ზმნა შერეული ვერსია სამუშაო

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ზმნა .

შერეული საგამოცდო ვერსია

1 აირჩიეთ ზმნის სწორი ფორმა :


გაანალიზა
გააანალიზა

დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი . რატომ იყრის თავს ერთად რამდენიმე -ა ამ ზმნაში,


ანუ განმარტეთ რა ფუნქცია აქვს თითოეულ ა-ს.

2. qvemoT CamoTvlilTagan sawyisis romeli formaa araswori?


(a) Txra
(b) texva
(g) wvrTna
(d) frcqvna

3. mocemulia sami zmna araswori formiT: ansxvavebs, ancvifrebs, ansaxierebs.


gaasworeT Secdomebi da auxseniT VI klasis moswavleebs, ratom ar aris es
formebi marTebuli.

4. qvemoT mocemulia `qeba~ zmnis uRleba subieqturi piris mixedviT mxolobiT


ricxvSi: vaqeb, aqeb, aqebs.
auRleT es zmna obieqturi piris mixedviT mxolobiT ricxvSi.

5. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ წინადადებებშია ზმნა მოცემული სწორი


ფორმით?
I. შემოდგომაზე მოვკრეფ ყურძენს.
II. წიგნიდან ამოვკრეფ არსებით სახელებს.
III. ხშირად ვკრებ მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლებს.
IV. მალე შევკრეფ ლიტერატურის მოყვარულებს.

(ა) პირველსა და მესამეში


(ბ) მეორესა და მესამეში
(გ) მეორესა და მეოთხეში
(დ) მესამესა და მეოთხეში
6. ზმნაში აუღზრდია გვხვდება აღ ზმნისწინის არამართებული ჩანაწერი.
წარმოდგენილი ვარიანტებიდან რომელშია მითითებული დარღვევის მიზეზი?
(ა) ზმნისწინი გათიშულია პირის ნიშნით.
(ბ) ზმნისწინი გათიშულია მწკრივის ნიშნით.
(გ) ზმნისწინი გათიშულია ქცევის ნიშნით.
(დ) ზმნისწინი გათიშულია თემის ნიშნით.

7. როგორც ცნობილია, ზმნისწინის დართვით ზმნამ შეიძლება, შეიცვალოს


მნიშვნელობა.
პასუხების ფურცელზე გამოყოფილ ველში ჩაწერეთ ორი ზმნა, რომლებიც
გამოგვადგება ზმნისწინის მნიშვნელობის
შემცვლელი ფუნქციის საილუსტრაციოდ.
(მაქსიმალური ქულა 1

8 ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელშია დაშვებული შეცდომა?


I. უარვყოფ
II. უკუვაგდებ
III. ვენამახვილობ
IV. ვუზრუნველყოფ

(ა) პირველსა და მესამეში


(ბ) მესამეში
(გ) მეორესა და მესამეში
(დ) მეოთხეში

9. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ერთცნებიანი კომპოზიტის პირველი ნაწილია


ზმნიზედა?
ა) ფართოლიანდაგიანი
ბ) უგულისყურო
გ) წინდაუხედავი
დ) გრძელყელიანი

10. დაადგინეთ შესაბამისობა ზმნის ფორმებსა და მწკრივებს შორის. პასუხების


ფურცელზე მოცემულ ცხრილში ზმნის
ფორმების აღმნიშვნელ ასოს მიუწერეთ შესაბამისი მწკრივის ნომერი.
გაითვალისწინეთ, ზოგიერთი პასუხი (მწკრივი)
მეორდება.
ა. დავმდგარიყავი 1. II კავშირებითი
ბ. ვახატავდი 2. უწყვეტელი
გ. გავაშრობდი 3. II თურმეობითი
დ. დავატკბო 4. ხოლმეობითი
ე. ვფენდი
ვ. მივასწავლო

11. ქვემოთ მოცემული წინადადებებიდან რომელში გვხვდება რიცხვში მონაცვლე


ზმნა?
(ა) უფროსმა სამსახურიდან დაითხოვა თანამშრომელი.
(ბ) იგი მოუთმენლად ელოდა ულუფას.
(გ) ბავშვმა კარი გაუღო სტუმარს.
(დ) გოგონამ წინ გაიგდო თხა.

12. მოცემულია ზმნა გადმო-მ-ა-წერ-ინ-ა, რომელშიც გამოყოფილია გრამატიკული


კატეგორიების შესაბამისი ნიშნები.
მათგან რამდენიმე ხაზგასმულია.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელშია წარმოდგენილი ზმნის ხაზგასმული ნიშნების
შესაბამისი გრამატიკული
კატეგორიები სწორი თანმიმდევრობით?
(ა) ზმნისწინი, თემის ნიშანი, სავრცობი
(ბ) ფუძე, მწკრივის ნიშანი, ობიექტური პირის ნიშანი
(გ) ზმნისწინი, კონტაქტის ნიშანი, სუბიექტური პირის ნიშანი
(დ) ფუძე, სავრცობი, მწკრივის ნიშანი

13. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მწკრივში მონაცვლე ზმნა?


(ა) ვაძლევ
(ბ) ვჭამ
(გ) ვიყენებ
(დ) ვასწავლი

14. რომელი გრამატიკული კატეგორიის ნიშანია ხაზგასმული ზმნაში გამაქრობინა ?


(ა) კონტაქტის ნიშანი
(ბ) მწკრივის ნიშანი
(გ) თემის ნიშანი
(დ) ქცევის ნიშანი
15. ქვემოთ მოცემულთაგან რომელშია მართებულად გამოყოფილი ზმნის ამაშენებინა
გრამატიკული კატეგორიების
შესაბამისი ნიშნები?

16. ქვემოთ მოცემულთაგან რომელია ზმნის ხატავდე მორფოლოგიური გარჩევის


მართებული ნიმუში?
ხატ - ავ - დ - ე
(ა) ხატ - ფუძე, ავ - კონტაქტის ნიშანი, დ - მწკრივის ნიშანი, ე - სავრცობი
(ბ) ხატ - ფუძე, ავ - თემის ნიშანი, დ - სავრცობი, ე - მწკრივის ნიშანი
(გ) ხატ - ფუძე, ავ - ქცევის ნიშანი, დ - გვარის ნიშანი, ე - სავრცობი
(დ) ხატ - ფუძე, ავ - თემის ნიშანი, დ - სავრცობი, ე - ქცევის ნიშანი

17. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი განსაზღვრება მიესადაგება ზმნას გორავს?


(ა) ზმნა უასპექტოა
(ბ) ზმნა ინვერსიულია
(გ) ზმნა გარდამავალია
(დ) ზმნა უთემისნიშნოა

18. ქვემოთ მოცემულთაგან რომელია პირნაკლი ზმნა ?


ა) წვიმს
ბ) ჭრის
გ) სვრის
დ) თლის

19. მასწავლებელი ხსნის ზმნის შუალობითი კონტაქტის ნიშნებს - ინ / ევინ. მან ოთხ
მწკრივად ჩამოწერა ზმნის ფორმები და
სთხოვა მოსწავლეებს, ამოეცნოთ ზმნის მწკრივთაგან ის ვერსია, რომელშიც ორივე
ნიშნის შესატყვისი ორ-ორი მაგალითი
იყო მოხმობილი.
ქვემოთ მოცემულთაგან ზმნების რომელი მწკრივი უნდა ამოირჩიონ ბავშვებმა?
ა) ვაწერინებ, ვასწორებინებ, ვაჭრევინებ, ვანგრევინებ;
ბ) მოამზადებინა, ჩამაწყობინა, გამათევინა, დამარწევინა;
გ) ახატვინებს, აწერინებს, აშლევინებ ს, შემაწვევინა;
დ) დამაბარინა, აჩუქებინა, დამაძლევინა, დამარხევინა.

20. დაადგინეთ შესაბამისობა მეტყველების ნაწილებსა და მათს დასახელებებს


შორის. პასუხების ფურცელზე მოცემულ
ცხრილში მეტყველების ნაწილების აღმნიშვნელ ასოს მიუწერეთ მისი დასახელების /
სახელდების შესაბამისი ნომერი.
გაითვალისწინეთ, ზოგიერთი პასუხი ( მეტყველების ნაწილების
დასახელება/სახელდება) მეორდება.
ა. გამო 1. თანდებული
ბ. ხოლმე 2. კავშირი
გ. თუკი 3. ნაწილაკი
დ. მიმართ 4. შორისდებული
ე. ბარაქალა
ვ. ესე იგი

You might also like