Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

სასამართლო გადაწყვეტილების დოქტრინული


ანალიზი

საშინაო დავალება N1

თბილისი

16/03/2024
Sesrulebuli samuSaosTvis gaweuli xarjebis anazRaureba

saqme #as-220-351681

ა.ჩ. მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის წინააღმდეგ

პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა


პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად. (სსკ-ს
969-ე მუხლი)

Ffaqtebi

მესტიის გამგეობამ სარჩელი აღძრა მესტიის რაიონულ სასამართლოში ა.ჩ.-ს წინააღმდეგ 581
012.79 ლარის დაკისრების მოთხოვნით, მას შემდეგ, რაც მესტიის რეაბილიტაციის
პროგრამის ფარგლებში, მესტიის ცენტრში მდებარე ყველა უძრავ ქონებაზე აღდგენითი
სამუშაოები ჩატარდა.

ა.ჩ-ს კუთვნილი ქონება მდებარეობდა მესტიის ცენტრში და აუცილებელი გახდა მისი


რეაბილიტაციაც. ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა შპს „დ“-სთან გააფორმა ხელშეკრულება და
ბიუჯეტიდან გადაიხადა შპს-ს მიერ რეაბილიტაციაზე გაწეული ხარჯები. ხარჯებმა
შეადგინა 581 012. 79 ლარი.

მესტიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ივლის გადაწყვეტილებით სარჩელი


დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა.ჩ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო


სასამართლოში 2012 წლის 27 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მესტიის
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო
სასამართლომ მიიჩნია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტმა მესტიის რეაბილიტაციისათვის
წარმოშობილი კანონით დადგენილი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და
კეთილსინდისიერად, აღნიშნულიდან გამომდინარე კი, შემსრულებელს წარმოეშვა ხარჯების
ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ჩ-მ მისი გაუქმებისა და


ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის საფუძვლით.

მოსარჩელის არგუმენტაციით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 317-ე


მუხლი, რადგან ამ მუხლოს გამოყენება საჭირო არაა, როცა არსებობს კანონისმიერი
1
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე

2
ვალდებულება. განსახილველი დავა კი გამომდინარეობდა დავალების სხვისი საქმეების
შესრულების სამართლებრივი საფუძვლიდან. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად
გამოიყენა სსკ-ს 361-ე მუხლი, ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება
წარმოეშვა მესტიის მუნიციპალიტეტს და არა თავად მოსარჩელეს. მოსარჩელე ასევე
აღნიშნავს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტმა სსკ-ს 969-ე მუხლის საწინააღმდეგოდ იმოქმედა
და არ მოქცეულა კეთილსინდისიერად, რადგან მოპასუხემ არ შეატყობინა ა.ჩ-ს მისი
კუთვნილი ქონების რეაბილიტაციის შესახებ. მესტიის მუნიციპალიტეტეს არ წარუდგენია
არც სამუშაოს ანგარიში სსკ-ს 972-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ
დაუსაბუთებია 581000 ლარი რატომ მიიჩნია აუცილებელ ხარჯად. სააპელაციო
სასამართლომ
არასწორად განმარტა სსსკ-ს 106-ე მუხლი და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნია ის
გარემოება, რომ მესტიის რეაბილიტაციის პროგრამა ხორციელდებოდა და ა.ჩ- თვის
ცნობილი იყო მისი საკუთრების რეაბილიტაციის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე
არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარის
მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს შესაგებლის წარდგენისა და საქმის განხილვაში
მონაწილეობისათვის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ მისცა.

მოპასუხის არგუმენტაციით, რადგან ამ რეაბილიტაციის გამო, ა.ჩ-ს ქონების ფასი


საგრძნობლად გაიზარდა, მუნიციპალიტეტეს საფუძველი ჰქონდა მოეთხოვა თანხა ა.ჩ.-თვის.
მოპასუხე ასევე თვლის, რომ რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინების
აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ტელევიზორიდან ყველამ იცოდა, რომ მესტიის
ცენტრში საცხოვრებელი ადგილების რეაბილიტაცია ხორციელდებოდა ანუ ეს ინფორმაცია
იყო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი.

Ggadawyvetileba

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და საქმის გარემოებები და მიიჩნია, რომ ა.ჩ-ს


საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო. უზენაესი სასამართლოს აზრით სააპელაციო
სასამართლოს მიერ არასწორად ფორმირებული იყო სსკ-ს 969-ე მუხლში გაწერილი
კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა. საკასაციო სასამართლოს აზრით მესტიის
მუნიციპალიტეტის ქმედება არაკეთილსინდისიერია. სასამართლოს მსჯელობის
მიხედვით, მუნიციპალიტეტი არაკეთილსინდისიერად მოიქცა შემდეგი გარემოებების
გათვალისწინებით: სსკ-ს 971-ე მუხლის დაუცველობა სახეზეა, რომლის მიხედვითაც
შემსრულებელი ვალდებულებია მეპატრონეს პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს,
რომ იკისრა საქმეთა შესრულება. მესტიის მუნიციპალიტეტს ეს არ გაუკეთებია და თანაც აქვე
აღსანიშნია სააპელაციო სასამართლოს სრულიად არასწორი მოსაზრება, თითქოს მესტიის

3
რეაბილიტაციის შესახებ ტელევიზიაში გაშუქებული ინფორმაცია, ა.ჩ-სთვის უნდა
ყოფილიყო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. ა.ჩ არ იყო ვალდებული სცოდნოდა, რომ
მესტიის რეაბილიტაცია გულისხმობდა მისი საკუთრების უფლებაში. საკასაციო პალატა
განმარტავს, რომ საყოველთაოდ ცნობილად ისეთი ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს, რომელზეც
ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ერთნაირად მიუწვდება ხელი და თითოეულ მათგანს
ერთნაირად შეიძლება მოეთხოვოს მისი ცოდნა, ასაკისა თუ სტატუსის მიუხედავად.

მეორე გარემოება, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, იყო ის ფაქტი, რომ ა.ჩ-
სთვის არავის წარუდგენილია ანგარიში გაწეულ სამუშაოზე. არადა კანონი სხვისი საქმეების
დავალების გარეშე შესრულებისას პირდაპირ ითხოვს ანგარიშის წარდგენას სსკ-ს 972-ე
მუხლით.

სსკ-ს 974-ე მუხლით გამგეობას გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება


მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ეს უკანაკნელი სამუშაოს შესრულებას მოიწონებდა.
ა. ჩ-ს კი, სამუშაოს შესრულებაზე თანხმობა საერთოდ არ გამოუთქვამს. მოგვიანებით
გაირკვა, რომ ეს მისი ნების საწინააღმდეგო ქმედებაც კი იყო. მოპასუხის განმარტებით,
როდესაც მან სამუშაოს განხორციელების თაობაზე შეიტყო, „დაიწყო ჩხუბი, აყალ-მაყალი ატეხა,
თუ რა ხდებოდა მისი ნების გარეშე“. ამდენად, ნათელია, რომ მოპასუხეს სამუშაოს შესრულების
ნება არასოდეს გამოუხატავს.

ზემოთ აღნიშნულის მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა:

1. ა.ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;


2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012
წლის 27 აგვისტოს განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გაუქმდეს მესტიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით
გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ა.ჩ-ის კუთვნილ
უძრავ ქონებას.

Aanalizi

საქმის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოუწია მსჯელობა იმის შესახებ, რას


ითვალისწინებდა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას
კეთილსინდისიერების პრინციპი. სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა შემსრულებლისა
და მეპატრონის უფლებები და გამოტანილი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ განამტკიცა
მათ შორის უკუკავშირის მომენტი. გადაწყვეტილება საინტერესო იყო
კეთილსინდისიერების პრინციპის გესტორისა და მეპატრონის ვალდებულებებთან
პირდაპირი კავშირის პრიზმაში (I), ასევე აუცილებელია იმის ხაზგასმა, თუ რა მნიშვნელობა

4
აქვს მეპატრონისთვის საქმის შესრულების შეტყობინებასა და ანგარიშის წარდგენის მომენტს
(II).

კეთილსინდისიერების პრინციპი- გესტორისა და მეპატრონის ვალდებულებები.

განხილული საქმისას სწორი გადაწყვეტილების გამოტანის შეფერხება არც საკანონმდებლო


ხარვეზს გამოუწვევია და არც სოციალური თუ ეკონომიკური სიტუაციის ცვლილებას
ქვეყანაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ მთლიანად არასწორად იქნა გაგებული
კეთილსინდისიერების პრინციპი, ანუ როგორ უნდა მოიქცეს გესტორი და მეპატრონე
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას ისე, რომ მათი უფლებების
განხორციელებას ხელი არ შეეშალოს არამართლზომიერად შესრულებული ვალდებულების
გამო. კეთილსინდისიერების მატერიალური განმარტება საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში არსად გვხვდება. იურიდიულ ლიტერატურაშიც კი თეორიტიკოსები თავს
იკავებენ კეთილსინდისიერების განმარტებისგან. მაგალითად სამოქალაქო კოდექსის
კომენტარშიც კი კეთილსინდისიერება წარმოდგენილია მარტივი ფორმულის სახით:
„სხვისი საქმეების შემსრულებელი მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, ანუ ისე, როგორც
მოცემულ საქმეს კარგი მეპატრონე ან მისი დავალებით სხვა პირი წარმართავდა.“ 2. ეს
ლოგიკურიცაა, რადგან კეთილსინდისიერი ქცევა ყოველ სიტუაციაში განსხვავებული
მოქმედების შესრულებას და შეუსრულებლობას გულისხმობს, თუმცა სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება, თითქოს მესტიის მუნიციპალიტეტეს არცერთი
სამართლებრივი დარღვევა არ ჩაუდენია და მისი მოვალეობა შეასრულა პირნათლად, რის
შემდეგაც წარმოეშვა უფლება მოეთხოვა გაწეული ხარჯების ანაზღაურება
კეთილსინდისიერების არანაირ ჩარჩოში ჯდება. ამ საქმეში მესტიის მუნიციპალიტეტს
ევალებოდა პირველივე შესაძლებლობისთანავე შეეტყობინებინა ა.ჩ.-სთვის მისი საკუთრების
უფლებაში ჩარევის შესახებ, გაეგო ეწინააღმდეგობოდა თუ არა ეს ჩარევა მეპატრონის ნებას
და მეპატრონის მიერ საქმის მოწონების შემდეგ წარედგინა ანგარიში. მესტიის
მუნიციპალიტეტმა არცერთი მისი ვალდებულება არ შეასრულა, სააპელაციო სასამართლომ
კი მისი უმოქმედობა მაინც კეთილსინდისიერებად მიიჩნია, თანაც თითქმის
დაუსაბუთებლად. სწორედ სააპელაციო სასამართლოს ეს მსჯელობა გააბათილა უზენაესმა
სასამართლომ და მესტიის მუნიციპალიტეტის ქმედებები არაკეთილსინდისიერად შეაფასა.
შესაძლოა კეთილსინდისიერების ფორმალური განმარტება არსად არ იყოს მოცემული,
თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი მოიქცა
არაკეთილსინდისიერად, დასაბუთებულია იმ ფაქტით, რომ მან არ შეასრულა მისი არცერთი
ვალდებულება. ყოველივე ამის გათვალისწინებით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ
კეთილსინდისიერება ესაა საკუთარი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება. ამ
საქმის განხილვისას შესაძლოა არ გაკეთებულა რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე სამოქალქო
2
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, ტომი IV, ნაწილი II, გვ 343, 2002.

5
პალატის აუცილებელი განმარტება, რაც დანერგავდა ახალ ქცევის პრაქტიკას, თუმცა ჩვენი
პირადი აზრით, მოხდა კეთილსინდისიერების პრინციპის გაშინაარსება, რამაც რეალურად
მოგვცა მისი პრაქტიკული განმარტება.

მეპატრონისათვის საქმის შესრულების შეტყობინებისა და ანგარიშის წარდგენის


აუცილებლობა.

საქმის ანალიზისას, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რას ნიშნავს საქმის კეთილსინდისიერად


შესრულება, თუმცა ამ ნაწილში აუცილებელია ვისაუბროთ იმ საკიტხზე რა შედეგები
შეიძლება მოიტანოს არაკეთილსინდისიერმა ქცევამ, ანუ გესტორის მიერ კანონით
წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობამ. როგორც ვიცით, სამოქალაქო
კოდექსის მიხედვით, არსებობს ორი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელიც გესტორმა
უნდა შეასრულოს დავალების შესრულების პროცესში, რათა საჭიროების შემთხვევაში
ისარგებლოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით. ესენია:
მეპატრონისთვის საქმის შესრულების პირველივე შესაძლებლობისთანავე შეტყობინება და
საქმის შსრულების შემდეგ ანგარიშის წარდგენა. განხილული საქმე, ნათლად გვიჩვენებს, რა
შედეგები დგება, როდესაც, გესტორი ამას არ აკეთებს. ობიექტურად მსჯელობისას, მესტიის
მუნიციპალიტეტი მართლაც ასრულებდა სხვის სამქეს, მას არ ჰქონია არანაირი
ვალდებულება ა.ჩ.-ს ქონების რეაბილიტაციისა. რა თქმა უნდა, ამ საქმის შესრულება
შედიოდა მესტიის მუნიციპალიტეტის ინტერესებში ( ეს სიტუაცია ძალიან კარგად აქვს
ახსნილი მიხეილ ბიჭიას საკუთარ წიგნში: ე.წ. „სხვისი საქმის“ შესრულება, რომლებიც
სასარგებლოა, როგორც დომინუსისთვის, ასევე გესტორისთვის, თუმცა იმ პრინციპის
გათვალისწინებით, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩარევა ხდება სხვის სამართლებრივ
სიკეთეში, მატერიალური სარგებლი მიღების გარეშე, ასეთი საქმეები მაინც negotiorum gestio-
s ინსტიტუტის ნაწილია.3), მაგრამ ფორმალურად ეს არ წარმოადგენდა მის ვალდებულებას.
მესტიის მუნიციპალიტეტს კანონის კონკრეტული დათქმები რომ დაეცვა, შესაძლოა არც კი
ეზარალა ნახევარი მილიონი ლარის რაოდენობით, თუმცა იმ ფაქტმა, რომ მან უხეშად
დაარღვია მისი ვალდებულებები, არ გაითვალისიწნა ა.ჩ.-ს ნება, წარმოშვა სამართლებრივი
პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატა უფლებების განუხორციელებაში. უზენაესმა
სასამართლომ, ქვემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილებები ამის გამო გააუქმა და გამოიტან
ახალი, სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისიწინებით სწორი გადაწყვეტილება.
მან აღიარა რომ საქმე გვქონდა სხვისი საქმეების დავალების გარეშე შესრულებასთან, მაგრამ
რადგან გესტორის მიერ არ მომხდარა სათანადო რეაგირება, კერძოდ არ შეატყობინა
მეპატრონეს საქმის შესრულებაზე, არ გაითვალისწინა მისი ნება და არ წარადგინა არანაირი
ანგარიში, მან ვერ დაიბრუნა გაწეული ხარჯები. ამ გადაწყვეტილების ანალიზით შეგვიძლია
3
ბიჭია მ., კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები, იურისტის ბიბლიოთება, თბილისი,
2016, გვ 79

6
დავასკვნათ, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება კანოში გაწერილი ვალდებულების შესრულებას და
რა შედეგების მომტანია მისი განზრახ თუ გაუფრთხილებლობით გვერდის ავლა. უზენაესი
სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა ეს ფაქტი.

შეჯამებისათვის აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ ცხადყო კეთილსინდისიერების


პრინციპისა და ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების
აუცილებლობა და დაგვანახა რა შედეგები შეიძლება დადგეს მათი არგათვალისიწინების
შემთხვევაში.

You might also like