Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

სასწავლო კურსი: კორპორაციის ფინანსები

I შუალედური გამოცდის საკითხები


ლექტორი: ნინო ლიპარტელიანი

I ვარიანტი
6 ღია (თითოეული ფასდება 5 ქულით)
ქულების მაქსიმალური რაოდენობა -30

1. რა არის საწარმო და რა ფაქტორების შეთანაწყობას გულისხმობს იგი? რომელ


ისტორიულ ეპოქაში ჩამოყალიბდნენ პირველი სააქციო საზოგადოებები,
დაასახელეთ მაგალითები?

საწარმო არის გარკვეული სახის პროდუქციის წარმოების და მომსახურების გაწევის


მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი სამეურნეო ერთეული, რომელიც შეიძლება
ფუნქციონირებდეს ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, რომელსაც იგი ნებაყოფლობით აირჩევს.
საწარმო გულისხმობს მრავალი ფაქტორის შეთანაწყობას: ვალდებულებებს
პარტნიორებთან ურთიერთობების დროს, დამოუკიდებელ ბალანსს, კონტაქტებს
მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან, მყიდველებთან, ბანკებთან, ბიუჯეტთად და
ა.შ.
სააქციო საზოგადოება, როგორც მსხვილი საწარმოებისათვის მისაღები
ორგანიზაციული ფორმა გავრცელებას იწყებს XVI საუკუნიდან. 1600 წელს
დაფუძნდა ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის სააქციო საზოგადოება, ინდოეთთან
ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. საზოგადოების აქციებს ფლობდნენ უმდიდრესი
ვაჭრები და არისტოკრატია. სს ვაჭრობდა ბამბით, აბრეშუმით, ჩაით, ოპიუმით და ა.შ.
ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის სააქციო საზოგადოების აქციებს ფლობდნენ
უმდიდრესი ვაჭრები და არისტოკრატები. მთავრობა არ ფლობდა აქციებს და ჰქონდა
მხოლოდ არა პირდაპირი კონტროლი. კომპანია ასევე ფლობდა საკუთარ ჯარს, რისი
მეშვეობითაც აკონტროლებდა ინდოეთის უდიდეს ნაწილს. კომპანია ასევე
ახორციელებდა ინდოეთის სამხედრო და პოლიტიკურ კონტროლს. კორპორაციის
შიდა წესები თანდათან ფორმირდებოდა. პირველ მათგანად შეიძლება დასახელდეს
საერთო კრებების ჩატარების წესები, რომლითაც დადგინდა, რომ ისინი უნდა
ჩატარდეს ყველასთვის ცნობილ ადგილას, ერთ მონაწილეს აქვს ერთი ხმა,
კრებაზე დასწრება თითოეული წევრის ვალდებულებაა, წინაამდეგ შემთხვევაში მის
წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა.კომპანიის თითოეული წევრის
ექსპედიციაში მონაწილეობის ოდენობა განისაზღვრებოდა ნებაყოფლობით და
თითოეული მონაწილე იღებდა მოწმობას, რომელიც ადასტურებდა მის
მონაწილეობას საწარმოში, ასევე უფლების მოგებას შესაბამის ნაწილზე. 1602 წელს
შეიქმნა ოსტ-ინდოეთის სააქციო საზოგადოება ჰოლანდიაში, ინდოეთთან ვაჭრობის
ხელშეწყობის მიზნით. ეს არის ისტორიული პერიოდი ქვეყანაში, როდესაც ახალი
საზღვაო გზების და ახალი ქვეყნების აღმოჩენის შემდეგ ხდება საზღვაო ბრუნვის
სფეროს გამოცოცხლება. ვაჭრობით დაკავებული ეს გაერთიანებები არ იყო
გემთმფლობელების უბრალო კავშირი, არამედ იმ პირთა კავშირი, რომლებიც
ხარჯავდნენ კაპიტალს ექსპედიციის აღჭურვაში. მალე ამგვარი ჰოლანდიური
კომპანიების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მათ დაიწყეს ერთმანეთში
კონკურირება და მთავრობამ ინიციატივა თავის ხელში აიღო, შევიდა
მოლაპარაკებებში ცალკეულ კომპანიებთან და გააერთიანა ისინი ერთ ჰოლანდიურ
ოსტ-ინდურ კომპანიაში.

2. იმსჯელეთ შერმანისა და კლეიტონის კანონებზე? ანტიმონოპოლიური


კანონმდებლობა მოქმედებს წამყვანი ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანაში,
ევროკავშირშიც და უმკაცრესი სანქციებია ამ კანონმდებლობის
დარღვევისათვის. დაასახელეთ მაგალითები?

კორპორაციების როლი ისე გაიზარდა აშშ-ს ეკონომიკაში, რომ ამერიკელებს


მოუწიათ „გამოეგონათ” „ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა“ და გამხდარიყვნენ
პირველ აღმომჩენები ამ საქმეში. 1890 წლის 2 ივლისს აშშ კონგრესის მიერ მიღებულ
იქნა შერმანის ანტიტრესტული კანონი.ამ კანონის თანახმად, ტრესტის ფორმის
ნებისმიერი გაერთიანება, ასევე საიდუმლო შეთანხმება, რომელიც მიმართულია
ვაჭრობის ან თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვაზე შტატებს შორის და
საზღვარგარეთის სახელმწიფოების მონაწილეობით ურთიერთო ბების სფეროში,
ცხადდება უკანონოდ და ექვემდებარება სასამართლო დევნას. შემდგომ წლებში
წარმოების კონცენტრაციის პროცესის გაძლიერების კვალდაკვალ
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ნაწილობრივ იცვლებოდა, ყველაზე არსებითი
დამატება შერმანის კანონში გაკეთდა 1944 წელს კლეიტონის კანონით. კლეიტონის
გზავნილი შემდეგი იყო: მსხვილი კორპორაციები კი არ უნდა განადგურდეს, არამედ
უნდა აიკრძალოს მათი საქმიანობის არასასურველი მხარეები, მიმართული
თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვისა და ჩახშობისკენ.ასეთმა მიდგომებმა
დადებითი როლი ითამაშა ქვეყანაში სამეწარმეო საქმის განვითარებაში, არ გააჩერა
წარმოების კონცენტრაციის პროცესი. სწორედ ამიტომ აშშ დღესაც ლიდერ
სახელმწიფოს წარმოადგენს.
მაგ: მიკროპროცესორების მწარმოებელი მსხვილი ამერიკული კომპანია “Intel"-ი
სწორედ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისათვის 2009 წელს ევროკომიის მიერ
დაჯარიმებული იქნა 1,45 მილიარდი დოლარით. მონოპოლიზებული მდგომარეობის
ბოროტად გამოყენების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ კომპანიის
წინააღმდეგ საქმეც კი აღიძრა. 2004 წელს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის
დარღვევისათვის “Microsoft"-ი დაჯარიმებული იქნა დაახლოებით 899 მილიონი
ევროთი. ვინაიდან მან არ გაითვალისწინა ევროკომისიის გაფრთხილება
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის შესახებ, 2007 წელს 1,6 მილიარდი
ევროთი დაჯარიმდა. ჯამში, აღნიშნულ ფირმას 2,5 მილიარდი ევროს გადახდა
დაეკისრა.
“British Airways"-სა და “American Airlines"-ს უკვე 15 წელია სურთ შექმნან
ტრანსატლანტიკური საჰაერო მეგა ალიანსი. ევროკავშირის რეგულატორების
განმარტებით, ეს შერწყმა არღვევს ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ
კანონმდებლობას. ანტიმონოპოლიური სამსახურების მოღვაწეობა მკაცრია და
შედეგიანი. ასეთ შემთხვევაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევას
ყველა კომპანია მოერიდება.

3. სამეწარმეო საქმიანობაში პარტნიორული ურთიერთობების ფორმაა


ფრანჩაიზინგი, იმსჯელეთ მის შესახებ?

ფრენჩაიზინგი(ფრანჩაიზინგი)
სიტყვა ფრანჩაიზინგი ფრანგული წარმოშობისაა-franchise, და შეღავათს,
პრივილეგიას ნიშნავს. ესაა საბაზრო სუბიექტებს შორის მსოფლიოში ფართოდ
გავრცელებული სახელშეკრულებო ურთიერთობათა სისტემა, რომლის დროსაც,
მომხმარებლისათვის კარგად ცნობილი, ავტორიტეტული კომპანია განსაკუთრებულ
უფლებამოსილებას აძლევს მცირე, დამოუკიდებლად მოქმედ ან ახლად შექმნილ
საწარმოს, გარკვეული სახის საქონლის წარმოების ან მომსახურების გაწევის
თაობაზე, ცნობილი ფირმის სავაჭრო ნიშნით. ფრანჩაიზინგული ურთიერთობების
აღმოცენებას მიაწერენ კომპანია Singer Sewing machine company-ის გაყიდვების და
მომსახურების სტილს. სახელშეკრულებო ურთიერთობა ფრანჩაიზინგულ
ურთიერთობებში აგებულია შემდეგ პრინციპებზე: ფრანჩაიზერი (ცნობილი
კომპანია) საწარმო ოპერატორისაგან მოითხოვს ერთჯერად საწყის კაპიტალს.
შეთანხმების შესაბამისად იგი თავის მხრივ ვალდებულებას იღებს მოამარაგოს
ოპერატორი თავისი პროდუქციით, სარეკლამო მომსახურებით, ტექნოლოგიებით,
მისცეს მას შეღავათიანი კრედიტი ან სახსრების უკმარისობის შემთხვევაში იყოს
თავდები დამატებითი სესხის მიღებისას და ა.შ. ოპერატორ საწარმოს უფლება აქვს
აწარმოოს ან გაასაღოს პროდუქცია მოცემული კომპანიის სავაჭრო ნიშნით,
განსაზღვრულ ბაზარზე, რაც პოტენციურ მყიდველს აგრძნობინებს, რომ ის
სარგებლობს ცნობილი კომპანიის პროდუქციითა და მომსახურებით. ოპერატორი
საწარმო ვალდებულებას იღებს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ მეთაურ
კომპანიასთან, წარმართოს ბიზნესი მისი წესდების შესაბამისად. დღევანდელ
პირობებში ძალზე ძნელია ისეთი ახალი სასაქონლო ნიშნის შექმნა, რომელიც
კონკურენციას გაუწევს ერთგვაროვანი პროდუქციისა და მომსახურების ბაზარზე
უკვე კარგად ცნობილ სავაჭრო ნიშნებს. ექსპერტების გაანგარიშებებით საქონლის
დაახლოებით 90%, რომელსაც მეწარმეები გამოიტანენ ბაზარზე ახალი სასაქონლო
ნიშნით-განწირულია წარუმატებლობისათვის. ამიტომ განსაკუთრებით კვების
სფეროს ფირმები ცდილობენ გამოიყენონ ძველი, გამოცდილი რეპუტაციის
სასაქონლო ნიშნებით სარგებლობის უფლება.

4. რა არის მონოპოლია და როგორი ფორმები გვხვდება მსოფლიო პრაქტიკაში?

მონოპოლია (სახელმწიფო/კერძო)ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს „ერთი


ვყიდი“, მიუთითებს, რომ დარგში არსებობს მხოლოდ ერთი მწარმოებელი, რომელიც
აკონტროლებს მიწოდებას, მის მოცულობებს, ფასებს ბაზარზე და ა.შ.
მსოფლიო პრაქტიკაში გვხვდება:
დახურული მონოპოლია- მიჩნეულია ისეთი ორგანიზაციული ფორმა, რომელიც
კონკურენციისაგან დაცულია სამართლებრივი ნორმებით (პატენტით ან საავტორო
უფლებით).
ბუნებრივი მონოპოლია-მიჩნეულია ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურა, როდესაც
ერთი ფირმა ემსახურება მთელ დარგს და მას საფუძვლად უდევს წარმოების
მასშტაბებით მიღებული ეკონომია, უნიკალური ბუნებრივი რესურსები და ა.შ.
ბუნებრივ მონოპოლიებს მიეკუთვნება: ელექტროენერგეტიკა, გაზმომარაგება,
წყალმომარაგება, სარკინიგზო ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ტელეკომუნიკაცია,
აერონავიგაცია და სხვა.
ღია მონოპოლია-მიჩნეულია ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურა, როდესაც ერთი
ფირმა ხანმოკლე პერიოდში მაინც ხდება პროდუქციის ერთადერთი მწარმოებელი,
მაგ: ახალი პროდუქციის გამოშვებისას, მაგრამ კონკურენციისაგან სპეციალური
დაცვა არ აქვს.
5. განმარტეთ რა არის კარტელი და ისაუბრეთ OPEC-ის შესახებ? ასევე ისაუბრეთ
სინდიკატის შესახებ, მათ შორის BTG-ზე?

კარტელი-წარმოადგენს ერთი დარგის იმ ფირმების გაერთიანებას, რომლებიც


ერთმანეთთან აწარმოებენ შეთანხმებას ერთობლივი კომერციული საქმიანობის
სესახებ, ფასებზე კონტროლის დაწესების და მაქსიმალური მოგების მიღების
მიზნით. შეთანხმების თანახმად კარტელის მონაწილე ფირმები ინარჩუნებენ
დამოუკიდებლობას. კარტელის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ნავთობის
ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია ოპეკი-OPEC. კარტელში შედიან
ნავთობმწარმოებელი ქვეყნები: ალჟირი, ანგოლა, ინდონეზია, ირანი, ერყი, ქუვეითი,
ლიბია, ნიგერია, ყატარიი, საუდის არაბეთი, ეკვადორი, ვენესუელა.
OPEC-ის შტაბბინა ავსტრიაში მდებარეობს. კარტელის მიზანია
ნავთობპროდუქტების მწარმოებელი ქვეყნების ინტერესების დაცვა, ბაზარზე
ფასების სტაბილიზაციის უზრუნველყოფა, ნავთობის მომხმარებლებზე მუდმივი და
ეფექტური მიწოდება.
თანამედროვე ეტაპზე კარტელში 13 წევრია.
სინდიკატი-ისეთი ორგანიზაციული გაერთიანებაა, რომელშიც შედიან
ერთგვაროვანი ტიპის მასობრივად მწარმოებელი პროდუქციის ფირმები,
წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება, როგორც სინდიკატის საერთო
საკუთრებისა.
საქართველოს სინამდვილეში ცნობილი სინდიკატი იყო BTG (ბაქო-თბილისი-
ჯეიხანის მილსადენი), რომელშიც 11 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია
მონაწილეობდა. სინდიკატის ფინანსურ მხარდაჭერას გამოხატავდა ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და 15 კერძო კომერციული ბანკი. იგი
ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენია მსოფლიოში, რომელიც ექსპლოატაციაში
2006 წელს შევიდა. იგი დღეში დაახლოებით 800 000 ბარელ ნავთობს აწვდის
მსოფლიო ბაზრებს. პროექტში დასაქმებული იყო 22 000 ადამიანი, აქედან 6 000
საქართველოდან.

6. სამეწარმეო საქმიანობაში პარტნიორული ურთიერთობების ფორმაა


ერთობლივი მეწარმეობა, იმსჯელეთ მის შესახებ?

სამეურნეო სუბიექტი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის


საწარმოები (ფირმები), რომლებიც ორგანიზაციულად გაფორმებულია როგორც
ერთიანი, საერთო საწარმო. იგი იქმნება იმისათვის, რომ გაერთიანდეს სხვადასხვა
ქვეყნებში განლაგებული საწარმოების საქმიანობის ძალისხმევა, კოოპერაცია
პროდუქციის, მომსახურების (საქონლის) უფრო ეფექტიანად წარმოებისა და
გასაღების მიზნით. ერთობლივი საწარმოს შექმნისათვის მეწარმემ უნდა შეიმუშაოს
მოქმედების გეგმა, რომელშიც გაითვალისწინება:
-მომავალი ერთობლივი საწარმოს პროფილი
-პარტნიორების მოძებნა
-ერთობლივ საწარმოში უცხოელი პარტნიორებისათვის მოგების წილის მიღების
შესაძლებელი ვარიანტების მომზადება
-ერთობლივი საწარმოს შექმნისათვის პაის ფორმირება
-ერთობლივი საწარმოს შექმნისათვის ნებართვის აღება
-ერთობლივი საწარმოს შექმნაზე ხელშეკრულების გაფორმება
-ერთობლივი საწარმოს რეგისტრაცია
-ხელშეკრულების პრაქტიკული რეალიზაცია
უცხოური პარტნიორების შესარჩევად გამოიყენება როგორც ძირითადი, ისე
დამხმარე ინფორმაცია:
-თანაფარდობა საკუთარ და მოზიდულ კაპიტალს შორის
-წარმოებაში დასაქმებულთა რაოდენობა
-მოგების დინამიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში
-შრომის მწარმოებლურობა და ა.შ.
ინფორმაციის შეგროვების შემდეგ იწყება მოლაპარაკებები პარტნიორებს შორის,
სადაც თანხმდება საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის საკითხები და
ფორმდება განზრახვის ოქმი, იგი წარმოადგენს მხარეების მიერ ხელმოწერილ
დოკუმენტს, მაგრამ არა აქვს სამართლებრივი ძალა. მისი შეუსრულებლობა არ
წარმოადგენს სამართალდარღვევას. მომდევნო ეტაპია ხელშეკრულების გაფორმება.
მისი მიღებისთანავე ძალადაკარგულად ითვლება ყველა მანამდე მიღებული
დოკუმენტი.
სასწავლო კურსი: კორპორაციის ფინანსები
I შუალედური გამოცდის საკითხები
ლექტორი: ნინო ლიპარტელიანი

II ვარიანტი
6 ღია (თითოეული ფასდება 5 ქულით)
ქულების მაქსიმალური რაოდენობა -30

1. როგორი ქართული საწარმოების მონოპოლისტური ბუნება, დაასახელეთ


მაგალითები? იმსჯელეთ ქართულ ფარმაცეფტულ ბაზარზე სადაც მთავარი
მოთამაშეები არიან სააფთიაქო ქსელი „ავერსი“, „ პე-ეს-პე“, „ჯი-პი-სი“ და
„ფარმა დეპო“.?

ქართული საწარმოების მონოპოლისტური ბენების შესახებ არაერთი ექსპერტი


მსჯელობს, ჩვენ მიერ შესწავლილი განმარტებებიდან გამომდინარე ბევრ საწარმოს
ქართულ ბაზარზე აქვს მონოპოლისტური ბუნება, მაგალითისათვის ავიღოთ
ქარტული ფარმაცეფტული ბაზარი, რომლის მთავარი მოთამაშეები არიან: „ავერსი“, „
პე-ეს-პე“, „ჯი-პი-სი“ და „ფარმა დეპო“. თანახმად კანონისა-მეწარმეთა შესახებ ისინი
არიან კერძო სამართლის იურიდიული პირები, რაც მათ უფლებას აძლევთ ქონდეთ
წამლის დასამზადებელი ქარხნები (ფაბრიკები), ქონდეთ კერძო საავადმყოფოები,
ქონდეთ კერძო სააფთიაქო ქსელი და ფლობდენ სადაზღვევო კომპანიებს. სახეზეა
ტიპიური ოლიგოპოლია, რადგან ეს კომპანიები დამოუკიდებლად ადგენენ
დასამზადებელი წამლების ჩამონათვალს, წარმოების მოცულობებს, გასაღების
ბაზრებს და საფასო პოლიტიკას. შედეგად ოლიგოპოლიური ფასით ზარალდება
მომხმარებელი. რაშია გამოსავალი? გამოსავალია ანტიმონოპოლიური სამსახურის
ეფექტურ მუშაობაში, რომელიც დაიცავს ბაზარს მონოპოლიური ფასისაგან.

2. სამეწარმეო საქმიანობაში პარტნიორული ურთიერთობების ფორმაა საწარმოო


კოოპერაცია, იმსჯელეთ მის შესახებ?

საწარმოო კოოპერაციაში იგულისხმება თანამშრომლობის ისეთი ფორმა, როდესაც


ერთიან სამეწარმეო ციკლში თითოეული პარტნიორი თავის წილ სამუშაოს
ასრულებს. მოგება პარტნიორებს შორის იყოფა შესრულებული სამუშაოს საერთო
მოცულობაში თითოეულის წილის შესაბამისად. მხარეთა შორის გაუგებრობის
თავიდან აცილების მიზნით თავიდანვე ხდება მოლაპარაკება სამუშაოს საერთო
მოცულობაში თითოეული პარტნიორის წილის მოცულობაზე. მაგალითად:
საავტომობილო ბიზნესში ლეგენდარული ინგლისური ბრენდის როლს როისის
(რომელიც ასოცირდება სიმდიდრესთან და კომფორტთან), Rolls-Royce, ნაწილების
1/3-ს ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:
-სიჩქარეების გადაცემის ავტომატიზებული სისტემა მზადდება შშ-ში;
-ამორტიზატორები და ტორმუზები გერმანიაში;
-სტარტერი იაპონიაში;
-ტყავი სავარძლებისათვის სკანდინავიის ქვეყნებში;
ფრანგული კომპანია „რენო“ ამზადებს „ფორდ მოტორსის„ მძიმე
ტვირთმზიდებისათვის ძირითად კორპუსს.ხოლო „ჯენერალ მოტორსი“ და
„ტოიოტა“ ერთმანეთისათვის აწყობენ მოტორებს.
კომპანია „როლს როისი“ ამზადებს მოტორებს ამერიკული რეაქტიული
თვითმფრინავებისათვის

3. განმარტეთ ჰოლდინგი და განიხილეთ მისი მაგალითები ქართულ ბაზარზე?

ჰოლდინგი-მეთაური (სათაო) საწარმო, რომელიც მართავს ან აკონტროლებს სხვა


საწარმოების (ფირმების) საქმიანობას, აქციათა საკონტროლო პაკეტის ფლობით. ან
წარმატებული კომპანიაა, რომელიც ბაზრის სხვა სფეროებში შესაღწევად ქმნის
შვილობილ კომპანიებს და დინამიურად ვითარდება.ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან
წარმატებით ფუნქციონირებს ჰოლდინგი „მარგებელი“, რომელიც სხვადასხვა
სფეროში მოღვაწე ოთხი უმსხვილესი კომპანიის გაერთიანების შედეგად
დაფუძნებული ჰოლდინგია. ესენია მინერალური წყალი ”ნაბეღლავისა” და
”ბახმაროს” მწარმოებელი კომპანია ”წყალი მარგებელი” (“HEALTHY WATER” ),
რომელიც 1997 წელს დაარსდა, 2005 წელს დაფუძნებული სადისტრიბუციო კომპანია
-ენგადი, ხოლო 2007 წელს დაფუძნდა „მარნეულის სასურსათო ქარხანა“. 2009
წლიდან, ჰოლდინგმა თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო საფინანსო
კომპანიებთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD).
ჰოლდინგში 1000 ადამიანზე მეტია დასაქმებული.

4. სამეწარმეო საქმიანობაში პარტნიორული ურთიერთობების ფორმაა ლიზინგი,


იმსჯელეთ მის შესახებ? განმარტეთ სალიზინგო ოპერაციის არსი? როგორი
ქონება შეიძლება იყოს ლიზინგის ობიექტი?
ლიზინგი სახსრების დაბანდების ერთ-ერთი ფორმაა უკან დაბრუნების პირობით,
ესაა განსაზღვრული პერიოდით სახსრების წარდგენა, რომელსაც გარკვეული ვადის
გასვლის შემდეგ ლიზინგგამცემი უკან იბრუნებს. ლიზინგი თავისებური სასაქონლო
კრედიტია, რომელიც ტრადიციული საბანკო სესხისაგან იმით განსხვავდება, რომ
ლიზინგგამცემის მიერ ლიზინგმიმღებს წარედგინება გამოსაყენებელი ქონების
გადაცემის ფორმით. სალიზინგო გადახდების საერთო თანხა თავის თავში მოიცავს:
-სალიზინგო ქონების ღირებულების ასანაზღაურებელ თანხას;
-ლიზინგგამცემის საკომისიო საზღაურს;
-ქონების დაზღვევის სასყიდელს, თუ იგი დაზღვეულია ლიზინგგამცემის მიერ;
-დამატებით მომსახურებაზე საჭირო გასამრჯელოს;
-სალიზინგო ქონებაში გათვალისწინებულ სხვა ხარჯებს;
სალიზინგო ოპერაციის არსი შემდგომშია:
პოტენციური ლიზინგმიმღები, რომელსაც თავისუფალი ფულადი სახსრები არ
გააჩნია, მიმართავს სალიზინგო კომპანიას საქმიანი წინადადებით-სალიზინგო
გარიგების გაფორმების თაობაზე. ამ გარიგების თანახმად, ლიზინგგამცემი ირჩევს
მოთხოვნილი ქონების გამყიდველს და შეიძენს მისგან ქონებას საკუთრებაში. შემდეგ
ეტაპზე ამ ქონებას გადასცემს ლიზინგმიმღებს დროებით ფლობის და გამოყენების
უფლებით, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სალიზინგო ქირის გადახდის
პირობით. სახელშეკრულებო ვადის გასვლის შემდეგ, მისი პირობებიდან
გამომდინარე, ქონება უბრუნდება ლიზინგგამცემს ან გადადის ლიზინგმიმღების
საკუთრებაში.
ლიზინგის ობიექტი შეიძლება იყოს ის ნებისმიერი ქონება, რომლის თავისუფალი
მოძრაობა ბაზარზე აკრძალული არაა და რომელიც არ ნადგურდება საწარმოო
ციკლში. ეს შეიძლება იყოს: პოლიგრაფიული მოწყობილობები, შესაფუთი ხაზები,
ხისდამამუშავებელი მოწყობილობები, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალება,
კომპიუტერული ტექნიკა, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და ა.შ.

5. საკუთრების ფორმების მიხედვით კომპანიები იყოფა სხვადასხვა


ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებად. დაახასიათეთ ერთპიროვნული
მფლობელი (ინდივიდუალური ფორმა)

ერთპიროვნული მფლობელი(ინდივიდუალური ფირმა)ეკუთვნის მოქალაქეს


საკუთრების უფლებით ან მისი ოჯახის წევრებს საერთო წილობრივი საკუთრების
უფლებით. იგი ფიზიკური პირია, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭიროა
სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და
საბუღალტრო საქმე. მეწარმეობის ეს ფორმა უმეტესად დომინირებს საცალო
ვაჭრობის, მომსახურების, საოჯახო მეურნეობების სფეროებში.
მათი უმრავლესობა მიეკუთვნება მცირე ბიზნესს.უპირატესობები:
-ასეთი ფირმები მარტივია დაფუძნების თვალსაზრისით;
-საკუთრების ამ ფორმაში ყველა სახის გადაწყვეტილება მიიღება
ინდივიდუალურად, რაც აადვილების ფირმის მართვას;
ნაკლოვანებები:
-ეფუძნება რა მცირე კაპიტალს, ექმნებათ წინააღმდეგობები სესხის აღების დროს;
-მცირე საწარმოებს მოკლევადიანი კრედიტი მიეცემათ უფრო მაღალი საპროცენტო
განაკვეთით, ვიდრე მსხვილ კორპორაციებს;
-ფირმის გაფართოება დამოკიდებულია ერთი პირის უნარზე და ნიჭზე;
-უარყოფითი მხარეა ამ ბიზნესის მემკვიდრეობითობა;

6. როგორი ორგანიზაციული სტრუქტურაა კონსორციუმი, ისაუბრეთ Nabucco-ს


შესახებ? როგორი გაერთიანებებია საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები,
დაასახელეთ მაგალითი?

კონსორციუმი-ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურაა, რომელიც წარმოადგენს


შეთანხმებას გარკვეული ვადით რამოდენიმე კომპანიას, ფირმას ან ბანკს შორის,
ისეთი სახის ოპერაციების ჩასატარებლად, როგორიცაა: ფასიანი ქაღალდების
გამოშვება, საწარმოო სესხების განლაგება, ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების მსხვილი
ოპერაციები და ა.შ. კონსორციუმი იქმნება მსხვილმასშტაბიანი პროექტების
განსახორციელებლად. პროექტ NABUCCO-ს განსახორციელებლად შეიქმნა
კონსორციუმი, რომელიც 10 კომპანიას აერთიანებდა, ისინი ამავე დროს ამ
გაზსადენის აქციონერებიც იყვნენ. მათ შორის იყო ავსტრიული, უნგრული,
ბულგარული, რუმინული, გერმანული და თურქული კომპანიები.

საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები წარმოადგენენ ისეთ ორგანიზაციულ წყობას,


რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ აერთიანებენ თავის მატერიალურ და
არამატერიელურ აქტივებს, საინვესტიციო ან სხვა მაღალანაზღაურებადი
პროექტების რეალიზაციის მიზნით. ასეთი გაერთიანებები მიმართულია სამამულო
ბაზრების ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ. ამჟამად
მსოფლიოში 500-ზე მეტი საფინანსო-სამრეწველო ჯგუფი არსებობს. გერმანიის
ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს 23 საფინანსო-სამრეწველო ჯგუფი, რომლის
ბირთვს გერმანული ბანკები შეადგენენ. მათ შორის უმსხვილესია „დოიჩე ბანკის“
ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისეთი მსხვილი კომპანიები,
როგორებიცაა: „სიმენსი“, „ბოში“, „დაიმლერ ბენცი“, „ფება“, „პპვ“ და სხვები.
ისინი აკონტეროლებენ ისეთ დარგებს, როგორებიცაა: შავი მეტალურგია, ქიმიური
და ელექტრომრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ფარმაცეფტული წარმოება და ა.შ.

You might also like