Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

საინჟინრო საქმე – Engineering

UDC 622. 062


SCOPUS CODE 2209
https://doi.org/10.36073/1512-0996-2022-3-133-140

მცირე ჩაღრმავების გვირაბების მშენებლობის პროცესის გავლენა მიწის ზედაპირის


დეფორმაციებსა და გადაადგილებებზე

ზურაბ ლებანიძე სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური


უნივერსიტეტი, საქართველო, 0160, თბილისი, მ. კოსტავას 75
E-mail: zlebanidze@gmail.com
გელა მაჩაიძე სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი, საქართველო, 0160, თბილისი, მ. კოსტავას 75
E-mail: g.machaidze@gtu.ge
დავით გოგრიჭიანი სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი, საქართველო, 0160, თბილისი, მ. კოსტავას 75
E-mail: Geoinfo10@gmail.com

რეცენზენტები:
ა. გოჩოლეიშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი
E-mail: akakigocholeishvili@gmail.com
კ. ხაზალია, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
E-mail: kote_k70@mail.ru

ვები საცხოვრებელი ან სხვა დანიშნულების შენობა-


ანოტაცია. E-60 ავტომაგისტრალის როგორც ნაგებობის მშენებლობა.

საგზაო ნაწილი, ისე გვრაბები შენდება ნაკლებად მცირე ჩაღრმავების გვირაბის მშენებლობისას

დასახლებულ ტერიტორიებზე, შედეგად ნაკლებია ღერძის გასწვრივ, მიწის ზედაპირზე ქანების გადა-

ზემოქმედება დასახლებულ პუნქტებზე. მიუხედა- ადგილების მულდის პარამეტრების ანალიზური

ვად აღნიშნულისა, არცთუ იშვიათად არის დასმუ- და ლაბორატორიული მეთოდებით განსაზღვრუ-

ლი საკითხები გვირაბების მშენებლობის პროცესის ლი მნიშვნელობების დაზუსტება შესაძლებელია

ზედაპირის რელიეფზე ზეგავლენის შესახებ. კერ- მშენებარე გვირაბის ტრასის გასწვრივ მოწყობილ

ძოდ: ზედაპირის რელიეფის როგორი სახის და რა სპეციალურ სადამკვირვებლო სადგურებზე ჩატა-

სიდიდის დეფორმაციებია მოსალოდნელი მშენება- რებული ექსპერიმენტული კვლევების შედეგების

რე გვირაბის ტრასის გასწვრივ და მშენებარე/აშენე- მიხედვით. კვლევებით განისაზღვრება მშენებარე

ბული გვირაბის ღეძიდან რა მანძილზე არის დასაშ- გვირაბიდან მიწის ზედაპირამდე ქანების შრეების

_____________________________________
ISSN 1512-0996 სტუ-ის შრომები – Works of GTU
www.shromebi.gtu.ge 133 №3 (525), 2022
საინჟინრო საქმე – Engineering

გადაადგილებები, დეფორმაციები და მათი გავ- ბიუჯეტისა და ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი


ლენა მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე. მნიშვნელოვანი პირობაა.
მცირე სიღრმეებზე მშენებარე გვირაბის ღერძის E-60 ავტომაგისტრალის საქართველოზე გამავა-
გასწვრივ საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების ლი ნაწილის სრულფასოვანი რეკონსტრუქცია-მო-
შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის უსაფრთ- დერნიზაცია დაკავშირებულია არსებული საგზაო
ხო ზონის განსასაზღვრავად შესაძლებელია, მეტ- ქსელის რეკონსტრუქციასთან და მრავალი ახალი
როს გვირაბების მშენებლობისას გამოყენებული გზის, ხიდის, გვირაბისა და სხვა ხელოვნური ნაგე-
ნორმატიული დოკუმენტის СНиП 32-02-2003 (СП ბობის მშენებლობასთან. განსაკუთრებულად რთუ-
120.13330.2011) 3.6. და 3.7. პუნქტებით გათვალის- ლი მონაკვეთებია ავტომაგისტრალის რიკოთი-არ-
წინებულის ანალოგიური მოთხოვნების და შეზ- გვეთას, ქობულეთი-ბათუმისა და ბათუმი-სარფის
ღუდვების დაწესება. მონაკვეთები, სადაც დაგეგმილია და მიმდინარე-
ობს 50-ზე მეტი ახალი გვირაბის მშენებლობა. გვი-

საკვანძო სიტყვები: გადაადგილებების მულ- რაბების უმეტესობა გაიყვანება მთაგორიან რე-

და; გვირაბის მშენებლობა; მასივის დეფორმაციები; ლიეფზე მცირე და საშულო ჩაღრმავებით, რთულ

მცირე ჩაღრმავების გვირაბი; სადამკვირვებლო სამთო-გეოლოგიურ პირობებში. გვირაბების მშე-

სადგურები; უსაფრთხო ზონის განსაზღვრა. ნებლობის პროექტები დამუშავებულია ტენდერებ-


ში გამარჯვებული ევროპისა და მსოფლიოს მოწინა-
ვე ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, იტალია, თურქე-

შესავალი თი, სამხრეთ კორეა და სხვა) საპროექტო ორგანიზა-

საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი E-60 ავ- ციების მიერ ევროპული და მსოფლიო თანამედ-

ტომაგისტრალი (E-70 ავტომაგისტრალთან ერთად) როვე ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების

ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს (სარ- შესაბამისად. პროექტები ითვალისწინებს გვირაბე-

ფი-ბათუმი-ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) აკავ- ბის როგორც გაყვანა-გამაგრების თანამედროვე ტექ-

შირებს ერთმანეთთან, ხოლო საერთაშორისო მასშ- ნოლოგიებს და გარემომცველი სამთო მასივების

ტაბით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მდგრადობის უზრუნველყოფის, ასევე გარემოზე

დერეფანს წარმოადგენს. მინიმალური ზემოქმედების ღონისძიებებს.

E-60 ავტომაგისტრალის საქართველოს ტერი- ავტომაგისტრალის როგორც საგზაო ნაწილი,

ტორიაზე გამავალი ნაწილის რეკონსტრუქცია-მო- ისე გვრაბები შენდება ნაკლებად დასახლებულ ტე-

დერნიზაცია ოთხზოლიან ჩქაროსნულ ავტომა- რიტორიეზე, შედეგად ნაკლებია ზემოქმედება და-

გისტრალად განაპირობებს საქართველოს სატრან- სახლებულ პუნქტებზე. მიუხედავად აღნიშნული-

ზიტო ქსელის კონკურენტუნარიანობის ზრდას. სა, არცთუ იშვიათად არის დასმული საკითხები

ავტომაგისტრალის სრულფასოვანი მოდერნიზაცი- გვირაბების მშენებლობის პროცესის ზედაპირის

ის შემდეგ გაიზრდება ტვირთბრუნვის და ტურის- რელიეფზე ზეგავლენის შესახებ. კერძოდ, ზედა-

ტული ნაკადების ინტენსივობა, რაც სახელმწიფო პირის რელიეფის როგორი სახის და რა სიდიდის
_____________________________________
სტუ-ის შრომები – Works of GTU ISSN 1512-0996
№3 (525), 2022 134 www.shromebi.gtu.ge
საინჟინრო საქმე – Engineering

დეფორმაციებია მოსალოდნელი მშენებარე გვირა- ჯაბიძემ გამოიკვლია მცირე სიღრმეებზე მშენებარე


ბის ტრასის გასწვრივ და მშენებარე/აშენებული გვი- სხვადასხვა დანიშნულების გვირაბის გარემომცვე-
რაბის ღეძიდან რა მანძილზე არის დასაშვები საც- ლი სამთო მასივის დეფორმაციის პროცესები და ამ
ხოვრებელი ან სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებო- პროცესების ზეგავლენა გვირაბების მდგრადობასა
ბის მშენებლობა. და ახლომდებარე შენობების საფუძვლების (ფუნ-
დამენტების) მოსალოდნელ დეფორმაციებსა და

ძირითადი ნაწილი დაზიანებებზე [1], [2].

მცირე სიღრმეებზე გვირაბების მშენებლობის გვირაბების მშენებლობა განაპირობებს გარემომ-

პროცესის ზედაპირის რელიეფის და ახლოს მდება- ცველი სამთო მასივის თავდაპირველი, გვირაბების

რე შენობა-ნაგებობების დეფორმაციების და დაზია- გაყვანის დაწყებამდე არსებული, ბუნებრივი დაძა-

ნებების ხასიათსა და სიდიდეზე გავლენის საკითხი ბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ცვლილე-

კაგად არის შესწავლილი მჭიდროდ დასახლებუ- ბას, რაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. გვი-

ლი, შედარებით სწორი რელიეფის მქონე დიდი ქა- რაბების სამთო წესით მშენებლობისას შესაძლებე-

ლაქებისა და მეგაპოლისებისთვის. ლია მიწის ზედაპირზე წარმოიქმნას ქანების გადა-

მყარი გარემოს მექანიკის ძირითად კანონზომიე- ადგილების მულდა, რომლის ფარგლებში ხდება

რებათა საფუძვლებზე დაყრდნობით დამუშავებუ- ქანების დეფორმაცია. მულდის ზედაპირს, როგორც

ლი მეთოდების გამოყენებით, პროფესორმა ი. გუ- წესი, აქვს უნაგირის ფორმა (სურ. 1).

სურ. 1. ზედაპირის ქანების გადაადგილებების მულდა:


A - განივი კვეთი; B - კვეთი გრძივი მიმართულებით; C - მულდის დაქანების და სიმრუდის გრაფიკები.
1-მიწის ზედაპირი; 2-ქანების გადაადგილების (დაჯდომის) მულდა; 3-გვირაბი; 4-გვირაბგამყვანი ფარი; i-გადაადგილების მულდის
ქანობი; k-გადაადგილების მულდის სიმრუდე.

_____________________________________
ISSN 1512-0996 სტუ-ის შრომები – Works of GTU
www.shromebi.gtu.ge 135 №3 (525), 2022
საინჟინრო საქმე – Engineering

მიწის ზედაპირზე გადაადგილების მულდის რის გადაადგილებებს და დეფორმაციებს. შეუკავ-


ზომები დამოკიდებულია იმ კუთხის სიდიდეზე, შირებელი დასველებული გრუნტების პირობებში
რომელიც წარმოიქმნება გვირაბის ქვედა ნაწილის ხდება გადაადგილებების და დეფორმაციების ინ-
ჰორიზონტალურ მიმართულებასა და მულდის ტენსიური განვითარება რამდენიმე დღე-ღამის გან-
საზღვრის შემაერთებელ წრფეს შორის (𝜕). მულდის მავლობაში, რამაც შესაძლებელია განაპირობოს
ფარგლებში სამთო მასივის დეფორმაციები შესაძ- გრუნტის მნიშვნელოვანი ჯდენა. თიხოვანი ქანების
ლებელია წარმოდგენილი იყოს ვერტიკალური და შემთხვევაში გადაადგილება და დეფორმაცია მიმ-
ჰორიზონტალური გადაადგილებების სახით. ვერ- დინარეობს შედარებით შენელებული ტემპით და,
ტიკალური გადაადგილებები, როგორც წესი, მი- შესაბამისად, ჯდენებიც ნაკლები სიდიდისაა. პლას-
მართულია გვირაბის კონტურისაკენ და გამოვლინ- ტიკური თიხოვანი ქანების პირობებში დეფორმაცია
დება ქანების ჯდენების სახით, თუმცა ჯირჯვება- გრძელდება საკმაოდ ხანგრძლივად, ხოლო გრუნ-
დი ქანების შემთხვევაში შესაძლებელია ქანების ტის დაძაბულ-დეფორმაციული პირობების სტაბი-
დეფორმაცია ზედაპირზე გამოვლინდეს ამობურ- ლიზაციას შესაძლებელია 2-3 წელიც დასჭირდეს [3].
ცვის (ამოფუების) სახით. მიწის ზედაპირის და სამ- მიწის ზედაპირის გადაადგილებასა და დეფორ-
თო მასივის გადაადგილებების და დეფორმაციების მაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გვირაბის
ინტენსივობაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორე- განლაგების სიღრმე. ზედაპირთან არსებული გრუ-
ბი როგორიცაა: ნტის ფარდობითი ჯდენის სიდიდის დამოკიდებუ-
- საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლო- ლება ფარდობით სიღრმეზე, რომელიც მიღებულია
გიური პირობები; ექსპერიმენტული კვლევების შედეგად, წარმოდგე-
- დასახლებული ტერიტორიების განაშენიანე- ნილია მე-2 სურ-ზე [3].
ბის თავისებურებები;
- მიწისქვეშა კომუნიკაციების და ნაგებობების
არსებობა მშენებლობის არეალში;
- მშენებარე გვირაბის ფორმა, ზომები და გან-
ლაგების სიღრმე;
- გვირაბის მშენებლობის ტექნოლოგია და სა-
მუშოების ორგანიზაცია და სხვა.
ჩამოთვლილი ფაქტორებიდან განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდ-
როგეოლოგიური პირობები. გრუნტების ფიზიკურ-
მექანიკური თვისებები, მათი ჩაწოლის ხასიათი,
სურ. 2. ზედაპირზე არსებული გრუნტის ფარდობითი ჯდენის
ჰიდროლოგიური პირობები და გრუნტის წყლების
სიდიდის დამოკიდებულება ფარდობით სიღრმეზე.
რიჟიმები ძირითადად განსაზღვრავს მიწის ზედაპი- D–გვირაბის დიამეტრი, H–გვირაბის გაყვანის სიღრმე.
_____________________________________
სტუ-ის შრომები – Works of GTU ISSN 1512-0996
№3 (525), 2022 136 www.shromebi.gtu.ge
საინჟინრო საქმე – Engineering

მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ გვირაბის სადაც K1 = 1,7 კოეფიციენტი ახასითებს ქანების
ღრმად განლაგების შემთხვევაში მიწის ზედაპირის ტიპს და ჯდენების სიდიდეს,
ჯდენებზე სიღრმის ცვლილების გავლენა უმნიშვ- K2 ითვალისწინებს გრუნტის მოცულობის მატე-
ნელოა, მცირე სიღრმეების შემთხვევაში (H/D < 3) კი ბას გაფხვიერების (დანაწევრების) ხარჯზე, ტენიანი
ჯდენები ვითარდება სწრაფად და აღწევს მნიშვნე- გრუნტისათვის K2 =1-0,98, ხოლო მშრალი გრუნ-
ლოვან სიდიდეებს. მე-2 სურ-ზე წარმოდგენილი ტისათვის K2 =0.9,
გრაფიკის შესაბამისად გვირაბის გაყვანის სიღრმის m – გვირაბის სანგრევში ქანის დამუშავების გა-
0,75D - დან 0,5D - მდე შემცირებისას მიწის ზედა- დაჭარბება საპროექტოსთან შედარებით (m = 2-5%
პირის ჯდენა იზრდება დაახლოებით 3-4-ჯერ. გვი- არამექანიზებული და m = 1-2% მექანიზებული
რაბგამყვანი კომბაინების (გვირაბგამყვანი ფარი) ფარებისათვის).
გამოყენების პირობებში, როგორც მრავალი ქვეყნის მცირე სიღრმეებზე მშენებარე გვირაბის ღერძის
პრაქტიკა აჩვენებს, 5-6 მ დიამეტრის მქონე გვირა- გასწვრივ მიწის ზედაპირზე ქანების გადაადგილე-
ბების მიწის ზედაპირიდან 3-10 მ სიღრმეზე გაყ- ბის მულდის პარამეტრების განსაზღვრისათვის და,
ვანისას გვირაბის ღერძის გასწვრივ მაქსიმალური ზოგადად, გეომექანიკური საკითხების გამოსაკვ-
ჯდენები მეტწილად 70-დან 200 მმ-მდე აღწევს, ლევად, ამჟამად ხშირად სარგებლობენ სასრული
ხოლო მულდის სიგანე – 15-დან 30 მ-მდე. ჯდენე- ელემენტების მეთოდით, რომელიც გამოიყენება
ბის დიდი ნაწილი ვლინდება 2-3 დღე-ღამის გან- მყარი გარემოს მექანიკის ამოცანების ამოხსნისათ-
მავლობაში, ხოლო ჯდენების სრული სტაბილიზა- ვის. ეს მეთოდი იძლევა როგორც ორგანზომილებია-
ციის ხანგრძლივობა, გვირაბის გავლენის ზონაში, ნი, ისე სამგანზომილებიანი სივრცითი ამოცანების
შეადგენს 5-6 თვეს [3]. ამოხსნის საშუალებას მრავალი ფაქტორის გათვა-
მიწის ზედაპირზე ქანების გადაადგილებების ლისწინებით. ქანების გადაადგილების მულდის პა-
მულდის სიგანისა და მაქსიმალური ჯდენების გან- რამეტრების განსაზღვრისათვის მეტწილად იყენე-
საზღვრა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული გამო- ბენ უწყვეტი ან წყვეტილი გარემოს ამოცანების ამო-
სახულებებით [3]. ხსნის ბრტყელ მოდელებს. საანგარიშო მოდელის

L=
( ° ∕ )
, (1) შედგენისას ხდება კვანძების კოორდინატებისა და
( ∕ )
სასაზღვრო პირობების განსაზღვრა. გეომეტრიული
სადაც RH არის გვირაბგამყვანი ფარის გარე
მოდელის შედგენით იქმნება სასრული ელემენტე-
დიამეტრი,
ბის ბადე ელემენტების შემადგენლობის გათვალის-
H – მიწის ზედაპირიდან გვირაბის ღერძამდე
წინებით. კვლევის შედეგები შესაძლებელია წარ-
მანძილი,
მოდგენილი იყოს გრაფიკების ან ცხრილების სახით.
φ – გვირაბის გარემომცველი ქანების შინაგანი
ქანების გადაადგილების მულდის პარამეტრე-
ხახუნის კუთხე.
ბის ანალიზური და ლაბორატორიული მეთოდე-
Umax =K1 K2 m D/(200 L) , (2)
ბით განსაზღვრული მნიშვნელობების დაზუსტება
_____________________________________
ISSN 1512-0996 სტუ-ის შრომები – Works of GTU
www.shromebi.gtu.ge 137 №3 (525), 2022
საინჟინრო საქმე – Engineering

შესაძლებელია მშენებარე გვირაბის არეალში ნატუ- ბებს. გაზომვის სიზუსტე შეადგენს 0,2 მმ-ს ჭაბურ-
რული, ექსპერიმენტული კვლევების ჩატარებით. ღილის 1 მ სიღრმეზე. სამთო მასივის გადაადგილე-
ექსპერიმენტული კვლევებით განისაზღვრება მშე- ბების და დეფორმაციების გაზომვებისათვის ამჟა-
ნებარე გვირაბებიდან მიწის ზედაპირამდე ქანების მად ფართოდ გამოიყენება ისეთი გეოფიზიკური
შრეების გადაადგილება, დეფორმაციები და მათი მეთოდები, როგორიცაა: ჭაბურღილების აკუსტი-
გავლენა მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე. ექსპერი- კური კაროტაჟი, გრავიმეტრია, სეისმომეტრია, მაგ-
მენტული კვლევებით გათვალისწინებული გაზომ- ნიტომეტრია და სხვა. ამ მეთოდების გამოყენება სა-
ვები იწყება გვირაბის გაყვანის სამუშაოების დაწყე- შუალებას იძლევა, გვირაბის მშენებლობის პრო-
ბამდე და სრულდება გვირაბის ესპლუატაციაში ცესში, განხორციელდეს ზედაპირის ქანების გადა-
შეყვანიდან რამდენიმე წლის შემდეგ [3], [4], რაც ადგილებისა და დეფორმაციის ავტომატურ რეჟიმ-
საშუალებას იძლევა დაფიქსირდეს ქანების მასივის ში კონტროლი [3].
დეფორმაცია გვირაბის გაყვანის დაწყებიდან მის ექსპერიმენტული კვლევების შედეგების მიხედ-
დასრულებამდე, ასევე ქანების გადაადგილების ვით განისაზღვრება ზედაპირის ქანების გადაადგი-
სრული სტაბილიზაციის ჩათვლით. ექსპერიმენ- ლებისა და დეფორმაციების ხასიათი და ინტენსი-
ტული კვლევების ჩასატარებლად სპეციალური სა- ვობა, რის საფუძველზეც შესაძლებელია გარკვეუ-
დამკვირვებლო სადგურები ეწყობა მშენებარე გვი- ლი კორექტივების შეტანა გვირაბის გაყვანის ტექ-
რაბის ტრასის გასწვრივ. სადამკვირვებლო სადგუ- ნოლოგიურ პროცესში, რამაც უნდა უზრუნველყოს
რები უნდა აღიჭურვოს ქანების გადაადგილების გვირაბის გარემომცველ ქანთა მასივის დეფორმაცი-
მულდის ყველა პარამეტრის გაზომვისათვის საჭი- ის შემცირება და მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე
რო მოწყობილობებით. მიწის ზედაპირის და შენო- მინიმალური ზეგავლენა.
ბა-ნაგებობების ფუნდამენტების ჯდენების გან- მეტროს გვირაბების დაპროექტება-მშენებლობი-
საზღვრას მეტწილად ახდენენ ნიველირებით ზე- სას გამოყენებული ნორმატიული დოკუმენტის
დაპირული, სიღრმული და კედლის რეპერების გა- СНиП 32-02-2003 (СП 120.13330.2011) [5] 3.6. პუნქ-
მოყენებით. ქანთა მასივის ჰორიზონტალური გადა- ტის მოთხოვნის შესაბამისად მცირე სიღრმეებზე
ადგილების გასაზომად იყენებენ ინკლინომეტრს მეტროს გვირაბის მშენებლობისას, გათვალისწინე-
და ეკსტენზიომეტრს, რომლებსაც ათავსებენ სპე- ბული უნდა იყოს 40 მ სიგანის ტექნიკური ზონა,
ციალურად გაბურღულ ჭაბურღილებში მოწყობილ რომელშიც შენობა-ნაგებობების მშენებლობა გვირა-
ლითონის ან პლასტმასის მოქნილ გარცმის მილებ- ბის მშენებლობის დასრულებამდე დაუშვებელია,
ში. ქანების მასივის გადადგლებით გამოწვეულ ხოლო 3.7. პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად ტექნი-
გარცმის მილების კედლების დეფორმაციას აფიქსი- კურ ზონაში მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა,
რებს ინკლინომეტრი, რომლისგანაც შესაბამისი ნარგავების დარგვა და გაზონების მოწყობა, ასევე
სიგნალები კაბელების საშუალებით მიეწოდება მი- გვირაბის ღერძიდან ორივე მხარეს ტექნიკური ზო-
წის ზედაპირზე განლაგებულ ჩამწერ მოწყობილო- ნიდან 30 მ სიგანის ტერიტორიაზე განაშენიანება
_____________________________________
სტუ-ის შრომები – Works of GTU ISSN 1512-0996
№3 (525), 2022 138 www.shromebi.gtu.ge
საინჟინრო საქმე – Engineering

უნდა შეთანხმდეს მეტროპოლიტენის პროექტის 3.6. და 3.7. პუნქტებით გათვალისწინებული ანა-


დამმუშავებელ საპროექტო ორგანიზაციასთან. ლოგიური ტექნიკური ზონების და შეზღუდვების
დაწესება მშენებარე გვირაბების ღერძის გასწვრივ

დასკვნა საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების შენობა-ნა-

საავტომობილო და სხვა დანიშნულების დიდი გებობების მშენებლობისათვის უსაფრთხო ზონის

კვეთის გვირაბების მცირე სიღრმეებზე მშენებლო- განსაზღვრისათვის.

ბისას ქანების გადაადგილების მულდის პარამეტ- აღნიშნული ზონების სიგანის და გაანგარიშებით

რების და მოსალოდნელი დეფორმაციების სიდი- მიღებული დეფორმაციების მულდის პარამეტრე-

დეების განსაზღვრა შესაძლებელია (1) და (2) გამო- ბის დაზუსტება შესაძლებელია მშენებარე გვირაბის

სახულებების საშუალებით. ტრასის გასწვრივ მოწყობილ სპეციალურ სადამკ-

ამავე დროს შესაძლებელია, მეტროს გვირაბების ვირვებლო სადგურებზე ჩატარებული კვლევების

მშენებლობისას გამოყენებული ნორმატიული დო- საფუძველზე.

კუმენტის СНиП 32-02-2003 (СП 120.13330.2011) [5]

ლიტერატურა
1. Gujabidze, I. K. (1991). Questions of the mechanics of underground structures of small extent. Tbilisi: TSU.
(In Georgian);
2. Gujabidze, I. K. (1992). Forecasting and managing the stability of underground workings under the influence
of mountainous terrain and surface structures. [Doctoral dissertation].
3. Karasev, M. A. (2017). Prediction of geomechanical processes in layered rock massifs during the construction
of underground structures of complex spatial configuration in conditions of dense urban development.
[Doctoral dissertation].
4. Gosgortekhnadzor of Russia. (1997). Instructions for observing the movements of the earth's surface and
objects located on it during the construction of underground structures in Moscow. (RD 07-166-97). Retrieved
from: https://www.rts-tender.ru/poisk/rukovodjawij-dokument/07-166-97. (In Russian).
5. Gosstroy of Russia. (2004). Building Codes and Regulations of Russia 32-02-2003: Underground. (SR
120.13330.2011). Retrieved from: https://www.rts-tender.ru/poisk/svod-pravil/120-13330-2011. (In Russian).

_____________________________________
ISSN 1512-0996 სტუ-ის შრომები – Works of GTU
www.shromebi.gtu.ge 139 №3 (525), 2022
საინჟინრო საქმე – Engineering

UDC 622. 062


SCOPUS CODE 2209
https://doi.org/10.36073/1512-0996-2022-3-133-140

Impact of the Construction Process of Shallow Tunnels on Land Surface Deformations and
Displacements

Zurab Lebanidze Department of Mining Technologies, Georgian Technical University, Georgia, 0160,
Tbilisi, 75, M. Kostava str.
E-mail: zlebanidze@gmail.com
Gela Machaidze Department of Mining Technologies, Georgian Technical University, Georgia, Georgia,
0175, Tbilisi, 75, M. Kostava str.
E-mail: g.machaidze@gtu.ge
Davit Gogrichiani Department of Mining Technologies, Georgian Technical University, Georgia, 0175,
Tbilisi, 75, M. Kostava str.
E-mail: Geoinfo10@gmail.com

Reviewers:
A. Gocholeishvili, Professor, Faculty of Mining and Geology, GTU
E-mail: akakigocholeishvili@gmail.com
K. Khazalia, Associate Professor, Faculty of Civil Engineering, GTU
E-mail: kote_k70@mail.ru

Abstract. Both the road section and the tunnels of E-60 highway are being constructed in sparsely populated
areas, resulting in less impact on populated areas. Nevertheless, concerns about the impact of the tunnel construction
process on the surface relief are common; In particular, what kind of surface deformations are expected along the
route of the tunnel under construction, and to what extent, and at what distance from the axis of the tunnel already
constructed/under construction is it permissible to construct a residential or other building?
The values determined by analytical and laboratory methods of the parameters of the rock displacement mold on
the ground surface can be specified during the construction of shallow tunnels along the axis based on the results of
experimental studies conducted at special observation stations along the tunnel under construction. Studies
determine the displacements and deformations of rock stratum from the tunnels under construction to the ground
surface, as well as their impacts on the surrounding buildings.
To determine a safe zone for the construction of residential and other buildings along the axis of the shallow
tunnels under construction, similar requirements and restrictions, which are used during metro tunneling, as spe-
cified in sub-clauses 3.6 and 3.7 of the normative document СНиП 32-02-2003 (СП 120.13330.2011) can be applied.
Resume:
Keywords: construction of tunnels; deformations; determining a safe zone; displacement mold; observation
stations; shallow tunnels.

განხილვის თარიღი 08.04.2022


შემოსვლის თარიღი 03.05.2022
ხელმოწერილია დასაბეჭდად 23.09.2022
_____________________________________
სტუ-ის შრომები – Works of GTU ISSN 1512-0996
№3 (525), 2022 140 www.shromebi.gtu.ge

You might also like