ალუდა-ქეთელაური-პერიფრაზი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

18 აპრილი

საშინაო დავალება
,,ალუდა ქეთელაური“
პირველი თავი
პერიფრაზი

I
ერთ-ერთ დღეს ხევსურეტში, სოფელ შატილში მაცნე მივიდა და იქ მყოფ
მაცხოვრებლებს აცნობა, რომ მწყემსებს თავს ქისტები დაესხნენ.
ეს ამბავი საფიხვნოს თავში მჯდომმა, ჭკვიანმა, სიმამაცით ცნობილმა და
დავლათიანმა ალუდა ქეთელაურმა გაიგო, რომელსაც ბევრი ქისტისთვის ჰქონდა
მარჯვენა მოჭრილი. სწორედ ამ თვისებების გამო მას ძალიან ბევრი მოშურნე
ყოლია.
ქისტებს მწყემსებისთვის ცხენები წაურთმევიათ და მათ შორის ალუდას სწრაფი
ცხენიც ყოფილა. ფიქრობენ რომ სწრაფად გაიარონ ეს სასაზღვრო სოფელი სანამ
მზე ამოვა. როდესაც ამ ამბის შესახებ ალუდამ გაიგო, აისხა იარაღი და ქისტებს
გამოეკიდა. მალევე დაადგა მათ კვალს და მისი შევარდენივით ცხენით
განთიადისას დაეწია. ჯერ ერთ-ერთი მოკლა თავში ტყვიის გარტმით.
მოკლულის ამხანაგის ტყვია კლდეს მოხვდა და დაშლილი ქვები ალუდას ჩაეყარა
კალთაში. მუცალმა კითხა თუ დაშავდა, ალუდამ კი უპასუხა, რომ გუდანის ჯვარი
იცავდა და მისი მოკვლა ადვილი საქმე არ იყო. შემდეგ ალუდამ ესროლა მუცალს
და ტყვია თავის ქალის ნაცვლად ქუდს მოხვდა. ისევ მუცალის ჯერი დადგა
თუმცა მისი მოლოდინი ვერ ახდა და ტყვია ალუდას აცდა. მესამე გასროლით
ალუდამ მუცალს გულის ფიცარი ჩაუმტვრია. მუცალმა ბალახი მოგლიჯა და
ნაჭრილებევზე დაიფარა , რომ სისხლდენა შეჩერებულიყო და სიკვდილამდე
ებრძოლა. მან ალუდას შესძახა რომ ძმაც მოუკლა და თვითონაც მოკლა. როდესაც
მიხვდა რომ არაფრის იმედი აღარ იყო ალუდას თოფი გადაუგდო და უთხრა რომ
მას ჩუქნიდა და სხვის ხელში არ ჩავარდნოდა. ამის თქმა იყო და გარდაიცვალა.
ალუდას ამ სანახაობაზე ცრემლები ჩამოუვარდა და გადაწყვიტა რომ მისთვის
მარჯვენა არ მოეჭრა რადგან ჩათვალა რომ ცოდვა იყო ასეთი ვაჟკაცის სიკვდილის
მერე უფრო დასახიჩრება და სულის ცხონებაც კი შესთხოვა უფალს. შეაქო
მუცალის გამზრდელი და თავზე ნაბადი დააფარა.

II

მზე ამოვიდ, ღრუბლები გაიფანტნენ, კავკასიონის მთები გვერდიგვერდ დგანან.


ქორები ნადირობენ, სვავები კი არწივებს ადევნებდნენ თვალს, რომ ნარჩენებით
გამოიკვებონ. ჯირხვები მყინვარზე დგანან, ცასთან ახლოს რომ არწივის
ნასუფრალით შემდეგ თავად იკვებონ.
ჯიხვვები მწვერვალზედ ასულიყვნენ, ღვთის მადლის მატარებლები. უყურებდა
ალუდა ყორნებს, რომლებიც ლეშს ძიძგნიდნენ და ნერვიულობდა, რომ
გარდაცვლილ მუცელსაც ასე მისცვივდებოდნენ, სანამ გადაასვენებდნენ
თავისიანები.
მართალია შუადღის დღე ყველა კუთხე ჯურგმულს წვდება, მაგრამ შატილელთა
აზროვნებით შუადღის მზის სხივი ვერ ჩააღწევს შატილს, რადგან ღვთაებრივი
ნათელი არ შესულა ჯერ მათ გონებაში. ტრადიციებით დაბრმავებული გონება
აიძულებს მათ ქისტების მუდმივი მოძულეები იყვნენ და არც აინტერესებთ არის
თუ არა მათში ვინმე ნორმალური ან კეთილი.
მოდიოდა გორიგორ ალუდა, მეტოქეები დაემარცხებინა და დავლათიც წამოეღო,
თუმცა ცუდ ხასიათზე იყო, გულისტკივილი სახეზე ეხატებოდა. უნაგირის კეხზე
ეკიდა მუცალის ძმის მკვლავი და ვერცხლით მორთული ხმალი. წვეტიან
მასივებში გადმოვიდა,ხევსურეთისკენ, გამოჩნდა იქაური კოშკები, უამრავი
გამოფენილი მარჯვენები და გული უწუხდა ალუდას, რადგან ზაფხულში თოფის
სროლები ესმით ამ კოშკებს, ზამთარში ზვავები ჩამოდის, თქესი წვიმაც ხშირად
მოდის, ტერიტორიას მუდამ ყორანი დატრიალებს თავს. არავინ არასდროს
შეწინააღმდეგებია არავის, ან გაუპროტესტებია ოდესმე მკლავის მოჭრის
ტრადიცია და სისხლის აღების წესი, ურჯულოს ხელი ისევ ისე ლპება და ხმება
მზეში, გრძელდება ეს საუკუნეების მანძილზე. არავის უღალატია არასდროს ამ
კოშკივით ძლიერი ტრადიციასთვის. ზოგჯერ ავდარი დადგება, ზოგჯერ მზე
ბრწყინავს, გადის საუკუნეები და არაფერი არ იცვლება. სისსხლი ნიაღვრებად
მიედინება საუკუნეების განმავლობაში, წლებია ეს მდინარეც, რომ სისხლით
იღებება.
რომელი სახლის კარიც არ უნდა შეაღო ყველგან ქვრივია, ყველგან სისხლია
ასაღები, ამიტომ იმ სისხლში ცურავს მთელი ხევსურეთი, ქორწილი იქნება, თუ
ძეობა, გამუდმებით არის მტრის მოკვლის სურვილით ყველა აღტკინებული და
ერთი სული აქვთ როდის მოკვლავენ ვიღაცას. ასეთი ცხოვრების წესი კი
ალუდასთის უკვე იყო ძალიან მიუღებელი:”ვისაც მოგწონთო ღმერთმა
მშვიდობასი მოგახმაროთ”. ერთი თუ მოკლავს მეორეს, იმ გარდაცვლილის
ნაცნობი მოვა და მოკლავს მკვლელს , შემდეგ ამ ნაცნობს მოკლავს სხვა და
გაგრძელდება ასე მუდმივად.
შატილში მოსულ ამულად მიეგებნენ მი რძალი, ძმისწულები და სხვა
სოფლელებიც. ყველას დაენახა ალუდას მიერ მოყვანილი ცხენები, ულოცავდნენ
და ამბის მოყოლას ითხოვდნენ.
ერთი ბებეზრი უშიშა დაწვრილებით ეკითხება ალუდას ბრძოლის სცენას.
ქეთელაური მოუყვა მოხუცს ყველაფერი და მოიბოდიშა თოფის გამოყენება,
რადგან ორი მოწინააღმდეგე გადახვდა თავს და ბოლოს მოხუცთანაც ახსენ
მუცალის ცხონება. უშიშამ შეეწინააღმდეგა ალუდას და უთხრა რომ ქისტების
ცხონება არ იყო დაშვებული მათთან.
ალუდამ დაიწყო კიდევ უფრო დაწვრილებით მოყოლა მისი და მუცალის
ბრძოლისა, რაგან სურდა რომ ისევე გააოცებინა მოხუცი მუცალის ვაჟკაცობით,
როგორც თავად მასთან ორთაბრძოლაში. შემდეგ კი უთხრა რომ მუცალას იმიტომ
აქებდა, რომ ასეთი ვაჟკაცი პიროვნება იშვიათად იპოვებოდა ამქვეყნად.
ადამიანები ყველანი უფლის გაჩენილები ვართ და მნისვნელობა არ აქვს სად
ცხოვრობს, რა ქვია, რა წარმომავლობისაა ან რისი სწამს და სად ლოცულობს ,
ყველანი მაინც უფლის შვილები ვართ და ერთნაირად უნდა შევაფასოთ
ნებისმიერი პიროვნება, ეხება ეს
ვაჟკაცობას, სიკეთეს, თუ ბოროტებას. სწორედ ასე ფიქრობდა ალუდა და
ამიტომაც ვერ გაიმეტა მუცალი მკლავის მოსაჭრელად. ერთი მკლავით მეტი
ეკიდებოდა მის რობეზე თუ ნაკლები მისთვის არსებითი მნისვნელობა შრულიად
არ ჰქონდა.
ახალგაზრდა ხევსურები ამჟავდნენ და უხეშად მიმართეს ალუდას, უთხრეს რომ
ქალაჩუნა პიროვნება იყო და იარაღის შეგდება ურჩიეს. ვერ წარმოედგინათ რომ
ალუდას შეეძლო მოეკლა ქისტი და მარჯვენა არ მოეჭრა, ამიტომ ბრძოლიდან
გამოქცევას აბრალებდნენ.
მოშხამეს ალუდა, ზურგი აქციეს და გაეშურნენ თავიანთ სახლებში, აიგდეს
ქეეთლაური აბუჩად და ცუდად ლაპარაკობდნენ მის შესახებ.
შატილში მოვიდა ალუდას მეგობარიც, მინდია,შუბით შესხმული,მკვლავზე
ფარით და. ულამაზესი ირემივით ცხენით. გაიგო თუ არა ალუდას ლანძღვა
მეზობლებისგან, შუბლი შეკრა,ეწყინა და გაუბრაზდა ახალგაზრდებს, რომ
გაუაზრებლად შეეწყვიტათ ვაჟკაცის გალანძღვა. მინდიამ შემდეგ თქვა რომ
წავიდოდა ალუდასთან,წამოიღებდა მარჯვენას და მაშინვე დაუმტკიცებდა
ყველას რომ ცრუს გაიძახოდნენ. შეჰკრა მინდიამ ცხენს ფეხი და გაეშურა ალუდას
სახლისაკენ.

III

დაბნელდა, მოვიდა დრო ვარსკვლავების ჭიკჭიკის, ბალახს ნამი დაედო, მკვდართ


სულების საფლავებიდან გამოსვლის დრო დადგა, ათი ღიღნის დრო მოვიდა.
დევები გამოვლენ კლდებიდან, ხევშურში დაეხეტებიან. ყველამ ივახშმა და ახლა
დასაძინებლად ემზადებოდნენ. ალუდას დედამისი და მიდი და ეხვეწებოდნენ,
რომ პური ეჭამა.
ალუდას მადა არ ჰქონდა, ვერ ჭამდა და ვერც სვამდა, ადგილი ვერ ეპოვა, რადგან
საშინელი სიზმარი დასიზმრებოდა, რომ ვიღაცის პანაშვიდზე იყო. წინ ესვენა
მიცვალებული და ხევსურები მოწყენილნი ისხდნენ. ზოგი კი სალაშქროდ
გამზადებულნი, სისხლის ასახებად კარებთან იდგნენ. ალუდაც იქ იყო, ტიროდა,
როგორც წესიერი კაცი. იძულებული იყო რომ ელაშქრა და მოსულიყო უკვე
წასვლის ჟამიც.
სიზმარში სალაშქროდ წასულ ალუდას გზად მუცალი გადაეღობა და ხანჯალი
ჩაუდო ხელში. მუცალი ზუსტად ისეთივე გარეგნობის იყო, როგორც ახსოვდა
ალუდას იგი ბრძოლის დამთავრების ჟამს: ეცვა სპილენძის ჯაჭვის პერანგი,
გულზე ნატყვიარი ემჩნეოდა, რომელშიც რუხი ფერის ბალახი ეფინა და ისევ
გაუტეხლად, კლდესავით გამოიყურებოდა, ცრემლი არ ჩამოსდიოდა თვალიდან.
მუცალმა ხვეწნით უთხრა ალუდას, რომ სიკვდილი სურდა და ვერ კვდებოდა.
(ანუ ალუდას სინდისის ქეჯნა აწუხებდა რომ იგი, ასეთი ვაჟკაცი პიროვნება
თოფით მოკლა და არა კაცურად, ფარ-ხანჯლით.) მუცალმა უსაყვედურა, თუ
რატომ უნდა გაეჟლიტად ყველა ქისტი უმიზეზოდ, განა მარტო მათ უნდა
ეცხოვრათ ამ ქვეყნად. (მუცალი აცნობიერებს რომ მუცალივით ვაჟკაცი ბევრი
ეყოლებათ ქისტებს და რატომ უნდა მოკლას ეგეთი პატიოსანი ადამიანები, ან განა
შატილში მცხოვრები არ გამოინახება
ცუდი, დამნაშავე კაცი, რომელიც შეიძლება იმსახურებდა სიკვდილს.(ბევრი რამ
არაჰუმანური შენიშნა ტრადიციების შესახებ).
დაჯდა, ჯამი დაუდო ვიღაცამ და ადამიანის ჭამად მოეჩვენა, ეს რაღაც ლეშით
მოფენილი მთა-ველი და ტრადიციები. ალუდა თავისთავს უჯავრდებოდა, თავის
საქციელის გამო.
ვიღაცამ გამოსძახა რომ ეჭამა ეს ადამიანის ხორცი, მიუხედავად იმისა, მოწონდა
თუ არა მას ეს. (ასეთივე გულის ამრევი იყო მისი ძველი ტრადიციები ალუდას
თვალში).
დატანჯულიყო ალუდა ამ სიზმრით და აღარ იცოდა, როგორ მოეარა თავისთის.

IV
თენდებოდა, მთის წვერები შეწითლდნენ და მთებზე ნისლი აგროვდა. დაიწყო
სოფელმა გაღვიძება, მგზავრები მიდიდ-მოდიოდენ გზებზე. სვავები სამგზავრო
გაფრინდნენ და მთა-ბარს მოავლეს თვალი, ბევრი იფრიალეს მაგრამ ცაზე ვერ
გაავლეს კვალი.
ალუდას გასამრთლებლად წასული მინდია დაბრუნდა თავის ცხენზედ
ამხედრებული და ყველამ შორიდანვე გადმოსძახეს, რომ მოეყოლა, თუ რა გაეგო.
მინდიამ უთხრა ახალგაზრდებს, რომ მათ სისხლი უდუღდათ და ემოციებს იყვნენ
აყოლილები,გრძნობას და ემოციებს აჩაგვრინებდნენ გონებას, დაუფიქრებლად
ლაპარაკობდნენ და ამის გამო შერცხვენილები დაირებოდნენ. შემდეგ გაუჯავრდა,
რომ მათ ვერ შეეცნოთ ადამიანი, რომელიც იყო ბუნებით ვაჟკაცი. თქვა, რომ არც
მარტო ემოციებით ვარგოდა ფიქრი და არც მარტო ცივი გონებით, თანაბრად უნდა
გაანაწილოს კაცმა. განაცხადა, რომ ალუდა მართალი კაცი იყო, თუ იგი
გამარჯვებული არ გამოჩნდებოდა, მაშინ ეს საკუთარი სირცხვილიც
იქნებოდა.აიღო და ანახა ახლგაზრდებს მუცალის მკვლავი და დაუმტკიცა, რომ
ალუდა მათ ტრადიციების მოღალატე არ გახლდათ. შედეგ კი ისინი გააფრთხილა,
რომ ენისთის კბილი დაეჭირათ და ვაჟკაცზე ადვილად არ ეთქვათ აუგი.
წავიდა მინდია ალუდასთან, გაუწოდა მუცალის მარჯვენა და უთხრა, რომ სხვა
მარჯვენებთან ერთად გაეკრა ისიც.
ალუდამ განრისხებულმა კითხა მინდიას, რომ თუ მას მარჯვენის მოჭრა
ენდომებოდა, განა თავადაც ვერ შეძლებდა და უთხრა რომ იგი შეცდომაში
შესულიყო და მას სულ არ სურდა მუცალის მარჯვენა. შემდეგ გაბრაზებულმა
იკითხა, თუ რაში ჭირდებოდათ მათ ეს მარჯვენის მოჭრის ტრადიცია ტყვილად
და დაიჯინა რომ სოფლის ჯინაზე, თუ მტერს მოკლავდა არავითარ შემთხვევაში
არ მოჭრიდა მას მარჯვენას.
“წესი არარის მტრის მოკვლა,თუ ხელ არ მასჭერ დანითა”- გაიმეორა ალუდამ
ხევის სიტყვები და გალანძღა მათი “სამართალი”.’

V თავი
დაიწყო ხატობა. ყველამ უნდა გააგებინოს გუდანის ჯარს ვის რა აწუხებს და ვის
რა დარდი აქვს, რომ შემდეგ შესთხოვოს შემწეობა. მოგროვდა ხალხი
შესაწირავად.
ნისლივით მივიდა ალუდა ქეთეაური.(ანუ მორიდებით და მოკრძალებით). მან
მოზვერი მოიყვანა შესაწირად და ხევისბერს მისცა.(ხევისბერი ეს არის ადამიანი
რომელსაც ევალება ამ საკლავის დაკვლა). მკლავებგადაპიწებულ ხუცესს
აინტერესებს თუ ვის სახელზე სურს ალუდას ამ მოზვერის შეწირვა, რადგან
სპეციალური ლოცვის ტექსია წარმოსათქმელი. შემდეგ ხევისბერი აქებს ალუდას
და მადლობას უხდის, რომ ის არის გუდანის ჯვრის ღირსეული მსახური. სახელი
გამინხილე ვის სახელზე გინდა შეწირვაო. ალუდამ კი უპასუხა, რომ ქისტისთვის
უნდოდა შეწირვა, რომელიც მოუნათლავია და მაჰმადიანია და ასევე ხსნის, რომ
მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოკლა და უნდობელად მოკლულია თავისი
ძმისთვინ. ხევისბერი კი რა თქმა უნდა წინააღმდეგია და მოაგონებს, რომ ეს
ეწინააღმდეგება წინაპართა რჯულით დადგენილ წესებს და მის საკუთარ
ტრადიციასაც, რადგან მხოლოდ ქრისტიანებისთვის არის ეს ტრადიცია და
არა ,,ურჯულოებისთვის“. ასევე გააფრთხილა, რომ ქისტისთვის საკლავის
შეწირვა ცუდად მოუბრუნდებოდა და სთხოვა გონს მოსულიყო, რადგან ამგვარი
საქციელი ქრისტიანს არ შეეფერებოდა. ხევისბერი ასევე ახსენებს, რომ აქამდე
ისედაც ბევრი ლეკი და ქისტი ყავს მოკლული. მან ურჯულო მუცალისთვის
შეწირვა ძაღლისთვის შეწირვას შეადარა და ეუბნება, რომ ურჩევნია მოკვდეს
ვიდრე მისი სურვილი შეასრულოს. ბერდიას ცუდი ფერი ადევს, რადგან იცის,
რომ ალუდასთვის კამათი და უარის თქმა ძალიან რთული იქნება და სერიოზული
პრობლემის წინაშე დგას. ალუდა კი ეუბნება, რომ ის ერთ-ერთი მათთაგანია და
ნუ უწყვეტავდა რისი დაკვლა შეეძლო და ვისთვის. ხევისბერი პასუხობს, რომ
ტყუილად ცდილობდა მის დარწყმუნებას.
ხევისბერი ბერდიას უარისა და საყვედურების შემდეგ ალუდა ძალიან გაბრზადა,
ხმალი ამოიღო და თვითონ დაკლა კურატს. ამით მან საყოველთაოდ მიღებულ
წესებს უღალატა. ალუდა გრძნობს ამას და ღმერთს თხოვნა-ვედრებით მიმართავს.
მაგრამ ამ ვედრებაში არ არის მონანიების სიტყვები. ალუდა იმდენად
დარწმუნებულია თავის საქციელში, რომ ის კი არ ინანიებს, არამედ სთხოვს
ღმერთს მის მიერ ჩადენილი ცოვა ცოდვად არ ჩაუთვალოს და მისგან შეწირული
მსხვერპლი მიიღოს როგორც სამართლიანი შესაწირავი „მოუნათლავი“ გმირისა.
აღშფოთებული ხევისბერი მოუწოდებს ხალხს თემიდან/სოფლიდან მოჰკვეთონ
ალუდა და ცოლ-შვილით უცხო მხარეს განდევნონ. ბერდია ალუდას
ქისტებისთვის მომხრედ გამხდრობაზე ადანაშაულებს. მას განაჩენი გამოუტანეს,
რომ სახლ-კარი უნდა დაინგრეს, საძოვრები უნდა გადაიწვას. ხევისბერის
მოწოდებაზე, ხალხი ალუდას წინააღმდეგ აღსდგება, მხოლოდ მინდია გამდგარა
განზე თვალაცრემლებული, რადგან ხვდება რომ ამ სიტუაციაში უძლურია.
ნასვამმა ხევსურებმა მოკვლაც კი დაუპირეს ალუდას.
უცებ გამოჩნდნენ ბავშვები, რომლებსაც მოჰქონდათ მარჯვენა. ამ ბავშვებს
ახლავთ კაცი, რომელმაც ეს მარჯვენა აღმოაჩინა. კაცი საყარყმოს მოტანას სთხოვს
ხალხს რითიც სადღეგრძელო უნდა დაელია. ამ დროს მინდია ჩაერია რადგან
თვლიდა რომ ის იყო დამნაშავე ეს მარჯვენა რომ წმინდა ადგილას მოხვდა.
ძაღლსაც კი ეზიზღება ეს მარჯვენა ხოლო ეს ხევსურელები ასეთი
უსულგულოები იყვნენ. ამას კი ისინი იმით ამართლებენ, რომ ძაღლს თავისივე
რჯულის ჭამა არ უნდოდა. ბავშვები კი ამ მარჯვენათი თამაშს აგრძელებდნენ.

VI
თოვლია, ქარი ბობოქრობს, ჩაკეტილია ურელტეხილები, ჩამოდის ზვავები,
გაყინულა წყლები და არ ისმის მათი წყრიალი. ალუდა ქეთელაური თავისი
თემიდან გამოაძევეს და ამ ქარბუქჩი გზად დადგომია. ალუდა ქეთელაურის
დედა იწყევლება. დავიჯერო არ ინანებენ ხევსურები ასე რომ გვექცევიანო? ან არ
დააკლდებათ ალუდას შემართებაო? მას ეშინია, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ
ასეთი დაწყევლილები დარჩებიან. დედას ებრალება მისი სახლ-კარი, რთულია
წუნაპართა საფლავების ასე დატოვება. ალუდა კი მიმართავს, რომ უაზროდ მეტი
აღარ ესაუბრათ, და ბევრი არ ეწყევლათ, რომ გუდანის ჯვარი არ ეწყინებინათ.
ალუდა თავის სახლ-კარს დაემშვიდობა. მათ გადაიარეს ქედი, ერტადერთი
შორიდან მოისმა ქალის ქვითინი.

You might also like