Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

კომპლექსური დავალება

საგანი: English/ინგლისური
კლასი: III primary/III დაწყებითი
საზაფხულო თავგადასავლები
თემა/საკითხი: Summer adventures (A summer
საზაფხულო დაფა,
pinboard , Uncle Phil’s trip ბიძია ფილის მოგზაურობა)
სამიზნე ცნება; ზეპირი კომუნიკაცია, (თანმდევი წერითი კომუნიკაცია) I უცხ.
დაწყ. (I): 1,2,3,4,5,6,8
კომპლექსური დავალების პირობა: წარმოიდგინე, რომ ოჯახთან ერთად
მოგზაურობ უცხო ქვეყანაში. ციფრული რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“
გამოყენებით შექმენი პლაკატი ან დახატე მოგზაურობის სცენები ქმედების
ამსახველი წარწერებით. ნაშრომი პრეზენტაციით წარუდგინე თანაკლასელებს.
პლაკატზე ან ნახატებზე მუშაობისას
 ილუსტრაციებზე გამოკვეთე შენი და შენი ოჯახის წევრების სხვადასხვა
აქტივობები პლაჟზე , ქალაქში, სასურველ ღირსშესანიშნავ ადგილზე
 გამოიყენე შესწავლილი ლექსიკური ერთეულები ( town, street, bridge, beach,
castle, rain, hot, sunny, sea,…
 ქმედების გამომხატველი სიტყვები (visit, row a boat, ride, stand, swim, eat,
look, wear,…. ახლანდელი განგრძობითი ფორმით
 წარწერებში შეეცადე წარმოაჩინო
როგორი ამინდია
რა გაცვია შენ/შენი ოჯახის წევრებს
რას სტუმრობთ,
რას აკეთებთ შენ/შენი ოჯახის წევრები სხვადასხვა ილუსტრაციაზე
 წერისას გაითვალისწინე წინადადების წერის წესები და განსაზღვრე სასვენი
ნიშნების გამოყენების საჭიროება
 საუბრისას გასაგებად წარმოთქვი სათქმელი, დაიცავი ინტონაცია და
მახვილი

ნამუშევრის წარდგენის შემდეგ


 ისაუბრე როგორ მოემზადე პრეზენტაციისთვის
 რა ხერხები გამოიყენე წინადადებების წერისას
 რა გაგიჭირდა ან გაგიადვილდა მუშაობის პროცესში
 რას შეცვლიდი ნაშრომში თავიდან რომ იწყებდე მუშაობას

რეკომენდაციები დავალების შესრულებისას


ციფრულ რესურსზე მუშაობის გასაადვილებლად გამოიყენეთ Youtube-ზე
ატვირთული ვიდეო ინსტრუქცია მითითებულ ლინკზე დაწკაპებით
https://www.youtube.com/watch?v=JqLrUDut8Xw

You might also like