Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

1.

თუ ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებულია წინასწარი საკუთრების


უფლება - გადადის ახალ მყიდველზე თუ არა ?
- თუ აუქციონით იყიდა
- თუ სხვა გზით (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით) გადავიდა

თუ უძრავი ნივთის განკარგვა მოხდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და


„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად,
უძრავ ნივთზე რეგისტრირებული წინასწარი უფლება უქმდება.

თუ უძრავი ნივთის განკარგვა მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე,


რეგისტრირებული წინასწარი უფლების დატოვების ან/და გაუქმების საკითხი
გამომდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსიდან.

თუ ნივთზე რეგისტრირებულია წინასწარი უფლება , აღნიშნული უფლება


გამორიცხავს გარიგების საფუძველზე ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას,
თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია არ გამორიცხავს ამ ნივთის


მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციას.

2. თუ ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებულია სამიდღემშიო რჩენის უფლება


- გადადის ახალ მყიდველზე თუ არა ?
- თუ აუქციონით იყიდა
- თუ სხვა გზით (სასამართლოს გადაწყვეტილებით აშ) გადავიდა

თუ ნივთზე რეგისტრირებულია სამისდღეშიო რჩენის ვალდებულება და ამ უძრავი


ნივთის განკარგვა მოხდება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული სამისდღეშიო რჩენის
ვალდებულება უქმდება.

თუ უძრავი ნივთის განკარგვა მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე,


რეგისტრირებული სამისდღეშიო რჩენის ვალდებულების დატოვების ან/და
გაუქმების საკითხი გამომდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსიდან.

სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან


სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის
გარეშე.
3. თუ ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებულია გამოსყიდვის უფლება -
გადადის ახალ მყიდველზე თუ არა ?
- თუ აუქციონით იყიდა
- თუ სხვა გზით (სასამართლოს გადაწყვეტილებით აშ) გადავიდა

თუ ნივთზე რეგისტრირებულია გამოსყიდვის უფლება და ამ უძრავი ნივთის


განკარგვა მოხდება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის
საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, უძრავ ნივთზე
რეგისტრირებული გამოსყიდვის უფლება უქმდება.

თუ უძრავი ნივთის განკარგვა მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე,


რეგისტრირებული გამოსყიდვის უფლების დატოვების ან/და გაუქმების საკითხი
გამომდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსიდან.

გამოსყიდვის ვადაში გასხვისება არ რეგისტრირდება. თუ მყიდველმა გამოსყიდვის


უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.

You might also like