Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ისტორიის მთავარი პროტაგონისტი და გმირი, ბეოვულფი, უძლიერესი მეომარი, რომელსაც თავის დროში ბადალი არ ყავს.

ბეოვულფს თავიდანვე კარგად

ჰქონდა ჩამოყალიბებული პრინციპები და მიზანი რისი ერთგულიც ბოლომდე დარჩა. დინამიკური მოქმედი პირი განიცდის დიდ ცვლილებებს და

განვითარებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე. ახალგაზრდა ბეოვულფი გვევლინება, როგორც ამბიციური, უშიშარი მეომარი, რომელიც მუდმივად მზად

არის რისკზე წავიდეს და მოიპოვოს მეტი და მეტი დიდება. ხოლო უკვე ეპოსის შემდეგ ნაწილებში ისევე, როგორც ყველა მოკვდავი, ბეოვულფიც დგება

სიბერის გამოწვევების წინაშე და აცნობიერებს სიკვდილის გარდაუვლობას. ყველა ის ბრძოლა, რომელსაც ბეოვულფი ღირსეულად გაივლის საბოლოოდ

აყალიბებს მისსავე ხასიათს და ახალგაზრდა გმირიდან ვხედავთ ნელ-ნელა როგორ გადაიქცევა ბრძენ მეფედ. თავიდანვე განსაზღვრულ პირად

გვევლინება ბეოვულფი რადგან პოემის დასაწყისშივე ვეცნობით მის დაუფარავ მიზნებსა და ხასიათს. პოემის გარკვეულ ნაწილებში მეორეხარისხოვან

პროტაგონისტებად შეიძლება მივიჩნიოთ სტატიკური პერსონაჟები: დანიელების მეფე ჰროთგარი და მამაცი, ერთგული მეომარი ვიგლაფი. ორივე მოქმედი

პირის დამახასიათებელი თვისებები თავიდანვე აშკარაა და რაიმე ძირეულ ცვლილებას არ განიცდის. ვიგლაფის სიმამაცე და ერთგულება სისტემატურია

მთლიანი პოემის განმავლობაში უფრო მეტად ჩანს ბეოვულფის დრაკონთან შებრძოლების სცენის დროს თუმცა თავად პერსონაჟი რაიმე მნიშვნელოვან

ცვლილებას არ განიცდის. ასევეა მეფე ჰროთგარიც ის თავიდანვე ბრძენ, ღირსეულ ავტორიტეტულ ფიგურად გვევლინება, რომელსაც მენტორის გავლენაც

აქვს მთავარ მოქმედ პირზე და ასეთივე რჩება ბოლომდე. ანტაგონისტები: გრენდელი, გრენდელის დედა და დრაკონი. სამივე სტატიკური,

ერთგანზომილებიანი მოქმედი პირი. ნარატივში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა აქვთ განსაზღვრული ფუნქცია თუ თვისებები, რომლებიც არც ერთ

მხრივ არ ვითარდება. გრენდელი განასახიერებს ბოროტებას ხოლო დედამისი და მისგან წამოსული შურისძიების დაუოკებელი სურვილი ძალადობისა და

ბოროტების მუდმივ ციკლურ ბუნებას. დრაკონი კი საბოლოო სიმბოლოა სიკვდილის გარდაუვლობის.

პოემის მთავარი თემაა სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიული ბრძოლა, გმირის ცხოვრება, რომელიც
უამრავ სირთულეს მოიცავს,
გარკვეული მოქმედებებისა და მოვლენების გავლენა, როგორც ცალკეულ პიროვნებებზე
ასევე საზოგადოებაზე. ჰეროთის დარბაზი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა ტექსტში. ის
წარმოადგენს წესრიგს სოციუმში და საზოგადოებას. თვითონ ბეოვულფი სიმბოლოა
გამბედაობის, სიმამაცის, ღირსებისა და გმირობის. გრენდელი გვევლინება, როგორც
ბოროტების და ქაოსის სიმბოლო. დრაკონი კი დროის მუდმივი, გაუჩერებელი მსვლელობის
და სიკვდილის გარდაუვლობის სიმბოლოა. სიმბოლოებად შეგვიძლია ასევე ჩავთვალოთ
ხმლები, რომლებიც რამდენჯერმეა ნახსენები. მეფე ჰროთგარის ხმალი, რომელმაც
უმტყუნა(ვერ დაიცვა) ბეოვულფს, რაც შეიძლება ადამიანური ძალის შეზღუდვების
სიმბოლოდ ჩავთვალოთ ზებუნებრივის წინაშე და თავად ბეოვულფის ხმალი, რომელიც
მისივე სიძლიერის სიმბოლოა. ჩემი აზრით პოემის მესიჯი მოიცავს სიმამაცის, თავგანწირვის
და ერთგულების მნიშვნელობას ცხოვრებაში, ნებისმიერი სახის გამოწვევის წინაშე.
ბეოვულფი ებრძვის მკაცრ და შემზარავ რეალობას და თან ასახავს ყველაფერ ღირებულსა და
ღირსეულს. საბოლოო ჯამში სწორედ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა ცხოვრების
უმნიშვნელოვანესი და მუდმივი ასპექტი.

ბეოვულფი ძირითადად მიჰყვება ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას. მთავარი მოქმედი


პირის ამბავი მოთხრობილია ახალგაზრდობიდან სიბერემდე, აღსანიშნად არ არის
გამოყენებული არც ანალეფსისი და არც პროლეფსისი. ტექსტი მიჰყვება ნარატიულ
სტრუქტურას, თუმცა ასევე ჩართულია რეტროსპექტივები და ვხვდებით პერიოდულ
გადახრებსაც (პერსონაჟები იხსენებენ წარსულს ან საუბრობენ მომავლის ამბებზე რაც
გარკვეულ წილად არღვევს სიუჟეტის წრფივ თანმიმდევრობას). პოემაში დიდი მნიშვნელობა
აქვს დღის და ღამის ეპიზოდების სიმბოლურ განსხვავებას. დღე ასოცირებულია:
უსაფრთხოებასთან, სინათლესთან, სოციალურ ცხოვრებასთან. დღისით ხალხი იკრიბება
ჰეროთში, რაც ასევე სიმბოლოა საზოგადოების. ღამე წარმოადგენს ყოველივე ზემოთქმულის
საპირისპიროს: შიშს, დაუცველობის შეგრძნებას, მუდმივი საფრთხის მოლოდინს,
იზოლაციას, დროს როცა გრენდელი და სხვა ურჩხულები სანადიროდ გამოდიან. ეს
მუდმივი ცირკულარული ცვლა დღე და ღამის შეიძლება გავაიგივოთ ადამიანის მუდმივ
შინაგან ბრძოლასა და ტანჯვასთან კარგსა და ცუდს, ბოროტსა და კეთილს შორის, ქაოსსა და
წესრიგს შორის. დღის და ღამის ცვლილება და ყველა ის ამბავი, რომლებიც რომელიმე
პერიოდში ხდება სიმბოლურია და საბოლოოდ ხაზს უსვამს მთლიან აზრსა და ატმოსფეროს
ბეოვულფისას.

As regards the housework, John does the washing-up and I do everything else.

ჩემი აზრით საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ვოლტერის კანდიდი დღემდე სამყაროს ერთ-ერთ

უდიდეს სატირად არის მიჩნეული. ტექსტის სუბიექტი


და პროტაგონისტი თავად კანდიდია. ობიექტად კი
შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც თავად კუნეგონდა ასევე
კანდიდისთვის „ხატად“ ქცეული იმ იდეალური
სიყვარულისკენ სწრაფვა, რომელიც სინამდვილეში არც
არსებობს. კანდიდი, დინამიკური,
მრავალგანზომილებიანი მოქმედი პირი ვითარდება
მთლიანი სიუჟეტის განმავლობაში. იწყებს, როგორც
უდანაშაულო, ბრმად დამჯერ და ოპტიმისტ
ახალგაზრდად, თუმცა კანდიდი ხდება მოწმე უამრავი
საზოგადოების უკიდურესი ქცევის, სიღარიბის,
სისასტიკის, სტიქიური უბედურებების, ომების და ასე
შემდეგ, რაც მას ასე თუ ისე პიროვნულად ზრდის. უნდა
ვთქვათ ასევე ის, რომ კანდიდის ამ თავგადასავლების
მოყოლა, ვოლტერის მხრიდან მძაფრი კრიტიკაა მისი
დროის სხვადასხვა ინსტიტუტების: რელიგია,
მთავრობა, ფილოსოფია და ასე შემდეგ. თუმცა ასევე
მინდა ავღნიშნო, რომ მიღებული გამოცდილების
მიუხედავად, მაინც ცდილობს სჯეროდეს იმის, რისიც
სჯეროდა ბავშვობისას, რისიც სჯერა მის უსაყვარლეს
ფილოსოფოს პანგლოსს. პანგლოსი ისევე როგორც
მარტენი სტატიკური პერსონაჟია. არ იცვლება მათი
ღირებულებები. ორივე შემწეა სუბიექტის. მარტენის
პერსონაჟის მუდმივი უკიდურესი პესიმიზმი
წარმოადგენს კონტრასტს პანგლოსის ურყევ რწმენასა და
ოპტიმიზმისთან. სტატიკურ და ერთგანზომილებიან
პერსონაჟს წარმოადგენს ასევე მოხუცი ქალი, რომელიც
კუნეგონდას ეხმარება. ამ ქალის ისტორია სიღრმეს
მატებს პერსონაჟის ხასიათს, თუმცა არ ვითარდება.
კუნეგონდა წარმოდგენილია, როგორც სილამაზისა და
სათნოების განსახიერება ვოლტერისთვის.
ორგანზომილებიანი პერსონაჟი, რომელიც სიუჟეტის
ბოლოს საკმაოდ რთულ ფიგურად გვევლინება.
მისიგამოცდილებები და არჩევანი ბევრ საკითხში
უკეთესად გვანახებს ავტორის სიყვარულის,
გამძლეობის და ზნებოის კვლევას. მე ამ ტექსტში ვერ
დავინახე იდუმალი მოქმედი პირები. ყველა პერსონაჟის
მიზანი ცალსახად ნათელია და არ გვჭირდება
გამოცნობა.
მთავარი პროტაგონისტი არანაირ კარგ ემოციას არ
იწვევს ჩემში. თავიდან ტექსტის კითხვისას მომწონდა ის
თუ ერთი შეხედვით, როგორ ეწინააღმდეგებოდა მამის
უსამართლო და ამორალურ ქცევებსა და წესებს და
მინდოდა მქონოდა ამის გამო მის მიმართ სიმპათია,
მაგრამ თუ ერთი პერსპექტივიდან შეიძლება ვიფიქროთ
ფერდინანდზე, რომ ყველაფერ ამორალურზე რაც მის
გარშემო ხდება წინ დგას, სიუჟეტის განვითარების
პარარელურად ამასაც მალევე ვუარყოფთ. თითქოსდა
უყვარს ლუიზა, რომელიც ასევე პროტაგონისტია, მაგრამ
მალევე ვხვდებით, რომ არა ლუიზაზე, არამედ მისი
„სიწმინდის“ და უმანკოების იდეაზეა შეყვარებული.
უნდა, რომ დაეუფლოს მას. ჩემი აზრით ზუსტად ეს
სურვილი დგას ფერდინანდის გრძნობებში სიყვარულზე
წინ (თუ არის საერთოდ სიყვარულიც). ფერდინანდი
სიმბოლოსა შინაგანი კონფლიქტის პირადი
მისწრაფებების და გრძნობების ვალდებულებების
საპირისპიროდ. ის ფაქტი, რომ ფერდინანდი მაშინვე
იჯერებს ლუიზაზე შეთხზულ ინტრიგებს და იწყებს
მასზე სხვანაირად საუბარსა და ფიქრს ადასტურებს მის
მდაბიო სულიერ მდგომარეობას. სიყვარულიც მის
მიმართ და თავად ლუიზაც ეგრევე კარგავს მის თვალში
ფასს. იმის მიუხედავად, რომ მალევე გადაწყევტს ისევ,
რომ ლუიზა მაინც უყვარს და ასე შემდეგ ესეც მხოლოდ
და მხოლოდ უფრო ნათლად გვანახებს მის ვითომდა
გულწრფელი დიადი გრძნობების სიცრუეს. იმდენად
ლაჩარია ფერდინანდი, რომ იმის მიუხედავად რაც
გაიგო უბრალოდ თავის დანებების ან რაიმე სხვა
ლოგიკური გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, ვერ
ამბობს ისევ თავისი პრინციპების დაცვის მიზნით
ლუიზაზე უარს და ურჩევნია საერთოდ, რომ თუნდაც
მკვდარი, მაგრამ მაინც მისი იყოს. შეიძლება ასევე
გავითვალისწინოთ დროის და გარემოებების ფაქტორი
და რაიმე გამართლება მოვუძებნოთ მის საქციელს,
მაგრამ ჩემთვის, მაინც არ არის სწორი. ობიექტად
შეიძლება თავად ლუიზაც ჩაითვალოს ან ფერდინანდის
ფანტაზიებში გამოძერწილი სიყვარულიც. ლუიზას
პერსონაჟში ერთი რაც არ მომწონს არის მისი მიამიტობა
თუ შეიძლება, რომ ასე დავარქვათ მის ქმედებებს და
უბედურებას. უმანკო, უცოდველი, ლამაზი თექვსმეტი
წლის გოგო, რომელსაც მისთვის ძალიან წმინდა და
გულწრფელი სიყვარულის გამო ამდენი განსაცდელი
დაატყდება თავს. ლუიზა სიმბოლოა სიწმინდისა და
მორალური ძალის შენარჩუნების კორუფციისა და
მანიპულაციის დროს. ფერდინანდის მამა, პრეზიდენტი
ფონ ვალტერი მსაჯიცაა და ოპონენტიც. ის სიმბოლოს
საკუთარი მიზნებისთვის, ეგოისტურად გამოყენებული
ძალაუფლების, ავტორიტეტის. პერსონაჟიც და მისი
ყველა მოქმედება ამაზრზენია ჩემთვის, თუმცა მაინც
გამოვყოფ განსაკუთრებით ბოლო სცენას, როდესაც
შვილი ხელებში უკვდება და ის არა თუ იმის გამო, რომ
გაიაზრა მისი დანაშაულებების წყობა, რომელიც ძალიან
გრძელია ამიტომ სთხოვს პატიებას, არამედ თითქოსდა
ისევ საკუთარი სინდისის დასამშვიდებლად. ძალიან
მომწონს ლედი მილფორდის განვითარება. თავიდან რა
თქმა უნდა არ მქონდა მის მიმართ არანაირი სიმპათია,
თუმცა სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა
შეიცვალა ეს. ლუიზასთან ცალკე საუბრისას მას
ემუქრება, ეფიცება, რომ ყველაფერს გააკეთებს
იმისთვის, რომ ისინი არ იყვნენ ბედნიერები, თუნდაც
საკუთარ ბედნიერებად დაუჯდეს ეს ყველაფერი, თუმცა
ბოლოს ის იჩენს უდიდეს ძალას ტოვებს ყველაფერ
მატერიალურს და გააზრებულად იწყებს საკუთარ
სულზე ზრუნვას, თუნდაც სიღარიბეში.

You might also like