Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

თეორიების კონსპექტი

ლიბერალიზმი

მთავარი აქტორები და მოსაზრებები:

რეალისტები უპირველესად დაინტერესებულნი არიან ძალის თეორიის ახსნითა


და პოლიტიკურ-ეკონომიკური კონკურენციით, ომითა და კონფლიქტებით.

ლიბერალები - ახსნან გარემო პირობები, რომელთა შორის საერთაშორისო


კოოპერაცია და კოლაბორაციაა შესაძლებელი. საერთაშორისო ურთიერთობების
ლიებარული სურათი, ფართო, ყოვლისმომცველ (არა მხოლოდ სამთავრობო)
ინსტიტუციებსა და ქსელებს მოიცავს, რომელთა მეშვეობითაც ეს ორგანოები
ერთმანეთს უკავშირდებიან.

ლიბერალური ხედვის 5 ძირითადი მოსაზრება არსებობს. 1)სახელმწიფოები და


არასამთავრობო ტრანსნაციონალური აქტორები არიან მსოფლიო პოლიტიკის
მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილები. ლიბერალთა ანალიტიკური პრობლება
არის ის, რომ მათ უჭირთ როგორ, რა მასშტაბებით და რა გარემოებათა
გათვალისწინეთ ახდენს ეს სხვადასხვა აქტორი მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენას.
2) ლიბერალთა უმრავლესობა ეკონომიკურ და სხვა ფორმის
ურთიერთდამოკიდებულებას ან დაკავშირებულობას სახელმწიფო და
არასახელმწიფო ორგანოებს შორის ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. ეს
აქტორები ერთმანეთთან არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ კულტურულად,
სოციალურად და პოლიტიკურად არიან გადაჯაჭვულნი. ტრანსნაციონალური
კავშირების გაზრდა ხელს უწყობს მეტი დამოუკიდებელი აქტორების არსებობას
და აყალიბებს ტერმინს მსოფლიო მოსახლეობა. (Global civil society). მეორე მხრივ,
ტერორისტული და კრიმინალური ორგანიზაციები შეიძლება განვიხილოთ,
როგორც გლობალიზაციის ბნელი მხარე.

3) ლიბერალებისთვის საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგი ბევრი


კომპონენტისგან შედგება. ისინი უარყოფენ, რომ დღის წესრიგს მხოლოდ
თავდაცვითი და მილიტარისტული საკითხები აყალიბებენ. არ ასხვავებენ მაღალი
და დაბალი რანგის პოლიტიკას.
4) განსხვავებით სტრუქტურული რეალისტებისგან, რომელნიც მსოფლიო
პოლიტიკის ანარქიულობას ,,ზემოდან ქვემოთ” პრინციპით ხსნიან, ლიბერალები
საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემას პრინციპით ,, შიგნიდან გარეთ”
აანალიზებენ - დემოკრატიული მშვიდობის თეორია გვიხსნის, რომ, რაც უფრო
მაღალგანვითარებულია პოლიტიკური კულტურა, ღირებულებები და საშინაო
პოლიტიკური სტრუქტურა, მით უფრო დიდი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს
საერთაშორისო პოლიტიკაში. ზოგიერთ ქვეყანაში კონკრეტულმა პოლიტიკურმა
გადაწყვეტილებებმა შეიძლება რომელიმე ორგანიზაციისა თუ ინსტუციის
სახელმწიფო დონეზე გაძლიერება გამოწივიოს.

5) ბოლო მოსაზრება და ყველაზე მნიშვნელოვანი საანალიზო საკითხი არის ის,


თუ რა პირობებშია შესაძლებელი საერთაშორისო თანამშრომლობის, თუ
მშვიდობის არა, ჩამოყალიბება.

You might also like