Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 36

შპს „საქაერონავიგაცია“

ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების


უსაფრთხოების შეფასება

2022
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

დოკუმენტის შემუშავება

თანამდებობა სახელი, გვარი თარიღი


ხელმოწერა
შემუშავებულია უსაფრთხოების
შეფასების
სპეციალისტი
შემუშავებულია უსაფრთხოების
შეფასების
სპეციალისტი
შეთანხმებულია ცვლილების
ინიციატორი
შეთანხმებულია უსაფრთხოების
შეფასების
კოორდინატორი
დამტკიცებულია ფრენების
უსაფრთხოების
მენეჯერი

უსაფრთხოების მოთხოვნები შესრულებულია, რისკები მისაღებია და ცვლილება არის


უსაფრთხო

თანამდებობა სახელი, გვარი თარიღი


ხელმოწერა
დანერგვა ცვლილების
ნებადართულია ორგანიზატორი

2
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

დოკუმენტში ცვლილებათა შეტანის ცხრილი

ცხრილში თანმიმდევრულად მოცემულია ყველა ის ცვლილება, რომელიც შეტანილ იქნა


დოკუმენტში.

გამოცემის გამოცემის შეცვლილი


ცვლილების მიზეზი
ნომერი თარიღი გვერდები

1.0 პირველადი რედაქცია

3
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

აბრევიატურები და აკრონიმები

ACC – Area Control Center


AFIS – Aerodrome Flight Information Service
AFTN – Aeronautical Fixed Telecommunication Network
AGL – Above Ground Level
APP – Approach Control
ATC – Air Traffic Controller
CTR – Control Zone
CHMI – CFMU (Collaboration) Human Machine Interface
CWP – Controller Working Position
EXE – Executive Controller - მეთვალყურე
FDP – Flight Data Processing
FIR – Flight Information Region
FDD – Flight Data Display
FIS – Flight Information Service
FRA – Free route airspace
IP – Internet Protocol
LAN – Local Area Network
OLDI – On-line Data Interchange
PLN – Planner Controller - მეთვალყურე ასისტენტი
SDD – Situation Data Display
SPV – Supervisor
TEFS – Tower Electronic Flight Strip
TMA – Terminal Area
TWR – Tower
UHV – Ultra High Frequency
VCS – Voice Communication System
VHF – Very High Frequency
ვფწ – ვიზუალური ფრენის წესები
რც – რაიონული ცენტრი
ფხ – ფრენების ხელმძღვანელი
სმმ – საჰაერო მოძრაობის მართვა
სფწ – სახელსაწყო ფრენის წესები

4
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

სარჩევი

დოკუმენტის შემუშავება........................................................................................................................2
დოკუმენტში ცვლილებათა შეტანის ცხრილი....................................................................................3
აბრევიატურები და აკრონიმები............................................................................................................4
1. შესავალი...............................................................................................................................................7
2. ამოცანები და მიზნები.......................................................................................................................7
3. ფუნქციონალურ სისტემაში ცვლილების დეტალური აღწერა...................................................8
3.1. არსებული ფუნქციონალური სისტემის აღწერა......................................................................8
3.1.1. საჰაერო სივრცის სტრუქტურა და მომსახურება..............................................................8
3.1.2. ხმოვანი კომუნიკაციის საშუალებები.................................................................................9
3.1.3. საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურების მარეგულირებელი დოკუმენტები.....10
3.1.4. ხმოვანი კომუნიკაციის სისტემა GAREX 220 VCCS მომხმარებლის ინტერფეისი.....11
3.2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების გარემო ცვლილების შემდეგ......................................12
3.2.1. საჰაერო სივრცის სტრუქტურა ცვლილების შემდეგ......................................................12
3.2.2. საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურების მარეგულირებელი დოკუმენტები
ცვლილების შემდეგ.......................................................................................................................12
3.2.3. კომუნიკაციის საშუალებები ცვლილების შემდეგ.........................................................12
3.2.4. ხმოვანი კომუნიკაციის სისტემა SITTI Multifono M800IP მომხმარებლის ინტერფეისი
ცვლილების შემდეგ.......................................................................................................................12
3.2.5. სამუშაო ადგილის აღწერა ცვლილების შემდეგ.............................................................13
3.3. SITTI Multifono M800 IP-ის უპირატესობები ვერსია GAREX 220 VCCS-თან შედარებით14
3.4. ახალი ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის დანერგვა..............................................................14
3.4.1. ცვლილების დანერგვის თარიღი.......................................................................................14
3.4.2. სწავლებები............................................................................................................................15
3.4.3. საკომუნიკაციო სისტემის მტყუნება.................................................................................15
3.5. დაინტერესებული მხარეები.....................................................................................................16
4. საფრთხეების გამოვლენა და რისკების შეფასება........................................................................17
4.1. იდენტიფიცირებული საფრთხეები.........................................................................................17
4.2 შემარბილებელი ღონისძიებები...............................................................................................23
5. ცვლილების მონიტორინგი.............................................................................................................27
6. უსაფრთხოების მოთხოვნები..........................................................................................................28
7. დასკვნა...............................................................................................................................................29
8. უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების და წარდგენის გეგმა–გრაფიკი.........................30
დანართი 1...............................................................................................................................................32
დანართი 2...............................................................................................................................................33
დანართი 3...............................................................................................................................................34

5
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

დანართი 4...............................................................................................................................................35

6
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

1. შესავალი

ხმოვანი კავშირის სისტემა SITTI Multifono M800IP გამოიყენება საჰაერო მოძრაობის


მომსახურებისას “მიწა-მიწა” და “მიწა-ჰაერი” ხმოვანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.

დაგეგმილი ცვლილების ფარგლებში ქუთაისის კოშკურის მეთვალყურის და


მეთვალყურე-ასისტენტის სამუშაო პოზიციებზე, საჰაერო მოძრაობის მართვის ხმოვანი
კავშირის არსებული სისტემა GAREX 220 VCCS ჩანაცვლდება SITTI Multifono M800IP
ხმოვანი კავშირის სისტემით.

2. ამოცანები და მიზნები

მოცემული ცვლილების ამოცანაა მოხდეს ხმოვანი კავშირის მოძველებული


ანალოგური სისტემის ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის ციფრულ/ანალოგური
სისტემით. ახალი სისტემით შესაძლებელი იქნება სწრაფი კავშირის და გადაუდებელი
კავშირის დამყარება ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულთან, რის
საშუალებასაც დღეს არსებული სისტემა არ იძლევა.

სისტემის ახალი და განახლებული ფუნქციები ხელს შეუწყობს უსაფრთხოების


გაუმჯობესებას და გაუადვილებს ქუთაისის კოშკურის მეთვალყურეებს სამუშაო პროცესს,
რათა მოხდეს საჰაერო მოძრაობის დროული, უსაფრთხო და ეფექტური მართვის
უზრუნველყოფა, რაც წარმოადგენს აღნიშნული ცვლილების მიზანს.

7
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

3. ფუნქციონალურ სისტემაში ცვლილების დეტალური აღწერა


3.1. არსებული ფუნქციონალური სისტემის აღწერა
3.1.1. საჰაერო სივრცის სტრუქტურა და მომსახურება

ქუთაისის სამეთვალყურეო არე (CTR), მიეკუთვნება “C კლასის” კონტროლირებად


საჰაერო სივრცეს. ქუთაისის კოშკურის მეთვალყურე უზრუნველყოფს სმმ-ის
მომსახურებას ქუთაისის სამეთვალყურეო არეში, რომელიც განსაზღვრულია 6 საზღვაო
მილის რადიუსზე (DVOR KTS-დან) და მიწის დონიდან, ზევით 1500 ფუტამდე (MSL) (იხ.
სურათი 1).

სურათი 1

კოშკურის მეთვალყურეების პასუხისმგებლობას წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის


მართვის მომსახურების უზრუნველყოფა შეჯახების თავიდან აცილების მიზნით სხ-ებს
შორის ქუთაისის CTR არეში, სხ-ებს შორის სამანევრო ფართობზე, სხ-ებს შორის
რომლებიც ასრულებენ აფრენა-დაფრენას, სხ-ებს და სპეცავტოტრანსპორტს შორის
სამანევრო ფართობზე.

8
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

3.1.2. ხმოვანი კომუნიკაციის საშუალებები

ქუთაისის კოშკურის მეთვალყურეები სმმ-ის მომსახურებისას იყენებენ შემდეგ საკომუნიკაციო


საშუალებებს:

- GAREX 220 VCCS ხმოვანი კავშირის სისტემა, რომელიც გამოიყენება საჰაერო


ხომალდებთან, მომიჯნავე სექტორებთან, მორიგე ინჟინერთან, მეტეოროლოგიურ,
ბრიფინგის და სხვა სამსახურებთან „მიწა-ჰაერი” და „მიწა-მიწა” კავშირის
უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აღჭურვილობა განთავსებულია კოშკურის
მეთვალყურის და მეთვალყურე-ასისტენტის სამუშაო პოზიციებზე;
- Motorola CM140 პირდაპირი კავშირის რადიოსადგური, რომელიც გამოიყენება
აეროდრომის სამსახურთან, აეროპორტის ოპერირების სამსახურთან,
სახანძრო/სამაშველო სამსახურთან, აეროპორტის საავიაციო უშიშროების და სხვა
სამსახურებთან „მიწა-მიწა“ კავშირის უზრუნველსაყოფად; აღნიშნული
რადიოსადგური განთავსებულია მეთვალყურის სამუშაო პოზიციის მარცხენა
მხარეს;
- JOTRON RRC 7700 რადიოსადგურის მართვის პულტი, რომელიც წარმოადგენს
რადიოკავშირის ძირითადი GAREX 220 VCCS -ის სარეზერვო საშუალებას და
გამოიყენება მისი გაუმართაობის შემთხვევაში „მიწა–ჰაერი“ კომუნიკაციის
უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მართვის პულტი განთავსებულია მეთვალყურის
სამუშაო პოზიციის მარჯვენა მხარეს;
- JOTRON MK II რადიოსადგურის მართვის პულტი, რომელიც წარმოადგენს
სარეზერვო JOTRON RRC 7700-ის სარეზერვო საშუალებას, მას გააჩნია
დამოუკიდებელი რადიო სადგური და გამოიყენება ძირითადი და სარეზერვო
რადიო სადგურების გაუმართაობის შემთხვევაში „მიწა–ჰაერი“ კომუნიკაციის
უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მართვის პულტი განთავსებულია მეთვალყურის
სამუშაო პოზიციის მარჯვენა მხარეს;
- უსადენო ტელეფონი (ნომრით 391)- ძირითადი „მიწა-მიწა“ კავშირის GAREX 220
VCCS-ის სარეზერვო საშუალება, რომელიც გამოიყენება მისი გაუმართაობის
შემთხვევაში, აღნიშნული ტელეფონი განთავსებულია მეთვალყურის სამუშაო
პოზიციის მარჯვენა მხარეს;
- სადენიანი ტელეფონი (ნომრით 270) - გამოიყენება ძირითადი „მიწა-მიწა“ კავშირის
GAREX 220 VCCS-ის და სარეზერვო უსადენო სატელეფონო კავშირის (391)
გაუმართაობის შემთხვევაში. აღნიშნული ტელეფონი განთავსებულია
მეთვალყურის სამუშაო პოზიციის მარჯვენა მხარეს;
- ინტეგრირებული კავშირის ერთიანი სისტემა (საავარიო შეტყობინების გადაცემის
პულტი) - გამოიყენება ავარიული მდგომარეობის დროს სწრაფი შეტყობინების
გადასაცემად შემდეგი სამსახურებისთვის: აეროდრომის მიწისზედა ოპერირების
სამსახური, სახანძრო/სამაშველო სამსახური, საავიაციო უშიშროების სამსახური,
სამედიცინო სამსახური. აღნიშნული პულტი განთავსებული მეთვალყურის
სამუშაო პოზიციის მარჯვენა მხარეს.

9
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

ქუთაისი კოშკურაზე, მეთვალურის და მეთვალყურე-ასისტენტის პოზიციებზე


არსებული ყველა სისტემის და დამაკავშირებელი კომპონენტების განლაგება მოცემულია
სურათი 2-ში არსებულ სქემაზე. სქემაზე წითლადაა ნაჩვენები დღეს არსებული GAREX
220 VCCS სისტემა, შემადგენელი კომპონენტებით.

სურათი 2

3.1.3. საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურების მარეგულირებელი


დოკუმენტები

ქუთაისის სამეთვალყურეო არეში საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევა ხდება


სახელმწიფო, ICAO, EUROCONTROL და ადგილობრივ მარეგულირებელ დოკუმენტებზე
დაყრდნობით:

საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახური ხელმძღვანელობს შემდეგი დოკუმენტებით:

- საქართველოს საჰაერო კოდექსი;


- საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებული (AIP);
- მინისტრის ბრძანება № 70 “საქართველოს საჰაერო სივრცეში მომსახურების
სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ”
- საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბრძანება № 113-ით
დამტკიცებული “ფრენის წესები საქართველოს საჰაერო სივრცეში”
- მინისტრის ბრძანება № 27 “რადიოკავშირის წესებისა და ფრაზეოლოგიის
საერთაშორისო ხაზებზე დამტკიცების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის დადგენილება № 276 “საქართველოს საჰაერო სივრცის
სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ”
- Doc. 4444/ATM/501/15 - PANS-ATM – Procedures for Air Navigation Services;
- ურთიერთქმედების პროცედურები შესაბამის მომიჯნავე სექტორებთან (LoAs);
- შესაბამისი ადგილობრივი ინსტრუქციები;
10
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

- საავარიო და საგანგებო მდგომარეობის მართვის სახელმძღვანელოები და


საკონტროლო ჩამონათვალი;
- საჰაერო მოძრაობის მართვის “საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა”.

3.1.4. ხმოვანი კომუნიკაციის სისტემა GAREX 220 VCCS მომხმარებლის


ინტერფეისი

ქუთაისის კოშკურის სამუშაო ადგილზე არსებული ხმოვანი კომუნიკაციის სისტემა


GAREX 220 VCCS თითოეული სამუშაო პოზიციისათვის (მეთვალყურე და მეთვალყურე-
ასისტენტისათვის) წარმოდგენილია იდენტური ინტერფეისით, რომელიც მორგებულია
ქუთაისის კოშკურის საოპერაციო მოთხოვნებზე.

სისტემის ინტერფეისი დაყოფილია შემდეგ ჯგუფებად:

1. საათის პანელი
2. რადიო სიხშირის პანელი
3. ხმის დონის ინდიკატორი
4. მიმდინარე კავშირის პანელი
5. რიგში მყოფი შემომვალი ზარების პანელი
6. სწრაფი დარეკვის პანელი
7. ფუნქციური პანელი
8. ტელეფონის პანელი

კონფიგურაციის დეტალური აღწერა თითოეული სამუშაო ადგილისთვის მოცემულია


სურათი 3-ში.

11
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

სურათი 3

3.2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების გარემო ცვლილების შემდეგ


3.2.1. საჰაერო სივრცის სტრუქტურა ცვლილების შემდეგ

ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის ცვლილებას არ გააჩნია ზეგავლენა საჰაერო სივრცის


სტრუქტურაზე. ქუთაისის სამეთვალყურეო არეში საჰაერო სივრცის ორგანიზება რჩება
უცვლელი შესაბამისი (C) კლასით, მომსახურებით და პირობებით.

3.2.2. საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურების მარეგულირებელი


დოკუმენტები ცვლილების შემდეგ

ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის ცვლილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არსებულ


ადგილობრივ მარეგულირებელ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების
აუცილებლობა. მოხდება ყველა შესაბამისი დოკუმენტის გადახედვა და საჭიროების
შემთხვევაში მათი განახლება.

3.2.3. კომუნიკაციის საშუალებები ცვლილების შემდეგ

ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის ცვლილების შემდეგ ქუთაისის ტაუერის სამუშაო


ადგილებზე არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობების (ტელეფონი, მიკროფონი)
განლაგება რჩება უცვლელი.

ახალი საკომუნიკაციო სისტემა SITTI Multifono M800IP მეთვალყურის პოზიციისათვის


განთავსდება ადზ-ს შუქ-სასიგნალო სისტემის პულტის მარჯვენა მხარეს, ხოლო
მეთვალყურე ასისტენტისათვის, INDRA-ს სტრიპ პრინტერის მარცხენა მხარეს.

3.2.4. ხმოვანი კომუნიკაციის სისტემა SITTI Multifono M800IP მომხმარებლის


ინტერფეისი ცვლილების შემდეგ

ძველი სისტემის მსგავსად ახალი ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის SITTI Multifono


M800IP მომხმარებლის ინტერფეისი თითოეული სამუშაო პოზიციისათვის შერჩეულია
იდენტურად.

სისტემის ინტერფეისი დაყოფილია შემდეგ ჯგუფებად, რომელიც საერთოა ყველა


მომხმარებლისთვის:

A. რადიოკავშირის პანელი
B. პირდაპირი კავშირის პანელი
C. შიდა სისტემური კავშირის პანელი / ტელეფონი

12
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

D. დამატებითი ფუნქციების პანელი


E. მართვის პანელი
კონფიგურაციის დეტალური აღწერა თითოეული სამუშაო ადგილისთვის მოცემულია
დანართი 4-ში.

3.2.5. სამუშაო ადგილის აღწერა ცვლილების შემდეგ

ქუთაისის კოშკურის სამუშაო ადგილები აღიჭურვება შემდეგი მოწყობილობებით:

- მრავალი დანიშნულების სენსორული პულტი;


- შემაერთებელი კოლოფი;
- შემაერთებელი პანელი;
- დინამიკი;
- მიკროფონის დამჭერი
- ტელეფონის ყურმილი დამჭერით
- ყურსასმენი Push-to Talk ღილაკით;
- ციფრული საათი.

ქუთაისის კოშკურის სამუშაო პოზიციების აღჭურვა მოხდება შემდეგი სქემის


მიხედვით (იხ. სურათი 4). სქემაზე წითლადაა ნაჩვენები SITTI Multifono M800IP სისტემის
განთავსება სამუშაო პოზიციებზე თავისი შემადგენელი კომპონენტებით.

სურათი 4

13
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

3.3. SITTI Multifono M800 IP-ის უპირატესობები ვერსია GAREX 220 VCCS-
თან შედარებით

ხმოვანი კომუნიკაციის სისტემა SITTI Multifono M800 IP-ს აქვს ციფრული და


ანალოგური სიხშირის მხარდაჭერა, განსხვავებით დღეს არსებულ GAREX 220 VCCS-გან,
რომელსაც მხოლოდ ანალოგური სიხშირის დამუშავება შეუძლია. ასევე SITTI-ს სისტემის
უპირატესობებია პირდაპირი კავშირი (სატელეფონო სადგურის გამოყენების გარეშე) ამ
სისტემაში ჩართულ ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულთან, როგორიცაა მომიჯნავე
სექტორები, ფრენების ხელმძღვანელი, მეტეო დამკვირვებელი, ბრიფინგ ოფიცერი,
მორიგე ინჟინერი თუ სხვა, რომელთანაც სწრაფ კავშირს დიდი ზეგავლენა აქვს ფრენების
უსაფრთხოებაზე, ასევე სისტემას აქვს გადაუდებელი კავშირის (Hot line) ღილაკი,
რომლითაც შესაძლებელია ზარის დაყოვნების გარეშე კავშირი ზემოთ ხსენებულ
სტრუქტურულ ერთეულებთან, რაც ახალი სისტემის მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
არსებულ GAREX 220 VCCS-ის სისტემას არ გააჩნია მსგავსი მხარდაჭერა, რადგანაც ყველა
მიწა/მიწა კავშირი ხორციელდება ცალკე მდგომი სატელეფონო სადგურის გამოყენებით.

SITTI-ის მომხმარებლის სენსორული ეკრანი სრულიად განსხვავდება არსებული


GAREX-ის ეკრანისგან, როგორც ფუნქციურად, ისე ვიზუალურად. არსებული GAREX
სისტემა ფიქსირებულია, განსხვავებით SITTI-საგან, რომელიც დამაგრებულია მოძრავ
კრონშტეინზე, რაც საშუალებას იძლევა იყოს უფრო მოქნილი და ერგონომიული.

ორ სისტემას შორის არსებული საერთო ფუნქციები შეიძლება შეგვხვდეს


განსხვავებული სახელით, ან განსხვავებულ ადგილზე, გარდა სიხშირეების პანელისა,
რომელიც ორივე სისტემაში განთავსებულია ეკრანის მარცხენა სვეტში, თუმცა
სიხშირეების პანელში, ნაცვლად არსებული ქუთაისის კოშკურის 2 ანალოგური
სადგურისა (ძირითადი და სარეზერვო), გვხვდება დამატებით ციფრული სადგურები.

მიუხედავად არსებულ და ახალ სისტემას შორის დიდი სხვაობისა, ინტერფეისი ახალ


სისტემაში არის მეტად დახვეწილი, ფუნქციონალური და ერგონომიული, რაც
გააუმჯობესებს მეთვალყურის მუშაობის ხარისხს.

3.4. ახალი ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის დანერგვა


3.4.1. ცვლილების დანერგვის თარიღი

ქუთაისის კოშკურაზე მეთვალყურისა და მეთვალყურე-ასისტენტის პოზიციებზე


ხმოვანი კომუნიკაციის სისტემა SITTI Multifono M800IP-ის დანერგვა დაგეგმილია
დანერგვის თარიღი

სისტემის ცვლილებისას უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპების დაცვა:

 საუკეთესო დროის შერჩევა (დაბალი საჰაერო ნაკადი, დღის ნათელი პერიოდი,


ამინდი, და ა.შ.);
14
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

 სარეზერვო სისტემების არსებობა (როგორც ფიზიკურად, ასევე პროცედურულად)


 შესაბამისი მომსახურე პერსონალის მიერ გადასვლის პროცესის მუდმივი
კონტროლი

3.4.2. სწავლებები

სწავლების გეგმა სმმ პერსონალისთვის შემუშავებული იქნება შემდეგი პრინციპების


დაცვით:

- სწავლება უნდა შემუშავდეს ქუთაისის კოშკურაზე დაშვების მქონე ყველა


მეთვალყურისათვის
- სწავლება უნდა შედგებოდეს SITTI Multifono M800IP-ის დანერგვის შედეგად
გამოწვეული ყველა ფუნქციონალური სისტემის ცვლილების შესახებ;
- სასწავლო მასალა უნდა მომზადდეს SITTI Multifono M800IP-ის სახელმძღვანელოზე
და სამუშაო პროცედურებზე დაყრდნობით;
- სწავლება უნდა მოიცავდეს კომუნიკაციის სარეზერვო საშუალებების გამოყენების
პროცედურებს.

3.4.3. საკომუნიკაციო სისტემის მტყუნება

ხმოვანი კომუნიკაციის მთავარი სისტემის და ამავდროულად ყველა სათადარიგო


საშუალებების მტყუნების შემთხვევაში, ძალაში შედის საგანგებო ვითარებაში სმმ-ის
სამსახურის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურები.

მთავარი ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის SITTI Multifono M800IP გაუმართაობისას


“მიწა-ჰაერი” და “მიწა-მიწა” კავშირის უზრუნველსაყოფად გამოიყენება სათადარიგო
საკომუნიკაციო საშუალებები, რომლებიც უნდა იყოს მუდმივად გამართულ
მდგომარეობაში, შესაბამისი კვების წყაროთი უზრუნველყოფილი:

- სარეზერვო ხმოვანი კომუნიკაციის სისტემა JOTRON RRC 7700 და JOTRON MK II


“მიწა-ჰაერი” კავშირისთვის;
- სარეზერვო უსადენო (ტელეფონის ნომრით 391) და სადენიანი (ტელეფონის
ნომრით 270) ტელეფონები “მიწა-მიწა” კომუნიკაციისათვის.

ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის SITTI Multifono M800 IP მტყუნების შემთხვევაში


ქუთაისის კოშკურის მეთვალყურემ და მეთვალყურე ასისტენტმა უნდა შეძლონ მარტივად
გადასვლა სათადარიგო სისტემებზე. „მიწა-ჰაერის“ კავშირის სისტემების JOTRON RRC
7700 და JOTRON MK III სამუშაო რეჟიმში მოყვანა ხდება მოწყობილობაზე არსებული
სპეციალური ღილაკის მეშვეობით, ხოლო „მიწა-მიწა“ კავშირისათვის საჭირო სარეზერვო
ტელეფონები ჩართულია მუდმივ რეჟიმში. სარეზერვო „მიწა-მიწა“ კავშირისთვის საჭიროა
დადგინდეს და გამოიცეს სატელეფონო ნომრების ცნობარი, რომელშიც მოცემული იქნება
ყველა საჭირო სატელეფონო ნომერი, რათა მოხდეს საჰაერო მართვის უსაფრთხოების
უზრუნველყოფა და არ შეფერხდეს სამუშაო პროცესი.

15
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

3.5. დაინტერესებული მხარეები


ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის პროექტის დაწყებისას უსაფრთხოების შეფასებაზე
მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა აღნიშნული ცვლილების შესწავლა და
გაანალიზება დაინტერესებულ მხარეებთან მიმართებაში და მსჯელობების შედეგად
დადგინა, რომ პროექტს არ გააჩნია არცერთი გარე დაინტერესებული პირი თუ ორგანო.

16
4. საფრთხეების გამოვლენა და რისკების შეფასება
4.1.იდენტიფიცირებული საფრთხეები

აღნიშნული ცვლილების დეტალური აღწერის და განსაზღვრული მტყუნების შედეგების საფუძველზე გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, სადაც
კოლექტიური მსჯელობების საფუძველზე გამოვლინდა პოტენციური საფრთხეები. საფრთხეების იდენტიფიცირების შემდეგ მოხდა მათი ზეგავლენის
შეფასება შპს „საქაერონავიგაციაში“ დანერგილი „ფრენების უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოში“ წარმოდგენილი შესაბამისი პროცედურებისა და
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №185 („სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების
ზედამხედველობის წესის“) შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ საფრთხის ზეგავლენის შეფასებისთვის გამოყენებულ იქნა ალბათობის ზეგავლენის
ხარისხობრივი მეთოდი (იხილეთ დანართი 1), საფრთხის ზეგავლენის სიმძიმის კლასის შეფასებისას გამოყენებულ იქნა სსიპ - სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოს დირექტორის ბრძანება №185-ში მოყვანილი სიმძიმის კლასიფიკაცია (იხილეთ დანართი 2), ხოლო საბოლოო რისკის ინდექსის მინიჭებისთვის
გამოყენებულ იქნა „ფრენების უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოში“ მოყვანილი რისკების მატრიცა (იხილეთ დანართი 3):

ID საფრთხე მტყუნების საფრთხის აღწერა არსებული ბარიერი ზეგავლენა ალბათობა სიმძიმის რისკის კომენტარები
(ID (Hazard) ტიპი (Hazard Description) (Existing Barrier) (Consequence) (Probability კლასი ინდექსი (Comments)
) (Failure mode ) (Severity (Risk
ID) ) Index)
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

#01 ქუთაისის კოშკურის RAD-037-PL ვერ ხდება კავშირის  MMS Alarm Manager; საჰაერო C 4 4C
ძირითადი სიხშირის RAD-039-TL დამყარება საჰაერო  სმმ მეთვალყურის მიერ მდგომარეობის
სამუშაო ხომალდებთან პრობლემის იდენტიფიცირება; აღქმის
რადიოსადგურთან ქუთაისის  კავშირის დამყარება საავარიო დაქვეითება
კავშირის ვერ კოშკურის სიხშირეზე 121,5;
უზრუნველყოფა სიხშირეზე 125,5  რადიოსადგურის სარეზერვო
მართვის პულტი JOTRON–ის
არსებობა;
 მეთვალყურე–ასისტენტის
არსებობა.

#02 ქუთაისის ტაუერის TEL-017-TL ვერ ხდება  MMS Alarm Manager; ზეგავლენა არ C 5 5C
სამუშაო პოზიციიდან TEL-019-TL სატელეფონო  მეთვალყურის მიერ ხარვეზის აქვს
სატელეფონო კავშირის CBG-002-TL კავშირის დამყარება იდენტიფიცირება; მეთვალყურის
ვერ უზრუნველყოფა ადგილობრივი  სატელიტური კავშირის სამუშაო
(391) ინსტრუქციით არსებობა; პროცესზე
გათვალისწინებულ  სარეზერვო ტელეფონის
სამსახურებთან არსებობა;
 რადიო-სადგურ Motorola–ს
არსებობა;
 მეთვალყურე–ასისტენტის
არსებობა.

18
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

#03 მეთვალყურეების ყველა CBG-002-TL ქუთაისის ტაუერზე  MMS Alarm Manager; არ ახდენს C 5 5C
სამუშაო პოზიციაზე განთავსებულ  მეთვალყურის მიერ ხარვეზის ზეგავლენას
სატელეფონო კავშირის ყველა პოზიციაზე იდენტიფიცირება; სამუშაო
ვერ უზრუნველყოფა იკარგება კავშირის  სარეზერვო ტელეფონის პროცესზე
განხორციელების არსებობა;
შესაძლებლობა  სატელიტური ტელეფონის
ანალოგური, არსებობა
სატელიტური და  შეთანხმებაში არსებული
IVA–ს მეშვეობით პროცედურა სხ-ის მეშვეობით
საჭირო ინფორმაციის
გადაცემაზე მომიჯნავე
სექტორთან მიმართებაში.

#04 ხმოვანი საკომუნიკაციო LAN-002-TL ხმოვანი  MMS Alarm Manager; საჰაერო C 4 4C


სისტემის სრული PWR-016-TL საკომუნიკაციო  მეთვალყურის მიერ ხარვეზის მდგომარეობის
დაკარგვა ქუთაისის PWR-024-TL სისტემის იდენტიფიცირება; აღქმის
PWR-017-TL
კოშკურის სამუშაო მეშვეობით ვერ  სარეზერვო ტელეფონების დაქვეითება
პოზიციაზე მოხდება კავშირის არსებობა;
განხორციელება სხ–  სარეზერვო მართვის
ებთან, მომიჯნავე პულტების JOTRON არსებობა;
სექტორებთან და  მეთვალყურე–ასისტენტის
სხვა სამსახურებთან არსებობა.

19
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

#05 კონკრეტული სამუშაო CWP-001-TL კონკრეტული  MMS Alarm Manager; საჰაერო C 4 4C


პოზიციის დაკარგვა CWP-002-TL პოზიციიდან  მეთვალყურის მიერ ხარვეზის მდგომარეობის
ქუთაისის ტაუერზე CWP-007-TL ხმოვანი იდენტიფიცირება; აღქმის
საკომუნიკაციო  სარეზერვო ტელეფონის დაქვეითება
სისტემის არსებობა;
მეშვეობით ვერ  სარეზერვო მართვის პულტის
მოხდება კავშირის JOTRON არსებობა;
განხორციელება სხ–  მეთვალყურე–ასისტენტის
ებთან, მომიჯნავე არსებობა.
სექტორებთან და
სხვა სამსახურებთან

#06 კომუნიკაციის ვერ CWP-004-TL კონკრეტული  მეთვალყურის მიერ ხარვეზის საჰაერო C 4 4C


უზრუნველყოფა პოზიციიდან იდენტიფიცირება; მდგომარეობის
ცალმხრივად ქუთაისის კომუნიკაციის ვერ  საჰაერო მოძრაობის მართვის აღქმის
ტაუერის პოზიციებიდან უზრუნველყოფა სამსახურსა და ტექნიკურ დაქვეითება
(მიწა-ჰაერი) საჰაერო კომპლექს შორის შეთანხმება;
ხომალდებთან  ყურსასმენების არსებობა
(მიკროფონის სამუშაო პოზიციაზე;
გამოსვლა  სარეზერვო მართვის პულტის
მწყობრიდან) JOTRON–ის არსებობა
 მეთვალყურე–ასისტენტის
არსებობა;

20
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

#07 კომუნიკაციის ვერ CWP-005-TL კონკრეტული  მეთვალყურის მიერ ხარვეზის სამუშაო C 5 5C


უზრუნველყოფა პოზიციიდან იდენტიფიცირება; პროცესზე
ცალმხრივად კომუნიკაციის  საჰაერო მოძრაობის მართვის ზეგავლენა არ
კონკრეტულ პოზიციაზე უზრუნველყოფა სამსახურსა და ტექნიკურ აქვს
(მიწა–მიწა) ვერ ხორციელდება კომპლექს შორის შეთანხმება;
ორმხრივად  ყურსასმენების არსებობა
მომიჯნავე სამუშაო პოზიციაზე;
სექტორებთან და  სატელიტური ტელეფონების
სხვა სამსახურებთან არსებობა;
(ტელეფონის  სარეზერვო ტელეფონის
ყურმილის არსებობა;
მწყობრიდან  შეთანხმებაში არსებული
გამოსვლის პროცედურა სხ-ის მეშვეობით
შემთხვევაში) საჭირო ინფორმაციის
გადაცემაზე მომიჯნავე
სექტორთან მიმართებაში.

#08 ჰაერი–მიწა მოსმენის CWP-006-TL კონკრეტულ  მეთვალყურის მიერ ხარვეზის სამუშაო C 5 5C


საშუალების ვერ პოზიციაზე სხ იდენტიფიცირება; პროცესზე
უზრუნველყოფა ტრანსმისიების  საჰაერო მოძრაობის მართვის ზეგავლენა არ
კონკრეტულ პოზიციაზე მოსმენის სამსახურსა და ტექნიკურ აქვს
საშუალების არ კომპლექს შორის შეთანხმება;
ქონა (დინამიკის  ყურსასმენების არსებობა
მწყობრიდან სამუშაო პოზიციაზე;
გამოსვლა.)  სარეზერვო მართვის პულტის
JOTRON –ის არსებობა.

21
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

#09 ციფრული საათის CWP-008-TL ცალკე მდგომი  მეთვალყურის მიერ ხარვეზის C 5 5C


გაუმართაობა საათის მოდულის იდენტიფიცირება;
კონკრეტულ სამუშაო გამოსვლა  საჰაერო მოძრაობის მართვის
პოზიციაზე მწყობრიდან სამსახურსა და ტექნიკურ
კომპლექს შორის შეთანხმება;
 ხმოვანი კომუნიკაციის
სისტემის სენსორულ ეკრანზე
არსებული საათი.
 საჰაერო მოძრაობის მართვის
ავტომატიზებული სისტემის
მონიტორზე გამოტანილი
სინქრონული დრო.

#10 დროის სინქრონიზაციის PWR-008-TL არ ხდება დროის  MMS Alarm Manager; სამუშაო C 5 5C
ვერ უზრუნველყოფა PWR-013-TL სინქრონიზაცია და  მეთვალყურის მიერ ხარვეზის პროცესზე
შესაძლებელია იდენტიფიცირება; ზეგავლენას არ
ნაჩვენები დრო  საჰაერო მოძრაობის მართვის ახდენს
იყოს არაზუსტი ავტომატიზებული სისტემის
მონიტორზე გამოტანილი
სინქრონული დრო.

22
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

4.2 შემარბილებელი ღონისძიებები

საფრთხეების გამოვლენის და რისკების შეფასების შემდეგ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხორციელდა შესაბამისი შემარბილებელი
ღონისძიებების შემუშავება (მტყუნების სახეობების გათვალისწინებით) არსებული რისკების შემცირების მიზნით. შემუშავებული
შემარბილებელი ღონისძიებები წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

შემდგომი რისკის
რისკის
ინდექსი და
ID საფრთხე ინდექსი და შემარბილებელი ღონისძიებები კომენტარები
უსაფრთხოების
კრიტერიუმი
კრიტერიუმი

#01 ქუთაისის კოშკურის 4C  გადამოწმდეს ქუთაისის ტაუერის ძირითადი სიხშირის სამუშაო 4D


ძირითადი სიხშირის სამუშაო (დასაშვები) რადიოსადგურთან კავშირის უზრუნველყოფის შესაძლებლობა SITTI Multifono (მისაღები)
რადიოსადგურთან კავშირის M800IP სისტემის მეშვეობით;
 სახელმძღვანელოს ხელმისაწვდომობა ქუთაისის ტაუერის
23
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

ვერ უზრუნველყოფა მეთვალყურეებისთვის SITTI Multifono M800IP-ის ფუნქციების გამოყენებაზე;


 SITTI Multifono M800IP-ის ფუნქციების გამოყენების სახელმძღვანელოს
თეორიული სწავლების ჩატარება ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისათვის;
 SITTI Multifono M800IP-ის ფუნქციების გამოყენების სახელმძღვანელოს
პრაქტიკული სწავლების ჩატარება ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისათვის;
 პროცედურის შექმნა ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისთვის სარეზერვო
სიხშირის, საავარიო სიხშირის, სარეზერვო რადიოსადგურის მართვის პულტის
და სარეზერვო ტელეფონის გამოყენებაზე;
 სარეზერვო საშუალებების გამოყენების პროცედურის თეორიული სწავლების
ჩატარება ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისათვის;
 სარეზერვო საშუალებების გამოყენების პროცედურის პრაქტიკული სწავლების
ჩატარება ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისათვის;

#02 ქუთაისის ტაუერის სამუშაო  გადამოწმდეს ქუთაისის ტაუერის სამუშაო პოზიციიდან სატელეფონო კავშირის
პოზიციიდან სატელეფონო 5C უზრუნველყოფის (391) შესაძლებლობა SITTI Multifono M800IP სისტემის 5D
(მისაღები) მეშვეობით; (მისაღები)
კავშირის ვერ უზრუნველყოფა
(391)

#03 მეთვალყურეების ყველა  გადამოწმდეს მეთვალყურეების ყველა სამუშაო ადგილზე სატელეფონო


სამუშაო პოზიციაზე 5C კავშირის უზრუნველყოფის შესაძლებლობა SITTI Multifono M800IP სისტემის 5D
(მისაღები) მეშვეობით; (მისაღები)
სატელეფონო კავშირის ვერ
უზრუნველყოფა

#04 ხმოვანი საკომუნიკაციო  გადამოწმდეს ქუთაისის ტაუერის სამუშაო პოზიციაზე ხმოვანი კავშირის
სისტემის სრული დაკარგვა 4C უზრუნველყოფის შესაძლებლობა SITTI Multifono M800IP სისტემის მეშვეობით; 4D
(დასაშვები)  პროცედურის შექმნა ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისთვის სარეზერვო (მისაღები)

24
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

ქუთაისის კოშკურის სამუშაო სიხშირის, საავარიო სიხშირის, სარეზერვო რადიოსადგურის მართვის პულტის
პოზიციაზე და სარეზერვო ტელეფონის გამოყენებაზე;
 სარეზერვო საშუალებების გამოყენების პროცედურის თეორიული სწავლების
ჩატარება ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისათვის;
 სარეზერვო საშუალებების გამოყენების პროცედურის პრაქტიკული სწავლების
ჩატარება ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისათვის;

#05 კონკრეტული სამუშაო  გადამოწმდეს ქუთაისის ტაუერის კონკრეტული სამუშაო პოზიციიდან კავშირის
პოზიციის დაკარგვა ქუთაისის 4C უზრუნველყოფის შესაძლებლობა SITTI Multifono M800IP სისტემის მეშვეობით; 4D
(დასაშვები)  პროცედურის შექმნა ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისთვის სარეზერვო (მისაღები)
ტაუერზე
სიხშირის, საავარიო სიხშირის, სარეზერვო რადიოსადგურის მართვის პულტის
და სარეზერვო ტელეფონის გამოყენებაზე;
 სარეზერვო საშუალებების გამოყენების პროცედურის თეორიული სწავლების
ჩატარება ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისათვის;
 სარეზერვო საშუალებების გამოყენების პროცედურის პრაქტიკული სწავლების
ჩატარება ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისათვის;

#06 კომუნიკაციის ვერ  გადამოწმდეს ქუთაისის ტაუერის პოზიციიდან კავშირის უზრუნველყოფის


უზრუნველყოფა ცალმხრივად 4C შესაძლებლობა (მიკროფონი და ყურსასმენი/მიკროფონი) SITTI Multifono M800IP 4D
(დასაშვები) სისტემის მეშვეობით; (მისაღები)
ქუთაისის ტაუერის
 პროცედურის შექმნა ქუთაისის ტაუერის მეთვალყურეებისთვის სარეზერვო
პოზიციებიდან (მიწა-ჰაერი)
რადიოსადგურის მართვის პულტის და არსებული გარნიტურის გამოყენებაზე;
 რადიოსადგურის მართვის პულტის და არსებული გარნიტურის გამოყენების
პროცედურის თეორიული სწავლების ჩატარება ქუთაისის
მეთვალყურეებისათვის;
 რადიოსადგურის მართვის პულტის და არსებული გარნიტურის გამოყენების
პროცედურის პრაქტიკული სწავლების ჩატარება ქუთაისის
მეთვალყურეებისათვის;

#07 კომუნიკაციის ვერ  გადამოწმდეს ქუთაისის ტაუერის პოზიციებიდან კომუნიკაციის


უზრუნველყოფა ცალმხრივად 5C უზრუნველყოფის შესაძლებლობა (ტელეფონის ყურმილი) SITTI Multifono M800IP 5D
(მისაღები) სისტემის მეშვეობით; (მისაღები)
კონკრეტულ პოზიციაზე
(მიწა–მიწა)

25
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

#08 ჰაერი–მიწა მოსმენის  გადამოწმდეს ქუთაისის მისადგომის „ჰაერი-მიწას“ მოსმენის უზრუნველყოფის


საშუალების ვერ 5C შესაძლებლობა SITTI Multifono M800IP სისტემის მეშვეობით ქუთაისის 5D
(მისაღები) მეთვალყურე-ასისტენტის პოზიციაზე; (მისაღები)
უზრუნველყოფა კონკრეტულ
პოზიციაზე

#09 ციფრული საათის  გადამოწმდეს ყველა სამუშაო პოზიციაზე საათის გამართულად მუშაობის
გაუმართაობა კონკრეტულ 5C უზრუნველყოფის შესაძლებლობა; 5D
(მისაღები) (მისაღები)
სამუშაო პოზიციაზე

#10 დროის სინქრონიზაციის ვერ  გადამოწმდეს ქუთაისის ტაუერის ყველა არსებულ პოზიციაზე
უზრუნველყოფა 5C სინქრონიზირებული დროის უზრუნველყოფის შესაძლებლობა SITTI Multifono 5D
(მისაღები) M800IP სისტემის მეშვეობით; (მისაღები)

26
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

5. ცვლილების მონიტორინგი

ქუთაისის კოშკურიდან SITTI Multifono M800IP ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის მეშვეობით საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურების
განხორციელების მომენტიდან ძალაში შედის ცვლილების მონიტორინგი, რაც გულისხმობს ტექნიკური კომპლექსის და სმმ სამსახურების მიერ
3 (სამი) თვის პერიოდის განმავლობაში სპეციალურად შემუშავებულ ფორმებში (Log) ნებისმიერი სახის ხარვეზის დაფიქსირებას და
სამსახურებს შორის კოორდინაციას. მონიტორინგის მსვლელობისას, ყოველი თვის ბოლოს მონიტორინგის ჯგუფი მოახდენს ამ პერიოდის
განმავლობაში შევსებული ფორმების ანალიზს და შედეგების შეჯამებას. 3 (სამი) თვის თავზე მომზადდება ჩატარებული ანალიზების და
მიღებული შედეგების საბოლოო შეჯამება და დოკუმენტირება.

27
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

6. უსაფრთხოების მოთხოვნები

ცვლილების დეტალური აღწერის, საფრთხეების გამოვლენის დროს იდენტიფიცირებული არსებული ბარიერების და შემუშავებული
შემარბილებელი ღონისძიებების საფუძველზე განისაზღვრა შემდეგი უსაფრთხოების მოთხოვნები:

28
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

7. დასკვნა

უსაფრთხოების შეფასების პროცესში გამოვლენილი უსაფრთხოების მოთხოვნების სრულად შესრულების (გარდა აღნიშნული RQMT 0057
მოთხოვნისა, რომელიც დაკავშირებულია დანერგვის შემდგომ ეტაპთან) და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ აღნიშნული
ცვლილება ითვლება უსაფრთხოდ და მისაღებად არსებულ ფუნქციონალურ სისტემაში დასანერგად. ამასთანავე გათვალისწინებული
იქნება აღნიშნულ ცვლილებასთან მიმართებაში დაგეგმილი მონიტორინგის დროს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა, მათი
არსებობის შემთხვევაში.

29
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

8. უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების და წარდგენის გეგმა–გრაფიკი

შესრულებაზე
უსაფრთხოების შესრულებაზე
N პასუხისმგებელი პირის შესრულების თარიღი
მოთხოვნა პასუხისმგებელი პირი
ხელმოწერა

30
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

ცვლილების ორგანიზატორი
სახელი, გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა თარიღი

31
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

დანართი 1.

ხარისხობრივი მეთოდი წარმოადგენს ალბათობის შეფასებას, რომელიც დაფუძნებულია სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი
კომპეტენტური პირების დასკვნებზე საექსპლუატაციო გამოცდილების გათვალისწინებით და ხორციელდება ქვემოთ მოცემული
ცხრილის მიხედვით:

ალბათობა მნიშვნელობა შეფასება

ხშირი შესაძლებელია მოხდეს მრავალჯერ A

განმეორებადი შესაძლებელია მოხდეს დროდადრო B

იშვიათი საეჭვოა მოხდეს, მაგრამ შესაძლებელია C

ნაკლებად სავარაუდო ნაკლებად სავარაუდოა მოხდეს D

თითქმის შეუძლებელი პრაქტიკულად შეუძლებელია მოხდეს E

32
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

დანართი 2.

ფუნქციონალურ სისტემაში საფრთხის ზეგავლენის სიმძიმის კლასის დადგენა ხორციელდება ქვემოთ მოცემული ცხრილის
მიხედვით:

სიმძიმის ექსპლუატაციაზე გავლენა


კლასი
1 საავიაციო შემთხვევა
(უმძიმესი)
2 სერიოზული ინციდენტი
საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული
ინციდენტი, რომლის დროსაც საჰაერო ხომალდის
3 უსაფრთხოებას შეიძლება მიადგეს საფრთხე, რასაც
შესაძლოა მოჰყვეს სხვა საჰაერო ხომალდთან, დედამიწასთან
ან დაბრკოლებებთან შეჯახების საშიშროება.

ინციდენტი, რომლის დროსაც წარმოიქმნა ისეთი


გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ შესაძლოა
მომხდარიყო საავიაციო შემთხვევა, სერიოზული ინციდენტი
4 ან ინციდენტი, თუ სხვა საჰაერო ხომალდი სახიფათო
სიახლოვეს აღმოჩნდებოდა ან თუ არ მოხდებოდა რისკის
მართვა უსაფრთხოებისათვის საკმარისი მარაგით.

5 არანაირი უშუალო გავლენა უსაფრთხოებაზე


(უმცირესი)

33
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

დანართი 3.

რისკის დასაშვები და მისაღები კრიტერიუმების დადგენა დაფუძნებულია საფრთხის ზეგავლენის ალბათობისა და საფრთხის
ზეგავლენის სიმძიმის კლასის წყვილებად შედარების მეთოდზე ქვემოთ წარმოდგენილი მატრიცის მიხედვით:

1 2 3 4 5

დაუშვებელი დაუშვებელი დაუშვებელ დასაშვები დასაშვები


A

B დაუშვებელი დაუშვებელი დასაშვები დასაშვები დასაშვები

C დაუშვებელი დასაშვები დასაშვები დასაშვები მისაღები

D დასაშვები დასაშვები დასაშვები მისაღები მისაღები

E დასაშვები დასაშვები მისაღები მისაღები მისაღები

34
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

დანართი 4.

ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კომუნიკაციის სისტემის SITTI Multifono M800IP კონფიგურაციის დეტალური
აღწერა

A. რადიოკავშირის პანელი
B. პირდაპირი კავშირის პანელი
C. შიდა სისტემური კავშირის პანელი / ტელეფონი
D. დამატებითი ფუნქციების პანელი
E. მართვის პანელი

35
ქუთაისის კოშკურის ხმოვანი კავშირის სისტემის ცვლილების უსაფრთხოების შეფასება

36

You might also like