Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ბრაიონი, რობი, სესილია, ლეონი, ლოლა

იენ მაკიუენის მონანიება თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის


წარმომადგენელია, რომელიც მოგვითხრობს არშემდგარი ძლიერი სიყვარულის
ამბავს. ფილმის ერთ-ერთ მთავარი პერსონაჟი არის ბრაიონი, რომელიც 13 წლის
ასაკში დაუშვებს გამოუსწორებელ შეცდომას, რის გამოც მისი დის სესილიას და
რობის, რომელიც მათი დამლაგებლის შვილი იყო, ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
მოკლედ, მოვყვები შინაარს წარმოდგენა რო მარტივად შეგექმნათ. წიგნი იყოფა ოთხ
ნაწილად და ოთხ სხვადასხვა პერიოს ასახავს. პირველი მოქმედება მიმდინარეობს
ტალისების ოჯახში, სადაც ერთ-ერთი ვახშმის დროს დაიაკრგებიან ბრაიონის
ნათესავები ტყუპი ბიჭები, ყველა მათ საძებნელად გავა და ბრაიონი შეესწრება
მომენტს, სადაც ლოლას (მის დეიდაშვილს) აუპატიურებს ლეონის, ბრაიონის ძმის
მეგობარი, თუმცა სიბნელეში ბრაიონი გაუპატიურებას დააბრალებს, რობის, რადგან
იმავე საღამოს წაიკითხა რობის მიერ დაწერილი სესილიასთვის გაბკუთვნილი
წერილი, სადაც საშვოს მოიხსენიებდა რობი და ვინაიდან ბრაიონი არტისტი და
დრამატული ბავში იყო თავის ტვინში უფრო გაართულა სიტუაცია და ჩათვალა, რომ
რობი იყო პირდაპირი ცხოველი, ხოლო წერილის წაკითხვის შემდეგ, მოგვიანებით
ბიბლიოთეკაში შეესწრო სესილიასა და რობის ინტიმურ აქტს, რამაც თავისი
ვარაუდები გაამართლა და მარტივად გაწირა რობი. ბრაიონის ბავშვური აზრების და
ფანტაზიების განშორებით, რობის და სესილიას ერთმანეთი თავდავიწყებით
უყვარდათ დიდი სურვილი ქონდათ ერთად ყოფნის თუმცა ბრაიონის ცრუ
ბრალდების გამო ტრაგიკულად წავიდა ამთი ცხოვრება. როგორც წესი ბერძნული
დრამებში გადმოცემულია პიროვნება, რომელიც განიცდის დაცემას რაიმე მიზეზის,
შეცდომის ან ვინმეს გამო, ეს რაიმე გარდამტეხი მომენტი ამ პიროვნებაში იწვევს
ტანჯვას და ხშირ შემთხვევაში ფატალურად, სიკვდილით მთავრდება და სწორედ
ამიტომ გადავწყვიტე მონანიების არჩევა, რადგან ბერძნული დრამის კონტექსტს
ზუსტად პასუხობს პერსონაჟების ემოციების ინტენსიურობით, ღალატით, დიდი
სიყვარულით, შურისძიებით და მონანიებით.

ნაწარმოებში რამდენჯერმე ლაითად არის მოხსენიებული, რომ ბრაიონმა შეიძლება


იმიტომ დააბრალა რობის ლოლას გაუპატიურება, რომ უყვარდა და ღალატის ფონზე
გადაწყვიტა შურისძიება, ბრაიონის პიროვნებიდან გამომდინარე ჩემთვის ეს ვერსია
უფრო დასაჯერებელია, ვიდრე ის, რომ სესილიას გამო ღელავდა ბრაიონი და
მაგიტომ გადაწყვიტა რობის მოშორება.

აჩემი აზრით მონანიება ძალაინ კარგად გამოხატავს ბერძნული ტრაგედიის არსს,


რადგან სიყვარულს წარმოაჩენს, როგორც ძალას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს
ძალაინ დიდი სიხარული და ღრმა ტანჯვა, რაც საბოლოოდ აყალიბებს პერსონაჟბის
ცხოვრებას.
ბერძნულ ტრაგედიებში ხშირად არის ყურადღება გამახვილებული ბედზე და ბედის
გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაში. ბერძნული ტრაგედიის კონტექსტში, ბედისწერის
თემაზე პირველი მახსენდება ოიდიპოსი, რომელიც, თვალებს ხუჭავდა და
ტრიალებდა, რათა ყველაფერი ბედისწერისთვის მიენდო და თვითონ,
დამოუკიდებლად არ მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც შეცდომაში შეიყვანდა,
თუმცა ვნახეთ, რომ ჩადენილი დანაშაულები ბოლოს მაინც მიგეზღვება და ბედს ვერ
გაექცევი. ბედისწერის სიმძაფრის გამოცდა მოუწევთ მონანიების პერსონაჟებსაც. მათ
ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტიდან, ლოლას გაუპატიურებიდან, პერსონაჟებზე
ღრმა გავლენას ახდენს გარე მოვლენები - როგორიცაა ომის დაწყება - და შიდა
კონფლიქტები. ეს კი ასახავს, თუ რამდენად ხშირად ვარდებიან ადამიანები მათი
კონტროლის მიღმა უფრო დიდი ძალების გავლენის ქვეშ.

რობის ციხეში ჩასმის შემდეგ ის მალევე გაამწესეს ჯარში, რის გამოც შეყვარებული
წყვილი ერთმანეთს მხოლოდ წერილების მეშვეობით კონტრაქტებოდნენ და
ბიბლიოთეკაში მომხდარი ღამის შემდეგ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ. მართალია
ბრაიონის ბრალდება მოაწყვითა წყვილები ერთმანეთს, თუმცა ომის დაწყებამ მათი
ბედი სრულიად შეცვალა და ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთს ვეღარასდროს ვეღარ
შეხვდებოდნენ. ომის დაწყებამ სესილიასაც გარდამტეხი გადაწყვეტილება მიაღებინა.
დაშავებულთა დახმარების დიდი სურვილის გამო ის მედდად წავიდა სამუშაოდ და
გაუსაძლისი გრაფიკით, ყოველდღეს დაშავებულთა ზრუნვაში ატარებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაიონი იყო დამნაშავე შეყვარებული წყვილის
განშორებაში, ის თავის დანაშაულს პატარა ასაკიდან და ახირებული ამბიციებიდან
გამომდინარე ვერ ხვდებოდა. თუმცა გაიზარდა თუ არა მთელი ცხოვრება შეალია
თავისი დანაშაულის მონანიებას. როგორც უკვე ვახსენე ბრაიონი ბავშობიდან წერით
იყო გატაცებული , თუმცა სესილიასთან ჩადენილი დანშაულის გამო საკუთარი
თავის „დასჯის“ მიზნით მანაც მედდის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. ბრაიონი
დარჩენილი ცხოვრება ცდილობდა მის გამო დატრიალებული ტრაგედიის
მონანიებას.ჰ წიგნში და ფილმშიც არის პატარა (სიქვენსი), ბრაიონის ვერსია, როგორ
იცხოვრებდნენ რობი და სესილია ერთმანეთი კიდევ, რომ ენახათ. ამ სიქვენსის
ბოლო ნაწილში წყვილი მეტროსადგურთან ერთმანეთის გვერდტ დგას, თუმცა ეს
ყოველივე ბრაიონის გამონაგონი იყო, ის სხვადასხვა ვერსიებით ცდილობდა
წყვილის ტრაგიკული ისტორია, ძალიან მძიმე არ ყოფილიყო, თუმცა სესილია და
რობი ერთმანეთს ვეღარ შეხვდებოდნენ, რადგან რობი ომის დროს სეფსისით
გარდაიცვალა 1940 წელს, იმავე წელს დაიღუპა სესილიაც დაბომბვისას დანგრეულ
მეტროსადგურში.

უფრო საინტერესოს ხდისწიგნის წაკითხვას თითონ წერის სტილიც, რადგან წიგნის


დასასრულს, მეოთხე ნაწილში ვხედავთ ბრაიონის, როგორც უკვე ხანშიშესული
მწერალს, როგორი პოზიცია აქვს ბავშვობაში ჩადენილი დანაშაულთან
დაკავშირებით და ვთვლი რო ძალაინ საინტერესოა და აი ბოლო ორი სამი გვერდის
წაკიტხვისას ყოველჯერზე მეტირებაა.

მონანიების კონტექსტი შეგვიძლია დავინახოთ ევრიპიდეს მედეასთანაც, ვინაიდან


ყურადღებაა გამახვილებული სიყვარულის, ღალატისა და შურისძიების მძაფრ
ემოციებზე. მედეას გრძნობები სიყვარულის, შურისძიებისა და სამართლიანობის
ნაზავია, რაც ასახავს ბრაინოს მცდელობას გამოასწოროს ცუდი სიტუაცია ცრუ
ბრალდებების მეშვეობით. ორივე ხაზს უსვამს დანაშაულის, სინანულის და
გამოსყიდვის ძიების თემებს. მედეა და ბრაიონი განიცდიან თავიანთი საქციელის
მორალურ შედეგებს და ეძებენ რაიმე სახის გამოსყიდვას მათ მიერ ჩადენილი
საშინელი საქმეებისთვის. ბრაიონის ცრუ ბრალდება რობის მიმართ წარმოიშვა
გაუგებრობისგან, თუმცა განპირობებულია ღალატისა და ეჭვიანობის ფონზე.
მედეასთან კი იასონის მიერ სხვა ქალთან წასვლა არის ღალატი და ამ ქმედების
საფუძველზე იწყება მედეას შურისმაძიებელი ქმედებები, ანუ ორივე გმირი ეძებს
შურისძიებას ღალატის საპასუხოდ.

ორივე ნარატივი ხაზს უსვამს გარკვეული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების


შეუქცევადობას. ბრაონის ცრუ ბრალდება გამოუსწორებლად ცვლის რობის,
სესილიას და თავის ცხოვრებასაც, რაც იწვევს წლების განმავლობაში დანაშაულის
გრძნობას და სინანულს. მედეას გადაწყვეტილება, რომ შვილები მოეკლა, იასონის
დასასჯელად არის მისი ტრაგიკული ბედის დამაგვირგვინებელი. ორივე ტრაგედია
იკვლევს იმ აზრს, რომ გარკვეული ქმედებების განხორციელების შემდეგ, მათი
შედეგების გაუქმება შეუძლებელია, რაც ხაზს უსვამს ბედის განუყრელ ბუნებას.

You might also like