Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

Model NATO PA 2018

ნატოს საპარლამენტო
ასამბლეის მოდელი 2018

SPRING SESSION
საგაზაფხულო სესია

May 2018 / მაისი 2018

COMMITTEE
DRAFT REPORTS

კომიტეტთა
სამუშაო მოხსენებები

© 2018 YES Georgia


© 2018 YES Georgia

ინფორმაციისა და ტექნოლოგიების კომიტეტი


რუსეთის ჩარევა ალიანსის ქვეყნებში გამართულ არჩევნებსა და
რეფერენდუმებში
ხელმძღვანელები: მარიამ ჩხიკვაძე; ლანა სირბილაძე

კომიტეტის სამუშაო მოხსენება

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული განვითარების ეპოქაში


განსაკუთრებით მარტივი გახდა სახელმწიფოების საშინაო თუ საგარეო
პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა უშუალოდ სამხედრო ძალის გამოყენების
გარეშე, რასაც ბევრი ქვეყანა, მათ შორის რუსეთის რესპუბლიკა აქტიურად
იყენებს თავისი ეროვნული ინტერესების გატარების მიზნით.

რუსეთის მიერ განხორცილებული საინფორმაციო ომი და ალიანსის წევრი


სახელწმიფოების არჩევნებსა და რეფერნდუმებში ჩარევა ემსახურება არაფერს
გარდა იმისა, რომ ზიანი მიაყენოს და შელახოს ლიბერალური და დემორატიული
ინსტიტუტები და ის ფასეულობები და ღირებულებები, რომლებზეც
დამყარებულია ჩვენი საზოგადოება: სიტყვის თავისუფლება, არჩევნის
თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა. მოგეხსენებათ, არჩევნები და
რეფერენდუმები ლიბერალური დემოკრატიის შუაგულშია, გამოხატავს რა
ადამიანების სურვილს და საფუძვლად უდევს მთავრობის ლეგიტიმაციას.
შესაბამისად, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მზად არის, თავის წევრ
ქვეყნებთან ერთად იბრძოლოს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. მეცნიერებისა
და ტექნოლოგიების კომიტეტმა კი შევიმუშავეთ წინამდებარე კომუნიკე,
რომელშიც განხილულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული გამოწვევები და
მათი გადაჭრის გზები.

2
ინფორმაციისა და ტექნოლოგიების კომიტეტი

აღშფოთებულია, ირანის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და წესების


უხეშად დარღვევით.

თვალსაჩინოა, რუსეთის მიერ საინფორმაციო ომის გამოყენება დასავლური


ღირებულებებისა და იდეალების წინააღმდეგ.

შეშფოთებას გამოთქვამს, პერსონალური და სახელმწიფო ინფორმაციის


მოპოვებისა და გასაჯაროვების მიზნით, რუსეთის მიერ კიბერსივცის
არამართლზომიერ და არაკანონიერ გამოყენებაზე.

ხაზს უსვამს, სოციალურ სივრცესა და მედია საშუალებებში პროპაგანდისა და


დეზინფორმაციის გამოყენებით რუსეთის რბილი ძალის ძლიერ გავლენას.

წუხს, პროვოკაციების საშუალებით საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის


გამწვავებაზე.

ითვალისწინებს, ნდობის დაკარგვისა და ერთიანობის რღვევის საშიშროებას,


როგორც სახელმწიფოებს შორის, ისე ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში.

შესამჩნევია, რუსეთის მხარდამჭერით, ალიანსის წევრ ქვეყნებში მემარჯვენე


ძალების გაძლიერების ტენდენცია.

მხედველობაში იღებს, საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე პოტენციური თავდასხმის


შესაძლებლობას.

მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების


დაქვემდებარებისა და დაცვისკენ.

ხაზს უსვამს, დეზინფორმაციის აღმოჩენისა და სწორი ინფორმაციის გავრცელების


აუცილებლობას.

საჭიროდ მიიჩნევს, ტექნოლოგიებისა და პრევენციის გზების მუდმივ


მოდერნიზებას, საზოგადოებაში ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლებას.
აუცილებლად თვლის, როგორც ალიანსის წევრ, ისე პარტნიორ სახელმწიფოებს
შორის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, დიალოგისა და კომუნიკაციის
გახშირებას.

3
იწონებს აშშ-ს მიერ საარჩევნო ინფრასტრუქტურის კრიტიკული
ინფრასტრუქტურის რანგში აყვანას და მოუწოდებს ალიანსის წევრ ქვეყნებს
მსგავსი ღონისძიების გატარებისკენ.

მოუწოდებს, კიბერუსაფრთხოებაზე სპეციალიზირებული ორგანოების


დაფინანსების გაზრდისა და სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში
კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებისაკენ.

რეკომენდაციას უწევს, კიბერსაფრთხეებზე დაუყოვნებლივი და ოპერაციული


რეაგირებისთვის სამხედრო კიბერ განკარგულებებისა და მკაფიო, ქმედითი
პროტოკოლის შექმნაზე, ასევე კიბერსტრატეგიების გაუმჯობესებაზე.

სთავაზობს, სანქციების მიღებას დადასტურებული კიბერ შეტევების შემთხვევაში.

საჭიროდ მიიჩნევს, სწრაფი და ოპერატიული ჯგუფების შექმნა/გაუმჯობესებას.

ურჩევს, დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ კანონის შემოღებას/გამკაცრებას


მედია საშუალებებზე, ინტერნეტ პორტალებსა და კერძო პირებზე, აღნიშნულ
ქმედებაში უცხო ქვეყნის ინტერესების გავლენის გამოაშკარავების შემთხვევაში.

სთავაზობს, ოფიციალურ საიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის წყაროებზე


სპეციალურ აღნიშვნებს.

მიიჩნევს, რადიკალისტური იდეების პროპაგანდაზე სასჯელის გამკაცრების


საჭიროებას.

მნიშვნელოვანია, ნაციონალური იდენტობის განმტკიცება შესაბამისი


ღონისძიებების გატარების გზით.

You might also like