Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

იაპონია

XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე იაპონია ფეოდალური, იზოლირებული, ჩამორჩენილი


სახელმწიფო იყო. იმპერატორ მუცუჰიტოს მმართველობის დროს , 1869 წელს
განხორციელებული „მეიძის რესტავრაციის“ შედეგად იაპონია სწრაფად იწყებს
განვითარებას და გარდაიქმნა ბუჟუაზიულ სახლმწიფოდ. რეფორმები შეეხო სამხედრო
სფეროსაც , იაპონიამ თანამშრომლობა გააფორმა ბრიტანეთთან და არმიის აღჭურვა დაიწყო.
არმიის სათვეში ნაციონალისტი სამურაები მოექცნენ, რომელთა მიზანი იყო წყნარი ოკეანის
აუზში სამხედრო უპირატესობის მოპოვება. ისინი იაპონელებს განსაკუთრებულ ერად
მიიჩნევდნენ, ჩინელებს კი უწოდებდნენ „მომცრო ქვას“ რომელიც უნდა მოისროლო.
საერთაშორისო ასპარზეზე გამოსავლელად იაპონიის სამხედროი ძალამ მოიგო ომები 1895
წელს ჩინეთთან, 1905 წელს რუსეთთან, 1910 წელს კი კორეა დაიპყრეს. პირველი მსოფლიო
ომის შემდეგ იაპონიას გადაეცა წყნარ ოკეანეში გერმანიის ყოფილი კოლონიები. მან თანდათან
გააძლიერა ზეწოლა ჩინეთზე. დაიწყო იაპონიის მიერ დასუსტებული ჩინეთის ეკონომიკური
ექსპანსია, ამ მიზნით იაპონიამ შეისყიდა ჩინეთის პროვინცია მანჯურიაში რკინიგზა და
საწარმოები. 1931 წელს მოაწყვეს პროვიკაცია „მუკდენის ინციდენტი“ მანჯურაიში ქალაქ
მუკდენთან ააფეთქეს რკინიგზა და ჩინელებს დააბრალეს და ჯარი შეიყვანეს მანჯურიაში,
სასტიკად ექცეოდნენ მოსახლეობას, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მანჯურიაში შექმნეს
მარიონეტული მთავრობა მან-ჯოუ-გოს სახელწოდებით. დაიწყეს იაპონელთა გადასახლება
მანჯურიაში. მანჯურიის აგრესია დაგმო ერთა ლიგამ.

1936 წელს იაპონიის სამხედრო ელიტამ დახოცა მთავრობის ყველა სამოქალაქო პირი და
ხელისუფლება ხელში აიღო, დაამყარეს მილიტარისტული მმართველობა, გამოვიდნენ ერთა
ლიგიდან და კავშირი დაამყარეს ნაცისტურ გერმანიასთან და იტალიასთან. იაპონია
შეუერთდა „ანტიკომინტერნულ პაქტს“, ასე ჩამოყალიბდა ალიანსი „ღერძის ქვეყნები“.
1937 წელს იაპონიამ ჩინთეთთან ომი დაიწყო, ჩინეთის მთავრობამ ჩან კაიშის მეთაურობით
უკან დაიხია, ჩინეთის უდისციპლინო და მწირი არმია იაპონიას წინააღმდეგობას ვერ
უწევდა, იაპონიამ აიღო შანხაი, შემდეგ ქალაქი ნანკინი, სადაც 200 000 მშვიდობიანი
მოსახლეობა და სამხედრო პირები დახოცეს. ეს მოვლენა ისტორიაში ნანკინის ხოცვა-
ჟლეტვის სახელით შევიდა. 20 მლნ ჩინელი ლტოლვილად იქცა. იაპონიის შეჭრამ ჩინეთში
ხელი შეუწყო სამოქალაქო ომის გაჩაღებას 1938 წელს. ხალხი უკმაყოფილო იყო
გომინდანის მთავრობის მეთაურით ჩან კაიშით, რომელიც ვერ ახერხებდა ქვეყნის
ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას და იაპონიის შეჩერებას, მას დაუპირისპირდა
კომუნისტური პარტიის ლიდერი მაო ძე დუნი. მაო ძე დუნმა პარტიზანული რაზმები
შეკრიბა და იაპონელებთან ომი დაიწყო, რამაც ჩინეთში კომუნისტების პოპულარობა
გაზარდა.

IIმსოფლიო ომის დაწყების დროს იაპონიამ გააფართოვა აზიის ექსპანსია, მან დაიკავა
ქვეყნები ინდოეთიდან ავსტრალიამდე, სადაც მარიონეტულ მთავრობებს ქმნიდა.იაპონიის
მისწრაფებების განხორცილებისთვის იმპერატორი ჰიროჰიტოს ბიოლოგიურ და
ბაქტერიოლოგიურ იარაღი მიაჩნდა. ამგვარი იარაღის წარმოებისთვის დაიწყო მანჯურიაში
„სიკვდილის ქარხნების“ მშენებლობა. კომპლექსი 6კვ კილომეტრზე გაშენდა და 150
ნაგებობისგან შედგებოდა. მათ შორის იყო შავი ჭირის გამამრავლებელი და ქიმიური
ლაბორატორიები, ქარხანაში ყოველწლიურად 300კილოგრამამდე ანუ 30 000 000 მლრდ .
ბაქტერია მზადდებოდა , აწარმოებდნენ მოამკვდილებელ ექსპერიმენტებს ადგილობრივ
მოსახლეობაზე, ჩინელ ტყვეებზე. დაიწყეს ბაქტერიოლოგიური იარაღის სხვადასხვა სახით
დამზადება: ჭურვებით, სათამაშოებით, საკვებით და სხვა . 1945 წლეს იაპონია მეორე
მსოფლიო ომში დამარცხდა , იმპერატორმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას, „სიკვდილის
ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა და პერსონალმა კი კალიუმის ციანიდით მოიკლეს თავი.

You might also like