Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

საგარანტიო ბარათი IPL ეპილაციის აპარატი TB-2155


საგარანტიო პერიოდი: 24 თვე

შეძენის თარიღი:

მფლობელის მონაცემები:

შეკეთების თარიღი, პრობლემა:

შეკეთების თარიღი, პრობლემა:

საგარანტიო სერვისი; პროდუქციის მწყობრიდან გამოსვლის ან მასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში


დაგვიკავშირდით 032 2040222. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში 14 დღის ვადაში აპარატი
გადაიცვლება ახალში. პროდუქციის მოწოდება და გატანა ხდება ქ. თბილისი ა. წერეთლის 118, ექსპო ჯორჯია 9-ე
პავილიონი. დიაგნოსტიკა/შესაკეთებლად საჭიროა 7 - 10 სამუშაო დღე. აპარატს 14 დღიანი გარანტიის დროს ე.წ.
პირდაპირი გადაცვლა მოხდება, მას შემდეგ რაც, სერვის ცენტრი დაადასტურებს, რომ აპარატს ნამდვილად აქვს
ქარხნული წუნი და ის არაა გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან

საგარანტიო მომსახურეობა არ ვრცელდება თუ: 1) გასულია საგარანტიო ვადა 2) საგარანტიო ტალონი არ არის
წარმოდგენილი 3) საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია, გადასწორებულია, შეცვლილია 4)
მოწყობილობის კორპუსზე ან ყუთზე არ იკითხება (ამძვრალია) პროდუქციის სავაჭრო კოდი. 5) მოწყობი-ლობას
აღენიშნება ვიზუალურად მექანიკური დაზიანება 6) დაზიანებული ან მოხსნილია პლომბი ან/და ლუქი. 7)
დაზიანება გამოწვეულია უცხო ნივთიერებების ან სითხის შეღწევით მექანიზმში (აპარატში). 8) დაზიანება
გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილებით), დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი/დაბალი
ტემპერატურის ან სხვა ზემოქმედებით.

სერვისცენტრი საგარანტიო ნივთების შეკეთებისას ხელმძღვანელობს იმ პირობებისა და წესების შესაბამისად,


რაც განსაზღვრულია მწარმოებელი ან სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული საგარანტიო ტალონებში.

• მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული დეფექტის შესაბამისობა საგარანტიო პირობებთან დგინდება


დიაგნოსტიკის პროცესში , როგორც მომხმარებელთან სპეციალისტის ვიზიტისას (მსხვილი საოჯახო ტექნიკა) ან
უშუალოდ სერვისცენტრში.
• სერვის ცენტრი იტოვებს უფლებას, უარი განაცხადის შესაკეთებელ ნივთზე საგარანტიო მომსახურების
გაწევაზე, თუკი შემოწმებისა და დიაგნოსტირების პროცესში გამოვლინდება რომ, ნივთის გაუმართაობა
გამოწვეულია ექსპლუატაციის, ტრანსპორტირების, შენახვის ან სხვა იმ პირობების დარღვევით, რაც
განსაზღვრულია ნივთის მწარმოებელი ან სავაჭრო ორგანიზაციის საგარანტიო პირობებით.
• საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით შესაკეთებელი ნივთის სერვისში მიტანა უნდა უზრუნველყოს
მომხმარებელმა.

შპს „მორბიუთი“ 4020177131. ქ. თბილისი აკ. წერეთლის 118, ექსპო ჯორჯია მე-9 პავილიონი. ტ.-
0322040222

WWW.morebeauty.ge
IPL აპარატის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მოხმარების ინსტურქციას;

ეფექტური ეპილაცია არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი, სწრაფი, არაინვაზიური და გამართლებული.


ახალი IPL ეპილაციის აპარატით კიდევ უფრო გაიმარტივებთ ცხოვრებას. დატკბით 21 საუკუნის
შესაძლებლობებით!

ესაა მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური და უკონკურენტო 2022 წლის ავტომატური და საფირის


გაგრილების სისტემით აღჭურვილი, დიდ ეკრანიანი აპარატი 1 მილიონიანი რესურსით

1. ე.წ. რეალური საფირის გაგრილების სისტემა, რომელიც პროცედურას სრულიად კომფორტულს


ხდის. შეგრძნების დონეზეც კი ვერ მიხვდებით, რომ ეპილაციას იტარებთ. არანაირი წვის და
დისკომფორტის შეგრძნება.

2. ავტომატური იმპულსების სისტემა, რომელიც ღილაკზე ზემოქმედების გარეშე ახდენს


იმპულსის გაშვებას. თქვენ უბრალოდ ახდენთ სხვა ზონაზე მის გადაადგილებას.

3. დიდი ზომის ეკრანი ანუ დიდი დაფარვის არეალი. რომელიც ძალიან ამცირებს პროცედურის
ხანგრძლივობას.

4. კონკურენტებში ყველაზე დიდი ენერგიის გადაცემის შესაძლებლობა. 1 იმპულსის „დარტყმა“


არის 2 ან 3-ჯერ უფრო ძლიერი ბაზარზე არსებულ ნებისმიერ კონკურენტზე, რომელიც მიიღწევა
საფირის ეკრანის პირდაპირ კანზე შეხებით. ეს კი თავის მხრივ გამორიცხავს ენერგიის ფუჭ ხარჯვას და
სრულად ის მიემართება თმის ფოლიკულებზე

5. სწრაფია, რადგან იმპულსის გაშვებებს შორის დრო მაქსიმალურად არის შემცირებული, 2 დან 5
წამამდე, რაც ნიშნავს უფრო მოკლე დროში ჩატარებულ პროცედურას.

6. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სილამაზის აპარატად. ერგონომიული და მარტივად


მოსახმარი აპარატი. მდიდრული დიზაინი

კიდევ უფრო გაიმარტივეთ ცხოვრება ახალი IPL ეპილაციის აპარატით. თქვენთვის ხელსაყრელ დროსა
და პირობებში ჩაიტარეთ ეფექტური პროცედურა

რატომ არის IPL-ის გამოყენება სახლის პირობებში ყველაზე კომფორტული და ეფექტური?

• ეს კონკრეტული აპარატი არის ძალიან სწრაფი, პროცედურას ჩაიტარებთ უმოკლეს დროში და


თან ავტომატურად.

• 3 თვეში მიიღებთ 80%-მდე შემცირებულ თმას (ეფექტურია ღია და წითური თმის შემთხვევაშიც)

• თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროსა და ადგილას ჩაიტარებთ ეპილაციას

• დაზოგავთ დროსა და ფინანსებს, რადგან ამ აპარატის გამოყენება შეუძლია მთელ ოჯახს

• IPL-ით ეპილაციის პროცედურის გაკეთება სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა

• მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ IPL აქრობს შავ წერტილებსა და ჩაბრუნებულ თმას. კანი ხდება
გლუვი და ნაზი

• IPL-ის სხივი კანისთვის სასარგებლოა (რადგან ინტენსიური პულსაციის შუქი „ელვა“ კანში “D”
ვიტამინს წარმოქმნის)

• საქართველოში აქვს ყველაზე მარტივი და გამართული სერვის ცენტრის მომსახურეობა


• ე.წ. კარტრიჯის ამოწურვის შემდეგ (ოჯახის შემთხვევაშ სავარაუდოდ 10+ წელი) ის განახლდება
მხოლოდ 90 ლარად.

• მისი დიზაინი საუკეთესოა მსოფლიოში

• სენსორი აღიქვამს თმისა და კანის ტონს, იმპულსს ხარჯავს გამიზნულად და სწორად

• Touch Beauty-ის IPL ეფექტურია ნებისმიერი ფერის თმაზე

როგორ გამოვიყენოთ აპარატი?

• გაიპარსეთ სასურველი ზონა. კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი (არ დაიტანოთ კანზე
არაფერი, დეოდორანტი, ლოსიონი, სუნამო, მზისგანდამცავი, ზეთი).

• აპარატი შეაერთეთ დენის წყაროში, მას შემდეგ რაც ღილაკზე რამდენიმე წამი ხელის დაჭერით
აპარატი გააქტიურდება. უსაფრთხოების მიზნით 3 წუთის განმავლობაში აპარატი გაითიშება
ავტომატურად, თუ მას არ გამოიყენებთ ან უბრალოდ ჩართული დაგრჩებათ

• აირჩიეთ სასურველი დონე და მოირგეთ დამცავი სათვალე, რომელიც მოთავსებულია ყუთში.

• მას შემდეგ რაც აპარატი არის სამუშაო რეჟიმში, ღილაკზე ზემოქმედებით 4-6 წამის
განმავლობაში, გაიგებთ სიგნალს, ეს ნიშნავს, რომ აპარატი ავტომატურ რეჟიმშია.

• აპარატის ეკრანის მხარე დაადეთ სასურველ ზონაზე გერმეტულად და დაელოდეთ „READY”


მწვანე შუქის ანთებას, ავტომატურად გამოეშვება ე.წ. პულსაციური შუქი „ელვა“. ამ შემთხვევაში
სინათლის დიდი ენერგია აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმეში და ასუსტებს მას ყოველი გამოყენებისას.

თუ სარგებლობდით თმის მოშორების სხვა და სხვა ხერხით, მაგ: შუგარინგი, ალექსანდრიტი, ლაზერი
ან/და სხვა სახის ეპილაციებით, უნდა დაელოდოთ თმის ღერის გაზრდას, შემდგომ გაიპარსეთ და
გამოიყენეთ IPL ეპილაციის აპარატი. თუ პირველად იყენებთ IPL აპარატს, პირველ რიგში დარწმუნდით
რომ არ ხართ ალერგიული (რადგან 0,3 % ალერგიულია მკვეთრი შუქის მიმართ).

როგორ წავიკითხოთ ცხრილი?

იხილეთ ცხრილი ჩვენს საიტზე ან ყუთზე ან აპარატის პასპორტში. აქ მოცემულია როგორ უნდა
ავირჩიოთ სინათლის ენერგია ჩვენი კანისა და თმის ფერის შესაბამისობით. მოცემული ციფრები
აღნიშნავს სინათლის ენერგიის ინტენსივობის დონეს 1/5-მდე.

გამოყენების პერიოდი: თმის ზრდის ციკლის შესაბამისად, აპარატის გამოყენება სასურველია კვირაში
ერთხელ პირველი 1 თვის განმავლობაში. შემდეგ შეამცირეთ გამოყენება 2 კვირაში ერთხელ მომდევნო
3-4 პროცედურა. შემდეგი პროცედურები განაგრძეთ 5-7 კვირაში ერთხელ. შედეგის შესაფერისად
გაზარდეთ გამოყენების შუალედი 3-4 თვემდე,თუმცა აპარატის გამოყენების სიხშირე
ინდივიდუალურია და თქვენ შეგიძლიათ თვითონ შეარჩიოთ 3-4 თვის გამოყენების შემდეგ

პროცედურის შემდეგ: პროცედურის შემდეგ რამდენიმე საათი ნუ გამოიყენებთ დეოდორანტს, სუნამოს,


ლოსიონს. დააკვირდით 24 საათი რომ არ გაჩნდეს სიწითლე მოერიდეთ მზეს ან უბრალოდ გამოიყენეთ
მზისგან დამცავი კრემი (SPF 30+). აპარატის თავი გაწმინდეთ ბამბით ყოველი პროცედურის შემდეგ.
პროცედურისას ის უნდა იყოს სუფთა რომ არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება

მოსალოდნელი უკუჩვენებები: უკუჩვენება სწორი გამოყენების და ტესტირების გავლის შემთხვევაში


არის 0,3%. შესაძლებელია გამოიწვიოს სიწითლე (რომელიც მალევე გადაივლის), და მინიმალური
გაღიზიანება, ამ შემთხვევაში შემდეგი რამდენიმე გამოყენება შეამცირეთ სინათლის ინტენსივობა
(შეაჩვიეთ კანი).
არ გამოიყენოთ! აპარატი არ გამოიყენება კონკრეტულ ზონაზე თუ: გაქვთ კანის დაავადება და ხართ
მკურნალობის პროცესში. გაქვთ ეგზემა, დამწვრობა, რაიმე სახის ინფექცია. ხართ ორსულად, ან
ლაქტაციის პროცესში. გაკეთებული გაქვთ ქირურგიული/პლასტიკური ოპერაცია იმ ზონაზე სადაც
გსურთ აპარატის გამოყენება. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩატარებული გაქვთ
ქიმიოთერაპია/რადიოთერაპია. თუ 2-3 დღის მანძილზე გამოყენებული გაქვთ Alpha-hydroxy მჟავა,
(AHAs), (BHAs), Topical isotretinoin და Azelaic მჟავა. თუ მოიხმართ მედიკამენტებს რომელიც იწვევს
ალერგიულობას მზის სინათლეზე. ასევე არ გამოიყენოთ: სილიკონის იმპლანტებზე, ტანის პირსინგზე,
ტატუზე, პერმანენტულ მაკიაჟზე მოარიდეთ ხალებს, ჭორფლებს, მუქ პიგმენტურ ზონებს, შრამებს და
სხვა კანის წამონაზარდს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ასევე არ გამოიყენება მზის დამწვრობაზე და
ავტორუჯზე.

ტექნიკური გაფრთხილება! აპარატი და მისი ადაპტორი მოარიდეთ წყალს, აბაზანასა და ინტენსიურ


ორთქლს. თუ მოწყობილობა დაზიანდა ან აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, არ გამოიყენოთ, დაუყოვნებლივ
მიიტანეთ მაღაზიაში. 15-18 წლამდე მოზარდებს მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ
მშობლის ნებართვით ან დახმარებით. აპარატის გამოყენება არ არის სასურველი 15 წლამდე
მოზარდებისთვის. არ გამოიყენოთ აპარატი თუ დაზიანდა სინათლის სენსორი. აუცილებლად
გამოიყენეთ სათვალე პროცედურის დროს. გარშემომყოფებმა თვალი აარიდონ სინათლეს.

აპარატი არ გამოიყენება: ჭაღარა, თეთრი, ძალიან ქერა თმის ღერზე.

ტექნიკური მახასიათებლები

Model: TB-2155

Name: IPL თმის მოსაშორებელი აპარატი

Product Functions: თმის მოშორება, კანის სილამაზე

Technology: IPL ინტენსიური პულსაციის შუქი

შუქის გამოსაშვები სარკმლის ფართობი: 4,76cm²

ენერგიის დონე: 22-27J

რეგულირებადი ინტენსივობა : 5 დონე

სინათლის ნათების ინტერვალები: 3-5,6 წმ

რეჟიმების გამოყენება: ავტომატური და მექანიკური ორმაგი რეჟიმით

You might also like