შენ
მამხნევებ, დე, ლორი კი მზად არის ყველა ტვირთის მეტი ნა-
წილი იტვირთოს, – თბილად მიუგო ემიმ, – თავის წუხილს
ერთხელაც არ მაგრძნობინებს, პირიქით, მუდამ ტკბილად და
მოთმინებით მექცევა, ბეთიც ძალიან უყვარს და ისეთი ნუგე-
შია ჩემთვის, რომ უფრო და უფრო მიყვარდება. ჰოდა, ამ ჩემი
ჯვრის მიუხედავად, მეც მეგივით ვიტყვი, მადლობა ღმერთს,
ბედნიერი ქალი ვარ-მეთქი.
– მე არც კი უნდა ვამბობდე: ისედაც ყველა ხედავს, რომ
იმაზე ბედნიერი ვარ, რასაც ვიმსახურებ, – დაუმატა ჯომ და
თავის კეთილ ქმარსა და იქვე, ბალახში მოკოტრიალე ლო-
ყებღაჟღაჟა შვილებს გახედა, – ფრიცი ჭაღარავდება და სუქ-
დება, მე – თანდათან ვმჭლევდები და ოცდაათისა ვარ. გამ-
დიდრებით ვერასოდეს გავმდიდრდებით და ერთ ღამეს, ვინ
იცის, პლამფილდიც გადაგვებუგოს, იმიტომ რომ ეს გამოუს-
წორებელი ტომ ბენგზი ისევ ეწევა ლოგინში ძირტკბილას სი-
გარებს, თუმცა უკვე სამჯერ წაიკიდა ცეცხლი. მაგრამ ამ არა-

„ყველას ცხოვრებას დააწვიმოს უნდა ხანდახან“... – ნაწყვეტი ჰენრი


152

ლონგფელოს (1807-1882) ლექსიდან „წვიმიანი დღე“


432 მკითხველთა ლიგა
რომანტიკული ვითარების მიუხედავად, მაინც არაფერი მაქვს
საჩივლელი და ჩემს დღეში არ ვყოფილვარ ასე ზორბად. ბო-
დიშს გიხდით ბოლო სიტყვისთვის, მაგრამ რაკი სულ ბიჭებში
ვტრიალებ, ხანდახან იმათი გამოთქმებიც წამომცდება ხოლ-
მე.
– ჰო, ჯო, მე მგონი, კარგ ჭირნახულს მოიწევ, – დაიწყო
მისის მარჩმა და ხელი აუქნია დიდ, შავ ჭრიჭინას, რომელიც
ტედის მიშტერებოდა და, ცოტა არ იყოს, აშინებდა.
– ჰო, მაგრამ იმ ჭირნახულთან მაინც ვერ მოვა, რაც შენ
მოიწიე, დე. აი, შენი ჭირნახული და ვერასოდეს გადაგიხდით
მადლობას იმისთვის რაც მოთმინებით დათესე და მოიმკე! –
წამოიძახა ჯომ ჩვეული სიფიცხით, რაც წლებმა ვერა და ვერ
გაუნელა.
– იმედია, წლითი წლობით ხორბალი მოიმატებს და ღვარ-
ძლა მოიკლებს, – წყნარად თქვა ემიმ.
– დიდი ჭირნახულია, მაგრამ ვიცი, ჩემო კარგო დე, რომ
შენი გული მაინც დაიტევს, – ალერსიანად დაუმატა მეგმა.
გულაჩუყებულმა მისის მარჩმა ისღა მოახერხა, რომ
მკლავები გაშალა, თითქოს შვილები და შვილიშვილები ერ-
თად უნდა ჩაიხუტოსო და დედობრივი სიყვარულით, მად-
ლიერად და თავმდაბლურად თქვა:
– ჩემო გოგონებო, რამდენი ხანიც უნდა იცოცხლოთ, ამა-
ზე დიდ ბედნიერებას ვერ გისურვებთ!

433 მკითხველთა ლიგა

You might also like