დიზაინის-ისტორია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

დიზაინის ისტორია

დიზაინის, როგორც შემოქმედებითი საქმიანობის სფეროს წარმოშობის მოკლე

ისტორია.

საუკუნეთა განმავლობაში დიზაინი, როგორც საგნის გარეგნული სახე და მისი

ფუნქცია ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში ვლინდებოდა. მაგალითად:

პრიმიტიული ქვის, შრომის იარაღები, ძველი ეგვიპტელების ავეჯი, ბერძნული

კერამიკული ჭურჭელი, ყველა ეს საგანი თავისი დროის პროტოდიზაინის

მაგალითებად შეიძლება ჩავთვალოთ, ამავე დროს დიზაინი ყველაზე ახალგაზრდაა

ხელოვნების სხვა სფეროებთან შედარებით, რადგან დაკავშირებულია პირველ რიგში

სამრეწველო წარმოებასთან. აქედან გამომდინარე არსებობს რამდენიმე მოსაზრება

დიზაინის ისტორიასთან დაკავშირებით.

პირველი ვერსიით დიზაინი არის სფერო, რომელსაც აქვს დიდი ისტორია,

რომელიც ათასწლეულებით იზომება, ხოლო თანამედროვე დიზაინი ეს მხოლოდ

ნახტომია და გამოხატულია საგნების რაოდენობის გაზრდით, რომლის შექმნაშიც

მხატვარმა მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, რომელიც უფრო მისაღებად ითვლება, ეს არის ის

რომ დიზაინის ისტორია დაკავშირებულია მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის

საწყისთან მე-19 საუკუნეში და დაახლოებით 150 წლისაა.


დიზაინი, როგორც პროფესიონალური საქმიანობის სფერო ოფიციალურად იქნა

დამტკიცებული 1959 წელს, სტოკჰოლმის კონგრესზე და სპეციალობა დიზაინერი

ჩართული იქნა საერთაშორისო პროფესიათა

კოდექსში.

დიზაინის ისტორია ეს საოცრად საინტერესო

განახლების პროცესია, განსაკუთრებული როლი

დიზაინის განვითარებაში მე-18 საუკუნის

მეცნიერულ ტექნიკურმა რევოლუციამ მოახდინა,

როდესაც ადამიანი მანქანამ ჩაანაცვლა.

დიზაინის ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება 1851 წელს მსოფლიო

გამოფენა ლონდონში, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ყველა საგნის

უდიდესი ინდუსტრიული გამოფენის სახელით, ბროლის სასახლე -


გამოფენის პავილიონი დამზადებული იქნა ქარხნული წესით ჯონ პაქსტონის

პროექტის მიხედვით. 3300 თუჯის კოლონა, 2224 პატარა კოჭი, 300000 შუშის

ელემენტი. შენობა იყო გიგანტური ზომის (სიგრძე 563 მ - სიგანე 263 მეტრი)

რომლის კონსტრუქციაც აწყობილი იყო ფოლადისა და შუშისაგან. ეს ნაგებობა

სამრეწველო წარმოების ჰიმნად იყო მიჩნეული. მეორე

უდიდესი ნაგებობა 1889 ინჟინერ ეიფელის პროექტის

მიხედვით პარიზში აიგო მსოფლიო გამოფენისათვის

(ეიფელის კოშკი)

მაგრამ ერთ მხრივ ტექნოლოგიის განვათარებას

ხელოვნებაში ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია. ესენი იყვნენ

სამხატვრო ისტორიკოსი და კრიტიკოსი: ჯონ რესკინი, მხატვარი უილიამ მორისი და

სხვები, რომლებიც წარმოადგენდნენ მოძრაობას: ,,ხელოვნება და ხელოსნობა’’. მათ

ეზიზღებოდათ მანქანის შრომა, შეიძლება ითქვას, რომ ამ თემაზე ხელოვანთა შორის

დღესაც არსებობს დაპირისპირება.

1858 წელს მიხაილ ტომეტმა თავისი დაპატენტებული ტექნოლოგიით შექმნა

ავეჯი ხისგან, სკამი N 14 - მსოფლიო დიზაინის ერთ-ერთი შედევრი. ეს სკამი

მოსახერხებელი და ყველასათვის მისაწვდომი გახდა მსოფლიოში.

1960 წელს დამზადებულ იქნა 50 000 000 ასეთი

სკამი. სკამი N14 დღემდე ითვლება ყველაზე უფრო

წარმატებულ ავეჯად სამრეწველო დიზაინში.


მე-19 საუკუნის ბოლოს ინდუსტრიული დიზაინის საგნები მყარად იკავებს

ადგილს ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროში .

თუ მე-19 საუკუნე იყო ორთქლის საუკუნედ წოდებული მე-20 საუკუნე გახდა

ელექტროობის საუკუნე. მე-20 საუკუნეში წარმოიშვა მოძრაობა, რომელსაც მიზნად

ჰქონდა დასახული ხელოვნების განახლება. მრეწველობა და ვაჭრობა დიზაინის

წინაშე ახალ ამოცანებს სახავდა. ეს არის ახალი მასალების ათვისება და ასევე

კონსტრუქციების ახალი პრინციპები და ტექნიკა.

პირველად 1906 წელს დრეზდენში მხატვრულ სამრეწველო გამოფენაზე იქნა

წარმოდგენილი მასიური წარმოების საგნები.

1907 წელს არქიტექტორი ბერენსი გახდა პირველი კორპორაციული დიზაინერი,

რომელიც სხვადასხვა სფეროში მუშაობდა დაწყებული რეკლამიდან

არქიტექტურული ნაგებობებით დამთავრებული. მის სახელოსნოში კარიერა დაიწყო

სამმა დიდა არქიტექტორმა: ლე კორბუზიემ, მის ვანდერ როემ და ვალტერ

გროპიუსმა.

1908 წელს ჰენრი ფორდმა გამოუშვა მოდელი T პირველი ეკონომიური

ავტომობილი, რომელიც კონვეიერული სისტემით შეიქმნა. ფორდის მიერ

წარმოებაში გამოყენებულმა სამეცნიერო

ორგანიზაციულმა მიდგომამ 1909 -1926

წლებში 15 მილიონზე მეტი ავტომობილი

შექმნა.

მხატვრული კულტურის ინტენსიური

განვითარება წყდება პირველი მსოფლიო ომის


პერიოდში. 20-იანი წლებიდან დაიბადა მოძრაობა, რომელის მე-20 საუკუნის

სხვადასხვა სტილის განვითარების სულისჩამდგმელი გახდა: ჰოლანდიური

მოძრაობა - (დე სტილი), კონსტრუქტივიზმი, სუპრემატიზმი.

მხატვარი - დიზაინერი - ინჟინერი აღიქმებოდა როგორც შემოქმედი, რომელიც

ქმნის საგნობრივ სამყაროს განახლებული ადამიანისათვის.

კომპოზიცია

კომპოზიცია ლათინური სიტყვაა და შედგენას, მოწყობას, დალაგებას ნიშნავს.

მხატვრობაში კონპოზიცია მხატვრული ნაწარმოების აგებას ნიშნავს, რომელიც

განპირობებულია ნაწარმოების შინაარსით, მნიშვნელობით და ხასიათით. თვით

მნიშვნელობა კომპოზიციის როგორც ასეთი პირველად გამოიყენა ევროპულ

ხელოვნებათმცოდნეობაში ლეონ ბატისტა ალბერტიმ 1436 წელს ნაშრომში 3 წიგნი

ფერწერის შესახებ. კომპოზიცია ძლიან მნიშვნელოვანი ელემენტია მხატვრული

ფორმის ორგანიზაციისთვის, რაც ნაწარმოებს ანიჭებს ერთიანობას და მთლიანობას,

ურთიერთდამოკიდებულს ხდის მის კომპონენტს, როგორც ერთმანეთთან ასევე

მთლიანთან.

ნებისმიერი ობიექტის, მათ შორის დაგნობრივ-სივრცობრივი არეალის

ფორმათწარმოქმნა, შექმნა და პროექტირება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც

დაკავშირებულია კომპოზიციურ საშუალებებთან: გრაფიკულთან და

პლასტიკურთან.

1. გრაფიკული საშუალებები ერთმანეთში აერთიანებენ შემდეგს, როგორიცაა :

წერტილი, ხაზი, ლაქა, ფერი


2. პლასტიკური - არის მოცულობითი კომპოზიცია, რომელიც არა ორ არამედ სამ

განზომილებაში იქმნება. მაგალითად: ტექსტურა, ზედაპირის ფაქტურა და

რელიეფი.

You might also like