Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ალექსანდრე მაკედონელი, ელინისტური

ეპოქა,მაკედონიის იმპერია,ანტიკური ხანა

ალექსანდრე მაკედონელი ძველი წელთაღრიცხვით 356 წელს


დაიბადა, მაკედონიის დედაქალაქში, პელაში. მამამისი ფილიპე
მეორე ძველი მაკედონიის მეფე იყო. შესაბამისად ალექსანდრე
მისი ერთერთი მემკვიდრე. ფილიპე განათლებული და გონიერი
მმართველი იყო და თავის შვილებს შეუფასებელ განათლებას
აძლევდა. მან ალექსანდრეს მასწავლებლად უდიდესი მოაზროვნე
და ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე დანიშნა.
ალექსანდრე ჭკვიანი მემკვიდრე აღმოჩნდა, ერთხელ, ათი წლისამ
მოუთვინიერებელი ცხენი გახედნა და ბუცეფალი შეარქვა. მან
შეამჩნია რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა, ამიტომ მზის მხარეს
შეაბრუნა და მარტივად დაიმორჩილა, ფილიპემ ცხენი შვილს უყიდა
და უთხრა:
„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი
ქვეყანა უნდა ეძიო...“
ალექსანდრემ ბროძალა პირველად 16 წლისამ ფილიპესთან,ძვ.წ
340 წლიდან დაიწყო და ძვ.წ. 325 -ში დაამთავრა. პირველად იგი
თრაკიულ ტომებს დაუპირისპირდა მაკედონიაში, შემდეგ ძვ. წ. 338
წელს ცენტრალურ საბეძნეთში, ქრონეის ბრძოლას მეთაურობდა.
მან გაილაშქრა ბალკანეთში სადაც ამბოხებილი ტომრბი
დაამარცხა (ძვ.წ. 335 აგვისტო) საბოლოოდ მაკედონიაში მან თებეს
ალყა, სწრაფი გამარჯვებით ჩაახშო და ბერძნები დაამარცხა.
აღსანიშნავია რომ იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა
სტრატეგიული ინტელექტით.
შიდა დაპირისპირებების ჩახშობის შემდეგ მან აზიაში ილაშქრა ,
სპარსეთში. დაიმორჩილა მცირე აზიის ნაწილი ტროასთან ახლოს,
აიღო კარრის დედაქალაქი, დაამარცხა დარიოსის არმია
კილიკაში, დაიკავა ფინიკია სადაც 7 თვის განმავლობაში იბრძდა,
შემდეგ დაუპირისპირდა პალესტინას და ეგვიპტისკენ გასწია.
მისი საბოლოო ბრძოლა ჰიდასპეს მდინარესთან მოიგო ინდოეთში,
გრძელვადიანი ლაშქრობის შემდეგ მან მაკედონიაში დაბრუნება
და გადაწყვიტა იმპერიის საშინაო საქმეებისთვის მიეხედა.
მაკედონელის დაპყრობების შემდეგ საბერძნეთის კულტურამ აზიის
გადაფარა და ერთგვარი ზეგავლენა მოახდინა, რასაც
ალექსანდრეს გარდაცვალების შემდგომ პერიოდს, ელინისტურს
უწოდებენ.
ელინისტური იყო ანტიგონიდების დინასტია რომელიც,
ალექსანდრეს ერთერთმა მთავარსარდალმა შექმნა ალექსანდრეს
გარდაცვალების შემდეგ.
მაკედონია ყყველაზე დიდ ელინისტურ სახელმწიფოდ იქცა.
ალექსანდრე დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობას არ
ხოცავდა, აჯანყებდა, თუ დაემორჩილებოდნენ. იგი პრინციპული
ადამიანი იყო.
მისმა ლაშქრობებმა საბერძნეთის კულტურა გაავრცელა და
მაკედონია განავითარა, ასევე იხსნა სპარსეთის ტყვეობაში მყოფი
ხალხები და მათ განვითარებას ამით შეუწყო ხელი.
დაბრუნებისას ძვ.წ. 324 წ სპარსეთის დედაქალაქ სუზაში
ალექსანდრემ გრანდიოზული ქორწილით გადაიხადა ლაშქრობის
დასასრულლი, როდესაც 10 000 ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ
ქალებზე. ამ ქორწინებით იხსნებოდა დაპირისპირება ევროპასა და
აზიას შორის.
ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ იმპერია მარტივად
დაიშალა და ოთხმა სამეფომ გაიყო :
ეგვიპტის პტოლემეოსის სამეფო, აღმოსავლეთით სელევკიდების
იმპერია, მცირე აზიაში პერგამონის სამეფო და მაკედონია.
დიადოქოსები იყვნენ ალექსანდრე მაკედონელის სარდლები,
რომლებმაც მისი სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ.აღ. 323 წელს)
გაინაწილეს მის მიერ შექმნილი იმპერია.

მაკედონელი ცდილობდა ერთიანი სამყაროს შექმნას რომელსაც


თვითონ დაეპატრონებოდა, მან მოახდინა ბერძნული კულტურის
გლობალიზაცია- ელინიზმი. ერთი მხრივ ეს აღმოფხვრიდა
დაპირისპირებას მაგრამ ამავდროულად სხვა კულტურის
ასიმილაციას.
დღეს ელინისტური ხანას ძირითადი გავლენა ხალხის კულტურაზე
აქვს.

ნინო ლომინაძე

მასალა მოძიებულია კომპლექსურ დავალებაში მითითებული რესურსებიდან და


დამატებით მოძიებული ინფორმაციიდან.

You might also like