Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 325

შინაარსი

თავი პირველი
პილიგრიმობანა......................................................... 4
თავი მეორე
მხიარული შობადღე ................................................ 19
თავი მესამე
ლორენსების ბიჭი ................................................... 34
თავი მეოთხე
ტვირთი .................................................................... 49
თავი მეხუთე
მეზობლობა.............................................................. 66
თავი მეექვსე
ბეთი მშვენიერ სასახლეში ხვდება ......................... 81
თავი მეშვიდე
ემის დამცირების ხეობა .......................................... 91
თავი მერვე
ჯო აპოლიონს ხვდება ........................................... 101
თავი მეცხრე
მეგი ამაოების ბაზარში ......................................... 116
თავი მეათე
პიკვიკის კლუბი და საფოსტო ყუთი ..................... 138
თავი მეთერთმეტე
ექსპერიმენტები .................................................... 154
თავი მეთორმეტე
გენერალ ლორენსის ბანაკი .................................. 169
თავი მეცამეტე
ოცნების კოშკები ................................................... 196
თავი მეთოთხმეტე
საიდუმლოებანი .................................................... 209
თავი მეთხუთმეტე
დეპეშა ................................................................... 221
თავი მეთექვსმეტე
წერილები .............................................................. 233
თავი მეჩვიდმეტე
კეთილსინდისიერი პატარა ................................... 244
თავი მეთვრამეტე
შავი დღეები .......................................................... 254
თავი მეცხრამეტე
ემის ანდერძი......................................................... 265
თავი მეოცე
განდობანი ............................................................. 277
თავი ოცდამეერთე
ლორიმ ამბები დაატრიალა,
ჯომ კი ყველანი მოარიგა ...................................... 286
თავი ოცდამეორე
სიხარულის ველი .................................................. 301
თავი ოცდამესამე
პაპიდა მარჩი საქმეს აგვარებს ............................. 310
თავი პირველი

პილიგრიმობანა 1

– ვის გაუგია უსაჩუქრო შობა! – წაიბუზღუნა ხალიჩაზე


გაწოლილმა ჯომ.
– მაინც რა საშინელებაა ეს სიღარიბე! – ამოიოხრა მეგმა და
ძველ კაბაზე დაიხედა.
– სად არის სამართალი: ზოგ გოგოს იმდენი მშვენიერი რამე-
რუმე აქვს, აღარ იცის, სად წაიღოს, ზოგს კი არაფერი აბადია, –
წყენით დაისრუტუნა პატარა ემიმ.
– მერე რა?! სამაგიეროდ, დედაც გვყავს, მამაც და ერთმანეთიც,
– კმაყოფილებით განაცხადა თავის კუთხეში მიმჯდარმა ბეთმა.
ამ იმედიან სიტყვებზე წამით ოთხივე გოგოს გაუბრწყინდა
ბუხრის ალით განათებული სახე, მაგრამ იქვე ჩაუქრა, როგორც კი
ჯომ სევდიანად თქვა:
– მამა აქ არ გვყავს და კიდევ დიდხანს არ გვეყოლება.
ამ სიტყვებს ყველამ გულში დაუმატა ის, რაც ჯოს არ უთქვამს:

1 პილიგრიმობანა – ამ თამაშს საფუძვლად უდევს ინგლისელი მწერლისა და

მქადაგებლის, ჯონ ბანიანის (1628-1688) რელიგიურ-დიდაქტიკური რომანი


„პილიგრიმის გზა“, რომელიც აღწერს მთავარი პერსონაჟის, სახელად
ქრისტიანის, მძიმე გზას. ქრისტიანი ციური ქალაქისკენ მიემართება, რადგან
დარწმუნდა, რომ ის ქალაქი, რომელშიც აქამდე ცხოვრობდა – ნგრევის ქალაქი –
დასაღუპად იყო განწირული. შემდგომში ნახსენები „ნაღვლის ჭაობი“,
„მშვენიერი სასახლე“, „ამაოების ბაზარი“, „დამცირების ხეობა“ ის ადგილებია,
რომელთა გავლაც მოუხდა ქრისტიანს. პილიგრიმი წმინდა ადგილის
მოსალოცად მიმავალი მორწმუნე, მოხეტიალე მლოცველია.

4
მამა შორს არის, ომში 1 და, ვინ იცის, ვეღარც დაბრუნდესო.
ერთხანს ყველანი ჩუმად იყვნენ, მერე კი მეგს ხმა შეეცვალა:
– ხომ იცით, რატომაც გვითხრა დედამ, მოდი, წელს საშობაოდ
ერთმანეთს ნურაფერს ვაჩუქებთო? იმიტომ, რომ მძიმე ზამთარი
გველის და დედა ამბობს, როცა კაცები ომობენ და გასაჭირში
არიან, ფული ჩვენი სიამოვნებისთვის არ უნდა ვხარჯოთ;
მართალია, ბევრი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ცოტა მაინც უნდა
გავიჭირვოთ, თანაც სიხარულითო, ოღონდ მე მაინცდამაინც არ
მიხარია, – თავი გადააქნია და სინანულით გაიფიქრა, ეჰ, რამდენი
ლამაზი რამ მინდაო.
– ჰო, მაგრამ ჩვენგან რა ხეირი უნდა იყოს, განა რის პატრონები
ვართ? თითო დოლარი გვაბადია და მაგით არმიას რას
ვუშველით! კარგი, თქვენ და დედა ნურაფერს მაჩუქებთ, მაგრამ
გულით მინდა, „უნდინი და სინტრამი“ 2 მაინც ვიყიდო. რა ხანია,
საოცნებოდ მაქვს, – განაგრძო ჯომ, რომელიც ნამდვილი წიგნის
ჭია იყო.
– მე ნოტების ყიდვას ვაპირებდი, – ისე ჩუმად ამოიოხრა ბეთმა,
რომ ეს ოხვრა ბუხრის ცოცხისა და ჩაიდნის სადგარის მეტს
არავის გაუგონია.
– მე ავდგები და „ფაბერის“ ფერად ფანქრებს ვიყიდი. ძალიან
მჭირდება! – გადაჭრით თქვა ემიმ.
– დედას ჩვენი ფული არ უხსენებია და, ალბათ, არც უნდა, რომ
ყველაფერზე უარი ვთქვათ. მოდი, ყველამ ვიყიდოთ, რაც გვინდა
და ცოტა მაინც გავიხაროთ. ბოლოს და ბოლოს, ეს ფული იოლად
ხომ არ გვიშოვნია?! – წამოიძახა ჯომ და ჯენტლმენებმა რომ
იციან, ისე შეითვალიერა ფეხსაცმელების ქუსლები.
– მე ნამდვილად არ მიშოვნია იოლად, – დაიჩივლა მეგმა, –
ყოველ ცისმარე დღეს იმ გამოშტერებულ ბავშვებს ვამეცადინებ,
როცა შინ ყოფნას არაფერი მირჩევნია.

1 ომი – მოქმედება ხდება აშშ-ის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქში, სამხრეთისა

და ჩრდილოეთის შტატებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომის (1861-1865)


დროს
2 „უნდინი და სინტრამი“ – გერმანელი რომანტიკოსი მწერლის, ფრიდრიხ

ჰაინრიხ კარლ დე ლა მოტის, ბარონ ფუკეს (1774-1843) ნაწარმოები

5
– სად შენი ტანჯვა და სად ჩემი! – შეაგება ჯომ, – ვნახავდი,
როგორ მოგეწონებოდა იმ ნერვებაშლილ, წუნია დედაბერთან
ჯდომა, წარამარა ხან ამას რომ გავალებს და ხან იმას და მაინც
სულ უკმაყოფილოა. ისეთ დღეში გაგდებს, რომ ლამის არის,
ფანჯრიდან გადახტე ან ტირილი მორთო!
– რა საწუწუნოა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მაგაზე უარესი მაინც
ჭურჭლის რეცხვა და სახლის დალაგებაა. გაღიზიანებით ხომ
ვღიზიანდები და ხელებიც ისეთ დღეში მაქვს, დაკვრას ვეღარ
ვახერხებ, – ხელებზე დაიხედა ბეთმა და ისე ხმამაღლა ამოიოხრა,
რომ ახლა კი ყველამ გაიგონა.
– არა, ყველაზე უფრო მაინც მე ვიტანჯები, – წამოიძახა ემიმ, –
თქვენ არც სკოლაში დადიხართ და არც ის თავხედი გოგოები
დაგცინიან! გაკვეთილი არ იცი და – გაბეზღებენ, ძველი კაბები
გაცვია და – გამასხარავებენ, ფულიანი მამა არ გყავს და –
ჭორაობენ. ლამაზი ცხვირი თუ არ გაქვს, იმაზეც კი ცხვირს
აგიბუზებენ.
– აგიბუზებენ კი არა, აგიბზუებენ, – გაეცინა ჯოს.
– დიდი ამბავი, თუ შემეშალა, შენი ირონიობებიღა მაკლია.
ძალიანაც მოსაწონია, როცა კარგ სიტყვებს ხმარობ და ლექსიკონს
ივსებ, – თავმომწონედ მიუგო ემიმ.
– კარგი, ბავშვებო, რა ამბავში ხართ! რა საკამათო ეგ არის.
რომელს არ გაგვიხარდებოდა, მამას ახლაც იმდენი ფული
ჰქონდეს, რამდენიც ჩვენს პატარაობაში, ჯო?! ღმერთო, რა კარგად
ვიცხოვრებდით, სადარდელი არაფერი გვექნებოდა, – ამოიოხრა
მეგმა, რომელსაც უკეთესი ყოფაც ახსოვდა.
– ამას წინათ არ იყო, რომ ამბობდი, მეფის ასულებზე
ბედნიერები ვართ: იმათ ფული არ აკლიათ, მაგრამ მაინც სულ
წიოკსა და აყალმაყალში არიანო?
– ვამბობდი, ბეთ. დიახაც, რომ ბედნიერები ვართ. მართალია,
მუშაობა გვჭირდება, მაგრამ თან ჩვენს თავებზე გვეცინება და,
ჯოს თქმისა არ იყოს, ძალიანაც უდარდელი ბანდა ვართ.
– ჯო მუდამ რაღაც ჟარგონებით ლაპარაკობს! – შენიშნა ემიმ და
საყვედურით გახედა ხალიჩაზე გაშოტილ გრძელ ფიგურას.
ჯო მაშინვე წამოხტა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სტვენას

6
მოჰყვა.
– კარგი, რა, ჯო! ეგრე ხომ ბიჭებმა იციან!
– მაგიტომაც ვუსტვენ!
– ვერ ვიტან უხეშ, ქალაბიჭა გოგოებს!
– მეც მეჯავრება მანჭია და პრანჭია კეკლუცები!
– „ბუდეებში ხმატკბილად ჟივჟივებენ ბარტყები“, – წაიმღერა
მშვიდობისმოყვარე ბეთმა და ისე სასაცილოდ დაიჭყანა, რომ
გაწიწმატებულ მოკამათეებს სიცილი აუტყდათ და ერთმანეთის
„კბენას“ თავი ანებეს.
– გოგოებო, ასე მგონია, არც ერთი ხართ მართალი და არც
მეორე, – უფროს დას რომ შეეფერებოდა, ისეთი ლექცია დაიწყო
მეგმა, – უკვე დიდი ხარ, ჯოზეფინ. დროა, თავი დაანებო მაგ
ბიჭურ ყოფაქცევას და წესიერად მოიქცე! სანამ პატარა იყავი,
კიდევ არა უშავდა. ახლა კი, როცა ამსიმაღლე ხარ და თმაც
აკეცილი გაქვს, უნდა გახსოვდეს, უკვე ლედი გახდი.
– არაფერიც! თუ თმის აკეცვა ცვლის რამეს, ავდგები და ოც
წლამდე სულ ნაწნავებით ვივლი, – იწყინა ჯომ, მოიძრო თმის
ბადე, გააქნია თავი და წაბლისფერი ფაფარი მარაოსავით
გაიშალა, – გულშემოყრილი ვარ, უეჭველად რომ უნდა
გავიზარდო და მის მარჩი გავხდე, გრძელი კაბებით ვიარო და
ჩინურ ასტრას დავემგვანო! რაღა მაინცდამაინც გოგოდ გავჩნდი,
როცა ბიჭურ თამაშებს, ბიჭურ საქმეებს და ბიჭურ ცხოვრებას
არაფერი მირჩევნია! რაც თავი მახსოვს, სულ მაგაზე მწყდება
გული და ახლა ხომ მით უფრო, როცა ერთი სული მაქვს, წავიდე
და მამასთან ერთად ვიომო. არადა, ვზივარ შინ და დონდლო
დედაბერივით წინდების ქსოვას ვუნდები!
ამ სიტყვებზე, გაცხარებულმა, ისე ღონივრად გააქნია ლურჯი
სამხედრო წინდა, რომ საქსოვი ჩხირები კასტანიეტებივით
ატკაცუნდა, ძაფის გორგალი კი ოთახის ბოლოში მიგორდა.
– საწყალი ჯო! საშინელებაა, მაგრამ აბა, მაგ საქმეს რას
ვუშველით! ამიტომაც ის იმყოფინე, რომ სახელი გადაიკეთე,
ბიჭის სახელი გქვია და ჩვენ, გოგოებს, ძმასავით გვყავხარ, –
ანუგეშა ბეთმა და ხშირ თმაზე გადაუსვა ხელი, რომელსაც
ვერანაირი ჭურჭლის რეცხვა-დამშრალება ვერ გააუხეშებდა.

7
– შენ კი, ემი, – განაგრძო მეგმა, – მეტისმეტად წუნია და მანჭია
ხარ. ჯერჯერობით სასაცილოა, მაგრამ თუარ შეწყვიტე,
გაიზრდები და მანჭია ბატად გადაიქცევი. ყოფაქცევა ძალიანაც
მოსაწონი გაქვს და ლაპარაკითაც დახვეწილად ლაპარაკობ, როცა
თავის გამოჩენას არ ცდილობ, მაგრამ იცოდე, რომ ეგ შენი უაზრო
სიტყვები ჯოს ჟარგონებს არ ჩამოუვარდება.
– გამოდის, რომ ჯო ქალაბიჭაა, ემი – ბატი, მე როგორიღა ვარ?
– იკითხა ბეთმა და მოსასმენად მოემზადა.
– შენ ჩვენი მშვენიერი გოგო ხარ, სხვა ვინ უნდა იყო, –
ალერსიანად მიუგო მეგმა და არავინ შეწინააღმდეგებია, რადგან
ბეთი, რომელსაც თაგუნიას ეძახდნენ, ყველას გამორჩევით
უყვარდა.
პატარა მკითხველებს მუდამ აინტერესებთ, „ვინ როგორი
შესახედავია“, ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ზოგადად
აღვწერ ოთხ დას, რომლებიც დეკემბრის ბინდბუნდში ისხდნენ
და ქსოვდნენ, სანამ გარეთ წყნარად თოვდა, ოთახში კი
მხიარულად ტკაცუნობდა შეშა. იატაკზე გაქექილი ხალიჩა ეგო
და უბრალო ავეჯი იდგა, მაგრამ იქაურობას სიმყუდროვე არ
აკლდა: კედლებზე აქა-იქ ძვირფასი სურათები შემორჩენილიყო,
ნიშებში წიგნების თაროები იდგა, ფანჯრების რაფებზე კი
ქრიზანთემები და საშობაო ვარდები ყვაოდა – ერთი სიტყვით,
ოჯახური სიმყუდროვე სუფევდა.
უფროსი და, მარგარეტი, თექვსმეტისა იყო, სანდომიანი,
პუტკუნა და პირმშვენიერი. შვენოდა საცრისოდენა თვალები,
ხშირი წაბლისფერი თმა, კოხტა ტუჩები. თავს თეთრი ხელებით
იწონებდა. თხუთმეტი წლის აწოწილი, გამხდარი, შავგვრემანი
ჯო კვიცს მიაგავდა, რადგან გრძელ ხელ-ფეხს თითქოს ვერაფერს
უხერხებდა, გეგონებოდათ, ხელს უშლისო. პირის მოხაზულობა
მტკიცე ხასიათზე მიანიშნებდა, ცხვირი სასაცილო ჰქონდა,
თვალები კი ნაცრისფერი და გამსჭვალავი. ამ თვალებს არაფერი
გამოეპარებოდათ და ხან მრისხანენი იყვნენ, ხან მხიარულნი და
ხანაც ფიქრიანნი. თავის ერთადერთ მშვენებას – გრძელ, ხშირ
თმას, ხელი რომ არ შეშლოდა, მუდამ ბადით აკეცილს ატარებდა.
ბეჭებში მოხრილს, ჩაცმა-დახურვა არ ადარდებდა, დიდი ხელ-

8
ფეხი ჰქონდა და უხერხული მიმოხრა გოგოსი, რომელიც
სწრაფად შედიოდა ქალობაში და ეს ამბავი არაფრად
ეპიტნავებოდა. ელიზაბეთს, ანუ ბეთს (ყველა ასე ეძახდა),
ვარდისფერლოყება, კოხტად თმაგადავარცხნილ,
თვალებციმციმა ცამეტი წლის გოგონას, მორცხვსა და ხმადაბლა
მოლაპარაკეს, ათასში ერთხელ თუ გაუქრებოდა სახეზე
აღბეჭდილი უშფოთველობა. მამამ „ცეროდენა ნეტარი“ დაარქვა
და არც შემცდარა: გოგო თითქოს საკუთარ სამყაროში
ცხოვრობდა და იქიდან გამოსვლას მხოლოდ იმ ადამიანთან
ბედავდა, ვისაც ენდობოდა და ვინც უყვარდა. ემი უმცროსი კი
იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ვინმე გახლდათ, ყოველ
შემთხვევაში, თავისი აზრით. ნამდვილი თოვლის დედოფალი
ბრძანდებოდა – ცისფერთვალას მხრებზე დაყრილი ქერა
კულულები შვენოდა, ფერმკრთალსა და ტანწვრილს მუდამ ისე
ეჭირა თავი, როგორც ნამდვილ ლედის. რაც შეეხება დების
ხასიათსა და ბუნებას, თანდათან შევიტყობთ.
საათმა ექვსი დაჰკრა, ბეთმა ბუხრიდან ფერფლი გამოხვეტა და
წყვილი ჩუსტი მიუფიცხა ცეცხლს. ძველი ჩუსტების დანახვაზე
გოგოები გახალისდნენ: ცოტა ხანიც და დედა მოვიდოდა.
ყველანი დასახვედრად დაფაცურდნენ. მეგი მორჩა ჭკუის
დარიგებას და ლამპა აანთო, ემი უთქმელად წამოდგა დიდი,
მოხერხებული სავარძლიდან, ჯოს კი სულ დაავიწყდა
დაღლილობა, წამოხტა და ჩუსტები ცეცხლთან ახლოს მისწია.
– რა გაცვეთილია! რა ხანია, დედას ახალი სჭირდება.
– ავდგები და ჩემი დოლარით ვუყიდი, – მოაფიქრდა ბეთს.
– შენ კი არა, მე ვუყიდი! – წამოიძახა ემიმ.
– მე ყველაზე უფროსი ვარ, – დაიწყო მეგმა, მაგრამ ჯომ არ
დაამთავრებინა:
– სანამ მამა წასულია, ოჯახში კაცის მაგივრობას მე ვწევ, ჰოდა,
ჩუსტების საქმესაც მე მივხედავ, იმიტომ, რომ მამამ მითხრა, ჩემს
ჩამოსვლამდე დედას შენ გაბარებო.
– გეტყვით, რაც უნდა ვქნათ, – თქვა ბეთმა, – მოდი, ჩვენთვის
ნურაფერი გვინდა, ყველამ დედას ვუყიდოთ საჩუქრები.
– ბეთ, შენ მეტი მაგას ვინ მოიფიქრებდა?! რა ვუყიდოთ? –

9
იკითხა ჯომ.
გოგონები ჩაფიქრდნენ. მერე მეგმა, თითქოს თავისი კოხტა
ხელების დანახვაზე გაახსენდაო, წამოიძახა:
– მე ლამაზ ხელთათმანებს ვუყიდი.
– მე კი საშინაო ფეხსაცმელს, მაგაზე კარგი რა იქნება! – აჰყვა
ჯო.
– მე შემოქობილ ცხვირსახოცებს, – არ დაახანა ბეთმა.
– მე კი ოდეკოლონის პატარა ფლაკონს. მოსწონს, თანაც არც
ძვირი ღირს და ფერადი ფანქრებისთვისაც დამრჩება ფული, –
დაუმატა ემიმ.
– გადაცემით როგორ გადავცეთ? – იკითხა მეგმა.
– მაგიდაზე დავალაგოთ, მოვიყვანოთ და ვუყუროთ, როგორ,
გახსნის საჩუქრებს. აი, როგორც დაბადების დღეებზე ვიცოდით,
– მიუგო ჯომ.
– რომ იცოდეთ, როგორ მეშინოდა, როცა ჩემს დაბადების
დღეზე გვირგვინდადგმული ვიჯექი სავარძელში და
გიყურებდით, როგორ შემოდიოდით, საჩუქრებს მჩუქნიდით და
მკოცნიდით. საჩუქრები და კოცნები როგორ არ მომწონდა, მაგრამ
ის კი საშიში იყო, ყველანი რომ დასხდებოდით და მიყურებდით,
სანამ მე საჩუქრებს ვხსნიდი, – ჩაისთვის პურს აფიცხებდა ბეთი
და თვითონაც ალმური ასდიოდა.
– მოდით, დედას ეგონოს, რომ ჩვენთვის ვყიდულობთ
რაღაცებს, სიურპრიზი მოვუწყოთ. საყიდლებზე ხვალ, დღისით
უნდა წავიდეთ, მეგ. საშობაო სპექტაკლისთვისაც ხომ ათასი საქმე
გვაქვს, – თქვა ჯომ და ზურგზე ხელებდაწყობილმა,
ცხვირაწეულმა გაიარ-გამოიარა ოთახში.
– ამის მერე სპექტაკლებში აღარ ვითამაშებ, რაღა დროს ჩემი
ამნაირებია! – შენიშნა მეგმა, რომელსაც ჯერაც ბავშვივით
უყვარდა კოსტიუმების მორგება.
– კარგად ვიცი: სანამ შეგეძლება გრძელ, თეთრ კაბაში
გამოპრანჟჭვა, თმის გაშლა და ოქროსფერი ფოლგის
სამკაულებით გავლა-გამოვლა, მაგ საქმეზე უარს არ იტყვი. შენზე
კარგი მსახიობი ვინ გვყავს და თუ სცენა მიატოვე, ყველაფერს
ბოლო მოეღება, – გააფრთხილა ჯომ, – დღეს რეპეტიცია უნდა

10
გავიაროთ. მოდი, ემი, ერთხელაც სცადე გულის წასვლის სცენა,
თორემ რაღა შენ და რაღა ცეცხლის საჩხრეკი.
– რა ჩემი ბრალია?! ჩემს დღეში არ მინახავს, როგორ მისდით
გული. თუ შენსავით დავებერტყე, სულ ჩავლურჯდები და ის
იქნება. მოდი, სულაც ნუ დავვარდები. სავარძელში ჩავესვენები
და ძალიანაც ნარნარად გამომივა. დამადგეს თავზე ჰიუგო და
რამდენიც უნდა, იმდენი მიმიზნოს პისტოლეტი, – მიუგო ემიმ.
მას მსახიობური ნიჭის ნატამალიც არ გააჩნდა და ეს როლი
მხოლოდ იმიტომ არგუნეს, რომ პატარა ტანისა იყო, ამიტომაც
სპექტაკლში ავაზაკი იოლად მოიგდებდა ზურგზე და
აწივლებულს გააქანებდა.
– ასე სცადე, – უჩვენა ჯომ, – ხელების მტვრევას მოჰყევი,
სცენაზე ბარბაცით გაიარე და თავგანწირვით იყვირე: „როდრიგო!
მიშველე! მიშველე!“ – და ისეთი გულგამგმირავი კივილით
გავიდა ოთახიდან, რომ ყველას ჟრუანტელმა დაუარა.
ემიმაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ხელებს
ჯოხებივით იქნევდა, გახევებული მოძრაობდა, კივილით კი ისე
არაბუნებრივად იკივლა, გეგონებოდათ, თითში ნემსი
ეჩხვლიტაო, – შიშისა და ტანჯვა-ვაებისა იმ კივილს არაფერი
ეცხო. ჯომ სასოწარკვეთით ამოიგმინა, მეგს სიცილი აუვარდა,
დების ყურებით გართულ ბეთს კი ცეცხლზე პური დაეწვა.
– აზრი არა აქვს! – გამოაცხადა ჯომ, – ეცადე, სპექტაკლის
დროს მაინც გამოგივიდეს უკეთესად. თუ მაყურებლებს
გაეცინათ, იცოდე, ჩემი ბრალი არ იქნება. ახლა შენ, მეგ.
საქმე უკეთესად წავიდა. დონ პედრომ ისე მიახალა მსოფლიოს
ორ გვერდზე გაშანშალებული გამომწვევი სიტყვა, რომ
ერთხელაც არ წაბორძიკებულა. კუდიანმა აგარმა იდუმალი
შელოცვა წაიკითხა გომბეშოებით სავსე, მოთუხთუხე ქვაბის
თავზე. როდრიგომ ვაჟკაცურად მოიშორა ხუნდები, დარიშხანით
მოწამლულ ჰიუგოს კი ტკივილითა და სინდისის ქენჯნით
ტანჯულს აღმოხდა: „ჰა! ჰა!“ და მერე სული განუტევა.
– ამაზე უკეთესი ჯერ არაფერი დაგვიდგამს, – თქვა მეგმა, როცა
მკვდარი ავაზაკი წამოდგა და დაშავებული იდაყვები მოისრისა.
– ჯო, პირდაპირ გაკვირვებას ვარ: პიესებს ხომ ასეთ მშვენიერს

11
წერ, თამაშითაც არაჩვეულებრივად თამაშობ! ნამდვილი
შექსპირი გვყავხარ! – შეაქო ბეთმა, რომელსაც მტკიცედ სწამდა,
ყოველმხრივ გენიალური დების პატრონი ვარო.
– შექსპირობამდე ბევრი მიკლია! – დაიმორცხვა ჯომ, – თუმცა,
ეს „კუდიანის წყევლა“ მართლა კარგი გამოვიდა, მაგრამ მერჩია,
„მაკბეტი“ მეცადა. ბანქოს 1 ამოსასვლელად ლიუკი არა გვაქვს,
თორემ რატომაც არ დავდგამდით! მუდამ მინდოდა მკვლელობის
სცენის თამაში: „რას ვხედავ ამას? აგერ ხანჯალი ტარით ჩემკენ
გამომეცხადა! 2“ – წაიდუდუნა ჯომ, თვალები აატრიალა და
ხელებიც ისე აასავსავა, როგორც განთქმულმა ტრაგიკოსებმა
იციან.
– ხანჯალი კი არა, პურის გასახუხი ჩანგალია, ოღონდ ზედ
პურის მაგივრად დედას ჩუსტია წამოგებული! ბეთსაც
მოსწყურებია სცენაზე თამაში! – წამოიძახა მეგმა და რეპეტიცია
სიცილ-ხარხარით დამთავრდა.
– რა კარგია, რომ მხიარულობთ, გოგონებო, – გაისმა
ხალისიანი ხმა. მსახიობები და მაყურებლები კარისკენ
შეტრიალდნენ. ოთახში მაღალი, შუახნის ქალი შემოვიდა.
სანდომიან სახეზე ეწერა: მზად იყო დაუზარებლად გაეწოდებინა
ხელი ყველასთვის, ვისაც მისგან შველა დასჭირდებოდა. ჩაცმა-
დახურვით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ იერი კეთილშობილური
ჰქონდა და გოგონებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ რუხი
მოსასხამისა და ძველმოდური უფარფლებო ქუდის ქვეშ
დედამიწის ზურგზე ყველაზე მშვენიერი დედა იმალებოდა.
– აბა, ჩემო კარგებო, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? ჩვენ
აუარება საქმე გვქონდა: ფრონტზე სახვალიოდ გასაგზავნ ყუთებს
ვალაგებდით და ისიც კი ვერ მოვახერხე, სადილად შინ
მოვსულიყავი. ვინმეს ხომ არ შემოუვლია, ბეთ? სურდომ არ
გაგიარა, მეგ? ჯო, რა დაღლილ-დაქანცული ჩანხარ. მოდი,
მაკოცე, ემი, პაწაწინავ.
ამ ლაპარაკში მისის მარჩმა სველი მოსასხამი და ჩექმები

1 ბანქო - „მაკბეტის“ პერსონაჟი


2 „მაკბეტი“, მოქმედება II, სცენა I

12
გაიხადა, გამთბარი ჩუსტები ჩაიცვა, მერე კი სავარძელში ჩაჯდა,
ემი მიიხუტა და მთელი დღის ნაჯაფს საამური საათი დაუდგა.
გოგონები აფუსფუსდნენ. ყველანი თავისებურად ცდილობდნენ,
დედას მყუდროდ და მოხერხებულად ეგრძნო თავი. მეგმა ჩაის
სუფრა გააწყო. ჯომ შეშა მოიტანა და მაგიდას სკამები შემოულაგა,
თან, რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი ბრახუნით უცვიოდა
და უყირავდებოდა. ბეთი უჩუმრად, საქმიანად გადი-გამოდიოდა
სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორის, ემი კი
გულხელდაკრეფილი იჯდა და განკარგულებებს იძლეოდა.
სუფრას რომ მიუსხდნენ, სახეგაბრწყინებულმა მისის მარჩმა
გამოაცხადა:
– ვივახშმოთ და მერე ერთი ნუგბარით გაგიმასპინძლდებით.
გოგონებს სწრაფად გადაურბინა ხალისიანმა ღიმილმა,
თითქოს მზის სხივმა გაუნათა სახეებიო. ბეთს დაავიწყდა, რომ
ბისკვიტი ეჭირა და ტაში შემოჰკრა, ჯომ კი ხელსახოცი ააფრიალა
და აყვირდა:
– წერილია! წერილი! ვაშა, ვაშა და ვაშა მამას!
– ჰო, მშვენიერი წერილია და თანაც გრძელი. მამა კარგად არის
და იმედი აქვს, ამ სიცივეებს, ჩვენ რომ გვეგონა, იმაზე უკეთესად
გადაიტანს. ყველას სულითა და გულით გვილოცავს შობას,
თქვენთვის კი ცალკე სათქმელი აქვს, გოგონებო, – და მისის
მარჩმა ისე მოითათუნა ხელი ჯიბეზე, თითქოს შიგ საგანძური
ეგულებაო.
– დროზე! ვჭამოთ და მოვრჩეთ! გეყოფა, ემი, როდემდე უნდა
დაჰღიმოდე ნეკგაშვერილი მაგ შენს თეფშს! – წამოიყვირა ჯომ,
თან ჩაი გადაყლურწნა, სიჩქარეში კარაქიანი პური ხელიდან
გაუვარდა და კარაქიანი მხრიდან დაეტყეპა ხალიჩაზე.
ბეთს პირში ლუკმა აღარ გადასდიოდა, ისევ მიიყუჟა იმ თავის
ბნელ კუთხეში და სანამ ყველანი გაემზადებოდნენ, სიამოვნების
მოლოდინში ფიქრებს მიეცა.
– რა კარგი ქნა მამამ, კაპელანად 1 რომ წავიდა ომში, არადა
აღარც ასაკით ეკუთვნოდა და არც ჯანმრთელობა აქვს ისეთი,

1 კაპელანი – არმიის მღვდელი

13
ჯარისკაცს რომ სჭირდება, – გულთბილად თქვა მეგმა.
– ეჰ, მეკი როგორ მინდოდა, ან მედოლედ წავსულიყავი ომში
და ან მარკეტ 1... რას ეძახიან? ან, თუგინდ, მოწყალების დად,
გვერდით ვეყოლებოდი და მივეხმარებოდი, – ამოიგმინა ჯომ.
– ალბათ, რა ცუდია, როცა კარავში გძინავს, უგემურ საჭმელს
ჭამ და კალის ჭიქით სვამ, – ამოიხვნეშა ემიმ.
– როდის ჩამოვა, დე? – ბეთს ოდნავ შესამჩნევად აუკანკალდა
ხმა.
– ჯერჯერობით ვერა, ჩემო კარგო, თუკი ავად არ გახდა. იმდენ
ხანს დარჩება და ერთგულად შეასრულებს თავის ვალს, სანამ
შეეძლება და ჩვენც ერთი წუთით იმაზე ადრე არ უნდა
შევუთვალოთ, ჩამოდიო, სანამ არ დაითხოვენ. ახლა კი, მოდით
და მოისმინეთ.
ყველანი ბუხართან მოეწყვნენ: დედა – დიდ სავარძელში, ბეთი
– მის ფერხთით, მეგი და ემი სავარძლის სახელურებზე
ჩამოსკუპდნენ, ჯო კი უკნიდან მიეყრდნო სავარძლის საზურგეს
– მღელვარება არავინ შემატყოს, თუკი წერილი
გულისამაჩუყებელი გამოდგებაო. არადა, იმ ხანებში მოწერილი
წერილებიდან ათასში ერთი თუ გამოერეოდა ისეთი, რომ
მსმენელს გული არ ასჩუყებოდა, მეტადრე იმ წერილებიდან,
მამები შინ რომ აგზავნიდნენ. ამ წერილში მხოლოდ გაკვრით იყო
ნახსენები ყოველდღიური სიძნელენი, ყოველწამიერი ხიფათი და
დიდი ძალისხმევით ჩახშობილი სევდა. ეს იყო მხიარული,
იმედით აღსავსე წერილი, რომელშიც ხალისით იყო
მოთხრობილი ბანაკის ცხოვრება, ლაშქრობები და ომის ამბები.
ბოლოშიღა გაირკვა, რომ ავტორი მამაშვილური სიყვარულით
იყო აღსავსე და შინ დარჩენილი პატარა გოგონები ენატრებოდა:

„ყველანი დიდი სიყვარულით მომიკითხე და დამიკოცნე.


გადაეცი, რომ დღეებს მათზე ფიქრში ვატარებ, ღამეებს მათზე
ლოცვაში, ხოლო ნუგეში მათი სიყვარულია. კიდევ ერთი გრძელი

1ჯო გულისხმობს მარკიტანტს, ანუ ვაჭარს, რომელიც მისდევდა ჯარს


ლაშქრობაში და ყიდდა სურსათსა და სხვა წვრილმანს.

14
წელი უნდა გავიდეს, სანამ ვნახავ, მაგრამ გაახსენე, რომ ვიდრე
მოლოდინში ვართ, შეგვიძლია ვიშრომოთ, რათა ეს მძიმე დღეები
უქმად არ დაიკარგოს. ვიცი, ყველაფერი ეხსომებათ, რაც
დამირიგებია; სანაქებო შვილობას გაგიწევენ, ერთგულად
აღასრულებენ ვალს, გაბედულად შეებრძოლებიან შინაგან
მტრებს და ისე ლამაზად დაამარცხებენ, რომ როცა ჩამოვალ,
კიდევ უფრო მეტად შემიყვარდება და ვიამაყებ ჩემი პატარა
ქალებით“.

ამ ადგილას ყველანი ასრუტუნდნენ. ჯოს ოდნავაც არ


შერცხვენია ცხვირის წვერზე ჩამოგორებული ვეება ცრემლის.
ემის სულაც არ უდარდია, კულულები გამეწეწებაო, დედას
მხარში ჩაურგო თავი და ამოიქვითინა:
– რა ეგოისტი გოგო ვარ! მაგრამ მართლა ვეცდები
გამოვსწორდე, რომ მერე იმედი არ გავუცრუო.
– ყველანი ვეცდებით! – წამოიძახა მეგმა, – მე ხომ სულ ჩემს
გარეგნობაზე ვფიქრობ და მუშაობა არ მიყვარს, მაგრამ მეტს აღარ
ვიზამ, თუკი გამომივა.
– მე კი ვეცდები, ისეთი „პატარა ქალი“ გავხდე, როგორიც მამას
უნდა, რომ ვიყო; თავს დავანებებ უხეშობასა და ველურობას; იმას
გავაკეთებ, რაც მევალება, იმის მაგივრად, რომ სულ ვოცნებობდე,
ნეტავი სადმე სხვაგან მომახვედრა-მეთქი, – თქვა ჯომ და
გაიფიქრა, შინ თავის დაჭერა უფრო გამიჭირდება, ვიდრე ერთ-ორ
სამხრეთელ მეამბოხესთან შეტაკებაო.
ბეთს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ჯარისკაცის ლურჯი წინდით
მოიწმინდა ცრემლი და თავგამოდებით განაგრძო ქსოვა, რათა
დრო არ დაეკარგა და იქვე შესდგომოდა იმ საქმის აღსრულებას,
რაც იმ წუთში ევალებოდა, თვინიერ გულში კი პირობა დადო,
ისეთი ვიქნები, როგორიც მამას უნდა, რომ დავხვდე, როცა
წელიწადი გავა და მშვიდობით დაგვიბრუნდებაო.
მისის მარჩმა დაარღვია ჯოს სიტყვების შემდეგ
ჩამოვარდნილი დუმილი და ხალისიანად თქვა:
– გახსოვთ, პატარაობაში პილიგრიმობანას რომ თამაშობდით?
როგორ გიხაროდათ, როცა ზურგზე ნაკუწებით სავსე აბგებს

15
მოგკიდებდით, ქუდებსა და ჯოხებს დაგირიგებდით,
დაგრაგნილ ფურცლებს მოგცემდით, რომლებზეც დარიგებები
ეწერა და სახლში სამოგზაუროდ გაგიშვებდით – სარდაფიდან,
რომელიც ნგრევის ქალაქი იყო, სახურავზე უნდა ასულიყავით,
სადაც ნაირ-ნაირი ლამაზი ნივთებით ააგებდით ციურ ქალაქს?
– რა სახალისო იყო, ყველაზე უფრო კი ის, ლომებს რომ
ჩავუვლიდით და აპოლიონს 1 შევებრძოლებოდით, მერე კი იმ
ხეობას გავივლიდით, სადაც ბოროტი გობლინები ცხოვრობდნენ!
– წამოიძახა ჯომ.
– მე ის მომწონდა, როცა ტვირთს მოვიშორებდით და კიბეზე
დავაგორებდით, – თქვა მეგმა.
– მე მაინცდამაინც კარგად არ მახსოვს. ერთი ის მაგონდება,
რომ სარდაფი და ბნელი შესასვლელი მაშინებდა. სამაგიეროდ,
მიყვარდა, როცა სახურავზე ნამცხვარს შევჭამდით ხოლმე და
რძეს დავაყოლებდით. სამაგისოდ ძალიან დიდი რომ არ ვიყო,
ისევ ვითამაშებდი, – ემიმ საბავშვო გასართობებზე ხელის აღება
„მოწიფულ ასაკში“, თორმეტი წლისამ დააპირა.
– სამაგიეროდ, არასოდეს ვართ ძალიან დიდები, ჩემო კარგო,
იმიტომ რომ ამ თამაშს, ამა თუ იმ სახით, მთელი სიცოცხლე
ვთამაშობთ. ტვირთი მუდამ ზურგზე გვკიდია და გზაც
გასავლელი გვაქვს, ხოლო სიკეთისა და ბედნიერებისკენ სწრაფვა
ის მეგზურია, რომელსაც მრავალი განსაცდელისა და შეცდომის
შემდგომ სიმშვიდისკენ მივყავართ. სინამდვილეში სწორედ ეს
სიმშვიდეა ციური ქალაქი. ახლა კი, ჩემო პატარა პილიგრიმებო,
მოდით, ხელახლა გაუდექით გზას, ოღონდ ვითომ კი არა,
სინამდვილეში, და ვნახოთ, სადამდე მოახერხებთ მისვლას მამას
ჩამოსვლამდე.
– მართლა, დე? აბგები სადღაა? – იკითხა ემიმ, რომელიც
ყველაფერს სიტყვასიტყვით იგებდა.
– წეღან თქვენ თვითონვე არ თქვით, ვის რა ტვირთი გკიდიათ?
მხოლოდ ბეთს არ ამოუღია ხმა. ალბათ, არაფერი ამძიმებს, –

1აპოლიონი – ურჩხული, უფსკრულის ანგელოზი, რომელიც გზაზე ეღობება


ქრისტიანს.

16
შენიშნა დედამ.
– როგორ არა! თეფშები და მტვრის ტილოები მეჯავრება.
კიდევ, იმ გოგოებისა მშურს, კარგ ფორტეპიანოზე რომ უკრავენ
და ხალხისა მეშინია.
ბეთის ტვირთი ისეთი სასაცილო იყო, რომ გადახარხარებას
არაფერი ერჩიათ, მაგრამ ყველამ თავი შეიკავა, არ ვაწყენინოთო.
– ჰოდა, გავუდგეთ გზას, – ფიქრიანად თქვა მეგმა, –
პილიგრიმობანა ჰქვია, თორემ სინამდვილეში კარგისკენ
მისწრაფებაა. იქნებ ამ თამაშმა გვიშველოს: ჩვენ ხომ, დიახაც,
გვინდა, კარგები ვიყოთ, მაგრამ გვეძნელება, ხშირად გვავიწყდება
და იმასაც კი არ ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.
– ამ საღამოს ნაღვლის ჭაობში ვისხედით, დედა მოვიდა და
ამოგვიყვანა, როგორც წიგნში 1 – იმედმა. მაგრამ იმ ქრისტიანისა
არიყოს, ჩვენც გვჭირდება გრაგნილები, სადაც რჩევა-დარიგება
ეწერება. სად ვიშოვოთ? – აღტაცებით იკითხა ჯომ; უხაროდა, რომ
ეს თამაში ცოტათი მაინც გაუხალისებდა ყოვლად მოსაწყენ საქმეს
– მოვალეობის შესრულებას.
– შობა დილით ბალიშები ასწიეთ და თქვენი მეგზურიც
დაგიხვდებათ, – მიუგო მისის მარჩმა.
სანამ ჰანა სუფრას აალაგებდა, ამ ახალ გეგმაზე იმასლაათეს,
მერე გამოამზეურეს ოთხი მომცრო ხელსაქმის კალათა და
ნემსებიც აელვარდა: გოგონები პაპიდა მარჩის ზეწრების
შემოტეხვას შეუდგნენ. ყოვლად უინტერესო საქმე იყო, მაგრამ იმ
საღამოს არავის უბუზღუნია. ჯოს მოაფიქრდა, მოდით, ყოველი
გრძელი ნაწიბური ოთხად დავყოთ: ვითომ ევროპა, აზია, აფრიკა
და ამერიკააო – და საქმე წინ წავიდა, რადგან სანამ თითო ნაწილს
აგვირისტებდნენ, იმ ნაწილის შესაბამისი კონტინენტის
ქვეყნებზე ლაპარაკით იქცევდნენ თავს.
ცხრაზე მორჩნენ მუშაობას და, სანამ დაწვებოდნენ, იმღერეს.
ბეთის გარდა ვინ მოახერხებდა, რომ ძველი ფორტეპიანოსთვის
მუსიკალური ბგერები გამოეცემინებინა; მხოლოდ მან იცოდა,
როგორ უნდა შეხებოდა გაყვითლებულ კლავიშებს, რომ ლამაზი

1 წიგნი – აქ: „პილიგრიმის გზა“

17
აკომპანემენტი გაეწია მარტივი სიმღერებისთვის. მეგის ხმა
ფლეიტასავით რაკრაკებდა; დედა მასთან ერთად უძღვებოდა
პატარა გუნდს. ემი ჭრიჭინასავით ჭრიჭინებდა, ჯო კი თავის
ნებაზე მიიმღერ-მოიმღეროდა, მუდამ უადგილო ადგილას
ჩაეხრინწებოდა ან აუკანკალდებოდა ხმა და ყველაზე ფიქრიან
მელოდიასაც კი წაახდენდა ხოლმე. სიმღერით მას მერე
მღეროდნენ, რაც ტიკტიკი დაიწყეს:
„ჩიმ-ჩიმ, ჩიმ-ჩიმ ვაშკლავო...“
ძილის წინ სიმღერა ოჯახურ ტრადიციად იქცა, რადგან დედას
ხმაც ჩინებული ჰქონდა და სმენაც. დილაობით მიდი-მოდიოდა
სახლში და ტოროლასავით გალობდა. მისი ნამღერის მხიარული
ბგერები გაისმოდა ღამღამობითაც, ძილის წინ, რადგან გოგონები
ისე იყვნენ მიჩვეული დედის იავნანას, რომ დღემდე ვერ
თმობდნენ.

18
თავი მეორე

მხიარული შობადღე

შობა დილით, ნაცრისფრად რომ ირიჟრაჟა, პირველს ჯოს


გაეღვიძა. ბუხართან ერთი წინდაც კი არ ეკიდა და წამით გოგოს
ისე ჩასწყდა გული, როგორც ოდესღაც, პატარაობაში, როცა
საჩუქრებით გამოტენილი მისი პატარა წინდა დაბლა ჩამოვარდა.
მერე დედის დაპირება გაახსენდა, შეყო ხელი ბალიშის ქვეშ და
მომცრო, ჟოლოსფერყდიანი წიგნი გამოიღო. ამ წიგნს კარგად
იცნობდა, რადგან მშვენიერი, ძველი, ამქვეყნად განვლილი
საუკეთესო ცხოვრების ამბავი იყო და ჯომ იგრძნო, რომ სწორედ
იგი გაუწევდა საუკეთესო მეგზურობას შორ გზაზე დამდგარ
ყველა პილიგრიმს. მეგი გააღვიძა, შობა მიულოცა და გაახსენა,
აბა, შენც ნახე, ბალიშის ქვეშ რა გიდევსო. მეგთანაც ისეთივე,
ოღონდ მწვანეყდიანი წიგნი აღმოჩნდა, შიგნითაც ისეთივე
სურათი იყო და დედას მისთვისაც დაეწერა რამდენიმე სიტყვა.
გოგონების თვალში ამ საჩუქარს სწორედ ეს წარწერა სძენდა
განსაკუთრებულ ფასს. ცოტა ხანში ბეთსა და ემისაც გაეღვიძათ,
ბალიშების ქვეშ მოაფათურეს ხელი და თავ-თავიანთი პატარა
წიგნები იპოვეს – ერთმა მტრედისფერი და მეორემ – ცისფერი.
სანამ ყველანი ისხდნენ, საჩუქრებს ათვალიერებდნენ და
ლაპარაკობდნენ, აღმოსავლეთი მოახლოებული დღის
ვარდისფერი შუქით შეიფერა.
მართალია, მარგარეტი ცოტა პრანჭია და კეკლუცი გახლდათ,
მაგრამ თვინიერი და ღვთისმოსავი ბუნების პატრონი უნებურად
გავლენას ახდენდა დებზე, მეტადრე ჯოზე, რომელსაც გულით
უყვარდა და უჯერებდა, რადგან მარგარეტი მუდამ ალერსიანად
19
აძლევდა რჩევას.
– გოგოებო, – სერიოზულად დაიწყო მეგმა და ჯერ მეზობლად,
თმაგაწეწილ თავს გადახედა, მერე მეორე ოთახში მწოლიარე,
საღამურჩაჩიან ორ პატარა თავზე გადაიტანა მზერა, – დედას
უნდა, რომ ეს წიგნი ვიკითხოთ, გვიყვარდეს და გვახსოვდეს,
ჰოდა, ახლავე შევუდგეთ. წინათ ამ საქმეს კეთილსინდისიერად
ვეკიდებოდით, მაგრამ მას მერე, რაც მამა წავიდა, ომმა
კალაპოტიდან ამოგვაგდო და ბევრი რამ დაგვრჩა
უყურადღებოდ. ახლა თქვენი საქმისა თქვენ იცით, მე კი ჩემი
წიგნი აქვე, მაგიდაზე მექნება და დილაობით, გამეღვიძება თუ
არა, ცოტ-ცოტას წავიკითხავ, იმიტომ რომ ვიცი, სიკეთეს
მომიტანს და მთელი დღის განმავლობაში მომეხმარება.
მერე გადაშალა თავისი ახალი წიგნი და კითხვას შეუდგა. ჯო
მოეხვია, ლოყა ლოყაზე მიადო და თვითონაც დაიწყო კითხვა
ისეთი მშვიდი იერით, როგორსაც ძნელად თუ შეესწრებოდა კაცი
მის მოუსვენარ სახეზე.
– რა ჭკვიანია მეგი! მოდი, ემი, ჩვენც ეგრე ვქნათ. თუ ძნელი
სიტყვა შეგვხვდა, მე მოგეხმარები და რასაც ჩვენ ვერ გავიგებთ,
ისინი აგვიხსნიან, – წაიჩურჩულა ბეთმა, რომელზეც დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა ლამაზმა წიგნებმა და უფროსი დების
მაგალითმა.
– მიხარია, რომ ჩემი ცისფერია, – ჩაიდუდუნა ემიმ.
მერე ოთახებში სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ წიგნების
ფრთხილი გადაფურცვლის ხმა ისმოდა; ზამთრის მზე შემოიპარა
და იქ მყოფებს საშობაო სალამი უძღვნა: ბრდღვიალა თმასა და
სერიოზულ სახეებზე მიეალერსა.
– დედა სად არის? – იკითხა მეგმა, როცა ნახევარი საათის
შემდეგ ის და ჯო დაბლა ჩაქანდნენ საჩუქრებისთვის მადლობის
სათქმელად.
– აბა, რას გაიგეფ! ერთი ვიღაც საცოდავი მოგვადგა,
თხოულობდა. დედათქვენმაც აიღო და მაშინვე წაჰყვა, ვნახო, რა
ქჭირდებათო. ქვეყნიერებაზედ არა ქალი არ არი, რო ეგრე
ემეტებოდეს ყველაფერი: სურსათ-სანოვაგე გინდა,
ჩასაცმელდასახური თუ შეშა, – მიუგო ჰანამ.

20
ჰანა მეგის დაბადებიდან მოყოლებული ცხოვრობდა მარჩების
სახლში და მეგობრად უფრო მიაჩნდათ, ვიდრე მოახლედ.
– ალბათ, მალე მოვა. ჰოდა, ფუნთუშები დაბრაწე, რომ
ყველაფერი მზად იყოს, – თქვა მეგმა და დივნის ქვეშიდან კალათა
გამოაძვრინა დედასთვის გამზადებული საჩუქრებით, რომ როცა
დრო მოვიდოდა, მიერთმიათ, – ემის ოდეკოლონი სადღაა? –
დაამატა, რადგან მომცრო ფლაკონი ვერ შეამჩნია.
– ეს წუთია, ამოიღო და წაიღო. მგონი, ლენტით უნდა მორთოს
თუ რა ვიცი, რა უნდა უყოს, – მიუგო ჯომ, რომელსაც დედას ახალ
ჩუსტებში ჩაეყო ფეხი და ოთახში ცეკვა-ცეკვით მიდი-მოდიოდა,
რომ სანამ აჩუქებდა, ცოტათი მოეთელა.
– რა ლამაზია ეს ჩემი ცხვირსახოცები, არა? ჰანამ გამირეცხა და
გამიუთოვა, ამოქარგვით კი სულ მთლად ჩემით ამოვქარგე, –
თქვა ბეთმა და სიამაყით დახედა, ცოტა არ იყოს, უსწორმასწორო
ასოებს, რომლებიც დიდ ჯაფად დაუჯდა.
– ღმერთო, შენ უშველე ამ ბავშვს! ამდგარა და „მ. მარჩის“ 1
მაგივრად „დედა“ ამოუქარგავს. რა სასაცილოა! – წამოიძახა ჯომ
და ერთი ცხვირსახოცი აიღო.
– რა, სწორი არ არის? ვიფიქრე, ასე აჯობებს-მეთქი. მეგიც ხომ
მ. მარჩია 2. ჰოდა, არ მინდა, დედას გარდა სხვამაც გამოიყენოს ეს
ცხვირსახოცები, – შეცბუნდა ბეთი.
– მშვენიერია, საყვარელო, ძალიან კარგად მოგიფიქრებია,
ჭკვიანურად. ახლა აღარავის აერევა და, ზუსტად ვიცი, დედასაც
ძალიან გაახარებ, – შეაქო მეგმა და ჯოს წარბშეკვრით გახედა,
ბეთს კი ღიმილით.
– დედა მოდის! ჩქარა, კალათა დამალეთ! – წამოიძახა ჯომ,
როცა კარი გაჯახუნდა და შემოსასვლელში ფეხის ხმა გაისმა,
ოთახში აჩქარებით შემოვიდა ემი და ცოტათი დაიბნა: დები
იდგნენ და მას ელოდნენ.
– სად იყავი? ზურგს უკან რას მალავ? – გაკვირვებით ჰკითხა
მეგმა, როცა კაპიუშონისა და მოსასხამის დანახვაზე მიხვდა,

1 მარჩი – იგულისხმება მისის მარჩი.


2 მარჩი – ამ შემთხვევაში – მის მარჩი.

21
ზარმაცი ემი დილაადრიან გასულიყო გარეთ.
– იცოდე, არ დამცინო, ჯო! არ მინდოდა, წინასწარვე გაეგო
ვინმეს. უბრალოდ, პატარა ბოთლი დიდში გავცვალე და რაც
ფული მქონდა, სულ დავხარჯე. მართლა ვეცდები, ასეთი
ეგოისტი აღარ ვიყო.
ამ სიტყვებით ემიმ ყველას დაანახვა დიდი, კოხტა ფლაკონი,
რომელშიც პატარა, ძველი ბოთლი გადაცვალა. ისე დინჯად და
თან თავმდაბლურად გამოხატავდა თავის პატარა გამარჯვებას –
იმას, რომ თავი დაივიწყა და სხვაზე იფიქრა – რომ მეგმა იქვე
ჩაიკრა გულში, ჯომ შეაქო, ყოჩაღი ხარო, ბეთმა კი ფანჯარასთან
მიირბინა და ყველაზე ლამაზი ვარდი მოუწყვიტა დიდი
ფლაკონის მოსართავად.
– რა მოხდა, იცით? ამ დილით ხომ წავიკითხეთ და
ვილაპარაკეთ, როგორ გავხდეთ კარგებიო, ჰოდა, შემრცხვა, აბა, ეს
რა საჩუქარია-მეთქი; ავდექი თუ არა, მაშინვე გავიქეცი აქვე,
კუთხის მაღაზიაში, გავცვალე და ახლა გახარებული ვარ, იმიტომ
რომ ჩემი საჩუქარი მართლა ძალიან ლამაზია.
შემოსასვლელ კარზე ერთხელაც რომ დააკაკუნეს, კალათი
ისევ დივნის ქვეშ აღმოჩნდა, გოგონები კი – საუზმისთვის
გაშლილ სუფრასთან.
– შობას გილოცავთ, დე! მრავალს დაესწარი, წიგნებისთვის
დიდი მადლობა! დღეს ცოტა უკვე წავიკითხეთ და ამის მერეც
ყოველდღე უნდა ვიკითხოთ, – ერთმანეთს არ აცდიდნენ
გოგონები.
– თქვენც მრავალს დაესწარით, ჩემო პატარებო! ძალიან
გამიხარდა, კითხვა რომ დაგიწყიათ. ვიმედოვნებ, თავს არ
დაანებებთ. სანამ დავსხდებოდეთ, რაღაც მინდა გითხრათ. აქვე,
შორიახლო, ერთ სახლში ვიღაც საწყალი, ჩვილბავშვიანი ქალია.
ავად არის, მწოლიარეა. იმ ჩვილის გარდა კიდევ ექვსი შვილი
ჰყავს. ერთ საწოლში წვანან, ერთმანეთს ეკვრიან, რომ არ
გაიყინონ. შეშა არ ჰქონიათ. საჭმელიც არაფერი აქვთ. უფროსი
ბიჭი მოვიდა, სიცივითა და შიმშილით ვიხოცებითო. გოგონებო,
რას იტყვით, აჩუქებთ საშობაოდ თქვენს საუზმეს?
გოგოები ჩვეულებრივზე უფრო მოშიებულები იყვნენ, რადგან

22
უკვე მთელი საათი იყო, საუზმეს ელოდნენ და ერთ წუთს ხმა
არავის ამოუღია, ოღონდ მხოლოდ ერთ წუთს, მერე კი ჯომ
ცხარედ წამოიძახა:
– კიდევ კარგი, რომ მოგვისწარი, სანამ დავიწყებდით!
– შეიძლება, მეც წამოვიდე და რამე წაგაღებინოთ იმ საწყალ
ბავშვებთან? – მხურვალედ იკითხა ბეთმა.
– მე ნაღებს და ფუნთუშებს წავუღებ, – გმირულად დათმო ემიმ
ის, რაც ყველაზე მეტად უყვარდა.
მეგი წიწიბურიან ფიალებს უკვე ხელსახოცებს აფარებდა და
პურის ნაჭრებს ერთ დიდ თეფშზე ალაგებდა.
– სწორედ ამას ველოდი თქვენგან, – კმაყოფილებით გაეღიმა
მისის მარჩს, – ყველანი წამოდით და მომეხმარეთ. შინ
დაბრუწებულებმა პურითა და რძით ვისაუზმოთ. სადილს,
როგორიც წესი და რიგია, ისეთს შევექცეთ.
მალევე გაემზადნენ და გზას გაუდგნენ. ჯერ ადრე იყო. ყრუ
ქუჩებით მიდიოდნენ და ამ უცნაური პროცესიის დანახვაზე
არავის გასცინებია.
ფანჯრებჩალეწილი ოთახი ღარიბული, ცარიელი და
უბადრუკი აღმოჩნდა. ცეცხლი არ ენთო, ლოგინის თეთრეული
დაძონძილიყო. სნეული დედა, ატირებული ჩვილი და
გასათბობად ერთი ძველი, ნაკუწებისგან შეკერილი საბნის ქვეშ
მოკრუნჩხული რამდენიმე ფერწასული, მშიერი ბავშვი
დაუხვდათ.
ოთახში შესული გოგონების დანახვაზე თვალები
გაუფართოვდათ და გალურჯებული ტუჩებით გაუღიმეს.
– Ach, mein Gott! 1 კეთილი ანგელოზები გვესტუმრნენ! –
სიხარულით ატირდა საბრალო ქალი.
– ანგელოზები, როგორ არა! კაპიუშონებით და
ხელთათმნებით, – თქვა ჯომ და ყველანი გააცინა.
რამდენიმე წუთიც და კაცი იფიქრებდა, მართლაც კეთილი
სულები ტრიალებენო. ჰანას შეშა წამოეღო და ცეცხლი დაანთო,
დამტვრეულ მინებში ძველი ქუდები გაჩურთა, მერე თავისი

1 Mein Gott! ღმერთო ჩემო! (გერმ.)

23
მოსასხამი ჩამოაფარა. მისის მარჩმა ბავშვების დედას ჩაი აუდუღა
და შვრიის თხელი ფაფა გაუკეთა; მიუჯდა და თან ანუგეშებდა,
დაგეხმარებითო, თან კი პატარა ბავშვს ახვევდა ისეთი სინაზით,
გეგონებოდათ, მისი საკუთარიაო. ამასობაში გოგონებმა საჭმელი
ამოალაგეს, ბავშვები ბუხართან დასხეს და მშიერი ბარტყებივით
კვებავდნენ, იცინოდნენ, ლაპარაკობდნენ და ცდილობდნენ
იმათი დამტვრეული ინგლისური გაეგოთ.
– Das ist gut! Die Engel-Kinder! 1 — წამოიძახებდნენ საწყლები,
სანამ ჭამდნენ. გაწითლებულ ხელებს დამამშვიდებლად
მოტკაცუნე ალს უფიცხებდნენ. გოგონები პირველად მოიხსენიეს
ანგელოზებად და ძალიანაც აამეს, მეტადრე – ჯოს, დაბადებიდან
ქალაბიჭას რომ ეძახდნენ. სულითა და გულით იხალისეს ამ
საუზმით, თავად კი ხემსი არ ჩაუკარებიათ პირში. როცა
წავიდნენ, სითბო და სიმყუდროვე დატოვეს. არა მგონია, იმ დღეს
მთელ ქალაქში ვინმე ყოფილიყო იმ ოთხ მშიერ გოგოზე
მხიარული, რომლებმაც საუზმე დათმეს და შობა დილას პური და
რძე იკმარეს.
– აი, სწორედ ამას ნიშნავს, მოყვასი უფრო გიყვარდეს, ვიდრე
თავი შენიო, და ძალიანაც მომწონს, – შენიშნა მეგმა, როდესაც
დივნის ქვეშიდან ისევ გამოაძვრინეს საჩუქრები, სანამ ზემოთ
ასული დედა ტანისამოსს უგროვებდა ჰუმელების ოჯახს.
რა თქმა უნდა, საჩუქრები თვალს ვერ მოგჭრიდათ, მაგრამ ამ
პატარა შეკვრებში დიდი სიყვარული იყო ჩაქსოვილი. შუაგულში
მდგარ მაღალ ლარნაკში ჩაწყობილი წითელი ვარდები, თეთრი
ქრიზანთემები და სუროს ტოტები სიკოხტავეს ჰმატებდა
მაგიდას.
– მოდის! ბეთ, დაიწყე! ემი, კარი გააღე! ვაშა, ვაშა და ვაშა
დედას! – მოუთმენლად აკუნტრუშდა ჯო, მეგი კი კარისკენ
წავიდა, რომ დედა საპატიო ადგილას მიეცილებინა.
ბეთმა ყველაზე მხიარული მარში დასცხო, ემიმ კარი ფართოდ
გამოაღო, მეგმა კი დიდი ღირსებით შეასრულა ამალის როლი.
გაოცებულმა, გულაჩუყებულმა, თვალებზე სიხარულის

1 Das ist gut! Die Engel-Kinder — რა კარგია! ანგელოზი ბავშვები არიან! (გერმ.)

24
ცრემლმომდგარმა მისის მარჩმა ღიმილით დაათვალიერა
საჩუქრები და ზედ დართული პაწია ბარათებიც წაიკითხა.
ჩუსტები იმწამსვე ჩაიცვა, ახალ ცხვირსახოცს უხვად დააპკურა
ემის ნაჩუქარი ოდეკოლონი და ჯიბეში ჩაიდო, ვარდი მკერდზე
მიიბნია, ლამაზ ხელთათმანებზე კი თქვა, რა ზუსტად მომერგოო.
საჩუქრების გადაცემა დიდი სიცილ-კისკისით, ხვევნა-
კოცნითა და ახსნა-განმარტებებით ჩატარდა, თან ისეთი
უბრალოებითა და სიყვარულით, რის წყალობითაც ოჯახური
დღესასწაული იმ წუთს ყველა მონაწილისთვის დიდად
საამურია, მრავალი წლის განმავლობაში კი – ტკბილად
მოსაგონარი. ჩაიარა ამ ამბავმა და ყველანი საქმეს შეუდგნენ.
დილის ქველმოქმედებასა და საჩუქრების გადაცემაში კარგა
ხანი გავიდა. რაც დრო იყო დარჩენილი, საღამოს
სპექტაკლისთვის მზადებას მოანდომეს. ჯერ პატარები იყვნენ
თეატრში ხშირად სიარულისთვის, არც იმდენი ფული ჰქონდათ,
საშინაო სპექტაკლისთვის დიდი ხარჯები გაეღოთ, ამიტომ,
გოგონები ათას რამეს მოიფიქრებდნენ, სპექტაკლი ისეთი რომ
გამოსულიყო, როგორიც საჭიროა. ბევრ რამეს იგონებდნენ:
მუყაოსგან გიტარას გამოჭრიდნენ, ძველმოდურ სასაწებლეს
ფოლგას შემოახვევდნენ და ანტიკურ ლამპრად გადააქცევდნენ;
მწნილეულის თუნუქის ქილებს დაანაკუწებდნენ,
კილიტებივით დააკერებდნენ ბამბის ქსოვილის ძველ კაბას და
1

დიდებულად ააბრდღვიალებდნენ; კონსერვის ქილის რომბებად


დაჭრილი სახურავებით აბჯარს გააწყობდნენ. ერთი სიტყვით,
დიდ სასტუმრო ოთახში ათასი უწყინარი გასართობით
იქცევდნენ ხოლმე თავს.
სპექტაკლებში ჯენტლმენებს არ ათამაშებდნენ და ჯო
მამაკაცის იმდენ როლს ასრულებდა, რამდენიც მის სულსა და
გულს ეამებოდა. მუდამ უდიდესი კმაყოფილებით იცვამდა
რომელიღაც მეგობრის ნაჩუქარ ჟანგისფერ ტყავის ჩექმებს (იმ
მეგობარს ერთი ნაცნობი ქალი ჰყავდა, ის კი, თავის მხრივ, ვიღაც

1 კილიტი – მბრწყინავი ლითონის პაწაწინა, თხელი თვლები; გამოიყენება


ხელსაქმეში.

25
მსახიობს იცნობდა). ეს ჩექმა, ძველი რაპირა და
სახელოებჩაჭრილი კამზოლი, მავან მხატვარს ერთხელ
რომელიღაც სურათის დახატვისას რომ გამოეყენებინა, ჯოს
უდიდესი საგანძური იყო. სპექტაკლს არ გაუშვებდა მათ
გამოუმზეურებლად. პატარა დასის ორ წამყვან მსახიობს
ერთდროულად რამდენიმე როლის თამაში უწევდა და ორივენი
ქების ღირსნი იყვნენ იმ მძიმე საქმისთვის, რასაც
სპექტაკლებისთვის კისრულობდნენ და აუდიოდნენ: სამ ან ოთხ
როლს სწავლობდნენ, წარმოდგენის მსვლელობისას ელვის
სისწრაფით ძველ კოსტიუმებს იხდიდნენ და ახლებს ირგებდნენ,
დეკორაციების შეცვლასაც ასწრებდნენ. მეხსიერების ჩინებული
სავარჯიშოც იყო და უწყინარი გასართობიც, მრავალი საათის
განმავლობაში თავის შესაქცევი. ეს რომ არა, ის მოსაწყენი საათები
უქმად ან ნაკლებად სასიკეთო საქმიანობაში გაივლიდა.
შობის საღამოს ათიოდე გოგო ჩაჭუჭკულიყო საწოლზე,
რომელმაც ბელეტაჟი 1 ჩაანაცვლა. ისხდნენ ლურჯ-ყვითელი
ჩითის ფარდის წინ, სპექტაკლის დაწყებას ელოდნენ ყველა
მსახიობისთვის გასახარი მღელვარე მოლოდინით. ფარდის უკან
დიდი შრაშუნ-ჩურჩული აეტეხათ, ნავთის ლამპის სუნი
იგრძნობოდა, შიგადაშიგ ხითხითიც ისმოდა. ასე სჩვეოდა ემის:
მღელვარე წუთებში ლამის ისტერიკამდე მიდიოდა. ცოტა ხანში
გაისმა ზარის ხმა, გაიხსნა ფარდა და ტრაგიკული საოპერო
სპექტაკლიც დაიწყო.
ერთადერთი თეატრალური პროგრამით დაპირებულ „პირქუშ
ტყეს“ ქოთნის რამდენიმე მცენარე, იატაკზე გაფენილი მწვანე
მაუდი და მოშორებით მოწყობილი გამოქვაბული გამოსახავდა.
გამოქვაბულს ჭერად სარეცხის საშრობი ჩარჩო ეხურა, კედლების
მაგივრობას ორი ბიურო 2 სწევდა, შიგ მომცრო ღუმელი
გიზგიზებდა, ზედ მდგარ შავ კარდალას კი ჯადოქარი დედაბერი
დასტრიალებდა. სცენაზე ბნელოდა და ვარვარმა ჩინებული

1ბელეტაჟი – აქ: პარტერს ზევით პირველი იარუსი თეატრში


2 ბიურო – აქ: კარადისებური, გამოსაწევსახურავიანი საწერი მაგიდა
ქაღალდებისა და საბუთების შესანახი თაროებითა და უჯრებით

26
ეფექტი მოახდინა, მეტადრე მაშინ, როცა ჯადოქარმა კარდალას
თავსახური ახადა და ნამდვილი ორთქლი ამოვარდა. წუთიერი
პაუზის შემდეგ, როცა მაყურებელი დაშოშმინდა, სცენაზე ამაყი
ნაბიჯითა და ფერდზე დაკიდებული ხმლის ჩხარაჩხურით
შემოვიდა შავწვერა ავაზაკი ჰიუგო. ფართო ფარფლებდაშვებული
შლაპა ეხურა, მოსასხამში გახვეულიყო და ის ჩექმა ეცვა.
აღელვებულმა გაიარ-გამოიარა სცენაზე, მერე შუბლზე ხელი
იტკიცა და ამღერდა. მღეროდა, რომ დიდი სიძულვილით
სძულდა როდრიგო, სულითა და გულით უყვარდა ზარა;
მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ერთის მოკვლა და მეორის
დასაკუთრება. გრძნობებმორეულ ჰიუგოს ხრინწნარევი ხმა ალაგ-
ალაგ ყვირილში გადასდიოდა, რაც დიდ შთაბეჭდილებას
ახდენდა, სულის მოსათქმელად შეჩერდა თუ არა, მაყურებლებმა
მქუხარე ტაში დასცხეს. ჰიუგომ ისე დაუკრა თავი დარბაზს,
თითქოს ნაჩვევი იყო პუბლიკისგან ქება-დიდებას, შეიპარა
გამოქვაბულში და აგარს უბრძანა, აქეთ გამოდიო:
– ეი, შენ, დედაბერო! ახლავ მჭირდები!
გამოვიდა მეგი. სახეზე ცხენის ძუისგან დამზადებული ჭაღარა
თმა ჩამოშლოდა, შავ-წითელი კაბა ეცვა, კვერთხი ეჭირა,
მოსასხამი კი კაბალისტიკური ნიშნებით მოეხატა. ჰიუგომ
დაავალა, ერთი ისეთი წამალი მინდა, რომ ზარამ გამაღმერთოს,
მეორე კი ისეთი, როდრიგოს ბოლო მოვუღოო. აგარი მშვენიერი,
დრამატიზმით აღსავსე სიმღერით დაჰპირდა ერთსაც და
მეორესაც, მერე სულს მოუხმო, რომელსაც სიყვარულის წამალი
უნდა მოეტანა:

ო, სულო, ნარნარად რომ დაფრენ ზეცაში,


აქ გამოეშურე, მოგელი, გეძახი,
ვარდთაგან შობილო, ნაკვებო ცვარ-ნამით,
მიიღე შორიდან მდაბალი სალამი
და გთხოვ, მოადუღო სასმელი გრძნეული,
შემსმელს გაუმართლოს, არ დარჩეს ეული.
შენს სასმელს მოველი, ტკბილსა და საამოს,
ტრფობით გატანჯულის სულის მალამოს.

27
გაისმა ნაზი მელოდია. გამოქვაბულის სიღრმიდან
ღრუბელივით მოთეთროსამოსიანი პატარა ფიგურა გამოჩნდა.
ფრთები უციმციმებდა, ოქროსფერ თმაზე ვარდების გვირგვინი
ედგა. აიქნია ჯადოსნური ჯოხი და ამღერდა:

ჩამოვფრინდი ზეციდან,
არ შევიტყვე დაღლა,
მოვიტანე სასმელი
და შენია ახლა,
თუ ბოროტად მოიხმარ,
დაელევა ძალა.

მერე პატარა, მოოქრული ბოთლი ფეხებთან დაუგდო აგარს და


გაუჩინარდა. აგარი ხელახლა ამღერდა. ახლა მეორე,
სილამაზისგან შორს მდგარი სული გამოჩნდა: ბრაგაბრუგით
გამოსულმა შავმა, უშნო ეშმაკუნამ პასუხი დაიყრანტალა, მუქი
ფერის ბოთლი გადაუგდო ჰიუგოს და დამცინავი სიცილით
გაუჩინარდა. ჰიუგომ რაკრაკით ჩაიმღერა მადლობა, ორივე
ბოთლი ცალცალკე ჩაიდო ჩექმის ყელში და გავიდა. აგარმა
მსმენელებს ამცნო, ჰიუგომ რამდენიმე მეგობარი დამიხოცა და
დავწყევლე; გადაწყვეტილი მაქვს, გეგმები ჩავუშალო და შური
ვიძიოო. მერე ფარდა დაეშვა, მაყურებლებმა შეისვენეს,
კანფეტებს შეექცნენ და სპექტაკლის ავ-კარგის გარჩევას მოჰყვნენ.
ფარდის ხელახლა ახდამდე კარგა ხანს ისმოდა ჩაქუჩის
კაკუნი, მაგრამ, როცა გაირკვა, სადურგლო ხელოვნების რა
შედევრი აღმართულიყო სცენაზე, კრინტი არავის დაუძრავს, რად
დააგვიანეთო. სანახაობა იყო და რა სანახაობა! კოშკი ჭერს
სწვდებოდა, შუაში კი ლამპით განათებული სარკმელი მოჩანდა.
თეთრი ფარდის უკან მშვენიერ ლურჯ-ვერცხლისფერ კაბაში
გამოწყობილი ზარა იდგა, როდრიგოს ელოდა. და აი, ისიც
გამოჩნდა, დიდებულად ჩაცმულ-დახურული: ფრთაგარჭობილი
ქუდი ეხურა, წითელი მოსასხამი ებურა, შუბლზე წაბლისფერი
კულულები ჩამოშლოდა, მხარზე გიტარა გადაეკიდებინა, ფეხზე

28
კი, ცხადია, ის ჩექმები ეცვა. მუხლი მოიყარა კოშკის ძირას და
ხმატკბილი სერენადა დაამღერა. ზარაც გამოეპასუხა და
მუსიკალური დიალოგის შემდეგ შეთანხმდნენ, გავიქცეთო. აქ
სპექტაკლის ყველაზე ეფექტური სცენა გათამაშდა: როდრიგომ
ამოიღო თოკის ხუთსაფეხურიანი კიბე, ერთი ბოლო მაღლა
ააგდო და ზარას მოუხმო, ჩამოდიო. ზარა გაუბედავად გამოძვრა
გისოსებში, ცალი ხელით როდრიგოს დაეყრდნო მხარზე და ის-ის
იყო, მოხდენილად უნდა ჩამომხტარიყო, რომ ვაგლახ! საბრალო
ზარას შლეიფი დაავიწყდა, რომელიც სარკმელს გამოედო, კოშკი
შეტორტმანდა, წინ გადმოიხარა, ბრაგვანით დაემხო და
ბედკრული შეყვარებულები ნანგრევებში ჩამარხა.
ატყდა დიდი წივილ-კივილი. ნანგრევებიდან გამწარებით
ასხმარტალდა ჟანგისფერი ჩექმები, მერე ოქროსთმიანი თავიც
გამოჩნდა და წამოიძახა, ხომ გეუბნებოდი, ხომ გეუბნებოდიო! აქ
ყოვლად აუღელვებლად შემოიჭრა დონ პედრო, სასტიკი
მშობელი, ამოათრია ნანგრევებიდან თავისი ასული, სწრაფად
ჩაულაპარაკა, რა გაცინებს, ისე ითამაშე, ვითომც აქ არაფერიო და
როდრიგოს წამოდგომა უბრძანა; მერე კი, რისხვითა და ზიზღით
აღსავსემ, თავისი სამეფოდან გააძევა. როდრიგო აშკარად შეძრა
კოშკის თავზე დამხობამ, თუმცა არ დაემორჩილა. ამ
შეუპოვრობამ ზარაც აღანთო, მანაც უარი თქვა მამის
მორჩილებაზე, დონ პედრომ კი ორივენი სასახლის უღრმეს
ჯურღმულში გაამწესა. გამოვიდა პატარა, ჩასკვნილი მსახური,
ჯაჭვები მოიტანა და შეყვარებულები გაიყვანა, ამასთან, ისეთი
დამფრთხალი ჩანდა, რომ აშკარად დაავიწყდა, რა ჰქონდა
სათქმელი.
მესამე მოქმედება სასახლის დარბაზში მიმდინარეობდა.
გამოჩნდა აგარი, რათა შეყვარებულები გაეთავისუფლებინა და
ჰიუგოსთვის ბოლო მოეღო. გაისმა ჰიუგოს ფეხის ხმა, აგარი
დაიმალა და დაინახა, როგორ ჩაასხა ავაზაკმა ღვინის ორ თასში
თავისი წამლები, მერე დამფრთხალ პატარა მსახურს უბრძანა, ეს
სასმელი ტუსაღებს მიუტანე და უთხარი, რომ მეც მალე
ვესტუმრებიო. მსახურმა ჰიუგო გვერდზე გაიყვანა, სათქმელი
მაქვსო, აგარმა კი ამასობაში ის ორი თასი სხვა, უვნებელი

29
თასებით შეცვალა. მსახურმა ფერდინანდომ თასები წაიღო,
აგარმა კი როდრიგოსთვის განკუთვნილი მოწამლული თასი
უკანვე დადგა. გრძელი, რაკრაკა არიის შესრულების შემდეგ
მოწყურებულმა ჰიუგომ შხამი დალია, გონება აერია, კარგა ხანს
იბორძიკა, ხან რას მოეჭიდა და ხან რას. ბოლოს, როგორც იქნა,
გაიშხლართა და სული დალია. გზადაგზა აგარმა საოცარი
ძალითა და მელოდიურობით აღსავსე არიით ამცნო, რაც ჩაიდინა.
ნამდვილად ამაღელვებელი სცენა იყო, თუმცა ზოგიერთმა
შეიძლება იფიქრა, შლაპიდან უცაბედად გადმოყრილმა გრძელმა,
ჟღალმა თმამ გვარიანად წაახდინა ავაზაკის სიკვდილის
ეფექტიო. ჰიუგო ფარდის წინ გამოიძახეს, ისიც წესითა და რიგით
გამოვიდა თავის დასაკრავად, თან ხელჩაკიდებული აგარი
გამოიყვანა. ჩაითვალა, რომ მისი სიმღერა სპექტაკლის მშვენება
იყო და ერთად აღებულ მთელ წარმოდგენას სჯობდა.
მეოთხე მოქმედებაში მაყურებელს სასოწარკვეთილი
როდრიგო გამოეცხადა, რომელიც მზად იყო, გულში ხანჯალი
ჩაეცა, რადგან ამცნეს, ზარამ მიგატოვაო. მაგრამ როცა ხანჯალი
უკვე გულზე მიიდო, მისი ფანჯრის ქვეშ ტკბილი სიმღერა გაისმა.
ასე შეიტყო, რომ ზარა მისი ერთგული იყო, თუმცა საფრთხე
ემუქრებოდა და როდრიგოს შეეძლო მისი დახსნა, თუკი
მოიწადინებდა. ფანჯარაში გასაღები შეაგდეს, რომელმაც კარი
გააღო, აღტაცებულმა როდრიგომ დაწყვიტა ჯაჭვები და საკნიდან
გაიქცა, რათა სატრფო ეპოვა და დაეხსნა.
მეხუთე მოქმედება ზარასა და დონ პედროს ბობოქარი სცენით
დაიწყო. დონ პედრომ მონასტერში გაგზავნა დაუპირა ასულს,
მაგრამ მას გაგონებაც არ უნდოდა და გულისამაჩუყებელი ხვეწნა-
მუდარის შემდეგ, ის-ის იყო, გრძნობა უნდა დაეკარგა, რომ
როდრიგო შემოიჭრა და მისი ხელი ითხოვა, მაგრამ რაკი ღარიბი
გახლდათ, დონ პედრომ უარი სტკიცა. სამივემ გამწარებული
ყვირილი და ხელების ქნევა ატეხა, მაგრამ ვერ მორიგდნენ;
როდრიგო უკვე აპირებდა, გაწამებული ზარა გაეტაცებინა, თუმცა
შემოსულმა მორიდებულმა მსახურმა იდუმალად
გაუჩინარებული აგარისგან გამოგზავნილი წერილი და ტომარა
შემოიტანა. წერილით აგარმა იქ მყოფებს აცნობა, რომ

30
ახალგაზრდა წყვილს ანდერძით დაუტოვა აურაცხელი
სიმდიდრე, დონ პედრო კი გააფრთხილა, თუ წინ აღუდგები ქალ-
ვაჟის ბედნიერებას, შემზარავი აღსასრული მოგელისო. ტომარა
გახსნეს, სცენაზე წვიმად წამოვიდა აურაცხელი თუნუქის ფული
და იქაურობა მთლად გააბრწყინა. სასტიკ მშობელს საბოლოოდ
მოულბა გული – უსიტყვოდ დათანხმდა. ყველამ გუნდურად
შეასრულა ხალისიანი სიმღერა, შეყვარებულებმა რომანტიკული
გრაციით აღსავსე პოზაში მოიყარეს მუხლი დონ პედროს წინაშე,
ლოცვა-კურთხევის მისაღებად და ფარდაც დაეშვა.
მქუხარე ტაში უცაბედად შეწყდა, რადგან გასაშლელი საწოლი,
რომელზეც ბელეტაჟი იყო მოწყობილი, მოულოდნელად დაიკეცა
და პუბლიკის ენთუზიაზმი ჩაახშო. როდრიგო და დონ პედრო
საშველად გაექანნენ და ყველანი მშვიდობიანად ამოიყვანეს,
თუმცა მაყურებლებიდან ბევრი სიცილით ისე ჩაბჟირებულიყო,
ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. ის იყო მღელვარება დაცხრა, რომ
ჰანა შემოვიდა და გამოაცხადა:
– მისის მარჩი წარმოდგენის წარმატებას გილოცავთ და
ქალბატონებს ვახშმად გეპატიჟებათ.
ეს მიწვევა მსახიობებისთვისაც კი მოულოდნელი იყო და როცა
გაშლილი სუფრა დაინახეს, გაოგნებულებმა აღტაცებით
გადახედეს ერთმანეთს. დედა ცოტ-ცოტა ნუგბარით როგორ არ
ახარებდა ხოლმე შვილებს, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული,
როცა შეძლებულად ცხოვრობდნენ, კარგა ხანი გასულიყო, ასეთი
აღარაფერი ენახათ. სუფრაზე ნაყინი იდო, თანაც ორი ლანგრით –
ვარდისფერი და თეთრი. ტორტიც იყო, ხილიცა და გამაოგნებელი
ფრანგული კანფეტებიც, მაგიდის შუაგულში კი ორანჟერეის
ყვავილების ოთხი ვეება თაიგული იდგა.
სუნთქვაშეკრულები ჯერ მაგიდას მიაცქერდნენ, მერე კი
დედას, რომელიც აშკარად ერთობ გახარებული ჩანდა.
– ფერიებმა მოგვიტანეს? – იკითხა ემიმ.
– სანტა-კლაუსმა, – თქვა ბეთმა.
– დედამ მოამზადა, – ჭაღარა წვერისა და თეთრი წარბების
მიუხედავად მომხიბლავად გაიღიმა მეგმა.
– ეტყობა, პაპიდა მარჩი კარგ გუნებაზე იყო და ეს ვახშამი

31
გამოგვიგზავნა! – ერთბაშად მოაფიქრდა და წამოიყვირა ჯომ.
– ვერ გამოიცანით! მისტერ ლორენსის გამოგზავნილია, –
მიუგო მისის მარჩმა.
– ეგ იმ ბიჭის პაპაა! რამ მოაფიქრა? არც კი ვიცნობთ! –
წამოიძახა მეგმა.
– ჰანას იმათი რომელიღაც მსახურისთვის მოუყოლია თქვენი
საუზმის ამბავი. მისტერ ლორენსი უცნაური მოხუცი კია, მაგრამ
ეს ამბავი ძალიან ეამა. დიდი ხნის წინ იცნობდა მამაჩემს, დღეს კი
თავაზიანი წერილი მომწერა, ვიმედოვნებ, ნებას დამრთავთ,
თქვენი შვილების მიმართ კეთილგანწყობა გამოვავლინო და
დღესასწაულის აღსანიშნავად მცირეოდენი ნობათი მოვართვაო.
უარი ვერ ვუთხარი, ამიტომაც ამ საღამოს პატარა ნადიმი
გექნებათ დილანდელი რძისა და პურის სამაგიეროდ.
– ეჭვიც არ მეპარება, შვილიშვილი ჩააგონებდა, ეგრე ქენიო.
კარგი ვინმეა და სიამოვნებით გავიცნობდი. ვატყობ, თვითონაც
უნდა ჩვენი გაცნობა, ოღონდ ძალიან მორცხვია, მეგი კი ისეთი
თავდაჭერილი გვყავს, რომ როცა ჩავუვლით ხოლმე,
დალაპარაკების საშუალებას არ მაძლევს, – თქვა ჯომ, როცა
ლანგრები ჩამოატარეს და ნაყინმა, აღტაცებული ოხვრა-კვნესის
თანხლებით, თვალდათვალ იწყო გაქრობა.
– იმ ხალხზე ამბობთ, თქვენ მეზობლად, დიდ სახლში რომ
ცხოვრობს? – იკითხა ერთმა სტუმარმა, – დედაჩემი იცნობს
მოხუც მისტერ ლორენსს, მაგრამ ამბობს, ძალიან ამაყია და
მეზობლებში გათქვეფა არ უნდაო. შვილიშვილი სახლში ჰყავს
გამოკეტილი და დღედაღამ ამეცადინებს. ცხენით თუ გაივლ-
გამოივლის ხოლმე ის ბიჭი ან მასწავლებელთან ერთად გამოვა
სასეირნოდ. ერთხელ წვეულებაზე დავპატიჟეთ, მაგრამ არ
მოსულა. დედა ამბობს, მშვენიერი ბიჭიაო, მაგრამ გოგოებს ხმას
არ გვცემს.
– ერთხელ ჩვენი კატა გაიქცა და უკან მოგვიყვანა. ღობესთან
ვილაპარაკეთ კრიკეტზე და მისთანებზე. მშვენივრად გავუგეთ
ერთმანეთს, მაგრამ მეგის დანახვისთანავე მოუსვა. ძალიან მინდა,
ახლოს გავიცნო. თავს დავდებ, აშკარად სჭირდება გახალისება, –
დაბეჯითებით თქვა ჯომ.

32
– ყოფაქცევით არ დაიწუნება, ნამდვილი პატარა ჯენტლმენი
ჩანს. ჰოდა, წინააღმდეგი არ ვიქნები, გაიცნოთ, როცა შესაფერისი
შემთხვევა მოგეცემათ. ყვავილები თვითონ მოიტანა და ზუსტად
რომ მცოდნოდა, რა ხდებოდა ზემოთ, თქვენთან,
შემოვიპატიჟებდი. დაღონებული წავიდა: გაიგონა, აქ რა
მხიარულებაც იყო, რაც თვითონ, აშკარად, აკლია.
– კიდევ კარგი, არ შემოიპატიჟე, დე! – გაეცინა ჯოს და ჩექმებზე
დაიხედა, – მაგრამ ერთხელაც ისეთ პიესას დავდგამთ, რომ
იმანაც უყუროს და სულაც, ითამაშოს კიდეც. უჰ, როგორ
ვიხალისებთ!
– ასეთი თაიგული არც მინახავს! რა ლამაზია! – ჩაილაპარაკა
მეგმა და დიდი ინტერესით დააცქერდა თავის ყვავილებს.
– მშვენიერია, მაგრამ მე მაინც ბეთის ვარდები მირჩევნია! –
თქვა მისის მარჩმა და ქამარში ჩამაგრებული ნახევრად დამჭკნარი
პატარა თაიგული დაყნოსა.
ბეთი ჩაეხუტა და ნაზად ჩასჩურჩულა:
– რომ შემეძლოს, ერთ ასეთ თაიგულს მამასაც გავუგზავნიდი.
ის, ალბათ, ჩვენსავით მხიარულად ვერ ატარებს შობას.

33
თავი მესამე

ლორენსების ბიჭი

– ჯო! ჯო! სადა ხარ? – დაიძახა სხვენის კიბის ძირას მდგარმა


მეგმა.
– აქ, – გაისმა ჩახრინწული ხმა მაღლიდან.
მეგმა ზემოთ აირბინა. მზიან ფანჯარასთან ძველ, სამფეხა
დივანზე მოკალათებული, პლედშემოხვეული ჯო ვაშლს
შეექცეოდა, თან „რედკლიფის მემკვიდრეს“ 1 დასტიროდა. ეს
ადგილი ჯოს საყვარელი თავშესაფარი იყო. ექვსიოდე ვაშლითა
და კარგი წიგნით განმარტოვდებოდა ხოლმე, რათა სიწყნარითა
და მოშინაურებული ვირთხის საზოგადოებით დამტკბარიყო.
ვირთხა იქვე ბინადრობდა და ოდნავაც არ იყო მისი მეზობლობის
წინააღმდეგი. მეგის გამოჩენაზე „ფხაჭუნა“ სოროში გაუჩინარდა.
ჯომ თავი გააქნია, ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მოიშორა
და ახალი ამბის მოსასმენად მოემზადა.
– როგორ გამიხარდა! ერთი შეხედე! მისის გარდინერმა
ნამდვილი მოსაწვევი ბარათი გამოგვიგზავნა, ხვალ საღამოს
გვეპატიჟება! – წამოიყვირა მეგმა და ძვირფასი ფურცელი
ააფრიალა, მერე კი აღტაცებული შეუდგა კითხვას: – „მისის
გარდინერი მოხარული იქნება, ახალი წლის წინა საღამოს თავის
სახლში, ვახშამსა და ცეკვებზე იხილოს მის მარჩი და მის
ჯოზეფინი“. დედა გვიშვებს. აბა, რას ვიცვამთ?

1„რედკლიფის მემკვიდრე“ – ინგლისელი მწერლის, შარლოტ იანგის (1823-1901)


რომანი

34
– რას მეკითხები, როცა ისედაც იცი, რომ პოპლინის კაბებს
ჩავიცვამთ, სხვა რა გაგვაჩნია? – უპასუხა პირგამოტენილმა ჯომ.
– აბრეშუმის კაბა მაინც მქონდეს... – ამოიოხრა მეგმა, – დედამ
მითხრა, თვრამეტის გახდები და გექნებაო, მაგრამ ორი წელი რა
მომათმენინებს!
– ჩვენი პოპლინის კაბები ნამდვილად არ ჩამოუვარდება
აბრეშუმისას და ძალიანაც გვიხდება. შენი მთლად ახალს ჰგავს,
ჩემი კი, სულ დამავიწყდა, რომ უკან ამომეწვა და კიდევაც გამეხა.
რა ვქნა? ამომწვარი თვალნათლივ ჩანს და არაფერი ეშველება.
– რა გაეწყობა: უნდა იჯდე და ზურგიდან არავის დაენახვო.
წინა მხარეს არაფერი უჭირს. თმას ახალი სარტყლით
დავიმაგრებ, დედა თავის მარგალიტის ქინძისთავს მათხოვებს.
ახალი ფეხსაცმელი მშვენიერი მაქვს და ხელთათმანიც ივარგებს,
თუმცა, მე რომ მინდა, ისეთი კარგიც არ არის.
– ჩემებს ლიმონათი გადაესხა, ახალს კი სად ვიშოვი. ჰოდა,
უხელთათმნოდ უნდა წამოვიდე, – თქვა ჯომ, რომელსაც დიდად
არ ანაღვლებდა ჩაცმა-დახურვა.
– ან ხელთათმანს ჩაიცვამ, ან არ წამოვალ, – გადაჭრით
გამოუცხადა მეგმა, – ხელთათმანი მთავარია. უხელთათმანოდ
ვინ ცეკვავს! და თუ ხელთათმანი არ გეცმება, ძალიან მეწყინება!
– ჰოდა, არც ვიცეკვებ. სულ არ მეხატება გულზე ეს სამეჯლისო
ცეკვები. აბა, რა გასართობია, აქეთ-იქით ფარფატი! მე ფეხების
ბაკუნი და კუნტრუში მირჩევნია.
– დედას ახალ ხელთათმანს ვერ სთხოვ, ძალიან ძვირია, შენ კი
მოუხერხებელი და გაუფრთხილებელი ხარ. მეორე წყვილი რომ
გაგიფუჭდა, გითხრა, ამ ზამთარს ახალს აღარ გიყიდიო იქნებ
მაინცის ჩაიცვა, რომელიც გაქვს?
– ხელს მოვმუჭავ და ვერ დაინახავენ, რომ დალაქავებულია.
სხვა რა ვუყო? ოჰ! იცი, რა ვქნათ? ორივემ თითო კარგი
ხელთათმანი ჩავიცვათ და ცუდი ხელში დავიჭიროთ.
– შენ ჩემზე დიდი ხელები გაქვს და გამიწელავ, – დაიწყო მეგმა,
ვისთვისაც ხელთათმანი მუდამ მტკივნეული საკითხი იყო.
– მაშ, უხელთათმნოდ წამოვალ და ეგ იქნება. სულ არ
მაინტერესებს, ხალხი რას იტყვის, – წამოიძახა ჯომ და ისევ წიგნს

35
დაავლო ხელი.
– კარგი, კარგი. მოგცემ ჩემსას, ოღონდ იცოდე, არ დამილაქავო
და გეხვეწები, წესიერად მოიქეცი. ხელები ზურგს უკან არ წაიღო,
არავის მიაშტერდე და არც „ქრისტოფერ კოლუმბი“ იძახო, კარგი?
– არ ინერვიულო. ისე დავიჭერ თავს, როგორც წესი და რიგია.
თუ მოვახერხე, არანაირ ხათაბალაში არ გავეხვევი. ახლა წადი,
უპასუხე მაგ მოსაწვევს და მაცალე, ეს მშვენიერი წიგნი
დავამთავრო.
მეგი წავიდა, რათა მიეწერა, სიამოვნებით გესტუმრებითო,
გამოეღო კაბა და სიმღერ-სიმღერით მიეკერებინა ნამდვილი
მაქმანის ერთადერთი არშია, სანამ ჯო წიგნის კითხვას,
დარჩენილი ოთხი ვაშლის ჭამასა და „ფხაჭუნასთან“ თამაშს
მორჩებოდა.
ახალი წლის წინა დღეს სასტუმრო ოთახში არავინ ჭაჭანებდა.
ორი უმცროსი გოგონა პირისფარეშებად დასდგომოდა
უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩაფლულ უფროსებს – ისინი
წვეულებისთვის ემზადებოდნენ. მართალია, უბრალოდ უნდა
ყოფილიყვნენ ჩაცმულები, მაგრამ ამ საქმეს მაინც კიბეზე
ათასჯერ არბენ-ჩარბენა, სიცილ-კისკისი და ბევრი ლაპარაკი
დასჭირდა, ცოტა ხნით კი მთელ სახლში დამწვარი თმის სუნიც
დატრიალდა. მეგმა შუბლზე თმის დახვევა მოინდომა და ეს საქმე
ჯომ იკისრა: ქაღალდშემოხვეულ კულულებზე თმის სახვევი
ცხელი მაშა მოუჭირა.
– ასეთი სუნი უნდა ჰქონდეს? – იკითხა საწოლის თავზე
ჩამოსკუპებულმა ბეთმა.
– ტენიანია და თანდათან შრება, – აუხსნა ჯომ.
– რა უცნაური სუნია! გეგონება, ქათამს ტრუსავენო, – შენიშნა
ემიმ და ამაყად დაისვა ხელი საკუთარ მშვენიერ კულულებზე.
– აჰა, ახლა კი ქაღალდს შემოვხსნი და პატარ-პატარა
ხვეულების ღრუბელს დაინახავთ, – გამოაცხადა ჯომ და მაშა
დადო.
ქაღალდები კი მოხსნა, მაგრამ დაპირებული ხვეულების
ღრუბელი არ დახვედრიათ: თმა ქაღალდს ჩამოჰყვა და
თავზარდაცემულმა პარიკმახერმა მსხვერპლის წინ, ბიუროზე,

36
პატარა-პატარა, დახრუკული ბღუჯები დაალაგა.
– ვაი, ვაი! ეგ რა ქენი? დავიღუპე! სადღა წავალ?! ჩემი საწყალი
თმა! – ატირდა მეგი და სასოწარკვეთილი მიაშტერდა შუბლზე
დარჩენილ უსწორმასწორო ხვეულებს.
– ოჰ, რა ბედი მაქვს! რაღა მე მთხოვე, დამიხვიეო? მე ხომ
ყოველთვის ყველაფერი მიფუჭდება. მეც გულს შემომეყარა,
მაგრამ მაშა ძალიან ცხელი იყო და აი, რა გამომივიდა, – ოხრავდა
საბრალო ჯო, სინანულის ცრემლებს ღვრიდა და მაგიდაზე
დალაგებულ შავ-შავ კოშტებს დასცქეროდა.
– ეგ არაფერი, შენ ოღონდ ცოტათი დაიხვიე, სარტყელი
გადაიჭირე, რომ თმის ბოლოები ოდნავ ჩამოგეშალოს შუბლზე
და ძალიანაც მოდურად გამოგივა. იცი, რამდენი გოგო მინახავს:
ზუსტად ასე აქვთ დავარცხნილი, – ანუგეშა ემიმ.
– ასე მომიხდება, გაპრანჭვა რომ მოვინდომე! არ აჯობებდა,
თმისთვის საერთოდ არ მეხლო ხელი? – გაღიზიანებით წამოიძახა
მეგმა.
– მართალი ხარ, სრიალა იყო და ლამაზი, მაგრამ არა უშავს,
მალე გაგეზრდება, – უთხრა ბეთმა, მივიდა და აკოცა, რომ
„გაკრეჭილი ბატკანი“ ენუგეშებინა.
კიდევ რამდენიმე, ოღონდ ნაკლებ სავალალო მარცხის შემდეგ
მეგი, როგორც იქნა, გაემზადა, მერე კი, მთელი ოჯახის
გაერთიანებული ძალისხმევით, ჯოსაც ჩააცვეს კაბა და თმა
მაღლა აუკეცეს. ორივენი კოხტები ჩანდნენ იმ თავიანთ უბრალო
კაბებში. მეგს მონაცრისფრო-მოყავისფრო, მაქმანებიანი კაბა ეცვა,
მარგალიტის ქინძისთავით შემკული, თმა ლურჯი ხავერდის
სარტყლით შეეკრა. ჯოს კაბა შინდისფერი იყო, ტილოს
გახამებული, კაცური საყელოთი, სამკაულად კი ორი თეთრი
ქრიზანთემა იკმარა. ცალ ხელზე ერთსაც და მეორესაც კარგი, ღია
ფერის ხელთათმანი ეცვა, მეორეში კი დასვრილი ეჭირა. ყველამ
აღნიშნა, მეტი რომ არ იქნება, ისე მოხდენილად და ბუნებრივად
გამოიყურებითო. მეგს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უჭერდა და
ფეხებს სტკენდა, მაგრამ კრინტს როგორ დაძრავდა! ჯოს კი ეგონა,
ცხრამეტივე სარჭი პირდაპირ თავში მერჭობაო, რაც დიდად
სასიამოვნო არ გახლდათ, მაგრამ, ღმერთო ჩემო,

37
ელეგანტურობისთვის თავს ვინ დაზოგავს!
– აბა, კარგი დრო გაატარეთ, ჩემო საყვარლებო! – დააწია მისის
მარჩმა, როცა დები მსუბუქი ნაბიჯით დაადგნენ ჭიშკრისკენ
მიმავალ ბილიკს, – ვახშმად ბევრი არ ჭამოთ, თერთმეტზე ჰანა
მოგაკითხავთ და წამოდით, – და როცა ჭიშკარი გაიჯახუნეს და
გავიდნენ, ფანჯრიდან გადასძახა: – გოგოებო! გოგოებო!
ცხვირსახოცები ხომ გაქვთ?
– გვაქვს, გვაქვს, სუფთა და კრიალა, მეგისას ოდეკოლონიც კი
ასხია, – დაამშვიდა ჯომ და შემდეგ, გზა რომ გააგრძელეს,
სიცილით დაუმატა, – მიწისძვრის დროს რომ გამოვრბოდეთ
სახლიდან, მგონი, მაშინაც კი ამას გვკითხავდა.
– იმიტომ რომ არისტოკრატიული გემოვნება აქვს და ძალიანაც
სწორია: ნამდვილ ლედის სუფთა ფეხსაცმელებით, სუფთა
ხელთათმანითა და სუფთა ცხვირსახოცით ცნობენ, – მიუგო
არანაკლებ არისტოკრატიული გემოვნების პატრონმა მეგმა.
– ჯო, იცოდე, არ დაგავიწყდეს, კაბა უკნიდან არავის დაანახვო.
ქამარი კარგად მიკეთია? თმა ძალიან ცუდი შესახედავი ხომ არ
არის? – ჰკითხა მეგმა, როცა მისის გარდინერის გასახდელის
სარკეში ცქერას მორჩა და, როგორც იქნა, მოტრიალდა.
– ვიცი, რომ დამავიწყდება. და თუ დაინახე, რომ რამეს
არასწორად ვაკეთებ, თვალი ჩამიკარი და გამახსენე, კარგი? –
გაეპასუხა ჯო, საყელო მაგრად გამოქაჩა და თმაზე აჩქარებით
გადაისვა ჯაგრისი.
– არა, თვალის ჩაკვრა რა ქალის საქმეა! რამე თუ შეგეშალა,
წარბებს ავწევ და თუ ყველაფერი კარგად იქნა, თავს დაგიქნევ.
აბა, მხრები სწორად დაიჭირე, პატარ-პატარა ნაბიჯებით იარე და
თუ ვინმე გაგაცნეს, ხელი არ ჩამოართვა. წესი არ არის.
– მაგდენი რამე როგორ დაიხსომე? მე არ მამახსოვრდება. რა
მხიარული მუსიკაა, არა?
ცოტა არ იყოს, გაუბედავად ჩავიდნენ დაბლა, რადგან
წვეულებებზე იშვიათად დადიოდნენ და ასეთი პატარა
თავყრილობაც კი დიდ რამედ ეჩვენებოდათ. მისის გარდინერი –
წარმოსადეგი, ხნიერი ბანოვანი – თავაზიანად შეეგება და ორივე
თავისი ექვსი ქალიშვილიდან ყველაზე უფროსს ჩააბარა. მეგი

38
იცნობდა სალის და ცოტა ხანში მოშინაურდა, სამაგიეროდ, ჯო,
რომელსაც ნაკლებად აინტერესებდა გოგონები და მათი ჭორაობა,
განზე იდგა, კედლისკენ წინდახედულად ზურგშექცეული, და
თავს ისე უხერხულად გრძნობდა, როგორც კვიცი ყვავილნარში.
ოთახის ბოლოში ექვსიოდე ყმაწვილი გაცხოველებით
ლაპარაკობდა ციგურებზე; ძალიან მოუნდა მათთან მისვლა და
საუბარში ჩარევა, რადგან ციგურაობა მისი ერთ-ერთი საყვარელი
გასართობი გახლდათ. მეგს ანიშნა, რასაც აპირებდა, მაგრამ მისმა
დამ წარბები ისე შემაშფოთებლად ატყორცნა მაღლა, რომ
ადგილიდან დაძვრაც კი ვერც ვერ გაბედა. მასთან სალაპარაკოდ
არავინ მისულა, შორიახლო მდგომი გოგონების გუნდი კი ნელ-
ნელა შემცირდა და ჯო მარტო დარჩა. ვერ გაივლ-გამოივლიდა და
თავს ვერ შეიქცევდა – ამომწვარი კაბა გამოუჩნდებოდა; ამიტომ
იდგა და დაღვრემილი უყურებდა ხალხს, სანამ ცეკვები დაიწყო.
მეგი მაშინვე მიიწვიეს და მისი მოჭერილი ფეხსაცმელი ისე
მკვირცხლად გასრიალდ-გამოსრიალდა, ვერავინ მიხვდებოდა,
რა ტკივილს უძლებდა მათი მოღიმარი პატრონი. ჯომ დაინახა,
რომ მისი კუთხისკენ ერთი ზორბა, წითური ყმაწვილი
გამოემართა და, ვაითუ საცეკვაოდ გამიწვიოსო, შეშინებული
შესხლტა ფარდებჩამოფარებულ ნიშაში იმ იმედით, იქიდან
გამოვიჭყეტ და საღამოსაც მშვიდად გავატარებო. სამწუხაროდ, ეს
ნიშა სხვა მორცხვ ადამიანსაც აერჩია თავშესაფრად, რადგან
ზურეს უკან ფარდა ჩამოეშვა თუ არა, ჯო პირდაპირ
„ლორენსების ბიჭს“ შეეჩეხა.
– უჰ, არ ვიცოდი, აქ თუ ვინმე იყო! – წაიდუდუნა ჯომ და
დააპირა ისეთივე სისწრაფით გავარდნილიყო გარეთ, რა
სისწრაფითაც შევარდა.
მაგრამ ბიჭს გაეცინა და თუმცა ცოტა შეშფოთება შეეტყო, მაინც
თავაზიანად მიუგო:
– მე ყურადღებას ნუ მომაქცევთ. თუ გნებავთ, დარჩით.
– ხელს არ შეგიშლით?
– რას ბრძანებთ! აქ იმიტომ შემოვედი, რომ ბევრს არავის
ვიცნობ და, მიმიხვდებით, ცოტა უცხოდ ვიგრძენი თავი.
– მეც. გთხოვთ, ნუ წახვალთ, თუ წასვლა არ გნებავთ.

39
ბიჭი ისევ დაჯდა და ლაკის სამეჯლისო ფეხსაცმელს
ჩააშტერდა. ბოლოს ჯომ სიმორცხვე დაძლია და, რაც შეეძლო,
ზრდილობიანად უთხრა:
– მე მგონი, წინათაც მქონია თქვენი ნახვის ბედნიერება. ჩვენ
მახლობლად ცხოვრობთ, არა?
– კარის მეზობელი გახლავართ, – ახედა ბიჭმა და გულიანად
გაეცინა: ჯოს გადაჭარბებულად თავაზიანი ლაპარაკი
თავშესაქცევი ეჩვენა, რადგან გაახსენდა, ღობის აქეთ-იქიდან რა
გულიანად იმასლაათეს კრიკეტზე იმ დღეს, როცა გაქცეული კატა
მიუყვანა.
ჯომ მაშინვე თავისუფლად იგრძნო თავი და თვითონაც
გაეცინა, მერე კი, რაც შეეძლო გულითადად უთხრა:
– თქვენს გამოგზავნილ საშობაო ვახშამზე მშვენიერი დრო
გავატარეთ.
– პაპაჩემმა გამოგიგზავნათ.
– ჰო, მაგრამ აზრი ხომ თქვენ ჩააგონეთ, არა?
– კატა როგორ გყავთ, მის მარჩ? – ჰკითხა ბიჭმა; ცდილობდა
სერიოზული გამოჩენილიყო, მაგრამ შავი თვალები ცელქად
უციმციმებდა.
– გმადლობთ, მშვენივრად, მისტერ ლორენს, მაგრამ მე მის
მარჩი კი არა, უბრალოდ ჯო ვარ, – გაეპასუხა ყმაწვილი ლედი.
– მე კი მისტერ ლორენსი კი არა, უბრალოდ ლორი.
– ლორი ლორენსი, რა უცნაური სახელი და გვარია.
– ნამდვილი სახელი თეოდორი მქვია, მაგრამ არ მომწონს,
იმიტომ, რომ ბიჭები დორას მეძახდნენ, ჰოდა ისე ვქენი, რომ ახლა
ლორის მეძახიან.
– მეც მეჯავრება ჩემი სახელი. სენტიმენტალობის
განსახიერებაა! და მინდა, ჯოზეფინის ნაცვლად ყველა ჯოს
მეძახდეს. როგორ მოახერხეთ, რომ ბიჭები დორას აღარ გეძახიან?
– გავლახე.
– პაპიდა მარჩს ხომ ვერ გავლახავ, ჰოდა, ალბათ ისევ უნდა
მოვითმინო, – და ჯო ოხვრით შეურიგდა ბედს.
– ცეკვა არ გიყვართ, მის ჯო? – ჰკითხა ლორიმ და შეეტყო, რომ
მისი აზრით ეს სახელი ძალიანაც უხდებოდა გოგოს.

40
– რატომაც არა, ოღონდ თუ ყველა მხიარულობს და ადგილიც
ბევრია. ასეთ ოთახში კი აუცილებლად რამეს გადავაყირავებ.
ვინმეს ფეხზე დავაბიჯებ ან რამე საშინელებას ჩავიდენ. ასე რომ,
უსიამოვნებას თავს ვარიდებ და მეგს ვუთმობ ბურთსა და
მოედანს... თქვენ არ ცეკვავთ?
– ხანდახან. იცით, რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ვიყავი, აქ
ცოტა ხნის წინ ჩამოვედი და ჯერ არ ვიცი, თქვენთან როგორ
ცეკვავენ.
– საზღვარგარეთ?! – წამოიძახა ჯომ, – მიამბეთ, რა! როგორ
მიყვარს, როცა მოგზაურობის ამბებს ვისმენ.
ლორის შეეტყო, არ იცოდა, საიდან დაეწყო, მაგრამ
დაინტერესებული ჯო კითხვებით დაეხმარა და იმანაც უამბო
ვევეს 1 სკოლის ამბები, სადაც ბიჭები უშლაპებოდ დადიოდნენ,
ტბაზე საცურაოდ ნავების ფლოტილია ჰყავდათ, არდადეგებზე
კი ფეხით მოგზაურობდნენ შვეიცარიაში, თავიანთ
მასწავლებლებთან ერთად.
– ოჰ, ნეტავი იქ მაცხოვრა! – წამოიყვირა ჯომ, – პარიზშიც
ყოფილხართ?
– შარშან მთელი ზამთარი იქ გავატარეთ.
– ფრანგული იცით?
– ვევეში სხვა ენაზე ლაპარაკს გვიკრძალავდნენ.
– თქვით რამე! მე ფრანგულად ვკითხულობ, მაგრამ ვერ
წარმოვთქვამ.
– Quel nom a cette jeune demoiselle en les pantoufles jolies?
– რა კარგად გამოგდით! აბა, დავფიქრდე... თქვენ თქვით, ვინ
არის ეს ლამაზფეხსაცმლიანი ქალიშვილიო, ხომ?
– Oui, mademoiselle. 2
– ჩემი დაა, მარგარეტი. ისედაც ხომ იცით, ვინც არის? თქვენი
აზრით, ლამაზია?
– დიახ. გერმანელი გოგოები გამახსენა. ძალიან ბუნებრივი და
წყნარია, თან ნამდვილი ლედივით ცეკვავს.

1 ვევე – ქალაქი შვეიცარიაში, ჟენევის ტბის პირას


2 Oui, mademoiselle დიახ, მადმუაზელ (ფრ.).

41
ჯო სიხარულით აწითლდა, ბიჭმა და რომ შეუქო, თან
ყველაფერი ჩაიბეჭდა, მერე მეგს ვეტყვიო. ორივენი ფარდებიდან
იჭყიტებოდნენ, ხალხს აკრიტიკებდნენ, მასლაათობდნენ და
ბოლოს ძველ, კარგ ნაცნობებად იგრძნეს თავი. ლორის მალე
გადაუარა მორცხვობამ, რადგან ჯოს ბიჭური ქცევა ართობდა და
თავს თავისუფლად გრძნობდა, ჯოს კი ისევ დაუბრუნდა ჩვეული
ხალისი, რადგან კაბა სულ დაავიწყდა და მის საქციელზე
წარბებსაც აღარავინ სწევდა. ლორენსების ბიჭი უფრო და უფრო
მოსწონდა და რამდენჯერმე ყურადღებით დააკვირდა, რომ
დებისთვის აეწერა. მარჩებს ძმები არ ჰყავდათ, მამრობითი სქესის
ბიძაშვილებიც – თითო-ოროლა, ამიტომაც მათთვის ბიჭები
სრულიად იდუმალი არსებანი იყვნენ.
„შავი, ხვეული თმა, შავგვრემანი კანი, დიდი შავი თვალები,
კოხტა ცხვირი, მშვენიერი კბილები, მოხდენილი ხელ-ფეხი.
ჩემზე მაღალია, ბიჭის პირობაზე ძალიან ზრდილობიანი და,
საერთოდ, კარგი ვინმეა. რამდენი წლის იქნება?“
ეს კითხვა ჯოს უკვე ენის წვერზე უტრიალებდა, მაგრამ თავი
დროზე შეიკავა, უჩვეულო ტაქტი გამოავლინა და ამ ამბის
შემოვლითი გზებით გარკვევა სცადა.
– ალბათ, მალე უნივერსიტეტში დაიწყებთ სწავლას, არა?
ვხედავ, რომ წიგნებს აკლავთ თავს, უფრო სწორად,
ჩაჰკირკიტებთ, – და იქვე აილეწა, ეს საშინელი „თავს აკლავთ“
როგორ წამომცდაო.
ლორის გაეღიმა. აშკარად არ სწყენია, მხრები აიჩეჩა და
უპასუხა:
– ერთ-ორ წელიწადში. ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩვიდმეტის
არ გავხდები – არა.
– მაშ, თხუთმეტზე მეტისა არა ხართ? – გაკვირვებით
მიაცქერდა ჯო მაღალ-მაღალ ყმაწვილს, რომელიც ჩვიდმეტ
წელზე ნაკლები ხნისა არ ეგონა.
– ერთ თვეში თექვსმეტისა ვხდები.
– ოჰ, როგორ მინდა უნივერსიტეტში სწავლა! თქვენ კი თითქოს
არ გიხარიათ.
– ვერ ვიტან ამ უნივერსიტეტებს! ან უნდა იზუთხო და ან

42
იმაიმუნო, სხვა არაფერი. საერთოდ, არ მომწონს აქაური
ახალგაზრდების ყოფა-ცხოვრება.
– თქვენ როგორი ცხოვრება გირჩევნიათ?
– მე იტალიაში ვიცხოვრებდი და რისკენაც გული მიმიწევს,
იმას გავაკეთებდი.
ჯოს ერთი სული ჰქონდა ეკითხა, გული რისკენ მიგიწევთო,
მაგრამ ბიჭმა ისე მუქარით შეკრა შავი წარბები, რომ ჯომ სიტყვა
ბანზე ააგდო და თან ფეხი მუსიკის ტაქტზე ააკაკუნა:
– რა მშვენიერი პოლკაა! არ გინდათ, გახვიდეთ და იცეკვოთ?
– თქვენც თუ წამოხვალთ, კი, – თავაზიანად დაუკრა თავი
ბიჭმა.
– არ შემიძლია. მეგს დავპირდი, არ ვიცეკვებ-მეთქი, იმიტომ
რომ... – აქ ჯო შეყოყმანდა, არ იცოდა, გაემხილა თავისი გასაჭირი
თუ გაეცინა.
– რატომ, რა მიზეზით?
– არავის ეტყვით?
– არავითარ შემთხვევაში.
– ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: ცეცხლთან ახლოს მიყვარს დგომა,
ჰოდა კაბები მუდამ აილანძება ხოლმე, ეს კი საერთოდ ამოიწვა.
საგულდაგულოდ არის დაკემსილი, მაგრამ მაინც ემჩნევა;
ამიტომაც მეგმა მითხრა, შენთვის იჯექი, არავინ დაინახოსო. თუ
გეცინებათ, შეგიძლიათ გაიცინოთ. ვიცი, რომ სასაცილოა.
მაგრამ ლორის არ გაუცინია. წამით მზერა დახარა და მისმა
გამომეტყველებამ საგონებელში ჩააგდო ჯო, როცა ბიჭმა ძალზე
თბილად უთხრა:
– ეგ არაფერი. გეტყვით, რაც უნდა ვქნათ: იქით გრძელი
ჰოლია, გავალთ ბოლოში და მშვენივრად ვიცეკვებთ, თან ვერავინ
დაგვინახავს. ძალიან გთხოვთ, წამოდით.
ჯომ მადლობა გადაუხადა და ხალისით გაჰყვა, მაგრამ როცა
დაინახა, რა ლამაზი, მარგალიტისფერი ხელთათმანი ეცვა მის
პარტნიორს, ინატრა, ნეტავი ორივე ხელთათმანი სუფთა
მქონდესო. ჰოლი ცარიელი იყო და პოლკა მშვენივრად
გამოუვიდათ. ლორი კარგად ცეკვავდა და ჯოს ერთი გერმანული
საცეკვაო ილეთი ასწავლა, რომელიც სულ ხტუნვა-ტრიალისგან

43
შედგებოდა და გოგო აღტაცებაში მოიყვანა. მუსიკა რომ
დამთავრდა, სულის მოსათქმელად კიბის საფეხურებზე
ჩამოსხდნენ. ლორიმ ჰაიდელბერგის სტუდენტური ფესტივალის
ამბის თხრობა დაიწყო და შუა მოყოლაში იყო, რომ მეგი
გამოჩნდა, დას ეძებდა, ჯოს ანიშნა, წამოდიო და ისიც უხალისოდ
წამოდგა. მეორე ოთახში გასულს მეგი დივანზე დამჯდარი
დაუხვდა, ფერდაკარგულს ხელი ტერფისთვის ჩაევლო.
– კოჭი ვიღრძე. ეს სულელური მაღალი ქუსლი გადამიბრუნდა
და ფეხი მეღრძო. ახლა ისე მტკივა, ძლივს ვდგავარ. არც კი ვიცი,
სახლამდე როგორ მივაღწევ, – ტკივილისგან წინ და უკან
ქანაობდა.
– თავიდანვე ვიცოდი, რომ ის შტერული ფეხსაცმელი ფეხებს
დაგამტვრევდა. ცუდი ამბავია, მაგრამ რომ არ ვიცი, რა ვქნათ? ან
ეტლი უნდა ვიქირავოთ და ან მთელი ღამე აქ დარჩე, – უპასუხა
ჯომ და თან ფრთხილად დაუზილა დას ფეხი.
– ეტლის დაქირავება ძალიან ძვირია, თან ვერც ვიშოვით.
სტუმრები მეტწილად თავ-თავიანთი ეტლებით მოვიდნენ,
საჯინიბომდე კი შორია და გაგზავნითაც ვერავის გავგზავნით.
– მე წავალ.
– აბა, რას ამბობ! უკვე ათი დაიწყო და ისეთი წყვდიადია,
როგორც ეგვიპტეში 1, მაგრამ ვერც აქ დავრჩები: სტუმრების ტევა
არ არის. სალისთან ისედაც რამდენიმე გოგო რჩება. დავისვენებ,
სანამ ჰანა მოვა და მერე იქნებ რამე მოვახერხო.
– მაშ, ლორის ვთხოვ და წავა, – თქვა ჯომ და შვებით
ამოისუნთქა, როგორც კი ეს მშვენიერი გამოსავალი მოაფიქრდა.
– არავითარ შემთხვევაში! არ სთხოვო და არც არავის უთხრა
რამე. ჩემი ბოტები ჩამომიტანე, ეს ფეხსაცმელი კი ჩვენს
ნივთებთან ერთად დადე. ცეკვით ვეღარ ვიცეკვებ, მაგრამ ვახშამი
რომ მორჩება, ჰანას დაელოდე და გამოჩნდება თუ არა,
გამაგებინე.

1 „ისეთი წყვდიადია, როგორც ეგვიპტეში“ – ძველი აღთქმა, გამოსვლა, 10:22:


„ცისკენ შემართა ხელი მოსემ და ჩამოწვა უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის
ქვეყანაში, და იდგა სამ დღეს“.

44
– ყველანი სავახშმოდ მიდიან. მე შენთან დავრჩები, ასე
მირჩევნია.
– არა, რას ამბობ. ოღონდ გაიქეცი და ყავა მომიტანე. ისე
დავიქანცე, ადგილიდან ვერ ვიძვრი.
მეგმა საგულდაგულოდ გადმოიფარა ბოტებზე კაბის კალთა
და დივნის საზურგეს მიაწვა, ჯო კი სასადილო ოთახის საძებრად
წავიდა. ალალბედზე დადიოდა და ჯერ ბუფეტში დააპირა
შესვლა, მერე იმ ოთახის კარი შეაღო, სადაც მოხუცი მისტერ
გარდინერი განმარტოებით ვახშმობდა. ბოლოს, როგორც იქნა,
მიაგნო სასადილოს. მიიჭრა მაგიდასთან, დაავლო ხელი ყავას,
იქვე გადაისხა და კაბის წინა კალთაც ისეთ სავალალო დღეში
ჩაიგდო, როგორშიც უკანა კალთა ჰქონდა.
– არა, მაინც რა დაბდურა ვარ! – წამოიძახა, კაბა მეგის
ხელთათმნით ჩამოიწმინდა და მასაც ბოლო მოუღო.
– მე ვერ დაგეხმარებით? – მოესმა კეთილგანწყობილი ხმა.
ლორი გამოდგა: ცალ ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა, მეორეში –
ნაყინიანი თეფში.
– მინდოდა, მეგისთვის რამე წამეღო, ძალიან დაღლილია. ამ
დროს ვიღაც მომეჯახა და აი, რა მშვენიერ დღეში ვარ, – მიუგო
ჯომ და შეძრწუნებულმა, დალაქავებული კაბიდან
გაყავისფრებულ ხელთათმანზე გადაიტანა მზერა.
– ცუდი ამბავი მოგსვლიათ! მე კი იმის ფიქრში ვიყავი, ეს ვის
შევთავაზო-მეთქი. თქვენს დას ხომ არ მივუტანო?
– ოჰ, დიდი მადლობა! გაჩვენებთ, სადაც არის. არც გეუბნებით,
მე წავუღებ-მეთქი: ეგ რომ ვქნა, კიდევ რამე ხათაბალაში
ჩავვარდები.
ჯომ გზა აჩვენა, და ლორიმ, თითქოს ქალების მომსახურება
მისთვის ჩვეული საქმეაო, მეგის დივანთან პატარა მაგიდა
მიიტანა, მერე ჯოსაც მიართვა ყავა და ნაყინი. ისე თავაზიანად
იქცეოდა, რომ მიზეზიანმა მეგმაც კი გამოაცხადა, რა კარგი ბიჭი
ყოფილაო. მშვენივრად გაერთნენ კანფეტებითა და დევიზებით 1,

1კანფეტები და დევიზები – XIX საუკუნეში გავრცელებული კანფეტები,


რომელთა ქაღალდებზეც შიდა მხრიდან ლექსი, დევიზი ან ანდაზა ეწერა.

45
მერე კი, ზარობანას 1 შეუდგნენ ოთახში შემთხვევით შემოსულ
ორ-სამ ახალგაზრდასთან ერთად. შუა თამაშში იყვნენ, რომ ჰანა
გამოჩნდა. მეგს სულ დაავიწყდა ნატკენი ფეხი და ისე
წამოფრინდა ზეზე, რომ ტკივილისგან წამოიყვირა და
იძულებული გახდა, ჯოს ჩაბღაუჭებოდა.
– ჩუ! ხმა არ ამოიღო, – წასჩურჩულა და მერე ხმამაღლა
დაუმატა, – არაფერია. ფეხი გადამიბრუნდა ოდნავ, ეგ არის და ეგ,
– და ჩასაცმელად კოჭლობით ავიდა ზემოთ.
ჰანა ბუზღუნებდა, მეგი ტიროდა, ჯო კი, ლამის
გაგიჟებულიყო, სანამ არ გადაწყვიტა, ამ საქმეს მე თვითონ
მივხედავო. გასხლტა გასახდელიდან, ჩაირბინა, იპოვა
რომელიღაც მსახური და სთხოვა, იქნებ ეტლი გვიშოვოთო. ეს
მსახური დაქირავებული ოფიციანტი გამოდგა და იქაურობისა
არაფერი გაეგებოდა. ჯო აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და
საშველს ეძებდა, ამ დროს ლორი მივიდა (თურმე გაიგონა, რაც
ჯომ მსახურს უთხრა) და პაპამისის ეტლი შესთავაზა – ეს წუთია,
მომაკითხაო.
– ჰო, მაგრამ ადრეა! ჯერ, ალბათ, წასვლას არ აპირებთ, –
დაიწყო ჯომ; ერთი მხრივ, შვებით ამოისუნთქა, მეორე მხრივ კი
ყოყმანობდა, დავთანხმდე თუ არაო.
– მე მუდამ ადრე მივდივარ... ღმერთმანი! ძალიან გთხოვთ,
უარს ნუ მეტყვით, მიგიყვანთ სახლამდე. მაინც ერთი გზა გვაქვს,
თანაც ამბობენ, გაწვიმდაო.
ბოლო არგუმენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჯომ მეგის
ფათერაკის ამბავი უთხრა, დახმარებისთვის მადლობა
გადაუხადა და ზემოთ აქანდა დანარჩენების ჩამოსაყვანად. ჰანას
კატასავით სძულდა წვიმა, ამიტომ უარი არ უთქვამს და ცოტა
ხანში ყველანი ძვირფასი, დახურული ეტლით მიგრიალებდნენ,
ზეიმისა და კომფორტის შეგრძნებით აღსავსენი. ლორი კოფოზე
დაჯდა, მეგმა ფეხი მეორე სკამზე დადო და გოგონები

1 ზარობანა – თამაში, რომლის ყველა მონაწილე თითო-თითოდ,


თანმიმდევრულად ასახელებს ციფრებს და ვისაც ციფრი 7, 14, 21 ან 28 შეხვდება,
ზარის წკრიალის ხმა უნდა გამოსცეს.

46
თავისუფლად მასლაათობდნენ იმდღევანდელ საღამოზე.
– მე მშვენიერი დრო გავატარე, შენ? – ჰკითხა ჯომ, თმა აიჩეჩა
და მოხერხებულად მოკალათდა.
– მეც, სანამ ფეხი მეტკინებოდა. სალის მეგობარს, ენ მოფატს
მოვეწონე და სალისთან ერთად ერთი კვირით მიმიპატიჟა
თავისთან. სალი გაზაფხულზე აპირებს წასვლას, როცა ოპერა
ჩამოვა. რა მშვენიერი იქნება, ოღონდაც დედამ გამიშვას, – მიუგო
ამ აზრით გახალისებულმა მეგმა.
– დაგინახე, იმ წითურს ეცეკვებოდი, მე რომ გავექეცი.
მოგეწონა?
– კი, ძალიან! თმა წითური კი არა, მოწაბლისფრო აქვს, თანაც
იცი, რა ზრდილობიანია?! მშვენივრად ვიცეკვეთ „რეიდოვაკი“.
– ახალი ილეთი რომ გამოჰყავდა, გაგიჟებული კალიასავით
დახტოდა. მე და ლორი სიცილით დავიხოცეთ. ისმოდა?
– არა, მაგრამ მაინც უზრდელობაა. რას შვრებოდით იმდენ ხანს
ფარდის უკან შემალულები?
ჯო თავისი თავგადასავლის მოყოლას შეუდგა და როცა
დაასრულა, კიდეც მივიდნენ სახლთან. დიდი მადლობით
დაემშვიდობნენ ლორის და შინ შეიპარნენ იმ იმედით, არავის
შევაწუხებთო, მაგრამ გაიჭრიალა თუ არა იმათი ოთახის კარმა,
მაშინვე გამოეცხადათ ორი პატარა, საღამურჩაჩიანი გოგო და
ორმა ნამძინარევმა ხმამ მოუთმენლად წამოიძახა:
– გვიამბეთ, რა ხდებოდა, გვიამბეთ!
ჯოს, მეგის სიტყვებით, „საშინელი გაუზრდელობა“ გამოეჩინა
და პატარა გოგონებისთვის კანფეტები წამოეღო; იმათაც
მოისმინეს წვეულების ყველაზე მღელვარე მოვლენები და
დაშოშმინდნენ.
– ასე მგონია, მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონი ვარ, ჩემი
ეტლით დავბრუნდი წვეულებიდან, ვზივარ პენუარგადაცმული
და პირისფარეში დამტრიალებს, – თქვა მეგმა, როცა ჯომ ფეხზე
არნიკის 1 კომპრესი დაადო და თმის ვარცხნა დაუწყო.

1 არნიკა – სამკურნალო მცენარე. მის ნაყენში ამოვლებული სველი საფენები


გამოიყენებება ტკივილგამაყუჩებლად დაჟეჟილობისა და მყესის დაჭიმვისას.

47
– მე მგონი, მშვენიერ ახალგაზრდა ქალბატონებზე ნაკლები
დრო არ გაგვიტარებია, თუმცა თმა დაგვეწვა და ძველი კაბები,
ცალ-ცალი ხელთათმანი და მოჭერილი ფეხსაცმელი გვეცვა,
რომელშიც კოჭი გადაგვიბრუნდა, რაკი ვერ მივხვდით, რომ
მაგნაირ ფეხსაცმელს ახლოს არ უნდა გავკარებოდით.
და, მე თუ მკითხავთ, ჯო ცამდე მართალი იყო.

48
თავი მეოთხე

ტვირთი

– ეჰ, რა ძნელია! ხელახლა უნდა ავიკიდოთ ტვირთი და


გავუყვეთ გზას, – ამოიოხრა მეგმა წვეულების მეორე დღეს,
რადგან დღესასწაულებმა ჩაიარა და ერთკვირიანი დასვენება-
მხიარულების შემდეგ ესიკვდილებოდა იმ საქმის კეთება,
რომელიც არც მანამდე ეხატებოდა გულზე.
– მუდამ შობა ან ახალი წელი მაინც იყოს! რას
ვიმხიარულებდით! – გაეპასუხა ჯო და გრძლად დაამთქნარა.
– ეგრე რომ იყოს, ისე კარგად ვერ გავერთობოდით, როგორც
ახლა ვერთობით. თუმცა, ალბათ მაინც კარგია, როცა ნუგბარ
ვახშამს შეექცევი, თაიგულებს გჩუქნიან, წვეულებებზე დადიხარ,
შინ ეტლით ბრუნდები, კითხულობ, ისვენებ და არ მუშაობ.
სხვები ხომ ცხოვრობენ ასე. მუდამ მშურს იმ გოგოების, ვისაც
ამნაირი ცხოვრება აქვთ. ოჰ, როგორ მიყვარს ფუფუნება! –
ამბობდა მეგი და თან ცდილობდა გადაეწყვიტა, ორი გაცრეცილი
კაბიდან რომელი იყო ნაკლებად გაცრეცილი.
– ჰო, არ გვაქვს და მოდი, ბუზღუნს კი ნუ მოვყვებით,
ავიკიდოთ ჩვენ-ჩვენი ტვირთი და ისე ხალისიანად ვიაროთ ჩვენს
ძნელ გზაზე, როგორც დედა დადის. აი, მე მართლა რომ „ათას
ერთი ღამის“ ავი ბერიკაცივით 1 მყავს მოკიდებული პაპიდა
მარჩი, მაგრამ როცა შემეძლება ისე ვატარო, რომ აღარ ვიწუნუნო,
ან თვითონვე მომწყდება და ან ისე დამსუბუქდება, რომ ვეღარც

1ავი ბერიკაცი – „ათას ერთი ღამის“ პერსონაჟი, რომელიც ზურგზე ჰყავდა


მოკიდებული სინდბად ზღვაოსანს და დიდხანს ვერ ახერხებდა მის მოშორებას.

49
კი შევამჩნევ.
ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა და გუნებაზე მოიყვანა, სამაგიეროდ
მეგი არ გამხიარულებულა, რადგან თავისი ტვირთი – ოთხი
ნებიერი პატარა გოგო – ჩვეულებრივზე უფრო მძიმე ეჩვენებოდა.
იმის ხალისიც კი არ ჰქონდა, რომ ყელზე, როგორც სჩვეოდა,
ცისფერი ლენტი შემოეხვია და თავი მოელამაზებინა ან თმა
დაეყენებინა ისე, როგორც ყველაზე მეტად უხდებოდა.
– რა აზრი აქვს, ასეთი შესახედავი ვიქნები თუ ისეთი, როცა იმ
საზიზღარი ჯუჯების გარდა ვერავინ მხედავს და არც არავის
ადარდებს, ლამაზი ვარ თუ არა, – წაიბურტყუნა და ბრახუნით
შესწია კომოდის უჯრა, – ჩემი დღე და მოსწრება ამ სამუშაოს
უნდა შევაკლა თავი და ათასში ერთხელ გავერთო, მერე კი
დავბერდები, დავუშნოვდები და დავუუჟმურდები, იმიტომ რომ
ღარიბი ვარ და სხვა გოგოებივით ხალისიანად ვერ გავატარებ
ცხოვრებას. ეს არის საქმე?!
ასე რომ, მეგი შეურაცხყოფილი იერით ჩავიდა დაბლა და
საუზმობისას მაინცდამაინც თავაზიანად ვერ ეჭირა თავი.
დანარჩენებიც კალაპოტიდან იყვნენ ამოვარდნილი და
ბუზღუნის მეტი არაფერი უნდოდათ.
თავმტკივანი ბეთი დივანზე მიწოლილიყო და ცდილობდა,
კატისა და სამი კნუტის საზოგადოებაში ეპოვა ნუგეში. ემის
გაკვეთილები არ ჰქონდა ნასწავლი, ბოტებსაც ვერ აგნებდა და
ბრაზობდა. ჯო უსტვენდა და დიდი ბრახაბრუხით ემზადებოდა.
მისის მარჩი ძალიან დაკავებული იყო: სასწრაფოდ გასაგზავნი
წერილი ჰქონდა დასამთავრებელი, ჰანა კი შავი ღრუბელივით
მოქურუხებული მიდი-მოდიოდა, რადგან გვიან დაწოლას ვერ
იტანდა.
– ამაზე ბრაზიანი ოჯახი თუ სხვაგან სადმე იყოს! – მოთმინება
დაეკარგა ჯოს მას მერე, რაც სამელნე გადაუყირავდა, ჩექმის
ორივე თასმა გაუწყდა და საკუთარ შლაპას დააჯდა.
– და ამ ოჯახში – სხვა ვინმე, შენზე ბრაზიანი! – ცრემლის
ღვარღვარით გაეპასუხა ემი. ცრემლები გრიფელის დაფაზე
მცდარად გამოყვანილ მაგალითს ეღვრებოდა და შლიდა.
– ბეთ, მაგ შენს ამაზრზენ კატებს თუ სარდაფში არ იყოლიებ,

50
წყალში ჩავახრჩობ და ის იქნება! – ბრაზით წამოიყვირა მეგმა, თან
ცდილობდა კნუტი მოეშორებინა, რომელიც ზურგზე ასწებებოდა
და ფისივით მიჰკვროდა, თან მაინცდამაინც ისეთ ადგილას,
სადაც მეგი ხელს ვერ აწვდენდა.
ჯო იცინოდა, მეგი ბრაზობდა, ბეთი იხვეწებოდა, ემი კი
მოთქვამდა, რადგან ვერ მოესაზრებინა, რამდენია ცხრაჯერ
თორმეტი.
– გოგონებო, ძალიან გთხოვთ, ერთი წუთით გაჩუმდით! ეს
წერილი დილის ფოსტით უნდა გავგზავნო, თქვენ კი ისეთ
ამბავში ხართ, ხელს მიშლით, – წამოიძახა მისის მარჩმა და
წერილში შეცდომით დაწერილი მესამე წინადადება წაშალა.
წამით ჩამოვარდნილი სიჩუმე ჰანამ დაარღვია: ზარ-ზეიმით
შემოვიდა, ორი ცხელ-ცხელი ღვეზელი დადო მაგიდაზე და ზარ-
ზეიმითვე გავიდა. ეს ღვეზლები ტრადიციად იყო ქცეული.
გოგონები „მუფთებს“ 1 ეძახდნენ და რადგან ნამდვილი მუფთები
არ გააჩნდათ, დილაობით, შინიდან სიცივეში გასულები, გზად ამ
ცხელი ღვეზლებით ითბობდნენ ხელებს.
ჰანას, რაგინდ მოუცლელი ან გაბრაზებული ყოფილიყო,
ღვეზლების გამოცხობა არ დაავიწყდებოდა, რადგან საბრალო
გოგონები შუადღისას არაფერს ჭამდნენ და დაბრუნებითაც
იშვიათად ბრუნდებოდნენ შინ დღის ორ საათზე ადრე.
– აბა, ბეთ, ჩაეხუტე მაგშენს კატებს და თავის ტკივილი დაიამე.
კარგად, დე. ამ დილით ნამდვილი ყაჩაღანებივით ვიქცევით,
მაგრამ საღამოს ანგელოზები მოვბრუნდებით. წავედით, მეგ, – და
ჯომ ჭიშკრისკენ გასწია, თან კი განცდა გაუჩნდა, რომ
პილიგრიმები გზას ისე არ გასდგომიან, როგორც წესი და რიგი
იყო, სანამ კუთხეში შეუხვევდნენ, უკან მიიხედავდნენ ხოლმე,
რადგან დედა მუდამ ფანჯარასთან იდგა და ღიმილითა და ხელის
ქნევით აცილებდა. ეგონათ, უამისოდ დღე დღეს არ
დაემგვანებოდა; რა გუნებაზეც უნდა გასულიყვნენ შინიდან,
ბოლო წამს დედის ალერსიანი სახის ხილვა ისე მოქმედებდა

1მუფთა – ორივე ხელის შესაყოფი ბეწვის ან დაბამბული ქსოვილის სათბური,


რომელსაც ქალები სიცივეში იყენებდნენ.

51
ორივეზე, როგორც მზის სხივი.
– ღირსები ვიქნებოდით, დედას ჰაეროვანი კოცნით კი არა,
მუშტის ქნევით გამოვეცილებინეთ, იმიტომ რომ დედამიწის
ზურგზე არ დადიან ჩვენზე უმადური არამზადები! – წამოიძახა
ჯომ, რომელსაც სინდისი ქენჯნიდა და პირქუში კმაყოფილებით
მიაბიჯებდა თოვლში, ცივი პირქარისთვის სახემიშვერილი.
– რა არის ეს საშინელი გამოთქმები, – გაეპასუხა მეგი შალის
ქვეშიდან, რომელშიც ისე შეფუთნულიყო, როგორც ამქვეყნიური
ყოფით დაღლილი მონაზონი.
– რა ვქნა, მიყვარს კარგი, ძარღვიანი და აზრიანი სიტყვები, –
მიუგო ჯომ და სასწრაფოდ წაატანა ხელი შლაპას, რომელიც
თავიდან აუხტა და კინაღამ ქარს გაჰყვა.
– შენს თავზე რაც გინდა, ის თქვი, მე კი არც ყაჩაღი ვარ, არც
არამზადა და არც ის მინდა, ასეთი სიტყვები მიძახონ.
– შენ იმედგაცრუებული არსება ხარ. დღეს კი აშკარად იმიტომ
ბრაზობ, რომ მუდამ ფუფუნებაში ყოფნა არ გიხერხდება. ჩემო
საწყალო, მოიცა, გავმდიდრდე და ნახავ: არც ეტლები და ნაყინი
მოგაკლდება, არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და
თაიგულები, არც წითურ ბიჭებთან ცეკვა-თამაში.
– რა სასაცილო ხარ, ჯო! – მაგრამ მეგს მაინც გაეცინა ამ
სისულელეზე და გუნებაც ოდნავ გამოუკეთდა.
– კიდევ კარგი, სასაცილო ვარ, თორემ კარგი სანახავები
ვიქნებოდით, მეც რომ შენსავით დავმწუხრებულიყავი და ცხვირი
ჩამომეშვა. მადლობა ღმერთს, ყველაფერში რამე სასაცილოს
ვპოულობ და ეგ მშველის. აღარც შენ იბუზღუნო და შინ კარგ
გუნებაზე მოდი. აბა, ყოჩაღად!
მერე დას გასამხნევებლად მხარზე მოუთათუნა ხელი და
გაიყარნენ, თავ-თავისი გზით წავიდნენ. მიჰქონდათ თბილი
ღვეზლები და ცდილობდნენ, მხნედ ყოფილიყვნენ ზამთრის
ამინდის, მძიმე საქმისა და სიამისმოყვარე სიყმაწვილის
დაუკმაყოფილებელი სურვილების მიუხედავად.
როცა მისტერ მარჩმა უიღბლო მეგობრის შველა სცადა და
ქონება დაკარგა, უფროსმა ქალიშვილებმა ითხოვეს, რაიმე საქმეს
მივყოფთ ხელს და თავს მაინც შევინახავთო. დედ-მამას მტკიცედ

52
სწამდა: ბავშვებში ენერგიის, შრომისმოყვარეობისა და
დამოუკიდებლობის წახალისება არასოდეს არის ნაადრევი;
ამიტომაც დათანხმდნენ. გოგონები მოწადინებით შეუდგნენ
შრომას, რაც, რაგინდ ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდეს
გადასალახავი, ბოლოს მაინც წარმატებას მოუტანს ადამიანს.
მარგარეტმა გუვერნანტის ადგილი იშოვა და მცირე ხელფასის
პატრონს, თავი მდიდარი ეგონა. ფუფუნება უყვარდა და
ამიტომაც მისთვის ყველაზე დიდი უბედურება სიღარიბე იყო.
დანარჩენ დებზე მეტად უჭირდა უქონლობის ატანა, რადგან ის
დრო ახსოვდა, როცა სახლი ლამაზი იყო, ცხოვრება – მსუბუქი და
სიამით აღსავსე, ხოლო რამის ნაკლებობა – სრულიად უცხო.
ცდილობდა, არავისი შეშურებოდა და არც უკმაყოფილო
ყოფილიყო, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ყმაწვილ ქალს ლამაზი
ნივთებიც ნდომებოდა, მხიარული მეგობრებიც, წარმატებაცა და
უზრუნველი ცხოვრებაც. კინგების ოჯახში ყოველდღე ხედავდა
ყველაფერს, რაც საოცნებოდ ჰქონდა: მის აღსაზრდელთა უფროსი
დები ახალი გასულები იყვნენ საზოგადოებაში და მეგი ხშირად
მოჰკრავდა ხოლმე თვალს მოხდენილ სამეჯლისო კაბებსა და
თაიგულებს, ესმოდა ხალისიანი საუბარი სპექტაკლებზე,
კონცერტებზე, მარხილით სრიალზე თუ ათასნაირ გასართობზე;
ხედავდა, როგორ ფანტავდნენ ფულს იმ წვრილმანებზე, რაც
მისთვის ნამდვილი განძი იქნებოდა. საბრალო მეგი იშვიათად
წუწუნებდა, მაგრამ დროდადრო მაინც მოეძალებოდა
უსამართლობის შეგრძნება და ყველაზე გამწარდებოდა ხოლმე,
რადგან ჯერაც ვერ დაეფასებინა, რა საუნჯის პატრონი იყო; ვერ
მიმხვდარიყო, რომ მხოლოდ ეს საუნჯე თუ გახდის ადამიანის
ცხოვრებას ბედნიერს.
ჯოს რაც შეეხება, ისე მოხდა, რომ ის მოიწონა პაპიდა მარჩმა,
რომელიც კოჭლობდა და დამხმარედ ენერგიული ადამიანი
სჭირდებოდა. როცა ოჯახს უბედურება დაატყდა, ამ უშვილო,
ხანდაზმულმა მანდილოსანმა ცოლ-ქმარს შესთავაზა, რომელიმე
გოგოს ვიშვილებო. მისი წინადადება რომ უარყვეს, ფრიად
ნაწყენი დარჩა. მეგობრებმა უთხრეს მარჩებს, ამ მდიდარი
მოხუცებულის ანდერძში მოხსენიების ყოველგვარი საშუალება

53
დაკარგეთო, მაგრამ „არაამქვეყნიურმა“ მარჩებმა პასუხად
მხოლოდ ეს მიუგეს:
– არანაირი ქონებისთვის არ დავთმობთ ჩვენს გოგონებს. გინდ
მდიდრები ვიყოთ და გინდ ღარიბები, მაინც ერთად ვიქნებით და
ერთმანეთში ვიპოვით ბედნიერებას.
მოხუცებული ლედი ერთხანს უმძრახადაც კი იყო მარჩებთან,
მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ შემთხვევით ჯო ნახა ვიღაც
ნაცნობებთან, გული მიუვიდა გოგოს სასაცილო სახესა და ალალ
ყოფაქცევაზე და მის დედ-მამას დაეკითხა, ჩემი კომპანიონი 1 ხომ
არ გახდებაო. ასეთი სამსახური ჯოს დიდად არ ეპიტნავა, მაგრამ
რაკი უკეთესი არაფერი გამოჩნდა, დათანხმდა და, ყველას
გასაკვირად, ჩინებულადაც შეეგუა ფხუკიან ნათესავს. თუმცა,
დროდადრო ქარიშხლიანი ამოვარდებოდა ხოლმე. ერთხელ ჯომ
შინისკენ დაადო თავი და გამოაცხადა, იქ ფეხის მიმდგმელი აღარ
ვარო, მაგრამ პაპიდა მარჩს წყენა დიდხანს არ მიჰყვებოდა. ჯოს
კაცი გამოუვზავნა და ისე დაჟინებით შემოუთვალა დაბრუნდიო,
რომ გოგომ უარი ვერ უთხრა; თანაც, გულის სიღრმეში ძალიანაც
მოსწონდა ფიცხი მოხუცებული.
თუმცა, ჩემი აზრით, ჯო, სინამდვილეში, მშვენიერმა, დიდმა
ბიბლიოთეკამ უფრო მიიზიდა, რომელიც პაპა მარჩის
სიკვდილის შემდეგ მტვრისა და ობობების საუფლოდ ქცეულიყო.
ჯოს ახსოვდა კეთილი მოხუცი ჯენტლმენი. ის თავის
ვეებერთელა ლექსიკონებს გადმოუღებდა ხოლმე გზებისა და
ხიდების ასაგებად, საკვირველ ამბებს მოუთხრობდა იმაზე, რაც
მის ლათინურ წიგნებში ჩართულ უცნაურ ილუსტრაციებზე იყო
გამოსახული და რამდენჯერაც ქუჩაში შეხვდებოდა, იმდენჯერ
ჯანჯაფილიან კვერს უყიდდა. წიგნის მაღალი კარადების
ზემოდან მომზირალი მტვრიანი ბიუსტები, მოსახერხებელი
სავარძლები, გლობუსები და, რაც მთავარია, დიდძალი წიგნები,
რომლებშიც შეეძლო იმდენი ექექა, რამდენიც სურდა,
ბიბლიოთეკას ნამდვილ სამოთხედ ხდიდა ჯოს თვალში.

1კომპანიონი – ქალი, რომელიც დაქირავებული იყო ოჯახის დიასახლისის (ან


ქალიშვილის) თანმხლებად და გამრთობად.

54
ჩათვლემდა თუ არა პაპიდა მარჩი ან სტუმარი მოუვიდოდა, ჯო
მაშინვე ამ წყნარ ადგილს მიაშურებდა, სავარძელში
ფეხმორთხმული ჩაჯდებოდა და ნამდვილ წიგნის ჭიასავით
ნთქავდა პოეზიას, რომანებს, ისტორიულ წიგნებს,
მოგზაურობათა აღწერილობებსა თუ ილუსტრაციების ალბომებს.
თუმცა, ყველა სხვა ბედნიერებისა არ იყოს, არც ეს გრძელდებოდა
დიდხანს, რადგან მიადგებოდა თუ არა რომანის ყველაზე
საინტერესო ადგილს, ლექსის ყველაზე მშვენიერ სტრიქონს ან
მოგზაურის ყველაზე სახიფათო თავგადასავალს, იმწამსვე
მოუხმობდა გამკივანი ხმა:
– ჯო-ზე-ფი-ინ! ჯო-ზე-ფი-ინ! – და მასაც სხვა რა გზა ჰქონდა:
მიატოვებდა თავის სამოთხეს ან ძაფის ამოსახვევად, ან პუდელის
დასაბანად, ანაც ბელშემის 1 ნარკვევების საათობით ხმამაღლა
საკითხავად.
ჯოს ოცნებად ჰქონდა, რამე დიდებული ჩაედინა; რა – ჯერ არ
იცოდა, მაგრამ იმედოვნებდა, დრო მაჩვენებსო. ჯერჯერობით კი
თავის უდიდეს უბედურებად იმას ხედავდა, რომ არ შეეძლო
იმდენი ეკითხა, ერბინა და ცხენი ეჭენებინა, რამდენიც
გაუხარდებოდა. სიფიცხე, მწარე ენა და მოუსვენარი ბუნება
მუდამ ხათაბალაში ხვევდა და მისი ცხოვრება გაუთავებელი
აღმართ-დაღმართებისგან შედგებოდა, რომლებიც კომიკურიც
გახლდათ და, იმავდროულად სევდიანიც. თუმცა, პაპიდა მარჩის
სახლში მუშაობა სწორედ ის სკოლა იყო, რომელიც ძალზე
სჭირდებოდა და მიუხედავად გაუთავებელი „ჯო-ზე-ფინ“-ის
ძახილისა, მაინც ამხნევებდა შემდეგი აზრი: სათავისო ფულს
თვითონვე შოულობდა.
ბეთი ისეთი გაუბედავი იყო, სკოლაში არ დადიოდა. სცადეს
ეტარებინათ, მაგრამ ისე იტანჯებოდა, თავი დაანებებინეს და მამა
შინ ამეცადინებდა. მას მერე, რაც მამა ომში წავიდა და დედა კი
მთელ უნარსა და ძალ-ღონეს არმიის მხარდაჭერის
საზოგადოებას ახმარდა, ბეთი მაინც ბეჯითად უჯდა

1 ბელშემი – ტომას ბელშემი (1950-1829), ინგლისელი ღვთისმეტყველი და


მქადაგებელი

55
გაკვეთილებს, რაც შეეძლო, მეცადინეობდა. საოჯახო საქმეები
უყვარდა, ჰანას ეხმარებოდა, რომ სახლი დასუფთავებულ-
დალაგებული ჰქონოდათ და სიყვარულის გარდა არანაირ
ჯილდოს არ მოითხოვდა. გრძელი, წყნარი დღეები ისე გაჰყავდა,
რომ არც უსაქმოდ იყო და არც მოწყენილი, რადგან მისი პაწია
სამყარო დასახლებული იყო წარმოსახული მეგობრებით,
თვითონ კი, ბუნებით ფუტკარივით გამრჯე გახლდათ. ყოველ
დილით ექვსი თოჯინა ჰყავდა გასაღვიძებელი და ჩასაცმელი,
რადგან ბეთი ჯერაც ბავშვი იყო და წინანდებურად გულით
უყვარდა თავისი ნებიერები. იმ თოჯინებში არც მთელი იყო
რომელიმე და არც ლამაზი; გადაყრილები შეიფარა, როცა
უფროსი დები წამოიზარდნენ და ამ კერპების თაყვანისცემას
თავი ანებეს, ხოლო ემიმ არც ძველი მოინდომა რამე და არც უშნო.
ამიტომაც ბეთმა კიდევ უფრო მეტად შეიტკბო სახიჩარი
თოჯინები და ნამდვილი თავშესაფარიც მოუწყო. ყველაზე
შეუხედავსაც კი არ ჩაარჭობდა ქინძისთავს ნაჭრის ტანში, არ
აკადრებდა ავ სიტყვასა თუ დარტყმას, არც უყურადღებობით
ატკენდა გულს. ყველანი ნაჭამ-ნასვამი და ჩაცმულ-დახურული
ჰყავდა, ყველანი გარემოცული ზრუნვით, ალერსითა და
სიყვარულით, რასაც ბოლო არ უჩანდა. თოჯინათა გვარის ერთმა
ასეთმა მიტოვებულმა ნაგლეჯმა, წინათ ჯოს საკუთრებამ,
ქარიშხლიან ცხოვრებაგამოვლილმა, სავალალო დღეში
ჩავარდნილმა, ქსოვილის ნაკუწების პარკში ამოყო თავი. ბეთმა
დაიხსნა ამ უღიმღამო ყოფიდან, თავის თავშესაფარში მიუჩინა
ადგილი. თოჯინას ნახევარი თავი არ ჰქონდა, ამიტომ კოხტა,
პატარა ქუდი დაახურა; არც ხელ-ფეხი გააჩნდა, ამიტომ საბანში
გაახვია და ასე დაუფარა ეს ნაკლოვანება. ამ უკურნებელ სახიჩარს
საუკეთესო საწოლი მიუჩინა. ვინმეს რომ გაეგო, რა უნაზესი
ზრუნვით იყო გარემოცული ეს თოჯინა, სასაცილოდაც რომ
მოსჩვენებოდა, გული მაინც უსათუოდ აუჩვილდებოდა. ბეთს
თოჯინასთვის ყვავილები მიჰქონდა, წიგნებს უკითხავდა,
პალტოში ჩათბუნებული სუფთა ჰაერზე გაჰყავდა, იავნანას
უმღეროდა და ისე არ დაწვებოდა დასაძინებლად, რომ მისთვის
მოთხუპნულ სახეზე არ ეკოცნა და ალერსიანად არ ჩაეჩურჩულა,

56
ჩემო საწყალო, იმედია, ამაღამ ტკბილად დაგეძინებაო.
ბეთსაც დანარჩენებივით ჰქონდა თავისი გასაჭირი და რაკი
ანგელოზი კი არა, პატარა გოგონა იყო, ჯოს თქმისა არ იყოს,
ხშირად „წაიტირილებდა“ ხოლმე, რადგან არც მუსიკის
მასწავლებელთან სიარულის საშუალება ჰქონდა და არც კარგი
ფორტეპიანო. ისე უყვარდა მუსიკა და ისე გულმოდგინედ
მეცადინეობდა ძველ, დანჯღრეულ ინსტრუმენტზე, რომ ვინმეს
(პაპიდა მარჩის გასაგონად არ ვამბობ!) ნამდვილად უნდა
გამოეწოდებინა დახმარების ხელი, არადა, დამხმარე არა არავინ
ჩანდა და არც იმის დამნახავი იყო ვინმე, როგორ ამშრალებდა
ხოლმე მარტო მყოფი ბეთი ცრემლით დალტობილ კლავიშებს,
რომლებიც ყალბ ბგერებს გამოსცემდნენ. მუშაობისას მუდამ
ტოროლასავით გალობდა, არასოდეს ეუბნებოდა უარს დაკვრაზე
დედასა და გოგონებს და ყოველდღე იიმედებდა თავს;
– ვიცი, რომ თუ კარგი ვიქნები, ერთხელაც მექნება კარგი
ფორტეპიანო.
ბევრი ასეთი ბეთია ქვეყანაზე – მორცხვი და უთქმელი,
რომლებიც კუთხეში სხედან, სანამ ვინმეს არ დასჭირდება და ისე
სიხარულით ცხოვრობენ სხვებისთვის, რომ ვერავინ ხედავს მათ
თავდადებას, სანამ ღუმლის უკან მიყუჟული პატარა ჭრიჭინა
ჭრიჭინს არ შეწყვეტს, არ დასრულდება მისი ხალისიანი არსებობა
და მის შემდეგ მხოლოდ სიჩუმე და ჩრდილი დარჩება.
ემისთვის ვინსმეს რომ ეკითხა, ყველაზე მეტად რა გაწუხებსო,
დაუფიქრებლად მიუგებდა, ცხვირიო. ჩვილი იყო, როცა ჯოს
შემთხვევით ნახშირის ვედროში ჩაუვარდა. ჰოდა, ემის
აჩემებული ჰქონდა, ის დაცემა იყო, ცხვირი სამუდამოდ რომ
დამიუშნოვაო. ცხვირი არც დიდი იყო და არც კიბორჩხალასავით
წითელი, მხოლოდ ოდნავ მიჭყლეტილი გახლდათ და ვერანაირი
ჩქმეტა ვერ მისცემდა არისტოკრატიულ ფორმას. ემის გარდა ამ
ცხვირს არავინ აქცევდა ყურადღებას და ცხვირიც, რაც შეეძლო,
იზრდებოდა. თუმცა ემი ძალზე განიცდიდა ბერძნული ცხვირის
უქონლობას და სანუგეშოდ მთელ ფურცლებს ავსებდა კოხტა
ცხვირების გამოსახულებით.
„პატარა რაფაელს“ – ასე ეძახდნენ დები – ხატვის აშკარა ნიჭი

57
ჰქონდა და იმაზე უფრო არაფერი უყვარდა, ვიდრე ყვავილების
გადმოხატვა, ფერების გამოგონება და ხატვა, წიგნების
ილუსტრირება და ხელოვნების საკვირველი ნიმუშებით.
მასწავლებლები ჩიოდნენ, ამოცანების ამოხსნის მაგივრად,
გრიფელის დაფაზე ცხოველებს ხატავსო. მისი ატლასის
თავისუფალი ფურცლები რუკების ასლებით ივსებოდა,
სახელმძღვანელოებში ყოვლად უადგილო ადგილას გაიელვებდა
ხოლმე უსასაცილოესი კარიკატურები. სწავლას, ასე თუ ისე,
ახერხებდა, ხოლო საყვედურებს სანიმუშო ყოფაქცევის
წყალობით ირიდებდა. თანაკლასელებს უყვარდათ, რადგან
წყნარი იყო და, თანდაყოლილი ნიჭის წყალობით, ყველას დიდი
მოწადინების გარეშე აწონებდა თავს. ოდნავ პრანჭია რომ იყო,
ესეც ძალიან მოსწონდათ, ისევე როგორც მისი სხვა ტალანტები,
რადგან ხატვის გარდა, ახერხებდა ფორტეპიანოზე ათიოდე
მელოდიის დაკვრას, ყაისნაღით ქსოვას და ფრანგულად
კითხვასაც, თუმცა სიტყვების ორ მესამედს თუ გამოთქვამდა
უშეცდომოდ. საწყლად იტყოდა ხოლმე, როცა მამა მდიდარი იყო,
ამას და ამას ვაკეთებდითო, რაც ყველას გულს უჩუყებდა, ხოლო
მისი გრძელ-გრძელი, დამახინჯებული სიტყვები,
თანაკლასელებისთვის რომ გეკითხათ, „დახვეწილზე უფრო
დახვეწილი“ იყო.
ემი მტკიცედ იდგა განებივრებისკენ მიმავალ გზაზე, რადგან
ყველანი თავს ევლებოდნენ. ამიტომაც, თვალდათვალ
ემატებოდა წვრილმანი პატივმოყვარეობა და ეგოიზმი. თუმცა,
ერთი გარემოება ნაწილობრივ მაინც უნელებდა საკუთარ თავზე
დიდ წარმოდგენას: იძულებული იყო, ბიძაშვილის ტანსაცმელი
სცმოდა. ვინაიდან ფლორენსის დედას გემოვნების ნატამალი არ
გააჩნდა, ემი ძალიან იტანჯებოდა, როცა ლურჯის ნაცვლად
წითელი უფარფლებო ქუდი ეხურა, უშნო კაბები ეცვა და
ულაზათო წინსაფრები ეკეთა, თანაც ეს ყველაფერი მისი ზომისა
არ იყო. ხარისხიან, კარგად შეკერილ და მცირედ ნახმარ
ტანისამოსს ატარებდა, მაგრამ არტისტული გემოვნების პატრონი
ემი სასტიკად იტანჯებოდა, მეტადრე ამ ზამთარს, როცა სკოლაში
მუქი იისფერი, ყვითელწინწკლებიანი, ყოველგვარ მორთულობას

58
მოკლებული კაბით უწევდა სიარული.
– ისღა მანუგეშებს, – თვალცრემლიანი ეუბნებოდა მეგს, – რომ
როცა რამეს ვაშავებ, დედა მარია პარქსის დედასავით არ
მიმოკლებს კაბის კალთას. ღმერთო ჩემო, მართლა საშინელებაა,
იმიტომ რომ, ხანდახან კაბა მუხლებს ძლივს უფარავს და
სკოლაში ვეღარ მოდის. როცა ამ დეგერადაციაზე ვფიქრობ,
ვხვდები: ჩემს მიჭყლეტილ ცხვირსა და ყვითელ ფეიერვერკიან
იისფერ კაბას უფრო ავიტან, ვიდრე მაგნაირ რამეს.
მეგი ემის მესაიდუმლე და დამრიგებელი იყო, ხოლო ჯო –
დაპირისპირებულობათა მიზიდულობის წყალობით – წყნარი
ბეთისა. მორცხვი ბავშვი მხოლოდ ჯოს უმხელდა თავის ფიქრებს
და, თავისდაუნებურად, ოჯახის სხვა წევრებზე მეტად სწორედ ის
ახდენდა გავლენას ფიცხ უფროს დაზე. უფროსი გოგონები
ერთმანეთთან შეხმატკბილებულები იყვნენ, თან, ორივემ ერთ-
ერთ უმცროს დაზე იკისრა მზრუნველობა და თავისებურად
უვლიდა. ამას „დედაშვილობანა“ დაარქვეს; პატარა ქალების
დედობრივმა ინსტინქტმა დებით ჩაანაცვლებინა მიტოვებული
თოჯინები.
– არავის არაფერი გაქვთ სათქმელი? ისეთი დუნე დღე იყო,
ერთი სული მაქვს, რამე მხიარული მოვისმინო, – თქვა მეგმა,
როცა იმ საღამოს საკერავს მიუსხდნენ.
– დღეს დიდი უცნაური ამბავი გადამხდა პაპიდასთან და რაკი
საბოლოოდ მოგებული გამოვედი, გიამბობთ, – დაიწყო ჯომ,
რომელიც თხრობის დიდი მოყვარული იყო, – იმ გაუთავებელ
ბელშემს ვუკითხავდი, თან, რაც შემეძლო, უღიმღამოდ
ვბუტბუტებდი. მუდამ ასე ვიქცევი, რომ პაპიდას მალე
ჩასთვლიმოს, მე კი რომელიმე კარგი წიგნი ჩამოვიღო და რაც
შეიძლება მეტი ჩავნთქა, სანამ გაეღვიძებოდეს. დღეს, სანამ თავის
კანტურს დაიწყებდა, კინაღამ მე თვითონ ჩამეძინა: ისე
დამამთქნარა, რომ მკითხა, ეს რამოდენა პირი დააღე, მთელი
წიგნის გადაყლაპვას ხომ არ აპირებო?
„ნეტავი მართლა! მორჩებოდა და გათავდებოდა“, ვუპასუხე და
თან ვეცადე, თავხედურად არ გამომსვლოდა.
– ამის გამო ერთი გრძელი ლექცია წამიკითხა ჩემს

59
შეცოდებებზე. მითხრა, მაგ საკითხზე იფიქრე, სანამ მე ერთი
წამით ბურანში წავალო. ბურანიდან დიდხანს ვერ გამოდის
ხოლმე. ჰოდა, როგორც კი ჩაჩი ისე აუქანავდა, როგორც წვრილ
ღეროზე გაფურჩქნილი მძიმე გეორგინა, ვიძრე ჯიბიდან
„ვეკფილდელი მღვდელი“ 1 და ჩავუჯექი, თან ცალი თვალი
პაპიდაზე მეჭირა. იმ ადგილამდე რომ მივედი, სადაც ყველანი
წყალში გადაცვივდნენ, თავი ვერ შევიკავე და გადავიხარხარე.
პაპიდას გაეღვიძა და რაკი გამოძინებული კარგ გუნებაზე იყო,
მითხრა, აბა, ცოტა წამიკითხე, ერთი გავიგო, რა ქარაფშუტული
წიგნი ამჯობინე ღირსეულ და დამრიგებლურ ბელშემსაო. აქ კი
დიდი მოწადინებით დავიწყე კითხვა და აშკარად მოეწონა,
თუმცა თქმით მხოლოდ ეს მითხრა: „ვერ მივხვდი, რაზეა
ლაპარაკი. აბა, თავიდან შეუდექი, შვილო“. მეც დავბრუნდი უკან
და ვეცადე, რაც შეიძლებოდა საინტერესოდ წარმომეჩინა
პრიმროუზები 2. ერთხელ შევჩერდი კიდეც ყველაზე საინტერესო
ადგილას და თვინიერად ვუთხარი: „მე მგონი, გღლით, მემ. ხომ
არ გვეყოფა?“ იმან კი აიტაცა ხელიდან გავარდნილი საქსოვი,
მკაცრად შემომხედა სათვალის ზემოდან და, როგორც სჩვევია,
მოკლედ მომიჭრა: „დაასრულეთ ეს თავი, მის, და ნუ
კადნიერობთ“.
– გამოტყდა, მომეწონაო? – ჰკითხა მეგმა.
– არა, რას ამბობ! სამაგიეროდ, ის ბებერი ბელშემი მოასვენა,
მერე კი, როცა შინ მოვდიოდი და ხელთათმნის ასაღებად
შევირბინე, იჯდა და ისეთი ინტერესით კითხულობდა
„მღვდელს“, რომ არც კი გაუგონია, როგორ დავუარე
ირლანდიური ჯიგა ჰოლში და რა ამბით ვიხარხარე გახარებულმა
– კარგი დრო დამიდგა-მეთქი. რომ მოინდომოს, იცი, რა
სასიამოვნო ცხოვრებით იცხოვრებდა?! ფული კი ბლომად აქვს,
მაგრამ მაინცდამაინც არ მშურს, იმიტომ რომ, მე თუ მკითხავ,
მდიდრებსაც იმდენი სადარდებელი აქვთ, რამდენიც ღარიბებს, –

1 „ვეკფილდელი მღვდელი“ – ინგლისელი მწერლის, ოლივერ გოლდსმითის


(1728-1774) რომანი
2 პრიმროუზები – ოჯახი რომანიდან „ვეკფილდელი მღვდელი“

60
დაუმატა ჯომ.
– გამახსენდა, რომ მეც მაქვს მოსაყოლი, – თქვა მეგმა, – ჯოს
ამბავივით სასაცილო არ არის, მაგრამ აქეთობას სულ მაგაზე
ვფიქრობდი. დღეს კინგები დიდიან-პატარიანად
აფორიაქებულები დამიხვდნენ და ერთმა ბავშვმა მითხრა, ჩვენმა
უფროსმა ძმამ რაღაც საშინელება ჩაიდინა და მამამ შინიდან
გააგდოო. გავიგონე, მისის კინგი ტიროდა, მისტერ კინგი
ყვიროდა, გრეისმა და ელენმა კი, ჩავლისას სახე ამარიდეს, რომ
იმათი ჩაწითლებულ-შეშუპებული თვალები არ დამენახა. ხომ
არაფერს ვკითხავდი, მაგრამ შემეცოდნენ და ვიფიქრე, კიდევ
კარგი, გადარეული ძმები არ მყავს, რომ საზიზღრობები
ჩაიდინონ და ოჯახი შეარცხვინონ-მეთქი.
– მე მგონი, სკოლაში თავის შერცხვენა უფრო საშინელებაა,
ვიდრე ცუდი ბიჭების საქციელი. – თავი გადააქნია ემიმ, თითქოს
დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების პატრონი ყოფილიყო, –
დღეს სუზი პერკინზი სერდოლიკის მშვენიერი ბეჭდით
მობრძანდა სკოლაში. ისე მომინდა, ისე, რომ ვინატრე, ნეტავი
სუზი ვიყო-მეთქი. მოკლედ, ადგა მერე და მისტერ დევიდი
დახატა: საშინელი ცხვირი ჰქონდა, კუზი და პირიდან სიტყვები
ამოუდიოდა: „ქალიშვილებო, ყველაფერს ვხედავ!“ იმ სურათზე
ვიცინოდით და ამ დროს გაირკვა, რომ თურმე მართლა
ყველაფერს ხედავდა და სუზის უთხრა, შენი დაფა მომიტანეო.
შიშით პარარიზებულმა სუზიმ მიუტანა. და რა უქნა მისტერ
დევისმა? ყურში წაავლო ხელი! წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა!
დაფასთან, ფიცარნაგზე აიყვანა და უთხრა, ნახევარი საათი აქ
იდექი შენი დაფით ხელში, რომ ყველამ დაგინახოსო.
– გოგოებს არ გაეცინათ იმ ნახატზე? – ჰკითხა ჯომ, რომელიც
სიამოვნებით უსმენდა ამ ამბავს.
– გაეცინათო? რა გააცინებდათ! ყველანი გასუსულები
ისხდნენ, სუზიმ კი ტირილით თვალები დაითხარა, მართლა
დახარა. ჰოდა, სულაც აღარ მშურდა მისი, იმიტომ რომ მივხვდი,
ამის შემდეგ მილიონი სერდოლიკის ბეჭედიც კი ვერ მომიტანდა
ბედნიერებას. ნამდვილად ვერ გადავიტანდი ამნაირ
უსავალალოეს შეურაცხყოფას, – და ემიმ ამაყად განაგრძო

61
მუშაობა; ერთი მხრივ, საკუთარი ზნეობა ეამაყებოდა, მეორე
მხრივ კი ის, რომ ერთი ამოსუნთქვით მოახერხა ორი გრძელი
სიტყვის წარმოთქმა.
– აი, მე კი დღეს ისეთ ამბავს შევესწარი, რომ ძალიან მომეწონა.
სადილად მინდოდა მომეყოლა და დამავიწყდა, – დაიწყო ბეთმა,
თან გზადაგზა ჯოს არეულ-დარეულ ხელსაქმის კალათას
ალაგებდა, – ჰანამ თევზის მაღაზიაში გამგზავნა ხამანწკების
საყიდლად და რომ შევედი, მისტერ ლორენსი დამხვდა, ოღონდ
არ დავუნახივარ, იმიტომ რომ თევზის კასრს მოვეფარე, ის კი
მაღაზიის პატრონს, მისტერ კატერს ელაპარაკებოდა. ამ დროს
ერთი საწყალი ქალი შემოვიდა, ვედრო და იატაკის ჯაგრისი
ეჭირა. მისტერ კატერს სთხოვა, იატაკს მოგიხეხავთ და ცოტა
თევზი მომეცით, ბავშვებისთვის საჭმელი არაფერი მაქვს და
დღეს ვერანაირი საქმე ვერ ვიშოვეო. მისტერ კატერს არ ეცალა და
ბრაზით მიუგდო, არაო. ქალი წასასვლელად შეტრიალდა, სახეზე
ეწერა, რა მშიერი და დაღონებული იყო. ამ დროს მისტერ
ლორენსმა ხელჯოხის მოკაუჭებული ბოლოთი ერთი დიდი
თევზი დაითრია და მიაწოდა. ქალს ისე გაუხარდა და გაუკვირდა,
რომ ორივე ხელით ჩაბღუჯა თევზი და მადლობად დაიღვარა;
მისტერ ლორენსმა კი უთხრა, წადი და მოხარშეო. ქალიც
გახარებული გაცუხცუხდა. რა კარგად მოიქცა მისტერ ლორენსი,
არა? ამ ქალმა კი სასაცილოდ ჩაიკრა გულში დიდი, სლიპინა
თევზი და მისტერ ლორენსს რბილი „სარეცველი“ უსურვა
სასუფეველში.
გოგონებმა გულიანად იცინეს და მერე დედას სთხოვეს, შენც
რამე გვიამბეო. დედა წუთით დაფიქრდა და ძალიან
სერიოზულად დაიწყო:
– დღეს ფლანელის ლურჯ ქურთუკებს ვჭრიდი, მამაზე
ვფიქრობდი და ვდარდობდი, რამე რომ დაემართოს, რა
მარტოსულნი და უმწეონი ვიქნებით-მეთქი. რა თქმა უნდა,
უგუნურება იყო ამის ფიქრი, მაგრამ მაინც დარდებში ვიყავი,
სანამ ვიღაც ბერიკაცი არ შემოვიდა და შეკვეთის ფურცელი არ
შემოიტანა, რომლითაც ტანისამოსი უნდა მიეღო. გვერდით
მომიჯდა და ლაპარაკი გავუბი, რადგან ძალიან გაჭირვებული,

62
დაღლილი და შეშფოთებული მეჩვენა. „ვაჟები ჯარში გყავთ?“
ვკითხე, რადგან ის ფურცელი ჩემს სახელზე არ იყო და არ
ვიცოდი, შიგ რა ეწერა. „დიახ, მემ. ოთხნი მყავდა, მაგრამ ორნი
დაიღუპნენ, ერთი ტყვედ არის, მეოთხესთან მივდივარ, მძიმედ
დაჭრილია და ვაშინგტონში, ჰოსპიტალში წევს“, მომიგო
წყნარად. „რამდენი რამ გაგიღიათ ქვეყნისთვის, სერ“, ვუთხარი
და სიბრალულის ნაცვლად პატივისცემა ვიგრძენი. „იმაზე მეტი
არა, რაც მეკუთვნოდა, მემ. მე თვითონაც წავიდოდი, ჩემგან რამე
ხეირი რომ ყოფილიყო, მაგრამ რაკი ვერ მივდიოდი, ბიჭები
გავგზავნე და სამაგიეროდ არაფერს ვითხოვ“, ისე მხნედ ამბობდა,
ისე ალალად და თანაც სიხარულით, რაც გამაჩნდა, ყველაფერი
გავიღეო, რომ შემრცხვა. მე ერთი კაცი დავთმე ქვეყნისთვის და
მეგონა, ესეც ბევრია-მეთქი, იმან კი – ოთხი და არც ნანობდა. მე
შინ ოთხი გოგო მყავს ნუგეშად, იმას კი ერთი ვაჟი სადღაც
გადაკარგულში ელოდება – ვინ იცის იმისთვის, რომ სამუდამოდ
გამოეთხოვოს. მივხვდი, რამოდენა სიკეთე მაქვს ბოძებული და
ისე მდიდრად და ბედნიერად ვიგრძენი თავი, რომ იმ ბერიკაცს
დიდი ამანათი გავატანე, ცოტა ფულიც მივეცი და სულითა და
გულით გადავუხადე მადლობა, რომ თავისი მაგალითით ჭკუა
დამარიგა.
– კიდევ გვიამბე რამე, დე, ოღონდ ისიც ამნაირი
დამრიგებლური. მიყვარს შენს მონაყოლზე ფიქრი, თუკი
ნამდვილი ამბავია და ზედმეტად ჭკუის სასწავლი არ არის, –
სთხოვა ჯომ წამიერი დუმილის შემდეგ.
მისის მარჩს გაეღიმა და მაშინვე დაიწყო, რადგან მრავალი
წელი იყო, რაც ამ პატარა აუდიტორიას ამბებს უყვებოდა და
იცოდა, რა ეამებოდათ.
– იყო და არა იყო რა, იყო ოთხი გოგო, რომლებსაც არც საჭმელ-
სასმელი აკლდათ, არც ჩასაცმელ-დასახური და არც გართობა-
მხიარულება. კარგი მეგობრებიც ჰყავდათ და მოყვარული
მშობლებიც, არადა მაინც უკმაყოფილონი იყვნენ, – აქ
მსმენელებმა შეფარვით, ცელქად გადახედეს ერთმანეთს და
უფრო გულმოდგინედ განაგრძეს კერვა, – გოგონებს ძალიან
უნდოდათ, კარგები ყოფილიყვნენ და ბევრ საქებარ

63
გადაწყვეტილებას იღებდნენ, მაგრამ შესრულებისა რა
მოგახსენოთ. მუდამ ის ჰქონდათ სათქმელად, ეს რომ მოგვცაო, ის
რომ გაგვაკეთებინაო და სულ ავიწყდებოდათ, ისედაც რამდენი
რამ ჰქონდათ, რამდენი რამის კეთება შეეძლოთ. ჰოდა, ერთ
დედაბერს ჰკითხეს, რა ჯადოსნობით შეიძლება, ბედნიერები
გავხდეთო. იმან კი მიუგო, როცა უკმაყოფილებას იგრძნობთ,
იმაზე იფიქრეთ, რა სიკეთე გაქვთ ბოძებული და მადლობელი
იყავითო (აქ ჯომ სწრაფად აიხედა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ
იქვე გადაიფიქრა, რაკი მიხვდა, რომ ამბავი ჯერ არ
დასრულებულიყო).
გოგონებს გონიერება არ აკლდათ, ამიტომ გადაწყვიტეს,
დედაბრის რჩევას მიჰყოლოდნენ და ცოტა ხანში, თავისდა
გასაოცრად, დაინახეს, რა მშვენივრად ცხოვრობდნენ. ერთი
მიხვდა, რომ ვერანაირი ფული ვერ დაიცავს მდიდართა ოჯახებს
სირცხვილისა და უბედურებისგან. მეორემ გაიაზრა, რომ ბევრად
უფრო ბედნიერი იყო თავისი ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა
და მხიარული ხასიათის წყალობით, ვიდრე მავანი ფხუკიანი,
სნეული მოხუცი ქალბატონი, რომელიც ვერ ახერხებდა თავისი
კეთილმოწყობილი გარემოთი ტკბობას; მესამე მიხვდა, რომ
რაგინდ უამური იყოს ის, რომ ვინმეს სადილის კეთებაში
მიეხმარო, ის უფრო მძიმეა, როცა სადილის საშოვნელად
მათხოვრობა გჭირდება, ხოლო მეოთხემ დაინახა, რომ
სერდოლიკის ბეჭედიც კი არ ფასობს ისე, როგორც კარგი
ყოფაქცევა. ჰოდა, გადაწყვიტეს, აღარ ეწუნუნათ, იმ სიკეთით
გახარებულიყვნენ, რაც ჰქონდათ და ეცადათ, ბოძებულის ღირსი
ყოფილიყვნენ, რათა ბედისწერას არათუ არ წაერთმია, რაც
ჰქონდათ, არამედ პირიქით, გაემრავლებინა. და ზუსტად ვიცი, იმ
გოგონებს თავის დღეში არ უნანიათ, რომ დედაბრის რჩევას
მისდიეს.
– კარგი, რა, დე! ეგ რა ეშმაკური საქციელია: ჩვენი მონაყოლი
ჩვენსავე წინააღმდეგ შემოაბრუნე და ზღაპრის მაგივრად
ქადაგება წაგვიკითხე, – წამოიძახა მეგმა.
– მე კი მომწონს ეს ქადაგებები. მამაც ხომ მაგნაირებს
გვიყვებოდა ხოლმე, – ფიქრიანად წაილაპარაკა ბეთმა, თან ჯოს

64
სანემსე ბალიშში თანაბრად არჭობდა ქინძისთავებს.
– მე ისედაც სხვებზე ნაკლებს ვწუწუნებ და დღეიდან კიდევ
უფრო გავფრთხილდები, იმიტომ რომ სუზის კრახმა ჭკუა
მასწავლა, – სათნოდ თქვა ემიმ.
– ეს გაკვეთილი ნამდვილად გვჭირდებოდა და არც
დავივიწყებთ. და თუ დაგვავიწყდება, ისე გვითხარი ხოლმე,
როგორც მოხუცი ქლოე ამბობს „ბიძია ტომის ქოხში“: „ჭყალობაზე
იფიქდეთ, ბალღებო, თქვენ თქვენ ჭყალობაზე“, – დაამატა ჯომ,
რომელმაც ვერასგზით ვერ შეიკავა თავი, რომ ეს პატარა ქადაგება
ხუმრობად არ ექცია, თუმცა მისი აზრი დანარჩენებივით გულთან
ახლოს მიიტანა.

65
თავი მეხუთე

მეზობლობა

– ჯო, თუ ღმერთი გწამს, მითხარი, რა გაქვს გუნებაში? –


იკითხა მეგმა ერთ თოვლიან დღეს, როცა მისმა დამ ბოტებით,
ძველი კაპიუშონიანი პალტოთი, ცალ ხელში ცოცხითა და
მეორეში ნიჩბით გაიბრაგუნა ოთახში.
– გავალ, ცოტას ავმოძრავდები, – მიუგო ჯომ და ანცად
აუციმციმდა თვალები.
– დღეს დილით იმსიშორეს წასვლა-მოსვლა არ გეყო? გარეთ
ცივა, ცა მოღუშულია. არ გირჩევნია, ჩემსავით ბუხართან დარჩე,
სითბოში და სიმშრალეში? – შეაჟრჟოლა მეგს.
– რჩევა მოისმინე და შენებურად მოიქეციო! მთელ დღეს
გაუნძრევლად ხომ არ ვიჯდები? კატა კი არა ვარ, ბუხართან
ვიძინო. მე თავგადასავლები მიყვარს და სწორედ იმათ საძებრად
მივდივარ!
მეგმა ფეხები ბუხარს მიუშვირა და „აივენჰოს“ კითხვა
განაგრძო, ჯო კი ენერგიულად შეუდგა სახლთან ბილიკების
გაკვალვას. თოვლი მსუბუქი იყო და ცოცხით მალევე გადათოვლა
ბაღის გარშემო ბილიკი: მზე რომ გამოვიდოდა და ხეიბარ
თოჯინებს სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა დასჭირდებოდათ, ბეთი
სეირნობას შეძლებდა, ეს ბაღი ყოფდა მარჩებისა და მისტერ
ლორენსის სახლებს. ორივე სახლი ქალაქის განაპირას იდგა,
რომელიც თავისი ქალებითა და მდელოებით, დიდი ბაღებითა და
წყნარი ქუჩებით სოფელს უფრო წააგავდა. მეზობლების
სამფლობელოებს დაბალი ცოცხალი ღობე გასდევდა საზღვრად.
აქეთ, ძველი, ჩამუქებული სახლი იდგა, რომელიც ზამთრობით,
66
როცა კედლებს სურო არ უფარავდა, და მის გარშემო ყვავილები
არ, ყვაოდა, შიშველი და უბადრუკი ჩანდა. მეორე მხარეს ქვის
დიდებული შენობა წამომართულიყო, სადაც ყველაფერი
კომფორტსა და ფუფუნებაზე მეტყველებდა – დაწყებული
ეტლების დიდი ფარდულითა და მოვლილი გაზონებით,
დამთავრებული ორანჟერეითა და ლამაზი ნივთებით, რომელთაც
მდიდრული ფარდების მიღმა მოჰკრავდა კაცი თვალს.
და მაინც, ეს სახლი უღიმღამო და უსიცოცხლო ჩანდა:
მდელოზე ბავშვები არ ცელქობდნენ, ფანჯარაში არასოდეს ჩანდა
დედის მოღიმარი სახე და შიგნითაც ცოტა ვინმე თუ შევიდოდა
და გამოვიდოდა მოხუცი ჯენტლმენისა და მისი შვილიშვილის
გარდა.
წარმოსახვის დიდი უნარით დაჯილდოებული ჯოსთვის ეს
მშვენიერი სახლი ერთგვარი მოჯადოებული სასახლე იყო,
ფუფუნებითა და აღმტაცი ნივთებით სავსე, რომელთაც არავინ
იყენებდა. დიდი ხანი იყო, ოცნებად ჰქონდა უცხო თვალისგან
დაფარული ამ დიდებულების დათვალიერება და ლორენსების
ბიჭის გაცნობა, რომელიც თითქოსდა არ ჩანდა ახლო ნაცნობობის
წინააღმდეგი, ოღონდ ჯომ არ იცოდა, რით დაეწყო. იმ წვეულების
შემდეგ კიდევ უფრო მოემატა სურვილი, მეზობელთან
დამეგობრების ნაირ-ნაირ გზებსაც სახავდა, მაგრამ ბოლო დროს
ბიჭი აღარ ჩანდა. ჯოს თანდათან შიში შეეპარა, ვაითუ სადმე
გაემგზავრაო, მაგრამ ერთხელ ზედა სართულის ფანჯარაში
დალანდა შავგვრემანი სახე; ბიჭი სევდიანად იყურებოდა ამათ
ბაღში, სადაც ბეთი და ემი გუნდაობდნენ.
„ეს ბიჭი იტანჯება: მეგობრებიც აკლია და გართობაც“
გაიფიქრა ჯომ, „პაპამისი ვერ ხვდება, რა უფრო არგებს და
ჩაკეტილს ამყოფებს, არადა მხიარული ბიჭები სჭირდება, რომ
ეთამაშოს, ან, ბოლოს და ბოლოს, ვინმე ახალგაზრდა და
ხალისიანი მაინც. ჰოდა, უეჭველად მივალ იმ მოხუც
ჯენტლმენთან და ყველაფერს მოვახსენებ!“
ამ აზრმა გაახალისა ჯო, რომელსაც უყვარდა გაბედული
საქციელი და მუდამ თავზარს სცემდა მეგს თავისი უცნაური
გამოსვლებით. რაკი ერთხელ გაიფიქრა, „მივალ და მოვახსენებო“,

67
აღარც დავიწყებია და იმ თოვლიან ნაშუადღევს გადაწყვიტა,
ბედი ეცადა. დაინახა, მისტერ ლორენსი ეტლით წავიდაო,
გამოვიდა გარეთ და ცოცხალ ღობემდე გზა გაკვალა, იქ მისული
კი გაჩერდა და მეზობლის სახლს დააკვირდა. სიჩუმე იდგა –
ქვედა სართულის ფანჯრებზე ფარდები ჩამოეფარებინათ,
მსახურები არ ჩანდნენ და, საერთოდ, ადამიანის ჭაჭანება არ იყო
გარდა ხუჭუჭა, შავი თავისა, რომელიც ზედა სართულის
ფანჯარაში გამხდარ ხელს ჩამოჰყრდნობოდა.
„აი, სად ყოფილა, გაიფიქრა ჯომ, საწყალი ბიჭი!
მარტოდმარტოა ამ დაღვრემილ დღეს და თანაც – ავად.
სირცხვილი არ არის?! მოდი, გუნდას ავუგდებ და გამოვახედებ,
მერე კი ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ვეტყვი“.
ერთი მუჭა ფუმფულა თოვლის გუნდა მაღლა აექანა, თავი
მაშინვე მოტრიალდა და გამოჩნდა სახე, რომელზეც იმწამსვე
გაქრა გულგრილი გამომეტყველება: დიდი თვალები აციმციმდა,
ტუჩები კი ღიმილით გაიწელა. ჯომ თავი დაუკრა, გაუცინა,
ცოცხი დაუქნია და ასძახა:
– რას შვრები? ავად ხარ?
ლორიმ ფანჯარა გამოაღო და ყორანივით დაიჩხავლა:
– გმადლობ, უკეთესად. ძალიან გავცივდი და ერთი კვირა
გამოკეტილი ვიყავი.
– რა ცუდია. მერე, რით ერთობი?
– ვერაფრით. აქ ისეთი მოწყენილობაა, თავი სასაფლაოზე
მგონია.
– კითხულობ?
– შიგადაშიგ. აკრძალული მაქვს.
– ვინმემ რომ წაგიკითხოს?
– ზოგჯერ პაპა მიკითხავს, მაგრამ ჩემი წიგნები არ
აინტერესებს, მუდამ მისტერ ბრუკისთვის თხოვნა კი არ მინდა.
– მაშ, სტუმრად მოიპატიჟე ვინმე.
– არავის ნახვა არ მინდა. ბიჭები გნიასს ატეხავენ, მე კი ჯერაც
სუსტად ვარ.
– არც ვინმე საყვარელი გოგო გეგულება, რომ მოვიდეს და
წაგიკითხოს? გოგოები ხომ წყნარები არიან და მომვლელობანას

68
თამაშიც უყვართ.
– ჰო, მაგრამ არც ერთს არ ვიცნობ.
– ჩვენ ხომ გვიცნობ, – დაიწყო ჯომ, მაგრამ იქვე გაეცინა და
გაჩერდა.
– თქვენ როგორ არ გიცნობთ! მართლა მოხვალ? – ჩამოსძახა
ლორიმ.
– მე არც წყნარი ვარ და არც საყვარელი, მაგრამ მოვალ, თუ
დედამ გამომიშვა. ვკითხავ, ოღონდ შენ ფანჯარა მოხურე, კარგად
მოიქეცი და დამელოდე.
ამ სიტყვებზე ჯომ ცოცხი მხარზე გაიდო და სახლისკენ
წავიდა, თან ფიქრობდა, ნეტავი დედა და დები რას მეტყვიანო.
ახალი ადამიანის გამოჩენის შესაძლებლობით აფორიაქებული
ლორი აქეთ-იქით ეცა და სტუმრის მისაღებად მზადებას შეუდგა.
რაკი, მისის მარჩის თქმის არ იყოს, „პატარა ჯენტლმენი“
გახლდათ, სტუმრის პატივსაცემად თმის ხუჭუჭა ბურდი
დაივარცხნა, საყელო გამოიცვალა და ოთახის მილაგებაც სცადა,
რომელიც ნახევარი დუჟინი მსახურის მიუხედავად,
სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდა. ცოტა ხანში ხმამაღლა დარეკა
ზარმა, მერე კი მტკიცე ხმამ მისტერ ლორი იკითხა და
გაკვირვებული მსახური სირბილით ავიდა კიბეზე, რომ
ახალგაზრდა ლედის მოსვლა მოეხსენებინა.
– ძალიან კარგი, აქ ამოაცილეთ, მის ჯოა, – თქვა ლორიმ,
თავისი მომცრო სასტუმრო ოთახის კართან მივიდა და ჯოს
შეეგება. აღაჟღაჟებული გოგო თამამად შევიდა, ცალ ხელში
ტილოგადაფარებული თეფში ეჭირა, მეორეში კი – ბეთის სამი
კნუტი.
– აი, მოვედი ჩემი ბარგი-ბარხანით, – გამოაცხადა ცოცხლად,
დედამ მოგიკითხა და შემოგითვალა, ძალიან გამიხარდება, თუ
ჯო რამეში გამოგადგებაო. მეგმა თავისი გაკეთებული ბლამანჟე
გამომატანა, კარგად გამოსდის. ბეთმა კი იფიქრა, ჩემი კნუტები
ანუგეშებენო. ვიცოდი, კნუტებზე გაგეცინებოდა, მაგრამ ისე
უნდოდა რამით მოგხმარებოდა, რომ უარი ვერ ვუთხარი.
ბეთის სასაცილო ამანათმა მართლაც ივარგა, რადგან ლორის
სიცილი აუტყდა კნუტების დანახვაზე, ამ სიცილში სულ

69
დაავიწყდა მორცხვობა და მაშინვე გათამამდა.
– ეს ისეთი ლამაზია, შეჭმა დაგენანება, – თქვა კმაყოფილი
ღიმილით, როცა ჯომ თეფშს თავი გადახადა და მწვანე
ფოთლების გირლანდითა და ემის საყვარელი ნემსიწვერას
ფურცლებით მორთული ბლამანჟე დაანახვა.
– ისეთი არაფერია! ეგ არის, რომ უნდოდათ ეჩვენებინათ, რა
კარგი თვალით გიყურებენ. მოახლეს უთხარი, წაიღოს და
ჩაისთვის გადაგიდოს. მსუბუქია და გეჭმევა, თან რბილია და ისე
გადაყლაპავ, ყელს არ გაგიღიზიანებს. ეს რა მყუდრო ოთახი
გქონია!
– მყუდრო იქნებოდა, ისე რომ ალაგებდნენ, როგორც წესია.
მაგრამ მოახლეები ზარმაცები არიან, მე კი არ ვიცი, როგორ
დავასაქმო. არადა, ეს არეულობაც მაწუხებს.
– ორ წუთში ყველაფერს მივხედავ. ბევრი არაფერი უნდა:
ბუხარს გამოვგვი, ბუხრის თავზე ყველაფერს ერთ რიგად
დავალაგებ, წიგნებს აქ დავდებ და წამლის ბოთლებს – იქ. ეს შენი
დივანიც მოვაშოროთ შუქს და ბალიშები ცოტა ავაფუოთ. აჰა,
მოწესრიგდა თუ არა?!
მართლაც მოწესრიგდა, რადგან ჯომ ლაპარაკ-ლაპარაკსა და
სიცილ-სიცილში ყველაფერი მიალაგ-მოალაგა და ოთახს სულ
სხვა იერი მისცა. ლორი პატივისცემით აღსავსე მდუმარებით,
ადევნებდა თვალყურს და როცა ჯომ დივანზე ანიშნა, დაჯღდა,
კმაყოფილებით ამოიხვნეშა და მადლიერად უთხრა:
– რა კეთილი ხარ! ამ ოთახს ზუსტად ეს სჭირდებოდა. ახლა,
გეხვეწები, იმ დიდ სავარძელში ჩაჯექი და რამით გაგართობ.
– არა, შენ კი არა, მე უნდა გაგართო, მაგისთვის არ მოვედი?
გინდა, ხმამაღლა წაგიკითხო? – და ჯომ ნაზად გახედა
მახლობლად დალაგებულ რამდენიმე მაცდუნებელ წიგნს.
– გმადლობ. ეგ ყველაფერი წაკითხული მაქვს და თუ
წინააღმდეგი არ იქნები, ლაპარაკი მირჩევნია, – მიუგო ლორიმ.
– კი, ბატონო. მე ოღონდ ვინმემ დამქოქოს და დილიდან
საღამომდე ვილაპარაკებ. ბეთი მეუბნება ხოლმე, არ იცი, როდის
უნდა გაჩერდეო.
– ბეთი ის ლოყაწითელია, სულ რომ შინ ზის და ხანდახან თუ

70
გამოვა პატარა კალათით? – დაინტერესდა ლორი.
– ჰო, ეგ არის. ჩემი გოგოა და თანაც, რომ იცოდე, რა კარგი!
– ლამაზი – მეგია, ხუჭუჭა კი – ემი, ხომ?
– საიდან გაიგე?
ლორი გაწითლდა, მაგრამ არ დაუმალა:
– მესმის ხოლმე, ერთმანეთს რომ ეძახით, და როცა აქ, ზემოთ,
მარტო ვარ, სულ თქვენი სახლისკენ გამომირბის თვალი. ასე
მგონია, მუდამ მხიარულებაში ხართ. ბოდიშს გიხდი,
უზრდელურად გამომდის, მაგრამ იმ ფანჯრებზე, რომელთა
რაფებზეც ყვავილებიანი ქოთნები გილაგიათ, ზოგჯერ ფარდის
ჩამოფარება გავიწყდებათ და როცა ლამპებს ანთებთ, ასე მგონია,
სურათს ვუყურებ: ბუხარი გიზგიზებს და ყველანი მაგიდას
უსხედხართ დედასთან ერთად. დედათქვენი ჩემ პირდაპირ ზის
ხოლმე და ისეთი საყვარელი ჩანს იმ ყვავილებში, რომ
ძალაუნებურად თვალს ვერ ვაშორებ. მე ხომ დედა არ მყავს, – და
ლორიმ ცეცხლის საჩხრეკი მოაფათურა ბუხარში, რომ ტუჩების
კანკალი დაემალა, მაგრამ არ გამოუვიდა.
მისი თვალების ნაღვლიანი, ტანჯული მზერა შიგ გულში
მოხვდა თანამგრძნობ ჯოს. იგი ისე უბრალოდ გაზარდეს, რომ
თავი სისულელეებით არ ჰქონდა გამოტენილი და თხუთმეტი
წლისაც კი ბავშვივით ალალი და უეშმაკო დარჩა. ავადმყოფ
ლორის გვერდით არავინ ჰყავდა, თვითონ კი, რაკი იგრძნო, რა
მდიდარი იყო შინაურების სიყვარულით, მაშინვე მოუნდა,
მისთვისაც გაენაწილებინა ეს სიმდიდრე. სახეზე ალერსიანი იერი
დაედო, მკვახე ხმა კი უჩვეულოდ დაუნაზდა და ბიჭს უთხრა:
– იმ ფარდას აღარ ჩამოვაფარებთ და რამდენიც გინდა, იმდენი
გვიყურე. ოღონდ მაგ თვალთვალს მაინც ის აჯობებს, ადგე და
გვესტუმრო. დედა ისეთი საყვარელი გვყავს, ისეთი, რომ მისი
გაცნობა კარგის მეტს არაფერს მოგიტანს, ბეთი გიმღერებს, მე თუ
ვთხოვ, ემი გიცეკვებს. მე და მეგი ჩვენს თეატრალურ რეკვიზიტს
დაგათვალიერებინებთ, ისეთია, გაგეცინება და კარგად
გავერთობით. რას იტყვი, გამოგიშვებს პაპაშენი?
– ალბათ, თუ დედაშენი სთხოვს. პაპა მკაცრი კი ჩანს, მაგრამ
სინამდვილეში ძალიან კეთილია და რაც მომინდება ხოლმე, უარს

71
არ მეუბნება, ოღონდ იმის ეშინია, უცხო ხალხი არ შევაწუხო, –
დაიწყო ლორიმ და თვალდათვალ გახალისდა.
– რამ გაგვაუცხოვა, მეზობლები ვართ! გულშიც არ გაივლო,
შევაწუხებო. ჩვენ თვითონვე გვინდა შენთან დამეგობრება და,
რომ იცოდე, კარგა ხანია ვცდილობ, ისე გაგიცნო, როგორც წესი
და რიგია. მაინცდამაინც დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვცხოვრობთ,
მაგრამ მეზობლები ყველანი გავიცანით... თქვენი გამოკლებით.
– იცი, პაპა მუდამ თავის წიგნებშია ჩაფლული და დიდად არ
აღელვებს, გარშემო რა ხდება. მისტერ ბრუკი, ჩემი
მასწავლებელი, აქ არ ცხოვრობს, ხომ იცი. ჰოდა, არავინ მყავს,
რომ ერთად გავისეირნოთ. რა დამრჩენია: ვზივარ შინ და როგორც
ვახერხებ, ისე ვიქცევ თავს.
– ეგ ცუდია. თავს ძალა უნდა დაატანო და, სადაც
დაგპატიჟებენ, წახვიდე, მერე მეგობრებიც გეყოლება და იმათ
სახლებშიც მშვენივრად გაატარებ დროს. ეგ არაფერი, რომ
მორცხვი ხარ, სტუმრად სიარულს რომ დაიწყებ, მალე გაგივლის.
ლორი ისევ გაწითლდა, მაგრამ მორცხვობა რომ დააბრალეს, არ
სწყენია, რადგან ჯოს ხმაში იმდენი კეთილმოსურნეობა
იგრძნობოდა, შეუძლებელი იყო, მისი გულახდილი ლაპარაკი
ცუდად გაეგო.
– სკოლა მოგწონს? – სიტყვა ბანზე აუგდო ბიჭმა ხანმოკლე
პაუზის შემდეგ, რომლის განმავლობაში თვითონ ცეცხლს
მიშტერებოდა, ჯო კი დიდი სიამოვნებით ათვალიერებდა ოთახს.
– სკოლაში არ დავდივარ. საქმიანი კაცი ვარ, უფრო სწორად,
გოგო. პაპიდაჩემს ვუვლი და, გულახდილად რომ გითხრა, დიდი
ბრაზიანი დედაბერი ბრძანდება, – მიუგო ჯომ.
ლორიმ ის იყო პირი დააღო კიდევ რაღაცის საკითხავად,
მაგრამ მაშინვე გაახსენდა, სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა
უზრდელობააო, პირი ისევ დამუწა და უხერხულობა შეეტყო.
ჯომ დაუფასა თავდაჭერილობა, მაგრამ რაკი პაპიდა მარჩის
გაქილიკების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, ადგა და
ხატოვნად აუწერა მოუსვენარი მოხუცებული, მისი ჩასუქებული
პუდელი, ესპანურად მოლაპარაკე თუთიყუში და ბიბლიოთეკა,
სადაც ჯო კარგი წიგნებით ტკბებოდა ხოლმე.

72
ლორიმ დიდი ხალისით მოისმინა ეს ამბები და როცა გოგომ
ისიც ჩაუკაკლა, როგორ მოვიდა ერთხელ მის მარჩთან ხელის
სათხოვნელად მავანი ზვიადი მოხუცი ჯენტლმენი,
გადაპრანჭული სიტყვის შუაში როგორ ააგლიჯა თუთიყუშმა
თავიდან პარიკი და რა დღეში ჩავარდა ხელის მთხოვნელი, ბიჭი
დივანზე გადაყირავდა და ისეთი ხარხარი მორთო, სულ
ცრემლები სცვიოდა. მოახლემ თავი შემოყო – ხომ მშვიდობააო.
– უჰ! სიცილი ჩემი წამალია. გეხვეწები, კიდევ მიამბე! – აიხედა
დივნის ყურთბალიშში ჩამხობილმა ლორიმ და აწითლებულ
გახალისებულ-გაბრწყინებული სახე შეანათა ჯოს.
წარმატებით ფრთაშესხმულმა ჯომაც „კიდევ უამბო“: რა
პიესები დადგეს და რა გეგმები ჰქონდათ, რა იმედითა და შიშით
ფიქრობდნენ მამაზე და რა საინტერესო ამბები ხდებოდა იმ
პატარა სამყაროში, რომელშიც დები ცხოვრობდნენ. მერე
წიგნებზე გადავიდნენ და ჯომ, თავისდა სასიხარულოდ, გაიგო,
რომ ბიჭსაც მასავით უყვარდა კითხვა და მეტიც ჰქონდა
წაკითხული.
– თუ წიგნები ასე გიყვარს, ჩავიდეთ და ჩვენი ბიბლიოთეკა
დაათვალიერე. პაპა შინ არ არის და საშიში არაფერია, – წამოდგა
ლორი.
– არც არაფრის მეშინია, – თავი გააქნია ჯომ.
– ეჭვიც არ მეპარება! – წამოიძახა ბიჭმა და აღტაცებით შეხედა,
თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო, რომ გოგოს
ცოტათი მაინც შეეშინდებოდა მოხუცი ჯენტლმენის, თუ ცუდ
გუნებაზე მყოფს გადაეყრებოდა.
მთელ სახლში ისე თბილოდა, როგორც ზაფხულში; ლორი
ოთახიდან ოთახში დაატარებდა ჯოს და არ აჩქარებდა: გოგო
გზადაგზა ჩერდებოდა და ყველაფერს ათვალიერებდა, რაც
აოცებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩავიდნენ ბიბლიოთეკაში, სადაც
ჯომ ტაში შემოჰკრა და შეიკუნტრუშა – მუდამ ასე იცოდა, როცა
განსაკუთრებით გაახარებდა რამე. კედლების გასწვრივ წიგნების
კარადები ჩაერიგებინათ, აქვე იყო სურათები და ქანდაკებები,
მომცრო ვიტრინებში მონეტები და ანტიკვარული ნივთები
გამოეფინათ, იდგა ღრმა, მოსახერხებელი სავარძლები და

73
უცნაური მაგიდები, ბრინჯაოს კანდელაბრები და – ყველაზე
მშვენიერი რამ – ლამაზ-ლამაზი ფილებით მოპირკეთებული
დიდი, ღია ბუხარი.
‒ რა ფუფუნებაა! – აღმოხდა ჯოს, ჩაეშვა ხავერდის
ზედაპირიან სავარძელში და სიამით მოათვალიერა იქაურობა,
მერე კი დიდი ამბით დაამატა:
– თეოდორ ლორენს, ალბათ უბედნიერესი ბიჭი ბრძანდებით
დედამიწის ზურგზე!
– ადამიანი წიგნების ამარა ვერ გაძლებს, – თავი გააქნია ლორიმ
და ჯოს პირდაპირ, მაგიდაზე ჩამოსკუპდა.
სანამ კიდევ რამეს იტყოდა, ზარის ხმა გაისმა. ჯო წამოხტა და
შეშფოთებით წამოიძახა:
– ვაიმე! პაპაშენია!
– მერე რა? აკი არაფრისა გეშინია?! – ეშმაკურად შეხედა ბიჭმა.
– მგონი, ცოტა მაინც მეშინია, ოლონდ არ ვიცი, რატომ. დედამ
გამომიშვა და ჩემი აქ ყოფნით შენც თითქოს არაფერი დაგშავებია,
– გული გაიმაგრა ჯომ, თუმცა მაინც თვალმოუშორებლად
მიშტერებოდა კარს.
– პირიქით, შენმა მოსვლამ მარგო და დიდი მადლობელი ვარ.
მარტო ის მაწუხებს, რომ მგონი, ლაპარაკით დაგღალე. ისე
მსიამოვნებდა, ვერა და ვერ გავჩერდი, – მადლიერად უთხრა
ბიჭმა.
– ექიმი გეწვიათ, სერ, – გამოჩნდა მოახლე და ლორის ხელი
დაუქნია.
– ცოტა ხნით დაგტოვებ, კარგი? აუცილებლად უნდა გავიდე, –
უთხრა ლორიმ.
– ეგ არაფერი. აქ რა მომაწყენს! – მიუგო ჯომ.
ლორი გავიდა, მისმა სტუმარმა კი სურვილისამებრ შეიქცია
თავი. როცა კარი ისევ გაიღო, მოხუცი ჯენტლმენის დიდებული
პორტრეტის წინ მდგარ ჯოს არც მიუხედავს, ისე გამოაცხადა:
– არა, პაპაშენს ისეთი კეთილი თვალები აქვს, ნამდვილად არ
შემეშინდება, ისე კი ტუჩებზე სიმკაცრე ემჩნევა და, როგორც
ვატყობ, დიდი ნებისყოფის პატრონი უნდა იყოს. პაპაჩემივით
სანდომიანი ვერ არის, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს.

74
– მადლობელი გახლავართ, მემ, – გაისმა ჩახლეჩილი ხმა მის
ზურგს უკან. ჯო შეტრიალდა და, შეძრწუნებულმა, მისტერ
ლორენსი დაინახა.
საბრალო ჯო ისე გაწითლდა, მეტი არ იქნებოდა, გულიც
უსიამოდ აუჩქარდა იმის გაფიქრებაზე, ეს რა ვთქვიო. ერთი კი
გაიფიქრა, აქედან მოვუსვამო, მაგრამ იქვე მიხვდა, ლაჩრობა
გამოუვიდოდა, თან გოგონები დასცინებდნენ. ჰოდა, გადაწყვიტა
დარჩენილიყო და როგორმე დაეძვრინა თავი ამ უხერხული
მდგომარეობიდან. ერთხელაც რომ ახედა მოსულს, დაინახა, რომ
გაბურძგნილი, ჭაღარა წარბების ქვეშ იმაზე კეთილი თვალები
ჰქონდა, ვიდრე პორტრეტზე უჩანდა და შიგ ცელქი ნაპერწკალიც
უკრთოდა, რამაც ჯოს მეტ-ნაკლებად გაუნელა შიში. თუმცა
ხრინწიანი ხმა კიდევ უფრო ხრინწიანად მოესმა, როცა შემზარავი
პაუზის შემდეგ ბერიკაცმა მოულოდნელად იკითხა:
– მაშ, ჩემი არ გეშინიათ, არა?
– არც მაინცდამაინც, სერ.
– და არც იმდენად სანდომიანი გეჩვენებით, როგორიც
პაპათქვენი იყო?
– დიახ, არც იმდენად, სერ.
– მაშ, დიდი ნებისყოფის პატრონი ვარ?
– მე მხოლოდ ის ვთქვი, ასე მგონია-მეთქი.
– მაგრამ მაინც მოგწონვართ, ხომ?
– დიახ, მომწონხართ, სერ.
ეს პასუხი ეამა ხნიერ ჯენტლმენს და გაეცინა. მერე ჯოს ხელი
ჩამოართვა, თითი ნიკაპქვეშ ამოსდო და თავი აუწია, სახეზე
კარგად დააკვირდა, ხელი გაუშვა, თავი დააქნია და თქვა:
– პაპაშენის ხასიათი გამოგყოლია, თუმცა სახით არა ჰგავხარ.
მშვენიერი კაცი იყო, ჩემო კარგო, და რაც მთავარია, გაბედული და
პატიოსანი. მისი მეგობრობა საამაყოდ მქონდა.
– მადლობელი ვარ, სერ, – მიუგო ჯომ. ბერიკაცის ნათქვამმა
თავდაჯერებულობა შემატა.
– აბა, რა საქმე გქონდა ამ ჩემს ბიჭთან? – გაისმა მორიგი მკვახე
შეკითხვა.
– უბრალოდ, მეზობლურად ვესტუმრე, სერ, – და ჯომ უამბო,

75
რამაც მიიყვანა მათ სახლში.
– მაშ, ფიქრობ, რომ ცოტა გამხნევება არ აწყენდა, არა?
– დიახ, სერ. ვიფიქრე, მარტოა და იქნებ ტოლებთან ყოფნამ
არგოს-მეთქი. ჩვენ მხოლოდ გოგონები ვართ, მაგრამ თუ
შეგვეძლება, სიამოვნებით დავეხმარებით, არ დაგვვიწყებია
თქვენი გამოგზავნილი მშვენიერი საშობაო ნობათი.
– აბა, რა სამადლობელია! ეგ ჩემმა ბიჭმა მოიწადინა. ის
საწყალი ქალი რასა იქმს?
– არა უშავს, სერ, – და ჯომ სხაპასხუპით უამბო, რაც
ჰუმელების თაობაზე იცოდა, რომელთა ბედითაც მისის მარჩმა
თავისი შედარებით უზრუნველყოფილი მეგობრები
დააინტერესა.
– მამამისსაც ეგრე სჩვეოდა სიკეთის კეთება. გეწვევით ერთ
მშვენიერ დღეს და დედათქვენს ვინახულებ. უთხარი, მოვა-თქო.
აი, ჩაიზეც გვეძახიან. რაც ჩემი ბიჭი ავადმყოფობს, ადრიანად
ვსვამთ. წამოდი და მეზობლურად დაგვეწვიე.
– თუკი გნებავთ, სერ...
– რომ არა მნებავდეს, არც გეტყოდი, – და მისტერ ლორენსმა
ძველმოდური თავაზით მოხარა მკლავი, რომ ჯო ხელგაყრილი
წაეყვანა.
„ნეტავი, მეგი რას იტყვის ამ ამბავზე?“ ფიქრობდა ბერიკაცის
მხარდამხარ მიმავალი ჯო და თვალებაციმციმებული გეგმას
აწყობდა, როგორ მოეყოლა შინ ეს თავგადასავალი.
– ეჰე! რა ამბავია, რამ გადარია ეს ყმაწვილი? – წამოიძახა
მოხუცმა ჯენტლმენმა, როცა კიბეზე ჩამოქანებული ლორი,
თავისი მრისხანე პაპისა და პაპასთან ხელიხელგაყრილი ჯოს
დანახვით გაოგნებული, მოწყვეტით შედგა.
– არ ვიცოდი, თუ დაბრუნდით, სერ, – დაიწყო ბიჭმა, როცა ჯომ
მოზეიმე მზერა ესროლა.
– ისეთი ბრაგაბრუგით დაეშვი, რომ ცხადია, არ იცოდი.
წამობრძანდით, ჩაი დავლიოთ, სერ, და ისე მოიქეცით,
ჯენტლმენს რომ ეკადრება, – ალერსიანად მოუჩეჩა თმა
შვილიშვილს მისტერ ლორენსმა და სასადილო ოთახში შეაბიჯა,
ლორიმ კი მათ ზურგს უკან კომიკურ გარდასახვათა მთელი სერია

76
გამოიარა და ჯომ ძლივს შეიკავა თავი, რომ ხარხარი არ
ავარდნოდა.
ბერიკაცმა ისე დალია ოთხი ფინჯანი ჩაი, ბევრი არაფერი
უთქვამს, სამაგიეროდ გულდასმით აკვირდებოდა
ახალგაზრდებს, რომლებიც ცოტა ხანში უკვე ძველი
მეგობრებივით მასლაათობდნენ და არც შვილიშვილში
მომხდარი ცვლილება გამოჰპარვია. ბიჭს ფერმოსულ სახეზე შუქი
და გამოცოცხლება ეტყობოდა, ყოფაქცევაში – ხალისი, სიცილში
კი – ალალი მხიარულება.
„მართალი მითხრა: ბიჭი მოწყენილია. ვნახოთ, რას უშველიან
ეს გოგოები“, ფიქრობდა მისტერ ლორენსი და თვალსა და ყურს
ადევნებდა ბავშვებს. ჯოზე გული შეუვარდა: მოეწონა მისი
უცნაური პირდაპირობა, თანაც, ამ გოგოს ისე კარგად ესმოდა
ლორისა, თითქოს თვითონაც ბიჭიაო.
ლორენსები ისეთი ადამიანები რომ გამომდგარიყვნენ,
რომლებსაც ჯო „ბრიყვებსა და ქედმაღლებს“ ეძახდა, თავს ვერ
მოაწონებდა, რადგან ასეთ ხალხში მუდამ მორცხვობდა და
იბოჭებოდა, მაგრამ მასპინძლების გულღიაობა და ბუნებრიობა
მასაც გადაედო და ამიტომაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
როცა ჩაის სმას მორჩნენ, ჯომ წასვლა დააპირა, მაგრამ ლორიმ
უთხრა, კიდევ რაღაც უნდა გაჩვენოო და ორანჟერეაში გაიყვანა,
რომელიც სტუმრის პატივსაცემად გააჩირაღდნეს. ჯოს თავი
ზღაპარში ეგონა: მიდი-მოდიოდა გრძელ ბილიკებზე და
ტკბებოდა აქეთ-იქით აღმართული მოყვავილე კედლებით,
მშვენიერი ხვიარებითა და მაღალი ხეებით, ახლად შეძენილი
მეგობარი კი ამასობაში ულამაზეს ყვავილებს უკრეფდა და
იმდენი დაუგროვდა, ორივე ხელში ძლივს ეტეოდა. მერე
თაიგული შეუკრა და სახეგაბრწყინებულმა (რამაც ჯო ძალიან
გაახარა) უთხრა:
– ძალიან გთხოვ, ეს დედაშენს გადაეცი და უთხარი, თქვენი
გაგზავნილი წამალი ძალიან მოეწონა-თქო.
მისტერ ლორენსი დიდ სასტუმრო ოთახში, ბუხრის წინ
მდგარი დაუხვდათ, თუმცა ჯოს თავახდილმა როიალმა უფრო
მოსტაცა თვალი.

77
– უკრავ? – მიუბრუნდა ლორის და სახეზე ღრმა პატივისცემა
გამოეხატა.
– ხანდახან, – თავმდაბლურად მიუგო იმან.
– გეხვეწები, დაუკარი. მინდა მოგისმინო და მერე ბეთს
ვუთხრა.
– ჯერ შენ ხომ არ დაჯდებოდი?
– მე არვიცი. ისეთი შტერი ვარ, ვერ ვისწავლე, ისე კი მუსიკა
ძალიან მიყვარს.
ლორიც მიუჯდა როიალს და დაკვრა დაიწყო,
ჰელიოტროპებსა და ვარდებში ნეტარებით ცხვირჩარგული ჯო კი
უსმენდა. თვალდათვალ ემატებოდა „ლორენსების ბიჭისადმი“
პატივისცემა, რადგან ბიჭი ჩინებულად უკრავდა და, თან,
თავმოწონებისაც არაფერი ეტყობოდა. ჯომ ინატრა, ნეტავი ბეთს
მოასმენინაო, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს, ოღონდ იმდენი
აქო ლორი, რომ იმან დაირცხვინა და ბოლოს პაპა გამოუჩნდა
მშველელად.
– გეყოფა, გეყოფა, ჩემო პატარა ქალბატონო. ამდენი ქება-
დიდება აწყენს. ურიგოდ არ უკრავს, მაგრამ იმედი მაქვს, უფრო
მნიშვნელოვან საქმეებშიც ასეთივე წარმატებას მიაღწევს. დედა
მომიკითხე. აბა, ღამე მშვიდობისა, ექიმო ჯო.
და ალერსიანად ჩამოართვა ხელი, თუმცა ჯოს მაინც მოეჩვენა,
რაღაცით უკმაყოფილოაო და როცა ის და ლორი ჰოლში
გავიდნენ, ჰკითხა, ცუდად ხომ არ მითქვამს რამეო. ბიჭმა თავი
გააქნია:
– არა, ჩემი ბრალია. არ მოსწონს, როცა ვუკრავ.
– რატომ?
– როდისმე გეტყვი. შინ ჯონი გაგაცილებს. მე ჯერ გარეთ ვერ
გავდივარ.
‒ რად მინდა! ვინმე ნაზი ასული ხომ არ ვარ, თანაც ორი ნაბიჯი
მაქვს გასავლელი. აბა, თავს მიხედე.
– კარგი, მაგრამ ხომ ისევ მოხვალ?
‒ თუ დამპირდები, რომ შენც გვესტუმრები, როცა
გამოკეთდები.
– გპირდები.

78
ღამე მშვიდობისა, ლორი!
– ღამე მშვიდობისა, ჯო, ღამე მშვიდობისა.
ჯოს იმ დღის თავგადასავალი რომ მოისმინეს, მარჩების მთელ
ოჯახს მოუნდა მეზობლებთან სტუმრობა, რადგან თითოეული
მათგანი რაღაცით მიიზიდა ღობის იქით მდგარმა დიდმა სახლმა.
მისის მარჩს მოუნდა, მამაზე ესაუბრა ბერიკაცთან, რომელსაც
თურმე დღემდე ახსოვდა იგი. მეგის ორანჟერეაში გასეირნება
მოესურვა, ბეთი როიალის ხსენებაზე ოხვრას მოჰყვა, ემის კი
გულით მოუნდა, ლამაზი სურათები და ქანდაკებები
დაეთვალიერებინა.
– დე, რატომ არ სიამოვნებს მისტერ ლორენსს ლორის დაკვრა?
– ჰკითხა ცნობისმოყვარეობით აღსავსე ჯომ.
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, იმიტომ, რომ მისმა ვაჟმა,
ლორის მამამ, იტალიელი ქალი შეირთო, მუსიკოსი, რომელიც
ამაყ ბერიკაცს არ მოეწონა. კეთილი, ლამაზი და ნიჭიერი გოგონა
იყო, მაგრამ მაინც არ მოსწონდა და დაოჯახებულ შვილთან
ურთიერთობა აღარ ჰქონია. ლორი სულ მთლად პატარა იყო,
როცა ორივენი დაიხოცნენ და პაპამ წამოიყვანა. ჩემი ფიქრით,
იტალიაში დაბადებული ბიჭი ჯანის სიმრთელით ვერ
დაიკვეხნის, ბერიკაცს ეშინია, შვილიშვილიც არ დავკარგოო და
ზედ დაჰკანკალებს. ლორი გარეგნულად დედას ჰგავს და
მუსიკის სიყვარულიც, ალბათ, მისგან დაჰყვა, პაპას კი, ეტყობა,
ეშინია, მუსიკოსობა არ მოიწადინოსო. ყოველ შემთხვევაში, მისი
ნიჭის შემხედვარეს ის ქალი აგონდება, რომელიც არ მოსწონდა,
ჰოდა, შენი თქმისა არ იყოს, მაგიტომაც „დაიღვრიმა“, ჯო.
– უჰ, რა რომანტიკულია! – შესძახა მეგმა.
– რომანტიკული კი არა, სულელურია! – გამოაცხადა ჯომ, –
გახდეს მუსიკოსი, თუკი უნდა! რას აწვალებს ამ
უნივერსიტეტით, როცა ბიჭს იქ სწავლა ესიკვდილება.
– აი, თურმე რატომ აქვს ის მშვენიერი შავი თვალები და საამო
მანერები. იტალიელები, საერთოდ, საამური ხალხია, – თქვა
მეგმა, რომელიც ცოტა არ იყოს, სენტიმენტალური გახლდათ.
– ან თვალებისა რა იცი მისი და ან მანერებისა? ერთხელაც კი
არ დალაპარაკებიხარ, – შეედავა ჯო, რომელიც სულაც არ

79
გახლდათ სენტიმენტალური.
– წვეულებაზე ხომ ვნახე. შენი სიტყვით კი გამოდის, რომ იცის,
როგორ დაიჭიროს თავი. ნახე, რა კარგად თქვა დედას გაგზავნილ
წამალზე!
– ალბათ ბლამანჟეზე ამბობდა.
– რა სულელი ხარ, ბავშვო! ბლამანჟეზე კი არა, შენზე თქვა.
– მართლა? – თვალები გაუფართოვდა ჯოს: ასეთი რამ
აზრადაც არ მოსვლია.
– ამნაირი გოგოს მნახველი არა ვარ! ვერ მიხვდა, რომ
ქათინაური უთხრეს! – თქვა მეგმა საქმეში გარკვეული
ყმაწვილქალის იერით.
– მე თუ მკითხავ, ეს ქათინაურები დიდი სისულელეა და
მადლობელი დაგრჩები, თუ მაგ შენი ვარაუდებით სიამოვნებას
არ ჩამიშხამებ. ლორი მშვენიერი ბიჭია, ძალიან მომწონს და
არანაირი სენტიმენტალური სიჩერჩეტეების გაგონება არ მინდა
ქათინაურებსა და მაგნაირ სიბრიყვეებზე. ყველანი კარგად უნდა
მოვექცეთ, იმიტომ რომ დედა არა ჰყავს. ხომ შეიძლება, ჩვენთან
სტუმრად მოვიდეს, არა, დე?
– როგორ არა, ჯო. ყველას გაგვიხარდება შენი პატარა მეგობრის
ნახვა. გარდა მაგისა, იმედი მაქვს, მეგი არ დაივიწყებს, რომ
ბავშვები, სადამდეც შეუძლიათ, ბავშვებად უნდა დარჩნენ.
– მე სულაც არ ვთვლი თავს ბავშვად, თუმცა ჯერ თორმეტისა
ვარ, – შენიშნა ემიმ, – შენ რას იტყვი, ბეთ?
– მე ჩვენს პილიგრიმობანაზე ვფიქრობდი, – მიუგო ბეთმა,
რომელსაც ერთი სიტყვაც არ გაუგონია მათი ლაპარაკიდან, –
გადავწყვიტეთ, კარგები ვიყოთო, ამოვედით ნაღვლის ჭაობიდან,
გავიარეთ ვიწრო ჭიშკარი და ციცაბო გორაკზე ავდივართ. ჰოდა,
შეიძლება, იქ მდგარი, საოცარი ნივთებით სავსე სახლი ჩვენს
მშვენიერ სასახლედ იქცეს.
– მე მგონი, ჯერ მრისხანე ლომებს უნდა ავუაროთ გვერდი, –
ისე თქვა ჯომ, თითქოს ეს პერსპექტივა ძალიან ახარებსო.

80
თავი მეექვსე

ბეთი მშვენიერ სასახლეში ხვდება

ღობის გადაღმა მდგარი დიდი სახლი მართლაც მშვენიერი


სასახლე გამოდგა, თუმცა იქ მოსახვედრად გარკვეული დრო
დასჭირდათ. ბეთს ძალზე გაუჭირდა ლომების გვერდით ჩავლა,
რომელთაგან უდიდესი მოხუცი მისტერ ლორენსი ბრძანდებოდა.
მაგრამ მას მერე, რაც ბერიკაცი ესტუმრათ, გოგონებს სათითაოდ
გაეხუმრა და კეთილი სიტყვა უთხრა, მათ დედას კი ძველ დროზე
ემასლაათა, მისი აღარავის ეშინოდა მორცხვი ბეთის გარდა.
მეორე ლომი ის ვითარება გახლდათ, რომ ესენი ღარიბები იყვნენ,
ლორი კი მდიდარი და ამიტომაც ერიდებოდათ მისგან იმგვარი
სიკეთისა თუ დახმარების მიღება, რაზეც სათანადოდ ვერ
უპასუხებდნენ. ცოტა ხანი რომ გავიდა, მიხვდნენ, ბიჭი თავის
კეთილისმყოფელებად თვლიდა და არ იცოდა რით გადაეხადა
მადლობა მისის მარჩის დედობრივი სტუმართმოყვარეობის,
გოგონების მხიარული საზოგადოებისა და იმ
თანაგრძნობისთვის, რაც მათ უბრალო სახლში ხვდებოდა: ასე
რომ, გოგონებს მალე დაავიწყდათ სიამაყე და ისე იღებდნენ და
გასცემდნენ სიკეთეს, არც დაფიქრდებოდნენ, ვინ ვის ვალშიაო.
იმხანად ათასი საამური რამ ხდებოდა, ახლად ჩასახული
მეგობრობა თვალდათვალ იფურჩქნებოდა. ყველას მოეწონა
ლორი, იმან კი, თავის მხრივ, საიდუმლოდ ამცნო მასწავლებელს,
„მარჩები მართლაც რომ მშვენიერი გოგოები ყოფილანო“,
სიყმაწვილისთვის ჩვეული აღტაცებით მიიღეს მარტოსული ბიჭი
თავიანთ წრეში და ყოველნაირად ცდილობდნენ
გაეხალისებინათ, და მასაც მომხიბლავი ეჩვენებოდა ამ უეშმაკო
81
გოგონების გულალალი საზოგადოება. ლორიმ, რომელსაც არც
დედა ჰყავდა და არც დები, მალევე იგრძნო მათი ზეგავლენა.
გოგონები სულ ისეთ შრომა-ფუსფუსში იყვნენ, რომ შერცხვა,
თურმე რა უქმი ცხოვრებით ვცხოვრობო. წიგნებით დაღლილს
ახლა ისეთი საინტერესო ეჩვენებოდა ადამიანებთან
ურთიერთობა, რომ მისტერ ბრუკი იძულებული გახდა, ერთობ
არასახარბიელო ანგარიში წარედგინა მისტერ ლორენსისთვის,
რადგან ლორი ზედიზედ აცდენდა გაკვეთილებს და მარჩებთან
გარბოდა.
– ეგ არაფერი, გაერთოს, მერე აანაზღაურებს, – მიუგო მოხუცმა
ჯენტლმენმა, – ჩვენი კარის მეზობელი, კეთილი ქალბატონი
ამბობს, მეცადინეობით გადაქანცულია და ტოლებში გართობა და
გავლა-გამოვლა სჭირდებაო. მგონი, მართალია. ამ ბიჭს ისე
დავკანკალებდი ზედ, თითქოს პაპა კი არა, დიდედა
ვყოფილიყავი. ოღონდაც გაიხაროს და რაც უნდა, ის აკეთოს. იმ
პატარა ქალთა მონასტერში ხიფათი არაფერი შეემთხვევა და
მისის მარჩიც იმაზე მეტ სიკეთეს უშვრება, ვიდრე თქვენ და მე.
დიახაც, რომ სანაქებოდ ერთობოდნენ! აქეთ – თამაშები და
ცოცხალი სურათები, იქით – მარხილით სეირნობა და
ციგურებით სრიალი, საამური საღამოები ძველ სასტუმრო
ოთახში და, დროგამოშვებით, მხიარული წვეულებები დიდ
სახლში! მეგს შეეძლო, როცა ინებებდა, მაშინ ესეირნა
ორანჟერეაში და თაიგულებით დამტკბარიყო. გაუმაძღარი ჯო
ახალ ბიბლიოთეკას ნთქავდა და მოხუც მისტერ ლორენსს
კრიტიკული აზრებით აოგნებდა. ემი სურათებს იხატავდა და
რამდენ ხანსაც სურდა, იმდენ ხანს ნეტარებდა იქაური
სილამაზით. ლორი სანაქებოდ ასრულებდა „დიდი მემამულის“
როლს.
აი, ბეთი კი, თუმცა ერთი სული ჰქონდა, როიალი ენახა, ვერ
ახერხებდა, გამბედაობა მოეკრიბა და „ნეტარების სავანეში“
წასულიყო – ასე ეძახდა მეზობლების სახლს მეგი. ერთხელ ჯოს
გაჰყვა, მაგრამ მოხუცი ჯენტლმენი, რომელმაც არაფერი იცოდა
მისი მორცხვობის, მკაცრად დააცქერდა ბუჩქა წარბების
ქვეშიდან, თან ისე ხმამაღლა შესძახა, ჰეიო, რომ საწყალს გული

82
გაუხეთქა. ისიც, როგორც მერე დედას გამოუტყდა,
„მუხლებაკანკალებული“ გაიქცა შინ და გამოაცხადა,
ფორტეპიანო ძალიანაც მინდა, მაგრამ იქ ფეხის მიმდგმელი აღარ
ვარო. არც ხვეწნა-მუდარამ გაჭრა და არც დაპირებებმა, სანამ ეს
ამბავი, რაღაც იდუმალი გზით, მისტერ ლორენსის ყურამდე არ
მივიდა, მან გადაწყვიტა თვითონვე გამოესწორებინა საქმე.
ერთხელაც, ცოტა ხნით რომ შეუარა მარჩებს, ოსტატურად
გადაიტანა საუბარი მუსიკაზე: ახსენა სცენაზე ნანახი დიდი
მომღერლები, ჩამოთვალა მოსმენილი ჩინებული ორგანები და
ისეთ საინტერესო ამბებს მოჰყვა მუსიკოსთა ცხოვრებიდან, რომ
ბეთმაც კი ვეღარ გაძლო თავის შორეულ კუთხეში. მონუსხული,
ნელ-ნელა მიიპარა მთხრობელთან, დაუდგა სავარძლის უკან,
თვალებგაფართოებული და ლოყებავარვარებული უგდებდა
ყურს ამ უჩვეულო მონათხრობს. მისტერ ლორენსმა არ შეიმჩნია
მისი იქ ყოფნა და ახლა ლორის გაკვეთილებსა და
მასწავლებლებზე გადაიტანა ლაპარაკი, მერე კი, თითქოს ეს
წუთია, მოაფიქრდაო, მისის მარჩს მიუბრუნდა:
– ბიჭი საერთოდ აღარ მეცადინეობს მუსიკაში და მიხარია
კიდეც, იმიტომ რომ მეტისმეტად იყო გატაცებული, მაგრამ
სამაგიეროდ, როიალსა ვნებს უქმად დგომა. იქნებ რომელიმე
გოგომ შემოირბინოს ხოლმე და წაივარჯიშოს, მხოლოდ
იმისთვის რომ საკრავი არ აიშალოს. ხომ გამიგეთ, მემ?
ბეთმა ნაბიჯი წადგა, ხელი ხელს გადააჭდო, რომ შემთხვევით
ტაში არ შემოეკრა. ეს წინადადება დაუძლეველი ცდუნება
გამოდგა მისთვის და იმ აზრმა, რომ შეეძლო დიდებულ საკრავზე
ევარჯიშა, სუნთქვა შეუკრა. სანამ მისის მარჩი უპასუხებდა,
მისტერ ლორენსმა უცნაურად დააქნია თავი და ღიმილით
განაგრძო: არც ნებართვის თხოვნაა საჭირო, არც ვინმესთან
დალაკარაკება. უბრალოდ, როცა მოუნდებათ, შემოიარონ. მე ჩემს
კაბინეტში ვზივარ, სახლის მეორე ბოლოში, ლორი მეტწილად
გარეთ არის, მსახურები კი ცხრა საათის შემდეგ სასტუმრო ოთახს
არ ეკარებიან.
ბეთმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა, ხმა ამოეღო, რადგან მისტერ
ლორენსის ნათქვამზე უკეთესს ვერაფერს ინატრებდა.

83
მოხუცი ჯენტლმენი წასასვლელად წამოდგა და თქვა:
– ასე რომ, გადაეცით თქვენს ქალიშვილებს ჩემი ნათქვამი,
მაგრამ თუ მოსვლა არ ნებავთ, რა გაეწყობა.
აქ მის ხელისგულში პატარა ხელი ჩასრიალდა, ბეთი
მადლიერებით სავსე თვალებით ააცქერდა და დინჯად, თუმცა კი
დამორცხვებით უთხრა:
– ნებავთ, სერ, ძალიან, ძალიან ნებავთ!
– მაშ, მუსიკის მოყვარული გოგო ხარ? – ყოველგვარი
დამაფრთხობელი „ჰეის“ გარეშე ჰკითხა იმან და ალერსიანად
დააცქერდა.
– მე ბეთი ვარ. მუსიკა ძალიან მიყვარს და მოვალ, თუ ზუსტად
იცით, რომ ჩემს დაკვრას ვერავინ გაიგონებს და ხელსაც არავის
შევუშლი, – ბეთს ეშინოდა, უზრდელურად არ გამომივიდესო,
თან თავისივე გამბედაობით ცახცახებდა.
– არავისაც არ შეუშლი, ჩემო კარგო. სახლი ნახევარი დღე
ცარიელია, ასე რომ მოდი და იმდენი აბრაგუნე, რამდენიც
გაგიხარდება, მე მხოლოდ მადლობელი დაგრჩები.
– რა კეთილი ბრძანდებით, სერ!
მოხუცი ჯენტლმენის მეგობრულმა მზერამ ვარდივით
ააღაჟღაჟა ბეთი. რაკი აღარ ეშინოდა, მადლობის ნიშნად ხელიღა
მოუჭირა მისტერ ლორენსს, რადგან სიტყვები ვერ იპოვა იმის
სათქმელად, თუ რა მადლიერი იყო მისი. ბერიკაცმა ნაზად
გადაუწია შუბლიდან თმა, დაიხარა, აკოცა და ისეთი ტონით, რაც
ცოტა ვინმეს თუ სმენოდა მისგან, დაამატა:
– ოდესღაც მეც მყავდა პატარა გოგონა, სწორედ შენნაირი
თვალები ჰქონდა. ღმერთი იყოს შენი მფარველი, ჩემო კარგო,
კარგად მენახეთ, ქალბატონო, – და აჩქარებით გავიდა.
ბეთმა ჯერ დედას გაუზიარა აღტაცება, მერე კი თავის ოთახში
აქანდა, რომ ეს დიდებული ამბავი ხეიბარ თოჯინათა
ოჯახისთვის ეხარებინა, რადგან გოგონები შინ არ იყვნენ. რა
ხალისით, მღეროდა იმ საღამოს და როგორ იცინა ყველამ, როცა
ბეთმა ღამით ემი გააღვიძა: თითებს ისე უკაკუნებდა სახეზე,
თითქოს ფორტეპიანოზე უკრავსო. მეორე დღეს დაინახა, რომ
ორივე ჯენტლმენი – მოხუციცა და ახალგაზრდაც – გავიდა

84
შინიდან და მათი სახლისკენ გაემართა, თუმცა ორ-სამჯერ უკან
გამობრუნდა. ბოლოს მაინც შეაღო გვერდითა კარი და თაგვივით
უჩუმრად შევიდა სასტუმრო ოთახში, სადაც მისი კერპი იდგა.
როიალზე – ცხადია, სრულიად შემთხვევით, მარტივი, ლამაზი
სიმღერების ნოტები იდო. ბეთი ბევრჯერ გაჩერდა, ბევრჯერ
მიაყურადა, ბოლოს აკანკალებული თითებით შეეხო ვეებერთელა
საკრავს და იქვე დაავიწყდა შიშიც, თავისი თავიცა და სხვა
ყველაფერიც გარდა იმ ენით გამოუთქმელი სიხარულისა,
რომელსაც საყვარელი მეგობრის ხმასავით აჟღერებული მუსიკა
ანიჭებდა.
იქამდე დარჩა, სანამ ჰანამ არ მიაკითხა, სადილად წამოდიო,
მაგრამ ჭამის მადა არ ჰქონდა; იჯდა სუფრასთან და სრულ
ნეტარებაში მყოფი, ყველას უღიმოდა.
ამის შემდეგ პატარა, ყავისფერქუდიანი გოგონა ლამის
ყოველდღე გასხლტებოდა ხოლმე ცოცხალ ღობეში; დიდ
სასტუმრო ოთახს კი მუსიკის სული შემოეჩვია, რომელიც ისე
მოდიოდა და მიდიოდა, თვალით ვერავინ ხედავდა. რა იცოდა
ბეთმა, რო მისტერ ლორენსი კაბინეტის კარს გამოაღებდა ხოლმე
თავისი საყვარელი ძველი მელოდიების მოსასმენად; ერთხელაც
დაუნახავს ლორი, რომელიც სასტუმრო ოთახის შესასვლელთან
გუშაგად იდგა და მსახურებს არ უშვებდა. ეჭვიც არ გაჩენია, რომ
ფორტეპიანოს სავარჯიშოები და ახალ-ახალი სიმღერები,
რომლებიც პიუპიტრზე ხვდებოდა, საგანგებოდ მისი
სიკეთისთვის ელაგა, ხოლო როცა მარჩებთან მისული ლორი
მუსიკაზე დაიწყებდა ლაპარაკს, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა
მშვენიერია, რომ სწორედ იმ რჩევებს მაძლევს, რაც ასე ძალიან
მჭირდებაო. სრულიად ბედნიერი იყო და მიხვდა (რაც ხშირად
როდი ხდება ხოლმე): სანუკვარი ნატვრის ახდენით ყველაფერი
ებოძა, რაც კი სურდა. რაკი ასეთი მადლობელი იყო ბედისა ამ
წყალობისთვის, ეგებ ამიტომ მიეცა უფრო მეტი. ყოველ
შემთხვევაში, ერთის ღირსიც იყო და მეორისაც.
– დე, მისტერ ლორენსს ჩუსტები მინდა ამოვუქარგო. ძალიან
კეთილად მექცევა და მადლობა უნდა გადავუხადო, სხვანაირად
კი არ ვიცი, როგორ. შეიძლება? – იკითხა ბეთმა ბერიკაცის იმ

85
ღირსსახსოვარი სტუმრობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ,
– როგორ არა, საყვარელო. ძალიან გაუხარდება და მშვენიერი
სამადლობელიც იქნება. გოგონები მოგეხმარებიან. რაც საყიდელი
იქნება, მე ვიყიდი, – მიუგო მისის მარჩმა, რომელსაც
გამორჩეულად სიამოვნებდა ბეთის თხოვნის შესრულება, რადგან
გოგონა ათასში ერთხელ თუ ითხოვდა რამეს თავისთვის.
მეგსა და ჯოსთან ერთად დიდი სჯა-ბაასის შემდეგ შეარჩიეს,
რა უნდა ამოქარგულიყო, იყიდეს მასალა და მუშაობაც გაჩაღდა.
გადაწყდა: მუქ იისფერ ფონზე ამოქარგული სადა, თუმც კი
ხალისიანი იაჟუჟუნების კონა ლამაზიც იქნებოდა და
შესაფერისიც. ბეთი საქმეს ჩაუჯდა, მხოლოდ ძნელ ადგილებში
თუ სჭირდებოდა მიხმარება. ისე მარჯვედ ხმარობდა ნემსს, რომ
ჩუსტები მანამ დაასრულა, სანამ ვინმეს მათზე ლაპარაკი
მოჰბეზრდებოდა. მერე მოკლე, უბრალო წერილი დაწერა და
ლორის დახმარებით, ერთ დილით, სანამ მოხუცი ჯენტლმენი
ადგებოდა, ჩუსტები ფარულად დაულაგა კაბინეტში, საწერ
მაგიდაზე.
როცა მღელვარებამ გაუარა, ბეთი ლოდინს შეუდგა, აბა, რა
მოხდებაო. ის დღეც გავიდა და მეორე დღის ნაწილიც, პასუხი კი
არ ჩანდა. უკვე შეშინდა, ჩემი ჭირვეული მეგობარი ხომ არ
გავანაწყენეო. მეორე დღეს რაღაც დავალებით გაგზავნეს გარეთ
და თავისი ხეიბარი თოჯინა, საბრალო ჯოანაც წაიყვანა, ბარემ
გავასეირნებო. უკან მომავალი ქუჩას რომ მოუყვებოდა, დაინახა,
სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან სამი, უფრო სწორად – ოთხი თავი,
ხან გამოჩნდებოდა და ხანაც ქრებოდა. როგორც კი შენიშნეს,
ხელების ქნევა ატყდა და რამდენიმე ხმამ გამოსძახა;
– მისტერ ლორენსის წერილია! ჩქარა მოდი, წაიკითხე!
– ოჰ, ბეთ, რომ იცოდე, რა გამოგიგზავნა... – დაიწყო ემიმ
გამალებული ჟესტიკულაციით, მაგრამ ვეღარ გააგრძელა, რადგან
ჯომ ჯახუნით მიხურა ფანჯარა და ჩააჩუმა.
აღელვებულმა ბეთმა ფეხი ააჩქარა. კართან დებმა სტაცეს ხელი
და საზეიმოდ შეიყვანეს სასტუმრო ოთახში, თან ყველანი
ერთდროულად ანიშნებდნენ და გაიძახოდნენ, შეხედე, შეხედეო!
ბეთმაც შეხედა, აღტაცებულსა და გაოცებულს, სახეზე ფერმა

86
გადაუარა: ოთახში მომცრო პიანინო იდგა, მის პრიალა
თავსახურზე კი ფირნიშივით იდო წერილი „მის ელიზაბეთ
მარჩს“
– მე? – აღმოხდა ბეთს და, სულ მთლად გაოგნებული, ჯოს
ჩაებღაუჭა, რადგან იგრძნო, ცოტაც და – დავარდებოდა.
– დიახ, შენ, ჩემო უძვირფასესო! ხედავ, რა მოიმოქმედა? მასზე
კეთილი ბერიკაცი სად იქნება ქვეყანაზე? აი, გასაღებიც წერილში
დევს. არ გაგვიხსნია, მაგრამ ერთი სული გვაქვს გავიგოთ, რას
გწერს! – წამოიძახა ჯომ, ჩაიხუტა და წერილი მიაწოდა.
– შენ წაიკითხე, რა! მე არ შემიძლია, თავბრუ მესხმის! აჰ, რა
ლამაზია! – და საჩუქრით სრულიად გაოგნებულმა ბეთმა თავი
ვეღარ შეიკავა, ჯოს წინსაფარში ჩაურგო სახე.
ჯომ გაშალა წერილი და სიცილი აუვარდა, რადგან პირველივე
სიტყვები აი, ასეთი იყო...

„მის მარჩ, პატივცემულო ქალბატონო “

– რა მშვენივრად ჟღერს! ნეტავი ვინმემ მეც მომწეროს ასე –


თქვა ემიმ, რომელსაც ძველმოდური მიმართვა ძალიანაც ნატიფი
ეჩვენა.

„ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრი საშინაო ჩუსტი მქონია,


მაგრამ ისეთი კი არასოდეს, რომ ზედმიწევნით საჩემო
ყოფილიყო, როგორიც თქვენი ნაჩუქარია, – განაგრძო ჯომ, –
იაჟუჟუნა ჩემი საყვარელი ყვავილი გახლავთ და ეს ნაქარგი
მუდამ გამახსენებს იმ სათუთ გოგონას, ვინც ეს საჩუქარი
მომიძღვნა. ვალის გადახდა მიყვარს, ამიტომაც დარწმუნებული
ვარ, ნებას დართავთ „მოხუც მისტერ ლორენსს“, გამოგიგზავნოთ
ერთი რამ, რაც ოდესღაც მის პატარა, ან სამუდამოდ დაკარგულ
შვილიშვილს ეკუთვნოდა. გულითადი მადლობითა და
საუკეთესო სურვილებით, დავშთები

თქვენი მადლიერი მეგობარი და მონა-მორჩილი


ჯეიმზ ლორენსი“.

87
– ოჰ, ბეთ, იცოდე, ეს ისეთი პატივია, საამაყოდ უნდა გქონდეს!
ლორიმ მიამბო, როგორ უყვარდა მისტერ ლორენსს თავისი
გარდაცვლილი შვილიშვილი და რა სათუთად ინახავდა მის
ნივთებს. წარმოიდგინე, მისი პიანინო გაჩუქა! აი, რას ნიშნავს,
როცა დიდი ცისფერი თვალები გაქვს და მუსიკა გიყვარს, –
ამბობდა ჯო და ცდილობდა როგორმე დაეწყნარებინა ბეთი,
რომელიც ასეთი აფორიაქებული არასოდეს ენახა.
– ნახე: აქეთ-იქით რა მშვენიერი შანდლები აქვს; ლამაზი,
მწვანე, ნაკეცებიანი აბრეშუმი, შუაგულში ოქროსფერი ვარდით,
კოხტა პიუპიტრი და სკამი – ყველაფერი ერთმანეთს შეხამებული,
– სახურავი ახადა პიანინოს მეგმა და მთელი მისი მშვენიერება
გამოაჩინა.
– „თქვენი მონა-მორჩილი ჯეიმზ ლორენსი“, –
წარმოგიდგენია?! შენ მოგწერა! სკოლაში გოგოებს ვუამბობ.
ყველანი გაგიჟდებიან, – თქვა წერილით მთლად მოხიბლულმა
ემიმ.
– აბა, სცადე, დაუკარი, საყვარელო. ვნახოთ ერთი, ამ
ცეროდენა პიანინის რა ხმა აქ, – თქვა ჰანამ, რომელიც მუდამ
მოზიარე იყო ოჯახის სიხარულისა თუ მწუხარების.
ბეთმაც სცადა და ყველამ ერთად გამოაცხადა, ამაზე მშვენიერი
პიანინოსთვის ჯერ არ მოგვისმენიაო. აშკარად ახალი აწყობილი
იყო, იდეალურ მდგომარეობამდე მიყვანილი. თუმცა, მთელი
მისი სრულქმნილების მიუხედავად, ამ წუთის ნამდვილ
მომხიბვლელობას ის ბედნიერთაგან უბედნიერესი სახეები
შეადგენდა, რომლებიც პიანინოსკენ დაიხარნენ, როცა ბეთი
სიყვარულით შეეხო ლამაზ შავ-თეთრ კლავიშებს და პრიალა
პედლებს დააწვა.
– უნდა მიხვიდე და მადლობა გადაუხადო, – ხუმრობით თქვა
ჯომ, რადგან აზრადაც არ მოსვლია, რომ ბეთი ასეთ რამეს
გაბედავდა.
– ჰო, ვაპირებდი. მოდი, ახლავე წავალ, სანამ ბევრი მიფიქრია
და შემშინებია, – და, მთელი ოჯახის გასაოცრად, აუჩქარებლად
გაიარა ბაღი, ცოცხალი ღობე და ლორენსების კარში შევიდა.

88
– მიწა გამისკდეს, თუ ამაზედ გასაკვირველი რამე თვალით
მენახოს! ეტყობა, იმ პიანინიმ აურია თავგზა. ეგ თავის ჭკუაზე რო
იყოს, იქ რა წაიყვანდა! – წამოიძახა ჰანამ და განცვიფრებით
მიაშტერდა ბეთის ნაკვალევს. გოგონები კი, ასეთი სასწაულის
შემხედვარენი, ერთიანად დამუნჯდნენ.
უფრო მეტადაც გაოცდებოდნენ, ის რომ დაენახათ, რაც მერე
ჩაიდინა ბეთმა: პირდაპირ მიადგა კაბინეტის კარს და დააკაკუნა,
რომ დაფიქრების საშუალება არ ჰქონოდა. როცა ჩახრინწულმა
ხმამ გამოსძახა, მობრძანდითო, მართლაც შევიდა პირდაპირ
მიადგა მოულოდნელობისგან გაოგნებულ მისტერ ლორენსს,
გაუწოდა ხელი და ხმის მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი კანკალით
უთხრა:
– მადლობის სათქმელად მოვედი, სერ, თქვენი... – მაგრამ
ვეღარ დაასრულა, რადგან მისტერ ლორენსი ისე ალერსიანად
დასცქეროდა, დაავიწყდა, რის თქმასაც აპირებდა; მხოლოდ ის
ახსოვდა, რომ ბერიკაცს საყვარელი პატარა გოგონა მოუკვდა.
ჰოდა, ბეთმა ორივე ხელი მოხვია კისერზე და აკოცა.
სახლს უცაბედად სახურავი რომ გადახდოდა, ისიც კი
ნაკლებად გააოცებდა მოხუც ჯენტლმენს, თუმცაღა ეს ალერსი
ფრიად და ფრიად მოეწონა! ისე აუჩუყა გული და ასიამოვნა ამ
ნდობით აღსავსე კოცნამ, რომ მთელი თავშეკავებულობა გაუქრა,
ჩაისვა გოგო კალთაში, დანაოჭებული ლოყით მიეხუტა
ვარდისფერ ლოყაზე და ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს
თავისი პატარა შვილიშვილი დაუბრუნდა. იმ წუთიდან
მოყოლებული ბეთს მისი შიში გაუქრა. იჯდა და ისე
თავისუფლად ელაპარაკებოდა, თითქოს მთელი სიცოცხლეა,
იცნობსო, რადგან სიყვარული შიშს განდევნის, მადლიერება კი
სიამაყეს ამარცხებს. ბეთმა შინ წასვლა რომ დააპირა, მისტერ
ლორენსმა კარამდე მიაცილა, გულითადად ჩამოართვა ხელი,
შლაპა ოდნავ მოუხადა და წელში გამართული, ღირსებით
აღსავსე გაბრუნდა უკან, როგორც მისებრ სანდომიან, მხედრული
მიხრა-მოხრის მქონე მოხუც ჯენტლმენს ეკადრებოდა.
ამ სცენის დანახვაზე ჯომ კმაყოფილების გამოსახატავად ჯიგა
დაუარა, განცვიფრებული ემი კინაღამ ფანჯრიდან გადმოვარდა,

89
მეგმა კი ხელები ააპყრო და შესძახა, ღმერთმანი, მეორედ
მოსვლააო!

90
თავი მეშვიდე

ემის დამცირების ხეობა

– ეს ბიჭი ნამდვილი კიკლოპია, – გამოაცხადა ერთ დღეს ემიმ,


როცა ცხენზე ამხედრებულმა ლორიმ თქარათქურით ჩაიქროლა
მათ ფანჯარასთან და მისალმების ნიშნად მათრახი დაუქნია.
– რამ გააკიკლოპა, როცა ორივე თვალი ადგილზე აქვს და
თანაც ძალიანაც ლამაზი, – აღშფოთდა ჯო, რომელიც მისი
მეგობრის მისამართით ერთ გადაკრულ სიტყვასაც კი ვერ
იტანდა.
– თვალები რა შუაშია! თვალები არც მიხსენებია და რამ
გაგაცეცხლა? მე მარტო ის ვთქვი, ცხენს რა კარგად მიაჭენებს-
მეთქი.
– ღმერთო დიდებულო! ამ ბატის ჭუკს კენტავრი უნდა ეთქვა
და კიკლოპად არ მონათლა ბიჭი! – სიცილი აუტყდა ჯოს.
– რა საჭიროა ასეთი უხეშობა! ეგ, უბრალოდ, „აფსუს ლინგვა“ 1
იყო, როგორც მისტერ დევისი იტყვის ხოლმე, – შეედავა ემი და
ჯოს მთლად მოუღო ბოლო თავისი ლათინურით, – ეჰ, ცოტა
მაინც მომცა იმ ფულიდან, რასაც ლორი მაგ ცხენს ახარჯავს, –
თითქოს თავისთვის დაუმატა, ოღონდ მაინც იმ იმედით დები
გაიგონებენო.
– რატომ? – ალერსიანად ჰკითხა მეგმა, რადგან ემის მეორე
შეცდომაზე ხელახლა ახარხარებული ჯო უკვე გავიდა ოთახიდან.

1აფსუს ლინგვა – სწორია „ლაპსუს ლინგვე“ lapsus lingue – უნებლიე შეცდომა


(ლათ.)

91
– იცი, როგორ მჭირდება! ვალებში ვიხრჩობი, არადა, ჯიბის
ფულის მიღების ჯერი ერთი თვის მერეღა დამიდგება.
– ვალებშიო? როგორ თუ ვალებში? – მკაცრად გახედა მეგმა
დას.
– სკოლაში გოგოებისთვის ათი ცალი ლაიმის მწნილი მაინც
მაქვს მისატანი, არადა, სანამ ფული არ მექნება, როგორ ვიყიდი!
დედამ ამიკრძალა, მაღაზიიდან ვალით არაფერი წამოიღოო.
– აბა, კარგად გამაგებინე. რა, ლაიმის მწნილი მოდაშია? ჩემს
დროს კაუჩუკის ნაჭერი უნდა გაგეხვრიტა და ბურთები
გაგეკეთებინა, – ემის ისეთი სერიოზული იერი ჰქონდა, მეგი
შეეცადა, როგორმე არ გაღიმებოდა.
– რა ხდება, იცი? გოგოები სულ ყიდულობენ და თუ შენც არ
იყიდი, წუწურაქი ეგონები. ახლა ლაიმებია, რაც არის:
გაკვეთილებზე ყველანი ჩუმ-ჩუმად წუწნიან, შესვენებებზე
ერთმანეთს უცვლიან ფანქრებში, მძივის მარცვლისგან
გაკეთებულ ბეჭდებში, ქაღალდის თოჯინებში ან სხვა რამეში. თუ
ერთ გოგოს მეორე მოსწონს, ლაიმს აძლევს და თუ გაბრაზებულია
ვინმეზე, მის თვალწინ ისე შეახრამუნებს, რომ ერთხელაც არ
გაალოკინებს. ყველანი რიგრიგობით ეპატიჟებიან ერთმანეთს
ლაიმებზე და ჩემთვისაც ბევრჯერ უჭმევიათ, მე კი ვერაფერს
ვახერხებ, არადა, ხომ გესმის, სირცხვილია, სხვების მოვალედ
რომ რჩები.
– რამდენი გჭირდება, რომ ვალი გადაუხადო და ღირსება
აღიდგინო? – საფულე ამოიღო მეგმა.
– ოცდახუთი ცენტი თავს ამივა, და ცოტაც დამიმატე, შენც
წამოგიღო. არ გიყვარს ლაიმის მწნილი?
– არც მაინცდამაინც. ჩემი წილი შენ გქონდეს. აჰა, ფული. რაც
შეიძლება, დიდხანს იმყოფინე, თუმცა ხომ ხედავ, მაინცდამაინც
ბევრი არ არის.
– ოჰ, დიდი მადლობა! ალბათ რა კარგია, როცა ჯიბის ფული
გაქვს! ახლა კი მოვილხენ: ამ კვირაში ერთი ლაიმიც კი არ მიჭამია.
ისე უხერხულად ვიყავი, შემოთავაზებულის აღებაც კი
მერიდებოდა, რაკი სამაგიეროდ ვერ გავუმასპინძლდებოდი.
ერთი სიტყვით, უმწნილობით მთლად გავწამდი.

92
მეორე დღეს ემი გვიან მივიდა სკოლაში, მაგრამ გულმა ვერ
გაუძლო და მისატევებელი სიამაყით გამოამზეურა ნესტიანი
ყავისფერი ქაღალდის შეკვრა, სანამ მერხის ყველაზე მიყრუებულ
სამალავში გაამწესებდა. რამდენიმე წუთში მთელ მის „წრეს“
მოედო ხმა, ემი მარჩს ოცდაოთხი უგემრიელესი ლაიმი აქვს
(ერთი გზად შემოეჭამა) და უნდა დაარიგოსო. მეგობრებმა
ზრუნვით შეაწუხეს. კეტი ბრაუნმა, მომდევნო წვეულებაზე
ახლავე გეპატიჟებიო. მერი კინგზლი ჩააცივდა, შესვენებაზე
მაჯის საათს გათხოვებ და გეკეთოსო. ჯენი სნოუმ, გესლიანმა
ყმაწვილქალმა, რომელიც უსინდისოდ დასცინოდა გასაჭირში
მყოფ ულაიმო ემის, სასწრაფოდ „მიწაში ჩაფლა ტომაჰავკი“ 1 და
შესთავაზა, რამდენიმე შემაძრწუნებელი მაგალითის პასუხს
გეტყვიო, მაგრამ ემის არ დავიწყებოდა მის სნოუს იქედნური
შენიშვნები „ზოგიერთებზე, რომლებსაც არც იმდენად
მიჭყლეტილი აქვთ ცხვირი, რომ სხვების ლაიმის სუნი ვერ
იგრძნონ“ და „იმ ქედმაღლებზე, რომლებსაც სხვებისთვის
ლიამების თხოვნა არ რცხვენიათ“. იქვე გაუქრო ყოველგვარი
იმედი მომაკვდინებელი „დეპეშით“, რომელშიც ეწერა: „ამაოა ეგ
შენი თავაზიანობა, მაინც ვერაფერს მიიღებ“.
იმ დილით სკოლას მოულოდნელად ეწვია მავანი საპატიო
სტუმარი და ემის ლამაზად დახაზული რუკები შეაქო. მტრის
ქება-დიდების გაგონებაზე მის სნოუ გამწარდა, ხოლო მის მარჩი
ახალგაზრდა ფარშავანგივით გაიფხორა, მაგრამ, ვაგლახ! სიამაყეს
კარგი არაფერი მოსდევს, და შურისმაძიებელმა მის სნოუმ
წარმატებით მიუზღა სამაგიერო. როგორც კი სტუმარმა
გაცვეთილი ქათინაურები თქვა და წაბრძანდა, ჯენი, ვითომ
რაღაც შეკითხვა მაქვსო, მივიდა მისტერ დევისთან და
შეატყობინა, ემი მარჩს მერხში ლაიმის მწნილი უდევსო.
მისტერ დევისმა, კარგა ხანი იყო, რაც ლაიმი კონტრაბანდულ
საქონლად გამოაცხადა და საზეიმოდ დაიფიცა, ვინც ამ კანონს
დაარღვევს, სახაზავით საჯაროდ დავსჯიო. ამ ბევრის ამტანმა

1 მიწაში ჩაფლა ტომაჰავკი – ინდიელთა რიტუალი: ტომაჰავკის (მსუბუქი


სასროლი ნაჯახის) ჩაფვლა მიწაში და ზედ ხის დარგვა დაზავების ნიშნად.

93
ადამიანმა მოახერხა და ხანგრძლივი, სასტიკი ომის შემდეგ
წარმატებით აღკვეთა კევის ღეჭვა, კოცონი გააჩაღა
ჩამორთმეული რომანებისა და გაზეთებისგან, ჩაახშო კერძო
მიმოწერა, აკრძალა სახის მანჭვა, მეტსახელების დარქმევა და
კარიკატურების ხატვა – ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთა, რაც
ერთ ადამიანს ძალუძდა წესრიგის დასამყარებლად კლასში,
სადაც ორმოცდაათი მეამბოხე გოგო სწავლობდა. ადამიანის
მოთმინება ბიჭებსაც ძნელად უძლებს, მაგრამ გოგონები ბევრად
უარესნი არიან, მეტადრე ისეთი ნერვიული, ტირანული ხასიათის
მქონე ჯენტლმენებისთვის, რომლებსაც სწავლების იმაზე მეტი
ნიჭი არ გააჩნიათ, ვიდრე დოქტორ ბლიმბერს 1. მისტერ დევისს
ცოტ-ცოტა რამ გაეგებოდა ბერძნულის, ლათინურის, ალგებრისა
და ათასნაირი „ლოგიების“, ამიტომ ჩინებული პედაგოგის
სახელი ჰქონდა გავარდნილი, ხოლო მანერებს, ზნეობრივ სახესა
და მოსწავლეთათვის სამაგალითო ქცევას არანაირი მნიშვნელობა
არ ენიჭებოდა. ემი მართლაც რომ უაღრესად არასახარბიელო
მომენტში დააბეზღეს და ჯენიმ ეს მშვენივრად იცოდა. მისტერ
დევისს, იმ დილით, აშკარად მეტისმეტად მაგარი ყავა ჰქონდა
დალეული. აღმოსავლეთის ქარი ქროდა, რაც მუდამ ცუდად
მოქმედებდა მასწავლებლის ნევრალგიაზე და თანაც, მისმა
მოწაფეებმა ვერ გამოავლინეს ისეთი ბრწყინვალე ცოდნა, რასაც
დიახაც, რომ იმედოვნებდა; ამიტომაც, მოსწავლე გოგონების
მრავლისმთქმელი, თუმც არცთუ დახვეწილი ენით,
„გაცეცხლებულ-გამწარებული“ იყო, ლაიმის გაგონებაზე მთლად
ცეცხლი შეენთო, ყვითელი სახე აუპილპილდა და ისე ღონივრად
დასცხო მუშტი მაგიდას, რომ ჯენი კისრისტეხით გაექანა თავის
ადგილზე.
– ქალიშვილებო, ყურადღებას ვითხოვ!
ამ სასტიკი ბრძანების შემდეგ კლასში ზუზუნი შეწყდა და
ორმოცდაათი წყვილი ცისფერი, შავი, ნაცრისფერი და
თაფლისფერი თვალი მორჩილად შეჩერდა მის მძვინვარე სახეზე.

1დოქტორი ბლიმბერი – ბიჭების სკოლის პატრონი და დირექტორი; ინგლისელი


მწერლის, ჩარლზ დიკენსის (1812-1870) რომანის „დომბი და ვაჟის“ პერსონაჟი

94
– მის მარჩ, აქეთ მობრძანდით.
ემი თითქოსდა მშვიდად წამოდგა, თუმცა იდუმალმა შიშმა
მოიცვა, რადგან ლაიმის მწნილი მძიმე ტვირთად აწვა სინდისზე.
– მერხში რომ ლაიმები გიდევთ, ისინიც წამოიღეთ, – ამ
მოულოდნელმა ბრძანებამ შეაყოვნა გოგო, სანამ პირველ ნაბიჯს
გადადგამდა.
– მთლიანად ნუ წაიღებ, – წასჩურჩულა მეზობელმა, შესაშური
სიმშვიდით გამორჩეულმა ყმაწვილმა ლედიმ.
ემიმ ფაცაფუცით გამობერტყა პაკეტიდან ხუთიოდე ლაიმი,
დანარჩენი კი მისტერ დევისს დაუდო წინ იმ იმედით, რომ ვისაც
კი მკერდში ადამიანის გული უცემდა, იმწამსვე მოლბებოდა, რა
წამს მის ცხვირს ეს დიდებული სურნელი მისწვდებოდა.
საუბედუროდ, მისტერ დევისი სრულიად ვერ იტანდა ამ
მოდური მწნილის სუნს და მის მრისხანებას ზიზღიც დაერთო.
– სულ ეს არის?
– მთლად არა, – ენა დაება ემის.
– ახლავე დანარჩენიც მოიტანეთ.
ემიმ სასოწარკვეთილი მზერა მოავლო თავის „წრეს“ და
დაემორჩილა.
– ზუსტად იცით, რომ იქ აღარაფერი დარჩენილა?
– მე ტყუილები არ ვიცი, სერ.
– კარგი, ვხედავ. ახლა კი აიღეთ ეს საზიზღრობა, თითო ხელში
ორ-ორი დაიჭირეთ და ფანჯარაში გადაყარეთ.
კლასმა ისე მძიმედ ამოიოხრა, თითქოს ოთახში ქარმა დაბერა:
ბოლო იმედიც გაქრა და ხარბ ტუჩებს ნუგბარი მოსწყვიტეს.
სირცხვილითა და ბრაზით ალეწილმა ემიმ ექვსჯერ გაიარ-
გამოიარა საშინელი გზა ფანჯარასა და მაგიდას შორის. ყოველ
ჯერზე დიდი ძალდატანებით უშვებდა ხელს ლაიმის განწირულ
მწნილს – მერე რა ფუმფულასა და წვნიანს! ქუჩიდან ყოველ
ჯერზე ჟრიამული მოისმოდა და გოგონებს მთლად ბოლოს
უღებდა, რადგან ხვდებოდნენ, მათ ნუგბარს აღტაცებაში
მოჰყავდა მათი მოსისხლე მტრები – პატარა ირლანდიელი
ბავშვები. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ყველანი აღშფოთებით ან
მუდარით სავსე თვალებით შესცქეროდნენ ულმობელ მისტერ

95
დევისს, ხოლო ლაიმის ერთ მოტრფიალეს ცრემლიც კი წასკდა.
როცა ემი საბოლოოდ მობრუნდა ფანჯრიდან, მისტერ დევისმა
ავბედითად ამოიძახა „ჰმ!“ და დამაჯერებლად გამოაცხადა:
– ქალიშვილებო, გეხსომებათ, რაც ერთი კვირის წინ ვთქვი.
ეწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ვერავის დავრთავ ჩემი
დადგენილი წესების დარღვევის ნებას, და ჩემს სიტყვასაც მუდამ
ვასრულებ. მის მარჩ, ხელი გამოიწოდეთ.
ემი შეკრთა, ორივე ხელი ზურგს უკან წაიღო და მუდარით
ააცქერდა მასწავლებელს. მისი მზერა იმაზე მეტს გამოხატავდა,
ვიდრე სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ძალა არ ჰქონდა. იგი
„ბებერი დევისის“ (გოგონები, რა თქმა უნდა, ასე იხსენიებდნენ)
საყვარელი მოწაფე იყო და პირადად მე დარწმუნებული ვარ,
მასწავლებელი დიახაც, გატეხავდა თავის სიტყვას, რომ არა ერთი
დაუოკებელი ყმაწვილქალი, რომელმაც სტვენით გამოხატა
აღშფოთება. ამ სტვენამ, თუმც კი უაღრესად სუსტმა, კიდევ უფრო
გააღიზიანა ფიცხი ჯენტლმენი და დამნაშავის ბედიც
გადაწყვიტა.
– აბა, ხელი, მის მარჩ! – ეს იყო ერთადერთი პასუხი ემის
უსიტყვო მუდარაზე და ემიმ, რომელიც ისეთი ამაყი გახლდათ,
რომ არც ტირილს იკადრებდა და არც ხვეწნას, კბილი კბილს
დააჭირა, თავი გამომწვევად გადააგდო უკან და შეუდრეკლად
აიტანა რამდენიმე მწვავე დარტყმა პატარა ხელისგულზე, მისტერ
დევისს არც ბევრჯერ დაურტყამს და არც ღონივრად, მაგრამ
ემისთვის უკვე სულერთი იყო. ცხოვრებაში პირველად იწვნია
დარტყმა და მის თვალში ეს იმაზე არანაკლები სირცხვილი იყო,
ვიდრე ის იქნებოდა, იმ დარტყმით ყირაზე რომ გადასულიყო, –
ახლა კი დაფასთან დადგებით და შესვენებამდე ფეხს არ
მოიცვლით, – თქვა მისტერ დევისმა, რადგან დაწყებული საქმის
ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა.
საშინელება იყო. ისიც ეყოფოდა, თავის ადგილას რომ
დამჯდარიყო და მეგობრების სახეებზე სიბრალული დაენახა,
მცირერიცხოვანი მტრებისაზე კი – კმაყოფილება. მაგრამ წუთის
წინ ნაჭამი სირცხვილის შემდეგ მთელი კლასის პირისპირ დგომა
მთლად აუტანელი ეჩვენა და წამით ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ

96
იქვე დაეცემოდა, სადაც იდგა და ტირილით გულს გაიხეთქავდა.
უსამართლობის მწვავე შეგრძნებამ და ჯენი სნოუზე ფიქრმა
აატანინა თავისი მდგომარეობა; სამარცხვინო ადგილას
დამდგარმა, ღუმლის საკვამურს გაუშტერა თვალი იმის ზემოთ,
რაც ახლა სახეების ზღვად ეჩვენებოდა. ისეთი გაშეშებულ-
გაფითრებული იდგა, რომ გოგონებს, რომელთაც ეს
გულისგამგმირავი ფიგურა ჰყავდათ თვალწინ, გაუჭირდათ
ყურადღების მოკრება და რამის სწავლა.
ამაყი და მგრძნობიარე გოგონა მომდევნო თხუთმეტი წუთის
განმავლობაში იტანჯებოდა სირცხვილითა და ტკივილით, რაც
აღარასოდეს დავიწყებია. სხვებს იქნებ სასაცილო ან უმნიშვნელო
სჩვენებოდათ ეს ამბავი, მისთვის კი მძიმე განსაცდელი
გახლდათ: თავისი ცხოვრების თორმეტი წლის განმავლობაში
მხოლოდ სიყვარულით ზრდიდნენ და ერთხელაც არ მოხვედრია
ვინმეს ხელი. ხელისგულის წვა და გულის ტკივილი მთლად
გადაავისწყა იმის გაფიქრებამ, რომ ეს ამბავი შინ უნდა მოეყოლა
და ყველანი დაედარდიანებინა.
თხუთმეტი წუთი ერთ საათად ეჩვენა. როგორც იქნა, ის
წუთებიც გავიდა და გაისმა სიტყვა „შესვენება“, რომელიც
არასოდეს სჩვენებია ესოდენ სანუკვარი.
– შეგიძლიათ წახვიდეთ, მის მარჩ, – უთხრა, ცოტა არ იყოს,
უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მისტერ დევისმა.
მასწავლებელს დიდხანს არ დავიწყებია საყვედურით სავსე
მზერა, რომელიც მაშინ ესროლა გოგომ, როცა სიტყვის
უთქმელად გავიდა შემოსასვლელში, დაავლო ხელი თავის
ნივთებს და, ცხარედ გაიფიქრა, აქ ფეხის მომდგმელი აღარ ვარო.
შინ გასაცოდავებული მივიდა და ცოტა ხანში, როცა უფროსი
დებიც მოვიდნენ, ბობოქარი ოჯახური კრება გაიმართა. მისის
მარჩს ბევრი არაფერი უთქვამს, შეწუხებული ჩანდა და
ალერსიანად ამშვიდებდა თავის შეურაცხყოფილ ქალიშვილს.
მეგმა გლიცერინითა და ცრემლებით მობანა ნატკენი ხელი. ბეთი
მიხვდა, რომ ასეთ სიმწარეს მისი საყვარელი კნუტებიც კი ვერ
დაედებოდნენ მალამოდ. ჯომ მრისხანედ მოითხოვა მისტერ
დევისის დაუყოვნებლად დაპატიმრება, ჰანა კი „ავაზაკს“ მუშტის

97
ქნევით უთვლიდა წყევლა-კრულვას და ისეთი ამბით სრესდა
სადილისთვის კარტოფილს, თითქოს ხელთ ის არამზადა
მოუგდიაო.
მისტერ დევისმა ემის გაქცევა არ შეიმჩნია, თუმცა
ყურადღებიანმა გოგონებმა შენიშნეს, შესვენების შემდეგ
მასწავლებელი ერთობ მოწყალე გახდა, თანაც უჩვეულოდ
ნერვიულობდა. გაკვეთილების დამთავრებისას კლასში ჯო
შევიდა, პირქუშად მიუახლოვდა მასწავლებლის მაგიდას და
დედის წერილი გადასცა, მერე მოაგროვა ემის ავლადიდება და
გავიდა. გასვლის წინ საგულდაგულოდ გაუსვა ჩექმები კართან
დაგებულ ფეხსაწმენდს, თითქოს იქაურობის მტვერი
ჩამოიბერტყაო.
– ჰო, შეგიძლია სკოლაში ერთხანს არ იარო, მაგრამ მინდა, რომ
ყოველდღე ცოტ-ცოტა იმეცადინო ბეთთან ერთად, – თქვა იმ
საღამოს მისის მარჩქმა, – მე ფიზიკური დასჯის წინააღმდეგი ვარ,
მეტადრე გოგონების დასჯის. სულაც არ მომწონს მისტერ
დევისის სწავლების მეთოდები და არც ის მგონია, შენთვის რამე
სიკეთე მოჰქონდეს იმ გოგონებთან ურთიერთობას, რომლებთან
ერთადაც სწავლობ, ამიტომ მამას მოვეთათბირები და მერე სადმე
სხვაგან გატარებ.
– რა კარგია! ნეტავი ყველა გოგო წავიდეს და ის თავისი
დაფახფახებული სკოლა დაუცარიელდეს. ლამის არის გავგიჟდე,
ის ჩემი მშვენიერი ლაიმები რომ მახსენდება, – მოწამესავით
ამოიგმინა ემიმ.
– მე კი სულაც არ მწყენია, რომ ჩამოგართვეს, იმიტომ რომ წესი
დაარღვიე და ურჩობისთვის სასჯელი გეკუთვნოდა, – გაისმა
მკაცრი პასუხი და იმედი გაუცრუა გოგოს, რომელიც
თანაგრძნობის გარდა არაფერს მოელოდა.
– ანუ გაგიხარდა, მთელი სკოლის წინაშე რომ შემარცხვინეს? –
შეჰკივლა ემიმ.
– შენი შეცდომის გამოსასწორებლად მე მაგ ხერხს არ
ავირჩევდი, – მიუგო დედამ, – თუმცა დარწმუნებული არა ვარ,
რომ ის მეტ სიკეთეს მოგიტანდა, ვიდრე შედარებით მკაცრი
სასჯელი. ამ ბოლო დროს მეტისმეტად გაყოყოჩდი, ჩემო კარგო,

98
და დროა იფიქრო, როგორ გამოსწორდე. ნიჭი და კარგი
თვისებები არ გაკლია, მაგრამ ყველაფერი საქვეყნოდ არ უნდა
გამოფინო, რადგან ქედმაღლობა გენიოსსაც კი წაახდენს. იმის არ
უნდა გეშინოდეს, რომ ნამდვილი ნიჭი ან სათნოება დიდხანს
დარჩება შეუმჩნეველი, და რომც დარჩეს, ადამიანი იმითაც
კმაყოფილი იქნება, რომ მათი პატრონია და იყენებს. თანაც,
ყოველ ნიჭიერ ადამიანში ყველაზე სანაქებო მისივე
თავმდაბლობაა.
– სწორედაც! – შესძახა ლორიმ, რომელიც სასტუმრო ოთახის
კუთხეში ჯოს ჭადრაკს ეთამაშებოდა, – აი, მე ერთ გოგოს
ვიცნობდი, მუსიკის დიდი ნიჭი ჰქონდა და არ იცოდა. ვერ
ხვდებოდა, რა მშვენიერ მელოდიებს თხზავდა, როცა მარტო
დარჩენილი უკრავდა ხოლმე და ვინმეს რომ ეთქვა, არც კი
დაიჯერებდა.
– ნეტავი ვიცნობდე მაგ მშვენიერ გოგოს! იქნებ ცოტა
მომხმარებოდა, თორემ ძალიან შტერი ვარ, – თქვა მის გვერდით
მდგარმა ბეთმა, რომელიც დიდი ინტერესით უსმენდა.
– იცნობ, იცნობ და იმაზე მეტად გეხმარება, ვიდრე სხვა
დაგეხმარებოდა, – მიუგო ლორიმ და ისე
მრავალმნიშვნელოვნად, ისე ანცად შეანათა მხიარული, შავი
თვალები, რომ ბეთი აილეწა დამამ მოულოდნელი აღმოჩენით
შეძრულმა, სახე დივნის ყურთბალიშში ჩარგო.
დის შექებისთვის ჯომ ის პარტია მოაგებინა ლორის, თუმცა
ქათინაურის შემდეგ ბეთი ვერასგზით ვერ დაითანხმეს, რომ
პიანინოს მისჯდომოდა. სამაგიეროდ, მოგებით გახალისებულ
ლორის თავი არ დაუზოგავს და მშვენივრად იმღერა; მარჩებთან
იშვიათად თუ გამოავლენდა ხოლმე თავისი ხასიათის პირქუშ
მხარეს. მისი წასვლის შემდეგ ემიმ, რომელიც მთელი საღამო
ფიქრებში წასული იჯდა, ერთბაშად იკითხა, თითქოს ახლაღა
მოაფიქრდაო:
– ლორი ნიჭიერია?
– ჰო, ჩინებული განათლება აქვს მიღებული და არც ნიჭი
აკლია. სანაქებო კაცი დადგება, თუ ფერებით არ წაახდინეს, –
მიუგო დედამ.

99
– თან არც ყოყოჩია, არა? – ჩაეკითხა ემი.
– ოდნავაც არა. მაგიტომ არის ასეთი კარგი და მაგიტომ
გვიყვარს ასე ძალიან.
– მივხვდი. კარგია, როცა ნიჭიერი და მოხდენილი ხარ, ოღონდ
არ ყოყოჩობ და ცხვირაწეული არ დადიხარ, – ფიქრიანად
ჩაილაპარაკა ემიმ.
– ადამიანის დადებითი თვისებები ისედაც ჩანს და იგრძნობა
მის ყოფაქცევასა და ლაპარაკში, საქვეყნოდ გამოფენა კი
ნამდვილად არ ღირს, – დაარიგა მისის მარჩმა.
– აი, როგორც ყველა შლაპით, კაბითა და ლენტით ერთად არ
უნდა დაიხუნძლო, რომ ყველას დაანახვო, მაქვსო, – დაამატა ჯომ
და რჩევა-დარიგება სიცილ-კისკისით დასრულდა.

100
თავი მერვე

ჯო აპოლიონს ხვდება

– გოგოებო, საით გაგიწევიათ? – იკითხა შაბათს, ნასადილევს,


დების ოთახში შესულმა ემიმ; ორივენი იდუმალი იერით
იკაზმებოდნენ საგარეოდ და ამ იდუმალებამ ემის
ცნობისმოყვარეობა გაუძლიერა.
– რა შენი საქმეა. პატარა გოგოები ზედმეტ შეკითხვებს არ უნდა
სვამდნენ, – მიახალა ჯომ.
თუკი ახალგაზრდობაში რამე შეურაცხყოფს ჩვენს გრძნობებს,
ყველაზე უფრო იმის შეხსენება, პატარა ხარო, ხოლო ამაზე უფრო
მტანჯველი ის არის, როცა გეტყვიან, საყვარელო, შენს ოთახში
გაიქეციო.
ემიმ თავი შეიკავა და შეურაცხყოფაზე პასუხი არ გაუცია,
თუმცა გადაწყვიტა, მთელი საათი რომ დამჭირდეს ჩაციება,
პასუხს მაინც გამოვტყუებო. მიუბრუნდა მეგს, რომელიც
დიდხანს ვერ უძლებდა მის ხვეწნას და შემპარავად დაიწყო:
– მითხარი რა იქნება?! და ვითომ რა დაშავდება, მეც რომ
წამიყვანოთ? ბეთი თავის პიანინოს არ შორდება, მე კი საქმე
არაფერი მაქვს და იცი, რა მოწყენილი ვარ!
– ვერა, ჩემო კარგო, იმიტომ რომ დაპატიჟებული არ ხარ, –
დაიწყო მეგმა, მაგრამ ჯომ მოუთმენლად შეაწყვეტინა:
– მეგ გაჩუმდი, თორემ ყველაფერს გააფუჭებ. შენ ვერ
წაგიყვანთ, ემი, ჰოდა ბავშვივით ნუ მოჰყვები წუწუნს.
– ლორისთან ერთად მიდიხართ, არა? გუშინ საღამოს დივანზე
დიდი ჩურჩულ-სიცილი გქონდათ ატეხილი და ჩემს შემოსვლაზე
ხმა გაკმინდეთ. ხომ ლორისთან ერთად მიდიხართ?
101
– დიახ, ლორისთან ერთად. ახლა კი გაჩუმდი და ნუღარ
გვაწუხებ.
ემის თქმით აღარაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, თვალებად
იქცა და დაინახა, რომ მეგმა ჯიბეში მარაო ჩაიცურა.
– მივხვდი! მივხვდი! თეატრში მიდიხართ „შვიდ
ციხედარბაზზე“! – წამოიძახა და მტკიცედ დაამატა: – ჰოდა, მეც
წამოვალ. დედამ მითხრა, ეგ სპექტაკლი შენც შეგიძლია ნახოო,
თან ფულიც მაქვს. უსინდისოები ხართ, რატომ ადრევე არ
მითხარით?!
– ერთი წუთით მომისმინე და დალაგებულად მოიქეცი, –
შემრიგებლურად უთხრა მეგმა, – დედას არ უნდა, რომ ამ კვირაში
წახვიდე თეატრში, იმიტომ რომ შენი ნაავადმყოფარი თვალები იმ
ზღაპრულ სპექტაკლს ვერ გაუძლებს. მომავალ კვირაში წახვალთ
– შენ, ბეთი და ჰანა – და კარგ დროსაც გაატარებთ.
– მე თქვენთან და ლორისთან ერთად წამოსვლა მირჩევნია.
გეხვენები, წამიყვანეთ. სანამ გაცივებული ვიყავი, იმდენ ხანს
ვიჯექი გამოკეტილი, რომ ერთი სული მაქვს, გავერთო.
გეხვეწები, მეგ! კარგად მოვიქცევი, – ევედრებოდა ემი და
ცდილობდა, რაც შეიძლება შესაბრალისი იერი ჰქონოდა.
– მართლა რომ წავიყვანოთ? დედა, ალბათ, უარზე არ იქნება,
თუ კარგად ჩავფუთნით, – დაიწყო მეგმა.
– ეგ თუ წამოვა, მე შინ დავრჩები. მე თუ არ წამოვედი, ლორის
ეწყინება და, საერთოდაც, უზრდელურად გამოგვივა: მე და შენ
დაგვპატიჟა, ჩვენ კი ავდგეთ და ემიც ავიკიდოთ? მე მგონი
თვითონაც არ ესიამოვნება იქ ჩაჩხერა, სადაც მისი ნახვა არ
უნდათ, – მკაცრად თქვა ჯომ, რადგან გასართობად წასვლას
აპირებდა და სულაც არ უნდოდა, მოუსვენარი ბავშვი
გახდომოდა მისახედი.
მისმა ტონმა და ქცევამ გააბრაზა ემი, რომელმაც ამასობაში
ჩექმების ჩაცმა დაიწყო და თან გამაღიზიანებლად დუდღუნებდა:
– დიახაც, რომ წამოვალ. მეგი ამბობს, წამოვიდესო და თუ ჩემი
ბილეთის ფულს მე გადავიხდი, ლორის აღარაფერი უნდა
ესაქმებოდეს ჩემს იქ ყოფნასთან.
– ჩვენთან ერთად ვერ დაჯდები, იმიტომ რომ ჩვენთვის

102
წინასწარ შეკვეთილია ადგილები, მარტოც ვერ დაგსვამთ, ამიტომ
ლორი იძულებული იქნება, თავისი ადგილი დაგითმოს და მთელ
სიამოვნებას წაგვიხდენ; ან უნდა ადგეს და კიდევ ერთი ადგილი
იშოვოს შენთვის, ეგ კი სწორი არ იქნება, როცა არ დაუპატიჟიხარ.
ფეხსაც არ გამოადგამ! იქ დარჩი, სადაც ბრძანდები! –
წეღანდელზე უფრო გაბრაზდა ჯო, რადგან სიჩქარეში თითში
ქინძისთავი იჩხვლიტა.
იატაკზე მჯდარმა ემიმ, ცალ ფეხზე ამოცმული ჩექმით,
ტირილი მორთო, მეგი აწყნარებდა, ამ დროს ქვემოდან ლორიმ
დაიძახა, ორივე გოგო სასწრაფოდ დაეშვა დაბლა და მარტო
დატოვა აღრიალებული ემი, რომელსაც შიგადაშიგ ავიწყდებოდა
დიდური თავდაჭერა და განებივრებული ბავშვივით იქცეოდა.
თეატრში მიმავლები სახლიდან რომ გადიოდნენ, ემი მოაჯირს
გადაეყუდა და მუქარით მიაძახა:
– იცოდე, ინანებ, ჯო მარჩ! ნახავ, თუ არ ინანო!
– მაგასაც ვნახავთ! – გაეპასუხა ჯო და კარი გაიჯახუნა.
მშვენივრად გაატარეს დრო, რადგან „ალმასის ტბის შვიდი
ციხე-დარბაზი“ ისეთი ბრწყინვალე და საოცარი წარმოდგენა იყო,
სულსა და გულს რომ ეამებოდა. თუმცა, სასაცილო წითელი
ეშმაკუნების, მოციალე ელფებისა და დიდებული პრინც-
პრინცესების მიუხედავად, ჯოს სიხარულს ცოტაოდენი სიმწარეც
ერია. ფერიათა დედოფლის ოქროსფერი კულულები ემის
აგონებდა, ანტრაქტების დრო კი იმაზე ფიქრით გაჰყავდა, ნეტავი
რას შვრება ჩემი და იმისთვის, რომ „მანანოსო“. მთელი
ცხოვრების განმავლობაში ჯოსა და ემის ბევრჯერ მოსვლიათ
შეხლა-შემოხლა, რადგან ორივენი ფხუკიანები იყვნენ და იოლად
ერეოდათ სიშმაგე. ემი გულს უწყალებდა ჯოს, ჯო კი ემის
აღიზიანებდა. დროდადრო ფეთქდებოდნენ, რისაც მერე ორივეს
რცხვენოდა. ჯო უფროსი იყო, მაგრამ დანარჩენებზე მეტად
უჭირდა თავის შეკავება და ძლივძლივობით იოკებდა ფიცხ
ხასიათს, რომელიც ხშირად აგდებდა გასაჭირში. თუმცაღა, ბრაზი
დიდხანს არ მისდევდა, მუდამ თვინიერად აღიარებდა
დანაშაულს, ალალად ინანიებდა და გამოსწორებას ცდილობდა.
დები იტყოდნენ ხოლმე, კარგიც კია, ჯო რომ გაცეცხლდება

103
ხოლმე, იმიტომ რომ მერე ნამდვილი ანგელოზი ხდებაო.
საბრალო ჯო თავგამოდებით ცდილობდა, კარგად მოქცეულიყო,
მავრამ მისი „შინაგანი მტერი“ მუდამ მზად იყო, აეპილპილებინა
და დაემარცხებინა იგი; ამ მტრის დასაძლევად ჯოს რამდენიმე
წლის დაუცხრომელი შრომა დასჭირდა.
შინ მისულებს ემი სასტუმრო ოთახში დაუხვდათ. დების
შემოსვლაზე გაიბუსხა და არც წიგნისთვის მოუშორებია თვალი
და არც არაფერი უკითხავს. ეგებ ცნობისმოყვარეობას დაეძლია
მისი გულისწყრომა, ბეთიც იქ რომ არ ყოფილიყო, რომელმაც
წვრილად გამოიკითხა ყველაფერი და რომელსაც აღტაცებით
აუწერეს მთელი სპექტაკლი. საუკეთესო შლაპის
დასაბინავებლად ზემოთ ასულ ჯოს პირველ რიგში ბიუროსკენ
გაექცა თვალი, რადგან წინა ჩხუბის შემდეგ ემიმ იმით მოიოხა
გული, რომ ჯოს უჯრა იატაკზე ამოაპირქვავა. ახლა ყველაფერი
ადგილზე იყო და მას მერე, რაც სწრაფად დაათვალიერა თავისი
კარადები, ტომსიკები და კოლოფები, ჯომ გადაწყვიტა, ემიმ
მაპატია და დაივიწყაო.
მაგრამ ჯო ცდებოდა და მეორე დღეს ისეთი რამ აღმოაჩინა,
რამაც სულში ქარიშხალი აუბობოქრა. საღამოს, როცა მეგი, ბეთი
და ემი ერთად ისხდნენ, ოთახში აღელვებული ჯო შევარდა და
სულშეხუთულმა იკითხა:
– ჩემი წიგნი ვინმეს ხომ არ აგიღიათ?
მეგმა და ბეთმა მაშინვე გაკვირვებით უთხრეს, არაო, ემიმ
ბუხარში ცეცხლსაჩხრეკი მოაფათურა და კრინტი არ დაუძრავს.
ჯომ შენიშნა, გაწითლდაო და მაშინვე ეძგერა:
– ემი, შენ გაქვს, ხომ?!
– არა, არა მაქვს.
– მაშ, იცი, სადაც არის!
– არ ვიცი.
– ტყუილია! – იყვირა ჯომ, მხრებში ჩააფრინდა და ისე
მძვინვარედ დაუბრიალა თვალები, რომ ემიზე ბევრად გამბედავ
ბავშვსაც დააფრთხობდა.
– არაფერიც! არც მე მაქვს, არც ის ვიცი, ახლა სად არის და არც
მენაღვლება.

104
– რაღაც მაინც იცი და ამწუთშივე თქვი, თორემ მაინც
გათქმევინებ, – და ჯომ მსუბუქად შეანჯღრია.
– რამდენიც გინდა, იმდენი ილანძღე, იმ შენს სულელურ წიგნს
თვალით ვეღარ ნახავ! – აპილპილდა ემი.
– ვითომ, რატომ ვეღარ უნდა ვნახო?
– იმიტომ, რომ დავწვი.
– რაო?! ჩემი პატარა წიგნი, ჩემი საყვარელი წიგნი, ზედ რომ
გადავყევი და მინდოდა, მამას ჩამოსვლამდე დამემთავრებინა?!
მართლა დამიწვი? – ფერმა გადაუარა ჯოს, თვალებიდან ლამის
ცეცხლები გადმოყარა და ნერვიულად ჩააფრინდა ემის.
– დიახაც! ხომ გითხარი, გუშინდელს ინანებ-მეთქი, ჰოდა,
მეც...
მაგრამ ვეღარ გააგრძელა, რადგან ჯო თავს ვეღარ მოერია და
იქამდე ანჯღრია ემი, სანამ გოგოს კბილები არ აუკაპუნდა,
გულმოკლულმა და გაცეცხლებულმა ჯომ კი იყვირა:
– შე ავო და ბოროტო გოგო! ხელახლა ხომ ვეღარ დავწერ და
არც გაპატიებ, სანამ ცოცხალი ვარ!
მეგი ემის საშველად გაექანა, ბეთი – ჯოს დასაწყნარებლად,
მაგრამ ჯოს ჭკუა აღარ მოეკითხებოდა: გამოსათხოვარი სილა
გაულაწუნა დას, გავარდა ოთახიდან, აექანა სხვენში, დაეხეთქა
ძველ დივანზე და მარტოობაში მოერია მრისხანების შემოტევას.
ამასობაში ქვემოთ ქარიშხალმა გადაიარა, რადგან მისის მარჩი
მოვიდა შინ და, როცა გაიგო, რაც მომხდარიყო, აუხსნა ემის, რა
ცუდი საქმეც დამართა დას და მალევე ჩააგდო გონებაში. ეს წიგნი
ჯოს საამაყოდ ჰქონდა, ოჯახს კი იმედის მომცემ ლიტერატურულ
ჩანასახად მიაჩნდა. ექვსად ექვსი პატარა ზღაპარი იყო, მაგრამ
ჯომ დიდი მოთმინებით იმუშავა და სული და გული ჩაატანა იმ
იმედით, ეგებ ისეთი გამოვიდეს, გამოქვეყნებად ღირდესო. ცოტა
ხნის წინ საგულდაგულოდ გადაწერა ახალ რვეულში, ძველი
ხელნაწერი კი გაანადგურა, ასე რომ ემიმ რამდენიმე წლის
გულმოდგინე შრომის ნაყოფი დაუწვა. სხვებს მაინცდამაინც დიდ
დანაკარგად არ ეჩვენებოდათ, ჯოსთვის კი საშინელი
კატასტროფა იყო. გრძნობდა, ამ დანაკარგს ვერასოდეს ვერაფერი
აუნაზღაურებდა. ბეთი ისე დასტიროდა დამწვარ წიგნს, როგორც

105
დაღუპულ კნუტებს დაიტირებდა. მეგმა უარი თქვა თავისი
ნებიერი დის დაცვაზე. მისის მარჩი სევდიანი და შეწუხებული
ჩანდა. ემი მიხვდა, რომ აღარავის ეყვარებოდა, სანამ ჯოს
პატიებას არ სთხოვდა იმ საქციელისთვის, რასაც ახლა სხვებზე
მეტად თვითონ ნანობდა.
ჩაის ზარის დარეკვის შემდეგ ჯო ისეთი პირქუში და
მიუკარებელი სახით ჩამოვიდა, რომ ემიმ ძლივძლივობით
მოიკრიბა ძალ-ღონე და თვინიერად უთხრა:
– გეხვეწები, მაპატიე, ჯო. მართლა ძალიან ვნანობ.
– ჩემს დღეში არ გაპატიებ, – სასტიკი პასუხი გასცა ჯომ და იმ
წამის შემდეგ საერთოდ აღარ იმჩნევდა ემის.
მომხდარზე არავის გაუღია ხმა, მისის მარჩსაც კი, რადგან
გამოცდილებით იცოდნენ: როცა ჯო ასეთ გუნებაზე იყო,
სიტყვებს აზრი არ ჰქონდა და ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა
მოეცადათ, სანამ რაიმე შემთხვევა ან თავისივე დიდსულოვანი
ბუნება არ მოულბობდა გულს. ის საღამო დიდად საამური ვერ
გამოდგა, რადგან ჩვეულებრივად კი უსხდნენ საკერავს და დედა
ბრემერს 1, სკოტსა და ეჯუორტს 2 უკითხავდა, მაგრამ მაინც რაღაც
აკლდათ – შინაური უშფოთველობის განცდა დაკარგულიყო,
ყველაზე მწვავედ მაშინ იგრძნეს ეს, როცა სიმღერის დრო დადგა,
ბეთი მხოლოდ დაკვრას ახერხებდა, გაქვავებული ჯო დუმდა,
ემის კი ტირილი აუვარდა, ასე რომ მეგმა და დედამღა იმღერეს,
თავებს არ ზოგავდნენ, ხალისიანი სიმღერა რომ გამოსვლოდათ,
თუმცა მათი წკრიალა ხმები მაინც ვერ ჟღერდა ისე ტკბილად,
როგორც სხვა დროს; თანაც ორივენი გრძნობდნენ, რომ
მელოდიას სწორად ვერ მისდევდნენ.
როცა დედა ძილის წინ გოგონებს კოცნიდა და ჯოს ჯერი
დადგა, მისის მარჩმა ალერსიანად წასჩურჩულა:
– ჩემო კარგო, წყენას ხვალამდე ნუ გაიყოლებ. აპატიეთ

1 ბრემერი – ფრედრიკა ბრემერი (1801-1865) შვედი მწერალი, მისი რამდენიმე


ნაწარმოები აშშ-ში გამოიცა.
2 ეჯუორტი – მარია ეჯუორტი (1767-184) – ირლანდიელი მწერალი, საბავშვო

მოთხრობების ავტორი

106
ერთმანეთს, დაეხმარეთ ერთმანეთს და დილით ახლიდან
დაიწყეთ ცხოვრება.
ჯოს მოუნდა, დედას გულში ჩაჰკვროდა და მანამ ეტირა, სანამ
დარდი და ბრაზი არ გაუვლიდა, მაგრამ ცრემლები ხომ ქალური
სისუსტეა; თანაც, გულის სიღრმემდე შეურაცხყოფილს, ჯერ არ
შეეძლო პატიება, ამიტომაც ღონივრად დაახამხამა თვალები,
გადააქნია თავი და, რაკი ემიც გაიგონებდა, მკვახედ თქვა:
– საზიზღრად მოიქცა, რა პატიების ღირსია!
ამ სიტყვებით წავიდა და დაწვა. საღამოს საძინებლებში არც
მხიარული მასლაათი ყოფილა და არც საიდუმლო საუბრები.
ემის ძალიან ეწყინა, რომ მისი სამშვიდობო ნაბიჯები არაფრად
ჩააგდეს და ინანა, თავი რად დავიმცირეო, წინანდელზე
შეურაცხყოფილი დარჩა და ისეთ ყოყოჩობას მოჰყვა – აი, რა
გამორჩეულად სათნო ვარო, – რომ ყველანი გააღიზიანა. ჯო ისევ
საავდრო ღრუბელს ჰგავდა და იმ დღეს ყველა საქმე ცუდად
მისდიოდა. დილით მწარედ ციოდა, გზაში თავისი ძვირფასი
ღვეზელი თხრილში ჩაუვარდა, პაპიდა მარჩს მოუსვენრობის
შემოტევა ჰქონდა, საღამოს კი, შინ დაბრუნებულს, მეგი
ჩაფიქრებული დახვდა, ბეთი – დაღონებული, ხოლო ემი
შენიშვნებს გამოთქვამდა იმ ხალხზე, ვინც მუდამ გაიძახის, კარგი
უნდა იყოო, არადა ნაბიჯსაც არ გადადგამს სიკარგისკენ, როცა
სხვა მისაბაძ მაგალითს უჩვენებს.
„რა აუტანლები არიან. მოდი, ლორის დავუძახებ და
საციგურაოდ წავალთ. ის ხომ მაინც მუდამ კეთილი და
მხიარულია, მეც გამამხიარულებს“, გაიფიქრა ჯომ და ლორისთან
წავიდა.
ციგურების წკრიალის გაგონებაზე ემიმ ფანჯარაში გაიხედა და
გაღიზიანებულმა წამოიძახა:
– აჰა! არადა, დამპირდა, ამის მერე რომ წავალ საციგურაოდ,
შენც წაგიყვანო, რადგან ამ ზამთარს მეტი ყინული აღარ გვექნება,
მაგრამ ახლა ხომ აღარ ვთხოვ ამ უჟმურს, მეც წამოვალ-მეთქი.
– მაგას ნუ იტყვი. ძალიან ცუდად მოექეცი და ჯერ ვერ
შეჰგუებია იმ თავისი ძვირფასი წიგნის დაკარგვას, მაგრამ იქნებ
ახლა გაპატიოს. დროს თუ შეურჩევ, ალბათ მართლა გაპატიებს, –

107
უთხრა მეგმა, – დაეწიე, ოღონდ ნურაფერს ეტყვი, სანამ
ლორისთან მუსაიფი გუნებაზე არ მოიყვანს, მერე კი დრო
იხელთე და აკოცე ან როგორღაც ალერსიანად მოექეცი და,
დარწმუნებული ვარ, ისევ შენი გულითადი მეგობარი გახდება.
– ვცდი, – ემის ჭკუაში დაუჯდა ეს რჩევა, ფაცაფუცით
გაემზადა და უფროსებს დაედევნა, რომლებიც ის-ის იყო,
მიეფარნენ გორაკს.
მდინარემდე შორი არ იყო და სანამ დაეწეოდა, უკვე ორივემ
მოასწრო ციგურების მორგება. ჯომ შენიშნა მოახლოებული ემი
და ზურგი შეაქცია. ლორის არ დაუნახავს, ფრთხილად
მისრიალებდა ნაპირის გასწვრივ და ყურს უგდებდა ყინულს,
რადგან იმდღევანდელ აცივებას დათბობა უსწრებდა წინ.
– პირველ მოსახვევამდე მივალ და დავაკვირდები; თუ
მშვიდობაა, მერე გავეჯიბროთ ერთმანეთს, – მოესმა ემის და
ლორი გასრიალდა. ბეწვით მოქობილ პალტოსა და ქუდში
გამოწყობილი, რუს ყმაწვილს წააგავდა.
ჯოს მოესმა, როგორ ქოშინებდა ნარბენი ემი, როგორ
აბაკუნებდა ფეხებს და როგორ იორთქლავდა გაყინულ თითებს,
რომ დროულად მოერგო ციგურები, მაგრამ არ მიტრიალებულა
და ნელა, ზიგზაგებით დაუყვა მდინარეს, თან მწარე, ბრაზნარევ
კმაყოფილებას გრძნობდა იმით, რომ დას რაღაც უჭირდა. იქამდე
ელოლიავა იმ თავის ბრაზს, სანამ ბრაზმა არ იმატა და მთლიანად
არ დაეუფლა, როგორც ავმა ფიქრებმა და გრძნობებმა იცის, თუკი
თავიდანვე არ მოიშორე. მოსახვევში შესულმა ლორიმ დაიძახა:
– ნაპირს არ მოშორდე, შუაში საშიშია, – ჯომ გაიგონა, ემიმ კი,
რომელიც ის-ის იყო გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, სიტყვები ვერ
გაარჩია. ჯომ გახედა, მაგრამ გულში ჩაბუდებულმა პატარა
დემონმა ჩასჩურჩულა:
– რა გენაღვლება, გაიგონა თუ არა? თვითონ მიხედოს თავს.
ლორი მოსახვევში გაქრა, ჯო უკვე მიადგა მოსახვევს, შორს
დარჩენილი ემი კი სწრაფად გასრიალდა მდინარის
შუაგულისკენ. ჯოს წამით უცნაური გრძნობა დაეუფლა, მერე
გადაწყვიტა, წინ წავალო, მაგრამ რაღაცამ შეაჩერა და უკან
მიახედა – ზუსტად იმ წამს, როცა ემიმ ხელები აიქნია და

108
დავარდა. გაისმა შემლღვალი ყინულის ჭახანი, წყლის შხაპუნი
და კივილი, რომლის გაგონებაზე ჯოს შიშით გული გაუჩერდა.
ლორისთვის დაძახება სცადა, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა, წინ გაჭრა
სცადა, მაგრამ ფეხები წაერთვა; წამით გაშეშებული იდგა და შავ
წყალზე პატარა, ლურჯკაპიუშონიან, შიშით დამანჭულ სახეს
მიშტერებოდა. რაღაცამ ელვასავით ჩაუქროლა და ლორის
ყვირილი მოესმა:
– სარი მოიტა! ჩქარა, ჩქარა!
მერე ვეღარ გაიხსენა, რა როგორ მოახერხა, მაგრამ მომდევნო
რამდენიმე წუთის განმავლობაში გიჟურად ირჯებოდა ბრმად
ემორჩილებოდა ლორის, რომელიც სიმშვიდეს ინარჩუნებდა:
ყინულზე გაწოლილი, ხელითა და ჰოკეის ჯოხით აკავებდა ემის,
სანამ ჯო ღობიდან ამოძრობილ სარს მოიტანდა. მერე კი ერთად
ამოათრიეს ბავშვი, რომელიც დამფრთხალი უფრო იყო, ვიდრე
დაშავებული.
– ახლა რაც შეიძლება, მალე უნდა მივიყვანოთ შინ. შემოახვიე
ჩვენი პალტოები, მანამ ამ ოხერ ციგურებს მოვიხსნი, – უყვირა
ლორიმ, თავისი პალტო ემის შემოახვია და ციგურების თასმებს
დაეჯაჯგურა, რომლებიც ისე დახლართულიყვნენ, როგორც
არასდროს.
გალუმპული, აკანკალებული და ატირებული ემი შინ
მიიყვანეს და გადატანილი მღელვარების შემდეგ,
აგუზგუზებული ბუხრის წინ საბნებში გახვეულს ჩაეძინა. მთელი
ამ ორომტრიალის განმავლობაში ჯოს ხმა თითქმის არ ამოუღია,
სამაგიეროდ, გამალებით დაქროდა, გაფითრებული და ჭკუაზე
გადასული, კაბადახეული, ბასრი ყინულით, სარითა და
ციგურების ურჩი თასმებით ხელებდასერილი და
დალურჯებული. როცა ემი ძილში წავიდა და სახლში სიჩუმე
ჩამოვარდა, საწოლთან მჯდარმა მისის მარჩმა დაუძახა ჯოს და
დაშავებული ხელების შეხვევა დაუწყო.
– ნამდვილად იცი, რომ არაფერი დაშავებია? – ჩურჩულით
იკითხა ჯომ და სინანულით გახედა ოქროსფერთმიან თავს,
რომელიც შეიძლებოდა, სამუდამოდ დაჰკარგოდა თვალიდან
ვერაგ ყინულში.

109
– ნამდვილად, ჩემო კარგო. არაფერი დაშავებია. ის კი არა, მე
მგონი, არც კი გაცივდება. ძალიან იყოჩაღეთ, პალტოებში რომ
გაახვიეთ და მალე მოიყვანეთ შინ, – ღიმილით მიუგო დედამ.
– ეგ სულ ლორიმ მოიფიქრა. მე კი ყინულზე გავუშვი. დე, რომ
მომკვდარიყო, ჩემი ბრალი იქნებოდა, – ჯოს ცრემლი წასკდა,
საწოლის გვერდით, იატაკზე დაეშვა და ყველაფერი უამბო
დედას. მწარედ კიცხავდა თავს გულცივობისთვის, თან
ქვითინით ამბობდა, მადლობელი ვარ, რომ ღმერთმა დამიფარა
და ის მძიმე სასჯელი ამარიდა, რომელიც შეიძლება თავს
დამტეხოდაო.
– ეგ სულ ჩემი საშინელი ხასიათის ბრალია! ვცდილობ,
გამოვსწორდე და რომ მგონია, უკვე გამოვსწორდიო, წინანდელზე
უარესად ავფეთქდები ხოლმე. დე, რა ვქნა? რა ვქნა? –
სასოწარკვეთილი ტიროდა საბრალო ჯო.
– იფხიზლე და ილოცე 1, ჩემო კარგო, არასოდეს მოგბეზრდეს
მცდელობა და არასოდეს გეგონოს, რომ შეუძლებელია შენი
ნაკლის დაძლევა, – მიუგო მისის მარჩმა, მხარზე მიიხუტა მისი
გაწეწილი თავი და ისე ნაზად აკოცა სველ ლოყაზე, რომ ჯო კიდევ
უფრო გულამოსკვნით აქვითინდა.
– შენ ხომ არ იცი, ვერ წარმოიდგენ, რა საშინელებაა! როცა
ბრაზი ამიტანს, ასე მგონია, ყველაფერს ვიკადრებ. ისეთი სასტიკი
ვხდები, შემიძლია, ვისაც გინდა, იმას ვაწყენინო. მგონია,
ერთხელაც რაღაც საშინელს ჩავიდენ, მთელ ცხოვრებას
გავიუბედურებ და ყველას შევძულდები. მიშველე, დე, რამე
მიშველე!
– გიშველი, შვილო, როგორ არა. ასე მწარედ ნუ ტირი, მაგრამ
ეს დღე დაიხსომე და სულითა და გულით ისურვე, აღარ
გამეორდეს. ჯო, საყვარელო, ჩვენ ყველანი შევეჩეხებით ხოლმე
რაღაც საცდურს, ზოგჯერ იმაზე ბევრად უარესს, ვიდრე შენია და
ხშირად მთელი სიცოცხლე ვუნდებით მის დაძლევას. შენ შენი
ხასიათი გგონია ამქვეყნად ყველაზე უარესი, არადა წინათ მეც

1 იფხიზლე და ილოცე – ლუკას სახარება, 21:36: „იფხიზლეთ და ილოცეთ


მარადჟამს“.

110
ზუსტად შენნაირი ვიყავი.
–შენ, დე? შენ ხომ არასოდეს ბრაზობ! – ისე გაოცდა ჯო, რომ
წამით თავისი სადარდებელიც გადაავიწყდა.
– ორმოცი წელია, ჩემი ხასიათის გამოსწორებას ვცდილობ და
მხოლოდ ის მოვახერხე, რომ თავის დაჭერა ვისწავლე. თითქმის
ყოველ ცისმარე დღეს ვბრაზდები, მაგრამ ვისწავლე, რომ არ
გამოვამჟღავნო და იმედი მაქვს, იმასაც ვისწავლი, როგორ არ
გავბრაზდე, თუმცა ამას შეიძლება კიდევ ორმოცი წელი
დასჭირდეს.
დედის სახეზე გამოხატული მოთმინება და თვინიერება,
რომელიც ასე უყვარდა ჯოს, იმაზე უკეთესი გაკვეთილი იყო
მისთვის, ვიდრე ყველაზე ბრძნული დარიგება ან ყველაზე მწარე
საყვედური იქნებოდა. დედის თანაგრძნობამ და რწმენამ მაშინვე
შვება აგრძნობინა. რაკი შეიტყო, დედასაც ჩემნაირი ნაკლი აქვს
და ცდილობს გამოასწოროსო, თავისი ნაკლი უფრო იოლად
ასატანი ეჩვენა და მტკიცედ გადაწყვიტა, გამოვასწორებო,
თუმცაღა თხუთმეტი წლის გოგოს ორმოცი წელი მეტისმეტად
ხანგრძლივად ეჩვენა საიმისოდ, რომ „მარადჟამს ეფხიზლა და
ელოცა“.
– დე, მაშ, ბრაზობ ხოლმე, ტუჩებს რომ მოკუმავ და ოთახიდან
გადიხარ, როცა პაპიდა მარჩი ბუზღუნებს ან ვინმე გაწუხებს? –
ჰკითხა ჯომ და ისეთი სიახლოვე იგრძნო დედისადმი, როგორიც
არასოდეს უგრძნია.
– დიახ, ვისწავლე, როგორ შევიკავო თავი და პირზე მომდგარი
დაუფიქრებელი სიტყვები არ ამოვთქვა, ხოლო როცა ვგრძნობ,
შეიძლება უნებურად წამომცდეს, ერთი წუთით გავდივარ, რომ
თავი ცოტათი შევაჯანჯღარო და ვუსაყვედურო, რად ხარ ასეთი
სუსტი და ავი-მეთქი, – ღიმილით მიუგო მისის მარჩმა. მერე
ამოიოხრა და ჯოს აწეწილ თმაზე ხელი გადაუსვსვა.
– როგორ ისწავლე თავის შეკავება? სწორედ ეგ მიჭირს ყველაზე
მეტად... მკვახე სიტყვები მანამ წამომცდება ხოლმე, სანამ
მივხვდები, რომ თქმას ვაპირებ და რაც უფრო მეტს ვლაპარაკობ,
მით უფრო ვღიზიანდები: მერე და მერე კი, კიდეც მსიამოვნებს
სხვების წყენინება და საშინელებების თქმა. მითხარი, როგორ

111
ახერხებ გაჩუმებას, დე?
– თავის დროზე ჩემი კარგი დედა მეხმარებოდა...
– როგორც შენ გვეხმარები ჩვენ... – შეაწყვეტინა ჯომ და
მადლიერებით აკოცა.
– მაგრამ შენზე ცოტა უფროსი რომ ვიყავი, მაშინ დავკარგე და
წლების განმავლობაში მარტოდმარტო ვიბრძოდი, რადგან ამაყი
ვიყავი და ჩემი სისუსტე არავისთვის გამიმხელია. ძალიან
მიჭირდა, ჯო, და ბევრი მწარე ცრემლიც დამიღვრია, როცა
დავმარცხებულვარ, რადგან დიდი მოწადინების მიუხედავად
მეგონა, მაინც არაფერი გამომდიოდა. მერე მამათქვენი გავიცანი
და ისე ბედნიერად ვიგრძენი თავი, რომ მშვიდად ყოფნა აღარ
მიჭირდა. მაგრამ თანდათან, როცა უკვე ოთხი ქალიშვილი მეხვია
და ღარიბები ვიყავით, ისევ შემომიტია უწინდელმა გასაჭირმა,
რაკი ბუნებით მომთმენი არ ვარ და მიმძიმდა იმის დანახვა, რომ
ჩემს შვილებს რაღაც აკლდათ.
– საწყალი დედა! მერე, რამ გიშველა?
– მამათქვენმა, ჯო. ის არასოდეს კარგავს მოთმინებას,
არასოდეს ერევა ეჭვი და არ ჩივის. მუდამ იმედიანია და ისეთი
ხალისით შრომობს და ელის, რომ მის გვერდით სხვანაირი ქცევა
გაგიჭირდება. სულ მეხმარებოდა, მანუგეშებდა და მეუბნებოდა,
უნდა ეცადო, შენში შეასხა ხორცი იმ სათნოებებს, რომლებიც
გსურს, რომ შენს ქალიშვილებს ჰქონდეთ, რადგან მათი
მაგალითი შენა ხარო. მეც თქვენთვის უფრო მეიოლებოდა
მცდელობა, ვიდრე ჩემი თავისთვის. როცა მკვახედ ვიტყოდი
რამეს, რომელიმე თქვენგანის დამფრთხალი ან გაკვირვებული
მზერა უფრო დიდი საყვედური იყო ჩემთვის, ვიდრე ნებისმიერი
სიტყვა. ჩემი შვილების სიყვარული, პატივისცემა და რწმენა
ყველაზე ტკბილ ჯილდოდ მიჩანდა იმისთვის, რომ
ვცდილობდი, ისეთი ქალი ვყოფილიყავი, როგორებიც თქვენ
მინდოდა მენახეთ.
– ოჰ, დე, ნეტავი ოდესმე იმის ნახევარი ვიყო, რაც შენ ხარ და
მეტი არაფერი მინდა, – წამოიძახა აღელვებულმა ჯომ.
– იმედი მაქვს, ბევრად უკეთესი იქნები, ჩემო კარგო, ოღონდ
მუდამ თვალყური უნდა ადევნო შენს „შინაგან მტერს“, როგორც

112
მამა ეძახის, თორემ შეიძლება ცხოვრება გაგიმწაროს ან,
საერთოდაც, წაგიხდინოს. დღეს გაფრთხილება მიიღე, ამიტომაც
დაიხსომე და სულითა და გულით ეცადე, მოერიო შენს სიფიცხეს,
სანამ იმაზე მეტ სიმწარესა და სინანულს მოგიტანდეს, ვიდრე
დღეს იწვნიე.
– ვეცდები, დე, ძალიან ვეცდები. ოღონდ შენც უნდა
მომეხმარო, გამახსენო და შემაჩერო, რომ არ ავფეთქდე. მინახავს,
ზოგჯერ მამა ტუჩებზე თითს მიიდებდა და ალერსიანად, ოღონდ
თან სერიოზულად შემოგხედავდა, შენც მაშინვე ტუჩებს
მოკუმავდი და გადიოდი. ეგ შეხსენება იყო, არა? – ნაზად ჰკითხა
ჯომ.
– ჰო. მე ვთხოვე, მომეხმარე-მეთქი და თავის დღეში არ
დავიწყებია. იმ შეუმჩნეველი ჟესტითა და კეთილი მზერით ბევრი
მკვახე სიტყვის თქმას ამარიდა.
ჯომ დაინახა, რომ დედას თვალზე ცრემლი მოადგა და ტუჩები
აუკანკალდა. შეშინდა, ზედმეტი ხომ არაფერი ვუთხარიო და
აფორიაქებულმა წასჩურჩულა:
– ცუდია, არა, რომ გითვალთვალებდი და გითხარი, რაც
დავინახე? არ მინდოდა, უზრდელურად მეთქვა რამე, მაგრამ იცი,
რა შვებაა, როცა შემიძლია ყველაფერი გითხრა, რასაც ვფიქრობ და
აქ თავისუფლად და ბედნიერად ვიგრძნო თავი?!
– ჩემო ჯო! დედას შეგიძლია, ყველაფერი უთხრა. ჩემთვის
უდიდესი ბედნიერება და სიამაყეა, რომ ჩემი გოგონები
მენდობიან და იციან, თითოეული მათგანი რა ძლიერ მიყვარს.
– მე მეგონა, გაწყენინე.
– არა, ჩემო კარგო, მაგრამ მამაზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი,
გამახსენდა, რა ძალიან მაკლია, რამდენით ვარ მისგან
დავალებული და რა გულმოდგინედ უნდა ვიღვაწო, რომ მის
პატარა ქალიშვილებს ხიფათი ასცდეს და კეთილები გაიზარდონ.
– არადა, ხომ შენ თვითონ უთხარი, არმიაში წადიო, დე, და
როცა მიდიოდა, არ გიტირია. არც ახლა ჩივი და თითქოს
არავისგან გჭირდება დახმარება, – გაკვირვებით უთხრა ჯომ.
– მე ყველაზე ძვირფასი რამ გავიმეტე იმ ქვეყნისთვის,
რომელიც მიყვარს და სანამ მამათქვენი წასულია, ცრემლს

113
როგორმე შევიკავებ. რად უნდა დავიჩივლო, როცა მეც და მანაც
მხოლოდ ჩვენი ვალი შევასრულეთ და ამით, ბოლოს, უეჭველად
უფრო ბედნიერები ვიქნებით? და თუ გეჩვენება, რომ არავისგან
მჭირდება დახმარება, იმიტომ რომ მამათქვენზე უკეთესი
მეგობარი მყავს, რომელიც მანუგეშებს და მხარში მიდგას. შვილო,
შენს ცხოვრებაში გასაჭირიც გაჩნდება და ცდუნებაც, ეგებ ბევრიც,
მაგრამ მუდამ გადალახავ და აჯობებ, თუკი ისწავლი, რომ ისევე
შეიგრძნო ჩვენი ზეციერი მამის ძალი და მადლი, როგორც შენი
მიწიერი მამის ძალსა და მადლს გრძნობ. რაც უფრო გეყვარება
უფალი და მიენდობი, მით მეტ სიახლოვეს იგრძნობ მასთან და
მით უფრო ნაკლებად იქნები დამოკიდებული ადამიანთა ძალასა
და სიბრძნეზე. უფლის სიყვარული და მზრუნველობა არასოდეს
ამოიწურება, არ შეიცვლება და არც წაგერთმევა; პირიქით,
შეიძლება სამუდამო სიმშვიდის, ბედნიერებისა და ძალ-ღონის
წყაროდ გექცეს. დაიჯერე ჩემი ნათქვამი და მთელი შენი პატარ-
პატარა საზრუნავებითა და იმედებით, ცოდვებითა და
დარდებით მიმართე უფალს – ისე თავისუფლად და ნდობით,
როგორც დედას მიმართავ.
პასუხად ჯო მხოლოდ უფრო ჩაეხუტა და ამის შემდგომ
ჩამოვარდნილ სიჩუმეში იმაზე უფრო წრფელი, უსიტყვო ლოცვა
აღმოხდა გულიდან, ვიდრე ოდესმე აღმოხდომია, რადგან იმ
სევდიან, თუმც კი ბედნიერ საათს არა მხოლოდ სინდისის
ქენჯნისა და სასოწარკვეთილების სიმწარე გაითავისა, არამედ
პირად სიკეთეზე უარის თქმისა და თავშეკავებულობის
სიტკბოებაც: დედამ ახლოს მიიყვანა იმზეციერ მეგობართან,
რომელიც მუდამ სიყვარულით ეგებება ყოველ ბავშვს და ეს
სიყვარული იმაზე დიდია, ვიდრე სიყვარული ნებისმიერი მამის
და იმაზე ნაზი, ვიდრე სიყვარული ნებისმიერი დედის.
ემი ძილში შეირხა და ამოიხვნეშა, და ჯომ, თითქოს ახლავე
უნდა დანაშაულის გამოსყიდვაო, ისეთი გამომეტყველებით
აიხედა, როგორიც წინათ არავის ენახა მის სახეზე.
– რამდენ ხანს არ ვაპატიე, და ლორი რომ არა, შეიძლება
პატიება გვიანაც ყოფილიყო! ასეთი საზიზღრობა რამ
გამაკეთებინა? – ხმადაბლა თქვა გოგომ, დაიხარა და ნაზად

114
გადაუსვა დას ხელი ბალიშზე გაშლილ სველ თმაზე.
თითქოს გაიგონაო, ემიმ თვალი გაახილა, ხელები გაუწოდა და
ისეთი ღიმილით გაუღიმა, რომ ჯო გულის სიღრმემდე შეიძრა.
არცერთს სიტყვა არ უთქვამს. საბნები უშლიდათ, მაგრამ მაინც
მაგრად ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ერთმა გულითადმა კოცნამ
ყველაფერი დაავიწყა ორივეს და აპატიებინა.

115
თავი მეცხრე

მეგი ამაოების ბაზარში 1

– როგორ გამიმართლა, რომ იმ ბავშვებს მაინცდამაინც ახლა


შეეყარათ წითელა, – თქვა მეგმა აპრილის ერთ მშვენიერ დღეს,
როცა დებით გარშემორტყმული იდგა თავის ოთახში და
„უცხოეთში წასაღებ“ სკივრს ალაგებდა.
– და ისიც რა კარგია, რომ ენ მოფატს თავისი დაპირება არ
დაავიწყდა! მთელ ორ კვირას მხიარულებაში გაატარებ. მაგას რა
აჯობებს! – მიუგო ჯომ, რომელიც ბოლოკაბებს კეცავდა და ისე
იქნევდა გრძელ მკლავებს, ქარის წისქვილი გეგონებოდათ.
– თან რა მშვენიერი ამინდია! ისე მიხარია!.. – დაამატა ბეთმა,
ფაქიზად ალაგებდა კაბის მოსართავ და თმის ლენტებს თავის
საუკეთესო კოლოფში, რომელიც ამ დიდებულ ამბავთან
დაკავშირებით ათხოვა დას.
– ნეტავი მე ვიყო შენ ადგილზე, მე მივდიოდე გასართობად და
ეს ლამაზი რამერუმეც ჩემი ჩასაცმელი იყოს, – წაილუღლუღა
ქინძისთავებით პირგამოტენილმა ემიმ, რომელიც მხატვრული
გემოვნებით არჭობდა ქინძისთავებს დის ბალიშში.
– ნეტავი ყველანი მოდიოდეთ, მაგრამ რაკი არ შეიძლება,
მთელ იქაურ თავგადასავალს გონებაში ჩავიბეჭდავ და როცა
ჩამოვალ, გიამბობთ. ამით მაინც გადაგიხდით მადლობას
სიკეთისთვის, ამდენი რამე რომ მათხოვეთ და ჩალაგებაშიც

1ამაოების ბაზარი – ადგილი პილიგრიმი ქრისტიანის გზაზე, სადაც იყიდება


ყველაფერი – სახლები, მიწები, თანამდებობა-წოდებები, ქვეყნები,
სახელმწიფოები, აგრეთვე – ყველანაირი სიამე და დროსტარება.

116
მეხმარებით, – თქვა მეგმა და ოთახში გაშლილ უბრალო
ტანისამოსს გადახედა, რომელიც მის თვალში თითქმის
სრულქმნილი ჩანდა.
– დედამ რა მოგცა საგანძურის ზარდახშიდან? – ჰკითხა ემიმ,
რომელიც არ დასწრებია კედრის სკივრის გახსნას; იმ სკივრში
მისის მარჩს წარსული ფუფუნების მცირეოდენი ნაშთები ელაგა,
რათა თავისი გოგონებისთვის ეჩუქებინა, როცა დრო დადგებოდა.
– აბრეშუმის წინდები, ის ლამაზი, ჩუქურთმებიანი მარაო და
მშვენიერი ცისფერი ქამარი. ლილისფერი აბრეშუმის კაბაც
მინდოდა, მაგრამ ჩემს ტანზე გადაკეთება ვერ მოესწრება. ძველი,
გახამებული მარმარშის კაბა უნდა ვიკმარო.
– ძალიან მოუხდება ჩემს ახალ მუსლინის ბოლოკაბას, ეს
ქამარი კი ზედ ისე ლამაზად გამოჩნდება, ყველას თვალს
მოსტაცებს. არ გამტეხოდა ჩემი მარჯნის სამაჯური, ხომ
გათხოვებდი!.. – სინანულით თქვა ჯომ, რომელსაც ჩუქებაც
უყვარდა და თხოვებაც, ოღონდ მისი ნივთები მუდამ ისეთ
სავალალო დღეში იყო, ძნელად თუ ვინმეს გამოადგებოდა.
– იმ სკივრში მარგალიტის ლამაზი, ძველებური გარნიტურიც 1
დევს, მაგრამ დედამ თქვა, გოგოსთვის ყველაზე კარგი სამკაული
ყვავილებიაო. ჰოდა, ლორი დამპირდა, რაც მოგინდება,
ორანჟერეიდან ყველაფერს გამოგიგზავნიო, – მიუგო მეგმა, – აბა,
მაცალეთ... ეს – ჩემი ახალი, რუხი სასეირნო კოსტიუმი, ოღონდ
შლაპაში ბუმბული ჩაამაგრე, ბეთ... ესეც – პოპლინის კაბა,
კვირადღეს და შინაურულ წვეულებაზე ჩავიცვამ...
საგაზაფხულოდ თითქოს მძიმეა, არა? ეჰ, ლილისფერი
აბრეშუმისა აჯობებდა, მაგრამ...
– ეგ არაფერი, დიდი წვეულებისთვის ხომ მარმაშის კაბა გაქვს,
თეთრ კაბაში კი მუდამ ანგელოზივით ხარ, – უთხრა ემიმ და
ნეტარებით დააცქერდა მეგის მცირერიცხოვან სამოსს,
რომლითაც გულის სიღრმემდე იყო აღტაცებული.
– აფსუს, არც გულამოღებულია და არც უკან დამთრევს, მაგრამ
რას ვიზამ! ჩემი ლურჯი საშინაო კაბა, გადაბრუნებული და

1 გარნიტური – ერთი დანიშნულების საგანთა კომპლექტი

117
ახლად გაწყობილი, სულ მთლად ცინცხალი გეგონება, აბრეშუმის
პელერინი სულაც არ არის მოდაში და არც შლაპაა ისეთი,
როგორიც სალის აქვს. არ მინდოდა თქმა, მაგრამ ქოლგამ ძალიან
დამწყვიტა გული. დედას დავაბარე, შავი მიყიდე,
თეთრსახელურიანი-მეთქი, მაგრამ დაავიწყდა და მწვანე მიყიდა,
ყვითელსახელურიანი. მყარია და სუფთა, წესით, არ უნდა
ვჩიოდე, მაგრამ ვიცი, შემრცხვება ამის გამოჩენა ენის აბრეშუმის,
ოქროსფერწვეტიანი ქოლგის გვერდით, – ამოიოხრა მეგმა და
ბრაზით დააცქერდა პატარა ქოლგას.
– გამოცვალე, – ურჩია ჯომ.
– მაგდენადაც არ გამოვსულელებულვარ! დედას ეწყინება:
თავი არ დაზოგა, რომ რაც მჭირდებოდა, ყველაფერი ეყიდა. ახლა,
ჩემი მხრივ, დიდი სისულელეა გულისწყვეტა. ჰოდა, ვეცდები, ეგ
ამბავი აღარაფრად ჩავაგდო. სამაგიეროდ, აბრეშუმის წინდები და
ორი წყვილი ახალი ხელთათმანი მანუგეშებს. რა კარგი ქენი, ჯო,
შენი ხელთათმანი რომ მათხოვე. მდიდარი და ელეგანტურიც კი
მგონია თავი: ორი წყვილი ახალი მაქვს და ორიც საყოველდღეო,
ძველი და გაწმენდილი, – და მეგმა ერთხელაც ჩახედა
ხელთათმნის კოლოფს, – ენ მოფატს საღამურ ჩაჩებზე ცისფერი
და ვარდისფერი ბაფთები აბნევია, მოდი, ჩემსასაც მიაკერეთ, –
ითხოვა, როცა ბეთმა ჰანას ხელით იმწუთას გაუთოებული
მთელი გროვა ქათქათა მუსლინის საცვალი შემოიტანა.
– არა, არ ღირს: სად უბრალო, სადა პერანგები და სად –
კეკლუცური ჩაჩი! ღარიბ კაცს ტანსაცმლით პრანჭვა არ უხდება, –
გადაჭრით თქვა ჯომ.
– ნეტავი ოდესმე თუ მეღირსება ტანსაცმელზე ნამდვილი
მაქმანი და ჩაჩებზე – ბაფთები?! – გაღიზიანდა მეგი.
– იმ დღეს არ ამბობდი, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება,
ენ მოფატთან წასვლა თუ მომიხერხდაო? – ჩვეულებისამებრ
წყნარად უთხრა ბეთმა.
– დიახაც ვამბობდი! ჰოდა, ვარ კიდეც ბედნიერი და არც
ვიჭირვეულებ, მაგრამ გამოდის, რომ რაც მეტი აქვს ადამიანს, მით
მეტი უნდა, არა? კარგი, ყველაფერი გამზადებულია და
ჩალაგებული. ჩემი სამეჯლისო კაბაღა დარჩა, მაგრამ აჯობებს,

118
დედამ ჩადოს, – გახალისდა მეგი, როგორც კი ნახევრად სავსე
სკივრს მოაშორა მზერა და ათასჯერ განარეცხ და დანაკემს
მარმაშის თეთრ კაბას დახედა, რომელსაც ამაყად უწოდებდა
„სამეჯლისო კაბას“.
მეორე დილა მზიანი იყო და მეგი დიდი ამბით გაეშურა
სიახლისა და სიამოვნების ორკვირეულში. მისის მარჩმა
უხალისოდ გაუშვა, იმის შიშით, რომ მარგარეტი იმაზე
უკმაყოფილო მობრუნდებოდა შინ, ვიდრე გამჭზავრებამდე იყო;
მაგრამ შვილი ისე ეხვეწა, ხოლო სალი ისე მტკიცედ დაჰპირდა,
მივხედავო, და, თანაც, ეს მცირე სიამოვნება იმდენად
მიმზიდველი ჩანდა მთელი ზამთრის დამქანცველი შრომის
შემდეგ, რომ დედა დათანხმდა, და ქალიშვილიც გაემგზავრა,
რათა პირველად ეგემა მაღალი წრის ცხოვრება.
მოფატები სწორედაც რომ მაღალ წრეს ეკუთვნოდნენ და
მიამიტი მეგი თავიდან, ცოტა არ იყოს, დააფრთბო სახლის
ბრწყინვალებამ და მის ბინადართა ელეგანტურობამ. თუმცა,
მასპინძლები საამური ადამიანები გამოდგნენ იმის მიუხედავად,
რომ ქარაფშუტულ ცხოვრებას ეწეოდნენ. ცოტა ხანში სტუმარს
თავისუფლად აგრძნობინეს თავი. იქნებ მეგი, თავისდა
უნებურად, ხვდებოდა კიდეც: მასპინძლები დიდად ვერ
დაიკვეხნიდნენ კულტურულობითა თუ ჭკუით და მათი
ოქროცურვილი ცხოვრება მაინცდამაინც კარგად ვერ მალავდა იმ
უბრალო მასალას, რისგანაც შექმნილნი ბრძანდებოდნენ. ცხადია,
საამურად ეჩვენებოდა ფუფუნებაში ცხოვრება, ჩინებული
ეკიპაჟი, სეირნობა, ყოველდღე თავის საუკეთესო კაბაში
გამოწყობა და არაფრის კეთება, მხოლოდ გართობა. ასეთი
ცხოვრება ძალიანაც მოსწონდა და ცოტა ხანში გარშემო მყოფთა
ყოფაქცევასა და ლაპარაკს მიჰბაძა, მედიდურობა და პრანჭვა
დაიწყო, ლაპარაკში ფრანგულ ფრაზებს ურთავდა, თმას იხვევდა,
კაბები წელში გამოიყვანა და, შეძლებისდაგვარად, მოდის
სიახლეებზეც ალაპარაკდა. რაც უფრო ხშირად ხედავდა ენ
მოფატის ლამაზ-ლამაზ ნივთებს, მით უფრო შურდა მისი და
სიმდიდრეზე ოცნებობდა. თავის სახლს რომ გაიხსენებდა ხოლმე,
უბადრუკი და პირქუში ეჩვენებოდა, თავისი სამუშაო –

119
წინანდელზე მძიმე, თავისი თავი კი, ახალი ხელთათმანებისა და
აბრეშუმის წინდების მიუხედავად, ერთი ღატაკი და დაჩაგრული
გოგო.
თუმცაღა, ბედის სამდურავად სად ეცალა: სამივენი 1
უმთავრესად იმის ცდაში იყვნენ „კარგი დრო გაეტარებინათ“.
საყიდლებზე დადიოდნენ, სეირნობდნენ – ხან ფეხითა და ხანაც
ეტლით, მთელ დღეებს ვიზიტებზე სიარულს ანდომებდნენ,
თეატრსა და ოპერაში დაბრძანდებოდნენ. ზოგჯერ შინ
მასპინძლობდნენ სტუმრებს, რადგან ენს ბევრი მეგობარი ჰყავდა
და სტუმრების გართობაც ეხერხებოდა. უფროსი დები ძალზე
ელეგანტური ქალიშვილები იყვნენ, ერთი დანიშნულიც კი იყო,
რაც, მეგს უკიდურესად საინტერესო და რომანტიკული
ეჩვენებოდა. მისტერ მოფატი ჩასუქებული, მხიარული, ხნიერი
ჯენტლმენი ბრძანდებოდა, რომელიც მეგის მამას იცნობდა. მისის
მოფატი კი – ფაშფაშა, მხიარული, ხნიერი ლედი, რომელსაც
თავის ქალიშვილებზე არანაკლებ მოსწონდა მეგი. ყველანი თავს
ევლებოდნენ, ცოტაც და მთლად თავბრუს დაასხამდნენ
„დეიზის 2“ (ასე ეძახდნენ მეგს)
როცა „პატარა წვეულების“ დრო დადგა, მეგი მიხვდა, რომ
კოპლინის კაბა არ გამოდგებოდა, რადგან დანარჩენმა გოგონებმა
თხელი კაბები ჩაიცვეს და იმათ ცქერას არაფერი სჯობდა. რა
გაეწყობოდა: მარმაშის კაბა ამოიღო, რომელიც სალის ახალი,
შრაშუნა კაბის გვერდით წინანდელზე უფრო ძველი,
ჩამოწლაწული და გაცვეთილი გამოჩნდა. მეგმა შენიშნა, რომ
გოგონები ჯერ მის კაბას მიაცქერდნენ, მერე კი ერთმანეთს
გადახედეს, და ლოყები აუვარვარდა, რადგან თვინიერების
მიუხედავად, ძალიან ამაყი იყო. მის ჩაცმულობაზე სიტყვა არავის
დასცდენია, მაგრამ სალიმ შესთავაზა, თმას დაგიყენებო, ენმა –
ქამარს შეგიკრავო, ბელმა კი (იმ დამ, რომელიც დანიშნული იყო)
ქათინაური უთხრა, რა თეთრი მკლავები გქონიაო. თუმცა, მათ
გულკეთილობაში მეგმა მხოლოდ ის დაინახა, რომ შეებრალათ,

1 სამივენი – ენ მოფატი, სალი გარდინერი და მეგი მარჩი


2 დეიზი – ზიზილა, ფრანგულად Marguerite

120
რაკი ღარიბი იყო. ამიტომაც, გულმოკლული, მარტო იდგა, სანამ
სხვები იცინოდნენ, მასლაათობდნენ და გამჭვირვალე
პეპლებივით დაფარფატებდნენ. მძიმე, მწარე შეგრძნება მთლად
აუტანელი გახდა, როცა მოახლემ კოლოფით ყვავილები
შემოიტანა და სანამ მეგი ხმის ამოღებას მოასწრებდა, ენმა
კოლოფს თავსახური გადახადა და ყველა ერთად აჟღურტულდა,
რა ლამაზი ვარდები, მანანები და გვიმრის ტოტები ალაგიაო.
– ბელს მოართმევდნენ, რა თქმა უნდა. ჯორჯი მუდამ
უგზავნის ყვავილებს, ოღონდ დღეს მეტისმეტად მოუწადინებია!
– წამოიძახა ენმა და ვარდების სურნელი შეიყნოსა.
– შიკრიკმა – მის მარჩს მოართვესო, აი წერილიც, – ჩაურთო
მოახლემ და წერილი მეგს გაუწოდა.
– რა საინტერესოა! ვისგან არის? არ ვიცოდით, შეყვარებული
თუ გყავდა, – წამოიძახეს გოგონებმა და დაინტერესებულ-
გაკვირვებულები აფრთხიალდნენ მეგის გარშემო.
– წერილი დედამ მომწერა, ყვავილები კი ლორიმ
გამომიგზავნა, – უბრალოდ თქვა მეგმა, თუმცა ლორის
მადლობელი იყო, არ დავავიწყდიო.
– მართლა? – ირონიულად შეხედა ენმა, როცა მეგმა ისე
ჩაიცურა ჯიბეში წერილი, თითქოს შურის, პატივმოყვარეობის,
და ყალბი სიამაყისგან დამცავი თილისმა ყოფილიყო, – დედის
მოწერილმა რამდენიმე ტკბილმა სიტყვამ შვება მოჰგვარა,
ყვავილების სილამაზემ კი გაახალისა.
ლამის ისევ ბედნიერად იგრძნო თავი, გვიმრის ორიოდე რტო
და ვარდი თავისთვის გადადო, დანარჩენი კი სწრაფად შეკრა
კოხტა თაიგულებად, რომ მის მეგობრებს მკერდზე, თმაზე ან
კაბაზე დაებნიათ და ისე ლამაზად შესთავაზა, რომ კლარამ,
მოფატების უფროსმა დამ უთხრა, შენზე უსაყვარლესი არსება არ
მინახავსო. და საერთოდაც, თითქოს ყველანი მოხიბლა მისგან
გამოჩენილმა ამ მცირე ყურადღებამ. ამ გულუხვობით როგორღაც
მოერია სევდას და როცა დანარჩენები გაიკრიბნენ, რომ მისის
მოფატს დანახვებოდნენ, მარტო დარჩენილმა მეგმა ბედნიერი,
თვალებციმციმა სახე დაინახა სარკეში, მერე გვიმრის ტალღოვან
თმაზე მიიმაგრა, ვარდები კი – კაბაზე, რომელიც სულაც არ ეჩვენა

121
წეღანდელივით გაცვეთილი.
იმ საღამოს მშვენირად გაერთო: იმდენი იცეკვა, რამდენიც მის
სულსა და გულს გაუხარდებოდა, ყველანი კეთილად ექცეოდნენ
და სამი ქათინაურიც კი ერგო. ენმა დიდი ხვეწნით ამღერა და
ვიღაცამ შენიშნა, რა კარგი ხმა აქვსო. მაიორმა ლინკოლმა იკითხა,
ვინ არის ეს უცნობი, ლამაზთვალება გოგონაო. მისტერ მოფატმა
კი აიჩემა, უნდა ვეცეკვოო და მოხდენილად განმარტა, იმიტომ
რომ დონდლო კი არ არის, ცეცხლივით გოგოაო. ერთი სიტყვით,
მშვენივრად ატარებდა დროს, სანამ ერთი საუბრის ნაწყვეტს არ
მოჰკრა ყური და უკიდურესად არ აფორიაქდა. ორანჟერეაში
იჯდა და ელოდა, როდის მოუტანდა პარტნიორი ნაყინს, როცა
ყვავილოვანი კედლის გადაღმიდან ხმა მოესმა:
– რა ხნისაა ბიჭი?
– ასე, თექვსმეტი-ჩვიდმეტისა, – მიუგო მეორე ხმამ.
– მშვენიერი პარტია იქნება რომელიმე გოგოსთვის, არა? სალი
ამბობს, ძალიან დაახლოვდნენ და ბერიკაცსაც მზე და მთვარე
მაგათზე ამოსდისო.
– მისის მ. ალბათ სამომავლო გეგმებს დააწყობდა და
მშვენივრადაც წაიყვანს საქმეს, თუმცა ადრე კია. გოგოს, აშკარად,
ფიქრად არ მოსდის ამნაირები, – შენიშნა მისის მოფატმა.
– ტყუილი თქვა, დედაჩემის წერილიაო, გეგონება, იცოდა, და
გაწითლდა, როცა ის ყვავილები შემოუცუნცულეს. საწყალი!
ძალიანაც კოხტა გოგო იქნებოდა, ისე რომ ეცვას, როგორც წესია.
რას იტყვი, ხომ არ ეწყინება, ხუთშაბათისთვის ჩვენი კაბებიდან
რომელიმე რომ ვათხოვოთ? – ახლა სხვა ხმამ იკითხა.
– ამაყია, მაგრამ ალბათ მაინც არ იუარებს, იმიტომ რომ იმ
ადამის დროინდელი მარმაშის კაბის გარდა არაფერი გააჩნია.
იქნებ ამ საღამოს გაეხეს კიდეც, ჰოდა, მშვენიერი საბაბი
გაგვიჩნდება: ავდგებით და წესიერ კაბას შევთავაზებთ.
აქ მეგის კავალერი გამოჩნდა და მეგი ალეწილი და
აღელვებული დაუხვდა. მართლაც, ამაყი იყო. ეს სიამაყე ახლა
მშვენივრად გამოადგა, რადგან სწორედ მისი დახმარებით
დამალა დამცირება, ბრაზი და ზიზღი იმისადმი, რაც ის-ის იყო
გაიგონა. თავისი მიამიტობისა და მიმნდობლობის მიუხედავად

122
მაინც მიხვდა, რასაც ნიშნავდა მისი მეგობრების ჭორაობა.
დავიწყება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა და იმდენ ხანს იმეორა
გულში: „მისის მ. ალბათ სამომავლო გეგმებს დააწყობდა“,
„ტყუილი თქვა, დედაჩემის წერილიაო“ და „ადამის დროინდელი
მარმაშის კაბა“, სანამ ტირილი არ მოერია. შინ გაქცევა მოუნდა,
რომ თავისი გასაჭირი ეთქვა და რჩევა ეთხოვა, მაგრამ რაკი ეს
შეუძლებელი იყო, თავი ძალისძალად მოიმხიარულა და
აგზნებულს, კარგად გამოუვიდა, ვერავინ მიხვდა, რა ძვირად
დაუჯდა ეს ხალისიანობა. გულზე მოეშვა, როცა ყველაფერი
დამთავრდა და ლოგინში ჩამყუდროვდა, სადაც იმდენი იფიქრა,
იმდენჯერ გაოცდა და გაცეცხლდა, სანამ თავი არ ასტკივდა და
ავარვარებული ლოყები ცრემლებმა არ გაუგრილა. იმ
სულელურმა, თუმც კი კეთილი გულით ნათქვამმა სიტყვებმა
ახალი სამყარო გაუღო მეგს და სამაგიეროდ, მთლად აურ-დაურია
ის ძველი სამყარო, სადაც აქამდე ბავშვივით ნეტარად
ცხოვრობდა. შემთხვევით ყურმოკრულმა ბრიყვულმა ლაპარაკმა
წაუხდინა ლორისთან უმანკო მეგობრობა. ცოტა არ იყოს, დედის
რწმენაც შეურყია იმ „გეგმებმა“, რაც მას მისის მოფატმა მიაწერა,
ანუ რასაც თვითონ ფიქრობდა, ის დააბრალა. წინანდელი
გონივრული გადაწყვეტილება – ის უბრალო ჩაცმულობა ეკმარა,
რაც ღარიბი კაცის შვილს შეეფერებოდა, ცოტათი შეუსუსტა
სრულიად ზედმეტმა სიბრალულმა, რომელიც იმ გოგონებმა
გამოიჩინეს, ვისთვისაც ძველი კაბა ამქვეყნად ერთ-ერთი
უდიდესი უბედურება იყო.
საბრალო მეგმა მთელ ღამეს ვერ მოისვენა და
ქუთუთოებდამძიმებული ადგა; ერთი მხრივ, მეგობრებზე იყო
ნაწყენი, მეორე მხრივ კი თავისი თავისა რცხვენოდა, რატომ ვერ
ვახერხებ, რომ გულახდილად ველაპარაკო და ყველაფერს თავისი
ადგილი მივუჩინოო. იმ დილით ყველანი ზანტად
დალასლასებდნენ ოთახებში და ნაშუადღევსღა მოიკრიბეს
იმდენი ძალა, რომ ხელსაქმეს ჩასხდომოდნენ. გოგონების
ყოფაქცევაში რაღაც შეიცვალა და მეგს მაშინვე თვალში ეცა:
თითქოს მეტი პატივისცემით ექცეოდნენ, აინტერესებდათ, რასაც
ამბობდა და თვალებში დაუფარავი ცნობისმოყვარეობა

123
ემჩნეოდაო ამ ყველაფერმა გააკვირვა და აამა კიდეც, თუმცა
მიზეზს ვერ ხვდებოდა, სანამ წერილის წერაში გართულმა მის
ბელმა თავი არ ასწია და დამტკბარი ხმით არ უთხრა:
– დეიზი, საყვარელო, ხუთშაბათისთვის შენი მეგობარი,
მისტერ ლორენსი მოვიპატიჟე. გვინდა, გავიცნოთ და ამით
შენდამი ყურადღება გამოვიჩინოთ.
მეგი გაწითლდა, მაგრამ იქვე მოუნდა, ცოტა ეცელქა და
გოგონები გაეღიზიანებინა, ამიტომაც მორიდებით მიუგო:
‐ მადლობელი ვარ, მაგრამ ალბათ არ მოვა.
– რატომ, Chérie 1?
– ძალიან მოხუცია.
– რას ამბობ, ბავშვო? მაინც რა ხნის არის? – წამოიკივლა მის
კლარამ.
– სამოცდაათისა იქნება, – მიუგო მეგმა და აციმციმებული
თვალების დასამალად საქსოვის თვლების გადათვლას მოჰყვა.
– ოჰ, შე ეშმაკუნავ! ჩვენ ხომ ყმაწვილკაცზე გეკითხებოდით, –
გაეცინა ბელს.
– იქ ყმაწვილკაცი არავინ არის, ლორი ჯერაც პატარა ბიჭია, –
მეგიც აჰყვა სიცილში, რადგან არ გამოეპარა, რა უცნაურად
გადახედეს დებმა ერთმანეთს, როცა ასეთნაირად აუწერა თავისი
სავარაუდო შეყვარებული.
– დაახლოებით შენი ხნისა ყოფილა, – უთხრა ენმა.
– უფრო ჯოს ხნისა; მე აგვისტოში ჩვიდმეტის ვხდები, –
სწრაფად ასწია თავი მეგმა.
– რა კარგი ქნა, ყვავილები რომ გამოგიგზავნა, არა? – თქვა ენმა
და რატომღაც მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.
– ჰო, ყვავილებს ყველას ხშირ-ხშირად გვიგზავნის, სახლში
აუარება ყვავილი აქვთ, ჩვენ კი ძალიან გვიყვარს. დედაჩემი და
მოხუცი მისტერ ლორენსი მეგობრობენ, ჰოდა, რა გასაკვირია,
რომ ბავშვებიც ერთად ვთამაშობთ ხოლმე, – აუხსნა მეგმა იმ
იმედით, რომ მეტს აღარაფერს იტყოდნენ.
– დეიზის აშკარად ჯერ არ გაუშლია ფურცლები, – თავის

1 Chérie — საყვარელო (ფრანგ.

124
ქნევით უთხრა ბელს მის კლარამ.
– და გარშემოც უშფოთველი უმანკოება ყოფილა გამეფებული,
– მხრები აიჩენა ბელმა.
– გარეთ გავდივარ, ჩემი შვილებისთვის რაღაც წვრილმანები
მაქვს საყიდელი. თქვენც ხომ არაფერს დამაბარებთ, გოგონებო? –
სპილოსავით შემოეხეთქა ოთახში მაქმან-აბრეშუმებში გახვეული
მისის მოფატი.
– არა, გმადლობთ, მემ, – მიუგო სალიმ, – მე ხუთშაბათისთვის
ვარდისფერი აბრეშუმის ახალ კაბას გამომივზავნიან, სხვა
არაფერი მინდა.
– არც მე... – დაიწყო მეგმა, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა, რადგან
გაიფიქრა, რაღაც-რაღაცები მართლა მჭირდებაო, მაგრამ აბა,
საიდან?
– შენ რა გეცმება? – ჰკითხა სალიმ.
– ისევ ჩემი ძველი თეთრი კაბა, თუკი ისე დავკემსავ, რომ
არაფერი შეეტყოს, თორემ წუხელ ძალიან გამეხა, – რაც შეეძლო,
უდარდელად მიუგო მეგმა, თუმცა დიდი უხერხულობა იგრძნო.
– თქვენებს რომ გააგებინო და სხვა გამოგიგზავნონ? – ჰკითხა
სალიმ, რომელიც მიხვედრილობით ვერ დაიკვეხნიდა.
– სხვა არა მაქვს, – დიდი გაჭირვებით ამოთქვა მეგმა, თუმცა
სალიმ ვერაფერი შეამჩნია და კეთილმოსურნე გაკვირვებით
განაგრძო:
– ეგ ერთი კაბა გაქვს? რა უცნაურია... – მაგრამ სიტყვა ვერ
დაასრულა, რადგან ბელმა თავის გაქნევით ანიშნა, გაჩუმდიო და
ალერსიანად ჩაერია:
– უცნაური რა არის? რაში სჭირდება ადამიანს ბევრი კაბა, როცა
ჯერ ვიზიტებზე და წვეულებებზე არ დადის? შინ ათი კაბაც რომ
გეწყოს, დეიზი, არავის არაფერი შეუთვალო, იმიტომ, რომ ერთი
მშვენიერი ცისფერი კაბა მაქვს, აღარ მეტევა, ჰოდა შენთუ ჩაიცვამ,
ძალიან გამახარებ. კარგი, საყვარელო?
– მადლობელი ვარ, მაგრამ მე ჩემი ძველი კაბა არ მაწუხებს და
თუ არც თქვენ გაწუხებთ, ისევ მაგ კაბას ჩავიცვამ. სწორედ ჩემი
ხნის გოგოს შესაფერისია, – თქვა მეგმა.
– ძალიან გთხოვ, მასიამოვნე: მინდა, მოდურად გამოგპრანჭო.

125
მეც გამიხარდება, სულ ოდნავ მიგალამაზ-მოგალამაზებ და
ნამდვილი პატარა მზეთუნახავი გვეყოლები. სანამ მზად არ
იქნები, შენს თავს არავის დავანახვებ. მერე კი, ისე
მოულოდნელად გამოვეცხადებით, როგორც მეჯლისზე
მიმავალი კონკია და ნათლიამისი, – ჩააცივდა ბელი.
ისე ეხვეწებოდა, რომ მეგმა უარი ვერ თქვა, რადგან გულით
მოუნდა ენახა, მართლა გახდებოდა თუ არა „პატარა
მზეთუნახავი“ თუკი ოდნავ მიალამაზ-მოალამაზებდნენ. ჰოდა,
დათანხმდა, სულ დაავიწყდა, ამრეზით რომ უყურებდა
მოფატებს.
ხუთშაბათ საღამოს ბელი და მისი მოახლე ერთ ოთახში
ჩაიკეტნენ და მეგისგან მოხდენილი ქალბატონი გამოიყვანეს. თმა
დაუკულულ-დაუხვიეს, ყელსა და მკლავებზე რაღაც
სურნელოვანი პუდრი წაუსვეს, ტუჩებზე გასაწითლებლად
მარჯნისფერი საცხი წაუსვეს. ჰორტენზია a soupçon of rouge 1-საც
დაამატებდა, მეგს რომ ცივი უარი არ ეტკიცა. ჩააცვეს
ლაჟვარდისფერი კაბა, ისეთი ვიწრო, რომ ძლივს სუნთქავდა და
ისე ღრმად გულამოჭრილი, რომ მორცხვი მეგის სარკეში ჩახედვა
და გაწითლება ერთი იყო. აასხეს ვერცხლის სამკაულების
კომპლექტი – სამაჯურები, ყელსაბამი და საყურეებიც კი:
ჰორტენზიამ მოახერხა და ისე მიაბა ყურებზე ვარდისფერი
აბრეშუმის ძაფით, რომ ის ძაფი საერთოდ არ ჩანდა. მკერდზე
მიმაგრებულმა ჩაის ვარდების კოკრებმა და მაქმანის ფურჩალამ
თავის ლამაზ, თეთრ, გაშიშვლებულ მხრებთან შეარიგა მეგი,
ხოლო აბრეშუმის მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა უკანასკნელი
გულისნადებიც აუსრულა. მორთულობა დაასრულა მაქმანის
ცხვირსახოცმა, ბუმბულის მარაომ და მხარზე დამაგრებულ
ვერცხლის რგოლში ჩასმულმა თაიგულმა. მის ბელმა ისეთი
სიამოვნებით აათვალიერ-ჩაათვალიერა მეგი როგორც პატარა
გოგომ ახლად მოკაზმული თოჯინა.

1 a soupçon of rouge – ცოტა ფერუმარილი (ფრანგ.)

126
– მადმუზელი charmante 1-ია, très jolie 2, არა? – გადაჭარბებული
აღფრთოვანებით წამოიძახა ჰორტენზიამ და ტაში შემოჰკრა.
– მიდი და დაენახვე, – უთხრა მეგს მის ბელმა და იმ ოთახში
შეუძღვა, სადაც დანარჩენები ელოდნენ.
როცა მეგი გრძელი, იატაკზე მოთრეული კაბით, საყურეების
წკარუნით, კულულების რხევითა და გულის ფანცქალით
შეშრიალდა ოთახში, იგრძნო, რომ ახლა კი დაიწყო მისი
მხიარულება, რადგან სარკემ აშკარად უთხრა, ნამდვილი „პატარა
მზეთუნახავი“ ხარო. მისმა მეგობრებმაც აღფრთოვანებით
გაიმეორეს ეს ფრაზა და მეგი რამდენიმე წუთს ისე იდგა, როგორც
იგავ-არაკის ყვავი, ფარშავანგის ფრთებით რომ იწონებდა თავს,
დანარჩენები კი კაჭკაჭების გუნდივით დასჩხაოდნენ თავზე.
– ენ, სანამ მე ჩავიცვამდე, ასწავლე, როგორ მოახერხოს, რომ
კაბაში არ გაიხლართოს და როგორ იაროს ფრანგულქუსლიანი
ფეხსაცმლით, თორემ ფეხი დაუცდება. კლარა, აიღე შენი
ვერცხლისფერი პეპელა და მარცხნივ, იმ გრძელ კულულში
ჩაუბნიე, და იცოდეთ, ეს ჩემი მშვენიერი ნახელავი არავინ
წამიხდინოთ, – თქვა ბელმა და წარმატებით დიდად კმაყოფილმა,
თავისი ოთახისკენ ჩქარი ნაბიჯით გაეშურა.
– შენს თავს აღარ ჰგავხარ, მაგრამ ძალიან ლამაზი ხარ. მე შენ
გვერდით აღარაფერი ვარ. ბელს გემოვნება არ აკლია და შენ კი
მთლად ფრანგს დაემგვანე. იყოს ეგ ყვავილები ჩამოშვებული, არა
უშავს, მთავარია ისე იარო, რომ ფეხი არ დაგიცდეს, – დაარიგა
სალიმ და თან სცადა, გულთან არ მიეტანა ის ამბავი, რომ მეგი
სილამაზით სჯობდა.
მარგარეტმა ეს გაფრთხილება კარგად ჩაიბეჭდა გონებაში,
მშვიდობიანად ჩაათავა კიბე და სასტუმრო ოთახებში შეცურდა,
სადაც უკვე შეკრებილიყვნენ მოფატები და ორიოდე ადრე
მოსული ტუმარი. მალევე აღმოაჩინა, რომ ძვირფას ტანისამოსს
რაღაც ჯადო ახლავს, რომელიც გარკვეული კლასის ადამიანებს
იზიდავს და მათში პატივისცემას აღძრავს. ყმაწვილქალები,

1 charmate – მომხიბლავი (ფრანგ.)


2 très jolie — ძალიან ლამაზი (ფრანგ.)

127
რომლებიც აქამდე მეგს არ იმჩნევდნენ, ერთბაშად კეთილად
განეწყვნენ მისადმი; ყმაწვილკაცები, რომლებიც წინა
წვეულეგაზე მხოლოდ აშტერდებოდნენ, ახლა არა მარტო
უცქერდნენ, არამედ გაცნობაც ითხოვეს და ათასი სულელური,
თუმც კი საამური ქათინაური უთხრეს. ხნიერი ქალბატონები,
დივანზე რომ დაბრძანებულიყვნენ და დანარჩენ საზოგადოებას
აკრიტიკებდნენ, დაინტერესდნენ, ეს ლამაზმანი ვინ არისო. მეგმა
გაიგონა, რა უპასუხა მისის მოფატმა ერთს:
– დეიზი მარჩია... მამა პოლკოვნიკი ჰყავს... ჯარშია... ჩვენი
ერთ-ერთი უპირველესი ოჯახისშვილია, მაგრამ ბედის
უკუღმართობა... მოგეხსენებათ... ლორენსების ახლო მეგობრები
არიან; მშვენიერი არსებაა, გარწმუნებთ... ჩემი ნედი გიჟდება, ისე
მოსწონს.
– რა მითხარით! – თქვა ხნიერმა ქალბატონმა და თვალებთან
ლორნეტი მიიტანა, რომ კარგად დაეთვალიერებინა მეგი,
რომელმაც ისე დაიჭირა თავი, თითქოს ვერ გაეგონოს და არც
გაოგნებული დარჩენილიყოს მისის მოფატის ტყუილებით. ამ
„უცნაურმა გრძნობამ“ არ გაუარა, მაგრამ წარმოიდგინა, რომ
დახვეწილი ქალბატონის როლს თამაშობდა და კარგადაც
გამოსდიოდა, თუმცა კაბა ისე უჭერდა, რომ ფერდმა ჩხვლეტა
დაუწყო, შლეიფი ფეხებში ებლანდებოდა და სულ იმის შიში
ჰქონდა, საყურეები არ ჩამომვარდეს და არ დაიკარგოს ან არ
გატყდესო. კეკლუცად ათამაშებდა მარაოს და კისკისებდა
რომელიღაც ყმაწვილი ჯენტლმენის უკბილო ხუმრობებზე,
რომელიც ცდილობდა, გონებამახვილობა გამოეჩინა. უცებ
ერთბაშად მოსხიპა სიცილი და დაიბნა: მის წინ ლორი იდგა. ბიჭი
დაუფარავი გაკვირვებით შეჰყურებდა და მეგმა იფიქრა,
მკიცხავსო, რადგან იმან თავი კი დაუკრა და გაუღიმა, მაგრამ
უეშმაკო თვალებში რაღაც ისეთი დაემჩნა, რომ მეგმა ინატრა,
ნეტავი ძველი კაბა მეცვასო. ამას ისიც დაემატა, რომ შენიშნა,
როგორ წაჰკრა იდაყვი ბელმა ენს და ორივემ ჯერ მას შეხედა, მერე
– დამორცხვებულ ლორის, რომელიც, მეგის გასახარად,
ჩვეულებრივზე მეტად ჰგავდა პატარა ბიჭს და მოკრძალებული
იერი ჰქონდა.

128
„რა სულელები არიან! რად უნდათ, რომ მაინცდამაინც
ამნაირებზე დამაწყებინონ ფიქრი? არც ვიფიქრებ და არც ქცევაში
შევიტყობ“, გაიფიქრა მეგმა და შრიალ-შრიალით გაიარა ოთახი,
რომ მეგობრისთვის ხელი ჩამოერთმია.
– ძალიან გამიხარდა შენი მოსვლა. მეგონა, არ ჩამოხვიდოდი, –
უთხრა „დიდური“ იერით.
– ჯომ მოიწადინა, ჩადი და მიამბე, მეგი როგორი
შესახედავიაო, ჰოდა, მეც ჩამოვედი, – თვალმოუშორებლად
უთხრა ლორიმ და თან ოდნავ გაეღიმა მეგის „დედობრივ“ ტონზე.
– მერე, რას უამბობ? – ჰკითხა მეგმა; ერთი სული ჰქონდა გაეგო,
რა იფიქრა ლორიმ, თან კი პირველად იყო, რომ მის გვერდით
უხერხულობა იგრძნო.
– ვეტყვი, ვერ ვიცანი-მეთქი, იმიტომ, რომ დიდი მეგონე. შენს
თავს არ ჰგავხარ და, ცოტა არ იყო, მაშინებ კიდეც, – მიუგო ბიჭმა
და ხელთათმნის ღილს დაუწყო წვალება.
‒ რა სისულელეა! გოგოებმა ისე, სახალისოდ ჩამაცვეს და მეც
მომწონს. ჯოს რომ დავენახე, არ გაუკვირდებოდა? – ჩაეკითხა
მეგი; უნდოდა, უსათუოდ ეთქმევინებინა, გალამაზებული
ეჩვენებოდა თუ არა.
– კი, ალბათ გაუკვირდებოდა, ‒ სერიოზულად მიუგო ლორიმ.
– მაშ, ასეთნაირი არ მოგწონვარ? – არ მოეშვა მეგი.
– არა, – მიახალა ბიჭმა.
– რატომ? – შეშფოთდა გოგო.
ლორიმ ისეთი თვალით აუთვალიერ-ჩაუთვალიერა
დაკულულებული თმა, შიშველი მხრები და უცნაურად
მორთული კაბა, რომ მეგი ამან უფრო შეაცბუნა, ვიდრე მისმა
პასუხმა, რომელშიც ბიჭის ჩვეული თავაზიანობის ნასახიც არ
იგრძნობოდა.
– არ მიყვარს გატყლარჭულები.
ეს უკვე მეტისმეტი იყო თავისზე უმცროსი ბიჭისგან. მეგი
გაშორდა და ნაწყენმა წაილაპარაკა:
– შენზე გაუზრდელი ბიჭი თუ სადმე მენახოს!
გაღიზიანებული წავიდა და ფანჯარასთან დადგა, რომ ლოყები
გაეგრილებინა, რადგან ისეთი ვიწრო კაბა ეცვა, სახე უსიამოვნოდ

129
უვარვარებდა. სანამ იქ იდგა, მაიორმა ლინკოლმა ჩაუარა. წამიც
და გაიგონა, რა უთხრა მაიორმა დედას:
– იმ პატარა გოგოს ასულელებენ. მინდოდა,
შეგეთვალიერებინა, მაგრამ სულ მთლად წაახდინეს. ამ საღამოს
ტიკინაა და მეტი არაფერი.
„ღმერთო!“, ამოიოხრა მეგმა, „ჭკუა რომ მეხმარა და ჩემი კაბა
ჩამეცვა, არც არავის შევეზიზღებოდი და არც ჩემი თავისა
შემრცხვებოდა“.
ფანჯრის გრილ მინას მიაყრდნო შუბლი და ასე იდგა,
ფარდებში ნახევრად შემალული, არაფრად აგდებდა, რომ მისი
საყვარელი ვალსი დაიწყო, სანამ ვიღაც არ შეეხო. მოტრიალდა და
ლორი დაინახა. ბიჭი აშკარად ნანობდა, რომ წეღან აწყენინა.
მოხდენილად დაუკრა თავი და ხელი გაუწოდა:
– მაპატიე უხეშობა და წამოდი, ვიცეკვოთ.
– მე მგონი, დიდად არ გესიამოვნება, – ამაოდ შეეცადა მეგი,
ნაწყენი იერი მიეღო.
– რას ამბობ! ერთი სული მაქვს, გეცეკვო. წამოდი, კარგად
მოვიქცევი. შენი კაბა არ მომწონს, მაგრამ შენ თვითონ მშვენიერი
ხარ, – და ისე გაასავსავა ხელები, თითქოს აღტაცების
გამოსათქმელად სიტყვები არ ჰყოფნისო.
მეგს გაეღიმა, მოლბა და სანამ იდგნენ და ცეკვის დასაწყებად
შესაფერის მომენტს ელოდნენ, წასჩურჩულა:
‒ ფრთხილად, კაბაზე ფეხი არ დამადგა. სიცოცხლე გამიმწარა.
შტერი ვარ: რამ ჩამაცვა!
– შლეიფი ყელზე შემოიხვიე და რამეში მაინც გამოგადგება, –
უთხრა ლორიმ და აშკარად მოწონებით დახედა პაწია, ცისფერ
ფეხსაცმელებზე.
მსუბუქად და მოხდენილად დატრიალდნენ, რადგან შინ
ბევრჯერ ეცეკვათ ერთად, კარგად იყვნენ შეწყობილები და ახლა
არაფერი სჯობდა ამ მხიარული, ხალისიანად მოტრიალე ორი
ახალგაზრდის ყურებას, რომლებიც იმ პატარა შელაპარაკების
შემდეგ წინანდელზე უფრო ახლო მეგობრებად გრძნობდნენ
თავს,
– ლორი, ერთი სათხოვარი მაქვს და უარი არ მითხრა, კარგი? –

130
უთხრა მეგმა, როცა ბიჭი გაჩერდა და გულამოვარდნილს მარაო
დაუნიავა. მეგს მალე ამოუვარდა გული, თუმცა არასგზით არ
გამოტყდებოდა, რატომ.
– კი, ბატონო! – უკან არ დაიხია ლორიმ.
– გეხვენები, ჩვენებს ამ კაბის ამბავს ნუ ეტყვი. ვერ მიხვდებიან,
რომ ხუმრობა იყო და დედა ინერვიულებს.
„მაშ, რატომღა ჩაიცვი?“ ისე მეტყველად თქვეს ლორის
თვალებმა, რომ მეგმა აჩქარებით დაუმატა:
– მე ვუამბობ და დედას გამოვუტყდები, რა სისულელეც ვქენი,
ოღონდ მირჩევნია, მე თვითონ ვთქვა. შენ ნუ ეტყვი, კარგი?
– ღმერთმანი, არ ვეტყვი, მაგრამ როცა მკითხავენ, რა ვთქვა?
– უბრალოდ, თქვი, კარგად გამოიყურებოდა და კარგ დროს
ატარებდა-თქო.
– პირველს სულითა და გულით ვიტყვი, მაგრამ მეორე? შენი
შემხედვარე არ იფიქრებს, კარგ დროს ატარებსო. ეგრეა? – და
ლორიმ ისეთნაირად შეხედა, რომ მეგმა ჩურჩულით უპასუხა:
– ახლა მართლა ეგრეა. არ გეგონოს, რომ საშინელი ვინმე ვარ.
უბრალოდ, ვიფიქრე, ცოტას გავერთობი-მეთქი, მაგრამ უკვე
ვხედავ, რომ ამნაირი გართობა დიდად არ მახარებს. ის კი არა,
მღლის კიდევაც.
– ნედ მოფატი მოდის. რა უნდა? – იკითხა ლორიმ და ისე შეკრა
შავი წარბები თითქოს ახალგაზრდა მასპინძელი მეჯლისის
სასიამოვნო დამატებად არ ეჩვენებაო.
– სამ ცეკვაზე ჩაეწერა და ალბათ, ახლა მისაპატიჟებლად
მოდის. რა მოსაწყენია! – შეღონებული იერი მიიღო მეგმა და ამ
ვითომ შეღონებულობამ ლორი ძალიან გაახალისა.
ვახშმამდე აღარ დალაპარაკებია, სანამ არ დაინახა, რომ მეგი
შამპანურს სვამდა ნედსა და მის მეგობარ ფიშერთან ერთად,
რომლებზეც გაიფიქრა, ორივე ბრიყვივით იქცევაო, რაკი მიაჩნდა,
რომ უფლება ჰქონდა, ძმასავით ეპატრონა მარჩების
ქალიშვილებისთვის და თუკი დამცველი დასჭირდებოდათ,
ბრძოლაშიც გადაშვებულიყო.
– ბევრს თუ დალევ, ხვალ დილით თავი გაგისკდება. მე რომ
ვიყო, არ დავლევდი, მეგ. ხომ იცი, დედაშენსაც არ მოეწონება, –

131
წასჩურჩულა მის სკამზე გადახრილმა, როცა ნედი შეტრიალდა
გოგოსთვის ჭიქის შესავსებად, ხოლო ფიშერი მისი მარაოს
ასაღებად დაიხარა.
– ამ საღამოს მეგი კი არა, თოჯინა ვარ, რომელიც ათას სიგიჟეს
სჩადის. ხვალ მოვიშორებ ამ ჩემს „გატყლარჭულობას“ და ისევ
უკიდეგანოდ კარგი გავხდები, – არაბუნებრივი სიცილით მიუგო
მეგმა.
– ნეტავი უკვე ხვალინდელი დღე იყოს, – წაიდუდუნა ლორიმ
და მოშორდა უკმაყოფილო იმ ცვლილებით, რაც მასში დაინახა.
მეგი დანარჩენი გოგონებივით ცეკვავდა და კეკლუცობდა,
მასლაათობდა და ხითხითებდა. ნავახშმევს საშინელი
შეცდომებით ალაპარაკდა გერმანულად. გრძელი შლეიფით
ლამის გადააყირავა პარტრნიორი და ისე ხმაურობდა, რომ ლორი
წყრომით უყურებდა და ფიქრობდა, ერთ კარგ ლექციას
წავუკითხავო, მაგრამ ლექციის წაკითხვა ვერ მოუხერხდა,
რადგან მეგი ყოველნაირად თავს არიდებდა, სანამ ბოლოს ბიჭი
გამოსამშვიდობებლად არ მივიდა.
არ დაგავიწყდეს! – უთხრა მეგმა და ძალისძალად გაუღიმა,
რადგან თავი უკვე უსკდებოდა.
– Silence à la mort 1! მელოდრამატულად მიუგო ლორიმ და
წავიდა.
ამ პატარა სცენამ ენს ცნობისმოყვარეობა აღუძრა, მაგრამ
დაქანცულ მეგს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და პირდაპირ დაწვა.
ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ მასკარადზე იყო, მაგრამ ისე ვერ
გაერთო, როგორც მოელოდა. მეორე დღეს თავს უქეიფოდ
გრძნობდა, შაბათს კი, ორკვირიანი „მხიარულებით“ გაწამებული,
შინ გაემგზავრა იმ განცდით, რომ საკმარისად იცხოვრა
„ფუფუნებაში“.
– რა კარგია, როცა მშვიდად ხარ და მუდამ ისე არ უნდა
გეჭიროს თავი, როგორც სტუმრად. ჩვენი სახლი მშვენიერია, რა
ვუყოთ, თუ ბრწყინვალებით ვერ დაიკვეხნის, – ნეტარად თქვა
მეგმა, როცა კვირა საღამოს ბუხარს მიუჯდა დედასთან და

1 Silence à la mort – დუმილი სიკვდილამდე! (ფრანგ.)

132
ჯოსთან ერთად.
– მიხარია, მაგას რომ ამბობ, ჩემო კარგო. მეშინოდა, ვაითუ იმ
ლამაზი ოთახებიდან დაბრუნებულს სახლი მოსაწყენი და
ღარიბული მოგჩვენებოდა, – მიუგო მისის მარჩმა, რომელიც
მთელი ის დღე მღელვარედ აკვირდებოდა მეგს. დედის თვალი
ხომ სწრაფად ამჩნევს ცვლილებას შვილის სახეზე.
მეგმა ჩამოსვლისთანავე მხიარულად უამბო თავისი
თავგადასავლები და სულ იმეორებდა, რა მშვენიერი დრო
გავატარეო, მაგრამ თან თითქოს რაღაც ამძიმებდა. როცა
უმცროსები დასაძინებლად წავიდნენ, ისევ ბუხართან იჯდა,
დაფიქრებული შესცქეროდა ცეცხლს და შეწუხებული ჩანდა.
ცხრამ რომ ჩამოჰკრა და ჯომ თქვა, მოდი დავწვეთო, მეგი
ერთბაშად წამოდგა სკამიდან, ბეთის ტაბურეტზე ჩამოჯდა,
დედას იდაყვებით დაეყრდნო მუხლზე და ვაჟკაცურად თქვა:
– დე, უნდა გამოვტყდე.
– ასეც ვფიქრობდი. რა იყო, ჩემო კარგო?
– მე წავიდე? – ფრთხილად იკითხა ჯომ.
– სად უნდა წახვიდე?! ისედაც ყველაფერს არ გეუბნები?
პატარებთან შემრცხვა თქმა, თქვენ კი მინდა იცოდეთ, რა
სამარცხვინოდ ვიქცეოდი მოფატებთან.
– მზადა ვართ, – ღიმილით თქვა მისის მარჩმა, თუმც კი ცოტა
შეშფოთება დაეტყო.
– ხომ გითხარით, ჩამაცვეს-მეთქი, მაგრამ ის არ მითქვამს, რომ
პუდრი წამისვეს, კორსეტში გამომკრეს და ისე დამაკულულეს,
მოდების ჟურნალის ილუსტრაციას ვგავდი. ლორის აზრით,
უწესოდ მეცვა. თქმით არ უთქვამს, მაგრამ ვიცი, რაც იფიქრა.
ერთმა კაცმა კი ჩემზე თქვა, „ტიკინააო“. ვიცი, სისულელე იყო,
მაგრამ ყველანი მეპირფერებოდნენ, მეუბნებოდნენ,
მზეთუნახავი ხარო და კიდევ ათას უაზრობას, ჰოდა მეც ასე
გავასულელებინე თავი.
– სულ ეგ არის? – ჰკითხა ჯომ, მისის მარჩი კი უხმოდ
დააცქერდა თავისი კოხტა ქალიშვილის სევდიან სახეს. გულმა არ
მისცა, პატარ-პატარა უგუნურებისთვის დაეტუქსა.
– არა, შამპანურიც დავლიე, ვიხმაურე და ვიკეკლუცე, ეს

133
ყველაფერი ერთად საზიზღრობა იყო, – დანანებით თქვა მეგმა.
– მგონი, კიდევ რაღაც უნდა იყოს, – და მისის მარჩი ნაზ
ლოყაზე მიეფერა, რომელიც ერთბაშად ავარდისფრდა და მეგმა
ნელა დაიწყო:
– ჰო. დიდი სისულელეა, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ,
იმიტომ რომ არ მსიამოვნებს, როცა ხალხი ამნაირებს ამბობს
ჩვენზე და ლორიზე.
და უამბო ის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჭორაობა, მოფატებთან რომ
მოჰკრა ყური. სანამ ის ლაპარაკობდა, ჯომ დაინახა, რა მაგრად
მოკუმა ტუჩები დედამ, თითქოს არ სიამოვნებდა, რომ მეგს ასეთი
აზრები ჩაუნერგეს უმანკო გონებაში.
– მაგაზე დიდი სიტუტუცე არ გამიგონია! – ცეცხლი მოიდო
რატომ არ ეტაკე და იქვე არ უთხარი, სიტუტუცეაო?
– ისე ავირიე, ვერ მოვახერხე. თავიდან უნებურად მივუგდე
ყური, მერე კი ისე გავბრაზდი და ისე შემრცხვა, აღარც კი
მახსოვდა, რომ იქაურობას უნდა გავცლოდი.
– დამაცა ერთი, ვნახავ ენ მოფატს და გაჩვენებ, როგორც უნდა
გამოხვიდე ასეთი უაზრო მდგომარეობიდან. წარმოგიდგენიათ:
თურმე „გეგმები“ გვაქვს და იმიტომ ვექცევით ლორის კარგად,
რომ მდიდარია და შეიძლება ბოლოს ცოლად შეგვირთოს! ნახავ,
როგორ გაგიჟდება, როცა მოვახსენებ, რა სისულელეს
ჭარტალებენ ჩვენზე, საწყალ ბავშვებზე! – და ჯოს გაეცინა,
თითქოს დაფიქრდა და ეს ამბავი მშვენიერ ხუმრობად ეჩვენაო.
– ეგ რომ ლორის უთხრა, ჩემს დღეში არ გაპატიებ! ხომ არ უნდა
უთხრას, არა, დე? – გუნება წაუხდა მეგს.
– არა, ეგ სულელური ჭორები აღარ გაიმეორო და, რაც
შეიძლება, მალე დაივიწყე, – დინჯად უთხრა მისის მარჩმა, –
დიდი დაუფიქრებლობა იყო ჩემი მხრივ, იმ ხალხთან რომ
გაგიშვი, ვისაც კარგად არ ვიცნობ. ვაღიარებ, კეთილები არიან,
მაგრამ ამავე დროს ქარაფშუტები, ცუდად აღზრდილები და
ახალგაზრდების ურთიერთობის თაობაზეც ასეთი უხამსი
აზრები მოსდით. სიტყვები არ მყოფნის, ძალიან მაწუხებს, მეგ,
რომ ამ სტუმრობამ შეიძლება რამე დაგიშავა.
– ნუ დარდობ, დე, არაფერსაც არ დავაშავებინებ. ცუდს

134
დავივიწყებ და მხოლოდ კარგი მეხსომება: მართლა მშვენივრად
გავერთე და დიდი მადლობელი ვარ, რომ გამიშვი. არც მტირალა
გავხდები და არც უკმაყოფილო. ვიცი, ჯერ პატარა, სულელი
გოგო ვარ და შენთან დავრჩები, სანამ თავის მიხედვას არ
მოვახერხებ... ისე კი, მაინც კარგია, როცა გაქებენ და შენით
აღტაცებულები არიან. რა ვქნა, ვერ დავმალავ, რომ მომწონს –
დარცხვენით გამოტყდა ბოლოს მეგი.
– ეგ სრულიად ბუნებრივია და მაგით არაფერი დაშავდება
თუკი ჟინად არ გადაიქცა და სულელური, გოგონასთვის
შეუფერებელი საქციელისკენ არ გიბიძგა. ისწავლე: ის ქება უნდა
გამოიცნო და დააფასო, რომელიც მოსმენად ღირს და
თავდაჭერილობითაც ისევე გამოიწვიო კარგი ხალხის აღტაცება,
როგორც სილამაზით.
მარგარეტი ერთ წუთს ჩაფიქრებული იჯდა, ჯოს კი ხელები
ზურგს უკან წაეღო და დაინტერესებული და ცოტა დაბნეული
იდგა, რადგან მისთვის სიახლე იყო იმის დანახვა, რომ მეგი
წითლდებოდა და აღტაცებაზე, თაყვანისმცემლებზე და
მისთანებზე ლაპარაკობდა. ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ იმ ორ
კვირაში მისი და საკვირველად გაიზარდა, დაშორდა და ახალ
სამყაროში შეაბიჯა, სადაც ჯო ვერ შეჰყვებოდა.
– დე, მისის მოფატმა რომ თქვა, „გეგმებიო“, მართლა გაქვს ეგ
გეგმები? – მორცხვად ჰკითხა მეგმა.
– დიახაც, ჩემო კარგო, გეგმების მეტი რა მაქვს! რომელ დედას
არა აქვს გეგმები, მაგრამ ეჭვი მაქვს, ჩემი გეგმები ცოტა
სხვაგვარია, ვიდრე მისის მოფატისა. აი, გაგიმხელ ზოგიერთს,
რადგან დადგა დრო, როცა კარგმა სიტყვამ შეიძლება სწორი გეზი
უჩვენოს შენს მეოცნებე გონებასა და გულს ამ ძალზე სერიოზულ
საკითხში. ახალგაზრდა ხარ, მეგ, მაგრამ არც ისე, რომ ვერ გამიგო,
ხოლო დედის ბაგეები ყველაზე შესაფერისია საიმისოდ, რომ ამ
თემებზე ელაპარაკოს შენნაირ გოგონას. ჯო, ალბათ შენი დროც
მოვა, ამიტომ შენც მოისმინე ჩემი „გეგმები“ და თუ ჭკუაში
დაგიჯდა, განხორციელებაში მომეხმარე.
ჯო მივიდა და სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა ისეთი
იერით, თითქოს ფიქრობდა, რაღაც უაღრესად სერიოზულ საქმეს

135
ერთად უნდა შევერკინოთო. მისის მარჩმა შვილებს ხელი
ჩაჰკიდა, ფიქრიანად შეუთვალიერა ნორჩი სახეები, და დინჯად,
იმავდროულად კი, ხალისით დაიწყო:
– მინდა, ლამაზი, განათლებული და კეთილი ქალიშვილები
მყავდეს, ყველას თვალში აღტაცების ღირსი, ყველასთვის
შესაყვარებელი და პატივსაცემი. მინდა, ბედნიერი ახალგაზდობა
ჰქონდეთ, კარგად და გონივრულად გათხოვდნენ, სასარგებლო
და სასიამოვნო ცხოვრებით იცხოვრონ – იმ პატარ-პატარა
სადარდებლებითა და საზრუნავებითურთ, რასაც ღმერთი
საჭიროდ ჩათვლის და მოუვლენს. იმაზე უკეთესი და საამური რა
შეიძლება მოხდეს ქალის ცხოვრებაში, რომ კარგ კაცს შეუყვარდეს
და აირჩიოს. მეც მთელი გულით ვიმედოვნებ, ჩემი გოგონები
გამოსცდიან ამ ბედნიერებას. ბუნებრივია ამაზე ფიქრი, მეგ,
მართებულია ამის მოლოდინი და ჭკვიანურია ამისთვის
მზადება, რათა როდესაც დადგება ეს მშვენიერი დრო, იგრძნო,
რომ მზად ხარ ახალი მოვალეობებისთვის და სიხარულის ღირსი
ხარ. ჩემო კარგებო, დიახაც, თქვენი ბედნიერების მოსურნე ვარ,
მაგრამ არ მინდა, უგუნურად გადაეშვათ საზოგადოებაში და
მხოლოდ იმიტომ გაჰყვეთ მდიდრებს, რომ მდიდრები არიან ან
დიდებული სახლები აქვთ, რომელსაც მშობლიურ სახლს ვერ
დაარქმევ, რადგან სიყვარული აკლია. ფული აუცილებელია და
ძვირფასი, და როცა სწორად იყენებ, შეიძლება კეთილშობილური
რამაც იყოს, მაგრამ არ მინდა გეგონოთ, რომ ეს არის ის
უმთავრესი და ერთადერთი მიზანი, რისკენაც უნდა
ისწრაფოდეთ. მირჩევნია, ღარიბი კაცების ცოლებად გნახოთ,
თუკი ბედნიერები და კმაყოფილები იქნებით და ქმრებს
ეყვარებით, ვიდრე დედოფლები გახდეთ და ტახტზე ისხდეთ,
მაგრამ არც ღირსება გაგაჩნდეთ და არც სიმშვიდე.
– ბელი ამბობს, ღარიბი გოგონები ვერაფერსაც ვერ მიაღწევენ,
თუ როგორმე ყურადღება არ მიიქციესო, – ამოიხვნეშა მეგმა.
– მაშ, შინაბერები დავრჩენილვართ და ეგ არის, – ვაჟკაცურად
თქვა ჯომ.
– მართალია, ჯო. ჯობს ბედნიერი შინაბერა იყო, ვიდრე
უბედური ცოლი ანდა უწესო, ქმრის ძებნას გადაყოლილი გოგო,

136
– გადაჭრით თქვა მისის მარჩმა, – არ დაღონდე, მეგ: სიღარიბე
იშვიათად აშინებს ნამდვილ შეყვარებულს. ზოგიერთი ჩემი
ნაცნობი ქალი, საუკეთესო და ყველასთვის პატივსაცემი ღარიბი
გოგო იყო, მაგრამ იმდენად ღირსი სიყვარულისა, რომ შინაბერად
არავინ დატოვა. დროს მიანდეთ ეს ამბები, მანამ კი ბედნიერ
სამყოფელად აქციეთ ეს სახლი, რათა მზად იყოთ თქვენი
საკუთარი სახლის მისახედად, თუკი შემოგთავაზებენ, და თუ
არა, აქაც კმაყოფილებმა იცხოვროთ. ერთი გახსოვდეთ,
გოგონებო: დედა მუდამ მზად არის, თქვენი მესაიდუმლე იყოს,
მამა კი – თქვენი მეგობარი, ორივეს თქვენი იმედი გვაქვს და
გვჯერა, რომ გინდ გათხოვდეთ და გინდ არა, საამაყოდ და
სანუგეშოდ გვეყოლებით.
– გეყოლებით, დე, გეყოლებით! – სულითა და გულით
შეჰპირდა ორივე და დედამაც ღამე მშვიდობისა უსურვა.

137
თავი მეათე

პიკვიკის კლუბი 1 და საფოსტო ყუთი

გაზაფხული ძალაში შევიდა და თან მოიტანა ახალ-ახალი


გასართობები, ხოლო რაკი დღემ უფრო და უფრო იმატა, დროც
მეტი გამოჩნდა სხვადასხვა საქმისა თუ თამაშისთვის. ბაღსაც
მიხედვა უნდოდა, სადაც თითოეულ დას თავ-თავისი ბაღჩა
ჰქონდა და შეეძლო ის დაერგო, რაც მოეხასიათებოდა. ჰანა
იტყოდა ხოლმე, „ჩინეთში რო გადააფრინონ ეს ბახჩები, იქაც კი
გამოვიცნობ, რომელი რომლისააო“. და კიდევაც გამოიცნობდა,
რადგან გოგონები გემოვნებითაც ისე განსხვავდებოდნენ
ერთმანეთისგან, როგორც გარეგნობით. მეგის ბაღჩაში ვარდები
და ჰელიოტროპები, მირტი და ნარინჯის მომცრო ხე
იზრდებოდა. ჯოს ყვავილნარი ყოველ წელს სხვადასხვანაირი
იყო, რადგან ექსპერიმენტები უყვარდა. ამჯერად იქაურობას
მზესუმზირის პლანტაციად გადაქცევა ეწერა. ამ მხიარულ,
ცისკენ მსწრაფ მცენარეს კრუხი კოკო და მისი წიწილები უნდა
დაეპურებინა. ბეთი ძველმოდურ, სურნელოვან ყვავილებს
ზრდიდა – ბაღის არჯაკელსა და რეზედას, დეზურას, მიხაკს,

1 პიკვიკის კლუბი – ჩარლზ დიკენსის რომანი „პიკვიკის კლუბის სიკვდილ-


შემდგომი ჩანაწერები“, რომლის პერსონაჟები არიან კლუბის დამაარსებელი –
სემუელ პიკვიკი (ახირებული, სასაცილო, მიამიტი ჯენტლმენი), კლუბის
წევრები, პიკვიკელები – ნათანიელ უინკლი (სპორტსმენი), ავგუსტუს
სნოდგრასი (ვითომ პოეტი), ტრეისი ტაპმენი (მსუქანი, ხნიერი რომანტიკოსი),
და პინკვიკის მსახური, სემ უელერი (ბატონისგან განსხვავებით – საზრიანი,
მარჯვე და მოხერხებული ყმაწვილი). რომანი მოგვითხობს მათ მხიარულ და
ფათერაკიან მოგზაურობას XIX საუკუნის ინგლისში.

138
იაჟუჟუნასა და აბზინდას; ჩიტებისთვის ჟუნჟრუკი ჰქონდა,
ფისოებისთვის კი – კატაპიტნა. ემის ბაღჩაში ტალავერი იყო
გამართული, ერთი ბეწო, მოცუცქნული, მაგრამ ძალიან ლამაზი,
ცხრატყავათი და აბილილით დაფარული, რომლებსაც ყოველი
მხრიდან ჩამოეკონწიალებინათ ფერადი ულვაშები, ზანზალაკები
თუ კოხტა გირლანდები. დარგული ჰქონდა მაღალი, თეთრი
შროშანები, ნაზი გვიმრა და ყველა ის ნაირფერი, თვალწარმტაცი
მცენარე, რომელიც კი თანახმა იყო, იქ ეყვავილა.
დარში ბაღს უვლიდნენ, სეირნობდნენ, მდინარეში ნავით
დაცურავდნენ და მინდორში ყვავილებს კრეფდნენ, წვიმიან
დღეებში კი სახლში პოულობდნენ გასართობს – ძველსა თუ
ახალს, თუმც ყველას მეტ-ნაკლებად გამორჩეულს. ერთი იმ
გასართობთაგანი იყო „პიკვიკის კლუბი“: იმხანად მოდაში
შემოვიდა ყოველნაირი საიდუმლო საზოგადოებები, ამიტომ
ამათაც უეჭველად უნდა ჰქონოდათ. ჰოდა, რაკი დიკენსს
ეთაყვანებოდნენ, ადგნენ და „პიკვიკის კლუბი“ დაირქვეს.
კლუბს, მცირე შესვენებებით, მთელი წელი იყო, რაც
ამუშავებდნენ და შაბათობით, მოსაღამოვდებოდა თუ არა, დიდ
სხვენში მართავდნენ სხდომებს. ამ შემთხვევებისთვის შემდგომი
ცერემონიები ჰქონდათ დაწესებული: სამ სკამს მიუდგამდნენ
ლამპით განათებულ მაგიდას, რომელზეც ელაგა თეთრი
ფურცლებისგან გამოჭრილი ოთხი ემბლემა (ზედ სხვადასხვა
ფერის ასოებით ეწერა „პ.კ.“) და ყოველკვირეული გაზეთი,
სახელად „პიკვიკის ფურცელი“, სადაც ოთხივე და
თანამშრომლობდა, რედაქტორად ჯო ჰყავდათ, ვისაც მელანსა და
კალამს არაფერი ერჩია. შვიდ საათზე ყველანი ადიოდნენ
კლუბის ოთახში, ემბლემებს ლენტებით მიიმაგრებდნენ თავზე
და დიდი ამბით მიუსხდებოდნენ მაგიდას. მეგი, როგორც
ყველაზე უფროსი, სემუელ პიკვიკი გახლდათ, ჯო –
ლიტერატურული მიდრეკილებების გამო – ავგუსტუს
სნოდგრასი, ბეთი, რაკი პუტკუნა და ვარდისფერი იყო, ტრეისი
ტაპმენი ბრძანდებოდა, ხოლო ემი, რომელიც მუდამ იმის
გაკეთებას ცდილობდა, რაც არ შეეძლო – ნათანიელ უინკლი.
კლუბის პრეზიდენტი, პიკვიკი, გაზეთს წაიკითხავდა, სავსეს

139
მათივე შეთხზული მოთხრობებით, ლექსებით, შინაური ახალი
ამბებით, სასაცილო განცხადებებითა და მხიარული რჩევებით,
რომლებიც კეთილი ხუმრობა იყო ერთიმეორის ნაკლოვანებებსა
და შეცდომებზე. ერთხელაც, მორიგ სხდომაზე, მისტერ პიკვიკმა
დაიკოსა უმინო სათვალე, მსუბუქად ააკაკუნა თითები მაგიდაზე,
ჩაახველა და მკაცრად მიაცქერდა მისტერ სნოდგრასს, რომელიც
სკამს გადასწოლოდა, უკანა ფეხებზე შეეყენებინა და ქანაობდა.
მანამ შესცქეროდა, სანამ სნოდგრასმა კეთილი არ ინება და
წესიერად არ დაჯდა, მერე კი კითხვას შეუდგა:

„პიკვიკის ფურცელი“
18.. წლის 20 მაისი
პოეტის კუთხე

საიუბილეო ოდა

კვლავ შევიყარეთ პიკვიკის ჰოლში


და მოლოდინით ვღელავთ:
ორმოცდაათი წლის იუბილე
უნდა აღვნიშნოთ ერთად.

დღემდე არავინ გამოგვკლებია,


სრულიად ბანდა აქ ვართ,
ღიმილით ვხვდებით ნაცნობ სახეებს,
ყველას ხელს ვართმევთ მაგრად.

ჩვენი პიკვიკი, პატივცემული,


ცხვირზე სათვალეს ირგებს,
გაზეთს გვიკითხავს და კვირის ამბებს
იმ გაზეთიდან ვიგებთ.

გაცივებულა, ხმა ჩახლეჩია,


მაინც დავუგდოთ ყური!

140
ბრძნული სიტყვები ბრძნულადვე რჩება,
თუნდ ხმაჩახლეჩით თქმული.

სნოდგრასი – კაკლის საბერტყი ჯოხი –


დადის სპილოსებრ ნელა,
გაბრწყინებია შავტუხა სახე,
ნაზად დაგვღიმის ყველას.

მის შავ თვალებში პოეზიის ალს


ყველა შენიშნავს მყისვე,
აღბეჭდილი აქვს მიზანი შუბლზე
და მურის ლაქა – ცხვირზე.

ღაჟღაჟა ტაპმენს, წყნარს და ფუმფულას,


აბა, რად უნდა ქება!
საკმარისია ვინმემ იხუმროს –
იქვე სიცილით კვდება.

თავდაჭერილი პატარა უინკლი,


წესების მცოდნე დიდად,
კარგ ყოფაქცევას ასწავლის ყველას
თვითონ კი... პირს არ იბანს.

გავიდა წელი, ჩვენ კვლავ ვკითხულობთ,


ვხუმრობთ მრავლისგან მრავალს,
ლიტერატურის ბილიკს მივყვებით,
დიდებისაკენ სავალს.

დე, იმუშაოს კვლავ ჩვენმა კლუბმა,


არ აეყაროს ფუძე,
ზეცამ წყალობა ნუ მოუშალოს
გაზეთ „პიკვიკის ფურცელს“.
ა. სნოდგრასი

141
საქორწილო მასკარადი
(ვენეციური ისტორია)

გონდოლა გონდოლაზე მიილტვოდა მარმარილოს კიბისკენ,


რათა მშვენიერი ტვირთი შეემატებინა იმ ბრწყინვალე
შეკრებისთვის, რომელიც გრაფ ადელონის დიდებული სასახლის
დარბაზებში ირეოდა. ხალისიანი ცეკვა-თამაში გაემართათ
რაინდებსა და ბანოვანებს, ელფებსა და პაჟებს, ბერებსა და
მეყვავილე გოგონებს. ტკბილ ხმებსა და დიდებულ მელოდიას
აევსო ჰაერი, და ასე მხიარულად, მუსიკის თანხლებით
გრძელდებოდა მასკარადი.
– თქვენმა უმაღლესობამ იხილა დღეს ლედი ვიოლა? – ჰკითხა
თავაზიანმა ტრუბადურმა ფერიათა დედოფალს, რომელიც
მკლავზე დაჰყრდნობოდა და ნება-ნება მიცურავდა დარბაზში.
– დიახ. რა ლამაზია, არა? თუმც სევდით სავსე! კაბაც კარგად
შეურჩევია, რადგან ერთ კვირაში ცოლად მიჰყვება გრაფ
ანტონიოს, რომელიც სულითა და გულით სძულს.
– ღმერთმანი, მშურს გრაფისა. აგერ, აქეთ მოემართება.
სასიძოდ გამოწყობილა, თუ შავ ნიღაბს არ ჩავთვლით. აი,
მოიხსნის ნიღაბს და დავინახავთ, როგორ მიაპყრობს თვალს
მშვენიერ ასულს, ვისი გულიც ვერას დიდებით ვერ მოინადირა,
თუმც ხელი კი ებოძა მისი სასტიკი მამისგან, – მიუგო
ტრუბადურმა.
– ხმები დადის, გოგონა ჭაბუკ ინგლისელ ფერმწერს ეტრფისო,
რომელიც კვალდაკვალ დასდევს და რომელიც მოხუცებულ
გრაფს ეზიზღება, – დაუმატა ბანოვანმა, როცა მოცეკვავეებს
შეუერთდნენ.
მხიარულებამ მწვერვალს მიაღწია, როცა მღვდელი გამოჩნდა,
იისფერი ხავერდის ფარდაჩამოფარებულ ნიშაში შეიყვანა
ახალგაზრდა წყვილი და ანიშნა, დაიჩოქეთო. მხიარულ
თავყრილობაში წამსვე დუმილი გამეფდა, ჩქამი არ ისმოდა,
შადრევნების ჩუხჩუხისა და მთვარის ნათელში მთვლემარე
ფორთოხლის ბაღის შრიალის გარდა, როცა გრაფმა ადელონმა
ბრძანა:

142
– ქალბატონებო და ბატონებო, მომიტევეთ მცირე ფანდი,
რომლის მეოხებითაც აქ შეგყარეთ, რათა ჩემი ასულის
ჯვრისწერას დასწრებოდით. მამაო, შეუდექით, გელით.
ყველამ ახალგაზრდა წყვილს მიაპყრო თვალი და
შეკრებილებს განცვიფრების ჩურჩულმა გადაუარა, რადგან
ნიღაბი არც პატარძალს მოუხსნია და არც ნეფეს. ყველას
ცნობისმოყვარეობით აუძგერდა გული, მაგრამ პატივი დასდეს
მღვდელს და ენაშებორკილები იდგნენ, სანამ წმინდა წეს-
ჩვეულება არ აღსრულდა. მერე კი მოუთმენელი მაყურებლები
გრაფს შემოეხვივნენ და ახსნა-განმარტება მოითხოვეს.
– ახსნა-განმარტებას არ დაგზარდებოდით, რომ ძალმიძდეს,
მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ეს გახლდათ ჩემი მორცხვი ვიოლას
ახირება და მეც დავემორჩილე. ახლა კი, შვილნო ჩემნო, თამაში
დასრულებულია. აიხადეთ ნიღბები და მიიღეთ ჩემი ლოცვა-
კურთხევა.
მაგრამ მუხლი არავის მოუყრია, რადგან ჭაბუკი ნეფის პასუხმა
მსმენელები გააოგნა: ნიღაბი დავარდა და გამოჩნდა
კეთილშობილი სახე ფერდინანდ დევეროსი, ვიოლას ფერმწერი
თაყვანისმცემლისა, ვისაც ინგლისელი გრაფის ვარსკვლავით
დამშვენებულ მკერდზე მიჰყრდნობოდა მშვენიერი ვიოლა,
სიხარულითა და სილამაზით გასხივოსნებული.
– ჩემო ბატონო, თქვენ დაცინვით მიბრძანეთ, რომ მხოლოდ
მაშინ მექნებოდა უფლება, მეთხოვა თქვენი ასულის ხელი, როცა
შევძლებდი გრაფ ანტონიოს სადარი წარჩინებული გვარითა და
დიდი ქონებით დამეკვეხნა. მე სატრაბახო მეტიც მაქვს: თქვენი
პატივმოყვარე სულიც კი ვერ ეტყვის უარს გრაფ დევერო დე ვერს,
რომელიც თავის ძველთაძველ გვარსა და უზომო ქონებას იძლევა
ამ მშვენიერი ბანოვანის, აწ უკვე ჩემი თანამეცხედრის ხელის
სანაცვლოდ.
გრაფი გაქვავებული იდგა, ხოლო ფერდინანდი მიუბრუნდა
დაბნეულ ხალხს და გამარჯვებულის ღიმილით დაუმატა:
– თქვენ კი, ჩემო კეთილო მეგობრებო, გისურვებთ, თქვენი
ტრფიალიც ისე ბედნიერად დაგვირგვინებულიყოს, როგორც
ჩემი და თქვენც ისეთი მზეთუნახავი პატარძლები

143
გღირსებოდეთ, როგორიც მე მერგო ამ საქორწილო მასკარადის
წყალობით.
ს. პიკვიკი

რით ჰგავს პიკვიკის კლუბი ბაბილონის გოდოლს?


იმით, რომ ლაქლაქა წევრებით არის სავსე.

გოგრის ამბავი

ერთხელაც ერთმა გლეხმა ბოსტანში პატარა თესლი ჩათესა.


გავიდა ხანი, თესლი გაღივდა და ხვიარა ღეროდ გადაიქცა. იმ
ღერომ კი ბლომად გოგრები დაისხა. ერთ დღეს, ოქტომბერში,
როცა გოგრები დამწიფდა, გლეხმა მოწყვიტა ერთი და ბაზარში
წაიღო. იქ მემწვანილემ იყიდა და თავის დუქანში დადო. იმ
დილითვე ერთი ყავისფერქუდიანი და ლურჯკაბიანი,
მრგვალსახიანი და ცხვირპაჭუა გოგო მივიდა და ის გოგრა დედას
უყიდა. მოიტანა შინ, დაჭრა და დიდ ქვაბში მოხარშა, მერე
ნაწილი სადილისთვის დაჭყლიტა და მარილითა და კარაქით
შეანელა. დარჩენილ გოგრას დაუმატა ერთი პინტი 1 რძე, ორი
კვერცხი, ოთხი კოვზი შაქარი, ცოტა მუსკატის კაკალი და ცოტა
ორცხობილა, ჩადო ღრმა ტაფაში და მანამ აცხო, სანამ არ
დაიბრაწა და არ გალამაზდა. მეორე დღეს კი იმ გოგრას ერთი
ოჯახი შეექცა, გვარად მარჩები.
ტ. ტაპმენი

მისტერ პიკვიკ!
სერ, მოგმართავთ შეცოდების თაობაზე რომლის შემცოდე
გახლავთ კაცი გვარად უინკლი. ეს ის კაცია ვისაც არეულობა
შემოაქვს კლუბში იმით რომ ხითხითებს და ზოგჯერ თავისი

1პინტი – ზომათა ინგლისურ სისტემაში სითხეებისა და ფხვიერ ნივთიერებათა


მოცულობის საზომია. შეესაბამება 0,473 ლ-ს (სითხეებისთვის) და 0,551 ლ-ს
(ფხვიერი ნივთიერებისთვის).

144
წვლილი არ შეაქვს ამ მშვენიერ გაზეთში იმედი მაქვს მიუტევებთ
ნაკლს და ნებას დართავთ ფრანგული იგავი გამოგზავნოს რადგან
თვითონ ვერაფრის მოგონებას ვერ ახერხებს თან სამეცადინოც
ბევრი აქვს ტვინი კი ცოტა. მომავალში ვეცდები როგორმე დრო
გამოვნახო და დავწერო რაიმე რაც commy la fo 1 იქნება ანუ
შესაფერისი ახლა მეჩქარება იმიტომ რომ სკოლაში წასვლის
დროა.
პატივისცემით
ნ. უინკლი

[ზემოქმული დიახაც, რომ ვაჟკაცური და მოხდენილი


აღიარებაა წარსულის ცდომებისა. კარგი იქნებოდა, ჩვენს ნორჩ
მეგობარს სასვენი ნიშნების გამოყენებაც შეესწავლა.]

სავალალო ფათერაკი

წინა პარასკევს ყველანი შეგვაკრთო სარდაფიდან ამოსულმა


გამაყრუებელმა ბრაგვანმა, რასაც ტანჯვით აღსავსე ყვირილი
მოჰყვა. სრული შემადგენლობით ჩავექანეთ სარდაფში და ჩვენი
საყვარელი პრეზიდენტი იატაკზე გაშხლართული ვიპოვეთ,
თურმე სახლისთვის შეშის ასაღებად ჩამავალს ფეხი დასცდენია
და დავარდნილა. თვალშინ გადაგვეშალა ნგრევა-მსხვრევის
საშინელი სურათი, რადგან წაქცევისას მისტერ პიკვიკვი თავ-
მხრებით ჩატყაპუნებულიყო წყლით სავსე გეჯაში, თხევადი
საპნის პატარა კასრი გადაღვროდა ვაჟკაცურ ტანზე და სამოსიც
გვარიანად დახეოდა, ამ ხიფათს რომ გამოვარიდეთ, გაირკვა, რომ
არაფერი დაშავებოდა, რამდენიმე ჩალურჯებას თუ არ
ჩავთვლით, და სიხარულით გაცნობებთ, რომ ამჟამად სრულიად
საღ-სალამათი ბრძანდება.
რედაქცია

1 commy la fo – სწორია comme il faut (ფრანგ.) შესაფერისი

145
მძიმე დანაკარგი

სამწუხარო ვალად გვაძევს, გაცნობოთ ჩვენი უსაყვარლესი


მეგობრის, მისის თათებფუმფულას მოულოდნელი და იდუმალი
გაუჩინარების ამბავი. ეს ნაზი და ალერსიანი კატა გულითადი და
ერთგული მეგობრების ფართო წრის აღტაცების საგანი გახლდათ,
რადგან მისი სილამაზე ყველას თვალს სტაცებდა, ხოლო მისი
მოხდენილობა და სათნოება ყველას გულს იპყრობდა და
ამიტომაც ამ დანაკარგს მძიმედ განიცდის მთელი საზოგადოება.
უკანასკნელად რომ ნახეს, ჭიშკართან იჯდა და ყასბის ურიკას
გასცქეროდა. ეჭვია, იგი ვერაგულად გაიტაცა ვინმე არამზადამ,
რომელიც მისმა სილამაზემ აცდუნა. რამდენიმე კვირა გავიდა,
მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენით და სამუდამოდ დავკარგეთ
იმედი, რომ ოდესმე ვიპოვით, ამიტომაც შავი ბაფთით შევამკეთ
მისი კალათა, პირქვე დავამხეთ მისი ლამბაქი და დავტირით,
ვითარცა სამარადჟამოდ დაკარგულს.
თანაგრძნობით გამსვვალულმა მეგობარმა ქვემორე ხოტბა
გვაახლა:

ელეგია
(ეძღვნება მისის თათებფუმფულას)

მწარედ დაგტირით დაკარგულ ფისოს,


ცრემლი არ შრება თვალში:
აღარ იჯდები ბუხრის წინ თბილად,
არ ითამაშებ ბაღში.

შენს კნუტს, პაწიას, წაბლის ხის ძირას,


ციცქნა საფლავში სძინავს,
შენ კი, რა ვიცით, აბა, სად გერგო
სამარადისო ბინა.

ცარიელია შენი ლეიბი,


კუთხეში გდია ბურთი,

146
აღარ გაისმის ტკბილი კრუტუნი,
არ ჩანს ფუმფულა კუდი.

იმ თაგვებს, შენ რომ უნდა გრგებოდა,


სხვა კატა დასდევს ახლა,
თუმც ოსტატობით ვერ შეგედრება
და არც გრაცია ახლავს.

ის დასუნსულებს იმ ოთახებში,
შენ თამაშობდი სადაც,
შენ, გმირულად რომ აფრთხობდი ძაღლებს,
ჩვენო ქათქათა კატავ.

თვინიერია, თანაც გვარგია,


მაგრამ არ მოგვწონს, არა!
ჩვენს გულში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს,
შენ გვეყვარები მარად!

განცხადებები

მომავალ შაბათს, კლუბის სხდომის დასრულების შემდეგ,


პიკვიკის ჰოლში ჩატარდება სახელგანთქმული მის ორნატი
ბლაგიჯის ლექცია თემაზე „ქალი და მისი მდგომარეობა
საზოგადოებაში“.

ყოველკვირეულ კულინარიულ გაკვეთილს სამზარეულო


დარბაზში ჩაატარებს ჰანა ბრაუნი. ვიწვევთ ყველა მსურველს.

აქანდაზების მოყვარულთა საზოგადოების წევრები


მომავალ ოთხშაბათს შეიკრიბებიან და მწყობრად ავლენ კლუბის
შენობის ზედა სართულზე. ზუსტად ცხრა საათზე ყველა
გამოცხადდეს უნიფორმით, მხარზე ცოცხ– და
აქანდაზგადებული.

147
მომავალ კვირას მისის ბეთ ბაუნსერი თოჯინების შლაპების
ახალ ასორტიმენტს გააცნობს საზოგადოებას. წარმოდგენილი
იქნება უახლესი პარიზული მოდელები. შეკვეთები მიიღება.

უახლოესი კვირების განმავლობაში ბარნვილის თეატრში


გაიმართება პრემიერა პიესისა, რომელიც დაჩრდილავს
ყველაფერს, რაც კი ოდესმე უხილავთ ამერიკის სცენაზე!!! ამ
წარმტაცი დრამის სახელწოდება გახლავთ „ბერძენი მონა, ანუ
შურისმაძიებელი კონსტანტინე“.

რეკომენდაციები

ს.პ. ამდენ საპონს რომ არ ხმარობდეს ხელების დაბანისას,


აღარც საუზმეზე დააგვიანდებოდა ხოლმე. ა.ს-ს ვთხოვთ, ქუჩაში
აღარ უსტვინოს. ტ.ტ., გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ ემის ხელსახოცს.
ნ.უ.-მ ღმერთს მადლობა უნდა შესწიროს, რომ კაბა ცხრაჯერ არ
დაუმოკლეს.

ყოველკვირეულ წარმატებათა ანგარიში


მეგი – კარგი
ჯო – ცუდი
ბეთი – ძალიან კარგი
ემი – დამაკმაყოფილებელი

როცა პრეზიდენტმა დაასრულა გაზეთის კითხვა (რომელიც,


ნება მიბოძეთ დავარწმუნო ჩემი მკითხველები, რომ bona fide 1
ასლი გახლავთ იმ გაზეთისა, რომელიც ოდესღაც დაწერეს bona
fide გოგონებმა), ატყდა მქუხარე ტაში, მერე კი მისტერ სნოდგრასი
წამოდგა, წინადადების შესატანად.
– ბატონო პრეზიდენტო! ჯენტლმენებო, – პარლამენტარის

1 bona fide – ნამდვილი (ლათ.)

148
საკადრისი პოზა მიიღო და პარლამენტარისავე ხმით დაიწყო მან,
– წინადადება მაქვს: ახალი წევრი მივიღოთ კლუბში. პიროვნება,
რომელიც დიახაც, რომ იმსახურებს ამ პატივს, მადლობელი
დაგვრჩება, ახლებური სულით აღავსებს კლუბის საქმიანობას,
ლიტერატურულ ღირსებას შეჰმატებს ჩვენს გაზეთს და, მოკლედ
რომ მოვჭრათ, უაღრესად მხიარული და საამური წევრი იქნება.
გთავაზობთ, პიკვიკის კლუბის საპატიო წევრად ავირჩიოთ
მისტერ თეოდორ ლორენსი. აბა, დროზე, მიიღეთ!
ჯოს ისე უცბად შეეცვალა ტონი, რომ ყველას სიცილი აუტყდა,
მაგრამ თან შეეტყოთ, ცოტათი შეშფოთდნენ და როცა
სნოდგრასმა თავისი ადგილი დაიკავა, კრინტი არავის დაუძრავს.
– კენჭი ვუყაროთ, – თქვა პრეზიდენტმა, – ვინც ამ
წინადადების მომხრეა, ვთხოვ, დასტურის ნიშნად „დიახ“
წარმოთქვას. სნოდგრასის ხმამაღალ შეძახილს, ყველას
გასაკვირად, გაუბედავად აუბა მხარი ბეთმა.
– ვინც წინააღმდეგია, „არა“ თქვას.
წინააღმდეგნი მეგი და ემი იყვნენ, რის შემდეგაც მისტერ
უინკლი წამოდგა და დიდი მოხდენილობით გამოაცხადა:
– ბიჭები არ გვჭირდება, ქილიკსა და ცელქობას უნდებიან. ეს
ქალთა კლუბია და ჩვენი სურვილია, შემდგომშიც დახურულ და
წესიერ დაწესებულებად დარჩეს.
– ალბათ, სასაცილოდ აიგდებს ჩვენს გაზეთს და მერე
გაგვაჯავრებს ხოლმე, – შენიშნა პიკვიკმა და შუბლზე
ჩამოგდებული პატარა კულული მოიწიწკნა – ასე იცოდა, როცა
ჭოჭმანობდა.
კვლავ სნოდგრასი წამოდგა და მთელი სერიოზულობით
განაცხადა:
– სერ, ჯენტლმენის სიტყვას გაძლევთ, ლორი მაგნაირს
არაფერს იკადრებს. წერა თვითონაც უყვარს; ჩვენს ნაწერებს
ახლებურ ტონს შეჰმატებს და სენტიმენტალობისგანაც
დაგვიცავს, ნუთუ ვერ ხვდებით? ესეც არ იყოს, ჩვენ ხომ მხოლოდ
მცირეოდენ ვახერხებთ მის პატივისცემას, ის კი რამდენ სიკეთეს
გვიშვრება! ჰოდა, ჩემი აზრით, უნდა შევთავაზოთ ადგილი აქ და
თუ მოვა, ისე მივიღოთ, როგორც კარგ მასპინძლებს ეკადრებათ.

149
რაკი ასე მოხერხებულად გადაუკრეს სიტყვა პატივისცემაზე,
ტაპმენს სხვა რა დარჩენოდა: ისეთი სახით წამოდგა ფეხზე,
თითქოს ეს-ესაა, გადასაწყვეტი გადაწყვიტაო:
– ჰო, ნამდვილად ასე უნდა მოვიქცეთ, თუმცა გვეშინია.
მოვიდეს. და პაპამისიც მოვიდეს, თუკი მოუნდება.
ბეთის ამ მოულოდნელ აღტყინებაზე მთელ კლუბს
ჟრუანტელმა დაუარა. ჯო წამოხტა და მოწონებით ჩამოართვა
ხელი.
– ახლა კი ერთხელაც ვუყაროთ კენჭი. ყველას ახსოვდეს, რომ
ეს ჩვენი ლორია და „დიახ“ უნდა თქვას.
– დიახ! დიახ! დიახ! – ერთხმად გაისმა სამი შეძახილი.
– ძალიან კარგი! ყოჩაღ! ახლა კი ნება მიბოძეთ, როგორც
უინკლი იტყვის ხოლმე, საქმე აღარ გავაჭიანურო და
წარმოგიდგინოთ ახალი წევრი! – მთელი კლუბის გასაოცრად
ჯომ გამოაღო განჯინის კარი და ქსოვილების ნაკუწებით სავსე
ტომარაზე მოკალათებული ლორი გამოამზეურა. ბიჭს ცელქად
უციმციმებდა თვალები და ძლივძლივობით იკავებდა სიცილს.
– ოჰ, შე ვერაგო!
– შე მოღალატევ!
– ეს რამ მოგაფიქრებინა? – აყვირდა სამივე გოგო, როცა
სნოდგრასმა მეგობარი დიდი ზარ-ზეიმით ამოიყვანა, სკამი და
ემბლემა მიუმარჯვა და წამში აქცია კლუბის სრულუფლებიან
წევრად.
– ამ ორი არამზადის თავხედობას საზღვარი არა აქვს, – დაიწყო
მისტერ პიკვიკმა და შეეცადა, საშინელი უკმაყოფილების ნიშნად
მოღუშულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად გულითადი ღიმილი
გამოუვიდა.
თუმცაღა, ახალ წევრს არაფერი შეშლია: წამოდგა,
მოხდენილად დაუკრა თავი პრეზიდენტს და მომხიბლავად თქვა:
– ბატონო პრეზიდენტო! ქალბატონებო... უკაცრავად,
ბატონებო! ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ თავი: სემ უელერი
გახლავართ, ამ კლუბის ერთგული მსახური.
– კარგია, კარგი! – შესძახა ჯომ და ლითონის ძველ სათბურაზე
გულმკერდით დაყრდნობილმა, სათბურას ტარი ააკაკუნა.

150
– ნუ დაადანაშაულებთ დღევანდელი სამხედრო ხრიკისთვის
ჩემს ერთგულ მეგობარსა და კეთილშობილ მფარველს, რომელმაც
ესოდენი ქება-დიდება შემასხა, – განაგრძო ლორიმ და ჯოსკენ
გაიქნია ხელი, – ეს ღონისძიება ჩემი დაგეგმილია, ის კი მხოლოდ
ხანგრძლივი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დამთანხმდა.
– გეყოფა, ყველაფერს შენ ნუ დაიბრალებ. ხომ იცი, განჯინა მე
მომაფიქრდა, – ჩაერია სნოდგრასი, რომელიც მთელმა ამ ოინმა
დიდად აამა.
– მის სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მე გახლავართ ის
არაკაცი, ვინც ეს ყოველივე მოიმოქმედა. – განაცხადა ახალმა
მერმა და მართლაც რომ უელერისებურად გადააქნია თავი
მისტერ პიკვიკისკენ, – მაგრამ პატიოსან სიტყვას ვიძლევი, ასეთს
აღარაფერს ჩავიდენ და ამიერიდან მთელ ძალ-ღონეს მოვახმარ ამ
უკვდავი კლუბის ინტერესთა დაცვას.
– მართალია! მართალია! – შეჰყვირა ჯომ და ისე დააბრაგუნა
სათბურას თავსახური, თითქოს ციმბალიაო – განაგრძე,
განაგრძე!– დაუმატეს უინკლმა და ტაპმენმა, ხოლო პრეზიდენტმა
მოწონებით დააქნია თავი.
– მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ მადლობის ნიშნად იმ
პატივისთვის, რაც თქვენ მომაგეთ და, ასევე, ჩვენს ერებს შორის
მეგობრული ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი
საფოსტო განყოფილება გავხსენი ბაღის ქვედა ნაწილში, ცოცხალ
ღობეში. ეს გახლავთ ჩინებული, ვრცელი ნაგებობა, რომელსაც
კარზე ბოქლომი ჰკიდია და ყოველნაირად კეთილმოწყობილია
იმისთვის, რომ მისი მეშვეობით საფოსტო გზავნილების მიღება-
გადაცემა მოხერხდეს. წინათ იგი საშოშიეს წარმოადგენდა, ახლა
კი ხვრელი დავუგმანე, ხოლო სახურავი კარად ვუქციე, ასე რომ
მასში ჩინებულად მოთავსდება ყოველნაირი გზავნილი, რაც
ძვირფას დროს დაგვიზოგავს. შეგვიძლია შიგ დავტოვოთ
წერილები, ხელნაწერები, წიგნები თუ ამანათები, და ვინაიდან
ყოველ ერს თავ-თავისი გასაღები ექნება, მგონი, საქმე ჩინებულად
წავა. ნება მიბოძეთ, კლუბს გასაღები გადავცე, მადლობა
მოგახსენოთ პატივისთვის და ჩემი ადგილი დავიკავო.
მისტერ უელერმა მაგიდაზე მოწიწებით დადო მოცრო

151
გასაღები და დაბრძანდა. ატყდა გამაყრუებელი ტაშისცემა,
სათბურას ჟღარუნი და აქეთ-იქით ქნევა; წესრიგის აღდგენას
კარგა ხანი დასჭირდა. ამას მოჰყვა ხანგრძლივი სჯა-ბაასი,
რომელშიც ყოველი წევრი ცდილობდა, საუკეთესო მხრით
წარმოეჩინა თავი და, შედეგად, სხდომა ერთობ ხალისიანად და
გაცხოველებით წარიმართა. შესვენება გვიან საღამომდე არ
გამოუცხადებიათ, სხდომის დასასრულს კი სამგზისმა
გამაყრუებელმა ვაშამ იქუხა ახალი წევრის პატივსაცემად.
არავის არასდროს უნანია, კლუბში სემ უელერი რად
მივიღეთო, რადგან ვერც ერთ კლუბში ვერ იპოვიდით მისებრ
ერთგულ, თავაზიან და მხიარულ წევრს. მართლაც რომ ახალი
სულისკვეთება შეჰმატა სხდომებს და ახალი „ტონი“ გაზეთს,
რადგან მის გამოსვლებზე მსმენელები სიცილით იხოცებოდნენ,
ხოლო გაზეთისთვის დაწერილი მასალა ბრწყინვალე გახლდათ –
პატრიოტული, კლასიკური, იუმორისტული თუ დრამატული და
არავითარ შემთხვევაში – სენტიმენტალური. ჯო ფიქრობდა მისი
ნაწერები ბეკონის 1, მილტონისა 2 თუ შექსპირის ქმნილებებს არ
ჩამოუვარდებაო, წერაში მიჰბაძა, საკუთარი წარწერებიც
გადააკეთა და შედეგით ფრიად კმაყოფილი დარჩა.
ფოსტა ჩინებული პატარა დაწესებულება გამოდგა და
თვალდათვალ იფურჩქნებოდა, რადგან მასში თითქმის იმდენი
უცნაური საგანი გადი-გამოდიოდა, რამდენიც ნამდვილ
ფოსტაში. ტრაგედიები და ჰალსტუხები, ლექსები და მწნილები,
ყვავილების თესლი და გრძელი წერილები, ნოტები და
ჯანჯაფილიანი ნამცხვრები, საშლელები და მოსაწვევები,
საყვედურები და სათამაშოები. მოხუც ჯენტლმენს მოეწონა ეს
თამაში და თვითონაც ჩაება: ხან სახალისო საჩუქრებს გზავნიდა,
ხან საიდუმლოებით მოცემულ წერილებსა და ხანაც სასაცილო
დეპეშებს, ხოლო მისმა მებაღემ, რომელსაც გული გაუგმირა ჰანას
მშვენებამ, ნამდვილი სატრფიალო ბარათი გაგზავნა ჯოს
დახმარებით. როცა საიდუმლო გამჟღავნდა, სიცილით ყველას

1 ბეკონი – ფრენსის ბეკონი (1561-1625), განთქმული ინგლისელი მწერალი


2 მილტონი – ჯონ მილტონი (1608-1674), განთქმული ინგლისელი მწერალი

152
ფერდები დააწყდა და ფიქრადაც არ მოსვლიათ, რამდენი
სატრფიალო ბარათი გაივლიდა ამ პატარა ფოსტაში შემდგომ
წლებში.

153
თავი მეთერთმეტე

ექსპერიმენტები

– პირველი ივნისია! ხვალ კინგსები ზღვაზე მიდიან და


თავისუფალი ვარ. სამთვიანი არდადეგები მელის, როგორ
მიხარია! – წამოიძახა ერთ თბილ დღეს შინ დაბრუნებულმა მეგმა,
რომელსაც ჯო უჩვეულოდ არაქათგამოცლილი დაუხვდა:
დივანზე მიგდებულს ბეთი მტვრიან ჩექმებს ხდიდა, ემი კი
მთელი საზოგადოების გამოსაყოჩაღებლად ლიმონათს
ამზადებდა.
– დღეს პაპიდა მარჩი წავიდა! ამიტომაც... გიხაროდენ! – თქვა
ჯომ, – შიშით გული მისკდებოდა, ვაითუ გაყოლა მთხოვოს-
მეთქი. რომ ეთხოვა, სხვა რა გზა იქნებოდა, უნდა
დავთანხმებოდი, არადა, ხომ იცით, ფლამფილდში კაცი ისე
გაერთობა, როგორც სასაფლაოზე. მერჩია, ამ სიამოვნებას
ავრიდებოდი დილიდან ვამზადებდით გასამგზავრებლად,
დიდი ორომტრიალი იდგა. ისე ვჩქარობდი, მალე მოვრჩე-მეთქი,
რომ ჩემს გულმოდგინებასა და თავაზიანობას საზღვარი არ
ჰქონდა, თან შიშში ვიყავი: ვაითუ ისე მოვწონებოდი, ჩემთან
დაშორება არ მონდომებოდა. რამდენი დამელაპარაკებოდა,
იმდენჯერ თავზარი მეცემოდა და სანამ ეტლში არ ჩაბრძანდა,
სულ ვკანკალებდი. ბოლოსაც კარგი შიში ვჭამე – ეტლი რომ
დაიძრა, გამოყო თავი და მითხრა: „ჯოზეფინ, შენც ხომ არ...“
მაგრამ აღარ მოვუსმინე და სამარცხვინოდ გამოვიქეცი. მართლა
სირბილით წამოვედი და კუთხეში რომ შევუხვიე, მერეღა
დავიგულე თავი სამშვიდობოს.
– საწყალი ჯო! ისე შემოვარდა, გეგონება, დათვები მოსდევენო,
154
– თქვა ბეთმა და დედასავით ჩაიხუტა გულში დის ტერფები.
– პაპიდა მარჩი ნამდვილი ტაპირია, არა? – შენიშნა ემიმ და
კრიტიკულად მოწრუპა თავისი დამზადებული სასმელი.
– ვამპირი იგულისხმა და არა ცხოველი, მაგრამ ეგ არაფერი. ამ
სიცხეში რა დროს გამოთქმების შერჩევაა, – წაიდუდუნა ჯომ.
– არდადეგებზე რა უნდა აკეთოთ? – ტაქტიანად ააგდო სიტყვა
ბანზე ემიმ.
– გვიანობამდე ვიწვები ხოლმე და არაფერსაც არ გავაკეთებ, –
მიუგო საქანელა სავარძელში ჩაფლულმა მეგმა, – მთელი
ზამთარი უთენია ვდგებოდი და ყოველ ცისმარე დღეს სხვებს
ვემსახურებოდი. ახლა უნდა დავისვენო და იმდენი ვინებივრო,
რამდენიც ჩემს სულსა და გულს ეამება.
‒ არა, – შეეპასუხა ჯო, – მე ეგ მთვლემარე დასვენება არ
გამომადგება. მთელი გროვა წიგნები მაქვს გადაწყობილი.
ამიტომაც, უნდა ვისარგებლო ამ ბოძებული თავისუფლებით,
ავძვრე ბებერ ვაშლის ხეზე, მოვკალათდე ჩემს საყვარელ ტოტზე
და ვიკითხო, როცა იმის გუნებაზე არ ვიქნები, რომ თხა...
– არ თქვა თხასავითო! – შეემუდარა ემი: სამაგიერო
გადაუხადა, „ტაპირის“ შესწორებისთვის.
– ჰო, კარგი, ანტილოპასავით ვიკუნტრუშო ლორისთან
ერთად. სირბილი არ ეხერხება თუ რა?!
– მოდი, ერთხანს ნურც ჩვენ ვიმეცადინებთ, ბეთ. როგორც
გოგოები აპირებენ, ჩვენც სულ ვითამაშოთ და დავისვენოთ, –
მოაფიქრდა ემის.
– კარგი, ეგრე ვქნათ, თუ დედამ არ დაგვიშალა. მე ახალი
სიმღერების სწავლა მინდა. ჩემს პატარებსაც რამე უნდა შევუკერო
საზაფხულოდ, თორემ მიუხედავები მყვანან და ძველმანებით
დადიან.
– შეიძლება, დე? – მიუბრუნდა მეგი კერვაში გართულ მისის
მარჩს, რომელიც „დეს კუთხეში“ იჯდა.
– ერთი კვირა სცადეთ და ვნახოთ, როგორ მოგეწონებათ.
მგონი, მომავალ შაბათს უკვე მიხვდებით: გაუთავებელი თამაში
არაფრით ჯობს თავაუღებელ შრომას.
– ოჰ, რას ამბობ! ეჭვიც არ მეპარება, მშვენიერი იქნება, –

155
კმაყოფილებით თქვა მეგმა.
– სადღეგრძელოს გთავაზობთ, როგორც ჩემი მეგობარი და
კომპანიონი სარა გემპი 1 იტყოდა: „ვიმხიარულოთ, ვირივით
შრომა რა ხეირია!“ – წამოიძახა ჯომ და, როცა ლიმონათი
ჩამოატარეს, ჭიქით ხელში წამოდგა.
ყველამ მხიარულად შესვა და ექსპერიმენტი იმით დაიწყეს,
რომ მთელი ის დღე უსაქმოდ გაატარეს. მეორე დილით მეგი ათ
საათამდე არ გამოჩენილა. ეულად საუზმობა დიდად არ ეამა,
ოთახი კი ცარიელი და მოუვლელი ეჩვენა, რადგან ჯოს
ლარნაკებში ყვავილები არ ჩაელაგებინა, ბეთს მტვერი არ
გადაეწმინდა და ყველგან ემის წიგნები ეყარა. მხოლოდ „დეს
კუთხე“ გამოიყურებოდა ისევე ფაქიზად და საამურად, როგორც
ყოველთვის. მეგიც იმ კუთხეში დაჯდა, დავისვენებ და
წავიკითხავო, რაც სინამდვილეში ნიშნავდა მთქნარებასა და
იმაზე ოცნებას, რა ლამაზ საზაფხულო კაბებს იყიდდა თავისი
ხელფასით. ჯომ დილა მდინარეზე გაატარა ლორისთან ერთად;
ნაშუადღევს, ვაშლის ხეზე მჯდარი, „ფართოზე ფართო
სამყაროს“ 2 კითხულობდა და ცხარე ცრემლს ღვრიდა. ბეთმა
ყველაფერი გამოყარა დიდი განჯინიდან, სადაც მისი თოჯინების
ოჯახი ბინადრობდა. სანახევროდაც არ მოემთავრებინა საქმე, რომ
დაიღალა, არეული დატოვა თავისი ავლადიდება და პიანინოს
მიუჯდა გახარებული, ჭურჭლის გარეცხვა არ დამჭირდებაო. ემიმ
ჩაიცვა საუკეთესო თეთრი კაბა, დაივარცხნა კულულები,
მიასუფთავა თავისი ტალავერი და ცხრატყავას ქვეშ დაჯდა
სახატავად იმ იმედით, იქნებ ვინმე დაინტერესდეს, ვინ არის ეს
ყმაწვილი მხატვარიო. არავინ გამოჩნდა გარდა ცნობისმოყვარე
ობობასი, რომელმაც ინტერესით დაათვალიერა მისი ნამუშევარი;
ამიტომ ემი სასეირნოდ წავიდა, კოკისპირულ წვიმაში მოხვდა და
გალუმპული დაბრუნდა შინ.

1 სარა გემპი – სიტყვამრავალი და სმის მოყვარული მესასთუმლე, ძიძა და მეანი,


ჩარლზ დიკენსის რომანის „მარტინ ჩეზლვიტის ცხოვრება და თავგადასავალი“
(1850) პერსონაჟი
2 „ფართოზე ფართო სამყარო“ – (1850) – ამერიკელი მწერლის, სუზან უორნერის

მოთრობა. წერდა ელიზაბეთ უეთრელის ფსევდონიმით.

156
ჩაიზე შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს და ყველანი
შეთანხმდნენ, მშვენიერი, თუმც კი უჩვეულოდ გრძელი დღე
იყოო. მეგი ნასადილევს მაღაზიაში წავიდა და მშვენიერი
ცისფერი მუსლინის ქსოვილი იყიდა. შინ მოტანილი დაჭრა და
მიხვდა, რომ გახუნებული იყო. ამ მარცხმა, ცოტა არ იყოს, გუნება
წაუხდინა. ჯოს ნავით სეირნობისას ცხვირი დაეწვა, ბევრმა
კითხვამ კი აუტანლად აატკივა თავი. ბეთს აქეთ დაულაგებელი
განჯინა ადარდებდა და იქით ის, რომ ერთდროულად სამი თუ
ოთხი სიმღერის სწავლა ვერ მოახერხა. ემი წვიმაში კაბის
გაფუჭებას ნაღვლობდა, რადგან მეორე დღეს კეტი ბრაუნი
წვეულებას მართავდა, მას კი, ფლორა მაკ-ფლიმზისა არიყოს,
„ჩასაცმელი არაფერი ჰქონდა“ 1. თუმცა ეს ყველაფერი, ცხადია,
წვრილმანი იყო და ყველამ ერთხმად დაარწმუნა დედა,
ექსპერიმენტი მშვენივრად ამართლებსო. დედას გაეღიმა,
არაფერი უთქვამს, ჰანა მოიხმარა, მათი გაუკეთებელი საქმე
გააკეთა, სახლი სახლს დაამგვანა და საოჯახო მეურნეობის
მექანიზმი კვლავ გამართულად აამუშავა. საკვირველი იყო, რა
უცნაურ და უსიამოვნო მდგომარეობამდე მიიყვანა საქმე
„დასვენება-გართობის“ პროცესმა. დღეები თითქოს უფრო და
უფრო დაგრძელდა, უჩვეულოდ ხშირ-ხშირად იცვლებოდა
ამინდიცა და ექსპერიმენტის მონაწილეთა გუნება-განწყობაც;
ყველას მოუსვენრობა დაეუფლა, ხოლო ამ დროს ეშმაკი მუდამ
მოახერხებს და უსაქმო ხელებს საქმეს გაუჩენს. დასვენებით
ტკბობამ მწვერვალს რომ მიაღწია, მეგმა კერვა წამოიწყო, მერე
მიხვდა, დრო მტანჯველად მიიზლაზნებაო და იმის ცდაში,
თავისი ტანსაცმელი მოფატების ყაიდაზე გადაეკეთებინა,
უხეიროდ მიჭრა-მოჭრა და გააფუქა. ჯომ იმდენი იკითხა,
თვალში დაუბნელდა და წიგნები დასანახად აღარ უნდოდა.
ისეთი მოუსვენარი და დაუდგრომელი გახდა, უწყინარ ლორისაც
კი წაეკიდა; ისე წაუხდა გუნება, რომ სასოწარკვეთილმა ინატრა,

1 „ჩასაცმელი არაფერი ჰქონდა“ – მედისონ-სკვერელი ფლორა მაკ-ფლიმზი –


პერსონაჟი ამერიკელი პოეტისა და ცნობილი ნიუ იორკელი ადვოკატის,
უილიამ ბატლერის (1825-1902) ლექსისა „ჩასაცმელი არაფერი მაქვს“.

157
ნეტავი პაპიდა მარჩს გავყოლოდიო. ბეთს არა უშავდა, რადგან
წამდაუწუმ ავიწყდებოდა, რომ სულ უნდა ეთამაშა და საქმე
არაფერი ეკეთებინა, ამიტომ დროდადრო წინანდელ საქმეებს
უბრუნდებოდა, მაგრამ ჰაერში მოტრიალე სულისკვეთება მასზეც
მოქმედებდა: მრავალჯერ დაერღვა ჩვეული სულიერი სიმშვიდე
– ერთხელ იმდენადაც, რომ საბრალო, საყვარელი ჯოანა
შეაჯანჯღარა და სულ „საფრთხობელა“ ეძახა. ყველაზე ცუდ
დღეში ემი იყო, რადგან დანარჩენებს ბევრად ჩამორჩებოდა,
დებმა თავისი თავის ანაბარად რაკი დატოვეს, თვითონვე უნდა
შეექცია თავი და მიხვდა: საკუთარი (საუკეთესოდ აღზრდილი და
დიდად მნიშვნელოვანი) პიროვნება მძიმე ტვირთად დააწვა.
თოჯინები არ უყვარდა, ზღაპრები ბავშვების საქმე იყო, ხატვითაც
– დილიდან საღამომდე ხატვას ხომ არ მოუნდებოდა! ჩაიზე
ეპატიჟებოდნენ ხოლმე, მაგრამ არაფრად აგდებდა, ისე როგორც
პიკნიკებს, თუკი კარგად დაგეგმილი და მოწყობილი არ
იქნებოდა.
– ლამაზ, კარგი გოგოებით სავსე სახლში რომ მეცხოვრა ან
სამოგზაუროდ წავსულიყავი, ამ ზაფხულს არაფერი აჯობებდა.
შინ დარჩენა სამ ეგოისთეტიკურ დასთან და დიდ ბიჭთან ერთად
ისეთი რამეა, წმინდანსაც კი დააკარგვინებს მოთმინებას, –
აწუწუნდა მის მალაპროპი 1 მას მერე, რაც სამი დღე სიამოვნებას,
გაღიზიანებულობასა და მოწყენილობას შეალია
დებიდან არც ერთი არ გამოტყდა, როგორ დაღალა ამ
ექსპერიმენტმა, მაგრამ პარასკევ საღამოს ჩუმ-ჩუმად ყველას
უხაროდა, ცოტაც და კვირა მიილევაო. მისის მარჩს სურდა,
შვილებს გაკვეთილი კარგად დახსომებოდათ და რაკი
ხუმრობაზე მწყრალად არ გახლდათ, გამოცდის წესითა და
რიგით დასრულება გადაწყვიტა. ჰანა ერთი დღით
დასასვენებლად გაუშვა, გოგონებს კი საშუალება მისცა, სრულად
დამტკბარიყვნენ თამაშის შედეგებით.

1 მის მალაპროპი – პერსონაჟი ინგლისელი დრამატურგის რიჩარდ შე რიდანის


(1751-1816) კომედიის „მეტოქეები“, ცნობილია იმით, რომ სიტყვებს მცდარი
მნიშვნელობით ხმარობდა.

158
შაბათ დილას რომ ადგნენ, სამზარეულოში ცეცხლი არ
დაუხვდათ, სასადილო ოთახში – საუზმე, და არც დედა ჩანდა
სადმე.
– ღმერთო, შენ გვიშველე! რა ამბავია ჩვენს თავს? –
გაოგნებულმა მიიხედ-მოიხედა ჯომ.
მეგმა ზემოთ აირბინა და მალევე ჩამობრუნდა, სახეზე შვება
ეწერა, თუმცა შეცბუნებული და ცოტა დარცხვენილიც ჩანდა.
– დედა ავად არ არის, მხოლოდ ძალიან დაღლილა. მთელი
დღე ჩემს ოთახში დავრჩები და დავისვენებ, თქვენ კი როგორც
მოახერხოთ, ისე მიხედეთ საქმესო. დედასგან ძალიან
გამიკვირდა, მაგრამ თქვა, ეს კვირა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო,
ამიტომ არ იბუზღუნოთ და თავს თვითონვე მოუარეთო.
– რა ძნელი საქმეც ეგ არის! თან, აზრიც მომწონს. ერთი სული
მაქვს, რამე გავაკეთო, – თქვა ჯომ, – ანუ ახალი გასართობი
ვიშოვო, – დაუმატა აჩქარებით.
სინამდვილეში ყველას გულზე მოეშვა, რაკი ცოტა საკეთებელი
მაინც გამოუჩნდათ. დიდი ხალისითაც შეუდგნენ, მაგრამ მალევე
დარწმუნდნენ ჰანას საყვარელი სიტყვების სიმართლეში, ოჯახის
მოვლა-პატრონობა ხუმრობა საქმე არ გეგონოთო. საკუჭნაოში
ბლომად სურსათი იყო და სანამ ბეთი და ემი სუფრას შლიდნენ,
მეგმა და ჯომ საუზმის მზადებას მიჰყვეს ხელი, თან უკვირდათ,
რა იოლი საქმე ყოფილა, ნეტავი მსახურებს რა აწუნწუნებთო.
– დედასაც ავუტან რამეს, თუმცა თქვა, ჩემთვის ნუ
შეწუხდებით, ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლიო, – თქვა სუფრის
თავში, ჩაიდნის უკან მჯდარმა მეგმა, რომელიც ოჯახის
დიასახლისად გრძნობდა თავს.
სანამ ვინმე პირში ლუკმას ჩაიდებდა, ლანგარი საჭმელ-
სასმლით აავსეს და დიდი ამბით გაატანეს ჯოს. დიდხანს
ნადუღარი ჩაი მწარე იყო, ერბოკვერცხი – გამომშრალი, მშრალი
ნამცხვარი კი – სოდით აჭრელებული, მაგრამ მისის მარჩმა
მადლობით მიიღო ძღვენი, ჯოს წასვლის შემდეგ კი გულიანად
იცინა.
– საწყლები! ალბათ როგორ გაუჭირდებათ, მაგრამ ეს ამბავი
არაფერს დაუშავებს, პირიქით, ყველას არგებს, – ჩაილაპარაკა და

159
წინდაწინ მომარაგებული გემრიელი საჭმელი გამოიღო, ხოლო
უხეირო საუზმე გადამალა, გოგონებს არ ეწყინოთო: დედის
პატარა ხრიკი.
დაბლა ბევრი იწუწუნეს, მთავარ მზარეულს კი გული
სტკიოდა, მარცხი რატომ მომივიდაო.
– ეგ არაფერი, სადილს მე გავაკეთებ და მოგემსახურებით, შენ
კი დიასახლისობა გასწიე, ხელები არ გაიუხეშო, სტუმრებს
დაუხვდი და განკარგულებები გაეცი, – თქვა ჯომ, რომელსაც
მზარეულობისა მეგზე ნაკლები გაეგებოდა.
ეს თავაზიანი წინადადება სიხარულით მიიღეს. მარგარეტი
სასტუმრო ოთახში გაეშურა და ფაცაფუცით მიალაგა იქაურობა:
ნაგავი დივანქვეშ შეყარა და ფარდები ჩამოაფარა რომ მტვერი არ
გამოჩენილიყო. ჯომ, რომელიც მტკიცედ იყო დარწმუნებული
საკუთარ ძალებში და თან ლორისთან შერიგება უნდოდა,
სასწრაფოდ წაიღო წერილი ფოსტაში და ბიჭი სადილად
მოიპატიჟუჟა.
– ჯობდა, ჯერ გენახა, რა გამოგივიდოდა და სტუმრები მერე
დაგეპატიუჟა, – შენიშნა მეგმა, როცა ამ წინდაუხედავი
სტუმართმოყვარეობის ამბავი გაიგო.
დამარილებული ძროხის ხორციც გვაქვს და ბლომად
კარტოფილიც, თან, სატაცურს და ასთაკვსაც ვიყიდი – ჰანას
თქმისა არ იყოს, „მადას გაგვიხსნის“ სალათიც გვექნება,
გავაკეთებ. როგორ კეთდება, არ ვიცი, მაგრამ წიგნში ვნახავ.
დესერტად ბლამანჟეს და მარწყვს მოგართმევთ. ყავასაც, თუკი
გვინდა, რომ დახვეწილი სადილი გამოგვივიდეს.
– ბევრ კერძს ნუ წამოიწყებ, ხომ იცი, შენი ნახელავიდან
ჯანჯაფილიანი კვერისა და ბადაგის კანფეტების გარდა არაფერი
იჭმება. მე მაგ სადილიდან ხელები დამიბანია. რახან ლორი ისე
მოიპატიჟე, რომ არაფერი მკითხე, ახლა ადექი და შენ დააპურე.
– შენგან არც მინდა რამე, ოღონდ თავაზიანად მოექეცი და
პუდინგის გაკეთებაში მომეხმარე. ხომ მეტყვი, რა უნდა ვქნა,
თუკი ავიბნევი და დავიბნევი? – წყენით ჰკითხა ჯომ.
– ჰო, ოღონდ ბევრი მეც არაფერი ვიცი, თუ პურის ცხობას და
ერთ-ორ წვრილმანს არ ჩავთვლით. ისე კი გირჩევნია, დედას

160
სთხოვო ნებართვა, სანამ რამეს იყიდდე, – გონივრულად მიუგო
მეგმა.
– ვკითხავ, მაშ რას ვიზამ! სულელი კი არა ვარ! – და ჯო გავიდა;
აშკარად ნაწყენი დარჩა, რომ მის კულინარულ უნარში ეჭვი
შეიტანეს.
– რაც გინდა, ის იყიდე, მე ნუ შემაწუხებ. სადილად ვარ
დაპატიჟებული და სახლის საქმეებით თავს ვერ შევიწუხებ, –
მიუგო მისის მარჩმა, როცა ჯო კითხვებით მიადგა, –
დიასახლისობა ისედაც არ მომწონდა, დღეს კი დასვენების დღე
უნდა მოვიწყო: ვიკითხო, ვწერო, სტუმრად წავიდე და თავი
გავირთო.
უჩვეულო სანახაობამ – მუდამ მოფუსფუსე დედა ახლა
დილიდანვე საქანელა სავარძელში წიგნით ხელში
მოკალათებული რომ დაუხვდა ‒ გააოგნა ჯო, რადგან მზის
დაბნელება, მიწისძვრა თუ ვულკანის ამოფრქვევა ნამდვილად
ვერ მოეჩვენებოდა ამაზე უცნაური!
– როგორღაც ყველაშერი აირ-დაირია, – ჩაილაპარაკა და
კიბეზე დაეშვა, – აი, ბეთიც ტირის. ესე იგი, ამ ოჯახში მართლა
არეულა საქმე. თუ ემიმ გააბრაზა, ერთს კარგად შევაჯანჯღარებ.
თვითონაც კარგა გვარიანად არეული ჩაქანდა სასტუმრო
ოთახში და დაინახა, ბეთი თავის კანარის ჩიტს, პიპს დასტიროდა.
პიპი მკვდარი ეგდო გალიაში, პაწია კლანჭები
გულისამაჩუყებლად გაეფარჩხა, თითქოს შია და საკვებს
ითხოვსო, შიმშილით მომკვდარიყო.
– ჩემი ბრალია, მე დამავიწყდა. ერთი ცალი თესლი, ერთი
ყლუპი წყალიც კი არ დარჩენია! ოჰ, პიპ, პიპ! ეს რა დამემართა, რა
სასტიკად მოგექეცი? – აქვითინდა ბეთი და ხელებში მოქცეული
საბრალო ჩიტის გაცოცხლება სცადა.
ჯომ ნახევრად გახელილ თვალებში ჩახედა პიპს, გულზე ხელი
დაადო და როცა ნახა, რომ გაცივებულ-გაშეშებულიყო, თავი
გადააქნია და ბეთს უთხრა, ჩემი დომინოს კოლოფს მოგცემ,
კუბოდ გამოადგებაო.
– ღუმელში შესვი, იქნებ გათბეს და გაცოცხლდეს, – იმედიანად
თქვა ემიმ.

161
– ჯერ ვაშიმშილე და ახლა, როცა მოკვდა, ღუმელში
გამოვაცხო?! სუდარას შევუკერავ და ბაღში დავმარხოთ. სხვა ჩიტს
ჩემს დღეში აღარ ვიყოლიებ, ჩემო პიპ! მე რა ჩიტის ღირსი ვარ, –
ბუტბუტებდა იატაკზე მჯდარი ბეთი და ჩიტს ხელიდან არ
უშვებდა.
– დღეს, ნაშუადღევს დავასაფლაოთ, ყველანი წამოვალთ. ახლა
კი ნუღარ ტირი, ბეთ. საწყენია, მაგრამ ამ კვირაში ყველაფერი
ყირამალა ხდებოდა და პიპი ყველაზე მეტად დაზარალდა
ექსპერიმენტით. შეუკერე სუდარა, ჩაასვენე ჩემს კოლოფში და,
სადილობას რომ მოვრჩებით, მშვენიერ პატარა დაკრძალვას
მოვუწყობთ, – თქვა ჯომ და ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ
მეტისმეტად ბევრი იტვირთა.
დანარჩენები ბეთის სანუგეშებლად დატოვა, თვითონ
სამზარეულოში გავიდა, რომელიც გულის შემაღონებლად
არეულ-დარეული დაუხვდა. აიფარა დიდი წინსაფარი და საქმეს
ეცა. თეფშები ერთმანეთზე დაალაგა, გასარეცხად მზად იქნებაო,
მაგრამ თურმე ცეცხლი ჩამქრალიყო.
– რა პერსპექტივა გადამეშალა! – წაიდუდღუნა, ზათქით
გამოაღო ღუმლის კარი და ცეცხლსაჩხრეკი გაშმაგებით
დაატრიალა ნაღვერდალში.
ცეცხლი რომ გააჩაღა, იფიქრა, სანამ წყალი ადუღდება,
ბაზარში წავალო. გავლამ გუნებაზე მოიყვანა. იყიდა, რაც
უნდოდა და ისევ სახლისკენ წაჩანჩალდა. თავი მოსწონდა, რა
კარგად ვივაჭრეო: მიჰქონდა ძალიან ახალგაზრდა ასთაკვი,
ძალიან ბებერი სატაცური და ორი კოლოფი შემოუსვლელი
მარწყვი. ჭურჭლის რეცხვას რომ მორჩა, უკვე სადილის დრო
მოსულიყო და ღუმელიც წითლად ვარვარებდა. ჰანას პურის
ცომი ასაფუებლად დაეტოვებინა, მეგმა დილითვე გადაზილა,
ღუმელთან, ქვის ფილაზე დადო, მეორედ რომ აფუებულიყო და
დაავიწყდა. მეგი სასტუმრო ოთახში სალი გარდინერს
ემასლაათებოდა, როცა კარი ჯახუნით გაიღო, ფქვილში
ამოგანგლული, გამურული და აწეწილ-გაწენილი მავანი შევარდა
და გესლიანად იკითხა:
– მისმინე, თუ ცომი გობიდან გადმოდის, მაინც არ არის ისე

162
აფუებული, როგორც საჭიროა?
სალიმ გადაიკისკისა, მაგრამ მეგმა თავი დააქნია და
იმსიმაღლეზე ასწია წარბები, მეტი რომ არ იქნებოდა, რის
შემდეგაც მოჩვენება გაქრა და ამჟავებული ცომი დაუნანებლად
შედო ღუმელში. მისის მარჩმა წასვლამდე სამზარეულოშიც
შეიხედა და სასტუმრო ოთახშიც, რომ ენახა, როგორ მიდიოდა
საქმეები და ნუგეში სცა სუდარის კერვაში გართულ ბეთს,
რომლის ძვირფასი მიცვალებულიც დომინოს კოლოფში ესვენა.
ნაცრისფერი უფარფლებო ქუდი შესახვევში გაქრა და გოგონებს
უცნაური უმწეობა დაეუფლათ, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ,
როცა მის კროკერი გამოეცხადათ და თქვა, სადილად გეახელითო,
მთლად წარეკვეთათ სასო. ეს ბანოვანი გახლდათ ერთი მჭლე,
ეჭვიანი შინაბერა, წაწვეტებული ცხვირისა და გამომცდელი
თვალების პატრონი. ყველაფერს დაინახავდა და მერე იმ
დანახულს საჭორაოდ გაიხდიდა. გოგონებს არ ეპიტნავებოდათ,
მაგრამ დარიგებულები იყვნენ, კეთილად მოექეცითო, რადგან
მოხუცებული იყო, უქონელი და მეგობრებიც ცოტა ჰყავდა. მეგმა
მოხერხებული სკამი შესთავაზა და ლაპარაკში აჰყვა; სტუმარი
შეკითხვებს აყრიდა, ყველაფერს იწუნებდა და ნაცნობების ამბებს
ჰყვებოდა.
ენით არ ითქმის ის ღელვა, განცდა და ძალისხმევა, რაც იმ
დღეს ჯოს ხვდა წილად, მისი მირთმეული სადილი კი
მასხარაობა იყო და სხვა არაფერი. შიშით რჩევა აღარ უკითხავს,
რაც შეეძლო, თვითონვე გააკეთა და მიხვდა, მოწადინებისა და
შემართების ამარა მზარეული ვერ გახდები. მთელ საათს ხარშა
სატაცური და გულს შემოეყარა: სატაცურს თავები დასცვენოდა,
ღეროები კი წინანდელზე უფრო გახევებოდა. პური ჩაუნახშირდა,
რადგან სალათისთვის საწებლის კეთებას გადაჰყვა და მაინც
ისეთი გამოუვიდა, პირი არ დაეკარებოდა. ასთაკვი მოლურჯო
თავსატეხად ეჩვენებოდა, მაგრამ იმდენი ურტყა და უჩიჩხინა,
სანამ ჯავშანი არ შემოაცალა და მჭლე კიბორჩხალა სალათში
ჩამალა. კარტოფილი სასწრაფოდ უნდა მოეხარშა, რადგან
სატაცური უკვე მზად ჰქონდა და საბოლოოდ, ნახევრად უმი
ამოიღო. ბლამანჟე დაკოშტებული გამოუვიდა, მარწყვი კი ისეთი

163
მწიფე არ გამოდგა, როგორიც ჩანდა: თურმე მწიფეები მხოლოდ
ზემოდან ელაგა.
„არა უშავს. თუ შიათ, დამარილებულ ხორცს და კარაქიან პურს
შეჭამენ. ეგ არის, რომ გული გასკდომაზე მაქვს: მთელი დილა
ფუჭად გავატარე“, გაიფიქრა ჯომ, როცა ნახევარი საათის
დაგვიანებით დარეკა სადილის ზარი და გახურებული,
დაღლილ-დაქანცული დააცქერდა გაშლილ სანადიმო სუფრას
სტუმრებისთვის – ათასნაირ ნუგბარს შეჩვეული ლორისა და მის
კროკერისთვის, ვისი ჭარტალა ენაც მთელ ახლომახლო
არემარეში მოსჭრიდა თავს.
საბრალო ჯო სიამოვნებით შეძვრებოდა მაგიდის ქვეშ, რადგან
სტუმრები ერთიმეორის მიყოლებით აგემოვნებდნენ კერძებს და
იქვე თავს ანებებდნენ. ემი ხითხითებდა, მეგი მოწამის იერით
იჯდა, მის კროკერი – ტუჩებმოპრუწული, ლორი კი ლაპარაკობდა
და ხმამაღლა იცინოდა, რომ როგორმე გაეხალისებინა ეს საზეიმო
სცენა. ჯო ხილის იმედადღა იყო, დაუნანებლად დაშაქრა და
დასაყოლებლად მთელი ჯამი სქელი ნაღებიც ჰქონდა. ალეწილი
ლოყები ცოტა გაუგრილდა და შვებით ამოისუნთქა, როცა
სუფრაზე მინის კოხტა ფიალები ჩამოატარეს და ყველა მოწყალედ
დააცქერდა ნაღების ზღვაში მოტივტივე პატარ-პატარა
ვარდისფერ კუნძულებს. პირველმა მის კროკერმა გასინჯა,
დაიღმიჭა და აჩქარებით დააყოლა წყალი. ჯომ უარი თქვა
დესერტზე იმის შიშით, მარწყვი ყველას არ ეყოფაო: მას მერე, რაც
მწიფეები გადაარჩია, მარწყვის რაოდენობამ სავალალოდ იკლო.
ჯომ ლორის გახედა. ბიჭი ვაჟკაცურად ჭამდა, მხოლოდ
ტუჩებთან ეტყობოდა მსუბუქი ნაოჭი და ჯიუტად ჩასცქეროდა
ფიალას. ნუგბარის მოყვარულმა ემიმ თავმოდგმული კოვზი
ჩაიდო პირში, კინაღამ დაიხრჩო, სახე ხელსახოცში ჩარგო და
სასწრაფოდ მიატოვა სუფრა.
– რა არის, რა ამბავია? – შესძახა აკანკალებულმა ჯომ.
– შაქრის მაგივრად მარილი გიქნია და ნაღებიც მჟავეა, –
ტრაგიკულად ჩაიქნია ხელი მეგმა.
ჯოს გმინვა აღმოხდა და სკამის საზურგეზე გადაწვა.
გაახსენდა, ფაცაფუცით დაავლო ხელი სამზარეულოს მაგიდაზე

164
მდგარი ორიდან რომელიღაც კოლოფს, ამოიღო თეთრი ფხვნილი
და მარწყვს მოაყარა, ნაღები კი ყინულიან სარდაფში არ ჩაუტანია.
აილეწა და კინაღამ ტირილი მორთო, მაგრამ ამ დროს ლორის
შეხედა: ბიჭს მხიარულად უციმციმებდა თვალები და გმირულად
ჭამდა დესერტს. ჯო უცებ მიხვდა, რომ ეს ამბავი კომიკურიც იყო
და ისეთი სიცილი აუტყდა, თვალებიდან სულ ცრემლები
სცვიოდა. ყველანი აჰყვნენ, „კაკანაც“ (ასე ეძახდნენ გოგონები
მოხუც ქალბატონს) კი და ბედკრული სადილი მხიარულად
დასრულდა: კარაქიანი პურით, ზეთისხილითა და ხუმრობებით.
– ძალა არ მყოფნის მისალაგებლად. ჯერ დაკრძალვას
მივხედოთ და ცოტა დავდინჯდეთ, – თქვა ჯომ, როცა
წამოიშალნენ, მის კროკერი კი წასასვლელად მოემზადა – ერთი
სული ჰქონდა როდის მოჰყვებოდა ახალ ამბავს რომელიმე
ნაცნობის სუფრაზე.
ბეთის ხათრით მართლაც დადინჯდნენ. ლორიმ ჭალაში,
გვიმრების ქვეშ საფლავი გათხარა, პაწია პიპი ჩაასვენეს და
გულჩვილმა პატრონმა უხვად დააფრქვია ცრემლი. მერე ხავსი
გადააფარეს, იებისა და საპოვნელების გვირგვინი დაკიდეს
საფლავის ქვაზე, რომელზეც ეპიტაფია ეწერა. ეპიტაფია ჯომ
შეთხზა, სანამ სადილს ერკინებოდა:

აქ განისვენებს პიპ მარჩი:


სული 7 ივნისს დალია;
დავტირით დამწუხრებულნი,
მოგვენატრება ძალიან.

ცერემონიის დასრულების შემდეგ განცდებითა და ასთაკვით


დამძიმებული ბეთი თავის ოთახში ავიდა. ვერც იქ მოისვენა.
ლოგინები აულაგებელი იყო და გოგო მიხვდა: ბალიშების
აფუებამ და ნივთების მილაგებ-მოლაგებამ ბევრად შეუმსუბუქა
დარდი. მეგი სუფრის ალაგებაში მიეხმარა ჯოს. ამას საღამომდე
დარჩენილი დროის ნახევარი მოანდომეს და ისე დაიქანცნენ, რომ
გადაწყვიტეს, ვახშმად ჩაი და გახუხული პური ვიკმაროთო.
ლორიმ ეტლით სასეირნოდ წაიყვანა ემი და ამით ყველას

165
დიდი წყალობა უყო, რადგან ამჟავებულმა ნაღებმა ძალზე
ცუდად იმოქმედა ემის გუნება-განწყობაზე. ნაშუადღევს შინ
დაბრუნებულ მისის მარჩს სამივე გოგო საქმეში გართული
დაუხვდა; ცალი თვალით გახედა საკუჭნაოს და მიხვდა,
ექსპერიმენტის ნაწილი წარმატებით დასრულებულაო.
სანამ დიასახლისები დაისვენებდნენ, რამდენიმე ნაცნობმა
შემოიარა და ამათაც დიდი ფათაფუთით ჩაიცვეს სტუმრების
რიგიანად დასახვედრად. მერე ჩაიც ასადულღებელი იყო,
წვრილ-წვრილი საქმეებიც გასაკეთებელი, და იძულებულები
გახდნენ, აუცილებელი საკერავი ბოლო წუთამდე გადაედოთ.
ჩამოწვა ბინდი, წყნარი და ცვრიანი; გოგონები თითო-თითოდ
გავიდნენ პარმაღზე, სადაც ლამაზად დაკოკრილიყო ივნისის
ვარდები. ოხვრა-გმინვით დასხდნენ, თითქოს ქანცი გამოლევიათ
ან დარდი აწუხებთო.
– ეს რა საშინელი დღე იყო! – დაიწყო ჯომ, რომელიც მუდამ
პირველი ალაპარაკდებოდა ხოლმე.
– თითქოს სხვა დღეებზე მალე გავიდა, მაგრამ ძალიან უამური
კი გამოდგა, – აჰყვა მეგი.
– აქაურობა თითქოს ჩვენი სახლი არ არისო, – დაუმატა ემიმ.
– ვერც იქნება, თუ სახლში არც დედაა და არც პატარა პიპი, –
ამოიოხრა ბეთმა და ცრემლმორეულმა ახედა ცარიელ გალიას.
– დედა აქ არის, საყვარელო, და ხვალ ახალი ჩიტიც გეყოლება,
თუ გინდა.
ამ სიტყვებით მისის მარჩი მივიდა და შვილებს მიუჯდა. მისი
შემხედვარე იფიქრებდით, ეს დასვენების დღე თავის გოგონებზე
არანაკლებ უსიამოვნოდ გაუტარებიაო.
– აბა, გოგონებო, გეყოთ ექსპერიმენტი თუ ერთი კვირითაც
გავაგრძელოთ? – იკითხა, როცა ბეთი ჩაეხუტა, დანარჩენები კი
ისეთი გაბრწყინებულები შეტრიალდნენ მისკენ, როგორც
ყვავილები მზისკენ.
– მე აღარ მინდა! – გადაჭრით იუარა ჯომ.
– არც მე! – აჰყვნენ დანარჩენები.
– მაშ, ფიქრობთ, რომ მაინც ჯობს, ცოტ-ცოტა საქმეები
გქონდეთ დაკისრებული და სხვებისთვისაც იცხოვროთ, არა?

166
– უქმად ყოფნასა და გართობაში დიდი არაფერი ხეირია, –
შენიშნა ჯომ და თავი გააქნია, – მაგნაირებით უკვე დავიღალე,
ახლავე მინდა, რამე საქმეს მივყო ხელი.
– შეგიძლია იოლი კერძების კეთება ისწავლო. გამოგადგება,
უმაგისოდ ვერც ერთი ქალი ვერ ივარგებს, – ურჩია მისის მარჩმა
და შეუმჩნევლად ჩაიღიმა ჯოს სადილის გახსენებაზე, რომლის
ამბავიც წვრილად ჩაუკაკლა მის კროკერმა.
– დე, იმიტომ წახვედი და ყველაფერი მიატოვე, რომ გენახა,
როგორ ავუვიდოდით საქმეს? – წამოიძახა მეგმა, რომელსაც
დილიდან ღრღნიდა ეს ეჭვი.
– დიახაც. თან მინდოდა, მიმხვდარიყავით: ყველას კარგად
ყოფნა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კეთილსინდისიერად
აკეთებს თითოეული თავის წილ საკეთებელს. სანამ თქვენს
საქმეს მე და ჰანა ვაკეთებდით, არა გიშავდათ, თუმცა არც დიდად
ბედნიერები იყავით და არც თავაზიანები. ჰოდა, გადავწყვიტე,
ჭკუას ვასწავლი, ვაჩვენებ, რა ხდება, როცა ყველა მხოლოდ თავის
თავზე ფიქრობს-მეთქი. ხომ მიხვდით ‒ ჯობს ერთმანეთს
დაეხმაროთ და რაც საყოველდღეო საქმე გავალიათ, გააკეთოთ.
ამის მერე ხომ უფრო საამური ხდება დასვენება? ხომ უკეთესია,
ყველამ ერთმანეთს მოვუთმინოთ და აქაურობა ყველა
ჩვენგანისთვის საამო და საყვარელ ადგილად დარჩეს?
– მივხვდით, დე, მივხვდით! – წამოიძახეს გოგონებმა.
– მაშ, ჩემი რჩევა იქნება, ისევ წამოიკიდოთ, თქვენ-თქვენი
პატარა ტვირთი. ის ზოგჯერ გვემძიმება, მაინც სიკეთე მოაქვს
ჩვენთვის და როცა ვისწავლით, როგორ ვატაროთ, კიდეც
შემსუბუქდება. შრომა სასიკეთოა, საკეთებელიც – ყველას
სამყოფი. შრომა გვიცავს მოწყენილობისა და სიავისგან,
სხეულსაც რგებს და სულსაც, იმაზე მეტ ძალასა და
დამოუკიდებლობას გვანიჭებს, ვიდრე ფული ან ჩაცმა-დახურვა.
– ფუტკრებივით ვიშრომებთ; ის კი არა, შევიყვარებთ კიდეც
შრომას, აი, ნახავ, თუ არა, – დაჰპირდა ჯო, – მე ამ არდადეგებზე
საჭმლის კეთებას ვისწავლი და ამის მერე რომ სადილს
გავმართავ, ყველას ძალიან მოეწონება.
– მე შენ მაგივრად შევუკერავ მამას პერანგებს, დე. შემიძლია და

167
მინდა კიდეც, თუმცა კერვა არ მიყვარს. ეს არ აჯობებს, ვიდრე ის,
სულ ჩემს ტანისამოსს რომ დავტრიალებ? ან რას ვერჩი, ისედაც
არაფერი უჭირს, – თქვა მეგმა.
– მე ყოველდღე ვიმეცადინებ, მუსიკას და თოჯინებს აღარ
გადავყვები. შტერი ვარ და სწავლა მჭირდება, თამაში კი არა, –
გადაწყვიტა ბეთმა.
ემიმაც მიჰბაძა და გმირულად გამოაცხადა:
– მე კი საღილეების ამოხვევას ვისწავლი და ვეცდები,
სიტყვები სწორად გამოვთქვა.
– ძალიან კარგი! მე კმაყოფილი დავრჩი ექსპერიმენტით.
ვიმედოვნებ, გამეორება აღარ მოგვიწევს, ოღონდ მეტისმეტს ნუ
იზამთ და ჯაფით წელს ნუ მოიწყვეტთ. შრომისთვისაც
გამოყავით რამდენიმე საათი და თამაშისთვისაც. ისე ქენით, რომ
ყოველი დღე სასარგებლოც იყოს და სასიამოვნოც. სწორად
მოიხმარეთ დრო და დაამტკიცეთ, რომ გესმით მისი ფასი. ამას
თუ მოახერხებთ, ახალგაზრდობაც მშვენიერი გექნებათ, სიბერეც
ნაკლებ სინანულს მოგიტანთ და სიღარიბის მიუხედავად,
ლამაზი და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებთ.
‒ დავიხსომებთ, დე! – და მართლაც დაიხსომეს.

168
თავი მეთორმეტე

გენერალ ლორენსის ბანაკი

ფოსტის უფროსის მოვალეობას ბეთი ასრულებდა, რადგან


მეტწილად შინ იყო და საფოსტო განყოფილებაში ხშირ-ხშირად
შევლა შეეძლო; თანაც, ძალიან მოსწონდა თავისი ყოველდღიური
ამოცანა – გასაღებით პატარა კარის გაღება და ფოსტის დარიგება.
ივლისის ერთ მშვენიერ დღეს დატვირთული შევიდა შინ, მთელი
სახლი მოიარა და ნამდვილი ფოსტალიონივით დაარიგა
წერილები თუ ამანათები.
– აი, შენი თაიგული, დე! ლორის თავის დღეში არ ავიწყდება, –
და მომცრო, სურნელოვანი თაიგული ჩადო „დეს კუთხეში“
მდგარ ლარნაკში, რომლის შესავსებადაც დაუზარებლად
იღვწოდა გულთბილი ბიჭი.
– მის მეგ მარჩს: ერთი წერილი და ერთიც ხელთათმანი, –
განაგრძო ბეთმა და ნივთები დას გადასცა, რომელიც დედასთან
იჯდა და მამაკაცის პერანგის მანჟეტებს აგვირისტებდა.
– ლორენსებთან ორივე ხელთათმანი დამრჩა და აქ რომ მარტო
ერთია? – გაიკვირვა მეგმა და ბამბის რუხ ხელთათმანს
დააცქერდა.
– ცალი ბაღში ხომ არ დაგვარდნია?
– არა! როგორ დამივარდებოდა, როცა ფოსტაში ეს ერთი იდო.
– ვერ ვიტან ცალ-ცალ ხელთათმანს, მაგრამ არა უშავს, იქნებ
მეორეც გამოჩნდეს. ამ წერილში კი, მე რომ მინდოდა, იმ
გერმანული სიმღერის თარგმანია. ალბათ მისტერ ბრუკმა
გადმოთარგმნა, ლორის ხელწერას არ ჰგავს.
მისის მარჩმა გახედა მეგს, რომელიც, დილის უჯრულა კაბაში
169
კოხტად გამოწყობილი და შუბლზე წვრილ-წვრილ
კულულებჩამოყრილი, ძალზე ქალურად უჯდა ქსოვილის
პატარ-პატარა, კოხტად დალაგებული ხვეულებით სავსე სამუშაო
მაგიდას და აზრადაც არ მოსდიოდა, რას ფიქრობდა დედა.
კერავდა და ღიღინებდა, თითებს მკვირცხლად ამოძრავებდა,
გონება კი ავსებოდა ქალწულებრივი ოცნებებით, რომლებიც
ისეთივე უმანკო და ცინცხალი ჰქონდა, როგორც ქამარში
ჩამაგრებული იაჟუჟუნები. მისის მარჩს კმაყოფილებით გაეღიმა.
– ექიმი ჯოსთვის ორი წერილია, კიდევ – წიგნი და ეს ძველი,
სასაცილო შლაპა: თავზე ეფარა ჩვენს საფოსტო განყოფილებას, –
სიცილით თქვა იმ კაბინეტში შესულმა ბეთმა, სადაც ჯო იჯდა და
წერდა.
– ოჰ, რა ცბიერი ვინმეა ეს ლორი! ერთხელ წამომცდა, ნეტავი
დიდი შლაპები იყოს მოდაში, თორემ ცხელ დღეებში სულ სახე
მეწვება-მეთქი. მითხრა, მოდა გადარდებს? დაიხურე დიდი
შლაპა და მოხერხებულად იქნებიო. ვუპასუხე, არა მაქვს, თორემ
რატომაც არ დავიხურავდი-მეთქი და აი, ეს გამომიგზავნა, რომ
გამომცადოს. ჰოდა, მართლა დავიხურავ ხუმრობით და
დავანახებ, რომ მოდა ოდნავაც არ მადარდებს, – ჯომ
ძველმოდური, ფართოფარფლებიანი შლაპა პლატონის ბიუსტს
ჩამოაფხატა, მერე კი წერილები გადაიკითხა.
ერთი წერილი დედას მოეწერა; ჯოს ლოყები აუვარვარდა და
თვალში ცრემლი მოადგა, რადგან აი, რა ეწერა წერილში:

ჩემო კარგო!
ამ პატარა ბარათს იმისთვის გწერ, რომ გითხრა, რა
კმაყოფილებით გადევნებ თვალყურს, თუ როგორ ცდილობ
თავშეკავებას. შენ არაფერს ამბობ შენს განცდებზე, მარცხსა თუ
წარმატებაზე და, ალბათ, გგონია, ვერავინ ხედავს მათ, გარდა იმ
მეგობრისა, ვისაც ყოველდღიურად მიმართავ საშველად. ამას
შენი მეგზური წიგნის გაცვეთილი ყდა მიდასტურებს. მაგრამ მეც
ყველაფერს ვხედავ და გულით მჯერა შენი გადაწყვეტილების
სიწრფელე, რადგან მას უკვე მოაქვს ნაყოფი. განაგრძე,
საყვარელო, განაგრძე მოთმინებითა და ვაჟკაცურად, და მუდამ

170
გწამდეს, რომ არავინ თანაგიგრძნობს იმაზე მეტად, ვიდრე შენი
მოყვარული...
დედა

– აი, სად არის საშველი! ეს ბარათი მილიონობით ფულსა და


ათას ქება-დიდებას გადაწონის. ოჰ, დე, როგორ არ ვცდილობ! და
კიდევ ვეცდები, არ დავიღლები, რახან შენ მყავხარ და მეხმარები.
ჯომ სახე ხელებში ჩარგო და სიხარულის რამდენიმე ცრემლი
დააპკურა თავის პატარა მოთხრობას, რადგან აქამდე მართლაც
ეგონა, ვერავინ ხედავდა და არავინ აფასებდა მის მოწადინებას.
დედის სიტყვები ორმაგად ძვირფასი, ორმაგად გამამხნევებელი
აღმოჩნდა, რადგან მოულოდნელი იყო და თანაც იმ ადამიანისგან
თქმული, ვის ქებასაც ყველაზე მეტად აფასებდა. წინანდელზე
მეტი ძალა იგრძნო საიმისოდ, რომ პირისპირ დასდგომოდა და
დაეცხრო თავისი აპოლიონი, აიღო ბარათი და ქინძისთავით
ჩაიმაგრა კაბის ნაკეცში, როგორც ფარი, როგორც სახსოვარი იმ
შემთხვევისთვისთვის, თუ საფრთხე მოულოდნელად
დაატყდებოდა და მეორე წერილი გახსნა როგორც კარგი, ისე
ცუდი ამბის გასაგებად მზად მყოფმა. ლორის მსხვილი გაკრული
ხელით მოეწერა:

ჩემო კარგო ჯო, როგორ გიკითხო?


ხვალ ინგლისელი გოგო-ბიჭები მოდიან სტუმრად. მინდა,
კარგი დრო გავატაროდ, თუ დარი იქნა, ლონგმედოუში დავცემ
კარავს და მთელ გუნდს ნავებით გადავიყვან: იქ წავიხემსოთ,
კროკეტი ვითამაშოთ, კოცონი დავანთოთ, ვიანცოთ,
მომთაბარეებივით ვისადილოთ და ათასნაირად ვიცელქოთ.
კარგი ხალხია და ამნაირი გართობაც უყვართ. ბროკიც
წამოგვყვება ბიჭებისთვის აღვირის ამოსადებად, გოგოებს კი
კეიტ ვონი მიხედავს. მინდა, ყველანი წამოხვიდეთ, ბეთს
არაფრის გულისთვის არ დავტოვებ სახლში: პიკნიკზე არავინ
შეაწუხებს. სანოვაგეზე არ იდარდოთ, მე მივხედავ მაგასაც და
სხვა ყველაფერსაც, შენ ოღონდ წამოდი, არ დაიზარო!
ეს ამბავი მართალია, არ გეგონოს ჭორი!

171
მარად შენი ლორი

– ამაზე კარგი რა უნდა იყოს! – შეჰყვირა ჯომ და სასტუმრო


ოთახში შეფრინდა, რომ მეგისთვის ეხარებინა.
‒ ხომ გაგვიშვებ, დე? ლორის მხარში ამოვუდგებით – მე
ნიჩბების მოსმა ვიცი, მეგი სადილს მიხედავს, პატარებიც რამეში
გამოდგებიან.
– იმედია, ვონები დიდები და ნატიფები არ არიან. რამე იცი მაგ
ხალხისა, ჯო? – ჰკითხა მეგმა.
– მარტო ის, რომ ოთხნი არიან. კეიტი შენზე დიდია, ფრედი და
ფრენკი (ტყუპი) – დაახლოებით ჩემი ხნისა, და პატარა გოგო
(გრეისი) – ცხრა-ათი წლისა იქნება. ლორიმ უცხოეთში გაიცნო და
ბიჭები მოეწონა. კეიტის ხსენებაზე კი ისე აიბზუა ტუჩი, ეტყობა,
მაინცდამაინც აღტაცებული არ არის.
– კიდევ კარგი, ჩემი ფრანგული ჩითის კაბა გარეცხილია!
ზუსტად სახვალიო ჩასაცმელია და თანაც მიხდება! – დიდი
კმაყოფილებით გამოაცხადა მეგმა, – შენ რამე წესიერი გეგულება,
ჯო?
– რუხ-შინდისფერი სამდინარო კოსტიუმი მაქვს და სხვა არც
არაფერი დამჭირდება. ნიჩბები უნდა მოვუსვა და ფეხით ვიარო,
ჰოდა, გაფშეკილ კაბებზე ფიქრიც არ მინდა. ხომ წამოხვალ, ბეთ?
– თუ ისე იზამ, რომ ბიჭები არ დამელაპარაკონ.
– ხმასაც არ გაგცემენ!
– მინდა, ლორი გავახარო, მისტერ ბრუკისაც არ მეშინია,
ძალიან კეთილია, ოღონდ არც თამაში მინდა, არც სიმღერა და არც
არაფრის თქმა. გულმოდგინედ ვიმუშავებ და არ შეგაწუხებთ.
მოკლედ, თუ მომხედავ, ჯო, წამოვალ.
– შენ ჩემი კარგი გოგო ხარ! ცდილობ, მორცხვობა დასძლიო და
მაგიტომაც მიყვარხარ. ნაკლთან ბრძოლა ადვილი არ არის,
გამომიცდია. მაგ დროს ყოველი კეთილი სიტყვა გამხნევებს.
გმადლობ, დე, – და ჯომ მადლიერებით აკოცა ჩავარდნილ
ლოყაზე. ეს მადლიერება ძვირფასი იყო მისის მარჩისთვის და ამ
კოცნას მისი ლოყისთვის სიყმაწვილის ვარდისფერი სიმრგვალე
რომ დაებრუნებინა, ამგვარად არ ესიამოვნებოდა.

172
– ერთი კოლოფი შოკოლადის დრაჟე მივიღე და ის სურათი,
გადახატვა რომ მინდოდა, – თავისი ფოსტის საჩვენებლად
შემოვიდა ემი.
– მე კი მისტერ ლორენსის წერილი. მთხოვს ამ საღამოს
შემოიარე და დაუკარი, სანამ ლამპებს აანთებენო. და წავალ
კიდეც. – თქვა ბეთმა; მისი და მოხუცი ჯენტლმენის მეგობრობა
უფრო და უფრო ღვივდებოდა.
– აბა, დავტრიალდეთ. დღეს რაც გასაკეთებელი გვქონდა, ორი
იმდენი გავაკეთოთ, რომ ხვალ დარდი აღარაფრისა გვქონდეს, –
თქვა ჯომ და ხელში ცოცხის მოსამარჯვებლად კალამი დადო.
მეორე დღეს მზემ ადრიანად შეიჭყიტა გოგონების ოთახში
შესატყობინებლად, დღეს დარი იქნებაო და სასაცილო სურათი
დაუხვდა. ყველა გოგო ისე მომზადებულიყო პიკნიკისთვის,
როგორც საჭიროდ ჩაეთვალა. მეგს შუპლზე პალოტების 1
დამატებითი მწკრივი შვენოდა, ჯოს კოლდ-კრემით 2 გაეთხუპნა
დამწვარი სახე, ბეთს ჯოანა ჩაეწვინა ლოგინში განშორებასთან
შესაგუებლად, ემის კი ყველასთვის გადაეჭარბებინა: სარეცხის
სარჭი დაემაგრებინა ცხვირზე ამ გამაღიზიანებელი ნაკვთის
ცოტათი მაინც ასაწევად. ასეთი სარჭით მხატვარი მოლბერტზე
ამაგრებს ფურცელს, ანუ ძალიანაც შესაფერისი და ქმედითი იყო
ახლანდელი მიზნისთვის. ამ სასაცილო სანახაობამ გაახალისა
მზე. ისე გასხივოსნდა, რომ ჯოს გაეღვიძა, ემის მორთულობის
დანახვაზე გულიანი სიცილი აუტყდა, ამ სიცილით გააღვიძა
დები და ლოგინებიდან წამოახტუნა.
მზე და სიცილი საამურ დროსტარებას მოასწავებდა. მალე
ორივე სახლში ხალისიანი ფაციფუცი ატყდა. ბეთი პირველი
მოემზადა, ახლა ფანჯარასთან იდგა და აღწერდა, რაც მეზობლად
ხდებოდა, თან მორთვა-მოკაზმვაში გართულ დებს ხშირ-ხშირი
„დეპეშებით“ ართობდა:
– აი, ვიღაც კაცს კარავი მიაქვს! მისის ბარკერი სადილს

1 პაპილოტი (papilote) – ქაღალდის ან ჩვრის ნაჭერი, რომელზეც ახვევენ თმის


კულულებს ცივად დახვევის დროს.
2 კოლდ კრემი – კანის დამარბილებელი და გამწმენდი ემულსია

173
ალაგებს თავსახურიან კოლოფში და დიდ კალათაში. მისტერ
ლორენსმა ცას ახედა, მერე – ფლუგერს. ნეტავი ჩვენთან ერთად
წამოვიდოდეს! აგერ, ლორი, ნამდვილი მეზღვაური გეგონება – რა
კარგი ბიჭია! ღმერთო! ხალხით სავსე ეტლი მოვიდა: მაღალი
ქალი, პატარა გოგო და ორი საშინელი ბიჭი. ერთი კოჭლობს,
საწყალი, ყავარჯნით დადის. ლორის ეგ ამბავი არ უხსენებია.
მალე, გოგოებო! გვაგვიანდება. უი, ნახე, ნედ მოფატიც აქ
ყოფილა, წარმოგიდგენია?! მეგ, ეგ ის კაცი არ არის, ერთ დღეს
საყიდლებზე რომ დავდიოდით და თავი დაგიკრა?
– კი, ეგ არის. უცნაურია, ეგეც რომ მოდის. მეგონა, მთაში
ისვენებდა. აი, სალიც. რა კარგია, უკვე ჩამოსულა. კარგად
გამოვიყურები, ჯო? – აფორიაქდა მეგი.
– როგორც კოკობი ვარდი, ოლონდ კაბის კალთა ოდნავ აიწიე
და შლაპა სწორად დაიხურე, თორემ ეგრე ალმაცერად
დაკოსებული სენტიმენტალურ იერს გაძლევს და თანაც, ქარი
დაუბერავს თუ არა, მაშინვე გადაგიფრინდება. აბა, ჰე, წავედით!
– ოჰ, ჯო, მართლა მაგ საშინელი შლაპით მოდიხარ? რა
სისულელეა! გინდა, მაინცდამაინც საფრთხობელას ჰგავდე? –
აქოთქოთდა მეგი, როცა ჯომ ნიკაპქვეშ წითელი ლენტით შეიკრა
ლორისგან სახუმაროდ გამოგზავნილი იტალიური ჩალის
ფართოფარფლებიანი, ძვეღმოდური შლაპა.
– ჰო, ამით მოვდივარ, იმიტომ რომ მშვენიერია: მზისგან
დამცავი, მსუბუქი და დიდი. თან ყველა გახალისდება. ეგ
არაფერი, თუ საფრთხობელას ვემგვანები, მთავარია,
მოხერხებულად ვიყო, – ამ სიტყვებით ჯომ კარისკენ დაადო თავი
და დანარჩენებიც მიჰყვნენ – დების პატარა, მხიარული ბანდა,
ყველანი საგარეო საზაფხულო კაბებით, გაბრწყინებული
სახეებითა და კოხტა შლაპებით.
ლორი სირბილით შემოეგება და გულითადად გააცნო თავის
მეგობრებს. მდელო რამდენიმე წუთით სასტუმრო ოთახად
გადაიქცა და ხალისიანი სცენა გათამაშდა. მეგს გულს მოეფონა,
რომ კეიტს, თუმცა უკვე ოცი წლისა იყო, სადა ტანსაცმელი ეცვა,
რომლისთვისაც, კარგი იქნებოდა, ამერიკელ გოგონებსაც
მიებაძათ. ისიც ეამა, რომ მისტერ ნედმა დაარწმუნა, ნამდვილად

174
თქვენს სანახავად მოვედიო. ჯო მიხვდა, რატომ აიბზუა ლორიმ
ტუჩი კეიტის ხსენებაზე: ეს ყმაწვილქალი აშკარად უკარება
ჩანდა, რითაც ძლიერ განსხვავდებოდა დანარჩენი გოგონებისგან,
რომლებსაც თავისუფლად და ძალდაუტანებლად ეჭირათ თავი.
ბეთი დააკვირდა ახალ ბიჭეიბს და გადაწყვიტა: ის, რომელიც
კოჭლობდა, „საშინელი“ კი არა, უწყინარი და სუსტი იყო და
გადაწყვიტა, სწორედ მაგიტომ კეთილად მოვექცევიო. ემის
კარგად აღზრდილ, მხიარულ პატარა გოგოდ ეჩვენა გრეისი,
რამდენიმე წუთს უხმოდ მიაშტერდნენ ერთმანეთს და მერე,
უცებ, გულითად მეგობრებად იქცნენ.
კარვები, სადილი და კროკეტის სათამაშო მოწყობილობა
წინასწარვე გაგზავნეს, ახლა კი მთელი კრებული მალევე ჩაჯდა
ნავებში; ორივე ნავი ერთად მოსწყდა ნაპირს და მისტერ
ლორენსიღა დარჩა: იდგა და შლაპის ქნევით ემშვიდობებოდა.
ერთ ნავში ლორი და ჯო უსვამდნენ ნიჩბებს, მეორეში – მისტერ
ბრუკი და ნედი, ხოლო პატარა, ბრტყელძირა ნავში მჯდარი
ფრედ ვონი, მოუსვენარი ტყუპისცალი, ნიჩბებს წყალში
ატყაპუნებდა, დამფრთხალი ტარაკანივით დაფუთფუთებდა და
ლამის იყო, ორივე ნავი გადაეყირავებინა. ჯოს სასაცილო შლაპამ
საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, რადგან ყოველმხრივ
გამოსადეგი აღმოჩნდა: ჯერ ერთი, გაცნობისას უხერხულობის
ყინული დაამსხვრია, მერე კი, როცა ჯო ნიჩბებს მიუჯდა, ქუდი
წინ და უკან აქანავდა და საამური, გამაგრილებელი ნიავი
ამოვარდა; თანაც, ჯოს თქმით, უეცრად წვიმა რომ წამოსულიყო,
ყველას ჩინებულად გაუწევდა ქოლგობას. მის კეიტმა დაასკვნა,
„უცნაური“ გოგოა, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანიო და შორიდან
გაუღიმა.
მეორე ნავში მეგი მშვენიერ ადგილას იჯდა – მენიჩბეების
პირისპირ, რომლებიც აღტაცებაში მოვიდნენ ამ გარემოებით და
უჩვეულო სიმარჯვითა და ოსტატობით დააწვნენ ნიჩბებს.
მისტერ ბრუკი სერიოზული, სიტყვაძვირი ახალგაზრდა იყო,
ლამაზი თაფლისფერი თვალებისა და საამური ხმის პატრონი.
მეგს მოსწონდა მისი თავშეკავებულობა და სასარგებლო ცოდნით
სავსე მოარულ ენციკლოპედიად მიაჩნდა. ლაპარაკით ცოტას

175
ელაპარაკებოდა მეგს, სამაგიეროდ, ბევრს უყურებდა და მეგი
ხვდებოდა, მის მზერაში არაკეთილგანწყობა არ იგრძნობაო.
უნივერსიტეტის სტუდენტი ნედი, რასაკვირველია, ისე
ფაფხურობდა, როგორც ყველა პირველკურსელი, რომელთაც
სწამთ, რომ მედიდურობა მათი წმიდათაწმიდა ვალია. ჭკუით ვერ
დაიკვეხნიდა, მაგრამ გულიანი ახალგაზრდა იყო და პიკნიკზე
მასთან ერთად წასვლას არაფერი სჯობდა. სალი გარდინერი იმის
ცდაში იყო, როგორმე თეთრი პიკეს 1 კაბა არ დასვროდა და, თან,
მოუსვენარ ფრედს ემასლაათებოდა, რომელიც თავისი
ოინბაზობით მუდმივი შიშის ქვეშ ამყოფებდა ბეთს.
ლონგმედოუმდე შორი არ იყო, მაგრამ იქ მისულებს კარავი
უკვე გაშლილი დაუხვდათ, ხოლო კროკეტის კარები – თავთავის
ადგილზე ჩასმული. საამურ მწვანე მინდორზე ფართოდ
ტოტებგაშლილი სამი მუხა იდგა, შუაში კი ზოლად მიუყვებოდა
სწორი კორდი, სადაც კროკეტი უნდა ეთამაშათ.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გენერალ ლორენსის
ბანაკში! – თქვა ყმაწვილმა მასპინძელმა, როცა ყველანი
აღტაცების ჟივილ-ხივილით გადავიდნენ ნაპირზე.
– ბრუკი მთავარსარდალია, მე კი გენერალ-ინტენდანტი 2,
დანარჩენები – შტაბის ოფიცრები არიან, თქვენ კი, ქალბატონებო,
სტუმრები ბრძანდებით. კარავი პირადად თქვენს
განკარგულებაშია, ის მუხა თქვენი სასტუმრო ოთახია, ეს –
კაიუტკომპანია 3, ის, მესამე კი – საველე სამზარეულო. აბა,
ვითამაშოთ, სანამ დაცხა, მერე კი სადილს მივხედოთ.
ფრენკი, ბეთი, ემი და გრეისი დასხდნენ, რომ პიკნიკის
დანარჩენი რვა მონაწილის თამაშისთვის ეცქირათ. მისტერ
ბრუკმა მეგი, კეიტი და ფრედი აირჩია, ლორიმ – სალი, ჯო და
ნედი. ინგლისელები კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ამერიკელები

1 პიკე – ბამბის ან ხელოვნური აბრეშუმის ერთგვარი მკვრივი ქსოვილი


ამობურცული სახეებით
2 ინტენდანტი – სამხედრო პირი, რომელსაც ევალება ჯარის ნაწილების,

სამხედრო დაწესებულებების მომარაგება სურსათით, ტანისამოსით და სხვ.


3 კაიუტკომპანია – საერთო სადგომი გემზე, სადაც მგზავრები (სამხედრო გემზე

– ოფიცრები) სადილობენ და ისვენებენ.

176
– მათზე უკეთესად და ყოველი გოჯი მიწისთვის ისე ვაჟკაცურად
იბრძოდნენ, თითქოს მათში 1776 წლის 1 სული ჩასახლებულაო.
ჯო და ფრედი რამდენჯერმე წაკინკლავდნენ, კინაღამ
სალანძღავი სიტყვები აკადრეს ერთმანეთს. ჯომ ბოლო კარი
გაიარა, მაგრამ დარტყმა აუცდა და ნერვები აეშალა. ფრედი
ოდნავ ჩამორჩებოდა და ახლა მისი დარტყმის ჯერი დადგა.
დაარტყა, ბურთი კარს მოხვდა და ერთი დუიმით აქეთ გაჩერდა.
ახლომახლო არავინ იყო, ფრედმა შესამოწმებლად მიირბინა, აბა,
სად დევს ბურთიო, ვერაგულად წაჰკრა ჩექმის წვერი და ბურთი
ერთი დუიმის სიღრმეზე შეაგორა კარში.
– გავედი! ახლა კი გაგისწორდებით, მის ჯო! – შესძახა
ყმაწვილმა ჯენტლმენმა და ჩაქუჩი მოიქნია, რომ ერთხელაც
დაერტყა.
– ფეხი ჰკარით, დაგინახეთ, ახლა ჩემი ჯერია, – მკვახედ
უთხრა ჯომ.
– ღმერთმანი, არ მივკარებივარ. იქნებ თვითონვე გაგორდა
ცოტათი, მაგრამ ეგ ხომ ნებადართულია. ჰოდა, ძალიან გთხოვთ,
მომეცალეთ, რომ პალოს დავკრა.
– ამერიკაში არ ვყალთაბანდობთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ,
თუკი გნებავთ, – გაცხარდა ჯო.
– ვინ არ იცის, რომ იანკებს ხრიკებში ვერავინ შეედრება. ეგეც
თქვენ! – მიახალა ფრედმა და თავისი ბურთით შორს
გადაისროლა ჯოს ბურთი.
ჯომ პირი გააღო უხეშად საპასუხოდ, მაგრამ დროულად
შეიკავა თავი, თმის ძირებამდე გაწითლდა. ერთ წუთს ასე იდგა
და ჩაქუჩს მთელი ძალ-ღონით ურახუნებდა პალოს, სანამ
ფრედმა თავის პალოს არ მოარტყა ბურთი და დიდი ამბით არ
გამოაცხადა, თამაშს მოვრჩიო. ჯო ბურთის მოსატანად წავიდა და
დიდხანს ეძება ბუჩქებში, მაგრამ უკან დამცხრალ-
დაწყნარებული მობრუნდა და მშვიდად დაელოდა თავის ჯერს.

1 1776 წელი – იგულისხმება ინგლისის 13 ჩრდილოამერიკული კოლონიის


რევოლუციურ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, რომლის მიმდინარეობისას
შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო – ამერიკის შეერთებული შტატები.

177
რამდენიმე დარტყმა დასჭირდა დაკარგული პოზიციის
დასაბრუნებლად, მაგრამ ამასობაში მეორე გუნდი, საცაა,
გაიმარჯვებდა, რადგან კეიტის ბოლოს წინა ბურთი პალოს
ახლოს იდო.
– ჯანდაბა! დავიღუპეთ და ეგ არის! მშვიდობით, კეიტ! მის ჯომ
სამაგიერო უნდა გადამიხადოს, ასე რომ შენი საქმე წასულია, –
მღელვარედ წამოიძახა ფრედმა, როცა ყველამ მიირბინა თამაშის
დასასრულის სანახავად.
– იანკებმა ერთი ხრიკი იციან: მტერს დიდსულოვნად უნდა
მოექცნენ, – თქვა ჯომ და ისეთი თვალით გახედა ფრედს, რომ
ბიჭი გაწითლდა, – მეტადრე როცა ამარცხებენ, – დაუმატა, კეიტის
ბურთი ხელუხლებელი დატოვა და ოსტატური დარტყმით
გაამარჯვებინა თავის გუნდს.
ლორიმ შლაპა ცაში აისროლა, მაგრამ იქვე გაახსენდა,
სტუმრების მარცხი არ უნდა ვიზეიმოთ, შუა გზაზე შეწყვიტა
ვაშას ძახილი და მეგობარს წასჩურჩულა:
– ყოჩაღ, ჯო! მართლა იყალთაბანდა, მეც დავინახე. ახლა
პირდაპირ ვერ ვეტყვით, მაგრამ სიტყვას გაძლევ, მეტს აღარ
იზამს.
მეგმა ჩამოშლილი ნაწნავის აკეცვის საბაბით ჯო გვერდზე
გაიყვანა და შეაქო:
– ძალიან გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ თავი კარგად
დაიჭირე. ძალიან მიხარია, ჯო.
– მეტისმეტადაც ნუ შემაქებ, მეგ: ერთი სული მქონდა, სილა
მეტკიცა! ჯავრით გულზე გავსკდებოდი, მაგრამ იქამდე დავრჩი
ჭინჭრებში, სანამ ისე არ მოვერიე ბრაზს, რომ ენისთვის კბილი
დამეჭირა. ახლაც ვდუღვარ და იმედია, ეგ ფრედი ახლოს არ
მომეკარება, – მიუგო ჯომ, ტუჩზე იკბინა და დიდი შლაპის
ქვემოდან ფრედს თვალები დაუბრიალა.
– სადილის დროა, – საათს დახედა მისტერ ბრუკმა, – გენერალ-
ინტენდანტო, გთხოვთ, კოცონი დაანთოთ და წყალი მოიტანოთ.
ამასობაში მის მარჩი, მის გარდინერი და მე სუფრას გავშლით. აბა,
ვის შეუძლია, გემრიელი ყავა მოგვიდულოს?
– ჯოს, – სიხარულით თქვა მეგმა, რადგან დის კარგი მხრით

178
წარმოჩენის საშუალება მიეცა.
ჯომ იგრძნო, რომ კულინარიის ბოლოდროინდელი
გაკვეთილები, სადაც იყო ფასს დასდებდა და ყავადნის
მისახედად წავიდა, ბავშვებმა კი ფიჩხი შეაგროვეს, ბიჭებმა
კოცონი დაანთეს და მახლობელი წყაროდან წყალი მოიტანეს. მის
კეიტი იჯდა და ალბომში ჩანახატებს აკეთებდა, ფრენკი კი ბეთს
ელაპარაკებოდა, რომელიც ლერწმის პატარ-პატარა ლამბაქებს
წნავდა, გამოგვადგებაო.
მთავარსარდალმა და მისმა ადიუტანტებმა მაგიდას სუფრა
გადააფარეს და ზედ მწვანე ფოთლებით კოხტად მორთული,
მაცდუნებელი საჭმელ-სასმელი დაალაგეს. ჯომ გამოაცხადა, ყავა
მზად არისო და ყველანი მადიანად შეუდგნენ უხვ სადილს,
რადგან ახალგაზრდებს იშვიათად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის
დაავადებები, ხოლო ფიზიკური ვარჯიში ჯანსაღ მადას აღძრავს.
სადილი მხიარულზე მხიარული გამოუვიდათ: ყველაფერი
უჩვეულო და სახალისო ეჩვენებოდათ. გულიდან ამომსკდარი
სიცილი წამდაუწუმ აფრთხობდა შორიახლო მობალახე ბებერ
ცხენს. მაგიდა ცოტა ალმაცერად იდგა, რის გამოც ფინჯნებსა და
თეფშებს ხშირ-ხშირად ატყდებოდათ უსიამოვნება, რძეში რკო
ცვიოდა, დაუპატიჟებლად მობრძანებული პატარა შავი
ჭიანჭველები საჭმელში ეზიარებოდნენ მოსადილეებს, ხოლო
ხიდან ჩამოკონწიალებული ბანჯგვლიანი მუხლუხები
ათასნაირად იგრიხებოდნენ, რომ როგორმე დაენახათ, რა
ხდებოდა დაბლა. ღობის იქიდან სამი ქერა ბავშვი იჭყიტებოდა,
მდინარის გაღმიდან კი მთელი ძალ-ღონით ყეფდა ავი ძაღლი.
– მარილიც გვაქვს, თუ გინდა, – გაეხუმრა ლორი ჯოს და
კენკრიანი ლამბაქი მიაწოდა.
– გმადლობ, ობობები მირჩევნია, – მიუგო გოგომ და
ლამბაქიდან ორი პატარა, წინდაუხედავი ობობა ამოათრია,
რომელთაც ნაღებში ამოხდომოდათ სული, – როგორ ბედავ და იმ
საშინელ სადილს მახსენებ, როცა შენი სადილი ასე ყოველმხრივ
მშვენიერია? – დაამატა მას მერე, რაც ორივენი სიცილით შეექცნენ
კენკრას ერთი თეფშიდან, რადგან ყველას სამყოფი ჭურჭელი არ
აღმოჩნდა.

179
– იმ დღეს ისეთი დრო გავატარე, დღემდე არ დამვიწყებია და
დღევანდელ სადილს რაც შეეხება, მე რა შუაში ვარ? ყველაფერი
შენი, მეგისა და მისტერ ბრუკის ამაგია და დიდი მადლობელიც
ვარ თქვენი. მერე რაღა ვქნათ, როცა ჭამა აღარ შეგვეძლება, –
ჰკითხა ლორიმ, როცა მიხვდა, რომ სადილი დასრულდებოდა თუ
არა, მისი კოზირიც გაიჭრებოდა.
– ვითამაშოთ, სანამ არ აგრილდება. ლიტერატურული ლოტო
წამოვიღე, იმედია, მის კეიტსაც ეცოდინება რამე ახალი და კარგი.
მიდი და ჰკითხე. სტუმარია, მეტი ყურადღება უნდა მიაქციო.
– შენც ხომ სტუმარი ხარ! მეგონა, ბრუკი გაართობდა, მაგრამ
სულ მეგს ელაპარაკება, კეიტი კი ზის და იმ თავისი სასაცილო
სათვალით აშტერდება ორივეს. მივდივარ, მივდივარ, ოღონდაც
ლექცია აღარ წამიკითხო! ხომ იცი, არ გეხერხება, ჯო.
მის კეიტს მართლა სცოდნოდა რამდენიმე ახალი თამაში და
როცა გოგონებს აღარ უნდოდათ ჭამა, ხოლო ბიჭებს აღარ
შეეძლოთ, „სასტუმრო ოთახში“ გადაინაცვლეს, რომ
„აბდაუბდობანა“ ეთამაშათ.
– ვინმე დაიწყებს თხრობას, ნებისმიერ სისულელეს იტყვის და
იქამდე ილაპარაკებს, სადამდეც მოუნდება, ოღონდ ისე უნდა
ქნას, რომ ამაღელვებელ ადგილას გაჩერდეს, მერე სხვა
გააგრძელებს და ისიც პირველივით მოიქცევა. თუ
მოვიწადინებთ, ძალიან სასაცილო გამოგვივა; ისეთი
ტრაგიკომიკური უთავბოლობა იქნება, სიცილით დავიხოცებით.
გთხოვთ, თქვენ დაიწყეთ, მისტერ ბრუკ, – მბრძანებლური იერით
თქვა კეიტმა და ძალიან გააკვირვა მეგი, რომელიც
მასწავლებელსაც ისეთივე პატივისცემით ექცეოდა, როგორც
ნებისმიერ სხვა ჯენტლმენს.
ორი ყმაწვილქალის ფერხთით, ბალახზე მიწოლილმა მისტერ
ბრუკმა მზით აელვარებულ მდინარეს გაუშტერა თვალი და
მორჩილად შეუდგა თხრობას:
– დიდზე დიდი ხნის წინ ერთი რაინდი გზას გაუდგა, იქნებ
ბედს ვეწიოო, რადგან არაფერი გააჩნდა: მთელ მის ავლადიდებას
ფარი და ხმალი შეადგენდა. დიდხანს იარა, ლამის ოცდარვა
წელი, და ბევრი გასაჭირიც გამოიარა, სანამ მავანი კეთილი,

180
მოხუცი მეფის სასახლეს არ მიადგა. მეფე დიდ ჯილდოს
დაჰპირებოდა მას, ვინც ერთ დიდებულ, გაუხედნავ კვიცს
მოუთვინიერებდა და გაუწვრთნიდა. მეფეს ძალიან უყვარდა ეს
კვიცი. რაინდი დათანხმდა, ვცდიო და ნელა, გულიანად შეუდგა
საქმეს, რადგან კვიცი ერთობ საამური ცხოველი გამოდგა და
მალევე მიხვდა, რომ პატრონი უნდა ჰყვარებოდა, თუმცა ჟინიანი
და თავნება ვინმე კი იყო. ყოველ ცისმარე დღეს, როცა რაინდი
მეფის საყვარელ პირუტყვს წვრთნიდა, მასზე ამხედრებული
გაივლიდა ხოლმე მთელ ქალაქს და გზადაგზა გაფაციცებით
ეძებდა ერთ ლამაზ სახეს, რომელიც მრავალჯერ ეხილა სიზმრად,
მაგრამ ვერასოდეს ეპოვა. ერთ დღეს, რომელიღაც წყნარ ქუჩაზე
რომ მინავარდობდა, ნახევრად დანგრეული სასახლის ფანჯარაში
სწორედ ის ლამაზი სახე დაინახა. გაიხარა, იკითხა, ამ რამდენიმე
მეფის ასულია დატყვევებული და გათენებიდან დაღამებამდე
ძაფს ართავენ, რომ გამოსასყიდი ფული შეაგროვონო. რაინდს
გულით მოუნდა იმათი დახსნა, მაგრამ ღარიბი იყო და მხოლოდ
ის შეეძლო, ყოველდღე იმ ქუჩაზე ჩაევლო, შეეხედა სანდომიანი
სახისთვის და ენატრა, ნეტავი მისი თავი გარეთ, მზის შუქზე
მაჩვენაო. ბოლოს გადაწყვიტა, სასახლეში შესულიყო და თავად
მეფის ასულებისთვის ეკითხა, რით გიშველოთო. მივიდა და
დააკაკუნა. გაიღო ჭიშკარი და რაინდმა იხილა...
‒ სახეგაბრწყინებულმა, აღტაცებულმა მზეთუნახავმა
წამოიძახა: „როგორც იქნა! როგორც იქნა!“ – განაგრძო კეიტმა,
ვისაც ფრანგული რომანები ჰქონდა წაკითხული და აღტაცებული
იყო მათი სტილით, – „ის არის, ის!“ შეჰყვირა გრაფმა გუსტავმა და
აღტყინებული დაეცა მის ფერხთით. „წამოდექით!“ მიმართა
ასულმა და მარმარილოსავით თეთრი ხელი გაუწოდა. „არა, არ
ავდგები, სანამ არ მეტყვით, როგორ შეიძლება მოხერხდეს თქვენი
შველა“, განაცხადა ჯერაც მუხლებზე მდგარმა რაინდმა. „ვაგლახ,
სასტიკმა ბედმა გამწირა, აქ უნდა დავრჩე, ვიდრე ჩემს მტანჯველს
ბოლო არ მოეღება“. „მერედა, სად არის ის ბოროტმოქმედი?“
„იასამნისფერ სასტუმრო ოთახში. გასწი, გულადო მეომარო და
მიხსენი სასოწარკვეთისგან“. „გემორჩილები! ან გამარჯვებული
დაგიბრუნდები და ან მკვდარი!“ ამ მღელვარე სიტყვებით გაექანა

181
რაინდი, შეგლიჯა იასამნისფერი სასტუმრო ოთახის კარი და ის
იყო, უნდა შესულიყო, რომ უცებ...
– შიგ თავში მოხვდა დიდი ბერძნული ლექსიკონი, რომელიც
ვიღაც შავმანტიიანმა ბებერმა გამოუქანა, – თქვა ნედმა, – სერ-რაც-
ერქვა, მაშინვე გონს მოვიდა, ტირანს ფანჯრიდან გადაუძახა და
უკან გაბრუნდა, რომ თავის მანდილოსანს მიახლებოდა
გამარჯვებული და შუბლზე კოპდამჯდარი, მაგრამ კარი
ჩაკეტილი დაუხვდა. ჩამოჰგლიჯა ფარდები, ზოლ-ზოლად
დახია და თოკის კიბე გააკეთა, მაგრამ ნახევარ გზაზე ჩასულს
გაუწყდა და სამოცი ფუტის სიმაღლიდან ყირამალა გადაეშვა
წყლით სავსე თხრილში. თუმცა, რაკი იხვივით ცურავდა,
სასახლეს გარშემო შემოუცურა, მივიდა ერთ პატარა კართან,
რომელსაც ორი ზორბა ვაჟკაცი იცავდა და იმდენ ხანს ახლევინა
ერთმანეთზე თავები, სანამ კაკლებივით არ ჩაეფშვნათ; მერე კი
ოდნავ იხმარა დევგმირული ძალა, შეანგრია კარი და აიარა ქვის
ორიოდე საფეხური, რომლებიც ერთი ფუტის სისქე მტვრით,
მუშტისოდენა გომბეშოებითა და იმოდენა ობობებით იყო
დაფარული, რომ შიშით გულს გაგიხეთქავდნენ, მის მარჩ. კიბის
თავზე ისეთ სანახაობას წააწყდა, რომ ძარღვებში სისხლი
გაეყინა...
– ეს იყო მაღალი, თეთრად ჩაცმული ფიგურა, სახეზე
საბურველი ეფარა, გაძვალტყავებულ ხელში ლამპა ეჭირა, –
განაგრძო მეგმა, – ხელი დაუქნია, მომყევიო და უხმოდ
გალივლივდა ბნელ, სამარესავით ცივ დერეფანში. აქეთ-იქით
მუქი, შეაბჯრული ფიგურები იდგნენ, სამარისებური სიჩუმე
სუფევდა, ლამპა ცისფერ შუქს აფრქვევდა, ის აჩრდილივით
ფიგურა კი დროდადრო მოხედავდა და თეთრ საფარველქვეშ
მოელვარე შემზარავი თვალებით აკრთობდა. ფარდით დაფარულ
კართან მივიდნენ. კარს მიღმა საამური მუსიკა ისმოდა. რაინდი
ერთი ნახტომით მიიჭრა კართან, მაგრამ აჩრდილმა ხელი ჰკრა,
უკან გადააგდო და მუქარით მოუღერა...
– საბურნუთე, – განაგრძო ჯომ ისეთი იმქვეყნიური ხმით, რომ
ყველანი სიცილით დაიხოცნენ, – „აუჰ, მადლობელი“, –
თავაზიანად თქვა რაინდმა, აიღო ერთი მწიკვი და ისე ღონივრად

182
დააცემინა შვიდჯერ, რომ თავი მოსძვრა. „ჰა-ჰა-ჰა!“,
გადაიხარხარა აჩრდილმა, გასაღების ჭუჭრუტანაში შეიჭყიტა და
შეხედა პრინცესებს, თავის გადასარჩენად რომ ართავდნენ ძაფს;
მერე კი დაავლო ხელი თავისი მსხვერპლს, ჩადო თუნუქის დიდ
ყუთში, სადაც ერთმანეთზე ეწყო, როგორც თევზები კონსერვის
ქილაში, თერთმეტი სხვა რაინდი. რაინდები ერთბაშად
წამოცვივდნენ და...
– ჰორნპაიპი 1 გააჩაღეს, – ჩაურთო ფრედმა, როცა ჯო სულის
მოსათქმელად შეჩერდა, – და სანამ ცეკვავდნენ, ნახევრად
დანგრეული ძველი სასახლე აფრებაშვებულ სამხედრო
ხომალდად გადაიქცა. „აღმართეთ კლივერი 2! ასწიეთ მარსელის 3
რიფები 4! საჭე ქარის მიმართულებით! ხალხი – ქვემეხებთან!“,
იღრიალა კაპიტანმა, როცა თვალსაწიერზე პორტუგალიელ
მეკობრეთა გემი გამოჩნდა. ფოკ-ანძაზე 5 კუპრივით შავი დროშა
უფრიალებდა, „წინ, გამარჯვებისკენ, ჩემო ვაჟკაცებო!“ თქვა
კაპიტანმა და ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა. ცხადია,
ბრიტანელებმა გაიმარჯვეს: მუდამ ასე არ არის?
– არა, მუდამ არა, – წაილაპარაკა ჯომ.
– დაატყვევეს მეკობრეთა კაპიტანი, ჩამოყარეს შხუნის 6
აფრები. ამ შხუნის გემბანზე გვამები დახვავებულიყო დაზურგ-
ქარა შპიგატებში 7 სისხლი მიედინებოდა, რადგან ბრძოლის
დანყებამდე კაპიტანმა განკარგულება გასცა, იშიშვლეთ
სააბორდაჟო 8 ხმლები და ბოლომდე იბრძოლეთო. ახლა კი

1 ჰორნპაიპი – ინგლისელ მეზღვაურთა ცეკვა


2 კლივერი – ირიბი სამკუთხა იალქანი გემის წინა ნაწილზე
3 მარსელი – სწორი ოთხკუთხა იალქანი, ქვემოდან მეორე

4 რიფის აწევა – იალქნის ფართობის შესამცირებლად მის ნაწილს აკეცავენ, რომ

თავიდან აიცილონ გემის გადაყირავება ან იალქნის დაზიანება.


5 ფოკ-ანძა – გემის ცხვირთან ყველაზე ახლოს აღმართული ანძა

6 შხუნა – ირიბი იალქნების მქონე 2-3 და მეტ ანძიანი აფროსანი გემი

7 შპიგატი – გემის ბორტში გემბანიდან წყლის გასადინარი ხვრელი

8 აბორდაჟი – საზღვაო ბრძოლის ძველებური ხერხი – მოწინააღმდეგეთა გემების

ერთმანეთთან ბორტებით მიდგომა და კავებით გადაჭდობა გადამწყვეტი


ხელჩართული ბრძოლისთვის

183
ბოცმანის 1 თანაშემწეს უბრძანა, თუ ეგ არამზადა კაპიტანი ახლავე
არ აღიარებს თავის ბოროტმოქმედებებს, აიღეთ კლივერის
ტროსი და გაკოჭეთო. პორტუგალიელმა პირში წყალი ჩაიგუბა,
ჰოდა ადგნენ და გემიდან გადაუძახეს, მაგრამ სანამ ეკიპაჟი
თავაწყვეტილი მხიარულობდა, ის გარეწარი შეცურდა სამხედრო
გემის ქვეშ, ამოუხვრიტა ძირი და – გემიც მთელი ეკიპაჟიანად
ჩაიძირა „ფსკერზე, ფსკერზე, ღრმაზე ღრმა ზღვის ფსკერზე“,
სადაც...
– ვაიმე! რა უნდა ვთქვა? – შეიცხადა სალიმ, როცა ფრედმა
მოათავა თავისი აბდაუბდა: ერთმანეთში, როგორც გაახსენდა, ისე
შეურია რომელიღაც საყვარელი წიგნიდან ამოგლეჯილი
ფრაზები და ფაქტები, – კარგი. მოკლედ, ჩაეშვნენ ფსკერზე, სადაც
მშვენიერი სირინოზი მიეგებათ, მაგრამ იმ სირინოზს გული
დასწყდა, როცა ყუთში უთავო რაინდები დაუხვდა. ადგა და
ყველანი გულმოდგინედ დაამწნილა იმ იმედით, იქნებ ოდესმე
გავიგო მათი საიდუმლო, რადგან ცნობისმოყვარე იყო, როგორც
ყველა ქალი. ერთხელაც, ვიღაც მყვინთავი ჩავიდა ფსკერზე და
სირინოზმა უთხრა, ამას თუ ზემოთ აიტან, ერთ კოლოფ
მარგალიტს გაჩუქებო – უნდოდა ის საწყლები გაეცოცხლებინა,
მაგრამ იმსიმძიმე ტვირთს ხომ ვერ ასწევდა! მყვინთავმა
მართლაც აიტანა ყუთი, გაათრია ნაპირზე და გაწბილებული
დარჩა, როცა ახადა თავი და მარგალიტები არ დაუხვდა. ის ყუთი
უკაცრიელ მინდორში დატოვა და ერთხელაც ერთმა...
– პატარა გოგომ იპოვა, რომელიც იმ მინდორში ას ბატს
მწყემსავდა, – თქვა ემიმ, როცა სალის ფანტაზია დაეშრიტა, –
პატარა გოგოს შეებრალა რაინდები და ერთ დედაბერს ჰკითხა,
რით ვუშველოო. შენმა ბატებმა ყველაფერი იციან და გეტყვიანო,
მიუგო დედაბერმა. ჰკითხა პატარა გოგომ ბატებს, რაინდებს
თავები დაეკარგათ და ახლა რა დავადგაო. ასმა ბატმა დააღო ასი
პირი და დაიყიყინა:
– კომბოსტოები, – იქვე შეეშველა ლორი, – რა კარგი იქნებაო,

1ბოცმანი – საზღვაო ფლოტში უმცროსი მეთაური, გემბანის რაზმის უშუალო


უფროსი

184
შესძახა გოგომ, მიირბინა თავის ბოსტანში და თორმეტი თავი
კომბოსტო მოათრია. დაადგა მხრებზე რაინდებს, ისინიც წამსვე
გაცოცხლდნენ, მადლობა მოახსენეს და გახარებულები წავიდნენ
თავ-თავიანთ გზებზე; ვერც კი მიხვდნენ, რა შეიცვალა, რადგან
მათნაირი თავი უამრავ ვინმეს ედგა მხრებზე და ამ ამბავს ჩირად
არავინ აგდებდა. ის რაინდი, რომლის ამბავიც მე მაინტერესებს,
გაბრუნდა, რომ თავისი მზეთუნახავი ენახა და გაიგო, რომ მეფის
ასულებს იმდენი ძაფი დაერთოთ, თავები გამოესყიდათ,
წასულიყვნენ და დათხოვილიყვნენ – ყველანი გარდა ერთისა.
ამაზე რაინდი დიდად აღელდა, მოევლო კვიცს, რომელიც ჭირსა
და ლხინში გვერდით ედგა და სასახლისკენ გაქროლდა, რომ
ენახა, რომელი დარჩა. გაიჭყიტა ცოცხალ ღობეში და დაინახა
თავისი გულის სატრფო, ბაღში ყვავილებს კრეფდა. „ერთ ვარდს
ვერ მიბოძებთ?“ ჰკითხა რაინდმა. „მობრძანდით და თქვენ
თვითონვე მოწყვიტეთ. მე ვერ მოგიახლოვდებით, წესი არ არის,“
თაფლივით ტკბილი ხმით მიუგო იმან. რაინდმა სცადა, ღობეზე
გადამძვრალიყო, მაგრამ ღობე თვალდათვალ ამაღლდა. მერე შიგ
გავლა სცადა, მაგრამ ღობე თვალდათვალ გასქელდა და რაინდს
სასო წარეკვედა. ადგა და მოთმინებით შეუდგა საქმეს: თითო-
თითო შტოს წყვეტდა, სანამ იმოდენა ხვრელი არ გაიყვანა
ღობეში, რომ შიგ გაეჭყიტა, თან კი მუდარით დაუძახა მეფის
ასულს, შემომიშვი, შემომიშვიო. მშვენიერ ასულს, ეტყობა, არ
ესმოდა მისი, რადგან კვლავ დინჯად კრეფდა ვარდებს. სხვა გზა
არ იყო, რაინდს თვითონვე უნდა გაეკაფა გზა. მოახერხა თუ არა,
მაგას ფრენკი მოგახსენებთ.
– ვერა. არ ვთამაშობ. ან როდის მითამაშია ამნაირები?! –
დაფრთხა ფრენკი იმის გაგონებაზე, რომ რაღაც
სენტიმენტალური ძნელბედობიდან უნდა დაეხსნა ბრიყვი
შეყვარებულები.
ბეთი ჯოს ზურგს უკან იმალებოდა, გრეისს კი ეძინა.
– მაშ, ის საწყალი რაინდი ცოცხალ ღობეში გაჩხერილი
დავტოვოთ? – იკითხა მისტერ ბრუკმა, რომელიც კვლავ მდინარეს
გასცქეროდა და ლილ-კილოში ჩამაგრებულ ასკილის ყვავილს
აწვალებდა.

185
– მე მგონი, ცოტა ხანში პრინცესამ მაინც მისცა თაიგული და
ჭიშკარიც გაუღო, – თავისთვის ჩაიღიმა ლორიმ და
მასწავლებელს რკო ესროლა.
– მართლაც რომ აბდაუბდა გამოგვივიდა! რომ გვევარჯიშა,
უფრო ჭკვიანურ რამეს მოვიგონებდით. „სიმართლე“ თუ იცით?
– იმედი მაქვს, – სერიოზულად მიუგო მეგმა.
– თამაშზე გეუბნებით.
– ეგ რაღაა? – იკითხა ფრედმა.
‒ ნომრებს ვირჩევთ და კენჭს ვყრით. ვისი ნომერიც ამოვა,
დანარჩენები შეკითხვებს დაუსვამენ და ყველა შეკითხვას
გულწრფელად უნდა უპასუხოს. ძალიან სახალისოა.
– მოდი, ვცადოთ, – თქვა ჯომ, რომელიც ექსპერიმენტების
მოყვარული გახლდათ.
მის კეიტმა, მისტერ ბრუკმა, მეგმა და ნედმა იუარეს.
სამაგიეროდ ფრედმა, სალიმ, ჯომ და ლორიმ კენჭი ყარეს და
პირველს ლორის ერგო კითხვებზე პასუხის გაცემა.
– ვინ მიგაჩნია გმირებად? – ჰკითხა ჯომ.
– პაპაჩემი და ნაპოლეონი.
– აქ მყოფი ქალბატონებიდან ვინ მიგაჩნია ყველაზე ლამაზად?
– დაინტერესდა სალი.
– მარგარეტი.
– ყველაზე უფრო რომელი მოგწონს? – ეს ფრედი იყო.
– ჯო, რა თქმა უნდა.
– რა სულელურ შეკითხვებს სვამთ! – და ჯომ აგდებულად
აიჩეჩა მხრები, დანარჩენებს კი გაეცინათ ლორის საქმიან
პასუხებზე.
– მოდი, კიდევ ვცადოთ. ურიგო თამაში არ არის ეს
„სიმართლე", – თქვა ფრედმა.
– ჰო, ზუსტად საშენოა, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ჯომ. ახლა
მისი ჯერი დადგა.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი? – ჰკითხა ფრედმა:
უნდოდა, ჯოს ის ღირსება გამოეცადა, რაც თვითონ აკლდა.
– სიფიცხე.
– ყველაზე უფრო რას ინატრებდი? – ჰკითხა ლორიმ.

186
– ჩექმის თასმებს, – მიუგო ჯომ: მშვენივრად მიხვდა, რა ედო
გულში ლორის.
– გულწრფელი პასუხი არ არის. უნდა თქვა, მართლა რას
ინატრებდი.
– ნიჭს. არ გინდა, ნიჭის ჩუქება შეგეძლოს, ლორი? – და
იმედგაცრუებულს ეშმაკურად შეჰღიმა სახეში.
– მამაკაცში რა ღირსებას აფასებ ყველაზე მეტად? – ჰკითხა
სალიმ.
– გამბედაობასა და პატიოსნებას.
– ჩემი ჯერია, – თქვა ფრედმა, როცა მისი ნომერი ამოვიდა.
– მოდი, სეირი ვუჩვენოთ, – წასჩურჩულა ლორიმ ჯოს, იმანაც
თავი დაუქნია და მაშინვე ჰკითხა:
– კროკეტის თამაშის დროს იყალთაბანდეთ?
– მმ... დიახ, ცოტათი.
– კარგი! ეგ თქვენი ისტორია „ზღვის ლომიდან“ მოყევით? –
ჰკითხა ლორიმ.
– ნაწილობრივ.
– თქვენი აზრით, ინგლისელი ერი ყოველმხრივ
სრულყოფილია? – ჰკითხა სალიმ.
– ჩემი თავის შემრცხვებოდა, ამას რომ არ ვფიქრობდე.
– ნამდვილი ჯონ ბულია 1. აბა, მის სალი, ახლა თქვენი ჯერია,
კენჭისყრა აღარ გვჭირდება. თავიდან ერთი შეკითხვით უნდა
გაგაწვალოთ: ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტა კეკლუცი ხართ? –
ჰკითხა ლორიმ, როცა ჯომ ფრედს შერიგების ნიშნად თავი
დაუქნია.
– რა თავხედი ხართ! რა თქმა უნდა, არა, – წამოიძახა სალიმ და
თავისი იერით საწინააღმდეგო დაამტკიცა.
– ყველაზე მეტად რა გეჯავრებათ? – ჰკითხა ფრედმა.
– ობობები და ბრინჯის პუდინგი.
– ყველაზე უფრო რა გიყვარს? – ჰკითხა ჯომ.
– ცეკვა და ფრანგული ხელთათმანები.
– მე მგონი, „სიმართლე“ ძალიან სულელური თამაშია. მოდით,

1 ჯონ ბული – ინგლისელის მეტსახელი

187
რამე აზრიანი ვითამაშოთ – თუგინდ ლიტერატურული ლოტო:
ცოდნა შევივსოთ, – შესთავაზა ჯომ.
ნედი, ფრენკი და უმცროსი გოგონები დათანხმდნენ და სანამ
ისინი თამაშობდნენ, სამი უფროსი მოშორებით იჯდა და
მასლაათობდა. მის კეიტმა ისევ ამოიღო ჩანახატების ალბომი,
მარგარეტი უყურებდა, მისტერ ბრუკი კი ბალახში იწვა წიგნით,
რომელსაც არ კითხულობდა.
– რა ლამაზად გამოგდით! ნეტავი მეც ვიცოდე ხატვა, – თქვა
მეგმა სინანულნარევი აღტაცებით.
– რატომ არ სწავლობთ? სამაგისოდ, ალბათ გემოვნებაც
გეყოფათ და ნიჭიც, – თავაზიანად მიუგო მის კეიტმა.
‒ არ მცალია.
– ალბათ დედათქვენს ურჩევნია, სხვა ნიჭი განივითაროთ.
დედაჩემიც ასე იყო, მაგრამ ჩემმა გუვერნანტმა უჩუმრად
ჩამიტარა რამდენიმე გაკვეთილი და დედას დავუმტკიცე, რომ
ნიჭი მაქვს, მერე თვითონვე მოიწადინა, გააგრძელეო. თქვენც რომ
ასე დაიხმაროთ თქვენი გუვერნანტი?
– არ მყავს.
– დამავიწყდა, რომ ამერიკაში გოგონები მეტწილად სკოლაში
სწავლობენ და არა შინ. მამაჩემი ამბობს, ძალიანაც კარგი სკოლები
აქვთო. თქვენ, ალბათ, კერძო სკოლაში დადიხართ, არა?
– საერთოდ არ დავდივარ. მე თვითონ ვარ გუვერნანტი.
– ოჰ, მართლა?! – ისეთნაირად თქვა მის კეიტმა, თითქოს
უნდოდა ეთქვა, ღმერთო ჩემო, რა საშინელებააო. ეს სიტყვები მის
ტონში გამოკრთა, ხოლო სახეზე ისეთმა გამომეტყველებამ
გაუელვა, რომ მეგი აწითლდა და ინანა, რად მინდოდა ასეთი
გულახდილობაო.
მისტერ ბრუკმა აიხედა და სწრაფად თქვა:
– ამერიკაში ქალიშვილებს იმაზე არანაკლებ უყვართ
დამოუკიდებლობა, ვიდრე მათ წინაპრებს და საყოველთაო
აღტაცებასა და პატივისცემას იწვევენ იმით, რომ თავს თვითონვე
ირჩენენ.
– კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და სწორია, ასე რომ
იქცევიან. ჩვენც ბევრი ღირსეული და პატივსაცემი ახალგაზრდა

188
ქალი გვყავს, რომლებიც ამავე საქმეს მისდევენ და ამ ქალებს
არისტოკრატიული ოჯახები ქირაობენ, რადგან კარგად
აღზრდილებიც არიან და განათლებულებიც, – დამრიგებლური
ტონით თქვა მის კეიტმა, რამაც მეგს თავმოყვარეობა შეულახა და
არა მარტო წინანდელზე საზიზღარი მოაჩვენა თავისი სამუშაო,
არამედ დამამცირებელიც.
– მოგეწონათ ის გერმანული სიმღერა, მის მარჩ? – უხერხული
დუმილი დაარღვია მისტერ ბრუკმა.
– დიახ! ძალიან ტკბილია. დიდი მადლობელი ვარ მისი, ვინც
მითარგმნა, – მოღუშული სახე გაუნათდა მეგს.
– გერმანული კითხვა არ იცით? – გაკვირვებით შეხედა მეგს მის
კეიტმა.
– კარგად არა. მამაჩემი მასწავლიდა, მაგრამ ახლა წასულია და
მე ვერ ვახერხებ მეცადინეობას, იმიტომ რომ გამოთქმას არავინ
მისწორებს.
– აბა, ცოტა სცადეთ. აი, შილერის „მარიამ სტიუარტი“ და
მასწავლებელი, რომელსაც სწავლება უყვარს, – მისტერ ბრუკმა
კალთაში ჩაუდო წიგნი და ღიმილით წააქეზა, წაიკითხეთო.
– ისეთი ძნელია, ცდისა მეშინია, – მადლიერად უთხრა მეგმა,
თან კი დაირცხვინა განათლებული ახალგაზრდა ქალის
გვერდით.
– მე დავიწყებ, რომ გაგამხნევოთ, – და მის კეიტმა მშვენივრად,
თუმცა სრულიად უმეტყველოდ წაიკითხა ერთ-ერთი
ულამაზესი ნაწყვეტი.
მისტერ ბრუკს არც ქება დასცდენია და არც შენიშვნა, ისე
დაუბრუნა წიგნი მეგს, რომელმაც მიამიტურად თქვა:
– მე კი მეგონა, ლექსად იყო დაწერილი.
– ალაგ-ალაგ ლექსად გახლავთ. აბა, ეს ადგილი სცადეთ.
და მისტერ ბრუკმა უცნაური ღიმილით გადაუშალა საბრალო
მარიამის სამდურავი.
მეგი მორჩილად გაჰყვა ბალახის გრძელ ღეროს, რომლითაც
ახალი მასწავლებელი მიანიშნებდა, სად უნდა წაეკითხა, და ნელა,
გაუბედავად შეუდგა კითხვას, მელოდიური ხმის რბილი
ინტონაციით უნებურად ლექსად აქცევდა ძნელ სიტყვებს. დაბლა

189
და დაბლა ეშვებოდა მწვანე ღერო; სევდიანი სცენის სილამაზემ
მეგს მალე დაავიწყა მსმენელი და ისე კითხულობდა, თითქოს
მარტო იყო, ტრაგიკულ ჟღერადობას ანიჭებდა ბედკრული
დედოფლის სიტყვებს. რომ დაენახა, როგორ შესცქეროდა
თაფლისფერი თვალები, მაშინვე გაჩერდებოდა, მაგრამე
რთხელაც არ აუხედავს მაღლა და ამიტომაც გაკვეთილმა
მშვიდობიანად ჩაიარა.
– ძალიან კარგი! – თქვა მისტერ ბრუკმა, როცა მეგი შეჩერდა.
ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებია მისი მრავალრიცხოვანი
შეცდომები და ისე დაიჭირა თავი, თითქოს მართლაც უყვარს
სწავლებაო.
მის კეიტმა სათვალე გაიკეთა, დააკვირდა მის თვალწინ
გათამაშებულ პატარა სცენას, დახურა სახატავი ალბომი და
თავაზიანად შენიშნა:
– კარგი აქცენტი გაქვთ და დროთა განმავლობაში მშვენივრად
წაიკითხავთ. გირჩევთ, ისწავლოთ. ფასობს, როცა მასწავლებელმა
გერმანული იცის. გრეისს უნდა მივხედო, თორემ ცელქობს, – და
მის კეიტი წავიდა, გზად მხრები აიჩეჩა და თავისთვის დაუმატა:
– იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ვიღაც გუვერნანტს
ველოლიავო. მერე რა, რომ ახალგაზრდაა და ლამაზი. დიდად
უცნაური ხალხია ეს იანკები! ვაითუ, ამ ხალხში ტრიალმა მთლად
წაახდინოს ლორი.
– დამავიწყდა, რომ ინგლისელები ცხვირს უბზუებენ
გუვერნანტებს და ისე არ ექცევიან, როგორც ჩვენ, – გაღიზიანებით
გააყოლა მეგმა თვალი მიმავალ ფიგურას.
– რამდენადაც ვიცი, იქ არც მამაკაც მასწავლებლებს ულხინთ.
მშრომელი ხალხისთვის ამერიკას ქვეყანა არ სჯობს, მის
მარგარეტ, – თქვა მისტერ ბრუკმა ისეთი კმაყოფილი და
ხალისიანი ხმით, რომ მეგს შერცხვა და თავის მძიმე სვე-ბედზე
წუწუნს არ მოჰყოლია.
– ჰოდა, მეც მიხარია, აქ რომ ვცხოვრობ. ჩემი სამუშაო არ
მიყვარს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დიდ კმაყოფილებას მანიჭებს,
ამიტომ არ დავიჩივლებ. მხოლოდ ის მექნებოდა სანატრელი,
თქვენსავით მიყვარდეს სწავლება.

190
– გეყვარებოდათ, ლორისნაირი მოწაფე რომ გყოლოდაც, გული
მწყდება, რომ გაისად უნდა დავშორდე, – თქვა მისტერ ბრუკმა,
თან კორდში გულმოდგინედ თხრიდა პაწაწინა ორმოებს.
– ალბათ, უნივერსიტეტში წავა, არა? – მეგმა ტუჩებით
მხოლოდ ეს კითხვა წარმოთქვა, თვალებით კი დაუმატა, – თქვენ
რაღას იზამთ?
– დიახ, დიდი ხანია, დროა. კარგად არის მომზადებული,
როგორც კი გაკვეთილებს მოვრჩებით, ჯარისკაცი გავხდები. იქ
საჭირო ვარ.
– როგორ მიხარია! – შესძახა მეგმა, – მე მგონი, ყველა
ახალგაზრდას უნდა სურდეს არმიაში წასვლა, თუმც კი ეს მძიმე
განსაცდელია შინ დარჩენილი დედებისა და დებისთვის, –
დაუმატა სევდიანად.
– მე არც დედა მყავს და არც და, მეგობრებიდანაც ცოტა ვინმე
თუ იდარდებს, ცოცხალი ვიქნები თუ მკვდარი, – მწარედ თქვა
მისტერ ბრუკმა, დაბნეულად ჩაუშვა დამჭკნარი ასკილის
ყვავილი თავის ამოჩიჩქნილ ხვრელში და ისე მიაყარა მიწა,
თითქოს პაწია საფლავიაო.
– ლორი და პაპამისი ძალიანაც იდარდებენ თქვენზე და ჩვენც
ძლიერ დავღონდებით, თუკი რამე შეგემთხვათ, – გულითადად
უთხრა მეგმა.
– მადლობელი ვარ კეთილი სიტყვისთვის, – დაიწყო მისტერ
ბრუკმა და ისევ გამოცოცხლდა, მაგრამ სანამ დაასრულებდა,
თქარათქურით დაატყდათ თავს ბებერ ცხენზე ამხედრებული
ნედი: უნდოდა, ყმაწვილქალებთან ცხენოსნობით თავი
მოეწონებინა, და იმ დღეს სიწყნარე აღარ ყოფილა.
– გიყვარს ჯირითი? – ჰკითხა გრეისმა ემის, როცა ნედის
მეთაურობით მინდორში გამართული რბოლის შემდეგ
დასასვენებლად შეჩერდნენ.
– მიყვარს რომელია! როცა მამა მდიდარი იყო, ჩემი და, მეგი
ჯირითობდა, ახლა კი ცხენები აღარ გვყავს ელენ-ხის გარდა, –
სიცილით დაუმატა ემიმ.
– მითხარი ელენ-ხის ამბავი. სახედარია? – დაინტერესდა
გრეისი.

191
– იცი რა? ჩემი არ იყოს, ჯოც გიჟდება ცხენებისთვის, მაგრამ
მხოლოდ ქალის ძველი უნაგირი შემოგვრჩა, ცხენი კი – არცერთი.
ბაღში ბებერი ვაშლის ხე გვიდგას, ერთი მშვენიერი დაბალი
ტოტი აქვს, ჰოდა ჯომ იმ ტოტზე გადაკიდა უნაგირი, სადავე იმ
ადგილას დაამაგრა, სადაც ტოტი მაღლა ადის, და როცა
მოგვინდება, ჩვენს ელენ-ხეზე ვქანაობთ ხოლმე.
– რა კარგია! – გაეცინა გრეისს, – მე პონი მყავს შინ და ფრედთან
და კეიტთან ერთად თითქმის ყოველდღე ვჯირითობ პარკში.
ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩემი მეგობრებიც გამოდიან ხოლმე
და როუ 1 მოსეირნე ქალბატონებით და ჯენტლმენებით ივსება.
– ღმერთო, რა მშვენიერია! იმედია, როდისმე მეც წავალ
უცხოეთში, ოღონდ რომში უფრო მინდა წასვლა, ვიდრე როუში, –
თქვა ემიმ, რომელსაც მცირეოდენი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა
იმაზე, თუ რა არის როუ და კითხვითაც არაფრის გულისთვის არ
იკითხავდა.
პატარა გოგონების უკან მჯდარ ფრენკს ესმოდა მათი
ლაპარაკი, თან თვალყურს ადევნებდა ბიჭებს, რომლებიც
მინდორში ნაირ-ნაირ სასაცილო ვარჯიშებს ასრულებდნენ.
ერთბაშად გაღიზიანდა და მოუთმენლად მოისროლა ყავარჯენი.
ბეთი ლიტერატურული ლოტოს გაფანტულ ბარათებს
აგროვებდა. ასწია თავი და, როგორც სჩვეოდა, მორცხვად, თუმცა
კი მეგობრულად უთხრა ფრენკს:
– ალბათ, დაიღალეთ. რამით ხომ არ მოგეხმაროთ?
– თუ შეიძლება, მელაპარაკეთ. მომწყინდა მარტო ჯდომა, –
მიუგო ფრენკმა, რომელსაც შინ აშკარად თავს ევლებოდნენ.
ბეთისთვის რომ ეთხოვა, ლათინურად საზეიმო სიტყვა წარ.
მოთქვიო, მორცხვ გოგოს ამაზე უფრო შეუძლებელი არ
მოეზვენებოდა, მაგრამ გასაქცევი არსად ჰქონდა და არც ჯო იყო
ახლომახლო, რომ ზურგს უკან მოჰფარებოდა; თანაც, საბრალო
ბიჭი ისე სევდიანად უყურებდა, რომ ვაჟკაცურად გადაწყვიტა,
რაც არის – არის: ვცდიო.
– რაზე გინდათ ვილაპარაკოთ? – მორცხვად დაატრიალა

1 როუ – როტენ როუ: ცხენით სასეირნო ხეივანი ლონდონის ჰაიდ-პარკში

192
ხელში ბარათები და, ლენტის გადაჭერა რომ დააპირა, ნახევარი
დაებნა.
– რა ვიცი... კრიკეტის, ნიჩბოსნობისა და ნადირობის ამბების
მოსმენა მიყვარს, – თქვა ფრენკმა, რომელსაც ჯერ ვერ ეპოვა
თავისი შესაფერისი გასართობი.
„ვაიმე! რა ვუთხრა? მაგათი რომ არაფერი ვიცი?“ გაიფიქრა
ბეთმა, აღელვებულს მთლად დაავიწყდა ბიჭის უბედურება და იმ
იმედით, იქნებ ავალაპარაკოო, უთხრა:
– ნადირობა არ მინახავს, მაგრამ თქვენ ალბათ ყველაფერი
იცით მაგ საქმისა.
– ოდესღაც ვიცოდი, მაგრამ ჩემს დღეში ვეღარ ვინადირებ,
იმიტომ რომ წყეულ ხუთძელიან ბარიერზე გადახტომისას
დავშავდი. ასე რომ, ჩემთვის აღარც ცხენებია და აღარ მწევრები, –
ამოიოხრა ფრენკმა და ამის გაგონებაზე ბეთს თავი შესძაგდა იმ
თავისი მიამიტური შეცდომის გამო.
– თქვენი ირმები ბევრად უფრო ლამაზები არიან, ვიდრე ჩვენი
უშნო ბიზონები, – თქვა და საშველად პრერიისკენ შებრუნდა
კმაყოფილი, რომ ერთი მაინც ჰქონდა წაკითხული ბიჭებისთვის
დაწერილი წიგნებიდან, რომლებსაც გატაცებით კითხულობდა
ჯო.
ბიზონები დამამშვიდებელი და კმაყოფილების მომგვრელი
თემა გამოდგა. სხვისი გართობის მოწადინ ბეთს საკუთარი თავი
დაავიწყდა და სრულებით ვერ შენიშნა, როგორ გააკვირვა და
გაახარა მისი დები უცნაურმა სანახაობამ: ბეთი გაუჩერებლად
ექაქანებოდა იმ საშინელ ბიჭს, რომლისგან დაცვასაც ასე
იხვეწებოდა დილით.
– ღმერთო, შენ უშველე! ეცოდება და მაგიტომ ექცევა კარგად, –
კროკეტის მოედნიდან გაბრწყინებულმა გახედა დას ჯომ.
– აკი ვამბობდი, პატარა წმინდანია-მეთქი, – ისე დაუმატა
მეგმა, თითქოს ამიერიდან ამაში ეჭვი აღარავის უნდა შეეტანა.
– დიდი ხანია, ფრენკს ამდენი არ უცინია, – უთხრა გრეისმა
ემის; ორივენი ისხდნენ, თოჯინებზე ლაპარაკობდნენ და რკოს
თავებისგან ჩაის სერვიზს აკეთებდნენ.
– ჩემი და, ბეთი, ძალიან წარბმტაცი გოგოა, როცა მოიწადინებს,

193
– გაეპასუხა ბეთის წარმატებით კმაყოფილი ემი. „წარმტაცი“
უნდა ეთქვა, მაგრამ რაკი გრეისმა არცერთი სიტყვის ზუსტი
მნიშვნელობა არ იცოდა, „წარბმტაცმაც“ ივარგა და კარგი
შთაბეჭდილება მოახდინა.
ის დღე იმპროვიზებული ცირკით, „ბატებისა და მგლების“
თამაშითა და კროკეტის კიდევ ერთი მეგობრული მატჩით
დასრულდა. მზის ჩასვლისას კარავი აკეცეს, კალათები ჩაალაგეს,
კროკეტის კარები დაშალეს, ნავები დატვირთეს და მთელი
გუნდი მდინარეს დაუყვა, მიცურავდნენ და მიიმღეროდნენ. ნედს
გრძნობები მოერია და სერენადა წამოიწყო, რომელსაც სევდიანი
მისამღერი ჰქონდა:

ეჰ, მარტო ვარ, მარტოდმარტო

და როცა ამ სიტყვებზე მივიდა:

ნორჩები ვართ მეც და შენც,


მკერდში გვიძგერს გული,
მაშ, რაღად ვართ შორიშორ,
ორივ მარტოსული?

ისეთი სევდიან-მიბნედილი იერით შეხედა მეგს, რომ იმან იქვე


გადაიკისკისა და გამოსვლა ჩაუშალა.
– ასე სასტიკად რად მექცევით? – წასჩურჩულა ნედმა, ვიდრე
გუნდი ხმამაღლა მღეროდა მისამღერს, – მთელი დღე იმ
გაფხორილ ინგლისელ გოგოს არ მოშორებიხართ და ახლა კი
აბუჩად მიგდებთ.
– რას ამბობთ! უბრალოდ, ისეთი სასაცილო შესახედავი
იყავით, რომ თავი ვერ შევიკავე, – მიუგო მეგმა და საყვედურის
პირველი ნახევარი არ შეიმჩნია, რადგან მართლაც დილიდანვე
გაურბოდა იმის გამო, რომ კარგად ახსოვდა მოფატების წვეულება
და იმ წვეულების შემდეგ ყურმოკრული ლაპარაკი.
ნედს ეწყინა, სანუგეშოდ სალის მიუბრუნდა და გაღიზიანებით
უთხრა:

194
– ამ გოგომ საერთოდ არ იცის კეკლუცობა, არა?
– საერთოდ არა. სამაგიეროდ, ძალიან საყვარელია, – მეგობარი
დაიცვა სალიმ, თუმცა მისი ნაკლიც აღნიშნა.
– მოკლედ, ვერ იტყვი, მონადირებული ხოხობიაო, – ხუმრობა
სცადა ნედმა, მაგრამ იმაზე უკეთესად არ გამოუვიდა, ვიდრე მეტ
წილ ახალგაზრდა ჯენტლმენებს გამოსდით ხოლმე.
ეს პატარა კრებული იმ მდელოზე დაიშალა, სადაც დილით
შეიკრიბა. ისმოდა გულითადი „ღამე მშვიდობისა“ და
„ნახვამდის“, რადგან ვონები კანადაში მიდიოდნენ. როცა
სახლისკენ მიმავალი ოთხი და ბაღს გაუყვა, მის კეიტმა თვალი
გააყოლა და ყოველგვარი დამრიგებლური ტონის გარეშე თქვა:
– გამომწვევად კი იქცევიან, მაგრამ როცა გაიცნობ, ეს
ამერიკელი გოგონები ძალიანაც კარგები არიან.
– გეთანხმებით, – გაეპასუხა მისტერ ბრუკი.

195
თავი მეცამეტე

ოცნების კოშკები

სექტემბრის ერთ თბილ დღეს ლორი ნებივრად ირწეოდა


ჰამაკში და ფიქრობდა, ნეტავი ჩვენი მეზობლები რას
საქმიანობენო, მაგრამ ადგომა და გაგება ეზარებოდა. უხასიათოდ
იყო, რადგან იმ დღეს არც სიკეთე მოუტანია მისთვის და არც
კმაყოფილება, ამიტომაც ნატრობდა, ნეტავი დრო უკან დააბრუნა,
რომ ეს დღე ხელმეორედ, სხვანაირად გავატაროო. სიცხემ
მოთენთა, ამიტომ მეცადინეობას თავი აარიდა, მისტერ ბრუკი
ლამის მოთმინებიდან გამოიყვანა; ნახევარი დღე როიალს უჯდა
და პაპა გააბრაზა; შიშით კინაღამ დააგიჟა მოახლეები –
ხუმრობით სიტყვა გადაუკრა, მგონი, რომელიღაც ძაღლი
გვიცოფდებაო; ხმააწეულად ელაპარაკა მეჯინიბეს – დააბრალა,
ჩემს ცხენს ისე არ უვლი, როგორც საჭიროაო; მერე კი ჰამაკში
ჩაენარცხა და იქამდე დუღდა ბრაზით, რა სულელურია მთელი ეს
ქვეყანაო, სანამ მშვენიერი დღის სიჩუმემ თავისდაუნებურად არ
დაამშვიდა. ააცქერდა მწვანედ დაბურულ ცხენისწაბლას ტოტებს
და ოცნებებს მიეცა. ის იყო, წარმოიდგინა, როგორ მოგზაურობდა
დედამიწის გარშემო და როგორ მიაპობდა ოკეანეს, როცა რაღაც
ხმები მოესმა და იმ ხმებმა იმწამსვე დააბრუნა ნაპირზე. გაიჭყიტა
ჰამაკის ბადეში და დაინახა, მარჩები თავიანთი სახლიდან
გამოსულიყვნენ, ისეთი შესახედავები იყვნენ, თითქოს
ექსპედიციაში მიდიანო.
„ერთი გამაგებინა, რას აპირებენ ეს გოგოები?“ გაიფიქრა
ლორიმ და ძილმორეული თვალები გაახილა, რომ კარგად
შეეთვალიერებინა, რადგან მეზობლები რაღაც უცნაურად
196
გამოიყურებოდნენ. ყველას ფართოფარფლებიანი შლაპა ეხურა,
ცალ მხარზე ყავისფერი ჯვალოს აბგა ეკიდა და ხელში გრძელი
ჯოხი ეჭირა. მეგს ბალიში მიჰქონდა, ჯოს – წიგნი, ბეთს – კალათა,
ემის კი სახატავფურცლებიანი საქაღალდე. წყნარად გადაიარეს
ბაღი, გავიდნენ უკანა კუტიკარში და მათ სახლსა და მდინარეს
შორის აღმართულ გორაკს აუყვნენ.
– ეს რა წესია! – ჩაილაპარაკა ლორიმ, – პიკნიკს აწყობენ და მე
არ მეძახიან! ნავით ვერ წავლენ, იმიტომ რომ გასაღები არა აქვთ.
იქნებ დაავიწყდათ? მოდი, მივუტან და თან გავიგებ, რა ამბავია.
სულ მცირე ნახევარი დუჟინი შლაპა ჰქონდა, მაგრამ მაინც
კარგა ხანს ეძება, რომ ერთი მაინც ეპოვა. მერე გასაღების ძებნა
დაიწყო და ბოლოს ჯიბეში აღმოაჩნდა, ასე რომ გოგოები აღარ
ჩანდნენ, როცა ღობეს გადაევლო და დაედევნა. უმოკლესი გზით
მიირბინა ნავების ფარდულთან და დაელოდა, მაგრამ არავინ
გამოჩენილა. მაშინ გორაკზე ავიდა, რომ ენახა, რა ხდებოდა.
გორაკის ერთ ნაწილს ფიჭვების კორომი ფარავდა და სიმწვანის
სიღრმიდან იმაზე უფრო მკაფიო ხმები მოისმოდა, ვიდრე
ფიჭვების ნაზი ოხვრა თუ ჭრიჭინების ძილისმომგვრელი
ჭრიჭინი.
„პეიზაჟიც ასეთი უნდა!“ ბუჩქებში გაიჭყიტა და გაიფიქრა
ლორიმ, რომელიც ამასობაში გამოფხიზლდა და გუნებაც
გამოუკეთდა.
მართლაც რომ მშვენიერი სურათი იყო: ჩრდილიან კუთხეში
მიმსხდარ დებს მზისა და ჩრდილის ლაქები დასთამაშებდათ,
სურნელოვანი ნიავი თმას უწეწავდათ და გახურებულ ლოყებს
უგრილებდათ, ხოლო კორომის პაწია სტუმრები ისე
განაგრძობდნენ თავ-თავიან საქმეებს, თითქოს ახლად მოსუჯი
ძველი მეგობრები ყოფილიყვნენ და არა უცხოები. მეგი ბალიშზე
იჯდა, ფაქიზად კერავდა თეთრი ხელებით და მკრთალ
მოწითალო კაბაში გამოწყობილი, ვარდივით ცინცხალი და
მშვენიერი ჩანდა სიმწვანის ფონზე. ბეთი ნაძვის ქვეშ სქელ ფენად
გაშლილ გირჩებს არჩევდა, რადგან გირჩებით ლამაზ ნივთებს
აკეთებდა ხოლმე. ემი გვიმრის ბუჩქებს იხატავდა, ჯო ქსოვდა და
თან დროდადრო ხმამაღლა კითხულობდა. მათ დანახვაზე ბიჭს

197
სახეზე ჩრდილმა გადაუარა: გრძნობდა, წასვლა მართებდა,
რადგან არ დაუპატიჟებიათ, მაგრამ მაინც აყოვნებდა: შინ
მოწყენილობა იყო, ტყეში მჯდარი მშვიდობიანი საზოგადოება კი
ძალზე იზიდავდა მის მშფოთვარე სულს. ისე წყნარად იდგა, რომ
ზამთრის სარჩოს შეგროვებაში გართული ციყვი მთლად მის
გვერდით დაეშვა ფიჭვიდან, მერე ერთბაშად დაინახა ბიჭი და
ისეთი ბრაზიანი წივილით აექანა ზემოთ, რომ ბეთმა აიხედა,
არყების უკან სევდიანი სახე შენიშნა და გამამხნევებელი
ღიმილით დაუქნია ხელი, მოდიო.
– შეიძლება, შემოგიერთდეთ? თუ შეგაწუხებთ? – იკითხა ბიჭმა
და ნელა დაიძრა.
მეგმა წარბები ასწია, მაგრამ ჯომ გამომწვევად დაუბღვირა დას
და მაშინვე მიუგო:
– როგორ არ შეიძლება. ადრევე გეტყოდით, მაგრამ ვიფიქრეთ,
გოგოების ამნაირი გასართობი არ მოგეწონებოდა.
– თქვენი თამაშები ყოველთვის მომწონდა, მაგრამ თუ მეგს
ჩემი აქ ყოფნა არ უნდა, წავალ.
– წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ რამეს გააკეთებ; აქ უქმად ყოფნა
წესი არ არის, – სერიოზულად, თუმცა კი თავაზიანად მიუგო
მეგმა.
– დიდი მადლობელი ვარ. ყველაფერს ვიზამ, ოღონდ ცოტა
ხანს აქ მამყოფეთ, თორემ იქ, დაბლა, ისეთი მოწყენილობაა,
როგორც საჰარის უდაბნოში. აბა, რას დამავალებთ: კერვას,
კითხვას, გირჩების შეგროვებას, ხატვას თუ ყველაფერს ერთად?
რასაც გინდათ, იმას გავაკეთებ, მზადა ვარ, – და ლორი
საცქერლად საამო, თვინიერი გამომეტყველებით დაჯდა.
– ეს მოთხრობა დაამთავრე, სანამ ქუსლს მოვქსოვდე, – უთხრა
ჯომ და წიგნი გაუწოდა.
– დიახ, მემ, – გაისმა მორჩილი პასუხი და ბიჭი კითხვას
შეუდგა, ცდილობდა მადლიერება გამოეხატა, რაკი პატივი
დასდეს და „მუშა ფუტკრების საზოგადოებაში“ მიიღეს.
მოთხრობა დიდი არ გამოდგა და როცა დაასრულა, ორიოდე
შეკითხვის დასმა გაბედა იმ იმედით, რომ გარჯისთვის ჯილდო
ეკუთვნოდა.

198
– შეიძლება გკითხოთ, მემ: ეს უაღრესად ჭკუის სასწავლი და
მომხიბლავი ჩვეულება ახალი შემოღებულია?
– ვუთხრათ? – დებს ჰკითხა მეგმა.
– დაგვცინებს, – გააფრთხილა ემიმ.
– დიდი ამბავი! – თქვა ჯომ.
– მე მგონი, მოეწონება, – დაუმატა ბეთმა.
– როგორ არ მომეწონება! ღმერთმანი, არ დაგცინებთ. აბა, თქვი,
ჯო, ნუ გეშინია.
– ვისი უნდა მეშინოდეს, შენი?! მოკლედ, „პილიგრიმობანას“
ვთამაშობთ, თანაც სერიოზულად, ზამთრიდან მოყოლებული.
– ეგ ხომ ვიცი, – თავი დაუქნია ლორიმ.
– ვინ გითხრა? – დადარაჯდა ჯო.
– სულებმა.
– არა, მე ვუთხარი. ერთ საღამოს ყველანი წასულები იყავით,
ლორი კი ისეთი დაღონებული ჩანდა, ვიფიქრე, გავართობ-მეთქი,
ვუამბე და ძალიანაც მოეწონა. ნუ დამტუქსავ, რა, ჯო, –
მორიდებით გამოტყდა ბეთი.
– საიდუმლოს შენახვა არ იცი, მაგრამ არა უშავს. სამაგიეროდ
ნაკლები საწუხარი გვექნება.
– განაგრძე, გთხოვ, – სთხოვა ლორიმ, როცა ჯო, ცოტა არ იყოს,
უკმაყოფილო იერით ჩაეფლო საქმეში.
– ჩვენი ახალი გეგმის ამბავი არ უთქვამს? მოკლედ, ვეცადეთ,
არდადეგები ფუჭად არ დაგვკარგვოდა, ყველამ ჩვენ-ჩვენი
მიზანი ავირჩიეთ და მოწადინებით ვშრომობდით იმ მიზნის
მისაღწევად. არდადეგები სადაცაა დამთავრდება, რაც ნაკისრი
გვქონდა, გავაკეთეთ და გვიხარია, რომ არ გვიმცონარია.
– ჰო, მართლა გასახარია, – და ლორიმ სინანულით გაიხსენა
უქმად გატარებული დღეები.
– დედას უნდა, რაც შეიძლება მეტხანს ვიყოთ სუფთა ჰაერზე,
ჰოდა აქ მოგვაქვს სამუშაო და მშვენივრად ვერთობით.
სახალისოდ ჩვენს ნივთებს ამ აბგებში ვალაგებთ, ძველ შლაპებს
ვიხურავთ, აღმართზე ჯოხებს ვიბჯენთ, ამოვდივართ გორაკზე
და „პილიგრიმობანას“ ვთამაშობთ, როგორც ოდესღაც, წლების
წინ. ამ გორაკს „საამურ მთას“ ვეძახით, იმიტომ რომ აქედან

199
შეგვიძლია ძირს გადავიხქედოთ და ის ქვეყანა დავინახოთ,
სადაც, იმედი გვაქვს, ოდესმე დავსახლდებით.
ლორი წამოჯდა, რომ იქით გაეხედა, საითაც ჯომ ანიშნა.
ხეებშუა ფართო, ცისფერი მდინარე მოჩანდა, მეორე ნაპირზე –
მდელოები, შორს – დიდი ქალაქის სილუეტი და ცისკენ ამავალი
მწვანე გორაკები. მზე ჩასვლის აპირებდა და ცა შემოდგომის
დაისის დიდებულებით ბრწყინავდა. გორაკების წვეროებზე
ოქროსფერი და მეწამული ღრუბლები მოჩანდა, ხოლო
მოწითალო შუქში აღმართული მოვერცხლისფერო-მოთეთრო
მწვერვალები ისე ელავდნენ, როგორც ზეციური ქალაქის
მოხდენილი შპილები.
– რა ლამაზია! – ჩაილაპარაკა ლორიმ, რომელსაც არანაირი
სილამაზის დანახვა არ უჭირდა.
– ეს სურათი ხშირად ჩანს და ჩვენც ვტკბებით ხოლმე, იმიტომ
რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირია, ოღონდ მუდამ
დიდებული, – გაეპასუხა ემი და გაიფიქრა, ნეტავი ეს ხედი
დამახატვინაო.
– ჯომ რომ ადგილი ახსენა, სადაც, იმედი გვაქვს, ოდესმე
დავსახლდები, ნამდვილი სოფელი იგულისხმა – ღორებით,
ქათმებითა და სათიბებით. ეგ მართლა კარგი იქნებოდა, მაგრამ მე
მინდა, აი, ის ქვეყანა იყოს ნამდვილი, რომელიც ზემოთ მოჩანს
და ყველანი მოვხვდეთ იქ, – ფიქრიანად თქვა ბეთმა.
– მაგაზე უკეთესი ქვეყანაც არის და იქ ერთხელაც ყველანი
მოვხვდებით, თუკი კარგად მოვიქცევით, – ტკბილი ხმით მიუგო
მეგმა.
– ჰო, მაგრამ მაგას დიდი ხნის ლოდინი უნდა და თან ძნელია,
მე ახლავე მინდა გავფრინდე მერცხალივით და იმ დიდებულ
ჭიშკარში შევიდე.
– შენ, როცა იქნება, აუცილებლად მოხვდები იქ, ბეთ, მაგას
ფიქრიც არ უნდა, – თქვა ჯომ, – მე კი უნდა ვიბრძოლო და
ვიშრომო, ზევით-ზევით ვიცოცო, ველოდო და ვინ იცის, მაინც
ვერ ავიდე იქამდე.
– ალბათ, მეც დაგემვზავრები, თუ ეს განუგეშებს. მეც ბევრი
წანწალი დამჭირდება, სანამ ზეციურ ქალაქს ვიხილავდე. თუ

200
გვიან მოვაღწიე, სიტყვას ხომ შემაწევ, ბეთ?
ბიჭს რაღაც ისეთი დაემჩნა სახეზე, რომ მისი პატარა მეგობარი
შეწუხდა, მაგრამ ცვალებად ღრუბლებს მიაპყრო წყნარი მზერა და
ხალისით მიუგო:
– თუ ადამიანს მართლა უნდა იქ მოხვედრა და მართლა მთელი
სიცოცხლე ცდილობს, მე მგონი, მოხვდება, იმიტომ რომ არა
მგონია, იქ კარს ბოქლომები ედოს ან ჭიშკართან მცველები
იდგნენ. მე იქაურობა მუდამ ისეთი წარმომიდგენია, როგორიც იმ
სურათზეა, „პილიგრიმის მოგზაურობაში“, სადაც მოელვარე
ფიგურები ხელს უწვდიან და ეგებებიან მდინარიდან ამომავალ
საბრალო ქრისტიანს.
– რა კარგი იქნება, არა, ეს ჩვენი ოცნების კოშკები ნამდვილი
რომ გახდეს და მასში ცხოვრება მოვახერხოთ? – თქვა ჯომ
ხანმოკლე პაუზის შემდეგ.
– მე იმდენი კოშკი მაქვს აგებული, გამიჭირდება არჩევა,
რომელში დავსახლდე, – მიუგო ბალახზე წამოწოლილმა ლორიმ,
რომელიც გირჩებს ესროდა გამცემ ციყვს.
– ის უნდა აირჩიო, რომელიც ყველაზე უფრო გიყვარს. ეგ
რომელია? – ჰკითხა მეგმა.
– მე ,თუ გეტყვი, შენც მიამბობ შენი კოშკის ამბავს?
– კი, თუ გოგოებიც გიამბობენ.
– გიამბობთ. აბა, ლორი!
– მას მერე, რაც იმდენს ვიმოგზაურებდი, რამდენიც
მომინდებოდა, გერმანიაში დავსახლდებოდი და მუსიკას იმდენ
ხანს მოვისმენდი, რამდენიც მესიამოვნებოდა. მე თვითონაც
განთქმული მუსიკოსი გავხდებოდი და მთელი ქვეყანა ჩემს
მოსასმენად მოაწყდებოდა. არც ფულის დარდი მექნებოდა და
არც საქმეებისა, მხოლოდ გავერთობოდი და იმისთვის
ვიცხოვრებდი, რაც მომწონს. აი, ეგ არის ჩემი საყვარელი კოშკი.
შენი როგორიღაა, მეგ?
მარგარეტს შეეტყო, გაუჭირდა დაწყება, სახესთან ტოტი
დაინიავა, თითქოს წარმოსახულ ქინქლებს აფრთხობსო და ნელა
თქვა:
– მე ლამაზი სახლი მინდა, ათასნაირი ფუფუნებით სავსე –

201
კარგი საჭმელიც იყოს, ლამაზი ტანსაცმელიც, ძვირფასი ავეჯიც,
საამური ხალხიცა და ბლომად ფულიც. მე დიასახლისი ვიქნები
და ყველაფერს ისე მივხედავ, როგორც მინდა, ქვეყნის
მოსამსახურე მეყოლება და არაფრის კეთება არ დამჭირდება. რა
ბედნიერი ვიქნებოდი! კი არ ვიმცონარებდი, ისეთ კეთილ
საქმეებს ჩავიდენდი, რომ ყველას თავს შევაყვარებდი.
– მაგ შენი ოცნების კოშკისთვის პატრონი არ გინდა? –
ეშმაკურად ჰკითხა ლორიმ.
– ხომ ვთქვი, საამური ხალხი-მეთქი, – და მეგი ფაქიზად
შეუდგა ფეხსაცმლის თასმის შეკვრას, რომ სახე არავისთვის
დაენახვებინა.
– იმას რატომ არ ამბობ, მშვენიერი, ჭკვიანი და კეთილი ქმარი
და ანგელოზებივით შვილებიც მინდაო? ხომ იცი, უმაგათოდ შენი
კოშკი სრულყოფილი ვერ იქნება, – მიახალა პირში მთქმელმა
ჯომ, ვისთვისაც ჯერ უცხო იყო ნაზი ოცნებები და ვინც აგდებით
ეკიდებოდა სასიყვარულო ამბებს, თუკი ეს ამბები წიგნებში არ
ეწერა.
– აი, შენ კი არაფერი გექნება შენს კოშკში ცხენების,
სამელნეებისა და წიგნების გარდა, – ეწყინა მეგს.
– ვითომ? მე არაბული ბედაურებით სავსე თავლა და წიგნებით
სავსე ოთახები მექნებოდა, კალამს კი ჯადოსნურ სამელნეში
ჩავაწებდი, რომ ჩემს ქმნილებებსაც ისე გაეთქვა სახელი, როგორც
ლორის მუსიკას. მაგრამ სანამ ჩემს კოშკში შევიდოდე, მინდა რამე
გამორჩეული ჩავიდინო – გმირული ან საოცარი, რაც ჩემი
სიკვდილის მერეც ეხსომებათ. ზუსტად არ ვიცი, რა, მაგრამ
შემთხვევას ველი და ვაპირებ ერთ დღესაც ყველანი გაგაოგნოთ.
ალბათ, წიგნებს დავწერ, მდიდარი და სახელოვანი გავხდები, აი,
ეგ მინდა, თუ მინდა და ჩემი საყვარელი ოცნებაც ეგ არის.
– ჩემი კი ის, რომ შინ დავრჩე, დედასთან და მამასთან ერთად
და ოჯახის მოვლაში დავეხმარო, – კმაყოფილებით თქვა ბეთმა.
– სხვა მართლა არაფერი გინდა? – ჰკითხა ლორიმ.
– მას მერე, რაც ჩემი პატარა პიანინო მაქვს, სულ მთლად
ბედნიერი ვარ. მხოლოდ ის მინდა, ყველანი კარგად და ერთად
ვიყოთ, სხვა არაფერი.

202
– სამაგიეროდ, მე მინდა ბევრზე ბევრი რამე, მაგრამ ყველაზე
მთავარი ის არის, რომ მხატვარი გავხდე, რომში წავიდე,
მშვენიერი სურათები ვხატო და მსოფლიოში ყველაზე უკეთესი
მხატვარი ვიყო, – ასეთი იყო ემის მოკრძალებული სურვილი.
– რა პატივმოყვარე ხალხი შევიყარეთ, არა? ბეთის გარდა
ყველას გვინდა, მდიდარი, სახელგანთქმული და ყოველმხრივ
ბრწყინვალე გავხდეთ. მართლა მაინტერესებს, შევისრულებთ ამ
ჩვენს სურვილებს თუ ვერა? – წაილაპარაკა ფიქრებში წასულმა
ბოჩოლასავით ბალახის ღეჭვაში გართულმა ლორიმ.
– მე ჩემი ოცნების კოშკის გასაღები მაქვს. საკითხავი ის არის,
მოვახერხებ კარის გაღებას თუ არა, – იდუმალად შენიშნა ჯომ.
– გასაღები მეც მაქვს, მაგრამ ვინ მომასინჯინა! ჯანდაბაში
წასულა ეს უნივერსიტეტი! – მოუთმენლად ამოიხვნეშა ლორიმ.
– აი, ჩემი გასაღები! – და ემიმ ფანქარი გააქნია.
– მე კი არა მაქვს, – საწყლად თქვა მეგმა.
– როგორ არა! – იქვე შეაგება ლორიმ.
– სად?
– სახეზე.
– სისულელეა. მაგისგან რა ხეირია!
– დაიცა და ნახავ, ხეირი თუ არ მოგიტანს, – მიუგო ბიჭმა და
გაეცინა: ის პატარა, მშვენიერი საიდუმლო გაახსენდა, რომელიც,
თავისი ვარაუდით, მის გარდა არავინ იცოდა.
აწითლებულმა მეგმა ტოტი აიფარა, კითხვით აღარაფერი
უკითხავს და მდინარეს მიაცქერდა იმავე მომლოდინე
გამომეტყველებით, რაც მისტერ ბრუკს ჰქონდა, როცა რაინდის
ამბავს ჰყვებოდა.
– ათი წლის შემდეგ, თუ ყველანი ცოცხლები ვიქნებით,
შევიკრიბოთ და ვნახოთ, რამდენი სურვილი აგვისრულდა ან
დღევანდელთან შედარებით რამდენად მივუახლოვდით იმ
სურვილების ასრულებას, – თქვა ჯომ, რომელსაც მუდამ მზად
ჰქონდა გეგმა.
– ღმერთო, მიშველე! რა ბებერი ვიქნები: ოცდაშვიდი წლისა! –
წამოიძახა მეგმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შესრულდა
ჩვიდმეტისა და მთლად დიდი ეგონა თავი.

203
– მე და შენ ოცდაექვსისები ვიქნებით, ტედი, ბეთი –
ოცდაოთხისა და ემი – ოცდაორისა. რა ხანდაზმულთა გუნდი
შევიყრებით! – თქვა ჯომ.
– იმედია, მაგ დროისთვის უკვე გაკეთებული მექნება რამე
ისეთი, რომ ვიამაყო, მაგრამ ჩემი სიზარმაცე რომ ვიცი, ალბათ
მაინც ვიმცონარებ, ჯო.
– დედა შენზე ამბობს, სტიმული სჭირდებაო და როცა ეგ
სტიმული გექნება, დარწმუნებულია, რომ მშვენივრად იმუშავებ.
– მართლა? ღმერთმანი, ვიმუშავებ, ოღონდაც შესაძლებლობა
მომეცეს! – წამოჯდა ერთბაშად ენერგიამოზღვავებული ლორი, –
წესით, უნდა მიხაროდეს, რომ შემიძლია პაპაჩემი გავახარო და
ვეცდები კიდეც, მაგრამ ეგ ხომ ჩემი ნების წინააღმდეგ ხდება და
მიძნელდება. პაპას უნდა, ვაჭარი გავხდე და იმასავით
ინდოეთთან ვივაჭრო, არადა, მომკალით და არ მინდა! მეჯავრება
ჩაი, აბრეშუმი, სანელებლები და სხვა ხარახურა, რაც იმისი ძველი
გემებით მოდის, და როცა იმ გემების პატრონი გავხდები, ერთი
წამითაც არ ვიდარდებ, ადრე წავლენ ფსკერისკენ თუ გვიან.
წესით, უნივერსიტეტში რომ ვისწავლი, უნდა იმყოფინოს,
იმიტომ რომ, თუ მე ოთხ წელიწადს დავკარგავ მისთვის, ისიც
უნდა ადგეს და იმ თავისი საქმიდან გამომიშვას, მაგრამ კერპია და
ალბათ მეც იმის კეთება მომიწევს, რასაც ის აკეთებდა, თუკი არ
გავიქეცი და ჩემს ნებაზე არ ვიცხოვრე, როგორც მამაჩემმა ქნა.
ისეთი ვინმე რომ იყოს, ვინც ბერიკაცთან დარჩებოდა, ხვალვე
მოვუსვამდი.
ლორი მღელვარედ ლაპარაკობდა და აშკარა იყო, უმცირესი
საბაბიც ეყოფოდა მუქარის ასასრულებლად, რადგან სწრაფად
იზრდებოდა და მიუხედავად უქმად ყოფნისკენ მიდრეკილებისა,
ყველა ყმაწვილკაცივით ეჯავრებოდა, როცა ვინმეზე იყო
დამოკიდებული და ყველა ყმაწვილკაცივით დაუცხრომლად
სწყუროდა, ცხოვრებაში თავი გამოეცადა.
– გირჩევ, რომელიმე თქვენი გემით გაცურო და შინ არ
დაბრუნდე, სანამ შენს ჭკუაზე ცხოვრება არ მოგბეზრდება, –
უთხრა ჯომ, რომლის წარმოსახვაც ააგიზგიზა ესოდენ
გაბედულმა საგმირო საქმემ და რომელსაც თანაგრძნობა აღუძრა

204
იმან, რასაც „ტედის კანონიერი უფლებების დარღვევას“ ეძახდა.
– აბა, ეგ რა თქვი, ჯო! ეგრე არ უნდა ილაპარაკო და არც ლორიმ
უნდა დაუგდოს ყური შენს ცუდ რჩევას. შენ ის უნდა გააკეთო,
რაც პაპაშენს უნდა, ჩემო კარგო, – უაღრესად დედობრივი ხმით
ურჩია ბიჭს მეგმა, – ეცადე, უნივერსიტეტში კარგად ისწავლო და
როცა დაინახავს, რომ გინდა აამო, დარწმუნებული ვარ, არც
მკაცრად მოგექცევა და არც უსამართლოდ. შენ თვითონ ამბობ,
ისეთი არავინ არის, პაპასთან რომ დარჩეს და მიხედოსო, ჰოდა,
თავს ვერასოდეს აპატიებ, თუ უნებართვოდ მიატოვებ. ნურც
დაღონდები და ნურც გაბრაზდები: ის აკეთე, რაც გევალება და
ჯილდოსაც მიიღებ, როგორც მისტერ ბრუკი, ანუ ყველას
პატივისცემასა და სიყვარულს დაიმსახურებ.
– მისტერ ბრუკისა რა იცი? – ჰკითხა ლორიმ; ბიჭი მადლობელი
დარჩა კეთილი რჩევისთვის, ოღონდ ლექციის მოსმენა არ
უნდოდა და გაუხარდა, რომ შესაძლებლობა მიეცა, გრძნობების
უცაბედი გადმოფრქვევის შემდეგ სხვა კალაპოტში გადაეგდო
საუბარი.
– მხოლოდ ის, რაც პაპაშენმა გვითხრა: რა კარგად პატრონობდა
დედას სიკვდილამდე და ის რომ მარტო არ დაეტოვებინა,
უცხოეთში რომელიღაც კარგ ოჯახში გუვერნანტად არ წავიდა.
ახლა კი იმ მოხუც ქალს ინახავს, ვინც დედამისს უვლიდა, თან ამ
ამბებზე ხმას არავისთან იღებს და ძალიან დიდსულოვანი,
მომთმენი და კეთილი ადამიანია.
– მართლა რომ მაგნაირია, ჩემი კარგი მეგობარი! –
გულითადად თქვა ლორიმ, როცა აწითლებული და თავისივე
მონათხრობით შეძრული მეგი სულის მოსათქმელად შეჩერდა, –
ეგრე იცის პაპაჩემმა: ადამიანს არაფერს ეტყვის, ისე გაიკითხ-
გამოიკითხავს იმის ამბებს, ყველას გააგებინებს, რა კარგი ვინმეა
და ყველას მოაწონებს. ბრუკი ვერც კი ხვდება, რატომ იჩენს
მისდამი სიკეთეს დედათქვენი, რატომ ეპატიჟება სახლში ჩემთან
ერთად და რატომ ექცევა ისე კარგად და მეგობრულად, როგორც
საერთოდ სჩვევია. თუ როდისმე ოცნება ავისრულე, ნახავთ, რა
სიკეთეს ვუზამ ბრუკს.
– მოდი, ახლავე ქენი სიკეთე და სიცოცხლეს ნუღარ

205
გაუმწარებ, – მკაცრად უთხრა მეგმა.
– რა იცით, რომ ვუმწარებ, მის?
– როცა შინ მიდის ხოლმე, სახეზე ვატყობ. თუ კარგად
იქცეოდი, კმაყოფილია და მკვირცხლი ნაბიჯით მიდის და თუ
გააჯავრე, დაღონებულია და ფეხები უკან რჩება, თითქოს უნდა,
დაბრუნდეს და რაც გასაკეთებელი ჰქონდა, უკეთესად
გააკეთოსო.
– უჰ, როგორ მომეწონა! მაშ, შეხედავ ბრუკს სახეში და გაიგებ,
კარგი ნიშნები მივიღე თუ ცუდი? ვხედავ ხოლმე, როგორ გიკრავს
თავს და გიღიმის, როცა შენს ფანჯარას ჩაუვლის, მაგრამ რას
ვიფიქრებდი, თუ ტელეგრაფი გქონდათ გამართული?
– არაფერიც არა გვაქვს გამართული! ნუ ბრაზობ და გეხვეწები,
არ უამბო, რაც გითხარი! მარტო იმიტომ ვთქვი, რომ მაწუხებს
შენი სწავლა-განათლების ამბავი. თანაც, რაც აქ ითქვა,
საიდუმლოდ ითქვა, ხომ იცი! – შეშფოთდა მეგი იმის
წარმოდგენაზე, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა მის დაუფიქრებელ
სიტყვას.
– რომელი ჭორიკანა მე მნახე, – მიუგო ლორიმ
„მედიდურამპარტავნულად“ (ასე ეძახდა ჯო ერთგვარ
გამომეტყველებას, რომელსაც ზოგჯერ ბიჭი იღებდა), – ოღონდ
თუ ბრუკი თერმომეტრობას აპირებს, უნდა გავითვალისწინო და
კარგი ამინდები დავიჭირო, რომ შეგატყობინოს ხოლმე.
– გეხვეწები, ნუ გწყინს. მე არც ჭკუის დარიგებას ვაპირებდი,
არც ჭორაობას და არც სისულელეების ლაპარაკს. უბრალოდ, არ
მინდოდა ჯოს ისეთი რამის ჩასადენად წაექეზებინე, რასაც მერე
ინანებდი. შენ ძალიან კარგად გვექცევი, ჩვენც ძმად გთვლით და
იმას ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ. მაპატიე. რაც გითხარი, მხოლოდ
შენი სიკეთისთვის, ‒ მეგმა ალერსიანად იმავდროულად,
მორიდებით გაუწოდა ხელი.
ლორის თავისი წამიერი ბრაზისა შერცხვა, ჩაბღუჯა პატარა,
ნაზი ხელი და ალალად მიუგო:
– პატიებას მე უნდა გთხოვდეთ. გაღიზიანებული ვარ,
დილიდანვე კალაპოტიდან ამოვარდნილი. ძალიანაც მომწონს,
რომ პირდაპირ მეუბნებით, რა ნაკლიც მაქვს და დებივით

206
მექცევით, ჰოდა, ნუ გეწყინებათ, თუ ხანდახან ვიბუზღუნებ.
მაინც დიდი მადლობელი ვარ თქვენი.
და იმის საჩვენებლად, არ მწყენიაო, შეეცადა, რაც შეიძლება
მეტი პატივი ეცა გოგოებისთვის – მეგს ძაფი ამოახვევინა, ჯოს
საამებლად ლექსები წაიკითხა, ბეთს ნაძვი დაურხია და გირჩები
ჩამოუყარა, ემის კი გვიმრების ჩახატვაში მიეხმარა – ერთი
სიტყვით, „მუშა ფუტკრების საზოგადოების“ ღირსეულ წევრად
წარმოაჩინა თავი. ცხარე კამათი ჰქონდათ გამართული კუთა
საოჯახო წეს-ჩვეულებებზე (ერთი ამ მშვენიერ არსებათაგანი
ცოტა ხნის წინ ამოცოცდა მდინარიდან გორაკზე), როცა ზარის
ხმამ შეატყობინა, რომ ჰანას ჩაი დაეყენებინა და სწორედ იმდენი
დრო რჩებოდათ, შინ ვახშმისთვის მიესწროთ.
– შეიძლება, კიდევ მოვიდე? – იკითხა ლორიმ.
– ჰო, თუ კარგად მოიქცევი და წიგნი გეყვარება, როგორც
პირველკლასელ ბიჭუნებს ეტყვიან ხოლმე, – ღიმილით მიუგო
მეგმა.
– ვეცდები.
– მაშ, მოდი და გასწავლი, როგორ ქსოვენ შოტლანდიელი
კაცები, – უთხრა ჯომ, როცა ჭიშკართან ერთმანეთს
ემშვიდობებოდნენ, – ახლა ბევრი წინდაა საჭირო, – და დიდ,
ლურჯ დროშასავით გაიქნ-გამოიქნია საქსოვი.
იმ საღამოს, როცა ბინდბუნდში ბეთი მისტერ ლორენსისთვის
უკრავდა, ფარდის ჩრდილში მდგარი ლორიც უსმენდა „პატარა
დავითს“ 1, რომლის მარტივი მელოდია მუდამ უმშვიდებდა
სულს და პაპას გასცქეროდა. ბერიკაცს ჭაღარა თავი ხელზე
ჩამოეყრდნო და სინაზით ფიქრობდა გარდაცვლილ ბავშვზე,
რომელიც ძალიან უყვარდა. ბიჭს გაახსენდა იმ დღის ლაპარაკი
და მტკიცედ, ხალისით გადაწყვიტა მსხვერპლის მიტანა:
„დავანგრევ ჩემი ოცნების კოშკს და დავრჩები ჩემს ძვირფას
ბერიკაცთან, იმიტომ რომ ვჭირდები: ჩემ გარდა, აბა, ვინ აბადია?!“

1„პატარა დავითი“ – პროტესტანტული საეკლესიო ჰიმნი მიძღვნილი ისრაელის


მეფე დავითისადმი, რომელმაც ჯერ კიდევ ყმაწვილმა დაამარცხა
ფილისტიმელი ბუმბერაზი, სახელად გოლიათი

207
208
თავი მეთოთხმეტე

საიდუმლოებანი

ოქტომბერში აგრილდა, დღემ იკლო და ჯო, როცა მოიცლიდა,


სულ მუდამ სხვენში იყო. მზე ორი თუ სამი საათის განმავლობაში
იცქირებოდა მაღალ სარკმელში და ანათებდა ძველ დივანზე
მჯდარ გოგოს, რომელიც გულმოდგინედ წერდა; მის წინ,
სკივრზე, ფურცლები იყო გაშლილი, მოშინაურებული ვირთხა,
„ფხაჭუნა“ კი მაღლა, კოჭებზე გადი-გამოდიოდა უფროსი ვაჟის,
მშვენიერი ყმაწვილის თანხლებით, რომელსაც აშკარად
ეამაყებოდა თავისი ულვაშები. საქმეში ჩაფლული ჯო გამალებით
აწრიპინებდა კალამს, სანამ ბოლო გვერდი არ შეავსო. მერე
ბოლოში ხელმოწერა ჩაახუჭუჭა, დააგდო კალამი და წამოიძახა:
– აჰა, რაც არის, ეს არის! თუ არ გამოდგა, უნდა ვიცადო, სანამ
უკეთესად წერას არ ვისწავლი.
გადაწვა დივანზე, გულისყურით გადაიკითხა ხელნაწერი,
ალაგ-ალაგ ასოები მოალამაზა და ბლომად ძახილის ნიშნები
დაამატა, რომლებიც პაწია ბუშტებს ჰგავდა. მერე ხელნაწერი
დაახვია, ხარისხიანი წითელი ლენტით შეკრა, ჩამოჯდა და ისეთი
სერიოზული, ფიქრიანი იერით დააცქერდა, რომ ცხადი იყო, რა
საფუძვლიანი შრომა ჰქონდა გაწეული. ბიუროს მაგივრობას
სამზარეულოს ძველი, კედელზე დაკიდებული თუნუქის კარადა
უწევდა. შიგ ინახავდა ფურცლებსა და რამდენიმე წიგნს და
ყოველივე ამას საგულდაგულოდ კეტავდა, რათა ფხაჭუნა არ
მისწვდომოდა, რომელიც, ჯოსი არ იყოს, ლიტერატურული
მიდრეკილებით გამოირჩეოდა და თუკი წიგნებს წააწყდებოდა,
ფურცლების ჭამა-ჭამით იქვე გახსნიდა ბიბლიოთეკის
209
სააბონემენტო განყოფილებას. სწორედ ამ თუნუქის საცავიდან
ამოიღო ჯომ მეორე ხელნაწერი, ორივე ჯიბეში ჩაიდო და
ფრთხილად ჩაიპარა დაბლა, მეგობრებს კი საღრღნელად კალმები
დაუტოვა, ხოლო გემოს გასასინჯად – მელანი. რაც შეეძლო,
უხმაუროდ დაიხურა შლაპა და შემოიცვა ჟაკეტი, მივიდა უკანა
ფანჯარასთან, რომელიც დაბალი პარმაღის სახურავზე გადიოდა,
იქიდან ბალახოვან ყრილზე დახტა და შემოვლითი გზით გავიდა
შარაზე. იქ გასული დაშოშმინდა, გააჩერა ჩამოვლილი ომნიბუსი
და ერთობ მხიარული და იდუმალი იერით გაქროლდა
ქალაქისკენ. ვინმეს რომ ეთვალთვალა, მისი მოქმედება უდავოდ
უცნაური მოეჩვენებოდა, რადგან გაჩერებაზე ჩამოსული,
აჩქარებით გაუდგა გზას. ხალხით სავსე ერთ ქუჩაზე რომელიღაც
სახლს მიადგა. შესასვლელის პოვნა ცოტა გაუჭირდა, მერე
შევიდა, ახედა ბინძურ კიბეს, გაშეშებული იდგა ერთ წუთს,
ბოლოს კი ერთბაშად გამოხტა ქუჩაში და ისევე მკვირცხლად
წავიდა, როგორც მოვიდა. ეს მანევრი რამდენჯერმე გაიმეორა
ვიღაც შავთვალა ყმაწვილი ჯენტლმენის გასახარად, რომელიც
ქუჩის იქითა მხარეს მდგარი შენობის ფანჯარასთან სავარძელში
მოკალათებულიყო. მესამედ დაბრუნებული ჯო თავს მოერია,
შლაპა თვალებზე ჩამოიფხატა და ისე აჰყვა კიბეს, თითქოს ყველა
კბილი ერთად უნდა დააძრონო.
შესასვლელს სხვა აბრებთან ერთად სტომატოლოგის აბრაც
ამკობდა და ყმაწვილი ჯენტლმენი ჯერ წყვილ ხელოვნურ ყბას
მიაცქერდა, რომლებიც ნელა იღებოდა და იმუწებოდა, რათა
გამვლელებს ლამაზი კბილებისკენ გაჰქცეოდათ თვალი; მერე
ჩაიცვა პალტო, დაიხურა შლაპა, ქუჩის მეორე მხარეს, კართან
გუშაგად დადგა და ღიმილით ჩაილაპარაკა (თუმცა თან
გააჟრჟოლა): – რა ხასიათი აქვს: მაინცდამაინც მარტო უნდა
წამოსულიყო! მაგრამ თუ გაუჭირდა, ვინმე მაინც დასჭირდება,
შინ რომ მიაცილოს.
ათ წუთში ჯომ კიბე ჩამოირბინა; სახე ასწითლებოდა და,
ზოგადად, ისეთი ადამიანის იერი ჰქონდა, ვისაც, ის-ის იყო,
რაღაც განსაცდელი გამოევლო. ყმაწვილი ჯენტლმენის დანახვა
ოდნავაც არ გახარებია, თავი დაუკრა და ჩაუარა, მაგრამ ის მიჰყვა

210
და თანაგრძნობით ჰკითხა:
– ძალიან გაგიჭირდა?
– არც ისე.
– მალე კი მორჩი.
– ჰო, მადლობა ღმერთს!
– მარტო რად წამოხვედი?
– არ მინდოდა, ვინმეს გაეგო.
– დიდი უცნაური ვინმე კი ხარ! რამდენი მოიშორე?
ჯომ ისე გახედა მეგობარს, თითქოს ვერ ხვდება, რა უთხრესო,
მერე კი ისეთი სიცილი აუტყდა, გეგონებოდა, კარგი ხუმრობა
მოისმინაო.
– ორი მინდა მოვიშორო, მაგრამ ერთი კვირა უნდა დავიცადო.
– რას იცინი? რაღაც ეშმაკობა გაქვს ჩაფიქრებული, ჯო, –
დაინტერესდა ლორი.
– შენც. რას აკეთებდით იმ საბილიარდოში, სერ?
– დიდი ბოდიში, მემ, მაგრამ საბილიარდო კი არა,
ტანვარჯიშის დარბაზია და ფარიკაობის გაკვეთილზე გახლდით.
– გამიხარდა.
– რატომ?
– მეც მასწავლი და მერე „ჰამლეტს“ დავდგამთ, შენ ლაერტი
იქნები და ფარიკაობის მშვენიერ სცენას გავითამაშებთ.
ლორის გულიანი, ბიჭური სიცილი აუტყდა და რამდენიმე
გამვლელს უნებურად გაეღიმა ამ სიცილზე.
– გინდ დავდგათ „ჰამლეტი“ და გინდ არა, მაინც გასწავლი.
მშვენიერი გასართობია და ბეჭებსაც კარგად გაგისწორებს, მაგრამ
არა მგონია, მარტო მაგიტომ გეთქვა, გამიხარდა, თანაც ისე
გადაჭრით, როგორც თქვი. ეგრეა?
– ჰო, გამიხარდა, რომ საბილიარდოში არ იყავი და იმედი
მაქვს, არც არასოდეს დადიხარ მაგნაირ ადგილებში, ხომ არ
დადიხარ?
– ხშირად არა.
– ნეტავი საერთოდ არ დადიოდე.
– მაგით რა შავდება, ჯო? ბილიარდი შინაც მაქვს, მაგრამ თუ
კარგი პარტნიორები არ გყავს, უინტერესოა. არადა, ბილიარდი

211
ისე მიყვარს, ზოგჯერ ნედ მოფატს ან სხვებს ვეთამაშები.
– უჰ! ძალიან მეწყინა, იმიტომ რომ თანდათან უფრო და უფრო
მოგეწონება, დროსა და ფულს დაკარგავ და იმ საშინელ ბიჭებს
დაემგვანები. მე კი ვიმედოვნებდი, ღირსეულ ადამიანად
დარჩებოდი და მეგობრებს საამაყოდ ეყოლებოდი, – თავი
გადააქნია ჯომ.
– არ შეიძლება, ადამიანმა ხანდახან უწყინარ გართობაში
გაატაროს დრო და მაინც ღირსეულ ადამიანად დარჩეს? – ეწყინა
ლორის.
– გააჩნია, სად და როგორ გაერთობა. ნედი და მისი ამფსონები
არ მომწონს და მინდა, მაგ ხალხისგან შორს დაიჭირო თავი. ნედს
ძალიანაც უნდა, ჩვენთან იაროს, მაგრამ დედა არ
გვაპატიჟებინებს და თუ შენც ნედს დაემგვანები, აღარ მოუნდება,
რომ მერეც ისე ვიხალისოთ ერთად, როგორც ახლა ვხალისობთ.
– ვითომ? – შეშფოთდა ლორი.
– ნამდვილად. ეჯავრება ახალგაზრდა ფრანტები 1. და ყველას
შლაპის კოლოფებში ჩაგვკეტავს, ოღონდაც მაგნაირ ხალხში არ
გავერიოთ.
– ჯერჯერობით შლაპების კოლოფების გამოღება არ სჭირდება.
მე არც ვარ ფრანტი და არც ვიქნები, მაგრამ ათასში ერთხელ
მიყვარს უვნებელი გართობა. შენც ხომ გიყვარს?
– მიყვარს და მაგის წინააღმდეგი არც არავინ არის. გაერთე,
ოღონდ მეტისმეტს ნუ იზამ, თორემ ჩვენს მხიარულებას ბოლო
მოეღება
– წმინდანზე უფრო წმინდანი გავხდები.
– წმინდანებს ვერ ვიტან. უბრალო, პატიოსანი და წესიერი ბიჭი
იყავი და თავის დღეში არ მიგატოვებთ. არც კი ვიცი, რას ვიზამ,
მისტერ კინგის შვილივით რომ მოიქცე. ფული თავზე საყრელი
ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა, რაში დაეხარჯა, ლოთობას და ბანქოს
თამაშს გადაჰყვა, შინიდან გაიქცა და, მგონი, მამამისის სახელიც
კი გადაავიწყდა; ერთი სიტყვით, საზიზღრად მოიქცა.
– შენი აზრით, მეც მაგნაირებს ვიკადრებ? დიდი მადლობელი

1 ფრანტი – ჩაცმა-დახურვას გადაყოლილი კაცი, მოდის მიმდევარი

212
ვარ.
– არა, არა მგონია, აბა, რას ამბობ, მაგრამ გამიგონია, ხალხი
ამბობს, ფული დიდი საცდურიაო და ხანდახან მინდა, ღარიბი
იყო: შენი დარდი აღარ მექნებოდა.
– მაშ, დარდობ ჩემზე, ჯო?
– ცოტათი, როცა უგუნებობა და უკმაყოფილება შემოგიტევს
ხოლმე, იმიტომ რომ ისეთი ნებისყოფის პატრონი ხარ, ერთხელ
გზას რომ ასცდე, მერე ძნელი იქნება შენი გაჩერება.
რამდენიმე წუთს ლორი ჩუმად მიდიოდა, ჯო გახედავდა
ხოლმე, ნანობდა, ენას კბილი რატომ არ დავაჭირეო, რადგან ბიჭს
თვალებში ბრაზი ემჩნეოდა, თუმცა ღიმილით მაინც თითქოს
ეღიმებოდა ჯოს გაფრთხილებაზე.
– სახლამდე მთელი გზა ლექციები უნდა მიკითხო? – ჰკითხა
ცოტა ხანში.
– არა, რა თქმა უნდა. რა იყო?
– ის, რომ, თუ მაგას აპირებ, ომნიბუსით წავალ, და თუ არა,
ერთად ვიაროთ ფეხით, რაღაც საინტერესო უნდა გითხრა.
– მეტს აღარ დაგარიგებ და ისიც ძალიან მაინტერესებს, რა
უნდა მითხრა.
– ძალიან კარგი, მაშ, წავედით. ოღონდ საიდუმლოა და თუ
გეტყვი, შენც უნდა მითხრა შენი საიდუმლო.
– მე არანაირი საიდუმლო არა მაქვს, – დაიწყო ჯომ და იქვე
შედგა: გაახსენდა, რომ ჰქონდა.
– იცი, რომ გაქვს და დამალვაც არაფრისა შეგიძლია, ჰოდა,
ჩამოყაჭე, თორემ მეც არაფერს გეტყვი, – წამოიძახა ლორიმ.
– რამედ თუ ღირს ეგ შენი საიდუმლო?
– ღირს რომელია! თან, იმ ხალხზეა, შენ რომ იცნობ, და ძალიან
სახალისო! აუცილებლად უნდა გაიგო. მეც კარგა ხანია, ძლივს
ვითმენ, ისე მინდა გითხრა. აბა, ჰე, დაიწყე.
– შინ ხომ არ გამამხელ?
– სიტყვას არ ვიტყვი.
– არც გამაღიზიანებ ხოლმე, როცა მარტონი ვიქნებით?
– როდის გაღიზიანებ?!
– როგორ არა! ადამიანს ყველაფერს გამოსწურავ, რისი გაგებაც

213
გინდა. არ ვიცი, როგორ ახერხებ, მაგრამ მაცდურად ხარ
დაბადებული.
– დიდი მადლობა. ჩამოყაჭე.
– მოკლედ... ორი მოთხრობა დავუტოვე გაზეთის რედაქტორს,
პასუხს იმ კვირაში მეტყვის, – ყურში ჩასჩურჩულა ჯომ თავის
მესაიდუმლეს.
– გაუმარჯოს განთქმულ ამერიკელ მწერალს, მის მარჩს! –
იყვირა ლორიმ, შლაპა ჰაერში ააგდო და ისევ დაიჭირა, რითაც
დიდად გაახარა ორი იხვი, ოთხი კატა, ხუთი ქათამი და ექვსიოდე
ირლანდიელი ბავშვი, რადგან ამასობაში ქალაქს გასცდნენ.
– ჩუ! იქნებ არც არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ვიცოდი, რომ ვერ
მოვისვენებდი, სანამ არ ვცდიდი. თქმით კი არაფერი ვთქვი
იმიტომ, რომ არ მინდოდა, სხვასაც გასცრუებოდა იმედი.
– როგორ თუ – მარცხი, რას ამბობ, ჯო! შენი მოთხრობები
შექსპირის ქმნილებებია, თუ იმ აბდაუბდის ნახევარს
შევადარებთ, რაც ყოველდღე იბეჭდება გაზეთებში. რა მშვენიერი
იქნება, შენი მოთხრობები გამოქვეყნებული რომ ვნახოთ, ოჰ,
როგორ ვიამაყებთ ჩვენი მწერლით!
ჯოს თვალები აუციმციმდა, რადგან ადამიანს მუდამ უხარია,
როცა მისი სჯერათ, ხოლო მეგობრის ქება მუდამ უფრო ტკბილია,
ვიდრე ერთი დუჟინი საგაზეთო დითირამბი.
– აბა, შენ რაღა საიდუმლო გაქვს? იცოდე, პატიოსნად მოიქეცი,
ტედი, თორემ ჩემს დღეში აღარ დაგიჯერებ, – უთხრა ჯომ და თან
სცადა, ლორის გამამხნევებელი სიტყვებით აგიზგიზებული
იმედის ალმური ჩაექრო.
– ამას თუ ვიტყვი, შეიძლება შარში გავეხვიო, მაგრამ
გაუთქმელობის პირობა არ დამიდია, ამიტომაც გეტყვი: ვერ
მოვისვენებ, სანამ არ გაგაგებინებ, რა ტკბილი ამბავი შევიტყვე.
ვიცი, რა იქნა მეგის ხელთათმანი!
– სულ ეგ არის? – იმედი გაუცრუვდა ჯოს, რადგან ლორიმ
თავი დაუქნია და თვალები აუციმციმდა, სახეზე კი იდუმალი
იერი დაედო.
– ჯერჯერობით საკმარისია. შენც დამეთანხმები, როცა გეტყვი,
სადაც არის.

214
– ჰოდა, მითხარი.
ლორი დაიხარა და ჯოს სამი სიტყვა ჩასჩურჩულა, რასაც
კომიკური ცვლილება მოჰყვა: გოგო გაჩერდა და ერთ წუთს
გაკვირვებულ-უკმაყოფილო სახით შესცქეროდა, მერე კი გზა
განაგრძო და მკვახედ ჰკითხა:
– საიდან იცი?
– დავინახე.
– სად?
– ჯიბეში.
– სულ იქ არის?
– ჰო. ხომ რომანტიკულია?
– არა, საშინელი!
– არ მოგეწონა?
– რა არის მოსაწონი?! სამარცხვინოა! ვის გაუგია?! რა
უმსგავსობაა! რას იტყვის მეგი?!
– არავისთან წამოგცდეს. დაიმახსოვრე.
– როდის დაგპირდი?
– ეგ იგულისხმებოდა, მე ხომ გენდე.
– კარგი, არავის ვეტყვი, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ გული
მერევა. ნეტავი არ გეთქვა!
– ვიფიქრე, გაუხარდება-მეთქი.
– ის, რომ ვიღაც მოვა და მეგს წაიყვანს? არა, ბატონო,
მადლობას მოგახსენებთ!
– მერე უფრო გაგიადვილდება, როცა შენს წასაყვანად მოვა
ვინმე.
– მაინტერესებს, ვინ გაბედავს! – მძვინვარედ შეჰყვირა ჯომ.
– ეგ მეც მაინტერესებს! – და ლორი გულიანად ახითხითდა.
– მე მგონი, საიდუმლოს გაგება მწყენს. რაც ეგ ამბავი მითხარი,
სულ თავბრუ მესხმის, – უგემურად უთხრა ჯომ.
– მოდი, ეს გორაკი გასწრებაზე ჩავირბინოთ და უცებ
გამოკეთდები, – მოიფიქრა ლორიმ.
ახლომახლო არავინ ჩანდა, გატკეცილი, დამრეცი გზა
თავისკენ უხმობდა. ჯომ ცდუნებას ვერ გაუძლო, წინ გაიჭრა,
შლაპა და სავარცხელი მალევე დაეკარგა, თმის სარჭები კი

215
გზადაგზა მიეფანტ-მოეფანტა. დათქმულ ადგილთან ლორიმ
მიასწრო და ძალიანაც კმაყოფილი დარჩა მკურნალობის თავისი
ხერხით, რადგან მისი ატალანტა 1 აქოშინებული და თმაგაწეწილი
მივარდა: თვალებგაბრწყინებულსა და ლოყებაწითლებულს
სახეზე უკმაყოფილებისა აღარაფერი ეტყობოდა
– ცხენი მაინც ვიყო: რამდენ მილს გავირბენდი ამ მშვენიერ
ჰაერზე ისე, რომ სუნთქვა არც კი ამიჩქარდებოდა. მშვენიერი იყო,
მაგრამ შემომხედე, რას დავემგვანე! წადი და როგორც კეთილმა
ადამიანმა, მომიგროვე ჩემი რამერუმეები, კარგი? – და ჯო
ნეკერჩხლის ძირას დაეშვა, რომელსაც მიწა მეწამული
ფოთლებით მოეფინა.
ლორი აუჩქარებლად გაბრუნდა დაფანტული ავლადიდების
საძებრად, ჯომ კი ნაწნავები დაიგრაგნა იმ იმედით, სანამ თავს
მოვიწესრიგებ, არავინ ჩამოივლისო, მაგრამ ვიღაც მაინც
გამოჩნდა და ვინ იქნებოდა ის ვიღაც, თუ არა მეგი, რომელიც
გამორჩეულად ქალური შესახედავი იყო თავის საგარეო,
სადღესასწაულო სამოსში, რადგან იმ დღეს სტუმრად მიდიოდა.
– აქ რა დაგრჩენია? – ჰკითხა გაწეწილ დას კარგად აღზრდილი
ადამიანის შესაფერისი თავშეკავებული გაკვირვებით.
– ფოთლებს ვაგროვებ, – უწყინრად მიუგო ჯომ და იმ წუთს
მოხვეტილი ვარდისფერი ფოთლების დახარისხებას შეუდგა.
– და სარჭებს, – დაუმატა ლორიმ და ჯოს ექვსიოდე სარჭი
ჩაუყარა კალთაში, – ამ გზის გაყოლებით იზრდებიან, მეგ, ეგენიც,
სავარცხლებიცა და ყავისფერი ჩალის შლაპებიც.
– ნარბენი ხარ, არა, ჯო? არ გრცხვენია? როდის უნდა მორჩე
ამნაირ ონავრობას? – უსაყვედურა მეგმა, თან მანჟეტები შეისწორა
და ხელი გადაისვა თმაზე, რომელსაც ქარი, ცოტა არ იყოს,
მოურიდებლად მოჰქცეოდა.

1ატალანტა – ბერძნული მითის გმირი, მონადირე. გადაწყვიტა, მხოლოდ მას


გაჰყოლოდა ცოლად, ვინც სირბილში აჯობებდა. მელანიონმა მიიღო მისი
გამოწვევა და სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს რჩევით, მისი მიცემული
სამი ოქროს ვაშლი წაიღო. ვაშლებს სათითაოდ ყრიდა გზაზე. ატალანტა
ცდუნებას ვერ უძლებდა და ვაშლების ასაღებად ჩერდებოდა, რის წყალობითაც
შეჯიბრში მელანიონმა გაიმარჯვა და მისი ქმარი გახდა.

216
– მანამ არ მოვრჩები, სანამ სიბერით არ გავშეშდები და
ყავარჯნით სიარული არ დამჭირდება. ნუ ცდილობ, დროზე ადრე
დამაქალო, მეგ. ისიც მყოფნის, რომ შენ ასე ერთბაშად შეიცვალე.
მოდი, მე იქამდე ვიქნები პატარა გოგო, სანამ შემიძლია.
ამ სიტყვებით ჯო თავის ფოთლების გროვისკენ დაიხარა, რომ
ტუჩების კანკალი დაემალა, რადგან ბოლო დროს გრძნობდა,
მარგარეტი სწრაფად შედიოდა ქალობაში, ხოლო ლორის
განდობილმა საიდუმლომ შიშის ზარი დასცა, რადგან განშორება,
რომელიც ოდესმე უსათუოდ უნდა მომხდარიყო, თითქოს
ძალიან მოახლოვდა. ლორიმ სახეზე შეატყო მღელვარება და მეგს
სასწრაფოდ კითხვა დაუსვა, რომ ყურადღება სხვა რამეზე
გადაეტანინებინა:
– სად ყოფილხარ ასე გამოწყობილი?
– გარდინერებთან. სალიმ ბელ მოფატის ქორწილის ამბები
მითხრა. ბრწყინვალე ქორწილი ჰქონია და ქმართან ერთად
პარიზში წასულა, მთელი ზამთარი იქ უნდა გაატარონ.
წარმოიდგინე, რა არაჩვეულებრივი იქნება!
– გშურს, მეგ? – ჰკითხა ლორიმ.
– მგონი, კი.
– ძალიანაც კარგი, – წაიდუდუნა ჯომ, ღონივრად მოქაჩა
შლაპის ლენტები და ნიკაპთან შეიკრა.
– რატომ? – გაკვირვება დაეტყო მეგს.
– იმიტომ რომ, თუ სიმდიდრე ასე გაინტერესებს, არ ადგები და
უცბად ვინმე უქონელს არ გაჰყვები, – მიუგო ჯომ და ლორის
შეუბღვირა, რომელიც მუნჯურად აფრთხილებდა, დაფიქრდი და
ისე ილაპარაკეო.
– უცბად არავისაც არ გავყვები, – აღნიშნა მეგმა და დიდი
ღირსებით განაგრძო გზა, ლორი და ჯო კი სიცილ-ჩურჩულით
გაჰყვნენ უკან, თან გზადაგზა ქვებს ახტებოდნენ და, როგორც
მეგმა თავისთვის შენიშნა, „ბავშვებივით იქცეოდნენ“; თუმცა,
საუკეთესო კაბა რომ არ სცმოდა, იქნებ თვითონაც ვერ მოეთმინა
და აჰყოლოდა.
ერთი თუ ორი კვირა ჯო ისე უცნაურად იქცეოდა, რომ დები
გააოგნა. ფოსტალიონი დარეკავდა თუ არა, მაშინვე კარს

217
ეცემოდა, მისტერ ბრუკს ყოველ შეხვედრაზე უხეშად ექცეოდა,
დიდი ხნობით იჯდა და მეგს დარდით გულმოკლული
შესცქეროდა. ზოგჯერ მივარდებოდა, შეანჯლრევდა და ფრიად
იდუმალი იერით ჩაკოცნიდა. ის და ლორი სულ რაღაც უცნაური
ნიშნებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და „მოლივლივე
არწივებს“ ახსენებდნენ, სანამ გოგოებმა არ გამოუცხადეს, ალბათ
ორივენი ჭკუაზე გადახვედითო. ჯოს ფანჯრიდან გადაძრომის
მეორე შაბათს ფანჯარასთან საკერავით ხელში მჯდარ მეგს ელდა
ეცა: ლორი ჯოს დაედევნა, მთელი ბაღი შემოარბენინა და ბოლოს
ემის ტალავერში დაიჭირა. იქ რა მოხდა, მეგმა ვეღარ დაინახა,
მაგრამ სიცილ-ხარხარი მოესმა, რასაც დუდუნი და გაზეთების
შრიალი მოჰყვა.
– რა ვუყოთ ამ გოგოს? როდის უნდა ისწავლოს თავის ისე
დაჭერა, ქალიშვილს რომ შეეფერება? – ამოიხვნეშა მეგმა და
აშკარად უკმაყოფილო თვალი გააყოლა ბაღში აღმა-დაღმა
მორბენლებს.
– ძალიანაც კარგი, თუ ვერ ისწავლის, ასეც მხიარული და
საყვარელია, – თქვა ბეთმა, რომელსაც სიტყვა არ დასცდენია
იმაზე, რომ ცოტათი ნაწყენი იყო, ჯოს ჩემ გარდა სხვა
მესაიდუმლე რატომ ჰყავსო.
– ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ალბათ ვერასოდეს ვასწავლით,
როგორ უნდა commy la fo ყოფაქცევა, – დაუმატა ემიმ, რომელიც
იჯდა და თავისთვის კაბის ფურჩალებს კერავდა, კულულები კი
ისეთნაირად შეეკრა ლენტით, რომ ძალიან უხდებოდა და ამ ორი
გარემოების გამო უჩვეულოდ კოხტად და შნოიანად გრძნობდა
თავს.
ორიოდე წუთში ჯო შემოქანდა, დივანზე მიესვენა და ვითომ
კითხვას შეუდგა.
– რამე საინტერესოა? – მოწყალედ ჰკითხა მეგმა.
– რაღაც მოთხრობაა, მგონი, დიდი არაფერი, – მიუგო ჯომ და
სცადა, გაზეთი ისე დაეჭირა, რომ სათაური არ გამოჩენილიყო.
– მოდი, ხმამაღლა წაგვიკითხე: ჩვენც გაგვართობ და შენც
მორჩები კუნტრუშ-ცელქობას, – დიდი ადამიანივით ბრძანა ემიმ.
– რა ჰქვია მაგ მოთხრობას? – ჰკითხა ბეთმა, თან გაკვირვებით

218
გაიფიქრა, ნეტავი ჯო სახეს გაზეთის უკან რატომ მალავსო.
– „მეტოქე მხატვრები“.
– სათაური კარგია. წაიკითხე, – უთხრა მეგმა.
ჯომ ხმამაღლა ჩაახველა, ღრმად ჩაისუნთქა და სხაპასხუპით
დაიწყო კითხვა. გოგონები ინტერესით უსმენდნენ. ამბავი
რომანტიკული იყო და ცოტა გულისამაჩუყებელიც, რადგან
ბოლოს პერსონაჟების უმეტესობა დაიღუპა.
– მე იმ მშვენიერი სურათის ამბავი მომეწონა, – აღნიშნა ემიმ,
როცა ჯო გაჩერდა.
– მე კი – სასიყვარულო ნაწილი. ვიოლა და ანჯელო ხომ ჩვენი
საყვარელი სახელებია, უცნაური არ არის? – ცრემლი მოიწმინდა
მეგმა, რადგან სასიყვარულო ნაწილი ტრაგიკული იყო.
– ვისი მოთხრობაა? – იკითხა ბეთმა, რომელმაც თვალმოკვრით
დაინახა ჯოს სახე.
მკითხველი ერთბაშად წამოჯდა, მოისროლა გაზეთი,
გამოამზეურა ალეწილი სახე და მღელვარებასთან სასაცილოდ
შერეული ზეიმურობით ხმამაღლა მიუგო:
– თქვენი დისა!
– შენი? – საკერავი ხელიდან გაუვარდა მეგს.
– ძალიან კარგი მოთხრობაა, – კრიტიკოსივით თქვა ემიმ.
– ვიცოდი, ვიცოდი! ოჰ, ჩემო ჯო, რა საამაყო და მყავხარ! –
ეძგერა ამ ბრწყინვალე წარმატებით გახარებული ბეთი და
ჩაეხუტა.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველამ ძალიან გაიხარა!
მეგი ვერ იჯერებდა, სანამ სიტყვები „მის ჯოზეფინ მარჩი“
გაზეთში დაბეჭდილი არ დაინახა. ემიმ მოწყალედ გააკრიტიკა
მოთხრობის ის ადგილები, რომლებიც მხატვრობას ეხებოდა და
რამდენიმე რჩევაც გამოთქვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა
დაწერილიყო გაგრძელება, რაც, სამწუხაროდ, ვერ
მოხერხდებოდა, რადგან მთავარი გმირები დაიხოცნენ. ჰანა
შემოვიდა და წამოიძახა: „უყურე შენა! ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა!“
დიდად განცვიფრებულმა იმით, რომ „ჯომ ამბავი დაატრიალა“,
მისის მარჩი ამ ამბის გაგონებაზე სიამაყით აივსო, თვალებზე
ცრემლმომდგარმა ჯომ სიცილით გამოაცხადა, თავი მედიდური

219
ფარშავანგი მგონია და ამაზე ლაპარაკს მოვრჩეთო. როცა გაზეთი
ხელიდან ხელში გადადიოდა, იტყოდით, „მოლივლივე არწივმა“
მარჩების ოჯახი ძლევამოსილი ფრთის ქვეშ მოიქციაო.
– ყველაფერი გვიამბე! როდის მოგივიდა აზრად? რამდენი
გადაგიხადეს? მამა რას იტყვის? ლორი როგორ იცინებს! –
ყველანი ჯოს დაეხვივნენ და ერთმანეთს პირში უვარდებოდნენ,
რადგან ამ ალალ, ერთმანეთის მოყვარულ ადამიანებს ყოველი
პაწია საოჯახო სიხარულის დიდ დღესასწაულად გადაქცევა
სჩვეოდათ.
– ნუღარ ყაყანებთ, გოგოებო, და ყველაფერს გიამბობთ, – თქვა
ჯომ და გაიფიქრა, ნეტავი მისის ბერნის უფრო მოსწონდა თავი
„ეველინათი“ 1 თუ მე – ჩემი „მეტოქე მხატვრებითო“, მოჰყვა,
როგორ მიიტანა გაზეთში თავისი მოთხრობები და დაუმატა:
– როცა პასუხის გასაგებად მივედი, იმ კაცმა მითხრა, ორივე
მომეწონა, მაგრამ ახალბედებს ფულს არ ვუხდი, მხოლოდ ჩემს
გაზეთში გამოჩენის საშუალებას ვაძლევო. მითხრა, მოთხრობები
კარგი ვარჯიშია და როცა ახალბედა უკეთესად დაიწყებს წერას,
ყველა გადაუხდისო. მეც დავუტოვე ორივე მოთხრობა და დღეს
ეს გაზეთი გამომიგზავნეს. ლორიმ ამ გაზეთიანად დამინახა,
დამიჭირა და ჩამაცივდა, მაჩვენეო. მეც ვაჩვენე. მითხრა, კარგია
და კიდევ წერე, მე კი ვეცდები მოვახერხო, რომ მომდევნო
მოთხრობაში ფული გადაგიხადონო. ძალიან ბედნიერი ვარ,
იმიტომ რომ დროთა განმავლობაში შეიძლება თავიც ვირჩინო და
გოგოებსაც დავეხმარო.
აქ ჯოს სუნთქვა შეეკრა, თავი გაზეთში ჩარგო და თავისი
პატარა მოთხრობა წრფელი ცრემლებით დანამა, რადგან მისი
ორი ყველაზე სანუკვარი სურვილი დამოუკიდებლობა და
საყვარელ ადამიანთა ქების დამსახურება იყო და აი, თითქოს
პირველი ნაბიჯი გადადგა ამ სურვილების ახდენისკენ.

1 „ეველინა“ – მაღალი საზოგადოების ცხოვრებაზე დაწერილი რომანი,


რომელმაც ხმაურიანი წარმატება მოუტანა მის ავტორს, ფანი ბერნის (1752-1840)

220
თავი მეთხუთმეტე

დეპეშა

– ნოემბერი მაინც ყველაზე საზიზღარი თვეა, – თქვა ერთ


პირქუშ დღეს ფანჯარასთან მდგარმა მარგარეტმა და
ყინვადაკრულ ბაღს გახედა.
– მაგიტომაც დავიბადე ნოემბერში, – სევდიანად აღნიშნა ჯომ
და ეჭვადაც არ გაუვლია, რომ ცხვირზე მელნის ლაქა აჩნდა.
– ახლა რამე გასახარი რომ მოხდეს, ვიფიქრებთ, რა მშვენიერი
თვეაო, – თქვა ბეთმა, რომელიც ყველაფერს იმედიანად
უყურებდა, ნოემბერსაც კი.
– ალბათ, მაგრამ ამ ოჯახში რომ გასახარი არაფერი ხდება?! –
გაეპასუხა გუნებაამღვრეული მეგი, – ყოველ ცისმარე დღეს
ვშრომობთ და რა? არაფერი იცვლება, გართობითაც სულ ცოტათი
თუ ვერთობით. რაღა ჩვენ და რაღა – კატორღელები!
– ღმერთო, მომეც მოთმინება! ეს რა სევდა-ნაღველში ხარ! –
წამოიძახა ჯომ, – ისე კი, არც მიკვირს, ჩემო საწყალო: უყურებ, რა
მშვენიერ დროს ატარებენ სხვა გოგოები და შენ კი წლიდან
წლამდე ჯაფაში ხარ. ოჰ, როგორ მინდა, შენც ისე მოგიწყო
ცხოვრება, როგორც ჩემს პერსონაჟ ქალებს ვუწყობ! უკვე
სილამაზეც საკმარისი გაქვს და სიკეთეც, ჰოდა, ისღა დარჩა,
რომელიმე მდიდარმა ნათესავმა მოულოდნელად ქონება
დაგიტოვოს. აი, მაშინ კი ერთ წამში მდიდარ მემკვიდრედ
გადაიქცეოდი, ცხვირს აუბზუებდი, ვინც არაფრად გაგდებდა,
წახვიდოდი უცხოეთში და დაგვიბრუნდებოდი ლედი ესა და ეს,
ყოვლად გაფუფუნებული და განატიფებული.
– ჩვენს დროში ამნაირად ვინღა იღებს მემკვიდრეობას! კაცები
221
იძულებული არიან, იმუშაონ, ქალები კი – ფულიან კაცებს
გაჰყვნენ. ოჰ, რა უსამართლოა ეს ქვეყანა, – მწარედ თქვა მეგმა.
– მე და ჯო ყველას მოგიგროვებთ ქონებას. დაიცადეთ ათი
წელი და ნახავთ, თუ არა, – თქვა ემიმ, რომელიც კუთხეში
მიმჯდარიყო და „ტალახის ღვეზლებს“ აცხობდა – ასე ეძახდა ჰანა
მის ნახელავ თიხის პატარ-პატარა ჩიტებს, ხილსა თუ სახეებს.
– ვერ დავიცდი და დიდად არც მჯერა მელნისა და ტალახის,
თუმცა კეთილი სურვილებისთვის მაინც მადლობელი ვარ.
მეგმა ამოიოხრა და ისევ ყინვადაკრული ბაღისკენ
შეტრიალდა. ჯომ ამოიგმინა, იდაყვები მაგიდას დააყრდნო და
გულგატეხილმა თავი დახარა, სამაგიეროდ, ემი კვლავ
ენერგიულად ზელდა თიხას, ხოლო მეორე ფანჯარასთან
მჯდარმა ბეთმა ღიმილით თქვა:
– ორი გასახარი რამე ამ წუთშივე მოხდება: ქუჩაში დედა
მოდის, ბაღში კი ლორი მოექანება, თითქოს კარგი ამბავი აქვს
სათქმელიო.
მართლაც, ორივენი შემოვიდნენ. მისის მარჩმა, როგორც
სჩვეოდა, იკითხა, გოგონებო, მამას წერილი ხომ არ მოსულაო,
ლორიმ კი ჩვეული დამაჯერებელი ტონით თქვა:
– ეტლით სასეირნოდ არ წამომყვებით? მათემატიკაში იმდენი
ვიმეცადინე, გონება დამებინდა და ვაპირებ, ჭენებით
გამოვცოცხლდე. მოღრუბლული კია, მაგრამ ჰაერი ურიგო არ
არის. მინდა ბრუკი შინ წავიყვანო, ჰოდა გარეთ თუ არა, ეტლში
მაინც მხიარულება იქნება. წამოდი, ჯო. შენ და ბეთი ხომ
წამოხვალთ?
– წამოვალთ, მაშ რას ვიზამთ.
– დიდი მადლობა, მაგრამ მე არ მცალია, – და მეგმა ხელსაქმის
კალათა გამოსწია, რადგან ადრევე დაეთანხმა დედას, რომ ჯობდა
(ყოველ შემთხვევაში, მისთვის), იმ ყმაწვილ ჯენტლმენთან
ერთად ეტლით მაინცდამაინც ხშირად არ ესეირნა.
– ჩვენ სამნი ერთ წუთში მზად ვიქნებით, – წამოიძახა ემიმ და
ხელების დასაბანად გაიქცა.
– რამეში ხომ არ გჭირდებით, ქალბატონო დედა? – სავარძელში
მჯდარი მისის მარჩისკენ დაიხარა ლორი და; როგორც

222
ყოველთვის, ალერსიანად ჰკითხა.
– არა, გმადლობ, ოღონდ თუ არ დაგეზაროს, ფოსტაში შეიარე,
ჩემო კარგო. დღეს, წესით, წერილი უნდა მოგვსვლოდა, არადა,
ფოსტალიონი არ გამოჩენილა. მისტერ მარჩს თავის დღეში
არაფერი დაავიწყდება, მაგრამ ეტყობა, წერილი გზაში შეფერხდა.
ზარის მჭახე ხმამ შეაწყვეტინა სიტყვა და ერთი წუთის შემდეგ
ჰანა შემოვიდა ფურცლით ხელში.
– ის რაღაცა საშიშარი დეპეშაა თუ რაც არი, – თქვა და
ისეთნაირად გადასცა დეპეშა, თითქოს ეშინია, არ აფეთქდეს და
არაფერი გვავნოსო.
სიტყვის „დეპეშა“ გაგონებაზე წამომხტარმა მისის მარჩმა ხელი
სტაცა ფურცელს, წაიკითხა, რაც შიგ ეწერა და ისეთი
გადაფითრებული ჩაესვენა სავარძელში, თითქოს იმ პატარა
ფურცელმა გული ტყვიით გაუგმირაო. ლორი დაბლა ჩაქანდა
წყლის ამოსატანად, მეგი და ჰანა მისის მარჩს მისცვივდნენ და
ხელი შეაშველეს, ხოლო ჯომ შეშინებული ხმით ხმამაღლა
წაიკითხა...

მისის მარჩ!
თქვენი მეუღლე მძიმე ავადმყოფია. სასწრაფოდ
ჩამობრძანდით.
ს. ჰეილი
„ბლენკ ჰოსპიტალი“, ვაშინგტონი

ოჰ, რა სიჩუმე დადგა ოთახში: ყველამ სულგანაბულმა


მიუგდო ყური, რა უცნაურად დაბნელდა გარეთ დღე და რა
ერთბაშად შეიცვალა მთელი სამყარო, როცა გოგონები დედას
შემოეხვივნენ ისეთი გრძნობით, თითქოს სადაცაა თავიანთი
ცხოვრების მთელი ბედნიერება და საყრდენი გამოეცლებათო.
მისის მარჩი მალევე მოეგო გონს, გადაიკითხა დეპეშა, შვილებს
ხელები გაუწოდა და ისეთი ხმით, რომელიც აღარასოდეს
დავიწყებიათ, უთხრა:
– ახლავე წავალ, მაგრამ შეიძლება უკვე გვიანაც არის. ოჰ,
ბავშვებო, ბავშვებო, გადამატანინეთ ეს ამბავი!
223
რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახში გაისმოდა მხოლოდ
ქვითინი, ნუგეშის ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები, დახმარების
ალერსიანი დაპირება და იმედიანი ჩურჩული, რომელიც
ცრემლებში მიწყდებოდა ხოლმე. საბრალო ჰანა პირველი მოეგო
გონს და უნებური სიბრძნით კარგი მაგალითი მისცა
დანარჩენებს, რადგან მისთვის ყოველნაირი დარდის წამალი
შრომა იყო.
– ღმერთმა დაიფაროს ჩვენი კეთილი პატრონი! მე ტირილში არ
დავკარგავ დროსა, ავდგები და, რაც წასაღებია, გაგიმზადებ, მემ,
– თქვა მხურვალედ, წინსაფრით მოიწმინდა სახე, თბილად
ჩამოართვა ღონიერი ხელი თავის დიასახლისს და წავიდა, რომ
სამი ქალის ოდენი ემუშავა.
– მართალს ამბობს, ცრემლების დრო არ არის. დაწყნარდით,
გოგონებო, და მაცალეთ, ვიფიქრო.
საბრალო გოგონები შეეცადნენ, დამშვიდებულიყვნენ, სანამ
დედა წამოჯდებოდა, ფერწასული, მაგრამ მშვიდი: დარდი
გვერდზე გადადო, რათა მოეფიქრებინა, ვის რა უნდა ეკეთებინა.
– ლორი სად არის? – იკითხა ცოტა ხანში, როცა აზრები
მოიკრიბა და გადაწყვიტა, რა იყო გასაკეთებელი პირველ რიგში.
– აქ, მემ. გეხვეწებით, რამე დამავალეთ! – შესძახა ბიჭმა და
აჩქარებით გამოვიდა მეორე ოთახიდან, სადაც იმიტომ გავიდა,
რომ იგრძნო, ოჯახის პირველი ელდა ისეთი წმინდა იყო,
მეგობრის თვალსაც კი არ უნდა დანახვებოდა.
– დეპეშა გაგზავნე, ახლავე მოდის-თქო. მომდევნო
მატარებელი დილით ადრე გადის და იმ მატარებელს წავყვები.
– სხვა რა? ცხენები მზად არის. სადაც გნებავთ, წავალ და რასაც
გნებავთ, გავაკეთებ, – ისეთი სახე ჰქონდა ბიჭს, თითქოს მზად
იყო, ცხრა მთას იქით გაქროლებულიყო.
– პაპიდა მარჩს წერილი წაუღე. ჯო, კალამი და ფურცელი
მომეცი.
ჯომ ერთ ახლად გადაწერილ ფურცელს სუფთა ნაწილი მოახია
და დედას მაგიდა მიუჩოჩა. იცოდა, რომ ამ ხანგრძლივი,
სევდიანი მგზავრობისთვის ფულის სესხება დასჭირდებოდათ და
გრძნობდა, რომ ყველაფერს იზამდა, ოღონდ ცოტა რამ მაინც

224
შეემატებინა მამასთან წასაღები თანხისთვის.
– ახლა კი წადი, ჩემო კარგო, ოღონდ ჭენებით თავს ნუ
მოიკლავ, ასე საჩქაროც არ არის.
მისის მარჩის გაფრთხილება, აშკარად, არაფრად ჩააგდო,
რადგან ხუთი წუთის შემდეგ ლორიმ თავისი ფეხმარდი ცხენით
ჩაიქროლა ფანჯარასთან; ისე მიაჭენებდა, თითქოს სიკვდილს
გაურბისო.
– ჯო, გაიქეცი ჩემს სამსახურში და მისის კინგს უთხარი, ვერ
მოვა-თქო. აქეთობისას აი, ესენი იყიდე. ჩემს ანგარიშზე ჩაწერონ.
ეს ყველაფერი დამჭირდება, კარგად უნდა მოვემზადო მამას
მოსავლელად. ჰოსპიტლის მაღაზიაში ყველაფერს ვერ იშოვი.
ბეთ, წადი და მისტერ ლორენსს ერთი-ორი ბოთლი ძველი ღვინო
სთხოვე: არც ისეთი ამაყი ვარ, მამას გულისთვის თხოვნა
ვიუკადრისო და ყველაფერი საუკეთესო არ ჩავუტანო. ემი, ჰანას
სთხოვე, შავი სკივრი მოიტანე-თქო. მეგ, წამო, ჩემი ნივთები
მაპოვნინე, თორემ ძალიან ავირიე.
ერთდროულად ფიქრი და განკარგულებების გაცემა, ცხადია,
დააბნევდა საბრალო ქალს, ამიტომ მეგი შეეხვეწა, შენ ცოტა ხანს
წყნარად დაჯექი შენს ოთახში და საქმეებს ჩვენ მივხედავთო.
ყველანი ქარისგან ატაცებული ფოთლებივით დაიფანტნენ, და
წყნარი, ბედნიერი ოჯახი ისე უცაბედად დაირღვა, თითქოს იმ
დეპეშის სიტყვები ბოროტი შელოცვა ყოფილიყო.
მისტერ ლორენსი ჩქარი ნაბიჯით მოჰყვა ბეთს და ყველაფერი
მოიტანა, რაც კეთილი მოხუცი ჯენტლმენის აზრით, სნეულს
გამოადგებოდა, თან მისის მარჩს კეთილმეზობლურად
დაჰპირდა, თქვენს არყოფნაში გოგონებს მე ვუპატრონებო, რითაც
ქალს დიდი ნუგეში მიეცა. რაღა არ შესთავაზა: თავისი ხალათით
დაიწყო და იმით დაამთავრა, მეც თან გამოგყვებითო, მაგრამ ეს
შეუძლებელი იყო. მისის მარჩმა გაგონებაც კი არ ისურვა იმისა,
რომ მოხუცი ჯენტლმენი იმსიშორე გზას დასდგომოდა. თუმცა,
მის სიტყვებზე თვალებში მაინც შვება შეეტყო, რადგან ღელვა
მუდამ ცუდი თანამგზავრია. ბერიკაცმა ეს გამოხედვა შენიშნა,
სქელი წარბები შეკრა, ხელები მოიფშვნიტა, დაიბარა, ახლავე
მოვალო და მოულოდნელად წავიდა. მის გასახსენებლად არავის

225
მოუცლია, სანამ დერეფანში სირბილით მიმავალი მეგი, ცალ
ხელში წყვილი ბოტითა და მეორეში – ჩაის ფინჯნით, მისტერ
ბრუკს არ გადააწყდა.
– ძალიან შევწუხდი ამ ამბის გაგონებაზე, მის მარჩ, – უთხრა
იმან ალერსიანი, მშვიდი ხმით და აფორიაქებულ მეგს ეს ხმა
მალამოდ დაედო, – მოვედი, რათა ჩემი თავი შემოგთავაზოთ
დედათქვენის მხლებლად. მისტერ ლორენსი დავალებით
მვზავნის ვაშინგტონში და მოხარული ვიქნები, თუკი
დედათქვენს იქ რამეში გამოვადგები.
ბოტები ძირს დაცვივდა და კინაღამ ჩაიც მიჰყვა, როცა მეგმა
ისეთი მადლიერებით გაუწოდა ხელი, რომ მისტერ ბრუკმა
ალბათ იფიქრა, იმაზე გაცილებით დიდი მსხვერპლის
გაღებისთვის მარგუნეს ჯილდო, ვიდრე ისეთი წვრილმანისთვის,
როგორიც ჩემგან განზრახული დროის დახარჯვა და
თანაგრძნობის გაწევააო.
– რა მადლს გვიშვრებით! დედა აუცილებლად
დაგთანხმდებათ და ჩვენთვისაც დიდი შვება იქნება, თუკი
გვეცოდინება, რომ იქ ვინმე მიხედავს. დიდი მადლობა, ძალიან
დიდი მადლობა!
მეგი მხურვალედ ლაპარაკობდა, თავი აღარ ახსოვდა, სანამ
მისკენ მოპყრობილ თაფლისფერ თვალებში ისეთი რამ არ
დაინახა, რომ იქვე გაახსენდა, ჩაი მიცივდებაო, სასტუმრო
ოთახში შეიპატიჟა მისტერ ბრუკი და უთხრა, დედას
დავუძახებო.
ყველაფერი მზად ჰქონდათ იმ დროისთვის, როცა ლორი
მობრუნდა და პაპიდა მარჩის წერილი მოიტანა, რომელშიც
სასურველი თანხა იდო, ხოლო რამდენიმე სტრიქონში პაპიდა
იმას იმეორებდა, რაც წინათაც ათასჯერ ეთქვა – მუდამ იმას
ჩაგჩიჩინებდით, ჯარში მარჩის წასვლა უაზრობააო, მუდამ
ვამბობდი, მაგ საქმიდან კარგი არაფერი გამოდნება და იმედი
მაქვს, ჩემს რჩევას ამის მერე მაინც დაუგდებთ ყურსაო. მისის
მარჩმა წერილი ბუხარში შეაგდო, ფული საფულეში ჩაიდო და
მზადება განაგრძო. ტუჩები ისე მაგრად ჰქონდა მოკუმული, ჯო
იქ რომ ყოფილიყო, ყველაფერს მიხვდებოდა.

226
მოკლე საღამო ილეოდა. ყველა დავალება შესრულდა. მეგი და
დედა აუცილებელ საკერავს უსხდნენ, ბეთი და ემი ჩაის სუფრას
შლიდნენ, ჰანა, თავისივე თქმით, „თავქუდმოგლეჯილი“
აუთოებდა, ჯო კი ჯერაც არ მოსულიყო. ყველანი შეწუხდნენ,
ლორი საძებრად წავიდა, რადგან არავინ იცოდა, რა ახირებული
აზრი შეიძლება მოსვლოდა თავში გოგოს. თუმცა, ერთმანეთს
ასცდნენ და ჯომ ერთობ უცნაური გამომეტყველებით შემოაბიჯა
ოთახში. ამ გამომეტყველებაში ერთმანეთს შერეოდა მხიარულება
და შიში, კმაყოფილება და სინანული, რამაც იმაზე არანაკლებ
გააოგნა ოჯახი, ვიდრე ფულის დასტამ, რომელიც ჯომ დედას
დაუდო წინ და ოდნავ ჩაწყვეტილი ხმით უთხრა:
– ეს ჩემი წვლილია, რომ მამას არაფერი მოაკლო და შინ
ჩამოიყვანო!
– ჩემო კარგო, სად იშოვე? ოცდახუთი დოლარი! ჯო, იმედი
მაქვს, უგუნურება არაფერი ჩაგიდენია!
– არა, მართლა ჩემია. არც მიმათხოვრია, არც მისესხია და არც
მომიპარავს. გამოვიმუშავე და არა მგონია, დამძრახოთ, იმიტომ
რომ მხოლოდ ის გავყიდე, რაც მე მეკუთვნოდა.
ამ სიტყვებით ჯომ უფარფლებო ქუდი მოიხადა და ყველას
ყვირილი აღმოხდა: გოგოს ხშირი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი.
– შენი თმა! შენი ლამაზი თმა!
– ოჰ, ჯო, ეგ რამ გაქნევინა? შენი ერთადერთი სილამაზე!
– ჩემო გოგო, აბა, რა სავალდებულო იყო?!
– ჩემს ჯოს აღარ ჰგავს, მაგრამ ასე რომ მოიქცა, ახლა უფრო
მეტად მიყვარს!
ყველამ რომ თქვა სათქმელი და ბეთი ნაზად მოეხვია დას
გაკრეჭილ თავზე, ჯომ გულგრილი იერი მიიღო, რამაც
იოტისოდენადაც ვერავინ მოატყუა, აიჩეჩა წაბლისფერი ბურდი,
შეეცადა, ისე დაეჭირა თავი, თითქოს ძალიანაც მოსწონდა და
თქვა:
– ერის მომავალზე ეს არანაირად არ იმოქმედებს, ამიტომ
ნუღარ გოდებ, ბეთ. სამაგიეროდ, პატივმოყვარეობისგან
განმკურნავს, იმიტომ რომ უკვე მეტისმეტად მომქონდა თავი ამ
ჩემი ფაფრით. ტვინსაც არგებს ამ ბუწუწების მოშორება: ახლა

227
თავი ისე მსუბუქად და გრილად მაქვს, მეტი არ იქნება, თან
დალაქმა მითხრა, ცოტა ხანში მშვენიერი შესახედავი იქნები,
ხუჭუჭა ბიჭს დაემსგავსები და თმასაც იოლად მოუვლიო. მე
კმაყოფილი ვარ, ასე რომ გეხვეწები, აიღე ფული და ვივახშმოთ.
– ყველაფერი მიამბე, ჯო. მთლად კმაყოფილი არა ვარ, მაგრამ
ვერც გისაყვედურებ: ვიცი, რა ხალისით აჯობე შენი
სიყვარულისთვის შენივე პატივმოყვარეობას, როგორც შენ ეძახი,
ოღონდ, ჩემო კარგო, აუცილებელი არ იყო და ალბათ, ამ დღეებში
უკვე ინანებ, – უთხრა მისის მარჩმა.
– არაფერსაც არ ვინანებ! – მტკიცედ მიუგო ჯომ და გულზე
მოეშვა, რომ მისი საქციელი მთლად არ დაგმეს.
– რამ გაქნევინა? – ჰკითხა ემიმ, რომელიც თავს უფრო იოლად
შეელეოდა, ვიდრე ლამაზ თმას.
– რა ვიცი... ერთი სული მქონდა, მამასთვის რამე გამეკეთებინა,
– მიუგო ჯომ, როცა სუფრას მიუსხდნენ, რადგან ჯანმრთელი
ახალგაზრდები დიდ წუხილშიც კი მადიანად ჭამენ, – ვალის
აღება დედასავით მეჯავრება და ისიც ვიცოდი, რა ბუზღუნს
მოჰყვებოდა პაპიდა მარჩი: სულ ასე იცის, ერთი გროშიც რომ
სთხოვო! მეგმა სამი თვის ხელფასი ბინის ქირის გადასახდელად
გაიღო, მე კი ჩემი ჯამაგირით რაღაც ჩასაცმელი ვიყიდე. ჰოდა,
ისეთი უსინდისო მეგონა თავი, მზად ვიყავი, ცხვირი გამეყიდა,
ოღონდ კი ფული მეშოვა.
– როგორ თუ – უსინდისო, შვილო! ზამთრის ტანსაცმელი არ
გქონდა და რაც აუცილებელი იყო, ის იყიდე საკუთარი, მძიმე
შრომით ნაშოვნი ფულით, – ისეთნაირად თქვა მისის მარჩმა, რომ
ჯოს გული გაუთბა.
– თავიდან თმის გაყიდვა გულშიც არ გამივლია, მაგრამ ქუჩაში
რომ მივდიოდი, ისევ იმას ვფიქრობდი, რა ვიღონო-მეთქი და
ისეთ გუნებაზე ვიყავი, მინდოდა რომელიმე მდიდრულ
მაღაზიაში შევვარდნილიყავი და რაღაც-რაღაცები დამეტაცებინა.
დალაქის ვიტრინაში გასაყიდად გამოდებული ნაწნავები
დავინახე, ზედ ფასები ეწერა, და ერთი შავი ნაწნავი, სისქით ჩემს
ნაწნავთან რომ ვერ მოვიდოდა, ორმოცი დოლარი ღირდა. ჰოდა,
ერთბაშად მომაფიქრდა, რომ მეც მქონდა ისეთი რამ, რითაც

228
ფულს ვიშოვიდი, დაუფიქრებლად შევედი, ვიკითხე, თმას თუ
ყიდულობთ და ჩემს თმაში რას მომცემთ-მეთქი.
– არც კი ვიცი, როგორ გაბედე, – შიშით თქვა მეგმა.
– უჰ, ერთი პატარა კაცი იყო, შეხედავდი და იფიქრებდი,
მთელი სიცოცხლე სხვა საქმე არა ჰქონია, თმა პომადით 1
უპოხიაო. ერთი პირობა ისე მომაშტერდა, თითქოს პირველად
შევარდა მის დაწესებულებაში გოგო და ჰკითხა, თმას ხომ არ
იყიდითო. მითხრა, თქვენი თმა არ მაინტერესებს, ეს ფერი
მოდაში არ არის და, საერთოდ, თმაში ბევრს არ ვიხდი: შრომა
ბევრი უნდა და აძვირებსო, და ასე შემდეგ. ღამდებოდა და
შევშინდი, ახლავე თუ არ გავაკეთე ეს საქმე, მერე საერთოდ ვეღარ
მოვახერხებ-მეთქი, არადა, ხომ იცით, რამე თუ დავიწყე, შუა
გზაზე მიტოვება მეჯავრება. ჰოდა, შევეხვეწე, აიღეთ-მეთქი და
ვუთხარი, რატომ მეჩქარებოდა ასე. ალბათ, სისულელე იყო,
მაგრამ მაინც გადაიფიქრა, იმიტომ რომ ავღელდი და ყველაფერი
ვუამბე – უთავბოლოდ, როგორც ვიცი ხოლმე. მისმა ცოლმაც
მოისმინა და კეთილად უთხრა: „გამოართვი, ტომას, დაეხმარე
ქალიშვილს. მეც მაგას ვიზამდი ჩვენი ჯიმისთვის, თმის ერთი
კულულიც რომ მქონოდა ისეთი, გაყიდვად ღირებულიყო“.
– ჯიმი ვინღაა? – ჰკითხა ემიმ, რომელსაც გზადაგხა უყვარდა
ყველაფრის გაგება.
– იმ ქალმა, ჩემი შვილია და არმიაშიაო. როგორ აახლოებს
ამნაირი ამბები უცნობ ადამიანებს, არა? ჰოდა, სანამ კაცი
მკრეჭდა, ქალი სულ ლაპარაკობდა და მშვენივრად მართობდა.
– პირველი კულული რომ მოგაჭრა, შავ დღეში არ ჩავარდი? –
შეკრთა მეგი.
– ბოლოს მაშინ შევხედე ჩემს თმას, როცა იმ კაცმა ხელსაწყოები
მოიმარჯვა. ეგ იყო და ეგ. როდის იყო, მაგნაირ წვრილმანებზე
ვწუწუნებდი! ისე კი, უცნაურად ვიგრძენი თავი, როცა ჩემი

1 პომადა – XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში „პომადა“ ერქვა ღორის ან

ხარის ქონისგან მიღებულ საცხს, რომელიც ბრწყინვალებას აძლევდა თმას და


ფორმას უნარჩუნებდა ვარცხნილობას. პომადა პოპულარობით სარგებლობდა
XIX საუკუნის შუახანებსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში როგორც ქალებს,
ისე მამაკაცებს შორის.

229
საყვარელი თმა მაგიდაზე გაფენილი დავინახე, და თავი რომ
მოვისინჯე, უსწორმასწორო, მოკლე ბოლოებიღა მომხვადა
ხელში. ისე გავხდი, თითქოს ხელი ან ფეხი მომაჭრესო. ქალმა
დაინახა, თმას რომ გავხედე და ერთი გრძელი კულული
გამოაცალა, გქონდესო. შენ მოგცემ, დე, მარტო იმიტომ რომ
ძველი დიდება გვახსოვდეს, თორემ ეს შეკრეჭილი თმა ისეთი
მოსახერხებელია, არა მგონია, როდისმე კიდევ გავიზარდო
იმოდენა ფაფარი.
მისის მარჩმა დაახვია წაბლისფერი, დატალღული კულული
და მაგიდის უჯრაში მიუდო მეორე კულულს – მოკლესა და
ჭაღარას. თქმით მხოლოდ ის უთხრა, ჩემო კარგო, მადლობელი
ვარო, მაგრამ გამომეტყველება იმნაირი გაუხდა, რომ გოგონებმა
თემა შეცვალეს და, რაც შეიძლებოდა ხალისით მოჰყვნენ
ლაპარაკს – მისტერ ბრუკი რა კეთილიაო, ნეტავი ხვალ დარი
იქნება თუ არაო და როგორ გავიხარებთ, როცა მამა ჩამოვა და
ყველანი მივხედავთო.
არავის უნდოდა დაწოლა, სანამ ათზე მისის მარჩმა საბოლოოდ
არ გადადო საკერავი და თქვა, გოგონებო, დროაო. ბეთი პიანინოს
მიუჯდა და მამას საყვარელი ჰიმნი 1 დაუკრა. დაწყებით ყველამ
ყოჩაღად დაიწყო სიმღერა, მაგრამ მერე ერთიმეორის მიყოლებით
გამოაკლდნენ და ბოლოს ბეთიღა მღეროდა – მღეროდა სულითა
და გულით, რადგან მისთვის მუსიკა მუდამ უტკბესი ნუგეში იყო.
– დაწექით და ლაპარაკს არ მოუნდეთ. ხვალ ადრიანად უნდა
ავდგეთ და კარგად გამოძინება გვჭირდება. ღამე მშვიდობისა,
ჩემო კარგებო, – თქვა მისის მარჩმა, როცა ჰიმნი დასრულდა,
რადგან მეორე ჰიმნის სიმღერა არავის მონდომებია.
უხმოდ აკოცეს დედას და ისე ჩუმად გაიკრიფნენ
დასაძინებლად, თითქოს ძვირფასი სნეული უკვე მეზობელ
ოთახში წოლილიყო. დიდი მღელვარების მიუხედავად ბეთსა და
ემის მალე ჩაეძინათ, მეგს კი ეღვიძა და ისეთ სერიოზულ
საგნებზე ფიქრობდა, რაზეც მთელი ხანმოკლე ცხოვრების
განმავლობაში არ ეფიქრა. ჯო გაუნძრევლად იწვა და მეგს ეგონა,

1 ჰიმნი – აქ: სახოტბო გალობა; ღვთაების სადიდებელი სიმღერა

230
სძინავსო, სანამ მიყრუებული ქვითინი არ ჩაესმა. წამოიყვირა და
სველ ლოყას მიადო ხელი...
– ჯო, საყვარელო, რა იყო? მამაზე ტირი?
– არა, ახლა არა.
– მაშ, რაზე?
– რაზე და... თმაზე! – აღმოხდა საბრალო ჯოს, რომელიც ამაოდ
ცდილობდა, ბალიშში ჩაეხშო ვარამი.
მეგს ეს ამბავი სასაცილოდ არ მოსჩვენებია და დიდი სინაზით
მიუალერსა და დაკოცნა ტანჯული გმირი.
– განა მენანება! – ხმაჩაწყვეტილმა აუხსნა დას ჯომ, – რომ
შემეძლოს, ხვალ დილითაც ვიზამდი. მხოლოდ ჩემმა
პატივმოყვარეობამ წამოყო თავი და ასე სულელურად ტირის.
არავის უთხრა; ყველაფერმა გამიარა. მეგონა, გეძინა, ჰოდა,
მარტოობაში გამოვიტირე ჩემი ერთადერთი მშვენება, სხვა
არაფერი. შენ რატომღა არ გძინავს?
– ისე ვნერვიულობ, რა დამაძინებს, – თქვა მეგმა.
– კარგ რამეზე იფიქრე და მალე ჩაგთვლემს.
– ვცადე, მაგრამ მაგ ფიქრებმა მთლად გამიკრთო ძილი.
– რაზე ფიქრობდი?
– ლამაზ სახეებზე... უფრო კი – თვალებზე, – მიუგო მეგმა და
სიბნელეში თავისთვის ჩაიღიმა.
– ყველაზე უფრო რა ფერი მოგწონს?
– თაფლისფერი... უფრო სწორად, ზოგჯერ. ისე, ცისფერი
მშვენიერია.
ჯოს გაეცინა და მეგმა დაუცაცხანა, გეყო ლაქლაქიო, მერე კი
ალერსიანად დაჰპირდა, თმას დაგიკულულებო და ძილში
წავიდა, რათა სიზმრად ენახა, როგორ ცხოვრობდა თავის ოცნების
კოშკში.
საათებმა შუაღამისა ჩამოჰკრა, ოთახებში სიჩუმე იდგა, როცა
ერთმა არსებამ წყნარად ჩამოუარა მძინარეებს და ზოგს საბანი
ამოუკეცა, ზოგსაც ბალიში შეუსწორა; სათითაოდ ყველასთან
ჩერდებოდა, დიდხანს, ნაზად დაჰყურებდა სახეზე, აკოცებდა და
უხმოდ დალოცავდა, მერე კი ისეთი მხურვალე ვედრება
აღავლინა, როგორიც მხოლოდ დედებს ძალუძთ. ფარდა რომ

231
გადასწია და დაღვრემილ ღამეს გახედა, ღრუბლებიდან
ერთბაშად მთვარე გამობრწყინდა და ისე დააცქერდა ქალს,
როგორც ნათელი, კეთილი სახე და თითქოს სიჩუმეში
დაიჩურჩულა: „ნუგეშიანად იყავ, კეთილო სულო! ღრუბლებს
მიღმა მუდამ ნათელია“.

232
თავი მეთექვსმეტე

წერილები

ცივი, ნაცრისფერი დილა გათენდა. დებმა ლამპები აანთეს და


თითო თავი წაიკითხეს ისე დაკვირვებით, როგორც წინათ
არასოდეს წაეკითხათ, რადგან ახლა, როცა ნამდვილი
უბედურების ჩრდილი მოახლოვდა, ეს პატარა წიგნები შველად
და ნუგეშად მოევლინათ. სანამ იცვამდნენ, მოილაპარაკეს, დედას
მხიარულად და იმედიანად დავემშვიდობოთ და ისე გავუშვათ
მშფოთვარე გზაზე, ნურც ცრემლებით დავაღონებთ და ნურც
ჩივილითო. დაბლა ჩასულებს ყველაფერი უცნაური ეჩვენათ –
გარეთ ბინდი და სიჩუმე იყო, შიგნით კი გაჩახჩახებული ოთახი
და ალიაქოთი. ასე დილაადრიანად საუზმობაც უჩვეულო იყო,
ღამის ჩაჩდაკოსებული, სამზარეულოში მობზრიალე ჰანას
ნაცნობი სახეც კი არაბუნებრივი ჩანდა. შემოსასვლელში
გამზადებული იდგა დიდი სკივრი, დედას მოსასხამი და
უფარფლებო ქუდი დივანზე ელაგა, დედა კი სუფრას უჯდა და
ცდილობდა ეჭამა, მაგრამ უძილობისა და მღელვარებისგან ისეთი
ფერწასული და დაქანცული ჩანდა, რომ გოგონებს ძალიან
გაუჭირდათ თავიანთი გადაწყვეტილების შესრულება. მეგი
უნებურად იცრემლებოდა, ჯო იძულებული გახდა, რამდენჯერმე
ჩაიდანს მოფარებოდა, უმცროსებს კი სერიოზული, შეწუხებული
იერი ედოთ, თითქოს დარდი მათთვის ახალი განცდააო.
ბევრი არაფერი უთქვამთ, მაგრამ წასვლის დრო რომ დადგა,
უკვე ეტლს რომ ელოდნენ და გოგონები დედას
დასტრიალებდნენ – ერთი შალს უკეცავდა, მეორე ქუდის
ზონრებს უსწორებდა, მესამე ბოტებს აცმევდა, მეოთხე კი
233
სამგზავრო ჩანთას უკრავდა – მისის მარჩმა უთხრა:
– ბავშვებო, ჰანა მოგხედავთ და მისტერ ლორენსი
გიპატრონებთ. ჰანა ერთგულების განსახიერებაა, ჩვენი კეთილი
მეზობელი კი ისე დაგიფარავთ, როგორც საკუთარ შვილებს.
თქვენი დარდი არა მაქვს, მაგრამ მინდა, ეს გასაჭირი სწორად
გაისიგრძეგანოთ. არ იწუწუნოთ ჩემ აქ არყოფნაში, ოღონდ არც ის
გეგონოთ, რომ შეგიძლიათ უქმად იყოთ, ეცადოთ, დაივიწყოთ
ჩვენი გასაჭირი და ამით ინუგეშოთ თავი. ისე იშრომეთ, როგორც
შრომობთ, რადგან შრომა მადლმოსილი ნუგეშია. იმედიანად
იყავით, გარჯა არ დაიზაროთ და რაც გინდა მოხდეს, გახსოვდეთ:
უმამოდ არასოდეს დარჩებით.
– კარგი, დე.
– მეგ, ჩემო კარგო, ჭკვიანად მოიქეცი, დებს მიხედე, ჰანას
დაეკითხე ხოლმე და თუ რამე გაგიჭირდა, მისტერ ლორენსთან
მიდი. მომთმენი იყავი, ჯო, ნუ დაითრგუნები და ნურც
დაუფიქრებლად გააკეთებ რამეს. ხშირად მომწერე, ჩემო ვაჟკაცო
გოგო და მუდამ მზად იყავი დანარჩენების საშველად და
გასამხნევებლად. ბეთ, მუსიკით ინუგეშე თავი და რაც წვრილ-
წვრილი საოჯახო საქმეები გავალია, მიხედე. შენ კი, ემი, რაც
შეძლო, ყველაფერში მიეხმარე დებს, გაუგონე და ისე ქენი, რომ
სახლში მშვიდობა იყოს.
– აუცილებლად, დე! აუცილებლად!
მოახლოებული ეტლის რახრახზე ყველანი შეკრთნენ და
მიაყურადეს. მძიმე წუთი დაუდგათ, მაგრამ გოგონებმა
იყოჩალღეს: არც ერთი არ ატირებულა, არც ერთი არ გაქცეულა და
არც წუწუნი დაუწყია, თუმცა გულზე ყველას სიმძიმე აწვა, როცა
დედას მოკითხვას აბარებდნენ მამასთან და ახსოვდათ, რომ ეს
მოკითხვა ეგებ არც კი მისვლოდა მას, ვისაც შეუთვალეს.
წყნარად აკოცეს დედას, ტკბილად ჩაეკვრნენ გულში და როცა
ეტლი დაიძრა, შეეცადნენ, რაც შეეძლოთ მხიარული ხელის
ქნევით გაეცილებინათ.
ლორი და პაპამისიც მოვიდნენ გასაცილებლად. მისტერ ბრუკი
ისეთი ძალ-ღონით სავსე, ჭკვიანი და კეთილი ჩანდა, რომ
გოგონებმა იქვე მონათლეს „მისტერ გულითადად“.

234
– ნახვამდის, ჩემო კარგებო! ღმერთმა დაგვლოცოს და
დაგვიფაროს ყველანი! – წაიჩურჩულა მისის მარჩმა, სათითაოდ
დაკოცნა პატარა, საყვარელი სახეები და აჩქარებით ჩაჯდა
ეტლში.
ეტლმა ცოტა რომ გაიარა, მზე გამოვიდა. მისის მარჩმა უკან
მიიხედა, დაინახა, როგორ დაჰნათოდა იგი ჭიშკართან მდგარ
პატარა ჯგუფს და კარგის მომასწავებლად ეჩვენა. იმათაც
დაინახეს, გაუღიმეს, ხელი დაუქნიეს და სანამ ეტლი კუთხეში
შეუხვევდა, მისის მარჩმა ერთხელაც მოჰკრა თვალი ოთხ
გაბრწყინებულ სახეს, რომელთა უკან მცველებივით იდგნენ
მოხუცი მისტერ ლორენსი, თავდადებული ჰანა და ერთგული
ლორი.
– რა კეთილად გვექცევიან ყველანი! – წაილაპარაკა მისის
მარჩმა, მიტრიალდა და ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტური
ახალგაზრდა კაცის პატივისცემით აღსავსე თანაგრძნობაში
დაინახა.
– არც კი ვიცი, მაგ საქმისგან თავი როგორ უნდა შეიკავონ! –
მიუგო მისტერ ბრუკმა და ისეთი გადამდები სიცილი აუტყდა,
რომ მისის მარჩსაც უნებურად გაეღიმა. ასეთი კეთილი ნიშნებით
დაიწყო ეს მგზავრობა – მზით, ღიმილითა და გამამხნევებელი
სიტყვებით.
– თითქოს მიწისძვრა მოხდაო, – თქვა ჯომ, როცა მეზობლები
სასაუზმოდ დაბრუნდნენ შინ და ესენი დატოვეს, რომ მარტო
მყოფებს დაესვენათ და წაეხემსათ.
– თითქოს ნახევარი სახლი გაქრაო, – საწყლად დაამატა მეგმა.
ბეთმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ისღა მოახერხა, რომ
ხელი დედის მაგიდისკენ გაიშვირა: ფაქიზად დაკემსილი
წინდების გროვა იდო – იმის დასტური, რომ ბოლო წუთებშიც კი,
როცა უკვე ეჩქარებოდა, ამათზე ფიქრობდა და ამათთვის
შრომობდა. წვრილმანი იყო, მაგრამ ყველას გულ-მუცელი
აემღვრა და თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვაჟკაცურად
დაეჭირათ თავი, მაინც ვერ გაძლეს და მწარედ ატირდნენ.
ჰანამ ბრძნულად აცალა, სანამ გულს მოიოხებდნენ და როცა
ცრემლის წვიმას გამოდარების ნიშნები დაეტყო, ყავადნით

235
შეიარაღებული მივიდა საშველად.
– აბა, ჩემო კარგო ქალბატონებო, გახსოვდეთ, რაც დედამ
დაგიბარათ და ნუღარა დარდობთ. წამოდით, თითო ჭიქა ყავა
დავლიოთ, მერე კი მივხედოთ საქმესა და ოჯახის სახელი არ
შევარცხვინოთ.
ყავა იშვიათი ხილი იყო გოგონებისთვის და ჰანამ დიდი ტაქტი
გამოიჩინა, იმ დილით რომ მოუდუღა. ვერავინ გაუძლო მის
დამაჯერებელ თავის ქნევასა და ყავადნიდან მომავალ სურნელს.
სუფრას მიუსხდნენ, ცხვირსახოცები ხელსახოცებით შეცვალეს
და ათ წუთში ყველანი კალაპოტში ჩადგნენ.
– „იმედი და გარჯა“ – ეს არის ჩვენი დევიზი და ვნახოთ, ვინ
უფრო კარგად დაიხსომებს. მე დღესაც პაპიდა მარჩთან
მივდივარ. უჰ, რა ლექციებს წამიკითხავს! – ყავას წრუპავდა ჯო
და ნელ-ნელა მოდიოდა გუნებაზე.
– მე ჩემს კინგსებთან წავალ, ისე კი შინ დარჩენა და აქაურობის
მიხედვა მერჩია, – თქვა მეგმა და ინატრა, ნეტავი თვალები ასე არ
ჩამეწითლებინაო.
– რა საჭიროა! სახლს მე და ბეთიც გავართმევთ თავს, –
მედიდურად ჩაურთო ემიმ.
– ჰანა გვეტყვის, რა გავაკეთოთ და თქვენი მოსვლისთვის
ყველაფერი დალაგებულ-დასუფთავებული გვექნება, – დაუმატა
ბეთმა და იქვე გამოიღო ღრუბელი და ჭურჭლის დასარეცხი
ტაშტი.
– მე თუ მკითხავთ, მღელვარება ძალიან საინტერესოა, –
შენიშნა შაქრის კნატაკნუტში გართულმა ემიმ.
გოგონებს ძალაუნებურად გაეცინათ და ამ სიცილმა შვება
აგრძნობინა, თუმცა მეგმა იქვე თავი გაუქნია უმცროს დას,
რომელიც საშაქრეში პოულობდა ნუგეშს.
„მუფთების“ დანახვაზე ჯო ისევ დასერიოზულდა და როცა ის
და მეგი სამუშაოზე წასასვლელად შინიდან გავიდნენ, სევდიანად
მიხედეს ფანჯარას, სადაც დედის სახის დანახვას იყვნენ
მიჩვეულნი. დედა არ იყო, მაგრამ ბეთს გახსენებოდა ეს პატარა
ოჯახური ტრადიცია და ფანჯარასთან მდგარი ისე უქნევდა თავს,

236
როგორც ლოყაწითელი მანდარინი 1.
– რა გოგოა ჩემი ბეთი! – მადლიერად თქვა ჯომ და დას შლაპა
დაუქნია, – აბა, კარგად, მეგ. იმედია, კინგსები დღეს არ
გადაგღლიან. მამაზე არ იდარდო, საყვარელო, – დაამატა
განშორებისას.
– იმედია, არც პაპიდა მარჩი მოჰყვება ბუზღუნს. თმა გიხდება:
ბიჭს ჰგავხარ და მშვენიერია, – გაეპასუხა მეგი და შეეცადა არ
გაღიმებოდა ხუჭუჭა თავის დანახვაზე, რომელიც სასაცილოდ
პატარა მოჩანდა მისი მაღალი დის მხრებზე.
– ეგ ნუგეშიღა დამრჩენია, – ლორივით მხედრულად მიიტანა
ხელი შლაპასთან ჯომ და გზა განაგრძო; თავს ისე გრძნობდა,
როგორც გაკრეჭილი ცხვარი ქარიან დღეს.
მამის ამბავი მოუვიდათ და დიდად ანუგეშა გოგონები, რადგან
მისი ავადმყოფობა დიახაც სახიფათო იყო, მაგრამ ყველაზე
უკეთესი და უნაზესი მომვლელის ჩასვლამ უკვე შვება მისცა.
მისტერ ბრუკი ყოველდღე გზავნიდა ბიულეტენებს 2 და მეგმა,
როგორც ოჯახის უფროსმა, დაიჟინა, ეს დეპეშები მე უნდა
წაგიკითხოთო. კვირის ბოლოსთვის დეპეშები უფრო და უფრო
იმედიანი გახდა. თავიდან ყველანი მოწადინებული იყვნენ
პასუხის მისაწერად. რომელიმე და სქელ კონვერტს თავმომწონედ
წაიღებდა – აქაოდა, ვაშინგტონთან გვაქვს მიმოწერაო – და
ფრთხილად ჩაჩრიდა საფოსტო ყუთში. რაკი ერთი ამ
კონვერტთაგანი მთელი კრებულისთვის ნიშანდობლივ
წერილებს შეიცავდა, წარმოვიდგინოთ, რომ ფოსტა გავძარცვეთ
და ყველა წერილი წავიკითხოთ.

ჩემო უსაყვარლესო დედა!


ვერ აგიწერ, როგორ გაგვახარა შენმა უკანასკნელმა წერილმა;
ისეთი საამური ამბავი მოიწერე, სულ სიცილ-ტირილით
ვისმენდით. რა კეთილია მისტერ ბრუკი და კიდევ კარგი, რომ

1 მანდარინი – ჩინელი მოხელე (წარმოიშვა სანსკრიტული სიტყვიდან „mandarin“


მეთაური). აქ: ფაიფურის სათამაშო, რომელსაც თავი უქანავებს.
2 ბიულეტენი – ოფიციალური შეტყობინება

237
მისტერ ლორენსის საქმეები ამდენ ხანს აკავებს შენ სიახლოვეს: ის
ხომ შენც გეხმარება და მამასაც. გოგოები ისე კარგად იქცევიან,
მეტი რომ არ იქნება. ჯო კერვაში მეხმარება და აჩემებული აქვს,
ყველა მძიმე საქმე მე უნდა ვაკეთოო. ალბათ შემეშინდებოდა, არ
გადაიქანცოს-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს „სათნოების
შემოტევა“ მალევე გაუვლის. ბეთი საათივით ზუსტად აკეთებს,
რაც ევალება და არასოდეს ავიწყდება, რასაც ეტყვიან. მამაზე
დარდობს და მუდამ ფიქრიანია, მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდება
ხოლმე, როცა თავის პატარა პიანინოს მიუჯდება. ემი ყველაფერს
მიგონებს და მეც ყურადღებას ვაქცევ. თმას თვითონ ივარცხნის,
მე კი საღილეების ამოხვევასა და თავისი წინდების ამოკემსვას
ვასწავლი. ძალიან ცდილობს და ვიცი, როცა ჩამოხვალ,
გაგიხარდება მისი წარმატებები. მისტერ ლორენსი, ჯოს თქმით,
კრუხივით თავს დაგვტრიალებს, ლორიც კეთილად გვექცევა,
როგორც კარგ მეზობელს შეჰფერის. ის და ჯო, რაც შეუძლიათ,
გვახალისებენ, რადგან დროდადრო დარდი შემოგვაწვება ხოლმე
და რაკი შენ შორს ხარ, თავი ობლები გვგონია. ჰანა ნამდვილი
წმინდანია, საერთოდ არ გვტუქსავს და მე მუდამ მის მარგარეტს
მეძახის – ცხადია, ასეც უნდა იყოს – და პატივისცემით მექცევა.
ყველანი ჯანმრთელად ვართ და ვსაქმიანობთ, ოღონდ დღისითა
თუ ღამით შენი დაბრუნების ნატვრაში ვართ. სიყვარულით
მომიკითხე მამა.
მარად შენი
მეგი

სურნელოვან ფურცელზე ლამაზი ხელით დაწერილი ეს


წერილი სრულიად განსხვავდებოდა მომდევნო წერილისგან,
რომელიც რაღაც თხელი, უცხოური ქაღალდის დიდ ფურცელზე
იყო დაჩხაპნილი და ლაქებითა თუ ნაირ-ნაირი ხვეულებითა
დაღვლარჭნილი ასოებით შემკული.

ჩემო უძვირფასესო დე!


სამგზის ვაშა ჩვენს კარგ მამას! ბრუკმა ძალიან ივაჟკაცა, რომ,
რა წამს მამამ მოიხედა, მაშინვე აფრინა დეპეშა და ამბავი
238
გაგვაგებინა. წერილი მოვიდა თუ არა, ავვარდი სხვენში, რომ
ღმერთისთვის მადლობა შემეწირა, მაგრამ იმის მეტი ვერაფერი
მოვახერხე, რომ ტირილი მოვრთე და ვიმეორებდი, როგორ
მიხარია, როგორ მიხარია-მეთქი, თუმცა გული ისე სავსე მქონდა
გრძნობებით, რომ იქნებ ნამდვილ ლოცვად ჩაითვალოს? ხშირად
ვმხიარულობთ და ახლა ხომ მართლა გულით გავიხარებ, იმიტომ
რომ ყველანი უძალიანესად კარგები არიან, გეგონება, გვრიტების
ბუდეში ვცხოვრობო. გაგეცინება, რომ ნახო, რა ამბით ზის ხოლმე
მეგი სუფრის თავში და როგორ ცდილობს, ოჯახის დედის როლი
ითამაშოს. დღითი დღე ლამაზდება, ხანდახან პირდაპირ
შეყვარებული ვარ. ბავშვები ნამდვილი ანგელოზები არიან, მე
კი... მე ჯო ვარ და სხვა არც არავინ ვიქნები. უი, რა უნდა გიამბო:
მე და ლორიმ კინაღამ ვიჩხუბეთ. რაღაც სისულელეზე გამოვთქვი
აზრი და ეწყინა. მე მართალი ვიყავი, ოღონდ ეს ჩემი აზრი,
როგორც წესი და რიგია, ისეთი სიტყვებით არ მითქვამს, ჰოდა
სახლისკენ დაადო თავი – სანამ ბოდიშს არ მომიხდი, ფეხს არ
მოვადგამო. არა-მეთქი და გავბრაზდი. ეს ამბავი მთელი დღე
გრძელდებოდა. გამიჭირდა და ძალიან გნატრობდი. მეცა და
ლორიც ისეთი ამაყები ვართ, ბოდიშის მოხდა გვიჭირს, მაგრამ
მეგონა, მაინც მომიხდიდა, იმიტომ რომ მართალი ვიყავი. არადა,
არ გამოჩნდა. მერე, უკვე საღამო იყო, გამახსენდა, რა მითხარი,
როცა ემი მდინარეში ჩავარდა. ავდექი, გადავშალე შენი ნაჩუქარი
წიგნი, ცოტა დავშოშმინდი, გადავწყვიტე, გაბუტული ხომ არ
დავიძინებ-მეთქი და ლორისთან ბოდიშის მოსახდელად
გავიქეცი. ჭიშკართან შემომხვდა, ისიც ამ საქმეზე მოდიოდა.
ორივეს გაგვეცინა, ერთმანეთს მოვუბოდიშეთ და იქვე მოგვეშვა
გულზე.
გუშინ ჰანას სარეცხის რეცხვაში მივეხმარე, თან ერთი ლექსიც
გავაშანშალე და რაკი მამას უყვარს ჩემი „სულელობები“, ამასაც
გიგზავნით, რომ გამხიარულდეს. ჩემ მაგივრად სიყვარულით
ჩაეხუტე და ათჯერ აკოცე.
შენი აბდა უბდა ჯო

239
საპნის ქაფიდან შობილი სიმღერა

ვმღერი, ვმღერი ტაშტის დედოფალი,


თეთრი ქაფი იწევს მაღლა-მაღლა,
ვრეცხავ, ვავლებ, მერე ვწურავ სარეცხს,
თოკებზე ვფენ, სულ არ ვიცი დაღლა;
ლურჯი ციდან მზე ანათებს თბილი,
ნიავიც ქრის და გამიშრობს ახლავ.

გულიდანაც მოვირეცხოთ ნეტავ,


მოვიშოროთ ყველა ლაქა ბიწის,
ჩვენც გაგვხადოს წყალმა მისებრ სუფთა,
მოიხმაროს ჯადოქრული ნიჭი.
ეს რომ მოხდეს, დედამიწის ზურგზე
რეცხვის დღე გათენდებოდა, ვიცი.

ფუჭად აღარ იცხოვრებდა არვინ,


ექნებოდათ ღია გულის კარი;
როცა შრომობ, აღარც სევდის დრო გაქვს
არც მოწყენის, აღარც გლოვა-ზარის.
ცოცხით გახვეტ მოუსვენარ ფიქრებს
და ძველებურს დაიბრუნებ ხალისს
როს ცისმარე დღე ჯაფაში გადის,
მიხარია, რომ არა ვარ უქმად,
შრომა მაძლევს ძალასა და იმედს
და მეც ვიტყვი, რაც ჩემამდეც უთქვამთ:
„გულო, იგრძენ, იაზროვნე, თავო,
ხელებო კი იმუშავეთ მუდამ!

ჩემო კარგო დედიკო!


ამ წერილში მარტო იმის ადგილი დამრჩა, რომ მოგიკითხოთ
და გამხმარი იაჟუჟუნა გამოგიგზავნოთ იმ ძირიდან, რომელიც
ბაღიდან წამოვიღე და სახლში გავახარე, რომ მამას ვაჩვენო. ჩემს

240
წიგნს ყოველ დილით ვკითხულობ, ვცდილობ, მთელი დღე
კარგად მოვიქცე და ძილის წინ მამას საყვარელ სიმღერას ვმღერი,
ოღონდ „სამოთხის მხარეს“ ვერა, იმიტომ რომ მეტირება. ყველანი
ძალიან კეთილები არიან და ბედნიერად ვართ, თუკი შეიძლება,
რომ უშენოდ ბედნიერად ვიყოთ. ფურცელზე რაც ადგილი
დარჩა, ემის სჭირდება, ამიტომ ვამთავრებ. განჯინებისა და
სკივრების დახურვა არ მავიწყდება, საათს ვქოქავ და ოთახებსა
ყოველდღე ვანიავებ.
ჩემს კარგ მამას იმ ლოყაზე აკოცე, რომელსაც ჩემსას ეძახის.
გეხვეწებით, მალე ჩამოდით.
თქვენი მოყვარული
პატარა ბეთი

MA CHERE MAMMA 1!
ყველანი კარგად ვართ გაკვეთილებს ვსწავლობ მუდამ და
გოგოებთან კომფლიდურად არ ვიქცევი მეგი ამბობს
კომფლიკტური უნდა თქვაო და ორივეს ვწერ რომ ის აირჩიო
რომელიც უფრო ზუსტია. მეგი ჩემი დიდი საშველია და ყოველ
საღამოს ჩაიზე ხილფაფას მაჭმევს ჯო ამბობს ძალიან გრგებს და
ხასიათს გიტკბობსო. ლორი ისეთი პატივცემით არ მექცევა
როგორც საჭიროა იმიტომ რომ ცამეტ წელს ვუკაკუნებ და ის კი
წიწილას მეძახის და შეურაწყობას მაყენებს. როცა ჰეტი კინგივით
ვიტყვი ხოლმე MERCI 2 ან BON JOUR 3, ფრანგულად სხაპასხუპით
დამიწყებს ლაპარაკს და ვერ ვიგებ. ლურჯი კაბის სახელოები
გამიცვდა და მეგმა ახალი მიმიკერა მაგრამ წინა ნაწილი კარგი არ
გამოვიდა და უფრო ლურჯია ვიდრე კაბა. ცუდად გავხდი მაგრამ
არ გავღიზიანებულვარ გასაჭირს კარგად ვუძლებ ოღონდ მინდა
რომ ჰანა მეტ სახამებელს უმატებდეს ჩემს წინსაფრებს და
წიწიბურაც ყოველდღე მომიხარშოს. არ შეუძლია? ხო ლამაზად
გამომივიდა შეკითხვის ნიშანი? მეგი მეუბნება შესასვენი ნიშნები

1 სწორია ma chère maman ჩემო ძვირფასო დედა (ფრანგ.)


2 Merci – გმადლობთ (ფრანგ.)
3 სწორია: bonjour გამარჯობა (ფრანგ.)

241
და მართწერა გიჭირსო და ძალიან მწყინს მაგრამ იმდენი საქმე
მაყრია თავზე ფიქრის დრო არა მაქვს. ADIEU 1 მამა მომიკითხე.
დიდი სიყვარულით შენი შვილი
ემი კერტის მარჩი

ჩემო კარქო მის მარჩ!


ერთ ორ სიტყვას მოგწერ რო გითხრა ყველაფერს კარქა
აუდივართ. გოგოები ყოჩაღობენ და ისე ტრიალეზენ რო
გაგეხარდება. მის მეგი შვენიერი კარქი დიასახლისი დადგება.
ნიჭიცა აქ და სწავლითაც უცბათ სწავლოფს ყველაფერს. ჯო
ისეთი მარიფათიანია, საქმეში ყველას გაასრეფს, ოღონდ ერთი არ
გაჩერდება რო ჯერ იფიქროს და მერე გააკეთოს და კაცმა არ იცი
რისგან რა გამოუვა. ორშაფათს მთელი დიდი ტაშტი სარეცხი
დარეცხა, მაგრამ სანამ გაავლებდა, სახამებელი მანამ ჩაუმატა და
ჩითის ვარდისფერი კაბაც გაალილავა. რაც მე მაგაზე ვიცინე...
ბეთი ყველაზე კარქი პატარა გოგოა და ჩემი დიდი დამხმარე, რო
იცოდე, რა წინდახედულია და რა საიმედო. ყველაფრის სწავლასა
ცდილოფს, პატარა კია მაგრამ ბაზარში დადის და ჩემი
ხელშეწყოფით ანგარიშსაც კოხტათ აწარმოეფს. ჯერჯერობით
ძალიან მომჭირნეთა ვართ. გოგოებს მარტო კვირაში ერთხელ
ვასმევ ყავას, როგორც შენ დამიბარე, და უბრალო და ჯანსაღ
საჭმელზე მყავს. ემი არა ბზუის იმიტო რომ რაც კარქი კაბები აქ
ისინი აცვია და ტკბილებსაც მიირთმევს. მისტერ ლორი ანცოფს
როგორცა სჩვევია და ხშირათ სახლი სუ თავდაყირა დგა მაგრამ
გოგოებს გულს უმაგრეფს და მაგიტომაც თავის ნებაზე მყავ
მიშვებული. მოხუცი ჯელტმენი ათას რამეს გვიგზავნის და ცოტა
თავსაც კი გვაბეზრეფს, მაგრამ ვიცი რო ჩვენთვინ სიკეთე უნდა
და თან რა ჩემი საქმეა რამის თქმა. პური ამომიფუვდა და წერას
ვამთავრეფ. დიდი მოწიწებით მომიკითხე მისტერ მარჩი. იმედი
მაქ ფი– ლტვების ანთება მეტი აღარ შეეყრება.
პატივისცემით
ჰანა მულეტი

1 Adieu — ნახვამდის (ფრ.)

242
№ პალატის უფროს მომვლელს
რაპჰანოკზე 1 სიმშვიდე სუფევს, ჯარი კარგ მდგომარეობაშია,
საინტენდანტო სამსახური აწყობილია, ადგილობრივი
თავდაცვის რაზმი პოლკოვნიკ ტედის მეთაურობით მუდამ
პოსტზეა, მთავარსარდალი, გენერალი ლორენსი
ყოველდღიურად ატარებს არმიის დათვალიერებას,
კვარტირმაისტერი მულეტი ბანაკში წესრიგს ინარჩუნებს, მაიორი
ლომი კი მთელი ღამის განმავლობაში სადარაჯოზე იმყოფება.
ვაშინგტონიდან მოსული საამური ამბავი აღინიშნა შტაბ-ბინაში
გამართული ოცდაოთხი ქვემეხის საზეიმო სალუტითა და
საზეიმო ფორმებში გამოწყობილი ჯარის პარადით.
მთავარსარდალი საუკეთესო სურვილებს გითვლით, რასაც
სულითა და გულით უერთდება
პოლკოვნიკი ტედი

ძვირფასო ქალბატონო მარჩ!


პატარა გოგონები კარგად არიან. ბეთი და ჩემი ბიჭი ყოველდღე
მიპატაკებენ საქმის ვითარებას. ჰანა სანიმუშო მსახურია და
მშვენიერ მეგს გველეშაპივით სდარაჯობს. მიხარია, რომ კარგი
ამინდები დაიჭირა. ღმერთსა ვთხოვ, ბრუკი გამოგადგეთ. თუკი
დანახარჯებმა თქვენგან ნავარაუდებ თანხას გადააჭარბოს,
დასაფინანსებლად მე მომმართეთ. თქვენს მეუღლეს ნურაფერს
მოაკლებთ. მადლობა ღმერთს, რომ გამოკეთების გზაზეა.
თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი
ჯეიმზ ლორენსი

1 რაპჰანოკი – მდინარე ვირჯინიის შტატში, რომელსაც უკავშირდება აშშ-ის


სამოქალაქო ომის ბევრი მოვლენა.

243
თავი მეჩვიდმეტე

კეთილსინდისიერი პატარა

მთელი პირველი კვირა ძველ სახლში იმოდენა სათნოება


ტრიალებდა, სამეზობლოს გასწვდებოდა. ჭეშმარიტად
საკვირველი იყო: თითქოს ყველას არამიწიერი გონება-განწყობა
ჰქონდა და თავგანწირვა წესად იქცა. როცა პირველი წუხილი
ჩაუცხრათ, გოგონებმა უნებურად ცოტცოტაობით შეასუსტეს
სანაქებო ყოფაქცევა და ძველ ჩვეულებებს დაუბრუნდნენ.
დევიზი არ დავიწყებიათ, მაგრამ „იმედითა და გარჯით“
იმდენადაც აღარ იწუხებდნენ თავს და ვეებერთელა
დაძაბულობის შემდეგ ისეთი გრძნობა გაუჩნდათ, რომ დასვენება
ეკუთვნოდათ და არც იკლებდნენ.
ჯო გაკრეჭილ თავს თბილად არ ინახავდა, ძალიან გაცივდა და
მითითება მიიღო, გამოკეთებამდე შინ დატეულიყო, რადგან
პაპიდა მარჩს არ ეპიტნავებოდა, როცა სურდოთი გაგუდულები
უკითხავდნენ წიგნს. ჯოს ძალიანაც გაუხარდა და მას მერე, რაც
მთელი სახლი გადაქექა სხვენიდან სარდაფამდე და ყველაფერი
იპოვა, რაც სჭირდებოდა, დაშოშმინდა და დივანზე მოიკალათა,
რომ დარიშხანითა 1 და წიგნებით მოერჩინა თავი. ემი მიხვდა,
საოჯახო საქმეები და ხელოვნება ერთმანეთთან ვერ მოდისო და
თავის „ტალახის ღვეზლებს“ მიუბრუნდა. მეგი ყოვეოდღე
დადიოდა მოწაფეებთან, შინ კი კერავდა ან ეგონა, ვკერავო,
სინამდვილეში დრო მეტწილად იმაში გაჰყავდა, რომ გრძელ-

1 დარიშხანი – დარიშახნის არაორგანულ პრეპარატებს მოსაღონიერებელ


საშუალებად იყენებდნენ.

244
გრძელ წერილებს სწერდა დედას ან მეათასედ კითხულობდა
ვაშინგტონიდან მოსულ პატაკებს. მხოლოდ ბეთი ირჯებოდა
ძველებურად და ათასში ერთხელ თუ მოერეოდა სიზარმაცე ან
უგუნებობა.
ყოველდღე ბეჯითად ასრულებდა იმ წვრილ-წვრილ საქმეებს,
რაც ევალებოდა და ზედ ატანდა დების ბევრ საქმესაც, რადგან
იმათ მივიწყებული ჰქონდათ და სახლი დაუქოქავ საათს
წააგავდა, რომლის ქანქარაც ინერციითღა ირხევა. როცა გული
დაუმძიმდებოდა დედის მონატრებით ან მამაზე დარდით,
შევიდოდა ერთ განჯინაში, ჩარგავდა სახეს დედის ძველი
საყვარელი კაბის ნაკეცებში და მარტოობაში წაიტირებდა ან
ცოტას ილოცებდა. არავინ იცოდა, რა უბრუნებდა მხნეობას
სევდის შემოტევის შემდეგ, მაგრამ ყველანი გრძნობდნენ, რა
კეთილი და ყველას დამხმარე იყო ბეთი და ჩვეულებად ექცათ,
თავთავიანთ პატარა საქმეებში თანაგრძნობისა თუ რჩევისთვის
მას მისდგომოდნენ.
ვერ ხვდებოდნენ, რომ თავს დატეხილი განსაცდელი ხასიათის
გამოცდა იყო და როცა პირველმა მღელვარებამ გაიარა, ისეთი
გრძნობა გაუჩნდათ, რომ კარგი მხრით წარმოაჩინეს თავი და ქება
ეკუთვნოდათ. ეს კი ასე იყო, მაგრამ შეცდომა ის გახლდათ, რომ
კარგი მხრით აღარ იჩენდნენ თავს და ამ შეცდომას მხოლოდ
დიდი წუხილისა და სინანულის ფასად მიხვდნენ.
– მეგ, იქნებ წახვიდე და ჰუმელები ნახო. ხომ იცი დედამ
დაგვიბარა, არ დაივიწყოთო, – თქვა ბეთმა მისის მარჩის,
გამგზავრებიდან ათი დღის შემდეგ.
– დღეს ისე დავიღალე, ვერ წავალ, – მიუგო სარწეველა
სავარძელში საკერავით ხელში მოკალათებულმა მეგმა და რწევა
გააგრძელა.
– ვერც შენ, ჯო? – ჰკითხა ბეთმა.
– ამ ქარში ვიარო გაციებულმა?!
– მე მეგონა, თითქმის გაგიარა.
– ჰო, ისე გამიარა, რომ ლორისთან ერთად გასეირნება
მოვახერხო, მაგრამ არც ასე, რომ ჰუმელებთან წავიდე, – სიცილით
თქვა ჯომ, თუმცა თან ცოტათი შერცხვა თავისი

245
არათანმიმდევრულობის.
– შენ თვითონ რომ წასულიყავი? – ჰკითხა მეგმა.
– მე ყოველდღე დავდივარ, მაგრამ პატარა ბავშვი ავად ჰყავთ
და არ ვიცი, რა ვქნა. მისის ჰუმელი სამუშაოდ დადის და ბავშვს
ლოტჰენი უვლის, მაგრამ უარესად და უარესად ხდება და მე
მგონი, თქვენ ან ჰანა უნდა მიხვიდეთ.
ბეთი მხურვალედ ლაპარაკობდა და მეგი დაჰპირდა, ხვალ
შევუვლიო.
– ჰანას რამე გემრიელი გამოართვი და წაუღე, ბეთ, ჰაერზე
გავლა მოგიხდება, – უთხრა ჯომ და მობოდიშებით დაუმატა, –
მეც წავიდოდი, მაგრამ რაღაცას ვწერ და მინდა დავამთავრო.
– თავი მტკივა და დაღლილი ვარ, ჰოდა, თქვენზე ვიფიქრე,
იქნებ რომელიმე წავიდეს-მეთქი, – თქვა ბეთმა.
– ცოტა ხანში ემი მოვა და ჩვენ მაგივრად მიირბენს, – მოიფიქრა
მეგმა.
ბეთი დივანზე მიწვა, დანარჩენები თავ-თავის საქმეს
მიუბრუნდნენ და ჰუმელები დაივიწყეს. გავიდა ერთი საათი. ემი
არ გამოჩენილა, მეგი თავის ოთახში წავიდა ახალი კაბის
მოსაზომებლად, ჯო თავის მოთხრობას ჩაჰკირკიტებდა, ჰანას კი
გულის ძილით ეძინა სამზარეულოში, ღუმლის წინ, როცა ბეთმა
წყნარად წამოიფარა კაპიუშონი, საბრალო ბავშვებისთვის
კალათაში ჩაალაგა, რაც სადილიდან გადარჩა და სიცივეში
გავიდა თავდამძიმებული და თვინიერ თვალებში
სევდამორეული. შინ რომ დაბრუნდა, უკვე გვიან იყო და არავის
შეუნიშნავს, როგორ ავიდა მაღლა და რაღაცისთვის „დედას
განჯინაში“ შევიდა. ნახევარი საათის შემდეგ ჯოს რაღაც
დასჭირდა „დედას განჯინაში“ და იქ იპოვა ბეთი, წამლების
ყუთზე მჯდარი, ძალიან დაღონებული და
თვალებჩაწითლებული, ხელში ქაფურის ბოთლით,1

– ქრისტოფერ კოლუმბ! რა ამბავია? – როცა ბეთმა ხელი


დაუხვედრა, თითქოს აფრთხილებსო და წყნარად ჰკითხა:

1 ქაფური – გამოიყენება სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის


სტიმულირებისთვის.

246
– ქუნთრუშა მოხდილი გაქვს, ხომ?
– ასი წლის წინ, როცა მეგს ჰქონდა. რა იყო?
– მაშინ, გეტყვი. ოჰ, ჯო, ბავშვი მოკვდა!
– რომელი ბავშვი?
– მისის ჰუმელისა. ჩემს კალთაში მოკვდა, სანამ დედამისი
მობრუნდებოდა, – ამოიქვითინა ბეთმა.
– ჩემო საწყალო, ეს რა საშინელება გადაგხდენია! მე უნდა
წავსულიყავი! – სინანულით თქვა ჯომ, ბეთი ხელში აიტაცა და
მისიანად ჩაჯდა დედის დიდ სავარძელში.
– საშინელება კი არა, ჯო, ძალიან დამაღონებელი იყო! მაშინვე
დავინახე, რომ უარესად გამხდარიყო, მაგრამ ლოტჰენმა თქვა,
დედა ექიმის მოსაყვანად წავიდაო. გამოვართვი ბავშვი, რომ
ლოტის დაესვენა. თითქოს ეძინაო, მაგრამ ერთბაშად დაბალი
ხმით წამოიყვირა, გააკანკალა და მერე ძალიან წყნარად იწვა.
ვცადე, ფეხებს გავუთბობ-მეთქი, ლოტიმ რძე მისცა, მაგრამ არ
განძრეულა და მივხვდი, მომკვდარიყო.
– ნუ ტირი, საყვარელო! მერე რა ქენი?
– ვიჯექი და ფრთხილად მეჭირა, სანამ მისის ჰუმელი არ
მოვიდა და ექიმი არ მოიყვანა. ექიმმა თქვა, მკვდარიაო. მერე
ჰენრიხი და მინა გასინჯა – ყელი სტკივათ – და მკაცრად თქვა,
ქუნთრუშაა, მემ, აქამდე უნდა შემხმიანებოდითო. მისის ჰუმელმა
უთხრა, ღარიბი ვარ და ვცდილობდი, მე თვითონ მეშველა, ახლა
კი გვიან არის და მარტო იმას გთხოვთ, დანარჩენებს მიხეოთ,
ხოლო თქვენს გასამრჯელოს რაც შეეხება, ქველმოქმედი
ადამიანების იმედადა ვარო. მაშინ ექიმს გაეღიმა და მოლბა,
მაგრამ ის ამბავი ისეთი დამაღონებელი იყო, რომ იმათთან
ერთად ვტიროდი, სანამ ექიმი ერთბაშად არ მომიბრუნდა და არ
მითხრა, ახლავე შინ წადი და ბელადონა 1 დალიე, თორემ
ქუნთრუშა შენც გადმოგედებაო.
– არა, არ გადმოგედება! – შეჰყვირა ჯომ და შეშინებულმა
ჩაიკრა და გულში, – ოჰ, ბეთ, შენ რომ ავად გახდე, ჩემს თავს არ

1 ბელადონა – ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო მცენარეა, რომელიც ხსნის


სპაზმებს, მათ შორის – სასუნთქი გზებისას.

247
ვაპატიებ! რა ვქნათ?
– ნუ გეშინია, მე მგონი, იოლად გადავიტან. დედას წიგნში
ჩავიხედე და ეწერა, თავისა და ყელის ტკივილით იწყება და
ადამიანი უქეიფოდ არისო, აი, როგორც ახლა მე ვარ, ჰოდა,
ბელადონა დავლიე და უკეთესად გავხდი, – თქვა ბეთმა,
გავარვარებულ შუბლზე მიიდო ცივი ხელები და სცადა, ისე
დაეჭირა თავი, ვითომცდა არაფერი უჭირდა.
– დედა მაინც იყოს შინ! – შესძახა ჯომ, დაავლო ხელი წიგნს და
იგრძნო, რა უსაშველოდ შორს იყო ვაშინგტონი. წაიკითხა ერთი
გვერდი, შეხედა ბეთს, გაუსინჯა შუბლი, ჩახედა ყელში და
დაფიქრებით თქვა: – კვირაზე მეტხანს ყოველდღე მიდიოდი იმ
ბავშვთან და დანარჩენებთან, რომლებიც ალბათ ავად არიან,
ჰოდა, ალბათ, შენც გადმოგედო, ბეთ. ჰანას დავუძახებ, იმან
ავადმყოფობების ყველაფერი იცის.
– ემი არ შემოუშვა. არ მოუხდია და არ მინდა, გადავდო. შენ და
მეგს ხომ არ შეგეყრებათ? – შეშფოთებით ჰკითხა ბეთმა.
– არა მგონია. და რომც შემეყაროს, არ ვიდარდებ. ღირსიც
იქნება ჩემნაირი ეგოისტი ღორი! შენ გაგიშვი და მე ჩემი
სისულელის საწერად დავჯექი! – წაიდუდუნა ჯომ და ჰანასთან
მოსათათბირებლად წავიდა.
კეთილი ქალი წამში გამოფხიზლდა და მაშინვე ხელში აიღო
საქმის სადავეები: ჯო დაარწმუნა, საწუხარი არაფერია,
ქუნთრუშა ყველას ხვდება და თუ სწორად უმკურნალეს, არავინ
იღუპებაო. ჯომ ეს ყველაფერი დაიჯერა და ბევრად
გულდამშვიდებული ავიდა მეგის დასაძახებლად.
– ახლა გეტყვით, რა უნდა ვქნათ, – თქვა ჰანამ მას მერე, რაც
ბეთი გასინჯა და რაღაც-რაღაცები ჰკითხა, – ექიმ ბენგსს
დაუძახებთ, მარტო იმიტო რო დაგხედოს, ჩემო კარქო და ნახოს,
რო სწორათ დაგიწყეთ მკურნალობა. მერე ემის დროებით
გავგზავნით პაპიდა მარჩთან, რო არაფერი დაემართოს, თქვენ კი,
გოგოებო, რომელიმე ერთი-ორი დღე დარჩით შინა, რო ბეთი
გაართოთ.
– რა თქმა უნდა, მე დავრჩები: უფროსი ვარ და... – დაიწყო
მეგმა; შეეტყო, ღელავდა და სინდისი ქენჯნიდა.

248
– არა, მე. ჩემი ბრალია ბეთის ავად გახდომა. მე დავპირდი
დედას, საქმეებზე ვივლი-მეთქი და სიტყვა არ შევასრულე, –
გადაწყვიტა ჯომ.
– შენ რომელი გირჩევნია, ბეთ? ორივენი რათ გინდა, ერთიც
გეყოფა, – თქვა ჰანამ.
– ჯო, თუ შეიძლება, – ბეთმა კმაყოფილებით მიადო თავი
მკერდზე დას და საქმეც გადაწყდა.
– მე წავალ და ემის ვეტყვი, – თქვა მეგმა; ცოტა ნაწყენი კი იყო,
მაგრამ მაინც გულზე მოეშვა, რადგან ჯოსგან განსხვავებით,
ავადმყოფის მოვლა არ უყვარდა.
ემი იქვე ამბოხდა და ცხარედ გამოაცხადა, პაპიდა მარჩთან
წასვლას ის მირჩევნია, ქუნთრუშა შემეყაროსო. მეგმა დიდხანს
არწმუნა, ეხვეწა, უბრძანა კიდეც, მაგრამ ამაოდ. ემი გაკერპდა, იქ
წამსვლელი არა ვარო. სასოწარკვეთილმა მეგმაც თავი ანება და
ჰანასთან წავიდა, რა ვიღონოთო. სანამ მობრუნდებოდა,
სასტუმრო ოთახში ლორი შემოვიდა და დივნის ბალიშებში
თავჩარგული, მოქვითინე ემი დაინახა. ემიმ ყველაფერი უამბო იმ
იმედით, მანუგეშებსო, მაგრამ ლორიმ მხოლოდ ჯიბეებში ჩაიწყო
ხელები, წარბი შეკრა და ფიქრებში წასულმა ბოლთა დასცა
ოთახში. მერე მიუჯდა ემის და, როგორც იცოდა ხოლმე,
შემპარავად უთხრა:
– მოდი, ისე მოიქეცი, როგორც გონიერ პატარა ქალს შეშვენის
და რასაც გეუბნებიან, გაიგონე. ნუ, ნუ ტირი. მომისმინე, რა კარგი
რამე მოვიფიქრე: შენ პაპიდა მარჩთან წადი, მე კი ყოველდღე
შემოგივლი, ეტლით ან ფეხით გაგასეირნებ და მშვენიერ დროს
გავატარებთ. ეს არ აჯობებს, ვიდრე აქ წუწუნი?
– არ მინდა ისე გამგზავნონ, თითქოს აქ ხელის შემშლელი
ვიყო, – ნაწყენი ხმით დაიწყო ემიმ.
– ეგ რამ გაფიქრებინა, ბავშვო? იმიტომ გვზავნიან, რომ კარგად
იყო. შენ თვითონაც ხომ არ გინდა, ავად გახდე?
– არა, რად მინდა, მაგრამ ალბათ მაინც გავხდები, იმიტომ რომ
სულ ბეთთან ერთად ვიყავი.
– აი, მაგიტომაც ახლავე უნდა წახვიდე: იქნებ აირიდო. ჰაერის
გამოცვლა და მოვლა-პატრონობა, ალბათ გიშველის და ავად არ

249
გახდები ან, რომც გახდე, იოლად გადაიტან. გირჩევ, რაც
შეიძლება, ჩქარა წახვიდე, იმიტომ რომ ქუნთრუშა ხუმრობა საქმე
არ გახლავთ, მის.
– ჰო, მაგრამ პაპიდა მარჩთან მოწყენილობაა და თანაც
ბრაზიანია, – დაფრთხა ემი.
– რაღა მოწყენილობა იქნება, მე თუ ყოველდღე შემოგიარე,
ბეთის ამბავი გითხარი და სახეტიალოდ წაგიყვანე? მოხუც
ლედის მოვწონვარ, მეც ვეცდები, ტკბილად მოვექცე, ჰოდა, რაც
უნდა ვქნათ, გულს არ გაგვიწყალებს.
– მართლა ეტლით მატარებ და შიგ ეშმაკუნა იქნება შებმული?
– ჯენტლმენის სიტყვას გაძლევ.
– და...ნამდვილად ყოველდღე მოხვალ?
– ნახავ, თუ არა!
– და... ბეთი მორჩება თუ არა, მაშინვე წამომიყვან?
– ერთ წამსაც არ დავახანებ.
– და... თეატრშიც წამიყვან? მართლა?
– ერთში კი არა, ათში წაგიყვან, თუკი გაგვიშვეს.
– მაშინ... ალბათ წავალ, – ნელა თქვა ემიმ.
– ყოჩაღ! დაუძახე მეგს და უთხარი, რომ დათანხმდი, –
მოწონებით დაჰკრა ლორიმ ხელი მხარზე, რამაც იმაზე მეტად
გააღიზიანა ემი, ვიდრე სიტყვამ „დათანხმდი“.
მეგი და ჯო სირბილით ჩამოვიდნენ სასწაულის სანახავად,
ემიმ კი, რომელიც ყველასთვის საყვარელ და თავგანწირულ
ადამიანად გრძნობდა თავს, პირობა დადო, წავალ, თუკი ექიმი
იტყვის, ბეთი ავად არისო.
– როგორ არის ჩვენი კარგი გოგო? – იკითხა ლორიმ, რადგან
ბეთი გამორჩეულად უყვარდა და იმაზე უფრო აწუხებდა მისი
მდგომარეობა, ვიდრე იმჩნევდა.
– დედას ლოგინში წევს და არა უშავს. ბავშვის სიკვდილმა
ძალიან დააღონა, მაგრამ იმედია, გაცივებულია და სხვა არაფერი.
ჰანა ამბობს, მეც ასე მგონიაო, მაგრამ თან შეწუხებული ჩანს და
მაგიტომ მეც ვფორიაქობ, – მიუგო მეგმა.
– რა ძნელია ეს ცხოვრება! – თქვა ჯომ და აღელვებულმა თმა
აიჩეჩა, – ერთი განსაცდელისთვის ვერ დაგვიღწევია თავი, რომ

250
მეორე გვატყდება. რაც დედა წავიდა, ვერაფერს ჩავბღაუჭებივარ
და წყვდიადში დავეხეტები.
– გეყო, მთლად მაჩვზღარბად ნუ გადაიქცევი, არ გიხდება.
დაილაგე თმა, ჯო, და მითხარი, რა ვქნა: გავუგზავნო დეპეშა
დედათქვენს თუ რა მოვიმოქმედო? კითხა ლორიმ, რომელიც
ვერა და ვერ შეგუებოდა მეგობრის ერთადერთი სილამაზის
დაკარგვას.
– მეც სწორედ ეგ მაწუხებს, – თქვა მეგმა, – მე მგონი, თუ ბეთი
მართლა ავად არის, უნდა შევატყობინოთ, მაგრამ ჰანა ამბობს
არაო, იმიტომ რომ დედა მამას ვერ მიატოვებს და ორივენი
ინერვიულებენ. ბეთი მალე გამოკეთდება, ჰანამ იცის, როგორც
უნდა მოუაროს და დედამაც გვითხრა, ჰანას გაუგონეთო. ალბათ,
მართლა უნდა გავუგონოთ, მაგრამ თან სწორი არ მეჩვენება.
– ჰმ. რა გითხრათ. პაპას რომ ჰკითხოთ მას მერე, რაც ექიმი
წავა?
– ვკითხავთ. ჯო, წადი და ახლავე მოიყვანე ექიმი ბენგსი, –
განკარგულება გასცა მეგმა, – სანამ ის არ მოვა, ხომ ვერაფერს
გადავწყვეტთ.
– შენ დარჩი, სადაც ხარ, ჯო. ამ დაწესებულებაში შიკრიკობას
მე ვეწევი, – კეპს დაავლო ხელი ლორიმ.
– შენ რომ არ გცალია? – დაიწყო მეგმა.
– არა, დღეის გაკვეთილებს უკვე მოვრჩი.
– არდადეგებზეც მეცადინეობ? – ჰკითხა ჯომ.
– მეზობლებმა კარგი მაგალითი მიჩვენეს და ვბაძავ, – მიუგო
ლორიმ და ოთახიდან გავარდა.
– ჩემი ბიჭის დიდი იმედი მაქვს, – შენიშნა ჯომ და მოწონების
ღიმილით გააყოლა თვალი ღობეზე გადამხტარ ლორის.
– ბიჭის პირობაზე კარგად იქცევა, – როგორღაც უკმეხად
მიუგო მეგმა, რადგან ეს თემა არ აინტერესებდა.
მოვიდა ექიმი ბენგსი, თქვა, ბეთს ქუნთრუშის სიმპტომები
აღენიშნება, მაგრამ იმედი მაქვს, იოლად გადაიტანსო, თუმცა
ჰუმელების ამბის გაგონებაზე დაიღრუბლა. ემის დაუყოვნებლივ
წასვლა უბრძანეს და, ხიფათისგან დასაცავად წამლებით
აღჭურვილი, დიდი ამბით გაუდგა გზას, ამალად ჯო და ლორი

251
გაჰყვნენ.
პაპიდა მარჩი ჩვეული „სტუმართმოყვარეობით“ შეეგება
მოსულებს:
– ახლა რაღა გინდათ? – იკითხა და მკაცრად გადახედა
სათვალის ზემოდან, მისი სავარძლის ზურგზე ჩამომჯდარმა
თუთიყუშმა კი დაიჩხავლა:
– წადი, მოშორდი! აქ ბიჭებს არაფერი ესაქმებათ!
ლორიმ ფანჯრისკენ დაიხია, ჯო კი ამბავს მოჰყვა.
– სხვა რის მოლოდინი უნდა მქონოდა, თუკი ღატაკებში
გარევის ნებას გაძლევენ? ემი დარჩეს და მომეხმაროს, თუ ავად არ
არის, თუმცა ისეთი შესახედავია, უეჭველად გახდება ავად. ნუ
ტირი, ბავშვო, ვერ ვიტან, როცა ვინმე სრუტუნებს.
ემი სატირლად გაემზადა, მაგრამ ლორიმ მალულად მოქაჩა
ბოლო თუთიყუშს, იმან განცვიფრებით დაიჩხავლა და ისე
სასაცილოდ შესძახა, ერთი ამას უყურეო, რომ ტირილის ნაცვლად
ემის სიცილი აუტყდა.
– დედათქვენისგან რა ამბებია? – მკვახედ იკითხა მოხუცმა
ლედიმ.
– მამამ მოიხედა, – მიუგო ჯომ, თან შეეცადა, დინჯი იერი
შეენარჩუნებინა.
– უყურე, ერთი! ეგ, ალბათ, დიდხანს არ გასტანს. მარჩი თავის
დღეში არა ყოფილა ამტანი, – გაისმა „გამამხნევებელი“ ვარაუდი.
– ჰა-ჰა! მაგრად იყავი! აბა, ბურნუთი! მშვიდობით,
მშვიდობით! – დაიწივლა თუთიყუშმა, ქანდარაზე აცეკვდა და
როცა ლორიმ უკნიდან უჩქმიტა, მოხუცი ლედის ჩაჩს ჩაავლო
კლანჭები.
– ენა ჩაიგდე, შე თავხედო ბებერო ჩიტო! შენ კი, ჯო, ახლავე
წადი, რა წესია შუაღამისას ყიალი ამ თავცარიელ ბიჭთან ერთად...
– ენა ჩაიგდე, შე თავხედო ბებერო ჩიტო! – დაიჩხავლა
თუთიყუშმა, ჩამოხტა სავარძლიდან და გაექანა, რომ
„თავცარიელი“ ბიჭისთვის ჩაენისკარტებინა, რომელსაც
უკანასკნელ სიტყვებზე გულიანი სიცილი აუტყდა.
„ალბათ ვერ გავუძლებ, მაგრამ ვეცდები“ გაიფიქრა ემიმ, როცა
მარტო დარჩა პაპიდა მარჩთან.

252
– გაეთრიე, შე საფრთხობელავ! – იწივლა თუთიყუშმა.
ამ უხეშ სიტყვებზე ემიმ თავი ვერ შეიკავა და ასრუტუნდა.

253
თავი მეთვრამეტე

შავი დღეები

ბეთს მართლაც შეხვდა ქუნთრუშა და იმაზე მძიმედ იყო,


ვიდრე ვინმე ეჭვობდა ჰანასა და ექიმის გამოკლებით. გოგონებს
სნეულებებისა არაფერი გაეგებოდათ, მისტერ ლორენსს კი
სანახავად არ უშვებდნენ, ასე რომ ჰანა ყველაფერს თავის ნებაზე
აკეთებდა. მოუცლელი ექიმი ბენგსი, რაც შეეძლო, ცდილობდა,
მაგრამ ბევრი რამ მაინც ჰანას მიანდო, როგორც სანაქებო
მომვლელს. მეგი შინ იყო, რომ კინგსებისთვის არ მიეტანა
ავადმყოფობა და სახლს უვლიდა. ძალიან ღელავდა და ცოტა
სინდისიც აწუხებდა, როცა დედას წერილებს სწერდა და ერთი
სიტყვითაც არ ახსენებდა ბეთის ავადმყოფობას. დედის
მოტყუება სწორი არ ეჩვენებოდა, მაგრამ დედამ დაუბარა, ჰანას
დაუჯერეო, ჰანას კი გაგონებაც არ უნდოდა იმისა, რომ „მისის
მარჩისთვინ ეს ამბავი ეთქვათ და იმას კიდევა ესეთ წვრიმალზე
დაეწყო დარდი“. ჯომ ბეთისთვის გადადო თავი, დღედაღამ
გვერდით ეჯდა, თუმცაღა ეს საქმე არცთუ დიდად საძნელო
გამოდგა, რადგან ბეთი ძალზე მომთმენი გახლდათ და
უდრტვინველად იტანდა ტკივილს, სანამ გონებაზე იყო. მაგრამ
დადგა დრო, როცა ციებ-ცხელების შეტევებისას ხრინწიანი,
ჩაწყვეტილი ხმით იწყებდა ლაპარაკს, ისე ათამაშებდა თითებს
საბანზე, თითქოს მისი საყვარელი პატარა პიანინო ყოფილიყო და
ცდილობდა ემღერა, მაგრამ გასივებულ ყელში მელოდიისთვის
ადგილი აღარ დარჩენოდა; დადგა დრო, როცა ვეღარ იცნო
საწოლთან შემოკრებილი ნაცნობი სახეები, სხვა სახელები
დაუძახა და საწყლად ითხოვა დედა. ჯო შიშმა აიტანა, მეგმა
254
ხვეწნა დაიწყო, სიმართლე მიმაწერინეთო და ჰანამაც კი თქვა,
ვიფიქრებ მაგ ამბავზე, ჯერ კი საშიში არაფერიაო. ვაშინგტონიდან
მოსულმა წერილმა დარდი დარდზე დაურთოთ: მისტერ
მარჩისთვის ავადმყოფობას შეებრუნებინა და შინ წამოსვლაზე
კიდევ დიდხანს ვერ იფიქრებდა.
რა პირქუში ეჩვენებოდათ ახლა დღეები, რა სევდიანი და
უდაბური – სახლი და რა გულდამძიმებულები შრომობდნენ და
ელოდნენ დები, ხოლო მათ ოდესღაც ბედნიერ სახლს სიკვდილის
ჩრდილი ჩამოსწოლოდა. მაშინ იყო, რომ მარტოდ მჯდარი
მარგარეტი საკერავს ცრემლს აღვრიდა და ხვდებოდა, რა
მდიდარი იყო წინათ იმით, რაც ფულით საყიდელ რაგინდარა
ქონებაზე ძვირფასია – სიყვარულით, მზრუნველობით,
სიმშვიდითა და ჯანმრთელობით, ანუ ცხოვრების ჭეშმარიტი
საგანძურით. მაშინ იყო, რომ ჩაბნელებულ ოთახში მცხოვრები
ჯო, სადაც მუდამ თვალწინ ჰყავდა გატანჯული უმცროსი და,
ნიადაგ ყურში ედგა მისი შესაბრალისი ხმა, ძირისძირობამდე
ჩასწვდა ბეთის მშვენიერ და გულითად ბუნებას; იგრძნო, რა
ღრმად და სათუთად დაესადგურებინა მის დას ყველას გულში;
აღიარა, რა დიდი ფასი ედო ბეთის უანგარო მისწრაფებას –
სხვებისთვის ეცოცხლა და ბედნიერ სამყოფელად ექცია სახლი იმ
უბრალო სათნოებათა მეშვეობით, რომლებიც ყველას შეიძლება
ჰქონდეს და რომლებიც ყველას უნდა უყვარდეს და ნიჭზე,
სიმდიდრესა თუ სილამაზეზე მეტად აფასებდეს.
განდევნილობაში მყოფ ემის კი გულით უნდოდა შინ დაბრუნება,
რათა ბეთისთვის ეშრომა; გრძნობდა, ახლა არანაირი სამუშაო არ
მოეჩვენებოდა მძიმე ან მოსაწყენი, და მწარე სინანულით
ახსენდებოდა, რამდენჯერ გაუკეთებია მისი გაუკეთებელი საქმე
დის მუყაით ხელებს. ლორი მშფოთვარე აჩრდილივით ხშირ-
ხშირად გამოეცხადებოდათ ხოლმე, მისტერ ლორენსმა კი
როიალი ჩაკეტა, რადგან საკრავი ნორჩ მეზობელს ახსენებდა,
რომელიც საღამოებს ულამაზებდა. ყველას აკლდა ბეთი. მის
ამბავს კითხულობდა მერძევე, ხაბაზი, ბაყალი თუ ყასაბი.
საბრალო მისის ჰუმელი მოვიდა, დაუფიქრებლობისთვის
ბოდიში მოიხადა და მინასთვის სასუდარე ქსოვილი წაიღო,

255
მეზობლები ათასნაირ ნუგბარსა და კეთილ სურვილებს
უგზავნიდნენ და ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი
უკვირდათ, რამდენი მეგობარი გაეჩინა პატარა, მორცხვ ბეთს.
ბეთი ამასობაში იწვა ლოგინში და გვერდით ძველისძველი
ჯოანა ეწვინა, რადგან ბოდვისასაც კი არ ავიწყდებოდა
ბედკრული პროტეჟე 1. თავისი კატები ენატრებოდა, მაგრამ
ამბობდა, ნუ მომიყვანთ, ავად არ გახდნენო და სიმშვიდის
საათებში გამუდმებით წუხდა ჯოზე. სიყვარულით უთვლიდა
მოკითხვას ემის, ყველას ეხვეწებოდა, დედას უთხარით, მალე
მივწერო და ხშირად ითხოვდა ფურცელსა და ფანქარს,
ცდილობდა, ერთი სიტყვა მაინც დაეწერა, რომ მამას არ ეფიქრა,
ბეთს მივავიწყდიო. თუმცა, მალე ცნობიერების ეს შუალედებიც
დასრულდა და ბეთი საათობით ბორგავდა ლოგინში, გაუგებარ
სიტყვებს იძახდა ან ღრმა ძილს ეძლეოდა, რომელსაც ჯანზე ვერ
მოჰყავდა. ექიმი ბენგსი დღეში ორჯერ შემოივლიდა, ჰანა ღამეებს
უთევდა, მეგს საწერ მაგიდაში გამზადებული დეპეშა ედო, რომ
ნებისმიერ წუთს გაეგზავნა, ჯო კი გვერდიდან არ შორდებოდა
დას.
პირველ დეკემბერს მართლაც რომ ზამთრის დღე დაუდგათ:
გამყინავი ქარი ქროდა, ბარდნიდა და წელიწადი თითქოს
აღსასრულისთვის ემზადებოდა. დილით ექიმმა ბენგსმა
შემოიარა, ხანგრძლივად დააცქერდა ბეთს, წუთით ხელებში
მოიქცია მისი ცხელი ხელი, მერე მზრუნველად დაასვენა საბანზე
და ჰანას უთხრა:
– თუ მისის მარჩი ქმრის დატოვებას მოახერხებს,
შეატყობინეთ, ჩამოვიდეს.
ჰანამ უხმოდ დაუქნია თავი, რადგან აკანკალებულ ტუჩებს
ვერაფერი მოუხერხა. მეგი სავარძელში ჩაეცა, თითქოს იმ
სიტყვების გაგონებაზე ხელ-ფეხი წაერთვაო, ჯო კი ერთ წამს
იდგა გადაფითრებული, მერე გაექანა სასტუმრო ოთახში,
დაავლო ხელი დეპეშას, ფაცხაფუცხით ჩაიცვა და ქარიშხალში
გავარდა. მალევე დაბრუნდა და სანამ უხმაუროდ იხდიდა

1 პროტეჟე – ვისიმე მფარველობაში მყოფი

256
მოსასხამს, ლორი შემოვიდა წერილით ხელში, რომელშიც ეწერა,
მისტერ მარჩმა ისევ მოიკეთაო. ჯომ მადლიერად წაიკითხა,
მაგრამ, შეეტყო, გულიდან სიმძიმე არ მოშორებია და სახეზეც
ისეთი ტანჯვა ეწერა, რომ ლორიმ სწრაფად ჰკითხა:
– რა იყო? ბეთი უარესად არის?
– დედა დავიბარე, – უთხრა ჯომ და ტრაგიკული იერით
დაეჯაჯგურა ბოტებს.
– ყოჩაღ, ჯო! შენ თვითონ გადაწყვიტე? – მისი აკანკალებული
ხელების დანახვაზე ლორიმ ჰოლის სავარძელში ჩასვა და
თვითონვე გახადა გაურჩებული ბოტები.
– არა, ექიმმა გვითხრა.
– რაო, ჯო, მართლა ასე ცუდად არის? – შეშფოთებით
წამოიყვირა ლორიმ.
– ჰო, ცუდად არის. ვერა გვცნობს, მწვანე მტრედების
გუნდებსაც კი აღარ ახსენებს – შპალერზე რომ სუროს ფოთლებია,
იმათ ეძახის ასე. ჩემს ბეთს აღარ ჰგავს და არავინა გვყავს
მისანდობი, რომ ეს ამბავი აგვატანინოს. დედა და მამა წასულები
არიან, ღმერთი კი, ალბათ, ისე შორს არის, რომ ვერ მიპოვია.
საბრალო ჯოს ლოყებზე ნაკადულებად დაედინა ცრემლები და
ისე უსასოოდ, ბნელში ალალბედზე მოსიარულესავით გაიწოდა
ხელი, რომ ლორიმ მაშინვე ჩაჰკიდა და იმდენად გარკვევით
წასჩურჩულა, რამდენადაც ყელში გაჩრილმა ბურთმა მიუშვა:
– მე ხომ აქა ვარ. მე მომენდე, ჯო, საყვარელო,
ჯომ ხმა ვერ ამოიღო, სამაგიეროდ, მართლა „მიენდო“, და
მეგობარმა ხელი რომ მოუჭირა, ტანჯული გული დაუამდა, იმ
ხელმა თითქოს ზეციურ მკლავთან მიაახლოვა, რომელიც
ერთადერთ საყრდენად შეიძლება ქცეოდა ამ გასაჭირში.
ლორის გულით უნდოდა, ალერსიანად ეთქვა რამე და
დაემშვიდებინა, მაგრამ სიტყვები ვერ იპოვა, ჩუმად იდგა და
ნაზად უსვამდა ხელს ჩაქინდრულ თავზე, როგორც დედამ იცოდა
ხოლმე. ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს იზამდა, ეს უფრო
დამამშვიდებელი იყო, ვიდრე ყველაზე მჭევრმეტყველური
სიტყვები, რადგან ჯომ გამოუთქმელი გულშემატკივრობა
იგრძნო და მდუმარებაში შეიცნო ის ტკბილი ნუგეში, რომელიც

257
მწუხარებაში მოაქვს სიყვარულს. ცოტა ხანში მოიწმინდა
ცრემლი, რომელმაც შვება მისცა და მადლიერად ახედა ბიჭს:
– მადლობელი ვარ, ტედი. ახლა არა მიშავს. წეღანდელივით
მარტოსული არა ვარ და თუ რამე მოხდა, ვეცდები, ავიტანო.
– იმედი არ დაკარგო, ეგ გიშველის, ჯო. მალე დედა ჩამოგივათ
და მერე ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
– ძალიან მიხარია, რომ მამამ მოიხედა. ახლა დედა ნაკლებს
იდარდებს, რატომ მივატოვეო. ოჰ, ღმერთო! თითქოს ყველა
უბედურება ერთად დაგვატყდა და ყველაზე მეტი სიმძიმე მე
დამაწვა მხრებზე, – ამოიოხრა ჯომ და სველი ცხვირსახოცი
მუხლებზე გადაიფინა გასაშრობად.
– რა, მეგი მხარში არ გიდგას? – აღშფოთებით ჰკითხა ლორიმ.
– როგორ არა, ცდილობს, მაგრამ მეგს ხომ ჩემსავით არ უყვარს
ბეთი და არც ჩემსავით დააკლდება. ბეთი ჩემი სინდისია და ვერ
დავკარგავ ვერა! ვერა!
ჯომ ისევ ჩარგო თავი სველ ცხვირსახოცში და სასოწარკვეთით
ატირდა, რადგან აქამდე თავს იმაგრებდა და ერთი ცრემლიც კი
არ გადმოვარდნია, ახლა კი ძალამ უმტყუნა. ლორიმ თვალებზე
ხელი გაისვა, მაგრამ სანამ ყელში გაჩრილი ბურთი არ მოშორდა
და ტუჩების კანკალი არ ჩაუცხრა, ხმა ვერ ამოიღო. იქნებ მთლად
ვაჟკაცურად არ გამოუვიდა, მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა და
ბოლოს, როცა ჯომ ქვითინს უკლო, იმედიანად უთხრა:
– არა მგონია, დაიღუპოს. ისეთი კარგია და ყველას ისე
გვიყვარს, არ მჯერა, რომ ღმერთი ასე მალე წაგვართმევს.
– სწორედ კარგი და საყვარელი ხალხი იხოცება, – ამოიგმინა
ჯომ, მაგრამ ტირილს მაინც მორჩა, რადგან ეჭვისა და შიშის
მიუხედავად, მეგობრის სიტყვებმა მაინც გაამხნევა.
– შე საწყალო, მთლად გასავათებული ხარ. აბა, როდის იცოდი
სასოწარკვეთა?! დაიცა, გაჩერდი. ერთი წამი მაცალე და
გაგამხნევებ.
ლორიმ ორ-ორ საფეხურზე აირბინა, ჯომ კი ბეთის პატარა,
ყავისფერ უფარფლებო ქუდს დაადო გაწამებული თავი. ეს ქუდი,
როგორც ბეთმა დატოვა მაგიდაზე, ისევ ისე იდო, აღება აზრად
არავის მოსვლია. ეტყობა, ქუდს რაღაც ჯადო ახლდა, რადგან მისი

258
პატრონის თვინიერი სული თითქოს ჯოს ჩაუსახლდა და როცა
ლორიმ ჩამოირბინა და ერთი ჭიქა ღვინო ჩამოიტანა, გოგომ
ღიმილით ჩამოართვა და მამაცურად თქვა:
– ჩემი ბეთის ჯანმრთელობისა იყოს! კარგი ექიმი ხარ, ტედი,
და საიმედო მეგობარი. რით გადაგიხადო მადლობა? – დაამატა,
როცა ღვინომ სხეული გაუხალისა, ისე როგორც წეღანდელმა
სიტყვებმა – აფორიაქებული გონება.
– მოვა დრო და ანგარიშს გამოგიგზავნი, დღეს კი კიდევ ერთ
რამეს მოგცემ, რაც იმაზე კარგად გავითბობს გულისგულს, ვიდრე
კვარტობით 1 ღვინო, – შეჰღიმა ლორიმ და თუმცა თავის შეკავება
სცადა, სახეზე მაინც დაეტყო, რომ რაღაცით კმაყოფილი იყო.
– რა არის? – შესძახა ჯომ და ცნობისმოყვარეობამ წამით
დაავიწყა სადარდელი.
– გუშინ დეპეშა გავუგზავნე დედაშენს და ბრუკმა მოიწერა,
ახლავე მოდისო. ამაღამ აქ იქნება და ყველაფერს ეშველება. არ
გიხარია, ეგ რომ ვქენი?
ლორი სხაპასხუპით ლაპარაკობდა, აწითლებულ-
აღელვებული, რადგან ამ გეგმას საიდუმლოდ ინახავდა იმის
შიშით, ვაითუ გოგოებს იმედი გავუცრუო ან ბეთს ვავნოო. ჯო
გადაფითრდა, სავარძლიდან წამოფრინდა და როგორც კი ლორი
გაჩუმდა, ყელზე მოეხვია და სიხარულით შესძახა:
– ოჰ, ლორი! ოჰ, დე! როგორ მიხარია!
ტირილით აღარ ატირებულა, სამაგიეროდ, ისტერიკული
სიცილი აუტყდა, აცახცახდა და ისე მიეხუტა მეგობარს, თითქოს
მოულოდნელმა ამბავმა თავგზა აუბნიაო.
ლორი აშკარად განცვიფრდა, მაგრამ თავშეკავება არ
დაუკარგავს: ჯოს ალერსიანად მოუთათუნა ზურგზე ხელი და
როცა დაინახა, მშვიდდებაო, ამ თათუნს ორიოდე მორიდებული
კოცნაც დაურთო, რამაც ჯო იმ წამსვე მოიყვანა გონს. მოაჯირს
მიეყუდა, ბიჭი წყნარად მოიშორა და სულშეგუბებულმა უთხრა:
– ოჰ, ლორი! ფიქრადაც არ მქონია! ეს რა საშინელება მომივიდა,

1კვარტი – ფხვიერი და თხევადი ნივთიერებების საწყაო, ჩვეულებრივ –


ლიტრზე ცოტა მეტი

259
მაგრამ ჰანას რომ არ გაუგონე, მაგით ისეთი სიკეთე ქენი, რომ ვერ
შევიკავე თავი და მოგაფრინდი. ყველაფერი მიამბე და ღვინო
აღარ დამალევინო, თორემ ხომ ხედავ, რასაც მიშვრება.
– მე წინააღმდეგი არა ვარ, – გაეცინა ლორის და ჰალსტუხი
შეისწორა, – გეტყვი, რაც მოხდა: თანდათან უფრო და უფრო
ავნერვიულდი, პაპაც აღელდა. ვიფიქრეთ, რომ ჰანამ ზედმეტი
პასუხისმგებლობა იკისრა და რომ დედაშენს უნდა სცოდნოდა,
რაც ხდება. თავის დღეში არ გვაპატიებდა, ბეთს, რომ... მოკლედ,
რამე რომ მოსვლოდა, ხომ გესმის. ჰოდა, იმდენი ვქენი, ბოლოს
პაპაჩემს ვათქმევინე, დიდი ხანია, დროა რამე ვიღონოთო და
გუშინ ფოსტაში გავქანდი, იმიტომ რომ ექიმი ძალიან
შეფიქრიანებული ჩანდა. არადა, როცა ვთქვი, დეპეშა ხომ არ
გავგზავნოთ-მეთქი, ჰანამ კინაღამ თავი წამაწყვიტა. ვერ ვიტან,
როცა რამეს მიბრძანებენ. ჰოდა, ამან საბოლოოდ გადამაწყვეტინა,
რაც უნდა მექნა და კიდეც ვქენი. დედაშენი ჩამოვა, ვიცი. ბოლო
მატარებელი ღამის ორზე მოდის. მე წავალ და დავხვდები.
თქვენგან ერთი ის არის საჭირო, რომ აღტაცება ცოტა შეიკავოთ
და ბეთი სიწყნარეში ამყოფოთ, სანამ ის დალოცვილი ქალი
ჩამოვა.
– ლორი, ანგელოზი ხარ! რით გადაგიხადო მადლობა?
– ერთხელაც შემომაფრინდი, ძალიან მომეწონა, – ცელქად
შეხედა ლორიმ, რომელსაც, ბოლო ორი კვირა იყო, ასეთი იერი
აღარ ჰქონია.
– არა, მადლობელი ვარ. მაგ საქმეს შუამავლის მეშვეობით
ვიზამ, როცა პაპაშენი მოვა. ნუ მაბრაზებ! შინ წადი და დაისვენე:
ნახევარი ღამე ფეხზე უნდა იყო. ღმერთმა დაგლოცოს, ტედი,
ღმერთმა დაგლოცოს!
ჯომ კუთხეში დაიხია და როცა სიტყვა დაასრულა, ელვის
სისწრაფით გაუჩინარდა სამზარეულოში, სადაც კომოდზე
ჩამოჯდა და შემოკრებილ კატებს უთხრა, რა ბედნიერი ვარ, ოჰ,
რა ბედნიერი ვარო! ამასობაში ლორი შინ წავიდა იმის
შეგრძნებით, რომ საქმე ოსტატურად მოაგვარა.
– ამ ბიჭისნაირი აბეზარი არაფერი მინახნია, მაგრამ ვაპატიეფ
და იმედი მაქ, მისის მარჩი უკვე მოდის, – შვებით ამოისუნთქა

260
ჰანამ, როცა ჯომ ამბავი ახარა.
მეგს წყნარი სიხარული დაეუფლა, მერე კი დიდხანს
ფიქრობდა ლორის მოტანილ წერილზე, სანამ ჯო ავადმყოფის
ოთახს ალაგებდა, ხოლო ჰანა „ხელდახელ აცხობდა ღვეზლებს,
იქნება მოულოდნელად მოვიდეს ვინმეო“. სახლში თითქოს
სუფთა ჰაერმა დაქროლა და მიჩუმებული ოთახები რაღაც
უკეთესმა გაასხივოსნა, ვიდრე მზის შუქია. ბეთის ჩიტი ისევ
აჭიკჭიკდა, ფანჯრის რაფაზე კი ემის ვარდს ნახევრად გაეშალა
კოკორი. ღუმლებში ცეცხლი თითქოს უჩვეულოდ მხიარულად
აგუზგუზდა და რამდენჯერაც გოგონები ერთმანეთს
შეხვდებოდნენ, ფერწასულ სახეებს იმდენი ღიმილი
გაუბრწყინებდათ, ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ და ამხნევებდნენ:
„დედა ჩამოდის, საყვარელო! დედა ჩამოდის!“
ყველას უხაროდა ბეთის გარდა; ბეთი იწვა გაშეშებული, ვერც
იმედსა და სიხარულს შეიგრძნობდა და ვერც ეჭვსა თუ ხიფათს.
შესაბრალისი სახილველი იყო: ოდესღაც ვარდისფერი სახე –
გამოცვლილი და გულგრილი; ოდესღაც გამრჯე ხელები –
დასუსტებული და გამხდარი; ოდესღაც მოღიმარი ტუჩები –
სრულიად უძრავი; ოდესღაც ლამაზი, მოვლილი თმა –
გაუხეშებული, აბურდული და ბალიშზე მიმოყრილი. მთელი
დღე ასე იწვა, მხოლოდ დროდადრო წამოიწევდა და წყალიო,
წაიბუტბუტებდა; ტუჩები ისე გამოხმობოდა, ძლივს არჩევდნენ,
რას ამბობდა. ჯო და მეგი მთელი დღე თავზე ადგნენ,
დასცქეროდნენ, ელოდნენ, თავს ინუგეშებდნენ და ღვთისა და
დედის იმედად იყვნენ. მთელი დღე თოვდა, მძვინვარე ქარი
ბობოქრობდა და საათი ტაატით მისდევდა საათს. როგორც იქნა,
დაღამდა და კვლავაც საწოლის აქეთ-იქით მჯდარი დები საათის
ყოველ დაკვრაზე თვალებგაბრწყინებულები გადახედავდნენ
ერთმანეთს, რადგან ყოველი საათი აახლოებდა საშველს. ექიმმა
შემოიარა და თქვა, ცვლილებას უნდა ველოდოთ: შუაღამისთვის,
ალბათ, ან უკეთესობისკენ წავა საქმე და ან უარესობისკენ და მეც
მაგ დროს მოვბრუნდებიო.
ქანცგაწყვეტილი ჰანა საწოლის ბოლოში მდგარ დივანზე მიწვა
და იქვე მიეძინა. მისტერ ლორენსი სასტუმრო ოთახში სცემდა

261
ბოლთას და გრძნობდა, რომ მეამბოხეთა ბატალიონს უფრო
იოლად გაუსწორებდა თვალს, ვიდრე შინ შემოსულ მისის მარჩს.
ხალიჩაზე მიწოლილ ლორის ვითომ ეძინა, სინამდვილეში კი
ცეცხლს შესცქეროდა ფიქრიანი მზერით, რაც განსაკუთრებულად
უნაზებდა და უკრიალებდა შავ თვალებს.
გოგონებს არასოდეს დავიწყნიათ ის ღამე; ძილი არ
ეკარებოდათ, მორიგეობდნენ უძლურების იმ საშინელი
შეგრძნებით, რომელიც ასეთ საათებში დაგვეუფლება ხოლმე.
– თუ ღმერთი ბეთს დაიფარავს, ჩემს დღეში აღარ ვიწუწუნებ,
– მხურვალედ წაიჩურჩულა მეგმა.
– ოღონდაც დაიფაროს და ვეცდები, მთელი სიცოცხლე
მიყვარდეს ღმერთი და ვემსახურო, – არანაკლები გზნებით
მიუგო ჯომ.
მეგი ერთხელაც გაჩუმდა და ამოიხვნეშა:
– ნეტავი გული არ მქონდეს, ისე მტკივა.
– თუ ცხოვრება ხშირად არის ასეთი ძნელი, არ ვიცი, როგორ
ავიტანთ, – უღიმღამოდ გაეპასუხა და.
ამასობაში საათმა თორმეტი ჩამოჰკრა. ორივეს დაავიწყდა
საკუთარი თავი და ბეთს დააკვირდნენ, რადგან მოეჩვენათ, რომ
უფერულ სახეს რაღაც ცვლილება დაეტყო. სახლი სამარესავით
მიჩუმებულიყო, ქარის ზუზუნის გარდა არაფერი არღვევდა
მდუმარებას. დაქანცულ ჰანას ისევ ეძინა და დების გარდა არავის
დაუნახავს გაურკვეველი ჩრდილი, რომელიც თითქოს პატარა
საწოლს გადაეფარა. გავიდა ერთი საათი, მაგრამ არაფერი
მომხდარა გარდა იმისა, რომ ლორი უჩუმრად წავიდა სადგურზე.
კიდევ ერთი საათი გავიდა – კვლავ არავინ გამოჩენილა და
გოგონები მღელვარე ფიქრებმა აიტანა: ვაითუ, ქარიშხალმა
შეაყოვნა დედა ან გზაში ავარიაში მოჰყვა ან კი ყველაზე უარესი –
ვაშინგტონში დიდი უბედურება მოხდაო.
სამი დაიწყო, როცა ფანჯარასთან მდგარ ჯოს, რომელიც
ფიქრობდა, რა უსიხარულო ჩანს ქვეყანა თოვლის ამ მორიალე
საბურველშიო, საწოლთან რაღაც ხმა მოესმა. სწრაფად
მოტრიალდა და დაინახა, მეგს დედის სავარძელთან ჩაემუხლა და
სახე ხელებში ჩაერგო. ჯოს შიშით გააცივა და გაიფიქრა, ბეთი

262
მოკვდა და მეგს ეშინია, მითხრასო.
იმწამსვე დაუბრუნდა თავის ადგილს საწოლთან და
აღელვებულს მოეჩვენა, რომ რაღაც დიდი ცვლილება
მომხდარიყო. ცხელების სიწითლე და ტანჯული იერი
გამქრალიყო და საყვარელი პატარა სახე ისეთი ფერწასული,
მშვიდი და მოსვენებული ჩანდა, რომ ჯოს არც ტირილი
მონდომებია და არც გოდება. დაიხარა უსაყვარლესი დის
სახისკენ, სულითა და გულით აკოცა ნამიან შუბლზე და ნაზად
წაიჩურჩულა:
– მშვიდობით, ჩემო ბეთ. მშვიდობით!
ჰანა თითქოს ხელისკვრით გააღვიძესო, წამოხტა და საწოლთან
მიქანდა; დახედა ბეთს, მოუსინჯა ხელები, ყური ტუჩებთან
მიადო და სუნთქვას მიაყურადა, მერე კი წინსაფარი თავზე
წამოიფარა, დაჯდა, წინ და უკან ქანაობას მოჰყვა და ჩურჩულით
ამოიძახა:
– ცხელებამ გაუარა, ნამდვილი ძილითა სძინავს, კანი
შეუსველდა და იოლათა სუნთქავს. ღმერთო, მაღალო! მადლობა
უფალს!
სანამ გოგონები ამ ბედნიერებას დაიჯერებდნენ, ექიმიც
შემოვიდა და დაადასტურა, ასეაო. ამ შეუხედავი კაცის სახე
არამიწიერი სილამაზით სავსე ეჩვენათ, როცა გაიღიმა,
მამაშვილურად შეხედა ორივეს და თქვა:
– ჰო, ჩემო კარგებო. მგონია, პატარა გოგო ამჯერად გადარჩება.
სახლში სიწყნარე იყოს, ძილი აცალეთ, და როცა გაეღვიძება...
მაგრამ არც ერთს არ გაუგონია, რა უნდა ექნათ, როცა
გაეღვიძებოდა. ორივენი ბნელ შემოსასვლელში გაიპარნენ,
ჩამოსხდნენ კიბეზე და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. გულები ისე
ავსებოდათ სიხარულით, სიტყვის თქმას ვერ ახერხებდნენ. როცა
შებრუნდნენ, ერთგულმა ჰანამ სათითაოდ გულში ჩაიკრა და
დაკოცნა. ბეთი იწვა. ხელი, როგორც იცოდა, ლოყის ქვეშ ამოედო,
შემაძრწუნებელი სიფერმკრთალე გადასვლოდა და ისე წყნარად
სუნთქავდა, თითქოს ეს-ეს არის ჩაეძინაო.
– ახლა მაინც რომ მოვიდეს დედა! – თქვა ჯომ, როცა ზამთრის
ღამეს ცრიატი შეეპარა.

263
– უყურე! – უთხრა მეგმა, ხელში თეთრი, ნახევრად გაშლილი
ვარდი ეჭირა, – გუშინ მეგონა, გაშლას ვერ მოასწრებს, რომ ხვალ
ბეთს ხელში ჩავუდოთ, თუკი დაგვტოვებს-მეთქი, მაგრამ ღამით
გაიშალა. ახლა ჩემს ლარნაკში ჩავდებ და ბეთს აქ დავუდგამ, რომ
როცა ჩვენს საყვარელ გოგოს გაეღვიძება, პირველად ეს პატარა
ვარდი და დედას სახე დაინახოს.
არასოდეს ამოსულა მზე ასე ლამაზად და არასოდეს
სჩვენებიათ ქვეყანა ისეთი მშვენიერი, როგორიც უძილობით
ქანცგაწყვეტილ მეგსა და ჯოს წარმოუდგათ თვალწინ იმ დღეს,
როცა ადრიანი დილით ფანჯარაში გაიხედეს ფხიზლად
გატარებული გრძელი, სევდიანი ღამის შემდეგ.
– გეგონება, ზღაპრული ქვეყანააო, – თავისთვის ჩაიღიმა
ფარდის უკან მდგარმა, დამაბრმავებელ სანახაობას
მიშტერებულმა მეგმა.
– გესმის? – იყვირა ჯომ და ფეხზე წამოხტა.
დიახ, დაბლა, შემოსასვლელ კართან ეჟვნების წკარუნი გაისმა,
მერე ჰანას შეძახილი, მერე კი ლორის მხიარული ჩურჩული:
– გოგოებო, ჩამოვიდა! ჩამოვიდა!

264
თავი მეცხრამეტე

ემის ანდერძი

სანამ სახლში ეს ამბები ხდებოდა, პაპიდა მარჩთან


გამწესებული ემიც დიდ გასაჭირში იყო. ძლიერ განიცდიდა
გადასახლებას და სიცოცხლეში პირველად მიხვდა, თურმე რა
სიყვარულითა და ალერსით იყო გარემოცული შინ. პაპიდა მარჩი
თავის დღეში არავის მოეფერებოდა; ამნაირები არ უყვარდა,
თუმცა კი უნდოდა, კეთილად მოჰქცეოდა თავაზიან პატარა
გოგოს, რომელიც ძალიან მოეწონა; პაპიდა მარჩს ბებერ გულში
ჰყავდა ძმისწულის შვილები, თუმცაღა ამის აღიარება
მართებულად არ მიაჩნდა. არაფერი დაუზოგავს, რომ ემის თავი
კარგად ეგრძნო, მაგრამ ჰოი, რა შეცდომები მოუვიდა! ზოგ
მოხუცს, რომელიც ნაოჭებისა და ჭაღარის მიუხედავად გულით
ახალგაზრდა რჩება, შეუძლია თანაუგრძნოს ბავშვის პატარ-
პატარა დარდებსა და სიხარულებს, თავისუფლად აგრძნობინოს
თავი, ბრძნული დარიგებები საამური თამაშის საბურველში
გაახვიოს, ტკბილად დაუმეგობრდეს და დაიმეგობროს. პაპიდა
მარჩს ამგვარი ნიჭი არა ჰქონდა და გულს უწყალებდა ემის
თავისი წესებითა და განკარგულებებით, მკაცრი თავდაჭერითა
და გაუთავებელი, შემაწუხებელი ლაპარაკით. მას მერე, რაც ნახა,
რომ გოგო უფრო დამჯერი და გულითადი იყო, ვიდრე მისი და
მოხუცებულმა თავის ვალად ჩათვალა, შეძლებისდაგვარად
გაებათილებინა იმ თავისუფლებისა და შემწყნარებლობის
შედეგები, რომელიც მისი ძმისწულის ოჯახში სუფევდა. ჰოდა,
მოჰკიდა ხელი ემის და ისე დაუწყო წვრთნა, როგორც თვითონ
წვრთნიდნენ სამოცი წლის წინ; ამ პროცესმა ემი შეაშინა და
265
ძალზე მკაცრი ობობას ქსელში გაბმულ ბუზად აგრძნობინა თავი.
ყოველ დილით ფინჯნები უნდა დაერეცხა, ხოლო ძველებური
კოვზები, მუცლიანი ვერცხლის ჩაიდანი და ჭიქები ისე
გაეპრიალებინა, სულ ბზინვა დაეწყოთ. მერე ოთახში მტვერი
უნდა გადაეწმინდა და ყველაზე დიდი სატანჯველი ეს იყო.
მტვრის ერთი ნამცეციც კი არ გამოეპარებოდა პაპიდა მარჩის
თვალს, არადა, მთელ ავეჯს მოჩუქურთმებული ფეხები ჰქონდა
და მოსაწონად ვერასოდეს იწმინდებოდა. მერე თუთიყუში უნდა
დაეპურებინა, ოთახის ძაღლი დაევარცხნა და ათასჯერ ასულიყო
და ჩასულიყო კიბეზე რამის ჩამოსატანად თუ განკარგულების
გადასაცემად, რადგან მოხუცებული ისე კოჭლობდა, იშვიათად
თუ დგებოდა დიდი სავარძლიდან. ამ დამქანცველი ჯაფის
შემდეგ ემის გაკვეთილები უნდა ესწავლა, რაც ყოველდღიური
გამოცდა იყო მისი ყველა სათნოებისთვის. მერე ერთი საათი
ეძლეოდა სასეირნოდ ან სათამაშოდ და რა სანეტარო იყო ეს
საათი!
ლორი ყოველდღე მოდიოდა და პაპიდა მარჩს თაფლავდა,
სანამ ის ემის სასეირნოდ არ გაატანდა. ფეხით ან ეტლით
გაისეირნებდნენ ხოლმე და მშვენივრად ატარებდნენ დროს.
ნასადილევს ემის ხმამაღლა უნდა ეკითხა და ჩუმად მჯდარიყო,
სანამ მოხუც ლედის ეძინებოდა, რაც, ჩვეულებრივ, ერთ საათს
გრძელდებოდა, რადგან პაპიდას წიგნის პირველივე გვერდზე
მოსწყდებოდა ხოლმე კისერი. ამას მოსდევდა ქსოვილის
ნაკუწებისგან საბნის კერვა ან პირსახოცების შემოტეხვა და ემიც
კერავდა – გარეგნულად მორჩილად, სინამდვილეში კი
აღშფოთებული. კერვა შებინდებამდე გრძელდებოდა, როცა ემის
უფლება ეძლეოდა, თავის ნებაზე გართობილიყო, სანამ ჩაის
დალევის დრო მოვიდოდა. ყველაზე უარესი მაინც საღამოები
იყო, რადგან პაპიდა მარჩი თავისი ყმაწვილქალობის დროინდელ
გრძელ-გრძელ ამბებს ჰყვებოდა, რომლებიც ისე აუტანლად
მოსაწყენი იყო, რომ ემი მუდამ ხალისით მიდიოდა
დასაძინებლად იმ იმედით, დავწვები და ჩემს მძიმე ხვედრს
დავიტირებო, მაგრამ ისე წაართმევდა ხოლმე ძილი თავს, ერთი-
ორი ცრემლის გადმოგდებას თუ მოასწრებდა.

266
გრძნობდა: რომ არა ლორი და მოახლე, მოხუცი ესთერი, ამ
მძიმე დროებას ვერ გადაიტანდა. თუთიყუშიც ეყოფოდა ჭკუაზე
შესაშლელად, რადგან ფრინველმა მალევე იგრძნო, რომ ემი
აღტაცებული არ იყო მისით და სამაგიეროს გადასახდელად, რაც
შეეძლო, ონავრობდა. როცა ემი ჩაუვლიდა, თმას მოქაჩავდა
ხოლმე, ახლად გამოწმენდილ გალიაში პურის ნაფხვენებსა და
რძეს გადააყირავებდა, როცა ქალბატონი თვლემდა, ძაღლს
ჩაუნისკარტებდა და ააყეფებდა, სტუმრებთან ემის გალანძღავდა
– ერთი სიტყვით, ყოველმხრივ ისე იქცეოდა, როგორც გასაკიცხი
ბებერი ჩიტი. ემი ვერც ძაღლს იტანდა – ჩასუქებულ, ავ ნადირს,
რომელიც უღრენდა და უყეფდა, როცა გოგო მის მოწესრიგებას
მიჰყოფდა ხოლმე ხელს. გულაღმა გაიშხლართებოდა, ოთხივე
ფეხს აიშვერდა და ყოვლად ბრიყვულ გამომეტყველებას
მიიღებდა, როცა ჭამა მოუნდებოდა, ეს კი დღეში ათჯერ მაინც
ხდებოდა. მზარეული ავი იყო, ბებერი მეეტლე – ყრუ და ყმაწვილ
ლედის მხოლოდ ესთერი აქცევდა ყურადღებას ავად თუ კარგად.
ესთერი ფრანგი იყო, მრავალი წელი ცხოვრობდა „მადამთან“
ასე ეძახდა თავის ქალბატონს – და ტირანივით ექცეოდა, რადგან
მოხუცებულს უიმისოდ გაძლება არ შეეძლო. სინამდვილეში
ესტელი ერქვა, მაგრამ პაპიდა მარჩმა უბრძანა, სახელი
გადაირქვიო და ისიც დაემორჩილა იმ პირობით, რომ რწმენის
შეცვლას არ მოსთხოვდნენ. ესთერს გული შეუვარდა
„მადმუაზელზე“ და როცა მადამის მაქმანებს აუთოებდა, ხოლო
ემი გვერდით ეჯდა, საფრანგეთში ცხოვრების ამბებს უყვებოდა
და კარგადაც ართობდა. არც იმას უშლიდა, რომ ვეებერთელა
სახლში ებორიალა და დიდ კარადებსა თუ ძველებურ სკივრებში
დაბინავებული საინტერესო და ლამაზ-ლამაზი ნივთები
ეთვალიერებინა – პაპიდა მარჩი კაჭკაჭივით შემგროვებელი
გახლდათ. ემის აღტაცების მთავარი საგანი ინდური კომოდი იყო,
უცნაური დიდ-პატარა უჯრებითა და სამალავებით, სადაც ნაირ-
ნაირი სამკაულები ინახებოდა (ზოგი ძვირფასი, ზოგიც –
უბრალოდ, საინტერესო), ყველა მეტ-ნაკლებად ძველებური. ამ
ნივთების თვალიერება და დახარისხება დიდ სიამოვნებას
ანიჭებდა ემის, განსაკუთრებით სამკაულების კოლოფები

267
მოსწონდა, სადაც ხავერდის ბალიშებზე ესვენა მორთულობები,
რომლებიც ორმოცის წლის წინ ამშვენებდა მზეთუნახავ ლედის.
აქ იყო ძოწის გარნიტური, რომელიც საზოგადოებაში პირველად
გამოსვლისას ეკეთა პაპიდა მარჩს, მარგალიტები, რომლებიც
მამამ საქორწილოდ აჩუქა, ქმრის მორთმეული ბრილიანტები,
გიშრის სამგლოვიარო ბეჭდები და გულსაბნევები, უცნაური
მედალიონები გარდაცვლილი მეგობრების პორტრეტებითა და
მტირალა ტირიფების რტოებში ჩაწნული თმისგან, ბავშვის
სამაჯურები, რომლებიც მის ერთადერთ პატარა გოგონას ეკეთა,
პაპა მარჩის დიდი საათი ზედ ჩამოკონწიალებული საბუთების
დასამოწმებელი წითელი ბეჭდით, რომლითაც ბევრ ბავშვს
ეთამაშა; ცალკე კოლოფში იდო პაპიდა მარჩის ჯვრისწერის
ბეჭედი, რომელიც მსუქან თითზე ვეღარ ეტეოდა, მაგრამ
სათუთად ინახავდა, როგორც ყველაზე ძვირფას სამკაულს.
– რომელს აირჩევდა მადმუაზელი, თავისი ნება რომ იყოს? –
ჰკითხა ესთერმა, რომელიც მუდამ იქვე იჯდა ხოლმე, თვალყურს
ადევნებდა და მერე კი ძვირფასეულობას ჩაკეტავდა.
– ყველაზე უფრო ბრილიანტები მომწონს, მაგრამ აქ ყელსაბამი
არ არის, მე კი ყელსაბამები მიყვარს, ძალიან მოსახდენია. რომ
შემეძლოს, აი, ამას ავირჩევდი, – მიუგო ემიმ და აღტაცებით
დააცქერდა ოქროსა და აბანოზის ხის მარცვლების მძივს,
რომელსაც ოქროთი გაწყობილი მძიმე შავი ჯვარი ეკიდა.
_ მეც სწორედ მაგას, ოღონდ ყელსაბამად კი არა! რა
სათქმელია! ეგ ჩემთვის კრიალოსანია და მაგ საქმისთვის
მოვიხმარდი, როგორც კარგი კათოლიკე, – თქვა ესთერმა და
ნდომით დააცქერდა ლამაზ ნივთს.
– ესეც ისე უნდა მოიხმაროთ, როგორც ის ხის მძივი, კარგი
სუნი რომ უდის და სარკეზე გიკიდიათ? – ჰკითხა ემიმ.
– სწორედაც, სალოცავად. წმინდანებს ეამებოდათ, ვინმემ
ასეთი მშვენიერი კრიალოსნით რომ ილოცოს და არა უბრალოდ
სამკაულად ატაროს.
– ასე მგონია, დიდ შვებას პოულობთ ლოცვაში, ესთერ, და
მუდამ დამშვიდებული და კმაყოფილი ჩამოდიხართ დაბლა.
ნეტავი მეც შემეძლოს ასე მოქცევა.

268
– მადმუაზელი კათოლიკე რომ იყოს, მართლაც შვებას
იპოვიდა, მაგრამ რახან ასე არ მოხერხდება, კარგი იქნება, თუ
ყოველდღე განმარტოვდებით, სიჩუმეში იჯდებით და ილოცებთ,
როგორც იმ კეთილმა ქალბატონმა იცოდა, ვისაც ადრე
ვემსახურებოდი. პატარა სამლოცველო ჰქონდა და გასაჭირში
სწორედ იქ პოულობდა ნუგეშს.
‒ სწორი იქნება, მეც რომ ასე ვქნა? – ჰკითხა ემიმ, რომელიც
მარტოობაში გრძნობდა, საშველი სჭირდებოდა და იმასაც
ხვდებოდა, რაკი ბეთი გვერდით არ ჰყავდა და არ ახსენებდა,
მთლად მიივიწყა თავისი პატარა წიგნი.
‒ სანაქებო და მშვენიერი იქნება. თუ გნებავთ, მაგ საქმისთვის
სიხარულით მოგიწყობთ პატარა საგარდერობოს. მადამს არაფერი
უთხრათ, მაგრამ როცა დაიძინებს ხოლმე, წადით და ცოტა ხანს
მარტო დაჯექით, რამე კარგზე იფიქრეთ და ღმერთს შესთხოვეთ,
და გადამირჩინე-თქო.
ესთერი ჭეშმარიტი ღვთისმოსავი იყო და რაც ურჩია, ალალად
ურჩია, რადგან გულისხმიერი ადამიანი გახლდათ და
თანაუგრძნობდა დებს ამ მათთვის საგანგაშო ჟამს. ემის ჭკუაში
დაუჯდა ეს აზრი და თავისი ოთახის გვერდით ესთერს მართლაც
მოაწყობინა ერთი ნათელი სათავსი იმ იმედით, შვებას
მომიტანსო.
– ნეტავი მაცოდინა, ვის ერგება მთელი ეს ლამაზი ნივთები,
როცა პაპიდა მარჩი მოკვდება, – თქვა, თან ნელა ჩადო ადგილზე
ციმციმა კრიალოსანი და ერთმანეთის მიყოლებით დახურა
სამკაულების კოლოფები.
– თქვენ და თქვენს დებს. ვიცი ეგ ამბავი, მადამმა გამანდო. მე
დავუმოწმე ანდერძი და სწორედ ეგრე იქნება, – ღიმილით
წაიჩურჩულა ესთერმა.
– მაგას რა სჯობს! ისე კი, მერჩია, ახლავე მოეცა.
გაჭიანურებულება არ ვარგა, – შენიშნა ემიმ და ერთხელაც
დახედა ბრილიანტებს.
– თქვენისთანა ყმაწვილქალებისთვის ჯერ ძალიან ადრეა ამ
ნივთების მოხმარება. მადამმა ბრძანა, ვინც პირველი დაინიშნება,
მარგალიტებს მიიღებსო, ხოლო იმ პატარა ფირუზის ბეჭედს, ჩემი

269
ვარაუდით, თქვენ გისახსოვრებთ, როცა შინ დაბრუნდებით:
მადამს ძალიან მოსწონს თქვენი ყოფაქცევა და კარგი მანერები.
– მართლა? ოღონდაც ეგ ლამაზი ბეჭედი მომცეს და
ბატკანივით უწყინარი ვიქნები! ამასთან სად მოვა კიტი
ბრაიანტის ბეჭდები! მოკლედ, პაპიდა მარჩი მაინც მომწონს, –
ბეჭედი მოისინჯა სახეგაბრწყინებულმა ემიმ და მტკიცედ
გადაწყვიტა, დავიმსახურებო.
იმ დღიდან მოყოლებული, სანიმუშოდ დამჯერი გახდა და
მოხუცი ლედი დიდი კმაყოფილებით ტკბებოდა წვრთნის თავისი
მეთოდის წარმატებით. ესთერმა სათავსოში პატარა მაგიდა
შეიტანა, ტაბურეტიც მიუდგა და მაგიდის ზემოთ რომელიღაც
ჩაკეტილი ოთახიდან წამოღებული სურათი დაუკიდა. იფიქრა,
ალბათ დიდი არაფერი ღირებულება აქვს, მაგრამ საქმისთვის
გამოდგებაო და წამოიღო, რადგან კარგად იცოდა, მადამი ამ
ამბავს თავის დღეში ვერ გაიგებდა და რომც გაეგო, არაფრად
ჩააგდებდა. არადა, სინამდვილეში ის სურათი ერთი განთქმული
ტილოს ძალზე ფასეული ასლი გახლდათ და ემის არასოდეს
ეღლებოდა სილამაზის მოყვარე თვალი ღვთისმშობლის
მშვენიერი სახის ცქერით, გულს კი საკუთარ დედაზე ფიქრი
უთბობდა. მაგიდაზე პატარა სახარება და ლოცვანი ელაგა, ხოლო
ლარნაკი მუდამ სავსე ჰქონდა ლორის მოტანილი საუკეთესო
ყვავილებით. მიდიოდა ყოველდღე, რომ „მარტო დამჯდარიყო“,
კარგ ფიქრებს მისცემოდა და უფლისთვის დის გადარჩენა
ეთხოვა. ესთერმა შავი მარცვლებით აწყობილი,
ვერცხლისჯვრიანი კრიალოსანიც მისცა, მაგრამ ემიმ კედელზე
დაკიდა და არ იყენებდა: ეჭვი ჰქონდა, ვაითუ პროტესტანტულ
ლოცვებში არ გამოდგესო.
გოგო ყველაფერს წრფელი გულით აკეთებდა, რადგან
უხიფათო მშობლიურ ბუდეს მოშორებულს ისე ძლიერ
სჭირდებოდა საყრდენად ვინმეს კეთილი ხელი, რომ უნებურად
მიმართა ძლევამოსილ და ალერსიან მეგობარს, ვისი მამობრივი
სიყვარულიც ყველაზე მტკიცედ იცავს მის პატარა შვილებს.
დედის დახმარება აკლდა საიმისოდ, რომ თავისი თავისა გაეგო
და გული მისცემოდა, მაგრამ რაკი ასწავლეს, საით მიემართა

270
მზერა, თავს არ იზოგავდა, რომ სწორი გზა ეპოვა და ზედ
მტკიცედ შეედგა ფეხი. თუმცაღა, ემი ჯერაც ყმაწვილი
პილიგრიმი იყო და იმჟამად თავისი ტვირთი მეტისმეტად
ემძიმებოდა. ცდილობდა, თავისი თავი დაევიწყებინა, მხნეობა არ
დაეკარგა და იმითაც დაკმაყოფილებულიყო, რომ სწორად
იქცეოდა, თუნდაც ეს ყოველივე არავის დაენახა და არავის შეექო.
რაკი გადაწყვიტა, კარგზე კარგი გოგო გამხდარიყო, საამისოდ
უპირველეს საქმედ, პაპიდა მარჩივით, ანდერძის დაწერა ეჩვენა:
თუკი მაინც გახდებოდა ავად და მოკვდებოდა, მისი ავლადიდება
სამართლიანად და გულუხვად განაწილდებოდა. თუმცა, იმის
გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ უარი უნდა ეთქვა თავის პატარა
განძეულობაზე, რომელიც მის თვალში არანაკლებ ძვირფასი იყო,
ვიდრე მოხუცებული ლედის სამკაულები.
ერთხელაც, როცა თამაშისთვის გამოყოფილი დრო დადგა,
ემიმ, როგორც შეძლო, ისე შეადგინა ეს მნიშვნელოვანი საბუთი,
იურიდიულ ტერმინებში ესთერი მიიხმარა და როცა კეთილმა
ფრანგმა ქალმა ანდერძს ხელი მოაწერა, გოგომ შვებით
ამოისუნთქა. ანდერძი გვერდზე გადადო ლორისთვის
საჩვენებლად, რადგან ბიჭი მეორე მოწმედ სჭირდებოდა. რაკი
წვიმიანი დღე იყო, ზემოთ ავიდა, რომ ერთ დიდ ოთახში შეექცია
თავი და თუთიყუშიც წაიყოლია. იმ ოთახში ძველებური
კოსტიუმებით გამოტენილი კარადა იდგა და ესთერი იმ
ტანისამოსს სათამაშოდ აძლევდა ხოლმე. ემის არაფერი ერჩია
გახუნებულ ფარჩაში გამოპრანჭვასა და დიდი სარკის წინ ავლა-
ჩავლას. დიდებულ რევერანსებს აკეთებდა, გრძელი შლეიფით
იატაკს ხვეტდა და მისი შრიალი ყურში ტკბილად ჩაესმოდა. იმ
დღეს ისე გაერთო, რომ ლორის ზარი ვერ გაიგონა და ვერც ის
დაინახა, როგორ უთვალთვალებდა ბიჭი, როცა თვითონ დიდი
ამბით მიდი-მოდიოდა, მარაოს ათამაშებდა და ყელს იღერებდა.
თავზე დიდი, ვარდისფერი ჩალმა ეხურა, რომელიც არასგზით არ
ეხამებოდა ცისფერი ფარჩის კაბასა და დალიანდაგებულ ყვითელ
ქვედაკაბას. იძულებული იყო, ნაბიჯი ფრთხილად გადაედგა,
რადგან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და (როგორც მერე
ლორიმ უამბო ჯოს) ცქერად ღირდა, როგორ დაიპრანჭებოდა იმ

271
თავისი ჭრელაჭრულა კოსტიუმით, უკან კი თუთიყუში
მიჰყვებოდა სრიალ-სრიალით და, რაც შეეძლო, ბაძავდა,
შიგადაშიგ კი გაჩერდებოდა ხოლმე და სიცილს ატეხდა ან
წამოიძახებდა:
– მაშ, ლამაზები არა ვართ?! მოუსვი, შე საფრთხობელავ! ენა
დაიმოკლე! ჰა-ჰა!
ლორის ერთი გადახარხარება ქვეყანას ერჩია, მაგრამ თავი
შეიკავა, მისი უდიდებულესობა არ გავანაწყენოო, დააკაკუნა და
მოწყალედ შეიპატიჟეს.
‒ დაჯექი, დაისვენე, სანამ ამ ტანსაცმელს შევინახავ, მერე კი
ერთ ძალიან სერიოზულ საქმეზე უნდა მოგეთათბირო, ‒ უთხრა
ემიმ მას მერე, რაც მთელი ბრწყინვალებით დაენახვა და
თუთიყუში კუთხეში მიაბრძანა, – ეს ფრინველი ჩემი ცხოვრების
სატანჯველია, – განაგრძო და თავიდან ვარდისფერი მთა
მოიხადა, ლორი კი ისე გადააჯდა სკამს, თითქოს ცხენზე
ამხედრდა.
– გუშინ, როცა პაპიდას ეძინა, და მე კი ვცდილობდი,
თაგვივით გასუსული ვმჯდარიყავი, თუთიყუშმა ჩხავილი ატეხა
და გალიის კედლებს მიაწყდ-მოაწყდა. რა მექნა, გამოვუშვი და
რას ვხედავ: გალიაში დიდი ობობა შემძვრალა. გადმოვაგდე,
გაიქცა და წიგნების კარადის ქვეშ შეიმალა. თუთიყუშიც მიჰყვა,
შეიხედა კარადის ქვეშ, თვალი ჩააპაჭუნა და თქვა:
– გამობრძანდი, გავისეირნოთ, ჩემო კარგო!
თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. თუთიყუშმა ლანძღვა-გინება
დაიწყო, პაპიდას გაეღვიძა და ორივენი დაგვტუქსა.
– ობობამ რაო, დათანხმდა ამ ყმაწვილის მიპატიჟებას? –
მთქნარებით იკითხა ლორიმ.
– ჰო, გამოვიდა. თუთიყუშს თავზარი დაეცა,
თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, პაპიდას სავარძლის თავზე აძვრა და
სანამ მე ობობას დავდევდი, გაჰყვიროდა, დაიჭი, დაიჭიო!
– ტყუილია! ღმერთო! – დაიჩხავლა თუთიყუშმა და ლორის
ჩექმის წვერში ჩაუნისკარტა.
– ჩემი რომ იყო, კისერს მოგიგრეხდი, შე ბებერო აბეზარო, შენა!
– დაუყვირა ლორიმ და მუშტი მოუღერა, ჩიტმა კი თავი გვერდზე

272
გადახარა და დინჯად დაიჩხავლა:
– ალილუია! ღმერთი გიშველით შენ და შენს ღილებს!
– აი, მზადა ვარ, – თქვა ემიმ, კარადა მიხურა და ჯიბიდან
ფურცელი ამოიღო, – გეხვეწები, წაიკითხე და მითხარი,
ყველაფერი კანონიერად და სწორად წერია თუ არა. ეს საქმე
აუცილებლად უნდა გამეკეთებინა: რა იცი, რა ხდება ცხოვრებაში,
არ მინდა, საფლავში ავი სიტყვა ჩამაყოლონ.
ლორიმ ტუჩზე იკბინა, ნახევრად შეაქცია ზურგი თავის
მჭმუნვარე თანამოსაუბრეს და წარბშეუხრელი სიდინჯით
წაიკითხა ქვემორე საბუთი, რაც ჭეშმარიტად საქებარი იყო, თუ იმ
საბუთის მართლწერას არ გავითვალისწინებდით:

ჩემი უკანასკნელი ნება და ანდერძი


მე, ემი კერტის მარჩი, საღ გუნებაზე მყოფი, ვაცხადებ, რომ
მთელი ჩემი მიწიური ქონება გადავეცი VIZ 1 ვუანდერძე
ქვემორეთ, სახელდობრად:
ჩემ მამას – ჩემი ყველაზე კარგი ნახატები, ჩანახატები, რუქები
და ხელოვნების ნიმუშვები, ჩარჩოების ჩათვლით. ასევე – ჩემი 100
დოლარი, რომელიც შეუძლია სურვილისამებრ მოიხმაროს.
ჩემ დედას – მთელი ჩემი ტანსაცმელი გარდა ჯიბეებიანი
ცისფერი წინსაფრისა, აგრეთვედ – ჩემი პორტრეტი და ჩემი
მედალიონი, დიდი სიყვარულით.
ჩემ ძვირფას დას მარგარეტს ერგოს ჩემი ფირუზის ბეჭედი
(თუკი მომცეს), აგრეთვედ – ჩემი მწვანე კოლოფი, რომელზეც
მტრედები ახატია, აგრეთვედ – ჩემი ნამდვილი მაქმანი ყელზე
მოსახვევათ და ჩემი დახატული მისი პორტრეტი – მისი „პატარა
გოგოს“ სახსოვრად.
ჯოს ერგოს ჩემი გულსაბნევი, ცვილით დაწებებული,
აგრეთვედ – ჩემი ბრინჯაოს სამელნე, რომელის თავსახურავიც
დაკარგა და ჩემი ყველაზე ძვირფასი თაბაშირის კურდღელი,
იმიტომ რომ წიგნი დავუწვი და ძალიან ვწუხვარ.
ბეთს (თუ ჩემზე დიდხანს იცოცხლა), ერგოს ჩემი თოჯინები

1 Viz – შემოკლებით ლათინური სიტყვიდან videlicet – ანუ

273
და პატარა ბიურო, ჩემი მარაო, ტილოს საყელოები და ჩემი ახალი
ჩუსტები, თუკი ავადმყოფობაში გახდება და ჩაეტევა. ამასთან,
ძალიან ვნანობ, რომ საწყალ ჯოანას დავცინოდი.
ჩემ მეგობარსა და მეზობელს თეოდორ ლორენსს ვუანდერძებ
ჩემს პაპიემაჟეს 1 საქაღალდეს, და თიხისგან ნაძერწებულ ცხენის
ფიგურას, თუმცა თქვა, კისერი არა აქვსო. აგრეთვედ, ჩემთვის
უმძიმეს დროს გამოჩენილი სიკეთისთვის – ჩემ რომელიმე
ნამუშევარს – რომელსაც აირჩევს. ყველას NOTER DAME 2 სჯობია.
ჩვენ პატივცემულ კეთილმყოფელს, მისტერ ლორენსს
ვუტოვებ ჩემ იისფერ კოლოფს, რომელსაც თავსახურავზე მინის
საჭვრეტი აქვს და რომელიც კალმისტარებისთვის გამოადგება და
გაახსენებს მიცვლილ გოგონას, ვინც მადლობას უხდის თავისი
ოჯახის, განსაკუთრებით კი – ბეთის მიმართ გამოჩენილი
სიკეთისთვის.
ჩემ საყვარელ მეგობარს კიტი ბრაიანტს ვუძღვნი ჩემ ცისფერ
აბრეშუმის წინსაფარს და ჩემ ოქროსფერ მძივის მარცვლიან
ბეჭედს, აგრეთვედ – კოცნას.
ჰანას ერგოს ჩემი ლენტების კოლოფი, რომელიც უნდოდა და
ნაჭრებისგან შეკერილი საბნები და იმედი მაქვს „გამიხსენებ მაშინ
მე, როცა ამას ნახავ შენ“.
ახლა კი, მას მერე რაც ჩემი ყველაზე ძვირფასი ქონება გავეცი,
იმედი მაქვს ყველანი კმაყოფილები დარჩებიან და
გარდაცვალებულს არ გაკიცხვავენ. ყველას ვუტევებ და მჯერავს,
რომ ყველანი ერთმანეთს შევხვდებით, როცა საყვირს ჩაჰბერავენ.
ამინ.
ზემორე ანდერძს ხელმოწერითა და ბეჭდით ვადასტურებ
ნოემბრის ოცს, ANNI DOMINO 3 1861 წელს.
ემი კერტის მარჩი
მოწმეები: ესტელ ვალნორი, თეოდორ ლორენსი

1 პაპიემაჟე – სწორია პაპიე-მაშე [ფრანგ. papier ქაღალდი და mâchè დაღეჭილი]

პლასტიკური ნივთიერება, რომლისგანაც სხვადასხვა ნივთს (მაგ., სათამაშოებს)


აკეთებენ; მიიღება ქაღალდის მასასთან წებოს, სახამებლის, თაბაშირის შერევით.
2 Noter Dame — სწორია Notre Dame — ღვთისმშობელი

3 Anni Domino სწრრია anno Domini (ლათ.) ქრისტეს შობიდან

274
უკანასკნელი გვარი ფანქრით იყო მიწერილი და ემიმ ლორის
აუხსნა, მელნით უნდა ჩაწერო და წესითა და რიგით დალუქოო.
– რამ მოგაფიქრა? ვინმემ გითხრა, ბეთმა თავისი ნივთები
დაარიგაო? – თავშეკავებით ჰკითხა ლორიმ, როცა გოგომ წინ
დაულაგა წითელი ლენტის გადანაჭერი, ცვილი და სამელნე.
ემიმ აუხსნა, რაც მოხდა და მერე შეშფოთებით ჰკითხა:
– ბეთზე რა თქვი?
– არ უნდა მეთქვა, მაგრამ რახან წამომცდა, გიამბობ. ერთ დღეს
ისე ცუდად იყო, რომ ჯოს უთხრა, ჩემს პიანინოს მეგს ვუტოვებ,
კატებს – ემის, საწყალ ძველ თოჯინას კი ჯოს, რომ ჩემი ხათრით
მიხედოსო. ძალიან შეწუხდა, რომ ასე ცოტა ჰქონდა გასაცემი და
დანარჩენებს თმის თითო კულული დაგვიტოვა, პაპაჩემს კი
გულითადი მოკითხვა. ანდერძის დაწერა აზრადაც არ მოსვლია.
ლორი თან ლაპარაკობდა და თან ანდერძს ხელს აწერდა და
ლუქავდა, მაღლა არ აუხედავს, სანამ ფურცელს ცრემლი არ
დაეცა. ემის სახეზე მწუხარება ეხატა, მაგრამ თქმით მხოლოდ ეს
თქვა:
– არ შეიძლება, ანდერძში პოსტსკრიპტუმივით რაღაც
დავამატოთ?
‒ კი, კოდიცილი ჰქვია.
– ჰოდა, ჩემსაშიც დაამატე – მინდა კულულები დამაჭრან და
ჩემ მეგობრებს დაურიგონ. დამავიწყდა, მაგრამ მინდა, ეგეც
გაკეთდეს, თუმცა კი დამაუშნოვებს.
ლორიმ ჩაუმატა და გაეღიმა ემის უკანასკნელ და უდიდეს
მსხვერპლზე. მერე მთელი საათი ართობდა და დიდი ინტერესით
ისმენდა მის გასაჭირს, მაგრამ როცა წასვლა დააპირა, ემიმ ხელი
ჩასჭიდა და ტუჩების კანკალით ჰკითხა:
– ბეთს მართლა ემუქრება ხიფათი?
– ჰო, მაგრამ იმედიანად უნდა ვიყოთ, ამიტომ არ იტირო, ჩემო
კარგო, – ძმასავით ჩაიხუტა ლორიმ და ემისაც გულზე მოეშვა.
ლორი რომ წავიდა, ემი თავის პატარა სამლოცველოში
განმარტოვდა. ბინდში მჯდარი, ბეთისთვის ლოცულობდა,
სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა და გული სტკიოდა. ხვდებოდა,

275
მილიონი ფირუზის ბეჭედიც კი ვერ მისცემდა ნუგეშს, თუკი
თავის პატარა, თვინიერ დას დაჰკარგავდა.

276
თავი მეოცე

განდობანი

სიტყვები არ მეყოფა იმის საამბობლად, თუ როგორი შეხვედრა


ჰქონდათ დედასა და შვილებს. ასეთი საათები განსაცდელად
მშვენიერია, აღსაწერად კი – ძნელი, ამიტომ ამ შეხვედრას ჩემი
მკითხველების წარმოსახვას მივანდობ და მხოლოდ იმას ვიტყვი,
რომ სახლი ჭეშმარიტი ბედნიერებით აივსო და მეგის კეთილი
სურვილიც ახდა: გაეღვიძა თუ არა ბეთს ხანგრძლივი,
გამაჯანსაღებელი ძილის შემდეგ, თვალში ორი რამ მოხვდა:
პატარა ვარდი და დედას სახე. გოგონა ისე სუსტად იყო,
გაკვირვებით ვერაფერი გაიკვირვა, მხოლოდ გაეღიმა და
საყვარელ მკლავებში მოქცეული ჩაეხუტა დედას იმის
შეგრძნებით, რომ, როგორც იქნა, აუხდა სანუკვარი ნატვრა. მერე
ისევ ჩაეძინა, გოგონები კი დედის მოვლა-პატრონობას შეუდგნენ,
რადგან მისის მარჩმა ვერ მოახერხა იმ გაწვრილებული თითების
გაშლა, რომლებიც ძილშიც კი მაგრად ებღაუჭებოდნენ.
ჰანამ განსაცვიფრებელი „პურმარილი“ მიართვა ნამგზავრს,
რადგან არ იცოდა, სხვაგვარად როგორ გადმოეფრქვია
მღელვარება. მეგი და ჯო ახალგაზრდა, მოვალეობის გრძნობით
აღსავსე ყარყატებივით კვებავდნენ დედას, ის კი ჩურჩულით
უამბობდა, რა მდგომარეობაში იყო მამა, როგორ დაჰპირდა
მისტერ ბრუკი დავრჩები და მივხედავო, როგორ შეყოვნდა გზაში
ქარიშხლის გამოისობით და რა ენით უთქმელი შვება იგრძნო
ლორის იმედიანი სახის დანახვაზე, როცა მატარებლიდან
ჩამოვიდა დაღლილობით, მღელვარებითა და სიცივით
გაწამებული.
277
რა უცნაური და, იმავდროულად, საამური დღე იყო ის დღე!
გარეთ – დამაბრმავებელი და ხალისიანი, რადგან თითქოს მთელი
ქვეყანა პირველ თოვლს ეგებებოდა, შიგნით კი – წყნარი და ჩუმი,
რადგან ყველას ეძინა, მთელი ღამის ფხიზლობით დაღლილს, და
მთელ სახლში ნეტარი სიმშვიდე სუფევდა, ხოლო თავმოკანტურე
ჰანა გუშაგად იდგა კართან. ტვირთის მოშორებით
გაბედნიერებულმა მეგმა და ჯომ დახუჭეს დაღლილი თვალები
და გაუნძრევლად იწვნენ, როგორც ქარიშხალგამოვლილი, წყნარ
ყურეში მშვიდობიანად ღუზაჩაშვებული ნავები. მისის მარჩი
ბეთს არ მოშორებია, დიდ სავარძელში ეძინა, ხშირად
ეღვიძებოდა, დახედავდა შვილს, ხელს მიაკარებდა და
დაჰხაროდა, როგორც ძუნწი – დაკარგულ და კვლავ მოპოვებულ
საუნჯეს.
ამასობაში ლორი ემის სანუგეშოდ გაქანდა და ისე კარგად
მოჰყვა ამბავს, რომ პაპიდა მარჩიც კი ასრუტუნდა და ერთხელაც
არ უთქვამს, ხომ გეუბნებოდითო. რაც შეეხება ემის, მან ისეთი
ნებისყოფა გამოავლინა, რომ, მე თუ მკითხავთ, ვიტყოდი, პატარა
სამლოცველოსეულ „კარგ ფიქრებს“ ნაყოფის გამოღება
დაუწყიაო. მალევე შეიშრო ცრემლი, გულში ჩაიკლა დედის
ნახვის მოუთმენელი სურვილი და ერთხელაც კი არ გახსენებია
ფირუზის ბეჭედი, როცა მოხუცი ქალბატონი სულითა და
გულით დაეთანხმა ლორის, რომელმაც გამოაცხადა, ემი ისე
იქცევა, როგორც ნამდვილ პატარა ქალს ეკადრებაო. ეტყობა,
თუთიყუშიც მოიხიბლა, რადგან ემის „კარგი გოგო“ ეძახა,
ღილები დაულოცა და მეგობრულად შეეხვეწა, წავიდეთ,
გავისეირნოთო. ემი მართლაც სიხარულით გავიდოდა გარეთ
ზამთრის ამ მზიან ამინდში, მაგრამ რაკი დაინახა, ლორის
ძილისთვის უკვდება თავი, თუმცა ვაჟკაცურად ცდილობს, არ
შეიმჩნიოსო, დაიყაბულა, დივანზე მოისვენე, სანამ მე დედას
წერილს მივწერო. ამ საქმეს კარგა ხანი მოანდომა და როცა
დაბრუნდა, დივანზე გაშოტილ, თავქვეშ ხელებამოდებულ
ლორის გულისძილით ეძინა, პაპიდა მარჩს კი ფარდები
ჩამოეფარებინა და უჩვეულო სიკეთის შემოტევას
დამორჩილებული, სულ მთლად უსაქმოდ იჯდა.

278
ერთი ხანი რომ გავიდა, იფიქრეს, ვაითუ დაღამებამდე არ
გაეღვიძოსო და, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა, მაგრამ
გახარებულმა ემიმ ისეთი შეჰკივლა დედის დანახვაზე, რომ
ძალიანაც კოხტად გამოაღვიძა. იმ დღეს ქალაქსა და მის
შემოგარენში ალბათ კარგა ბლომად ბედნიერი პატარა გოგო
იქნებოდა, მაგრამ ჩემი პირადი შეხედულებით, იმათგან ყველაზე
ბედნიერი მაინც ემი იყო, როცა დედას კალთაში ეჯდა, თავის
ჭირ-ვარამს უამბობდა და მოწონების ღიმილითა და ნაზი
ალერსით გამოხატულ ნუგეშსა და ჯილდოს იღებდა. მარტონი
იყვნენ სამლოცველოში, რომლის წინააღმდეგ დედას არაფერი
უთქვამს, როცა ემიმ მისი დანიშნულება აუხსნა.
– პირიქით, ძალიანაც მომწონს, ჩემო კარგო, – დედამ
დამტვერილი კრიალოსნიდან პატარა, გაქექილ წიგნსა და
მშვენიერ, მარადმწვანე სუროს გიარლანდით გარშემოვლებულ
სურათზე გადაიტანა მზერა, – მშვენიერი აზრია ისეთი ადგილის
ქონა, სადაც შეგვიძლია სიწყნარეში ვიყოთ, როცა რამეზე
ვბრაზობ თან ვდარდობთ. ამ ჩვენს ცხოვრებაში ხშირად
გვატყდება თავს გასაჭირი, მაგრამ ამ გასაჭირს მუდამ
გავუძლებთ, თუკი ისე ვითხოვთ შველას, როგორც საჭიროა. მე
მგონი, ამას ჩემი პატარა გოგოც სწავლობს.
– ჰო, დე, და როცა შინ მოვალ, ვაპირებ, დიდ განჯინაში ერთი
კუთხე მოვიწყო, ჩემი წიგნები დავალაგო და ამ სურათის ასლი
დავკიდო – ვცადე და დავხატე, ოღონდ ქალის სახე კარგად არ
გამომივიდა. ისეთი ლამაზია, ვერც გამომივიდოდა, სამაგიეროდ
ჩვილი უკეთესი გამოვიდა და ძალიან მიყვარს. მსიამოვნებს
იმაზე ფიქრი, რომ ისიც პატარა ბავშვი იყო, იმიტომ რომ მაგ
დროს მგონია, მისგან ძალიან დაშორებული არა ვარ-მეთქი და
მეხმარება.
როცა ემიმ ხელით ანიშნა დედის კალთაში მჯდარ მოღიმარე
ჩვილ იესოზე, მისის მარჩმა თითზე რაღაც დაუნახა და გაეღიმა,
არაფერი უთქვამს, მაგრამ ემი მიუხვდა ამ მზერას, წამით გაჩუმდა
და მერე დინჯად დაუმატა:
– უნდა მეთქვა, მაგრამ დამავიწყდა. პაპიდამ დღეს მაჩუქა ეს
ბეჭედი. დამიძახა, მაკოცა, თითზე გამიკეთა და მითხრა, საამაყო

279
გოგო ხარ და გამიხარდება, თუ სულ აქ მეყოლებიო. ეს სასაცილო
სამაგრიც მომცა, ბეჭედი რომ არ მომძვრეს, იმიტომ რომ დიდი
მაქვს. დე, შეიძლება, მეკეთოს?
– ორივე ძალიან ლამაზია, მაგრამ მაგნაირი სამკაულებისთვის
ჯერ პატარა მგონიხარ, ემი, – უთხრა მისის მარჩმა და ფუნთუშა
ხელზე დახედა, რომლის საჩვენებელ თითსაც ცისფერი ქვების
ზოლი და ოქროს უცნაური, ერთმანეთზე გადაჭდობილი ორი
პაწია ხელის ფორმის სამაგრი უმკობდა.
– ვეცდები დიდი წარმოდგენა არ მქონდეს ჩემს თავზე, –
უთხრა ემიმ, – მე მგონი, მარტო იმიტომ კი არ მომწონს, რომ
ლამაზია! არა, მინდა ისე მეკეთოს, როგორც ზღაპარში იმ გოგოს
ეკეთა სამაჯური, რომ რაღაც გამახსენოს ხოლმე.
– პაპიდა მარჩთან ყოფნა? – სიცილი აუტყდა დედას.
– არა: გამახსენოს, რომ ეგოისტი არ უნდა ვიყო, – ისე
სერიოზულად და ალალად თქვა ემიმ, რომ დედამ სიცილი
შეწყვიტა და პატივისცემით მოისმინა მისი პატარა გეგმა.
– ამ ბოლო დროს ბევრი ვიფიქრე ჩემს „ცოდვების გუდაზე“,
ყველაზე დიდი მაგ ცოდვებში ეგოისტობაა, ჰოდა ვაპირებ, თავი
არ დავზოგო და როგორმე მოვიშორო, თუკი შევძლებ. ბეთი
ეგოისტი არ არის, მაგიტომაც ყველას უყვარს და იმის ფიქრიც კი
ზარავთ, ვაითუ დავკარგოთო. მე რომ გავმხდარიყავი ავად,
ხალხი მაგის ნახევარსაც არ იდარდებდა. ღირსიც არ ვარ მაგდენი
დარდის, მაგრამ მინდა, ბევრზე ბევრ მეგობარს ვუყვარდე და
უჩემობას განიცდიდნენ. ჰოდა, უნდა ვეცადო, როგორმე
ბეთისნაირი გავხდე. შეიძლება გადამავიწყდეს ეს სიტყვები,
მაგრამ თუ მუდამ თან მექნება ისეთი რამ, რაც გამახსენებს,
მემგონი, უკეთესად გამომივა. შეიძლება, ვცადოთ?
– ჰო, ოღონდ მე, დიდ განჯინაში რომ კუთხე უნდა მოიწყო,
იმისა უფრო მჯერა. გეკეთოს ეგ ბეჭედი, საყვარელო, და როგორც
შეგიძლია, ეცადე. მე მგონი, გამოგივა, იმიტომ რომ თუ წრფელად
გინდა, უკეთესი გახდე, ეგ უკვე გამარჯვების საწინდარია. ახლა
მე ბეთთან უნდა დავბრუნდე. გული გაიმაგრე, ჩემო პატარავ,
ცოტაც და ისევ შინ გვეყოლები.
იმ საღამოს, სანამ მეგი მამას წერილს სწერდა, რომ ეპატაკებინა,

280
მგზავრი მშვიდობით ჩამოვიდაო, ჯო ზემოთ აიპარა, ბეთის
ოთახში, და როცა დედა თავის ჩვეულ ადგილზე იპოვა,
გაუბედავად დადგა და თითებით თმას დაუწყო წვალება.
– რა იყო, ჩემო კარგო? – ხელი გაუწოდა მისის მარჩმა და
ალერსიანი მზერით გულის გადასაშლელად შეაგულიანა.
– რაღაც უნდა გითხრა, დე.
– მეგზე?
– რა უცბად მიხვდი! ჰო, მეგზე. წვრილმანია, მაგრამ მაწუხებს.
– ბეთს სძინავს, ხმადაბლა ილაპარაკე და ყველაფერი მიამბე.
იმედია, ის მოფატი არ მოსულა, – მკვახედ იკითხა დედამ.
– არა. მოვიდოდა და კარს ცხვირწინ მივუჯახუნებდი, – თქვა
ჯომ და იატაკზე, დედის ფერხთით დაეშვა, – ამ ზაფხულს მეგს
თავისი ხელთათმანები დარჩა ლორენსებთან და მხოლოდ ერთი
ცალი დაუბრუნეს. ეს ამბავი აღარც გაგვხსენებია, სანამ ტედიმ არ
მითხრა, მეორე ცალი მისტერ ბრუკს აქვს, მეგი მოსწონს, მაგრამ
თქმას ვერ უბედავს, იმიტომ რომ მეგი ძალიან ახალგაზრდაა,
თვითონ კი ძალიან ღარიბიო. ხომ საშინელი ამბავია?
– ვითომ, მეგს მოსწონს? – შეშფოთებით შეხედა მისის მარჩმა.
– ღმერთმა გვაშოროს! აბა, მე რა გამეგება სიყვარულისა და
მაგნაირი სისულელეებისა? – ჯოს ხმაში ინტერესს სასაცილოდ
შეერია ზიზღი, – რომანებში გოგოებს იმით ეტყობათ
შეყვარებულობა, რომ წარამარა კრთებიან, წითლდებიან, გული
მისდით, ხდებიან და ბრიყვულად იქცევიან. მეგს სამაგისო
არაფერი ეტყობა. ჭამს, სვამს და სძინავს, როგორ გონიერ არსებას
შეეფერება და თვალს მისწორებს, როცა იმ კაცზე ვლაპარაკობ.
გაწითლებით მხოლოდ მაშინ წითლდება ხოლმე ცოტათი, როცა
ტედი შეყვარებულებზე იწყებს ოხუნჯობას. ვუკრძალავ, არქნა-
მეთქი, მაგრამ ვინ მიჯერებს!
– მაშ, გგონია, მეგს ჯონი არ აინტერესებს?
– ვინ? – მიაშტერდა ჯო.
– მისტერ ბრუკი. ახლა ჯონს ვეძახი. საავადმყოფოში
მივეჩვიეთ და თვითონაც მოსწონს.
– აჰა! ვიცოდი, რომ მაგ კაცის მხარეს დაიჭერდი: მამას კარგად
ექცეოდა, ჰოდა შენც აღარ მიაბრძანებ და თუ მეგს მოუნდა,

281
ცოლადაც გაატან. რა უნამუსობაა! წამოვიდა და მარტო იმიტომ
უვლიდა მამას და გეხმარებოდა, რომ თქვენი გული მოეგო და
თავი მოეწონებინა, – და განრისხებულმა ჯომ ისევ მოიქაჩა თმა.
– ჩემო კარგო, ნუ ბრაზობ; აი, გიამბობ, როგორ მოხდა ესამბავი.
ჯონი მისტერ ლორენსის თხოვნით წამომყვა და ისე ერთგულად
ზრუნავდა თქვენს საწყალ მამაზე, რომ ძალაუნებურად
შეგვიყვარდა. მეგთან დაკავშირებითაც ალალად და პატიოსნად
მოიქცა: გვითხრა, მიყვარს, მაგრამ სანამ ცოლობას ვთხოვ, ჯერ
რიგიანი სახლის ფული უნდა ვიშოვოო. მხოლოდ ნებართვა
გვთხოვა იმისა, რომ უყვარდეს, მისთვის იშრომოს და, თუ
მოახერხებს, თავი შეაყვაროს. მართლაც რომ მშვენიერი
ახალგაზრდაა და ვერ ვუთხარით, არ მოგისმენთო, მაგრამ იმას
ვერ დავთანხმდები, რომ მეგი ასე ადრე დაინიშნოს.
– რა თქმა უნდა, არა. სისულელე იქნება! ვიცოდი, რაღაც ცუდი
ამბავი მწიფდებოდა, ვგრძნობდი, მაგრამ რაც მეგონა, იმაზე
უარესი გამოდგა. შემეძლოს მაინც, მე თვითონ შევირთო მეგი,
რომ მშვიდობიანად დავიტოვოთ ოჯახში.
ამ უცნაურმა ხერხმა ღიმილი მოჰგვარა მისის მარჩს, მაგრამ
მერე დინჯად უთხა:
– ჯო, გენდობი და არ მინდა, მეგს ჯერჯერობით რამე უთხრა,
როცა ჯონი ჩამოვა და ორივეს ერთად ვნახავ, უფრო უკეთესად
მივხვდები, რა გრძნობები აქვს მისდამი.
– დაინახავს იმ ლამაზ თვალებს, რომლებიც პირზე აკერია და
მისი ამბავიც გათავდება. ისეთი გულჩვილია, ვინმემ ერთი ნაზად
რომ შეხედოს, იქვე დადნება, როგორც კარაქი მზეში. იმის
გამოგზავნილ მოკლე პატაკებს უფრო მეტხანს კითხულობდა,
ვიდრე შენს წერილებს და ეგ რომ ვუთხარი, მიჩქმიტა.
თაფლისფერი თვალები მოსწონს და ჯონი უშნო სახელი არ
ჰგონია, ჰოდა, ადგება, შეიყვარებს და მერე დავემშვიდობოთ
სიწყნარეს, მხიარულებას და დროსტარებას. ყველაფერს წინასწარ
ვხედავ! დაიწყებენ შეყვარებულები სახლის გარშემო ბორიალს და
ჩვენ უნდა მოვერიდოთ, რომ სადმე არ გადაგვეყარონ. მეგი
მთლად მაგ კაცით იქნება გატაცებული და მე მისგან აღარანაირი
ხეირი არ მექნება. ბრუკი როგორმე მოაქუჩებს ფულს, წაიყვანს

282
მეგს და ოჯახს დაგვირღვევს, დავრჩები გულმოკლული და
ყველაფერი საზიზღრად იქნება. ოჰ, რატომ ბიჭები არა ვართ:
მაშინ ხომ სადარდელი არაფერი გვექნებოდა!
ჯომ ნიკაპი მუხლებს დააყრდნო და სასოწარკვეთილმა მუშტი
მოუღერა საძაგელ ჯონს. მისის მარჩმა ამოიოხრა და ჯომ აიხედა,
სახეზე ეწერა, რომ შვება იგრძნო.
– არც შენ მოგწონს, ხომ, დე? მიხარია. მოდი, ვუთხრათ, შენ
შენს საქმეს მიხედე-თქო და მეგს ერთ სიტყვასაც ნუ ეტყვი: ჰოდა,
ყველანი ერთად ვიქნებით ბედნიერად, როგორც აქამდე ვიყავით.
– სულ ტყუილად ამოვიოხრე, ჯო. დროთა განმავლობაში
ყველამ თქვენ თქვენს სახლებში უნდა იცხოვროთ, ეს ბუნებრივია
და სწორი, მაგრამ მე მაინც მინდა, ჩემი გოგონები რაც შეიძლება
დიდხანს მყავდეს გვერდით და ვწუხვარ, რომ ეს ამბავი ასე მალე
მოხდა: მეგი მხოლოდ ჩვიდმეტისაა და რამდენიმე წელი უნდა
გავიდეს, სანამ ჯონი სახლის ყიდვას მოახერხებს. მე და
მამათქვენი შევთანხმდით, რომ მეგმა არანაირი ვალდებულებით
არ უნდა შეიზღუდოს თავი და არც გათხოვდეს, სანამ ოცისა არ
შესრულდება. თუ მას და ჯონს ერთმანეთი უყვართ, მოიცადონ
და ამით გამოსცადონ თავიანთი სიყვარული. მეგი სინდისიერია
და იმის შიში არა მაქვს, რომ ჯონს სასტიკად მოექცევა. ჩემი
ლამაზი, გულკეთილი გოგო! იმედი მაქვს, საქმე კარგად წაუვა.
– არ გერჩია, მდიდარ კაცს გაჰყოლოდა? – ჰკითხა ჯომ, როცა
დედას უკანასკნელ სიტყვებზე ხმამ უმტყუნა.
– ფული კარგი და გამოსადეგი როგორ არ არის, ჯო, და იმედი
მაქვს, ჩემი გოგონები არც საშინელ უფულობას გამოცდიან და არც
დიდი ფულით მოგვრილ ცდუნებას. ძალიანაც გამიხარდებოდა,
რომ ჯონს სადმე კარგ საქმეში ჰქონდეს ფეხი მოკიდებული და ეს
საქმე იმდენ შემოსავალს აძლევდეს, რომ ვალის აღება არ
დასჭირდეს და მეგს ოჯახური ცხოვრებისთვის საჭირო პირობები
შეუქმნას. მე ჩემი გოგონებისთვის არც ბრწყინვალექონების
მაძიებელი ვარ, არც მაღალ საზოგადოებაში გამორჩეული
ადგილისა და არც განთქმული გვარისა. თუ გვარიშვილობა და
ფული სიყვარულსა და ღირსებას მოჰყვება თან, მადლობით
მივიღებ და გამიხარდება თქვენი ქონება, მაგრამ გამოცდილებით

283
ვიცი, რაოდენი ჭეშმარიტი ბედნიერება შეიძლება იპოვო
უბრალო, პატარა სახლში, სადაც შრომით შოულობენ დღიურ
ლუკმას, ხოლო ცოტაოდენი ხელმოკლეობა განსაკუთრებულ
სიტკბოს ანიჭებს მცირერიცხოვან სიამეებს. მე თანახმა ვარ, მეგმა
ხელმოკლედ დაიწყოს ცხოვრება, რადგან თუ არ მეშლება,
სამაგიეროდ, ისეთ საუნჯეს დაეპატრონება, როგორიც კარგი
კაცის გულია, ეს კი ყოველნაირ ქონებასა სჯობს.
– მესმის, დე, და კიდეც გეთანხმები, მაგრამ მეგის ბედზე მაინც
გული მწყდება, იმიტომ რომ გეგმაში მქონდა, ერთ მშვეიერ დღეს
ტედისთვის მიმეთხოვებინა და მთელი სიცოცხლე უზრუნველად
გაეტარებინა. ხომ კარგი იქნებოდა? – სახეგანათებულმა ახედა
დედას ჯომ.
– ხომ იცი, მეგზე პატარაა... – დაიწყო მისის მარჩმა, მაგრამ ჯომ
შეაწყვეტინა:
– სულ ოდნავ. თავისი ასაკის პირობაზე დიდსა ჰგავს, მაღალიც
არის და, როცა ინდომებს, ძალიანაც დიდივით იქცევა. თანაც,
მდიდარია, გულუხვი, კეთილი, ჩვენც ყველანი ვუყვარვართ, და
ძალიან მწყინს, რომ ეს გეგმა ჩამეშალა.
– მე თუ მკითხავ, ლორი მეგისთვის ნამდვილად პატარაა და
ესეც რომ არა, ჯერჯერობით ისეთი ცვალებადია, ვერ დაენდობი.
გეგმებს ნუ დააწყობ, ჯო, შენი მეგობრების დაწყვილება კი დროსა
და მათ გულებს მიანდე. ამნაირ ამბებში ისე ვერ ჩავერევით, რომ
არაფერი დავაშავოთ და, შენი თქმისა არ იყოს, ჯობს თავებს
„რომანტიკული სისულელით“ ნუ გამოვიტენით, რომ ამან
მეგობრობას არ ავნოს.
– კარგი, არ დავაწყობ, მაგრამ მაინც მწყინს, რომ საქმეები
უკუღმართად მიდის და იხლართება, როცა შეიძლება აქ ცოტა
გამოქაჩო, იქ ცოტა ჩაჭრა და ყველაფერი გასწორდება. ნეტავი
თავზე უთოები დაგვედო და ისე გვევლო, რომ არ
გავზრდილიყავით, მაგრამ კოკორი იქცევა ვარდად, კნუტი კი –
კატად, აფსუს!
– რა უთოები და კატებიო? – მეგი უჩუმრად შემოვიდა ოთახში
და დასრულებული წერილი მოიტანა.

284
– რაღაც სისულელეს ვამბობდი. წავალ, დავწვები. წამო, პეგი, 1
– თქვა ჯომ და წამოდგომისას ისე გაიშალა, როგორც ასაწყობი
თავსატეხი.
– ძალიან კარგად და ლამაზად დაგიწერია. ისიც დაუმატე, რომ
ჯონს მოკითხვას ვუთვლი, – თქვა მისის მარჩმა მას მერე, რაც
წერილს გადახედა და მეგს დაუბრუნა.
– ჯონს ეძახი? – ღიმილით ჰკითხა მეგმა და ალალი თვალებით
დახედა დედას.
_ ჰო, შვილივით ვუყურებთ და ძალიან გვიყვარს, – მიუგო
მისის მარჩმა და გამომცდელად ახედა.
– გამიხარდა, თორემ ძალიან მარტოსულია... ღამე მშვიდობისა,
დე, საყვარელო. ვერ გამომითქვამს, ისე მამშვიდებს შენი აქ ყოფნა,
– მიუგო მეგმა.
დედა ნაზი კოცნით დაემშვიდობა და როცა მეგი გავიდა, მისის
მარჩმა კმაყოფილებანარევი სინანულით თქვა:
– ჯერ არ უყვარს ჯონი, მაგრამ ცოტაც და...

1 პეგი – წარმოებულია „მეგისგან“.

285
თავი ოცდამეერთე

ლორიმ ამბები დაატრიალა,


ჯომ კი ყველანი მოარიგა

მეორე დღეს ჯოს სახე დაკვირვებად ღირდა, რადგან ახალმა


საიდუმლომ ისე დაამძიმა, რომ ძალაუნებურად იდუმალებით
მოსილი და მედიდური იერი დაიდო. მეგმა შენიშნა, მაგრამ რამის
გასარკვევად თავი არ შეუწუხებია, რადგან იცოდა: თუ ჯოსგან
რამე უნდოდა, დაპირისპირებულობათა კანონით უნდა
ემოქმედა, ამიტომაც დარწმუნებული იყო, თუკი არაფერს
ვკითხავ, ყველაფერს თვითონვე ჩამიკაკლავსო. ჰოდა, დიდად
გაკვირვებული დარჩა, როცა დუმილი არ დარღვეულა და ჯომ
როგორღაც მფარველურად დაუწყო მოპყრობა, რაზეც, ცხადია,
მეგი გაბრაზდა და, თავის მხრივ, ღირსებით აღსავსე,
დარბაისელი ადამიანის გამომეტყველება მიიღო, თან დედაზე
ზრუნვაში ჩაეფლო. შედეგად, ჯო თავისი თავის ამარა დარჩა,
რადგან ბეთთან ახლა მისის მარჩმა დაიკავა მომვლელის ადგილი
და ჯოს უთხრა, შენ იმდენ ხანს იყავი გამოკეტილი, რომ ახლა
დაისვენე, ისეირნე და გაერთეო. ემი ჯერაც წასული იყო და ჯოს
ლორიღა რჩებოდა მხსნელად. საერთოდ, მასთან ყოფნას არაფერი
ერჩია, ახლა კი უფრთხოდა, რადგან ბიჭი გამოუსწორებელი
ონავარი იყო და ჯოს ეშინოდა, საიდუმლოს დამტყუებსო.
მართალიც იყო: როგორც კი ამ მავნე ყმაწვილმა იეჭვა, ჯო რაღაცას
მიმალავს, მაშინვე მტკიცედ გადაწყვიტა ყველაფრის გაგება და
ჯო დიდ სატანჯველში ჩააგდო. ეპირფერებოდა, ქრთამავდა,
დასცინოდა, ემუქრებოდა და ტუქსავდა; ვითომ გულგრილად
ეჭირა თავი და მერე უცბად შეუტევდა, რომ სიმართლე
286
ეთქმევინებინა; ხან აცხადებდა, ისედაც ყველაფერი ვიციო, ხან –
არც მაინტერესებსო; და ბოლოს, შეუპოვრობის წყალობით,
დარწმუნდა, რომ საქმე მეგსა და მისტერ ბრუკს ეხებოდა.
აღშფოთებული, – როგორ თუ მასწავლებელმა საიდუმლო მე არ
გამანდოო, – მაშინვე შეუდგა თავის მტვრევას ისეთი
შურისძიების მოსაფიქრებლად, რასაც ამგვარი უგულებელყოფა
იმსახურებდა.
ამასობაში მეგს აშკარად, დაავიწყდა ჯოს საიდუმლო და
თავგამეტებით შეუდგა მამის დახვედრის თადარიგს, მაგრამ
ერთბაშად როგორღაც შეიცვალა და ერთი-ორი დღე თავის თავს
არ ჰგავდა. კრთებოდა, როცა ვინმე დაელაპარაკებოდა,
წითლდებოდა, როცა ვინმე შეხედავდა, ხმას არ იღებდა და
დამფრთხალი, შეწუხებული იერით უჯდა საკერავს. დედამ
რამდენჯერაც ჰკითხა, როგორ ხარო, იმდენი მიუგო, კარგადო, ჯო
კი იმით გააჩუმა, რომ შეემუდარა, თავი დამანებეო.
– გრძნობს, რომ ჰაერში დალივლივებს – სიყვარულზე ვამბობ
– და ძალიან სწრაფად ავადდება. უკვე მეტი წილი სიმპტომებისა
აღენიშნება – შფოთავს და ბრაზობს, არ ჭამს, არ სძინავს და,
დაღონებული, ხან ერთ კუთხეში ზის და ხან მეორეში. წავასწარი,
იმის გადმოთარგმნილ სიმღერას მღეროდა, ერთხელ კი შენსავით
„ჯონი“ დაუძახა და ყაყაჩოსავით გაწითლდა. რა ვქნათ? –
ისეთნაირად იკითხა ჯომ, რომ ეტყობოდა, მზად იყო ყველანაირი
ზომა მიეღო, თუნდაც ძალმომრეობითი.
– არაფერი, მხოლოდ დავიცადოთ. თავი დაანებე, კეთილად და
მოთმინებით მოექეცი. მამას ჩამოსვლა ყველაფერს თავის ადგილს
მიუჩენს, – დაარიგა დედამ.
– შენი წერილია, მეგ. დალუქული. რა უცნაურია! მე ტედი
თავის დღეში არ მიგზავნის დალუქულ წერილებს, – თქვა ჯომ
მეორე დღეს, პატარა ფოსტის შიგთავსის დარიგებისას.
მისის მარჩი და ჯო თავიანთ საქმეებში იყვნენ ჩაფლულები
როცა მეგმა ისე შეჰყვირა, რომ ორივემ აიხედა. გოგო შეშინებული
დაჰყურებდა ახლად მიღებულ წერილს.
‒ რა იყო, შვილო? ‒ შესძახა დედამ და მიირბინა, ჯო კი
უბედურების მომტან წერილს წაეტანა.

287
– შეცდომა იყო, არ გამოუგზავნია. ოჰ, ჯო, ეგ რამ გაქნევინა? –
სახეზე ხელები აიფარა მეგმა და გულდამწვარი აქვითინდა.
– მე? მე არაფერიც არ მიქნია! რას ამბობს? – გაოგნდა ჯო.
მეგს რისხვით აენთო თვინიერი თვალები, ჯიბიდან
დაჭმუჭნილი წერილი ამოიღო, ჯოს გადაუგდო და საყვედურით
უთხრა:
– ეს შენი დაწერილია და ის საძაგელი ბიჭიც მოგეხმარა. ასე რამ
გაგაუხეშათ, რამ გაგაავათ და რამ გაგასასტიკათ ან ერთი და ან
მეორე?
ჯო ცალი ყურით უსმენდა, რადგან ისიცა და დედაც ნაცნობი
ხელით დაწერილ წერილს კითხულობდნენ:

„ჩემო უძვირფასესო მარგარეტ!


გრძნობებს ვეღარ ვმალავ და ჩამოსვლამდევე უნდა შევიტყო
ჩემი ხვედრი. თქვენს მშობლებთან ლაპარაკი ჯერ ვერ გავბედე,
მაგრამ მე მგონი, დათანხმდებიან ჩვენს ქორწინებას, თუკი
გაიგებენ, როგორ ვაღმერთებთ ერთმანეთს. მისტერ ლორენსი
კარგი სამსახურის შოვნაში დამეხმარება და მერე, ჩემო
საყვარელო გოგო, გამაბედნიერებთ. გემუდარებით, ოჯახის
წევრებს ჯერ ნურაფერს ეტყვით და ლორის ხელით ერთი
იმედიანი სიტყვა გამომიგზავნეთ.
თქვენი ერთგული ჯონი“

– აჰ, ეგ პატარა არამზადა! მაგით გადამიხადა, არა, მადლობა


იმისთვის, რომ დედასთვის მიცემული სიტყვა შევასრულე? ერთი
კარგად გავჯორავ და ბოდიშის მოსახდელად მოვაბრძნებ, ‒
შეჰყვირა მართლმსაჯულების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
ანთებულმა ჯომ, მაგრამ დედას ისეთი იერი დაედო, ათასში
ერთხელ რომ დაედებოდა და ჯოს ხელი ჩაავლო:
– დაიცა, ჯო! ჯერ შენ თვითონ უნდა გაიმართლო თავი.
იმდენჯერ გიცელქია, რომ ვშიშობ, ამაშიც უნდა ერიოს შენი
ხელი.
– ღმერთმანი, დე, არა! ეგ წერილი აქამდე თვალით არ მინახავს
და არც არაფერი მსმენია; თავი მომიკვდეს, თუ მართალს არ
288
ვამბობდე! – ისე გულწრფელად თქვა ჯომ, რომ ყველამ დაუჯერა,
– მე რომ მაგ საქმეში გავრეულიყავი, უკეთესად გავაკეთებდი და
აზრიან წერილსაც დავწერდი. მეგ, იმედია, მაშინვე მიხვდი, რომ
მისტერ ბრუკი ამნაირ სისულელეს არ მოგწერდა, – დაუმატა და
ზიზღით მოისროლა ფურცელი.
– მის ნაწერს რომ ჰგავს... – ენა დაება მეგს და ის წერილი
მეორეს შეადარა, რომელიც ხელში ეჭირა.
– ოჰ, მეგ, პასუხი ხომ არ მიგიწერია? – აჩქარებით წამოიყვირა
მისის მარჩმა.
– ჰო, მივწერე! – და სირცხვილით დამწვარმა მეგმა ისევ
ხელებში ჩარგო სახე.
– ეს რა ხათაბალაა! მომაყვანინეთ ის საძაგელი ბიჭი, რომ
აგვიხსნას, რა ხდება და კარგადაც გაიჯოროს. ვერ მოვისვენებ,
სანამ ხელს არ ვტაცებ! – და ჯომ ისევ კარისკენ გაიწია.
– ჩუ! ამ ამბავს მე თვითონ მივხედავ, იმიტომ რომ იმაზე
უარესად ყოფილა საქმე, ვიდრე მეგონა. მარგარეტ, ყველაფერი
მიამბე, – ბრძანა მისის მარჩმა და მეგს მიუჯდა, მაგრამ ჯოსთვის
ხელი არ გაუშვია, არ გაიქცესო.
– პირველი წერილი ლორიმ მომცა და თითქოს არ იცოდა, შიგ
რა ეწერა, – დაიწყო თავჩაქინდრულმა მეგმა, – თავიდან
შევშფოთდი და შენთვის ვაპირებდი თქმას, მერე გამახსენდა, რა
ძალიან მოგწონს მისტერ ბრუკი და ვიფიქრე, უარს არ იქნება, თუ
ამ ამბავს რამდენიმე დღეს საიდუმლოდ შევინახავ-მეთქი. ისეთი
სულელი ვარ, მსიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ არავინ არაფერი
იცოდა და სანამ გადავწყვეტდი, რა მეპასუხა, მეგონა, მეც რომანის
გმირი ვიყავი, რომლებსაც ასეთი საქმეები აქვთ ხოლმე
გადასაწყვეტი. მაპატიე, დედა. უკვე დავისაჯე ჩემი
სისულელისთვის. ახლა თვალს ვეღარ გავუსწორებ.
– რა მისწერე? – ჰკითხა მისის მარჩმა.
– მარტო ის, რომ ძალიან ახალგაზრდა ვარ, რომ არ მინდა, რამე
დაგიმალო და რომ მამას უნდა ელაპარაკოს. მივწერე,
მადლობელი ვარ სიკეთისთვის და ჯერჯერობით – კიდევ
დიდხანს – თქვენი მეგობარი ვიქნები, მეტი ვერაფერი-მეთქი.
მისის მარჩს გაეღიმა, თითქოს გულზე მოეშვაო, ჯომ კი ტაში

289
შემოჰკრა და სიცილით წამოიძახა:
– სიფრთხილის განსახიერება ხარ! მერე, მეგ, იმან რაო, რა
გითხრა მაგაზე?
– სულ სხვა ტონით მომწერა, არანაირი სატრფიალო ბარათი არ
გამომიგზავნია და ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენი ანცი და, ჯო, ასე
მოურიდებლად გვექცევაო. ძალიან თავაზიანი და
მოკრძალებული წერილი იყო, მაგრამ ხომ ხვდებით, რა დღეშიც
ჩავვარდებოდი!
მეგი დედას მიეყრდნო, ისეთი შესახედავი იყო,
სასოწარკვეთილების განსახიერება გეგონებოდათ; ჯომ ბოლთა
დასცა ოთახში და სულ ტკბილ-ტკბილი სიტყვებით შეამკო
ლორი. ერთბაშად შედგა, დაავლო ხელი ორივე წერილს,
დააკვირდა და გადაჭრით თქვა:
– არა მგონია, ბრუკს ან ერთი ენახოს თვალით და ან მეორე.
ორივე ტედის დაწერილია, შენი წერილი კი თავისთან აქვს, რომ
დამცინოს, რაკი საიდუმლო არ გავუმხილე.
– ნურანაირი საიდუმლო ნუ გექნება, ჯო. დედას უამბე და
უსიამოვნებასაც აირიდებ, მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი ‒
გააფრთხილა მეგმა.
– რას ამბობ, ბავშვო! პირიქით: ეგ ამბავი დედამ მითხრა.
– გეყო, ჯო. მე მეგს დავაწყნარებ, შენ კი წადი და ლორი
მოიყვანე: ძირისძირობამდე გავერკვევი, რა ხდება და ახლავე
მოვუღებ ბოლოს ამნაირ ცელქობას.
ჯო გაიქცა, მისის მარჩმა კი ფრთხილად გაუმხილა მეგს
ბრუკის ნამდვილი გრძნობები.
– შენ კი რა გრძნობები გაქვს მისდამი, ჩემო კარგო? ისე გიყვარს,
რომ დაელოდო, სანამ სახლს მოგიწყობს? თუ – გინდა,
ჯერჯერობით მთლად თავისუფალი დარჩე?
– მე ისეთი შიში და წუხილი ვნახე, დიდხანს აღარ მომინდება
შეყვარებულებთან საქმის დაჭერა, იქნებ არც არასოდეს, –
გაღიზიანებით მიუგო მეგმა, – თუ ჯონმა ამ სისულელისა
არაფერი იცის, ნურც ეტყვი და ისე ქენი, რომ ჯომ და ლორიმ ენას
კბილი დააჭირონ. არ მინდა, მატყუებდნენ, მტანჯავდნენ და
მასულელებდნენ. სამარცხვინოა!

290
რაკი მისის მარჩმა ჩვეულებრივ თვინიერი მეგი ასე
გაცეცხლებული, ბოროტი ხუმრობით თავმოყვარეობაშელახული
დაინახა, იმით დაამშვიდა, რომ დაჰპირდა, ამ ამბავს არავის
გავაგებინებთ და სამომავლოდ დიდ სიფრთხილეს გამოვიჩენთო.
როგორც კი შემოსასვლელში ლორის ნაბიჯების ხმა გაისმა, მეგი
კაბინეტში გაიქცა და მისის მარჩი მარტო დაუხვდა
ბოროტმოქმედს. ჯოს არ გაემხილა, რატომ ეძახდნენ, ვაითუ არ
წამომყვესო, მაგრამ ბიჭმა მისის მარჩის სახე დაინახა თუ არა,
მაშინვე მიხვდა; დადგა მის წინ, ხელში შლაპას დაუწყო წვალება
და დამნაშავის იერმა მაშინვე ამხილა. ჯო ოთახიდან გაისტუმრეს,
მაგრამ არჩია, დერეფანში გუშაგივით ევლო წინ და უკან, რადგან
შიში ჰქონდა, ვაითუ პატიმარი გაიქცესო. სასტუმრო ოთახში
ნახევარი საათის განმავლობაში ხმები ხან აიწევდა და ხან
დაიწევდა, მაგრამ გოგონებმა ვერასოდეს შეიტყვეს, რა მოხდა იმ
საუბრისას.
როცა მეგსა და ჯოს დაუძახეს, ლორი ისეთი მონანიე იერით
იდგა მისის მარჩის გვერდით, რომ ჯომ მაშინვე აპატია, ოღონდ ამ
ფაქტის გამომჟღავნება გონივრულად არ ეჩვენა. მეგმა კი მოისმინა
ბიჭის მოკრძალებული ბოდიში და დიდი შვება იგრძნო, როცა
ლორიმ დაარწმუნა, ბრუკმა ამ ხუმრობისა არაფერი იცისო.
– სანამ ცოცხალი ვარ, სიტყვას არ ვეტყვი, მარწუხებით ვერ
ამომგლეჯენ! ჰოდა, მაპატიე, მეგ; რასაც გინდა, იმას ვიზამ,
ოღონდ დაგანახო, რა დიდი სინანულით ვნანობ, – დაამატა
მართლაც ძალზე დარცხვენილმა.
– ვეცდები, მაგრამ ეგ ჯენტლმენის შესაფერისი საქციელი არ
იყო. რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი ვერაგი და ავი იყავი, – მიუგო
მეგმა და სცადა, ქალიშვილური უხერხულობა სერიოზული
საყვედურით შეენიღბა.
– მართლა რომ საზიზღრობა იყო და ღირსი ვარ, ერთი თვე ხმა
არ გამცე, მაგრამ მითხარი, მაგას ხომ არ იზამ? – მომხიბლავი
დამაჯერებლობით ჰკითხა ლორიმ და ისეთი მუდარით
დაიკრიფა გულხელი, რომ მისი აღმაშფოთებელი საქციელის
მიუხედავად მაინც ვერ გაუბრაზდებოდით.
მეგმა აპატია და მისის მარჩსაც მოულბა სახე (თუმცა

291
ცდილობდა, მკაცრი იერი არ დაჰკარგვოდა), როცა ბიჭმა
გამოაცხადა, ნებისმიერ სასჯელს შევურიგდები, ოღონდაც
ცოდვები გამოვისყიდოო და დაინახა, როგორ იმცირებდა თავს
შეურაცხყოფილი გოგონას წინაშე.
ამასობაში ჯო განზე იდგა და უნდოდა, გული გაექვავებინა,
მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ სახეზე უკიდურესად
გამკიცხავი იერი დაიდო. ლორიმ ერთი-ორჯერ გახედა, მაგრამ
რაკი ჯომ მოლბობის არანაირი ნიშანი არ დაიტყო, ეწყინა და
სანამ დანარჩენები ლაპარაკს მორჩებოდნენ, ზურგი შეაქცია, მერე
კი მდაბლად დაუკრა თავი და სიტყვის უთქმელად გავიდა.
წასვლა ვერ მოასწრო, რომ ჯომ მაშინვე ინანა, რატომ უფრო
მეტი მიმტევებლობა არ გამოვიჩინეო და როცა მეგი და დედა
ზემოთ ავიდნენ, მარტოსულად იგრძნო თავი, ტედი მოენატრა.
ცოტა ხანს გაუძლო, მერე კი დანებდა სურვილს, შეიარაღდა
მისტერ ლორენსისთვის დასაბრუნებელი წიგნით და დიდი
სახლისკენ გაეშურა.
– მისტერ ლორენსი შინ ბრძანდება? – ჰკითხა კიბეზე
ჩამომავალ მოახლეს.
– დიახ, მის, მაგრამ მე მგონი, ახლა მისი ნახვა არ ღირს.
– რატომ? ავად არის?
– არა, მის, მაგრამ მისტერ ლორის ეჩხუბა, ის რაღაცით
გაღიზიანებული გახლდათ და მოხუცი ჯენტლმენი ისე
გაბრაზდა, რომ ახლოსაც არ გავეკარებოდი.
– ლორი სად არის?
– თავის ოთახში ჩაიკეტა. ვუკაკუნე, მაგრამ პასუხი არ გამცა. არ
ვიცი, სადილს რა ვუყო: გავამზადე და მჭამელი არავინ არის.
– მივალ და გავარკვევ, რა ხდება. მე არც ერთის მეშინია და არც
მეორის.
ავიდა ჯო და მაგრად დააკაკუნა ლორის პატარა კაბინეტის
კარზე.
– გაჩერდი, თორემ გავაღებ კარს და გიჩვენებ სეირს! – მუქარით
გამოსძახა შიგნიდან ყმაწვილმა ჯენტლმენმა.
ჯომ იქვე ხელახლა დააკაკუნა. კარი ერთბაშად გაიღო და ჯო
მანამ შევარდა შიგნით, სანამ გაკვირვებული ლორი გონს

292
მოვიდოდა. რაკი ბიჭი მართლაც გაცეცხლებული დაუხვდა, ჯომ,
რომელმაც იცოდა, როგორ მოევლო ამ საქმისთვის, მონანიე იერი
მიიღო, მოხდენილად დაეშვა მუხლებზე და თვინიერად უთხრა:
– გეხვეწები, მაპატიე, ასე რომ გაგიბრაზდი. შესარიგებლად
მოვედი და სანამ არ მაპატიებ, ვერ წავალ.
– კარგი, შევრიგდეთ. ადექი და ნუ სულელობ, ჯო, – ასეთი
თავაზიანი პასუხი მიიღო გოგომ თავის მუდარაზე.
– გმადლობ, კარგი. შეიძლება გკითხო, რა ხდება? თითქოს
მთლად დაწყნარებული არ უნდა იყო.
– შემანჯღიერს და მაგას ვერ ავიტან! – ბრაზით წაიღრინა
ლორიმ.
– ვინ? – ჩაეკითხა ჯო.
‒ პაპამ. სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, ავდგებოდი და... – ნაწყენმა
ყმაწვილმა მარჯვენა მკლავის ენერგიული გაქნევით დაასრულა
წინადადება.
– დიდი ამბავი! მეც ხშირად გაჯანჯღარებ და როდის ბრაზობ?!
– დაუყვავა ჯომ.
– იჰ! შენ გოგო ხარ და მეხუმრები ხოლმე, კაცებიდან კი ჩემს
შეჯანჯღარებას არავის ვაპატიებ!
– ალბათ ვერც ვერავინ გაგიბედავს, თუ ასე შავი ღრუბელივით
მოქურუხებული დაგინახა, როგორც ახლა იყურები. მაინც რატომ
მოხდა ეგ ამბავი?
– მარტო იმიტომ, რომ არ ვუთხარი, დედაშენმა რისთვის
დამიძახა. დავპირდი, არავის ვეტყვი-მეთქი და, ცხადია, სიტყვის
გატეხას არც ვაპირებდი.
– პაპაშენი სხვა ვერასგზით ვერ დააშოშმინე?
– ვერა: სიმართლე უნდოდა, მხოლოდ სიმართლე და არაფერი
სიმართლის გარდა. რაც დავაშავე, ვეტყოდი, მეგის სახელის
უხსენებლად რომ გამომსვლოდა, მაგრამ რახან ეგ ვერ მოხერხდა,
ენას კბილი დავაჭირე და მანამ ვიტანდი ტუქსვას, სანამ
ბერიკაცმა საყელოში არ მტაცა ხელი. მაშინ კი ავდექი და
გამოვიქეცი – შემეშინდა, ვაითუ მოთმინება დავკარგო-მეთქი.
– ცუდად მოსვლია, მაგრამ ვიცი, ნანობს. ჰოდა, ჩადი დაბლა
და შეურიგდი. მე მოგეხმარები.

293
– წყეული ვიყო, თუ ჩავიდე! არ მინდა, ვინმემ ჭკუა მარიგოს და
მუშტები მირტყას რაღაც ერთი ბეწო ცელქობისთვის. განვიცადე
მეგის ამბავი და კაცურად ბოდიშიც მოვუხადე, მაგრამ მეორედ არ
მოვიხდი, როცა არაფერი დამიშავებია.
– ეგ ხომ არ იცოდა!
– უნდა მენდოს და ისე არ მომექცეს, თითქოს ძუძუმწოვარა
ვიყო. ტყუილად ცდილობ, ჯო. უნდა გაიგოს, რომ შემიძლია თავს
მივხედო და არავის კალთაზე გამობმა არ მჭირდება.
– მაინც რა ფიცხები ხართ ორივენი! – ამოიხვნეშა ჯომ, – მაშ,
როგორ აპირებ ამ საქმის მორიგებას?
– მმ... ბოდიში უნდა მომიხადოს და დამიჯეროს, როცა
ვეუბნები, რომ ვერ ვუამბობ, რატომ ატყდა ორომტრიალი.
– ეგ რა მოიგონე?! მაგას ხომ არ იზამს!
– ჰოდა, სანამ არ იზამს, არ ჩავალ.
– კარგი, რა, ტედი, ჭკუას ძალა დაატანე. დაუთმე და მეც
ავუხსნი, რისი თქმაც შემიძლია. სულ აქ ხომ ვერ იჯდები, ჰოდა,
რად გინდა ეს მელოდრამა.
– აქ დიდხანს დარჩენას ისედაც არ ვაპირებ. გავიპარები და
სადმე წავალ სამოგზაუროდ, ჰოდა, პაპაჩემს რომ მოვენატრები,
მალევე მოვა ჭკუაზე.
– ალბათ, მაგრამ არ უნდა წახვიდე და შენი წასვლით გული არ
უნდა ატკინო.
– ჭკუას ნუ მასწავლი! ვაშინგტონში წავალ და ბრუკს ვნახავ. იქ
მხიარულებაა და ამ ფათერაკების შემდეგ გულს გადავაყოლებ.
– მართლა რა კარგად გაერთობი! მეც რომ შემეძლოს
გამოქცევა!.. – ჯოს თვალწინ დაუდგა დედაქალაქის სამხედრო
ცხოვრების ბრწყინვალე სურათები და სულ გადაავიწყდა, რომ
დამრიგებლის როლს თამაშობდა.
– ჰოდა, წამო! რატომაც არა? წამოხვალ, მამას გაახარებ, მეც
ბებერ ბრუკს გამოვაფხიზლებ. ოინი ეგ იქნება, თუ იქნება! მოდი,
ვქნათ ეგ საქმე, ჯო! წერილი დავტოვოთ, კარგად ვართ-თქო და
მაშინვე გავქუსლოთ. ფული მეყოფა. შენც გარგებს, თან მაგაში
ცუდი არაფერია: ბოლოს და ბოლოს, მამასთან მიდიხარ.
ჯომ წამით თითქოს დაყაბულება დააპირა, რადგან ეს გეგმა,

294
თუნდაც ახირებულზე ახირებული, მის სურვილებს
ესატყვისებოდა. ავადმყოფის მოვლითა და სახლში
გამოკეტილობით დაღლილს ცვლილება სწყუროდა და მამაზე
ფიქრი მაცდუნებლად შეერწყა სამხედრო ბანაკებისა და
ჰოსპიტლების განუცდელ მომხიბვლელობას, თავისუფლებასა და
გართობას. თვალები აენთო და ნდომით ავსილმა გაიხედა
ფანჯარაში, მაგრამ პირდაპირ მდგარი ძველი სახლის დანახვაზე
სევდიანად, თუმცა მტკიცედ გააქნია თავი.
– ბიჭი რომ ვიყო, ერთად გავიქცეოდით და კარგ დროსაც
გავატარებდით, მაგრამ მე ხომ ერთი საწყალი გოგო ვარ, წესიერად
უნდა მოვიქცე და შინ დავეტიო. ნუ მაცდუნებ, ტედი, ეგ ხომ
გიჟური გეგმაა.
– ჰოდა, მაგიტომაც ვარგა, – დაიწყო ლორიმ, რომელიც
უგუნურ თავნებობას აეტანა და ერთი სული ჰქონდა, როგორმე
ნებადართულის ზღვარი გადაელახა.
– ენა გააჩუმე! – უყვირა ჯომ და ყურებზე ხელი აიფარა, – ჩემი
ხვედრი პრანჭვა-გრეხაა და ვინ იცის, შევეგუო კიდეც. აქ
იმისთვის მოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო და არა ისეთი რამე
მოვისმინო, რის გაგონებაზეც კუნტრუში მომინდება.
– მეგს, ვიცი, მოსაწყენად მოეჩვენებოდა ამნაირი წინადადება,
მაგრამ შენ უფრო ვაჟკაცი მეგონე, – შემპარავად დაიწყო ლორიმ.
– გაჩუმდი, შე ცუდო ბიჭო! დაჯექი და შენს საკუთარ
ცოდვებზე იფიქრე იმის მაგივრად, რომ მე გამამრავლებინო ჩემი.
თუ პაპაშენს ბოდიშს მოვახდევინებ იმ შენჯღრევისთვის,
გადაიფიქრებ გაქცევას? – სერიოზულად ჰკითხა ჯომ.
– ჰო, მაგრამ არაფერი გამოგივა, – მიუგო ლორიმ, რომელსაც
დიახაც უნდოდა შერიგება, მაგრამ გრძნობდა, რომ საამისოდ ჯერ
მისი შელახული ღირსება უნდა აღმდგარიყო.
– თუ ახალგაზრდას მოვერიე, ხნიერსაც ვაჯობებ, –
წაიდუდუნა ჯომ და წავიდა, ხელებზე თავჩამოყრდნობილი
ლორი კი სარკინიგზო რუკას უკირკიტებდა.
– მობრძანდით! – ჩვეულებრივზე მჭახედ გაისმა მისტერ
ლორენსის მჟღერი ხმა, როცა ჯომ კარზე დაუკაკუნა.
– მე ვარ, სერ, წიგნის დასაბრუნებლად მოვედი, – თავაზიანად

295
დაიწყო ჯომ და შევიდა.
‒ კიდევ გინდა? – მოხუცი ჯენტლმენი დაღვრემილი და
გაღიზიანებული ჩანდა, მაგრამ ცდილობდა არ შეტყობოდა.
– დიახ, თუ შეიძლება. მოხუცი სემი ისე მომეწონა, რომ ალბათ
მეორე ტომსაც ვცდი, – მიუგო ჯომ იმ იმედით, რომ მოხუც
ჯენტლმენს გუნებას გამოუკეთებდა, თუკი ყაბულს იქნებოდა,
მეორე ულუფაც ეგემა ბოსუელის „ჯონსონისა“ 1, რომელიც
ბერიკაცმა ურჩია, სასიამოვნო საკითხავიაო.
ბუჩქა წარბები ოდნავ გაიშალა და ბერიკაცმა კიბე მიაგორა იმ
თაროსთან, სადაც ჯონსონის წიგნები და მის შესახებ დაწერილი
ლიტერატურა ელაგა. ჯო ავიდა, ჩამოჯდა ზედა საფეხურზე და
ვითომ წიგნის ძებნას შეუდგა, სინამდვილეში კი იმის ფიქრში
იყო, როგორ დაეწყო ლაპარაკი იმ სახიფათო თემაზე, რისთვისაც
მოვიდა. მისტერ ლორენსმა, ეტყობა, იეჭვა, რომ გოგოს რაღაც
ჰქონდა გუნებაში, რადგან რამდენჯერმე მკვირცხლად გაიარ-
გამოიარა ოთახში, მერე კი მიუბრუნდა და ისე მოულოდნელად
გამოელაპარაკა, რომ „რასელასი“ 2 პირქვე დაეხეთქა იატაკზე.
– რა ქნა იმ ბიჭმა? იცოდე, გამოქომაგებას არ მოჰყვე. შინ რომ
მოვიდა, ისე ეჭირა თავი, მივხვდი, რაღაც ამბავი ექნებოდა
დატრიალებული. სიტყვა ვერ ვათქმევინე და როცა დავემუქრე,
იმდენს გაჯანჯღარებ, გამოგტეხავ-მეთქი, ზევით მოკურცხლა და
თავის ოთახში ჩაიკეტა.
– ცუდად მოიქცა, მაგრამ ვაპატიეთ და ყველამ პირობა
დავდეთ, რომ არავის არაფერს ვეტყვით, – უხალისოდ დაიწყო
ჯომ.
– ეგ არ გამოვა. გულჩვილ გოგოებს პირობა გამოსტყუა და ახლა
მაგ პირობას უნდა, რომ ამოეფაროს? თუ რამე დააშავა, კიდევაც
უნდა აღიაროს, პატიება ითხოვოს და დაისაჯოს. თქვი, ჯო, რა
ხდება. არ მინდა, გაუგებრობაში მამყოფოთ.

1 „ჯონსონი“ – სემუელ ჯონსონი (1709-1784) – ინგლისელი კრიტიკოსი,


ლექსიკოგრაფი და ესეისტი; 1792 წელს მისმა მეგობარმა ჯეიმზ ბოსუელმა
გამოსცა მისი ბიოგრაფია „ცხოვრება სემუელ ჯონსონისა“.
2 „რასელასი“ – „რასელასი, უფლისწული აბისინიისა“ – ს. ჯონსონის
ფილოსოფიური მოთხრობა

296
მისტერ ლორენსი ისეთი შემაშინებელი ჩანდა და ისე მკვახედ
ლაპარაკობდა, ჯოს რომ შეძლებოდა, სიხარულით გაიქცეოდა,
მაგრამ მაღლა იჯდა, კიბეზე, ბერიკაცი კი კიბის ძირას იდგა და
ლომივით უღობავდა გზას, ჰოდა, სხვა რა გზა იყო: უნდა
დარჩენილიყო და ორთაბრძოლაში ჩაბმულიყო.
– სერ, მართლა ვერ გეტყვით. დედამ აგვიკრძალა. ლორი
ყველაფერში გამოტყდა, პატიება ითხოვა და დასჯითაც
საკმარისად დაისაჯა. უთქმელობით ლორის კი არა, სხვა ვინმეს
ვიცავთ და თუ თქვენც ჩაერევით, საქმე უარესად წავა. ძალიან
გთხოვთ, ნუ იზამთ. ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო, მაგრამ ახლა
ყველაფერი მოგვარდა. ჩვენც დავივიწყოთ ეს ამბავი და
„რამბლერზე“ 1 ან სხვა საამურ თემაზე ვისაუბროთ.
– ჭირსაც წაუღია „რამბლერი“! ჩამოდი და პატიოსანი სიტყვა
მომეცი, რომ ამ ჩემს უთავბოლო ბიჭს უმადურობა ან თავხედობა
არაფერი გაუბედავს. და, თუ მაინც გაბედა იმის მერე, რაც თქვენ
მაგისთვის სიკეთე გიქნიათ, ჩემი ხელით გავბერტყავ.
მუქარა შემზარავად გაისმა, მაგრამ ჯო არ შეშფოთებულა,
რადგან იცოდა, ფიცხი მოხუცი ჯენტლმენი, რაც უნდა
საწინააღმდეგოდ ელაპარაკა, თავის დღეში თითს არ დააკარებდა
შვილიშვილს. გოგო მორჩილად დაეშვა და, რამდენადაც
მოახერხა, ნათელი მოჰფინა ამბავს ისე, რომ არც მეგი უხსენებია
და არც სიმართლისთვის გადაუხვევია.
– ჰმ... ჰა... მმ... თუ ბიჭმა იმიტომ ჩაიგუბა პირში წყალი, რომ
პირობა დადო, და არა იმიტომ, რომ კერპობს, ვაპატიებ. დიდი
შეუსმენელი ვინმეა და ძნელად დასამორჩილებელი, – თქვა
მისტერ ლორენსმა და ამ ლაპარაკში ისე აიჩეჩა თმა,
გეგონებოდათ, პირქარში უვლიაო, შეჭმუხნილი შუბლი კი
თანდათან გადაეშალა.
– მეც მაგნაირი ვარ, მაგრამ დაყვავება უფრო ჭრის ჩემზე,
ვიდრე მეფის მთელი ლაშქარი 2, – თქვა ჯომ, რათა კეთილი

1 „რამბლერი“ („ყბედი“) – „ჟურნალი, რომელსაც ს. ჯონსონი გამოსცემდა 1750-


1752 წლებში.
2 „მეფის მთელი ლაშქარი" – ინგლისური საბავშვო ლექსიდან „კვერცხმაცუნა“

297
სიტყვა შეეწია მეგობრისთვის, რომელმაც, როგორც შეატყო, ერთ
ხათაბალას დააღწია თავი თუ არა, იქვე მეორეში გაება.
– მაშ, გგონია, მე არ ვუყვავებ ხოლმე, არა? – გაისმა მკვახე
შეკითხვა.
– არა, რას ბრძანებთ, სერ! პირიქით, თქვენ ზოგჯერ
მეტისმეტადაც უყვავებთ, მაგრამ მერე ცოტა გაფიცხდებით
ხოლმე, როცა მოთმინებას გაკარგვინებთ. არ მეთანხმებით?
ჯოს გადაწყვეტილი ჰქონდა, ახლავე მოეგვარებინა ეს საქმე;
ცდილობდა, სრულიად უშფოთველი იერი ჰქონოდა, თუმცა,
ცოტა არ იყოს, აკანკალდა თავისი გაბედული სიტყვის შემდეგ.
დიდად გაუკვირდა და შვება იგრძნო, როცა მოხუცმა ჯენტლმენმა
მხოლოდ ის ქნა, რომ კაკუნით დააგდო მაგიდაზე სათვალე და
გულალალად წამოიძახა:
– მართალს ამბობ, გოგონი, ფიცხი როგორ არა ვარ! მიყვარს ის
ბიჭი, მაგრამ ისე გამოვყავარ მოთმინებიდან, რომ თუ მერეც
ამნაირად წავა საქმე, არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ყველაფერი.
– მე გეტყვით, რითაც: გაიქცევა, – ჯომ ამ სიტყვების თქმა ვერ
მოასწრო, რომ მაშინვე ინანა.
უნდოდა გაეფრთხილებინა, ლორი ვერ აიტანს მეტისმეტ
შეზღუდვასო და იმედი ჰქონდა, ბერიკაცი უფრო მომთმენად
მოექცეოდა ყმაწვილს.
მისტერ ლორენსს ერთბაშად შეეცვალა ღაჟღაჟა სახე, დაჯდა
და შეწუხებულმა ახედა მისი მაგიდის ზემოთ დაკიდებულ
სანდომიანი მამაკაცის პორტრეტს. ლორის მამა იყო, რომელიც
ახალგაზრდობაში გაიქცა შინიდან და დესპოტი ბერიკაცის
სურვილის წინააღმდეგ შეირთო ცოლი. ჯომ ივარაუდა, ალბათ
წარსული ახსენდება და ნანობსო და ინატრა, ნეტავი ენაზე კბილი
დამეჭირაო.
– მაგას არ იზამს, თუ ძალიან არ გაუჭირდა, მხოლოდ იმუქრება
ხოლმე, როცა სწავლით იღლება. მეც ხშირად მიფიქრია, გავიქცე-
მეთქი, მეტადრე მას მერე, რაც თმა შევიკრიჭე. ჰოდა, ერთხელაც
თუ თვალში დაგაკლდით, შეგეძლებათ გამოაცხადოთ, ორი ბიჭი
დაიკარგა-თქო და ინდოეთში მიმავალ გემებზე გვეძებოთ.
ამ სიტყვებზე გაეცინა; თითქოს მისტერ ლორენსიც

298
დამშვიდდა და ეს ყველაფერი ხუმრობად მიიღო.
– აი, შე თავგასულო, შენა! მაგნაირ ლაპარაკს როგორ მიბედავ?
ან უფროსის პატივისცემა სად არის ან წესიერი აღზრდა? ოჰ, ეს
გოგო-ბიჭები! რაც ჩვენ მაგათგან ტანჯვა-წვალება გვაქვს! არადა,
უმაგათოდაც რომ ვერა ვძლებთ! – თქვა და ჯოს ალერსით
უჩქმიტა ლოყაზე, – ადი და ჩამოიყვანე ის ბიჭი, ისადილოს,
უთხარი, ყველაფერი რიგზეა-თქო და ურჩიე, პაპას ტრაგედიები
აღარ გაუმართოს. ვერ ავიტან.
– არ ჩამოვა, სერ. ძალიან უჭირს, რაკი არ დაუჯერეთ, რომ
მართლა არ შეეძლო თქმა. მე მგონი, იმ შენჯღრევით ძალიან
აწყენინეთ.
ჯო ცდილობდა გულისამაჩუყებლად ელაპარაკა, მაგრამ
ალბათ არ გამოუვიდა, რადგან მისტერ ლორენსს ხარხარი
აუტყდა და ჯო მიხვდა, გამარჯვება დამრჩაო.
– ვნანობ მაგ ამბავს და ალბათ მადლობაც უნდა ვუთხრა: რა
კარგია, რომ შენ არ შემანჯღრიე-მეთქი. მაინც რა ეშმაკებს მოელის
ის ყმაწვილი? – მოხუცმა ჯენტლმენმა ჯოს შეხედა და შეეტყო,
ცოტათი შერცხვა თავისი გაფიცხებისა.
– თქვენს ადგილზე რომ ვიყო, საბოდიშო წერილს მივწერდი,
სერ. ამბობს, სანამ ბოდიშს არ მომიხდიან, არ ჩამოვალო და
ვაშინგტონსა და რაღაც სისულელეებს ახსენებს. ოფიციალური
ბოდიში დაანახვებს, რა შტერიც ბრძანდება და დაშოშმინებული
ჩამოვა. სცადეთ. ლორის უყვარს ხუმრობა, წერა კი ლაპარაკზე
იოლია. მე ავუტან წერილს და გავაგებინებ, რაც ევალება.
მისტერ ლორენსმა ყურადღებით შეხედა, გაიკეთა სათვალე და
ტკეპნა-ტკეპნით უთხრა:
– დიდი ეშმაკუნა ვინმე ბრძანდები, მაგრამ მე უარს არა ვარ,
რომ შენა და ბეთმა თქვენს ჭკუაზე მატაროთ. აბა, მოიტა
ფურცელი და მოვრჩეთ ამ სისულელეს.
წერილი ისეთი გამოთქმებით დაიწერა, როგორსაც დიდად
შეურაცხმყოფელი ჯენტლმენი გამოიყენებდა შეურაცხყოფილი
ჯენტლმენის მისამართით. ჯომ მელოტ თავზე კოცნა დააწება
მისტერ ლორენსს, აირბინა და ლორის კარქვეშ შეუცურა ბოდიში,
თან კი გასაღების ჭუჭრუტანიდან დაარიგა, დამჯერი იყავი და

299
წესიერად მოიქეციო და კიდევ რამდენიმე საჭირო, თუმცაღა
შეუძლებელი რამ ურჩია. რაკი კარი არ გაღებულა, ჯომ წერილს
მიანდო საქმის მოგვარება და უკვე წყნარად ჩადიოდა კიბეზე,
როცა ყმაწვილი ჯენტლმენი მოაჯირზე ჩასრიალდა, კიბის ძირას
დაელოდა და კეთილგანწყობით უთხრა:
– მაინც რა კარგი ბიჭი ხარ, ჯო! – და სიცილით დაამატა: –
ბევრი გტუქსეს?
– არა, ძალიანაც თვინიერად იქცეოდა.
– აჰა! მაინც გამოვძვერი, არადა, იქ შენც კი ხელი მკარი და
მზად ვიყავი ჯანდაბის გზაზე წავსულიყავი, – მობოდიშებით
დაიწყო ბიჭმა.
– მაგას ნუ ამბობ. გადაშალე ფურცელი და ახლიდან დაიწყე,
ტედი, შვილო ჩემო.
– მაგის მეტს რას ვშვრები: ვშლი ფურცლებს, ვშლი და ვაფუჭებ,
როგორც წინათ რვეულებს ვაფუჭებდი და იმდენჯერ ვიწყებ
ახლიდან, რომ ბოლო არ უჩანს, – სევდიანად მიუგო ლორიმ.
– წადი, ისადილე და გუნებაზე მოხვალ. კაცი მუდამ
ბუზღუნებს, როცა მშიერია, – და ამ სიტყვებით ჯო შემოსასვლელ
კარში გასხლტა.
– ეგ ჩემი სქესის სამარცხვინო დაღია, – ემის სიტყვები
გაიმეორა ლორიმ და წავიდა, რათა შესარიგებელი ტრაპეზი ეგემა
პაპასთან ერთად, რომელსაც მთელი ის დღე სრულიად
უშფოთველად და მეტისმეტად თავაზიანად ეჭირა თავი.
ყველამ იფიქრა, ეს ამბავი მოგვარდა და პატარა ღრუბელიც
გაიფანტაო, მაგრამ ამ ონავრობამ თავისი მაინც გააკეთა: სხვებს
თუ დაავიწყდათ, მეგს ახსოვდა. ერთხელაც არ უხსენებია მავანი
პიროვნება, მაგრამ ფიქრით ბევრს ფიქრობდა, ოცნებითაც
წინანდელზე მეტს ოცნებობდა და ერთხელ ჯოს, მარკების
ძებნაში რომ იყო და დის მაგიდას აქოთებდა, ფურცლის ნაგლეჯი
მოხვდა ხელში, რომელზეც მიეჩხაპნათ: „მისის ჯონ ბრუკი“;
ამაზე ჯომ ტრაგიკულად ამოიგმინა, ფურცელი ცეცხლში
მოისროლა და იგრძნო, რომ ლორის ცელქობის წყალობით, ცოტაც
და, შავი დღე გაუთენდებოდა.

300
თავი ოცდამეორე

სიხარულის ველი

მომდევნო მშვიდობიანი კვირები ქარიშხლის შემდეგ


გამობრწყინებულ მზეს ჰგავდა. ავადმყოფები სწრაფად
მიდიოდნენ უკეთესობისკენ. მისტერ მარჩი იწერებოდა, ახალი
წლის დასაწყისში ჩამოვალო. ბეთი უკვე ახერხებდა მთელი
დღეები დივანზე წოლას: ჯერ თავისი საყვარელი კატებით
ირთობდა თავს, მერე კი, ამდენ ხანს უპატრონოდ მიტოვებული
თოჯინების ტანისამოსის კერვას მიჰყო ხელი. ოდესღაც
მკვირცხლი ფეხები გაშეშებოდა და დაუძლურებოდა, ამიტომ
ჯოს ყოველდღე აჰყავდა ღონიერი ხელებით და სუფთა ჰაერზე
ასეირნებდა. მეგი ხალისით ითხუპნიდა და იწვავდა თეთრ
ხელებს „ჩვენი საყვარელი გოგოსთვის“ ნუგბარების კეთებაში.
ემიმ, ბეჭდის ერთგულმა მხევალმა, თავისი დაბრუნების
აღსანიშნავად იმდენი ავლადიდება გასცა, რამდენის მიღებაზეც
მოახერხა და დაიყოლია დები.
ახლოვდებოდა შობა. სახლში ჩვეული წინასადღესასწაულო
საიდუმლოებანი გაჩნდა. ჯო ხშირად აოგნებდა ოჯახს ამ
უჩველლოდ მხიარული შობის აღსანიშნავად სრულიად
წარმოუდგენელი ან დიდებულ-უაზრო ცერემონიების
შეთავაზებით. ლორისაც არანაკლებ შეუძლებელი
პროექტებისკენ მიუწევდა გული და ნებაზე რომ მიეშვათ,
კოცონებსაც გააჩაღებდა, ფეიერვერკებსაც მოაწყობდა და
ტრიუმფალურ თაღებსაც აღმართავდა. მრავალრიცხოვანი
შეხლა-შემოხლისა და შეურაცხმყოფელი შენიშვნების შემდეგ
პატივმოყვარე წყვილმა ბედკრული იერი მოირგო. ჩაითვალა,
301
რომ ორივენი შედეგიანად ალაგმეს. ნაწილობრივ ამაში
დაგაეჭვებდათ მათი ხარხარი, როცა მარტო რჩებოდნენ.
რამდენიმე დღე უჩვეულოდ თბილი ამინდი იდგა, რაც
ჩინებულ შობადღეს მოასწავებდა. ჰანა „ძვლებით გრძნობდა“,
მშვენიერი დღე დაგვიდგებაო და ნამდვილი წინასწარმეტყველი
გამოდგა. თითქოს ყველასა და ყველაფერს გადაწყვეტილი
ჰქონდა, ზეიმი დიდად წარმატებული გამოსულიყო: ჯერ ერთი,
მისტერ მარჩმა მოიწერა, მალე თქვენთან ვიქნებიო; იმ დილით
ბეთმა უჩვეულოდ კარგად იგრძნო თავი; დედას საჩუქარში,
წითელი მერინოსის ფუმფულა საშინაო კაბაში გამოწყობილი,
ზარ-ზეიმით მიიყვანეს ფანჯარასთან ჯოსა და ლორის ნობათის
სანახავად. „აულაგმავებმა“, სახელი არ შევირცხვინოთო და თავი
არ დაზოგეს: მთელ ღამეს ელფებივით იშრომეს და სასაცილო
სიურპრიზიც გაახერხეს. გარეთ, ბაღში, აღმართულ წარმოსადეგ
თოვლის ასულს თავზე ბაძგის გვირგვინი ედგა, ცალ ხელში
ხილითა და ყვავილებით სავსე კალათა ეჭირა, მეორეში – ახალი
ნოტების დიდი გრაგნილი; ცივ მხრებზე ცისარტყელასავით
ჭრელი ავღანური შალი მოეგდო, პირიდან კი გრძელ, ვარდისფერ
ფურცელზე დაწერილი საშობაო სიმღერა ამოსდიოდა.

იუნგფრაუ 1 – ბეთს
ღმერთი გფარავდეს ბეთ, დედოფალო,
გაშოროს დარდი, სევდა.
ჯანი, მშვიდობა, ბედნიერება
იყოს შობადღეს შენდა!

ხილი იგემოს ჩვენმა ფუტკარმა,


ყნოსოს სურნელი ყვავილთ,
მუსიკა უკრას პიანინოზე,
ფეხი დაითბოს შალით.

1 იუნგფრაუ (გერმან. Jungfrau – ქალწული) – მწვერვალი ვერნის ალპებში,


შვეიცარიაში

302
ჯოანას პორტრეტს ვინც დახატავდა,
მგონი, ყველანი მიხვდით:
თავი გადადო თვით რაფაელმა,
ჯაფა გასწია დიდი.

წითელ ლენტს, ალბათ, კუდზე მოიხდენს


მადამ ფისასო ნაზი,
ნაყინი მეგის ნახელავია,
მონბლანს გთავაზობს თასით.

სიყვარულია ჩატანებული
ამ ჩემს გულმკერდში ბროლის,
იგიც შენია, ალპთა ასულიც:
გიძღვნიან ჯო და ლორი.

რამდენი იცინა ბეთმა ამ სეირის დანახვაზე! რამდენჯერ


აირბინ-ჩაირბინა ლორიმ საჩუქრების შესატანად და რა სასაცილო
სიტყვა წარმოთქვა ჯომ იმ საჩუქრების გადაცემისას!
– ისე სავსე ვარ ბედნიერებით, მამაც რომ აქ იყოს, ერთ წვეთსაც
კი ვეღარ დავიტევდი, – კმაყოფილებით ამოიხვნეშა ბეთმა, როცა
ჯომ კაბინეტში შეიყვანა, რომ მღელვარების შემდეგ დაესვენა და
„იუნგფრაუს“ გამოგზავნილი მშვენიერი ყურძნით
ჩაეტკბარუნებინა პირი.
– მეც, – თავი დაუქნია ჯომ და ჯიბეზე დაიკრა ხელი, სადაც
დიდი ხნის ნანატრი „უნდინი და სინტრამი“ ედო.
– მეც, ნამდვილად, – გაეპასუხა ემი, თან გულდასმით აკვირ-–
დებოდა დედის ნაჩუქარ, ლამაზ ჩარჩოში ჩასმულ გრავიურას –
ღვთისმშობელს ყრმით.
– და მეც, რა თქმა უნდა! – წამოიძახა მეგმა და თავისი პირველი
აბრეშუმის კაბის მოვერცხლისფრო კალთა ჩაისწორა (ამ კაბის
ჩუქება მისტერ ლორენსმა დაიჟინა და თავისი გაიტანა).
– ან მე რად ვიქნები სხვაგვარად? – მადლიერებით თქვა მისის
მარჩმა და ქმრის წერილიდან მზერა ბეთის მოღიმარ სახეზე
გადაიტანა, ხელი კი ფერფლისფერი, ოქროსფერი, წაბლისფერი

303
და მუქი ყავისფერი თმისგან დაწნულ გულსაბნევს გადაუსვა,
რომელიც გოგონებმა ის იყო მკერდზე დააბნიეს.
ამ უღიმღამო სამყაროში დროდადრო ხდება წარმტაცი
ზღაპრებივით ამბები და დიდ შვებას გვანიჭებს. არ გასულა
ნახევარი საათი მას მერე, რაც ყველამ თქვა, ბედნიერებით ისე
ვართ სავსე, ერთ წვეთსაც ვეღარ დავიტევდითო, რომ ის წვეთიც
დაემატათ. ლორიმ შემოაღო სასტუმრო ოთახის კარი და ძალიან
წყნარად შემოყო თავი, თუმცა შეეძლო მალაყითა და ინდიელთა
საომარი ყიჟინითაც შემოვარდნილიყო, რადგან ძლივს
შეკავებული მღელვარებით სახე ისე გაბრწყინებოდა და
სიხარულით სავსე ხმაც ისე უთრთოდა, რომ ყველანი ფეხზე
წამოცვივდნენ, თუმცა ბიჭმა მხოლოდ ეს თქვა წყნარად:
– კიდევ ერთი საშობაო საჩუქარი მარჩების ოჯახს.
სიტყვები არ დაესრულებინა, რომ ლორი როგორღაც გვერდზე
გასწიეს და მის ადგილას მაღალი, თვალებამდე შეფუთული კაცი
გაჩნდა, ხელმკლავგაყრილი მეორე კაცთან, რომელმაც სცადა
რაღაც ეთქვა და ვერ მოახერხა. ცხადია, ამას საყოველთაო
ზედახორა მოჰყვა და რამდენიმე წუთის განმავლობაში თითქოს
ყველა შეიშალა, რადგან ყოვლად უცნაური ამბები ხდებოდა და
სიტყვას კი არავინ ამბობდა.
მისტერ მარჩი ოთხმა წყვილმა მოყვარულმა მკლავმა ჩაიხუტა
და გააუჩინარა. ჯომ თავი შეირცხვინა: კინაღამ გული წაუვიდა და
ლორის მისახედი გახდა სამზარეულოში. მისტერ ბრუკმა მეგი
გადაკოცნა, თუ მის საკმაოდ უთავბოლო განმარტებას
დაედჯერებოდა, სრულიად შემთხვევით. ემი კი, ჩვეულებრივ
მედიდური, ტაბურეტს წამოედო, დაეცა; ასადგომად დრო არ
დაუკარგავს, ფეხებზე მოეხვია მამას, მერე გულის ამაჩუყებლად
დააღვარა ცრემლი ჩექმებზე. პირველი მისის მარჩი მოეგო გონს
და გამაფრთხილებლად ასწია ხელი:
– ჩშშ! ბეთი გახსოვდეთ!
მაგრამ გვიან იყო: ჯახუნით გაიღო კაბინეტის კარი,
ზღურბლზე გამოჩნდა პატარა, წითელი საშინაო კაბა (სიხარულმა
ძალა შეჰმატა სუსტ კიდურებს), ბეთი გაექანა და მამას ჩაეხუტა.
მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა ამის მერე, რადგან სიხარულმა

304
გულები აავსო და ნაპირებზე გადავიდა, წარსულის სიმწარე
წაშალა და მხოლოდ აწმყოს სიტკბოება დატოვა.
ამ ყოველივეს რომანტიკულობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა,
გულიანმა სიცილმა კი ყველა მალევე მოიყვანა გონს. კარს უკან
ჰანა იპოვეს, ინდაურს დაჰქვითინებდა: თურმე ისე გამოენთო
სამზარეულოდან, რომ დაავიწყდა ღუმელში, ქვედა თაროზე
ჩამოედგა. სიცილი რომ მიწყდა, მისის მარჩმა ათასი მადლობა
უთხრა მისტერ ბრუკს, რა თავდადებით უვლიდით ჩემს ქმარსო.
მისტერ ბრუკს უცბად გაახსენდა, რომ მისტერ მარჩს დასვენება
სჭირდებოდა, სტაცა ხელი ლორის და ელვისებურად გავიდა.
ამის მერე ორივე ავადმყოფს დასვენება ებრძანა და ასეც მოიქცნენ:
გვერდიგვერდ ჩასხდნენ დიდ სავარძელში და გაცხოველებულ
მასლაათს შეუდგნენ.
მისტერ მარჩი მოჰყვა, როგორ უნდოდა ამათი გაოცება და რაკი
კარგი დარები დაიჭირა, ექიმმა ნება დართო, ბარემ ისარგებლეო,
რა ერთგულად უპატრონა ბრუკმა და, საერთოდაც, რა ღირსეული
და პატიოსანი ყმაწვილკაცი იყო. თუ რატომ გაჩუმდა წამით
მისტერ ბრუკი სწორედ ამ სიტყვებზე და გახედა მეგს, რომელიც
გაცხარებით უჩიჩხინებდა ცეცხლს საჩხრეკს, მერე რატომ ასწია
წარბები და კითხვით შეხედა ცოლს, ამის პასუხი თქვენი
მიხვედრილობისთვის მომინდვია; ისიც, თუ მისის მარჩმა ოდნავ
შესამჩნევად რატომ დააქნია თავი და მოულოდნელად რატომ
ჰკითხა ქმარს, რამეს ხომ არ შეჭამო. ჯომ დაინახა და მიხვდა ამ
მზერის მნიშვნელობას, პირქუშად გაემართა ღვინისა და ძროხის
ბულიონის მოსატანად, კარი გაიჯახუნა და წაიბურტყუნა:
– ვერ ვიტან ღირსეულ თაფლისფერთვალა ყმაწვილკაცებს!
თავის დღეში არ ჰქონიათ ისეთი საშობაო სადილი, როგორც იმ
დღეს. ერთ რამედ ღირდა ჰანასგან ამოგზავნილი მსუქანი
ინდაური – დაჩურთული, დაბრაწული და მორთულ-
მოკაზმული. ინდაურს არც საშობაო პუდინგი ჩამოუვარდებოდა,
რომელიც პირში დნებოდა, ისევე როგორც ჟელეები და მათში ემი
ისე ნეტარებდა, ვითარცა ბუზი თაფლის ქოთანში. ყველაფერი
გემრიელი გამოვიდა, რაც, ჰანას თქმით, ღვთის წყალობა იყო:
– იმიტო რო, მემ, გონება ისე დამეფანტა, კიდე კარქი, პუდინგი

305
არ შევწვი და ინდაური ქიშმიშით არ დავჩურთე, იმაზე რო
აღარაფერი ვთქვათ, რო მთლად ხელსახოცში არ დაუპირე
მოხარშვა.
მისტერ ლორენსმაც იმათთან ერთად ისადილა თავისი
შვილიშვილიანად, ასევე მისტერ ბრუკმა, რომელსაც ჯო
უბღვერდა და ეს უზომოდ ართობდა ლორის. სუფრის თავში,
გვერდიგვერდ მდგარ ორ სავარძელში ბეთი და მამა ისხდნენ,
ინდაურის ხორცსა და ხილს იკიკნებოდნენ. ყველანი ერთმანეთს
ადღეგრძელებდნენ, ამბებს ჰყვებოდნენ, სიმღერებს მღეროდნენ,
„მოგონებებს ეძლეოდნენ“, როგორც ძველები იტყვიან ხოლმე და
მშვენივრად ატარებდნენ დროს. ციგებით სრიალსაც აპირებდნენ,
მაგრამ გოგონებს მამასთან დაშორება არ მოუნდათ, ამიტომ
სტუმრები ადრე წავიდნენ და ბინდი რომ ჩამოწვა, ბედნიერი
ოჯახი ბუხარს მიუჯდა.
– ზუსტად ერთი წლის წინ არ იყო, რომ ვგმინავდით, რა
საშინელი შობა გველისო, გახსოვთ? – იკითხა ჯომ მას მერე, რაც
დიდხანს იმასლაათეს, ამ მთისა და იმ ბარისა თქვეს და ცოტა
ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
– კაცმა რომ თქვას, ძალიანაც საამური წელი იყო! – ღიმილით
თქვა ცეცხლს მიშტერებულმა მეგმა და საკუთარ თავს მიულოცა,
მისტერ ბრუკის საზოგადოებაში რა ღირსეულად ვიქცეოდიო.
– მე კი მგონია, ძალიანაც მძიმე იყო, – შენიშნა ემიმ და
ფიქრიანად დააცქერდა თავის ბეჭედზე მოციმციმე ათინათს.
– მიხარია, რომ ეს წელი გავიდა, იმიტომ რომ დაგვიბრუნდი, –
წაიჩურჩულა მამის კალთაში მჯდარმა ბეთმა.
– კარგა ძნელი გზა გამოიარეთ, ჩემო პატარა პილიგრიმებო,
მეტადრე ბოლო დროს, მაგრამ ვაჟკაცურად გაართვით თავი და,
მგონია, სადაცაა თქვენი ტვირთიც ჩამოგცვივათ, – თქვა მისტერ
მარჩმა, მამობრივი კმაყოფილებით მოათვალიერა გარშემო
შემოკრებილი ყმაწვილი სახეები.
– შენ რა იცი? დედამ გიამბო? – ჰკითხა ჯომ.
– გაკვრით მითხრა, მაგრამ ჩალის ღერიც ხომ გვიჩვენებს, საით
უბერავს ქარი. თან დღეს რაღაც-რაღაცები შევამჩნიე.
– გვითხარი, მაინც რა შეამჩნიე? – წამოიძახა მის გვერდით

306
მჯდარმა მეგმა.
– აი, თუნდაც ეს, – მამამ ასწია მისი სავარძლის სახელურზე
დასვენებული ხელი და გაუხეშებულ საჩვენებელ თითზე, ხელის
ზურგზე დამჩნეულ დამწვრობასა და ხელისგულზე გამაგრებულ
ორ-სამ ლაქაზე მიუთითა, – მახსოვს, ერთ დროს ეს ხელი თეთრი
და გლუვი იყო. თავს არ იზოგავდი, სულ ასეთი დარჩენილიყო.
მართლაც რომ ძალიან ლამაზი გახლდათ, მაგრამ ჩემთვის ახლა
ბევრად უკეთესია, რადგან ამ ვითომდა ზადში მთელ ისტორიას
ვკითხულობ. იმ ცეცხლში, რომელმაც ეს ხელი დაწვა,
პატივმოყვარეობა ამოიბუგა, ამ დაკოჟრებულმა ხელისგულმა
ბებერებზე უკეთესი რამ მოუტანა პატრონს; დარწმუნებული ვარ,
რაც კი ამ დაჩხვლეტილი თითებით შეიკერა, დიდხანს გაძლებს,
ისეთი მოწადინებით გაგივლია გვირისტები. მეგ, ჩემო კარგო,
ვაფასებ ქალურ უნარებს, რომლებიც იმაზე მეტ ბედნიერებას
მოუტანს ოჯახს, ვიდრე თეთრი ხელები ან მოდური
ხელგარჯილობა. მე სიამაყით გართმევ ამ კეთილ,
შრომისმოყვარე ხელს, რომლის მთხოვნელიც, იმედი მაქვს, მალე
არ მომადგება კარზე.
თუ მეგს ხანგრძლივი, დაუღალავი შრომისთვის ჯილდო
სურდა, კიდეც მიიღო, როცა მამამ გულიანად მოუჭირა ხელი და
მოწონების ღიმილით გაუღიმა.
– და, ჯო? გეხვეწები, რამე კარგი თქვი! თავს არ ზოგავდა და
იცი, რა კარგად მექცეოდა?! – ყურში უთხრა ბეთმა მამას.
მამას გაეცინა და პირდაპირ მჯდარ მაღალ გოგოს გახედა,
რომელსაც უჩვეულოდ მშვიდი იერი ედო სახეზე.
– ეგ ხუჭუჭა თმა შეკრეჭილი კი გაქვს, მაგრამ მაინც ვეღარ
ვხედავ „ჩემს ვაჟს, ჯოს“, რომელიც ერთი წლის წინ დავტოვე, –
თქვა მისტერ მარჩმა, – ვხედავ ყმაწვილქალს, რომელიც
ქინძისთავით სწორად იბნევს საყელოს, გულდასმით იკრავს
ფეხსაცმლის თასმებს და არც უსტვენს, არც ჟარგონით
ლაპარაკობს და არც ხალიჩაზე გორავს, როგორც წინათ იცოდა.
ღამისთევებითა და დარდით გამხდარი, ფერმკრთალი სახე აქვს,
მაგრამ მსიამოვნებს ამ სახის ცქერა: ის წინანდელზე რბილია და
ხმაც წინანდელზე ჩუმი. აღარ დახტის: ნარნარად მოძრაობს და

307
დედასავით უვლის ერთ პატარა არსებას, რაც გულს მიხარებს.
დიახაც, რომ მენატრება ჩემი ყაჩაღანა გოგო, მაგრამ თუ მის
ნაცვლად ძლიერ, დაუზარელ და გულკეთილ ქალს მივიღებ,
ძალიანაც კმაყოფილი დავრჩები. არ ვიცი, მართლა გაკრეჭამ
დააშოშმინა ჩვენი შავი ცხვარი თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი: მთელ
ვაშინგტონში არ მოიძებნება ისეთი ლამაზი ნივთი, რომლის
საყიდლადაც გავიმეტებდი იმ ოცდახუთ დოლარს, ჩემმა კარგმა
გოგომ რომ გამომიგზავნა.
ჯოს გამსჭვალავი თვალები წამით დაებინდა, გამხდარი სახე
კი ბუხრის ალზე აუვარდისფრდა, როცა მამის ქებას ისმენდა და
გრძნობდა, რომ ამ ქების ღირსი ნაწილობრივ მაინც იყო. – ახლა
ბეთზე, – თქვა ემიმ, რომელიც მოუთმენლად ელოდა თავის ჯერს,
მაგრამ მზად იყო, მოეცადა.
– ბეთისგან ისე ცოტა დარჩა, მეშინია ბევრი ვილაპარაკო:
ვაითუ, მთლად გაქრეს-მეთქი, თუმცა კი წინანდელივით
მორცხვი აღარ არის, – ხალისიანად დაიწყო მამამ, მაგრამ იქვე
გაახსენდა, ბავშვი კინაღამ დავკარგეთო, მაგრად ჩაიხუტა, ლოყა
ლოყაზე მიადო და ალერსიანად დაასრულა, – გადამირჩი, ჩემო
ბეთ, და ღვთის წყალობით, აღარაფერს გაგიჭირვებ.
წუთით გაჩუმდა, მერე კი იქვე, პატარა სკამზე დასკუპებულ
ემის დახედა, ბრდღვიალა თმაზე მოეფერა და უთხრა:
– დავაკვირდი, ემიმ სადილად ბარკალი გადაიღო, მთელი
საღამო დარბოდა და დედის დავალებებს ასრულებდა, ბუხართან
თავისი ადგილი მეგს დაუთმო, ყველას მოთმინებითა და
კეთილგანწყობით ეხმარებოდა. დავინახე, რომ არც იფუყებოდა,
არც სარკეში იყურებოდა და ერთხელაც არ უხსენებია ძალიან
კოხტა ბეჭედი, ხელზე რომ უკეთია, საიდანაც დავასკვენი, რომ
უსწავლია: ჯერ სხვაზე იფიქროს და მერე – თავის თავზე.
გადაუწყვეტია, ისე გულდასმით შეუდგეს თავისი ხასიათის
გამოძერწვას, როგორც თიხის პატარა ფიგურებს ძერწავს.
მახარებს ეს ამბავი. დიახაც, ვიამაყებდი მისი ნახელავი
მოხდენილი ნაქანდაკებით, მაგრამ ამაზე ბევრად უფრო საამაყოდ
მეყოლება საამური ქალიშვილი, რომელსაც ნიჭი ექნება, რომ
თვითონაც გაილამაზოს ცხოვრება და სხვებსაც გაულამაზოს.

308
– რამ ჩაგაფიქრა, ბეთ? – ჰკითხა ჯომ მას მერე, რაც ემიმ
მადლობა გადაუხადა მამას და თავისი ბეჭდის ამბავს მოუყვა.
– დღეს „პილიგრიმის მოგზაურობაში“ წავიკითხე: ბევრი ვაი-
ვაგლახის შემდეგ ქრისტიანი და სანდო 1 ერთ საამურ მწვანე
ველზე გავიდნენ. იქ მთელი წელი ყვაოდა შროშანები.
მოგზაურობის დასასრულებლად გზის გაგრძელებამდე
სიამოვნებით შეისვენეს, როგორც ახლა ჩვენ ვისვენებთ, – ბეთი
ხელიდან გაუსხლტა მამას და ინსტრუმენტთან მივიდა, –
სიმღერის დროა, მინდა ჩემი ძველი ადგილი დავიკავო. უნდა
ვცადო, მწყემსი ბიჭის სიმღერა ვიმღერო, პილიგრიმებს რომ
მოესმათ. მუსიკა მე მოვიგონე, იმიტომ რომ მამას უყვარს ეს
ლექსი.
მიუჯდა თავის საყვარელ პატარა პიანინოს, ნაზად შეეხო
კლავიშებს და ტკბილი ხმით, რომლის გაგონების იმედი აღარ
ჰქონდათ, საკუთარი აკომპანემენტით იმღერა უცნაური ჰიმნი,
სწორედ რომ სათავისო სიმღერა:

ძირას მდგომს შიში არა აქვს ვარდნის


და სიამაყე ვერა ვნებს მდაბალს,
სწორ გზას მიჰყვება მოკრძალებული,
რადგან მეგზურად უფალი ახლავს.

მუდამ ვჯერდები იმას, რაცა მაქვს


და უქონლობა ვერ დამაღონებს;
ვინც ბოძებულით კმაყოფილია,
იმას მაღალი ღმერთი აცხოვნებს.

სისავსე მუდამ ტვირთად აწვება,


ზეცისკენ სავალ გზას ადგას ვინაც.
აქ მცირედი და იქ – ნეტარება
ყოვლის მჯობია და ფასობს ძვირად.

1სანდო – მეგობარი, რომელიც ზეციური ქალაქისკენ მიმავალმა ქრისტიანმა


გზად შეიძინა.

309
თავი ოცდამესამე

პაპიდა მარჩი საქმეს აგვარებს

როგორც ფუტკრები ფუსფუსებენ დედა ფუტკრის გარშემო,


მეორე დღეს სწორედ ისე დასტრიალებდნენ დედა და გოგონები
მისტერ მარჩს. ყველაფერი დაივიწყეს, ოღონდაც ეცქირათ,
მოევლოთ და ესმინათ ახალი ავადმყოფისთვის და იმდენი ქნეს,
რომ ზრუნვა-პატრონობით ლამის სული ამოხადეს. სანამ ის
ბალიშებშემოწყობილი იჯდა დიდ სავარძელში, ბეთის დივანთან,
დანარჩენი სამი შვილით გარშემორტყმული, ხოლო ჰანა
შიგადაშიგ თავს კარში შემოყოფდა, რომ „ცალი თვალით დაენახა
ძვირფასი ბატონი“, მათი ბედნიერებისთვის თითქოს მეტი
აღარაფერი იყო საჭირო, მაგრამ რაღაც მაინც აკლდათ. უფროსები
გრძნობდნენ ამას, თუმცა თქმით არავინ არაფერს ამბობდა.
მისტერ და მისის მარჩები ხშირად გააყოლებდნენ თვალს მეგს და
მერე შეშფოთებით გადახედავდნენ ერთმანეთს. ჯოს უმიზეზო
წყრომა აიტანდა ხოლმე, ერთხელ ისიც კი დაინახეს, როგორ
მოუღერა მუშტი მისტერ ბრუკის ქოლგას, რომელიც ჰოლში
დარჩენოდა პატრონს. მეგი დაბნეულ-დამორცხვებულიყო,
ზარის ხმაზე კრთებოდა და ჯონის სახელის ხსენებაზე
წითლდებოდა. ემიმ შენიშნა, თითქოს ყველანი რაღაცას ელიან და
ვერ დაწყნარებულან, არადა, უცნაურია: მამა ხომ მშვიდობით
ჩამოვიდაო, ბეთს კი გულუბრყვილოდ უკვირდა, მეზობლებმა
რატომ ერთხელაც არ შემოგვიარესო.
ნაშუადღევს ლორიმ ჩაიარა ამათ სახლთან, ფანჯარაში მეგი
დაინახა და, ალბათ, უეცრად მელოდრამის გათამაშების
წყურვილმა აიტანა: ცალ მუხლზე ჩაეცა თოვლში, მკერდში ხელი
310
დაიშინა, თმის გლეჯას მოჰყვა და მუდარით გადააჭდო ხელი
ხელს, თითქოს იხვენებაო, ხოლო როცა მეგმა უთხრა, წესიერად
მოიქეცი და შენს გზაზე წადიო, ცხვირსახოცით შეიშრო
წარმოსახული ცრემლები და სასოწარკვეთილებაში
ჩავარდნილივით, ბარბაცით მიეფარა კუთხეს.
– ვითომ რაო, იმ ბატმა? – სიცილით თქვა მეგმა, თითქოს
ვერაფერს ხვდებაო.
– რაო და – აი, ასეთებს იზამს შენი ჯონიო. რა
გულისამაჩუყებელია, არა?– აგდებით მიუგო ჯომ.
– „შენი ჯონიო“ აღარ თქვა: არც სიმართლეა და არც სწორი
საქციელი, – მაგრამ მეგის ხმა იმ ორ სიტყვაზე ისე შეყოვნდა,
თითქოს მათი ჟღერადობა ეამაო, – ძალიან გთხოვ, გულს ნუ
მიწყალებ, ჯო! გითხარი, ჯონი დიდად არ მომწონს-მეთქი და
რაღაა სალაპარაკო, ოღონდ ყველანი მეგობრები ვართ და
მეგობრებადვე უნდა დავრჩეთ.
– ეგ ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ რაღაც-რაღაცები ითქვა და
ლორის ონავრობის შემდეგ ჩემთან სულ სხვანაირად გიჭირავს
თავი. მაგას მეც ვხედავ და დედაც. შენს თავს აღარ ჰგავხარ და
თითქოს უფრო და უფრო მშორდები. არც გულს გაგიწყალებ და
ყველაფერსაც ვაჟკაცურად ავიტან, მაგრამ ის კი მინდა, ეგ საქმე
უკვე გადაწყვეტილი იყოს. ლოდინი მეჯავრება, ჰოდა, რამეს თუ
აპირებ, დაუჩქარე და დროზე მორჩი, რაც მოსარჩენია, –
გაღიზიანდა ჯო.
– მე რა უნდა ვუთხრა, სანამ ის არ იტყვის რამეს, არადა ვერ
იტყვის, იმიტომ რომ მამამ ჩემზე უთხრა, ჯერ ძალიან პატარააო,
– დაიწყო მეგმა და საკერავისკენ დაიხარა მსუბუქი ღიმილით,
რაც, ალბათ, იმის მანიშნებელი იყო, რომ ამ საკითხში მამას
მთლად არ ეთანხმებოდა.
– რომც გითხრას რამე, შენ არ გეცოდინება, რა უნდა უპასუხო;
ან ტირილს მორთავ ან გაწითლდები ან კიდევ აჰყვები იმის
მაგივრად, რომ რიგიანი, გადაჭრილი უარი სტკიცო.
– არც ისეთი შტერი და სუსტი ვარ, შენ რომ გგონია. უკვე
ყველაფერი დავგეგმე და ვიცი, რაც უნდა ვუთხრა, ასე რომ
ჩემთვის არაფერი იქნება მოულოდნელი. ვინ იცის, რა მოხდება

311
და მინდა, ყველაფრისთვის მზად ვიყო.
ჯომ ღიმილი ვერ შეიკავა იმ მედიდურ იერზე, უნებურად რომ
დაიდო მეგმა და ძალიან მოუხდა, ისევე როგორც ლოყებზე
ათამაშებული სიწითლე.
– მეტყვი, რაც უნდა უპასუხო? – ცოტა უფრო პატივისცემით
ჰკითხა ჯომ.
– რატომაც არა! უკვე თექვსმეტისა ხარ და თავისუფლად
შეგიძლია ჩემი მესაიდუმლე იყო. თანაც, მერე და მერე ამნაირ
საქმეებში ჩემი გამოცდილებაც გამოგადგება.
– მე მაგნაირი საქმეები არ მექნება. სხვების არშიყობა ძალიანაც
სახალისო საყურებელია, მაგრამ მე რომ დავიწყო, თავი ჩერჩერტი
მეგონება, – ჯოს შეეტყო, რომ ამის გაფიქრებამაც კი შეაშფოთა.
– სულაც არა, თუკი ვინმე ძალიან მოგეწონა და იმასაც მოეწონე,
– თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მეგმა და გზას გახედა, სადაც
წინათ, ზაფხულის ბინდბუნდში, ხშირად ხედავდა მოსეირნე
შეყვარებულებს.
– მგონი, იმის თქმას აპირებდი, რა სიტყვით უნდა გამოხვიდე
იმ კაცთან, – მოურიდებლად შეაწყვეტინა ჯომ დას ოცნებები.
– უბრალოდ, წყნარად და გადაჭრით ვეტყვი: „მადლობელი
ვარ, მისტერ ბრუკ, ძალიან კეთილი ბრძანდებით, მაგრამ მე
მამაჩემს ვეთანხმები. მართლა ძალიან ახალგაზრდა ვარ
საიმისოდ, რომ რაიმე ვალდებულებებით შევიბოჭო თავი. ასე
რომ, გთხოვთ, ნუღარაფერს მეტყვით და წინანდებურად
მეგობრებად დავრჩეთ“.
– ჰმ, არა უშავს, ხისტიც არის და ცივიც, ოღონდ არ მჯერა რომ
მაგას ეტყვი და რომც უთხრა, ის მაინც არ მოისვენებს.
ჩაგაცივდება, როგორც დაწუნებულმა სასიძოებმა იციან და
ბოლოს მაინც დაუთმობ, ოღონდაც გული არ ატკინო.
– არაფერიც! ვეტყვი, მტკიცედ გადავწყვიტე-მეთქი და
ღირსეულად გავალ ოთახიდან.
თქვა ეს და წამოდგა, რომ ღირსეულად გასვლის რეპეტიცია
გაევლო, მაგრამ ამ დროს ჰოლიდან ფეხის ხმა მოისმა და მეგი ისე
გაფრინდა თავისი ადგილისკენ და ისე გამალებით იწყო კერვა,
თითქოს მისი სიცოცხლე იმაზე იყო დამოკიდებული, დროზე

312
გაავლებდა რომელიღაც გვირისტს თუ არა. ამ უცაბედ
გარდასახვაზე ჯომ სიცილი ძლივს შეიკავა და როცა ვიღაცამ
მორიდებით დააკაკუნა, ბღვერითა და სრულიად
არასტუმართმოყვრულად გაუღო კარი.
– საღამო მშვიდობისა, ქოლგის წასაღებად მოვედი. უფრო
სწორად, მაინტერესებს დღეს მამათქვენი თავს როგორ გრძნობს, –
თქვა მისტერ ბრუკმა და შეცბუნებული მზერა ერთი მეტყველი
სახიდან მეორეზე გადაიტანა.
– ძალიან კარგად, საკიდზეა, ვეტყვი, რომ აქ ხართ და ახლავე
მოგიტანთ, – ჯოს პასუხში მამა და ქოლგა ერთმანეთში აერია და
ოთახიდან გასხლტა, რათა მეგისთვის საშუალება მიეცა, წინასწარ
მოფიქრებული სიტყვა ეთქვა და საკუთარი ღირსება წარმოეჩინა.
რაწამს ჯო გაუჩინარდა, მეგი გვერდულად დაიძრა კარისკენ და
ადუდუნდა:
– დედას თქვენი ნახვა გაუხარდება. დაბრძანდით, დავუძახებ.
– ნუ წახვალთ! ჩემი გეშინიათ, მარგარეტ? – და მისტერ ბრუკმა
ისეთი წყენით შეხედა, რომ მეგმა იფიქრა, ეტყობა,
უზრდელურად ვუთხარი რამეო. შუბლზე ჩამოყრილ პაწია
კულულებამდე გაწითლდა, რადგან აქამდე მისტერ ბრუკს
მისთვის მარგარეტი არ დაეძახა და ისე ბუნებრივი და ტკბილი
ეჩვენა მისი პირით წარმოთქმული თავისი სახელი, რომ
გაკვირვებული დარჩა. იმის სურვილით, კეთილგანწყობილი და
ბუნებრივი გამოვჩნდეო, ნდობით გაუწოდა ხელი და
მადლიერად მიუგო:
– რატომ უნდა შემეშინდეს? თქვენ ისეთი ამაგი დასდეთ მამას,
არც კი ვიცი, მადლობა რით გადაგიხადოთ.
– გითხრათ, რითაც? – ჰკითხა მისტერ ბრუკმა, ორივე ხელში
სწრაფად მოიქცია მისი პატარა ხელი, დააცქერდა მეგს და ისეთი
სიყვარული გამოეხატა თაფლისფერ თვალებში, რომ გოგოს
გული აუფანცქალდა, თან გაქცევა მოუნდა, თან კი – დარჩენა და
მოსმენა.
‒ არა, არა, ძალიან გთხოვთ... არ გინდათ, – თქვა მეგმა და
ხელის გამოგლეჯა სცადა შეშინებულმა, თუმცა ნათქვამი ჰქონდა,
არ მეშინიაო.

313
– არ შეგაწუხებთ, უბრალოდ, მინდა ვიცოდე, ოდნავ მაინც თუ
მოგწონვართ, მეგ. მე კი ძალიან მიყვარხართ, ძვირფასო, –
ალერსიანად დაამატა მისტერ ბრუკმა.
სწორედ ახლა იყო დინჯი, ღირსეული სიტყვის თქმის დრო,
მაგრამ მეგს ეს სიტყვა არ უთქვამს. აღარაფერი ახსოვდა, რის
თქმასაც აპირებდა, ჩაჰკიდა თავი და ისე ჩუმად მიუგო, არ ვიციო,
რომ ჯონს დახრა დასჭირდა ამ სულელური, მოკლე პასუხის
გასარჩევად.
ეტყობა, იფიქრა, ეს პასუხი გარჯად ღირდაო, რადგან
თითქოსდა კმაყოფილმა ჩაიღიმა, ხელი მადლიერად მოუჭირა
მეგის ფაფუკ ხელს და ძალზე დამაჯერებლად უთხრა:
– ეგებ სცადოთ და გაარკვიოთ? ძალიან მინდა, ვიცოდე.
მუშაობას გულს ვერ დავუდებ, სანამ არ მეცოდინება, მერგება
ბოლოს ჯილდო თუ არა.
– მე ძალიან ახალგაზრდა ვარ, – ენა დაება მეგს და თან
გაუკვირდა, რატომ ვთრთი და თან ეს თრთოლა რად
მსიამოვნებსო.
– დავიცდი, თქვენ კი ამასობაში ჩემს სიყვარულს ისწავლით.
ძალიან ძნელი გაკვეთილი ხომ არ იქნება, ძვირფასო?
– არა, თუ სწავლას მოვინდომებ, მაგრამ...
– გეხვეწებით, მოინდომეთ, მეგ. მე სწავლება მიყვარს, ეს კი
გერმანულზე იოლი სასწავლია, – შეაწყვეტინა ჯონმა და მეგის
მეორე ხელსაც დაეპატრონა, რათა სახეზე აფარების საშუალება არ
მიეცა, როცა დაიხარა და ჩააცქერდა.
როგორც წესი და რიგია, ვედრებით ლაპარაკობდა, მაგრამ
მეგმა ჩუმ-ჩუმად, მორიდებით რომ ახედა, დაინახა: თვალები არა
მხოლოდ ალერსიანი ჰქონდა, არამედ მხიარულიც და სახეზე
გამარჯვებაში დარწმუნებული კაცის კმაყოფილი ღიმილი
დასთამაშებდა. მეგს ეს გულზე მოხვდა, ენ მოფატის კეკლუცობის
სულელური გაკვეთილები გაახსენდა და მბრძანებლობის
სიყვარულმა, რომელსაც ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უკეთესი
პატარა ქალის მკერდშიც კი სძინავს, ერთბაშად გაიღვიძა და
დაეუფლა. თავი უცნაურად იგრძნო, აღელდა და რაკი არ იცოდა,
სხვა რა ექნა, დაემორჩილა კაპრიზულ აღტყინებას, ორივე ხელი

314
გამოჰგლიჯა ჯონს და მოუთმენლად უთხრა:
– არ მინდა. გთხოვთ, წადით და თავი დამანებეთ!
საბრალო მისტერ ბრუკის შემხედვარე იფიქრებდით, ოცნების
კოშკი თავზე ჩამოექცაო. აქამდე მეგი ასეთ განწყობაზე არ ენახა
და საგონებელში ჩავარდა.
– მაგას მართლა ამბობთ? – მღელვარედ ჰკითხა და მეგი რომ
გაეცალა, უკან გაჰყვა.
– დიახ. არ მინდა, ამნაირებით შემაწუხონ. მამა ამბობს, არ
გინდა, ძალიან ადრეაო და მართლაც არ ღირს.
– იმის იმედი არ მქონდეს, რომ დროთა განმავლობაში აზრს
შეიცვლით? არაფერს ვიტყვი, დაგელოდებით, სანამ ყველაფერს
მოიფიქრებთ. ნუ მეთამაშებით, მეგ. რას ვიფიქრებდი, ასეთი თუ
იყავით.
– საერთოდ ნუ იფიქრებთ ჩემზე, მირჩევნია არც იფიქროთ! –
თქვა მეგმა და ულმობელი კმაყოფილება იგრძნო იმით, რომ
ერთდროულად სცდიდა თაყვანისმცემლის მოთმინებასა და
თავის ძალაუფლებას.
მისტერ ბრუკი დაღონდა, ფერი წაუვიდა და აშკარად
დაემგვანა რომანების იმ გმირებს, მეგს რომ ხიბლავდნენ, ოღონდ
მათსავით შუბლზე ხელი არ უტკეცია და არც ოთახში სირბილს
მოჰყოლია. იდგა და ისე სევდიანად, ისე ნაზად შესცქეროდა, რომ
მეგმა იგრძნო: გული თავისდაუნებურად მოულბა. ვერ გეტყვით,
ამის მერე რა მოხდებოდა, სწორედ ამ საინტერესო წამს
კოჭლობით რომ არ შემოსულიყო პაპიდა მარჩი.
მოხუცებულს გულმა ვერ მოუთმინა და ძმისშვილის
სანახავად წამოვიდა. ჰაერზე გამოსულს ლორი შეხვედროდა,
მისგან შეეტყო მისტერ მარჩის ჩამოსვლის ამბავი და პირდაპირ
აქეთ აეღო გეზი, შევუვლიო. მთელი ოჯახი სახლის უკანა მხარეს
გაკრეფილიყო და იქ საქმიანობდა. პაპიდა მარჩი უხმაუროდ
შემოვიდა, ყველას გავაკვირვებო და ორნი მართლაც ისე
გააკვირვა, რომ მეგი შეკრთა, თითქოს მოჩვენება დაინახაო,
მისტერ ბრუკი კი კაბინეტში გაუჩინარდა.
– ღმერთო, შენ მიშველე, აქ რა ამბავია! – წამოიკივლა მოხუცმა
ქალბატონმა, ჯოხი იატაკს დასცხო და გაფითრებული

315
ყმაწვილკაციდან აჭარხლებულ ყმაწვილქალზე გადაიტანა მზერა.
– მამას მეგობარია. თქვენი ნახვა ისე გამიკვირდა... – ენის
ბორძიკით უთხრა მეგმა და იგრძნო, ლექცია არ ასცდებოდა.
– ეგ თვალნათელია, – გაეპასუხა პაპიდა მარჩი და დაჯდა, –
მაგრამ მამას მეგობარმა ისეთი რა გითხრა, რომ იორდასალამივით
გაწითლებულხარ? აქრაღაც ურიგო ამბავია და, იცოდე, წვრილად
უნდა მიამბო, – და ერთხელაც დასცხო ჯოხი იატაკს.
– ვსაუბრობდით, სხვა არაფერი. მისტერ ბრუკი თავისი
ქოლგის წასაღებად მოვიდა, – დაიწყო მეგმა და ინატრა, ნეტავი
მისტერ ბრუკიცა და ქოლგაც მშვიდობიანად იყვნენ გაცილებული
ამ სახლის კედლებსო.
– ბრუკიო? იმ ბიჭის მასწავლებელი? აა! ახლა კი მივხვდი. ვიცი
ეგ ამბავი. ჯომ ერთხელ ის აბზაცი წამიკითხა მამაშენის
წერილიდან, რომელიც მე არ უნდა მომესმინა და ყველაფერი
მოვაყოლე, მაგრამ ხომ არ დასთანხმებიხარ, ბავშვო? –
შეძრწუნებით წამოიყვირა პაპიდა მარჩმა.
– ჩშშ! გაიგონებს. დედას დავუძახო? – აფორიაქდა მეგი.
– დაიცა. ჯერ შენ უნდა გითხრა სათქმელი და გული მოვიოხო.
მითხარი, მაგ კუკის ცოლობას აპირებ? მაგას თუ იზამ, ჩემი
ფულიდან ერთი პენიც კი არ გერგება. ეგ დაიხსომე და ჭკუას ძალა
დაატანე, – შთამბეჭდავად გამოუცხადა მოხუცებულმა.
უნდა ითქვას, რომ პაპიდა მარჩი ყველაზე თვინიერ
ადამიანსაც კი აღუძრავდა წინააღმდეგობის ჟინს. ამ საქმეში
ბადალი არ ჰყავდა და დიდი ხალისითაც სჩადიოდა ხოლმე. ჩვენ
შორის საუკეთესოთათვისაც კი არ არის უცხო კერპობა, მეტადრე
როცა ახალგაზრდანი ვართ და შეყვარებულნი. პაპიდა მარჩს
ხვეწნა-მუდარა რომ დაეწყო, ჯონ ბრუკის წინადადებას
დათანხმდიო, მეგი ალბათ გამოუცხადებდა, ამაზე ფიქრიც კი არ
მინდაო, მაგრამ რაკი კატეგორიულად უბრძანეს, არ შეიყვაროო,
იმწამსვე გადაწყვიტა, შეეყვარებინა. გატაცებას გაჯიუტება
დაემატა, ამან გადაწყვეტილების მიღება გაუადვილა და ისედაც
ძალზე აღელვებული მეგი უჩვეულო შემართებით აღუდგა წინ
მოხუცებულს.
– ვისაც მინდა, იმას გავყვები, პაპიდა, თქვენ კი ვისაც გენებოთ,

316
იმას დაუტოვეთ თქვენი ფული, – უთხრა და მტკიცედ აიქნია
თავი.
– ერთი ამ ქარაფშუტას დამიხედეთ! მაშ, ეგრე იღებ ჩემს რჩევა-
დარიგებას, მის? იცოდე, ბოლოს ინანებ, როცა ქოხმახში წახვალ
საცხოვრებლად და ნახავ, რაც დაგიხვდება.
– იმაზე უარესი მაინც არა, რაც ზოგიერთებს დიდ სახლებში
ხვდებათ, – არ შეეპუა მეგი.
პაპიდა მარჩმა სათვალე გაიკეთა და გოგოს დააცქერდა.
რადგან ამ ახლებურ განწყობაზე არასოდეს ენახა. მეგი თვითონაც
ვერ ცნობდა თავს: გაბედული და დამოუკიდებელი ეჩვენებოდა,
სიხარულით იცავდა ჯონს და აცხადებდა, თუკი მომინდება,
დიახაც, მაქვს მისი სიყვარულის უფლებაო. პაპიდა მარჩი მიხვდა,
საქმეს არასწორად მივუდექიო, ცოტა ხნით გაჩუმდა, მერე
ახლიდან სცადა და, რაც შეეძლო ლმობიერად თქვა:
– მეგ, ჩემო კარგო, ჭკუით მოიქეცი და ჩემს დარიგებას ყური
მიუგდე. მე ხომ შენი სიკეთის მნდომელი ვარ. არ მინდა,
თავიდანვე შეცდომა მოგივიდეს და მთელი ცხოვრება წაიხდინო.
კარგად უნდა გათხოვდე და ოჯახს მიეხმარო. შენი ვალია,
მდიდარი კაცი იპოვო და ეს როგორმე თავში უნდა ჩაგიბეჭდოთ.
– დედას და მამას ასე არ ჰგონიათ და ჯონი მოსწონთ, თუმცა
ღარიბია.
– შენს დედ-მამას, ჩემო კარგო, იმდენი გაეგებათ ცხოვრების
ავან-ჩავანისა, რამდენიც ორ ძუძუთა ბავშვს.
– ძალიანაც მიხარია, რომ ეგრეა! – ვაჟკაცურად შესძახა მეგმა.
პაპიდა მარჩმა ეს წამოძახილი არად ჩააგდო და დარიგება
გააგრძელა:
– ეს ბრუკი ღარიბია და არც მდიდარი ნათესავები მოეძევება,
ხომ?
– არა, მაგრამ ბევრი ახლო მეგობარი ჰყავს.
– მეგობრების ხარჯზე ვერ იცხოვრებ. სცადე და ნახავ, როგორ
ჩამოგშორდებიან. არც კარგ თანამდებობაზე მუშაობს, ხომ?
– ჯერ არა. მისტერ ლორენსი აპირებს დახმარებას.
– ეგ დიდხანს არ გასტანს. ჯეიმზ ლორენსი თავქეიფა ბებერია
და კაცი მის იმედად ვერ იქნება. გამოდის, რომ ისეთ კაცს

317
მიჰყვები, ვისაც არც ფული აბადია, არც მდგომარეობა, არც
შემოსავლიანი საქმე და აპირებ, იმაზე მეტი იმუშაო, ვიდრე ახლა
მუშაობ, თუმცა კი შეგიძლია შენი დღე და მოსწრება
უზრუნველად იცხოვრო, თუკი ყურს დამიგდებ და ჭკუას
მოუხმობ, მეგ.
– უკეთესად მაინც ვერ ვიცხოვრებ, ლოდინში ნახევარი
ცხოვრებაც რომ გავლიო! ჯონი კეთილია და ჭკვიანი, ნიჭი არ
აკლია და მუშაობის სურვილი. თანაც ისეთი ენერგიული და
გაბედულია, რა თქმა უნდა, წინ წავა. ყველას მოსწონს და ყველა
პატივს სცემს და მეც საამაყოდ მაქვს, რომ ვუყვარვარ, თუმცა კი
ღარიბი ვარ, ახალგაზრდა და სულელი, – გაცხარებული მეგი
ისეთი ლამაზი ჩანდა, თავის დღეში რომ არ ყოფილა.
– იცის, რომ მდიდარი ნათესავები გყავს, ბავშვო. ეჭვი მაქვს,
სწორედ ეგ არის მაგის სიყვარულის საიდუმლო.
– პაპიდა მარჩ, ეგ რამ გათქმევინათ? სად ჯონი და სად –
მაგნაირი უნამუსობა?! თუ ასე ილაპარაკებთ, ერთი წამითაც აღარ
მოგისმენთ, – აღშფოთებით წამოიყვირა მეგმა, რომელსაც
მოხუცებულის უსამართლო ეჭვებმა ყველაფერი გადაავიწყა, –
ჩემი ჯონი ფულისთვის არ შეირთავს ცოლს, ისე როგორც მე არ
გავთხოვდები ფულისთვის. მუშაობას არ ვუფრთხით და
დავიცდით კიდევაც. მე სიღარიბისა არ მეშინია, რადგან აქამდე
ბედნიერი ვიყავი და ვიცი, ჯონთანაც ბედნიერი ვიქნები, იმიტომ
რომ ვუყვარვარ და მეც...
აქ მეგი გაჩუმდა; უცაბედად გაახსენდა, რომ არაფერი ჰქონდა
გადაწყვეტილი, რომ წეღან „თავის ჯონს“ უთხრა, თავი დამანებეო
და რომ იმან, ალბათ, გაიგონა მეგის ალთა-ბალთა განცხადებები.
პაპიდა მარჩი გაბრაზდა და რა გაბრაზდა! გულით უნდოდა,
მისი ლამაზი ძმისშვილიშვილი კარგად დაბინავებულიყო, და
ახლა გოგოს ბედნიერმა, ნორჩმა სახემ მარტოსული მოხუცი ქალი
თან დაადარდიანა და თან გააავა.
– მაშ, მე მაგ საქმიდან ხელები დამიბანია! თავნება ბავშვი
ბრძანდები და ამ უჭკუობით იმაზე მეტი დაკარგე, ვიდრე გგონია.
არა, აქ არ დავრჩები. იმედი გამიცრუე და მამაშენის ნახვის
ხალისიც აღარა მაქვს. როცა გათხოვდები, ჩემგან მოლოდინი

318
არაფრისა გქონდეს. შენი მისტერ ბრუკის მეგობრებმა მოგხედონ,
მე კი შენზე ხელი ამიღია!
პაპიდა მარჩმა მეგს ცხვირწინ მიუჯახუნა კარი და გულის
სიღრმემდე აღშფოთებული გაემგზავრა. გაემგზავრა და თითქოს
მეგის გამბედაობაც თან წაიყოლა: მარტო დარჩენილი მეგი წამით
გაშეშდა; არ იცოდა, ეცინა თუ ეტირა. სანამ რამეს მოიფიქრებდა,
ისევ მისტერ ბრუკი გამოეცხადა და სულმოუთქმელად უთხრა:
– ძალაუნებურად გავიგონე, მეგ. თქვენ იმისთვის მოგახსენებთ
მადლობას, რომ დამიცავით, პაპიდა მარჩს კი იმის
დამტკიცებისთვის, რომ ცოტათი მაინც გყვარებივართ.
– არც ვიცოდი, როგორ ძალიან, სანამ პაპიდამ არ გაგლანძღათ,
– დაიწყო მეგმა.
– მაშ, თავი არ დაგანებოთ? დავრჩე და ბედნიერი ვიყო, არა,
ჩემო ძვირფასო?
აქ მეგს კიდევ ერთი ჩინებული საშუალება მიეცა იმისა, რომ
გამანადგურებელი სიტყვა ეთქვა და საზეიმოდ გასულიყო,
მაგრამ არც ერთის გაკეთება მოსვლია აზრად და არც მეორისა; ის
კი არა, ჯოს თვალში სამუდამოდ შეირცხვინა თავი იმით, რომ
თვინიერად წაიჩურჩულა:
– ჰო, ჯონ, – და მისტერ ბრუკის ჟილეტში ჩარგო სახე.
პაპიდა მარჩის გამგზავრებიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ ჯო
ჩუმად დაეშვა დაბლა, წამით შედგა სასტუმრო ოთახის კართან და
რაკი შიგნიდან ჩქამიც ვერ გაიგონა, თავი დააქნია,
კმაყოფილებით გაეღიმა და გაიფიქრა: „გაისტუმრა, როგორც
დავგეგმეთ და საქმეც მოგვარდა. მივალ, სასეიროდ მოვაყოლებ
და კარგადაც ვიცინებ!“.
მაგრამ საბრალო ჯოს სიცილი არ ეღირსა: ზღურბლზევე
გააშეშა სანახაობამ, რომელსაც პირდაღებული და
თვალებდაჭყეტილი მიაშტერდა. მტრის დამარცხება უნდა
ეზეიმა, კლდესავით სალი და შეექო, რომელმაც კუდამოძუებული
გაუშვა არასასურველი სასიძო, არადა ელდა ეცა: ზემოხსენებული
მტერი უშფოთველად დაბრძანებულიყო დივანზე, ხოლო ჯოს
კლდესავით სალი და კალთაში ეჯდა, სახეზე კი ყოვლად
სულმოკლე მორჩილება ეხატა. ჯომ ხმაურით შეისუნთქა,

319
თითქოს ერთბაშად ცივი წყალი გადაასხესო: საქმის ასე
შეტრიალებამ სული შეუხუთა. ამ უცნაურ ხმაურზე
შეყვარებულები მოტრიალდნენ და დაინახეს. მეგი გაამაყებულ-
დამორცხვებული წამოხტა, „იმ კაცს“ კი (ჯო ასე ეძახდა) გაეცინა
კიდეც, აკოცა ახალმოსულს და აუღელვებლად უთხრა:
– ჯო, დაო, მოგვილოცეთ.
ეს ახალი შეურაცხყოფა იყო და ჯოს მთლად ბოლო მოუღო.
გოგომ გიჟივით აიქნია ხელები და სიტყვის უთქმელად გაქრა.
ზევით ავარდა, შექანდა ავადმყოფების ოთახში და ისეთი
განწირული ყვირილი ატეხა, ორივენი დააფრთხო:
– ჩქარა! ვინმე დაბლა ჩადით! ჯონ ბრუკი საზარლად იქცევა და
მეგს კი მოსწონს!
მისტერ და მისის მარჩებმა ოთახი სწრაფად დატოვეს, ჯო კი
საწოლზე დაენარცხა და ტირილითა და ცხარე ლანძღვა-გინებით
მოახსენა ახალი ამბავი ბეთსა და ემის. პატარა გოგონებს ეს
სიახლე ძალიანაც საამურ და საინტერესო მოვლენად ეჩვენათ და
ჯო მათგან ვერანაირ მხარდაჭერას ვერ ეღირსა. რაღას იზამდა:
ავიდა სხვენში, თავის თავშესაფარში და ვირთხებსღა გაანდო
გულის დარდები.
გოგონებმა არ იცოდნენ, რა მოხდა იმ საღამოს სასტუმრო
ოთახში, თუმცა იქ მყოფებმა ბევრი ილაპარაკეს და ჩვეულებრივ
ჩუმმა მისტერ ბრუკმა მართლაც რომ გააოგნა მეგობრები
მჭევრმეტყველებითა და ენერგიით, რომელთა მეშვეობით
ცდილობდა, მათი კეთილგანწყობა მოეპოვებინა; თავის გეგმებს
უამბობდა და არწმუნებდა, ისე გადაეწყვიტათ ყველაფერი,
როგორც მას სურდა.
სანამ იმ სამოთხის აღწერას დაასრულებდა, რომელიც
მეგისთვის უნდა შეექმნა, ჩაის ზარმა დარეკა და მისტერ ბრუკმა
ამაყად წაიყვანა საცოლე სუფრისკენ. ორივენი ისეთი ბედნიერები
ჩანდნენ, რომ ჯო გულმა არ გაუშვა ან ეეჭვიანა და ან ცხვირი
ჩამოეშვა. ემი განცვიფრებული იყო ჯონის თავდადებული
სიყვარულითა და მეგის დიდებული იერით. ბეთი შორიდან
უღიმოდა ორივეს. მისტერ და მისის მარჩები ისეთი ალერსიანი
კმაყოფილებით ადევნებდნენ თვალყურს ახალგაზრდა წყვილს,

320
რომ ცხადზე უცხადესად გამოჩნდა, რა მართალი იყო პაპიდა
მარჩი, როცა გამოაცხადა, ამ ცხოვრებისა იმდენი გაეგებათ,
რამდენიც ორ ძუძუთა ბავშვსაო. ბევრი არავის არაფერი უჭამია,
მაგრამ ყველანი ბედნიერები ჩანდნენ და ძველი ოთახიც თითქოს
საკვირველად გასხივოსნდა, როცა ოჯახში პირველი
სასიყვარულო ისტორიის დაწყების ადგილად იქცა.
– ახლა ხომ ვეღარ იტყვი, გასახარი არაფერი ხდებაო, არა, მეგ?
– ჰკითხა ემიმ, თან კი ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ
განელაგებინა შეყვარებულები ჩანახატზე, რომლის დაწყებასაც
აპირებდა.
– ვერა, მართლაც რომ ვეღარ. რამდენი რამ მოხდა მას მერე, რაც
ეგ ვთქვი! მგონი, ერთი წელი გავიდა, – მიუგო მეგმა, რომელიც
იმსიმაღლეზე აეტაცებინა ნეტარ ოცნებებს, რომ აინუნშიც აღარ
მოსდიოდა ისეთი უმნიშვნელო რამ, როგორიც პურის ფულია.
– ამჯერად დარდს მალე მოჰყვა სიხარული და, ჩემი
ვარაუდით, სასიკეთო ცვლილებები უკვე დაწყებულია, – თქვა
მისის მარჩმა, – ოჯახში გამოერევა ხოლმე მოვლენებით სავსე
წელიწადი. ეს წელიც ასეთი იყო, მაგრამ მიუხედავად
ყველაფრისა, კეთილი ბოლო ჰქონდა.
– იმედია, გაისს უკეთესი ბოლო ექნება, – წაიდუდუნა ჯომ,
რომელსაც ძალიან უჭირდა მის თვალწინ გარეშე კაცით მეგის
ასეთი გატაცების ყურება. ჯოს სულ რამდენიმე ადამიანი
უყვარდა გულით და შიში ჰქონდა, რაღაც მიზეზით ჩემი
სიყვარული არ გაუქრეთ ან არ გაუნელდეთო.
– მე კი იმედი მაქვს, ამაზე უკეთესი ბოლო დღეიდან მესამე
წელიწადს ექნება და დარწმუნებულიც ვარ, თუ იქამდე
ვიცოცხლე, რომ ჩემს გეგმებს ხორცი შევასხა, – თქვა მისტერ
ბრუკმა და ისე გაუღიმა მეგს, თითქოს მისთვის შეუძლებელი
აღარაფერიაო.
– ჰო, მაგრამ ძალიან დიდხანს რომ მოგიწევთ ლოდინი? –
იკითხა ემიმ, რომელსაც ქორწილის ნახვა ეჩქარებოდა.
– სანამ ოჯახის გასაძღოლად მზად ვიქნები, იმდენი რამე მაქვს
სასწავლი, რომ ეგ დრო ძალიანაც მოკლე მეჩვენება, – მიუგო მეგმა
ისეთი ტკბილი სერიოზულობით, რაც მის სახეზე ჯერ არავის

321
ენახა.
– შენ მხოლოდ ცდა მოგიწევს, დანარჩენი მე ვიცი, – თქვა ჯონმა
და იმით შეუდგა საქმეს, რომ მეგის დავარდნილი ხელსახოცი
აიღო ისეთი სახით, რომ ჯომ თავი გადააქნია, მერე კი როცა
შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა, შვებით გაიფიქრა: „აი, ლორი
მოვიდა. ახლა კი რამე ადამიანურს გავიგონებთ“.
მაგრამ ჯო შეცდა: აღტაცებული ლორი კუნტრუშით
შემოვარდა ოთახში და დიდი საპატარძლო თაიგული მოიტანა
„მისის ჯონ ბრუკისთვის“, თან აშკარად ეგონა, რომ თუ
ყველაფერი კარგად დასრულდა, მხოლოდ და მხოლოდ მისი
ბრწყინვალე ხელმძღვანელობის წყალობით.
– ვიცოდი, ბრუკი ყველაფერს ისე გაჩარხავდა, როგორც
ჩაიფიქრა. ეგრე იცის: თუ რამე ჩაიდო გულში, ქვეყანა რომ
დაიქცეს. მაინც გააკეთებს, – თქვა ლორიმ, როცა მეგს საჩუქარი
გადასცა და მიულოცა.
– მადლობელი ვარ მაგ დახასიათებისთვის. კარგი
წინასწარმეტყველება მგონია და აქვე გეპატიჟები ქორწილში, –
მიუგო მისტერ ბრუკმა, რომელსაც ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ
მთელ კაცობრიობას დაუზავდა, თავის ონავარ მოწაფესაც კი.
– გადაკარგულში რომ ვიყო, მაინც მოვალ; ჯოს რომ იმ დღეს
სახე ექნება, მარტო მაგისთვის ღირს ცხრა მთის გადმოვლა რაღაც,
მხიარულად ვერ გამოიყურებით, მემ, ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა
ლორიმ და ოთახის მეორე ბოლოში გაჰყვა ჯოს, სადაც ყველანი
გადავიდნენ, რომ მისტერ ლორენსს შეგებებოდნენ.
– არ მომწონს ეს ამბავი, მაგრამ გადავწყვიტე შევეგუო და
აღარაფერსაც არ ვიტყვი საწინააღმდეგოს, – ზარ-ზეიმით
გამოუცხადა ჯომ, – არ იცი, როგორ მიჭირს მეგის დათმობა, – და
ხმა ოდნავ აუკანკალდა.
– კი არ უთმობ, უზიარებ, – ანუგეშა ლორიმ.
– წინანდელივით მაინც ვეღარ ვიქნებით. უახლოესი მეგობარი
დავკარგე, – ამოიოხრა ჯომ.
– მე ხომ გყავარ. ბევრი ვერაფერში გამოგადგები, ვიცი, მაგრამ
მუდამ გვერდით გეყოლები, ჯო. მთელი სიცოცხლე. ღმერთმანი,
ეგრე ვიზამ! – გულით უთხრა ლორიმ.

322
– ვიცი და დიდი მადლობელიც ვარ. მუდამ ჩემი
ნუგეშისმცემელი ხარ, ტედი, – მადლიერად მოუჭირა ხელი ჯომ.
– ჰოდა, ნუ დაღონდები, აბა, ყოჩაღად! ხომ ხედავ, ყველაფერი
კარგად არის. მეგი ბედნიერია, ბრუკი დატრიალდება და სადმე
მოეწყობა, პაპაც მიხედავს და ყველანი ძალიან ვიხალისებთ, როცა
მეგს თავის პატარა სახლში ვნახავთ. ის რომ წავა, მერეც
მშვენივრად გავატარებთ დროს, იმიტომ რომ ცოტა ხანში
უნივერსიტეტსაც დავამთავრებ და სადმე უცხოეთში წავიდეთ. ეგ
ხომ მოგიყვანს გუნებაზე?
– ალბათ, ჰო, ოღონდ ვინ იცის, რა მოხდება ამ სამ წელიწადში?
– ჩაფიქრდა ჯო.
– მართალია. არ გინდა, მომავალში გადაიხედო და დაინახო,
სად ვიქნებით ყველანი? მე მინდა, – მიუგო ლორიმ.
– მე, ალბათ, არა. ვაითუ, რამე სადარდებელი დავინახო, არადა,
ახლა ყველანი ისეთი ბედნიერები არიან, რომ არა მგონია, მერე
ამაზე უკეთესად იყვნენ, – ჯომ ნელა მოავლო მზერა ოთახს და
თვალები გაუნათდა, რადგან სანახაობა მართლაც რომ საამური
იყო.
გვერდიგვერდ მსხდომი დედა და მამა ხელახლა განიცდიდნენ
პირველ თავს იმ რომანისა, რომელიც ოცი წლის წინ დაიწყო, ემი
შეყვარებულებს ხატავდა, რომლებიც მოშორებით ისხდნენ
თავიანთ ლამაზ სამყაროში და მისი შუქი ისეთი მადლით
უსხივოსნებდათ სახეებს, რომ პატარა მხატვარი ამ
ბრწყინვალების გადმოცემას ვერ ახერხებდა. ბეთი თავის
დივანზე იწვა და ხალისიანად ელაპარაკებოდა მოხუცებულ
მეგობარს, რომელსაც ისე ეჭირა მისი პატარა ხელი, თითქოს
გრძნობდა, იმდენი ძალა კი ჰქონდა, გასძღოლოდა იმ მშვიდობიან
გზაზე, რომელსაც გოგონა ადგა. ჯო თავის საყვარელ დაბალ
სავარძელში მისვენებულიყო სერიოზული, წყნარი იერით, რაც
ყველაზე მეტად შვენოდა. სავარძლის ზურგს ლორი
მიჰყრდნობოდა, ნიკაპი ჯოს ხუჭუჭა თმის სისწორეზე ჰქონდა,
მეგობრულად უღიმოდა გოგოს და თავს უქნევდა მაღალ სარკეში,
რომელშიც ორივენი ირეკლებოდნენ.

323
აქ ფარდა ეშვება და მეგს, ჯოს, ბეთსა და ემის ფარავს. კვლავ
აიხდება იგი თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებენ
პირველ მოქმედებას ოჯახური დრამისა, სახელწოდებით „პატარა
ქალები“.

324

You might also like