10 - კონსპექტები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 9

ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება

სხვადასხვა პერიოდის ტექსტების შედარებისას ნათლად ჩანს განსხვავება


კონკრეტული ენის პერიოდული ცვლილებაზე. ენაში ცვლილებები ხდება
თანდათანობით და ეს ცვლილებები არ ხდება შემთხვევით, ყოველგვარი
კანონზომიერების გარეშე. ენის ცვლილებაზე გავლენა აქვს სოციალური
ბიოლოგიური და არეალური ფაქტორებს, ასე რომ კონკრეტულის
დასახელება რთულია. ასეთი ერთ-ერთი ფაქტორია ბავშვის მეტყველება,
როდესაც ბავშვი ითვისებს მშობლიურ ენას, მუდმივად ჩნდება ნორმიდან
გადახვევის ფაქტები, ასევე მათზე გავლენას თანატოლთა მეტყველებაც
ახდენს რის შედეგადაც უფრო შორდება წინა თაობის მეტყველებას. კიდევ
სხვა მრავალი სოციალურ -კულტურული გარდაქმნების შედეგად ენა სულ
უფრო და უფრო შესამჩნევად იცვლება. უფრო ფართო ლინგვისტურ
არეალებში, სადაც კულტურული და ადმინისტრაციული კავშირი სუსტია
მეტყველებაში დაგროვებული გადახრები გადაიზრდება რეგიონალურ
განსხვავებებში ,რასაც უკვე დიალექტი ეწოდება, თუმცა იყო
შემთხვევა,როდესაც ერთი ენისგან დიალექტების საფუძველზე უკვე სხვა
ენები ჩამოყალიბდა, ეს ენა იყო რომანული, მსგავსად არის ასევე
გერმანიკული ენებიც განვითარებული, თუმცა მისი პირველი დედა ენა არ
არის ცნობილი. ენის ისტორიულ ცვლილებას ხელს ასევე მოსახლეობის
მიგრაციაც უწყობდა. ეს იყო ბუნებრივი ენის სინქრონული განხილვა,
შესაძლებელია მისი დიაქრონული განხილვაც, რაც მისი სხვადასხვა დონის
ანუ მორფოლოგიურ ფონოლოგიურ სინტაქსურ დროში მიმდინარე
ცვლილებათა თანმიმდევრულ აღწერას გულისხმობს. ეს უკვე ისტორიული
გრამატიკის ამოცანაა ისინი წერილობით ტექსტებს შეისწალიან
ლინგვისტურ დონეზე. ისტორიული გრამატიკის ქრონოლოგიური სიღრმე
შემოიფარგლება იმ პერიოდით რა დროიდანაც ფიქსირდება პირველი
წერილობითი წყარები.
დიაქრინული ენათმეცნიერების ამოცანაა წინარე ისტორიის ანუ
პრეისტორიის შესწავლა. ისინი ენებს აჯგუფებენ საერთო მახასიათებლების
მიხედვით, მათ მონათესავე ენები ეწოდებათ, რომლებიც საერთო ენისგან
წარმოიშვა,ამ საერთო ენას კი ფუძე ენა ან წინარე ენას უწოდებენ. ენები
მონათესავედ მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება თუ ამ ენებს შორის
ხერხდება ძირეულ და აფიქსურ მორფემებში რეგულარული
შესატყვისობის დადგენა.
მონათეაავე ენათა შორის ყველაზე დიდი ინდოევროპულ ენათა ოჯახია,
რომელიც 5 კონტინენტზეა გავრცელებული, თუმცა ჯერ კიდევ 5 საუკუნის
წინ ის მხოლოდ ევროპასა და აზიას მოიცავდა.

ენა როგორც ნიშანთა სისტემა განასხვავებს გამოხატულების პლანსა და


შინაარსის პლანს. ხშირია სიტყვათა მსგავსებები. რაც უფრო გრძელია ორი
სხვადასხვა ენის თანხვედრი სიტყვები მით უფრო მცირია მათი
შემთხვევითი თანხვედრის ალბათობა. მაგ რევოლუცია, სიმბოლო. ასეთი
თანხვედრის ასახსნელი მეორე, უფრო ბუნებრივი ჰიპოთეზაც არსებობს
რომელის მიხედვითაც ეს გამოწვეულია ენებს შორის ისტორიული
კონტაქტიდან, სიტყვების სესხებისას ერთი ენიდან მეორეში. არსებობს
ნიშანთამსგავსების კიდევ ერთი ტიპი , ესაა რეგულარულ ბგერათ
თანაფარდობა (528).
მსგავსება უნდა განვიხილოთ როგორც რეგულარული თანაბარდობები
ფონემებს შორის და არა როგორც დამთხვევა განსხვავება.
მონათესავე ენათა თანაფარდი ფონემური ელემენტები როგორც წესი
ერთმანეთს ემთხვევა.
ენათა შორის რეგულარული თანაფარდობის ერთადერთი ლოგიკური
ახსნაა დაშვება ენობრივი სისტემის საერთო წარმოშობისა. ტერმინი
მსგავსება უნდა განვიხილოთ როგორც რეგულარული თანაფარდობა
ფონემებს შორის. ენათა ინტენსიური და მუდმივი კონტაქტებისა
შესაძლებელია ლექსიკის მნიშვნელოვანი ნაწილის სესხება, რაც იწვევს
ენებს შორის მსგავსებების წარმოქმნას, მათ შორის სტრუქტურული
მსგავსების წარმოქმნას, რასაც შეიძლება ეწოდოს ალოგენეტური მიმართება
ენებს შორის, ხოლო ამგვარი ენების დაახლოვების პროცესს ეწოდება ენათა
კონვერგეცია.

ენებს შორის არსებული ფონემური შესატყვისობების ახსნა ამოსავალი


სისტემებიდან მათი საერთო წარმომავლობით გულისხმობს ამ სისტემის
რეკონსტრუქციულ აუცილებლობას რათა შესწავლილი იქნეს
ისტორიულად დადასტურებული მონათესავე ენების სისტემების
წარმოშობისა და გარდაქმნების გზები.
ენობრივი სისტემა რომლის დაშლის პროდუქტადაც მიიჩნევა
დიალექტები, არ მიეკუთვნება ისტორიულად დამოწმებულ ენათა რიცხვს,
იგი წარმოადგენს ერთგვარ თეორიულ კონსტრუქციას, ენობრივ მოდელს
რომელიც დგინდება სხვადასხვა ენობრივ დონეზე ისტორიულ დიალეტებს
შორის ფორმალურ-ფუნქციონალური შესატყვისების საფუძველზე. ეს
შესაძლებლობას გვაძლევს აღვადგინოთ ამოსავალი ენობრივი
სტრუქტურები შედარებითი და რეკონსტრუქციული მეთოდებით.

რეკონსტრუქცია და ტიპოლოგია
ისტორიულ შედარებითი ენათმეცნიერება რომელიც ადგენს ნათესაობით
მიმართებებს გარკვეულ ენებს შორის, ქმნის მთლიან დისციპლინას
სტრუქტირულ-ტიპოლოგიურ ენათმეცნიერებას და უნივერსალურ
ლინგვისსტიკასთან ერთად.

ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებასა და შედარებით


ფილოლოგიაში გამოყენებული დიაქრონიული ანალიზის მეთოდი,
რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ამა თუ იმ ენის, ენათა
ჯგუფის, ოჯახის წინაისტორიული მდგომარეობის აღდგენა,
რეკონსტრუქციის პროცედურა გულისხმობს ისტორიულად დამოწმებულ
მონათესავე ენობრივი სისტემების შედარებით სანამ მიღწეული არ იქნება
ის ენობრივი მდგომარეობა, წინარე ენა, რომლიდანაც შეიძლება
გამოყვანილ იქნეს ყველა ისტორიულად დამოწმებული მონათესავე
ენობრივი სისტემა. რაც მეტია შესადარებელი მასალა, მით უფრო მეტია
აღდგენილი ენობრივი მდგომარეობის სანდოობის ხარისხი და მით უფრო
სრული იქნება წინარე ენის სტრუქტურული მოდელის (რეკონსტრუქტის)
შესახებ ინფორმაციაც. თავის მხრივ, წინარე ენა ანალიზის პროსპექტული
მსვლელობის გზით შესაძლებელს ხდის წინაენობრივი მდგომარეობიდან
მომდინარე ისტორიულად დამოწმებული ენების ჩამოყალიბებისა და
განვითარების პროცესთა გათვალისწინებას.

შედარებით მეთოდთან ერთად დიაქრონიულ კვლევაში წარმატებით


გამოიყენება ე. წ. შინაგანი რეკონსტრუქციის მეთოდი. ამ მეთოდით ხდება
როგორც მონათესავე ენათა , ისე იზოლირებულ ენათა წინაისტორიის
აღდგენაც.

ქართველური რეკონსტრუქციები

ენათა დიაქრონული ანალიზი საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ


სხვადასხვა ენობრივი ოჯახის უძველოესი სტრუქტურები და
წარმოვადგინოთ მათი ისტორიული განვითარების სტრუქტურები.
ფონემური შესატყვისები დგინდება ქართულ ,მეგრულ- ლაზურსა და
სვანურს შორის, რაც საფუძველს გვაძლევს განვიხილოთ როგორც
მონათესავე დიალექტები, წარმომდგარი საერთო ენობრივი წყაროდან,
რომელსაც პირობითად საერთო ქართველური ენა ეწოდება.

1.ისტორიულ შედარებითი ენათმეცნიერება დიაქრონული


ენათმეცნიერებაა და ენათა ისტორიას იკვლევს. უძველესიდან
თანამედროოვეობამდე პერიოდის კვლევას ეწოდება პროსპექტული კვლევა.
ამ დროს ერთი ან ორი ენის სინქრონულ მდგომარეობას ერთმანეთს
ადარებენ და ამ გზით არკვევენ მოცემული ენის განვითარების ისტორიას,
იგი იკვლევს თუ როგორ გადადის ერთი ენის სინქრონული მდგომარეობა
მეორეში. ძველი ქართული - საშუალო ქართულში. ამ საშუალებით
მხოლოდ ხანგრძლივი სალიტერატურო ენები შეგვიძლია ვიკვლიოთ,
როგორებიცაა ქართული, ლათინური.
მეორეა რეტროსპექტული დიაქრონული ენათმეცნიერება, რომელიც
პირიქით იკვლევს ენას თანამედროვეობიდან ისტორიისაკენ, რათა უფრო
ღრმად შევიჭრათ ენაში. მისი ძირითადი მეთოდია ისტორიულ
შედარებითი მეთოდი რომელსაც საფუძველი გერმანელმა მეცნიერმა
დაუდო ფრანც ბოპმა 1816. ამის გამოყენება ისეთი ენების მიმართაა
შესაძლებელი რომელთაც საერთო წინ აპარი აქვთ, ასეთი ენას ფუძე ენა
ეწოდება. მაგ სვანური, მეგრული,ჭანურს საერთო ფუძე აქვთ, ქართველური
ენა. ასეთ დროს ხდება ენათა შედარება. ორ სიტყვას შორის გენეტიკური
კავშირი მხოლოდ მაშინ დგინდება როდესაც ბგერობრივადაც ემთხვევიან
ისინი ერთმანეთს მაგალითად თაფლი და მეგრულად თოფური.

ენის რეკონსტრუქცია

ენის რეკონსტრუქცია ნიშნავს პარადიგმატულ სტრუქტურაში ცალკეული


ფონემების თანაფარდობის, კომბინაციასა და მიმდევრობის აღდგენას,
რომლებიც გრამატიკულ და ლექსიკური მნიშვნელობის მორფემებს
იძლევიან. რეკონსტრუირდება ენის გამომხატველი და შინაარსის პლანი.
სემანტიკური რეკონსტრუქციის ყველაზე მარტივი შემთხვევაა
მნიშვნელობით ერთმანეთთან ახლოს მდგომი, ფორმალურად
ურთიერთშესაბამისი სიტყვები. მაგ თუ არსებობს კონვერსიული
მიმართება მიცემა- აღება, განზოგადდება გაცვლა-გამოცვლა, მიცემის და
აღების აქტსაც მოიცავს. რეკონსტუქცია არის რაღაც სიტუაცია რომლის
მეშვეობითაც აღიწერება.

ამოსავალი ენობრივი სისტემა


ამოსავალი ენობრივი სისტემა როგორც სისტემის შინაგან განვითარებას ისე
მის ურთიერთობას მეზობელ სისტემებთან. ამოსავალი ენა შეიძლება
დაყოფილი გარკვეულ მორფოლოგიურ -ფონოლოგიურ დანაწევრებად,რაც
რეკონსტირირებული ენის დიალექტებად დანაწილებას გულისხმობს.
გენეოლოგიური სქემა არის ამოსავალი ენობრივი სისტემის გარდაქმნების
საბოლოო შედეგი, რომელიც ენის წარმოშობას წინარე ენიდან დღემდე
გვიჩვენებს. გენეალოგიური ხის თეორიას უპირისპირდება ტალღების
თეორია, ტალღა გაიგება მეტაფორულად, როგორც ენობრივი ცვლილებისა
და ინოვაციის ამსახველი პროცესი, ორივე სქემა გარკვეულწილად
არასრულია , ისინი წარმოადგენენ ამოსავალი ენობრივი სტრუქტურების
წარმოშობისა და განვითარების სხვადასხვა მხარეს, ამიტომ უნდა მოხდეს
მათი გაერთიანება, ამის მაგალითია უკვე სინთეზური სქემა -
წინარეინდოევროპული დიალექტის სქემა.
XX ს 50 წლებიდან საფუძველი ეყრება სტრუქტურულ დიალექტოლოგიას,
რომელშიც შემოღებულია დიასისტემის ცნება, რომელიც წარმოადგენს
თეორიულ კონსტრუქტს კონკრეტული ენის რეგიონალური
დიალექტისთვის. ის რაც სხვადასხვა დიალექტებზე მოსაუბრეთათვის
საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს არის არა დიასისტემის ფლობა,
არამედ ერთი დიალექტიდან მეორეზე გადასვლის წესების ცოდნა, რაც
სხვადასხვა დიალექტებში არსებულ თანაფარდობათა გააზრებას
გულისხმობს.
დიალექტური განსხვავებები ყველა ენაში არსებობს, რაც გამოწვეულია
კოლექტივის შიგნით კონტაქტის დაკარგვით და იზოლაციის შედეგად.
ამჟამად შესამჩნევია დიალექტების შერწყმა და დიალექტების დაკარგვა ანუ
მოისაზრება ის დიალექტები რომლზეც ნაკლები ხალხი საუბრობს.
მართალია ადრე დიალექტებიდან შემდგომ უკვე სხვა ენების
ვითარდებოდა, მაგრამ ჩვენს დროში ეს პროცესი იშვიათად ან საერთოდ
აღარ ხდება.
დიალექტები სხვადასხვა ტერიტორიაზე ვრცელდება ხალხთა მიგრაციის
შედეგად, რაც განპირობებულია საერთო ენაზე მოლაპარაკეთა
საცხოვრებელი პირობებით და გეოგრაფიული არეალით, ეს არის
ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტი. ასეთი კარგი ისტორიული მაგალითია
რომანული ენები: ესპანური, იტალიური, ფრანგული, რომლებიც
ლათინურიდან მომდინარეობს რომელიც ასევე იტალიის ერთ მცირე
პროვინციაში ლაციუმში იყო გავრცელებული.
ენობრივი სისტემა შეიძლება დაკავშირდეს გარკვეულ არქეოლოგიურ
კულტურასთან.

შესაბამისი დიალექტების მფლობელთა ექსტრალინგვისტური


რეკონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ მათი
ურთიერთმიმართებები და გნვითარება დროში.

წინარე ენა

წინარე ენის სტრუქტურისა და ისტორიისათვის არსებით მნიშვნელობას


იძენს ლექსიკური სემანტიკის შესწავლა და რეკონსტრუქცია და
დიალექტურად განაწილებული წინარე ლექსემების დადგენა. ასეთი
ლექსემები გვაწვდიან ინფორმაციას ენის ისტორიულ მფლობელთა
საცხოვრებლისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
ლექსიკური არქიტიპები...
წინარე ენის ლექსიკურ სემანტიკური რეკონსტრუქცია, გარკვეულწილად
იძლევა უძველესი დიალექტების მფლობელთა მეურნეობის მატერიალურ,
კულტურისა და სოციალურ ორგანიზაციის საერთო სურათს, რაც
წარმოადგენას გვიქმნის წარსულსა და აწმყოს შესახებ. ეს არის ერთგვარი
ტიპოლოგიური ვერიფიკაცია დამოწმებული კულტურის საფუძველზე,
ასეთ დროს მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს არქეოლოგიური
მონაცემები. ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია მითებისა და რიტუალების
ელემენტების ღდგენა, რომლებიც უმეტესწილად წერრილობითი სახით
ინახებოდა და რომელოთა სიტყვებს შორისაც შესაძლებელია გარკვეული
მსგავსებების დადგენა. მსგავსი წყაროები საშუალებას გვაძლევს
აღვადგინოთ წინარე ენის მფლობელთა შეხედულებები სამყაროზე რწმენა
წარმოდგენები, მათი გაგება ადამიანთა ამყაროზე. მაშასადამე
შესაძლებელია ძველი ენების პროტო კულტურების აღდგენა,
როგორებიცაა ინდოევროპული, ქართველური, სემიტური.

ინდოევროპული ენის როგორც რეალური სისტემის რეკონსტრუქცია


გულისხმობს გულისხმობს ამ ენის მფლობელთა არსებობას, რომელთაც
პირობითად ინდოევროპელებს უწოდებდნენ, რომელებმაც დაიწყეს
მიგრაციები და განსახლებები სხვადასხვა ტერიტორიებზე. საკმაოდ ადრე
გაჩნდა თეზისი ინდოევროპელთა ცენტრალური ევროპის სამშობლოს
შესახებ თუმცა ამას დაუპირისპირდა სხვა არგუმენტები, რომლის
მიხედვითაც ინდოევროპულის წინარე სამშობლო უნდა ყოფილიყო
აღმოსავლეთით და მისი ლოკალიზაცია უნდა მომხდარიყო შავი
ზღვისპირეთით, ყორღანული კულტურის არეალში. ეს მოსაზრება
ამჟამადაც გავრცელებულია მეცნიერებაში თუმცა მისი უძველესი
დიალექტების ბოლოდროინდელი გამოკვლევა, მისი ისტორიულ
კულტურული თუ ლინგვისტური გამოძიების მთელი კომპლექსი
მოითხოვს ხელახლა დაისვას ინდოევროპული წინარე სამშობლოს
პრობლემა. ამ მონაცემების საფუძველზე ინდოევროპული წინარე
სამშობლო ლოზალიზირდა წინააზიურ არეალში, ამაზე მიუთითებს
სწორედ წინარე-ინდოევროპული ლექსემები, რომლებიც ასახავენ ძველი
ინდოევროპულ დიალექტზე მოლაპარაკეთა საცხოვრბელს, მატერიალურ
და სულიერ კულტურას. ეს ანალიზი საშვალებას გვაძლევს ვივარაუდოთ
რომ ინდოევროპელთა ბინადრობის თავდაპირველი ტერიტორია იყო
მთლიანლანდშაფტიანი მხარე. ხეებისა და მცენარეეების სახელწოდებები
თანხმობაშია მთიანი ლანშაფტის დამახასიათებელ ნიშნებთან.
ეკოლოგიურ გარემოს შედარებით სამხრეთული ხასიათი აქვს, რასაც ასევე
სასოფლო-სამეურნეო მცენრეულობის სახელებიც ამოწმებს, ასევე
მიწათმოქმედებისთვის საჭირო იარაღთა სახელებიც. მიწათმოქმედებისა
და მევენახეობის ტერმინოლოგია გარკვევით ადასტურებს
ინდოევროპელთა ლოკალიზაციას სამხრეთ ტერიტორიაზე რომელიც
ბალკანეთიდან ირანის ზეგნამდეა გადაჭიმული.
ინდოევროპელების ლოკალიზაციის დასდგენად განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს ბორბლებიანი ტრანსპორტის ტერმინოლოგიას,
ოთხთვალა საზიდრების და მათი შემადგენელი ნაწილების ტერმინოლოგია,
მისი დამზადება თარიღდება ძვ.წ.4 ათასწლეულში, გავრცელების
არეალებად მიიჩნევა სამხრეთ კავკასიიდან ზემო შუამდინარეთამდე ,
ვანისა და ურმიის ტბებს შორის. ასევე ვოლგა-უტრალის ტერიტორიებზე
და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, ბალკანეთში, ცენტრალურ ევროპაში.
ამავე ტერიტორიებზე იყო გავრცელებული ცხენი მოშინაურება და
დასახმარ ძალად გამოყენება, გავრცელება. ინდოევროპული კულტურა
ადრეული ძველაღმოსავლური ცივილიზაციების წრეს განეკუთვნება.
ქართველური და ინდოევროპული ენებს შორის არის გარკვეული
სტრუქტურული კავშირი რაც გამოიხატება ე3რთი ენიდან მეორეში
არსებული ნასესხობებით, ასევე დასტურდება ნასესხობები შუმერულიდან
ეგვიპტურიდან,აზის ენებიდან ხათური ელამური ხურიტული.
გამოვლენილი ქარეთველურ- ინდოევროპული მორფოლოგიური
იზომორფი როგორც ქართველურ ინდოევროპული კონტრასტის შედეგი
იძლევა საფუძველს ახლიდან დაისვას ინდოევროპული არეალის
ლინგვისტიკის საკითხები რომლებიც დაკავშირებულია ინდოევროპული
დიალექტების უძველეს განაწილებასთან.
ინდოევროპული ტომების წინააზიაში ბინადრობის ფაქტთან
დაკავშირებით უნდა აღინიშნოს რომ ძვ.წ 3-4 ათასწლეულებში არ არის
აღმოჩენილი ისეთი კულტურა, რომელსაც მასთან დავაკავშირებდით.
არსებობს მთელი რიგი არქეოლოგიური აღმოჩენები რომელთა შექმნაშიც
შესაძლოა ინდოევროპულ ტომელბსაც მიეღოთ მონაწილეობა ამ არეალში
გავრცელებულ სხვა ტომებთან ერთად.
ინდოევროპელთა წინარეაზიური სამშობლოს თეზისი მთლიანად ცვლის
ცალკეული დიალექტების მატარებელთა წარმომავლობასა და მიგრაციის
ტრაექტორიის სურათს მეცნიერებაში. 587

ნოსტრატიკა
ისტორიულ შედარებითი ენათმეცნიერება გულისხმობს ისტორიულ ენებს
შორის ფონემური შესატყვისების დადგენას და მათ საფუძველზე
ამოსავალი ფუძე ენის დადგენას. ამ ფუძე ენიდან წარმომდგარი სისტემები
ქმნიან შემდგომ ენობრივ ოჯახებს.
წინარე ენაზე უფრო ადრინდელია ფუძე ენა რომელთა დაშლითაც
მივიღეთ წინარე ენა, წინარე ენები შორის რომლებთანაც დადგინდა
ფონემური შესატყვიასობა ისინი ერთიანდებია მაკროოჯახებში, რომელთა
ამოსავალი ენა ფუძე ენა იქნებოდა. ისტორიულ შედარებითი
ენათმეცნიერება არ ჩადის ქრონოლოგიურ სიღრმეში და მხოლოდ პირველი
დონის წინარე ენებს აღადგენს,თუმცა არის მიმდინარეობაც რომელიც
აერთიანებს პირველი დონის წინარე ენებს უფრო ნადრეულ
მაკროოჯახებში და მათი საერთო ამოსავალ ენობრივ სისტემას ვარაუდობენ.
ასეთია ნოსტრატული ჯგუფი რომელიც აერთიანებს ინდოევროპულ,
სემიტურ- ქამიტურ, ქართველურ , ფინურ ,უგრულ, დრავიდურ ენებს და
ისინი ამოსავალ ნოსტრატულ ფუძე - ენაზე დაიყვანება.

გლოტოქრონოლოგია და ლექსიკოსტატისტიკა

მონათესავე ენათა დივერგენციის შესწავლას სარწმუნოებას მატებს


გლოტოქრონოლოგია და ლექსიკოსტატისტიკური კვლევა.
ლექსიკოსტატისტიკა გულისხმობს ლექსიკონზე დაყრდნობით თუ
რამდენადაა დაშორებული დროში ორი მონათესავე ენა. მაგრამ როდესაც
ხდება მონათესავე ენათა წყვილების შედარება და გენეოლოგიური ხის
თითოეული კვანძის დროში სიღრმის განსაზღვრა ეს უკვე
გლოტოქრონოლოგიაა. გლოტოქრონოლოგია დიაქრონული
ენათმეცნიერების ახალ მეთოდს წარმოადგენს რომლის მეშვეობითაც
შესაძლებელია ენობრივი ცვლილებების აბსოლიტური თარიღების
დადგენა. რელატიური ქრონოლოგია გულისხმობს ერთ ენაში ან
მონათესავე ენათა ოჯახში მომხდარ ცვლილებების ქრონოლოგიური
თანმიმდევრობის დადგენას ზუსტი დათარირების გარეშე.ხოლო
აბსოლიტური ქრონოლოგია ენობრივი მოვლენების ზუსტ თარიღებზეა
ორიენტირებული, მაგალითად გლოტოქრონოლოგია იძლევა
შესაძლებლობას ფუძე-ენის პირველი დაყოფის წინა პერიოდის
დათარიღება.
ლექსიკოსტატისტიკური მეთოდებიდან გამოირჩევა 20ის 50 წლებში
შექმნილი გლოტოქრონოლოგიური მეთოდი რომელმაც დიდი კრიტიკა
დაიმსახურა მაგრამ მაინც მოახერხა დამკვიდრება, საფუძვლად
დაედო ,,ნახშირბადის დათარიღების” მეთოდი, რომლის მიხედვითაც
ყოველ ცოცხალ ორგანიზმში, გარკვეული პროცენტით არის
წარმოდგენილი რადიოაქტიული ნახშირბადი - არამდგრადი იზოტოპები,
რომელიც რადიოაქტიული დაშლის შედეგად მიიღება. ცოცხალ
ორგანიზმში მისი ურთიერთობა სტაბილირ იზოტოპებთან მუდმივ
თანაფარდობაშია. ხოლო მკვდარ ორგანიზმში რადინახშირბადი აქტიურად
განაგრძობს დაშლას, რაც მუდმივია და უწყვეტი სიჩქარით მიმდინარეობს,
და ირღვევა თანაფარდობაც. დაშლის სიჩქარე მუდმივია გარკვეული
გამოთვლებით შესაძლებელია დადგინდეს რამდენი დრო გავიდა
ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ.
ენაში რადიოაქტიური იზოტოპები შეიძლება გავაიგივოთ ლექსიკის
გარკვეული ნაწილის ცვლილება, რაც გულისხმობს სიტყვების ახალი
სიტყვებით ჩანაცვლებას, ამგვარი ცვლილება გაიგება როგორც ,,ამოსავალი
ძირითადი ლექსიკის ცვეთა “. თავიდან მეცნიერები ცდილობდნენ
გარკვეული ემპირიული მასალის საფუძველზე დაედგინათ ცვლიკლებათა
მაქსიმალური და მინიმალური სიჩქარეები. ამ ამოცანის გადაწყვეტა
უპირველესად მოითხოვდა ძირითადი ლექსიკის და მასში შემავალი
ლექსემების დადგენას, ეს ისეთი ლექსემები უნდა ყოფილიყო რომლებიც
ყველა ენაშია ლექსიკალიზებული მაგალითად სხეულის ნაწილები,
ფლორისა და ფაუნის აღმნიშვნელი ტერმინები, რიცხვითი სახელები,
ადამიანის აქტივობის გამომხატველი ზმნები. თავიდან შეირჩა 215 სიტყვა
რომელიც მოგვიანებით 200მდე დაიყვანეს, და მოგვიანებით უფრო ფართო
გამოთვლებისთვის 100მდე დაიყვანეს ეს სია.
ენაში ლექსიკის ჩანაცვლება მუდმივი სიჩქარით მიმდინარეობს, იგი არც
დროზე და არც ენაზე არ არის დამოკიდებული. ამ გამოთვლებში ასევე
მნიშვნელობა ენიჭება შენარჩუნების ზომას ანუ მაგალითად ერთ
გარკვეულ ათასწლეულში ძირითადი ლექსიკის რა ნაწილი იქნა
შენარჩუნებული. შენარჩუნები ზომის გამოთვლის პირველი ცდა ძხველი
და ახალი ინგლისურის მასალაზე დაყრდნობით ჩატარდა, ასევე ესპანურსა
და ლათინურს შორის სადაც დადგინდა რომ ესპანურში შენარჩუნებული
იყო ძირითადი ლექსიკის 70%, თანამედროვე ინგლისურში კი 80%.
ინგლისურში 2000 წელია ესპანურში 1000 განსხვავება.

ქართველურ ენას რაც შეეხება 100 სიტყვიანი საცდელი სიის მიხედვით


ჩატარებულმა გამოკვლევამ უჩვენა რომ სვანურის გამოყოფა ფუძე ენიდან
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულის შემდეგ
დაიწყო., ქართულ-ზანურის დიფერენციაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე
მერვე საუკუნეში ივარაუდება. 200 სიტყვიანი საცდელი სიის მიხედვით
სვანური ძვ.წ. 10 საუკუნიდან იწყება , ქართულის კი ძველი და ახალი
წელთაღრიცხვების მიჯნაზე. ორივე გამოთვლის მიხედვით მაინც ვიღებთ
მსგავს ინფორმაციებს, სადაც სვანური ერთი ათასწლეულით უსწრებს
ქართულ-ზანურს.

You might also like