Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სტუდენტი: ნიკო ბუცხრიკიძე

კურსი: არქეოლოგია და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა

კურსის ხელმძღვანელი ნიკოლოზ წიქარიძე

ნაშრომის თემა : რა არის გეოსაინფორმაციო სისტემები?

თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

18.04.2024

შესავალი

დღევანდელ სამყაროში ადამიანების საქმიანობის ბედი მეტწილად დამოკიდებული


არის ტექნოლოგიებზე, რადგან თუ ვინმეს სურს კონკრეტული საქმიანობით წარმატებას
მიაღწიოს, მას აუცილებლად ჭირდება კომპიუტერული პროგრამების ფლობა. ერთ-
ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამა არის „გის“- გეოინფორმაციული სისტემები ანუ
„სივრცითი მონაცემების მართვის და ანალიზის ტექნოლოგიები“ ( ლაოშვილი,10,2021).
ეს პროგრამა მნიშვნელოვანია გეოფრაფიული მონაცემების დამუშავების პროცესში. მის
გარეშე წარმოუდგენელია დიდი რაოდენობის და სხვადასხვა სახის ინფორმაციების
დამუშვება. წლების წინ სამეცნიერო საქმიანობაში, უამრავი მონაცემი იკარგებოდა,
შეუძლებელი იყო ასევე სამეცნიერო საქმიანობისთვის ამ მონაცემების გამოყენება,
დუბლირება, რთული იყო ამ ინფორმაციების შენახვის პროცესი, რადგან ძალიან დიდ
ძალისხმევას მოითხოვდა მათი დახარისხება. ყოველივე ეს გახდა მიზეზი იმისათვის
რომ მეცნიერებს ემუშვათ ისეთი ტექნოლოგიის გამოგონებაზე, როგორიც არის
გეოინფორმაციული სისტემები ანუ „გის“- ი.

რა წარმოადგენს „გის“-ი?
დღესდღეობით გის -ის რამდენიმე სახის გამარტება არსებობს, როგორც ზემოთ ავღნიშე
ზოგადად ამ აბრევიატურით გულისხმობენ სივრცითი ინფორმაციის დამუშავების
ინსტრუმენტს, მაგრამ ეს განმარტება ზოგადია, ის არ არის დაზუსტებული სრულიად. ამ
ტერმინში მოქცეული არის რამდენიმე დარგის საქმიანობა. გის-ის საყოველთაო
განმარტება დღემდე დაუზუსტებელია, მისი შინაარსი ცვალებადია სხვადასხვა
საზოგადოებრივი მიზნების შესაბამისად, მაგალითად იქნება ეს ინტელექტუალური,
კულტურული თუ პოლიტიკური საქმიანობები. ამ ტერმინსაც სხვადასხვანაირად
გამოიყენებენ, ასევე მას გააჩნია სინონიმებიც. თვალსაჩინოენისთვის წარმოგიდგენთ
რამდენიმე მაგალითს სადაც წარმოდგენილი იქნება ქართულ-ინგლისური ტერმინები
და ის ქვეყნები სადაც მათ იყენებენ. „მაგ.1. გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა -
Geographical information System (ამერიკული ტერმინოლოგია), მაგ.2. გეოგრაფიული
ინფორმაციული სისტემა - Geographic infromation System (ევროპული ტერმინოლოგია),
მაგ.3. გეომატიკა- Geomatique (კანადური ტერმინოლოგია), მაგ.4. გეოგრაფიული
ინფორმაციული სისტემა - Georelational information System (ტექნიკური
ტერმინოლოგია).“ (ლაოშვილი,11,2021.)

საყურადღებოა, ქალბატონი დალი ნოკოლაიშვილის მოსაზრებაც ამ ტერმინის შესახებ,


რომელიც მას დაფიქსირებული აქვს მის წიგნში „გეოინფორმაციული და ექსპერტული
სისტემები“ (ლაოშვილი,12,2021.) ის მიიჩნევს, რომ ტერმინი: გეოინფორმაციული
სისტემა“ საკმაოდ რთული განსამარტია, რადგან მასში გაერთიანებულია ადამიანთა
საქმიანობის სხვადასხვა სფეროები, რაც ასევე კავშირშია სამყაროში მიმდინარე
პროცესების გაანალიზებასთან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასთან. ეს
სისტემა წარმოადგენს მეცნიერების სხვადასხვა სფეროს ხელსაწყოს, მაგალითად:
ეკონომიკაში, ინფორმატიკაში, გეოგრაფიაში, ბოტანიკაში, არქეოლოგიაში, სოფლის
მეურნეობაში და ა.შ., ყოველივე ამას კი მივყავართ ისევ იმ აზრამდე, რომ გის-ის
ზოგადი განმარტება არ არსებობს.

ამ ტერმინს განსხვავებული განმარტება გააჩნია „გეოგრაფიული კარტოგრაფიის


ტერმინოგოლოგიურ ცნობარში“ : „გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა (გის) - იგივე
გეოინფორმაციული სისტემა (გის), ავტომატიზებული აპარატულ-პროგრამული
სისტემაა ,რომელიც უზრუნველყოფს სივრცით კოორდინირებული მონაცემების
შეკრებას, შენახვას, დამუშვებას, გამოყენებას, გამოსახვას და გავრცელებას“
(ლაოშვილი,12,2021).

განსხვავებული მოსაზრება გხვდება ინტერნეტში: გეოინფორმაციული სისტემა (გის)


სხვადასხვა სახის პერიოდული, სტატისტიკური მონაცემის შეგროვების, შენახვის,
ანალიზისა და გრაფიკული ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა კვლევის ობიექტის
გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.“ (ლაოშვილი,12,2021).

ზოგჯერ ადამიანები ერთმანეთში ურევენ ისეთი ტერმინებს, როგორიცაა: ციფრული


კარტოგრაფია, კომპიუტერული გრაფიკა და გეოინფორმაციული სისტემა. არადა
სინამდვილეში ისინი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან. ასევე ხშირად
ერევათ ერთმანეთში გეოინფორმაციული სისტემები და გეოინფორმაციული
ტექნოლოგიები - „გიტ“. გიტ-ში წარმოდგენილი არის ისეთი საინფორმაციო
ტექნოლოგიები, რომლებიც მხოლოდ სივრცითი მონაცემების დასამუშვებლად არის
საკმარისი. ზემოთ მე უკვე წარმოვადგინე გის - ისის სხვადასხვა სახის ინტერპრატაცია,
რომელიც განსაზღვრული იყო ინდივიდუალური მიდგომების საფუძველით.

თავად ზურაბ ლაოშვილი გვთავაზობს გის - ისის მარტივ განმარტებას, რომელიც


მდგომარეობს შემდეგში: „გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა (გის) არის
ავტორიზებული საინფორმაციო სისტემა, რომელიც გამოიყენება სივრცით/დროითი
მონაცემების მართვისა და ანალიზისთვის.“ (ლაოშვილი,12,2021).

მარტივი განმარტების შემდეგ აუცილებელია მკითხველმა გაიგოს გის - ის კონკრეტული


განმარტება, რომლის მიხედვითაც გეოგრაფიული სისტემა არის: 1) მონაცემთა ბაზების
სრულყოფილი, მრავალფუნქციური ნაირსახეობა, 2) სხვადასხვა ტიპის მონაცემთა
ინტეგრაციის, ურთიერთშეჯერების, შედარების საშუალება, 3) ინფორმაციული
ბანკიდან საჭირო ინფორმაციის დროულად მიღების, გაცვლის და გარდაქმნის
საშუალება, 4) მონაცემთა შორის ორგანული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების
დანახვისა და ანალიზის საშუალება, 5) სივრცითი მონაცემების მართვის,
ვიზუალიზაციის, მოდელირებისა და ანალიზის საშუალება.
როგორც ვხედავთ ერთი შეხედვით მარტივი ზოგადი განმარტების ქვეშ საკმაოდ დიდი
სისტემა არის წარმოდგენილი, რომელიც იდეალური საშუალება არის მონაცემთა
სისტემატიზაციის, ორგანიზებული შენახვისა და სივრცითი თემატური ანალიზის
ჩატარებისთვის. ამ პროგრამის მეშვეობით გაცილებით იოლი ხდება სხავდასხვა
სამეცნიერო თუ კულტურული პროცესების მართვა. გის - ის განვითარებაში ასევე დიდი
როლი ითამაშა კარტოგრაფიამ და გეოინფორმატიკამ.

ამრიგად, მოცემული ნაშრომით მე ვეცადე მკითხველისთვის წარმომედგინა გის -ის


სხვადახვა განმარტებები, რომელიც დამოკიდებული იყო სხვადასხვა დარგის სფეროს
მოთხოვნილებებზე და ასევე კონკრტული განმარტება, რომელიც თანამედროვე
მეცნიერებაში მკაცრად არის დაცული.

ბიბლიოგრაფია

ლაოშვილი, ზურაბ. 2021. „გეოგრაფიული ინფორმაციულ სისტემები“ 7-16. თბილისი:


გამომცემლობა „კლიო“.

You might also like