Ipl საგ თეთრი 550

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

.

საგარანტიო ბარათი

IPL-თმის მოსაშორებელი აპარატიTouchbeauty TB-1755

საგარანტიო პერიოდი: 24 თვე

შეძენის თარიღი:

მფლობელის მონაცემები;

შეკეთების თარიღი, პრობლემა;

შეკეთების თარიღი, პრობლემა;

საგარანტიო სერვისი; პროდუქციის მწყობრიდან გამოსვლის ან მასთან დაკავშირებული კითხვების


შემთხვევაში დაგვიკავშირდით 032 2040222. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში 14 დღის
ვადაში აპარატი გადაიცვლება ახალში. პროდუქციის მოწოდება და გატანა ხდება ქ. თბილისი ა.
წერეთლის 118, ექსპო ჯორჯია 9-ე პავილიონი. შესაკეთებლად საჭიროა 7 - 10 სამუშაო დღე.

საგარანტიო მომსახურეობა არ ვრცელდება თუ: 1) გასულია საგარანტიო ვადა 2) საგარანტიო ტალონი არ


არის წარმოდგენილი 3) საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია, გადასწორებულია, შეცვლილია
4) მოწყობილობის კორპუსზე ან ყუთზე არ იკითხება (ამძვრალია) პროდუქციის სავაჭრო კოდი. 5)
მოწყობი-ლობას აღენიშნება ვიზუალურად მექანიკური დაზიანება 6) დაზიანებული ან მოხსნილია
პლომბი ან/და ლუქი. 7) დაზიანება გამოწვეულია უცხო ნივთიერებების ან სითხის შეღწევით
მექანიზმში (აპარატში). 8) დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილებით),
დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი/დაბალი ტემპერატურის ან სხვა ზემოქმედებით.

სერვისცენტრი საგარანტიო ნივთების შეკეთებისას ხელმძღვანელობს იმ პირობებისა და წესების


შესაბამისად, რაც განსაზღვრულია მწარმოებელი ან სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული
საგარანტიო ტალონებში.
• მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული დეფექტის შესაბამისობა საგარანტიო პირობებთან დგინდება
დიაგნოსტიკის პროცესში , როგორც მომხმარებელთან სპეციალისტის ვიზიტისას (მსხვილი საოჯახო
ტექნიკა) ან უშუალოდ სერვისცენტრში.
• სერვის ცენტრი იტოვებს უფლებას, უარი განაცხადის შესაკეთებელ ნივთზე საგარანტიო
მომსახურების გაწევაზე, თუკი შემოწმებისა და დიაგნოსტირების პროცესში გამოვლინდება რომ,
ნივთის გაუმართაობა გამოწვეულია ექსპლუატაციის, ტრანსპორტირების, შენახვის ან სხვა იმ
პირობების დარღვევით, რაც განსაზღვრულია ნივთის მწარმოებელი ან სავაჭრო ორგანიზაციის
საგარანტიო პირობებით.
• საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით შესაკეთებელი ნივთის სერვისში მიტანა უნდა
უზრუნველყოს მომხმარებელმა.

შპს „მორბიუთი“ 4020177131. ქ. თბილისი აკ. წერეთლის 118, ექსპო ჯორჯია მე-9 პავილიონი
.

IPL აპარატის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მოხმარების ინსტურქციას;


1. აპარატის პირველი გამოყენება/ტესტი:
 თუ სარგებლობდით თმის მოშორების სხვა და სხვა ხერხით, მაგ: შუგარინგი, ალექსანდრიტი და სხვა სახის
ეპილაციებით, უნდა დაელოდოთ თმის ღერის გაზრდას, შემდგომ გაიპარსეთ დ აგამოიყენეთ IPL
ეპილაციის აპარატი. (IPL ნიშნავს; ინტენსიური პულსაციის შუქი)
 თუ პირველად იყენებთ ლაზერულ აპარატს, პირველ რიგში დარწმუნდით რომ არ ხართ ალერგიული
.გაიპარსეთ ისზონა, სადაც გსურთ თმის მოშორება, კარგად გაიმშრალეთ, შეარჩიეთ თქვენთვის
სასურველი სინათლის ენერგია კანისა და თმის ფერის მიხედვით (იხ. ინსტრუქცია ყუთის სურათზე სადაც
მითითებულია სინათლის ენერგია კანის/თმის ფერის მიხედვით) და დაიწყეთ გამოყენება.
 თუ არ გამოიწვია არანაირი დისკომფორტი შეგიძლიათ მოუმატოთ სინათლეს (ცხრილში არსებულ
მაქსიმუმამდე)
 აპარატი არ გამოიყენება ერთსა და იმავეადგილას ხელმეორედ.
 24 საათის მანძილზე დააკვირდით, თუ ლაზერი არ გამოიწვევს სიწითლეს, გაღიზიანებასა და ქავილს,
შესაბამისად შეგიძლიათ მისი მთლიან სხეულზე, თქვენთვის სასურველ ზონებზე გამოყენება.

 2. როგორ გამოვიყენოთ აპარატი?


 გაიპარსეთ სასურველი ზონა. კანი უნდა იყოს სუფთა (არ დაიტანოთ დეოდორანტი, ლოსიონი, სუნამო,
მზისგანდამცავი, ზეთი)
 აპარატი შეაერთეთ დენის წყაროში, მას შემდეგ რაც ღილაკზე რამდენიმე წამი ხელის დაჭერით
გააქტიურდება,აირჩიეთ სასურველი სინათლე (იხ. ინსტრუქციის წიგნაკის 9გვ, სადაც მითითებულია
“აარჩიეთ სინათლის ენერგია კანის/თმის ფერის მიხედვით“) აპარატი მოათავსეთ სასურველ ზონაზე, 1-4
წამის განმავლობაში სენსორი ხედავს და ადგენს თქვენი კანის/თმის ფერს.შემდგომ ის გამწვანდება და
მზად არის მოქმედებისთვის.
 უკანა ღილაკზე ხელის დაჭერით გააქტიურდება სინათლის ენერგია, თქვენი გრძნობთ მის სიმხურვალეს.
 დაიწყეთ გრაფაში მოცემული მინიმალური იმპულსით, თუ არ გამოიწვია დისკომფორტი, აუწიეთ
მაქსიმუმამდე და ისე განაგრძეთ გამოყენება.
 აპარატის სენსორი ავტომატურად არჩევს თქვენზე მორგებულ, უსაფრთხო ენერგიას, თუ ის ვერ
დაინახავს თმას, ან ვერ დაადგენს მის ტონს, არ გააქტიურდება. შესაბამისად ყოველი მისი დარტყმა
არის მყისიერი და არ“იხარჯება” იმპულსები უშედეგოდ.

3. როგორ წავიკითხოთ ცხრილი?

 ცხრილში მოცემულია როგორ უნდა ავირჩიოთ სინათლის ენერგია ჩვენიკანისა და თმის ფერზე
დაყრდნობით.
მოცემული ციფრები აღნიშნავს სინათლის ენერგიის ინტენსივობას 1-5 მდე.
 რაც უფრო მაღალია სინათლის ენერგია, მით უფრო ეფექტურია აპარატი, თუმცა აუცილებელია
მივყვეთ ინსტრუქციას და გავითვალისწინოთ ის, რომ თუ იგრძენით ტკივილი, უნდა შემცირდეს
სინათლის ენერგიის სიხშირე.
 ცხრილი იხილეთ შეფუთვაზე სადაც მითითებულია “აარჩიეთ სინათლის ენერგია კანის/თმის ფერის
მიხედვით“.

გამოყენებისპერიოდი:

 თმის ზრდის ციკლის შესაბამისად, აპარატის გამოყენება სასურველია 10 დღეში ერთხელ პირველი 3-4
თვის განმავლობაში.
 შემდეგ შეამცირეთ გამოყენება 3 კვირაში ერთხელ მომდევნო 3-4 პროცედურა.
 შემდეგი პროცედურები განაგრძეთ 5-7 კვირაშიერთხელ.
 შედეგის შესაფერისად გაზარდეთ გამოყენების შუალედი 3-4 თვემდე.

მოსალოდნელი უკუჩვენებები:

 უკუჩვენება სწორი გამოყენების და ტესტირების გავლის შემთხვევაში არის 1%.


 შესაძლებელია გამოიწვიოს სიწითლე, და მინიმალური გაღიზიანება, ამ შემთხვევაში შემდეგი
რამდენიმე გამოყენება შეამცირეთ სინათლის ინტენსივობა.

პროცედურის შემდეგ:

 პროცედურის შემდეგ რამდენიმე საათი ნუ გამოიყენებთ დეოდორანტს, სუნამოს, ლოსიონს.


 დააკვირდით 24 საათი რომ არ გაჩნდეს სიწითლე
 მოერიდეთ მზეს ან უბრალოდ გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი (SPF 30+)
 აპარატის თავი გაწმინდეთ ბამბით ყოველი პროცედურის შემდეგ. პროცედურისას ის უნდა იყოს
სუფთა რომ არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება

4. გაფრთხილება! აპარატი არ გამოიყენება კონკრეტულ ზონაზე თუ:

გაქვთ კანის დაავადება და ხართ მკურნალობის პროცესში.

 გაქვთ ეგზემა, დამწვრობა, რაიმე სახის ინფექცია.


 გაკეთებული გაქვთ ქირურგიული/პლასტიკური ოპერაცია იმ ზონაზე სადაც გსურთ აპარატის გამოყენება.
 ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩატარებული გაქვთ ქიმიოთერაპია/რადიოთერაპია.
 თუ 2-3 დღის მანძილზე გამოყენებული გაქვთ Alpha-hydroxy მჟავა, (AHAs), (BHAs), Topical isotretinoin და
Azelaic მჟავა. თუ მოიხმართ მედიკამენტებს რომელიც იწვევს ალერგიულობას მზის სინათლეზე.
 ორსულობისა და ლაქტაციის დროს

აპარატის გამოყენება რომ იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო არ გამოიყენოთ შემდეგ ზონებზე:

 თვალის გარშემო, წარბებზე


 ყურსა და ნესტოებზე
 მამაკაცმა სახეზე
 არცერთი ლაზერის სხივი არ არის სასურველი გამოიყენოთ შემდეგ ზონებზე: ლაბიამინორა, ანუსი,
ვაგინა.
 სილიკონის იმპლანტებზე, ტანის პირსინგზე, ტატუზე, პერმანენტულ მაკიაჟზე
 მოარიდეთ ხალებს, ჭორფლებს, მუქ პიგმენტურ ზონებს, შრამებს და სხვა კანის წამონაზარდს ექიმთან
კონსულტაციის გარეშე.
 ასევე არ გამოიყენება მზის დამწვრობაზე და ავტორუჯზე.

გაფრთხილება!

 აპარატი და მისი ადაპტორი მოარიდეთ წყალს


 თუ მოწყობილობა დაზიანდა ან აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, არ გამოიყენოთ, დაუყოვნებლივ მიიტანეთ
მაღაზიაში
 15-18 წლამდე მოზარდებს მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მშობლის ნებართვით და
დახმარებით.
 აპარატის გამოყენება არ არის სასურველი 15 წლამდე მოზარდებისთვის.
 არ გამოიყენოთ აპარატი თუ დაზიანდა სინათლის სენსორი.
 აუცილებლად გამოიყენეთ სათვალე პროცედურის დროს. გარშემომყოფებმა თვალი აარიდონ სინათლეს.
 აპარატი არ გამოიყენება: ჭაღარა, თეთრი, ძალიან ქერა თმის ღერზე.
 იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული არ ხართ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ ეს აპარატი
თქვენთვის 100%-ით უსაფრთხოა, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

You might also like