Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

მთავრობა

1. საქართველოს მთავრობის ფუნქცია და მახასიათებლები,


შემადგენლობა და სტრუქტურა

1918 წლის 26 მაისის „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“, პირველად ქართული


კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, გაჩნდა მთავრობის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი
ეროვნული საბჭოს წინაშე. მას შემდეგ მრავალი სახეცვლილება, უფლებამოსილებათა
ზრდა-კლება განიცადა, ხოლო დღეს, 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმამ
საბოლოოდ დაზუსტდა მთავრობის სტატუსი, უფლებამოსილებები, მისთვის ნდობა-
უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპის
შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლება სახელმწიფო ხელისუფლების
დამოუკიდებელი შტოა, იგი აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალის სათავეშია
და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, როგორც დამახასიათებელია
მმართველობის საპარლამენტო მოდელისათვის.

საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს მთავრობის უფლებრივ და სამართლებრივ


სტატუსს, 54-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი
ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ
განსაზღვრული ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
ფარგლებში, ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

საშინაო პოლიტიკა- გულისხმობს სახელმწიფოს შიდაპოლიტიკურ კურსს, სახელმწიფო


სტრუქტურებისა და ინსტიტუტების საქმიანობის მიმართულებების ერთიანობას.
თუმცა დეტალურად უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონშია გაწერილი,
რომლის თანახმად, მთავრობა:

1. კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, მათი მმართველობის


სფეროში შემავალი სახელმწიფო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის
აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი
ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული
დაწესებულების, აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო
დაწესებულებების საქმიანობას.
2. მთავრობა სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს
სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
3. მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
4. უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური
საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო
გარემოს ჩამოყალიბებას;
5. მართავს სახელმწიფო ქონებას;
6. არეგულირებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობებს, შეიმუშავებს და
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტს;
7. უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას;
8. შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო
პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
9. უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო
პოლიტიკის განხორციელებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების
სრულყოფას;
10. ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურ
გამოყენებას.

საგარეო პოლიტიკის განხორციელება- მთავრობა:

1. საქართველოს პრეზიდენტისგან ითანხმებს სხვა სახელმწიფოებთან და


საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოების, აგრეთვე,
საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების საკითხებს. რა თქმა უნდა,
აღნიშნული საკითხები დამოუკიდებლადაც შეუძლია განახორციელოს.
2. მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით
აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;
3. საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საქართველოს ელჩებისა
და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და
გათავისუფლების შესახებ.

თავდაცვის სფეროში:

1. იღებს მექანიზმებს ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების


უზრუნველსაყოფად;
2. საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული
უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს;
3. საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საქართველოს
თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნისა და
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
4. იღებს ზომებს კანონიერების უზრუნველსაყოფად, მოქალაქეთა უფლებებისა
და თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის
დასაცავად, უზრუნველყოფს დამნაშავეობასთან ბრძოლას.

კონსტიტუციონალიზმის პრაქტიკაში მთავრობის შემადგენლობა და შიდა


სტრუქტურა არაერთგვაროვანია. აერთიანებს მთავრობის მეთაურს, მეთაურის ერთ ან
რამდენიმე მოადგილეს, მინისტრებს, სახელმწიფო მინისტრებს, მთავარ მინისტრებს,
უპორტფელო მდივნებს, უმცროს მინისტრებს, დეპარტამენტების თავმჯდომარეებსა და
საპარლამენტო მდივნებს. მთავრობის შიდა სტრუქტურის შემადგენლობის განსაზღვრის
მიხედვით გამოყოფენ ორ განზოგადებულ სახეს, ესენია:
 შიდა სტრუქტურის კონტინენტური მოდელი- რომელიც მთავრობის
შემადგენლობაში ყველა საერთოეროვნული იურისდიქციის ცანტრალური
დაწესებულების ხელმძღვანელს სრულად წარმოადგენს (იტალია, აშშ,
საქართველო)
 ანგლოსაქსური მოდელი- მთავრობა არის აღმასრულებელი
ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების უმაღლესი თანამდებობის
პირებისგან შემდგარი და მასთან ერთად ფუნქციონირებს „კაბინეტი“, ამ
უკანასკნელს შემადგენლობაში კი მხოლოდ პრემიერ- მინისტრი და მის
მიერ განსაზღვრული რამდენიმე სამთავრობო უწყების ხელმძღვანელია.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და


მინისტრებისგან, ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრისგან. პრემიერ-მინისტრი
უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე,
ერთ ან რამდენიმე მინისტრს – ვიცეპრემიერის მოვალეობა. მიმოვიხილოთ თითოეული
ცალ-ცალკე:

 პრემიერ- მინისტრი- მთავრობის მეთაური, განსაზღვრავს მთავრობის


საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის
საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და
კონტროლს. კონსტიტუციით განსაზღვრულ პირობებში წარდგინებით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე
ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ასევე, საომარი
მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, საგანგებო მდგომარეობის დროს
თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის
დროს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტის გამოცემის თაობაზე. პრემიერ-
მინისტრი, შესაბამისი პირობების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას
თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ, ასევე, საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის დროს გამოსცემს ბრძანებას, რომლის შესაბამისადაც მოქმედებენ
თავდაცვის ძალები. უფლებამოსილება უწყდება გადადგომის, გარდაცვალების,
მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის,
მთავრობის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების,
იპიჩმენტის ან ნდობა-უნდობლობის პროცედურის შედეგად
 მინისტრი- ხელმძღვანელობს სამინისტროს. წარმართავს მის საქმიანობას და
წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საომარი ან
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის
სამართლებრივი აქტების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების
და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებისათვის; საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს
შესაბამის თანამდებობის პირებს. იგი პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს
სამინისტროს საქმიანობის შესახებ; მონაწილეობს მთავრობის სხდომებში.
 სახელმწიფო მინისტრი- სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება
შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის
სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად. ამჟამად მთავრობის
შემადგენლობაშია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

2. საქართველოს მთავრობის ფორმირება, კომპეტენცია,


ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა

საქართველოში დამკვიდრებულია მთავრობის შექმნის საპარლამენტო მოდელი,


ე.ი მთავრობა ფორმირდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საპარლამენტო
არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, იგულისხმება, რომ მთავრობის
ფორმირება დამოკიდებულია საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ძალთა
გადანაწილებაზე, სახელმწიფოს მეთაური ამ პროცესში მხოლოდ ბუტაფორიული
უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი. ასეთ პირობებში მთავრობის მიერ
აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება საკანონმდებლო ორგანოს
მხრიდან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს. 2017-18 წლების რეფორმამდე
ფორმირების პროცესი მეტად არეული, არასტაბილური და რთული იყო, რეფორმის
შემდგომ გახდა მთავრობის ფორმირება პარლამენტის „სადამფუძნებლო ფუნქცია“,
იგი მთავრობის ფორმირებას იწყებს მაშინ, როდესაც :

 საპარლამენტო არჩევნებუს შემდგომ ახალარჩეული პარლამენტის წინაშე


მთავრობას ეხსნება უფლებამოსილებები
 პრემიერ-მინისტრის გადადგომისას
 ამ უკანასკნელის უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას

ფორმირებისთვის დაწესებულ ვადებს და შემთხვევებს აწესრიგებს ქვეყნის უზენაესი


კანონი.

სამთავრობო ხელისუფლება მრავალი კომპეტენციითაა აღჭურვილი. მთავრობა


უზრუნველყოფს სახელმწიფოს საგარეო ინტერესების, საჯარო წესრიგის და ადამიანთა
უფლებების დაცვას, სოციალურ და ეკონომიკური მმართველობითი ფუნქციების
განხორციელებას. ასევე მისი კომპეტენციის სფეროში შედის სახელმწიფო აპარატის
ფორმირება, კანონების აღსრულება ( ბუნებრივია), თავისმხრივ სამართალშემოქმედება,
ბიუჯეტის შედგენა და შესრულება, საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება,
კანონით გაწერილ შემთხვევებსა და პირობებში ახორციელებს უფლებამოსილებებს
საგანგებო მდგომარეობის დროს.

მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.


კონწსტიტუცია თავისი შინაარსით განასხვავებს პასუხისმგებლობასა და
ანგარიშვალდებულებას. ანგარიშვალდებულება გულისხმობს ანგარიშის ჩაბარებას,
კითხვაზე პასუხის გაცემას. პასუხისმგებლობა კი დაკავშირებულია კონკრეტულ
შედეგთან- მთავრობის ან მისი წევრის გადაყენებასთან.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია


კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა
ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის
ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. პარლამენტის წევრის
კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა. გარდა კითხვისა,
საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულია
ინტერპელაციის მექანიზმი. საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა
არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით
მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს,
მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას
პარლამენტის სხდომაზე. ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითვაზე პასუხი
შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი. აღსანიშნავია, ასევე,
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება სამთავრობო
პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, რომელსაც წელიწადში ერთხელ,
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პრემიერ-მინისტრი
წარუდგენს პარლამენტს. გარდა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებისა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულია ე.წ. მინისტრის
საათი, რომელიც გულისხმობს წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობის
ცალკეული წევრების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის
შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას.
პარლამენტს უფლება აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს
სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
ანგარიშის წარდგენა. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას
იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე
დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედისა. პარლამენტი უფლებამოსილია, ასევე, პლენარულ
სხდომაზე მოიწვიოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
თანამდებობის პირი და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს
ხელმძღვანელი. ისინი ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, ამ
მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და
წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. პარლამენტი ზემოხსენებული
სუბიექტების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტის ან ფრაქციის
მოთხოვნის საფუძველზე პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით,
მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის
გადაწყვეტილებით. აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს პარლამენტის კონტროლი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,
საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობაზე, რომელთაც პარლამენტი
აკონტროლებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის
ჯგუფისა და სხვა დარგობრივი სპეციალიზაციის კომიტეტების მეშვეობით.
საქართველოს მთავრობის წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ
ერთ მესამედს. საკითხის აღძვრის ინიციატორები წარდგინებით მიმართავენ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც თუ თავისი დასკვნით
დაადასტურა მთავრობის წევრის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში
დანაშაულის ნიშნების არსებობა, საქართველოს პარლამენტი განიხილავს და კენჭს
უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. მთავრობის
წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებისათვის საჭიროა
პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

You might also like