Professional Documents
Culture Documents
განმარტებანი წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებისა - ქრისტიანული ქორწინება - - - თბ., 1993წ.
განმარტებანი წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებისა - ქრისტიანული ქორწინება - - - თბ., 1993წ.
ქორწინება
ქორწინება
ოჯახური საზრუნავი. ყოველ ადამიანს, რაც უნდა ბედნიერი იყოს იგი თავის
საფიქრალ-საზრუნავი გააჩნია. არავინაა თავისუფალი ამისგან, რადგან
მომავლის რწმენით და იმედით ცხოვრობს, თუმცა არ იცის რა მოელის.
საზრუნავიც იმისდა მიხედვით მატულობს, რაც უფრო მეტად ილტვის
ადამიანი ბედნიერების მოსაპოვებლად.
ჩვეულებრივ ფიქრობენ ხოლმე, რომ ოჯახური საზრუნავი ყველაზე მძიმე
ტვირთია ცხოვრებაში. ამ დროს ადამიანი ფიქრობს არა მარტო საკუთარ
თავზე, არამედ ცოლზე, შვილზე, ნათესავ-მეგობრებზე, უფრთხილდება მათ
ჯანმრთელობას. ამიტომ, დღეს ბევრი ოჯახის შექმნას თავს არიდებს ოჯახის
რჩენის შიშის გამო და ამჯობინებს შემთხვევით კავშირებს, განსაკუთრებით
ქალაქის მცხოვრებლები ესწრაფვიან ამგვარ ცხოვრებას, რადგან განცხრომასა
და ფუფუნებას მიელტვიან.