Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 25

კვირა I

ქართველური ტომების გაერთიანების უმთავრეს მიზეზად ამ ტომთა საერთო საქმიანობა


უნდა ჩავთვალოთ – სამთამადნო წარმოება, მეტალურგია და ლითონდამუშავება.

კავკასიაში ლითონის წარმოებას საფუძველი ეყრება ძვ.წ. VI ათასწლეულიდან.

მკვარ– არაქსის კულტურის აყვავების ეპოქას (ძვ.წ. III ათასწლეული) საქართველოს


ტერიტორიაზე გავრცელებული იყო ლითონის წარმოების ე.წ. „შიდაქართლული“ ვარიანტი.

 სპილენძის ყველაზე ადრეუი ნაკეთობანი აღმოჩენილია მცირე აზიაში


(თანამედროვე თურქეთი).

საქართველოში დადასტურებულია ადრეული ლითონების ათვისების ყველა ეტაპი:

 ენეოლითი
 ადრე ბრინჯაო
 შუა ბრინჯაო
 გვიანი ბრინჯაო – ადრე რკინა
 რკინა

სპილენძისა და სხვა ფერადი ლითონების ათვისების პროცესი სამხრეთიდან – მცირე


კავკასიის სამთომადნო რაიონებიდან დაიწყო და ჩრდილოეთით გადაინაცვლა

საქართველოში, მსოფლიოში ყველაზე ადრე, შუაბრინჯაოს ხანაში დაწყებულა


სულფიდური მადნების მოპოვება და დნობის რთული ტექნოლოგიის ათვისება.

გამორჩეული მადანის მომპოვებელი და გამომდნობი ცენტრები საქართველოში იყო რაჭა,


სვანეთი და აფხაზეთი. (ასევე დადასტურდა ამ სამის მოპოვებისა და გადამუშავების
ტექნოლოგიის იდენტურობა)

 გასათვალისწინებელია, რომ შუა ბრინჯაოს ხანაში ლითონის მოძიება –


მოპოვებისა და დამუშავების ამგვარი ინტენსივობა ძირითადად
განპირობებული უნდა ყოფილიყო ე.წ. „საგარეო დაკვეთით“
 ასეთმა ინტენსიურობამ აგრეთვე განაპირობა ბარში მცხოვრები ხალხის
აყრა და მთაში გადაცხოვრება, თუმცა მეცნიერები მოსახელობის ასეთ
ხშირ მიგრირებას მთაში ძირითადად ხსნიან მესაქონლეობის
განვითარებით, ხოლო მეტალურგიას მეორეხარისხოვან საქმიანობად
განიხილავენ

თუმცა, ასეთი განვითარებული სამთომადნო მეურენობა მეზობელი მმართველების მათი


დაპყრობის სურვილსაც აღვივებდა, ასევე სავარაუდოა, რომ იმდროინდელ საერთაშო ბაზარზე
ქართველურ ტომთა მიერ მოპოვებულ და დამუშავებულ სპილენძ–ბრინჯაოსა და რკინა–
ფოლადზე დიდი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო.

ბრინჯაოს წარმოების ტექნიკურ–ტექნოლოგიურ მიღწევათა უშუალო გაგრძელებას


წარმოადგენს რკინის კულტურის ადრეული ეტაპი.
ძველი მსოფლიო: ძვ.წ. XII საუკუნიდან რკინა ხდება ეკონომიკური მნშვნელობის
სტრატეგიული მასალა.

საქართველო: საქართველოში ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან I ათასწლეულის


პირველ ნახევრამდე მოყოლებული, გვიანბრინჯაო – ადრერკინის ხანაა.

მეტალურგიის ასეთმა განვითარებამ მტკვარ – არაქსის კულტურაშ ახალი კატეგორიის


სიმბოლიზმებიც გამოაჩინა – კეამიკული ჭურჭელი იმკობოდა სხვადასხვა საგნის
გამოსახულებით, რომლებსაც ლითონისგან ამზადებდნენ.

ასევე იმდროინდელ ჭურჭელზე ხშირად შეხვდებოდით ვერძისთავიან და ახალი მთვარის


გამომსახველ საკიდებსაც, რომლებიც მაგიური ძალის მატარებლად მიიჩნეოდნენ.

სამხრეთ კავკასიის ეთნოლოგიაში არებობდა მეტალურგიის კულტი.

ეს დასკვნა ძირითადად გამოტანილია აფხაზული და ჩერქეზული ეთნოგრაფიიდან.

სიცოცხლისა და ნაყოფიერების ხის კულტი ქართველურ ტომთა სინამდვილეში


მკვირდრდება ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლო მესამედიდან და მას მცირეაზიური ფესვები
ეძებნება.

მუხის (დიდი ჭყონი – (ჭყონი–მუხა)), როგორც წმინდა ხის თაყვანისცემა


საყოველთაოდაა საქართველოში აღიარებული, თუმცა ის არამხოლოდ
ქართულისთვისაა ექსკლუზიური, მუხის ხის თაყვანისცემა გვხვდება
წინააზიის ფართო არეალში.

მუხის კულტის გაჩენაც სწორედ მადანის მოპოვებასთანაა კავშირში, რადგან


ლითონდამუშავების ტექნოლოგიის პროცესში საჭირო ტემპერატრული რეჟიმის
რეგულირებისათის გადამწყვეტი იყო ხის ნაშირი, კერძოდ კი მაგარმერქნიანი ჯიშის ხე,
მაგ. მუხა, წიფელი, თელა, და სხვა. შესაბამისად ხეს, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან
როლს ასრულებდა მოცემული საზოგადოების საწარმოო ეკონომიკურ ცხოვრებაშ უკვე
მოპოვებული ჰქონდა საკრალური შინაარსი.

გენეტიკურად მონათესაცე ძველანატოლიურ და ქართველურ ტომთა


ურთიერთკავშირს საფუძვლად დაედო და განაპირობა:

1. მეტალურგიური საწარმოო პროცესების ფართო მასშტაბებით განვითარებამ


2. ამ პროცესში აქ მცხოვრებ ტომთა და მეზობელ ეთნსთა უშუალო თუ
ნაწილობრივმა მონაწილეობამ
3. ერთიანი რელიგიურ – იდეოლოგიური სისტემის, კულტის წარმოქმნამ
ქართველურ ტომთა სახლობის მთელს ტერიტორიაზე.

შედეგად: ჩამოყალიბდა ერთიანი ცნობიერება, რამაც შექმნა წინაპირობები


მომდევნო პეროდში კოლხეთისა და იბერიის სამეფოთა წარმოშობისათვის.
კვირა II

ძველანატოლიური სამყარო და ძველქართველური


ტომები
1. არაინდოევროპული ხათები და ინდოევროპული ხეთები.
ხათები:
საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება მათ შესახებ.
ბინადრობდნენ თანამედროვე თურქეთის ცენტრალურ ნაწილში
მეცნიერების აზრით, მათ ეკუთვნოდათ სამხრეთ ანატოლიაში აღმოჩენილი
ახალი ქვის ხანის ჩათალ ჰუიუქის კულტურა (ძვ.წ. 6700-6200წწ.) – ამ
ვარაუდის კრიტიკა ისაა, რომ კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ ეთნოსს არ
უარსებია 5000 წელი, მით უმეტეს ისეთ რეგიონში, როგორცი ანატოლიაა.
თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ისინი ქართველური ტომების
წინაპრები იყვნენ (ტერიტორიიდან გამომდინარე), თუმცა ინფორმაციის
სიმწირის გამო რთლია ამ თემის დამტკიცება.
მეციერთა დიდი ნაწილის აზრით ხათები ინდოევროპელი ხეთების უშუალო
წინაპრები იყვნენ ანატოლიაში.
ხათების ვაჭრობის ძირითადი პროდუქტი რკინა იყო.
ხათებმა დააარსეს ქალაქები: ხათუსა, ქანესი, ცალფა, ნერიქი.

რატომ არ მოიხსენიებიან ხათები დღემდე აღმოჩენილ


მთავარი კითხვა:
არც ერთ ძველაღმოსავლურ ტექსტში?
 ვარაუდის მიხედვით, ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოს - II
ათასწლეულის დასაწყისსში კავკასიიდან ან დასავლეთდან დარდანელის სრუტის
გავლით ბალკანეთიდან ცენტრალურ ანატოლიაში მოდიან ინდოევროპელი
ხეთები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჩაანაცვლებენ ხათებს.

 ხეთები რკინას არ მოიპოვებდნენ, ისინი ხათებისგან


ყიდულობდნენ და ამუშავებდნენ.
ხათები, რომლებიც ძვ.წ. III ათასწლეულიდან მოყოლებული
ცხოვრობდნენ ცენტრალურ ანატოლიაში, ძვ.წ. II ათასწლეულში ხეთების
გამოჩენის შემდეგ აგრძელებენ ცხოვრებას შავი ზღვის მიმდებარე
ტერიტორიაზე.
ხეთებმა ხათებისაგან გადაიღეს:
 რელიგია
 საზოგადოებრივი წყობა
 მატერიალური და სულიერი კულტურის ასპექტები:
რიტუალები თუ ხელოსნობის სხვადასხვა დარგი.
 მეტალურგიის წესები
როგორც ჩანს, ხათები ხეთების დასახლების შემდეგ კვლავ
აგრძელებდნენ იქ ცხოვრებას და მათ შორის წარმოიშვა რელიგიურ –
ეკონომიკურ – კულტურული ინტერესები, თუმცა ძვ.წ. II ათასწლეულის
შუა ხანებიდან რკინის მადნის ძიებაში ნელ–ნელა ინაცვლებენ
ჩრდილოეთით. სახლდებიან საქართველოს და ჩრდილოკავკასიის
ტერიტორიაზე. ამიტომ ხათურ და იბერიულ–კავკასიურ ენებს შორის არის
ლინგვისტური საერთო.

2. ქასქები
ქასქეები უშუალოდ მონაწილეობენ ძველი ახლო აღმოსავლეთის
ისტორიის მსვლელობაში.
არ მოიპოვება ინფორმაცია მათი წარმომავლობისა და გენეტიკური
მიკუთვნებლობის, ასევე არც ქასქური ენის შესახებ
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქასქები მეტყველებდნენ ხათურად
(რადგან ღვთაებათა სახელები ერთმანეთს ემთხვევა)
ისინი ხათებთან ერთად იყვნენ ანატოლიის არაინდოევროპელი
მკვიდრნი.
ქასქებს ზოგჯერ აიგივებენ ჩერქეზებთან.
ისინი ძველი პონტოელების წინაპრები არიან
ივ. ჯავახიშვილის აზრით ქასქები კოლხების წინაპრები არიან
(ასევე არსებობს ვალაუდი, რომ ისინი შეიძლება იყვნენ მეგრულ –
ჭანური წარმოშობის)
ტოპონიმი ქასქა ხეთურ წყაროებში გვხვდება.
ეთნონიმი ქასქები იყო ზოგადი დასახელება იმ 12 თემისგან
შემდგარი კავშირისა, რომელიც გაერთიანდებოდა ხოლმე ხეთების
წინააღმდეგ.
ხეთურ ისტორიოგრაფიაში ქასქები გაიგივებულნი არიან ძალიან
საშიშ, სპონტანურ, არაროგნოზირებად და დაუმარცხებელ
მტრებთან. ხეთურ – ქასქური ურთიერთობების შესახებ მხოლოდ
ხეთური წყაროებიდან ვიგებთ, შესაბამისად რთული იყო
ობიექტურად შეგვეფასებინა მათი ურთიერთობების სახე.
ქასქებს საკმაოდ დიდი ლაშქარი ჰყავდათ, ასევე ხეთები თავიანთ
ტეექსტებში ახსენებენ „ქასქურ მოკლე მშვილდს“. ქასქები
წარმატებით იყენებენ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას მტრის
წინააღმდეგ. ქადეშის ომში ქასქები ხეთების მოკავშირეებად
გვევლინებიან.
დაუდგენელია, მონაწილეობდნენ თუ არა ქასქები ხეთების სამეფოს
განადგურებაში. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ მათ ძვ.წ. 1200 წლისათვის
ისარგებლეს ხეთების სამეფოს დაკნინებით და ხეთის სამეფოში შეიჭრდნენ.
ქასქების მეურნეობის შესახებ მეტად მნიშვნელოვან ცნობებს
გვაძლევს ქ. არინას მზის ღვთაების მიმართ მურსილი II–ის
ლოცვის ტექსტი. ამ ტექსტში ქასქები დახასიათებულები არიან
როგორც „ღორების მწყემსები და (სელის) მბეჭველნი“ ასევე
აღსანიშნავია, რომ ორივე საქმიანობა ქალების პრეროგატივა იყო.
ამ ორი პროფესიიდან და მასთან დაკავშირებული დეტალებიდან
გამომდინარე შეიძლება დავასკვათ, რომ ქასქები შავი ზღვის
რეგიონში დასახლებული სხვა მოსახლეობისაგან განსხვავებით
არა მომთაბარე, არამედ ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ.
 ქასქები ასევე ეწეოდნენ მევენახეობასა და მიწადმოქმედებას,
მოყავდათ ხორბალი.
რაც შეეხება რელიგიას, მათი პანთეონი პოლითეისტური იყო და
შესაბამისი წარმოდგენა ჰქონდათ სამყაროზე. “ქასქას ქვეყნის
ღვთაებაში“ ისინი გულისხმობდნენ ამინდის სამ ღვთაებას –
ხანუფთენს, ქუთუფურზის და ფაზიმს. მათი მთავარი ღვთაება
იყო ციხტარია რომელიც შავიზღვისპირა ქალაქ ცითხარიადან იყო
წარმოშობით და ქასქები მას თაყვანს სცემდნენ ცხვრის ტყავის
სახით.

3. მუსქები
მუსხების ეთნომიმი მოხსენიებულია ასურულ, ურარტულ და
იეროგრიფულ – ლუვიურ წერილობით წყაროებში. მათ ასევე
ვხვდებით ბიბლიასა და ბერძნულ – რომაულ წყაროებში.
მეცნიერთა მოსაზრებით ძვ.წ. XII საუკუნეშ არსებობდნენ მდ.
არსანიასისა და მდ. ევფრატის შესართავთან მცხოვრები
„აღმოსავლელი მუსქები“ და კაპადოკიასა და კილიკიაში
მცხოვრები ე.წ. „დასავლელი მუსქები“ (იგივე ფრიგიელები)
მაგრამ ეს მოსაზრება არ დასტურდება არც ისტორიულ –
გეოგრაფიული წყაროებით და არც არქეოროგიული მასალა
იძლევა ამგვარი დასკვვნის საშალებას, ასევე ბალკანური
ფრიგიული კულტურაც არ ჰგავს მუსქების მატერიალურ
კულტურას, ამიტომ ეს იდენტიფიცირება არ მტკიცდება.
მუსქთა სახელწოდებას მეცნიერები აკავშირებენ ქართლი
წყაროების „მესხებთან“, ბერძნული წყაროების „მოსხებთან“ და
ბიბლიურ „მოსოხმეშეხთან“.
ძირითადი მოსაზრებებით, მუსქების წარმომავლობა შემდეგია:
 ძველბალკანური (ფრიგიული)
 ქართველური (კავკასიური)
 ბერძნულ–ლათინურ ტექსტებში ნახსენები მოსხების
წინაპრები
ასურეთის მეფე ტიგლათფილესარ I–ის სამეფო წარწერების
მიხედვით, მუსქები ხუთი თემის ერთ–ერთი დიდი
პოლიტიკური გაერთიანება იყო, რომელსაც სათავეში ხუთი
მთავარი ედაგა. ტიგლათფილესარმა ისინი დაიმორჩილა
წინააღმდეგობის მიუხედავად.
ისინი მთებში ცხოვრობდნენ და მეომარი, მამაცი ხალხი იყვნენ
ტექსტებიდან კონკრეტულად ვერ ვიგებთ მეურნეობის რა წესს
მისდევდნენ მუსქები, მიწადმოქმედებას თუ მესაქონლეობას,
შესაბამისად, ბინადარ თუ მომთაბარე ცხოვრებას.
ასეურელთა მათი დაპყრობის მიზანი შეიძლება ყოფილიყო ხის
მასალა და ბრინჯაო.
ივარაუდება, რომ მუსური ენა შესაძლებელია ყოფილიყო იგივე
ქასქური ენა.
სავარაუდო განსახლების არეალი უნდა ყოფილიყო იმიერტაოს
ტერიტორია, არსებობს ვარაუდი, რომ ურარტუელების
დაპყრობითი ომების გამო მუსქებმა ჩრდილოეთით ამოიწიეს
და დღევანდელი მესხეთის ტერიტორიაზე დასახდნენ. ასევე
არაა გამორიცხული, რომ მუსქების განსახლების არეალად
თრიალეთის ტერიტორიაც ვივარაუდოთ.
მუსქების რელიგიური წარმოდგენები ემთხვევა ძვ.წ. I
საუკუნეში სირიაში მცხოვრები ხალხის რელიგიას. მთავარი
ღვთაებები იყო ამინდისა და მთვარის ღვთაება. ისნი ასევე
აღნიშნავდნენ გასაზაფხულის – ნაყოფიერების კულტის
დღესასწაულს.
 ასევე გრ. გიორგაძე ერთმანეთს უდარებს ხეთურსა და
ხურიტულ ღვთაებათა ტრადიციებს
 ასევე ყველა ნიშანს უდარებს მცხეთაში არმაზის, გაცისა და
გაიმის ტრდიციას.

III კვირა
დიაენი/დიაუხი

დიაენი გვხვდება ძვ.წ მე-12 და მე-8 საუკუნეების ასურულ ტექსტებში, დიაოხი კი ძვ.წ
მერვე საუკუნის ურარტულ ტექსტებში. არსებობს მოსაზრება, რომ ორივე ტერმინე ერთ
ხალხს- ტაოელებს აღნიშნავს.

ასურეთის მეფე ტიგლათფილესარ 1-ის (1115-1077) შესრულებული „წარწერა პრიზმაზე“


გვიამბობს თუ რა სიძნელეების და დაბრკოლებების გადალახვა მოუწია მის მეომრებს,
რომ ნაირის ქვეყნების (23 ქვეყანა) წინააღმდეგ გაემარჯვებინათ. ნაირის ქვეყნებს
ხელმძღვანელობდა დაიაენის მეფე სიენი. მან ტიგლათფილასარის წინაშე ერთგულების
ფიცი დადო, მხოლოდ ამის შემდეგ შეიწყალეს ის.

ნავარაუდებია, რომ ძვ.წ მეთორმეტე საუკუნეში დაიაენი პოლიტიკურ-ეკონომიკურად


ყველაზე განვითარებული იყო.

ასურეთი იღებდა დიდი ოდენობით ხარკს, თუმცა მისი მთავარი მიზანი მაინც
მადნეულით მდიდარი ქვეყნები იყო.

ძვ.წ მეთერთმეტე საუკუნეში ასურეთი დასუსტდა. ძვ.წ მეცხრე საუკუნეში კი


გაძლიერდა და დაიწყო დაპყრობითი საგარეო პოლიტიკა ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ.
ეს ასახულია ასურულ წყაროებშიც.

ასურეთის მეფე ევფრატის სათავეებთან ურარტელთა ლაშქრის დამარცხების შემდეგ


ხვდება დაიაენის მეფეს, რომელმაც უბრძოლველად, ძღვენის მირთმევასთან ერთად
ერთგულება შეჰფიცა ასურელებს.

დიაუხის შესახებ ცნობას გვაწვდის ურარტუს მეფის, მენუას წარწერა. ის ამბობს:


„დავიპყარი დიაუხის ქვეყანა, ქალაქი შაშილუ დიაუხის მეფე მოვიდა ჩემს წინაშე,
ფეხებზე მომეხვია, და შევიწყალე ხარკის გადახდის პირობით“.

დაიანელები/დიაოხელები, სავარაუდოდ მუსქების და ქასქების მსგავსად მისდევდნენ


მიწადმოქმედებას, მეტალურგიას. მენუა დიაოხს იხსენიებს, როგორც ძლიერ ქვეყანას.
მენუას მემკვიდრის, არგიში 1-ის მმართველობისას ურარტუ ცდილობდა დიაუხის
ტერიტორიების შემოერათებას. და გვაქვს ცნობები, რომ ურარტუს მეფემ დიაუხს
წაართვა სამი პროვინცია.

დიაუხი იმდროს დაუმარცხებელი იყო და ლაშქრობებში ძალიან დიდ მოგებას


ნახულობდა. ერთ-ერთი ლაშქრობისას დიაუხში, მათ დაატყვევეს 28 ათასზე მეტი კახი,
და ხელთ იგდეს ურიცხვი ქონება.

ტექსტებიდან ცნობილია დიაუხის ქალაქები: მთავარი ქალაქი - შაშილუ. უთუხა,


ზუაინი, ხალდირილუხი. და დასახლებები არდარაქიხი, ასქალასი, ბალთუხი,
ქაბილიხი, ქადა სასქი.
მეცნიერთა უმრავლესობა დაიაენს არზუმის მიდამოებში ათავსებს. დაიაენის
ლოკალიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო არის ტიგლათფილასარის თიხის
პროზმა და სალმანასარის ლაშქრობების ამბები.

არზუმის ჩრდილოეთით აღმოჩენილის ციხესიმაგრე, რომელიც სავარაუდოდ დიაუხის


იყო და ურარტუელები აკონტროლებდნენ. ის იყო მშრალი წყობით ნაგები.~

ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია თვალსაზრისი, რომლის მიხედვიტაც


დიაუხი საბოლოოდ გაანადგურა კოლხას სამეფომ დაახლოებით ძვ.წ 760 წლისთვის.
ამის დასადასტურებლად მეცნიერებს მოჰყავთ ფაქტი, რომ ამ დროის შემდეგ წყაროებში
არ მოიხსენიება დიაუხი და მოიხსენიება კულხა.

კულხა

ეთნონიმ კულხას შესახებ მცირე ინფორმაცია გვაქვს. სავარაუდოდ ის მდებარეობდა


დიაუხის დასავლეთიტ და მის შესახებ ცნობები ძვ.წ 764 წლიდან ჩნდება.

როგორც ცნობილია, სარდურიმ რამდენჯერმე ილაშქრა კულხას ქვეყნის წინააღმდეგ.

სარდური ახსენებს სამეფო ილდამუშას, რომელიც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო


არტანუჯი. ხოლო ქათარზა, - კლარჯეთი.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღიარებულია, რომ კოლხას სამეფო მთიდან


შემოჭრილმა კიმერიელებმა გაანადგურეს. ამის მეტი ინფორმაცია კოლხაზე არ
მოგვეპოვება. ეს სამეფო არც ტექსტობრივად და არც არქეოლოგიურად არ დასტურდება.

თავი მეორე, ბერძნული სამყარო და ქართველები.


დქართველური ტომების განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ბერძნულმა
კოლონიზაციებმა.

ძვ.წ მე-8 მე-7 საუკუნეებიდან ბერძნებმა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა


წამოიწყეს.ბერძნული სახელმწიფოები - პოლისები ხმელთაშუა ზღვის აუზის
რეგიონებში კოლონიებს აარსებდნენ და მათთან აჭრობდნენ. კოლონიების ძირითადი
ფუნქცია მეტროპოლიის, ანუ დედაქალაქის საჭირო მასალით უზრუნველყოფა იყო. ამ
პერიოდში ბერძნების მიერ კოლონიზაციების დაარსებას „დიდ ბერძნულ
კოლონიზაციას“ უწოდებენ.

როგორ მიმდინარეობდა კოლონიზაცია? ბერძნული ხომალდები თავდაპირველად


მცირე ხნით მიადგებოდნენ უცხო ნაპირებს, ადგილობრივებთან ვაჭრობის მიზნით,
თანდათან ეს დასახლებები, სადაც ბერძნული ხომალდები მიცურავდა, იზრდებოდა და
სავაჭრო ობიექტებად იქცეოდა. სულ უფრო მეტი ადამიანი გადმოდიოდა
საცხოვრებლად. გაჩნდა ბაზრები, მოედნები. მერე საცხოვრებლად დარჩნენ ბერძნებიც,
რომლებიც ადგილობრივ ნაწარმს აგროვებდნენ და გემებს ახვედრებდნენ.
კოლონიზაციის არსის კარგად გამოსახატად მოვიყვანოთ ციტატა „ათენის
პოლიტიიდან“ ამისი არსი შემდეგია: ვინ გაასაღებს თავის ნაწარმს, რომლითაც
მდიდარია, თუ არ მიაღწევს შეთანხმებას მასთან, ვინც ზღვაზე ბატონობს. ანუ თუ
რომელიმე ქალაქი მდიდარია რკინით, მან უნდა დადოს ხელშეკრულება ხალხთან, ვინც
ძღვაზე ბატონობს. ამ შემთხვევაში ბერძნებთან.

სტრაბონი კოხეთის შეხსახებ წერს, რომ ეს ქვეყანა იყო ძალიან განვითარებული, ხაძს
უსვამს ბუნების მრავალფეროვნებას, რომ კოლხეთს ჰქონდა დიდი ოდენობით ოქრო,
ტყე, ნავთსაშენი მასალა: სელი, კანაფი ცვილი, ფისი და ასე შემდეგ. ბერძნებს კი
ნავთსაშენი მასალა შჭირდებოდათ ხომალდების ასაგებად.

შავიზღვისპირეთში ბერძნული კოლონიზაციის შესახებ სურათს ავსებს ბულგარ8ლ-


ამერიკული ექსპედიციის აღმოჩენაც. მეცნიერთა ჯგუფმა ბულგარეთის სანაპიროსთან
ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა 2400 წლის წინ ჩაძირული გემი. ნავარაუდებია, რომ
ხომალდი შავი ზღვის კოლონიიდან სავაჭრო საქონელი საბერძნეთში გადაჰქონდა.

შავი ზღვის სანაპიროზე დაარსებული ბევრი კოლონიისთვის მეტროპოლიას მცირე


აზიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქო - მილეტი წარმოადგენდა. სწორედ მას
უკავშირდება კოლხეთის სანაპიროზეც ახალშენის დაარსება. ბერძნული წყაროები
ასახელებენ დიოზკურია, პიტუენტს, გიენოსს, ფაზისს.

პეროპლისში ნახსენებია ფაზისის შესახებ: რიონის მარცხნიბ მდებარეობს ელინური


ქალაქი, რომლსახ ფაზისი ეწოდება. ამბობენ აქ2 ჩამოდის სამოცი სხვადასხვაენოვანი
ტომი. სხვა ავტორიც მსგავსს აზრს აყალიბებს, რომ აქ მრავალი სხვადასხვა ეროვნების
ადამიანი იყრის თავს, ასევე ნახსენებია ოქროს საწმისი.

ბერძენ ისტორიკოსებთა მიერ დიდ სავაჭრო ქალაქად დასახელებულია დიოსკურიაც.


ისინი დიოსკურიის ლოკალიზაციის რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ, დღეს კი
დამკვიდრებულია აზრი, რომ ძველი ქალაქის ნანგრევენი სოხულმის ყურის ქვეშაა
მოქცეული.

ბერძნებს მიაჩნდათ, რომ მიცვალებულისთვის უნდა დაეტოვებინათ ყველა ის ნივთი,


რაც მისთვის ძვირფასი იყო. გარდაცვლილს პირში მონეტას უდებდნენ რადგან
მითოლოგიის სჯეროდათ. სამგლოვიარო სამოსი შავი ხოლო ზოგან თეთრი იყო.
მიცვალებულს მეორე დღეს კრძალავდნენ.

ბერძნულ კოლონიზაციაში გაჩნდა პირველი ფული, ელექტრუმის, ანუ ვერცხლის და


ოქროს ნაერთისგან დამზადებული მონეტა, რომელიც მიმოქცევაში ძვ.წ მეშვიდე
საუკუნეში გამოჩნდა.

ძვ.წ 670 წელს ვერცხლის მონეტები მოჭრეს კუნძულ ეგინაზე და ამის შემდეგ მონეტების
მოჭრის იდეა სწრაფად გავრცელდა და საკუთარი ფულის მოჭრა ბერძნულმა
პოლისებმაც დაიწყეს.
V კვირა - საქართველო და ქართველები

395 წელს გარდაცვლილი იმპერატორის,თეოდოსის ანდერძის თანახმად რომის იმპერია ორად


გაიყო,ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორი სახელმწიფო-დასავლეთ რომის და აღმოსავლეთ რომის
იმპერია (შემდგომში ბიზანიტია)

მეოთხე საუკუნეში ლაზება დაიმორჩილეს აფშილები,აბაზგები და სანიგები,ქართლის სამეფოს


წაართვეს არგეთი და ფაქტობრივად,მთლიანი დასავლეთ საქართველო დაიკავეს,რომელსაც
შემდგომში ეგრისი,(ბიზანტ.ლაზიკა) უწოდეს. პროკოპი კესარიელი აგვიღწერს ლაზიკასა და
რომის ურთიერთობებს,ის ამბობს,რომ ლაზები არც ემორჩილებოდნენ რომაელებს,არც ხარკს
უხდიდნენ,მხოლოდ რომაელები გზავნიდნენ სამეფო ტახტის მემკვიდრეს. მათ ეშინოდათ,რომ
მტრულად განწყობილ ჰუნებს არ გადმოელახათ საზღვრები და არ შეჭრილიყვნენ რომში.
აშკარაა,რომ ლაზიკა რომისადმი მხოლოდ ფორმალურ მორჩილებას აღიარებდა და იცავდა
კავკასიის გადმოსასვლელებს,თუმცა ეს თავად ლაზიკის ინტერესშიც შედიოდა.

მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცადებამ საფუძველი ჩაუყარა


ახალ ქრისტიანულ კულტურას,ამან ხელი შეუწყო ქართული ლიტერატურის
განვიათარებას,ქრისტიანობა მწიგნობრული რელიგია იყო და მისი მიმღებნი ავითარებდნენ
ეროვნულ დამწერლობას,სწორედ მის საფუძველზე შეიქმნა ახალი ქართული კულტურა და
დამწერლობა,მათ შორის ცნობილია „ასომთავრული“, „ნუსხა-ხუცური“ და „მხედრული“.

საქართველო მეხუთე საუკუნეში,ვახტანგ გორგასალი.

ირანის შაჰმა,იეზდიგერდ მეორემ აგრესიული რელიგიური პოლიტიკის გატარება დაიწყო და


ქართლში,ალბანეთსა და სომხეთში მაზდეანობის გავრცელება განიზრახა,შესაბამისად შაჰის
კარზე დაიბარა ამ ქვეყნების დიდებულები,ქართველთა შორის იყო ქართლის პიტიახში
არშუშა,რომელსაც მოსთხოვეს ქრისტიანობის უარყოფა და მაზედანობის მიღება,ისინი
იძულებულები გახდნენ ასე მოქცეულიყვნენ იმ იმედით,რომ საკუთარ კარზე დაბრუნებისას
დაიბრუნებდნენ საკუთარ რელიგიას. შაჰმა დიდებულთა ნაწილი მძევლად დაიტოვა,ნაწილი კი
დააბრუნა და მოგვები(ცეცხლთაყვანისცემელთა ქურუმები) გამოაყოლა. მოგვებს უნდა
ექადაგად მაზდეანობა და ქრისტიანი ღვთისმსახურება განედევნათ,უნდა დაეწყოთ ირანული
წეს-ჩვეულებების გავრცელება,ჩამოსვლისთანავე მათ აქტიური საქმიანობა დაიწყეს,სწორედ
ამის გამო მოხდა 450-451 წლებში აჯანყებები სომხეთსა და ალბანეთში(თუმცა წარუმატებელი).
451 წელს ქალკედონის კრება გაიმართა,სადაც დაიგმო მონოფიზიტობა და ჭეშმარიტ რწმენად
დიოფიზიტიობა აღიარეს,ქართლშიც დიოფიზიტობა დამკვიდრდა,შესაბამისად ირანმა მხარი
მონოფიზიტიობას დაუჭირა. სწორედ ამ ვიტარებაში ავიდა ტაზტზე ვახტანგ გოგრგასალი,
ჯუანშერი მოგვითხრობს მისი ცხოვრების შესახებ: ერთერთი მოსაზრების თანახმად,ვახტანგი
431 წელს დაიბადა,თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. შვიდი წლის ასაკში გარდაიცვვალა
მამამისი,მეფე მირიდატი და ქვეყანას დედოფალი საგდუხტი მართავდა. ათი წლის იყო
ვახტანგი როდესაც ჩრდილოეთ კავკასიიდან ალანები შემოიჭრნენ და ქართლის დიდი ნაწილი
ააოხრეს,აიღეს ქალაქი კასპი,სადაც ბახტანგის და იზრდეობოდა,მირანდუხტი(ვახტანგის და)
დაატყვევეს.  ალანელები იგივე ოსები ირანულენოვანი წარმოშობის მომთაბარეეები იყვნენ.
ამავდროულად ქართლში მდგომარეობას მოგვებიც ართულებდნენ,რომლებიც
ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას ცდილობდნენ.

15 წლის ასაკში მან მოინდომა ჩრთილოეთ კავკასიაში საპასუხო ლაშქრობის მოწყობა,ეს იდეა
ჯუანშერმაც მოუწონა თუმცა ის თვლიდა,რომ ამ ლაშქრობაში მეფე არ უნდა წასულიყო (რომ
მოეკლათ სად მიდიოდნენ?!) თუმცა ვახტანგი არ დათანხმდა,ლაშქრობა წარმატებული
გამოდგა,ქართველებმა ალანელენი დაამახრცეს. უკან წამოსვლისას გზად დასავლეთ
საქართველოში გადავიდა,ბიზანტიელებს შეებრძოლა და „სამ წელ წარტყვნა ყოველნი ციხენი
აფზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე“, შემდომ ასევე ბიზანტიის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედებები
ტაო-კლარჯეთში,გაათავისუფლა ეს მხარე და დაარსა ქალაქი არტანუჯი. ზავი დაიდო და მეფემ
ცოლად იმპერატორის ასული მოიყვანა,რაც ირანის შაჰმა ღალატად მიიჩნია და 460 წელს
ქართლში შემოიჭრა,გადავრჩით()შაჰი და ვახტანგი შეთანხმდენ რომ ქართლში ქრისტიანობა
ხელშეუხებელი იქნებოდა და ქართველები შაჰს სამხედრო ძალით დაეხმარებოდნენ, სწორედ
ამიტომ ვახტაგნს შუა აზიაში ჰეპტალიტების წინააღმდეგ ბრძოლაში წასვლა მოუწია.
სამშობლოში დაბრუნებულ ვახტანგს სურდა ირანელების წინააღმეგ აჯანყების მოწყობა,მაგრამ
მანამდე საჭირო იყო სამეფო ხელისუფლების განმტკიცება,ქართველი დიდებულები ღიად
უჭერდნენ მხარს ირანს,ერთერთი მათგანი იყო ვარსქენ პიტიახში (ისტორია ქე იცით).

ვახტანგ გორგასალს კონფლიტქი მოუვიდა მთავარეპისკოპოსთან მიქაელთან,(ამბობენ რომ


მიქაელმა წიხლი ჩაარტყა და კბილები ჩაუმტვრია),სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ეკლესიის
რეორგანიზაცია და ბიზანტიიდან პეტრე მოიწვია, სწორედ ვახტანგის დროიდან დაწესდა
კათალიკოსობა,ამიერიდან საქარტველოს ეკლესია ავტოკეფალური გახდა,მან მცხეთაში
სვეტიცოველის ხის ეკლესიის ადგილას აააგო ქვის ეკლესია. ამასთან,ზოგიერთ ადგილას ახალი
საეპისკოპოსოები დაარსდა ან ზოგგან არსებულში ეპისკოპოსები შეიცვალნენ.

ვახტანგის მმართველობის პერიოდში სამეფო საზღვრები საკმაოდ გაფართოებული იყო,მის


შემადგენლობაში იყო ჰერეთიც და დასავლეთ საქართველოც. ცხრა ადმინისტრაციული
ერთეული არსებობდა (საერისთავო). ვახტანგი ასევე დიდ აღმშენებლობი საქმიანობას
ეწეოდა,მის დროს დაიწყო თბილისის მშენებლობა,აშენდა არტანუჯი,ხორნაბუჯი,ნეკრესი,მის
დროს აიგო უჯარმა. მოკლედ,მისი მიზანი იყო ქვეყნის როგორც პოლიტიკური ისე
ეკონომიკური გაძლიერება. მისი დიდი სურვილი იყო ასევე ირანის წინააღმდეგ საომრად
მომზადება,მაგრამ ის ხვდებოდა,რომ მარტო გაუჭირდებოდა,ამიტომ დაიწყო მოკავშირეეების
ძებნა,ამ პერიოდში ბიზანტიას არ ეცალა. 482 წელს აჯანყება ვარსქენ პიტიახშიც მოკვლით
დაიწყო, დაუკავშირდა სომხებსა და ალბანელებს,ასევე აპირებდა ჰუნების დაქირავებას და მათი
დახმარებით ირანელების დამარცხებას.
484 წელს სამხრეთ კავკასიაში დიდი ჯარი შემოვიდა ჰაზარავუხტის სარდლობით,თავიდან მათ
წარმატებას მიაღწიეს მაგრამ შემდგომში აღმოჩნდა რომ შაჰი პეროზი ერთერთ ბრძოლაში
გარდაიცვალა და ირანელთა სარდლები უკან გაბრუნდნენ. ვახტანგი ამის შემდეგაც
აგრძელებდა ირანთან ბრძოლას და სამგორის ველზე მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა,ის
მცხეთაში,სვეტიცხოველის ტაძარში დაკრძალეს,ვახტანგი წმინდანად შეირაცხა.

ვახტანგის ვაჟმა,დაჩიმ დაასრულა ქალაქ თბილისის მშენებლობა და დედაქალაქი აქ


გადმოიტანა.

VI კვირა

ქართული სამეფო სამთავროები IX-X საუკუნეებში


ვინაიდან ქართლი ქვეყნის ცენტრს, სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს
წარმოადგენდა ნებისმიერი შემოსევის დროს პირველ დარტყმას არაბებისგან სწორედ ქართლი
ღებულობდა. სწორედ აქ იგრძნობოდა მათი ბატონობის სიმძიმე ყველაზე მეტად. არაბთა
სახელმწიფო ევრობაში, აზიასა და აფრიკაში იყო გადაჭიმული. სახალიფო განვითარების
სხვადასხვა საფეხურზე მდგომი ხალხების გაერთიანება იყო. მისი ერიანობა სამხედრო ძალაზე
იყო დამოკიდებული.
არაბებმა ვერ შეძლეს მტკიცედ დაუფლებოდნენ დასავლეთ საქართველოს, უჭირდათ კახეთის
მთიანეთის შენარჩუნებაც.
VIII საუკუნის ბოლოს სახალიფოს დასუსტება საქართველოში სამეფო-სამთავროების შექმნის
პერიოდს ემთხვევა.
ერთ-ერთი პირველი კახეთის სამთავრო ჩამოყალიბდა. ამ სამთავროს შექმნა წანარების
სახელთანაა დაკავშირებული. არაბთა შემოსევებს თავის მხრივ ვერც წანარები გადაურჩნენ. VIII
ს-ის 70-იან წლებში მათ აჯენყება მოაწყვეს. კავკასიაში არსებული არაბთა სამხედრო ძალა არ
აღმოჩნდა საკმარისი ამ აჯანყების ჩასახშობად და ხალიფამ დამატებით 20 000 იანი არმია
გამოგზავნა. სავარაუდოა, რომ ამ დროს არაბებს შეტაკება ჩმოყალიბებულ კახეთის
სამთავროსთან უხდებოდათ. VIII ს-ის ბოლოს კახეთი არაბებისგან გათავისუფლებული ჩანს და
ამავე პერიოდში ხდება სამთავროს ცენტრის გადატანა თიანეთში. კახეთის მთავრები
ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდნენ. ამ ტიტულის მნიშვნელობა ბოლომდე არც დღესაა
დადგენილი. ცნობილია კახეთის ქორეპისკოპოსთა ორი დინასტია დონაურები და
არევმანელები. კახეთის სამთავრო ჩამოყალიბებისთანავე აქტიური პოლიტიკის გატარებას
იწყებს, იბრძვის არაბთა წინააღმდეგ და ტერიტორიებს იერთებს.

VIII ს-ის მეორე ნახევარში კახეთის აღმოსავლეთით ჰერეთის სამთავრო ყალიბდება. თავისი
გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ჰერეთის სამეფო ნაკლებად მონაწილეობდა
საქართველოს გაერთიანებისთვის წარმოებულ ბრძოლაში.

ამ ორი სამეფოსგან განსხვავებული ვითარება იყო აფხაზეთში. ზოგადად უკიდურეს ჩრდილო-


დასავლეთში არაბთა ბატონობა თითქმის არ დამყარებულა. აქ ძირითადად ბიზანტია იყო. VIII
ს-ის დასაწყისში აფხაზთა საერისთავოს გაძლიერება იწყება. ბიზანტიელები თავიდან ამ
პროცესს ხელს უწყობდნენ, რათა გაძლიერებული საერისთავოები არაბთა წინააღმდეგ
ბრძოლაში გამოეყენებინათ. აფხაზეთი ნელ-ნელა ფართოვდება და აფშილეთს იკავებს. აფხაზთა
ერისთავი ლეონ II ბიზანტიის დასუსტებით სარგებლობს, იხმარს ხაზარებს და ძალაუფლებას
მთელ დასავლეთ საქართველოზე ავრცელებს. რადგან ლეონ II და მისი წინაპრებიც აფხაზთა
ერისთავები იყვნენ ახლად შექმნილი სამეფოს მმართველმა აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო.
სამეფოს დედაქალაქი ქუთაისი გახდა. ლეონმა სამეფო დაყო საერისთავოებად.

ყველაზე გვიან ტაო-კლარჯეთის სამთავრო ჩამოყალიბდა. არაბებთან წინააღმდეგობის გამო IX


საუკუნის დასაწყისში ბოლო ერისმთავარმა, აშოტ ბაგრატიონმა, ქართლი მიატოვა და სამხრეთ-
დასავლეთ საქართველოს, კლარჯეთს შეაფარა თავი. მან გორგასლის მიერ დაარსებული
არტანუჯი აღადგინა და თავის რეზიდენციად გამოაცხადა. ამავე პერიოდში იყო გრიგოლ
ხანძთელი. შეიძლება ითქვას რომ სწორედ მათი მოღვაწეობიდან იწყება ბრძოლა საქართველოს
გაერთიანებისთვის.
აშოტს ბიზანტიის იმპერატორმა კურაპალატის ტიტული მიანიჭა. ბიზანტიის მფარველობა
ფორმალური იყო და აშოტს თავისი ძალებით უხდებოდა ბრძოლა. აშოტის დროს სამთავროს
შემადგენლობაში შედიოდა: ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, სამცხე, ხავახეთი, არტაანი. მან ასევე
შიდა ქართლის შემოერთებაც შეძლო.
აშოტს მოწინააღმდეგეები სამთავროს შიგნითაც ჰყავდა. 826 წელს ჯარების შეკრება ბრძანა იგი
არაბთა წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდა. მოსულთა შორის მრავლად იყვნენ მოღალატეებიც,
ისინი აშოტის მოკვლას აპირებდნენ, შეიტყო და ეკლესიას შეაფარა თავი, თუმცა მოღალატეებმა
იგი საკურთხეველში მოკლეს. აშოტს სამი ძე დარჩა: ადარნესე, ბაგრატი და გუარამი. ტაო-
კლარჯეთის მმართველობა ბაგრატს ერგო. აშოტის შთამომავლობა ორ შტოდ გაიყო:
არტანუჯელ (ადარნესენს მემკვიდრეები) და ტაოელ (ბაგრატის მემკვიდრეები) ბაგრატიონებად.
რაც შეეხება გუარამის შთამომავლობას - ამოწყდნენ.
ბაგრატმაც მიიღო ბიზანტიის იმპერატორიგან კურაპალატის ტიტული. მიუხედავად იმისა, რომ
იგი ინარჩუნებდა ტაო-კლარჯეთის ერთიანობას, ბაგრატიონთა შორის ბრძოლა უკვე
დაწყებული იყო და გამწვავდა მისი გარდაცვალების შემდეგ. ეს გამწვავება ლიპარიტ I ბაღვაშის
სახელს უკავშირდება, რომელიც IX საუკუნის ბოლოს არგვეთიდან თრიალეთში გადმოსახლდა.
მიუხედავად იმისა რომ თრიალეთი გუარამ მამფალს ეკუთვნოდა, ლიპარიტმა თავის პატრონად
დავით ბაგრატის ძე გამოაცხადა. ამის გამო ბიძაშვილებს დავით ბაგრატის ძესა და ნასრ
გუარამის ძეს შორის ბრძოლა დაიწყო. ნასრმა დავითი მოკლა, მაგრამ იძულებული გახდა
ბიზანტიაში გახიზნულიყო. IX ს-ის 80- იან წლებში ნასრი სამთავროში დაბრუნდა და შინა ომიც
განახლდა.
888 წ-ს ბაგრატ I კურაპალატის შვილიშვილმა ადარნესემ ქართველთა მეფის ტიტული
მიიღო.ამის შემდეგ ტაო-კლარჯეთის სამეფოს ქართველთა სამეფოც ეწოდა. მისი
მნიშვნელოვანი თავისებურება ის იყო, რომ იგი ფაქტობრივად რამდენიმე პატარ-პატარა
სამთავროსგან შედგებოდა. ყველა ბაგრატიონს თავისი კუთვნილი სამფლობელო ჰქონდა.
აფხაზთა სამეფოსგან განსხვავებით ქართველთა სამეფო საკმაოდ დეცენტრალიზებული იყო.

ცალკე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა ამ პერიოდში თბილისის საამირო. არაბთა


ხელისუფლების დასუსტების შემდეგ საამიროს ტერიტორიაც მცირდებოდა. შიდა ქართლის
დაკარგვის შემდეგ ამირას ფაქტობრივად თბილისი და მისი შემოგარენი დარჩა.

IX-X საუკუნეებში ბრძოლა უკვე საქართველოს გაერთიანებისთვის მიმდინარეობდა და მასში


მეტ-ნაკლებად ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა.
საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნა. ბაგრატ III

ძირითადად რაც საქართველოს გაერთიანებას ხელს უშლიდა იყო საგარეო მტრის არსებობდა.
ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისთვის საკმაოდ მძიმე იყო და რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა.
აშოტ ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ ვეღარ შეძლეს შიდა ქართლის შენარჩუნება და ის
კვლავ არაბთა საამიროს მმართველობაში გადავიდა, თუმცათვითონ საამიროშიც რთული
მდგომარეობა იყო, ცალკეულ პროვინციებში აჯანყებები მძვინვარებდა, დამოუკიდებელი
სახელმწიფოები ჩამოყალიბდა ეგვიპტეში, ჩრ. აფრიკაში. მოგვიანებით პირენეის ნკ-ზე ხალიფას
აღარ ემორჩილებოდნენ ამირები. ამ გზას დაადგა თბილისის ამირა საჰაკის, რომელიც 23 წელი
დამოუკიდებლად მართავდა თბილისის საამიროს.
IX ს- ის დასაწყისში არაბთა წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო სომხეთში. ამ აჯანყების
ჩასახშობად, ამირა საჰაკის დასამორჩილებლად და ზოგადად ამიერკავკასიაში პოზიციების
გასამყარებლად ხალიფამ ბუღა თურქი გამოუშვა. ჩაახშო აჯანყება სომხეთში და თბილისისკენ,
ამირა საჰაკის წინააღმდეგ დაიძრა. მის მოკავშირედ გვევლინება ბაგრატ აშოტის ძე. ბაგრატი
არაბთა დახმარებით მოწინააღმდეგეების დამარცხებასა და საკუთარი პოზიციის გამაგრებას
ფიქრობდა, მაშინ როცა მისი ძმა, გუარამ მამფალი არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი
ინიციატორი იყო. ბუღას წინააღმდეგ მოქმედებდა კახეთის ქორეპისკოპოსი და აფხაზთა მეფეც.
853 წ-ის 5 აგვისტოს ბუღამ თბილისი აიღო, ამირას თავი მოჰკვეთა. ასევე სარდალ ზირაქს
დაავალა აფხაზთა მეფის წინააღმდეგ ბრძოლა. აფხაზთა მეფე დამარცხდა და უკან დაიხია.
აფხაზთა მეფის დამარცხების შემდეგ ბუღა თურქმა ჩრდილოეთ კავკასიაში გალაშქრება
გადაწყვიტა და მთიულებს მძევლები გამოართვა რათა ამ უკანასკნელთ არაბები მშვიდობიანად
გაეტარებინათ. თუმცა გუარამ მამფალის რჩევით მთიულებმა მძევლები გაწირეს, შეებნენ ბუღა
თურქს და დაამარცხეს კიდეც იგი.
გუარამ მამფალის საამირო უშუალოდ ესაზღვრებოდა არაბთა საამიროს, იგი ენერგიული
პოლიტიკოსი იყო და თავდაუზოგავად იბრძოდა არაბების წინააღმდეგ. როგორც მემატიანე
ამბობს: ხან გუარამი იმარჯვებდა, ხან სარკინოზები.
ამასობაში გაძლიერდა აფხაზთა სამეფო. IX საუკუნის 60-იან წლებშიაფხაზთა მეფე გიორგი I
აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და შიდა ქართლი დაიკავა. შიდა ქართლის დაკავებას
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუმცა იმ ეტაპზე აფხაზთა მეფეებმა ვერ შეძლეს მისი შენარჩუნება.
ამის მიზეზი სამეფოს შიგნით ამტყდარი ბრძოლები იყო. გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ
ტახტი შავლიანთა საგვარეულოს წარმომადგენლებმა მიიტაცეს. კანონიერმა მემკვიდრემ,
ბაგრატმა, გამეფება მხოლოდ ბიზანტიის დახმარებით შეძლო. X საუკუნის დასაწყისში
ქართლში აფხაზთა მეფე კონსტანტინემ ილაშქრა და აქ თავის ერისთავად ადგილობრივი
ფეოდალი, ივანე ტბილელი, დანიშნა. ამის შემდეგ აფხაზთა მეფეებს შიდა ქართლი აღარ
დაუთმიათ.
IX ს-ის 80-იან წლებში სომხებმაც აღადგინეს მეფობა და ტახტზე აშოტ I აიყვანეს, თუმცა
დიდხანს არ გაგრძელდა ასე და ერთიანი სომხური სამეფო X საუკუნის პირველ ნახევარში
დაიშლა.
904 წ-ს ადარნესე ქართველთა მეფემ და სომხეთის მეფე სმბატ I-მა აფხაზთა მეფე კონსტანტინე
III დაატყვევეს. აფხაზთა მეფის გაძლიერება არც ტაო-კლარჯეთსა და არც სომხეთს აწყობდა.
თუმცა სმბატმა სასწრაფოდ გაათავისუფლა კონსტანტინე, იმის შიშით რომ მასზე ძლიერი არ
გაემეფებინათ.
ქვეყნის გაერთიანებას ბიზანტიაც უშლიდა ხელს და მაქსიმალურად ცდილობდა
ბაგრატიონებში შუღლი ჩაეგდო. IX ს-ის ბოლოს ბიზანტიის ტახტი ბასილი I -მა დაიკავა,
რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მაკედონელთა დინასტიას. თუკი აშოტ I-ის დროს ბიზანტია
არაბთა საწინააღმდეგოდ ტაო-კლარჯეთის გაძლიერებას უწყობდა ხელს, არაბების დასუსტების
შემდეგ მიუღებელი გახდა ძლიერი ქართული სამეფოს, განსაკუთრებით კი ერთიანი
სახელმწიფოს იდეა.
914 წელს საქართველოში აბულ კასიმი შემოიჭრა. ეს არაბთა უკანასკნელი შემოსევა იყო
საქართველოში. აბულ კასიმმა სომხეთიც დალაშქრა და სმბატ I-იც შეიპყრო. ამ დროს არაბი
ამირას მოკავშირე ადარნესე ბაგრატიონი იყო. ადარნესესა და სმბატს შორის ურთიერთობა მას
შემდეგ გაფუჭდა რაც ამ უკანასკნელმა კონსტანტინე III გაათავისუფლა.
აფხაზთა მეფის კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ბრძოლა მის შვილებს, გიორგისა
და ბაგრატს შორის. 922 წ-ს გიორგი გამეფდა. გიორგი II უწყობდა ხელს ჩრ. კავკასიაში
ქრისტიანობის გავრცელებას. მან კახეთის ქორეპისკოპოსი, კვირიკე, დაამარცხა და თითქმის
მთელი კახეთი დაიკავა. კვირიკემ ქართლის აზნაურების დახმარებით სამეფოს დაბრუნება
მოახერხა. შეიძლება ითქვას რომ აფხაზთა მეფე გიორგი II პირველი ქართველი მმართველი იყო,
რომელმაც საქართველოს დიდი ნაწილი გააერთიანა. კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია
ქვეყნის გაერთიანებაში გიორგის შვილმა ლეონმა. 967 წ-ს ლეონის გარდაცვალების შემდეგ
ტახტზე მისი ძმა, დემეტრე გამეფდა. იყო დაპირისპირება დემეტრესა და უმცროს ძმას,
თეოდოსს შორის. დემეტრემ მას თვალები დასთხარა. როცა დემეტრე გარდაიცვალა ტახტი
უსინათლო თეოდოსმა დაიკავა.
ქართლის ერისთავმა იოანე მარუშისძემ გაიაზრა, რომ ერთადერთი ვისაც საქართველოს
გაერთიანება შეეძლო დავით III ბაგრატიონი იყო. დავითი ტაოელ ბაგრატიონთა შტოს
ეკუთვნოდა.
975 წ-ს დავითი ქართლში მოვიდა. კახელები იძულებულები გახდნენ უფლისციხისთვის ალყა
მოეხსნათ და უკან დაბრუნებულიყვნენ. დავითმა უფლისციხე დაიკავა, ქართლის აზნაურები
შეკრიბა და ბაგრატი წარუდგინა. ბაგრატი იყო დავითის შვილობილი, ქართველთა მეფის
ბაგრატ II-ს შვილიშვილი და აფხაზთა მეფის დის, გურანდუხტის, შვილი. ანუ 3 ტახტის
მემკვიდრე.
დავით კურაპალატმა ქართლი დატოვა და ტაოში დაბრუნდა. ამით ისარგებლეს ქართლის
აზნაურებმა, კახელები წააქეზეს და უფლისციხის აღება შესთავაზეს. დავით ქორეპისკოპოსმა
ქართლი დალაშქრა, აიღო უფლისციხე, ტყვედ ჩაიგდო ბაგრატი, მამა გურგენი და დედა
გურანდუხტი. დავით ტაოელმა ჯარი შეკრიბა, კახელებმა ბრძოლა ვერ გაბედეს და
გაათავისუფლეს ესენი.
მართალია ქართველთა მეფის ტიტული ბაგრატ II-ს ჰქონდა, მაგრამ რეალურად ყველაზე
ძლიერი მისი ბიძაშვილი დავით III იყო. ამიტომ სწორედ დავით კურაპალატს სთხოვა
დახმარება ბასილი II-მ როდესაც მის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო.( ბარდა სკლიაროსის
აჯანყება, ბარდა ფოკამ რომ ჩაახშო და თორნიკე ერისთავი მონაწილეობდა). გაწეული
დახმარებისთვის ბიზანტიის იმპერატორმა დავითს მიწები უწყალობა, ოღონდ ისე რომ მიწები
დავითის საკუთრებაში იქნებოდა მის გარდაცვალებამდე. გარდაცვალების მერე კი ამ
ტერიტორიებს ბიზანტია იბრუნებდა.
978 წ-ს ბაგრატი აფხაზთა მეფე გახდა. მერე ქართლის.
987 წ-ს ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ ახალი აჯანყებაა. ამჯერად აჯანყებას ბარდა ფოკა
მეთაურობდა. დავით კურაპალატიც მიემხრო. 989 წ-ს ბასილიმ ფოკა დაამარცხა. გამარჯვებული
იმპერატორი დავითის სამფლობელოსკენ დაიძრა. შებრძოლებას აზრი არ ჰწონდა, დავითმა
დაწერა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მის სამფლობელოს ბიზანტიის იმპერატორს უტოვებდა.
მიუხედავად ამისა დავითი მაინც იბრძოდა და წარმატებითაც.
ბაგრატი კვლავ აგრძელებდა ბრძოლას სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისთვის, 989 წ-ს
კლდეკარის ერისთავ რატი ბაღვაშის წინააღმდეგ დაიძრა. ჩამოართვა კლდეკარის ერისთავობა
და ერთგულ მოხელეს ზვიად მარუშიანს გადასცა.
1001 წ-ს დავითი გარდაიცვალა, ბასილი მეორე სასწრაფოდ ტაოში შევიდა და მისი
სამფლობელოები დაიკავა. იმპერატორთან ბაგრატ III და მამა გურგენი გამოცხადდნენ. ბაგრატს
კურაპალატობა გურგენს კი მაგისტროსის ტიტული მიანიჭა.
დავით კურაპალატის სამფლობელო ბასილ II-ს დარჩა და ბაგრატმა მხოლოდ ქართველთა მეფის
ტიტული მიიღო მამობილისგან. ამიერიდან ბაგრატი იწოდებოდა მეფე აფხაზთა და
ქართველთა.
1008 წელს მამა გურგენი გარდაიცვალა და ბაგრატ III-მ მიიღო შავშეთი,კლარჯეთი, სამცხე,
ჯავახეთი, ამიერ ტაო.
ამის შემდეგ ბაგრატ III კახეთისა და ჰერეთის შემოერთებისთვის იწყებს ბრძოლას.
ქორეპისკოპოსი დაამარცხა და კახეთი დაიკავა. შემდეგ ჰერეთში გადავიდა. რომ დატოვა ეს
ტერიტორია ქორეპისკოპოსმა კვლავ აღადგინა ძალაუფლება, თუმცა 1010 წ-ს ბაგრატი კვლავ
ლაშქრობს აქ. იბრუნებს ტერიტორიას და ეწოდება ,, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და
კახთა.“
კახეთ ჰერეთის შემოერთების შემდეგ უშუალოდ ვუმეზობლდებით განძის ამირა ფადლონს.
ფადლონი რამდენჯერმე ცდილობს გაილაშქროს კახეთ-ჰერეთზე თუმცა ბაგრატი ამარცხებს.
ბაგრატ III იყო არა მარტო ქვეყნის გამაერთიანებელი, არამედ რჯულმდებელი, ეკლესია-
მონასტრების მაშენებელი. მისი მმართველობის დროს დაიწყო სვეტიცხოვლის ახლადშენება,
ასევე აიგო ქუთაისის სიონი.
1014 წლის 7 მაისს ბაგრატი ფანასკერტის ციხეში გარდაიცვალა. იგი ბედიის ტაძარში
დაკრძალეს, რომელიც თავად მეფემ ააგო.
ბაგრატ III-მ მემკვიდრეებს დაუტოვა გაერთიანებული საქართველო,რომელშიც არ შედიოდა
მხოლოდ თბილისის საამირო და ქვემო ქართლი, სადაც X ს-ში ლორე-ტაშირის სამეფო
ჩამოყალიბდა, ცენტრით სამშვილდეში.

VII კვირა
არაბები. ისლამი და არაბთა დაპყრობები
არაბეთი აზიის უდიდესო ნახევარკუნძულია, რომლის ფართობიც დაახლოებით 3 მლნ კვ. კმ-
ია. ნახევარკუნძულის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს ნეჯდის ზეგანი, რომელიც ტერასებად
ეშვება ზღვისკენ. ნეჯდის სამხრეთით და ჩრდილოეთით გადაჭიმულია მშრალი და
უსიცოცხლო უდაბნოები. წლის ცხელ დროს კი იშვიათად შევხვდებით მწვანე საფარს და
მხოლოდ ადგილ-ადგილ გვხვდება მწვანე ოაზისები. განსაკუთრებით ცხელი და მშრალი
ადგილია რუბ-ელ-ჰალის უდაბნოში, ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. წვიმა აქ
იშვიათობაა. უდაბნო განსაკუთრებით საშიში ხდება ქარიშხალ სამუმის დროს. ამ დროს უდაბნო
მოძრავი ქვიშის ტალღების ზღვად იქცევა. მოახლოებულ ქარიშხლის გუგუნზე, ადამიანები
ქვიშაში წვებიან და თავპირს ტანისამოსით იფარავენ, ხოლო აქლემები თავებს ქვიშაში ყოფენ.
არაბეთის მოსახლეობა ორ ნაწილად - მომთაბარეებად და ბინადარ მიწათმოქმედებად იყოფა.
თუმცა არაბეთის შიდა ნაწილების უმეტესი მოსახლეობა წარმოადგენდნენ მომთაბარე არაბები -
ბედუინები. ბედუინები მისდევდნენ აქლემის მოშენებას და შედარებით ნაკლებად ჰყავდათ
ცხვარი, თხები და ცხენები(ეს ცხოველები, აქლემებისაგან განხვავებით უწყლობას ვერ
უძლებდნენ).

უძველესი დროიდან სამხრეთ არაბეთზე გადიოდა მსოფლიო სავაჭრო გზები, რომლებიც


ერთმანეთს აკავშირებდა აღმ. აფრიკას, ინდოეთსა და წინა აზიას. ამ სავაჭრო გზებზე
აღმოცენდნენ უძველესი მონათმფლობელური სახელმწიფოები არაბეთის ნახევარკუნძულზე -
საბეის და ჰიმიარიტების. V საუკუნეში სავაჭრო გზების გამო ერთმანეთს შეეჯახა ბიზანტია და
ირანი. თავდაპირველად, ბრძოლა ბიზანტიის მარცხით დამთავრდა და 572 წელს
იემენს(შუამავალი ქალაქი ვაჭრობისთვის) სასანური ირანი დაეპატრონა . მთავარ
ტვირთსაბრუნ პუნქტს წარმოადგენდა მექა, რომლის ძირითად მოსახლეობასაც ყურაიშების
ტომი წარმოადგენდა. მექა ასევე წარმოადგენდა მონათმფლობელობის უდიდეს ცენტრს
არაბეთში. მექელი მონათმფლობელები ვაჭრობდნენ ბედუინების ტომებთან, რომლებიც მექის
მოდამოებში მომთაბარეობდნენ და ცდილობდნენ მათ დამორჩილებას. ამ მიზნით ისინი
იყენებდნენ ქააბას ტაძარს. აქ იყო სახელგანთქმული შავი ქვა - არაბთა წმინდა რელიქვია. ქააბას
ტაძარს კუბის ფორმა ჰქონდა(აქედან მომდინარეობს სახელიც). ტაძრის ერთ-ერთ კედელში
დატანებულია შავი ქვა, დღემდე ეს ქვა არაბებისთვის უწმინდესი რამაა. თითოეული
მუსლიმანის ოცნებაა, რომ სიცოცხლეში თუნდაც ერთხელ მოილოცოს ქააბა და თაყვანი სცეს
ქააბას შავ ქვას.

არაბის ისტორიკოსების მონაცემებით, იასრიბში მე-7 საუკუნეში ცხოვრობდა სამი ებრაული და


ორი კერპთაყვანისმცემელი არაბული ტომი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრაელები
წარმოადგენდნენ იასრიბის მოსახლეობის ძირითად ნაწილს, მაგრამ შემდეგ აქ სამხრეთ
არაბეთიდან გადმოსახლდა ორი არაბული ტომი - ბენუ აუსი და ბენუ ხაზრაჯი.

ისლამის რელიგიამდელი მონოთეიზმის უდიდესი წარმომადგენელი იყო ვინმე მუსეილიმა,


რომელიც თავს ერთიანი ღმერთის მოციქულად აცხადებდა. ერთმღერთიანობის მქადაგებელთა
შორის გამმოიირჩეოდა მექაში მცხოვრები, ვინმე ზეიდი, რომელიც ღიად გამოდიოდა
კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ და მოღვაწეობდა მე-7 საუკუნის დასაწყისში. მაგრამ
ერთმღერთიანობის ქადაგებით განსაკუთრებით გამოიჩინდა თავი მუჰამედმა(570-632),
რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მომავალ ისლამურ ცივილიზაციას.

მუჰამედი მექაში დაბადებული და გაზრდილი, ეკუთვნოდა ჰაშიმიანების მცირერიცხოვან


საგვარეულოს, რომელიც ყურაიშთა ტომს ეკუთნოდა. მუჰამედი პატივისცემით იყო
განმსჭვალული იუდაიზმისა და ქრისტიანობის მიმართ. ყურანში - ისლამის წმინდა წიგნში,
რომელშიც შესულია ის გამოცხადებები, ხილვები, რომლებიც თითქოსდა ეგზავნებოდა
მუჰამედს, შესამჩნევია ორივე რელიგიის გავლენა. ყურანში განსხვავება მიწიერ ცხოვრებასა და
ზეციურს შორის არც ისე დიდია, იმიტომ რომ საიქიო ცხოვრება ხაზგასმით წარმოდგენილია,
როგორც ხორციელი, მატერიალური. ეს განსაკუთრებით ეხება მუსულმანურ სამოთხეს, სადაც
მორმწუნეებს ხორციელი სიმაოვნება ელოდებათ. ყურანს მხედველობაში მხოლოდ მამაკაცები
ჰყავს. ისლამი ქალს განიხილიავს როგორც მდაბიო არსებას. ისლამი მუსულმანებს 5 ძირითად
მოვალეობას აკისრებდა: 1. ერთღმერთიანობის და მუჰამედის სამოციქულო მისიის რწმენა. 2.
დღეში 5-ჯერ ლოცვა. 3. რამაზანის თვეში მარხულობა. 4. ქონებიდან გადასახადის
გადახდა(ზაქიათი). 5. მოსალოცად მექაში წასვლა.

მუჰამედის ქადაგება პირველებმა ირწმუნეს მისმა ცოლმა ფატმამ, მისმა ბიძაშვილმა ალიმ და
ცნობილმა ვაჭარმა აბუ ბაქრმა. შემდეგ მას ერთგულება შეჰფიცეს ქ. მედინას მცხოვრებლებმა და
630 წელს კი მუჰამედმა ლაშქრით აიღო არაბების მთავარი რელიგიური ცენტრი მექა. 632 წელს
კი მუჰამედი გარდაიცვალა. მოციქულის მემკვიდრედ - ხალიფად აბუ ბაქრი გამოცხადდა,
რომლის მმართველობის ორი წლის განმავლობაში გაერთიანდა ყველა არაბული ტომი. შემდეგ
ხალიფას ტახტი დაიკავა ომარმა. მის პერიოდში არაბებმა დაამარცხეს ორი უძლიერესი ძალა -
ბიზანტია და ირანი. არაბებმა დაიპყრეს მესოპოტამია, სირია, პალესტინა, დაიმორჩილეს ირანი,
არაერთხელ შემოარტყეს ალყა კონსტანტინოპოლს. აღმოსავლეთიდან არაბაბმა მიაღწიეს
ინდოეთს და ჩინეთს. დასავლეთით მათ მოახერხეს ჩრდ. აფრიკის დაპყრობა , პირენეის
ნახევარკუნძულის დიდ ნაწილის ხელთგდება და შეიჭრნენ გალიაში, სადაც 732 წელს
ფრანკებთან დამარცხდნენ(კარლოს მარტელი).

მიუხედავად არაბთა სიძლიერესა, მათ თანდათანობით დაიწყეს მოშლა და სახალიფო


დეცენტრალიზაციისკენ მიდიოდა. 750 წელს ცალკე სახალიფოდ გამოეყო ესპანეთი. ახლო
აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკაც მუდმივად იცვლებოდა, ახალი სასულთნოები და
ემირატები ხან იქმნებოდნენ და ხანც ქრებოდნენ. ბაღდადის სახალიფოში გამწვავდა საშინაო
წინააღმდეგობები. ამ პერიოდში ხალიფის თანამდებობა ეკავა ჰარუნ ალ რაშიდს.
გაძლიერებული ადგილობრივი დიდგვაროვნები ცდილოობდნენ ცენტრალური
ხელისუფლებისგან განთავისუფლებას. მზარდი გადასახადები, რომლებიც მძიმე ტვირთად
აწვებოდა მიწათმოქმედ მოსახლეობას, ხშირად ხდებოდა ხდებოდა გლეხებისა და მონების
აჯანყების მიზეზი. წინააღმდეგობებს სახალიფოში თან ახლდა რელიგიური დაპირისპირებები.
დაიწყო შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება. დაშლილი ხალიფატის ადგილზე
დროთა განმავლობაში აღმოცენდნენ მსხვილი და მძლავრი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები.
არაბთა ხალიფატის ადგილზე აღმოცენდა და მის მემკვიდრედ გამოაცხადა თავი ოსმანთა
იმპერიამ.

ისლამურმა კულტურამ სახელმწიფოებრივობასთან ერთად იწყო განვითარება.


ფორმირდებოდა დოგმატიკა და ისლამური სამართალი, იქმნებოდა ნატიფი პოეზიის
უმშვენიერესი ნიმუშები, ფილოსოფიური და ისტორიული თხზულებანი, სამედიცინო
ტრაქტატები, შრომები ქიმიაში, ფიზიკასა და ასტრონომიაში. არაბებმა ევროპელებზე ადრე
ისწავლეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. ევროპა არაბებისგან გადმოიღო თვლის ათეული
სისტემა. დაპყრობილი ირანის ტერიტორიაზე თავიანთ შედევრებს ქმნიდნენ გამოჩენილი
პოოეტები და მეცნიერები. ითარგმნებოდა ბერძნული ნაშრომები არაბულ ენაზე. ევროპული
მედიცინა, გეოგრაფია და სხვა მეცნიერებანი ვითარდებოდა არაბ მეცნიერთა შრომების
ზეგავლენით.

ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიცია


XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. თურქებმა მიიერთეს
ბიზანტიის მცირეაზიური პროვინციების დიდი ნაწილი - მცირე აზია, სირია და პალესტინა.
ასეთ პირობებში ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა დახმარებისთვის რომის პაპს მიმართა.
1095 წელს პაპმა ურბან II-მ მოუწოდა ევროპის ქრისტიანებს გაენთავისუფლებინათ წმინდა
მიწა(იერუსალიმი). 1096 წელს გაიმართა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, ჯვაროსანთა
ძირითადმა ძალებმა შეძლეს მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელთგდება, მაგრამ ყველა
მიწა არ დაუბრუნეს ბიზანტიას: ამ მიწებზე ჯვაროსნებმა შექმნეს თავიანთი სახელმწიფოები -
იერუსალიმის სამეფო, ედესის საგრაფო, ანტიოქიის სამთავრო და ტრიპოლის საგრაფო.
ჯვაროსნებს სურდათ საკუთარი ძალების გაფართოება და ეგვიპტის დაპყრობა. ამ მიზნით მათ
შექმნეს რაინდთა ორდენები(ჰოსპიტალიერების,იგივე იოანიტების; ტამპლიერების ანუ
ტაძროსნების; წმინდა ქალწულ მარიამისა ანუ ტევტონების ორდენები). სულ 1096-1270 წლებში
მოეწყო შვიდი ჯვაროსნული ლაშქრობა მცირე აზიისკენ, მაგრამ ჯვაროსნებმა ახალი
წარმატებები მაინც ვერ მოიპოვეს. პირიქით, მე-13 საუკუნის მიწურულისათვის თურქებმა და
ეგვიპტის სახალიფომ უკან დაიბრუნეს წმინდა მიწა. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის
დროს(1202-1204) ჯვაროსნები ჩაერივნენ ბიზანტიაში მიმდინარე ხელისუფლებისათვის
ბრძოლაში, ხელთ იგდეს და გაძარცვეს კონსტანტინოპოლი, მის ნანგრევებზე კი აღმოცენდა
კათოლიკური ლათინთა იმპერია. ბიზანტიამ მალევე გააერთიანა ძალები და 1261 წელს
განდევნეს ჯვაროსნები კონსტანტინოპოლიდან, მაგრამ უთანაბრო ომის თავიდან ასაცილებლად
ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ VIII პალეოლოგი დათანხმდა 1274 წელს ხელი მოეწერა
უნიისათვის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის და აღიარა პაპის
უზენაესობა საეკლესიო საქმეებში.

პაპის მიერ ჯვაროსნული ლაშქრობების ორგანიზება ხდებოდა არამარტო აღმოსავლეთისკენ,


არამედ თვით ევროპის ქვეყნებისკენაც კი. მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში რამდენიმე
ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო საფრანგეთის სამხრეთში. ქალაქები, რომლებიც ერესების
გამავრცელებლად ითვლებოდა, მიწასთან იქნა გასწორებული.

რომის კათოლიკურმა ეკლისიამ ჯვაროსნული ლაშქრობები მოაწყო ფინეთსა და


ბალტიისპირეთში. 1200 წელს რომმა გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა ამ მიწებზე
კათოლიკობის გასავრცელებლად.

ასეთ პირობებში პაპმა გრიგოლ IX-მ პრუსების მიწები უწყალობა ტევტონთა ორდენს. ეს
ორდენი დააარსეს გერმანელებმა 1128 წელს. მალე ეს ტევტონთა ორდენი და მახვილოსანთა
ორდენი გაერთიანდა და შექმნეს ლივონიის ორდენი.

ოპოზიციასთან ბრძოლის მნიშვნელოვან იარაღად იქცა ინკვიზიცია. იგი დაწესებულ იქნა 1233
წელს პაპის ბულას მიღების შემდეგ, რომელიც წმ. დომინიკის ორდენის წევრებს ავალებდა
ერეტიკოსების დევნას. ინკვიზიტორებს უფლება ჰქონდათ გამოევლინათ, ეწამებინათ და
გაემართლებინათ ისინი. გასამართლებულებს ჩვეულებრივად კოცონზე წვავდნენ. ინკვიზიციის
არსებობის მანძილზე, მის მიერ სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა, ყველაზე მცირე
გამოთვლით, რამდენიმე ასეულ ათას კაცს შეადგენდა. ინკვიზიცია ასამართლებდა ადამიანებს,
რომლებსაც ბრალი ედებოდა ერეტიკული აზრების გავრცელებაში, რომლებიც საეკლესიო
დოგმებს ეწინააღმდეგებოდა. ადამიანებს ვისაც ჯადოქრობაში და ალქაჯობაში სდებდნენ
ბრალს. ინკვიზიცია მხოლოდ რომის პაპის ძალაუფლებას აღიარებდა, არ ემორჩილებოდა
ადგილობრივ ეპისკოპოსებს.

ქართულ-რუსული ურთიერთობების სათავეებთან.


ქართულ სამეფოებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები პოლიტიკურ მნიშვნელობას XVI
საუკუნის მეორე ნახევრიდან იძენს. ამ ხანებში რუსეთის სახელმწიფომ შემოიერთა მდ. ვოლგის
აუზის თათრული სახანოები და დაეუფლა ამ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზას. მალე რუსეთის
სახელმწიფო შეეცადა ჩრდ. კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში გამაგრებულიყო. რუსეთის ამგვარი
გაძლიერება ეწინააღმდეგებოდა კავკასიაში გაბატონებულ ოსმალეთის ინტერესებს, ხოლო
თურქეთისგან შევიწროებული სეფიანთა ირანიც ბუნებრივია ხდებოდა რუსეთის მოკავშირე,
თუმცა ირანისთვის მიუღებელი იყო აღმ. საქართველოში რუსეთის შემოსვლა.

რუსებმა ამასობაში კახეთთან დაამყარეს ურთიერთობა. 1564 წელს ივანე მრისხანემ კახეთის
მეფე ლევანის თხოვნით კაზაკთა რაზმი გამოაგზავნა სამეფოში, ოსმალების ასალაგმავად. ომის
მუქარით ოსმალეთმა აიძულა რუსეთს გაეყვანა გარნიზონი კახეთიდან. ურთიერთობა კახეთსა
და რუსეთს შორის ცოტა ხნით შეწყდა. თუმცა რუსეთმა ისევ განაახლა მოკავშირეების ძებნა და
კვლავ კახეთს მიმართა. კახეთი მოკავშირეობის სანაცვლოდ რუსეთს სთხოვდა მტრებისგან
თავდაცვას, თერგზე ციხესიმაგრის აღდგენას და იქ ძლიერი გარნიზონის ჩაყენებას, რომელიც
ხელს შეუშლიდა დაღესტნელებს და უსაფრთხოს გახდიდა საკომუნიკაციო გზებს კახეთიდან
ჩრდილოეთისაკენ.

1587 წელს რუსეთის ელჩებთან კახეთის მეფე ალექსანდრემ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“,
რომლითაც რუსეთი კახეთის მფარველობას კისრულობდა. ამ დროიდან მოყოლებული 1605
წლამდე კახეთსა და რუსეთს შორის მუდმივად მინდინარეობდა ელჩების გაცვლა.

XVII საუკუნეში რუსეთთან კავშრების განახლებისათვის აქტიურად იღვწოდა თეიმურაზ I. მან


1639 წელს ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“. თეიმურაზის ინიციატივით, რუსეთს იმერეთის მეფე
ალექსანდრეც დაუკავშირდა.თეიმურაზმა შემდგომში კვლავ გააგზავნა ელჩობა რუსეთში, მალე
კი საკუთარი შვილიშვილი ერეკლეც პეტერბურგს გაამგზავრა და თვითონაც ჩავიდა რუსეთის
სატახტო ქალაქში. რუსეთთან დაკავშირებას აქტიურად იღვწოდა ასევე არჩილ მეფეც, რომელიც
1699 წელს საბოლოოდ რუსეთში გადასახლდა.

XVIII საუკუნის დასაწყისიდან კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდა რუსეთთან


ურთიერთობის საკითხი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ ვახტანგ VI-ის მოღვაწეობა,
რომელსაც პრორუსული განწყობა ჰქონდა.

ერეკლე II-მ საბოლოოდ გადაწყვიტა რუსეთისკენ შემობრუნებულიყო, იგი ამ გზით


იმედოვნებდა მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევას, ევროპისკენ ფანჯრის გაჭრასა და
სახელმწიფოს ევროპულად გარდაქმნას. 1783 წელს კი გეორგიევსკში ხელი მოეწერა
„გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელით ცნობილ ხელშეკრულებას. ტრაქტატის მიხედვით,
ქართლ-კახეთი უარს ამბობდა ირანისა და სხვა რომელიმე ქვეყნისამდი დაქვემდებარებას და
ამიერიდა აღიარებდა რუსეთს.

VIII კვირა
სლავების განსახლება. ოდერისა და დუნაის სანაპიროებიდან ვოლგამდე ჩვ. წ-ის დასაწყისში
დაკავებული ჰქონდათ სლავურ ტომებს. მწირი ცნობები მოგვეპოვება ძველ ბერძენ და რომაელ
ისტორიკოსთა ნაშრომებიდან. ანტიკური ისტორიკოსები მოიხსენიებენ ვენედებს (ვენეტებს),
თუმცა არ არის მტკიცებულება, რომ ამ სახელის ქვეშ სლავები იგულისხმება. მხოლოდ მეექვსე
საუკუნიდან იწყებენ საუბარს მათ შესახებ. სლავური ეთნიკური ჯგუფის ხალხებმა
ინდოევროპული ხალხებისაგან გამოყოფა იწყეს დაახლოებით ჩვ. წ-მდე მეორე ათასწ. ცნობილია
სლავური ტომების ფორმირების სამი რაიონი:
1) ოდერ-ვისლას (დასვ. სლავები)
2) ოდერ-დნეპრის ( აღმ. სლავები)
3) დუნაისპირეთის ( სამხ სლავები)

სლავების უმეტესი ნაწილი ცხოვრობდა ტყუან და სტეპბის ზონაში, რამაც გარკვეული კვალი
დაამჩნია მათი სამეურნეო ხასიათს და განვისთარებას. მნიშვნელოვანი იყო ნადირობა,
თევზაობა და ბორტნიჩესტვოს, სოკოსა და ხილის შეგროვებას. გავრცელდა მიწათმოქმედება,
მესაქონლეობა, ხელოსნობა. გათხრების შედაგად აღმოაჩინეს, რომ ახალი ერის დასაწყისში
სლავები გვაროვნულ თემებად ცხოვრობდნენ გამაგრებულ დასახლებებში - გოროდეშჩეებში.
ხალხთა დიდმა გადასახლებამ სხვადასხვაგვარი ზედავლენა მოახდინა მათზე.

სამხრეთის სლავები - დასახლდნენ ბალკანეთის ტერიტორიაზე. ხან თავს ესხმოდნენ


ბიზანტიას და ხან მეფეს ემსახურებოდნენ. სლავები მცირე სკვითეთში ბოლგარების
თურქულ ტომებს შეერივნენ და მიიიღეს მათი სახელწოდება. ბოლოს ბოლგართა
ტერიოტორია გაფართოვდა და 716წ ბიზანტია ხარკს უხდიდა მათ. ბელადები გარდაიქმნენ
მთავრებად, რომლებიც თავის ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდნენ. 7-8
საუკუნეებში წარმოიქნბა პირველი სლავური სახელმწიფოები. სამეფომ ძლიერებას მეათე ს-
ის დასაწყისში მიაღწია, მაგრამ მეათე ს-ის შუა წლებში ბიზანტიამ მათზე გადმოიტანა
ყურადღება და დაიწყო ომი. ბასილ II -მ ბულგართმჟლეტელის სახელი მიიღო, ომი 40 წელი
გრძელდებოდა. 1018წ დაეცა დედაქალი ოხრიდიდა ბულგარეთის პირველმა სამეფომ
არსებობა შეწყვიტა.

დასავლეთის სლავების ტომთა კავშირი VII ს-ში შეიქმნა, მაგრამ მალევე დაიშალა.
გვაროვნული წარჩინებულების ფეოდალიზაციის გამო, რომლებიც მსხვილ
მიწათმფლობელებად გადაიქცნენ არ იყო მყარი. ერეოდნენ გერმანელი ფეოდალები,
რომლებიც მთავრებს ერთმანეთს უპირისპირებდნენ, სლავების მიწებს ხელში იგდებდნენ და
ბოლოს დასვ. სლავებმა მიიღეს კათოლიკური რელიგია. XI ს-ში პოლონეთის სახელმწიფოს
დაარსების შემდეგ განთავისუფლდნენ გერმანელთა გავლენისაგან.

აღმოსავლეთ სლავების ტომების დიდი ნაწილი ცხოვრობდა იმ ზონის ჩრდილოეთით,


რომელზედაც გადაიარა ხალხთა გადასახლების ტალღამ. გავრცელებული იყო
ნატურალური მეურნეობა. IX ს-ში არსებობდა 24 გამაგრებული დასახლება. სლავების
მიწებზე ცხოვრობდნენ ისეთი ტომობრივი გაერთიანებები, როგორებიც იყო ტივერელები,
თეთრი ხორვატები, ბუგელები და ა. შ. VI-VII სს-ში სამხედრო მეთაურებს ირჩევდა სახალხო
კრება - ვეჩე. ჩამოყალიბდა მუდმივი სამხედრო ორგანიზაცია - დრუჟინა, რომელიც
მთავრობას ემორჩილებოდა.

რუსეთის მიწების გაერთიანება მოსკოვის სამთავროს ირგვლივ

მოსკოვის ამაღლება. XIII - ს-ის დასაწყისში მოსკოვი იყო პატარა ქალაქი ვლადიმირის
სამთავროში. დანიელ ალექსანდრესძე გახდა მოსკოვის მთავართა დინასტიის
დამაარსებელი. მოსკოვს ეკავა მეტად ხელსაყრელი ტერიტორია. იმყოფებოდა სამდინარო და
სახმელეთო გზების გადაკვეთაზე, რამაც ვაჭრობას ხელი შუწყო. დაამყარეს კავშირი ოქროს
ურდოსთან, რამაც საშუალება მისცა გამოესყიდათ მთავრებს უგლიჩის, გალიჩის და
ბელოოზეროს სამთავროების სიგელები და შემდეგ ისინი მოსკოვის სამთავროებისათვის
შემოერთებინათ. მთავრების სასამართლო ფინქციამაც დიდი როლი შეასრულა. წვრილი
მთავრები ვეღარ ბედავდნენ თავისი საჩივრებით მიემართათ ოქროს ურდოს ხანებისათვის
და მოეწყოთ ხრიკები მოსკოვის წინააღმდეგ.

მოსკოვი, ლიტვა და ოქროს ურდო. - მოსკოვის მეტოქე ლიტვის დიდი სამთავრო იყო.
მართმადიდებელი მთავრებისათვის რუსული მიწების გადასვლა ლიტვის ხელში მათ
საშუალებას აძლევდა განთავისუფლებულიყვნენ ოქროს ურდოს ბატონობისაგან, არ
გადაეხადათ ხარკი. ამან გამოიწვია ლიტვისა და ოქროს ურდოს დაპირისპირება. ლიტვამ
ოქროს ურდო 1362წ სინიე ვოდისთან ბრძოლაში დაამარცხა. ბოლოს ოქროს ურდომ კავშირი
დაამყარა ლიტვასთან და გაილაშქრა მოსკოვის წინააღმდეგ. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა
1380წ. 8 სექტემბერს კულიკოვის ველზე. ლიტვისა და რიაზანის მთავრების ჯარებმა ვერ
მოახერხეს დრო მოსვლა ოქროს ურდოს დასახმარებლად და მან სასტიკი დამარცხება
განიცადა.

ჩინგიზიდების სახელმწიპოს დასუსტება. კულიკოვის ველზე გამარჯვებამ მონღოლთა


უღლის გადაგდება არ მოუტანა. ახალმა ხანმა თოხთამიშმა მოითხოვა ხარკი და
დასადასტურებლად 1382წ მან მოსკოვიც კი გადაწვა. რუსებს მოუწიათ ხარკის გადახდის
გაგრძელება, მაგრამ ოქროს ურდოს ხანები უკვე სულ უფრო ნაკლებად ერეოდნენ რუსთა
სამთავროების საშინაო საქმეებში. 1351 წ. ჩინეთში მოხდა აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ,
რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. ჩინეთის დიდი ნაწილი განთავისუფლდა მონღოლთა
უღლისაგან.

ჩაღათას ულუსი XIV ს-ის შუა ხანებში დაიშახლა ორ სახანოდ 1) მავერანახრად


2)მოგულისტანად. თემურლენგმა გაანადგურა მოგულისტანების ჯარები და თავს დაესხა
ოქროს ურდოს. საქართველო 8ჯერ დალაშქრა.

ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება რუსეთში ივანე მრისხანის დროს.

გატარდა რეფორმები. 1549წ მეფემ საერობო კრება- წოდებრივ წარმომადგენლობითი


სათათბირო ორგანო მოიწვია. დაიწყო მეფის ჯარის ფორმირება, რომელიც უნდა
გამხდარიყო მისი ხელისფლების დასაყრდენი დამისი დამცველი. 1550 წ. დაწესდა ახალი,
მეთოფეთა ჯარი. შეიქმნა მსახურეულ აზნაურთა ფენა, სახედრო წოდებრივი ფენა.
სახელმწიფო საქმეების მართვა თავმოყრილი იყო პრიკაზებში. რეფორმები შეხამებული იყო
აქტიურ საგარეო პოლიტიკასთან. ივანემ დაიწყო ურჩი მთავრებისა და ბოიარების სასტიკი
დასჯა. გააჩანაგეს რუსეთის ჩრ-დასვ ნაწილი. 1569-1570 წწ. მეფემ ოპრიჩნიკებთან ერთად
ილაშქრა ნოვგოროდზე, რომლის სისხლიანი დარბევაც 40 დღე გაგრძელდა. ოპრიჩნინი
შემოღების მიზეზები მდგომარეობდა იმაში, რომ რუსეთის საშინაო და საგარეო
განვითარების პირობები მოითხოვდა ძლიერი ხელისუფლების დამყარებას. მაგრას დასვ
ევროპის ქვეყნებთან შედარებით აბსოლუტიზმის დამკვიდრების ობიექტურმა მიზეზებმა
რუსეთში სუსტი განვითარება ჰპოვა. ხელისუფლების საყრდენს წარმოადგენდა
მოსახლეობის ფართო მასები რწმენა ,, კეთილი“ მეისადმი, რომელიც მათ ინტერესებს
იცავდა. 1581 წ ივანემ გააუქმა გლეხობის გადასვლა ერთი მიწიდან მეორზე იურის დღეს.
ივანე მრისხანის მეფობის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა წარმოდგენებს
მართმადიდებლური მონარქების განსაკუთრებული როლის შესახებ. კონსტანტინეპოლის
დაცემის შემდგე ისინი თავის თავს თვლიდნენ ჭეშმარიტი მართმადიდებლური
ქრისტიანობის დამცველად. იდეა მოსკოვის, როგორც ,,მესამე რომის“ შესახებ, გახდა
თეორიული საფუძველი რუსეთში ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შესაქმნელად.

არეულობის პერიოდ რუსეთში და 30წლიანი ომი ევროპაში

1618-1648 წწ. 30წლიანი ომი გახდა პირველი საერთოევროპული კონფლიქტი, რომელმაც


თავის ორბიტაში ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ჩაითრია.

ევროპა XVII ს-ის დასაწყისში. 30წლიანი ომი მონაწილეთა პოლიტიკაზე ზეგავლენას


ახდენდა როგორც რელიგიური, ისე პოლიტიკური ინტერესები. კარლოს V საღვთო რომის
იმპერატორი დამარცხდა პროტესტანტიზმის წინააღმდეგ, უარი თქვა ტახტზე და ესპანეთის
სამეფო გვირგვინი თავის შვილს ფილიპეს გადასხცა, ხოლო ავსტრიის ფერნანდს.
წინააღმდეგობათა მეორე ჯგუფს წარმოადგენდა რელიგიური კონფლიქტები.
პროტესტანტულმა მიწებმა შემქნეს თავისი კავშირი- ევანგელისტური უნია. კოთოლიკეებმა
ჩამოაყალიბეს კოთოლიკეები ლიგა.

ომი ესპანეთსა და ნიდერლანდების რესპუბლიკას შორის, რომელსაც ფარულად ინგლისი


უჭედა მხარს, გრძელდებოდა 1609 წლამდე. 12წლიანი დაზავების შემდეგ ომი მაშ შორის
კვლავ განახლდა.

არეუობა რუსეთში - ივანე მრისხანის შემდეგ ადის ტახტზე ჭკუასუსტი ბორის გოდუნოვი.
მაგალითად გამოსცა ბრძანება მებატონისგან გაქცეული და გადასახედის გადაუხდელი
გლეხების ძებნა ჯერ 5, შემდეგ 15 წლით. გამოჩნდა თვითმარქვია, რომელიც თავს ივანე
მრისხანის შვილად დიმიტრად ასაღებდა თავს. პოლონელ დიდგვაროვნებს, რომლებსაც
რუსეთის დაპატრონება სურდათ, თვითმარქვიას მხარი დაუჭირეს. შეაგროვეს ჯარი და
ცრუდიმიტრი რუსეთშე შემოიჭრა. ის ტქხტზე აიყვანეს, მაგრამ დაპირებების
შეუსრულებების გამო აჯანყებების დროს დაიღუპა. ტახტზე ავიდა ვასილ შუისკი, რომელიც
მემამულეთა ინტერესების დაცვის პირობებს იძლეოდა. შუისკიმ დაამარცხა აჯანყებულები,
მაგრამ 1607 წელს პლონელებმა გამონახელს ახალი პრეტენდენტი ცრუდიმიტრი II. შეუსკიმ
ისიც დაამარცხა და ამჯერად პოლონეთმა გადაწყვიტა თვით დაეწყო ომი რუსეთის
წინააღმდეგ და დაპატონებოდა მის ტახტს. პოლონეთის ჯარებმა ალყა შემოარტყეს მოსკოვს.
სახალხო ლაშქარს სათავეში ჩაუდგა კუზმა მინინი და თავადი დ. პოჟარსკი, რომლებმაც 1612
წელს მოსკოვი გაათავისუფლეს პოლონებისაგან.

რუსეთის გადაქცევა დიდ სახელმწიფოდ

XVII-XVIII სს. მიჯნაზე რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე დამკვირდა როგორც დიდი


სახელმწიფო. მოსახლეობდა გაიზარდა 15,6-37,3 მლნ კაცამდე. უკრაინასთან დადებული
ხელშეკრულება გახდა რუსეთ-პოლონეთის 1654-1667 წწ ომის მიზეზი. უკრაინამ პლონეთმა
და ყირიმმა ერთობლივად დაიწყეს ომი რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთმა ამჯობინა
ტერიტორიული დათმობის ხარჯზე სასწაფოდ დადო ზავი შვედეთთან. უკრაინაში
შექმნილმა რთულმა სიტუაციამ რუსეთს პოლონეთთან დაადებინა ზავი.

პეტრე პირველის რეფორმები და რუსეთ-შვედეთის ომი 1700-1721 წწ


პეტრეს ასვლისთანავე ტახტზე, რუსეთი ჩათრეულოი იყო თურქეთთან ომში. 1696 წ რუსეთმა
აიყო თურქული ციხე-სიმაგრე აზოვი. ბოლოს კი თურქეთს დაუზავდა. პეტრემ გადაწყვიტა ომი
წამოეწყო შვედეთთან . მაგრამ კარლოს XIIმ ნარვას დაამარცხა ის. პეტრემ დაიწყო რეფორმების
გატარება ქვეყანაში. დაუწყო არმიის რეორგანიზაცია, სამხედრო მანუფაქტურის მშენებლობა.
გაუქმდა ბოიართა დუმა და შეიქმნა სენატი. პრიკაზების ნაცვალა კოლეგიები. ეკლესიამ
დამოუკიდებლობა დაკარგა. ქვეყანა დაიყო 8 გუბერნიად. კომლობრივი გადასახადი შეიცვალა
სულადობრივით. 1721 წ დაიდო მიშტადტის ზავი, რომლის მიხედვითაც რუსეთმა მიიღო
ფინეთის ნაწილი. რუსეთმა მიიღო გაუყინავი ნავსადგურები ბალტიის ზღვაზე. პეტრე 1721 წ
გამოცხდდა იმპერატორად.

You might also like