Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სინა რაჰიმი / 107050 სის2

ირანისა და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების შედარებითი ანალიზი

სასამართლო ხელისუფლება ორივე ქვეყანაში დამოუკიდებელია და იცავს


ინდივიდუალურ-სოციალურ უფლებებს და პასუხისმგებელია სამართლიანობის
განხორციელებაზე, საზოგადოების უფლებების დაცვითა და მართლმსაჯულებისა
და თავისუფლებების გაფართოებით მაგრამ "თავისუფლება" ირანის სასამართლო
ხელისუფლებაში შემოიფარგლება რელიგიურად ლეგიტიმური
თავისუფლებებით.

საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება მართლმსაჯულების,


საკონსტიტუციო კონტროლისა და კანონით დადგენილი სხვა ფორმების
მეშვეობით მაგრამ ირანში სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება
კოდიფიცირებული ისლამური მართლმსაჯულების საფუძველზე. კერძოდ ირანში
მოსამართლე ვალდებულია შეეცადოს ყველა დავის ვერდიქტი მოძებნოს
შესაბამის კანონებში და თუ ვერ იპოვა, გადაწყვეტილებას გამოიტანს ისლამური
წყაროების ან ავთენტური ფატვების საფუძველზე და დაუშვებელია სარჩელის
განხილვაზე და უარის თქმა კანონში არსებული ნაკლის ან ხარვეზის გამო.

ორივე ქვეყანაში მართლმსაჯულებას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და


სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო
სასამართლოები. საქართველოში სასამართლომდე მართლმსაჯულების
განხორციელებისათვის წინასწარ უნდა იყოს დადგენილი სამართალწარმოების
სფერო, ირანში კი სასამართლო ადგენს თუ რომელ სასამართლო განიხილავს
კონკრეტულ საქმეს.
სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები. საქართველოს საერთო
სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო,
საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ასევე ირანში მართლმსაჯულების განხორციელების ოფიციალური ორგანო
სასამართლო ხელისუფლებაა. მაგრამ ირანში სასამართლოებს აქვთ შესაბამისი
საქმეების განხილვის იურისდიქცია. სარჩელის შეტანის შემდეგ გაირკვევა, თუ
რომელი სასამართლოს აქვს აღნიშნულ საქმის იურისდიქცია. სასამართლოების
შექმნა და მათი იურისდიქციის განსაზღვრა დამოკიდებულია კანონის
დებულებებზე.

წყარო: ირანის კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი საერთო


სასამართლოების შესახებ, ირანის საჯარო და რევოლუციური სასამართლოების საპროცესო სამართალი
ირანში ირანში სასამართლოების სახეებია:
სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლო
რევოლუციური სასამართლო: ეს სასამართლო შეიქმნა და დაიწყო მუშაობა
ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის
დამფუძნებლის ბრძანებით.
სპეციალური სასულიერო სასამართლო
საოჯახო სასამართლო
ირანში ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა არ ითვლება დარღვევად მის შემდეგ
მიღებული კანონის საფუძველზე.

ორივე ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებაში სასამართლოში საქმე განიხილება


ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ირანში სხდომა შეიძლება იყოს
დახურული მხარეების მოთხოვნია საფუძველზეც.
საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით,
ირანში კი ღმერთის სახელით.

ორივე ქვეყნის სასამართლო სისტემაში მოსამართლე ხელშეუხებელია მაგრამ


მცირე განსხვავებით. კერძოდ საქართველოში დაუშვებელია მოსამართლის
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება,
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის
შემთხვევაში − საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე.

ირანში კი მოსამართლე თავისი თანამდებობიდან არ შეიძლება დროებით ან


მუდმივად დათხოვნილი იქნას სასამართლო გამოძიებისა და დანაშაულის
დადასტურების გარეშე. ასევე აკრძალულია მოსამართლის გადაყვანა ერთი
თანამდებობიდან მეორეზე მისი თანხმობის გარეშე. მხოლოდ გამონაკლის
შემთხვევაში, თუ ეს საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება და მიღებულ იქნება
სასამართლო ხელისუფლების უფროსის გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესი
სასამართლოს თავმჯდომარესა და გენერალურ პროკურორთან კონსულტაციის
შემდეგ, დასაშვებია მოსამართლის გადაყვანა სხვა თანამდებობაზე.
მოსამართლეთა მიერ თანამდებობის დაკავებისა და სამუშაო ადგილის შეცვლის
წესს კანონი განსაზღვრავს.

ირანში სასამართლო, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ საკითხებში


სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლობის განხორციელების მიზნით,
ირანის სულიერი ლიდერი ხუთი წლის ვადით ნიშნავს ერთ სამართლიან და
სასამართლო საკითხებში განსწავლულ მოჯთაჰედს სასამართლო ხელისუფლების
2

წყარო: ირანის კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი საერთო


სასამართლოების შესახებ, ირანის საჯარო და რევოლუციური სასამართლოების საპროცესო სამართალი
უფროსად, რომელიც ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა. ქვეყნის
უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და გენერალური პროკურორი
სამართლიანი და სასამართლო საქმეებში კარგად გათვითცნობიერებული
მოჯთაჰედები უნდა იყვნენ. სასამართლო ხელისუფლების უფროსი ქვეყნის
უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციის შემდეგ მათ ამ
თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით ნიშნავს.
საქართველოში კი საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და
ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა დანიშვნისა და
გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საერთო
სასამართლოების სისტემის ორგანო − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედიან 4 წლის ვადით
განწესებული 14 წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოსამართლეთაგან არჩეული
წევრები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული
წევრებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, შედიან საქართველოს
პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი და პარლამენტის მიერ სრული
შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩეული წევრები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მოსამართლე წევრთაგან ორგანული კანონით დადგენილი წესით 4 წლის ვადით,
მაგრამ არაუმეტეს მისი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის
უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო მის მიერ არჩეულ წევრთაგან.

ირანის სასამართლო ხელისუფლებაში მოსამართლის უფლება-მოვალეობას _


ფიყჰის ტრადიციებზე დაყრდნობით კანონი განსაზღვრავს. ფიყჰის უპირველესი
წყაროებია ყურანი და სუნნა. მაგრამ საქართველოში მოსამართლე თავის
საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და
კანონს.

ირანში მოსამართლე თავისი თანამდებობიდან არ შეიძლება დროებით ან


მუდმივად დათხოვნილი იქნას სასამართლო გამოძიებისა და დანაშაულის
დადასტურების გარეშე. საქართველოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა
და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება
შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით და სააპელაციო სასამართლოს და
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული
შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.
3

წყარო: ირანის კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი საერთო


სასამართლოების შესახებ, ირანის საჯარო და რევოლუციური სასამართლოების საპროცესო სამართალი
ირანში ადმინისტარციულ აპარატში საქმეების მოსაწესრიგებლად და კანონების
სწორად შესრულებაზე ზედამხედველობის გასაწევად სასამართლო
ხელისუფლების უფროსის მეთვალყურეობით იქმნება „ქვეყნის მთავარი
საკონტროლო ორგანიზაცია“. საქართველოში იგივე პუნქციას ასრულებს
გენერალური ინსპექცია რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

წყარო: ირანის კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი საერთო


სასამართლოების შესახებ, ირანის საჯარო და რევოლუციური სასამართლოების საპროცესო სამართალი

You might also like