Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 17

ქართული ენის სისტემური

მორფოლოგია

სემინარი 6-7
rgersamia@iliauni.edu.ge
საკითხები

• მეთოდოლოგიური ხასიათის პრობლემები ქართულ ენათმეცნიერებაში


• სტატიკა და დინამიკა - არსებული ცოდნის რევიზია და ახალი
კლასიფიკაცია
• სტატიკური ზმნების მორფოლოგიური მოდელები
• სტატიკური ზმნების თავისებურებები
დამანა მელიქიშვილის ლინგვისტური
კონცეფცია
• მეთოდოლოგიური ხასიათის პრობლემები ქართულ სამეცნიერო
ლიტერატურაში.

დეტალურად იხ.
დ. მელიქიშვილი,
ქართული ზმნის სისტემური მორფოსინტაქსური ანალიზი, თბ. 2014
ლექცია #2, გვ. 10-16
ლექცია #3, გვ. 17- 25
ლექცია #4, გვ. 25-30
სტატიკა და დინამიკა

• სტატიკური ზმნები - პირის საგნის ფიზიკური და სულიერი


მდგომარეობის გამოხატვა

R-0 {R+thm-o; R+[ი/ე]-0}

• დინამიკური ზმნები - პირის/ საგნის მოქმედების, მოქმედების პროცესის


გამოხატვა

R-ი [R+thm-ი]
სტატიკა.
სტატიკის სემანტიკა.

• სუბიექტის ფიზიკური მდგომარეობა

• სუბიექტის სულიერი მდგომარეობა

• სუბიექტის უკუქცევითი მოქმედების მდგომარეობა (ნაწილობრივი


სტატიკა)
• სუბიექტის ფიზიკური მდგომარეობა:
ვხატივარ- ხატია, ვგდივარ -გდია...

სუბიექტის მარკერია ვ-

• სუბიექტის სულიერი მდგომარეობა -გრძნობა-აღქმისა და მენტალურ


სემანტიკასთნ დაკავშირებული ზმნები:
მ-იყვარს, მ-ესმის, მ-ჯერა, მ-იხარია, მ-ომწონს, მ-ძულს....

სუბიექტი მიცემით ბრუნვაშია. მარკერი- მ- ე.წ. „აფექტური ზმნები“


• სუბიექტის უკუქცევითი მოქმედების მდგომარეობა (ნაწილობრივი
სტატიკა)

• სუბიექტი თვითმოქმედია

• დგას სახელობით ბრუნვაში

• ზმნაში მისი გრამატიკული მარკერია ვ-

ვ-ტირი- ტირის, ვ-კანკალებ - კანკალებს, ვ-გორავ - გორავს, ვ-შრომობ- შრომობს...


ცალკე ტიპი
მ-ახველებს-ს, მ-აკანკალებ-ს, მ-აჟრჟოლებ-ს...
• მიღებულია ა--ებ კაუზატიური ზმნების კონვერსიით:
ა-ძინ-ებ-ს ის მას- მიცემითში დასმული ობიექტური პირი გაგებულია სუბიექტად,
მაგრამ არა აგენსად.

ინაქტიური სუბიექტი - სუბიექტი არ არის აქტიური, ანუ მოქმედების უნებლიედ


ჩამდენია.
აქტიური სუბიექტი - სუბიექტი აქტიურია.

ინაქტიური სუბიექტი ზმნაშ წარმოდგენილია მ- მარკერით, რომელიც სახელობითთან


კომბინაციაში მიცემით ბრუნვიან სახელს მიემართება.
მალავს ის მას ------- იმალება ის

• აქტიური სუბიექტი აქტიური სუბიექტი


ავტოაქტივი

ჩაუსახლებს ის მას მას - ჩაუსახლდება ის მას


ასახლებს ის მას - სახლდება ის
1. აბსოლუტური სტატიკა

• სტატიკური ზმნების R-ი სტრუქტურით გამოიხატება საგნის მდგომარეობა


რაიმე ტოპოსთან, ადგილთან ან ზმნაში მონაწილე პირთან მიმართებით.
• ეს ლოკალური ან პირთა შორის მიმართება ხშირად გამოხატულია პირის
ნიშნით ან პირთა მიმართების (კორელაციის) ა-, ი-, უ- ხმოვანპრეფიქსებით:

ჰ-გიე-ს, ჰ-მოსი-ა, ა-გდია - უ-გდ-ი-ა,


ა-წერ-ი-ა - უ-წერია, ა-ხატ-ი-ა, ა-ფენ-ი-ა

ეს ზმნები გამოხატავენ საგნის არსებულ მდგომარეობას, სრულ, აბსოლუტურ


უძრაობას: ამიტომ ამგვარ სტატიკას აბსოლუტურ სტატიკას ვუწოდებთ.
დროის სამწევრა სისტემის ჩამოყალიბების პროცესში მყოფადის მოდელად
გაფორმებულ ე- – -ებ კონფიქსის - ებ სუფიქსს დაკარგული აქვს
მადინამიკურებელი ფუნქცია.
• წინასწარვე უნდა ითქვას, რომ ამგვარი ზმნების არც ერთპირიანი (ხატია ის ფურცელზე,
გდია ის მიწაზე) და არც რელატიური, არ შეიცავენ სუბიექტისა და ობიექტის გაგებას.

• აქ საქმე გვაქვს უძრაობასთან, ანუ არ შეიცავენ მოქმედ და სამოქმედო პირებს, ამიტომ


ეს პირები უბრალოდ პარტიციპანტებია.

• ცნობიერებაში აქტიურდება მფლობელი, განმცდელი პირი, რაც იწვევს თემის ნიშნით-


მადინამიკურებელი ატრიბუტით - ზმნების გაფორმებას, რაც წარმოშობს
დატიურსუბიექტიანი კონსტრუქცია მესამე სერიის ზმნისწინიანი და თემისნიშნიანი
დინამიკური „ინვერსიული“ მნიშვნელობის ფორმები.
• აბსოლუტური- სტატიკური ზმნები ქართული ენის სისტემის არქაული ფორმებია,
ფორმაწარმოების უძველეს საფეხურს ასახავს
• მათი ამოსავალი სტრუქტურა არ შეიცავს დინამიკურ ნიშნას - თემის ნიშანს.
პოზიციის ზმნები

• დგას, ზის, წევს - ამ სისტემის გარეთ არის


• ისინი ძირში მონაცვლე ირეგულარული ზმნებია, რომლებიც
სხვა წესს მისდევენ.
2. ინაქტიური ზმნების სტატიკა.
„აფექტური ზმნები“

• მიყვარს ტიპის სულიერი მდგომარეობის გამომხატველი


• უპირისპირდება ფიზიკური მდგომარეობის და მოქმედების ზმნებს
• მანის რიგის ნიშნებით არის გამოხატული
• სუბიექტი დატიური კონსტრუქციისაა
• არქაული ლექსიკური ფონდის ნაწილია
• ქართული ზმნის ფორმაწარმოების უძველეს სტრუქტურასა და არქაულ დატიურ
კონსტრუქციას გვიჩვენებენ.

• მოდელები: R-Thm[ებ/ ობ/ ევ/ემ/]-0; R-Thm-0 ზმნებისგან III დიათეზის


ახალი ქვეჯგუფის (ინვერსიისა და კონვერსიის გზით მიღებული
დატიური კონსტრუქციის) ჩამოყალ;იბების წყარო.
3. რელატიური/ ნაწილობრივი/ შეფარდებითი სტატიკა

• R-thm-Ø სტრუქტურისაა.
• ყვირის, კანკალებს, ჟრიალებს, მეფობს, ბობოქრობს ზმნათა სატიკა
შეფარდებითია.
• ეს ზმნები გამოხატავენ მოქმედების სტატიკას და არა დინამიკას
• ამ ტიპის ზმნებს ა. ჩიქობავა „უგვარო სტატიკურ ზმნებს“ უწოდებს.
• თავისთავში ჩაკეტილი სემანტიკა, მოქმედება რეფლექსიურია, უკუქცევითია,
არ გამოდის მისი მოქმედების წრიდან, სფეროდან.
• სუბიექტი თავის თავზე მოქმედებს, ავტოაქტივია, მათი ფუძის
მახასიათებელია ი- პრეფიქსი.
• ამ ტიპის ზმნა პირდაპირ ობიექტს შინაგანად შეიცავს.
• სუბიექტი ბრუნვაცვალებადია სერიების მიხედვით

• სახელობითი და მოთხრობითი ბრუნვა ზმნაში აღინიშნება ვინის რიგის


ნიშნებით, ხოლო მიცემითი -მანის რიგის მარკერით.

• ამ ტიპის ზმნებს ა. შანიძე „მედიუმებში“ განიხილავს.

• „ატელიკურ“ (მიზანზე ორიენტირების გარეშე) ზმნებში განიხილავენ


„ტელიკური“ ზმნების საპირისპიროდ.
დასკვნა
• როგორც აბსოლუტურ-სტატიკური, ისე ნაწილობრივ, შეფარდებითი, ნაწილობრივ-
სტატიკური[ავტოაქტიური] ზმნები ბაზაა, ამოსავალია დინამიკური ზმნების
საწარმოებლად ე.წ. „კაუზატიური ზმნებით“:

გდია- ა-გდ-ებ-ს
წუხს-ა-წუხ-ებ-ს
დგას- ა-დგ-ენ-ს
ტირის- ა-ტირ-ებ-ს

სტატიკური ზმნები, როგორც უძველესი ფორმაციის ზმნები, ღარიბია მორფოლოგიური


კატეგორიებით და ხშირად ირეგულარულია.
დინამიკა
• დინამიკური ზმნა აღნიშნავს მოქმედების პროცესს, რომელიც ერთი
პირიდან მეორეს, ან მესამეს მიემართება პირდაპირ ან ირიბად.
• დინამიკურ ზმნათა აბსოლუტური უმრავლესობის სტრუქტურაა: R-thm-
0, R-thm-ი, იშვიათად: R-0.
• „წერს“ ტიპის ზმნა სულ 15-ია
• R-[ე/ი]-0 ფუძედრეკადი ზმნა 250-400
• დინამიკურ ზმნებს ახასიათებთ გადინამიკურება თემატური ნიშნით.
• დინამიკური ზმნები დიდი რაოდენობითაა ქართულში, მათ აქვს
რეგულარული წარმოება, მდიდარია მორფოლოგიური კატეგორიებით,
უღლების სისტემა ლოგიკურად მკაცრად გამართულია.

You might also like