CCNA - კონსპექტი - Ping Me

You might also like

Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 2

THE NETWORK IS DOWN! ...BUT I'M FEELING BETTER.

ქსელის
საწყისები - CCNA

რა
არის ქსელი?

ქსელი (Network) - ინფორმაციის გაცვლისა და


რესურსების ერთობლივად გამოყენებისათვის, ერთმანეთთან ფიქსირებულად ან/და მობილურად
დაკავშირებული კომპიუტერების ჯგუფი.( ანუ როუტერი დაკავშირებული თქვენს კომპიუტერზე,
ესეც კი ქსელია)

4
ძირითადი ელემენტი:

. წესები (პროტოკოლი) თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის გაგზავნა და მიღება.


. ინფორმაცია ან ინფორმაციის ერთეული, რომელიც იგზავნება ერთი მოწყბოლიბიდან მეორეში.
. მედია საშუალება, რომლითაც ხდება ამ მოწყობილობის დაკავშირება.
. ქსელური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ერთმანეთთან ინფორმაციას.

კომპიუტერული მონაცემთა ქსელი არის ჰოსტების(Host კვანძი) ერთობლიობა, დაკავშირებული


ერთმანეთთან ქსელური მოწყობილობების
საშუალებით.

რა არის ჰოსტი?
ჰოსტი არის ნებისმიერი მოწყობილობა რომელიც აგზავნის და ღებულობს ინფორმაციას
ქსელში.

ჰოსტებთან დაკავშირებულ მოწყობილობებს ეწოდებათ პერიფერიული მოწყობილობები.


მაგ. პრინტერი დაკავშირებული ქსელში ჩართულ ლეპტოპთან.

რა არის ლოკალური ქსელი? (LAN)


ლოკალური ქსელი (ლქ) - ერთმანეთთან დაკავშირებული და ჩვეულებრივ, ერთი შენობის ან
ორგანიზაციის ფარგლებში
განლაგებული კომპიუტერების მცირე ჯგუფი.

რა არის რეგიონალური ქსელი? (MAN)


რეგიონალური ქსელი - ქსელი, რომელიც აერთიანებს ბევრ ლოკალურ ქსელს ერთი რაიონის,
ქალაქის ან
რეგიონის ფარგლებში.

რა არის გლობალური ქსელი? (WAN)


გლობალური ქსელები აერთიანებენ გეოგრაფიულად დაშორებულ ადგილებში არსებულ ლოკალურ
ქსელებს. ( ანუ INTERNET)

ფიზიკური (MAC) მისამართი - ყველა კომპიუტერს გააჩნია უნიკალური ფიზიკური მისამართი,


რომელიც მწარმოებელი
ფირმის მიერ აქვს მინიჭებული ქსელის ადაპტერს.

IP address - უნიკალური მისამართი.


Subnet mask - ქვექსელის ნიღაბი, ქსელის ზომა, მაგ: C კლასის - 255.255.255.0
Default gateway - ეგრედწოდებული კარიბჭე სხვა ქსელში იმ მოწყობილობის მისამართი,
რომელიც მოცემულ ქსელს აკავშირებს
სხვა ქსელთან.
DNS - Domain Name Server - მისამართი. მაგ: 4.4.4.4 ან 8.8.8.8

DHCP სერვერი - ის არიგებს IP მისამართებს ყველა მიერთებულ კომპიუტერში.

Static IP - IP-ების ხელით გაწერა.

მოწყობილობები რომლებიც ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას, უნდა ჰქონდეთ საერთო


პროტოკოლები.
დღესდღეობით მიღებული პროტოკოლი - TCP/IP - ისინი გასაზღვრავენ ფორმატიზაციას,
დამისამართებას და მარშუტიზაციას, რომლებიც იძლევა
გარანტიას რომ ინფორმაციის მიწოდება მოხდება დანიშნულ ადგილას და უშეცდომოდ. (ანუ
ჭმუნვის საფუძველი გვაქ)

IPV4- 32 ბიტიანი სტანდარტი (ამ მომენტისათვის ყველაფერი ამ სტანდარტზე მუშაობს)


IPV6- 128 ბიტიანი სტანდარტი (როდესაც დადგება ის დრო, რომ IPV4 მისამართები
ამოიწურება, გადავალთ IPV6 სტანდარტზე)

Ping - კავშირის შემოწმება.


Tracert - რა გზას გადის ჩვენი კომპიუტერიდან პაკეტები ჩვენთვის საინტერესო
კომპიუტერამდე.

გაგრძელება იქნება... სათნოება უპირველესყოვლისა მეგობრებო!

*4ოზ2ა*

C - ცოტნე გვაგვალია

You might also like