Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ჰომეროსის საკითხი

ჰომეროლოგია არის ჰომეროსის საკითხის შემსწავლელი მეცნიერება,


რომელიც ძვ.წ VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მის საკითხთან დაკავშირებით
ორი ქვეთავი გამოიყოფა: მისი ვინაობა და პოემათა ერთიანობა.

ვინაობასთან დაკავშირებით მწირი ცნობები მოგვეპოვება, მხოლოდ ის


ვიცით რომ იგი წარმოშობით სმირნიდან იყო და ცხოვრობდა საბერძეთს
სხვადასხვა ქალაქში ,რაზეც მოწმობს მის შესახებ დაწერილი ლექსი. იგი
წერდა ბერძნული ენის მცირეაზიულ დიალეტქზე, დაქტილური
ჰექსამეტრით. იგი უნდა იყოს 9 10 საუკუნის წარმომადგენელი.

ანტიკური პერიოდის მწერლებს განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ


ჰომეროსის გარეგნობის შესახებაც. ერთი გაგებით, სიტყვა "ჰომეროსი"
ბერძნულად "მძევალს" ნიშნავს, შესაბამისად, ზოგმა იფიქრა, რომ პოემათა
ავტორი ტყვე იყო. თუმცა მეორე გაგებით, "ჰომეროსი" "ბრმას" აღნიშნავს.
საბოლოოდ, უსინათლო მგოსნის ხატება მრავლისთვის გაცილებით
მიმზიდველი აღმოჩნდა. ამ ვერსიის გამამყარებელია ის გარემოება,
რომ ოდისეაში ვხვდებით ბრმა, მაგრამ უაღრესად ნიჭიერ პოეტს, სახელად
დემოდოკეს, რომელიც თავის პოემას სამეფო კარზე კითხულობს.

ილიადა და ოდისეა დაახლოებით ძვ.წ. მერვე საუკუნის დასასრულით ან ძვ. წ.


მეშვიდე საუკუნის დასაწყისით თარიღდება. იმ დროისათვის საბერძნეთში
წერის კულტურა სულ უფრო სწრაფად იწყებდა გავრცელებას და, როგორც
ჩანს, პოემები პირველად სწორედ იმ დროს აქციეს წერილობით ტექსტებად.
თუმცა ისიც ცალსახად ნათელია, რომ მათში ისეთი ნიშნებია, რომლებიც
დამწერლობის შემოღებამდე პერიოდიდანაა შემონახული.

პოემათა ერთიანობა.
დამწერლობის შემოღებამდე ხალხი ინფორმაციას ზეპირსიტყვიერების
საშუალებით ინახავდა სწორედ ამიტომ ვარაუდობს მეცნიერთა ნაწილი რომ
ჰომეროსი შეიძლება იყოს ამ პოემათა გამაერთიანებელი და არა შემქმნელი.
თუმცა მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს რომ ჰომეროსმა ჩაწერა და შემოგვინახა
ეს კულტურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწარმოებები.
არსებობს სხვადასხვა მოსაზრებანი, რომელიც ეხმაურება ჰომეროსის პოემათა
ერთიანობას. აქაც აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგის მიხედვით ილიადა და
ოდისეა ერთი ავტორის მიერ არის შექმნილი, ხოლო ზოგი ამტკიცებს რომ
ჰომეროსს არ შეუქმნია ეს ორი ნაწარმოები. ამან გამოიწვია სხვადაასხვა
მიმდინარეობების წარმოშობა ჰომეროლოგიაში, როგორც მეცნიერებაში.

არსებობდნენ ხორიძონტები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ძვ. წ 3 საუკუნეში


ალექსანდრიის სკოლაში. სწორედ აქ, პისისტრატეს ბრძანებით, შეიკრიბა
ჰომეროსის პოემები და დაიწყო მათზე მუშაობა. მათ ილიადასა და ოდისეას
სახელი განაცალკევეს ერთმანეთისგან. საკმაოდ ბევრი მიმდევარი ყავდა ამ
სკოლას და ეს იდეაც მალევე აიტაცეს.

აგრეთვე არსებობდნენ ვოლფიანელები, რომლებიც სათავეს იღებენ


გერმანიაში ვოლფის აკადემიაში. ისინი ამტკიცებდენენ რომ ოდისეა და
ილიადა სხვადასხვა ადამიანის მიერ იყო შექმნილი. ამის საბაბად ისინი
იყენებდნენ ჰომეროსისი საკითხს და პოემებს შორის არსებულს დროით
დაშორებას.

არსებობდნენ აგრეთვე უნიტარები, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ ილიადაც


და ოდისეას ერთი ავტორის ჰომეროსის მიერ იყო დაწერი. დღედღეისობით
უმეტესად ამ მოსაზრებას იზიარებენ მეცნიერები. უნიტართა თვალსაჩინო
წარმომადგენლები არაიან ცნობილი ფილოსოფოსი ნიცშე და ქართველი
პროფესორი რისმან გორდეზიანი.

უნმიშვნელოვანესი ფაქტია აგრეთვე შლიმანის მიერ „ტროას“, „“ჰელენეს“


განძის აღმოჩენა, რამაც უტყუარი გახადა ჰომეროსის პოემები.

You might also like