Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

საქართველო XX საუკუნეში გათავისუფლდა რუსეთის იმპერიისგან, გამოაცხადა რა

დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ


არასრული სამი წლის განმავლობაში იარსება 1921 წლის მარტში საბჭოთა ოკუპაციამდე. 70
წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე(26 დეკ,
1991), საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში — საქართველოს ისტორიის ნაწილი,


რომელიც მოიცავს XIX საუკუნეს მთლიანად და XX საუკუნის დასაწყისს. რუსეთის იმპერიის
შემადგენლობაში საქართველო იყო 1801-დან 1917 წლამდე[1]: 1801 წელს საქართველომ მიიღო
გუბერნიის სტატუსი და შემდგომ რჩებოდა იმპერიის შემადგენლობაში მისი არსებობის
ბოლომდე 1917 წელს.

1917 წლის 12 მარტს, მცხეთაში აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი


ეკლესიის ავტოკეფალია.

1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და 28 მაისს მფარველობითი


შეთანხმება დადო გერმანიის იმპერიასთან, რითაც თავი დაიცვა ოსმალეთის აგრესიისგან.
საქართველოში შემოვიდა ორი გერმანული ათასეული, ხოლო თბილისში გაიხნსნა გერმანიის
სამხედრო-დიპლომატიური მისია. იმავე წლის ივნისში ხელი მოეწერა
ხელშეკრულებას აფხაზეთის სახალხო საბჭოსთან, რომელმაც დაადასტურა აფხაზეთის ყოფნა
საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის უფლებით.[1] ამით უშედეგოდ დასრულდა
აფხაზეთში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების მცდელობები.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობა კოალიციური იყო.


მთავრობის თავმჯდომარე იყო ნოე რამიშვილი, რომელიც მალევე შეცვალა ნოე
ჟორდანიამ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც მთავრობაში
უმრავლესობას წარმოადგენდა, იყო ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი პარტია
საქართველოში. ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების ასარჩევად. არჩეულ იქნენ ქალაქების სათათბიროები და
ქალაქის თავები. შემუშავდა სახელმწიფო სიმბოლიკა, დროშა, გერბი და ჰიმნი. 1918 წლის
ოქტომბერში ეროვნული საბჭო გაფართოვდა და მას ეწოდა საქართველოს პარლამენტი.
რადგანაც ეს პარლამენტი არ წარმოადგენდა ხალხის მიერ არჩეულ ორგანოს, დაიწყო მუშაობა
არჩევნების მოსამზადებლად. უნდა არჩეულიყო საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელსაც
ქვეყნის კონსტიტუცია უნდა მიეღო.

1918 წლის ნოემბერში გერმანიის იმპერიამ აღიარა დამარცხება პირველ მსოფლიო ომში.
გერმანულმა სამხედრო შენაერთებმა და გერმანიის მისიამ დატოვა საქართველო.

მანდატი (ლათ. mandatum — დავალება) — უფლებამოსილება, დავალება, ვისიმე


რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი. დეპუტატის უფლებამოსილების
შესამოწმებლად არჩევითი ორგანო (პარლამენტი, კონფერენცია, საბჭო, საკრებულო, ყრილობა)
ირჩევს სამანდატო კომისიას.

1920 წლის მაისში დაიდო რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთმა


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე-იურედ სცნო, ხოლო საქართველომ დაუშვა
ბოლშევიკური ორგანიზაციების საქმიანობა

1921 წლის თებერვალში რსფსრ-მ დაარღვია ხელშეკრულება და შეიჭრა საქართველოში. 17-24


თებერვალს მიმდინარეობდა ტფილისის ბრძოლა. საქართველოს შეიარაღებული ძალების
მთავრსარდალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 24
თებერვალს მთავრობა დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 25 თებერვალს წითელი არმია
თბილისში შევიდა. ბრძოლები გრძელდებოდა სურამის უღელტეხილთან. ბათუმისათვის
ბრძოლაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ეითელი არმიის მხარდაჭერის გარეშე
დაამარცხეს თურქეთი. 18 მარტს წითელმა არმიამ დაასრულა საქართველოს ოკუპაცია.

1941 წლის 22 ივნისს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია საბჭოთა კავშირში შეიჭრა.
სტალინმა ამ ომს დიდი სამამულო ომი უწოდა და საბჭოთა კავშირის ყველა მცხოვრებს
სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდა. საქართველო ომის მონაწილე ქვეყნად იქცა, როგორც საბჭოთა
კავშირში შემავალი ქვეყანა. საქართველოს სსრ ომის განმავლობაში ძირითადად ზურგის ქვეყანა
იყო. მიუხედავად ამისა, საქართველომ ფრონტზე 700 ათასამდე ჯარისკაცი გაგზავნა,
რომელთაგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

მოსახლეობის მასობრივმა გაწვევამ ქვეყანაში მხოლოდ მოხუცები, ქალები და ბავშვები დატოვა.


შემცირდა შობადობა და გაიზარდა სიკვდილიანობა. ომის დაწყებისთანავე საქართველოდან
გადაასახლეს გერმანელი კოლონისტები. 1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან გადაასახლეს 70
ათასამდე მუსლიმი მესხი.

მეორე მსოფლიო ომი - თარიღი 1 სექტემბერი, 1939 – 2 სექტემბერი, 1945

1948 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 11 სტუდენტი გაასამართლეს


სტალინის პოლიტიკის კრიტიკის გამო. 8 მათგანს 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა.

1965 წლიდან დაინიშნა სახელმწიფო ასაკობრივი პენსია.

1972 წელს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი გახდა შინაგან საქმეთა
მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ანტიკორუფციული კამპანიებით გამოირჩეოდა. მან
შეცვალა ვასილ მჟავანაძე, რომელიც კორუფციაში ამხილეს. შევარდნაძე განსაკუთრებულ
ყურადღებას უთმობდა ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის სტერეოტიპის წარმოჩინებას.
1973 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რესპუბლიკის სასწავლებლებში ურუსული ენის
სწავლების გაუმჯობესების შესახებ. 1977 წელს საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი გახდა ილია II. მკვეთრად გაიზარდა მრევლის რაოდენობა.
შევარდნაძემ დააპატიმრა 1974 წელს გაჩენილი დისიდენტური ჯგუფების წევრები ზვიად
გამსახურდია და მერაბ კოსტავა. 1978 წელს გაზაფხულზე საკავშირო ხელისუფლებამ
დაგეგმა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გაუქმება. ამ პროექტს სტუდენტების მასობრივი
პროტესტის მოყვა. პროტესტის მობილიზებაში თვალსაჩინო როლი ითამაშა აკაკი ბაქრაძემ. 1978
წლის 14 აპრილის მრავალათასიანმა დემონსტრაციამ შედეგი გამოიღო. 1983 წელს
საქართველოს სსრ-ში პომპეზურად აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. 1984
წელს თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე შევარდნაძემ მიიღო გამტაცებელთა დახვრეტის
გადაწყვეტილება, რის გამოც ძალიან არაპოპულარული გახდა.

„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ ან „თვითმფრინავის ბიჭები“ — 1983 წლის 18-19 ნოემბერს


მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა. საბჭოთა კავშირიდან თავის
დაღწევის მიზნით 7 ქართველის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A.
[1]
თვითმფრინავის გატაცებაში სულ 7 ახალგაზრდა ქართველი მონაწილეობდა, რომელთა შორის
იყო 6 მამაკაცი და 1 ქალი: გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი,
პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი.[2]
აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი 6833 თბილისიდან ბათუმში უნდა გაფრენილიყო.
შვიდკაციანმა ჯგუფმა მოახერხა თვითმფრინავში იარაღის შეტანა. ისინი ბათუმში დაშვებამდე
თვითმფრინავის უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში — თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ.
გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა
თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. მომდევნო დღეს სპეცრაზმის მიერ
თვითმრინავის შტურმის შედეგად ტუ-134 გარედან დაცხრილეს. თვითმფრინავის კორპუსს 108
ნატყვიარი ჰქონდა. საბჭოთა ავიაციამ 560 839 მანეთისა და 49 კაპიკის ზარალი ნახა.[3]
მთლიანობაში თვითმფრინავში 57 მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო ეკიპაჟი 7 კაცისგან შედგებოდა.
სულ 7 ადამიანი დაიღუპა.
ოთხი დამნაშავე: კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გერმანე კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი
დააპატიმრეს. მათივე თქმით, მათ თურქეთიდან ამერიკაში უნდოდათ გადასვლა, იქ კი
თავისუფლება და უკეთესი ცხოვრება სურდათ.

1991 წლის ნოემბერში ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, გაზეთმა „თავისუფალმა


საქართველომ“ გამოაქვეყნა მამხილებელი სტატია იმის შესახებ, რომ ედუარდ
შევარდნაძის ხელმძღვანელობით გატარდა „უგუნური სასაკლაო“ თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც
თვითმფრინავით ცდილობდნენ იმპერიის დატოვებას;

ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის რომანი „ჯინსების თაობა“ (2001), მოგვითხრობს 1983
წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც არაერთი სიცოცხლით სავსე ქართველი
შეეწირა. წიგნის ორი მთავარი გმირია გეგა და თინა. 2001 წლის 19 მაისს ქართველმა
რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თავისუფალ თეატრში დადგა სპექტაკლი „ჯინსების თაობა“.
პიესის ავტორია საკუთრივ დათო ტურაშვილი.[11] 2003 წელს ქართველმა რეჟისორმა ზაზა
რუსაძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ბანდიტები“, სადაც გაშუქებულია თვითმფრინავის
გატაცებასთან დაკავშირებული საკითხები.[12] 2017 წელს გამოვიდა რეჟისორ რეზო
გიგინეიშვილის მხატვრული ფილმი „მძევლები“.
1978 წელს იატაკქვეშ დაარსდა საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ხოლო 1981
წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ზვიად გამსახურდია პოპულარული ლიდერი გახდა.
1980-იანი წლების ბოლოს უკვე ყველა პარტია საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდა.1988
წლის შემოდგომიდან თბილისში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ამავდროულად
დაიწყო სეპარატისტული მოძრაობები ავტონომიურ რეგიონებში. აფხაეთის ასსრ-ში 1989 წლის
18 მარტს გაიმართა ლიხნის კრება, რომელზეც აფხაზებმა საქართველოს სსრ-სგან გამოყოფა და
მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვეს. 1989 წლის 4 აპრილს თბილისში მასობრივი
დემონსტრაციები დაიწყო აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ, მაგრამ დემონსტრაციების
მოთხოვნა მალე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა გახდა. 1989 წლის 9 აპრილს
თბილისში დემონსტრაცია დარბეულ იქნა საბჭოთა ჯარის მიერ, რასაც შეეწირა 21 ადამიანი.
ამან საფუძველი შეურყია საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

ამის შემდეგ მოხდა განხეთქილება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში,


რომელიც დაიყო ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ჭანტურიას მომხრეებად. ჭანტურიას
ირგვლივ გაერთიანებულმა არ მიიღეს მონაწილეობა ოფიციალურ არჩევნებში, ხოლო
გამსახურდიას ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ 1990 წლს 28
ოქტომბერს გამართულ არჩევნებში დაამარცხა მმართველი კომუნისტური პარტია და მოიპოვა
უმრავლესობა უზენაეს საბჭოში. ეს იყო პირველი მრავალპარტიული და თავისუფალი არჩევნები
საქართველოს სსრ-ში.

გამოცხადდა „გარდამავალი პერიოდი“ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, თუმცა მიხეილ


გორბაჩოვის მიერ საბჭოთა კავშირის განახლებული სახით შენარჩნებისთვის რეფერენდუმის
დანიშვნამ დააჩქარა დამოუკიდებლობის გამოცხადება. საქართველოს ხელისუფლებამ ბოიკოტი
გამოუცხადა საბჭოთა რეფერენდუმს და საპასუხოდ დანიშნა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი,
რომელიც 31 მარტს ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 98%-მა პროცენტმა დადებითი
პასუხი გასცა კითხვას „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“. ამ შედეგის
საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენის აქტი.

1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ შემოიღო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა


და ამ პოზიციაზე აირჩია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. ამის შემდეგ
საბჭოს თავმჯდომარე გახდა აკაკი ასათიანი. 1991 წლის მაისში დაინიშნა პრეზიდენტის
საყოველთაო არჩევნები, რომელშიც ხმათა 87%-ით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ.

1991-1992 წლების მიჯნაზე თბილისში მოეწყო სამხედრო გადატრიალება, რომელმაც


პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თავისი პოსტიდან ჩამოაგდო და გააუქმა უზენაესი საბჭო.
ძალაუფლება ხელში აიღო შეიარაღებული ოპოზიციის შექმნილმა სამხედრო საბჭომ, რომლის
მოწვევითაც 1992 წლის 7 მარტს საქართველოში დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე და გახდა
ქვეყნის ახალი ლიდერი.[11] 1992 წლის 13 მარტს დევნილი პრეზიდენტი და უზენაესი საბჭოს
დეპუტაცია შეიკრიბა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სადაც მათ მიიღეს პოლიტიკური
თავშესაფარი. უზენაესმა საბჭომ თბილისში მყოფი ხელისუფლება არალეგიტიმურად და
უკანონოდ გამოაცხადა. დაპირისპირება საბოლოო ჯამში სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

ნოე ჟორდანია (დ. 2 (15) იანვარი, 1868, 1868, ლანჩხუთი — გ. 11 იანვარი, 1953, პარიზი) —
ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, თეორეტიკოსი, პუბლიცისტი,
ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
ჟორდანია იყო XX სუკუნის დასაწყისის საქართველოს ყველაზე გამორჩეული და ფართო მასებში
პოპულარული პოლიტიკოსი.[3] საბჭოთა პროპაგანდა არსებობის განმავლობაში ცდილობდა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი პოლიტიკური ლიდერების,
განსაკუთრებით კი — ნოე ჟორდანიას, დისკრედიტაციას.

„თერგდალეულები“ — XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართული საზოგადოებრივი,


პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა. „თერგდალეულებს“ უწოდებდნენ
კონსერვატორი მოწინააღმდეგენი რუსეთში განათლებამიღებულ ქართველ ახალგაზრდებს,
ქართველ განმანათლებლებს, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ 60-იან წლებამდე იჩენდა
ნახევრადფარულ ოპოზიციურ დამოკიდებულებას ძველისადმი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ახლის დანერგვას მოითხოვდა.

70-იან წლებში თერგდალეულები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ილია ჭავჭავაძისა და მისი მომხრეების


ჯგუფს (აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები)

მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა — ქართველი მწერლებისა და საზოგადო


მოღვაწეების ძველი და ახალი თაობის ლიტერატურული პაექრობის პირობითი სახელწოდება.
ბრძოლა დაიწყო 1860-იან წლებში, როდესაც
ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა თერგდალეულთა წინამძღოლის, ილია ჭავჭავაძის კრიტიკული
სტატია „ორიოდე სიტყვა თ. რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვიდგან „შეშლილის“
თარგმანზედა“ („ცისკარი“, 1861, № 4). ძველ და ახალ თაობათა პირველი ბრძოლა
მიმდინარეობდა „ცისკრის“ ფურცლებზე 1861-1863 წლებში. თავდაპირველად ეს ბრძოლა
უმთავრესად ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების, აგრეთვე ენისა და სტილის
საკითხებს მოიცავდა; ახალი თაობა მოითხოვდა მწერლობის ხალხთან დაახლოებას, ძველი
ენობრივი ნორმების, კერძოდ, ორთოგრაფიული და გრამატიკული არქაიზმის უკუგდებას, ისინი
ილაშქრებდნენ ანტონ კათოლიკოსის ავტორიტეტის წინააღმდეგ, უარყოფდნენ მაღალ სტილს და
ა. შ. ყოველივე ეს „მამების“ უკმაყოფილებასა და გულისწყრომას იწვევდა.

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი — ჯუღაშვილი; დ. 6 (18) დეკემბერი,


ოფიციალური ვერსიით 9 (21) დეკემბერი, 1878, გორი — გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი)
— ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და
სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო
კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-
ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სტალინი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის სახელს უკავშირდება ტოტალიტარული რეჟიმის
შექმნა და პასუხისმგებლობა მასობრივ რეპრესიებზე, ეთნიკურ წმენდებზე, ხალხთა მასობრივ
დეპორტაციებზე, ასობით ათას სიკვდილით დასჯაზე და მასობრივ შიმშილზე, რასაც
მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

You might also like