Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

ნორმა - ქცევის წესი, რომელიც საყოველთაობით ხასიათდება და უფრო სერიოზული

მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ მოსამართლეების მიერ კონკრეტულ საქმეში


გამოყენება.

სამი ნაწილისგან შედგება სამართლის ნორმა:


ჰიპოთეზა - ნაწილი,რომელიც მიუთითებს იმ პირობებსა და გარემოებებზე, რომელთა არსებობა ან დადგომა
აუცილებელია ამ ნორმით დადგენილი წესის განხორციელებისათვის.
დისპოზიცია - ნაწილი, რომელიც უშუალოდ ქცევის წესს განსაზღვრავს
სანქცია - ადგენს იძულებითი ხასიათის ღონისძიებას დისპოზიციით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევისათვის

ერთი სამართლებრივი შედეგი=ერთი ნორმა

სამართლის ნორმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ზოგადი ხასიათის ქცევის წესი,რომლის დაცვა და შესრულება
უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით.იგი სათანადოდ განზოგადებული უნდა იყოს, რათა მომავალში
კონკრეტული საქმეების გადაწყვეტისთვის პრინციპად იქცეს,მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან ზოგადი, რადგან მაშინ იგი
აღარ იქნება საკმარისად საიმედო სახელმძღვანელო პრაქტიკისათვის.

სამართლებრივი ნორმა პრაქტიკას ასუფთავებს შეუსაბამო ან ზედმეტი ელემენტებისაგან,რითაც აიოლებს სამართლის


შემეცნებას.

ნორმის განმარტების 4 ძირითადი მეთოდი გვაქვს:


1. სიტყვისმიერი-ლინგვისტური(ვადგენ ნორმაში შემავალი ყველა სიტყვის მნიშვნელობას და შემდეგ როგორ
იკითხება იგი მთლიანობაში)
2. მიზნისმიერი
3. ისტორიული(ითვალისწინებს სამართლის ნორმის ისტორიულ განვითარებას,კანონმდებლის ისტორიულ მიზანს
4. სისტემური

● ამოსავალი წერტილია ნორმა და მას ვკითხულობთ არა იზოლირებულად,არამედ სხვა ნორმებთან მიმართებით.
იგი განსაზღვრავს მართლზომიერი ქცევის ზოგად წესს, წარმოადგენს ქცევის ტიპურ მოდელს.

ნორმას უნდა ახასიათებდეს :


ზოგადობა - ბევრი მსგავსი ურთიერთობების მოგვარება;მიემართება პირთა
განუსაზღვრელ წრეს

აბსტრაქტულობა - არ უნდა ვრცელდებოდეს რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაზე და მრავალ სიტუაციას ერგებოდეს

ზოგადობის ელემენტები:

1. სახელობითად არ უნდა იცოდე ვისზე გავრცელდება ნორმა


2. არაერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი

ოპტიმალური განზოგადება - ნორმამ უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობათა ისეთი ნაირსახეობები, რომელთა შორისაც
არსებითი განსხვავება არ არის და არ ამოწესრიგოს ისინი, რომელთა შორისაც არსებითი განსხვავებაა.

1 ნორმა - წინაპირობას + სამართლებრივი შედეგი

● წესი,რომელიც წყვეტს სამართლებრივ პრობლემას - კერძო სამართალში ნორმის


განმარტება

სამართლის ოჯახი - ეროვნულ-სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა


4 სამართლის ოჯახი:(რენე დავიდის მოსაზრებით)
1.კონტინენტური ევროპის სამართალი= რომანულ-გერმანული
● განათლების ჯაჭვი უწყვეტად უნდა გქონდეს
● საჯარო და კერძო სამართლად დაყოფა რომანულ-გერმანული სამართლებრივი ოჯახის დამახასიათებელი
ნიშანია.
● წერილობითი სამართლის ქვეყნები
● აუცილებელია იურიდიული განათლება მოსამართლისათვის
2.ანგლოამერიკული სამართლის ოჯახი
● ინდივიდუალურად უდგება ყველა ქეისს
● საერთო-სამართლის ნორმა ნაკლებად აბსტრაქტულია
3.ტრადიციულ-რელიგიური
● ნორმების ჯამი, რომელიც რელიგიაზეა აგებული(მაგ:მუსლიმური სამართლის სისტემა)
4.სოციალისტური ქვეყნების სამართალი

● შეგიძლია გააფართოვო ან დაავიწროვო ნორმის მოქმედება

კაზუისტური - ვიწროდ დაყოფილი,კონკრეტული,სხვადასხვა გაწერილი ნორმებით რეგულირდება

ქცევის წესი - ჩარჩო,რომელშიც განსაზღვრულია როგორ იმოქმედოს ადამიანმა, ანუ რა არის დასაშვები და პირიქით,
დაუშვებელი

ინდივიდუალური აქტები - ის აქტები, რომლებიც ზოგად აქტზე დაყრდნობით გამოიცემა კონკრეტული პირების მიმართ.

ზოგადი აქტი - ზოგადი ქცევის წესია, რომელიც არ არის ერთჯერადი და ვრცელდება ყველაზე,ვინც მასშივე აღნიშნულ
მოთხოვნას აკმაყოფილებს.
მაგ : საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს ეკუთვნის დეკრტული შვებულება 6 თვით.
(ყველაზე ვრცელდება ვინც საჯარო სამსახურშია დასაქმებული)

სამართლის ერთიანობის პრინციპი - სამართალი მიიჩნევა ერთიან ორგანიზმად იმის მიუხედავად, რომ მას აქვს საკმაოდ
გამოხატული სტრუქტურა და ეს სტრუქტურა განსხვავდება კონსტინენტური ევროპის სამართალსა და საერთო
სამართალში.
^
I პრეზუმცია გვაქვს ასეთი, რომ სამართლის ნორმები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება

● თუ სამართლის ნორმები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ხდება ნორმათა კოლიზეა და მოითხოვს გადაწყვეტას.

● სამართლის ერთ დარგში თუ რაღაც დასჯადია,მეორეში წახალისებული არ უნდა იყოს

სამოქალაქო სამართალში პასუხისმგებლობა წარმოდგენილია ზიანის ანაზღაურების სახით,სახელმწიფო არ გამოდის


რომელიმე მხარედ,რელატიური ურთიერთობის ფარგლებში რჩება ყოველივე.

სამართლის სტრუქტურა:

1. უმცირესი ერთეული - სამართლის ნორმა - ერთი ქცევის წესი ;


შეიძლება 1 ზე მეტი ქცევის წესი იყოს ნორმაში მოცემული
წინაპირობას + სამართლებრივი შედეგი = ერთ ნორმას

2. სამართლის ინსტიტუტი - ურთიერთდაკავშირებული,ერთგვაროვანი ნორმები, რომლებიც ერთი და იმავე


საკითხს მიემართება;ცხადია,ერთზე მეტი ნორმა გვექნება ამ შემთხვევაში.
მაგ: უფლებაუნარიანობა,ქმედუნარიანობა, მოტყუებით დადებული გარიგებები

3. ქვედარგები - ზოგიერთს,თუმცა არა ყველა სამართლის დარგს გააჩნია ქვედარგები;ამას ვაწყდებით იმ


შემთხვევაში,როცა ძალიან დიდ დარგთან გვაქვს საქმე, როგორიცაა სამოქალაქო სამართალი
(სანივთო,ვალდებულებითი,საოჯახო,მემკვირდეობითი)

4. სამართლის დარგები - სამოქ,სისხლის,ადმინისტრაციული. საერთაშორისო, კონსტიტუციური სამართალი

5. სამართლის სფერო - სამართლის დარგები ერთიანდებიან კერძო და საჯარო სამართლად,კერძოს ზოგადი და


სპეციალური ნაწილები გააჩნია - ზოგადი - სამოქალაქო სამ;სპეციალური -
საკორპორაციო,შრომის,ინტელექტუალური საკუთრების,საავტორო; საჯაროს დარგები - საერთაშორისო
სამართალი,კონსტიტუციური,ადმინისტრაციული,სისხლის

ასეთი დაყოფა დამახასიათებელია კონტინენტური ევროპის სამართლისთვის

პანდექტური სამართალი - გვაქვს ზოგადი ნაწილი და ზოგადი ნორმები, და კერძო ნაწილი და კერძო ნორმები

დაყოფა:
1. შინაარსის მიხედვით
2. იერარქიულად ( ყველაზე მაღლა კონსტიტუცია)

ყველაზე მსხვილი დაყოფა - საკანონმდებლო და კანონმქვემდებარე აქტები

საკანონმდებლო:1. კონსტიტუცია
2.კონსტიტუციური შეთანხმება
3.საერთაშორისო შეთანხმება
4.ორგანული კანონი
5.კანონი

ორგანული კანონი გამოიცემა მაშინ,როცა პირდაპირაა მითითება კონსტიტუციაში,რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს
საკანონმდებლო აქტით.

კანონქვემდებარე აქტები - ზოგადი ხასიათის ნორმათა კრებული,ერთჯერანი ან მრავალჯერადი გამოყენების

მთავრობის დადგენილებები, მინისტრის ბრძანება, პრეზიდენტის ბრძანებულებები; მარეგულირებელი და


საზედამხედველო ორგანოები გამოსცემენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

ინდივიდუალური აქტი - კონკრეტული,ერთჯერადი აქტები

ნორმების კლასიფიკაცია:
ძირითადი ნორმები - ქმნიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს,შეიცავენ ქცევის ძირითად წესს,თავისი შინაარსით
საზოგადოებაში პირის მართებულად ქცევის წესს ადგენენ.

დამხმარე - მათი ფუნქცია არ არის რაიმეს დამოუკიდებლად რეგულირება,ძირითად ნორმებთან ერთად


გამოიყენება;როგორც წესი დეფინიციური ჩანაწერებია(ტერმინთა განმარტება)
იმპერატიული - მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეუძლებელია ამ ნორმის შეცვლა,თუ იმპერატიული ნორმისაგან
განსხვავებული შეთანხმება გვექნება გარიგებაში, იგი ბათილია

დისპოზიციური - ფუნქციაა სუბსიდიურად მოაწესრიგოს საკითხი ანუ ძირითადი მომწერიგებლები არიან ურთიერთობის
მონაწილეები და თუ არ გამოიყენებენ ამ უფლებას,შემდეგ შესაძლებელია კანონის ჩანაწერით ვიხელმძღვანელოთ.

როგორ უნდა დავასაბუთო ნორმა იმპერატიულია, თუ დისპოზიციური, რა არი კარგი არგუმენტი?

ყურადღებას იმას ვაქცევ (კერძო სამართალშია ეს პრობლემა, საჯაროში - არა, იქ იმპერატიული ნორმები მაქ.), თუ რა
მაქვს დაშვება. ანუ, შეკითხვას ვსვამ ასე: რა არის ნორმის მიზანი? ვის ეხება ეს ნორმა?

დისპოზიციური - ორი მხარის გადასაწყვეტია რაღაც, და თუ ეს 2 მხარე არაფერს არ გადაწყვეტს, მერე მე(კანონი)
ავმოქმედდები

იმპერატიული - მე ვარ შესასრულებლად სავალდებულო იმ კუთხით, რომ მხარეებს არ შეუძლიათ შეთანხმდნენ იმისგან
განსხვავებულზე, რასაც მე ვითვალისწინებ.

ამკრძალავი - მეუბნება, რომ რაღაც არ უნდა გავაკეთო (იმპერატიულ ნორმებს მიეკუთვნება

მავალდებულებელი - როცა აქტიური მოქმედების შესრულება მევალება (ორივე დის და იმპ შეიძლება იყოს)

აღმჭურველი - რაღაცის უფლებას მაძლევს, მაგრამ არ მავალდებულებს. თუ მაქ სურვილი გამოვიყენებ, თუ არა - არ
გამოვიყენებ (საარჩევნო უფლება) (დისპოზიციური ნორმებია ძირითადად)

მითითებითი ანუ ბლანკეტური ნორმა (ძირითადი ნორმაა) - სრულად ან ნაწილობრივ გვამისამართებს, მიგვითითებს სხვა
ნორმაზე,ორივე ესეც და რომელზეც უთითებენ ისიც ერთ მთლიანობად განიხილება.

კანონის ანალოგია - თუ კოდექსში არ გვაქვს მოცემული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის


მომწესრილებელი ნორმა, სასამართლო ვალდებულია გამოიყენოს ამ ურთიერთობასთან ყველაზე ახლოს მდგომი
ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა.
თუ ასეთიც არ არსებობს,მაშინ სამართლის ანალოგიას იყენებენ, ანუ ზოგადი პრინციპებით აწესრიგებს
ურთიერთობას.(სპეციალური კანონის ანალოგიად გამოყენება არ შეიძლება)

ზოგადი ნორმა - გვთავაზობს ზოგად,გენერალურ მოწესრიგებას

საგამონაკლისო - ზოგადისგან გასხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომა,ცხადია მაშინ,როდესაც რაღაც


განსხვავებაა წინაპირობაში.
მისი განვრცობა ან შევიწროება,ანალოგიით გამოყენება არ არის დაშვებული.

ნორმები - კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი,მასზე დაყრდნობით შემიძლია რაღაცის


მოთხოვნა,სასამართლოს მათზე დაყრდნობით შეუძლია გადაწყვეტილების მიღება;შეიცავს წინაპირობებს და
სამართლებრივ შედეგს

პრიციპები -არ არეგულირებენ რაიმე კონკრეტულ ურთიერთობას, არ წარმოიდგენენ მოთხოვნის სამართლებრივ


საფუძველს,განმარტებისთვის გამოიყენება

ნორმა-პრინციპები - ამ შემთხვევაში განაწესი ზოგადი,აბსტრაქტულია,მოცულობით საკითხს მიემართება ანუ


შინაარსობრივად პრინციპია და სამართლებრივად ნორმა,იმ მხრივ,რომ ქმნის სამართლებრივ საფუძველს
კაზუსის ამოხსნის მეთოდის 2 მნიშვნელოვანი ფუნქცია:

1.სრულყოფილად მსჯელობის საშუალებას იძლევა და გამორიცხავს ზედმეტ,ფუჭ ინფორმაციას,რომელიც


სამართლებრივი შედეგის დადგომას არ უკავშირდება
2.თანმიმდევრული მსჯელობის განვითარების საშუალებას იძლევა

ანგლო-ამერიკული მეთოდები:

აირაქი - წინასწარ პოზიცია არ მაქვს მოცემული და რომელიმე კონკრეტულ მხარეს არ ვიცავ,მხოლოდ ბოლოს
გამოგვაქვს დასკვნა

ქრეაქი - დასკვნა თავშივეა მოცემული,ადვოკატის როლს ირგებ და რომელიმე კონკრეტულ მხარის დაცვაზე აგებ
მსჯელობას

კაზუსის ამოხსნისას უნდა პასუხობდე შეკითხვას : ვის ვისგან რისი მოთხოვნის უფლება აქვს ან არ აქვს

სამართლის ნორმა ქმნის მოთხოვნის ძირითად საფუძველს

● შეიძლება გქონდეს ერთზე მეტი მოთხოვნის უფლება,განსაკუთრებით ვალდებულებით სამართალში;შეიძლება


იყოს როგორც ალტერნატიული,ასევე კუმულატიურიც

ერთი კაზუსის თემით ვმსჯელობთ ერთ მოთხოვნაზე

კაზუსის ამოხსნის სტრუქტურა:

1.სამართლებრივი დაშვება,პრობლემის იდენტიფიცირება (დაშვება ყოველთვის უნდა იყოს პოზიტიური,იმ


შემთხვევაშიც კი თუ,ხვდები რომ გარიგება ბათილია)
პასუხობს კითხვას - ვის ვისგან რისი მოთხოვნის უფლება აქვს
2.სამართლებრივი საფუძველი(ნორმა,კანონი,კანონქვემდებარე აქტი,ხელშეკრულება)
რასაც ითხოვ საიდან გამომდინარე ითხოვ
3.წინაპირობები - სამართლებრივ საფუძველს ვშლით,ურთიერთკავშირს ვადგენთ ანუ ალტერნატიულია თუ
კუმულატიური
4.გამომრიცხავი გარემოებები
5.სუბზუმცია(მისადაგება) - წინაპირობა სრულდება თუ არა ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით.თუ აქვს
გამომრიცხავი გარემოება აქ განიხილავ,თუ არ აქვს წერ - "არ აქვს გამომრიცხავი გარემოება"
7. შუალედური დასვნა - თითოეულ სუბზუმციას ვუკეთებთ შუალედურ დასკვნას და მოკლედ და კონკრეტულად
ვსაუბრობთ იმის შესახებ განხილული წინაპირობა სრულდება თუ არა
8.დასკვნა

● ფაქტობრივი გარემოებების სისტემატიზაციაა მნიშვნელოვანი:

1. ფაქტობრივი გარემოებები - რელევანტური და არარელევანტური

რელევანტური - მჭირდება კაზუსის ამოხსნისას,მიესადაგება და შემხებლობაშია იმ საკითხთან,რომელიც უნდა


განვიხილო
* წინაპირობიდან ვასკვნი როგორია ფაქტ. გარემოება, მიუთითებს წინაპირობის შესრულებაზე თუ არ მიუთითებს

არარელევანტური - ზედმეტი ნაწილი,რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერაფერში გამოვიყენებ

2. ქრონოლოგიურად დაწყობა მნიშვნელოვანია გარემოებების,როცა მოცულობითი საქმეა

● მხარის პოზიცია არ უნდა აღიქვა ფაქტობრივ გარემოებად,უბრალოდ დაეთანხმები ან უარყოფ სუბზუმციის


ნაწილში

ფაქტობრივი გარემოება - ფაქტი,რომელსაც სამართლებრივ შედეგზე შეიძლება მოახდინოს გავლენა(ბუნებაში


მომხდარი რაღაც,რისი მტკიცებაც უნდა შემეძლოს)

სამართლებრივი შეფასება - ფაქტების ინტერპრეტაციის შედეგი(შუალედური დასკვნა იგივეა რაც სამართლებრივი


შეფასება)

ფაქტობრივი გარემოებები ორ ნაწილად იყოფა : მოქმედება და ხდომილება

მოქმედება - პირის აქტიური ქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება


ხდომილება - ადამიანისგან დამოუკიდებლად მიმდინარე მოვლენები: ბუნებრივი მოვლენები,დაბადება,გარდაცვალება

● მხარის პოზიციის სასარგებლო და საწინააღმდეგო გარემოებები

● კაზუსის ამოსახსნელად ძირითადად გვჭირდება 1-ზე მეტი ნორმა,მაგრამ მთლიანობაში ქმნის ერთ სამართლებრივ
საფუძველს და ამას ვუთითებთ სამართლებრივ საფუძველში;დანარჩენებს სუბზუმციაში განვიხილავთ

სამართლებრივი საფუძველი - ნორმა,რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი დაშვება

ნორმების კონკურენცია - ერთზე მეტი ნორმა იწვევს სამართლებრივი შედეგის დადგომას


ორი სახისაა კონკურენცია : მოთხოვნების და სამართლებრივი საფუძვლის

მოთხოვნების - ერთზე მეტი მოთხოვნა გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან,მაგრამ ალტერნატიულია და მე ვერ


დავაყენებ ერთზე მეტ მოთხოვნას,უნდა ავირჩიო

ყურადღებას ვაქცევთ:
1. რომელი მოთხოვნაა ყველაზე რეალური, ანუ უფრო დაკმაყოფილებადი,
2. რა არის მხარის ინტერესი

სამართლებრივი საფუძვლის - ერთი და იგივე მოთხოვნა შეიძლება დადგეს სხვადასხვა ნორმის საფუძველზე

- ნორმას ასე ვუთითებთ - სსკ-ის … მუხლის ნაწილი (კოდექსი)


პუნქტი ( ყველა სხვა აქტისას)

- გადმოგვაქვს ნორმა , შემდეგ დაშლა და ინტერპრეტაცია

● კანონქვემდებარე აქტის გამოყენებისას:


1. ვწერთ ვის მიერ არის გამოცემული
2. თარიღი,როდის გამოსცეს
3. სახელწოდება თავიდან ბოლომდე
4. მუხლსა და პუნქტს ვუთითებთ ბოლოს

ფაქტობრივი გარემოება - ფაქტი,რომელსაც სამართლებრივ შედეგზე შეიძლება მოახდინოს გავლენა(ბუნებაში მომხდარი


რაღაც,რისი მტკიცებაც უნდა შემეძლოს)

სამართლებრივი დასკვნა(შეფასება) - ეს ფაქტი რა გავლენას ახდენს სამართლებრივ შედეგზე,რომლის მიღწევაც მინდა

უდავო ფაქტობრივი გარემოება - მხარეები არ დაობენ ამ საკითხზე,მტკიცებულებების დეტალურად შესწავლა


სავალდებულო არ არის

სადავო ფაქტობრივი გარემოება - მტკიცებულებები ირიბია,არასაკმარისი,ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან

- მტკიცების სტანდარტი საკმაოდ დაბალია სამოქალაქო სამართალში - ფაქტობრივი გარემოება რომ


დადგენილად ჩაითვალოს მცირე რაოდენობით სამხილია საკმარისი

შუალედური დასკვნების ჯამი = საბოლოო დასკვნა

- მკაცრად ფორმალიზებური ენით უნდა წეროო


- სიზუსტე,სიცხადე,ამომწურავობაა საჭირო , არ არის აუცილებელი კარგად ჟღერდეს
- ლაკონური უნდა იყოს არგუმენტი

ორი სტილი კაზუსის ამოხსნის :

1. სასამართლოს სტილი - ნეიტრალური პოზიცია მაქვს და ორივე მხარის არგუმენტებს განვიხილავ


2. ადვოკატის - რომელიმე ერთ კონკრეტულ მხარეს ვიცავ
ჯერ ჩემს სასარგებლოდ არგუმენტები
- მოვიყვან მეორე მხარის არგუმენტს და იქვე გავაბათილებ
- რომელი გარემოებებიც ჩემს საწინააღმდეგოდაა,შემიძლია არ შევაფასო საერთოდ

- ნორმის ინტერპრეტაცია, ანუ განმარტება, არის ნორმის გამოყენების, ანუ ნორმის შეფარდების აუცილებელი
ელემენტი - ნორმა უნდა განვმარტო, რომ მერე გამოვიყენო, შევაფარდო სამართლებრივად, შედეგო დავაყენო

ნორმის განმარტების 4 მეთოდი:

1. ლიგვისტური ანუ სიტყვისმიერი განმარტების მეთოდი


2. სისტემური
3. მიზნისმიერი (ტელეოლოგიური)
4. ისტორიული განმარტების მეთოდი - უნდა გავიგო რა იყო კანონმდებლის მიზანი ნორმის შემუშავებისას

სიტყვისმიერი განმარტება
ორი ნაწილისგან შედგება განმარტება:

1. ტერმინების მნიშნელობის დადგენა


2. მთლიანი წინადადების შინაარსის დადგენა

ორი ტიპის სიტყვები სამართლებრივ ტექსტებში:

1. უნივერსალური,ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენება

- უნდა დავადგინო ჩვეულებრივი შინაარსით იყენებენ,თუ რაიმე ავტონომიური მნიშნელობა აქვს


- ჩვეულებრივი მნიშვნელობით რა ტერმინიცაა ნახმარი, განმარტება უნდა ვნახო განმარტებით ლექსიკონში, და,
შესაბამისად, პირდაპირ მივუთითო, რომ ეს სიტყვა ამა და ამ ლექსიკონის მიხედვით დავადგინე
- როცა ისეთი ტერმინია, რომელიც არც ლექსიკონშია განმარტებული, ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი, რაც
შემიძლია გავაკეთო არის, რომ ჩავატარო გამოკითხვა და ვთქვა, რომ იმ სოციუმში ამ ტერმინს ეს განმარტება
ენიჭება
-

2. შემუშავებული სამართლის დარგისთვის(სამართლის გარეთ არ არსებობს)

- ვნახულობ თავად ტექსტში ხომ არ არის განმარტებული სიტყვის მნიშვნელობა


- თუ იმავე ინსტიტუტშია განმარტებული,განსაკუთრებით,ზოგად ნაწილში,შემიძლია გამოვიყენო
- თუ სხვა საკანონმდებლო აქტშია განმარტებული,ყურადღებას ვაქცევთ როგორია,ზოგადია თუ
კონკრეტული,სპეციალური;ზოგადი თუა გამოვიყენებ თავისუფლად, თუ სპეციალურია, მისი გამოყენება
პრობლემურია,როგორც წესი,ვერ ვიყენებ

● ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასვენ ნიშნებს, კავშირებს, იმიტომ, რომ ქართულ ენაში მძიმეს და ა.შ აქვს ის
დატვირთვა, რომელიც შინაარსს განსაზღვრავს ძალიან მნიშვნელოვნად

პრინციპები:

- ზედმეტი სიტყვების აკრძალვა

* ყველა სიტყვას ნორმაში აქვს თავისი მნიშვნელობა


* ამ სიტყვის არარსებობა წინადადებაში უნდა ცვლიდეს აზრს
* როდესაც ვაკეთებ ინტერპრეტაციას, ყველა სიტყვა უნდა მივიღო მხედველობაში

- სამართლებრივი ტერმინის თანმიმდევრულად გამოყენების პრინციპი

* განსხვავებულ იურიდიულ ტერმინებს აქვს განსხვავებული მნიშვნელობა და


ერთიდაიგივე იურიდული ტერმინები გამოყენებულია ერთიდაიგივე მნიშვნელობით
* არ შეიძლება ერთი ინსტიტუტი, ერთი ცნება იყოს გამოხატული სხვადასხვა სიტყვებით. ტერმინების სინონიმებად
გამოყენება არ შეიძლება

განმარტების ბირთვი - ის სიტყვა, რომელიც საჭიროებს განმარტებას

ბუნდოვანებას მატებს და განმარტებას საჭიროებს, როგორც წესი 1 ან რამდენიმე სიტყვა და ამ სიტყვებს ეწოდებათ
განმარტების ბირთვი
სისტემური განმარტება

სისტემური განმარტება - ნორმის წაკითხვა სხვა, მსგავს ნორმებთან ან სამართლის პრინციპებთან ერთობლიობაში

ორი ნაწილისგან შედგება:

1. დავადგინო ნორმის ადგილი სამართლის სისტემაში (რომელ საკანონმდებლო აქტშია)

- ნომრის ადგილი მიხედვით და ადგილში ვგულისხმობთ თუ რომელ აქტში და იმ აქტის რომელ ნაწილშია
მოთავსებული, ვადგენთ თუ რამდენად ფართო მოქმედებისაა ეს ნორმა

2. ნორმის წაკითხვა სხვა ნორმებთა, ინსტიტუტებთან ან სამართლის ზოგად პრინციპებთან, ადამიანის ძირითად
უფლებებთან ერთად

- იგულისხმება იმავე ან მსგავსი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები

- მაქვს ვალდებულება, რომ სამართლის ნორმა წავიკითხო :

● მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებთა და დავადგინო ხომარ აქვს ადგილი კოლიზეას

● სამართლის პრინციპებთან მიმართებით და გავიგო ხომარ ეწინააღმდეგება მაგ: კეთილსინდისიერების


ან უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის პრინციპს

● ძირითად უფლებებთან მიმართებით და გავიგო ხომ არ ირღვევა რომელიმე მათგანი, რადგანაც


აკრძალულია შიდა კანონმდებლობაში იყოს ისეთი ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის
ძირითად უფლებებს

- სისტემური განმარტებისთვის ჩვენ ვიყენებთ არა მხოლოდ იმ კონკრეტული საკანონმდებლო აქტის შიგნით
მოცემულ ნორმებს, არამედ შემიძლია სხვა საკანონმდებლო აქტის ნორმები გამოვიყენო, რომელთაც აქვთ
შეხება ჩემს ნორმასთან

მიზნისმიერი განმარტება
- მიზნისმიერი განმარტების დროს ვადგენთ იმ მიზანს, რომელიც ჰქონდა კანონმდებელს ნორმის შემუშავებისას

● ქვეყნებში, სადაც კარგად, სწორად და შესაბამისად მიმდინარეობს საკანონმდებლო პროცესი, ინფორმაცია, თu


რა იყო კანონმდებლის მიზანი, შეგვიძლია ვნახოთ ე.წ განმარტებით ბარათში

განმარტებითი ბარათი

1) პრობლემის იდენტიფიცირება - ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ემსახურება კანონმდებლობა

- უნდა იყოს დასაბუთებული რეალურად რა მდგომარეობაა, შეიძლება მითითებული იყოს, რომ არსებობს რაიმე
მოწესრიგება, რომელიც კარგად ვერ ასრულებს თავის როლს, ან საერთოდ ახალი სამართლებრივი
ურთიერთობაა, რომელიც საჭიროებს მოწესრიგებას
2) დასაბუთება - რატომაა აუცილებელი საკანონმდებლო ჩარების გზით ამ პრობლემის მოგვარება, რატომაა
საკანონმდებლო მოწესრიგება სავალდებულო და რატომ არ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება ნაკლები
ჩარევით
3) შესაძლო შედეგი - რას მივიღებთ თუ მიღებული იქნება კანონპროექტი, როგორ გადაიჭრება ეს პრომლება და
რატომაა კარგი, ადეკვატური და მიზანშეწონილი ამ მიზნის მიღწევა

● მერე მოდის უკვე ფორმალური ნაწილი, რომ ხომ არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს და
როგორია მისი ფინანსური დასაბუთება, ანუ ბიუჯეტში გამოიწვევს თუ არა ცვლილებას

- პრივატიზაცია - სახელმწიფო თვის საკუთრებაში არსებულ ქონებას გადასცემს უსასყიდლოდ ფიზიკურ პირს ან
კერძო სამართლის იურიდიულ პირს

● განმარტებით ბარათის გარდა, თვითონ კანონის ან კანონქვემდებარე აქტის შესავალ დებულებებში


მითითებულია მიზანი, შეიძლება მიზანი არ ერქვას და ამოვიკითხო რეგულირების სფეროდან

● ნორმის მიზანზე საუბრისას, ყოველთვის ვიწყებთ ვიწრო ინტერესის განსაზღვრით, ანუ ვთქვათ თუ ნორმა
კერძო პირის და საზოგადოების ინტერესს ემსახურება, ჯერ კერძო პირის ვიწრო ინტერესზე ვიწყებ საუბარს

● მიზანი აუცილებელია დავადგინოთ ძალიან ვიწროდ

მიზეზი :

1. ან პირდაპირ წერია საკანონმდებლო აქტში


2. ან მითითებულია რეგულირების სფეროში
3. ან პრინციპებიდან შეგვიძლია ამოვიკითხოთ

ისტორიული განმარტების მეთოდი

- როცა კანონში მოცემული გვაქვს რაღაც საგამონაკლისო ნორმა - ზოგადი წესი განსხვავებულია და რაღაც
ურთიერთობის ერთი ასპექტი გამოყოფილია და ცალკეა მოწესრიგებული, ესაა ხოლმე იმისი ინდიკატორი, რომ
ასეთ მოწესრიგებას ჰქონდა სპეციალური ისტორიული განპირობებულობა

ორი ნაწილი:

● ვიხილავთ რა ისტორიული განპირობებულობა გვქონდა ნორმის შემუშავებისას (და რა თქმა უნდა კავშირშია
მიზნისმიერთან) - რა იყო მისი წინაპირობა შემუშავებისა და ეს შეიძლება იყოს ბევრი განსხვავებული შემთხვევა,
პოლიტიკური წყობილებები - ერთი პოლიტიკური წყობიდან გადადის მეორეზე ან ერთი ეკონომიკური
ფორმაციიდან მეორეზე გადადის და საჭიროა ცვლილებები

- ისტორიული კონტექსტი უნდა დავადგინო


- პოლიტიკური მდგომარეობა
- რამდენი ხანი უნდა იმოქმედოს,ხომ არ ამოწურა ის ურთიერთობები, რომლებიც უნდა მოეგვარებინა(წარსული
შეცდომის გამოსასწორებლად შექმნეს იქნებ)
● მოცემური ნორმის და ინსტიტუტის ევოლუციას ვაკვირდებით
- ვნახულობ თვითონ ეს ინსტიტუტი ან ეს ნორმა, კანონი, როგორ იყო წინა რედაქციით ცვლილებებამდე,
როგორი იყო პირველი რედაქცია, როგორ და რა მიმართულებით შეიცვალა

კანონის ტექსტის საწინააღმდეგო განმარტება(კონტრალეგე) - პირდაპირ ნორმის შინაარსს განმარტავს სიტყვიერი


განმარტების საპირისპიროდ

შეზღუდვითი და განვრცობითი განმარტებები

განვრცობითი განმარტება - ნორმას განვმარტავთ იმგვარად, რომ მისი მოქმედების სფეროში მოექცევა მეტი
ურთიერთობა ვიდრე ექცეოდა სიტყვისმიერი განმარტებით

● მაგ: პარკში თუ გვაქვს აკრძალვა, რომ მექანიკურ საშუალებებს არ შეუძლიათ აქ შემოსვლა, ჩვენ კი
გავაგვრცელებთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ვიყენებთ განვრცობით განმარტება

● ზოგჯერ რომელიმე წინაპირობას არ მივიჩნევთ აუცილებლად და ვუშვებთ მისი არარსებობის პირობებშიც


სამართლებრივი შედეგის დადგომას

- განვრცობითისას ვამბობთ, რომ ნორმა მოიაზრებს ისეთ რაღაცას, რაც მასში სიტყვა-სიტყვით არ წერია
(თევზჭერის მაგალითისას, რისკენაც იყო მიმართული,ის ჩამონათვალი გამდიდრდა და ახლა სხვაზეც უნდა
გავავრცელოთ)

შეზღუდვითი გამოიყენება, მაშინ, როდესაც ნორმა ვრცელდება უფრო ფართო ურთიერთობებზე, ვიდრე წესით უნდა
გავრცელდეს;

● ტოტების და ფესვების მაგალითი - ნორმა სიტყვისმიერად ასე იკითხებოდა, რომ ყველა მესაკუთრე იყო
უფლებამოსილი, რომ მოეჭრა მის ნაკვეთზე გადასული ფესვები და ტოტები
● ანუ ნორმის მოქმედება მოიცავდა ყველა იმ ურთიერთობას, რომელიც წარმოშობილი იყო მიწის ნაკვეთის
მესაკუთრეებს შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ერთის ფესვები გადასულიყო მეორესთან ნაკვეთზე
● არ იყო გამონაკლისი შემთხვევა დადგენილი
● ჩვენ გამოვრიცხეთ ნორმის გამოყენებიდან შემთხვევები,როდესაც მესაკუთრეს ზიანი არ ადგებოდა

ანალოგია

● ვასაბუთებთ,რომ ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული - ვაჩვენებთ იმ უარყოფით შედეგს, რასაც ნორმის


მოუწესრიგებლობა იწვევს
● ვაჩვენებ რატომ არ შეიძლება ამ ურთიერთობის მოგვარება მხარეების შეთანხმებით
● უნდა ვაჩვენოთ რომ არსებითად თანასწორი პირები მოექცევიან არათანაბარ გარემოში თუ არ გამოვიყენებ
ანალოგიით ამ ნორმას
● შემიძლია ვასაბუთო, რომ რომელიმე ძირითადი უფლების ხელყოფა მოხდება თუ არ გამოვიყენებ ანალოგიას
სქემა:

1. ვამბობ რომ ეს ურთიერთობა მოწესრიგებული არ არის

2. უნდა ვამტკიცო, რომ კანონმდებელმა განზრახ კი არ დატოვა მოწესრიგების გარეშე, არამედ გამორჩა
ურთიერთობის მოწესრიგება, იმიტომ, რომ სრულყოფილი კანონმდებლობა არავის აქვს, ან ახლად
წარმოშობილი ურთიერთობაა, ხომ ვითარდება საზოგადოებრივი ურთიერთობები

3. ვიპოვოთ ნორმა,რომელიც ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ და რატომ ავირჩიეთ სწორედ ეს ნორმა


- უნდა შევადაროთ ჩემი ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობა და ის ფაქტობრივი ურთიერთობა,
რომლის მოწესრიგებაც მინდა ამ ნორმით
- უნდა განვმარტო ეს ნორმა,გამოვყო წინაპირობები,დავადგინო მისი შინაარსი
- უნდა შევადარო არსებულ ურთიერთობას, დავწერო მსგავსება რა არის ამ ორს შორის, თუ საერთოდ
არ არის, დეეტევი კანში და ანალოგიასაც ვერ გამოიყენებ
- ჩამოვწერ მსგავსებებს, სუბიექტები ვინ არიან, წინაპირობებზე ვისაუბრებ, რომლებიც სრულდება
- შემდეგ განსხვავებებს ჩამოვწერ, რა არ კმაყოფილდება და ვასაბუთებ რომ ეს განსხვავება არ არის
არსებითი

- ანალოგიით არ შეიძლება სისხლის სამართლის კერძო ნორმების გამოყენება


- აღმჭურველი ნორმა გამოიყენება ძირითადად ანალოგიით
- საგამონაკლისო ნორმები ანალოგიით არ გამოიყენება

აააანუ

● სამართლებრივ საფუძველში ვუთითებ ნორმას, რომელიც მგონია რომ ანალოგიით უნდა გამოვიყენო, მერე
აღნიშანვ,რომ ეს ნორმა პირდაპირ არ არეგულირებს ამ მოსაწესრიგებელ ურთიერთობას და ვასაბუთებ რატომ
ვიყენებ ანალოგიას(სქემაში რაც მიწერია ყველაფერს ამ ნაწილში ვაკეთებთ)
● წინაპირობები მაქვს შეცვლილი და მხედველობაში ვიღებ ანალოგიას(მაგალითად, თუ 3 წლამდე ბავშვებს
ეხებოდა და მე 6 წლამდე ბავშვებზე გავავრცელე ანალოგიით, წინაპირობებში ვწერ რომ 6 წლის ბავშვს ეხება
ნორმა)
● მერე მივყვები ჩვეულებრივად

You might also like