Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 7

საერთაშორისო ურთიერთობების თეორია

I ვარიანტი

1. ლიბერალიზმის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნა საერთაშორისო პოლიტიკაში


თანასწორი მოღვაწეობისათვის შესაფერის პირობებს შექმნის. ლიბერალების აზრით საერთაშორისო
ურთიერთობების ანარქიული ბუნების დაძლევა მოხდება და გაერო იმოქმედებს მიღებული მსოფლიო
კონსტიტუციის შესაბამისად. გაეროს არსებობა ხელს უწყობს მშვიდობას, რადგან მისი დანიშნულებაა
უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციაც ხელს
უწყობს მშვიდობის დამყარებას, თავისი თავდაცვითი ბუნებით და კოლექტიური თავდაცვის
დანიშნულებით.

2. რეალიზმის თანახმად, საერთაშორისო ურთიერთობების განმსაზღვრელი მრავალი ფაქტორი


უცვლელია და საერთაშორისო პოლიტიკა ანარქიულ გარემოში წარმოადგენს ძალაუფლებისათვის
ბრძოლას. ანარქიულ გარემოში სახელმწიფო ომს იწყებს პირველ რიგში, მისი უსაფრთხოების, რაც
მისთვის უმნიშვნელოვანესია, ინტერესებისა და პრესტიჟის დასაცავად. ამგვარ გარემოში სხვა
სახელმწიფოს ნდობა რთულია და შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს.

3. ნებისმიერ დისციპლინაში ფემინიზმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია გააჟღეროს ის ხმები,


რომლებიც მანამდე არ ისმოდა. ფემინისტურმა თეორიამ დაუპირისპირა ქალების თითქმის სრული
არარსებობა ტრადიციული (ტუკიდიდესეული) თეორიისა და პრაქტიკისგან. ეს არარსებობა
თვალსაჩინოა როგორც ქალების მარგინალიზაციაში გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე იმ
ვარაუდით, რომ ქალთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს ან არ არის მნიშვნელოვანი
საერთაშორისო ურთიერთობები. ფემინიზმი გვთავაზობს მსოფლიოს ხედვას, რომელიც განსხვავდება
დასავლური ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციული სახელმწიფოცენტრისტული
თვალთახედვისგან. ფემინიზმმა, ერთ-ერთმა უახლესმა მიდგომამ საერთაშორისო ურთიერთობათა
თეორიაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ მიზნების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ
ფემინისტური მიდგომები ვერ შეიმუშავებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიესადაგება სფეროს
ყველა საჭიროებას, მჯერა, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ იმ კრიტიკულ და
კონსტრუქციულ პლურალიზმში, რომელსაც ეს სწავლულები სახავენ. ფემინისტები ვარაუდობენ, რომ
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, რომლებსაც სახელმწიფოს ქცევის ობიექტური და
უნივერსალური განმარტების პრეტენზია აქვთ, ეფუძნება მამაკაცთა ქცევის შესწავლას. ფემინისტები
ეჭვქვეშ აყენებენ, რამდენად მიზანშეწონილია საერთაშორისო გარემოს ამგვარი აღწერა. ისინი
ამტკიცებენ, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ინდივიდების ჰობსისეული აღწერა საუკეთესო
შემთხვევაში ნაწილობრივია.
4. ნეორეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე მოვლენებს, თვითონ სისტემას
უკავშირებს და ამ სისტემაში გაბატონებულ თავისებურებებს მიიჩნევს საერთაშორისო პოლიტიკის
უმთავრეს პრიორიტეტად. ნეორეალისტები თვლიან, რომ სახელმწიფო ჩვენს დროში აღარაა მსოფლიო
პოლიტიკის ერთადერთი მონაწილე, რადგან თანამედროვე სისტემაში საერთაშორისო
ორგანიზაციებისა (მაგ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) და სხვა ახალი აქტორების როლი
იზრება. ამიტომ, საერთაშორისო სისტემის ცვალებად სტრუქტურას მთავარი მნიშვნელობა ენიჭება.
საერთაშორისო სისტემა თავის პირობებს კარნახობს სახელმწიფოებს მათდა შეუმჩნევლად. ზოგი
ნეორეალისტი მიიჩნევს რომ მსოფლიო დღეს ნაკლებად ურთიერთდამოკიდებულია ვიდრე ის იყო
საუკუნეების წინ.

5. კლასიკური თეორიების მიხედვით, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტებს საფუძვლად მათი


ინტერესების შეჯახება, უსაფრთხოებისა და პრესტიჟის დაცვა უდევს. ლაკედემონებმა ომის დაწყება
აუცილებლად ჩათვალეს, რადგან უფრო არ გაძლიერებულიყო მათი მეტოქე - ათენი. ათენელები კი
იძულებულნი იყვნენ ძალაუფლება გაეძლიერებინათ მოსალოდნელი საშიშროების, ღირსებისა და
ინტერესების გამო.

თემები -

1. ნეორეალიზმი

რეალიზმის თეორიის განვითარებამ სათავე დაუდო მის თანამედროვე სახესხვაობას, რასაც


ნეორეალიზმი ეწოდება. მის აღმოცენებას უკავშირებენ ამერიკელი მეცნიერის ქენეთ უოლცის ნაშრომს
- „საერთაშორისო პოლიტიკის თეორია“, რომელიც პირველად გამოიცა 1979 წელს. პოლიტიკური
რეალიზმისგან განსხვავებით, ნეორეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე
მოვლენებს, საერთაშორისო სისტემას უკავშირებს და ამ სისტემაში გაბატონებულ თავისებურებებს
მიიჩნევს საერთაშორისო პოლიტიკის უმთავრეს პირორიტეტად. ნეორეალიზმის მიხედვით
სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა განსაზღვრავს.
სისტემის სტრუქტურული მახასიათებელი კი არაა დამოკიდებული პატარა ან საშუალო
სახელმწიფოების რაიმე მცდელობაზე, ესაა შედეგი დიდი სახელმწიფოების ურთიერთმოქმედებისა.
ნეორეალიზმის თანახმად, საერთაშორისო სისტემის სტრუქტურული მახასიათებლები უშუალოდაა
დაკავშირებული დიდი სახელმწიფოების ურთიერთქმედებასთან და ნაკლებად ეხება პატარა და
საშუალო სახელმწიფოებს. ეს კი იმსა ნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ე. წ. „ბუნებრივი
მდგომარეობა“ მხოლოდ და მხოლოდ დიდი სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი. მსხვილი
სახელმწიფოებისა და დანარჩენი ქვეყნების ურთიერთობებს უკვე აღარ შეიზლება ეწოდოს
ანარქიული, რადგან პატარა სახელმწიფოები უპირატესად აკეთებენ იმას, რასაც მათ
ზესახელმწიფოები კარნახობენ. ნეორეალისტები ნაჩქარევად მიიჩნევენ ლიბერალთა დასკვნებს იმის
თაობაზე, რომ თანამედროვე ეპოქაში არავითარი სარგებელი არ გააჩნია ტერიტორიულ
მონაპოვარებსა და სუსტი ქვეყნების ექსპლიუატაციას. აქედან გამომდინარე ნათელია, თუ რატომაა
ნეორეალიზმი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარადიგმა საერთაშორისო ურთიერთობების
თეორიაში. ნეორეალისტებმა დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისა
და პრაქტიკის განვითარებაში ცივი ომის შემდეგაც. ნეორეალიზმი დღესაც რჩება ექსპერტთა და
საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტთა კვლევის საგნად, თუმცა მას გააჩნია სუსტი მხარეებიც.
მის სუსტ მხარედ ზოგი მკვლევარი თვლის „ბუნებრივი მდგომარეობის“ მარადიულობასა და
უცვლელობას, რაც გულიხმობს ძალთა ბალანსით საერთაშორისო სისტემის სტაბილიზაციას. ანუ
სისტემის სტატიკურ მდგომარეობას. რიგი ავტორები თვლიან, რომ ნეორეალიზმის აღორძინება
განახლებული სახით უკავშირდება არა იმდენად ამ თეორიული სკოლის განსაკუთრებულობასა და
უპირატესობას, რამდენადაც სხვა თეორიების მრავალსახოვნებასა და სისუსტეებს. ნეორეალიზმმა არა
მარტო გაიმეორა კლასიკური რეალიზმის ზოგიერთი ნაკლი, არამედ გარკვეული პრიმიტიზირებაც
მოახდინა კლასიკური ტრადიციისა.

2. ნეომარქსიზმი

თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკურ მეცნიერებაში მნიშვნეოვანი ადგილი უჭირავს


ნეომარქსისტთა შეხედულებებს. ამ მხრივ უნდა გამოიკვეთოს ის ძირითადი საერთო ნიშანთვისებები,
რაც ნეომარქსიზმს აკავშირებს ტრადიციულ მარქსიზმთან და მათი განმასხვავებლი
თავისებურებანიც. ნეომარქსისტული პარადიგმის დამკვიდრებაში უდიდესი როლი ითამაშა
არგენტინელმა ეკონომისტმა რაულ პრებიშმა გასული საუკუნის 50-იან წლებში მეცნიერთა ჯგუფის,
რომლის სათავეშიც თვითონ იდგა, დახმარებით. ეს ჯგუფი წარმოადგენდა გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ეკონომიკურ კომისიას ლათინური ამერიკის საკითხებში. პრებიში და მისი მომხრეები
გამოვიდნენ რეალიზმის მკვეთრი კრიტიკით და ამტკიცებდნენ, რომ შრომის კაპიტალისტურ
დანაწილებას არათუ არ მივყავართ ეროვნულ ეკონომიკათა კონვერგაციასთან, არამედ ხელს უწყობს
ქვეყნებს შორის პოლარიზაციას. თანამედროვე ნეომარქსისტებს (ი. ვალერსტაინი, რ. კოქსი და სხვები)
საერთაშორისო ურთიერთობები წარმოდგენილი აქვთ მრავალფეროვანი ეკონომიკის გლობალურ
სისტემად, სახელმწიფოებად, საზოგადოებებად, იდეოლოგიებად და კულტურებად. ნეომარქსიზმის
საბაზო განმარტება შეიძლება იყოს „მსოფლიო სისტემა“ და „მსოფლიო ეკონომიკა“. ასეთი გაგება ეხება
არა მარტო ეკონომიკურ ურთიერთობებს მსოფლიო მასშტაბით, არამედ საერთაშორისო აქტორების
ურთიერთქმედებათა სისტემას, სადაც წამყვანი როლი მათ შორის შედარებით ეკონომიკურად ძლიერს
უჭირავს. თანამედროვე „მსოფლიო ეკონომიკის“ ძირითადი მახასიათებლებია წარმოების მსოფლიო
ორგანიზაცია, ტრანსნაციონალური მონოპოლიების როლის ზრდა საერთაშორსო მასშტაბით,
კაპიტალისა და პროდუქზიის ბაზრის ინტერნაციონალიზაცია, შრომის ბაზრის სეგმენტაციასთან
ერთად, მოთხოვნილების მოდელის სტანდარტიზაცია, სახელმწიფოს ჩარევის შესაძლებლობების
შემცირება საერთაშორისო მასშტაბით, კაპიტალისა და პროდუქციის ბაზრის ინტერნაციონალიზაცია,
შრომის ბაზრის სგემენტაციასთან ერთად, მოთხოვნილების მოდელის სტანდარტიზაცია,
სახელმწიფოს ჩრევის შესაძლებლობების შემცირება საერთაშორისო ფინანსურ საკითხებში.
ნეომარქსისტები აკრიტიკებენ თანემდროვე კაპიტალისტურ „მსოფლიო სისტემას“, გმობენ
სოციალური ხარჯების შემცირებასა და ფისკალური სისტემის შეცვლას შედარებით მდიდართა
სასარგებლოდ. ისინი ამტკიცებენ, რომ ყოველივე ამის უპირველესი შედეგია საერთაშორისო სისტემის
წევრთა უთანასწორობის ზრდა, რაც საერთაშორისო დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
ამრიგად ნეომარქსიზმს ტრადიციულ მარქსიზმთან აერთიანებს რამდენიმე რწმენა. პირველი,
საერთაშორისო ურთიერთობებში ერთიცა და მეორეც პრიორიტეტს ანიჭებს ეკონომიკურ
სტრუქტურებსა და მის როლს საზოგადოებრივ განვითარებაში. მეორე, ორივე სკოლა საერთაშორისო
ურთიერთობების განხილვას, როგორც კლასთა ბრძოლის ურთიერთობებს. მესამე, საერთაშორისო
გარემოს ორივე მიიჩნევს, როგორც კონფლიქტურ გარემოს, ხოლო მთავარი პრობლემა ესაა
ექსპლუატაციისა და ბატონობისაგან გათავისუფლება მართული კლასებისა მმართველის მერე.
განმასხვავებელი კი არის ის, რომ ნეომარქსიზმი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც
ეკონომიკური დეტერმინიზმი. მართალია ის პრიორიტეტს ეკონომიკურ ფაქტორებს ანიჭებს, მაგრამ
საერთაშორისო ურთიერთობებს არ განიხილავს, როგორც „მეორეხარისხოვანს“. ნეომარქსისტები ასევე
იდეური წინამორბედისგან განსხვავდებიან საშინაო და საგარეო პოლიტიკის ურთიერთკავშირისა და
ურთიერთზემოქმედების ანალიზისას უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებენ.

II ვარიანტი

1. ლიბერალიზმის მიხედვით სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო მონაწილე (აქტორი) კარგავს


თავის მონოპოლიას. საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობენ ინდივიდები, წარმოებები,
ორგანიზაციები, სხვა არასახელმწიფოებირივი გაერთიანებები. მათ შორის ყველაზე დიდი ყურადღება
საერთაშორისო ორგანიზაციებს ექცევა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თავის მისიად ისახავს
მშვიდობას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ევროკავშირში გაწევრიანება ბევრი ქვეყნისთვის
განვითარებას და წინსვლას ნიშნავს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპის კონტინენტზე
მშვიდობის ერთ-ერთი გარანტორია.

2. სამხედრო ძალა ორ პოლიტიკურ ერთეულს შორის კონფლიქტში უმთავრესი არგუმენტია, ხოლო


იგი მისთვის თვითმიზანია სრულებით არ არის. სამხედრო ძალა მხოლოდ ემსახურება
სახელმწიფოთა ინტერესებს, უსაფრთხოებისა და პრესტიჟის დაცვას. რეალიზმის მიხედვით, ძალის
პრიმატი გარდაუვალია, ბევრიც რომ ვერ მოინდომო თავს ვერ დააღწევ ძალადობას, რადგან ამგვარი
წინააღმდეგობა თავად ადამიანის ბუნებაშია მოცემული. სახელმწიფოებს კონფლიქტებით ზუსტადაც
თავისი ინტერესების, უსაფრთხოებისა და პრესტიჟის დაცვა სურთ.

3. რაციონალური არჩევანისა და თამაშის თეორიული მოდელების გამოყენებისას, ამგვარი


განმარტებები წარმოაჩენს ინდივიდთა ინსტრუმენტულად რაციონალურ ქცევას საბაზრო
ურთიერთობების პირობებში. ქცევის ამგვარი მოდელი თანამედროვე დასავლეთში უფრო ტიპურია
მამაკაცისათვის, ვიდრე ქალისათვის. ფემინისტები ვარაუდობენ, რომ ეს მიკერძოებული მოდელებია,
რომლებიც უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს ქცევის კონფლიქტთან ასოცირებულ კონკრეტულ
ასპექტებს და გვერდს უვლის სახელმწიფოთა სხვაგვარ აქტივობებს, მაგალითად,
ურთიერთადმოკიდებულ ეკონომიკურ საქმიანობას, ასევე თანამშრომლობასა და კავშირებს სხვა
სფეროებში.

გენდერული იერარქია არათანაბრად ანაწილებს ძალაუფლებას საერთაშორისო ასპარეზზეც. ეს


ნათლად აისახება ქალთა დიპლომატიაში ნაკლებობით. მოსახლეობის დაახლოებით 50%-ის
დიპლომატიიდან გამოყოფა ძალიან დიდი შეცდომაა და ის ელჩთა ეფექტურობას გაართულებს.
დიპლომატიაში მოლაპარაკებების გაღრმავება, დახვეწვა, სხვებთან თანამშრომლობა და
ურთიერთგაგება ყველაფერია. მის გარეშე სფერო ვერ იარსებებდა. ქალთა გაძლიერებისთვის
აუცილებელი წინაპირობაა, მივცეთ მათ საშუალება, სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი.
სახელმწიფოთა ნებისმიერ წყვილს შორის ურთიერთობის ხასიათი დამოკიდებულია სპეციფიკურ
ისტორიულ გარემოებებზე. თუ სახელმწიფოებმა მიაღწიეს ურთიერთგაგების და ნდობის
რაციონალურ ხარისხს თანამშრომლობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ისინი სავარაუდოდ
ნაკლებად უნდა წუხდნენ შეფარდებით მოგებაზე

4. ნეომარქსიზმის მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი მოქმედი პირები არიან


სოციალური კლასები - მსოფლიო ბურჟუაზია და საერთაშორისო მუშათა კლასი (პროლეტარიატი).
ბურჟუაზია მიისწრაფის მაქსიმალური მოგებისაკენ და ამას იგი მუშათა კლასის ექსპლუატაციის
გზით ცდლობს. ამას მივყავართ მსოფლიო კაპიტალიზმის იმპერიალისტურ წინააღმდეგობებთან,
ხოლო მეორე მხრივ მუშათა კლასის ინტერესების კონსოლიდაციასთან. აქედან გამომდინარე
საერთაშორისო პროცესების მეტი წილი წარმოდგენილია კლასობრივი კონფლიქტებით, კრიზისებით,
ომებით და სოციალური რევოლუციებით.

5. ნეოლიბერალიზმი საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლებას აუცილებლად თვლის


სტაბილურობის, სოციალური პროგრესისა და მსოფლიო წესრიგის გზაზე. იგი აუცილებელია არა
მხოლოდ მსოფლიო თანამეგობრობის სტაბილური მდგომარეობისა და უსაფრთხოებისათვის, არამედ
იმავდროულად საშუალებაცაა ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის გზაზე. თავისუფალი
ვაჭრობა, ეკონომიკური საზღვრების მოშლა, ეკონომიკის განვითარება არის ერთ-ერთი გარანტი
მსოფლიო უსაფრთხოების გზაზე.

თემები -

1. ნეოლიბერალიზმი

ცივი ომის დასრულებამ და მსოფლიო არენაზე მომხდარმა უმნიშვნელოვანესმა მოვლენებმა ახალი


იმპულსი შესძინა ლიბერალურ-იდეალისტური პარადიგმის აღორძინებას. ნეოლიბერალიზმი
ცდილობს ნათლად ასახოს თავის თეორიაში ყველა ეს მოვლენა, რაც შეცვლილ მსოფლიოს
ახასიათებს. ნეოლიბერალიზმი მნიშვნელოვნად განსხვავდება ლიბერალურ-იდეალისტური
პარადიგმისგან. ნეოლიბერალიზმი წინ წამოსწევს უსაფრთხოების პრობლემებს, ყურადღებას
ამახვილებს ეკონომიკურ პრობლემებზე, საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მორალურ ნორმებს
ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელოვას, როგორც ერთადერთ დამერგულირებელ და ჯანსაღ,
დინამიურ ძალას. კანონიკური ლიბერალიზმის მსაგვსად ნელოიბერალიზმი სახელმწიფოს მიიჩნევს
საერთაშორისო არენაზე არა ერთადერთ და ზოგჯერ არამთავარ მონაწილედ. აქ მთავარ როლს
თამაშობენ ტრანსნაციონალური ფინანსური და სამრეწველო ჯგუფები. სახელმწიფოზე უკვე
სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ სხვადასხვა არასამთავრობო გაერთიანებანი, ტერორისტული და
კრიმინალური დაჯგუფებები, პროფესიონალური ასოციაციები და კერძო ინდივიდებიც კი. დღეს
თითოეულ მათგანს შეუძლია სახელმწიფოზე მოახდინოს იმდენად დიდი გავლენა, რომ შეიძლება
სახელმწიფომ იმოქმედოს კიდეც მათი კარნახით და ჩაერთოს მათთან პირდაპირ შეჯიბრში.
ნეოლიბერალები ახლადშექმნილი პრობლემების, რომლებმაც ბოლო წლებში საერთაშორისო
ურთიერთობებში თავი იჩინეს, გადაჭრას კოოპერაციული უსაფრთხოების კონცეფციაში ხედავენ.
ნეოლიბერალიზმი საერთაშორისო თანამშრომლობას არამხოლოდ შესაძლებლად, არამედ
აუცილებლადაც კი თვლის მას სტაბილურობის, სოციალური პროგრესისა და მსოფლიო წესრიგის
გზაზე. ნეოლიბერალიზმში უპირატესობა ენიჭება მორალურ ნორმებს. ნეოლიბერალების აზრით
საერთაშორისო ანარქია არსებობს, მაგრამ მათი აზრით იგი დაძლევადია. ნეოლიბერალიზმს ზოგჯერ
რაციონალურ თეორიულ მიმდინარეობას უწოდებენ, რადგან ის აქცენტს აკეთებს რაციონალურ
პოლიტიკაზე და არა ემოციებზე. მისი გათვლები ყოველთვის რაციონალურია. ნეოლიბერალიზმი
ეფუძნება მატერიალურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ნეოლიბერალები საერთაშორისო
თანამშრომლობის საკითხებს ასევე ეკონომიკურ სარგებელსა და მოგებას უკავშირებენ.
ნეოლიბერალიზმის თანახმად, საერთაშორისო თანამშრომლობაში სახელმწიფოთა ძირითადი მიზანი
მაქსიმალური ეკონომიკური აღმავლობაა, თუმცა სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობებს
ნეოლიბერალები არ გამორიცხავენ.

2. კრიტიკული თეორია

საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციული თეორიების წინააღმდეგ შექმნილი ლიტერატურა,


რომელშიც უარყოფილია საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც მეცნიერების ცალკე დარგის
არსებობა. კრიტიკული თეორიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების
ანალიზი უფრო ფართო სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ფილოსოფიურ კონტექსტში უნდა
მოხდეს და არა ერთი დისციპლინის ფარგლებში. კრიტიკული თეორია ასოცირდება ეგრეთ
წოდებული ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფიურ ტრადიციასთან და მის დამაარსებელ იურგენ
ჰაბერმასთან. მაქს ჰორკჰაიმერმა, 1923 წელს დაარსებული ფრანკფურტის სოციალური კვლევის
ინსტიტუტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გამოიგონა ტერმინი კრიტიკული თეორია 1937 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ ვერ წარმოქმნა ის, რასაც შეიძლება ეწოდოს სისტემატური თეორია,
იგი ეყრდნობოდა და აერთიანებდა სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმართულებებს. ჰაბერმასი
სოციალური წესრიგის როგორც ეპისტემოლოგიურ, ისე ონტოლოგიურ საფუძვლებს აყენებდა ეჭვქვეშ.
საერთაშორისო ურთიერთობებში ამ სკოლის წარმომადგენლება ნეორეალიზმისა და
ნეოლიბერალიზმის ტრადიციული მიმდინარეობის წინააღმდეგ გაილაშქრეს. კრიტიკული თეორია ამ
ორ მიმდინარეობას ე. წ. „განმანათლებლობის პროექტის“ ნაწილად განიხილავს და ის მიიჩნევს, რომ
განმანათლებლობამ ადამიანი არათუ გაათავისუფლა, არამედ დეჰუმანიზაციამდე მიიყვანა.
საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კრიტიკული თეორიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ
თეორიული კვლევის საფუძველი უნდა იყოს არა საერთაშორისო პროცესების „ახსნა“ ან „გაგება“,
არამედ მათი ცვლილებებისათვის ხელშეწყობა. კრიტიკული თეორია დაუპირისპირდა
საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციულ გაგებებს, ხელი შეუწყო ანალიზის ალტერნატიული
ფორმებისა და მიდგომების განვითარებას. კრიტიკული თეორია წარმოადგენს ტრადიციული
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების ძირითად ალტერნატივას. საერთაშორისო
ურთიერთობების კრიტიკული თეორია არის აზროვნების სკოლების მრავალფეროვანი ნაკრები,
რომელიც აკრიტიკებს თეორიულ და პოლიტიკურ სტატუს კვოს, როგორც საერთაშორისო
ურთიერთობების თეორიებში, ასევე უფრო ფართოდ საერთაშორისო პოლიტიკაში.

You might also like