Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

უნივერსიტეტების ხანა ევროპაში

ისევე როგორც პარლამენტი , უნივერისტეტებიც შუა საუკუნეების ევროპაში წარმოიქმნა,


ძველ ბერძნებს და რომაელებს უნივერსიტეტი თანამედროვე გაგებით არ ჰქონდათ, მათ
არ ჰქონდათ სწავლების მუდმივი ფორმა. XIIსაუკუნეში ევროპამ ესპანეთში მცხოვრები
არაბი მეცნიერების მიერ გაიცნო არისტოტელეს, ევკლიდეს, და სხვა ანტიკური
ავტორების შრომები. ცოდნის წყურვილმა ევროპაში შეკრიბა ახალგაზრდები და მათ
ბოლონიასა და პარიზში ჩამოაყალიბეს სამეცნიერო წრეები, ოსტატების და მეცნიერების
საზოგადოებები, რომლებსაც ეწოდათ უნივერსიტეტები. 1158 წელს საღვთო რომის
იმპერატორის ფრიდრიხ I ბარბაროსას გადწყვეტილებით ბოლონიის უნივერსიტეტს
დამოუკიდებლობა მიენიჭა. XIII საუკუნეში ბოლონიაში უკვე 10 ათასი სტუდენტი
სწავლობდა. ასევე ძველი უნივერსიტეტებია, პარიზის(სორბონა), ოქსფორდის,
კემბრიჯის, მონპლიეს, პადუის, რომლებიც XIII საუკუნეში დაარსდა. უნივერსიტეტებში
ისწავლებოდა თეოლოგია, ხელოვნება, სამართალი, მედიცინა , საბუნებისმეტყველო
მეცნიერები. უნივერსიტეტში 15 წლის შედიოდნენ სტუდენტები და ირიცხებოდნენ
ხელოვნების ფაკულტეტზე, სადაც იღებდნენ საბაზისო ცოდნას, ლოგიკასა და
ფილოსოფიაში, შემდეგ აგრძელებდნენ სამეცნიერო საქმიანობას. სტუდენტები და
მასწავლებლები დიდი პრივლიგიებით სარგებლობდნენ. უნივერსიტეტებს
თვითმართველობაც ჰქონდათ. XIV საუკუნეში უნივერსიტეტების რიცხვი გაიზარდა და
80 მდე უნივერსიტეტი არსებობდა უკვე ევროპაში. უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ
ცნობილი თეოლოგები, მათგან გამორჩეულები არიან პარიზის უნივერსიტეტის
დოქტორები: ალბერტ დიდი და თომა აქვინელი, მიუხედავდ იმისა რომ ისინი
სასულიერო პირები არიან, მათ დაწერეს არისტოტელეს ნაშრომების კომენტარები.
ალბერტ დიდი შუა საუკუნეების ყველაზე ცნობილი გერმანელი თეოლოგი და
ფილოსოფოსი იყო. მისი მოძღვრება მიზნად ისახავდა მეცნიერების და რელიგიის
ურთიერთდამოკიდებულების გაღმავებას. თომა აქვინელი შუა საუკუნეების ყველაზე
გავლენიანი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველია. მან არისტოტელეს მოძღვრება
ქრისტიანული შეჭმარიტების გასამყარებლად გამოიყენა. მის მოძღვრებაში რწმენა და
გონება ჰარმონიაშია მოყვანილი. მისი აზრით სამყაროში მიმდინარე ნებისმიერი ქმედება
ღვთის განგებით ხორციელდება, ასევე ცნობილია ბონავენტურის და იოანე დუნს
სკოტის მოძღვრებები ფილოსოფიაში.

ევროპის და არაბული სამყაროს მსგავსად შუა საუკუნეების საქართველოშიც განათლების


კერები საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. ქართულ
ეკლესია- მონასტრებში არაერთი აკადემია და სემინარია მოქმედებდა, მათგან
გამორჩეულია გელათის და იყალთოს აკადემიები, სადაც ასწავლიდნენ რიტორიკას,
ფილოსოფიას, გრამატიკას, არითმეტიკას, გეომეტრიას,მუსიკას, ასტრონომიას, გელათში
ისწავლებოდა მედიცინაც. აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იონა პეტრიწი.

You might also like