Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 13

Კანონისმიერი და

ანდერძისმიერი მემკვიდრეობის
თავისებურებები ქართული
სამართლის მიხედვით
Კემკვიდრეობის ცნება
Მემკვიდრეობა, კანონმდბლობის მიხედვით ნიშნავს
,გარდაცვლილი პირის ქონებრივი უფლებებისა და
მოვალეობის გადასვლა სვა პირსა ან
პირებზე მემკვიდრეობის სამართლის ნორმების
შესაბამისად.მემკციდრეობის მნიშვნელობა იმაში
მდგომარეობს, რომ თითოეულ პირს აძლევს
გარანტირებულ შესაძლებლობას იცხოვროს და იშრომოს
იმის შეგნებით, რომ მის მიერ სიცოცხლეში შექმნილი
მატერიალური სიკეთე (მაგალითად შეძენილი უძრავი
ნივთი)თავისივე ნების საფუძველზე მისი
გარდაცვალების შემდეგ ახლობელი ადამიანის ხელში
აღმოჩნდება.
Რა თავისებურებებით
ხასიათდება სამკვიდრო
სამართალი?
1 მამკვიდრებლის ნების თავისუფლება;
Რღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში
გავრცელებული დისპოზიციურობისა და ავტონომიურობის
პრინციპიდან , რაც ნიშნავს იმას რომ ნებისმიერ პირს ,
გარდაცვალების შემთხვევისათვის განკარგოს
ქონება მემკვიდრეთა შორის ან უარი თქვას განკარგაზე.

2.მემკვიდრეთა უფლებებისა და ინტერესების


დაცვა უპირველესად სამკვიდროს მიღების არჩევანის
პრინციპში გამოიხატება .
როგორ ხდება
გარდაცვლილი პირის
(მამკვიდრებლის)
საკუთრებაში არსებული
ქონების გადასვლა სხვა
პირებზე (მემკვიდრეებზე)?

არსებობს მემკვიდრეობის მიღების


ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და
ანდერძით მემკვიდრეობა. აქედან
გამომდინარე, გარდაცვლილის
(მამკვიდრებლის) ქონების
მემკვიდრეობით სხვა პირებზე
(მემკვიდრეებზე) გადასვლა
ხორციელდება კანონით ან
ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით
რას ნიშნავს
კანონით
მემკვიდრეობა?
კანონით მემკვიდრეობის დროს კანონი
თვითონ არეგულირებს, ვის უნდა დარჩეს
გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება
და რა რაოდენობით. ამ დროს არსებობს
მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი (სულ
5 რიგი), რაც იმას ნიშნავს, რომ წინა რიგის
თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა
გამორიცხავს შემდგომი რიგის
მემკვიდრეობას.
ვინ არიან კანონით
მემკვიდრეები?
I რიგში – გარდაცვლილის შვილები, შვილი, რომელიც მისი
სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები,
(მშვილებლები).

II რიგში - გარდაცვლილის და, ძმა, დისშვილი და ძმისშვილი იმ


შემთხვევაში, თუ მისი მშობელი ცოცხალი აღარ არის
მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის;

III რიგში – ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა


როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; ბებიის დედ-მამა და პაპის
დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ
სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები
აღარ არიან;

IV რიგში – ბიძები, დეიდები, მამიდები;

V რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები.


ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.
რას ნიშნავს
ანდერძით
მემკვიდრეობა?
ანდერძის მეშვეობით მამკვიდრებელს
შეუძლია თავისი ქონება გადასცეს,
როგორც კანონით მემკვიდრეს, ისე
ნებისმიერ სხვა არანათესავ პირს, მათ
შორის იურიდიულ (ორგანიზაცია,
დაწესებულება) პირსაც.

თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო


ქონება განაწილებული იყო ანდერძით
მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი
მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის
დროისათვის ცოცხალი აღარ არის,
კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა
და მის წილ ქონებას თანაბრად მიიღებენ
სხვა ანდერძით მემკვიდრეები.
რა არის
სავალდებულო
წილი?
ანდერძით მემკვიდრეობის
შემთხვევაში პირველი რიგის
კანონისმიერი მემკვიდრეები
მიიღებენ სავალდებულო წილს
მამკვიდრებლის ქონებიდან.

სავალდებულო წილი შეადგენს, იმ


ქონების ნახევარს, რომელსაც
მიიღებდა პირველი რიგის
მემკვიდრე, ანდერძი რომ არ
ყოფილიყო
საკმარისია თუ არა ანდერძის არსებობა
ან კანონით მემკვიდრეობა იმისათვის,
რომ გარდაცვლილის (მამკვიდრებლის)
ქონება გადავიდეს მემკვიდრეზე?

არა. იმისათვის, რომ გარდაცვლილის


(მამკვიდრებლის) ქონება გადავიდეს
მემკვიდრეზე, საჭიროა მემკვიდრემ
სამკვიდრო ქონება მიიღოს კანონით
დადგენილი წესითა და პირობებით,
მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6
თვის განმავლობაში.
რა არის
სამკვიდრო
მოწმობა?
სამკვიდრო მოწმობა არის
სანოტარო აქტი, მემკვიდრეობით
მიღებული ქონების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმისათვის, რომ სამკვიდრო
მოწმობაში მითითებული უძრავი
ქონება პირის საკუთრებად
ჩაითვალოს, საჭიროა მისი
რეგისტრაცია საჯარო რეესტრის
ნებისმიერ ეროვნულ სააგენტოში
ან იუსტიციის სახლში ქონების
ადგილსამყოფლის მიხედვით.
შეიძლება თუ არა
სამკვიდროს მიღების
ვადის გაგრძელება და
რა შემთხვევაში?
სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის
შემდეგ მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა
გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს
მემკვიდრეობა, თუ ამაზე თანახმა იქნება
სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება
გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის
გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება
მიჩნეული.
მემკვიდრეს ეკისრება თუ არა
ვალდებულება დააკმაყოფილოს
მამკვიდრებლის კრედიტორები
(მოვალეები)?
მემკვიდრე ვალდებულია
დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის
კრედიტორები (გადაიხადოს ვალები)
მიღებული სამკვიდროს ფარგლებში.
Კმადლობთ ყურადღებისთვის

Მამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის


მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი

Მამთა ტყემალაძე

You might also like