Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 16

პოლიტიკური პარტიები

პოლიტიკური პარტიის მიზანია არჩევით თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა,


დასახელება და მხარდაჭერა. პოლიტიკური პარტიები ყველა ლიბერალური
დემოკრატიის, მათ შორის შეერთებული შტატების უცვლელი ნაწილი გახდა.
გასაკვირია, რომ პოლიტიკური პარტიები არ შედიოდა დამფუძნებელ მამათა
თავდაპირველ გეგმაში. ორპარტიული სისტემის გაჩენა აშშ-ის ისტორიაში
უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა.

პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, პოლიტიური ძალაუფლების მოპოვების ან


შენარჩუნებისაკენ მიისწრაფვიან, რაც პრაქტიკულად ხელისუფლებაზე კონტროლის
მოპოვებას ნიშნავს. ვინაიდან კონსტიტუციურ დემოკრატიაში მართვის უფლებას
არჩევნები განსაზღვრავს, დემოკრატიულ სახელმწიფოებში პოლიტიკური
პარ¬ტიების ძალისხმევა არჩევნების მოგებაზეა კონცენტრირებული. ისინი
ცდილობენ მრავლისმომცველი კონსენსუსის შექმნას საკუთარი პარტიის
პლატფორმისათვის, რომელიც ჩამოყალიბებულია სხვა პარტიის ან პარტიების
მიმზიდველი ალტერნატივის გათვალისწინებით. როგორც წესი, წარმატებული
პოლიტიკური პარტია ქმნის უთვალავი ეკონომიკური, სოციალური, ეთნიკური და
კულტურული ინტერესების საერთო საქვეყნო კონსენსუსს. პარტია უნდა
ითვალისწინებდეს მრავალი ამომრჩევლის ინტერესებს და ამავდროულად შეძლოს
მათი გაერთიანება დამყოლ უმრავლესობად. თუ პარტიას არა აქვს იმედი
უმრავლესობის ხმების მოპოვებისა, მისი გავლენა და საკანონმდებლო ძალა, როგორც
წესი, დამოკიდებულია მიღებული ხმების საერთო რაოდენობასა და განაწილებაზე,
რომელიც, თავის მხრივ, ასახავს მის წარმატებას შედარებით ფართო სპექტრის
ამომრჩევლის მიზიდვაში.

პარტია, რომელიც აკონტროლებს პარლამენტს, მთავრობასაც აკონტროლებს.


შედეგად საპარლამენტო სისტემის დროს პოლიტიკური პარტიები, მათი ამერიკული
ანალოგებისგან განსხვავებით, ცდილობენ იყვნენ არა მხოლოდ
დისციპლინირებული, იერარქიული და ცენტრალიზებული, არამედ უფრო მეტად
პოლიტიკაზე ორიენტირებული და მკაფიო იდეოლოგიის მატარებელი. შეერთებულ
შტატებში, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება გამიჯნულია
და კანდიდატებს თანამდებობაზე ხშირად ირჩევენ უფრო პიროვნული, ვიდრე
პოლიტიკური თვისებების გამო, პარტიები იშვიათად მიმართავენ მკვეთრ
პოლიტიკურ ალტერნატივებს. როგორც წესი, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან
აირჩევა ის, ვინც პოლიტიკურ ცენტრთან უფრო ახლოს არის.29 ამერიკული
ორპარტიული სისტემა, მისი მომხრეების აზრით, ქმნის სტაბილურობას,
პოლიტიკურად ზომიერ კანდიდატს და ხელს უშლის მძაფრ იდეოლოგიასა და
პოლიტიკურ პოლარიზაციას.
კრიტიკოსები _ განსაკუთრებით ისინი, ვინც აღფრთოვანებულია იმით, როგორ
ფუნქციონირებენ პარტიები ბრიტანულ საპარლამენტო სისტემაში ან სხვა
მრავალპარტიული სისტემებში _ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს უბრალოდ
პოპულარობაში გაჯიბრებად აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციურ
დემოკრატიაში ყველა პარტია ცდილობს მიაღწიოს კონსენსუსს და სხვადასხვა
უმნიშვნელოვანესი ქმედების შედეგად, როგორიცაა კანდიდატების შერჩევა ან
წახ¬ალისება, ფინანსური სახსრების მოზიდვა, მედიაკამპანიების წარმართვა ფასიანი
პოლიტიკური რეკლამების ჩათვლით და სხვ. შექმნას ალტერნატივები. პარტიის
პლატფორმაში შემოთავაზებები და პოლიტიკა იმნაირად არის ფორმულირებული,
რომ დააკმაყოფილოს მთავარი ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ მხარს
დაუჭერენ პარტიის კანდიდატებს ფინანსებითა და საარჩევნო ხმებით.

ერთპარტიული შისტემა

ავტორიტარულ სახელმწიფოებში პარტია არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაახშოს


პოლიტიკური ალტერნატივები, ისევე, როგორც სახალხო კონსენსუსი. ხშირად,
როგორც მმართველი რეჟიმის მთავარი იარაღი, იგი გამოიყენება სახელმწიფო
ძალაუფლების განსამტკიცებლად და პოლიტიკური ოპოზიციის აღსაკვეთად.

ტოტალიტარულ სახელმწიფოებში პარტია მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის


პოლიტიკური რეკრუტირების, ინდოქტრინაციის, მობილიზაციისა და
ზედამხედველობის. ფაშისტურ გერმანიაში, ისევე როგორც კომუნისტური ქვეყნების
უმეტესობაში, პარტია მთავრობად იქცა. რამდენადაც ვითარდებოდა ეს
სახელმწიფოები, მთავრობის ყველა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ნელ-ნელა სრულად
გადადიოდა ან პირდაპირ პარტიის, ან პარტიის ლიდერებს დაქვემდებარებული
ბიუროკრატიული მოხელეების ხელში. ამგვარად, პარტიის კონცეფცია, როგორც
სახალხო ნების გამოხატვის საშუალება, თავდაყირა დადგა და პარტიები
ცენტრალიზებული საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი გახდა, რომელსაც
სრულად შეეძლო ინდივიდუალური თვითგამოხატვის ნებისმიერი მცდელობის
ჩახშობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამგვარ გარემოებებში მასობრივი მონაწილეობა
რეჟიმის ანტიდემოკრატიული ბუნების მიჩქმალვის გამიზნული ნიღაბია.

დემოკრატიული ერთპარტიული სისტემები შედარებით იშვიათია. ასეთი პარტიები


განსაკუთრებით ამჟღავნებენ კორუფციულ მიდრეკილებებს; პოლიტიკური
ძალაუფლების ვირტუალური მონოპოლია ბიზნეს-ლიდერებს, ბანკირებს,
ფესვგადგმულ ბიუროკრატებსა და უმაღლეს სახელმწიფო მოხელეებს სარფიანი
გარიგებებისკენ უბიძგებს. ამგვარად, არ არის მოულოდნელი, რომ უკანასკნელ
წლებში მექსიკასა და იაპონიაში კორუფციაში ბრალდებებმა ერთი პარტიის
დომინირების დროებით შეჩერებაში (და არა დასრულებაში), მნიშვნელოვანი როლი
შეასრულა.
ორპარტიული სისტემა
ორპარტიული სისტემის დროს ამომრჩეველთა დიდი უმრალესობა მხარს უჭერს
ერთ-ერთ ძირითად პარტიას. მხოლოდ ძირითადი პარტიის წევრებს აქვთ
თანამდებობაზე არჩევის მეტი შანსი, ხოლო ოპოზიციური პარტია კონსტიტუციის
მიერ დაცულია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ან დაშინებისგან. ორპარტიული
სისტემის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის შედარებით სტაბილური მთავრობა,
ვინაიდან უმრავლესობა იზიარებს ძირითად პოლიტიკურ შეხედულებებს, რომელიც
მიღებულია საშუალო ფენაში, არის კულტურულად და ეთნიკურად ჰომოგენური,
რაც იშვიათობაა განვითარებად ქვეყნებში. გარკვეულწილად განგრძობადობა
უზრუნველყოფილია თავად სისტემის მიერ, ვინაიდან ორი ძირითადი პარტია
აწონასწორებს ინტერესთა ფართო სპექტრს. ამავე დროს მუდმივად არსებობს ფართო
მასებისთვის მისაღები ოპოზიციური პარტია, რომელიც მზად არის ხელისუფლებაში
მოსასვლელად.

ორპარტიული სისტემა სამართლებრივად და კონსტიტუციურად არ არის


შეზღუდული მხოლოდ ორი პარტიით. მცირე პარტიებს შეუძლიათ იარსებონ და
არსებობენ კიდეც.

მრავალპარტიული სისტემა
მრავალპარტიული სისტემა ჩნდება იქ, სადაც ორზე მეტი პარტია საკმაოდ ძლიერია
იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლისათვის კონკურენცია გაუწიოს ერთმანეთს.
ასეთ სისტემაში მუდმივად არც ერთი პარტია არ არის უმრავლესობაში; ამა თუ იმ
არჩევნებში ნებისმიერ პარტიას შეუძლია მოიპოვოს მანდატების დიდი
უმრავლესობა, თუმცა ხშირად იმარჯვებენ აბსოლუტურ უმრავლესობაზე ნაკლები
ხმებით. მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემის დროს ინდივიდუალური
პარტიები არჩევნებისას დროს გაურბიან კომპრომისებს და სპეციფიკურ საკითხებსა
და პროგრამებზე ლაპარაკს. ახალი მთავრობის ფორმირებისათვის მხოლოდ ხმების
დათვლის შემდეგ ხდება საჭირო კომპრომისების დაშვება. როგორც წესი, უძლიერესი
პარტია მმართველი უმრავლესობის შექმნის მიზნით ცდილობს ჩამოაყალიბოს
კოალიციური მთავრობა სხვა პარტიასთან ან პარტიებთან ერთად. კოალიციის
ფორმირების შემდეგ იგი მართავს მომავალ არჩევნებამდე, ან კოალიციის დაშლამდე.
ეს პროცესი ამერიკელებისათვის უცნაურად ჟღერს, მაგრამ ევ¬ პოლიტიკური
მონაწილეობა 371 როპელებისთვის, აზიელებისა და სხვა საპარლამენტო
დემოკრატიულ ქვეყნებში მცხოვრებთათვის იგი ნორმალურია.
მრავალპარტიული სისტემის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ამომრჩეველს
ფართო არჩევანი აქვს. მისი მთავარი უარყოფითი თვისება არის არასტაბილური
ხელისუფლება _ ზოგიერთ ქვეყანაში ეს არასტაბილურობა შეიძლება ქრონიკულიც
კი გახდეს. პროცესი შეიძლება თავისთავად განვითარდეს: დაძაბულობას მოაქვს
ფრაქციათაშორისი დაპირისპირებები მთავრობაში, პოლიტიკის ცენტრში საერთო
არეულობას _ ნდობის კრიზისი, ხოლო ეს კრიზისი თავის მხრივ უფრო მეტ
დაძაბულობას იწვევს. II მსოფლიო ომის შემდეგ იტალია ამ ფენომენის საუკეთესო
მაგალითად რჩება ევროპაში.

რა განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების რაოდენობას ამა თუ იმ ქვეყანაში?


პირველ რიგში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მმართველობის ფორმას _ მხოლოდ
კონსტიტუციურ დემოკრატიებში შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს იბრძოლონ
პოლიტიკურ სისტემაზე დროებითი (შემდგომ არჩევნებამდე) კონტროლის
მოპოვებისთვის.

მეორე, დემოკრატიულ ქვეყნებში საარჩევნო სისტემის სახეობამ შეიძლება გავლენა


იქონიოს პარტიული სისტემის ტიპზე. მცირე პარტიების წარმატებას ხელს უშლის
ისეთი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ერთმანდატიან საარჩევნო უბანზე, სადაც
ნებისმიერი კანდიდატი იგებს ერთი ხმის უპირატესობით (ხმათა უბრალო
უმრავლესობით) ერთადერთ არსებულ მანდატს. პატარა პარტიებს უჭირთ
მოიზიდონ ამომრჩევლები, ვინაიდან მათ კანდიდატებს მოგების ძალიან მცირე შანსი
აქვთ. ამის საწინააღმდეგოდ, პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემა, სადაც
რამდენიმე კანდიდატი ირჩევა თითოეული საარჩევნო უბნიდან, უფრო მცირე
პარტიებს მოგების გაცილებით დიდ შანსს აძლევს. ამგვარად, პროპორციული
წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, განსხვავებით იმ
სისტემისაგან, სადაც კანდიდატი უბრალო უმრავლესობით იგებს, მრავალპარტიული
პოლიტიკური სისტემის არსებობა უფრო სავარაუდოა.

მესამე, პოლიტიკური პარტიული სისტემა, ისევე, როგორც ხელისუფლების


ძირითადი ფორმა, ხანდახან განსაზღვრულია კონსტიტუციით. კონსტიტუციები
განსხვავდება ერთმანეთისაგან პარტიული სისტემების მიმართ დამოკიდებულებით.
ზოგიერთი, მაგალითად, აშშ-ის კონსტიტუცია, საერთოდ არ ეხება ამ საკითხს, ზოგი
კი პირდაპირ ან ირიბად ასახავს მას. როგორც არ უნდა იყოს, ყოველთვის არსებობს
აშკარა გამიჯვნა პარტიასა და ბიუროკრატიას შორის.

მეოთხე, ტრადიცია გავლენას ახდენს ქვეყნის მართველობის ფორმასა და მის


პარტიულ სისტემაზე. ვინაიდან განვითარებად ქვეყანათა უმეტესობაში
ავტორიტარული რეჟიმები არსებობს, რომელთაც თითქმის არ გააჩნიათ
დემოკრატიის ტრადიცია, არ არის გასაკვირი, რომ მესამე სამყაროში ძალიან ხშირად
გვხვდება. ერთპარტიული სისტემა. ამ ტენდენციის ორი ყველაზე ცნობილი
გამონაკლისია ლათინური ამერიკის ვენესუელა და კოლუმბია. II მსოფლიო ომის
შემდეგ ორივე ამ ქვეყანაში ძალიან შთამბეჭდავი დემოკრატიული ტრადიციები
განვითარდა.

მეხუთე, სადაც არსებობს ღრმა სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ან


რელიგიური განსხვავებები, როგორც წესი, პოლიტიკური ცხოვრება
პოლარიზებულია, გაჯერებულია ემოციითა და იდეოლოგიით. ამგვარი გარემოებები
უპირატესად მრავალპარტიულ სისტემებს ავითარებს და არა ორპარტიულს. ასევე
ისიც გასათვალისწინებელია, თავად პოლიტიკური სისტემა ცენტრალიზებულია თუ
დეცენტრალიზებული. ფედერალურ სისტემაში პარტიები ცდილობენ ფედერალური
სტრუქტურის მთავრობის ანალოგიით მოახდინონ საკუთარი პარტიების
სტრუქტუთირება.

პოლიტიკური პარტიები _ თუკი ისინი გამოიყენებენ ლიბერალურ-დემოკრატიულ


კონსტიტუციურ სისტემას კონსტიტუციის გასანადგურებლად _ შეიძლება
ტოტალიტარული მოძრაობის საფუძვლად იქცნენ (ამის კლასიკური მაგალითია
ნაციონალსოციალისტური ანუ ნაცისტური პარტია გერმანიაში ორ მსოფლიო ომს
შორის).

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობა შეერთებულ


შტატებში ნელ-ნელა იკლებს. ისინი საუბრობენ საზოგადოებრივ გამოკითხვებზე,
რომლებიც ავლენენ საზოგადოებაში პარტიების პატივისცემის კლებას: ხალხის
აზრით, პარტიებს არ გააჩნიათ უნარი, აიძულონ თანამდებობის პირები _
პასუხიმგებლობით მოეკიდონ ამომრჩეველთა მოთხოვნებს. ამომრჩეველი სულ
უფრო იშვიათად აიგივებს საკუთარ თავს პარტიასთან და საარჩევნო ბიულეტენი
სხვადასხვა პარტიის კანდიდატით ჩვეულებრივი მოვლენაა. პოლიტოლოგები
იხრებიან საზოგადოებრივ აზრისაკენ: პოლიტიკური პარტიები არაეფექტიანია.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეერთებულ შტატებში პარტიული პოლიტიკის


იდეა წინააღმდეგობაში მოვიდა დემოკრატიის იდეალთან. როგორც ადგილობრივ,
ასევე სახელმწიფო დონეზე დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთნაირად
ცდილობდნენ შეემცირებინათ პარტიული პროფესიონალების გავლენა კანდიდატის
შერჩევის პროცესზე. დემოკრატიის ამერიკულ კონცეფციას ეწინააღდეგება
გაბო¬ლილ ოთახში პარტიული ხელმძღვანელის უსიამოვნო იმიჯი, რომელიც
წყვეტს რომელი უწყება ვინ უნდა მართოს. ამ იმიჯმა, რეალურმა თუ წარმოსახვითმა,
ხელი შეუწყო საარჩევნო რეფორმებს.

ინტერესთა ჯგუფები
ინტერესთა ჯგუფები არ ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, არ მონაწილეობენ
საჯარო თანამდებობის პირების რეკრუტირებასა, წარდგენასა და არჩევაში.
სამაგიეროდ, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა ზეგავლენა მოახდინონ
კანონმდებლობაზე, პოლიტიკასა და პროგრამებზე, მათი სპეციალური,
განსაკუთრებული ინტერესის სფეროების მიხედვით.მაგალიტად, საბანკო
რეგულაციები, სუბსიდიები სოფლის მეურნეობისათვის, ფედერალური დახმარება
განათლების სფეროში, ან გარემოს დაცვა.

ინტერესთა ჯგუფების ტიპები ინტერესთა ჯგუფების კლასიფიკაციის ყველაზე


გავრცელებული სქემა ეკუთვნის პროფესორ გაბრიელ ალმონდს, რომელიც
განასხვავებდა ოთხ ძირითად ტიპს.

პირველი და ყველაზე გავრცელებულია ასოციაციის ტიპის ინტერესთა ჯგუფები,


რომლებსაც, როგორც წესი, აქვთ სახელწოდება, ეროვნული შტაბბინა, ჰყავთ
პროფესიონალი თანამშრომლები, და ა.შ. ამის მაგალითია მეწარმეთა ეროვნული
ასოციაცია, იარაღის მოყვარულთა ასოციაცია და სხვა.

მეორეა არაასოციაციური ტიპის ინტერესთა ჯგუფები, რომლებსაც არა აქვთ


სახელწოდება და ფორმალური სტრუქტურა, მაგრამ გამოხატავენ სოციალურ,
ეთნიკურ, კულტურულ ან რელიგიურ ინტრესებს და შეუძლიათ საჭიროების
შემთხვევაში შეერწყან ძლიერ პოლიტიკურ ძალებს. ასეთი ინტერესთა ჯგუფები
ყველაზე ხშირად გვხვდება განვითარებადი აზიის, არაბული სამყაროს, ლათინური
ამერიკისა და საჰა¬-რის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში.

მესამეა ინსტიტუციური ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც მთავრობის შიგნით


არსებობენ. სამთავრობო დეპარტამენტებსა და სააგენტოებს საკუთარი ინტერესი
გააჩნიათ სხვადასხვა გადაწყვეტილებებისა და პროგრამების მიმართ, რისთვისაც
ისინი შიგნიდან _ ხშირად საზოგადოების თვალთახედვის მიღმა, ლობირებენ.
მაგალითად, პენტაგონი ურიგდება თავდაცვის სფეროს კონტრაქტორებს
შეიარაღების პროგრამების ერთობლივი ძალით `გასატანად~; შრომის, სოფლის
მეურნეობისა და განათლების დეპარტამენტებს ხშირად სდებენ ბრალს, რომ ისინი იმ
ინტერესთა ჯგუფების ტყვეები არიან, რომელთა ინტერესები ამ დეპარტამენტების
მიერ მართულ პროგრამებს ემთხვევა.

მეოთხე, ანომიკური (ანომიც) ინტერესთა ჯგუფები სპონტანურად ყალიბდება,


როდესაც ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება რაიმე პოლიტიკას. ამ ფენომენის
ბრწყინვალე მაგალითია სტუდენტური დემონსტრაციები 1960-იანი წლების ბოლოს
და 1970იანი წლების დასაწყისში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ალმონდი ამბობს, რომ
ქუჩის არეულობები და ზოგიერთი მკვლელობაც კი ამავე კატეგორიაში შეიძლება
მოექცეს.

ინტერესთა ჯგუფები, როგორც წესი, ცდილობენ შეცვალონ საჯარო პოლიტიკა


არჩეულ თანამდებობის პირებს და საზოგადოებრივ აზრზე (სახელმწიფო ან
რეგიონულ დონეზე) ზეგავლენის მოხდენით. ამას ისინი სამი ძირითადი გზით
ახერხებენ: (1) არჩევნებში მათი ნდობით აღჭურვილი პირების გამარჯვების
მიღწევით; (2) ცდილობენ არჩეულ თანამდებობის პირებთან დაკავშირებას და (3)
მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით კამპანიების გაჩაღებით. ინტერესთა
ჯგუფები ეძებენ პირდაპირ კავშირებს გადაწყვეტილების მიმღებებთან. ბევრი
ინტერესთა ჯგუფი ქირაობს ლობისტს, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს
კანონმდებელთა ნდობისა და მათზე გავლენის მოპოვებას. ლობისტი ექსპერტების
სპეციფიკური ცოდნის საფუძველზე, ისინი გამოდიან საკანონმდებლო კომიტეტების
წინაშე, შუამდგომლობენ ახლო მეგობრებსა თუ ამომრჩევლებს მათი შეხედულებების
ცხოვრებაში გასატარებლად.

იარაღის მოყვარულთა ეროვნული ასოციაცია გავლენიანი ინტერესთა ჯგუფის


მაგალითია. იგი ერთი ვიწრო ინტერესის გარშემოა შექმნილი, თუმცა ბოლო
ათწლეულებში მისი გავლენა შემცირდა. ამ ასოციაციის მხრიდან იარაღზე
ნებისმიერი ფორმის კონტროლის დაწესებაზე მედგარი წინააღმდეგობა კრიტიკის
ქარცეცხლში გაეხვა მას შემდეგ, რაც აშშ-ის საზოგადოებრიობა უფრო და უფრო მეტ
კავშირს ხედავს ცეცხლსასროლ იარაღსა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ
დანაშაულებებს შორის. უფრო წარუმატებელი არიან ახლა ფერმერები; მათ
რამდენიმე ორგანიზაცია შექმნეს, რომელთაც ჩამოაყალიბეს სოფლის მეურნეობის
საკითხების ძალზე დაქუცმაცებული ლობი.

ინტერესთა ჯგუფების წარმატებასთან დაკავშირებული ფაქტორებია: 1) მოქალაქეთა


რაოდენობა, რომელსაც წარმოადგენს ჯგუფი; 2) ჯგუფის წევრთა შესაბამის
საკითხთან (ინტერესთან) გაიგივების (იდენტიფიკაციის) ხარისხი; 3) იმ კონკურენტ
ჯგუფთა არსებობა ან არარსებობა, რომლებმაც შეიძლება შეასუსტონ ინტერესთა
Aჯგუფის მიერ ხელისუფლებაზე მოპოვებული გავლენა. მაგრამ არაფერია ამერიკულ
პოლიტიკაში ფულზე უფრო მნიშვნელოვანი.

ინტერესთა ჯგუფების მომრავლების მიზეზია სახელმწიფო დახმარებების


მნიშვნელოვანი ზრდა, პოლიტიკური პარტიების გავლენის შესუსტება, ამერიკული
საზოგადოების მზარდი მრავალფეროვნება, ახალი სოციალურ-ეკონომიკური
ჯგუფების ჩამოყალიბება, რამაც ხელი შეუწყო მრავალი ვიწრო ინტერესის გარშემო
შექმნილი ჯგუფის გაჩენას.

1970-იანი წლების დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარული


გახდა ახალი ტიპის ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკური ქმედების
კომიტეტების (PAჩ) სახელითაა ცნობილი. 1971 წელს კონგრესმა აუკრძალა
კორპორაციებსა და შრომით კავშირებს პოლიტიკური კამპანიებისათვის ფულის
პირდაპირი წესით გაღება, რითაც არჩევნების დროს დარღვევების აღკვეთას შეეცადა.
პოლიტიკური ქმედების კომიტეტებს გადამწყვეტი როლი აქვთ შესრულებული
ეროვნულ და საშტატო დონეზე კანდიდატებისა და საკითხების დაფინანსებაში. ამავე
დროს, არჩევნების ფასი _ სულ უფრო დამოკიდებული სატელევიზიო რეკლამაზე _
გაიზარდა. ბევრი დამკვირვებელი გმობს ამერიკულ პოლიტიკაში ფინანსების მზარდ
გავლენას. ფული ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პოლიტიკაში, მაგრამ
უკანასკნელ ათწლეულებში იგი იქცა ფაქტორად, რომლის გარეშე გამარჯვება
უბრალოდ წარმოუდგენელია. თუკი წარმომადგენლობით პალატაში ადგილის
მოპოვების საშუალო ხარჯი 1976 წელს 73 ათასდოლარს შეადგენდა, 1996 წლისათვის
იგი 80 ათასდოლარამდე გაიზარდა;

ინტერესთა ჯგუფები დემოკრატიულ ქვეყნებში


რიგით მოქალაქეებს მიაჩნიათ ხოლმე, რომ პოლიტიკა პირად ინტერესზე მაღლა
უნდა იდგეს და ხშირად ცნება _ სპეციალური ინტერესი _ მათში ანტიპათიას იწვევს.
მიუხედავად ამისა, დემოკრატია ზეწოლის ჯგუფების გარეშე ძნელი წარმოსადგენია
სულ მცირე სამი მიზეზით.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კონსტიტუციური მმართველობა


იცავს ინდივიდუალურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების
თავისუფლებას. ამრიგად, ინტერესთა ჯგუფები შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი
საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად და, ამასთანავე, მის გარდაუვალ შედეგად.

მეორე, დემოკრატიული საზოგადოებები პოლიტიკური და ეკონომიკური


თვალსაზრისით ავტორიტარულ საზოგადოებებზე უფრო რთულადაა მოწყობილი.
დემოკრატიაში, სადაც პიროვნებას აქვს შესაძლებლობა გამოხატოს და იმოქმედოს
თავისი შეხედულებებისა და ინტერესების მიხედვით, პოლიტიკური თავისუფლება
იწვევს ინტერესთა ზრდას. ამის გამო, დემოკრატიისათვის დამახასიათებელია
პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების მრავალფეროვნება.

მესამე მიზეზი კონსტიტუციურ დემოკრატიებში ინტერესთა ჯგუფების წარმატებისა


არის ის, რომ მთავრობა რეგულარულად ანაწილებს მოგებას (შემოსავალს).
ყოველწლიურ “საბიუჯეტო ბრძოლაში” შემოსავლების განაწილებისათვის ნამდვილი
ტაციაობა იმართება. დასავლურ დემოკრატიებში კეთილდღეობის სახელმწიფოს
განვითარებასთან ერთად იმატა ინტერესთა ჯგუფებმაც, რომლებიც შემოსავლებიდან
უფრო დიდი წილის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ეჯიბრებიან. აშშ-ში ახალი
ინტერესთა ჯგუფების გაჩენას ხელი შეუწყო ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს
შორის შემოსავლების თანაბრად განაწილებისაკენ მიმართულმა ღონისძიებებმა
სხვადასხვა ან სკოლებში Hოტ-ლუნცჰ-ის პროგრამების ფარგლებში.

რა პრობლემებს უქმნის სინამდვილეში ინტერესთა ჯგუფები საზოგადოებრივ


ინტერესს? ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა
და დასავლეთ ევროპაში ინტერესთა ჯგუფების მომრავლებამ საზოგადოების
ყველაზე უფრო დაუცველ სეგმენტს შეუქმნა განსაკუთრებული სიძნელეები.
ღარიბებს ძალზე მცირე გავლენა აქვთ ინტერესთა ჯგუფების პოლიტიკურ არენაზე,
მდიდრებს კი _ უაღრესად დიდი. ამ თვალსაზრისით, დემოკრატიებში ინტერესთა
ჯგუფების აღმასვლამ ჩამოაყალიბა სისტემა, რომელიც სუსტებისა და
დაჩაგრულების ხარჯზე ყველაზე გავლენიანთა ინტერესების ხელისშემწყობია.

ინტერესთა ჯგუფები ავტორიტარულ ქვეყნებში


ავტორიტარულ სახელმწიფოებში ინტერესთა ჯგუფებს არსებობა უჭირთ, რადგან
ზოგადად, ოპოციზია იდევნება. ვინაიდან ავტორიტარულ სახელმწიფოთაგან ბევრი
ეკონომიკური განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება, ინდივიდუალური
ინტერესები ხშირად ნათესაურ კავშირებზე დაფუძნებული ჯგუფების მეშვეობით
არის გამოხატული (ტომები ან კლანები). როგორც წესი, მნიშვნელოვანი გავლენა
აქვთ სამხედროებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი მმართველობის სათავეში არ
იმყოფებიან, რადგან მათი მხარდაჭერა ხელისუფლებისათვის აუცილებელია
ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ნტერესთა ჯგუფები კი არ არის, რომლებიც მოქალაქეთა ინტერესებს წარმოადგენენ,


არამედ ბიუროკრატიული ჯგუფები და პარტიის შიდა ფრაქციები, რომლებიც
შეზღუდული საბიუჯეტო სახსრების ცენტრალიზებული განაწილებისას
უპირატესობის მოპოვებისათვის ეჯიბრებიან ერთმანეთს. ესენი, ჩვეულებრივი
გაგებით, ინტერესთა ჯგუფები არ არიან, მაგრამ მაინც შემოაქვათ პლურალიზმის
ელემენტი ისეთ პოლიტიკურ რეჟიმებში, რომლებიც ოპოზიციის მიმართ
ტოლერანტობით არ ხასიათდება.

რობერტ მიხელსი-„ოლიგარქიის რკინის კანონი“


სულაც არ არის ცხადი, რომ პარტიაში მასების ინტერესები, რომლებიც
გაერთიანდნენ პარტიის შესაქმნელად, დაემთხვევა ბიოუროკრატიის ინტერესებს,
რომელშიც ხდება პარტიის პერსონიფიცირება. დამქირავებელთა კორპუსის
ინტერესები ყოველთვის კონსერვატულია და მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში ამ
ინტერესებით შეიძლება იყოს ნაკარნახევი თავდაცვითი ან რეაქციული პოლიტიკაც
კი, როცა მშრომელთა კლასის ინტერესები მოითხოვენ შეუპოვარ და აგრესიულ
პოლიტიკას. სხვა შემთხვევებში, რაც იშვიათად ხდება, როლები შეიძლება
შეიცვალოს. უნივერსალური სოციალური კანონით, კოლექტივის ყოველი ორგანო,
შექმნილი შრომის დანაწილების აუცილებლობიდან გამომდინარე, როგორც კი
კონსოლიდირებული ხდება, აყალიბებს თავისთვის განსაკუთრებულ, მხოლოდ
მისთვის დამახასიათებელ ინტერესებს. ამ განსაკუთრებული ინტერესების არსებობს
იწვევს გარდაუვლად კონფლიქტს კოლექტივის ინტერესებთან.
სახელმწიფო, სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა უმცირესობის ორგანიზაცია. ამ
უმცირესობის მიზანია დაუწესოს საზოგადოების დანარჩენ ნაწილს `კანონიერი
წესრიგი~, რაც ბატონობის აუცილებლობის და მმართველი უმცირესობის მიერ
მონათა მასის ექსპლუატაციის შედეგია და რომელიც ვერასდროს იქნება
უმრავლესობის ჭეშმარიტი წარმომადგენლობა. ამდენად, უმრავლესობა მუდამ
თვითმმართველობის უუნაროა. მაშინაც კი, როცა მასების უკმაყოფილება სრულდება
ბურჟუაზიისათვის ძალაუფლების ჩამორთმევის წარმატებული მცდელობით. ეს,
საბოლოო ჯამში, მოსკას (Mოსცა) მტკიცებით, ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ,
ყოველთვის და აუცილებლად მასებიდან წარმომადგარი ახალი ორგანიზებული
უმცირესობის გამოჩენის შემთხვევაში, რომელსაც თავი მმართველი კლასის რანგში
აჰყავს. ამდენად, მუდმივი მეურვეობის ქვეშ მყოფი ადამიანთა უმრავლესობის
ბედისწერაა ტრაგიკული აუცილებლობა, დაემორჩილონ უმცირესობის ბატონობას
და დასჯერდნენ ოლიგარქიის კვარცხლბეკის როლს...

როგორც ჩანს, ისტორია გვასწავლის, რომ არც ერთ სახალხო მოძრაობას, რაოდენ
ენერგიული და მძლავრიც არ უნდა იყოს, არ შესწევს უნარი შეიტანოს ძირეული და
მუდმივი ცვლილებები ცივილიზებული სამყაროს სოციალურ ორგანიზმში.
მოძრაობის უპირატესი ელემენტები, ადამიანები, ვინც წარმართავს და ასაზრდოებს
მას, ასრულებენ მასებისგან თანდათანობით განდგომით და ერთვებიან
`პოლიტიკური კლასის~ ორბიტაში. ისინი, შესაძლოა, აძლევენ იმ კლასს რამდენიმე
`ახალ იდეალს~, მაგრამ ისინი ასევე ამდიდრებენ მას მეტი შემოქმედებითი
ენერგიითა და პრაქტიკული გონიერებით, რითაც ანიჭებენ მმართველ კლასს
მუდმივად განახლებად ახალგაზრდობას. `პოლიტიკურ კლასს~ (ისევ მოსკას
შესაფერის ფრაზას თუ მოვიშველიებთ) უდავოდ გააჩნია საკუთარი
შესაძლებლობებისა და თავდაცვის საშუალებების უკიდურესად ზუსტი შეგრძნება.
ის ავლენს მიზიდულობის საგულისხმო ძალასა და შთანთქმის მძლავრ უნარს, რაც
იშვიათად თუ არ მოქმედებს თვით ყველაზე მეტად გააფთრებულ, გამწარებულ და
შეურიგებელ მოწინააღმდეგეებზეც კი.

ჩვენ ვიხრებით დასკვნისაკენ, რომ დემოკრატიულ პარტიებში ოლიგარქიის


არსებობის მიზეზი მოიძებნება ლიდერობის ტექნიკურ აუცილებლობაში. თავიდან
ლიდერები წარმოდგებიან სპონტანურად, მათი ფუნქციები დამხმარე და
ნებაყოფლობითია, მაგრამ მალე ისინი პროფესიონალ ლიდერებად იქცევიან და
განვითარების ამ მეორე სტადიაზე ისინი სტაბილურნი და უძრავნი არიან. აქედან
გამომდინარე, ოლიგარქიის ფენომენის ახსნა, ნაწილობრივ ფსიქოლოგიურია.
ოლიგარქია წარმოდგება, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციიდან,
რომელსაც პარტიის წამყვანი პიროვნებები განიცდიან მათი ცხოვრების მანძილზე.
მაგრამ ასევე, და უფრო მეტადაც კი, ოლიგარქია დამოკიდებულია იმაზე, რასაც
შეიძლება ეწოდოს თავად ორგანიზაციის ფსიქოლოგია, ანუ ტაქტიკურ და ტექნიკურ
აუცილებლობაზე, რომელიც შედეგად მოჰყვება ყველა დისციპლინირებული
პოლიტიკური ერთობის შეკვრას.

ყველა პარტიული ორგანიზაცია წარმოადგენს ოლიგარქიულ ძალაუფლებას,


დაფუძნებულს დემოკრატიულ საფუძველზე. ჩვენ ყველგან ვხვდებით
ამომრჩევლებსა და არჩეულებს. ასევე ყველგან ვაწყდებით იმას, რომ არჩეულ
ლიდერთა ძალაუფლება ამომრჩეველთა მასაზე თითქმის შეუზღუდავია.

დემოკრატიის სხვადასხვა ფორმების წიაღში ოლიგარქიების ფორმირება ორგანული


აუცილებლობის შედეგია და შესაბამისად ეხება ნებისმიერ ორგანიზაციას,
ლიდერების უზენაესობა დემოკრატიულ და რევოლუციურ პარტიებში
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყოველ ისტორიულ სიტუაციაში.

მასების მუდმივ უუნარობასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ორი


მარეგულირებელი პრინციპის არსებობა: 1. დემოკრატიის იდეოლოგიური
მიდრეკილება კრიტიკისა და კონტროლისაკენ. 2. დემოკრატიის ეფექტური
კონტრტენდენცია შექმნას სულ უფრო რთული და დიფერენცირებული პარტიები,
ანუ პარტიები, რომლებიც სულ უფრო მეტად ეფუძნება ერთეულების უნარს.

თუ ჩვენ გვინდა განვსაზღვროთ დემოკრატიის ღირებულება, ჩვენ ეს უნდა


გავაკეთოთ მისი საწინააღმდეგოსთან – წმინდა არისტოკრატიასთან შედარების
გზით. დემოკრატიის შინაგანი დეფექტები აშკარაა. სიმართლეს არ არის მოკლებული
ის, რომ სოციალური ცხოვრების ფორმად დემოკრატია ჩვენ უნდა ავირჩიოთ,
როგორც ნაკლები ბოროტება. იდეალური მთავრობა უდავოდ მაღალზნეობრივი და
ამავე დროს, ტექნიკურად ეფექტური პიროვნებების არისტოკრატიისაგან შემდგარი
მთავრობა იქნებოდა, მაგრამ სად ვიპოვოთ ასეთი არისტოკრატია? ზოგჯერ, თუმცა
ძალზე იშვიათად, ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ მასის გულმოდგინე სელექციის
შედეგად, მაგრამ ჩვენ ვერასდროს მივაგნებთ მას იქ, სადაც შემორჩენილია
მემკვიდრეობითი პრინციპი. ამდენად, მონარქია, ხელუხლებელი წმინდა სახით,
უნდა განვიხილოთ, როგორც არასრულყოფილების ინკარნაცია, ყველაზე
უკურნებელი სენი, მორალური თვალსაზრისით ის თვით ყველაზე საზიზღარ
დემაგოგიურ დიქტატორებზე დაბლა დგას, რადგან უკანასკნელის კორუმპირებული
ორგანიზმი ჯანსაღ პრინციპს მაინც შეიცავს, რომლის მუშაობაზეც ჩვენ შეგვიძლია
განვაგრძოთ საზოგადოების გაჯანსაღების იმედის დამყარება. ამდენად, შეიძლება
ითქვას, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს დემოკრატიის, თუნდაც
არასრულყოფილი, უპირატესობას, საუკეთესო არისტოკრატიაზეც კი, მით უფრო
ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ დემოკრატიის დეფექტების შეცნობამ გამოიწვიოს
არისტოკრატიისაკენ დაბრუნება.
დემოკრატიის დეფექტები მიჩნეულია, რომ განუყოფელი ნაწილია მისი უუნარობისა
თავი დააღწიოს თავის არისტოკრატიულ ნადებს. როდესაც დემოკრატიები მიაღწევენ
განვითარების გარკვეულ სტადიას, ისინი თანდათანობით ტრანსფორმაციას
განიცდიან, იღებენ არისტოკრატიულ სულისკვეთებას და ხშირ შემთხვევაში
არისტოკრატიულ ფორმებსაც, რის წინააღმდეგაც ისინი თავდაპირველად ასე
გამალებით იბრძოდნენ. ამის შემდეგ ჩნდებიან ახალი ბრალმდებლები, იმისათვის,
რომ გაკიცხონ მოღალატეები, სახელოვანი ბრძოლებისა და სახელგატეხილი
ხელისუფლების ეპოქის გარდასვლის შემდეგ ისინი ასრულებენ იმით, რომ ერწყმიან
გაბატონებულ კლასს, რის შემდეგაც, ისინი, თავის მხრივ, ხდებიან ახალი
ოპონენტების თავდასხმის ობიექტები, ოპონენეტების, ვინც მოქმედებს დემოკრატიის
სახელით. როგორც ჩანს, ეს საშინელი თამაში უსასრულოდ გრძელდება.

მორის დიუვერჟე-პოლიტიკური პარტიები

პოლიტიკური პარტიების კვლევის დიდი ნაწილი დაკავშირებულია პარტიათა


დოქტრინების ანალიზთან. ასეთი ორიენტაცია გამომდინარეობს ლიბერალური
წარმოდგენიდან პარტიაზე, როდესაც პარტია განიხილებოდა როგორც
იდეოლოგიური გაერთიანება. დავიდ იუმმა თავის ნაშრომში `ცდები პარტიებში~
კარგად შენიშნა (1760), რომ პარტიის პროგრამა ძირითად როლს თამაშობს დაწყებით
სტადიებზე, როდესაც ის გამიჯნული ინდივიდების გაერთიანებას ემსახურება,
შემდგომში წინა პლანზე გამოდის ორგანიზაცია და პარტიის პლატფორმა კი
მარტოოდენ აქსესუარად იქცევა _ უკეთესად ვერც იტყვი! ეს შენიშვნა ამასთან
სრულად არ ეხება ზოგიერთ თანამედროვე პოლიტიკურ პარტიას, სადაც დოქტრინამ
შეიძინა ჭეშმარიტი რელიგიური ხასიათი, რაც მათ ტოტალურ უფლებას ანიჭებს
მათი წევრების ცხოვრებაზე.

ბოლო წლებში პარტია _ კლასის მარქსისტულმა კონცეფციამ, რომელმაც შეცვალა


პარტია _ დოქტრინის ლიბერალური კონცეფცია, მიმართა მეცნიერული კვლევები
სხვა მიმართულებით. ისწავლებოდა კავშირი ცხოვრების დონესა, პროფესიას,
აღზრდასა და პოლიტიკურ მიკუთვნებულობას შორის. ეს კვლევები არსებითია და
ამიტომ ავტორი ხშირად მიმართავს პარტიის სოციალური შემადგენლობის
დახასიათების მკაცრ მეთოდებს. ის აგრეთვე ხშირად იყენებს ძირითად მარქსისტულ
დაპირისპირებას _ გაგებულს ფართო აზრით _ ბურჟუაზიასა და მუშათა კლასისს
შორის. შესაძლოა ბურჟუაზია და პროლეტარიატი არ ქმნიან ორ კლასს, რომელიც
განისაზღვრება მკაცრ ეკონომიკურ ტერმინებში, მაგრამ ისინი ახასიათებენ ორ
მენტალიტეტს, ორ სოციალურ მდგომარეობას, ცხოვრების ორ სტილს, რომელთა
მკვეთრი განსხვავება ნათელს ჰფენს პრობლემას, რომელიც ეხება პარტიის
სტრუქტურას.
პარტია წარმოადგენს გაერთიანებას უფრო განსაზღვრული სპეციფიური
სტრუქტურის საფუძველზე. თანამედროვე პარტიები ხასიათდება უპირველეს
ყოვლისა თავისი ანატომიით: წინა ეპოქების პროტოზავრებს შეენაცვლა XX საუკუნის
პარტიების რთული დიფერენცირებული ორგანიზმი. ეს ევოლუცია ენაშიც
გამოკრთის. ამერიკელები ამბობენ `მანქანა~, რათა მონიშნონ ზოგიერთი ფორმა,
რომელსაც ზოგჯერ ღებულობენ მათი პარტიები; კომუნისტები თავისი პარტიის
იერარქიულ სტრუქტურას უწოდებენ `აპარატს~ და ჩვეულებრივ აღნიშნავენ მას
მეტყველი ტერმინით `ორგანიზაცია~.

პარტიების წარმოშობა პარტიების სტრუქტურა ხასიათდება მრავალფეროვნებით.


ერთი და იგივე ცნება მოიცავს სამ ან ოთხ სოციოლოგიურ ტიპს, რომლებიც
განსხვავდება ერთმანეთისგან საბაზისო ელემენტებით, განსაზღვრულ
ერთობლიობაში მათი ინტეგრაციის თავისებურებით, შინაგანი კავშირებით და
მმართველი ინსტიტუტებით. პირველი მათგანი შეესაბამება XIX საუკუნის
"ბურჟუაზიულ" პარტიებს, რომლებიც ახლაც არსებობენ კონსერვატორული და
ლიბერალური პარტიების სახით. აშშ-ში ისინი მთლიანად იკავებენ პოლიტიკურ
ასპარეზს (ამასთან ამერიკული პარტიები გამოირჩევიან საკმაოდ ორიგინალური
ნიშნებით). ისინი ეფუძნებიან პატარა კომიტეტებს, რომლებიც საკმაოდ
დამოუკიდებელნი არიან და, როგორც წესი, დეცენტრალიზებული; ისინი არ
მიილტვიან წევრების რაოდენობის გაზრდისკენ, ისევე როგორც არ ცდილობენ
მიიზიდონ ფართო მასები - ისინი პიროვნებების გაერთიანებას ცდილობენ. მათი
მოქმედება მთლიანად მიმართულია არჩევნებზე და საპარლამენტო კომბინაციებზე
და ამ მხრივ ინარჩუნებენ სანახევროდ სეზონურ ხასიათს; მათი ადმინისტრაციული
სტრუქტურა ემბრიონალურ მდგომარეობაშია; ხელმძღვანელობა აქ გაფანტულია
დეპუტატებს შორის და ატარებს მკვეთრად გამოხატულ პიროვნულ ფორმას.
რეალური ძალაუფლება აქ მიეკუთვნება ხან ერთ და ხან მეორე კლანს, რომელიც
იქმნება საპარლამენტო ლიდერის გარშემო; სწორედ ამ დაჯგუფებების მეტოქეობაში
მდგომარეობს პარტიული ცხოვრება.პარტია დაკავებულია მარტოოდენ
პოლიტიკური პრობლემებით, დოქტრინა და იდეოლოგიური საკითხები თამაშობენ
უმნიშვნელო როლს; პარტიისადმი მიკუთვნებულობა უფრო ხშირად ეფუძნება
ინტერესებს ან ტრადიციებს.

სრულიად სხვანაირადაა აგებული კონტინენტალური ევროპის სოციალისტური


პარტიები: ისინი ეფუძნებიან ფართო მასების, ხალხის მაქსიმალურად დიდი
რაოდენობის მიზიდვას. აქ პარტიაში მიღების მკაცრი სისტემაა, რასაც ემატება
ინდივიდუალური საწევროების საკმაოდ გამოკვეთილი მექანიზმი, რაც
უზრუნველყოფს პარტიების დაფინანსებას (მაშინ როცა პირველი ტიპის ეგრეთ
წოდებული "ბურჟუაზიული" პარტიების დაფინანსების წყაროა ყველაზე ხშირად
კერძო კრედიტორების - კომერსანტების, მეწარმეების, ბანკების და სხვა ფინანსური
სტრუქტურების შეწირულობები და სუბსიდიები). კომიტეტები ადგილს უთმობენ
"სექციებს" - უფრო ფართო და ღია მუშათა ერთეულებს, რომელთა
უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გარდა წმინდა ელექტორალური მოღვაწეობისა,
მდგომარეობს წევრების პოლიტიკურ აღზრდაში. წევრების მასობრიობა და
საწევროების აკრეფა მოითხოვს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული აპარატის
შექმნას. ასეთ პარტიებში მეტ-ნაკლებად ყოველთვის არსებობენ ფუნქციონერები, ანუ
ეგრეთ წოდებული "მუდმივები", რომლებიც ბუნებრივად ცდილობენ გადაიქცნენ
ერთგვარ კლასად და დაიმტკიცონ განსაზღვრული ძალაუფლება; ასე იქმნება
ბიუროკრატია. ხელმძღვანელობის პიროვნული ხასიათი აქ შერბილებულია
კოლექტიური ინსტიტუტების მთელი სისტემით (ყრილობა, ეროვნული კომიტეტები,
საბჭოები, ბიუროები, სამდივნოები), რომელთა შორის ძალაუფლება
განაწილებულია. პრინციპში ყველა დონეზე სუფევს ამორჩევითობა, მაგრამ
პრაქტიკულად თავს იჩენენ ოლიგარქიული ტენდენციები. თავად პარტიაში
გაცილებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს დოქტრინა, რადგანაც პირადი
მეტოქეობა ღებულობს სხვადასხვა იდეოლოგიური მიმდინარეობის ბრძოლის
ფორმას. გარდა ამისა პარტია გამოდის თავისი პოლიტიკის საზღვრებს გარეთ,
იპყრობს ეკონომიკურ, სოციალურ, ოჯახურ და სხვა სფეროებს.

უკვე ჩვენს დროში კომუნიზმმა და ფაშიზმმა შექმნეს ორგანიზაციების კიდევ უფრო


ორიგინალური სოციოლოგიური ტიპი. მთლიანობაში მისთვის დამახასიათებელია:
ცენტარლიზაციის განვითარება, რაც უპირისპირდება სოციალისტური პარტიების
სანახევრო ცენტრალიზაციას; ვერტიკალური კავშირების სისტემა, რომელიც
ამყარებს საბაზისო ელემენტების მკაცრ იზოლაციას ერთმანეთისაგან, რაც ხელს
უშლის განხეთქილებას და ავტონომიური ფრაქციონირების ნებისმიერ მცდელობას
და უზრუნველყოფს მკაცრ დისციპლინას; ავტოკრატიულ პრინციპებზე
დაფუძნებული ხელმძღვანელობა (დანიშვნა ზემოდან და კოოპტაცია), რაშიც
პარლამენტარების როლი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ერთნიც და მეორენიც
წინასაარჩევნო ბრძოლას ანიჭებენ მეორეხარისხოვან როლს: მათი ნამდვილი
საქმიანობა სრულიად სხვაგვარია, ის მიმდინარეობს მუდმივი აგიტაციის და
პროპაგანდის ფონზე. ისინი იყენებენ პირდაპირ და ზოგჯერ იძულებით მეთოდებს:
გაფიცვა, აჯანყება, პუტჩი, და ა.შ. ერთნიც და მეორენიც ცდილობენ შეეგუონ როგორც
ღია, ისე მიწისქვეშა ბრძოლის ვითარებას იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ
წინააღმდეგ იყენებს აკრძალვებსა და დევნას. ორივე ტიპის პარტია ეფუძნება მკაცრ
ტოტალიტარულ დოქტრინებს, რომელიც მოითხოვს პარტიის წევრებისგან არა
მარტო პოლიტიკურ თანხმობას, არამედ სრულ დამორჩილებას. ეს პარტიები არ
ეგუებიან საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების გამიჯვნას და ცდილობენ
როგორც ერთის, ისე მეორეს განკარგვას. ორივე პარტია უვითარებს თავის წევრებს
სრულ ერთგულებას, რაც იკვებება მითებითა და რელიგიური სახის თქმულებებით,
აერთიანებს ამგვარად საეკლესიო რწმენასა და სამხედრო დისციპლინას.

ამასთან ერთად კომუნისტური და ფაშისტური პარტიები ძირეულად განსხვავდებიან


ერთმანეთისგან. პირველ რიგში ისინი განსხვავდებიან თავიანთი სტრუქტურით:
პირველნი ეფუძნებიან საწარმოო უჯრედების სისტემას, მეორენი - თავისებურ
მილიციას, სხვადასხვა სახის არასახელმწიფო გასამხედროებულ რაზმებს. შემდეგ,
ისინი განსხვავდებიან თავისი სოციალური შემადგენლობით: პირველნი
წარმოადგენენ თავს როგორც მუშათა კლასის პოლიტიკურ გამოხატულებას,
პროლეტარიატის მოწინავე რაზმს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის; მეორენი,
შედგენილნი როგორც საშუალო კლასისა და წვრილი ბურჟუაზიის თავდაცვის
იარაღი მიზნად ისახავენ მათ დაცვასა და წინააღმდეგობას, რათა მუშათა კლასმა არ
აიღოს ძალაუფლება თავის ხელში. და ბოლოს, ისინი განსხვავდებიან თავისი
დოქტრინების შინაარსითა და ძირეული პრინციპებით: კომუნიზმს სჯერა მასების,
ფაშიზმს - ელიტების; პირველი იზიარებს ეგალიტარიზმს (თანასწორობას), მეორე -
ელიტარიზმს. კომუნიზმი გამოდის ოპტიმისტური ფილოსოფიიდან, პროგრესის
რწმენიდან, ტექნიკის ცივილიზატორული მისიის მტკიცე რწმენიდან; ფაშიზმს
ახასიათებს კაცობრიობისადმი პესიმისტური მიდგომა.

ბევრი პარტია არ ჯდება ამ ზოგად სქემაში. ეს პირველ რიგში ეხება ქრისტიანულ-


დემოკრატიულ პარტიებს, რომლებიც იკავებენ საშუალედო მდგომარეობას ძველ და
სოციალისტურ პარტიებს შორის. გარდა ამისა ასეთია ლეიბორისტული პარტიები,
რომლებიც შეიქმნა კოოპერატივებისა და პროფკავშირების ბაზაზე არაპირდაპირი
სტრუქტურის პრინციპით, რაც სპეციალურ ანალიზს მოითხოვს. მათ რიცხვს
მიეკუთვნება აგრეთვე აგრარული პარტიები, რომელთა ორგანიზაციული
მრავალფეროვნება საკმაოდ დიდია, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს დიდ გავრცელებას.
ცალკე დგანან აგრეთვე არქაული და წინაისტორიული ტიპის პარტიები, რომლებიც
გვხვდება აღმოსავლეთისა და შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ცენტრალური
ევროპის (1939 წლამდე) ზოგიერთ ქვეყანაში.

პარტიების სტრუქტურა – პირდაპირი და არაპირდაპირი სტრუქტურა შევადაროთ


ერთმანეთს ორი პარტია -საფრანგეთის თანამედროვე სოციალისტური პარტია და
ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია 1900 წელს. პირველი მათგანი შედგება
პიროვნებებისგან, რომლებმაც ხელი მოაწერეს თავის გაწევრიანებას პარტიაში,
ყოველთვიურად იხდიან საწევროს და მეტნაკლებად რეგულარულად ესწრებიან
ადგილობრივი სექციის სხდომებს. მეორე პარტია დააფუძნეს პროფკავშირებმა,
კოოპერატივებმა, სადაზღვევო სალაროებმა, ინტელექტუალთა წრეებმა - ყველა
მათგანი გაერთიანდა, რათა შეექმნათ საერთო საარჩევნო ორგანიზაცია: აქ არ
არსებობენ პარტიის წევრები, არსებობენ მარტოოდენ საბაზისო გაერთიანებების -
პროფკავშირების, კოოპერატივების, სადაზღვევო სალაროების და ა.შ. - წევრები.
პირველი პარტია წარმოადგენს პირდაპირი პარტიის მაგალითს; 1900 წლის
ლეიბორისტები კი, არაპირდაპირი პარტიის მაგალითს. ეს განსხვავება პარტიებს
შორის შეესაბამება იმ განსხვავებას, რომელიც არსებობს უნიტარულ და ფედერალურ
სახელმწიფოებს შორის, თუ მას მივუყენებთ ერებს.უნიტარულ სახელმწიფოში
მოქალაქეები უშუალოდ დაკავშირებულნი არიან ეროვნულ ერთობლიობაში;
ზუსტად ასევე პირდაპირ პარტიაში მისი წევრები სხვა რომელიმე სოციალური
გაერთიანების გარეშე ქმნიან პარტიულ ერთობლიობას. ამის საწინააღმდეგოდ,
ფედერალურ სახელმწიფოში მოქალაქეები გაერთიანებულნი არიან ერში (ნაციაში)
სახელმწიფოს_ფედერაციის სუბიექტების მეშვეობით. ამის მსგავსად არაპირდაპირი
პარტია არსებობს როგორც საბაზისო სოციალური გაერთიანებების (პროფკავშირული
ან სხვა ნებისმიერი) კავშირი. ეს შედარება არც თუ ისეთი
ზუსტია_დამაკმაყოფილებელია, ვინაიდან ფედერალური სახელმწიფო გლობალური
ერთიანობის დაღს ასვამს ნებისმიერი წევრიდამფუძნებლების კერძო ერთობლიობას.

რაც შეეხება "არაპირდაპირი პარტიის" ცნებას, ის პირიქით, გულისხმობს, რომ არ


არსებობს არანაირი რეალური პარტიული ერთობლიობა, რომელიც განსხვავდება
საბაზისო სოციალური გაერთიანებებისგან. უფრო მკაცრად რომ დავაზუსტოთ, არ
არსებობს პარტიის წევრი - არსებობს სოციალური ასოციაციის წევრი და ეს
ასოციაცია კოლექტიურად შედის პარტიაში.

You might also like