Professional Documents
Culture Documents
ლექცია 6
ლექცია 6
ლექცია 6
typedef ინსტრუქცია
typedef ინსტრუქციის დანიშნულებაა სინონიმის ანუ ფსევდონიმის შექმნა ადრე
განსაზღვრული მონაცემთა ტიპებისათვის. ამ ინსტრუქციის ზოგადი ფორმატი ასეთია:
typedef ტიპი ახალი სახელი;
აქ ელემენტი ტიპი აღნიშნავს მონაცემთა ნებისმიერ დასაშვებ ტიპს, ელემენტი ახალი
სახელი ტიპის ახალი სახელია. ამასთან, შევნიშნოთ, რომ ახალი სახელი განისაზღვრება
ტიპის არსებული სახელისადმი დამატების სახით, და არა მისი შეცვლისათვის.
მაგალითად, შემდეგი ინსტრუქციის საშუალებით შეიძლება შეიქმნას ახალი სახელი float
ტიპისათვის:
typedef float balance;
ეს ინსტრუქცია წარმოადგენს კომპილატორებისათვის იმის შეტყობინებას, რომ
იდენტიფიკატორი balance უნდა იყოს განხილული როგორც float ტიპის კიდევ ერთი სახელი.
ამ ინსტრუქციის შემდეგ შეიძლება შეიქმნას float ტიპის ცვლადები balance სახელის
გამოყენებით:
balance x;
აქ გამოყენებულია x ცვლადი, რომელიც balance ტიპისაა და წარმოადგენს სტანდარტულ float
ტიპს სხვა სახელით.
typedef ინსტრუქციის გამოყენება
#include <iostream>
using namespace std;
int main()
{
struct rectangle
{
float length;
float width;
};
typedef rectangle martkutchedi;
martkutchedi x;
x.length = 30;
x.width = 20;
cout << " fartobi = " << x.length * x.width;
return 0;
}
პროგრამის გაშვების შემდეგ მიიღება:
fartobi =600