Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

1.

სასამართლო ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით იხილავდა მძიმე


კატეგორიის დანაშაულზე საქმეს. საქმის მსვლელობისას რამდენიმე ნაფიცი
მსაჯული გამოაკლდა საქმის განხილვას და დარჩა 8. მიუხედავად ამისა,
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გააგრძელა საქმის განხილვა.
_ სწორად მოიქცა სასამართლო?

2. პირი იყო ნასამართლევი გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის და გამოიძახეს


ნაფიც მსაჯულად, პროკურორმა მისი აცილება იშუამდგომლა იმ მოტივით, რომ
იყო ნასამართლევი.
_ სწორია პროკურორის პოზიცია?

3. პირი, რომელიც მსახურობდა სამხედრო სამსახურში, გამოიძახეს მოწმედ


სასამართლოში. მან მოსამართლეს სთხოვა, რომ გაეთავისუფლებინა ჩვენების
მიცემის ვალდებულებისგან, რადგან ინფორმაციას ფლობდა სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია იყო საიდუმლო. სასამართლომ
დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა.
_ სწორად მოიქცა სასამართლო?

4. პირი დააკავეს და დაკავებიდან 50 საათში წარუდგინეს სასამართლოს აღკვეთი


ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით. ადვოკატმა მოითხოვა მისი
დაკავებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რადგან დარღველი იყო
საპროცესო ვადები. პროკურორმა დაკავებული არ გაათავისუფლა, რადგან
დარღვეული არ იყო პირის დაკავებაში ყოფნის 72 საათიანი ვადა.
_ სწორად მოიქცა პროკურორი?

5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდა კასაჩიაში ორივე მხარის მიერ.


დაცვის მხარე ითხოვდა კვალიფიკაციის შემსუბუქებას და შესაბამისად სასჯელის
შემცირებას, ბრალდების მხარე - კვალიფიკაციის და სასჯელის გამკაცრებას.
აღსანიშნავია, რომ ეს პოზიცია პროკურორს ეკავა მხოლოდ მეორე ინსტანციაში.
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი.
_ სწორად მოიქცა სასამართლო?

6. გამოძიება მიმდინარეობდა ა.ს მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე წლების


განმავლობაში, მაგრამ გამოძიებით ვერ დადგინდა ა.ს ბრალეულობა და მის
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყო დაწყებული. ამასთან გავიდა
შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.
გამომძიებელმა მიიღო დადგენილება და შეწყვიტა გამოძიება.
_ სწორია გამომძიებლის ქმედება?

7. გამოძიების ეტაპზე დაიკითხა მოწმე, რომელმაც ბრალდებული აღწერა და


განაცხადა, რომ შეეძლო მისი ამოცნობა. ბრალდებული დაიბარეს ამოცნობის
ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ
პროკურორმა მიმართა სასამართლოს და ითხოვა ნებართვა, ბრალდებულის
საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობისათვის იძულებით მიყვანა.
_ გვეკითხებოდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა ბრალდებულის იძულებით მიყვანა
ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობისთვის.

8. საკასაციო სასამართლოს პალატა იხილავდა საქმეს და საქმის განხილვის დროს


აღმოჩნდა, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ 5 თვის წინ ამავე სასამართლოს მიერ
გაკეთებულ განმარტებას და თავად სულ სხვა განმარტება უნდა გაეკეთებინათ და
დაემძინებინათ დაცვის მხარის მდგომარეობა (აღარ მახსოვს მსჯავრდებული იყო
თუ გამართლებული, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამას). პალატამ თავად
განიხილა საქმე და დაამძიმა კასატორის მდგომარეობა.
_ გვეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა ამის უფლება.

9. არსებითი განხილვის დროს, პროკურორის შესავალი სიტყვის შემდეგ,


ადვოკატმა თქვა შესავალი სიტყვა, რის შემდეგაც ბრალდებულმაც ითხოვა ამ
უფლებით სარგებლობა. მოსამართლებ არ მისცა ამის უფლება და განუმარტა, რომ
დაცვის მხარემ უკვე ისარგებლა შესავალი სიტყვის თქმის უფლებით.
_ სწორად მოიქცა მოსამართლე?

10. მოსამართლემ არასრულწლოვანს დაუნიშნა სასჯელი და სასჯელის დანიშვნის


დროს პირველ რიგში გაითვალისწინა თანაზომიერების პრინციპი.
_ სწორად მოიქცა მოსამართლე?

11. წინასასამართლო სხდომის შემედეგ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის


დანაშაულში ბრალდებულმა პირმა სრულად აუნაზღაურა ზიანი
დაზარალებულს. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არსებითი
სხდომაზე მხარეებმა იშუამდგომლეს განრიდების მიზნით საქმის
პროკურორისთვის დაბრუნება. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა.
_ სწორად მოიქცა სასამართლო.

12. პროკურორმა ბრალდებულთან პირველ ინსტანციაში გააფორმა საპროცესო


შეთანხმება და სასამართლომაც დაამტკიცა ის. ბრალდებული განზრახ არღვევდა
საპროცესოს პირობებს და გაფრთხილებების მიუხედავად არ ასრულებდა.
პროკურორმა მიმართა ისევ პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოითხოვა
საპროცესოს გაუქმება.
_ სწორად მოიქცა პროკურორი?

13. ა.მ თელავში ჩაიდინა ქურდობა, მერე ჩავიდა რუსთავში და იქაც ჩაიდინა
დანაშაული. რუსთავში დააკავეს და ორივე ეპიზოდე რუსთავის პროკურატურამ
წარუდგინა ბრალი. საქმის სასამართლოში განხილვისას, იმის გამო, რომ თელავის
ეპიზოდის საქმის მოწმეები და ა. იმყოფებოდნენ თელავში, პროკურორმა ამ
ეპიზოდის საქმე განსახილველად გაუგზავნა თელავის სასამართლოს.
_ სწორია პროკურორის ქმედება? და რატომ?
14. სასამართლომ პატიმრობაში მყოფი ბრალდებული გაამართლა და განაჩენის
გამოცხადებისთანავე გაათავისუფლა სხდომის დარბაზიდან. პროკურორმა
გააპროტესტა მოსამართლის ეს მოქმედება იმ მოტოვით, რომ აპირებდა განაჩენის
გასაჩივებას სააპელაციო სასამართლოში და გასაჩივრება აჩერებდა განაჩენის
აღსრულებას.
_ სწორია პროკურორის პოზიცია?

15. საკასაციო სასამართლო იხილავდა ა.ს მიერ ხულიგნობის ჩადენის საქმეს. ა.


წინა ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ იყო ცნობილი.
სასამართლო სხდომაზე ა. არღვევდა წესრიგს და სასამართლოს აყენებდა
შეურაცხყოფას. სასამართლოს რამდენიმე გაფრთხილება არ გაითვალისწინა ა.მ და
განაგრძო წესრიგის დარღვევა, რის შემდეგაც ის გააძევეს და გაყვანის დროს
მოსამართლემ მიმართა სიტყვებით: „სასამართლო სხდომის დარბაზი არ არის
ხულიგნობის ადგილი“.
_ გვეკითხებოდნენ მოსამართლის მიერ დაირღვა თუ არა უდანაშაულობის
პრეზუმცია.

16. ცნობილი სპორტსმენის საქმეს იხილავდა სასამართლო და ვინაიდან


საზოგადოების დიდი ინტერესი იყო, ეს საქმე შუქდებოდა მედიით. სხდომაზე
გამოცხადებული შესვენების დრომ პროკურორმა გააკეთა შემდეგი შინაარსის
განცხადება: „გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა იმის
ვარაუდს, რომ სწორედ ამ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული“.
_ ამ განცხადებით დაარღვია პროკურორმა უდანაშაულობის პრეზუმცია?

17. გამომძიებელმა გადაუდებელი აუცილებლობით ჩაატარა პირადი ჩხრეკა და


ამოიღო ნარკოტიკული საშუალება. კანონიერებაზე რომ მიმართეს სასამართლოს,
შუამდგომლობა დაასაბუთეს იმით, რომ საგამოძიებო მოქმედების შედეგად
ამოღებული იქნა კანონსაწინააღმდეგო ნივთი. სასამართლომაც გაიზიარა.
_ სწორია მათი მსჯელობა?

18. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავდა საქმეს. ადვოკატი ჩამოშორდა


საქმის განხილვას, ბრალდებულმა განაცხადს, რომ არ საჭიროებდა ადვოკატს და
თავად გააგრძელებდა საკუთარი თავის დაცვას. სასამართლომ დააკმაყოფილა
ბრალდებულის შუამდგომლობა და ადვოკატის გარეშე გააგრძელა საქმის
განხილვა.
_სწორად მოიქცა სასამართლო?

19. ყოველ დღე ტაქსის მძღოლი 2 გოგონას უთმობდა მანქანას


პროსტიტუციისთვის.
_ გვეკითხებოდნენ რომელი დანაშაულის ნიშნები იყო მის ქმედებაში.

20. საომარი მოქმედებების დროს სამხედრო მეთაურმა მოწინააღმდეგე მხარეს


მიაწოდა საიდუმლო ინფორმაცია, რასაც შედეგად მოჰყვა, მოწინააღმდეგეთა
თავდასხვა სამხედრო შენაერთზე და აფეთქება.
_ გვეკითხებოდნენ რომელი დანაშაულის ნიშნები იყო სამხედრო მეთაურის
ქმედებაში.

21. პირი, ყაჩაღობის ჩადენის შემდეგ რამდენიმე თვე ინახავდა ცეცხლსასროლ


იარაღს.
_ გვეკითხებოდნენ ერთიანი დანაშაულის რომელი სახე იყო.

22. პირმა ქურდობა ჩაიდინა სამ ნაწილად.


_ გვეკითხებოდნენ ერთიანი დანაშაულის რომელი სახე იყო.

23. ა.-მ გადაწყვიტა ქურდობა ბინაში შეღწევით, ადგილზე რომ მივიდა,


სადარბაზოში დაინახა, რომ ბინის მეპატრონე, რომელიც წესით სახლში არ უნდა
ყოფილიყო, იყო სხვა პირებთან ერთად. ა უკან გაბრუნდა და დანაშაულის ჩადენა
სხვა დროისთვის გადადო.
_ გვეკითხებოდნენ დაისჯებოდა თუ არა ა. და რისთვის.

24. ა. მიდიოდა სახლში და დაინახა, რომ მის მეზობელს ფეხი გადაუბრუნდა და


ჯანმრთელობა ნაკლებად მძიმედ დაუზიანდა. მას შეეძლო მეზობლის დახმარება,
მაგრამ დაეზარა და გააგრძელა გზა.
_ თუ დაისჯება ა. და რისთვის?

25. სახლს ცეცხლი ეკიდა, ქმარი შევიდა ცეცხლმოკიდებულ სახლში და


გადაარჩინა 3 წლის შვილი. სანამ ცოლსაც (რომელიც იყო შშმ. პირი და არ შეეძლო
დამოუკიდებლად გადაადგილება) გადაარჩენდა, ბავშვის გამოყვანის დროს,
სახლი ჩამოინგრა და ცოლი გარდაიცვალა.
_ გვეკითხებოდნენ იყო თუ არა დასჯადი ქმრის ქმედება.

26. ა.ს ამოძრავებდა შურისძიების სურვილი ბ.ს მიმართ და მან ცეცხლსასროლი


იარაღიდან ესროლა მოკვლის მიზნით. ბ. დაიჭრა. ა.-ს კიდევ შეეძლო ესროლა,
მაგრამ ბ.მ სთხოვა, რომ თუ არ მოკლავდა, ხვალ ფულს მისცემდა. ა.მ მიიღო მისი
შეთავაზება, ჭრილობა გადაუხვია და ტყიდან გზამდე გამოიყვანა და იქ დატოვა.
_ ითხოვდნენ ა.-ს ქმედების კვალიფიკაციას.

27. ა.-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს შეესწრო პოლიციელი და დააპირა მისი
დაკავება. ა.-მ შესთავაზა, რომ გადაუხდიდა ფულს თავისუფლების სანაცვლოდ.
პოლიციელმა მიიღო შეთავაზება და არ დააკავა ა.
_ ითხოვდნენ პოლიციელის ქმედების კვალიფიკაციას.

28. ა.ს რესტორანში მოსაკლავად, დანით, თავს დაესხა ბ. მან პიანინოზე


დადებული ძალიან ძვირადღირებული შანდალი აიღო და თავში ჩაარტყა
თავდამსხმელს, რის შედეგადაც თავდამსხმელი გარდაიცვალა, ხოლო შანდალი
გატყვდა.
_ რატომ არ დაისჯება ა.
29. ა.ს თავს დაესხნენ და ცდილობდნენ მის მოკვლას, ეს დაინახა ა.ს დამ და მის
ძმას დაუძახა, აეღო იქვე დადებული იარაღი და მოეკლა თავდამსხმელი. ა.მ
დაუჯერა დას, აიღო იარაღი და ჩაარტყა მხარში თავდამსხმელს, თუმცა ამ დროს
იარაღმა გაისროლა და თავდამსხმელი გარდაიცვალა.
_ გვეკითხებოდნენ დაისჯებოდა თუ არა ა.ს და.

30. ა.-ს მეზობელი სახლის ფანჯრიდან მოესმა ბავშვის ტირილი, შეიხედა


ფანჯარაში და დარწმუნდა, რომ სამი წლის ბავშვის გარდა იქ არავინ იყო. გადაძრა
ბანჯრიდან და მოიპარა ძვირადღირებული საათი.
_ შეაფასეთ ა.ს ქმედება (ქურდობაა თუ ძარცვა და რომელი დამამძიმებელი
გარემოებით)

31. უნივერსიტეტის საწყობის დირექტორმა, ისე რომ არავისგან ნებართვა არ


მიუღია, გაყიდა უნივერსიტეტის კუთვნილი ქაღალდის მარაგი. ზარალმა 12 000
ლარი შეადგინა. საწყობის დირექტორმა ეს ქაღალდები 5 000 ლარად გაყიდა.
__ ითხოვდნენ საწყობის დირექტორის ქმედების კვალიფიკაციას.

32. საქართველოს მოქალაქე ა.მ შურისძიების მოტივით და მოკვლის მიზნით,


რუსეთში, საწამლავი ჩაუყარა ბ.-ს. ბ. ჩამოვიდა თბილისში და საავადმყოფოში
ექიმების არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა.
_ ა.ს მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილს გვეკითხებოდნენ.

33. ქმარი ძალადობდა ცოლზე სისტემატურად ეჭვიანობის ნიადაგზ. ერთ-ერთი


ძალადობის ფაქტს შეესწრო ცოლის დედა. სასამართლო სხდომაზე დასაკითხად
რომ გამოიძახეს ეს ქალი, სიძის მამამ დაურეკა და უთხრა, რომ არ მიეცა ჩვენება
მისი შვილის წინააღმდეგ და შესთავაზა ფული. ამ ქალმაც აიღო ფული და არ
მისცა ჩვენება, მაგრამ შემდეგ ფული უკან დააბრუნა.
_ ითხოვდნენ მოძალადის მამის ქმედების შეფასებას.

34. საქართველოს სახელმწიფო ალმით მოძრავ გემზე, რომელიც იმყოფებოდა


თურქეთის ტერიტორიაზე, ბელგიის მოქალაქე ა.ბ მოკლა დანიის მოქალაქე ბ.
_ გვეკითხებოდნენ თუ გავრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია ა.-ზე

35. ა.-ს დაპირდა ბ., რომ თუკი მასთან დაამყარებდა სქესობრივ ურთიერთობას,
ცოლად მოიყვანდა. ა.-მ მიიღო წინადადება მაგრამ ბ.-მა პირობა აღარ შეასრულა,
რის გამოც ა.-მ შურისძიების მოტივით მისი მოკვლა განიზრახა. ქმედების
სისხულეში მოყვანის მიზნით მან ასაფეთქებელი დაუდო ბ.-ს მისივე მანქანასთან,
თუმცა შემთხვევით მანქანაში ჩაჯდა ბ.ს შვილი და აფეთქების შედეგად ბ.ს
მაგივრად მოკვდა მისი შვილი.
_ დააკვალიფიცირეთ ა.ს ქმედება.

36. დაქირავებულ პირს შეუკვეთეს ა.-ს მკვლელობა, მან დაგეგმა დანაშაული და


განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან მისი შეგნებით ა.-ს მიმართულებით
გასროლა. მას ეგონა რომ ესროლა ა.-ს, მაგრამ გარდაცვლილი იყო ა.-ს დაცვის
წევრი.
_ დააკვალიფიცირეთ დაქირავებული პირის ქმედება.

37. ადვოკატმა დაარწმუნა ბრალდებული რომ საპროცესოს გასაფორმებლად


აუცილებელი იყო 15 000 ლარის წინასწარ გადახდა. გამოართვა ეს ფული
ბრალდებულს, ვითონ სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანად და თვითონ
მიისაკუთრა.
- შეაფასეთ ადვკატის ქმედება.

38. პირველი ინსტანციის ადმინისტრაციული საქმის განმხილველმა


მოსამართლემ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა გასაჩივრების ვადა და ადგილი.
მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა გადაწყვეტილების მიღებიდან 7 თვის ვადაში
მაგრამ სააპელაციომ დაუშვებლად ცნო, რადგან დარღვეული იყო 1 თვიანი ვადა.
_ სწორად მოიქცა სააპელაციო?

39. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში ჩაიწერა, რომ „საქართველოში


მცხოვრები ყველა ინვალიდი მიიღებდა დახმარებას“
_ გვეკითხებოდნენ ასეთი ჩანაწერით, ანუ სიტყვა „ინვალიდით“ ხომ არ ირღვეოდა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირდა უფლებების კონვენცია.

40. ა. გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე და ისაუბრა იმ ვითარების


შესახებ, რაც იყო მის უნივერსიტეტში, კერძოდ, იქ არსებული ცუდი პირობების
და არაკვალიფიციური ლექტორების შესახებ. კონფერენციაზე დაბრუნების
შემდეგ, ა. გარიცხეს მისი კონფერენციაზე ასეთი გამოსვლის გამო. ა. მიიჩნევდა
რომ მისი გარიცხვით დაირღვა მისი გამოხატვის თავისუფლება.
_ გვეკითხებოდნენ შეუძლია თუ არა საერთაშორისო დავის წარმოება და ვისთვის
უნდა მიემართა.

41. საქართველოს მოქალაქემ თურქეთში ჩაიდინა დანაშაული თურქეთის


მოქალაქის წინააღმდეგ. თურქეთმა ითხოვა ბრალდებულის გადაცემა და
საქართველომაც გადასცა, რადგან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული
თურქეთთან. საქართველოს მოქალაქემ საქალაქო სასამართლოს მიმართა და
გაასაჩივრა გადაწყვეტილება მისი გადაცემის შესახებ.
_ გვეკითხებოდნენ ასეთი დავა ვისი განსჯადი იყო და სწორი სასამართლოსთვის
მიმართა განხორციელდა თუ არა.

42. ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა მორიგებით მაგრამ მხარეები არ


იყვნენ შეთანხმებული ხარჯების განაწილებაზე, რის გამოც მოსამართლემ მათ
შორის ხარჯები თანაბრად გაანაწილა.
_ ჰქონდა ამის უფლება მოსამართლეს?

43. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა აქტი, რომ საქმის გარემოებები


სათანადოდ არ გამოიკვლია. აღნიშულის მიუხედავად მის სასარგებლოდ
დასრულდა საქმის განხილვა, მაგრამ სასამართლომ მაინც მას დააკისრა პროცესის
ხარჯების ანაზღაურება.
_ სწორად მოიქცა სასამართლო?

44. ა.ს უნდოდა, რომ ადმინისტრაციული ორგანოდან საჯარო ინფორმაცია


გამოეთხოვა ელექტრონული ფორმით, მარა ადვოკატმა განუმარტა, რომ მხოლოდ
წერილობით მიმართვის ფორმით შეეძლო.
_ სწორია ადვოკატის განმარტება?

45. ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვეს საჯარო ინფორმაციის გადაცემა და


ვინაიდან ეს ინფორმაცია საჭიროებდა სხვადასხვა ადგილიდან მოძიებას, მე-10
დღეს გადასცა მომთხოვნს.
_ დაირღვა საჯარო ინფორმაციის გადაცემისათვის დაწესებუჯლი ვადა?

46. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმე განიხილა დახურულ სხდომაზე, რადგან


საქმე შეიცავდა კომერციულ საიდუმლოებას და მხარეებიც არ დაასწრო.
_ სწორად მოიქცა სასამართლო?

47. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული დაავადდა ფსიქიკურად და


შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულის ახლო ნათესავმა მიმართა
სასამართლოს მისი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით
პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.
_ რა დარღვევაა მოცემულ შემთხვევაში?

48. ბავშვი ძალიან ცელქი იყო, რის გამოც მშობლები მას სჯიდნენ, სცემდნენ,
უყვიროდნენ. სოციალურმა მუშაკმა განარიდა ის მშობლებისგან.
_ შეეძლო ამის გაკეთება სოციალურ მუშაკს?

49. პოლიციელებმა ქუჩაში დააკავეს ა. და ნახევარ საათით აუკრძალეს


გადაადგილება საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. რისთვის დააკავეს და
რატომ უნდა გაეჩხრიკათ არ იყო კაზუსში მოყვანილი. ა.-მ მიიჩნია, რომ დაირღვა
მისი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.
_ უნდა შეგვეფასებინა პოლიციელის ქმედება.

50. სახალხო დამცველს მიმართა პირმა მის მიმართ განხორციელებული


დისკრიმინაციის ფაქტზე. ამის შემდეგ პროკურორმა აცნობა სახალხო დამცველს,
რომ წარმოებაში ჰქონდა იმავე პირის მიმართ იმავე დისკრიმინაციის ფაქტზე
საქმე. ამის შემდეგ სახალხო დამცველმა შეაჩერა წარმოება.
_ ჰქონდა ამის უფლება სახალხო დამცველს?

51. სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირის ჩართვაზე იყო. კაზუსი ზუსტად
აღარ მახსოვს. მაგრამ უნდა გვცოდნოდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება
მესამე პირის ჩართვის შესახებ არ საჩივრდება და რომ ამის შესაძლებლობა აქვს
მხოლოდ მესამე პირად ჩართულს.

You might also like