Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

კაზუსი 30 ქულა

გიორგი, რომელიც შპს ,,ართ დიზაინის“ დირექტორია, გეგმავს ბრენდული


ტანსაცმლის მაღაზიის გახსნას საიმედო ბიზნეს პარტნიორის მოძიების შემდეგ . იგი
2019 წლის 1 ივნისს დებს კომერციული ფართის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას
შპს ,,ნიუ ბილდერთან“. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებმა სამშენებლო
პროექტის საფუძველზე შეათანხმეს ფართის ინდივიდუალური მახასიათებლები
(იზოლირებული შესასვლელები ტანსაცმლის სხვადასხვა სექციისათვის, თაღოვანი
გასასვლელები და ა.შ.). ხელშეკრულების თანახმად, კომერციული ფართი გიორგის
უნდა ჩაბარებოდა 2021 წლის 14 ივნისს. გიორგიმ იკისრა სახელშეკრულებო ფასის
ნახევრის - 350 000 ლარის ხელშეკრულების დადების ეტაპზე, წინასწარ გადახდის
ვალდებულება. აღნიშნული თანხა გიორგიმ მიიღო პროცენტიანი სესხის სახით
ბანკისგან, რომლის შესახებ მითითებული არ იყო ნასყიდობის ხელშეკრულებაში და
აღნიშნული არ იყო ცნობილი ,,ნიუ ბილდერისთვის“. გიორგი იმედოვნებდა, რომ
ბიზნესის წამოწყების შემთხვევაში, მოგებით გადაფარავდა ბანკის პროცენტს . გიორგი
კომპანია ,,ნიუ ბილდერს“ შეუთანხმდა ნებისმიერი ფულადი ვალდებულების ვადის
გადაცილების (პირველადი თუ მეორადი მოთხოვნის უფლებების განხორციელების
რეჟიმში) შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხაზე 5% დამატებით გადახდის
ვალდებულებაზე. წინარე ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის ძირითადი
ხელშეკრულების დადების ვალდებულება ზემოაღნიშნული პირობებით. კომპანია ,,ნიუ
ბილდერის“ მიერ კომერციული ფართის ნახაზს და პროექტს თან დაერთო
სტანდარტული პირობები, რომელთა მიხედვით: მხარის უარი ხელშეკრულებაზე
დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კონტრაჰენტს შესთავაზებს სხვა
გადახდისუნარიან კლიენტს. ასევე სტანდარტული პირობების თანახმად , თუ იარსებებს
შეუსაბამოობა სამშენებლო ნახაზთან, მყიდველს მხოლოდ ფასის შემცირების
მოთხოვნის უფლება ექნება. გიორგი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას და
მრავალგვერდიან სამშენებლო ნახაზს, რომელთა ბოლოში დართულია
ზემოხსენებული სტანდარტული პირობები, ეცნობა და ხელს აწერს. ასევე გიორგი
ბრენდული ტანსაცმლის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულებას დებს მის ბიზნეს
პარტნიორთან და უთანხმდება მას სამომავლო თანამშრომლობაზე , რომელიც
დაიწყება კომერციული ფართის საკუთრებაში მიღების შემდეგ. გიორგის ვარაუდობს ,
რომ ის მნიშვნელოვან მოგებას მიიღებს, თუმცა მოგების ზუსტი ოდენობის
პროგნოზირება მისთვის შეუძლებელია. 2021 წლის 14 ივნისს კომპანია ,,ნიუ
ბილდერმა“ ვალდებულების შესრულებისათვის ითხოვა დამატებითი დრო - 2022 წლის
1 იანვრამდე. ,,ნიუ ბილდერის“ თხოვნის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ 2022
წლის 1 იანვრამდე შესრულების გადავადებაზე. გიორგი ვარაუდობდა , რომ დროულად
ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ტანსაცმლის
რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს გამოიყენებდა ბანკის პროცენტის დაფარვის
მიზნით. 2022 წლის 1-ლ იანვარს აღმოჩნდა, რომ დასრულებულ ფართს არ ჰქონდა
ინდივიდუალური, იზოლირებული შესასვლელები და არსებითად არ შეესაბამებოდა
შეთანხმებულ ნახაზს. ,,ნიუ ბილდერი“ თანახმაა მხოლოდ ფასის შემცირებაზე , რაც
გათვალისწინებული იყო სტანდარტულ პირობებში, რასაც გიორგიმ ხელი მოაწერა .
გიორგიმ დაუყოვნებლივ, დამატებითი ვადის დანიშვნის გარეშე მოითხოვა

ა) ხელშეკრულებიდან გასვლა გადახდილი ნახევარი სახელშეკრულებო ფასის უკან


დაბრუნება,
ბ) ხელშეკრულების ფასის უკან 2 დაბრუნების (გასვლის შედეგად უკან დასაბრუნებელი
თანხის) დაყოვნებისათვის/ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული
დამატებით 5% პროცენტის გადახდა მთელი ვადაგადაცილების პერიოდზე

დ) 1 წლის პერიოდისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, რამეთუ ახალი


ფართის აშენებას კიდევ ერთი წელი დასჭირდება. საშუალო მოგების ოდენობა
დაუდგენელია.

ე) 2019 წლიდან ბანკისათვის გადახდილი პროცენტის, როგორც ზიანის, ანაზღაურება.

,,ნიუ ბილდერი“ აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია შემოსავლის მიღების ვარაუდი


მაღაზიის გახსნის შედეგად. ასე რომც იყოს, შეუძლებელია დადგინდეს
ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა მიუღებელი შემოსავლის სახით. რაც შეეხება
ბანკისთვის გადახდილ პროცენტს, აღნიშნულიც არ შეიძლება ზიანად
დაკვალიფიცირდეს, რადგან ბანკისგან სესხის აღების ფაქტი არ იყო ცნობილი ნიუ
ბილდერისთვის. ასევე, ხელშეკრულებიდან გასვლა არ უნდა განხორციელდეს ,
რადგან კომერციულ ფართს აქვს სამეურნეო დანიშნულება, მართალია ის არ
აკმაყოფილებს პროექტის ცალკეულ მოთხოვნებს, მაგრამ ეს არ ამცირების ქონების
ღირებულებას. პროექტთან შეუსაბამოობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ
დაქირავებულმა არქიტექტორმა თვითნებურად შეიტანა ცვლილებები პროექტში ,
ამიტომ პასუხისმგებლობა არქიტექტორს უნდა დაეკისროს და არა ნიუ ბილდერს . ნიუ
ბილდერის განმარტებით მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს არქიტექტორის მიერ ,
რადგან ,,ნიუ ბილდერი“ არაბრალეულია აღნიშნულ საკითხში. საბოლოოდ,
დაასაბუთეთ რისი მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს გიორგის შპს ,,ართ
დიზაინის“ სახელით ? იმჯელეთ სტანდარტული პირობების ნამდვილობასა და სადავო
საკითხებზე.

ჰიპოთეზა : შპს „არტ დიზაინს“ შესაძლოა, ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის


მოთხოვნის უფლება სსკ-ის 491.1, 405.1,352.1 მუხლების საფუძველზე, ასევე ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 494, 394.1 407.1 მუხლების საფუძველზე,
ამასთანავე 5% ვადაგადაცილების თანხის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 403, 404
მუხლების საფუძველზე, 2019 წლიდან ბანკისათვის გადახდილი პროცენტის, როგორც
ზიანის, ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 412 მუხლზე დაყრდნობით, ასევე
ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 492 მუხლის საფუძველზე.

გიორგი შპს ,,ართ დიზაინის“ დირექტორია, იგი წარმომადგენელია შპს „ნიუ


ბილდერთან“ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, რაც
გათვალისწინებულია სსკ-ის 103, 104, 107 მუხლებში. კერძოდ, ვალდებულებები
წარმოეშობა წარმოდგენილ პირს, შესაბამისად, შპს „ართ დიზაინს“. გიორგი მალე
დებს წინარე ხელშეკრულებას შპს „ნიუ ბილდერთან“, რითაც შეათანხმეს სამშენებლო
პროექტი კომერციული ფართისა. წინარე ხელშეკრულებას ითვალისწინებს სსკ -ის 327-
ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ამბობს, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას
მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. წინარე ხელშეკრულებაში
მხარეებმა უნდა განსაზღვრონ, რა არსებითი პირობებით (327.2) აპიერებენ
მომავალში ძირითადი ხელშეკრულების დადებას - ასეც მოხდა, განისაზღვრა ფართის
ინდივიდუალური მახასიათებებლები, რომელთა დაცვა აუცილებელი გახდა ,
დაუცველობა წარმოშობდა ნივთობრივ ნაკლს, სახეზე გვაქვს ინდივიდუალურად
განსაზღვრული ნივთი. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ხელშეკრულებით შეიძლება
წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება . - და ნასყიდობის
ხელშეკრულების დადება უთუოა, მით უფრო, რომ მხარეები უკვე შეთანხმებული არიან
არსებით პირობებზე (327.2) . განისაზღვრა ასევე ჩაბარების დრო, 2021 წლის 14 ივნისი,
რომლის გადაცილების შემთხვევაში, გიორგი შეიძლება, დაემატებინა დრო (თუკი
კანონით დადგენილი გარემოებები არსებობდა საამისოდ) ან მოეთხოვა
ხელშეკრულებიდან გასვლა, შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული გარემოებების
არსებობისას. გარდა ამისა, გიორგი კომპანია ,,ნიუ ბილდერს“ შეუთანხმდა
ნებისმიერი ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში
ვადაგადაცილებულ თანხაზე 5% დამატებით გადახდის ვალდებულებაზე , შეთანხმება
პროცენტზე უნდა ყოფილიყო აუცილებლად წერილობითი. ასე რომ, წინარე
ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების (477)
დადების ვალდებულება ზემოაღნიშნული პირობებით. ცხადია, მას შემდეგ, რაც
მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან, ხელშეკრულება იდება (327.1).
317.1 მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის გარდაუვალია
მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით
კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება .
ანუ შპს „ნიუ ბილდერი“ ვალდებულია შპს „არტ დიზაინს“ ჩააბაროს ნივთობრივად
უნაკლო ინდივიდუალური ნივთი.

აღსანიშნავია, რომ შპს ,,ნიუ ბილდერის“ მიერ კომერციული ფართის ნახაზსა და


პროექტს თან ერთვის სტანდარტული პირობები : მხარის უარი ხელშეკრულებაზე
დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კონტრაჰენტს შესთავაზებს სხვა
გადახდისუნარიან კლიენტს. ასევე სტანდარტული პირობების თანახმად , თუ იარსებებს
შეუსაბამობა სამშენებლო ნახაზთან, მყიდველს მხოლოდ ფასის შემცირების
მოთხოვნის უფლება ექნება. გიორგი, ამ ყველაფრის მიუხედავად, თანხმდება
პირობებს და ხელს აწერს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას და მრავალგვერდიან
სამშენებლო ნახაზს. 342-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სტანდარტული
პირობების რაობას და ადგენს : ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის
წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები ,
რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა
მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან
მათი შემვსები წესების დადგენა. იმისთვის, რომ სტანდარტული პირობა გადაიქცეს
ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, საჭიროა : ხელშეკრულების სტანდარტული
პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე
მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად , როცა :
შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას
გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და ხელშეკრულების მეორე მხარეს
შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა , მიიღოს ეს
პირობები (343.1) . როგორც ვხედავთ, სტანდარტული პირობები გადაიქცა
ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, ვინაიდან მითითება ამაზე ცხადად იყო
გაკეთებული, ხელშეკრულებაც დაიდო.

მეტად საეჭვო იყო პირობების შინაარსი, რამაც სსკ-ის 348-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტამდე
მიმიყვანა. ეს პუნქტი ამბობს, რომ დებულება, რომლითაც შემთავაზებლის მიერ
ძირითადი ვალდებულების დარღვევისას: ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან
ეზღუდება უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან ხელშეკრულების მეორე მხარეს
ერთმევა ან „ვ“ ქვეპუნქტის საწინააღმდეგოდ ეზღუდება ხელშეკრულების
შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ძირითადი
ვალდებულების შესრულების დარღვევა). შპს „ნიუ ბილდერმა’ კი დაადგინა , რომ :
მხარის უარი ხელშეკრულებაზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ იგი
კონტრაჰენტს შესთავაზებს სხვა გადახდისუნარიან კლიენტს . ასევე სტანდარტული
პირობების თანახმად, თუ იარსებებს შეუსაბამოობა სამშენებლო ნახაზთან , მყიდველს
მხოლოდ ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება ექნება - მიმაჩნია, რომ ეს პირობები
კატასტროფულად შემბოჭავი ხასიათიდან გამომდინარე ბათილია. - მაგრამ უნდა
მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ მხარეები მეწარმე სუბიექტები
არიან და ფიზიკური პირი და მეწარმე, ასე რომ ზემოთ მოყვანილი მსჯელობა
სწორი იქნებოდა ამ უკანასკნელ შემთხვევაში.ანუ ზემო მსჯელობა ყალბია.

საინტერესო რამეს ამბობს სსკ-ის 344-ე მუხლი, ხელშეკრულების სტანდარტული


პირობების ის დებულებანი, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა , რომ
მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების
შემადგენელ ნაწილად, გარდა ამისა, გადამწყვეტი როლი აქვს 346-ე მუხლს, რომელიც
ერთგვარი კეთილსინდისიერების ტესტია და ეს მუხლი თავისი ადრესატების მხრივ
არაა შეზღუდული, რამეთ ეს ამ მუხლში ჩამოყალიბებული წესი ვრცელდება როგორც
ფიზიკურ, ისე მეწარმეებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის
მიხედვით : ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად
ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების
პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის .
ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა
არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი
ინტერესები და სხვა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ შპს „ნიუ ბილდერს “-ის
სტანდარტული პირობები ზედმეტად ზღუდავს მეორე მხარეს და ირღვევა ბალანსი ,
ჩნდება ეჭვი კეთილსინდისიერების მაფუძნელბელი პრინციპის დარღვევისა , ამიტომ
ისნი ბათილად უნდა მივიჩნიოთ.
შუალედური დასკვნა : გიორგისა (შპს „ართ დიზაინი“) და შპს „ნიუ ბილდერს“ შორის
დაიწყო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობები წინარე ხელშეკრულება
(327.3) გადაიქცა ნასწყიდობის ხელშეკრულებად (სსკ 477), რადგან წინარე
ხელშეკრულები გაცნობისა და გააზრების შემდეგ, ყველა არსებით პირობაზე
შეთანხმების შემდეგ, გიორგიმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, წინასწარ ბათილი
სტანდარტული პირობებით.

2021 წლის 14 ივნისს კომპანია ,,ნიუ ბილდერმა“ ვალდებულების შესრულებისათვის


ითხოვა დამატებითი დრო, კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრამდე. ,,ნიუ ბილდერის“
თხოვნის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ 2022 წლის 1 იანვრამდე შესრულების
გადავადებაზე. საჭიროა, განვიხილოთ ხელშეკრულებიდან გასვლა. უნდა ვთქვათ , რა
არის აუცილებელი ხელშეკრულებიდან გასასვლელად . უპირველეს ყოვლისა , უნდა
არსებობდეს ვალდებულება - ვალდებულებები არსებობს, ანუ, შპს „ნიუ ბილდერმა “
განსაზღვრულ ვადაში უნდა გადასცეს კრედიტორს ინდივიდუალურად განსაზღვრული
ნივთი (381), კომერციული ფართი, მკაცრად დადგენილი მახასიათებლებით. თუ
არსებობს ვალდებულება, მაშინ ისინი უნდა შესრულდნენ ჯეროვნად,
კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ 361.2). ჯეროვანი
შესრულება - 2021 წლის 14 ივნისს კომპანია ,,ნიუ ბილდერმა“ ვალდებულების
შესრულებისათვის ითხოვა დამატებითი დრო - 2022 წლის 1 იანვრამდე. დროსთან
მიმართებით უნდა ვახსენოთ მე-400 მუხლი. 400 „ა“ მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ
ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება : შესრულებისათვის
დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება - ვალდებულება ვერ
სრულდებოდა დროულად, თუმცა 405.1 მუხლის მიხედვით, გიორგის ჰქონდა
ვალდებულება, რომ განესაზღვრა დამატებითი ვადა, იმისთვის, რომ მხარეს თავის
ვადაში შეუსრულებლი ვალდებულება შეესრულებინა. ვალდებულება მხოლოდ
ერთხელ დანიშვნისა. 405.2 ნაწილი გვიდგენს შემთხვევებს, როცა კრედიტორი არ
არის ვალდებული, დამატებითი ვადა მისცეს მოვალეს ვალდებულების
შესასრულებლად. ჩვენს შემთხვევაში ამ ნაწილის არცერთი წინაპირობა არ იკვეთეება
სახეზე, აშკარაა, რომ გიორგი ვალდებული იყო, „ნიუ ბილდერისთვის“ დაენიშნა
დამატებითი ვადა და დანიშნა კიდეც. 405.3 - კი ასახელებს ხელშეკრულებიდან
გასვლის გამომრიცხველ გარემოებებს, როცა ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია .
თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი დროის განსაზღვრა აუცილებელი იყო , ვინაიდან არ
კმაყოფილდება 405.2-ის არცერთი პუნქტი.

ჯეროვან შერსულებაზე ზედმეტია საუბარი, რადგან, როცა 2022 წლის 1-ლ იანვარს
აღმოჩნდა, რომ დასრულებულ ფართს არ ჰქონდა ინდივიდუალური, იზოლირებული
შესასვლელები და არსებითად არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ნახაზს , ეს 361.2-ით
გათვალისწინებული ჯეროვნების უხეში დარღვევა იყო. ხელშეკრულების საგანი ,
ინდივიდუალური ნივთი, არ იყო უნაკლო, არადა, გამყიდველმა მყიდველს უნდა
გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი - რასაც
ადგენს სსკ-ის 487-ე მუხლი. ნივთის დეტალებზე მხარეები შეთანმხებული იყვნენ , ნივთი
კი არ აღმოჩნდა შეთანხმებული ხასისხის, შესაბამისად, იგი (381) ნაკლიანია - სსკ-ის
488-ე მუხლი. შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ნაკლი ადვილად გამოსწორებადია, მაგრამ
საქმე არ ეხება გვაროვნულ ნივთს, ვერ შეიცვლება კომერციული ფართი, არის
გამოსწორების შანსი (სსკ-ის 490.1) თუმცა როგორც ვხედავთ, გიორგი ამ უფლებას არ
იყენებს, რადგან სურს ხელშეკრულებიდან გასვლა და ამის საფუძველიც აქვს , ზემოთ
ხსენებული დარღვევის გამო.
მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა
352-ე მუხლის მიხედვით. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული
დანახარჯები. - ამას ამბობს სსკ-ის 491.1/2-ე მუხლი, ხოლო 352.1 ითვალისწინებს
ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგს, ორმხირვ რესტიტუციას.

შუალედური დასკვნა : გიორგი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის


უფლება სსკ-ის 491.1, 405.1 და 352.1 საფუძველზე მოვალის შეტყობინებით (355
ცალმხრივი ნების გამოვლენაა 51.1), რასაც მოჰყვება ორმხრივი რესტიტუცია.

403.1 მუხლი ამბობს, რომ მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას
გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა
შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, პროცენტი უნდა იყოს წერილობით
შეთანხმებული. პროცენტი, როგორ წესი, დაირიცხება მხოლოდ იმ ფულად
ვალდებულებაზე, რომელიც ვადაგადაცილებულია. ასევე პროცენტის დარიცხვა
აითვლება ვადაგადაცილების პირველივე დღიდან. შეთანხმებაზე პრობლემა არ
გვაქვს, ვინაიდან გიორგი შეუთანხმდა შპს „ნიუ ბილდერს“ შემდეგზე : ნებისმიერი
ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში ვადაგადაცილებულ
თანხაზე 5% დამატებით გადახდის ვალდებულებაზე, „ნიუ ბილდერი“ ვადებულია
გიორგის დამატებით გადაუხადოს 5%. ვინაიდან წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული
პროცენტი და ეს 5% სახელშეკრულებო ფასის სარგებელია, შესაბამისად, მისი
გადახდის ვალდებულება ეკისრება შპს „ნიუ ბილდერს“.

შუელედური დასკვნა : გიორგის აქვს ხელშეკრულებით შეთანხმებული 5%-ის


გადახდის მოთხოვნის უფლება შპს „ნიუ ბილდერისთვის“ სსკ-ის 403 მუხლზე
დაყრდნობით.

რაც შეეხება 1 წლის პერიოდისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას , ფაქტები


ასეთია : რამეთუ ახალი ფართის აშენებას კიდევ ერთი წელი დასჭირდება. საშუალო
მოგების ოდენობა დაუდგენელია. განსახილველი გვაქვს ზიანი. არსებობს
არამატერიალური და მატერიალური ზიანი, მატერიალური იგივე ქონებრივი ზიანი
განსსხვავდება არამატერიალურისგან, რომელიც მოიაზრებს მორალურ ზიანს . ზიანის
ანაზღაურების ვალდებულებაზე გვიამბობს სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი : იმ
პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის
მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების
მავალდებულებელი გარემოება. ზიანის სახეა ამასთანავე, მიუღებელი შემოსავალიც ,
რომელსაც კანონმდებლობა სსკ-ის 411-ე მუხლით აწესრიგებს და ამბობს, რომ : ზიანი
უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი
დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება
შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა , ვალდებულება
ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების
აუცილებლობა/ არააუცილებლობის დადგენამდე, განვსაზღვროთ, როდის გვაქვს
ზიანი სახეზე. ზიანს იწვევს ქმედება, რომელიც ბრალეულია და ეს ქმედება იწვევს
შედეგს, ზიანს. ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი კი მარტივად
დგინდება და კეთდება დასკვნა, ზიანის არსებობა-არარსებობასა და მხარის
ბრალეულობა-არაბრალეულობაზე.
ზიანზე პირველი დანაწესები, რომელიც ეგრევე გვახსენედება , მოცემულია , სსკ -ის 992-ე
მუხლში, რომელიც ამბობს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო ,
განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია
აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საინტერესოა, რა შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენ ზიანად
კაზუსში.

კაზუსით ვიგებთ, რომ შპს „ნიუ ბილდერმა“ დაამთავრა კომერციული ფართის


მოწყობა, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც
ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, შესაბამისად, მოვალემ კრედიტორს კი გადასცა
ნივთი სსკ-ის 316-ე მუხლის საფუძველზე, მაგრამ იგი იყო ნაკლიანი, ამდენი დროის
დამატების მიუხედავად, მაინც ნაკლიანი. ამან გამოიწვია მიუღებელი შემოსავალი ,
რომელსაც იწვევს 411-ე მუხლი, ანუ გიორგიმ კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად ,
ვერ მიიღო ის, რისი მიღება, ვალდებულების ჯერ დროზე,შემდეგ ჯეროვნად
შესრულებით შეიძლებოდა, მიეღო. შესაბამისად, გეგმით განსაზღვრულ ვადაში ვერ
ისარგებლა ფართით და ვერ მიიღო მოგება, ცხადია, გიორგი პოზიტიური ინტერესია
მიუღებელი ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვის, მაგრამ შეუძლია კი მას
ამის მოთხოვნა ?

საინტერესო რამეს ადგენს სსკ-ის 412-ე მუხლი, კერძოდ : ანაზღაურებას ექვემდებარება


მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და
წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ახლა საკითხავია ,
რამდენად აღქმადი იყო ეს მოსალოდნელი ზიანი შპს „ნიუ ბილდერისთვის“.
უპირველეს ყოვლისა, მოვალის ქმედება ვადის გადაცილება გახდა ზიანის
წარმომშობი მიზეზი, ასევე სადავოა ნაკლიანი ნივთი. შესაძლოა, ვივარუდოთ , რომ
გიორგის შეუძლია მიუღებელი შემოსავლის მოთხვონა, ვინაიდან მას ჰქონდა მიზანი ,
გაეხსნა საკუთარი ბიზნესი და მიეღო მისგან შემოსავალი, როგორც მოგეხსენებათ
სახელშეკრულებო ვადა გიორგის თანხმობითვე გახანგრძლივდა, ამას დამატებული
ხელშეკრულებაში და არც ზოგადად გიორგის არ აქვს განსაზღვრული, რამდენი იყო ან
იქნებოდა საშუალო ყოველთვიური შემოსავალი. გერმანული პრაქტიკით , საშუალო
შემოსავალი გამოითვლება დამწყები ბიზნესისთვის დაბალანსებული ,
ფორმულირებული წესით, ჩვენთან ეს წესი, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს , არ
მოქმედებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება გიორგი 494.1-ის საფუძველზე, მიმაჩნია ,
რომ არ შეუძლია. მას შეეძლო ნებისმიერი რაოდენობის თანხა დაესახელებინა , რაც
გამოიწვევდა მოვალის ფინანსური და უფლებრივი მდგომარეობის შელასხვას და
შედეგად შესაძლოა, რომ გვქონოდა უსაფუძვლო გამდიდრება.

შუალედური დასკვნა : გიორგი ვერ მოითხოვს შპს „ნიუ ბილდერსისგან“ 1 წლის


მიუღებელი შემოსავლის მიღებას, როგორც ზიანის ანაზღაურებას 394, 494.1 და
(407.1)/408.1 მუხლების საფუძველზე, ვინაიდან ზიანის ოდენობის დადგენა
შეუძლებელი და განუსაზღვრელი იყო.

რაც შეეხება გიორგის მიერ 2019 წლიდან ბანკისათვის გადახდილი პროცენტის ,


როგორც ზიანის, ანაზღაურების მოთხოვნას, სრულ აბსურდად მიმაჩნია . დავიწყოთ
იქიდან, რომ გიორგის სრული შეგნებით, სასურველი ვადი ჰქონდა პროცენტიანი სესხი
ბანკისგან აღებული. ვიცით, გავიგეთ, რომ ვალდებულება შპს „ნიუ ბილდერსმა“ ვადის
გახანგრძლივებით, თუმცა მაინც ნაკლიანად შეასრულა, თუმცა საქმე ისაა , რომ
გიორგის პროცენტის გადახდა შპს „ნიუ ბილდერსის“ ბრალეული ქმედების გარეშეც
მოუწევდა, ამასთანავე, კომპანიამ არაფერი არ იცოდა პროცენტიან სესხზე , მით უფრო
რომ ამაზე არაფერი არ ეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებაში. სსკ-ის 412-ე მუხლი :
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ
იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს .
მაშასადამე, ამ ნორმის მიხედვით, აქცენტი კეთდება მოვალის ცოდნაზე, რაც აშკარად
არ იკვეთება კაზუსში, პირიქით, ნათქვამია, რომ სესხზე არაფერი არ ეწერა
ხელშეკრულებაში

შუალედური დასკვნა : გიორგი ვერ მოითხოვს 2019 წლიდან ბანკისათვის


გადახდილი პროცენტის, როგორც ზიანის, ანაზღაურებას, ვინაიდან მოვალემ სესხის
შესახებ არაფერი არ იცოდა და არც ხელშეკრულებაში იყო მითითებული ამაზე , ამის
საფუძველს გვაძლევს სსკ-ის 412-ე მუხლი.

მოვალემ თავის მართლება დაიწყო და ინდივიდიულური ნივთის, კომერციული


ფართის, ნაკლობრიობა არქიტექტორს გადააბრალა. არქიტექტორი არის
წარმომადგენელი შპს „ნიუ ბილდერსისა“, რაც იმას ნიშნავს, უფლება-ვალდებულებები
წარმოეშობა წარმოდგენილ პირს შპს „ნიუ ბილდერს“. ამ შემთხვევაში მეტად
ყურადსაღებია სსკ-ის 396-ე მუხლი : მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და
იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა
შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი
ბრალეული მოქმედების დროს. არქიტექტორი დაქირავებულია , ცხადია , მასსა და შპს
„ნიუ ბილდერს“ შორის იქნება ხელშეკრულება გაფორმებული. შესაბამისად, 396-ე
მუხლის გათვალისწინებით, მოვალესვე ეკითსრება პასუხისმგებლობა მისი
წარმომადგენლის ქმედებისთვის, კერძოდ ფართის შეთანხმებისგან განსხვავებით
მოწყობაში. შესაბამისად, შპს „ნიუ ბილდერსი“ ბრალეულია.

დასკვნა : გიორგი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლება სსკ -ის 491.1,
405.1 და 352.1 საფუძველზე მოვალის შეტყობინებით (355), რასაც მოჰყვება ორმხრივი
რესტიტუცია, რაშიც იგულისხმება გადახდილი სახელშეკრულებო თანხის (350K)
დაბრუნება, გიორგის აქვს ხელშეკრულებით შეთანხმებული 5%-ის გადახდის
მოთხოვნის უფლება შპს „ნიუ ბილდერისთვის“ სსკ-ის 403 მუხლზე დაყრდნობით და
მასთანავე ხელშეკრულების ტექსტიდან გამომდინარე, გიორგი ვერ მოითხოვს შპს „ნიუ
ბილდერსისგან“ 1 წლის მიუღებელი შემოსავლის მიღებას, როგორც ზიანის
ანაზღაურებას 394, 494.1 და 407.1- 408.1 (მოვალობა ანაზღაურებისა) მუხლების
საფუძველზე, ვინაიდან ზიანის ოდენობის დადგენა შეუძლებელი და განუსაზღვრელი
იყო, გიორგი ვერ მოითხოვს 2019 წლიდან ბანკისათვის გადახდილი პროცენტის,
როგორც ზიანის, ანაზღაურებას, ვინაიდან მოვალემ სესხის შესახებ არაფერი არ
იცოდა და არც ხელშეკრულებაში იყო მითითებული ამაზე, ამის საფუძველს გვაძლევს
სსკ-ის 412-ე მუხლი. რაც შეეხება ფასის შემცირებას, მას შეეძლო ამის მოთხოვნა სსკ-ის
492-ე მუხლის საფუძველზე, მაგრამ მან ხელშეკრუებიდან გასვლა არჩია.

კითხვები :

1. ზიანი რომელიმე მხარის მიერ მიყენებულ სამართლებრივ-უფლებრივ ნაკლად ,


დანაკლისად მიმაჩნია. ზიანი არის შედეგი, რომელიც გამოიწვია რომელიმე
მხარის ბრალეულმა ქმედებამ. განასხვავებენ მატერიალურ და
არამატერიალურ ზიანს, სხვანაირად ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს . მარტივი
მისახვედრია, რას გულისხმობს თითოეული მათგანი. ქონებრივი ზიანი
გამოიხატება ფულად დანაკლისში, ვთქვათ, რომ არა ბრალეული ქმედება,
ნეგატიური, არსებითი სხვაობა არ იქნებოდა პროგნოზირებულ და დამდგარ
შედეგს შორის. ვადლებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად,
კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, თუ აქედან რომელიმე
ირღვევა, არსებობს ზიანის უდიდესი რისკი. ვთქვით, რომ ქონებრივი ზიანი
უშუალოდ ფულს, მატერიალურ დანაკლისს უკავშირდება, რასაც ვერ ვიტყვით
არაქონებრივ ზიანზე, რაც შეიძლება გამოიხატოს სხეულის დაზიანებაში , რა
დროსაც შესაძლებელია მოვითხოვოთ ზიანის ანაზღაურება (413.2), თუმცა
მოგეხსენებათ ამგვარი (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება ფულადი სახით
რთულად განსაზღვრია, შესაბამისად, რთული ან საერთოდ შეუძლებელია.
არაქონებრივი ზიანი შეიძლება გამომვლინდეს სხვისთვის პატივისა და
ღირსების შელახვაში, რომელსაც სამოქალაქო სამართლის შესავალში
გავეცანით. ზიანის ანაზღაურება არამატერიალური ზიანისას რთულია , მით
უფრო, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს : იმ პირმა,
რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის
მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების
მავალდებულებელი გარემოება. ეს დანაწესი უპრობლემოა ქონებრივი ზიანის
მიმართებით, თუმცა არაქონებრივი ზიანის დროს პირვალდელი მდგომარეობის
აღდგენა მოიაზრებს არა ფულად ანაზღაურებას, არამედ უნდა აღდგეს
დარღეული უფლება, რაზედაც გვიამბობს სსკ-ის მე-18 მუხლი. სანამ ზიანის
ანაზღაურებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ზიანის ანაზღაურების ნეგატიური
და პოზიტიური ინტერესი. პირველი გულისხმობს, რომ ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება იმ მდგომარეობის აღდგენისთვისაა, რომელიც(ზიანი )
ხელშეკრულების დაუდებლობისას ვერ იარსებებდა, არ დადგებოდა.
საპირისპიროა პოზიტიური ინტერესი, რომელიც ითვალისწინებს ზიანის
ანაზღაურებას სახელშეკრულებო შეთანხმების სანაცვლოდ. ნეგატიური და
პოზიტიური ინტერესი უნდა იყოს დაბალანსებული.
რეალურ ზიანს რაც შეეხება, იგი მხარეებისთვის ხილულად დამგდარი
დანაკლისია, რეალური ზიანის არსებობისას შეიძლება ზიანი სრულად
ანაზღაურდეს. ამასთან, სსკ-ის 408.1 ამბობს, რომ : იმ პირმა, რომელიც
ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა ,
რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების
მავალდებულებელი გარემოება. შესაბამისად, რეალური ზიანი დგება
ვალდებულების შეუსრულებლობით, 361.2-ის პირობების დარღვევით. რაც
შეეხება მიუღებელ შემოსავალს, იგი სახეზეა იმ დროს, როცა პირი
ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა შემოსავლის
სახით, მაგრამ რადგანაც მხარემ დაკისრებული ვალდებულება არ შეუასრულა
ჯეროვნად, მხარემ ეს შემოსავალი ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ უნდა
მიეღო. მიუღებელ ზიანს ეხება სსკ-ის 411-ე მუხლი, რომელიც ამბობს : ზიანი
უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი
დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად
ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ,
ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ზიანის წინაპირობა არის ვალდებულების დარღვევა-მართლსაწინააღდეგო
ქმედება, ბრალი, შედეგი, მიზეზობრივი, კაუზალური კავშირი ქმედებასა და
შედეგს შორის. სწორედ ამ სქემით უნდა განვსაზღვროთ, არის თუ არა სახეზე
ზიანი. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ქმედება შეიძლება იყო განზრახი , ანუ ,
მოვალემ ან კრედიტორმა განზრახ არ შეასრულოს ვალდებულება, და
გაუფრთხილებლობითი, როცა მხარის ნების გარეშე რაღაც
პროგნოზირებულად ვერ წავა. მიზეზობრვი კავშირის ფორმულ ასე შეიძლება
ჩამოვაყალიბოთ : რომ არა მართსაწინააღმდეგო ქმედება, არა ბრალი . არ
მიხსენებია სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანი , პირველი
გულისხმობს უკვე ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი
მხარ(ებ)ის მიერ ვალდებულების დარღვევის, უმართლო შედეგიან ქმედებას ,
ანუ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნისას აღმოცენებულ, არსებულ
ზიანს. ხოლო არასახელშეკრულებო ზიანი სახელშეკრულებო ზიანის
ანტაგონისტია, მარტივად რომ ვთქვათ. ზოგადად, ზიანის ასაღანაზღაურებლად
ვიყენეთ სსკ-ის 494, 394.1, 407 მუხლებს.

2. ქართული სამართალი გარკვეულწილად ეფუძნება გერმანულ სამართალს .


გერმანული კანონმდებლო ზედმიწევნით აწწესრიგებს ვალდებულების
დარღვევის საკითხს, მის წინაპირობებსა და შედეგს, რომელიც მოჰყვება
რომელიმე მხარის მიმართ დაკისრებული ვალდებულების დარღვევას .
გერმანულ და უნიფიცირებულ კერძო სამართალთან შედარება -ანალიზის
მეშვეობით ქართულ სამოქალაქო კოდექსშიც კარგად არის მოწესრიგებული
ვალდებულების წარმოშობის, შესრულების/დარღვევის წინაპირობები და
შედეგები ჩამოყალიბებული. სსკ-ის 361.2 მუხლი ზედმიწევნით აყალიბებს წესს,
რომლის სრული დაცვით უნდა შესრულდეს ნაკისრი ვალდებულება.
ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად , დათქმულ
დროსა და ადგილას. ვალდებულების დარღვევისთვის უმთავრესი წინაპირობა
არის ჯერ მისი არსებობა. არაჯეროვანი შესრულება მოიცავს იმ შემთხვევებს ,
როცა მოვალე კრედიტორს აწვდის ხელშეკრულების საგანს, რომელიც
ნივთობრივად ან თუნდაც უფლებრივად არის ნაკლული.
გასათვალისწინებელია სსკ-ის 380-ე მუხლი : თუ შესრულების ხარისხი
დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე
ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და
გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი. საშუალო ხარისხი უნდა იყო გონებრივად
დადგენილი ზღვარი. ასევე სსკ-ის 487-ე მუხლი ითვალისწინებს გამყიდველის
მიერ მყიდველზე უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულებას. ნაკლობრივი
ნივთის არსებობისას შედეგი შეიძლება იყოს ნაკლის გამოსწორება , ან თუ
ნაკლის გამოსწორებას არ ვითხოვთ ფასის შემცირება სსკ-ის 492-ე მუხლის
საფუძველზე. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, იგი გულისხმობს სსკ-ის 316-ე
მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გულისხმიერების ვალდებულებას :თავისი
შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ
მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი
განსაკუთრებულ გულისხმიერებას. გულისხმიერების ვალდებულება
თავისთავადია. დროს რაც შეეხება, მხარეებს თავადვე შეუძლიათ
ვალდებულების შესრულებისთვის ვადის განსაზღვრა, თუმცა
განუსაზღვრელობის შემთხვევაშიც არსებობს ის გონივრული ვადა , რომელშიც
უნდა შესრულდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულების
შესრულება მოვალეს შეუძლია ვადამდეც (სსკ 364). კრედიტორს შეუძლია
ვადაგადაციელების, ანუ აღნიშნული პირობის დარღვევის შემდეგ, მოვალეს
დაუწესოს დამატებითი ვადა, თუ კანონი არ ამბობს, რომ ვადის დაწესებას აზრი
აღარ ექნება. ვადაგაცილებასაც, თუ კმაყოფილდება სსკ 405.2-თი
გათვალისწინებული შემთხვევები, შეიძლება მოჰყვეს ხელშეკრულებიდან
გასვლა, რასაც თავის მხრივ მოჰყვება ორმხრივი რესტიტუცია. ადგილს რაც
შეეხება, ანალოგიურად, ადგილი შეიძლება განისაზღვროს მხარეების მიერ .

You might also like