ტოქსიკოლოგია-2-ვარიანტი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 16

ტოქსიკოლოგიის საგამოცდო ტესტები

2 ვარიანტი

1)ფერმენტ ქოლინესთერაზის აქტივობის განსაზღვრა სისხლში


გამოიყენება, რათა დიაგნოსტირებული იქნეს:
ა)დიქლორეთანის მოწამვლა
ბ)გოგირდწყალბადით მოწამვლა
გ)ანილინით მოწამვლა
დ)ფოსფორორგანული ნივთიერებით მოწამვლა
ე)ბენზინით მოწამვლა

2)კარბოქსიჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში გამოიყენება,


რათა დიაგნოტირებული იქნეს:
ა)ანილინით მოწამვლა
ბ)გოგირდწყალბადით მოწამვლა
გ)შაბიამნით მოწამვლა
დ)ნატირუმის ნიტრატით მოწამვლა
ე)მხუთავი აირით მოწამვლა

3)ცენტრალური ნერვული სისტემის ნარკოტიკული დათრგუნვა


ვითარდება ყველა ჩამოთვლილი ნივთიერებებით მოწამვლს,
გარდა:
ა)ბარბიტურატებისა
ბ)ნარკოტიკებისა
გ)ალკოჰოლისა
დ)ფოსფორორგანული ნაერთების

4)ბენზოდიაზეპინებით მოწამვლის დროს ნაჩვენებია შემდეგი


ანტიდოტის გამოყენება:
ა)ატროპინი
ბ)პროტამინ-სულფატი
გ)ნატრიუმის ნიტრატი
დ)ფლუმაზენილი (Anexate, Romayzcon)
ე)ობიდოქსიმი (Toxogonine)

5)დარიშხანთა და მისი შემცვლელი ნაერთებით მოწამვლისას


ნაჩვენებია შემდეგი ანტიდოტის გამოყენება:
ა)ბენზილპენიცილინი(benzogel 5, benzogel 10)
ბ)ფიზოსტიგმინი
გ)უნითიოლი(DMPS)
დ)ტერბუტალინ სულფატი(Terbutaline, Brethaire, brethine,
Bricanyli)
ე)ფიტომენადიონი
6)გველგესლას შხამი გამოწვეული მოწამვლების დროს
ნაჩვენებია შემდეგი ანტიდოტის გამოყენება:
ა)აცეტილცისტეინი
ბ)დეფეროქსამინი (Desferal)
გ)ტეტაცინ კალციუმი(Chelatom, EDTA, Calcum disodium,
Edatacal, Edathamil calcium disodium)
დ)გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური ანუ
მონოვალენტური შრატი
ე)ფენტოლამინი(Regitine, vasomax)

7)წამლის მიერი ჰიპერთერმიის დროს ნაჩვენებია შემდეგი


ანტიდოტის გამოყენება:
ა)სუქციმერი(Chemet)
ბ)დანტროლენი(Dantriun)
გ)ბენზილპენიცილინი(benzogel 5, benzogel 10)
დ)ეთილის სპირტი
ე)ატროპინი

8)თეთრი შხამა სოკოს ტოქსინები უპირატესად მოქმედებენ:


ა)ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე
ბ)კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე
გ)ღვიძლზე
დ)თირკმელებზე
ე)ყველა ჩამოთვლილზე

9)თეთრი შხამა სოკოთი მოწამვლის კლინიკური ნიშნები


ყველაზე ხშირად გამოვლინდება მიღებიდან:
ა) 1საათში
ბ)1-3საათში
გ)4-6საათში
დ)7-12საათში
ე)13-24საათში

10)მარიხუანას მოქმედება ვლინდება


ა)ეიფორიით
ბ)მოჭარბებული მოტორული აქტივობით
გ)აბსტინენციის არარსებობით
დ)ყველა ჩამოთვლილით

11)მწვავე მოწამვლის ტოქსიკოგენურ ფაზაში დიალიზის


ჩვენებაა:
ა)ღვიძლის მწვავე უკმარისობა
ბ)ქრონიკული პიელონეფრიტი
გ)თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამწვავება
დ)ისეთი ნივთიერებებით მოწამვლა რომლებიც კარგად
გამოიყოფიან თირკმლებით

12)ხანძრის დროს განვითარებულ ინჰალაციური მოწამვლის


შემთხვევაში ახალშობილისათვის გაწეული პირველადი
დახმარება მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
1.ბავშვის განთავისუფლება საფენებისგან
2.ხელოვნური ან დამატებითი ვენტილაციის უზრუნველყოფა
3.დაზიანებული ზედაპირის დამუშავება
4.გაუტკივარება
5.ჟანგბადით უზრუნველყოფა
6.ბავშვის გამოყვანა შემთხვევის ადგილიდან.
ა)სწორი პასუხია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
ბ)სწორი პასუხია ყველა გარდა 1 და 6-ისა
გ)სწორი პასუხია ყველა გარდა 3, 4 და 6-ისა
დ)სწორი პასუხია ყველა გარდა 2 და 5-ისა
ე)სწორი პასუხია ყველა გარდა 4-ისა

13)ბავშვებში, ენდოსკოპიური კვლევის მონაცემები


ობიექტურად ითვლება შემდეგი მოწამვლის დროს:
ა)ნაფტალინით და ეფედრინით
ბ)ფეროცირონით
გ)ძმარმჟავით
დ)საღებავებით
ე)დიდი რაოდენობით ტაბლეტის მიღებისას

14)ბავშვთა მოწამვლის დროს , თირკმლის მხრივ ყველაზე


ხშირად ვლინდება შემდეგი ცვლილებები:
ა)ტოქსიკური ნეფროპათია
ბ)თირკმლის მწვავე უკმარისობა
გ)ნეფრონეკროზი
დ)პიგმენტური ნეკროზი
ე)ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

15)ფორსირებული დიურეზი სოკოთი მოწამლულ ბავშვებში


უკუნაჩვენებია:
ა)ღვიძლის კომის დროს
ბ)სისხლძარღვშიდა ჰემოლიზის დროს
გ)ჰემატურიის დროს
დ)ანურიის დროს
ე)ყველა ზემოთ ჩამოთვლილის დროს
16)თეთრი შხამათი მოწამვლის წამყვანი სინდრომია:
ა)კრუნჩხვითი სინდრომი
ბ)ფილტვის შეშუპება
გ)თირკმლის მწვავე უკმარისობა
დ)ღვიძლის მწვავე უკმარისობა

17)ტუტეებით მოწამვლის დროს სუნთქვის მოშლის წამყვანი


ფორმაა:
ა)ობსტრუქციულ -ასპირაციული ფორმა
ბ)ნევროგენული ფორმა
გ)ფილტვის ფორმა
დ)სისხლის მიერ ჟანგბადის ტრანსპორტის ფუნქციის დარღვევა

18)უცნობი ეტიოლოგიის მოწამვლის შემთხვევაში კუჭის


ამორეცხვას ატარებენ:
ა)სუფთა წყლით
ბ)კალიუმპერმანგანატის ხსნარით
გ)სოდიანი ხსნარით
დ)გააქტივებული ნახშირიანი წყლით

19)მოწამლულ ბავშვებში ღებინების გამოსაწვევად არ იხმარება:


ა)სუფრის მარილის ხსნარი
ბ)წყალი
გ)აპომორფინი
დ)"თითის ჩაყოფა"

20)ბრადიკარდია ახასიათებს:
ა)სპირტით მოწამვლას
ბ)საგულე გლიკოზდებით მოწამვლას
გ)ატროპინით მოწამვლას
დ)ნიკოტინით მოწამვლას
ე)ნავთობ პროდუქტით მოწამვლას

21)კანის ჰიპერემიას, ჰალუცინაციებს, გუგების გაფართოებას


იწვევს:
ა)მაისის შროშანთ მოწამვლა
ბ)ლენცოფით მოწამვლა
გ)საყოფაცხოვრებო ქიმიის აპარატები
დ)ცხვირის სატეხელათი (ადონისით) მოწამვლა

22)ბავშვის ორგანიზმის წყლის ბალანსზე მსჯელობენ:


ა)ჰემოგლობინის დონით
ბ)ბავშვის წონით
გ)ჰემატოკრიტით
დ)ყველა ჩამოთვლილით

23)ბავშვის პრეორალური მოწამვლის შემთხვევაში პირველ


რიგში უნდა ჩატრდეს:
ა)ფორსირებული დიურეზი
ბ)საფაღარათო საშუალებების შეყვანა
გ)სიფონის ოყნა
დ)კუჭის ამორეცხვა

24)ასპირინით მოწამვლას არ ახასიათებს:


ა)ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება
ბ)სუნთქვის გახშირება
გ)სისხლის დენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან,
იშვიათად კანქვეშა სისხლჩაქცევები
დ)სოპორი, კომა
ე)ჰიპოგლიკემია

25)მიუთითეთ ხსნარი რომლითაც უნდა ამორეცხონ კუჭი


კალიუმპერმანგანატით მოწამვლისას:
ა)ასოკორბინმჟავას 1%-იანი ხსნარით
ბ)ტანინის 3%-იანი ხსნარით
გ)ლიმონმჟავას 1%-იანი ხსნარით

26)რომელი სოკოღ მოწამვლას ახასიათებს ძალზე მძიმე


მიმდინარეობა და არაკეთილსაიმედო პროგნოზი?
ა)ადგილობრივი სოკოთი, რომელიც შეიცავს ნივთიერება
რიზოიდინს
ბ)ფალოიდინის შემცველი ჰეპატოტროპული სოკოთი
გ)მუსკარინის შემცველი სოკოთი, რომელსაც ახასიეთებს
ნეიროტროპული მოქმედება

27)მკვეთრი ეფექტი მხუთავი აირით მოწამვლის შემთხვევაში


ახასიეთებს:
ა)ოქსიგენაცია 100%-იანი ჟანგბადით სანამ
კარბოქსიჰემოგლობინის შემცველობა დაიწევს უხიფათო
დონემდე(10%) ჰიპერბარიულ ოქსიგენაციას
ბ)კრანოცერებრულ ჰიპეთერმიას
გ)სისხლის შენაცვლებით გადასხმას
დ)ფორსირებულ დიურეზს

28)ამიტრიპტილინით მძიმე მოწამვლის გამოვლინებაა:


ა)კომა, ბრადიკარდია, მეორე ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური
ბლოკადა
ბ)კომა, ნორმორითმია ან ტაქიკარდია, გულის სრული
პარკუჭშიდა ბლოკადა
გ)ცნობიერების არევა, სმენითი ჰალუცინაციები, მიოზი,
ტაქიარითმია, პარკუჭოვანი ექსტრეასისტოლია
დ)ძილიანობა, დეზორიენტაცია, ნორმორითმია ან ტაქიკარდია
ე)სოპორი, ქოლინოლითური სინდრომი, კრუნჩხვითი
სინდრომი, ტაქიკარდია, წინაგულ-პარკუჭოვანი ან პარკუჭშიდა
გამტარებლობის შეფერხება

29)ტრიციკლური ანტიდეპრეანტებით მოწამვლის დროს კუჭის


ამორეცხვა ტარდება:
ა)პირველ 6 საათში ერთჯერადად
ბ)თუ ვლინდება მოწამვლის ნიშნები ერთჯერადად
მიუხედავად წამლის მიღებიდან გასული დროისა
გ)პირველ დღე-ღამეს ყოველ 3 საათში
დ)ყოველ 3 საათში, მოწამვლის ნიშნების გაქრობამდე

30)ეთილის სპირტის რეზორბაცია ხორციელდება ძირითადად:


ა)კუჭში
ბ)წვრილ ნაწლავში
გ)თანაბრად კუჭში და წვრილ ნაწლავში

31)ალკოჰოლური ნოტოქსიკაციის დეტოქსიკაციის მეთდებია:


1)კუჭის ამორეცხვა
2)ინფუზიური თერაპია
3)ფორსირებული დიურეზი
4)ნაწლავთა გაწმენდა
5)ჰემოსორბცა
6)ჰემოდიალიზი
ა)ყველა ჩამოთვლილი
ბ)სწორია 1,3,4
გ)სწორია 1,2,5,6
დ)სწორია1,2,3

32)სოკოთი მოწამვლის დროს კუჭის ამოროეცხვა ზონდით


ნაჩვენებია:
ა)პირველ 2 საათში
ბ)3-6 საათში
გ)6-12 საათში
დ)12-24 საათში
ე)სოკოს მიღებიდან გასული დროის მოუხედავად

33)დიქლორეთანის მოწამვლისთვის დამახასიათებელია კუჭ-


ნაწლავის ტრაქტის დაზიანების შემდეგი გამოვლენა ,გარდა
ერთისა:
ა)განმეორებითი ღებინება ნაღვლის ნარევით
ბ)შეტევითი ტკივილები მუცელში
გ)თხელი ფაფისებური განავალი
დ)ნაწლავების ატონია

34)თეთრი შხამა სოკოთი მოწამვლის დროს ვლინდება ყველა


კლინიკური სინდრომი გარდა:
ა)ტოქსიკური ენცეფალოპათიისა
ბ)გასტროენტერიტისა
გ)ჰეპატოპათიისა
დ)ნეფროპათიისა
ე)კარდიოპათიისა

35)თეთრი შხამათი მოწამვლის სპეციფიური პათოგენეტიური


თერაპიის საშუალებაა:
ა)ლიპოის მჟავა
ბ)ესენციალე
გ)აცეტილცისტეინი
დ)უნითიოლი
ე)ტოკოფეროლი
36)ნარკოტიკებით მოწამვლის დროს სუნთქვის მოშლის
წამყვანი პათოგენეტიკური ფაქტორია:
ა)სუნთქვის კუნთების ფუნქციის მოშლა
ბ)ობტურაციულ-ასპირაციული მოშლილობანი
გ)სუნთქვის დათრგუნვა და დამბლა
დ)ფილტვის მიკროცირკულაციის დარღვევა

37)ნარკოტიკებით მოწამვლის სპეციფიური თერაპიაა:


ა)კოფეინის შეყვანა
ბ)ბემეგრიდის შეყვანა
გ)ნალორფინის შეყვანა
დ)ეფედრინის შეყვანა

38)ნახშიროჟანგის ტოქსიკური მოქმედება ხორციელდება:


ა)პირადაპირი ნარკოტიკული მოქმედებით თავის ტვინის
ქერქზე
ბ)პირადპირი ნეფროტოქსური მოქმედებით
გ)ნახსირჟანგის შეერთებით ჰემოგლობინთან
დ)პირდაპირი ჰეპატოტოქიური მოქმედებით
39)ნახშირჟანგით მოწამვლის პათოგენეზში მთავარია:
ა)ლიპიდების ზეჟანგვა
ბ)ლეტალური სინთეზი
გ)თავის ტვინის ჰიპოქსია
დ)მწვავე ჰემოლიზი
ე)ფილტვების ალვეოლების დაზიანება

40)სიცოცლესთან შეუთავსებელი დონეა


კარბოქსიჰემოგლობინის:
ა)30%-ზე მეტი
ბ)40%-ზე მეტი
გ)50%-ზე მეტი
დ)60%-ზე მეტი
ე)70-80%-ზე მეტი

სწორი პასუხები -2 ვარიანტი


1-დ 16- დ 31-დ

2-ე 17- ა 32-ე

3-დ 18- დ 33-დ

4- დ 19- გ 34-ე

5- გ 20- ბ 35-ა

6- დ 21- ბ 36-გ

7- ბ 22- დ 37-გ

8- გ 23- დ 38-გ

9- დ 24- ა 39-გ

10- დ 25- ა 40-დ

11- დ 26-ბ

12- ა 27-ა

13- გ 28-ბ

14- ა 29-დ

15- დ 30-ბ

You might also like