Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

1. დაახასიათეთ საზოგადოებრივი პრობლემები.

სიღარიბე, უმუშევრობა, ინფლაცია, გარემოს დაბინძურება(ეკონომიკური


და საზოგადოების ზეწოლის გამო), კონტროლი ბიზნესის მასშტაბებზე,
დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის
შენარჩუნება, დისკრიმინაცია, მომხმარებლის დაცვა, კორუფცია .
(დისკრიმინაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება ყველასათვის თანაბარი
შესაძლებლობების იდეას, რაც საბაზრო ეკონომიკის განუყოფელ ნაწილს
წარმოადგებს.)

2. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ ეკონომიკური მიზნები.


ეკონომიკური თავისუფლება - ნიშნავს ცალკეული პირის თავისუფლებას
გააკეთოს ეკონომიკური არჩევანი, ანუ განსაზღვროს, თუ რა სჭირდება და რისი
გაკეთება სურს.
ეკონომიკური ეფექტიანობა - ნიშნავს შეზღუდული რესურსების საუკეთესოდ
გამოყენებას, როდესაც კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ
შეფასებული სარგებლის დანახარჯებთან თანაფარდობა საუკეთესოა ყველა
შესაძლო ვარიანტს შორის.
ეკონომიკური ზრდა - შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც მთელი ქვეყნის
მასშტაბით, ასევე მის ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებული შექმნილი სიმდიდრის
ზრდა. ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობასა და
ცხოვრების დონის ამაღლებას.
ეკონომიკური სტაბილურობა - ნიშნავს ეკონომიკის ფუნქციონირებას მკვეთრი
რყენების გარეშე, რაც ფაქტიურად გულისხმობს დასაქმებულობის მაღალი
დონის უზრუნველყოფას ინფლაციისა და დეფლაციის გარეშე.
ეკონომიკური სამართლიანობა - დაკავშირებულია დოვლათის
განაწილებასთან. დოვლათი წარმოადგენს მოცემულ მომენტში საზოგადოების
განკარგულებაში არსებულ ყველა მაერიალურ და არამატერიალურ
სიმდიდრეს.
ეკონომიკური გარანტიები - დაკავშირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით
ცხოვრების მინიმალური დონის უზრუნველყოფასთან.

3. ახსენით საჭიროება, მოთხოვნილება, მოთხოვნა.


1. ფიზიოლოგიური საჭიროებები - ჭამა, სმა, ჩაცმა, ბინით უზრუნველყოფა და
ა.შ.
2. თვითგადარჩენის საჭიროებები - უსაფრთხოების უზრუნველყოფა,
ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ.
3. სოციალური საჭიროებები - სიყვარული, შეჩვევა, ზეგავლენა და ა.შ.
4. პირადი საჭიროებები - განათლება, თვითგამოხატვა, კომფორტი...
მ ო თ ხ ო ვ ნ ი ლ ე ბ ე ბ ი (Wants) - არის საჭიროებები, რომელთაც მიღებული
აქვთ ინდივიდუალური დონითა და პიროვნული თვისებებით განსაზღვრული
სპეციფიკური ფორმა.
მ ო თ ხ ო ვ ნ ა (Demand) - მოთხოვნილების ის ნაწილია, რომელიც
გამაგრებულია მსყიდველობითი უნარით. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით,
მოთხოვნა არის საქონლის ის რაოდენობა, რომელიც მომხმარებელს
განსაზღვრული დროის განმავლობაში სურს და შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა
ფასის პირობებში.

 მოთხოვნა მოთხოვნილებისაგან განსხვავებით ყოველთვის სასრული


და შემოსაზღვრულია.

4. ახსენით რესურსების შეზღუდულობა, ალტერნატიულ შესაძლებლობათა


ღირებულება.
რესურსების შეზღუდულობა გამოწვეულია, როგორც არსებული რესურსების
სიმცირით, ასევე ადამიანთა მოთხოვნილების უსასრულობით.
საქონლის ალტერნატიული ღირებულება არის სხვა რომელიმე საქონლის ის
რაოდენობა, რომლის შეძენის ან წარმოების საშუალებაც დაიკარგა მოცემული
საქონლის შეძენის ან წარმოების შედეგად.

5. რა არის მოტივაცია.

6. დაახასიათეთ ძირითადი სისტემები რომელშიც ხორციელდება ბიზნესი.

ეკონომიკური სისტემა არის ეკონომიკის ისეთი ორგანიზება, რომელიც


რესურსების შეზღუდულობის პირობებში შეძლებისდაგვარად ყველაზე სწორი
გზით (სახელმწიფოს შეხედულებით) ანაწილებს რესურსებს საბოლოო
პროდუქციის შესაქმნელად.
სოციალური სისტემა არის იდეებისა და ქცევის სტრუქტურები, აგრეთვე
ცალკეული პიროვნებისა და პიროვნებათა ჯგუფის პოზიციები
(დამოკიდებულებები), რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანთა შორის
ურთიერთობებს.
მონეტარული სისტემა იხილავს ფულს და არეგულირებს მის მიმოქცევასთან
დაკავშირებულ საკითხებს. იგი სახელმწიფოს შიგნით და სახელმწიფოთა
შორის ეკონომიკურ საქმიანობას აადვილებს.
პოლიტიკური სისტემა სახელმწიფოს ორგანიზებისა და ადმინისტრირების
ფორმაა. იგი სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის რეგულირების
საშუალებაცაა.
ეკოლოგიური, ანუ გარემო სისტემა არის ერთმანეთთან და გარემოსთან
მუდმივ ურთიერთქმედებაში მყოფი ცოცხალი ორგანიზმების სისტემა .

7. დაახასიათეთ ძირითადი ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ


საქმიან ორგანიზაციებზე.
საერთაშორისო მდგომარეობა, სახელმწიფოს საშინაო მდგომარეობა ,
მთავრობის ზეგავლენა, კონკურენტების გავლენა, მომხმარებელთა გავლენა ,
მომწოდებელთა გავლენა, ეკოლოგიური გარემოს გავლენა.

8. ჩამოთვალეთ და განმარტეთ ბიზნესის ფუნქციები.


ბიზნესი ხელს უწყობს ცხოვრების დონის ზრდას, ბიზნესი ქმნის ახალი სახის
პროდუქციას, ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს, ბიზნესი ქმნის საწარმოო
დანიშნულების საქონელს.

მენეჯმენტი იმ საშუალებათა და ხერხების ერთობლიობაა, რომელთა


მეშვეობით ორგანიზაცია (ბიზნესი) ცდილობს თანამშრომელთა და სხვა
რესურსების (როგორიცაა, მაგალითად, მოწყობილობები) ეფექტიან
გამოყენებას.
მარკეტინგი საშუალება ან ხერხებია, რომელთა გამოყენებით ორგანიზაციის
მიერ იქმნება პროდუქციები (ან მომსახურება) მათ ფასი ედებათ, ხდება მათი
დისტრიბუცია (განაწილება) და მომხმარებლის სტიმულირება.
ფინანსები საშუალება ან ხერხებია, რომლებითაც ფირმა იღებს სახსრებს
საქმიანი ოპერაციებისათვის.
საბუღალტრო აღრიცხვა არის ფირმის ფინანსური მდგომარეობის ასახვა და
ანალიზი და გამოყენება სხვადასხვა საქმიანი გადაწყვეტილების მისაღებად .
საინფორმაციო სისტემები შეიცავენ საინფორმაციო ტექნოლოგიას,
ადამიანებს და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ფირმის
თანამშროლებს სათანადო ინფორმაციით, რათა მათ საშუალება მიეცეთ
მიიღონ საქმიანი გადაწყვეტილებები.

9. ჩამოთვალეთ და განმარტეთ ბიზნესის მიზნები.

10. დაახასიათეთ კომუნიზმი.


კომუნიზმი (გეგმიური ეკონომიკური სისტემა). სისტემას, რომელიც ყველაზე
ნაკლებად სთავაზობს ცალკეულ პიროვნებებს ეკონომიკურ თავისუფლებას ,
უწოდებენ კომუნიზმს. კომუნისტური ეკონომიკა ხასიათდება წარმოების
საშუალებებზე საზოგადოებრივი საკუთრებით და რესურსების გეგმიური
განაწილებით. ამ ტიპის ეკონომიკისათვის მეორე ნიშანს იმდენად დიდი
მნიშვნელობა აქვს, რომ მას ხშირად უწოდებენ გეგმიურ ეკონომიკას.
გეგმიური ეკონომიკის მთავარი მიზანია: - სოციალური თანასწორობის
დამყარება, ხოლო კერძო მეწარმეობას იგი აიგინნებს მფლანგველობასთან და
ექსპლუატაციასთან.

11. დაახასიათეთ კაპიტალიზმი.


კაპიტალიზმი (საბაზრო ეკონომიკური სისტემა). ამერიკის შეერთებულ
შტატებში მოქმედებს კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა , რომელიც
გულისხმობს ინდივიდუალური თავისუფლების მაღალ ხარისხს. კაპიტალიზმის
ფილოსოფიური საფუძვლები ჩაისახა XVIII საუკუნეში. იდეალურ კაპიტალისტურ
ეკონომიკაში ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია
წარმოებასთან და რესურსების განაწილებასთან, უნდა იქნეს მიღებული კერძო
მფლობელების მიერ. ამ დროს ბაქარი მოქმედებს როგორც
თვითრეგულირებადი მექანიზმი, არსებობს „უხილავი ხელი“, რომელიც
უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოებას
საჭირო რაოდენობით ყოველგვარი მითითების გარეშე. სინამდვილეში,
არსებობს მომენტები, როდესაც საერთო ინტერესები ზოგჯერ ითხოვს
სახელმწიფოს მხრიდან ჩარებას. იმის გამო, რომ სახელმწიფოს უნარი შესწევს
გამოიყენოს თავისი ძალაუფლება იმოქმედოს ფასზე და შრომის
ანაზღაურებაზე, ანდა რესურსების განაწილებაზე, ამერიკულ (და მსგავს )
ეკონომიკურ სისტემას შეიძლება ეწოდოს შერეული კაპიტალიზმი. (მოქმედებს :
კალადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იაპონიაში...)

12. დაახაისათეთ სოციალიზმი.


სოციალიზმი. ეკონომიკურ სისტემათა მესამე ძირითადი ტიპი - სოციალიზმი
იმყოფება სადღაც შუაში კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის ეკონომიკური
თავისუფლების დაშვების ხარისხის მიხედვით. კომუნიზმის მსგავსად ,
სოციალიზმი გვთავაზობს სახელმწიფო დაგეგმვის შედარებით დიდ
მასშტაბებსა და სახელმწიფო საკუთრების გარკვეულ წილს მიწასა და
კაპიტალურ რესურსებზე. მაგრამ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში
შემოიფარგლება იმ დარგებით, რომელთაც გააჩნია უპირველესი მნიშვნელობა
საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ასეთებია - ტრანსპორტი, კომუნარული
მომსახურება, მედიცინა, ფულადი წარმოება, კავშირგაბმულობა. ამ დარგებში
სახელმწიფო ფლობს წარმოების ყველა საშუალებას და განსაზღვრავს , თუ რა
უნდა იყოს წარმოებული და როგორ განაწილდება საბოლოო პროდუქცია . ასეთ
სისტემაში კერძო საკუთრება დაიშვება ისეთ დარგებში, რომლებიც არ
ითვლება ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვნად, ფირმებსა და ინდივიდებს
ეძლევათ უფლება მიიღონ შემოსავალი თავიანთი საქმიანობიდა, მაგრამ
გადასახადები (ბეგარა) სოციალისტურ ქვეყნებში ძალიან მაღალია, რადგან
სახელმწიფო თავის თავზე იღებს სამედიცინო მომსახურებისა და განათლების
ყველა ხარჯებს, აფინანსებს ბინათმშენებლობასა და სხვა საზოგადოებრივ
მომსახურებას.

13. რა არის საბაზრო ეკონომიკა.


საბაზრო ეკონომიკა არა იდეოლოგიაა, არამედ დროით შემოწმებული
მეთოდების კომპლექსი, რომელიც დადგენილი და მიმართულია იმისკენ , რომ
ცალკეული პიროვნებები და მთლიანად საზოგადოება ცხოვრობდეს
ეკონომიკური აყვავების პირობებში. საბაზრო ეკონომიკა თავისი ბუებიდან
გამომდინარე, წარმოადგენს დეცენტრალიცებულ, მოქნი, პრაქტიკულ და
ცვალებად სისტემას. მისთვის დამახასიათებლად ითვლება ის ფაქტი , რომ ის
მოკლებულია ცენტრიდან მართვას. შემთხვევითი არ არის, რომ ისეთი
გამოთქმა, როგორიც არის „უხილავი ხელი“ გახდა მეტაფორა, რომელიც
ყველაზე ხატოვნად განსაზღვრავს კერძო ბაზრის არსს.

14. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ კონკურენციის სახეები.

15. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ უმუშევრობის სახეები.


16. დაახასიათეთ წარმოების ფაქტორები.

17. რა არის წარმოების არსი.


წარმოების (Production) არსი მომხმარებელთათვის გარკვეული ფასეულობის
მქონე სხვადასხვა სახის საქონლისა (Goods) და მომსახურების (Service) შექმნაში
მდგომარეობს. წარმოების პროცესი შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ
მრავალფეროვან ქმედებებთან, როგორებიცაა სხვადასხვა სახის
მომსახურების გაწევა, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქტების
დამზადება, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ჩატარება , სპექტაკლის
დადგმა და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი ქმედება რაიმესადმი
ფასეულობის ისეთ დამატებასთან არის დაკავშირებული, რომელიც მას
ხალხისათვის სასურველ მომსახურებად ან პროდუქციად გადააქცევს .

18. ახსენით წარმოებისა და მოთხოვნის ურთიერთკავშირი.


საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოების განვითარების ორიენტირს
მოთხოვნა წარმოადგენს. რეაგირებს რა „მომხმარებელთა ხმებზე “, წარმოება
მოთხოვნის შესაბამისად ახორციელებს ერთი სფეროდან მეორეში რესურსების
გადანაწილებას. ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ საბაზრო ეკონომიკის
პირობებში მოთხოვნა წარმოადგენს წარმოების განმსაზღვრელს . ის , რომ
წარმოებას მოთხოვნა განსაზღვრავს, განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბოლო
ათწლეულებში. თავისუფალი კონკურენციის გარიჟრაჟზე სამართლიანი იყო
იმის მტკიცება, რომ ყველაფერი, რაც იწარმოება, შეიძლება გაიყიდოს. დღეს კი
მძაფრი კონკურენციის პირობებში, მხოლოდ იმის რეალიზებაა შესაძლებელი ,
რაც ზუსტად შესაბამისობაში მომხმარებელთა „დახვეწილ“ მოთხოვნებთან .

19. რა არის წარმოების ეფექტიანობა.


წარმოების ეფექტიანობა მისი გამართული მუშაობის ინდიკატორს
წარმოადგენს. იგი განისაზღვრება წარმოებაში შექმნილი პროდუქტის საერთო
ღირებულების მის შესაქმნელად გაწეულ დანახარჯებთან შეფარდებით . სხვა
სიტყვებით თუ ვიტყვით, წარმოების ეფექტიანობა გვიჩვენებს დანახარჯების
ერთეულზე მიღებული გამოსავალის სიდიდეს. ეფექტიანობის ამაღლება
წარმოადგენს საზოგადოების კეთილდღეობის დიდმნიშვნელოვან ბერკეტს .
იგი დამოკიდებულია ასეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: კარგი მენეჯმენტი,
მომუშავეთა ოსტატობა და ხელოვნების დონე, თანამედროვე მანქანა -
დანადგარებისა და იარაღის გამოყენება, სერიული წარმოების ორგანიზება ,
სპეციალიზაცია და სხვა.
20. დაახასიათეთ ბიზნესის ორგანიზების ეტაპები.

21. რატომ ვამზადებთ ბიზნეს გეგმას.


ბიზნეს გეგმის მომზადება ჩაგახედებთ დაგეგმვის პროცესში. სწორედ ეს
პროცესია მნიშვნელოვანი ბიზნესის გრძელვადიანი სიჯანსაღისათვის და არა
უბრალოდ გეგმა.

You might also like