Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 18

ლექცია. 3.

Word: ტექსტის ფორმატირება; გვერდების ნუმერაცია; კოლონტიტულები; სქოლიოები; სიმბოლოებისა


და ფორმულების ჩასმა; გრაფიკული ობიექტები

დოკუმენტის გვერდების დანომვრა

ირჩევთ მენიუ Insert  Page Number

ქვემოთ მოცემულ სურათზე წითლად მონიშნული ჩამონათვალის ბოლოში ისრებზე დაწკაპებით


გამოდის გვერდების ნუმერაციის მზა ფორმები და შეგიძლიათ აირჩიოთ გვერდის ნომერი ფურცლის
სასურველ ადგილას. მაგ.: Bottom of Page და - Plain Number 3. ამგვარად, თქვენს დოკუმენტში გვერდის
ნომერი განთავსდება ფურცლის ქვედა, უკიდურეს მარჯვენა კუთხეში.

1
ნუმერაციის ფორმატირება:

ირჩევთ მენიუ Insert  Page Number  Format Page Numbers

დოკუმენტი გაგიხსნით ახალ ფანჯარას.

მოცემულ სქრინზე წითლად აღნიშნული განყოფილება Number


format დაგეხმარებათ დოკუმენტის დანომრისთვის აირჩიოთ
მისაღები ფორმა, როგორი იყოს დანომრვა, არაბული
ციფრებით, რომაულით, ალფავიტით და. ა.შ.

ლურჯად მონიშნულ Page numbering არეში შესაძლებელია


განსაზღვროთ ნუმერაციის ათვლა რითი დაიწყოს.
მაგ.: Start at-ში 7 ჩაწერით დოკუმენტის გვეტდების ნუმერაცია
დაიწყება 7 ით: პირველი გვერდი იქნება 7, მეორე 8 და ა. შ.

გვერდის ნომერი არ თავსდება ტექსტურ არეში, იგი მინდვრისთვის გამოყოფილ არეს იკავებს.
იმისათვის, რომ გვერდების დანომვრის არიდან გამოხვიდეთ
დაწკაპეთ წითლად მონიშნულ ნიშანზე.
ან
ორჯერ სწრაფად დააკლიკოთ დოკუმენტის სამუშაო არეში

2
სატიტულო გვერდი არ ინომრება, შესაბამისად, ეს ელემენტი დოკუმენტის დანარჩენი გვერდებისგან რომ
გამოყოთ, შეასრულეთ შემდეგი ოპერაცია. Layout  Breaks  Next Page. შედეგად დოკუმენტს
დაემატება ახალი გვერდი.

დაბრუნდით პირველ გვერდზე და შეასრულოთ შემდეგი ოპერაცია.

Layout  Margins  Custom Margins ან დააწკაპოთ მარჯვნივ

წითლად მონიშნულ სიმბოლოზე

3
გაიხსნება ახალი ფანჯარა რომლის პირველი ორი ჩანართი, Margins ფურცლის მინდვრები და Paper
ფურცლის ფორმატი, ზემოთ ავღწერეთ. ამ ეტაპზე ვირჩევთ მესამე ჩანართს - Layout და შემდეგ უნდა
მონიშნოთ - Different First Page.

ამის შედეგად, პირველი ანუ სატიტულო გვერდი არ დაინომრება


და დანომვრა დაიწყება მეორე გვერდიდან, ერთიანით.

სატიტულო გვერდის შემდეგ მოდის ტექნიკური სახის


გვერდებიდა ბოლოს დანართი, განაცხადი, გამოყენებული
ლიტერატურა, სარჩევი და ა.შ. აღნიშნული გვერდები ზუსტად
იმავე პრინციპით უნდა გამოყოთ დოკუმენტის დანარჩენი
ნაწილისგან, როგორც - სატიტულო გვერდი.

ამისათვის დადგებით დოკუმენტის ბოლო ტექსტურ გვერდზე და შეასრულებთ შემდეგ ოპერაციას


Layout  Breaks  Next Page დოკუმენტს დაემატება კიდევ ერთი ახალი გვერდი.

რადგან ტექსტური გვერდების შემდეგი გვერდები სხვა გვერდებისგან განსხვავებით, მაგ.: რომაული
ციფრებით გინდათ დავნომროთ. თქვენ უნდა დადგეთ განაცხადის გვერდზე და შეასრულოთ შემდეგი
ოპერაცია Insert  Page Number  Format Page Numbers

დოკუმენტი გაგიხსნით ახალ ფანჯარას.

ამ შემთხვევაში, Number format-ში მონიშნავთ არა არაბულ, არამედ -


რომაულ ციფრებს. Start at უნდა დააფორმატოთ კვლავ ერთიანზე და
დაწკაპოთ ნიშანზე - OK.

4
შედეგად, პირველი გვერდი (სატიტულო გვერდი) იქნება დაუნომრავი, მეორე გვერდიდან ტექსტური
გვერდები დაინომრება არაბული რიცხვებით ხოლო დანარჩენი გვერდები დაინომრება რომაულით

კოლონტიტული - გვერდის თავზე ან ბოლოში მოთავსებული წარწერა - წიგნის / ფაილის დასახელება,


ან ნაწარმოების სათაური, ან მისი ნაწილის სათაური, ან ავტორის გვარი, რაიმე საკვანძო სიტყვა და ა. შ.

კოლონტიტული იკავებს ადგილს სამუშაო არის (დოკუმენტის ტექსტის განთავსების არე) ზემოთ ან
ქვემოთ და არ ეკუთვის ტექსტს. იგი ერთხელ დაისმის და გასდევს ყველა გვერდს ერთი და იმავე
სახით. თუმცა კოლონტიტული შესაძლებელია ყველა გვერდს დამოუკიდებლად სხვადასხვა ფორმის და
შინაარსის ჰქონდეს.

როგორ შევქმნათ კოლონტიტული.


ვორდის ფურცელზე ყვითლად მონიშულ არეზე (სურ. 1) დაწკაპებით გადავდივართ კოლონტიტულისა
და გვერდის ნუმერაციის რეჟიმში როგორც მეორე სურათზეა მოცემული (სურ.2)

სურ.1 სურ.2

კურსორი დგას კოლონტიტულის არეში და შესაძლებლობა გვაქვს ავკრიფოთ შესაბამისი ტექსტი


(„ფაილი )

5
ტექსტის დასრულების შემდეგ ვბრუნდებით სამუშაო არეში ყვითლად მონიშნული ღილაკით ან მაუსის
მაჩვენებელს ვაჩერებთ სამუშაო არეში და ორჯერ დავაწკაპებთ. შესაბამისად საშუალება გვეძლევა
ვიმუშაოთ ჩვენს დოკუმენტზე

კოლონტიტულის ტექსტი გახდება ღია შეფერილობის

ამ შემთხვევაში კოლონტიტული მთელ დოკუმენტს გასდევს იმ სახით რა სახეც შევქმენით. ჩვენს


შემთხვევაში ეს არის სიტყვა - ფაილი

6
როგორ დავსვათ სხვადასხვა გვერდზე სხვადასხვა კოლონტიტულები

მას შემდეგ რაც პირველ გვერდზე დავსვით კოლონტიტული გამოვდივართ კოლონტიტული რეჟიმიდან
და ახალ გვერდზე გადასასვლელად ვირჩევთ მენიუ Layout  Breaks  Next Page

რომელიც უზრუნველყოფს ახალ გვერდზე გადასვლას ისე რო მისი პარამეტრები დამოუკიდებელია


წინა გვერდიდან (ანუ მისი პარამეტრების ცვლილება არ აისახება წინა გვერდის პარამეტრებზე).

7
გადავდივართ კოლონტიტულის არეში.

ყვითლად მონიშნული ობიექტის არსებობა უზრუნველყოფა კოლონტიტული ყველა გვერდზე


ერთნაირად იყოს გამოტანილი. ამ რეჟიმის არსებობა არარსებობას განსაზღვრავს მენიუდან Link to
Previoud (მენიუს ზოლზე მონიშბულია შესაბამისი ღილაკი) მასზე დაჭერით გამოირთვება ერთიანობის
პრინციპი და საშუალება გვეძლევა კოლონტიტული შევცვალოთ ისე რომ წინა გვერდი ინარჩუნებდეს
თავდაპირველ სახეს

ამ მიმდევრობით შესაძლებელია ყველა გვერდზე სხვადასხვა კოლონტიტული გვქონდეს

8
გვერდის მარკირება ფონი და ჩარჩო

Diesign  Page Baskground

ეს ღილაკები საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ ფურცლის ფერი, ფონი, სამუშაო


არის საზღვრები.

Watermark (წყლის ნიშანი, მარკირება) საიდენტიფიკაციო ნიშანი, დაცვა არაავტორიზებული


გამოყენებისგან. ეს შეიძლება იყოს ტექსტი ან სურათი რომელიც დოკუმენტს ფონად გასდევს.

მონიშნული ბრძანების არჩევის შემდეგ გამოდის ფანჯარა რომელიც გვაძლევს საშუალებას


განვსაზღვროთ რა ტიპის ნიშანი გვინდა
9
წყლის ნიშანი გახუნება - ტექსტის ან სურათის
არ არის გაღიავებული ფორმით გამოტანის ჩართვა

სურათის ჩასმა, გამოდის


ახალი ფანჯარა სადაც ვირეჩთ
სურათს

ტექსტის ჩასმა.

ენის არჩევა

შტიფტი

ტექსტი

ზომა

ფერი

გამოტანის სახე

აქ შერჩეული პარამეტრებით ფურცელი ღებულობს სახეს:

ან

10
სხვადასხვა გვერდზე სხვადასხვა ობიექტის გამოტანისთვის ეს გვერდები ერთმანეთისგან უნდა
გამოიყოს, Layout  Breaks  Next Page, როგორც სხვადასხვა ნუმერაციის და კოლონტიტულის
შემთხვევებში განვიხილეთ.

ტექსტის რედაქტირება: მაუსის მაჩვენებელს ვაჩერებთ ტექსტზე და


კონტექსტურ მენიუში ვიღებთ Edit Text… და მიღებულ ფანჯარაში
ვარედაქტირებთ ან ვცვლით ტექსტს.

და მიღებულ ფანჯარაში ვარედაქტირებთ ან ვცვლით ტექსტს.

მაგ.:

11
დოკუმენტში სქოლიოს ჩასმა

ირჩევთ მენიუ - References; შემდგომ - Insert Footnote. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა, დოკუმენტი არ
იყოს ცარიელი და სქოლიოს გაკეთებამდე მაუსის მაჩვენებელი იდგეს იმ სიტყვის ბოლოში სადაც
გვინდა სქოლიოს ჩასმა. ამ შემთხვევაში სქოლიო ჩაისმება იმ პარამეტრების მიხედვით რაც
აურჩევლობის შემთხვევაში აქვს მითითებული.

ხოლო თუ გვინდა ჩვენი სურვილისამებრ შევქმნათ სქოლიოები მაშინ References მენიუზე გადასვლის
შემდეგ

Footnote - ის განყოფილებაში ირჩევთ წითლად მონიშნულ ღილაკს და


გამოდის დიალოგური ფანჯარა სადაც ვუთითებთ თქვენთვის მისაღებ პარამეტრებს:

Footnotes: აქ გაქვს ორი ვარიანტი თუ სად


განთავსდეს სქოლიო: გვერდის ბოლოშო თუ
ტექსტის ბოლოში.

Number format: სქოლიოს ნუმერაციის


ფორმა. როგორ დაინომროს სქოლიო:
არაბული რიცხვებით, ალფავიტით,
რომაულად და ა. შ.

Numbering: როგორი იყოს სქოლიოდ


დანომრვა უწყვეტი თუ ყოველი გვერდი
ახლიდან იწყებდეს დანომრვას ან ყოველი
ახალი თავი თავიდან იწყებდეს დანომრ

12
რაც შეეხება Symbol… ღილაკს იგი უზრუნველყოფს სპეციალურ სიმბოლოს ჩასმას სქოლიოს
აღსანიშნავად. ამ ღილაკის საშუალებით გამოდის დამატებითი ფანჯარა რომელშიც შეირჩევა
საჭირო სიმბოლო

მაგალითი:

სქოლიო გვერდის ბოლოში სქოლიო ტექსტის ბოლოში

13
სიმბოლოების ჩასმა ტექსტში

ირჩეთ მენიუ - Insert; შემდგომ - Symbol (ღილაკი ) მიიღებთ შემდეგ ჩამონათვალს

რომლიდანაც ირჩევთ საჭირო სიმბოლოს ან ყვითლად მონიშნულ


ბრძანებას დააწკაპებთ და ეკრანზე გამოტანილ ფანჯარაში აირჩევთ საჭირო შრიფტს და შემდეგ
საჭირო სიმბოლოს

ასეთი სახით არჩეული სიმბოლო (სურათი, ან რომელიმე ენის ასო) ტექსტის ფორმატისაა და
ტექსტში იკავებს ისეთივე პოზიციას როგორსაც ასოები სიტყვებში.

14
ფორმულები ვორდში

ირჩეთ მენიუ - Insert; შემდგომ - Epuation (ღილაკი ) ყვითლად მონიშნულ ისარზე


დაწკაპებით ჩამოშლილი სიიდან შეგიძლიათ აირჩიოთ მზა ფორმულა

მაგრამ თუ ყვითლად მონიშნულ ისარს არ გამოიყენებთ და ისე აირჩევთ ამ ღილაკს

სადაც კურსორი იდგა იქ გაჩნდება

არე ფორმულისთვის

ინსტრუმენტების ზოლი მიიღებს სახეს

საიდანაც გაქვთ საშუალება ააგოთ თქვენთვის საჭირო ფორმულა, გამოსახულება.

15
გრაფიკული ობიექტები Insert  Ilustrators

ნებისმიერი გრაფიკული ობიექტების ჩასმისას მენიუს ზოლს ემატება ახალი ჩანართი რომელიც
გვაძლევს შესაბამის ობიექტის რედაქტირების საშუალებას

სურათის ჩასმა

1. კომპიუტერიდან,

2. ინტერნეტიდან

სურათზე დატანილი თეთრი წრეები საშუალებას იძლევა ვცვალოთ სურათის ზომები, ხოლო
წრიული ისარი უზრუნველყოფს სურათის მობრუნებას. მენიუს ბოლოში ყვითლად მონიშნული
არე გვიჩვენებს სურათის ზომებს სანტიმეტრებში

სურათიდან ფრაგმენტის ამოჭრა. ამ ღილაკზე დაჭერით სურათზე დაიტანება


სპეციალური აღნიშვნები რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდება სურათიდან

ფრაგმენტის ამოჭრა

16
ფორმების ჩასმა
ფორმებს დამატებით აქვთ ყვითელი წრეები რომელიც იძლევა სახის ცვლილების
საშუალებას

აქედან მიიღება ეს

სიმბოლოების (პიქტოგრამის) ჩასმა

ეს სიმბოლოები როგორც გრაფიკული ობიექტები შესაძლებელია ჩავსვათ ჩვენს


დოკუმენტში

სქემების ჩასმა-აგება

ამ ჩამონათვალიდან ვირჩევთ ერთ-ერთს

სქემაში Text - იცვლება ჩვენთვის საჭირო ჩანაწერით და მენიუ რომელიც სქემის ჩასმისას
ემატება პანელზე საშუალებას იძლევა შევცვალოთ სქემა სანამ ჩვენთვის სასურველ სახეს არ
მივცემთ

17
ყოველ გრაფიკულ ობიექტის მონიშვნისას გარდა თეთრი წრეებისა და წრიული ისრისას თან

ახლავს სიმბოლო რომელზეც დაჭერისას გამოდის ჩამონათვალი


რომელიც გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ სურათისა და ტექსტის ურთიერთმდებარეობა.

ფორმატირების მენიუდან ეს არის Wrap Text ღილაკი

18

You might also like