ბიზნეს შუალედური

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 19

1.

ბიზნესის არსი,წარმოშობა და განვითარება


სიტყვა-,,ბიზნესი’’- ინგლისური წარმომავლობისაა და ნიშნავს ,,საქმეს’’ ,ანუ ადამიანთა
სამეურნეო საქმიანობას მოგეებისა და ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით,რომელიც
დაკავშირბულია გარკვეული რისკთან. ერთმანეთისაგან უნდა განსხვავოთ ბიზნესი-როგორც
რეაალური სამეურნეო საქმიანობა და ,,ბიზნესის ადმინისტრირება’’ როგორც სასწავლო
დისციპლინა,ანუ მოგების მიზნით სამეურნო საქმიანობის ორგანიზების ცოდნის მწყრობი
სისტემა,ტექნოლოგია.

ტერმინი,,მეწარმეობა’’ პირველად შემოიტანა რიჩარდ კამტილიონიმ,საფრანგეთში, ხოლო


ტერმინი,,ბიზნესი’’ ისვა ინგლისში და აღნიშნავდა ვაჭრობას.

ბიზნესი,როგორც რეალური ეკონომიკური მოვლენა, ფართო გაგებით, არის


საქონელწარმოება, რომელოც გარკვეული ფორმით არსებობდა საზოგადოების განვითარების
ყველა ეტაპზე, ხოლო, ვიწრო გაგებით კი ბიზნესი კაპიტალიზმი პირმშოა,რომლის დროსაც
მთელი პროდუქცია იწარმოება გასაყიდად მაქსიმალური მოგების მიღებისთვის. ვიწრო
გაგებით ბიზნესის წარმოება განაპირობა 2-მა ძირითადმა მიზეზმა.

ა)იურიდიულად და ეკონომიკურად თავისუფალი სამუშაო ძალა

ბ)კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება გარკვეული ადამიანის ხელში და ამის გამოყენება


მოგების მიღების მიზნით.

აღნიშნული პირობების აღმოჩენებას ხელი შეუწყო 16-18საუკუნეებში პირად შრომაზე


დამაყრებული გლეხური და ხელოსნური მეურნეობების კონკურენციაში სუსტების
დამარცხებამ და გამარჯვებულების გამდიდრებამ, რომლებიც აფართოებდნენ თავიანთ
წარმოებას და გლეხებსა და ხელოსნევს ქირაობდნენ. ასე წარმოიშვა ბიზნესმენთა, მეწარმეთა
ფენა.

ბიზნესის განვითარებას ასევე ხელი შეუწყო ხელოსნებისა და ვაჭრობის ცალკე კარგად


ჩამოყალიბებამ.

2.საბაზრო ფასი და მისი ზეგავლენა ბიზნესზე


ბიზნეს გარემოს მნიშვნლოვანი ელემენტია ბაზარი.ბაზრის კონიუნქტურა არსებით
ზეგავლენას ახდენს ბიზნესზე.ბაზრის კონიუნქტურის ძირითადი ელემენტია მოთხოვნა და
მიწოდება,და მათი თანაფარდნობის საფუძველზე ჩამოყალიბებული ფასი.

მაღალ ფასებში მეწარმეები ზრდიან საქონლის მიწოდებას,ხოლო დაბალ ფასებში ნაკლებს ან


საერთოდ არ აწვდიან.

მომხმარებელი მეტ და სასურველ საქონელს ყიდულობს იქ და მაშინ, სადაც და როდესაც


მაზსე ფასი დაბალია და ნაკლებს სადაც ფასი მაღალია.

ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ფასი ღირებულების ფულადი


გამოხატულებაა,ღირებულება კი წარმოების ხარჯებისა და საშუალო მოგების ჯამის
ტოლია.ფასი ღირებულებას ემთვევა მაშინ,როცა,მოთხოვნა მიწოდების ტოლია, ე.ი. ბაზარზე
კონკრეტულ ფასში რამდენ საქონელზეც მოთხოვნა,იმდენივე მიწოდება.ასეთ სიტუაციაში
ყალიბდება საბაზრო ანუ წონასწორობის ფასი.საბაზრო ფასის პირობებში საქონლის არც
სიჯარბეს აქვს ადგილი და არც დეფიციტს.

3. ფიუნანსური და საშუამავლო ბიზნესი. საბანკო


სექტორი რატომაა ქართული ბიზნესის ერთ-ერთი
ნათელი წერტილი.
ფინანსური ბიზნესი კავშირშია ფულის ვალტის და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის
საფუძველზე მოგების მიღებასთან. ფინანსური ბიზნესის მომსახურე ინსტიტუტებია:
ბანკები, საინვესტიციო ფონდები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, საფონდო ბირჟები და
სხვა. ბანკების შემოსავლების ძირითადი წყაროა ანაბრებზე დაწესებულ დაბალ და
კრედიტებზე დადგენილ მაღალ პროცენტს შორის სხხვაობა(მარჟა).

ბიზნესის კიდევ ერთი დამოუკიდებული სახეობაა - საშუამავლო ბიზნესი. შუამავლობა,


როგორც ბიზნესის სპეციალური სახეობა, ხასიათება იმით, რომ შუამავალი უშუალოდ არ
აწარმოებს პროდუქციას, არვაჭრობს საქონლით, ვალუტით ფასიანი ქაღლდებით, ასევე არ
ეწევა საკრედიტო ოპერაციას, მაგრამ ხელს უწყობს ყველა ამ ოპერაციის განხორციელებას და
შესაბამისი გარიგების დადებას. საშუამავლო ბიზნესი ემსახურება ეკონომიკური აგენტების
ინფორმაციულ უზრუნველყოფას, მათ შორის კონტაქტების დამყარებას და კონტრაქტების
დადებას. შუამავლებად გვევლინებიან: ბროკერი, მაკლერი, სავჭრო აგენტი და ა.შ. შუამავალი
ბიზნესმენი გასამრჯელოს იღებს არა მის მიერ ყიდვა გაყიდვის აქტის განხორციელების
შედეგად, არამედ იმისათვის რომ მოძებნა და დააკავშირა ურთიერთდაინტერესებული
ადამიანები.

4. ბიზნესისა და მეწარმეობის ცნებები და მათი


მიმართება. სამეწარმეო უნარი და მეწარმეობა
სიტყვა ბიზნესი ინგლისური წარმომავლობისა და ნიშნავს საქმეს, ანუ ადამიანთა სამეურნეო
საქმიანობას მოგებისა ან რაიმე ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, რომელიც
დაკავშირებულია გარკვეულ რისკიანი.

თანამედროვე ბიზნესისათვის დამახასიათებელია შემდეგი ძირითადი ნიშან თვისებები:


1)მოგებაზე ორიენტაცია; 2)გონივრული, დასაბუთებული, გათვლილი რისკი;3)ნოვატორობა
4)შედეგებზე პასუხისმგებლობა; 5)ეკონომიკური დამოუკიდებლობა

საქართველოში მეწარმე სუბიექტების საქმიანობას აწესრიგებს “საქართველოს კანონი


მეწარმეთა შესახებ “,რომელიც მიღებულია 1994 წლის 28 ოქტომბერს და ძალაში შევიდა 1995
წლის 1 მარტიდან.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა


მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების
მიზნით,დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება
გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს მეშვეობით,რომელსაც აქვს
საფირმო სახელწოდება, სამეწარმეო საქმიანობისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

1) საქმიანობა უნდა იყოს მართლზომიერი, იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში


მოქმედ სამართლის ნორმებს. ანუ არ შეიძლება საქმიანობა, რომელიც ან პირდაპირაა
კანონით აკრძალული,(მაგ. ნარკოტიკების შენახვა )ან ასეთი საქმიანობისთვის
საჭიროა სახელმწიფოს ნებართვა
2) მეწარმეობა უნდა ატარებდეს არაერთჯერად,სისტემატურ ხასიათს.
3) სამეწარმეო საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს მოგების მიღების მიზნით
4) სამეწარმეო საქმიანობა უნდა იყოს დამოუკიდებელი,ანუ მეწარმე თვითონ უნდა
იღებდეს გადაწყვეტილებას საქმიანობის ნებისმიერ საკითხზე და მიღებულ
შედეგებზე თავადვე უნდა აგებდეს პასუხს.
5) სამეწარმეო საქმიანობა უნდა განხორციელდეს ორგანიზებულად..

5.ბიზნესის, როგორც სამეურნეო საქმიანობის


ფუნქციები
ბიზნესის დაცვით ჩვენ ვიცავთ ცალკეულ ადამიანებს და მთლიანად
საზოგადოებას. რატომ? იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის საქონელსა და
მომსახურებას, სამუშაო ადგილებს, შემოსავლებსა და გადასახადებს,
ამაღლებს შრომით და საქმიან მორალს, კანონისადმი პატივისცემას და
სხვა. Eე. ი. საჭიროა ბიზნესის დაცვა, რათა მან თავის მხრივ, დაიცვას
ადამიანი,სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება.ბიზნესის, როგორც
სამეურნეო საქმიანობის არსი და მნიშვნელობა კარგად ვლინდება მის
ფუნქციებში, კერძოდ:

Ø ბიზნესი მოგებისა და მისი მონაწილეების მიერ შემოსავლების მიღების


კარგი საშუალებაა;

Ø ბიზნესი ქმნის მრავალფეროვან მატერიალურ და სულიერ დოვლათს


მომხმარებელთათვის

Øბიზნესი დასაქმების დონის ამაღლებისა და კარიერის შექმნის კარგი


საშუალებაა;

Ø ბიზნესილ ბიზნესი თავისი ეთიკითა და კულლტურით გვასწავლის


კანონის პატივისცემას და იმას, რომ კანონზე მაღლა ვერავინ დადგება.
ბიზნესმენი მაკიაველი არ უნდა იყოს, ის არის პატიოსანი.

Ø კერძო საკუთრება და მეწარმეობა საქართველოში არის პოლიტიკური


და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილიზაციის გარანტი

Ø ბიზნესი მშვიდობის დესპანია. შეიძლება სახელმწიფოებს შორის


არ იყოს დიპლომატიური კავშირ-ურთიერთობები, მაგრამ ასეთი
სახელმწიფოების ფირმებს შორის არსებობდეს ბიზნეს-ურთიერთობები.

7.ქსელური ეკონომიკა
თანამედროვე ეკონომიკაში არსებობენ არა მხოლოდ ბიზნესის სხვადასხვა სახეობები ,არამედ
მცირე,საშუალო და მსხვილი საწარმოებიც,რომლებიც ერთად აყალიბებენ ქსელურ
ეკონომიკას,ანუ ქსელურ ბიზნესს.

ქსელურ ეკონომიკას აქვს სამიარუსისანი სტრუქტურა.ზედა იარუსზე მდებარეობს მსხვილი


ფირმები, ქვედაზე-წვრილი ანუ მცირე საწარმოები, საშუალო ბიზნესი ამ უკიდურესობებს
შორის მდებარეობს.

ქსელური ეკონომიკის ნიშნებია:

1)თანასწორუფლებიანი,პარტნიორული ურთიერთობანი მსხვილ და მცირე ბიზნესს შორის

2)მსხვილ და მცირე ბიზნესს შორის გრძელვადიანი კავშირები,ანაზღაურებად


საწყისებზე.საშუალო ბიზნესის შუამავლის როლი.

3)დიდი რაოდენობა სამართლებრივი და სოციალური ინსტიტუტებისა,რომლებიც


არეგულირებენ პარტნიორულ ურთიერთობებს.

მსხვილი ბიზნესი არ ექვემდებარება მარტივ განსაზღვრებას.მსხვილ ბიზნესს აქვს როგორც


ძლიერი ასევე სუსტი მხარები.მცირე და დიდი საწარმოები ერთმანეთსგან მხოლოდ
სიდიდით არ განსხვავებიან,იინი სხვადასხვანაირ ურთიერთდამოუკიდებულებაში არიან
ბაზართან.

საშუალო ბიზნესს უჭირავს მოშუალედე პოზიცია ეკონომიკის სხვადასხვა პოლუსზე მყოფ


მცირე და მსხვილ ბიზნესს,ასევე მცირე ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის.

მცირე ბიზნესი მსხვილი და საშუალო ბიზნესისგან განსხვავებით განისაზღვრება როგორც


ეკონომიკურად ასევე იურიდიულად.მცირე ბიზნესს მცირე კაპიალის გამო,პოლიტიკაში
პატარა ხმა აქვს.

8.ბიზნესისა და ბიზნესმენის ცნება. ბიზნესის


კონცეფციები (პოზიტიური, კრიტიკული და
პრაგმატული).
სიტყვა - ‘’ბიზნესი’’ ინგლისური წარმომავლობისაა და ნიშნავს ‘’საქმეს’’, ანუ
ადამიანთა სამეურნო საქმიანობას მოგებისა და რაიმე ეკონომიკური სარგებლის
მიღების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან. ბიზნესი
კაპიტალიზმის(საბაზრო ეკონომიკის) პირმშოა რომლის დროსაც დაქირავებული
შრომის საფუძველზე მთელი პროდუქცია იწარმოება გასაყიდად მაქსიმალური
მოგების მიღებისათვის. ბიზნესმენი არის ბიზნესის სუბიექტი.

კონცეფცია არის ამა თუ იმ ობიექტური მოვლენის შესახებ მდგრადი, ლოგიკურად


ურთიერთდაკავშირებული თეორიულ შეხედულებათა სისტემა. ბიზნესის შესახებ
არსებობს პოზიტიური,კრიტიკული და პრაგმატული კონცეფცია. პოზიტიური
კონცეფციის მიხედვით ბიზნეესი არის საზოგადოების მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების წარმოების
პროცესი, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებისათვის ხორციელდება და
არაწინააღმდეგობრივი ხასიათისაა. პოზიტიური კონცეფცია ახდენს ბიზნესის
დადებითი ასპექტების აბსულიტიზაციას ანუ იდეალიზაციას.

მეორე უკიდურესობაა კრიტიკული კონცეფცია, რომლის მიხედვითბზინესის


საბოლოო მიზანია მეწარმეთათვოს მოგების მიღება ნებისმიერი გზითა და მეთოდით.
კრიტიკული კონცეფცია დამახასიათეელია კომუნისტურ ქვეყნებს. დღეისთვის
კრიტიკულმა კონცეფციამ ყველა თავისი რესურსი ამოიწურა.

ამ ორ უკიდურესობას შორის ძევს პრაგმატულუი კონცეფცია, რომლის მიხედვით


ბიზნესი წინააღმდეგობრივი, მაგრამ განვითარებადი პროგრესული მოვლენაა,
რომელიც აუცილებელია როგორც ბიზნესმენებისათვის, ასევე საზოგადოებისათვის.

პრაგმატული კონცეფციის მიზანია-საზოგდაოების წევრების მოთხოვნილებების


დაკმაყოფილება; ხორციელდება ბიზნესმენებისა და საზოგადოების
ინტერესებისათვის; იგი წინააღმდეგობრივი, მაგრამ არა გამოუვალი ხასიათის,
განვითარებადი მოვლენაა.

9.ბიზნესის საფუძველების საგანი.


ბიზნესს როგორც ადამიანთა სამეურნეო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროს, საკმაოდ
ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია გააჩნია. მას აქვს მკვეთრად გამოხატული
მიზანი,ამოცანები,ფუნქციები,კვლევის საგანი, ობიექტები და მათი შესწავლის ხერხები.

ბიზნესის საფუძველების საგანია მოგების მიზნით განხორციელებული სამეურნეო


საქმიანობა და ამ საქმიანობის მონაწილეებს შორის ურთიერთობა.მასში შედის:

1)ბიზნეს ოპერაცია.

2)ბიზნესის სისტემის სუბიექტების ინტერესები და მათი სამეურნეო, კომერციული და


ფინანსური ქცევები.

3)ბიზნესის სახეობები და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები.

4)ბიზნესის ორგანიზების ძირითადი ფუნქციები.

5)ბიზნესის სასიცოცხლო ციკლი.


6)ბიზნესის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა.

სასწავლო კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს ბიზნესის კეთების


ტექნოლოგიის ანუ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დაუფლებაში.

ბიზნესის საფუძვლების ცოდნა მნიშვნელოვანია, საკუთარი საქმის წამოწყება-გაძღოლისა და


მენეჯერად და კონსულტანტად დასაქმებისათვის როგორც სამამულო, ისე საერთაშორისო
ფირმებში.

კიდევ ბიზნესის ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია შესაბამისი პროფილის


სტუდენტებისათვის,რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია ბიზნესის ადმინისტრირების
სპეციალისტის ჩამოყალიბება, ბაკალავრიატის ზედა კურსებზე ფუნქციური დისციპლინების
ჯეროვანი დაუფლება და მაგისტრატურაში გაღრმავება.

მაგრამ საკუთარი საქმის გაძღოლა ბიზნესის სწავლების გარეშე შეიძლება. ბევრი


ბრწყინვალე ბიზნესმენის დასახელება შეიძლება, რომელთაც არ ჰქონიათ ზოგადი ბიზნეს-
განათლება,მაგრამ ამას მათვის ხელი არ შეუშლია წარმატებების მიღწევაში.

და ასევე ბიზნესი სარისკო საქმიანობაა. ამ რისკის პრევენციის,შემცირების საუკეთესო


პირობა კი ბიზნესის კეთების ცოდნაა.

10.ეკონომიკური დოვლათი და რესურსები


ბიზნესში
ბიზნესის უმთავრესი მიზანი მოთხოვნილებათა შესატყვისი წარმოებაა.

მოგების მიღების მიზნით დოვლათის საზოგადოების საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც


საზოგადოების მატერიალური მოთხოვ-ნილებები კმაყოფილდება, დოვლათი ეწოდება.
დოვლათი შეიძლება იყოს ეკონომიკონომიკური და არაეკონომიკური. ბიზნესს აინტერესებს
ეკონომიკური დოვლათი.

არაეკონომიკური (თავისუფალი) დოვლათი შეუზღუდავია, ყველასათვის ერთნა-ირად


ხელმისაწვდომია და მოხმარებაში გადადის უშუალოდ, წარმოების, განა-წილების და
გაცვლის გარეშე. არაეკონომიკური, უფასო (თავისუფალი) დოვლა-თია: ყინული ჩრდილო
პოლუსზე, მაგრამ არა ცხელ ქვეყანაში.

ეკონომიკური დოვლათის წარმოებისათვის ბიზნესმენი იყენებს ეკონომიკურ


რესურსებს.ეკონომიკური რესურსები - ესაა ბუნებრივი, შრომითი, მატერიალური რესურსე-
ბისა და სამეწარმეო უნართა ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც იწარმოება საქონელი და
მომსახურება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

1. ბუნებრივ რესურსებში შედის მიწის, წყლის, ხე-ტყის რესურსები და საბა-დოები. ბუნების


მიერ ნაბოძებ ყველა რესურსს მოკლედ „მიწა“ ეწოდება. ბუნებ-რივი რესურსები შეიძლება
იყოს ამოუწურავი (მაგალითად, მზის, ქარის ენერგი-ა, ზღვის მიქცევა-მოქცევა) და
ამოწურვადი (სასარგებლო წიაღისეული, ტყის სიმდიდრე).

2. შრომითი რესურსების ქვეშ მოიაზრება შრომისუნარიანი მოსახლეობა შრომი-სუნარიან


ასაკში, თავისი პროფესიული მომზადებით და გამოცდილებით.
3. კაპიტალი ანუ ადამიანის მიერ შექმნილი წარმოების საშუალებები (შრომის საშუალებები
და შრომის საგნები). კაპიტალი შეიძლება იყოს მატერიალური და ფულადი ფორმით. ეს
რესურსი კვლავწარმოებადი ხასიათისაა;

4. სამეწარმეო უნარი ანუ საქონლისა და მოსახურების წარმოების ორგანიზების უნარი. ეს


რესურსიც კვლავწარმოებადია.

ზემოთ ჩამოთვლილ რესურსთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია სამეწარმეო უნარი, რადგანაც


სწორედ იგი ახდენს წარმოების სხვა ფაქტორების თავმოყ-რას.უნდა განვასხვავოთ
ეკონომიკური რესურსები და წარმოების ფაქტორები. მაგალითად, ხე-ტყეში ეკონომიკური
რესურსია,ფაბრიკაში - წარმოების ფაქტორი. საზოგადოებრივი წარმოების განვითარების
კვალობაზე თითოეული რესურსის მნიშვნელობა იცვლება. ასე მაგალითად,
ინდუსტრიამდელ ანუ აგრარულ საზო-გადოებაში დომინირებს ბუნებრივი და შრომითი
რესურსები, ინდუსტრიულში -მატერიალური და ფინანსური და პოსტინდუსტრიულში -
ინფორმაციული და ინტელექტუალური.წარმოების ფაქტორთა მესაკუთრეები ანუ
ეკონომიკური აგენტები ურთიერთობაში მოდიან წარმოების პირობების და შედეგების
ყიდვა-გაყიდვით.განასხვავებენ აბსოლუტურ შეზღუდულობას, რაც განპირობებულია
არაკვლავ-წარმოებადი რესურსების (მიწა, წიაღისეული) ზღვარდებულობით და შეფარდე-
ბით შეზღუდულობას, რაც განპირობებულია წარმოების განვითარების დონით. ამ
უკანასკნელის ამაღლების კვალობაზე ეს შუზღუდულობა მცირდება.

11.სამეწარმეო საქმიანობის არსი და


ნიშნები.საამეწარმეო უნარი და მენეჯერი.
1. თანამედროვე ბიზნესითვის დამახასიათებელია შემდეგი ძირითადი ნიშან-თვისებები

მოგებაზე ორიენტაცია 2. გონივრული,დასაბუთებელი, გათვლილი რისკი 3.


ნოვატორობა 4. შედეგებზე პასუხისმგებლობა 5.ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

1.საქმიანობა უნდა იყოს მართლზომიერი და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში


მოქმედ სამართლის ნორმებს.

2.მეწარმოება უნდა ატარებდეს არაერთჯერად,სისტემურ ხასიათს

3.სამეწარმო საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს მოგების მიღების მიზნით.

4.სამეწარმეო საქმიანობა უნდა იყოს დამოუკიდებელი, ანუ მეწარმე თვითონ უნდა იღებდეს
გადაწყვეტილებას საქმიანობის ნებისმიერ საკითხზე და მიღებულ შედეგებზე თავადვე უნდა
აგებდეს პასუხს.

5.სამეწარმეო საქმიანობა უნდა განხორციელდეს ორგანიზებულად.

25 წელია საქართველოში ‘’მეწარმეთა შესახებ ‘’ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ


დაქვემდებარებინია. ამის გამო მასში დაილექა მრავალი პრობლემა, რომელიც
საკანონმდებლო დონეზე უნდა იქნას გადაწყვეტილი,რათა ჰარმონიზებაში მოვიდეს
ევროკავშირის კანონმდებლობასთან და წახალისდეს ადგილობრივი და უცხოური
ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს სოციალურ ეკონომიკურ პრობლემათა გადაწყვეტას და
ევროინტეგრაციის პროცესის საჩქარებას. ბიზნესმენებისგან განსხვავებით მეწარმე არის ის,
ვინც ფლობს და მართავს საკუთარ ბიზნესს. პირველადი მენეჯერები მეწარმეთა ფენას
წარმოადგნენ;მელონი, ფორდი, კარეგანი და ა.შ.

12.ბიზნესის საფუძვლების ადგილი და როლი


ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემაში
ბიზნეს საფუძვლები,როგორც ეკონომიკური ცოდნის ცალკე დარგი,უწინაარეს
ყოვის,ეკონომიკურ თეორიასთან არის კავშირში,ვინაიდან მის მეთოდოლოგიურ საფუძველს
სწორედ ეკონომიკური თეორია შეადგენს.

''ბიზნესის საფუძვლები'' მჭიდროკავშირშია დარგობრივ(სოფლის


მეურნეობების,მშენებლობის,ვაჭრობის და სხვა) ეკონომიკებთან,ამ დარგების
თავისებურებების და ფუნქციონირების კანონზომიერებების ცოდნის გარეშე შეუძლეელია
ბიზნესის სხვადასხვა სახეობების ეფექტიანი ორგანიზება.

ბიზნესი მჭიდრო კავშირშია ინფორმაციულ ანალიტიკურ მეცნიერებებთან,რომლებიც


შეისწავლიან ამა თუ იმ სამეურნეო სისტემის რაოდენობრივ კანონზომიერებებს.

''ბიზნესი'' კავშირშია აგრეთვე,ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის,თავად მეწარმეობის


განვითარების ისტორიასთან.

ბიზნესის ძირეული თეორიული დებულებები ამ მიმართულების სხვა ფუნქციური


დისციპლინების(მარკეტინგი, მენეჯმენტი და სხვა)კვლევის თეორიულ და მეთოდოლოგიურ
საფუძველს შეადგენს.

13. მოთხოვნის ელასტიკურობა, მიწოდების


კანონი, მიწოდების ელასტიკურობა და ზღვრული
სარგებლიანობა ბიზნესში.
ცნებას, რომელიც აღწერს იმას, თუ რა ხარისხით მოქმეებს ფასების ცვლილება
მოთხოვნს სიდიდეზე, ანუ როგორ იცვლება მოთხოვნის სიდიდე ფასების
ცვლილების პირობებში, ელასტიკურობა ეწოდება. მოთხოვნის ელასტიკურობას
ზომავენ მოთხოვნის ელასტიკურობის კოეფიციენტით (მ.ე.კ.). მოთხოვნის
ელასტიკურობის კოეფიციენტი ტოლია მოთხოვნის სიდიდის პროცენტული ზრდის
და ფასების სიდიდის პროცენტული ზრდის თანაფარდობას.

მოთხოვნა ელასტიკურია თუ მისი ელასტიკურობის კოეფიციენტი მეტია


ერთზე(მ.ე.კ.>1). მოთხოვნა არაელასტიკურის როდესაც მისი ელასტიკურობის
კოეფიციენტი ნაკლებია ერთზე(მ.ე.კ.<1).ხოლო მოთხოვნის ერთეული
ელასტიკურობის კოეფიციენტთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც მ.ე.კ=1. თუ საქონელს
კარგი და ბევრი შემცვლელები გააჩნია მაშინ იგი ეკასტიკური მოთხოვნის საქონელია.

ფასსა და მიწოდებას შორის ისეთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, რომლის დროსაც


ფასების ზრდა აპირობებს მიწოდების გადიდებას, ხოლო ფასების შემცირება-
მიწოების დაცემსა, მიწოდების კანონი ეწოება.

ცნებას, რომლის მეშვეობითაც იზომება ფასების ცვლილებების პროპორციულად


მიწოდებული საქონლის რაოდენობის ცვლილება, მიწოდების ელასტიურობა
ეწოდება.

თუ ფასის ცვლილება მცირე გავლენას ახდენს გასაყიდი საქონლის ან მომსახურების


მიწოდებაზე მაშინ მიწოდება არაელასტიურია და პირიქით. მიწოდება ელასტიურია,
როცა ფირმებს ადვილად და სწრაფად შეუძლიათ შეცვალონ საქონლის მიწოდების
სიდიდე მისი ფასის ცვლილებების საპასუხოდ. მიწოდება არაელასტიურია, როცა
შეუძლებელია სწრაფად და ადვილად შეიცვალოს მიწოდებული საქონლის
რაოდენობა მის ფასის შეცვლასთნ ერთად.

არსებობს ზღვრული სარგებლიანობის ცნება,რომლის მიხედვით, რაც უფრონ


მეტია ,მოხმარებული დოვლათის რაოდენობა, მით უფრო სრულად კმაყოფილდება
ამ დოვლათზე მოთხოვნილება, მით უფრო ნაკლებია მისი ყოველი მომდევნო
ერთეულის მოხმარებით მიღებული ზღვრული სარგებლიანობა. აქედან
გამომდინარე, მომხმარებლის განკარგულებაში არსებული დოვლათის რაოდენობის
ზრდასთნ ერთად ამ დოვლათის საერთო სარგებლაინობა იზრდება, ხოლო ყოველი,
მომდევნო, დოვლათის სარგებლიანობა კლებულობს.

14.ინტუიციური და პროცედურული ბიზნესი


ინტუიცია არის მოვლენის დაწყებამდე მისი შედეგის განჭვრეტა. ინტუიციური ბიზნესი
არის ბიზნესის სახეობა,რომელიც ემყარება მხოლოდ პიროვნულ თვისებებს,პირად
ინტუიციასა და გამოცდილებას. ინტუიციური ბიზნესი ფუნქციონირებს საბაზრო
ეკონომიკის ფორმირების ან მასზე გადასვლის პროცესში.

ინტუიციური ბიზნესის მახასიათებლებია: განვითარების უპირატესად ექსტენსიური ტიპი,


ბიზნესის წარმოების ახალი წესებისა და პროცედურების ჩამოყალიბებაზე დაფუძნებული
გადაწყვეტილება, მეწარმეობის არამდგრადი შიგა და გარე გარემო..

ინტუიციური ბიზნესის პერიოდისათვის დამახასიათებელია ერთპიროვნული მეწარმის


ტიპი.

პროცედურული ბიზნესს საფუძვლად უდევს სტანდარტულ სიტუაციაში გამოსაყენებელი


ოფიციალური წესები და პროცედურები. ამ დროს პროცედურული არჩევანი დაფუძნებულია
მოვლენების ობიექტურ ანალიტიკურ პროცესზე.

პროცედურული ბიზნესის მახასიათებლებია: განვითარების უპირატესად ინტენსიური


ხასიათი, სტანდარტულ, ფორმალურ წესებზე და პროცედურებზე დამყარებული
გადაწყვეტილება, მეწარმეობის შიგა და გარე გარემოს მდგრადობა, მდგრადი და
სიმეტრიული ურთიერთობები.

ინტუიციური და პროცედურული ბიზნესი ურთიერთკავშირშია. მეწარმეთა ინტუიციური


მიგნებები ბიზნესის ჩამოყალიბების კვალობაზე თანდათანობით ფორმალიზდება და
გარდაიქმნება ოფიციალურ წესების და პროცედურად. თანამედროვე ქართული ბიზნესი
იმყოფება რაციონალურ-პროცედურული მეწარმეობის ჩამოყალიბების სტადიაზე,რომლის
დროსაც პროცედურული ბიზნესის ელემენტების ფორმირების უაღრესად საინტერესო
პროცესები მიმდინარეობს.

15. მაკროეკონომიკური ინდიკატორები და


ბიზნესი

საზოგადოების ცხოვრების დონე დამოკიდებულია მის ეკონომიკური განვითარების


დონეზე, ხოლო ცხოვრების დონის ზრდა, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდაზე. მშპ არის
ქვეყნის ეკონომიკაში, დროის მოცემულ პერიოდში წარმოებული საბოლოო საქონლისა და
მომსახურების საბაზრო ღირებულებათა ჯამი.. მშპ_ს აბსოლიტური მოცულობა ქვეყნის
ეკონომიკურ პოტენციალზე, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე მშპ _ ცხოვრების დონეზე
მეტყველებს.მშპ ერთდროულად ორ სიდიდეს ზომავს: ეკონომიკის ყველა წევრის მიერ
მიღებულ მთლიან შემოსავალსა და მშპ-ს.

შეძენაზე გაღებულ ხარჯებს. ეს ორი სიდიდე ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს, რადგანაც
ეკონომიკური ურთიერთობათა ერთი მონაწილის ხარჯები ამავდროულად მეორის
შემოსავლებია და პირიქით.

განასხვავებენ ნომინალურ და რეალურ მშპ_ს. ნომინალურ მშპ_ში საქონელი და


მომსახურება მიმდინარე, საბაზრო ფასებშია გამოხატული. რეალურ მშპ_ში საქონელი და
მომსახურება მუდმივ, საბაზო წლის ფასებშია ასახული,

ინფლაცია და დეფლაცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა.


პირველი, ფასები იზრდება, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა სჭარბობს ერთობლივ
მიწოდებას. ასეთ მოვლენას ეწოდება მოთხოვნის ინფლაცია. ინფლაციის ამ ტიპს მაშინ აქვს
ადგილი, როდესაც მთავრობა ამცირებს გადასახადებს, მყიდველები ნაკლებს ზოგავენ და
სხვა.ინფლაციის მეორე ტიპი შეინიშნება მაშინ, როდესაც საწარმოო ხარჯები მატულობს
სწრაფად და ატარებს ხარჯების ზრდით განპირობებულ ინფლაციის სახელს.

სახელმწიფო ვალი. ბიუჯეტური დეფიციტის დროს სახელმწიფომ დამატებით უნდა


დაბეჭდოს ფული, გაზარდოს გადასახადები, შეამციროს ხარჯები ან ისესხოს. დაგროვილ
სესხად აღებულ თანხას სახელმწიფო ვალი ეწოდება. განასხვავებენ საშინაო და საგარეო
ვალს. საგარეო ვალი საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, სხვა სახელმწიფოებისაგან და
მათი მოქალაქეებისაგან აღებული სესხია. საშინაო ვალი კი_მოცემული ქვეყნის მთავრობის
მიერ მის მოქალაქეებისაგან აღებული სესხი.
16.ბიზნესი და ეკონომიკა
ბიზნესი ანუ დაქონლისა და მომსახურების წარმოება მოგების მიღების მიზნით,ეკონომიკაში
ხორციელდება.გარდა ამისა, ეკონომიკის სუბიექტები გამოდიან და სხვადასხვა საქმიანი
გარიგებების მონაწილეებად, ამავდროულად, გვევლინებიან ბიზნეს ურთიერთობების
სუბიექთებადაც. სწორედ ამიტომ ,,ბიზნესი’’ და ,,ეკონომიკა,, საკმაოდ ახლო მდგომი
მოვლენებია.

მიუხედავად ასეთი მსგავსებისა, ეკონომიკასა და ბიზნესს შორის არსებობს განსხვავებაც.

.1.ეკონომიკა ფართო გაგებაა და მასში შედის, კერძო და სახელმწიფო


სექტორები,ნატურალური მეურნეობა და მრავალნაირი სტრუქტურები. ბიზნესში კი შედის
მხოლოდ კერძო და კომერციალიზებული სექტორები.

2.ეკონომიკა მოიცავს მიკრო, მაკრო, მეზო და მეგა დონეებს, ხოლო ბიზნესი უპრატესად
მიკროეკონომიკაში ხორციელდება.

3.სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნული მეურნეობის განვითარების ინდიკატურ გეგმას,


მეწარმე კი-ბიზნეს-გეგმას და სხვა.

ეკონომიკა,როგორც სასწავლო დისციპლინა ეროვნული მეურნეობის ფუნკციონერებისა და


განვითარების შესახებ ტეორიული ცოდნაა, ბიზნესის საფუძველები კი, ბიზნესის კეთების
ცოდნა-ტექნოლოგიაა,

18.სამეწარმეო რესურსი, მისი ელემენტები და


თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში.
საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის უმთავრესი რესურსის ანუ სამეწარმეო რესურსის
ქვეშ იგულისხმება:

1.სამეწარმეო პოტენციალი, უნარი ანუ მეწარმე.

2.ბიზნესის ინფრასტრუქტურა ანუ საბზო მომსახურების ინსტიტუტები, რომლებიც


ბიზნესის მომზადების, ჩამოყალიბების, ფუნქციონირების, განვითარებისა და
დახურვის ეტაპზე წამოჭრილი ამოცანების გადაჭას ემსახურებიან.

3.სამეწარმეო ეთიკა და კულტურა

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანა სამეწარმეო რესურსებით მდიდარია, თუ აქ:

1.ბევრია სათაანადო ცოდნითა და გამოცდილებით შეიარაღებული მეწარმე;

2.განვითარებულია საბაზრო ინფრასტრუქტურა

3. სამეწარმეო ეთიკას ღრმა ისტორიული ფესვები და ავტორიტეტი გააჩნია ანუ


საზოგადოება არა მარტო კეთილგანწყობილია მეწარმეობის მიმართ, არამედ
მოასხლეობის მნიოშვნელოვანი ნაწილისათვის იგი სასურველ ორიენტირსაც
წარმოადგენს.
საქართველოში სამეწარმეო პოტენციალის ხასიათი განპირობებულია საქართველოს
ეკონომიკის გარდამავალი მდგომარეობით, ასევე მისი თავისებურებებით.

საქართველსოს მეწარმეთა კლასის ფორმირების საწყისები არაკეთილსასურველია.


როგორც ჩანს, საჭირო იქნება არც თუ ცოტა წლები და ძალისხმევა არამარტო მარჯვე
და გამოცდილი, არამედ ,,ცივილიზებული’’ მეწარმეთა გამოზრდისათვის რომელთაც
ექნებათ ძლიერი სამეწარმეო მოტივები და ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა
სფეროებში იღვაწებენ.

19.ფული და ბიზნესი

ბიზნესი, ყველაზე მარტივად, ფულით ფულის კეთება. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად
ვერკვეოდეთ ფულის არეში.

ფული არის ის, რაც თანახმაა მიიღოს გამყიდველმა მიწოდებული საქონლისა და


მომსახურების საფასურად.სხვაგვარად, ფული არის ის, რისი საშუალებითაც შესაძლებელია
საქონლისა და მომსახურების შეძენა და ვალების გადახდა. კაცობრიობამ ფული, უწინარეს
ყოვლისა, ვაჭრობის გაიოლობის მიზნით გამოიგონა.

ფულის არსი კარგად ვლინდება მის ფუნქციებში. თანამედროვე ეკონომიკაში გამოყოფენ


ფულის სამ ფუნქციას:

1. ფული,როგორც ღირებულების საზომი


2. ფული, როგორც გადახდის საშუალება
3. ფული, როგორც დაგროვების საშუალება. თუ სარეზერვო ვალუტასთან გვაქვს საქმე,
მაშინ ჩამოთვლილ ფუნქციებს ემატება მეოთხე-მსოფლიო ფულის ფუნქციაც.

ეკონომიკური ცხოვრების ორგანიზება ისე უნდა მოხდეს, რომ არ განვითარდეს


ბარტერი და რომ ფულის ფუნქციების შესრულებას ანუ მის ეფექტიან
ფუნქციონირებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არაფერი უშლიდნენ ხს. სამწუხაროდ,
ლარის დაგროვების ფუნქცია დოლარის მიერ შევიწროებული, ასევე, მისი
მოქმედების არეალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო
ჯერ-ჯერობით შეზღუდულია.

ფულის ფასი,ისე,როგორც ნებისმიერი საქონლის ფასი, დამოკიდებულია მასზე


არსებულ მოთხოვნა- მიწოდებაზე.
განასხვავებენ ფულზე ოპერაციულ და სპეკულაციურ მოთხოვნას.
ოპერაციული მოთხოვნა ასახავს ფულზე მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია
საქონლის შესაძენად და მოიცავს ფულად აგრეგატებს.
ფულზე სპეკულაციური მოთხოვნა ასახავს ფულზე მოთხოვნას აქტივების მხრიდან.
ფულზე ოპერაციული და სპეკულაციები მოთხოვნა ერთად აყალიბებს ფულზე
მთლიან მოთხოვნას ანუ მიმოქცევისათვის საჭირო ფულის რაოდენობას. ფულის
არსის გარდა კარგად უნდა ვერკვეოდეთ ქვეყნის ეკონომიკის მახასიათებლებშიც.
20. მოთხოვნილებისა და მოთხოვნის
მნიშვნელობა ბიზნესში
ბიზნესის მთავარი მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა, მაგრამ ამის მიღწე-ვა
შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნილებების მაქსიმალურად
დაკმაყოფილებით.. მოთხოვნილება რაიმეს მიმართ დაუკმაყოფილებლობის, საჭი-
როების განცდაა. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ საჭიროება და მოთხოვნილება.
საჭიროება ეს არის ადამიანის მიერ რაიმეს უკმარისობის განცდა. საჭიროება შეიძლება
იყოს სრულიად სხვადასხვა სახის. ესაა, მაგალითად, საკვების, სასმელის,
ტანსაცმლის, გათბობისა და ა.შ საჭიროება მუდმივია,მოთხოვნილება კი
ცვალებადი . მოთხოვნილება სურვილით (საჭიროებით) შემოიფარგლება და, მაშა-
სადამე, განუსაზღვრელია. ხოლო მოთხოვნა ერთდროულად, როგორც სურვილს, ისე
შესაძლებლობას გულისხმობს და ზღვარდადებულია (სასრულია).განასხვავებენ
პირველად და მეორად მოთხოვნილებას. პირველადია ის მოთხოვნილებანი
(მოთხოვნილება ჰაერზე, წყალზე, საკვებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაც-მელზე, ბინაზე და
ა.შ.), რომელთა დაკმაყოფილების გარეშე ადამიანის არსე-ბობა შეუძლებელია.
მეორადია მოთხოვნილებანი, რომელთა დაკმაყოფილება ხდება პირველადი
მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ(მოთხოვნილება განათლებაზე,
დასვენებაზე, ხელოვნებაზე და ა.შ. მეორადი მოთხოვნილებებია.)
პირველადი მოთხოვნილებანი თანდაყოლილია, ადამიანს თან ახლავს დაბა-
დებისთანავე. მეორადი მოთხოვნილებანი კი შეძენილი მოთხოვნილებანია.
მოთხოვნილებები იცვლება: განათლების მიხედვით, გარემოს მიხედვით, ასაკის
მიხედვით ეკონომიკურ ლიტერატურაში მოთხოვნილებები დაყოფილია მათი
მნიშვნელობის ხარისხის მიხედვითაც.
ა.მასლოუს ადამიანთა მოთხოვნილებათა იერარქია (პირამიდა)
1.საბაზისო, ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) მოთხოვნილებანი ჰაერზე, წყალზე, საკ-
ვებზე...
2. მოთხოვნილება ფიზიკურ დაცულოაზე.
3.სიყვარულის (სოციალური) მოთხოვნილება ნათესავებთან, მეგობრებთან
სიახლოვის,სიყვარულის მოთხოვნილება.
4. მოთხოვნილება პატივისცემაზე.
5. საკუთარი პოტენციური შესაძლებლობების მოთხოვნილება.

21. ბიზნესის,დაწყების მოტივები და


შესაძლებლობები.
ბიზნესის წამოწყება მიზანშეწონილია თუ არსებობს სათანადო გარე და შიდა გარემო და
შესტყვისი მოტივები.

ეს მოტივებია;

1.დასაქმება
1. მაღალი შემოსავლების მიღება

3. დამოუკიდებლობისაკენ, საკუთარი თაველის ბატონ-პატრონობისაკენ სწრაფვა

4. მართვისა და ხელისუფლებისკენ სწრაფვა

5.საზოგადოებრივი ცნობადოსობა და აღიარების მოპოვება

6.საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია

7.ქონების დაგროვება და მისი მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობა და მრავალი სხვა.

ბიზნესის წარმოებისთვის ასევე მეწარმეს უნდა გააჩნდეს შესაბამისი შესაძლებლობანი,


საქმიანი უნარ-ჩვევები და პირადი თვისებები.

ბიზნესისთვის ძირითადი საქმიანი უნარ-ჩვევებია;

1. წარმოების მართვაგასაღება
2. ფინანსების მართვა
3. ბუღალტერული აღრიცხვა
4. პერსონალის მართვა
5. სარეკლამო საქმიანობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
6. საქმიანი უნარ ცვევების დეფიციტი იმას ნიშნავს, რომ არ შეგვიზლიათ საკუთარი
საწარმოს შექმნა. წარმატებული მეწარმენი ჯერ ავლენენ დეფიციტს და შემდეგ
ღებულობენ ზომებს მათ აღმოსაფხვრელად.

ბიზნესის წარმატებები მარტო პირად თვისებებზე არ არის დამოკიდებული, არამედ


ადამიანურ რესურსებზეც.

22.ბიზნესის,როგორც სისტემის, სუბიექტები და


მათი ინტერესები
ბიზნესის როგორც
სისემის,სუბიექტებია:მომხმარებლები,მეწარმეები,მენეჯერები,დაქირავებული
მუშაკები,მიმწოდებლები,სახელმწიფო და საზოგადოება და კრედიტორები.

მომხმარებლების ინტერესებშია საქონლის ფართო ასორტიმენტი,მაღალი ხარისხი და


დაბალი ფასი,მომსახურების მაღალი დონე.

მეწარმეების ინტერესებშია შემოსავლის მოგების მიღება და კაპიტალის გაზრდა.

მენეჯერების ინტერესებშია ფირმის საქმიანობის მაღალ დონეზე ორგანიზება და პირადი


გასამჯელოს გაზრდა.

დაქირავებული მუშაკების ინტერესებშია მაღალი ხელფასი,სამუშაო ადგილის საიმედოობა.

მიმწოდებლების ინტერესებშია მცირე ხარჯები და დიდი შემოსავალი.

სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებშია სამუშაო ადგილის შექმნა,ფასების


სტაბილურობა.
კრედიორების ინტერესებშია მაღალი სარგებელი,კრედიტის დაბრუნების გარანტირებულობა
ფირმებზე ზემოქმედის შესაძლებლობა.

ასეთი მრავალფეროვანი ინტერესების რეალიზება ერთობ რთულია და ზოგჯერ


შეუძლებელიც.

23.ეკონომიკური სისტემები და ბიზნესი


ბიზნესის მდგომარეობა, გაშლა_განვითარება გადამწყვეტადაა დამოკიდებული
ეკონომიკური სიტემის ტიპზე და ხასიათზე. ეკონომიკური სისტემა არის საზოგადოების
სამეურნეო ცხოვრების ორგანიზების წესი. მისი ძირითადი ნიშნებია: 1. ეკონომიკურ
რესურსებზე საკუთრების ტიპი (კერძო, სახელმწიფო); 2. ეკონომიკის მონაწილეთა
კოორდინაციის, რეგულირების მექანიზმი. განასხვავებენ ეკონომიკური სისტემის ორ ტიპს:
1. საბაზრო ეკონომიკური სისტემა, რომელიც აერთიანებს თავისუფალ და შერეულ
ეკონომიკას, სადაც ბიზნესი თავისუფალია; 2. არასაბაზრო ეკონომიკური სისისტემა,
რომელიც აერთიანებს ტრადიციულ და მბრძანებლურ ეკონომიკას, სადაც ბიზნესი
შეზღუდულია. პირველში შეიძლება გამოვყოთ ამერიკული, დასავლეთ ევროპული,
იაპონური, გერმანული საბაზრო მოდელი, სადაც ბიზნესი ზოგადდთან ერთად ეროვნული
თავისებურებებით „იტვირთება“. ხოლო მეორეში - საბჭოური, ჩრდილოეთ კორეული, კუბის,
ჩინური მოდელი, სადაც ბიზნესი შეზღუდულია და უპირატესად ჩრდილოვან ხასიათს
ატარებს. ტრადიციული ეკონომიკური სისტემა ემყარება თემობრივ საკუთრებას, მეურნეები
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა, როგორ და ვისთვის აწარმოონ იღებენ ტრადიციებიდან.
ამ სიტემაში ბიზნესი საქონელგაცვლის ფორმით ჩანასახოვან
მდგომარეობაშია.მბრძანებლური ეკონომიკური სისტემა ემყარება მატერიალურ რესურსებზე
სახელმწიფო საკუთრებას; მეურნეები ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა აწარმოონ იღებენ
სახელმწიფოსგან შესრულებისათვის სავალდებულო გეგმა-დირექტივების სახით; ამ
სისტემაში ბიზნესი კანონით აკრძალული და შეზღუდულია. თავისუფალი საბაზრო
ეკონომიკური სისტემა არის მეურნეობის ორგანიზების წესი, რომლის დროსაც კითხვებზე:
რა, როგორ და რისთვის ვაწარმოოთ? პასუხს იძლევა ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასი.
საბაზრო ეკონომიკური სისტემა, ტრადიციულისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ
მოთხოვნებს (ინტერესებს) ექვემდებარება. ვაჭრობა ეკონომიკური სისტემაა, რომლის
დროსაც წარმოების ყველა ფაქტორი ყიდვა-გაყიდვის ობიექტია და მათზე ფასები წესდება
მოთხოვნა-მიწოდების კანონის საფუძველზე. და ბოლოს, შერეული ეკონომიკური სისტემა
არის ბაზრით (უხილავი ხელით) და სახელმწიფოს მეშვეობით (ხილული ხელით) მართული
ეკონომიკა, სადაც ადგილი აქვს საკუთრების ფორმათა პლურალიზმს (სიმრავლეს) და
მესაკუთრეთა თანასწორუფლებიანობას. ამ სისტემაში ბიზნესი კანონით ნებადართულია და
თავისუფალია. სისტემებს შორის საუკეთესოა შერეული ეკონომიკა. სწორედ ამიტომ,
თანამედროვე მსოფლიოში იგი გაბატონებული ტენდენციისაა.

24.ბიზნესის მიზნები და მათი განსაზღვრის


პრინციპები
ბიზნესის სტრატეგიული მიზნები არის ის საკვანძო, ძირითადი საბოლოო შედეგები,
რომლისკენაც მიისწრაფვის საწარმო თავის საქმიანობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის
მანძილზე.

ბიზნესის სტრატეგიული ტიპიური მიზნები კავშირშია მოცემული საწარმოს მომგებიანი


ის,რენტაბელობის, გასაღების ბაზარზე წილის ზრდასთან,საქმიანობის
დივერსიფიკაციასთან,მასშტაბების გაფართობასთან და სხვა მახასიათებლებთან. ასე
მაგალითად, საწარმოს სტრატეგიული მიზანი შეიძლება იყოს: ორი წლის განმავლობაში 20%-
იანი რენტაბელობის დონის მიღწევა, ქართლის რეგიონის ბაზრის 15%-ის დაუფლება სამ
წელიწადში, ოთხ წელიწადში ახალ დარგებში შეჭრა და მრავალი სახეობის ბიზნესის
წარმოება და სხვა.

მიზანი არის საწარმოს მართვის სისტემის ამოსავალი ელემენტი. მართვის


სისტემისა,რომელიც ასრულებს დასახული მიზნის მიღწევისთვის ადამიანთა საქმიანობის
ორგანიზების, მოტივირებისა და კონტროლის ფუნქციას. შესაბამისად, თუ საწარმოს არა
აქვს ნათლად განსაზღვრული მიზანი, მაშინ არ არის მისი მართვაც.

არსებობს კონკრეტული მიზნები. ბიზნესის ხასიათიდან,განვითარების დონიდან და


მდგომარეობიდან გამომდინარე, საწარმოს კონკრეტული მიზანი შეიძლება იყოს:

ბიზნესის გადარჩენა- შენარჩუნება .

მოგების ზრდა.

საქონლისა და მომსახურების წარმოების გაფართოება

საბაზრო წილის გადიდება

გუდვილის ზრდა

წარმოების მასშტაბების გაფართოებით ეკონომიკური ძალაუფლების განმტკიცება

ფირმის თანამშრომელთა პოტენციალის სრული რეალიზება-განვითარება

ბიზნესი, როგორც ჰობი, გატაცება

25.ბიზნესის საფუძვლების შესწავლის მეთოდი


ბიზნესის საწყისების მეთოდოლოგიური საფუძველი ეკონომიკური თეორიაა. განასხვავებენ
ზოგად და კერძო მეთოდებს.

შემეცნების დიალექტიკური მეთოდის გამოყენება იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის სამყაროში


ეკონომიკური მოვლენები და პროცესები განიხილება ერთ მთლიანო-ბაში, მუდმივ
მოძრაობაში, ურთიერთკავშირსა და განუწყვეტელ განვითარებაში. შემეცნების სისტემური
მეთოდით ვარკვევთ, თუ რა ელემენტებისგან შედგება ფირმა, როგორც სისტემა, რა შინაგანი
თვისებები ახასიათებს მის სტრუქტურულ ელემენტებს, როგორია მათი ემერჯენტული
თვისება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი და იგივე იმანენტური თვისებების ელემენტს
შეიძლება ერთ სისტემაში ერთი როლი ჰქონდეს, საანალიზო მეთოდით ფირმაში, როგორც
სისტემაში, -- რა ელემენტებისგან შედგება სისტემა, როგორია მათი იმანენტური და
ემერჯენტული თვისებები ,როგორ არიან განლაგებულნი, როგორია მათ შორის კავშირები,
რითი სუნთქავს ფირმა , ანუ რა არის მისი მიზანი. სწორედ ამ მიზნით არის განპირობებული
თი-თოეული ელემენტის როლი. პოზიტიური ანალიზი საშუალებას იძლევა ბიზნესში
მიმდინარე მოვლენები და პროცესები ისეთი სახით წარმოვსახოთ, როგორებიც არიან
რეალურად. ნორმა-ტიული ანალიზი კი უფრო შორს მიდის. არსებული სინამდვილის
შესწავლის საფუძველზე იგი ცდილობს გააუმჯობესოს საწარმოო სისტემა. აბსტრაქციის
მეთოდი- ყურადღება მახვილდება იმ ფაქტორებზე, რომელთა მოხ-დენის ალბათობა დიდია
და თანაც მნიშვნელოვანი ზარალის მომტანი.ანალიზი გულისხმობს აბსტრაგირების გზით
ფირმის როგორც ერთიანი მთე-ლის ქვესისტემებად აზრობრივ დაყოფას და მათს
ავტონომიურ განხილვას. სინთეზი კი შესას-წავლი ფირმის ცალკეული ნაწილების
გაერთიანებაა ერთიან მთელად. ინდუქციის მეთოდი ითვალისწინებს აზროვნების სვლას
ფაქტებიდან განზოგა-დებისკენ , დედუქცია კი აზროვნების სვლას ზოგადიდან რეალური
ეკონომიკური ფაქტებისკენ.შედარების მეთოდი გულისხმობს განსახილველ მოვლენებს
შორის საერთო და განმასხვავებელი ნიშნების დადგენას.ეკონომიკურ-მათემატიკური
მოდელირება გულისხმობს ფირმაში მიმდინარე მოვლენების მათემატიკური მეთოდებით..
მოდელში ასახულია შესასწავლი მოვლენის მხოლოდ ძირითადი, არსებითი თვი-სებები.

როგორც ითქვა, ბიზნესი ეკონომიკაში ხორციელდება. სწორედ ამიტომ ბიზნესის


წარმატებული გაძღოლისათვის აუცილებელია მინიმალური ეკონომიკური ცოდნა მაინც.

26.რისთვის გვჭირდება ბიზნესის საფიძველების


ცნებების ცოდნა? საკუთრება, აქტიური და
პასიური მესაკუთრე?
როგორც ხელოსნისგან არ უნდა ველოდეთ სამეურნო შედეგს, როდესაც იგი შრომის იარაღებს
ინსტრუქციის შეუსაბამოდ იყენებს, ისე ბიზნესის მკვლევარისგან ნაკლებად მოსალოდნელია
რაიმე სასიკეთო ცნებების უზუსტოდ გამოყენების შემთხვევაში. ცნებითი აპარატის კარგი
ცოდნა გვეხმარება არა მხოლოდ ეკონომიკური სინამდვილის სწორად შეცნობაში და
ბიზნესის ენაზე ზუსტად მეტყველებაში, არამედ ბიზნესის წარმატება-წარუმატებლობის
მიზეზთა გამოვლენაშიც.

კერძო საკუთრება საბაზრო ეკონომიკის და, მასშადმე, მეწარმეობის საძირკველია.


საკუთრების უფლებების დაცვის მყარი გარანტია მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს
უმთავრესი კომპონენტია საკუთრების დაცვა-ხელშეუხებლობაზე არის დამოუკიდებელი
მეწარმოებისა და ეკონომიკის განვითარება.საჭიროა სახელმწიფომ შეიმუსაოს და მკაცრად
დაიცვას კანონო კერძო საკუთრების შესახებ, ხოლო კანონმა- მეწარმის საკუთრება.

საკუთრების იურიდიული უფლება ნიშნავს მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის


უფლებას

საკუთრება, როგორც ეკონომიკური კატეგორია, ასახავს ეკონომიკურ აგენტებს შორის


ურთიერთობების ეკონომიკური რესურსებისა და დამოხმარებლო დოვლათის
მითვისებასთან დაკავშიტებით. საკუტრებაზე შემოსავალს ითვისებს მესაკუთრე.

27.რა მნიშვნელობა აქვს ინტუიციურ და ლოგიკურ


აზროვნებას ბიზნესში
ინტუიცია არის ინდივიდის უნარი ლოგიკური გაანგარიშების გარეშე.ინტუიციური ბიზნესი
არის ბიზნესის სახეობა,რომელიც ემყარება მხოლოდ პიროვნულ თვისებებს,პირად
ინტუიცისა და გამოცდილებას.

ინტუიციური ბიზნესის მახასიათებლებია განვითარების უპირატესად ექსტენსიური


ტიპი,ბიზნესის წარმოების ახალი წესებისა და პროცედურების ძიება-ჩამოყალიბებაზე
დაფუძნებული გადაწყვეტილება,ბიზნესის შიგნით და გარეთ პირად კავშირებზე
დამყარებული ასიმეტრიული და არამდგრადი ურთიერთობები პარტნირორებს შორის.

ინტუიციური ბიზნესის პერიოდისათვის დამახასიათებელია ერთპიროვნული მეწარმის


ტიპი.ერთ პიროვნებაში აერთიანებს მესაკუთრეს მეწარმესა და მენეჯერს.ამ ტიპის მეწარმეს
წარმოადგნენ:ადამიანები,რომლებიც დამოუკიდებლივ ეწვიან პატარა საოჯახო
ბიზნესს:ფერმერები და სხვ.

მეწარმეთა ამგვარ ტიპს შეიძლება მივაკუთვნოთ ჰენრი ფორდი,რომელმაც შექმნა


ავტომობილი ყველასთვის, ბილ გეითსი,რომელიც თანამედროვე კომპიუტერული
პროდუქტების საწყისებთან იდგა სა სხვა.

28.მეწარმეობა როგორც შერეული ეკონომიკის


მშენებლობის ამოსავალი პირობა. ქართველ
ბიზნესმენებს რატომ უჭირთ დელეგირება და
რატომ უგულებელყოფენ დაგეგმვას?
ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის პირმშოა, რომელიც მასთან ერთად იზრდება და ვითარდება.
სწორედ ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ მისი ადგილი და როლი განვითარებულ საბაზრო
ეკონომიკურ სისტემაში.როგორც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის კანონზომიერებების
ჩამონათვალიდან ირკვევა, თავისუფალი მეწარმეობის ფორმირება საბაზრო
ურთიერთობების მშენებლობის ამოსავალი მიმართულებაა და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან
საბაზრო ეკონომიკა, ყველაზე მარტივად თავისუფალი მეწარმეობის ეკონომიკაა. მართლაც,
ბაზარი მეწარმეობისათვის საუკეთესო შემოქმედებითი გარემოა, ხოლო მეწარმეობა, თავის
მხრივ, საბაზრო ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისებაა. მეწარმეობა, ერთი
მხრივ, საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების უმთავრესი შემოქმედია (ბიზნესში
იწარმოება საქონელი და ფული ანუ მოთხოვნა), ხოლო მეორე მხრივ, გადასახადებით ახალი
დემოკრატიული სახელმწიფოს შუალობითი მშენებელი. ასე რომ, საბაზრო ეკონომიკა
ყოვლად წარმოუდგენელია მეწარმეობის ფორმირება-განვითარების გარეშე. ქართველ
ბიზნესმენებს უჭირთ დელეგირება

1)ბიზნესს მართავენ მეწარმეები და მენეჯერები. ხშირად მენეჯერები და მეწარმეები


ყველაფერი თვითონ აკეთებენ, რადგან არ აქვთ საჭირო სახსრები რომ დააქირაონ
ადამიანები.

2) ბიგზნესმენები და მეწარმეები როცა იქირავებენ, სჭირდებათ დრო და სახსრბი რომ ახსნან


ასწავლონ,რომ დასაქმებუკი მიეჩვიოს სამსახურს.

3)ბევრი მენეჯერები და ეწარმეები ფიქრობენ რომ ამა თუ იმ საქმეს ყველაზე კარგად მათ
შეუძლიათ გააკეთონ.

29. საწარმოო და კომერციული ბიზნესი.რა


მდგომარეობაა ქართულ ბიზნესში ჯანსაღ
კონკურენციასთან დაკავშირებით?
ბიზნესის საანალიზო სახეობებს შორის მთავარი საწარმოო ბიზნესია, ვინაიდან მის გარეშე
სავაჭრო ბიზნესი მატერიალურ საფუძველს კარგავს და მხოლოდ იმპორტული საქონლის
ვაჭრობით შემოიფარგლება, სამწუხაროდ, დაახლოებით ამდაგვარი ვითარებაა დღეს
საქართველოში.

საწარმოო ბიზნესს მიეკუთვნება არა მარტო სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო


საწარმოები,არამედ სამშენებლო სამუშაოები,სატრანსპორტო გადაზიდვები,
კავშირგაბმულობის მომსახურება, კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა..

საწარმოო ბიზნესი წარმოების ფაქტორების აკუმულირებით იწყება, ხორციელდება მათი


მწარმოებლური ხარჯვა და საქონლის გამოშვებით მთავრდება საწარმოო ბიზნესი საკმაოდ
რთული და სარისკო სახეობაა

კომერციული ბიზნესი დაკავშირებულია საქონლის და მომსახურების ყიდვა-გაყიდვის


საფუძველზე მოგების მიღებასთან. ვაჭარი-მეწარმე საქონელს მსხვილი პარტიობით
საბითუმო ფასებში იძენს,რაც ბევრად დაბალია საბაზრო საცალო ფასებზე,რომლითაც
შემდგომ რეალიზდება შესყიდული საქონელი.საქონლის საცალო ფასს გამოკლებული
საბითუმო ფასი და მიმოქცევის ხარჯები არის ვაჭარი მეწარმის მოგება.

საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღარიბე არა მხოლოდ შედეგია,არამედ


მიზეზიც ბიზნესის განუვითარებლობისა, რამეთუ ღარიბი,არასაკმარისად გამოკვებილი,
ჩაუცმელ- დაუფარავი, არასათანადო განათლებისა და სამედიცინო მომსახურებით
უზრუნველყოფილი ადამიანებისაგან ეკონომიკური უკუგება დაბალია.

You might also like